შე'მიყვარდი (15)
მოსვენება დაეკარგა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და გონებაშიც მხოლოდ ტექსტი ჰქონდა რომელსაც მისწერდა. მათესთან საუბრის გაგრძელებაც აღარ გამოსდიოდა,აზრებგაფანტული ვერ კონცენტრირდებოდა. _ დილიდან სამსახურში ვარ . შვებულების შემდეგ დაბრუნება ორმაგად რთულია ,დროა წავიდე _ მოულოდნელად წამოდგა ყველას დაემშვიდობა და მათე თან რომ გაჰყვა აქაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეკლებზე იჯდა _მეც წამოვალ . მანქანით ხარ ? გაგიყვან _მანქანით ვარ ... _არ ვიცი სად ცხოვრობ _იქნებ არცაა საჭირო... ზედმეტად არასტუმართმოყვარე ვარ _ვერ დავიჯერებ _სახლში თითქმის არ ვარ და როცა ვარ მაშინაც კარის გაღების ენერგიაც არ გამაჩნია . _შეხვედრისთვისაც ვერ გამონახავ დროს? _საერთო მეგობრებთან და ნაცნობებთან ხშირად გადაიკვეთება ჩვენი გზები ,დარწმუნებული ვარ _მარტო არ ხარ ხომ? _ შეჩერდა და ლამპიონებით განათებულ ეზოში მისი სახის გამომეტყველება მშვენივრად დაინახა. მისი ემოციები მარტივად იკითხებოდა ალასანიასთვის ყოველთვის და ახლაც არაფერი შეცვლილიყო, თითქოს ისევ 20 წლის გოგო ჰყავდა წინ,თუმცა სახეზე აღბეჭდილი სიტყვებითაც დაადასტურა და ტყუილის თქმა არც უცდია,მხოლოდ რამდენიმე წამს შეყოვნდა და შემდწგ _მყავს _ისე რომ შენებმა არ იციან? ეს უკვე საინტერესოა ... საერთოდ არ ჰგავს სოფია ხაჭვანს _ალბათ არც უნდა ჰგავდეს _არ მჯერა ,რომ ვინმემ შენი რქების მორყევა შესძლო და ეს ვიღაც მეც არ ვყოფილვარ _რქებზე რომ მუშაობდი და დამყოლი სოფია გჭირდებოდა იმიტომ წახვედი კიევში მარტო თორემ გამოდევნებაზეც ვფიქრობდი ... იქ ჩაბარებაზეც კი გამეფიქრა ,მაგრამ არ მყოფნიდა ის გრძნობა რაც შენ გქონდა ჩემა მიმართ _შენ ის გრძნობა არ გყოფნიდა რაც შენ გქონდა ჩემ მიმართ თორემ მე რომ სულ უსიყვარულობა დამმართნოდა ყველაფერა ამოაყირავებდი და მაინც ჩემ გვერდით იქნებოდი შენი სურვილის შესასრულებლად. შენ რა შეგცვლიდა ,სულ ასეთი გქონდა მზერა დაბნეულიც სწორ გზას პოულობდი ისე გამჭედავდი უცებ დიალოგის დროსაც ... ღმერთო რა კარგი დრო იყო ახლა ჭაღარა მაქვს თმაში და იმდენი დრო დავკარგე საქმის გამო, ხუთი კი არა ერთი შვილიც არ მყავს _შენი ხუთი ბავშვიი _ ხმით გაეცინა მისი ამოჩემების გამო რომელსაც მაშინ ისე ეწინააღდეგებოდა თითქოს აუცილებლად თავად უნდა გაეჩინა ყველა და ვინმე სხვა არ განიხილებოდა _ თუ 45 წლის ქალს არ შეირთავ ცოლად გაქვს შანსი 5 კი არა 7 ბავშვიც გყავდეს. მე ხომ ვიცი შენ რატომაც არ გყავს აქამდე ცოლი _შენ რომ ვერ დაგითანხმე იმიტომ ... სხვა ვინ გამიქაჩავს არ ვიცი _ნუ დასცინი შენ ჩვენს სიყვარულს. არითმია მქონდა შენი წასვლის შემდეგაც ... შენ უბრალოდ ქართველი ქალის გარდა არავისზე გეკეტება ჭკუა_გონება და ახლა რადგან დაბრუნდი ზუსტად ვიცი ჩემ ქორწილამდე შენი იქნება _ეგ ღმერთმა იცის მხოლოდ იქნება თუ საერთოდ არ ... იქნებ ავცდი სადმე იმ ჩემ ბედისწერას. შენ რას აპირებ ,იცის რომ გიყვარს თუ მხოლოდ შენ გიყვარს და იმას არ . გინდა მოგატაცებინო ? საუკუნის ამბავს დავწერთ მე და შენ _მთვრალი რა საყვარელი ხარ ხომ არ შევიცვალო პოზიცია _ ხმით გაიცინა და მათემ რომ ჩაიხუტა წინააღმდეგობა არ გაუწევია . მონატრებას და სითბოს გამოხატავდა მხოლოდ ,არაფერი იყო ვულგარული მის სიახლოვეში _იმენნა ყველაზე ძალიან შენ მიყვარდი ჩემ ყველა სიყვარულს შორის და ხომ იცი ვიღაცას შენი გონება არეული რომ ჰქონდეს ,ვინმემ რომ გაწყენინოს რას დავმართებ _ ზემოდან დაჰყურებდა მიხუტებულს და ყველაზე თბილი ხმით აჟღერებსა მუქარას _მე ვინ უნდა მატკინოს მათე? იქეთ ვარ საშიში ჩემი ეგოისტი ბუნებით...თანაც როგორც აღვნიშნე ჩვენ სიყვარულს შორის მისის სიძლიერის უფრო მწამს და მჯრა ვიდრე იმის რომ საერთოდ გავუძლებ ამ სიყვარულს _როდის გამაცნობ ეგ მითხარი ჯერ და მერე გეტყვი დაგიბრუნებ თუ ქორწილში დავიპატიჟებ თავს... _გაგაცნობ ? არ ვიცი მაქვს მაგის ძალა თუ არა ვინმეს გავაცნო როგორც ჩემი ადამიანი _ასეთი რა ხდება, ქალია ტო? _ღმერთო ჩემო ქალის ატანის უნარი მაქვს გგონია?_ისევ მოახერხა გაცინება და მათე ისეც მოეფერა მის სიცილს _აბა ზუსტად ვიცი არაკაცს შენ არ შეიყვარებდი . ცოლი ჰყავს ? თუ ახლად დაქვრივებულია _არა ! მე ვარ მისი პირველიც და უკანასკნელიც _ ამ დროს დაუჯერა და გაიაზრა თითქოს რამდენად სწამდა დუდას სიტყვები და გრძნობები _სრულწლოვანია იმედია _ წამის შემდეგ იყო შეცვლილი მზერა და მათეს ღიმილი _არის და მე ახლა უნდა წავიდე. იმაზე მეტად მომნატრებიხარ ვიდრე მეგონა და შენთან საუბარი ისევ ისე მყვარებია როგორც მაშინ ,ჩვენ დროს _ წვერიან ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა და უკან გადადგა ნაბიჯები _არ დამეკარგო იცოდე ... რა იცი რა ხდება . იქნებ პირველი სიყვარული სჯობდეს უკანასკნელს _უკანასკნელია ნამდვილი და პირველადაც ის ჩაითვლება _სულ გადამისვი ხაზი სოფია? _ იდგა უღიმოდა და უყვარდა თავისებურად თბილად _შეხვედრამდე _საჭესთან დაიკავა ადგილი და მალევე დატოვა ტერიტორია. მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა მათე მანქანისკენ და თან ძველ მეგობარს უკავშირდებოდა მობილურით _გისმენ ალასანია,დაბრუნდი და აღარ უნდა მომასვენო ? გვძინავს ნორმალურ ადამიანებს ღამის პირველზე _დუდა ყიფიანთან მეგობრობ ისევ თუ სხვა გზას დაადგა _სულ სწორ გზას ადგა ,ისეთს ჩვენ რომ მეგობრობა არ შეგვიწყვეტია . რამ გაგახსენა ამ შუაღამეს დუდა _გავიცანი და მეთქი ვკითხავ კიტას...ვიცოდე ვემეგობრო თუ დისტანციაზე დავრჩე _შენ რომც ემეგობრო ეგ ასე მარტივად არ ემეგობრება ხალხს _ხოო? ქვის გული აქვს? _ზუსტად! _რა ნაცნობი სიტუაციაა _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ძრავი აამუშავა _ძალიან მაგონებს ვიღაცას _გარეგნულად მამას ჰგავს და ხასიათით ანდრო გიგაურს ... იცნობდი შენ ხომ ? _სასაფლაოზეც ვიყავი წინა ჩამოსვლის დროს. კაცი იყო ნამდვილი _ასეთია დუდაც _მიხარია ... _კიდევ გაინტერესებს ვინმე თუ მომცემ ძილის უფლებას _რა დროს ძილია შე ჩემა ილდანი სად გყავს _ილდანი ლოგინში მყავს შე ჩემა? _უი არაა? სულ ერთად იჩითებით და ვიფიქრე მანდაც არ გტოვებდა . ლოგინში თუ არ ოთახში მაინც გეყოლებოდა ახლოს სასთუმალთან _მე კი გაგიტარებ ამ მთვრალ ლაპარაკს,ილდანს ესმოდეს კი ამოგაცლიდა ნეკნებს და დაგტოვებდა უხერხემლოდ _ეს მუქარები ძაან საყვარელი იცით ორივემ ... ფანტაზიორი განგსტერები _რა ღადავის ტალღაზე ხარ რა დაგალევინეს ასეთი _მომენატრა აქაურობა . როგორ წავედით აქედან საერთოდ _ეგ ნოსტალგიები გავიარე მე უკვე ... მოიარე ახლა ქალაქი ,დაიმახსოვრე ცვლილებები და შეესისხლხორცე თავიდან . _და ის გოგო ვინ არის? ფოტოგრაფი _თორნიკესია და ფლირტიც არ გაბედო , მოგკლავს დაუფიქრებლად _რა ფლირტი შვილი უნდა მყავდეს მისი ასაკის... ილდანთან ასე რთულადაა საქმე? _არც უხსენო ... ისე იცოდე შენთვის,გონებაში _გასაგებია . ყველაფერიი გასაგებიაა _ვთიშაავ და _და თინა ვინ არისო რა მითხარი ? _რა თინა ,რა თინაა . მატილდა არა და თინას ასაკის შვილები ნამდვილად უნდა გყავდეს და საერთოდაც შენ ქალის ასარჩევად დაბრუნდი თუ ოჯახს დაუბრუნდი ,სამშობლოს და მიწა _ წყალს _რა გაყვირებს შე ჩემა გაიგო მთელმა თბილისმა შენი ხმა. ვიცი რომ უყვარხარ და მაგიტომ დამაინტერესა . გვარი არ უთქვამს თორემ _მეორედ არც გაიფიქრო თინას კიტა უყვარსო თორემ ეგ ფიქრიც რომ გაიგოს გოგა გვიჩიანმა ძმაკაცი აღარ გეყოლება და იარე მერე სასაფლაოზე ჯეკ დენიელსით ხელში _გოგას ერთადერთიაო გეთქვა თავიდანვე და ჩემიცო დაგეყოლებინა. მივხვდებოდი მაშინვე ყველაფერს. რამდენი ლაპარაკი გიყვარს ამხელა მაფიოზ კაცს _შენ ბიჭო _ გააგიჟა და გაუთიშა. მათე ალასანიას საყვარელი საქმიანობა იყო ბავშვობიდან , კიტა ნავერიანის ნერვებით თამაში. სოფიო ხაჭვანი დარაჯობდა ამჯერად დუდა ყიფიანის ფანჯრებს. ისე გათენდა შუქი არ ანთებულა მის ბინაში. დილიდან სამსახურში წავიდა,ელოდა ყოველ წამს,დაგვიანების მაქსიმალური დრო გამოთვალა და მასაც კი გადააჭარბა. ცხადი გახდა ,რომ არ აპირებდა მისვლას დაურეკა და პასუხად გაიგო ხმა "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან." მისწერა და ელოდა "seen" მაინც გამოჩნდებოდა,მაგრამ ესეც არ იყო. ვიდეოქოლიც ვერ განახორციელა ბოლოს კი პაციენტებზე ფიქრის ნაცვლად დუდას გაუჩინარებაზე ფიქრობდა. _ანა გამარჯობა... დუდა სამსახურში არ მოვიდა და გუშინ სად წავიდა თუ იცი? _ ბევრი ფიქრის შემდეგ პირველი ნათლულს დაურეკა _დუდას ასავალ_დასავალი ბოლო დროს თქვენ იცით ხოლმე ,სხვამ ისედაც არავინ . წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება იყოს. გუშინ ისე წავიდა რესტორნიდან არც დამინახავს გასვლის დროს. _ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა არ ახასიათებს და მიკვირს ძალიან . უამრავი საქმე მაქვს ... კარგი ანა _ თითქოს მართლა საქმეები ადარდებდა . ისე გამოვიდა კაბინეტიდან რიგი დადგა ამბულატორიული პაციენტების და ტელეფონზეც ზარები არ წყდებოდა. ფიზიკურად ვერ მოახერხა გარკვევა დუდას ადგილსამყოფელის. სამსახურიდან როგორც კი გააღწია მაშინვე მის კორპუსს მიაშურა. კარე დიდხანს აკაკუნებდა და რეკავდა ზარს იმ იმედით,რომ სახლში იყო და უბრალოდ ფანჯრიდან გამომავალი შუქი ვერ შენიშნა . _ყიფიანი სად არის იცი?_ ნავერიანს დაურეკა ბოლი რომ აუვიდა ბრაზისგან და ნერვიულობისგან _უნდა ვიცოდე? _თუ ჩხუბი, ომი და ცემა_ტყეპა იყო სადმე გეცოდინებოდა ხომ? _დიდი ალბათობით _გამირკვევ თუ ვერ _სამსახურიდან გააქციე და ახლა გინდა გაპოვნინო? ისიც ჩემი მეგობარია _მაპოვნინე და დამიჯერე არაფერს დავუშავებ . ხვალ დილამდრ თუ არ ვნახავ იცოდე ფსიქიატრიულში მიპოვნი _რა დააშავა ასეთი . პაციენტი გადააგდო ფანჯრიდან ? _არაფერი დაუშავებია _სახლში იქნება _რომელში _ გიგაურების სახლთან იდგა უკვე ხაჭვანის მანქანა,მაგრამ იქაც არავინ ჩანდა. _რომელიც სხვაზე არ აქვს მიქირავებული ... კარგი ხო ნუ ოხრავ. ვეცდები გავარკვიო ,მაგრამ უთვალავ ადგილას შეიძლება იყოს და რა ვიცი ვის დასჭირდა სუპერგმირი დუდას დახმარება და სად გაეშურა მოულოდნელად_ ხომ ვერ ეტყოდა მე გავაქციეო. ბევრი არ უფიქრია ისე გავიდა ქალაქიდან და წლების უნახავ სურამის სახლთან გაჩერდა ბოლოს. გზაში მიიღო კიტას შეტყობინება "ვერ ვპოულობ და აშკარად არც უნდა ვინმემ იპოვნოს. აპატიე სამსახურში არ გამოცხადება. ექნება საპატიო მიზეზი,ნუ ხარ დესპოტი უფროსი. " თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნა ღობიდან ნაცნობი მანქანა რომ დაინახა და ჭიშკრის გაღებისთანავე მიმის ყეფის ხმა გაიგო. ძაღლი წამის მეასედში გაჩნდა ხაჭვანის ფეხებთან და ისე დაიხარა მის მოსაფერებლად თითქოს იქ ძაღლის მონატრების გამო იყო მოსული. პირველი ემოცია და შვება მიმის გაუზიარა _შენი არანორმალური პატრონი სად არის მიმი ? _პატრონი არა ,მიმის მეგობარი ვარ ! _არანორმალურზე პრეტენზია არ გაქვს ხომ? _აქ რა გინდა სოფია? _გეგონა გამექცეოდი?_ თავზე მდგომს ახედა და შემდეგ დადგა მის პირისპირ _ბრაზის კონტროლს ასე ვახერხებ მხოლოდ . ისე ვშორდები როგორც ალერგენს თორემ უდანაშაულო ადამიანს დავუპირისპირდე შეიძლება და რამე დავუშავო ცხელ გულზე _მე ვარ ალერგენი? _ისე უტიფრად ბრაზობ თითქოს მე ვთამაშობდი წუხელ ნეიტრალური უფროსის როლს რომელსაც მხოლოდ საქმე აკავშირებს რიგით თანამშრომელთან . ესეც არ იკმარე და მერე მოულოდნელად გამოჩენილ ექს ბოიფრენდს ეფლირტავებოდი ჩემ თვალწინ, ბოლოს ყელში ტროსივით მომიჭირა საცეკვაოდ რომ წახვედით მაშინ ,როცა მე ზღვარი გამივლე და ხალხის თვალწინ დისტანცია დამიწესე _ბრაზისფერი ჰქონდა მზერა . ტონს ებრძოდა ,ღრიალში რომ არ გადასულიყო მისი საუბარი,მაგრამ ისედაც ცხადი იყო ყველა ემოცია. _გგონია რომ მყვარებოდა ასე თბილად შევხვდებოდი? მათე უბრალოდ ის ადამიანია ვინც მეძვირფასება , ვენდობი და მიყვარს კიდეც ,მაგრამ ადრეც გითხარი არავინ მყვარებია_თქო და ახლაც გავიმეორებ მე _გგონია ეჭვიანობის გამო გამოგეცალე? არ მისმენ სოფია? ჩემ ადგილად მაინც წარმოიდგინე თავი და ერთი წამით დაუშვი,რომ მე გაიძულო დამალვა. იქ რომ დავრჩენილიყავი მოვიდოდი და ყველას თვალწინ ისე მოგიახლოვდებოდი კოცნაც არ დამჭირდებოდა ისე გაიგებდა ყველა ყველაფერს _დუდა ისედაც საგიჟეთია ჩემ ოჯახში _მაკვირვებ? _შენსა და ჩემ შორის ის განსხვავებაა რომ შენ ისედაც არ გაქვს სანიმუშო ურთიერთობა მშობლებთან და მე ამ დრომდე ისე მოვედი ლევანს ჩემთვის საყვედურიც არ უთქვამს. ვიცი რაც მოხდება როცა ვაღიარებ _ შენ გარდა ფაქტობრივად არავინ იცის მე რა ურთიერთობა და აზრები მაქვს ჩემ მშობლებთან დაკავშირებით . _არასწორად გაიგე დუდა მე სულ სხვა რამის ახსნას ვცდილობ და არ ვიცი როგორ უნდა გაგაგებინო . ასეთ განსაკუთრებულს რას ვითხოვ განა ყველა ურთიერთობა ცნობილია ხალხისთვის?მშვიდად ყოფნა უფრო კომფორტული არ იქნება _მშვიდად შენ იყავი გუშინ,ჩემგან შორს გაურკვეველი ურთიერთობის და გრძნობების მქონე ალასანიასთან და შეგიძლია უჩემოდ შეინარჩუნო ეს სიმშვიდე! _ახლა რას აპირებ საერთოდ გინდა გაქრე ჩემი ცხოვრებიდან თუ სამსახურში დაბრუნდები _რეზიდენტურისთვის მზადება დავიწყე . ემოციები რომ ცვლიდნენ ჩემი ცხოვრების გეგმებს ახლა ფსკერზე ვიქნებოდი. მჭირდებოდა მარტო დარჩენა და ვიფიქრე შენც გექნებოდა დრო ფიქრისთვის, მაგრამ მიპოვნე იმაზე მალე ვიდრე საერთოდ ვფიქრობდი _რომ ჩაგერთო მობილური და გეთქვა განმარტოვება მჭირდება დამშვიდებისთვისო არ ვიქნებოდი ამ დროს აქ _ასე ნუ მიყურებ თორემ მე მიჩნდება დანაშაულის შეგრძნება რომ ჩემდაუნებურად განერვიულე _ყველაფერი ვიფიქრე რაც კი ჩემ გონებას შეეძლო _მაინც რა იფიქრე დათვრება და ვინმეს ეჩხუბებაო თუ წავა და ვინმესთან მიღალატებსო _მეორე ვარიანტი არ დამიშვია ... მეშინოდა ,რომ რამე შეგემთხვა და თან პანიკის აწევა არ მინდოდა. აქ მოსვლა და გამოდევნებაც რთული იყო ჩემთვის ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გთხოვ ურთიერთობის გაგრძელებას ... შენ კი საპასუხოდ არჩევანის წინაშე მაყენებ _თავმოყვარეობაზე და სიამაყეზე რომ ვფიქრობდე შენთან ყოფნის დროს და ისეთი ვიყო როგორიც მთელ დანარჩენ სამყაროსთან , საერთოდ არაფერი იქნებოდა ჩვენ შორის ... არჩევანის წინაშეც არ გაყენებ სოფია , სრული თავისუფლება მოგეცი და წამოვედი. სხვა რა გინდოდა გამეკეთებინა,ახლოს დავრჩენილიყავი და მეყურებინა როგორ გადაგქონდა ოჯახისწევრების ყურადღება მათეზე მერე რომ მოიტყუო თითქოს მე კი არა ალასანია მოგწონს ისევ? _ანუ არ გიეჭვიანია და არ ფიქრობ,რომ შენ კი არა ის მიყვარს _ მგონი არცერთი გიყვარვართ და არც საკუთარი თავი. შენ საერთოდ ცხოვრებით ტკბობა არ იცი რა არის , შენ რობოტივით ხარ, რომელსაც მხოლოდ პროფესია ჩაუნერგეს და პირადი ცხოვრების ქონა ,ცხოვრებით ტკბობა არა _ყველაფერს თუ ხვდები საერთოდ რატომ ვსაუბრობ _ მგონია მალე იტირებ სასოწარკვეთილებისგან და შემიძლია ნებისმიერ წინადადებაზე წამოგყვე _დაღლილობის ენით აღუწერელი შეგრძნება მაქვს ,ქაოსის და სუნთქვა მიჭირს უკვე ისე ძალიან მინდა ახლა უბრალოდ ჩამეხუტო ,მხარზე თავი დაგადო და ამოვისუნთქო. ტირილს ვერ ვიტან,ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს საერთოდ ექიმი და ტირილი დიდად არ უხდება ერთმანეთს _და შენც შეგიძლია წამში გააქრო ცრემლები . ხომ ხედავ ქალურ საწყისებსაც ეწინააღმდეგები,სად გაგონილა ქალი ცრემლების გარეშე. ქალები ყველაფრის გამო ტირიან ხოლმე ... ბედნიერების,დაღლილობის,ბრაზის,ნერვიულობის,შფოთვის, ტკივილის და ტკენის დროს ხომ საერთოდ _ ის ერთი ნაბიჯიც გადადგა,სოფიას ხელი მოხვია, ჩაიხუტა და ყელში აკოცა _ ჩემი მიზეზით არ მინდა ოდესმე იტირო, მაგრამ ჩემთან ტირილი ნებისმიერი სისულელის გამო შეგიძლია მაინც ქალბატონი სოფიო იქნები _ჩუმად ელაპარაკებოდა და ნაზად კოცნიდა_დარჩები ჩემთან ? _თავი უკან გადასწია რომ დაენახა მისი სახე და თვალები _მომენატრა ეს სახლი და აქაურობა... _ჩემთან რომ ხარ მხოლოდ მე უნდა მითხრა ,რომ მოგენატრე _ხეები უკან ისევ გაქვთ ? ტყეში ბილიკები კიდევაა თუ აღარავინ დადის და გადაფარა ბუჩქებმა _მაქვს და ტყეში ჰამაკებიც არის _ყველაფერს როგორ ასწრებ _მთავარია გონებაში გქონდეს და არ დაივიწყო თორემ რაღაცების გაკეთება საკუთარი ხელების ნაცვლად სხვისი ხელებითაც შეიძლება,რაღაცები კი შენ გარდა არავინ უნდა გააკეთოს _ სახლში იყვნენ უკვე _შენ აქ მეცადინეობდი და მე ჭკუიდან გადავედი მთელი დღე _ მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს შეხედა და თვალები აატრიალა _იმაზე რომ მეფიქრა როგორ ეცეკვებოდი ალასანიას უკან გამოვბრუნდებოდი წამსვე და რამე გამოუსწორებელ სიქაჯეს ჩავიდენდი . არც მიძინია,ამოსვლის წამიდან ვკითხულობ _ვგიჟდები შენი ბრაზის მართვის მეთოდებზე _ გაიცინა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე მერე ისევ მხარზე დაადო თავი. საყრდენდაბრუნებულ კედელს ჰგავდა რომელიც ჩამოშლას გადაურჩა . _კიდევ მაქვს ერთი ,რომელიც წუხელ ვერ გამოვიყენე იმიტომ რომ დაკავებულ კაცად ვთვლი თავს _ თვალები უციმციმებდა ტუჩებზე სანამ შეეხებოდა_შენც შეგიძლია აითვისო ეს მეთოდი ,ყველაფერს გავიწყებს _აღარასდროს წახვიდე ისე რომ არ მომწერო "კარგად ვარ ,სოფია" _ისე გავბრაზდი ვერ ვიფიქრე ასე რომ ინერვიულებდი _ მთელი სახე დაუკოცნა _გამოვისყიდი დანაშაულს თუ მაინც მე გამოვედი დამნაშავე _ნწ , დამნაშავე სიყვარულს არ ჰყავს სიყვარულს ჰყავს გამარჯვებულები _მივედით იმ დასკვნამდე რომ შენც გიყვარვარ ? _აქ რომ არ დამხვედროდი ქვეყანას ამოვატრიალებდი ... სიყვარულზე მეტი ხარ. იმ ღამით დუდასთან დარჩა. დილით ადრე წავიდა სამსახურში და ერთი საათის შემდეგ დუდაც შეუერთდდა. თითქმის მთელი დღე ისე მუშაობდნენ საქმის გარდა არაფერზე უსაუბრიათ _კაკაურიძესთან პრობლემაა _ექთანმა რომ დაურეკა დუდა მის გვერდით არ იყო და პირდაპირ დაიძრა თერაპიისკენ. ფიქრობდა,რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იყო და ბოლოს კონფლიქტის ცეცხლში აღმოჩნდა. კაცი ყვიროდა,იგინებოდა და მისი შესვლის დროს შტატივი პირდაპირ კარისკენ ისროლა . სოფიამ გაწევა ვერ მოასწრო და ფეხზე მოხვდა. იმ დროს ვერ იგრძნო რა სჭირდა ისე ჩაერთო ქაოსში _რა ხდება ... _თქვენი დედა მოვტყ.ნ რამდენი დღეა აქ ვწევარ და ახლა მეუბნებით ანთება გაქ წამალი უნდა შეგიცვალოო?ამდენი დღე ერთ თავ წამალს რომ მისხამდით და გეუბნებოდით ცუდად ვარ_თქო ვერ გაგაგონეთ. ის სადაა მომიყვანეთ ის ნაბ.ზარკა ჩემი ექიმი . მოვიდეს მითხრას ამდენ ხანს რას მიკეთებდა მე მაგის უცოდინარ დედას შ.ვცი _ბატონო გურამ დარწმუნებული ვარ არასწორად მოგაწოდეს ინფორმაცია . თქვენი ანალიზები გაგზავნილია კვლევებზე რომლებსაც რამდენიმე დღე აგვიანდება . თქვენი ტემპერატურა კვლევის საგანია და _შენ განყოფილების უფროსი ხომ ხარ.... არ უნდა გააგდო ისეთი შტერი ექიმი?ან ესენი ვინ არიან...მტკივა მუცელითქო ვითხოვ გამაყუჩებელს და არ მაძლევენ არაფერს. გამიკეთეთ ეხოსკოპია ან ისე მაინც გამსინჯონ. ანალგინი რას მიშველის . თქვენ მე ნარკომანი ხომ არ გგონივართ ჯერ სიგარეტის მოსაწევად გავედი და ისე ამიყვირდა ეს თქვენი ექთანი. ვის ამუშავებთ აქ ... ესენი ვინ არიან. ეს დებილების ჯოგი ნახე ხელები რას მიგავს ანალიზს ვერ იღებს ზოგი _დამშვიდდით ახლა , უარესად გახდებით ... იფიქრეთ საკუთარ თავზე და თავად ნუ მოიქცევით ჯოგის ნაწილივით ასეთი ქცევა და საუბარი არ შეგეფერებათ _მე რა შემეფერება შენ უნდა მიკონტროლო ?საერთოდ ვინ გაგხადა განყოფილების უფროსი ამ ასაკში ... ვიღაცას ჩაუგორდი ალბათ და დგახარ აქ თავაწეული ამაყად _შეურაცყოფას გვაყენებთ და _შეურაწყოფა კი არა დასაბრედები ხართ სუყველა . გამიშვით_თქო გეუბნებით _სად უნდა გაგიშვათ შე არანორმალურო სამკურნალო ხარო ვერ გაიგე რომ გეუბნებიან? ნარკომანი კიარ ვარო აბა ვინახარ ლომკა გაქ ახლაც და მატყუებს აქ მუცელი მტკივაო... შემოყრიან ამდენ სულელს და უთმინე შენ _ ერთ_ერთი ექთნის ხმა გაიგო ზურგს უკან და სანამ რეაგირება მოასწრო კაცი უკვე მისკენ იყო დაძრული შეშლილი სახით _გიჟი ვინაა მე შენი დედა მოვტყ.ან შენ ექთნად ვინ მოგიყვანა აქ შე მართლა გიჟო ... მოდი აქ მე შენი _ ხელი წაავლო კისერში და ისე მოუჭირა დაახრჩო ლამის _დაცვასთან დარეკეთ? _დავრეკეთ და ქვემოთ შეფერხდნენ _ ესმოდა ექთნის სიტყვები და თავად მიიწევდა დერეფანში გავარდნილი კაცისკენ _ის ჩაკეტილი კარები გააღეთ თორემ გადავხტები ... არ მომეკაროს რომელიმე თორემ _ მაინცადამაინც იმ ფანჯარაზე ავიდა რომლის საკეტიც მოშლილი იყო და მარტივად გააღო. რაფაზე იდგა უკვე ხელში მაკრატლით და დერეფნის ბოლოს შემჩნეული დაცვის ბიჭების მისვლამდე ცდილობდა თავის დახსნას _არავინ არაფერს დაგიშავებს პირობას გაძლევ. დააგდე ეგ მაკრატელი და ჩამოდი მაქედან. ყველა კვლევა და ანალიზი თავიდან გავიაროთ,შენ ოჯახისწევრებთან ერთად და ისე განვაგრძოთ მკურნალობა აქ ან სახლში . პირობას გაძლევ არავინ შეგეხება დროულად თუ დამშვიდდები _არ მომეკაროთ იცოდეთ თორემ ამ მაკრატლით მოვუღებ ბოლოს _ სოფიას ჩაავლო მოულოდნელად და ყელზე მიაბჯინა მაკრატლის წვერი . დაცვა და დუდა ერთდროულად გამოჩნდნენ. იმათგან განსხვავებით ბიჭი მაშინვე სოფიასკენ წავიდა _ნუ მიახლოვდები ... ახლოს ნუ მოდიხარ _გაუშვი თორემ საავადმყოფოდან პირდაპირ ციხეში გადაგიყვანენ და რამე რომ დაუშავდეს იცოდე პირადად ჩემთან გექნება საქმე _შენ ვინ ხარ ... ამათსავით შტერი ექიმი? _შენ ნახალოვკაში ცხოვრობ ხომ ? _მერე ? ექიმმა რა იცი რამე საერთოდ... გეუბნებით გამიშვით აქედან თორემ _ლადიკო მიმონიშვილი ხომ იცი ... შენნაირ კაცს ეცოდინება დარწმუნებული ვარ . მე ნათლული ვარ მისი ,დუდა ყიფიანი _გიორგის ბიჭი ხარ ? _მაგ ქალს ახლა ხელს რომ უჭერ და ტკენ სისხლის ერთი წვეთი კიდევ რომ გადმოდინდეს ციხეში დარჩენას ინატრებ ისეთს დაგმართებ !_ დუდას მზერა არ იყო ეს არც ტონი და არც ქცევა. ისე უყურებდა როგორც მშიერი მხეცი . როდის მივიდა ამდენად ახლოს სოფიამაც ვერ გაიაზრა. _შენ ვის აშინებ ბიჭო მამაშენი კაცია და შენ ამათი შნირი ხარ? სანიტრად თუ ექთნად მუშაობ ამ ქალებთან სანამ ექიმი გახდები _მკვდარი ხარ ჩათვალე ... გაფუჭდი,კაცი აღარ ხარ დღეიდან და მე განახებ ვინც ვარ _ ისე ჩაავლო მაჯაში და გადაუტრიალა ხელი სოფია წამში გვერდზე აღმოჩნდა. მეორე ხელიც ამოუტრიალა აღრიალებულს და ისე დააგდო ცივ იატაკზე _ ახლა რომ არ გადენ სისხლს სახიდან იცოდე ამ ქალის დამსახურებაა,მაგრამ შენ რა არაკაცობაც ჩაიდინე ვერაფერი ჩამოგრეცხავს მაგ ნეხვს _ თავზე აწვებოდა და კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს _ხელები გაუკარით და არსად წაიყვანოთ. პოლიციას ვერ გავატან... ფეხს ისე მოითრევდა აპენდიციტი აქ დიდ ალბათობით. სასწრაფოთ ეხსოკოპია გაუკრთეთ და ქირურგს დაურეკეთ_ მთელი სხეული უკანკალებდა. გაყინული იყო შიშისგან. ამ წლების განმავლობაში რაც საავაფმყოფოში მუშაობდა პაციენტთან დაპირისპირების ბევრი შემთხვევა ჰქონია,მაგრამ მსგავსად არასდროს დაზიანებულა. _ფეხიდან სისხლი გდის... _ ჯერ უბრალოდ მოეხვია და მერე რომ შეათვალიერა დაინახა ფორმის ცისფერი შარვალი წვივზე სისხლით ჰქონდა დასვრილი . სანამ ტკივილს გაიაზრებდა დუდას ჰყავდა უკვე ხელში და ოთახისკენ მიჰყავდა. საწოლზე რომ დააწვინა შარვალი პირდაპირ შეაჭრა ფეხზე და გადამსკდარი კანი რომ დაინახა მზერა დაებინდა _ მოვკლავ _დუდა გაჩერდი ... ჩემთან დარჩი გთხოვ. ცუდად ვარ _ ხელი ჩაავლო და როგორღაც გააჩერა_შტატივი მომხვდა და კანი გასკდა ალბათ. ახლა ვიგრძენი ტკივილი _რატომ არ დამირეკე ამ საგიჟეთში რომ ამოხვედი _მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა ... გამივლის ყველაფერი და მივხედავ ყველას სათითაოდ . ის წაიყვანონ პერიტონიტი ექნება ვიცი ენცეფალოპათიურია ვერ ხედავდი? ყველაფერი ერთად ჭირს _კიდევ იმ ნ.ბიჭვარზე ფიქრობ? ნუ გამაგიჟებ სოფია _ თავზე აკოცა რამდენჯერმე და მერე გასწორდა გარედან შემოსული ხმა რომ გაიგო _სოფია როგორ ხარ ... ეს რა ამბავია _რეზი ... პოლიციას არ გაატანო. საოპერაციო იქნება. ჩვენ დაგვდებენ ბრალს აქედან რომ გავიდეს გზაში მოკვდება . მოაგვარე და ლერის უთხარი ყველაფერი გადადოს და მაგ პაციენტს მიხედოს _შენი ფეხი? _ლაშა მოვა ... _ რეზი რომ გავიდა გაჩუმდა _მეწვის , დაურეკე ლაშას ამოვიდეს და მომხედოს . გამაყუჩებელიც წამოიღოს. ესღა მაკლდა ახლა და იმათ უთხარი ხმაური ნუ შემოდის ენა ჩაიგდონ სანამ ავდგები და გავყრი ყველას აქედან. ტრენინგებს რომ ესწრებიან და იმატებენ ხელფასებს ხომ მოსწონთ პაციენტთან ურთიერთობა ვერ უსწავლიათ და ტკივილის გარჩევა . ნატოს წირვას გამოვუტან სად არის ... არ იცოდა აქ რაც ხდებოდა? შენთან ჟღურტულისთვიდ კარგად პოულობს დროს მორიგე როცა ხარ ფეხს არ იცვლის აქედან _მე რაღა შუაში ვარ _შენ თვალები არ გაქვს? _რა ხდება რა ამბავია აქ ... დერეფანში ისეთი ამბავია ძლივს მოვაღწიე შენამდე სოფ _ფეხზე მომხვდა შტატივი . მაშინ ვერ ვიგრძენი ახლა მტკივა და გაყინული მაქ ტერფიც... _კანია გამსკდარი ... ნაკერი არ დაგჭირდება . დაბეჟილია და ეგ გტკივა . მივხედავ ახლავე ,გამაყუჩებელსაც გაგიკეთებ _ სკამზე დაჯდა , საჭირო ნივთები დაიდო ახლოს და ხელთათმანები მოირგო _თქვენს მშვენიერ ფეხზე ხელის შეხების საშუალება ასე ნამდვილად არ წარმომედგინა _ლაშა თუ ღმერთი გწამს შენი ნერვი არ მაქვს ახლა _გამაყუჩებელს _მე გავუკეთებ _ ხელთათმანი ეცვა წამში ,შპრიცი გამოართვა და ისე დადგა სოფიას საჯდომის იმ პატარა ნაწილს ვერავინ დაინახავდა ვერცერთი მხრიდან _კარგიი შევუდგეთ საქმეს _ნაკერი ნამდვილად არ ჭირდება? _შეშუპებულია და იმიტომ ჩანს ასე ცუდად...ნაწიბური არ დაგაჩნდეს იქნებ _ჩემი ფეხების სილამაზეზე დარდი შენი საქმე ნამდვილად არ არის. თუ დაასრულე წავედი _ოხ როგორი მწარე ხარ შენ მართლა ვინ შეგიყვარებს _ვისთანაც ტკბილი ვარ ის! _ასე ხომ არ ივლი... ეტლს მოვიყვან არ დადგე _ როგორც კი დაჯდა მაშინვე გააჩერა დუდამ. _საერთოდ სახლში დარჩე რამდენიმე დღე სჯობს. სიარული რეკომენდირებული არ არის და მტკივნეულიც იქნება...ისე ნუ იზამ ნაკერის დადება რომ დამჭირდეს თორემ იარა დაგრჩება და მოკლე კაბას სამუდამოდ დაემშვიდობები _მივხედავ როგორმე . შენ დაურეკე საოპერაციოს ექთნებს რა ხდება ზემოთ გაარკვიე _ქალს როგორ შეიძლება ისეთი ტონი გქონდეს რომ ჩემი უფროსიც მეგონო ... ღმერთმა გაძლება მისცეს შენს ექთნებს და ამ ბავშვს განსაკუთრებით _ბავშვები არ მყავს განყოფილებაში და ეს ბავშვი შენზე სულ ცოტათი პატარაა უბრალოდ შენ ჰგავხარ 50 წლის კაცს. გენეტიკის ამბავია ალბათ ან არაჯანსაღი ცხოვრების ... გმადლობ გაწეული დახმარებისთვის _ დუდამ ეტლი რომ შეიყვანა _ბოლოს და ბოლოს შეგიძლია გამაგებინო ოპერაციის ამბავი? _შეუყვანიათ უკვე... თქვენი დიაგნოზი სწორი აღმოჩნდა სოფიო ექიმო. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე _მომწერე როგორ დასრულდება ... _კიდევ მაგაზე დარდობ?კაცმა ლამის მოგკლა _ვისი დამსახურებაც იყო მთავარია ის არ შემომაკვდეს თორემ მერე არცერთი მოხვალთ" პერედაჩებით " ციხეში_ ეტლში იჯდა უკვე . დუდამ გაიყვანა და დერეფანში შეეგება ყველა. სანახაობისთვის იყვნენ ჩამწკრივებულები და მათთან ერთად პოლიციელებიც იდგნენ _გაჩერდი _ ჩუმად უთხრა და მანაც შეაჩერა სვლა _ ერთი პაციენტით ნაკლები გყავთ განყოფილებაში და დანარჩენს დანიშნული მკურნალობა არ უგრძელდება? _დაკითხვაზე გაჰყავთ _ერთად შეყავხართ ყველანი? საქმეს დაუბრუნდით. განყოფილებაში ზედმეტი ადამიანი არ დავინახო. ნახევარ საათში უკან დავბრუნდები და ყველაფერი ისე იყოს თითქოს არაფერი მომხდარა . იდეალური სისუფთავე ,სიმშვიდე და წესრიგი თუ არ დამხვდება ყველას დაგეწერებათ გაფრთხილება. ბატონებო თქვენ ? რა მასალა გჭირდებათ კიდევ თუ ახლა იწყებთ მუშაობას. სხვა პაციენტების უფლებებზეც ვიფიქროთ ისედაც სტრესი გადაიტანეს _გამარჯობა ქალბატონო სოფიო ... მთავარი გამომძიებელი ლუკა გაბუნია _ ერთ_ერთი გამოეყო დანარჩენებს და გაეცნო _ მოწმეების დაკითხვას განყოფილებაშიც გავაგრძელებთ . თქვენთან გასაუბრება მინდა და ასევე ბატონ დუდასთან ,ხომ? _დიახ _დიდი ხანია არ გადაკვეთილა ჩემი და შენი გზები დუდა ყიფიანო ... საინტერესოა ამჯერად როგორ წარიმართება ჩვენი კომუნიკაცია _იცნობთ? _თინეიჯერობისას ვიცნობდი კარგად...ჩემ საქმეებზე დააგროვა გამოცდილება ბატონმა ლუკამ _ ისე უპასუხა სოფიოს გაბუნიასაც ჩაეცინა და უკომენტაროდ დატოვა ყიფიანის სიტყვები. _კაბინეტში შევიდეთ . არავინ გაიქცევა ჩემი ექთნებიდან და კამერის ჩანაწერებიც გექნებათ მტკიცებულებისთვის ... აქედან გავიდნენ თუ შეიძლება და ფოიეში დაიცადონ. ვერ დავუშვებ მსგავს ქაოსს განყოფილებაში,საკმარისზე მეტი იყო რაც მოხდა _ ყურადღება გადაიტანა სხვა თემაზე და საერთოდ დააიგნორა დუდას და გამომძიებლის წარსულში ნაცნობობის ამბავი _ბიჭებო... _ მშვიდად ანიშნა დანარჩენებს და ისინიც წამსვე დაიძრნენ კიბისკენ _საით? _დერეფნის ბოლოსაა საორდინატორო_ გამაყუჩებლის მოქმედებაც ვეღარ ჭრიდა იმდენად ცუდად იყო _კარგად ხარ ? _ვუძლებ ჯერ ... დაგვტოვეთ რა _ იქ მყოფ რამდენიმე ექიმს უთხრა და ყველანი გავიდნენ . ბოლოს მხოლოდ გამომძიებელი დარჩა მის წინ _ გისმენთ . მკითხეთ და გიპასუხებთ ...წუწუნი არ მჩვევია ,მაგრამ საკმაოდ ცუდად ვარ და თუ დეტალებს სხვა დროს განვიხილავთ დამავალებთ ბატონო ლუკა _ვითვალისწინებ თქვენს მდგომარეობას და გამოჩენილ სიმამაცესაც. პაციენტის ოჯახისწევრები საპასუხო სარჩელს შემოიტანენ დარწმუნებული იყავით...დამირეკა მე უკვე თქვენმა საერთო მეგობარმა, კიტა ნავერიანმა და მაქსიმალურად ვეცდები გავამარტივო თქვენთვის ეს პროცედურები,მაგრამ სასამართლოს სხდომებს ვერ გამოტოვებთ . სასურველია დაიმახსოვროთ რასაც ახლა მომიყვებით და ბევრი არაფერი შეცვალოთ _მსხვერპლი ვარ და დასამალიც არაფერი მაქვს _არც ბრალდება არასწორად ჩატარებულ მკურნალობაზე, მკურნალი ექიმის გამოჩენილ უყურადღებობაზე და კოლეგისთვის ხელის დაფარებასაც არ ეცდებით? _კოლეგა დამნაშავე უნდა იყოს ხელის დაფარებას რომ საჭიროებდეს და სამედიცინო პროტოკოლს პაციენტი ვერ შეაფასებს როგორი გათვიცნობიერებულიც არ უნდა იყოს მედიცინაში მაინც. საპასუხო საჩივარს თუ დაწერენ შემდეგ განვიხილავთ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს _ ჩვეული სიმტკიცით საუბრობდა,მაგრამ ტკივილისგან ჰქონდა სახე შეცვლილი. ყველაფერი მოყვა რაც ახსოვდა და ხელიც მოაწერა ჩვენებას. შემდეგ კი დუდას დაუთმო ადგილი _სად იქნები _ შესვლამდე ჰკითხა ყიფიანმა _ უფროს ექთანთან გავჩერდები კაბინეტში დაგელოდები _შევიყვან და მოვალ თუ წინააღმდეგი არ ხართ ბატონო ლუკა _ხომ არ დაგეხმაროთ _არა ,გმადლობთ. დროებით _ სოფიამ უპასუხა თავად და მერე დუდას უფლება მისცა ეტლი წაეყვანა. დუდა რომ დაბრუნდა ექთნებს ესაუბრებოდა და თან ისე ესაუბრებოდა სიტყვის ჩართვასაც ვერ მოახერხებდი _არგუმენტად ის არ მომიყვანოთ ახლა ხელფასი რომ გაქვთ დაბალი,სამუშოა ბევრი და ცხოვრება ჭირს საერთოდ ამ ქვეყანაში. აგერჩიათ სხვა პროფესია სადაც ადამიანის სიცოცხლე არ იქნებოდა თქვენს მანიპულაციებზე დამოკიდებული და არ მოგიწევდათ ათასნაირი პრობლემის,ხასიათის ,ნერვების,ჰიგიენის მქონე ადამიანთან. ახლა ამ რეალობაში ხართ და კეთილი უნდა ინებოთ და პაციენტს მოექცეთ ისე როგორც პაციენტს და არა დედამთილს, რომელსაც არ შეარჩენთ სიტყვას ან მეზობელს ,რომელიც გაბრაზებთ და თქვენ უარეს პასუხს დაუბრუნებთ უკან. სად ხართ ხალხო გონს მოდით! თავმოყვარეობა გელახებათ არა? და როგორ მოვიქცეთ პაციენტის აქ ყოფნის დროს 40,60,35 ,95 წლის ხალხს ვასწავლოთ ქცევები? პამპერსის გამოცვლა რომ არ დასჭირდეს, ბეგი არ ჰქონდეს დასაცლელი და ბანაობდეს არა?ჭამის დროს დახმარება არ სჭირდებოდეს,მადლობას გიხდიდეს როცა უხეშად მიმართავ და წამალსაც თავისით ხომ არ იკეთებდეს შემთხვევით _აბა რა უნდა ვქნათ უნდა გვაგინოს და გვლანძღოს ყველამ?მე არავის ვაგინებინებ ვიღაც უზრდელ და ტუტუც კაცებს. მაგათ გადაუშენდათ ჯიში _ აჰ ,უკაცრავად შენ იჯდე ყავა დალიო პოსტზე ,ნამცხვარი დააყოლო იქვე სანამ გთხოვს ცუდად ვარ მიშველეო და მერე რომ გაგინებს ისაა დამნაშავე არა? შენ სად ხარ თუ ხვდები ლიანა! _ისე დაუყვირა 60 წელს მიღწეულ ქალს სხვებიც ადგილზე შეხტნენ _ ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს_თქო რამდენჯერ ვთქვი მე? ახლა არ მითხრა შენი ასაკის გაამოცდილება მაქვს ექთნად მუშაობისო არ გამაცინო _ წამსვე მოუჭრა სიტყვა _ შეურაცხყოფა მოგაყენა ლიანა? არ იქცევი ისე როგორც ვამბობ?როცა კი კუჭი მოგცემს სიგნალს მაშინვე არ გადიხარ სამზარეულოში და არ იწყებ მშვიდად ჭამას თითქოს იქ პაციენტები არ გელოდებიან და მეორედ მოსვლაც რომ დაიწყოს არ აჩქარდები? ამაზე მე რამდენჯერ მოგეცი გაფრთხილება. შესვენების დროს გამოიყენებთ მაშინ როცა ყველა პაციენტს გაკეთებული აქვს დანიშნული მედიკამენტი, სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია და მეორე ექთანი არის პოსტზე _თქო? თქვენ რას აკეთებთ? ოჯახურ შეკრებებს მიწყობთ აქ და ერთად სხდებით ყველანი. ჩემმა მზემ ცალ_ცალკე კვება არ შეგიძლიათ მადა გიქრებათ არა? პირველად ვსაუბრობ ამ საკითხზე? ზუსტად ერთი თვის წინ არ მქონდა კრება უფროს ექთანთან ერთად და არ გაგაფრთხილეთ მეტჯერ არ დავინახო პაციენტის მიმართ გამოვლენილი უყურადღებობა_თქო?პაციენტთან ჩხუბი თქვენი საქმე არაა_თქო? ვინც ვერ ითმენთ დაწერეთ განცხადება და წადით. გასასვლელი ყველა კარი ღიაა და თუ გგონიათ კადრს ვერ ვიპოვნი ძალიან ცდებით. და შენ? შენ რა გააკეთე იქეთ ემუქრებოდი არა? ისედაც გაგიჟებულს ნავთი დაასხი და ააგიზგიზე . გგონია თვალს დავხუჭავ და ვინმეს რამეს შეგარჩენთ? სიტყვა არ დაძრათ და თავის დაცვას არ ეცადოთ . ეს მორიგეობა დაასრულეთ ისე რომ რომელიმე პაციენტს ყურადღება არ მოაკლდეს! _თითქოს ჩემ გარდა ყველა ყველაფერს აკეთებდეს . ექთანთანააქ ყველას დიდი გული _ კიდევ არ გაჩუმდა ქალი და გასასვლელად მომზადებული ეტლი გააჩერებინა დუდას _განცხადებას დამიწერ და დამახვედრებ სანამ ისეთი დახასიათებით გაგიშვებ არავინ რომ აღარ მიგიღოს კლინიკაში ! _რა? _ ანერვიულებულია სოფო ექიმო . ხომ იცით _ შენც გაყვები ? უფროსმა ექთანმა რომ უნდა აკონტროლოს ესენი და მე არ მიწევდეს ამდენი საუბარი ამაზეც ვისაუბრო?ახლა არასწორად გაწერილი და დაუთვლელი წამლები არ გავიხსენო. ან ჯიბეებში ჩატენილი წნევის წამლები და გამაყუჩებლები არ ამოგიღოთ ციხეში არ გაგიშვან იმ კაცის ჩაჯდომამდე! _გაცოფებული იყო. ექთნებით დაიწყო და ექიმებით გააგრძელა. პოლიციელები აღარ ჩანდნენ უკვე. რეზის კაბინეტში იყვნენ ნატალიას რომ მიადგა _შვებულებიდან გუშინ დავბრუნდი და გუშინვე გადავხედე ყველა პაციენტის ისტორიას. იყო თუ არა ასე და გითხარი თუ არა დანიშნულება შეცვალე დღესვე _თქო _ დიდხანს უსმენდა მის თავის მართლებას და ბოლოს დაიწყო _მკურნალობა მიდიოდა და აპენდიციტი საიდან უნდა გამეთვალა _დაივიწყე აპენდიქსი ... გითხარი თუ არა ტემპერატურა არ უნდა გრძელდებოდეს განმეორებით კვლევებზე გაუშვი და ანტიბიოტიკი შეუცვალე_თქო . დღეს სად იყავი პაციენტმა რომ დაიწყო ჩხუბი რატომ არ მიხვედი არ ესაუბრე და რატომ შეატოვე ექთნებს. ექთანს ევალება პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ? იყო შემთხვევები ექთანმა რომ უთხრა რას უკეთებდა პაციენტს მეორედ მოსვლას დაამსგავსეთ აქაურობა ისეთ დღეში ჩავარდით როგორ გაბედა ექთანმა,ექთანს ვინ მისცა უფლება დანიშნულებაზე საუბრის ,ექთანმა მუნჯივით უნდა აკეთოს წამლები და მორჩაო . შენ არ იყავი? ბატონო რეზი ეს ქალბატონი არ იყო თუ მე მაქვს მეხსიერების პრობლემები _კლინიკის პრესტიჟს ეხება საქმე... სასამართლოში თავი უნდა გავიმართლოთ. აქ ერთი ორი ექიმის საქმიანობაზე კი არაა მთელი კლინიკის ზარალზეა საქმე. იცით მაინც რამხელა თანხის გადახდა მოგვიწევს დაზარალებულად თუ ცნეს ის გიჟი? ახლა თქვენი ჩხუბის დრო მაქვს? _სიმართლის მოსმენის და მოკლე კაბაზე გამოდევნების დრო რომ დაგებალანსებინა განყოფილებაში მხოლოდ გონიერი,პაციენტზე ორიენტირებული ექიმები გეყოლებოდნენ და არა განრისხებული პაციენტის მიერ დაჭრილი ექიმი. სხვათაშორის სიკვდილს დუდას დამსახურებით გადავურჩი და არა შენი დაცვადშერაცხული უსაქმური კაცების ,რომლებსაც ვინმეს დაცვა და წესრიგის დამყარება კი არა სიგარეტის გაბოლების და ჭორაობის მეტი არაფერი შეუძლიათ. ფანჯარა რომ იყო შესაკეთებელი და წასვლამდე დავრეკე დღესაც მორყეული რომ დამხვდა ამაზეც ვისაუბრე დიდი ხნის წინ და მე ვიყავი პრეტენზიული ,მხოლოდ მე მქონდა პრობლემა და სხვას არავის. ახლაც მხოლოდ მე მაქვს ჭრილობა ფეხზე და მხოლოდ მე მაჭერდნენ საძილე არტერიაზე მაკრატლის წვერს ,მხოლოდ ჩემ სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. თქვენ გააკეთეთ არჩევანი რა სჯობს აქაურობისთვის მე დავრჩე თუ ესენი და ასეთები ! _სოფია ძალიან ვწუხვარ შენ გამო და ყველანაირ პირობას შეგიქმნი რეაბილიტაციისთვის _არ მჭირდება ეს მლიქვნელობა ახლა ! გამაღიზიანებელია _ უფროსთანაც კი უფროსის ტონი ჰქონდა _როგორ საუბრობს... გაშანტაჟებს ჩვეულებრივად. მთელი კლინიკა გაუშვას და შენ ვინც მოგწონს ისინი დაიტოვის მხოლოდ?ასე დარჩებით შენი დიალიზის ექთნები და ძვირფასი დუდა. ძალიან მაინტერესებს საქმე სწორ ქცევება და ექიმის საქმიანობას თუ ეხება რამდენად ნორმალურია ექიმისა და უმცროსი ექიმის საჭიროზე ახლო კონტაქტი , ღიად რესტორნებში სიარული და საერთოდ ბატონმა რეზიმ თუ იცის შვებულების დროც რომ ერთად გაატარეთ ზღვის სანაპიროზე. მორალს რომ გვიკითხავ აქ და სხვების რომანებს განიხილავ ამრეზით საკუთარ რეპუტაციას მიხედო სჯობს. ან კარგად დამალე ან აღიარე და შეირთე ქმრად ძვირფასი ნადავლი. ისე გასაგებია ამდენხანს რატომაც იყავი უკაცოდ,ახალგაზრდას ,ქორფასა და ნორჩს ელოდი ... სხვა უმცროს ექიმებთან მისი ურთიერთობაც განსახილველია იქნებ სექსუალურად ავიწროებდა ვინმეს _რა საცოდავი ხარ თუ მართლა გგონია შევყოვნდები და პასუხს გაგცემ ამ გაუგონარ სითავხედეზე. ჩვეულებრივი ქუჩის ქალი ხარ, რომელიც დგას და ჭორებს ავრცელებს . დიდი ხანია რეზის მაგიდიდან ჩამოხტი და საცვალი ჩაიცვი ? თუ ისევ რეზის პიჯაკის ჯიბეებში ტოვებ მისმა ცოლმა რომ იპოვნოს _ წამი დასჭირდა ირონიის დედოფლად ქცევისთვის. არავინ და არაფერი გაითვალისწინა. ზღვარი ჰქონდა გადალახული და ვეღარაფერი გააჩუმებდა . მე გტოვებთ ,შეგიძლიათ უჩემოდ განაგრძოთ ჭორაობა ყავაც გაიმზადეთ. მთელი დღეები მეტს მაინც არაფერს აკეთებთ და სანამ იქ ომი იყო ნატუკა სად ბრძანდებოდა დაადგენს გამოძიება ნეტავ ? _ წამით შეყოვნდა და დუდას ანიშნა გამიყვანეო _მოიცადე ... ასე უნდა გაუშვა ? _გაჩუმდი ! _ ბოლოს რაც გაიგეს რეზის ყვირილი იყო და მერე კარიც გამოიხურეს. _არაფერი მითხრა _ჩემთან ჩხუბსაც ხომ არ აპირებ _არა ! ცუდად ვარ... ყველაფერი მტკივა , სტრესში ვარ მთელი არსებით . მინდა დავწვე საწოლში და ვიტირო. არაფერი მინდა საერთოდ დასვენების ,გონებიდან ამ კადრების წაშლის და ყველაფრისგან შორს ყოფნის გარდა. წავალ სამსახურიდან, ყელშია უკვე ყველაფერი. ეს ხალხიც,ეს ფსკერზე მყოფი ადამიანები,ეს პროფესია ,ეს გარემო. დასვენების უნარიც არ მაქვს თორემ რამდენიმე წელი არ გავაკეთებდი არაფერს _ლიფტში იყვნენ რომ დაიწყო საუბარი და ხმაც გაუტყდა _სახლში წაგიყვან... ნივთები ავიღოთ და წავიდეთ _ თავზე აკოცა სანამ კარი გაიღებოდა და ჩუმად უთხრა_ ბიულეტინი აიღე სანამ ჭრილობა შეხორცდება და დაისვენებ . თუ გინდა ერთად წავიდეთ სადმე ... არ ვიცი რაც გინდა მითხარი _სახლში მინდა _მიბრძანდებით ? _ დერეფანში შეხვდათ გამომძიებელი _ დაგიკავშირდებით კიდევ და იმედი მაქვს თანამშრომლობას განაგრძობთ _აუცილებლად ... _როგორც გავიგე თქვენი დამსახურებით გადარჩა. იშვიათად მინახავს მსხვერპლი დამნაშავეს ეხმარებიდეს _მე ექიმი ვარ და არა უბრალო მსხვერპლი . დროებით _დუდა დაინახა ჩანთებით ხელში და კაცსაც დაემშვიდობა _ქალაქიდან არ გახვიდე .. თუ იჩივლებს შენთან საქმე უფრო რთულად იქნება წარსული შემთხვევების გამო _არსდროს გავრბივარ შენ მაინც ხომ იცი ,ლუკა . ახალი მისამართიც იცი ,მარტივად მიპოვნი _ერთი წუთით.... კამერის ჩანაწრები ხომ ნახეთ . რომც იჩივლოს დუდას არ დაურტყამს მხოლოდ მომაშორა და გააჩერა _თქვენი უმცროსი ექიმი ძალადობისკენ მიდრეკილად ითვლება _ვისთვის რად ითვლება არ მადარდებს . ჩემთვის კოლეგაა რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხარისხზე ზრუნავს და საკუთარ პროფესიას არ ივიწყებს _ეგ გამიკვირდა ყველაზე მეტად ... როგორ არ გაუერთიანა ძვალ_რბილი , ვფიქრობ მაინც თქვენი გავლენა იყო და მუქარის შემცვლელი ტექსტი ჰქონდა იმ საუბრის დროს რისი ხმაც არ გვესმის ჩანაწრიდან . რომ არა ოპერაციის საჭიროა ვინ იცის რას დამართებდა კლინიკის გარეთ _რომ არა ოპერაცია ბრალდებულიც საკანში გეყოლებოდათ ,რომ არა დანაშაული თქვენთან საუბარიც არ მომიხდებოდა და აქაურობაც პოლიციის განყოფილებას არ დაემსგავსებოდა. მეზიზღება სასამართლოს შენობაც კი ,მაგრამ სხდომაზე მომიწევს არაერთხელ მოსვლა. ჩაუდენელ დანაშაულებზე ფიქრს მომხდარზე კონცენტრირება სჯობს . კარგად ბრძანდებოდეთ ,წამიყვანე დუდა _სჯობს დღეს აღარავის ელაპარაკო თორემ ვინმე შემოგაკვდება _წამლები მიყიდე რა _სახლში მიგიყვან და ამოგიტან მერე ყველაფერს _ მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა და ბინასთან მისვლამდე თითქმის აღარაფერი უთქვამს. ხელზე ეფერებოდა პერიოდულად და მერე საერთოდ ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე. ისიც არ შეწინააღმდეგებია,თვალები დახუჭული ჰქონდა და მთლიანად დუდაზე მინდობილი შვებასაც გრძნობდა. ფორმის შარვალი და ზედა ნაგავში აღმოჩნდა, პიჟამოს ჩაცმაში დაეხმარა . წყალი მიუტანა და შემდეგ ცოტა ხნით დატოვა _არ ივახშმებ? _არაფერი მინდა. წამლებს დავლევ და დამეძინოს იქნებ _ცოტას გაჭმევ _გული მერევა სტრესის შემდეგ სულ. სჯობს დავიძინო _კარგი ,მაშინ წამლები აქაა _ ჭიქით წყალი მიაწოდა და დაელოდა როდის დალევდა _ხომ არ წახვალ ... ჩემთან დარჩი . ჩამეხუტე _ ისეთი გულწრფელი იყო,ისეთი ნამდვილი . დუდამ რამდენჯერმე აკოცა თავზე და შემდეგ მის გვერდით მოთავსდდა _ყველაფერი გაივლის... _ძალიან შემეშინდა ... ვეღარ ვაკონტროლებდი და იმ წამს შემეშინდა. იქამდე არ მიგრძვნია ,უბრალოდ ვბრაზობდი იქ მყოფებზე და იმაზე რომ დაცვამ ვერ ამოაღწია ,მაინცადამაინც მაშინ არკვევდნენ რიგში მყოფების ამბებს და მნიშვნელოვნად არ მიიჩნიეს ჩვენი ამბავი. შემეშინდა ... ეს შიში მღრღნის ახლაც . შენ რომ მოხვედი მხოლოდბიმაზე ვფიქრობდი შენ თვალწინ რომ მოვეკალი როგორ გადაიტანდი _ დუდას გულ_მკერდა იყო მიყრდნობილი და ტიროდა _რომ გავიგე თერაპიაში იყავი მაშინვე წამოვედი ... შენი ხმის გაგებისას მეგონა გული გამისკდებოდა. ისეთი მზერა გქონდა მაშინვე როგორ არ მივვარდი არ ვიცი. შემეშინდა ჩემი აჩქარებით და ბრაზით რომ მევნო შენთვის თორემ სხვა შემთხვევაში ვერ გადამირჩებოდა _ ყველაფერი მათი არასწორი ქცევის გამო მოხდა და მე ვაგე პასუხი ის კი ისევ იქ დამხვდება სამსახურში რომ დავბრუნდები. გულისამრევია ყველაფერი , მართლა ვფიქრობ განცხადება დავწერო და წამოვიდე,მაგრამ რა გავაკეთო მერე. რამდენ ხანს დავისვენებ ... დასვენების შეგრძნება არ მახსოვს საერთოდ და უსაქმოდ ყოფნის . ასეთი საშინელი ცხოვრება შევქმენი არ ვიცი როგორ უნდა ვიყო იმ ჯოჯოხეთს მიღმა _მე სწავლა და მუშაობა იმიტომ დავიწყე ,რომ ჩემი ცხოვრება დამევიწყებინა და შენ გჭირდება სამსახურს მოშორდე ცხოვრება რომ დაიწყო _მეთანხმები ? სჯობს განცხადება დავწერო ხომ? _დაისვენებ ცოტა ხნით და შემდეგ დაბრუნდები . ჩემი აზრით გარემო უნდა შეიცვალო , ნაკლები მორიგეობები აიღო ან რომელიმე განყოფილების ხელმძღვანელობა დათმო და სხვა საქმე სცადო _სხვა რა _ლექტორობა მაგალითად ... თავიდან ჩავაბარებდი უნივერსიტეტში _და მერე ჩემი სტუდენტიც იქნებოდი ... ჩემზე უმცროსი უმცროსი ექიმი, სტუდენტი ,მეზობელი და კიდევ რას დაიმატებ _შენი ბევრი ღიმილი მინდა ... ისეთი ლამაზი ხარ ამ ცრემლიანი წამწამებითაც კი _ სახე დაუკოცნა და ბოლოს შეეხო ტუჩებზე _ შენ უსაქმოდ ვერ იცოცხლებ,მაგრამ საქმეც გიკრავს სუნთქვას ამიტომ შუალედი უნდა ვიპოვოთ. შენ მარტო არ ხარ , ჩემ გონიერებაზე კი ჩემი ლექტორები ნამდვილად მოგახსენებდნენ _ თმაზე ეფერებოდა , ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და უფრო მჭიდროდ იკრავდა გულში _ერთადერთი ხარ ასეთი უნიკალური და ისიც ჩემთვის არა? _შენთან და შენთვის ,სამუდამოდ ქალბატონო სოფიო _სიმშვიდის სუნი გაქვს _ თვალები დახუჭული ჰქონდა,ძილის ნისლი მოვიდა ჩუმად რომ უთხრა და სძლია კიდეც დაღლილობამ. _შეგიყვარდით ქალბატონო სოფიო _შე'მიყვარდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



