შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯებს შორის (სრულად) 18+


5-11-2025, 02:42
ნანახია 5 898

ნაბიჯებს შორის 1

თავი 1

რეპეტიცია გვაქვს. რამდენიმე დღეში გალა კონცერტზე ვცეკვავთ. ყველა დღე მნიშვნელოვანია. ყველა წუთი. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშს, კვებას, ძილს...
შეცდომის უფლება არ გვაქვს...

მთელი ჯგუფი ადგილზეა მხოლოდ ის იგვიანებს. დაძაბული ველოდები, როდის გაიღება კარი და შემოვა.

მის გარეშე მთელი ეს აურზაური არაფრისმთქმელი ქაოსია.

დარბაზი დღის სინათლეს ეთხოვება. შუქი ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ მე არ მჭირდებოდა გარეგანი სინათლე. ჩემი შინაგანი განათება საკმარისზე მეტი მაქვს, რადგან ის აქ არის.

თავის დაკვრით ესალმება ქორეოგრაფს და ჯგუფს უერთდება. ისე მოძრაობს თითქოს მუსიკას კი არ მიჰყვება თავად მიჰყავს...

იერი მშვიდი აქვს.

ხელები - მტკიცე.

სუნთქვა - თანაბარი.

ყველა უნაკლოდ მოძრაობს. ყველა ამოსუნთქვა გათვლილია. ყველა ნაბიჯი ერთ მიზანს ემსახურება: სრულყოფილებას.

​მხოლოდ მე დავფრინავ სხვა გრავიტაციით.

- „გაცვალეთ პარტნიორები,“ - ისმის ხმა.

ჩემი ხდება.

თითები წელზე მეხება.

სითბოს ტალღა სხეულს ყველა ნაწილიდან თავისკენ მიემართება და ისევ უკან ბრუნდება.

მისი სუნი ჰაერში რჩება. მწარე, ტკბილი, ცივი, მამაკაცური... თითქოს სტერილურ ჰაერში ბუნტის ელემენტი იჭრება, ელვის სისწრაფით ცდილობს თითეული მოლეკულის გაჯერებას და მეც მის ტყვეობაში ვექცევი.

თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ ფოკუსირება მუსიკაზე მოვახდინო.
ჰო, ჩვენს შორის მუსიკა დგას, მაგრამ ჩემი სხეული სხვა რიტმს მიყვება.

- არასწორია, ნაბიჯი მარჯვნივ! რიტმი გერევა! - ჰაერს კვეთს მასწავლებლის ხმა.

​- ბოდიში - ვბურტყუნებ ჩემთვის.

​მას ვუყურებ. იერი ისევ მშვიდი აქვს. არც კი ცდილობს გამამხნევოს ან მისაყვედუროს მაინც.

არასდროს ღელავს, თითქოს მისთვის ეს მხოლოდ მათემატიკაა - სხეულის სწორი განლაგება სივრცეში.

ეს სიჩუმე კიდევ უფრო მახრჩობს.

კოცნისთვის შექმნილ ტუჩებს ვუყურებ და მგონია რომ ცოტაც და მის მკლავებში ჩამოვიშლები - დავეცემი და იქვე დავრჩები. და მასაც უნდა ეს. არ შეიძლება, რომ ასეთი ქარიშხალი მხოლოდ ჩემს შიგნით ტრიალებდეს.

ისევ დგება მომენტი. ხელები უფრო მჭიდროთ მეხება. ამჯერად, ხანგრძლივი, თითქმის მიზანმიმართული შეხებით.

​თითები წელზე - თითქოს მის ძარღვებში ელექტრობა გადის. სითბოს ტალღა ისევ სხეულის ყველა ნაწილიდან მისკენ მიემართება და ისევ უკან ბრუნდება, როგორც მოქცევა და მიქცევა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებ.
​თვალები უნებურად ისევ მის ტუჩებზე მეყინება.

დარბაზი ქრება.

თითქოს აღარაფერი არსებობს ჩვენს გარდა.

მისი ხელები წელიდან მხრებზე ინაცვლებს. მთელ სხეულს ქორეოგრაფიული სიზუსტით მიჰყვება. მკერდზე მეხება, მუცელზე, თეძოს მიუყვება და ფეხებს შორის ჩერდება.

ვსველდები.

მის სუნთქვას ყელთან ვგრძნობ.

არეულს, ხშირს, ცხელს, თავისუფალს...

ტუჩებს ჩემს ტუჩებზე, მკერდზე...

ფრთხილად მიიკვლევენ გზას ქვევით და ტუჩების სიმხურვალე თავის კვალს ტოვებს.

სხეულების დუეტი ორ დაკარგული ნოტს ემსგავსება, რომლებიც ერთმანეთს პოულობენ და ჰარმონიას აღწევენ.

- ნაბიჯი მარცხნივ, სინქრონი შეინარჩუნეთ - ისმის ხმა და ეს უფრო ცივი წყლის გადასხმას ჰგავს.

მექანიკურად ვდგამ ნაბიჯს.

მუსიკა სრულდება.

და მასთან ერთად სრულდება ყველაფერი.

ჩვენ პროფესიონალები ვართ. ვიცით რომ დარბაზს მიღმა ერთმანეთთან ვალდებულებები არ გვაკავშირებს და რაც ცეკვისას ხდება არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მისი სიმტკიცე ჩემი სისუსტეა.

მხოლოდ შეხება კმარა...

მხოლოდ ერთი შეხება, რომ სამყარო დამავიწყოს.

ჩემს თავში დაწერილი სე'ქსის სცენა მოსვენებას არ მაძლევს. გამოყოლილი შეგრძნებები თითქოს დაუსრულებლად მეორდება.

გაქცევის სურვილი მაქვს. მასთან ერთად გაქცევის. მინდა ვნახო მისი სიმტკიცე მხოლოდ ცეკვისთვის არის, თუ დარბაზს მიღმაც ასეთი ძლიერია. მინდა ვნახო მისი სახე, როცა არავინ გვიყურებს, როცა მართლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ...

დარბაზიდან გამოვდივარ.

როგორ მინდა ახლა ჩემს ოთახში ვიყო. უკვე მეორე წელია საწოლს ჩემს პატარა სათამაშო მისტერ ბისთან ვიყოფ. მომწონს სათამაშოები დიდი გოგოებითსთვის, ისინი ყველაზე საიმედო პარტნიორიორები არიან. ერთადერთი რასაც ითხოვენ დატენვაა. არანაირი ვალდებულებები - მხოლოდ სიამოვნება.

ცრის. ავტობუსის გაჩერებაზე ვარ. ამ დროს ტაქსი ჩემნაირი მოკვდავებისთვის ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ტრანსპორტს მორჩილად ველოდები სხვა ჩემნაირებთან ერთად.

- წაგიყვანო? - მანქანას ფაქტიურად ჩემს ფეხებთან აჩერებს.

წამიერად ვყოვნდები. ცას ვუყურებ. ცოტაც და თავსხმა წვიმა იქნება. არა, დასველება არ მინდა. კარს ვაღებ და მანქანაში ვხტები.

ითხოვე და მოგეცემაო, შეიძლება ეს არის ჩემი შანსი მისი სიმტკიცის შესამოწმებლად. ვიცი რომ მასაც უნდა ეს. ჩვენ ორნი მუსიკის გარეშე. არანაირი ქორეოგრაფია, არანაირი წესები...

მისგან წამოსული სითბო სალონში ტრიალებს. აღარ გვჭირდება მუსიკის რიტმი სუნთქვის ასარევად - ერთმანეთიც კმარა.

დუმილი მძიმედ, სქელი ნისლივით წევს, მაგრამ უფრო მეტს ამბობს ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მანქანა იძვრის. ნელა, ხმაურის გარეშე, თითქოს მასაც ეშინია რეალობაში არ დაგვაბრუნოს.

- რეპეტიციებზე არ უნდა იგვიანებდე - ეს არის პირველი, რაც თავში მომდის. სრულიად პროფესიული შენიშვნა, თითქოს ჯერ ისევ დარბაზში ვართ.

მინდა, მინიშნება მივცე, რომ ისევ ვინარჩუნებ კონტროლს.

​ტუჩის კუთხეს ეშმაკური ღიმილი ეპარება. ნელი, ხავერდოვანი ჩაცინება, ჩემს წელზე მოხვეული ხელების შეგრძნებას აცოცხლებს.

- ვიცი - ამბობს და მისი ხმა საოცრად რბილდება - ვერ დავიძინე. ვფიქრობდი.
- თავს ოდნავ ხრის და მიყურებს. - სულ რამდენიმე დღე დაგვრჩა.

- კონცერტამდე? - ვაკონკრეტებ.

- კონცერტამდე - მეთანხმება ისიც და ისევ ისე მიყურებს. - უნდა მივიყვანოთ ბოლომდე რისთვისაც მთელი წელი ვვარჯიშობდით.

მისი სიტყვები და გამოხედვა მაბნევს. ნუთუ მართლა მხოლოდ ცეკვაზე ფიქრობს?

- ჩვენ პროფესიონალები ვართ - ვეუბნები ისე თოთქოს თავს ვირწმუნებ.

- პროფესიონალები - იმეორებს ისიც - ეს ნიშნავს რომ ემოციებსაც ვაკონტროლებთ?

ტუჩს ვიკვნეტ. სწორედ ამ კითხვაზე მინდა პასუხი. სწორედ ეს არის სიმტკიცე რომელსაც მასში ვხედავ და რისი გატეხვაც მინდა.

- თუ გაკონტროლება არ შეგვიძლია, ეს ნიშნავს რომ საკმარისად კარგები არ ვართ - ვპასუხობ მშრალად.

საჭიდან ხელს იღებს და ჩემს მუხლზე დებს. იგივე მტკიცე დომინანტური შეხება. სითბოს ტალღა მთელ სხეულზე ვრცელდება.

- დღესაც აკონტროლებდი?! - ხელი უფრო ღრმად მიაქვს - მე ასე არ მომეჩვენა.

- გეჩვენება - ვუარვყოფ მაშინვე და ვცდილობ ხელი გავაწევინო.

- არ მეჩვენება - უფრო მეტად მიჭერს ხელს - მუსიკას კი არა ჩემს სუნთქვას უსმენდი, მას მოჰყვებოდი.

მანქანა უკვე მთავარ გზაზეა. ფარნების შუქი გვიჩვენებს, როგორ იწყება ნამდვილი თავსხმა.

​- და შენს თითებს, რომლებიც წელზე მეხებოდა... ხანგრძლივად. თითქმის მიზანმიმართულად. - ჩემი ხმა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. ვალდებულებები და პროფესიონალიზმი კი აღარც ერთი ჩვენგანისთვის აღარ არსებობს.

​მუხლიდან ხელს ნელა ასრიალებს თეძოსკენ ისე, რომ გზას თვალს არ აშორებს.

​- ეს მხოლოდ შეხება იყო - ამბობს ის და ადრე ნათქვამ ჩემს სიტყვებს იმეორებს - უბრალოდ რეპეტიცია.

​- მაგრამ ჩემს თავში პირველი სე'ქსის სცენა დაიწერა - ვპასუხობ ჩურჩულით.

მანქანა მკვეთრად უხვევს მორიგ მოსახვევში. ჩემი სახლის გზას ვცდებით.

- რატომ გადაუხვიე? - საკუთარი გულისცემის ხმა ყურებში მესმის და ვეღარ ვახერხებ ამ რიტმის გაკონტროლებას.

მიყურებს. მის მშვიდ იერს ახლა მტაცებლური ღიმილი ფარავს.

ეს არ არის კონტროლირებული ღიმილი, რომელზეც სცენისთვის ვარჯიშობდა. მასში უფრო დაუოკებელი სურვილი იკითხება და სიტყვებიც ამას ცხადყოფს:

- იმიტომ, რომ იმსახურებს ეს სურვილი ასრულებას.

​მანქანა ავტოსადგომზე ჩერდება. ეს დიდი, ბეტონის ტერიტორიაა, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. ირგვლივ უამრავი მანქანა დგას, მაგრამ თავსხმა წვიმა და ბინდი იზოლაციის შეგრძნებას ქმნის.

განათება ბუნდოვანია, საკმარისი იმისთვის, რომ ერთმანეთს ვხედავდეთ, მაგრამ არასაკმარისი, რომ სხვებმა შეგვამჩნიონ.

​ძრავა ითიშება. სიჩუმე ისეთი ძლიერია, რომ წვიმის წვეთების ხმა სალონშიც ისმის.

​მისი ხელი, რომელიც მთელი გზა ჩემს თეძოზე ედო, ახლა მთელი სიმძიმით მაწევს.

​- ჩვენ პროფესიონალები ვართ - ვიმეორებ, მაგრამ ჩემი სიტყვების თავადაც არ მჯერა. ახლა არა.

​- დიახ. და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა - ნელა იწევს ჩემსკენ, თვალებში მიყურებს, თითქოს ცდილობს წამიკითხოს - დარბაზში შენი სხეული ცეკვას მიჰყვებოდა, მაგრამ შენი სუნთქვა - ჩემს რიტმს.

​ჩვენ შორის ახლა არანაირი მუსიკა არ დგას. არანაირი ქორეოგრაფია. მხოლოდ სურვილია. ​ერთმანეთს არ ვეხებით, მაგრამ მის სითბოს ვგრძნობ და ამ სიახლოვეში მისგან წამოსული ტკბილ-მწარე სურნელი ათასჯერ ძლიერდება.

​- მთელი რეპეტიცია ვხედავდი, როგორ უყურებდი ჩემს ტუჩებს - მეუბნება და ხმა კიდევ უფრო დაბალი და რბილი უხდება.

​საპასუხოდ თავს ვხრი. ვერ მოვატყუებ. აზრი არ აქვს.

​- სულაც არ გინდოდა, რომ ისევ მხოლოდ პარტნიორი ვყოფილიყავი...

​უარის თქმა არ შემეძლია.

ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს. მისი მზერა - მუქი, ინტენსიური, ამღვრეული, სურვილით სავსე - ჩემს თვალებში იბეჭდება.

​- მეც ეს მინდოდა. იმ მომენტში, როცა შენი სხეული ჩემს თითებს დაემორჩილა და თვალები დახუჭე, ვიცოდი, რომ სიმტკიცე აღარ მეყოფოდა.

​ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი იმდენად მცირდება ჰაერისთვისაც კი აღარ რჩება სივრცე. პირველი სცენა იწერება. არა ფანტაზიაში, არამედ საბოლოო რეალობაში.

​- მაჩვენე, როგორ მიყვები ჩემს რიტმს, როცა არავინ გვიყურებს - მეჩურჩულება
და ბაგეები ერთმანეთს ეხება.

მტკიცე, დაჟინებული კოცნა, ისეთივე დომინანტურია, როგორც მისი ხელები ჩემს წელზე.

​ხელს მკერდზე ვადებ - იქ, სადაც სიმტკიცე უნდა იყოს და პირველად ვგრძნობ, რომ მისი გული ისეთივე არეული და სწრაფია, როგორიც ჩემი.

კოცნა ღრმავდება. ეს აღარ არის ცეკვა. ეს ტალღებთან ბრძოლაა მოქცევა და მიქცევა - აჩქარებული, უკონტროლო, მაგრამ ჰარმონიული.

მისი ტუჩები ისეთივე ცხელია, როგორც მისი სუნთქვა ჩემს ყელთან.

​მარჯვენა ხელი ჩემი სავარძლის საზურგეზე გადააქვს და მისკენ მიზიდავს. ჩვენს შორის სალონის კონსოლი დგას, მაგრამ ჩვენი სხეულები მაქსიმალურად ცდილობდნენ შერწყმას.

​- ეს მხოლოდ შეხება არ არის - ვჩურჩულებ და აღიარებასავით გამომდის.

​- კონცერტი არ გვჭირდება, რომ სცენაზე გავიდეთ - მისი ხმაც ისეთივე არეულია როგორც სუნთქვა.

​ერთ ხელს ჩემს კულულებში აცურებს, მეორეთი კი სწრაფად, თითქოს შიშობს, რომ დავფიქრდები, პერანგის ღილებს მიხსნის. მასში ეს მომწონს - ზუსტი, მტკიცე მოძრაობა. ისეთივე, როგორიც რთული პიროეტის შესრულებას სჭირდება.

​ცივი ჰაერი, რომელიც კარის დახურვის შემდეგ სალონში რჩება, ჩემს შიშველ კანს ეხება. გარეთ ისევ წვიმს და წვეთები მანქანის სახურავზე თითქოს ტამტამებს უკრავს.

​პერანგი ძირს ეცემა. მისი მზერა, ის მზერა, რომლითაც დარბაზში ჩემს შეცდომებს აკონტროლებს ხოლმე ახლა სითბოთია სავსე.

მოშიშვლებულ მკერდს მუჭში იქცევს და ფრთხილად უჭერს.

​- უნაკლოა - მისი ხმა უჩვეულოდ დაბოხებულია. ეს პირველი კომპლიმენტია, რომელიც პროფესიონალიზმს არ ეხება.

​ხელს ნელა ასრიალებს ჩემი საცვლების კიდეზე. თბილი, მძიმე თითები. სასურველი შეხება.

​- არ ვარჯიშობდი ამაზე - ვამბობ ძლივს და სიამოვნებისგან ტუჩს ვიკვნეტ.

​- ყოველ დღე ვვარჯიშობდი - მპასუხობს და თვალებიდან ვნება ელავს. - ყოველ დღე, მას შემდეგ, რაც შენი ხელები პირველად ვიგრძენი სხეულზე.

ხელს საცვალში მიცურებს. სალონს ჩემი არეული სუნთქვა და ტუჩებს დაცდენილი კვნესა ავსებს. არ არის მუსიკა, მაგრამ ჩემი სხეული კრეშენდოს მიჰყვება.

​ფანტაზიაში დაწერილი სცენა გადაიწერა. უფრო მკვეთრი, უფრო ხორციელი გახდა. მისი თითების სიმტკიცე, მისი სუნთქვის სიცხე, წვიმის რიტმი – ყველაფერი ერთმანეთში აირია.

- შენ მართლა არ გჭირდება მუსიკა, რომ შოუ დადგა - მეუბნება და კისერში მკოცნის.

​- შენ ხარ ჩემი მუსიკა - ღრმად ვსუნთქავ.
​ამ სიტყვების შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ რჩება. კოცნა უფრო ღრმა ხდება. მისი მოძრაობები კი უფრო სწრაფი და მტკიცე. მანქანის სალონი პატარა, იზოლირებულ სამყაროდ იქცა - ჩვენს პირად საცეკვაო სცენად.

მისი სხეულის სიმძიმეს, რომელიც რეპეტიციისას ასე კონტროლირებადი იყო, ახლა მთელი სხეულით ვგრძნობ.

​მისი ხელები ზუსტი ქორეოგრაფიით მოქმედებდნენ - არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, არანაირი გაურკვევლობა. ზედმეტი სამოსისგან ვთავისუფლდებით. რითმულად, მოთმინებით, თითქოს ურთულეს ბალეტის ილეთს ასრულებს, რომელიც საბოლოოდ ჰარმონიით სრულდება.

​ახლა ჩვენს შორის არაფერი დგას. არც მუსიკა, არც ქორეოგრაფია, არც პროფესიონალიზმი, არც სამოსი...

წვიმის ხმა ფონური მუსიკა ხდება - გარე სამყაროს მუდმივი შეხსენება, რომელიც ინტენსივობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ​მისი სიმტკიცე ჩემს სისუსტეს ხვდება.

​რიტმულად მოძრაობს, თუმცა ეს რიტმი არ არის ტემპი, რომელსაც ქორეოგრაფი გვკარნახობს. ეს ველური, პირველყოფილი რიტმია, რომელიც წელიდან მომდინარეობს და მთელ სხეულში ვრცელდება. მის ტემპს მივყვები. ჩემი სხეული მთლიანად ემორჩილება, ​თითქოს მთელი დღის რეპეტიცია, ყველა დაძაბული წუთი, მთელი ის შინაგანი კონფლიქტი ახლა ამ მოძრაობაში უნდა განთავისუფლდეს. ჩვენი სხეულები სრულყოფილად სინქრონიზდებიან, როგორც საბოლოო დუეტი, რომლისთვისაც მზადება წლებია მიმდინარეობს.

​მისი სუნთქვა, რომელიც დარბაზში ყოველთვის თანაბარი იყო, ახლა ხშირი და არეულია. სწორედ ეს იყო ის სისუსტე, რომლის დანახვაც მინდოდა. მისი კონტროლის დაკარგვა.

​ჩემი თითები მის ზურგზე, მხრების მტკიცე კუნთებზე იკვლევენ გზას, ვუჭერ და ვეფერები, ვაჩვენებ, რომ ამ სიმტკიცეს მართლა შეუძლია სისუსტესთან შერწყმა.

ჩვენი სხეულების რიტმი მკვეთრად იცვლება. სწრაფდება. მკვეთრდება. მთლიანად მაცლის კონტროლის შეგრძნებას და ბოლომდე მიმორჩილებს.

ეს საბოლოო გადახვევაა ყველა წესიდან. ყველაზე სრულყოფილი და უმართავი დუეტი სადაც სისუსტე სიმტკიცეში პოულობს ჰარმონიას.

​მანქანის სალონში მძიმე სუნთქვის ხმა ისმის. წვიმა განაგრძობს ტამტამზე დაკვრას. ჩემი ყელიდან თავს ნელა იღებს და თვალებში მიყურებს.

მისი იერი აღარ არის მშვიდი, ეს ნიღაბი აღარ სჭირდება.

​- ეს არ იყო მხოლოდ რეპეტიცია - მეუბნება ჩახლეჩილი ხმით და ისევ მკოცნის.

​- არა, ეს იყო გალა კონცერტი - ვპასუხობ დაღლილი, მაგრამ სრულყოფილად გათავისუფლებული.

თავის ადგილას ინაცვლებს. ხელი ისევ ჩემს შიშველ მუხლზე უდევს და სითბოს ტალღა ისევ ტრიალებს, მაგრამ ახლა ის დასრულებულ რიტმად მოდის.

​- არ გშია? - მეკითხება და მანქანას ისე ძრავს პასუხს არ ელოდება.

- მშია - ვპასუხობ და ხელს მის ხელს ვაყოლებ.

- მგონი ამაღამ გამოძინება არ გვიწერია - მანქანას ამუხრუჭებს და ჩემს ბაგეებს სწვდება. ეს კოცნა განსხვავებულია - მტკივნეულად ტკბილი და ემოციებით სავსე.

- ხვალ რეპეტიციაა - ვცდილობ რეალობაში დავბრუნდეთ - შეცდომის უფლება არ გვაქვს.

ვნება და შიში ერთმანეთში ირევა.
​ვცილდები. უსიტყვოდ მთანხმდება. ​მანქანა ისევ იძვრის. ფარნების შუქი გზაზე წვიმის ფარდას ანათებს.

​- არ ვარ დარწმუნებული, შევძლებ თუ არა ფოკუსირებას - პირველად აღიარებს სისუსტეს. - ახლა, როცა ვიცი, როგორია ეს სცენის მიღმა.

​მეღიმება. ეს ღიმილი გამარჯვებაა. მისი თვითკონტროლის გატეხვა შევძელი.

- ხვალ, როცა პარტნიორებს გავცვლით, რა მოხდება? - მინდა წარმოიდგინოს, რომ ხვალ ჩემს სხეულს სხვა შეეხება, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება.

დუმს. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ჩვენ მუდმივად ვიცვლით პარტნიორებს რეპეტიციისას. აქამდე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ისევ არაფერს ამბობს. მანქანას ჩემს სახლთან ახლოს, ქუჩის კუთხეში აჩერებს.

​- თუ ახლა მანქანიდან არ გადახვალ, საერთოდ ვერ მოვალთ რეპეტიციაზე - მეუბნება დაძაბული ხმით. ისევ ზღვარზე ვდგავართ. ერთი წამია საჭირო რეალობის დასავიწყებლად...

მანქანიდან გადმოვდივარ. წვიმს. სულელივით ვიღიმი. უცნაურია, მაგრამ თვითკმაყოფილი ვარ. არა, ეს უფრო მეტია - ბედნიერი ვარ.


თავი 2

თვალს ვახელ. ადგომა მეზარება, სხეულზე თითქოს ნაკაწრები მაქვს - გუშინდელი შეხებების ექო, რომელიც სასიამოვნოდ უვლის სხეულს.

საწოლის კუთხეში მისტერ ბი წევს, უსარგებლო... მდუმარე...

მისი „სანდოობის“ დრო დასრულდა. ახლა სხვა რამ მჭირდება, რაღაც ცოცხალი, რთული, არაკონტროლირებადი, ისეთი როგორც ადრეანია.

მაღვიძარას ვთიშავ.

ტელეფონს დავყურებ მისი შეტყობინებაა, მხოლოდ სამი სიტყვა:

- "რეპეტიაციაზე არ დააგვიანო".

არც დილა მშვიდობის, არც როგორ ხარ... ​

მხოლოდ მშრალი, არაფრის მომცემი სიტყვები.

- კარგი ბატონო ადრეან! - საწოლიდან ვდგები. - გგონია კონტროლი აღიდგინე?!

მასზე არ ვბრაზობ. პირიქით. ჩემში მონადირის ინსტიქტს აღვიძებს და ეს უფრო სასიამოვნოა.

***

დარბაზში ვარ

წითელი განათება.

სხეულების მკვეთრი კონტურები.

დრამატული, მკაცრი მუსიკა.

ტანგო.

სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ.

ნოტების ქაოსი - აი, რა ვარ!

ჩემი მეორე მეწყვილე ტეო უკმაყოფილოა - სხეული გუშინდელი შეხებების რიტმს მიჰყვება და არა მას.

მაგრამ ეს არ მაინტერესებს.

სარკიდან მის ანარეკლს ვხედავ. ჩემსკენ მომართულ მზერას.

- "რა იყო პატარავ არ მოგწონს სხვისი ხელები ჩემს სხეულზე"? - ვეკითხები უთქმელად.

როგორც უნდა მოინდომოს დამალვა ვიცი, რომ არ მოსწონს. ვიცი, რომ ეჭვიანობს.

- ​არასწორია, ნაბიჯი მარჯვნივ! მელოდია გერევა! - ისმის ქორეოგრაფის ხმა.

ეს სიტყვები მე მეკუთვნის.

თავს ვხრი და ჩუმად ვიღიმი.

- გაცვალეთ პარტნიორები. - გვაძლევს მითითებას.

როგორც იქნა.

ჩემს წინ დგას - მზერა არ ერხევა.

მშვიდი სუნთქვის რიტმი.

კონტროლი.

თავდაჯერებულობა.

ორგანულად მორგებული სიმშვიდის ნიღაბი.

ცივი პროფესიონალიზმი.

- "კარგი პატარავ, თამაში იწყება". - ვამბობ თვალებით.

- "ახლოს მოდი"! - უხმო ბრძანებას ჰგავს მისი გამოხედვა.

წინააღმდეგობის ადგილი არ არის.

ხელს წელზე მხვევს.

სხეულებს შორის მანძილი არ რჩება.

მუსიკა ჩვენს ნაცვლად ლაპარაკობს.

ჩუმი ვნება... ღამის გულისცემა... ორი ადამიანის ერთმანეთში ნაპოვნი თავშესაფარი...

ისტორია, რომელიც ერთი ნაბიჯით იწყება და ერთი ამოსუნთქვით სრულდება.

დასაწყისი წარსულია - აკორდეონი, ბანდონეონი... სულის ამომხდელი მელანქოლიით დაწყებული კვნესა. დაკარგული სიყვარული... დამსხვრეული ოცნებები... მოკეცილი ფრთები...

შემდეგ აწმყოა.

მუსიკა კი არ უკრავს - სულში იჭრება. ​

ქალი - თავდაჭერილი, მაგრამ მზად ვნებისთვის. მამაკაცი - სუფთა, მკვეთრი, მზერა - გამოუცნობი.

მანძილი ილუზია ხდება სხეულების უხმო პირობისთვის.

აბრაზი - მამაკაცის ძლიერი, მესაკუთრული ჩახუტება, რომელიც ერთდროულად საზღვარიცაა და თავშესაფარიც.

მამაკაცური ინიციატივისა და ქალური მოლოდინის დიალოგი საწყისი.

თვალებს ვხუჭავ, მინდა იგრძნოს რომ ნამდვილი ძალა თავისუფალ ვნებაშია.

ნელი, გაწელილი ნაბიჯები...

სამყარო ჩერდება.

შემდეგ ტკივილიანი ელეგანტურობის გაიელვება და წამიერი, გაუცნობიერებელი ვნების კვალი.

მენჯები ერთმანეთს ეხება.

მოძრაობა მკვეთრი, ვნებიანი, აგრესიული.

თითოეული ნაბიჯი - დამორჩილების მცდელობა.

​მოძრაობა და ფანტაზია...

​მისი ფეხი ჩემსას უახლოვდება.

მისი სუნთქვა ჩემს ყურთან.

- „არ გაიქცე“ - ამბობს უთქმელად.

დარბაზი ქრება.

მისი ტუჩები ჩემსას ეხება.

მუსიკის ყოველი დარტყმა ექოსავით ისმის თეთრეულის შრიალში.

ჩემი ფეხი მის ფეხს ეხვევა.

თითოეული მოძრაობა - მკვეთრი, დახვეწილი, კონფლიქტისა და შერიგების მინი-დრამა.

სხეულები ერთია, მაგრამ სულები ცალ-ცალკე საიდუმლოს ინახავს.

ბრუნი...

ბედისწერის ტრიალი.

მუსიკა კულმინაციას აღწევს.

მისი ხელები ჩემს სხეულზე კვალს ტოვებს.

საბედისწერო სილამაზე ვნებას პოულობს.

მკაცრი, ზუსტი ნაბიჯები - დაჯახება, გადაკვეთა, მოტაცება...

მისი ხელი წელზე უფრო დაბლა იწევს. თითები კაბის ქსოვილს ოდნავ ქვემოთ სწვდება, თითქმის ზღვარზე...

ტუჩები უხეშად, დაჟინებით ერწყმიან ჩემსას. კბილების მტკივნეული შეხება... წამიერი, აკრძალული გრძნობების გემო...

თვალს ვახელ.

ამ წუთში ტანგო მხოლოდ მოძრაობა არ არის - ეს მკაცრი წესების ტყვეობაში მოქცეული დაუოკებელი სურვილია.

მიყურებს.

ჩემს ტუჩებს უყურებს.

ეს საშიში სიახლოვეა.

მთელი სხეულით ვიწვი და ვიცი, რომ ისიც ამას გრძნობს.

- ნაბიჯი უკან! - მუსიკას ქორეოგრაფის ხმა კვეთს.

საწოლი ქრება.

დარბაზში ვბრუნდებით.

წითელი განათება ბუნდოვნდება.

ისევ მათემატიკური სიზუსტე.

მაგრამ ისეთი განცდა მაქვს თითქოს ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულყოფილად ვიცხოვრეთ.

სიყვარული, ლტოლვა, ეჭვიანობა, მონატრება...

ხელი, რომელიც წელზე მიდევს, ძლიერად მიჭერს.

პასუხობს ჩემს გამოწვევას.

ეს დუელია.

ერთმანეთს ვცილდებით.

ორივე თანახმა ვართ ამ დუელზე.

დაე იყოს ასე.

მაგრამ ახლა უფრო მეტი მინდა ვიდრე სე'ქსი. მთლიანად მინდა. იქამდე სანამ არ გავწურავ. სანამ ყველაფერს არ ვიგრძნობ...

რეპეტიცია სრულდება.

შეგნებულად ვაიგნორებ.

დარბაზიდან გამოვდივარ.

გაქცევა არ არის სისუსტე, ეს მზადებაა მომდევნო ბრძოლისთვის.

ისევ წვიმს.

ასეთი ქალაქია ლონდონი - ცივი, ნისლიანი და წვიმიანი.

გაჩერებაზე ვდგავარ.

ვიცი, რომ მოვა.

უარყოფას არ შეეგუება.

მანქანა ჩემს ფეხებთან ჩერდება.

ნაცნობი სცენარია...

- დაჯექი! - მისი ბრძანებულური ტონი თამაშის გაგრძელების სურვილს მიჩენს.

- დღეს არა! - ვამბობ ცივად და მომავალ ტრანსპორტზე ვანიშნებ.

- დაჯექი მერიემ! - კუნთები და ხმა თანაბრად ეძაბება.

მის მზერაში ბრაზს მიღმა ტანგოს ნარჩენებს ვკითხულობ - მესაკუთრულს, მტაცებლურს, ვნებიანს...

მანქანაში ვჯდები.

კარი იხურება.

ლონდონის წვიმიანი, ცივი სამყარო შუშებს მიღმა რჩება.

თბილ, მჭიდრო სივრცეში, სადაც გუშინდელი ღამის სუნი ისევ ტრიალებს, სითბოს ტალღა მიტევს.

​მანქანას უსიტყვოდ ძრავს.

ეს არ არის უბრალო დუმილი - თქმა აღიარებას ნიშნავს. ვიცი, რომ თვითონ არ დაიწყებს.

- ეს ჩემი სახლის გზა არ არის - ვამბობ მშვიდად, თითქოს შენიშვნას ვაძლევ, მაგრამ არც წინააღმდეგი ვარ.

- რის მიღწევას ცდილობ? - მეკითხება პირდაპირ. ვიცი რასაც გულისხმობს, შემიძლია პირდაპირ ვუთხრა, მაგრამ საინტერესო აღარ იქნება.

- მისი შეხება არ გასცდენია პროფესიულ საზღვრებს, ზუსტი იყო, სუფთა, გათვლილი... - ვეუბნები ისე თითქოს, თავად არ იცოდეს.

- შენი? - საჭეს უფრო მჭიდროდ უჭერს ხელს.

- მე მომეწონა, რომ იეჭვიანე - ვეუბნები პირდაპირ. - არ გინდოდა, რომ მის შეხებაზე მეფიქრა.

- ასე აღარ მოიქცე - მისი ხმა გაფრთხილებას ჰგავს.

- ტეო კარგი პარტნიორია. უნაკლოა. მაგრამ მისი შეხება უსაფრთხოა. - ვამბობ ისე თითქოს მინდა, რომ ასე არ იყოს - შენს შეხებას საფრთხე მოაქვს. იქნებ ჯობია შევწყვიტოთ, რადგან ხვალ პარტნიორების გაცვლა ისევ მოგვიწევს.

​ეს ფრაზა - „ხვალ პარტნიორების გაცვლა ისევ მოგვიწევს“ - მიზანში მოხვედრილ ტყვიას ჰგავს.

