შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო რეისი - მეოთხე თავი-უფრო ახლოს


25-07-2018, 00:01
ავტორი fireending
ნანახია 1 479

-გიო,დოკუმენტები გამოგიგზავნე მეილზე და შეგიძლია გადახედო?_ჰკითხა თანამშრომელმა გიორგის,რომელიც თავის კაბინეტში ჩაფიქრებული იჯდა და მამაკაცის შესვლაც კი არ გაუგია.
-გიო_გაიმეორა კაცმა
-ჰო...ჰო ნიკა, რა მოხდა?_გამოერკვა ფიქრებიდან
-რა გჭირს?ხომ ხარ კარგად?_ჰკითხა ნიკამ
-კი,კი.ისე ჩავფიქრდი უბრალოდ._უპასუხა და ხელი მაუსს დაადო,რომელსაც უმიზნოდ ამოძრავებდა.
-კარგი_თქვა მამაკცმა-დოკუმენტები გამოგიგზავნე და იქნებ შეამოწმო.
-კი,ვნახავ ახლავე.
-კაი,მადლობა დიდი
-რას ამბობ,რისი მადლობა_თქვა და ფაილი გახსნა
ნიკა გასვლას აპირებდა,თუმცა რაღაც გაახსენდა და უკან შემობრუნდა.
-ჰო მართლა გიო,დღეს ცოტა გვიანობამდე მოგვიწევს დარჩენა,ხვალინდელი კონფერენციის გამო,ხომ გახსოვს.
-აუ,ეგ კარგი გამახსენე.ლიკას დავურეკავ და გავაფრთხილებ
-ოქეი_უაპსუხა ნიკამ და კაბინეტი დატოვა.
-ლიიკ,როგორ ხარ?_ჰკითხა ცოლს
-კარგად გიო,შენ?თავი ხომ არ გტკივა ისევ?_ჰკითხა მან
-არა,არა.მე კარგად ვარ.უპასუხა ცოლს-დღეს ცოტა გვიან მოვალ და შენ დაიძინე კარგი?
-აჰა,კაიც_უპასუხა ლიკამ
-აბა,გკოცნი.
-მეც .დროებით
გიომ ტელეფონი გათიშა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.უცბად რაღაც მოაგონდა და უჯრა გააღო,იქედან კი მისი ბავშვობის ფოტო ამოიღო და ისევ აკვირდებოდა.ისევ იმ საზარელ არსებას უყურებდა და ცივი ჟრუანტელი უვლიდა ტანში.ფოტო ისევ უჯრაში დააბრუნდა.ცდილობდა ამაზე აღარ ეფიქრა.ნიკას გამოგზავნილი ფაილების კითხვა დაიწყო,რამდენიმე შესწორებაც შეიტანა და საბოლოო ვერსიაც გაუგზავნა უკან.
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.თვალები ტკიოდა და ზურგიც დაეჭიმა,სკამს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ასე,მოულოდნელად კი ყურთან ახლოს ხმამაღალმა სუნთქვამ გამოაფხიზლა.სკამიდან წამოვარდა.გული გამალებით უცემდა.ოთახს თვალი მოავლო,დარწმუნდა,რომ იქ არავინ იყო.წყალი მოსვა და ისევ მაგიდასთან დაჯდა.შემთხვევით კალამს ხელი გაკრა და იატაკზე დააგო.მის ასაღებად დაიხარა და როდესაც გასწორდა,შიშისგან ერთ ადგილას გაიყინა,ლეპტოპის ჩამქრალი ეკრანიდან ისევ იმ მოხუცი უყურებდა.ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და ნელი მოძრაობით უკან მიიხედა,სადაც არავინ იყო,შემდეგ ისევ ეკრანს მიუბრუნდა,ამჯერად მოხუცის სახე უფრო ახლოს იყო,უკნიდან კი მძიმე სუნთქვის ხმა ესმოდა.ლეპტოპი დახურა და კაბინეტიდან გამოვარდა.დერეფანშიც არავინ იყო.
-ნიკა_დაიძახა ხმამაღლა
პასუხი არ იყო.
დერეფნის ბოლოში სინათლემ ციმციმი დაიწყო და ბოლოს მთელ დერეფანში სინათლე მიყოლებით ჩაქრა.შორიდან ისმოდა საზარელი სიცილის ხმა,რომელიც თანდათან უფრო ძლიერდებოდა.ის უახლოვდებოდა.გაქცევა უნდოდა,მაგრამ ვერ მოძრაობდა,ფეხები თითქოს ჭაობში ჰქონდა ჩაფლული.ქვემოთ დაიხედა და იატაკის მაგივრად იქ მართლაც საშინელი ჭაობი იყო.უკვე წელამდე იყო ჩაფლული.ყვირილიც არ შეეძლო,რადგან ხმა წაერთვა.სიცილი კი ძლიერდებოდა და ყველა მხრიდან ისმოდა.მოულოდნელად ბეჭებში ხელი ჩაავლეს და ჭაობში ჩაითრიეს.
-სიზმარი იყო,სიზმარი_ფეხზე წამოდგა და მძიმედ სუნთქავდა.
ხელსახოცით გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.პირი გამომშრალი ჰქონდა და წყალი მოსვა.საათს დახედა.უკვე 9 სრულდებოდა.შვებით ამოისუნთქა,როდესაც ნამდვილად დარწმუნდა იმაში,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.თუმცა მარტო ყოფნა მაინც არ უნდოდა.გადაწყვიტა ნიკასთან მისულიყო.როდესაც კაბინეტის კარს ხურავდა ოთახიდან მოესმა იმ საზარელი სიცილის ხმა,კარი სასწრაფოდ დახურა და ნიკას სანახავად წავიდა.
...
ლიკა ტელევიზორის ყურებით დაიღალა.ძალიან ეძინებოდა და რადგან ჯერ გიორგი ვერ მოდიოდა გადაწყვიტა დასაძინებლად წასულიყო.დადო თუ არა ბალიშზე თავი მაშინვე ჩაეძინა. ალბათ ერთი საათიც არ იყო გასული,რომ ოდნავ შეეღვიძა,რადგან ოთახში სინათლე აინთო,თუმცა თავის აწევის ძალა აღარ ჰქონდა,იმდენად ეძინებოდა.
-გიო,მოხვედი_მძინარე ხმთ ჩაილაპარაკა და გაიღიმა,როდესაც ყელზე აკოცა.
სინათლე ჩაქვრა.იგრძნო როგორ დაწვა საწოლში მისი ქმარი და მისკენ მიიწია,ქმარს წელზე ხელები მოხვია და ისევ ჩაეძინა.
ახალი ჩაძინებული იყო,როდესაც შეტყობინების ხმამ გამოაფხიზლა.
-უჰ,ამ შუა ღამეს ვინ უნდა იყოს._ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა და ტელეფონი ხელში აიღო,ეკრანის სინათლემ თვალი მოჭრა და ნელ-ნელა გაახილა.
სუნთქვაშეკრული დაჰყურებდა შეტყობინებას,რომელიც მისი ქმრისგან იყო.
"ლიიკ გასაღები სახლში დამრჩენია და გთხოვ გამიღე რაა,20 წუთში მოვალ,გზაში ვარ.თათბირი დიდხანს გაგრძელდა"-ეწერა იქ.
აკანკალებული ხელიდან ტელეფონი გაუვარდა ქალს.არ იცოდა რა ხდებოდა.მას ეგონა,რომ გიო ცოტა ხნის წინ შემოვიდა სახლში.შიშით წაიღო ხელი ამობურცული საბნისკენ,სადაც ნამდვილად იწვა და სუნთქავდა ვიღაც,თუმცა როდესაც საბანი გადაწია იქ არავინ იყო.ქალს ძალიან შეეშინდა,დაყვირებაც ვერ მოახერხა,სახლში სულ მარტო იყო.ბნელ ოთახს თვალი შიშით მოავლო.კარადის კარი ნელა გაიღო.ქალმა სახეზე საბანი აიფარა და ადგილზე გაიყინა,არ იცოდა რა ექნა.კარადიდან კი ჩურჩული და შემდეგ ხმადაბალი სიცილი მოესმა,საბანი ოდნავ ჩამოწია და ტელეფონი კარადას მიანათა,არავინ იყო,თუმცა ჩურჩული არ წყდებოდა.ცაზე გაიელვა და მის სინათლეზე კარადაში მდგარ შავ სილუეტს მოკრა თვალი,რომელიც მას უახოვდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი lika

აუ რა საინტერესო და მისტიკური ისტორიაა, ცოტა შემეშინდა მაგრამ ჩამითრია იმედია მალე გავიგებთ რახდება. წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი fireending

დიდი მადლობა,რომ კითხულობთ და დაინტერესდით.ზეგ ღამით იქნება შემდეგი თავი.

 


№3  offline წევრი ჵჵჵჵ

ძალიან კარგია და ველოდები შემდეგს არ დააგვიანო

 


№4  offline წევრი fireending

ჵჵჵჵ
ძალიან კარგია და ველოდები შემდეგს არ დააგვიანო

მადლობთ,არ დავაგვიანებ,ზეგ ღამით იქნება შემდეგი თავი.

 


№5  offline წევრი fireending

უცნაური მე
აი ძაან მაშინებს და ტან მიზიდავს ეს ისტორია :დ

უცნაური მე
აი ძაან მაშინებს და ტან მიზიდავს ეს ისტორია :დ

მადლობთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent