დუმილის საფასური. (სრულად)
დუმილის საფასური. მიდიოდა ამაყად თავაწეული, შავი სწორი თმები წელამდე ჰქონდა დაშვებული და ხელში სქლად დაგვერგვილი ქაღალდი ეჭირა, სწორედ ამ ქაღალდზე იყო დამოკიდებული მისი ოცნებები, მიზნები და ნათელი მომავალი. იდგა და ელოდა როდის დაუძახებდნენ და გაიხსნებოდა მისთვის ის დიდი, უზარმაზარი კარი რომელის შეღებას წლებია ოცნებობდა. იდგა და ელოდა ისე როგორც მოთმინება დაკარგული და მის ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა, რომელსაც ჩუმად, ჩურჩულით უპასუხა. -გისმენ დედა. -ჩუმად ლაპარაკობ, არ დასრულებულა? -ჯერ არც დაწყილა, ველოდები. -კარგი აღარ შეგაწუხებ და იმედი მაქვს დამირეკავ როცა დასრულდება, როცა შეძლებ თავისუფლად საუბარს. რამდენიმე საათმა გასტანა ლოდინში, დაიღალა და წყალიც არ ჰქონდა პირი გაესველებინა თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე, რადგან დარწმუნებული იყო დღეს მისი დღე იყო და გაუმართლებდა. დღეიდან შეძლებდა მისი ოცნებების ახდენას რასაც ჩუმად ოცნებობდა გულში და რომ გაახსენდებოდა სად იყო სიამაყით მოავლებდა თვალს უზარმაზარ დარბაზს. -შევძლებ, შევძლებ დამოუკიდებლად დავდგე ფეხზე და ძლიერი ვიყო. თვალები დახუჭა და გულში ლოცულობდა თავისი სახელი რომ გაიგონა თვალები გაახილა და კართან მდგარ მამაკაცს შეხედა. -მზევინარ ლაბაძე, თქვენი ჯერი მოვიდა. -როგორც იქნა. თქვა და კარებისკენ წავიდა გამართული ნაბიჯებით და მის წინ გაიღო უზარმაზარი კარი, დარბაზში შევიდა და მას უყურებდა რამდენიმე წყვილი თვალი რამაც დააბნია, მაგრამ გონს მოვიდა ღრმად ამოისუნთქა და წავიდა იმ ადგილისკენ სადაც მიუთითა მამაკაცმა. თავისი ადგილი მოხდენილად დაიკავა და დინჯად, აუჩქარებლად გახსნა თავისი დახვეული ქაღალდის გორგალი და ასევე მშვიდად, დამაჯერებლად დაიწყო საუბარი. სულ მალე ეკრანი განათდა და დიდ ეკრანზე ყველამ დაინახა უზარმაზარი და ლამაზი პროექტი რომელმაც ყველა აღტაცებაში მოიყვანა და ყველა ყურადღებით უსმენდა. საუბარი დაასრულა და მისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მაგრამ არავინ ამდგარა ფეხზე, დარბაზში სრული სიჩუმე დადგა ეს კი იმას ნიშნავდა მზევინარმა თავისი პროექტით და საუბრით ყველა აღტაცებაში მოიყვანა. შეხედა როგორ წამოდგა ერთად ყველა ფეხზე და მზევინარი ტაშით დააჯილდოვეს, სიამაყით სავსემ და ცრემლმორეულმა მადლობა მოიხადა ყველას წინაშე თავისი ნივთები აიღო და ისევ ისეთივე ამაყი და სწორი გაწონასწორებული ნაბიჯებით დატოვა დარბაზი, კარი მიიხურა და გულზე ხელი მიიდო ასე მიიწევდა წინ, მაგრამ მოულოდნელად მამაკაცის ხმამ შეაჩერა. -უკაცრავად. შეშფოთებულმა უკან მიბრუნდა და მისკენ მომავალ მამაკაცს თვალი გაუსწორა. -შეგიძლიათ რამოდენიმე წუთი დამითმოთ? მზევინარი გაჩერდა მას 24-25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ჯადოსნური ღიმილით იღიმოდა, მაგრამ არ დაიბნა და გაბედულად უთხრა. -გისმენთ. -დარწმუნებული ვარ ამ პროექტით სადაც არ უნდა წახვიდეთ ყველგან მაღალ შეფასებას მიიღებთ და უმაღლეს საფეხურზე დადგებით. მზეო გაჩუმდა და მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები ჩაქრა რაც მამაკაცს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი სახის ცვლილება და თითქოს ინანა მისი სიტყვები, მაგრამ გოგონას თვალს არ აშორებდა და მის შესწავლას ცდილობდა. -დიდ თანხას გადავიხდი ამ პროექტში და თქვენ ცხოვრებას აიწყობთ, ცუდი აზრი არ არის და ვიცი დამთანხმდები. მზეომ თვალი გაუსწორა მამაკაცს, ამაყად დადგა მის წინ და უთხრა. -რატომ ხართ დარწმუნებული რომ მე დაგთანხმდებით.... -აქ უმეტესად ასე ხდება.... -თქვენ კი იმედი გაქვთ რომ მეც იმათ სიაში ვწერივარ ვინც ასე იოლად გთანხმდებათ თქვენს სურვილებზე, მაგრამ მომისმინეთ ისინი ფულით აფასებენ ცხოვრებას და მე კი არა ეს არ შემიძლია ჯერ ჩემს თავს ვაფასებ იმ სხვებთან განსხვავებით. -ნუთუ შევცდი? თქვა მამაკაცმა და მზეოს გამომცდელად შეხედა და თან თვალებში უყურებდა. -მომისმინეთ, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ ფულით რომ მომხიბლოთ და მეც დავხარბდე თქვენს შემოთავაზებულ დიდ თანხას, მაგრამ არ უარყოფ არსებობს იმ კატეგორიის სტუდენტები ვისაც ჰგონიათ ფულით ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს იყიდის თუნდაც მეგობარს, მაგრამ დამიჯერეთ მე პირადად ფულით ნაყიდი არც მეგობარი მინდა, არც ცოდნა და არც სიყვარული. მე ღამეები ვათიე რომ დღეს აქ მოვსულიყავი ეს პროექტი წარმედგინა თქვენთვის და მოვედი ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, ახლა კი უფლის გადასაწყვეტია რა მოხდება. -გასაგებია, მაშინ შემოთავაზება მაქვს. -გისმენთ. -ვითანამშრომლოთ და განვახორციელოთ თქვენი შექმნილი ნახაზი, პროექტში ჩადებული მიზნები და ოცნებები ვაქციოთ რეალობად. მზეო დაფიქრდა და რამოდენიმე წუთი ჩუმად იყო, შემდეგ მამაკაცს შეხედა და უთხრა. -უნდა დავფიქრდე, პასუხს ახლავეს ვერ გეტყვით. მამაკაცი გააოცა მზეოს თავშეკავებულობამ და გაოცებულმა უთხრა. -უნდა დაფიქრდე? -უნდა დავფიქრდე, დარწმუნებული ვარ ახლავეს რომ დაგთანხმდეთ ეს პროქტი არასოდეს არ განხორციელდება, ყველაფერი უფლის ნებაა და მეც იმედი მაქვს ისევ უფლის და შიგნით თქვენი სწორი გადაწყვეტილების მიღებით შევძლებ ოცნების ასრულებას. -რა არის შენი ოცნება შეიძლება გამანდო? მზეომ ჩაიცინა, მამაკაცთან ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -უცნობო თქვენს ოცნებებს და თქვენს გეგმებს ქუჩაში უზიარებთ უცხო და უცნობ ადამიანებს? -არა. უპასუხა გულუბრყვილოდ მამაკაცმა მზეოს, მზეოს ისევ გაეცინა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თქვა. -არც მე შემიძლია გავანდო უცხო ადამიანს ჩემი მიზნები და ოცნებები, ისინი მხოლოდ ჩემია და ჩემში არიან. მზეო წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ ისევ მიუბრუნდა გაოცებულ მამაკაცს და უთხრა. -ვიცი აზრი არ აქვს იქ გავლას სადაც სხვისი გავლა უფრო ხმაურიანია და მათი გავლით თავიანთ კვალს ტოვებს, დღევანდელი ჩემი აქ ყოფნა ჩემივე სუნთქვასავით მჭირდებოდა, მოვედი კიდეც ჩემი როლი შევასრულე ჩემი შესაძლებლობებით თუმცა შედეგები თქვენ უნდა მამცნოთ ან გამომთიშო ამ ყველაფრისგან. -მომისმინეთ..... -მზევინარი, მზევინარი მქვია რადგან დედა მზეს მადარებს თუმცა არ ვიცი რამდენად ვგავარ მზეს. -მზევინარ ანუ მზეო თქვენი პროექტი შესანიშნავი იყო ეს უკვე გითხარით.... -თქვენ მომისმინეთ, არ ვიცი და არც მაინტერესებს აქ ვინ როგორი შედეგებით გამოდის იმ კარიდან, მაგრამ მე პირადად ყოველთვის ვცდილობ ცხოვრებაში ვიღაც ვიყო და არა რაღაც, გთხოვთ ეს ძალიან ულამაზო საუბარია და ჩემზე უკეთ იცით რომ არასწორია, მინდა ისევ სევდისფერი დავრჩე და არა ვიღაცით გაბრწყინებული ვიყო. მამაკაცი რამდენიმე წუთი იდგა და უყურებდა მზევინარს და ფიქრობდა, რომ მას არასოდეს შეხვედრია ასეთი სუფთა და თავდაჯერებული ქალი რომელიც ოდესმე მოხიბლავდა, ფიქრებს დაეხსნა და ენის ბორძიკით უთხრა მზეოს. -გა, გა, გაგაცილებთ. -მადლობა თავადაც გავიკვლევ გზას. -ძალიან მოიღრუბლა და გაწვიმდება. მზეომ ხელი აუწია და დაემშვიდობა ღიმილით აბეზარ უცნობს და მთავარი გასასვლელისაკენ წავიდა, გარეთ გასულს არეული და ცივი ამინდი დახვდა, გულზე მიიკრა თავისი ჩანთა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გაჩერებისკენ სადაც უამრავი ხალხი იდგა და თავს აფარებდა წვიმას ტრანსპორტის მოლოდინში იქ კი მისი ადგილი არ იყო ისევ წვიმაში მოუწია დგომა და მის გვერდით გაჩერდა მერსედესის მარკის შავი ჯიპი დაბურული მინებით, ყურადღება არ მიაქცია მინა დაიწია ნელა ნელა და მზევინარს ნაცნობმა თვალებმა შეხედა იმ გამოხედვით ,,ხომ გაგაფრთხილეო'' და უთხრა. -არ დაიჯერე და წვიმაში დგეხარ, წამოდი წაგიყვან და სადაც მეტყვი იქ დაგტოვებ. ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ მამაკაცი მის ფიქრებში რომ გატეხავს მის სიჯიუტეს და მის გვერდით აღმოჩნდება, მაგრამ მზევინარი წვიმაში ჯიუტად იდგა და ადგილიდან არც იძვროდა ბოლოს გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -არ მოვდივარ, რა ვერ გაიგე. უეცრად კარი გაიღო მამაკაცი წვიმაში გადმოვიდა გაბრაზებული და მზევინარისკენ წავიდა, მზევინამა იქვე მდგარ მამაკაცს შეხედა და თვალებით უთხრა მიშველეო, მამაკაცმა ღიმილით შეხედა ახალგაზრდა მამაკაცმა როგორ აიტაცა მზევინარი ორივე ხელებით და უთხრა. -სიყვარული ძლიერი გრძნობა არის ის კლდესაც კი ანგრევს ბაბუ და რა იფიქრე რომ გაჯიუტდი ეს ვაჟკაცი ვერ მოგერეოდა? ორივე ხელებში ყავდა გამომწყვდეული მზევინარი და მის ყვირილს ყურადღებას არ აქცევდა. -დამსვი, ახლავეს დამსვი ძირს. -ნუ ბრაზობ ჩემო გოგო სიყვარული სწორედ რომ ასე იწყება, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს და ასე გაიარეთ ცხოვრების გზა. წინა სავარძელზე დასვა და მკაცრად უთხრა. -არ გაბედო და მანქანიდან არ გადმოხვიდე და დაუჯერე ამ უცხო ადამიანს გავლილი აქვს ეს პერიოდი და ჩვენზე მეტი იცის. თვალი ჩაუკრა მომღიმარ უცნობს და თავადაც მზევინარის გვერდით მოკალათდა. -ვინ ხარ, არ გიცნობ ადამიანო. -გამიცნობ სულ მალე მზეო. მანქანა აამუშავა და წავიდა ერთმანეთს არც უყურებდნენ და არც ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ერთხელ შეხედა და უთხრა. -რომ დაგეჯერებინა არცერთი და დავსველდებოდით, ახლა მითხარი მისამართი თუ ვიაროთ ასე წვიმაში. მზევინარმა მისამართი უთხრა და გვერძე გაიხედა, უცნობმა კი ჩაილაპარაკა. -ჯიუტი, მაგრამ არა უშავს. მზევინარმა გაიგონა და თავადაც ჩაილაპარაკა. -უზრდელი, უტაქტო. ორივეს ჩაეცინა, მაგრამ არცერთი არ იმჩნევდა, მისამართზე მივიდა და დაელოდა მზევინარის გადასვლას, კარი გააღო მზევინარმა და გაბრაზებულმა შეხედა მომღიმარ მამაკაცს რომელმაც თვალი ჩაუკრა, მაგრამ მზევინარმა უთხრა. -გზაზე არ გადამეყარო უზრდელი და უხეში ხარ. მაგრად მიხურა კარი და უკან მოუხედავად წავიდა, მანქანა აამუშავა და ღიმილით უყურებდა მზევინარს წვიმაში მიმავალს შემდეგ კი ჩაილაპარაკა. -სულ მალე მოგტეხავ მაგ ჯიუტ რქებს. ღიმილით მიდიოდა, მოეწონა ეს ამაყი გოგო და ჩაილაპარაკა. -ვინ ხარ და საიდან მოდი ასეთი ჯიუტი და თან სუფთა, მალე გავიგებ. ისევ ოფისში მივიდა სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და წინ ლაშა შეხვდა. -სად ხარ, სად წადი ზაზა შენ გელოდება. -ლაშა გაიგე ყველაფერი ბოლოს შემოსული გოგონა ვინ არის. -რატომ? -მინდა მასზე ყველაფერი ვიცოდე. -გავიგებ, მაგრამ შენ რატომ დაგაინტერესდა ის გოგო? -შენ გაიგე ვინ არის და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. წავიდა, ლაშა იდგა და მიმავალ მეგობარს უყურებდა, შემდეგ ჩაიცინა და თქვა. -გულის კარი შეგინგრიეს ბექუშ ამის გამო რომ გნახავ ლოყაზე უნდა გაკოცო უცნობო მეგობარო, კარგი ჩიტი შემოფრინდი დღეს ჩვენთან. ჩაუსტვინა და წავიდა ისიც ბექას აედევნა და როცა მის გვერდით დადგა ღიმილით მიყვებოდა უკან და უთხრა. -ძალიან დაგაინტერედა ის გოგო, მართლა გინდა გავიგო ვინ არის? ბექამ გაკვირვებულმა შეხედა ლაშას და უთხრა. -იცნობ? -არა, საიდან უნდა ვიცნობდე დღეს მეც პირველად შევხედე. -აბა რატომ შემეკითხე. -რა შეგეკითხე..... -ლაშა ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე. -რატომ გაქვს ნერვები მოშლილი არ გამოგივიდა რაც ჩაიფიქრე, არ აღმოჩნდა სხვებივით დამყოლი და არ შემოგიგორდა შენს საწოლში, სწორად გამოვიცანი? -გეთანხმები არ არის როგორც სხვები, არ გავს იმ ქარაფშუტა გოგოებს. ლაშა მას თანხა არ აინტერესებს, მას შედეგები აინტერესებს იმის რასაც აკეთებს და ვფიქრობ კარგი შედეგები ექნება, უთხარი ზაზას ეს გოგო მიიღოს, მაგრამ მოიცადე მიხვდება რომ დამაინტერესდა და ეს არ მინდა. -მე ვეტყვი გადახედე ამ გოგოს მონაცემებსმეთქი და თვალსაც ჩავუპაჭუნებ. -გამოვა რამე? -ვფიქრობ გამომივა ბექუთქუშ. -ბექა მქვია და ნუ გიყვარს შეგახსენო. -დიდი ამბავი, წავედი. ლაშა კართან იყო მისული ბექამ რომ შეაჩერა. -კარგი ინფორმაციით დავრუნდი, იცი შენ ხერხები როგორ დააჯერო. უთხრა მეგობარს და თვალი ჩაუკრა. ღიღინით მიდიოდა ლაშა და რამდენიმე გოგონამ თვალი გააყოლა სიცოცხლით სავსე მამაკაცს ერთერთმა გოგონამ შეაჩერა და ლაშაც მიუბრუნდა ღიმილით. -ბ-ნო ლაშა დასრულდა შერჩევა? -დასრულდა ანანო კიდევ გაინტერებს რამკე? -უკვე შეარჩიეს ახალი? -ვფიქრობ რომ შეარჩიეს, მალე გავიგებთ.ანანომ გულზე მიიდო ხელი და ლაშამ ზაზას კაბინეტის კარი შეაღო, მაგრამ კართან გაჩერდა რადგან კაბინეტში ზაზა არ იყო. -შემოდი რა კარში დამდგარხარ, მითვალთვალებ თუ მზვერავად გამოგიშვა მეგობარმა. ლაშას გაეცინა და ზაზაც აყვა სიცილში და ორივე გულიანად იცინოდა. -უფროსო ზაზა თხოვნით მოვედი. -წასვლა გინდა და სად მიბრძანდები ამჯერად. -არსად არ მივდივარ და მომისმინე, დღეს ბოლოს რომ გოგონა შემოვიდა შეგხედე არა მარტო შენ ყველა აღაფრთოვანა მისმა გამოსვლამ, საუბარმაც და პროექტმაც. -მერე? -მერე ვფიქრობ უნდა ავიყვანოთ ის გოგონა, ძია ზაზა ძალიან კარგი კადრია და კომპანიას წინ წაწევს მისი აქ ყოფნა. -თქვენ ვინ წაგწევთ წინ შვილო თორე კომპანია ისედაც წინ მიდის და დარწმუნებული ვარ ის გოგონაც წინ წავა ცხოვრებაში. სიმართლე თქვი, რა ხდება ლაშა. ლაშამ თვალი ჩაუკრა ზაზას და თითით უკან გაიშვირა, ზაზას ჩაეღიმა და უთხრა. -სერიოზულად? -სერიოზულად, მაგრამ არ შეიმჩნიო რომ იცი. -კარგია, ეს კარგი ამბავი მომიტანე, მაგრამ ვერ დავფარავ აღფრთოვანებას იმ გოგონას მიმართ, ძალიან მომეწონა მისი თავშეკავებულობა, დაკვირვებული და აზრიანი მსჯელობა აქვს და ვფიქრობ უნდა ავიყვანოთ ის ჩვენ გამოგვადგება. ლაშას გაეცინა და ზაზას უთხრა. -ასეც ვიცოდი და არც შევმცდარვარ.მზევინარი სველი და გახარებული სახლში შევიდა, მაგრამ სიხარული კარებშივე დაივიწყა როცა ნინოს და გურამის საუბარი გაიგონა. -გგონია შენი შვილი ისეთი გონიერია იმ კომპანიაში მიიღებენ? -შენ თავად არ აფასებ შენს შვილს და მის შესაძლებლობებს, სხვას როგორ უნდა ვთხოვო მისი დაფასება შენ მხოლოდ შენი დიშვილები გახსოვს და სხვა არავინ. -მე ისინიც მიყვარს და ჩემი შვილიც მათ არ ვარჩევ ერთმანეთისგან და სიყვარულსაც ერთნაირად ვუწილადებ ყველას. -არ ვიცი შენ სიყვარულს რას ეძახი, მაგრამ სიყვარული ოჯახის არ გემჩნევა შენ მხოლოდ მათზე ამოგდის მზე და მთვარე. -დიახ, იმიტომ რომ ისინი ჩემი დის ნაწილები არიან. -შენი შვილი, ჩვენ ის ხომ ორივემ გავზარდეთ ერთად სულ თოთო რა გემართება, რატომ შეიცვალე მასე აზრი.მზევინარი უკან უკან დაიხია და ისე გავიდა ბინიდან როგორც შევიდა შეუმჩნევლად, კიბეები ისე ჩაირბინა ვერც კი გაიგო ბინა როდის დატოვა და სახლთან ახლოს სკვერში აღმოჩნდა. იჯდა განმარტოვებით წვიმაში და ფიქრობდა. -ვინ ვარ მე და ვინ არიან ისინი. იჯდა განმარტოვებით მარტო წვიმაში და თვალიდან წამოსული ცრემლს წვიმა ურეცხავდა, დღე შემოეძარცვა ნელა ნელა უკვე დიდი დრო იყო გასული და ფეხზე წამოდგა, ნელი და აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა იმ კართან რამდენიმე საათის წინ თვალცრემლიანმა რომ დატოვა, ძალა მოიკრიბა და კარი გააღო კართან ანერვიულებული დედა იდგა. -შვილო რამდენჯერმე დაგირეკე არ მპასუხობ, ძალიან ვინერვიულე სულ სველი ხარ ცუდი შედეგით დასრულდა შეხვედრა? -შეხვედრა კარგად დასრულდა, გამოვიცვლი. უთხრა დედას და თვალი აარიდა რაც ნინოს არ მოეწონა მზევინარის არც სახე და არც თვალები, მაგრამ არ შეეპასუხა იფიქრა ინერვიულა დღესო და სამზარეულოში გავიდა, მაგიდას აწყობდა რომ მზევინარი ისევ დედას მიუახლოვდა. -რთული დღე იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ შვილო ყველაფერი კარგად იქნება. მზევინარი ჩუმად იყო სხვა დროს რომ ყველაფერს დეტალებში მოყვებოდა იმ დღეს ჩუმად იყო და სულ სხვა საფიქრალი ჰქონდა, მაგრამ დედას გაუღიმა და უთხრა. -არც ველოდი ასეთ შედეგს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად შემატყობინებენ. -ელოდე მანამ არაფერი მოიმოქმედო, შეგეხვეწებიან. თქვა მამამ და გაეცინა, მაგრამ მზევინარმა თვალები დახუჭა და თქვა. -ჩემი არ გჯერა და არც არასოდეს არ გჯეროდა, არც გესმოდა, მაგრამ დამიჯერე მოვა დღე რომ შენ წინაშე გამარჯვებული დავდგები როცა ჩემი ოცნებები რეალობად ამისრულდება. შენი არდაჯერებულობით მმატებ ძალას და მაძლევ სტიმულს მამა. -ვისზე გინდა გაიმარჯვო. დამცინავად შეხედა მზევინარს და შემდეგ გულიანად გაიცინა. -არ აქვს მნიშვნელობა ვისზე გავიმარჯვებ, მე ჩემს ოცნებას და ჩემს მიზნებს მინდა ფრთები შევასხა და როცა ეს დღე დადგება შენ დარწმუნებული ვარ ჩემი შეგრცხვება ძვირფასო მამიკო. გურამიმ გაოცებულმა შეხედა მზევინარს არ ახსოვს მას მისთვის ასე უხეშად ეთქვა რაიმე, მაგრამ დღეს არც გამოხედვა მოეწონა მისი და არც ეს შემოპასუხება. -შენ რაღაც ძალიან თავდაჯერებული ხარ დღეს და ენაც დაგიგრძელებია. -რა ვქნათ ყოველთვის თავმდაბლობა თურმე არ შეიძლება და ვერც მორჩილი შვილი ვიქნები როგორც შენი დისშვილი ლენა არის, ძალიან ცუდია რომ ადამიანებს არ იცნობ ისეთს როგორებიც სინამდვილეში არიან და მათ მხოლოდ მათი ღიმილით აფასებ მამა. ნინომ შეშინებულმა შეხედა მამა-შვილს და მდგომარეობის განსამუხტად გურამს მიუბრუნდა. -გურამ მინდა შეგახსენო რომ ჩვენი შვილი არა მარტო ნიჭიერი და გონიერია,კარგად ხატავს. -გასაყიდად გაიტანეთ მისი ნახატები და ჩვენც აღარ ვიმუშავებთ, გვარჩენს მისი სამხატვრო შემოქმედება. -დიახაც რომ ძალიან კარგი იქნება, გავუხსნათ ერთი მოკრძალებული სახელოსნო და თავის საქმის ერთგული იქნება. შემდეგ მზევინარს მიუბრუნდა და გაუღიმა, ჩანთა გახსნა და უთხრა. -ეს თანხა შენია შვილო, რამდენიმე დღის წინ შენი ნახატებიდან ორი ნახატი ამოვარჩიე და გავყიდე ეს თანხა სწორედ შენი შემოქმედებიდან არის ჩემო მზეო. -რა გააკეთე, რომელი ნახატი გაიტანე დედა. ცრემლი მოერია მზევინარს და დედას შეხედა, თან იღიმოდა თან ტიროდა. გურამი კი გაოცებული იდგა და დედა-შვილს უყურებდა. -აიღე შვილო შენი თანხა, შენი შრომა ყოველთვის ყველგან დაფასდება. დამიჯერე არ შეწყვიტო შენი ოცნებების ტილოზე გადმოტანა, თითოეულ ტილოზე შენი ტკივილი და შენი სიხარული აღბეჭდე და ვიცი გული მიგრძნობს ერთ დღეს ძალიან დიდ სიმაღლეზე დამდგარს გნახავ. -მადლობა, მადლობა დედიკო ყველაფრისთვის რაც კი ჩემთვის გაგიკეთებიათ. -რას ამბობ შვილო შენ ჩვენი შვილი ხარ, ჩვენი იმედი და შვილისთვის თუ არა ვისთვის გვიხარია ცხოვრება შვილო. -გპირდებით ორივეს, მაგრამ უფრო მამას რომ რაც ჩემთვის დახარჯეთ ყველას უკან დაგიბრუნებთ. ვფიცავ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მომიწიოს ამ თანხის შეგროვება მე შევძლებ შევაგროვებ და ბოლო თეთრამდე დავაბრუნეთ. -ჰმ, არავინ არ გთხოვს..... -მაგრამ არ იყავი ვალდებული ჩემთვის გაგეკეთებინა ის რაც გააკეთე, მე ხომ თქვენი ნაწილი არ ვარ როგორც არის ლუნა და ლუკა შენი დის ნაწილები. ორივე გაოცებული უყურებდა მზევინარს და გურამიმ გულში ტკივილი იგრძნო, მიხვდა რომ მზევინარმა სიმართლე იცოდა. -შენ, შენ, შენ ვინ გითხრა...... -ნუ დაიწყებ იმისი ძებნას თუ ვინ და როგორი გაგებით მითხრა, შენ მითხარი სიმართლე მამა..... -მე, მე, მე როდის ან როგორ...... -სულ ცოტა ხნის წინ რაც თქვი მე ყველაფერი გავიგონე, სახლში შემოვედი სიხარულით სავსე რომ მეთქვა დღევანდელმა დღემ როგორ წარმატებულად ჩაიარა, მაგრამ შენ ვერც კი გაიგე რომ მე აქ ვიყავი, აქ ვიდექი და შენი ყველა სიტყვა გულს მოხვდა. გურამიმ ვერაფერი ვერ უთხრა და სახლიდან გავიდა, ნინომ გულში ჩაიკრა მისი ერთადერთი იმედი და როცა ორივე დაიცალა ცრემლისგან ოდნავ დაუმშვიდდათ გული ნინომ თქვა. -გადადი ამ ბინიდან და იცხოვრე შენთვის შვილო სრულწლოვანი ხარ, დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლე და გთხოვ, ძალიან გთხოვ შორს დადექი ლუკასგან. -ლუკა არც მე მომწონს, ამპარტავანი და ცინიზმით არის სავსე ყველას დასცინის დედა და ამიტომ ვერ ვიტან მის დამცინავ გამოხედვას. -გთხოვ შენი თავი ყველასგან და ყველაფრისგან დაიცავი. -მიყვარხარ დედა. უთხრა თმაჭაღარა დედას და ჩაეხუტა. ნინომ მხრებზე ხელი მოხვია მზევინარს და ჩურჩულით უთხრა. -სხვას არაფერს არ მეტყვი, არ შემეკითხები? -გეტყვი იმას რაც ძალიან მაინტერესებს, როგორ გაძელი ეს წლები ამ ადამიანთან. -გავძელი შვილო, შენზე ლოდინში გავძელი შენ გელოდი და გიპოვე ერთ დღეს როცა უკვე ლოდინიც გადამავიწყდა. -ალბად მეც შენთან მოვიჩქაროდი რომ შენ მელოდი დედა მარტოსული, მიტოვებული და მიუსაფარი. -არ გაინტერესებს...... -არა დედა, არ მაინტერესებს რადგან მე მყავს ძალიან კარგი დედა და ცოტა უცნაური მამა, მაგრამ ამ ორმა ადამიანმა მომცა ის რასაც ვერასოდეს ვერ მომცემდა სხვა თვით ბიოლოგიური დედაც კი. -მადლობა შვილო რომ სიყვარულით მივსებ გულს. -დედა უნდა გავიარო ცოტა...... -მაგრამ სადილი? -უნდა გავიარო დედა და უნდა ვიფიქრო რა გავაკეთო შემდეგში. მზევინარს არ შეუხედია სახლში შემოსული მამასთვის და სახლიდან გავიდა, მაგრამ ნინომ შეხედა ქმარს და არც დაფიქრებულა უთხრა. -განქორწინება მინდა. გურამიმ გაოცებულმა შეხედა ნინოს და დამცინავი კილოთი უთხრა. -ვერ გავიგე რა მითხარი, გაიმეორე. -განქორწინება მინდა...... -დიდი ხანია ფიქრობ ალბად თუ დედა შვილმა ახლა მოილაპარაკეთ. -კარგად მიმიხვდი,თავი მომაბეზრა შენმა ირონიამ, შენმა უყურადღებობამ, შენმა დამცირებამ თუ როგორ მადარებ ან მე ან ჩვენს შვვილა სხვას და ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებ იცი რომ გვტკენს შენგან ასეთი მოქცევა, მაგრამ შენ ეს არ გადარდებს. -ეს არის მიზეზი განქორწინების თუ სხვა რამ არის კიდევ..... -საკმარისი მიზეზი არ მაქვს შენგან წავიდე? -მე ოჯახისთვის ვშრომობდი და არ მინდოდა რამე მომეკლო თქვენთვის, მაგრამ ვხედავ საკმარისი არ არის შენთვის ის რასაც ვაკეთებ. -გურამ შენ თავად ვერ ხვდები როგორ შეიცვალე ან არ გინდა მიხვდე, შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც მე შემიყვარდა.... მაგრამ შენ მართალი ხარ, მე ვერ გაჩუქე ის რაც ჩვენ გაგვაერთიანებდა, მაგრამ სხვამ გაჩუქა და ის მე გავზარდე. გურამიმ გაოცებულმა შეხედა ნინოს და უთხრა. -რას ამბობ, ნინო ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა.... -ნუ მიყურებ ისე თითქოს არაფერი არ იცი, ნუ მიყურებ ასე გაოცებული. უთხრა ხმის კანკალით და თავი ვერ გააკონტროლა ხმით ატირდა, გურამი კი გაოცებული უყურებდა ნინოს და ნელა ნელა მიუახლოვდა მის წინ მუხლებზე დადგა და ორივე ხელებით ააწევინა თავი. -მითხარი რისი თქმა გინდა, მითხარი რას გულისხმობდი ნინო. -სულ პატარა იყო დღეების არა საათების ხელში რომ ავიყვანე გულზე მივიკარი და მისი სურნელი შევიგრძენი, შიოდა ნიკაპზე მომეკრო და პირი გააღო საჭმელს ეძებდა, რძე გავაცხელე და აკანკალებული ხელით მივეცი, 50 გრ შეჭამა და ნელა ნელა იზრდებოდა ჩემს ხელებში, ერთ დღეს საწოვარა გამოაგდო პირიდან და გამიღიმა იმ დღეს დავარქვი რომ ჩემი მზე გოგო იქნებოდა.გაიზარდა, მშვენიერი გოგონა დადგა და უნდა ვაღიარო ნიჭით შენ გავს გურამ..... -მე, მე როგორ დამემსგავსა ნინო ან რა საერთო გვაქვს მე და მზევინარს ერთმანეთთან. -შენ გგავს, შენ დაგემსგავსა რთული და მტკიცე ხასიათი აქვს მასაც შენსავით. -ნინო... -ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული მზევინარი შენი საკუთარი შვილი არის, შენი შვილი რომელიც შენ არ გინდოდა, მაგრამ ის მე გავზარდე გურამ. -რას ამბობ 22 წელია სიმართლე იცი არაფერი თქვი და რატომ, რატომ გააკეთე ეს ნინო. -რატომ გავაკეთე, შენ შვილი არ გინდოდა თავად მიიყვანე ის ქალი ექიმთან ბავშვი რომ მოეცილებინა, მაგრამ ბავშვი დაიბადა და ისე დატოვა საავადმყოფოში არც კი შეუხედავს ბავშვისთვის, ვიცოდი შენი შვილი იყო და ამიტომ გთხოვდი ავიყვანოთ ნუ მეტყვი უარს ვერ გავაჩენ შვილს და დედა ვერასდროს ვერ გავხდებითქო შენც დამთანხმდი, მაგრამ ბავშვი მარტო მოვიყვანე სახლში. -აქამდე............. -ის გათხოვდა მალე და ოჯახი შქმნა, მაგრამ არ ვიცი თუ ყავს სხვა შვილები. -შენ, შენ ჩემი ერთადერთი შვილი გაზარდე ნინო.... -არცერთს არ გინდოდათ ეს ბავშვი, მაგრამ მე მინდოდა მე გავზარდე. არასოდეს შეგიხედია მისთვის სიყვარულით, არასოდეს გითქვამს მისთვის შვილო. ნინო ტიროდა, გურამი ფეხზე წამოდგა შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული და ფერიც არ ჰქონდა ვერც ვერაფერს ამბობდა თითქოს ენა გადაყლაპა და სახლიდან უხმოდ გავიდა. მთელი დღე იხეტიალა უგზო უკვლოდ და ბოლოს ერთ სოფელში მივიდა იცოდა სახლიც და იმ სახლთან გააჩერა მანქანა, მაგრამ ძირს ვერ გადმოვიდა ფეხებს ვერ იმორჩილებდა ნაბიჯი წინ გადაედგა და ვერც გულს იკავებდა, ბოლოს ძალა მოიკრიბა და ჭიშკართან მივიდა ეზოში ახალგაზრდა მოხდენილი ქალბატონი დაინახა რომელიც მისკენ წამოვიდა, მაგრამ შუა ეზოში მოსული შეჩერდა და ერთმანეთს უყურებდნენ ორივე, ქალი გაოცებული იყო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. -რატომ გაოცდი რომ დამინახე მიხვდი რისთვის მოვედი? -წლები გავიდა, მაგრამ შენ ასაკი ვერაფერს გაკლებს კიდევ ბევრ გოგოს გააუბედურებ. -მას შემდეგ 22 წელი გავიდა მარინა და დღეს გავიგე ჩემი შვილის არსებობის შესახებ. -შვილის? ფერი დაეკარგა მარინას და გურამის შეშინებული უყურებდა, ბოლოს გაბედა და ჩამწყდარი ხმით უთხრა. -როგორ გაიგე ვინ გითხრა სიმართლე…. -22 წელია ჩემი შვილი ჩემს სახლში ჩემს თვალწინ იზრდება და ეს რატომ გააკეთე. -შენ ის ბავშვი არ გინდოდა,მაგრამ ნინო.... -არც შენ გინდოდა და თავად მითხარი მოვიშორებო.... -გითხარი, მაგრამ არ მიფიქრია რომ მოვკლავდი მე არ მინდოდა შენი ნაწილი ჩემთან ყოფილიყო მისთვის მეყურებინა და შენ გამხსენებოდი ყოველთვის. -რატომ ასეთი ზიზღი, მე ხომ მიყვარდი მარინა და ახლაც მიყვარხარ. -შენ სიყვარული არ იცი, შენ შენი თავის გარდა არავინ არ გიყვარს და დარწმუნებული ვარ არც ის ბავშვი გიყვარს. მერე რა რომ გაიგე შენი შვილია არც შეეცდები რომ შეიყვარო, შენ ასეთი ხარ ცივი, უგულო, მხოლოდ დაცინვა იცი სხვების და მეტი არაფერი. აქ რისთვის მოდი, გგონია ტირილს დავიწყებ და გეტყვი რომ ვნანობ? -მარინა.... -არ ვნანობ, არც მყვარებიხარ და არც შენი მინდოდა რამე მქონოდა. შენ იძალადე ჩემზე და ის მიიღე რაც შენ გინდოდა არც ჩემი ასაკი გაითვალისწინე, რომ მე შენთან შედარებით ბავშვი ვიყავი. -არასოდეს მაპატიებ.... -არასოდეს, შენ ჩემში მამაკაცის მიმართ ზიზღი ჩადე და დღემდე მეზიზღება ყველა მამაკაცი. -ქმარი? -მადლობა ღმერთს ჩემი ქმარი არ არის შენნაირი არაკაცი, ახლა კი აქედან მიბრძანდი და აქ აღარსოდეს აღარ მოხვიდე. რა ცხოველიც იყავი ის ცხოველი ხარ ისევ, შენ არასოდეს შეიცვლები. -მარინა სტუმარი გვყავს და ეზოში აჩერებ, რატომ სახლში არ შემოიპატიჟებ სტუმარს ძვირფასო. -სასურველ სტუმარს ზიზღით არ ხვდებიან. ჩაილაპარაკა მარინამ, მაგრამ მის გვერდით მდგარ მამაკაცს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა. -სტუმარი მიდის, არ ისურვა სახლში შემოსვლა. -გასაგებია. თქვა მამაკაცმა და გურამს სიბრაზით შეხედა, შემდეგ კი ისევ მარინას მიუბრუნდა, მაგრამ არაფერი თქვა. გურამი კი უხმოდ გაბრუნდა და მარინამ თვალი გააყოლა მიმავალ ლურჯ ფორდს. -ის იყო, რატომ მოვიდა ან რა უნდოდა. -სახლში შევიდეთ, მე შენთვის სიმართლე არასოდეს არ დამიმალია ყველაფერი გითხარი და არც ახლა ვაპირებ რამე დაგიმალო. -რატომ მოვიდა ან საიდან იცოდა აქ რომ ცხოვრობ.... -არ ვიცი საიდან გაიგო სად ვცხოვრობ, მაგრამ მოვიდა იმიტომ რომ 22 წელია მისი საკუთარი შვილი მის გვერდით იზრდება, მან კი ახლა გაიგო რომ ის გოგონა რომელიც თოთოობიდან გაზარდა მისი საკუთარი შვილი არის. რეზომ შეხედა მარინას და ჩამწყდარი ხმით უთხრა. -გინდა ნახო? -არა, ზიზღი რომელიც მან დამიტოვა იმ არსებაზედაც გადავიდა ვინც მე გავაჩინე და იქ დავტოვე ჩემი სურვილით გადავეცი მის ცოლს და სასჯელი იცი რა იყო მისი გაინტერესებს? მისი სასჯელი მისი შვილი არის, წლებია სახლში ყავს და არ იცის, რომ მისი შვილი არის. -იქნებ ნახო და რომ ნახავ.... -არ მინდა, მას შემდეგ წლები გავიდა და შვილზე ვოცნებობ შენთან ერთი შვილი გამიჩნდეს და მე ასე დამსაჯა ღმერთმა მისი მიტოვებით მეორედ ვერ გავხდი დედა, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენც გვეყოლება შვილი. -საყვარელო ოცნება აგვისრულდება და თუ არ გვეყოლება ჩვენი ავიყვანოთ.... -არა, არა, არ მინდა აყვანილი ვინ იცის რა ცოდვას ატარებს მისი პატარა მხრებით ისე რომ არ იცის ცოდვის შვილი რომ არის.თქვა და თავი ვეღარ შეიკავა რეზის გულზე აფრქვევდა მის ცხელ ცრემლებს, გურამი რამდენიმე დღე უაზროდ დადიოდა, სახლში მისული საკუთარ შვილს თვალებში ვერ უყურებდა და სახლიდან ძალიან ადრე გადიოდა. გურამი შეიცვალა გულჩათხრობილი გახდა ნინოს აღარც კი ელაპარაკებოდა და ერთ დღეს როცა სახლში არ იყო კარზე ზარი იყო, კარი ნინომ გააღო მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა და შეცბა, მაგრამ შემდეგ კითხა.... -ვინ გნებავთ ბატონო.... -გურამი მინდა, მინდა დაველაპარაკო. -გურამი სახლში არ არის მითხარით რა გადავცე ან კოორდინატები დატოვეთ და თავად შეგეხმიანებათ. -დაველოდები, აუცილებლად უნდა ვნახო. -შემობრძანდით, დავურეკავ და ვეტყვი რომ ელოდებით. -ძირს დაველოდები, არ შეგაწუხებთ. -დედა ვინ არის. მოესმა მამაკაცს მზევინარის ხმა და გოგონას შეხედა, შემდეგ თვალებში ცრემლი მოაწვა შებრუნდა უნდოდა წასულიყო, მაგრამ მის წინ გურამი იდგა და სიბრაზემ გონება დაუბინდა. -თქვენ?..... -გურამ იცნობ? -სახლში შედით და კარი დაკეტეთ. თქვა გურამიმ და მის წინ მდგარ რეზის თვალს არ აშორებდა. -მე არ ვარ შენნაირი არაკაცი და არ ვერჩი უმწეო ქალებს, მაგრამ შენ არ შეიცვლები და მეორედ ჩემს ჭიშკართან მოსული არ დაგინახო თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია. -მემუქრები? -არა გაფრთხილებ. -რას გააკეთებ, მესვრი და მომკლავ? -მე არც გავისვრი ხელს შენს ბინძურ სისხლში... თქვა გვერდი აუარა გურამის და წავიდა, მაგრამ ისევ შემობრუნდა და უთხრა. -ის ჩემი ცოლია ჩემი მეუღლე და მე მოვალე ვარ ის დავიცვა შენნაირი ბოროტი და მოძალადე ადამიანებისგან. არ დავუშვებ რომ ჩემს ცოლს ვინმემ ქუჩაში გავლილს დასცინოს, როცა ბავშვის შესახებ გაიგე თავად მიიყვანე ექიმთან და დარწმუნებული იყავი ის ბავშვი არ დაიბადებოდა, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გაიმეტა მოსაკლავად უდანაშაულო არსება, მაგრამ შენ დაგსაჯა რომ შენი საკუთარი შვილი 22 წელია შენს გვერდით გყავს და ეს არ იცოდი. არც მოგიკითხია არც დედა და არც შვილი გააჩინა არ გააჩინა, მიიღე შენი და გაუჩინარდი მას კი რა დაუტოვე ზიზღი, სიძულვილი და ამ სიძულვილით ჩაძაღლდები. მადლობა უთხარი შენს გვერდით მდგომს რომ შვილი აიყვანა და გაზარდა, მადლობა თქვი რომ დღეს შენს გვერდით არის შენი შვილი და მისი დედა ვეღარასოდე გახდება მეორედ დედა ეს შენი დამსახურებით. რეზი წავიდა, გურამი იდგა კიბის თავში ორ ნაბიჯზე თავისი ბინის კართან და ვერ შეძლო კართან მისვლა ადგილზე ჩაიკეცა, რეზი მიდიოდა და გული ამჩატებული ჰქონდა ტელეფონის ხმას გაღიმებულმა უპასუხა. -გისმენ საყვარელო. -რეზი სად ხარ მერამდენედ დაგირეკე. -არ იჭერდა კარგად ვარ და მალე სახლში ვიქნები. თითქოს ხმა შეეცვალა მარინას იგრძნო რომ უფრო მხიარული გახდა და თავადაც გაეღიმა. -მარი ძალიან დაღლილი ვარ ახლა მხოლოდ ჩემი საყვარელი კერძი და შენ მომარჩენთ..... -თითქოს გულმა მიგრძნო და დღეს ხმელი ლობიო გავაკეთე ზეთით სუნელებში, ყველიც გვაქვს და მწნილიც... -კარგი უფრო ძალიან მომშივდა და შენც მომენატრე. ტელეფონი გათიშა და გაბრაზებულმა თქვა. -კანონი, კანონი უნდა გამოვიდეს რომ ყველა მოძალადე მამაკაცი ცოცხლად უნდა დაიწვას და აღარ იქნება გაუბედურებული ქალები. მიჩქაროდა თავის თბილ ბუდეში სადაც იცოდა ელოდებოდა ქალი ვისაც უყვარდა და თავადაც უყვარს. გურამი ფეხზე წამოდგა დაუძლურებული, გამოფიტული და ძალა დაცლილი შევიდა სახლში, რამდენიმე წუთიანი დუმილი მისმა ტელეფონმა დაარღვია და უხალისოდ უპასუხა. -თეკლა გისმენ რა, რა თქვი? საჩქაროდ წამოხტა ფეხზე და იქვე მდგარ შეშინებულ ნინოს შეხედა. -რა მოხდა გურამ კარგად არიან? გურამიმ ტელეფონი გათიშა და ნინოს შეხედა. -უნდა წავიდე ნინო.... -რა მოხდა, აღარ იტყვი? -ლენა, ჩვენი თეკლას ლენა დაკავებულია..... -რატომ, რაღაც შეცდომაა გურამ. თქვა ნინომ და მზევინარის ტელეფონმაც შეახსენა თავი და შეშინებულმა უპასუხა. -გისმენ, ლენა შენ ხარ? -უკაცრავად მეგობარო იმედი უნდა გაგიცრუოთ ლენა არ ვარ, ლაშა ვარ ღლონტი. -დიახ გისმენთ. -კომპანიის ხელმძღვანელის თვით ბ-ნი ზაზა წიკლაურს უნდა პირადად შეგხვდეთ. მზევინარი დაიბნა არ ელოდა ამ ზარს თუ პირადად კომპანიის მფლობელის დავალებით დაურეკავდნენ და ენა დაება, მაგრამ თვით ლაშამ დაეხმარა და იუმორით უთხრა. -არ მინდა გავიგონო სიტყვა ,,დავფიქრდები''. -როგორც ვხედავ დაფიქრების დროც არ მაქვს.... -არა მეგობარო, კატეგორიულად მოვითხოვ ისევ შენივე კეთილი მომავლისთვის 11 სთზე კომპანიაში უნდა იყო ხვალ.მზევინარს გაეცინა და ნინოს ბედნიერი ღიმილით შეხედა, შემდეგ კი გაბედულად და ამაყად თქვა. -მოვალ, 11 სთ-ზე კომპანიაში ვიქნები. -მეგობარო უნდა გაგაფრთხილო რომ ზაზას პუნქტუალური ადამიანები მოსწონს და აფასებს მათ წინდახედულობას, ასე რომ იჩქარე და დროზე ადრე აქ იყავი ეს ჩემი ნომერია შეგიძლია დამირეკო რომ მოხვალ. -აუცილებლად დაგირეკავთ. -აბა ხვალამდე მეგობარო. მზევინარმა ტელეფონი გათიშა და სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო. -დედა დამირეკეს, თვით კომპანიის მფლობელს უნდა ჩემთან შეხვედრა. გურამი ჩუმად იყო წარბი მაღლა ასწია და მზევინარს გახედა, შემდეგ პიჯაკი ჩაიცვა და თქვა. -მივდივარ და არ დამელოდოთ დღეს ვერ მოვალ, შენ კი ყოჩაღ და წარმატებები. -აკი დარწმუნებული იყავი ის ძლიერი კომპანია მე არც კი შემომხედავდა. -როგორც ხედავ შევცდი და ბოდიში რომ ეჭვი შემეპარა შენს შესაძლებლობლებში, ნიჭიერი ხარ გამოიყენე შენი ნიჭი. კარებისკენ წავიდა და ნინომ შეაჩერა. -დამირეკე რომ გაარკვევ რა მოხდა. -დაგირეკავთ. უთხრა და პირველად შეხედა ნინოს მადლიერი თვალებით, სახლიდან გავიდა და დიდი სისწრაფით მიდიოდა და რამდენიმე წუთში უკვე თეკლას გვერდით იდგა, გურამი გაოგნებული უსმენდა სიძეს. -ნარკოტიკი, მას ჩანთაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი უპოვეს თეკლა. -ტყუილია, ვერ დამაჯერებს ვინმე რომ ჩემი შვილი ნარკომანი არის. -ვის დაელაპარაკეთ, ვინ გყავთ ადვოკატი აყვანილი. -ადვოკატი კარგი არის გურამ რას გააკეთებს რა შესაძლებლობა ექნება ვნახოთ, ცდილობს გირაოთი გამოიყვანოს. რამდენიმე საათი ელოდნენ და დაინახა თეკლამ ადვოკატი ლენასთან ერთად მოდიოდა და მშობლებს ჩააბარა, ანრიმ შეხედა ადვოკატს და უთხრა. -სასამართლოს ვერ ავცდით? -ვერ ავცდით, მაგრამ დახურული სასამართლო მოვითხოვე არავითარი ჟურნალისტები. -გაასამართლებენ, მაგრამ სასჯელს არ მიუსჯიან, ხომ ასეა. -გადასახადი დაფარულია და სასჯელს არ მისცემენ, მაგრამ კიდევ ასეთი შემთხვევა და არ ვიცი თუ ვინმე შეძლებს დახმარებას ყოველ შემთხვევაში მე არ დამირეკოთ. -არავითარ შემთხვევაში, ახლაც შეცდომა არის მისი აქ ყოფნა. -გურამიმ ხელი მოკიდა ლენას და გაბრაზებულმა უთხრა. -რას აკეთებ, ხვდები რომ თავს იღუპავ შვილო? -არაფერი არ ყოფილა, გეფიცები...... -ნარკოტიკზე უნდა გაგასამართლონ და შენთვის ეს არაფერია? რატომ შვილო რა დაგაკლდა, მარტო ჩემგან ამათ ჩუმად რამდენჯერ დაგეხმარე... -კარგი რა ნუ გაჭედეთ, არაფერი არ ყოფილა ასე რომ გააზვიადეთ.... -გაჩუმდი მაინც და დახარე თავი როცა დამნაშავე ხარ და შენ თავად იცი რომ ტყუი, მაგრამ შენ არ ხარ დამნაშავე გზიდან რომ გადაუხვიე, დედაშენია დამნაშავე შენ რომ ასეთი გახდი. -რატომ უყვირი ლენას ის დამნაშავე არ არის, ჩაუდეს ის საწამლავი ჩემს შვილს რა ვერ გაიგე გურამ. -თეკლა რას ამბობ კიდევ ამართლებ და გგონია კარგს აკეთებ შენი ხელის დაფარებით? -რა არ მოგწონს ან შენს ნაბიჭვარ შვილთან რა არ მოგეწონა, მე ის მაინც ვიცი ჩემი შვილები მყავს და შენ ისიც არ იცი ვისი შვილი გაზარდე. გურამი გაშეშდა, თეკლას უყურებდა და სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა შემდეგ კი ხელი მკლავში წაავლო და გაბრაზებულმა უთხრა. -არასოდეს, არასოდეს არ უწოდო ჩემს შვილს , გაიგე? -ვითომ რატომ, შენს ნაბიჭვარს ყოველთვის აჯობებს ჩემი შვილები. გურამი ერთ ადგილზე გაიყინა და სინანულით აივსო თეკლას კი უთხრა. -ოქრო მყოლია სახლში და ვერ ვაფასებდი, დღეიდან ვიცი ჩემს შვილს როგორც უნდა მოვექცე, სხვა ბევრი რამ თუ არ შეუძლია ის მაინც ვიცი დარწმუნებით რომ ასეთ ადგილებში არასოდეს მიმიყვანს ჩემი , მაგრამ კარგად დაიმახსოვრე ის როგორც ჩემი შენი ნაწილიც არის.ირონიულად შეხედა ძმას შემდეგ გაოცებულ ლენას მიუბრუნდა რომელმაც იკითხა. -რას ამბობ დედა, მზევინარი..... -მზევინარი ა.... თქვა ცივად და განყოფილება დატოვა, გურამი ვეღარ გაინძრა ფეხი ვერ გადაადგა ანრი მიუახლოვდა და ჩაწყვეტილი ხმით უთხრა. -მე მაპატიე ძმაო. გურამიმ კბილები გააღრჭიალა და რამდენიმე ნაბიჯში თეკლას გვერდით დადგა. -მადლობა დაო, მადლობა რომ დღეს შენ ვისაც ჩემს ოჯახზე მეტად გაფასებდი შენი ნამდვილი სახე დამანახე. შენ კიდევ მოხვალ აქ და არა ერთხელ, მაგრამ მე არ დამირეკო შენ ძმა აღარ გყავს. გურამიმ თავის მანქანასთან მივიდა და არც დიშვილებს მიუხედა რომლებიც თავის თავზე მეტად უყვარდა, მათთვის შეეძლო სულიც კი დაეთმო.თეკლამ თვალი გააყოლა ძმას და შემდეგ ანრის მიუბრუნდა გაოცებულმა. -ქუჩაში დამტოვა ეს ნორმალური არის? ანრიმ უყურა თეკლას და უთხრა. -გიყურებ და ვეღარ გცნობ და ვფიქრობ, როგორ გავძელი ეს წლები შენს გვერდით. -რა თქვი, ვერ გავიგე რა თქვი ანრი. -შენ რამდენიმე წუთის წინ საკუთარი ძმა შენი ცხოვრებიდან განდევნე, აზრზე ხარ რას აკეთებ? -მე არ მითხოვია წადითქო თავად წავიდა და წავიდეს. გურამი მიდიოდა და ცრემლები ახრჩობდა, მიდიოდა და ფიქრობდა. -,,იღბლიანი ადამიანი ვყოფილვარ და ეს გუშინდელ დღემდე ვერ გავიაზრე, უფალო შენი რისხვის მეშინია მხოლოდ სხვა არავისი და არაფლის''. სახლში მივიდა და ნინო გაოცებული შეხვდა. -არ დამელოდო მითხარი და არ გელოდი, ვფიქრობდი იქ დარჩებოდი გურამ. -არ დავრჩები იქ სადაც ჩემი ოჯახის წევრებს არ აფასებენ, ისინი დღეიდან ამ სახლში ვერ შემოვლიან. გაოცებული უყურებდა მზევინარი და ნინო ერთმანეთს, მაგრამ კითხვა აღარ დაუსვიათ გურამისთვის რადგან ისედაც ეტყობოდა ძალიან ნანერვიულები იყო. მზევინარი თავის საძინებელში შევიდა და დილამდე ოცნებობდა, დილით ჩაეძინა, მაგრამ მალე გაიღვიძა 9სთ-ზე უკვე მზად იყო და კართან მისული გურამიმ შეაჩერა, მზევინარმა გაოცებულმა შეხდა მამას გურამიმ კი შუბლზე აკოცა შვილს და უთხრა. -წარმატებები, ვიცი რომ უფრო მეტს შეძლებ შვილო. ბედნიერებისგან ცრემლი მოაწვა ყელში და გურამის პირველად 22 წლის მანძილზე ჩაეხუტა, გურამიმ თმა გადაუწია შუბლზე და კარი გაუღო, მზევინარი ღიმილით დაემშვიდობა მშობლებს და წავიდა, გურამიმ ნინოს მიუბრუნდა და უთხრა. -დღეს წავიდეთ ყველაფერი ვიყიდოთ და მზევინარს კარგი მაგიდა დავახვედროთ. -გურამი რა მოგივიდა, კარგად ხარ? -კარგად ვარ, აქამდე ვერ ვიყავი კარგად ნინო რადგან ჩემს ოჯახზე წინ სხვას ვაყენებდი დღეიდან ჩემი ოჯახია მხოლოდ ჩემს გულში. მზევინარი კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ამაყად მიაბიჯებდა კომპანიის ფოიეში და უფროსის კაბინეტი იკითხა, მდივანმა ახალბედა გოგონამ შეხედა მზევინარს და აგდებულად უთხრა. -ჩაწერილი თუ არ ხართ ვერ მიგიღებთ. -ჩაწერილი არ ვარ, მაგრამ თვით უფროსის თხოვნით მოვედი დღეს. -ბ-ნი ზაზას თხოვნით ხართ დღეს აქ? გაოცებული უყურებდა გოგონა მზევინარს და შემდეგ გულიანად გაიცინა. -ვიღაცამ გაგეხუმრათ და თქვენც დაიჯერეთ, დამიჯერეთ აქ თქვენ არც გელოდებიან და არც არავინ არ მოგისმენთ ანუ მიღებაზე საუბარიც ზედმეტია. მზევინარმა ვერაფერი თქვა მხოლოდ თვალები აევსი ცრემლით, შებრუნდა უნდა წასულიყო რომ ტელეფონი ამოიღო და ნაცნობ ნომერზე დარეკა. -გისმენ და გეტყვი რომ დაგაგვიანდა მეგობარო.... -თქვენ, თქვენ მე გუშინ ტყუილი მითხარით.... -მზევინარ ტირიხარ, რატომ და სად ხარ ახლავეს მითხარი გამოვდივარ რას ქვია ტყუილი გითხარი. მზევინარმა მდივან გოგონას შეხედა რომელიც გაოცებული უყურებდა და სახეზე ფერიც კი შეეცვალა მზევინარის საუბარი რომ მოისმინა. -მე აქ ვარ უკვე ერთი საათია, მაგრამ მდივანმა ჩაწერილი არ ხარო და არ მიშვებს შიგნით. -ოხ მაგისი......მზევინარ გამოვდივარ არსად არ წახვიდე. რამდენიმე წუთში ლაშა ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა მზევინარს და შემდეგ მდივანი მკაცრად გააფრთხილა. -გითხრა მელოდებიანო? -მითხრა ბ-ნი ზაზა მელოდებაო და.... -და არ დაუჯერე, რატომ შენთვის ზაზა არაფერს არ წარმოადგენს? -ვიფიქრე, ვიფიქრე რომ.... -დაწერე განცხადება და წადი.... -მაგრამ.... -რა მაგრამ, რა მაგრამ სამსახურს და უფროსის სახელს ვერ გაუფრთხილდი ანანო. -არა, არა, არა გთხოვ მაპატიე. ლაშა მზევინარს მიუბრუნდა და უთხრა. -თქვენ არ ხართ დამნაშავე დროულად მობრძანდით, ჩვენი დანაშაულია რომ ასეთი უტაქტო მდივანი გვყავს, მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებთ. -რას ვიზამთ ამ კომპანიაში მოხვედრა იოლი არ არის და როცა ვიღაცის დახმარებით აქ მოხვდებიან უბრძოლველად თავში უვარდებათ ბ-ნო ლაშა.ლაშამ თვალი ჩაუკრა მზეოს და გულიანად გაიცინა რაზედაც მზეოც აყვა და ასე მხიარული სახეებით შევიდა ორივე ზაზას კაბინეტში, ზაზა უყურებდა ორივეს და ბოლოს ჩაახველა და თქვა. -მეც რომ გამაცინოთ და გამამხიარულოთ არ შეიძლება? მზევინარმა ზაზას შეხედა და დასერიოზულდა. -ბოდიშით.... -ჩემი ბრალია უფროსო. -რა არის შენი ბრალი აბა მითხარი, გისმენ. -ახალი მდივანი შეგიშინეთ და მის შეშინებულ გამოხედვაზე გაგვეცინა. -ის დღეს არ შეგიშინებიათ სულ შეშინებული და დაფეთებული დადის. მზევინარმა ლაშას შეხედა და ისევ გაეცინა ორივეს რაზედაც ზაზაც აყვა მათ და თქვა. -ორი როცა იცინის ამბობენ ერთმანეთს დასცინიანო, სამი როცა იცინის საქმეზე იცინიანო და აი მეც მესამეც შემოგიერთდით, მაგრამ ახლა საქმეზე გადავიდეთ. ზაზამ მზევინარს შეხედა, ჯერ მდუმარედ იდგა და უყურებდა და შემდეგ ღიმილით უთხრა. -მზად ხარ ამ კომპანიაში იმუშავო? მზევინარი დაიბნა და ცრემლი დაუგორდა სახეზე, ზაზას შეხედა და უთხრა. -სერიოზულად? -ძალიან დიდი იმედი მაქვს არჩევანში არ შევცდი. მზევინარს ხელის თითები დაებრუჟა, ენა ვერ აამოძრავა იმდენად დიდი იყო სურვილი მისი ამ კომპანიაში მოხვედრის და სიხარულისგან გაშეშდა სიტყვები დაავიწყდა რა უნდა ეთქვა. -უარზე ხარ? გაოცებული უყურებნდა ლაშაც და ზაზაც. -არა უარზე არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ მადლობა როგორ გადაგიხადოთ მხოლოდ ამას გეტყვით, მადლობა რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეთ. -მართლა გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება მზევინარ. -ვიცი რაოდენ რთულია ამდენ ნაშრომში აირჩიო ერთი, ჩემი შესაძლებლობებით ვეცდები რომ თქვენდამი ნდობა გავამართლო. -ძალიან კარგი მზევინარ ლაშა შენს კაბინეტს გაჩვენებს, ხვალიდან 9 სთ-ზე აქ იქნები და კიდევ მინდა ერთი რამ იცოდე. მზევინარი დაიბნა და ზაზას თვალებში უყურებდა. -ვიცი ადამიანის გვერდით დადგომა როცა ვხედავ რომ ჩემგან დახმარება ჭირდება, მაგრამ დაგვიანებას და უმიზეზოდ გაცდენას ვერ ვეგუები ასევე ვერ ვეგუები უპასუხისმგებლობას და გთხოვ ეს გაითვალისწინე. -საცობში თუ მოხვდა? თქვა ლაშამ და მზევინარს თვალი ჩაუკრა, ზაზამ შეხედა ლაშას და უთხრა. -დამეკარგე აქედან, მაგრამ ჯერ თავის კაბინეტი აჩვენე ახლოს იყოს ჩემთან. -როგორ? ზაზა მიუხვდა ლაშას ეშმაკობას და არ შეიმჩნია ისე უთხრა. -ჯერ ახალია და შემოესევიან ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ, შენ მზევინარზე უკეთ იცი აქ რაც ხდება. -გასაგებია უფროსო. თქვა ლაშამ და მზევინარს კარი გაუღო, მაგრამ კარში ბექა იდგა და გაოცებული უყურებდა ჯერ ლაშას შემდეგ ზაზას და ბოლოს კი მზევინარს. -მზევინარ გაიცანი ბექა წიკლაური ჩვენი ანუ შენი და ჩემი უფროსი ბ-ნი ზაზას სიამაყე და იმედი. მზევინარმა ბექას შეხედა და თქვა. -გასაგებია. -კარგია რომ გასაგებია და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთა. -იქნებ თქვენი სიტყვა იმ წუთში ჩემთვის მიუღებელია. -მიუღებელს არაფერს არ გეტყვი და არ დაგავალებ, უცხო ენებში როგორ ხარ. -ფრანგული, ინგლისური, ჩინური, თურქული, რუსული თუ სხვა ენა გჭირდებათ ვისწავლი უცხო ენას ადვილად ვითვისებ ჩემთვის რთული არ არის უცხო ენის შესწავლა. -ფრანგული ენა მჭირდება ამ წუთში და ჩემს კაბინეტში წავიდეთ. მზევინარმა ზაზას შეხედა, შემდეგ ლაშას და ბოლოს ბექას მიუბრუნდა. -უკაცრავად, მაგრამ დღეს არ ვმუშაობ, ჩემი სამუშაო საათები ხვალიდან იწყება. ბექამ ზაზას შეხედა და ზაზამ თავი დაუქნია რომ მზევინარი სიმართლეს ამბობდა. -გასაგებია, მაგრამ დღევანდელი დღე ანაზღაურებაში ჩაგეთვლება ძალიან მჭირდება ერთი წერილის თარგმნა. -სად არის წერილი შეგიძლიათ მაჩვენოთ? -აქ არ მაქვს კაბინეტში დავტოვე. ბექამ მუჭი დაუქნია ლაშას მზევინარის შეუმჩნევლად და ზაზას კაბინეტიდან გავიდა მასთან ერთად, ზაზამ კი შეხედა ლაშას და მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია და უთხრა. -ამ გოგოს გვერდით იყავი, ის ჩვენი კომპანიისთვის მისაღები კადრი არის. -კომპანიას გულისხმობ მარტო უფროსო. ლაშამ ეშმაკურად აუთამაშა თვალები ზაზას და უფროსიც გააცინა. -ჩემი დასაწუნი რა აქვს, მთავარია ჩემს ჯიუტ შვილს მოეწონოს და შეუყვარდეს მის გულს რომ არავინ არ მოეცხო, იქნებ მოხდეს სასწაული ლაშა. -მე კი ვფიქრობ, რომ სასწაული უკვე მოხდა. ბექამ თავის კაბინეტს გვერდი აუარა და მზევინარისთვის გამოყოფილი კაბინეტის კარი შეაღო, შემდეგ კი მზევინარს მიუბრუნდა. -ბედნიერი იყოს თქვენი პირველი დღე თქვენს პირად სივრცეში. -აქ ჩემი სივრცე, ჩემი კაბინეტია? გაოცებულმა შეხედა ბექას და ერთი ნაბიჯით შევიდა კაბინეტში სადაც კომფორტულად იყო მოწყობილი ყველაფერი და ძალიან ესიამოვნა, შემდეგ კი ისევ ბექას მიუბრუნდა. -არ იფიქრო სიბრაზემ ასე ადვილად გადამიაროს, ჯერ ისევ ვბრაზობ. -დაივიწყე წარსული და დღეიდან აქ იქნები და არც იფიქრო გაქცევა მზევინარ ჩემგან. -გაქცევა? -ხო გაქცევა, მაინც ვერ გაიქცევი შორს ამ კომპანიაში დღეიდან ეს კედლები იქნება შენი პირადი სივრცის დამცველი. -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ..... -მაგრამ არ არსებობს, მზევინარ სანამ საქმეზე გადავალთ მინდა პირდაპირები ვიყოთ ერთმანეთის პირისპირ. -გისმენთ.... -როგორც ვიცი ორი წელია ცდილობ ამ კომპანიაში მოხვედრას, ვცდები? -არა, არ ცდები ეს ჩემი ოცნება იყო. -ალბად მე რომ ვიყავი აქ იმიტომ, ასეა? -სულაც არა.... -გეხუმმრები, გისმენ. -დიდი ენთუზიაზმით მოვდიოდი აქ გასაუბრებაზე, მაგრამ ყოველ მოსვლაზე უარით მიშვებდნენ, თუმცა ჩემი ნამუშევარი ყოველ ჯერზე განსხვავებული იყო და უარის მიუხედავად მოწონებას იმსახურებდა, პროექტი უნდოდათ მაგრამ მე უარს მეუბნებოდნენ. -საინტერესოა, მაგრამ დასახულ მიზანს მიაღწიე. -დიახ, ოცნება რაც მქონდა ამისარულდა, პირობას ვდებ თქვენდამი ნდობას გავამართლებ. -ვიცი და დარწმუნებული ვარ, მაგრამ იმ განსხვავებულ პროექტებსაც ვნახავდი თუ თქვენი სურვილიც იქნება. -რა თქმა უნდა, როცა მეტყვით მოვიტან და გადახედეთ, დარწმუნებული ვარ თქვენც მოგეწონებათ. -იმედია კაბინეტი მოგეწონა მზეო ეს კაბინეტი ბიჭმა მოგიწყო თავისი ლამაზი ხელებით. მათ საუბარს ლაშა შეუერთდა და ორივეს გაუღიმა. -ნუ ბოდიალობ ნუ გააგებინებ ყველას შენს ავადმყოფობას და მომისმინე,მზევინარს კაბინეტი მოეწონა, მაგრამ მე მიკვირს ორი წელია მზევინარი აქ მოხვედრას ცდილობს და მას ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებენ, ლაშა მეტყვი რა ხდება მაშინ აქ როცა ჩვენ არ ვართ? -არ ვიცი მართლა რა ხდება, გავარკვევ ვინ იჯდა ჟიურში იმ პერიოდში და გეტყვი ისე მეც გაოცებული ვარ და მიახლოვებით ვიცი ვინც იქნებოდა. -ლუიზა, შენც იგივეზე ფიქრობ? -ლუიზა და შენც იცი რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა მისი გადაჭარბებული უფლებებით და ვფიქრობ, ადამიანები ებრძვიან წარსულში დაშვებულ შეცდომებს თუმცა არც უნდათ აღიარონ რომ დამნაშავენი არიან, ამიტომ არ უშვებენ მათ წინ სხვას ვინც მათზე მეტი იცის. -მივხვდი ვისთან უმიზნებ ისარს და არასდროს არ უღიარებია რომ დამნაშავეა და ყოველთვის ცდილობს თავისი შეცდომის დაფარვას თუმცა რაც უფრო ცდილობს მით უფრო ეფლობა ჭაობში. თქვა ბექამ და ლაშას თვალი ჩაუკრა შემდეგ კი ისევ მზევინარს მიუბრუნდა, მაგრამ მზევინარმა ჩანთას შეხედა საიდანაც მისი ტელეფონი მღეროდა სევდიან ჰანგებს. -უპასუხე იქნებ მნიშვნნელოვანია. ტელეფონი ამოიღო და სახე გაუნათდა ბექსს შეხედა და ღიმილით უთხრა. -უნდა ვუპასუხო..... ბექას გული აუფრიალდა, მაგრამ მზევინარის ხმამ დაამშვიდა. -გისმენ დედა........... -უკაცრავად საავადმყოფოდან ვართ პაციენტის თხოვნით დაგირეკეთ. -ცო, ცოცხლები არი..... ვერ დაასრულა სიტყვა ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ბექა რომ არა მის სიახლოვეს ძირს დაეცემოდა. ალბათ არაფერი იყო იმაზე საშინელი მოსასმენი იმ წუთებში რაც მზევინარმა მოისმინა, ტკივილი რომელიც მთელს სხეულს მოედო მთლიანად უფარავდა ახლა მთელ სახესაც. ყველაფერი აირია, სმენა დაეხშო და თვალები დაებინდა უკვე ბუნდოვნად ხედავდა მის წინ მდგარ გაოცებულ ლაშას და ბექას და ვერ გაიგო რა დაემართა ბექას ხმა რომ ჩაესმა. -უპასუხე ტელეფონს და სად უნდა მივიდეთ. ლაშამ ხელის კანკალით აიღო ტელეფონი და დაადგინა სად უნდა მისულიყვნენ, შემდეგ მზევინარს შეხედა და უთხრა. -გამაგრდი მეგობარო ცოცხლები არიან და შენ გელოდებიან, ძალა უნდა მოიკრიბო. -რა მოხდა, მზევინარ რა დაგემართა შვილო. გაოცებული უყურებდა ზაზა სამივეს, ლაშამ მოკლედ აუხსნა რაც მოხდა და ისევ მზევინარს შეხედა. -მარტო არ გაუშვათ, ყველაფერი გააკეთე ბექა რასაც საჭიროდ ჩათვლი, ლაშა არ დატოვოთ მზევინარი მარტო რთული დღეები ელოდება წინ.მზევინარმა ნაბიჯი გადადგა და ზაზას შეხედა თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და თქვა. -რა მოკლე იყო ჩემი სიხარული, მადლობა ბ-ნო ზაზა. -რას ამბობ მზევინარ მიღებული ხარ შვილო სამსახურში და როცა შეძლებ მაშინ გამოხვალ აქ იქნები ჩვენს გვერდით, მთავარია მშვიდობა იყოს. ვერ გაიაზრა როგორ დატოვა კომპანია, როგორ გამოაცილა გაოცებულმა რამდენიმე წყვილმა თვალმა შურიანი გამოხედვით და როგორ აღმოჩნდა ექიმის პირისპირ რომლიდანაც ბექა ღებულობდა ინფორმაციას, შემდეგ მზევინარს მიუბრუნდა და უთხრა. -ძლიერი სტრესიდან გულის წნევა ძალიან მაღალი ჰქონდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. -დედა, დედა როგორ არის. -ქალბატონს თავი აქვს დარტყმული, მან თავით საქარე მინა ჩაამსხვრია რამდენიმე ნაკერი დავადეთ და მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს თუმცა სახეზე აქვს წვრილ წვრილი ნაკაწრები მინის ჩამსხვრევის დროს ნამსხვრევები სახეში შეეყარა, რთული მდგომარეობა აქვს მამას იმედი მაქვს გადალახავს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ექიმი წავიდა, რამდენიმე წუთში ისევ ექიმის წინ იდგა, მაგრამ არაფერი არ ესმოდა მის გარშემო ყველაფერი ბრუნავდა და მხოლოდ ექიმს უყურებდა, ტუჩების მოძრაობაზე მიხვდა რაც უთხრა. -,,ვწუხვარ''. იდგა და ექიმს თვალებში უყურებდა, შემდეგ კი ჩურჩულით თქვა. -უნდა ვნახო, დედა უნდა ვნახო. -უკეთესია გახსოვდეს ისეთი როგორსაც იცნობდი, ვერ გაუძლებ შვილო გეტკინება. -უნდა ვნახო, საბოლოოდ და უკანასკნელად მინდა შევეხო ჩემს დედიკოს. ექიმის მცდელობის მიუხედავად მზევინარი შევიდა ნინოსთან და მის გულზე დამხობილმა იღრიალა. -დედააააა.... -არ დამტოვო დედაააა. -ეს შენ არ ხარ ჩემი დედიკო ულამაზესია, აქ სხვა ქალი წევს დედაააა. ესმოდათ მზევინარის ხმა გარეთ და ბექამ ვერ გაუძლო მის ხმას მასთან შევიდა და მხარზე ხელი დაადო მზევინარმა მოულოდნელად თავი ასწია და ბექას შეხედა. -ცოცხალია, ბექა დედა ცოცხალია. -რას ამბობ მზევინარ ექიმმა თქვა...... -ექიმს დაუძახეთ დედა სუნთქავს ბექა. ოთახში ლაშა შევიდა და მზევინარს მხრებში ორივე ხელები მოკიდა, მაგრამ მანაც შეხედა პაციენტმა ხელი აამოძრავა და ბექას მიუბრუნდა. -ბექა ცოცხალია, მართლა ცოცხალია ექიმს დაუძახე. -დედა დედიკო, შენ გადარჩები დედა. მზევინარს სიხარულის ცრემლები სდიოდა და არც უცდია მათი შეჩერება, დედას დასახიჩრებულ სახეს უკოცნიდა ექიმები რომ მივიდნენ და გაოცებულები უყურებდნენ რამდენიმე წუთის უკან მძიმე და რთულ პაციენტს რომელიც მკვდრად ჩაწერეს, პაციენტმა ხელი მოკიდა მზევინარს და ჩურჩულით უთხრა. -მაპატიე შვილო, მამასაც აპატიე მას უყვარხარ მაგრამ მისებურად. -დედა, დედიკო მე ორივე მიყვარხართ, გთხოვთ არ დამტოვოთ ერთხელ ხომ ჩამკიდე ხელი მიტოვებულს და უარყოფილს ახლაც ძალა არ გეყოფა რომ დამტოვო დე. მზევინარი ბექამ გაიყვანა გარეთ და რამდენიმე წუთში ისევ ექიმის წინ იდგა სამივე. -სასწაული მოხდა გაჩერებული გული ამუშავდა, უფალმა ასე ინება მარტო არ დაგტოვა და დედას სიცოცხლე გაუხანგრძლივა. საავადმყოფოს კედლები ცივი და მიუსაფარია, უამრავი სევდიანი სახე და ცრემლიანი თვალები რომლებიც ექიმის მოლოდინში დაღლილი იყურებიან, ხედავენ მათკენ მომავალ ექიმს და ყველას ჰგონია რომ ღმერთი მოდის მასთან, მზევინარი თავდახრილი იჯდა მოსაცდელ ოთახში და თავში უამრავი ფიქრები უტრიალებდა. ლაშამ მზევინარის გვერდით დაჯდა და ისიც უხმოდ იყო, ბექა კი უყურებდა განადგურებულ გოგოს და მხარზე ხელი დაადო, მზევინარმა ახედა ბექას და თვალები დახუჭა საიდანაც დაგუბებულმა ცრელმა გზა იპოვა. -მძიმე და რთული წუთებია, მაგრამ მჯერა ყველაფერი კარგად დასრულდება. -იმედია, მეც ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო. დედა ყოველთვის ცდილობდა მისი ტკივილი არ დაგვენახა არ გვეგრძნო რომ მას უჭირდა, მას რაღაც ტკიოდა. დედა ძლიერია,მამაც ძლიერია, მაგრამ მეშინია რადგან არ ვიცი რომელი გაიმარჯვებს სიკვდილთან ბრძოლაში. -ორივე გადალახავს რთულ წუთებს, ექიმს ველაპარაკე მზევინარ. მის წინ ზაზა იდგა რომელმაც დაიმუხლა და მზევინარის გაყინული ხელები მის ხელებში მოიქცია. -თქვენც მოდით, თქვენს შეწუხდით მადლობა.... -გაჩუმდი და მადლობა არ თქვა, როცა ჩვენს გვერდით ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს უჭირთ შვილო ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვართ ეს რამდენიმე საათის წინ გითხარი როცა ჩემს კაბინეტში შემოდი. ბიჭები აქ იქნებიან შენთან ერთად არ დაგტოვებს მე კი ტელეფონით გავიგებ ამბებს. ფეხზე წამოდგა და ბექას ანიშნა რომ გაყოლოდა, ბექა მამას გაყვა და ზაზამ ჩურჩულით უთხრა. -ექიმი ვნახე, თომა არის მათი ექიმი.... -ჩვენი თომა? -ჩვენი თომა და მითხრა, ბექა მდგომარეობა რთული არის თუ,მცა ცდილობს და მითხრა ყველაფერს გავაკეთებ რომ გოგო მარტო არ დარჩესო, თქვენც აქ იყავით მარტო არ დატოვოთ. ზაზამ მზევინარს შეხედა და ისევ ბექას მიუბრუნდა. -ძალიან რთულია მის ასაკში მშობლის დაკარგვა ის ხომ ახლა ცდილობს ფეხზე დადგომას და ახალი ცხოვრების დაწყებას. ბექამ შეხედა მზევინარი ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯით წავიდა ექიმის კაბინეტისკენ, ბექა ზაზას მიუბრუნდა და უთხრა. -წავედი, თუ რამე დამჭირდა დაგირეკავ. -იცოდე შენს ზარს ველოდები შვილო. ზაზა წავიდა, ბექა მზევინარს გვერდით ამოუდგა მზევინარმა ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -მინდა მამა ვნახო, აუცილებლად უნდა ვნახო. ლაშამ ბექას შეხედა და თვალებით უთხრა ,,მე მოვაგვარებო'' და ექიმის სანახავად წავიდა, რამდენიმე წუთში ექიმთან ერთად დაბრუნდა და მზევინარი სპეციალურად გამოწყობილი შეიყვანეს მამასთან. ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს და ფერმკრთალ გურამის ცრემლიანმა შეხედა, რომ არ ელოდა გურამის ხმა გაიგონა. -მაპატიე, რომ ყოველთვის მარტოსულად გრძნობდი თავს. მაპატიე, რომ არასოდეს გისმენდი შვილო. შენ ყოველთვის ჭკვიანურად და დაგეგმილად მიყვებოდი შენი ცხოვრების გზას და მინდა ვაღიარო, შენით ვამაყობ მზეო. -მამა მე ყოველთვის ვცდილობდი კარგი შვილი ვყოფილიყავი, თუმცა ამას შენ ვერასდროს ვერ ხედავდი და ჩემზე წინ ყოველთვის იდგა ლენა და ლუკა რადგან ისინი შენი ნაწილი არიან,მაგრამ ახლა მათზე არა უნდა ვიქროთ რომ ჩემთან დარჩე და არასოდეს არ დამტოვო....... -შენ, შენ ხარ ჩემი შვილი, ჩემი ნაწილი ხარ მზეო. -მამა ძალიან მიყვარხართ შენც და დედაც.... -მაპატიე შვილო, ძალიან გთხოვ მაპატიე ჩემი გულცივობა, ჩემი შენდამი უყურადღებობა. ვერ შეგივსებ შვილო იმ დანაკლისს რაც დაგაკელი, მაგრამ შენს სიყვარულში დავხუჭავ საბოლოოდ თვალებს. -ახლა დამშვიდდი და გთხოვ არ გაბედო ჩემი მარტო დატოვება, იბრძოლე მამა რომ აქედან სამივე ღიმილით გავიდეთ. -გპირდები ჩემო მზეო რომ სამივეს კიდევ უამრავი ფერადი წლები გველოდება წინ. -ერთად ვიქნებით მამა დაცემულიც წამოვდგებით, ამ ერთი დღის ტკივილმა ტკივილთან ერთად სიცილიც კი შემაძლებინა. ტირილი რომ იყო საჭირო მე გაბედული გავხდი და ამ დიდ ტკივილს მედგრად დავხვდი, სირთულემ გაიარა და კარგად უნდა მყავდე, მამიკო მჭირდები და მე კი გპირდები უფრო ძლიერი ვიქნები, გულს არასოდეს არ გატკენ და იმედს არ გაგიცრუებ. გპირდები მა ცხოვრების აღმართს დაკვირვებული და მტკიცე ნაბიჯებით ავივლი. -ვიცი და მჯერა შენი შვილო. თქვა გურამიმ და ცრემლი დაედინა სახეზე, ოთახში ექთანი შევიდა და მზევინარს შეხედა. -გადაღლა არ შეიძლება, დღეს საკმარისია ხვალ ისევ შეგიძლია ნახო უფრო უკეთესად იქნება და ახლა მას სიმშვიდე სჭირდება. მზევინარმა მამასთან მივიდა სახე დაუკოცნა და ჩურჩულით უთხრა. -დროებით გტოვებ, ხვალ ისევ გნახავ.ოთახიდან გავიდა და სახეზე ღიმილი ჰქონდა, მომღიმარს რომ შეხედა ბექამ გული გაუთბა და ახლოს მისულმა თვალებში ჩახედა, მზევინარმა ვეღარ გააკონტროლა თავი და ბექას ორივე ხელებით შემოეხვია. -მადლობა, მადლობა რომ ისევ აქ ხარ. ბექამ შემოხვია თავისი ძლიერი მკლავები მზევინარის ათრთოლებულ სხეულს და ლაშას შეხედა შემდეგ კი ყურში უჩურჩულა მის მკლავებში მოქცეულს. -ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის დაგიცავ მზეო. -დედა და მამა სიკვდილს ებრძვის და შენ აქ ხვევნა კოცნა გაგიმართავს სულ დაკარგე ნამუსი თუ ზეიმობ ისინი მალე მოკვდებიან და მერე შენია ბურთიც და მოედანიც. მზევინარმა ცივად გაუშვა ხელები ბექას და გაოცებულმა შეხედა მის უკან მდგარ თეკლას მის შვილებთან ერთად. -მამიდა, მამიდა ვინ დაგირეკა, ვინ გითხრა...... -კითხულობ ვინ დამირეკა ვისაც კარგი უნდა ჩემი ძმისთვის, ყოველ შემთხვევაში შენ არ დარეკე რადგან ვერ მოიფიქრე ან არ გეცალა ფიქრისთვის. -მზევინარი გათიშულია დღევანდელი მიღებული სტრესისგან რაც მოვიდა დილიდან ტირის და ახლა თუ მის სახეზე ღიმილს ხედავთ ეს სიხარულის ღიმილია, რადგან მამას ელაპარაკა. -შენ ვინ ხარ, თავად ენა არ აქვს რომ თქვას? -ქალბატონო...... -არ ჭირდება მზევინარს ადვოკატები კარგად ასხარტალებს ენას და თქვენზე ადრე ვიცნობ მას. თეკლა გიჟივით ატრიალებდა თვალებს, მზევინარი კი სირცხვილით სად წასულიყო არ იცოდა ბოლოს ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -ბექა,ლაშა მადლობა რომ აქამდე ჩემს გვერდით იყავით, მაგრამ მამიდა მოვიდა და ამიერიდან ის იქნება ჩემს გვერდით. ბექა და ლაშა მიხვდა მზევინარი მამიდას წინ ვერ წავიდოდა, მუჭები შეკრა და ჯერ ლაშას შეხედა იგივე მდგომარეობაში იყო ლაშა და ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნა, მზევინარს შეხედა და ძალიან მშვიდად უთხრა. -თავად იცი რა რთულია კომპანიაში მდგომარეობა საქმე თავზე საყრელად გვაქვს და ჩვენ ახლა იქ უნდა ვიყოთ სამივე, მაგრამ ლაშა გადაფარავს შენს არ ყოფნას მეც დავეხმარები და სანამ არ გამოჯამრთელდება შენი მშობლები მათ გვერდით უნდა იყო მზევინარ მათ ჭირდები და რა დროც არ უნდა იყო დამირეკე და აქ გავჩნდებით ორივე. -მაგრამ..... -გამახსენდა ჩემი ნომერი არ გაქვს ძველ ტელეფონში დარჩა გუშინ რომ გამოცვალე, მომეცი ჩავწერ და ისევ გექნება. მზევინარი დაიბნა, თეკლა კი გაოცებული იდგა და ბექას უყურებდა შემდეგ იქვე მდგარ ლენას წარბაწეულმა შეხედა. ლაშა თეკლას ყველა მოძრაობას და სახის მიმიკას აკვირდებოდა ამ ქალს შუბლზე ეწეა რომ მზევინარი არ უყვარდა, ბექამ ტელეფონი გამოართვა მზევინარს თავისი ნომერი ჩაუწერა და თეკლას შეუმჩნევვლად თვალი ჩაუკრა რაზედაც მზევინარს გაეცინა რაც ლაშამ შეამჩნია, წასვლისას კი ორივემ კარგად იცოდა, რომ მზევინარს იქ გაჩერება გაუჭირდებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. -წავედით მზევინარ და შენს ზარს დაველოდები. ორივემ დაემშვიდობა და მზევინარმა გააცილა, ბექა კი მიუბრუნდა მზევინარს და უთხრა. -რატომ ცახცახებ, მზევინარ თუ გეშინია არსად არ წავალ. -მამიდასი არ მეშინია ის სულ ასე ყეფს, მაგრამ ლუკასი მეშინია. -რას ამბობ, რას გულისხმობ ვერ მივხვდი. -დედა ყოველთვის მაფრთხილებდა ლუკასთან შორს დავდგე და არ დავუახლოვდე, ბექა ლუკასთან ყოფნა მაშინებს სხვა არაფერი, მაგრამ გავუმკლავდები. ბექამ ლაშას შეხედა და ლაშამ უთხრა. -არსად არ წავალთ ბექა, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ უბრალოდ გავიდეთ და მოგვიანებით შემოვიდეთ დაე იფიქროს მათმა რომ წავედით. -კარგი ჩვენ ახლა გავალთ, მაგრამ დავბრუნდებით შენ კი მშვიდად იყავი. წავიდა ორივე, წავიდა და ბექა მზევინარზე ფიქრობდა. მზევინარი ნელა ნელა მიუახლოვდა თეკლას და მისგან მოშორებით დაჯდა თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭული ჰქონდა ლუკას ხმა რომ გაიგონა. -მზევინარ რაო შენმა საყვარელმა, მომენატრებიო? თვალები მაგრად დახუჭა ცრემლები რომ შეეკავებინა, მაგრამ ლუკა ძალიან ახლოს დაჯდა მასთან და ცალი ხელი ფეხზე დაადო ხელს კი ნელა ნელა ამოძრავებდა და მზევინარმა შეშინებულმა ფეხზე წამოხტა. -რას აკეთებ, შენ...... -რას ვაკეთებ, საყვარელი გაგიბრაზდება? უთხრა ცინიკურად და ხელი ისევ წაიღომზევინარისკენ, მზევინარმა ხელი აუქნია მეორე ხელი სახეში გაარტყა და უთხრა. -არასოდეს მომიახლოვდე მეზიზღები,ამაზრზენი ადამიანი ხარ და ვერასოდეს ვერ გიტანდი. -რომ მოგიახლოვდე ვინ გადამიდგება წინ, შენი ბექუშა? -ინანებ, შენს სიტყვებს და შენს ქცევას ინანებ, მაგრამ რომ ინანო ადამიანი უნდა იყო შენ კი არ ხარ ადამიანი შენ ცხოველი ხარ. მზევინარი უკან უკან ხევით წავიდა და შემდეგ სირბილით გაიქცა, საავადმყოფო დატოვა და ბნელ ქუჩებში გარბოდა. მირბოდა სიბნელეში და მომენტალურად გაჩერდა ნერვულად აწვალებდა ხელის თითებს, ახლაც ყველაზე რთული მომენტის კიდესთან იდგა და ვერაფრით გადაეწყვიტა რა არჩევანი გაეკეთებინა, მასში მხოლოდ ზიზღი იყო ლუკას მიმართ და სხვა არაფერი. ისევ გადადგა ნაბიჯი ნელა ნელა აუჩქარა და ისევ გარბოდა, გარბოდა სიბნელეში და სახეზე ჩამოეშალა მისი ტალღოვანი თმა ქარი დაუდევრად რომ აფრიალებდა. ხელით გადაიწია თმა და უეცრად ვიღაცის მკვრივ მკერდს შეასკდა, ვიღაცამ ძლიერად მოხვია ხელი და გულზე მიიკრა. იგრძნო რომ ის ხელები არ იყო საშიში, იგრძნო ორი გული როგორ ძლიერად ფეთქავდა, სიბნელეში მხოლოდ მის თვალებს ხედავდა, ის კი ხელს წელზე უჭერდა და შემდეგ ჩურჩული გაიგონა. -არ უნდა დამეტოვებინე მარტო, მაგრამ აქ ვარ შენთან და შენს გვერდით. უთხრა ბექამ და ისევ გულზე მიიკრა.ვეღარ შეძლო ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე და ჩუმი ქვითინიდან ხმამაღალი ღრიალი ამოუშვა ყელიდან. -არ დამტოვო მამა, არ დამტოვო ისინი არ გამახარებს მარტო რომ ვიქნები. -ჩუუუუუ, დამშვიდდი მე ვარ შენთან შენს გვერდით. -იქ, იქ, იქ....... -რა მოხდა იქ მზევინარ და რატომ ხარ ამ მდგომარეობაში. -ლუკა, მან ხელი..... -კარგი დამშვიდდი, ერთად დავბრუნდებით და სანამ დედა, მამა ასეთ მდგომარეობაში არის არ იფიქრო რომ დაგტოვო. -ისინი...... -უარს არ მივიღებ და ნურც შეეცდები გადამაფიქრებინო ახლა მშვიდად დავსხდეთ მანქანაში შენ დამშვიდდები და მერე წავალთ. მზევინარმა ნელა ნელა ტირილი შეწყვიტა, ხელის კანკალით გამოართვა ლაშას წყლის ბოთლი შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ნელა ნელა დამშვიდდა. -ახლა გისმენ რატომ გამოიქეცი, რა მოხდა და მინდა სიმართლე მითხრა. მზევინარმა თავი დახარა, თვალები დახუჭა და ბექას და ლაშას ყველაფერი უთხრა. -საყვარელი ვარ შენი? თქვა ბექამ გაოცებულმა და შემდეგ გულიანად გაიცინა, მზევინარს შეხედა და უთხრა. -ამიტომ იტირე? -არ უნდა მეტირა? -არ უნდა გეტირა, რადგან უნდა გეთქვა ძვირფასო სცდები საყვარელი ადამიანია რომელიც მალე ჩემი ქმარი იქნებათქო. -რას ამბობ ბექა..... -რას ვამბობ მზევინარ რომ დაგიცვა იმ სგან დღეიდან შენი საქმრო ვარ, გასაგებია? -ეს, ეს ხომ დიდი ტყუილია და როგორ ვთქვა. -მზევინარ....... -ეს ხომ სიმართლე არ არის და არც დაიჯერებენ ამ ტყუილს. ბექამ ორივე ხელებით ააწევინა თავი თვალებში ჩახედა და უთხრა. -მზევინარ მივხვდი რომ ტყუილის თქმა გიჭირს, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ვთქვათ ტყუილი რადგან ამ ტყუილს შეუძლია დაგვიცვას და გადაგვარჩინოს, შესაძლებელია ტყუილმა ცხოვრებაც დაგვინგრიოს, შენ კი გინდა ცხოვრება ააწყო და არ დაგენგრეს, ამიტომ ამჯერად სანამ ეს ტყუილი თავის საქმეს არ ამოწურავს მათ ასე ეცოდინებათ. -კარგი, როგორც იტყვი, მაგრამ არცერთი არ დაიჯერებს, მაინც ვცადოთ თუმცა ვიცი თეკლა გაგიჟდება. -მათ რაც უნდათ ის გააკეთონ მე შენ ასე დაგიცავ. -მამასთან რომ შევიდეს და სხვაგვარად უთხრას? შიში ედგა მზევინარს თვალებში, მაგრამ მაინც დიდი იმედით უყურებდა ბექას. -შენ დამშვიდდი და თუ თავს უკეთ გრძნობ წავიდეთ. -წავიდეთ. ჩურჩულით თქვა მზევინარმა და ბექამ ლაშას მიუბრუნდა. -ლაშ..... -ჯერ თქვენ შედით და მე თომას ვნახავ მოგვიანებით შემოგიერთდებით, თან არ გვინდა ერთად გვნახოს სამივე. -როგორ გესმის ჩემი ამიტომ მიყვარხარ......... -შენ რომ არ გესმის და ნერვებს მიჭამ ამაზე რას მეტყვი.... -გასტკუცვა არის კარგი გამოსავალი, მაგრამ შენ ამას არ გააკეთებ და ამიტომ გეშლება ნერვებიც. სამივეს გაეცინა, ბექამ მზევინარს მხრებზე მოხვია ხელი და ასე შევიდა ორივე საავადმყოფოში, ძალიან მჭიდროდ მიიკრა გულზე და როცა თეკლას უახლოვდებოდა რომელიც გაოცებული უყურებდა ორივეს ბექამ არ შეიმჩნია მისი გაოცებული გამოხედვა და მზევინარს უთხრა. -ხომ გითხარი არ დამაგვიანდება და მალე მოვალთქო, შენ კი შეგეშინდა, როგორ იფიქრე რომ აქ მარტო დაგტოვებდი. -მითხარი ოფისში მივდივარო და იქ რომ შედიხართ იკარგებით, საქმეებს ვეღარ ერევი და ზოგჯერ იქ ზიხარ დილამდე მშიერიც კი. -დამშვიდდი ახლა აქ ვარ,ლაშა ექიმის სანახავად წავიდა და ვნახოთ რა ამბით დაბრუნდება. -როგორ ფიქრობთ,არც კი ვიცი როგორ მოგმართოთ და არც ის ვიცი აქ რა სტატუსით ხართ, მაგრამ ჩვენ ექიმიც ვნახეთ სანამ თქვენ ესიყვარულებოდით ერთმანეთს. -მამიდა....... -რა მამიდა, რა მამიდა აქ სასიყვარულო და გრძნობების გადმოფრქვევის ადგილი არის? თეკლა გაბრაზებული შებრუნდა მზევინარისკენ, მაგრამ მზევინარის წინ ბექა დადგა და თეკლას გაბრაზებულმა შეხედა. -ქ-ნო თქვენ მართალი ხართ თქვენზე მეტი უფლება არ მაქვს, მაგრამ როგორც მზევინარის საქმრო ვალდებული ვარ ჩემი საყვარელი ქალის გვერდით ვიყო მაშინ როცა მას უჭირს, ტკივა და განიცდის ძლიერ სტრესს. -საქმრო? -დიახ საქმრო ქ-ნო მამიდა.... -ჩემს ძმას არ უთქვია რომ საქმრო ყავდა მის შვილს, პირდაპირ გეთქვა ჩემი საყვარელი არისო ამას უფრო დავიჯერებდი. ჰმ, საქმრო მომინდომა მდიდარი ბიჭის ცოლობა, შენ ვინ შეგირთავს და უთვისტომო ქალი ვის რად უნდა. ბექა ძალიან გააბრაზა თეკლას მზევინარისადმი გადმოფრქვეულმა ზიზღმა და მკაცრად შეხედა მას თვალებში. -მამიდა ხართ და ჩვენზე უფროსი, მაგრამ არ გაბედოთ და მზევინარს ასე უხეშად არასდროს არ დაელაპარაკოთ, უნდა გრცხვენოდეთ თქვენი საქციელის. -უნდა მრცხვენოდეს და რატომ უნდა მრცხვენოდეს, რა ჩავიდინე სამარცხვინო ჩემი შვილები მე გავაჩინე და ჩემმა ძმამ ერთი უთვისტომო ქალი შეირთო და შვილიც ვერ აჩუქა ეს მოიყვანეს და გაზარდეს სამადლოდ და მასლობის გადახდაც ასე უნდა. თქვა და ზურგი აქცია ბექას, ბექამ კი მზევინარს მიუბრუნდა რომელიც ფერდაკარგული იდგა და სახეზე ცრემლები სდიოდა, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -დარწმუნებული ვარ არასდოს ყვარებიხარ, დამშვიდდი არავის მოვუშვებ შენამდე მზეო. -შენც გაგლანძღა.......... -დამშვიდდი, წავიდეთ ვნახოთ ექიმი. ძლივს გადადგა ნაბიჯი და ბექას გაყვა. გული ტკიოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა მზევინარს უნდოდა ხელი მოეკიდა აქაურობას გარიდებოდნენ, მაგრამ არ შეეძლო. ფიქრობდა ბექა და მზევინარი უეცრად ძალა გამოცლილი მუხლებზე დავარდა და ხმით მოთქვამდა,არასოდეს უყვარდა სხვაზე შეპასუხება ეს იყო მისი მინუსი და ყოველთვის ჩუმად იყო ყველასთვის შეუმჩნევლად იდგა კუთხეში. ძალიან უყვარდა მამიდა, მაგრამ თეკლასგან მზევინარს სიყვარული არასოდეს არ უგრძვნია.მთელი დღის ნაგროვებმა სიბრაზემ ერთიანად ამოხეთქა და იგრძნო მხრებზე ძლიერი ხელები ეს ბექა იყო მის გვერდით მასთან ერთად ისიც ჩამუხლული და ცდილობდა მის დამშვიდებას, ბექას თავი მიადო თავზე და ჩურჩულით უთხრა. -მაპატიე ჩემი სისუსტე, მაპატიე და ბოდიში ამ ყველაფერს რომ შეესწარი. -დამშვიდდი, ის ინანებს ამ საქციელს მზეო. -შენ არ უნდა გამხდარიყავი ამ უსიამოვნო საუბრის მოწმე. -ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, გპირდები შენ არავინ არ შეგეხება. ბექას ექიმი და ლაშა მიუახლოვდა და ახალი ამბებით კმაყოფილმა შეხედა ორივეს. -თომა გვაქვს სიახლე? -კარგი სიახლე გვაქვს მეგობარო, პაციენტი გამოჯამრთელდება და კარგად იქნება. -დედა, დედა როგორ არის. -დედაც უკეთესობისკენ მიდის. -კარგია, მშვენიერია, ეს ხომ შესანიშნავი ამბავია ამ ბოლო საათებში რაც გავიგონეთ. მზევინარს მიუბრუნდა გაღიმებული რომელიც კანკალობდა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა ბექას. -ჩემი დედიკო იცოცხლებს, ცოცხალია არ დამტოვა არცერთმა ბექა. თქვა და სიცილ ტირილით უყურებდა ექიმს, ბექამ მზევინარის უკან გაიხედა და იქ არც თეკლა იყო და არც მისი შვილები, რაც ლაშას უცნაურად მოეჩვენა და ბექას უთხრა. -უცნაურია, ბექა რაღაც ცუდის მოლოდინში ვართ. -მეც მასე ვფიქრობ მაგრამ ახლა მთავარი ისაა რომ ორივე გადარჩა და ყველა სირთულის მიუხედავად საშიშროებამ გაიარა. -ბექა ვფიქრობ საშიშროება აწი იწყება. -მამიდას გულისხმობ, გავუმკლავდებით. ბექამ ლაშას შეხედა და შემდეგ ჩურჩულით უთხრა. -აქ იყავი არსად არ გახვიდე, მალე დავბრუნდები. -სად მიდიხარ, ბექა........ ბექამ არ მიუხედა ლაშას და წავიდა, რამდენიმე წუთში გაღიმებული სახით დაბრუნდა და მზევინარს შეხედა. -მზეო მზად ხარ სიურპრიზისთვის? -რა სიურპრიზი, რა ხდება ბექა. ბექამ თვალი ჩაუკრა ლაშას და მზევინარი თვალებზე ხელებ აფარებული შეიყვანა დედასთან, მზევინარს თვალები აუხსნა და სიხარულისგან შეჰკივლა დედასთან მივიდა და მისი მომღიმარი სახე დაუკოცნა, შემდეგ მამას შეხედა რომელიც იქ მოიყვანა ბექამ და მზეო ორივეს ეფერებოდა. ნინომ ბექას მადლობა მოუხადა და შემდეგ მზევინარს მიუბრუნდა. -წადი შვილო დაისვენე ძალიან ინერვიულე და სიმშვიდე გჭირდება, დაიძინე ცოტა, რამე შეჭამე და მერე მოდი. -კარგად ვარ, დაღლილობაც მომეხსნა რომ შეგხედეთ ორივეს. -ნუ ჯიუტობ, წადი და დაისვენე. -დედა თქვენ რომ მყავხართ ვერავინ მომერევა ძლიერი ვარ და მადლობა უფალს რომ თქვენი სიცოცხლე მაჩუქა. თქვენ მე ძალიან, ძალიან მჭირდებით. -ბექამ ყველაფერი გვითხრა, შენ არაფერზე არ ინერვიულო ბექამ შენს დასაცავად გააკეთა ის რაც გააკეთა. მადლობა ბექა და დიდი იმედი მაქვს სიკეთით გადავიხდით თქვენს გვერდით დგომას, გაცემული სიკეთე არ იკარგება ის დაფასდება შვილო. -ყველაფერი კარგად არის ჩვენ წავალთ მზეოს წავიყვანთ. მზეომ ბექას შეხედა, მაგრამ ბექამ დაასწრო. -რატომ მიყურებ გაკვირვებული, რამე უნდა ჭამო ხომ გინდა რომ ძლიერი იყო..... -არ მინდა არაფერი, ძალიან ბედნიერი ვარ ბექა. -ბედნიერი ხარ და ეს ბედნიერება რომ შეინარჩუნო და სხვაც გააბედნიერო ფეხზე უნდა იდგე მყარად, ასე რომ ჩვენც გვშია და წამოდი ერთად დავსხდეთ ასე ახლოსაც გავიცნობთ ერთმანეთს. -კარგი აზრი არის შვილო და მერე სახლში წადი თუ ვერ გაჩერდები მერე მოდი. სამივე დამშვიდებული გავიდა, ბექამ და ლაშამ მზევინარი ერთ მყუდრო სახინკლეში შეიყვანა, მზევინარმა მხოლოდ ახლა იგრძნო რომ ორი დღეა არაფერი უჭამია და არც წყალი არ დაულევია. შერცხვა, მაგრამ ბიჭებს შეხედა და მორცხვად თქვა. -ძალიან მერიდება თქვენი, მაგრამ ახლა ვიგრძენი თუ როგორ მშია და რაც არ უნდა თქვათ არ მოგისმენთ, მშია და უნდა მივირთვა. -რა მორიდებული გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ ვინც არ გიცნობს მზევინარ. თქვა ლაშამ და სამივეს გულიანად გაეცინა. -ნუ დამცინით, თუმცა იცინეთ მშია და მაინც ვერ შემაჩერებთ. კარგად რომ დანაყრდა სამივე ბექამ და ლაშამ ორ-ორი ჭიქა შავი ღვინოც მიირთვეს და ბექამ მორიდებულად შეხედა მზევინარს, მზევინარმა კი თვალი თვალში გაუყარა და ღიმილით უთხრა. -გისმენ უფროსო. -რა, რატომ მისმენ..... დაიბნა ბექა და მზევინარს დაბნეული უყურებდა, მაგრამ მზევინარმა ისევ გაუღიმა. -გინდა კითხვა დამისვა, მაგრამ გერიდება, ამიტომ მე გეტყვით რატომ მიწოდა მამიდამ . -ბოდიში მზეო მაგრამ სწორად მიმიხვდი.... -ვიცი რომ დაგაინტერესდათ და ყველას დააინტერესდებოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო თქვენს ადგილზე და გეტყვით, რომ სულ რამდენიმე დღის უკან ვიცოდი რომ ოჯახის ერთადერთი შვილი ვიყავი, მაგრამ განებივრებული არა. არასოდეს ვყოფილვარ მამიკოს გოგო, მისი ერთადერთი პრინცესა არა მე არამედ მისი დიშვილი ლენა იყო მე კი ყოველთვის მეორე ადგილზე ვიდექი და ყოველთვის ვფიქრობდი რატომ ხდებოდა ასე. რატომ ვეზიზღებოდი მამას და რატომ უყვარდა დიშვილები შვილზე მეტად, თუმცა დიშვილი და ძმიშვილი ვის არ უყვარს ეს არავის უკვირს, მაგრამ მიკვირდა მე და ამ კითხვას პასუხი თავად გავეცი იმ დღეს როცა პირველად გასაუბრებაზე ვიყავი თქვენთან, -როგორ იპოვე პასუხი. -გასაუბრებიდან დაბრუნებულმა კარი გავაღე და უნდა მეთქვა დავბრუნდიმეთქი რომ დედას ხმა გავიგონე რომ თქვა ,,მე ის სულ პატარა ავიყვანე ხელში და გავზარდე'' და ადგილზე გავშეშდი, ძალა ვერ ვიპოვე ნაბიჯი წინ გადამედგა და უკან-უკან ხევით გავედი სახლიდან. ვიარე, ძალიან ბევრი ვიარე და ვფიქრობდი ვინ ვარ მე და ვინ არის ჩემი მშობლები ან ღირდა კი მათი პოვნა. -გამოდის რომ აყვანილი ხარ. -არა, ბექა მე მამას შვილი ვარ მისი ერთადერთი შვილი, მაგრამ ეს სიმართლე იმ დღეს გაიგო მამამაც... -რას ამბობ, დედა ვინ არის იცი? -არა და არც ვკითხულობ, დედა ის არის ჩემი ვინც გამზარდა, ვინც ამღზარდა და ღამეები მითია. დედა ის არის ჩემი ვინც მასწავლა ცხოვრება, ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა თავიდან წერას, კითხვას და ანგარიშს. ჩემთან ერთად თამაშობდა დედობანას თოჯინებზე, ჩემთან ერთად ტიროდა და ჩემთან ერთად იცინოდა.დედა ის ქალი არის ჩემი ვისი მზეც მე ვარ და ვისაც ჩემით უხარია დილის გათენება მე ამ ქალს ვერავისში ვერ გავცვლი ბექა. ბექა და ლაშა დუმდა და მზევინარს ორივე გაოცებული უყურებდა. -დედა ღარიბი ოჯახიდან არის ბევრი დედმამიშვილებით და დედა მამაზე გაათხოვეს, თუმცა დედას ჩუმად ყვარებია მამა და ვერ გაუმხელია, მამა თავიდან მსმელი და დროს მატარებელი კაცი ყოფილა, რომ ვთქვათ დღევანდელი დღით ცხოვრობდა, მაგრამ დედაზე შეურაცყოფა არასოდეს მიუყენებია. დედამ შეძლო და მსმელი ქმარი კაცად აქცია, მამა სასმელს შეეშვა მუშაობაც დაიწყო დედასთან ერთად პატარა ბიზნესიც წამოიწყო ერთი სიტყვით ცხოვრება დედასთან ერთად თავიდან დაიწყო სულ ახალი ფურცლიდან. არ ვიცი რა მოხდა მის ცხოვრებაში და არც ვკითხულობ, მაგრამ ერთი გოგონა ასაკით ბევრად პატარა მისგან ორსულად დარჩა ეს ძალადობა იყო თუ წუთიერი სისუსტე ორივეს მხრიდან არ ვიცი და ამის საბოლოო შედეგი აღმოვჩნდი მე ვინც რამდენიმე თვეშიც დავიბადე. ეს დედას გაუგია და იმ ქალისგან უარყოფილი მამასთან შეთანხმებით ამიყვანა სამშობიაროდან სულ ჩვილი და თოთო, რომელსაც ბიოლოგიურმა დედამ არც კი შეხედა მის შობილ ჩვილს, მიმატოვა და წავიდა. აი ასე აღმოვჩნდი მე ძმიშვილი, რომელიც ვერასოდეს ვერ შემიყვარა საკუთარმა მამიდამ. -სასწაული და გამაოგნებელია, აიყვანო ჩვილი რომელიც იცი ქმრის საკუთარი შვილია მხოლოდ სხვა ქალთან გაჩენილი და რაოდენ დიდსულოვანი უნდა იყო ეს რომ შეძლო და გააკეთო. -მზევინარ მე ვფიქრობ დედაშენს ამიტომ მისცა უფალმა მეორე შანსი ეცოცხლა, რომ შენ მარტო არ ყოფილიყავი, მაგრამ პირდაპირ ვამბობ მამიდაშენი არ მომწონს ის რომ ჩემი მამიდა იყოს სახლში არ შემოვუშვებ. -არც მე მომწონს ბექა ამ ქალს რაღაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ რა. -ვერ ვიმკითხავებთ და ვერ გავიგებთ, ახლა ყველაზე მთავარი ისაა რთული პერიოდი დავძლიეთ და რამოდენიმე დღეში სახლში იქნებით დაისვენებ და შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდები. -ცხოვრებაში ხშირად ხდება ზოგჯერ რთული და ზოგჯერ მარტივი პერიოდები, მთავარი ბრძოლა შევძლოთ რომ გადავლახოთ, ჩვენ ერთად გადავლახეთ ეს რთული დღეები და მადლობა ორივეს. -მარტო ორივეს? გაიგონა მზევინარმა და უკან მიიხედა გაოცებულმა, მის უკან გაღიმებული იდგა ზაზა. -ბ-ნო ზაზა..... -დაჯექი შვილო არ მინდოდა ხელი შემეშალა თქვენთვის, მაგრამ მეგობრებთან ერთად ვიყავი და დაგინახეთ, თქვენს ღიმილიან სახეზე მივხვდი რომ მდგომარეობა უკეთ არის. -კი უკეთ არის, ბევრად უკეთ და მადლობას ვუხდიდი ორივეს და რა თქმა უნდა თქვენც. ბ-ნო ზაზა მადლობა ყველა წუთისთვის და ყველა წამისთვის არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ ეს სიკეთე. -მკაცრი ვარ მზევინარ და...... მზევინარს ფერი ეცვალა და ბექამ ხელზე ხელი დაადო და ზაზას შეხედა. -ბევრი გადაიტანა ამ ერთ დღეში და შენ ნუ დაუმატებ, ვერ ხედავ ფერი დაკარგა. ზაზას გაეცინა და მზევინარს თვალებში ჩახედა შემდეგ კი ღიმილით უთხრა. -შენი ნიჭით, შენი ცოდნით, შენი თავდაუზოგავი შრომით შვილო და მე მჯერა შენ დიდ სიმაღლეზე ახვალ შენთან ერთად კი ჩვენც... -ჩემი ოჯახის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. -ჩვენ ყოველთვის ყველგან ერთმანეთის იმედი ვიქნებით, ეს დაიმახსოვრე და მე წავედი. მზეო მიხარია რომ ყველაფერი კარგად არის, ბიჭებო მზევინარი დაისვენებს, თქვენც დაისვენეთ ხვალ და ზეგიდან გელოდებით ფხიზლებს და არა ფეხზე დაძინებულებს. -არის უფროსო. უთხრა ლაშამ და თვალი ჩაუკრა ზაზას, ზაზა ღიმილით დაშორდა სამეულს და მათმაც რამდენიმე საათი ისაუბრეს შემდეგ ბექამ ბინასთან მიიყვანა მზევინარმა გაოცებულმა ახედა ბინას და თქვა. -შუქი არის, ალბად სიჩქარეში გათიშვა დაავიწყდათ რაც უცნაურია. ბექამ შეხედა და თქვა. -ამოგყვები მაღლა. -არა ბექა მადლობა, მაგრამ გთხოვ დაისვენე შენც დაღლილი ხარ. -კარგი არ გავჯიუტდები რადგან მართლა ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავისვენო, მაგრამ..... -თუ რამე შეიცვლება უნდა დაგირეკო, სწორად გამოვიცანი? -სწორად გამოიცანი, მაგრამ მაინც გაითვალისწინე რა დროც არ უნდა იყოს დამირეკავ. -დაგირეკავ. უთხრა ღიმილით და წავიდა, ბექამაც ღიმილით გააყოლა თვალი და თვალს მიეფარა თუ არა თავადაც წავიდა. მზევინარმა დაღლილმა გააღო სახლის კარი ჩანთა იქვე საკიდზე დაკიდა, ფეხზეც გაიხადა და პირველი სამზარეულოში გავიდა სადაც გაოცებული უყურებდა მაგიდაზე დაყრილ დაბინძურებულ თეფშებს, ნიჟარაში ჩაყრილ დასარეცხ ჭურჭელს და თქვა. -შეუძლებელია დედამ სახლი ასეთ მდგომარეობაში დატოვა. სამზარეულოდან მისაღებში შევიდა და შეხედა თეკლა მშვიდად იჯდა ტელევიზორთან, მაგრამ ყურსასმენი ეკეთა და ტელეფონზე საუბრობდა არც გაუგია მზევინარის შესვლა სახლში, მაგრამ რომ შეხედა შეშინებული წამოხტა ფეხზე. -როდის დაბრუნდი, დიდი ხანია აქ ხარ და მისმენ? -მამიდა რა გემართება და ასე რატომ შიშობ. -შენი მამიდა არ ვარ და არც არასოდეს არ ვყოფილვარ. -როგორ ძალიან სცდები, თუმცა რა აზრი აქვს რამე რომ გითხრა ეს ზიზღი რაც ჩემს მიმართ გაქვს არასოდეს არ გაგივლის, დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ძალიან ინანებ ჩემდამი ასეთ დამოკიდებულებას. უთხრა და თავის ოთახში შევიდა, რამდენიმე წუთში სააბაზანოში შევიდა და აბაზანის შემდეგ თავისი ოთახის კარი შიგნიდან დაკეტა, მაგრამ თეკლმამ ვერ შეძლო ოთახში შესვლა და კივილი ატეხა. -კარი გააღე, ვის ემალები რომ ჩაიკეტე. მზევინარმა გაბრაზებულმა გააღო კარი და უთხრა. -რა გემართება, რა ისტერიკები მოაწყვე. -არ დაიძინო ლუკა დაბრუნდება მალე და მაგიდა გაუწყვე, მე გავდივარ. მზევინარი უეცრად აენთო და თეკლას შეხედა, თეკლას უეცრად შეეშინდა და უკან დაიხია, მაგრამ მზევინარი მისკენ არ გაწეულა მხოლოდ ზიზღით უთხრა. -მომისმინე მამიდაჩემო, გეზიზღები და ვერ მიტან ჩემი დანახვაც არ გინდა და თან გინდა მოგემსახურო, კეთილი ინებე და ტელეფონზე ჭორაობას ის მაგიდა აალაგე და სახლი როგორც დაგხვდათ იმ მდგომარეობაში დამხვდეს ხვალ, შემდეგ შენს გაზულუქებულ და ნარკომან შვილს თავად მოემსახურე. კარი ცხვირის წინ მიუხურა გაოცებულ მამიდას და შიგნიდან გადაკეტა ყურებზე ხმის დამცავი გაიკეთა და დაწვა დილამდე მშვიდად ეძინა, დილით თავი მოიწესრიგა და საავადმყოფოში წავიდა იქ მისული გაოცებული უყურებდა ნინოს ოთახში ჩქარა-ჩქარა მოძრავ ექიმებს, შეხედა მამა გონებადაკარგული იწვა საწოლზე რომელსაც ცრემლიანი თვალებით თხოვდა არ დაეტოვებინა. მზევინარი გიჟს დაემსგავსა ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და ძლიერი ყოფილიყო. ისევ ის არეული წუთები განმეორდა, ისევ წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი და თვალებში დაუბნელდა, ექთანი მივიდა მასთან და ცდილობდა აეხსნა, მაგრამ მზევინარს არაფერი არ ესმოდა გარდა იმისა უნდოდა გაეგო რა მოხდა მის არ ყოფნაში, მოულოდნელად ექთანს შეხედა და უთხრა. -შეგიძლიათ ამიხსნათ აქ რა მოხდა, წასული ვიყავი..... -კარგად იყო, 3სთ-ზე შემოვლა გავაკეთეთ და ხუმრობდა შემდეგ სადღაც ერთ საათში ცუდად გახდა, უფრო სწორად იმ ქალის მოსვლის შემდეგ გახდა ცუდად ჯერ რაღაც ქაღალდზე მოაწერინა ხელი, მერე ყვიროდა და ვიღაც გოგოზე ძალიან ცუდ რაღაცეებს ეუბნებოდა. -ექიმი, მისი ექიმი უნდა ვნახო. მზევინარი სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა, შემდეგ ექიმის კაბინეტში შევიდა თომამ მზევინარს შეხედა თუ არა ფეხზე წამოდგა. -მზევინარ გპირდები ყველაფერი გამოსწორდება და მამა კარგად იქნება. -ჩემი მშობლები წუხელ მამიდაჩემმა ააწიოკა, რაღაც ქაღალდებზე ხელი მოაწერინა და მამა ცუდად გახდა, დედას შეურაცყოფა მიაყენა და სად არის ამ დროს საავადმყოფოს მედ-პერსონალი. -მზევინარ...... -ექიმო ვინ გამცემს ამ ყველაფერზე პასუხს და მამას რომ რამე დაემართოს მერე.... -ყველაფერს გავარკვევ ვინ იყო წუხელ მორიგე, ჩემთვის ახლა მთავარია პაციენტი გადავარჩინო მეც რომ აქ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა, მეც წავედი გუშინ სახლში მზეო და ხედავ რაც მოხდა. -ექიმო მამას არ უნდა მისცეთ სიკვდილის უფლება, გთხოვთ გადამირჩინეთ მას რომ რამე დაემართოს ცოცხლად გადამივლიან, გთხოვ გააკეთე რაც საჭიროა მხოლოდ ორივე გადამირჩინე. თქვა მზევინარმა და თომას წინ მუხლებზე დადგა, თომამ ორივე ხელებით წამოაყენა მზევინარი და მკაცრად უთხრა. -გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ ორივე გადარჩეს, გთხოვ ასეთი უსუსური, მხდალი და სუსტი არ უნდა შეგხედოს არავინ. შენ ძლიერი ხარ და გაუძლებ ამ სირთულეს, მზეო უნდა გაუძლო, გესმის? -მესმის, მესმის ძლიერი ვიქნები გპირდები და თქვენც დამპირდით რომ პირობას შეასრულებთ... -მეც გპირდები, ყველაფერი კარგად იქნება ახლა ბექას დავურეკავ და..... -არა, არავითარ შემთხვევაში გთხოვ არ დაურეკო. -კარგი როგორც მეტყვი, მაგრამ.... -არა ექიმო, მე პატარა გოგო არ ვარ ჩემს თავს და ჩემს პრობლემებს თავად უნდა გავუმკლავდე. -მართალი ხარ და აი ასეთი მომწონხარ, ასეთი უნდა იყო ძლიერი, მკაცრი და უშიშარი. -გააკეთეთ ყველაფერი და თუ წაყვანა იქნება საჭირო წავიყვან სადაც მეტყვით. გურამი საოპერაციოში შეიყვანეს, მზევინარი დედასთან დაბრუნდა არ უნდა შეეკითხოს რა მოხდა და არც ის უნდა უთხრას წინა ღამით თეკლასთან შელაპარაკების შესახებ და ჩუმად არის, თვალები ტირილისგან ჩაშავებული აქვს ოთახში ბექა, ლაშა და ზაზა შემოიჭრა და მზევინარს შეხედა, სამივე მიხვდა რომ მდგომარეობა ძალიან რთული არის და მსუბუქი საყვედური უთხრა. -დილიდან ვცდილობ დაგიკავშირდე, ტელეფონი სად გაქვს. -არ ვიცი, სადღაც ჩანთაშია და ჩანთაც არ ვიცი სად მაქვს. თქვა და ბექას შეხედა დაღლილი თვალებით. -მზეო რა მოხდა შეგიძლია მითხრა? -ვთხოვე შენთვის არ დაერეკა და მაინც დაგირეკა.... -მე არ დამირეკია, უდანაშაულო ვარ და ცილს ნუ მწამებთ. თქვა ოთახში შემოსულმა თომამ და მზევინარს გაუღიმა. -თომა რა მოხდა, რატომ შებრუნდა მდგომარეობა ხომ კარგად იყო. -გავიდეთ და კაბინეტში ვილაპარაკოთ. უთხრა ბექას და შემდეგ მზევინარს მიუბრუნდა. -მომისმინე რთული მდგომარეობა არ იყო რადგან ადგილზე გაუკეთდა პირველადი დახმარება, მაგრამ შესაბამისად, საუბარია ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც მომავალშიც სულ შეაწუხებს ამიტომ უნდა იყოს სულ ექიმის ყურადღების ქვეშ.ამ წუთში მდგომარეობა სტაბილურია გაიღვიძებს და მასთან შეხვალთ, მაგრამ.... -არ უნდა ინერვიულოს, ვიცი ექიმო. -მზევინარ ნერვიულობის დროს გული არარეგულარულად იკუმშება სწრაფი და ქაოტური შეკუმშვის გამო, რაც იწვევს გულის ფუნქციის დარღვევას. სიმპტომები ცვალებადია, რადგან პაციენტებს შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა, მსუბუქი დაღლილობა, დაღლილობისკენ მიდრეკილება, ქოშინი და წინაკარდიული დისკომფორტი. სტრესის მიღების დროს მას აქვს უსიამოვნო გართულებები, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის უკმარისობა და სიკვდილიც კი. ამიტომ ორი დღით ცალკე ოთახში იქნება და იქ დავაკვირდებით, შემდეგ კი ისევ აქ მოვიყვანთ წყვილს ერთმანეთს ვერ დავაშორებთ ეს უფალმაც არ დაუშვა და ჩვენც ვერ დავუშვებთ. თომამ ნინოს გაუღიმა ახლოს მივიდა წნევა გაუსინჯა და ღიმილით უთხრა. -წნევა ჩემზე უკეთესი გაქვს ნინო დეიდა, სულ მალე წამოგაფრენ ფეხზე. -უფალმა დაგლოცოთ შვილო. თომა გავიდა, ბექა და ზაზა ექიმს გაყვა, ლაშა საავადმყოფოს კაფეში შევიდა და ცხელი ყავა აიღო ერთი ნაჭერი ფუნთუშაც და ღიმილით შევიდა მზევინართან. -აუცილებლად უნდა შეჭამო და სანამ არ შეჭამ აქედან არც შენ და არც მე ფეხს არ მოვიცვლით. მზევინარს უარი არ გაუვიდა და რამდენიმე წუთში უხალისოდ ილუკმებოდა ოთახში გაბრაზებული ბექა და ზაზა რომ შემოვიდა, ბექა მზევინარის წინ დადგა და ჯერ უხმოდ უყურებდა, შემდეგ ყავის ჭიქა ხელიდან აართვა ჯერ მოსვა და მზევინარს უთხრა მჟავე სახით. -რა უგემურია, ლაშამ მოგიტანა? მზევინარმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ლაშას შეხედა, რომელიც გაოცებული უყურებდა ბექას. -თავადაც უგემური, უხასიათო და მჟავე არის ამიტომ ყავა თავად როგორიც უყვარს აძალებს სხვამაც ისეთი დალიოს. -რას ბოდავ, ექიმმა რა გაგიკეთა ან რა დაგალევინა. ბექამ ჩაიცინა მზევინარს თვალი ჩაუკრა მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და უთხრა. -ვიცი რისი თქმაც მინდა ამის არც დრო არის და არც ადგილი, მაგრამ შენ ხომ მითხარი მამა მზეოს მეძახისო. -დედა, დედა მეძახის მზეოს, მხოლოდ დედას მზეო ვარ. -ჩემიც რომ იყო უარს მეტყვი? მზევინარი დაიბნა, ხელები გაუყინდა ნერვიულობისგან, ენა დაება და ბექას უყურებდა შეშინებული თვალებით. -რას ამბობ ბექა........ -რას ვამბობ ცოლად გამომყვები და მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ ერთმანეთის სიყვარულში. -ჯერ, ჯერ, ბექა......ბექას ძალიან მოწონდა მზევინარი და პირველი დანახვიდან ფიქრობდა მასზე, მაგრამ ახლა ეს სიტყვები ისეთი მოულოდნელი იყო თვით ლაშაც და ზაზაც კი დაიბნა და გაოცებული უსმენდნენ ბექას მაგრამ მათ ვერ შეამჩნია ოთახში შემოსული თეკლა და ლენა რომლებიც არანაკლებ გაოგნებულები უყურებდნენ მზევინარს რომელსაც ბექა მაგრად უჭერდა ხელებზე ხელებს და მოულოდნელად თეკლამ იყვირა. -როგორ არ გაუსკდება გული ჩემს ძმას, ასეთი შვილის ყოლას სულ რომ არ გყავდეს უკეთესია. ნინომ თეკლასკენ შეაბრუნა თავი და დაუფარავი ზიზღით უთხრა. -ძმის მკვლელი ხარ, შენ ხარ მკვლელი. მზევინარმა მიხვდა ბექა რასაც აკეთებდა და ბექას თავადაც მაგრად მოუჭირა ხელი და ცრემლნარევი ხმით თქვა. -თანახმა ვარ, თანახმა ვარ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყო და შენნაირი დამცველი მყავდეს.ზაზა სიხარულით ცას წვდებოდა და უკან შებრუნდა, მის უკან მდგარ თეკლას შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -თეკლა, თეკლა შენი ძმიშვილია მზევინარი? -შენც გაგიკვირდა და ყველას უკვირს ეს რომ ჩემი ძმიშვილია. ზაზა დაიბნა, თეკლას შეხედა და მკაცრად უთხრა. -სიტყვები შეარჩიე, მზევინარი ჩემი სარძლო არის და ყველა დედას ყავდეს ასეთი ნაბიჭვრები როგორიც მზეო არის და შენ შენ ვინ გიყვარს საერთოდ ცხოვრებაში ვინმეს დაადებ ხელს რომ მოგწონს ან გიყვარს? რა მჟავე იყავი ის მჟავე დარჩი და მიკვირს ჩემი მეგობარი შენთან როგორ ცხოვრობს. ლაშამ ყურადღება არ მიაქცია ზაზას და გარეთ გავიდა სულ მალე შამპანიურის ბოთლებით და რამდენიმე ჭიქით ისევ მათთან იყო, შამპანიური ბუთქუნით გახსნა და ჭიქა შეავსო და ზაზას მიუბრუნდა. -ბ-ნო ზაზა შვილებს დაგილოცავ, როგორც იქნა დაადგა საშველი და ოცნება აგისრულდა. ზაზამ ბექას შეხედა თვალი ჩაუკრა და უთხრა. -ვამაყობ შენით, მიხარია რომ ჩემი შვილი ხარ და ჩემი ნაწილი ხარ.ორივე ხელები მოხვია ბექას გულში ჩაიკრა და ყურში უჩურჩულა. -იდიოტის როლში გამომიყვანე, მაგრამ ჩაგეთვალა ეს გოგო ჩვენი სახლიდან არ წავა და იცოდე პირობას არ დაარღვევ. -არასოდეს, ის სულ ჩემს გვერდით იქნება მამა. ზაზამ როგორც ბექა ისე ჩაიკრა მზევინარიც და ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მოუწონა ორივეს და თან მიულოცა, შემდეგ კი ნინოს მიუბრუნდა. -ბედნიერი დედა ხართ რომ მზეო თქვენი შვილი არის, თქვენ ხართ ნამდვილი დედა რომ შვილი საწორად აღზარდეთ. თეკლა და ლენა უხმოდ გავიდა ოთახიდან, ბექამ დარწმუნდა რომ ისინი ნამდვილად წავიდა და მზევინარს მიუბრუნდა. -კარგია რომ გამიგე და ამყევი, მზევინარ უცებ გავაკეთე და შენ არ დაგეკითხე, მაგრამ შენს დასაცავად და შენი უსაფრთხოებისათვის ასე უკეთესია. -მეც გამიკვირდა და ერთი გაფიქრება გავიფიქრე აქ წამლების სუნი დგას და ჩემი შვილი ამ სუნმა გამოაფხიზლათქო, მაგრამ დაე იყოს ფიქტიური თქვენი ერთად ყოფნა და ვინ იცის შესაძლებელია ფაქტიურიც კი გახდეს. სიცილით შეხედა მზევინარს და თვალი ჩაუკრა, მაგრამ ნინოსთან ახლოს მივიდა და მორიდებით უთხრა. -ქ-ნო ნინო არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის და რატომ გმტრობთ თეკლა, მაგრამ მდგომარეობა ვფიქრობ ამ წუთში ოჯახური კონფლიქტს ეხება და ეს სერიოზული საკითხია.ნინომ მზევინარს შეხედა ცრემლი მოიწმინდა და თქვა. -ჩვენ ისევ წამოვდგებით დე, ჩვენ ხომ ყოველთვის ვბრძოლობდით და ყველა სირთულეს ვძლევდით. მზევინარი დედასთან მივიდა, ჩაიმუხლა საწოლთან და დედას თვალებში ჩახედა. -შენ ხარ ქალი დედა და ხარ მეუღლე, შენ მე ამღზარდე ღირსეულ ადამიანად, შენ დამაძალე მესწავლა, მეკითხა, მეწერა და სწორედ შენი დამსახურებაა ის თუ როგორი ადამიანი ვარ მე დღეს.დედა, დედიკო, დედი, ჩემო დე ძალიან მიყვარხარ და მინდა უსასრულოდ მყავდე, ყველგან სიამაყით ვიტყვი შენზე თუ როგორი კარგი დედა მყავს, როგორი თბილი და მოსიყვარულე.ბ-ნო ზაზა მე საუკეთესო დედა მყავს და ყოველთვის ვიამაყებ ჩემი დედიკოს ქალობით და ადამიანობით, ის განსაკუთრებული ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. -მიხარია შვილო რომ დედის ამაგს ასე სათუთად და სიყვარულით აღნიშნავ და მართლა ძალიან გაუმართლა შენს მშობლებს შენ რომ ყავხარ, მაგრამ ახლა დაცემის დრო არ არის, სწორედ ახლა უნდა იყო მზევინარ ყველაზე ძლიერი, რომ გაუმკლავდე ყველას ვინც შენს წინ ბოროტად დადგება და შენზე გადავლას მოინდომებს. -დედა, ძლიერი ვიქნები გპირდები. თქვი რა მოხდა გუშინ ჩვენი წასვლის შემდეგ, ვიცი რომ თეკლა იყო მოსული გვიან და რაღაც ქაღალდებზე მოაწერინა მამას ხელი, მითხარი სიმართლე. ნინომ ღრმად ამოისუნთქა და ხმის კანკალით თქვა. -გეტყვი რაც მოხდა, მაგრამ იცოდე მამას თეკლას ნათქვამი არცერთი სიტყვა არ მიუტანია გულთან შვილო, რადგან შენ გენდობა და შენი ჯერა იცის რომ ცუდს არ ჩაიდენ და ოჯახს არ შეარცხვენ. -რა თქმა უნდა დედა, თქვენზე წინ თქვენი შვილი არასდროს არ წასულა არც ახლა წავა გპირდები. -წუხელ გვიანი იყო და მეძინა ჩურჩულმა რომ გამაღვიძა და თვალი გავახილე, მამას საწოლთან თეკლა და ლენა იყო თეკლას უამრავი ქაღალდები ეჭირა ხელში და გურამის უთხრა ხელი უნდა მოეწერა, გურამიმ კი უარი უთხრა. -სათვალე არ მაქვს და ვერ წავიკითხავ არ ვიცი ხელს რაზე მაწერინებ. უარის მიღებამ თეკლა გააბრაზა და საიდან არ შემოუარა, როგორ არ ეცადა, მაგრამ გურამიმ ხელი არ მოაწერა და ბოლოს ერთი ფურცელი ამოიღო და უთხრა, აქ მომიწერე ხელი. -ეს რაღაა. უთხრა გურამიმ გაბრაზებულმა. -განყოფილებაში რომ იყავი იმ საღამოს მოწმედ მჭირდები ადვოკატს თანხა რომ მივეცი. -მე არ დამინახია შენ რა მიეცი ადვოკატს. თეკლა გაბრაზდა და ტირილით უთხრა. -დიშვილს ციხისთვის გაიმეტებ? გურამის გაუკვირდა და უთხრა. -თანხა ხომ გადაუხადე რად გინდა მოწმეები. -გადავუხადე, მაგრამ შემომიბრუნდა და ისევ მთხოვს. -ეს შეუძლებელია, მან დიდი თანხა აიღო და მეორედ ვერ გადაიხდი. -არ ვიცი რა გავაკეთო, ითხოვს. თქვა და ტირილი დაიწყო. -მამას შეეცოდა მამიდა მასზე ჭკუას კარგავს როცა ის ნერვიულობს ან განიცდის რამეს და ხელი მოაწერა. -ასეა შვილო ხელი მოაწერა თუ არა ისტერიკული სიცილი დაიწყო ორივე დედა-შვილმა და თეკლამ უთხრა. -რამდენი წელია ამ საკითხზე ვფიქრობ და ოცნება ავისრულე, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებ ძმაო. გურამი გაოცებული უყურებდა და ვერ გაიგო რამ გაახარა ასე უეცრად და კითხა. -რა ოცნება, რას ამბობ. ვერცერთმა ვერ მივხვდით რას ამბობდა რას გულისხმობდა და ორივე თეკლას ვუყურებდით, ბოლოს გულიანად გაიცინა ტელეფონი ამოიღო ლუკას დაურეკა და უთხრა. -ლუკა შვილო გილოცავ, ძია გურამიმ ორთაჭალაში თავისი სამოთახიანი ბინა შენ გაჩუქა შვილო. გურამი საწოლიდან წამოიწია, თვალებ-გაფართოებული უყურებდა დედა-შვილს და შემდეგ მე შემომხედა, მე ჩუმად ვიყავი ის ბინა ვიცოდი ორივესი იყო გამოდის გურამის წილი მისი მოტყუებით მიითვისა, მე და გურამის ჩვენი წილის გაყიდვა გვინდოდა დავამატებდით და მზეოსთვის სახელოსნო უნდა გაგვეხსნა, მაგრამ წაიღო მოტყუებით შვილო. გურამის ძალიან ატკინა გული მისი დის საქციელმა და მოხდა ის რაც მოხდა. -რა ამაზრზენი ქალია, ღმერთო ეს როგორ იკადრა. თქვა ლაშამ და ზაზას შეხედა. -თეკლას წლებია ვიცნობ და ასეთი ეგოისტი იყო ყოველთვის, შურდა მეგობრების, მაგრამ ძმას თუ ამას გაუკეთებდა..... -დამშვიდდი დედა, ის ბინაც დავუტოვოთ რომელშიც ვცხოვრობთ და გეფიცები ყველა ჩემს ნახაზს, ნახატს, პროექტს გავყიდი და ბინას ქალაქის ცენტრში ვიყიდი მხოლოდ თქვენ მყავდეთ, მამა გამოჯამრთელდეს და არ ინერვიულოთ. მზევინარმა ცრემლი მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა, რამდენიმე წუთით დაფიქრებული იდგა და შემდეგ თქვა. -თუ მართლა არსებობს სიცოცხლის გაგრძელება სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნად წასულებს მოგვეზღვევა აქ ჩადენილი ცოდვები ან საკადრისად დავისჯებით. სათითაოდ შეხედა ყველას თავის პიჯაკს ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი. -მზეო, მზეო არ წახვიდე შვილო. გთხოვ დედამ შემოგევლოს, არ წახვიდე მზეო. მზევინარს არავის არ ესმოდა და ჯერ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, სიჩქარე ნელა ნელა სირბილში გადაიზარდა და არ გაუგონია არც ბექას ხმა, არც ლაშას ძახილი, თომას საჩქარეოდ აუარა გვერდი გაიქცა,ზაზამ მიუბრუნდა ბიჭებს და უთხრა. -მე აქ დავრჩები, უკან გაყევით აფექტურ მდგომარეობაში რამე სისულელე არ ჩაიდინოს და ცხოვრება არ დაინგრიოს. ხელით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა უკან ბექა მიყვებოდა, ლაშას დაეკარგა ბექა და არ იცოდა საით წასულიყო ბოლოს ტელეფონზე დაურეკა, მაგრამ ტელეფონს ზაზამ უპასუხა. -სად ხარ, ვერ გპოულობ სად ხარ. -ლაშა ტელეფონი აქ აქვს დატოვებული, დაბრუნდი უკან მოაგვარებს თავად ყველაფერს. ზაზამ ტელეფონი გათიშა და ოთახში შემოსულ გაკვირვებულ თომას შეხედა. -სად გარბოდნენ, მზევინარის შეჩერება მინდოდა კარგი ანალიზები გვაქვსთქო და არც მომისმინა, სახე არეული ჰქონდა ზაზა რა მოხდა.ზაზამ უთხრა თომას რაც მოხდა და თომა გაოცებული უსმენდა. -ეს არაქალი, როგორ წავედი გუშინ და დავტოვე ყველაფერი მარტო, მაგრამ უნდა წავსულიყავი ამ ბოლო დროს დედა ვერ გრძნობს თავს კარგად. -რუსოს რა მოუვიდა. -გულის ამბავია და არ ვიცი რას ვიზამთ წაყვანა მინდა ძია ზაზა. -ყველაფერს დაანებე თავი და რუსოს მიხედე შვილო, მან ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა წლების წინ.თქვა ზაზამ და ცრემლი მოერია. -მომიყვები ოდესმე? -ოდესმე მოგიყვები, მაგრამ ახლა არა. ზაზა დაფიქრდა და წარსულში დაბრუნდა, თუმცა ძალიან მალე მოეგო გონს და ისევ მზევინარზე და ბექაზე ფიქრობდა. მზევინარი ბინაში მივიდა კარი გააღო და თეკლას მხიარული ხმა გაიგონა. -კი, კი, ნამდვილად კეთილი ძმა მყავს და მის სიკეთეს მე დიდი ხანია რომ ვგრძნობდი. რატომ, სერიოზულად მეკითხები რატომ აჩუქა ლუკას? რა გითხრა მეგობარო, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს თუ არა ჩვენი იმ ნაბიჭვარმა რომელიც გაზარდა და გზაზე დააყენა ყველაფერი მისცა საყვარლებს ნასკებივით იცვლის. აბა არ იცოდი, ეს გოგო საერთოდ წავიდა ხელიდან. წამები, წუთები გაჩერდა და თითქოს სუნთქვა შეეკრა, სხეულის ყველა ნაწილი უთრთოდა და უკვე ნერვების პიკზე მყოფმა ბოლო ხმაზე იკივლა. -მკვლელო, საკუთარი ძმის მკვლელო ასეთი სადისტი როგორ ხარ. ვინ ხარ, რა გინდა, რას ითხოვ. ჩემგან რა გინდა ან ასე რატომ გეზიზღები რა დაგიშავე, შეგიძლია ამიხსნა? თეკლა ცივად შემობრუნდა და მზევინარს შეშინებულმა შეხედა, ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და ვერ მოიფიქრა გაეთიშა შიშისაგან თვალებს აცეცებდა და მშველელს ეძებდა. -ვიცი რატომ გეზიზღები შენს შვილებზე მეტი ვარ, მათზე მეტი შევძელი. შენ ვინც შვილებს ანებივრებდი ისინი ორივე ნარკომანები არიან, არ მითხრა რომ ვტყუი ყოველ საღამოს ნარკოტიკით გაბრუებულები მოგყავს სახლში ხან ჩაცმული და ხან შიშველი ბევრია დამნახავი და თითქოს არაფერი ხდება შენს გარშემო. ნარკოტიკის გამო დაიჭირეს კიდეც მე კი მასზე მეტი შემიძლია შევქმნა, გავაკეთო და ამიტომ შემიძულე. მოტყუებით გაიფორმე ბინა და ყველას ურეკავ ბიძამ ჩემს შვილს ბინა აჩუქა ვის აჩუქა შენს მუქთახორა შვილს? არცერთი შვილი არაფლად არ გაგდებს, როდის დაგიძახეს ბოლოს დედა არც გახსოვს შენგან მხოლოდ ფული უნდათ, მამასგანაც სულ ფულს ითხოვდნენ. მე რამდენჯერ მომპარეს ფული ჩანთაში, ქურდები გყავს წამლის გამო ყველაფერს რომ იკადრებენ და შენ თავი მოგაქვს. დაწყევლილი იყავი, ვერ გაიხარებ ამ სახლში სულ ცრემლიანი იქნები. -რას ბოდავ, როგორ მიბედავ და ენას მიტლიკინებ შენ საერთოდ ვინ მიგდიხარ. -ვინ ვარ მე და დავიჯერო არ იცი ვინ ვარ? -შენ არავინ არ ხარ, არავინ. -კარგად იცი ვინც ვარ, მაგრამ ისე აკეთებ თავს იდებილებ ან მართლა დებილი ხარ და შენ თავად ვერ ხვდები. -რას ბოდავ გინდა აზრი შემაცვლევინო? -არა მამიდა აზრს არ შეგაცვლევინებ და პირიქით, მე და დედამ მოვილაპარაკეთ ეს ბინაც შენია აქაც შენ იცხოვრე ეგებ გაძღე, ეგებ დამშვიდდე თორემ იმ ბინის ფულს რომ შენი შვილები წამალში გამოგაჭმევს მერე აქ მოგვადგები ამიტომ აქაურობას შენ გითმობთ ასე უბრძოლველად და ტყუილების მოფიქრების გარეშე. აქედან მივდივარ შენ იდედოფლე ამ კედლებში, მაგრამ როგორც იმ ბინაში ვერ გაიხარებ ვერც აქ ეღირსები სიხარულს, სინანული დაგადნობს და შეგჭამს. მზევინარი შებრუნდა თავის საძინებელში, მაგრამ კართან მისული ისევ თეკლას მიუბრუნდა და უთხრა. -ჩემს პირად ნივთებს ავიღებ, დიდი იმედი მაქვს ამის წინააღმდეგი არ იქნები. თეკლა გაშეშებული იდგა და მზევინარს გაოცებული უყურებდა, მზევინარმა კი პირველი მშობლების ოთახში შევიდა და მათი პირადი ნივთები ორ დიდ ჩემოდანში ჩააწყო კოხტად, შემდეგ თავის საძინებელში შევიდა სადაც მისი კომპიუტერი და ნამუშევრები ელაგა ორი ჩემოდანი იქ გააცსო, რამოდენიმე ხელი ტანისამოციც აიღო ამ პირველ ეტაპზე რომ დაჭირდებოდა და ეს ოთხი ჩემოდანი თეკლას წინ დაალაგა. -რას აკეთებ შენ მართლა მიდიხარ ამ სახლიდან? გაოცებული და თვალებ-გაფართოებული უყურებდა მზევინარს და იმ წუთში კარში შემოსულ ბექას შეშინებულმა შეხედა. -მზეო, მზეო მივხვდი რომ აქ იქნებოდი, რატომ არ მითხარი დახმარება მარტო გინდა ეს ბარგი ჩაიტანო დაბლა? -იქ დაგტოვე, მამა როგორ არის გაიგე? -ვნახე, მაგრამ ჯერ ნარკოზშია ნუ ნერვიულობ ზაზა და ლაშა იქ არიან. წავედით? -წავიდეთ. მზევინარმა ბინას ცრემლიანი თვალები მოავლო და თეკლას შეხედა. -აქ ჩემი ბავშვობაა, იმ კუთხეეში ვთამაშობდი და იმედი მაქვს ამ სახლის ყველა კუთხეში შენი ცოდვა დაგხვდება რომელიც არ მოგასვენებს, გწყევლი და დაწყევლილს გტოვებ ეს იქნება ჩემგად ჩემი დუმილის საფასური რომელსაც ძალიან მწარედ გადაიხდი. ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და ზიზღით უთხრა. ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნები, ჩემი ბავშვობა არ მოგცემს სიმშვიდეს ბედნიერი იყო. -ეს რატომ გააკეთე მე ეს, ეს, ეს...... -მართალი ხარ ეს ბინა არ გითხოვია ახლა რომელიც გინდოდა ის აიღე, ის მიითვისე მოტყუებით და შენი ცბიერი ცრემლებით, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში აქ ჩაგვისახლდები უნამუსოდ დედას მოსამსახურედ გაიხდი ისე როგორც მე და შენ რომ აღარ იწვალო ძმიშვილი რომელიც გყავს და ცუდი ხელიდან გასული პიროვნება არის უბრძოლველად გითმობს მის საკუთრებას მის სივრცეს და გემშვიდობება. თავისივე ხელის გულზე დაუდო ბინის გასაღები და მკაცრად უთხრა. -მივდივარ და ბედნიერი ვარ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ გნახავ ვერც შენ და ვერც შენს ნარკომან შვილებს. არ გაბედო და აღარასოდეს აღარ შეგვაწუხო, არ გაბედო და აღარასოდეს არ დაგვირეკო შენ ეგოისტ და ბოროტს როგორც არ გყავს ძმიშვილი არ გყავს არც ძმა ის ერთგული ძმა რომელსაც თავის თავზე მეტად უყვარდი შენ გუშინ მოკალი და ამ ცოდვით იცხოვრებ სანამ იცოცხლებ. -შენ, შენ, შენ ვერ დამიშლი..... -დაგიშლი, რადგან ბინას მე ვიყიდი და შენ არანაირი უფლება ან გავლენა არ გექნება, შენ არაფერს აღარ წარმოადგენ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შენ ერთი არავინ ხარ, არარაობა ხარ. შენს თავზე და ფულზე შეყვარებული ქალი ხარ, ქალი ვისაც შეუძლია თავისი ოჯახიც კი გაცვალოს ფულზე და ყველანაირ სიმდიდრეზე. მივდივარ და ბედნიერი ვარ რომ თქვენი ცხოვრებიდანაც მივდივარ, ჩვენ დღეიდან არაფერი საერთო აღარ გვაქვს. -მზევინარ წავედით გველოდებიან. მზევინარმა ბექას შეხედა და ისევ თეკლას მიუბრუნდა. -ჩემში ტკივილი რომელიც დღეს შენ მომაყენე გაივლის, ჩვენ გავუძლებთ შენგან ღალატს, მაგრამ შენთვის არასოდეს არ გაივლის ეს დღე ყოველთვის გაგახსენებს შენს ძმას რომელთანაც ვერასოდეს ვეღარ მიხვალ და ვერც ვერასოდეს გაიგონებ მის ხმას. ბექამ ჩემოდნები გაიტანა, მზევინარმა ჩანთას ხელი მოკიდა და თეკლას ირონიულად უთხრა. -ხომ არ გაქვს სურვილი ჩემი ბარგი შეამოწმო, იქნებ რა მიმაქვს არ გაინტერესებს? თეკლა ხმას ვერ იღებდა და ფიქრობდა მზევინარის წყევლაზე, რომელმაც საშინლად გაცრა ტანში. -მივდივარ სამუდამოდ შენი ცხოვრებიდან და დაწყევლილს გტოვებ, რომ ვერასოდეს გაიხარო. იცოცხლო, მაგრამ იტანჯო ისე რომ შენივე ხელებით იგლეჯდე შენივე თმას. გავიდა კარი დაიკეტა და თეკლა ძირს დავარდა, რამოდენიმე საათი იჯდა ძირს და ისევ კარს უყურებდა. ბექამ ბარგი მანქანაში ჩააწყო მზევინარს შეხედა რომელიც მისკენ მოდიოდა ამაყი და თავაწეული მოზრდილი ჩანთით ხელში, მიუახლოვდა ბექას და მკაცრად და გადაწყვეტილად უთხრა. -სასტუმროში მიმიყვანე იქ დავბინავდები ჯერ ჯერობით და შემდეგ.... -მზევინარ არ გეუბნები რომ ჩემთან წამოდი და ერთ ბინაში ვიცხოვროთ, დაკეტილი ბინა მაქვს და იქ დაგტოვებ სადაც მშვიდად იცხოვრებ. -ბექა მომისმინე და არ შემაწყვეტინო, მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ ანუ ჩვენზე ზრუნავ და ვხედავ ამ ყველაფერს გულით აკეთებ, მაგრამ მინდა ჩემით გავიარო გზაზე, ჩემი შრომით, ჩემი სიძლიერით მინდა შევქმნა ის რაც დავკარგე გუშინ და დღეს, მაგრამ ჩემი მინდა დაექვას ხვალ რასაც გავაკეთებ. გთხოვ მომეცი საშუალება ჩემით დავდგე ფეხზე, გთხოვ გამითავისუფლე გზა რომ ამ გზაზე ოღრო-ჩოღრო გზაც ჩემით გავასწორო და დავდგე იქ სადაც არავინ ელოდება ჩემს დადგომას. -მზევინარ ცხოვრება ბრძოლაა და ადამიანი სანამ ცოცხალია მუდმივ ბრძოლაშია, არაფერს გაძალებ, მაგრამ ყოველთვის შენს სიახლოვეს ვიქნები და ეს გაითვალისწინე,კარგად იცი მტერი ხმაურით არ შემოდის ის ჯერ გიცინის მიგიჩვევს და თან ნელა ნელა ჩუმად გიწყობს ხაფანგს,იცოდე ყოველთვის მზად უნდა დახვდე უხილავ და ხილულ მტერს, ახლა მითხარი სად მიგიყვანო. -მადლობა რომ გესმის ჩემი და მიმიყვანე სასტუმროში, რამდენიმე დღე გავჩერდები სანამ ბინას ვიშოვი რამეს ნორმალურს. ბექა სასტუმროში მივიდა ბარგიც აატანინა და ის მაინც გააკეთა, რომ რამდენიმე დღის თანხა თავად გადაიხადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არ გამოუვიდა მზევინარს. რამდენიმე დღე სრულიად გადარბენაზე იყო და სამსახურთან ახლოს ბინაც იპოვა ყველაფრით გაწყობილი ესეც ბექას დახმარებით, მაგრამ თავად არ გამოჩნდა და ლაშასთან დარეკა ბექამ. -გისმენ ბექუშ რამ შეგაწუხა ძვირფასო. -სად ხარ, ახლავეს კომპანიაში მოდი. -რა მოხდა, რა შეშინებული ხმა გაქვს ბექა. -ნუ კარგავ დროს ახლავეს წამოდი, ზაზაც აქ არის და ორივე გელოდებით. ლაშა მზევინართან იყო და გაოცებულმა შეხედა მზევინარს რომელიც მიხვდა რაღაც სერიოზული მოხდა. -მზეო უნდა წავიდე რაღაც მოხდა ან რაღაც უნდა მოხდეს და იქ უნდა ვიყო, დაგირეკავ მეგობარო და შენც დამირეკე რომ დაგჭირდეს, გესმის? -მივხვდი რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და შენი იქ ყოფნა აუცილებელია, ლაშა თუ საჭირო ვიყო დამირეკეთ და მოვალ.ლაშა წავიდა, ნინომ შეხედა მზეოს და მშვიდად უთხრა. -შვილო მომიყვები რა მოხდა სახლში რომ მიდი. -მნიშვნელოვანი არაფერი, დედა შენ არ ინერვიულო და არც შენ მამიკო დამიჯერეთ ჩვენ ისევ დავდგებით ფეხზე. -ვნერვიულობ შვილო და ჩემს თავზე ვბრაზობ, რომ ვერ შევიცანი ვინ როგორ იყო ჩემს მიმართ და რომ მეგონა კეთილი ღიმილით მიღიმოდა სიბოროტეს მისივე ღიმილით ფარავდა, ყველაზე დიდი ბოროტებაა სხვისი ცხოვრების მითვისება და მე ჩემი დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მტანჯავს, ღამეები ვერ ვისვენებ და მშვიდად ვერ ვარ რომ მე ჩემს საკუთარ შვილს ვერ ვაფასებდი, ძალიან მტკივა შვილო შენს მიმართ უპატივცემულობა. -ორივემ კარგად მომისმინეთ და ახლა რასაც გეტყვით მეორედ არ გავიმეორებ თუ გაითვალისწინებთ ჩემს ნათქვამს სამივე მშვიდად ვიცხოვრებთ წინააღმდეგ შემთხვევაში მე ბინას ვიშოვი და ჩემს ცხოვრებას თავად მივხედავ ისე რომ თქვენ ვეღარ ჩაერევით. მისმენთ? -გისმენთ შვილო. უთხრა გურამიმ და ორივე მშვიდად უყურებდა მზევინარს რომელიც ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა, ცას ახედა დაინახა ცის სივრცეში ორი მერცხალი ლაღად დაფრინავდა და სახეზე ღიმილი გამოესახა, შემდეგ ისევ მშობლებს მიუბრუნდა. -უფალს მადლობა უნდა ვუთხრა რომ ორივე ცოცხლები ხართ, მაგრამ რა გამოვიარე ეს დღეები დღემდე და ამ წუთებამდე რომ მოვსულიყავი გახსენებაც არ მინდა. არ მინდა გავიხსენო ის დამცირება, ის ირონია, ის ბინძური სიტყვები რასაც ჩემს მიმართ ამბობდა მამიდა და სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება და გავაკეთე ის რაც სწორად მივიჩნიე. ჩვენ აღარ გვაქვს ჩვენი ბინა, ჩვენ სამივე გავალთ ქირით და ვიცხოვრებთ ქირით ერთად.არ მინდა ჩემს სივრცეში ჩემს ბინაში სადაც მე ვიცხოვრებ იქ მოვიდეს თეკლა მისი შვილებით, არ მინდა საერთოდ ის არსებობდეს ჩვენს ცხოვრებაში და რატომ ალბად ეს გინდა გაიგოთ. -არა შვილო შენ მართალი ხარ, ფეხზე რომ დავდგებოდი მეც სწორედ ეს მქონდა ფიქრებში... -მამა მათ მე ვეზიზღები, ბიძიას გარდა ყველას ვეზიზღები და რატომ შენ კარგად იცი და თუ ვერ ხვდები გეტყვი, მისი შვილები წლებია ნარკოტიკზე არიან და ლუკამ, ლუკამ რამდენჯერმე სცადა ჩემი გა...... -რას ამბობ მზეო..... -არ მინდა ისინი ჩემს სახლში მოვიდეს, არ მინდა მათი შეხედვა ვერ ვიტან, მამა მათ ვერ ვიტან ვერც დედას და ვერც შვილებს.ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენ კარგად მყავდეთ. ახლა დაგტოვებთ უნდა დავისვენო რამდენიმე დღე ღამეა ნორმალურად არ დამისვენია და ხვალ დილით მოვალ თუ ვერ გიპასუხოთ არ ინერვიულოთ ტელეფონს გავთიშავ. -მზევინარ შვილო.... -მამა ეს თემა უკვე აქ დავხურეთ, გთხოვ ნუ შემეკითხები ნურაფერს. -კარგი, კარგი შვილო შენ ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებ, მე ვამაყობ შენით. მზევინარმა გულიდან ამოიღო რაც კი დარდი ჰქონდა და თითქოს დამშვიდდა მშობლებს მშვიდობიანი ღამე უსურვა და წავიდა. წავიდა, მაგრამ ის არ წასულა სახლში, მზევინარი ერთ ერთ დიდ პრესტიჟულ რესტორანში შევიდა სადაც ყველას გვერდი აუარა და სამზარეულოში შევიდა. -მზევინარ არ გელოდი, რატომ მოდი შვილო. -აქ უკეთესად ვარ ძია ლეო. -როგორ არიან მშობლები. -მადლობა უკეთესად არიან, რა გავაკეთო. -რადგან მოდი და აქ ხარ წინსაფარი აიფარე შვილო და ჩემთან მოდი, რასაც გეტყვი ის მომაწოდე შენ აქ მჭირდები დღეს დარბაზში არ გახვალ. -გასაგებია, აქ უკეთესია ყოფნა ერთ ადგილზე. -შენ დღეს გევალება თეფშების გაფორმება, თვალსაჩინოდ გავაკეთებ რამდენიმეს და სხვა შენთვის მომინდვია. მზევინარ დღეს ძალიან ბევრი ხალხი არის და გთხოვ სისწრაფე გვჭირდება, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. -გასაგებია ძია ლეო. დაიწყო ლეომ თეფშების გაფორმება და შემდეგ მზევინარს მიუბრუნდა. -ასე გაკეთდება ეს სამი კერძი ლამაზად და სუფთად, დაიწყე რამდენიმე გააწყვე და მიმტანები გაიტანს შვილო. მზევინარს სწრაფი ხელი ჰქონდა თავაუღებლივ მუშაობდა და ოფლს მალ მალე იწმინდავდა, ყველაფერი შესანიშნავად გამოუვიდა ლეო ჩუმ ჩუმად უთვალთვალებდა და კმაყოფილების ნიშნად ჩაიღიმებდა. დრო ძალიან სწრაფად გავიდა, ლეოს ხმაც გაიგონა. -ბოლო კერძი მზევინარ ცხლად უნდა გავიდეს და მაგიდაც დაიხურება, იჩქარეთ. სწრაფად მუშაობდა, რომ ნაცნობი ხმა გაიგონა და ადგილზე გაშეშდა. -რა მოგივიდა შვილო, ცუდად ხარ? -უნდა მიშველო არ უნდა დამინახოს.ლეომ მიხვდა მზევინარის გაჭირვებას და თავად მივიდა უცნობ მამაკაცთან. -გისმენთ ბ-ნო ვინმეს ეძებთ? -არა, არა, უკაცრავად აქ არ უნდა შემოვსულიყავი. თქვა, მაგრამ გაოცებულმა შეავლო თვალი ზურგით მდგარ მზევინარს და ტელეფონი ამოიღო გადარეკა, მაგრამ ტელეფონი დუმდა რაზედაც გაბრაზდა. -რა მოგივიდა, რატომ ბრაზობ. -მზევინარს ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები, გათიშული აქვს. -იქნებ ისვენებს ბექა რამდენი ღამეა გოგოს ნორმალურად და მშვიდად არ დაუძინია, გინდა თომას დავურეკო? -მიდი დაურეკე მე გარეთ გავალ აქ ვიხრჩობი ძალიან მძიმე სუნი არის. ლაშამ ტელეფონი ამოიღო და თომას დაურეკა, რომელიც იმ წუთებში ნინოს საწოლთან იდგა და ღიმილით დახედა ნომერს. -გისმენ ლაშა. -თომა სად ხარ.... -სადაც ჩემი ადგილი არის იქ ვარ, რა მოხდა გჭირდები? -მზეოს ვერ ვუკავშირდებით და ისევ მანდ თუ არის უთხარი ტელეფონი გახსენი ნუ გადარევ ბიჭსთქო. თომამ ნინოს შეხედა უთხრა. -მზეო იყო წავიდა ან ისევ მოვა? -არა შვილო არ მოვა უნდა დაისვენოს და ტელეფონს გათიშავდა. -ლაშა გაიგონე, ისვენებს და არ გააღვიძოთ დააცადეთ ძალიან გადაღლილი არის გოგო. -მეც ეს ვუთხარი მაგრამ ამ ხისთავიანს რამეს დააჯერებ? -ორივე ხისთავიანები ხართ. უთხრა თომამ და გულიანად გაიცინა, შემდეგ ნინოს შეხედა და უთხრა. -პატარძალს ეძებს სიძე და შეშინებულია რომ არ უპასუხა. ნინოს გაეცინა და თომას უთხრა. -მადლობა ყველას ჩემი შვილის დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. -მზეო ძლიერი გოგო არის, მისმა სიძლიერემ ყველა გააოცა გასულ დღეებში. მზეო არის პიროვნება რომელიც ადვილად არ ნებდება სირთულეებს, თქვენ ძალიან ბედნიერი მშობლები ხართ მზეოსნაირი შვილი რომ გყავთ, ნინო დეიდა უნდა იამაყოთ ასეთი შვილით.თომა გავიდა და გურამის თვალები ცრემლმა დანამა, შემდეგ ნინოს შეხედა და ცრემლიანი ხმით უთხრა. -მაპატიეთ, გთხოვთ მაპატიეთ. -დამშვიდდი, გაიარა სირთულემ და ის ურთულესი დღეები წარსულის ფურცლებზე დარჩა ჩვენ კი როგორც მზეომ თქვა ისევ დავდგებით ფეხზე და ისევ ძლიერები ვიქნებით, ისევ საჭირო ადამიანები გავხდებით. შუაღამე გახდა მათ საუბარში, მზევინარმა სამუშაო დაასრულა და როცა სამზარეულოს თვალი მოავლო იქ მხოლოდ ლეო და მზევინარი იყო სხვები წასულიყვნენ და ყველაზე რთული საქმე მზევინარმა დაასრულა ბოლომდე. -დასრულდა, დაიღალე შვილო და წასვლის დროც მოვიდა. -ახლა ვიგრძენი დაღლა და წასვლაც რომ მეზარება აქ მივწვები სადმე კუთხეში. უთხრა ლეოს სიცილით და ლეოც გააცინა, ლეომ ჯიბიდან შეკრული თანხა ამოიღო და მზევინარს მისცა, მზევინარმა თანხას დახედა და შემდეგ ლეოს შეხედა. -რა მოხდა, უკმაყოფილო ხარ? -რას ამბობ ძია ლეო ეს ძალიან ბევრია ერთ ღამეში, ანუ რამდენიმე საათში. -შენი შრომა დააფასე შვილო, დღევანდელი დღე იმის ნიშანია რომ შეფმა დააფასა შენი შრომა და ეს უნდა გაითვალისწინო, მან იცის შრომის ფასი. -ვინ არის შეფი, მისი სახელი და გვარი მინდა ვიცოდე აქ არასდროს მინახია. -მოვა დრო და ნახავ, ისე იცნობ მას და ისიც გიცნობს შვილო. -ვიცნობ? -იცნობ, მაგრამ მოვა დრო და თავად გეტყვის წავიდეთ ახლა, მე მიგიყვან სასტუმროში. მზევინარმა შეკვრა ჯიბეში ჩაიდო, წინსაფარი მოიხსნა და ლეოს მიუბრუნდა. -წავიდეთ ძია. ერთად დატოვეს რესტორანი და სასტუმროსთან მისულებს მზეომ მიუბრუნდა ლეოს. -ხვალ არ ვიცი თუ შევძლებ მოსვლას ძია ლეო. -ხვალ არ არის დიდი შეკვეთა, შენ დაისვენე და როცა დიდი შეკვეთა გვექნება დაგირეკავ ისევ ჩემს გვერდით იქნები. მზევინარი წავიდა, ლეომ ისევ რესტორანში დაბრუნდა და შეფის წინ დადგა. -მიიყვანე სასტუმროში. -მივიყვანე,ვერ გავიგე და არ მესმის ანრი რატომ ასეთი დიდი ყურადღება მზევინარს. -მან ძალიან რთული დღეები გაიარა ეს უკანასკნელი რამდენიმე დღე, ლეო იმდენად მრცხვენია ამ გოგოსი მასთან ახლოს ვერ მივედი და მას თვალებში ვერ ჩავხედე. -რატომ, შეგიძლია გული გამიხსნა ანრი ეს დღეები ვერ გცნობ ჩაკეტილი ხარ შენთვის და არავის ეკონტაქტები, თითქოს აქ არ არსებობ. -მზევინარი თეკლას ძმიშვილია და თეკლამ მას საცხოვრებელი წაართვა, რა ვქნა ლეო განქორწინება მინდა, არადა მიყვარს ეს ქალი და ვფიქრობ როგორ შემიყვარდა ასეთი ბოროტი და ეგოისტი. -ახლა გასაგებია და მზეომ არ იცის აქ შენ რომ ხარ უფროსი. -არა და არ მინდა გაიგოს, მაგრამ ერთი ნახვა უნდა ვნახო, უნდა დავდგე მის წინ და როცა არასოდეს თავი არ დამიხრია არავის წინაშე მზევინარის წინაშე უნდა დავხარო ლეო. -რთული და მძიმე მდგომარეობაში ხარ...... -საოცარი შვილი არის და თეკლამ ამიტომ შეიძულა რომ ის კარგი შვილია, თავად ვერ გაზარდა კარგი შვილები. მე ხომ მას ყველაფერი ვაპატიე, შევიყვარე და მივიღე ისეთი როგორიც შემიყვარდა ლეო და რატომ შეიცვალა, რატომ დაავიწყდა ვინ იყო და როგორი იყო მისი წარსული. -კარგი დამშვიდდი და ოჯახში დაბრუნდი.... -ოჯახი, ის ოჯახი არ არის სადაც მხოლოდ ფულის გამო უნდიხარ ცოლსაც და შვილსაც, მაგრამ შვილები..... -როგორმე უნდა დაელაპარაკო, რთულია ანრი შენს მდგომარეობაში ყოფნა მაგრამ უნდა შეძლო და გადაწყვიტო საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებ. -შევეცდები, ლეო გპირდები შევეცდები და იმ ქალისგან გავთავისუფლდები.მზევინარი სასტუმროში თავის ნომერში იყო, აღებული ფული საგულდაგულოდ შეინახა ერთ ერთ ჩემოდანში, შემდეგ წყალი გადაივლო და არც გაუხსნია ტელეფონი დილამდე ღრმა ძილით ეძინა, დილით 11სთ-ი იყო რომ გაიღვიძა და ტელეფონი ჩართო თვალები შუბლზე აუვიდა ბექას 70-გამოტოვებული ზარი რომ ნახა და არც დაფიქრებულა ბექას დაურეკა რომელმაც პირველივე ზარზე უპასუხა. -სად ხარ, იცი რომ ვინერვიულე? -მკვდარივით მეძინა ეს წუთია გავიღვიძე და პირველი შენ დაგირეკე, რადგან 70-ჯერ გქონდა დანარეკი ბექა. -მსაყვედურობ? -არა არ გსაყვედურო, მაგრამ მეძინა და კარგი იყო ტელეფონი რომ გავთიშე.... -ვეღარ გამექცევი მზევინარ ეს დაიმახსოვრე და ნუ ცდილობ გამექცე, არსად არ გაგიშვებ იცოდე რომ მხოლოდ ჩემი ხარ. არაფერს არ მეტყვი? -ბექა წინ ძალიან რთული დღეები მელოდება და მხოლოდ მე მინდა ვიყო ჩემს სირთულეებთან და პრობლემებთან თუ არაფერს არ ვამბობ და არ გპასუხობ მიზეზიც მაქვს,ჯერ მინდა დამოუკიდებელი გავხდე და ჩემით ვისწავლო როგორ შევებრძოლო ცხოვრებას თუ მთხოვ ამ წუთში გიპასუხო ვერ გიპასუხებ შენს სასარგებლოდ რადგან რომ სიტყვა მოგცე ის სიტყვა უნდა შევასრულო ამიტომ გთხოვ ნუ დამაჩქარებ, დამტოვე ჩემს სირთულეებთან და პრობლემებთან მარტო. -არ გაჩქარებ, ეს რაც მითხარი მზეო ჩემთვის საკმარისია რომ შენს სიახლოვეს ვიყო და მჯერა ის დღეც დადგება, რომ ცხოვრებას ერთად დავგეგმავთ ერთად შევებრძოლებით ყველა სირთულეს. ერთი მიზანი გვექნება და ერთად ყოფნით დავძლევთ ყველაფერს, ახლა რა გეგმები გაქვს. -ჯერ ისევ მეძინება, მაგრამ უნდა ავდგე...... -ბექა ვის ეკურკურები ასე თბილად, გინდა ვიდეო გადაგიღო და მზევინარს გადავუგზავნო? -ანგარიში ჩაგაბარო ვის ველაპარაკები? -დილიდან იღრინები, მზევინარი თუ არის საქმე მაქვს და უთხარი დამირეკოს. -ჩემთან არ ითქმება თუ საიდუმლო არის რამე და მე არ მიმხელთ, იქნებ ჩემს გატაცებას აპირებთ. -რა უაზრო აზრებით ხარ დატვირთული ან შენ ვინ გაგიტაცებს და რატომ ან რა საიდუმლო უნდა მქონდეს, როგორ მიშლი ნერვებს. უთხრა ლაშამ და ტელეფონი ოსტატურად აართვა ხელიდან და მზევინარს ჩასძახა. -დილა მშვიდობის მეგობარო და როგორც ვიცი ჯერ კიდევ სასტუმროში ხარ და რას ფიქრობ არ გინდა სასტუმროს დაეხსნა და შენი ბინა გქონდეს? -დღეს ვაპირებ გავლას თორემ დღეები იწურება, მაქვს ორი ბინა და ორივეს დღეს ვნახავ, გადაწყვეტილებას მერე მივიღებ რომელიც მომეწონება. -მომისმინე მეც ვნახე ერთი ბინა უფრო სწორად ზაზამ ნახა და ჩვენს ფირმასთან ახლოს არის არც ტრანსპორტი დაგჭირდება. -მართლა, რამდენი ოთახია ლაშა.... -ოთხი საძინებელია გაწყობილი თუ არ ვცდები, მაგრამ რა დევს ზუსტად ბინაში ეს არ ვიცი მითხრეს საჭირო და აუცილებელი ნივთები არისო, ბინა უცხოვრებელი და ახალია. -არც ფასი არ იკითხე? -არ მიკითხია ფასი ვერ მოგატყულებ, მზეო გვიან დავფიქრდი რომ შერთვის მისაღები იყო ეს ბინა, გუშინ გირეკე მაგრამ ვერ დაგიკავშირდი. თუ დაგაინტერესებს აქეთ მოდი და ერთად გავიდეთ, შენმა საქმრომ მეც წამოვალო. -მოვემზადები და წამოვალ, ფირმაში რომ მოვალ დაგირეკავ..... -არ დამირეკავ რადგან აქამდე მოხვალ, მაღლაც ამოხვალ რაღაც მინდა გაჩვენო შენი თვალი მჭირდება და აქ გოგოებსაც გავუვლ-გამოვუვლით რომ გულზე გასისინდნენ. -რას ბავშვობ ოდესმე დასერიოზულდები? უთხრა ბექამ ლაშას და ტელეფონი უნდოდა გამოერთმია, მაგრამ ლაშამ გვერდი უბრუნა და მზევინარს უთხრა. -რას ელოდები გოგო ადექი უკვე, ვიფიქრე უკვე გზაში იყავი.... -მოვდივარ, ჩავიცვა რა ცეცხლი გეკიდება, მაგრამ ..... -რა მაგრამ მზევინარ.... -მდივანი შემომიშვებს? თქვა მზევინარმა და გულიანად გაიცინა ორივემ ლაშამ კი ბექას თვალი ჩაუკრა. -ნუ მიაქცევ ყურადღებას პირდაპირ ჩემს კაბინეტში შემოდი. ტელეფონი გათიშა და ბექას დაუბრუნა რომელიც ჩაფიქრებული იჯდა, ლაშას შეხედა და უთხრა. -ზაზამ რა გითხრა ბინის ფასი რამდენი არისო. -იცის ზაზამ რამდენსაც ეტყვის მეპატრონე იმას დაჯერდება, სხვა ზაზამ მე მოვაგვარებო. -კარგი, დაველოდოთ. -400$-ზე მორიგდება მზევინარი მეპატრონესთან, სხვას შენ მიხედავ ბექა მაგრამ არ ვფიქრობ რომ ამაზე მეტი დააფასოს, არც მზევინარი მიიღებს დახმარებას, ამიტომ ასე უკეთესია. მზევინარი ადგა და როგორც ყოველთვის კოხტად გამოეწყო თავისი საყვარელი ტუჩსაცხიც წაისვა საბოლოოდ შეამოწმა თავისი თავი სარკეში და წავიდა, კომპანიაში მისული საჩქაროდ აიარა კიბეები და ის იყო ტელეფონი ამოიღო ლაშასთვის უნდა დარეკა რომ მდივნის ხმამ შეაჩერა. -საით, არ შეიძლება შესვლა. -პირველი სათვალე გაიკეთე და კარგად დამაკვირდი, მეორე არ შეიძლება შესვლა გარეშე პირთა ეს მეც ვიცი, მაგრამ მე ჩემს კაბინეტში მივდივარ ძვირფასო. -ააა, თქვენ..... -დიახ მე ერთხელ ბოდიშიც მოიხადე და ამიერიდან ხშირად ვივლი ამიტომ ყოველდღე ნუ მოიხდი ბოდიშებს, თუ ვერ ართმევ სამსახურს თავს შეგიძლია სხვას დაუთმო ეს ადგილი. -მეგობარო უკვე აქ ხარ, არ მითხრა რომ შემოსვლაზე ისევ პრობლემა გაქვს. -ჩემთვის პრობლემები არ ილევა, მაგნიტივით მიზიდავს ყველანაირი პრობლემა მეგობარო, წავედით? -აქ მოსული შენს საქმროს არ ნახავ? ლაშამ განგებ თქვა საქმროო და გოგოებიც ფეხზე დადგა. -მოსულია? -აქ არის და მოდი სიურპრიზი მოვუწყოთ. ლაშამ ტელეფონზე დაურეკა ბექსას და ისიც სერიოზული სახით მოდიოდა, მაგრამ მზევინარის დანახვისას სახე გაეხსნა და თვალები ბედნიერებით აევსო. -რატომ არ მითხარი დღეს თუ მოდიოდი. მივიდა მზევინართან ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა, შემდეგ კი ლაშას შეხედა. -კაბინეტში შევიდეთ შემდეგ კი წავიდეთ სადაც მზეო იტყვის, სადაც ის ისურვებს წასვლას. მზევინარს გაეცინა და ყველა გაოცებული უყურებდა სამივეს რაც მზევინარმა შეამჩნია და ბექას უჩურჩულა. -დაგენიძლავები ჩვენზე ჭორაობენ. -ენას ძვალი არ აქვს ძვირფასო რაც უნდათ ის თქვან.... -გეთანხმები ბექუშ რაც უნდათ ის თქვან ჩვენ ხომ ვიცით რომ საუკეთესო მეგობრები ვართ, მე და შენ და ბექას ჯერ სტატუსი აქვს საქმროსი რომელიც ჰაერშია გამოკიდებული და არ იცის როდის აფრიალდება.მზევინარს გაეცინა და შემდეგ ისევ ლაშას მიუბრუნდა. -უფროსი აქ არის? -აქ იყო და არ ვიცი, ვნახოთ.ლაშამ ჯერ კარზე ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ შეაღო. -შემოდი რა შეშინებული მითვალთვალებ შორიდან.ლაშას გაეცინა და შემდეგ სერიოზულად უთხრა. -სტუმარი გვყავს, შეგიძლია მიიღო? -ველოდებით დღეს ვინმეს? გაოცებული უყურებდა ლაშას ზაზა მაგრამ მზევინარმა კარი გააღო და კაბინეტში ღიმილით შევიდა, ზაზა ფეხზე წამოდგა და თავადაც ღიმილით შეხვდა მზევინარს. -მზევინარ როგორ გამახარე, შენები როგორ არიან უკვე დაგვიბრუნდი? -ლაშამ დამირეკა ბინა უნდა ვნახო აქვე ახლოში და შემოგიარეთ, თქვენც გნახეთ და მდივანსაც შევახსენე თავი. -ოოოო, ეს ბოლო უფრო მნიშვნელოვანია. თქვა ზაზამ და გაეცინათ, გოგოებს ესმოდა მათი სიცილი და ერმანეთში ჭორაობდნენ უკვე. -ისე მალე დაგიბრუნდებით, მოვაგვარო ეს ბინის საკითხი. -ძალიან კარგი და მიხარია, რომ შენები კარგად არიან. -მზეო წავედით? -წავედით, მაგრამ ლაშამ მითხრა რაღაც უნდა გაჩვენოოო.... -ყველაფერი რიგზეა უნდოდა აქ მოსულიყავი, გოგოებს უფრო მეტი საჭორაო მისცა.თქვა ზაზამ და ისევ გაეცინათ და ზაზამ მზევინარს რაღაც ანიშნა. -გინდა რაღაც გითხრა? -მითხარით, რამე თუ შემიძლია.... -ზოგჯერ ნუ დაუჯერებ ყველაფერს ამათ, მაგრამ დღეს აქ რომ მოდი ძალიან გამახარე მხიარულება შემოიტანე და შენი ღიმილით გაანათე ეს დაწესებულება. -უფროსო ჩვენი მდივანი ვერ იტანს მზევინარს იცოდი? -რატომ? გაუკვირდა ზაზას და მზევინარს შეხედა, შემდეგ ლაშას თვალი ჩაუკრა და თქვა. -გინდა დიდი ბომბი ჩავაგდო მათთან? -რას გულისხმობ მამა. ზაზას გაეცინა,ოთხივე ერთად გავიდა ოფისიდან და მდივნის გასაგონად თქვა. -ბექა კარგად შეამოწმეთ ყველაფერი, იქ უნდა იცხოვროთ შვილო და თქვენი ბუდე მოაწყოთ, შენ კი ორშაბათიდან სამსახურში გამოცხადდი შვილო. -თავს მოგაწყენს ორშაბათიდან სამსახურშიდაც და სახლშიდაც. თქვა ლაშამ და სიცილით გავიდნენ, მდივანმა კი გაბრაზებულმა გააყოლა თვალი და ზაზას უთხრა. -ბ-ნო ზაზა ეს გოგონა დროებით არის თუ აქ იმუშავებს. ზაზამ გაოცებულმა მიუბრუნდა მდივანს უთხრა. -ანანო შენ შენი მოვალეობა დაგავიწყდა, როდის იყო შენთან შეთანხმებით ვირჩებვდით თანამშრომლებს. -ბოდიშით, მაგრამ.... -არავითარი მაგრამ მზევინარი უბრალო თანამშრომელი არ არის და მას პატივისცემით მოეპყარით, ის ჩემი შვილის საცოლეა ჩემი ოჯახის წევრი და ამ ფირმის მფლობელიც გახდება მალე უკეთესი იქნება მასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. გასაგებია? -გასაგებია უფროსო.... -ჭორიკნობის და სხვისი ცხოვრების განხილვის მაგივრად უკეთესი იქნება საქმეს მიხედეთ. თქვა და მდივარს ზურგი შეაქცია, კაბინეტში შესულმა კი გაბრაზებულმა თქვა. -კარგი გაწმენდა უნდა ჩემს ოფისს, უსაქმურები უნდა დავითხოვო. ზაზამ ტელეფონი ამოიღო და ლაშას დაურეკა რომელმაც ღიმილით უპასუხა. -უფროსო ახლა დაგშორდით ასე მალე მოიწყინეთ და გაინტერესებს როდის დავბრუნდებით? -ნახეთ ბინა, მოეწონა ან რა გადაწყვეტილება მიიღო. -ადგილი მოეწონა ჩვენთან ახლოს არის, მეპატრონეს ველოდებით და შიგნით შევალთ ისე ვფიქრობ სუფთა ბინა უნდა იყოს მეორე სართულზეა ვერანდიდან რომ გადმოვარდეს საშიში არაა. -რას ბოდიალობ და მომისმინე, რომ დაბრუნდები ამ უსაქმურებისგან გაწმინდე კომპანია არ მინდა უსაქმურების ბუდე იყოს ეს ფირმა და ტყუილად ჯდომაში ვუხდიდე აქ ხელფასს ზედმეტად გადაპრანჭულ და თავდაჯერებულ ქალბატონებს. -გასაგებია მდივანის გამოხტომებია, ისევ გაგაბრაზა..... -არ გამაბრაზა, მისმა უტაქტობამ წყობიდან გამომიყვანა. -კარგი დამშვიდდი, მოვალ და მათ მე მივხედავ. -უკაცრავად, დამაგვიანდა. თქვა შუა ასაკის მამაკაცმა და ბინის კარი გააღო სადაც პირველი თავად შევიდა და მერე მზევინარი მიყვა, სამივე დაკვირვებულად ამოწმებდა ყველაფერს და მზევინარმა ყველა ოთახი დაიარა, სველი წერტილებიც ნახა და ბოლოს სამზარეულოშიც შევიდა. მოეწონა ბინა, მაგრამ არ აღფრთოვანებულა მშვიდად მიუბრუნდა ასაკით მამის ტოლა მამაკაცს და უთხრა. -ბინა მომწონს, როგორც ვნახე ავეჯიც ახალი არის და აქ ჯერ არავის უცხოვრია მინდა ბოლო ფასი მითხრათ და თუ შევთანხმდებით მე დღესვე გადმოვალ. მეპატრონემ სახეზე ჩამოისვა ხელი და მზევინარის შეუმჩნევლად ბექას შეხედა, ბექამ კი ოთხი თითი აჩვენა და გვერძე გავიდა თითქოს არ ვერევი მოლაპარაკებაშიო. -მარტო იცხოვრებ შვილო ბინაში. -არა, მშობლებთან ერთად ვიქნები პრობლემა არის რამე? -არა, არა როგორ გეკადრებათ უფრო კარგი და მისაღებია როგორც ჩემთვის ისე სამეზობლოსთვის.ფასს რაც შეეხება 400$ უნდა ავიღო შვილო და თუ შევთანხმდებით, დაკლებით ვერ დავუკლებ. მზევინარმა წარბი მაღლა ასწია და ლაშას შეხედა, თითქოს უცნაურად მოეჩვენა ფასი და ლაშამ უთხრა. -არ გამაგონო სიტყვა ,,დავფიქრდები''. -არა, არ დავფიქრდები, მაგრამ..... -რა ვქნა შვილო ქირა ეს ფასი დავადე და ისე გირაოც არის თუ შეგიძლიათ გირაოს გადახდა რამდენიმე წლით თქვენი იქნება ეს ბინა და შემდეგ თანხას უკან დაიბრუნებთ.... მზევინარი დაფიქრდა და გულში გაიფიქრა გირაოთი უკეთესი იყო აეღო ბინა და მეპატრონეს შეხედა. -რამდენია გირაო ან რამდენი წლით. -თქვენ რამდენი წლით გინდათ ეს თქვენ უნდა თქვათ და იმისდა მიხედვით შევთანხმდებით. -თანახმა ვარ გირაოზე მოამზადეთ საბუთები და ხვალ ჩაგითვლით თანხას 20 000$ 7 წლით. ბექამ თვალი ჩაუკრა მეპატრონეს და მანაც ღრმად ამოისუნთქა და მზევინარს შეხედა. -გასაღები დაგიტოვოთ? -თუ დამიტოვებთ ბარგს გადმოვიტან, თქვენ კი საბუთები მოამზადეთ. მზევინარმა კმაყოფილმა დატოვა ბინა, ბექამ ტელეფონზე ისაუბრა და საქმე მოიმიზეზა ლაშა კი მზევინარს გაყვა ბარგის მოსატანად და ლაშას მანქანა თვალს მიეფარა ბექა მამაკაცთან ერთად მივიდა ზაზასთან, ზაზამ მოისმინა ბექას საუბარი და მამაკაცს შეხედა. -ლევან ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს, მზევინარმა არ უნდა გაიგოს ვისი არის ბინა ამიტომ საბუთებს გააკეთებ და 7 წლით მის სახელზე გააფორმებ სახლს ეს 10 000$ კი აიღე დანარჩენს მზევინარი მოგიტანს, ეს 2000$ როგორც შევთანხმდით ჩემგან და ანრიც ამდენივეს მოგცემს დახმარებისთვის.ლაშამ სასტუმროში ანგარიში გაასწორა, რაღაც თანხის დამატება დაჭირდა და ბარგით ისევ ახალ მისამართზე დაბრუნდნენ, იქვე დატოვა მზევინარმა გაუხსნელად ბარგი ლაშას მადლობა მოუხადა დაემშვიდობა და საავადმყოფოში წავიდა სადაც მხიარული სახით შევიდა და მშობლებს ახალი ბინადრობის შესახებ უთხრა. -ყველაფერი მოვაგვარე, ბინა და საცხოვრებელი გვაქვს ექიმს ვნახავ და გავიგებ როგორია მდგომარეობა და როდის წავალთ აქედან. მზევინარი ღიმილით გავიდა ოთახიდან ექიმის კაბინეტთან მივიდა, მაგრამ ექიმი წინ შეხვდა და გაუხარდა მზევინარი ღიმილიანი რომ დაინახა. -მეგობარო გუშინ შენი ძებნა იყო გამოცხადებული, სად დაგვემალე. -მეძინა დილამდე გაუნძრებვლად, ვინმეს რომ ვენახე მკვდარი ვეგონებოდი. -გადაიღალე, ამიტომ გპატიობთ გაუჩინარებას. -ექიმო როგორია ჩვენი ორი პაციენტის მდგომარეობა, ვხედავ რომ ბევრად უკეთესად არიან..... -მდგომარეობა მართლაც რომ ბევრად უკეთესად არის და გპირდები ყოველ დღე კიდევ უფრო კარგად იქნებიან თუ სტრესს მოვარიდებთ მამას, დედა უფრო ბევრად უკეთ არის, მაგრამ სიმძიმე და სტრესი არც მისთვის არ შეიძლება. მზეო ორივეს ჯამრთელობა ძალიან საყურადღებო არის, მაგრამ უფრო მამა რადგან ის უფრო გულჩახვეულია და ბევრ რამეს არ ამბობს გულში იხვევს და შესაძლებელია ინსულტი ისევ განმეორდეს. -ვიცი ძალიან განიცდის მის განვლილ ცხოვრებას და მის დაშვებულ შეცდომებს. -მე ყველაფერი ვიცი თავად მითხრა და ძალიან ნანობს, აპატიე მზეო თუ გინდა კიდევ წლები გყავდეს მშობლები გვერდით, უნდა აპატიო. -ვაპატიე, ბოდიშიც მომიხადა და მე რა შვილი ვიქნები რომ არ ვაპატიო ის მამა არის ჩემი და აქამდე ის ზრუნავდა ჩემზე ახლა კი ჩემი დრო მოვიდა მე ვალდებული ვარ გავაკეთო ის რაც ჩემი მოვალეობაა და სიყვარულით, პატივისცემით მოვეპყრო მათ, ისინი ასაკში არიან და გული არ უნდა ეტკინოთ. -მზევინარ საოცარი ადამიანი და საუკეთესო შვილი ხარ,ეს საავადმყოფოს ხარჯები არის და ხვალ გავწერთ ჩვენს პაციენტს და კვირაში ორჯერ ექთანი მოვა თქვენს მიერ დატოვებულ მისამართზე. მზევინარმა ფურცელი გამოართვა და გაოცებულმა წარბი მაღლა ასწია, შემდეგ კი თომას შეხედა. -მეგონა უფრო მეტი იყო გადასახდელი, ვცდები? -არა, არ სცდები ასეც იქნებოდა და შედარებით დიდი ციფრი დაიწერებოდა მაგ ქაღალდზე, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულ რამოდენიმე ანალიზზე აქცია არ ყოფილიყო ასევე წამლებზე და ეს მხოლოდ თქვენთვის არ გაკეთებულა ყველასთვის არის ფასდაკლებები, ასე რომ ხვალისთვის მოემზადეთ. მზევინარმა თომას მადლობა გადაუხადა დაემშვიდობა და მშობლებთან დაბრუნდა ახალი ამბის სათქმელად, თომამ კი კაბინეტში შევიდა და ბექას დაურეკა. -გისმენ თომა ყველაფერი რიგზე არის? -ყველაფერი ისე არის როგორც დაგეგმე მეგობარო. -იმედია ვერაფერს ვერ მიხვდა. -ბექა მზევინარი ძალიან დაკვირვებულია, მაოცებს ეს გოგო. -რა მოხდა..... -არ მიხვდა, მაგრამ გაუკვირდა და დავაჯერე ვუთხარი აქციაში მოგახვედრეთქო. -მაგარი ხარ, შენთან ვალში ვარ.... -ვალში ხარ, მაგრამ გადახდა არ გიყვარს და ერთ დღეს ყველაფერს გადაგახდევინებ იცოდე. -კარგი ასე იყოს, მოსვლა მინდა მოვიდე? -სადაც ხარ იქ დაჯექი და იყავი, შენი მოსვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, მზეოსაც არ გავაჩერებ დღეს გავუშვებ. -უნდა გაუშვა სახლში? -წავიდეს და დაისვენოს უკვე არაა საჭირო აქ იყოს დღე და ღამე, ამიტომ არც შენ არ მოხვალ. -თომა აკრძალე მათთვის მნახველის მისვლა, დამიჯერე ასე უკეთესია. -მეც ეს ვიფიქრე მათთან არავის არ შევუშვებ. თომამ ტელეფონი გათიშა და ექთანს დაუძახა. -გისმენ ექიმო.... -302-ე პალატაში არავინ არ შეუშვა, აკრძალულია დღეს მათთან მნახველის შესვლა. -გასაგებია..... -გასაგებიაო ამბობ, მაგრამ გაფრთხილებ თუ რამე მოხდება როგორც რამდენიმე დღის წინ მოხდა და იქნება გაუთვალისწინებელი შენ აგებ პასუხს, სამსახურს დაკარგავ. ისეთი მკაცრი იყო ექიმი ექთანს შეეშინდა და სულ 302-ე პალატასთან იყო, თომა კი მზევინართან შევიდა და უთხრა. -მნახველის შემოსვლა ავკრძალე მხოლოდ ექიმი და ექთანი შემოვა აქ და შენი აქ ყოფნა აუცილებლობას არ წარმოადგენს, დატოვე აქაურობა და წადი. -რატომ ასეთი სიმკაცრე, დავრჩები.... -წადი სახლში და დაისვენე, ასე რომ დღეს აქ ვარ და მშვიდად იყავი.მზევინარმა დაეშვიდოობა მშობლებს და წავიდა, რადგან ჯერ კიდევ ადრე იყო საავადმყოფოს ხარჯიც გადაიხადა და ბინის მეპატრონეს დაპირებული თანხა ჩააბარა ასე რომ ბინაში შეეძლო თავისუფლად შესულიყო, მაგრამ მარკეტში წავიდა და ყველაფერი იყიდა, მაცივარი გამოავსო შემდეგ საძინებელში შევიდა თავისი და მშობლების ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინა და თავისებურად ყველაფერი მიალაგა. კმაყოფილმა მოავლო თვალი ბინას და ყავაც მოიდუღა უნდოდა დაესვენა, ტელეფონი აიღო დედასთან დასარეკად მოემზადა და კარის გაღების ხმა გაიგონა შეშინებული ფეხზე წამოხტა ხელში მაგიდიან მძიმე საფერფლე აიღო და მოემზადა, გაფითრებული იდგა, მუხლები უკანკალებდა და უღონობა იგრძნო, გული შიშისგან სუსტად ფეთქავდა და უხმოდ ბღაოდა, მაგრამ მაინც მყარად იდგა და კარს უყურებდა უკვე არა შიშით, არამედ გაოცებული. სადაც გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ რამოდენიმე წყვილ თვალს. ბინაში პირველი თომა შემოვიდა ტორტით, უკან ლაშა მოყვა შამპანიურის რამდენიმე ბოთლი ეჭირა და მის უკან ბექა და ზაზა იდგა ღიმილით. -თქვენ, თქვენ..... დაბნეული ენას ვერ აბამდა სათქმელს და ისევ ჩახვეული კასეტასავით იმეორებდა. -თქვენ........ -დიახ ჩვენ და როგორც გვხედავ ყველა ერთად ვართ თან მარტოები არ ვართ მოსულები, ზაზამ კარი გააღო და ბინაში ნინო და გურამი შემოვიდა, გურამის თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე ისე როგორც ნინოს და მზევინარი სულ დაიბნა. -დედაააა, მამააააა. შემდეგ თომას შეხედა წარბაწეულმა უთხრა. -ამიტომ იყავი ასეთი მკაცრი და სახლში გამომიშვი ეს იდეა გქონდათ მოფიქრებული. -არა გეფიცები უცებ მოვიფიქრეთ, მზეო ის მწარე ქალი მოვიდა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც მოახერხებდა შესვლას და უკეთესი იყო წამომეყვანა თან ერთი დღე რას წყვიტავდა. ნუ ბრაზობ მეგობარო და ყველამ ერთად ახალმოსახლეობა ვიზეიმოთ, ასე მშრალად გინდოდა ახალი ცხოვრების დაწყება არა ეს არ გამოვა შენც კარგად იცი. მზევინარმა მშობლებს ადგილები მიუჩინა და გაახსენდა რომ საღამურებით იყო და თავის საძინებელში შევიდა გამოიცვალა და ერთ საათში სახელდახელო სუფრა გაიშალა რაზედაც ყველა გააოცა და მათ შორის მშობლები. ნინომ გაოცებულმა შეხედა მაგიდას და გურამის უთხრა. -არ ვიცოდი თუ კერძების კეთება იცოდა სულ კითხულობდა და სულ წიგნებში იყო თავჩარგული. -დაჭირდა და თურმე სცოდნია. თქვა გურამიმ და ფრთხილად ჩამოჯდა დივანის კიდეზე, ბექა სამზარეულოში გავიდა და კარებიდან უყურებდა მოფუსფუსე მზევინარს რომელსაც სველი თმა სახეზე მიწებებოდა საქმეში გართულს არც გაუგია ბექა როგორ მიუახლოვდა და უთხრა. -ჩემს სამზარეულოს დაამშვენებს შენი იქ ყოფნა. -ჯერ აქ როგორ შევეჩვევი ვნახოთ და სხვა სამზარეულოს დამშვენებაზე მერე ვიფიქროთ ახლა კი ეს გაწყობილი თეფშები გაიტანე და მე სხვებს გამოვიტან, რადგან არ შემითანხმდით და ქეიფი გადაწყვიტეთ მოდი ქეიფი იყოს. მაგიდა გაივსო, გურამიმ ღიმილით შეხედა ჯერ მაგიდას, შემდეგ გარშემო შემომსხდარ სტუმრებს, მზევინარს სიყვარულით გაუღიმა და თქვა. -რა სილამაზეა, სახლი სადაც სიყვარული,ნდობა და მეგობრისთვის ღია კარი არის კიდევ უფრო გიხანგრძლივებს სიცოცხლეს ადამიანს და მადლობა შვილო. -მადლობა ჯერ მე უნდა ვუთხრა უფალს და მერე თქვენ ყველას რომ მამას ბედნიერებით სავსე თვალებს ვხედავ. გამიკვირდა,მაგრამ რა კარგად მოიფიქრეთ ყველა ერთად ვართ და თქვენ წარმოიდგინეთ დღეს პირველად ვხვდები პირველად ბედნიერი შობას. -განა ამაზე ბედნიერი და ლამაზი არსებობს რამე შენს გარშემო გყავს ის ხალხი ვინც მართლა გაფასებს, უყვარხარ, პატივს გცემს. შენს გვერდით შენი სულის ნაწილი გყავს, მეგობრები გყავს რომლებსაც მართლა უყვარხარ, შენზე ფიქრობენ და მადლობა თვითეულ თქვენთაგანს. -გურამ ჯერ მოძლიერდი და შემდეგ ყველა დღე ვიქეიფოთ, ვიმღეროთ და ვიხალისოთ, მხოლოდ ჯერ კარგად უნდა გახდე. -კარგად ვიქნები, ამიერიდან კარგად ვიქნები არც ჯავრი მაქვს და არც დარდი ისეთი შვილი მყავს გვერდით. მხიარული და კარგი საღამო გაატარეს, სტუმრები წავიდნენ მზევინარმა მშობლები თავის საძინებელში შეიყვანა თავად კი მიუხედავად უკვე შუაღამე გადასული იყო ყველაფერი მიალაგა და ვერც კი მიხვდა დრო როგორ გავიდა და თითქმის სითეთრე შეპარვოდა ცას საძინებელში რომ შევიდა და თავის სამყაროში მის ფიქრებთან ერთად მარტო დარჩა, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში იყო თეკლა ვერ გაიგო რა ჩანაფიქრი ჰქონდა მზევინარს ვერც ის გაიგო სად გადავიდა და ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა რა საერთო ჰქონდა ზაზასთან და ბექასთან ღამეები არ ეძინა, არ ადარდებდა სხვა არაფერი ვინ რას ჭამდა, ვინ სად მიდიოდა, რას ჩაიცმევდა მისი მეუღლე რომელიც რამდენიმე დღიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა და თვალს ადევნებდა სრულიად შეცვლილ თეკლას. დილის 5 სთ-ი იყო როცა ანრიმ შეამჩნია თეკლა საწოლში არ იყო, ადგა და მისაღებში გავიდა სიგარეტის კვამლისგან გაბურულ ოთახში იჯდა თეკლა და ფიქრობდა. -თეკლა კარგად ხარ? -კარგად ვარ. მიუგო ისე რომ თვალი არ გაუხელია. -კარგად თუ ხარ რატომ ვერ იძინებ. -შენ თუ გეძინება დაიძინე, მე დამაყენე სადაც ვარ. -თეკლა არ ფიქრობ რომ უნდა დავილაპარაკოთ? -რაზე უნდა დავილაპარაკოთ. -რა გაწუხებს, რაზე ფიქრობ. -არაფერზე, უბრალოდ ვერ დავიძინე. გვერდით დაუჯდა, სიგარეტი ხელიდან აართვა და უთხრა. -გისმენ მითხარი რა გაწუხებს. -არაფერი არ მაწუხებს კარგად ვარ ანრი. -თეკლა რამდენიმე დღეა სახლში არ ვყოფილვარ, დავბრუნდი და არანაირი სიხარული განმარტოვებით ზიხარ და ფიქრობ, რას ფიქრობ, რა გაწუხებს. მითხარი შენთვის რა გავაკეთო, რა შემიძლია. -რომ გითხრა რა მაწუხებს, მართლა გააკეთებ? -მითხარი რა გაწუხებს, შენ ხომ ჩემი ქალი ხარ და ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა ერთნაირად ვფიქრობდი რა მოხდა შენში და რატომ მოხდა ეს შეცვლა. -ანრი............. -რა ანრი თეკლა, მე შემიყვარდი ისეთი როგორიც გაგიცანი, მაგრამ ვეღარ გცნობ. შენ შეიცვალე და მე მეშინია თქმის იმისა რასაც ვგრძნობ, რასაც ვფიქრობ. -არ შევცვლილვარ ისევ ის ვარ ვინც ვიყავი. -მაშინ მეთამაშებოდი რომ შემყვარებოდი, რადგან წლების შემდეგ სულ სხვაირს გხედავ თეკლა და მითხარი რა გაწუხებს. -კარგი გეტყვი, გაიგე სად გადავიდა ჩემი ძმის ოჯახი. -რა გინდა მათთან და ან რა ვერ გაიყავი გურიკასთან თეკლა. -მინდა გავიგო როგორ არის.... -მართლა? მართლა გინდა გაიგო როგორ არის თუ გინდა გაიგო რა ჩანაფიქრი აქვს მზევინარს და მოგწონს როგორ ამწარებ, როგორ ტკენ. -ის გოგო, ის გოგო...... -ის გოგო შენი სისხლი და ხორცია, შენი ძმიშვილია რატომ არ გინდა ეს გაიგო.... -არა, არა, არა, არაააა.... ის ა, გესმის ა. -ამიტომ წაართვი ბინა ერთიც და მეორეც, ამიტომ გაიმეტე ძმა სასიკვდილოდ, ამიტომ გააკეთე ყველაფერი მოტყუებით.... -შენ, შენ, შენ ვინ გითხრა... -ლუკამ, ლუკამ მითხრა იცი რომ შენი შვილი წამალზეა დამოკიდებული იმ დღეს კაიფში იყო და ყველაფერი მითხრა. -რა გითხრა, ასეთი რა გითხრა ჩემმა შვილმა. -სწორად თქვი შენმა შვილმა, შენმა გაზრდილმა შვილმა დიდი შეცდომა დაუშვა და ესეც შენი ბრალია შენ ჩაასმინე მათ მზევინარი სხვა არის და არ უნდა ეკონტაქტოს შენ ვინ ხარ და რა ადამიანი ხარ, მაგრამ სიმართლე იცი რა არის? -სიმართლე ერთადერთია, ის არ არის ჩვენი ნაწილი ის სხვაა სხვა. -შენი ძმიშვილისა და შენს შვილებზე მეტი გონიერია, მარტომ გაიკვალა გზა ცხოვრების და მისი ოცნება აისრულა იმ კომპანიის მფლობელის სარძლოა შენ რომ ვერ იტან იმიტომ რომ შენი ნარკომანი შვილი არ მიიღო სამსახურში მასე ცდება ადამიანის შეცნობაში ზაზა წიკლაური. -ტყუილია ჩემი შვილები ნარკომანი არ არის. -არის, წამალზეა დამოკიდებული და უნდა გრცხვენოდეს შენმა შვილმა მზევინარის გაუპატიურება სცადა, ეს იცოდი? -მერე რა მოხდა, პირველი მამაკაცი იქნებოდა და ქალიშვილობას დაკარგავდა? -ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ ასეთი ციცი როდიდან გახდი თუ იყავი და სიყვარულმა ისე დამაბრმავა ვერ ვამჩნევდი შენში არსებულ ბოროტებას. -ვინც წინ გადამიდგება ყველას გადავუვლი.... -და მათ შორის მეც, ასეა? -კარგად მიმიხვდი ასეა, მათ შორის შენც. კარი გაიღო და სახლში ლენა შემოვიდა თვბალებ ჩაწითლებული, თმაგაწეწილი და ორივეს შეხედა არაფლის მთქმელი თვალებით. -მე მელოდით, რაო პატარა გოგო ვარ შეგეშინდათ დაიკარგებაო? ანრიმ შეხედა თეკლას და უთხრა. -აი შენი გაზრდილი შვილი და სწორედ ამიტომ ვერ იტან საკუთარ ძმიშვილს, რომელიც ყოველთვის მოწესრიგებულია, მშობლების სიტყვას პატივს სცემს და მხოლოდ ეს არის მიზეზი შენი სიძულვილის. გამოფხიზლდი, შეცდომა რომელიც დაუშვი გამოასწორე წინააღმდეგ შემთხვევაში მე მივდივარ შენგან, უკვე დამღალე თეკლა ძალიან დამღალა შენმა უაზრო გამოხედვამ სადაც მხოლოდ სიბოროტეს ვხედავ როგორ ავნო და ატკინო სხვას. -მიდიხარ და სად მიდიხარ, ალბად იცი სადაც წახვალ რადგან დიდი ხანია ფიქრობ წასვლაზე. -დიახ უკვე სერიოზულად ვფიქრობ შენგან წავიდე და იცი როდიდან დავფიქრდი, როცა გურიკა განყოფილებიდან გამოაგდე, შენი ერთადერთი ძმა რომელიც შენზე და შენს შვილებზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო დიახ იყო, რადგან რაც შენ მას გაუკეთე არ მგონია შენი შეხედვაც უნდოდეს და შენი ხმის გაგონებაც ვერც გავამტყუნებ შენ მას საკუთარი საცხოვრებელი წაართვი და რა მოიგე ამით სიძულვილი და ზიზღი. -ჩემი ძმა იმ ბინაში დაბრუნდება, დაბრუნდება მაგრამ იმ ს გარეშე.ანრიმ ღრმად ამოიოხრა და თეკლას შეხედა, შემდეგ კი თქვა. -გურიკა ვნახე საავადმყოფოში, მზევინარი მისი ბიოლოგიური შვილი არის ერთადერთი შვილი და ეს თავადაც რამდენიმე კვირის წინ გაიგო, მაგრამ შენ მაინც ვერ გაიგებ. -ტყუილია, ეს ტყუილია. -ეს ტყუილი კი არა სიმართლეა და რატომ იმაზე არ ფიქრობ რომ შენი ნაბიჭვვრები თოთოობიდან მე გავზარდე. იყვირა ანრიმ და თეკლას მრისხანე თვალებით შეხედა, წუთიერად გაჩუმდა თეკლა შეაშინა ანრის ხმამ და გამოხედვამ, მაგრამ უკან არ დაიხია და თავადაც უყვირა. -აქამდე რატომ არავინ არაფერი არ თქვა იმიტომ რომ ტყუილია, ანრი ეს დიდი ტყუილია. ანრიმ ხელები ასწია და დაღლილი ხმით უთხრა თეკლას. -22 წელი საკუთარი შვილი გვერდით ყავდა, 22 წელია საკუთარ შვილს ზრდის, 22 წელია იცის რომ შვილი რომელიც სახლში ყავს აყვანილია, მაგრამ ერთ დღეს გებულობს რომ საკუთარი შვილი არის დაიჯერებ არ დაიჯერებ ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე საბოლოოდ გეტყვი ბოდიში მოუხადე ძმას და ძმიშვილს თუ გინდა სიბერისას ვიღაცამ იზრუნოს შენზე. -ვიღაცამ რატომ უნდა იზრუნოს, მე ოჯახი მყავს. -იმდენად ხარ ჩაძირული შენს სიბოროტეში ვერც კი ხვდები რომ ოჯახს კარგავ, ოჯახს რომელსაც შენ ოჯახს უწოდებ ის ოჯახი არ არის თეკლა. ანრი თავის საძინებელში შევიდა და რამდენიმე წუთში თავისი ნივთებით გამოვიდა, თეკლამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -შენ, შენ, შენ სად მიდიხარ..... -შენგან შორს, უფრო სწორად თქვენგან შორს. -ანრი.... -მომისმინე არ გაბედო და ჩემს გზას არ გამოყვე, არ გაბედო და არ მომძებნო ჩემი ადვოკატი მოგაკითხავს და განქორწინებაზე ხელს მოაწერ. -შენ ამას არ გააკეთებ, შენ მე არ დამტოვებ. -მე შენ შეგიყვარე, შენთან ერთად ცხოვრება დავიწყე არა მარტო შენთან შენს შვილებთან, მამობის ღირსიც არ გამხადე და ისე მიყვარდი ეს წლები ერთი საწოლი გვაერთიანებდა, მაგრამ შენ და შენს შვილებს ვერაფერი დაგანახეთ ამიტომ მე ნუ გამომეკიდები გააგრძელე ცხოვრება შენს ბოღმასთან ერთად. მშვიდობით და ვნანობ რომ ეს აქამდე არ გავაკეთე, ნეტავ რას ველოდი აქამდე. ანრი ბინიდან გავიდა, თეკლამ კი სიბრაზისგან მაგიდიდან ჭიქა აიღო და კარს ესროლა რომელიც ნამსხვრევებად იქცა ისე როგორც დაიმსხვრა და დანაწილდა თეკლას რამდენიმე წლიანი ცხოვრება ანრისთან ერთად. ფიქრი სიჩუმის ნაწილია, აუტანელი სიჩუმე დადგა მის გარშემო, ისევ დაამსხვრია რამდენიმე ჭიქა, ისევ ისტერიკული კივილი აღმოხდა და შემდეგ გაბრაზებულმა თქვა. -ჯანდაბამდის გზა გქონია, დაგწყევლი ანრი. მთელი ღამე ნოხზე დამჯდარმა გაატარა და დილით ლუკა დაადგა თავზე და თვალებ გამომშრალმა ახედა გაოცებულ შვილს. -სად იყავი, აქამდე სად იყავი ლუკა. -რა გჭირს, რა დღეში გაქვს ნერვები თეკლა. -თეკლა არა, მე შენი თეკლა არ ვარ შენი დედა ვარ დედაააა. -ხოდა რა გჭირს დედააა. იყვირა ლუკამ და თეკლას ორივე ხელები მხრებზე შემოხვია. -წავიდა, ის წავიდა ლუკა. -ვინ წავიდა და სად წავიდა, გასაგებად მითხარი რა გჭირს. -ის თქვენს გამო წავიდა,დაღალეთ თქვენი უნამუსობით თქვენ ორივე დაუნახავ ადამიანებად გაგზარდეთ. ის მართალია, დაიღალა და ძალიან დაიღალა.თეკლამ ლუკას შეხედა და ხმით ატირდა, ლუკამ ხელში აიყვანა და იქვე დივანზე დააწვინა შემდეგ ტელეფონი აიღო და ანრის ნომერი აკრიბა, მაგრამ ანრი ამ დროს ზაზასთან შეხვედრას ცდილობდა. -დღეს მიღება არ არის და ვერ მიგიღებთ ბატონო, რადგან დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ერთ ერთ პარტნიორთან. -ახალი ხარ აქ როგორც მივხვდი მე ვარ ის პარტნიორი და ზაზას უნდა დაველოდო, მის კაბინეტში ვიქნები. -მაგრამ....... -რა მაგრამ, პარტნიორი ვარ გექმის სიტყვა პარტნიორი რას ნიშნავს და იცით რას გეტყვით, არ ხართ ამ ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურა ვერ უძღვებით კარგად თქვენს საქმეს. -ანრი ასე ადრე არ გელოდი მეგობარო. ზაზა გადაეხვია ანრის და თვალებზე შეატყო რომ ნანერვიულები იყო. -კაბინეტში შევიდეთ... -ამიერიდან დაკვირვებულად შეარჩიე თანამშრომელი და უფრო გამოცდილი, რომ სიტყვა პარტნიორი გაარჩიოს ვის და რას წარმოადგენს. ორივე კაბინეტში შევიდა და ანრიმ თქვა. -ისევ ეს მდივანი...., მაგრამ ამას მოვაგვარებ და მითხარი შენ რა გჭირს. -წყალი დამისხი პირი მაქვს გამშრალი. -ანრი მითხარი რა გჭირს ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთის გვერდით ვიყავით ყოველთვის ეს ბოლოდე ასე იქნება და ჩვენს შემდეგ ჩვენი შვილები გააგრძელებს. -შვილები, ნუ გამაცინებ ზაზა ისედაც არ ვარ სიცილის ხასიათზე... -ვხედავ რაც გაწუხებს ძალიან პირადული და სერიოზულია.... ანრიმ ყველაფერი მოუყვა ზაზას და ის გაოგნებული უსმენდა და ბოლოს თქვა. -მზევინარი ძალიან ჭკვიანი, გონიერი, ნიჭიერი და მიზანდასახულია ამიტომ შიძულა თეკლამ და ახლა იმას ფიქრობს კიდევ უფრო როგორ გაამწაროს. -კიდევ როგორ უნდა გაამწაროს საცხოვრებელი წაართვა ძმას, ეს ქალი გაგიჟდა თუ ასეთი იყო და ვერ ვამჩნევდით. -არ ვიცი, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. -რას ფიქრობ, რა გადაწყვეტილება მიიღე. -ზაზა ყველაფერი უნდა გავყიდო, ის რაც მე შევქმენი უნდა გავყიდო და ამაში შენი დახმარება მჭირდება. -გასაგებია, სასტუმროც? -ყველაფერი ზაზა მანქანებიც, ბინებიც, აგარაკიც და მათ შორის სასტუმროც. -ბინა მზევინარს აქვს და მის სახელზეა,გადახდილია 30 000$ თუ დამატება გინდა დაუმატე მხოლოდ ქირის სახით გადაიხდის და ასე შეაძლებინე. -იმ ბინას თანხას არ დაუმატებ, ზაზა მე მრცხვენია იმ ოჯახის ბოლო ბოლო 24 წელია რომ ვიცნობ მათ და გურიკადან ერთი ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს, ასე რომ მზევინარის იყოს ის ბინა ჩემგან საჩუქრად სხვები მოვაგვაროთ ისე რომ მე არსად არ უნდა გამოვჩნდე და არც შენ ყველაფერს ამოჩხრიკავს და შემდეგ მზევინარს მიადგება, ეს კი არ მინდა ძალიან დაიტანჯა გოგო მისგან.რესტორანი კი ლუკამ მომაბეზრა ყოველდღიური უფასო ძმაბიჭებით და ყელამდე ვალში ჩაფლული იქ მიზის ყველას შეაზიზღა თავი და მეც ყელში ამომივიდა მისი მუქთახორობა. -რას ამბობ ანრი ეს სასტუმრო ბადრი ძიას დანატოვარია მისი სიცოცხლე იმ კედლებში ჩადო. -მომბეზრდა გეუბნები, ზაზა აქედან გაქცევა მინდა ისე რომ უკან არ მოვიხედო. -მაშინ ასე ვქნათ სხვაზე გადავაფორმოთ რა თქმა უნდა სანდო ადამიანზე დროებით სანამ განქორწინდები, მაგრამ თუ ახლავეს გინდა განქორწინდე ამას ვერ გააკეთებ 6 თვე მაინც ვერ განქორწინდები რომ ეს ქონება გაყიდო. -ერთი წელი იყოს ზაზა და დაიწყე ბინიდან ვაკეში რომ არის დაკეტილი, ბოლოს მივადგეთ რესტორანს იმ რესტორანში ზოგჯერ მზევინარი ღამე მუშაობს... -რა შვება? გაოცებული უსმენდა ზაზა ანრის. -გეუბნები საოცარი გოგო არის მზევინარი რამოდენიმე საათით შემოირბენდა იმუშავებდა სახარჯო ჯიბის ფულს აიღებდა და მიდიოდა, სახლში დილამდე მეცადინეობდა, არასდროს არ თხოვდა გზის ფულს მშობლებს. -მაოცებს ეს გოგო მისი სიძლიერით და შემართებით. -სწორედ ეს არის სიძულვილი თეკლასი და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი რაც ჩემია ჩემს სახელზე არის და თეკლა არსად არ ფიგურირებს. -ყველაფერი მოგვარდება აქ რას აპირებ, ჩვენ როგორ ვიქნებით გააგრძელებ აქ თანამშრომლობას თუ გაყიდი შენს წილს ანრი. -ზაზა აქ რომ ვიყო თეკლა არ მომასვენებს და აქაც მოვა, უკეთესია თუ საერთოდ წავალ ქვეყნიდან და დღესვე. -გასაგებია და ასე ჰაერში ტოვებ ყველაფერს? -მომისმინე და გადაწყვეტილება თავად მიიღე, მე წავალ ზაზა ქვეყნიდან, მაგრამ არა ფირმიდან და თქვენთან კონტაქტი მექნება კომპიუტერით ვითანამშრომლებთ ეს კი მხოლოდ შენ გეცოდინება, მზევინარი ვერ გაიგებს ვინ იქნება მისი უფროსი. -თანხას რას უპირებ რომ მოხსნა გაიგებს. -თანხა იყოს იმ ბანკში რომელიც საერთო გვაქვს არ შევეხები მას უტოვებ, გამოელევა შეუჭამს მისი უსაქმური შვილები და მერე რას იზამს. -ცოცხლად შეგჭამს რომ გიპოვოს ანრი. -ვერ მიპოვის, მაგდენი არ შეუძლია. -ბიჭები, ბიჭებს რა ვუთხრა. -ბიჭებმა აქამდეც არ იცოდნენ ჩემი არსებობა ამ ფირმაში ისედაც არ ვჩანდი, ეს შენ უნდა გადაფარო ზაზა და ყოველ თვიურად ჩემს ანგარიშზე ჩარიცხავ იმ თანხას რაც იქნება ჩემდა წილად. -გასაგებია და კერძოდ სად იქნება შენი ბოლო გაჩერება. -პარიზი, სხვა გამოსავალი არ მაქვს. -მაშინ მშვიდობიანი მგზავრობა და ერთი წლის შემდეგ გელოდები თავისუფალი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.ზაზა და ანრი ერთმანეთს გადაეხვია და ანრი წავიდა, ზაზა მოგონებებში ჩაიძირა, თეკლამ კი ანრის ძებნა დაიწყო და ყველგან ეძებდა. -იპოვეთ, ყველგან მოძებნეთ და მითხარით სად არის ან ვისთან აფარებს თავს, იქნებ ქალი არსებობს მის ცხოვრებაში და ვინ არის ის ქალი. -სადაც მითხარი ყველგან ვიყავი, მაგრამ...... -მაგრამ სიტყვა არ გამაგონო, ყველგან მოძებნე ამიტომ გიხდი თანხას.ტელეფონი გათიშა და ფიქრობდა სად შეიძლებოდა წასულიყო ანრი, ზაზას კაბინეტში კი მზევინარი შევიდა და ჩაფიქრებულ ზაზას არც გაუგია მზევინარის შესვლა. -კარგად ხართ? -მზევინარ როდის შემოდი არც გამიგია შენი შემოსვლა. -არ გამოიყურებით კარგად, რამე პრობლემა გვაქვს? -ვფიქრობ მზევინარ ის რაც გავიგე ძალიან გამიკვირდა. -გისმენთ, შეგიძლიათ დამელაპარაკოთ.... -მზევინარ აქედან დაღლილი მიდიხარ შვილო და შენ მიდიხარ ერთ ერთ რესტორანში სადაც თითქმის დილამდე მუშაობ, როგორ უმკლავდები.მზევინარმა გაოცებულმა შეხედა და შემდეგ ჩაეცინა. -ძალიან დამეხმარა ეს სამუშაო როცა სტუდენტი ვიყავი და მის შემდეგ მივდივარ ზოგჯერ და არა ყოველდღე, რა ვქნა როგორც ყველას მეც ჩემი საიდუმლო მაქვს. -მაოცებ და ვამაყობ შენით, მაგრამ მარტო ამაზე არ ვფიქრობ მე შენს პროექტზეც ვფიქრობ. მზევინარ დრო არის გავიტანოთ ბაზარზე, რას იტყვი შენ. -არ ვიცი, სიმართლე გითხრა უცნაურად მეჩვენება. -უნდა მიეჩვიო და გაითავისო, რომ შენ ხარ ამ პროექტის შემქნელი და მისით გახდები ცნობილი. -მერე ნახე თეკლას გაგიჟება.... თქვა და ორივეს გულიანად გაეცინა. -კარგად გამაცინე, მზევინარ რადგან მარტოები ვართ მინდა ერთი შეკითხვა დაგისვა როგორც მამამ, რას ფიქრობ ბექაზე. მზევინარი დაიბნა და ზაზას უყურებდა შემდეგ კარებისკენ გაიხედა და შერცხვა, მაგრამ ზაზასთვის უნდოდა სიმართლე ეთქვა. -სიმართლე გითხრათ ისეთი მოულოდნელი იყო წინადადება დავიბენი, მაგრამ მივხვდი რომ ჩემს დასაცავად გააკეთა, ჩემს გადასარჩენად და ჩემი გვერდში დგომისთვის რაზედაც ცოტა გულიც დამწყდა რომ არ იყო სინამდვილე, მაგრამ რას ვიზამთ ყველაფერი უფლის ნებაა. -მადლობა რომ სიმართლე მითხარი და შეყვარებული მამაკაცი ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ქალისთვის, მე გპირდები ნამდვილი ხელის თხოვნაც იქნება ჩემო გოგო. -მე, მე, მე........ეს მომავლის საკითხია... -დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე, კი მომავლის საკითხია და დაველოდოთ დროს,მითხარი აქ რატომ შემოდი აუცილებელი არის რამე? -პარიზში გასაგზავნი წერილები ვთარგმნე და თქვენი ხელის მოწერაა საჭირო, ყველა აქ არის. -გასაგებია, თავისუფალი ხარ შვილო.მზევინარი გავიდა და ოთახში შემოსულ ბექას გვერდი აუარა რამაც ბექა გააკვირვა და ზაზას შეხედა. -რა დაემართა არც მომესალმა. ზაზამ სათვალე მოიხსნა და ბექას შეხედა. -შენთან ახლა გათენდა? -მზევინარს რა დაემართა მამა. -არაფერი ხელის მოსაწერად პარიზში გასაგზავნი წერილები შემომიტანა,რომელიც წესით შენ უნდა გენახა და არა მე, შენ რა გჭირს. -არაფერი კარგად ვარ, მაგრამ რამდენიმე დღით უნდა წავიდე მამა. -სად მიდიხარ ან რატომ, მეტყვი? -მინდა დავფიქრდე, მინდა დავრწმუნდე ჩემს გრძნობებში. ზაზა დაფიქრდა ბექა კი მის სიტყვას ელოდა, რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ზაზა წამოდგა კარი შიგნიდან გადაკეტა და ბექას შეხედა. -მოდი აქ დაჯექი და მომისმინე. ბექა წინ დაუჯდა მამას რომელსაც ყოველთვის აფასებდა და ამაყობდა მისით. -მთელი ცხოვრება ვბრძოლობ და ჩემი იდეებით 18 წლიდან ვქმნი და ვქმნი, მაგრამ შესაძლებელია ჩემი შექმნილი წლების ნაგროვები და აწყობილი საქმე ერთმა ცუდმა ქცევამ და დაუკვირვებლობამ წუთში დაანგრიოს და დაიკარგოს, გაქრეს. იცი რატომ ვარ აქამდე ფეხზე მდგარი ასე მყარად, იცი რატომ მოვედი აქამდე იმედით, შემართებით და ვარ ძლიერი. შვილო მე მიდგას ქალი გვერდით ვინც ძალას მაძლევს, მამხნევებს და მჩუქნის სიყვარულს, მჩუქნის თავის თავს. ბექა ნამდვილი სიყვარული წლებს ითვლის შვილო და არასოდეს არ იკარგება, სადაც არ უნდა წახვიდე, რა დროც არ უნდა გავიდეს ისევ იმას შეხვდები თუ თქვენი ბედი ზეცაში არის დაწერილი. ცხოვრებაში აკეთებ იმას რაც შენ გინდა, რაც თავში მოგდის და არც კი ფიქრობ შედეგებზე. ყოველთვის პირდაპირ გეუბნები რა მომწონს შენში და რა არ მომწონს, რამდენიმე დღის წინ შენით გადადგმულ შენს ნაბიჯს მივესალმე რადგან ძალიან კარგი არჩევანი გააკეთე და პირობაც მომეცი იმ დღეს,ახლა მეუბნები უნდა დაფიქრდე? ამ ნაბიჯს რომ დგამდი კარგი გავიგე რატომაც გააკეთე, მაგრამ გულში რომ არ გქონოდა არ გააკეთებდი შვილო და რაღაც სხვას მოიფიქრებდი მის დასაცავად. -ვიფიქრე, კარგად ვიფიქრე და ახლაც ვფიქრობ და შევხედე თუ არა იმ წუთიდან ვფიქრობ მასზე. -შვილო მზევინარს უყვარხარ და შენც გიყვარს, ნუ ატკენთ ერთმანეთს და დრო მიეცით თქვენ თავს. -მიყვარს, მაგრამ ის თავს იკავებს და ეს მაცოფებს, მაგიჟებს არ მიშვებს მასთან ახლოს. -აააა გასაგებია, გასაგებია რატომ ხარ ასეთ დღეში, მაგრამ ბექა უნდა შეგახსენო რომ ის არ გავს სხვებს. ბექა მზევინარი არ გავს იმ შალატანა გოგოებს რომლებიც შენს ერთ გაღიმებაზე წელზე გეხვევა, თუნდაც ეს მდივანი ანანო და კისერზე გეკიდება. არ გავს იმ ქუჩის გოგოებს რომელმაც შენს საწოლში გაიღვიძოს, პატივი ეცი მას და მის გადაწყვეტილებას, გასაგებია? -გასაგებია, ლაშა სად არის გუშინ საღამოს მერე არ ჩანს. -მოვა, ჯერ ჩაი არ დაულევია კატერინას მომზადებული. -მახსენებდით? -სად ხარ, გუშინ სად იყავი. -ზაზა მიფრთხილდი დღეს ნერვებზე ვარ და იმ ზომამდე მივალ წავალ და დავიკარგები. -რა მოხდა, დღეს რა ხასიათზე ხართ. -კატერინა..... -ისევ იჩხუბეს? -ყოველ დილით ვიღვიძებ მათი ჩხუბით, ყოველ დილას იწყებს რამდენს მიტოვებ ფულს. ვერ გავიგე დედას შემდეგ ამ ქალში რამ მიიზიდა, რა მოეწონა.... -ლამაზია ვერ იტყვი რომ მისი სილამაზე არ მოხიბლავს მამაკაცს. -დარწმუნებული ვარ სანამ ნოლზე არ დასვამს ვერ მიხვდება დემეტრე რომ ეს ქალი მის გვერდით მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო არის. -დამშვიდდი და მომანდე ეს საქმე. ლაშამ შეხედა ზაზას და უთხრა. -შენ რას გააკეთებ, მითხარი რა გეგმა გაქვს. -მენდობი და ჩემი გჯერა? -გენდობი, მაგრამ..... -ჰოდა ნუ მეკითხები ნურაფერს, დამელოდე. უთხრა ზაზამ და თვალი ჩაუკრა, ლაშას იმ დღის შემდეგ არ უხსენებია ის დღე, მხოლოდ ერთ დილით ზაზა ეკლესიაში შევიდა იქედან გამოსულმა ყვავილები იყიდა სამი ძვირფასი თაიგული და სასაფლაოს გზას გაუყვა, დაფიქრებული მიდიოდა საფლავებს შორის და ერთ საფლავთან გაჩერდა ჯერ შორიდან უყურა სამ მომღიმარ ადამიანს ახლოს მივიდა სამივეს გაუცინა ყვავილები ვაზაში ჩააწყო წყალიც დაუსხა და შემდეგ იქვე თავის გაკეთებულ გრძელ სკამზე ჩამოჯდა, ტიროდა და ცრემლებს ხელის გულით იწმინდავდა, ბოლოს საათს დახედა საბოლოოდ შეხედა ფოტოებს და ხმის კანკალით თქვა. -25 წლის უკან არ მქონდა იმდენი ძალა მეპოვნა დამნაშავე, მაშინ დავიფიცე ბექა მეგობარო ამ ადგილზე რომ მკვლელს ვიპოვიდი და ახლაც ვფიცავ ვიპოვი, ვიპოვი რომ თქვენ მშვიდად იყოთ. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, სულ მალე გამოვააშკარავებ დამნაშავეს, სულ მალე საბოლოოდ გპირდებით. ზაზა იმ დღის შემდეგ დაფიქრებული დადიოდა, ლაშა კი არ გაჩერებულა თავის გზებით ეძებდა დამნაშავეს. ერთ საღამოს ნაცნობ დეტექტივთან საუბრის შემდეგ ტელეფონი გათიშა და გვიან ღამემდე ფიქრობდა, ფიქრებში ჩაეძინა და დილით სიცივემ გააღვიძა ფანჯარაში გაიხედა და ჯერ კიდევ ღამე იყო ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადაწვდა და ნახა ბექაგან 61 გამოტოვებული ზარი იყო ბოლოს კი შეტყობინებაც წაიკითხა და გადარეკა. -სად ხარ მოკვდი და მკვდრეთით აღსდექი? უთხრა ბექამ გაბრაზებულმა. -61 გამოტოვებული ზარი ყოველ 5სუთში მირეკავდი, რა არ გასვენებს, რა არ გაძინებს შეგიძლია მითხრა? -ხომ გიყვარდა შენც. -ბექა ნამდვილად ცუდად ხარ, დილის 6 სთ-ზე გაგახსენდა სიყვარული? -რატომ ბრაზობ, ესაა შენი მეგობრობა შენც გიყვარდა და მე შენს გვერდით ვიყავი. -ჩემთან რა გინდა ბექა იმას დაურეკე და სიყვარულზე, ვარსკვლავებზე ელაპარაკე, იდიოტო. უთხრა და ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ გაეცინა რადგან ჯერ ძალიან ადრე იყო შეეცადა ისევ დაეძინა, მაგრამ იწრიალა და 8სთ-ი იყო რომ ადგა,ღიღინით შევიდა სააბაზანოში და რამდენიმე წუთში გამოწყობილი გამოვიდა თავისი საძინებლიდან უნდოდა ყავა დაელია, მაგრამ სამზარეულოში მოკლე პენუარში გამოწყობილი კატერინას გვერდი აუარა და კარისკენ წავიდა. -ყავას არ მიირთმევ თუ გეშინია. -რისი უნდა მეშინოდეს თუმცა შენგან არც არაფერია გამორიცხული, ვინ იცის დედაჩემს რა დაალევინე და რადგან გაგიმართლა ის თავიდან მოიშორე ალბად ახლა ჩაიფიქრე მეც ისე მომწამლო. -რას ბოდავ, ჩხუბის მიზეზს ეძებ? -წლებია გიცნობ და კარგადაც შეგიცანი, მხოლოდ სამწუხაროა მამამ რომ ვერ გაგიცნო ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ ისე კარგად იმალები შენს მორგებულ ნირბის ქვეშ. -სადაც მიდიხარ წადი და დატოვე სახლი ნუ მაწუხებ სიმშვიდე მჭირდება. -ეს სახლი დედაჩემის არის და არა შენი, ამ სახლს ვინც დატოვებს ეს შენ ხარ და არა მე. -რა გჭირთ, რა დღეში ხართ ან ერთი და ან მეორე. -შენს ცოლუკას კითხე რა უნდა რა არ ასვენებს, დედა აღარ არის მისი ოცნებები აიხდინა შენს გვერდით და ახლა მე დამასო თვალი,მაგრამ მე ამ სახლიდან ვერ გამაგდებთ თუ წასვლა გინდათ და მას ვერ ელევი მასთან ერთად შენც წადი ამ სახლიდან ეს სახლი დედასია და არა შენი. ვაწუხებ თურმე ქალბატონს და სიმშვიდე ჭირდება.... ჩაილაპარაკა ლაშამ და შებრუნდა, სიბრაზისგან ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა დემეტრეს და სახლი დატოვა, კარი ხმაურით მიიკეტა და დემეტრემ კატერინას მიუბრუნდა რომელსაც გაუკონტროლებელი ხმით უყვირა რასაც კატერინა არ ელოდა და შიშისაგან კანკალი დაიწყო. -რა უფლებით ეუბნები ჩემს შვილს ეს სახლი დატოვოს, ვინ ხარ რომ ბრძანებლობ მასზე. -მას უჯერებ, მისი გჯერა და არა ჩემი. ცრემლი მოერია კატერინას. -კატერინა კიდევ ასეთ კამათს შევესწრები და სახლს უსიტყვოდ დატოვებ, გესმის? -დემეტრე..... -სახლს დატოვებ ხმის ამოუღებლად, მე ჩემი სიცოცხლე გავაგრძელე ჩემი შვილის გამო, მაგრამ ახალი ცხოვრება შენთან ერთად დავიწყე იმიტომ არა რომ ნელა ნელა მოგვიშორო თავიდან და სახლიდან გაგვყარო, შენ არ გაქვს უფლება ლაშას უყვირო და ეს შენც კარგად იცი.კატერინა გაბრაზებული უყურებდა დემეტრეს და თავის საძინებელში წავიდა, მაგრამ დემეტრეს ხმამ ადგილზე გააჩერა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. -ამ სახლში ჩემს გარდა კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობს ჯამრთელი და სისხლით სავსე, ასეთ ფორმაში უნდა გრცხვენოდეს მის წინ დადგომა და ეს მეორედ აღარ გაიმეორო დილით ნორმალურ ფორმაში გამოდი საძინებლიდან. -გამოდის არაფლის უფლება არ მქონია ამ სახლში. -უფლებები გაქვს, მაგრამ მის საზღვრებს ნუ გასცდები და ნახევრად შიშველი არ არის საჭირო იტრიალო ჩემი შვილის წინ რომელიც დღეს უკვე 25 წლის არის და მასაც აქვს მამაკაცური ღირსებები. გასაგებია? დემეტრემ არც შეხედა მაგიდაზე გაწყობილ საუზმეს და მანაც გაბრაზებული დატოვა სახლი, მანქანის კარი გააღო და ერთი ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ მგელივით დაიყმუილა და თითქოს გულზე მოეშვა, თვალზე მომდგარი ცრემლი ისევ უკან დააბრუნა და გულის ჯიბიდან ფოტო ამოიღო და რამდენიმე წუთი ფოტოს უყურა შემდეგ აკოცა და თქვა. -24 წელი და 9 თვე უშენოდ და მხოლოდ ერთი წელი ერთად ყოფნის, როგორ მინდა დაბრუნდეს ის ერთი წელი თაია. შენ ხარ ჩემი საბოლოო სიყვარული და ვერასოდეს ვერ შევხედავ სხვა ქალს ისე როგორც შენ გიყურებდი საყვარელო, ვერასოდეს ვერ გავუყოფ შენდამი გრძნობებს სხვას და ალბად გაოცებული შემეკითხები. აბა კატერინა? კატერინა გვერდით მყავს რომ უბრალოდ სურვილი დავიკმაყოფილო, მხოლოდ სიყვარულით სხვა ქალს ვერ შევიყვარებ თაია. ფოტო შეინახა და ლაშას დაურეკა. -იმიტომ თუ მირეკავ რომ....... -დაბადების დღეს გილოცავ შვილო, შეიძლება ჩემზე ბრაზობ და გტკივა კიდეც, მაგრამ შენ ჩემი უსასრულო სიყვარული ხარ. ხომ იცი არ შემიძლია გამოვხატო გრძნობები, მხოლოდ გეტყვი რომ მინდა ბედნიერი მყავდე სხვა არაფერი არ მაინტერესებს. ლაშას ცრემლი მოერია და უკვე ფირმაში შევიდა ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და დემეტრეს თავისი ჩვეული ღიმილით უთხრა. -მადლობა მამა, საღამოს შევხვდებით სახლში. ტელეფონი გათიშა და თავის კაბინეტისკენ მიდიოდა რომ მისაღებში თავმოყრილ გოგოებს მოკრა თვალი და მათ შორის მზევინარიც იყო რომ გაუკვირდა, მაგრამ ეშმაკურად ჩაიცინა ჯიბეები მოისინჯა და რაღაც ამოიღო ჯიბიდან უნდოდა აენთო, მაგრამ იქ ზაზაც დაინახა სულ მალე ბექა და თომა შეუერთდა მათ და გაოცებულმა მიუახლოვდა შეკრებილთ. -რა ხდება ხალხო ასე ერთად რომ შეიკრიბეთ. -შენ გვაკლდი და უკვე შენც აქ ხარ, მზევინარ დავიწყოთ? -ყველა ვართ? -მგონი ყველა ვართ. თქვა ბექამ და შუქები ჩაქრა. -ათვლა დავიწყოთ.... 1, 2, 3, .....9,10 და მზევინარის ხელში ტორტი აინთო სანთლებით და ლაშას წინ დადგა. -დღეს რა დღეა და ვისი დღე არის? ლაშას გაეცინა ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა და ყველას სათითაოდ შეავლო თვალი და თქვა. -ჩემი ბედნიერებისთვის თქვენთან ერთად ყოფნაც საკმარისია. ისეთი გაბრაზებული იყო სახლიდან წამოსული დემეტრეს ზარი რომ არა სულ არ ახსოვდა რა დღე იყო, მაგრამ კარგი მეგობრები ხომ მოწყენის საშუალებას არასოდეს მოგცემს და აი ისიც მათ წინ დგას. მზევინარი მიუახლოვდა ლაშას და მანაც თვალები დახუჭა, ზაზამ თომას უჩურჩულა. -გეფიცები მისი სურვილი რაც არის მე გეტყვი, დემეტრემ კატერინა გაუშვას სხვა ოცნება მას არ აქვს ამ ჯერზე. თომამ გულიანად გაიცინა და ლაშამ გაბრაზებულმა შეხედა, მაგრამ თომამ უთხრა. -ჩემი ბრალი არ არის ზაზამ გამაცინა. -ვიცი რატომაც გაიცინეთ თქვენ ორივემ და გეფიცებით ჩემი ოცნება გამოიცანით,თითქოს სახეზე მეწერა. შემდეგ რაღაც დაწერა და გააგზავნა, ბექამ ტელეფონზე მოსული შეტყობინება წაიკითხა და ლაშას თვალები აუთამაშა, მასთან ახლოს დადგა და მანტოს ჯიბეში ხელი ჩაუყო და ჯიბიდან ყველას შეუმჩნევლად ასაფეთქებელი ამოიღო და ზაზასკენ და გოგოებისკენ ისროლა, მზევინარმა ტირტი მაგიდაზე დადგა და ლაშასკენ შებრუნდა რომ მიელოცა ახლოდან და აფეთქების გამაყრუებელ ხმას მზევინარის ხმაც შეუერთდა და გულწასული ბექას მკლავებში ჩავარდა, ბექამ შეხედა ლაშას და უთხრა -რა იყო ეს უბრალო ბომბაჩკა იყო თუ ლიმონკა გქონდა ჯიბეში. ზაზამ გაბრაზებულმა შეხედა ბექას რომელსაც ღიმილი სახეზე შეჰყინვოდა და არც დაფიქრებულა ისე უთხრა. -შენი გამზრდელი........რას აკეთებ, გული ლამის გამისკდა და შენ ჭკუა საერთოდ არ გაქვს? ყველა შეშინებული იყო, თომამ ტორტის შეხედა და თქვა. -ტორტი გადარჩა, უვნებელია. ზაზას გაეცინა, მაგრამ ფირმაში შემოსულ პატრულის ეკიპაჟს წინ შეეგება. ზაზამ აუხსნა რომ დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და სერიოზული არაფერი არ იყო, მაგრამ პატრულის ეკიპაჟმა ზაზა, თომა, ლაშა და ბექა საპატრულოში წაიყვანა კანონის დარღვევით, რადგან შესაძლებელი იყო გაუთვალისწინებელი შეცდომა მომხდარიყო და ვინმეს სიცოცხლისთვის ზიანი მიეყენებინათ. მზევინარი რამდენიმე საათი შოკში იყო, შემდეგ ნელა ნელა აზრზე მოვიდა დამშვიდდა და ბოლოს გოგოებს გადახედა ეშმაკურად დაატრიალა თვალები და თქვა. -დანაშაული სასჯელით ისჯება, დღეს ისინი დასჯილები არიან ტორტი კი ჩვენია, მოდით მივირთვათ. -მზევინარ ისინი? -მათთან მოგვიანებით წავალ, ჩემი შეშინება ასე ადგილად არ შერჩებათ. ყველას უწილადა ტორტი და მხოლოდ ორი მოზრდილი ნაჭერი შეინახა და იქვე მყოფ მდივანს შეხედა. -ანანო ეს ზაზას და თომას, თქვენს მაცივარში შედგით. -ლაშას ის ხომ იუბილარია არ უნდა შეხვდეს? -ტორტი თუ უნდოდა ეშმაკობას თავს დავანებებდი, ახლა კი ყველამ აქ მოდით და ვიდეო გადავიღოთ. მზევინარმა იქვე დაცვის წევრს დაუძახა ტორტის ნაჭერიც მიართვა და ვიდეო ყველასთან ერთად გადაიღო. -დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო, არ წარმომედგინა ასე თუ მოგილოცავდი, მაგრამ თურმე ყველაფერი მოსალოდნელია. მელოდებით ალბად, მაგრამ უნდა ,,დავფიქრდე'' და გადავწყვიტო როდის მოვიდე, ტორტი კი უგემრიელესია, არ გინდოდა ალბად და ჩვენ კი მივირვით. მომავალ წელს არ ვიცი სად იქნები, მაგრამ სადაც იქნები გეფიცები იქ მოგილოცავ. კმაყოფილი სახით ვიდეო ლაშას გაუგზავნა და შემდეგ სთორზედაც ატვირთა რაზედაც ყველამ კარგად იცინა, მზევინარმა ტორტიც დააგემოვნა გოგოებთან ერთად და ოთხი ტუსაღი შუადღემდე მშვიდად იყო, მაგრამ შემდეგ აწრიალდა ზაზა და ლაშას თავში წამოარტყა. -ეს რამ მოგაფიქრებინა იზრდები და ჭკუა გაკლდება? ლაშამ შეხედა და გაუცინა, შემდეგ კი უთხრა. -დასასვენებლად არასდროს არ მიდიხარ, ჰოდა მე ვიზრუნე ჩემი თავის ჩათვლით დავისვენოთ ზაზული. -ასეთი უაზრო როგორ ხარ ან შენ რამ გამოგაშტერა. შეუბღვირა ბექას, ლაშამ კი თქვა. -ასეთ შედეგს არ ველოდი, გეფიცებით. იცინოდა ლაშა თომამ რომ უყვირა. -რა გაცინებს ოპერაცია მაქვს დღეს არანორმალურო, მზევინარმა დამირეკა დილით თორემ აქ ახლა თქვენ სამი იქნებოდით და ამ გისოსებს იქედან მოგინახულებდით. -მოხვიდოდი და დაგვცინებდი, ჰოდა კარგ ადგილზე ხარ შენც. უთხრა ბექამ და ოთხივე იცინოდა, მაგრამ ზაზამ თქვა დარწმუნებულად. -მზევინარი მოვა აქ არ დაგვტოვებს, მე არ დამტოვებს. თქვა და ბექას თვალი ჩაუკრა. -შენ გაგიყვანს და მე დამტოვებს? გაოცებულმა შეხედა ბექამ, მაგრამ ზაზამ მსუბუქად უყვირა. -გოგო შეაშინეთ, გული ლამის გაუხეთქეთ და გგონია თქვენ ორნი აქედან გახვალთ? -მოვა და ჩვენ ერთად გავალთ აქედან. უეცრად ზაზამ თავიანთი ადვოკატი დაინახა რომელიც გაოცებული უყურებდა ზაზას. -ზაზა, ბექა, ლაშა თქვენ აქ რა გინდათ, თომა შენც? -ორი ხისთავიანი რომ მყავს მას კითხე ივანე. -რატომ არ დამირეკეთ, ახლა რა ხდება რა გავაკეთო. -რაც გინდა გააკეთე და აქედან დღესვე გამიყვანე, ივანე დღეს აქ არ დამტოვებ. -კარგი დამშვიდდი რამეს ვიღონებ, საქმეს მოვითხოვ და გადავხედავ რა ბრალი გედებათ. -მზევინარს ამ ზარს ვაზღვევინებ. თქვა ბექამ და ლაშას შეხედა, მაგრამ ლაშამ მშვიდად უთხრა. -მზევინარს რატომ აზღვევინებ მას არ დაურეკია ან როგორ დარეკავდა გულშემოყრილი შენს მკლავებში იყო, დაგავიწყდა? -აბა ვინ დარეკა, ვინ მოასწრო. -არ ვიცი ან ასე უცებ ესენიც სად იყვნენ რომ შემოცვივდნენ ასე ერთიანად. -ტორტის ჭამა მაინც მომესწრო. თქვა თომამ და ოთხივე გულიანად იცინოდა, ივანე უყურებდა ოთხივეს და თავადაც გაეცინა, ბექამ კი ივანეს შეხედა და ივანემ უთხრა. -რა გინდა, მოგშივდა რამე მოგიტანო? -ტელეფონი მინდა, შეძლებ? -ვნახოთ რას გავაკეთებ. თქვა ივანემ და წავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში გახარებული დაბრუნდა და ლაშას ტელეფონი მისცა თან გააფრთხილა. -არ დაგინახოს ვინმემ, შენი უაზრობის გამო სამსახურს ვერ დავკარგავ. ბექამ ტელეფონი დახედა და ივანეს უთხრა. -ეს ლაშას ტელეფონია. ლაშამ აართვა ტელეფონი ხელიდან ჩართო და გულიანად გაიცინა რაზედაც ოთხივე გაოცებული უყურებდა. -მზევინარ არ შეგარგებ მაგ ტორტის ჭამას. ზაზამ გამოართვა ტელეფონი და ვიდეოს ნახვისას მანაც ბევრი იცინა, ბექაც იცინოდა და ლაშას უთხრა. -ტორტი დავკარგეთ დღეს აქ ვართ, როგორც მივხვდი ეს აქ მომსვლელი არ არის და ამის გამო უნდა დაისაჯოს. -სასჯელი რა იქნება? -სასჯელს მე მოვიფიქრებ შენ არ ჩაერევი. თქვა ბექამ და ვიდეოს კიდევ რამდენჯერმე უყურა შემდეგ კი შეტყობინება გააგზავნა. -,,ტორტი არ შეგვინახე, მაგრამ თუ დაფიქრდები რა სასჯელს იმსახურებ ისე დაგსჯი როგორც შენ მოისურვებ თუ დაფიქრების დრო მოგეცი, ამიტომ ჩემს მოსვლამდე იფიქრე''. ,,ბექა ვარ ლაშას ტელეფონით და მაგ ტორტიდან ერთ ლუკმასაც არ შეგარჩენ, უნდა გაზღვევინო''. -,,როგორ შემაშინე, შენ რა მკაცრი ყოფილხარ, მაშინებ''. -,,მზევინარ შორს ხარ და დიდი გული გაქვს, მასე არ იჭიკჭიკებ როცა ახლოს მნახავ დარწმუნებული ვარ''. -,,თქვენს თანდებში გამოსაყვან თანხას კომპანია გადაიხდის თუ მე გადავიხადო ბოს''. ბექამ ლაშას შეხედა და შეტყობინება წააკითხა, ლაშამ ბექას შეხედა და უთხრა. -მაგრად ღადაობს დღეს, ხვალ ვნახოთ რით გაერთობა. -ხვალ გაყუჩდება ხმას ვერ ამოაღებინებ. თქვა ბექამ სიცილით და ტელეფონი გათიშა, მაგრამ ისევ შეტყობინების ზუზუნი იგრძნო ჯიბეში და გახსნა. -,,ორ თვეში ისევ მივირთმევ ტორტს, მაგრამ იუბილარი სად იქნება ეს არ ვიცი''. -,,ორ თვეში იუბუილარის ტორტს პატარძალი გაჭრის''. -,,ხოოო, კარგი ტორტს საჩუქრად მე გავაკეეთებ''.ლაშან ტელეფონში თავჩარგულ ბექას შეხედა და თქვა. -იცით ახლა რა სიამოვნებით ვუყურებდი შიშველი ხეების შრიალს? -რას გინდა უყურო? გაოცებული უყურებდა ზაზა ლაშას. -ზაზული გინახია ოდესმე შიშველი ხეები ტანგოს როგორ ცეკვავს, არ გინახია მე კი ვნახე, მაგრამ ამ სიამოვნებას ამ გისოსებიდან ნახვას ვერ შევძლებთ.ზაზამ შუბლზე ხლი მიადო ლაშას და უთხრა. -შვილო შენ კარგად ხარ? -ტვინი უშრიალებს. თქვა თომამ და ლაშას თვალი ჩაუკრა, ლაშამ კი შეუბღვირა. -ძვლებში დაგამტვრევ ექიმო. -მე კი ამაწყობენ, შენ ვინ აგაწყობს შუშუვ. -შუშუ თავად ხარ. თქვა და ზაზას შეხედა. -ზაზული რაღაც მოვიფიქრე და შენი დახმარება მჭირდება. -მაჭანკლად არ გამოვდგები, სად წავიდა ამდენ ხანს ივანე რა ვერ გაარკვია მკვლელობა ჩავიდინეთ ასე რომ გაგრძელდა ეს პროცესი? -ძია ზაზა გადაწყვეტილება მივიღე. ზაზამ შეხედა ლაშას და თვალებით კითხა. -რა გადაწყვეტილება და რისთვის. -უნდა მოვითხოვო თავიდან გამოვიძიო დედაჩემის სიკვდილის მიზეზი, როგორც ვიცი მეც და შენც იმ დღეს მარტო დედა არ გარდაცვლილა მასთან ერთად კიდევ ერთი გოგონა იყო მისი მეგობარი და ისიც თაია. ზაზა გაშრა, ხანგრძლივი სიჩუმე დადგა და ბოლოს ისევ ზაზა მოეგო გონს. -იცი რომ უშედეგო არის ამდენი წლის შემდეგ პროცესის გახსნა და ბრძოლა გაანახლო. -შენ მგონი უკან იხევ, რაღაც იცი და არა თუ ვერ ამბობ. -ზაზა, თომა თქვენ ორნი თავისუფალი ხართ, გირაო გადახდილია თქვენზე. -ჩვენ, ჩვენ აქ ვრჩებით? ბექა გაოცებული უყურებდა ივანეს და შემდეგ ზაზას მიუბრუნდა. -არ გაბედო და აქ არ დამტოვო მამა. -ვინ გადაიხადა გირაო. თქვა ზაზამ და შეხედა მზევინარი იდგა მოშორებით, ბექას შეხედა და გაუცინა. -დღეს აქ მოგიწევთ გაჩერება, დედაშენს მე ავუხსნი. -მე არ მიდარდებს არავინ ზაზული და კატერინას ყურებას აქ მშვიდად ვარ. -მამა არც შენ და არც მას არ გაპატიებთ დღეს აქ რომ გავჩერდე. -დანაშაულის ჩადენაზე როცა იფიქრე, სასჯელზეც უნდა იფიქრო როცა ხვდები რა შედეგი მოყვა თქვენს ვითომ ხუმრობას, ასე რომ თქვენი სასჯელი დღეს აქ ყოფნაა. -მზევინარ ვიმახსოვრებ... -დაიმახსოვრე ბოს. ზაზამ მხრებზე ხელი მოხვია მზევინარს და ღიმილით უთხრა. -მადლობა მზეო მაგრამ ისინი აქ რომ რჩებიან არ გეცოდება? -სულაც არა, არც მათ შევეცოდე ფეხებში რომ ამიფეთქა საფეთქებელი და კიდევ ლაშა შენ ნაიას შარვალი უნდა უყიდო რადგან გუშინ შარვალი დაეწვა თქვენს გამო. -როგორ ვინერვიულე, მელოდოს. -მოგიწევს. უთხრა და ლაშას თვალი ჩაუკრა. -მეგობარო.... -დავფიქრდები.... -ჯერ რა უნდა გითხრა იცი? -მაინც უნდა დავფიქრდე. განყოფილებიდან გამოსულები ზაზა და თომა მზევინარს უყურებდა, მზევინარმა ღიმილით დაემშვიდობა მათ და მშვიდად აუღელვებლად მიდიოდა, სიამოვნებით ტკბებოდა გარემოს ყურებით, აკვირდებოდა ფეხით მოსიარულე ხალხს. მიდის მარტო და ჩაფიქრებული მიუყვება გზას, მხოლოდ არ იცის ეს გზა სად გაიყვანს, სად არის გზის ბოლო და რა დახვდება გზის დასასრულს, მაგრამ მიდის და ფიქრობს ამ მოკლე დროში რამდენი რამ შეიცვალა დაუგეგმავად და გაუცნობიერებლად მის ცხოვრებაში. როგორი ძლიერი და მტკივნეული დარტყმა მიიღო საყვარელი მამიდასგან და რა მძიმედ, რთულ და აუტანლად არის ჯერ კიდევ ღიად ჭრილობა, ჭრილობა რომელიც ძალიან ტკივა.მიდიოდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და მის ჯიბეში ახმაურებულ ტელეფონს არც დახედა ისე უპასუხა. -გისმენთ. -თეკლა ვარ დღესვე უნდა გნახო. -გინდა შემხვდე დღესვე და მიბრძანებ, ვინ ხარ რომ მიბრძანებ. -მზევინარ..... -ძალიან დიდი შეცდომა რომ დაუშვი მიხვდი თუ ვინმემ მიგახვედრა, შეუძლებელია თავად მიმხვდარიყავი რა დიდი ტკივილი მიაყენე საკუთარ დედმამიშვილს. -მინდა ყველაფერი გამოვასწორო, მართლა ძალიან ვნანობ. -არა, შენ სხვა რამ გაქვს ჩაფიქრებული კიდევ უფრო რომ გვატკინო, მაგრამ რაც გინდა ის გააკეთე, გინდა შეცდომა გამოასწორე, გინდა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყე შენ და შენი ნარკომანი შვილები ჩემთვის და ჩვენთვის მკვდრები ხართ და იცი რას გვრძნობდი შენ რომ გიყურებდი, იცი როგორი რწმენა მქონდა, მინდოდა შენნაირი ვყოფილიყავი და შენნაირი სიყვარული შემძლებოდა, მაგრამ ყველა სირთულეს და ყველა დაბრკოლებას გადავლახავ და იმ ეკლიან გზებსაც გავივლი ფეხშიშველი რომელიც წინ მელოდება ცხოვრების გზაზე და შენნაირი არ გავხდები. უფალს ვთხოვ რასაც ვთხოვდი ჩემი თხოვნა არ შეისმინოს, არ მინდა შემიზიზღოს ყველამ ჩემს ირგვლივ როგორც შენ ეზიზღები ყველას და არ გინდა დაინახო.მე სიყვარულში გავიზარდე და სიყვარულია დღემდე ჩემს ირგვლივ, შენსავით არ ვყარვარ სადაც კი გავივლი. -მზევინარ მომისმინე შვილო.... -შვილო, შვილო დამიძახე და რაო მამიდა აღარ ვარ? -მზევინარ ვიცი რომ..... -ძალიან ძნელია ამოიღო გულიდან ის ადამიანი ვისაც ცხოვრებაში ძალიან დიდ სიყვარულს აძლევდი, თურმე მე მიყვარდი მხოლოდ და შენი ღიმილი ყალბი იყო, მოფერებაც კი ყალბი იყო. დარწმუნებული ვარ ხელები გიკანკალებდა როცა მეფერებოდი, ხო მეფერებოდი, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით,რომ მამას შეეხედა რომ გიყვარდი და მე კი ამ დროს თქვენს გარემოცვაში დედოფლად ვგრძნობდი თავს. მაშინ ბავშვი ვიყავი და გავიზარდე, მამიდა გავიზარდე და ნელა ნელა ზრდასთან ერთად შენი ზრახვებიც შევიცანი. ერთხელ დაგინახე დედას რაღაც ჩაუყარე სასმელში მე კი ის ჭიქა შევცვალე, შენ ეს არ იცოდი და აძალებდი დედას ის წვენი დაელია თითქოს მზრუნველი მული იყავი. სწორედ ამის შემდეგ გაქრა შენდამი სიყვარული და ნდობა,მივხვდი არ გიყვარდით ჩვენი თავიდან მოშორება გინდოდა. ძალიან რთული გზა გავიარე დღემდე რომ მოვსულიყავი თქვენგან ზიზღში, დამცირებაში,დაცინვაში, მაგრამ არ ვნანობ ჩემი ცხოვრება თქვენს გარეშე უკეთესობისაკენ შეიცვალაა შენდა სამწუხაროდ და ჩემდა საკეთილდღეოდ. მე საოცარი მეგობრები მყავს, მყავს ოჯახი და ამ ბედნიერებას შენ ვერ წამართმევ. რამდენიმე კვირის წინ დაგემშვიდობე და კიდევ გემშვიდობები აღარ შემაწუხო, ჩემთვის შენ არავინ ხარ, არავინ. მზევინარმა ტელეფონი გათიშა და ისევ უდარდელად გაუყვა გზას, მოულოდნელად ბექაზე და ლაშაზე გადაიტანა ფიქრი და გაეცინა, მაგრამ ამ ბოლო ორზე საერთოდ არ ნერვიულობდა. ტელეფონი ისევ ამღერდა და ზაზას ნომერი დაფიქსირდა, რომელსაც ღიმილით უპასუხა. -გისმენთ უფროსო. -მზევინარ რატომ წადი და სად ხარ. -მეც არ ვიცი სად ვარ, გზას გამოვყევი და ფიქრებში ვერ გავიგე გზის ბოლო გავიარე თუ კიდევ მაქვს გასავლელი.... -მზევინარ ოფისში მოდი სადმე არ გადაუხვიო და აქ ვილაპარაკოთ. -თუ იმიტომ რომ საპატრულოში მოხვდით...... -არა, არა სხვა თემაზე გვაქვს სალაპარაკო. -მოვდივარ. მზევინარმა გაიაზრა სადაც იყო გზა შეცვალა და რამდენიმე წუთში უკვე ზაზას წინ იდგა და ზაზას უთხრა. -ჩემზე ბრაზობთ, მაგრამ..... -მოდი, მოდი და მადლობა რომ იქედან დაგვიხსენი.....მზევინარმა შეხედა თომას და გაეცინა. -რა გაცინებს მეგობარო.... -ცნობილი ექიმი დღეს დილიდან შუადღემდე საპატრულოში იყო...ამიტომ გაქვს თვალები დაწითლებული ვიტამინები მიიღე, ვისუსის საშიშროება არსებობს ექიმი ხარ ჩემგან არ გესწავლება რა უნდა მიიღო ეს სიწითლე რომ გაგიქრეს. -შენ კარგი ექიმიც იქნებოდი მზევინარ.... -არც მიფიქრია ექიმობაზე, რაც მინდოდა ვყოფილიყავი ის ვარ. -არაფერსაც არ მივიღებ, შემხვდეს ვირუსი ყველას გადაგდებთ და ერთ დიდ ოთახში ჩაგკეტავთ ყველას. -ჩემგან რა გინდა, თომა გგონია პატრულს მე დავურეკე? -შენ ისეთი სახე გქონდა მოულოდნელობისგან, გეფიცები ვიფიქრე სერიოზული პრობლემა შეგექმნა გულზე. -გეფიცებით ის ხმა უცებ რომ დააზანზარა ყველაფერი ახლაც მიწივის ყურებში, ღმერთო საშინელება იყო, მაგრამ მართლა ვინ დაურეკა პატრულს. -ეს შენ უნდა გაიგო. მზევინარ ვიღაც გვყავს აქ და ჩვენთვის უჩინარია, არის ვიღაც ვინც ვერ გვიტანს. -მაგრამ იმ დღეს ყველა შეშინებული იყო, არ მგონია აქედან დაერეკოს ვინმეს იქნებ გარედან დარეკეს, არ ვარ დარწმუნებული. ჩაფიქრდა მზევინარი და ზაზას შეხედა, ზაზამ კი თომას შეხედა და ისევ მზევინარისკენ შებრუნდა. -მზევინარ რაღაც გაგახსენდა, რაღაც აღიდგინე გონებაში. -გამახსენდა, მაგრამ არ ვიცი თუ სწორად მახსოვს ის შავთმიანი გოგონა რომ არის პატრულმა რომ წაგიყვანათ, ისიც გაქრა და წავიდა. -დარწმუნებული არ ხარ, მაგრამ გახსოვს რომ იქ აღარ იყო. -დამაცადეთ კარგად აღვიდგინო, გაბრაზებული ვიყავი მერე დავმშვიდდი და ტორტი გავჭერი გოგოები არ დამთანხმდნენ ხვალ ყველა ვიქნებით და ყველამ ერთად გავჭრათო, მაგრამ მე გავჭერი და ის იქ არ იყო. ყველას დავურიგე თითო ნაჭერი და რამდენიმე ნაჭერი მაცივარში შევინახეთ, კარგად მახსოვს უკვე ის იქ არ იყო. თომამ ზაზას შეხედა და უთხრა. -ის არის, შენზე გაბრაზებულმა მომენტით ისარგებლა. მზევინარი წამოდგა ზაზას შეხედა და იცინოდა. -რა გაცინებს. უთხრა ზაზამ და თავადაც გაეცინა. -ტორტი მაქვს თქვენთვის შენახული. -მზეო მოიტანე ჩავტკბები და წავალ, დღეს ოპერაცია მაქვს. უთხრა თომამ და სამივეს გაეცინათ, მზევინარი კაბინეტიდან გავიდა, ზაზა ჩაფიქრდა და რამდენიმე კვირის წინ მომხდარ მოგონებებში ჩაიძირა. დილა ღრუბლიანი იყო და საავდროდ იყო ცა გამზადებული,ირგვლივ ჯერ კიდევ სიბნელე იყო თუმცა მხოლოდ ციფრებიანი საათით თუ მიხვდებოდი რომ დილა იყო.საათს დახედა და სელვიტორის მოტანილ ყავის სუნი ღრმად შეისუნთქა, შემდეგ გაუღიმა და მადლობა მოუხადა. -როგორც იქნა მოვედი შენამდე, ძალიან დიდ საცობში მოვხვდი. -იწვიმებს დღეს.... თქვა და მეგობარს შეხედა. -არ იწვიმებს ცა ჩამოვა ძირს და გაისეირნებს დედამიწაზე, აბა გისმენ. ზაზამ შეხედა დავითს და უთხრა. -ლაშა იმ საქმით არის დაინტერესებული და როგორ შევაჩეროთ, რომ რამე შარში არ გაეხვიოს. -შარში არ გაეხვევა, გაუშვი მოიძიოს რასაც შეძლებს. ანრის რა ისმის, აღარ მეხმიანება ყველაფრიდან გავიდა სადაც კი შემეძლო ხმის მიწვდენა. -არაფერი ვიცი, არც მე მეხმიანება.... -ზაზა..... -დავით არ ვიცი სად არის, მართლა. -კარგი, დაიჯერე რომ დაგიჯერე, მაგრამ შენც იცი რომ არ მჯერა. კარგი, წავედი გავრბივარ თათბირზე. ზაზამ თვალი ჩაუკრა მეგობარს, დავითმაც ჩაიცინა და ჩაილაპარაკა. -არ მცალია თორემ ყველაფერს დაგაქფევინებ, არ იცის ბიჭმა.... -ნუ ბუზღუნებ, წადი მეც უნდა წავიდე უკვე... -ყავა არ გაგიცივდეს, ცხლად მიირთვი ყელი ჩაიწმინდე. ზაზას გაეცინა თვალი ჩაუკრა მეგობარს და წამოდგა დავითთან ერთად გავიდა, მაგრამ მოულოდნელად შავთმიან გოგოს შეხედა რომელიც კედელთან იდგა და თავს იმაგრებდა. -მგონი ცუდად არის. უთხრა დავითს და გოგონასთან მივიდა. -ცუდად ხართ? ხელი მკლავზე მოკიდა რომელიც ის ის იყო წაიქცეოდა და ზაზას ხელს დაეყრდნო. -გთხოვთ აქედან გამიყვანეთ, ცუდად ვარ. ზაზამ ჰაერზე გაიყვანა გოგონა, დავითს ხელში წყლის ბოთლი ეჭირა ზაზას მიაწოდა, ზაზამ ხელი დაისველა და გოგონას სახეზე მოუსვა სველი ხელი და შეშინებული უყურებდა. -მიმატოვა, სხვასთან წავიდა და გამოდის რომ არასოდეს არ ვყვარებივარ. ცრემლები სახეზე დაედინა და ზაზას შეხედა, ზაზამ ჩაახველა და გოგონას შეხედა. -უკეთ ხართ, უნდა წავიდე თათბირი მაქვს. -ზაზა მე უნდა წავიდე დამგვიანდება,დაგირეკავ. დავითი წავიდა ზაზა კი გოგონას უყურებდა. -დროა მარტო გავაგრძელო ჩემი ცხოვრება, მადლობა რომ დამეხმარეთ. ხელი შეუშვა ზაზას და გაუღიმა, მაგრამ ისევ ცუდად გახდა და ხელით კედელს მიეყრდნო, ზაზას შეხედა და ფერი დაეკარგა სახეზე მის უკან მისთვის ნაცნობი თვალები დაინახა და მოულოდნელად ზაზას ტუჩებში აკოცა, ზაზა გაშეშდა არ ელოდა უცნობი გოგოსგან კოცნას და რამდენიმე წუთი ვერ გაინძრა ადგილიდან, გონს რომ მოვიდა გოგონა მის წინ აღარ იდგა და კომპანიაში დაბნეული მივიდა, თანამშრომლებთან შეხვედრა ჰქონდა და დაივიწყა რაც მოხდა. -ბ-ნო ზაზა ყველა მოსული არის და თქვენ გელოდებით. -მოვდივარ, ბიჭები მოვიდნენ? -კი, ისინიც ადგილზე არიან. რამდენიმე წუთში ზაზა, ბექა და ლაშა თანამშრომლების წინ იდგა, მაგრამ მოულოდნელად გაშეშდა და ფერი დაეკარგა, ბექამ შეხედა ზაზას და უთხრა. -რა მოხდა, ცუდად ხარ? -არაფერია კარგად ვარ უცებ თავბრუ დამეხვა. თავი გააქნია და შემდეგ თვალი ყველას მოავლო, არ დარჩენია მხედველობიდან როგორ ჩაიცინა შავთმიანმა და ხელები მაგრად მომუჭა. -მეგობრებო, ახალი და სასიამოვნო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ პრემია დარიგდება სანიმუშო მუშაობისთვის და მადლობა ყველას. შემდეგ ბექს მიუბრუნდა და რაღაც უჩურჩულა, ბექამ თავი დაუქნია და თავად იქვე მდგარ ჭაღარა ასაკოვან ქალბატონს მიუბრუნდა. -ლუიზა შავთმიანი გოგონა რომ ზის მეორე რიგში ვინ არის, ახალია? -ახალია ორი თვეა რაც აქ არის, წარმატებული გოგონაა არც გაცდენა აქვს და არც დაგვიანება. -უთხარი შეხვედრის შემდეგ ჩემთან შემოვიდეს. ლუიზამ ზაზას შეხედა და უთხრა. -ზაზა მოხდა რამე შვილო. -არაფერი მნიშვნელოვანი ერთი თემა მაქვს მასთან გასარკვევი. -ზაზა.... -ლუიზა რამდენი წელია რომ მიცნობ ამ ფირმის დაარსებიდან ხომ არ ვცდები, შემოვიდეს ჩემთან და მერე აქ აღარ იმუშავებს. კლარა მიხვდა ზაზას რაღაც სერიოზული ჰქონდა გოგონასთან სათქმელი და დასრულდა თათბირი ზაზა მის კაბინეტში იყო და გოგონას ელოდა, კარზე ფრთხილი კაკუნი გაიგონა და კარიც გაიღო, გოგონა მის წინ იდგა მორცხვად, ზაზამ შეხედა და მასთან ახლოს მივიდა. -არ დაგიძახე იმიტომ რომ შენი დილანდელი ქცევით აღფრთოვანებული ვარ და მისაღები არის ჩემთვის ის რაც გააკეთე, მინდა ვიცოდე რა მოხდა და რატომ მოიქეცი ისე. -მაპატიეთ, იქამდე სანამ თქვენ შეგხვდებოდით ჩემი საქმრო ყოველ მიზეზ-გარეშე და აუხსნელად დამშორდა, ყველამ იცოდა ერთ თვეში ქორწილი უნდა გვქონოდა და რაც დავინახე ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის, მან შემხედა იქ რომ ვიყავი და მის გვერდით ჩემი ბავშვობის მეგობარი იდგა ვინც ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. გოგონა კანკალებდა, ზაზამ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, წყალი მოსვა ზაზას შეხედა და თქვა. -ბოდიში უფროსო ჩემი დაუფიქრებელი საქციელი, ჩემს თავს გადავაბიჯე და.... -დამშვიდდი, თუ თქვენს გვერდით ყოფნას არ იმსახურებდა კარგია რომ დროზე დაშორდით და ღალატის მსხვერპლი არ გახდი, ასეთი უარგისი მამაკაცები სამწუხაროდ რომ არსებობენ, თუმცა ცხოვრება წინ გაქვს ...ახლა კი წაბრძანდით..... -ტატა, ტატა მქვია....ტატა შებრუნდა და კართან მისული ისევ წაბარბაცდა, კარი გაიღო და ლაშა შემოვიდა რომელმაც ხელი შეაშველა ტატას მაგრამ თითქოს არ ესიამოვნა ლაშას შესვლა და ლაშას ხელი ცივად გააშვებინა. -ლაშა ტაქსი გამოიძახე და გაუშვი, თავს ცუდად გრძნობს დღეს. ლაშამ ტაქსის დაურეკა და ტატა თავად მიიყვანა ტაქსთან და კარგად გაიგონა ტატას სიტყვები. -გესმის, დავიშოკე ახლოდან ძალიან სიმპატიურია, გეფიცები ახლოს რომ ვიდექი მასთან სხეული ამიკანკალდა დღეს ვერ მოვახერხე, მაგრამ დაიმახსოვრე ის ჩემი გახდება სულ მალე. ლაშა გაბრაზებული შევიდა ზაზასთან და მის წინ დადგა. -ვინ არის ეს მეტიჩარა ქალი. -რა იყო რა გაბრაზებული მიყურებ არ მინდა ვიფიქრო რომ რამდენიმე წუთის წინ აქ მდგარი გოგოზე რამე იფიქრე ჩემთან მიმართებაში.... -ან შემოგზავნილია ან შენი დათრევა უნდა და ფრთხილად იყავი მასთან. -რატომ ფიქრობ რომ ჩემი დათრევა უნდა, საიდან გაგიჩნდა ეს ფიქრები.ლაშამ უთხრა რაც გაიგონა და ზაზა გაოგნებული უსმენდა, ლაშამ კი თვალი ააყოლა ზაზას და უთხრა. -ისე შენს ასაკში ჩვენზე უკეთესად გამოიყურები და არ გრცხვენია? ზაზამ ხელი თავში წამოარტყა და თქვა. -ვერ ვიჯერებ, რა კარგი მსახიობი ყოფილა. -ზაზა, ზაზული, ოეეე აქ ვართ რატომ ჩაფიქრდი რა გჭირს.ზაზამ თომას შეხედა და უთხრა. -არაფერია კარგად ვარ, მზევინარს დააგვიანდა. მზევინარი ტორტით ხელში დაბრუნდა და თომას უთხრა. -ჩატკბი და წადი პაციენტები გელოდებიან ექიმო. -მოდი, მოდი მზეო თუ ყოველ დღე დამახვედრებ ასეთ გემრიელობებს არ მომბეზრდება მოსვლა. -დიაბეტს აიკიდებ ექიმო და მერე მე დამბრალდება თქვენი გაუმაძღრობისთვის. თომამ შეხედა თეფშზე დაწყობილ ნაჭრებს და მზეოს შეხედა. -სულ ეს არის? მზეომ გაოცებულმა შეხედა თომას და უთხრა. -ეს ნაჭერი ნორმაზე მეტია, მე ვზრუნავ თქვენს ჯამრთელობაზე და თქვენ თქვენს ჯამრთრელობას არ უფრთხილდებით. -ჩემზე ზრუნვას თავი დაანებე იმ ორზე იზრუნე. -ის ორი ხვალ მოვლიან.... -მზევინარ ეშმაკი ქალი ხარ და დაისჯები. უთხრა ზაზამ სიცილით და ტორტის მოზრდილი ნაჭერი დააგემოვნა. -ოოოოო, რა გემრიელია შოკოლადის ტორტი და როგორ უყვარს ბექას. თქვა ზაზამ და თომას შეხედა, თომა კი ხმას არ იღებდა, უხმოდ დააგემოვნა კიდევ მეორე ნაჭერიც და ზაზას შეხედა. -ჩავტკბი, ჩავთაფლდი და მივდივარ, მადლობა მზეო. თომა წავიდა, მზევინარიც მოემზადა წასასვლელად, მაგრამ ზაზას უთხრა. -რაღაც მინდა რომ გითხრათ.... -მითხარი, მივხვდი რაღაც გაქვს სათქმელი. -გუშინ ყველაზე გვიან გავედი აქედან, რომ დაცარიელდა ოფისი და შუქები ჩავაქრე შემოსასვლელში ერთი მუსლიმანი მამაკაცი იდგა და როგორ შემოვიდა არ ვიცი, მერე ვეძებე და ვეღარ შევხედე თუმცა კიც შემეშინდა და წავედი. -რას ამბობ, კომპანიაში საშვის გარეშე ვერავინ ვერ შემოვა მზევინარ. -ფრთხილად უნდა ვიყოთ, დაცვას ვკითხე ვინ იყო ის შეფუთული მამაკაცითქო და ვერავინ ვერ მიპასუხა, მაგრამ შემდეგ გავიგე რომ თქვენ გეძებდათ. -მე, მე მელოდა და შეხვედრა ჩემთან უნდოდა და მე რა საქმე მაქვს შეფუთულ მუსლიმთან. -თუ თქვენთან უნდა შეხვედრა ხვალ უნდა მოვიდეს და შეგხვდეთ. -ვფიქრობ უშეცდომოდ მოვედი აქამდე, არ ვიცი ვინ არის და თუ შეხვედრა უნდა შევხვდები უფლის გადასაწყვეტია რაც მოხდება. შენ როგორ ხარ, შეეჩვიე აქ გოგოებს. -იმ საღამოს ყველა გავიცანი, არ არიან ცუდი გოგოები მაგრამ მე..... -ნურც დაუახლოვდები ძალიან და ნურც ძალიან შორს დადგები, ყველას ვიცნობ მზევინარ და მათ გამოხედვასაც ვცნობ შორიდანაც და ახლოდანაც, ამიტომ..... -ნეიტრალურ ზონაში დავდგე.... -მიმიხვდი, ძალიან ჭკვიანი ხარ. მზევინარმა ჩანთა აიღო ხელში და ზაზას დაემშვიდობა, მიდიოდა სახეზე ღიმილით, მაგრამ უეცრად გაშეშდა და უკან უკან ხევით ისევ ზაზასთან შევიდა. ზაზა უყურებდა მზევინარს და ვერ მიხვდა რას აკეთებდა, მზევინარი კი მიუბრუნდა ზაზას და შეშინებულმა უთხრა. -აქ არის, ის შეფუთული მუსლიმი აქ არის. -დამშვიდდი, მზევინარ მშვიდად შვილო აქ იყავი და გავიგებ ვინ არის ან რა უნდა. -არა, არა, არ გახვიდეთ არ ვიცით ვინ არის. შეშინებულმა ჩაეჭიდა ზაზას მკლავს, ზაზას ტელეფონმა დაურეკა და ცალი ხელით ტელეფონი აიღო და მზევინარს უთხრა. -ნუ ჩავარდი პანიკაში უნდა ვუპასუხო დაისხი წყალი და დამშვიდდი. მზევინარმა გულზე მიიდო ხელი და ზაზას თქმით წყალი დაისხა, წყალი მოსვა ზაზამ კი ტელეფონს უპასუხა. -გისმენთ. ზაზას სახე გაეხსნა და ღიმილით შეხედა მზევინარს რომელსაც გულზე დაედო ხელი და ზაზას უყურებდა. -სად ხარ, კაბინეტში შემოდი ჯერ კიდევ აქ ვარ. მზევინარი ზაზას ღიმილმა და დამშვიდებულმა სახემ თავადაც დაამშვიდა და უეცრად ღია კარში შემოსული მიუსლიმს შეხედა, უცნობმა მზევინარი რომ დაინახა მისკენ წავიდა მაგრამ მზევინარმა შიშისაგან იკივლა და გულწასული ძირს წაიქცა. ზაზამ ჯერ მზევინარი აიყვანა ხელში, შემდეგ კი ისევ უცნობს მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა. -რას აკეთებ ისედაც შეშინებული იყო. მზევინარმა თვალი გაახილა და უცნობს რომ შეხედა ზაზასკენ მიაბრუნა თავი და უთხრა. -რა ხდება....... -მზევინარ შვილო ანრი ვარ შემომხედე. გაოცებული უყურებდა ანრის მზევინარი და ზაზას ხმამ გონზე მოყვანა. -რამ მოგაფიქრა ასე გამოწყობა, კარგად ხარ?უთხრა ზაზამ და ძალიან არ უნდოდა, მაგრამ გულიანად გაეცინა, მზევინარი გაოცებული იჯდა და ძალიან სერიოზულად იკითხა. -ძია ანრი ემალები ვინმეს? -მამიდაშენს, თეკლას ვემალები ბიძია და შენ არ ჩამიშვა. -ასეთ ფორმაში წინ რომ დაუდგე ვერასოდეს ვერ იფიქრებს რომ ამ ფორმაში შეფუთული მამაკაცი მისი ქმარი არის. -ყოფილი ქმარი -რას ამბობ, ყოფილი? -ვშორდები მამიდაშენს და ვაბრუნებ უკან მისი ნამატით, არ მინდა გჩუქნით. -არც მე მინდა მე არ ვიჩუქებ არც მას და არც მის ნამატს, მინდა მათგან რაც შეიძლება შორს ვიყო და რა მოხდა თქვენს შორის შვილები რას ამბობს, ლუკა...... -მზევინარ ძალიან ბევრი არის შვილო რაც შენ არ იცი, 24 წლიანი ქორწინების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ განვქორწინდე, ეს კი სერიოზული ნაბიჯია და ეს ნაბიჯი რადგან გადავდგი წინ უკან აღარ გადმოვდგამ. -მე რა უნდა გითხრა გარდა იმისა რომ ძალიან რთული ხასიათი აქვს და სწორედ ამ აუტანელმა ხასიათმა მიგიყვანა ამ ნაბიჯამდე. -გუშინ აქ ვიყავი და შეგხედეთ პატრულმა გაგიყვანათ, რა მოხდა რამე სერიოზული არის? -არა ვიღაცამ გაიხუმრა, სერიოზული რომ ყოფილიყო დაგირეკავდი მეგობარო. -კარგია, რადგან ყველაფერი კარგად არის დაგტოვებთ. -მე დაგტოვებთ თქვენ კი ისაუბრეთ, უნდა წავიდე სახლში ინერვიულებენ. -წადი მზევინარ დაისვენე ხვალ ბევრი საქმე გვაქვს.მზევინარმა ორივეს დაემშვიდობა და კართან მისულს ანრის ხმამ შეაბრუნა უკან. -მზევინარ არაფერი იცი.... -არ მინახიხარ საუკუნეა და არ ვიცი სად ხარ, ჩემგან ნუ გეშინია მე სამარე ვარ ძია მაგრამ... -ის არაფერზე არ ფიქრობს თავის თავის გარდა და ამიტომ დაემართა რაც დაემართა. ბევრი ვიბრძოლე, ბევრი მაგალითი მოვუყვანე აზრზე მოსულიყო, მაგრამ ის რაც ბოლოს გააკეთა ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და მინდა მისგან შორს ვიყო. საერთოდ არ მინდა მასთან ახლოს ვიყო და ერთ ჰაერს ვსუნთქავდე. არავინ იცის რა მაქვს გავლილი მის გამო, ასე რომ მის გარეშეც ძალიან კარგად ვარ. -დასრულდა ყველაფერი ამდენი წლის მერე და შანსიც არ არსებობს? -შემიყვარდა, ძალიან შემიყვარდა და თუ ის მიყვარდა მისი შვილებიც შევიყვარე... -რა, რა, რა თქვი, ლუკა და ლენა... -არა მზევინარ, თეკლა ორსულად იყო რომ დავქორწინდით და გაჩნდა ტყუპები ლუკა და ლენა, მაგრამ ორი წლის შემდეგ დავშორდით თუმცა ძალიან მალე შევრიგდით. თვალი რადგან დავხუჭე და ორსული მივიღე ეს იმას არ ნიშნავდა მე ყველაფერზე დავხუჭავდი თვალს და ვერც ხვდება მე რა გავაკეთე მისთვის. დასრულდა, მოთმინება ამოიწურა და სიყვარულიც გაქრა, პატივისცემაც აღარ დარჩა და ასე უკეთესია. მისთვის არ ვიცი როგორ არის, ჩემთვის ასეა თეკლას სახელის ხსენებაც არ მინდა. შენ კი წარმატებები მინდა გისურვო, ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ და დარწმუნებული ვარ უფრო მეტსაც მიაღწევ. მზევინარი ორივეს დაემშვიდობა და არეული გონებით წავიდა, ანრი ზაზას მიუბრუნდა და უთხრა. -აქ მზევინარი ამ დროს..... -მზევინარი აქ მუშაობს, ჩვენთან. -კარგი გადაწყვეტილებაა, საოცარი გოგო არის მეგობრული და ერთგული, ყველაფერთან ერთად ზაზა მზევინარი ძალიან ნიჭიერი გოგონაა.. -სწორედ ამიტომ ავიყვანეთ, გახსოვს რომ გითხარი ძალიან კარგი პროექტი გამოჩნდათქო რომ გითხარი? -მახსოვს, ბოლოს რომ მაჩვენე ხომ იმაზე ამბობ. -ხო ბოლოს რომ გაჩვენე და იმ პროექტის ავტორი მზევინარი არის. -ყოჩაღ, ძალიან მიხარია და ეს რომ თეკლამ გაიგოს გაგიჟება მერე ნახე. -მოეშვი თეკლას ახალი ამბავი მაქვს, პირველი დავითი გეძებს და რა უნდა არ ვიცი და მეორე, ტელეფონზე ვერ გიკავშირდები რომ მეთქვა არ მაქვს შენთან საკონტაქტო ნომერი. -დაგიტოვებ და იმ ნომერზე დამირეკეთ აუცილებლობაზე, ახლა გისმენ. -სასტუმროს მყიდველი არის და კარგ თანხას იძლევა. -სერიოზულად? -სერიოზულად. -ვინ არის მყიდველი იცი? -ცოცხალი თავით არ მითხრა ადვოკატმა, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ეჭვი მაქვს ანრი და ეს არც შენც არ მოგეწონება. -ვინ არის, ვისზე ეჭვობ. -ჩვენს ადვოკატთან კატერინა ტრიალებს ეს ბოლო პერიოდი ბევრჯერ შევამჩნიე. -კატერინა შეუძლებელია.... -რომ დავრწმუნდეთ და ის იყოს, მიყიდი? -არა, ნაკლებად გავყიდი და მას არ მივყიდი. -მეც ასე ვფიქრობდი და არ შევმცდარვარ. -უნდა გავიგოთ, მაგრამ როგორ. -მზევინარი. -მზევინარი? -ხვალ დაველაპარაკები. -დაელაპარაკე და გამაგებინე. -კატერინა ბინძური საქმეების მასტერი არის, არ მგონია მას მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. -რატომ ამბობ ამას, იცი რამე ზაზა. -მას სინდისი არ მოასვენებს, მის სინდისზე ხომ სამი ადამიანის სიცოცხლე არის და ორი დაობლებული ბავშვი. -მართალი ხარ, სულ პატარები დაობლდნენ ბიჭები..... ეეეხ, ჩემო მეგობარო როგორ დამაკლდი. თქვა ანრიმ და ცრემლი მოიწმინდა, შემდეგ ზაზას თავისი სავიზიტო ბარათი მისცა და უთხრა. -იქნებ შეძლოთ და გაიგოთ მყიდველის ვინაობა და მის მიხედვით ვიმოქმედებ ზაზა. ანრი წავიდა, უშიშრად გადაადგილდებოდა გადამცმულ ფორმაში და თეკლა კი ყველგან ეძებდა. დღე და ღამე გზაში იყო, ყველა ის ადგილი მოინახულა სადაც შეიძლებოდა ანრი ყოფილიყო, მაგრამ მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო და ჭკუაზე აღარ იყო, ვერც ის გაიგო სად იყო გურამის ახალი საცხოვრებელი და მოულოდნელად ერთ დილით მზევინარს შეხედა რომელსაც ფეხ და ფეხ მიყვა და გაოცებული დარჩა როცა მისთვის ცნობილ და ძლიერ კომპანიაში უპრობლემოდ შევიდა, არც დაფიქრებულა შეყვა მზევინარს და მზევინარის მამიდად გააცნო ყველას თავი, მაგრამ მზევინართან მისვლამდე წინ ზაზა შეხვდა, რომელიც გაოცებული უყურებდა თეკლას. -თეკლა აქ რას აკეთებ, ვინმეს ეძებ? -შენთან მოვედი, ზაზა შენი დახმარება მჭირდება. -გისმენ, რა მოხდა კარგად ხარ? -ანრის, ანრის ვეძებ ზაზა და მითხარი სად არის, გთხოვ. -ანრის მეც ვეძებ ტელეფონზე ვურეკავ და გათიშულია, სახლში მინდოდა მოსვლა და მენახა, მაგრამ ვეღარ შევძელი. -ზაზა შემომხედე და მითხარი, დებილს ვგავარ? -თეკლა მე იმას ვხედავ წლების წინ რომ თეკლას ვიცნობდი ის თეკლა გაქრა და ყველას მიმართ ნდობა დაუკარგავს და თუ ჩვენს შორის ნდობაც აღარ არის სალაპარაკოც აღარაფერია და ჩემთან ნუ ეძებ იმას ვისაც ვერ იპოვი და სადაც იპოვი იქ ეძებე, გასაგებია? -ზაზა..... -რა ზაზა, თეკლა გისმენ ბევრი დრო არ მაქვს. -რატომ მგონია რომ იცი ანრი სადაც არის.... -ახლა კარგად მომისმინე, თეკლა მე ანრი არ ვარ ვინც გითმენდა ყველა იმ გამოხტომებს რაც მასთან გაგდიოდა. მას უყვარდი შენ, შენ კი ეს სიყვარული მაგ შენი უნდობლობით გაანადგურე. შენ იყავი ქალი ვინც ანრიმ შეგიყვარა და მიგიღო შენი შვილებით და შენ ის გამოიყენე ახლა რა გინდა, რატომ ეძებ. -ეს მე და ანრიმ ვიცით რაც გვინდა ერთმანეთისგან, შენ კი თუ მატყუილებ იცოდე ძალიან მწარედ ინანებ და ამას არ გირჩევ, გასაგებია? თეკლა შებრუნდა, მაგრამ ანრიმ შეაჩერა და უთხრა.... -იმ დღეს საავადმყოფოში მზევინარს დაუძახე, როცა რომ ეს სიტყვა არ უნდა დაგეძახა, რადგან არასწორად უწოდე მას, მაგრამ მზევინარმა რომ გაიგოს ანრიმ შენი ნაბიჭვრები დაზარდა როგორ ფიქრობ შენსავით მოიქცევა მზევინარი? არა, არ მოიქცევა და შენ შვილებს ამ სიტყვას არ დაუძახებს, მაგრამ შენ ერთი უგულო ადამიანი ხარ ვინც სხვისი ტკივილით ხარობს. თეკლამ არაფერი თქვა შებრუნდა და წავიდა, გაბრაზებულმა ზაზამ საქაღალდე რომელიც ხელში ეჭირა ისევ თავის კაბინეტში შებრუნდა და ძირს მოისროლა, შემდეგ ჭიქით წყალი სულმოუთქმელად დაცალა. დაფიქრებული იყო კარი რომ გაიღო და მზევინარი შევიდა მასთან საჭირო და მნიშვნელოვანი საბუთებით. -დავასრულე რაც გადასათარგმნი იყო და ეს თურქული და ესეც ჩინური თუ კიდევ რამე არის წავიღებ. მზევინარმა შეხედა ზაზას და შემდეგ ძირს მიმობნეულ ქაღალდებიც შეამჩნია და გაოცებულმა თქვა. -რა მოხდა, ვინ იყო მოსული. ზაზამ ქაღალდები გვერძე გადადო და მზევინარს შეხედა, ხელით ანიშნა რომ მასთან ახლოს დამჯდარიყო, მაგრამ მზევინარმა ძირს დაყრილი ქაღალდები აკრიფა და შემდეგ მიუბრუნდა ზაზას და ზაზამ უთხრა. -აცდი, ორი წუთის გასული იყო თეკლა შენ რომ შემოდი. -თეკლა, თეკლას აქ რა უნდოდა. -ანრის ეძებს და გიჟს ჰგავს რომ ვერ იპოვა. მზევინარმა ზაზას შეხედა და მოულოდნელად გულიანად გაიცინა, ზაზამ კი გაოცებულმა შეხედა და მის სიცილზე მასაც გაეცინა თუმცა არ იცოდა რაზე იცინოდა. -რა გაცინებს გოგო. -იმ ფორმაშია ბიძაჩემი თეკლა ვერასოდეს ვერ იფიქრებს რომ ის შეფუთული მამაკაცი მისი ქმარი არის. ზაზა უსმენდა და მზევინარი სიცილით და სვენებ სვენებით ამბობდა და თავადაც რომ გაანალიზა რაც თქვა კარგადაც იხალისა, თუმცა იცოდა თეკლა ასე ადვილად არ დანებდებოდა, ცოტა რომ დამშვიდდა ორივე მზევინარმა უთხრა. -დაღლილი ხარ, გინდა რამე შევუკვეთო? -არა, არა, ბიჭებიც მალე მოვლიან და სადმე გავალთ დავსხდებით ანრიზე უნდა დაველაპარაკო ორივეს, ორივემ სიმართლე უნდა იცოდეს. მზევინარ შეგიძლია აქ დარჩე რამდენიმე საათით, შეძლებ? -წადით და მშვიდად იყავი არ ინერვიულო, შევძლებ და თუ ვერ შევძლებ თავს ვაიძულებ რომ უნდა შევძლო. -დიდი დრო გავიდა არსად არ გავსულვარ, ნაიაც სახლშია და ახლა მხოლოდ მასზე ვფიქრობ, გამორიცხული არ არის თეკლა მასთანა არ მივიდეს. -არ მგონია მაგ დონეზე დაეცეს. -შენ არ იცნობ შვილო თეკლას. უეცრად მზევინარს მიუბრუნდა და უთხრა. -მზევინარ შენი დახმარება მჭირდება, შენი გვერდით დგომა, შეძლებ გაქვს იმდენი ძალა რომ თეკლას ვებრძოლოთ? -შევეცდები თქვენს გვერდით ვიყო, მითხარი რა უნდა გავაკეთო და რა მევალება. -მოგცემ ერთ ერთი სასტუმროს მონაცემებს და უნდა იყიდო, შენს სახელზე უნდა იყოს სასტუმრო. მზევინარმა გაოცებულმა შეხედა ზაზას და უთხრა. -როგორ, სასტუმრო ვიყიდო და ამდენი შესაძლებლობა რომ არ მაქვს? -მომისმინე.... -კი გვაქვს გარკვეული თანხა, მაგრამ სასტუმროს ყიდვას ვერ შევწვდებით. -მე მოგცემ მონაცემებს და შენ უნდა დაურეკო დაელაპარაკო, ის დაგისახელებს თანხას და შეიძლება გითხრას გაიყიდაო, მაგრამ შენ ეტყვი რომ ეს სასტუმრო შენი კლიენტისთვის მნიშვნელოვანია და შემოძლეულ თანხაზე მეტს შეაძლევ. ვსინჯოთ მზევინარ რას ვაგებთ იმის გაგებით გაიყიდა თუ ჯერ კიდევ გაყიდვაშია სასტუმრო. -შეიძლება გავიგო რატომ არის ის სასტუმრო და ის ადგილი ასეთი მნიშვნელოვანი თქვენთვის? -მზევინარ ჩემთვის არა, მაგრამ ეს სასტუმრო ანრის არის და თეკლას უფლებებში არ უნდა გადავიდეს, ანრიმ განქორწინებამდე უნდა გაყიდოს მისი უძრავ-მოძრავი ქონება რომ თეკლას ხელი არ მიუწვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანრის მოუწევს მისი ნაშრომი და შექმნილი თეკლას გაუყოს, ახლა მიხვდი რატომ მინდა რომ დამეხმარო? -გასაგებია, მზად ვარ ყველა წინააღმდეგობას შევეჩეხო და ეს სასტუმრო ძია ანრის დარჩეს და არა დაუნახავ და უმადურ მამიდაჩემს. -მადლობა მზევინარ და არ ვიცი კიდევ რამდენჯერ უნდა ავღნიშნო, რომ საოცარი ადამიანი ხარ. -სწორედ ამიტომ ვერ მიტანს მამიდაჩემიც, სწორედ ამიტომ. საღამომდე იყო მზევინარი ოფისში, მაგრამ ბექა და ლაშა ჯერ არსად ჩანდნენ, განყოფილებიდან გამოსულები პირდაპირ სახლებში წავიდნენ, ბექას სახლში დახვდა ზაზა, იბანავა და ზაზამ ყველაფერი მოუყვა. -მზევინარი თანახმა არის? -თანახმა არის დაგვეხმარება. საღამოს ლაშაც მათ შეუერთდა და გვიან იყო რომ დაიშალნენ, ლაშა შევიდა თუ არა სახლში წინ კატერინა დახვდა. -ლაშა, ლაშა როგორ ხარ როდის დაბრუნდი. -საიდან დავბრუნდი კატერინა. შეხედა ლაშამ დაბნეულმა, მაგრამ კატერინამ უთხრა. -დემეტრემ მითხრა რომ შენ და ბექა სამოგზაუროდ იყავით წასული საქმის თაობაზე, ტყუილი მითხრა? -არა, არა მართალი გითხრა მაგრამ ახლა ძალიან დაღლილი ვარ. -სად იყავი არ მეტყვი? -ინდოეთში, კანიბალებში სადაც შენ უნდა გაგაგზავნო თავს რომ მომაბეზრებ.კატერინას გაეცინა და ლაშასკენ გაიწია, მაგრამ ლაშა უკან დაიხია და უთხრა. -არ ველოდი შენგან ასეთ დიდ სიხარულს თუ მოგანიჭებდა ჩემი სახლში დაბრუნება, ადრე დავბრუნდებოდი. -ლაშა რა გჭირს, შენ რა სვამ? -დავლიე ხო გალეშილი მთვრალი ვარ, ხომ ხედავ ფეხზე ძლივს ვდგევარ და გამატარე. -ლაშა შეცვლილი დაბრუნდი, რა გჭირს. -გინდა გითხრა რაც მჭირს? -მითხარი იქნებ დაგეხმარო. -შენ მჭირხარ, შენი არსებობა ამ სახლში მახრჩობს, მგუდავს, მკლავს. -რას ამბობ შვილო... -შვილო, შვილო თქვი, მეორედ ეს სიტყვა არ დამიძახო და არ მითხრა. -ლაშა მომისმინე..... -რაც გინდოდა ის მიიღე, მეზიზღები.... შებრუნდა და თავისი ოთახისკენ წავიდა, მაგრამ ისევ მიუბრუნდა და უთხრა. -ორივე მეზიზღებით, ვერცერს ვერ გიტანთ. -რა დღეში ხართ, ლაშა.... -შენ, შენ კარგად დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი და შენც მამაჩემო დედაჩემის მკვლელი შენი ცოლი არის... -რას ამბობ შვილო... -რას ვამბობ სიმართლეს მამა, გვერდით გყავს შენი ცოლის მკვლელი და მალე ყველა გაიგებს მის სიბოროტეს. -რას ბოდავ, რა დალიე ასეთი თუ ცუდი სიზმარი ნახე და ვერ აზროვნებ ჯერ კიდევ შოკში ხარ ნახვით. -იფიქრე დემეტრე შენს ცოლს რომელმაც საყვარელი ქალი მოგიკლა და ახლა შენს მკლავზე ძინავს სწორედ ამიტომ რომ მისი ოცნება ასრულებულიყო როგორ გაამართლებ, მე კი წავალ და დავიძინებ. ლაშა თავის საძინებელში შევიდა და დემეტრე გაოგნებული იდგა, შემდეგ შეშინებულ კატერინას მიუბრუნდა. -რას ამბობს, ლაშამ ეს მეორედ თქვა კატერინა და რა ხდება ამიხსნი? -არ მინდა დავიჯერო რომ შენც დაიჯერე რაც თქვა, იმდენად ვეზიზღები დედამისის სიკვდილი მე უნდა რომ დამაბრალოს. კატერინა თავის ოთახში შევიდა და ტელეფონი აიღო, კარი ოდნავ ღიად დატოვა რომ ნაბიჯების ხმა გაეგონა და ნაცნობ ნომერზე დარეკა. -ნაცნობ ადგილზე უნდა მოხვიდე, გელოდები. ტელეფონი გათიშა ჩანთა აიღო და წავიდა, რამდენიმე წუთში დემეტრე საძინებელში შევიდა, მაგრამ კატერინა იქ აღარ იყო, ვერანდაზე გავიდა ვერც იქ ნახა გაბრაზებულმა ჭიქაში ვისკი დაისხა და ნელა ნელა სვამდა ორი საათის ლოდინის შემდეგ დაბრუნდა კატერინა და შეხედა დემეტრეს ისევ იქ იჯდა სადაც დატოვა, დემეტრემ ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა და კატერინას მიუბრუნდა. -სად იყავი, სად წადი და რა აუცილებელი საქმე გქონდა. -მეძებე, თვალში დაგაკლდი? -კატერინა ნუ მეთამაშები, სად იყავი ამ დროს. -უნდა მეთქვა სად წავედი? -არ უნდა გეთქვა? -ხელი გამიშვი დემეტრე გვიანი არის უკვე და მეძინება. -გვიანი არის და იმიტომ დაბრუნდი შენი სახლში არ ყოფნა შესამჩნევი გახდებოდა, სად იყავი. დაიქუხა დემეტრემ და კატერინას თვალებში უყურებდა. -საყვარელი მყავს, დამშვიდდი? -ჩემს ნერვებზე თამაშობ, ყველაფერს აკეთებ რომ ლაშას ნასროლ სიტყვებზე დავფიქრდე და თუ ოდნავ წვლილი მიგიძღვის თაიას სიკვდილში გადაიკარგე ისეთ ადგილზე რომ ვერ გიპოვო. ჩემი დარჩენილი ცხოვრება ციხეში რომ გავატარო უსიტყვოდ დავჯდები, ეს იმიტომ რომ შენ არ გაცოცხლო და მწარედ გადაიხდი ამ სიამოვნებას რაც აქ ამ სახლში განიცადე. კატერინას შეეშინდა, დემეტრე არასოდეს ენახა ასეთი სიბრაზით სავსე და შეშინებული უყურებდა, მაგრამ გულში გეგმას ადგენდა თუ როგორ დაეხსნა თავი დემეტრეს რისხვისგან. დემეტრემ ხელი შეუშვა კატერინას და მაგიდაზე დადებული ჭიქა კედელს შეაფშვნა, მინის ნამსხვრევები ძირს მიმოიფანტა. იმ ღამით დემეტრე საძინებელში არ შესულა, ლაშასთან შევიდა და მძინარე ლაშას უყურებდა, იქვე საწოლთან ტუმბოზე ლაშას დედის ფოტო ჰქონდა, ხელში აიღო ფოტო და ცრემლი მოერია შემდეგ ფრთხილად აკოცა, ცრემლი ფოტოს დაეცა და ჩურჩულით თქვა. -გეფიცები, გეფიცები ვიპოვი შენი თავი ვინც წამართვა. ლაშას საწოლზე ჩამოჯდა და ფიქრებში ჩაიძირა, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იჯდა და ლაშას სუნთქვას უსმენდა, ნელა ნელა ლაშამ შეიღვიძა და დემეტრეს იქ ყოფნა გაუკვირდა. -მამა აქ რას აკეთებ ამ დროს, კატერინა სად არის. -კატერინა თავის ოთახშია, ძილში ლაპარაკობდი შვილო. -მამა-შვილურმა გრძნობამ გაიღვიძა შენში თუ რა მოხდა ბ-ნო დემეტრე. -არაფერი შვილო არაფერი. დემეტრე ფეხზე წამოდგა ლაშას შეხედა და გავიდა ლაშას საძინებლიდან და ლაშამ თვალი გააყოლა, უცნაურად მოეჩვენა ჩაფიქრებული დემეტრე და თავადაც ჩაფიქრდა. დემეტრემ ყავა გაიკეთა თავი მოიწესრიგა და სახლიდან გავიდა, გასვლისას ფანჯარას ახედა და თვალი მოკრა კატერინას რომელიც ტელეფონზე გაცხარებული საუბრობდა თავი გააქნია და წავიდა, დილა ადრიან ზაზასთან მივიდა ოფისში რომელიც ის ის იყო კაბინეტში შევიდა და დემეტრეც უკან მიყვა რომელსაც გაოცებული უყურებდა ზაზა. -დემეტრე აქ რას აკეთებ, ლაშა..... -ლაშა კარგად არის წუხელ ნასვამი მოვიდა... -ერთად ვიყავით, დაგირეკე მაგრამ კატერინამ სახლში არ არისო... -არც უთქვია ჩემთვის ზაზამ დარეკაო. დემეტრე და ზაზა ერთმანეთს გადაეხვია და დემეტრემ უთხრა. -სალაპარაკო მაქვს შენთან, ზაზა ვიღაცას უნდა დაველაპარაკო ვიხრჩობი მეგობარო. -რა მოხდა, ყავა თუ ჩაი რა შევუკვეთო. -არაფერი მინდა ყავა უკვე მიღებული მაქვს, დაჯექი და მომისმინე სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. -თუ ლაშაზე გინდა რამე მითხრა რაც არ უნდა თქვა არ დაგეთანხმები, რადგან ლაშა დილიდან საღამომდე აქ არის და მუშაობს, ზოგჯერ ღამეც აქ რჩება რომ ხვალის გასაკეთებელი საქმე გააკეთოს და ნუ დაუჯერებ დემეტრე კატერინას მას უნდა თქვენ იკამათოთ, მამა შვილმა ერთმანეთს დაშორდეთ. -არ მოვსულვარ ლაშაზე სალაპარაკოდ, მაგრამ კარგია ეს რაც მითხარი. ლაშას მეც ვიცნობ და მას ჰგონია მე ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ვიცი. ისიც ვიცი გუშინ სადაც იყავით ოთხივე და კატერინას ვუთხარი რომ სამოგზაუროდ წავიდა ბექა და ლაშამეთქი დავაჯერე, მანაც რომ მოვიდა გავიგონე რომ უთხრა ინდოეთში ვიყავი კანიბალებთან სადაც შენ უნდა გაგაგზავნოო. ზაზამ გულიანად გაიცინა და დემეტრეც აყვა, მაგრამ ისევ სერიოზული სახე მიიღო და ზაზამ უთხრა. -ეს კარგი იყო ძალიან ვიხალისე, მითხარი სხვა რა გაინტერესებს როგორც ვხვდები რაღაც ძალიან სერიოზულია. -სერიოზულია, ზაზა უნდა გავხსნა თავიდან მკვლელობის საქმე და თავიდან დავიწყო გამოძიება, მაგრამ შენი დახმარება მინდა ეს უნდა გაკეთდეს ჩუმად და უხმაუროდ. ზაზა არ მინდა ყველა წვრილმანიც კი შენს თავზე აიღო და მხოლოდ შენ შეეჭიდო ამ საქმეს. -არ ვიცი რას იგრძნობ და რას მეტყვი, მაგრამ გამოძიება მე უკვე დავიწყე. -დაიწყე, ეს როგორ.... -მართალია არ დაგეკითხე, მაგრამ მე მათ სამივეს სიტყვა მივეცი, დემეტრე მე ჩემს მეგობრებს სიტყვა მივეცი და ფიცი დავდე თაიას საფლავთან ისე ბექას და თაიას საფლავთანაც და ვიპოვი მკვლელს. -ვიპოვით, მკვლელს ამჯერად მართლა ვიპოვით ზაზა. დემეტრე ფეხზე წამოდგა და ზაზაც მის გვერდით დადგა, მოულოდნელად თვალებში ჩახედა მეგობარს და უთხრა. -ვიღაცამ გააყალბა მკვლელობის დეტალები და იმ ვიღაცას ძლიერი ზურგი იცავს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მაინც გავიგოთ სიმართლლე და მე კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, არასოდეს დაინტერესებულხარ ნინის გაუჩინარებით სად წავიდა ეს გოგო და ან რატომ წავიდა? -ნინი, ნინი წლებია არ მინახავს ლაშას ვკითხე ეს მაშინ და მითხრა დაშორდნენ, რატომ და რა მოხდა მათ შორის არ ვიცი ზაზა. -მე კი ეჭვები მჭამს და მინდა ვიპოვო ეს გოგო სად არის ან ცოცხალი არის? -ზაზა რაც გინდა გააკეთე მე საქმის შესახებ დამირეკე და ყველაფერი მითხარი რასაც გაარკვევ. დემეტრე წავიდა, ზაზა ისევ ფიქრებში იყო ბექამ სახლი რომ დატოვა და მოულოდნელად კატერინას შეხვდა. -ბექა დილა მშვიდობის, როგორ ხარ თვეები გავიდა ჩვენთან აღარ მოსულხარ. -კატერინა დილა მშვიდობის, კარგად უვლი თავს მეუღლეც ხელს გიწყობს თვალები გიბრწყინავს ბედნიერებით ნეტავ ასე ბრწყინავდე სხვისი ბედნიერებითაც. -რატომ ამბობ ვინმე გაბედნიერდა და არ გამიხარდა, წამოდი ყავაზე დაგპატიჟებ თან ვისაუბროთ. ბექამ საათზე დაიხედა და კატერინას უთხრა. -ნახევარი საათი მაქვს დრო და თუ ჩაეტევა შენი ცნობისმოყვარეობა ამ დროში, გისმენ. -გასაგებია, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს შენთან და ვიცი იმედი მაქვს გულწრფელად მიპასუხებ. -არ ვიცი რა გინდა გაიგო ჩემგან, მაგრამ გისმენ. -ბექა იცი სად არის ნინი? -ნინი? გინდა გაიგო სად არის ნინი და ამას ფიქრობ გაიგებ ჩემგან, რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული რომ გეტყვი სიმართლეს კატერინა. -თქვენ ხომ მეგობრები ხართ და ერთმანეთის ყველაფერი იცით.. -მეგობრები ვართ, მაგრამ მეგობრები ერთმანეთს არ ვყიდით. -ეს არც მიფიქრია.... -მომისმინე, რომც ვიცოდე ნინი სად არის ამას შენ ჩემგან ვერ გაიგებ და არც იმის უფლებას მოგცემ ჩემმა მეგობარმა რაც შექმნა და გააკეთა შენ დაუნგრიო. ვინ ხარ კატერინა რომ ყველას საქმეში ცხვირს ყოფ, ვინ ხარ ასეთი ყველას ბედნიერებას გებულობ და ამსხვრევ. -მე არ დამიმსხვრევია მათი ბედნიერება. -შეყვარებული წყვილი დააშორე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი საბოლოოდ ერთად იყოს. -შენი თქმით გამოდის შენ იცი სად არის ნინი. -ეს უკვე შენ არ გეხება, ეს ჩემი საქმე არის და უკეთესი იქნება თუ სხვა კარგი საქმით დაკავდები და დაანებე თავი იმაზე ფიქრს როგორ გააუბედურო სხვები. ბექამ გაბრაზებულმა შეხედა კატერინას და მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ ისევ კატერინა დაუდგა წინ. -კარგი მეგობრები ერთმანეთს არ ღალატობს, შენ კი ლაშას ღალატობ ამ წუთში. -ღალატი და მეგობრის დაცვა ერთმანეთისგან უნდა გაარჩიო, უნდა გესმოდეს ამდენი, უნდა არჩევდე ამ ორ გრძნობას ერთმანეთისგან შენ კი მხოლოდ ღალატი შეგიძლია და ყველგან ღალატს ხედავ ასე რომ ყველა შენნარი არ არის ეს შეიგნე. ბექა წავიდა, კატერინა იდგა და უყურებდა წასულ ბექას შემდეგ კი თქვა. -ყველა ერთნაირები ხართ, მაგრამ ყველა დაისჯებით. კატერინამ მაღაზიებში იარა და შუადღე გადასული იყო სახლში რომ დაბრუნდა, სახლში არავინ დახვდა და ღიმილით თქვა. -რა ბედნიერებაა როცა მარტო ხარ მყუდროდ და ფეხებში არავინ არ გედება. თავისი ნივთები საძინებელში გაიტანა, გამოიცვალა და სამზარეულოში გავიდა მაცივარი გამოაღო და სადილის მზადება დაიწყო, მაგრამ ტელეფონმა თავი შეახსენა და ნომერს დახედა თუ არა ანერვიულებულმა უპასუხა. -გისმენ, მითხარი რა მოხდა სახლში მარტო ვარ. ლაპარაკობდა გაცხარებით და მოულოდნელად ხმა ვერ გააკონტროლა. -რა დაემართა, რატომ აჭამე ამ დროს ნაყინი ხომ იცი რომ სუსტი იმუნიტეტი აქვს. -კარგი, კარგი როგორც კი შევძლებ დაგირიცხავ. ტელეფონი გათიშა და ჩაფიქრდა, მაგრამ მოულოდნელად დემეტრეს ხმამ შეაშინა. -ვის ელაპარაკები და ვის უნდა დაურიცხო თანხა. -დემეტრე.... -მე ვარ დემეტრე და არ მელოდი გხედავ შეშინებული მიყურებ, თითქოს პირველად მხედავ კატერინა. -რაც გაიგონე შეცდომით გაიგონე. -გინდა მითხრა რომ ყურში არ მესმის და ყრუ ვარ? -არა ეს არ მიფიქრია, უბრალოდ.... -მიპასუხე კითხვაზე, რას ნიშნავს შენი გაუთავებელი ზარები გასვლა და დღეს ვიგებ ვიღაცას თანხას დაურიცხავ საიდან დაურიცხავ ხელფასი გაქვს თუ რამე შემოსავალი. უკვე შესამჩნევად უცნაურად იქცევი და ყველაფერს გამოვააშკარავებ. დემეტრე წავიდა და ტელეფონზე გადარეკა სადაც მხოლოდ სამი სიტყვა თქვა. -სახლში მოდი, გელოდები. რამდენიმე წუთში სახლში ლაშა დაბრუნდა ანერვიულებული შეხედა კატერინას და გვერდი აუარა, პირდაპირ დემეტრესთან შევიდა.კატერინა კი თავის ოთახში იყო და ფიქრობდა თუ რაზე საუბრობდა მამა შვილი. ბნელოდა ოთახში, ლაშამ შუქი აანთო და გაოცებულმა შეხედა დემეტრეს რომელიც სიბნელეში იჯდა და ფიქრებში გართულს ვერც გაიგო ლაშას შესვლა. -მამა რა მოხდა, მითხარი ტელეფონში სასწრაფოდ მოდიო, კარგად ხარ? -კარგად ვარ, მინდა დაგელაპარაკო. -შენი ხმა არ მომეწონა, პრობლემები გაქვს? -პრობლემები არ ილევა შილო. -პრობლემები ყველას აქვს, გგონია მე უპრებლომოდ დავდივარ მეც მაქვს პრობლემები, ზაზასაც აქვს პრობლემა, ბექასაც, მაგრამ უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს, რომ ერთად გადავწყვიტოთ რა პრობლემა გვაქვს და როგორ ვებრძოლოთ. -ლაშა ბევრი ახლობელი გყავს, ახლობელი და არა მეგობარი ისეთი მჭირდება ვინც კატერინას არ იცნობს. -კი მყავს, მაგრამ რისი თქმა გინდა ვერ ვხდები მამა. -მინდა ვინმე აიყვანო და კატერინას უთვალთვალოს, გაიგოს მისი სატელეფონო ზარები ვის ელაპარაკება ყოველ დღიურად, გავიგონე შემთხვევით რამდენიმე წუთის წინ მალე დაგირიცხავ თანხასო. არ ვიცი ვის უთხრა, ლაშა არც ის ვიცი ეს ქალი სად დადის, არასდროს არ არის სახლში და როცა არის გამირბის თითქოს რაღაც აქვს ჩაფიქრებული. -სიმართლე გითხრა მეც შევამჩნიე მისი ხშირი და ტელეფონზე ჩუმი ჩურჩულით საუბარი ტელეფონზე მარტო არ ვარ ვერ დაგელაპარაკები, რაც მართლა დასაფიქრებელია და არა მოსაწონი. -გვჭირდება კარგი დეტექტივი ლაშა და ეს ისე უნდა გააკეთო, ხმაურის გარეშე. -მყავს კარგი დეტექტივი შენც იცნობ მას, ალექსანდრე. -ალექსანდრე შენი კლასელი რომ არის? -ხო ჩემი კლასელია და შევუთანხმდები შეხვედრაზე დავილაპარაკებთ, მაგრამ მამა ეს სერიოზული ნაბიჯია მერე ვერ შეცვლი როცა შენ გინდა, სამუშაოს რომ მისცემ მას მისი თანხა აქვს და გადავიხდი, ის კი მის საქმეს გააკეთებს. -კარგი შვილო, გააკეთე რას საჭიროა და მეც მინდა ვიცოდე საქმის გარშემო.... -შენ მეგული გამიხსენი და დამელაპარაკე, დღეიდან შენ ამ თემისგან შორს დადგები ეს უკვე ჩემი საქმეა და არ შემიძლია თავად ავღძრა საქმე ამიტომ ალექსანდრეს ვენდობი და ის ძალიან წარმატებულია თავის საქმეში. შენ და ზაზა ამ საქმესთან ახლოს ვერ მიხვალთ, მე ისედაც მინდოდა ეს გამეკეთებინა და რადგან შენი სურვილიც არის უკვე მე მივხედავ და შეგაწუხებ მხოლოდ მაშინ როცა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაზე მექნება გასაცემი პასუხი. დემეტრე კართან მივიდა და შეამოწმა კატერინა ხომ არ უსმენდათ, კარი გააღო და კატერინას დაუძახა. -კატერინაა. -სამზარეულოში ვარ დემეტრე. -ორი ყავა გააკეთე და შემოგვიტანე. კარი ოდნავ ღიად დატოვა და ლაშას მიუბრუნდა. -მიხედე საქმეს, ლაშა ამის ყოველ დღიური გასვლები უნდა გავიგო, მაგრამ ყველა კუთხეში ნაცნობი ყავს და ის ალექსანდრე კარგი თქვი. -მარტო კატერინა არ ჭამს ჩემს ფიქრებს მამა, კიდევ არის რაღაც. -კიდევ არის რამე რაც უნდა ვიცოდე? -არის და ეს ბოლო პერიოდი ბევრს ვფიქრობ და გამოსავალს ვეძებ. -მითხარი შვილო, გისმენ. -ნინი, გახსოვს ნინი? -ნინი, ნინი როგორ არ მახსოვს ლაშა მის ცქრიალა სახეს და ღიმილს ადვილად ვერ დაივიწყებს ადამიანი. -ვფიქრობ ნინის გაუჩინარება კატერინას დაგეგმილია და თუ ეს გავიგე და დავამტკიცე მამა ხარ ჩემი და იცი როგორ პატივს გცემ, მაგრამ არ ვაპატიებ ეს კარგად დაიმახსოვრე, ამ საქმეს ბოლომდე ჩავეძიები..... -თქვენი ყავა მზად არის. კატერინამ ღიმილით დადგა ყავით სავსე ფინჯნები მაგიდაზე და ჯერ ლაშას შეხედა, შემდეგ დემეტრეს, დემეტრემ კი ლაშას მიუბრუნდა ლაშამ კი თვალი ჩაუკრა დემეტრეს და კატერინას მიუბრუნდა. -მადლობა კატერინა. გაუღიმა კატერინას და ყავის ფინჯანი აიღო, მეორე კი დემეტრეს მიაწოდა და საუბარი გააგრძელა რომ კატერინას ეჭვი არ აეღო. -რაც მითხარი, შენს ეჭვებზე გინდა გითხრა რას ვფიქრობ? -რაზე რას ფიქრობ, რას ამბობ ლაშა. დაიბნა დემეტრე, მაგრამ ლაშამ გააგრძელა. -დამირეკე და დახმარება მთხოვე, მოვედი და მოგისმინე ახლა კი მინდა ჩემი აზრი გითხრა. შენს ადგილზე ვიზედაც ეჭვი გაქვს ყველას გავანთავისუფლებ, მხოლოდ ჯერ გადავხედავ ჩემს შემოსავალს და გასავალს დავრწმუნდები მამა ვინ არის ნამდვილად დამნაშავე და თუ აღმოვაჩენ ვინც არის უნდა მოვიშორო, მოვიშორებ. აქ მოსარიდებელი არც არაფერია, შენხელა ბიზნესით ხალხი მეორე და მესამე ბიზნესს ეჭიდება შენ კი უკან უკან მიდიხარ მამა, სხვა კი მდიდრდება შენს ხარჯზე. -არ ვიცი, არ ვიცი, გაოგნებული ვარ ასეთი პრობლემები ჩემს გარშემო არასდროს არ ყოფილა ყოველთვის სანდო ხალხი მყავდა გვერდით. -დრო შეიცვალა და ხალხიც შეიცვალა, გააკეთე რაღაც მოსასმენი დააყენე, ვიდეო თვალი დააყენე დღეს ადვილად შეიძლება დამნაშავე ამოიცნო ვინ გყავს გვერდით. -დემეტრე ლაშას მსჯელობით გამოდის ვიღაც გძარცვავს და ლაშა კარგ აზრს გაწოდებს, აუცილებლად უნდა გაიგო ვინ არის. -კატერეინა ცუდად არის მამას ბიზნესის საქმე და არც მისი ფერი მომწონს, შენ მიხედე მის ჯამრთელობას თუ არ გინდა პრობლემები გქონდეს.კატერინამ შეხედა ლაშას თითი გულთან მიიტანა და უთხრა. -მე, მე რაში ვარ დამნაშავე ლაშა.... -იმიტომ გადანაშაულებ რომ უნდა გაუგო შენს ქმარს როცა მას უჭირს და როცა მას ტკივა. -ლაშა..... -ლაშა, ლაშა, ლაშა და სულ აჩუმებთ ლაშას, მაგრამ ლაშას თქვენი გაუთავებელი კამათი აღვიძებს ყოველ დილით რომ რამდენს დაგიტოვებს შოპინგზე წასასვლელად ან რას შოპინგობ ყოველ დღე. შენც რამდენსაც გთხოვს აძლევ,მაგრამ კოტრდები დემეტრე, კოტრდები და ეს კატერინას სულაც არ ადარდებს. ალბად ეს არის მისი ჩანაფიქრიც, რომ გაკოტრებული, გაღარიბებული დემეტრე დაგინახოს და გგონია კატერინა რომელიც კარგ და მდიდრულ ცხოვრებას მიაჩვიე აქ გაგიჩერდება? -ლაშა ცუდი წარმოდგენა გაქვს ძალიან ჩემზე.... -რასაც მაჩვენებ ის წარმოდგენა მაქვს, ყავისთვის მადლობა. უთხრა ცივად კატერინას და სახლი დატოვა, გაბრაზებული და დაბოღმილი ისევ კომპანიაში დაბრუნდა და ყველას უყვიროდა, ყველა ფეხზე დააყენა და ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა არავის არ ჰქონდა დრო საჭორაოდ და იმ დღეს შავთმიანი ტატა ფეხის წვერებზე არბენინა, ბოლოს კი მიზეზი მოუძებნა მნიშვნელოვანი და კომპესაცია გადაუხადა, გაოგნებული გოგო სამსახურიდან დაითხოვა.ლაშას ყვირილის ხმა ბექამ თავის კაბინეტში გაიგონა და არც დაფიქრებულა ისე შევარდა მის კაბინეტში. -რა მოხდა, რაზე ნერვიულობ ასე ძალიან არ გინდა რომ თქვა? -ნაცნობი თემა არის. -ისევ კატერინა? -ისევ კატერინა და ახლა დემეტრეც დაემატა ბექა. -კარგი და ზაზასთან შემოდი, მზევინარს მე ვეტყვი.არ ჩავერიე, მაგრამ იმ შავთმიანს რას ერჩოდი. -პირველი მან დარეკა პატრულში, მეორე ძველი თემა იყო რომელიც ძალიან შეცდა ზაზასთან და ამას თვად გეტყვის ზაზა თუ საჭიროდ ჩათვლის ამიტომ გავუშვი, აქ აღვირახსნილების დასაოკებელი ცენტრი არ გვაქვს ბექა. -კარგი, კარგი ნუ ყვირიხარ გავდივარ და შემოდი. -რამდენიმე წუთი დამაცადე და შემოგიერთდებით. ბექა გაკვირვებული გავიდა და თავის კაბინეტში შესულმა დიდი დაგვერგვილი ქაღალდი აიღო და მზევინარის კაბინეტის კარი შეაღო, არც მიესალმა და უთხრა. -ზაზასთან შემოდი.... -რატომ, აქ მითხარი თუ თქმა გინდა.... -მზევინარ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, სერიოზული თემა არის რომელიც უფროსთან ერთად უნდა განვიხილოთ და შედეგებზე ყველამ ერთად ვიფიქროთ.პასუხს არც დაელოდა ისე შებრუნდა და გავიდა, ზაზასთან შევიდა და ზაზამ ჯერ ბექას შეხედა და შემდეგ მაგიდაზე დაგვერგვილ ქაღალდს.ბექამ ქაღალდი მაგიდაზე გაშალა და ზაზას ანიშნა, ზაზა ფეხზე წამოდგა და ნახაზებს უყურებდა, სათვალე მოიხსნა და ბექას არც კი შეხედა ისე იკითხა. -ეს რა არის ბექა. -გეტყვი რაც არის, მაგრამ მითხარი ლაშამ რატომ გაანთავისუფლა ის შავთმიანი, ყველა კმაყოფილი იყო მისი მუშაობით, მაგრამ მან მაინც მოუძებნა მიზეზი და გაუშვა. -როდის გაუშვა.... -დღეს გაუშვა ისე, რომ ერთი შანსიც არ მისცა ყველა გაოგნებულია. -გასაგებია, კარგი უქნია. -მამა რა ხდება არ მეტყვი თუ არ მენდობი. ზაზამ უთხრა რაც გადახდა შავთმიანთან და ბექას შეხედა. -არ მინდა იფიქრო რომ რამე საბაბი მივეცი შვილო.... -დამშვიდდი, ყველაფერი გასაგებია აქამდეც უნდა გაგვეშვა ასეთები, ისე მეგონა ასაკში იყავი, მაგრამ შენ ჯერ კიდევ ბევრს აუფრიალებ გულს... -ბექა..... -მეორე ნახაზი ნახე. უთხრა სიცილით და ზაზამ მეორე დაგვერგვილი ქაღალდი გაშალა, ზაზა რამდენიმე წუთი გაოცებული უყურებდა საოცრად ლამაზად აზიდულ ამწვანებულ მთებს ზოგან თოვლს რომ დაეფარა და შემდეგ შეხედა მთებს შორის ჩამჯდარ სოფელს. -ბექა........ -ზაზა მისმინე გეგმა მაქვს და უნდა დამეხმარო. -მეც ვხვდები რომ გეგმა გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენი არ არის ეს ნახაზი, ვისია ბექა. -ეს ნახაზები რომელშიდაც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული დიდ წარმატებას მოგვიტანს მამა, მზევინარის ნაშრომია რომელსაც თავის ოთახში ინახავს და დაურეკე შემოვიდეს. -შენ დაურეკე თუ ჯერ კიდევ გაბრაზებული ხარ. -რა დროს გაბრაზებაა ეს ნახაზები უნდა განვახორციელოთ, უნდა გავაცოცხლოთ და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მას კი ვეტყვით რომ სხვამ აიღო, სხვა აშენებს და დიდ თანხას გადაიხდიან ამ კოტეჯების აშენებაში. -ბექა მზევინარი უნიჭიერესია და მე მომწონს შენი გეგმა, უნდა გავაცოცხლოთ ნახაზში რასაც ვხედავთ. ზაზამ ტელეფონი აიღო და სერიოზული ხმით თქვა. -ჩემთან შემოდი, სასწრაფოდ არც კი ამოისუნთქო. ბექამ ზაზას შეხედა და თითებზე ათვლა დაიწყო, რაზედაც ზაზას გაეცინა. -1, 2, 3 და კარზე კაკუნია. -შემოდი, შემოდი. ზაზა ისევ ნახაზებს მიუბრუნდა და შემდეგ მზევინარს შეხედა. -მზეო ეს ნახაზები ნახე, გეცნობა? მზევინარი ნახაზთან მივიდა და გაოცებულმა თქვა. -ეს, ეს, ეს ჩემი ნახაზია აქ ვინ მოიტანა. -მე მოვიტანე. უთხრა ბექამ და წყალი დაისხა, შემდეგ კი ზაზას მიუბრუნდა ისევ მზევინარსაც შეხედა და თქვა. -მიხარია რომ ძია გურამი კარგად არის, გუშინ კატერინას შევხვდი რაღაც უსიამოვნო საუბარი გვქონდა და მასთან დაშორების შემდეგ შემთხვევით ნინო დეიდა დავინახე აქ რომ ამოვუხვიე. მივესალმე, მოვიკითხე და მითხრა გურის გაუხარდება შენი ნახვაო მეც ავედი და ვნახე, მართლა გაუხარდა. ვიჯექით და ვსაუბრობდით, შემდეგ თვალები აუცრემლიანდა და საიდუმო გამანდო, რომ თურმე ღამე ხატავ. მზევინარ გუშინ შენს ოთახში შევედით იქ ვნახე ეს ნახაზები და წამოვიღე, აქ მოსვლამდე ერთ ახლობელს ვაჩვენე და მოეწონა, იმ წუთში დასახა გეგმა რომ ამ კოტეჟებს გააცოცხლებს ერთ მთიან სოფელში და გახსნის ტურისტულ ზონად. წარმოიდგინე ეს კოტეჟები ზამთარშიც და ზაფხულშიც იმუშავებს და იმ სოფელში ტურისტი ამ კოტეჯებს ყველა სეზონზე ეყოლება თუ შენ თანახმა იქნები. -როგორ შეიძლება თანახმა არ იყოს, ეს ხომ მისი ოცნებაა. გაოცებული უყურებდა ზაზა მზევინარს. -თანახმა ვარ, მაგრამ.... -შენ დამთანხმდი და სხვას ნუ იკიხავ, მზეო პირობას გაძლევ ეს კოტეჟები ძალიან ცნობილი და პოპულარული გახდება. -სოფელი სად არის, შორს არის? -სოფელიც ნახეთ, მოდი ინტერნეტით ვნახოთ ყველამ ერთად. ბექამ ინტერნეტში ამოძებნა სოფელი და თქვა. -ამ სოფელში თოვლი მეტროზე მეტი მოდის და ესაა რაც ტურისტებს გააგიჟებს, თან ეს კოტეჟები იქ პირველი იქნება და ძალიან კარგად იმუშავებს. სოფელი იმერეთში არის ზღვის დონიდან 450 მეტრზე და სოფელი მდებარეობს იმერეთში სამხრეთ მთისწინეთზე ვნ-ის რაიონო სოფელი უხუთი.აი ფოტოები და ადგილი სადაც კოტეჟები დაიდგმება, მე ყველაფერი გითხარით რაც ვიცოდი, იფიქრეთ და ამ ზამთრიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა. ადგილი რომელიც გაჩვენეთ შემოსაღობია და ეს ამ ზამთარში უნდა გაკეთდეს სანამ დათოვს შემდეგ გაზაფხულამდე შეუძლებელია იქ ასვლა თუ დიდი თოვლი დაყარა. ზაზა ჩაფიქრდა მზევინარს შეხედსა და თქვა. -ცუდი იდეა არ არის მე მომწონს და თუ გადაწყვიტავ მზეო პროექტი შენი არის შენს გარეშე ვერ გავცემთ და ვერც განვახორციელებთ. -მეც მომწონს, მაგრამ.... -მაგრამ რა გაბრკოლებს, მზევინარ ნახაზები რომლებსაც ჰქმნი რისვის ათევ ღამეებს შენი ოთახის ერთ ბნელ კუთხეში რომ დააწყო, ვისთვის ხატავ და ხაზავ მხოლოდ შენთვის? მზევინარ ეს სილამაზე ხალხმა უნდა ნახოს, სიბნელიდან უნდა გამოიტანო. მზევინარმა შეხედა ბექას და გაეცინა. -რა გაცინებს, რა ვთქვი სასაცილო და ეს ლაშა კიდევ სად არის აქამდე. -გამეცინა იმიტომ რომ აღარ ბრაზობ, სიბრაზემ გადაგიარა. -არ გადამიარა ისევ ვბრაზობ. თქვა ბექამ და სამივეს გაეცინა. -თქვი ბოლოს და ბოლოს რა გადაწყვიტე. უთხრა ზაზამ მზეოს და მზევინარმა ყოყმანით თქვა. -ის ადგილი რომ ვნახოთ.... -გინდა სოფელში წავიდეთ და შენც წამოხვალ? -წამოვალ, ზურგზე ხომ არ გეკიდები. -კარგი წავიდეთ და მოვემზადოთ, ლაშასაც ვუთხრათ. -ლაშას სხვა საქმეები აქვს, შეეშვით მას თქვენ წადით.მოაგვარეთ სად იცხოვრებთ, შეხვდით ხელმძღვანელობას და ადგილიც ნახეთ მასთან ერთად და ეს საქმეები მოაგვარეთ. -კარგია, შენ წადი და მოემზადე რამდენიმე ხელი გამოსაცვლელი წამოიღე, მეც წამოვიღებ და წავიდეთ. მზევინარი წავიდა, ბექამ ზაზას მიუბრუნდა და უთხრა. -ხელმძღვანელობა არ მჭირდება, ადგილი უკვე ვიყიდე. -მაინც საჭიროა შვილო მათთან შეხვედრა..... მზევინარი სახლში შევიდა და გურამის წინ დაჯდა, მამას შეხედა და უთხრა. -მადლობა. გურამიმ შეხედა მზეოს და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -მე ვერ გაგიწიე შვილო კარგი მამობა და შენ რასაც აკეთებ, რასაც ჰქმნი შენი გონებით და აზრით ნუ დააობებ მათ სიბნელეში, გამოიტანე სინათლეზე და წინ წახვალ ისევ შენი შექმნილით. -ბექამ მითხრა რაც გააკეთე ჩემთვის და უკვე ის ფიქრობს ჩემი იდეა გააცოცხლოს, ამიტომ მივდივართ იქ სადაც აშენდება ჩემი კოტეჟები. -შვილო რა ბედნიერებაა შენი ცხოვრების გზაზე ასეთი ადამიანების გადაკვეთა, მიხარიხარ ჩემო ნიჭიერო და მიზანდასახულო შვილო, მიხარია ყველა შენი გადადგმული ნაბიჯი და ვამაყობთ შენით. -მამა რაღაც მინდა გითხრა და დიდი იმედი მაქვს არ ინერვიულებ.... -მითხარი შვილო, მაგრამ სანამ მეტყვი მე გეტყვი რომ რაც ერთხელ უკვე ვთქვი იმ ნათქვამ სიტყვას არ შევცვლი, გითხარი თეკლა ჩემთვის მოკვდა და ის ოჯახი ჩემთვის აღარ არსებობს. -ძია ანრი განქორწინებას ითხოვს, რაზედაც თეკლა არ თანხმდება. -სულელი არის რომ დათანხმდეს ის დიდძალ სიმდიდრეს დაეთხოვება შვილო, შენ ვინ გითხრა. -ძია ანრი ვნახე ყველაფერს ყიდის, მაგრამ თავად არ ჩნდება როცა გაყიდის ყველაფერს განქორწინებას მერე გააფორმებს. -თავიდან ჭკვიანი იყო ანრი და მომწონდა. -კარგი მე უნდა მოვემზადო, დედა მომეხმარები? -მოგეხმარები შვილო. მზევინარმა თავის საძინებელში შევიდა და ნინოს ჩუმად უთხრა. -იცოდი რომ ლუკა და ლენა..... -რა მოუვიდა ლუკას და ლენას. სახეზე ფერი დაეკარგა ნინოს და მზევინარს უყურებდა. -არაფერი არ მოუვიდათ ძალიან კარგად არიან, მაგრამ იცოდი რომ ისინი ანრის შვილები არ არიან? -რას ამბობ შვილო, როგორ თუ არ არიან. -ასეა დედა ძია ანრიმ მითხრა და მეც გაოცებული დავრჩი. -წარმოუდგენელია, ეს შეუძლებელია მზევინარ. -როცა დაქორწინდნენ მამიდა ორსულად ყოფილა, იმდენად მიყვარდა ვაპატიე, მაგრამ რამდენი ვაპატიე და დავუთმე უფრო გათავხედდაო. -უყურე თეკლას და ზემოდან გვიყურებდა ყველას და შენ გეძახდა ნაბიჭვარს. -ასეთები უფრო დაგვცინებს დედა და არასოდეს არ უხაროდა ჩემი წარმატება, მახსოვს ერთხელ ქების სიგელი რომ მოვიტანე სკოლიდან მამასთვის უნდა მეჩვენებინა ხელიდან გამომგლიჯა და გადახია რა გული შეაღონე ამ ქაღალდის ფრიალითო და შენ დააწებე ახლაც შენახული მაქვს. -დამშვიდდი შვილო ამიტომ აირია მისი ცხოვრება და ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ჩვენი ჯვარი უნდა ვზიდოთ სიმართლით და სიკეთით. წარმატებები შვილო შენს ახალ გზაზე, დამირეკე არ მანერვიულო. მზევინარი მოემზადა და მალე ბექამაც მიაკითხა, ორივე მხიარული გაუყვა გზას იმერეთისკენ, ბექამ ქუთაისზე ჩართო სიმღერა და თავადაც ამღერდა. ,,თბილისიდან ქუთაიში მიმავალო ქალო თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინახარო, უპასუხე რომ სუნთქვა ხარ არც კი უთხრა ვისი, ამას თვითონ მიგიხვდება ჩემი ქუთაისი''. -წყალტუბოდან და არა თბილისიდან. გაეცინა მზევინარს და ბექამ შეხედა გაბრაზებულმა. -არ შემარჩინო ერთი სიტყვის შეცვლა. 3 სთ-ში უკვე ქუთაიში იყო და ქუთაისიდან საღორიის ტყეში შევიდა სადაც ათასწლოვანი მუხები გაშიშვლებულიყო, ბექა მიჰქროდა ამ საოცარ სიღრმეში და მზევინარი ათვალიერებდა გარემოს სადაც გულისტკივილით უყურებდა ზოგან წაქცეულ ხეებს და ჩამომტვრეულ ტოტებს. -რა სიჩუმე არის, სიმშვიდე და საოცარი ატმოსფერო. -სუფთა ჰაერს სუნთქავ ხედავ სად წამოგიყვანე მზეო. ფილტვებით სუნთქავ ამ სისუფთავეს და არა იმდენი ავტომანქანების გამონაბოლქვს. -რას არ იტყვი ხოლმე. ბექამ ღიმილით გაიარა საღორიის ტყე და რიონში შევიდა, ვარციხეში კი უძველეს პურის საცხობთან გააჩერა ცხელი შოთის პურები და რამდენიმე ფუნთუშაც იყიდა, იქვე ოჯახურ კერძებს აკეთებენ და შიმშილმა შეახსენა თავი და მზევინართან დაბრუნდა. -ჩამოდი წავიხემსოთ.... -წავიდეთ ბექა სადმე დასარჩენი ხომ გვჭირდება. -კარგი წავიდეთ, თუმცა დასარჩენი უკვე გვაქვს. -გასაგებია, შენ აქ უკვე იყავი და ყველაფერი მოაგვარე იმიტომ ხარ ასე მშვიდად, ასეა თუ ვცდები ბოს? -არა არ სცდები ვიყავი და რომ მომეწონა სწორედ ამიტომ მივდივარ მეორედ, შესაძლებელია ამინდი გაფუჭდეს და ეს არ მომწონს. ბექამ გადაუხვია სოფლისკენ მიმავალ გზას და შეუდგა აღმართებს, მზევინარი გაოცებული უყურებდა გზას და გზაზე გადმომდგარ კლდეს კლდის ძირში გაყვანილ სამანქანო გზას. -ვინ შეძლო ამ კლდეში ამ გზის გაყვანა და რაოდენ დიდი შრომაა ჩადებული, ღმერთო ბექა მეშინია. -თუ კარგად გახსოვს გითხარი სოფელი ზღვის დონიდან 450 მეტრზე არის და სულ მაღლა მთაზე რომ ავალთ იქ ჯვარი დგას და იქ გავაჩერებ. ნახე რა სილამაზე არის მზეო იმ მთიდან რომ გადახედავ შენს თვალწინ იმერეთი გადაიშლება, საბედნიეროდ გზა კარგი გვაქვს და დაბრკოლება არ არის გზის გამო.ამ სოფელში სადაც მივდივართ დაიბადნენ დიდი მწერლები ჯემალ ქარჩხაძე და რეზი ბექა ავიდა დიდ მთაზე რომელსაც კერცხეთი ჰქვია, გააჩერა და ჯვართან ხელით მიიყვანა მზევინარი ორივემ გადაიწერა პირსჯვარი და ბექამ მიუბრუნდა მზევინარს. -სამყაროს გადახედე, შეხედე ნახე ნახევარი საქართველო გადაიშალა შენს თვალწინ. -რა სილამაზეა და ეს საოცრება უფალმა შექმნა ბექა. უკვე ბინდდებოდა ბექამ მზეოს შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდეთ, მაგრამ წასვლამდე რაღაც მინდა რომ გითხრა. მზეომ შეხედა ბექას და ბექა თვალებში უყურებდა მზეოს რომელიც დაიბნა და სად გაეხედა არ იცოდა. -იქ საავადმყოფოში ცოლობა გთხოვე და ეს იყო თეკლას რომ დაეჯერებინა, რომ შენთვის ზიანი არ მოეყენებინა. მზეო ახლა ჩვენ სამნი ვართ მე, შენ და უფალი და ამ ჯვრის წინ ვდგევართ მინდა ის სიტყვები გავიმეორო ,,ცოლად გამომყვები და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იქნები ჩემს გვერდით''. მზეო დაიბნა და ბექასთან ახლოს მივიდა, მანაც თვალებში ჩახედა იმ თვალებში მას რომ ძალიან უყვარდა და ხმის კანკალით უთხრა. -ახლა მარტო ჩვენ ვართ აქ მე და შენ მაღლა კი უფალია და შენს თვალებში ვხედავ რომ გულწრფელია შენი სიტყვები.... -გაბრაზებული ისევ ვარ, მაგრამ გაპატიებ თუ თანხმობას მეტყვი. მზევინარმა გულიანად გაიცინა და ჩანთიდან ის ბეჭედი ამოიღო და ბექას გაუწოდა, ბექას გაეცინა ბეჭედი გამოართვა და ახალ ბეჭედთან ერთად ისიც გაუკეთა და სიცილით უთხრა. -ორჯერ გთხოვე ცოლობა და ორივეჯერ ბეჭედი გაგიკეთე ვერ გამექცევი ვერსად. ორივე ხელები მოხვია და გულზე მიიკრა. ისე ყავდა გულზე მიკრული მისი სხეულის სითბოს გრძნობდა და ღრმად სუნთქავდა,ორივე ხელებით ააწევინა თავი და ოდნავ დაშორებულ ტუჩებზე აკოცა. არც უფიქრია თავის მოთოკვა, ის უკვე მისი იყო და მისი ტუჩების გემო ისეთი მძაფრი იყო თან გემრიელი კინაღამ მუხლები მოეკვეთა, ახრჩობდა სურვილი, მისი დამისების სურვილი, მაგრამ დროს ელოდა. -მზეო მიყვარხარ, პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი და ჩემს გულში ხარ, ყოველთვის აქ იქნები. მზეომ ქვემოდან ახედა ბექას ფეხის წვერებზე აიწია ნაზად შეეხო მის ტუჩებს და ბექამ ღიმილით უთხრა. -თავად მაკოცე, გამოდის თანახმა ხარ. -ეს გქონდა დღეს გეგმაში? ბექამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -გგონია სიყვარულის სცენა დავდგი? მზეო შემომხედე, გეფიცები ეს უნებურად მოხდა და მიწუნებ ქმრად თუ რატომ მეკითხები? მზეოს გაეცინა და ბექას შეხედა და ისევ თავად იყო კოცნის ინიციატორი. -მივხვდი მოგეწონა ჩემი გემრიელი ტუჩები ისევ რომ მაკოცე, მაგრამ შენ უფრო გემრიელი ხარ. -წავიდეთ, აქ ძალიან ცივა. -წავიდეთ. ბექა ნელა მიდიოდა აღმართიდან ასული უკვე თავდაღმართში და იქ გააჩერა სადაც კოტეჟები უნდა დაედგათ, შემდეგ ისევ რამოდენიმე წუთი იარეს და ერთ ერთ სახლთან გაჩერდა და მზეოს უთხრა. -მოვედით, აქ ჩემი ტკბილი მოხუცებს გაგაცნობ. ბექამ ეზოში შევიდა ჩანთებით ხელში და წინ გიორგი პაპა შემოეგება, ბექა გაოცებული უყურებდა გიორგის უკან მდგარ გოგონას და ჩანთები ხელიდან გაუვარდა. -ნინი, ნინი ეს შენ ხარ თუ ვცდები. -ბექა, ბექა შენ ხარ. ნინიმაც იყვირა და ორი მეგობარი ერთმანეთს ჩაეხვია, ნინი ხმით ტიროდა, მზევინარმა კი ვერ გაიგო რა ხდებოდა, რამოდენიმე წუთი ერთმანეთს ეხვეოდნენ, ნინიმ ზაზა და ნაია მოიკითხა ბექამ კი შეხედა და უთხრა. -მარტო ზაზა და ნაია გახსოვს მეტი არავინ? -ბექა მეგობარო ჩემი გულის კარი წლების წინ დაიკეტა, რომ ვიკითხო როგორ არის აქვს აზრი? -აზრი ყოველთვის აქვს იმას რაც შენ არ გინდა დაივიწყო, ხომ ასეა ნინი. -ბექა მე წარსულს ხაზი გადავუსვი, მომავლით ვცხოვრობ და არ მინდა დავბრუნდე იქ სადაც ჩემი ადგილი აღარ არის და შესაძლებელია სხვამაც დაიკავა. -რატომ, რატომ არ არის ან რა მოხდა, ნინი რა იყო ან ვინ იყო შენი გაუჩინარების მიზეზი. -მშვიდად ვარ და არ მინდა აირიოს ჩემი სიმშვიდე. -კარგი აქ ვარ და ამ თემას დავუბრუნდებით. უთხრა და მზევინარისკენ შებრუნდა ხელი ჩაკიდა და ნინის წარუდგინა. -გაიცანი ნი ჩემი საცოლე მზევინარი. -ძალიან მიხარია ბექა და მინდა ბედნიერები იყოთ და არასოდეს არ დაუჯერო სხვის ნათქვამს, არც მოუსმინო სხვას თუ შენ თავად არ გეტყვის ის მის სათქმელს, არ გეტყვის შენთან ყიფნით დავიღალე და მივდივარო. ბექამ უყურა ნინის და გულში თქვა. -,,ახლა დავრწმუნდი თქვენი დაშორების მიზეზი კატერინა არის, ის ჩადგა თქვენს შორის, მაგრამ რატომ გააკეთა ეს ნუთუ.....არა, არა, არა, რას ვფიქრობ, მაგრამ გონება სხვაგან არ მიდის''. მზევინარმა მკლავზე შეეხო ბექას და ყველა ერთად შევიდა სახლში სადაც ცეცხლი გიზგიზებდა და თიხის ქოთანში გემრიელად თუხთუხებდა ამოლესილი ზეთიანი ლობიო. -ღმერთო რა გემრიელი სუნი დგას მზია ბებო. -არ ვიცოდი ბებო დღეს თუ მოხვიდოდი ქათამს დავკლავდი, ჩემი ნიკოლოზი და გიორგი სულ ცოტა ხნის წინ წავიდნენ ამინდი ფუჭდება და შეეშინდათ ბიჭებს არ ჩავრჩეთ აქეთო. გამექცნენ ჩემი ცელქი ბიჭები ან რად უნდათ ბებრები ქალაქში გაზრდილებს. თქვა სიცილით მზია ბებომ. -ლობიოს რა ჯობია როცა მშია ვერ ვიმორცხვებ, რა ვქნა კუჭი ყვირის შემავსეთ დავცარიელდიო. თქვა ბექამ სიცილით და ხელები დაიბანა, შემდეგ გიორგი პაპასთან ერთად მაგიდას მიუახლოვდა. -რას დალევ ბაბუა, ღვინოს თუ არაყს. -აუ არჩევანში ვარ, არ მინდა არაყი მძიმე არის და ღვინო იყოს ორ ჭიქას დავლევ, ხვალ ადგილში უნდა მივიდე და საქმეებია. -ღმერთი სამობით არის, სამი დალიე შეგერგება არ დაითვრები ხომ იცი ეს სიმღერა. -შენ დამლევი იშოვე და ჭიქები დააწყვე უკვე მაგიდაზე. ბექა უყურებდა ამ ორ მოხუცებულს და მათი თვალები ისევ სიყვარულს გადმოცემდა ერთმანეთის მიმართ. სიმპატიამ, ერთგულებამ, ნდობამ და სიყვარულმა ერთმანეთის მხარდამხარ უამრავი წლები გააძლებინათ. გიორგი პაპამ შეხედა ბექას და უთხრა. -ნუ უგდებ ყურს დედაბერს ღვინოს რომ ხედავს ასე იშლება ყოველთვის, ღვინის დალევას კი არა სუნსაც ვერ იტანს არადა ყოველ წელს მეუბნება ბებერო ბევრი ღვინო უნდა გავაკეთოთ ბავშვებმა ღვინო და არაყი არ უნდა იყიდოსო. არადა სულ ასე ღიზინებს, მაგრამ ესაა ბაბუა სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემა. მომავალი ბაბუა აწყმოდან იწყება და ცხოვრებას სწორი მიმართულება უნდა მისცე. მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ ამ სილამაზეს რომ უყურებ ეს ბუნების სილამაზეა ამ ეზოში რასაც ხედავ ამ ხელებმა შექმნა ჩვენ ორივემ შევქმენით.ის რომ ყვირის მე გულთან არ მიმაქვს ვიცი გულით არ ყვირის და თუ ყვირის ღამით ჩემს გვერდით რომ აღმოჩნდება ისევ ის დაუცველი და სუსტი გოგონაა ოდესღაც მე რომ მომეკედლა და დღემდე ჩემს მხარზე აქვს თავი დადებული ესაა ბაბუა სიყვარული. მისი შეხედვა და შეხება მაცოცხლებს მე ამ ასაში და ესაა სიყვარული, შენ გგონია მე ვერ შეგხედე იმ გოგოს როგორი თვალებით უყურებ, შეგხედე და გამეხარდა ბაბუა. ბედნიერი იყავით და დააფასეთ ერთმანეთი, შენ უნდა გააბედნიერო ის ქალი ვინც შენმა გულმა აირჩია.არასოდეს არ ჩააქრო ის სხივი მის თვალებში ახლა რომ არის და დღეს რომ ბრწყინავს შენით ბრწყინავს და ასე აბრწყინე ყოველთვის.გაოცებული უსმენდა ბექა მოხუცს და შემდეგ მაგიდასთან მოსულ მზია ბებოს ღიმილით შეხედა, რომელმაც ქმარს შეხედა და შემდეგ ბექას მიუბრუნდა. -ნუ უგდებ მაგას ყურს ბებია დღეს მთელი დღე სვამს და ახლა ჭამა კი არა კიდე ღვინო უნდა, ჩემი აზრით ღვინო კი არა ლოგინი უნდა მაგას მარა წავა, არ წავა სანამ მის გულში აწრიალებულ ჭიას არ მოკლავს. -შენ რაც მოსატანი გაქვს მოიტანე და დაჯექი ჩემთან ერთად აქ აი ამ სკამზე. -ცალკე რომ დავჯდე სხოგან არ შეიძლება? -ცალ ცალკე ყოფნის დროც მოვა და ნუ იჩქარებ შენ ჩემგან გაქცევას. გვიან ღამემდე ისხდნენ და საუბრობდნენ, ბოლოს ყველამ თავიანთ საწოლებს მიაშურა და ბექა და მზევინარიც ამ ორ მოხუცზე ფიქრობდა, მაგრამ ბექა ნინიზეც ფიქრობდა და მასთან შეხვედრა უნდოდა რა იყო ან ვინ იყო მისი გაუჩინარების მიზეზი. ნინი იწვა და ფიქრებში ჩაეძინა, ტიროდა მის წინ მდგარ მამაკაცს უყურებდა და ბოლოს ცრემლინი ხმით გაუბედავად თქვა. -მამა, შენ ხარ მამიკო. მამაკაცი სიბნელეში იდგა და სიბნელიდან გამოწეული ხელებით მოეფერა ნინის ცრემლი მოწმინდა, ნინი კი ჩურჩულებდა. -მამა, მამიკო, როგორ ძალიან მომენატრე. -შვილო სულ მალე ნახავ სიმშვიდეს და მეც დავმშვიდდები. -მამა, მამიკო არ დამტოვო მამა. ტიროდა და ხელს არ უშვებდა, მაგრამ ნელა ნელა მამაკაცი მისგან წავიდა, მისდევდა მამას და ხმამაღალი ხმით ეძახდა, მაგრამ ის უფრო და უფრო შორდებოდა და მისგან მიდიოდა, ბოლოს სულ გაქრა და გაუჩინარდა ვეღარ შეხედა თვალებით ეძებდა, მაგრამ ვეღარ დაინახა ძალიან დაწყდა გული და ხმით ატირდა, ტირილში შეშინებულმა გაიღვიძა და საწოლიდან წამოდგა წყალი დალია სულმოუთქმელად და მეორე საწოლზე მშვიდად მძინარე პატარას შეხედა და გადამძვრალი საბანი გვერდებზე ამოუკეცა, როცა მიხვდა ოდნავ დამშვიდდა ისეც დაწვა, მაგრამ მის თვალებს ძილი აღარ მიეკარა და დილამდე ფიქრობდა. -,,ნი გეძენდი სად ხარ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ და ასე ნუ გაქრები,ნუ დაიკარგები გესმის? -იცოცხლებ და ცხოვრებასაც გააგრძრლებ, მაგრამ მე აქ ვარ შენს გვერდით და შენთან ერთად. -დამპირდი რომ სიტყვას არასოდეს არ გატეხავ, სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ ჩემი იქნები. -გპირდები, მაგრამ სად ვიყავი და აქ როგორ მიპოვე. -სუნით მოგაგენი, შენი სუნამოს სუნი არავის არ აქვს. -რა ქვია ამ სუნამოს იცი? -მითხარი რა ქვია რომ ყოველთვის მახსოვდეს. -ბრილიანტი. -შენ თავად ხარ ბრილიანტი, მაგრამ ჩემი ბრილიანტი''. -დედა, დედა წყალი მინდა დე. გაიგონა პატარას ხმა ცრემლი მოიწმინდა და წყლის ჭიქა მიაწოდა პატარას. -უკვე გათენდა შენ რომ არ გძინავს? -ჯერ ადრე არის შვილო დაიძინე, დღეს სკოლა არ არის და დაიძინე. -შენც ხომ იქნები სახლში. -სახლში ვარ დილის საქმეებს მოვრჩები და მერე მზია ბებოსთან წავიდეთ. -მართლა? -წავიდეთ შენ გიყვარს იქ ყოფნა. ელაპარაკებოდა პატარას და მის მშვიდ სუნთქვაზე მიხვდა რომ ისევ ჩასძინებოდა, კიდევ ცოტა ხანი იწრიალა საწოლში და ადგა, კარი გააღო და დაინახა ეზოში ბექა იდგა. -ბექა დილა მშვიდობის. -დილა მშვიდობის გიორგი პაპამ მითხრა აქ რომ ცხოვრობ, შორს არ ყოფილხარ მათგან. -არ შემოხვალ სახლში, დილით სიცივეა არ გაცივდე. -არა ნი აქ ვიქნებით და ვილაპარაკებთ. -შემოდი ყავას გავაკეთებ. ნინიმ ყავა მოადუღა და ბექას შეხედა, ბექამ ყავა მოსვა და ნინის შეხედა. -გისმენ.... -ბექა.... -არ მინდა თქმა ვიცი რომ ლაშამ არ უნდა გაიგოს და დაიწყე რატომ გაუჩინარდი, მხოლოდ სიმართლე უნდა მითხრა ნინი. -გაუჩინარებამდე ერთი წლით ადრე მეგობრებთან ერთად ვიყავი ბარში, ერთ ერთი მეგობრის ქორწილის წინა საღამო იყო და მეჯვარე ვიყავი მისი იქ ლაშაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის გასული იყო ქალაქიდან თავის საქმეებზე. იმ ღამით კი მხოლოდ გოგოები ვიყავით და ყველა ვხალისობდით ყველამ დავლიეთ და სხვა დროსაც დამილევია გონი არასოდეს არ დამიკარგავს, მაგრამ იმ დღეს რა დამემართა არ ვიცი თვალი რომ გავახილე უზარმაზარ საძინებელში ვიყავი და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, უკვე ისე ცუდად ვიყავი ვკანკალებდი და ხმას ვერ ვიღებდი. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, მაგრამ მე სრულიად სიშავეში ვიყავი, გავითიშე. თითქოს საუკუნე გავიდა, მაგრამ ნელა ნელა ხმები მესმოდა უკვე ვიღაცა ღრიალებდა მოკვდა, მოკვდა შენი ბრალი არის. მერე მეძახდა, ვიღაც ჩემს სახელს ყვიროდა დაბრუნდი და თვალი გაახილეო, ბრძოლობდა ვიღაც ქალი ძალიან თვალი რომ გამეხილა. უკვე კარგად მესმოდა მათი ხმები და შევეცადე მეთქვა კარგად ვარ და ცოცხალი ვარმეთქი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ვერ შევძელი. ვიღაცამ ძლიერად გამარტყა სახეში და ნელა ნელა განათდა სიშავე გაქრა და თვალი გავახილე ჩემს საწოლთან ვიღაც უცხო მამაკაცი იდგა თვალებ ჩაწითლებული და მის გვერდით კატერინა იდგა. -კატერინა, შენ იქ კატერინა დაინახე? -დავინახე კატერინა და ის მამაკაცი ვინ იყო არ ვიცი. -ასეც ვიცოდი, ეჭვები მქონდა რომ კატერინა ერია თქვენს დაშორებაში. -შევეცადე ფეხზე ადგომას და ავდექი, მაგრამ ჩემს თავს რომ შევხედე ტკივილისგან ჩავიკეცე და ძირს ჩავჯექი. -საწოლი ანგრეული იყო? -არა, მხოლოდ მე ვიწექი საწოლზე და რამდენიმე დღე ვერ გამოვედი შოკიდან არც ქორწილში წავსულვარ რამდენიმე დღე სახლში ჩავიკეტე და როცა დავმშვიდდი ლაშას შევხვდი ჩვენ უკვე ერთად ვიყავით და გავიდა დრო თითქოს დამავიწყდა რაც მოხდა ჩემს თავს და გავიგე რომ ორსულად ვიყავი დასარწმუნებლად ექიმთან წავედი რომ სიმართლე იყო ის რასაც ვფიქრობდი, უკვე მზად ვიყავი ლაშასთვის მეთქვა, მაგრამ ისე გამოვიდა ლაშას არასოდეს გაუგია რომ შვილი ყავს და მას ბაბუას სახელი დემეტრე ჰქვია. -ნი რას ამბობ, ლაშას შვილი ყავს და არ უთხარი რატომ შეჩერდი. -ბექა იმ დღეს როცა პასუხი გავიგე ლაშასთან მივედი და სახლში კატერინა დამხვდა მან იცოდა ჩემი ორსულობის შესახებ და მითხრა ლაშას ცხოვრებიდან უნდა წავსულიყავი თუ არ წავიდოდი იმ ღამის ფოტოებს ლაშას აჩვენებდა რომ მე ვიღაც უცნობ კაცთან ვერთობოდი სასტუმროში როცა ის საქმეზი იყო გასული ქალაქიდან. -ეს მან მოგიწყო, ეს მან გააკეთა და მის ბინძურ ხაფანგში მოგიქცია. -კატერინა გავიცანი თუ არა მივხვდი რომ ჩვენი სიყვარული განწირული იყო, მან გააკეთა ყველაფერი, კატერინამ ჩემი სამყარო ჩააბნელა. ის სამყარო სადაც ჩემი ბედნიერება და ჩემი ბედნიერი ფერებიც კი გაყინა. ყველაფერი რაც მახარებდა ჩემში ჩაკვდა, ჩემი ოცნებებიც დაიწვა და დაიფერფლა და მე მხოლოდ ერთადერთი იმედი დამრჩა სიცოცხლის გასაგრძელებლად ბექა და ეს ჩემი შვილი არის, შვილი რომელიც უფლებას არ მაძლევს მამამისი დავივიწყო ის მისი ასლი არის. -შენ ბედნიერი იქნები ნინი. -თურმე ბედნიერება არ უნდა გამოფინო, მას უნდა გაუფრთხილდე. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემს ბედნიერებას ფეხ და ფეხ უკან მოყვა ცრემლი, ტკივილი, დამცირება, მარტოობა, მაგრამ აქ მშვიდად ვარ, ვიცი რომ კატერინა აქ ვერ მომაგნებს. -ვერ მოგწვდება, გპირდები შენს ადგილს ვერავინ გაიგებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნინი. -როგორ, მე რა უნდა გავაკეთო. -ამ სოფელში მე და მზევინარი კოტეჯებს ვაშენებთ, შენ კი ჩვენს აქ არ ყოფნაში უხელმძღვანელებ. -რას ამბობ ბექა მთავაზობ შენი კომპანიონი ვიყო, მაგრამ მე ხომ ამდენი თანხა არ მაქვს შენ რომ დაგიდგე გვერდში. -მომისმინე შენი თანხა არ არის საჭირო შენ მხოლოდ მუშებთან იქნები და მათ შრომას გააკონტროლებ, ჩაიბარებ მოტანილ მასალას და გასავალ თანხას უხელმძღვანელებ ამის გამო შენც ხელფასს აიღებ. -მასე ხომ გამოვჩნდები, გგონია კატერინა ვერ მიხვდება? -არ გამოჩნდები ჩემს სახელზე გექნება ბარათი, თანახმა ხარ? ნინიმ ბექას შეხედა და ბედნიერმა გაიღიმა, წლების შემდეგ პირველად გაიღიმა ასე ლაღად და თავისუფლად. -შენ შვილი გყავს, ნინი ბიჭი იზრდება და მალე შეკითხვას დაგისვამს სად არის მამა. -განა არ ვფიქრობ მაგაზე და მეშინია, მეშინია რომ ვერ გამიგებს და რომ ვერ მაპატიოს, თუმცა იცის რომ მამა შორს არის და ჩვენს გამო მუშაობს რომ ჩვენთვის სახლი იყიდოს. -გამომართვი ეს ჩემი ნომერია, როცა გინდოდეს დამირეკე და ვისაუბროთ. ნინის ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე და არ შეეძლო ეს ცრემლები დაემალა ის ხომ 8 წელი ჩუმად ტიროდა, 8 წელი ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ისეთი ამაყი იყო მისი ტკივილთან მხოლოდ ღამე შიშვლდებოდა. არც ბექა იყო უკეთეს დღეში ის რაც მოისმინა და გაიგონა იჯდა ჩაფიქრებული და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და სხეულით კანკალებდა. 8 წელი მისი საუკეთესო მეგობარი მამა არის და მას ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. დემეტრე, დიდი დემეტრე რომ გაიგებდა მას მისი მოსახელე შვილიშვილი ყავს, მაგრამ იმასაც გაიგებს რა მონსტრის გვერდით ცხოვრობს. ბექა ნინის ხმამ გამოაფხიზლა და შეხედა. -რამე მითხარი? -არ მინდა ლაშამ გაიგოს..... -ნინი ლაშა ვერ გაიგებს, მაგრამ ჯერ ჯერობით და სიმართლეს მას შენ თავად ეტყვი როცა დრო დადგება. -ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების ამომავალი ვარსკვლავია, ბექა ლაშა არ მაპატიებს. -შენ გაპატიებს, მაგრამ არ აპატიებს კატერინას და შენ წარმოიდგინე იმ კაცის არსებობას რომ გაიგებენ მის ცხოვრებაში და მისგან შორს ყოფნას არც დემეტრე აპატიებს მის ცოლს და არ მინდა წარმოვიდგინო რა მოხდება როცა სინათლეზე სიმართლე გამოვა. ამინდი აირია და რამდენიმე დღე სოფელში გაჩერდნენ, ოჯახი სადაც ბექა და მზევინარი ცხოვრობდა უბრალო ოჯახი იყო, მაგრამ ყველაფერი ყავდათ. მზევინარი ყოველ დილით ახალ დაწველილი ძროხის რძეს მიირთმევდა და ხაჭაპურებს თავის ხელით აცხობდა უმარილო ყველით, მოხუცებს გარეთ საქმეშიც ეხმარებოდა. უხაროდა დილით ქათმებს სიმინდის კაკალს რომ უყრიდა შემდეგ ღორთანაც მიირბენდა და მზია ბებო ღიმილით ეტყოდა. -აუცილებლად უნდა გარგო მაგ ღორის კუპატები ბებია, აქ უნდა იყოთ ღორის დაკვლაზე და ერთად გავაკეთოთ. -შემატყობინე ბებო და აუცილებლად მოვალ, მაგრამ გზა თუ დაკეტილი იქნება? -მე ამოვიყვან ბებო არ ინერვიულო შენ მაგაზე. -რა ბედნიერი ვარ თქვენი მოსვლით.... -ხშირად ვივლით ამიერიდან და აქ გვექნება ბინა, გაზაფხულზე მშენებლობა გვექნება ამ სოფელში. -რად მინდა ბებია ამხელა სახლი თუ არვინ მევიდა, მოდი ბებია და რაც მექნება ის ვჭამოთ. ჩემი სახლი და ჩემი ეზო ყოველთვის სტუმარმოყვარეობით გამოირჩეოდა ამ სოფელში,ყველაფერში ჩვენ გვიძახოდნენ, მაგრამ ახლა დავბერდით ბებია არც მუხლი გვივარგა და არც თვალი, ბებრები კი არავის არ ვჭირდებით. ახალგაზრდებისაა ახლა დრო, თქვენია დრო და მიხედეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი და რაც მთავარია ერთმანეთის რიდი გქონდეთ, პატივისცემა იცოდეთ ერთმანეთის. ნინის ცხოვრება უკეთესობისკენ შებრუნდა, პატარა დემეტრე დედას გვერდით ედგა ყოველთვის, ძალიან შეეჩვია ბექას და ბექამაც რამდენჯერმე ქალაქში წაიყვანა და ისიც იმ შემთხვევაში როცა უკან მალე ბრუნდებოდა. მოულოდნელად ნინის ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყო, მუშაობისგან დაღლილს ერთ საღამოს დივანზე ჩაეძინა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს შებოჭილი იყო და მის გვერდით ვიღაც იწვა და სიზმარშიც სასიამოვნოდ ეკროდა საყვარელ ადამიანს, მაგრამ რამდენჯერმე შეამჩნია დილით გაღვიძებულს ის პლედი ეფარა რომელიც თავად არ გამოუღია და მაგიდაზე ყავიანი ფინჯანი ხვდებოდა.უყურებდა ფინჯანს და უკვირდა რა დროს მოადუღა ყავა, რა დროს აიღო პლედი, მაგრამ ბოლოს მაინც გადაღლილობას აბრალებდა მის გულმავიწყობას. სახლს მიალაგებდა, თავს მოიწესრიგებდა და დილიდან უკვე საქმეზე ფიქრობდა და მას არასდროს ჰქონდა დრო ეფიქრა წინა ღამით ნანახ მის ლამაზ სიზმარზე. რამდენიმე დღეში ბექა მშენებლებთან ერთად ისევ სოფელში ავიდა, ნინის საქმის ვითარება აუხსნა ჩაანდო ხელში ყველაფერი ბექას ხელი ჩამოართვა და ისიც გულმოდგინედ მიუდგა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბექა ისევ ქალაქში დაბრუნდა და მოულოდნელად გზაში დემეტრეს შეხედა, დემეტრე დაფიქრებული იდგა ერთ ერთი მაღაზიის წინ და ბექას დრო არ ჰქონდა მასთან ახლოს მისულიყო და გულში გაიფიქრა -,,როგორ გავს მამას და ბაბუას პატარა კაცი'' სოფელში ასულს იქ ნინისთან ერთად დახვდა პატარა და თმები ხელით აურია და უთხრა.... -როგორ ხარ, რამდენიმე დღეში გაიზარდე სიმაღლეში მიდიხარ თუ მეჩვენება და ჩემს ფანტაზიებში ხარ სიმაღლეში წასული. -დედამაც მითხრა რომ გავიზარდე. გაუღიმა დემეტრემ და შემდეგ სახე დაუსერიოზულდა. -ჩემი საქმე არაფერი არ იქნება? -შენ ჯერ უნდა ისწავლო და მშენებელი გამოხვიდე, შენ საუკეთესო პროექტები უნდა შექმნა და კიდევ უამრავი სახლით დაამშვენო ქალაქი თუ სოფელი. -მე იდეა მაქვს და მინდა რომ გავიზრდები ჩემი იდეა განვახორციელო. -ნინი ეს ბავშვი მართლა 8 წლის არის თუ სიმაღლე არ აქვს და ასაკით მეტი არის. ნინის გაეცინა და ბექას შეხედა. -ჩემი შვილია და ამიტომ არის ასეთი ნიჭიერი, ზოგჯერ ისეთს იტყვის მეც გაოცებული ვარ. ბექა მიუბრუნდა ბავშვს მშენებლებს რომ ყურადღებით აკვირდებოდა და უთხრა. -შეიძლება გავიგო შენი იდეების შესახებ, იქნებ ერთად შევძლოთ და ავაშენოთ ისეთი სახლი რომელზედაც შენ ოცნებობ. -მე პატარა სახლი მინდა წინ პატარა აივნით და ძირს ერთიანი იყოს, მას ფინურად დავხურავ და საძინებლებს ზემოთ გავაკეთებ იქ კი ჩემი და დედას ოთახი იქნება ასევე სტუმრისთვისაც იქნება განკუთვნილი ადგილი. -მამა, მამასაც ხომ უნდა მისი ოთახი თუ..... -მამა დაბრუნდება და დედას გვერდით არის მისი ადგილი. -იცი მამა, იცნობ მას? -ფოტოებით ვიცი, რომ დავიბადე შორს იყო წასული და დედამ მითხრა იქ სადაც არის ცუდია სატელეფონო ხაზები და ვერ გველაპარაკება არც შეუძლია ტელეფონით ხელში იდგეს მშენებელი მან უნდა ააშენოს და რომ დაბრუნდება სახლს იყიდის და ჩვენც წაგვიყვანს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს აქაურობა და გამიჭირდება წასვლა. ბექამ ნინის გახედა რომელიც მშენებლებთან ერთად ნახაზს აკვირდებოდა და სიამაყით გასწორდა წელში, რომ შვილს რომელსაც მამა საერთოდ არ უნახია მისი სიყვარულით ზრდიდა და არა სიძულვილით რომ მამამ მიგვატოვა, ბექამ დემეტრეს შეხედა და ჩურჩულით უთხრა. -გინდა საიდუმლო გაგანდო? დემეტრემ გაოცებულმა შეხედა ბექას და თავადაც ჩაცუცქდა მის გვერდით და ჩურჩულით უთხრა. -გინდა მე გამანდო შენი საიდუმლო? -მინდა ორივემ ვიცოდეთ ერთი დიდი საიდუმლო და არავის არ უთხრა ის რასაც გეტყვი. -გისმენ და ვფიცავ არავის ვეტყვი, ვაჟკაცის სიტყვას გაძლევ ძია ბექა. ბექა გაოცდა და თვალე გაფართოვებული უყურებდა დემეტრეს, შემდეგ კი ჩაიცინა და უთხრა. -მე და მამაშენიც ასე ჩაცუცქულები გავიზარდეთ ერთად შვილო.... -გამოდის მამას იცნობ? -ვიცნობ და მეც ვაჟკაცის სიტყვას გაძლევ, რომ მამა დაბრუნდება და ერთ დღეს მოულოდნელად მოვა. -შენ იცი როდის დაბრუნდება, თუმცა ვიცი დედას სიურპრიზს უკეთებს მამა. -დაბრუნდება შვილო და ძალიან მალე დაბრუნდება, შენ სწორად მიმიხვდი მამას უნდა დედას სიურპრიზი გაუკეთოს და როცა დაბრუნდება არასოდეს დაშორდებით სულ ერთად იქნებით. -დედას ჰგონია მე ვერ ვხვდები, მაგრამ მესმის როგორ ნერვიულობს და ძალიან ბევრს ტირის, ვიცი რომ მამა ენატრება და მამასაც ენატრება, მაგრამ ეს ხომ დროებითია. -დროებითია, ნამდვილად რომ დროებითია. ბექამ ხელი მოხვია დემეტრეს და გულში ჩაიკრა, შემდეგ კი უთხრა. -დედას ჩემი ნომერი დავუტოვე დამირეკე ზოგჯერ საღამოობით როცა დრო მაქვს და ვილაპარაკოთ კაცურად მომავალზე, დამირეკავ? -დაგირეკავ აუცილებლად და რომ ვერ მიპასუხო მივხვდები რომ არ გცალია, შენ დამირეკე როცა დრო გექნება. -სიტყვა სიტყვაა ძმიშვილო. ერთმანეთს კიდევ დიდხანს ესაუბრეს და ბოლოს ბექამ ყველას დავალება მისცა რა როგორ უნდა გაკეთებულიყო უახლოეს დღეებში, დემეტრეს დაუძახა და მასაც დაავალა. -შეკრიბე შენი სამეგობრო და ამ ქვებისგან ეს ადგილი გაანთავისუფლე და თქვენი შრომის საფასურს მიიღებთ, მქონდეს იმედი? -ჩემს სამეგობროს შევკრიბავ და რომ მოხვალ დასუფთავებული დაგხვდება. შემდეგ ნინის შეხედა და უთხრა. -ჩაინიშნე ბავშვები რამდენი დღე იშრომებს და აუნაზღაურე ყველას მისი ნამუშევარი, გასაგებია ქ-ნო ხელმძღვანელო. -გასაგებია ბოს. ნინიმ დემეტრეს შეხედა სერიოზული სახით რომ უყურებდა იმ ადგილს და გაეცინა, შემდეგ ბექას მიუბრუნდა. -სკოლიდან აქეთ წამოვა მის მეგობრებთან ერთად, ხვალ სადილს გავაკეთებ და აქ დავაპურებ პატარებს. ბექასაც გაეცინა და ნინის უთხრა. -კარგია შრომას მიეჩვევა, მაგრამ არ ფიქრობ რომ დროა ლაშამ სიმართლე გაიგოს? -ლაშა გაიგებს, მაგრამ ბექა მე კატერინასგან ვიცავ ჩემს შვილს, შენ და სხვასაც წარმოდგენა არ გაქვს ის როგორი ბოროტი ქალი არის. -ნუ ნერვიულობ ეს ასე უცებ არ მოხდება, მაგის დროს შევარჩევთ. -შენ მიდიხარ დღეს, უკვე გვიან არის ბექა. -მივდივარ ხვალ მნიშვნელოვანი თათბირი გვაქვს, ნინი აქ ყველაფერს შენი კონტროლის ქვეშ ვტოვებ და შემდეგ მოსვლაზე მზევინარიც ამოვა..... ნინიმ ბექას შეხედა და უთხრა. -მომეწონა მზევინარი მშვიდი გოგო არის, არავის და არაფლის გამო არ გაუშვა შენგან. ბექა ძალიან რთულია სიტყვა მიყვარხარ თქვა და მერე სხვისი სიბოროტით დათმო ის ისე არ დაგაინტერესდეს სიმართლე. -ნი გპირდები შენი ტკივილით სავსე ცხოვრება შეიცვლება,შენს გავლილ ტკივილს და მარტოობას შეგივსებს ის ადამიანი ვის გამოც ღამეები ცრემლად იღვრებოდი. ნინიმ გაოცებული შეხედა ბექას და უთხრა. -შენ, შენ.... -გგონია დემეტრე პატარა არის, მაგრამ ის დიდი ადამიანივით აზროვნებს და მას ესმის ღამით შენი ჩუმი ტირილი. როგორც შენ ლაშას გარეშე მას მამის გარეშე ყოფნა ტკივა და ის პატარაა, ნი დემეტრეს მამა ჭირდება გვერდით. ის დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. ბექა დაემშვიდობა ყველას ნინის გადაეხვია დემეტრესაც ხელი ხელზე დაარტეს ერთმანეთს და წავიდა, რამდენიმე დღემ გაიარა ყოველ მეორე დღეს ურეკავდა ნინის და ამბებს გებულობდა და ერთ დღეს როცა ბექა ზაზასთან ერთად იყო ნინის ტელეფონით დემეტრემ დაურეკა ბექა ფეხზე წამოდგა და ზაზას კაბინეტიდან გავიდა, ტელეფონს კი ღიმილით უპასუხა. -გამარჯობა მეგობარო... -ძია ბექა გამარჯობა, ადგილი რომელიც მითხარი დავასუფთავეთ ოთხნი ვართ და კიდევ რა დავალებას მომცემ. -ანაზღაურება მიიღეთ? -მივიღეთ, დღის ბოლოს გვაძლევდა დედა ანაზღაურებას 20 ლარს სათითაოდ. -გასაგებია, ახლა დაისვენეთ და რომ მოვალ გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ თუმცა შენ გადახედე რის გაკეთება შეგიძლიათ კიდევ ბიჭებს. -კარგი ძია ბექა.თითქოს გული დაწყდა დემეტრეს რომ მათი სამუშაო ამოიწურა, მაგრამ უფროსის მისვლას უნდა დალოდებოდა,მაგრამ დიდების სამუშაო ჯერ კიდევ იყო შემოსაღობი არ იყო დასრულებული და გაზაფხულზე საძირკველი ჩაიყრებოდა. ნინი ყველაზე ადრე მოდიოდა სამუშაოდ და ყველაზე გვიან მიდიოდა ადგილიდან დემეტრე ყოველ დღე მის გვერდით იყო და საღამოს დედას 20 ლარს ართმევდა მეც ხომ ვიმუშავე დღესო. წასვლის წინ დემეტრესთან ერთად გადახედავდა ნამუშევარს და გაიღიმებდა თვალებიდან ბედნიერება ასხივებდა, რომ არა ბექასთან მოულოდნელი შეხვედრა თავის სიღარიბეს და გაჭირვებას თავს ვერასოდეს დააღწევდა და ამის გამო ბექასი დიდი მადლობელი არის. ბექამ მზევინარს საიდუმლო გაანდო ლაშას და ნინის სიყვარული, მზეომ გაოცებულმა შეხედა ბექას და უთხრა. -ასე თუ უყვარდა ვერ გამიგია, რატომ წავიდა საყვარელი ადამიანისგან და შვილიც მისგან შორს გააჩინა. -ჩახლართული ამბავია, იდეა მაქვს მზეო შევახვედროთ საიდუმლოდ ბავშვს და სიმართლე მერე ვუთხრათ. -მშენებლობა რომ დაიწყება წავიდეთ. -სად მიდიხართ, გინდათ გაიპაროთ და გეგმებს ადგენთ? მათ საუბარს ლაშა შეესწრო და ორივემ ერთმანეთს შეხედა, ბექამ გაბრაზებულმა მიუბრუნდა ლაშას და უთხრა. -კარზე დაკაკუნება შენთვის უცხო ხილი არის? -რატომ უცხო ხილი სადაც საჭიროა ვაკაკუნებ, აქ კი აქამდე არ დამიკაკუნებია და ისე შემოვდიოდი არც ახლა არ მჭირდება. -იქნებ რას ვაკეთებ ჩემს კაბინეტში საცოლესთან ერთად ვარ. მზევინარმა ბექას შეხედა და გაბრაზებულმა რაც ეკავა ხელში ესროლა, ლაშამ კი გაიცინა და უთხრა. -ისე არ გასულელდები აქ სექსაობა დაიწყო, ამაზე მზეო არ დაგთანხმდება თუ აკოცებ მერე რა თვალებს დავხუჭავ წარმოვიდგენ რომ პატარა ვარ და ჩემთვის აკრძალული ხილი არის. -შენი გამოსწორება შეუძლებელია. -რომ ვიცოდე მომავალი რას მიმზადებს გეფიცები მეც წავიდოდი ერთ მიუვალ სოფელში სადაც მხოლოდ მთები არის და სრული სიმშვიდე სუფევს, გუშინ ერთ ლამაზ და მაგარ ადგილზე ვიყავი, მაგრამ აქედან შორს ვიყავი ძალიან შორს. -რა გინდოდა ქალაქ გარეთ ან ვისთან იყავი, სად ბრძანდებოდი. -მარტო არ ვიყავი, მაგრამ..... -რა მაგრამ ლაშა.... -ვიპოვე, ბექა ნინი ვიპოვე. მზევინარი ფეხზე წამოდგა და შეშინებულმა შეხედა ბექას შემდეგ კი ლაშას და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა. -თქვი სად იპოვე ან როგორ, გიცნო? -არ ვიცი სად ვიყავი, კატერინასთან მორიგი კამათის შემდეგ ფიქრებში გართული როგორ გავედი ქალაქიდან არ ვიცი და ნიკა ვნახე, სახლში დაბრუნება არ მინდოდა და მითხრა სოფელში მივდივარო, მეც ვუთხარი წამო წავიდეთმეთქი და წავედით,მითხრა როგორ უნდა წავსულიყავი და სოფელში მისვლამდე თოვამ დაიწყო, აღმართებია და მანქანას ასვლა გაუჭირდა..... -სად არის ეს სოფელი ლაშა..... -იმერეთშია სოფელი, ნიკამ გზაში უამრავი რამ იყიდა იმ სოფელში დიდი თოვლი იცის და ზამთარში დიდთოვლობის გამო სოფელი იკეტება, მაგრამ სასწაული იცი რა არის გზაზე საცალფეხო ბილიკებია გაკეთებული თოვლში და ხალხი ფეხით მოძრაობს, არ ჩერდება გზა. ერთი დიდი აღმართი რომ ავიარეთ სახლამდე კიდევ დიდი გზა იყო და ნიკამ მითხრა გამეჩერებინა რადგან მოხუცი პაპა მიდიოდა თოვაში ფეხით და ჩანთით ხელში. მოხუცი დავიმგზავრეთ, სკოლასთან მისვლამდე ახალგაზრდა ქალი მიდიოდა მასაც გავუჩერეთ და მოხუცმა უთხრა. -ნინო შვილო წამოდი შენს სახლთან უნდა გავიაროთ. -მადლობა სოსო ძია სკოლაში უნდა გავიარო ბავშვი წამოვიყვანო, ყურადღებისთვის მადლობა. თქვა და კარი მოგვიკეტა, ბექა ხმაზე ვიცანი, ნინი ხმაზე ვიცანი და სარკეში შევხედე. -შეგხედა თავადაც. -არა კარი მოგვიხურა და თავდახრილმა გზა გააგრძელა. -მოხუცმა რა თქვა ვინ არისო. -რამდენიმე წლის წინ მისულა იმ სოფელში და ბინა ერთ ოჯახში დაუდვია მოხუცს უვლიდა, თავად ოჯახი ქალაქში ცხოვრობს და დრო არ ჰქონდათ იქ დაჯდომის მოხუცი კი ქალაქად არ გაყვა შვილიშვილებს ამიტომ აიყვანეს მომვლელი და ეს უთვისტომო გოგო მათი მარჯვენა ხელი გახდა. უვლიდა მოხუცს და ისინი თანხას უხდიდნენ, მალე აღმოჩნდა რომ ის ორსული იყო და შვილიც ამ ოჯახში შეეძინა, გაიზარდა ბავში მაგრამ მათ არ აკითხავთ ბავშვის მამა და ასეთი მამა მამობის ღირსი არ არისო. -ლაშა გინდა მითხრა რომ ნინიმ შენგან შვილი გააჩინა? -არ ვიცი, ბექა მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო რადგან არ ვიცი ეს ბავშვი ჩემი თუ არის და თუ ჩემგან ყავს რატომ არ მითხრა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობიდან ნინიმ დამირეკა ერთხელ და მითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა, მაგრამ ეს შეხვედრა არ მოხდა და ვერც ის გავიგე რა იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ურთიერთობიდან ნინი ძალიან მალე გაქრა, გაუჩინარდა და ჩვენი კონტაქტიც გაწყდა. -ოჯახი, თუმცა ნინი ხომ ობოლია. -ობოლია, ნინის არავინ ყავს ბექა და ვის ვკითხო მან ყველასთან გაწყვიტა კავშირი ვისაც კი ვიცნობდი არც მათმა იციან სად არის და მისი ასე გაუჩინარება ყველასთვის მოულოდნელი და აუხსნელი დარჩა. -მომისმინე..... -ვიპოვე, ბექა მე მასთან მივედი.....ბექა ფეხზე წამოდგა და ლაშას უყურებდა. -მერე, რა გითხრა რატომ გაუჩინარდა. -არაფერი არ მითხრა, რადგან მე მასთან ღამე შევედი.... -როგორ, გაგიჟდი ღამე როგორ შედი მასთან ლაშა. -შევედი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ის ჩემი ნინი არის. -და დარწმუნდი? -დავრწმუნდი ბექა და ისევ მინდა წავიდე, სიყვარულმა მახე დამიგო და დამამარცხა. ვიპოვე და ვიგრძენი რომ ძირს დავენარცხე, თურმე როგორ ძალიან მომნატრებია. გრძნობა გამიახლდა ბექა და უკვე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო რომ დავიბრუნო, რადგან ვიპოვე აღარ გავუშვებ. ბექამ ცრემლი მოიწმინდა და სიგარეტი აანთო, შემდეგ კი ლაშას უთხრა. -მითხარი ბავშვი ყავსო. -8 წლის არის ბავშვი და ვიცი დარწმუნებული ვარ ის ჩემი შვილია, მაგრამ ვერ ვხვდები და არ ვიცი რატომ წავიდა, რატომ არ მითხრა რა იფიქრა რადგან დაქორწინებულებული არ ვიყავით რომ არ დავიჯერებდი, რომ ბავშვზე უარს ვიტყოდი. -ლაშა არ მინდა რამე ვთქვა ამ დროს ძნელია ჩაერიო სხვის პირადულში, მაგრამ ვფიქრობ თქვენს შორის სხვა ჩაერია ცუდად და იმ ჩარევამ თქვენ დაგაშორათ. -არ ვფიქრობ შენსავით მზეო მე დარწმუნებული ვარ კატერინა არის ამ საქმეში გარეული და ჩემი ბედნიერება მან წამართვა, მან დაამსხვრია როგორც ჩემი მშობლების ბედნიერება და აქ კი ვეთანხმები ნინის რაც გააკეთა თავის თავის და ბავშვის დასაცავად გააკეთა, ნინიმ კატერინასგან დაიცვა შვილი, ჩვენი შვილი მზეო. ბექა ჩუმად იყო, მზეოს შეხედა რომელიც ტელეფონში რაღაცას წერდა და რამდენიმე წუთში ბექამ შეტყობინება მიიღო. -,,უთხარი რომ ბავშვი მისი არის, უთხარი რომ სწორად ფიქრობს მათ შორის კატერინა არის ჩამდგარი და უთხარი რომ ბავშვს იცნობ. ბექა სიმართლე უთხარი თორემ არ გაპატიებს რომ გაიგებს იცნობ ბავშვს და იცი სიმართლე''.ბექამ შეხედა მზეოს და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, შემდეგ ლაშას მიუბრუნდა მაგრამ ლაშამ თვალებში შეხედა ბექას და უთხრა. -რა ხდება, ფერი დაკარგე და მოუსვენრად ხარ რამე გაქვს სათქმელი და ვერ მეუბნები? -შენს შემოსვლამდე მე და მზეო ვლაპარაკობდით შენზე.... -მივხვდი, მივხდი რაღაც იცი და გინდა მითხრა და ეს რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბექა. -კი ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერ მინდა გითხრა მეც გაოცებული ვარ მოსმენილით რაც ნინიმ მომიყვა და მითხრა. -გისმენ ბექა. სავარძელში შესწორდა ლაშა და ბექას უყურებდა. -არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ პირველად ამ ფოტოებს გაჩვენებ და მინდა ძალიან დააკვირდე, ლაშა მითხარი რას იგრძნობ.ლაშამ ტელეფონი გამოართვა და ფოტოები ნახა, შემდეგ ისევ ბექას დაუბრუნა ტელეფონი და უთხრა. -გადმომიგზავნე ეს ორი ფოტო. -რას გრძნობ ლაშა.... -ის ჩემი ნაწილია ჩემი შვილია, ბექა იმდენად ძლიერად ვუყვარდი ნინის შეუძლებელია არ დავიჯერო და რაღაც დებილობები ვთქვა მასზე გული ვატკინო და ისედაც მარტოობაში მყოფს წარმოდგენა დავუკარგო ყველაფერზე. ბექამ ყველაფერი მოუყვა ლაშას და მოუყვა პატარას ოცნებებიც თუ როგორ ძალიან უყვარს ჯერ არ ნახული და მისთვის უცნობი მამა. ლაშას ცრემლი მოერია და ბექას უთხრა. -უნდა წავიდე, ბექა უნდა წავიდე და უნდა ვნახო. -ერთად წავალთ, ჩვენ სამნი ერთად წავალთ ლაშა და თქვენს სიმარტოვეს საბოლოოდ დაესმევა წერტილი. -სად მიდიხართ ბიჭებო. კაბინეტში ზაზა დაადგა მათ თავზე და ლაშას გაეცინა, შემდეგ ბექას შეხედა და უთხრა. -მე რომ მიყვირე რატომ ზაზულის არ უთხარი საყვედური. -მე რაში მეკუთნის საყვედური, რამე გავაფუჭე და არ ვიცი თუ არ მახსოვს. -მაგას შეეშვი და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გკითხო. -მეც მაქვს შენთან სალაპარაკო ბექა და მნიშვნელოვანია.... -მამა ეს საუბარი ლაშას ეხება და ჯერ მე უნდა მომისმინო..... -რა მოხდა, ლაშა რა დააშავე თუ რამე შარში გაეხვიე და დემეტრემ არ იცის ბიჭო... -დემეტრე შარშია უკვე წლებია და არ ვიცი ეს როგორ ვუთხრა, უნდა დამეხმარო. ზაზა გაოცებული უყურებდა ხან ბექას და ხან ლაშას ბოლოს მზევინარსაც გახედა, მაგრამ მზევინარმა უთხრა. -მე ნუ მიყურებთ, თავად გეტყვის უფროსო.... ზაზამ ლაშას წინ დადგა სავარძელი და თქვა. -გისმენთ სამივე ჩუმად ხართ და მითხარი რა ხდება თქვენს თავს. -ძია ზაზა რას გააკეთებდი რომ გაგეგო შენგან შორს შენი საკუთარი შვილი იზრდება და მისი შენგან სიშორე შენი ოჯახის წევრის ბრალია. ზაზა დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა ლაშასთვის, მზევინარი კი მათგან მოშორებით იდგა და მისმა ტელეფონის ხმა ექოსავით გაისმა სიჩუმეში, ტელეფონი აიღო და კაბინეტი დატოვა, ზაზამ კი ბექას შეხედა და თქვა. -სიმართლის დრო მოვიდა ბიჭებო, მაგრამ ჯერ გეტყვი მე რომ სადმე ჩემგან შორს შვილის არსებობის შესახებ გამეგო მთებს გადავდგამდი და მასთან ფორთხვით მივიდოდი, მოვძებნიდი და გულში ჩავიკრავდი, მაგრამ სამწუხაროდ მე და ნიას შვილი არ გაგვიჩნდა, მიუხედავად ბევრი მკურნალობისა შვილის გაჩენა ნიამ ვერ შეძლო. ჩასახვითაც ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა ჩვენი ყოველი ცდა და გადავწყვიტეთ შვილი აგვეყვანა ის შვილი რომელიც სიყვარულს, სითბოს და მშობლის მზრუნველობას იყო მოკლებული, აგვეყვანა და მისთვიდს დედობა და მამობა გაგვეწიო. -მამა რას ამბობ, ვინ ვარ მე აყვანილი ვარ? -არა, აყვანილი არ ხარ მაგრამ ეს დიდი ისტორიაა თომას დაურეკე და ერთად მოდით სახლში უნდა ვილაპარაკოთ. -მამა დაასრულე სათქმელი, გთხოვ. -ეს ისტორია თომასაც აინტერესებს და დაურეკეთ, ყველაფერს გეტყვით, მხოლოდ მასთან ერთად და კაბინეტში გელოდებით.ზაზა ფეხზე წამოდგა ლაშამ და ბექამ ერთმანეთს შეხედა და ბექამ ტელეფონი აიღო ხელში. -გისმენ მეგობარო რამ შეგაწუხა. -თომა სასწრაფოდ მოდი, არ შემეკითხო რატომ კომპანიაში მოდი. -მშვიდობა გვაქვს? -არ ვიცი, მხოლოდ ვიცი წარსულს უნდა შევხვდეთ და ეს შენც უნდა მოისმინო. -მაშ დრო მოვიდა… -რას ჰქვია დრო მოვიდა, თომა რამე იცი? -მოვდივარ. ტელეფონი გათიშა და ისევ ლაშას შეხედა, შემდეგ საათზე დაიხედა და თვალები დახუჭა. ორივე ჩაფიქრდა, ბექა ზაზაზე ფირობდა რას ეტყოდა, ლაშა კი ისევ ნინიზე ფიქრობდა და რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმა გაიგონა, თვალი გაახილა და მის წინ თომა იდგა. -სად არის ზაზა. -კაბინეტშია. თქვა ბექამ და სამივე ზაზას კაბინეტში შევიდა, ზაზა ორივე ხელებში თავჩარგული იჯდა და მხარზე ხელის შეხებამ დააბრუნა წარსულიდან, მწარე და ტკივილიან წარსულიდან. -იმდენად მიყვარხარ გაბრაზებაც არ შემიძლია ამ წუთში, მაგრამ დაიწყე და უნდა დაასრულო მამა. ზაზამ სამივეს შეხედა და ჩამწყდარი, ჩუმი ხმით თქვა. -დასხედით, დავიწყებ და სახლში გავაგრძელებთ. ზაზამ წყალი დაისხა ჭიქაში და წინ დაიდგა, ისევ შეავლო თვალი სამივეს და დაიწყო. -ჩვენ მეგობრები ვიყავით, ის მეგობრები ერთად რომ ვიყავით დღეც და ღამეც. ის ბიჭები ვიყავით ერთმანეთის ტკივილი რომ გვტკიოდა და ერთმანეთის სიხარულით ვხარობდით, ერთად რომ ვიყავით ეზოში ჩაცუცქულები და თუ ვინმე სადმე წავიდოდა ერთმანეთის ტანისამოსი გვეცვა.დემეტრე, ანრი, დავითი, ბექა და მე ზაზა.თაია და ნაია მეგობრები იყვნენ, ლაშა დედაშენსაც თაია ერქვა. დავითმა გაიცნო რუსო და შეუყვარდათ ერთმანეთი, მე და თაიას კი უკვე გვქონდა სიყვარული და პირველი ჩვენ დავქორწინდით, ჩვენი 5 წლის ქორწინების შემდეგ დავითი დაბრუნდა რუსეთიდან და რუსო გაგვაცნო ძალიან მალე დაქორწინდნენ, შემდეგ ბექა და თაია დაქორწინდა და ასე დავწყვილდით ყველა. ვეღარ ვიკრიბებოდით ყველას სადღაც გვეჩქარებოდა, აღარ ვიყავით ჩაცუცქული ბიჭები ეზოში, უკვე დაოჯახებულები ვიყავით. ერთ დღეს დავითმა გვითხრა რომ ჩვენი ბინიდან გადადიოდა, არ ველოდით და ყველას გული დაგვწყდა მე ავუშარდი კიდეც, მაგრამ თქვა რომ რუსო ვერ ივლიდა სამსახურში ბინიდან რადგან უკვე პატარას მოლოდინში იყვნენ რაზედაც ყველამ გავიხარეთ, საძმოში პირველი თომა დაიბადა და ხელიდან ხელში გადადიოდა. რამდენჯერ მომიპარია თომა თავისი საწოლიდან და მიმიყვანია სახლში მძინარე, შემდეგ დავითს არ ვატანდი დააცადე აქ გამოიძინოსთქო. ერთი წლის ხდებოდა თომა დემეტრემ და თაიამ გვახარა კიდევ ერთი პატარას შემომატება და მალე დაქორწინდნენ, რამდენიმე თვეში ბექა და თაია დაქორწინდა და ისინიც ელოდა პატარას ჩვენს გარდა ყველას ჰქონდა მატება და ნაია ძალიან განიცდიდა, მეც განვიცდიდი, მაგრამ როგორ ვაგრძნობინებდი ნაიას და ასე ნელა ნელა მივუყვებოდით ცხოვრების დინებას. გაჩნდა მეორე პატარაც საძმოში და დაიბადა ლაშა, თომამ ვერ აიტანა ეს მჩხავანა პატარა და რამდენჯერმე ჩასცხო შემდეგ ყველა ვუფრთხილდებოდით თვალში არ ჩაერტყა თითი. 4 თვის იყო ლაშა თაიას და ბექას რომ შვილი შეეძინა და წარმოიდგინეთ ყველა ბიჭები იყო, ვნატრობდით ერთი კიკინებიანი გოგოს დაბადებას, მაგრამ ისევ ბიჭი დაიბადა. გაიზარდა საძმო და იყო მხიარულება, დარჩა ანრი და მანაც გაიცნო თეკლა რომელიც სიგიჟემდე შეუყვარდა, მაგრამ თავიდანვე ცხვირი აგვიბზუა თეკლამ და ანრი ჩამოგვაშორა. ანრის ჩვენთან საერთო ჰქონდა თანხა მან და ბექამ ჩადო ბიზნესში დიდი თანხა და მე ერთი თავში ავარდნილი ტიპი ვიყავი, არ მომეშვა ბექამ და დამიყენა გვერდით. დემეტრეს თავის საქმე ჰქონდა და დავითი უკვე დეტექტივად მუშაობდა, თავის საქმის პროფესიონალი გახდა და თავისი სააგენტოც გახსნა.უფრო მეტი წილი თანხა ბიზნესში ბექასი იყო და უფროსიც ის იყო კომპანიაში, ერთ დღესაც ბექამ მითხრა რომ პატარა 40 დღის გახდებოდა და უნდა მომენათლა.... -მე, მამა გამოდის მე, რას ამბობ მამა.... -ბექა მინდა ბოლომდე მომისმინო და გაანალიზო რასაც გეტყვი,დასკვნა ისე გააკეთო. ლაშა წამოდგა ფეხზე მიხვდა დაძაბული საუბარი ექნებოდა მამა-შვილს და თომას შეხედა, მაგრამ ზაზას მიუბრუნდა. -გიმძიმს წარსულის გახსენება, გინდა სადმე დავსხდეთ? ზაზამ ბექას შეხედა და უთხრა. -არა, თუ აქედან წავალთ სახლში წავალთ და დედაშენთან ერთად ვისაუბრებთ მას დიდი ხანია უნდა რომ გითხრას სიმართლე, მაგრამ ვერ გაბედა. ეშინია, ბექა მას ეშინია რომ ხელს კრავ და იმ წლებს რომელიც შენ მოგიძღვნა დაივიწყებ. მას არ გაუჩენიხარ, მაგრამ მან გაგზარდა შვილო და ჩვენ დედობა და მამობა შენით ვიგემეთ, შენს მეტი ჩვენ არავინ გვყავს. -არაფერს არ ვამბობ, მინდა ბოლომდე მოგისმინო. თქვა ბექამ მშვიდად და ზაზას შეხედა, ზაზას კი უცნაურად მოეჩვენა ბექას სიმშვიდე, თითქოს იგრძნო, რომ ბექამ სიმართლე იცოდა, მაგრამ არაფერი თქვა, არაფერი შეიმჩნია და გული არ ატკინა არცერთს. ფეხზე წამოდგა ზაზა ბიჭებს შეხედა და ჩურჩულით თქვა. -სახლში წავიდეთ. -ჩვენც წავიდეთ და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. უთხრა ლაშამ თომას და თვალი ჩაუკრა. -არა, არცერთი არსად არ წახვალთ და ყველა ერთად ჩემთან წავალთ. -ძია ზაზა..... -წამოდი, დღეს ბექას გვერდით უნდა იყოთ შვილო.ოთხივე თომას მანქანით წავიდა და ის, ის იყო ნაიამ ვახშმის მზადება დაასრულა რომ კარის გაღების ხმა გაიგონა და ღიმილით შეეგება საყვარელ ადამიანებს. -ოოოოჰ სტუმრებიც გვყოლია, რატომ არ დამირეკეთ. მხიარულად შეხვდა ყველას, მაგრამ ზაზას რომ შეხედა მიხვდა რაღაც მოხდა ზაზამ შეხედა ნაიას და უთხრა. -უნდა ვილაპარაკოთ.... -კარგი არ შეგაწუხებთ.... -შენც ჩვენთან ერთად უნდა იყო, ეს ყველას გვეხება. გული აუფრიალდა, სუნთქვა გაუხშირდა და ბექას შეხედა ბექამ კი შეხედა ნაიას და სიყვარულით მოხვია ხელი ზაზას გვერდით დასვა და ზაზამ მშვიდად თქვა. -არ შემაწყვეტინოთ, რადგან ამ თემაზე საუბარი და იმ დღის გახსენება მეც ძალიან მიჭირს. ძალიან პატარები იყავით თქვენ ორნი, ლაშა სადღაც 4 თვის იყო და შენ 40 დღე დაასრულე შენს მოსანათლად ვემზადებოდით, ნათლობამდე გოგოები თანაკურსელმა დაპატიჟა დაბადების დღეზე და წავიდნენ პირველი შემთხვევა იყო რომ ნაია მათ გვერდით არ ყოფილა მოწამლული იყო და თავს ცუდად გრძნობდა ღებინებით წავიყვანე საავადმყოფოში სადაც კუჭი ამოურეცხეს. რადგან თომა უკვე დიდი იყო და ძიძასთან რჩებოდა გოგოებმა რუსოც წაიყვანეს, მაგრამ როგორც თოთო ბავშვიანები დიდი ხნით არ დარჩნენ და იქედან წამოსულებს გზაში უბედური შემთხვევა მოხდა. თაია ლაშას დედა ადგილზე გარდაიცვალა, რუსო რამოდენიმე თვე კომაში იყო და სიცოცხლისთვის ბრძოლობდა. ექსპერტიზამ მათ სისხლში ნარკოტიკი აღმოაჩინა, ვიღაცამ მათ სასმელში ნარკოტიკი გაურია და საშინელებაც მოხდა. სახლში ვიყავი ნაიას ჩაი გავუზადე და დემეტრემ დამირეკა ატირებულმა და მასთან გავიქეცი, ჩემი ხელით გადმოვიყვანე დამსხვრეული ფანჯრიდან ორივე თაია გარდაცვლილი იყო, მეორე თაია ჯერ კიდევ სუნთქავდა და ხელზე ხელი მომკიდა სვენებ-სვენებით მითხრა. -ზაზა ჩემებს მიხედე, გთხოვ ისინი არ მიატოვო. -ერთად მივხედავთ, თაია შენ მათთან დაბრუნდები. თაიამ ჩაიცინა და მითხრა. -დავბრუნდები, მაგრამ სიზმრებში. ცრემლების შეკავება ვერ შევძელი იქ ყოფნა იმ წუთებში იმდენად რთული და საშინელება იყო, რამდენიმე საათი იბრძოლა თაიამ მხოლოდ ბოლოს ხელზე ხელი მომიჭირა თავი წამოწია და პირიდან სისხლი წამოუვიდა მე კი ვყვიროდი. -სასწრაფო, დაურეკეთ სასწრაფოს. -მოვიდნენ, ექიმს გზა დაუთმეთ. -ზაზა...... -არ ილაპარაკო, თაია გთხოვ არ იპლაპარაკო..... -ზაზა ბექა არ მიატოვო, განადგურდება.... -და.... და.... დაიკარგება ტკივილში..... -თაია ნუ..... -არ, არ, არ მიატოვო.... -იბრძოლე თაია გთხოვ..... -მასთან იყავი მისი მხარი გაამაგრე ზაზა. თქვა და ბოლო ამოსუნთქვაც ამოუშვა, ბექა დედაშენმა ჩემს ხელებში დაასრულა სიცოცხლე და ყველას ძალიან გაგვიჭირდა ორი მეგობარი, ორი ძმა გაგვიუბედურდა და ორი ჩვილი ბავშვი უდედოდ დარჩა. რამდენიმე წუთში ბექას ღრიალი გავიგონე არ წამოვმდგარვარ თაიას ხელი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა, ბექა მოვიდა შეშლილივით უყურებდა ძირს დაწოლილ თაიას და მის გულზე დაემხო დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ თაია ნელ-ნელა ცივდებოდა. შემდეგ თითქოს დაიღალა და დამშვიდდა, როცა თაია ექიმებმა სასწრაფოში შეასვენეს ბექა უყურებდა და თქვა. -მე აქ გაჩერების მიზეზი არ მაქვს საყვარელო, შენთან მოვდივარ. თქვა და ძირიდან აღებული მინის ნატეხით ვენები დაისერა სისხლმა თქრიალით იწყო დენა, არავინ არ მიიკარა, არავის არ მისცა ნება დახმარებოდა, მაგრამ მაინც შეძლეს და გადაარჩინეს, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა.დღეები გავიდა და ბავშვის მოვლას არავის ანებებდა თავად გბანდა, თავად გაჭმევდა. ნაია გაიხლიჩა ხან დემეტრესთან იყო და ხან ბექასთან, დემეტრეს ძიძა ყავდა არ უნდოდა ბევრი დახმარება ლაშას ძიძა უვლიდა, ბექა კი ნაიას დახმარებით უვლიდა პატარას. ერთ დღეს ბექა ნასვამი დამხვდა, მეორე დღესაც და ბექამ სმა დაიწყო, ყოველ დღე სამსახურის შემდეგ მასთან ვიყავი სახლში მძაფრი ალკოგოლის სუნი იდგა. ერთ საღამოს მასთან მივედი უნდა დაგველაპარაკა თაიას 40 ახლოვდებოდა, მაგრამ ის ისევ მთვრალი დამვხვდა პატარა სულ სველში იყო და ტიროდა. გაბრაზებულმა შევხედე, მაგრამ ისევ გავჩუმდი შენ აგიყვანე ხელში და სააბაზანოში შეგიყვანე დაგბანე, გაგასუფავე, გამოგიცვალე, გაჭამე და შემდეგ მივუბრუნდი ბექას. -რას აკეთებ, თაიამ მისი განძი დაგიტოვა და შენ სულ აიღე ხელი მასზე. არაფერი არ მითხრა თავი დახარა და საძინებელში შევიდა სადაც თაიას სიკვდილის შემდეგ არავის არ უშვებდა აქ თაიას სუნამოს სუნი დგასო, კართან ვიდექი და შევხედე საბანი გადაწია როგორც იყო ისე შეწვა, გული მიკვდებოდა რომ ვხედავდი, მაგრამ ვერ ვშველოდი. მე ბავშვი დავაძინე და სიჩუმეში ბექას ხმა გავიგონე მისთვის ლაპარაკობდა. -ჩემზე ყველა იტყვის ლოთი იყოო, მაგრამ არავინ დაინტერესდება ეს ლოთი რატომ გალოთდა ან ვინ იცის მე ვინ ვიყავი გალოთებამდე. ჩაწყნარდა, მისი ხმა აღარ მესმოდა და მეც ფიქრებში წასულს როდის ჩამეძინა ვერც მივხვდი, რომ გამეღვიძა თავზე მადგა და იცინოდა. -რა გაცინებს, ბავშვს ძინავს? -ვაჭამე და ძინავს, შენ მე მყარაულობ თუ მე გყარაულობ შენ. მითხრა სიცილით და მაცივრიდან გაყინული წყლის ბოთლი გამოიღო პირან მიიტანა და მე ვუყვირე. -არ დალიო, ბექა ბოთლი ძირს დადგი ნასვამი ხარ გული ცხელი არის და ზიანს მიაყენებ. -რას მიზამს, მომკლავს? -არ დალიო რატომ არ გესმის. წამოვდექი მინდოდა წყლის ბოთლი გამომერთმია, მაგრამ წყალი დალია მომიბრუნდა და მიყურებდა, შემდეგ ტყუჩები ჩაულურჯდა და ჩემს ხელებში ჩავარდნილი უკანასკნელად ამოისუნთქა. ზუსტად 40 დღეზე წავიდა საყვარელ ქალთან, დავყურებდი მეგობარს ჩემს მკლავებში მყოფს და თითქოს იგრძენი მამაც რომ დაკარგე ვერ შევძელი შენი გაჩუმება და ნაიას დავურეე ატირებულმა, მოვიდა ხელში აგიყვანა, გულზე მიგიკრა და დაგაწყნარა შემდეგ ცრემლიანი თვალებით შემომხედა. -ზაზა.......ნაიას მივუბრუნდი და მივხვდი რაც უნდოდა ეთქვა და ვთქვი. -ნაია სასახელო ბიჭი უნდა ავღზარდოთ ჩვენი ბექა. შვილო იმ დღიდან დღემდე ჩვენი შვილი ხარ, დღეიდან კი შენ გადაწყვიტე ჩვენ ვინ ვართ შენთვის. ყველა დუმდა, ბექამ სიგარეტი ამოიღო ვერანდაზე გავიდა და ორი ღერი ზედიზედ ჩაწვა, შემდეგ ნაიას გვერდით დაჯდა და მხარზე ხელი მოხვია მისი თავი გულზე მიიდო და თქვა. -ერთ სხეულში ორი გულის ფეთქვა ესაა დედა-შვილობა, 9 თვე რომ დედის სხეულში ხარ და დედა დიდი სიყვარულით გელოდება მთელი ეს დრო, ესაა დედა-შვილობა.დედა, თვალი გავახილე და სამყაროს შეცნობასთან ერთად შენც შეგიცანი, შენი სახე დავიმახსოვრე და შევიყვარე. პირველი კბილის ამოსვლისას ჩემთან ერთად ტიროდი, შენც ჩემსავით სწავლობდი პირველი ნაბიჯების გადადგმას და შენ თუ არ მშობე შენ ამღზარდე. თქვენ ორივემ მასწავლეთ ვიყო კეთილი, ვიყო ადამიანი მიწიდან ცამდე ამაღლებული და თქვენ ორივემ მაჩუქეთ სიყვარული, უანგარო სიყვარული დედა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ მეწყინა ჩემი ბიოლოგიური მშობლები ასეთ ადრეულ ასაკში წავიდნენ, მაგრამ ვისურვებდი რომ მათსავით ძლიერი სიყვარულით მიყვარდეს მეც. -შვილო არ ბრაზობ? -როგორ უნდა გავბრაზდე დედა არ მიმატოვეთ, ბავშვთა სახლში არ მიმიყვანეთ, გამზარდეთ, ამღზარდეთ, მასწავლეთ და ადამიანი დავდექი, თუმცა სიმართლე აქამდე უნდა მცოდნოდა, მაგრამ მადლობა რომ ჩემზე იზრუნეთ. მადლობა რომ დედობა გამიწიე, მამა მყავდა და არა მარტო მამა ხარ ჩემი მეგობარი ხარ. ყველაფრისთვის მადლობა, მაგრამ უნდა წავიდე, უნდა გავიარო თორემ ტკივილი მომგუდავს.ნაია ფეხზე წამოდგა და ბექას ცრემლიანი თვალებით შეხედა და ხმის კანკალით უთხრა. -აღარ მოხვალ, სულ ეს იყო? -დედა მოვალ აბა სად წავალ, მაგრამ დღეს უნდა გავიდე დემეტრეს უთხარი მამა ლაშა ჩემს გვერდით იქნება. თავის საძინებელში შევიდა ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანისამოსი წაიღო და კართან მისული ზაზას მიუბრუნდა. -ჩემს კითხვაზე პასუხი არ გამეცი მამა. ნაიამ ზაზას შეხედა და თვალებით კითხა რა პასუხს ითხოვს ბექა. -რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, ლაშა თუ იცი სად არის იპოვე ხელი მოკიდე და არასოდეს არ გაუშვა შენგან. დამიჯერე საყვარელი ადამიანის გვერდით ყოლა სიძლიერეს გმატებს და მითუმეტეს როცა შენი სხეულის და სულის ნაწილი გაკავშირებს მასთან. -მივდივარ მასთან და დემეტრეს გაბარებ, მაგრამ არ მინდა ჯერ ეს კატერინამ გაიგოს თუ ის არის ჩვენს შორის ჩამდგარი არ ვაპატიებ და თუ დემეტრემ კატერინას დაცვა დაიწყო სადაც უნდა მასთან ერთად წავიდეს, არცერთი არ დამხვდეს სახლში. -წადით, მაგრამ ჯერ.... -ვიცი, ჯერ სასაფლაოზე გავალთ.... ლაშამ თომასწ შეხედა და კარებში გასვლამდე უთხრა. -შენ დავბრუნდები და მერე გაგისწორდები არ გაპატიებ ჩემს ცემას უსუსურ ბავშვს როგორ ცემდი ვირო და იდიოტო. -წადი სადაც მიდიხარ. უთხრა თომამ სიცილით და ზაზას იცინოდა, ბექამ და ლაშამ წითელი ვარდების თაიგული იყიდა და ორივე საფლავზე წავიდა, ბექა იდგა და უყურებდა წყვილის ფოტოს, ახლოს მივიდა თაიას ფოტოსთან რომელიც ღიმილით უყურებდა შვილს ხელი დაუსვა ფოტოს და თქვა. -მოვედი თქვენი შვილი დედა, მამა და გეფიცებით დამნაშავეს ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვით. -ვფიქრობ ორივეს მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა, დედაშენი დედაჩემს შეეწირა ბექა და იმ დღეს ორივე ერთად დაიღუპა ეს არაფერს არ გეუბნება? ბექამ შეხედა ლაშას და თქვა. -დაუმტკიცებლად არაფლის თქმა არ შეიძლება, მაგრამ თუ ნინი კატერინას გამო წავიდა ქალაქიდან და გადაიკარგა იმ მიუვალ სოფელში ეჭვიც არ მეპარება რომ დედაშენის თავიდან მოშორებით მამაშენი დაიპყრო. დედაჩემი შეიძლება არ ჰქონდა გათვლილი არც რუსო დეიდა, მაგრამ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. -კატერინამ მოკლა ჩვენი დედები ბექა და დედაშენის სიკვდილს მიყვა მამაშენი. ლაშა ფეხზე წამოდგა თვალები უელავდა და საფლავი დატოვა, ბექამ წამოეწია და გააჩერა თვალებში ჩახედა და უთხრა. -სად მიდიხარ, შენ გაგიშვებ მე აქ დავრჩები და ასე ადვილად მოგცემ უფლებას გააკეთო რაღაც რაც დაგღუპავს? -ბექა.... -ლაშა მომისმინე, ჩვენ ორივე ერთად მოვთხოვთ პასუხს იმ ალქაჟს, ერთად გესმის? -მას ჰგონია რომ...... -რაც უნდა ის ეგონოს და ის იფიქროს, დადგება დღე რომ პასუხი მოეთხოვება, ახლა კი წავიდეთ.ბექა გაწონასწორებული იყო, ლაშა უფრო ფეთქებადი და ორივეზე ნერვიულობდა მზევინარი ამიტომ ბექას ტელეფონზე ურეკავდა. -კარგად ვართ არ ინერვიულო. -ლაშა სად არის...... -ერთად ვართ და ნინისთან მივდივართ. -გინდა მეც წამოვიდე თქვენთან ერთად. -კარგი წამოდი, მოემზადე და გამოგივლით. მზევინარმა მოკლედ აუხსნა მშობლებს რაც ხდებოდა და წავიდა, ბინიდან გასულს ბექა უკვე იქ დახვდა და წავიდნენ. სიჩუმე იყო, ყველა თავის გულში ფიქრობდა, ბექამ მარკეტთან გააჩერა და მზევინარს შეხედა. -გადავიდეთ...მზეომ შეხედა და უსიტყვოდ დაეთანხმა, კარებში შესვლამდე ხელი მოხვია ბექამ და ყურში უჩურჩულა. -ვერ ვსუნთქავ მზეო. მზეომ შეხედა შეშინებულმა და უთხრა. -რატომ, გული გაქვს ცუდად დღეს ინერვიულე საყვარელო. -არა, არა, იმდენად მიყვარხარ შენთან სიახლოვე მიკეტავს სუნთქვას და რა საყვარლად და გრძნობით მითხარი საყვარელოოო. -ბექა შემაშინე. გაბრაზებულმა წინ წავიდა და უკან მიყვა ბექა, მაგრამ მოხუცმა შეაჩერა და ღიმილით უთხრა. -ნუ გააბრაზებ, ბებო სიყვარულს სიბრაზე არ უყვარს. -მადლობა ბებო, მაგრამ სწორედ მისი გაბრაზებული გამოხედვა მიყვარს. -ღმერთმა დაგლოცოთ.ყველაფერი იყიდეს, მზევინარი გაბრაზებული ყველაფერს ყრიდა კალათში ბექა უკან მიყვებოდა და ისევ თაროზე აწყობდა ზოგიერთებს რაც ზედმეტად ეჩვენებოდა, ბოლოს ქალთა განმყოფილებაში შევიდა და რამოდენიმე ცალი პაკეტები იყიდა, ბექამ კი თაროზე შემოდო მზევინარმა კი ისევ გაბრაზებულმა შეხედა. -არ იცი ქალს რა ჭირდება იმ მიუვალ სოფელში და ნუ ატატუნებ ამ ხელებს, რაც არ გეკითხება იმას ნუ ეხები ბექა. -ოხ მე მაპატიეთ, აქ მე არაფერი არ მესაქმება და აიღე რაც გინდა. ბოლოს ყველაფერი იყიდეს და გაოცებული უყურებდა ლაშა მარკეტიდან გამოსულ მეგობარს. -რა მოხდა, სადაც მივდივართ იქედან იწყება ომი? -ზამთარია და რომ ჩამოთოვოს სოფელი იკეტება, ამიტომ რაც აუცილებელი და საჭიროა ის ვიყიდეთ. მზეომ გადაახარისხა ნაყიდები, ნინისთვის და ბავშვისთვის ცალკე ჩანთები ერთად დააწყო ასევე მოხუცებისთვის ცალკე და უკვე დაადგნენ გზას. ბექამ ლაშას გზაში კოტეჯების შესახებ უთხრა და იქ რომ იპოვა ნინი ბავშვით. მიდიოდა ბექა და მხოლოდ გზას უყურებდა, ზოგჯერ მზეოს გააწვალებდა ჩაფიქრებული რომ იჯდა მის გვერდით და მოულოდნელად გააჩერა რომ ლაშამ წინა სავარძელს თავი მიარტყა, რაზედაც ბექას შეხედა გაბრაზებულმა და უთხრა. -რას აკეთებ კარგად ხარ, ლამის თავი მომწყვიტე. ბექამ შეხედა ლაშას და მის გაოცებულ გამოხედვაზე გულიანად გაიცინა. -რა გაცინებს, სასაცილო გააკეთე რამე? -რომ გამოგხედე და უთავოდ დამენახე ლაშა ადგილზე მოვკვდებოდი. მზევინარსაც გაეცინა, მაგრამ შემდეგ უსაყვედურა. -მართლა რა უხეშად გააჩერე, მოგელანდა რამე? ბექა ლაშაზე იცინოდა და მანქანიდან გადავიდა, უკვე მალე მივიდოდნენ დანიშნულების ადგილზე და ისევ ვარციხეში ცნობილ საცხობში ცხელი პურებიც იყიდა ფუნთუშებით, ლაშამ ბექაზე გაბრაზებულმა მისი ადგილი დაიკავა და ბექაც უკანა სავარძელზე მოთავსდა. უკვე ბინდდებოდა სოფელში რომ შევიდნენ და ბექას მითითებით მივიდა მოხუცების სახლთან, სახლის წინ იდგა მოხუცი გიორგი სტუმრები რომ ეზოში შევიდნენ და გაუხარდა ბექას დანახვა, ბექას უკან მზევინარიც დალანდა და მეუღლეს გასძახა. -დედაკაცო სად ხარ სტუმრები გვყავს. -სტუმარი ღვთისაა და არ კითხულობს მასპინძელი თუ ვინ ესტუმრა კეთილი გულით ვხვდებით სტუმრებს და ვამბობთ მობრძანდი სტუმარო. -ბებო როგორ ხართ, ისევ მოვედით და მიგვიღებთ? -რას ქვია არ მიგიღებთ შვილო, ის უცხო შორიდან რატომ მიყურებს არ მევეწონე მგონი. თქვა სიცილით და ვერანდის კარი ფართოდ გააღო, შემდეგ ლაშას გასძახა. -შემოდი ბებია სახლში, ამ სახლში დაიზარდა ჩემი შვილებიც და შვილიშვილებიც. ლაშამ ბექას მოეხმარა და ბარგი სახლში შეიტანა ორივემ, ბებო უყურებდა მაგიდაზე დახვავებულ სურსათს სანოვაგეს და გამწყრალი თვალებით შეხედა მზევინარს. -ბებია რატომ დაიხარჯეთ ასე ძალიან, შეიძლება ამდონი არ მაქვს, მაგრამ სტუმარს შიერი არ დავაწვენ და ეს მორედ არ გააკეთოთ. -ბებო გაზაფხული და ზაფხული აქ უნდა ვიყოთ მუშებთან ერთად ჩვენც უნდა ვიშრომოთ და თუ კარგად არ ვიკვებეთ ვერც შევძლებთ მუშაობას, ამიტომ ნუ გამიწყენდები ჩემო ტკბილო მასპინძელო ზოგჯერ თქვენი და უფრო მეტად ჩვენი იყოს რადგან ჩვენ შემოგეჭერით და დაუგეგმავი სტუმრობა გექნებათ. -კაი ბებია და თუ მასეა აგერ სახლი და აგერ გაზი, რაც გინდათ გააკეთეთ და მიირთვით. ისევ გარეთ გაიხედა და ხელი მოიჩრდილა თვალებზე, შემდეგ კი ისევ სიცილით თქვა. -ის კაცი სახლში რატო არ შემოდის, მემდურის ბებია თუ რატომ არ ბრუნდება ჩვენსკენ. -ტელეფონზე ლაპარაკობს დააცადე ადამიანო და შემოვა რომ გაბურღე ტვინი დილიდან. საყვედურით შეხედა გიორგიმ ცოლს და ბექა მოხუცებს უყურებდა და ორივეს უთხრა. -რაღაც მაქვს სათქმელი და თქვენგან რჩევა მჭირდება. -რა მოხდა, ბებია რამე გააფუჭე დიდ ქალაქში და გეძებენ? -მე არა ბებია ჭკვიანი და დამჯერი ბიჭი ვარ, იმ კაცმა გააფუჭა წლების წინ და ახლა შეცდომის გამოსწორება უნდა. -ასეც მივხვდი, რაღაც დანაშოული აქვს და ამიტომ ერიდება სახლში შემოსვლა, გისმენთ ბებია და შეცდომა ისეთი არ არსებობს რომ არ გამოსწორდეს. მკვლელობას არ ეშველება აფერი თუარა სხვა ყველაფერი გამოსწორდება, მთავარია შეცდომა აღიქვა და აღიარო რომ დააშავე. -მზევინარ შენ მაგიდას მიხედე, ჩვენ დავილაპარაკებთ. ბექამ მოკლედ და გასაგებად უამბო მოხუცებს ლაშას ისტორია და ბოლოს თქვა. -რას მირჩევთ, პირდაპირ მივიდეს ნინისთან თუ ჯერ ბავშვი გავაცნოთ მამას. -რთული საკითხია, მაგრამ წლებია ორივე ცალ-ცალკე იტანჯება, გათენდეს ბაბუა მშვიდობით და დავუძახოთ ნინის ნახონ ერთმანეთი და დაილაპარაკონ, გაარკვიონ ისევ არის თუ არა მათში ის გრძნობა რაც წლების წინ იყო და უკეთესია შვილსაც გაიცნობს. -არ იჯავრი ბებია შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ თქვენი დაშორება ვინც თქვენ დაგაშორათ და წლებია შორიდან გიყურებთ შვილის გარეშე რომ ხარ ის არაა ბებია კარგი ადამიანი და ასეთ ადამიანისგან შორს უნდა იყო. უკვე გვიანი იყო, ოთახები აყრილ-დაყრილი ქონდათ რადგან ახალი პოლი უნდა ჩაეგოთ და ორ საძინებელში თითო საწოლი იდგა, ლაშამ თვალი ჩაუკრა ბექას და საძინებელში შევიდა, მზევინარმა წარბი ასწია და ბექას შეხედა, ბექამ კი ჩაიცინა და უთხრა. -არც იფიქრო რომ ძირს გავშლი რამეს და დავწვები. -კარგი ნუ ბრაზობ და გაიგონებენ, დაწექი აქ და კედლისკენ გადაბრუნდი ჩემსკენ არ გადმობრუნდე. -კარგი როგორც იტყვი, მაგრამ ძილში რას ვიზამ არ ვიცი ხელს არაფერზე ვაწერ. ბექამ გაიხადა და შეწვა, მზევინარმა შუქი ჩააქრო, მაგრამ გარედან შემოსულ შუქზე ბექამ თვალი შეასწრო მის სავსე მკერდს და გული აუფრიალდა. მზევინარი ფეხაკრებით მივიდა საწოლთან სამკაულები მოიხსნა და იქვე ტუმბოზე დაალაგა, ფრთხილად საბნის კუთხე ასწია და ნელა ნელა შეწვა არ ინძრეოდა რადგან არ უნდოდა მიკარებოდა ბექას სხეულს, მაგრამ ბექა დარწმუნდა მშვიდად იყო მზევინარი და ხელი გადასწია თავი დაადებინა თავის მკლავზე შემდეგ მეორე ხელი მოხვია და ყურში უჩურჩულა. -ჩემს გვერდით წევხარ და როგორ ფიქრობ არ შეგეხები? -ბექა.... -გვირაბის ბოლოს შენს მკლავებში უნდა გამომეღვიძოს, მაგრამ დამშვიდდი სტუმრად ვართ აქ არაფერი არ მოხდება, თუმცა უნდა ვაღიარო რომ შენი მკერდი მიხმობს და თავისთან მეძახის. -უზრდელი ხარ, ტუტუცი.... -რატომ? -გითხარი გადაბრუნდითქო და შენ..... -მართლა რომ უზრდელი ვარ როგორ ვიკადრე და მოგეკარი, მზეო ჩემი ქალი ხარ, ჩემი მზე ხარ და გადმობრუნდი ჩემსკენ. -არა, ძალიან გთხოვ.... -მხოლოდ ჩაგეხუტები არაფერს არ ვიკადრებ, გეფიცები. თავისი ხელებით შეაბრუნა მისკენ და მორცხვად შეხედა ბექას, ბექამ კი ხელი მოხვია და გულზე მიიკრა, შემდეგ კი მზევინარის აკანკალებულ ბაგეებს შეეხო და ეს იყო ორი გრძნობის გადმოფრქვევა. -დამშვიდდი, გული ამოვარდნას გაქვს და ამაზე მეტს არ წავალთ არ ვჩქარობთ, მოვა დღე რომ ჩემი გახდები და სიკვდილამდე ჩემი იქნები. მეორე დილა შაბათი გათენდა, დილით ადრე ადგა მზევინარი და უნდოდა ძალიან ფრთხილად ამდგარიყო, მაგრამ ბექამ გულზე მიიკრა და არ გაუშვა, მაგრამ მზეომ ხელი გააშვებინა და ადგა. გარეთ გამოსულმა შეხედა ბებომ ახლად დაწველილი რძე შემოიტანა სახლში და მანქანა ეზოში არ იდგა,გვიან ღამით დამატებულ თოვლს მანქანის ნაკვალევი ემჩნეოდა. გიორგიმ ცეცხლი დაანთო და სახლში ხმელი შეშის სუნი დატრიალდა. მზევინარი ვერანდაზე იდგა და სოფელს უყურებდა, როგორი ლამაზია მთებს შორის ჩამდგარი სოფელი თითქოს ეს ოჯახები თავის უბეში ყავს ჩახუტებული და თავის გულთან ახლოს ყავს სოფლის მაცხოვრებლები ამ ბუმბერაზ მთებს. იდგა და უყურებდა თეთრად გადათოვლილ მთებს და უხაროდა ამ სილამაზეს რომ უყურებდა. მზევინარი იმ წუთში თავს ზღაპარში გრძნობდა, მხოლოდ ეს იყო ნამდვილი და რეალური ზღაპარი. თითოეული სახლის საკვამურიდან ამოსული თეთრი კვამლი კლაკნილად მიდიოდა ცისკენ და თოვლის ფანტელებში იკარგებოდა. -დილით ადრე გავიდა მეგობარი ბაბუა და დაიბარა მალე მოვალო. მზევინარი სახლში შებრუნდა, ახლა იქ ესიამოვნა დამდგარი სითბო რომელმაც შესვლისთანავე მოეფერა და შეცივებული ლოყები გაუთბო. ბექაც ამდგარიყო, მზევინართან მივიდა და ღიმილით უთხრა.სახლში რომ შემობრუნდი ლოყები წითელი გქონდა და იცი როგორ გიხდებოდა სიწითლე? -ბექა უკან დაიწიე, ნუ უზრდელობ. -კოცნა უზრდელობა როდის მერე გახდა მზევინარ. -უცხო ოჯახში ვართ ბექა..... -შენ ჩემი მზე ხარ, სად წავიდა ის ხის თავიანი დაიბარა? -არ ვიცი სად წავიდა დაბრუნდება და იტყვის. -დღეს თუ ასე ითოვა ცუდად გვექნება საქმე. თქვა გიორგიმ და ცას ახედა. -დენი არ ჩაგვიქრეს სხვას არაფერს ვჯავრობ, ჩემი შვილიშვილები გაუკვალავ თოვლშიდაც ამოსულან და კიდე ამოვლიან ახლა დააგვიანდათ მოსვლა და ცოტას კი ვნერვიულობ ჩემს ბებერს არ ვეუბნები თუმცა მე ის არ მეუბნება და ასე ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ბექამ სიყვარულით შეხედა მზევინარს და ყურში უჩურჩულა. -ამ მოხუცებს რომ ვუყურებ მინდა ჩვენც ასე ვჟღურტულებდეთ მათ ასაკში და გზას ვუყურებდეთ მოლოდინით, როდის მოგვაკითხავს ჩვენი შვილები. -ლაშაზე ვნერვიულობ ბექა… -სად წავიდა ეს ხისთავიანი ასეთ ამინდში, ბავშვივით გაუხარდა დილით მუხლამდე თოვლი რომ დახვდა მანქანით წავიდა. მართლაც გიორგი შეშინებული უყურებდა ლაშას და მკაცრად უთხრა. -ასეთ ამინდში არსად არ წახვიდე ბაბუა, გზა უნდა გაიწმინდოს გაგიჭირდება წასვლა. -მალე დავბრუნდები, თოვლში უნდა გავიარო. აამუშავა მანქანა და ეზოდან გადავიდა, მაგრამ მალე ინანა. -ჯობს სახლში დავბრუნდე აღარ ვიცი როგორ დავბრუნდე უკან.მთავარ გზამდე გაჭირვებით ავიდა, ირგვლივ სითეთრეა და ხის ტოტებზე შემოსკუპული თოვლი არ აპირებს ძირს ჩამობრძანებას ეს ნიშნავს რომ ისევ მოთოვს. ხალხი ჯერ კიდევ ძილშია მხოლოდ აქა-იქ დაინახა ხალხი გაოცებული რომ უყურებდა და გააჩერა. -ნუ წახვალ მეტს ბიძია უცხო ხარ და არ იცი ამ გზის ხასიათი, მოყინულზე დათოვილი გზა საშიშია მოგიცურდება და სადმე გადაგჩეხავს. -მადლობა გაფრთხილებისთვის..... ყურსასმენები გაიკეთა და მუსიკის ჰანგებზე ნელა ნელა მიიწევდა წინ, მაგრამ უეცრად აღმართზე შუამდე ასული მოცურდა, ვერ შეძლო, ვერ შეაჩერა მანქანა და თავად გადმოხტა მანქანიდან მანქანა კი ხევში გაუშვა.ხევში თავად დაღმარზე დაგორდა და რაღაცას მტკივნეულად შეასკდა, ცას ახედა და ნელა ნელა დილის დანისნული ცა სიშავემ მოიცვა. -ნი მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები,სიყვარული მარადიული სულიერებაა. ყველგანა არსებობს და როგორი შორს მანძილზედაც არ უნდა წახვიდე მისგან მას ვერ დაემალები.მიყვარხარ ნი...... -მოცურდა, უცხო არის გავაფრთხილე და არ გაიგონა, ვუშველოთ დაიღუპება. ესმოდა ხმები, მაგრამ თავად ვეღარ გაინძრა ბარძაყის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობდა. -ვინ არის, ვინ მოსრიალდა. იკითხა ნინიმ რომელიც მიუახლოვდა შეშინებულ სოსოს და ვიტალის. -ბიბიჩაძეების სტუმარი არის, ვიღაცამ უნდა დაურეკოს და გააგებინოს. გული აუფრიალდა და მანქანას შეხედა, გულზე მიიდო ხელი და შემზარავი ხმით დაიყვირა. -ბექა, ბექაააა. ვერავინ შეძლო მისი დაკავება და ბოლომდე ჩავიდა ხევში გიჟს ჰგავდა, მაგრამ ხევში ჩასულს მანქანაში არავინ არ დახვდა და შეშინებულმა მიდამო დაათვალიერა. ხევის სიღრმეში არ იყო დიდი თოვლი,შეხედა ვიღაც იწვა გაუნძრევლად და მისკენ წავიდა. -ნინი რამეს მოიწევ შვილო, ჩვენ მივხედავთ. ნინის არაფერი არ ესმოდა ფორთხვიდ მივიდა და ადგილზე გაშეშდა მის წინ უძრავად იწვა ლაშა და შეხედა სისხლისგან გაწითლებულ თოვლს მის ქვემოთ, ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოდ დარეკა. -ნინი, ნინი კარგად ხარ რა მოხდა. -უპასუხა ბექამ და ნინის შეშინებულმა ხმაზე თავადაც შეეშინდა. -ბექა, ბექა უნდა მოხვიდე ხევში არის გადაჩეხილი. -დაწყნარდი, დამშვიდდი და მითხარი ვინ გადაიჩეხა ან სად მოვიდე. ამ დროს გიორგის ტელეფონიც ახმაურდა და თავად გიორგიმ უპასუხა, შეშინებულმა შეხედა ბექას და უთხრა. -წავედით, ჩვენი ბიჭი მოცურებულა და ვილოცოთ მშვიდობა გვქონდეს. -ღმერთო, რა დაუჯერებელი ვინმე არის ხომ გავაფრთხილე. შეშინებული მივიდნენ ადგილზე და უამრავი ხალხი იყო თავშეყრილი, ნინი იდგა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა და ჩურჩულებდა. -რამდენი დღე, რამდენი წელი გავიდა რაც შენთვის არაფერი მითქვამს და ჩემი ხმა არ გაგიგონია, მაგრამ ახლა გესმის, ვიცი რომ გესმის და არ გაბედო უპასუხოდ დამტოვო. გთხოვ თვალი გაახილე და ყველასგან შორს ბედნიერად ვიცხოვროთ, მხოლოდ არ წახვიდე ასე ჩუმად, ასე უთქმელად და ასე უსიტყვოდ. ცხოვრება ვიცი ერთი თვალის გახელაა, მაგრამ ასე ცივად ნუ მომექცევი, ასე მკაცრად ნუ დამსჯი ნურც მე და ნურც ჩვენს შვილს შენ ის უნდა გაიცნო. მას უყვარხარ, ლაშა უყვარხარ უნახავად და გაუცნობლად ის აბოდებს შენზე ჯერ კიდევ უნახავ მამაზე, თვალი გაახილე ლაშა. -კარგად იქნება, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი და შენ ასე ძალიან რატომ გტკივა, მაგრამ კარგად იქნება ავიყვანთ აქედან და გადავარჩენთ. -ჩემი შვილის მამა არის, ჩვენთან მოდიოდა..... -რას ამბობ შვილო. გაოცებული უყურებდა ვიტალი ნინის და თავადაც ცრემლი მოერია. -ძნელია იცხოვრო ისე რომ სულ ცდილობდე ძლიერი ქალის როლში იყო, ამავდროულად გიწევდეს სიყვარულის მალვა და გულში ჩაიკლა გრძნობა.ძალიან ძნელია მონატრებისგან გათენებული ღამეები, ძნელია გულის უხმო ყვირილი როცა მხოლოდ მე მესმის და სხვას არავის. სიცოცხლეს ზოგჯერ არ ვაფასებთ და სიცოცხლიდან სიკვდილამდე სულ ერთი ნაბიჯით ვართ. მხოლოდ ხმები ესმოდა და ეს ამ ხმებში იყო ხმა რომელიც წლებია არ გაეგონა.შეშინებულმა და ფერდაკარგულმა ხალხის ბრბო გაარღვია და ზემოდან ჩასძახა ნინის. -ნი ცოცხალია... -ცოცხალია, ბექა ცოცხალია და უნდა ამოვიყვანოთ. -ვინმემ სასწრაფოს დაურეკეთ, უნდა იცოცხლოს გესმით, მან უნდა იცოცხლოს. -ბექა სასწრაფოს ვერ დაველოდებით უნდა მომეხმარო. ნინი ტიროდა და ტირილით შემოაცალა იმ ფეხზე შარვლის ტოტი და ნახა სისხლი საიდან სდიოდა, მოულოდნელობისგან გაშეშდა ლაშას ბარძაყში ჟანგიანი რკინა რომ დაინახა გარჭობილი და ხელები აუკანკალდა, მაგრამ ვიტალიმ არაყის ბოთლი მიაწოდა გზის გასაწმენდად გამოსულ ბიჭებს დილით არაყიც თან ჰქონდათ, მაგრამ ახლა ნინის ჭირდებოდა ლაშას ჭრილობისთვის და ბოთლის ნახევარი ჭრილობაზე დააცალა, სადაც დაჟანგულ რკინის ნაჭერი არც თუ ისე პატარა ჭრილობაში ჰქონდა გაჩხერილი. ხელებიც არაყში დაიბანა და ძალა მოიკრიბა,ბექას შეხედა და უთხრა. -მომეხმარე....... დაიბნა ბექა და ნინის შეხედა. -რა გავაკეთო. -პირში ჩაუდე რამე და რომც იყვიროს უნდა დააკავო და არ გაუშვა, დააკავე ბექა.ნინიმ შეხედა ლაშას შუბლი ოფლით რომ დაცვაროდა და ღრმად ამოისუნთქა, ბექამ თავისი პიჟაკის მკლავი ჩაუდო პირში ლაშას და ნინი რკინის ნაჭერს ჩაეჭიდა და რაც ძალა ჰქონდა მოქაჩა, ლაშას ხმა სოფელს მოედო დილის ზარივით და ბექა ცდილობდა მის შეჩერებას, როგორც იყო ნინიმ რკინა ამოიღო და ბოთლში დარჩენილი არაყი ისევ ჭრილობას დააცალა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო.ფრთხილობდა, მაგრამ ძალა მისცა ბექას გვერდით ყოფნამ და ბოლოს იმედიანად შეხედა ჯერ ნახვევს და შემდეგ ბექას.ლაშა ყველამ ერთად ამოიყვანა ხევიდან და სახლში მიიყვანეს, ფრთხილად დააწვინეს საწოლზე და გიორგიმ ყველას მადლობა მოუხადა. -მადლობა უფალო რომ სხვისი შვილის ცოდვა არ დამადე მხრებზე. თქვა გიორგიმ და იქვე მდგარ ცოლს შეხედა. -დაგვიფარა უფალმა ბებერო... -იცი რატომ დაგვიფარა... -უფალი ყველაფერს ხედავს და იცის ვერ გავუძლებდით ამ ტკივილს ვერც მე და ვერც შენ, უფლის დალოცვით ყველაფერი კარგად იქნება, დადგება ფეხზე და ოჯახს დაუბრუნდება. ლაშამ ბევრი სისხლი დაკარგა იწვა ფერწასული და მოულოდნელად ტუჩები ღიმილმა გაუპო, ბექამ თვალი შეასწრო ლაშას ღიმილს და გაოცებულმა თქვა. -რა აცინებს, გაიგო რომ სიკვდილს გადავარჩინეთ და გაუხარდა. -ვინ იცის ვის შეხვდა, იქნებ დედაც ნახა და ამიტომ აქვს ბედნიერი ღიმილი. ლაშას სახე შეეცვალა და ღმუოდა ტკივილისგან, მაგრამ ნელა ნელა ჩაწყნარდა ნინი იჯდა მის საწოლთან და დრო და დრო სახვევს უცვლიდა, სიცხეს უსინჯავდა გულში კი ფიქრობდა. -როგორი შეცვლილი და დავაჟკაცებულია, დაკუნთული სხეული და გოგოსავით ლამაზი სახე. -კარგად იქნება, კიდევ რომ გაუხსნი და სახვევს გამოუცვლი ეს ნაყენი დაუდე ჭრილობაზე რომ სიმხურვალე გამოკრიბოს და თუ რამე დარჩა შიგნით ამოასუფთავებს არ გაუმიზეზდება წინააღმდეგ შემთხვევაში თუ სიცხეებმა არ დაუწია უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში, მაგრამ აქ რომელი მანქანა ამოვა ბებია. ღამე ისევ დაიწყო ბორგვა, სიცხე ჰქონდა ისევ და ძმრიან ტილოებს აფენდა შუბლზე და რომ გაახსენდებოდა როგორ იწვა უძრავად კანკალებდა, უყურებდა და გრძნობას ვერ ერეოდა. არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია რაოდენ დიდი იყო სურვილი მისი ჩახუტების და თავის თავს ტუქსავდა. -,,რას ფიქრობ ადამიანი სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე დგას და შენ მის სხეულს ათვალიერებ, გრცხვენოდეს''.ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და სითბოში ტახტზე ჩაძინებულ დემეტრეს ჩეხედა, შემდეგ ისევ ლაშას შეხედა და ჩაეცინა. -როგორ გგავს დემეტრე, მაგრამ რის ფასად დამიჯდა ცრემლების ჩაყლაპვა ეს მხოლოდ მე ვიცი, ყველაზე ძნელი შენს გარეშე ყოფნა იყო ეს წლები საყვარელო და თვალი გაახილე, გთხოვ ერთ გზაზე ვიაროთ და ჩვენს ჩამკვდარ ოცნებებს ფრთები შევასხათ ამჯერად ერთად და სამუდამოდ. არ მინდა ჩვენმა ტკივილიანმა სიყვარულმა ასე ჩუმად და უთქმელად ჩაიაროს, თვალი გაახილე ლაშა. ტიროდა და ცდილობდა ლაშას გონზე მოყვანას, ტიროდა და ლაშას ჭრილობას ყოველ ჯერზე ცრემლით წმინდავდა. -არ ჩაივლის ეს სიყვარული ასე უხმოდ და უხმაუროდ, გულში კიდევ ცოცხლობს თქვენი სიყვარული და ეს ნიშანია რომ წლების წინ მიძინებულმა გრძნობამ გაიღვიძა, ორმა დაკარგულმა გულმა ისევ იპოვა ერთმანეთი. -მზეო ვკარგავ, ლაშას ვკარგავ.... -არ დაკარგავ, ლაშა ფეხზეც დადგება და კარგადაც იქნება ბედნიერი იქნებით ნი. -ნუ ფიქრობ ბებია ცუდზე, ნუ ფიქრობ რომ ყველაფერი დაკარგე, შენს ცისარტყელას ფერები გაუხუნდა და ნელა ნელა ისევ შეიფერება, ისევ დაიბრუნებს ფერები თავის ბრწყინვალებას და ყველაფერი კარგი წინ გელოდება. ლაშასთან მივიდა შუბლზე დაადო ხელი და ნინის შეხედა. -მშვიდად არის და უშფოთველად ძინავს და ამდენი ხალხი გვანერვიულა, სიცხე არ აქვს ეს კარგის ნიშანია და წადით დაისვენეთ,ხვალ ახალი დღეა დამშვიდებული გონებით შევხვდეთ დილას. მთავარია რომ მშვიდობა გვაქვს ეს რთული დღეც გადავიტანოთ ერთად ბებია და წამოვაგდებ ამ ვირს ფეხზე. შემდეგ მზევინარს შეხედა თვალები რომ ჩაშავებოდა ტირილისგან და ნერვიულობისგან და უთხრა. -წადი შენც დაიძინე აქ აღარ ხართ საჭირო, მეც დავწვები ჩემს ბებერ ძვლებს ბევრი არ შეუძლია ხვალ კიდევ დიდი დღე გვაქვს წინ. ნინი იქვე დემეტრეს შეუწვა, მზეო კი ფრთხილად შევიდა თავიანთ ოთახში, ფრთხილობდა ძალიან რადგან ფიქრობდა ბექას ეძინა ბექა კი ჩუმად იყო და მის ყველა მოძრაობას უყურებდა. ძალიან ფრთხილად შეწვა, მაგრამ ბექამ ხელი მოხვია და უჩურჩულა. -არ მეძინა გელოდებოდი, როგორ არის. -სიცხე არ აქვს, მშვიდად ძინავს. -ნინი.... -ყველა დაწვა, ყველა დაიღალა დღეს რთული დღე იყო და ძალიან შემეშინდა. -არ ვიცი რას ვიზამდი ლაშას რომ რამე მოსვლოდა, სახე შეშლილი ვიყავი ჭრილობას რომ შევხედე და შემდეგ ნინის რომ ვუყურებდი. -კარგი, გაიარა სირთულემ და მშვიდობა გვაქვს. -დაისვენე, იქნებ შევძლო და მეც დავიძინო ცოტა.ორივეს ჩაეძინა, გათენებული არ იყო ნინი შეშინებული რომ წამოვარდა და ლაშასთან მივიდა, ხელი დაადო შუბლზე და ჩურჩულით თქვა. -ტკივილებად აჩნიხარ ჩემს აღრიალებულ სულს, კარგად უნდა იყო საყვარელო.მხოლოდ ღრუბელს და სიცივეს ნუ დამიტოვებ, მზე მაჩუქე რომ ერთად ვიმზეოთ.იმდენად მტკივა შენი ტკივილი რომ ვერ ვსუნთქავ,ვერც გეხები და არც დავიწყება შემიძლია შენი და ჩვენი ლამაზი დღეების.ნუ დამიტოვებ იმ სილამაზეს და ჩვენს სიყვარულს მხოლოდ მოგონებად. ცრემლი მოიწმინდა და გულზე ხელი დაიდო, შემდეგ ისევ შუბლზე დაადო ხელი და სიცხე აღარ ჰქონდა აღარც ბორგავდა, ფეხზე წამოდგა უნდოდა ჰაერზე გასულიყო, მაგრამ უეცრად ლაშამ ხელზე ჩაავლო ხელი და სუსტი ხმით უთხრა. -არ წახვიდე, ვიცი რომ აქ ხარ არ დამტოვე და ახლაც ნუ დამტოვებ როცა შენი პოვნა შევძელი. -ლაშა საყვარელო როგორ ხარ, გტკივა რამე? -არსად არ მტკივა, მხოლოდ უშენობა მტკივა ნი. -უჩემობის ტკივილი დღეს იგრძენი თუ აქამდეც გრძნობდი, წლებია უჩემოდ ცხოვრობ ლაშა. -ნი ყველგან გეძებდი..... -ვიცი რომ მეძებდი, ვიცი რომ მიხმობდი და ყველაფერი ვიცი, ყოველთვის მქონდა შეგრძნება რომ მიპოვიდი, მოხვიდოდი, მომაგნებდი, მარტოობისგან მიხსნიდი და გადამარჩენდი, შემდეგ კი აღარასოდეს წახვიდოდი, აღარასოდეს დავშორდებოდით, მაგრამ მეშინოდა კიდეც ჩვენი შეხვედრის. -ბავშვი, ნი ბავშვი სად არის.... -ძინავს ჯერ კიდევ ადრე არის, შენც დაისვენე თუმცა სალაპარაკოც ძალიან ბევრი გვაქვს. -ჩვენს შორის კატერინა ჩადგა ნუ შეეცდები დამიმალო, ვიცი რომ ის არის ვინც ჩვენ დაგვაშორა. -ყველაფერს გაიგებ, ახლა სიმშვიდე გჭირდება. -ლაშა, როგორ ხარ ძმაო იცი როგორ შემაშინე. ლაშამ ბექას შეხედა და გაუღიმა, შემდეგ კი უთხრა. -ცოცხალი ვარ, დღეს თქვენი დახმარებით ვარ ცოცხალი და ესე იგი კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ. -რას ამბობ ბებია უნდა იცოცხლო ანგელოზივით ცოლი და შვილი გყავს,ამდენი წელი გელოდება ორივე და რადგან დაბრუნდი უნდა დაქორწინდეთ, ბედნიერი ოჯახი შექმნათ და დემეტრეს დედმიმიშვილი უნდა გაუჩინოთ მას და ან ძმა ჭირდება. დემეტრე იდგა და გაოცებული უყურებდა ყველას დედასთან მივიდა და ლაშას უყურებდა, შემდეგ ნინის ახედა და გაოცებულმა უთხრა. -დედა ჩემი მამიკო დაბრუნდა? ლაშამ თვალები დახუჭა მაგრად და ნინის ხელს ხელი მოუჭირა, ბექას არც უცდია ცრემლის დაფარვა და უყურებდა დემეტრეს გაუბედავად მივიდა ლაშასთან, ლაშამ ცალი ხელი მოხვია და გულზე აიკრა შვილი ცრემლიანი თვალებით კი ნინის უყურებდა და ეს იყო სიხარულის ცრემლი იმ სიხარულის რომ მეგობრის სიცარიელე შეივსო, მან იპოვა მისი სხეულის ნაწილები და ეს მისი კუთვნილება იყო. მზევინარმა მხარზე ხელი დაადო და ჩურჩულით უთხრა. -მარტო დავტოვოთ ისინი, გავიდეთ.ლაშა თავზე კოცნიდა შვილს, ბექა გარეთ გავიდა და გიორგის შეხედა რომელმაც მის თვალზე მომდგარი ცრემლი ვითომ ყველას შეუმჩნევბლად მოიწმინდა, შემდეგ ჩაცინა და თქვა. -ბაბუა სიყვარულს ტკივილი მოაქვს, მაგრამ ეს დალოცვილი გრძნობა უპირობო და უსასრულოა. -შენ რა გატირებს ბერიკაცო არ ვაპირებ ჯერ არსად წასვლას, შენ ვერ შეგელევი ვერ დაგტიებ მარტო აქ და გადაწყვეტილება მივიღე. გიორგიმ შეხედა ცოლს და უთხრა. -რა გადაწყვეტილება მიიღე, რას ბოდავ. -პირობას გაძლევ ჩვენ ერთად წავალთ როცა წავალთ, უშენოდ აქ რა გავაკეთო ან შენ რას გააკეთებ იქ უჩემოდ ჩვენ არ ვარგივართ ერთმანეთის გარეშე ჩემო ბებერო. -შენ კი დაგეგმე კარგად მარა მას რა აქვს დაგეგმილი და დაწერილი ესაა მთავარი დედაკაცო.ბექა და მზევინარი უსმენდა მოხუცებს და ტკბებოდნენ მათი სიყვარულით და სწორედ მათზე იყო ნათქვამი მათ სიყვარულმა დროს გაუძლოო და მართლაც რომ ასე იყო. -ორჯერ დაგვაშორეს ერთმანეთს მე და ჩემი დედაბერი, ბევრი ჩაერია ჩვენს შორის შავყვითელა ხარ არ ხარ შესაფერისიო, მაგრამ მე მიყვარდა და ჩემთვის მინდოდა სიყვარულიც ძლიერი იყო წრფელი და ნამდვილი ორივეს მხრიდან,ამიტომ გაუძლო დროსაც და ბოროტებასაც.როცა სიყვარული ძლიერია ის ამარცხებს ყველა სიბოროტეს და იმარჯვებს. -მიუხედავად თქვენი რთულად განვლილი ცხოვრებისა არ დანებდით და ყველას დაუმტკიცეთ თქვენი სიყვარული. -არ დავნებდით და ერთად დავტოვეთ ეს სახლიც და ეს სოფელიც, წლები სხვაგან ვცხოვრობდით ვწვალობდით, ვშრომობდით რომ ჩვენს შვილებს ლუკმა ჰქონოდათ. ბაბუა როცა მართლა გიყვარს მის გვერდში ყოფნა ყველა განსაცდელს გაგაძლებინებს, შეუძლებელს შეგაძლებინებს და შენს შვილებს შენს გვერდით გაზრდი. მათ სულში შენს სულს და გულს ჩადებ, ასეთია ბაბუა მყარი და ძლიერი ოჯახი. წლების შემდეგ აქ დავბრუნდით და ეს სახლიც დავდგით, ერთმანეთის ძალა რომ ვიყავით შევძელით და სიყვარულმა შეგვაძლებინა ბაბუა, უსიყვარულოდ ვერ შექმნი ძლიერ ოჯახს და არც იქმნება უსიყვარლოდ ოჯახი და თუ უსიყვარულოდ დააქორწინეს ის ოჯახი ოდესღაც დაიშლება და ნაკუწებად იქცევა.ბექამ წარმოიდგინა მისი და მზევინარის სიბერე და ბედნიერებისგან გული აუფრიალდა, ფეხზე წამოდგა იქვე მდგარ მზევინარს თავზე აკოცა და ლაშასთან შევიდა,მის საწოლთან მუხლებზე დადგა. -ცოცხალი ვარ არ მაქვს სიკვდილის უფლება, ამიერიდან მე უნდა დავიცვა ეს ორი მეგობარო. -იცი როგორ შემაშინე, იცი როგორ შეშლილი გავხდი უძრავად მყოფი რომ დაგინახე. -ვიცი, ვიცი რომ შეგაშინეთ და მაპატიეთ, მაგრამ კარგად ვარ მხოლოდ ფეხი..... -როგორმე უნდა წავიდეთ აქედან ლაშა. -მანქანა, რა ეშველება მანქანას..... -ამოიყვანეს ბაბუა მანქანა და მოიყვანებენ ეზოში, მაგრამ რამდენად შეძლებს სიარულს ეს არ ვიცი თქვენ ნახეთ. -არ ინერვიულო მანქანა ის ხომ რკინაა და შეგვიძლია შევაკეთოთ ან სულაც ახალი ვიყიდოთ, მთავარია შენ ცოცხალი ხარ, მაგრამ დაიმახსოვრე უკეთესად რომ იქნები ისე გცემ დღევანდელ მდგომარეობაში ყოფნას ინატრებ, სად წადი ამხელა თოვლში, ხომ გაგაფრთხილე და გიორგიმაც გაგაფრთხილა შენ კი დაადე თავი და წადი, მაგრამ სად მიდიოდი არც შენ არ იცოდი. -გამართხილეთ, მაგრამ გეფიცები ამხელა თოვლში პირველად გავიარე და ამიტომ არ დაგიჯერეთ. -იმიტომ რომ ხისთავიანი ხარ. ბექა იქვე მდგარ დემეტრეს მიუბრუნდა და უთხრა. -მეგობარო პირობა შესრულებულია, ისევ თუ ვართ მეგობრები ხელი დაარტყი და გპირდები ოცნებებიც აგიხდება მით უფრო ახლა როცა მამა დაბრუნდა და აქ არის. -სიტყვის კაცი ხარ ძია ბექა. ბექამ დემეტრეს ხელი მოხვია და ლაშას თვალი ჩაუკრა და პატარასთან ერთად გავიდა ოთახიდანაც და ეზოდანაც, ლაშამ ნინის შეხედა ისევ ხელზე ხელი მოუჭირა და ნინიმ თავისი ხელით სახეზე მოეფერა, აკანკალებული ხმით უთხრა. -იცი როგორ ვინერვიულე ლაშას მანქანა რომ დავინახე ხევში,არც დავფიქრდი ისე ჩავედი ფორთხვით იქამდე, მაგრამ მერე შენ გნახე უგონოდ სულ დავიკარგე და გულზე დაგადე ხელი, სუსტად ფეთქავდა გული ლაშა რამაც იმედი, ძალა და გამბედაობაც მომცა და გავაკეთე ის რაც არასოდეს არ გამიკეთებია. -სიყვარულმა და საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშმა მოგცა გამბედაობაც და ძალაც უან არ დაგეხია, შენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ახლა აქ ვარ შენთან და ჩვენს შვილთან ერთად. ნინი.... -გაჩუმდი ახლა ვერაფერს გეტყვი და ნურც მთხოვ რამე აგიხსნა, დრო მოვა სიმართლეს გაიგებ სიმართლეს არ უყვარს დიდი ხნით სიბნელეში ყოფნა ეს შენც იცი. -დემეტრე ჩვემი ნაწილი, ჩემი შვილი, ჩვენი შვილი ნი. -ჩვენი ნაწილი და ჩვენი შვილია. -მადლობა რომ მამას სახელი დაარქვი. -დარწმუნებული ვიყავი ერთ დღეს მიპოვიდი და ბაბუას სახელი უნდა დამერქმია ლაშა. -დაიკარგე კვალიც არ დამიტოვე. -ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება რაც მაშინ მივიღე. -ერთ დღესაც გავიგებ რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილებს, ჯერ ჩუმად ვარ რადგან ჩემს მდგომარეობაში მყოფი ვერაფერს გავაკეთებ. -დამშვიდდი, ახლა ყურადღება შენს ჯამრთელობას უნდა დავუთმოთ. -მე ვიცოდი აქ რომ გნახავდი.... -როგორ ან საიდან იცოდი, ბექამ გითხრა... -არა, ბექამ მითხრა, მაგრამ ბექას თქმამდე ამ სოფელში ვიყავი პირველად რომ დათოვა და მაშინ გნახე და რომ დავრწმუნებულიყავი სიმართლეში გავიგე სად ცხოვრობდი და შენთან ჩუმად შემოვედი, შენს სუნთქვას ვუსმენდი ტირილის შემდეგ რომ ჩაგეძინა, თვალზე შერჩენილი ცრემლიც მე მოგიწმინდე იმ ღამით და პლედიც მე დაგაფარე. მანამდე ყველგან გეძებდი ნი და შენს თვალებს სხვის თვალებში ვეძებდი, გიპოვე და ჩემში დარჩენილი სიბნელე განათდა. შენ დაგინახე და შენთან ერთად სხვა ფერებიც აკიაფდა და მივხვდი რომ ცოცხალი ვარ, არ ვიცი რა ძალამ შემაჩერა რომ არ შეგეხე და წავედი ისე ჩუმად როგორც ჩუმად შემოვედი. სიყვარული რომელიც ჩვენში არის ჯერ კიდევ ღვივა ის არასოდეს არ ჩამქრალა ახლაც გიყურებ და ჩემი სხეული თრთის შენთან უნდა, შენ უნდიხარ და იმ დღეს როცა ის რკინის ნაჭერი იყო ჩემს სხეულში შენი პატარა ხელებით შეეცადე ჩემს განთავისუფლებას. იბრძოდი სიყვარულის გადასარჩენად როგორც შეგეძლო და შეძელი, შენმა ხელებმა დამიბრუნა სიცოცხლე და ახლა შენს წინ ვარ ნი. -მე კი ვფიქრობდი მახსოვრობა მღალატობს რადგან გადაღლილი ვარ ძალიანმეთქი, თუმე არ ყოფილა ჰალუცინაციები შენ იყავი იმ დროს ჩემს გვერდით. -მე ვიყავი საყვარელო…. -ლაშა....მეშინია, მეშინია რომ რამე სისულელე არ ჩაიდინო. -სისულელე ის იქნება რომ ასე უხმოდ დავტოვო ეს თემა და ესეც რომ არა არის ისეთი თემაც რომ უნდა მივხედო... შენ კი დამშორდი, გაუჩინარდი და აქ იპოვე შენი თავი, შენი სიმშვიდე უცხო ხალხში და უცხო გარემოში. აქ გაჩნდა ჩვენი შვილიც რომელიც ღარიბულად, მაგრამ სიყვარულში გაიზარდა. -როგორ გნატრობდი მაშინ რომ ერთად ვყოფილიყავით და გელოდი, ვიცოდი ერთ დღეს მოხვიდოდი და ერთ დილით შენს მკლავებში გავიღვიძებდი, მაგრამ სიზმარი ქრებოდა მე კი უშენოდ ვიღვიძებდი. -სწორედ მაგ ტანჯვას არ ვაპატიებ, შენს ცრემლებს თავისივე ცრემლით ვაზღვევინებ და ფეხზე როგორც კი დავდგები აქედან წაგიყვანთ ჩემს დაბრუნებამდე იყავით აქ როგორც აქამდე და როგორც ეს წლები იყავით მშვიდად. -რის გაკეთებას აპირებ, რა ჩაიფიქრე. ლაშა შენ არ გავხარ კატერინას და არ ხარ მასავით დაუნდობელი, ნუ დაემსგავსები მას და ნუ შეგიპყრობს ის განცდა რომ ბოროტებას ბოროტებით უპასუხო. -ეს უკვე ჩემი საქმე არის შენ არ გეხება, ჩემი ტელეფონი სად არის. -მე არ მაქვს, ბექას აქვს და მოვა, თუმცა მოდიან სად იყვნენ წასულები. სახლში დემეტრე შემოვიდა სიხარულით და ბედნიერებით სავსე და ნინის უთხრა. -შეხედე, დედა შეხედე რამდენი რამე მიყიდა ძია ბექამ. ნინიმ ბექას ახედა გაბრაზებულმა და უთხრა. -ნუ გაათამამებ, გთხოვ.... -ეს ჩემი ძმიშვილია და მე მივხედავ, შენ არ ჩაერიო ეს კაცების საქმეა და ქალებმა გვერძე გადექით. გასაგებია? დემეტრე ბექას გვერდით იდგა და დედას კაცივით უყურებდა წარბებშეყრილი და შემდეგ უთხრა. -დედა ქალი არასოდეს არ უნდა ჩაერიოს კაცების საქმეში, გასაგებია? ბექას გაეცინა და ნინის თვალი ჩაუკრა ნინიმ კი თვალი გააყოლა ოთახიდან გასულ გაბრაზებულ დემეტრეს რომელიც იქვე დაჯდა და არავის უყურებდა, გიორგიმ ვერანდის კარი გააღო და დემეტრეს შეხედა. -ვინ გაგაბრაზა ბაბუა მითხარი რომ დავსაჯო. -დედამ გამაბრაზა. -დედას გაუბრაზდი ასე ძალიან? -უნდა იცოდეს რომ კაცების საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაინც ერევა და ეს მაბრაზებს. ლაშა და ბექა იცინოდა დემეტრეს საუბარზე და ბოლოს ლაშამ უთხრა. -ტელეფონი მომეცი უნდა დავრეკო. -შეიძლება პაციენტი შევაწუხო? -პაციენტი თუ ავადმყოფი. ლაშამ შეუბღვირა ბექას და უთხრა. -ავადმყოფი შენ ხარ, ტელეფონი დამიბრუნე. ყველას გაეცინა და ბექამ ტელეფონი მისცა, მზევინარმა კი ტელეფონი ხელიდან აართვა და უთხრა. -მომისმინე, რას მიირთმევ დღეს ქათმის ბულიონს თუ..... -არა ბებია გიორგი დღეს ძალიან ადრე გავიდა და ახალი დაკლული ხორცი მოიტანა ერთი ბეჭი და საქონლის ხორცი ახლა მაგიზა მისწრებაა მოუხარშოთ ნიახურში და სუპად გაუკეთე, ახლა მაგან კალორიებით მდიდარი კერძი უნდა მიიღოს რომ სისხლი რაც დაკარგა უნდა დაიმატოს და შეივსოს. -გულღვიძლიც მოვიტანე და აჭამეთ, არ მოხარშო ბაბუა ოდნავ მოწვი ტაფაზე და სისხლისთვის კარგია. -მზევინარ უფროსებს უნდა შეეკითხო, ჩვენზე მეტი გამოუვლიათ და ჩვენზე მეტი იციან. თვალი ჩაუკრა მზევინარს და ტელეფონი დაიბრუნა, შემდეგ ისევ ბექას მიუბრუნდა. -შენი დახმარება მჭირდება. -რა ჩაიფიქრე, რა უნდა გავაკეთო. -ჯერ დავრეკავ და მერე გეტყვი რა უნდა გააკეთო.ლაშამ ტელეფონზე დარეკა და ბექას უყურებდა შემდეგ კი ანიშნა არ დაილაპარაკოო. -გისმენთ. -ალექსანდრე ლაშა ვარ და სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკო, მაგრამ არა ტელეფონით. -ლაშა სად ხარ მიხარია თუნდაც საქმის გამო დამირეკო, მეგობარო დავიკარგეთ. -როდის გცალია რომ შემხვდე... -როცა შენ იქნები მზად. მაშინ დღეს არა და რამდენიმე დღეში დავბრუნდები მანამდე ბექა გნახავს და ის აგიხსნის, მე კი ტელეფონით დამეკონტაქტები. -ლაშა მომისმინე შენი ხმა ამჯერად ძალიან სერიოზულია და არ მომწონს, მეორე ასეთ სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ საუბრობენ მითხარი სად ხარ და მოვალ. -იმერეთში ვარ და აქ დიდი თოვლი არის ვერ ამოხვალ... -ჩემი მანქანა ორხიდიანია და მთის წვერზე ავალ მეგობარო, მისამართი ჩამიგდე და წამოვალ.ტელეფონი გათიშა ალექსანდრეს მისამართი ჩაუგდო და ბექას მიუბრუნდა, ბექამ კი უთხრა. -რა ჩაიფიქრე, დეტექტივი რაში გჭირდება ამიხსენი რა გადაწყვეტილება მიიღე. -ბექა მკვლელობის საქმე თავიდან უნდა გამოვიძიო და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია კატერინას ხშირი გასვლა სახლიდან და მისი სატელეფონო საუბრები. იხარჯება დიდი თანხა, დემეტრეს ბიზნესში უკვე პრობლემები დაეწყო და ეს ყველაფერი გასარკვევია დემეტრეც დაინტერესდა კატერინას ხშირი გასვლით და მოისმინა ვიღაცას უთხრა ამ დღეებში დაგირიცხავ თანხასო და ვის ურიცხავს, რატომ ურიცხავს და ვინ არის მის გარშემო საერთოდ. -ეს კარგი გადაწყვეტილება არის მეც თქვენს გვერდით ვარ, დედაშენთან ერთად დედაჩემიც დაიღულპა ლაშა და მის უდროოდ წასვლას მამა შეეწირა, ვიღაცამ შენ დედის გარეშე დაგტოვა მე კი მისმა დასახულმა გეგმამ ორივე მშობელი წამართვა ამიტომ..... -ამიტომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ის რაღაცას მალავს და ეს რაღაცა არის ძალიან სერიოზული. საუბარი ბიჭებს ლაშას ტელეფონმა გააწყვეტინა და გაოცებულმა შეხედა ბექას. -ვინ არის, ვინ დაგირეკა. -კატერინა რეკავს, რა უნდა.... -უპასუხე და გაიგე რა უნდა.ლაშამ ტელეფონი გახსნა და კატერინას უპასუხა. -გისმენ კატერინა. -ლაშა დემეტრე სახლში არ მოსულა,დაგირეკა ელაპარაკე იცი სად არის? -მე დემეტრეს საქმეში არ ვერევი გასული ვარ ქალაქიდან, არ ვიცი არაფერი. -დაურეკე და გაიგე სად არის. -არ არის პატარა ბავშვი თავად მოვა როცა ჩათვლის საჭიროდ დაბრუნებას. -რას ნიშნავს დაბრუნების დრო როცა იქნება, მეშინია ლაშა შენ არ ფიქროვბ მამაზე? -მე ყველაზე ვფიქრობ და უფრო მეტს შენზე ვფიქრობ კატერინა. -ჩემზე ფიქრობ? -გაგიკვირდა თუ მეთამაშები კატერინა. -ლაშა.... -ლაშა, ლაშა, ლაშა თქვი რა გინდა ლაშასგან რას ითხოვ კატერინა თქვი ბოლოს და ბოლოს რომ ვიცოდე რა და როგორ გადავწყვიტო. -რა გჭირს და სად ხარ მითხარი და მოვალ. -ჩემთან თუ მოხვალ ყველაფერს მეტყვი სად არის ნინი. -ნინი, ნინი მე რატომ უნდა ვიცოდე სად არის ან რატომ დამაინტერესდებოდა მე სად და ვისთან ერთად გაქრა ნინი ან ვისში გაგცვალა.ლაშამ ტელეფონს ხელი მაგრად მოუჭირა და ბოლო ხმაზე იყვირა. -მწარედ გაზღვევინებ, კატერინა შენს ბოროტად გადადგმულ ნაბიჯებს დაგათვლევინებ და ნინის ყველა ცრემლისთვის მწარედ გაზღვევინებ.ტელეფონი გათიშა და თაბნეულმა თავის თავს უსაყვედურა. -მერამდენედ გემართება, მერამდენედ ებმები მახეში. აკანკალებული ხელით ტელეფონი აიღო და გადარეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ გაიგონა ნაცნობი და მშვიდი ხმა -დედა, დედა გთხოვ ფრთხილად იყავი ბავშვი გარეთ არ გაუშვა მას საშიშროება ელოდება. -დედა, დედიკო როდის მოხვალ ბებია მაბრაზებს. დემეტრე კართან იდგა და კატერინას საუბარს უსმენდა, ფეხაკრებით და ფრთხილად დატოვა ის ადგილი და თავის კაბინეტში შევიდა ლაშას შეტყობინება გაუგზავნა და რაც გაიგონა მიწერა, პასუხს არ დაუგვიანებია. -ვიცოდი რაღაცას მალავდა და ეს რაღაც ძალიან არ უნდა ჩვენ რომ გავიგოთ, მამა სულ მალე გაიცნობ შენს ცოლს ისეთს რომელსაც არ იცნობ და შესაძლებელია არც დაგეჯერა რომ მეთქვა ან მე ან სხვას. -ლაშა პირველად ვარ შენთან გულწრფელი შვილო და პირველია რომ ვნანობ და მეორე ვაღიარებ რომ მეშინია. -გეშინია, რისი გეშინია მამა. -სიმართლის, სიმართლის გაგების მეშინია ლაშა. -კარგი, დამშვიდდი და არაფერი არ შეიმჩნიო. ყველაფერს გავარკვევთ, გავიგებთ მამა ვინ არის ეს ქალი წლებია ჩვენს სახლში და ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობს, უნდა გავიგოთ რა აქვს ჩაფიქრებული ან რა უნდა მას ჩვენგან.ლაშამ ის დღე საწოლში გაატარა, დემეტრე იყო მამის გვერდით და წყალი მიჰქონდა მისთვის და სულ მის ოცნებებზე ელაპარაკებოდა. ბექა და მზევინარი კოტეჯების ადგილზე წავიდნენ, ნინიმ მზია ბებოსთან ერთად გემრიელი ვახშამი მოამზადა და უკვე ნაშუადღევს გადაცილებული იყო სახლი ისევ რომ შეივსო და ისევ ერთით მეტნი იყვნენ, ოჯახს უცხო სტუმარი შემოემატა.ყველამ ივახშმა და ლაშამ ნინის შეხედა და ძალიან არ უნდოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო უნდა წასულიყო, რადგან ალექსანდრე მანქანით ეზომდე ჩავიდა გადაწყვეტილებაც ერთხმად მიიღეს და გულისწყვეტით გააცილა დემეტრემ ყველა. -მალე დავბრუნდები, ფეხი მომირჩება თუ არა დავბრუნდები შვილო. წავიდნენ, დემეტრეს ტირილი მოერია, მაგრამ ის ხომ ვაჟკაცი კაცი არის და არ შეიმჩნია თუმცა ნინიმ იცოდა რაც ხდებოდა მის პატარა გულში.ოჯახს მადლობა მოუხადა ლაშამ და გიორგის უთხრა. -მადლობას არ ვამბობ ზეპირად გიორგი პაპა, ჩემს კაცობასაც გაჩვენებთ დავდგები ფეხზე. -თავს მიხედე ბაბუა და ამათაც მიხედე, დროა ერთად გააგრძელოთ ცხოვრება. წავიდნენ, ლაშამ ალექსანდრეს გზაში აუხსნა რაზედაც ჭირდებოდა მისი დახმარება, ბექა მძღოლი იყო ალექსანდრე თავის ბლოკნოტში ინიშნავდა მნიშვნელოვან საკითხებს და ტელეფონში ფოტოებიც გაუგზავნა ლაშამ, ალექსანდრემ რამდენიმე დღე ითხოვა და თავის სანდო პირს დაურეკა მნიშვნელოვანი დავალება ტელეფონით მისცა და უთხრა. -ხვალ ოფისში ვიქნები, შენ დილიდან დაიწყე საქმის მოძიება ეს საკითხი საჩქარო და მნიშვნელოვანია კლიენტისთვის, კარგად შეასრულებ დავალებას კარგად გადაგიხდიან, საუბარი დაასრულა და ლაშას მიუბრუნდა. -მე მქონდა პატივი მეთანამშრომლა კატერინასთან ლაშა. -კატერინასთან? გაოცებულმა შეხედა ორივემ ალექსანდრეს. -კატერინამ ერთი საქმე შემიკვეთა, თუმცა ვფიქრობ არ იცოდა თუ ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს და ახლა როგორ შეხვდება ამ აღმოჩენას არ ვიცი. -ფრთხილად იყავი ალექსანდრე იცოდე ძალიან ეშმაკი ქალი არის. -მე მეუბნები მაგას და მე მაფრთხილებ, ყველაფერი ვიცი მასზე. -კარგი არ გეკითხები ეს საქმე მოვაგვაროთ ჯერ. გვიან ჩავიდნენ და ბექა პირდაპირ თომასთან მივიდა, თომამ შეხედა ლაშას და გაოცებულმა უთხრა. -რა მოგივიდა ან აქ რა გინდოდა ამ ჭრილობით მე რომ მომადექი, ტრავმატოლოგიურში სასწრაფოდ აქ კარდეოლოგია არის და არა ტრავმატოლოგიური. -არ მინდა იქ, აქ მნახოს ექიმმა შენთან ვიქნები. -ეს ვერ არის კარგად, ფეხზე მოგირჩება ეს ჭრილობა, მაგრამ შენს ტვინს რა ეშველება. ალექსანდრემ დატოვა ისინი და ლაშა ტრავმატოლოგიურში ჩაიყვანა ბექამ და თომამ. -გოგი ნახე რა ჭრილობა შეხორცდება თუ მოსაჭრელი ექმება ეს ფეხი თავთან ერთად. ლაშამ შეუღრინა თომას და მერე ბექას შეხედა და უთხრა. -არაფერი დაგავიწყდეს ყველაფერი უთხარი. სამივეს გაეცინა და გოგის ლირა ამოუდგა გვერდით, ლირამ ჭრილობა გახსნა და თომას შეხედა. -შემთხვევა როდის მოხდა, ჭრილობა როდის მიიღე. -მეოთხე დღე არის. უთხრა ბექამ და ექიმს უყურებდა. -კარგად მოვლილია და შეხორცებაც აქვს დაწყილი, თუმცა რომ მოსულიყავი იმ დროს ნაკერებს დაგადებდით ახლა კი უკვე შეუძლებელია ჭრილობის ხელახლა გახსნა, რამდენიმე დღე და გაივლი ფეხზეც.რამდენიმე დღე ლაშა ბექასთან იყო არ უნდოდა სახლში მისვლა და კატერინას ყურება იცოდა ნერვებს ვერ მოთოკავდა, ამიტომ ბექასთან გაჩერდა.ზაზა უყურებდა ლაშას და ბოლოს გაბრაზებულმა უთხრა. -რას ფიქრობდი ამხელა თოვლში რომ მიდიოდი, ბავშვი ხარ რომ გაგიხარდა თოვლში გავლა? -ნუ ყვირიხარ ისედაც ნერვებზე ვარ, მანქანას ჯავრობ თუ ადამიანს.უთხრა ლაშამ და ბექას თვალი ჩაუკრა, ზაზამ შეასწრო თვალი და გაბრაზებულმა უთხრა. -მაგ თვალებს დაგთხრი ლაშა.რამდენიმე დღე ლაშა სახლიდან მუშაობდა კომპიუტერით, ყოველ დღე ურეკავდა დემეტრეს და ელაპარაკებოდა, ერთ დილით ალექსანდრემ დემეტრეს თხოვნით კატერინას დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა, კატერინა ელოდა როდის წავიდოდა დემეტრე სახლიდან და ისიც გავიდა და ალექსანდრეს შეხვდა, კატერინამ შეხედა ალექსანდრეს და ირონიულად უთხრა. -გისმენ, რა იყო ასე საჩქარო ჩემთან შეხვედრის მიზეზი. -შენი სიბინძურე რა ბინძური სულის ხარ ნელა ნელა სინათლეზე გამოდის და მინდა გაგაფრთხილო. -გამაფრთხილო შენ? -კატერინა წარმოდგენა არ გაქვს რამდენი რამ ვიცი შენს შესახებ.... -და რა იცი ისეთი რომ შენი შემეშინდეს. -ვიცი შენი ბინძური საქმეები, ვიცი რაც გაუკეთე დემეტრეს, ლაშას, ნინის..... -ცხოვრება უნდა გათვალო და უნდა მოერგო ცხოვრებას, მე რა შუაში ვარ მათთან. -შენ ხარ შუაში და შენ ხარ ბოლოშიც, რომელსაც კარგი ბოლო არ აქვს. -არ გაბედო, ალექსანდრე ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ გაბედო, თორემ..... -თორემ რა მეც მომკლავ ისე როგორც თაია? -რა თქვი..... -როგორც ბექა და მისი მეუღლეც მოკალი? შენ მკვლელი ხარ, კატერინა შენ სამი ადამიანის მკვლელი ხარ და კიდევ არ ისვენებ გინდა კიდევ უფრო გაამწარო ეს ხალხი და შეგიძლია მენდო ამიხსენი რა გინდა ამ ხალხისგან. -არ მეშინია შენი.... -არც მე მეშინია შენი, უფრო მეტი მინდა გითხრა სულ მალე მოვა შენი აღსასრული, სულ მალე. -რა გინდა ალექსანდრე და ჩემგან რას ითხოვ, აქ რატომ მომიყვანე. -იმას ვითხოვ რასაც აქამდე სიმართლეს, მაგრამ იცი დემეტრე არასოდეს გაპატიებს. შეჩერდი, თავს იღუპავ, არც ლაშა და ბექა არ დაგინდობს რაც მათ გაუკეთე. -ჩამომეცალე და გზაზე აღარ გადამეღობო. -რატომ ანადგურებ ოჯახს, რა გინდა მათგან რით ვერ ძღები, მითხარი რა გეგმა გაქვს რომ შევძლო შენი დახმარება.საქმე ძალიან ჩაიხლართა, მოვედი რომ გითხრა არ ვიცი ვინ გყავს გვერდით მაგრამ ამიერიდან შენ მარტო ხარ. -არა, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი და იქნები რომ ჩემი გეგმა ბოლომდე უნდა მივიყვანო. -ჰოდა მითხარი შენი გეგმა რა არის ვიცოდე და კლდიდან რომ იჩეხებოდე მე დაგიხსნი. -კარგი გეტყვი და მომისმინე, დემეტრეს მამა დედაჩემის საყვარელი იყო. ბებერი მაფიოზი ბევრად უფროსი იყო დედაჩემზე, მაგრამ დედაჩემს თავი შეაყვარა და რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ. ბებერს მობეზრდა დედაჩემი ახალი გასართობი იპოვა და დედა ფსიხიატრიულში გამოკეტა მე კი თავშესაფარში მიმიყვანა, დედაჩემის ქონება კი მიითვისა. ალექსი ის სახლი დედაჩემის არის, მე იქ იმ სახლში დავიბადე და 5 წლამდე იმ სახლში გავიზარდე იქ ვცხოვრობდი დედასთან ერთად, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შეიცვალა ყველაფერი წაგვართვეს და ჩვენ დავრჩით ყველაფრის გარეშე როცა ყველაფერი გვქონდა. -გამოდის შურისძიებისთვის გაყევი ცოლად დემეტრეს, რომ დემეტრეს და ლაშას გადაეხადა იმ ტკივილისთვის რაც წარსულში მოგაყენეს, მაგრამ ის რაც შენ მოყევი სიმართლე არ არის კატერინა. -არ არის სიმართლე და შენ რა იცი რა არის სიმართლე და როგორია შენებური სიმართლე. -მე ვიცი სიმართლე, დედაშენი იმ სახლში მოსამსახურე იყო და ფსიხიატრიულში იმიტომ წაიყვანეს რომ ის მიატოვა საყვარელმა ადამიანმა და შენ კიდევ ამიტომ წაგიყვანეს ბავშვთა სახლში, რადგან ის ვისაც უნდოდა რომ შენთვის მოეხედა მოულოდნელად გარდაიცვალა ის კეთილშობილი ადამიანი კი დემეტრეს დედა იყო, დემეტრე კი იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ამიტომ არ გიცნობდა შენ. სიმართლე ეს არის კატერინა მართალია შენ იმ სახლში დაიბადე, მაგრამ ის სახლი დემეტრეს მშობლების იყო და არა დედაშენის, მაგრამ შენ გჯერა იმ სიმართლის რაც გითხრეს და დაგაჯერეს, აქ არაფერ შუაში არის არც დემეტრე და არც ლაშა ამ ორმა შენ ოჯახი მოგცა, ოჯახი რომელიც შენ გძულს და გეზიზღება. -არა, ეს სიმართლე არ არის დემეტრე მამამისს ჰგავს.... -კატერინა ნუ დაიღუპავ თავს, დატოვე ყველაფერი როგორც არის და გაქრი მათი ცხოვრებიდან. -არ შემიძლია, არ შემიძლია შორს ვიყო მისგან.... -ვისგან, ვისგან ვერ იქნები შორს რას ამბობ. გაოცებული უყურებდა ალექსანდრე და ბოლოს ენის ბორძიკით უთხრა. -შენ, შენ, შენ ლაშა........ არ მესმის შენი, მართლა არ მესმის. 10 წელია დემეტრეს გვერდით ცხოვრობ და იმიტომ არა დემეტრე ლაშას გამო ხარ იმ სახლში? დემეტრეს პრობლემების უკანაც შენ დგეხარ და ნუ იტყვი რომ ვცდები მაინც არ დაგიჯერებ, დემეტრეს ბიზნესის ჩავარდნის უკანაც შენ დგეხარ. -რაც თქვი ყველაფერი ტყუილია და მე შევძლებ ყველაფერი უკან დავიბრუნო რაც წამართვეს, იმ წლებისთვის, იმ ცრემლისთვის, დედაჩემის ტანჯვისთვის სასჯელს მიიღებს ყველა. -მხოლოდ შურისძიება არის შენს გონებაში და არ შეცვლი შენს გეგმებს. -ეს უკვე შენ არ გეხება, ნელა ნელა ჩემი გეგმით მიზანს ვუახლოვდები და სულ მალე ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოვა. -ბავშვი, გოგონა გყავს და არავინმა იცის თუმცა უცნაურია დემეტრეს საკუთარ შვილს უმალავ, გგონია შენი საიდუმლო სულ ჩრდილში იქნება? -გაქრი ალექსანდრე ჩემი ცხოვრებიდან და დაიმახსოვრე ვინც გზაზე გადამეღობება ყველა სასტიკად დაისჯება და სასჯელი იქნება ძალიან მძიმე. -კატერინა ამ ჩემი მოძიებული ინფორმაციებიდან გეტყვი რომ მკვლელობებთან ერთად, ქონების მითვისებასთან ერთად შენ ხარ ნარკოტიკის გამსაღებელიც და მიმწოდებელიც, ასევე შენ გაქვს ქიმიური პატარა ცეხი სადაც ამზადებ ნარკოტიკებს ერთ ერთ ცნობილ სასტუმროს სარდაფში რაზედაც დემეტრეს და ლაშას წარმოდგენაც არ აქვთ, ამაზე რას მეტყვი და რით შეგიძლია თავის მართლება. -შენ ჩემს ნაკვალებს მოყვები და ჩემს ცხოვრებას ქექავ..... -მე სიმართლეს ვეძებ და სიმართლე უკვე გავიგე. -სხვის ცხოვრებას ქექავ და გპირდები დღეიდან შენს ცხოვრებას შიშში გაატარებ, ამაზე მე ვიზრუნებ. კატერინა შებრუნდა, მაგრამ უეცრად მობრუნდა და ალექსანდრეს უთხრა. -ჩემი შვილი 7 წლის არის და მისი მამა დემეტრე არ არის, არც დავუშვებდი მამაკაცი ვინც მეზიზღება მისგან შვილი გამეჩინა. -ამიტომ მალავ ყველასგან შენს შვილს. -ეს უკვე ჩემი პრობლემაა და არა შენი. კატერინა წავიდა, დემეტრე ალექსანდრეს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და ფერდაკარგულმა გულზე მიიდო მეორე ხელი, ალექსანდრემ შეხედა და უთხრა. -ვიდეოს ფირზე გადმოვიტანთ და გადმოგცემთ. -წლებია ვცხოვრობ ჩემივე სახლში ჩემივე ცოლის მკვლელთან, ალექსანდრე ვინ არის ეს ქალი მკვლელი, ნარკომოვაჭრე, ბარიგა თუ ცოლი და დიასახლისი. გულზე მარწუხებივით იგრძნო მოჭერა და ალექსანდრეს შეხედა და შეშინებულმა უთხრა. -ლაშას დაურეკე, დაურეკ....... ვეღარ დაასრულა სიტყვა, რომ ირგვლივ ყველაფერი გაშავდა. ალექსანდრეს შეეშინდა და სასწრაფო გამოიძახა, რამდენიმე წუთში საავადმყოფოში იყო და ექიმის გამოსვლას ელოდებოდა.კატერინა კი გაბრაზებული მიდიოდა და თავის თავს ეჩხუბებოდა. -საკუთარი თავი გავყიდე, სიმშვიდის შენარჩუნება საერთოდ არ გამომდის, თავშესაფარს კარგავ და ნელა ნელა გამოგააშკარავებენ და არა, არა, არა. მარტო დარჩი, მარტო ხარ და საქმე,ჩემი მიზანი ბოლომდე უნდა მივიყვანო. გაიაზრე კატერინა გაიაზრე, რომ სამუდამო არაფერია ტკივილის გარდა. თავის თავს უბრაზდებოდა, თითქოს უკან მომყვებიანო რამდენჯერმე უკან მიიხედა და სახლში შესულმა მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა. ალექსანდრემ ლაშას დაურეკა და ბექა, ლაშა, ზაზა ყველა მის გვერდით იდგა. ალექსანდრემ მოუყვა ლაშას რა და როგორ მოხდა და ოთხივე ჩაფიქრებული იდგა რომ ალექსანდრეს ტელეფონზე კატერინას ნომერი დაფიქსირდა, გაოცებული უყურებდა ტელეფონს და თქვა. -კატერინა არის... -უპასუხე რა უნდა, იცის რომ აქ ვართ? -არ მგონია რომ იცოდეს რაც მოხდა, მისი წასვლის შემდეგ გახდა ცუდად დემეტრე. ალექსანდრემ ტელეფონი გახსნა და ხმამაღალზე ჩართო, რომ ყველას გაეგონა. -შეხვედრის ადგილზე მოდი სასწრაფოდ. -ვერ მოვალ, არ შემიძლია. -მომისმინე შენ მე გულახდილად გელაპარაკე შენ კი გამყიდე, ჩემი საუბარი ჩაიწერე და რა გგონია ვერ მივხვდი შენს ჩანაფიქრს ან ეს ასე ადვილად და მარტივად დარჩება რომ შენ პასუხს არ მოგთხოვ? -კატერინა მიფრთხილდი, ძალიან ბევრი სამხილები მაქვს ამ ჩანაწერის ჩათვლით და მიფრთხილდი. -შენ მიფრთხილდი, პირს გააღებ და შენს მამიკოს ჟანგბადი გამოელევა, აპარატი გაფუჭდება და შენ მას ვერ მიუსწრებ ცოცხალს. -მამაჩემს არ შეეხო არანორმალურო, მწარედ განანებ იცოდე. ლაშამ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -წადი სახლში ახლავეს, მართლა რამე არ გაუკეთოს მოხუცს. ალექსანდრე წავიდა და ლაშასთან თომა მივიდა. -როდისმე უთქვია მამაშენს რომ მას გული აწუხებდა. -არასოდეს, ჩემთვის არ უთქვია რომ ცუდად გრძნობდა თავს. -ლაშა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, მდგომარეობა იმაზე მეტი რთულად არის რომ ვფიქრობდი, შევეცდები რომ ახლანდელი მდგომარეობა დავასტაბილურო, მაგრამ რა სტრესი მიიღო ასეთი გული მთლიანად ამოვარდნილია თავისი ბუდიდან. ლაშა დარღვეულია გულის ნორმალური რითმი და ეს არის გამოწვეული ძლიერი სტრესით და მეორე ხშირი მოწევით და როცა გულს არითმია აქვს ადამიანს ძალიან ხშირად გული ძალიან სწრაფად უცემს დემეტრეს შემთხვევაში გულის ცემა თითქმის არ აღინიშნება ეს გამოიწვია გულის სარქველის აპარატის დაზიანებამ. დაცემულია ასევე კალიუმის დონე და ეს ყველაფერი დიდი სტრესის გამო არის გამოწვეული და ამ ყველაფერს ემატება ბრადიკარდია ეს ნიშნავს რომ წუთში გულის ცემა 40-ზე ნაკლებია. -თომა..... ლაშამ ვეღარ დაასრულა და თომას შეხედა, თომამ კი ღრმად ამოისუნთქა და თქვა. -მე ჩემს კოლეგებთან ერთად ჩემს ძალას და ცოდნას არ დავიშურებ ეს შენც კარგად იცი. თომა წავიდა და ზაზამ შეხედა მათკენ მომავალი ანრი გაფითრებული სახით, ზაზას გადაეხვია და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -ყველაზე ძლიერი დემეტრე იყო ჩვენს შორის, მაგრამ ხედავ სტრესი რას უშვება ადამიანს. ზაზამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ანრის შეხედა, შემდეგ კი ზარს უპასუხა. -გისმენ მზეო.... -სად ხართ უნდა დავილაპარაკოთ ეს სასწრაფო არის. -მითხარი რა ხდება ანრიც აქ არის და ესმის მასაც შენი ხმა. -სულ ეს წუთია გავიგე ვინ არის სასტუმროს იდუმალი მყიდველი, რომელიც დღეს ჩარიცხავს თანხას სავარაუდოდ და სასრტუმრო მისი გახდება. -ვინ არის სახელი თქვი... -კატერინა..... -არ უნდა დავუშვათ სასტუმრო მან იყიდოს, ყველაფერი გააკეთე რომ სასტუმრო შენი გახდეს. -გასაგებია, ზედმეტი შევაძლიო და მაკლერი დავაფიქრო. ზაზას ანრიმ გამოართვა ტელეფონი და დაელაპარაკა მზევინარს. -მზევინარ ანრი ვარ და რაც კი შეგიძლია ყველა ხერხს მიმართე, გონება დაძაბე და ეს სასტუმრო შენი გახდეს. ანრიმ ტელეფონი გათიშა და ზაზას შეხედა. -იმედი მაქვს ამ პრობლემას მზევინარი მოაგვარებს. -დავიღალე, დამღალა უკვე ამ ქალის გამოხტომებმა მისი სული დალაქავებულია და შეუძლებელია მისი გაწმენდა. -დემეტრეზე გაბრაზებულია და შენს სასტუმროს რატომ შეეხო, აქ რაღაც ხდება ანრი. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი მაგასაც გავიგებთ. ლაშა ნერვებს ასკდებოდა, ვერც ფეხზე შეეძლო დიდი ხნით დადგომა და ვერც გავლა შეეძლო, მაგრამ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მზევინარი კი გულის ფრიალით შევიდა ადვოკატთან და მის წინ წლებისგან და დროისგან დაღლილი და სახე დაღარული მამაკაცი იჯდა, მისმა გამოხედვამ კატერინას სულში შეაღწია,შემდეგ მკრთალად გაუღიმა უცნობ და მის მიერ მითითებულ სავარძელზე მშვიდად დაჯდა. -გისმენთ. მზეომ ღრმად ამოისუნთქა და მისვლის მიზეზი აუხსნა, ადვოკატმა სათვალე მოიხსნა და მზეოს შეხედა, შემდეგ დაფიქრდა უთხრა. -შეუძლებელია. -რატომ თუ მოინდომებთ და დამეხმარებით შეუძლებელიც შესაძლებელია გახდეს, ვფიქრობ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანებმა დაგვიმახსოვროს. მე ძალას ვერ დაგატანთ, მაგრამ თუ გარისკავთ და დამეხმარებით თქვენ მოგებული დარჩებით, გთხოვთ დაფიქრდეთ. ადვოკატი ფეხზე წამოდგა და მზევინარიც წამოდგა ადვოკატს თვალებში შეხედა და უთხრა. -გთხოვთ რამე მიზეზი გამონახეთ და დღეს ნუ იჩქარებთ ხელის მოწერას, დაფიქრდით არ გთხოვთ პასუხი ახლავეს მითხრათ ჯერ იფიქრეთ, მაგრამ სანამ ბოლო წერტილს დასვამთ დარწმუნებით გთხოვთ მანამდე იფიქრეთ მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. დაგელოდებით ეს ჩემი ნომერია და თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას დამიკავშირდით. მზევინარი წავიდა და რაღაც მიზეზით იმ დღეს თანხა არ დარიცხა მყიდველმა და ადვოკატი ჩაფიქრდა. -,,იფიქრეთ მომავალზე და იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე''. -,,თქვენ მოგებული დარჩებით''. -,,მე დაგელოდებით''. -ღმერთო იქნებ ეს კარგის ნიშანიც არის. ფიქრობდა ადვოკატი მზევინარის სიტყვებზე და გულში ანგარიშობდა თუ რამდენი დარჩებოდა მას მოგება რომ მისი ოჯახში სიხარული შეეტანა. ფიქრობდა, ალაგებდა აზრებს, ანგრიშობდა, მერე უნებურად გაიღიმებდა და ეს მისი სიმყუდროვე ტელეფონის ხმამ დაარღვია. -ვიცი კლიენტები არ გასკდება და სიჩუმემ ფიქრის უნარი ჩაგიკეტა ამიტომ შეგახსენებ, რომ წამოხვალ პურის ყიდვა არ დაგავიწყდეს,ვიმედევნებ იმდენს მაინც აიღებ დღეს რომ პური მოუტანო ბავშვებს, სულ ტყუილად მუშაობ წლებია გამდიდრდნენ ადვოკატები და შენ რაც ჯიბე გაფხეკილი იყავი ისევ ის დარჩი.თავი გააქნია და ცრემლი მოერია, ვერ უპასუხა რადგან ციცო მართალი იყო მას ჰქონდა გაბრაზების მიზეზი ისინი თავიანთ ორ ობოლ შვილიშვილს ზრდიდნენ, პატარების მშობლები გაურკვეველ და ბურუსით მოცულ ვითარებაში დაიღუპნენ. ბედად ბინა თავისი ჰქონდათ და არ ჰქონდა სახდელი ბინის ქირა, მაგრამ ცოტა მოთხოვნა არ ჰქონდა ორ მცირეწლოვან ბავშვს ელემენტარული მათ რაც უნდოდათ ჰქონოდათ ის სათამაშოები რაც ჰქონდათ მათ მეგობრებს ბაღში.ბევრი იფიქრა იმ დღეს და მეორე დილით როცა გარეთ კოკისპირული წვიმა იყო ციცომ ბავშები ვერ გაიყვანა სახლიდან ბაღში რომ მიეყვანა, რადგან მათ არ ჰქონდათ საწვიმარი ფეხსაცმელები და ტირილით თქვა. -ამ წვიმაში როგორ წავიყვანო ბავშვები ბაღში ფეხზე არ აქვთ ამ საცოდავებს, ვახო რა გავაკეთო გასაყიდიც არაფერი აღარ დამრჩა ადამიანო.გულზე მოხვდა ციცოს სიტყვები და აკანკალებული ხელით აიღო ტელეფონი მზევინარის სავიზიტო ბარათი ჯიბიდან ამოიღო და ტელეფონს დახედა, უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა კანონის გარეშე არასდროს არ გაუკეთებია არაფერი, მაგრამ ის ხომ კანონს არც ახლა აღვევდა, ის ხომ უკანონოდ არ აფორმებდა ქაღალდებს ყველაფერს კანონიერად გააფორმებდა და რაღაც ცოტა მოგებას მაინც გამორჩებოდა. ციცოს გახედა და გაუღიმა,შემდეგ კი უთხრა. -შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისაკენ ციცო. გამბედაობა მოიკრიბა და ნომერზე დარეკა, მზევინარმაც პირველივე ზარზე უპასუხა და გაიფიქრა. -,,მელოდა, ჩემს ზარს ელოდა''. -თანახმა ვარ, როდის შევხვდებით ერთმანეთს. -გაამზადეთ საბუთები ჩემს მიერ გადმოგზავნილ პირადობაზე და არავითარი გადარიცხვა და გადმორიცხვა, თანხას ხელზე მიიღებთ. -მშვენიერია, გადმომიგზავნეთ ჩემს ემაილზე თქვენი მონაცემები რომ საქმის მსვლელობა დღესვე დავიწყო. -შეამოწმეთ თქვენი ემაილი მე გადმოგზავნილი მაქვს ჩემი მონაცემები და თუ ხვალისთვის მზად იქნება ყველა საბუთი, თანხას ხელზე ხვალვე მიიღებთ. -შევეცდები ხვალისთვის დავასრულო, მაგრამ აქ გადასახადია ქალბატონო..... -ყველა წვრილმანის თანხას გადავიხდით და კიდევ ერთი, სასტუმრო ნჩემს სახელზე უნდა გააფორმოთ და თქვენთვის მოსაცემი თანხა ხელზე მოგცეთ. -უკეთესია რასაც მთავაზობთ, დაელოდეთ ჩემს ზარს. ვახომ ტელეფონი გათიშა და ციცოს შეხედა, მხრებზე მოხვია ხელი და ცრემლიანი თვალებში თავადაც ცრემლმორეულმა ჩახედა. -მხოლოდ ხვალამდე მოითმინე და გპირდები ჩვენს პატარებს ყველაფერი ექნებათ, მათ ყველაფერს ახლებს ვუყიდით. ციცო ამჯერად მართლა გპირდები ძალიან კარგი საქმე ავიღე, როგორც იქნა მეც გადმომხედა უფალმა აქამდე ყველას უფასოდ ვეხმარებოდი არავინ დააფასა ჩემი გვერდით დგომა და როცა მე დამჭირდნენ ისინი ყველა გაქრა აღარავინ აღარ მეკარება, მაგრამ როგორც ვხედავ ისევ დადგება ჩემი დრო და ამ შანს ნამდვილად ვერ დავკარგავ. -ვახო მე არ მინდა გამდიდრება, მინდა ჩვენს პატარებსაც ჰქონდეთ იმაზე მეტი რაც აქვთ. შენ მთელი შენი კარიერა სუფთად მუშაობ და ყველამ იცის საქმის ერთგული ხარ თუ რამე არის ნუ იტყვი უარს და ცოტა ხნით მაინც ამოვისუნთქოთ სული დამეღალა, მეც დავიღალე ვახო. -მშვიდად იყავი ყველაფერი კარგად იქნება, ვახომ პატარებს მოეფერა და წავიდა. ვახო მაღალი და სიმპატიური მამაკაცი იყო, თავისმა ალალგულობამ ძალიან ბევრი ახლობელი გააცნო კიდევ უფრო ახლოდან, მაგრამ ის არასოდეს არ შეცვლილა. ნამუსზე და სინდისზე წინ არასოდეს დაუყენებია ფული, ფული ეს ქაღალდი ხომ ხელის ჭუჭყია და სულსაც აბინძურებს მას კი არასოდეს დაუბინძურებია თავისი სული და ყოველთვის მშვიდად იყო დღეც და ღამეც.ამიტომ ისევ თავის გრძელი გაქლექილი პალტო ეცვა თავისი ნაცრისფერი კაშნეთი ყელზე მოხვეული და ოფისში მივიდა, წვიმისაგან დასველებული პალტო გაიხადა საკიდზე დაკიდა და მთელი დღე საღამომდე საბუთების მოწესრიგებას მოანდომა გარეთ კი ისევ კოკისპირულად წვიმდა. უკვე 4 სთ-ი იყო საათს რომ დახედა, საბოლოოდ გადაავლო თვალი მის ნამუშევარს და მზევინარის ნომერი აკრიბა, მზევინარი ამ ზარს არ ელოდა და ხელის კანკალით და ასევე გულის ფრიალით უპასუხა. -გისმენთ ბ-ნო ვახო..... -მზად არის, ოფისში მობრძანდით.მზევინარს გაოცებული სახე გაეხსნა, რომ ზაზას და ანრის ნდობა გაამართლა და ერთ საათში უკვე ვახოს ოფისში იყო. ორივე მხარემ კმაყოფლმა ჩამოართვა ხელი ერთმანეთს და მზევინარმა ვახოს შეხედა. -სანდო პირი ხართ, თქვენ მე დამჭირდებით რა თქმა უნდა სუფთა საქმეზე კომპანიაში. -თუ რამეში გამოგადგებით, მე მზად ვარ დაგეხმაროთ. მზევინარმა შეკვრა გადასცა ვახოს და ქაღალდები ჩანთაში ჩაიწყო, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ოფისი დატოვა.მზევინარი სიხარულით მიიწევდა წინ, ლაშა ფანჯარასთან იდგა და მისი განწირული გული ვერ დაიმორჩილა და ღრიალით დაეშვა კიბეზე როგორც შეეძლო ფეხის ტკივილთან ერთად და წყვდიადს შეერია,ჰაერი აღარ ჰყოფნიდა იქ რომ გაჩერებულიყო. -სად წამოდი, როგორ შეძელი აქამდე მოსვლა ლაშა ფეხზე ჭრილობა გაგიმიზეზდება. -უნდა გამოვსულიყავი, ჰაერს ვეღარ ვსუნთქავდი იმხელა სივრცეში ჰაერი არ მყოფნიდა. -წამოდი წავიდეთ, იქნებ შეხვიდე და ნახო უფრო მოგეშვება გულზე. -ვერ შევძლებ ბექა... -რას ვერ შეძლებ, შედი და მამას დაელაპარაკე ლაშა ვინ იცის იქნებ უკანასკნელადაც ნახო.ლაშამ ვეღარაფერი უპასუხა და თომას თხოვა დემეტრესთან შესვლა, რამდენიმე წუთში ლაშა დემეტრეს საწოლთან იდგა ჯოხზე დაყრდნობილი და ცრემლი დაუგროვდა თვალებში. -ვიცი რომ შენს წინაშე ბევრჯერ უხეში ვიყავი, არასოდეს არ გისმენდი მეც ჩემი სიბრაზე მქონდა გულში მამა. ყველაფერს დავივიწყებ და ყველაფერს გადავუსობ ხაზს, მაგრამ არის რაღაც რისი დავიწყებაც არ შემიძლია და ვერც ვაპატიიებ კატერინას. შენც რომ იცოდე რა საიდუმლოს მალავდა შენი სატანა ცოლი არც შენ აპატიებ, ვერ შეძლებ პატიებას.დემეტრემ ხელზე ხელი მოუჭირა ლაშას და აგრძნობინა რომ ესმოდა მისი ხმა, ლაშამ სიხარულით შეხედა და თავადაც მოუჭირა ხელზე ხელი და ცრემლიანი თვალებით აკანკალებული ხმით უთხრა. -შვილიშვილი გყავს მამა და გაგიკვირდა ხო? მეც გამიკვირდა პირველად რომ გავიგე, მაგრამ სიმართლეა. -შვილიშვილი გყავს შენ და შვილი მყავს მე მამა. კიდევ ერთი პატარა დემეტრე არის ჩვენს ცხოვრებაში 8 წელია და მე ახლა გავიგე მისი არსებობა.ლაშა დემეტრეს ეჩურჩულებოდა, ალექსანდრე სახლისკენ გაუწონასწორებელი სიჩქარით მიდიოდა, კატერინამ მნიშვნელოვანი ზარი განახორციელა და მოსაუბრეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა. -ალექსანდრე ლუაშვილი რომელმაც ჩემი წარსული და აწმყო ამოჩხრიკა და იცის ჩემი დიდი საიდუმლო, უნდა მიხედოთ და რაც შეიძლება მალე. -ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო რადგან ვერ ისვენებს და არ შეუძლია წყნარად იყოს, მიიღებს მისაღებს. -ჰოდა მიხედე. -არ ვარ ქალაქში კატერინა. -რაც შეიძლება მალე უნდა გააჩუმო და იზრუნე მასზე. -ნუ ნერვიულობ მივხედავ და შენს მონაცემებსაც გავაქრობ, მაგრამ ვერ გავაქრობ შენს შვილს და მასზე როგორც დედა შენ უნდა გეზრუნა. -რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მე მხოლოდ მაშინ დავისვენებ როცა ეს გაჩუმდება. კატერინა ალექსანდრეს ფეხ და ფეხ მისდევდა და მოსვენებას არ აძლევდა, ვახომ კი სოლიდური თანხა აიღო და სიხარულით სავსე წავიდა სახლისაკენ. მიდიოდა ვახო და ყველას უღიმოდა,გზაში მიმავალ თავისთვის მომღიმარ ახალგაზრდა მამაკაცს ყველა თვალს აყოლებდა ის კი მიდიოდა და სახლში მიჰქონდა სიხარული, ბედნიერება, რომ ციცოს გემრიელი ვახშამი მოემზადებინა. რამდენი დრო იყო გასული გემრიელი წვნიანი ხორცით ბავშვებს არ გაუსინჯავთ,როგორც იქნა მივიდა სახლთან და გაღიმებულმა შეაღო სახლის კარი, გაოცებული უყურებდნენ ბედნიერს და გაღიმებულ ბაბუას პატარები, ციცომ შეხედა ვახოს და თავადაც გაუღიმა, რადგან მიხვდა რომ ამჯერად ვახო ცარიელი არ დაბრუნებულა და მანაც ჩანთიდან ამოიღო ფულის შეკვრა და ციცოს უთხრა. -ფული კარგად შეინახე სახლში, დილით წადი და ყველაფერი იყიდე რაც კი ბავშვებს ჭირდება, დღეს კი რამე გემრიელი მოამზადე ციცო. -ვახო რამდენი წელია ასე გახარებული არ დაბრუნებულხარ, ღიმილიც დაგავიწყდა ძვირფასო. -არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ თუნდაც ერთხელ ჩემს სამსახურებრივ კარიერაში მართლა გამიმართლა და ამ კლიენტს არასოდეს არ დავკარგავ, მან მე სიცოცხლე დამიბრუნა ციცო. -ყოველთვის ამბობდი შეუძლებელია კლინტს ვუღალატოო, არა ძვირფასო შეუძლებელი არაფერია ეს ღალატი არ არის ვინც მეტს იხდის მასთან უნდა ითანამშრომლო. -ციცო..... -შეუძლებელიც შესაძლებელი ყოფილა ახლა ხომ დარწმუნდი. -ჩვენ რომ ერთად ვმუშაობდით სულ სხვა დრო იყო, შენ რისკზე მიდიოდი ბინაც ვიყიდეთ და ახლა სხვა დრო არის. -კარგი, კარგი წავედი ბავშვებს მიხედე და მალე დავბრუნდები. ციცომ ვახოს ორივე ლოყები დაუკოცნა და ბავშვებმა სიცილი დაიწყეს. -ბაბუა ბებიას კოცნის..... -დამეკარგეთ აქედან ეშმაკუნებო....ღიმილით გაუჯავრდა ვითომ ციცო შვილიშვილებს და ვახოს თვალი ჩაუკრა შემდეგ კი კარში გავარდა, ვახომ თავისი გაცრეცილი პალტო გაიხადა და შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა, როგორ გავიდა დრო ბავშვებთან თამაშში ვერც კი გაიგო ციცო უამრავი ჩანთებით დაბრუნდა სახლში, ვახომ პატარებს შეხედა და ეშმაკურად უთხრა მათ. -აბა ვნახოთ რა მოგვიტანა ბებომ. ყველამ მიიღო მონაწილეობა პროდუქტის ამოლაგება შენახვაში და ბავშვები თვალებგაფართოვებული უყურებდნენ დიდ ლოყა წითელა ვაშლებს, მაგრამ ციცომ ერთი ჩანთა განსაკუთრებულად აიღო ხელში და ვახოს მიაწოდა. -მეორადებში ვიყიდე, მაგრამ ნახე იარლიკიც ზედ აქვს და ძალიან მომეწონა, ვფიქრობ მოგერგება. ვახომ ჩანთიდან ამოიღო შავი ტყავის პიჯაკი და ციცოს გაოცებულმა შეხედა. -ეს არ არის მეორადებში ნაყიდი ციცო. -პატარებს ვფიცავ მეორადებში ვიყიდე, სამი დღეა თვალს ვადევნებ ამ პიჯაკს ჯერ ეს ვიყიდე და მერე გავიარე ბაზარში საღამო იყო და იაფად ვიყიდე ყველაფერი, ქათამიც ვიყიდე და საქონლის ხორციც, ფარშიც ვიყიდე და თევზიც ეს გვეყოფა თვეზე მეტი და მერე ღმერთი ისევ მოგვცემს შეძლებას. -დამშვიდდი, თანხა გვაქვს ჯერ გვეყოფა გარკვეული დრო შემდეგ კიდევ გაგვიმართლებს. ვახოს საუბარი მისმა ტელეფონმა გააწყვეტინა და ციცოს შეხედა, მაგრამ ტელეფონს მშვიდად უპასუხა. -გისმენთ. -კატერინა ვარ ხვალ უნდა გადამიფორმოთ სასტუმრო ბ-ნო ვახო და იმედი მაქვს ყველაფერი მზად არის. -სამწუხაროდ სასტუმრო გაიყიდა...... -როგორ თუ გაიყიდა, ეს სასტუმრო მე უნდა მეყიდა. -უნდა გეყიდათ, მაგრამ ბ-ც არ დატოვეთ და მეპატრონე გელოდათ რომ აღარ გამოჩნდით აჩქარდა, ამიტომ სასწრაფოდ გაიყიდა ვინც რა შეაძლია. სასტუმრო გუშინ გადაიფორმა ახალმა მეპატრონემ, ორი დღეა თქვენთან დაკავშირებას ვცდილობ, მაგრამ ვერ შევძელი. -სახლში უნდა მოსულიყავით.... -უკაცრავად, უნდა მეძებნეთ? -ვინ არის მყიდველი, ვინ არის ახალი მეპატრონე.კატერინა ღრუბლებიდან მიწაზე დაენარცხა და გიჟს ჰგავდა, ვახოს არ შეშინებია მისი სიბრაზის და ძალიან მშვიდად უთხრა. -სასტუმრო გაიყიდა, მყიდველი არაბი არის და მასთან გადმოანთხიეთ თქვენი სიბრაზე თუ მოგვარდებით ეს მომავლის საკითხია.ვახომ ტელეფონი გათიშა და შემდეგ მზევინარს დაურეკა. -გისმენთ ბ-ნო ვახო. -დამირეკა და გიჟს დაემსგავსა, იკითხა ვინ იყიდა სასტუმრო მე კი ვუთხარი რომ ახალი მეპატრონე არაბი არის. -გასაგებია, ძია ვახო თქვენთან შემოთავაზება მაქვს, შეიძლება ახლოდან გნახოთ? -შეიძლება, როდის შევხვდეთ და სად. -უფროსს დაველაპარაკები მასთან შევათანხმებ და დაგირეკავთ. ვახომ ღიმილით შეხედა ციცოს და გრძნობდა, რომ მზევინარის გამოჩენით მის ცხოვრებაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მზევინარი კი ღიმილით მიდიოდა ბედნიერებისგან აღფრთოვანებული და არც დაურეკა ზაზას ისე მივიდა გაუფრთხილებლად. ანრი და ზაზა ისევ მზევინარზე საუბრიბდნენ და ტელეფონს უყურებდნენ როდის დარეკავდა და ეტყოდა მათ ახალ ამბავს, მაგრამ მზევინარი მათ წინ მოლანდებასავით გაჩნდა და ზაზას წითელი საქაღალდე გადასცა. -უფროსო ეს თქვენთან გამომატანეს და მითხრეს, რომ პირადად თქვენთვის გადმომეცა რადგან ძალიან სასწრაფო არის და ახლავეს უნდა ნახოთ. -ვინ გამოგატანა, სახელი არ კითხე მზევინარ ასე ბრმად უნდა ენდო უცნობს? გაოცებული უყურებდა ზაზა საქაღალდეს და შემდეგ გახსნა, ჯერ დაკვირვებით წაიკითხა და შემდეგ გაუწონასწორებელი ხმები ამოუშვა ყელიდან. -მზეო, მზეო შენ ეს შეძელი და ანრის ქონება გადაარჩინე ამის მერე არასოდეს არ მითხრა სიტყვა ,,ვერ შევძლებ'', ,,შეუძლებელია'' და ეს შენ შეძელი, მადლობა ჩემო მზე გოგო, მადლობა მზევინარ.ზაზამ ანრის შეხედა და საქაღალდე გაუწოდა და ღიმილით უთხრა. -შეძლო და ეს შენია, სასტუმრო ისევ შენს უფლებაში არის მხოლოდ ერთი განსხვავებაა მფლობელი მზევინარი არის. ანრი წამოდგა და მზევინარი ორივე ხელებით გულში ჩაიკრა და უთხრა. -კარგ საჩუქარს იმსახურებ და მალე მიიღებ ჩემო გოგო.ანრიმ თვალი ჩაუკრა ზაზას და ზაზა მიხვდა რაც ჰქონდა ანრის ჩაფიქრებული და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მაგრამ ანრიმ მზევინარს მიუბრუნდა და თქვა. -იყოს მზევინარი მფლობელი..... -მე პრობლემა არ მაქვს, განქორწინების შემდეგ ისევ დაიბრუნებ ხომ ასეა. -თუ არ დავიბრუნებ არც შიში არ მაქვს არაფლის შვილო. უთხრა ღიმილით, მაგრამ ისევ ზაზას შეხედა. -რესტორანს რა ვუყო, ამასაც ვინმე სანდოს გავუფორმებ და მერე ამოვისუნთქავ. -მზევინარი საეჭვო გახდება ანრი სხვა ვინმე უნდა ვიპოვოთ, ვისაც ვენდობით. -თუ დაიჯერებთ და მენდობით მე მყავს ერთი სანდო ადამიანი ადვოკატია, ძალიან უბრალო პიროვნებაა თუ თანახმა იქნებით შეგახვედრებთ და დაილაპარაკეთ. ის ძალიან სუფთაა და ძალიან იშვიათია დღეს ასეთი სუფთა ადამიანები, დაგეხმარებათ და რაღაც ცოტას აიღებს თავის მხრიდან. -ეს არ არის პრობლემა თანხას მიიღებს, მხოლოდ შემდეგ არ უნდა შეიქმნას პრობლემები. -მე ხელს ვერაფერზე ვერ მოვაწერ, ეს თქვენ უნდა დაელაპარაკოთ. -შევხვდებით, დაელაპარაკე და როდის შეუძლია შეგვხვდეს აქ ვიქნებით. უთხრა ზაზამ ანრისთან შეთანხმებით და მზევინარმა ზაზას შეხედა. -შეიძლება დღეს ადრე წავიდე, უკვე რამდენიმე დღეა ღამით გამოვდივარ სახლიდან და ღამით შევდივარ. -წადი, დღეს თავისუფალი ხარ. მზევინარმა ღიმილით დატოვა თავისი კაბინეტი და კარი დაიკეტა თუ არა ანრიმ ზაზას მიუბრუნდა. -მინდა ის თანხა დავუბრუნო მზევინარს და სასტუმროს გადარჩენისთვის ის ბინა ვაჩუქო. -კარგი აზრი არის, მაგრამ ეს თავად შენ უთხარი და თანხაც შენ გადაეცი. -არ აიღებს, მზევინარი ძალიან ამაყი გოგო არის. -ნინოს და გურამის მივცეთ ისინი ვერაფერს ვერ იტყვის, დამიჯერე ასე აჯობებს. მზევინარი კმაყოფილი მიდიოდა, გარეთ წვრილად თოვდა და ნინოს ბუხარი დაენთო სახლში ხმელი შეშის ტკაცუნი ისმოდა.ორივე ბუხართან იჯდა და თავიანთ ფიქრებში იყო ჩაძირული და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს უყურებდა ორივე, ნინომ თავი ასწია და ფანჯარაში გაიხედა ისევ თოვდა, შეწუხდა და საათზე დაიხედა. -თხლად აცვია, რომ გაცივდეს ვის დააბრალებს. კარზე ფხაკუნის ხმა გაიგონა და გურამის შეხედა, გურამიმ გაუღიმა და უთხრა. -მოგაკითხა მეზობლის კატამ, რომ მიიჩვიე....კარი გაიღო და სახლში მზეო შემოვიდა და ნინოს გულიანად გაეცინა რაზედაც გურამიც აყვა და მზეო ორივეს უყურებდა და ვერ გაეგო მათი სიცილის მიზეზი, გურამიმ კი შეხედა და სიცილით უთხრა ისე რომ მზეოს თვალს არ აშორებდა. -აი მეზობლის კატაც მოვიდა. მზეოსაც გაეცინა და ორივეს სიყვარულით შეხედა, შემდეგ მათთან ერთად დაჯდა შუაში და თქვა. -რა კარგია ბუხარი რომ დაანთეთ, სახლში სითბოც არის და სასიამოვნო გარემოც. ნინომ თმები გადაუწია მზეოს, გურამი უყურებდა მათ არ უნდოდა ცრემლი შეემჩნიათ, მაგრამ ცრემლი ლოყებზე ჩამოუვიდა მზეომ ვერ გაუძლო მამის ჩუმ ცრემლებს მის ფეხებში ჩაჯდა და მამას მიეხუტა, შემდეგ კი თქვა. -ბუხარს ჩაი უხდება წავალ გავაკეთებ და სამივემ მივირთვათ. გურამიმ მხარზე ხელი დაადო მზეოს და სამზარეულოში თავად გავიდა, რამდენიმე წუთში ჩაი მზად იყო. ნინომ ჩაი მოსვა თუ არა თვალები დახუჭა და გურამის გასაგონად თქვა. -არ დაგვიწყებია იგივე გემო აქვს დღეს ჩაის როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს. ჩაი ლიმონით და ორი კოვზი შაქრით.თქვა გურამიმ და ნინოს შეხედა, ნინომ იმ დღეს მის თვალებში დაინახა დიდი სიყვარული და პატიება, ნინომ თავადაც თვალებით უთხრა რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ აპატია და ჩაი ისევ მოსვა. მზეო უყურებდა ამ ორ ადამიანს და ეშინოდა ხმამაღლა ეთქვა მისი ფიქრები, რომ ამ ორ ადამიანს შორის დიდი და უზარმაზარი სიყვარული იყო. -,,მეც მინდა ასე მიყვარდეს როგორც შენ გიყვარს მამა''. ეს გულში გაიფიქრა და ჩაეღიმა, მისი ფიქრები მისმა ტელეფონმა დააფრთხო და მამამ მიაწოდა ტელეფონი. -ახლა წამოვედი იქედან, რაღაც მოხდა. თქვა და ჩაის ფინჯანი ნინოს მიაწოდა, თავად კი ტელეფონს უპასუხა. -გისმენთ უფროსო.... -მზეო უნდა მოხვიდე ვიცი რომ ადრე გაგიშვი, მაგრამ..... -მოხდა რამე, დემეტრეს..... -დემეტრე კარგად არის, ალექსანდრეს მამა გარდაიცვალა და ყველა იქ მივდივართ. -მოვდივარ. თქვა და ფეხზე წამოხტა, ამჯერად თბილად ჩაიცვა და წავიდა, ბინასთან ბექა ელოდა და ერთად წავიდნენ. უმძიმდა მასთან მისვლა თავადაც ხომ რამდენიმე თვის წინ რთულ მდგომარეობაში იყო და რომ არა ეს ადამიანები დღეს დაკარგული იქნებოდა. ადგილზე მისულმა შეხედა განადგურებული იდგა ალექსანდრე და სწორედ მაშინ მოუსმინა ქარის ბღავილს რომელიც დარდისგან ბღაოდა ყველას შეუმჩნევლად, ირწეოდა ზეცა ტკივილისგან და ღრუბლები კი ცრემლებად იღვრებოდა. მაშინ შეძლო ბექამ ჩაეხედა მზეოსთვის ღრმად თვალებში, იდგა და მიუხედავად იმისა ძალიან განიცდიდა ცრემლმს არ მისცა გზა გარეთ გამოსულიყო. მზეო უყურებდა ალექსანდრეს და ბევრი ფიქრი არ უნდოდა იმას რომ დაენახა მისი სისუსტე მის სამოსში, მაგრამ მიხვდა რომ ალექსანდრე იმ წუთებში არ იყო სუსტი, მას უჭირდა ძალიან ის მტკივნეული წუთები და ცდილობდა თავის გაკონტროლებას რაც კარგად გამოსდიოდა. იდგა თმაში ჭაღარაშერეული და ყველას აკვირდებოდა, მზერა გამყინავი და ცივი ჰქონდა, ლაშა თავს დამნაშავედ გრძნობდა, ალექსანდრეს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო, ალექსანდრემ კი შეხედა და უთხრა. -ნუ ნერვიულობ, პირველი მამაჩემმა ღირსეული კაცის სახელით იცხოვრა მისი კუთვნილი დრო და მე ვამაყობ რომ ის დაუძლურებული ადამიანი ჩემი მამა იყო. მე მან გამზარდა და ის იყო ჩემი დედაც და მამაც, მაგრამ მე ვხედავ შენ თავს გრძნობ დამნაშავედ. -მართალი ხარ ალექსანდრე მამაშენი ჩვენს საქმეს ემსხვერპლა. -ლაშა ვინც არ უნდა ყოფილიყო დღეს ჩემს ადგილზე ეს მოხდებოდა, მან მუქარა შეასრულა, მაგრამ მან არ იცის წინ რა ელოდება გონია მე ამით შემაჩერებს, მაგრამ აწი იწყება სირთულეები მისთვის და არა ჩემთვის. -ალექსანდრე.... -მომისმინე, ახლავეს გაბრუნდი და წადი დემეტრე მარტო არ დატოვოთ. მასთან იყავით ყოველთვის ერთი, მის გვერდით. -ლაშა ალექსანდრე მართალია, დემეტრესთან ვიღაც უნდა იყოს სულ. -ახლა თომა არის იქ და მეც წავალ მასთან ვიქნები, მაგრამ.... -არავითარი მაგრამ, ლაშა წადი მერე რომ არ იყოს გვიანი.ლაშა წავიდა, დიდი სისწრაფით მიდიოდა და საავადმყოფოს ეზოში შესულს მანქანა პარკინგზე დააყენა, ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ქარი და წვიმა სახეში ასხამდა და სიარულის ტემპს უფრო მოუჩქარა. დემეტრეს პალატასთან მისულმა შეანელა ტემპი და ოთახშიც შევიდა დემეტრე უძრავად იწვა, მის გარშემო მხოლოდ აპარატის წრიპინის ხმა ისმოდა ისევ ფრთხილად დაკეტა კარი და თომასთან წავიდა. -მოხვედი, ყველაფერი გაკეთებული აქვს. -მაგრამ უგონოდ წევს თომა.... -ლაშა დემეტრეს ახლა ძინავს მას დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული, საღამოს გაიღვიძებს. -სხვა, ახალი არის რამე? -ახალი არის რომ გრძნობს ვიღაც არის მის გვერდით, შენ რომ წადი გაიგო და ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. -კარგია გრძნობა დაუბრუნდა, იმედია სხვა სიახლეც გვექნება. ლაშას სიბრაზე ალივით მოედო და მის თვალებში თომამ ზიზღი და სიძულვილი დაინახა. -სანამ რისხვა და ბრაზი დაგახრჩობს თავი უნდა გააკონტროლო და შევეცადოთ დემეტრეს მშვიდი გარემო შევუქმნათ. -თომა დაძლევს? -დაძლევს, ძლიერი ორგანიზმი აქვს და რაც მთავარია ბრძოლობს. კარზე კაკუნი იყო და თომამ კარისკენ გაიხედა, კარი კი ბექამ შემოაღო და ორივე შეათვალიერა. -რა მოხდა რა სახეები გაქვთ, დემეტრე.... -დღითი დღე უკეთესად არის, საშიშროება დავძლიეთ.ლაშამ შეხედა ბექას და უთხრა. -ბექა მინდა ნინი და ბავშვი ჩამოვიყვანო... -მეც მიტომ მოვედი მე და მზევინარიც მაგას ვამბობდით შენი წამოსვლის მერე და სწორი გადაწყვეტილება მიიღე, ლაშა ნინის ადგილი შენს გვერდით არის და თუ მეტყვი წავიდე ახლავეს წავალ და წამოვიყვან. -ბექა შენ წადი ლაშა აქ უნდა იყოს იმ გიჟს რა დაარტყამს თავში არავინ იცის, დემეტრეს მარტო ვერ დავტოვებთ მე სულ მასთან ვერ ვიქნები ამის დრო არ მაქვს ძმაო. ბექამ თვალი ჩაუკრა ლაშას და წავიდა. უსაშველოდ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს ძლივს დააშორა და დაბინდული მზერა მოატარა ოთახს, იმ წუთში მარტო იყო ოთახში და ფიქრობდა. უეცრად შფოთვა დაიწყო, რადგან შეეცადა გახსენებას სად იყო და რა მოხდა, მაგრამ მისი მეხსიერება აბსოლუტურ სიბნელეში იყო ჩაძირული.ისევ დახუჭა თვალები და ისევ ბურუსში ჩაიძირა, ბექა კი მიდიოდა სიხარულით ანთებული და რამდენიმე საათში ნაცნობი სოფლის გზას რომ დაადგა თითქოს შვება იგრძნო გულმა, ნაცნობი აღმართი რომ აიარა კერცხეთის ჯვართან გააჩერა ფეხით გაიარ-გამოიარა და მაღლიდან გადახედა ნახევარ იმერეთს, იდგა და გარშემო უვლიდა მაღლობის ნიავი სასიამოვნოდ ეს ადგილი მისთვის ამ ქვეყნიური ყოფიერებაა და ბედნიერია ის ვინც ამ სოფლის სუფთა ჰაერით სუნთქავს. ბექას სიამოვნებისგან მოზღვავებული ადრენალინის გამო სუნთქვა უხშირდება, ღრმად სუნთქავს თითქოს უნდა იმდენი მარაგი ჰქონდეს ეს საოცარი სუფთა ჟანგბადი ბევრი შეისუნთქოს და ქალაქშიც წაიღოს.საბოლოოდ გადაავლო თვალი სამყაროს და ფიქრებში გართული მივიდა მოხუცების სახლთან რომელსაც არ ელოდნენ და მისი მოულოდნელი სტუმრობა მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მანქანა ეზოში შეიყვანა და როგორც იქნა თვეების შემდეგ ოჯახის შვილი დავითი გაიცნო რომელიც თავადაც ოჯახით მოსულიყო მშობლებთან თავისი ულამაზესი ქალიშვილებით ლილე და ნიცა და დემეტრეს მეგობრები იყვნენ. -ყოველ მოსვლაზე გახსენებდათ დედა და ცოტა არ იყოს ვიეჭვიანე კიდეც, ამიტომ გამიხარდა თქვენი ახლოს ნახვა. ბექას გაეცინა, მანქანიდან ისევ გადმოიღო სავსე ჩანთა და ისევ მიიღო საყვედური, მაგრამ მზია ბებოს საყვედურს ის ღიმილით შეხვდა და როგორც იქნა მიიცალა მათთვის გიორგის მიუბრუნდა და უთხრა. -ნინის წასაყვანად ჩამოვედი გიორგი პაპა. -ლაშა როგორ არის, ფეხი როგორ აქვს ბებო. -ლაშა კარგად არის, ლაშას მამა არის რთულ მდგომარეობაში და ლაშას უნდა ნინი და ბავშვი მის გვერდით იყოს, მამას გააცნოს შვილიშვილი. -კარგია ბებია ახალგაზრდები არიან და იბრძოლონ უნდა ერთმანეთისთვის, ნინი არაა სახლში რომ მოვა ჩემთანაც მოვა, ასე მოირბენს და მკითხულობს ხომ არაფერი გჭირდებაო მაგია ჩემი პატრონი აქ ბებია. ნინი ჩაფიქრებული მიუყვებოდა დემეტრესთან ერთად გზას და ვერც კი გაიგო როგორ აღმოჩნდა მოხუცების სახლის ზღურბლზე. -თოვლი დადნა და გზაში წ....ბი დგას,ფეჩიც გინთიათ ბუხარი რატომ დაანთეთ? -ჭადები უნდა გავაკეთო კეცებში ბებო, კარგია რომ მოდი..... -ბექა, როდის მოდი ვერც კი შეგხედე. -ახლა მოვედი რამდენიმე წუთია და შენ გელოდი. -მარტო ხარ, მზევინარი? -არა მარტო ვარ და მნიშვნელოვან საქმეზე მოვედი. -ააა, გასაგებია ანი სად არის დათო დღეს მიდიხართ? -მივდივართ ხვალ სკოლა აქვთ გოგოებს ლილეს ცეკვაში აქვს გამოსვლა, ნიცას კიდევ სკოლაში აქვს ზეიმი და უნდა წავიდეთ. -ლილე შენს ცეკვას როდის უნდა უყუროთ? -ახლა ბათუმში მივდივართ და დასწრება შესაძლებელია თუ სურვილი გაქვთ მამიკოს წამოყევით, ბაბუა და ბებია მოდიან. -მართლა მიდიხართ თქვენც? -წავალთ მეც მინდა უყურო ჩემი გოგო ცენაზე როგორ დაფრიალობს, ლიკამაც ცეკვა დაასრულა და დღეს მასწავლებლად მუშაობს ჩემი გოგო, მარიამი ექიმი გახდა ბიჭებს ვერ გოუგე რა უნდათ რას აირჩევენ მათი სურვილია. -მე ვიცი გიორგის მანქანა უნდა დათო .... -არა მარტო გიორგის ნიცასაც მანქანა უნდა და გუშინ მოხვდა ნიცას. -რატო გეილახე ბებია, რა გააფუჭე. -მანქანით წავიდა სკოლაში და დირექტორმა დაურეკა მამიკოს.... -მერე, მიასიგნალე ბაბუა დირექტორს? იცინოდა გიორგი და ნიცა მის კალთაში ყავდა. -დილას მანქანის გასაღები ვერ ვნახე და ლილეს დავურეკე მითხრა არ ვიცი დედამ იქნებ დადო სადმეო, ანიმ არ ვიცი არ მომიკიდია ხელიო და რეკავს ტელეფონი, ვპასუხობ და მესმის თქვენი ქალიშვილი ნიცა ბიბიჩაძე დღეს მანქანით მოვიდა სკოლაშიო გულმა ლამის დამარტყა და დავიბენი, მერე ვუთხარი დღეს არ მეცალა და მე გამოვატანე მეორე შემთხვევა ასეთი არ იქნებათქო.ვიმედოვნებო მითხრა და გამითიშა, მობრძანდა სახლში ნიცა და მე არა, დედამისმა მოსცხო. -ისევ მანქანით დაბრუნდა სკოლიდან? -არა, მანქანა მე წავედი და წამოვიყვანე, თან მინივენით წასულა 8 კაციანით და კიდე კარგი ფორდით რომ არ წავიდა გადარევდა ყველას ეს გადარეული, ამიტომ კარგი დოზები და ვიტამინები მიიღო რომ დაბრუნდა სკოლიდან, მაგრამ რაც მაგას რტყმევა აქვს არაფერი არ ესმის მის ყურებს. შემთხვევითაა გოგო, ბიჭი მაინც გამოსულიყო. -მაცა, მაცა დამასვენეო ასე ყვიროდი ბაბუა. გულიანად იცინოდა გიორგი და ბექა სიყვარულით უყურებდა ულამაზეს გოგოებს. -გიორგის მამამისივით არ აინტერესებს სხვა არაფერი, მარტო მანქანაა მის ინტერესებში. ნიკოლოზი კაბინეტის კაცი უნდა გახდეს, მაგრამ ახლა ამგენს თავი დავანებოთ და მიუბრუნდი მაგ ადამიანს შენი გულითვის ჩამევიდა ბებია ამხელა გზაზე. -ცეცხლს უყურებს, უყვარს ცეცხლთან დაჯდომა და ფიქრი. -გახსოვს, ახლაც მიყვარს ცეცხლს ვუყურებ და მოგონებების ზარდსახშას ვხსნი ცეცხლის ენებს ზოგჯერ ძალიან ბევრის თქმა შეუძლია. -ნი შენს წასაყვანად ჩამოვედი, უნდა წამოხვიდე. -რა მოხდა, ლაშას...... გაფითრებული უყურებდა ბექას და თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ ბექა მშვიდად იყო და მისი სიმშვიდე იმედს აძლევდა. -ლაშა კარგად არის, დემეტრე არის ცუდად და ლაშას უნდა მის გვერდით იყოთ ორივე არ ვიცით დასასრული როგორი იქნება ნი დემეტრესი. -კატერინა? -ნუ ფიქრობ კატერინაზე ახლა მხოლოდ ლაშაზე და დემეტრეზე უნდა იფიქრო, მიდი მოემზადეთ დრო არ იცდის ნინი. -ნინი დრო მოვიდა შენს პირად ცხოვრებას მიხედო, როდემდე გინდა რომ იყო სხვის სახლში როცა საყვარელი ადამიანი გყავს და გიხმობს წადი მასთან და იყავი მის გვერდით ამათ იმედად ყავხარ აქ და არასდროს არ გეტყვიან წადი შენს გზას ეწიეო. -დათო მართალი ხარ, მაგრამ ამ ხალხმა შემიკედლა, მიპატრონა, შვილი აქ გამიჩნდა და ისინი მიდგა გვერდით ვერ მივატოვებ ასე უთქმელად ვერ წავალ. -მართალი ხარ მადლიერება და პასუხისმგებლობა გაქვს მათ წინაშე, მაგრამ როცა შენი ცხოვრება შენი სამართავია მისი მართვა სწორად და დაკვირვებულად უნდა შეძლო.შენი ოცნება ახდა, შენი ბედნიერება ახლა ფეირვერკს ჰგავს გამოკრავ ხელს და გარშემო ყველაფერი გაბრწყინდება და ეს ბრწყინვალება, ეს ბედნიერება ახლა შენზეა დამოკიდებული გააგრწყინებ მას სამუდამოდ თუ ჩაფერფლავ შენში. დაე მოდი ნინი გაიმარჯვოს ბედნიერებამ და წადი იყავი იმ ადამიანის გვერდით თუნდაც წლების შემდეგ, ვინც ეს დახატული შვილი გაჩუქა. -ბებია არ უნდა მაგას ამდონი ფიქრი, კარგად მომისმინე იმ კაცს შენ ჭირდები ახლა გვერდით და თქვენ ორივემ უნდა მისცეთ ძალა და ენერგია რომ გაუმკლავდეს იმ სირთულეებს რაც წინ ელოდება. ბებია არაფერია მყარ მოაჯირზე მეტი სასურველი როცა ცხოვრების გაშლილ ბოგირზე დგეხარ მარტოსული, გეყო ამდონი წელი მარტო ცხოვრება, წადი ბებო და დაასვენე შენი თავი მარტოობის ტკივილისგან. ნინი ჩუმად იყო, შემდეგ თავი ასწია და ყველას სათითაოდ შეხედა, შემდეგ კი თქვა. -წავალ, ნივთებს ჩავალაგებ. -წადი ბებია წადი და დალოცვილი მეყოლე.ვიღაცისთვის მოკლე საზაფხულო რომანი იყო თქვენი სიყვარული, ვიღაცისთვის ლამაზი ზღაპარი, მაგრამ ეს ზღაპარი ვიღაცისთვის ძალიან მალე რომ დასრულდა შენთვის გაგრძელდა და გაგრძელდა პრინცის გარეშე და წლები მარტოობაში გაატარე. შენ შენი სიყვარულის ისტორია ბებია იმ მიუწვდომელ თაროზე შემოდე სადაც დღემდე მტვერის გარდა ვერაფერი ვერ მიწვდა, გეგონა ეს ისტორია დასრულდა და დავიწყებას მიეცა, მაგრამ უფალს შენთვის გემრიელი ლუკმა შემოუნახია და ნუ იტყვი ამ ლუკმაზე უარს ნუ კრავ შენს ბედნიერებას ხელს შვილო ხელი შეუწყვე და უფრო გააღრმავე. გახსოვს ის ბიჭი აქ რომ დაშავდა შენი თვალები ჩაქრა ბებია, მაგრამ გული გქონდა აჩქარებული იმხელა თოვლში შეშლივივით რომ გარბოდი ვიფიქრე დავიღუპეთ ცა ჩამოგვექცა თავზე და ეს უცხო სტუმარი ჩემს სახლში ჩამაკვდათქო. ჩვენ ვერაფერს ვამბობდით ხმამაღლა, მაგრამ ჩემი გული ტიროდა და კვნესოდა ბებია. თვალი რომ გაახილა და შენ დაგიძახა განათდა ჩემი სახლი და შენს სახეს ბედნიერი ღიმილი მოედო,ბედნიერი ფრთებშესხმული იყავი.შენი თითების წვალება ნერვიულობისგან და სევდიანი გამოხედვა ბედნიერების სხივმა რომ გაანათა და შენ გინდა მითხრა რომ არ გინდა წასვლა აქედან? კიდეც წახვალ და კიდეც დარჩები ბებია მასთან, ყველა მიხედავს თავის თავს და შენც მიხედე შენს თავს და შენს ცხოვრებას, ეს ბალღი რომ იზრდება თქვენს სიყვარულზე უნდა გაიზარდოს.ნინიმ ბექას შეხედა და ბექამ თვალი ჩაუკრა და უთხრა. -ნუ ყოყმანობ,ცხოვრება გამოვლილი ადამიანია და რასაც გეუბნება სიტყვა სიტყვით დაიმახსოვრე ახლა კი უკეთესია დროზე მოაგვარო ყველაფერი და არ მოგვიყინოს კიდე ამ მთას გადავასწოთ, რომ დილამდე ჩავასწროთ. -წადი მე მაგიდას გავამზადებ და შენ ბარგი გაამზადე, დილიდან გზაშია ეს კაცი და ლუკმას შეჭამს, მერე მალე წახვალთ. ნინი კარიდან გავიდა, მზია ბებომ დემეტრეს შეხედა იქვე მდგარს და გაკვირვებულმა უთხრა. -შენ რატომ არ მიყვები დედას, არ გინდა წახვიდე ბებია მამასთან? -მეც უნდა წავიდე? -უნდა წახვიდე იქ სადაც შენი ადგილია ბებია და შენი ფესვებია. -წადი და შენც მოემზადე ძმიშვილო. უთხრა ბექამ და დემეტრე სირბილით გაყვა დედას, რამდენიმე წუთში ნინი ისევ დაბრუნდა მათთან და ბარგი ბექამ უკან სავარძელში ჩააწყო შემდეგ ნინის შეხედა და უთხრა. -სულ ეს იყო, დავიჯერო ამ ბარგში 8 წელი არის ჩატეული? -სხვის სახლიდან მათ ნივთებს ხომ არ წამოვიღებ ბექა. -თუ რამე კარგია წავიღოთ. თქვა სიცილით და ნინისაც გაეცინა, შემდეგ მაგიდა გააწყო მზია ბებოსთან ერთად და თავად უხმოდ იჯდა მაგიდასთან, ნინის უხაროდა რომ მიდიოდა ეს ხომ მისი ოცნება იყო და დღემდე მიუწვდომელი იყო ოცნება მისთვის, უხაროდა მიდიოდა და ამჯერად სამუდამოდ მიდიოდა, მაგრამ ცრემლების მორევში იყო გახვეული. მოხუცებს დაემშვიდობა, მადლობა მოუხადა გვერში დგომისთვის და ცრემლიანი თვალებით ჩაკოცნა ორივე. -გამიჭირდება ბებია უთქვენოდ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი და დამირეკეთ ხანდიხან მომიკითხეთ, გამაგონეთ თქვენი ხმა. გვიან ჩახვალთ ვიცი დია მაგრამ არ დამზარდეთ და ერთი ხმა გადმორეკეთ მითხარით ჩავედი და ადგილზე ვარო რომ მშვიდად ვიყო. -მესმის ბებო აუცილებლად დაგირეკავთ. -ბექა ბებია ფრთხილად იარე საღამოა და აწი მოყინვას დეიწყებს ბებია თავი არ დეიღუპო და არც მე არ დამღუპო. -რომ გადავალ დიდ აღმართს და ჯვართან მივალ დაგირეკავთ არ ინერვიულოთ, ამინდები დათბება და მერე აქ ვიქნები, თავს არ მოგაწყენთ. -მარტუე არ ჩამოხვიდე ის ქალიც წამომიყვანე. -აუცილებლად ბებო.ბექამ ღიმილით დაემშვიდობა დავითს და ბოლოს სიგნალით ავიდა მთავარ გზამდე,შემდეგ ნინის შეხედა დაფიქრებული რომ უყურებდა გზას და უთხრა. -რამ დაგაფიქრა ნინი. -არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს შიშში, მეშინია ბექა. ჩემში შემზარავი წყვდიადია გამოკეტილი და ამ წყვდიადში ვეძებ სინათლეს. -ყველაფერი კარგად იქნება. -ბექა ძალა აღარ მაქვს, სული მეხუთება იმაზე ფიქრში რა იქნება ხვალ ან ზეგ ან საერთოდ ჩემი ცხოვრება ოდესმე დამშვიდდება და უფრო მეტი დემეტრესი მეშინია იმ არანორმალურმა მას არაფერი არ დაუშავოს. -კატერინამ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა და ის თქვენ ვეღარ მოგეკარებათ, ის აღარ ცხოვრობს ლაშას სახლში. -სად არის, დაშორდნენ კატერინა და დემეტრე? -დემეტრემ ნიღაბი ჩამოხსნა მის ცოლს და მისი ნამდვილი სახე შეიცნო, სწორედ ამიტომ დაემართა გულის შეტევა და დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის. -ახლა როგორ არის.... -უკეთ არის, მაგრამ მისი დატოვება არ შეიძლება და ამიტომ ლაშა სულ მასთან არის, შენც მის გვერდით უნდა იყო პატარაზე არ იდარდო ჩვენ მივხედავთ, ზაზასთან ერთად კარგად გაერთობა. ბექამ დემეტრეს გახედა სარკიდან, რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თამაშობდა ნინის შეხედა და თქვა. -როგორ მინდა გცემო, მაგრამ შენზე ხელი როგორ ავწიო. -ბექა გგონია მე კარგად ვიყავი, გგონია არასოდეს მიფიქრია თქვენზე, მაგრამ ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი კატერინა ყველას გვითვალთვალებდა.მე ჩემი სახლი დავტოვე, ჩემი კუთხე და ჩუმად ქურდივით გამოვიპარე თითქოს რამე დანაშაული მქონდა ჩადენილი და პოლიციას ვემალებოდი. ბექა ერთ ადგილზე გავიყინე და დავრჩი იმ მოგონებებით რომლებიც მე მაცოცხლებდა და ძალას მაძლევდა. არ მინდოდა დასუსტებული და ძალა გამოცლილი ვენახე ვინმეს, ნელა ნელა კეთილი ადამიანების დახმარებით ფეხზე დავდექი და ჩემი შვილიც გადავარჩინე ჩემს თავთან ერთად.ახლა მივდივარ და მინდა ვიყო საყვარელი ადამიანის გვერდით, მაგრამ შიშში ცხოვრებაც გაუსაძლისია როცა არ იცი ის ვინც გემტერება როდის მოგიახლოვდება. -ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება, შენ იქნები ლაშას გვერდით და ერთად მიხედეთ დემეტრეს და ოჯახს. ცის თაღი იძროდა და ცაზე ელვა იკლაკნებოდა,კვნესოდა ცა და ღრუბლები ერთმანეთს ეჯახებოდა. ნინიმ ცას ახედა და თქვა. -იქნებ გაწვიმდეს და არ მოყინოს, გზაც განთავისუფლდება აღარ ჩაიკეტება ზამთარში. -მომწონს ეს სოფელი, მაგრამ ზამთარში არის ცუდი რომ იკეტება. -შემორჩენილი აქვთ აქ მცხოვრებ ხალხს მხნეობა და მიჩვეულებიც არიან.ბექამ რამდენჯერმე დაურეკა გიორგი პაპას და უთხრა რომ მალე მივიდოდნენ უკვე ადგილზე და მართლაც რამდენიმე წუთში ბექა საავადმყოფოს ეზოში შევიდა, ტელეფონით ლაშას დაურეკა და მშვიდად ესაუბრა. -როგორ ხართ, ახალი გვაქვს რამე? -უკეთ არის, დღეს უფრო კარგად არის გუშინდელთან. -მანდ მოვდივართ და ისევ რამე არ დაემართოს თომას დაურეკე, უკეთესია თუ მანდ იქნება. ლაშამ დემეტრეს შეხედა და გაუბედავად უთხრა. -მამა გინდა შენი შვილიშვილი გაიცნო, მზად ხარ? დემეტრემ შეხედა ლაშას და ჩურჩულით უთხრა. -დღეს მოვა და მნახავს? -თუ მეტყვი რომ აქ მოვიდეს, აქ მოვლიან შენს სანახავად. -დედა, დედაც მოვა? -მოვა მამა, ორივე მოვიდა უკვე აქ არიან და შენს თანხმობას ელოდებიან.დემეტრემ კარისკენ გაიხედა, შემდეგ მარჯვენა ხელი საბნის ქვემოდან გამოაძვრინა ნელა ნელა და დიდი გაჭირვებით წვერზე დაისვა ლაშას კი გაეცინა და უთხრა. -ყოველთვის სიმპატიური იყავი, ახლაც ისევ ისეთი ხარ. თვალი ჩაუკრა და კარებისკენ წავიდა,მაგრამ კარი გაიღო და ბექამ შემოყო თავი. -შეიძლება შემოვიდე ბ-ნო დემეტრე.დემეტრეს გაეცინა და ხელით ანიშნა შემოდიო, მაგრამ ბესომ პატარა დემეტრე შემოატარა პირველი, პატარამ ჯერ ლაშასთან მივიდა და ჩაეხვია შემდეგ კი გულისწყრომით უთხრა. -დამპირდი მოვალო და აღარ მოდი, ჭრილობა მოგიშიშდა მაგრამ მაინც არ მოდი მამიკო დაგვივიწყე. -არა შვილო როგორ დაგივიწყეთ, შენი პაპა დიდი დემეტრე გახდა ცუდად და მეც აქ ვარ მის გვერდით. -პაპა, მე ხომ მყავს იქ გიორგი პაპა.... -ის სოფელში გყავს და ეს კი ქალაქში გეყოლება თან ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ. -სულ ერთად ვიქნებით? -სულ ერთად ვიქნებით, არ გინდა მიხვიდე პაპასთან. -მინდა, მივალ და ვნახავ... -მიდი და მიესალმე, შენ რომ მოდიოდი გაიგო უკეთ გახდა. -მართლა? ნელა ნელა მიუახლოვდა პაპას და ახლოს დადგა მასთან. -გამარჯობა, მე დემეტრე ვარ პაპა.დემეტრემ ხელი მოხვია და გულზე აიკრა შვილიშვილი, ოთახში ნინო შემოვიდა მორიდებულად და ცრემლმორეიულმა შეხედა ჯერ ლაშას და მერე დემეტრესთან მივიდა,ხელზე ხელი დაადო და მიესალმა. -გამარჯობათ, მიხარია რომ უკეთ ხართ.დემეტრემ ხმით ამოიგმინა და არ უცდია ცრემლი დაემალა, თვალებით მაღლა აიხედა და ტირლით თქვა. -ახლა მივხვდი რა ახლოს ყოფილა სიყვარული და გარდაცვალება ერთმანეთთან,დღემდე ვფიქრობდი არ მინდა სიცოცხლე იმ სირცხვილის შემდეგ რაც მოვისმინე, მაგრამ ახლა ვედრებით ვეტყვი უფალს კიდევ ცოტა დრო მომცეს, კიდევ ცოტა ხნით მაცოცხლოს რომ ჩემი შვილიშვილის სურნელი,სიტკბო და სიყვარული შევიგრძნო.სახე დაუკოცნა პატარას და შემდეგ ისევ ნინის შეხედა ხელზე ხელი მოკიდა და მხოლოდ ორი სიტყვა თქვა. -ბოდიში და მადლობა. შემდეგ ლაშას შეხედა თვალებით დაუსვა კითხვა ,,რას შვრები დღეიდან შვილო''.ლაშამ გაუღიმა დემეტრეს და ნინის ხელი ხელში აიღო ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ბექა გაოცებული უყურებდა რადგან არც მან იცოდა ლაშას რა ჰქონდა ჩაფიქრებული და ნინის უთხრა. -ნუ მიყურებ ისე რომ ჩემი მოკვლა გინდა, ეს არც მე არ ვიცოდი.დემეტრემ შეაჩერა ლაშა და უთხრა. -არა, ამ ბეჭდით არა შვილო. წადი სახლში იცი გასაღებს სადაც ვინახავ გახსენი ჩემი დაკეტილი უჯრა და იქ დედაშენის სამკაულებია... -ყველა წამოვიღო? -ყველა თქვენი არის, მაგრამ იქ ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი არის ის აიღე და მოიტანე,ის ქონდა დედაშენს გადადებული და ერთხელ მითხრა ამ ბეჭედს რძალს ვაჩუქებ როცა ჩვენი შვილის დაქორწინების დრო მოვაო.ლაშამ თვალი ჩაუკრა მამას და წავიდა, მაგრამ უეცრად დემეტრეს მიუბრუნდა და უთხრა. -წამოხვალ? -ისევ აქ დავბრუნდებით? -აქ დავბრუნდებით შვილო.ლაშა დემეტრესთან ერთად წავიდა,ნინი და დემეტრე საუბრობდა და დემეტრე ისევ ბოდიშებს უხდიდა. ლაშა უყურებდა დემეტრეს და როცა სახლთან გააჩერა მანქანა დემეტრეს უთხრა. -მოვედით. -ეს არის ჩვენი სახლი? -ეს არის ჩვენი სახლი და დღეიდან აქ იცხოვრებ. ლაშამ სახლის კარი გააღო და შეცბა მოულოდნელად, რადგან კართან კატერინას შეეფეთა. -შენ, შენ აქ რას აკეთებ.გაოცებული იდგა ლაშა, შემდეგ დემეტრე უკან დაიყენა და კატერინას შეხედა სიბრაზით ანთებულმა. -ახლავეს დატოვე სახლი და წადი.... -ისედაც მივდიოდი უკვე ამ ჯოჯოხეთიდან.... -მიდიოდი, მაგრამ არა ისე როგორც უნდა წახვიდე. -როგორ უნდა წავიდე.გაოცებული უყურებდა ლაშას კატერინა და ლაშამ ახლოს მივიდა მასთან ჩანთები დააყრევინა ხელიდან და უთხრა. -როგორ უნდა წახვიდე გეტყვი, როგორც შიშველი მოდი ამ სახლში ისე შიშველი წახვალ. მკლავში ხელი მოკიდა და კართან ძალით მიყვანა, მაგრამ კატერინამ იყვირა. -ჩემი ნივთები მიმაქვს, გამშივი ხელი. -შენი ნივთები მიგაქვს, რა მოიტანე ამ სახლში რომ მიგაქვს არც არაფერი და წაეთრიე ამ სახლიდან და ჩვენი ცხოვრებიდან.ამ სახლში შენს მოსვლამდე სიყვარული იყო შენ კი ყველაფერი ჩაკალი დედაჩემის სიკვდილი არ გეყო ახლა გინდა მამაც მომიკლა.აქედან წაეთრიე სანამ პოლიციას დავუძახებდე, უკანასკნელი ქალი ხარ ქუჩის შალატანა. კატერინა წავიდა, მაგრამ ჩანთა გულზე აიკრა რაც ლაშამ შეხედა და ჩანთა წაართვა ჩანთიდან ბანკის ბარათები,სახლის გასაღებები სწორედ ის ბეჭედი და სამკაულები ამოიღო რაც დემეტრეს ჰქონდა შენახული.ყველაფერი წაართვა და ბოლოს მანქანის გასაღებიც ხელში დაიკავა დამცინავად შეხედა კატერინას და უთხრა. -ეს ბოლო საჩუქარი იყო რაც დემეტრემ გაჩუქა დაბადების დღეზე, მაგრამ შენ ასეთი ქმარი სასიკვდილოდ გაიმეტე, წლების წინ ჩემი ბედნიერება დაამსხვრიე და შვილის არსებობის შესახებ დამიმალე ამიტომ მათხოვრად მოსული ისევ მათხოვრად წახვალ აქედან, წესით რაც გაცვია ისიც უნდა გაგხადო, მაგრამ ალალი იყოს ეს ნაგლეჯები რაც შენს ბინძურ და აყროლებულ სხეულს ფარავს. უთხრა და კარი ცხვირის წინ მიუხურა, სახლში შემობრუნებულმა ზაზას დაურეკა. -გისმენ ლაშა შვილო.... -ძია ზაზა სახლში ვარ და სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. -მშვიდობა გვაქვს, დემეტრე.... -დემეტრე კარგად არის და დღეიდან უკეთესად იქნება,დახმარება მჭირდება, მაგრამ ტელეფონში ვერ გეტყვი. -მოვდივარ.ზაზამ ტელეფონი გათიშა და ნიას შეხედა, ნიამ კი მიხვდა რაღაც მოხდა და უთხრა. -არ გაბედო და ბექას არ დაურეკო, წადი და გაიგე რა უნდა, რა ჭირდება, რაში უნდა დახმარება. ბექას არ დაურეკა და შენ დაგირეკა, ესე იგი შენ ჭირდები ლაშას. ზაზამ გასაღები აიღო და 15 წუთში უკვე ლაშას წინ იდგა, მაგრამ გაოცებული უყურებდა არეულ დარეულ სახლს, ძირს დაყრილ ნივთებს და ლაშას შეხედა. -ლაშა.... -არავინ ყოფილა შემოსული, სახლში შემოვედი და კატერინას შევეფეთე არ მელოდა ქალბატონი და ყველაფერი მიჰქონდა დედაჩემის სამკაულებიც კი არ დავიწყებია. -როგორ გაბედა.... -როგორ გაბედა და უსირცხვილოდ, მაგრამ ძია ზაზა ვერ დავრჩები ეს სახლის გასაღები და დაურეკე ჩვენს ხელოსანს ყველა კარზე გასაღებები უნდა გამოვცვალო და სიგნალიზაცია დააყენო მთავარ შემოსასვლელებში. -რამდენ კარზეა საკეტი გამოსაცვლელი რომ ვიცოდე. -ეს ერთი მნიშვნელოვანი კარი, გარაჟის კარი და სარდაფის კარიც გამოვცვალოთ და სიგნალიზაცია სამივე კარზე უნდა დააყენო.ეს კი კატერინას მანქანის გასაღებია და შეიყვანე გარაჟში დემეტრეს რაც უნდა ის გააკეთოს, ტანისამოსს კი მე და ნინი ღარიბებს დავურიგებთ. -ნინი, სად არის ნინი. ლაშას გაეცინა და ზაზას დემეტრეზე ანიშნა. -გაიცანი ჩემი შვილი დემეტრე ეს კი ზაზა პაპა არის შვილო. -ზაზა პაპა, ლაშა მე დამიძახებს დემეტრე პაპას? -მე ძიას გეძახი და წესით პაპა უნდა დაგიძახოს თუ არ გინდა... -როგორ არ მინდა, რას ამბობ.დ ემეტრე ხელში აიყვანა და სიცილით თქვა. -გამოსული ხარ იმ ასაკიდან ხელით რომ უნდა მეტარებინე, მაგრამ ვიყოთ ძმაკაცები რას იტყვი, ვიყოთ? -ვიყოთ ძმაკაცებიც და მეგობრებიც, მხოლოდ ნაღდი მეგობრები გაწყობს? ზაზამ გაოცებულმა შეხედა ლაშას და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა ღიმილით და უთხრა. -მაწყობს, ვიყოთ ნაღდი მეგობრები და ერთმანეთის საიდუმლოებები ვიცოდეთ, ხელზე ხელი დაჰკარი მეგობარო. დემეტრემ ხელზე ხელი დაარტყა ზაზას და ლაშას მიუბრუნდა. -ჩვენ აქ დავრჩებით მამა შენ კი წადი და შენი საქმე დაასრულე. -დარწმუნებული ხარ რომ გინდა აქ დარჩე? -დარწმუნებული ვარ ჩვენ მეგობრები ვართ და ჩვენს სახლს ერთად დავიცავთ.ლაშამ სიცილით თმები აუჩეჩა დემეტრეს ზაზას თვალი ჩაუკრა და წავიდა.ზაზამ ხელოსანს დაურეკა,ლაშამ კი ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის და ბეჭედი გაუკეთა ნინის თითზე. -მე ვარ ის ვინც შენ შეგიყვარა, შენ კი ხარ ის ვინც მე მენდე და დამეყრდენი. -შენ ხარ ის ვინც მომავლისთვის ბრძოლა მასწავლა, მასწავლე შიში და მასწავლე სიყვარული. -მე კი ის არასწორი ადამიანი ვარ ვინც შენს ნაბიჯებს არასწორად აფასებდა და არასოდეს უკითხია რამ ან ვინ გაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა და რატომ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. -ყველაფერმა გაიარა და წარსულში დარჩა, მე კი დამრჩა ის რაც ვისწავლე სიმარტოვეში და ვისწავლე ადამიანების უნდობლობა.შენ არ ხარ დამნაშავე იმაში რაც მოხდა,რაც გამოვიარეთ დღემდე, მთავარია დასრულდა მარტოობა.დასრულდა ცრემლი,დასრულდა შიში და დასრულდა მონატრება,უსასრულო მონატრება. -უსასრულოდ და უპირობოდ მიყვარხარ. -შენ დარჩი გაურკვევლობაში,მაგრამ მე დავრჩი ჩემს პატარასთან ერთად ვისთან ერთადაც გავიზარდე მეც. ვისთან ერთადაც ვიძინებ და ვიღვიძებ. -სამივე ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვაშორებს,პირობას ვდებ.ლაშამ ხელი მოხვია ნინის და ყურში უჩურჩულა. -დემეტრე ზაზასთან ერთად არის და რატომ დამაგვიანდა გარეთ გეტყვი, უბრალოდ რაც ვთქვა არ გაოცდე.ბექამ და თომამ მიულოცა ორივეს ბედნიერება და შემდეგ დემეტრეს მიუბრუნდა. -როგორ გრძნობ თავს ხარ ქეიფის ხასიათზე? -აქედან წავიდეთ და ვიქეიფოთ, ქორწილი უნდა გადავიხადოთ.ლაშას ღიმილით შეხედა ბედნიერმა და მოულოდნელად სახე შეეცვალა. -ბავშვი სად არის,სად დატოვე. -ზაზამ წამართვა დღეს მასთან იქნება. -ოოო, პატარამ დაიწყო უკვე ხელიდან ხელში გადასვლა და მეგობრების გაცნობა. -წადით სახლში დღეს კარგად ვარ, ვგრძნობ ხვალ უკეთესად ვიქნები და თქვენც დაისვენეთ. -ხვალ დასაფლავებაა და იქ წავალ მამა. -ვინ გარდაიცვალა. -ალექსანდრეს მამა გარდაიცვალა, წლებია ჟანგბადზე არის და ვეღარ გაუძლო. -ვწუხვარ, კარგი ადამიანი იყო კარგად ვიცნობდი. თქვა დემეტრემ და ჩაფიქრდა, ლაშამ ბექას ანიშნა გარეთ გამოდიო და გავიდნენ, შემდეგ თომას შეხედა და უთხრა. -ვიღაცას შემოაგზავნის, გთხოვ მომეცი უფლება დემეტრე წავიყვანო სახლში. -ლაშა ჯერ დემეტრე არ გამოჯამრთელებულა და ეს შეუძლებელია, ჯერ კიდევ ბევრი პროცედურაა ჩასატარებელი რომ ბოლომდე გამოჯამრთელდეს. -ნინი მიხედავს, თან სანდო ექთანს ან ექიმს ავიყვანთ და მუდმივად ის მიხედავს, რამოდენიმე დღე ან კვირა დაგვჭირდება დემეტრე ფეხზე რომ დადგეს და ძალები აღიდგნოს.ლაშამ მოუყვა რაც შეემთხვა კატერინასთან და ზაზა რომ ამ წუთში მასთან არის სახლში. -კარგია რომ საკეტები ყველგან გამოცვალე, მაგრამ ის მაინც შემოძვრება და ფრთხილად უნდა იყოთ. -თომა..... -კარგი, კარგი მოვამზადებთ დემეტრეს და საწრაფოდ გადაიყვანეთ, ზაზას დაურეკე.... -ზაზასთან მე წავალ და იქ დაგხვდებით.... -ნინი წაიყვანე ბექა სახლში მიყრილ-მოყრილი დავტოვე კატერინას რაც დავატოვებინე და ჩვენს ოთახში აიტანეთ, არ მინდა დემეტრემ იქ დაინახოს შემდეგ მივხედავთ მე და ნინი.ბექა წავიდა ნინისთან ერთად, დემეტრემ გაოცებულმა შეხედა ლაშას და უთხრა. -სად წავიდნენ, რა ხდება შვილო. -მამა გეტყვი რაც ხდება და არ ინერვიულო, ჩვენ ყველა შენზე ვნერვიულობთ და უკეთესია თუ აქედან გაგიყვან, მამა სახლში აგიყვან ექიმს ნინიც შენს გვერდით იქნება და სახლის პირობებში უფრო კარგად გახდები.დემეტრე გაჩუმდა და ლაშას შეხედა. -კატერინასი გეშინია რადგან მისგან გამორიცხული არაფერია, წავიდეთ შვილო მე ბევრად უკეთ ვარ წინა დღეებთან შედარებით და სახლში ჯობია ყოფნა.დემეტრე იმ საღამოს სახლში გადაიყვანეს, მას ახალგაზრდა ექიმიც მიუჩინეს ვისაც ყოველდღიურად თომასთან ჰქონდა კონტაქტი, თომამ ექიმი გააფრთხილა რომ არავისთვის ეთქვა სად მიდიოდა, სად მუშაობდა და ვის ოჯახში იყო. -ქეთი თუ დემეტრეს რამე შეემთხვევა პასუხს შენ მოგთხოვს ყველა, ამიტომ იყავი მკაცრი და მხოლოდ შენ გექნება კონტაქტი მასთან. არავის ზარს არ უპასუხებ გარდა ოჯახის წევრებისა, გასაგებია? -გასაგებია, მაგრამ.... -მაგრამ სიტყვა არ მინდა გავიგონო,კიდევ გიმეორებ რამე სერიოზული მოხდება და ექიმის ლიცენზიას დაკარგავ სხვას იქ მივიდეთ და გეტყვი რას გააკეთებ, რაც დაგჭირდება ლაშა მოაგვარებს ნინიც შენს გვერდით იქნება ასე რომ მარტო არ იქნები. ბექა და ნინი ბაზარში წავიდნენ, ბოსტნეული, ხორცეული და თევზეულიც იყიდეს. სახლში დაბრუნებულებს ლაშა სახლში დახვდათ და ნინიმ სერიოზული კითხვა დაუსვა რამასც ლაშა დააფიქრა. -რამდენ ადამიანზე გავაკეთო ვახშამი ან რა გავაკეთო ხორცეული თუ თევზეული. უყურებდა დაფიქრებულ ლაშას და პასუხს ელოდა, მაგრამ შეხედა ლაშა თითებზე ითვლიდა და ხელი ჩაიქნია, სალათის ფურცლები გარეცხა ასევე მწვანე ხახვიც დაჭრა და ლაშა ისევ იქ იდგა. -რას აკეთებ, რაზე ფიქრობ ან ასე გაოცებული რატომ მიყურებ. -მითხარი დაითვალეო და ვითვლი..... ორივეს გაეცინა და ლაშამ უთხრა. -რესტორანში ხარ თვლით რომ აკეთებ, შენს სახლში ხარ ნინი და შენს სამზარეულოში რაც გინდა ის გააკეთე რატომ მეკითხები. -კარგი, მაგრამ დემეტრეს რა გავუკეთო, მას რა ესიამოვნება ლაშა. -თევზი უყვარს, დამიჯერე თევზი გაუკეთე და მის გულს სიკვდილამდე მოიგებ.ნინიმ დიდი მონდომებით გააკეთა თევზის სუპი ნიახურში და ბოსტნეულში, ასევე ლიმონში და სახლში ძალიან გემრიელი სუნი დადგა ყველამ ერთმანეთს შეხედა. -ნინი რას აკეთებ სახლში სუნი დადგა.... -ცუდი სუნი? ანერვიულდა ნინი და ბექას უყურებდა. -რა ცუდი სუნი უკვე ყველა ცუდად არის ისეთი გემრიელი სუნი დადგა.დემეტრემ ჩაიცინა, თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ლაშას და უთხრა. -დედამ თევზის სუპი გააკეთა მე რომ ძალიან მიყვარს ლიმონში და ნიახურში, უხ რა კარგია. ლაშამ უყურებდა დემეტრეს და თქვა. -პაპას და შვილიშვილს ერთნაირი გემოვნება აქვთ. განცდა, ემოცია, ყველაფერს ერთად გრძნობდა ნინი და თითქოს გამოცდა ჰქონდა და ელოდა შეფასებას.პირველად დემეტრეს მიხედა და თავისი ხელით შეაჭამა ერთი ბლუდი სუპი, დემეტრემ კმაყოფილმა შეხედა და უთხრა. -მადლობა, გემო დამიბრუნე ნამდვილი კერძის. იდგა და ბედნიერი იყო,ყოველგვარ ნეტარებაზე მეტი იყო იმ წუთში დემეტრეს სიტყვები მისთვის და კმაყოფილი, ბედნიერი და სიხარულით სავსემ გააწყო მაგიდა. ყველა მიუსხდა მაგიდას, ნინის კი გული უმატებდა ძგერას და მთელს სხეულში უვლიდა საამო განცდა როცა ლაშას უყურებდა ბედნიერს და კმაყოფილს.საღამომ ძალიან მხიარულად ჩაიარა, მეორე დილით ლაშამ ნინი ქალაქში გაიყვანა ახალი ტანისამოსი იყიდეს და ქალაქიდან დაბრუნებულები საჩქაროდ წავიდნენ დასაფლავებაზე, მაგრამ წასვლამდე ლაშამ ქეთი გააფრთხილა. -კარზე ზარი თუ იქნება არავის არ გაუღო, ჩვენებს ყველას გასაღები აქვს ასე რომ ზარის ხმაზე რეაგირება არ გაქვს.წავიდნენ, მაგრამ ლაშა ძალიან ნერვიულობდა ასევე ნინი და დასაფლავებიდან მალე დაბრუნდნენ.ხალხიც დაიშალა ალექსანდრემ ყველაზე ბოლოს დატოვა სასაფლაო, მაგრამ მას წასვლის ნება არ მისცა ორმა უცნობმა რომლებმაც წინ გადაუდგა, ალექსანდრემ შეხედა ჩაწითლებული თვალებით უცნობებს და ერთი ნაბიჯით ორივემ უკან დაიხია, ერთ ერთმა კი უთხრა. -გისამძიმრებთ. -მისამძიმრებთ, მამა მომიკალით და ახლა მისამძიმრებთ თუ ჩემი ჯერი მოვიდა და ამიტომ მელოდებით. უცნობმა მკლავში ხელი მოკიდა და იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩასვა და თვალებიც აუკრა, რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ მანქანა აღმართს აუყვა მიხვდა ალექსანდრე რომ ქალაქიდან არც ისე შორს იყვნენ, აღმართი დასრულდა და მძღოლმა გააჩერა მანქანა, ალექსანდრე თვალებახვეული გადმოიყვანეს მანქანიდან და მასზე ერთი თავით დაბალი მელოტი მამაკაცის წინ დააყენეს, არ დაიბნა ალექსანდრე და მელოტს თვალებში ჩახედა. -ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან. -დეტექტივობას უნდა შეეშვა და ასევე უნდა დაივიწყო კატერინაც. -კატერინას გადაეცი რომ ცეცხლს ეთამაშება. -შენ გააკეთე რასაც ვითხოვთ შენგან და კატერინა არ დაიკარგება.ალექსანდრემ ჩაიცინა ირონიულად და უკვე წასასვლელად შებრუნებულ ბიჭებს უთხრა. -ამის გამო მომიყვანეთ აქ მამის დასაფლავებიდან რომ ეს გეთქვათ? -ჩვენ შეტყობინება გადმოგეცით. -შეტყობინება სიტყვა სიტყვით გადმომეცი შეასრულეთ ბრძანება, მაგრამ არ იცით რომ ძალიან დიდ შარში ხართ. გგონიათ კატერინასთან ყოფნა გაგამდიდრებთ, არა მეგობრრებო მხოლოდ მკვლელის სახელი დაგერქმევათ და მეტი არაფერი.ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ალექსანდრე მიატოვეს, ალექსანდრემ რომ დარწმუნდა მარტო იყო ტელეფონი ამოიღო და დავითს დაურეკა. -სად ხარ ალექსანდრე ხალხი გკითხულობს. -ძია დავით ისე მომისმინე არ შეიმჩნიო რომ მე ვარ. -კარგი, კარგი გისმენთ.ალექსანდრე მიხვდა რომ ხალხში იყო დავითი და ჩუმად, მაგრამ გარკვევით უთხრა. -ძველ საქმეს ვუბრუნდებით..... -როგორ, ვერ გავიგე... -ახლა ყველაფერს ვერ გეტყვი, კატერინას ხალხმა გამიტაცა და ტაქსი გამოაგზავნე ან ვინმე სანდო, შეტყობინებით გამოგიგზავნი მისამართს.დავითმა მიიღო მისამართი და მისი სანდო ახლობელი გააგზავნა ალექსანდრეს მოსაყვანად, ალექსანდრე რამდენიმე წუთში უკვე იქ იყო და ხალხს მადლობას უხდიდა დაფასებისთვის.ნერვებზე იყო, უკვე აღიზიანებდა ყველა და ყველაფერი და როგორც იქნა ჩამთავრდა დღე და დარჩა დავითის პირისპირ მარო და უთხრა. -უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ არა გახსოვს ადრე რომ შეგხვდი. -კი მახსოვს იქ შეგხვდები,მანამდე ოფისში მივალ აუცილებელი საქმე მაქვს და დავბრუნდები. დავითი წავიდა, ალექსანდრემ ხარჯები გაასწორა რესტორანთან და დათქმულ ადგილზე წავიდა, დავითი ოფისში მივიდა კომპიუტერში რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალება ჩაინიშნა და ახმაურებულ ტელეფონს უპასუხა. -გისმენთ.... -დამშვიდდით, ყველაფერს გავარკვევ მხოლოდ ორი დღე უნდა მადროვოთ რომ ინფორმაცია დავაზუსტო და თქვენც გადამოწმებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. ტელეფონი გათიშა და უკაყოფილოდ ჩაილაპარაკა. -თან უკმაყოფილოა თან დაზუსტებულ ინფორმაციას ითხოვს, ვერ გაუგებ ამ ხალხს რა უნდათ. -ასეა ძია დავით უცნაური კლიენტებიც გვყავს.დავითმა ხელი ჩაიქნია კომპიუტერი ჩაკეცა და თქვა. -მივდივარ, ორშაბათამდე არ ვიქნები და ეს იმას არ ნიშნავს თქვენს ჭკუაზე იყოთ.დავითი წავიდა და რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულ ადგილზე იყო, ალექსანდრე ჩაფიქრებული იჯდა და დავითის მისვლა არ გაუგია, მაგრამ დავითმა მხარზე შეეხო ფრთხილად და უთხრა. -რა მოხდა, ალექსანდრე ფერი არ გადევს შვილო. -ვფიქრობდი... -რაზე ფიქრობ, რა გაწუხებს, რა მოხდა.... -ძია დავით ვიცი რომ დიდი დრო არის გასული, მაგრამ გინდა გაიგო და გახსნა ძველი საქმე რომელიც რამდენიმე წლით დაგხევს უკან. -პირდაპირ მითხარი ალექსანდრე რაც გტანჯავს.ალექსანდრემ ყველაფერი უთხრა დავითს რაც კატერინას შეეხებოდა, ასევე მოასმენინა ჩანაწერები სადაც გარკვევით აღიარებს სამი ადამიანის მკვლელობას და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს. -ალექსანდრე ეს უკვე მტკიცებულებებია და იცი რამდენი წელია რომ ვეძებთ მკვლელს მე და ზაზა. -მკვლელი შორს არ არის თქვენს გვერდით არის წლებია და კარგად არის შენიღბული, ასევე კარგად აქვს მორგებული დიდი სახლის დედოფლობა, მაგრამ დუმილის საფასური მისთვის მძიმე სასჯელი გახდება.მინდა ეს ფლეშკა თქვენთან იყოს თუ რამე დამემართოს მკვლელი ხელში გყავს და იცი როგორც უნდა მოიქცე. -შენ არაფერი დაგემართება მხოლოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, მას ვიღაც უმაგრებს ზურგს ის მარტო არ იქნება, ვერ შეძლებს ასე ღრმად შეტოპვას სიბინძურეში. -არ ვიცი ვინ უმაგრებს ზურგს ეს ჯერ ვერ გავიგე, მაგრამ ვიცი ძმა ყავს ექიმი და მან არაფერი არ იცის მის საქმიანობაზე, თუმცა კატერინა მისი იმედით ცხოვრობს. -26 წელი,26 წელი გავიდა და მკვლელობის მუხლით ვინც გაასამართლეს ის იფიცებოდა რომ გარდაცვლილებს საერთოდ არ იცნობდა და არანაირი მიზეზი არ ჰქონდა მათი დახოცვის ის უდანაშაულო არის, მას არავინ არ დაუჯერა და ის კანონის უმაღლესი მუხლით გაასამართლეს ,,უვადო პატიმრობა''. უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება წაართვეს და სიცოცხლე შეუზღუდეს. -ძია დავით უნდა დავასრულოთ ეს საქმე.... -ალექსანდრე გიბრძანეს ეს საქმე დაივიწყო და შენც თავი მოაჩვენე ყველას რომ არ გაინტერესებს არაფერი, ამ საქმეს შეეშვი და მე მივხედავ დღეიდან შენ კი ჩემს შეუთანხმებლად ნაბიჯსაც კი არ გადაადგამ არ მოვეშვები მანამ სანამ ამ საიდუმლოს არ ამოვხსი, ჩემი რუსო დღემდე იტანჯება იმ დღის გახსენებით მან ორი საუკეთესო მეგობარი დაკარგა იმ ღამით და ბექაც თაიას წასვლას შეეწირა, წავიდა მის თაიასთან. ბნელი დრო იყო, დრო იყო როცა ფულით იყიდებოდა ყველაფერი და მათ შორის სიმართლეც, მაგრამ მე ვერ მიყიდის ვერავინ მე გავარკვევ სიმართლეს და შენთან ერთად. -ძია დავით დღე და ღამე ამ საქმეზე ვიმუშავებ და ბოლომდე მივიყვან, მაგრამ ვფიქრობ წინ დიდი სირთულე გველოდება. -გგონია არ მიფიქრია რომ ძნელი იქნება, მაგრამ ამჯერად მე და შენ დავადგენთ სიმართლეს. -ზაზა, ლაშა, ბექა ყველა ამ საქმით არის დაინტერესებული, მათ როგორ ავუვლით გვერდს. -მათ აუცილებელ შემთხვევაში დავიხმართ, ალექსანდრემ საათზე დაიხედა და თქვა. -დიდი დრო გასულა ჩვენი შეხვედრიდან, მე უნდა წავიდე. -მეც წასასვლელი ვარ, წაგიყვან... -არა, უკეთესია ცალ-ცალკე გავიდეთ. ორივე ფეხზე წამოდგა და ალექსანდრეს ტელეფონი კატერინას ზარმა გაანათა და ალექსანდრემ დავითს შეხედა. -უპასუხე, მაგრამ მშვიდად ისაუბრე და ჩაიწერე რასაც გეტყვის ამიერიდან მისი ყველა საუბარი და ახლაც ჩართე ჩამწერი. ალექსანდრემ ამოისუნთქა ღრმად და მომაბეზრებელ ზარს უპასუხა თან დავითის სიტყვა გაითვალისწინა და საუბარი ჩაიწერა.. -რა გინდა, დაგავიწყდა რამე დაგებარებინა შენი ლეკვებისთვის. -ალექსანდრე ..... -რა ალექსანდრე სამი ადამიანის ცოდვას მეოთხე მიუმატე და კიდევ ჩემი მოკვლაც გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ისეთი დამამტკიცებელ და დასრულებულ საქმეს დავტოვებ ჩემი გაუჩინარებიდან მეორე დღესვე მივა პაკეტი პროკურორთან და კიდევ ზემდგომ ორგანოებთან. -მკვლელობის დამტკიცება ადვილი არ არის ალექსანდრე და ვინც მკვლელობას სჩადის ის არც კვალს არ ტოვებს. -ასე გეგონა აქამდე, მაგრამ შენდა სამწუხაროდ კვალი გაქვს დატოული და ამ კვალს მე მოვყვები.... -ვფიქრობ ბოლომდე ვერ მოაღწევ გზაში წაიქცევი. -თაიამ, თაიამ რა დაგიშავა და ასევე ბექას მშობლებმა..... -თაიას თავიდან მოშორება მინდოდა, მაგრამ ბექას მშობლები არც მყოლია გეგმაში მათი სიკვდილს მე ნუ მომაწერთ ეს შემთხვევითობა იყო. -ნარკოტიკი გაურიე თაიას სასმელში, თაია ცუდად გახდა და ამიტომ მოხდა ის გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო და ორგანიზატორი ამ გეგმის შენ იყავი. შენ ორი ოჯახი გაანადგურე, ორი ბავშვი დააობლე ისინი დედის გარეშე დატოვე და გგონია რადგან ერთხელ გაგიმართლა სულ გამარჯვებული იქნები, შენც წაიქცევი და ისე წაიქცევი ვეღარ ადგები არც არავინ მოგეხმარება წამოდგომაში.აღარ დამირეკო, შენს ზარებს აღარ ვუპასუხებ. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და დავითს შეხედა, დავითი ჩაფიქრებული იყო და უთხრა. -კომპიუტერს მოუფრთხილდი, სახლში საკეტები შეამოწმე ყოველთვის, მაგრამ წამოდი ჩემთან მეც რომ მშვიდად ვიყო. -არა, სახლი რომ დავტოვო იფიქრებს რომ შემეშინდა მისი და კომპიუტერი სხვენში მაქვს ვერავინ ვერ მიაგნებს, ასევე ყველგან ვიდეო თვალია დაყენებული თუ რამე და ვერ დამიკავშირდი ეს გაგასაღები გქონდეს ყოველი შემთხვევისთვის. ალექსანდრე და დავითი ერთმანეთს დაშორდა და დავითი უკვე ნერვიულობდა ალექსანდრეზე. ალექსანდრე კი სახლში ტაქსით მივიდა და სახლში შესულმა შუქებიც არ აანთო. -ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული და ერთ დღეს დასრულდება ის ნერვიულობა რაც ყველას აწუხებს სამეგობროში.ჭრილობები, ვიცი აღარ მოშუშდება და არც უნდა მოშუშდეს შენი ჭრილობებიდან სისხლი იწყებს უკვე ნელა ნელა დინებას და როცა გადმოჩქეფვას დაასრულებს დასრულდება ყველაფერი ისე როგორც მე მინდა დასრულდეს.სახლის კარი გააღო თუ არა პირველი რაც გააკეთა სხვენში ავიდა და თავის კომპიუტერებზე კოდები შეცვალა, იმ ღამით მშვიდად იყო და გვიან დაწვა. დილით არც ძალიან ადრე ამდგარა როგორც სხვა დღეებში, რადგან არსად არ მიდიოდა სამსახურში რამდენიმე დღე არ გასულა და სახლიდან მუშაობდა. ძალიან მშვიდად იყო მისთვის, მაგრამ რამდენ დღეს დარჩებოდა სახლში და ერთ დილით წავიდა. წავიდა, მაგრამ უცნაური ის იყო ოფისში სამი უცნობი ალექსანდრეს გამუდმებით უყურებდა, ალექსანდრე გავიდა რაღაც ფურცლების ამოსაბეჭდად და მოულოდნელად კატი ჩაიკეტა ტელეფონი კი მაგიდაზე დატოვა და ვერავის გააგონა, მის გვერდით მაგიდაზე მჯდარ ნუკრის უცნობმა თვალით ანიშნა და ისიც ალექსანდრეს კომპიუტერთან დაჯდა და უცნობს უთხრა. -ჩართულია, შემოდით....უცნობები ალექსანდრეს კომპიუტერთან დაჯდნენ და ერთ-ერთი მათგანი ჩქარობდა, მაგრამ კოდი ვერ გატეხა და შიგ პოროგრამაში ვერ შეძლო შესვლა. -ალექსანდრეს ხმა ისმის კარი ჩაეკეტა, ისევ ეს კარი. მოესმათ გარედან ხმა და უცნობები გავიდნენ, კაბინეტში დაბრუნებული ალექსანდრეს იქ არავინ დახვდა, მაგრამ შეამჩნია მისი მაგიდა ვიღაცამ აურ დაურია და კომპიუტერიც კი არეული დახვდა.არაფერი არ თქვა და დაელოდა ნუკრის შემოსვლას,ისიც შემოვიდა ტელეფონზე საუბრობდა გული აერია მის ასეთ ქცევაზე მასში ზიზღი გაერთიანდა და დიდ სიმძიმედ დააწვა გულზე, გადაუგორებელი უძრავი ლოდივით. შემდეგ თავი ჩარგო მისივე ხელებში ყველაფრისგან დაღლილი რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, მაგრამ აღარ შეეძლო სიჩუმე და ფეხზე წამოდგა ნუკრის მიუახლოვდა ტელეფონი ხელიდან აართვა და დახედა გათიშულ ტელეფონს ნუკრის შეხედა და უთხრა. -რას ეძებ ჩემს კომპიუტერში, ვინ ხარ და რა გინდა. ნუკრიმ ვითომ ვერ გაუგო რას გულისხმობდა ან რას ითხოვდა ალექსანდრე მისგან და კითხვაზე კითხვით უპასუხა. -ვინ ვარ, ალექსანდრე წლებია მიცნობ და ახლა მეკითხები ვინ ვარ? -მართალი ხარ წლებია გიცნობ, მაგრამ თურმე გიცნობდი და არ ვიცოდი თუ ფულის გამო ყველასი და ყველაფრის გამყიდველი იქნებოდი.ნუკრი შეცბა და ანერვიულდა, შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა. -ძალიან სცდები, ალექსანდრე ერთ დღეს ყველაფერს გაიგებ და აზრსაც შეიცვლი, მაგრამ ახლა იყოს ისე როგორც შენ ფიქრობ. -ნუკრი მართლა წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცი ვინც ხარ, ვხვდები რაღაც გიჭირს და უნდა მენდო, უნდა ვენდოთ ერთმანეთს. შენ..... -გთხოვ ახლა არა, ალექსანდრე ახლა არა. უთხრა და ტელეფონზე ანიშნა, ალექსანდრე დარწმუნდა რომ ნუკრის რაღც უჭირდა და გაჩუმდა დაელოდა როცა ნუკრი თავად გაუხსნიდა გულს და სიმართლეს ეტყოდა. ის დღე გაურკვეველ მდგომარეობაში დასრულდა, მეორე დილით ადრე მისულ ალექსანდრეს მაგიდაზე წერილი დახვდა. -,,უფრთხილდი ლეოს, ასევე ხვიჩას და ამირანს. ალექსანდრე თუ ვეღარ მნახო გთხოვ ჩემს ქალიშვილზე იზრუნე და მოვა დღე როცა ყველაფერს ფარდა აეხდება. იზრუნე ჩემს მაიაზე და იყოს შენს გვერდით, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ საინტერესო მასალა მოგაწოდო''. წერილის ბოლოში ალექსანდრემ მაიას ტელეფონის ნომერიც ნახა და არც დაფიქრებულა აკრიბა უცხო ნომერი და გოგონას ხმა გაიგონა თუ არა რაღაც უცნობი და უჩვეულო დაემართა. -გისმენთ..... -უნდა შევხვდეთ ალექსანდრე ვარ დეტექტივი თქვენი ნომერი ნუკრიმ მომცა და მთხოვა დაგკავშირებოდით. -ვიცი და გელოდით, მითხრა რომ დამირეკავდით. -მშვენიერია, უნდა შევხვდეთ. -შევხვდებით, მაგრამ შეხვედრის ადგილს მე მოგწერთ. -გელოდებით.ტელეფონი გათიშა და გული აუჩქარდა, მაგრამ ვერ მიხვდა რატომ ან რა იყო ეს უცნაური შეგრძნება. ალექსანდრემ შეტყობინებით მიიღო მისამართი და წავიდა, შეხვედრის ადგილი მისი საყვარელი ადგილი იყო თვალი მოავლო მაგიდებს და შავთმიანი გოგონა დაინახა რომელიც მას უყურებდა და ისიც მისკენ წავიდა. -ალექსანდრე..... -დიახ ალექსანდრე ვარ და თქვენ მაია... -მაია ვარ, შეხვედრა შედგა დაბრძანდით და გისმენთ. -მითხარი ველოდი ზარსო და რადგან მელოდი ისიც იცი რომ მე და მამა ერთად ვმუშაობთ, ერთ სააგენტოში. -ვიცი მითხრა, მაგრამ არ მითხრა ბევრი რამ. -მე გეტყვი და დაფიქრდი, სამუშაოს გთავაზობ ჩემს გვერდით ჩემს ოფისში. -მე დეტექტივი არ ვარ. გაოცებული უყურებდა მაია ალექსანდრეს და ალექსანდრეს გაეცინა მაიას გულუბრყვილო პასუხზე და გამოხედვაზე. -ვიცი რომ პროფესიით დეტექტივი არ ხართ, მაგრამ ისიც ვიცი რომ გინდა რომ იყო ამ სფეროში და თუ ჯერ კიდევ გაქვს სურვილი აგისრულდეს იყო დეტექტივი ჩემს გვერდით იქნები და ბევრ რამეს ისწავლი პრაქტიკულად, თეორიულად კი ონლაინ სწავლებას გავივლით, აბა რას იტყვი? -არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბნელით არის მოცული თქვენი ჩანაფიქრი, მაგრამ შევეცდები. ალექსანდრემ რადგან მაიასგან თანხმობა მიღო ყველა საჭირო ქაღალდი მოაგვარა და მაია მის გვერდით ყავდა, მხოლოდ უკვირდა რამოდენიმე დღით დავითის გაუჩინარება, მაგრამ დავითი სახლში იყო რუსოს გვერდით რადგან რუსო თავს ცუდად გრძნობდა და თომას დაურეკა, თომამ ყველა საჭირო ანალიზი გაუკეთა რუსოს და პასუხების შესახებ დავითის უთხრა. -რა მოხდა შვილო, შენი ფერი არ მომწონს... -რამდენიმე დღე არ მოვსულვარ სახლში და დედა თუ ცუდად გრძნობდა თავს რატომ არ მითხარი მამა. -არც დღეს მითხრა რომ ცუდად იყო მის გარეშე დაგირეკე და გითხარი, შევამჩნიე რომ ცუდად იყო, როდის ამბობს როცა ცუდად არის ან რამე აწუხებს. -კლინიკაში უნდა გადავიყანო, დედას სასწრაფო ოპერაცია უნდა გაუკეთდეს მამა. -ოპერაცია და რისი ოპერაცია შვილო. -გულის.... -მკურნალობა არა პირდაპირ ოპერაცია? -პირდაპიორ ოპერაცია და ვფიქრობ იქნებ გადავიყვა..... -არსად არ წამოვალ, რაც ღმერთს უნდა ის იქნება შვილო და აქ გამიკეთე ოპერაცია შენთან ერთად ვიქნები და თუ თვალს სამუდამოდ დავხუჭავ ბედნიერი დავხუჭავ შვილო. -დედა რატომ ადექი უნდა იწვე. -აქ ჩაიკეტეთ და ორივე ჩუმად ლაპარაკობთ მე კი ვნერვიულობ შვილო. -ვფიქრობ გერმანიაში წავიდეთ, დღესვე გავაგზავნი ანალიზებს დედა.... -არა, არა, არა, ოპერაცია აქ გაკეთდება ან საერთოდ არ იქნება. არავინ არ ველოდით ამ წუთებს, მაგრამ როგორც ხედავთ ავადმყოფობამ ჩემი სიცოცხლის კარზედაც დააკაკუნა. -დედა.....თომას ცრემლები ყელში ჰქონდა, უბრალოდ არ უნდოდა დედას ის ატირებული დაენახა, მაგრამ რუსომ შეხედა მის წინ მდგარ ორ საყვარელ ადამიანს და ორივეს მკაცრად უთხრა. -აზრს არ შევიცვლი, დავით თუ სიკვდილი მიწერია აქ მოვკვდები ჩემს მიწაზე და ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით. დავითმა ხელი მოხვია რუსოს და თომას თავი დაუქნია, რომ ისიც თანახმა იყო და რუსო კლინიკაში გადაიყვანეს, მას საუკეთესო ოთახი მიუჩინეს და დაიწყეს საოპერაციოდ მომზადება. -ელენე და ლუარა თქვენ ჩემს გვერდით იქნებით. თომამ ხელებზე დაიხედა და შემდეგ ორივე ხელები მაგრამ მომუშტა და იმ მომუშტული ხელებით ცრემლი მოიწმინდა, ღრმად ამოისუნთქა და თავისი კაბინეტიდან გავიდა. დავითის ტელეფონზე ზაზას ზარი დაფიქსირდა და ანერვიულებული ხმით უპასუხა თუმცა არ უნდოდა ეთქვა ზაზასთვის სად იყო,მაგრამ ზაზას არ მოეწონა მუდამ მშვიდი დავითის ხმა და გაოცებულმა იკითხა. -დავით რა ხმა გაქვს ან სად ხარ. -ზაზა...... -სად ხარ დავით მომწერე და უკვე გამოვდივარ. ზაზამ ინას შეხედა და კარებისკენ წავიდა, სახლში შემოსულ ბექას გვერდი აუარა და გაუჩინარდა. -რა მოხდა, სად გარბის ასე უხმოდ რომ არაფერი არ თქვა. -არ ვიცი ტელეფონზე საუბრობდა რომ გამოვედი და ანერვიულდა, იქნებ სამსახურის საქმეებია შენ არაფერი არ იცი? ბექამ მხრები ასწია არაფერი არ ვიციო და ინას ორივე ხელები მოხვია. -დედა როგორ ხარ, ხომ არ გაცდენ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვს? -არა შვილო, რომ მქონდეს შენი მოსვლა როდიდან მაწუხებს ან შენზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს რომ გითხრა არ მცალიათქო. -მინდა საიდუმლო გითხრა და შემინახო, შეძლებ? -საიდუმლო, ბექა შენ საიდუმლო უნდა მითხრა? -შენ თუ არ გკითხე და შენ თუ არ გითხარი,დედა სხვა მყავს ვინმე შენზე უკეთესი მრჩეველი. -მითხარი, მითხარი რა უნდა გამანდო უკვე მეც ავნერვიულდი. -მზევინარს ხელი უკვე ვთხოვე და მინდა დავქორწინდეთ, შენი აზრით ვჩქარობ? -არა, არ ჩქარობ და ძალიან გამახარე ეს ზაზასაც გაუხარდება. -დაბნეული ვარ, მინდა რაღაც ორიგინალური მოვუწყო, მაგრამ მზევინარს არ უყვარს ეს ზედმეტები ის ძალიან უბრალო გოგო არის და ამიტომ არ ვიცი რა გავაკეთო. -მაშინ შენც უბრალო და ლამაზი საღამო დაგეგმე, დამიჯერე ეს ყველაზე კარგი იქნება ლამაზ თაიგულსაც მიართმევ.ბექამ გემრიელი კოცნა დაუტოვა დედას და მზევინარს მისამართი გაუგზავნა, მზევინარმა შეტყობინება წაიკითხა და გული აუფრიალდა აკანკალებული ხელით კი თანხმობა მისწერა ბექას და მომზადება დაიწყო.ბექა უფრო ადე მივიდა დათქმულ ადგილზე და მოლოდინით სავსე მხოლოდ შემოსასვლელ კარს უყურებდა და ელოდა წუთებს როდის ეტყოდა, რომ დრო რომელიც მას მისცა უკვე ამოიწურა. -,,მოდი, გელოდები და დღეს ამ საღამოს ოფიციალურად დაგერქმევა ჩემი და მხოლოდ ჩემი იქნები''.თვალებ დახუჭული ოცნებობდა და მასთან ახლოს უცხო სურნელი იგრძნო, თვალი გაახილა და მის წინ ახალგაზრდა მოხდენილი ქალი იდგა ღრმა დეკოლტეთი რომელსაც გაოცებულმა შეხედა. -მარტო ხართ და გხედავთ ჩემსავით მარტოობის წუთებს ითვლით. -ველოდები და სულ მალე აღარ ვიქნები მარტო. -ელოდებით და არ იცით მოვა თუ არ მოვა. -მოვა. უთხრა უცნობ გოგონას და თვალი ჩაუკრა.გოგონამ კი დაიხარა და გამომწვევად უთხრა. -დარწმუნებული ვარ არ მოვა და უკეთესია გავისეირნოთ რესტორნის გარეთ. საათზე დაიხედა გამარჯვებულის სახით შეხედა უცნობს და კიდევ უფრო დამაჯერებლად უთხრა. -წუთი წუთზე აქ იქნება, გთხოვთ დამტოვოთ. კარს უყურებდა კარიც გაიღო და შემოვიდა, დაინახა მისი საყვარელი ქალი და ბედნიერება მთელი არსებით შეიგრძნო. ფეხზე წამოდგა, მაგრამ უცნობი გოგონა ისევ წინ აღუდგა და თავისდა გაუცნობიერებლად მის გაღიმებულ ბაგეებს შეეხო. გაშეშდა, ადგილიდან ვეღარ გაინძრა და მხოლოდ უყურებდა კარებში შემოსულ მომღიმარ სახეს და ხედავდა როგორ გაქრა მის სახეზე ღიმილი და როგორ იწყო უკან-უკან სვლა. წავიდა, წავიდა ვერ შეაჩერა, ვერ გადადგა ნაბიჯი და უკან ვერ გაყვა, ვერც ის შეძლო ის უცნობი ქალი მოეშორებინა მისი სხეულიდან. იდგა და უცხო გოგონა ვნებიანად კოცნიდა და ბოლოს ზედ ბაგეებზე დასჩურჩულა. -მოლოდინი ზოგჯერ არ ამართლებს, დღეს მისი დიდი ბედნიერება დაიმსხვრა.გოგონა წავიდა, თავად ისევ იქ იდგა და რამდენიმე წუთში მოწყვეტით დაჯდა არც დაფიქრებულა ისე დაცალა ვისკით სავსე რამდენიმე ჭიქა და ფეხარეულმა დატოვა ის ადგილი.მიდიოდა და თავის გაუსაძლისი ტკივილი კლავდა, ჰქონდა ღებინების შეგრძნება აზრზე ვერ მოვიდა რა მოხდა და ასე რატომ გაითიშა. მიდიოდა და ცრემლები ნიაღვრებად მოსდიოდა სიმშრალეს შეჩვეული თვალებიდან და მისი თვალებიდან ბედნიერება ქრებოდა. მიდიოდა და მის წინ მხოლოდ მზევინარის გაოცებული თვალებს ხედავდა, ტკივილს გრძნობდა,უმისამართოდ იარა ფეხით და დილით ერთ ერთ სკვერში გაიღვიძა და არა, არ გაიღვიძა ის გააღვიძა ვიღაცის ძლიერმა ნჯღრევამ და გაბრაზებულმა ყვირილმა. -ხელი გაწი და მომეშვი, დრო მჭირდება რომ მოვემზადო. -გაიღვიძე, გესმის გაიღვიძე. ბექა ლაშა ვარ რა გჭირს შემომხედე და შეხედე სად ხარ, თვალი გაახილე. -ბარგი არ მაქვს, ბარგის გარეშე ჩავდივარ. -რა დალიე ან რა მოწიე. ლაშამ შეამჩნია რამდენიმე მოქალაქის უცნაური მზერა და ერთმანეთში გადაჩურჩულება. -ფულიანი მამიკოს ბიჭები მოწევა და კეთება რომ იციან მარტო, რამდენი მშიერი ბავშვი დადის და მე პირადად ჩემს შვილს ფეხსაცმელი ვერ გამოვუცვალე ესენი კი ასე ერთობიან. -აქ რა აძინებს შარდის სუნათ ყარს ეს ადგილი, ღმერთო ჩემო შეხედავ და რა სიმპატიურია ორივე. ლაშა გაბრაზდა და ბექა ძალით წამოაგდო, სიბრაზემ ძალა მისცა და მანქანამდე მიიყვანა მეგობარი შემდეგ კი სახლში წაიყვანა და სასტუმრო ოთახში შეიყვანა. -რა მოუვიდა ძია ბექას მამა. გაოცებული უყურებდა პატარა დემეტრე ბექას, ლაშამ კი ნინის მიუბრუნდა და უთხრა. -იძინოს, მაგრამ რომ ადგეს სახლიდან არ გაუშვა. -რა მოხდა, რატომ არის ასეთი გათიშული რამე დალია? -არ ვიცი რა მოხდა მთელი ღამე ტელეფონი არ გამიხსნა და სკვერში ვიპოვე უგონოდ. -საფულე, საათი ან სხვა ნივთები თან აქვს? ლაშამ შეხედა ნინის და ბექასთან შებრუნდა, ჯიბეები ამოუტრიალა და ყველაფერი თან ჰქონდა შემდეგ ერთი აზრი მოუვიდა თავში და ჩაიცინა, მოხსნა საათი, გახადა ყველაფერი და ისე დატოვა საწოლში თავად კი დაჯდა და ელოდა როდის გაიღვიძებდა, შემდეგ მზევინარი გაახსენდა და დაურეკა, მაგრამ მისი ტელეფონიც გამორთული იყო ჩაფიქრდა შემდეგ ოთახიდან გავიდა და იქვე მდგარ ნინის შეხედა. -რაღაც მოხდა მივხვდი.უთხრა ნინიმ ლაშას და ლაშამ შეხედა ნინის. -წუხელ რაღაც მოხდა, ამ ორს შორის წუხელ რაღაც მოხდა და რა. -გაიღვიძებს და გვეტყვის. -თუ ახსოვს გვეტყვის, სადღაც სამოგზაუროდ იყო და ბარგის გარეშე ჩავდივარო მითხრა რომ ვაღვიძებდი.ნინის გაეცინა ლაშამ შეხედა ნინის და თავადაც გაეცინა, მაგრამ ბექას გაღვიძებას ელოდა და უნდოდა გაეგო რა მოხდა წინა ღამით.რამდენიმე საათი გავიდა ბექას ისევ ეძინა, შემდეგ ხველების ხმა გაიგონა ლაშამ და ნინიც მას მიყვა, მაგრამ ლაშამ შეაჩერა და უთხრა. -არ შემოხვიდე მე მივხედავ. ლაშა შევიდა და ნინი გაოცებული დარჩა კართან, ლაშამ შეხედა ბექას და ისევ ეძინა, მაგრამ ძილში გული არეოდა და ლაშამ იყვირა. -რამე მომიტანე ნინი ჩქარა. ნინი სააბაზანოში შევარდა და პირსახოცები გამოიტანა, ლაშამ გაწმინდა სველი საფენებით მეგობარი და ისევ საწოლში დატოვა, ნელა ნელა დაიწყო ბექამ გამოფხიზლება ჯერ ოთახი მოათვალიერა, შემდეგ კართან მდგარ ლაშას შეხედა და უღონოდ აუწია ხელი მისალმების ნიშნად, ლაშამ კი გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -გეყოს ძილი და დროა ადგე. -ვერ ავდგები... -რატომ, ჩემი გრცხვენია? -არა, თავი მტკივა და მეძინება. -ბექა ადექი და თქვი სად იყავი წუხელ. -წუხელ, სად ვიყავი წუხელ არ მახსოვს. -არ გახსოვს სად იყავი? -გეფიცები არ მახსოვს. თქვა და საწოლიდან წამოდგა, ჯერ საწოლზე ჩამოჯდა და ორივე ხელი თავზე მიიდო და თქვა. -თავი მისკდება და რატომ მტკივა ასე ძალიან. შეხედა ლაშას და მერე არეულ საწოლს დააჩერდა -აქ რა მოხდა, ეს საწოლი.... -ერთად ვიწექით წუხელ გიჟო..... -იდიოტო რა მოხდა.. -რა მოხდა და ღებინება გქონდა ძილში, სწორედ იმ ღებინებამ გამოგაფხიზლა. ბექამ გაოცებულმა შეხედა ლაშას და უთხრა. -არასოდეს უწყენია ჩემთვის სასმელს, ლაშა....... -ადექი დაიბანე ყარხარ სასმელის სუნათ. უთხრა ლაშამ და შებრუნდა, იცინოდა ლაშა ბექა კი თავის თავს გაოცებული უყურებდა. -ლაშა..... -ლაშა, ლაშა, ლაშა და აქ არის ლაშა და ხო ლაშამ გიპოვა შიშველი სკვერში და ძლივს მოგათრია აქამდე. -რას ამბობ სკვერში რა მინდოდა და თან შიშველი, გამქურდეს? -გაგქურდეს და თან გაგაუპატიურეს... თქვა და გულიანად გადაიხარხარა, ნინის სამზარეულოში ესმოდა ლაშას ხარხარი და თავადაც გაეცინა და იქვე მდგარ ქეთის უთხრა. -რაღაც მოატყუა და როგორ გემრიელად იცინის. -კარგი მეგობრობა აქვთ. -ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, მაგრამ ჯერ ისევ ბავშვები არიან. თქვა დემეტრემ და სამივეს გაეცინა, ბექა კი გაბრაზებული უყურებდა ლაშას. -ლაშა უკვე მაბრაზებ. -შენ არ გინახივარ გაბრაზებული გუშინ თვალები ვერ გაგახელინე, ვერ გეტყვი რა დამემართა ისეთ მდგომარეობაში რომ შეგხედე როგორც იყავი უგონოდ მთვრალი და სად, სკვერში.ბექა სკვერში გეძინა და იქ გაათენე მთელი ღამე, გესმის სკვერში იქ სადაც ბომჟები და ნარკომანები ათევს ღამეს. -არაფერი არ მახსოვს.... -დაიბანე და უნდა ვილაპარაკოთ. -რა ჩავიცვა, მართლა ასე მიპოვე? ლაშამ შეხედა და უთხრა. -უაზრო ხარ, მე გაგხადე. ბექამ ისევ თავზე მოიკიდა ხელი და ნელა ნელა სააბაზანოში შევიდა, ბექას სააბაზანოდან გამოსვლამდე ნინიმ საწოლი გამოცვალა და ლაშას ტანისამოსი დააწყო საწოლზე. ბექამ ცხელი წყალი მოუშვა და ნელა ნელა ცივი წყლით შეცვალა, იდგა წყლის ქვეშ და თითქოს აღიდგინა რაც მოხდა და ნახევრად ქაფიანი გამოვარდა სააბაზანოდან ყვირილით, ლაშამ შეხედა გაოცებულმა და უთხრა. -გაიხსენე რა მოხდა? -ქალი, ის ქალი უნდა ვიპოვო. სასწრაფოდ შეიმშრალა ქაფი და ჩაიცვა, ლაშა იქვე იდგა და გონება არეულ ბექას შეხედა რომელსაც მშვიდად უთხრა. -რატომ ხარ ასე არეული, გაიხსენე რა მოხდა? -ტელეფონი, ჩემი ტელეფონი სად არის.ლაშამ ტელეფონი მისცა და მზევინარის ნომერი აკრიბა, მაგრამ ნომერი მიუწვდომელი იყო. -მეც დავრეკე მასთან, მაგრამ წუხელს შემდეგ გამორთულია. -ლაშა გეფიცები, გეფიცები არ ვიცი ვინ იყო ის ქალი. -მჯერა, ბექა მე მჯერა, მაგრამ მზევინარმა უნდა დაგიჯეროს და უნდა გაიგოს რომ ეს ხაფანგი იყო, მაგრამ ვისგან. -უნდა დაიჯეროს, უნდა დამიჯეროს თუ ჩემს მიმართ იგივე გრძნობა აქვს რასაც მე ვგრძნობ მის მიმართ უნდა დაიჯეროს და უნდა მენდოს ლაშა. -უნდა ნახო და უნდა დაელაპარაკო, უნდა აუხსნა რაც იყო და როგორც იყო.ბექამ წასვლა გადაწყვიტა და წავიდა, მაგრამ ლაშამ შეაჩერა კართან მისული. -გინდა წამოვიდე? -არა, მადლობა მარტო მინდა ყოფნა. თქვა და სახლიდან გავიდა, მიდიოდა და სად მიდიოდა თავადაც არ იცოდა, ბოლოს მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიის წინ გაჩერდა და რამდენიმე წუთი გარინდული იდგა, შემდეგ სიგარეტი ამოიღო რამდენიმე ნაპასი დაარტყა და ეკლესიაში შევიდა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და უხმოდ შესთხოვდა დედა ღვთისმსობელს მის სათხოვარს, ფიქრობდა დრო ნელა გადისო თუმცა ორი საათი მაინც გავიდა ერთ ადგილზე დგომით და სანთელიც ჩაიწვა. საბოლოოდ მოავლო იმედით სავსე თვალი წმინდანთა ხატებს და იმედიანად, დამშვიდებულმა დატოვა ეკლესიის კედლები. მიდიოდა და ფიქრობდა ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა მზეოსთან, ბოლოს კი ხმამაღლა თქვა რასაც ფიქრობდა. -არ მომისმენს, მაგრამ მე მაინც მივალ ავუხსნი რაც მოხდა და როგორც მოხდა. მიდიოდა დიდი გულით, მაგრამ მზეოს კართან მისული შეჩერდა, ტელეფონი ამოიღო და ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. -,,ახლა შენს კართან ვდგევარ და ვერ გამიბედავს შემოვიდე თუ არა, აქვს კი აზრი შემოსვლას არ ვიცი თუმცა ერთხელ მაინც უნდა მომისმინო.არ ვიცი რამ შემაჩერა გუშინ უკან რომ არ გამოგყევი, მაგრამ ის რაც დაინახე კარგად დაგმული სპექტაკლი იყო, თუმცა არ ვიცი ვისგან და რატომ. სული გამეყინა რომ დავინახე შენი არეული სახე და ცრემლიანი თვალები, რომ გავიაზრე რა მოხდა ვეცადე დაგდევნებოდი, მაგრამ ვერ შევძელი შენ უკვე შორს იყავი. პატიებას არ გთხოვ, რადგან მე დანაშაული არ მიმიძღვის შენს წინაშე შენ კი არ გაპატიებ რომ იქ დამტოვე და წახვედი''. ხმაურით ჩაიარა კიბეები და წავიდა, საზიზღარი სიცივეა, ჩამოღრუბლულია და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა შეაბიჯა ოფისში, არავის მიესალმა არც ზაზას და გაოცებულმა გააყოლა თვალი ბექას. -რა გეჩქარებოდა შვილო. უხმოდ შევიდა თავის კაბინეტში, ზაზამ კი ლაშას დაურეკა და საყვედური უთხრა. -სად ხარ, ბექა ახლა მოვიდა ოფისში დღის ბოლოს და ხმას არ იღებს იცი რა ჭირს? -მოვდივარ. უთხრა ლაშამ და ტელეფონი გაუთიშა ზაზას, ზაზამ თავი გააქნია და თავის საქმეს მიუბრუნდა, ბექა კი იჯდა თავის კაბინეტში და თვალებ ამღვრეული სიგარეტს ნელა ნელა აბოლებდა.რამდენიმე წუთში ლაშამ შეაღო ბექას კაბინეტის კარი, ოთახში მარტოობის და სიგარეტის სუნი იდგა. -როდემდე გინდა ასე ჩუმად რომ იყო, აღარ იტყვი რა მოხდა ან წუხელ და ან დღეს. გაარკვიე რამე, ელაპარაკე? ბექამ თავი ასწია და ლაშას შეხედა, ლაშამ კი პირველად ნახა ბექა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში და თავადაც არ იცოდა როგორ დახმარებოდა ან რა გაეკეთებინა, არ იცოდა საიდან მიდგომოდა მეგობარს. -რა გჭირს, დამელაპარაკე და მითხარი რამე ბექა. -შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ლაშა მაგრამ ეს წუთები არ შეიცვლება, შეცდომა რომელიც შეცდომა არ არის ჩემი არ ვიცი როგორ აღმოვფხრა, რადგან არ ვიცნობ იმ ქალს, არ ვიცი ვინ არის. ბექა ძალიან ცუდად იყო, მაგრამ არც მზევინარი იყო კარგად, დაღლილი უძილობისგან ადგა და ჩაიცვა. -სად მიდიხარ შვილო. -უნდა გავიარო, ჰაერი მჭირდება და უნდა ვიფიქრო დედა.ჩაიცვა რაც კი ხელში მოყვა და წავიდა, მიდიოდა გზას მიყვებოდა და არ იცოდა სად მივიდოდა, მხოლოდ წინ მიიწევდა და არავის ყურადღებას არ აქცევდა. გურამიმ ყოველდღიური ვარჯიშები დაიწყო და ისიც წავიდა ცოტა ხანში და ნინო მარტო დარჩა, წინსაფარი გაიკეთა და სადილის მზადებას იწყებდა რომ კარზე ზარი იყო. -რა დაგრჩა გურამ.... კართან მივიდა და ღიმილით გააღო კარი, მაგრამ მის წინ მაღალი ნაადრევად გაჭაღარავებული და სახე დაღარული დარცხვენილი ქალი იდგა თვალებში ცრემლჩამდგარი. -ეს დრო შევარჩიე საუბრისთვის, მიმიღებ? -მარინა, მარინა ეს შენ ხარ.... -მე ვარ, დარდმა დამაბერა და არა წლებმა, ნინო ალბად ჩემი შეცდომისთვის ვისჯები. შეიძლება შემოვიდე? -შემოდი,შენ არ ჩაგიდენია შეცდომა მარინა. -ჩავიდინე, შვილი გავაჩინე დედა გავხდი და მივატოვე ისე რომ არც კი შევხედე. ოჯახი შევქმენი მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, მაგრამ შვილი ვერ ვაჩუქე მე მარტოსული ვარ და მქვია ფიქრებთან დამეგობრებული ქალი. -ახლა, ახლა აქ რატომ მოხვედი მარინა. -25 წელი გავიდა მოსვლა ვერ გავბედე, ვერც შორიდან შევძელი მისთვის შემეხედა, მაგრამ ვიცი რომ წარმატებული ქალი არის ბევრს მიაღწია მის ასაკში. ვიცი ნინო სულით სავსე შვილი აღზარდე და ის შენი მზიანი მომავალი არის სახელიც შენ შეურჩიე მზე გოგოს და თუნდაც არ ვნახო მინდა მასზე ვიცოდე, როგორი არის. -ჩემი მზე გოგო ჩვილის თვალებივით გულუბრყვილო არის, მიმდომია და ასევე ყოველთვის შეუმჩნეველი. მისი მიზანი სწავლა იყო და ისწავლა, თავისით მიაღწია იმ მწვერვალს სადაც ბრწყინავს დღეს. -ჩემი აქ მოსვლით მისი ბრწყინვალება არ ჩაქრება, მინდა შორიდან შევხედო თუ არ შევეხები. -მარინა მან იცის სიმართლე, დაელოდე მოვა და...... -არა, არა, არა, ის არასოდეს არ მაპატიებს მის მიტოვებას, უბრალოდ.... -ვეტყვი, ვეტყვი რომ აქ იყავი და მისი ნახვა გინდა. -მე, მე, მე ვეღარ მნახავს უთხარი რომ მაპატიოს... -მარინა... -უნდა წავიდე ნინო. მარინა ფეხზე წამოდგა და ნინოს მადლიერი თვალებით შეხედა, კართან მისული ისევ შეჩერდა და ნინოს ჩურჩულით უთხრა. -მადლობა ნინო. მარინა წავიდა, წავიდა და დატოვა ნინო აფორიაქებული, დაფიქრებული და დათრგუნული. ის დღე ნინომ სადილი დიდი გაჭირვებით მოამზადა, ჩუმად იყო და არაფერს არ ამბობდა, ის ღამეც თეთრად გაათენა ვერ დაისვენა, ვერ შეძლო დაძინება და უნდოდა გურამისთვის ეთქვა მაგრამ ვერ ბედავდა. იწვა და ჭერს უყურებდა, ოთახი ნელა ნელა განათდა და როგორც იქნა გათენდა უნდოდა თვალი მოეტყუებინა და ჩასძინებოდა, მაგრამ ვერ შეძლო და ადგა სამზარეულოში გასულს მზევინარი უკვე იქ დახვდა რომელსაც გაოცებულმა შეხედა. -ჯერ ძალიან ადრე არის რატომ ადექი ასე ადრე. -არ დამეძინა, წუხელ რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა მთელი სხეული დამიბრუჟდა და გულზე მომიჭირა ცოტაც და უნდა დამეძახა შენთვის, მაგრამ ნელა ნელა გამიარა შემდეგ შევძელი დამეძინა, მაგრამ მაინც ადრე გამეღვიძა. -ღმერთო მშვიდობა მოგვეცი, სხვა დროსაც გიგრძვნია ასეთი რამ? -არა, პირველი შემთხვევა იყო, ყავა გინდა გაგიკეთო? -გამიკეთე, გამოვფხიზლდები დღეს რა დაგახვედრო რას შეჭამ. -დედა ხორცი არ მინდა,თევზი გვაქვს? -უნდა მქონდეს არ ვიცი დარწმუნებით თუ არ გვაქვს ჩავალ და მოვიტან. -არ იწვალო წამოვიღებ ამირან ძიას ვეტყვი კარგი თევზი ამირჩიოს. -რას ჭორაობთ დილა ადრიან. -შენც ადექი და რა მოხდა დღეს ყველამ გათენებამდე რომ ავდექით. -მე სავარჯიშოდ მივდივარ, მზეო სამსახურში და შენ საით მიიჩქარი? -ვერ დავიძინე გურამ.... მზეომ ყავის ბოლო ყლუპიც შესვა, ორივეს თავისი ტკბილი ამბორი დაუტოვა და წავიდა. -საქმიანი ქალის იმიჯი აქვს ჩვენს გოგოს. თქვა გურამიმ და ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ მზევინარს. -ის კარი რომლის შეღება ერთ დროს მისთვის და სხვისთვის წარმოუდგენელი იყო თუ შეაღებდა, მზეომ შეაღო და სწორედ იმ დღიდან არის ჩვენი გოგო წარმატებული. თავისი თავის რწმენით მიაღწია იმას ვინც არის დღეს, გურამ რაღაც მინდა მინდა გითხრა. -ნინო გელოდები, გუშინს მერე ვერ ხარ კარგად და თქვი რისი თქმაც გინდა. -შენს მეტი ვერავინ ვერ მომისმენს და გამიგებს, ეს ჩვენი ორივესი გადასაწყვეტია და ერთად უნდა გადავწყვიტოთ რას ვიზამთ. -ნინო რა მოხდა, მაშინებ... -შენ ხარ ადამიანი ვისაც ჩემს სიხარულს და ტკივილს ჩვენს ერთ დიდ სკივრში ვინახავთ, ყველაზე მძიმე და რთული დღეებიც ერთად გაგვივლია, გურამ უშეცდომო არავინ არის სიყვარულმა და შენში ამოხეთქილმა ვნებამ შენ დიდი შეცდომა ჩაგადენინა, მაგრამ მე შვილი მაჩუქა. -ნინო...... -მომისმინე, გუშინ აქ მარინა იყო მოსული. -მარინა, მზეოს.... -მზეოს ბიოლოგიური დედა მოვიდა და მას უნდა შვილმა აპატიოს.... -მზევინარმა იცის, უთხარი? -არა, ვერ შევძელი მეთქვა. -რატომ მოვიდა, იქნებ... -მეც ეს ვიფიქრე, იქნებ ავად არის და უნდა შვილი უკანასკნელად და ერთხელ ნახოს, პატიება თავად უნდა რომ თხოვოს. -სიმართლე გითხრა დავიბენი და არ ვიცი ეს როგორ უნდა უთხრა მზეოს. მსჯელობდა ნინო და გურამი, მარინა სახლში დაბრუნებული ხატების წინ იდგა და ლოცულობდა. -მაპატიე უფალო ჩემი დიდი შეცდომა, მაპატიე სიყვარული ვერ მივეცი და დედობა ვერ გავუწიე საკუთარ შვილს, იმ ადამიანის შვილს ვინც დაუკითხავად და უსიყვარულოდ დამეუფლა. ვერ გავითავისე დედობა, ვერ შევიყვარე უცოდველი ჩვილი და ვნანობ. მარინა ნანობდა მის ჩადენილ შეცდომას, მაგრამ ნანობდა გურამიც თუმცა მათ შორის განსხვავება იყო რომ გურამის მისი შვილი გვერდით ყავდა. -მეც დავუშვი შეცდომა ნინო და დავისაჯე, წლები საკუთარი შვილი გვერდით მყავდა და არ ვიცოდი. შენც დაუშვი შეცდომა და შენი დუმილით გადამიხადე ჩემი შეცდომისთვის, დუმილის საფასური იცი შენც თუ როგორი მძიმეა და აუწონავი. -უნდა გაიგოს მზეომ სიმართლე მე ვთვლი რომ ასე უფრო სწორი არის, ნუ დავუმალავთ ამჯერად სიმართლეს. -სწორად მსჯელობ, მზეომ სიმართლე უნდა იცოდეს და თავად გადაწყვიტოს რას გააკეთებს. -ან უბრალოდ ისე გავაკეთოთ, რომ თითქოს შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა.არ ვიცი, არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ ბევრი ფიქრი არ ჭირდება იმას რომ სიმართლე უნდა იცოდეს მზეომ. -მე ვიცი სადაც ცხოვრობს და რომ წავიდეთ მზეოც წავიყვანოთ? -წავიდეთ და ერთხელ მაინც ნახოს დედამისი. რამდენიმე დღე ბრძოლობდა ნინო თავის თავთან, მსჯელობდა და აწყობდა სიტყვებს როგორ ეტყოდა. განიხილავა გურამისთან რასაც ფიქრობდა და როცა დადგა დღე და წუთები სიმართლის თქმის ტელეფონზე უცნობი ზარი დაფიქსირდა და მოულოდნელმა საშინელი ამბის გაგონებამ მტკივნეულად შეჰკივლა, ტელეფონი გათიშა და გურამის შეხედა, გურამიმ ვერაფერი კითხა რადგან სახლში დაღლილი მზევინარი შემოვიდა მშობლებს მაინც გაუღიმა და თქვა. -დავიღალე, ძალიან დავიღალე მინდა წავიდე ყველასგან და ყველაფრისგან შორს რომ დავისვენო, დავმშვიდდე, გონება დავიმშვიდო და უშიშრად ვიარო რომ ძალა აღდგენილმა მშვიდად ვიყო. -დაისვენე შვილო, ხომ არ წახვალ რამდენიმე დღით სადმე შენს თავს განტვირთვის დღეები რომ მოუწყო. -ავიღებ რამდენიმე დღეს და წავიდეთ ერთად დე. -კარგი წავიდეთ და სადაც შენ ისურვებ იქ წავიდეთ. უთხრა ნინომ და გურამის თვალი ჩაუკრა, მზევინარი კი თავის ოთახში შევიდა. გურამიმ ნინოს შეხედა და თვალებით კითხა თუ რა მოხდა ნინომ გულზე მიიდო ხელი და უთხრა. -მარინა გარდაიცვალა გურამ და ვფიქრობ როგორც არის ყველაფერი ისე დარჩეს, ყველასთვის უკეთესია. -დილით რომ ადრე ადგა და თავს ცუდად გრძნობდა, მან იგრძნო მისი სხეულის ნაწილი გასაჭირში იყო ნინო. ნერვიულობდა ნინო და ვერც იმ ღამით ვერ დაიძინა, ისევ თვალგახელილი შეხვდა ალიონს და ადგომამდე გურამის უთხრა. -რა იფიქრე გურამ უნდა ვუთხრათ მზევინარს მარინას შესახებ. -ვიფიქრე პანაშვიდზე ხომ არ წახვიდოდი ნინო და მისი ქმარი რას გეტყვის იმის მიხედვით ვიმოქმედებდით, მიგიყვან იქამდე, მაგრამ შიგნით ვერ შემოგყვები. -გასაგებია, კარგი მივიდეთ პანაშვიდი მოვიხადოთ. ფრთხილად ადგა ნინო და საუზმეს ამზადებდა სამზარეულოში მზევინარს ადგომა რომ დააგვიანდა, მის საძინებელში შევიდა და მზევინარი თავს ცუდად გრძნობდა თვალებს ვერ ახელდა და სიცხისგან ბოდავდა. შეეშინდა ნინოს და გურამის დაუძახა, გურამიმ სასწრაფო გამოიძახა და ექიმმა დამწევი გაუკეთა რამდენიმე წუთი დაჭირდა სიცხე დაწეულიყო და როცა შედარებით თავს კარგად გრძნობდა ნინომ საწოლზე ჩამოუჯდა და ფრთხილად უთხრა. -მინდა რაღაც გითხრა შვილო და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია. -დედა გთხოვ არავის და არაფლის ხასიათზე არ ვარ.... -შენი ბიოლოგიური დედა გარდაიცვალა მზევინარ და..... მზევინარმა შეხედა ნინოს და ჩუმად იკითხა. -როდის ან როგორ გაიგეთ. მოუყვა ნინომ მარინას მოსვლის შესახებ და უთხრა. -უნდა აპატიო შვილო, მან გაგაჩინა... -შენ რომ არ ყოფილიყავი დედა ვინ ვიქნებოდი მე დღეს, სად ვიქნებოდი ან რა ვიქნებოდი ოდესმე ამაზე დაფიქრებულხარ მე კი ვფიქრობ ამ საკითხზე და კიდევ უფრო ძლიერ მიყვარდები. -არ გამტყუნებ შენ მართალი ხარ, მაგრამ.... -მაგრამ რა დედა, მივიდე და ყელზე შემოვეხვიო ქალს რომელსაც 23 წელია არ გავხსენებივარ და რა ვიტირო რა უთხრა, როგორ მასწავლე და ვიტყვი თუ სიმართლე უნდა ითქვას რომ დედა ხარ მაგრამ არ გიცნობ იმიტომ რომ იმ დღესვე მკარი ხელი როცა დავიბადე და არც კი მომხედეთქო.ვპატიობ, იმიტომ ვპატიობ რომ შენ ხარ ჩემი დედა და შენ გამზარდე. -შეიძლება გაწყენინო ახლა, მაგრამ მე უნდა წავიდე პანაშვიდზე, მზევინარ სანამ შემეკითხები რატომო, გეტყვი რომ მან შენი თავი მაჩუქა შვილო და მე მისით გავხდი დედა. -არაფერს გეუბნები, მაგრამ რომ არ გეთქვა დანაშაულს არ ჩადიოდი ჩემს წინაშე არასოდეს გისაყვედურებდი რომ რატომ არ მითხარი. ახლა კი გთხოვ დამტოვე უნდა დავიძინო... ნინომ დატოვა მზევინარის საძინებელი და კარებთან მდგარ გურამის შეხედა, რომელსაც თვალზე ცრემლი ჰქონდა და ნინოს უთხრა. -წავიდეთ? -საუზმეს გავუმზადებ და რადგან თავს უკეთ გრძნობს წავიდეთ, ეს ერთი მისვლა გურამ ვალდებული ვარ მივიდე.მზევინარმა ჩაი და ცოტა კარქიანი პური მიირთვა და ისევ დაიძინა, ნინო და გურამი გზას გაუდგა ორი საათის გზა იყო და ადგილზე მისულებს ჭიშკარი ღიად დახვდათ ნინო ყვავილებით ხელში შევიდა ეზოში და გაოცებული უყურებდა სახლის წინ მდგარი რეზი, ნინომ გაჩერდა და რეზის შეხედა. -გაგიკვირდა რომ მოვედი. -მობრძანდით. რადგან ჯერ კიდევ დილა იყო რეზი მარტო იყო და თავად შეუძღვა ნინოს იმ ოთახში სადაც მიცვალებული ესვენათ, ნინომ ყვავილები იქვე დააწყო და მარინას ფოტოს უყურებდა. -ეს ბოლო რამდენიმე თვე ცუდად გრძნობდა თავს, მას სიმსივნე ჰქონდა სწორნაწლავზე და ძალიან გახდა.იმ ღამით აივანზე დაჯდა ჰაერი არ მყოფნისო და მხრებზე ნაქსოვი შალი მოვადე რომ არ შესცივნოდა, სივრცეს უყურებდა და იღიმოდა, მის გონებაში მისი უცნობი შვილი იყო და მხოლოდ ის წუთები ახსოვდა როცა პატარა მოავლინა სამყაროს, მისი ტირილი ახსოვდა და ამბობდა მეძახის ,,დედა უკვე აქ ვარო''. როცა მის გვერდით მეც დავჯექი მხრებზე ხელი მოვხვიე, მან გამიღიმა და მითხრა. -უთხარი რომ მინდოდა მენახა, მინდოდა ერთხელ მაინც მეთქვა შვილო, მაგრამ ვერ შევძელი, ძალა არ მეყო ჩემში არსებული ზიზღი დამეძლია. -ბოლოს შემომხედა და შიშისგან შიგნიდან ჩემი გულისცემა კი არა სისხლის მოძრაობის ხმაც კი მესმოდა როგორ მაწვებოდა სისხლი თავში და ეს ის მომენტია რომელიც თავში უამრავჯერ დამიტრიალებია,მაგრამ ამ ემოციისთვის როგორც ჩანს თავი ვერ შევამზადე. საბოლოოდ გამიღიმა და მისი თვალებიდან ბედნიერებასთან ერთად სიცოცხლეც გაქრა, მე კი მისი უსიცოცხლო ხელის მტევანი შემრჩა ხელში ძლიერად ჩაბღაუჭებული.როცა გულის და სისხლის ხმა წამით გავაკონტროლე გულში ჩავიხუტე და ყურთან გავუმეორე, რომ მზევინარს ვნახავდი და მის მაგივრად პატიებას ვთხოვდი. რეზი ტიროდა, ნინომ მარინას ფოტო აიღო ხელში და ტირილით თქვა. -გაპატია, მზევინარმა გაპატია მარინა და მე ცხოვრების ბოლომდე ვიქნები შენი მადლობელი რომ შენით გავხდი დედა, შენ ჩამაბარე შენი პირმშო და სიცოცხლის ბოლომდე გავუფრთხილდები. თვალცრემლიანი დატოვა რეზის სახლი და ეზოდან გავიდა, ისევ უხმოდ მიდიოდნენ და სახლში დაბრუნებული ისევ მზევინართან შევიდა პირველი. მზევინარს ისევ სიცხე ჰქონდა და ისევ დამწევი დაალევინა, რამოდენიმე დღე სამსახურში არ იყო რაც ბექას ძალიან ანერვიულებდა და რამოდენიმე დღის მზევინარის არ გამოჩენამ ზაზაც აანერვიულა და ტელეფონზე დაურეკა, მის ტელეფონს კი ნინომ უპასუხა. -გისმენთ... -ზაზა ვარ, მზევინარი.... -მზევინარს ეს დღეები სიცხე აქვს და შეუძლოდ არის, შეძლებს თუ არა ტელეფონზე საუბარს თავად დაგელაპარაკებათ. -კარგი, თუ რამე დაგჭირდეთ აუცილებლად დამირეკეთ. -მადლობა ყურადღებისთვის. ზაზამ ტელეფონი გათიშა და ბექასთან შევიდა, ბექა კი ისე იყო ფიქრებით დატვირთული ზაზას შესვლა ვერც კი შეამჩნია და ზაზამ ხელით შეეხო მხარზე რაზედაც რეაგირებაც არ ჰქონდა ბექას და მაშინ დაუყვირა ზაზამ. -ბექა აქ ხარ შვილო? ბექამ თავი მიაბრუნა ზაზასკენ და ზაზამ პირველად დაინახა ბექას თვალები ცარიელი და უმეტყველო, თავის ხელებში მოიქცია ბექას სახე და ჩურჩულით უთხრა. -რა მოგდის შვილო, რა ხდება შენს თავს. -მარტო მინდა ყოფნა და გთხოვ არაფერი შემეკითხო.ზაზა უხმოდ გავიდა და ლაშას დააცხრა თავზე, ლაშამ შეხედა ზაზას და უთხრა. -რის გაგებას ცდილობ ჩემგან როცა მეც არ ვიცი რა მოხდა, გათიშული ვიპოვე დილი 7 სთ-ზე სკვერში, ვცდილობ გავიგო რა მოხდა და ვერაფერი ვათქმევინე. -ეს საინტერესო და საყურადღებოა, იცოდი მზევინარი ავად რომ იყო? -არა, რა მოუვიდა რამე სერიოზულია? -არ ვიცი, არაფერი არ ვიცი მათ თავს რა ხდება. ეს აქეთ არის უგონოდ და უძრავად ზის ძეგლივით ის კი სიცხიანია ეს დღეებიო დედამისმა. ლაშა რა გავაკეთოთ, როგორ გავიგოთ რა მოხდა. -არ ვიცი, ასეთი დაბნეული ნინი რომ ვიპოვე მაშინ არ ვყოფილვარ. -ლაშა დაელაპარაკე თქვენ ყოველთვის ერთად ხართ, შენ მასზე ჩემზე მეტი იცი ყველაფერს გიყვება, ვიცი რომ მისთვის შენ ყველაზე ახლობელი ადამიანი ხარ და შენ მოგისმენს, შენ დაგიჯერებს. ბექას თვალები უმეტყველო, ცივი და მშრალი არის თითქოს ცრემლიც კი გაუშრა დარდისგან. მეც დავიბენი რომ შემომხედა მისი არაფლისმთქმელი თვალებით, ლაშა იმ თვალებში უზარმაზარი ტკივილი დავინახე, მაგრამ არ ვიცი როგორ ვუშველო მის ტკივილს, არ ვიცი რა ტკივა და რა აწუხებს, რატომ არის ასეთ მდგომარეობაში. -სიყვარული, ზაზული ეს სიყვარულია. -ლაშა შეიძლება ადამიანმა არაერთხელ იგრძნო ის რასაც გაუცნობიერებლად სიყვარული დაარქვა, მაგრამ მხოლოდ სრულყოფილი სიყვარულია ტკივილით სავსე. ის რასაც ახლა ბექა განიცდის სწორედ ესაა ნამდვილი გრძნობა და ჩვენ ვერ ჩავერევით ეს თავად უნდა მოაგვაროს, თავად უნდა დადგეს მაგრად ორივე ფეხზე და არ უნდა დაეცეს.ზაზას ბექას ტკივილი ტკიოდა, თავადაც უნდოდა მზევინარის ნახვა, მაგრამ არ უნდოდა ბექაზე წინ წასულიყო ამიტომ ელოდა თუ რა მოხდებოდა მათ შორის. განერვიულებული რუსოს მოულოდნელმა ავადმყოფობამ უფრო აანერვიულა და დავითთან წავიდა, დავითი გარეთ იდგა და დაინახა თუ არა მასთან მივიდა. -როგორ ხართ, რას ამბობს ექიმი დავით. -ოპერაცია გარდაუვალია და ამიტომ თომამ მიიღო გადაწყვეტილება დრო არ დაკარგოს და რუსოს საოპერაციოდ ამზადებენ, თუმცა ვიცი რომ ძალიან ნერვიულობს და მეშინია ზაზა. -ნუ გეშინია თომა თავს გააკონტროლებს და ყველაფერი კარგად იქნება. -დავით, ზაზა როგორ ხართ. შეშინებული უყურებდა ანრი და ინა ორივეს და მათ თომაც მიუახლოვდა, თვალი მოავლო და ვერ დაინახა მეგობრები ზაზამ მიხვდა თვალებით ვისაც ეძებდა თომა და უთხრა. -არ იციან აქ რომ ვართ, დაურეკავ და მოვლიან. -იყოს ნუ დაურეკავ მათ თქვენ აქ ხართ და მამა მარტო არ არის, მადლობა რომ აქ ხართ. აბა ღმერთი ჩვენსკენ, მამა ყველაფერი კარგად იქნება. უთხრა დავითს და მამას მოეხვია, დავითმა შვილს ყელში აკოცა და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -შენი იმედი მაქვს შვილო, დედა გადაარჩინე. -იმედს არ ჩაგიკლავ მამა, მე მან სიცოცხლე მომცა ახლა ჩემი დროა მას შევუნარჩუნო და გავუხანგრძლივო სიცოცხლე.უთხრა დავითს და თავადაც თვალცრემლიანმა შეხედა მამას. თომა წავიდა, საათის ისრები ძალიან ნელა მიიწევდა წინ და რამდენიმე საათის ლოდინი უკვე გაუსაძლისი ხდებოდა, რომ კარი გაიღო დავითმა თომა დაინახა, მაგრამ ადგილზე გაშეშდა ვერ გადადგა ნაბიჯი, ვერ წავიდა შვილს შეგებებოდა და ენაც დაება ვერ იკითხა ,,დედა როგორ არისო''. თითქოს კადრი შეჩერდა და ხედავდა თომა როგორ ნელა ნელა უახლოვდებოდა, თომამ ხელი მოხვია მამას და გულზე მაგრად მიიკრა თბილმა ტალღამ ორივეს სხეულში დენივით გაიარა, სასიამოვნო შეგრძნება იყო მამა-შვილის ჩახუტება, ძალა მოემატა და ღიმილიც მოგვარა ამ ჩახუტებამ ორივეს, როგორც იქნა გაიგონა ის რისი გაგონებაც უნდოდა და სიამაყით აივსო დავითი. -გილოცავ, შევძელით და დედა კარგად იქნება მამა. ყველას სახეზე ბედნიერი ღიმილი იყო, ზაზას სახეზე ღიმილი შეაცივდა როცა მათკენ მომავალი ძალიან გამხდარი და დასუსტებული მზევინარი დაინახა. -თომა როგორ არის დედა. -მეგობარო ცუდად იყავი, მაგრამ აქ მაინც შეძელი მოსვლა ძალიან დიდი მადლობა. -შენ იცოდი რომ ის ავად იყო და არ მითხარი? -ვიცოდი, მაგრამ რომ არ ვთქვი ეს მისი სურვილი იყო. -დამშვიდდით, სერიოზული არაფერია გავცივდი და სიცხე მომცა მალე კარგად ვიქნები. -რამოდენიმე დღე დაისვენე და ძალები მოიკრიბე, მზევინარ გთხოვ თავს მიხედე. უთხრა ზაზამ და უკვე დარწმუნებული იყო რაღაც სერიოზული მოხდა მათ შორის. -ხვალ მოვალ რამოდენიმე ნახაზი უნდა წამოვიღო არ დამისრულებია და სახლში ვიმუშავებ, რამოდენიმე დღით დასვენებაზე კი უარს არ გეტყვით ბ-ნო ზაზა. შემდეგ თომას მიუბრუნდა და უთხრა. -მიხარია რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა, გილოცავ მეგობარო. მზევინარი ყველას დაემშვიდობა და წასასვლელად შებრუნდა, რომ თომამ მხრებზე ხელი მოხვია და მას გაყვა. -უძილობა გჭირს, მზეო შენი აფორიაქებული და მღელვარე სული სიმშვიდეს ეძებს, შემომხედე. მზეომ შეხედა თომას და გაუღიმა, მაგრამ თომამ თვალებში ჩახედა და უთხრა. -იცი როგორ ძალიან მიყვარხარ და გაფასებ როგორც ადამიანს, როგორც კარგ მეგობარს, უნდა დაილაპარაკოთ და უნდა გაარკვიოთ რა მოხდა იმ ღამით, ბექა განადგურებულია. -რაც დასანახი იყო დავინახე, თომა რა უნდა გავარკვიო. -მზეო სცდები, ამჯერად ძალიან ცდები თუმცა მე არ ჩავერევი ეს შენ და მან უნდა გააკეთოთ. მზევინარს შუბლზე აკოცა და გაუშვა, მიდიოდა მზევინარი და თვალები ისევ ცრემლით აევსო, სახლში მისულმა ცხელი ჩაი დალია და ისევ თავის ოთახში ჩაიკეტა. მშვიდად სუნთქვისთვის სამყოფი ჰაერი არ იყო მისთვის ოთახში და საშინლად დაღლილს თეთრად დაათენდა თავზე, დილით ამოღამებული და უძილარი თვალებით ადგა საუზმე დედასთან ერთად მოამზადა ცოტა წაუწიწკნა ჩაი მიირთვა და სახლიდან გავიდა. უნდოდა მოგვიანებით მისულიყო კომპანიაში, მაგრამ ფეხებმა და გონებამ იქ მიიყვანა, შეკრებილ გოგოებს მიესალმა მკრთალი ღიმილით და თავის კაბინეტში შევიდა თავისი რამდენიმე ნივთი აიღო დაფიდან ნახევრად შესრულებული და დაუმთავრებელი ნახაზი ჩამოიღო და წასაღებად მოამზადა, მაგრამ გადაწყვიტა ლაშა ენახა და ის ის იყო ლაშა კაბინეტში შევიდა, რომ უკან მზევინარიც მიყვა. -მზეო როგორ ხარ გუშინ გავიგე რომ ავად ყოფილხარ, მაგრამ ტელეფონი გამორთული გაქვს რამდენჯერმე დაგირეკე. -გავცივდი და სიცხეები მქონდა მაგრამ არაუშავს, დარწმუნებული ვარ უკეთესი დღეებიც დადგება.ქარიშხალი რომელიც უცებ ამოვარდა გადაიარა ლაშა თურმე ცხოვრებაში ყველა საფეხური უნდა აიარო და არასოდეს ინატრო დიდ სიმაღლეზე უცებ ასვლა იცოდე ძალიან მტკივნეულია როცა სიმაღლიდან მთელი ინერციით ძირს აღმოჩნდები. -მზევინარ..... -ლაშა დავიღალე და დროებით მივდივარ. -მიდიხარ, ამბობ მიდიხარ და რისი მეგობრები ვართ არ გინდა ვილაპარაკოთ? -რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა სათქმელი არაფერი მაქვს. -გაქვს, თქვი რამე და გული გამიხსენი მეგობარო. მზევინარმა ლაშას შეხედა და სევდიანი ღიმილით გაუღიმა შემდეგ ლაშას თვალებში ჩახედა და უთხრა. -ლაშა შენს წინ შენი მეგობარი დგას და ახლა კი მარტოობის დედოფალი, როცა თავი დავირწმუნე ვიყავი ბედნიერი არა უბედნიერესი სწორედ ბედნიერებისგან შემეძლო დიდ უზარმაზარ მწვერვალზე მსუბუქად ავსულიყავი და ავედი, სწორედ იქ ასული დასრულდა ჩემი ბედნიერება. ლაშა ღალატზე საშინელი არსებობს რამე, არა არ მითხრა რადგან მე გეტყვი არ არსებობს ღალატზე მტკივნეული არანაირი ტკივილი. იმ ღამის შემდეგ აღარ ვარ სრულყოფილი და ჩემნაირი ადამიანი არ შეიძლება იყოს ბედნიერი, მარადიულიც ხომ არაფერია და ხედავ არც ჩემი ბედნიერება იყო მარადიული.გაქრა ის წუთები, გაქრა თბილი სიტყვები, გაქრა ყველაფერი და ამ ყველაფერთან ერთად გაქრა სიყვარულიც. -შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს რასაც ამბობ,მზეო..... -მე არ შემიძლია დავივიწყო როგორ დამიდექით გვერდით როცა მჭირდებოდა გვერდში დგომა, როცა ძალა აღარ მქონდა გავმკლავებოდი ჩემს პრობლემებს, ჩემს ტკივილს.სულ მცირე დროით, სულ რაღაც ორი წლით ვიგრძენი რომ ყოველთვის შეუმჩნეველი ვიღაცამ შემამჩნია და იმ ვიღაცას ვუყვარდი. ვიღაც ჩემზე ფიქრობდა, ვიღაც მყავდა გვერდით, მაგრამ ამ სამყაროში არ აღმოჩნდა ჩემთვის ადგილი რადგან სწორედ მე აღმოვჩნდი ამ სამყაროში ზედმეტი და ეს იმ ღამით შევამჩნიე, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, სწორედ იქ დასრულდა ჩემი ბედნიერება და ჩემი შექმნილი ზღაპარიც. -მზეო ის ძალიან ნანობს..... -ჩემთვის აზრი აღარ აქვს მის სინანულს, სულ მალე წავალ აქედანაც და ჩემს ადგილს სხვა დაიკავებს, შესაძლებელია ის სხვა ჩემზე უკეთესიც იყოს. -არასოდეს არ თქვა აქედან წავალო, გესმის ეს სიტყვა არ გაიმეორო. იმ კაბინეტში შენს გარდა სხვა ვერავინ ვერ შევა, იქ შექმნილ გარემოს შენსავით ვერავინ შეავსებს. მზევინარი ადგილზე გაიყინა, მაგრამ ნელა ნელა შებრუნდა და მის უკან მდგარ ბექას შეხედა. გულზე მოხვდა მისი ჩაწითლებული თვალები,მაგრამ ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და გატეხილი ცრემლნარევი ხმით უთხრა. -მე არასოდეს მითხოვია შენთვის სადმე წაყვანა, არც ძვირადღირებულ საჩუქრებზე მიწუწუნია რადგან ეს ფიქრადაც არ გამივლია გულში მე შენ მიყვარდი და არა შენი ფული. მე ერთი უბრალო ოჯახის უბრალოებით სავსე შვილი ვარ რომელსაც ასწავლეს უბრალოდ სიყვარული, უანგარო სიყვარული,უპირობო სიყვარული და ეს სიყვარული იყო ჩემთვის უღირალი შენთან ერთად.შენ და მე ერთმანეთს დრო მივეცით, ჩვენ უნდა მივმხვდარიყავით ნელა ნელა შევძლებდით თუ არა უერთმანეთოდ და შევძელით, მე ძალიან მალე მივხვდი რომ შენ ჩემს სამყაროში იყავი შემოსული და შენი გაშვება გამიჭირდებოდა. ვფიქრობდი და ჩემთვის გეგმებს ვაწყობდი, მაგრამ როცა უკვე თავის გაკონტროლება მიჭირდა შენს გვერდით და ჩემი შენდამი გრძნობები ზეცამდე ავიდა, როცა უკვე უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირდა, როცა დიდი სიხარულით მოვდიოდი მეთქვა რომ მზად ვარ შენთან ერთად დავბერდე სწორედ მაშინ ზეცამდე აყვანილი ჩემი გრძნობები ასე ძალიან რომ გავაღმერთე მიწაზე დაენარცხა და ისეთი მტკივნეული იყო ის დაცემა მინდოდ იქ დავრჩენილიყავი სამუდამოდ და არ დამენახა ის რაც დავინახე. ისეთი მძიმე და საშინელი იყო ის კადრი ჩემთვის თუ როგორ გეხებოდა და გესიყვარულებოდა უცნობი ქალი სრულიან უცხო მამაკაცს ჩავეჭიდე ხელით, რომ შენ წაქცეული არ დაგენახე, მაგრამ სრულიან იმ უცნობის დახმარებით საბედნიეროდ არ წავიქეცი და არც დავუშვებდი ეს ბედნიერება მომენიჭებინა შენთვის. ჩემი თავი თავად ავიყვანე ხელში და მშვიდად გავშორდი იმ ადგილს სადაც შენ ერთობოდი სხვა ქალთან და მე უკვე ზედმეტი ვიყავი. -მზევინარ...... -ნურაფერს ამიხსნი,მეც არ მაქვს უფლება შენ გისაყვედურო ეს შენი ცხოვრებაა და ვისთანაც გინდა იმასთან იქნები, მე დავტოვე ის ადგილი, მაგრამ ჩემს გონებაში კიდევ დიდი ხნით იქნება ის კარდები. თურმე რა ადვილია და რა ძნელია იყო უბრალოდ ბედნიერი, ეს ზღაპარი იყო და დასრულდა ზღაპარი ძვირფასო. რამდენიმე წუთი უყურა ბექას თვალებში და შემდეგ თავაწეულმა დატოვა ლაშას კაბინეტი, სიჩუმეში ვერცერთმა ვერ გაიგო ზაზა როდის დაადგა მათ თავზე და გაოცებული უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს. -რა მოხდა, ბექა ვიცი რომ რაღაც მოხდა ვხვდები შვილო, მაგრამ მზევინარი რატომ ლაპარაკობს წარსულში და თან წასვლაზე. -მამა ახლა არა, ახლა ვერაფერს ვერ გეტყვი სანამ არ გავარკვევ იმ ღამით რა მოხდა და ვინ იყო ის ქალი. -ბექა მომისმინე...... -მეც არ ვიცი რა მოხდა და შენ რა აგიხსნა მამა. -ბ-ნო ზაზა თქვენ გკითხულობენ...... -ახლავეს მოვალ. თქვა და ისევ ბექას შეხედა. -ჩვენ არ დაგვისრულებია საუბარი. ზაზა გავიდა, ბექამ ლაშას შეხედა სიბრაზისგან დაწითლებული თვალებით და უთხრა. -იმ ღამით მე მზევინარის მოლოდინში საათს დავყურებდი და კარებს უყურებდი როდის შემოვიდოდა, ვინ იყო ის ქალი ან ჩემგან რა უნდოდა, მხოლოდ ერთი ჭიქა მქონდა დალეული ისიც ნახევარზე, შევხედე რომ მოვიდა და ერთმანეთს გავუღიმეთ, მაგრამ მერე რა მოხდა არაფერი არ მახსოვს სრული სიცარიელე არის მის შემდეგ. -ვიღაცამ გაგიჩალიჩათ, მაგრამ ვინ.... -ვინ იცის რომ ის რესტორანი მზეოს სახელზე არის. -მხოლოდ ჩვენ, შეუძლებელია სხვამ იცოდეს. -ვიღაცამ იცის და სწორედ მან მოაწყო ეს შოუ რომელიც კარგად გამოუვიდა.ბიჭები ეძებდნენ დამნაშავეს და ბჭობდნენ, მზევინარი კი მიდიოდა თავაწეული და ცრემლიანი თვალებით.მიდიოდა და თვითონ იცოდა რომ სწორად აფასებდა მოვლენებს,იცოდა რომ კონკრეტული ფაქტის სიღრმეში ჩასვლა არ უჭირდა და იქიდან სწორი კუთხით დანახვაც, მაგრამ დარწმუნებული იყო ბექას წინაშე ცდებოდა, მაგრამ ოხ ეს სიამაყე.მიდიოდა და იხსენებდა მათ პირველ შეხვედრა, პირველ გამოხედვას და ყველა იმ სასიამოვნო წუთებით მიიწევდა წინ გულს რომ უფრიალებდა. ყველა წუთი და წამი ახსოვს, მაგრამ მისი გული ჩაქრა და ჩაიფერფლა გრძნობაც. სახლში შევიდა და მისი მოჩვენებითი ღიმილით გაიღიმა ნინოს და გურამის ვახშამზე უარი თქვა არ მინდაო და ისევ თავის ოთახში ჩაიკეტა. -არ მომწონს ეს დღეები, ნინო შედი და დაელაპარაკე.ნინო ფრთხილად შევიდა და მზევინარი იწვა თვალებდახუჭული, მაგრამ არ ეძინა. ნინიმ თმაზე მოეფერა მზეოს და ჩუმი ხმით უთხრა. -რა გჭირს შვილო, ჩემი მზე გოგო რატომ აღარ ანათებს შენ ხომ ასეთი დათრგუნული არასოდეს არ ყოფილხარ. -დედა რატომ ვარ ასეთი ამაყი, რატომ არ მოვუსმინე, რატომ არ ვაპატიე, რატომ არ დავიჯერე მისი და ვიცი რომ ისიც განიცდის. ვიცი მასაც ტკივა, მაგრამ იმდენად ძალიან გაბრაზებული ვარ არ მოვუსმინე.ის დღეები და ის რთული პერიოდი ხომ მან გადამატანინა, ჩემს გულში თქვენ ხომ მხოლოდ სიკეთე ჩამინერგეთ ახლა რატომ ვარ ასეთი ცივი და შეუბრალებელი. -არ ვიცი რა მოხდა და რა გტკივა ასე ძალიან, მაგრამ მოსმენა უნდა იცოდე და ძლიერი უნდა იყო შვილო. -ყოველი დღე იზრდებოდა ჩემში ბედენიერება, მაგრამ ყველაფერმა აზრი დაკარგა დედა. ძლიერი მეგონა ვიყავი, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი არ მივედი მასთან ვხედავდი რომ მე მიყურებდა გაოცებული იმ წუთში, მაგრამ მე სიბრაზისგან დაბრმავებული დამნაშავესავით გამოვიპარე.დღე როცა ჩემი ცხოვრების ფერები მკვეთრად გაფერადდა, როგორ ველოდი წუთი წუთზე მასთან შეხვედრას და რამოდენიმე ნაბიჯში დაიმსხვრა ჩემი ბედნიერება. ღიმილი გაქრა, ფერადი ფერები გაუფერულდა და ყველაფერი დამავიწყდა.დამავიწყდა ის რთული და მტკივნეული დღეები დღე და ღამე ჩემს გვერდით რომ იყო,გაორებული ვიდექი ერთ ადგილზე და ვუყურებდი როგორ იდგა მის წინ სხვა ქალი. ერთი მხარე ჩემი უკან წასვლას მთხოვდა, თითქოს ჩემივე მე მექაჩებოდა უკან წასასვლელად. მეორე მხარე კი რომელიც სწორი იყო მასთან მისვლას მთხოვდა მისკენ მიიწევდა,მაგრამ ეშმაკმა მძლია დედა და იქედან წამოვედი.სიამაყის მანტია შემოვისხი მხრებზე და წამოვედი, ფეხით მოვედი აქამდე და აქ მოსვლამდე ვცდილობდი ახსნა მომეძებნა იმ ყველაფრისთვის რაც მე დავინახე. შემცივდა, ხელები შემოვიხვიე და ასე მოვედი აქამდე, სიმშვიდე მინდა დედა, მყუდროება მინდა აქ შენს კალთაში მინდა დამეძინოს ისე როგორც ბავშვობისას.ტელეფონი გათიშა და დედის გულზე თავმიდებულს დაეძინა, ნინოს რომ დააგვიანდა გასვლა გურამიმ შეაღო კარი და ნინომ ანიშნა ძინავსო და ისევ უკან გაბრუნდა.შუაღამით გაეღვიძა იგრძნო გული ძალიან ძლიერ უჭერდა თითქოს სხეული იკუმშებოდა, ფილტვებიც შევიწროვდნენ და სუნთქვა გაუჭირდა, მოკლედ მოკლედ სუნქავდა სულ ცოტაც და გარდაუვალი იქნებოდა ინფარქტი, მაგრამ შეძლო და ფეხზე წამოდგა ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -გონს მოდი მზევინარ შენ ძლიერი ხარ განა დაგავიწყდა რამდენ ქარიშხალს შეებრძოლე და მაინც დააღწიე თავი მასთან ბრძოლას, შენი თვითგვემა იცი რა შედეგით დასრულდება ძლიერი დეპრესიით და დაკეტე ყრუდ შენი გულის კარი და მიყევი ცხოვრების დინებას. დამშვიდდა, სუნთქვაც ნორმალური გაუხდა, გულიც დაუწყნარდა და ისევ შეწვა. ფიქრებისგან დაღლილს მალე ჩაეძინა და დილის 9სთ-ი იყო რომ გაიღვიძა, სასწრაფოდ მოემზადა და მხიარული დაემშვიდობა ნინოს და გურამს. -ახალი ცხოვრება იწყება დედა, საღამომდე.კომპანიაში ღიმილით შევიდა და გაოცებული ზაზა შეხვდა წინ. -დილა მშიდობის, რატომ მიყურებთ გაოცებული? -გუშინ გაგიშვი რამოდენიმე დღე წადი დაისვენეთქო, დღეს აქ ხარ და მეკითხები გაოცებული რატომ ვარ? -დასრულდა საკუთარი თავის დასჯა და გადავწყვიტე დღეიდან სხვა დავსაჯო და მე ახალი ცხოვრება დავიწყო. -ძალიან კარგი და მაშინ მოემზადე, ახალი პარტნიორი უნდა მოვიდეს და მზად იყავი შეხვედრისთვის. -ვის ვხვდებით...... -ამჯერად ჩვენი სტუმრები არაბები არიან მზევინარ და..... -მოვახერხებ, კარგად არა მაგრამ ცოტა ცოტა მესმის ინგლისურთან ერთად გავალ. -მშვენიერია, მაოცებ მე შენ. -მარტო ჩვენ ვიქნებით შეხვედრაზე, სხვები? -ბიჭებიც მოვლიან და ანრიც იქნება ამჯერად მზეო. -დრო რამდენი მაქვს? ზაზამ საათზე დაიხედა და მზევინარს შეხედა. -ზუსტად ერთი საათი არც მეტი არც ნაკლები, მოასწრებ და თავს მოიწესრიგებ? -მენდე, მალე დავბრუნდები გადასხვაფერებული. ზაზას გაეცინა და მზევინარიც სიცილით წავიდა, რამდენიმე წუთში ბექა და ლაშა შევიდა ზაზასთან, ზაზა მშვიდად იჯდა და ზოგჯერ წაუღიღინებდა კიდეც რამაც ბექა გააღიზიანა მისმა უყურადღებობამ და ღიღინმა. -რა გაღიღინებს ადამიანო სადაც არის მოვლიან სტუმრები. -ინგლისურით გავალთ და ეს ბოლო პერიოდი ნუ იღრინები. ზაზამ ბექას შეხედა და ტელეფონს უპასუხა, მაგრამ გაფითრდა და არანორმალური ხმით იღრიალა. ზაზას ხმაზე ყველა მის კაბინეტში შევიდა, ზაზა კი მხეცს ჰგავდა ვერავინ გაბედა მასთან მიახლოვება მხოლოდ ბექა და ლაშა იყო მის გვერდით თუმცა მათმაც არ იცოდნენ რატომ იყო ზაზა ასეთი ანერვიულებული. -მამა რა გითხრეს ან ვინ იყო ტელეფონზე. -ქალი იყო, ქალმა მითხრა რომ..... -სტუმრები მოვიდნენ, სადაც არის შემოვლიან. -სასწრაფოდ მიალაგეთ აქაურობა,დარბაზში ჩავიდეთ დანარჩენებმა. თქვა ბექამ და სტუმრების შესახვედრად წავიდნენ, მაგრამ ზაზა გონებით სულ სხვაგან იყო. ნერვიულობდა ბექა ზაზაზე და ასევე უცხოელებზეც, მაგრამ რომ არავინ ელოდა შეკრებილთ მზევინარი მიუახლოვდა და ერთ ერთმა სტუმართაგანმა ხელებგაშლილი წამოვიდა და ორივე გაოცებული უყურებდა ერთმანეთს. -მზევინურ.... -შამილ, შამილ მართლა შენ ხარ და აქ არ გელოდი. -მე კი ვიცოდი აქ რომ გნახავდი, ესეც სიურპრიზი, დიდი სიურპრიზი მზევინურ. მზევინარი გაოცებულ ბექას და ლაშას მიუბრუნდა, თვალებში მოხვდა ზაზას ფერდაკარგული სახე და ღიმილით უთხრა. -ყველაფერი კარგად იქნება, გთხოვთ დამშვიდდეთ.შეხვედრამ რამდენიმე საათი გასტანა და მზევინარი არაბულად უხსნიდა სტუმრებს პროექტის შინაარსს, სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს მოწონების ნიშნად ერთ ერთმა თავი დაუქნია შამილს და შამილიც სიამაყისგან წელში გასწორდა. -სადაც მზევინური არის იქ ყველაფერი კარგადაა. ბექამ ახლოს დადგა მზევინართან და გაბრაზებულმა უთხრა. -ვინ არის ეს ბედოვლათი. -მე შენ გკითხე ვინ იყო ის ქალი? -მზევინარ.... -ბ-ნო ბექა სტუმრები გვიყურებს და ნუ ჩაშლით გაკეთებულ საქმეს. შამილი მზევინარს მიუახლოვდა და უთხრა. -ჩვენი მეგობრობის ხათრით საღამოს რესტორამში გეპატიჟები, უარს არ მივიღებ. მზევინარს გაეცინა და დათანხმდა, მაგრამ შამილის გაოცებულ თვალებს რომ შეხედა ისევ გაეცინა. -ნუ იცინი მზევინურ გამიკვირდა უცებ რომ დამთანხმდი და მივხვდი ის მამაკაცი გააბრაზე შენი თანხმობით. თქვა და ორვემ გულიანად გაიცინა, ბექა უყურებდა მათ და სიბრაზისგან მუშტები შეკრა ლაშამ კი მკლავზე ხელი მოუჭირა და უთხრა. -დამშვიდდი რა დღეში ხარ, შეხედე ზაზას რაღაც მოხდა საერთოდ ხმა არ ამოუღია აქ არ არის, ბექა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და არ ვიცით რა. ზაზამ ტელეფონზე შეტყობინება გააგზავნა და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა, შამილიმ ხელი ჩამოართვა ყველას ბექას ხელზე ხელი მოუჭირა და მზევინარს უთხრა. -საგზური ჩემზე იყოს არაბეთში გეპატიჟები მზევინურ. მზევინარი არც დაფიქრებულა შამილის შეხედა და უთხრა. -თუ კარგ სამსახურს შემომთავაზებ წამოვალ შამილ. შამილმა თვალებში ჩახედა მზევინარს და გაოცებულმა უთხრა. -რა თქვი, წამოვალო ასე თქვი? -წამოვალ... -წამოხვალ და დარჩები კიდეც? -კარგი სამსახურის გამო წამოვალ და დავრჩები, რატომაც არა. -მზევინურ სამსახურის გამო წამოხვალ თუ გინდა ამ ტიპს აჩვენიო რომ მისგან მიდიხარ და დაგიჭიროს არსად არ გაგიშვას. -არა, მართლა მინდა აქედან წასვლა. მზევინარის ხმა უცებ სერიოზული გახდა რაზედაც სამივე მიხვდა რომ ის შამილს რაღაც სერიოზულს ესაუბრებოდა. -არ ვიცი რას ეუბნება, მაგრამ მზევინარმა რაღაც ჩაიფიქრა. თქვა ლაშამ და ბექას შეხედა, ბექამ კი კბილებში გამოცრა. -დავკარგავ ყველაფერს, მაგრამ ამ ტიპს ძვლებში დავამტვრევ და ამად მიღირს ყველაფრის დაკარგვა. -ვერ მოერევი. უთხრა ზაზამ და თვალი ჩაუკრა ბექას, მოულოდნელად შამილმა ხელში აიყვანა მზევინარი და რამდენჯერმე დატრიალდა, შემდეგ ყველას გასაოცრად შამილი ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -გაუფრთხილდი ამ ყვავილს და შენგან შორს ნუ გაუშვებ, არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ დამიჯერე მას შენ უყვარხარ. თვალი ჩაუკრა ბექას მზევინარს ხელი მოხვია მეგობრულად და უთხრა. -მე შენს შეტყობინებას დაველოდები მზევინურ. სტუმრებს დაემშვიდობა მზევინარი და თავის კაბინეტში შევიდა ჩანთას მოკიდა ხელი და უნდა წასულიყო, მაგრამ მის წინ ბექა იდგა. -ვინ არის ის პიჟონი და საიდან იცნობ მას. მზევინარმა თვალებში ჩახედა ბექას და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -გამატარე. -მზევინარ დროა უნდა მომისმინო. -ახლა უნდა მოგისმინო და სად იყავი ერთი თვის უკან. -მართალი ხარ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ მეც არ ვიცი რა მოხდა იმ ღამით. მზევინარ უნდა დაიჯერო რომ მეც არ ვიცი ვინ არის ის ქალი და საიდან გაჩნდა იქ როცა მე შენ გელოდი. -მე კი სულ სხვანაირად შევხედე იმ ღამით ჩემს იქ მოსვლას. ბექამ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და მზევინარს უთხრა. -ეს ბეჭედი დედამ მომცა და იმ ღამით შენთვის უნდა მომეცა თუ ამ ბეჭედს შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემს თვალწინ გადააგდე მზევინარ და მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, რომ ჩვენს შორის გრძნობა გაქრა და სიყვარული მოკვდა. -ბექა ისწავლე როგორ უნდა გაიგო როცა იცი რომ შენი პოზიცია წაგებული გაქვს. -დაგიმტკიცებ რომ შენ სცდები, რომ შენც და მეც იმ ღამით შეცდომაში შეგვიყვანეს, რომ ვიღაცამ კარგად გაერთო ჩვენს ტკივილზე და იმ ვიღაცას გავიგებ ვინ არის ნიღაბს ავხსნი და მერე რას იზამ მზევინარ. -თუ ეს ასე იქნება როგორც შენ ფიქრობ მე არ მიჭირს ბოდიშის მოხდა როცა ვერ ვსანზღვრავ სწორად, მაგრამ ახლა ჩემში იმდენად დიდია ტკივილი გამინთავისუფლე გზა ბექა და გამიშვი. -გაგიშვებ, მხოლოდ დამპირდი რომ დღეს არ წახვალ რესტორანში იმ აყლაყუდასთან ერთად. -საიდან იგონებ ამ სახელებს. თქვა მზევინარმა და ჩაიცინა, მათ ზაზა მიუახლოვდა და მზევინარს უყურებდა, მზევინარმა კი შეხედა ზაზას და უთხრა. -ძალიან ინერვიულეთ დღეს და ჯერ კიდევ ღელავთ, მაგრამ.... -მზევინარ შვილო დაჯექი რაღაც უნდა გითხრა..... მზევინარმა ბექას შეხედა და შემდეგ იქვე მდგარ ლაშას რომელმაც თვალი ვერ გაუსწორა და თქვა. -დედა, მამა, მითხარით რომ კარგად არიან ბ-ნო ზაზა.... იდგა გაორებული, მთელი სხეულით კანკალებდა რაღაც ცუდის მოლოდინში და ზაზას უყურებდა წინასწარვე განწირული და მოგონილი სიმშვიდით.თეთრი,გულამოღებული ზედა ეცვა და გული ლამის გარეთ გამოსვლას ლამობდა ისე სწრაფად უცემდა. -ვწუხვარ რომ არ შემიძლია ზუსტად გადმოვცე ის რაც ვიგრძენი და მართლა ვწუხვარ მე რომ უნდა გითხრა მზევინარ მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. -გთხოვ მითხარი რა მოხდა ...... -დედა და მამა კარგად არიან, მაგრამ ლენა, მზევინარ ლენა ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაცვლილი იპოვეს სასტუმროში. -ღმერთო ჩემო, რომელ სასტუმროში და ახლა სად ყავთ, სად არის. -მარტო ეს არ არის მზევინარ.... -კიდევ რა მოხდა, მითხარი .... -ლუკა, ლუკამ რომ გაიგო ლენას შესახებ დიდი სიჩქარით მიდიოდა და სიჩქარის გადაჭარბების გამო უბედური შემთხვევა მოხდა, ექსპერტიზაზეა ორივეს გვამი გადაგზავნილი. -უნდა წავიდე, მათთან უნდა წავიდე. თქვა მზევინარმა და უეცრად ყველაფერი დატრიალდა მის გარშემო, რამდენიმე საათის შემდეგ თვალი გაახილა და ბექა დაინახა, მზევინარის ხელი ხელში ეჭირა და მის საწოლთან იყო. -ბექა... -აქ ვარ მზევინარ. -ვიცი რომ აქ ხარ, აქედან უნდა წავიდე. -სუსტად ხარ, მზევინარ ჯერ უნდა დაისვენო. -ფეხი დაუცდა და როცა შველა უნდოდა ის დედამ დაიცვა, დედამ გადაეფარა და გაამართლა. ის რაც დღეს მოხდა ეს თეკლას დიდი შეცდომის შედეგია. მოესმა მზევინარს გურამის ხმა და ჩურჩულით თქვა. -მამა, მამა მოვიდა. ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე მზევინარს და ბექას დახმარებით საწოლიდან წამოდგა, ოთახში ნინო შემოვიდა და შვილი გულში ჩაიკრა. -შვილო, ჩემო მზეო როგორ შეგვაშინე. -კარგად ვარ დედა, მაგრამ..... -შვილო რა მაგრამ, ვიცი რასაც გულისხმობ, მაგრამ მე ბედნიერი ვარ ასეთი ჭკვიანი შვილი რომ მყავს და დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი არასოდეს გაყიდის გულს და ღირსებას. -მზევინარ შვილო შენ იცი რაოდენ დიდი საგანძური ხარ ჩვენთვის და მადლობა რომ გაამართლე მშობლის ამაგი.გურამიმ შეხედა მზევინარს და გულში ჩაიკრა პირველად იგრძნო მზევინარმა მამის აჩქარებული გულის ცემა და ცრემლი მოერია. -მზად ხარ მამა, წავიდეთ? -წავიდეთ შვილო. პროზექტურაში ანრი დახვდათ, ბექამ შეხედა ანრის და თვალებით კითხა, მაგრამ ანრიმ ყველას გასაგონად თქვა ორივე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, ლენა ზედმეტი დოზით. ლუკა სიჩქარის გადამეტების გამო უბედური შემთხვევა მოხდა, მაგრამ ისიც გაკეთებულში იყო და მასთან ერთად დაიღუპა უდანაშაულო მოქალაქე რომელიც ქუჩაზე გადადიოდა. -დედამ იცის რაც მოხდა? -იცის და გათიშულია, ნემსები გაუკეთეს და გათიშეს. მიცვალებულები პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, თეკლა გაშეშებული იყო და ვერაფერს ამბობდა მთელი სამი დღე ხმა ვერ ამოიღო მხოლოდ დასაფლავების დღეზე შვილების გაცივებულ ცხედრებთან მივიდა და თქვა. -მინდა უკანასკნელი დედა ვიყო ვინც ამ საწამლავით დაკარგა შვილები და თქვენც უკანასკნელი შვილები იყოთ ვინც ამ საწამლავმა შეგიწირათ. ფრინავდი შვილო, ფრინავდი სიხარულისგან და შენმა სიხარულმა ცაში აგტყორცნა.სად გამიფრინდით შვილებო ორივე ერთად,დასრულდა ბედნიერი დღეები ზღაპრებს რომ გიყვებოდით ჩაგეძინებოდათ და თქვენს მშვიდ სუნთქვას ვდარაჯობდი, როგორ გამიფრინდა წლები და წლებთან ერთად თქვენც გამიფრინდით. დაიზარდეთ, დაიზარდეთ და ნელა ნელა დამშორდით,ძალიან დამშორდით. ლუკა შვილო დამპირდი, დამპირდი რომ მალე მოხვალ ჩემს წასაყვანად.მზევინარმა ხელი მოკიდა თეკლას და უკან დახია ცხედრებისგან, თეკლამ შეხედა მზევინარს ზიზღით მოიშორა მისი ხელი შემდეგ იქვე მდგარ ნინოს და გურამის შეხედა და ირონიულად ჩაიცინა. ნინომ მზევინარს ანიშნა გამოდიო და ისიც განზე გადგა, მაგრამ კარგად გაიგონა თეკლას ნათქვამი. -მე საკუთარი შვილები დავკარგე და ისინი მათი თ აქ მოვიდნენ და წინ ამეტუზნენ. გურამიმ მუჭა მიწა აიღო და ორივეს გულზე გადააყარა, შემდეგ თეკლას მიუბრუნდა და უთხრა. -შენ არც ეს ტკივილი დაგამშვიდებს, იმდენად ბოროტი ხარ შენი სიბოროტის გამო ეს ანგელოზები ჯერ გზას ასცდნენ და მერე დაიღუპნენ, მაგრამ შენს ღვარძლს, ზიზღს და სიბოროტეს არც ეს ტკივილი არ შეაჩერებს.საზღვარი არ აქვს შენს სიბოროტეს და დროა შეჩერდე. გურამიმ ნინოს ანიშნა წავიდეთო და ხალხის ნაკადს გამოეყო ორივე, ბექა მზევინარის გვერდით იდგა, მაგრამ უეცრად ხალხში ნაცნობი თვალები დაინახა და გაოცებული უყურებდა გოგონას, გოგონამ შეამჩნია ბექას მზერა და თვალი აარიდა, უნდოდა წასულიყო, მაგრამ ბექამ ხელი ჩაკიდა მზევინარს და გოგონას დაედევნა. -სად მიდიხარ, რატომ მიმარბენინებ ბექა. -შეჩერდი,შეჩერდი ვიცი რატომ გინდა წახვიდე.ბექამ გოგონას შეჩერება შეძლო და გოგონამ მორცხვად შეხედა ბექას, მზევინარმაც იცნო ის ქალი და გაოცებული უყურებდა ორივეს, მაგრამ უფრო გაოცდა მათი საუბარი რომ მოისმინა. -ვინ ხარ და ვინ მოგაგზავნა იმ ღამით ჩემთან. -ვიცი რომ ცუდი საქციელი ჩავიდინე, მაგრამ არ იყო ჩემი იდეა საერთოდ არ გიცნობ ვინ ხარ და რა უნდათ თქვენგან. -ჰოდა ახლა იტყვი ვინ მოგაგზავნა და რატომ. -თამარი ვარ თვაური სტუდენტი, იმ ღამით დიდი თანხა მომცეს რომ თქვენი შეხვედრა ჩაშლილიყო. -მითხარი თანხა ვინ გადაგიხადა, თქვი ვინ არის ის პიროვნება. -ის, ის, ის უკვე ცოცხალი აღარ არის. -როგორ, გინდა თქვა რომ ის საღამო ლენას მოწყობილი იყო და თანხაც მან გადაგიხადა? -ლენამ გადამიხადა, არ ვიცი თანხა საიდან ჰქონდა მაგრამ როგორც მივხვდი მდიდარია დედამისი. -ღმერთო ჩემო...... -მითხრა რომ მისი საქმრო იყავით და ბიძაშვილმა წაართვა თქვენი თავი, მე თანხა მჭირდებოდა და დავთანხმდი. მზევინარი გაშეშებული იდგა და ბექას უყურებდა, ბექაც უძრავად იდგა, მაგრამ შემდეგ მზევინარს მიუბრუნდა და თვალებში ჩახედა. -აქ არ არის სალაპარაკო ადგილი მზევინარ.... -ვიცი, თეკლას ვეზიზღები და ეს ზიზღი არასოდეს არ გაქრება, არ განელდება. -წავიდეთ აქედან ჩვენ აქ ზედმეტები ვართ, სიმართლე გითხრა არც უნდა მოვსულიყავით. -წავიდეთ, მაგრამ ჩემები...... -ლაშა წამოიყვანს იმათ.შამილი ელოდა მზევინარს მაგრამ გაიგო მისი არ მოსვლის მიზეზი და ძალიან შეწუხდა, რესტორანში თანხა გადაიხადა ორ ადამიანზე და ტელეფონის ნომერთან ერთად სახელებიც დატოვა, მაგრამ თხოვნა უნდა გაეთვალისწინებინა უფროსს, რომ ეს ზარი მხოლოდ ორ თვეში უნდა განხორციელებულიყო და ამას თავად შეახსენებდა მას.მზევინარი რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა, ნერვიულობდა ძალიან მომხდარზე და ნერვიულობდა ძალიან მამაზე მას ძალიან, ძალიან უყვარდა დიშვილები. -მამა გინდა წახვიდე მამიდასთან? გურამიმ შეხედა მზევინარს და გაუღიმა, შემდეგ კი დარწმუნებულმა უთხრა. -არა, არ მინდა მასთან მისვლა, ის ამ ტკივილს სათავისოდ გამოიყენებს და არც შენ მიხვიდე საკმარისია ამდენი დამცირების მოსმენა მისგან. -კარგი როგორც შენ იტყვი, მაგრამ.... -ვინც არ გაფასებს ნუ მიეძალები მასთან მისვლას, მიხედე შენს ცხოვრებას, მზევინარ თეკლას ეს ტკივილი არ შეაჩერებს და არც გზაზე არ დაიკარგება. ცხოვრება სასწაულია ის გვაძლიერებს და გვაგრძელებინებს სიცოცხლეს ასევე გვაჩვებს ტკივილთან ერთად ცხოვრებას.ტკივილი გაითავისა თეკლამ მაგრამ თავს არ ხრიდა, დარდმა დაადნო სახეზეც ნაადრევად დააჩნდა ღრმა ნაოჭები. ანრი მიდიოდა ყოველ დღე მასთან, მაგრამ როცა თეკლამ ძველი სახე დაიბრუნა ყოველ მესამე დღეს მიდიოდა და ცარიელი არასოდეს არ მისულა. ერთ დილით ხილით სავსე ჩანთები სამზარეულოში გაიტანა ანრიმ და მაცივარი გამოაღო, გაოცებული უყურებდა გამოცარიელებულ მაცივარს და თეკლას შეხედა. -სტუმრები გყავდა თეკლა.თეკლამ შეხედა ანრის გაოცებულ სახეს რომელიც მაცივართან იდგა და არც დაფიქრებულა ისე უთხრა. -რა გაოცებული მიყურებ, მითვლი რას შევჭამ და რამდენს? -თეკლა რა გაყვირებს, ორი დღის უკან გავავსე მაცივარი აქ კი მხოლოდ წყლის ბოთლები დევს თითქოს თვეებია არავის არაფერი უყიდია და არ უნდა გამიკვირდეს? -წადი, წადი და აღარ მოხვიდე, აღარც შენი მოტანილი არ მინდა. თქვა და ხილით სავსე ჩანთები ფანჯრიდან მოისროლა, ანრი გაბრაზდა და წავიდა სადაც რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა. უსაზღვრო იყო თეკლას მიმართ მისი სიყვარული, მაგრამ თეკლას ეჭვიანობამ, მისმა სიბოროტემ და ქედმაღლობამ შედეგი გამოიღო სიყვარული გაქრა და რატომ? ანრიმ ძალიან ბევრი იმედგაცრუება და ტკივილი მიიღო თეკლასგან და ამიტომ ადვილად შეძლო სიყვარულის დავიწყება. სიყვარული ყველგან არის, ის ყველაფერშია და სწორედ ეს აღიზიანებდა თეკლას.მზევინარმა ძალიან ცუდად აღიქვა ის რომ მისი ბედნიერება თეკლამ და ლენამ ერთობლივად შეძლეს და დაამსხრიეს, საკუთარმა მამიდამ ბედნიერი ძმიშვილი ვერ აიტანა და რა მოიგო ამ სიბოროტით.ნუ ეთამაშებით უფალს და ნუ იტყვით რომ უფალი ვერ ხედავს და ვერ გებულობს ვინ რას აკეთებს, უფალი ხედავს ყველას ბოროტ ზრახვებს და სწორედ ადამიანის სიბოროტე მისი სასჯელით ისჯება.ტკივილიანი ერთი თვე გავიდა და მზევინარი სამსახურს დაუბრუნდა, ერთ საღამოს ბექამ უცნაურ ზარს უპასუხა ის ერთ ერთ რესტორანში მიიწვიეს მხოლოდ ვინ ეს სიურპრიზად დატოვეს და მისამართის მიღების შემდეგ მოემზადა და წავიდა რესტორანში, მაგრამ არ იცოდა ვის უნდა შეხვედროდა იჯდა და ელოდა იმავე რესტორანში ბექასთან მოშორებით იჯდა ლაშა და ზაზა რადგან ბექა საიდუმლოდ წავიდა მათ მოილაპარაკეს რომ წასულიყვნენ ჩუმად და ეთვალთვალათ ბექასთვის, მაგრამ საოცარი და გასაკვირი ის იყო რომ ერთი საათის დაგვიანებით რესტორანში მზევინარიც მივიდა და სწორედ ის მაგიდა აჩვენეს სადაც ბექა ელოდა იდუმალ პარტნიორს.ბექა ფეხზე წამოდგა და გაოცებული უყურებდა მზევინარს, მზევინარმა კი გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -რა საჭირო იყო ეს სიურპრიზები გეთქვა რასაც აპირებდი, იქნებ დაგთანხმებოდი. -მზევინარ რაც არ უნდა გითხრა არ დაიჯერებ რომ მეც შენსავით გაოცებული ვარ, აქ ვინ მოგვიყვანა არცერთმა არ ვიცით, მაგრამ ვინც ეს გააკეთა მას სჯერა ჩვენი სიყვარულის.მზევინარმა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და ბექას შეხედა გაღიმებულმა შემდეგ კი ტელეფონი გაუწოდა, ბექამ ტელეფონი გამოართვა და შეტყობინება წაიკითხა მისი სახეც ღიმილმა გაანათა. ,,ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს და არანაირ ბოროტებას არ მისცეთ უფლება ეს მჭიდროდ ჩაკიდებული ხელები ერთმანეთს დააშოროს, უსასრულო ბედნიერება რჩეულთა ხვედრია და მინდა თქვენ ორნი იყოთ ის რჩეულები.მინდა იყოთ უსასრულოდ ბედნიერები და ცხოვრების ბოლომდე გიყვარდეთ ერთმანეთი.მეგობარო მიხარია შენი ბედნიერება, შენ კი ჯერ კიდევ უცნობო სიძევ გაუფრთხილდი ჩემს მეგობარს ერთი შეცდომა და ძვლებში მე დაგამტვრევ''. ,,შამილი''. ბექა გაოგნებული იდგა შემდეგ შეხედა მზევინარს და მისი უჩვეულო ღიმილით უთხრა. -გამოდის შევრიგდით? -არა, არ შევრიგდით. უთხრა ისევ გაბრაზებულმა, მაგრამ სკამი თავად გამოსწია და დაჯდა, ბექა გაოგნებული უყურებდა და თვალმოჭუტულმა უთხრა. -თუ არ შემირიგდი რატომ დამიჯექი აქ მზევინარ. -მშია და იმიტომ და ეს მაგიდა გადახდილია, შენ არ იხარჯები. -აააააა. თქვა ბექამ და სიყვარულით შეხედა მზევინარს, ზაზამ და ლაშამ ვერ გაიგეს რა მოხდა და როცა ერთად დამსხდრები დაინახეს ზაზამ თქვა. -შერიგდნენ, ლაშა შეხედე შერიგდნენ... -არ მგონია, მზევინარი ისევ გაბრაზებული უყურებს ბექას.ზაზა წამოდგა და მათ მაგიდას მიუახლოვდა,ღიმილით შეხედა მოჟღურტულე მტრედებს და ბექამ გაოცებულმა შეხედა ჯერ ზაზას და შემდეგ ლაშას. -თქვენ აქ რას აკეთებთ. -არაფერი არ თქვი რომ წამოდი..... -თქვენ კი უკან გამომყევით, მითვალთვალებთ დღეს? -შენი საიდუმლო ზარი ამოვხსენით, სულ ეს იყო. უთხრა ლაშამ და ზაზას გადახედა. -რა ჭორიკანა დედაკაცებივით იქცევით.ბრაზობდა ბექა, მაგრამ მზევინარმა ზაზას თვალი ჩაუკრა და ჩუმჩუმად იცინოდა და ის საღამო სამივემ კარგად გაატარა მხოლოდ ბექა იჯდა ჩუმად და ხმას არ იღებდა. არა მარტო ის საღამო, რამდენიმე დღე ბექა არც ზაზას და არც ლაშას არ ელაპარაკებოდა, მზევინარი კი თავს მშვენივრად გრძნობდა. ზაზა ძალიან მხიარულობდა, ლაშას ფეხს მიარტყამდა და ბექასკენ ანიშნებდა თვალით, მაგრამ რამდენჯერმე შეეშალა და ლაშას მაგივრად ბექას მიარტყა ფეხი, მაგრამ ბექა ვითომ არ იმჩნევდა იჯდა და მზევინარს უყურებდა, მის ღიმილს მას რომ გულს უფრიალებდა ლაშას რაღაცას უყვებოდა და მის ღიმილში მთელ სამყაროს უყურებდა.დასრულდა მშვენიერი საღამო და ყველა ფეხზე წამოდგა, მზევინარი ბექამ მიიყვანა სახლამდე და მეორე დღიდან ყველამ სამსახურს მიუძღვნა თავი სადაც რამდენიმე დღე ყველა დაძაბული იყო ახალ პროექტზე მუშაობით.მუშაობამ შედეგი გამოიღო და კომპანიამ ერთ დღეს შემოთავაზება მიიღო პარტნიორისგან ეგვიპტეში სადაც უნდა წასულიყო ორი და ეს ორი ზაზამ ლაშასთან მოლაპარაკებით საგზურში ბექა და მზევინარი ჩაწერა, მზევინარს გაუჭირდა პასუხის გაცემა. -მზეო ეს შენი პროექტია, შენი ნაშრომი და უარს იტყვი? -არა, უარს ვერ ვიტყვი მაგრამ უკეთესი იყო მარტო წავსულიყავი. -ორიო და ნახე საგზური თავად შემოგვთავაზეს არჩევანი, ნახე და წაიკითხე გარკვევით წერია თქვენი სახელები და გვარები, არავის არ გქონდა უარის თქმის უფლება. მზევინარი დასთანხმდა შემოთავაზებას და მეორე საღამოს წუწუნით, მაგრამ ხელში ბილეთით და უზარმაზარი ზუგრჩანთით მიყვებოდა ბექას უკან. არასოდეს უმგზავრია საჰაერო ზონით და შეშინებული იყო, ბექას მკლავზე მოქაჩა ბექამ შეჩერდა სათვალე მოიხსნა და გაოცებულმა შეხედა. -რა მოხდა, რატომ გაჩერდი.....არ მითხრა რომ გეშინია. -მეშინია, რომ არ წამოვიდე? -მარტო ხომ მიდიოდი... -ბექა მეშინია, გესმის? -დამამშვიდებელი მაქვს და მოგცემ. მზევინარმა მგზავრებს გადახედა ძალიან ბევრნი იყვნენ და დამშვიდდა, როგორც იქნა რეგისტრაცია გაიარეს თვითმფრიონავშიც ავიდნენ და თავიანთი ადგილები იპოვეს და მზევინარმა ორი აბი დამამშვიდებელი მიიღო და ბექას მხარზე ჩაეძინა თავჩამოდებულს. არც აფრენა გაუგია, მშვიდად სუნთქავდა და ბექა მის სუნთქვას უსმენდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და თავადაც ჩაეძინა რომ რამდენიმე წუთში რაღაც ძლიერი ბიძგი იგრძნო და თვალები გაახილა შეშინებულმა მზევინარს დახედა და გულში გაიფიქრა. -გული გიგრძნობდა რომ საფრთხე გველოდა. არ უნდოდა გაღვიძებოდა მზევინარს მაგრამ ხმაურმა გააღვიძა ხალხი პანიკაში ჩავარდა თვითმფრონავმა კიდევ უხეში მოძრაობა გააკეთა და მაღლიდან ქვემოთ დაეშვა.ბექამ ხელი მოხვია მზევინარს და ისიც ბექას მიენდო, ძალიან მაგრად უჭერდა ხელზე ხელს შიშისგან. -ქამარი არ შეიხსნა, შემომხედე და მხოლოდ კარგზე იფიქრე.უეცრად საშინელი კივილის ხმა გაისმა, ბავშვებიც ტიროდნენ მზევინარმა შეხედა ბექაას და ჩურჩულით უთხრა. -ბექა ვკვდებით, ეს ჩვენი ბოლო..... -გაჩუმდი მზევინარ და ნუ ლაპარაკობ, ეს არ მოხდება. -დაბლა ვეშვებით, ბექა ვვარდებით.... ბექამ თვალები მაგრად დახუჭა და თქვა. -მგონი აღსასრული დადგა. აღიარა რომ შეეშინდა და მზევინარი გულში ჩაიკრა, სალონში სიჩუმე დადგა ყველას მიტკლისფერი ადევს და იმ აზრს არიან შეგუებულები რომ წუთი წუთზე მიწაზე დაეცემა თვითმფრინავი და სულ მალე იქ მყოფი მგზავრები აღარ იარსებებენ, დაიღუპება უამრავი ხალხი. მზევინარს თვალები დახუჭული აქვს და ცრემლი მოსდის, ბექამ ორივე ხელები სახეზე მოკიდა და ჩურჩულით უთხრა. -მე ბედნიერი ვარ რომ საბოლოოდ შენ ჩემს გვერდით ხარ. მზევინარმა თვალები გაახილა და ბექას შეხედა, ჯერ თვალებში უყურებდა მას შემდეგ ტირილით შეეხო ბექას ტუჩებს რაც ბექას დიდი სიამოვნება მოჰგვარა მისმა საქციელმა. -იცი რას იტყვიან ჩვენზე? -უყვარდათ და ერთად მოკვდნენო. -სიყვარულისთვის შეწირულები. თქვა და ამჯერად თავად შეეხო მზევინარის წითელ ტუჩებს და თვითმფრინავის სვლა გასწორდა. ბექა ღიმილით უყურებდა მზევინარს და ჩურჩულით უთხრა. -ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. უეცრად ისევ ხმაური გაისმა და ამჯერად ეს სიხარულის ოვაციები იყო გადარჩენის ტაში შემოკრა მგზავრებმა და პილოტიც ჩაერთო მათ სიხარულს. -ბოდიში. თქვა და უეცრად ხმა შეწყდა, მაგრამ ისევ გაისმა პილოტის აღელვებული ხმა. -,,ბოდიში რომ შეშინდით, მაგრამ ყველაფერი კარგად არის და მგზავრობა გრძელდება. გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა საშინელ ტურბინეტულ ზონაში მოხვედრის გამო შევშინდით''.მგზავრების უმრავლესობა სიხარულისგან ტიროდა და ტიროდა მზევინარიც ბექამ ხელზე დაიხედა სადაც მზევინარის თითები აჩნდა და სწორედ იქ დაეცა მისი ცრემლიც მზევინარს შეხედა და უთხრა. -შეხედე, შეხედე რა მიყავი მზევინარ ეს დამაჩნდება და არ გამივლის მანამ სანამ მეორედ არ მაკოცებ უკან დაბრუნებისას.მზევინარს გაეცინა და ისევ ბექას მხარზე ჩამოდო თავი, ბექამაც ხელი მოხვია და მიწაზე დაფრენამდე ისე ყავდა გულზე მიკრული. მგზავრობა დასრულდა და მგზავრები აირია ერთმანეთში, მაგრამ ბექა და მზევინარი აუჩქარებლად გაუყვა ხალხის ნაკადს და როცა ტაქსის აყვანა უნდოდა მას უცხო მამაკაცი მიუახლოვდა. -ბექა წიკლაური თქვენ ხართ? იკითხა ინგლისურად ხელში კი ბექას ფოტო ეკავა და ბექას იმ ფოტოს ადარებდა უცხო მამაკაცი. -დიახ მე ვარ. მზევინარმა და ბექამ ერთმანეთს შეხედა. -წამომყევით. დაბნეულები გაყვა უცნობ მამაკაცს ორივე და უცნობმა ისინი სასტუმროში მიიყვანა, ერთ ერთ ნომერთან გაჩერდა და უთხრა. -ეს თქვენი ნომერია ეს კი ჩემი ნომერი და როცა საჭიროდ ჩათვლით დამირეკეთ, მე თქვენი მეგზური ვიქნები ეს რამდენიმე დღე. -უკაცრავად მაგრამ.... -ახალგაზრდავ უარი არ მიიღება, თანხა გადახდილია. კიდევ უფრო დაიბნა ორივე და უცნობს შეხედა ბექამ. -მე ამონი ვარ, ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი რამზე არის კიდევ და ჩვენ ორნი ვალდებული ვართ თქვენზე ვიზრუნოთ. თქვენი ოთახი მზად არის, დღეს დაისვენეთ და ხვალიდან დავიწყოთ ქალაქის დათვალიერება. მზევინარი გაოცებული იყო სასტუმროს სილამაზით რომელიც პატარა სამოთხეს ჰგავდა ირგვლივ პალმები, შადრევნები და ნაირ ნაირი ფერადი ყვავილებით კაშკაშებდა სასტუმროს ეზო. იმ დღეს გადაწყვიტეს დასვენება, მაგრამ მით გასაოცარი მათთვის ერთი ნომერი იყო და ნომერშიც ერთი დიდი საწოლი იდგა, მზევინარი ბექას გაოცებული მიუბრუნდა და უთხრა. -აქ ორივემ უნდა დავიძინოთ და ერთად ერთ საწოლში? -ბექამ ოთახში ხელებგაშლილი დატრიალდა და მზევინარს მთელი სერიოზულობით უთხრა. -მე ვერ ვხედავ აქ მეორე საწოლს და შენ ხედავ? -ბექა მე არ მეცინება..... -მეც გაოცებული ვარ შენსავით, მაგრამ რა გავაკეთო.... -როგორმე უნდა მოვეწყოთ. -როგორმე, მაგრამ როგორ მხოლოდ.... -მხოლოდ რა თქვი რას ფიქრობ. -საწოლი ერთია და ჩვენ ორნი ამიტომ საწოლი უნდა გავყოთ.ჩაეცინა ბექას მაგრამ მზევინარს მიუბრუნდა და უთხრა. -ამიტომ საწოლი შენ გაყავი როგორც შენ გინდა, მე რა ადგილსაც მომიჩენ იქ მოვისვენებ არ გავინძრევი. გარეთ გავალ და რომ მოვალ ვიცოდე ჩემი ადგილი სად დავისვენო, დაღლილი ვარ. ბექა გავიდა და თავისით იცინოდა, ერთი საათიც არ ყოფილა გარეთ და რომ დაბრუნდა მზევინარს უკვე ჩასძინებოდა საწოლის მეორე მხარეს კი წერილი დახვდა. -,,ეს მხარე შენია, არც იფიქრო რომ ჩემსკენ გადმობრუნდე''. პირზე ხელი მიიდო რომ ხმით არ გასცინებოდა, შემდეგ გაიხადა შუქი ჩააქრო და ფრთხილად დაწვა. ვერ დაიძინა, ვერ შეძლო და მოულოდნელად მისკენ გადმობრუნებული მზევინართან პირის პირ იწვა ესეც არ იკმარა ხელი გადასწია და ბექას მხარზე დაადო შემდეგ თავადაც მიიწია და ბექაზე ჩახუტებულს დილამდე არც განძრეულა, დილით კი როცა თვალი გაახილა ვერ გაინძრა და თვალები გაუფართოვდა როცა შეხედა ბექას მკერდზე ედო თავი. უნდოდა საწოლიდან გაპარულიყო, მაგრამ ბექამ ძლიერად მოხვია ხელი და უთხრა. -წუხელ შენ არ დამასვენე, ძილის და განძრევის საშუალება არ მომეცი ახლა სად მიიპარები. -ბექა.... -რა ბექა, ბექა გადმოვიდა შენს მიერ მოზომილ ადგილში? -ეს ძილში მოხდა... -ძილში რა მოხდა არ ითვლება, ახლა რა მოხდება ის ჩაითვლება. -რა მოხდება, რა უნდა მოხდეს. შეშინებული უყურებდა მზევინარი ბექას და ბექამ ჯერ შეშინებული თვალები დაუკოცნა, შემდეგ მის ათრთოლებულ ტუჩებსაც შეეხო და უკვე ზედმეტი იყო იმაზე ფიქრი რომ არაფერი მომხდარიყო, ორივე გადაეშვა თავდავიწყების მორევში. გული გამალებით უცემდა, აღარ არსებობდა მათთვის დრო და სამყარო.ორივე ვნება მორეული კვნესოდა, ბოლოს თვალები დახუჭა ძალაგამოცლილმა და ბექას შიშველ სხეულზე აკრული ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას. ბექამ ზემოდან დახედა მზევინარს და სიცილით უთხრა. -ისევ იმ აზრზე ხარ რომ საწოლი უნდა გავყოთ? მზევინარმა თავი ასწია და ღიმილით უთხრა ბექას. -მე რომ გთხოვო შენ დამთანხმდები? -დავფიქრდები. თქვა ბექამ სერიოზულად და მზევინარმა თავი ასწია თვალებში ჩახედა ბექას, ბექა კი სერიოზულად უყურებდა და ცდილობდა არ გაცინებოდა. -დავფიქრდებიო, შენ თქვი რომ დაფიქრდები ბექა. -შენ ხომ ამბობ ყველაფერზე დავფიქრდებიო, ჰოდა მეც მინდა რომ დავფიქრდე. თქვა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და გულიანად იცინა, მზევინარმა მხარზე დაარტყა ხელი მსუბუქად და შემდეგ უთხრა. -არ გავიდეთ თუ ასე წოლას აპირებ დღეს. -სხვა რამე უკეთესი გინდა შემომთავაზო, ამაზე უკეთესი იდეა გაქვს რამე? -წავიდეთ პირამიდები ვნახოთ..... -პირამიდებს ვნახავთ, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ პიროვნება ვინც აქ მოგვიყვანა. -ეს აუცილებელია და ვნახავთ კიდეც ჩვენს იდუმალ მასპინძელს. მზევინარი ადგა წყალი გადაივლო და მოემზადა, ბექას ბევრი დრო არ დაჭირდა ისინი რამდენიმე წუთში ხელი ხელ ჩაკიდებული პირამიდების სანახავად წავიდნენ. პირამიდების ნახვით გაოცებულები ფეხის სეირნობდნენ და შემდეგ დაღლილები ისევ სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ სასტუმროში მისულებს სიურპრიზი დახვდათ. -სად ხართ ვდგევარ და სამი საათია თქვენ გელოდებით, დაგაგვიანდათ მეგობრებო. -შამილ..... დაიძახა მზევინარმა და მეგობარს გადაეხვია, ბექა ჯერ გაოცებული იდგა შემდეგ კი ღიმილი მიესალმა შამილს და ამჯერად აღარ უბღვერდა ამაზე კი გულიანად იცინეს. -ვხედავ ჩემმა გეგმამ გაამართლა, ახლა უფრო მომწონს თქვენი ღიმილიანი სახის დანახვა და რომ იბღვირებოდი მზევინურ მახინჯს გავდი. აჯავრებდა მზევინარს და თავადაც იცინოდა. -აქ რატომ ხარ, შამილ შენ ხომ არაბი ხარ. -ჩემი სახლი ყველგან არის, სადაც მიმიღებენ ყველა ის ქვეყანა მიყვარს, მაგრამ საქართველო რომ მიყვარს ისე ვერცერთ ქვეყანას ვერ შევიყვარებ. ბექამ შამილს შეხედა და უთხრა. -ქართული კარგად გცოდნია, დავსხდეთ და ვისაუბროთ დრო გვაქვს. -კი დრო გვაქვს დავსხდეთ. სამივე დასხდნენ და შამილიმ მხოლოდ ხელი ასწია და დაიწყეს მაგიდის გაწყობა, ბექა გაოცებული უყურებდა ამ პიროვნებას და ვერ გაეგო ჯერ ვერ ამოეხსნა ვინ იყო. -საუდის არაბეთში დავიბადე მეგობარო და ვარ მრავალშვილიანი ოჯახიდან, ბიჭებში უმცროსი ვარ. დავიბადე იმ ქვეყანაში ბექა სადაც აკრძალულია ძალიან ბევრი რამ და განსაკუთრებით ქალების მიმართ არის შეზღუდვები. -მაგალითად, როგორი მკაცრია ეს შეზღუდვები. -ქალს მხოლოდ შეუძლია გაიაროს ნათესავი მამაკაცის გვერდით ქუჩაში, ასევე აუცილებელია ეცვას გრძელსახელოიანი სამოსი და უნდა ჰქონდეს თმა დაფარული. ქალის გაშლილი თმა მხოლოდ მისმა ქმარმა უნდა ნახოს და ისიც თავიანთ საძინებელში. 2017 წლიდან გამოიცა ბრძანება რომ ქალს შეუძლია ისწავლოს როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტშიც, მე ჩემი გადაწყვეტილებით მოვხვდი თბილიში და იქ მივიღე უმაღლესი განათლება, თუმცა ბევრს არაბი სტუდენტი თვალში არ მოუდიოდი და ჩემთან მეგობრობაზე თავს იკავებდნენ, მხოლოდ მზევინურს არ დაუხევია უკან. მივეჩვიე მათ ქცევას დრო და დრო და მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი და რასაც ვერ ვგებულობდი მზევინური მიხსნიდა. მისი თხოვნით მას მე არაბული შევასწავლე, მან კი ქართული მასწავლა, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. გაგიკვირდება და არ დამაკმაყოფილა მიღებულმა ცოდნამ და ამერიკაში წავედი სულ მალე ჩემი ცოდნით და მოხერხებით შეერთებული შტატების დეპარლამენტში მოვხვდი სადაც ჩემი ადგილი არ იყო და მე ბიზნესი დავიწყე სადაც სულ პატარა ნაბიჯებიდან რამოდენიმე წელში სასახლეები დავდგი და ასევე დავუმეგობრდი არაბ უმდიდრეს ნეჯედს და ჩვენ ერთად შევქმენით კომპამია მისი თანხა და ჩემი ცოდნა ასე მოვდივართ დღემდე. -ჩვენს კომპანიაში მოსვლა როგორ შეძელი, ვისი დახმარებით. -საქართველოში ჩამოსვლის იდეა ჩემი იყო და ნეჯდედიც დამეთანხმა, მას დიდი ხანია უნდოდა ამ ქვეყნის ნახვა და ხალხის გაცნობა, რადგან მე წლები ვცხოვრობდი თქვენს ქვეყანაში იდეა მოეწონა და დავიწყეთ კომპანიების შერჩევა, ჩვენ შემთხვევით ავირჩიეთ თქვენი კომპანია როცა თქვენი მონაცემები წავიკითხე და მზევინურის ფოტოს შევხედე კომპიუტერი დავხურე და ვთქვი, მივდივართ ბილეთები მოამზადეთ. როგორც ხედავ მე არ შევმცდარვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, ვიპოვე ჩემი მეგობარი და რომ არაფერი მხოლოდ შენი პოვნაც საკმარისია მზევინურ ჩემთვის. -ახლა რას ვაკეთებთ, მომავალში..... -ბექა მეგობარო აქ დასასვენებლად ხართ, აქ ჩვენ საქმეზე და გეგმებზე არ ვისაუბრებთ აქ უნდა გავერთოთ და დავისვენოთ. -მინდა მადლობა მოგიხადო შამილ და ვაღიარო რომ..... -რომ შეცდი, თავიდან ჩემი ცემა გინდოდა ძვლებში დავამტვრევო მაგრამ მამაშენმა გითხრა ვერ მოერევიო, ამიტომ გადაიფიქრე. შამილიმ გულიანად გაიცინა და ბექაც აყვა სიცილში, მზევინარი უყურებდა ორ მამაკაცს და ორივე ძალიან უყვარდა. საღამოს ფეხით გაისეირნეს და ნახეს სეითის ციხე, ფარუაქის აბანოები და მიწურები სადაც ცხოვრობდა ღარიბი ხალხი. გული ეტკინა მზევინარს მათ სიღარიბეზე, მიდიოდა ქუჩაში და ღამის სიჩუმესი მხოლოდ პირამიდები ხმაურობდა.რამდენიმე დღე განმარტოვებულები იყვნენ ყველასგან და ყველაფრისგან შორს მოწყვეტილი, მაგრამ დადგა დღე რომ დამშვიდობებოდნენ თავისუფალ დღეებს და წასვლის დღეს შამილიმ კონვერტი გადასცა მზევინარს და უთხრა. -არ დამვიწყებია შენი და შენი ოჯახიდან გვერდში დგომა მაშინ როცა მე ძალიან მიჭირდა, მზევინურ მე ხუთი წელი ვიცხოვრე თქვენს გვერდით თქვენს სახლში უმეტესად ვიდრე ჩემს ნაქირავებ ერთ ოთახში და ამას არაბეთში არავინ გაგიკეთებს. იმ დღეს როცა მე თქვენთან ვიყავი მე ვზოგავდი ჩემს დანაზოგს და იმ თანხას გვერძე ვდებდი რომელიც იმ დღეს უნდა დამეხარჯა კვებაში. ბექა მე მიყვარს მზევინური და მიყვარს ძალიან ის ჩემი და არის თითქოს ჩემი ტყუპის ცალია, ცხოვრების ბოლომდე ვიქნები შენი მადლობელი და შენი ოჯახის ჩემო დაო. შენ კი გეტყვი, რომ არჩევანი გააკეთე საუკეთესო ქალზე და დარწმუნებული იყავი რომ ის ბოლომდე ასეთი უბრალო და სუფთა იქნება შენს გვერდით. ეს კონვერტი კი ჩემგან საქორწილო საჩუქარია იქნებ ვერ ჩამოვიდე ქორწილში, იქნებ რამემ შემიშალოს ხელი ამიტომ არ მინდა უარი მითხრა მზევინურ და ეს კი ჩემი ბარათი არაბეთში, აქ კი ამერიკის და ეგვიპტის ნომრებია ასევე ჩემი ემაილიც ერთ საქმეში ვართ უკვე და ხშირი კონტაქტი გვექნება ჩემი მდივანის საშუალებით, მაგრამ შენ ამ ნომრებზე შეგიძლია მიპოვო მეგობარო. დიდხანს ყავდა გულზე მიკრული შამილს მზევინარი და შემდეგ ბექასაც ჩაეხვია მეგობრულად და ერთმანეთს დაემშვიდობნენ, გული დაწყდა მზევინარს და ცრემლიც კი მოერია, სანამ არ ჩასხდნენ და არ აფრინდნენ კონვერტი არ გაუხსნია.ბექას მზევინარის შეხედვაზე ისედაც სუნთქვა უჩქარდებოდა ყოველთვის და ახლა საერთოდ ჰგონია რომ გული სადღაც შორიდან უცემს და რაც არ უნდა უპასუხოს პასუხს ვერ გაცემს, რადგან ასეთ სერიოზულს და ჩაფიქრებულს პირველად ხედავდა მზევინარს და მაშინ დარწმუნდა რომ არ არსებობდა სიტუაცია და მდგომარეობა როცა მისი ყურება მობეზრდებოდა. უსმენდა მზევინარს მთელი ეს დრო და თან აცნობიერებდა რომ უნდოდა მათი ცხოვრება ერთმანეთის ნაწილად ქცეულიყო. ერთმანეთის გვერდში დგომით მათი ცხოვრების გზაზე, სხვადასხვა ზომის და სიმწარის ტკივილები ერთად გაეზიარებინათ. თითქოს ხელახლად გაიცნო იმ დღეს მზევინარი და მასში კიდევ უფრო დიდი ღირებულებები აღმოაჩინა.ბოლოს თავის თავზე გაბრაზდა როგორ იეჭვიანა იმ მამაკაცზე რომელმაც ასეთი დიდი მეგობრობა იცოდა, მზევინარს შეხედა და უთხრა. -კონვერტი რომ ჩავალთ მერე გახსენი.... -მეც მაგას ვფიქრობდი. უთხრა მზევინარმა და მხარზე თავი ჩამოადო,ბექას გაეცინა და უთხრა. -გინდა მოგცე დამამშვიდებელი რომ ჩაგეძინოს? -არა, არ მინდა ისევ ის განმეორდეს ბექა. -რა არ გინდა განმეორდეს შიში თუ კოცნა. -იდიოტი ხარ, ნუ დამცინი მეშინია რამდენიმე საათი ცაში ხარ გამოკიდებული. მართლაც რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ ბექა და მზევინარი როგორც წარმატებული და ცნობილი კომპანიის მფლობელის შვილი და თანამშომელი პაპარაცს ვერ დაემალნენ და ტელევიზიით ახალ ამბებში გამოაჩინეს და სწორედ ტელევიზიით გაიგო ყველამ რომ ბექამ ხმამაღლა გააკეთა განცხადება რომ ისინი სულ მალე დაქორწინდებოდნენ რასაც მხიარული შეძახილები მოყვა ზაზასგან და ლაშასგან. -გაამართლა, ლაშა გაამართლა ჩვენმა გეგმამ. -ვიცოდი, ვიცოდი რომ ბოლო ასეთი იქნებოდა. ხარობდა ისინი ვისაც უხაროდა მათი სიყვარული, მაგრამ არც თეკლას სმენას არ გამორჩენია ახალი ინფორმაცია და გესლიანად ჩაილაპარაკა. -მე ვგლოვობ და ეს კი საყვარლებს დაყვება სამოგზაუროდ და დროს ატარებს, წაგამწარებ მაგ ბედნიერ ღიმილს. სამზარეულოში გავიდა მაცივარი გამოაღო და ცარიელი მაცივრის დამახვაზე გაახსენდა უკვე მერამდენე დღეა ანრი არ მისულა მასთან, უნდოდა ტელეფონზე დაერეკა მაგრამ შეჩერდა და სიბრაზისგან კონიაკით სავსე ბოთლი აიღო ხელში. პირველი ყლუპი ემწარა და მეორეც მოსვა, მესამე არ გაჭირვებია ისე როგორც პირველი და მეორე, იდგა ფანჯარასთან ასე ნელა ნელა შესვა თითქმის ბოლომდე შემდეგ საწოლთან მივიდა და დაწვა. ყველაფერი დატრიალდა ჭერიც ამოტრიალდა და უკუღმა იწვა, შემდეგ იტირა ტირილში კი ჩაეძინა და საღამომდე ეძინა ისევ ადგა საღამოს და ბარბაცით მივიდა მაცივართან და გამოაღო გაუკვირდა მაცივარში ლიკანის რამდენიმე ბოთლი და კვერცხი დახვდა, ასევე ქათმის რამდენიმე ბარკალი და მიხვდა რომ ანრი მოსულიყო საპურეში პურიც იყო და მისი საყვარელი ფუნთუშები. ჩაეცინა და თვალზე ცრემლი მოადგა, ორი დღის მშიერი იყო ერთი კვერცხი მოხარშა და ყავა მოიდუღა, ფანჯარასთან დადგა უყურებდა მისი ფანჯრის წინ აღმართულ კორპუსებს და იმ ყრუ კედლების მიღმა რამდენი ბედნიერი თუ უბედური ადამიანი ცხოვრობდა. სიბნელე სუნთქავდა გარშემო და მას თვალებზე ცრემლი ედინება ნელა ნელა, შუშის ანარეკლში უყურებს თავის თავს და ტირილს უმატებს შემდეგ ფოტო აიღო ხელში საიდანაც ლუკა და ლენა უყურებდა ღიმილით და თქვა. -როგორ ძალიან ენატრებით თქვენს დედას, ასე როგორ გამიმეტეთ ორივემ ერთად მე ხომ მხოლოდ თქვენით ვსუნთქავდი.რატომ, რატომ დაივიწყეთ შვილო ცხოვრება და მეც დაგავიწყდით. რატომ მიყურებ ასე ღიმილით ისევ გინდა რამე მთხოვო? მთხოვე, მთხოვე რაც გინდა სული მთხოვე და მოგცემ მაგრამ ჩემი დამპალი სული შენ არ გინდა შენ სულ სხვა რამ გაქვს სათქმელი და გისმენ, მაგრამ ფული აღარ მაქვს შვილო. მიჭირს უთქვენობა, მიჭირს სიმარტოვე, მიჭირს ამ ტკივილს გავუმკლავდე შვილებო მიჭირს.მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შეშინებული შეტრიალდა მის წინ ანრი იდგა და ისიც ცრემლიანი თვალებით უყურებდა, შემდეგ ბოთლი აწია და დაანახა თეკლას. -არ დალიო დღეის შემდეგ, ამას არ მიეჩვიო. -ანრი არ წახვიდე, არ მიმატოვო. უთხრა და მკერდზე მიეკრა, ანრიმ ხელი მოხვია და ასე იყო ორივე ერთ ადგილზე რამდენიმე წუთი. -ჭამე რამე? სიჩუმე ანრიმ დაარღვია. -კვერცხი მოვხარშე ერთი ცალი, მაგრამ არ მინდა მე მხოლოდ შენ მინდა იყო ჩემს გვერდით. ჩემი შვილები ახლა შემოვლიან და შეგვხედავენ ანრი და ლუკა გვეტყვის. -,,სიყვარულის ბუშტი გასკდა''? -ეს აღარ მოხდება, ეს განმეორდეს შეუძლებელია. -დარჩი დღეს, გთხოვ დარჩი. -თეკლა ჩვენ ერთად აღარ ვართ, რატომ არ ვართ ერთად იმედია ეს გახსოვს, შენი ეგოისტური საქციელით შენ შენი ერთადერთი ძმა შენგან განდევზე და გახსოვს რატომ?თეკლა ჩუმად იყო და ანრის უყურებდა -სიმართლე რომ გითხრა შეიძულე და შენ გურიკა არც არასოდეს გყვარებია შენ მას იყენებდი და ამიტომ ბოლოს რაც გააკეთე ეს ბოლო მოთმინება იყო ჩემგან. -რა გავაკეთე... -რა გააკეთე, ავადმყოფი მოატყუე და სახლი წაართვი, ძმიშვილი შეიძულე ისე რომ მისი დანახვაც არ გინდა ვერ იტან და შენი ზიზღის და შენი სიძულვილის დაფარვა ვერც დასაფლავების დღეს ვერ დაფარე. ტკივილით სავსე მზევინარს უწოდე ამდენ ხალხში, როგორ გინდა მათ ოდესმე თვალებში შეხედო და მეუბნები შენთან დავრჩე, როცა რომ შენი ზიზღი ყველას მიმართ უკონტროლოა? შენ არ შეიცვლები, შენში უზარმაზარი დაუოკებელი ზიზღი არის არა მარტო შენი ძმის ოჯახის მიმართ შენ ვერც მე მიტან, მეც გეზიზღები. -რას ამბობ შენ, შენ, შენ მიყვარხარ ანრი. -გიყვარვარ და ამიტომ შეეცადე ჩემს მოკვლას? თეკლა გაჩუმდა და ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა, ანრიმ ხელი მოკიდა და სამზარეულოში გაიყვანა ამჯერად საქონლის ხორცი მოეტანა გაკეთებული და უთხრა. -რამე უნდა შეჭამო, ასე არ შეიძლება თავს დაიავადებ და სიცოცხლეს გაინადგურებ. -სიცოცხლეს, რომელ სიცოცხლეს სადაც ჩემი ყოფა ზედაპირულია და უკვე ყველასთვის შეუმჩნეველი ვარ? ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე, თეკლა ყოველ დღე სმას დაეჩვია თუ სასმელს ვერ იპოვიდა ბოთლებში ჩაიცმევდა, გამოეწყობოდა იყიდდა რამდენიმე ბოთლს და ისევ სვამდა. ერთხელ კი მთვრალმა მზევინარს დაურეკა, მზევინარმა უცხო ნომერს უპასუხა მაგრამ საშინელი ხმა გაიგონა და იქვე მდგარ ლაშას შეხედა. მზევინარს ფერი დაეკარგა და ლაშა მიხვდა რომ რაღაც მოხდა და ბექას ანიშნა მისულიყო, ბექამ მზევინარის გაფითრებულ სახეს რომ შეხედა ტელეფონი ხელიდან აართვა. -ვერასოდეს იქნები ბედნიერი შენ ცოდვიანი ხარ, შენ მიტოვებული და მიგდებული დედისგან ვიღაც გაგზარდეს და გულის შეტევაც ამიტომ მოუვიდა ჩემს ძმას რომ გაიგო შენი არა ქალობა. არ ჩერდები ახლაც წასული იყავი საყვარელთან ერთად ფუ მრცხვენია შენი არსებობის. -აღრასოდეს აღარ დარეკო ამ ნომერზე.უთხრა ბექამ და ტელეფონი გათიშა, მზევინარს კი უთხრა. -ხომ იცი რომ ავადმყოფია, მას ზიზღი და ბოღმა ალაპარაკებს არც უნდა მიაქციო ყურადღება საყვარელო. -ეს ქალი უფრო და უფრო საშიშია, ძია ანრიმ მითხრა რომ სმა დაუწყია და როგორც ჩანს ახლაც ნასვამი იყო. -ჰოდა არც უნდა მიიტანო გულთან მისი ნათქვამი.ბექამ დაამშვიდა როგორც შეეძლო მზევინარი მაგრამ თავადაც ძალიან იყო გაბრაზებული, თეკლამ გათიშა ტელეფონი თუ არა გიჟივით დაიწყო ხარხარი და იქვე დადებული კონიაკის ბოთლიდან დაიწყო დალევა, ბოლომდე დაცალა სასმელი და ცარიელი ბოთლი ძირს დააგდო სკამიდან გადავარდა და იქვე დაეძინა, მაგრამ ძილში კანკალი დააწყებინა ვერ შეძლო ჩაეცხრო სხეულის ცახცახი და ჩურჩულებდა. -მოვიდა, დრო მოვიდა თქვენთან მოსვლის. შეეცადა ადგომას, მაგრამ ვერ შეძლო და რამდენიმე სააათი ძირს იწვა და ცახცახებდა, მაგრამ ცოცხალი იყო. დილამდე იყო ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში.დილის 5სთ-ი იყო რომ გააცნობიერა სად იწვა და ნელა ნელა წამოდგა, მაგრამ ფეხზე ვერ დადგა და მუხლზე ჩოქვით მივიდა დივანთან როგორც იქნა დაწვა და დივნის გადასაფარებელში გაეხვია შეეცადა გათბობას და იმ წუთში თუ ვინმეზე ფიქრობდა მხოლოდ ანრი იყო. -ანრი სად ხარ, უნდა იგრძნო რომ ცუდად ვარ. რამდენიმე წუთში უკვე ჩამთბარი იყო და მიხვდა გადარჩა, აღარ მოკვდებოდა და ჩაეცინა. -შენზე ფიქრმაც შორიდანაც კი გამათბო. თითქოს დამშვიდდა, მაგრამ უეცრად ტირილი მოუნდა და ჩურჩულებდა. -განა არ ვიცი რომ მე დავაშავე, არ მინდა ყოველ მოსვლაზე მახსენებდე ჩემს შეცდომას. ჩუმი ტირილი უკვე ხმამაღალ ღრიალში გადაიზარდა და უკვე თავის თავს აღარ ჰგავდა. -რამდენი, რამდენი ტკივილი მოგაყენე. რამდენი იარა დავუტოვე შენს სიკეთით სავსე გულს. შენ ხომ შემიყვარე, მაგრამ მე რა გავაკეთე სიბოროტემ დამაბრმავა ჩემი შვილები საკუთარი შვილებივით დაზარდე, მაგრამ ვეღარ აიტანე ჩემი მოთხოვნები, ჩემი პრინციპები რომ მე ყველაზე კარგი ვარ და შენ მართალი ხარ, ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ დამიბრუნდი შენ მჭირდები ანრი. თავს ვეღარ აკონტროლებდა, რამდენიმე დღე ანრიმ ვერ მიიცალა ვერ შეძლო მისვლა და ისიც სვამდა. ერთ საღამოს აღმოაჩინა რომ სასმელი აღარ ჰქონდა მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა, წავიდა კიდეც იყიდა სასმელი და კიბეებზე ამოსვლისას ფეხი დაუცდა ბოლო საფეხურზე და დაეცა, ბოთლები კიბეზე დაიმსხვრა და თავად კიბეზე დაგორდა და თავი დაარტყა. ხმაურზე მეზობელი გამოვიდა და თეკლა რომ ასეთ მდგომარეობაში ნახა სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს,რადგან მარტო იყო თავად გაყვა სასწრაფოს ვერ შეძლო მარტო გაეშვა თეკლა და რამდენიმე დღე ის უგონო მდგომარეობაში იყო. წუხდა ექიმები და წუხდა მეზობელიც ბოლოს თეკლას ტელეფონი იპოვა და ბოლო დროინდელი აღნიშნულ ნომერზე დარეკა, მაგრამ არავინ უპასუხა შემდეგ იგივე ნომერზე თავისი ტელეფონით გადარეკა და როგორც იქნა იპოვა ვისაც ეძებდა. -გისმენთ კომპანია..... -შვილო თეკლას მეზობელი ვარ ის ძალიან რთულ მდგომარეობაში არის და ამჟამად კლინიაშია, უნდა ინახულოთ. -მაპატიეთ, მისამართი შეგეშალათ.იყო პასუხი და ტელეფონი გაითიშა რაც მეზობელს უცნაურად მოეჩვენა, მეზობელმა ანრის ნომერი აკრიბა მაგრამ ნომერი გათიშული იყო, მეორე დღეს ტელეფონი ექიმს მიუტანა და უთხრა. -არ ვიცი ვის დავურეკო, შვილები არ ყავს რამდენიმე თვეა რაც დაასაფლავა და არავინ ყავს ამ საცოდავს დარდისგან დაიწყო დალევა. ცრემლი მოერია მეზობელს, ექიმმა ტელეფონი გამოართვა და უთხრა. -ვიღონებთ რამეს. რადენიმე დღე იყო გასული რომ ექიმი თეკლასთან შევიდა ის მოუსვენრად იყო და ჩურჩულებდა. -მზევინარ, მზეო,გური, ანრი, ნინო.... ექიმი უსმენდა და შემდეგ ჩურჩულით თქვა. -სახელები ჩამოთვალე ქალბატონო, მაგრამ აქ არავინ არ მოსულა, იქნებ ვცადო და ისევ დავრეკო. ტელეფონი აიღო და ნომრებში შევიდა იქ მზევინარი იპოვა და თავისი ტელეფონით დარეკა. -გისმენთ. -ქ-ნი მზევინარი ხართ? -დიახ, დიახ მე ვარ, გისმენთ. -ექიმი ვასო აბულაძე ვარ და ჩემი პაციენტის შესახებ გირეკავთ. -გისმენთ ექიმო. -ის თქვენს სახელს იძახის და მას თქვენი ნახვა უნდა, უნდა მობრძანდეთ ის რთულ მდგომარეობაში არის. -მომწერეთ სად მოვიდე და მოვდივარ.ვეღარ შეძლო კიდევ აერიდებინა თავი წასვლაზე და წასასვლელად მოემზადა, კაბინეტიდან გამოსულს ბექა შეხვდა და ბექამ ჩანთით ხელში რომ დაინახა მზევინარი საათზე დაიხედა და გაოცებულმა კითხა. -ასე ადრე მიდიხარ, რა მოხდა ხომ კარგად ხარ. -საავადმყოფოდან დამირეკა თავად ექიმმა და უნდა წავიდე. -მეც მოვდივარ, მზეო მარტო არ წახვალ. -კარგი ნუ ბრაზობ წავიდეთ, მაგრამ...... -ლაშა გავდივართ და მალე დავბრუნდებით. დაუძახა ლაშას და მზეოსთან ერთად გავიდა, უხმოდ მივიდნენ ექიმის ნათქვამ მისამართზე და ექიმი ელოდა მზევინარს ექიმმა უცხო წყვილი რომ შენიშნა დაელოდა მათ მისვლას და თავად კითხა. -თქვენ ხართ მზევინარი.... -მე ვარ ექიმო, მითხარი რომ სასწრაფოდ უნდა მოვსულიყავი. -ქალბატონი არ ვიცი თქვენი ვინ არის და რა არის, მაგრამ აქ ჩვენი პაციენტია, ის უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს თან ალკოგოლით მთვრალი ანალიზების აღების შემდეგ აღმოჩნდა რომ ის მის ტკივილს ალკოგოლში ახშობდა მას უკურნებელი სენი ჭირს და სენმა მას ტვინი შეუჭამა და ამიტომ მას სულ მალე დაავიწყდება ვინ არის. -როდიდან დაეწყო დავიწყება ექიმო გუშინამდე ყველას ცნობდა. -მესმის თქვენი, გუშინამდე ახსოვდა ყველა და ყველაფერი მაგრამ მას უკვე ახსოვს სახელები, ახსოვს თავისი ახალგაზრდობა დღევანდელი დღე კი მის გონებაში არ არის რადგან ის უჯრედი უკვე არ მუშაობს გაჩერებულია და მას არ ახსოვს უახლოესი რამდენიმე დღე და ეს უკვე დასაწყისია მისი ალცხაიმერის. -გასაგებია, არავინ ფიქრობს რომ მუდმივი არაფერია ამ სამყაროში და კარგს გავაკეთებთ თუ ცუდს ყველაფერი, ყველა ჩვენი გაკეთებული საქმეები წინ დაგვხვდება. უფალი არავის არ პატიობს ჩადენილ დანაშაულს და სწორედ მისი ჩადენილი ბოროტებისთვის ისჯება ასე ძალიან. -სამწუხაროდ ეს ვართ ადამიანები. -დიახ სამწუხაროდ და უნდა ვიფიქროთ რომ სხვისი მისახედი არ ვიყოთ, რომ სითბო და სიკეთე უნდა ვთესოთ,კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ რადგან ცხოვრება ძალიან მოკლე არის და ჩვენ სტუმრები ვართ დედამიწაზე, მაგრამ ის დარწმუნებული იყო კარგი და ყველაზე ლამაზი იყო, ასევე უნდოდა ყველაზე კარგი ყოფილიყო მაგრამ არც უცდია ყოფილიყო კარგი ის ბოროტებას ტოვებდა ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ ახლა აქ წევს და დავიჯერო არ ახსოვს მისი ჩადენილი სიბოროტეები, ექიმო მაპატიეთ მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ თეკლას არ ახსოვს ვინ არის. -არცერთმა ჩვენთაგანმა არ ვიცით ხვალ რა დაგვემართება და რა ბედი გვეწვევა, ამიტომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. -პროფესინალი გაიძვერა იყო და არის, როგორ მიყურებს სწორედ ამიტომ ვერ დამაჯერებთ რომ თითქოს ვერ მიცნო. უყურებდა მზევინარს და მისი ფეხის ნაბიჯები აკრთობდა,მზევინარი კი ახლოს მივიდა საწოლთან და თეკლამ დასუსტებული ხელი გაუწოდა. მზევინარმა ხელზე შეეხო, იმ ხელზე რომელიც ყოველთვის მოწესრიგებული იყო და წითელი ლაქი ამშვენებდა. ხელზე ხელი დაადო, ცრემლი მოერია და უთხრა. -სამუდამო ამ ქვეყნად ამ სამყაროში არაფერია, ისეთი ადამიანი უნდა იყო რომ შენი განვლილი ცხოვრების არ უნდა შეგრცხვეს, მაგრამ რაც შენ გააკეთე და გამიკეთე მითხარი მე როგორ მოვიქცე. მე სიყვარულით ამღზარდეს, სიყვარული მასწავლეს და არ ვარ შენსავით გაუმაძღარი, ასევე არ ვარ უსამართლო, არ ვარ ბოროტი და გიყურებ ვფიქრობ რა გავაკეთო მარტოდ დარჩენილს და დაუძლურებულს. ძალა გამოცლილს რა გიყო, მხოლოდ ვიცი შენს მიერ ჩადენილ ბოროტებას ბოროტებით ვერ ვუპასუხებ არ შემიძლია. ეს რომ გავაკეთო მეც შენნაირი უნდა ვიყო, მაგრამ მადლობა უფალს რომ შენნაირი არ ვარ და არც არასოდეს გავხდები. -თქვენ როგორც მივხვდი ძალიან ახლოს იცნობთ პაციენტს... -ვიცნობ, სამწუხაროა რომ ვიცნობ. -მზეოთი გიხმობდათ და ამიტომ დაგირეკეთ. -მზეო ვარ, მაგრამ მე მხოლოდ დედასი და მამასი მზეო ვარ და არა ამ ქალბატონის, მისთვის ყოველთვის ვიყავი.მზევინარს თვალში ჩაგუბებული ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა, ხელი შეუშვა თეკლას ცრემლი მოიწმინდა და ექიმს მიუბრუნდა. -ექიმო გარეთ ვისაუბროთ. თეკლას თვალები ჰქონდა დახუჭული და მზევინარმა საბოლოოდ შეხედა, შემდეგ თავი დახარა და ოთახი დატოვა ექიმს შეხედა გარეთ გასულმა და უთხრა. -როგორც მითხარით პაციენტის მდგომარეობა რთული არის და რამდენად რთულია აქ რამდენი დრო მოუწევს გაჩერდეს. -პაციენტს სიმსივნე თავში აქვს და უკვე ძალიან რთულად, ამიტომ აქ იმ შემთხვევაში შეიძლება გავაჩეროთ თუ ქიმიას დავიწყებთ და მას სულ მცირე 8-10 ქიმიის კურსი დაჭირდება ეს პირველი კურსი და შემდეგ უნდა შეისვენოს, მეორე კურსის გაგრძელებას შევძლებთ მაშინ რას გვიჩვენებს პირველის კურსის დასრულება და რა შედეგს მოგვცემს. -გასაგებია..... -ექიმო პაციენტი ძალიან ცნობილი პიროვნების მეუღლე არის მხოლოდ პიროვნება ამ წუთში არ იმყოფება აქ და როდის დაბრუნდება მის საქმეებზე და შეხვედრებზე არის დამოკიდებული, ამიტომ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი რაც პაციენტი საჭიროებს გადასახადს გადავიხდით. ბექამ თავისი საკონტაქტო ნომერი გაუწოდა ექიმს და უთხრა. -ეს ჩემი საკონტაქტო ნომერია, შეგიძლიათ დღე ღამის ყველა მონაკვეთში დამირეკოთ და მეც აქ მოვალ მხოლოდ არ შემიძლია ყოველ დღე მოვიდე და აქ ვიყო. უთხრა ბექამ ექიმს და გადასახადის წინასწარი შესატანი გადაიხადა. -ტელეფონით გვექნება კონტაქტი. უთხრა ექიმმა და ორივეს დაემშვიდობა, ბექა და მზევინარი წავიდნენ ექიმი ისევ თეკლასთან შევიდა და მის ფერმკრთალ სახეს დააკვირდა შემდეგ აპარატს შეხედა და ოთახიდან გავიდა იქვე მდგარ ექთანს შეხედა და უთხრა. -მომისმინე, ამ ოთახის პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ოთახში სხვა არავინ არ შეიყვანოთ ის მარტო იქნება, რადგან მას სიმშვიდე და სიწყნარე ჭირდება. -გასაგებია ექიმო თავად მივხედავ. -შენს თავზე აიღერ სესილი ეს პაციენტი, არ წააგებ, მაგრამ ეს ჩვენს შორის დარჩეს ბოლოს რაც გითხარი. -გასაგებია. -სესილი შვილო გიხსნი ყოველგვარ ვალდებულებას და მხოლოდ ამ ოთახში იქნები, მხოლოდ ეს პაციენტი იქნება შენს მხედველობაში და მისი განსაკუთრებული მოვლა. -მადლობა ექიმო. თეკლას მკურნალობა იმ წუთიდან დაიწყო ექიმმა სესილისთან ერთად, ანრი კი საინტერესო შეხვედრაზე იყო წასული რომელმაც ისედაც ცნობილი ფირმა კიდევ უფრო სასახელო და ცნობილი გახადა. დრო და დრო ბექა მიდიოდა თეკლასთან და კითხულობდა მის ამბებს, მზევინარი გვიან ღამემდე მუშაობდა და ანრის მესენჯერში დაურეკა თეკლას შესახებ ისაუბრეს და ისიც დაბრუნდა თუ არა ჯერ ფირმაში მივიდა და ყველას ახარა მათი წინსვლა და წარმატება, მზევინარი ქაღალდებით ხელში ზაზასთან შევიდა და ანრის ნახვას იქ არ ელოდა რამაც დააბნია და უთხრა. -როდის დაბრუნდი, ჯერ ხომ არ გელოდით. -მოწყენილი ხარ, რომ არ ვიცოდე რატომ ხარ ასე ვიფიქრებდი რომ ჩემი ნახვა არ გაგიხარდა. -გამიხარდა, როგორ არ გამიხარდა უბრალოდ რაც არ უნდა დავმალო არ გამომდის ის ხომ ჩემი ნაწილია და მეტკინა მისი ასეთი მდგომარეობა. -ვიცი ჩემო გოგო, მან თავისი თავი თავად მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. -ექიმმაც სწორედ ეს თქვა, ის სასმელით იყუჩებდა ტკივილებს. -სტატია? -ბოლო სტატია და ქიმიას უკეთებენ, კლინიკის ხარჯები გადახდილია ბექამ გადაიხადა და ექთანიც აუყვანა ექიმმა უთხრა რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ და მართლაც ასეა, ბექამ რამდენჯერმე მოულოდნელად შეამოწმა. -გასაგებია, მადლობა ყველას და წავალ ექიმს ვნახავ და დაველაპარაკები. ანრი საავადმყოფოში მივიდა და ბექას თქმით იპოვა თეკლა, უყურებდა ფერდაკარგულ ქალს და როგორ შეცვლილა ამ რამდენიმე დღეში, ანრი ახლოს მივიდა მასთან მისი ხელი ხელში აიღო და უთხრა. -რამდენიმე დღე გთხოვე და პირობა მომეცი, ვერ შეასრულე პირობა თეკლა. -აქ შემოსვლა არ შეიძლება, პაციენტ....... -მეუღლე ვარ მისი ექიმის ნახვა მინდა, სად შეიძლება ვნახო. -ექიმი ოპერაციაზე არის, მე პაციენტის პირადი ექთანი ვარ. -გასაგებია, დაველოდები ექიმს. ექთანი გავიდა ანრი თეკლას საწოლთან იჯდა და მას უყურებდა, თეკლამ თვალები გაახილა და შეხედა მის საწოლთან მყოფ ანრის. -მოხვედი აქამდე სად იყავი, დაგაგვიანდა. -დამაგვიანდა, მაგრამ მოვედი და აქ ვარ. -კარგია აქ ხარ და აღარ მეშინია, ის რომ მოვა. -ვინ მოვა, თეკლა ვისი გეშინია. -მოვა, აუცილებლად მიპოვის და მოვა. -თეკლა ძალიან ბევრი საიდუმლო გაქვს რომლებიც შიგნიდან გჭამს, ვფიქრობ მამაო მოგიყვანო და აღსარება უთხრა რომ განთავისუფლდე, სხვაგვარად ჭრილობა ყოველთვის ღიად იქნება და ყოველთვის შეგაწუხებს. -ყველა შევიზიზღე, ყველა ჩამოვიშორე..... -მზევინარი რატომ გეზიზღება ასე ძალიან, შეგიძლია მითხრა? -მზევინარი ყოველთვის მოწესრიგებული, ყოველთვის თავმდაბალი, ნიჭიერი, მიზანდასახული და მშრომელი გოგო იყო. ანრი ჩემს ძმას გაუმართლა ისეთი შვილი რომ ყავს სწორად აღზრდილი და მზევინარმაც დაუფასა მშობლებს ამაგი და მათაც გაუმართლა რაც მის აღზრდაში ჩადეს ის არასოდეს არ დაუკარგავს მათ შრომას, სადაც არ უნდა წავიდეს მზევინარი ყველგან ღირსეული შვილის სახელს დატოვებს. -მიკვირს შენგან მზევინარზე ასე რომ ამბობ, მას ვერ იტან, არასოდეს დაგიმალავს ზიზღი მის მიმართ. -ჩემს შვილებზე მეტი იყო ყოველთვის და ეს მაცოფებდა, მისი ყოველი წარმატება გულს მიხლიჩავდა. მზევინარის შეძულებას და შენს შვილებზე თავზე ხელის გადასმას, მათი შეცდომების დამალვას და დაფარვას სწორად უნდა აგღეზარდა ისინი, მაგრამ მზევინარი შეამჩნიე თუ არა რომ ნიჭიერი იყო და შენს შვილებზე მეტი შეეძლო, შენ ის შეიძულე. -შენ ყოველთვის ხვდებოდი ჩემს პანიკას, ნერვების ვერ დაოკებას. -ვხვდებოდი, მაგრამ მაინც შენ იყავი მართალი ყოველთვის. -ამიტომ წახვედი ანრი ვეღარ ამიტანე, ყელში ამოგიხვედი და არც გამტყუნებ. -მითხარი ვისი გეშინია, როგორც მითხრეს მახსოვრობა არ გაქვს და შენ ყველაფერი კარგად გახსოვს, თეკლა არ მინდა დავიჯერო რასაც ვფიქრობ რომ ესეც თამაშია მზევინარის შესარიგებლად? -არა არ ვთამაშობ, ვითიშები და პირველი ქიმიის გაკეთების შემდეგ უკეთესობას ვგრძნობ. -უკეთ იქნები და მკურნალობა შედეგიანი იქნება თუ სმას აღარ გააგრძელებ. -როცა ზაზას შვილმა ბეჭედი მისცა მზევინარს იქ გაასმაგდა ჩემი ზიზღი მის მიმართ და დაუფიქრებლად რა არ ვუთხარი, მაგრამ მას ჩემთვის ენა არ შემოუბრუნებია, მაგიჟებდა მისი დაკვირვებული და გაწონასწორებული პასუხები. -სწორედ ეს არის მისი სიჩუმის საფასური, ძალიან ძვირი დაუჯდა სიჩუმე მზევინარს.რა არ უწოდე, რა არ უთხარი, მხოლოდ მაშინ გაბრაზდა და შეგელაპარაკა როცა ნინო და გურამი ცუდად იყო. -ანრი ისინი ჩემს გამო იყვნენ ცუდად. -შენს გამო, შენ რა შუაში ხარ იმ დღეს მათ ვიღაც დაეტაკა. -იმ დღეს მზევინარი უნდა წასულიყო იმ მანქანით, მაგრამ გადაიფიქრა და ტაქსით წავიდა. -შენ საიდან იცი..... -მე და ლუკამ დავგეგმეთ ყველაფერი... -თეკლა.... -არ გაამართლა გეგმამ გურამი და ნინო წავიდნენ იმ მანქანით და ისინი გახდნენ მსხვერპლი, ლუკამ სატორმუზე მილები გადაჭრა და ამიტომ მოხდა ის შემთხვევა. -თეკლა შენ აქ არ უნდა იწვე, შენი ადგილი ფსიხიატრიულშია. -ვიცი, ვიცი რომ გაბრაზდები, მაგრამ ეს რაც გითხარი მიიღე ჩემს აღსარებად. მე ვარ ყველაფერში დამნაშავე და მინდა ბოდიში მოვუხადო ნინოს, გურიკას და მზევინარს. -გინდა გურიკას დავურეკო და მოვიდეს? -არა, მრცხვენია მისი არ დაურეკო შენ უთხარი მათ რაც გითხარი სიტყვა სიტყვით. მზევინარს უთხარი რომ არ მძულს და ისიც ვიცოდი რომ გურამის შვილი იყო, მაგრამ ყოველთვის ისე გამომდიოდა რომ მის მიმართ სიძულვილს და ზიზღს ვამჟღავნებდი და ჩემი შვილებიც მიეჩვივნენ მის დამცირებას. სულ ცოტაც და ლუკა უზარმაზარ შეცდომას ჩაიდენდა მზევინარის მიმართ, ბოლოს მას ვუთხარი სიმართლე და ძალიან გაბრაზდა. ანრიც გაბრაზდა თელკას რო უსმენდა და ბოლოს ვეღარ დაიოკა ნერვები და ოდნავ მკაცრად უთხრა. -თქვი,თქვი ყველაფერი რაც გაქვს სათქმელი და გული გაინთავისუფლე, დამძიმებული გაქვს სული ამდენი სიბოროტით. -ანრი ყველა გააფრთხილე ერიდეთ კატერინას ის რაღაც საშინელებას ამზადებს, ამიტომ არის ახლა ჩუმად და წყნარად.უთხარი ზაზას,დავითს, რომ ფრთხილად იყვნენ. ყველა გააფრთხილე ბექა, ლაშა, თომა, მზევინარი. არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ გეუბნები ალბად დიდი დრო არ მაქვს და ყველას ბოდიში მინდა მოვუხადო და მათ შორის შენ რომ ძალიან ბევრი გადაიტანე ჩემს გვერდით, ძალიან ბევრი დამითმე და იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარულით გიყვარდი, მაგრამ ვეღარ ამიტანე. ჩემმა უტვინოდ მოქცევამ დამაკარგვინა საუკეთესო მეუღლე, მაპატიე ის ტკივილი რაც მოგაყენე. ანრი ჩუმად იყო და სახეზე ცრემლები სდიოდა, მისი გონება რამდენიმე წლით უკან დაბრუნდა და გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა.მოულოდნელად შეეჯახა ქუჩაში უცნობ გოგონას და ხელი შეაშველა წაქცევას გადაარჩინა, გოგონამ მადლობა მოუხადა შავი ბრიალა თვალებით და თვალში მოხვდა მისი მკერდი, საოცრად მოვლილი გრძელი თითები წითელი ლაქით და შავი თმებით. -უკაცრავად რთული ოპერაცია მქონდა, ექთანმა მითხრა რომ მელოდით.ანრიმ ცრემლი მოიწმინდა და მის წინ მდგარ ექიმს შეხედა და ორივე გაოცებული უყურებდა ერთმანეთს. -ანრი, ანრი შენ ხარ როგორ შეცვლილხარ, მაგრამ თვალებით გიცანი. -ანდრეა, როგორ გამეხარდა შენი ნახვა არ ვიცოდი აქეთ თუ იყავი.სკოლის მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ექიმმა სინანულით შეხედა თეკლას რომელსაც ძალა უფრო და უფრო ეკარგებოდა.ანრი მიხვდა ანდრეას თვალებში ჩამდგარ სევდას რომ შეხედა თეკლას ჯამრთელობა ძალიან რთული იყო. -გარეთ გავიდეთ, უნდა ვილაპარაკოთ. ანრიმ თეკლას შეხედა ხელზე ხელი მოუჭირა თეკლამ და შემდეგ გაუშვა. ანრი გარეთ გავიდა თუ არა ანდრეამ შეხედა და უთხრა. -არ ვიცი ვინ იყო და შენ საერთოდ არ გელოდი, მაგრამ პაციენტი თავიდანვე მივიღე და დავუწყე სწორი მკურნალობა. ანრი თეკლას ორგანიზმს არ აქვს ძალა იბრძოლოს, სიმსივნე თავში არის და ტვინის უჯრედები აქვს შეჭმული ამიტომ სულ მალე გაითიშება, გული აქვს ძლიერი და ჯამრთელი მხოლოდ. -მელაპარაკა, ცნობით მიცნო და თითქოს დამემშვიდობა გულში რაც ჰქონდა ყველაფერი მითხრა. ანდრეა გულწრფელად მითხარი რა გავაკეთო, სულ ცოტა სიცოცხლე შევუმსუბუქო. -არ ვიცი, თუ სასწაული მოხდება და მე არ ვარ ღმერთი ანრი სასწაული მოვახდინო, დაველოდოთ. -თეკლამ ამ რამდენიმე თვის წინ ორი შვილი ერთ დღეს დაკარგა და სმა დაიწყო,მის ტკივილს მივაწერე რომ ალკოგოლით ივიწყებდა ტკივილს თურმე გაუსაძლის ტკივილებს აყუჩებდა. სიმსივნე ამის დაჯერება ძალიან მიჭირს, ის ისეთი ჯამრთელი ქალი იყო. -სხვას ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ამაზე მეტს რასაც ვაკეთებთ. ექიმს ექთანი მიუახლოვდა და ანდრეამ ანრის უთხრა. -მას ესაჭიროება ვიღაც იყოს მუდმივად მის გვერდით და ეს ექთანი დავაყენე. -მადლობა და მადლობას სიტყვით არ გადავიხდი თქვენი სიკეთისთვის ანაზღაურებას მიიღებთ. -ანრი უნდა წავიდე მეგობარო კიდევ რთული ოპერაცია მელოდება, შენც წადი აქ შენი ყოფნა აუცილებელი არ არის, ყოველ მოსვლაზე თეკლას ვერ ნახავ თუ აუცილებელი გახდები საჭირო შემთხვევაში მოხვალ. წადი დაისვენე, როგორც მითხრეს ახლახანს დაბრუნდი და რთული დღეები გქონდა. -ასეთი რთული დღეები არ ყოფილა იქ ანდრეა. -კარგი უნდა წავიდე, შევხვდებით ისევ მეგობარო.ანდრეა წავიდა, ანრი იდგა ფანჯარასთან და ექთანიც გამოვიდა ოთახიდან და ანრიმ შეაჩერა. -მადლობა ეს რთული დღეები მძიმე პაციენტის გვერდით გაატარეთ. -მასთან ვიქნები ბოლომდე სადამდეც საჭირო ვიქნები მისთვის. -არ ვიყავი ამ საუბრისთვის მზად. თქვა ანრიმ და თეკლას კარებიდან შეხედა. -არავინ არის მზად ასეთი მოულოდნელობებისთვის რასაც უფალი გვიმზადებს, ეს მისი დაწერილი კანონია თითოეული მოკვდავისთვის და შეცვლა არავის არ შეუძლია თუ შეიცვალა რამე ეს უფლის მიერ არის შეცვლილი რადგან მხოლოდ მას შეუძლია ეს გააკეთოს. -არ ვაკეთებთ გამოცდას უბედურებაზე...... -სესილი, სესილი დანელია ვარ. -სესილი მომისმინე, შესაძლებელია აქ ვინმე მოვიდეს და თეკლასთან შესვლა ითხოვოს მაგრამ მასთან არავინ არ უნდა შეუშვა. -არც მე შემიშვებ?ანრის წინ ბექა იდგა და ანრის თვალი ჩაუკრა, ანრის გაეცინა და ისევ სესილის მიუბრუნდა. -ჩვენს გარდა თეკლასთან არავინ არ შევა, გთხოვ ყურადღებით იყავი. -გასაგებია. ანრი ბექას მიუბრუნდა და უთხრა -სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკოთ, დაურეკე ყველას და მზევინართან სახლში უნდა შევიკრიბოთ რადგან გურიკაც და ნინოც უნდა იყოს ამ საუბარზე. -რა მოხდა, ზოგადად ვერ მეტყვი? -ყველა ერთად გაიგებთ, დავითი და თომაც უნდა იყოს ჩვენს გვერდით. ზოგიერთი ადამიანის გული იარებით არის სავსე,რაც არ უნდა შეეცადოთ შეუძლებელია ადამიანების შეცნობა,აღქმა და გაგება.ადამიანი სხვის ომში ბრძენია, მაგრამ უნდა შეიგნო რომ შენ არ ხარ ერთადერთი, შენ არ ხარ ამ სამყაროს მმართველი.წუთიერად გაითიშა ანრი და ბექამ მკლავზე შეეხო. -რა გჭირს, მითხარი რა ხდება. -არაფერი, რაც გითხარი ის გააკეთე მეც მალე მოვალ. -დავითი საავადმყოფოშია, რუსამ.... -ვიცი დავითი სადაც არის, მაგრამ მოიცლის და მოვა ბექა რადგან სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. ბექა აღარ შეეპასუხა ანრის და შებრუნდა, ზაზა უყურებდა მიმავალ ბექას და შემდეგ სესილის მიუბრუნდა და უთხრა. -უნდა წავიდე, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გითხრა და ოთახში შევიდეთ. ორივე შებრუნდა თეკლას ოთახში და ანრიმ ორი ასლარიანი ამოიღო ჯიბიდან და სესილის შეხედა. -სესილი შესაძლებელია ხვალ ვერ მოვიდე ეს თანხა გქონდეს თეკლას გამოსაცვალი უყიდე, ასევე შენც გჭირდება აქ პირადი ნივთები და ეს თანხა მოიხმარე. -მაგრამ..... -მომისმინე, ეს თანხა რაც მოგეცი აქ რაც დაგჭირდეს გამოიყენე, რამე იყიდე და ჭამე.ისევ ჯიბისკენ წაიღო ხელი და ამჯერად რამდენიმე ასლარიანი ამოიღო და სესილის მიაწოდა. -ეს თანხა შენია, შენ გქონდეს სესილი და მადლობა.სესილიმ ანრის შეხედა და პირდაპირ უთხრა. -მიუხედავად იმისა მისგან წლების განმავლობაში ტკივილი იგემეთ, თქვენ ის გიყვართ. თქვენი თვალებში ჯერ კიდევ ჩანს მისდამი სიყვარული. -მართალი ხარ მიუხედავად ყველაფრისა რაც გადამატანინა მე თეკლა ნამდვილი სიყვარულით მიყვარდა და მიყვარს,სანამ ჩვენ ერთად ვიყავით არასოდეს შემიხედავს სხვა ქალისთვის იგივე თვალით. -არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ ბედნიერია თქვენი მეუღლე მის გვერდით დღემდე სიყვარულით ხართ. ანრიმ შეხედა სესილის და მის თვალებში ცრემლი შენიშნა, მიხვდა რომ სესილის გულში დიდი ტკივილი ჰქონდა. -თქვენ... თქვენ..... სესილი მიუხვდა ანრის რისი კითხვაც უნდოდა და ჩურჩულით თქვა. -არ ვარ დაქორწინებული, ხუთი წლის წინ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა ჩემი საქმრო. -ერთი კვირით ადრე და როგორ, უბედური შემთხვევა იყო? -სიმსივნე ჰქონდა ფილტვზე თავად არ იცოდა, რომ აღმოაჩნდა უკვე ძალიან გვიანი იყო და ვერ გადაარჩინეს. -სამწუხაროა, ქორწილს ელოდები და უეცრად უქორწილოდ ქვრივდები. ორივე ჩუმად იყო და ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა, დახედა ნომერს და უპასუხა. -ყველა გავაფრთხილე, მალე მოხვალ? -მოვალ. ტელეფონზე ზაზას დაურეკა და ზაზამ პირველივე ზარზე უპასუხა. -ზაზა სად ხარ უნდა გნახო, ბექა გეტყოდა. -სახლის ტელეფონზე დარეკე და გიპასუხე გამოდის რომ სახლში ვარ, მითხრა და უკვე გავდივართ. ორივეს გაეცინა, მაგრამ ზაზამ უთხრა. -უცნაურად მეჩვენები, ვიცი არაფერს მეტყვი ტელეფონში მაგრამ მაინც გკითხავ. სერიოზული თემა არის? -ახლოდან მომისმინე ყურადღებით და შოკს მერე მიიღებ. ტელეფონი გათიშა და სესილის მიუბრუნდა. -უნდა წავიდე,მელოდებიან და თუ რამე აუცილებელი იქნება ეს ჩემი ნომერია და დამირეკე სესილი. ანრიმ საავადმყოფო დატოვა, წავიდა და ყველა მას ელოდა როგორც იქნა ლოდინი დასრულდა და ანრიც შეუერთდა მათ, რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია შემდეგ კი თქვა. -თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილზე რას იზამდით, როგორ მოიქცეოდით. -ჯერ გვითხარი რაც გაქვს სათქმელი და შემდეგ ვიფიქრებთ პასუხზე რა გიპასუხოთ. ანრიმ სიტყვა სიტყვით თქვა რაც თეკლამ უთხრა და ბოლოს მზევინარს შეხედა. -არასოდეს უთქვია და არასოდეს გიგრძვნია მისგან სითბო, მაგრამ ძალიან უყვარხარ მამიდაშენს მზევინარ. -ბოდიში მაგრამ აღირება დააგვიანდა ძია ანრი. -ახლა რა ვქნათ ვისხდეთ და ველოდოთ როდის მოვა კატერინა? -კატერია ჩვენამდე ვერ მოვა და ვერც ვერაფერს ვერ იზამს. -ეს ქალი სულ შეიშალა. თქვა ნაიამ და ბექას თვალი ჩაუკრა, ბექამ ვერ მიუხვდა ნაიას რა ჩაიფიქრა და გაოცებული უყურებდა, მაგრამ ნაია რომ ზაზას მიუჩოჩდა ჩაეცინა ზაზას რექციაზე, ზაზამ კი გაოცებულმა შეხედა. -რატომ მიყურებ გაოცებული ბ-ნო ზაზა. -სახლში დაგელაპარაკები აქ არაფერს გეტყვი და გასწორდი, როგორ ზიხარ. -აქ რატომ არ მეტყვი რაც გაქვს სათქმელი, უცხო ხომ არავინ არის ძვირფასო მხოლოდ ჩვენ ვართ. -ნაია..... -ზაზა მე შენზე ვზრუნავ ეს ცუდია? ზაზამ შეხედა ბექას და გაბრაზებულმა უთხრა. -ყოველ დღე დაიწყო კომპანიაში მოსვლა რაც არასოდეს არ გაუკეთებია. -მიკვირს რომ არ კითხულობ რატომ მოვდივარ ყოველდღე.. -ვიცი ქ-ნო ნაია ეჭვიანობის პიკმა შემოგიტია და გეშინია ქმარი არ წაგართვას ვინმემ. -ვის რად უნდა შენი ბებერი ქმარი ნაია. თქვა დავითმა და ყველას გაეცინა, მაგრამ ნაია ზაზას უყურებდა. -ძალიან ბევრს ვფიქრობ საყვარელო ჩვენზე. -არა, არაფლის მოსმენა არ მინდა და როცა ჩაფიქრებულს გხედავ უკვე მეშინია კატერინას არ დაესგავსო. -არა საყვარელო, მე კარგ საქმეებზე ვფიქრობ.... -გაჩუმდი, ნაია გთხოვ გაჩუმდი და ვიცი უკვე რაც გინდა მითხრა მივხვდი. -რას მიხვდი, მითხარი საყვარელო.... -კიდევ გაანთავისუფლე ვინმე? -ამჯერად არავინ..... -მოდის და ანთავისუფლებს თანამშრომლებს მალე თანამშრომლების გარეშე დატოვებს ფირმას. თქვა ზაზამ სიცილით, მაგრამ ნაიას ისევ შეუბღვირა. -ვინც შენ შემოგხედავს თავალებს დავთხრი. -გაიგონეთ, ყველამ გაიგონეთ ამის გადამკიდე ახალგაზრდა ქალი ვერ ამიყვანია სამსახურში. -სახელი არ უნდა გაიფუჭო ბ-ნო ზაზა. უთხრა ბექამ და ნაიას თვალი ჩაუკრა. -ჩემი შვილი ხვდება როგორ ძნელია შენს გარეშე ყოფნა.... -როდის იყო ძაღლი ძაღლის ტყავს ხევდა, თქვი რა გინდა აქ სერიოზულ თემაზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ ნაია. -დღეს უნდა მოგიტაცო..... -უნდა მომიტაცო? ზაზა სულ მთლად დაიბნა და ნინოს შეხედა. -ნინო სიცხის საზომი მომიტანე რა გთხოვ ან სასწრაფოს დაურეკეთ ეს მგონი ცუდად არის, უკვე ბოდავს.იმ დღეს ვერაფერი მოიფიქრეს, მაგრამ დიდი დრო იყო გასული ასე ერთად არ ყოფილან და გვიან ღამემდე ისხდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ. დილით 8სთ-ი იყო მზევინარი რომ ადგა საუზმე გაამზადა და ყავის ბოლო ყლუპიც რომ ჩაამთავრა ნინოც შევიდა სამზარეულოში. -შვილო გვიან დაწექი და უკვე ადექი კიდეც? -უკვე მივდივარ დედა ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ლოყაზე აკოცა ნინოს და საჩქაროდ გავიდა სახლიდან, ფეხით მიდიოდა რადგან ფირმა ახლოს იყო სახლთან და უკვე ფირმასთან მისული მეორე მხარეს უნდა გადასულიყო რომ შუა გზაზე მისულს დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეტაკა და ეს ისე მოულოდნელად მოხდა რომ ხალხის დაბნევით ისარგებლა მძღოლმა და წავიდა, მზევინარი კი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. გიჟივით შევარდა ლუიზა კომპანიაში და ტიროდა ბექამ რომ გააჩერა გაოცებულმა. -რა მოხდა, რა გჭირს. ლუიზამ მზევინარის ამბავი უთხრა ბექას და ისიც გაიქცა, უკან მიყვა ზაზა და ლაშა და ბექამ თომას დაურეკა გზიდან რომელიც იქ მისულს უკვე იქ დახვდა და ბექას ცრემლიან თვალებს თავადაც თვალი აარიდა. -მითხარი რომ ცოცხალია თომა. -ცოცხალია, პულსი სუსტი აქვს... -გადარჩება, ხომ გადარჩება. -ყველაფერი კეთდება რომ არსად არ გავუშვათ, შენ სიმშვიდე შეინარჩუნე რომელიც ახლა ძალიან გჭირდება. -უნდა ვნახო, თომა უნდა დაველაპარაკო. -ნახავ, მაგრამ ჯერ ვერა მოგვიანებით. -ახლა უნდა ვნახო, ახლა უნდა დაველაპარაკო, ახლა უნდა შევეხო თომა რომ შევაჩერო და არსად არ გავუშვა და ჩემთან დარჩეს. -ზაზამ მკლავში მოკიდა ბექას ხელი და თომამ შეაჩერა. -გაუშვი ნახოს და დაელაპარაკოს, იქნებ მისმა ხმამ გონზეც მოიყვანოს. ბექა შევიდა მზევინართან რომელიც უამრავ აპარატზე იყო მიერთებული და ოთახში მხოლოდ აპარატის წრიპინის ხმა ისმოდა, ბექა საწოლთან მივიდა და ხელზე შეეხო. -არ გაბედო და არ დამტოვო, იცოდე მეც შენთან ერთად დავსრულდები ჩემო მზეო.ხელი მომკიდე, მაგრამ ჩამკიდე ხელი და არ გამიშვა, რადგან მე არ გაგიშვებ. ბექამ იგრძნო მზევინარმა ხელი შეარხია და ღიმილმა სახე გაუნათა. -თომა, თომა. იყვირა ბოლო ხმაზე და შეშინებული თომა უკვე ბექას წინ იდგა. -მაგრძნობინა, გესმის მაგრძნობინა რომ ჩემი ესმის. -იღვიძებს, ეს იმას ნიშნავს რომ დაძლევს და დაგვიბრუნდება, მაგრამ კიდევ 24 სთ-ი უნდა დაველოდოთ და უფალია ჩვენი იმედი. -მზევინარი ძლიერი არის ის იბრძოლებს და დაძლევს, გადალახავს სირთულეს. ბექა საავადმყოფოში იყო დღე და ღამე, ზაზას და ლაშას ბევრი საქმე დააწვა და გვიან ღამემდე რჩებოდნენ ფირმაში, რომ ერთ საღამოს როცა უკვე წასასვლელად ემზადებოდა ზაზას და ლაშას დაცვამ აცნობა რომ უცხო პიროვნებას მათი ნახვა სურდა. -შემოუშვი. უთხრა ზაზამ დაცვის თანამშრომელს და ლაშას შეხედა. -არ წახვიდე, ზაზა არ ვიცით ვინ არის ჩვენ არავის ველოდებით. -არსად არ მივდივარ, დამშვიდდი აქ მოვა და აქ ვერაფერს გაბედავს იცის რომ ყველგან კამერებია.კარზე ფრთხილი კაკუნი იყო და ლაშამ კარი გააღო მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა შავი წვერით და ლაშას უყურებდა. -თქვენ ხართ ზაზა? -მე ვარ ზაზა მეგობარო, ვინ ხართ და ვინ გამოგგზავნათ.მამაკაცი კაბინეტის სიღრმეში შევიდა და ზაზას უყურებდა. -ჩემით მოვედი და არ ვიცი მოვასწრებ თუ არა მაგრამ გეტყვით რომ მტერი გყავთ, ფრთხილად იყავით. -ვინ ხართ, თქვენ ვიღაცამ გამოგაგზავნათ. -გითხარით არავინ ეს ჩემი პირადობაა, დამშვიდდით და მომისმინეთ ზაზამ პირადობას დახედა და უთხრა. -მზევინარს თქვენ დაეტაკეთ? -არა, მე არ ვყოფილვარ და იცოდეთ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. -აქ რომ მოდით დარწმუნებული ვარ კეთილი საქმის გაკეთება გინდათ და თან იცით ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. -ვიცი, მაგრა.... -მაგრამ ინფირმაცია ძვირი ღირს ეს გინდა მითხრა და რამდენს ითხოვთ რომ ყველაფერი მითხრათ -არაფერს ვითხოვ, მე გურამის ვიცნობ ამ ადამიანმა მე ბევრჯერ გამომიწოდა დახმარების ხელი და ბევრჯერ მიხსნა გაჭირვებისგან. ბევრჯერ ზამთარში ოჯახიც გამითბო, ვალში ვარ მასთან. -გასაგებია, მთავარზე გადადი. -არ უნდოდა მასაც მაგრამ ის აიძულეს, აიძულეს მზევინარის გატაცება, მაგრამ მან ეს განგებ გააკეთა და მზევინარი ადგილზე დატოვა, მთავარი კი ის არის შესაძლებელია მზევინარს იქ მიაკითხოს ვინმემ და აპარატი გაუთიშოს ვიღაც ნაბიჭვარმა. -გასაგებია, როგორ გიპოვოთ. -ჩემი პოვნა რთული არ არის. თქვა მამაკაცმა და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ უეცრად კედელზე გაკრულ ნახაზს შეხედა და მასთან მივიდა რამდენიმე ადგილზე შესწორება შეიტანა და შემდეგ ზაზას უთხრა. -დააკვირდი და მიხვდები რა შეცდომა გქონდა, ასე კი უკეთესია ბევრად უკეთესი. -კარგად ერკვევი ნახაზებში და რატომ გაგიჭირდა სამუშაოს პოვნა. -ჩაცმული არ ვარ, არავინ მიმიღო ღარიბი და ჯიბე გაფხეკილი. -კარგი ამაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა კი მითხარი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. უცნობმა ჩაიცინა და ზაზას თვალებში ჩახედა. -ბ-ნო ზაზა როგორია პირველად თქვა სიტყვა მიყვარხარ, ვფიქრობ ძალიან რთული გზა უნდა გაიარო ამ სიტყვის სათქმელად ბოლო წერტილზე რომ მიხვიდე, მეთანხმებით?... -სწორია, გეთანხმები მაგრამ ვერ გავიგე საით მიგყავს საუბარი. -თქვენ ეძებთ ადამიანს ვინ დგას იმ დღის უკან, არ ვცდები მგონი. -არა, არ ცდებით. -მაშინ გეტყვით რომ ის ყველაფერზე წამსვლელია და მას თქვენ ჩემზე უკეთ იცნობთ, ის საშიშია და მისი სიჩუმე უფრო საშიში. ზაზამ შეაჩერა უცნობი და უთხრა. -უკვე ვიცი ვინ გყავს მხედველობაში. თქვა და დავითს დაურეკა, რამოდენიმე ზარის გასვლის შემდეგ დავითმა უპასუხა. -სად ხარ დავით. -სახლში ვარ, უკვე ვწვებოდი. -ჩაიცვი და ფირმაში ჩემთან მოდი სასწრაფოდ, მნიშვნელოვანი საკითხია რომლის გადაჭრაში შენ უნდა დამეხმარო. -მოვდივარ. ზაზამ ტელეფონი გათიშა და უცნობს შეხედა, რამოდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა, მაგრამ მთავარ საკითხს გვერდი აუარა ის დავითის მისვლას ელოდა და უკვე დავითმაც მივიდა მათთან და უცნობს შეხედა შემდეგ ზაზას და ზაზამ აუხსნა ვინ იყო მისთვის უცნობი პიროვნება და რისთვის მოვიდა მათთან, მაგრამ დავითი არც დამჯდარა სკამზე და უცნობს უყურებდა, შემდეგ კი უთხრა. -რადგან აქ მოდი სიმართლე უნდა თქვა და თუ არ იტყვი სიმართლეს ოჯახს დაემშვიდობები. -რატომ, მე ხომ ყველაფერი ვთქვი და რა გითხრათ სხვა ტყუილს ვერ გეტყვით რადგან არ ვიცი ვინ არის მის გარშემო და ვინ დგას მის უკან, მე სხვა არ მინახავს. დავითმა ჩანთა გახსნა და იქედან რამდენიმე მამაკაცის ფოტო ამოიღო და წინ დაულაგა. -დააკვირდი ამ ფოტოებს გეცნობა მათი სახეები, სახელი რა მქვიაო შემახსენე. -შმაგი შავშიძე ვარ პირადობაც გაჩვენეთ, ის თუ გაგიკვირდა აქ რატომ მოვედი შორიდან გიცნობთ თქვენ ბ-ნო ზაზა და ვიცი მზევინარი რომ აქ მუშაობს, რაც შეეხება ამ ფოტოებს ამ ორს ვიცნობ, მაგრამ ესენი ძალიან პატარა პაიკები არიან. -არიან უფრო დიდებიც? -არიან, არიან ისინი ვინც დიდ და რთულ საქმეებს აგვრებენ. -გასაგებია, ახლა ამ ვიდეოს შეხედე. შმაგიმ დაკვირვებით შეხედა ვიდეოს და დავითს შეხედა. -ბ-ნო დავით თქვენ ყველა იცნობთ ამ ქალს ისე როგორც მე და ჩემზე მეტი კარგადაც თქვენ იცნობთ და ისიც იცით, რომ ეს ქალი არის ამ ყველაფრის სათავე. შეაჩერეთ, რამე იღონეთ და შეაჩერეთ.დავითი უყურებდა შმაგის, შემდეგ ზაზას შეხედა და თქვა. -გეგმა უნდა შევიმუშავოთ, გეგმა ასეთი მაქვს რომ მივუშვათ ეს ადამიანი და ვიცოდეთ რას ფიქრობს, რა უნდა ამ ქალს. -თქვენი განადგურება უნდა, მაგრამ ვერ ვხვდები და არ ვიცი ასე მას რისი მიღწევა უნდა და ბ-ნო ზაზა თქვენ კარგად მსჯელობთ. -გეგმა კარგია, მაგრამ შმაგი შენ თუ არ დაგვეხმარე ისე ვერაფერს ვერ მივაღწევთ. -შმაგი მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამ საიდუმლოს ამოხსნას. -რთულია ლაშა ძმაო ის მიმიხვდება და ჩემი ოჯახი საფრთხეში იქნება. დავითმა ალექსანდრეს დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა. -სად ხარ, სად მოვიდე. -ზაზასთან მოდი ფირმაში. ალექსანდრემ ტელეფონი გათიშა და მაიას შეხედა, რომელმაც მის გამოხედვაზე მიხვდა რომ უნდა გაყოლოდა მას და ისიც ფეხზე წამოდგა. ერთი საათი საცოფში მოყვნენ და როგორც იქნა ფირმაშიდაც მივიდნენ. -რა მოხდა, რა იყო ასეთი საჩქარო და სასწრაფო. დავითმა შეხედა ალექსანდრეს და აუხსნა თუ რისთვის მოიყვანა ასე გვიან საათებში ის ზაზასთან, ალექსანდრე უსმენდა ყველას სათითაოდ და ბოლოს ზაზას გეგმაც განიხილეს, მაიაც უსმენდა მათ მსჯელობას და ბოლოს გაუბედავად თქვა. -მე ვიქნები ამ გეგმის მონაწილე შმაგისთან ერთად.ყველა ჩაფიქრდა და ალექსანდრე უარზე დადგა, მაგრამ დავითმა ჭკვიანურად მიიღო მაიას წინადადება და ალექსანდრეს შეხედა, მაგრამ ლაშამ ყველას მოავლო თვალი და თქვა. -მართალია მაიას არ იცნობს ის უცხო არის იმ ალქაჯისთვის და ვფიქრობ რისკზე მივდივართ, მაგრამ გამართლებული იქნება მაიას და შმაგის დახმარებით ზაზას გეგმა.ზაზამ შეხედა ალექსანდრეს და უთხრა. -რას იტყვი ალექსანდრე ჩუმად ხარ. -ჰოდა წავიდეთ რისკზე. შმაგიმ შეხედა მაიას და უთხრა. -ყოველთვის გახსოვდეს რომ მხოლოდ ჩემთან იქნები და სიცოცხლეს დებ სასწორზე, მისამართს მოგცემ სად უნდა მოხვიდე, გასაკუთრებულს ჯერ ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვი იქ შევხედავთ როგორ უნდა მოვიქცეთ და ნურც გადაპრანჭული მოხვალ. ზაზამ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და ისევ შმაგის მიუბრუნდა მის წინ დადგა და უთხრა. -ერთი შეხედვით შეგატყვე რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ, ეს საქმე დავასრულოთ როგორც ჩვენ გვინდა და შენს მომავალზე მერე ვისაუბროთ. შმაგიმ მისამართი ქაღალდზე დაწერა და მაიას მისცა, ყველასთან ერთად მითითებებიც მისცა და უკვე ძალიან გვიანი იყო რომ დაემშვიდობა მათ, მაიამ ხელში აიღო ქაღალდი წაიკითხა და ხმამაღლა თქვა. -ჩემი წასვლის დროც არის, შეგეხმიანებით.უხმოდ მიიყვანა ალექსანდრემ სახლამდე მაია და ვერაფერი უთხრა, ნერვიულობდა მაიამ სახლში შევიდა და გამოიცვალა თმები კი ძალიან უბრალოდ გაიკეთა და ხელში ქაღალდი აიღო კიდევ ერთხელ დახედა და წავიდა. ადგილი სადც მისამართმა მიიყვანა ძალიან ბნელი ადგილი იყო სადაც გზას აცდენილი გოგო-ბიჭები თავშესაფრად ითვლებოდა. ძარღვებდაჭიმულს საკუთარი გულისცემა ესმის, მიდის და გრძნობს,როგორ ტოკავს თითოეული ნერვი და კანკალებს, მისივე გახშირებული სუნთქვა ესმის და მოულოდნელად შმაგის შეეჩეხა, შმაგი კი მეგობართან ერთად იყო რომელმაც ჩუმად ჩასჩურჩულა. -ახალი საკბილო გამოჩნდა. -მეც პირველად ვხედავ, გინდა გამოველაპარაკოთ? -გამოველაპარაკოთ და ვნახოთ რა ჩიტი მოფრინდა ჩვენს მხარეში. შმაგიმ მაიას წინ გადაუდგა და მოსაწევი მიაწოდა ჩუმად კი უთხრა. -სხვისი მოწოდებული არ აიღო, ნარკოტიკია იცოდე. მაიამ მოსაწევი აიღო და შმაგის გვერდით მდგარ მამაკაცს თვალი ჩაუკრა, მამაკაცმა შმაგის შეხედა და შემდეგ გოგონას თვალით ანიშნა გამომყევიო მაიაც გაყვა და მიდამოს ათვალიერებდა მისთვის უცხო ადგილს, მაია შეჩერდა მამაკაცი მოულოდნელად მიუბრუნდა და უთხრა. -აქ ახალი ხარ და ამ ადგილს არ იცნობ, წადი აქედან დაო, წადი ამ დაწყევლილი ადგილს გაერიდე. -შენ ვინ ხარ გზა მაჩვენო საით წავიდე. -მომისმინე მინდა სიკეთე გაგიკეთო, აქ მოსვლით ცხოვრებას იმახინჯებ იცი და ხვდები რომ ჭაობისკენ მიდიხარ. -ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ცხოვრება ჩემი გადასაწყვეტია. -თვალი მინდა აგიხილო, მაგრამ შენ დაბრმავებული ხარ და არ გინდა ეს შავი უფერული ფერები შეცვალო. მე ჩემი გითხარი ვცადე მაინც და ამიერიდან თავად გადაწყვიტე რას და როგორ გააკეთებ აქ მოსვლით კი დაიმახსოვრე რომ სიამაყის მწვერვალზე ვერ ახვალ. როცა ძალა შეგწევს და შეგიძლია შენი უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოლო, შენ აქ ამ წუმპეში გინდა ჩარჩე. მაიამ დატოვა უცნობი და წავიდა, მამაკაცმა თვალი გააყოლა მიმავალს და ჩაეცინა, თავად კი მაღლა აიხედა და შემდეგ შენობაში შევიდა ის კი ქალის ხმამ გააჩერა. -მომავალი რა იქნება და რა გეგმები გაქვს. -არ ვიცი დღეს ვერაფერი, ხვალინდელი დღე კი ხვალ გვიჩვენებს რა გავაკეთოთ. -ახლოს მოდი, ეს თანხა გამომართვი..... -რატომ, გინდა ვალი დამადო და მერე პროცენტებისთვის დანა ყელზე მომადო? -არა, ამ თანხით დედაშენს წამლები უყიდე. -ეს როგორ დედაჩემი ნახე, მასთან იყავი? -მას ძლიერი ხველება აქვს და ვფიქრობ ფილტვებზე უნდა გააშუქოთ, როცა ერთი არის ავად სხვებიც ცუდად გრძნობს თავს. -რას მთავაზობ ამ ფულის სანაცვლოდ.... -ჩემთან თანამშრომლობას. -რა უნდა გავაკეთო. -ჩენს ზარს დაელოდე. ქალი შებრუნდა და წავიდა, უყურებდა მიმავალს და მიხვდა რომ ამ ქალისგან თავს იოლად ვერ დაიხსნიდა, შარში გაეხვეოდა, მაგრამ წასასვლელიც არსად არ ჰქონდა. ნერვიულობდა, არ იცოდა რა დავალებას მისცემდა და საღამო იყო ისევ მის წინ რომ გაჩნდა მოჩვენებასავით და თვალებში უყურებდა, შემდეგ კი უთხრა. -ეს დრო შევარჩიე შენთან მოსასვლელად, თანხის სანაცვლოდ ჩემი სიტყვა უნდა შეასრულო, ჩემი ნდობაც მოიპოვო და დიდი თანხაც იშოვო. -მომისმინე ეს ფული უკან წაიღე და მეც წავალ შენგან, მე არც მკვლელი ვარ და არც ქურდი. -შენ გჯერა, რომ აქედან მაშინ წახვალ როცა მოგინდება ასე ადვილად და მარტივად? შენ აქ ბევრ ფულს იშოვი, ძალიან ბევრ ფულს, მაგრამ ჩემთან თანამშრომლობით იქნები მდიდარი. ახლა წავალ შენ კი იფიქრე, იფიქრე და მე ისევ მოვალ. -მე ოჯახი მაქვს და შვილები მყავს..... -არ ვეხები შენს ოჯახს, ჯერ-ჯერობით.... -გასაგებია, თქვენ გინდათ მე თქვენი ლაქია უნდა გავხდე. -არა ლაქია არ იქნები, იქნები ჩემი მარჯვენა ხელი და ვფიქრობ ეს ორივესთვის კარგია. ახლა წადი და იფიქრე, პასუხი მოგვიანებით მითხარი დაგელოდები. რამდენიმე დღემ გაიარა ყველგან და ყველასგან სიჩუმე იყო თითქოს რაღაც დიდ განსაცდელს ელოდნენ და ყველა ცალ-ცალკე ემზადებოდა. ისიც სიბნელეში იჯდა და კედელზე ამოჩემებულ ერთ წერტილს უყურებდა, ფიქრობდა ყველასთვის ჰქონდა ცალ-ცალკე გეგმა შემუშავებული, მაგრამ ამჯერად სულ განსხვავებული რამ უნდა მოეფიქრებინა. ფანჯარასთან იდგა და ფარდები დაშვებული იყო სიბნელეში მყოფი თითქმის არც ჩანდა, ადგა ფარდა გადაწია და მისთვის უცხო გოგონა დაინახა. ყველას აკვირდებოდა და შეხედა შმაგიმ გამოელაპარაკა, იქვე მდგარ გელას შეხედა და უთხრა. -ახლოს მოდი, შეხედე იმ გოგონას იცნობ? -არ ვიცი ვინ არის პირველად ვხედავ, მაგრამ ვინც არის კარგი ვინმე არის. -გაიკითხე ვინ არის და აქ რატომ არის. გელა გავიდა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა, ისევ იმ ადგილზე დადგა იმ ქალის გვერდით ვის ხელშიც იყო მისი სიცოცხლეც და მომავალიც, შეხედა მის დაღლილ სახეს და გაუბედავად უთხრა. -ცუდად გამოიყურებით, დაისვენეთ. -საშინელ ტკივილს ვგრძნობ თავში, გონებაც დამძიმებული მაქვს.გელა დღითი დღე რაღაც ახალი ხდება და უკვე უამრავი პრობლემა დაგროვდა. დრო არ მაქვს ისინი უნდა გავანადგურო, ვიცი რაც მომელის მაგრამ ჯერ ისინი უნდა ვნახო დაცემული და ჩემს გარშემო არარაობები უნდა გავწმინდო, მაგრამ მეც ეს ამყრალებული ნიღაბი რომ მოვირგე რომლის ტარება ყოველ დრიურად მიწევს ჯერ საჭიროა. არცერთი მათგანი არ აფასებს ჩემს შესაძლებლობლებს, არცერთ მათგანს არ სჯერა რომ მე დავამარცხებ მათ. -თქვენ მიბრძანეთ კატერინა.... -ჯერ დრო არ არის. -თქვენ შიშში ხართ რადგან არ გყავთ გვერდში ისეთი პიროვნება ვისაც შეგიძლიათ გულიად ენდოთ და ჩათვალეთ რომ ყველა თქვენი დასახული გეგმა უშედეგოა. -ჩემი დუმილის საფასური ძალიან ძვირი არის ჩემო გელა და ოდესმე თუ შეხვდები დიდ აღმართს გადასალახად,შეძლებ ის აღმართი აიარო გახსოვდეს ცხოვრებასთან ბრძოლას გაიმარჯვებ და შეეცადე შეინარჩუნო იმ სიმაღლეზე დგომა რა სიმაღლეზედაც თვით ცხოვრება დაგაყენებს.მტერიც გეყოლება და შენს მოშორებასაც შეეცდება, ზოგს გონივრულად ჩამორჩენილი ეგონები, მაგრამ მე კი გეტყვი რომ მეც არ ვიცი ვინ ვარ, რატომ გავხდი ასეთი და საით მივდივარ. ეს რამდენიმე წელია მხოლოდ მათ განადგურებაზე ვფიქრობ, ეჭვი მაქვს ვიღაც გვითვალთვალებს და ყოველ ნაბიჯზე მოგვდევს. -ყველაფერს ვაკონტროლებთ.... -ყველაფერს ყოველთვის ვერ გააკონტროლებ გელა და ნუ იქნები ასეთი დარწმუნებული, ამდენ ხალხში გამყიდველი აუცილებლად გვეყოლება. -შეიძლება შემოვიდე? გაიგონა ორივემ და კარისკენ მიბრუნდნენ, მათ წინ გელას შერჩეული მამაკაცი იდგა. -გისმენ, ვინ არის ის ახალი. -ერთი უთვისტომო სიცოცხლეზე ხელჩაქნეული გოგონა არის.გელამ კატერინას შეხედა და კატერინამ კი თავი ასწია და მამაკაცს უთხრა. -გასაგებია, შმაგის მიაბარეთ და მასთან იყოს. ყველამ თავისი როლები გაინაწილა და ანრი ისევ საავადმყოფოში მიიჩქაროდა თეკლასთან და როცა უკვე იქ მივიდა კართან მისულს თეკლას ხმა გაიგონა და შეჩერდა. -ძალიან ვუყვარდი, მაღმერთებდა კიდეც, მაგრამ ტკივილი არ მაპატია და წავიდა. თეკლას ცრემლი მოერია და გაახსენდა ლუკასთან კამათი. -დავიღალე შენი წუწუნით, აღარ დაასრულებ ამ ტირილს? -შენი ბრალია, თქვენი ბრალია ორივესი მისი წასვლა. -არა დედა შენი ბრალია, შენ აიძულე წასულიყო და ხმას არ უნდა იღებდე. ისეთი მამაკაცი როგორიც ანრი იყო შენს გვერდით ბევრი ქალი ნატრობს, მაგრამ შენ არასოდეს არ იყავი მისი არც მადლობელი და არც კმაყოფილი. -რას ბოდავ, ფეხზე გძინავს და სიზმარში ხარ? -ანრის უყვარდი შენ კი ვერ დააფასე მისი სიყვარული. -გაჩუმდი, ლენა გაჩუმდი.... -იცოდა რომ ჩვენ არცერთი მისი შვილები არ ვიყავით, მაგრამ შენ უყვარდი და შენს გვერდით იყო. ნდობა ჰქონდა შენი, მაგრამ შენ მას ღალატობდი დედა. -შენ, შენ, შენ...... -არ გაბედო და არ თქვა რომ ტყუილს ვამბობ, სიმართლე მეც და ლუკამაც ვიცით და გვინდა გავიგო ვინ არის ჩვენი ნამდვილი მამა. -ანრი არის თქვენი მამა, თქვენ მის გვარს ატარებთ და ამიტომ ის არის მამა. -სიმართლეს როდის აღიარებ. იმ დღეს სახლიდან გაბრაზებული წავიდა და რამდენიმე დღე არ დაბრუნებულა, დაბრუნდა შემდეგ თვალებჩაწითლებული და სულ სხვა თვალით შევხედე იმ დღეს ჩემს შვილს. მე ჩემს საკუთარ შვილს ვეღარ ვცნობდი, დაიკარგებოდა რამდენიმე დღით და ის ჩაკეტილი ჰყავდათ ნარკოტიკს უკეთებდნენ და შემდეგ მისი სხეულით ერთობოდა რამდენიმე მამაკაცი და ამ ყველაფერს კატერინა ვიდეოთი იღებდა. კატერინა უყურებდა როგორ აწამებდნენ და უთოთი წვავდნენ მის სხეულს, უყურებდა ესმოდა მისი ღრიალი და ის ჩუმად იყო. სესილი გაოცებული უსმენდა თეკლას, თეკლა კი არ ჩუმდებოდა. -სულ ჩემს გვერდით ხარ სესილი და უბრალო ხარ ჩემი მზევინარივით და გთხოვ ანრის გვერდით იყავი. მე არ გავაჩინე შვილი მისგან არ ვიცი რატომ და შენ გახადე მამა, შენ აჩუქე მას თუნდაც ერთი შვილი რომ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ. სესილიმ ხელზე ხელი დაადო და ცრელნარევი ხმით უთხრა. -ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები.... -მადლობა, სესილი ბედნიერი არ ხარ შენი თვალები სევდიანია. -მართალი ხართ ბედნიერი არ ვარ, ჩემი ბედნიერება ხუთი წლის წინ დავასამარე თეკლა. -მე კი ჩემი ეგოისტობის გამო ძალიან ძვირი გადავიხადე, ძალიან დავისაჯე...ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა, როგორ მთხოვდა დამეთმო და ახლა კი საკუთარი თავი მინდა დავწყევლო ისედაც დაწყევლილი ვარ. სესილი ისევ შეგიყვარდება და როცა ეს გრძნობა გეწვევა მიიღე ის ისეთი როგორიც შენთან მოვა და შენში შემოვა, გაუგე მას და მთავარის სიყვარულის ნიჭი ორივეს გქონდეთ. მე დავასრულე ჩემი მისია აქ ყოფნის და როგორ გაიარა ამ წლებმა გახსენებაც არ მინდა, სესილი მომეცი პირობა რომ ანრის მარტო არ დატოვებ, იცოდე ის გამორჩეულად კარგი ადამიანია და გააბედნიერე, გთხოვ გააბედნიერო. -ეს ჩემზე არ არის თეკლა დამოკიდებული და პირობა როგორ მოგცე, შესაძლებელია მას ყავდეს კიდეც მეგობარი ქალი. -ანრის ძალიან რთული სამუშაო რეჟიმი აქვს, ის ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობს, მე ვიცნობ ანრის და შემიძლია შევატყო მას ცვლილება, მაგრამ მიუხედავად იმისა მე მას ვატკინე გული ის არ შეცვლილა ისევ ის გამოხედვა აქვს, ისევ ის სიყვარული არის მის თვალებში. -მეც ყველაფერი დავკარგე და ერთ დღეში დასრულდა ჩემი ბედნიერება, იმ დღიდან გამოფიტული ვარ და ტკივილი მღრღნის და არ ვიცი ეს ტკივილი როგორ შევაჩერო. -გიყვარდა და სწორედ ამიტომ ხარ ასე, მაგრამ მასთან ერთად ნუ მოკვდები სიცოცხლე უნდა გააგრძელო. -ზოგჯერ ისეთი მტკივნეულია იმ დღეების გახსენება ვერ ვერევი ტკივილს წასვლა მინდა, მინდა შორს წავიდე და გავექცე ყველაფერს. -ტკივილს ვერსად ვერ გაექცევი სესილი სადაც წახვალ იქ გაგყვება და შენ ახალგაზრდა ქალი ხარ, მარტოობაში გატარებული დრო სულს ნაფლეთებად აქცევს. ცხოვრება გრძელდება და შენს ცხოვრებას ნუ მიუძღვნი მარტოობას, მე ნუ მიყურებ მე დღესაც არ მინდა ვსუნთქავდე, მაგრამ ვსუნთქავ და მაპატიეთ შვილებო.მაპატიეთ, რომ ცოცხალი ვარ თქვენს შემდეგ. მე კი ვერ შევძლებ გაპატიოთ, ვერ გაპატიებთ რომ დამტოვეთ და წახვედით. კართან იდგა და მოისმინა მათი საუბარი, გული ეტკინა და თან გაბრაზდა როგორ შეძლო ასე ყველაფრის შენიღბვა. კარი შეაღო და ორივეს მიესალმა, შეხედა სესილის ცრემლიან თვალებს და ჩაფიქრდა მისი უიღბლო ცხოვრება ატირებდა თუ თეკლას აღიარება, მაგრამ შეხედა თეკლას და მასთან ახლოს მივიდა თეკლამ თვალებით გაუღიმა ანრის. -ისევ მოხვედი და ისევ აქ ხარ. -მოვედი და აქ ვარ, შენთან ვარ. -ჩემი გზის დასაწყისიც შენ ხარ და გზის დასასრულიც, ჩემი კეთილი ცხოვრებაც შენ ხარ. ჩემი ცხოვრება სადაც საღად ვხედავდი სამყაროს, მაგრამ მაინც უშენოდ გაიარა ამ ბოლო წლებმა. -ჩვენ ერთი გზის მგზავრები ვიყავით თეკლა გარკვეული წლები, თუმცა იმდენად ამაყი იყავი ვერ შევძელი შენი სიამაყე მომედრიკა. -დღეს უკანასკნელად ვხედავ შენს თვალებს, ანრი...... -ანრი აქ ხარ, გამიმართლა რომ მოგისწარი მთავარ ექიმს უნდა შენი ნახვა. -რა მოხდა, რამე გამოსავალი იპოვეთ? მიყვებოდა უკან ანდრეას და გულში იმედის ნაპერწკალი ჰქონდა ამ იმედით შევიდა მთავარი ექიმის კაბინეტში. -ექიმო ბედად აქ დამხვდა ანრიც..... -კარგია რომ აქ ხართ ბ-ნო ანრი და თემა რომელზედაც მინდა დაგელაპარაკოთ, არ ვიცი თქვენ როგორ მიიღებთ. -მითხარით და ერთად ვიმსჯელოთ. -როგორც იცით თქვენი მეუღლის მდგომარეობა ძალიან რთული არის, თუ თქვენ თანახმა იქნებით გაუკეთდეს ოპერაცია რომელიც ჯერ არ გაკეთებულა და იქნება ჩვენთან საქართველოში ექსპერიმენტი. -რას ამბობთ, ექიმო ამბობთ რომ ოპერაცია გაკეთდება შედეგი არ ვიცით და ეს ოპერაცია იქნება ექსპერიმენტი? -სწორად მიმიხვდით, მაგრამ მე ვერაფერს ვერ დაგაძალებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია თეკლას სიცოცხლე საათებზე და წუთებზეა უკვე დამოკიდებული და თუ გადაწყვიტავთ აქვე უცებ რადგან ბევრი ფიქრის დროც არ არის ის უკვე უნდა გაიყვანონ საოპერაციოში. ანრი ჩაფიქრდა, იდგა აივანზე და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება და გაორებული იყო, ფეხაკრებით მიუახლოვდა სესილი და უთხრა. -დათრგუნული ხართ, ექიმიდან არ გაქვთ კარგი ინფორმაცია. ანრი მიუბრუნდა სესილის და უთხრა. -ჩამოვსხდეთ, სესილი მინდა დაგელაპარაკო.სესილი ანრის გვერდით იჯდა და უსმენდა ანრის, ანრიმ კი ღრმად ამოისუნთქა და სესილის ექიმთან საუბრის შესახებ უთხრა, შემდეგ გაჩუმდა და სესილის პასუხის მოსმენას დაელოდა. -გინდათ გითხრათ მე რას ვფიქრობ? -მითხარი, სესილი მითხარი რომ შევძლო ვიზრუნო თუ რა გავაკეთო. სესილიმ შეხედა ანრის და მორიდებით უთხრა. -სიმართლე რომ გითხრა შეიძლება გაწყენინო...... -არა, არ მეწყინება და რას ფიქრობ მინდა პირდპირ მითხრა. -ჩემი აზრით უნდა დათანხმდე ანრი და ოპერაციის შემდეგ გეტყვიან ღირს თუ არა გაგრძელება მკურნალობის. -მეც მასე ვფიქრობდი და მადლობა რომ ზუსტად შენც იგივე მითხარი. -თუ დათანხმდები როდისთვის იქნება ოპერაცია. -ოპერაცია დღესვე უნდა გაკეთდეს, რადგან დრო საერთოდ არ აქვს თეკლას.ანრიმ არავის არ დაურეკა, არავის არ უთხრა თუ რას ფიქრობდა და როგორ იყო იმ წუთებში რომ უნდოდა სამეგობროს გვერდით დგომა, მაგრამ ყველა მზევინარზე ფიქრობდა და გადაწყვეტილება სესილისთან ერთად მიიღო ეს ადამიანი სულ სხვა გრძნობით მიიღო გულმა და მასთან შეთანხმების შემდეგ მივიდა ექიმთან. -ანრი აქ მოსვლით...... -თანახმა ვარ ექიმო გაკეთდეს ოპერაცია. -გასაგებია და მადლობა, დღესვე და არა, ამწუთიდან შევუდგებით მზადებას.ანრი ძალიან ნერვიულობდა,სესილი მის გვერდით იდგა და რამდენიმე წუთში თეკლაც გაიყვანეს საოპერაციოდ.მძიმედ გავიდა ერთი საათი, ანრიმ სიგარეტის ჩამწვარი ღერი გადააგდო და მის წინ მდგარ ბექას შეხედა დარდიანად. -ცუდად უნდა გამხდარიყო მისი ჩამოყრილი მხრები რომ დამენახა,მაგრამ სიამაყე მაინც არ ჩამოუშლია მარტოობის რამდენიმე თვეს და უკვე პირი იბრუნა ცისკენ.ცრემლი მოერია და ფანჯარაში გაიხედა, შეხედა როგორ მოწყდა წითელ ნეკერჩხალს ფოთოლი და ფრიალით დაეშვა დედამიწაზე. -ძია ანრი რა მოხდა.... -შენ აქ რატომ ხარ, მზეო.... ბექას გაეღიმა და ბედნიერი თვალებით შეხედა ანრის. -უკეთ არის, გაიარა სასიშროებამ. -წადი, მარტო არ დატოვო სულ მასთან იყავი. წადი ბექა აქ სიმშვიდე გვაქვს, მზეოსთან იყავი და სანამ ფეხზე არ დადგება არ დატოვო მარტო. ბექა შებრუნდა და უნდა წასულიყო ექიმი დაინახა და შეჩერდა, ექიმი ანრის მიუახლოვდა და ანრი თვალებში უყურებდა. -ექიმო..... -ჩემს პრაქტიკაში 34 წელია ოპერაციას ვაკეთებ და გაოცებული ვარ. სამივე უყურებდა ექიმს, ექიმმა ისევ ანრის შეხედა. -მინდა რომ თავად ნახო ის რამაც მე გამაოცა. ანრი ექიმს გაყვა, ბექამ სესილის შეხედა და უთხრა. -რა მოხდა, თეკლა სად ყავთ. სესილიმ შეხედა ბექას და ბექამ ეშმაკურად მოჭუტა ცალი თვალი და უთხრა. -სიმართლე მითხარი სესილი თორემ იცოდე პირველი მტერი ვიქნები შენი და ანრის. სესილის გაეცინა და ბექას უთხრა რაც იცოდა ანრისგან, ანრი კი გაოცებული იდგა ექიმის წინ. -პირველად ვხედავ ადამიანის გამომშრალ ტვინს, მას ტვინი სიმსივნემ შეუჭამა და მხოლოდ რამდენიმე უჯრედი აქვს რომელიც უკვე სულ მალე შეწყვიტავს კონტაქტს ყველასთან, სისხლი არ ეწოდება ტვინს და დასრულდება საერთო ტვინის ფუნქციონირებაც. შეძრწუნებული იდგა და ექიმს უყურებდა, ექიმს ვერაფერი უთხრა და ისევ თეკლასთან დაბრუნდა იდგა და უყურებდა როგორ ნელა ნელა კვდება ქალი ვინც ოდესღაც მისი ცხოვრების სიყვარული იყო.სიყვარული,რომელიც სულს ღაფავს და სიცოცხლის ბოლო წამებს ებღაუჭება.ანრი უყურებდა მის წინ მდგარ რეალობას და ფიქრობდა, როდიდან შეიქმნა თეკლას თავში ეს ისტორია, იმედი რომელსაც ებღაუჭებოდა გაქრა. არ შეეძლო ეთქვა რომ არ დანებდეს, რომ იბრძოლოს სიცოცხლისთვის. შიშმა დაიბუდა მის თვალებში და შეხედა თეკლას უძრავ და დალეულ სხეულზე სიკვდილის შიში იჯდა, უყურებდა და უსუსურობის განცდა ძალა წაერთვა. უიმედოდ დასრულდა ოპერაცია და რამდენიმე საათში ანრიმ თეკლას სხეული უკვე ცივი და ცარიელი ნახა, თეკლამ სამუდამო ადგილი მისი შვილების გვერდით დაიმკვიდრა და ცივი ქვიდან ყველას თავისი ირონიული ღიმილით უღიმოდა.სესილი ბოლომდე ანრის გვერდით იდგა და მისი ახლოს ყოფნა დიდ ძალას აძლევდა, დასრულდა თეკლას სიბოროტით სავსე ცხოვრება წავიდა შვილებთან და წაიღო მხოლოდ სიძულვილი არა მარტო სხვისგან საყვარელ ადამიანებისგანაც.დასაფლავების დღეს ყველაზე ბოლოს გურამი დარჩა მის საფლავთან და მასში შეგუბებულმა ცრემლებმა ვეღარ დაიმალა და ხმით ატირდა. -მე გაგზარდე, მამა რომ გარდაიცვალა 10 წლის ვიყავი შენ კი 4-ის და ჯერ კიდევ საწოვარა გქონდა პირში.მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე იყო გასული დედამ დაგაძინა და მე მომანდო შენი თავი, მითხრა ღამის სამსახური იშოვა და ამიერიდან შენ უნდა მიხედო თეკლასო. წავიდა დედა, იმ ღამეს ერთად დაგვეძინა დილით ველოდეთ დედას და არ მოვიდა, არც მეორე დღეს მოვიდა და არც დღემდე არ დაბრუნებულა წავიდა და წავიდა. მე დავიწყე ბოთლების შეგროვება, მიმქონდა მაღაზიაში და ჩვენი ძია ნუგზარი პურს, შაქარს, რძეს და საჭირო ნივთებს მაძლევდა. მაშინ ვერ ვხდებოდი, რომ რამდენიმე ბოთლში ამდენი რამ არ მომივიდოდა. სკოლას თავი დავანებე, მაგრამ შემდეგ ისევ ძია ნუგზარიმ მოგვკიდა ხელი და თავის სახლში წაგვიყვანა,სკოლაშიც დავიწყე სიარული და შენ ბაღში წახვედი ჩვენი საცხოვრებელი ბინა კი გააქირავა.თეკლა დაო ძია ნუგზარიმ გაგვზარდა, მე მაღაზიაში ვეხმარებოდი თავისუფალ დროს და საღამოს უჩემოდ არ იძინებდი. დავიზარდეთ, სკოლა კარგად დავასრულე და უმაღლესშიც მოვეწყვე ასე გადავუხადე ჩვენს გამზრდელ ძიას ჩვენზე ამაგი.შენ ყველა განებივრებდით, 14 წლის იყავი რომ გავიგე შეყვარებული გყავდა სკოლიდან იპარებოდი და მასთან მიდიოდი, არ მოგწონდა რომ გაკონტროლებდი. 18 წლის რომ გავხდი ნუგზარი ძიამ ჩვენი სახლის შესახებ მითხრა რომ უკვე შეგვეძლო ჩვენს სახლში გვეცხოვრა, შენ კი შეიძულე ის კეთილი ადამიანი გარეთ გამოგვაგდოო ყველასთან ამას ამბობდი. ყველას მიმართ უმადური იყავი, არავინ არ მოგწონდა მითუმეტეს ისინი ვინც შენზე კარგად ჩაცმული იყო ან უფრო ნიჭიერები. არ ვიცი რატომ გახდი ასეთი ცივი და ამაყი ან ვის რას უმტკიცებდი შენი სიჯიუტით, ანრი რომ გაიცანი შეგიყვარა და სულ საჩუქრებს გიკეთებდა შენ მისი საჩუქრები მოგწონდა არასოდეს არ გყვარებია და არ გიპასუხებია იგივე გრძნობით იმ კეთილშობილ ადამიანისთვის, მან კი შვილები დაგაზრდევინა.ბევრი, ძალიან ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული, როგორც შენს პირადულში ისე სხვისთვისაც და რა გააკეთე, მზეოსთვის დედოფალი იყავი, მაგრამ მისი სიძულვილი წაიღე.დუმილის საფასურია რაც შენ დაგემართა თეკლა და რაც მზევინარმა შენგან მიიღო ის შეურაცყოფა,ის დამცირება თუ დაცინვა მან დუმილით გადაგიხადა და შენც ძალიან ძვირი დაგიჯდა ამ დუმილის აღიარება.დუმილის საფასური მძიმე სასჯელით გადაიხადე დაო და ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს ავნე, ანრის ავნე და რატომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც გინდოდა.მხრებზე ხელის შეხება იგრძნო და ცრემლი მოიწმინდა, მის გვერდით ანრი იდგა და გურამის უყურებდა თავადაც ცრემლიანი თვალებით. -წავიდეთ გურიკა მას აღარაფერი აღარ ესმის შვილებთან ერთად არის და ზეიმობენ ერთად ყოფნას. -წავიდეთ, ჩემი შვილი უნდა ვნახო. თქვა გურამიმ და ანრიმ უთხრა. -მზეო კარგად არის გურო და დარწმუნებული იყავი ამიერიდან კარგად იქნება ისიც და ყველა. -შენ, შენ როგორ ხარ ანრი ვიცი რომ ძალიან განიცადე მიუხედავად იმისა რა ტკივილიც ნახე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება მეგობარო და ტკივილიც ნელდება, მაგრამ ტკივილთან ერთად ვცხოვრობთ.ცხოვრება არ წყდება აქ გრძელდება, ძლიერი იბრძვის, გმირები იღუპებიან, სიყვარული სიყვარულს ეძებს და გააკეთე რაც შენ გსურს.სიცოცხლე მდინარეა და ისე ჩქარა მიედინება ვერ შევძლებთ მას გავუსწროთ ის გამოუცდელია და არა დამნაშავე ამაყად მიდის და მიუხარია. ზოგჯერ აღელვებულია, თუმცა როცა მშვიდად მოედინება არავის აწუხებს და ადამიანის ყოფა მისი ამ ქვეყნად არსებობით რამეთუ შესაძლებელია მისი ყოფა დამოკიდებულია ერთ წვრილ მავთულზე, შეეცადე ეს მავთული ძალიან იყოს გაჭიმული რომ არ გაწყდეს და არ ჩაგითრიოს.ცხოვრება გრძელდება და მიხედე შენს ცხოვრებას, სიმარტოვე ძალიან ცუდია მეგობარო. ანრიმ ხელი მოკიდა გურამის და ნელა ნელა ორივემ ერთმანეთზე დაყრდნობილმა დატოვა სასაფლაო. -მინდა რაღაც გითხრა და უარს არ მივიღებ გური. გურამიმ სათვალე მოიხსნა და ანრის შეხედა -მზევინარს...... -მომისმინე, აქ სალაპარაკო ეს თმა არ არის მაგრამ უნდა გითხრა.მზევინარმა დამეხმარა, ძალიან დამიდგა გვერდით და სახლი რომელშიდაც თქვენ ხართ მზევინარს ჩუქება გავუკეთე ასე რომ ის 7 წელი გურიკა რომელშიდავ მზევინარმა თქვენი დანაზოგი გადაიხადა ჩათვალე რომ იმ თანხით სახლი იყიდე და უკვე შენია, მზევინარს რომ ვუთხრა ძალიან ჯიუტი და ამაყი შვილი გყავს და არ დამთანხმდება, ამიტომ კაცურად გამიგე. -ანრი ამას ვერ დავმალავ, ეს ნინომ უნდა გაიგოს და მზევინარმაც, მაგრამ ახლა ჯერ გამოკეთდეს ჩემი შვილი და ფეხზე დადგეს სხვას მერე მოვაგვარებთ მე კი მადლობა ჩემო ძმაო თავიდანვე ძმად მიგიღე და ბოლომდე ჩემი ძმა იქნები. -კარგი, კარგი, ხომ ამბობ რომ სიცოცხლე გრძელდება ჰოდა ახლა ის ვიფიქროთ ქორწილი როდის იქნება გურიკა. გური შეიჭმუხნა და ანრიმ გაოცებულმა შეხედა. -რა გვერძე იხედები შენ მგონი არც გინდა მზევინარი გაათხოვო, ასეა? -უნდა გათხოვდეს და ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ სიმართლე გითხრა როცა სახლში არ არის ჩემი მზეო იმ დღეს სახლი ცარიელია. ვერ შევეგუები ანრი მზეოს სახლიდან წასვლას, ძალიან გამიჭირდება. -შვილიშვილები აგიხმაურებს სახლს გურიკა.ბექა მიუახლოვდა ორივეს და გურამიმ შეხედა ბექას შეშინებულმა. -შვილო..... -კარგად არის, ხვალ მეტყვის ექიმი როდის გამოუშვებს სახლში. შემდეგ ანრის შეხედა და უთხრა. -მარტო ხარ? -ვინ გინდა მახლდეს. -სესილი. არც დაფიქრდა ბექა ისე უთხრა ანრის რომელსაც ჩაეცინა და გზას გახედა. -იქ დგას და მელოდება.... ბექამ გაიხედა სესილის შეხედა შემდეგ ანრის მიუბრუნდა ისევ სესილის გახედა და თქვა. -მართლა იქ დგას. ანრის და გურამის ჩაეცინა და ისევ ერთად გააგრძელეს გზა, ბექას გაოცებულ გამოხედვას კი თვალი ჩაუკრა. ბექამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ღიმილით უპასუხა. -გისმენთ. -მე ვარ, გელოდები. -საყვარელო, მოვდივარ. იმ ერთმა სატელეფონო ზარით გამოწვეულმა სიხარულმა სხეულის ყველა ორგანო დაიარა და ბედნიერმა ანრის ხელის აწევით დაემშვიდობა, მიდიოდა სიხარულით და ბედნიერებით სავსე საავადმყოფოს იმ ოთახში სადაც მისი ცხოვრების აზრი იწვა და თხოვდა აქამდე თვალი გაეხილა. სირბილით აიარა კიბეები და გულის ფრიალით შეაღო ოთახის კარი და დაინახა მზევინარი ფეხზე იდგა მისკენ ნელი ნაბიჯებით მომავალი და სახე უცინოდა, მაგრამ თვალებში შიში ჰქონდა თუმცა ბექას წინ იდგა ბავშვად ქცეული და უნდოდა ეყვირა სამყაროს გასაგონად რომ ის ბედნიერია. ბექამ მზევინარის ხელში ქაღალდის ფურცელი შენიშნა და მზევინარმაც სწორედ იმ ქაღალდზე ანიშნა, ბექამ ქაღალდი გაშალა და სიხარული, სიყვარული, ყველა გრძნობა ერთდროულად გამოხატა და მზევინარი ხელში აიყვანა.გაოცებული უყურებდა ზაზა სიხარულისგან გადარეულ წყვილს და ბექამ ქაღალდი ხელში ააფრიალა და ზაზას უთხრა. -შენ როგორი ბაბუა ხარ თმაში ჭაღარაც არ გაქვს მამა. ზაზა დაიბნა თავზე ხელი გადაისვა, შემდეგ ბექას შეხედა და ბექამ სიცილით უთხრა. -მე ნუ მიყურებ ჩემი მუცელი ცარიელია, აი აქ ზის თბილად შენი შვილიშვილი და ეს იქნება რომ გაცეკვებს მის დაკრულზე ბაბუა. ზაზამ ნაბიჯი ვერ გადადგა, ვერც ხმა ამოიღო იქვე სკამი იყო და დაბნეული ჩაჯდა ცრემლიან თვალებზე ორივე ხელები აიფარა და რამდენიმე წუთი ასე იყო. ბექამ მასთან მივიდა მის ფეხებთან ჩაიცუცქა და ზაზამ თვალებში ჩახედა, იმ თვალებში რომლებიც ბედნიერებისაგან ბრწყინავდა ის ორი შავი სფერო და ორივე ხელებით ჩაიხუტა. -აქედან იწყება შენი სამყაროს შეცვლა, შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ გამახარე და როგორი დიდი საჩუქარი გაუკეთე დღეს დედას. -ვიცი მახსოვს დედას დაბადების დღე არის, მოვუწყოთ სიურპრიზი? -მე ჩუმად ვარ თქვენს ზარს დაველოდები, დამირეკეთ და მოვალ. -იცოდე არავისთან არაფერი არ დაგცდება, ვიცი შენი ამბავი ყურებამდე გახსნიი რომ ხარ ყველამ იცის რაღაც გიხარია. -მართლა არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ, მაგრამ გპირდები შევეცდები.ზაზა წავიდა, სახლში შესული ღიღინებდა და ბედნიერებას ასხივებდა, ნაიას შეხედა ღიღინით ჩაუარა და სამზარეულოში გავიდა ნაია კი გაოცებული უყურებდა ქმარს და უთხრა. -შენი ამ სიხარულის მიზეზი მზევინარია და მეც ძალიან მიხარია რომ კარგად არის და მალე ჩვენს გვერდით იქნება. ზაზამ პირი გააღო სიხარულის გადმოფრქვევა უნდოდა, მაგრამ შეჩერდა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. -ზაზა დავითს ესაუბრე რამე გითხრა? -არა უნდა დავურეკო და გავიგო რა ხდება. ტელეფონი ამოიღო და დავითს დაურეკა, დავითმა მოკლედ აუხსნა მომხდარის შესახებ და ნაიას გაოცებულმა შეხედა. -რატომ მიშლი ნერვებს და რატომ მაგიჟებ, რას ეძებ სხვას უამრავი სამხილი გაქვს ხელში. ნაია ზაზას უყურებდა და მიხვდა მის გაბრაზებულ გამოხედვაზე რომ ისევ რაღაც მოხდა, ზაზამ კი ისევ ტელეფონს ჩასძახა. -კარგი, კარგი მოვდივარ. ზაზა წავიდა დავითთან და გაბრაზებული შევიდა მის ოთახში. -მაოცებს შენი სიჩუმე. -გაგაოცებს სულ მალე ჩემი ქმედება და არა სიჩუმე, წავედით. -სად მიდიხარ, სად მიგყავარ არ მეტყვი? -წამოდი ნუ ფართხალობ ტელეფონში რომ ხარ მაგარი გამომყევი, არც დაგკარგავ და არც შარში გაგახვევ. მზევინარმა კარგი იდეა მომაწოდა და ის უნდა განვახორციელო. დავითი მივიდა მზევინარის მიცემულო მისამართზე და გაოცებული უყურებდა უცნობს კარში მდგომი სათვალიანი მამაკაცი, მაგრამ დავითმა აუხსნა ვინ იყო და ვისგან იყო. ალექსის გაახსენდა მზევინარის დანაპირები და დავითს შეხედა. -დაბრძანდით. უთხრა და თავად კარადასთან მივიდა რაღაც ქაღალდები გადმოიღო და რამდენიმე წუთში იმ ქაღალდებს ჩაკირკიტებდა, ერთი ქაღალდი სხვა ქაღალდებს დააცილა და კმაყოფილმა ჩაიცინა. ზაზამ და დავითმა ერთმანეთს გადახედეს და დავითმა თქვა. -ვერ ვიქნები მშვიდად თუ ამ ქალს ბორკილებს არ დავადებ, ამ ქალის სული შებოჭილია ბოროტებით, კატერინას გონებრივი და სულიერი მოუწესრიგებულობა აქვს და ვფიქრობ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უნდა გავუსვათ ხაზი. -დავით ჩვენ შეგვიძლია არსებობის გარეშე სიცოცხლე, მაგრამ არსებობის გარეშე თვით არსებობასაც აზრი ეკარგება, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ სიცოცხლეს სინათლე მოაქვს და გრძნობ, ხვდები, რომ ცოცხალი ხარ. კატერინას სიცოცხლე კი მას უკვე აღარ ეკუთნის, მე ვფიქრობ და ერთ დასკვნამდე მივედი ეს ადამიანი ყველას მიმართ აგრესიულია და ასევე ყველას მიმართ შიში აქვს ეს კი უკვე ტანჯვაა რომელსაც ადრე თუ გვიან ბოლო მოეღება, მაგრამ ჩვენ შევაჩერებთ მას თუ ის შეჩერდება ეს არ ვიცით. -ეს არავინმა არ ვიცით, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი რა კატერინა სამყაროს მბრძანებელია რომ ვინმემ ვერ შეეხოს თუ ხელუხლებელია და ყველა გვერძე გადგება რომ არ გაბედოს ვინმემ მიახლოვება. -ვნერვიულობ, მაიაზე ვნერვიულობ. დავითმა უკან მიბრუნდა და ალექსანდრეს შეხედა. -უკვე აქ ხარ, კარგია რომ შენც მოდი და მარტო შენ არ ნერვიულობ ჩვენ ყველა ვნერვიულობთ. -რომ ვფიქრობ მაია სად არის ფეხქვეშ მიწა მეცლება. -დამშვიდდი და უნდა ვიმედოვნოთ რომ ყველაფერი კარგად დასრულლდება, რქებს მოვამტვრევთ და იქ მივაბრძანებთ სადაც მისი ადგილი არის.კატერინა ყველას ათვალიერებდა ვინც იყო მის გარშემო და გადაწყვიტა ახლების გამოცდა და შმაგის მაიასთან ერთად ნარკოტიკის დიდი პარტია გამოატანინა საწყობიდან, შმაგიმ გაიგო მათი დიდი საიდუმლო, მაგრამ მაიას ანიშნა არაფერი ეთქვა რადგან გამორიცხული არ იყო სადმე მოსასმენი არ ჰქონოდა დაყენებული ან ვინმე ეყოლებოდა დაყენებული სათვალთვალოდ. მაიამ მიუხვდა შმაგის ჩაფიქრს და უთხრა. -გითხრა და იცი ჩვენი რამდენია თითოეულის ამ პარტიიდან? შმაგიმ გაოცებულმა შეხედა მაიას მაგრამ მაიას რომ შეხედა მაიამ წარბები აუთამაშა და მიხვდა მაიას ჩაფიქრს თვალი ჩაუკრა და მშვიდად უთხრა. -არაფერი არ გაბედო, თავად მოგვცემს რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ.ორივემ წარმატებით გაიარა დაკისრებული დავალება, კატერინა კმაყოფილებისგან თვალებს ხუჭავდა და მისი წარმოსახვით საოცრად ლამაზ სამყაროში დასეირნობდა და თავისი საქმიანობით სიამოვნებას ღებულობდა. -გელა ახლებს დაუძახე ჩემთან შემოვიდეს ორივე. გელა გავიდა და შმაგის დაუძახა, შმაგისთან ერთად მაიასაც ანიშნა გამომყევიო და ორივე ერთ დიდ ოთახში შევიდა, შმაგიმ კატერინას კმაყოფილ სახეს რომ შეხედა მიხვდა რომ კარგად გაართვა საქმეს თავი. -როგორ ხარ შმაგი, ოჯახი როგორ გყავს. -მადლობა, კარგად არის ყველა. -კარგია, შმაგი თქვენთან ერთი საპასუხისმგებლო დავალება მაქვს და თუ ამ დავალებას შეასრულებთ დაჯილდოვდებით კარგი საჩუქრით. რას იტყვით? -ჯერ გავიგოთ დავალება როგორია და მე და მაია ვიმსჯელებთ. -კარგია, თქვენ უნდა შეძლოთ და ერთ სახლში შეხვიდეთ.... -ვინ ცხოვრობს იმ სახლში უნდა მითხრათ. -ჩემი მეუღლე და ადამიანი ვინც წამართვა ყველაფერი რაც ჩემი იყო. -დამიწერეთ მისამართი და სხვა არ იკითხოთ.კატერინამ იმედის თვალით შეხედა შმაგის და ქაღალდზე დაწერილი მისამართი მიაწოდა, თვალებში უყურებდა შმაგის უნდოდა გამოეცნო მისი ჩანაფიქრი, მაგრამ შმაგიმ კარგად მოირგო თავისი ნიღაბი და კატერინას უთხრა. -ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გაკეთდება, მხოლოდ მაია იქნება ჩემს გვერდით სხვა არ მინდა არავინ. -წაიყვანე და ველოდები თქვენს დაბრუნებას. შმაგი წავიდა მაიაც გვერდით მიყვებოდა და შეამჩნია უკან ვიღაც აედევნათ, ამიტომ შმაგის გზაში აუშარდა და ხმამაღალი ხმით უთხრა. -რომ ვერ შეძლო და თავი ვერ გაართვა ამ დავალებას სად გინდა წახვიდე ან მე სად წავიდე შმაგი. -დამშვიდდი რა გჭირს, ყველაფერი კარგად იქნება. იმ დღეს შმაგიმ დემეტრეს სახლის ტერიტორია შეისწავლა და რამოდენიმე დღე დასჭირდათ სახლში შესაღწევად და ერთ დილით ლაშა გამოვიდა სახლიდან და მას პატარა დემეტრე მოყვებოდა, ლაშამ დემეტრე სკოლაში მიიყვანა და თავად ფირმაში მიდიოდა, სკოლის ჭიშკართან დემეტრე მამას დაემშვიდობა და უკვე წასვლას აპირებდა რომ დიდი სიჩქარით მომავალი ლაბროჯინი გადასასვლელზე ორსულ ქალს დაეტაკა ეს მოხდა წუთიერად რომ ლაშამ გააზრებაც ვერ მოასწრო და შეშინებულმა შეხედა სკოლის კიბეებზე მდგარ დემეტრეს შემდეგ გზაზე სისხლში მწოლიარე უცნობ ქალს შეხედა და მისკენ გაიქცა, შმაგი კი უკვე იქ იყო და ლაშას უჩურჩულა. -საავადმყოფოში მოვიდეს დავითი ან ალექსანდრე იქ ვიქნები, ბავშვი სახლში წაიყვანე ახლავეს. -შმაგი აქ როგორ გაჩნდი...... -ეს ქალი არ იყო მიზანში, ლაშა შენ და ბავშვი ხარ მათი სამიზნე ვერ მოვახერხე შენი გაფრთხილება მითვალთვალებენ. -გასაგებია, გაყევი გოგონას და იქ გნახავ დემეტრეს წამოვიყვან სკოლიდან. მაიამ პულსი გაუსინჯა გოგონას და განწირული ხმით იყვირა. -სუნთქავს, სუსტად სუნთქავს. ცივი ხმა ჰქონდა მაიას და თვალებში ცრემლი, სასწრაფო მოვიდა შმაგი და მაია უცნობ გოგონას გაყვა, ლაშამ დემეტრე ისევ სახლში მიიყვანა და ნინის უთხრა. -დღეს არავინ გარეთ არ გახვიდეთ, არც კარი გაუღოთ არავის. სასწრაფოდ შებრუნდა, მაგრამ დემეტრეს ხმამ შეაჩერა. -სად მიდიხარ ლაშა..... -აუცილებელ საქმეზე მამა. -მეც მოვდივარ. -ვერ შეძლებ დარჩი სახლში და მალე დავბრუნდები. -ვთქვი მეც მოვდივარ.ლაშა აღარ შეეპასუხა დემეტრეს და ორივე საავადმყოფოში წავიდა გზიდან კი ანერვიულებულმა დავითს და ალექსანდრეს დაურეკა, სასწრაფო კი მიდიოდა სირენებით და გოგონას გონება სიშავეში მიაბიჯებდა ნელა და აუჩქარებლად გარეთ კი ზამთრის უკანასკნელი დღეები საათებს ითვლიდა. საშავემ გაარღვია მისი სქელი კედელი და ზრიალით შეაღწია საავადმყოფოს ფანჯრებში, განდევნა რუხი ფერები და გოგონას გარშემო ნათელი ფერები დააყენა. -ჩემი შვილი, 12 წელი ველოდი გთხოვთ გადამირჩინეთ. ექიმმა ოფლისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა და სამყაროს პატარა გოგონას დაბადება აცნო, პატარა ტირილით შეხვდა ექიმს და თითქოს თხოვდა დედის გადარჩენას. ლოდინისგან შმაგი წელში მოიხარა, უსუსური და უმწეო გახდა მაგრამ ექიმმა ღიმილით მიუახლოვდა. -დღეს იღბლიანი დღე გქონდათ თქვენც და მასაც, თქვენ გადაარჩინეთ დღეს როგორც დედა ისე შვილის და გილოცავ მეგობარო ორივე კარგად არის.ლაშა და შმაგი სიხარულისგან გადაეხვია ერთმანეთს, მაია კი სიხარულისგან ტიროდა და ხტუნავდა, რამდენიმე წუთში ახალგაზრდა მამაკაცი ფერდაკარგული ცრემლიანი თვალებით შევიდა საავადმყოფოში და ლაშამ მიხვდა ვინც იყო წინ მიეგება და ღიმილით უთხრა. -მამა გახდით და გილოცავთ ყველაფერი კარგად არის მეგობარო. -თქვენ, თქვენ გადამირჩინეთ ცოლიც და შვილიც. ტიროდა მამაკაცი და შმაგის შეხედა. -12 წელია შვილის ნატვრაში ვართ. შემდეგ მუხლებზე დავარდა და ხელები მაღლა აღაპყრო. -მადლობა უფალო რომ ორივეს სიცოცხლის შანსი მიეცი. შეშინებული ნათესავები და ახლობლები შეიკრიბა ერთად და ბოლოს შიში სიხარულმა ჩაანაცვლა ზეიმით აღნიშნეს დედა-შვილის გადარჩენა.ბოლოს შმაგი და მაია ერთ ერთ ცარიელ ოთახში იყვნენ და დავითს, ზაზას და ლაშას უყურებდნენ, შმაგიმ კი დემეტრეს შეხედა და თქვა. -არ ვიცი და არც ვკითხულიბ ამ სასტიკი ისტორიის სათავე საიდან მოდის და რატომ არის მასში თქვენდამი დიდი დოზით ზიზღი და სიძულვილი, მაგრამ ლაშა მას უნდა უფრთხილდე ოჯახს გაგინადგურებს პატარა შენს თვალზე გყავდეს.შემდეგ დავითს შეხედა და მკაცრად თქვა. -ბ-ნო დავით ჩვენ ამ წუთში ხელთ გვაქვს კოკაინის დიდად განუსაზღვრელი დოზა, ასევე ვიცი ადგილი სადაც აწარმოებს ამ საწამლავს და ეს სამხილები ვფიქრობ საკმარისზე მეტია მის დასაკავებლად. ნუ დაველოდებით კიდევ ვინმეს უეცრად გარდაცვალებას, ეს ქალი საშიშია და შეაჩერეთ. რამე იღონეთ, იქ უამრავი გოგო-ბიჭები ინადგურებს სიცოცხლეს. დემეტრემ ორივე ხელებში ჩარგო თავი და გულიდან ამოიღმუილა, ლაშამ მხრებზე მოხვია ხელები მამას და უთხრა. -დამშვიდდი..... -სულის კედლები დაიბზარა შვილო და ფეხქვეშ მინდა მიწა გამომეცალოს, ეს ვის გვერდით მიცხოვრია. -დამშვიდდი, ის ჩვენგან წასულია. -წასულია, მაგრამ თავს არ გვანებებს, მრცხვენია შვილო ჩემი თაიას შემდეგ მასთან როგორ შევძელი ცხოვრება. -მთავარია თავადაც მიხვდი ვინ გყავდა გვერდში და ყველამ ერთად გავიგეთ მისი ჩანაფიქრიც, შმაგი გააკეთე რაც გთხოვოს და გავიგოთ ბოლო ბოლო რა არ ასვენებს. -მან თქვენს სახლში შესვლა დამავალა, მაგრამ კიდევ რას მეტყვის ეს არ ვიცი. -ყველაფერზე დათანხმდი შმაგი და სწორედ ამ დანაშაულისთვის დაისჯება. -როგორ დავბრმავდი და მის სიბოროტეს ვერ ვამჩნევდი. შმაგი და მაია დაბრუნდა უკან, ლაშამ დემეტრე წაიყვანა სახლში, დავითმა ზაზას დაურეკა და ისევ ლექსოსთან წავიდნენ ისხდნენ და მსჯელობდნენ. -მესმის თქვენი და მინდა გითხრათ ვიცნობ ამ ქალბატონს და თქვენი საუბრით მივხვდი ის უფრსკულის პირად დგას და იქ რომ დავტოვოთ რამე უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ ვინ გამომყვება და ვინ ჩაყვება იმ ალქაჯს უფრსკულში.მის გვერდით ყოფნას იგივეა რომ იყო სიბნელეში უბადრული, მაგრამ თუ მის სიახლოვეს არავინ არ იქნება მის სიღრმეს ვერ ჩავწვდებით. ბ-ნო დავით გზას რომელსაც თქვენ დაადექით ძალიან გრძელი და რთული გასავლელია, ის ჩვენ ამ გზაზე არ გაგვატარებს რადგან მას არ უნდა გავიგოთ ჩვენ რას ფიქრობს ის რა გეგმები აქვს და ჩვენც სიმართლეს ვერასოდეს ვერ გავიგებთ. -დავით ლაშამ სწორად თქვა იმ დღეს, მივუშვათ შმაგი და მაია დამიჯერეთ სწორედ ეს ორი იქნება თავზე რომ ჩამოანგრევს თავისივე რეალობას და მის კეთილმოწყობილ სამყაროს. -გამოდის რომ უნდა მივყვეთ და გააკეთოს რაც მას სურს და ასე ხომ კიდევ ვიღაც დაზარალდება. -არ დაზარალდება, ეს საქაღალდე მე რომელიც მივიწყებულ თაროდან ჩამოვიღე სწორედ აქ ამ საქაღალდეში არსებულ ერთი ქაღალდით გამოვუთხრი ძირს და ჩვენ მისი დროებით შეჩერებით წინ წავალთ. დამიჯერეთ, ჩვენ მას სიძულვილიდან სიმარტოვემდე მივიყვანთ. მას ეშინია არ გამჟღავნდეს მისი საიდუმლო, ამიტომ დღეს მე მომანდეთ კატერინა. ლექსომ ტელეფონი აიღო და გადარეკა. -გამარჯობათ, იურისტი ალექსი ვარ მიცნობთ თქვენ კარგად.... -გისმენთ, თქვენს ზარს არ ველოდი ბ-ნო ალექსი. -თქვენს სახელზე არის საჩივარი ქ-ნო კატერინა, რომ ერთ ერთი პიროვნების ძალიან დიდი თანხა გმართებთ. კატერინა ჯერ გაშეშდა, შემდეგ აირია, აინთო, აიშალა და სიბრაზისგან ხმაჩახლეჩილმა უთხრა. -რამდენი არის გადასახდელი გამომიგზავნეთ ემაილზე, ზოგჯერ ხდება ასეც.კატერინა ასე ადვილად და მარტივად არ ნებდება, მაგრამ ახლა არ უნდა ხმაურის ატეხვა და ჩაფიქრდა ვისი მართებდა, ვინ დარჩა რომ არ გადაუხადა თავზე ხელი მოიკიდა და თქვა. -კატერინა რა გემართება შენს მეხსიერებას პრობლემები შეეპარა, წლებზე მოკიდებული წლები მალე გაილია და აქამდე პრობლემა არ მქონია კარგად მახსოვს ყველას როგორ, როდის და რამდენი გადაუხადე, მაგრამ შენ ვინც ამ ხერხით ცდილობ ჩემგან თანხის აღებას თანხა პრობლემა არ არის მიიღებ, მაგრამ სისხლის წვეთებით გადაიხდი. მე არ ვიყავი ამდენად ბოროტი თქვენ გამაბოროტეთ ადამიანებმა, ნელა ნელა შემომეხვია ცოდვები და ბოლოს გადავეშვი ყველაზე დიდ სიბინძურეში და იცით რატომ, სინათლის ძიებაში სიბნელეში ჩავიძირე და ახლა ყველასგან გარიყული უფრსკულის პირას მდგარი არ მინდა იმ უფრსკულში ჩავიხრჩო სადაც ვიცი ჩემი ჯოჯოხეთია. კატერინამ გაექცა თავის ფიქრებს და გელას დაუძახა. -გისმენთ....... -ორ დღეში გრანდიოზული საღამო უნდა მოვაწყოთ... -მიზეზი? -მინდა ჩემი დაბადების დღე აქ გადავიხადო, ყველაფერი იყოს გრანდიოზული და განსხვავებული ამიტომ ამ ყველაფერზე შენ იზრუნებ. შმაგიმ რამდენიმე დღის შემდეგ ყველასთან შეთანხმებით შეაღწია დემეტრეს სახლში და ხმა დაირხა, რომ შმაგიმ კატერინას ოცნება აუსრულა. სიხარულით ფრინავდა და ბედნიერებას ასხივებდა, ამიტომ კატერინამ გადაწყვიტა აღენიშნა ეს სასიხარულო ინფორმაცია რომელიც სწორედ მის დაბადების დღეს დაემთხვა შემთხვევით.იურისტმა ალექსიმ დავითს და ზაზას აუხსნა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული და მისი იდეა ორივეს მოეწონა. დილა ხალისიანად დაიწყო, ადგა და დილიდანვე გალამაზდა ჩვეულებრივ დღეებს არ უღალატა არც იმ დღეს და სარკეს გაუღიმა, სარკიდან მისი მეორე მე უყურებდა, ზუსტად ისეთივე, როგორიც თავად არის. უყურებს საკუთარ თავს და ძალიან მოსწონს,რომ მომხიბვლელი ქალი არის ჯერ კიდევ მის ასაკში სარკეს თვალი ჩაუკრა და თქვა. -ახაგაზრდული შარმი მაქვს. -ეს სილამაზე სარკიდან რომ გიყურებს შენი ქმარის დამსახურება არის. უთხრა და თვალი ჩაუკრა ბექამ მაგრამ მის სიხარულს გულში მალავდა და ნაიას გვერდით დაუდგა, ისიც სარკეში უყურებდა მომხიბვლელ ქალს და უთხრა. -რომ არ გიცნობდე შენი სილამაზე შემაცდენდა. ნაიამ გაოცებულმა შეხედა ბექას,ბექამ ხელი მოხვია მხრებზე და თვალს არ აშორებდა სარკეში. -ბექა რა ხდება შვილო, რამეს მიმალავ? -მხოლოდ სახლი მოაწყვე ლამაზად, დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს და ყველა აქ მოიყრის თავს. -არ მეტყვი რა ხდება გარდა.... -შენი დაბადების დღის გარდა დღეს კიდევ რაღაც ხდება და რა ამას საღამოს გაიგებ, ნინიც მოვა და მოგეხმარება, კერძები გამზადებული მოვა და მაგიდა 5 საათ-ის გამზადებული უნდა იყოს. -ბექა მაბრაზებ..... -საღამოს, დედა საღამოს გაიგებთ ყველა. ბექამ გაოცებული თვალები დაუკოცნა ნაიას და სიცილით უთხრა. -უსასრულო სიყვარული ხართ ჩემი შენ და შენი ქმარი, საღამომდე დე და შენს გემოვნებაზე ვტოვებ სახლის მორთვას, იცოდე დღეს უნდა ბრწყინავდე ან როდის არ ბრწყინავ, მაგრამ დღეს განსაკუთრებული და განსხვავებული დღე გვაქვს. წავიდა ბექა და ღიღინით ჩაირბინა კიბეები, ნაია ვერანდაზე გავიდა და ბექამ დაბლიდან ამოხედა გაოცებულ დედას და ისევ ღიმილით ჩაჯდა მანქანაში, მაგრამ დიდი საღამო იყო კატერინას ბინაშიც და 2სთ-ზე უკვე სტუმრებით ნელა ნელა ივსებოდა ბინა, შმაგი მაიას მიუახლოვდა გაუღიმა და ჭიქით შამპანიური მიაწოდა თან მტკიცედ გააფრთხილა. -არ დალიო სასმელი, გქონდეს ეს ჭიქა ხელში და ვინც რა მოგაწოდოს უარით გაისტუმრე. შმაგი მაიას უყურადღებოდ არ ტოვებდა, მაგრამ თვალი მთავარი შემოსასვლელისკენ ჰქონდა კატერინა კი ჭიქით ხელში დადიოდა და ყველას აკვირდებოდა უფრო მეტად კი მაიას და კარზე ზარის ხმაც გაისმა, კარი გაიღო და ბინაში რამდენიმე შეიარაღებული პოლიციელი შემოვიდა რამაც კატერინა და იქ მყოფნი დააბნია, მაია კი კატერინას წინ დადგა და ირონიულად უთხრა. -ყოველთვის ფრთხილობდი, მაგრამ შეცდომა მაინც გაგეპარა.კატერინას თვალებში სიბრაზემ გაიელვა და მაიას უთხრა. -ვინ ხარ და როგორ მოხვდი ჩემს სიახლოვეს. -ქალბატონო თქვენს თვალებში შიში დავინახე, ნუთუ შეგეშინდათ? -ვინ გითხრა რომ შემეშინდა, სტუმარი ღვთის არის და მობრძანდით..... -შეგეძლო მშვიდად გაცილებოდი მეუღლეს და ახალი ცხოვრება დაგეწყოთ შვილთან ერთად, მაგრამ თქვენ ჯიუტი ხართ უფრო მეტი მოინდომეთ, მაგრამ არ გიფიქრიათ რომ ამ სიჯიუტით ბევრს დაკარგავდით. -მე მომწონს ჩემი ცხოვრება, კმაყოფილი ვარ..... კარი ისევ გაიღო და კატერინა დაიძაბა უყურებდა მის წინ მდგარ დავითს რომელმაც ირონიულად შეხედა და უთხრა. -შენი უაზრო გამოხტომებით, შენი ეგოიზმობით დაამსხვრიე ის რაც სისხლით მოიპოვე, სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შენმა ბედნიერმა რამდენიმე წელმა. -ეს ტყუილია და ვის შეიძლება დაველაპარაკო სერიოზულად. -სერიოზულად რომ დაგელაპარაკო ჩემს წინ სერიოზული ადამიანი უნდა იდგეს. -რა გინდა, დავით როდიდან მუშაობ პოლიციაში, შენ დეტექტივი ხარ. ერთ ერთმა პოლიციელმა შმაგისთან მივიდა და უთხრა. -დაპატიმრებული ხართ მკვლელობაში, გატაცებაში, ნარკოტიკის რეალიზაციაში და კიდევ უამრავ სიბინძურეში. კატერინა დაიბნა და შმაგის უყურებდა, შემდეგ მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ვინ ხარ, აქ რას ეძებ და ჩემგან რა გინდა. -შეშინებული მიყურებ იმიტომ რომ გგონია პოლიციელი ვარ,მაგრამ არა პოლიციელი არ ვარ თუმცა უამრავი სამხილი მაქვს რომ სამუდამოდ ციხეში დასახლდე. -შემოგზავნილი ხარ, შენც და ის გოგოც შემოგზავნილები ხართ. თქვა კატერინამ და მაიას შეხედა, მაგრამ მეორე პოლიციელმა ის შმაგის გვერდით დააყენა და სხვა პოლიციელებს უთხრა. -ეს ორი გაიყვანეთ, სხვებმა კი აქაურობა გაჩხრიკეთ. -პოლიციელო არ ვიცი შეცდომაში ვინ შეგიყვანათ, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი დღე ჩამიშალეთ..... -რას ვზეიმობთ. იკითხა პოლიციელმა და კატერინას შეხედა. -დღეს ჩემი დაბადების დღე არის, არ მაქვს უფლება ავღნიშნო? -დღეს თქვენი დაბადების დღე არის და ასევე თქვენი მეუღლის გარდაცვალების დღე არის ქალბატონო და მკვლელობის შეკვეთა რომელიც თქვენ გაეცით ამ ხალხისგან არის შესრულებული. -არ ვიცი ვინ რა გითხრათ და არც ის ვიცი შეცდომაში რატომ შეგიყვანათ, მაგრამ მე ერთხელ მომკლეს და მეორედ ვერ მომკლვთ პოლიციელო. -ყველაფერი შეგიძლია დამალო ისე როგორც თქვენი ორსულობა, მაგრამ ვერ დამალავ იმას რომ შენ დაუკვეთე მკვლელობა და ეს როგორ შეძელი. კატერინა მიხვდა რომ ის მომწყვდეული იყო და მის წინ მდგარ პოლიციელს უთხრა. -ორსულობის დამალვა რთული იყო განსაკუთრებით 4 თვე რომ შემისრულდა, ამიტომ ჩემს დასთან წავედი და იქ ვიყავი მშობიარობამდე, როცა ბავშვი გავაჩინე შვილი ჩემს დას დავუტოვე და მან გაზარდა. დავაკმაყოფილე პოლიციელო თქვენი ცნობისმოყვარეობა? -ინფორმაცია შემოვიდა, მკვლელობის შემდეგ თქვენ ქვეყნიდან გასვლას აპირებდით და მკვლელობას კი სხვას დააბრალებდით ალბად ამჯერადაც დიდ თანხას გადაიხდიდდით რომ თქვენ ისევ უდანაშაულოდ დარჩენილიყავით და ციხეში ისევ სხვა უდანაშაულო ადამიანი ჩაგესვათ. -ქვეყნიდან გასვლა არც მიფიქრია, საიდან მოიტანეთ..... -ბილეთები რომლებიც თქვენს ჩანთაშია გვეუბნება რომ რამდენიმე საათში გაქვთ ფრენა და ვის გაურბიხართ ან რატომ მიდიხართ. კატერინა გაჩუმდა და ბინაში შემოსულ ლაშას უყურებდა, ლაშა კი ძალიან ახლოს მივიდა მასთან თვალებში ჩახედა და ზიზღით უთხრა. -ეს შენი სიბოროტე რაც შენშია ახლა არ შეგიძენია, სიბოროტე დედის ჭიპლარიდან მიიღე მემკვიდრეობით და დღემდე არ ღალატობ შენს წინაპრებისთვის მიცემულ ფიცს, კატერინა აღიარე დამარცხდი ყველაფერი დასრულდა. -ყველაფერში რას გულისხმობ.ხმა უკანკალებდა და ლაშას უკან ზაზა და ალექსანდრე დაინახა, ალექსანდრე პირდაპირ კატერინასთან მივიდა და უთხრა. -წლებია შენს საიდუმლოს ხარ ამოფარებული კატერინა და დაგპირდი შენი დაუძინებელი მტერი ვიქნებიმეთქი და აგისრულე, დასრულდა შენი ფარფაში. -ალექსანდრე.... -ალექსანდრე ვარ ვისაც ემუქრებოდი, შენს ხალხს აცემინე კიდეც ჩემი თავი, მამა მომიკალი და შენს დანაშაულს კიდევ დანაშაული დაუმატე, დაგპირდი და აგისრულე დანაპირები.მხრები ჩამოყარა კატერინამ რადგან მიხვდა დასრულდა მისი სიამაყე და თქვა. -გისმენთ...... -რას მისმენ და რას გეტყვი რაც შენ არ იცი, სამყარო ტყუილებზე რომ ააგე ეს ჩვენზე კარგად იცი. სიმართლეს აგვიანდება, მაგრამ ის დიდი ხნით არ ჩერდება ჩრდილში და ისიც სინათლეში გამოვიდა. კატერინა შენმა ტყუილმა შენი სამყაროდან გამოვიდა, იმ სამყაროდან რომელიც შენ შექმენი. ჩვენ ავხადეთ ფარდა შენს სიბილწეს და გამოვაჩინეთ ფსკერამდე დასული სიმართლე, შენ დღეიდან შენთვის შეუცნობელ სამყაროში შეხვალ სადაც იქ მისასვლელი გზა უსასრულოა, გიჭერენ ამ გზაზე რომ გახვიდე და გინდა გაიქცე, მაგრამ ვეღარსად გაიქცევი შენ გასაქცევი დროც აღარ გაქვს. -ღმერთო როგორ დავიღალე თქვენნაირი უაზრო ხალხისგან, დაასრულეთ თქვენი საქმე აქაურობაც გაჩხრიკეთ და მე დრო მომეცით გამოვიცვალო.ალექსანდრემ შეხედა დავითს და დავითმა თავი დაუქნია რაც იმის ნიშანი იყო თანახმა ვარო, კატერინა თავის ოთახში შევიდა გამოიცვალა სპორტულად ჩაიცვა და რამდენიმე წუთი ელოდა დავითი კართან და შემდეგ კარზე დააკაკუნა, მაგრამ პასუხი არ იყო. დავითმა კარი შეაღო, მაგრამ ოთახში კატერინა აღარ იყო. ვერავინ ვერ მიხვდა საიდან და როგორ უნდა გასულიყო კატერინა დაკეტილი ოთახიდან, კატერინა კი მიდიოდა ყველაფრის გარეშე ცრემლებით სავსე თვალებით და გულში დაჩენილ ჭრილობებს ბოლო არ უჩანდა, მიდის მიიწევს წინ და თავის თავს ამხნევებს. -იარე კატერინა არ გაჩერდე, სამყაროს კიდემდეც რომ მოგიწიოს მისვლა უნდა მიხვიდე. იარე წინ კიდევ დიდი გზაა, მიდის წამის უსასრულობას ივიწყებს და სივრცეს ამსხვრევს. -სად მიდიხარ, შენი მისამართი უსასრულობა არის კატერინა. თავის თავს კიდევ შეუძახა და გზა გაააგრძელა, გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო სხეულის და შეჩერდა, უკან შებრუნდა და გზას უყურებდა. -კატერინა იარე ან აქ დარჩი და დაელოდე დასასრულს. სული მოითქვა, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და ისევ წინ გააგრძელა გზა.ბევრი იარა, ქალაქიდან გავიდა და ბოლოს ისიც იფიქრა მანქანით მიპოვნიანო მანქანა გზაზე დატოვა და ფეხით გააგრძელა გზა. მდელოზე გავიდა სადაც ორსართულიანი მიტოვებული სახლი იდგა და აღმოსავლეთის ქარი გარშემო შლეგივით უვლიდა იმ სახლს. სახლის გარშემო მოათვალიერა და ვერ მიხვდა სად იყო, მაგრამ სახლთან ახლოს დიდი კლდე იყო კლდის ქვეშ კი დაკლაკნილი გზა გადიოდა. ისევ სახლისკენ შებრუნდა ნელა ნელა მიუახლოვდა, შესასვლელ კარს ხელი კრა და შევიდა. გაოცებული იდგა სახლის შესასვლელის დიდ დარბაზში, ნელა ნელა კიბეს აუყვა მაღლა სართულისკენ და მხოლოდ ერთი საძინებელი იყო სადაც დიდი და ფართე საწოლი იდგა ფანჯარას კი სქელი ლურჯი ფარდა ფარავდა. საწოლთან მივიდა და დაღლილმა საწოლზე დაწვა, ჭერს შეხედა და რამდენიმე წუთი იყო თითქოს არც სუნთქავდა მის ყოველ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე გული უთრთოდა, გულზე დაიდო ხელი და თვალები დახუჭა. -კატერინა გაები, როცა აღარ ელოდი დაცემას სწორედ მაშინ დაეცი. მოიკუნტა საწოლზე და გეგმის კარგად არ გათვლისთვის თავის უიღბლობას ტიროდა, ბექამ კი როგორც დაგეგმა საღმო სწორედ ისე მიიწევდა წინ და ყველა ზაზასთან შეიკრიბა, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ნაიას დაბადების დღე უნდა აღენიშნათ თუმცა მიზეზი კიდევ ერთი რამ იყო. საღამოს 5სთ-ი იყო ნაიამ რომ გადახედა გამზადებულ მაგიდას და ნინის უთხრა. -გამოგვიდა, მოეწონება ბექას? -შენ მოგწონს რაც მთავარია, დღეს შენი დღე არის. -არა კიდევ რაღაც აქვს ჩაფიქრებული ჩემს ბიჭს.სტუმრებიც მოვიდა და 6სთ-იც შესრულდა ბექა მზევინართან ერთად რომ შემოვიდა სახლში და ყველა გაახარა მათმა მისვლამ, მზევინარს გადარჩენა მიულოცა ნაიამ და ზაზამ გულში ჩაიკრა, შემდეგ კი სიხარულით აღფრთოვანებულმა შეხედა ნაიას და უთხრა. -არ გაბედო და არ შემეცილო მის სიყვარულში..... -ვის სიყვარულში უნდა ლო, რას ამბობ ზაზა. გაოცებული უყურებდა ნაია და ყველა ზაზას მაგრამ ზაზას სახე ღიმილი არ შორდება და მზევინარი უფრო მიიკრა მკერდზე. -ჩემს შვილიშვილს რომ ჩავიგორებ საწოლში და მოვეფერები, აქედანვე უნდა შევთანხმდეთ ქალბატონო ნაია. -ვერ მივხვდი..... ნაიამ ბექას შეხედა, მაგრამ ისევ ზაზას ხმამ მისკენ მიაბრუნა. -ყოველ დილით სარკეს ეკითხები შენზე ლამაზი თუ ვინმე არსებობს, გინდა სულ ახალგაზრდა იყო ჩემო ძვირფასო ცოლო, მაგრამ გავიწყდება რომ ასაკი გემატება და ბერდებიიი. ბერდები და ვბერდებით, სულ მალე ბებია გახდები შენ და მე კი ბაბუა ვხდებიიიი.ყველასთვის მოულოდნელმა სასიხარულო ამბავმა ხმაური გამოიწვია სიხარულით ულოცავდა ყველა ბექას და მზევინარს ბედნიერებას და უკვე მეორე პატარას მოლოდინში მყოფები იყვნენ, ლაშამ ღიმილით შეხედა დემეტრეს და თქვა. -დემეტრეს ჩამოერთვა პირველობა..... -დემეტრე უკვე დიდია, მაგრამ იმედი მაქვს ღირსეული ძმა იქნება მისი დისთვის ან ძმისთვის და ყოველთვის დაუდგება მას გვერდით. თქვა ნინიმ და ლაშას შეხედა, ლაშამ კი ენის ბორძიკი უთხრა. -რას, რას, რას ამბობ ნინი. უყურებდა გაოცებული და ნინიმ მზევინარის გვერდით დადგა. -სულ მალე ორი ღიპუცა გეყოლებათ და უნდა გაუძლოთ მათ წუწუნს ეს წუწუნი ხომ მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება. სიხარულის ყიჟინა არ წყდებოდა და ცრემლებამდე მიიყვანა სიხარულმა და ბედნიერებამ შვილიშვილის გაგონებაზე ნინო და გურამი, მზევინარი მივიდა დედასთან და მოეხვია, შემდეგ ცრემლი მოწმინდა თავისივე ხელებით და უთხრა. -მიყვარხარ დე და შენს ამაგს ყოველთვის დავაფასებ,როცა სხვისი ნაშობის შვილი დაიჭირე ხელში და შენად მიიღე, ის შენს ნაწილად აქციე და კეთილი გულით აღზრდე ისე როგორც შენი სხეულიდან გადმოსული უცოდველი სიცოცხლე, ეს უბრალოდ სასწაულია და ეს განსაკუთრებული ნიჭია, განსაკუთრებული სულის ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს და შენ ეს გამოგივიდა, შენ ჩემი სულის სიმდიდრე ხარ და მიხარია რომ შენ ხარ ჩემი დედა. შენ ხარ ის ერთადერთი ქალი და დედა ერთეულებს რომ ხვდება მხოლოდ წილად. შვილი ვერ შობო, მაგრამ სხვისი შობილი გადაარჩინო, ეს სამოთხის გასაღებს ნიშნავს და შენ ხარ ჩემი სამოთხე. ყველას მოეწონა მზევინარის სიტყვები და რამდენიმე წუთი მზევინარი და ნინო ერთმანეთზე ჩაკრულები იყვნენ, შემდეგ მამასაც მოეფერა და მათი სიხარული დავითის სატელეფონო ზარმა ჩააწყნარა, დავითმა ტელეფონი აიღო და ალექსანდრეს უპასუხა. -მისია შესრულებულია, გველი თავისივე სოროდან გამოვიყვანეთ შეგიძლიათ დილამდე გააგრძელოთ ქეიფი მეც შემოგიერთდებით სულ მალე. დავითმა ტელეფონი გათიშა და ღიმილით გადახედა მეგობრებს. -დასრულდა ჩვენი ნერვიულობა და შიში, აყვანილია კატერინა და უკვე დაკითხვაზე არის მე უნდა წავიდე ჩემი სამხილები უნდა დავამატო ალექსანდრეს სამხილებს და ყველა ერთად წარვადგინო. დავითი უკვე კართან იყო მისული, რომ თომა დიდი თაიგულით შემოვიდა სახლში და იუბილარს გადასცა, რამდენიმე წუთში კი გოგოების სასიხარულო ცნობა გაიგო და ორივეს გულით მიულოცა, ნინის გვერდით თავისუფალი სკამი დაიკავა და ნინის ჩუმად უჩურჩულა. -ქეთევანი უკვე წავიდა თქვენგან? -დღეს წავიდა და ხვალ მოვა, რა მოხდა ან რატომ კითხულობ ექიმო? -არაფერი, როგორც დემეტრეს ექიმი ჯერ კიდევ ჭირდება მას ყურადთება. -დემეტრეს აღარ ჭირდება ყურადღება და შენ თავი მოაბი იმას რასაც ფიქრობ, მე თანახმა ვარ. -წინ წავალ შენი თანხმობით. უთხრა თომამ სერიოზულად, მაგრამ ნინის რომ შეხედა ორივეს გაეცინა ბექამ შეხედა მათ და ლაშას ჩუმად უთხრა. -ის ორი რატომ იცინის ჩუმად მარტო რამე სერიოზული ხდება თუ ორივე ერთმანეთს დასცინის. -ვფიქრობ სერიოზულია, მაგრამ ჯერ ჯერობით არ არის მყარი და ამიტომ მეც ჩუმად ვარ. -იდეა მაქვს, ლაშა გამომყვები? -სად უნდა გამოგყვე მშია რას ბოდავ ან სად მიდიხარ და რა ჩაიფიქრე. -იცი ქეთევანი სადაც ცხოვრობს? -ვიცი დღეს მე მივიყვანე ბინასთან. -მაშინ წამოდი წავიდეთ და დღევანდელი საღამო დავაგვირგვინოთ მათი დაწყვილებით. ლაშამ გაოცებულმა შეხედა ბექას და უთხრა. -გინდა დაგვახრჩოს თომამ? -არ დაგვახრჩობს გაბრაზდება, მაგრამ მერე მოლბება.ლაშამ ბექას გამოწვდილ ხელს ხელი დაარტყა და ორივე გავიდა, მაგრამ მზევინარი მიხვდა მათ ჩანაფიქრს და ბექას შეტყობინება მიწერა. -კარგი მოფიქრებაა, თომას შევაჩერებ წასვლა რომ თქვას.ბექას გაეცინა და ლაშას უთხრა. -მზეოს ვერაფერს გამოაპარებ, მიხვდა სადაც მივდივართ. -ვფიცავ ნინი აზრზედაც არაა. სიცილ ხუმრობაში მივიდნენ ქეთევანის ბინასთან და ლაშამ დაურეკა მოწყენილი ხმით. -ქეთუშ ვიცი რომ დღეს შენებთან უნდა იყო, მაგრამ გვჭირდები მეგობარო. -რა მოხდა, ლაშა მამა არის ცუდად? -უნდა წამოხვიდე, ბინასთან ვარ გელოდები. -სად მიდიხარ შვილო ამ დროს. მოესმა ლაშას მამაკაცის ხმა და ბექას ანიშნა გაჩუმდიო. -უნდა წავიდე მამა ცუდად გამხდარა ლაშას მამა დემეტრე. -მარტო როგორ წახვალ მე წაგიყვან შვილო. -მოსულია და მელოდება ქვემოთ ბინასთან, მამა არ ინერვიულოთ და რომ მივალ შევძლებ თუ არა დაგირეკავთ. -კარგი შვილო, მაგრამ ქვემოთ ჩაგყვები.ქეთი მამასთან ერთად ჩავიდა დაბლა და ლაშამ კარი გაუღო ქეთევანს, ქეთიმ კი ლაშას მამა გააცნო. -მამა გაიცანი ლაშა ღლონტი დემეტრეს შვილი. -გამარჯობა შვილო, გიგა ხეცურიანი ვარ და ძალიან ბევრი კარგი რამ მითხრა ქეთევანმა თქვენზე და თქვენს ოჯახზე და მიხარია რომ ჩემი შვილის გარშემო საიმედო ხალხი არის. ბექაც გადავიდა მანქანიდან და ქეთევანს მიესალმა ქეთიმ კი მამას შეხედა და უთხრა. -გაიცანი მამა ბექა წიკლაური ერთ ერთი კომპანიის მფლობელი და ლაშა მისი მოადგილე არის თან ბავშვობის მეგობრები. -ვხედავ შვილი ცნობილ ხალხში ხარ და ერთხელ არ მოიყვანე ჩვენამდე ეს ხალხი რომ გაეცნოთ შენი ოჯახი. -ძია გიგა აუცილებლად გესტუმრებით ამ დღეებში ისე რომ ქეთევანი ვერც გაიგებს ჩვენს თქვენთან მოსვლას, ახლა უნდა წავიდეთ და სულ მალე მივიცლი თქვენთვის.გიგამ შვილს შუბლზე აკოცა და კმაყოფილმა გააცილა სტუმრები, ლაშამ სახლის გზას გვერდი აუარა და ბექასთან წავიდა ქეთიმ კი ლაშას შეხედა და უთხრა. -სად მიდიხარ ლაშა.... -ბექასთან მივდივარ ქეთუშ იქ არის დემეტრე.ბექამ შეტყობინება მიიღო და ლაშამ სარკეში გახედა ბექას მის ჩაცინებაზე მიხვდა რომ მზევინარი წერდა და თავადაც გაეცინა მზევინარმა კი შეატყობინა რომ ორჯერ შეაჩერა თომა წასვლა. -რთული პაციენტი გყავს რომ ვერ ჩერდები, გისოსებში რომ იჯექი საღამომდე იმ დღეს არ გაგახსენდა პაციენტები, დაჯექი და ბიჭებიც მოვლიან. -არ დავჯდები შენს გვერდით შენზე გაბრაზებული ვარ. თომამ მზევინარს გვერდი უჩვენა, მზევინარს გაეცინა და თომას მხრებზე მოხვია ხელი და ყურში უჩურჩულა. -ბიჭებს შენთვის სიურპრიზი აქვთ. თომამ მთელი ტანით შებრუნდა მზევინარისკენ თვალებ ანთებულმა, მაგრამ ისევ გაბრაზებულმა უთხრა. -ცდილობ გული გამითბო, მაგრამ მაინც არ შეგირიგდები. -რატომ გაბრაზდი ასე ძალიან არ მეტყვი? -ჩემთვის უნდა გეთქვა შენ კი დუმდი და არაფერი არ მითხარი. -ნუ იბღვირები სულ მალე ბედნიერი იქნები. -ვინ გითხრა, ჯერ არ ვაპირებ დაქორწინებას. -რატომ პატარა ხარ და ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ვერ აიღებ? -არ მეჩქარება და იმიტომ.... -თმები რომ გაგითეთრდება და კბილები დაგცვინდება მერე ჩიფჩიფით უთხარი შენს რჩეულს თუ გამოგყვება ცოლად. მზევინარი კისკისებდა და თომაც გააცინა, მაგრამ ვითომ ისევ გაბრაზებული იყო და უთხრა. -მზეო მოგხვდება და პატარა რომ დაიბადება ვეტყვი რომ დედაშენს ვცემდითქო და შენ აუხსენი მერე რატომ გცემე. -ბიჭები შენს ბედნიერებაზე ფიქრობენ, იცოდი? -ვიცი, სულ ჩემზე ფიქრობენ დღეც და ღამეც. თქვა და გაეცინა ორივეს, მაგრამ მზევინარმა სიცილით უთხრა. -მართლა, მართლა სიმართლეს გეუბნები. -სად არიან, სად წავიდნენ. თქვა თომამ და სახლში ღიმილით შემოსულ ბექას შეხედა, უკან კი ლაშა მოყვებოდა ისიც გაღიმებული და სულ ბოლოს დაინახა ქეთევანი. -მეგობრებო, მეგობრებო დღეს არის ჩვენთვის დიდი სასიხარულო დღე და მომისმინეთ. ყველამ ვიცით რაც მოხდა და რამ გაგვახარა ასე ძალიან, მაგრამ მე და ბექამ გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩვენი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. -რა მოხდა, რა გადაწყვეტილება მიიღეთ მარტო თქვენ მე მომტეხეთ უკვე მეგობრობიდან? -მეგობარი რომ ხარ და შენზე ვზრუნავთ ჩვენ ორივე, დღეს შენც ბედნიერი უნდა იყო და იქნები ჩვენო მეგობარო, გილოცავთ. თომამ გაოცებულმა შეხედა ორივეს და მზევინარს შეხედა. -რას ბოდავს ესენი ამიხსნი? ბექამ იქვე მდგარ გაოცებულ ქეთის ხელი გამოსდო და თომას გვერდით დააყენა და ორივეს გაბრწყინებული თვალებით შეხედა. -რა ლამაზები ხართ თვალი არ გეცეთ, ბედნიერები იყავით. -რა მოწიეთ, სად იყავით. უთხრა თომამ ბიჭებს და სახეალეწილ ქეთის შეხედა, ლაშამ კი თომასთან მივიდა და უთხრა. -შეგამჩნიე როგორ უყურებ ქეთის როცა ჩვენთან მოდიხარ... -როგორ ვუყურებ...... -თვალებით ეფერები ვერ მეტყვი ტყუიო, მოგწონს ეს ქალი და არ უარყო. -მომწონს ერთია და მეორე ისაა მე თავად ვეტყვი, უაზროები ხართ რად მინდა თქვენი დახმარება. -ჰოდა აქ არის, ბედნიერი დღე გაასამე დღეს და დავაგვირგვინოთ. -ამიტომ წამომიყვანეთ სახლიდან? მიუბრუნდა ლაშას ქეთი და ბექამ შეატყო აქ მდგომარეობა დაიძაბაო და ტელეფონზე გადარეკა ბექას საუბარი ყველამ გაიგონა. -გილოცავთ ძია გიგა ქალიშვილის გაბედნიერებას.... -კი,კი, კარგად არის და ამიერიდან ძია დემეტრე უკეთესად იქნება პირადი ექიმი სახლში ეყოლება. -ყველაფერი კარგად არის, დაზუსტებულ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით ჩვენც არ ვიცით სად წაიყვანა სიძემ ტელეფონები გათიშული აქვთ ორივეს. -რას აკეთებს სულ გამოშტერდით? -ადექი ხელი მოკიდე გოგოს და წაიყვანე,უკვე გაიგო ყველამ რო გათხოვდა მათი ქალიშვილი და შენც უარს ვერ იტყვი. თომა გაოგნებული იდგა, ბექამ თვალი ჩაუკრა და ქეთა მის გვერდით დასვა ყველა ულოცავდა უკვე მათ დაწყვილებას.ზაზას ბბინაში თომას და ქეთის ბედნიერებას რომ ლოცავდნენ დავითი კატერინას წინ იჯდა და მას უყურებდა, არც თავად ამბობდა რამეს და არც კატერინა იღებდა ხმას, მაგრამ როცა სიჩუმე გაუსაძლისი გახდა დავითმა უთხრა. -ცხოვრების მარადიული ცვლილება მოდის სიყვარულით, ვნებითა და სიყვარულით. ყველაფრის მიღმა გაძლება შეუძლებელია. რეალობის ყოველი გამოვლინება გადის ზღაპარში, რომელიც ცხოვრებად იქცევა და შენი ზღაპარი დასრულდა სადაც ცხოვრობდი, ვერ შეირგე ზღაპრული ცხოვრება და ახლა დაღლილი თვალებით მიყურებ. -სწორად მიმიხვდი დავიღალე, მართლა დავიღალე დავით და დავნებდი.დავითი ხელებზე უყურებდა კატერინას და ჩაეცინა, შემდეგ კი შეხედა. -ხელები რომლებსაც ძალიან უფრთხილდებოდი დაკაწრული გაქვს, შენ თავად აუარე გვერდი სწორ გზას და შენს თვალებში სიბნელემ დაიდო ბინა. -ტკივილმა, ჩემმა ტკივილმა და უსამართლოდ წასულმა ცხოვრებამ გული გამიხლიჩა. -ჰოდა მომიყევი შენი ტკივილის შესახებ, გისმენ კატერინა. -არ გიხდება და არც არის შენი სტილი ირონია დავით. -კატერინა კარგად გიცნობ ამ საქაღალდეში შენს წინააღმდეგ საუბრობს თითოეული ფურცელი, შენ ალაპარაკდები თუ მე მოგიყვე სად რა გაქვს გაკეთებული.კატერინას ჩაეცინა, თვალები დახუჭა თითქოს იხსენებდა სად რა დანაშაული ჩაიდინა და დავითმა საქაღალდეს ხელი დაადო და თქვა. -სამი ადამიანი შეიწირე რომ შენ უზრუნველად გეცხოვრა, ალექსანდრეს მამა მოკალი რომ ალექსანდრე გაგეჩუმებინა, ეს არ იყო საკმარისი მზევინარის მკვლელობა შეუკვეთე ისე როგორც დემეტრეს მკვლელობა. შხამი რომელიც შენშია დაგროვილი ყველას სიცოცხლეს უწამლავს, დროა ეს შხამი გადმოანთხიო აქედან ვერავის ვეღარ ავნებ. -ყველასგან მიტოვებული სისხლის გუბეში ჩავდექი, სათქმელიც არაფერი მაქვს დავით ყველაფერი იცი მე ვერაფერს ვერ დავუმატებ თუ ვერ დაგაკმაყოფილა შენმა მოპოვებულმა სამხილებმა მკითხე რაც გაინტერესებს და გიპასსუხებ, დამალვას და უარყოფას უკვე ვხედავ აზრი არ აქვს ისე როგორც ბრძოლას თავისუფლებისთვის არ აქვს აზრი. -რა უნდა შეგეკითხო ახალს რას მეტყვი ისეთს რაც მე არ ვიცი, დაელოდე განაჩენის გამოტანას და დახმარების იმედი არ გქონდეს. დავითმა დატოვა კატერინა და თავის კაბინეტში შევიდა საიდანაც ზაზას დაურეკა, ზაზამ კი მხიარულად უთხრა. -მამამთილო, სად ხარ მოდი გელოდებით. -რას ამბობ ზაზა. -ვიზრდებით და ვმრავლდებით მეგობარო, მამამთილი გახდი დღეს და აქ უნდა იყო ჩვენს გვერდით. -ზაზა მართლა მეუბნები თუ ....... -მოდი, მოდი პატარძალი უფრო თამამია ვიდრე შენი შვილი. დავითმა ყველაფერი საქმე დაივიწყა და სახლში წავიდა, რუსოს ახარა ახალი სასიხარულო ამბავი და ორივე ზაზასთან წავიდნენ. რუსო იმდენად აღფრთოვანებული იყო სიხარულით რეალობის წინაშე რომ დადგა გულიც კი წაუვიდა რამაც თომა ძალიან შეაშინა, რუსო გონს მოვიდა თუ არა ქეთი გვერდით დაისვა და მისი ყველა სამკაული თავისი ხელით გადასცა, ნაიამაც გამოიტანა სამკაულების ყუთი და მზევინართან მივიდა. -შვილო ეს სამკაულები თაიასია და მე არასოდეს გამომიყენებია, ეს ყუთი დღევანდელ დღეს ელოდა და მოვიდა დრო რომ შენ გადმოგცე, ვიცი ორივე მაღლიდან გვიყურებს და გლოცავთ რომ ბედნიერები იყოთ. ბექას ცრემლი მოერია, მზევინარმა ვერ გაიგო რა მოხდა და ბექას შეხედა, ბექამ კი აუხსნა. -თაია და ბექა ჩემი ბიოლოგიური მშობლები არიან რომლებიც ძალიან ახალგაზრდები დაიღუპნენ, ეს ორი ადამიანი კი არის ჩემი ცხოვრების თილისმა ვინც მე არ გამაჩინა, მაგრამ გამზარდა და ამღზარდა, დღეს რომ მე ადამიანი ვარ ამ ღირსეული ხალხის დამსახურებაა და მადლობა მათ. დემეტრე მოუსვენრად იყო, შეხედა ნინის და უთხრა. -აქამდეც უნდა გამეკეთებინა შვილო, სახლში გადმოგცემ თაიას სამკაულებს. -ხომ მომეცი.... -კიდევ არის დარჩენილი რომელიც ძალიან ძვირფასები იყო და შევინახე, თითქოს მიმავიწყდა კიდეც. -დემეტრე ახლები, ახლები უნდა შევამატოთ ძველებს. -იქნება ახლები ჩემო ზაზა. საღამომ მხიარულად ჩაიარა და ძალიან გვიან დაიშალნენ, თომას უცნაური დაქორწინებით ყველა გაოცებული იყო, მაგრამ არც ის და არც ბიჭები არჩევანში არ შემცდარა გოგოები კარგი მეგობრები გახდნენ და ზოგჯერ ქმრების გარეშეც იკრიბებოდნენ, სახლში დაბრუნებულ ქმრებს საღამოს ცოლები არ ხვდებოდათ და არც იცოდნენ სად იყო მათი საიდუმლო თავშესაფარი ამიტომ ისხდნენ და ელოდნენ მათ დაბრუნებას. რამდენჯერ თხოვა ბექამ ეთქვა სად იყო მათი თავშეყრის ადგილი, მაგრამ ყოველთვის უარს ღებულობდა და ვითომ ცოლზე გაბრაზებული იმ ღამით არ ელაპარაკებოდა მხოლოდ რამდენიმე საათი და მერე ისევ გულში ყავდა ჩახუტებული თუმცა ისევ ბუზღუნებდა რასაც მზევინარი ყურადღებას არ აქცევდა.რამდენიმე თვემ სიმშვიდეში გაიარა,ბექამ კოტეჯების მშენებლობა დაიწყო ლაშასთან ერთად, გოგოებიც თან წაიყვანეს სოფელში და მოხუცები გაახარეს მათი მისვლით. ლამაზი და შთამბეჭდავი დარჩა მზეოს პროექტი და უხაროდა რომ მისი ოცნება ახდა, ბექას შეხედა და უთხრა. -სიყვარული საკმარისია რომ ცხოვრების ფერების შერწყმა მოახდინო და სიყვარულის ჩრდილები შექმნა ფონად, ჩემს პროექტს შენ დაამატე რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი რომელიც მნიშვნელოვანი გახდა ბოლოს და თითქოს ეს ყველაფერი აკვარელის ნახატია, რომელიც ჩემი შეხედვით სიყვარულს ასახავს. ბექამ შეხედა და უთხრა. -უმნიშვნელო დეტალი არ ყოფილა, რადგან შეუმჩნეველი არ დაგრჩენია მზევინარ და საბოლოო სახეც მშვენიერი გამოვიდა. მშენებლობა დასრულდა, სოფელი დატოვეს და ქალაქში დაბრუნებულებს ლაშას დაურეკა დავითმა რომელსაც ლაშამ გაოცებულმა უპასუხა. -გისმენ...... -შვილო ლაშა კატერინა ცუდად არის კლინიკაში გადაიყვანეს და შენთან შეხვედრას ითხოვს. -არ გითხრა რატომ უნდა შეხვედრა? -არა, არაფერი არ ვიცი და რას იზამ, ნახავ? -ვნახავ, მოვალ.ლაშა იმ დღესვე წავიდა კატერინას სანახავად სადაც დავითი დახვდა, მაგრამ შიგნით მარტო შევიდა და ოდნავ მბჟუტავი შუქით განათებული ოთახი ავისმომასწავებლად დუმდა, კატერინამ შეხედა ლაშას და მიხვდა რომ არ იყო იმ მდგომარეობაში თავის მართლება დაეწყო. დუმილი მათ შორის საშინლად გაიწელა და ბოლოს ისევ კატერინამ დაარღვია ეს დუმილი, გამომშრალი ტუჩები ენით გაისველა და ლაშას შეხედა. -ბოდიში მინდა მოგიხადო. ლაშამ წარბი ასწია მაღლა და კატერინას უთხრა. -ბოდიშს მიხდი ისე რომ ძალა არავის დაუტანებია, ეს გამოდის აღიარებ შენს დანაშაულს რაც ჩაგიდენია. -დარწმუნებული ვარ ახლა გინდა შენივე ხელებით დამახრჩო, მაგრამ არ გირჩევ არ გინდა ჩემი დაბინძურებული სისხლით გაისვარო შენი სუფთა ხელები. -კარგია რომ ხვდები ახლა რაც მინდა გავაკეთო, მაგრამ შენს გამო ვერ დავთმობ ჩემს ბედნიერ ოჯახს ცოლს და შვილებს. -მართალი ხარ, ჩვენი ერთად ცხოვრება ერთ სახლში ან დილით იწყებოდა ჩხუბით ან საღამო მთავრდებოდა ჩხუბით.... -მე კი ყოველთვის სახლიდან გავრბოდი, რადგან ისევ მე ვთმობდი და იმ ადგილიდან მივდიოდი სადაც შენ იყავი ზედმეტი და არა მე. -სწორედ რომ ასეა, ვცდილობდი შენი სახლიდან გაგდებას რადგან შენთან სიახლოვეს ვერ ვეგუებოდი. გაგდებდი, მაგრამ შენგან შორს ყოფნაც არ მინდოდა. -რას ამბობ, რას ბოდავ ..... -დემეტრე არასოდეს მყვარებია, ვერ შევიყვარე, ვეცადე კიდეც და ვერ შევძელი, მაგრამ შენ ჩემს თვალწინ დავაჟკაცდი და ყოველთვის ჩემი მცდელობა ყურადღება მოგექცია ჩემთვის ყოველ ჯერზე მარცხით სრულდებოდა. ჩამოგაშორე ნინის და შენგან შორს იყო, მაგრამ არც ეს იყო საკმარისი შენ ის იპოვე.სიყვარულმა გაიმარჯვა და დაიბრუნე შენი ნაწილი,რომელიც შენგან შორს დაიბადა და გაიზარდა. -რამდენჯერ შეგეკითხე ნინიზე და ყოველთვის უარყოფდი, ახლა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს გინდა ტაში დაგიკრა რომ ჩემი შვილი ჩემგან შორს დაიბადა, რომ ტკივილში წლებმა გაიარა თუ რას ითხოვ აქ რატომ დამიბარე. -არ ვიცი აქ როდემდე ვიქნები, არ ვიცი როდის დავუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას და არც ვარ დარწმუნებული ეს ოდესმე შესაძლებელი იყოს. -არ ელოდი დაცემას, მაგრამ დაეცი კატერინა. -არ ველოდი მართალი ხარ, უნდა გამესწრო აქედან. -არ ელოდი, მაგრამ ცვლილება მოხდა რაც ძალიან რთული ასატანია შენთვის ჩაკეტილობა და უტელეფონობა. -ლაშა მინდა ჩემი შვილი..... -არ დაასრულო ის რისი თქმაც გინდა, ბოლომდე უსირცხვილოდ რჩები ჩემს თვალში. წლები ჩვენს ოჯახში ცხოვრობდი და მამაჩემის ცოლი გქვიოდა შენ კი შვილი გააჩინე და საყვარლისგან, ახლა აქ მიბარებ და მეუბნები მასზე ვიზრუნო? უნდა გრცხვენოდეს, მაგრამ შენ ხომ სირცხვილის გრძნობა არ გაგაჩნია.ლაშა კარისკენ შებრუნდა, კატერინამ ცრემლიანი თვალებით შეხედა და ლაშამ ისევ მიუბრუნდა. -ჩვენ ყველა დაგვივიწყე და უკეთესია ბავშვის მამამ გაიგოს ბავშვის შესახებ, თუმცა არ მოვისურვებდი მკვლელი და ნარკომოვაჭრე დედა მყოლოდა, ნუ დაუტოვებ სამუდამო დაღს შენს შვილს და იყავი შორს მისგან.ლაშა წავიდა, კატერინამ თვალი გააყოლა და ჩურჩულით თქვა. -ჩემმა დაგეგმილმა ცხოვრებამ ამ ყრუ კედლებში მომიყვანა, დავიმსახურე.ლაშა გაბრაზებული მიდიოდა და ჩაფიქრებულმა მივიდა ფირმაში აიარა კიბეები, გვერდი აუარა ზაზას და თავის კაბინეტში შევიდა ვერც კი გაიგო როგორ შეყვა კაბინეტში ზაზა რომელიც მას უყურებდა და შემდეგ უთხრა. -რა მოხდა, რა სახე გაქვს ან რატომ ხარ ასე დაძაბული. -კატერინასთან ვიყავი, ჩემი ნახვა უნდოდა. -რატომ, რა უნდოდა ან რა გითხრა.... -აღიარა რომ დანაშაული ჩაიდინა და პატიება ითხოვა, ბოლოს კი სათხოვარი ჰქონდა. -სათხოვარი, კატერინამ რა გთხოვა ლაშა.... -ჩემს შვილს მიხედეო, როგორი უსირცხვილო ქალი არის ამის გამო იქ როგორ დამიბარა და მეც რა მინდოდა რომ წავედი. -არ მითხრა რომ დათანხმდი..... -ძია ზაზა ის გოგონა რომ ჩემი და იყოს ჩემი ნაწილი, სულს არ დავიშურებდი მისთვის და ბოლომდე ვუპატრონებდი, მაგრამ როგორ უნდა შევიფარო იმ ქალის შვილი ვისაც ჩვენი განადგურება უნდოდა, როგორ შეძლო და მთხოვა ასეთი რამ. -მართალია ბავშვი უდანაშაულოა, მაგრამ..... -რა მაგრამ არა, არა და არა. ზაზას ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა და გაღიმებულმა თქვა. -როგორც იქნა გამოჩნდა. ტელეფონი გახსნა და უპასუხა. -სად დაიკარგე, სად ხარ აქ ყველაფერი მიივიწყე და დაგვტოვე, თუმცა დარდი არ გაქვს საქმე უშენოდაც კეთდება. -არ შემარგო თაფლობის თვე. ზაზამ ლაშას შეხედა, შემდეგ ისევ ტელეფონს დახედა და გაოცებულმა ჩასძახა. -რა თქვი, წყდება ხმა და ვერ გავიგონე. -კარგადაც გაიგონე ყველაფერი, მაგრამ არ ელოდი და მოულოდნელობისგან ენა გადაყლაპე. -სად ხარ ადამიანო, ეს ნომერი.... -გასული ვართ ქვეყნიდან, საქმეებს შენ მიხედე როგორც ყოველთვის ბოს. -მოიცადე, მოიცადე, გასული ვართ რას ნიშნავს. -ზაზა ყველა საქმეს შენ განდობ და ყველაფრის უფლებას გაძლევ, აქამდეც ხომ ასე იყო გააგრძელე ისევ ისე მეგობარო ჩემს მაგივრადაც იმუშავე და პრემიას მიიღებ. -ზოგჯერ ისე მჯერა შენი ტყუილების რომ გაბრაზებასაც ვერ ვბედავ,სად ხარ. -სიმართლეს გეუბნები, ქვეყნიდან ვართ გასული. -ვისთან ერთად ხარ, თეკლა რომ იყოს ვიფიქრებდი..... -სესილი არის ჩემს გვერდით და იქნება ბოლომდე ზაზა. -შენ ცუღლუტო, ასე ჩუმად გინდა ჩაიაროს ამ საქმემ? -არა, დავბრუნდებით და ყველაფერი იქნება. -აქაც გვაქვს სიახლე, დაგაინტერესდა რომ გითხრა? -რა სიახლე არის, თქვი. -კატერინა უკვე დააკავეს..... -ეს ვიცი დავითმა მითხრა, სხვა? -მალე თომაც დაქორწინდება..... -ესეც ვიცი, კიდევ არის რამე? -ორ პატარას ველოდებით რა თქმა უნდა ესეც იცი, დავითს არაფერი დარჩენია უთქმელი. -ყველაფერი ვიცი ჩემო ზაზა. -ყველაფერი იცი, მაგრამ დააკლდი ჩვენს მხიარულ მაგიდას მეგობარო. -დავბრუნდები და ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. -იმედია შეფუთული სიარული აღარ მოგიწევს. -მეც ვიმედოვნებ შეფუთული არ ვიარო. ორივე გულიანად იცინოდა და ზაზამ ტელეფონი გათიშა, მის სიხარული სავსე თვალებს შეხედა ლაშამ და თქვა. -რაღაც ახალი და კარგია. -ახალი და მართლა რომ კარგია მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს ბედნიერი იქნება. -ანრი იყო... -ანრი იყო სესილისთან ერთად. -ვიცოდი ბექამ მითხრა და ეს ხომ ახალი არ არის. -ბექამ საიდან იცოდა, რა ჭორიკანა კაცი გახდა ეს ბიჭი. ზაზას სიტყვებმა ლაშა გააცინა და ასე მხიარულად გაიარა რამდენიმე თვემ, ანრი სესილისთან ერთად დაბრუნდა და ისევ შეიყარა მეგობრები, ისევ სიხარული დაძრწოდა მათ სიახლოვეს.მეგობრები ალექსანდრეს ხმამ გააჩუმა და ყველა მას უყურებდა, ალექსანდრემ კი ყველას მოავლო თვალი და თქვა. -სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის სიყვარული წმინდა გრძნობაა და არასოდეს გამიხდია ქალი გართობის საგანი. ყოველთვის ვეტრფოდი კლდემამოსილ ქალებს და ქალის კლდემა ჩემთვის წმინდათა წმინდაა, მას ყოველთვის მოწიწებით ვეამბორები ხელსა თუ ბაგეზე. -ალექსანდრე...... ალექსანდრემ მისი ხელის აწევით გააჩუმა ლაშა და თავად მაიასკენ მიბრუნდა,გაოცებულ თვალებში ჩახედა გოგოს და უთხრა. -სამყარო ჭრელი და ცვალებადია, სიყვარული კი მარადიული და თუ არ გიყვარს ადამიანად არ ითვლები, მაგრამ თუ გიყვარს იმ წმინდა და უპირობო სიყვარულით უნდა გიყვარდეს უკვდავებამდე რომ მიგყვება. მაია სწორედ შენ ჩაასახლე ჩემში ეს სიყვარული და შეუერთე უსასრულობას, სიყვარულია გზას რომ გვინათებს და ამ გზას უფლამდე მივყავართ.გზა რომელიც ეკლიანია და რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ყველა გავლილ ტკივილს სიყვარული ფანტავს.რთულმა დღეებმა და პერიოდმა დამაახლოვა შენთან და დღეს მინდა ჩემს ხელს შენი ხელი დაადო და ყველა რთული გზა ისევ სიყვარულით გავიაროთ ისევ ერთად და ერთმანეთის იმედი ვიყოთ ცხოვრების ბოლომდე. მაია დაიბნა, გაჩუმდა, ყველას გადაავლო თვალი და ბოლოს ისევ ალექსანდრეს შეხედა. -ალექსანდრე..... -ვიცი რომ არ ელოდი და მზად არ იყავი, თუ პასუხი..... -ალექსანდრე გაჩუმდი და მომისმინე. ალექსანდრე გაჩუმდა, მაგრამ უიმედოდ უყურებდა მაიას, მაია ახლოს მივიდა მასთან და თვალებში ჩახედა. -ერთი ნახვით სიყვარულს რატომ ეძახიან ალბად იცი, მაგრამ მაინც გეტყვი ეს არის ძალა, რომელსაც თვალები ენერგიის მეშვეობით გამოსცემენ გრძნობას. ეს არის სიხშირე, რომელიც მოდის ამ წამებიდან შენი ორგანიზმიდან და ეს ყველაფერი ქმნის კიდევ ერთი შანსის მაგნიტურ პულსს შენს კაცთან გაერთიანებისთვის. -ეს გამოდის რომ..... -ეს გამოდის რომ მე ჩემს გულს ვუსმენ, ჩემი გული არასოდეს არ სცდება. -მითხარი რას გეუბნება შენი გული. -მინდა რომ უსასრულოდ მყავდე,შენს ხელს ჩემი ხელი დავადო და ერთმანეთს ვავსებდეთ ჩვენი უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით. ალექსანდრეს თვალებში ბედნიერების სხივმა გამოანათა და მათ დაავიწყდათ სად იყვნენ და რამდენიმე წყვილი თვალი მოლოდინით რომ უყურებდა, ფრთხილად შეეხო მაიას ბაგეებს და უთხრა. -აანთე ვარსკვლავი, რომელიც დედამიწაზე შენთვის ჩამოვარდება და ჩაიფიქრე დაფარული სურვილი. -ამისრულებ ყველა სურვილს? -დამაბრუნე შენს მკლავებში სადაც ჩემი სიყვარული დაიბადა.ყველა ხალისობდა და ყველა ულოცავდა კიდევ ერთ წყვილს ერთად ცხოვრების დაწყებას, ზაზა მზევინარს მიუბრუნდა და უთხრა. -მზევინარ შენ მართალი იყავი, ალექსი ჩვენი კომპანიის ადვოკატად დავნიშნეთ მან ძალიან ბევრი უზუსტობები აღმოაჩინა რასაც არ ველოდი. ასე რომ ალექსი არის ამიერიდან ჩვენი ფირმის ადვოკატი შმაგი კი მთავარი ინჟინერი, ჩვენს ფირმაში ყველა სანდო ადამიანი არის რომლებიც ერთმანეთის გამტანი და სანდონი არიან. -მაგრამ ნუ იქნები ასე ძალიან დარწმუნებული არავინ იცის ხვალ რა მოხდება და თავად რა აქვს გულში, ყველაზე ახლობელსაც გაკონტროლება ჭირდება როცა ბიზნესში ახლობლები არიან მამა. თქვა მზევინარმა და ზაზას თვალი ჩაუკრა. სიცოცხლე უფრო ხალისიანი გახდა როცა პრობლემები დასრულდა, შუაღამით ბექას რაღაცამ უბიძგა და გააღვიძა შვილი ურტყამდა ჯერ კიდევ დედის მუცლიდან და გაეცინა, შემდეგ მზევინარმა წამოიკივლა ძილში და თვალი გაახილა ბექას შეხედა და უთხრა. -ბექა არ ისვენებს ძალიან ტრიალებს, დრო მოვიდა. -ვიცი მეც გამაღვიძა, ადექი უკვე დროა ხელში უნდა დამიჭიროო. -მტკივა, ძალიან მტკივა. თქვა მზევინარმა და ატირდა, ბექამ ადგა ჩაიცვა შემდეგ ზაზა და ნაია გააღვიძა და საავადმყოფოში წავიდნენ, მზევინარმა კართან მისულმა ბექას შეხედა. -ჩანთა, ჩანთა არ დაგავიწყდეს. -მე მაქვს ჩანთა, ეს დაბნეულია სად არის ახლა ისიც არ იცის. თქვა ზაზამ სიცილით და მათზე წინ გავიდა ბინიდან, ბექამ კი ხელში ფრთხილად აიყვანა მზევინარი და სიცილით უთხრა. -როგორ დაგამძიმა ამ ციცქნამ მზეო. გაზაფხულის დილას ნიავი ანცად რომ გივლის და ჩიტებიც საამურად ჭიკჭიკებს სწორედ ამ ჩიტების ხმა გადაფარა მზევინარის ტკივილიანმა ხმამ, ბექას მაგრად ჩაავლო ხელი და თქვა. -მარტო არ დამტოვო, ხელი არ გამიშვა. -მარტო არ ხარ აქ ვართ ყველა შენს გვერდით. -ღმერთო როგორ ძალიან მტკივა. თქვა და კიდევ საშინლად დაიკივლა ზაზა შეშინებული უყურებდა მის გატანჯულ სახეს და როგორც იქნა მივიდნენ საავადმყოფოშიც, ძლიერი ტკივილებით მისულს მშობიარობა დაწყებული ჰქონდა და სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს.რამდენიმე წუთში ექიმმა თავად გაღიმებული მიულოცა პირველმა და ბედნიერი წუთები იყო, მაგრამ ნაია ტიროდა, ზაზამ ხელი მოხვია მხრებზე და შემდეგ თავადაც ცრემლიანი თვალებით მაღლა აიხედა და ხმით იყვირა. -მეგობარო ჩვენი ლომი დაიბადა. მზევინარი დაღლილი და ემოციებისგან დაცლილი ეფერებოდა გულზე დაწვენილ შვილს და თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, თითქოა ჩაცხრა სიხარულისგან მიღებული ემოციები, მაგრამ ლაშა შეშლილი სახით დაჰყურებდა ტელეფონს და საავადმყოფოდან გიჟივით გავარდა რამდენიმე წუთში ნინი ძლიერი ტკივილებით შეიყვანეს სამშობიაროდ და დაიბადა ვარდისფერლოყება გოგონა ვინც გააორმაგა სიხარული, დუმილის საფასური კი ბოლომდე გადახდილი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