​მანქანა მკვეთრად უხვევს. ვგრძნობ, როგორ ეძაბება კუნთები.

- ​მთელი ცეკვა შენს თვალებს ვუყურებდი, მერიემ. ვხედავდი, რომ შენი სხეული ჩემს რიტმს უსმენდა. ამას ვერ უარყოფ.

- არც ვუარვყოფ. - ვეუბნები და ხელს მაისურის ქვეშ ვუცურებ. წამით ​თვალს ხუჭავს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ​- მაგრამ ხვალ სხვა შეგეხება, ადრეან. სხვა მიჰყვება შენი სხეულის ხაზებს. შენი სუნთქვის რიტმს... მოგეწონება, როცა სხვას ექნება კონტროლი? - ვამბობ და გულ-მკერდის კუნთებს ვაყოლებ ხელს.

- თუ არ შეწყვიტავ ავარიაში მოვყვებით - ხელს ხელზე მკიდებზე და ქამრის გახსნის საშუალებას არ მაძლევს. ეს ხმის ტემბრი მომწონს უკანასკნელი გაბრძოლება სიმტკიცის შესანარჩუნებლად.

- მაშინ გააჩერე.

- აქ? - ეცინება.

- ჰო, აქ.

გზას უყურებს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს გარდა ვერაფერს ხედავს.

- არანორმალური ხარ.

- ხვალ, როცა პარტნიორებს გავცვლით, ისევ სხვას შეეხები. - ვაგრძელებ პროვოკაციულად - მეც სხვა შემეხება... ჰოდა რატომაც არა?! მინდა, მითხრა, რომ მხოლოდ ჩემი ხარ. მინდა, ეს ისე გავაკეთოთ, რომ ხვალინდელმა რეპეტიციამ, სხვა პარტნიორებმა, სხვა შეხებებმა აზრი დაკარგოს...

მანქანა მკვეთრი საბურავების ხმაურით ჩერდება. სალონში დუმილი იმდენად ძლიერია, რომ აღარც წვიმის ხმაა და აღარც გამვლელი მანქანების.

ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ჩემია. მის თვალებში ვხედავ. მისი სიმტკიცე აღარ არსებობს.

მკოცნის. ეს აღარ არის გუშინდელი ვნება. მასში ერთდროულად არის აღიარებაც, რისხვაც და დანებებაც.

მისი ტუჩები უხეშად ეხება ჩემსას, თითქოს ცდილობს ჩემს სიტყვებში ეჭვიანობის ყველა კვალი მოკლას.

​ხელი, რომელიც ქამრის გახსნის საშუალებას არ მაძლევდა, ახლა თავად მიბიძგებს მისკენ.

ჩვენ შორის სალონის კონსოლი ისევ დგას, მაგრამ მანძილი აღარაფერს ნიშნავს.

​თითები ჩემს კულულებში იჭრება, თითქოს ეშინია, რომ გავექცევი, მაგრამ მე გაქცევა არ მინდა.

​ხელს მაისურში ვუცურებ. ვგრძნობ მისი არეული გულისცემის რიტმს და ვიცი, რომ კონტროლი ორივემ დავკარგეთ საბოლოოდ.

​მანქანა, თითქოს დაძაბულობას ვეღარ უძლებს, საჯარო სივრცეში ვართ, ქუჩის პარკინგზე. ირგვლივ რამდენიმე გამვლელი მანქანა ანათებს, მაგრამ ჩვენს სალონში სიბნელე ისეთივე სქელია, როგორც ჩვენი ვნება.

​უეცრად უკან იხევს, სუნთქვა ეკვრის.
მიყურებს.

- მოდი ჩემთან - ამბობს ჩურჩულით და სავარძელს უკან ხრის. უკვე არც სირცხვილია და არც გათვლა. არაფერი პირველყოფილი სურვილის გარდა.

​ვემორჩილები. ახლა არაფერს აქვს მნიშვნელობა ერთმანეთის გარდა.

​მისკენ ვინაცვლებ. ჩვენი სხეულები მაქსიმალურად ცდილობენ შერწყმას, თუმცა მანქანის პატარა სალონი ამის საშუალებას არ გვაძლევს.

თითოეული სიახლოვე ტკივილამდე ტკბილი ხდება.

​მისი ხელები ზუსტი ქორეოგრაფიით მოქმედებს, სამოსის მოშორება რითმულია, დაუყოვნებლივი, მოთმინების ყოველგვარი ნარჩენებისგან დაცლილი.

​- ეს სხეული მხოლოს მე მეკუთვნის - მესაკუთრულად ჩურჩულებს და მკერდზე მკოცნის.

​ახლა ჩვენ შორის არაფერი დგას.
​წვიმის ხმა ფონურ მუსიკად ჟღერს - მთელი დღის დაძაბულობა, ეჭვიანობა, ყველა კონფლიქტი ამ მოძრაობაში ერთიანდება.

​მისი სუნთქვა ხშირია და არეული.

სწორედ ამის დანახვა მინდოდა, ამ სიტყვების მოსმენა. სანამ საკუთრებად აღიქვამს მარტივია მივიღო, ის რაც მინდა.

​ჩვენი სხეულების რიტმი მკვეთრად სწრაფდება.

ეს არის საბოლოო გადახვევა ყველა წესიდან - სრულყოფილი და უმართავი დუეტი.

​ხმაურიანი ამოსუნთქვა. ადრეანი ჩემს ყელიდან თავს ნელა იღებს და თვალებში მიყურებს.

​მისი იერი აღარ არის მტაცებლური. ის ახლა სრულიად დაუცველად გამოიყურება.

​- გესმის, რომ ისე ვეღარაფერი იქნება, როგორც ადრე? - მეკითხება ჩახლეჩილი ხმით.

​- ვხვდები - ვპასუხობ დაღლილი, მაგრამ გამარჯვებული.

თავს აქნევს. ტუჩის კუთხეს ღიმილი ეპარება. ეს შემაშფოთებელი ღიმილია, რადგან ვიცი, რომ ახლა, როცა კონტროლი დათმო, მისი ვნება კიდევ უფრო აგრესიული გახდება.

- იმასაც ხვდები, რომ ახლა ვერსად გაგიშვებ? - მეუბნება და მანქანას ძრავს.

- რას გულისხმობ? - მართლა ვერ ვხვდები რას გულისხმობს.

- ჯობია დილით ჩემს მკლავებში გაიღვიძო ვიდრე მთელი ღამე ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო.

- გამოძინება მჭირდება - ვამბობ ოდნავ შეშფოთებული ხმით - თუ ღამეს ერთ სივრცეში გავატარებთ თვალის მოხუჭვა შეუძლებელი იქნება.

- არ მიკითხავს, გითხარი. - ისე მეუბნება თითქოს მართლა მისი საკუთრება ვარ. - მოგცემ დაძინების საშუალებას.

მეღიმება. ორივემ ვიცით, რომ ეს შეუძლებელია.

ქუჩებს ნაცრისფერი ნისლი ფარავს, წვიმა ნელა სრიალებს ავტომობილის შუშებზე, ჩვენ კი ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობთ.

მისი ხელი ისევ ჩემს მუხლზეა თითქოს არ მიშვებს. არც მე ვცდილობ წასვლას.

რამდენიმე წუთში მანქანა თანამედროვე, მინის და ბეტონის შენობის წინ ჩერდება.

- ასე არ შეიძლება - ვამბობ ჩურჩულით, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკები.

- არაუშავს. - ამბობს ისიც ჩუმად და მისი ხმის ტონი უფრო თხოვნას ჰგავს.

შემიძლია რაციონალური ვიყო. სახლში წავიდე და მშვიდად დავდო ბალიშზე თავი. სტრატეგიულად ეს უფრო სწორი იქნება. უფრო ტკბილად დამეძიბა, თუ მეცოდინება, რომ მთელი ღამე ჩემზე იფიქრებს, მაგრამ ახლა სულაც არ ვარ რაციონალურიბის ხასიათზე. უფრო მეტიც, ისევ მინდა ამიტომ ვთანხმდები.

სასტუმროს ფოიეში ვართ. მინისა და მარმარილოს ცივი სტილი მკვეთრ კონტრასტშია იმ ცეცხლთან, რომელიც ჩვენს შიგნით ბობოქრობს.

ადრეანი სწრაფად ასრულებს ყველა ფორმალობას. გარეგნულად იერი მშვიდი აქვს, თავდაჯერებული. მომწონს ის ფაქტი, რომ წონასწორობის აღდგენა სწრაფად შეუძლია. ეს უფრო საინტერესოს ხდის მას.

ლიფტში შევდივართ. სარკეში ჩვენს ანარეკლს ვხედავ. ახლა ვხვდები რატომ აგვარჩიეს სასცენო წყვილად - ერთმანეთს ვუხდებით.

მისი ხელები წელზე მეხვევა, როგორ ტანგოს აბრაზი - მჭიდრო, მესაკუთრული, ვნებიანი, ყოველგვარი სივრცის გარეშე.

ეს შეხება მომწონს. მისი სხეულის შეგრძნება. აღქმა, რომ თავიდან ბოლომდე მე მეკუთვნის სხეულით და გონებით.

ოთახში შევდივართ. კარი იხურება და მთელი სამყარო ჩვენს მიღმა რჩება.

მისი თითები ისევ ჩემს თმაში ეხვევა. აღარაფერს ვამბობთ.
თავისკენ მიზიდავს და მკოცნის ისე, თითქოს გზაში დაკარგულ დროს ინაზღაურებს.

კაბის ელვა თავად ეძებს გზას, მაისური იატაკზე ეცემა.

მისი ხელები უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე სცენაზე - მკერდზე მიკრავს, შემდეგ ნელა ქვემოთ სრიალებს, თითოეული შეხება ისეთი ზუსტია, თითქოს ამ ცეკვის ქორეოგრაფი თავად არის.

საწოლზე ვვარდებით. ფარდების მიღმა წვიმის ხმა ისევ ფონად ჟღერს.
ზემოდან არის, მაგრამ არცერთს აღარ გვაქვს კონტროლი - ყველა მოძრაობა ვნებას მიჰყვება, გონება მხოლოდ შეგრძნებებს იმახსოვრებს.

თითები თეძოებზე ჩერდებიან და მერე, ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ, მიიკვლევენ გზას ფეხებს შორის.

მისი ტუჩები ჩემს სხეულს მიუყვება - ჯერ ყელზე, შემდეგ მკერდზე, შემდეგ უფრო ქვევით ჩადის, უფრო შიგნით და უფრო ღრმად. რბილად, მაგრამ მჭიდროდ მკოცნის. სიამოვნებისა და მოლოდინის მღელვარება ტალღასავით მიტევს.

სიამოვნებისგან სუნთქვა მეკვრის - თითოეული შეხება უფრო სიღრმისკენ მიექანება.

- ისევ ფიქრობ, რომ გამოძინება გირჩევნია? - ჩურჩულებს ყურთან და მისი ცხელი სუნთქვა ცეცხლისთვის სულის შებერვას გავს.

პასუხად ჩემი ფეხები მის მენჯს ეხვევა და ვგრძნობ, როგორ უჭირს მოთმენა.

ტკივილიანი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო შეხება.

ნელა იწყებს მოძრაობას, როგორც მუსიკის შესავალი, თითქოს ადაპტაციის დროს მაძლევს. შემდეგ უფრო ღრმად და მკვეთრად.

საწოლის ზამბარები ხმაურობენ, მისი თითები ჩემს თმაში ეხვევა, სუნთქვა კი უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება.

მთელი სხეულით ვგრძნობ – ყოველი მისვლა და დაბრუნება ერთდროულად ტკივილია და სიამოვნება. ჩემი თითები მის ზურგს კაწრავენ, თითქოს მისი მთლიანად შთანთქმა მინდა.

მოძრაობა თანდათან უფრო სწრაფი და ღრმა ხდება. ქოშინი, ხმაური და ხანმოკლე კვნესა ცვლის ერთმანეთს.

ჩემი ფეხები კიდევ უფრო ძლიერად ეკვრის მის მენჯს.

ვგრძნობ, როგორ იკარგება კონტროლი. ტალღა მიტევს, ჯერ შიგნიდან, შემდეგ მთელ სხეულში ვრცელდება.

რამდენიმე წამში მის სხეულსაც ვგრძნობ, როგორ იძაბება, როგორ ეჭიდება ბოლო ნოტს და ბოლოს ორივე ერთდროულად ვიშლებით. ჩემს გვერდით ეცემა და არეულ სუნთქვას სიცილის ნოტები ერევა.

- ვჭამოთ თუ დავიძინოთ. - მეკითხება პროვოკაციულად.

- მშიერი ვერ დავიძინებ - ვეუბნები და კოცნაზე კოცნით ვპასუხობ.

- კარგი ჯერ ვჭამოთ, შემდეგ ვნახოთ, შეიძლება ძილისთვისაც დაგვრჩეს დრო.

არაფერს ვამბობ, ისედაც ვიცი, რომ ვერ დავიძინებთ. ვუყურებ. აქამდე არ შემიმჩნევია სიცილის დროს რა საყვარლად ეკეცება ლოყა.


თავი 3

დილაა. ფარდებს მიღმა ნისლიანი ლონდონი იღვიძებს. წვიმის წვეთები ისევ სრიალებენ მინის ზედაპირზე. ღრუბელსა და ნისლში გვიან თენდება. საათს ვუყურებ თითქმის ცხრა სრულდება. ოთახში გაფანტული ბუნებრივი შუქი, არაფრისთვის არის საკმარისი, არც დღეა და არც ბნელა.

ვერაფრით შევეგუე ამ უაზრო ამინდს. მე მზე მიყვარს. სიცხე. სანაპირო. ეს ერთადერთია რასაც ვერ ვთმობ. მალაგა მენატრება. დილის ხვატი, ფართოდ გახსნილი ფანჯრები. ყავის მწარე არომატი, ტალღების დამამშვიდებელი რიტმი... იქ თითქოს მარილითა და ლიმნის სურნელით გაჯერებული ჰაერიც ფლამენგოს ცეკვავს.

ვწევარ. მისი მკლავი მთელ სხეულზე მაწევს. მძიმე, მტკიცე, როგორც ტანგოს აბრაზი, მხოლოდ ახლა ეს არ არის ქორეოგრაფია, ეს საკუთრების უფლებაა.

გუშინდელი ღამის ნარჩენებს მთელი სხეულით ვგრძნობ. სისუსტე, დანებება და სრული განთავისუფლება.

​თავს უკან ვაბრუნებ, ვუყურებ. მშვიდი სახე აქვს. ძილის დროს ნიღბები ქრება და მასთან ერთად წესების მთელი სისტემაც.

ტუჩები ოდნავ მოხრილი, შუბლი - გლუვი, სუნთქვა - თითქმის უხმაურო. ასეთი ადრეანიც მომწონს.

ფანჯრებს მიღმა წვიმა, ​ოთახში კი დუმილია. დუმილს ფიქრები მოაქვს.

​თითებს თმაში ვუცურებ. აბრეშუმივით რბილი თმა აქვს, დამყოლი... ​თვალს ახელს. მზერა ნისლიანი აქვს, მაგრამ მალევე იბრუნებს კონცენტრირებულ იერს.

- ვაგვიანებთ - ტელევიზორის თავზე დაკიდებულ საათზე ვანიშნებ. ისრები იუწყებიან, რომ ცხრას რამდენიმე წუთის წინ გადასცდა.

- არ ვარ დარწმუნებული, რომ უნდა წავიდეთ - ამბობს ჩახლეჩილი ხმით.

- სისულელეა, ადექი - მხარზე ვუბიძგებ და წამოდგომას ვცდილობ - დღეს ტანგოს გამოერება გვაქვს. - არ ვჩუმდები.

​საწოლზე მაღლა სწევს თავს და ისევ თვალებში მიყურებს.

​- იცი, რომ ისევ აქ ვიქნებით. ამავე მოძრაობებში. ამავე შეხებებში. მხოლოდ ეს ყველაფერი ახლა კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება.

- მერე რა? ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ - უკვე ხმამაღლა მეცინება ჩემს ნათქვამზე - თუ მოინდომებ კონტროლსაც აღიდგენ...

- არც ვეცდები - მპასუხობს და მკლავებში მიქცევს.

- ერთი საათი გვაქვს, დავაგვიანებთ - ისე ვამბობ თითქოს რეალობაში დაბრუნება მსურს, მაგრამ სხეული საპირისპიროდ მოქმედებს.

- საკმარისია. - მპასუხობს და ჩემს ტუჩებს ეხება.

ისეთი გრძნება მაქვს, თითქოს სცენა ისე იცვლება დუეტი არ სრულდება.

სასტუმროს ნომრიდან გამოვდივართ. ლიფტი, ფოიე. ხალხი ჩვენს ირგვლივ... სრული ქაოსი...

ყავის რიგს უიმედოდ ვუყურებ ქუჩის კუთხეში.

- ამის დრო არ გვაქვს - მეუბნება და მანქანისკენ მიბიძგებს. ვიცინით. მალაგას შემდეგ ასე ცოცხლად თავი არ მიგრძვნია.

​მანქანაში ვსხედვართ. სალონში ისევ დგას სურნელი - მამაკაცური, მწარე, ტკბილი, რომელიც გუშინდელ დღეს და ამ დილას აერთიანებს.

- ​„ნაბიჯი მარჯვნივ, რიტმი გერევა!“ – ვცდილობ ვიხუმრო და ქორეოგრაფის ხმას მივბაძო - "დააგვიანეთ! სწრაფად მწკრივში".

- ამის ორჯერ მოსმენა არ მინდა - იცინის ისიც.

სტუდიას ვუახლოვდებით. თითქოს რეალობას ვეჯახებით. ვიცი, რომ ისიც იმაზე ფიქრობს რაზეც მე.

​- იეჭვიანებ, როცა ტეო შემეხება? - ისევ პროვოკაციას მივმართავ.

​- ეჭვიანობა სისუსტეა, - მპასუხობს და საჭეს უფრო ძლიერად უჭერს ხელს.

- მაშინ მიეცი უფლება ამ სისუსტეს იარსებოს.

- მჭირდები მერიემ, სცენაზეც და სცენის მიღმაც, მაგრამ ყველაფერი არც ასე მარტივია.

- რას გულისხმობ? - ზოგჯერ ვერ ვხვდები სად გადის ამ კაცში მამაკაცურ თავმოყვარეობასა და ამპატავნებას შორის ზღვარი. ამბობს, რომ ვჭირდები, მაგრამ შეუძლია სუნთქვის საშუალებაც არ დამიტოვოს ისე შემზღუდოს. ასეთი კი ზუსტად ვიცი, რომ არც მას დავჭირდები და არც არავის.

- არაფერს. - ამბობს და აღარ აგრძელებს საუბარს ჩემი მცდელობის მიუხედავად.

​დარბაზში გვიან შევდივართ. ქორეოგრაფი მკაცრი მზერით გვიყურებს.

- დააგვიანეთ, სწრაფად მწკრივში. - ამბობს და თან მუსიკას ხელს აყოლებს.

ტანგო.

წითელი განათება ირთვება.

​ადრეანი უნაკლოდ მოძრაობს, ისევ სიმშვიდისა და კონტროლის ნიღაბი, პარტნიორების გაცვლამდე.

და აი, ისიც.

​- გაცვალეთ პარტნიორები. - ისმის ქორწოგრაფის ხმა.

​ვგრძნობ, როგორ იძაბება.

​ტეოსთან ვდგები.

მისი ხელები - უსაფრთხო, ზუსტი და ცივია.

​ვცდილობ ფოკუსირება მუსიკაზე მოვახდინო, მაგრამ გონება მხოლოდ მისკენ მიდის.

​ადრეანი იმ მომენტში, როდესაც ტეო მჭიდროდ მეხება, უნებურად შეცდომას უშვებს.

​- არასწორია, ადრეან! ნაბიჯი მარცხნივ! - ქორეოგრაფი ხმას უწევს.

​ადრეანი თვალს ხუჭავს.

ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.

ეჭვიანობა - ​ეს მისი სისუსტეა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს.

შესვენება გვაქვს.

​კატერინა მთელი დღეა ეჭვის თვალით გვიყურებს. დილას პარკინგზე დაგვინახა ერთად, რომ მოვედით. დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვს კითხვები დამაყაროს.

​მიახლოვდება.

​– რა ხდება თქვენ შორის? – პირდაპირ მეკითხება და ადრეანზე მანიშნებს.

​– არაფერი, – ვპასუხობ მოკლედ და ვცდილობ მომდევნო კითხვა ავიცილო.

​– სხვა დრო, რომ იყოს ჩემი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ მთავარი წყვილი ხართ. ეცადე პირადმა კონცერტზე გავლენა არ იქონიოს, – კატერინა ქორეოგრაფის ასისტენტია. ტექნიკურ საკითხებს ის აგვარებს და მგონი ჩვენი თვალთვალიც აქვს დავალებული ისე ამჩნევს უმცირეს დეტალებს.

​– ყველაფერი რიგზეა, კატა, – ვუღიმი და დამამშვიდებლად ვკიდებ ხელს მაჯაზე. – ისეთი არაფერია...

​– ანუ ასე გადაწყვიტეთ დამშვიდობება?

​– რას გულისხმობ? – ვერ ვხვდები რას მეუბნება.

​– არ უთქვამს?

​– თუ არ მეტყვი, ვერ გავიგებ უთქვამს თუ არა.

​– მოწვევა მიიღო 'Diamond DanceSport Academy'-სგან, სტუდიისგან, რომელიც Millennium Dancesport Championships-ის მოქმედ ჩემპიონებს წვრთნის. ეს პირდაპირი ბილეთია, ძვირფასო, ამერიკის საცეკვაო ელიტაში.

​წამიერად მავიწყდება, სად ვდგავარ. დარბაზის ხმაური ქრება. ტანგოს ნარჩენებიც კი, რომელიც ჩემს სხეულში ტრიალებდა, უცებ ჩერდება. თითქოს ვიღაცამ მუსიკა და დრო ერთდროულად გამორთო.

ახლა გასაგებია რატომ არ არის ყველაფერი არც ისე მარტივი - ამერიკაში მიდის.

- კონცერტის შემდეგ? - ვცდილობ საკუთარ თავს თავი მოვუყარო.

​კატერინა ხელს მიჭერს. მის მზერაში თანაგრძნობა და ცოტაოდენი სიამოვნება ირევა, რადგან სულ ერთსა და იმავეს იმეორებს -"წესები ყველაფერზე მაღლა დგას". მე კი მის წესებს გადავუხვიე და ეს ცოტაოდენი სიამოვნება ზუსტად "ხომ ვამბობდის" ასახავს.

​- ასეა, კონცერტი გამოსათხოვარი შოუც არის...

- რამდენი ხანია იცი?

- თითქმის ერთი თვეა. გამგზავრება კონცერტის დასრულებამდე გადადო.

- გასაგებია. - ვამბობ ცივად.

- შენც იგივეს იზამდი მერიემ, - მეუბნება დარწმუნებით - ჩვენ საშუალო დონის სტუდია ვართ. მას კი მომავალი აქვს. - ისეთი მზრუნველობით უყურებს მინდა, რომ ეს მშვიდი და მზრუნველი თვალები ამოვჩიჩქნო - ჩვენს სფეროში მისნაირი კაცები ადვილად იკვალევენ გზას... - აგრძელებს, მაგრამ მას უკვე ვეღარ ვუსმენ.

სინამდვილეში არ ვიცი რაზე ვარ გაბრაზებული. იმაზე რომ არ მითხრა, თუ იმაზე რომ გამიზნული აქვს მიმატოვოს.

​ჩემი სამყარო სხვა გრავიტაციას უბრუნდება, მაგრამ ამჯერად, ეს არ არის რომანტიკული ფრენა. ეს ბრაზია. ბრაზი და შურისძიების გეგმა.

მიტოვებას ვერ დამასწრებს.

აქედან ასე მშვიდად ვერ წავა.

​ჩემი ყველა ქმედება, ყველა პროვოკაცია, კონტროლის დამსხვრევის სურვილი... ეს მისთვის მხოლოდ ბოლო წუთების თამაში იყო. იცოდა, რომ მიდიოდა. ამიტომ დანებდა. ამიტომ მომცა საშუალება გამეტეხა...

- ანუ მიდიხარ - ვეკითხები მშვიდი, მაგრამ გაყინული ხმით.

​წამიერად თვითონაც იყინება. მისი ხელის კუნთი იძაბება, რასაც მაშინვე ვამჩნევ და წამით სიმშვიდის ნიღაბიც ქრება.

​- კატერინამ გითხრა?

- მართალია?

- კი, კონცერტის შემდეგ მივდივარ. - ცდილობს ხმის სიმტკიცე შეინარჩუნოს.

- რატომ არ მითხარი? - ვცდილობ ისე მოვაჩვენო თავი თითქოს სულერთია.

- არ მქონდა გადაწყვეტილი.

- ახლა არ მითხარი...

- ეს წუთია გადავწყვიტე. - ვგრძნობ, რომ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ვერ ვხვდები. მოწვევა თუ ერთი თვის წინ მიიღო ახლა, როგორ გადაწყვიტა?!

შესვენება სრულდება.

- დაუბრუნდით მწკრივს. - ისმის ქორეოგრაფის ხმა.

მექანიკურად მივდივარ მწკრივისკენ. მე ჯერ არ მითქვამს ბოლო სიტყვა. ე.ი. ჯერ არაფერი დასრულებულა!

ვალსი.

შუქები მკვეთრია, მუსიკის ხმა სივრცეს ავსებს. ყველა წყვილი თავის რიტმშია.

მე და ადრეანი წყვილში ვართ, როგორც ორი პროფესიონალი - ახლა მხოლოდ მოძრაობა გვაკავშირებს.

ვალსი სინაზეს ითხოვს, მაგრამ ჩვენს შორის ყველაფერი ზედმეტად მძიმეა სინაზისთვის.

სამი მეოთხედის რიტმი: ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი...

ეს არის სიზუსტე, სისუფთავე, ემოციებისგან დაცლილი ელეგანტურობა.

ქორეოგრაფიული წესრიგი, რომლის დარღვევის უფლებაც არ გვაქვს.

​დარბაზის ცენტრში ვდგავართ.

მისი ხელი ჩემს წელზე ისვენებს - მტკიცე, დომინანტური, მაგრამ ახლა მისი სიმტკიცე ჩემთვის მხოლოდ მისი გადაწყვეტილების სიმტკიცეს ასახავს.

​- მოძრაობა გლუვია. არანაირი უეცარი, მკვეთრი ცვლილებები. გაყევით დინებას - ისმის ქორეოგრაფის ხმა.

​ვიწყებთ.

​მთელი დარბაზი ჩვენკენ იყურება.

ეს გალა კონცერტის ცენტრალური ნაწილია. ჩვენი მოძრაობები სინქრონული, სრულყოფილი და ჰარმონიული უნდა იყოს.

ეს პარტია კაცს მიჰყავს. ის არის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებ. მისი ნაბიჯები – ზუსტი, წინასწარ გათვლილი უნდა იყოს, როგორიც მისია. არანაირი გადახვევა, მხოლოდ კონტროლი და სიმტკიცე და ის ასრულებს იმას, რისთვისაც მოვიდა: პროფესიონალურად ცეკვავს.

​თუმცა, მისი ხელი... წელზე იმაზე მჭიდროდ მიჭერს, ვიდრე საჭიროა. ეს ერთადერთი ემოციური გაჟონვაა. მხოლოდ ჯერჯერობით. - "მხოლოდ ჯერჯერობით ადრეან!" - ვიმეორებ გონებაში.

- გრძელი ნაბიჯი! გაწელე, მერიემ! ვერ გრძნობ რიტმს! - შენიშვნას მაძლევს ქორეოგრაფი.

​რიტმს ვგრძნობ. ზედმეტადაც კი. ჩემი გული სამი მეოთხედის ნაცვლად, ორმაგი რიტმით ცემს: - ბრაზი და შურისძიება - აი, რა მამოძრავებს.

​ვალსის ბრუნი... სწრაფი... რთული...
​მთელი ძალით ვტრიალებ. ვცდილობ, მის მკლავებს შორის სივრცე შევავსო, მაგრამ არა ვნებით, არამედ სიცივით. იგრძნოს, რომ იმაზე მეტად არ მჭირდება, ვიდრე თავად ვჭირდები.

მუსიკა ბრუნავს, ჩვენც ვტრიალებთ. მისი თითები ისევ იცნობენ ჩემს სხეულს, მაგრამ ახლა ამ შეხებაში სხვა რამაა - ნაღველი, დანაკლისის შეგრძნება, ამას მის თვალებში ვხედავ. ხვდება რომ წამები მაკლია აფეთქებამდე. თავიდან არ მინდოდა მოხვედრილიყო, მაგრამ ახლა აღარ ვმალავ.

ვალსის მოძრაობას ტანგოს აგრესიას ვუმატებ. ჩემი სხეული, რომელიც მსუბუქი და გლუვი უნდა იყოს, ახლა მტკიცე და ძლიერია. აღარ მივყვები... მეც მიმყავს.

​მისი სუნთქვა ყელთან მესმის. ისევ ხშირი და არეული.

ბრაზობს. ამ დაუმორჩილებლობას ვერ იტანს. და ჰო, ეს ჩემი პატარა გამარჯვებაა.

​- ვალსი სიმსუბუქეა, მერიემ! არ დომინირებდე! მიეცი პარტნიორს საშუალება, წაგიყვანოს! - ისევ ქორეოგრაფის ხმა კვეთს მუსიკას.

​მაგრამ მე არ მინდა, წამიყვანოს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მიდის, არ მინდა, რომ ის ვიყო, ვისაც ტოვებენ.

​ბრუნიდან გამოვდივართ.

ჩვენი სხეულები ერთმანეთთან ეჯახება. ეს არ არის ვალსის შეხება. ეს არის შეჯახება.

- ყოჩაღ, კარგად გათვალე ყველაფერი - ვეუბნები და ტუჩები უფრო ახლოს მიმაქვს - თუმცა დილის სე'ქსის დროს ასე არ მომეჩვენა...

​უნებურად რიტმიდან ვარდება. მისი ფეხი ჩემსას ეხება. მუსიკა რყევას იწყებს.

​- ნუ იქცევი ასე. ახლა არა. - მპასუხობს ჩახლეჩილი ხმით.

- აბა როდის, როცა წახვალ? - ვპასუხებ სარკასტული ღიმილით და შემდეგ ნაბიჯს განზრახ არასწორად ვდგამ. ვალსის ჰარმონია ირღვევა. რიტმი იკარგება.

​- გაჩერდით! - ქორეოგრაფი მუსიკას აჩერებს. თვალებიდან ცეცხლს ყრის - რა მოხდა, მერიემ?! ეს ყველაზე საშინელი რამ არის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ! ეს ვალსი არ არის! ეს კატასტროფაა! - ხმას თანდათან უწევს და სხეულის ენასაც ახმარს ბრაზის გამოხატვას.

- გადავიღალეთ - ამბობს ადრეანი და ცდილობს სიტუაცია განმუხტოს - ბოლო დღეები ძალიან დატვირთული იყო...

​ჩვენი დუელი თვალებით გრძელდება.

- დაღლილი არ ვარ! - ვამბობ გადაწყვეტით - სხვა პარტნიორი მჭირდება. ადრეანი დაღლილია! - ვგრძნობ, როგორ ბობოქრობს მისი მთელი არსება. პასუხის ნაცვლად, ხელს მჭიდროდ მიჭერს. ტკივილი სასიამოვნოა. ეს ნიშნავს, რომ მასაც ეტკინა.

მინდა ვნახო, რამდენად შორს წავა მისი ეს ახალი „სიმტკიცე“.

იმდენად გაბრაზებული ვარ მზად ვარ მისი ყველა ოცნება ნემსხვრევებად ვაქციო.

ჯერ აქ არის. დროა ვაჩვენო, რომ მისი წასვლა მხოლოდ ნაბიჯია მარცხნივ.

ტანგო თუ სიყვარულზეა, ვალსი დაშორებაზეა.

გადაწყვეტილია! ბოლო ცეკვა უკვე შესრულდა!

- ვალსს ხვალ გავაგრძელებთ. - ამბობს ქორეოგრაფი და მუსიკას რთავს.

პასო დობლი.

თითქოს ქორეოგრაფი უსიტყვოდ ხვდება, რომ დარბაზს დრამა სჭირდება.

ტეოს ვანიშნებ თავის ადგილზე დარჩეს და ადრეანთან გავდივარ. ახლა ეს დრამა ჩვენს შორის არის. წითელი მოსასხამი ბრაზით არის გაჟღენთილი.

მუსიკა მკვეთრია, ესპანური, გამომწვევი. მატადორის მარში. ეს არც ნაზი ვალსია და არც ვნებიანი ტანგო. ეს ომია - მოკლე, მტკიცე და საბოლოო.

​მატადორის პოზაში დგას. ზურგი სწორია, თავი მაღლა. უმაღლესი დონის კონტროლი და პროფესიონალური სიამაყე. მზერა ცივი და გათვლილი.

მის პირდაპირ ვდგები. არ ვარ კაპრიზული ქალი, რომელიც მოსასხამს აფრიალებს. ხარი ვარ. დაჭრილი, გაბრაზებული, შურისძიების წყურვილით სავსე. მზად ვარ, ბოლო წუთამდე ვიბრძოლო.

- ნუ იქნებით ქალები! ეს არის დუელი! ენერგია! სიამაყე! - ყვირის ქორეოგრაფი.

​მოძრაობას ვიწყებთ.

​ფეხები სწრაფია, მკვეთრი. ეს არ არის მოხდენილობა, ეს არის დარტყმა. თითოეული ნაბიჯი - აპლოდისმენტი - დაცინვაა მისი ამერიკული ოცნების მიმართ.

​ადრეანი ხელს წელზე მხვევს, მაგრამ ეს არ არის აბრაზი... უფრო ხელბორკილია...

მიბიძგებს, მატრიალებს, ცდილობს, მიჩვენოს, რომ მისი ძალა უფრო დიდია, რომ მას ამ კონფლიქტის კონტროლიც შეუძლია.

​ჩვენი თვალები ერთმანეთს არ სცილდება.

მათში აღარ არის ვნება. მხოლოდ სიცივე და მტკიცე გადაწყვეტილება...

​- "მივდივარ, მაგრამ შენ მაინც ჩემი ხარ!" - ამბობს მისი სხეული.

- "ილუზიიდან გამოდის, შენი არასდროს ვყოფილვარ". - პასუხობს ჩემი.

​ცეკვა კულმინაციას აღწევს. პოზა – ფალიო – ქალი მატადორის წინ უნდა დაეცეს დაჭრილივით - თავდახრილი.

​არ ვიხრები. უარვყოფ ქალურ სისუსტეს.

ვცდილობ მისი მზერა დავიჭირო.

​- "დაიმახსოვრე ეს სახე". – ვუგზავნი უთქმელ გზავნილს.

​მოულოდნელად ისეთ მოძრაობაზე გადადის, რომელიც არ არის ქორეოგრაფიით გათვალისწინებული. ეს არის სუფთა, პირველყოფილი მესაკუთრეობა - ჩემს სხეულს მთელი ძალით აკრავს თავისას. პასო დობლის დისტანცია მთლიანად ირღვევა.

​მისი ტუჩები ჩემს ყურთან ახლოსაა, მაგრამ არ მკოცნის.

​- აქ ვერ დამამარცხებ. ვერ დამასწრებ - მეუბნება ჩურჩულით. - რეპეტიციის შემდეგ ვილაპარაკებთ...

- სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ვპასუხობ და მუსიკაც სრულდება.

მკვეთრი, ძლიერი მოძრაობით მიშვებს.

ცეკვა სრულდება.

გამარჯვებული მატადორი - ზუსტ პოზაში დგას.

მე – უკან, ოდნავ მოშორებით. დაუმორჩილებელი ხარი...

​დარბაზში წამით დუმილი მეფობს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ჩვენს გარადა აღარავინ ცეკვავს.

აპლოდისმენტები და შეძახილები. ფიქრობენ, რომ შესანიშნავი პერფორმანსი იყო. ​მაგრამ ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ბოლო აკორდი, ბოლო გაშვება, ბოლო მზერა დაშორების მანიფესტი იყო.

ადრეანი უნებურად, ძლიერი ჟესტით იწმენდს შუბლს და ოფლთან ერთად ნიღბად აკრულ სიმტკიცესაც იშორებს.

გასახდელისკენ ​მექანიკურად მივდივარ. ჩემი ნაბიჯები - ზუსტი, სწრაფი, თითქოს ახლაც წინასწარ დადგმულ ქორეოგრაფიას მივყვები...

​კატერინა ხელს მკიდებს.

​- მერიემ, მერიემ... ეს საოცარი იყო... მაგრამ...

​- მაგრამ არაპროფესიონალური - ვასრულებ მის ნათქვამს. - მივდივარ კატა.

​მიყურებს.

​- სად? სად მიდიხარ? - მეკითხება დაბნეული.

- სახლში ვბრუნდები. ნისლი და წვიმა ყელში ამოვიდა.

- მერიემ...

- გადავწყვიტე კატა. ჩემი შემცვლელის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

თავადაც მიკვირს იმდენად მშვიდი ხმა მაქვს. არ ვყვირი, არ ვბრაზობ. თითქოს ჩემი ესპანური სისხლი ლონდონურმა სიცივემ შთანთქა.

​კატერინამ იცის მიზეზი. მასთან თავის მოკატუნება არ მჭირდება. მით უფრო როცა ვხედავ, საერთოდ აღარ ანიჭებს სიამოვნებას ის მომაბეზრებელი "ხო ვამბობდი" თუ "ხო გეუბნებოდი".

შოკშია.

- ბრაზი გალაპარაკებს მერიემ - მეუბნება დამრიგებლურად - ახლა თუ წახვალ მთელ მომავალ კარიერას საფრთხის ქვეშ დააყენებ. რამდენიმე დღეში კონცერტია, ვინ გაგიფორმებს კონტრაქტს ამის შემდეგ...

- დამოუკიდებლად ვიცეკვებ - ვეუბნები მექანიკურად და ვგრძნობ, რომ ლონდონის ნესტიანი ჰავის ნაცვლად საიდანღაც ლიმონის და ზღვის მარილის სურნელი მოდის.

თავი 4

კატერინას ყოველგვარ მცდელობას დამითანხმოს დარჩენაზე ვაიგნორებ და შენობიდან გამოვდივარ.

მას სჯერა, რომ მართლა მივდივარ, სინამდვილეში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, აქაურობის დატოვება მინდა, მაგრამ ასე არა.

ვინ ანგრევს კარიერას რამდენიმე დღიანი რომანის გამო?! ალბათ გაბრაზებული, სასოწარკვეთილი ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის არ სჯერათ და გაქცევა გამოსავალი ჰგონიათ.

გაჩერება გზის მოპირდაპირე მხარეს არის, მაგრამ ქვეითთა გადასასვლელი რამდენიმე შენობის იქითაა. წვიმს. გადასასვლელს ვუყურებ. იქამდე მისასვლელი გზა რატომღაც დაგრძელებულად მეჩვენება და გზას პირდაპირ ავტომობილებს შორის მივიკვლევ.

გაჩერებაზე ვდგავარ. შენობას პირდაპირ ვუყურებ. შენობას არა აფიშას...

მთავარი წყვილი ახლო ხედით ადრეან მორო და მერიემ ვოლერა...

ტანგოს აბრაზი...

კონტრასტების თეატრი...

სიბნელე და სინათლე უსიტყვოდ ამბობენ სათქმელს.

მუქი, ბორდოსფერი ხავერდოვანი ფონი.

ცენტრიდან დაშვებული მკვეთრი ნათება...

კარავოჯოსეული დრამა...

ჩრდილების თამაში...

ბნელი, ღრმა სიღრმიდან ამოზრდილი ორი ფიგურა...

ოსტატურად დაჭერილი წამი...

ყინული და ცეცხლი...

სინათლე - თეატრალური პროჟექტორი, სიბნელეში ტოვებს ყველაფერს და მხოლოდ ამ დაჭერილ წამზე აჩერებს დროს...

ირონიულია, დროის ისარი წუთისოფლის ვნებას აჩვენებს...

სამხრეთულ მზის ვნებას კი ჩრდილოეთის სიცივე გრანიტის სიმტკიცით აკავებს...

ეს ჩვენ ვართ... აფიშის მიღმა ჩვენ... ბნელში მოტოვებული საიდუმლო და სცენაზე დარჩენილი წყვილი...

მისი მანქანა ჩემს ფეხებთან ჩერდება. სახეზე აწერია, რომ კატერინამ თავისი როლი წარმატებით შეასრულა.

- დაჯექი! - ყინულივით ცივი ხმა აქვს, მაგრამ ამ სიცივეშიც იკითხება ბრაზი.

- არა! - ჯიუტად ვუბრუნებ პასუხს და ტაბლოს ვუყურებ. სულ რაღაც ერთი წუთი და ჩემი ტრანსპორტიც მოვა. სულ რაღაც ერთი წუთი და მისი აჭრილი სახის ხილვის სიამოვნება მომაკლდებოდა.

ავტობუსი სიგნალით შემოდის. ადრეანი მანქანას ჯიუტად არ ძრავს და ისე მიყურებს რაღაც მომენტში მგონია, რომ გადმოვა და ძალით ჩამსვამს.

ავტობუსის კარები იხსნება. ხალხი ადის და ჩამოდის. ადრიანს თვალს არ ვაშორებ. ისიც მიყურებს. უხმოდ, მძიმე, ინტენსიური, დაპირისპირებით სავსე მზერით...

ისევ უსიტყვო დუელი...

ეს ჩემი თამაშია, ჩემი წესები და უფლებას არ მივცემ კონტროლი აიღოს.

​ავტობუსის მძღოლი მოუთმენლად აწვება სიგნალს. ხალხი უკმაყოფილოდ ბუტბუტებს.

​დრო გადის.

ყოველი წამი ამ ორ მანქანას შორის, ამ წვიმიან გაჩერებაზე, დაძაბულობით იჟღინთება.

​ვხედავ, როგორ ეჭიმება სახის ნაკვთები. ისევ ბრაზი. ცეცხლი თვალებში.

- დაჯექი, - ისევ იმეორებს და ხმა კიდევ უფრო გაყინული და დაძაბული უხდება, თითქოს აშკარად მაჩვენბს, რომ უარყოფას არ მიიღებს.

ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ისევ ჯიუტად ვუბრუნებს პასუხს:

- არა!

​- ჰეი, მანქანა გაწიე - ავტობუსის მძღოლი ფანჯრიდან თავს ყოფს და უკმაყოფილო ტონით განაგრძობს - სხვაგან ვერ ნახეთ სალაპარაკო ადგილო?! ავტობუსის გაჩერებაა ეს!

​რაღაც მომენტში უხერხულობა მიპყრობს. ადრიანმა ერთი წამით გახედა სარკეში მძღოლს. ვიფიქრე ახლა მაინც დაძრავდა მანქანას, მაგრამ ის არ იძვრის. იცის რომ არ შეუძლია სამუდამოდ გააჩეროს აქ ეს ავტობუსი, მაგრამ მაინც არ იძვრის.

არ თმობს, შეიძლება ეს ჩემი გამარჯვებაა, კიდევ ერთი მოგებული დუელი, მაგრამ რაღაც მომენტში მისი ეს მიზანდასახულობა ყველაზე მეტად მაღიზიანებს.

ავტობუსის მძღოლის მოთმინება ნელ-ნელა იწურება და ხმაც უფრო შემტევი და მომთხოვნი უხდება.

თუმცა ადრეანი ნაცვლად იმისა, რომ ტრანსპორტს გზა მისცეს მანქანიდან გადმოდის.

ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელია. რაღაც მომენტში ვგრძნობდი, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ რატომღაც გული მაინც გამალებით იწყებს ცემას.

​ნელა მოდის ჩემსკენ. მგზავრები ახლა ჩვენ გვიყურებენ. ორ უცნობ ადამიანს შორის განვითარებული მინი დრამა მათ მოსაწყენ დღეს ალამაზებს.

​მძღოლი სიგნალს აწვება, მაგრამ ახლა მისი ქმედება უფრო ბრაზით არის გამოწვეული ვიდრე მოუთმენლობით.

​ადრეანი ჩემს წინ დგას, სულ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებს. მისი სუნთქვის თბილი ორთქლი სასიამოვნოდ ედება სხეულს. წვიმის წვეთები თმებიდან ეშვება და სახეზე მოიკვლევენ გზას. ჩვენი სახეები იმდენად ახლოს არიან მისი კანის სითბოსაც ვგრძნობ.

არც ერთი ჩვენგანი იღებს ხმას. თითქოს უთქმელადაც ნათქვამია ყველაფერი.

მაჯაში ძლიერად მკიდებს ხელს და მანქანის კარს ხსნის.

ავტობუსის მძღოლის მოთმინებაც საბოლოოდ იწურება.

- ერთი წუთიც და პოლიციას გამოვიძახებ - გვემუქრება და თავისთვის რაღაცას ბურტყენბს - მე ჩემი დრო მაქვს, თქვენს გამო გრაფიკიდან ვვარდები...

ადრეანი მანქანისკენ მიბიძგებს და მეც უკმაყოფილო სახით ვჯდები.

თავიდან ბოლომდე სველი ვარ. ვერაფრით მიეჩვიე, ამ წყეული ქოლგის ტარებას.

მანქანის კარი იხურება.

გარეთ დარჩენილი სამყარო - ავტობუსის სიგნალი, წვიმის ხმა, უკმაყოფილო მგზავრების და მძღოლის ბუზღუნი, ახლა უკვე შორიდან მესმის.

ადრეანი მანქანაში ჯდება და თითქოს ჰაერიც სხვანაირი ხდება.

მის სუნამოსთან შერეული სველი ტანსაცმლის სუნი, წვიმის სიცივე და დაძაბულობის ცხელი ტალღა აი, ახლა რით არის ჰაერი სავსე.

​მანქანას ძრავს და გაჩერებას დაშვებულზე ბევრად მაღალი სიჩქარით ვტოვებთ.

​​სიჩუმე გრძელდება, მაგრამ ახლა ეს არ არის გუშინდელი, ვნებით გაჯერებული დუმილი. ეს უფრო დაპირისპირების მოლოდინია.

​მისი ხელები საჭეზე - ძარღვებდაბერილი, მტკიცე, თითქოს კონტროლის ნარჩენებს მხოლოდ ამ რკინის ნაწილზე ინარჩუნებს.

​ფანჯარაზე წვიმის წვეთები ეცემა და მანქანის ნათურების შუქი სარკეში ბუნდოვან, მოცეკვავე ჩრდილებს ქმნის.

კვლავ აფიშას ვუყურებ, ახლა უკვე უკანა ხედვის სარკეში. წამიდან წამამდე პატარავდება, მაგრამ მისი დრამატული კონტრასტები - სინათლე და სიბნელე, ყინული და ცეცხლი - კვლავ მკაფიოდ იკითხება ჩემს გონებაში.

​ეს ჩვენი სცენაა. მაგრამ ახლა სცენის მიღმა ვართ, სიბნელეში.

- რას აკეთებ? - დუმილს არღვევს ადრიანი. მაგრამ ეს შეკითხვა არ არის. მისი ხმა ვარაუდებით და ბრალდებით არის გაჟღენთილი და პასუხის მოთხოვნას უფრო ჰგავს. ჰო, ზუსტად ასე ჟღერს, თითქოს ვალდებული ვარ აუხსნა. თითქოს თავი მაქვს სამართლებელი...

მისკენ ნელა ვბრუნდები. სველი ტანსაცმლიდან წამოსული ჩვენი სურნელით გაჟღენთილი ორთქლი სივრცეს ავსებს.

- ნუ გეშინია ადრეან კარიერის დანგრევას შენ არ დაგაბრალებ - ვეუბნები მშვიდი სარკაზმით და ტუჩებს ირონიული ღიმილიც ეპარება.

​შუქნიშანზე ​მკვეთრად აჩერებს მანქანას. წითელი შუქი მის სახეზე დრამატულ, მკვეთრ კონტურებს ქმნის. ისევ კარავოჯოსეული ფონი. ალბათ ასე არაფერი მოუხდებოდა ჩვენს დრამას. მეღიმება.

- ​ნუ მანიპულირებ. - მეუბნება ჩახლეჩილი, მაგრამ გაყინული ხმით. - შენც იცოდი, რომ ეს დროებითი იყო...

- ​ვიცოდი. - ვპასუხობ და ხელით მის სველ თმას ვეხები. - მაგრამ არ ვიცოდი, რომ ეს შენთვის ბოლო ერთკვირიანი გართობა იყო.

- რატომ ურევ ყველაფერს ერთმანეთში? - მეუბნება და ​ჩამოშლილ თმას ხელის ერთი გადასმით ისწორებს.

- არაფერს ვურევ, მე მაპატიე თუ იმ გეგმებს ვანგრევ, რომელიც ჩემს გარეშე შეადგინე.

- რა სისულელეა. - ახლა უკვე გზის ნაცვლად მე მიყურებს და მანქანას ისეთი სისწრაფით და აგრესიით ძრავს რეზინის სუნი სალონშიც აღწევს. - ისე ნუ იქცევი თითქოს შენ სხვანაირად მოიქცეოდი.

- მე არ დავმალავდი.

- არც მე დამიმალავს...

- არ გითქვამს. ეს კი ერთი და იგივეა.

- გინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო იმის გამო, რომ მოწვევა მივიღე?

- მაგის გამო არა ადრეან. ჩემთვის უნდა გეთქვა, რომ მიდიოდი.

- გადაწყვეტილი არ მქონდა...

- და ახლა გინდა, რომ ეს დავიჯერო?

- შეგიძლია არ დაიჯერო, შენი უფლებაა.

- კარგი დავუშვათ დავიჯერე ეს რას ცვლის?

- მომავლის გეგმებზე ვისაუბრეთ და არ მახსოვს? - ახლა თვითონაც ირონიულია. ზოგჯერ მართლა ვერ ვიგებ სინამდვილეში რა სურს.

მართალია, არ გვისუაბრია, მაგრამ ვის სჭირდება ასეთი სიმართლე?! ფაქტი ის არის, რომ მიდის.

- ვერ ვხვდები მაინც რა გინდა ჩემგან?

- სცენაზე ჩვენ ის ვართ, რაც სრულყოფილებას სჭირდება. ამიტომაც არ ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღება.

- მერე? ახლა რა შეიცვალა?

- ჩვენ! - ამბობს გადაწყვეტით და მანქანას ჩემი კორპუსის წინ აჩერებს. - პროფესიულ ეთიკას გავცდით და შედეგი უკვე სახეზეა...

- ახლა გინდა საზღვრებზე და პროფესიაზე ვისაუბროთ? - საუბარს უხეში ტონით ვაწყვეტინებ და ვაგრძელებ - სრულყოფილებას რაზეც შენ საუბრობ აღარ არსებობს. ახლა ორი ადამიანი ვართ, რომელებიც სხვადასხვა გზით აგრძელებენ გზას.

- ადრამატულებ.

- არა, ადრეან. ეს თამაში აქ სრულდება. პროფესიულ ნიღაბს ვერ ამოეფარები. თუ რაღაც გინდა გამბედაობა უნდა გეყოს, რომ აიღო და შედეგებზეც აგო პასუხი.

- და შენ? შენ გაქვს ამის გამბედაობა?

- კი, - ვეუბნები და მისკენ ოდნავ ვიხრები. ლამპიონის შუქი და ჩრდილები მის სახეზე, ისევ ქმნის დრამატულ ფონს. - შენგან განსხვავებით გულწრფელი ვარ. - ვამბობ და მაისურის ქვეშ ვუცურებ ხელს.

ახლა ჩვენი რიტმი ბაჩატაა.

ეს არ არის უბრალოდ ცეკვა, ეს სუნთქვაა, რომელიც ორ სხეულს შორის გაიყინა, როგორც ახლა ჩვენს შორის დარჩენილი მანძილი.

​ის ლოდინია. ნელი, მარადისობამდე გაწელილი წამი, სადაც ნაბიჯები სპონტანურად მიყვება ნაბიჯებს, სხეულები კი ერთმანეთს იმ საიდუმლოს უზიარებენ, რისი თქმაც ხმამაღლა არ შეიძლება.

​ტკივილის მელოდიაში შეფუთული მიზიდულობის ენა, ყინული რომელიც ლღვობას იწყებს და ცეცხლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიილტვის.

გულისცემის უწყვეტი, ნელი, მაგრამ დაჟინებული დარტყმა, რომელიც სევდით იწყება და ლტოლვით სრულდება.

​მოძრაობა, როგორც ფარული საუბარი. მოკლე, პატარა ნაბიჯები. თითქოს დედამიწას ეთხოვები, რათა მომდევნო წამს მის მკლავებში მთლიანად გაუჩინარდე.

ნაბიჯი უკან, როგორც ახლა მე...

თუმცა ვიცი რომ ნებისმიერ წამში შემიძლია დავბრუნდე და წინ წავიდე...

​შეხება. ხელები, როგორც საზღვრები. მჭიდროდ გიჭერენ, მაგრამ კონტროლს არ გაძლევენ, როგორც ახლა ის.

უხილავი მანძილი ჩვენს შორის, რომელიც ხილულზე ღრმაა, მაგრამ ნებისმიერ წამს შემიძლია შევავსო.

და მაინც ​ბაჩატა აღიარებაა, რომ ერთად ვერ ვიქნებით, მაგრამ არც დაშორება შეგვიძლია.

ის რასაც ადრიანი სრულყოფილებას ეძახის არის, რაც საკუთარ თავში მომწონს როცა მის გვერდით ვარ. შეიძლება რეალური მიზეზი ის არის რატომაც არ მინდა მისი გაშვება.

მისი ტუჩები. თითქოს ახლა სხვა გემო აქვს მის კოცნას.

- ხედავ?! მე მაქვს ის გამბედაობა, რომელიც შენ გაკლია - ნიშნის მოგებით ვეუბნები და კოცნას ვაგრძელებ.

- არანორმალური ხარ! - ამბობს და ხელს წელზე ისე მხვევს, როგორც ტანგოს აბრაზს სჭირდება.

გზა მანქანიდან ჩემს ბინამდე თოთქოს სადღაც ქრება.

წვიმა და გარეთ დარჩენილი სამყარო ახლა მხოლოდ დიდი თეატრის ბუნდოვანი ფონია.

მისი ხელები ჩემს წელზე აბსოლიტური მიზიდულობის ოსტატური მოჭიდება, რომელიც არც ბაჩატაა და არც ტანგო, ეს უბრალოდ ქაოსის ლოგიკაა - თამაში ჩემი წესებით.

ემოციური განთავისუფლება. სურვილი, რომელიც ამ წუთში ყველაფერზე მაღლა დგას.

ახლა დროის ისარი უკვე მთლიანად წუთისოფლის ვნებას აჩვენებს. თამაში დასრულდა - სპექტაკლი იწყება.

სველი ტანსაცმელი უწესრიგოდ ყრია იატაკზე.

საწოლიდან ვდგები და კარადიდან მშრალ ტანსაცმელს ვიღებ.

- შენი წასვლის დროა ადრიან - სასხვათაშორისოდ ვეუბნები და აბაზანისკენ მივდივარ - სახლი ზედმეტად პირადი სივრცეა იმისთვის, რომ დარჩე.

არაფერს ამბობს. იცის, რომ აქ გადაულახავი, ცივი და ყრუ კედელია.

აბაზანაში შევდივარ.

-"გადავიფიქრე" - ვწერ კატერინას - "მხოლოდ სულელები ანგრევენ კარიერას კაცების გამო" - ვიცი, რომ მისი ინგლისური სკეპტიციზმი ამას ელოდება.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი ელენე (ნენე)

წერის მანერა მომწონს, თითოეულ წინადადებას თავისი მიზანი აქვს. გრამატიკულადაც გამართულია.

ამბავზე რა გითხრა, არ ვიცი. მე გაურკვევლობის განცდა დამიტოვა, დაუსრულებლობის. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს ამბავი საბოლოო პერფომანსამდე ვერ დასრულდებოდა, უბრალოდ შეუძლებელია.

წარმატებები!

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო და ემოციით სავსე ისტორია იყო..ვფიქრობ მეორე ნაწილსაც იმსახურებს..

 


№3 სტუმარი სტუმარი Nikea

სიგიჟეა!სრული საოცრებაა

 


№4 სტუმარი სტუმარი თამარი

კარგი იყო, გამართული, შინარსობეივი მაგრამ დაუსრულებლობის განცდა მეც დამიტოვა. საბოლოო კონცერტს წავიკითხავდი :დ საბოლოო ჯამში ნამდვილად ძალიქნკარგია. წარმატებები

სტუმარი თამარი
კარგი იყო, გამართული, შინარსობეივი მაგრამ დაუსრულებლობის განცდა მეც დამიტოვა. საბოლოო კონცერტს წავიკითხავდი :დ საბოლოო ჯამში ნამდვილად ძალიქნკარგია. წარმატებები

ახლა ვნახე პირველი ნაწარმოწბი ყოფილა, ბევრი წარმატება , დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შემდეგებსაც, სასიამოვნო წერის სტილი გაქვთ ♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანნა

დიდი ხანია ასე ერთი ამოსუნთქვით არაფერი წამიკითხავს. დასასრული კიდევ უფრო ეფექტური იყო. გაგრძელებაც სასიამოვნო იქნება, მაგრამ აქ გაწყვეტის ინტრიგაც ძალიან მაგარი იყო. წარმატებები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent