შემთხვევითი შეხვედრა (თავი მეშვიდე და თავი მერევე)
			    
                    თავი მეშვიდე ტელეფონი მაგიდაზე დადო. ხმა აღარ ესმოდა, მაგრამ სიტყვები მაინც ჩაესმოდა - „სახლში ვართ“. ეს სიტყვები, ნელა და მტკივნეულად ხვდებოდა გულში. ფანჯრიდან ღამე მოჩანდა - ბნელ, უძრავ ჰაერში საავადმყოფოს შუქები ირეკლებოდა, ისევე როგორც მისი ფიქრები. ნელა მოსჭიდა ხელი უჯრას და ჯიბიდან გასაღები ამოიღო. გაჩერდა, თითქოს შიგნიდან რაღაც აფრთხილებდა - არ გააღო. მაინც ჩასვა გასაღები საკეტში და გახსნა. უჯრა გახსნა, სადაც შავი, პატარა ყუთი იდო. დავითმა ყუთი ამოიღო, გახსნა და თითებით შეეხო ცივ ოქროს ბეჭედს. ნელი მზერით უყურებდა ბეჭედს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ღრმად ამოისუნთქა, გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. შემდეგ ნელი მოძრაობით, ბეჭედი გაიკეთა. საათის წიკწიკი ისმოდა. საბოლოოდ გადაკეტა უჯრა, ხალათი საკიდზე ჩამოკიდა და ქურთუკი ჩაიცვა. კაბინეტის კარი ფრთხილად მოხურა და დერეფანში გავიდა, სადაც ჯერ კიდევ არეული ღამე იყო. სახლისკენ გაეშურა, სადაც უკვე ვიღაც ელოდა, მაგრამ ახლა იქ წასვლა აღარ უნდოდა.სამსახურიდან მოსული დაღლილი თამარი საწოლზე იწვა და სიზმარი ესიზმრებოდა - გარშემო ნაცრისფერი ნისლი იშლებოდა, თითქოს ზღვასთან იდგა. გადმოდიოდა ტალღა, მშვიდი, მაგრამ მძიმე — რომელსაც რაღაც მოჰქონდა, თანაც უჩუმრად. იმ ნისლში ნელა მოჩანდა ნიკუშას ფიგურა. რომელიც ისე იღიმებოდა, როგორც ბავშვობაში — იმ გაუჩინარებელი სინათლით თვალებში. — თამარ ქალო... ყველაფერი კარგად იქნება. — თქვა ჩუმად, მაგრამ მისი ხმა თითქოს შორიდან მოდიოდა, წყლის ქვეშიდან მოდიოდა. თამარს სურდა მისკენ წასვლა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა — თითქოს მიწაზე იყო დაწეპებული. ნისლი ნელა ეხვეოდა ნიკუშას სხეულს, ის კი ისევ იღიმებოდა, სანამ მთლიანად არ გაქრა. თამარი მარტო დარჩა — ზღვა ჩუმად შრიალებდა, და იქვე, ტალღებზე, რაღაც თეთრი ბუმბული ტივტივებდა. ნინიას ხმამ გააღვიძა: — დედიკოო გაიღვიძე. მე და მამიკომ სურპრიზი გაგიკეთეთ— ბავშვური ხმით უთხრა დედას. ფარდიდან შემოსული შუქი თბილად ეფინებოდა საწოლს, ოთახში კი ყავის სურნელი ტრიალებდა. საწოლიდან წამოდგა, თავისი პრინცესა ხელში აიყვანა და ჩაკოცნა. ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან. სამზარეულოში მცირე ქაოსი დახვდა — ფქვილი მაგიდაზე, ჭიქები არეულად, საჭმელი მაგიდაზე და შუაში ყვავილები. სანდრომ გაუღიმა და უთხრა : - ძალიან დაიჟინა და მამიკომაც უარი ვერ უპასუხა. - თან ყავას ჭიქებში ასხავდა. ოთახში ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა, მაგრამ თამარის გონებიდან იმ დილის სიმშვიდეში ნანახი სიზმარი არ ქრებოდა. პატარა პრინცესა მხიარულად გავიდა სათამაშო ოთახში. სამზარეულოში სიჩუმე დარჩა. მხოლოდ საათის წიკწიკი და ნაზად შემოსული დილის შუქი ავსებდა ატმოსფეროს. თამარმა ღრმად ამოისუნთქა და სანდროს შეხედა. — სანდრო… რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა — ჩუმად დაიწყო თამარმა, მის ხმაში ფრთხილი ბგერა, ისმოდა. თითქოს ჯერ თავადაც არ სჯეროდა, რომ ამას ამბობდა. — ნინიას მამა ჩემთან ერთად მუშაობს კლინიკაში. სანდრო უცებ მიხვდა ყველაფერს და გაუღიმა, შემდეგ უთხრა: – მე შენი და პრინცესას გვერდით ყოველთვის ვიქნები. – ორივემ ფანჯარას გახედა. წარსული: უცხო კლინიკის პატარა ოთახში ეხოს ეკრანზე პატარა ბავშვი მოჩანდა. თამარი იწვა გაჩერებული სუნთქვით, ცრემლები ჩამოსდიოდა. სანდრო მის გვერდით იდგა და მხარზე ხელს ადებდა. — არ ხარ მარტო, — უთხრა მშვიდად. — მე აქ ვარ შენთან. თამარმა თვალები დახუჭა, მთელი მისი მარტოობის ტვირთი ოდნავ შემსუბუქდა. წარსულის დასასრული. თამარმა სანდროს შეხედა ისევ, ხმადაბლა უთხრა, მაგრამ თავდაჯერებით: — და ახლა მინდა იცოდე, რომ მე ყოველთვის შენი მადლობელი ვიქნები სანდრუშკი. მადლობა, რომ მე და ჩემს პატარას შენი კალთა გადაგვაფარე... ჩემი ერთ- ერთი ძალა შენ ხარ! - სიჩუმე სამზარეულოში ისევ ჩამოწვა. ნინია უკვე ოთახში თამაშობდა. მისი მხიარული სიცილი სახლს ავსებდა. თამარი ნელა წამოდგა სამზარეულოდან და ხალისით პატარა ქაოსის ალაგება დაიწყო : ჭურჭელი დარეცხა, მაგიდა მოაწესრიგა, რამდენიმე წიგნი ნინიას სათამაშოებთან ერთად მოათავსა. სანდრო ნინიას გვერდით პატარა თამაშს თამაშობდა — მამა და შვილი, ერთად ძალიან ერთობოდნენ. თამარი ცოტა ხანში მომზადებას შეუდგა. დილის რუტინა მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ რაღაც დაძაბულობას მაინც გრძნობდა. ნელა ჩაიცვა კაბა, თმა მოიწესრიგა და სარკეში მზერა შეავლო საკუთარ თავს. — მზად ვარ, სანდრო, — თქვა ბოლოს. — კარგი, მაშინ წავიდეთ, — უპასუხა სანდრომ. მანქანაში ჩასხდნენ: თამარი წინ, სანდრო საჭესთან, ნინია უკანა სავარძელზე, თან ღიღინებდა. მთელი გზა მშვიდად მიემართებოდნენ სამსახურისკენ. თუმცა გზაში თამარმა ჩუმად ჩურჩულით თქვა: — აგე, დათო… სანდრო გაჩერდა და ნაზად, ინსტინქტურად, თამარის ლოყაზე აკოცა. მოძრაობა იყო მოკლე, სუფთა, სითბოთი სავსე, მაგრამ ეს ერთი მომენტი დათომ დაინახა, როდესაც ის სიგარეტს ეწეოდა. დათოს სუნთქვა აუჩქარდა, ხელები ოდნავ დაეჭიმა. მისმა გულმა უცნაური ტემპით დაიწყო ცემა. თამარი გადმოვიდა მანქანიდან, ნინია ჩაკოცნა, მაგრამ მისი მზერა ჯერ კიდევ დათოზე იყო მიპყრობილი. დათოც დედა- შვილს უყურებდა. — წავედი ნინია, მამიკოს დაუჯერე პარკში. — ნაბიჯებით სწრაფად წავიდა კლინიკისკენ. სანდროს მანქანა შორს გაქრა, მაგრამ დათოს ჯერ კიდევ თვალწინ ედგა სურათი — თამარი, სანდრო და ნინია ერთად, პატარა ოჯახური სითბოთი გარშემორტყმულნი. შიგნიდან დათოს გულში ტკივილმა გაუელვა — ეჭვიანობა და სურვილი ერთდროულად, ჩუმად და ძლიერად. მოწევას თავი დაანება და რეანიმაციაში წავიდა პაციენტების მოსანახულებლად. კლინიკის დერეფანი მშვიდი იყო. ღამის მორიგეობა ახლა იწყებოდა , ყველა დაღლილი, უხმო ნაბიჯებით გადაადგილდებოდა. თამარი საოპერაციოდან გამოდიოდა, თეთრი ხალათი მხრებზე მოიგდო, მის თვალებში უკვე იკითხებოდა თუ როგორი დაქანცული იყო. დათო დერეფნის ბოლოს იდგა, კედელს მიყრდნობილი. მას ელოდებოდა. - შეგვიძლია ვილაპარაკოთ? - თქვა მშვიდად, მაგრამ მის ხმაში სიმძიმე იგრძნობოდა. თამარი ერთი წამით შეჩერდა, და თავი ოდნავ დაუქნია. კაბინეტში შევიდნენ და კარი მიხურეს. გარედან ხმები კვლავ შემოდიოდა. დათო მაგიდას მიეყრდნო, თვალს არ აშორებდა მის წინ მდგომს. - რამდენიმე დღეა, რაღაც მტანჯავს- დაიწყო ნელა საუბარი. - და აღარ შემიძლია, ეს საკითხი შენთან უნდა განვიხილო. თამარმა თვალები წამით დახუჭა — თითქოს ერთი ამოსუნთქვით წარსულში დაბრუნდა. წარსული: გაახსენდა შემოდგომის საღამო, როდესაც უნივერსიტეტის გვერდით პარკში სეირნობდნენ. ქარი ფოთლებს ატრიალებდა, დათო კი სიცილით ცდილობდა დაეჭირა ერთი მათგანი. „თუ დავიჭერ მაკოცებ“ - უთხრა მაშინ, და თამარი იცინოდა ისე გულწრფელად, როგორც არასდროს. ფოთოლი ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ იმ დღეს კოცნა მაინც მიიღო. წარსულის დასასრული თვალები გაახილა და მის წინ დავითი იდგა. - შენი ქალიშვილი... ექვსის არის, ხომ? - დათოს ხმა ოდნავ აუკანკალდა. - მისი მამა მართლა ის კაცია თუ მე? თამარმა თვალები დახუჭა. წამით იგრძნო, როგორ უნდოდა სასწაული მომხდარიყო და აქ არ ყოფილიყო. შემდეგ ჩუმად თქვა: - კი, ნინია ექვსი წლის არის, ის ჩვენი შვილია, დავით. ეს სიტყვები თითქოს ჰაერში გაიყინა. დავითი უყურებდა თამარს, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. თითქოს ვერ სუნთქავდა. - რატომ არ მითხარი?! რატომ უნდა ვიგებდე ამ ყველაფერს ექვსი წლის შემდეგ?! თამარი მშვიდად იდგა, მაგრამ მისი ცრემლები მშვიდად არ იყო. - რა უფლებით მისვავ მაგ კითხვას! წარსული: თამარს ხელები უკანკალებდა. ორსულობის ტესტზე ორი მკვეთრი ზოლი იყო. გაეღიმა და სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა. გაახსენდა ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი უნდა სცოდნოდა. ეს პერსონაჟი „მისი დათო“ იყო. ტელეფონი აიღო და დავითს დაურეკა. - საღამოს თუ გცალია, რომ შევხვდეთ? ჩვენს საყვრელ რესტორანში- თქვა ოდნავ მღელვარე ხმით. - კარგი, სიყვარულო. სიხარულით გათიშა ზარი. სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. სახლში წავიდა, კაბა ჩაიცვა , ის კაბა, რომელიც დათოს ძალიან უყვარდა. თმები მოიწესრიგა, ნაზი მაკიაჟი გაიკეთა და ლურჯი ყუთი ჩადო ჩანთაში. შიგნით იყო ორსულობის ტესტი და პატარა წერილი ,,ჩვენ მალე სამნი ვიქნებით." რესტორანში მივიდა. მაგიდაზე ორი ღვინის ჭიქა იდგა, სანთლები ციმციმებდნენ. დრო გადიოდა, დათო არ ჩანდა. სანთელი ჩაქვრა - თამარმა აანთო. მეორედ ჩაქვრა - ისევ აანთო. მესამედ უკვე ხელების კანკალით... ,,აი ახლა შემოვა", გაიფიქრა, კარი იღებოდა, მაგრამ დათო არ ჩანდა. ღამე დაიწყო, რესტორნიდან სტუმრები უკვე მიდიოდნენ, ოფიციანტებიც ნელ-ნელა ალაგებდნენ რესტორანს. თამარს თვალები დაეხუჭა, მაგიდაზე თავი დადო და ჩაეძინა. დილით მზის სხივებმა და რესტორნის მენეჯერმა გააღვიძეს, მაგიდაზე მის წინ აღარაფერი იდგა. გაეღიმა , თავი სიზმარში ეგონა. ტელეფონს შეხედა , არცერთი ზარი და არცერთი შეტყობინება არ დახვდა. მათეს დაურეკა. - მათე, სალამი, დათოს მშვიდობა აქვს? - ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით. დუმილი იყო, შემდეგ კი მათეს ხმა გაისმა: - თამარ, არ ვიცი როგორ გითხრა, მის გვერდზე გადადი და ყველაფერს ნახავ. თამარი ეგრევე დათოს გვერდზე გადავიდა და რას ხედავს: დავითი, სხვა ქალთან ერთად, რომელსაცბეჭედს უკეთებს. წარწერა: " მან თქვა კი. " თითქოს ყველა ხმა გამქრალიყო სამყაროდან. მხოლოდ მისი გულისცემა ესმოდა, მკაფიო და გაუჩერებელი. სკამიდან წამოდგა, მყარად მოეჭიდა მაგიდას და ცდილობდა, რომ არ დაცემულიყო. გარეთ გამოვიდა- მაღალქუსლიანები ფეხზე უჭერდა, თითოეული ნაბიჯი გულში ერჭობოდა. შეჩერდა, დაიხარა და,მაღალქუსლიანები გაიხადა, ხელში დაიჭირა. გზა თითქოს დაუსრულებელი იყო. არ ახსოვდა, როგორ მივიდა დათოს სახლის კართან. დააკაკუნა, მაგრამ არავინ გამოხედა. კიდევ დააკაკუნა უფრო ხმამაღლა. მეზობელი გამოვიდა და უთხრა: - აქედან წავიდნენ. თამარი გაშეშდა. თვალები დაუბინდდა, თითქოს ვეღარაფერს ხედავდა. შემდეგ უკან დაიხია, კედელს მიეყრდნო და ჩუმად დაიწყო სუნთქვა - სწრაფად, არათანაბრად. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ამჯერად უკვე მისთვის ყველაფერი ირხეოდა : კედელი, მიწა, ხმები. თითქოს მთელი სამყარო იძროდა მის გარშემო, ხოლო მის შიგნით კი სიცარიელე იზრდებოდა. თამარი ნელა ჩაიკეცა და თვალები დახუჭა. ამჯერად პირველად იგრძნო, როგორ სტკიოდა არა სხეული, არამედ სული - ისე ძლიერად, რომ სუნთქვაც აღარ უნდოდა. მზის სხივები გარემოს ასხივებდნენ ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი მომხდარა.დათომ ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე და ოთახში ბოლთას სცემდა. - ის პატარა ბავშვი, რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა და მამას კითხულობდა... მე ვიყავი? ჩემი ქალიშვილი სხვას ეძახის მამას? თამარმა თავი დაუქნია. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მათი სუნთქვა ისმოდა. თამარმა ცრემლი მოიწმინდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. ეს იყო წუთი, როდესაც წარსული საბოლოოდ დაბრუნდა - ისეთი სიმძიმით, რომ არცერთი მათგანი ვეღარ გაექცეოდა. თავი მეშვიდეს დასასრული... თავი მერვე კლინიკის დერეფანში ნაბიჯების ხმა მკვეთრად ისმოდა. თამარი უკვე გასასვლელისკენ მიდიოდა და ცდილობდა დათოსთან მოხდენილი საუბარი გონებიდან ამოეგდო. ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ტელეფონი მოულოდნელად აღიღინდა. დახედა და ზარს „დედა“ ეწერა. წამით გაჩერდა, თითქოს შიშმა და ჟრუანტელმა ერთად დაუარა სხეულში. – ალო... დედა... მობილურში ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს სუნთქვა და ტირილი ერთმანეთს ერწყმოდა. – თამარ... ნიკუშა... აჯობებს მოხვიდე დედიკო... – სიტყვები მეხივით დაეცა, თითქოს ჰაერი აღარ ყოფნიდა. ხელიდან ჩანთა და ტელეფონი გაუვარდა. ყვირილი უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. – ნიკუშაა! – დაიღრიალა ისე, რომ დერეფანში მყოფი ექთნების ყურადღება მიიპყრო. ხმაში შიშიც იყო, ტკივილიც. კაბინეტის კარებთან ბრახუნის ხმა გაიგო.. კარები გააღო და ექთანი დახვდა, რომელსაც თვალებში დაბნეულობა და შიში ეტყობოდა. - ბატონო დათო, ქალბატონი თამარი... ტელეფონზე ლაპარაკობდა და უეცრად ცუდად გახდა, - სწრაფად ლაპარაკობდა. - კარგი, მოვდივარ ახლავე! - დათო კაბინეტიდან ეგრევე შეშინებული გამოვარდა და თამარისთან მივიდა. იგი ფერმკრთალი იყო, თეთრ კედელს მიყრდნობოდა და ხელები უკანკალებდა. - რა მოხდა?! - მამაკაცმა ხმა აიმაღლა, რათა მის სიტყვებს ქალამდე მიეღწია. თამარი ვერ ლაპარაკობდა. თვალებიდან მხოლოდ ცრემლები სდიოდა. - ჩემი ძმა... - ძლივს ამოილაპარაკა. - ჩემი მომღიმარი ბიჭი... ძალიან მძიმედ არის... მასთან მინდა... დათო მისკენ მივიდა და ორივე ხელით მხრებზე შეეხო. - მე წაგიყვან... ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია. მის თვალებში შიში და იმედი იყო გაჩახჩახებული. გარეთ გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. დათოს მანქანის მინებზე წვიმის წვეთები ნელა ეცემოდა. თამარი წინ იჯდა, ჩანთა მუხლებზე ჩანთადებული კი თითებით ნერვიულად ებღაუჭებოდა. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. დათო საჭეს ძლიერად უჭერდა ხელებს, თუმცა ყოველ წამში თამარისკენ იხედებოდა. - თამარ, ჩვენ მალე მივალთ. - ჩუმად უთხრა მან. - ყველაფერი კარგად იქნება. თამარი ჩუმად იყო და ხმის ამოღების სურვილი არ ჰქონდა. საავადმყოფოს მიმღებში მივიდნენ. დათომ ხელი თამარს ხელი გაუყარა და ლიფტით ავიდნენ, იმ სართულამდე სადაც ნიკუშა იყო. მათ გაიგეს ქალის გულისშემძვრელი კივილი, რომელიც ექოდ ირხეოდა. - ვაიმე, შვილო!... დედა მოგიკვდეს ნიკუშა!... - თამარმა იატაკზე ფერმკრთალი დედამისი დაინახა. ხელებს ჰაერისკენ წევდა, შემდეგ მიწისკენ ახეთქებდა. მამამისი ცდილობდა, ემოციები არ გამოეჩინა, მაგრამ განადგურებული კაცი ვერ მალავდა. ჩუმად ქვითინებდა. თამარი ნიკუშას პალატაში შევიდა. აპარატები აღარ წიკწიკებდნენ. საწოლზე ნიკუშა იწვა, მისი ძმა, მისი ხალისიანი ბიჭი. ერთ-ერთი ექთანი თეთრი ზეწრის გადაფარებას აპირებდა. თამარი გაშეშდა. უყურებდა მისი პატარა ძმის თითებს, რომლებსაც ხელს კიდებდა ხოლმე. იხსენებდა სახეს, რომელზეც მუდამ ღიმილი ჰქონდა, მაგრამ ახლა ის ზეწრის ქვეშ იმალებოდა. დაბლა დავარდა, შიგნიდან მთლიანად დაცარიელებული. - ჩემი ნიკა... - მხოლოდ ეს სიტყვები ამოუვიდა ბაგიდან ჩუმად მაგრამ იმდენად მძაფრად, რომ ჰაერი გაიყინა. ორივე ხელით ზეწარს ეხებოდა და ცდილობდა ძმის სუნთქვა ეპოვა. დათო კართან იდგა. ვერ წყვეტდა მისულიყო თუ არა თავის თამარისთან. ბოლოს ნელა მიუახლოვდა. თამარი ისევ იმ ზეწარს ებღაუჭებოდა და ჩუმად იმეორებდა : - ჩემო პატარა, გაახილე თვალები რა... სავადმყოფო გლოვობდა. თამარი პანაშვიდზე ჩუმად იდგა და თვალებით ერთ წერტილს აშტერდებოდა. გარშემო ხმები ირეოდა : მღვდლის ხმა, ცრემლების ჩუმი ხრიალი, ახლობლების ოხვრა. ოთახსაც გლოვა ეტყობოდა. თამარის დედა ვეღარ ტიროდა , რადგან ცრემლი გამოლეოდა, მხოლოდ გულზე ჰქონდა ხელები მიხუტებული და ირხეოდა. მამამისი უხმოდ იდგა კუთხეში, გაყინული მზერითდა ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ვაჟის დაკარგვას. თამარმა თითები ძმის სურათს გადაუსვა. ჰაერი საკმაოდ ცივი იყო. სამძიმარზე იმდენი ადამიანი მოდიოდა, მაგრამ არავის მოსვლა არ აინტერესებდა. თანამშრომლებიც იყვნენ, მათ შორის დავითიც. ნინია აღარავის ახსოვდა სანდროს ხელში, რადგან სრული პასუხისმგებლობა სანდროს ჰქონდა აღებული. ვიღაც ხელს აწვდიდა, ვიღაც ჩუმად ეხვეოდა, მაგრამ თამარი ვერაფერს გრძნობდა. ყველაფერი უსიცოცხლო გახდა, ისევე როგორც მისი ძმის ოთახი, სადაც ახლა უკვე ნამდვილად სიჩუმე დაისადგურებდა. მზეც კი არ ანათებდა ნორმალურად, როცა ხალხი ეკლესიიდან ნელა მიემართებოდა სასაფლაოსკენ. შავი ტანსაცმლის ფონზე გვირგვინები მკვეთრად მოჩანდნენ. თამარი ნაბიჯს ვერ აჩქარებდა, რადგან თითოეული ნაბიჯი სიმძიმით იყო სავსე. ხელში თავისი ძმის სურათი ეჭირა და ძლიერად უჭერდა. ისე, რომ ვერაფერს გრძნობდა. მამამისი და დედამისი ერთად მოდიოდნენ, არცერთი მათგანი ხმას არ იღებდა. ორივე ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო, რომ მხოლოდ მიწის თხრის ხმა ისმოდა. ხმები ერთმანეთში ირეოდა: მღვდლის ხმა, შემდეგ გლოვა და შემდეგ ისევ სიჩუმე. თამარი ყველაფერს ბოლომდე უყურებდა, აკვირდებოდა, რადგან უნდოდა, რომ მის გონებაში სამუდამოდ დარჩენილიყო ეს მომენტი. ბოლოს დაიხარა და მიწის ყრა ხელებით დაიწყო. დავითი ხესთან იდგა, ვერ ბედავდა მიახლოებას, მაგრამ მის თვალებში იკითხებოდა ყველაფერი. თამარს თავი დახრილი ჰქონდა, თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები მიწას ეცემოდა - ზუსტად იქ, სადაც მისი ძმა ახლა იწვა. საღამომ ნელა გააქრო ხმა და ხალხი ნელ-ნელა ქრებოდა. სასაფლაო დაცარიელდა. მხოლოდ ქარი არხევდა ბალახს და სადღაც შორიდან ძაღლის ყეფვის ხმა ისმოდა. თამარი ადგილიდან არ იძროდა. იჯდა ძმის საფლავთან და ხელებით ეფერებოდა ჯვარზე მიდებულ ნიკუშას სურათს. - ნიკუშა - ამოიხრიალა ჩუმად. ახლა უბრალოდ ის უბრალოდ და იყო - მარტო, უმწეო და მოტეხილი. ის საფლავს ელაპარაკებოდა. - ,,აღარ წავალ, ნიკუშა... ჩემო ღიმილა აღარ დაგტოვებს შენი და.." - ამ სიტყვებს პირდაპირ მიწას უმიზნებდა. შორიდან ვიღაცის სილუეტი ნელა დაიძრა - ეს იყო დავითი. თავიდან მოშორებით იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ჩუმად აკვირდებოდა. იცოდა, რომ არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ნელა მიუახლოვდა. თამარმა ვერც კი გააცნობიერა, როგორ ჩაეხუტა დავითი მას. ეს იყო მათი პირველი შეხება ამდენი ხნის შემდეგ - ისეთი, თითქოს დრო გაჩერდა. თითქოს ქარმა წამით დაკარგა სიცივე და მათ შორის დაბრუნდა ის დაკარგული სითბო, რომლის აღწერაც სიტყვებს არ შეეძლოთ. თამარს მაინც ჩაეძინა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სიზმარში თავის ძმას ეძებდა. დათოს წინ იწვა ქალი, რომელიც ოდესღაც მისი სამყარო იყო. ნელა გადაუსვა ხელი წითურ ხვეულ თმებზე, ისე თითქოს წარსულს ეხებოდა. შემდეგ ფრთხილად აიყვანა ხელში. თამარი მის მკლავებში უმწეოდ და მშვიდად. დათო ნელა მიდიოდა ბილიკზე. მან ფრთხილად გააღო მანქანის კარი და თამარი ისე ჩასვა, რომ არ გაღვიძებოდა. უნდოდა უფრო ჩაეკრა გულში, მაგრამ მტკივნეული მოგონებები არ ანებებდა თავს. საჭესთან დაჯდა და ღრმად ამოისუნთქა და ცდილობდა გულის ტკივილი არ გამოეხატა. ის მისთვის უკვე აღარ იყო ის ქალი, რომელიც ოდესღაც უყვარდა. ის იყო ჭრილობა, რომელიც მოუშუშებლად დარჩა მისთვის , მაგრამ მაინც, ამ ჭრილობის ტკივილში ყველაზე ნამდვილი სიყვარული ისმოდა. მანქანა მალევე გაჩერდა ნაცნობ სადარბაზოსთან. დავითმა მანქანის კარი ფრთხილად გააღო და ფრთხილად გადავიდა. თამარი ხელში აიყვანა, კვლავ ჩუმად იყო მის მკლავებში. სახლის კარებამდე მიიყვანა. კარებზე ჩუმად დააკაკუნა, მაგრამ საკმარისად ხმამაღლა, რომ მეორე მხარეს სიცოცხლე შეეტოკებინა. ბავშვის ხმა გაისმა , თბილი, რომელიც ტკივილს მალამოდ ედებოდა. – მამა კარებზე არის. მამაკაცს სუნთქვა შეეკრა. ეს ერთი სიტყვა „ მამა “ ისე მოხვდა გულში, როგორც კუთხეში დავიწყებული ტკივილი, რომელიც მოულოდნელად შეგახსენებს თავს. მისი პატარა გოგო, მისი სისხლი... სხვას მამას ეძახდა. კარი გაიღო . ზღურბლზე სანდრო იდგა, ხელში პატარა ნინია ეჭირა, ფუმფულა პიჟამოები ეცვა, პინგვინები ეხატა. პატარა იღიმოდა და ამ ღიმილში იმდენი სინათლე იყო, რომ წამით ყველაფერი გაქრა. დავითს უნებურად გაეღიმა ნინიას მომღიმარი სახის გამო. სანდრო მზერას ვერ აცილებდა თამარს, რომელიც დათოს მკლავებში იყო. ნინიას ლოყებზე აკოცა და თბილად უთხრა: - მამიკო ახლა თავის გოჭუნას დასვავს და გოჭუნა ბებიკოსთან წავა, კარგი? ნინიამ თავი დაუქნია და ხალისით გაიქცა. თამარმა დათოს მკლავებიდან თავის მკლავებში გადმოიყვანა. თვალი თვალში გაუსწორა და უთხრა: - მადლობა - თქვა სანდრომ ჩუმად, მაგრამ გულით. დავითმა მხოლოდ თავი დაუქნია - არაფერს ამბობდა, რადგან შესაძლოა თავი ვერ გაეკონტროლებინა. სანდრომ თამარი მიიხუტა და ჩასჩურჩულა: - ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო... ჩვენი გოგოც კარგად არის. შემდეგ ნელა კარი უხმოდ დახურა. დავითი კი კართან დარჩა - მარტო, როგორც ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამყაროდან რაღაცები აშორებდა. თამარის სართულიდან ჩამოვიდა - ჯერ ნაბიჯებით, თითქოს ფეხქვეშ მიწა აღარ იყო მისი. ნელა მიუახლოვდა მანქანას. ქარი მის პალტოს ოდნავ უბერავდა, თითქოს სურდა, უკან დაბრუნება, მაგრამ მანქანაში ჩაჯდა. ხელები საჭეს მოუჭირა, მაგრამ მის თვალებში ჯერ კიდევ ირეკლებოდა ის კარი, რომელიც უცხო მამაკაცმა დაკეტა. საბარგული გააღო და იქიდან ქორწინების ბეჭედი ამოიღო. იმ რგოლს წლების ჭრილობის მსგავსი ელვარება ჰქონდა - ოდესღაც დანაპირები სიყვარულის, ახლა კი სიმძიმის სიმბოლო იყო. დავითმა ღრმად ამოისუნთქა, თითქოს საკუთარი გულიდან ქარიშხალი ამოუშვა. თითზე ბეჭედი მოირგო - არა როგორც ერთგულების სიმბოლო, არამედ როგორც ტკივილის მოსაგონებლად. ბეჭედს დახედა და საკუთარ თავს გაუმეორა: ,,სახლში წასვლის დროა დავით". ნაცნობი კარების წინ გაჩერდა - იმ სახლის წინ, სადაც ბოლო ზარის შემდეგ, ,,ჩვენ მოვედით" , აღარ მისულა. რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა, სანამ გასაღებს საკეტში გაუკეთებდა. კარი უხმოდ გააღო. ოთახში შუქი ანთებული იყო და სუნთქვის ხმიდანაც იგრძნობოდა დაძაბულობა. მერიკო მისკენ მიტრიალდა: თმა ჩაწნული ჰქონდა, თვალები ჩასიებული, ტუჩები კი - მკაცრად შეკრული. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. - გცოდნია, სად ცხოვრობ... - თქვა ჩუმად, მაგრამ სიტყვებში ბრაზი და წყენა ერთმანეთში ერეოდა. - დღეს პირველად მოდიხარ იმ დღიდან, რაც დაგირეკე და გითხარი, რომ ჩამოვედი. ზარებზე არ მპასუხობდი, შეტყობინებებს არ ნახულობდი... არაფერი. დავითი ჩუმად იდგა. პალტო არ გაუხდია, თითქოს საკუთარ სახლში სტუმრად მისულიყო. - სამსახურში ვიყავი, მერიკო... - მხოლოდ ეს თქვა და ხმა ისეთი ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს თვითონაც არ უჯერებდა. მერიკომ ჩაიცინა - მწარედ, თითქმის ჩუმად. - სამსახურში თუ სხვაგან?... - თქვა და მოშორდა. აღარ უნდოდა კამათის გაგრძელება. დათომ მზერა აარიდა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ისეთი, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობდა. ფანჯრიდან შემოსული შუქი ძველ სურათებს ეცემოდა , მათ საერთო მოგონობებზე, რომლებიც ახლა თითქოს უცხო ადამიანებს ეკუთვნოდათ. თავი მერვეს დასასრული...  | 
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
			
			თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
			
  
		 
          	
          ყველა გამოკ	  
		  
	.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.
		  
        
            
    

