შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიდი დასასრულის, პატარა დასაწყისი (თავი 2)


6-11-2025, 17:04
ავტორი WHO KNOWS
ნანახია 18

***
ბავშვობიდან არ მიყვარს თვითმფრინავი, აწ უკვე შეგუებული ადგილის დატოვება და შორს, ღრუბლებში , სრულიად დაუცველად აფრენა. ფიქრებში გართული ვგრძნობ გვერდით როგორ იზნიქება სავარძელი.
-ვიცოდი, რომ წამოხვიდოდი- ვეუბნები სრული დამაჯერებლობით ჩემს გვერდზე მჯდომს და ტუჩის კუთხეში მეღიმება.
- მარტო ვერ დაგტოვებდი. თან ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს, ბავშვებს ვნახავთ. და ხო, მართლა, მარტო შენ არ გაქვს კითხვები.
წინ დიდი გზაა, დრო კი არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ ძალიან იწელება. 8 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება. ტვინში სრული ქაოსი. ფიქრები, არეული განცდები, გრძნობები. ცოტაც და ძალაგამოცლილს დემეტრეს მხარზე მეძინება. რა იქნება შემდეგ? იქნებ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ? ხომ არ ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღება? თუმცა ერთი რამ, ცხადია, დასაკარგი აღარაფერი მაქვს.
-მოგესალმებით ძვირფასო მგზავრებო, ჩვენი თვითმფრინავი მალე დაეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გთხოვთ, დაიკავოთ თქვენი ადგილები და შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.
მესმის ბორტგამცილებლის ხმა და გულიც გამალებით იწყებს ფეთქვას. ჯანდაბა, ძალიან მომნატრებია აქაურობა. სუსხი სახეს მიწვავს, ყურს კი ამდენი ქართველის საუბარი ეუცხოვება, თუმცა ეს ყველაფერი მსიამოვნებს.
-თებე, მე განყოფილებაში მივდივარ, სახლში გვიან მოვალ, არ დამელოდო.
-განყოფილებაში რა გინდა?
- პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი, შენ არ ინერვიულო. იცოდე კარგად გამოიძინე , დაისვენე, ხვალ საკმაოდ რთული დღე გველის.
ალბათ, გულის სიღრმეში ყველაზე მეტად ხვალინდელი დღის მეშინოდა, თუმცა ამას ჩემს თავთანაც არ ვაღიარებდი. რას ვაკეთებთ და საიდან მოვხვდით საქართველოში? ჩვენი ჩამოსვლის შესახებ არავინ იცის ლილეს გარდა. ლილე ჩვენი გამზრდელი ბებიაა, ჩემი სულის ნაწილი. ქალი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გვერდზე გადადო და დარჩენილი სიცოცხლე ჩვენ შემოგვწირა. მისთვის, რომ გეკითხათ ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტად რა გაგიჭირდაო, დაუყოვნებლივ გეტყოდათ სვანეთის მიტოვებაო. მართლაც, როგორც კი მე და ჩემი ძმა 18 წლის გავხდით, ქალბატონი ლილეც დაუბრუნდა მშობლიურ ფესვებს. ვფიქრობ, როგორი იქნება შეხვედრა ადამიანთა , რომელმაც თითქმის 20 წლის წინ ,საავადმყოფოში დამტოვა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ან იმ ადამიანებთან ნათესავებს , რომ ვეძახით... შიშის, ბედნიერების, მოლოდინის, ზიზღის, ყველა გრძნობა თუ ემოცია ერთიანად მაწვება, მითრევს. მიმართულებას ვიცვლი და ნოსტალგია შემოტეული იმ სახლთან ვაჩერებ მანქანას, ყველაზე მეტად, რომ ასდის ბავშვობის სუნი. ბოლოს აქ ვიგრძენი თავი ყველაზე ბედნიერად, დაცულად, დედისა და მამის მკლავებში მოქცეულს ამქყვეყნად არაფრის მეშინოდა. ყველა მოგონება ერთიანად გამიცოცხლდა, ვერ მივხვდი როდის დამენამა სახე ცრემლებით. ვხედავ როგორ თამაშობენ ბავშვები.ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ ხუთი წუთით მაინც დავბრუნდე ბავშვობაში , სადაც ჩემს ერთადერთ სადარდებელს წრეში ბურთის თამაშის დროს ვერ დაჭერილი ,,პასი" წარმოადგენდა. ფიქრებს სატელეფონო ზარი მიფანტავს.

- ქალბატონო თებეა, ბოდიშით შეწუხებისთვის , მაგრამ...
- რა მაგრამ, რა ხდება ვახტანგ?
-იცით, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, როგორ გითხრათ... პირველ რიგში არ ინერვიულოთ.
- ვახტანგ, მაშინებთ, განაგრძეთ.
-თქვენი მეგობარი, ელენე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს, სამწუხაროდ, ვერ დაიმორჩილა... ხეს შეეჯახა.
-გთხოვ, მითხარი, რომ გადარჩა, ვახტანგ ხომ კარგად არის?
-არ ვიცი, იცით, საავადმყოფოს ლოკაციას ჩაგიგდებთ, ან მოგაკითხვათ.
- სწრაფად ჩამიგდე ლოკაცია, მოვდივარ.
არა, ღმერთო, რატომ?! კიდევ ერთ საყვარელ ადამიანს ვერ დავკარგავ. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, არ იმსახურებს სიკვდილს. დანიშნულების ადგილზე, რაც შეიძლება სწრაფად მივდივარ. მანქანას შესასვლელთან მოწყვეტით ვაჩერებ და საავადმყოფოში შევრბივარ. პერსონალის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ვახერხებ და საოპერაციოში შევდივარ.
***
-მაშო, სად მიდიხარ?- ჯანდაბა, სახლიდან ჩემი ჩუმად გაპარვის ოპერაცია ჩაიშალა. ყველაფერი შენი ბრალია ბობო, რაღაც ახლა მოგინდა გამოკიდება და თამაში.
-მოკრძალებული სალამი ჩემგან საზოგადოებას, აბა რას შვრებით, როგორ ხართ? - ვცდილობ პოზიტივი შევინარჩუნო და უკანასკენლ იმედს ჩავებღაუჭო.
- ნუ გადაგაქვს თემა, სად მიდიხართქო?
-კარგი რა მამა, ბავშვები მივდივართ გასართობათ, ცოტა დამაგვიანდება, აი სულ ცოტა- უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის საჩვენებელ და ცერა თითს შორის გაჩენილ დაშორებას ნელნელა ვამცირებ, ვცდილობ დარწმუნებას. საუბარში მამიდაჩემიც ერთვება, მარტო ის თუ გადამარჩენს.
-კარგი რა დათო, რა გჭირს? ჩვენც ხომ ვიყავით ამ ასაკში ? გაუშვი, გაერთოს, ეს დრო ხომ აღარ დაუბრუნდება.
- ქეთევან!
-ჯერ ერთი შენი და ვარ და საერთოდ არ მეშინია შენი, დავით მაღრაძე, და მერე მეორე, რამე არასწორად ვთქვი?
- კარგი, წადი ოღონდ ძალიან არ დააგვიანო და ნუ მანერვიულებ.
- აუ, ჯიგრები ხართ ორივე, ქის იუ ენდ ჰაგ იუ ოლლ. ახლა მოუნდა რა ამ ტელეფონსაც, ერთი წუთით.
-...
- დიახ.
-...
- მეგობარი ვარ, უკაცრავად რამე სერიოზული ხდება?
-...
-რა? როგორ არის? სად არის? კარგით მოვდივარ.- სახლს ყველასგან გაუფრთხილებლად ვტოვებ და რაც შეიძლება სწრაფად გავრბივარ. ეზოში ბებიაჩემი მხვდება, აშკარაა, რომ ჩემს სახეზე ბევრ რამეს კითხულობს.
-მაშო, მშვიდობაა, რა სახე გაქვს, სად გარბიხარ? დათო შვილო, რა ხდება?-გვეკითხება ანერვიულებული.
- არ ვიცი რა ხდება, მაშო, თქვი რამე.- დედაჩემი ჩემს გამოფხიზლებას ცდილობს, მე კი მოსმენილი ინფორმაციის გადახარშვას. შოკური მგდომარეობიდნა მალე გამოვდივარ.
- საავადმყოფოდან დარეკეს , ჩვენი ელენე ავარიაში მოყვა, ძალიან მძიმედ არის.
***
ჰაერში გამეფებული წამლების სუნი, თვალისმომჭრელი განათება, დაძაბულობა, ხელში კი სკალპელი და იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- გულისცემა ეცემა.
-არა, ელენე, არც კი გაბედო ჩვენი მიტოვება. დეფიბრილატორი გაამზადეთ! დამუხტეთ, ერთი, ორი და სამი.
- არანაირი ცვლილება
-კიდევ ერთხელ! ერთი, ორი და სამი


ორჯერ გაჩერებული გული, მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა და მაინც ბრძოლა. ბრძოლა დაუღალავად, სიცოცხლის გადასარჩენად. თუ მკითხავთ ყველაზე რთული პროფესია რომელიაო, რაც არ უნდა მიკერძოებელად ჩამთვალოთ, გეტყვით- ექიმითქო. იყო ექიმი, ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებული ხიდს ვგავართ. ერთი შეცდომა, წამიერი მოდუნება, დამთავრდა. ჩვენ პაციენტს ვკარგავთ, ვიღაც დედას, მამას, დას, ძმას, ბაბუას, ბებიას... და მაინც, რატომ ავირჩიე ეს პროფესია? ალბათ, იმიტომ, რომ ერთადერთი რამაა, რაც მაბედნიერებს. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა ყველაზე რთული წინაა. ჯერ ელენემ უნდა გაიღვიძოს.
- ძალიან ყოჩაღი გოგონა ხარ. ბევრი დანებდებოდა შენს ადგილას,მითუმეტეს ამ ასაკში. ყველაფერი წინ გაქვს. დაწრმუნებულო ვარ, ბევრს მიაღწევ.
-მადლობა ბატონო ზურა, ძალიან მიხარია. - ერთადერთი რამ, რაც დღეს მართლა გამიხარდა მთავარი ქირურგისგან მიღებული შექებაა.
- საიდანღაც ძალიან მეცნობი. ერთ ადამიანს მაგონებ და ვერ ვიხსნებ.
-მე თებეა ვიბლიანი ვარ.
-ვიბლიანის გოგო ხარ? მომიკითხე მამაშენი, უთხარი მოხუცმა მოგიკითხა, სად დაიკარგეთქო. ჰაჰ, მეც არ გამიკვირდა რატომ მეცობათქო.
-მამაჩემს იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, საერთო პროექტებიც გვქონდა. ისე, ძალიან გავხარ დედაშენს, მითხრა მცირე პაუზის შემდეგ.
-თქვენ...
- მე იმაზე მეტი რამ ვიცი ვიდრი წარმოგიდგენია. ერთ რჩევას მოგცემ, თუ გადადგი ეს ნაბიჯი და ჩამოხვედი, მოუსმინე. მას ძალიან უყვარდით, დარწმუნებული ვარ არაფერი შეცვლილა. არამგონია უმიზეზოდ მიეტოვებინეთ, გაიგე სიმართლე. რადაც არ უნდა დაგიჯდეს. არასასურველი პასუხი თუ მიიღე, ის მაინც გეცოდინება, რომ ყველაფერი სცადე.
-ბატონო, კახა, ბოდიშით, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ პაციენტის ახლობლები ელოდებიან თქვენს პასუხს.
- გასაგებია. ორ წუთში მოვალ. არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი, არ დანებდე. ახლა კი დაგემშვიდობები. წარმატებებს გისურვებ.
- ნახვამდის. თქვენც ასევე.
საინტერესოა, ეს კაცი არასდროს მინახავს, ან მინახავს და არ მახოვს. კი დამტოვა გზააბნეული კურდღელივით საკუთარ ფიქრებთან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent