მიზნები
მე არც შოთა ვარ, არც გალაკტიონი მე ხომ უბრალო მოკვდავი ვარ. მაგრამ მეც ხომ მაქვს ემოციები?! მაგრამ მეც ხომ მაქვს ფიქრნი წყლის პირას. ო, ეს ფიქრები ტანჯვით მოსილი... ფიქრნი წყლის პირას მოვა ყოველთვის მაგრამ მე უკვე შემწევს ძალა, ძალა იმისა, რომ ვაკონტროლო ვაკონტროლო და თავი არ გავიწამო. მე არ ვიწამებ თავს ვით ნიკოლოზი, მე არ ვიწამებ თავს ვით შოთა მიჯნური, მე არ ვიწამებ თავს ვით გალაკტიონი, მე მხოლოდ მწამს და ვმოქმედებ მიზნებით! დღეები გავა, ფიქრებიც წავა; მაგრამ მე ისევ დავჯდები წყლის პირას ვიქნები დიდ ხანს სანამდეც შევძლებ მანამდე სანამ არ გათენდება. გათენდება და სიამაყით ვიტყვი: ,,მე ეს შევძელი!" შევძლებ და მიზნებს მივხედავ ყველა იმ მიზანს, რაც კი მქონია, მე არ ვმოქმედებ ,,ჩუმად" რადგანაც, რადგანაც მინდა, რომ ყველამ გაიგოს. ყველამ გაიგოს და მაღიაროს. თუ არ მაღიარებენ არცკი ვიდარდებ, რადგან მე ხომ უკვე შევძელი?! შევძელი თანაც როგორ შევძელი იმაზე კარგად ვიდრე თქვენ გგონიათ.. შემდეგ კი ისევ ვიამაყებ ჩემი თავით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.