შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში (ნაწილი II ) სრულად


გუშინ, 04:25
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 095

ჩაისუნთქა და ვეღარ ამოისუნთქა ისე დაამძიმა ჟანგბადმა ,რომელსაც სიმსუბუქე უნდა მოეტანა. სუნთქვა ეძნელებოდა ბოლო 14 წლის განმავლობაში და იმ წამს დაიხრჩო თითქოს
_ქმარი გყავს?_ ჯერ კიდევ მის საწოლში მყოფ შიშველ ქალს ძლივს უთხრა ორი სიტყვა და პასუხს დაელოდა
_მე ქმრად არ ვთვლი _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია ქალმა და მოუკიდა _რა იყო ,გათხოვილ ქალთან აქამდე არ ყოფილხარ?ფრთებს ვერ ვხედავ რაღაც შენ მხრებზე _ თითები აუსვა ზურგზე და კაცს კიდევ უფრო მეტად დაეჭიმა კუნთები . ყელში უჭერდა ცოდვები ,უპატიებელი წარსული
_რატომ არ მითხარი _ ინსტიქტურად წაავლო ხელი მტევანზე.ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა არც კვალი ეტყობოდა არათითს
_როდის უნდა მეთქვა,მთვრალი ვიყავი მეც ... დამშვიდდი შენი საწოლიდან მის საწოლში წამსვლელი ცოლი არ ვარ _ სიგარეტის მოწევა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული ისე მოიცვა იატაკზე დავარდნილი საკუთარი ლურჯი პერანგი და თმა მაღლა შეიკრა
_რატო არ მოგწონს მასთან ჟ.მაობა და აღარ უწვები თუ აღარ უდგება _არ იცოდა ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ახლა რატომ უშვებდა შხამს
_ზედმეტს ნუ იფიქრებ ..._"ქმარი" ისევ რეკავდა,არ ჩერდებოდა ,ქალს ხმა ჰქონდა გამორთული ,მაგრამ განათებული ეკრანი არ ქვრებოდა _ჩემი კაბა აქ არის ,მაგრამ ტრუსი? _ ირგვლივ მიმოიხედა ,ბინაში მიმოფანტულ საკუთარ ნივთებს დაეძებდა . ტელეფონის ეკრანი ჩაქრა და მერე ვიდეოქოლით დაიწყო რეკვა _ხომ არის ახლა ღირსი ვუპასუხო , იდიოტი _ თქვა თუ არა და გაიაზრა თუ არა კაცმა მისი სიტყვები წამსვე გაწყდა მოთმინების ძაფი . ისე მიიმწყვდია ქალი კუთხეში ,ისე გააკავა და მოუჭირა თითები ყბაზე გონებადაბინდულმა
_როგორ შეგიძლიათ ქმარი გყავდეთ და ასე სინანულგამქრალმა უღალატო ,ასე დაამცირო ... გირეკავს და ვინ იცის იქნებ ჰგონია ცუდად ხარ და შენ აქ ჩემ წინ,სრულიად უცნობი კაცის წინ დასცინი . რანაირად იბადებით ასეთი სულით ბ.ზები
_ხელი გამიშვი ... არ ვაპირებ გიპასუხო . მივდივარ და დამივიწყე ,ასე თუ გეწვის კაცობა _შიში გაუკრთა თვალებში,იმ თვალებში საათების წინ ვნების ალი რომ ენთო და იზიდავდა თავისკენ კაცს_თუ არ გამიშვებ ჩემ გონებიდან წაშლას ვერ შეძლებ... ავიწყდებათ ისინი ვისაც ასიამოვნეს და ვერ ივიწყებენ მათ ვისაც ატკინეს .ნუთუ ასეთი ფერი აქვს შენ კაცობა_თავისუფალი ხელი შეახო დაჭიმულ მაჯაზე და კაცის თითებიც წამსვე მოშორდა
_გაეთრიე _დაჭრილი ცხოველივით ამოიგმინა მტკივნეული ბრაზით სავსე სიტყვა და ზურგი აქცია ქალს. ესმოდა ნაბიჯების ხმა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წვრილი ქუსლის იატაკზე ჩქარი შეხებისას გამოცემული კაკუნი ,კარის მიხურვა და მერე აუტანელი სიჩუმე . ოთახში დარჩენილი ქალის სურნელი , ტანზე შერჩენილი სიმხურვალე და წამში იქცა ღრიალად მისი ტკივილი. მთელი საწოლი აანგრია , მერე სასმელი მოძებნა და ძლივს გამოფხიზლებული თავიდან დათვრა სინდისის ხმა რომ გაეჩუმებინა.
უთვალავ გზას ეძებდა და პოულობდა დანაშაულის შეგრძნების ჩასაქრობად რომ არ დამსგავსებოდა ლოთს ან ნარკომანს ,მაგრამ მაინც სასმელზე მეტად არაფერი უქრობდა ცეცხლს სულს რომ უწვავდა. მარტივი იყო უფრო და ხელმისაწვდომი

ქალი კი საკუთარ გონებაში დატრიალებულ ქარიშხალს ებრძოდა. საკუთარ თავს არ ჰგავდა ,ასეთი არ იყო და იმ ღამით რა დაემართა ვერ გაიაზრა. ისედაც უამრავი ომი ჰქონდა და ცხოვრებაში კაცის ჩართვას აღარ აპირებდა მან კი ,იმ აუხსნელი აურის მქონემ ისე მიიზიდა თავი დაკარგა და მერეც დიდხანს გაჰყვა ის შეგრძნება , გაცოცხლებული ქალის , რომელიც თურმე არსებობდა მასში და რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობდა .

ბათუმიდან თბილისში იმ დილასვე წავიდა. დამღლელი იყო გზა ,თვალებიც ეხუჭებოდა უძილობისგან და გავლილი ღამე ცალკე უმძიმებდა გონებას.
_სად იყავი ..._ როგორც კი შევიდა სახლში მაშინვე წინ გადაეღობა გაავებული კაცი _სად გაქვს ტელეფონი
_როგორ მიბედავ აქ მოსვლას
_აღარ უნდა შევრიგდეთ?ჭორაობს უკვე ყველა და რაღა უნდა გაჩუქო რომ მერე შერიგებაზე ისაუბრონ
_ვშორდებით... განქორწინება მინდა და მოგიწევს ახალი ქალის პოვნა რომელიც ნიღბად აგეფარება
_ასე უტეხად როგორ მიყურებ ... გგონია ყელს არ მოგიგრეხ? მერე ქვრივის ნიღაბს მოვირგებ და გიგლოვებ ჩვენ ბავშვებთან ერთად _კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და იგრძნო სურნელი, რომელიც მისას არ ჰგავდა_ისევ ეწევი? მილახავ იმიჯს ...
_რა სასაცილოა ის ქვეყანა შენნაირი რომ ხდება საამაყო... ფუ რა გულისამრევი ხარ
_არ გეშინია? მართლა არ გეშინია ?იცი რაც შემიძლია და მაინც?
_მეც ვიცი რაც შემიძლია და მხოლოდ მებრალები , შიში არ ვიცი რა არის . მოიფიქრე რამე ამბავი და გადაწყვიტე როდის განვქორწინდებით ოფიციალურად. არ მინდა ფურცელზეც რომ გერქვას ჩემი ქმარი ...გთხოვ ,ამდენი წლის შემდეგ გამოიჩინე ერთხელ კაცობა ყველაფრისთვის რაც მე შენთვის გამიკეთებია და მშვიდობიანად დავიშალოთ
_მჭირდება შენნაირი ქალი გვერდით ... ახლა ვერ შევილახავ იმიჯს
_ცოლის მოღალატე კაცის იმიჯი არაფერია?
_ჩვენი წყვილი მოსწონთ. შევეფერებით ერთმანეთს და ჩვენი ბავშვებიც ულამაზესები არიან
_იმდენი ჭორი გაავრცელე ქალებს რომანტიკულად მიაჩნიათ ყველაფერი... ჭკვიანი ხარ ,ვერ დაგიკარგავს ღმერთიც. მე რომ ამირიე ტვინი და ამირჩიე შენი ცოლის სტატუსისთვის მაშინაც ჩანდა ეგ
_თითქოს შენ არ გაკმაყოფილებდა ეგ სტატუსი ... არ იცხოვრე უზრუნველად და არ გისრულდებოდა ყველა სურვილი სანამ არ ჩაყავი ცხვირი იქ სადაც არ გესაქმებოდა
_ქალი არ ვყოფილვარ არასდროს ... დედა, ცოლის როლის შემსრულებელი, კამერების წინ მომღიმარი, საქმიანი ძლიერი ქალი,შვილი ,დეიდა, მამაჩემის მემკვიდრეობის მცველი ... ყველაფერი გამომივიდა ,ქალობა ვერ ვიგრძენი ისე ვუხვევ სიბერისკენ
_ჯერ კიდევ ადრეა ... სიბერემდე. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ ,უბრალოდ იმდენი გაიარე ,იმდენს აკეთებ გგონია რომ საუკუნე გაწევს მხრებზე ... საყვარელი თუ გინდა გყავდეს,როდის დამიშლია . შენ გაქვს ამოჩემებული ცოლის სტატუსით არ მეყოლება კაციო არ მინდა ისეთი კაცი ვინც იცის რომ ქმარი მყავს და საყვარლობას დაჯერდებაო თორემ მაგ ქალობის სიტკბოს დიდი ხნის წინ შეიგრძნობდი შენ
_გულისამრევი ხარ და ვეღარ გიძლებ ...ნუ მაიძულებ საიდუმლოების სკივრს ავხადო ფარდა
_არ გამიბედო... მუქარაც კი არ გამიბედო
_ასე როგორ დაგილპა სული... თუ თავიდანვე ასეთი იყავი და მე ვერ გიცანი ,მე ვერ
_რა იყო ისევ გიყვარვარ და გენანები?_ბოროტი ღიმილი ჰქონდა,ქალს ყელზე შეეხო და მეორე ხელი წელზე შემოხვია. შეზიზღდა მისი შეხება ისე როგორც არასდროს . წინა ღამის შემდეგ ის ?გულისამრევი იყო
_მეზიზღება ყველა შენი შეხება და თვითონ შენ... არასდროს მყვარებიხარ და მერე თავი შემაძულე ისე გამიმწარე ჩემი ქალობის ყველა დღე
_თითქოს მე მსიამოვნებდა შენთან ყოფნა და შენი ატანა ... მე არ მირევდი თითქოს გულს. როგორი სასაცილო და საცოდავი იყავი რომ ცდილობდი გეცდუნებინე,ჩემ აღგზნებას რომ ცდილობდი ის დრო გინდა გაგახსენო ? _ საზიზღარი იყო , ბოროტი და ამ სიბოროტეს ვერაფერი ამართლებდა ქალის თვალში
_მტრად ნუ გადამიკიდებ , ვერავინ მოგერევა ,მხოლოდ მე და მე დაგასრულებ იცოდე !
_მუქარას რომ მიბედავ ცოტათი აღმაგზნებს კიდეც იცი ? _ გადაიხარხარა და უფრო მოუჭირა ყელზე _ ვიღაცის სუნი გაქვს,კაცის...სასიამოვნოა. ვიპოვნო და წაგართვა გინდა? _ ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა _გემრიელია ... ორივე ერთად საინტერესო იქნებით
_ ! _შეაფურთხა და მერე კიდევ უფრო ხმამაღლა იცინოდა კაცი სანამ ხელი არ მოუქნია და სახეში არ გაარტყა ბრაზისგან აწითლებულს. ვერცერთმა გათვალა სახლში მარტო რომ არ იყვნენ. საძინებლის მიღმა რომ ვერ დაიმალებოდნენ ისე აღმოჩნდა მათ შორის აღმართული ბიჭი ღრიალით
_ხელი არც ასწიო საპასუხოდ თორემ ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე... სიკვდილს ინატრებ _ ახალგაღვიძებული, შორტისამარა იდგა დედობილის ფარად და მამობილს წარბშეუხრელად ემუქრებოდა
_აი უმადური... ასე მიხდი იმ ამაგისთვის რაც შენზე მაქვს ?
_დაჩი გეყოფა... არ ჩაერიო
_დიანა ..._თვალები უელავდა ბიჭს სიმწრისგან
_გთხოვ
_ნუ მთხოვ... მეორედ იგივეს ვერ გადავიტან . უფლებას ნუ აძლევ შეგეხოს . ხომ დამპირდი _ქალს უყურებდა ამღვრეული, სისხლისფერი თვალებით
_ჩემო სულო ... მოვაგვარებ გეფიცები. შენ არ ჩაერიო_ლოყაზე შეახო ხელი და მოეფერა იმ სითბოთი მხოლოდ მისთვის რომ ჰქონდა,მისი სახელი რომ ერქვა
_რა საყვარლები ხართ მართლა დედა_შვილი ეგონებით ვიღაცას და არა ბ.ზის და მკვლელის გაგდებული და მისი სახლში შემფარებელი პატალა დეიდა
_მოვკლავ ... _ქალს უყურებდა მისი სუსტი ხელები აკავებდნენ ძლიერი კავშირით
_გაეთრიე ჩემი სახლიდან ... ადვოკატი გამოგიგზავნის განქორწინების ფურცლებს შეთანხმებით
_არ ვარ თანახმა... მომბეზრდით ახლა . შენ მერე დაგელაპარაკები თუ არ გინდა რომ მასთან მქონდეს საქმეე _ მიანიშნა ბიჭზე და წავიდა

საამაყო ოჯახის ნიღაბაფარებულები ტკივილის ცეცხლში იწვოდნენ ყველანი ცალ _ცალკე საკუთარი ტკივილებით.
_ როგორ არ მაძლევ უფლებას ხელები დავუმტვრიო
_შენ ამას გააკეთებ და ვიფიქრებ რომ მე გადამაბიჯე
_რამეს დაგიშავებს ... საშიშია. საზიზღარია,რაც უფრო მაღლა ადის იმ თავისი სკამით მით უფრო მეტად საშიში ხდება
_მორჩა,ამჯერად აღარ გადავიფიქრებ
_ბედნიერი იყავი გთხოვ ,იპოვე შენი ქალური ბედნიერება _გულში ჩაიხუტა დედასავით ტკბილი _შენ რომ რამე დაგემართოს მე რას მიპირებ ან ტყუპებს . არ გეცოდებით ? შენი თავი თუ გემეტება ჩვენ ნუ ... შენც იგივეს ნუ
_ჩშშ... არც იფიქრო . მე არ მიცნობ?განა არსებობს სამყაროში ვინმე ჩემზე ძლიერი ? მე დიანა ვარ ჩადუნელი , დედა ვარ ყველა იარაღზე ძლიერი ... სიტყვა შეუძლებელია ჩემთვის არ არსებობს და ჩვენი მინდა ყველაზე წინ დგას _ ბიჭს მაჯაზე აკოცა და მერე ხელისგულზე _ შენ ერთი წუთი არ იფიქრო რომ რაღაც მეტი შეგიძლია და არ აკეთებ. შენ უბრალოდ არ გაეკარო ახლოს იმ კაცს და მე მენდე კარგი ?
_მეშინია რომ სწორად ვერ აფასებ,რომ გგონია არ გააკეთებს და მერე რომ გააკეთოს ? იმაზე ცუდი რომ იყოს ვიდრე გგონია ?იმაზე ძლიერი ვიდრე მისი საცოდაობის მიღმა ჩანს მერე დე _ შუბლზე აკოცა ბიჭმა ქალს და ნათქვამ სიტყვითაც მოეფერა
_უკან დასახევ გზას არ დავუტოვებ...რომ აწყობდეს ისეთ გარიგებას შევთავაზებ
_ბიზნეს მოლაპარაკებად აქცევ ქალბატონო ბიზნესლედი?
_დედაშენზე მაგარი ამ საქმეში არავინაა... ვაჭრობაც და მოლაპარაკებაც სისხლში მაქვს ხომ არ გავიწყდება
_მახსოვს კი ყველანი შენ გვარში ვაჭრები იყვნენ და ცივილიზაცია მაგათ შექმნეს . შენც მაგ საქმეს აწვები
_რა სიტყვაა ვაწვები?მე ვქმნი ბაზარს
_და ფლობ ბაზრებს
_მერე ცუდია ეგ დაჩი ? არ მოგწონს შენ ? გინდა სხვა რამე ვცადოთ მე და შენ ერთად ? შენ ხომ იცი ყველაფერი რაც ჩემია არის შენი მემკვიდრეობა
_ პატარა ვარ ჯერ დიკო ... რა დროს საქმეა,ნუ იცი ხოლმე მთავარი ამბიდან ჩემი ყურადღების გადატანა არამნიშვნელოვან ამბავზე. მე არ მინდა ფული ,ჩემი სიმდიდრე შენ ხარ მარტო და სხვა არაფერი ღირებული მე არ გამაჩნია. მე მარტო შენ მჭირდები და ვერც გიფრთხილდები. ვერ გაშორებ იმ ნაბიჭვარ კაცს
_ნუ ამბობ ასე... შენთვის არაფერი დაუშავებია. მეც რომ არ ვშორდებოდე და ვემორჩილებოდე მის სპექტაკლებში მონაწილეობით ვერც მიხვდებოდი როგორია სინამდვილეში
_მაგრამ ხომ ვიცით როგორიცაა და შენ არ იმსახურებ გერქვას მისი ქალი
_ხომ იცი ,რომ მე არავის ქალი არ ვარ ...მე მხოლოდ
_შენ მხოლოდ ჩვენი დედა ხარ . მე ვიცი,მაგრამ სხვებმა იციან? ყველასთვის გიორგი მებონიას ცოლი ხარ ,ყველას გონია რომ შენ საქმეებსაც ის მფარველობს, მდიდარი ქმრით გამდიდრებული ქალი ჰგონიხართ და არ იციან სინამდვილეში რომ პირიქით შანსს არ უშვებდა ხელი შეეშალა,ჩაეძირე და ძალაუფლება წაერთმია შენთვის.
_არცაა საჭირო იცოდეს ყველამ...ჩვენ არავის ვემართლებით. ხომ გასწავლე ,უცნობი ხალხის აზრს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია სიმართლე რომელიც ვიცით ჩვენ და ღმერთმა
_მაგ ღმერთმა ისიც იცოდა დედაჩემი პათოლოგ მამაჩემს რომ არ ღალატობდა,მაგრამ ნარკომანმა ,ყომარბაზმა მამაჩემმა დედაჩემს ოცდაცხრაჯერ დაარტყა დანა ჩემ თვალწინ _ახლოდან თუ დააკვირდებოდით დაინახავდით დაჩის ხელებზე იმ დანის კვალს დედისკენ მიმართულს რომ აჩერებდა და მასაც დაუსერა პატარა ხელები. უკვე გაზრდილს, კვალად ეტყობოდა მის დიდ მტევნებს იმ პაწაწინა ბავშვზე მიყენებული იარები.
_ცხოვრებას დავთმობდი ოღონდ მცოდნოდა ვინც იყო მამაშენი,ოღონდ დაერეკა და ეთქვა დიკო მიჭირს,ჩამოდი და მომაშორე ამ ცხოველსო...ვერ მომინელებია ჩემი ესპანეთში გატარებული ბედნიერი წლები სანამ ჩემი და უბედურებაში იხრჩობოდა
_შენ ვინ გყავს რომ დაურეკო და უთხრა მიშველეო... შენ ვინ თუ არა მე
_დაჩი ნუ ... ხომ დაგიმთავრდა გამოცდები. წადი ბიჭებთან ერთად ბათუმში. აღბიშნე დიპლომის აღება და გეფიცები იქ მოგივა ხმა,გიორგი და დიანა განქორწინდნენო
_არა ...
_გთხოვ ,დამიჯერე

მეგობრებთან ერთად წავიდა ჩადუნელების ზღვისპირა აგარაკზე ,მაგრამ ფიქრებით ისევ დინასთან იყო. ბევრი მეგობარი ჰყავდა დაჩის ,იმდენად ბევრს იცნობდა გავლენიანი ოჯახის დამსახურებით,რომ მათ შორის თეთრისა და შავის გარჩევა უჭირდა უკვე. ასაკის მატებასთან ერთად ყველა ავლენდა თავის ბნელ მხარეს,ბავშვობაში კი მარტივია , სიბოროტეც უწყინარი გამოდის მაინც მერე კი,მერე დიდობაში ფართოა გზა ცოდვების დასაგროვებლად. დაჩი რომ უფრთხოდა სულ,სულზე რომ დარდობდა ისე არაფერზე,სულს რონ უფრთხილდებოდა ისე არაფერს. დინამ ასე ასწავლა, ლოცვით ტკივილის დაამება და ლოცვამ ადამიანობამდე მიიყვანა. წმინდანის ცხოვრება არ ჰქონდა, მაგრამ არც უწმინდურებს ჰყვებოდა ცოდვების შეგროვებაში.
..........
კლუბში იყვნენ ,მისმა ნასვამებმმა მეგობრებმა ნარკოტიკებიც დაამატეს . მხოლოდ საკუთარ თავს აკონტროლებდა და სხვებს მსუბუქად თუ ურჩევდა, არ უყვარდა მამური რჩევების მიცემა თანატოლებისთვის. აკვირდებოდა ყველას და ენდობოდა თითქმის არავის.
_წავიდეთ ... გვიანია უკვე _ მეგობარს მიუახლოვდა გოგოს რომ არ აძლევდა მოსვენებას და მკლავში წვდა _ წამო
_დაიცა არ დამიმთავრებია ... წამო გაგიყვანთ . მე თუ არა , დაჩის ხომ ენდობი აკობია ?
_არ მჭირდება თქვენი ... მოვა ნიკო
_ნიკო? ნიკო აკობიას და ხარ ? _ გოგოს დააჩერდა და წარბები შეკრა_მარტო ხართ? სად არის ნიკო _ ბიჭს ჰკითხა ჩუმად და გაბრუებულ გოგოს ცივად დახედა
_სად იქნება ვიღაც წაიყვანა ალბათ ნომერში და ჟ.მ
_ბიჭებთან წადი გელოდებიან ... ტაქსი გარეთაა უკვე _ პირზე ააფარა ხელი გათიშულს და მალევე გაუშვა
_წავიდე და აკობიას ტკბილი გოგო შენ დაგიტოვო?კიდევ ხომ არ გინდა რამე უფლისწულო?
_სიტყვები აკონტროლე და აზრები ...
_რომ არ ვაკონტროლო? წადი ნუ ერევი...სხვა იპოვე,ის მე მინდა
_გინდა რას ნიშნავს ... ნუ მცდი საბა,წადი სახლში ვიდრე მრთელი ხარ_სანამ კამათობდნენ გოგო წავიდა,არეული ნაბიჯებით ხალხს შერეული ძლივს არჩევდა გამოსახულებებს. გარეთ გასულს საერთოდ გაეთიშა გონება. ციოდა,წვიმაც დაიწყო მალე და ის მაინც ვერ იგრილებდა გაცხელებულ სხეულს. ფიქრები ეწვოდა თავში და მიდიოდა განსაცდელისკენ ,ცეცხლში დასაწვავად საკუთარი ფეხით მიექანებოდა მარტო დარჩენილი პატარა ლიზა აკობია . მეგობარი ვერ დაამშვიდა დაჩიმ . ყურადღება მეორე ძმაკაცზე გადაიტანა შეწუხებული საპირფარეშოში რომ აღებინებდა და სანამ ისიც მოასულიერა , ყველაფრისგან გადაღლილმა დატოვა სულისშემხუთველი სივრცე ფიცით,რომ მათთან ერთად გართობას აღარასდროს დათანხმდებოდა, იქამდე აღმოჩნდა გზაარეული აკობია საბა ჭელიძის კლანჭებში. ეშმაკი ჩაუსახლდა სურვილის სახით სიყვარულის სახელს ამოფარებული , ტვინარეულ ბიჭს და წამლის მოქმედების ქვეშ მყოფი აკობია მის პირისპირ აღმოჩნდა სრულიად მარტო. მიშველეთო მაშინვე წასკდა კივილი , დიდი დრო არ დასჭირვებია მისი გაყინული მზერის მიღმა საფრთხის აღსაქმელად. დაჩიმ ხმა რომ გაიგო ვერ იცნო,არ იყო ლიზა აკობია ის გოგო ვის ხმასაც მილიონში გაარჩევდა , მხოლოდ დაჩი იყო ბიჭი ვინც ნებისმიერი ქალის შველას ეცდებოდა . ბიჭი რომ მოაშორა ხელი ძლიერად კრა და ღმერთის წინაც დაიფიცებდა რომ გაჩერებულიყო მეტად არც შეეხებოდა ,არ უყვარდა ჩადუნელს მუშტებით საქმის გარჩევა ,მაგრამ მასში ჩაბუდებულმა ეშმაკმა დაჩიმდეც მიაღწია
_გაეთრიე_მეთქი... თვალით არ დამენახო !
_აქაც გამოყევი ?რა იყო აკობიას დასთანაც წმინდანი გინდა იყო? იმ ნაბიჭვრის შვილია დედაშენს რომ ჟ.მავდა და ვის გამოც მამაშენმა ბ.ზი დედა მოგიკლა ... გინდა გემო გაუსინჯო? აკობიასთან ანგარიშსაც გაასწორებ მამენტ ,მაგრამ მე მე რომ მინდა ამდენი ხანია არ უნდა გამითვალისწინო ბიჭო?
_ენა ჩაიგდე
_რა გაბრაზებს ტყუილია ? მკვდარი დედაშენის საყვარლის შვილები არიან და იმიტომ ვერ იტანთ ერთმანეთს
_მოკეტე
_ბ.ზი დედაშენის გამო მამაშენი ციხეში ლპება და შენ იმის ნაცვლად მიაკითხო ,ხელები დაუკოცნო ნამუსის ჩამოწმენდისთვის, შენ წმინდანის როლს თამაშობ
_საბა ნუ მცდი ,გაქრი სანამ მრთელი ხარ თორემ ენას ამოგგლეჯ და ხელება დაგამტვრევ იმისთვის რაც გააკეთე _ გოგოს თავისი მოსაცმელი მოაფარა. წვიმდა და სიცივესაც ვერ გრძნობდა თვითონ,მხოლოდ მისი სიშიშვლის დაფარვა უნდოდა
_ვინ შენ?ცხოვრებაში არ გიჩხუბია...დედიკოს ბიჭი ხარ ,მიმტევებელი... ყველას ყველაფერს აპატიებ . მიტევებაა შენი ცხოვრების მამოძრავებელი. ამიტომ მოდი შენ წადი და მადროვე გავაგრძელო დაწყებული ვაჩვენოთ აკობიებს როგორ უნდა ნამუსით თამაში
_არ მიეკარო _მეთქი
_წადი შენი ... _ხელი კრა და მერე წამიერად დაჩისაც დაებინდა აზროვნების უნარი. იქამდე არ იცოდა როგორ ხდებოდა ერთი დარტყმისგან მიღებული სიამოვნება რომ არ გყოფნის და გინდა მანამ სცემო სანამ ხელები არ აგტკივდება. არც ის იცოდა მის ხელებს ასეთი ჩხუბის დროს სიკვდილამდე რომ შეეძლო თანატოლის მიყვანა. გზასაცდენილი სულის გამოსწორების შანსსაც წაართმევდა და საკუთარ სულსაც ჯოჯოხეთისთვის გაიმეტებდა უცნობი კაცი რომ არ გამოჩენილიყო. სრულიად უცნობს რომ არ გაეჩერებინა ყვირილით "მოკლავ " არ ჩაეხუტებინა გულში და არ შეებოჭა მისი სულიდან დახსნილი დემონი
_დამშვიდდი ... დამშვიდდი . მორჩა
_მოვკალი?მოვკალიი?_დაიხავლა და ძალა გამოეცალა. გოგო გულწასული ეგდო ცივ ბეტონზე და თავზე აწვიმდა,ბიჭს სახე აღარ უჩანდა,თითქოს ძვალ_რბილი ჰქონდა გაერთიანებული
_ცოცხალია, მშვიდად ... მშვიდად

ბიჭის ნაცვლად დედას ხედავდა ,სისხლის გუბეში და საკუთარის ნაცვლად მამის სისხლიან ხელებს. მის წაშლილ სახეს,წამლის ეფექტმა რომ გაიარა და გაიაზრა რაც ჩაიდინა. საკუთარი ხმა კი არა მისი იყო თითქოს,ტკივილისგან მოიკეცა და ისევ უცნობმა დაიჭირა .

მანქანაში იჯდა. აკობიას გულწასული გოგოც გვერდით მიუსვეს საბა ჭელიძე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს უცნობის მეგობრებმა.
_მოწესრიგდით ... _ სააბაზანოში შეიყვანა . წყალი მოუშვა და მერე პირზე თავად შეასხა _გამოფხიზლდი შვილო , არ მომკვდარა . საავადმყოფოში არ წაიყვანენ ,აქ მივხედავთ
_აკობია ... აკობია _ ხელები შეიმშრალა და მერე გოგოსკენ წავიდა. ახლოს არ მისულა
_ისიც კარგადაა ,დროულად მიხვედი... შიშისგან დაკარგა გონება
_თქვენ რა იცით
_ვხედავდი ,მაგრამ სანამ მოვედი შენ უკვე სცემდი ... ვის დავურეკო
_დედას _ გაუკვირდა კაცს . მსგავსი იქამდე არ გაეგო. ვინ ურეკავდა ასეთ დროს დედას.
_ჩამოდი ,მჭირდები ... სასწრაფოდ _ამოილუღლუღა თავდახრილმა და გოგოს სხეულისგან შორს კედელთან დაჯდა. ბიჭთან არც შესულა,თავი არ აუწევია სანამ სახლის კარი არ გაიღო და ქალი არ გამოჩნდა
_დაჩი ჩადუნელი უნდა იყოს ...
_აქ არის... მობრძანდით _სახლში შეიყვანეს თუ არა მის მზერას გადაეყარა ვისთან შეხვედრასაც არ უშვებდა კოშმარშიც კი ,იმ ღამის შემდეგ არ უნდა გადაყროდა გზად ის კი იქ იდგა მისი დაჩის თავთან და თვალის მოუშორებლად უყურებდა გაოგნებულს
_დიანა ...
_აქ ვარ , დე _ პაუზის შემდეგ თქვა და ბიჭთან ჩაიმუხლა. მკერდზე მიიკრა,ჩაიხუტა როგორც მაშინ დედის სისხლის სუნით გაჟღენთილი ,ხელებდასერილი . დივანზე მიწოლილი აკობია რომ დალანდა მაშინ დაუმძიმდა სუნთქვა _შენ რა დაჩი ... შენ ხომ არ დაგვღუპე ,დე _ხელი არ გაუშვია ბიჭისთვის ისე დაიჩურჩულა და კაცის ხმა გაიგო
_გოგო გადაარჩინა ... ბიჭია ნაცემი . გოგო ფხიზელი არ იყო რაღაც ჰქონდა მიღებული ამიტომ ვერ იღვიძებს ჯერ . ბიჭიც უბრალოდ კარგად ნაცემია, თქვენმა დაჩიმ არ ვიცი ასე მძიმედ რატომ აღიქვა
_მადლობა , დე _ კაცისკენ არ გაუხედავს ბიჭს კოცნიდა თავზე და გაყინული ხელებით ფერებას არ წყვეტდდა
_სისხლის სუნია ,დიკო
_გაივლის ... გაივლის დე _ მაისურის ბოლოებს დაწვდა და როგორც კი გახადა, ბიჭს მაშინვე მოიშორა. კაცმა საკუთარი ზედა რომ მიაწოდა ისევ მხოლოდ მის ხელს დახედა, მადლობაო ჩუმად უთხრა და ნაცნობი სურნელით გაჟღენთილი ნაჭერი გადააცვა ბიჭს _ მორჩა დე

გოგოს ტელეფონის ხმა გაისმა . არ ჩერდებოდა,გადაბმულად ურეკავდა ძმა ,რომელსაც დის ძიება უშედეგოდ დაეწყო. მერე კი ბიჭსაც მოაკითხეს. ისე უცებ დაიწყო ყველაფრის დაჩისთვის გადაბრალება ლამის თვითმხილველსაც ეჭვი შეეპარა. გოგოს ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი ,დარწმუნებით ვერაფერს ამბობდა.
იესე მინდელის სახლში იდგა დიანა ჩადუნელი შვილის წინ ფარად მდგომი ქალი და შეტავას უმკლავდებოდა თავაწეული
_შენც კი ვერ გამოურეცხე მამამისის სისხლი ხომ ? ჩემ გოგოსთან რა უნდოდა ... რით ვერ გაიგეთ რომ არ ვყოფილვარ მისი საყვარელი . არ დამიკარებია თითი ,კაცობას გეფიცები_თქო ვუთხარი მამამისსაც და ამ შენ გაზრდილ გველის წიწილსაც . ახლა რა ვქნა დიკო ?მაინცადამაინც ის ვთქვა ეკა კი არა დიკო მიყვარდა სულ და იმიტომ იყო შეუძლებელი ჩემი და ეკას საყვარლობა_თქო? შენ რატომ არ თქვი იმიტომ არ მჯერა ეკას და ლაშას ამბავი მე ვუყვარდი სულ ლაშა აკობიასო _ შვილის ნახვის შემდეგ გაგიჟებულმა კაცმა ყველას თანდასწრებით თქვა საიდუმლო, რომელიც ერთეულებმა იცოდნენ
_არ გაბედო ლაშა ... არ გაბედოს ვინმემ დაჩის დადანაშაულება . შენ კი საბა , გაახილე ეგ ცალი თვალი გამისწორე თუ კაცი ხარ და თქვი ჩავისვარე,კაცობაში ჩავიჭერი. დავლიე ,ვყლაპე ჩემი საყვარელი აბები ,მომაწვა ჟინი და აკობიების გოგოს ავეკიდეო. თქვი მეტს აღარ ვიზამო,მოდი დადექი მუხლზე ამ გოგოს წინ და პატიება თხოვე თუ გინდა ცოცხლად დამირჩე თორემ ჩემი დის სულს,ჩემი დაჩის ტკივილს გეფიცები ვინმემ ოდესმე რომ თქვას დაჩი ჩადუნელმა გოგოს შეურაცხყოფა მიაყენაო
_რას ეუბნები ... შენ აძალებ ჩემ შვილს შეხედე რას გავს ბავშვი _ამჯერად ბიჭის მამა ალაპარაკდა
_ვინ არის ბავშვი... ბავშვია ეს კობა? შენი გატუტუცებული ,გაფუჭებული კაცია, რომელსაც არასდროს აქცევ ყურადღაბას მხოლოდ ფულს უგდებ და არ იცი ამ ფულს რაში ხარჯავ. არ გეყო თავის გასულელება? აქამდე არ ვიცი რა დროს აპატიე და რა დააიგნორე , მაგრამ ჩემთან არ გაგივათ. მე ხომ იცი სანამ ვსუნთქავ დაჩის ტყუილად ხელებს ვერავინ შეაწმენდს. ნუ დამარეკინებ გაგუასთან ,ნუ მაძებნინებ მტკიცებულებებს, ნუ წამაყვანინებ ექსპერტთან თორემ მერე ციხეს განატრებთ მთელ ოჯახს
_შენ რა იყო ქმარი იჩითება და უფრო მაღალი ტონით ლაპარაკობ?
_სად იყო გიორგი მე რომ თქვენ ორს გიცნობდით და ამ ტონით გელაპარაკებოდით ..._ჩაიცინა დინამ და კაცს ქვემოდან ახედა _ მეხსიერების პრობლემები გაქვს უკვე ჭელიძე? თქვი სიმართლე , გამოიჩინე კაცობა საბა და მერე წადი ტაძარში,სანთელი დაანთე დაჩის სახელზე მადლობა უთხარი ღმერთს მისი ხელით რომ გაგაჩერა და გამოუსწორებელი ცოდვა რომ არ ჩაგადენინა
_შენ იყავი... შენ იყავი საბა? _ ყველაზე მეტად ეტკინა დინას კაცის გაკვირვება _ შენ როგორ ... ლიზასთან რა გინდოდა შენ საბა _ აკობიას იმედგაცრუება ეტკინა ქალს. ეწყინა დაჩის დანაშაული რომ დაიჯერა და საბასი გაუკვირდა. ბიჭის დუმილმა აღიარება მოიტანა ,მაგრამ მოწმემაც დაადაასტურა სანახაობით ტკბობის შემდეგ
_მინდელმა თქვას სიმართლე... მისი სიტყვის წონა დგას ყველაფერზე მაღლა _ ბოლო იმედს ეჭიდებოდა შვილის წინ მდგომი ჭელიძე. იმ წამს გახედა ქალმაც კარგად ნაცნობ უცნობ მინდელს რომელთანაც ერთი კვირის განმავლობაში მეორედ გადაიკვეთა მისი გზა . ფანჯარასთან იდგა სიგარეტის ღერით ხელში და სულ ორი წინადადება თქვა
_შვილები მამებს ყოველთვის არ ემსგავსებიან ... შვილები ემსგავსებიან მათ ვინც მათ აღზრდაში იღებს მონაწილეობას . ეს ბიჭი წყაროს წყალივით სუფთაა ამ საქმეში ,იმდენად სუფთა რომ არაკაცი მეგობრის ჩადენილი ცოდვაც ტკივა ახლა . თავი რომ ვერ შეიკავა და მისი ბინძური სისხლით დაისვარა ხელები, ეგ ტკივა და აჩუმებს ახლა . თურმე მოკლული დედის სისხლი ეწვოდა ასე

ქალს წამითაც არ შეუხრია წარბი. მდუმარედ მდგომი ბიჭის თითები იპოვა და მაჯაზე მოუჭირა. გოგო ტკიოდა , თავი რომ ტკიოდა და დაბინდული გონება აგიჟებდა. ის არასწორი ბავშვიც ტკიოდა ბოროტებასთან მორევის შანსი თითქმის რომ არ ჰქონდა და შეეცოდა მთელი არსებით.
_ჩემ სახლში არ გამიბედოთ _ არ უყვირია ,მაგრამ გადაფარა მინდელმა აყვირებული მამების ხმა _სხვაგან და სხვისი თანდასწრებით გაარჩიეთ
_მადლობა ... მაპატიე ყველა სიტყვა , ჩემი გოგო რომ წარმოვიდგინე ის _ქალის წინ დაპატარავდა აკობია
_არც ბოდიში მჭირდება შენგან და არც მადლობა . ყველა დაჩისთვის უნდა გქონდეს მთელი დარჩენილი ცხოვრება და ისიც ინატრე მისნაირი ჰყავდეს გვერდით შენ ქალიშვილს თუ ნატვრას გაუბედავ ღმერთს საერთოდ_უსაშველოდ ამაყი ქალი იყო დიანა ჩადუნელი
_შენ ... შენ წინ მუხლებზე დაჩოქილი დგომაც მემსუბუქებოდა რომ არ დაესწრო სხვას
_იმედი მაქვს ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთება და მითუმეტეს ჩვენი შვილების ,აღარასდროს ! _ბიჭს გადახედა ძლივსგამოფხიზლებულს ატირებული და რომ ჰყავდა გულზე მიხუტებული_სანამ სხვის გაზრდილს ქვას ესვრი შენ სისხლსა და აღზრდილს ასწავლე როგორ დაიცვას ის ვინც სხვისი დასაცავი გახდა
_ბოლომდე გვაჭერ არა?
_გრძელი ღამე იყო ... დასრულების დროა !

წავიდბენ აკობიებიც და ჭელიძეებიც , დარჩნენ ჩადუნელები . ქალის წინ იდგა მინდელი ,მისი მეგობრებიც აღარ იყვნენ სახლში , ერთად გაქრა ყველა
_ანუ მებონიას ცოლი ხარ ? _ ჭრელ თვალებში უყურებდა ქალს , ათასჯერ სასურველს და მიმზიდველს
_ჩემი ნაცნობები გიცნობებ და მე პირველად გხედავთ ... გმადლობთ დახმარებისთვის . იმედი მაქვს ეს ამბავი ამ კედლებში დარჩება ,მიუხედავად იმისა რომ ჩვენ სრულიად უდანაშაულოები ვართ ხომ გესმით ,გოგონაზე იჭორავებენ
_არც მიფიქრია . მე არ ვიცნობ თქვენ მეგობრებს ... ჩემი მეგობრები იცნობენ
_დაჩი ჩადუნელი ..._ისე არ წავიდა ბიჭი ნორმალურად რომ არ გაცნობოდა
_სოსო მინდელი _არაფერს ამბობდა კაცის სახელი დედა შვილისთვის. არ იყო მათი წრიდან
_ თქვენთან ვალში ვარ და არასდროს დაგივიწყებთ
_არ ვიცი კიდევ შევხვდებით თუ არ , მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ სწორ ადამიანებს
_ვინ თქვენ ... მებონიები?
_ჩადუნელები ! _ კაცის ირონიულმა ღიმილმა კიდევ ერთხელ ააფორიაქა. სიგიჟემდე უნდოდა უფრო ახლოს ყოფილიყო და მისი ცხელი სურნელი ეგრძნო ,ის შეგრძნება განეცადა რაც მისი შეხებისას ჰქონდა .

გარეთ მანქანები დაუხვდა. მარტო იყო მისული ,მძღოლიც კი არ ახლდა და ახლა თავად ბატონი გიორგი ელოდა მანქანაში. გარეთ არ გადმოსულა,მაგრამ ყველამ იცოდა დაბურულ მინებს მიღმა ის რომ იყო. მხოლოდ მათ დააკვირდა ვინც ჩარიეს ჭელიძეებმა და აკობიებმა . შორიდან ცნობდა ჩადუნელი დამნაშავეთა ელიტას რომლის ნაწილადაც მიიჩნია მინდელი.
_ მაპატიე ... _მანქანაში რომ ჩასხდნენ ბიჭმა დაიჩურჩულა . თვალები დახუჭული ჰქონდა ცრემლი რომ ჩამოუგორდა ყვრიმალზე და ქალს გული მოუკლა_არ მიფიქრია რომ აქამდე მივიდოდნენ . მე უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭივით დავაპირე გართობა ... რატომ არ შეუძლიათ იცეკვონ ,მუსიკას მოუსმინონ,ცოტა დალიონ და ისე გაერთონ
_შეუძლიათ ,უბრალოდ შენ ვერ იპოვნე ჯერ შენი ადამიანები... ბოდიში აღარ მოიხადო სწორი საქციელებისთვის
_პრობლემა შეგიქმენი. გიორგი გაგიჟდება ჭორი თუ გავრცელდება ... იქნებ ჩვენ წინააღმდეგაც მომართოს
_აკობია არასდროს იტყვის ტყუილს... არც ჭელიძე. ვიცნობ ,ჩემთან ორივე ვალშია და გიორგიმ რაც არ უნდა ეცადოს თუნდაც თავად გაავრცელოს ჭორები . ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე
_იმ კაცს რომ არ მოესწრო მოვკლავდი
_ზოგიერთი საცემია_თქო მითქვამს ადრე
_მაგრამ უკიდურეს შემთხვევაშიო. რადგან გოგო კარგად იყო უბრალოდ უნდა წამოვსულიყავი ლიზასთან ერთად მე კი მას ავყევი ... როგორ ვემეგობრებოდი ასეთო ბნელი სულის ადამიანს. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე როგორ ვერ მიტანდა. ისინი ყველანი ბ.ზად თვლიან დედას და მე სულ ბ.ზისა და მკვლელის შვილი ვიქნები ,მაგრამ მეგობრის ნიღაბს ირგებენ იმ გავლენის გამო, რაც შენი დამსახურებით მაქვს,რასაც მებონიას ოჯახისწევრობა მაძლევს . გულისამრევია ეს ყველაფერი და ყველანი ... მშვიდად ცხოვრება მინდა სხვა არაფერი . რომ ვიმუშაო,დაგეხმარო და დედას საფლავზე მისვლა შემეძლოს. მაინცადამაინც ქვეყნიდან უნდა წავიდე? არ მინდა შენი და ტყუპების დატოვება
_თუ სხვაგან უფრო მშვიდად ისუნთქებ წადი, ნებისმიერ ქვეყანაში გადაცხოვრდი და დაიწყე თავიდან. დასვენების დროს ჩამოხვალ და ეკას საფლავზე ერთად გავიტანთ ყვავილებს. მე და ტყუპები ხშირად ჩამოვალთ
_ვერ ჩამოხვალ დიკო ... მე ხომ ვიცი შენი გრაფიკი. ბავშვებიც ცოდოები არიან ჰაერში . აქაურობა მიყვარს,ეს ენა რომ მესმის და ამ ემოციებს ვგრძნობ ... მაგრამ ეს ხალხი მახრჩობს ყველა ვინაც ჩემი ამბავი იცის
_განქორწინება დავიწყე ,საქმე სასამართლოშია
_მაშინ აქ რა უნდა _ უკან ადევნებულ მანქანას გახედა ისევ
_გვიცავს ... თავისებურად
_გგონია ვაღელვებთ?
_ჩემ გამო ტყვიას არ გადაეფარება , მაგრამ ვჭირდები და ისეთს არაფერს დამიშავებს
_მხოლოდ დაგიყვირებს ხოლმე არა ? ის შენ ... ის გაიძულებდა ? დღეს ის გოგო რომ ვნახე როგორ ფართხალებდა და განწირული კიოდა . დიკო შენ ? მისი ცოლი ხარ და თქვენ საძინებელში არავინ შემოვიდოდა ,ვერავინ გაიგებდა ,ვერავინ გიშველიდა
_ამაზე ნუ ფიქრობ ... შენ არასდროს იფიქრო ჩვენ ცოლ_ქმრობაზე . მე დავშორდები და დასრულდება
_რა შეთავაზე
_რაა ?
_შენ რომ დაგთმოს ,რეკლამა რომელსაც ოჯახის დამსახურებით და შენი კარგი ქალობით იკეთებს
_მის საიდუმლოს მიწაში ჩავიტან...
_მხოლოდ ეგ?
_აქამდე ვაშანტაჟებდი და ახლა ხელი მოვაწერე ოფიციალურ შეთანხმებას. თუ ვინმე ჩემგამ გაიგებს ბავშვებზე მეურვეობას ჩამომართმევს
_რა თქვი ? დიანა ,იქნებ სხვისგან გავრცელდეს და შენ დაგაბრალოს მერე
_არასდროს გაავრცელებს თვითონ ამ ამბავს. ბავშვებს მაინც შეხვდება ,დრო ისედაც არ აქვს . ახლა უფრო მშვიდად იქნება
_ვინმე მოკლა?
_ვინ გიორგიმ? არაა
_აბა ნარკომანია? რამე არალეგალური შემოაქვს?
_არაფერი მსგავსი მე არ ვიცი ... მე მხოლოდ ის ვიცი რომ უკვე 32 წლის ვარ და არ მჭირდება ცოლის სტატუსის სიმძიმის დამატება ჩემ ისედაც მძიმე ცხოვრებაში
_მჯერა იპოვნი ღირსეულ კაცს ,რომელიც არც აკობიას ემსგავსება და არც მებონიას და არც რომელიმე მსგავს არაკაცს
_აკობიას კი არა იმ დროს ყველა ჩემ სკოლელს ეგონა რომ მე ვუყვარდი ... ან მე ან ეკა . ეკა ულამაზესი იყო , მამაშენიც ძალიან სიმპათიური იყო ,აუტანლად ჭკვიანი და
_ვიცი ,ვიცი დიკო ... მილიონჯერ გითქვამს რომ მერე ცუდმა წრემ შეაცდინა ,წამალზე შესვა,რომ გონზე არ იყო,რომ გაგიჟდა და იმიტომ მომიკლა დედა
_ნუ გძულს ,გთხოვ ... სიძულვილი მძიმეა და მამის ხომ საერთოდ. მერე შენი ის ნაწილიც გძულს, რომელიც მისია
_მისი ჩემში არაფერია ...მე მხოლოდ შენი და ეკას გენები მაქვს . მე მას არასდროს დავემსგავსები
_ამ შიშის გამო წმინდანივით ვერ იცხოვრებ დაჩი... შენც შეგეშლება ხოლმე
_რა ვქნა მოწევა,დალევა,აბების ყლაპვა და ქუჩაში გარჩევები დავიწყო იმიტომ რომ ტატო შონიას შვილი ვარ ? რომ მას ჯერ კიდევ კარგ ტიპად იცნობენ და ციხეშიც მშვიდად ზის?რომ იქედანაც გვიყურებს და მალე გამოვა ? იცი მალე რომ გამოვა?
_შენ საიდან
_რატომ არ მითხარი ... გეგონა ვერ გავიგებდი? ტატოა შონია ,მასზე ამბები ყველა ქუჩის ბიჭმა იცის და მე ეგეთს მილიონს ვიცნობ ვინც ნარკომან,მკვლელ, კანონიერ ქურდ მამაჩემზე გიჟდება
_უნდა მომეკლა მაშინ ... გადაწყვეტილი რომ მქონდა _ ჩუმად თქვა და მერე ღრმად ამოისუნთქა
_როდის
_რომ დაიჭირეს მაშინ... ცეცხლი რომ მეკიდა . ვიპოვნე კიდეც ვიღაც ,სამუდამო ჰქონდა მისჯილი და სულერთი იყო მისთვის. ფული სჭირდებოდა ოჯახი რომ ერჩინა გარეთ და მამაშენის დამპალ სულსაც მიიბარებდა
_მერე ?
_მერე შენ შემეცოდე
_მე ?
_იქნებ ოდესმე მოგნატრებოდა,დაგჭირვებოდა ... ან მე მერე როგორ უნდა გამეზარდე ,რომ მეცოდინებოდა მამაშენი მოვკალი. შურისძიება დამამშვიდებდა კი? დედაშენი ყველა შემთხვევაში მკვდარი იქნებოდა ... პაპაშენს ჩვენ ვყავდით მხოლოდ
_პაპამ რომ გთხოვა იმიტომ გაყევი გიორგის ხომ ?
_არავინ მიყვარდა,მაშინ სულერთი იყო ვინ იქნებოდა და ის არ ჩანდა ცუდი. არც უშნოა და არც სულელი,ამბიციური,განათლებული... სასურველი სასიძო იყო . მე კი მინდოდა მამაჩემი მშვიდად ყოფილიყო ,იმედი ჰქონოდა რომ მე და შენ სანდო ხელში ვიყავით
_და ისე მოკვდა ფიქრობდა,რომ გიორგი იყო კარგი ქმარი
_ეჭვიც არ შეჰპარვია
_ჩემი ლოცვები თუ არ იკარგება ერთ დღეს აუცილებლად აგიხდება ... იპოვნი შენ წილ სიმშვიდეს,იმ ფრთებს რომ შეგიფარებს , იმ საყრდენს შენ რომ გაგიძლებს ,იმ სხივებს შენ რომ გაგანათებს და იმ სითბოს შენ რომ გაგათბობს . თუ რამ სამართალია ამქვეყნად შენ ბედნიერი უნდა იყო დიკო
_შენ ღმერთს ჩემთვის ნუ შეაწუხებ... მე ღმერთმა უკვე მომცა შენი და ტყუპების თავი სითბოდ,სინათლედ და სიყვარულად
_ეკას სიყვარული გაუაზრებლად შემომრჩა,ზოგჯერ მგონია მხოლოდ ტკივილი დამრჩა მისი დაკარგვით გამოწვეული ... შენ კი ,შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად ამ სამყაროში _ მისი ხელისკენ დახარა თავი და მტევანზე აკოცა
_ასეთი კარგი როგორ ხარ , დე ?
_სულ შენი დამსახურებაა ,სხვა არავისი
_არა დე , შენ ხარ ასეთი საოცარი ... შენ ხარ ღმერთის მოვლენილი საოცრება ,კეთილშობილება დედამიწაზე და შენ დიკოს უყვარხარ განუსაზღვრელად
...............
_რა ჩაიდინეთ არ მომიყვებით ? ამდენი შავი რომ შეიკრიბა ... ჯერ ვიფიქრე დიკოს ყოფილი თაყვანისმცემლების კრებაა_თქო _სახლში რომ შევიდნენ უკან მიჰყვათ გიორგი
_ჩემ სახლში რომ ხარ გავიწყდება? გასაღები უნდა შევცვალო საკეტზე?
_სანამ ჩემი ოჯახი გქვიათ უნდა ვიცოდე
_ნუ ღელავ ჩემი გაზრდილი ბავშვები დანაშაულს არ ჩადიან და შენ ძვირფას სახელს საფრთხე არ ემუქრება. მეტიც შენ თუ არ გააბაზრებ მე არც ვიტყვი რომ განვქორწინდით
_ჯერ კიდევ წინაა პროცესი... იქნებ დაგიბრუნდეს ჩემ მიმართ გრძნობები
_სასაცილო ხარ ...
_ჭელიძის ბიჭი შენი ძმაკაცი არ იყო?ოცდაოთხი საათი ჩვენთან რომ ეგდო არ იცოდი პათოლოგი რომ იყო? თუ შენც გადაყლაპე რამე აბები...უნდა ვიციდე დაჩი,რომ დაგიცვა დროულად
_არაფერი მიუღია
_სასმელთანაც ფრთხილად იყავი არაფერი ჩაგიყარონ... სერიოზულად ,დაჩი მე უამრავი მტერი მყავს და შენ ჩემ შვილად გიცნობს ყველა
_ვიცი,დიდი ხანია ყველაფერს ვუფრთხი და მეტად ფრთხილი ვიქნები დღეიდან
_კარგი ... სულ ისტერიკაში ნუ კი გადახვალ. უბრალოდ შენთვის ვამბობ . ჩემზე ცუდი ხალხიც არსებობს სამყაროში . რამე გჭირდებათ ? ხომ არ დაველაპარაკო ჭელიძეს ,ხომ იცით ჩემ წინააღმდეგ არ წავა . მე ყველას თითო ცოდვა ვიცი
_თითქოს საამაყო იყოს _დაჩიმ ჩაილაპარაკა ზიზღით და კიდევ ერთხელ გაბრაზდა საკუთარ თავზე გიორგის წინ დამნაშავის პოზიციით რომ აღმოჩნდა
_ გააკონტროლე ექიმისგან არ გავრცელდეს ჭორები ..._დიანა როგორც ყოველთვის ცივი გონებით აზროვნებდა
_საოპერაციო ყოფილა... გატეხილი ჰქონია ცხვირი და ყვრიმალის ძვალი . ჩხუბი თუ იცოდი საერთოდ არ მეგონა . აღნაგობა კი გაქვს ათლეტური ,მაგრამ რას ვიფიქრებდი. ძიუდოზე რომ დაგვყავდა ალბათ იქ ასწავლეს ასე დარტყმაც
_საოპერაციო ? როგორ უძლებდა _გაუკვირდა დაჩისაც,არ ელოდა თუ ამ მდგომარეობამდე ეყოლებოდა მიყვანილი
_იქ გაუკეთებია ექიმს გამაყუჩებელი ... თურქეთში გადაიყვანეს . აქ არ უმკურნალებენ და არც გაიგებს ვინმე . იმ გოგოს დაუშავა რამე?
_არაფერი ,მხოლოდ შეეშინდა
_და ის კაცი ვინ იყო ვინც წაგიყვანათ იქედან ? ვერ გავიგე ... ნაცნობი არაა . ჩხიკვაძეების ძმაკაცი ყოფილა . უმცროსი ძმა ციხიდან სამი წლის წინ გამოვიდა. იცნობ მაგათ ?
_მეზობლად ცხოვრობდნენ ... მერე წავიდნენ და ახლა ისევ დაბრუნდნენ მგონი. მე სამეზობლოსთან ძველებური ურთიერთობა არ მაქვს,მამას სამეგობროსთანაც იშვიათად ვკონტაქტობ
_მაგათაც ხომ არ უყვარდი
_პატარაა
_უფროსი ხომაა შენი ასაკის და ასაკსაც რა მნიშვნელობა აქვს შენ ისეთი უბერებელი ხარ 20 წლის გოგოს ჰგავხარ ისევ და მე თუ მკითხავ ახლა უკეთესი ხარ
_გულისამრევი ხარ ...
_კარგი წავედი თორემ მეშინია ჩემ ლამაზ ცხვირსაც არ მოხვდეს შენი დაჩიკოს მუშტი _ჩაიცინა ,დინას ლოყაზე აკოცა ქალის მზერის მიუხედავად და ისე დატოვა სახლი
_თითქოდ ადარდებს... მხოლოდ კომპრომატებს არიგებს
_მამაჩემი ბ.ზს ეძახდა ასეთ კაცს და იმასაც როგორ დაუმალა თავისი სახე ეგ მიკვირს მხოლოდ... მაგრამ მაშინ ასეთი არ იყო ფულმა დაახარბა ,მშიშარა გახადა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ახლა ყველაფერზე მიდის. აი ასეთი არ უნდა გახდე არასდროს _ დიანა გვერდით მიუჯდა და თავზე აკოცა _ დაივიწყე ეს დღე. შენ არაფერი ჩაგიდენია ! შენ ხარ ყველაზე კარგი კაცი და მთელი ცხოვრება ამაყი ვარ შენით _ რამდენჯერმე აკოცა,თვითონ დაადო თავი მხარზე და თვალები დახუჭა _ ბიჭის გავხარ ,გეფიცები
_ბავშვს დავარქმევ მის სახელს და დაიბადება ისევ ბიჭი ჩადუნელი _ჩუმად უთხრა დიანას და მერე მასთან ერთად გაუყვა საძინებლისკენ გზას. ქალი ტყუპების ოთახში შევიდა თვითონ კი მარტო გამოიკეტა ფიქრებთან ერთად.

მეორე დღეს ამბავი მთელმა ქალაქმა იცოდა. გოგოს სახელს არ ამბობდნენ ,მაგრამ დაჩის აქებდნენ და გმირად შერაცხეს . ჩადუნელს ყველაზე ნაკლებად კი ქუჩის ბიჭებთან საერთოს ქონა უნდოდა,მათ შორის ავტორიტეტად გადაქცევის ეშინოდა ყველაზე მეტად ,მაგრამ ვერც მამის და ვერც ბაბუის სახელს ვერ იშორებდა
_დაჩ გამო გავიდეთ სადმე ... არ დაიღალე სახლში? კახეთში მაგარი სასტუმრო გაიხსნა ... აუზი ,სიგრილე. ცხენები
_კარგი რა იო დამაცადე _ აივანზე მდგომ სავარძელში იჯდა და წიგნს უინტრესოდ დაჰყურებდა
_ჩემი და ჩამოვიდა სადმე მინდა წავიყვანო ,მისი მეგობრებიც ... არ მინდა იქ თავგასული ღრეობები ,წყნარად ,მხიარულად . წაამო რა ,მარტოს ვერ გავუძლებ ამდენ ქალს . შენზე უკეთ ვის ესმის ქალების
_იოო ,როგორ ხარ?_მოსაუბრეებს დიანა შეუერთდდათ და ბიჭს მოეხვია
_გამარჯობა დიანა ,თქვენ როგორ ბრძანდებით?
_როდის უნდა შეწყვიტო თქვენობით საუბარი ?
_აუ დიკოს ვერ დაგიძახებ და დეიდას ხო ვაფშე... შანსი არაა
_უბრალოდ დიანა დამიძახე რა მოხდება...მატილდა ჩამოვიდა ?
_კი ,მეგობრებთან ერთადაა სულ . მინდა სადმე გავიყვანი და დაჩის ვეპატიჟებოდი
_წადით აუცილებლად... მეც შემოგიერთდდებით შაბათ კვირას ბავშვებთან ერთად. ნომერი დაგვიჯავშნე დაჩი ,კარგი ?
_წავიდე ?
_ხო ,აბა ? აქ უნდა იყო სულ ?
_შენ რას შვები არ მიდიხარ ინგლისში? დავამთავრენ უნივერსიტეტს და მერე წავალო რომ გაიძახდი ...საუკუნეა დაამთავრე. დაბერდი უკვე და ეგაა ,აღიარე რომ არ მიგიღო არცერთმა უნივერსიტეტმა მაშინ და იმიტომ დარჩი
_მატილდა დაბრუნდა და მე ახლა სადმე წამსვლელი ვარ? გადავყლაპავ ამ შხამიან კომენტარებს
_დაბრუნდა რას ნიშნავს ... უკან აღარ მიდის?
_არაა ... დაასრულა სწავლა და აქ დაიწყებს მუშაობას. მერე რამე კურსების პონტში თუ წავა. ონლაინაც ვიმუშავებო რავი მაგის თემებში ვერ ვერკვევი მე. აქ მამა დაპირდა მე გაგიხსნი კომპანიასო. არ ვერევი მის თემებში,არ მაინტერესებს არაფერი იმის გარდა ,რომ აქ მეყოლება და იქ ვიღაც შტერ ინგლისელ ბიჭებს არ ეპრანჭებიან ეგ და თავისი ინაკო
_ინაც დაბრუნდა? თურმე რატომ ხარ ასეთი ბედნიერი _ჩაიქირქილა დაჩიმ და გააბრაზა ბიჭი
_ხმა ...
_ინა რომელია დე? მე ვიცი ?
_არა, ჩვენთან არ სწავლობდა ... ფოტომოდელია,უფრო სწორად ხატავდა ეგეც რა ერთად დადიოდნენ დამეგობრდნენ და მერე ისე მოხდა რო ერთად წავიდნენ. ახლა ორივე დიზაინერია სხვადასხვა მხარეს ოღონდ . ინა მინდელი , მამიდას აქვს ატელიე ... უმაგრესი ქალია
_მართა მინდელის ძმის შვილზე ამბობ ?
_დიახ . იცნობთ მართას?
_პირადად არა ,მისი ატელიედან მოჰქონდათ ხოლმე კაბები ჩემთვის საჩუქრად და მის ქმართან მკურნალობდა დედა... შესანიშნავი კაცია. ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა _ სევდისფერი ღიმილით იღიმოდა დინა
_კი ,ეგ ოჯახია
_როდის მიდიხართ ?
_ხვალ დილით
_მანქანას წაიყვან თუ
_წავიყვან ... ამათი ყაყანის თავი არ მაქვს
_ჩაგილაგო გინდა?
_არა ,თვითონ ჩავალაგებ ..._ხელზე აკოცა და მზერით გააცილა ქალი . იომ მოწევა დაიწყო და აივნის მოაჯირს მიეყრდნო. ერთხანს ჩუმად იყვნენ მერე გვერდულად გახედა
_მომნატრებია
_ვინ
_ინა
_მამამისი გავიცანი ... მოგკლავს რომ გაიგოს მისი პატარა გოგო გიყვარს
_როგორ ... შენ რა გინდოდა მამამისთან
_შემთხვევით გადავეყარე
_როგორ გადაეყარე შემთხვევით ციხიდან გუშინ გამოსულ კაცს
_რაღა გუშინ ... ორი წელია გამოვიდა არა?
_ორი წელი ბევრია? გამოვიდა თუ არა ინა წავიდა ... უფრო ამიტო გაჰყვა მატის თორემ არ აპირებდა. რა დამავიწყებს იმ კადრებს ,როგორ ემშვიდობებოდა ძმას და მამიდას . მამამისი იქ არ ყოფილა
_დედის მკვლელ მამებს არ ემშვიდობებიან... გაურბიან
_შენც გაექცევი ?
_მე გადამარჩინა... ალბათ იმიტომ რომ იცის როგორია როცა მკვლელი ხარ
_ვინ გადაგარჩინა
_რომ არ მოსულიყო და დამხმარებოდა ჭელიძე შემომაკვდებოდა და მერეც გონს ვერ მოვედი . ინას მამამ,სოსო მინდელმა მოაგვარა
_რა პატარაა სამყარო...
_ბათუმში რა უნდოდა
_იქ დაიწყო ბიზნესი . არ ვიცი ზუსტად რა ,ფაქტია რომ არ დაენახოს შვილებს და არ გააღიზიანოს გარბის
_ნეტა ჩემიც გააჩერებდა სხვას ? ეტყოდა არ მოკლაო ?
_რას აპირებ რომ გამოვა
_მთავარია ის არ აპირებდეს ჩემ ნახვას და ჩემთან კონტაქტის სურვილი არ გამიბედოს . მეშინია არ მოვკლა მისი ცუდი საქმეების გამო
_იქნებ შეიცვალა
_არ გესმის ამბები ? იქედან გამოსული ბიჭები რომ ყვებიან,გამოვა და ბანდა დახვდება აქ
_სხვები ლაპარაკობენ მასზე როგორც მამაზე ...
_ყველა ილუზიებშია ... დედაჩემი კი ყველას ბ.ზი ჰგონია მის გამო
_მინდელმა შეუსწრო ... თავზე დაადგაო თავის სახლში,თავის საწოლში ,თავის ცოლს სხვა კაცთან. მოკლავდა აბა რას იზამდა
_მეზიზღება არ მოკლული ადამიანები უფრო რომ უკვირთ ვიდრე მოკლული
_აფექტში იყოო დაუმტკიცდა თორემ ორი კაცის მკვლელს ვინ გამოუშვებდა ციხიდან ჯერ
_შენ ყველაფერი გაიგე არა?
_აქ ამბის გაგება რთული არ არის... ასეთი ამბების მითუმეტეს .მართალია ჩვენ ქალაქში არ მომხდარა ,მაგრამ მაინც
_გიყვარს?
_შენ?
_რა მე _ გაშრა ჩადუნელი ,ჩაეცინა მეგობარს
_პატარა ხარ ...
_რა შუაშია ,ვერ ვხვდები რა გინდა
_ შენც რომ ბედნიერი იყო და ისიც ... ერთად არ გამოგივათ ვიცი ,ამიტომ ცალ_ცალკე მირჩევნია
_რატომ მიგყავარ მათთან ერთად
_შენ რომ ჩნდები მატილდას ყველა ავიწყდება შენ გარდა და მე მინდა ინაც დაივიწყოს ,დამითმოს ,დამაცადოს
_გასაგებია და თუ არ დაველაპარაკები და სალომეს წამოვიყვან?
_არც იფიქრო !
_რატომ
_მატილდა სალომეს შეიწირავს ,ეზიზღებათ ერთმანეთი და სულ შენი ბრალია
_რა შუაში ვარ ... ისე ვიხუმრე თორემ
_სულ რომ ხატზე დაიფიცო დობილიაო ჩემ ეგოისტ დას ყველა ეზიზღება ვინც ეცილება მას ვინც მისია
_თუ ხვდები რა აფსურდულ რამეს მეუბნები
_შენ ხარ იდიოტი,ვერ ხვდები მატილდას ხელში სათამაშო რომ ხდები... ერთობა პატარა ბიჭის გრძნობებით მითუმეტეს შენნაირი ბიჭი რომ მისით არის გატაცებული მის თვითშეფასებას ამაღლებს და ისე არ გაგიშვებს ობობა ქსელში გახვეულ საცოდავ ბუზს
_სულ გაგიჟებულხარ... სიცხეში ბევრი იარე?მსგავსი სისულელე არ მობოდო სხვა არავისთან . მე და მატილდა ერთ წინადადებაშიც არ გვახსენო
_გამიბრაზდი ?სიმართლემ აგიწვა პატარავ?
_გიორგის შორდება დიკო და აღარაა დრო შეწყვიტო ჩემთან მამაშენის ხათრით ძმაკაცობა?
_ახლა მოგხვდება !
_რა ?ეგრე არ არი? მამაშენი და გიორგი ერთ გუნდში არიან ,მთელ ოჯახს აიძულებენ იმათ ემეგობრონ ვის მშობლებსაც თვითონ ... ეგ დიდი ხნის გახსნილი ამბავია
_შენ თავზე ლაპარაკობ ალბათ
_მე ?მე რაში მჭირდება ვინმეს გავლენა... მე ისედაც ჩადუნელი ვარ_გაბრაზდა მატილდას ხსენების და მის გრძნობებზე საუბრის გამო ,იმდენად რომ ატკინა ბიჭს რომელსაც ნამდვილად პატივს სცემდა
_ახლოს არ გაეკარო მატილდას ! თავს ნუ ვაიძულებთ კომუნიკაციას დღეიდან _ გაბრაზებულმა, იმედგაცრუებულმა მიახალა და წავიდა. გზად შემხვედრ ლანგრით მიმავალ დინასთან გაჩერდა
_ყავა მომქონდა... ხომ გიყვარს ეს ნამცხვარი. სად მიდიხარ?
_ მადლობა ყველაფრისთვის ... საუკეთესო ვინმე ხართ ქალბატონო დიანა
_რამე მოხდა იო?
_ნახვამდის...

_არაფერი მითხრა ! _ქალი თავზე რომ დაადგა ჯიუტად დააიგნორა. წიგნის ფურცლებს დაჰყურებდა და თავს ისე იჭერდა თითქოს წამსვე არ ინანა სულთან ახლოს მყოფი მეგობრის დაკარგვა.
_არ უნდა დაკარგო ადამიანი ასე მარტივად ...
_არ მჭირდება არც თვითონ და არც მისი და
_ხოო? მოგენატრა ?
_არა !
_როგორც კი გაიაზრებ რომ შეგეშალა მაშინვე მიდი ,მოუბოდიშე,ჩაეხუტე და უთხარი რომ იმ იშვიათ ადამიანებს შორისაა ვისი იმედიც გაქვს
_დიანა
_იოანეს იმედი მეც მაქვს... სულ ასეთი კაცი იყო . იცის მისი და მოგწინს და მაინც არ
_უნდა მოგესმინა რა მითხრა
_თვითონაც მოგიბოდიშებს თუ შეეშალა...სიტყვები ზოგჯერ არ გამოხატავენ ნამდვილ აზრს
_მე მისთვის არასდროს მითქვამს რომ მომწონს და სხვებმა როგორ იცით მე რა მოწონებით მომწონს მატილდა...რომ მიყვარდეს იმ ოთხ წელს გავაქრობდი და თავს ვაჩვენებდი როგორი კაციც ვარ ,მაგრამ ვიცი რომ ეს არაა ის სიყვარული ოჯახამდე რომ მიმიყვანს და არც მიფიქრია ასე უბრალოდ გამეხარჯა ეს სიტყვა თან ასეთ ახლო ადამიანთან
_მეც მიბრაზდები? არავისთან კონტაქტობდი იმდენს რამდენსაც მატილდასთან მითუმეტეს გოგონებთან
_იქნებ იმიტომ რომ ვიცოდი პატარა ჩემზე შეყვარებული გოგო არ იყო და ოცნების კოშკებს არ ააგებდა მერე. იმდენ სულელ ბავშვს ჰგონია რომ მოვწონვარ ,ვუყვარვარ თუ მქრაშავს ბეწვის ხიდზს სიარულია მაგათთან კომუნიკაცია. არავის გულის ტკენა , ფიქრებში ყოფნა და აღელვება არ მინდა. მატილდა სულ დიდი იყო,ყველაზე ჭკვიანი და გაწონასწორებული თან მხიარულიც. იმიტომ მქონდა მასთან ის დამოკიდებულება რაც მქონდა ,დიანა
_ბევრ გოგოს მოსწონხარ დეე ? აქამდე რომ არ გითქვამს? _ მოეხვია გაბადრული და ლოყაზე აკოცა _ დედას უკიდეგანოდ სიმპათიური და ჭკვიანი ბიჭი ხარ?
_თუ ღმერთი გწამს ... რა უნდა მეთქვა. სკოლაში ყველას ვიღაც მოსწონს და მერე უნივერსიტეტშიც... ქალაქელები ავრცელებენ ჭორებს და მთელი უნივერსიტეტიც ქრაშავს იგივე კაი ტიპებს
_კიდევ ვინ მოსწონდათ
_ყველა კაი ტიპად ცნობილი და შერაცხული
_ეგეთები არ დადიან სულ შენ სკოლაში და უნივერსიტეტში?
_მერე სკოლის წლები რაში იფლანგება დედა? ერთმანეთის გაჯიბრებაში ,იმის დამტკიცებაში ვინ უფრო ძლიერი,მაგარი ტიპია . საუკუნეები მიდის და ეს მოჩხუბარი ტიპები არ კარგავენ რეიტინგს და წარმომიდგინე ერთი წუთით ეგეთი გოგოს გვერდით იქამდე რომ ჭელიძე მოსწონდა და მერე მე
_ახლა ყველამ იცის ჭელიძე რომ სცემე და რა მოხდება ?
_უბედურება ... საბას ყველა ძვალი გასწორდება ,მაგრამ მის ტვინს არაფერი ეშველება. ჩათვალე მტერი მყავს იმის გამო რომ ვერ მოვთოკე თავი
_ასეთი მარტივია მტრად გადაქცევა?მაშინ გილოცავ ,ახლა აშკარად გამოავლენს სახეს და იქამდე ჩათვალე ჩუმად გემტერებოდა მეგობრის სახელს ამოფარებული
_არადა ბავშვობაში როგორი კარგი იყო... მერე რაც მამამისისთვის იმის დამტკიცება დაიწყო რომ არსებობს და გაიხსენოს მისი არსებობა ,ყველაფერი აურია. მეგონა გაუვლიდა,მაგრამ არა... მერე აკობიას როგორ უყურებდა დავინახე, არ აღიარა ,მაგრამ მე ხომ დავინახე . ისიც ვიცოდი მისი შეყვარებული რომ სცემა და ყველა ვინაც სადმე თქვა ლიზა მომწონსო,მე ვიყავი მხოლოდ დარჩენილი და მე ვერაფერს მიბედავდა
_შენ?შენ რა შუაში იყავი იმ გოგოსთან ... თქვენ სკოლაში ხომ არ სწავლობს . ხომ არ იცნობდი პირადად
_ჭორები დადიოდა ლიზა აკობიას გამო თავს ტყუილად იკლავთ იმას დაჩი ჩადუნელი მოსწონს,მაგათ სისხლის ყივილი აქვთ მგონიო ... მამამისის და დედაჩემის თემაში ამბობდნენ
_დედაშენს არასდროს მოსწონდა ლაშა ,გეფიცები ...
_მჯერა ,მე შენი ნათქვამი ყველა სიტყვა მჯერა დიანა
_ის გოგო მოგწონს ?
_არ ვიცნობ ... პატარაა თან ჩვენზე
_არც ის გიცნობს და როგორ მოსწონხარ
_ჭორი იყო მხოლოდ ,თორემ საიდან უნდა მოვწონდე არ ვიცი. იმ სულელ ბავშვსაც ვუთხარი, რაც გინდა ის ქენიო ისე მითხრა დამიმტკიცა რომ გიჟდებოდა ლიზაზე. ასე იცის ამოკვიატებები,თან უტყდება თქვას რაღაც რომ უნდა თითქოს მაშინვე ვიღაც ეტაკება და წაართმევს
_ოთხ ძმაში მესამეა და ალბათ ამიტომ... იქნებ რაც უნდოდა სულ ვიღაც ართმევდა. ამაზე არ გიფიქრია?
_ახლა რა გავაკეთო , საბა ჭელიძის ფსიქოლოგი გავხდე? მოკლედ მე არც მატილდა მიყვარს ,არც ლიზა და არც ვინმე სხვა. არ მინდა საერთოდ ჯერ ეს სიყვარულობანა იმდენი საქმე ,გეგმა და პრობლემა მაქვს დინა
_მეჭორავე რააა... კიდე ვის მოსწონხარ . არასდროს მიყვებოდი და ახლა მაინც მითხარი
_არავის... ვერ გეტყვი . არ შეიძლება
_სხვას არავის უთხრა,ბიჭებთანაც არ იჭორაო ,მე მითხარი მხოლოდ _ გვერდიდან ეხუტებოდა,იცინოდა და კოცნიდა _გთხოოოვ დეე
_ბევრია _ საყვარლად წამოწითლდა,ეუხერხულებოდა უზომოდ _თანაც მე არცერთი მომწონს
_მაგალითად ვინ არ მოგწონს
_სალომე ჭედია ...
_ლალიკოს გოგო ? მოსწონხარ და არ მოგწონს?ულამაზესიააა დეე , თან როგორი ჭკვიანი. სულ წარჩინებულების დაფაზე არ იყო შენ გვერდით? ტოლს არ გიდებდა ... როგორ ცეკვავს ? ვიდეო რომ ვნახე მეორედ ვუყურე ისეთი ქალურია,ისეთი დახვეწილი . თვალები? თვალები როგორი ფერი აქვს? ჭადრაკში რომ მოგიგო ეგ არ იყო ის ერთადერთი?
_ტიროდა რომ აგებდა და დაბადების დღე ქონდა იმ დღეს... ჩემთვის სულერთი იყო და მოვაგებინე . მე ვერავინ მიგებდა იმ ასაკში და რამდენჯერ უნდა გითხრა დიანა?
_რომ უყვარხარ და შენ არ გიყვარს არ იტირებს გგონია?
_იტირებს კი , იმიტომაა სულელი ... ყველაფერი იცის რასაც ასწავლიან. უამრავი წიგნი წაიკითხა და ეტყობა მხოლოდ რომანებმა მოახდინა შთაბეჭდილება და მოუნდა ჩემნაირი არეული
_არეული რატომ ხარ ვითომ?
_მამაჩემმა დედაჩემი მოკლა ... ყველაზე არასრულფასოვანი კაცი ვარ შესაყვარებლად და მასთან ოჯახის წარმოსადგენად ის სულელი ბავშვი კი ჩემთან რომ მოდის ძლივს ლაპარაკობს. წითლდება,იმ თავის ჭრელ თვალებს აქეთ_იქით აცეცებს და გამშრალ ტუჩებს ისველებს. მოწამლავს ის თავისი წითელი პომადა ბოლო 5 წელია რომ არ იშორებს და არ იკარებს სხვა ფერს. თითები ეყინება თუ ეოფლება არ ვიცი სულ კაბას ებღაუჭება ,ან ზურგს უკან მიაქვს ... თუ შორს არის თვალს ვერ მოაშორებინებ. არ ვიმჩნევდი თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო ,მაგრამ იდიოტი ხომ არ ვარ
_სხვებიც ჭორაობენ?
_არა ... იტყვიან და ენას ამოვგლეჯ. თან ვინ გაბედავს თქვას,არ იცი რა ალქაჯია . შარშან იყო მგონი კალანდიას იდიოტი შეყვარებული მაგან დღეში ჩააგდო რომელი ქურდი გაურჩევდა ისე საქმეს. კრიალოსანი აკლდა ხელში . გოგოს შუა ეზოში ეჩხუბებოდა,ხელზე უჭერდა, არცხვენდა ... მეც მინდოდა უკვე ჩარევა , წავედი კიდეც ,მაგრამ ვინ დამაცადა. ქორივით დაეცა თავზე _ ყვებოდა და სახეზე ათასი ემოცია ესახებოდა _ტყუილად მოგწონს რძლად. მასეთი ?მტერს არ ვუსურვებ. დედამთილის რისხვა იქნება ...
_მატილდა არ გყვარებია თურმე ნამდვილად ... _ მხოლოდ ეს უთხრა,მხარზე აკოცა და წამოდგა
_მოიცა სხვების სახელები არ გაინტერესებს? სალომეს იცნობ და იმიტომ დავიწყე მისით და
_სხვები არც მე მაინტერესებს და არც შენ ... შეურიგდი იოს . წადი ხვალ სასტუმროში
_ვერ გავიგე ახლა რა
_არაფერი ,დე ... იოს შეურიგდი და სხვა ყველაფერს დრო გვიჩვენებს
.................
ბიჭი ჩადუნელი ,დიანას და ეკას მამა ავტორიტეტული კაცი იყო დამნაშავეებს შორის . ქურდი არასდროს ყოფილა,მაგრამ ხშირად ეხვეოდა გაუგებრობაში სიმართლის დაცვის გამო. ღვთის მოშიში მისი მეუღლე,ლიანა ჩადუნელი ღვთისმოშიში ქალი იყო და გოგონებსაც ბავშვობიდან ეკლესიურად ზრდიდა. დიანას სული სიმშვიდეს პოულობდა ლოცვის დროს ,არასდროს მოშორებია ტაძრის კედლებსა ეკა კი რომ წამოიზარდა მუდამ ეზარებოდა სახლიდან გასვლა. ოჯახისწევრების გარდაცვალების და უამრავი განსაცდელის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მორწმუნე გახდა,ძალას აძლევდა თითოეული მარხვაში გატარებული დღე ან უბრალოდ ხატების წინ თავდახრილი დგომა. მრევლს არ ეცნობოდა,მის სახეს ბევრი ცნობდა უბანშიც და შემდეგ გიორგის ცნობილობის დამსახურებით ქვეყანაშიც. თავდახრილი შედიოდა ,თავზე მოხვეული თავსაფრით იდგა ხოლმე ერთ ადგილას და მამაოსთან მისვლამდე არც წევდა თავს მაღლა. იმ დღეს კი ეზოში გასულს ნაცნობი ხმა შემოესმა უკან დასახევი გზა არ ჰქონდა,თორემ არც დაენახებოდა მინდელს
_დამლოცე მამა ნიკოლოზ _ მისი ხელისკენ დაიხარა ,აშკარად არ ხედავდა პირველად
_აბა არ ჩამოვალ ჯერ თბილისშიო?
_ისე დალაგდა ყველაფერი რომ ჩამოსვლა მომიხდა...
_მივიღეთ შენი გამოგზავნილი შემოწირულობა. ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ,რატომ თვითონაც არ მოხვალ და არ გაიცნობ
_რა საჭიროა ... მადლობისთვის ხომ არ გამიკეთებია .ხომ იცით რაც არ ასვენებს ჩემ სულს და რა დანაკლისის ანაზღაურებასაც ვცდილობ უშედეგოდ
_ვიცი ,ვიცი ყველაფერი
_ჩემი წასვლის დროა... გელოდენიან _ ქალი როგორც კი დაინახა მაშინვე გაჩუმდა
_დიანა , მოდი ჩვენთან შვილო ... გაგაცნობთ ერთმანეთს.ერთად დიდ საქმეებს გააკეთებთ,ორივე ქველმოქმედი...
_ვიცნობთ მამა ნიკოლოზ ... დროებით
_რახან არ იშლი იყოს ისე როგორც გინდა,მაგრამ ხომ იცი ვერსად გაექცევი ღმერთის წადილს ... უფალმა დაგლოცოს შვილო _აღარაფერი უთქვამს მინდელს. დიანას წამით გაუსწორა მზერა და წავიდა. კაცმა თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს მისი ტვირთი აწვა მხრებზე.
_არ მინდოდა ხელი შემეშალა ... მხოლოდ საუბარი მინდოდა თქვენთან
_საიდან იცნობთ
_ჩვენ ... ის არის ის კაცი მე რომ _ სახეზე წამოწითლდა. აღსარებაში უკვე ნათქვამის გამეორებაც მოერიდა _დაჩის ის დაეხმარა ,სხვა არაფერი ვიცი ... აქ დადის ? ადრე რატომ არ მინახავს
_ჩემი მრევლი არ არის... წლებია ვიცნობ ,სხვა ქალაქში რომ ვმსახურობდი მაშინ გავიცანი . უცნაურია ცხოვრება _ თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანაში მჯდომს შეხედა იქედან რომ უყურებდა ქალს
_რამე ხომ არ შემიძლია მამა ნიკოლოზ... ხომ იცით თუ რაიმე იქნება საჭირო ნებისმიერ დროს
_არაფერი შვილო . მხოლოდ დაჩი მოიყვანო იქნებ აქამდე დიდი ხანია არ მოსულა
_თვითონ მოვა , რომ იგრძნობს ვეღარ უძლებს ქაოსს მოვა _იმედიანად თქვა და შემდეგ დაემშვიდობა.

...........
ღამით სოსო მინდელი დაესიზმრა და არც სჯეროდა ისეთი განწყობით გაიღვიძა. მონატრებისფერი განცდა ჰქონდა,ინტერესს ვერ იმორჩილებდა და ებრძოდა იქამდე სანამ ისევ არ გადაეყარა.
გიორგის გვერდით იყო ,მათი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ცალ_ცალკე ვერ წავიდოდნენ. რესტორანი დახურული ჰქონდათ. ცნობილი ბიზნესმენი მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა და ამ წვეულებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის აღმოჩნდა მინდელი , ჩხიკვაძეებთან ერთად არც მეტი არც ნაკლები თავად იუბილარის ძმების მაგიდასთან ისხდნენ და ისე საუბრობდნენ როგორც კარგი ნაცნობები. გიორგი ადრე წავიდა,არ ჩვეოდა ,მაგრამ დაურეკეს და სასწრაფოთ უნდა გავიდეო აცნობა. სულერთი იყო დინასთვის მისი ყოფნა არ ყოფნა,ყელში ჰქონდა ამოსული ყველგან მის გეგმებზე რომ იწყებდნენ საუბარს,მისი საქმეებისგან შორს ყოფნა ერთ სიამოვნებას წატმოადგენდა განქორწინების შემდეგ. აივანზე გასულს წინ დაუხვდა ,ჩაეცინა კაცს მისი მზერის გააზრებისას
_მომავალ პირველ ლედის ჩემი მოკრძალებული სალამი ... უკაცრავად ,წინ დიდხანს არ გადაგეღობებით _გვერდით გადგა ,კედელს მიეყრდნო და სიგარეტის მოწევა განაგრძო,თან ტელეფონზე დაურეკეს. საუკუნის წინანდელი მოდელი რომ ამოიღო ჯიბიდან ქალს თვალები გაუფართოვდა
_გისმენ... არა ჯერ ვერ .ხვალ ,დილიდან და საღამომდე მოესწრება _ქალი ისევ რომ იდგა და უყურებდა კითხვა დაუსვა როგორც კი სატელეფონო საუბარი დაასრულა
_ეს ტელეფონი 2000 წლიდან გამოგაყოლეს?
_მე იქ ჩავრჩი ... თქვენ რამე გგნებავთ ქალბატონო მებონია?
_მებონია არა,ჩადუნელი ვარ და კი , შენ
_რა მე
_მინდიხარ ...
_დილას სიგარეტთან და ყავასთან ერთად თუ საღამოს ვახშამთან და წითელ ღვინოსთან _ჩაიცინა, თავი გვერდზე გააბრუნა და მოწევა განაგრძო _ ქმრიან ქალებთან ყოფნა გულისამრევია და ქალი გულს არ უნდა გირევდეს,უნდა გასიამოვნებდეს. მე კიდევ თქვენნაირები მეზიზღებიან იმდენად რამდენადაც შეიძლება კაცს ქალი სძულდეს _ ისე თქვა თითქოს მას არ ელაპარაკებოდა,ჩუმად დატოვა და მერე საერთოდ გაქრნენ ისიც და ჩხიკვაძეებიც. მიხვდა რაღაც ხდებოდა ,არეულობა იყო და ამ არეულობას მთავარი ფიგურაც ჰყავდა ცნობილი ხისთავიანის დამსახურებით. გარეთ გადიოდა უკვე დერეფანში რომ შეეჩეხა მთვრალ გაბუნიას
_შენი ქმარი სად არის? ჩემთან ერთად ყოფნას ვერ ბედავს ხო? შენ არ გქონდა ჩემი ატანა ,ეჩალიჩე და მაგიტო მომიშორა ხომ?
_შენ თანამდებობა დაკარგე შეცდომების გამო მე რა შუაში ვარ ... მივდივარ,გამატარე
_სად მიდიხარ გოგო ... რა უთხარი შენ ს.რიკო ქმარს გოგლა მეჩალიჩებოდა ,გამაბრაზა და დედა უტირეო?ჩამძირა... მთელი ტენდერი დამაწერა გოგო თორემ მაგის სავარძელი გაირჭოს
_არასწორი ქმნილება ხარ როგორც კაცი,როგორც მეგობარი,როგორც სახელმწიფო მოხელე და როგორც ბიზნესმენიც და თუ ნოლზე ხარ ზუსტად მანდ არის შენი ადგილი _ სიტყვებს მაქსიმალურად ჩუმად ამბობდა. ხელზე მოჭერილი ხელის მოშორება უნდოდა კაცმა სადღაც რომ გაათრია და კუთხეში მიიმწყვდია. ვერავინ ხედავდა,ასე ფიქრობდა რომ ხმაურის ფონზე მის ხმასაც ვერ გაიგონებდნენ
_უარი როგორ მითხარი გოგო ... ჭკუას ვკარგავ შენზე. მთელ შენობას გიფორმებდი
_რომელიც ისედაც მივიღე,ვიყიდე და მალე ახალ სავაჭრო ცენტს გავხსნი . შენნაირ ღორებთან საქმეს არ ვიჭერ
_იმიტომ რომ გათხოვილი ქალი ხარ და ბლა ბლა ბლა იმდენხანს მელაპარაკე მაშინ თითქოს შენ ქმარს არ ჰყავდეს მილიონი საყვარელი . შენ რა გიყვარს ასე გადაუყვარებლად რომ არ ღალატობ. რამდენი ვინმე გეჩალიჩენოდა და რამდენი გადაიყვანე ჭკუიდან
_ჩემ პრინციპებზე ვსაუბრობთ ახლა აქ ? გონს მოუხმე და მომაშორე შენი ბინძური ხელები
_რომ არ მოგაშორო? ვერავინ გაიგებს...წავიდეთ სადაც შენ იტყვი
_მანძილს ნუ ამოკლებ და სახე გასწიე არ დაგასაჭურისო შე საცოდაო ამფიბია _ მკერდზე ხელი ჰკრა და მთვრალს წონასწორობა აურია, მაგრამ არ ელოდა კარისკენ წასულს კიდევ თუ დაიჭერდა. ისე ჩაავლო ხელი თმაში თვალებში დაუბნელდა. ვერ მოზომა ,რომ დაქაჩა ქალს ფეხი გადაუბრუნდა და თავი მაგიდის კიდეს დაარტყა საყვავილეც გადმოვარდა ,ნამსხვრევები ეყარა იატაკზე . ის კი მზერადაბინდული წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა. თავბრუსხვევა, კაცის ხელები კაბას რომ ეჯაჯგურებოდა და მერე თავისუფლება ,რომელიც მინდელმა მოგვარა კაცს კეფაზე რომ წაავლო ხელი და თავი კედელს მიარტყმევინა. ცხვირგატეხილს სისხლი ნიაღვარივით მოედინებოდა,ღმუოდა ტკივილისგან
_გადი აქედან
_არ გინდა... სამუდამოდ გადაგეკიდება. მე
_გადი მეთქი
_ტყუილად ცდილობ ჩემი ძმა ეგ ისეთი უკარებაა მილიარდი რომ მისცე ერთს არ გაკოცნინებს. დაგვასწრო ყველას იმ ნაბ.ჭვარმა მებონიამ _ხარხარებდა
_კამერებია აქ ყველგან... იცოდე მე მაქვს ეს ჩანაწერები უკვე და ცხოვრებაში წინ რომ გადამეღობო,თვალის გასწორება გაბედო და გვერდი არ ამიარო ყველა ნახავს რა კაციც ხარ . გაგანადგურებ დიანა ჩადუნელის სიტყვას გაძლევ _ მინდელს ჩაავლო მკლავში ხელი და წაიყვანა _ თავბრუმეხვევა,წონასწორობას ვერ ვიცავ . არ დამტოვო გემუდარები,მეშინია გამომყვება ან გაიგებენ და ყველა ილაპარაკებს_ხელზე ეყრდნობოდა,თავდახრილი მიდიოდა და მერე მართლა ჩაიკეცა იესეს მკლავებში გონწასული.
არ უნდოდა ახლოა ყოფნა და ისევ მკლავებში ჰყავდა მოქცეული , სრულიად უმწეო და დაუცველი . თავისთან წაიყვანა , გზაშივე გაახილა თვალები ,მაგრამ ეტყობოდა როგორ ტკიოდა თავი
_რას დაარტყი
_არ ვიცი ... შევეჯახე ცუდად კედელს. შემეშინდა და
_არ გეტყობოდა მუქარის დროს
_არასდროს მეტყობა
_და ჩემთან რატომ იტყობ
_არ ვიცი... შენი არ მეშინია
_ცდები
_უნდა მეშინოდეს?
_ისე როგორც არავის ამქვეყნად
_სახლში წამიყვანე ... მისამართს გეტყვი
_ასე მოკრძალებულად ცხოვრობთ? დაცვის გარეშე ... გალავნის და _ჭიშკართან იყვნენ უკვე მინდელმა რომ ახედა ორსართულიან სახლს
_ჩემი სახლია ...გიორგი კი სასახლისმაგვარ სახლში ცხოვრობს ,უზარმაზარი ეზოთი და გალავნით
_ერთად არ ცხოვრობთ... ამის ხაზგასმას აკეთებ? შეგიძლია სიარული? _მანქანის კარი გაუღო და ხელი გაუწოდა
_ვნახოთ ...
_ექიმთან არ წახვალ? _ხელი წელზე მოხვია და საყრდენად გადაექცა
_გულს არ გირევენ ჩემნაირები?
_ზოგადად მებრალებიან დაუძლურებული ადამიანები
_მე ვარ დაუძლურებული?
_ხელს გაგიშვებ და თვითონ წახვალ _ზემოდან უყურებდა და მისი გაშვება ყველაზე ნაკლებად უნდოდა
_იმედი მაქვს ბოლო
_ბოლოჯერ შევხვდით? რაღაც მეეჭვება ... _ინსტიქტურად დახარა თავი და შუბლზე აკოცა _ სწორი გზა იპოვნე ,მენანები არასწორი ქალის ცხოვრებისთვის _ჩუმად უთხრა და წასვლის საშუალება მისცა. რა იცოდა დინა ჩადუნელი თუ ყველაზე სწორი ქალი იყო და თან მისთვის დაბადებული . საერთოდ არ ჰქონია გონებაში ოცნება სიყვარულზე ,ვერ უბედავდა ღმერთს .

_სახლში ხარ ,ინა?_ქალიშვილს დაურეკა გზიდან ,საოცრად მოუნდა ენახა
_არა ... რამე მოხდა?ილოსთან ვარ სასტუმროში ...
_ვიცი ... თავს მიხედე ,კარგი ? რამე თუ დაგჭირდება
_შენ უკანასკნელი იქნები ვისაც დავურეკავ ... _გაუთიშა და კიდევ ერთხელ უთხრა უარი ოჯახის დაბრუნებაზე. ყველა ჯერზე ტკივილს გრძნობდა ,გულში ხანჯალს უყრიდნენ თითქოს.

ღამე არ ეძინა , იჯდა წიგნებს კითხულობდა და სხვების პრობლემებით საზრდოობდა . ახალგაზრდობაში ისეთი მშვიდი ძილი ჰქონდა,ისე ღრმად ეძინა ხოლმე დასცინოდა კიდეც მარტა . ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისეთ რაღაცებს აკეთებდა რაც იქამდე აზრადაც არ მოსვლია. ჩხიკვაძეების რესტორნის წილი საჩუქრად მიიღო და ახლა ამ საჩუქრის ფულს აგროვებდა ,ძმებისთვის რომ დაებრუნებინა . ისე ვერ მოისვენებდა ,მაგრამ საქმის კეთების სურვილი იმდენად დიდი იყო უარიც ვერ უთხრა შეთავაზებაზე ციხეში შეძენილ მეგობრებს. ბევრი იყო ასეთი, წლები გაატარა საკანში და უამრავი ადამიანი შევიდა და გამოვიდა ამ დროის განმავლობაში იმ კედლებში. მტრები არ დაუგროვებია, ნაცნობები და ამბები ბლომად.

დაჩიზე განაწყენებული სიტყვას არ ძრავდა ზედმეტად. მატილდა და მისი ორი ბავშვობის მეგობარი მანქანაში ჰყავდა , მძღოლის ფუნქციას უფრო ითავზებდა ვიდრე კარგი მეგზურის. უმცროს შენგელიას მონატრებული ჰქონდა ქართული ყველაფერი და ჩვეულებრივზე მეტად ემოციურიც ეჩვენა . ინა რომ არ გაჰყვათ ეს კიდევ უფრო მეტად აფიქრებდა, მატილდას ნათქვამი "ბიჭი ჰყავს" წარმოიდგინა რომ სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად მგზავრობდა და დაისვენებდა . იმის წარმოდგენაც ზარავდა ,რომ ინა მის თვალწინ იქნებოდა სხვის გვერდით,სხვაზე შეყვარებული. კითხვის დასმასაც ვერ უბედავდა მატილდას,იცნობდა კარგად და იცოდა ერთი ზედმეტი ნაბიჯიც გამოააშკარავებდა.
_მეტი არ მინდა ცუდ ადგილას მიგყავდე ... შენ როგორ დაგაჯავშნინე სასტუმრო ,როგორ ვერ მოვიცალე ამისთვის _ ჯუჯღუნებდა მატილდა რომ გზებს ასწავლიდა და სოფელში კითხულობდნენ მისამართს.
_დამშვიდდი ,მოგეწონება ... როგორც აღვწერე ისეთია ისე კი აქამდე უნდა გეფიქრა
_დაგტოვებთ და წავალ _ ამოთქვა და ტელეფონში თავჩარგულ გოგოებს გადახედა _მობილურები ხომ არ წავიღო თან რომ წავალ ? ისე ვერ გაერთობით ან რამე ფეშენებელური უნდა გეპოვათ
_ინაკოს ძმის სასტუმროა,აქ არის დაბრუნების შემდეგ და ჩვენც სიურპრიზს ვუკეთებთ . რატომ არ ეუბნები მატი?
_ლიკუნა კარგი რაა ახლა აჯუჯღუნდება მიკერძოებული ხარო
_არა რა მიკერძოებული ,ნამდვილად ულამაზესია იქაურობა. მე რომ გახსნეს მაშინ ვიყავი და დავრჩი შაბათ_კვირას. ნეტავ მეტი სივრცე ჰქონდეთ უფრო ბევრ სტუმარს მიიღებდნენ ,მაგრამ ოჯახური სასტუმროა მაინც და ალბათ ეს ქმნის აურასაც _ნიტას ძალიან უყვარდა სიმშვიდე,სიმწვანე და არც ხუთვარსკვლავიან ადგილებს დაეძებდა. მიუხედავად იმისა რომ მათ შორის ყველაზე მდიდარი მშობლები მას ჰყავდა
_შენ დაგიჯერებ... მგონი ისევ ამერია ჩიხი _ ინას ხსენების შემდეგ იქედან რა გააბრუნებდა,მაგრამ ახლა ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა და ნორმალურად ნახავდა. აეროპორტში წამით დანახვა არ იყო საკმარისი მასში ცვლილებების შესამჩნევად.
_მოვედიიით _ სამივე ერთდროულად გადავიდა სანამ მანქანას თავისუფალ ადგილას გააჩერებდა და სირბილით გაიქცნენ გამწვანებულ ეზოში მდგომ ინასკენ . ისიც სამკვეს მოეხვია და თავისი ღიმილით გააბრუა იოანე
_თავი დაიჭირე რა გჭირს ,ბავშვი ხარ?_ იოანემ საკუთარ თავს უთხრა და განზრახ შეიჩერა ფეხი. ტყუილად ელოდა ინას თვალები ძებნას დამიწყებენო. გოგონებს იქვე მორბენალი პატარა ბიჭუნა გააცნო და ყველანი ერთად შევიდნენ სასტუმროს ცენტრალურ ნაწილში.
_გამარჯობა ...
_ილო ,გამარჯობა... როგორ ხართ? რა მაგარი ადგილი გამოსულა საბოლოოდ. ყოჩაღ,აღფრთოვანებული ვარ _ შორიდან იცნობდა ილო მინდელს, მისი თბილისში არყოფნის გამო და სკოლაშიც გატარებული წლებიც მეგობრობისთვის არ იყო საკმარისი,მაგრამ ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთს
_ძალიან ვეცადეთ... წაგაღებინებ ჩანთებს. სახლში გვინდოდა დაგვეპატიჟებინეთ,ჩვენთან ,მაგრამ მატილდამ უარი თქვა. კოტეჯში გვირჩევნია ცალ_ცალკეო და ინამ თავად აარჩია ვინ სად შეხვიდოდით
_უკვე წავიდნენ საჭორაოდ... აშკარად არ ანაღვლებთ სად დარჩებიან _ილოც მიეხმარა ჩანთების გადაზიდვაში. გოგონებს ერთად ჰქონდათ კოტეჯი ტყის მხარეს , იოანე კი სპეციალურად მეორე ბოლოში დაეტოვებინა ,ტბის ხედით შედარებით პატარა კოტეჯში. ხის სუნი ,სისუფთავე,მინის კედლიდან დანახული ხედი და სიმშვიდე ,რომელიც ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა
_ვისადილოთ და მერე დაათვალიერე თუ დასვენება არ გინდა
_არა ,გამოვალ
_პირველ სართულზე ... ერთი დარბაზია მხოლოდ ,მარტივად იპოვნი _ ილო როგორც კი გავიდა მაშინვე დაჯდა მოწევა დაიწყო. გიჟივით უცემდა გული იქამდე სანამ ინასთან ახლოს მოხვდებოდა . თვეების წინაც შეხვდნენ, მატილდას რომ ჩააკითხა მოულოდნელად მაინცადამაინც ინას დაბადების დღემდე ორი დღით ადრე და მერე მის გვერდით შეხვდა გოგოს 20 წლის იუბილეს . კლუბში წავიდნენ,იქაც მეგობრების გარემოცვაში იყო სულ და იოანეს ყოფნა არ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო . უნდოდა ნაბიჯი გადაედგა,მაგრამ ყველა ჯერზე რაღაც ისეთს აკეთებდა ,რომ უკან იხევდა "ჯერ ისევ ბავშვია. ჯერ ისევ გაურკვევლობაშია,ჯერ ვერ გავუგებთ " ყველაფრის არევის შიში ჰქონდა მუდამ, რომ დაიწყებდა ვეღარ დაასრულებდა და არ უნდოდა ორივეს ცხოვრებაც დაენგდია და მატილდასთან მის მეგობრობასაც დამუქრებოდა.
_ისეთია როგორსაც წარმოიდგენდი დიზაინზე რომ მუშაობდით?_ იგრძნო ინას კვალი და ისე დარწმუნებით ჰკითხა გოგოს ეჭვი არ შეჰპარვია,მატისგან აქვს ინფორმაციაო
_მატილდაც დამეხმარა , რომ ჩამოვედი და დასრულებული ვნახე კიდევ უფრო მომეწონა. იმედია ეს რამდენიმე დღე კომფორტულად მოეწყობი _ ძმისშვილი ჰყავდა კალთაში , თან თმაზე ეფერებოდა და თან აჭმევდა _მიირთვი, გემრიელია ყველაფერი ,არ მოიწამლები _ რატომ დაუტოვა ასეთი განწყობა ვერ მიხვდა, იოანე მის გამო ვერ ყლაპავდა ლუკმას, ბავშვთან სულ სხვანაირს ხედავდა ,მშვიდს,ბედნიერს,ნამდვილს და არც შეუმჩნევია წინ დალაგებული თეფშები . ბავშვმა მოულოდნელად ტირილი დაიწყო ,თავისი ბოთლი უნდოდა წყალი რომ დაელია და ინაც დაიბნა
_არ იტირო რა ... არ იტირო მოგიტან. სად წავიდა _ ცალი ხელით ეძებდა მობილურს ძმასთან რომ დაერეკა უცებ რომ აართვა ბავშვი თავთან მდგომმა შენგელიამ
_გაბო გინდა მხარზე დაგისვამ და ისე ვიპოვოთ შენი წყალი?
_ბავშვსაც სერიოზული ტონით ელაპარაკები?_ მატილდა დაბრუნდა ,იქამდე სააბაზანოში იყვნენ სამივენი და ძლივს ინასთან საუბარი რომ დაიწყო მაგიდას დააუბრუნდნენ _ რა გემრიელობებია... ცნობილ რესტორნებს შეშურდებათ. მხოლოდ ამის გამო ღირს ჩამოსვლა
_ბავშვის საწოვარას და წყლის ბოთლს ვიპოვი ... მოვალ მალე
_წამოვიდე?
_ხო,თორემ იქამდე შორია და ცოდოა_ინას იქაური სახლი არ იცოდა. სადღაც ახლოში რომ იყო მათი საცხოვრებელი ხვდებოდა,მაგრამ საიდან სად მიდიოდნენ ვერ გაიგო. ბავშვი ისევ მხრებზე ჰყავდა შემოსმული ,იმდენს აღარ ტიროდა. იოანეს თავზე ურტყამდა პატარა თითებს და შიგადაშიგ ეხვეოდა კიდეც
_აქ იქნები თუ თბილისში ...
_თბილისში , მარტას ბიზნესში ჩავერთვები
_მეგონა მატილდასთან ერთად დაიწყებდი
_მატილდას სხვა გეგმები აქვს ... ხომ არ დაგღალა. საკმაოდ მძიმეა
_არა
_მალე მივალთ ... მეგონა დაჩიც იქნებოდა. ვწერთ ხოლმე ერთმანეთს და აღარ მომიკითხავს ვფიქრობდი მოვიდოდა _ ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა,მაგრამ დაჩის ხსენებაზე რამ უფრო გაჰკრა გულში ინას რომ წერდა თუ იმან რომ ასე სულელურად ეჩხუბა თავადაც ვერ მიხვდა. სახე რომ მოენგრა ამას გრძნობდა მხოლოდ
_არ ისურვა წამოსვლა...
_ჩხუბის ამბავი აქამდეც მოვიდა. აკობიას უყვარს დიდი ხანია ,ის სულელი ჭელიძე კიდევ ადრე როგორიც იყო ისეთია ახლაც უბრალოდ დაჩის ყველა თავისნაირი სუფთა გულის ჰგონია . შენ რატომ არ დაარიგებ ,მიკვირს
_არ სჭირდება ჩემი დარიგებები...ყველაფერი იცი და თუ ასე შეგტკივა გული შენ ურჩიე ვისთან ღირს კონტაქტი და ვისი შეყვარებულობა
_ლიზა პატარაა ჯერ და
_არც ისეთი პატარაა რომ ვერ ხვდებოდეს ვინ მოსწონს და ვინ არა_ჩხუბს ჰგავდა უკვე მათი დიალოგი ისეთი გაუხდა ტონი. არადა როგორ გეგმავდა ჩემ მშვიდ და ადამიანურ ნაწილს ვაჩვენებო
_მგონი შენ დაჩისაც ეჩხუბე და იმიტომ ხარ ახლა ასეთ ხასიათზე...არადა მატილდა ამბობდა დაჩის გარდა ვერავინ გაუძლებსო. თურმე დაჩიმაც ვერ გაგიძლო
_მატილდას და შენ ჩემ გარდა საჭორაო თემა არ გქონდათ ლონდონში?
_ძმებზე საუბრის დროს გაახსენდი თორემ ისე გავიდა დრო უშენოდ ,თავიდან დავიბადე ,ბორკილები მომხსნეს და თავისუფლად ვიფრენო მხოლოდ ამას აღნიშნავდა და ასეც იყო უშენოდ
_კარგია მაგ ძმების გარეშე ფრენის დროს რომელიმე ნარკოტიკის ლომკით ან ორსული რომ არ დაბრუნდით. შენ მაინც შეყვარებულების დაჯგუფება გეყოლებოდა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით მაღლები და შავთმიანები ცალკე,მაღლები და ქერები ცისფერი თვალებით ცალკე ,მაღლები,გამხდრები და ლურჯთვალა ქერები ცალკე, ჰერცოგები ცალკე,მდიდარი მაღალი,ქერა ჰერცოგები ცალკე_როგორ და როდის გაბრაზდა ასე, ეს ირონია საიდან მოიტანა და ასე როგორ ელაპარაკებოდა ამდენი ხნის უნახავს
_ ერთად როგორ გაგვიშვი ... არ შეგეშინდა აიყოლიებს მატილდასაცო?_ შენგელიამ ვერ შეამჩნია როგორ ტკენდა და უფრო ბრაზობდა სულერთი რომ იყო მისთვის
_თავისუფლებმა იქნებ უფრო იპოვონ საკუთარი თავი და სურვილები_თქო ვფიქრობდი. აშკარაა მართალი ვიყავი , გაზრდილები დაბრუნდით _უკან დაიხია,მაქსიმალურად თბილი ჰქონდა ხმა ბოლო წინადადების თქმისას,მაგრამ ინასთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. უკვე სდიოდა ჭრილობიდან სისხლი.
_შემოდი ... ახლავე ავიღებ და მოვალ _ ინა გავიდა იოანეს ბავშვი ისევ მხრებზე ჰყავდა შემომჯდარი აქეთ_იქით დაატარებდა და სანამ ცხენის ფუნქციას ასრულენდა პატარა მინდელისთვის მოულოდნელად იგრძნო როგორ ჩაეღვარა მთელ ზურგზე თბილი სითხე ,რომელიც მალევე გაცივდა _მოვედი ...რა ხდება ?
_არაფერი ... განსაკუთრებული. გაბრიელს პამპერსი არ უკეთია ხო ? _ ბავშვი ჩამოსვა ,ტიროდა ისევ საწოვარაც ჰქონდა,წყლის ბოთლიც და უკვე ახალი პრობლემა გაუჩნდა
_არ არსებობს ...
_არსებობს _ მისკენ ზურგით შებრუნდა და დასველებული მაისური აჩვენა
_გაბრიეელ ძვირფასოო...მამიდას გულო ასეც არ გვაბრაზებს მე და მატის ეს რომ დაემსახურებინა _ჩუმად უთხრა ბავშვს და ხელში აიყვანა _ გამომყევი ასე ვერ გახვალ შენ კოტეჯამდე ... ბავშვს გამოვუცვლი უცებ _ საწოლზე დასვა და სანამ უცვლიდა იქამდე მოეშორებინა იოს მაისური . წელს ზემოთ შიშველი რომ დაუხვა უცებ შებრუნდა თავისი კარადისკენ და დაკეცილი ლურჯი ზედა მიაწოდა
_გგონია შენი ტანსაცმელი მომერგება?
_ილოსია ,მისი მაცვია ხოლმე...
მოგერგება . სააბაზანო აქეთაა,სუფთა პირსახოცი გამომართვი _ თავისივე კარადიდაან მიაწოდა პირსახოციც და სააბაზანოსთან დატოვა. ეცინებოდა და თან ვერ იცინოდა . იოანე კი უკვე გიჟდებოდა ბრაზისგან ყველაფერი უბედურება რომ დაემართა
_უბრალოდ ეჩვევა პამპერსით სიარულს და ...
_მოდი აღარასდროს გავიხსენოთ ეს ამბავი და გაბრიელსაც არ გავახსენოთ _ ბავშვი ისევ აიყვანა და რამდენჯერმე აკოცა თავზე _ სწორად ჩაგაცვა მამიდა ინამ თუ აურია რამე
_მამიდამ იცის რასაც აკეთებს
_ნუ გეცინება ...
_ძალიან სასაცილო იყავი იმ წამს გააზრებული მომენტით როგორ მიედინებოდა ანდროს შარდი შენ ზურგზე _ითმინა და ბოლოს მაინც სუნთქვის შეკვრამდე იცინოდა_ქორწილში უნდა წამოვაძახო .... აი გაჯგიმული რომ იდგება ცოლის გვერდით და დიდი კაცი იქნება ,მაშინ
_ტყუის გაბო,ასეთი ბოროტი არაა ცოლთან შეგარცხვინოს...მე არ დაგასმენ და ვინ დაუჯერებს _ ბავშვს ეფერებოდა,ლოყებს უკოცნიდა
_არ ვიცოდი ბავშვები თუ გიყვარდა _ ჩუმად უთხრა რაღაც დროის შემდეგ და მზერა ძლივს მოაშორა
_მატილდას მონათხრობს მიღმა დამინახო სჯობს
_ვისთვის სჯობს ჩემთვის თუ შენთვის _ არ იყო ინა სულელი ბავშვი მითუმეტეს მაშინ თუ საქმე ბიჭებს ეხებოდა და იოანეს ერთი ზედმეტი სიტყვის დაჭერაც შეეძლო
_ორივესთვის _და იოანემ ისევ ისე გაზარდა მანძილი. მხოლოდ ბავშვს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა და ტირილის ნაცვლად უკან გზის გავლისას უკვე მისი კისკისი ისმოდა.

ილოსთან საერთო ენის გამონახვა არ იყო რთული იოანესთვის. ინას და მატილდას მეგობრობას და მთელი შენგელიების ოჯახს პატივს სცემდნენ მინდელები .
_მიდიხარ თუ რჩები ,იოანე გესმის ?თუ მიდიხარ შუაღამეს ნუ ივლი დედა ინერვიულებს _ მატილდა ჭამის დროსაც უსვამდა კითხვებს,ის კი ზედაც არ უყურებდა . თავატკიებული მათი ჭორაობით ცდილობდა როგორმე არ გაქცეულიყო
_ვრჩები ,ასე იოლად ვერ მომიშორებ _ ჩუმად უთხრა და ლოყაზე მოეფერა უმცროს დას
_ხვალ საღამოს ეზოში ბენდი დაუკრავს ... დამსვენებლების გარდაც გვეყოლება მსმენელი . ინამ ისეთი რეკლამა გააკეთა არ მოიწყენთ _ გოგონებისთვის თქვა ილომ
_ვინ იმღერებს?_დაინტერესდდნენ მაშინვე
_საბას მისწერა ქალბატონმა , ელექტრონული მუსიკის ჰანგებზე ავცეკვდებით
_იმედია არ გადამირევთ ცხოველებს _ილომ ჩაილაპარაკა ,ინას იდეებით აღფრთოვანებული ისიც არ იყო
_სოფელიც გახალისდება . მორჩი პრობლემებზე ფიქრს _ილოს მხარზე ჩამოსდო თავი და ბიჭმა თავზე აკოცა. ისეთი სევდიანი ეჩვენებოდა წამით , თითქოს ინას კი არა ვიღაც სხვა გოგოს ხედავდა . მატილდას ენერგიულობა მასთან ვერც მივიდოდა, არასდროს ჩერდებოდა,მაგრამ წარსული არ ჰქონდათ მინდელებს შენგელიებივით ფერადი და მხიარული.
_გამარჯობა... როგორ ხართ _ სესილიას გამოჩენამ ყველა მისკენ მიმართა. გოგონები წამოიშალნენ და ირგვლივ შემოეხვივნენ ორსულს. ისეთი ლამაზი იყო თვითონ და მისკენ მომზირალი ილოს თვალები ამაზე დიდ ბედნიერებაზე ვერ იოცნებებდა კაცი. ინა ისევ მის წინ იჯდა და კალთიდან დედისკენ გაქცეულ ბავშვს უყურებდა.
_რატომ არ გამაღვიძე ინა? მეგონა საღამოს ჩამოვიდოდნენ _ისეთი საყვარელი იყო, ვარდისფერი ლოყებით , ახალგაღვიძებული
_მეც არ ვიცოდი ზუსტად როდის მოვიდოდნენ და აღარ გაგაღვიძე . ისე ტკბილად გეძინა
_გოგოა თუ ბიჭი ?
_ბიჭია _ თვალებგაბრწყინებული მოეფერა მუცელს და მერე ილოს დაჭრილ ხორცის ნაჭერს დახედა _არ მინდა ... რაღაც სხვა მინდა
_ამას რომ ეუბნება ჩემ ძმას შეუძლია ცაში აფრინდეს არწივის დასაჭერად _ ინამ თითქოს დაქალებს გადაუჩურჩულა არადა მათი სიცილის ხმა ყველამ გაიგო
_უსაყვარლესიი ხაარ... იმდენად რომ მეც მომინდა
_კაცებიც მსგავსი ხასიათით რომ მოგწონდეს გეყოლებოდა ალბათ უკვე მატილდა _კბილებსშორის გამოსცრა წამსვე და თვალებანთებულმა გადახედა _ სჯობს ჯერ გემოვნება გაიმჯობესო
_შენ რომ გემოვნებაზე მეტყვი რამეს... ბიჭი კოპალიანს ხვდებოდი
_ჭორების დაჯერება და გავრცელება ჩემი დის ჰობია მხოლოდ თუ ,არ ვარ უნიკალური შეწირული_ ილოს მიმართა და პასუხად ოხვრა რომ მიიღო კიდევ ერთხელ მიხვდა თავისნაირს შეხვდა
_ერთ ბედ ქვეშა ვართ იო მე და შენ ამ შემთხვევაში
_აბა ჩვენ გვკითხეთ ?როგორია თქვენნაირი ძმების ყოლა. ყველაფერზე აკრძალვა და თვალების ბრიალი რომ გვაქვს . ჯმუხები და უჟმურები _მატილდა უფრო საკუთარ ძმას მიმართავდა . სესილიამ რომ დაიცვა ქმარი
_ილო არ არის უჟმური და კარგად დააკვირდი იოანესაც იქნებ ისიც არაა _ პატარა ბავშვივით მიეხუტა ქმარს და მის მუხლებზე მჯდომ ბავშვს თმაზე გადაუსვა ხელი _ დედი შენ არ უნდა დაიძინო ?
_ალა
_კი ჯერ ვერ ვასწავლეთ _ გაიცინა სესილიამ. ილოს მხარზე ედო თავი ისევ,ერთი მტევანი მის თითებსშორის დაემალა მეორეთი ბავშვს ეფერებოდა მამის მკერდზე მიყრდნობილს გოგონების ჭორაობის ფონზე რომ ეხუჭებოდა თვალები და ბოლოს მიეძინა კიდეც.

ინას სუნი უწვავდა ცხვირს. მისი ნაცვამი მაისური ეცვა , უკან დაბრუნება არც შეუთავაზებია ისე გაატარა მთელი დღე გოგონების ნაბიჯებს აყოლილმა.
საღამოს ეზოში მდგომ მაგიდებთან ისხდნენ ,მუსიკის ხმა ისმოდა. ერთ კუთხეში ცეცხლიც ენთო ,გრილოდა ტბის პირას. ეზოს განათებების ფონზე ხედავდა ცხენზე მჯდომ ინას და გული ეწურებოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა და ახლოდან ეგრძნო. გაუაზრებლად დაჯდა პირველივე ცხენზე ,უკან მიჰყვა ტყისკენ წასულ გოგოს და მალევე წამოეწია წვრილ ბილიკზე მიმავალს . ცხოველების ხმა ისმოდა შორიდან , ის კი მდელოზე მიაგელვებდა ულაყს იქამდე სანამ ორივე არ დაიღალნენ. თავი ცხენის ყელთან ჰქონდა ,ნახევდად გადაწოლილი ისვენებდა და თან ცხოველს ეფერებოდა
_უუნაგირო ცხენზე ზიხარ ...
_შენ გაუხედნავზე
_მემორჩილება და გაუხედნავი როგორაა... აგერია ალბათ
_დამსვენებლებისთვის არ ჰყავდა მანდ მყოფი ცხენები ილოს . დასრულებული არ აქვს გაწვრთნა
_თვითონ უვლის ყველაფერს?
_ჩვენთან დაიბადა რამდენიმე და იმიტომ. დანარჩენი უკვე გაწვრთნილი იყიდა . ისეთი მშვიდები, ტურისტებს რომ პრობლემა არ შეუქმნან _ თავი არ აუწევია ისე გადმოსწია ხელი და წითურ ფაშატს თითები შეახო თმაზე. მშვიდად იყო , იოანეს ეჭირა და გვერდით მდგომ ცხენსაც თავის ენაზე ფრუტუნით ელაპარაკებოდა
_მგონი ამათ მოსწონთ ერთმანეთი და იმიტომ არ გადმომაგდო ...
_ვიცი პროფესიონალი რომ ხარ და რაღაც ჯილდოებიც გაქვს . ყოველ წელს დოღში იღებ მონაწილეობას ,ტყე_ღრე დაწანწალებსო მატილდა ჩიოდა იაკოსთან ყოველთვის. რატომ მიმალავ ? _ ქვემოდან ამოხედა,უჩვეულოდ მშვიდი ხმა ჰქონდა ინას. დაღლილიც კი ეჩვენა
_რატომ არ ხარ გოგონებთან ერთად...დალიეს ,ცეკვავენ
_მეც დავლიე
_ტყუილი არ მითქვამს მე შენ კი ურცხვად მატყუებ
_იქნებ იმ დროს დავლიე შენ რომ არ მიყურებდი _ მზერა გაუსწორა და ღამის განათების ფონზეც კარგად დაინახა როგორ ჩაეცინა შენგელიამ
_ვერ მოასწრებდი იმ მცირე დროში
_რა ხდება იოანე ? გგონია მატილდაზე მართლა მაქვს გავლენა და თან ცუდი გავლენა ?
_შენ მატილდას არ იცნობ... მასზე გავლენას მთელი სამყარო ვერ მოახდენს . ვინმემ თუ მისი მანიპულირება შეძლო ის ვიღაც უეჭველად ცოლად შეირთავს ბოლოს
_მაშინ რა ხდება ?რას იკვლევ და რა ვერ გამოიკვლიე
_მიყვარს სამყაროს ყველა სილამაზის პოვნა და ტკბობა სანახაობით ...
_ამიტომ მოგზაურობ სულ ,მთელი საქართველო მოიარე ?
_ჯერ არა _ცხენი არ ისვენებდა. ტრიალებდა ,ჭიხვინებდა და უუნაგიროს აღვირის მოშორებაც უნდოდა ასე მოხერხებულად რომ ქაჩავდა თავისკენ შენგელია .
_უკან დავბრუნდეთ ... _ ცხენიდან რომ ჩამოქვეითდდა ერთადერთი მიზანი ჰქონდა ,იოანესაც მისთვის მიებაძა და საფრთხის ქვეშ აღარ ყოფილიყო
_გაუხედნავი ცხენი ოდესმე გაგიჭენებია ინა ? _ ისე მოულოდნელად გადაიხარა მკლავი წვრილ წელზე შამოხვია და წინ დაისვა გოგომ ხმა ვერ გააკონტროლა . უკვე ზურგიდან ეკვროდა შენგელია , შიშველ ყელზე ეფრქვეოდა ცხელი სუნთქვა _ესაა თავისუფლებაა,გეშინია,მაგრამ არ გაურბიხარ _ ერთი ხელი მუცელზე შემოხვია ,ინა ინსტიქტურად ჩაეჭიდა აღვირზე შემოხვეულ მის თითებს თითქოს მიეხმარებოდა სისხლადუღებული ფაშატის დამორჩილებაში
_ილო მოგკლავს თუ გადმოვვარდები... _სხვა ვერაფერი თქვა. ყველა ფიქრი გაეფანტა,ყველა დარდი მოშორდა
_ვიცი _ გაეცინა ,მაგრამ არ გაჩერებულა. ფერდებზე მიჰკრა ფეხები ცხენს და კიდევ უფრო ჩქარა გააჭენა. ინას თმების სურნელს გრძნობდა, სახეზე აყრიდა ქარი ურჩ ღერებს .
_დღეიდან შეგიძლია ამით ისეირნო...მოეფერე და გიცნობს , არაფერს დაგიშავებს _ შეანელა სვლა და განაგრძო საუბარი . ხელი აღარ ჰქონდა ინას სხეულზე შემოხვეული . ფაშატს ეფერებოდა ყელზე _ჭკვიანი გოგო ხარ, ყოჩაღი ,ლამაზი _ ინას ისე უვლიდა ჟრუანტელი თითქოს მასზე საუბრობდა . უცნაური იყო ეს შეგრძნება,ერთ კაცზე ფიქრები მეორესთან მყოფს რომ გაუქრა და ახლა მთლიანად მისკენ იყო მომართული
_ცუდად ვარ _ მოჭარბებულ ადრენალინს ვერ უმკლავდებოდა. თავი შეაბრუნა და მხარზე მიაბჯინა. სახით ეხებოდა ყელზე მერე კი იოანეს ორივე ხელს გრძნობდა სხეულზე
_კარგად ხარ ... ეგაა თავისუფლება,მძიმეა და თან მსუბუქი _ ტუჩები რომ შეახო ლოყაზე ინას გული სიმშვიდეს საერთოდ დაემშვიდობა
_გული...
_დამშვიდდება , მარტო არ ხარ _ მკერდზე მიიბჯინა მისი მტევანი . ინასთან ერთად ჩამოქვეითდდა. ხელში ჰყავდა გოგონა აყვანილი და ისე მიაბიჯებდა მისი საძინებლისკენ. ყველაფრით გადაღლილი აგონიაში იყო , შუაღამეს ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი უნათებდა. მთელ ოთახში მინდელის სუნი იდგა და მერე შენგელიასი შეერია,პატარა სივრცეში გაბატონდა
_არ წახვიდე _ მანძილის გაზრდის უფლება არ მისცა _ დავმშვიდდები და მერე
_აქ ვარ _ფეხსაცმელი ფრთხილად მოაშორა , პლედი დააფარა და იატაკზე დაჯდა . ინას თითები ეხებოდა თითებზე
_როდის გაივლის ? _რამდენიმე წამის შემდეგ ჰკითხამ სულ სხვა რამ აინტერესებდა მას და სულ სხვა ეგონა იოანეს
_არ გაივლის ... მოგინდება კიდევ განიცადო _ მაჯაზე აკოცა და წავიდა .
ინას ისევ უნდოდა განეცადა მსგავსი რამ? დავიწყება უნდოდა,მარტო ყოფნა და სხვა არაფერი ჰქონდა გეგმაში ახლა კი რა დაემართა,რა სჭირდა.

მეორე დღეს ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. ინაც დაუბრუნდა საწყის წერტილს, გოგონებთან ერთად იყო მთელი დღე. ხალხი მიდიოდა და მოდიოდა,მათ შორის სალომე ჭედია რომ შენიშნა თავის მეგობრებთან ერთად მაშინვე დაჩი გაახსენდა რატომღაც
_დაჩი არ მოვა ?_მატილდაც უერთდდებოდა მის ფიქრებს და გაჟღერდა კიდეც კითხვა
_თუ მოგენატრა მიწერე და მოვა
_იჩხუბეთ?
_არა
_მეგობრები აღარ ხართ?
_შენ ვინ ხარ დაჩისთვის ეგ გაარკვიო სჯობს
_იმედია ჩემ გამო არ გაუჭედე ბავშვს
_ბავშვი გგონია ისევ?
_ბავშვია და იმიტომ
_მე არ ვიყავი მის წლის ასაკში ბავშვი...იმდენს მთხოვდი და მავალებდი
_შენ მამაჩემი გზრდიდა და იმიტომ _ ჩუმად უთხრა და ზურგი აქცია . აურია სული შენგელიას. მაინც ვერ გაეგო რა აკავშირებდათ ამ ორს ან რა უნდა ექნა დაჩისთან დაკავშირებით. სანამ ეზოში შემოსული მისი მანქანა არ დალანდა შორიდან
_დაჩიიი ... აბა არ მოდისო ?მომატყუა იმ საზიზღარმა ბიჭმა ხომ? _ხედით ტკბებოდა მატილდა რომ მოეხვია _როგორ ხარ პატარავ? შენ კიდევ გაზრდილხარ _წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა ხელი და იქვე აკოცა
_როგორ ხარ მატილდა?
_შესანიშნავად ... ისე გადამღალეს ჩამოსვლის წამიდან აქ ნამდვილი სამოთხეა . ინა ისეთ რეკლამას აკეთებს ტიკტოკზე და ინსტაზე რომ გაივსება აქაურობა ჩვენ წასვლამდე. ხალხის ტევა აღარ არის _ხელი ჩაკიდა და თავის ბარგიანად გაიყოლა _ინაკოო მოდი ,ნახე ვინ მოვიდა
_დაჩიი,როგორ ხარ ?_გოგონამ გაუღიმა, მსუბუქად მოეხვია და მერე წარბებშეკრულ იოანეს გადახედა
_არ უთქვამთ შენ სასტუმროში თუ მოვდიოდი ...
_ჩემი არ არის ... ჩემი ძმის და რძლის სასტუმროა. მე დიზაინი მეკუთვნის . ყველა კოტეჯის ინტერიერი ,ყველა ყვავილი და კენჭი რაც გადაადგილდა ჩემი გემოვნების შედეგია
_ამიტომაც არის დისონანსური რაღაცები ამ სამოთხეში _იომ ჩაილაპარაკა მწარედ,მაგრამ მინდელმა კომენტარი არ გააკეთა
_ილოო , სად წახვედი ? მოდი სტუმარს დაეხმარე ...
_გამარჯობა _გამოჩნდა მთავარი მინდელი . ფოტოებიდან იცნო ბიჭი
_გაიცანი დაჩი ჩადუნელი ... ეს კი აქაურობის სული და გული ილო მინდელი
_სასიამოვნოა...წარმატებებს გისურვებთ
_ჩემთვისაც სასიამოვნოა. მიხარია ინას მეგობრების პირადად გაცნობა... გამომყევით. მარტო იქნებით თუ
_მარტო ,მაგრამ ერთი კიდევ მინდა დავჯავშნო. შაბათ _კვირას დედაჩემი და ტყუპები ჩამოვლენ ...
_დედათქვენისთვის შესაფერისი ოთახი რამდენად გვაქვს არ ვიცი ,მაგრამ
_დედა აქაურობის ხშირი სტუმარი იქნება დარწმუნებული ვარ

ხელოვნური ტბის ხედი ჰქონდა ფანჯრიდან დაჩის. სხვადასხვა ფერის იხვები დაცურავდნენ. რამდენიმე ფერადი ნავიც ჩანდა. გოგონები ისხდნენ ერთ_ერთში . დაკვირვებას არც აპირებდა იქამდე სანამ მათ შორის სალომე ჭედია დაინახა . მზისფერი სარაფანი ეცვა,თავზე ლამაზი ქუდი ეფარა,
რომელიც იმ წამს მოიშორა და ალისფერი თმის გასწორება დაიწყო . ხმამაღლა იცინოდა და ანათებდა ირგვლივ ყველაფერს
_დაჩიკო ამოლაგებას მერეც მოასწრებ ... წამო ცხენებით გავდივართ ტყეში . იცი რამხელა ტერიტორიაა? დრონით ნანახი ვიდეოებში რაც ჩანს ყველაფერი მინდა მოვიარო _დაუკითხავად შეჭრილ მატილდას ხმა რომ გაიგო მზერა მოაშორა ჭედიას
_წამოვალ ,ხო ახლავე
_ჩემ გოგოებს ხომ ასწავლი ცხენზე ჯდომას ? იოს ყველაფერი ეზარება
_მატილდა მე რა პედაგოგი ვარ ?ასწავლე თვითონ ან ასწავლიან აქაურები
_ოო ნუ ხარ უჟმური_წარბები შეკრა და ქვემოდან ახედა _რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ
_გეჩვენება
_არა ,არ მეჩვენება
_ორი წელია არ გვინახავს ერთმანეთი ნორმალურად
_მერე რა ... ეგრე ყოველ დღე იქამდეც არ ვხვდებოდით ,მაგრამ ხომ გიცნობ . არ მეტყვი რამ დაგასევდიანა ? _ქვემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა. უცებ შებრუნდა მისკენ, ხელები მხრებზე დაალაგა და სალომეც მიუახლოვდათ თავის მეგობრებთან ერთად
_არაფერია, გეჩვენება_მეთქი მატილდა _ იქამდე არასდროს გაუღიზიანებია გოგოს ქცევებს იმ წამს კი ვერ აიტანა მისი მოქმედება. წამით არ უნდოდა დაეშვა რომ მატილდას მის მიმართ გრძნობები ჰქონდა და იოანე მართალი იყო. მკლავზე ჩაკიდებული თითებიც კი უცებ მოაშორა და მერე მშვიდად მიესალმა სალომეს სამეგობროს ყველამ სათითაოდ რომ გადაკოცნა და თავად ჭედია დისტანციას ინარჩუნებდა იქამდე სანამ ინსტუქტურად არ მოხვია ხელი წელზე ,ახლოს მიიზიდა და ლოყაზე ნაზად აკოცა
_როგორ ხარ პეპი ?
_გმადლობ ,კარგად დაჩი ... არ მეგონა ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდაც თუ გიხილავდი სადმე _ ჭორფლები გაუმრავლდა სახეზე თითქოს ისე გაუწითლდა ღაწვები და მზერა მატილდაზე გადაიტანა _იოც არის?
_ცხენებს ვერ მოვაშორე ... თქვენც დღეს მოხვედით?
_არა ,ორი დღეა აქ ვართ
_კახეთის ტური გვაქვს დაგეგმილი ... გავდივართ და მერე ვბრუნდებით _ ერთ_ერთმა მეგობარმა გააცნო გეგმა
_რა კარგი იდეაა ... ჩვენც ხომ არ დავიგეგმოთ დაჩიკო ?
_არ ვიცი ,მე მოგზაურობისთვის არ წამოვსულვარ. სიმშვიდე მინდოდა. იოანე წაგიყვანს ყველგან სადაც ეტყვი
_იოანეს ჯაჯღანის ნერვი რომ არ მაქვს იმიტომ გეუბნები შენ
_ნუ დავაყოვნებთ გოგონებს ... _სალომეს გააყოლა მზერა ,რომელიც დამშვიდობების გარეშე გაეცალა .

თავისუფალი ცხენი აირჩია და ისე შემოჯდა გოგონებისთვის გაკვეთილის ჩატარება აზრადაც არ გაუვლია. იოანე უნდა ენახა ,შემოერიგებინა გაბრაზებული მეგობარი და შემდეგ ეპოვნა საკუთარი სიმშვიდე ყველასგან შორს მყოფს.

_საბოლოოდ მაინც გადაწყვიტე მეგობრობანას თამაშის გაგრძელება ჩემთან თუ აქ რა გინდა
_ვიფიქრე დავჭირდები ინასთან_თქო თანაც მისი ძმის ტერიტორიაზე , ჩემნაირი მეგობარი უკვე ერთი დიდი პლიუსია _ დაეწია და გაბრაზებულს გადახედა_ზედმეტი მომივიდა ,ბოლო დროს არ ვარ კარგად და ხომ იცი ასეთი ბევრია
_ჩემთვის არ უნდა გეთქვა ...
_არ მაპატიებ?
_ბავშვი ხარ_თქო გეუბნები და ბრაზდები
_და რაც შეეხება მატილდას...
_ იმას უფრო მოსწონხარ ვიდრე შენ
_მე არ მომწონს როგორც ქალი ,მე უბრალოდ მასთან შემეძლო ყოფნა მშვიდად და ახლა რაღაც სჭირს აშკარად
_მოენატრე_თქო გითხარი ... ლონდონში ვის იპოვნიდა შენნაირს
_ინასთან რას აპირებ ... წასვლას ისიც არ აპირებს ალბათ ხომ? კურსებზე არ იყო ?
_არ მიდის,მაგრამ მახარა ჩემმა დამ ვიღაც ჰყავსო
_სერიოზულიაო?
_ალბათ
_შენ დაელაპარაკე და მერე გაერკვევით ვინ უფრო სერიოზულია
_სათადარიგო ვიყო?არ მიცნობ ?
_ლამაზია, კომუნიკაბელური და ფლირტიც უყვარს ... ვიღაც სულ ეყოლება და სულ ჰყავდა. არ იცოდე თითქოს
_რა მშვიდად ამბობ
_უკაცრავად ისეთი გოგო თუ გინდა მხოლოდ შენთან რომ ექნება მიმოწერაც ვინმე სხვა გჭირდება ...
_ყოფილებთან შეჭიდებასთან ერთად მიმდინარეებსაც უნდა შევეჯიბრო ... მის ძმასთან და მამასთან დალაპრაკება უფრო მარტივი იქნება ვიდრე ეგ ამბავი
_სად არის თვითონ
_ვენახებისკენ წავიდაო ილიამ ... მეც იქეთ მივდივარ . შენ რას იზამ
_ხელს არ შეგიშლით
_სალომეს სამეგობროც აქ ყოფილა
_ვიცი
_ხუთიდან სამს შენ მოსწონხარ ... აქაც კი არ გიწერია სიმშვიდე
_ჩამოვა ხვალ დიკო და დაიფანტებიან ყველანი სადედამთილოს შიშით
_ან პირიქით,თავის მოწონებას ეცდებიან
_სასაცილოც აღარ არის უკვე და გეყოფა... ინას მიხედე სჯობს _ ცხენს მიმართულება შეუცვალა და სწრაფად გაიჭრა მინდორში. მონატრებული ჰქონდა ეს შეგრძნება,ადრენალინის განცდა ბუნებასთან სიახლოვე და ტკბობა სანახაობით.
.........
ვახშმის დროს რესტორნის დარბაზში იყვნენ ყველანი შეკრებილები . ფერადი იყო სივრცე და აქაც შეიმჩნეოდა ინას სიამაყით სავსე თვალები.ყელმოღერებული დადიოდა ,საკუთარი შემოქმედების ნაყოფით ტკბებოდა. მზარეულიც კომპლიმენტებით აავსეს .
_გაიცანი ჩემი უსაყვარლესი ძმის ულამაზესი ნახევარი ,გულისსწორი და ცხოვრების მამოძრავებელი სეს'ილია _ დაჩის გააცნო გოგონა რომელიც დანახვის წამსვე ავრცელებდა სილამაზესა და სიმშვიდეს
_იმედი მაქვს კარგად დაისვენებთ _ეზოში ძაღლთან ერთად დარბოდა პატარა ოქროსფერთმიანი ბიჭი
_ლედიი ... გაბოო _იქვე მინის კედლიდან გამოხედა ორივემ . ძაღლი დაჯდა და უყურებდა პატარა როგორ მივიდა მშობლებთან. ინამ გულში ჩაიკრა მონატრებული და იოანეს მზერაც სრულად გადავიდა ბავშვით ხელში მჯდომ სულ სხვანაირად გაბრწყინებულ გოგონაზე
_თვალი მაინც დაახამხამე თორემ დაგწვა ილიამ _ ჩუმად უთხრა დაჩიმ ,მაგრამ რყევა არ ჰქონია
_ულამაზესი არ არის?
_არის კი და შენი ხისთავიანი ბაბულიკობა გადადე გვერდზე
_მე არ ვიქნები მაშინ და ეგ თამაში არ გამოდის წმინდანო?
_რას ჭორაობთ თქვენ მანდ...მგონი სანამ არ ვიყავი ერთმანეთი შეგიყვარდათ. არ გინდათ ქამინგაუთი გქონდეთ ბოლოს და ბოლოს? _ მატილდამ გადმოხსდა და გაცოფებულ ძმას მოერიდა ინასთან მიხუტებით
_გოგო სანამ უკან დაგაბრუნე სისულელეების ბოდვას მორჩი
_ინაკო მიშველე თორემ მომკლავს ეს მე ამ ღამით... არადა რა ვუთხარი ისეთი . დაჩიზე ლამაზს და გამგებს სად იპოვის
_დაჩი არ მემეტება იოანეს მსგავსი კაცისთვის ... ძალიან ეგოისტი და ეჭვიანი ჩანს,ბიჭს გაურთულებს დალაგებულ ცხოვრებას _ ინა ისე მშვიდად აყვა და მიანიშნა თან დაჩიმ ღიმილი ვერ შეიკავა
_სულ ტყუილად გგონია ძვირფასო ინა ,შენ არ იცი იო როგორი ერთგული და უპრეტენზიოა ,სიყვარულს ითხოვს მხოლოდ და მეტს არაფერს დანარჩენ ყველაფერს მთელი თავდადებით გთავაზობს ...ადამიანს _ ბოლოს დააყოლა. იოანე ამ დროს ღვინოზე გადართული ცდილობდა თავი შეეკავებინა ინას პასუხმა ლამის დაახრჩო
_სიყვარულს შენ არ დააკლებ და აბა ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ,გვრიტებო _ თვალი ჩაუკრა დაჩის და მერე იოანეს გაუსწორა მზერა _ არადა მეგონა ბუნებით დომინანტი იყავი ,აი რას ნიშნავს სიყვარული დაჩის უთმობ პოზიციებს ხოლმე არა?
_გოგო შენ _ტონი ძლივს დაიმორჩილა აგიჟებდა მისი თამაში
_არ ვიცი როგორ მივიყვანე დიალოგი აქამდე , ხუმრობა გვერდით იყოს და ჩემ ძმას გაუმარჯოს თავისი ყველა ქალით და ლავ სთორით ... მოდი და_ძმობის სიყვარული დავლოცოთ დანარჩენი მეორეხარისხოვანია
_ეგ შენთვის თორემ ილიას და სესილიას სიყვარული ისეთია მე არც შევადარებ ...
_მატის ეჭვიანობა ძმაზეც ვრცელდება
_მე ეჭვიანი არ ვიყავი,პირიქით ხელს ვუწყობდი ამათ ერთად ყოფნას ჩემი ძმა იმდენად შენელებული იყო და ისე გვაწამებდა ორივეს _ორსულ სესილიას ლოყაზე აკოცა და მუცელზე მოეფერა _ გული გულს რომ იპოვის დანაშაულია შორს ყოფნა ... ჩვენ ცხოვრებას ბოლოს მაინც სიყვარული ატრიალებს _ბავშვს ხელებს უკოცნიდა, თვითონ აჭმევდა და მერე ყველანი გარინდულები უსმენდნენ როიალთან მჯდომ ილიას. სულის მარწუხებისგან გათავისუფლებულმა მასში მუსიკის ნიჭმა რომ გამოავლინა თავი და სესილიამ საკრავებით აუვსო ერთი ოთახი დაკვრაც დაიწყო. იშვიათად სხვებისთვის,ხშირად სესილიასთვის და ბავშვებისთვის იმ დღეს კი ოჯახის დიდი ნაწილი ჰყავდა გვერდით .
_ეცეკვე _ ჩუმად უთხრა ,მაგრამ იოანე არ გატოკებულა
_რა ცეკვა ... არ იცი როგორი მოუხერხებელი ვარ ?
_აბა უყურე შორიდან როგორ აგახევენ ქალს _ ინასთან ვიღაც უცნობი მივიდა ,გოგონა აშკარად იცნობდა. ჯერ მიესალმა, მოეხვია ,ესაუბრა გაღიმებულმა და მერე მოცეკვავეებს შორის მასთან ერთად აღმოჩნდა. მატილდაც ცეკვავდა, მაგრამ მხოლოდ ღიმილით შეხვდა ,სალომე რომ ვიღაცის მკერდს მიყრდნობილი დაინახა გულში ცხელი ლავა ჩაეღვარა. ჯერ ღვინით სავსე ჭიქა დაცალა ,არადა იქამდე მხოლოდ რამდენიმე ყლუპის დალევას გეგმავდა შემდეგ კი დაუფიქრებლად დაფარა მანძილი ჭედიამდე. მის წვრილ წელს მოაშორა უცნობის თითები და თავად შემოხვია მკლავი
_სალომე
_დაჩი ?
_საქმე მაქვს ... სერიოზულია
_ვერ დაიცდის ძმა? ვცეკვავთ ხომ ხედავ
_შენი სახელი ?საშინლად ნაცნობი სახე გაქვს და ვერ გაგიხსენე_ გოგო ზურგით მკერდზე აიკრო ,მეორე ხელი თეძოზე მიადო და ფრთხილად მოუჭირა
_შაკო ნადარაიას ძმა ვარ , აკა
_ნადარაიას? სალიოს მამიდაშვილის შაკოს ძმა _ ჩაეცინა და სალომემ ქვემოდან რომ ამოხედა არ შეიმჩნია სიხარული
_ჩემი მამიდაშვილია , გაიცანი დაჩი ჩადუნელი _გრძნობდა როგორ თრთოდა მთელი სხეულით სიახლოვისა და განცდილი უხერხულობის გამო დაჩი კი ეგოისტურად არ შორდებოდა
_ვიცი ვინც არის ... ყველამ იცის . მხოლოდ ის არ ვიცი ახლა რა ხდება აქ
_კლასელები ვართ ... სალიო და მე რამდენი წელია ვიცნობთ ? რომელ კლასში გადმოდი ჩვენთან?
_პირველი კლასიდან ერთად ვართ ,დაჩი
_ხოო? _ისე გაიკვირვა არ იცოდა თითქოს
_დიახ. რისი თქმა გინდოდა ?
_მაინტერესებდა ... შენი მეგობარი ლიკა რომელ კურსზეა ?
_პირველი დახურა
_დედამისი ლექტორია ხო?თუ მეშლება ... _რას ბოდავდა თავადაც არ იცოდა გოგოს კი ფერები გადასდიოდა სახეზე
_კი ,ლექტორია ... შეგიძლია თავად მისწერო
_არა იყოს,ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტი მიმოწერები ... გმადლობ ინფორმაციისთვის _ ლოყაზე ურცხვად აკოცა ,ხელი გაუშვა და ბიჭათან მარტო დატოვა .
ასე მოქცევა როდის დაიწყო,რა სჭირდა ,ეს რა თავშეუკავებლობა იყო . საკუთარ თავს ვერ ცნობდა.

_არ მჯერა _ ეზოში გასულს მატილტა გაჰყვა უკან და მოულოდნელად გადაუჭრა გზა
_მოჩვენებად გადაიქეცი მატილდა? რა არ გჯერა?
_სალომე მოგწონს?
_ხან შენ მომწონხარ ხანაც სალომე ხანაც თეკლა ხანაც ელენე ... რას მოიგონებთ ხოლმე შენ და შენი ძმა . აუცილებელია ვინმეს სიყვარულს ვიბრალებდე?
_მე რა შუაში ვარ შვილი ... ეგ ვინ გითხრა ,ენას ამოვაცლი
_შენი შვილი არ ვარ და ხომ იცი რომ მომენდომებინა თავსაც მოგანდომებდი ... _ მისკენ დაიხარა და ჩუმად უთხრა
_მომანდომებდი კი შეიძლება,მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთმანეთის ადამიანები და ამის მიხვედრისთვის არცერთს გვაკლია გონება ... სალომე ,ის ალქაჯი რა შუაშია შენთან _მეთქი წავედი და შეიყავრე?
_რატომ ებრძვი არ გინდა მითხრა?იოანემ აშკარად არ იცის
_ მაგან რა იცის საერთოდ
_მითხარი
_ჯერ მითხარი რა ხდება თქვენს შორის
_შორის არაფერი ,ჩვენ თავს და ჩვენ ზემოთ შეიძლება რაღაც წყდებოდეს კიდეც ... არ ვიცი
_წლების წინ მე რომ თორნიკე მიყვარდა ის მასთან დარბოდა ყვავილებით და მანქანას დააქროლებდა ყველგან სადაც სალომე იყო
_ვინ თორნიკე მატილდა...თორნიკე ილდანი? ახლა რომ ციხეშია ,უბანს უყურებდა 16 წლიდან მგონი ... ეგ თორნიკე მოგწონდა გოგო? თან სალომეს გადაეკიდე მაგის გამო? სალომესთან როდის ქონდა მაგას კვეთა _ ბოლომდე არავისთან აღიარებდა როგორ ყველაფერი იცოფა ჭედიაზე და ახლაც იმაზე მეტ კითხვას სვამდა ვიდრე სჭირდებოდა
_იმ ზაფხულს შენ რომ საბერძნეთში ბრძანდებოდი ოჯახთან ერთად გადაცხოვრებული და მერეც . ჭურში გეძინა შვილო?
_ვერ ვიჯერებ ... ასეთი გემოვნება გქონია და ხალხს ჰგონია მე მოგწონვარ. ჩემით როგორ დაინტერესდდებით,მე ხომ არავის საქმეში ვერევი და ქურდობასაც არ მივიღებ მამაჩემისგან მემკვიდრეობით
_მემკვიდრეობით არ გადადის და ვიღაცა კარმანშიკი კი არ არის
_ოჰ ჩვენ ბოდიში ... დღემდე გიყვარს?იოანემ იცის?
_მე შენ საიდუმლი გითხარი და შენ იმედია ის კაცი არ ხარ რომ გამყიდო
_ისევ გიყვარს მატილდა?
_არა ...მაშინაც არ მიყვარდა. უბრალოდ ,ბავშვური გატაცება იყო...
_გამოდის სალომესთანაც არაფერი გაქვს გასაყოფი. სალომეს მსგავსი კაცები არ იზიდავდა
_შენ იზიდავდი სამაგიეროდ ...ეგ და მაგის წითელი თმების ნათება რომ არა დღეს შეიძლება ჩვენი ბავშვის ნათლია ყოფილიყავი
_ვინ ,მეე?
_დიახ,შენ ...
_ მე რა სანათლიო კაცი ვარ
_შენ ხარ აბა სხვა ვინ... შენზე მართალი და სუფთა სულის მე სხვა კაცი არ ვიცი . მე კი უამრავი ადამიანი მინახავს
_შენ ძმას უთხარი ეგ და დააჯერე რომ ერთმანეთი არ მოგვწონს...თორემ ერთხელაც ისე ვიჩხუბებთ სამუდამოდ დავივიწყებ ჩვენ მეგობრობას
_ეგ არ მოხდება...თქვენი ძმაკაცობის ამბავი ცაშია გადაწყვეტილი
_ეგეც მანდ იწერება?
_ხო და იმ სტაფილოსთან არ დაგაკავშირებდა ვიცი
_სტაფილოს სალომეს ეძახი?
_სხვას ვის ...
_მეტჯერ არ დაუძახო ,მეწყინება
_სერიოზულად?
_ხო
_აი რამ მოგაწონა ... წითელია ,ჭორფლიანი,ისეთი თეთრია ,ისეთი თეთრია...ეს თმაც არც ოქროსფერია არც აგურისფერი...ისეთი წითელია გეგონება შეღებილი აქვს
_მატილდა ,გაწონასწორებულ ქალად გიცნობენ . რა ქცევაა ახლა ეს?
_მინდა თვალები აგიხილო
_გარეგნობას არ უნდა შეეხო მაშინ , გამორჩეულად ლამაზია ... დახატვა რომ მოგინდება ისეთი
_იმედია მისი ნახატებით არ გაქვს სავსე სახლი
_არა და მიკვირს აქამდე როგორ არ გამიჩნდა იდეა ...
_გცეემ
_მატილდა , ნუ დამღლი
_აუტანელი ხარ
_ასევე _ხელი მოხვია მხარზე და ჩახუტებულს თავზე აკოცა _ ნუ აბრაზებ იოს ,უსაშველოდ ყავხარ მონატრებული და გაგიჟებამდე ნერვიულობდა შენზე

შორიდან უყურებდათ სალომე ჭედია და სული ეხუთებოდა მათ შემყურეს.
დღე არ ახსოვდა როცა დაჩი ჩადუნელზე არ ფიქრობდა და გონებიდან მის წაშლას არ გეგმავდა. ჯერ ერთ ბაღში იყვნენ,შემდეგ ერთ კლასში და ბოლოს უნივერსიტეშიც . კიდევ კარგი ერთ ფაკულტეტზე არ სწავლობდნენ,მაგრამ მასზე ამბები და თავად მისი სახეც ყველგან იყო ,ვერ შორდებოდა.
.............
...........
დიანა ჩადუნელი ოქროს კოვზით დაბადებული ბავშვი იყო ,წარმატებული ოჯახის შვილი შემდეგ ცოლი გახდა კაცის ,რომელსაც იცნობდა მთელი ქვეყანა ,მაგრამ არასდროს ჰქონია ხალხთან კომუნიკაციის კომპლექსი. დაცვის აყვანაზეც არასდროს უფიქრია,მძღოლიც არ ემსახურებოდა თუ გიორგისთან ერთად არ მგზავრობდა და ერთ ჩვეულებრივ ახლადგახსნილ საოჯახო სასტუმროში დარჩენაც ეკომფორტულებოდა.
_დიკო გაიცანი აქაური სამოთხის მფლობელები და შემოქმედები ილია და სესილია მინდელები
_სასიამოვნოა ... წამოსვლამდე ფოტოები გადმომიგზავნა დაჩიმ ,მაგრამ ნანახმა გადააჭარბა. წარმატებებს გისურვებთ _ გრძნობდა ადამიანებს და განსაკუთრებით დადებითად განეწყო წყვილის მიმართ_ბავშვები უკვე გაიქცნენ
_ძიძა არ წამოიყვანე? ცალკეც დავჯავშნე
_ ვაპირებდი ,მაგრამ გადავწყვიტე მთელი დრო მათთვის დამეთმო ისედაც სულ რაღაც ორი დღით ვართ... სანი ფრთხილად დე ,ხელი ჩაკიდე კესანეს
_ცხენებიაა ნახეეე ... დეეე ის ჭრელიაა _ აღფრთოვანებული იშვერდა პატარა ხელებს
_ხო დე ... აქ ბევრი ცხოველია
_დაისვენე თუ გინდა,მგზავრობამ არ გადაგღალა ? მარტო ჩამოხვედი თან ამ ენერგო ვამპირებთან ერთად
_კარგად გავერთეთ ,ვმღეროდით მთელი გზა
_პონიც ყავთ და დავსვათ ... ცხენზე მეშინია
_პონის დასჯერდება სანი ? ნახე მაინცადამაინც ულაყისკენ მიიწევს
_სულ მიკვირს იმ იდიოტის შვილები როგორ არიან...
_დაჩი !
_იმდენი ნაცნობია სიმშვიდე მაინც არ არის ,მაგრამ შენ და ბავშვები რომ ხართ მიხარია
_მაინც ვინ არის ... მატილდამ აგაფორიაქა თუ სალომემ _ეშმაკურად უღიმოდა დინა ჩადუნელი
_მე არ მითქვამს რომ აქ იყო
_დავსტალკე ... შენი კლასელები რომ მყავს დაფოლოვებული არ იცი?
_ვერ გავითვალისწინე ოცდამეერთე საუკუნის მიღწევები _თვალები აატრიალა და კესანეს ყვავილები ჩაუმაგრა თმაში _ როგორიი ლამაზიააა _ მისი ტონალობით თქვა და გაიცინა გოგონას კისკისზე _ჩემო სილამაზევ _შავ თმებზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა
_ჩემო დაჩიკოო დამსვი თეთრ ცხენზეე
_შენი დაჩიკო თეთრ ცხენზე ამხედრებული თავის პრინცესასთან უნდა მივიდეს
_და მოიტაცოს?
_თუ ძალიან გაჯიუტდდება ,მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ციხე_კოშკსაც ვაჩუქებ _ დინას არ ეწინააღმდეგებოდა, იცოდა უფრო მეტს გააწვალებდა და მეტს ეხუმრებოდა ამ თემაზე .


საღამოს რესტორანში ჩადუნელები ერთ მაგიდასთან ისხდნენ. აღფრთოვანებულები აგემოვნებდნენ კერძებს პატარები და დინაც ბედნიერი იყო მათი მადის გამო
_გეფიცები აქ გადმოვცხოვრდები თქვენ თუ ასე გემრიელად შეჭამთ სულ _თავდახრილი ჭრიდა ხორცის ნაჭერს ილიას ხმა რომ გაიგო
_მოვიდა და ცუდი არაფერი უთხრა...მარტა გაგიჟდება. სიურპრიზი მაქვს და ისიც აქ მინდა იყოსო _ ინას ელაპარაკებოდა აშკარად
_უნდა გავუძლო როგორ გამჭორავს ყველა ... ისევ ხომ არ წავიდე ლონდონში . არავინ იცოდა მამაჩემი ციხიდან ახალგამოსული რომ იყო და ვერცერთ თაყვანისმცემელს მიფრთხობდა
_ოხ მე შენი თაყვანისმცემლები ... _კბილებსშორის გამოსცრა და სესილია რომ გაუნაწყენდა გაჩუმდა. ჯერ თვით მარიამ მინდელი გამოჩნდა მეუღლესთან ერთად. ოჯახი ერთად შეიკრიბა. ფანჯრიდან უყურებდა მათ ერთობას სანამ ნაცნობი მინდელი არ დაინახა და მზერა არ დაებინდა
_სოსოც მოვიდა ... მეგონა არ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა
_ინას მამაა? _ძლივს თქვა ორი სიტყვა და საკუთარი უმოქმედობა ინანა. ყველა წუთს როცა მასზე ეფიქრებოდა უნდოდა გამოეძიებია მასზე ყველაფერი და ზედმეტი ინტერესის გამოჩენას ერიდებოდა ყველა ჯერზე . საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა მიზიდულობას რომელიც უკვე აკავშირებდა იესესთან
_ხო ,არ იცოდი?
_არა ... არ გამირკვევია ვინ იყო
_მასთან ვალში ვართ _დაჩის ხმა ესმოდა და ხედავდა მინდელის ემოციებს მარტას რომ უსმენდა და მერე თვალებამღვრეული გულში იკრავდა ქალს,პატარა დას . სიტყვებს ვერ იგებდა, არ იცოდა რა ხდებოდა,მაგრამ გრძნობდა სიხარულისგან იყო სავსე და ვერ იტევდა ემოციებს . თავზე კოცნიდა,ხელებს უკოცნიდა და მერე აკაკისაც მოეხვია . რთული მისახვედრი არ იყო ,მარტას წინ რომ ჩაიმუხლა და მუცელზე მიადო თავი რა სიახლე აცნობეს ოჯახისწევრებმა.
_ყველამ იცოდით? _ შვილებს გადახედა და ისევ აკოცა მარტას
_შენ ჩემადე არ მოხვედი და ტელეფონით არ მინდოდა მეთქვა თან იმ საუკუნისწინანდელი მობილურით
_ყველაფერი ხომ რიგზე აქვს აკაკი? საშიში ხომ არ არის ისევ ...
_ყველაფერი რიგზე მაქვს და უარესად არ შემიშინო ქმარი. ძლივს დავითანხმე ისედაც ბავშვზე
_ნუ აჭარბებ... უბრალოდ დრო იყო საჭირო და შენ ჯანმრთელობაზე წინ არაფერი დგას
_როგორ არ დგას... ჩვენი შვილია და ორივეს გაფრთხილებთ
_არ შემშალო ,არაფერი მითხრა ანდერძს რომ ჰგავდეს. შენ უნდა დამიტირო , შენ გარდა მაინც არავის ცრემლი გამყვება
_გიტირებ არ იდარდო შენ ... დედას გვერდით ხომ არ დაგაწვინო . აქვეა მაინც _არ დაინანა ქალიშვილმა მწარე სიტყვები
_ინა !
_ადროვეთ, ბრაზობს მას შემდეგ რაც დავუფრთხე გამოს.რებული თაყვანისმცემლები
_კი არ დააფრთხე შინაბერად მტოვებთ შენ და შენი შვილი
_მე თუ ღირსეულ ბიჭზე გავჭედო ,ერთი სიტყვა თუ ვუთხრა ზედმეტად შენ სიცოცხლეს გეფიცები. უბრალოდ დავინახო უყვარხარ და გიყვარს _ხელი ვერ შეახო , ისე დაიხარა და თავზე აკოცა _ არ იყო კარგი ბიჭი ,არ უყვარდი და არც შენ გიყვარდა თორემ ჩემი არ შეეშინდებოდა
_უბრალოდ უნდა რომ გიბრაზდებოდეს თორემ დრომ აჩვენა ,არ არსებობს მის ცხოვრებაში ბიჭი ,ჩემ გარდა, რომელსაც ვერ დათმობს და რომელიც სულერთი არ არის _ ილომ პატარა საიდუმლო გაუმხილა მამას და ცოლის თითების ჩუმი ფერება განაგრძო
_მომწონს ერთი , მასაც მოვწონვარ და დამიმტკიცე რომ არ ჩაერევი _მაინცადამაინც იმ დროს გამოჩნდა იოანე ,დაგვიანებული რომ უერთდდებოდა მეგობრებს . შენობამდე მისულიც არ იყო , ინამ რომ დაუძახა და მისკენ დაიძრა
_ნუ სულელობ ... არავინ მოგწონს
_მიყვარს ,მისი ცოლი უნდა გავხდე
_არ ქნა ... არ გინდა _მარტას ჩურჩული არ ესმოდა ,იოანემდე მივიდა ხელი ჩაკიდა და მოეხვია
_იოო _ ყელში აკოცა , თითები თმაში შეუცურა და კიდევ აკოცა _ არაფერი თქვა საწინააღმდეგო ,გთხოვ
_ინა ! _უფროსი მინდელის ხმა ქუხილივით გაისმა . გონებაარეულმა იოანემ წამსვე გაზარდა მანძილი,ხელი ჩაკიდა ფრთხილად გოგოს და კაცისკენ ისე შებრუნდა ნახევრად დაფარა ქალის სხეული
_საღამომშვიდობის ... არ ვიცოდი აქ თუ იყავით . ინას ხასიათი ხომ იცით, როგორი ემოციურია
_საქმეც იმაშია რომ არ იცის ... არაფერი იცის . როგორც კი გამოვიდა ციხიდან მაშინვე გაგვექცა იმის ნაცვლად რომ ჩვენთვის დაკარგული წლები აენაზღაურებინა. გავეცანით,ბოლოს და ბოლოს სიკვდილსგადარჩენილ მარტასთან გაეტარებინა დრო, რომელიც ამდენი სტრესის გამო გახდა ალბათ ავად . ახლა თავს უფლებას აძლევს და მხოლოდ მაშინ ჩნდება მე რომ პაემანზე მივდივარ
_პაემანზე ? პაემანზე როდის იყავი ინა ... ვისთან ერთად _იმდენად ბუნებრივად დაეტყო გაბრაზება გოგომ პასუხი ვერ იპოვა
_პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგულისხმია ...
_ხელი გაუშვი შვილო ვიცი ახლა რასაც თამაშობს ... ვიცნობ მე მამაშენს. ვიცი ვინც ხარ და მის გამო ამ სპექტაკლში მონაწილეობისთვის
_რა სპექტაკლი...არ შეიძლება ნამდვილად მიყვარდეს და ვუყვარდე? _ინამ მეორე ხელიც იმ ხელზე მოხვია იქამდე რომ ჩაბღაუჭებული ჰყავდა ბიჭს და ჩაეხუტა მერე კი მართლა დაკარგა წონასწორობა.
_როგორც გითხარით არ ვიცოდი აქ თუ ჩამოხვიდოდით... მოგვიანებით პირადად ვაპირებდი თქვენ ნახვას
_რისთვის
_რომ მეთქვა ჩემი გრძნობების შესახებ , რაც ინას მიმართ მაქვს...დარწმუნებული ვარ მარტო რომ ვყოფილიყავი მომხვდებოდა კიდეც ,მაგრამ უკან დახევას იქამდე არ ვაპირებ სანამ ინას ჩემზე მეტად არ შეუყვარდება ვინმე სხვა და არ გამოჩნდება ადამიანი ვინც უფრო გააბედნიერებს ვიდრე მე ეს შემიძლია
_რა საერთო გაქვთ საერთოდ...რა სიყვარულზე და არ დათმობაზე მელაპარაკები. სად ინა და სად შენ იოანე . თამაშია სიყვარული და ქალის გაბედნიერებაზე საუბარი?
_ერთ სკოლაში დავდიოდით წლების წინ ... მაშინ ინა ძალიან პატარა იყო და რა თქმა უნდა ახლოს არ მივსულვარ , შორიდან ვუყურებდი მის ნაბიჯებს. მერე გადავედი და ბოლოს მატილდას დამსახურებით დაბრუნდა ჩემ ცხოვრებაში. ჩემმა დამ თავისი ნაქები ჭკვიანი ,ნიჭიერი პატარა მეგობარი რომ გაგვაცნო და მასში ის , ჩემი გულისაჩქარების მიზეზი დავინახე მას მერე ვიცი , რომ უბრალოდ მისი სილამაზით არ ვარ გატაცებული ... ვერ ვისაუბრებ მის გრძნობებზე , ჯერ ძალიან ადრეა _ინა ისე უჭერდა ფრჩხილების კვალი დაუტოვა მთელ მკლავზე ის კი საუბარს აგრძელებდა და უკვე გრძნობდა გოგოს აჩქარებულ გულისცემას
_ახლა რას შვები უფლებას მთხოვ შეხვედრის ... მისი შეყვარებულობის თუ რა
_უფლებას არ ვითხოვ, უფლებები მხოლოდ მისგან მჭირდება ... თქვენ ინფორმაციას გაწოდებთ ,როგორც კაცს, რომელსაც ინას ცხოვრება აღელვებს
_ინა შენ გიყვარს ეს ბიჭი თუ ამასთანაც ცდები უნდა ჩაატარო
_მე რა ცდები...
_როგორც იცი ხოლმე,რომ გადაგყავს ჭკუიდან ყველა იმის მოლოდინში როდის და რა გზით გაპათოლოგდება ,წინასწარ რომ იშორებ თავიდან ჩემნაირ პოტენციურ მკვლელს _მშვიდად უთხრა და მზერა არ მოურიდებია შვილის ამღვრეული თვალებისთვის
_რა სისულელეა...რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. შენ რა შუაში ხარ ჩემ ურთიერთობებთან ,სწორედ ამას ვამბობ რომ არ გაქვს უფლება ჩაერიო
_ინა , შეგეცოდოს უყვარხარ ამ ბიჭს და შენთვის თუ სულერთია ნუ დაიწყებ თამაშს
_შენთვის ხომ მე სულ ნანა ვიქნები ...მოღალატე ქალი ,რომელმაც ითამაშა შენი სიყვარულით , სულ გიყენებდა მერე რქები დაგადგა და ბოლოს მოკალი . შენ ბიჭების კი არა ჩემი შიში გაქვს... ხოო,გეშინია ბოლოს მეც არ მოვაკვლევინო თავი ვინმეს
_ინა ...
_მიყვარს...არ ვიცოდი მაშინ სკოლის დროსაც თუ იყო იმათ რიგებში ვისაც მოვწონდი თორემ მე მაშინ 14 წლის ასაკშიც გულის წასვლამდე მივდიოდი ეზოში რომ დავინახავდი. ყველა მისი კეპი მქონდა დამახსოვრებული , მეორე სართულის ფანჯრიდან ეზოს რომ გადავხედავდი თუ დავინახავდი მაშინვე გავრბოდი გოგონებთან ერთად ... როგორ ვერ მივხვდი რომ მაშინაც მიყურებდა არ ვიცი. პატარა ვიყავი და სხვების ყურადღებით აღტაცებული. ის კიდევ დიდი გოგოებით ერთობოდა ის კი არ იცის მე რომ შენ უფრო გგავარ ხასიათით ვიდრე ნანას და მეტი არ მინდა ახლა მიღალატოს ,დავაკლავ საყვარელს _ ხელები სულ გაყინული ჰქონდა,უკვე საყრდენად ჰყავდა იოანე და რომ არ წაქცეულიყო იმიტომ არ უშვებდა ხელს. ბიჭი უყურებდა როგორ გაწითლდა,ისე ჰგავდა ნამდვილს მისი სიტყვები წამით ეჭვიც შეეპარა
_მამაშენს უთხარი ჩემი შვილი რომ გიყვარს...დროულად გაარკვიე . არ მინდა ინა ვინმესთვის არასასურველი რძალი აღმოჩნდეს უცებ _ მხოლოდ ეს თქვა,ხელები ისევ ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, ნაბიჯი უკან გადადგა და ღრმად ჩაისუნთქა _ ილო,შვილო ვახშმის დრო აღარ მოვიდა ? დავსხდეთ და ავღნიშნოთ ოჯახის ახალი წევრების გამოჩენა _ ახლოს მდგომს ახედა,ზუსტად რომ იცოდა იმ ორის ტყუილ მართალი და სიტყვის ღირსადაც არ ჩათვალა არცერთი.

_მადლობა _ მარტო რომ დარჩნენ უცებ შებრუნდა ,ისე დადგა გულზე შუბლი მიაბჯინა და ღრმად ჩაისუნთქა. არ ეყო ჰაერი,ძალა ეცლებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ცივ წყალს ასხამდნენ _მადლობა , რომ ამყევი... მაპატიე რომ გაგრიე . შენნაირები მოსწონს,გენდობა და თავს დამანებებს
_და შენ გინდა თავი რომ დაგანებოს?_ტკიოდა ყველა დანახული ტკივილი და გრძნობა რაც ინას გონებაში ტრიალებდა . გაუბედავად მოხვია მკლავები და თავზე ფრთხილად აკოცა _ ნუ ებრძვი ,ბუნებრივია მამაშენია და გიყვარს ,ნუ ეწინააღმდეგები ამ სიყვარულს პატარა ინა _ ლოყა თავზე ჩამოსდო და უფრო მეტად ჩაიკრა _ისუნთქე ,დალაგდებით შენც და ისიც
_ყველაზე თბილი და მზრუნველი იყო ... სულ მეხუტებოდა და მკოცნიდა . 14 წელია არ მომფერებია , რომ გამოვიდა ერთი ღამეც არ დარჩა ჩვენთან. სადღაც წავიდა და ჩემ ბინაში სტუმარივით მოდის,რაღაცებს ტოვებს და მიდის. ზოგჯერ შუაღამეს შემოდიოდა , დილას საუზმე და ყვავილები მხვდებოდა მაგიდაზე. ბავშვობაშიც სულ მჩუქნიდა მინდვრის ყვავილებს... მე წავედი,მის გამო წავყევი მატილდას ისე რომ არ მითქვამს. მოვიდოდა და არ დავხვდებოდი _ტიროდა და ისეთ ემოციებს უზიარებდა დატევა რომ აღარ შეეძლო. ილოსთანაც კი არ ტიროდა ასე , მასაც კი იშვიათად აძლევდა უფლებას ეტარებინა მისი დარდები მხრებით _იქამდე ვეტყვი ,რომ ტყუილია სანამ მამაშენს დაელაპარაკება. არ ვიცოდი თუ იცნობდა
_მატილდასთან ერთად წასვლა რომ გადაწყვიტე მაშინ გაიცნო ... აინტერესებდა ვისთან იქნებოდი . შენი თავი ჩაგვაბარა
_ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა , ცრემლები შეუმშრალა და თავი ააწევინა _ შევიდეთ ?
_მატილდას მე ვეტყვი რომ გაიძულე ტყუილის თქმა ...
_არაფერი უთხრა ,მატი არ ერევა ჩემ ცხოვრებაში ... ბავშვი ჩვენ შორის შენ ხარ _ მსუბუქად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა _ გვიყურებს_მოატყუა და კიდევ ერთხელ აკოცა ამჯერად ხელზე
_ფრჩხილების კვალი გეტყობა... გაგილურჯდება. როგორ მომიჭერია
_გადავიტან _ ისევ გაუღიმა მის ღელვას
_როგორი სირცხვილია ,ღმერთო _თითები გადაუსვა მაჯაზე და თვალები დახუჭა
_გყავს ვინმე ისეთი ვისიც არ გრცხვენია ?
_ ილოსთვის და მარტასთვის ყველაფერი რომ მეთქვა ,ყველა ტკივილი და განცდა კიდევ უფრო მეტად ვატკენდი ორივეს
_მე ვიქნები ეგ ადამიანი ... შევთანხმდეთ
_რა აზრი აქვს სიტყვებს , შეუძლებელია გამოვიდეს _ერთხელ ხომ უკვე სცადა და არ გამოუვიდა,ვერ შეძლო ბოლომდე მისი დანახვა მან ვისთნაც ცდილობდა ყველა ჭრილობის ჩვენებას
_ვცადოთ
_შენ სირცხვილის განცდა გქონია? მშობლების გამო,სიღარიბის გამო, შენ გამო რომ შენი ძმა ღამეებს ათენებდა,შენ გამო რომ სულ პატარა გოგო ორი ობოლი ბავშვის აღზრდას უზრუნველყოფდა ... შენ მკვლელის შვილი ყოფილხარ? შენ მოღალატის შვილი ყოფილხარ ? შენზე ჭორები მოუფიქრებიათ და თავაწეულს გაგიგრძელებია სვლა იმ ხალხის წინ ვინც ბ.ზად გრაცხავდა და შენზე საუბრობდა ზურგს უკან?
_დედაჩემმა ჩემ გამო ბავშვი გამოლანძღა მე რომ უკვე 13 წლის ვიყავი და ვტიპობდი . დედაჩემი გიჟი დედაა და მე საშინელებები ვუთხარი სახლში რომ მივედით . რომ ატირდა მისი ყველა ცრემლი შემრცხვა . მას მერე სახლში მალე მოდი და დამირეკეო რომ არ მეუბნებოდა ეგეც მრცხვენოდა... კიდევ ვიცოდი ერთ გოგოს ვუყვარდი,ეგონა რომ ვუყვარდი და მე ცუდად რომ მოვექეცი შემრცხვა მერე ,იმდენად შემრცხვა მსგავსი არაკაცობის განცდასთან ბრძოლას ქალი ვერ გამოცდის . შენ რაც მითხარი არაფერი იყო მათგან შენი ქმედებიდან გამომდინარე სირცხვილი და მე სულ უფრო მძიმე დანაშაულებების გამო მრცხვენია ... კიდევ მახსენდება რაღაცები. რა გაცინებს
_წარმოვიდგინე იაკო როგორ ეჩხუბება შენ გამო ბავშვს და წარმოდგენაც არ მინდა
_მიაკაჩავა გეფიცები ...
_მჯერა _ ხმამაღლა გაიცინა,მისკენ მიიწია და ლოყაზე აკოცა _ შევიდეთ ,მშია ... აქ რომ მოვდივარ სულ მშია . დედაჩემი რომ არ გვიკეთებდა საჭმელს მერე ბებო გვიმზადებდა გემრიელობებს. იქ ,იმ სახლში და აქ რომ მოვდივარ დანაყრებულსაც მიჩნდება შიმშილის გრძნობა_კიდევ ერთი საიდუმლო გაუმხილა გზად


_როგორ ბრძანდებით _ დაჩი პირველი წამოდგა და თავად მიესალმა სოსოს
_გმადლობ,შენ როგორ ხარ დაჩი ?
_კარგად ... თქვენ სასტუმროში აღმოვჩნდით დაუგეგმავად
_მეც სტუმარი ვარ ... სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ _დინას მსუბუქი თავის დაკვრით მიესალმა.მოღიღინე ბავშვებს გადახედა ,დესერტს რომ აგემოვნებდნენ და გვერდი აუარა მათ მაგიდას.
........

შუაღამემდე ხმაურობდნენ ახალგაზრდები. ტბის პირას ისხდნენ,უკრავდნენ ,მღეროდნენ ,საუბრობდნენ . ყველა ნომერი დაკავებული იყო და უამრავი ადამიანი ირეოდა ირგვლივ.
დინამ ბავშვები დააძინა და ლეპტოპთან დაჯდა , საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი . ცხელოდა და კონდიციონერის ჩართვას გარეთ გასვლა ამჯობინა. უკვე სრული სიჩუმე სუფევდა. აივანზე დაჯდა და ბუნების ხმას უსმენდა ,სპეციალურად იმ ღამისთვის წიგნიც აარჩია და კითხვაც დაწყებული ჰქონდა ვიღაც რომ მიუახლოვდა. ნიღაბი ეკეთა , სიბნელეში ფიგურაც ვერ გაარჩია. ორნი იყვნენ. შენობაში იყო უკვე გონს რომ მოვიდა ,ბავშვებისკენ მიდიოდნენ
_შენ ქმარს მოკითხვა გადაეცი ... უთხარი ფრთხილად იყოს მუქარებთან დასაკარგი მეტი გაქვს ვიდრე გგონია_თქო_ ზემოდან მოქცეული კაცის ცივ მზერას ხედავდა და უშედეგოდ აგრძელებდა ფართხალს. სკამი წააქცია და დაუსხლტა,ჩხუბის დროს ლამის მთლიანად შემოახიეს პერანგი. ფეხში ჩაავლო მოულოდნდლად უცნობმა და დაიჭირა ისევ _სად გარბიხარ ... როგორი ლამაზი ხარ _ტუჩები შეახო შუშველ მხარზე და პირზე მოუჭირა ისევ. ზურგიდან ეკვროდა პირქვე დამხობილს ,ცრემლებისგან მზერა ჰქონდა უკვე დაბინდული მოულოდნელად რომ მოაშორა ვიღაცამ მძიმე სხეული

ზურგიდან ეკვროდა პირქვე დამხობილს ,ცრემლებისგან მზერა ჰქონდა უკვე დაბინდული მოულოდნელად რომ მოაშორა ვიღაცამ მძიმე სხეული
_ვინ ხარ... აქ მოდი შე . აქ შემოსვლა ვის გაუბედე _ გამეტებით ურტყამდა ერთს სანამ მეორეც არ მივარდა და მასაც მოუქნია. მაგიდა აყირავდა ,მაგრამ ხმაური არ ისმოდა განაპირა მდგომი სახლიდან. ორივეს ერთად ეჩხუბებოდა, ერთ_ერთს ნიღაბიც ჩამოგლიჯა და მიიღო კიდეც მეორესგან მოქნეული დანა მკლავში . ორივე გაიქცა, მინდელი კი დარჩა დაჭრილი , ატირებული ქალის წინ _კარგად ხართ?რამე ხომ არ დაგიშავათ _ დიანას მიჰყვა უკან ბავშვების საძინებელში რომ შევარდა და მერე ამოისუნთქა ორივე უვნებელი რომ დაუხვდა
_დაჭრილი ხარ ... ღმერთო დაჭრილი ხარ _ ტყუპებიდან მზერა იესეზე გადაიტანა და მაშინვე დაინახა ჭრილობა.
_არაუშავს ... კამერები აქვს აქ ილოს. არც კი ვიცი როგორ შემოვიდნენ
_ჩემ გამო იყვნენ... დაცვა არაფერ შუაშია _ პირველივე კაბა გადაიცვა და მერე კაცს მიუახლოვდა. პირსახოცი შემოახვია სისხლმდენ ხელზე და ახლოდან დააკვირდა _მაპატიე... ჩემ გამო დაზარალდი
_ნაკაწრია ... პოლიციას შევატყობინოთ ?
_არა ... თვითონ ვიპოვნი
_მაფიის ბოსი ხარ თუ ბიზნესმენის ცოლი _ კბილებსშორის გამოსცრა და ხელის ზურგით შეუმშრალა ცრემლები _ იარაღი უნდა ატარო თან ან თავდაცვა ისწავლო _ცოტაც და აკოცებდა ,ისე ვერ იტანდა მის ნერვიულობას _ ბავშვებო თქვენ რა გქვიათ ? _ საწოლში მობუზულ პატარებს მიუახლოვდა და იქვე ჩაიმუხლა
_სანი და კესანე
_ცუდი სიზმარი ნახეთ ხო? გაივლის და ხვალ ნავით გაისეირნეთ... ნახეთ იქ რამდენი იხვები დაცურავენ? ბევრი ჩიტებია ტყეში . მინდვრებში ყვავილები . თუ არ იტირებთ გპირდებით ყველაფერს გაჩვენებთ . ილოს ბაღებშიც შევიპაროთ და გემრიელი ბალი ვჭამოთ . იცით ხეზე ასვლა?
_არაა ... დედამ იცის _ხმაურზე გაღვიძებული ,დამფრთხალი ,ცრემლიანი თვალებით უყურებდა
_დედამ იცის? _ ქალს ქვემოდან ახედა და მერე ისევ ბავშვებს გადახედა _გინახავთ როგორ ადის ხეზე?
_კი ... აგარაკზე დიდი ალუჩა გვაქვს და იქ ადის. ჯდება მაღლა და კალათში ყრის მოკრეფილებს
_თქვენ არ აგიყვანათ?
_ნწ
_როგორი ლამაზი ხარ თან კესანესავით ცისფერი თვალები რომ გაქვს ... _ გოგონას გრძელ შავ წამწამებზე ცრემლები ეკიდა . პატარა თითებით შეიმშრალა და გაუღიმა
_მე ძალიან ლამაზი ვარ ... დედას ვგავარ
_თითქოს მე ვგავარ სხვას _ ბიჭმა თქვა, რომელიც მართლაც გაჭრილი ვაშლივით გავდა დას მხოლოდ თვალები ჰქონდა ყავისფერი
_შენ რა გქვია ?
_მე ?იესე მინდელი
_იესე?რა ლამაზი სახელია მე არავის ვიცნობ სხვას შენ სულ მემახსოვრები
_აქაურ გეგმაზე არ ვხუმრობდი... პირობა პირობაა _წამოდგა და ბავშვებს დაემშვიდობა ,მაგრამ დინა უკან მიჰყვა _ მშვიდად იყავი , გარეთ ვიქნები... მეეჭვება ვინმე დაბრუნდეს ,მაგრამ
_ასე აპირებ ეზოში ჯდომას და ჩემი დაცვის ფუნქციის აღებას?
_აღარ მოდის სისხლი
_უნდა შეგიხვიო _ ჩანთა გახსნა და საჭირო ნივთები ამოიღო
_აფთიაქით დადიხარ?
_სამი ბავშვი მყავს ... ყველაფერი უნდა მქონდეს თან
_და მილიონერი რომ გყავს ქმარი ასე რომ არ უნდა იარო მის შვილებთან ერთად არ იცი? რამდენი მტერი ჰყავს და რამდენის დამატებას აპირებს კიდევ
_მისი ცოლი აღარ ვარ
_თუნდაც ... ბავშვები ხომ არიან მისი
_ დაცვასთან ერთად სიარული ციხეში ჯდომაზე უარესია . სულ ვიღაც დაგყვება და თან ზუსტად მან შეიძლება გაგყიდოს _ სახვევი დაადო და გასწორდა _სისხლი აღარ მოგდის,მაგრამ ეს მაინც დალიე
_მეზიზღება წამლები
_გამაყუჩებელია ...
_არ მინდა... გადავიტან
_შვილიშვილი გყავს _რატომ უთხრა მაინცადამაინც მაშინ ვერ გეტყვით. საუბარი ჭირდებოდა
_მეორეც მალე მეყოლება და ინა თუ ასე გააგრძელებს მესამეც ალბათ არ დააგვიანებს . ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ
_უბრალოდ შენ შეირთე ცოლი ადრე
_19 წლის გავხდი მამა ... ნაადრევი არა, არასწორი არჩევანი იყო
_არ წახვიდე ჯერ ... დაჩის შეშინება არ მინდა
_გარეთ ვიქნები
_აქ დარჩი
_კანკალებ..._ ხელები ჩაკიდა და დააკვირდა გაფითრებულს _ცუდად ხარ ?
_ბავშვებთან უნდა შევიდე... შეეშინდებათ
_ასე რომ დაენახო უფრო შეაშინებ. პლედი მოახურა და ჩაიხუტა. ზურგზე უსვამდა ხელს და ცდილობდა გაეთბო ,დაემშვიდებინა _ყველაფერი რიგზეა... მოაგვარებთ შენ და შენი ყოვლისშემძლე ქმარი
_ჩემი ქმარი არ არის რამდენჯერ უნდა გითხრა!_ გაბრაზებულმა ამოხედა
_კარგია თუ არ არის _ ის იყო უნდა ეკოცნა მობილურის ხმამ გამოარკვია და წამსვე მოშორდა _მე გავალ კამერების ჩანაწერებს ვნახავ და გავიგებ ზუსტად ვინ იყვნენ ... _ გაეცალა იქაურობას და ილოს დაურეკა.

კომპიუტერთან მარტო იჯდა ინა რომ დაადგა თავზე და პირდაპირ გადახვეულ ხელზე მოუჭირა თითები
_რა სისხლია ... რა დაიმართე. ვის ეჩხუბე ,ახლა ხულიგანი გახდი ? კიდევ უნდა მოკლა ვინმე და უკან შებრუნდე?
_დამშვიდდი ... არაფერი მსგავსი
_აბა რა დაგემართა . აღარ შემიძლია ,შენ სიახლოვეს სუნთქვაც შეუძლებელია
_კარგად ვარ _მშვიდად უთხრა და ტკივილიანი გაუხდა მზერა _ გეფიცები , ნაკაწრია ... ჯერ არ მოვკვდები
_და ვინ გითხრა რომ მაინტერესებს ... თითქოს გქონდეს რამე ფუნქცია ჩემ ცხოვრებაში. უცნობი კაცი ხარ, რომელიც პრობლემად გადაექცევა ბოლოს ჩემ ძმას
_მიყვარხარ , პეპელა ინა _ისე უთხრა როგორც ბავშვობაში ეუბნებოდა ,მაგრამ ინა იმაზე ჯიუტი იყო ვიდრე წარმოედგინა
_დავბრუბდი იმიტომ რომ გეგმები მაქვს და მარტას ვჭირდები . მისი ორსულობა უნდა იყოს უშფოთველი,ბავშვის აღზრდის დროს საქმეზე არ უნდა იფიქროს და მე ყველაფერს მივხედო. უნდა დავუბრუნო უკან ის უდარდელი დღეები მე რომ მქონდა ბავშვობაში მის გვერდით ყოფნისას . არაფერი რომ არ გაგვაჩნდა , ზღაპრული პეპლის ცხოვრება დამენგრა და მარტასთან ჩახუტებულმა ვიცოდი რომ ყველაფერს გააკეთებდა და არაფერს გამიჭირვებდა. თავს ვერ მოვანატრებდი მეტად და არც ილოსგან შორს მინდა ყოფნა . შენ შენი გამოჩენებით და გაქრობებით თავიდან რომ მოგვწყდე არ გინდა? ნუ შემოიტან ქაოსს ჩვენ დალაგებულ,მშვიდ ცხოვრებაში. ილოს ისედაც ყველა პატივისცემით ეპყრობა არ გვჭირდება ქურდები საქმეში ... ბავშვი და ორსული ცოლი ჰყავს ნუ გარევ შენ
_ახლოს ვიქნები და აღარ დაგტოვებ...
_ეგ გითხარი?
_ვიცი რაც გინდა და ვეცდები ...
_ჯერ უბრალოდ ჩახუტება სცადე და შენი სისხლიანი ხელების დამალვა შეწყვიტე
_კიდევ რა _თავს ხრიდა ისევ მის წინ ,ინა კი ამას ვერ ეგუებოდა ასეთი სოსო არ უნდოდა
_აღარავის მისცე უფლება გატკონოს... ჩემ გარდა. შენ ყველასთან მართალი ხარ ჩვენ გარდა_ ბოლოს დააყოლა და წავიდა. მიდიოდა და სუნთქვა უჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა უფრო უძნელდებოდა. იოანეს კოტეჯი იქვე იყო .ბიჭი სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა დაბარებულივით ,წელს ზემოთ შიშველი სარწეველა სკამში იჯდა და ინა თუ დაატყდებოდა თავს არც დაუშვია
_იქეთ რატომ მიდიხარ... სახლში არ უნდა იყო ახლა და იქ არ უნდა რჩებოდე? _ უკან რომ გაჰყვა სოსო არ გაუთვალისწინებია
_იოანესთან ვრჩები... ხომ გვიკურთხე შეყვარებულობა ხოდა ვის გაუგია საყვარელი კაცი ახლოს გყავდეს და სხვაგან გარბოდე .
_არც იფიქრო მე აქ ვიქნები და შენ ამ დროს მის ოთახში დაიძინო ...
_კარგი არ დავიძინებ... მაინც ნერვებმოშლილი ვარ და განტვირთვა მჭირდება
_ინა !
_ნახვამდის ... _ კიბე აირბინა, იოანეს ხელი ჩაავლო და კარისკენ დაძრა
_რა ... ინა . გაგიჟდი გოგო?_ ჩუმად უთხრა და კაცს გადახედა _ ყელს გამომჭრის
_არა ძვირფასო დანა მისი საყვარელი იარაღი არ არის ეგ გესვრის,მუხლებს დაგიხვრეტს ან ცენტრში დაგიმიზნებს,ფეხებს შორის
_ინა ! _მამამ და შეყვარებულადშერაცხულმა ერთდროულად დაიგმინა
_აქ ვიძინებ და შენ საქმე არ გაქვს ?
_მაქვს და დროს მაკარგვინებ
_ნახვამდის ... ან შემოდი ან გარეთ დარჩი _ იოანეს ახედა და სახლში ისე შევიდა თითქოს მისი იყო
_გეფიცებით ის არ იყო და არც აპირებდა აქ ჩემთან დარჩენას _ იოანემ ძლივს უთხრა მოშორებით მდგომს
_რომ დაიძინებს დამირეკე და წავიყვან... ჩაიცვი და ყურებითაც არ უყურო დიდხანს შენს ლოგინზე დაწოლილს
_ცოდოა ,რომ დაიძინებს მერე თუ წაიყვანთ გაეღვიძება. ჰამაკში დავწვები და თქვენ შედით , გაგაგებინებთ რომ დაიძინებს
_შენ შვილო რა პასუხებით მოძრაობ?გინდა პირდაპირ ცოლად გაგატანო?
_უბედურება ის არის თხოვება და გამოტნევა კი არა შერთვა მინდა ... მისი ნებით და არა თქვენი _ლამის ჩურჩულით თქვა და ამოიოხრა_ დაგირეკავთ რომ დაიძინებს
_არ გინდა ... თუ დაიძინებს ე.ი დარჩენაც შეუძლია _ ჩუმად თქვა და იოანე მიხვდა ინას კიდევ ერთი საიდუმლო რომ გაანდო მამამ.

თავადაც არ სჯეროდა კარი რომ მიხურა და ფანჯრიდან გაიხედა სოსო მიდიოდა
_წავიდა ?
_წავიდა ...
_ცოცხალი ხარ ?
_მე დაგიშავე რამე თუ რატომ მომართე ჩემკენ
_შენკენ არ
_ასე გინდოდა შენთვის დაეშავებინა რამე?
_რა გითხრა
_თუ დაიძინებს არ დამირეკოო ე.ი შენთან დარჩენა შეუძლიაო
_შეუძლებელია იცოდეს ... ილიამ თუ უთხრა არ ვაპატიებ
_რა უნდა ეთქვა
_ილია ან მარტა თუ არ არიან იმ შენობაში, რომელშიც ვიძინებ მხოლოდ თვალები მაქვს დახუჭული და არასდროს მძინავს ... ლონდონში მარტო ვიკეტებოდი ,გასაღებს რამდენჯერმე ვატრიალებდი ,ფანჯრებსაც ვხურავდი და 2 თვის შემდეგ შევეჩვიე ძილს ისიც გადაღლილობის ფონზე ვითიშებოდი იმდენს ვმუშაობდი და ვსწავლობდი . შეუძლებელია იცოდეს იმიტომ რომ თვითონ სანამ დაიჭერდნენ იქამდე ყველგან მეძინებოდა სადაც მიმაწვენდნენ,მის გვერდით განსაკუთრებით... სულ თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა ბევრს ,მეუბნებოდა სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო ჩემი ქალიშვილიაო _ დივანზე იჯდა ,ფეხები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი,თავი დახარა და ატირდა . იოანე გვერდით მიუჯდა , სუნთქვაშეკრული უყურებდა და ელოდა მომენტს როცა სიმშვიდის წერტილს იპოვნიდა
_უფლება მიეცი თავიდან გაგიცნოს,თავისი პატარა საყვარელი გოგონას ახალი ხასიათი და ცხოვრება გაიგოს ... უფლება მიეცი იყოს შენ ცხოვრებაში
_უფლება მივეცი და გაიქცა ... გაგვექცა
_ჰგონია რომ ახლოს ყოფნით გატკენთ და თუ ეტყვი ,რომ გჭირდება და აპატიე
_არ ვაპატიე
_მაშინ ციხეში რატომ აკითხავდი..._წამოსცდა ,არ უნდა ეთქვა ... თავი გაყიდა და ინასგან მოსალოდნელი რეაქცია მაინც არ მიიღო _ რატომ ბრაზობ უფრო ახლოს რომ არ არის და სულ შენთან არ ცხოვრობს
_მისკენ ხარ თუ ჩემკენ
_შენკენ რომ ვარ იმიტომ ვარ მისკენ...
_ვინ გეცოდება ის თუ მე
_უნდა მეცოდებოდე ? არ მეცოდები... მაბრაზებ
_მეე? როდის გაგაბრაზე
_იმას რომ აკეთებ რაც არ გინდა ყველა ჯერზე ,როცა სურვილებს ეწინააღმდეგები და მაზოხისტურად იზიანებ თავს
_ანუ არ გეცოდები და ბრაზობ როცა იმას არ ვაკეთებ რაც მინდა
_დიახ ,სწორად მიმიხვდი
_დავწვეთ ... აქედან გასული რომ მნახოს ან იფიქრებს რომ გამაბრაზე და გაგექეცი ან მიხვდება რომ მოვატყუე _ იოანე მოშორებით დაწვა ,მაგრამ ინა ჩაეხუტა. თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა _მეტად აღარ გაბრაზდე ... იმის გაკეთებას ვცდილობ რაც მინდა
_ჩემ გვერდით თუ გინდოდა აქამდე გეთქვა
_მშვიდი ძილი მინდა
_დაიძინე ... სიზმარში ნანახი ოცნებები მომიყევი ხვალ _თითები ჯერ თმაზე შეახო შემდეგ ზურგზე და იქამდე ეფერებოდა სანამ ნამდვილად არ ჩაეძინა _ მშვიდად დაიძინე სამყაროში ყველაზე ლამაზო ინა

რამდენიმე საათის შემდეგ გააღო სახლის კარი მინდელმა . უყურებდა საკუთარ ქალიშვილს როგორ მშვიდად და უშფოთველად ეძინა ბიჭის გვერდით .
უკან გაბრუნდა ,მაგრამ ილია დაადგა თავზე
_ინა სად არის და რა ჯანდაბა ხდება საერთოდ ...
_არაფერი ილო, დამშვიდდი. წადი სახლში ,ცოლს მიუწექი გვერდით და დაიძინე
_ინა არაა თავის ოთახში
_იოანესთანაა
_რაა?
_უყვარს იმ ბიჭს
_მადარდებს ?ინა ჩვეულებრივი არ არის ... ინას უნდა უნდოდეს . შენ იქ როგორ დაუტოვე
_ძინავს ილია , იმ ბიჭის გულზე უდევს თავი და მშვიდად სძინავს...
_ასეთმა როგორ მოკალი _ ჯერ თვალებში უყურებდა ,მერე გონებაში ათიათასჯერ გაჩენილი კითხვა დასცდა ჩუმად და კაცმა ისევ მძიმედ დახარა თავი
_ადამიანი ასეთია ... გაგაოცებს _მხარზე დაადო ხელი და უკან დაიხია_ გააკეთე რაც გითხარი. ყველაფერი რიგზეა ,მშვიდად იყავი შენ ცოლ_შვილთან ერთად. დანარჩანს მე მივხედავ ...


ქალებთან დაახლოებას არ აპირებდა ,მათ გამო პრობლემის შექმნას და რაც მის ცხოვრებაში დიანა ჩადუნელი გამოჩნდა ერთმანეთზე უარეს პრობლემებს აწყდებოდა. მაინც რომ ვერ შორდებოდა?სულ მასზე რომ ეფიქრებოდა? რომ ენატრებოდა და პატარა ბიჭივით უჩქარდებოდა გული?მისი სურვილით ცეცხლი რომ ეკიდა და ყველა უჯრედი ეწვოდა? რა უნდა მოეხერხებინა ამ ქალისთვის ან საკუთარი თავისთვის ,პასუხი აღარ ჰქონდა .
მეორე ღამეს უკვე იმ კაცების წინ იდგა ჩადუნელის კოტეჯში რომ გადაეყარა
_რას უპირებდით დიანა ჩადუნელს
_არაფერს ... დაგვიქირავა ერთმა მისი ქმრისთვის რომ გადაეცა დანაბარები
_ვინ ერთმა დაგიქირავათ
_ვერ გეტყვით
_ქალს და ბავშვებს რომ შეუვარდით კაცური იყო და ახლა ჩაშვებაა ბ.ზობა? გაჭრილი ხელი მტკივა და არ მინდა დაღვრილი სისხლი გავარჩიოთ ...
_ერთია რა ... კომბლე ქვია ,მაგრამ იმასაც სხვამ დაავალა . თვითონ ეცოდენება ვინც ემტერება. გავდიოდით შენ რომ არ მოსულიყავი
_გაშიშვლებულ ქალს ხელს არ უშვებდი სად გახვიდოდი შე ნაბჭვარო _ ერთი ისეთი ჩაარტყა ლამის გონება დააკარგვინა
_ახლა რას აპირებ...
_მთავარ ფიგურას გადავცემ ამათ და მერე როგორც უნდა ისე მოიქცეს
_და ეგ სწორია ?
_მკ.დია მე ხომ გითხარი ჩემი წესები მაქვს და არც პოლიციელი ვარ არც კანონმორჩილი და არც ქურდული წესებით ვაპირებ ცხოვრებას. უბრალოდ იესე ვარ მინდელი და მორჩა !
_გიორგი მებონიას ცოლთან პირდაპირ ციხიდან გამოსული... იქ რომ გეკითხებოდი ქალის სახელის გაგონება არ გინდოდა _უმცროსმა ჩხიკვაძემ ჩაიცინა
_ახლაც არ მინდა... თავის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს

გიორგი მებონია რომ გამოჩნდა ხასიათი წაუხდა.იმ კაცის წინ დგომა და მითუმეტეს ხელის ჩამორთმევა ესიკვდილებოდა. თანაც დინას თვალწინ. ერთ სივრცეში ყოფილი ცოლ_ქმრის ხილვა ეკლებზე სვამდა
_რა ხდება უჩემოდ გადაწყვიტე გარკვევა თუ მაგათი გაჩუმება...
_ გგონია არ ვიცი შენი მოწყობილი რომ არის და გინდოდა დაგეშინებინე? _პირდაპირ მიახალა და გაიცინა _ანდერძი შევცვალე ... რამე დამიშავდება და პირველს შენ ჩაგაყუდებენ . იჯექი შენ სკამზე თბილად სანამ მოვალ , ჩამოგააგდებ და გითრევ . ნუ მიწვევ
_რას ბოდავ გოგო... გგონია ბავშვების თანდასწრებით მოგიგზავნიდი ვინმეს?საუკუნეა გიხსნი მილიონი მტერი მყავს და ნუ დადიხარ ჩვეულებრივი ქალივით ნუ აცხოვრებ ჩემ შვილებს ჩვეულებრივი ბავშვებივით_თქო და შენ შენსას აგრძელებ. რაც არ უნდა თქვა ჩემი შვილები არიან და ყველამ იცის
_რომ ვთქვა არ არიან მისი შვილები_თქო?
_სიამოვნებით დაგახრჩობდი _ სიტყვები ესმოდა მინდელს მაგრამ ვერ ერეოდა . მათ შორის გაურკვეველი ემოციური ბმა იყო და ღიზიანდებოდა ერთად რომ ხედავდა.
_რომ შეგეძლოს შეგიყვარდებოდი კი არ მომკლავდი _ გაუცინა და ზურგი აქცია _ როგორც გინდა ისე მოიქეცი
_იგივეს აგრძელებ?
_ მივდივარ ... იესე , შეგიძლია გამომყვე ?
_იმ ორის სიცოცხლე მე ჩავიბარე და რამე რომ დაუშავდეთ მეც თქვენი მტრების რიცხვში გადავალ _გიორგი მინდელს ემუქრებოდა იმ წამს წარბშსუხრელად . ასეთი იყო მისი სიმართლე
_ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელი მტრების სიაში ჯერ არ მყავს ... არც მჭირდება. _დინას გასაგონად თქვა და წაერთქვა კიდეც ძალა ქალს . სუნთქვა შეეკრა ,გადაფითრდა _ საინტერესო მოვლენა ხართ,ჩემი ცოლი კაცებს არ წყალობს ,ქალზე მოძალადეები ეზიზღება და დამნაშავეებთან საერთოდ არ კონტაქტობს თქვენ კი უკვე მერამდენედ გენდოთ
_დარწმუნებული ვარ იცის ვისი ნდობა შეუძლია და ვისი არ ... _ ადგილზე გაქვავებულ დინას მკლავზე მოხვია თითები და თან წაიყვანა _აქამდე როგორ არ გაარკვიე ვინ ვიყავი _მაშინვე იგრძნო მისი გაოცება
_მკვლელს არ ჰგავდი _ ხელი არ გაუთავისუფლებია ისე უყურებდა თვალებში
_აბა ვის ... ქურდს? ვწუხვარ სხვა დანაშაული ცხოვრებაში არ ჩამიდენია , ცემითაც კი არ მიცემია ვინმე იქამდე სანამ თვითონ არ მომიქნევდა ხელს _ მანქანაში ჩასვა და საჭესთან დაჯდა
_ჩემი და თავისმა ავადმყოფმა ქმარმა მოკლა ... დაჩის თვალწინ
_ვიცი
_მერე ?
_მე ეჭვი საერთოდ არ მქონდა. არასდროს მიჩხუბია მასთან კაცზე ეჭვიანობის გამო,თვითონ იყო უკმაყოფილო სულ ჩემი შემოსავლის და მისი უფერული ცხოვრების გამო. ბავშვებთან ყოფნა არ მოსწონდა... ვთხოვდი ცოტა მოეთმინა,გეგმები მქონდა . ხელი არც ამიწევია , ჩხუბის დროსაც ვცდილობდი მოვფერებოდი _სიმწრის სიცილი ჰქონდა , ცარიელ გზაზე სწრაფად მიჰყავდა მანქანა_არაფერი მომჩვენებია ,ჩემ სახლში , ჩვენ საწოლში იწვა სხვა კაცის გვერდით... აფექტურ მდგომარეობად შეფასდა ჩემი ჩადენილი ორმაგი მკვლელობა და იმიტომ არ მომისაჯეს სამუდამო
_ინანე ?
_ცოლად ის რომ მოვიყვანე ?კი
_ორი ადამიანი რომ მოკალი ?
_ბავშვები და ჩემი ერთადერთი და მარტო რომ დავტოვე დაუნდობელი ცხოვრების პირისპირ მაგას ვნანობ და ეგ მრცხვენია . კიდევ მის დამპალ სისხლში რომ გავისვარე ხელები მაგასაც ვნანობ და იდიოტივით რომ ვენდობოდი მაგას. თავიდან ნაფიქრ რატომ მიღალატას საკუთარ თავს რომ ვაბრალებდი ხოლმე მაგასაც ვნანობდი მერე. გვერდით ვინც უწვა ჩემზე უკეთ ნამდვილად არ გამოიყურებოდა მდიდარი იყო უფრო ,მისი ყოფილი თაყვანისმცემელი . ერთ დროს უარი რომ უთხრა და მერე იმან უბრალოდ თავისი შეისრულა , კაიფობდა ჩემ ცოლთან რომ იწვა იმით თორემ მე ხომ ვიცი არასდროს უყვარდა. ისეთის გვერდით იწვა მხოლოდ ფული რომ ჰქონდა მეტი ჩემზე კი არა ,ჩემ ოჯახზე თორემ თვითონ ერთი თეთრიც არ გააჩნდა. მე რომ 18 წლიდან მთელ ოჯახზე ვზრუნავდი. სულ რამდენი წამი დამჭირდა იმ რამდენიმე გასროლისთვის ,ცხოვრებაში ერთადერთი დაუფიქრებელი საქციელისთვის და დღემდე ვისჯები. არ გაბედო ვინმე სხვა დამნაშავეს არ შემადარო
_ჩემ დას არ უღალატია ,რომც ეღალატა ჩემთვის რა მნიშვნელობა ექნებოდა . დას მომიკლავდა მკვლელი
_მე მხოლოდ იმის ახსნას ვცდილობ ,რომ ის იყო ერთი წამი და ზოგადად ჩემი არ უნდა გეშინოდეს არც შენ და არც სხვას ვინც მართალია
_სხვის ცოლთან იწექი ... ეგ რომ გაიაზრე
_ახლაც სხვისი ცოლის გვერდით ვარ და საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან წინააღმდეგობაში ვარ ყველა წუთს რასაც შენ გვერდით ვატარებ _მძიმედ სუნთქავდა,მანქანას ტრასაზე მიაქროლებდა . შვება არსაიდან ჩანდა
_მისი ცოლი 5 წელია აღარ ვარ ... მის გვერდით ერთ ოთახშიც არ დამიძინია ეს ხუთი წელი ,შეიძლება მეტიც და ამას მეტჯერ არც შენთან და არც სხვასთან გავიმეორებ _რატომ უთხრა,რატომ მოუნდა ენუგეშებინა,მისი სინდისი როგორ აწუხებდა როცა იცოდა მკვლელი იყო
_მოძალადეა თუ რა _წამში გაუჩნდა ხმაში ცეცხლი და ბრაზი
_სხვა არაფრის თქმას ვაპირებ ეგ ჩემი და მისი საქმეა მხოლოდ
_ტიტეს ვიცნობ _ დუმილი რომ ჩამოწვა მანქანაში შემდეგ თქვა , არ უნდოდა დაემალა . დინა მთელი სხეულით მიბრუნდა მისკენ და მაინც არ გაჩერდა _ 11 წელი და 8თვე ვიჯექი. ბევრი გავიცანი
_კანონიერი ქურდობისკენ მიმავალ გზაზე მყოფმა ნარკომანმა და ყომარბაზმა ცოლი მოკლა შვილის თვალწინ ... მაგაზე უკეთეს კაცს იქ ცოტას ნახავდი _ირონიული ჰქონდა ტონი
_შენი აზრით რატომ არ გამოდის იქედან
_25 წელი აქვს მისჯილი და იმიტომ
_ტიტეს რომ უნდოდეს გამოვიდოდა...მაპატიე თუ შენ სტატუსს ვუგულებელვყოფ ,მაგრამ ეგ ისეთ ხალხს იცნობს ,ემეგობრება და ისეთები არიან ვალში ვერაფერს გააკეთებდი
_ხომ არ აპირებს გამოსვლას
_ჯერ არ
_შენც მის მეგობრებს შორის ხარ ? რა პატარაა ეს სამყარო _სიმწრის სიცილი ჰქონდა . გულ_მუცელი ეწვოდა,ცხელ ლავად ეღვრებოდა მოსმენილი
_ მეგობრები არ ვართ,უბრალოდ ის ჩემგან განსხვავებით ნამდვილად ნანობს . მღვდელი მეგონა პირველად რომ შევხვდი ტაძარში. ვერაფრით დავიჯერე რომ მითხრეს ვინც იყო
_ეკლესიაში ლოცვა გააცოცხლებს ჩემ 27 წლის დას ? სრულიად ჯანმრთელ,სიცოცხლით სავსე,მიზანდასახულ,ჭკვიან ,ლამაზ ქალს და ჩემი დაჩის დედას . მაგის სინანული გააცოცხლებს?ღმერთმა შეიძლება აპატია იმდენი ილოცა და ისე მოინანია,მაგრამ მე არასდროს !
_არც მიფიქრია რომ აპატიებდი ... არც ითხოვს ალბათ პატიებას შენგან და დაჩისგან . იმიტომ არ გამოდის ,დაჩის გამო
_შენ რომ გამოხვედი შვილებთან და დასთან დიდ დროს ატარებ? რაღაც მეეჭვება ისეთი მამა იყო როგორიც მათ სჭირდებათ _ შხამს არ ინანებდა ის კი ისე იჯდა ნასროლი ტყვიის აცილებასაც არ ეცდებოდა თითქოს
_როცა სჭირდებოდათ მე ციხეში ვიყავი დედამისის მკვლელობის გამო და ახლა კარგს რას გავახსენებ ჩემი ახლოს ყოფნით_ისეთი იყო დინა ვერ ბრაზდებოდა,გული ეკუმშებოდა . გრძნობდა და ეს გრძნობა ამძიმებდა
_რომ არ ჭირდებოდე ახლოსაც არ მოგიშვებდნენ. გაპატიეს ,რადგან გაძლევენ უფლებას იყო მათთან და სჭირდები . მინიმუმ განცდისთვის ,რომ მამა გვერდითაა და დაიცავს
_ორივემ იცის რომ მათ გამო მოვკვდები ...
_საქმეც მაგაშია, შენი სიკვდილი არავის ჭირდება ... სიცოცხლე უნდათ . თავიდან დაბადება და მათთან ერთად ცხოვრების გაგრძელება ... ერთი ორმოცი წელი წინ გაქვს ,ჯანმრთელობას თუ მიაქცევ ყურადღებას საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ
_და მაქვს უფლება თავიდან დაბადების ამ ხელებით ?
_ღმერთმა შანსი მოგცა აშკარაა და შენ ეწინააღმდეგები თავსაც და შენ შვილებსაც ახალ ჭრილობებს აყენებ
_ჩემ ინას შენი დაჩის მეგობარი უყვარს ... _თემა შეცვალა. რაც აწუხებდა და ადარდებდა ყველაზე მეტად თავისი პატარა ინა იყო ახლა
_იოანეს რომ უყვარს ვიცოდი და ინასაც თუ უყვარდა არ გამიგია, არ უთქვამს დაჩის
_უცნაური ბავშვია , შეუძლია მოგატყუოს ,ყველა ემოცია დაგიმალოს და გააყალბოს . შეიძლება თვითონაც არ იცის ისე შეუყვარდა ... როგორი ბიჭია შენი აზრით ეგ იოანე
_დაჩის მასთან მეგობრიბის უფლებას ვაძლევ , სამაგალითო რომ არიან ისეთი ბავშვი იყო სულ. მამამისი გიორგის მეგობარი იყო სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ თანამდებობის ცვლილების პარალელურად სამეგობრო წრეც შეიცვალა და სიმართლე რომ ვთქვა დროც აღარ აქვს საერთოდ,არც ყველგან ჯდომა და ქეიფი შეუძლია ,არც დასვენება ნებისმიერ ადგილას. ამბიციური ა და მოსწონს ის პოზიცია რასაც ათასგვარი უბედურების ჩადენის შემდეგ მიაღწია . ფიქრიც არ მინდა ამაზე ,თორემ ვგიჟდები ... შენგელია არ არის ცუდი კაცი ,მაგრამ იოანე ისეთი ბიჭია მისი თანატოლი გოგო რომ მყავდეს ვიოცნებებდი მასეთ სიძეზე
_ფემინისტური ცნებებს რომ არ ცნობს და უხეში,მოჩხუბარი ტიპი რომ არის მაინც?
_ვიცი როგორიცაა , მშიშარა და საცოდავი ტიპი არ არის თორემ ხულიგანი ქუჩისბიჭი არასდროს ყოფილა. ეროვნულებზე სამ საგანში მაქსიმალური ქულა აიღო,უნივერსიტეტშიც ერთ_ერთი წარმატებული სტუდენტი იყო. თავდაუზოგავად მუშაობს და იცის რა უნდა ცხოვრებისგან . ინა როდის და როგორ შეუყვარდა არ ვიცი,მაგრამ ვიცი როგორ გოგონებსაც მოსწონდა
_მექალთანეა ?
_არც ნაკლებობაა _ ჩაიცინა და წამში გაახსენდა მინიმუმ ხუთი გოგო რომელთანაც უნახავს იოანე _ასე თუ იფიქრე გაგიჟდები და ინასაც გააბრაზებ
_არ ვერევი ... ინას თუ გაუძლებს ღმერთმა ტკბილად შეაბეროს _უახლოვდებოდა ჩადუნელების სახლს და საუბრის დასრულება ენანებოდა. _ დაცვას არ გამოგიგზავნის შენი ყოფილი ?მარტო უნდა იყო სახლში ბავშვებთან ერთად?
_მამაჩემი იცი ვინ იყო? მის სახლში არავინ შემოვა და თუ შემოვა ... მტრებს გაიჩენს ავტომატურად
_ვინ იყო ...
_რატომ არ კითხე ჩხიკვაძეებს
_არ მინდოდა ზედმეტი ინტერესის გამოჩენა შენ მიმართ ...ტიტეზე თვითონ მითხრეს იმ დღეს დაჩი რომ გაიცნეს. ისედაც ზედმეტად ხშირად ვხვდებით . ისე როგორც შენ არ იკითხე ჩემზე
_დროებით ... მადლობა,უკვე მერამდენედ _ სახლს შეხედა და შემდეგ მისკენ გადაიხარა _ შეხვედრამდე ... _ ლოყაზე აკოცა და დატოვა გაოგნებული.
ყველაფერს ელოდა დიანა ჩადუნელისგან, როდესაც მის წარსულზე შეიტყობდა ,მაგრამ ასეთ რეაქციას არა. მიხვდა საერთო ჰქონდათ გრძნობები,არეულობა და ბრძოლა საკუთარ თავთან ერთმანეთისგან შორს ყოფნას რომ აიძულებდათ ერთი ნაწილი და მეორე მაგნიტივით იზიდავდა.
.........
გაურკვეველს ვერ დატოვებდა თავდასხმის ნამდვილ მიზეზს. გიორგი რომ შავ საქმეებში გაერია ეს წლების წინ იცოდა და ასჯერ უფრო ფრთხილი იყო. საკუთარი ბიზნესი მთლიანად გამიჯნა მისი ნებისმიერი წამოწყებისგან,ყველა შეთავაზებაზე უარს ეუბნებოდა და ახლა იგებდა იმას რისი მოსმენაც არ აწყობდა. მის ცოდვებს ვერ გაექცეოდა,მასთან შვილები აკავშირებდა და მისი მტრები შეიძლება ჩადუნელთან კიდევ მოსულიყვნენ ანგარიშწორებისთვის
_ვალი აქვს ...
_საიდან გაიგე
_საოცრება თუ არ მოხდა და ჯეკპოტი არ მოიგო ისე ვერ გაასწორებს ანგარიშს . ყელამდე ნეხვშია და თან ისეთ კაცს აქვს მასზე კომპრომატები ყველაფერს გააკეთებინებს თუ მოესურვება
_გოგა ნუ მაშინებ
_არ გაშინებ,გაფრთხილებ რომ შენი ს.რი ყოფილი ყელამდე ვალშია , განავალში იძირება და ნებისმიერ სისულელეს გააკეთებს ახლა
_დაიჭირენ თუ მოკლავენ ...
_ორივე შეიძლება ზუსტად მაგ თანმიმდევრობით
_დაველაპარაკები ...
_რას ეტყვი
_არ მინდა შვილები სასაფლაოზე ვატარო... ვეტყვი რომ წავიდეს
_და მის ვალებს ვინ დაფარავს?
_გაყიდის ყველაფერს და წავა...
_არ დაგიჯერებს
_მე ვცდი...
_თავისმა ამბიციებმა შეიწირეს... ბოლო ტენდერი რომ მოეგო იმდენი მოისყიდა ,მერე რაღაცები აერია. ისე იჩათლ.ხა ყველასთან საქმე ჩაუშალეს. დარჩა აღებული ვალები და ჩადენილი დანაშაულები . შენ ვერ მოაბრუნებ მის გონებას, ეგ ისეთ თამაშს თამაშობს
_რა ვქნა აბა ... ველოდო როდის მოკლავენ?
_რამეს გააკეთებს ,დაელოდე და თან ნახავ რა საზიზღარიცაა . თუ გიყვარს და გენანება
_ბავშვობის მეგობარს ,ნათლულს და კარის მეზობელს ასე არ უნდა ელაპარაკებოდე გოგა
_ხომ იცი როგორ ვერ ვიტანდი თავიდანვე...მაშინ მიზეზი ვერ ვუპოვე თორემ შენ როგორ უნდა იყო მაგ ახვართან კავშირში _ თავზე აკოცა თავის ბავშვობას და სახეზე მოეფერა _ არ დამიმალო. კიდევ ვინმემ ხომ არ შეგაშინა ან რამე
_არაფერი ... არავინ გამოჩენილა
_მთელმა ქალაქმა იცის შავმაც და ბნელმაც ჩხიკვაძეები რომ ჩარია იმ მინდელმა და თორნიკეც ჩამოსულა, ილდანი.. ჩხიკვაძეების დის შვილი ,იცნობდი შენ ბავშვობაში მაგათ . ბიჭის მაგრად უყვარდა ბექნუ ილდანი
_მახსოვს... ვგიჟდებოდი ბექნუზე. ისეთი სიმპათიური იყო ღმერთოო,ვის ადარდებდა მკვლელი ,გიჟი და ქურდი რომ იყო. თან როგორ ეშინოდათ მისი მე კიდევ ისე გამიღიმებდა სახლში შემოსვლისას პატარა ბავშვს გული მეწურებოდა
_რა გული გეწურებოდა გოგო შენზე 15 წლით დიდი მაინც იქნება
_ოუფ , ულამაზესი იყო რას დავეძებდი ასაკს 16 წლის ბავშვი . სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი და ის ემოციები მახსოვს უბრალოდ. თორნიკე არ მახსოვს
_შენმა დაჩიმ იცის... საერთო სამეგობრო ჰყავდათ
_რომ ჩამოვიდა ეგ ცუდია თუ კარგი
_ვინც სწორები ვართ იმათთვის კარგი და ვინც ნაბ.ჭვარია იმათთვის ცუდი ... ილდანი სიმართლის დამცავი ტიპია. ბექნუზე მეტად ფიცხია და გონიერიცო ამბობენ. მე ჯერ ახლოს გაცნობის სიამოვნება არ მქონია. ტიტეს რომ აუყვანა ბექნუმ ადვოკატი და ეხმარებოდა მაგის შემდეგ ძმაკაცები ვეღარ გვერქმეოდა ჩვენ. ვერც მოვთხოვდი პასუხს, ტიტესთან ერთად გაიზარდა ბექნუ და რომ არ უღალატა ბუნებრივი იყო
_მინდელი რა შუაშია მაგათთან
_მინდელი უბრალოდ სწორი კაცია. არც ქურდია ,არც შავობას აწვება და არც რამე მსგავსი. უბრალოდ არაკაცების მხარეს არ დგებოდაო ციხეში და არც უკან დაუხევია როცა სიმართლეს ეხებოდა საქმეო. ბევრი არაფერი ვიცი, ჩხიკვაძეები ტყუილად არ დაიყენებდნენ გვერდით მესამე ძმასავით
_კარგი ოჯახი ჰყავს... იქ რომ მოხდა ყველაფერი ისე მომიბოდიშა მისმა შვილმა ,ილომ
_ტიტეს ჰყავს დაჩისნაირი შთამომავალი და იესეს რომ ჰყავდეს კარგი ბიჭი რა გასაკვირია
_უცნაურია ცხოვრება ... შენი მზეთუნახავი არ გინდა სამშობლოში დააბრუნო? ვისგან მალავ ასე თავგამოდებით
_აქ როგორი დალაგებულიც არ უნდა ჩანდეს ყველაფერი მაინც არეულობაა ჩემნაირებისთვის. მშვიდად ცხოვრობს ამერიკაში და არ ადარდებს არც ხალხის ხმა, არც სამეზობლო და სანათესაო . მხოლოდ ამერიკელი ქმარი არ მინდა ჰყავდეს სხვა დარდი არ მაქვს...
_რა მოიფიქრე... მითხარი
_რომ გითხრა ჩამიშვებ
_ამდენი რამე მომიყევი მეჭორავე ლამის და თინაზე არ მიყვები?
_ერთი ბიჭი მომწონს მისთვის ,ძალიან და ვფიქრობ როგორ გავაცნო ისე რომ არაფერი იეჭვოს
_არ გამაგიჟო სასიძო იპოვე? _ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა
_თვითონ ბიჭმაც არ იცის... ნუ იცინი გოგო !
_ვინ არის ... როგორ მიგაფიქრდა რომ შენ თვალის ჩინს,შენს ერთადერთს,შენს უმშვენიერესს ანდობდი
_იცნობ შენ და ჩამიშვებ
_ვიცნობ?_კიდევ უფრო დაინტერესდდა . მოკვდებოდა თუ არ გაიგებდა ვინ იყო _მითხარი თორემ დავასრულებ ჩვენ 30 წლიან მეგობრობას
_კიტა ნავერიანი
_მანუჩარს როდის შეურიგდი მისი შვილი სიძედ რომ გინდა
_გარდაიცვალა შარშან , მოსკოვში. ძველი საქმეების გასარკვევად დამიბარეს მისმა ძმებმა და იქ გავიცანი კიტა. მე ეგეთი კაცი არ მინახია 28 წლის ბიჭი კი არა... მშვიდი ცხოვრება უნდა,სუფთა და დალაგებული. დავზავდით ,კი ურევდნენ ზოგიერთები ,მაგრამ დავეხმარე და ბოლოს უფროს მეგობრად ვყავარ. მანუჩართანაც ომიც არ მქონია,უბრალოდ ვერ ვფიქრობდით ერთნაირად. აი კიტა კი ,კიტა არის ყველაზე მაგარი კაცი
_შენ მართლა თინასთვის გინდა ეგ ბიჭი...
_დამარხე იცოდე ეს ამბავი ... ყველაფერი რაც გითხარი ,მაგრამ ეს განსაკუთრებით. შეიძლება ვცდები ,ღმერთმა იცის ,მაგრამ რა ვქნა მგონია ზუსტად შეეფერებიან ერთმანეთს.
_დიდი ხნით აპირებ წასვლას?_მისი იმედი სულ ჰქონდა და ახლა ამ არეულობაში არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო
_ერთი კვირა და დავბრუნდები. დიდხანს ვერ დავტოვებ ყველაფერს. მომენატრა ბავშვი ,ამთავრებს ახლა და იმ ცერემონიას უნდა დავესწრო. ჩემი ლალიც იქაა ,ცოლიც მომენატრა ,არ უთხრა ოღონდ თორემ გამომეკიდება უკან და დამიტოვებს ბავშვს იქ მარტო. შენ თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ მწერ და ყველაფერი მოგვარდება .

გოგა ქალს არ ენდობოდა ცხოვრებაში. საკუთარ ცოლზე ხომ გიჟდებოდა , ისე უყვარდა სულს დათმობდა მისთვის ,მაგრამ იცნობდა მის ემოციებს , მიმდობ ხასიათს და მსგავს თემებზე ვერასდროს დაელაპარაკებოდა. ნაზი,ფაქიზი და მტირალა იყო მისი ლალიკო . არც ჰკითხავდა და არც დაინტერესდდებოდა მსგავსი ამბებით. დიანა კი ბავშობიდან ასეთი იყო,ყველაფერი უნდა სცოდნოდა და სიფრთხილე გამოეჩინა. მაინც შეეშალა,მაინც შეცდა გიორგი მებონია რომ აირჩია ქმრად და კიდევ ჰქონდა ბევრი სისუსტეც,მაგრამ გოგამ იცოდა მასთან ნათქვამი ერთი სიტყვა არ დახვდებოდა წინ. იმდენი ჰყავდა დინას გამო ნაბეგვი ,მაინც რამდენს მოსწონდა და რამდენი არ იღებდა ქალის უარს. სასაცილოა ცხოვრება თორემ უარესებს შორის მებონია როგორ უნდა აერჩია ქალს დღემდე არ ჰქონდათ პასუხი ამ კითხვაზე.
_არ მოაკვლევინო ... თუ შეძლებ და გაიგებ
_მაგას ისეთი მტრები ჰყავს მაგათი ჩანაფიქრები ჩემამდე ვერ მოვა დიანიკო... ღმერთმა იცის რა ბედი უწერია შენ დას.რებულ ყოფილს _ წასვლის წინ გულში ჩაიკრა მეგობარი, თავზე აკოცა და წავიდა.

დიანა ჩადუნელი დიდხანს ფიქრობდა. წარსულის ცოდვები ახსენდებოდა , კაცი რომ შეაზიზღა ის დღეები ტრიალებდა გონებაში და მაინც საკუთარი შვილების მამას უნდოდა დახმარებოდა. ისევ საკუთარი სულის სიმშვიდისთვის მერე რომ არ ეფიქრა ხელის გაწოდება შემეძლო და ზურგი ვაქციეო.
შუაღამეს მივიდა . კაბინეტში იჯდა ლეპტოპს უყურებდა და თან ფურცლებში იქექებოდა. ფერი დაკარგვოდა,ჩვეულებრივ ბედნიერი და კმაყოფილი სახე არ ჰქონდა. დინა რომ დაინახა გაუკვირდა
_რა იყო გაიგე რომ ვიძირები და სანახაობით დასატკბობად მოხვედი?
_ფული ისესხე მხოლოდ თუ კიდევ ხარ რამეში გარეული
_რა ერთგული ცოლივით ჩამომიჯექი ... ჭირში და ლხინში ერთად უნდა ვიყოთ?
_მახსოვს ბიჭი რომ მოკვდა როგორ დამეხმარე ბიზნესი რომ არ ჩაძირულიყო ჩემი დეპრესიის გამო. ისიც მახსოვს როგორ მამხნევებდი. არ ვიცი თამაშობდი თუ რა გეგმას ასრულებდი ,მაგრამ მე არ ვივიწყებ არცერთ ჩემკენ გამოწვდილ ხელს. მიუხედავად იმისა რომ ღორი ხარ და ღორულად მომექეცი როგორც ცოლს
_არ მჭირდება შენი დახმარება... არ მიცნობ?ყველას რომ ჰგონია დავიმარხე მაშინ ვიწყებ აღმასვლას. მადლობა რომ მოხვედი ,არ დაგივიწყებ მეც . საერთოდაც თუ შერიგება მოგინდება სულ მიგიღებ ხომ იცი... მეორე ცოლის პოვნის და მასთან დრამების თავი არ მაქვს
_თამაშობ ? ყველას გაცურება გინდა ხომ ?
_შენ ბევრს ნუ იფიქრებ... მთავარია ჩემი მტერი არ გახდე ოდესმე ,ვინც ეგ გადაწყვიტა არ იცის მე რომ ყველა საქმეს ბეჯითი ბავშვის მონდომებით ვასრულებ
_მახსოვს,დედაშენი ყვებოდა სწავლა უჭირდა ,მაგრამ ღამეს გაათენებდა და მაინც ისე დაიხსომებდა ყველაზე უკეთესი რომ ყოფილიყოო
_თავი გავიგიჟე ჩემი ცოლი საუკეთესო რომ ყოფილიყო და როგორ ამირიე ყველაფერი . არადა რა დარწმუნებული იყავი რომ შენი ბრალი იყო ჩვენი პრობლემები საწოლში _გახალისდდა ,დიანამ კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველაფერს
_ისე გააკეთე ჩემ ბავშვებს ახლოს არ გაეკარონ ... შენი წილი ცოდვები შენი საზიდია მე ვერც ხელს შეგიშლი და ვერც შეგეშველები
_ის ღორი რომ გიფათურებდა ხელებს რესტორანში ვიდეო მაქვს...
_საიდან ,ხომ წახვედი
_ვიცოდი ვერ შეიკავებდა თავს...
_აშანტაჟებ ?რად გინდა ხომ გაკოტრდა
_არ ისვენებს და მინდა გავჭყლიტო ბოლომდე.
_გამოაქვეყნებ?
_არა , ჩემ ცოლს როგორ იცავს სხვა კაცი ამას ვერ ვაჩვენებ ჩემ მომავალ ამომრჩეველს. თუმცა იმათ ვაჩვენებ მის მხარეს ვინც დგას და ეხმარება
_ვინმე ჩემი ნაცნობი ეხმარება?
_ჩადუნელებს რომ პატივს სცემს და ზოგადად ქალს ისეთი ხალხი გარია ,ვითომ წმინდანია და მე ვარ დამნაშავე . მე გავფლანგე თითქოს ფულები და მაგან არა . იცოდე რომ გამოჩნდეს დამირეკე მის მოსაკლავად მიზეზი მექნება

რა იცოდა მაშინ დინამ გიორგის თუ ადამიანის მოკვლაც შეეძლო სხვა დანაშაულებთან ერთად.
..........

დაჩი ჩადუნელს არაფერი უთხრა დინამ ისე მოიმიზეზა საქმე ,ბავშვები დაუტოვა და თბილისში ისე დაბრუნდა. რატომღაც გრძნობდა,რომ იქ უკეთ იქნებოდნენ მინდელების გარემოცვაში.

დილაადრიან სეირნობდა ტყუპებთან ერთად. ორივე მხარეს ბავშვები ჰყავდა,მათ პატარა თითებდ თითებს არ უშვებდა და ისინიც ხტუნვა ხტუნვითა და აქეთ_იქით ტრიალით მიაბიჯებდნენ. კესანე როგორც ყოველთვის რაღაც ამბავს უყვებოდა თავისი თბილი ხმით , სანი პერიოდულად ერთვებოდა დიალოგში და დაჩიც მთელი ყურადღებით უსმენდა.
_თმა ამეპუწა _ თამაშით გართულმა დაიბუზღუნა და ხის სკამზე მჯდომ დაჩისთან მიირბინა.
_მოდი ჩემთან და გაგიკეთებ _ მშვიდად დაუშალა ნაწნავი და თავიდან გაუკეთა თან ეკითხებოდა ხომ არ გტკივაო ,ბოლოს თავზეც აკოცა და ყელშიც _ ჩემო ლამაზთვალება
_ლამაზად მაქ დაჩიკო ?
_ულამაზესი ხარ შენ
_ოუუფ მე კი ვარ ,მაგრამ თმა ?ისევ გვერდზე ხომ არაა წაქცეული კიკინა?
_სწორადაა
_გამებუტე?_ ქვემოდან უყურებდა და მერე პატარა ხელები მიადო სახეზე _ გეხუმრე
_ძალიან გიხდება ნაწნავი და საერთოდ ულამაზესი ხარ ,კესანე _ სალომეს ხმა რომ გაიგო დილის სიგრილეს მზე და სითბო მოჰყვა თითქოს
_სალომე , შენც ძალიან ლამაზი ხარ _ სანი ყურებამდე გაღიმებული უყურებდა და მერე რომ მოეხვია გიჟურმა ეჭვიანობის ტალღამ დაუარა სხეულში . გააღიმა საკუთარმა ეგოისტურმა შეგეძნებამ ,სანის ნაცვლად უნდოდა გახვეულიყო მის თეთრ მკლავებში და ახლოდან ეგრძნო ცეცხლისფერი თმის სურნელი
_თქვენ სულ ასე ადრიანად იღვიძებთ ? _ დაჩის არ უყურებდა, ბავშვებს ეფერებოდა და უღიმოდა
_ხო და დაჩიც გავაღვიძეთ . ძალიან ვუყვარვართ თორემ ძილისგუდაა და სხვას რომ გაეღვიძებინა მოგუდავდა _ ჩაურაკრაკა მთელი ამბავი კესანემ _ ასეთი ფერის თმა როგორ გაქვს? _ თითები შეახო წითელ ღერებზე _შეიღებე ? დაჩიიი მეც მინდაა _ბიჭს გახედა და სალომემაც ვერ გაუსწორა მზერა
_დიანა გახსოვს სულ გეუბნებათ ღმერთის ნაჩუქარი სილამაზე არსებობსო ... ეგ ფერია სალომე _ ბავშვს ესაუბრებოდა და ჭედიას გრძნობებზე თამაშობდა .
_შენ როგორი შავი ხარ და ის როგორი თეთრია ... _ხელი ჩაკიდა ორივეს და მათი ხელები ერთმანეთის მიუახლოვდა . ისედაც შავგვრემამ ჩადუნელს რუჯიც ჰქონდა და სალომეს კანი კიდევ უფრო ღია ფერი ჩანდა . ისევ გაეღიმა , თითქოს ბავშვის კომენტარზე სინამდვილეში კი ჭედიას ახურებული ყვრიმალები ახალისებდნენ
_ყველას სხვადასხვა ფერი, ცხვირი,თვალი,თმა და ხასიათი აქვს ,პატარავ
_მე და შენც კი არ ვართ ზუსტად ერთნაირები ... ისინი რატომ იქნებიან? ძმა კი არ არის _ სანი ვერ ხვდებოდა რას იძიებდა კესო
_სხვადასხვა არიან , მაგრამ უხდებიან როგორც თეთრი და შავი ნაყინი ერთ ჭიქაში
_არ გინდა ჩემნაირი თმები ... მე სულ ვოცნებობდი შენნაირი შავი თმა მქონოდა და მუქი კანი. მზეს მივუშვერდი მშვიდად სახეს , ბროწეულისფერი არ ვიქნებოდი _ გულწრფელი იყო ბავშვთან
_გინდა დაჩი შენც გაგიკეთებს ნაწნავს ... გრძელი თმები გაქვს _ ისევ თმაზე ეფერებოდა ,თან ლოყა ჩამოსდო მხარზე და ისე გამოხედა დაჩის _ გაუკეთეე რა დაჩიკოო ნაწნავიიი
_თქვენი საუზმობის დროა ... წავედით _ სალომე გადაარჩინა კესანესგან თუ საკუთარი თავი ვერ გეტყვით ისე კი ხელები გაურბოდა ისე უნდოდა თმაზე შეხებოდა. ამდენი წელი როგორ იკავებდა თავს არ იცოდა, სულ წარმოედგინა რბილი,ფაფუკი შეხება და მისი მოტანილი მზის სუნი. იცოდა თუ გემოს გაუგებდა ვეღარ მოშორდებოდა ან ეშინოდა მასთან ყოფნაც რომ ვერ გამოუვიდოდა .
_სალომე შენც ისაუზმე ჩვენთან ერთად ... სახლში არ ვართ თორემ დაჩიკო გაგასინჯებდა კაკაოს
_ გიყვარს კაკაო შენც ? დაჩის რძე ეზიზღება და კაკაოთი სვამს მხოლოდ ,იცი? _ძმამ დაიწყო და დამ გააგრძელა
_სალომე არ საუზმობს ... გასეირნებას აპირებს და ნუ შევუშლით ხელს მშვიდად ყოფნაში სანამ ყველანი გაიღვიძებენ და ახმაურდებიან _ ბავშვების ჩანთა მხარზე მოიკიდა ,ორივეს ხელი ჩაკიდა და აიძულა გაყოლოდნენ. სიტყვის თქმის უფლება არ დაუტოვა გოგოს . გაბრაზდა ჭედია, ასე რომ იშორებდა და აშორებდა ბავშვებსაც. აქამდე რომ არასდროს მოქცეულა ისე მოიქცა და შეეწინააღმდეგა, ეთამაშა
_კაკაო რძით ჩემი საყვარელი ცხელი სასმელია და მთელი ზამთარი დილას ყავის ნაცვლად კაკაოთი ვიწყებ. მეც ვისაუზმებ თქვენთან ერთად , აქ ისეთი გემრიელობა კერძებია საუზმეც მომეწონება ვიცი
_შენც ჩაიტკბარუნე თითები ?
_ხოო _ ხმით გაეცინა ბავშვის გაფართოებულ თვალებზე და სიტყვებზე
_ჩვენ გვეზარება ხოლმე ჭამა ,თამაში გვინდა სულ ...
_დედა გვეუბნება დაჩი იმიტომაა ასეთი დიდი და სიმპათიურიო გემრიელ საჭმელებს ჭამსო ...
_ მე არ მინახავს ეგ რამეს იწუნებდეს და კია მაინც ლამაზი _ კესანემ ჩაიბურტყუნა და დაჩის ხელებზე ჩამოეკიდა _ ჰოპლა მინდაა მე ... სალომე მოდიიი _ გვერდით მდგომ გოგოს მეორე ხელი ჩაკიდა და უცებ ასწია ხელები ჰაერში
_ფრთხილად... მაჯას ატკენ _ მთლიანად თვითონ დაიჭირა და თავისი ფუმფულა დეიდაშვილს ანთებული თვალებით დახედა ,იღლიის ქვეშ ამოიდო ისე მოხვია მუცელზე მკლავი _ჰოპლა არ გვინდა ,თვითმფრინავი გაავაკეთოთ _ მეორე მხარეს სანი დაიჭირა ,ორივემ დაჭიმეს სხეულები ხელები წინ გაშალეს ფეხები უკან . დაჩი ჯერ წინ გარბოდა და მერე ტრიალებდა. ბავშვების ხმამაღალი სიცილის ხმა ისმოდა , ჩადუნელიც იცინოდა სანამ არ თხოვდნენ თავბრუ დაგვეხვა გაჩერდიო . დარეტიანებულები დასვა და დაიჭირა თანვე რომ არ წაქცეულიყვნენ
_ ტრიალებ დაჩიკოოო _ თავი მხარზე ჩამოსდო და სიცილი განაგრძო _ სალომეც ირწევა აქეთ_იქით
_დამძიმდით ... როდის გახდით ამხელები ? წელი გამიშეშდა მგონი _ ძირს დაჯდა ,ხელებს არ უშვებდა ბავშვებს და ხითხითებდა გაბუტული კესოს ყელში . ბევრჯერ აკოცა და მერე ქვემოდან ახედა ტელეფონმომარჯვებულ სალომეს . რომ ვერ ელეოდა კადრების დაფიქსირებას _ ფოტოგრაფო ... გამომიგზავნე ყველა თორემ უნებართვო გადაღებისთვის დავაჭერინებ შენ თავს
_მერე დაბეზღება შეგეფერება დაჩი ჩადუნელს? _ნიშნისმოგებით უთხრა და დაჩის ზურგს უკან მდგომ სანის არეულ შავ თმებზე გადაუსვა ხელი . ზურგზე რომ აბობღდებოდა ბიჭს
_ დამისვი რა მხრებზეე ... მიდი ,მაღლიდან ლამაზია ყურება
_ამხელა კაცს არ გრცხვენია? ბავშვი ხომ არახარ _ ისე სერიოზულად გახედა გეგონებოდათ 5 წლის ბავშვს კი არა დიდ კაცს ელაპარაკებაო
_ბავშვი ხარ ჯერ და ნუ გიყვარს დიდი გოგოებიო არ მითხარი შენი შეყვარებული ლიზიკო რომ მომწონდა?
_ბოთე მისი შეყვარებული რომ იყო იმიტო გითხრა ეგ ... დაანებე ნუ ატკენ წელს ჩემ დაჩიკოს _ როგორც კი თავბრუსხვევამ გაუარა მაშინვე ახალი მაიმუნობა მოიფიქრეს და ამჯერად მთავარი შენობისკენ გაიქცნენ
_ფრთხილად
_კესანე ასწრებს? _ დაჩის გვერდით მიდიოდა ,მაგრამ ისეთი მანძილი იყო შუაში კიდევ ოთხი ადამიანი დადგებოდა. იცინოდა და მთელი სახე უნათებდა
_ისე ჩანს ნაზი და გოგოშკური თორემ თუ დასჭირდა რქიანი ხდება...
_რატომ მოატყუე წელი მეტკინაო ... ინერვიულა
_მძიმე არის ორივე ერთად და მე უძლეველი რაინდი კი არ ვარ , ტკივილისა და სუსტი წერტილების გარეშე
_მართლა გეტკინა ? _ ისეთი სახე ჰქონდა დაჩიმ ტუჩებს ვერ მოუყარა თავი _ საზიზღარი ბიჭი ხარ
_ნუ ღელავ , შენ იმათზე მსუბუქი ხარ
_რა შუაშია
_ავღნიშნე უბრალოდ... შენ რატომ მოატყუე კაკაოს სიყვარულზე
_არ მომიტყუებია ... ჩაიზე მეტად მიყვარს და ვუხდენ ზამთრის ცივ დღეებს, წიგნის კითხვის ან ფილმის ყურების დროს ვსვამ და უკაკაოდ რძეს ვერც მე ვიტან . არასდროს დამილევია
_და ზაფხულში რა გიყვარს
_ასეთ ადგილებში მშვიდად დასვენება მეგობრებთან ერთად
_შენი დეიდაშვილი წავიდა?
_ლიკო და ნუკი წაიყვანა და წავიდა
_მარტო დარჩი ?
_არ მეშინია ღამე მარტო ძილის
_შუქს ტოვებ ანთებულს საძინებელში ხო ? როდის ბრუნდები უკან ...
_ხვალ დილით ...
_ჩვენც ხვალ დილით მივდივართ , ბავშვებს გაუხარდებათ რომ გაიგებენ ერთად ვბრუნდებით _ არც უკითხავს ისე გადაუწყვიტა და მაგიდასთან მსხდომებს თავზე დაადგა _ სალომეს ბარგის ჩალაგებაში ხომ დაეხმარებით ამ საღამოს?
_შენც მოდიხარ ? ჩვენთან ერთად წამოხვალ? _გიჟდებოდა კესანეზე,არასდროს რომ არ ღალატობდა დაჩის პოზიციას და სრულიად ბუნებრივად ყვებოდა მის ნაბიჯებს
_მე არ ... ტაქსით უნდა
_აუ არააა ჩვენთან ერთად წამოდიიი გთხოოოვ
_თბილისში არ მივდივარ ... დართლო უნდა ავიდე ,ბებოსთან
_აქედან პირდაპირ მიდიხარ თუშეთში დედიკოს სახლში ,ბებოსთან? _ მიანიშნა რომ იცოდა ეს დეტალი მასზე და რამ დაუბინდა გონება თავადაც არ იცოდა, მაგრამ ფაქტია სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა_ ბარიდან მთაში ადიხარ ... საინტერესო ზაფხული დაგიგეგმავს . სულ მინდოდა თუშეთში წასვლა
_წადი აუცილებლად ბიჭებთან ერთად და არა ბავშვებთან. სხვა დროს და არა ახლა
_ჩვენ აგიყვანთ ... შენი ძმა სად არის. ტაქსით რომ დაგატარებს
_ბათუმშია _ დაბნეული იყო . ვერ ხვდებოდა რის მიღწევას ცდილობდა ან თავად რა უნდა გაეკეთებინა. მის გადმოდგმულ ნაბიჯს ვერ ხვდებოდა კლდესავით და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, აჰყოლოდა მის ნაბიჯებს .

საუზმის დროს ბავშვებზე იყო გადართული. ორივეს აწოდებდა საყვარელ კერძებს ჩანგლით და თან დასვრილ ტუჩებს წმენდდა. კესანე ღიღინებდა ,ფეხებს და თავს ამოძრავებდა სანი კი შედარებით მშვიდად იყო. ოდნავი ღელვაც არ ეტყობოდა ორ ბავშვთან მარტო დარჩენილს ისე ზრუნავდა როგორც გამოცდილი მამა.
_შენც მე მოგაწოდო ლუკმები თუ რას ელოდები ... _ იქამდე ეგონა არ მიყურებსო სანამ ქვემოდან არ ამოხედა. იცოდა მთელი ეს დრო დაჩის ყურებით რომ იყო დაკავებული,მაგრამ არ შეუმჩნევია და მითუმეტეს ამაზე კომენტარს არ გააკეთებდა.
_მირეკავენ _მართლაც განათდდა მისი მობილური და წამსვე გამოიყენა შანსი თავის გადასარჩენად _ ნახვამდის ბავშვებო ... _ ორივეს აკოცა და დაჩისთვის თვალიც არ გაუსწორებია ისე მოშორდა .
არც დაუშვია ,რომ მეორე დილას დაჩის მანქნაში აღმოჩნდებოდა. მოატყუა თუშეთზეც,დართლოში ასვლას მართლა გეგმავდა,მაგრამ მოგვიანებით დეიდაშვილებთან ერთად.
ჩრდილში ხეების ქვეშ ,ტბის პირას ჰამაკში იწვა. ყურსასმენები ჰქონდა მორგებული და წიგნს კითხულობდა პერიოდულად ხედით ტკბებოდა . იქამდე სანამ ისევ არ გამოჩნდა ჩადუნელის სილუეტი
_"გადამწვარი ხიდები " მეგონა სამედიცინო ლიტერატურით ხელდამშვენებულს გიხილავდი და შენ თურმე რომანს კითხულობ...
_რას აკეთებ _ როგორც კი დაინახა მაშინვე წამოჯდა და ტანზე მობრუნებული კაბის გასწორებაც ვერ მოასწრო ისე მიუჯდა გვერდით ჩადუნელი. ნახევარი სხეულით ეკვროდა და გავარვარებული შანთივით წვავდა მასთან ამგვარი სიახლოვე
_ანა მარტივად მიხვდა მისი ბედისწერა რომ იყო გეგა ცეცხლაძე და შენ ხარ ასეთი მიხვედრილი ,პეპი თუ უმნიშვნელო დაბრკოლებაც უკან გახევინებს
_არ მაქვს სასიყვარულო გამოცდილება და ინტერესი პირად ცხოვრებაში ვინმეს ყოფნის ,ვინმეს გამო რისკზე წასვლის _ წამოდგომა უნდოდა,მაგრამ იცოდა კაბა ისე იყო აკეცილი გასწორებას ვერ მოასწრებდა ,ნახევრად შიშველი დარჩებოდა მის წინ თუ შიშველი და მინდორზე გაშხლართულიც არ იქნებოდა ერთდროულად
_ანუ არ გჯერა ბედისწერის
_თითქოს შენ გჯერა და შენ შეგიძლია შეიყვარო გოგო, რომლის ძმის მკვლელობისთვის ციხეში იჯექი...ცხოვრება დაგენგრა და დაიჯერო რომ მის გვერდით ბედნიერება შეგიძლია. მის გვერდით სუნთქვას ვერ შეძლებდი. ამხელა გამბედაობაც არ გაქვს და ასე არც გიყვარს საკუთარი თავი პირად ემოციებს რომ აჰყვე,ყველა და ყველაფერი დაივიწყო. ბედისწერა უხილავი რამეა და შენ ხილულისაც არ გჯერა _ ბოლო წინადადებას ისეთი ტკივილი ამოაყოლა ლამის გული გაუჩერდა დაჩის
_ანა ყველაზე და ყველაფერზე უარს ამბობს , მასთან მიდის ,ნდობას უცხადებს და ბოლოს გაამართლებს კიდეც ეს გადაწყვეტილება
_ორივეს უყვარდა და იმიტომ გაამართლა გადაწყვეტილებამ თორემ მხოლოდ ანას მცდელობები უშედეგო იქნებოდა და მხოლოდ თავის დამცირება გამოვიდოდა
_წიგნის დასასრული რომ გითხარი,მაპატიე
_ვიცოდი ისედაც... არ ვკითხულობ დასვენების დროს ისეთ წიგნებს რომლებსაც არ აქვთ ბედნიერი დასასრული
_წინასწარ კითხულობ დასასრულს? რა აზრი აქვს ასე
_ორჯერ ერთი და იგივე წიგნის წაკითხვასაც არ აქვს აზრი ,მაგრამ "პატარა უფლისწული" სამჯერ წავიკითხე სამ სხვადასხვა ასაკში და ალბათ სიკვდილამდე კიდევ რამდენჯერმე წავიკითხავ ...
_მერე ბედისწერის როგორ არ გჯერა,პეპი? " მთავარი ყოველთვის უხილავიაო" არ უწერია ეგზიუპერს ?
_შენ ბიბლიოთეკაში თუ მსგავსი რომანები მოიძებნებოდა და თან წაკითხული გექნებოდა ვერ ვიფიქრებდი ...
_დიანას უყვარს ახალი წიგნების კითხვა და მსგავსი ერთ ღამეში წასაკითხი უამრავი წიგნი აქვს . ფრენის დროს ვუცვლით ხოლმე ერთმანეთს _ მზე მათ მხარეს გადმოიხარა, სალომეს სახეს უწვავდა და ინსტიქტურად მოუჩრდილა ხელით
_ბავშვები სად არიან
_შუადღეს სძინავთ
_მარტო დატოვე?
_ჩემი კოტეჯის უკან ვართ _ გაეღიმა მის სახეზე გამოხატულ კიდევ ერთ ემოციაზე. რაღა მაინცადამაინც ეს ადგილი ავარჩიეო გაიფიქრა . ფანჯრიდანაც ჩანდა ალბათ , გარედან ვერ უყურებდა შიგნით ვერაფერს თორემ _კესანეს და სანის შენს ნაცვლად დავპირდი ცხენებთან ერთად წავალთ თუ დაიძინებთ_თქო ... იმედია სიტყვას არ გამატეხინებ
_ჩემ მაგივრად რომ დაჰპირდი რას ფიქრობდი
_ფობიებს არ უნდა ებრძოლო? თანაც ეს შიში თუ ასეთ ლამაზ და ჭკვიან ქმნილებას ეხება
_შენ არაფერ ლამაზს და ჭკვიანს უფრთხი?_ არ უკითხავს საიდან იცი ჩემ ცხენების შიშზეო ,პასუხს უბრუნებდა სხარტად და არც ჩადუნელის გაშლილ ხელს იმჩნევდა .
_მე თუ ვუფრთხი მხოლოდ მისთვის და არა ჩემი ინტერესის გამო ... _ვეღარ უძლებდა,ახლოს თუ დარჩებოდა იმაზე მეტი მოუნდებოდა მანძილის შემცირება ვიდრე ახლა _ახლა ავდგები და ფრთხილად იყავი , არ გადმოყირავდე _ თვალები დახუჭა წამოდგომმამდე და მერეც ზურგით იდგა სანამ სალომე გასწორდებოდა. შემობრუნებულს წინ დაუხვდა
_ნახვამდის ...
_დარჩი ,ჩემი ფანჯრიდან დანახული მშვენიერი ხედი ,პეპი

როგორ უნდა დარჩენილიყო როცა იცოდა დაჩი ფანჯრიდან უყურებდა ან როგორ უნდა წასულიყო მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ.
რეტდასხმული იდგა ნაცნობი რომ მიუახლოვდა, ბიძაშვილი ლიკუნას კურსელი რომელიც შანსს არ უშვებდა მასთან შეხვედრის და ეჭვი ჰქონდა ახლაც მის გამო იყო იქ დამსვენებლის ამპლუაში
_მთელი დღეა დაგეძებ და როგორც იქნა გიპოვე ... _ დაუკითხავად მოეხვია, ლოყაზე აკოცა ,ხელი ჩაკიდა და დაჩის სასურველი ქმედებები წამში ისე განახორციელა თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო,იყო კიდეც და არაფერი განსაკუთრებული განუცდია სალომეს . მისი მოშორება უნდოდა მხოლოდ _ გავისეირნოთ
_ბექა, გამითავისუფლე დასასვენებელი არეალი . გთხოვ ,არ მინდა შენი კომპანია ,შესანიშნავად ვგრძნობ თავს მარტოც
_რატომ იქცევი ასე ვერ ვხვდები ... მეგობრობა მინდა
_მეგობრობას არ ითხოვენ ბექა. მეგობრობა მოაქვს დროს , ცხოვრებას, საერთო რიტმს და მისწრაფებებს. მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს და არც მეგობრობა გამოვა ,არც მეგობრობით დაწყებული შეყვარებულობა
_ვინმე გყავს? ვის აღარ ვკითხე და არავის უთქვამს შეყვარებული ჰყავსო...
_აუცილებლად ვინმე უნდა მიყვარდეს შენ რომ არ მომწონდე? ახლა არ მკითხო რა არ მოგწონსო თორემ გამეცინება და იფიქრებ დამცინისო
_მაინც რა არ მოგწონს
_არ ხარ შენ ჩემი ადამიანი და მორჩა. გთხოვ ნუ გამიფუჭებ განწყობას,ბოლო დღე მაქვს აქ მშვიდად ,მარტო ყოფნისთვის. განზრახ ვაიძულე დავეტოვებინე დამატებით 2 დღით და ჩემი აზრის პატივისცემა მაინც გამოხატე
_მოიცადე ! აქ ჩამოვეხეტე ცოტა ხნით მარტო რომ მენახე და დაგლაპარაკებოდი და შენ ასე მიშორებ?
_უკაცრავად მე გთხოვე ჩამოსვლა? ოდესმე მოგეცი იმედი იმის რომ რამე გამოვიდოდა? წეხან მეგობრობას მთავაზობდი საერთოდ. მოწონებითაც კი არ მოგწონვარ,უბრალოდ უარს როგორ გკადრებ ეგ გაგიჟებს? და მე სულელი გოგო ვარ შენი აწეული ტონი,ამოკვიატება და არაადეკვატური ქცევა რომ მაგრძნობინებს თავს ვალდებულად? უნდა შემრცხვეს და ბოდიში მოგიხადო შენი წარმოდგენების გამო რომ დამადექი თუ იქნებ საწვავი ჩაგისხა და გაგიშვა. იქნებ რომელიმე საჩუქარი მივიღე,ზარზე გიპასუხე, შეტყობინებაზე თუ რას მემართლები _ ხმას არ უწევდა. არ იყო ის გოგო კივილ_წივილს რომ ატეხდა ,მაგრამ თმაზე მეტად ანათებდა ბრაზისგან. დაჩისთან თუ ფაიფურის თოჯინას ჰგავდა სხვა ყველასთან ალქაჯად გადაქცევა შეეძლო _უკან გაბრუნდი და არც დაგცდეს ჩემი სახელი არათუ მობოდო მომწონს ან მიყვარსო !
_გოგო შენ
_არ შემეხო მეტჯერ _ ხელზე წიგნი დაარტყა ,თითიც არ შეახო და ზურგი აქცია. საკუთარ კოტეჯში არ დაბრუნებულა, ინსტიქტურად გადაუხვია იმ მხარეს სადაც ცხენები იყვნენ . გონს რომ მოვიდა უკვე ესმოდა ჭიხვინის და ფლოქვების ხმა. ზოგიერთი მათგანი ისევ ღობის მიღმა იყო რამდენიმე კი იქვე დასეირნობდა . უცებ შეეკრა სუნთქვა,ემოციებისგან მზერადაბინდულს გულის წასვლის შეგრძნება ჰქონდა მხოლოდ . ფიქრობდა რომ მალე დაეჯახებოდნენ . მუხლებზე დაშვებული თავითაც მინდორს ეყრდნობოდა ნაცნობი ხმა რომ გაიგო და შეხება იგრძნო.
_უსაფრთხოდ ხარ,არაფერს დაგიშავრბენ ... უწყინარები არიან . შენთან ვარ _ ეხვეოდა და სახეზე ჩამოყრილ თმას აშორებდა შემდეგ კი ცრემლით დასველებულ ლოყებს უმშრალებდა _დამელაპარაკე ...
_დაჩი ... ვერ ვსუნთქავ
_ახლა ხელში აგიყვან შენ ჩამეხუტები,თვალებს დახუჭავ და რომ გაახელ ირგვლივ არაფერი იქნება ჩვენ გარდა _ სანამ წელზე მოავლებდა ხელს და შიშველ ფეხებზე შეეხებოდა იქამდე გააფრთხილა . ეჭვი ჰქონდა არც ესმოდა სალომეს მისი ,მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. ახლოს მიიზიდა , დახუჭულ თვალებს უკოცნიდა და ვერაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ მისი შიშის გაქრობა უნდოდა. საკუთარ საწოლზე დააწვინა და იქვე ჩამოჯდა _სალომე ... შემომხედე _ მისი ხელი ეჭირა,აკოცა კიდეც და თან ლოყაზე ეფერებოდა
_აღარ არიან ? მეგონა ...მეგონა გადამივლიდნენ
_დამშვიდდი... მორჩა _მის მტევანს არ უშვებდა ხელს . საწოლზე მჯდომს ისევ თმაზე შეეხო და მასთან კიდევ უფრო ახლოს მყოფმა ლოყაზე აკოცა _ კარგად ხარ ,უკანასკნელად შეგეშინდა ცხენების . გპირდები _ რატომ აძლევდა დაპირებებს. ვინ იყო მისთვის ,რა უფლება ჰქონდა ასე ახლოს რომ ჰყავდა და ამდენს ეფერებოდა. უბრალოდ უნდა გამოეყვანა ,უბრალოდ უნდა დაემშვიდებინა ის კი ისე ეფერებოდა უკვე ამ შეხებით ურევდა აზრებს
_მე ... მაპატიე . ჩაგიშალე დასვენება. როგორ წავედი იმ მხარეს არც კი მახსოვს
_ იჯექი ჯერ , დამშვიდდი და მერე გაგიყვან შენთან _ როგორც კი წამოდგომა სცადა მაშინვე შეაჩერა და თვითონ გაზარდა მანძილი_ წყალი დაალიე _ ჭიქა გაუვსო და მიაწოდა. საწოლზე აღარ დამჯდარა, ფანჯარასთან დადგა და მზერაც მოარიდა ზედმეტი უხერხულობა რომ არ გამოეწვია.
_როგორ მიპოვე
_ჰამაკში რომ ვერ დაგინახე და მხოლოდ წიგნი დამხვდა გამიკვირდა... _მოატყუა , ყველაფერი დაინახა და ყველაფერი მოისმინა მხოლოდ უკან გაყოლა დაუგვიანდა ისიც კი იფიქრა არ გავყვებიო და ბოლო წამს გადაიფიქრა.
_მადლობა ...
_მე თუ არა სხვა დაგეხმარებოდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
_პანიკური შეტევები შენც გაქვს? განსაკუთრებული როგორ არ არის... ვის ეშინია ასე ცხენების
_მას ვისაც უნახავს როგორ შეუძლია ცხენს ფეხებით გადაუაროს ადამიანს და დააზიანოს
_ვინ გითხრა
_შენმა ძმამ თქვა ადრე ...
_ნიკოსთან შენი მეგობრობის წლები..._ ჩუმად თქვა და ამჯერად საწოლს მოშორდა. ზედმეტი იყო ეს ყველაფერი ,დაჩისთან ასეთ სიახლოვეს ხომ მითუმეტეს არ იყო შეჩვეული _იმდენი ხანია გაიყარა თქვენი გზები არც კი მახსოვდა ოდესმე მეგობრები თუ გერქვათ
_გავალ მე და დარჩი ,გთხოვ ... მარტოს ვერ დაგტოვებ იქ და მაინც მოგაკითხავ . მეორე ოთახში ვიქნები,ბავშვებიც მალე გაიღვიძებენ ... გთხოვ დაივიწყე ჩემი აქ ყოფნა და უბრალოდ დაისვენე _ გავიდა ,კარი დახურა და მეზობელ ოთახში დაჯდა. ერთ მხარეს ბავშვებს ეძინათ მეორე მხარეს სალომე იყო და თვითონ ადგილს ვერ პოულობდა. ისე უნდოდა შუაზე გაეგლიჯა ყველაფერში დამნაშავე აბეზარი ბექა წულაძე .
რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვებმა გაიღვიძეს. მათ ოთახში შევიდა ,ორივეს ჩააცვა, მოაწესრიგა და მაგიდასთან დასვა სახატავი ფანქრებითა და ფურცლებით შეიარაღებულები.
_არ გავალთ გარეთ?
_გავალთ , ოღონდ მოგვიანებით ...არ იხმაუროთ ძალიან ხო? სნიკერსით გადაგიხდით სიმშვიდისთვის
_ისედაც დაგიჯერებდით,მაგრამ მოდი ჯერ მოგვეცი ერთი _სანი პირდაპირ მოლაპარაკებაზე წავიდა
_ გვითხარი რატომ ვიყოთ ჩუმად დაჩიკო? _კესანეს ინტერესი კლავდა
_ჩემ ოთახში მძინარე მზეთუნახავია
_მერე რატომ გვაჩუმებ?მაგას შენი კოცნის გარდა ვერაფერი გააღვიძებს _ სერიოზული სახე ჰქონდა კესოს კართან ახლოს მდგომ სალომეს კი ხმამაღალი სიცილი წასკდა. საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი იმ სამის შემყურეს
_სალომეე... შენ ხარ მძინარე მზეთუნახავი?
_მოიცა ,მოიცა დაჩი აქ იყო და როდის გაკოცა გასაღვიძებლად?
_ბავშვებოო გეყოფათ... სიმშვიდის შენარჩუნებაზე შეთანხმება ძალაშია. ნუ გადავღლით სალომეს_ თან ბავშვებს უყურებდა თან მისკენ მიდიოდა _ კარგად ხარ?
_გმადლობ ... _ლოყაზე აკოცა და წამში გაქრა იქედან
_ეს როგორი მზეთუნახავია თვითონ გაკოცა დაჩიკო _ კესანემ ვერ მოისვენა. დაჩიც ერთ ადგილს ვერ პოულობდა ,ბავშვებთან ერთად პასუხისმგებლობა ჰქონდა და წულაიას ვერ ურჩევდა საქმეს. სალომესთან მისასვლელად მიზეზი სჭირდებოდა და ბოლოს იპოვა კიდეც.
_დაჩიკო და ბავშვებოო როგორ ხართ?ჩვენ შემოვიარეთ მთელი კახეთი _ მატილდა მანქანიდან გადმოხტა და სამივეს მოეხვია. იოანე დაქანცული სახით მიაბიჯებდა . მატის სადაქალოც გამოფიტულები იყვნენ.
_თუშეთში მივდივართ ხვალ _ იოანესთან მარტო რომ დარჩა შემდეგ უთხრა
_ვინ მიდიხართ
_მე ბავშვები და სალომე
_ბავშვები მიგყავს თუშეთში მარტოს? დიკომ იცის?
_არ მეტყვის უარს ...
_რა გჭირს შენ
_სალომე მჭირს
_შანსი არაა ... გოგოს ზედ არ უყურებდი რა სალომე გჭირს . შენ რომ ვინმე მოგწონს სულ იმასთან ხარ
_უბრალოდ არ მომწონს და იმიტომ
_აბა გიყვარს ?
_ეგ არ ვიცი ... სახელების მოფიქრება არ მინდა
_აქამდე რატომ არ მითხარი ... მატილდაზე რომ გეჩიჩინებოდი ვერ მითხარი?
_ მეგონა არაფერს ვგრძნობდი მე
_და ის გრძნობდა მხოლოდ ?
_უბრალოდ მინდა ავიყვანო და მორჩა... გეუბნები რომ არ გაიკვირვო. არ ვიცი იქ როგორ დაიჭერს მობილური
_რაღაცნაირად ერთნაირები ხართ...ბავშვებთან ერთად არის და ცხენების არ ეშინია? _ იოანეს მხრიდან ჩანდა ეზოს ის ნაწილი სადაც მატილდა ,ინა,ბავშვები და უკვე სალომეც იყვნენ.
_შემშლის მგონი_ჩუმად თქვა და პორდაპირ იქეთ წავიდა სადაც სალომე იდგა. ღობის მიღმა იყვნენ ცხენები, კესანეს სტაფილოები ეჭირა კალათით და სალომეს აწოდებდა . ხის ღობესთან მოსულ ცხენს ჯერ ფრთხილად აჭმევდა მერე კი ბავშვის კარნახით თმაზეც მოეფერა. წამში შეხტა ცხენი რომ გამოძრავდა,ხელის შეხება ვერ გაბედა
_მოეფერეე იცი რა საყვარელია?
_სხვა დროს იყოს...ხომ ვაჭამეთ ახლა წავიდეთ იხვებს ვაჭამოთ
_მაინც როგორ შეგიძლია ასე უცებ მოერიო საკუთარ თავს
_დაცემა იმისთვისაა რომ წამოდგომის ფასი იცოდე ... მინდა აღარ მეშინოდეს და ერთ დღეს ალბათ შეიცვლება
_მენდობი ? _ რა უნდოდა,რატომ უსვამდა ასეთ კითხვებს მისი გონების არევა რომ შეეძლოთ. ისეთი თვალებით უყურებდა უფსკრულში ჩაყვებოდა იმ წამსვე
_და ?
_თვალები დახუჭე ცოტა ხნით _თქო რომ გითხრა დამიჯერებ?
_დაჩი ...
_გთხოვ ,მაჩვენე რომ მენდობი _ახლოს იყო ,იმდენად რომ მისი საუბარი მხოლოდ სალომეს ესმოდა. თვალები რომ დახუჭა გაეღიმა. ისე მოუნდა ეკოცნა და ისევ ეგრძნო მისი რბილი კანის შეხება
_დაჩი ... აქ ხარ ? _ წამით გადადგა ნაბიჯი და გაზრდილი მანძილიც იგრძნო _დაჩი _ თითებს ერთმანეთში ხლართავდა
_ჩემი ცხოვრება შვიდი წლის ასაკში შეიცვალა... იქამდე ყველაფერი ფერადი იყო და მერე დარჩა მხოლოდ წითელი ფერი. არც შავი,არც ნაცრისფერი... მხოლოდ სისხლისფერი იყო ჩემი ყველა კოშმარი. წითელი იყო ჩემი ტკივილისფერიც,მონატრებისფერიც და ობლობისფერიც. უდედმამოდ დარჩენილი 7 წლის დაჩი ყველაფერს უფრთხოდა და ყველაფრის ეშინოდა. თითი გაიჭრა ერთხელ ხახვის დაჭრის დროს და რომ დავინახე პანიკაში ჩავვარდი,გონება არ დამიკარგავს ,მაგრამ არაფერი მახსოვს დახრჩობის შეგრძნების გარდა. ერთ დღეს დინა ადგა და სისხლის ბანკში წამიყვანა. დონორი გახდა ,მაყურებინა როგორ უღებდნენ სისხლს სხვების გადასარჩენად. უამრავი ნივთი დამისახელა რომელსაც აქვს როგორც ზიანის მოტანის საშიშროება ასევე დახმარების ერთადერთი გზაა ხოლმე. დიანა არაა ჩვეულებრივი ქალი , მეც უჩვეულოდ გამზარდა. დანის სროლას მასწავლიდა ბავშვს რომელსაც მამამ დედა სამზარეულოს დანით მოუკლა. ხატვაზე და ფარიკაობაზე ერთ დღეს ვიყავი. დინას პირველი მთავარი გაკვეთილია "არაფერია შენზე საშიში და მთავარია შენი თავის კონტროლი შეძლო შენ სასიკეთოდ" _ესაუბრებოდა ყურთან ახლოს, არ უშვებდა ხელს მის თითებს და წელს. მაქსიმალურად უფანტავდა გონებას იქამდე სანამ ყველაზე მშვიდ და ლამაზ ცხენს მიუახლოვდებოდნენ. ილოც იქვე იყო , როდის და როგორ გამოჩნდა ზუსტ დროს დაჩიმ არ იცოდა.
_შიში შეიძლება გადააქციო შენ მთავარ იარაღად ... _ მისი მტევანი ეჭირა,თითები გააშლევინა და ისე შეეხო ცხენის შუბლს. გრძნობდა როგორ დაეჭიმა სხეული, ნაბიჯი უკან გადადგა და ზურგით მიეკრო გულ_მკერდზე
_გთხოვ ... დაჩი _ თავი მისკენ შეაბრუნა და დახუჭულ თვალებზე რომ აკოცა რაღა უნდა ექნა მერე. სანამ არ ეტყოდა შემომხედეო იქამდე არ გაახელდა
_რას გრძნობ ახლა
_რომ გული გამისკდება
_მოეფერე კიდევ , ისეთი საყვარელია... ისეთი თვალებით გიყურებს მოეწონე
_ნებისმიერ დროს შეუძლია დამაზიანოს რა მოვეწონე
_ეგ მასაც შეუძლია ვინც გულში გყავს და ვის სიყვარულსაც დაატარებ _ ცხვირის წვერით ეხებოდა თმაზე , სასიამოვნო სიო ქროდა და ყველგან მისი სუნი ტრიალებდა
_მისგანაც შორს ვარ მთელი ცხოვრებაა და რატომ უნდა ვიყო მასთან ახლოს ვინც მაშინებს
_იქნებ დროა მასაც მიუახლოვდე ვინც გიყვარს და არც იმას გაექცე ვინც გაშინებს _ მხარზე შეახო ტუჩები და კოცნით გაბრუებული შემოსვა უნაგირზე. სანამ კივილს დაიწყებდა იქამდე დაჯდა მის ზურგს უკან და ცხენი ნელა წაიყვანა ტყისკენ
_დაჩი,გთხოვ _ მუცელზე შემოხვეულ მის მტევანს ჩაებღაუჭა თითებით
_გაახილე თვალები ოღონდ ნელა მზემ რომ არ გატკინოს _ ისევ მის ყურთან ახლოს საუბრობდა . იმდენად ახლოს ჰყავდა საკუთარ გულსაც ვერ ამშვიდებდა .
_დაჩი
_ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად რომ წარმოთქვამ ჩემ სახელს თუ ხვდები
_ცხენზე ვზივართ ...
_შიში და სიყვარული ერთად _ რატომ ვერ ისვენებდა და ისიც როგორ აიგნორებდა მის ყველა მინიშნებას
_რა ლამაზია
_შეგიძლია მოეფერო ,მოეწონება . ნახე როგორი ლამაზია
_სულ შავია ... მართლა ლამაზია. რა იცოდი მთელი დღე მას ვუყურებდი. მეგონა ყველაზე უკარება და საშიში იყო
_მე რომელიც მგავდა ფერით უბრალოდ ის ავარჩიე , ჩვენკენაც ეს წამოვიდა პირველი
_იქნებ ყველაზე ურჩი იყო
_არ არის საშიში ხომ ხედავ
_შენთან ერთად რომ ვარ იმიტომ არ მეშინია _ჩუმად თქვა
_დაიჭირე წამი ,პეპი _ოდნავ შეახო ტუჩები თავზე . მზის სუნი ჰქონდა ,სითბოს,ზაფხულის, ყვავილების ,სიცოცხლის ასე აღიქვამდა ჩადუნელის გონება
_სად ვართ იცი?_ ირგვლივ რომ მიმოიხედა უკვე სასტუმროს ტერიტორიაც აღარ ჩანდა
_მინდორი გამოჩნდება მალე... ვენახებზე გამავალი
_ყველაფერი ისეთი ლამაზია ... ღმერთის ხელი ჩანს
_კიდევ რომ გთხოვო რაღაც დამიჯერებ?
_ისევ თვალები დავხუჭო ?
_არა ,ფართოდ გაახილე და ყველა მომენტი შეიგრძენი . არ დაგავიწყდეს რომ მე შენთან ვარ და ხელს არ გაგიშვებ
_მანიპულატორი ხარ ვიცი,მაგრამ ამდენი წელია გიცნობ და ჩემთან არ გამოგიყენებია შენი ეგ ნიჭი ახლა რა მოხდა. კახეთის ჰაერმა იმოქმედა?
_დამიჯერებ თუ არ
_თვალების დახუჭვა მხოლოდ მაშინ არ მინდება ხოლმე შენ რომ ხარ ახლოს _ჩურჩულებდა ხმამაღალ აღიარებას
_დაიმახსოვრე გამორჩეული დღე და ცხენების დანახვისას ეს მომენტები გაიხსენე მხოლოდ . მზის ჩასვლა, მე,შენ და ყორნისფერი ფაშატი _ ყურთან ეჩურჩულებოდა,ლოყაზე აკოცა და ცხენი წამში მოსწყვიტა ადგილს. ვენახებს შორის მდელოზე ქარივით გაიჭრა ცხოველი , სალომეს მსუბუქი შეკივლება ჩაესმა მხოლოდ და შემდეგ უყურებდა როგორ გაშალა ხელები ,დაიწყო შეგრძნებების დაჭერა .
_საოცარია ... მადლობა _ აჩქარებულ სუნთქვას ძლივს იჭერდა. როგორ მობრუნდნენ უკან ვერც გაიაზრა. უკვე ხედავდა სხვა ცხენებსაც და აღიქვამდა მათ სილამაზეს
_დაიჭირე _ აღვირი თითებში მიაჩეჩა , ერთი ხელი ისვე სალომეს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეთი კი ცხენს ეფერებოდა _კარგი გოგო ხარ , ყოჩაღი
_დაჩი ...
_უბრალოდ გეჭიროს,თვითონ იცის სად უნდა წავიდეს
_სიზმარი არ არის ხომ ? _თავი მისკენ შეაბრუნა ,თითქოს ახლა აღიქვა რამდენად ახლოს იყო _შიშის დასამარცხებლად ბედნიერი მოგონება საკმარისი იქნება ?
_ჩემთვის კი , შენთვის ვნახოთ _ ვერ გაიგო სალომემ რას გულისხმობდა დაჩი_შენი თმა დაისის ფერია _ სალომეს თვალებში დანახულ საკუთარ ანარეკლს მზერა მოაშორა , ვარდისფერ ტუჩებს გაუსწორა თვალი და შეეხო კიდეც სულ პირველად , პირველს.
ერთი წამი დასჭირდა წლების მანძილზე გაზრდილი მანძილის გადასალახად. აღარ უნდოდა მოშორებოდა , ვერ ეთმობოდა იქამდე სანამ ტუჩები არ დაუსველა ცრემლმა . ვინ ტიროდა პირველი კოცნის დროს . ასეთი დღის ასეთ დასასრულს
_შენ იცი დაჩიი ... _ ქვემოდან უყურებდა ღამისფერი თვალებით და ზუსტად წინ გადაშლილი ცისფერი იყო . მზე ჩადიოდა და მთვარეც ჩანდა ცაზე . ერთმანეთს ხვდებოდნენ იმ მომენტში და ცაც რამდენიმე ფერში იყო აჭრელებული. შავი ღრუბლები მოდიოდნენ გრილ ქართან ერთად წვიმის წვეთებიც წამოვიდოდნენ მალე ციდან. ზაფხულის თბილი წვიმა ანელებდა მათ შორის დანთებულ ცეცხლს
_გავიქცეთ თორემ დავსველდებით და გამიცივდები _ არ უთქვამს ვიცი წლებია რომ გიყვარვარო. არც ის უთქვამს მეც მაქვს მგონი გრძნობებიო ,არც ის გაურკვევლობაში ვარ ჩაძირული და დრო მჭირდება გასარკვევადო. ცხენიდან ჩამოსვა ,ხელი ჩაკიდა და წვიმის თქეშში გაიქცა მასთან ერთად.

ერთმანეთით გაბრუებულებს არ დაუნახავთ მატილდას კამერის ობიექტი რომ მიჰყვებოდა მათ ნაბიჯებს. იქნებ შენგელია იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი და მის მუზად გახდომა იყო უკვე რაღაც დიდის დასაწყისი.
_ არ დაიჯერო რომ სიზმარი იყო...
თავზე აკოცა და წავიდა.
ბავშვებთან ერთად იყო . დიანას ელაპარაკებოდნენ კესანემ რომ ჰკითხა
_დე ის ცუდი ბიძიები ხომ აღარ მოსულან ? თუ იესე დაგიცავს ისევ
_არა დე, ყველაფერი კარგადაა. დაიძინეთ,გკოცნიით
_რა მოხდა დიანა?
_რომ ჩამოხვალთ მოგიყვებით
_ახლავე მომიყვები
შემდეგ სიმართლე გაიგო და იქამდე დაბრუნდა თბილისში სანამ გათენდებოდა. სალომეს მატილდა რომ დახვდა კართან ვერაფერი გაიგო
_ჩვენ წაგიყვანთ
_თბილისში მივდივარ ...საჭირო არ არის
_დაჩიმ გთხოვა
_მე თუ თქვენ
_შენ გთხოვა ,რომ იოანეს მანქანაში კომფორტულად მოთავსდდე და უსაფრთხოდ იმგზავრო დანიშნულების ადგილამდე.

ისევ არ წასულა მისი თხოვნის წინააღმდეგ და სიჯიუტე არ გამოუვლენია. ელოდა დაჩის შეტყობინებას ,მის ერთ სიტყვას მაინც ,მაგრამ არ გამოჩენილა. სულ სხვა პრობლემებით ჰქონდა გონება დაკავებული იმ დროს.
_სტაფილო ... დამაფოლოვე თუ გინდა ფოტოები გქონდეს და ძილის წინ მოეფერო სურათსაც და საკუთარ თავსაც _ ჩუმად უთხრა ფიქრებში წასულ სალომეს მატილდამ
_შეეშვი ჩემთან ომს შენ ილდანი გიყვარს მე ჩადუნელი ... გასაყოფი არაფერი გვაქვს
_შენ ... კუდიანო იცოდი?
_დაჩის სიყვარული არასდროს გქონდა თვალებში,ისე უყურებდი როგორც იოანეს და იმ ბავშვს ,უმცროსს რომელიც დაკარგეთ _ჩუმად ლაპარაკობდა და ტელეფონზე საუბრით გართულ იოანეს არ ესმოდა მათი ჩურჩული. ვერ დაინახა გარდამტეხი წამი დაზავებიდან მეგობრობამდე
_რამდენიმე ისეთი ფოტოა გამოფენას რომ მოვაწყობ გალერეაში იქნება ვიცი . იმედია იქამდე ჩემი ბავშვიც მოიცლის საკუთარი გულისთვის და პირადი ცხოვრებისთვის _ ფოტოებს უგზავნიდა და ისე ლაპარაკობდა _ ახლა არ ნახო ... სახლში რომ მიხვალ მერე ნახე და დაჩის თვითონ გაუგზავნე როცა იგრძნობ რომ გჭირდება მანაც ნახოს როგორები ხართ ერთად .

წამით მოკრა თვალი რამდენიმე ფოტოს ერთად და მანქანიდან გადასვლამდე მიმართა და _ძმას
_მომდევნო შაბათ_კვირას დართლოში მივდივარ ,გეპატიჟებით ჩემთან. ინასაც უთხარი _იოანეს გაუღიმა . მადლობა გადაუხადა და სადარბაზოში შეაგორა შენგელიას მიწოდებული ჩემოდანი.
_ჯადო გაუკეთე?
_ინას ვწერ უკვე ... დაჩის გააგებინე და შემდეგი შაბათ_კვირისთვის არაფერი დაგეგმო. გადაღება უნდა მოვაწყო და ინაკოს ტანსაცმელს ავარჩევ, მარტასთან გავალ ახალი კოლექციიდან ავიღებ რამდენიმეს. ზაფხულშიც რამდენი საქმე მაქვს ღმერთო ...
_მე ვარ მხოლოდ უსაქმური
_მამიკოს საქმეების მართვა რომ გავალია იმიტომ უნდა გამონახო დრო... ამ კვირაში მოილიე ყველაფერი
_კარგი... რაო ინამ რომ ვიცოდე ადგილი გვექნება თუ არ
_წამოვა , გადაღებებზე უარს არ მეტყვის
_შენ ფოტოგრაფობას აგრძელებ თუ დიზაინზე ერთვები. მამამ მთხოვა შენობა მეპოვნა შენი ოფისისთვის და ტყუილად ნუ დამახარჯვინებ ფულს
_არ უშლის ერთმანეთს ხელს...შენნაირი შეზღუდული კი არ ვარ დიდო ვაჭარო
_ნუ მოიხსენიებ ვაჭრებს დამამცირებელი ტონით და მე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ვარ
_დოქტორი იყავი თუ გინდა
_შემომთავაზა კიდეც რამდენიმე ლექტორმა ლექციები წაიკითხეო
_ჩემი უგზოუკვლოდ ნიჭიერი ვინ არისოო _ წინ მჯდომს მოეხვია და ლოყაზე აკოცა _ მიყვარხარ ,მიხარიხარ , ვგიჟდები შენზე ჩემო ერთადერთო
_მშვიდობა გაქვს?
_შენ რომ მყავხარ ყველაფერი კარგადაა ...

მატილდა შენგელიას ათიათასი ფერი ჰქონდა სულში. მისი ბოლომდე დანახვა და ამოცნობა არავის შეეძლო სამყაროში.
.............
კახეთში მომხდარმა ინას გეგმები მცირედით დააჩქარა. ისედაც მარტასთან მუშაობას გეგმავდა,მაგრამ ახლა ილოსთან ნებივრობის დრო არ ჰქონდა. თუშეთში წასვლა რომ შესთავაზა მატილდამ მაშინ გაუჩნდა გადაღების იდეა და შენგელიაც დაითანხმა. ახალი კოლექცია უკვე მზად იყო ,მხოლოდ ინფლუენსერული რეკლამა სჭირდებოდა. ძილი ისედაც არ ჰქონდა ნორმალური და საქმეების გამო შუაღამემდე ოთახებს შორის დადიოდა. სააბაზანოდან გამოსულს შუქი რომ დაუხვდა მისაღებში და იესეც გამოჩნდა ადგილზე შეხტა
_გული გამისკდა... როდის მოხვედი?ქურდივით შემოპარვა იქ შეისწავლე?_თმას იმშრალებდა და მობილურისკენ მიდიოდა. მაგიდაზე იდო და იესემაც დაინახა როგორ ურეკავდა ვიღაც გაუჩერებლად
_არ უპასუხებ ? ვინ არი ამ დროს რომ გირეკავს დაკავებულ გოგოს
_ნაცნობია
_რატომ არ ბლოკავ ამ უცნობებს... შენი შეყვარებული რას ფიქრობს მე არ ვიცი
_რას უნდა ფიქრობდეს ... იცის რომ არ ვღალატობ
_დროს რომ გართმევენ ვიღაცები კიდია?გამოდის არ ადარდებს შენი კომფორტი...
_მიზეზებს ეძებ თუ რა ხდება
_მეე? მე არა ეს შენ იცი ხოლმე ასეთი მიზეზების პოვნა რომ იჩხუბო
_იოანესთან ჩხუბი არ მინდა
_ჯერ თუ ზოგადად
_არ მიდიხარ ? შუაღამეა
_სამი საათია და შენ არ გძინავს...
_ვიდეოს ვაედითებდი... რაღაც მასალებსაც ვამზადებდი და რა ხდება ? კომენდანტის საათი მაქვს?
_ ცუდად გძინავს ... ავად გახდები
_ დავურეკავ იოს და მიმკურნალებს _ მობილური ისე ჰქონდა მართლა გამოჩნდა ბიჭის მინაწერი და გაუაზრებლად დაეჭირა ეკრანზე თითი . წამის მერე გაისმა ნამძინარები ,ბოხი ხმა
_რა ხდება ინა? მშვიდობა გაქვს ? _ საწოლის ხმაც კი გაიგო მამა შვილმა ბიჭმა აშკარად პოზიცია მკვეთრად შეიცვალა გოგოს სახის დანახვისას და კამერის გამორთვაც ძლივს მოიფიქრა. შიშველი იწვა რა თქმა უნდა _რომელი საათია...
_მაპატიე ... უბრალოდ დამეჭირა ეკრანზე . ბოდიში ,დაიძინე ,მშვიდობაა
_რატომ არ გძინავს ამ დროს ადამიანო ... სულ პატარა დარჩები ეგრე
_დაგშორდები ამ პატარას გამო იცოდე
_დამშორდები კი არა მაგ "პატარას" გამო ვერ ... _უნდოდა ეთქვა ვერ ვართ ერთადო და ინამ გააჩუმა
_კარგაად ,ხვალ გნახაავ გკოცნიი. ტკბილი ძილი,სიზმრებში მე მნახავ იმედია და მე შენ
_ვიძინებ მე ... გადი და დავკეტავ კარს _მაშინვე იესეს მიუბრუნდა
_არ მივდივარ,ინა
_რჩები ?
_ვრჩები
_საწოლიდან თეთრეული ავიღე ... კარადაშია . სააბაზანოში ჩემამდე არ შეხვიდე
_ვიცი გეზიზღება სხვის მერე ბანაობა და სული გეხუთება ..._ახლოს მივიდა და შუბლზე აკოცა მერე კი ლოყით დაეყრდნო თავზე _ დილას რას შეჭამ ,მა "ყიყლიყოებს " თუ ყველიან კვერცხს , ბლინები გინდა თუ დიეტაზე ხარ ... ჩაის ისევ არ სვამ დილას და ყავას შაქრით თუ უშაქროს უძლებ ,მა ? _ხელი მხარზე ჰქონდა მოხვეული,მეორეთი ლოყაზე ეფერებოდა და თან წამოსულ ცრემლებს წმენდდა _ ჩემი სუნთქვა ხარ შენ
_დავიძინოთ ...
_ტოსტები მინდა ხვალ .. ავოკადოს
_ავკადო მაშინ არ გვქონდა და როგორ გავაკეთო
_ხომ იცი რომელიცაა
_პეპლიდან მორიელად როგორ იქცევი ხოლმე შვილო?
_ძილინებისა ,იესე _ლოყაზე აკოცა კაცს საძინებელში შესვლამდე და მერე გრძნობებით დამუხტულმა მოხურა კარი. ღიმილი ვერ შეიკავა იოანესგან რამდენიმე შეტყობინება რომ მიიღი და მერე ზარიც გაისმა
_ახლა შენ დაგეჭირა შემთხვევით ეკრანზე თითი? _ ბალიშს ჩაეხუტა და ბიჭის ხმის მოლოდინში გაირინდა
_მომიყევი რა ხდებოდა ,რა არ გაძინებს
_მამაჩემი
_როგორ
_მოვიდა და რჩება ... დამშვიდდი, მამაჩემი არ თვრება და ჩხუბს არ იწყებს . არც ხმაურიანია ,არც შემაწუხებელი . მოჩვენებასავით შეუძლია სიარული როცა მძინავს ,მაგრამ მე მაინც მაფორიაქებს. რომ შევეჩვიო მის ჩემთან ყოფნას და მერე წავიდეს როგორ გადავიტანო
_არ ვიცი ეგ თუ მოხდება,მაგრამ მე როგორ გადაგიტან ვერ ვხვდები
_რა?
_დაიძინე ... ხვალ გნახავ
_ხვალ ? _გაუთიშა და კითხვაც ვეღარ მისწერა ისე შევიდა ოთახში უფროსი მინდელი_აქ რა
_ვიძინებ ... _საბანი ასწია და გვერდით მიუწვა. ფარდებს შორის ვიწრო ზოლიდან შემოდიოდა სინათლე და კარგად ვერ ხედავდა შვილის სახეს,მაგრამ გრძნობდა როგორ გამოიდარა ორივეს სულში და დასრულდა მონატრებისფერი სევდა.
_ყველაზე მეტად მიყვარხარ და სულ შენთან ვიქნები ... ნებისმიერ დროს,ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ . შენს ზურგს უკან ვიდგები _თავზე კოცნიდა ჩახუტებულს და იქამდე ეფერებოდა სანამ არ ჩაეძინა ორივეს. მშვიდი და უშფოთველი ძილით.
დილით ყიყლიყოს სუნმა გააღვიძა. ყველაზე მეტად უყვარდა საუზმის ნებისმიერ ვარიანტს შოროს ან უბრალოდ მინდელის მომზადებულის ნოსტალგია ჰქონდა ჩარჩენილი.
_დილამშვიდობისა _ ლოყაზე აკოცა ოთახში შესულს და ყავის ფინჯანიც დადგა მაგიდაზე
_დილამშვიდობის
_დღეს რა გეგმები გაქვს?
_მარტასთან მივდივარ ატელიეში... ახალი კოლექცია უნდა წარვადგინოთ
_მარტა რომ წავიდა აკაკისთან ერთად დასასვენებლად?
_მე დამიტოვა საქმეები... მატილდაც უნდა ვნახო. რაღაც პროექტი აქვს და ნახატები მინდაო აიჩემა
_მხოლოდ ესკიზებს ხატავ თუ
_თუ მუზა მაქვს და დრო ვხატავ ყველას და ყველაფერს... შენ ?შენ როდის დახატე ბოლოს
_შენი ნახატები ხომ ნახე ჩემ ნივთებში რომ იქექებოდი _ჩაიცინა და აწითლებულ ლოყაზე მოეფერა ინას
_ციხიდან გამოსვლის მერე არავის დახატვის სურვილი გქონია?
_არა ... დავბრუნდი ინა. ბათუმში აღარ ვიქნები . მარტას ორსულობა ,ილოს ბავშვები და შენ შორს ხართ და აღარ მინდა შორს ყოფნა . მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო და ყველაფერს
_მამა
_ჰო
_მინდა ბედნიერი იყო ,კარგი ?
_უკვე ვარ ... გეფიცები _ ჩაიხუტა და ხელებს უკოცნიდა მისი მობილური რომ ამღერდა _ახლა ეს ბიჭი უნდა ჩადგეს ჩვენ შორის თუ რა ამბავია? _ ეკრანზე გამოსახულ იოანეს მზერა აარიდა და მერე თვალები აატრიალა ხმა რომ გაიგო
_გამოგივლი არ გახვიდე უჩემოდ ,კარგი ?
_ბევრი საქმე მაქვს იოანე დღეს ... საღამოს
_ვიცი , მოვალ მალე და შენ როდის იქნები მზად?
_ამოვიდეს ყავა დავალევინოთ... ბიჭი ასე ადრიანად გამოვიდა სახლიდან შენ გამო _ ხმამაღლა თქვა სოსომ
_გაიგონე ?
_ამოვიდე ?
_შენი საყვარელი მოცვის ტარტი მაქვს
_მოცვის ტარტი _ჩაიბურდღუნა მინდელმა და სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან
_ამოვალ... რამე ხომ არ გინდა რომ ამოგიტანო _ იმდენად ბუნებრივი იყო ინას სიტყვებს უკარგავდა
_არაფერი ...გელოდები
_ჩაცმას არ აპირებ?_ მოკლე პენუარზე შემოცმულ ხალათზე ანიშნა მაშინვე
_არა ,ჯერ მაკიაჟს და თმას ვუვლი და შემდეგ ვიცვამ ასეთი რუტინა მაქვს . ვიდეოც უნდა ჩავწერო
_ვნახე შენი ვიდეოები კი... ყველა შენი ხალათი და პიჟამა იცის შენმა გამომწერებმა
_ყველა ვიდეო არ ნახე იმედია
_ვნახე... კომენტარებიც და მომინდა ზოგიერთისთვის თითები დამემტვრია,მაგრამ მერე გავიაზრე რომ პატარა გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვები იყვნენ და გადავაგორე როგორღაც ბრაზი
_მე არ მაქვს რეაქცია ... მთავარი მიზანია. შემოსავალი მაქვს და ჩემ საქმიანობაშიც მეხმარება
_ნუ უნარებს ვერ დაგიკარგავთ, იცი არაფრიდან როგორ მიიღო შემოსავალი ... შენი იო რას ამბობს ნეტავ
_მოვიდა და კითხე _ კარზე ზარის ხმაც გაიგეს და გოგო მაშინვე გავარდა გასაღებად . თითქოს სპეციალურად მოეხვია ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფი ,ხალათი ლამის მთლიანად გასძვრა და ბიჭს ისე ეხვეოდა ყელზე თითქოს მონატრებისგან იწვოდა . ჩაეცინა სოსოს ბიჭმა სრულიად გაუაზრებლად რომ გაუსწორა ხალათი მხრებზე და თავზე კოცნით შემოიფარგლა. რაღაცები უბრალოდ შეუძლებელია ვერ შენიშნო და ძალიან კი უნდოდა მკაცრი მამის როლის მორგება,მაგრამ მოსწონდა შენგელია და ვერ ფარავდა ამ სიმპათიას
_შემოდი,ყავა დალიე ... თუ გინდა ტოსტებს მოგიმზადებ
_იყოს ... არ შეწუხდე
_არ შეწუხდება, სიამოვნებით მოუმზადებს საყვარელ კაცს საუზმეს. აქეთ ვარ _ აშკარა იყო იმ სახლს პირველად სტუმრობდა ან იქამდე მხოლოდ მისაღებ ოთახში იყო გავლით ნამყოფი და სხვა ოთახების განლაგება არც იცოდა
_დილამშვიდობისა _ ხელი ჩამოართვა მინდელს და მერე იქვე მოფუსფუსე ინას მიადევნა თვალი . ტოსტების მზადებაც დაიწყო და ჩაიც დაასხა დიდ ფინჯანში. იცოდა რაც უყვარდა იოანეს და ეს ცოდნა როდის დააგროვა არც უნდოდა გაეხსენებინა. ბიჭიც არ იმჩნევდა თითქოს არადა ნათელი იყო ყველაფერი
_გაბრიელის დაბადების დღეზე დაგპატიჟა უკვე ინამ თუ გავასწრო მოვლენებს
_დაპატიჟება არ სჭირდება, მატილდაც მოდის
_სოფელში აღნიშნავენ ხომ?
_კი. მე უნდა წავიღო ტორტი,ბუშტები ,ყველაფერი მამიდას სიყვარულიკოსთვის.
_ დღეს ბევრი საქმე არ მაქვს ... ცოტახნით შევირბენ სამსახურში და შენ განკარგულებაში ვიქნები
_მართვის მოწმობა მჭირდება სასწრაფოდ ... თან ამ საცობებში რა აზრი აქ. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე
_გასწავლი მე _სოსომ და იოანემ ერთდროულად თქვეს
_ილიკო მასწავლის...თქვენ ერთნაირები ხართ ,გამიბრაზდებით
_როდის გიბრაზდები ...
_მე მითუმეტეს _ იოანემ თქვა და თვალები მინაბა სურნელოვანი ჩაის ფინჯანი ტუჩებთან რომ მიიტანა . ინა გვერდით მიუჯდა და რაღაცებს ისე აწოდებდა თითქოს ზუსტად იცოდა როდის რა მოუნდებოდა . თავადაც გემრიელად მიირთვა,არადა ზოგჯერ მადა საერთოდ არ ჰქონდა . ბიჭი პერიოდულად ხან თმას უწევდა ყურს უკან , ხან ჭიქას უვსებდა წყლით . ხილისკენ ხელი რომ გაიწვდინა თვითონ დაუთალა ვაშლი და დაჭრილი გაუწოდა
_თქვენ ... ორნი
_მამა დილიდან ნუ დაიწყებ ეჭვიანი კაცივით... წავედი მე
_შენს რუტინებში და ვლოგებში იოანე რომ არ ჩანს არ წყინს ბიჭს? რას ფიქრობ მის საქმიანობაზე და საკუთარი სივრცის საჯაროდ გახდომაზე. ამდენ დროს რომ უთმობს ვიდეოებს, ფოტოებს, ხალხთან კომუნიკაციას ... შენთვის დრო აქვს საერთოდ?
_ვერ წარმომიდგენია სოციუმთან მსგავსი კომუნიკაციის და ყურადღების ცენტრის დაკარგვის შემდეგ
_ანუ შენ საკმარისი არ ხარ მისთვის და უცნობი ადამიანები უვსებენ დანაკლისს
_იოანე საკმარისი რომ არის იმიტომ არ სვამს ზედმეტ კითხვებს... ზედმეტად ინტიმურ და პირად საკითხებს არ ვასაჯაროვებ და იოანე ინტიმურებს შორის ინტიმურია ამიტომაც ჩემთვის ვიტოვებ ...
_გიშერი შეაბი ავი თვალის თუ გეშინია შვილო და გამოაჩინე შეყვარებული იქნებ გაგეცალონ შემდეგ ეს ზედმეტი მამრები ... ამაზეც იგივე აზრი გაქვს?თუ არ ეყოლება ათასი თაყვანისმცელი ცუდად გახდება?
_მიღებულ საჩუქრებს სხვებს ჩუქნის და პაემნენზე არავისთან დადის,არც მიმოწერა აქვს ვინმესთან ... მოსწონდეთ , როგორ არ უნდა მოგწონდეს ისეთია _ ინას სუნთქვა შეეკრა ისე უყურებდა შენგელია იმ წამს . ხელიც რომ ჩაკიდა და აკოცა მტევანზე ეგონა გონებას კარგავდა
_მე უნდა გავიდე...საძინებელში მოვწესრიგდები და გამოვალ ნახევარ საათში
_კარგი ...
_ესეც გასინჯე გემრიელია ... არ შეშინდეს ჩემი გაკეთებული არ არის_ გაუცინა და გაეცალა.
_გატყუებს რომ ვერ ამზადებს?
_ცდილობს,მაგრამ ვიცი ყველაფერი რომ გამოსდის
_მოდელია ... ფოტომოდელი რომელსაც თუ შეთავაზებენ შეიძლება ქვეყნიდან ნებისმიერ დროს წავიდეს
_იშვიათად უნდა გადაღებებში მონაწილეობა, ინა შემოქმედია ... უყვარს როცა ქმნის და მერე აწოდებს ადამიანებს. ფოტოგრაფის წინ პოზირებაზე მეტად ცოცხალი პროცესები უყვარს... ისე კი სადაც მოუნდება იქ წავიდეს. დიდხანს აქაურობისგან შორს ისედაც ვერ გაძლებს იმდენადაა დამოკიდებული ოჯახზე,ახლა მითუმეტეს როცა თქვენ დაუბრუნდით
_და შენ? შენი მიტოვება არ გაუძნელდება?
_სიმართლე გითხრათ მგონია რომ გადაიტანს... ჩვენ შორის ხომ მაინც არის დისტანცია და ოჯახისწევრი სულ სხვა შემთხვევაა
_მე კი მგონია,რომ შენ ყველაზე მეტად გაგითვალისწინებს მომავალში ... წავედი მე. შემდეგ შეხვედრამდე _ მხარზე ხელი დაარტყა და ასე უბრალოდ დატოვა მარტო სახლში საკუთარ ქალიშვილთან ერთად .

ინა რომ გავიდა იოანეს მაგიდა უკვე ალაგებული ჰქონდა
_შენ ჩემი შეყვარებულის როლის თამაშში ისე შეიჭერი მგონი სამსახიობოზე უნდა ჩააბარო ... აღფრთოვანებული ვარ
_დაასრულე ? _თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გოგო
_მამა სად არის?
_გავიდა
_სახლიდან გავიდა?
_საერთოდ არ შემომიშვებდა ინა რომ არ მენდობოდეს _მიუხვდა წამსვე და მისკენ დაიძრა
_გილოცავ ...
_რას ... რას მილოცავ _ ბიჭმა ლოყაზე რომ აკოცა და ისევ ახლოს იდგა ყველაფერი ერთად დაატყდა თავს _იოანე
_მამის დაბრუნებას _თმაზე შეახო თითები და მერე ლოყაზე მოეფერა _პატარა ინა
_მზად ვარ მე უკვე... წავიდეთ _არ გახსენებია ეკითხა სინამდვილეში რატომ მომაკითხეო.
მანქანაში კომფორტულად მოთავსდდა,დისკომფორტს საერთოდ არ განიცდიდა მის გვერდით. უყვარდა იოანეს მოწესრიგებულობა და მანქანაში გაჟღერებული ქართული მელოდიები
_ოჯახი იკრიბებით მხოლოდ თუ სუფრაც გაიშლება
_მხოლოდ ოჯახი...
_ხვალისთვის რა გჭირდება ?
_ტორტი უნდა შევუკვეთო , ბუშტები,ყვავილები და დეკორაციები . ოთახისთვისაც მინდა რაღაცები. ბავშვის დაბადების შემდეგ იქ გადავდივარ
_იქედან უნდა იარო ? ყველაფერს როგორ მოასწრებ
_დავეხმარები სანამ წამოიზრდება და დალაგდებიან. დღისით სამსახურში შემოვირბენ. სახლიდანაც ვიმუშავებ ახალ კოლექციაზე მთავარია ბოლომ გაამართლოს ისე როგორც მინდა
_შენი ესკიზებია ხომ ?
_მამაკაცების კოლექციაა ძირითადად მნიშვნელოვანი ... ადრე ასე არ იყო და პოპულარული თუ არ გახდება ცუდი იქნება . ეკონომიურად იმდენად არ მაფიქრებს რამდენადაც ემოციურად.
_ლამაზი კაბების ხატვა უფრო არ გიყვართ ქალებს?
_აუტანელია საშინლად ჩაცმული კაცების ყურება და გადავწყვიტე ჩემი გემოვნებით შემექმნა სამოსი ყველანაირი კაცისთვის
_ყველანაირი კაცისთვის რას ნიშნავს
_დაბალი,მაღალი,სწორი ფეხებით და გახრილით . ღიპით და პრესით ... დიდი ზომებიც შევაკერინე,სულ ბრაზი მომდის რომ ვერ პოულობენ ნორმალურ სამოსს
_ტანსაცმელზეა დამოკიდებული მოგეწონება თუ არა ბიჭი ?
_ბევრია დამოკიდებული როგორ ეფექტს მოახსენს ვიზუალურად თუმცა მერე რომ დაილაპარაკებს ყველაფერს თუ წყალში ჩაყრის ჩემი ტანსაცმელი ვერ უშველის. მოდელი თუ ვერ იპოვა ელისომ მერე მომეღება ბოლო...
_შენ ნაცნობებს ვერ თხოვ?
_მაგათი არაბუნებრივი ფოტოები არ მინდა თან დამიჯდება ერთი კოლექციის ფასი ... ისე თხოვნას კი არ ვაპირებ ,ვინც ნორმალურია მერე პაემანზე წასვლას მთხოვს და მითუმეტეს არ მინდა
_ეგ ნამდვილად არ გვინდა ... მაინც როგორი ტიპი გჭირდება . იქნებ მე გავიხსენო ვინმე , მატილდასაც იმდენი ნაცნობი ჰყავს
_ყველანაირი მჭირდება... ვიცი ზუსტად როგორ ვიდეოებსაც გადავიღებ ,ფოტოებთან ერთად
_შენ რა დაბალი, ფეხებ სწორი ფეხებ გახრილი ღიპიანი და უღიპო კაცები გინდა შეკრიბო? დღეს აპირებ ამ ყველაფერს?
_დაწყებული მაქვს უკვე ... თითქმის დავასრულე. მთავარი სახე არ მყავს ვისი ვიდეო და ფოტოც ისე გავარდება როგორც "calvin klein"_ ის ვიდეორგოლები ... ძალიან ამბიციური გეჩვენება ალბათ,მაგრამ როგორც ინფლუენსერმა ვიცი რასაც ვამბობ
_ღმერთო გადმომხედე დროულად_გაიგო როგორ ჩაილაპარაკა იომ ,მაგრამ იფიქრა ჩემ იდეას დასცინისო და აღარ ჩაეძია
_გავაკეთებ და ყველა ნახავს შედეგს _ ეწყინა რომ არ უჯერებდა ,თავი გვერდით შეაბრუნა და საცობში გაჭედილმა მორიგ მელოდიას ააყოლა თითები . შემდეგ მობილური აიღო და სთორი გადაიღო , ყველაფერი ერთად რომ ჩანდა ესთეტიურად იმ რამდენიმე წამიან კადრში სიმღერის თანხლებით . იოანეს ხელიც საჭეზე,გზაც და სალონში გამეფებული აურაც . სულს უხუთავდა ასეთი მომენტები და ჰქონდა შეგრძნება რომ წამალი იოანეათან მეტი სიახლოვე იყო ამ დროს .
_ბიჭების საეჭვიანო სთორს ამზადებ?
_რაა ?_ მის პროფილს უყურებდა და იღებდა კიდეც გაუაზრებლად ისე გამოერკვა
_ხომ აკეთებენ გოგონები ასე... მატილდა რომ შორდება ან ეკამათება რომელიმე შეყვარებულს თუ ქრაშს ან ის მიწერას დაუგვიანებს უცებ გამოაჩენს სთორზე ბიჭს ,ყვავილებს,საჩუქარს... არ იცნობ შენ დაქალს?
_ვიცნობ ,კი... შენ მატილდაზე დაკვირვების შედეგად იცნობ ქალების ფსიქოლოგიას ?ყველა ასე თუ არ იქცევა ?
_გკითხე შენც ასე იქცევი თუ არა _თქო
_პასუხს არ გაგცემ ... თუ გგონია რომ გიყენებ ვიღაც ბიჭის საეჭვიანოდ გეგონოს
_მამის დასამშვიდებლად ხომ მიყენებ _ თვალებში უყურებდა მაინცადამაინც იმ წამს . მერე მანქანების ნაკადიც დაიძრა და მივიდნენ კიდეც დანიშნულების ადგილამდე
_შეგვიძლია დავასრულოთ... მე დაველაპარაკები და არ გაბრაზდება ,შენზე მითუმეტეს _როგორ ცდილობდა მშვიდი და გაწონასწორებულუ ყოფილიყო,მაგრამ გულში ჩაწყდა რაღაც ,რაღაც უხილავი უჭერდა ყელში და სუნთქვას უკრავდა . იქამდე გადავიდა სანამ მანქანას დააყენებდა , უკან არ მიუხედავს ისე შევიდა შენობაში .
სამკერვალოში რადგან სივრცე დიდი იყო გადაღებებისთვისაც იქ ჰქონდათ კუთხე მომზადებული მას და მატილდას . სრულიად ენდობოდა მის ხედვას როგორც ფოტოგრაფისას ,გოგონასთვისაც გამოწვევა იყო მსგავსი საქმიანობა და დიდი ენთუზიაზმით ასრულებდა ყველაფერს
_მოხვედი? მე რამდენიმე ფოტო შენ გოგონებსაც გადავუღე ... ნახე?გამოფენა უნდა გავაკეთო ისეთი მასალა მაქვს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ_ მკერავ ქალებზე მუშაობის პროცესში გადაღებული სრულიად ბუნებრივი ფოტოები აჩვენა . ყველას სახელი იცოდა უკვე და შეხუმრებულიც იყო
_საოცარი რომ ხარ იმიტომ აგირჩიე თორემ მოვიყვანდი გიუნას და გვექნებოდა სტანდარტული გადაღება
_რა გჭირს შეენ ? _ მატიმ ჩახუტებულ მეგობარს ზემოდან დახედა და წარბები მაღლა აზიდა_ჩემი ბედოვლათი ძმა სად გააქრე? დაეზარა და არ მოგაკითხა?
_არა,მოვიდა და დიდხანსაც მელოდა,საცობშიც გაიჭედა ჩემთან ერთად და აქამდეც მშვიდად მომიყვანა. რატომ შეაწუხე ვერ ვხვდები,მეტროთი წამოვიდოდი და მერე ფეხით გავისეირნებდი
_შენთან გამოსვლა სულ არ დამივალებია მე ... აქ მოსვლაზე ვეჩალიჩე გუშინ. თავიდან დაჩიზე ვფიქრობდი,მაგრამ ეგ მაინც გიორგი მებონიას სახელთან ასოცირდება და არ გვინდა ზედმეტი თავის ტკივილი. ყვავაძეზეც ვფიქრობდი,მაგრამ იმას შენ მოსწონხარ და შენ აგიშლიდა ნერვს... მკითხე ბოლოს რა მოხდა? რამ გამინათა გონება?
_რა მოხდა_ დივანზე ჩამოჯდა და განწყობაწამხდარმა განაგრძო სმენა
_ჩემი ძვირფასი ძმა სააბაზანოდან გამოეთრა ორსაათიანი კაკუნის შემდეგ... მეორე სააბაზანოში ონკანი იყო გაფუჭებული და უბრალო მოკვდავებისაში შემოაბიჯა თორემ თავის საძინებელში აქვს მოწყობილი ერთი სახლისოდენა სააბაზანო . ცოლს რომ შეირთავს იმასთან ერთად უნდა მოიწყოს იოს 150 ელფერი ალბათ _ წამში თქვა ყველა სიტყვა და გაღიმების ნაცვლად უარესად აურია ფიქრები ინას _ გამოაბიჯა პოსეიდონივით და მივხვდი რომ ის იყო ... ის იყო ვინც გვჭირდებოდა . იქვე გადავუღე ერთი ფოტო ლამის ჩასძვრა ის პირსახოცი _ აჩვენა წელზე პირაახოცმოხვეული,სველი იოანე შენგელია გაბრაზებული სახით რომ უყურებდა და მუჭით იჭერდა თეძოზე ჩამოცურებულ ნაჭერს . დასცხა , პირი გაუშრა და მერე საერთოდ მოკვდა ლამის ნაბიჯების ხმასთან ერთად მატილდას შეცხადება რომ გაიგო _ არა სად ხარ ამდენ ხანს?ნამდვილი მოდელი ხომ არ გგონია თავი რომ აგვიანებ. ჩვენ აქ საქმიანი ქალები ვართ
_რატომ არ მითხარი ინამ თუ არ იცოდა... მომატყუე ინას იდეაა და ერიდება თქმა იცის რა აუტანელი ,კომპლექსიანი და მორცხვი ხარო _ ინას ზურგს უკან იდგა,დივნის საზურგეს ხელებით ეყრდნობოდა და გოგო მისგან წამოსულ მუხტს კი არა ამოსუნთქულ ჰაერსაც იჭერდა_კიდევ მითხარი უამრავი ტყუილი და მე გეუბნები ,რომ ჩემ ბაიკთან მიახლოება არ გაბედო უახლოესი ექვსი თვე მინიმუმ
_კარგი რაა... კარგი რა იოანე ,ნუ ხარ ასეთი ჯიუტი აუტანელი . გვჭირდებიი მე და ინას. დამშვიდდი საცვლების კოლექცია არ იქნება და შენ პაწაწო ჭუჭუს არ გამოვაჩენთ _თითქოს ჩუმად ელაპარაკებოდა,მაგრამ ინას თავთან ხდებოდა ყველაფერი და როგორ ვერ გაიგებდა.
_და რომ არ იყო ჩემი ხომ შეიძლებოდა? ასეთი რა შევცოდე შენ რომ ხარ მაინცადამაინც
_აი ილიას გაუმართლა და თუ გინდა გაუცვალე ჩემი თავი ინაში... _თითქოს განგებ ქმნიდა ამ საშინლად უხერხულ მდგომარეობას
_მატილდა გეყოფა ,გთხოვ ... საკმარისი ვიდეოები და ფოტოები გვაქვს. დანარჩენი მარტოს გადამიღე და დასრულდება. უამრავი სხვა საქმეც მაქვს ხომ იცი და არ ღირს ერთის გამო ყველა დანარჩენის გაფუჭება. იოანეს ვერ ვაიძულებ ამხელა მსხვერპლზე წასვლას და ასეთი დისკომფორტის შექმნას. ვინ იცის როგორი გამოხმაურება მოჰყვება ...
_არა რა მეყოფა ნახე ერთად იქნება საოცარი ფოტოები თან იმ შენი ახალი კოლექციით ... შენც ხომ გინდოდა პირადი გვერდისთვის გადაღება . რა დაუშავდება ერთი_ორი საათი გვაჩუქოს დას და დის საუკეთესო მეგობარს? პოზების მიღებასაც არ ვაიძულებ ბუნებრივად მოიქცეს _ წამში ააჩხაკუნა კამერა და ასე ინას თავთან მდგომს გადაუღო. ზემოდან რომ უყურებდა ინა კი თითებს დაჰყურებდა ამ დროს . ერთი მეორეს თვალებს ეძებდა მეორე კი ემოციებს მტევნებით იჭერდა თითქოს _წარმოდგენა არ მაქვს ეს ცხოველი შენთან მოახლოებისას ასე როგორ ტრანსფორმირდება, მაგრამ ერთად საოცარ სინთეზსს ქმნით
_გეყოფა მატილდა , გთხოვ ... ფოტოები გადმომიგზავნე. ავარჩევ და მივხედავ .
_გადავიღოთ თუ შენ გგონია,რომ მე ვარ ის ვინც გჭირდება ... ამ ფოტოსესიისთვის _ თითები ნაზად შეახო , თავი შეაბრუნებინა. თვალებში უყურებდა და მშვიდი, თბილი ტონით უსვამდა კითხვას
_მე არ შემიძლია კიდევ რამე დაგავალო და გთხოვო ეგოისტურად დაგაზიანო
_არ მთხოვო,უბრალოდ მითხარი მე გინდა რომ ვიყო თუ არა _საერთოდ არ ახსოვდა მატილდა რომ უყურებდათ,არც მისი თითების სახეზე შეხება გაუპროტესტებია , არც თმა რომ გადაუწია და არც შუბლზე რომ აკოცა შემდეგ
_მინდა შენ იყო ჩემ გვერდით... ფოტოებზე _ ჩუმად უთხრა და სუნთქვა საერთოდ შეწყვიტა იოანემ რომ გაუღიმა და ისევ აკოცა ამჯერად ლოყაზე .

მატილდაც რომ აღარ იღებდა ხმას უცნაური კი იყო ,მაგრამ კომენტარი არცერთს გაუკეთებია. ინას შექმნილი საამოსი თითქოს არავისთვის იყო იოანეს გარდა. ისეთი მომხიბვლელი იყო ,იმდენად მიმზიდველი და ისეთი ახლო ინას უჭირდა კონცენტრირება გადაღების ყურების დროსაც და მერე მის გვერდით რომ დააყენა მატილდამ ხომ საერთოდ . ისე იქცეოდა თითქოს პირველად ჰქონდა ფოტოსესია. არ იცოდა რა გამოვიდა,რა გადაიღო მდუმარე მატილდამ თბილისის ქუჩებში და როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ყველაფერს
_იოანე სად არის? _ ტანსაცმელი რომ გამოიცვალა მატილდასთან შევიდა კაბინეტში
_წავიდა , სამსახურშია გვიანდებოდა...
_მადლობაც ვერ ვუთხარი
_რომ გიყვარს ის არ გითქვამს და მადლობა რა სახსენებელია საერთოდ _ეკრანს უყურებდა ისე თქვა და ისეთი ტონი ჰქონდა თითქოს მალე ეჩხუბებოდა
_საიდან მოიტან ხოლმე... გაბუნია აღარ მიყვარს ? ან მაიკლი , ორი თვის წინ არ მიმტკიცებდი ეგ ბიჭი შენთვისააო?დარჩი ლონდონში და მამაშენს დაემალე სანამ ბავშვი არ გეყოლებათო?
_ბრმა ვყოფილვარ და სულელი ... აქამდე როგორ ვერ მივხვდი
_გეშლება_თქო მატილდა . საქმეს მივხედოთ სჯობს
_თვითონაც ვერ ხვდები ნეტავ თუ მე მიმალავ
_მატი
_როდის შეგიყვარდა... არ იცი როგორი მექალთანეა,არასტაბილური, მოთამაშე გრძნობებზე,მანიპულატორი... ისეთი ჭკვიანია ვერც წარმოიდგენ როცა რაღაც უნდა როგორ მუშაობს მისი ტვინი და ამავე დროს ამ ნიჭიერებასთან ერთად რამდენად დაუნდობელი შეუძლია იყოს თუ გაბრაზრება. არ მითქვამს ,არ მოგისმენია ჩემი საუბრები თუ რა დაგემართა ინა? სად იოანე და სად შენ ... თავი მოგბეზრდა შვილო , მაზოხისტი ხარ თუ სულ დაკარგე გონება . ერთმანეთს ჭკუიდან გადაიყვანთ . ის ნამდვილად შეგაყვარებს თავს ,ვაჩეს შემდეგ შენ
_მატილდა პანიკა გაქვს სულ ტყუილად ... სასაცილოა მართლა და ის აღარ ახსენო საერთოდ _თქო გითხარი
_კი ნამდვილად სასაცილოა ჩემი ტიპიური ქართველი ძმა და შენ . შენი მეამბოხე ხასიათით, ყველა ჩარჩოს და წესის დამსხვრევის დაუცხრომელი სურვილით,მუდმივი ცვილელებებით,გაქცევით ყველაფრისგან და ის ... მოკლე კაბაზე მიჭედავდა_თქო არ მითქვამს შენთვის ? გგონია შეყვარებულს ატარებს ისე როგორც შენ იცვამ ხოლმე ? ან ჩემ შეყვარებულებს რომ სცემდა შენ თაყვანისმცემლებს რას უზამს . წარმოდგენა მზარავს , ღმერთო ჩემო
_დამშვიდდი მატილდა,არასდროს მოხდება ეგ ყველაფერი . მადლობა და როგორც დაგპირდი დაგხატავ დაბადების დღემდე
_იოანეს მოერიდე და არც ნახატი მინდა,არაფერი მინდა... ეგ იდიოტი გულს რომ გაგიგლეჯს მერე ჩემთან ასე მსუბუქად ვეღარ იქნები და არ მინდა უხერხულად ვიგრძნოთ თავი. როგორ ვერ ვიტანდი ჩემ დაქალებს სულ რომ მოსწონდათ და მერე ჩემთან კი არ მეგობრიბდნენ იმას ეფლირტავებოდნენ. ერთზე ხომ მოგიყევი , საერთოდ მ.ნეტის კეთების დროს დავადექი ამ ჩემ ძვირფას დაქალს . თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა ,იმან კიდევ რა მიპასუხა?მე რა შუაში ვარ დაქალების არჩევა არ იცი როდის გითხარიო . როგორი კომპლექსიანი აზიატია ღმერთოო ინა ... ჩემო ინაკო ,ჩემო ძვირფასო სისულელეს ნუ ჩაიდენ , თავის ნამდვილ სახეს ნუ გამოავლენინებ ,მამაშენს ნუ მოაკვლევინებ
_მატილდა ,გთხოვ
_კარგი ... კარგი მორჩა. სულელი ბავშვი ხომ არ ხარ. უბრალოდ ფოტოებია და მომეჩვენა . საიდან შეიძლება აბა თქვენი ერთად ყოფნა ,იმას ბავშვები არ მოსწონს გამოცდილი და ისეთი გოგოები ჰყავს სულ ,სიამოვნებაზე კონცენტრირებულია ბიჭი. მართლა გიჟი ხომ არაა, იცნობს შენებს ყველას ... წავედი. ჩანთა დამრჩა _ თავისთვის ლაპარაკობდა უკვე ,ჩანთას ხელი დაავლო და წავიდა. ვერ მიხვდა ინა რა მდგომარეობაში იყო, როგორ გაურთულა სუნთქვა და როგორ მოუკლა გული. კაბინეტში იჯდა ,საათები იყო გასული ისევ ფოტოებს უყურებდა . სავარძელში მჯდომს რომ კოცნიდა იოანე იმ ფოტოს უკვე ტელეფონში დაუდო ბინა , სხვისთვის ვერ გაიმეტებდა იმდენად ინტიმური იყო მისთვის იქ აღბეჭდილი შეგრძნება . დანარჩენ ფოტოებს და ვიდეოებს ისე უყურებდა როგორც პროფესიონალი. აარჩია ისინი რომლებიც სჭირდებოდა და დაიწყო განთავსება პირად და ატელიეს ინსტაგრამ გვერდებზე. ვიდეოები ტიკტოკზეც დადო და გონის კარგვამდე მისულმა დამძიმებულუ თავი მგიდაზე ჩამოდო. ჩაეძინა თუ გაითიშა არ იცოდა, იოანეს ხმა ესმოდა და შეხებას გრძნობდა, ისე ცხადად ეჩვენებოდა არც დაუშვია რეალური რომ იყო ისე შეახო თითები ლოყაზე და ცერი გადაუსვა ტუჩებზე
_ყველაფერი შეუძლებელი რატომ ხართ ჩემ ცხოვრებაში ... ასეთი მძიმე რაატომაა სულ სუნთქვა
_გადაიღალე ... შენ კი ამბობ ყველაფერს გავუმკლავდებიო. წამოდი ჯერ ვივახშმოთ და შემდეგ წავიდეთ კახეთში _ ხელისგულზე აკოცა,თითებით მაჯაზე შეეხო და ისე უყურებდა გული შეეკუმშა ინას
_დასრულდა ჩვენი თამაში_თქო ხომ გითხარი იოანე? გმადლობ დახარჯული ენერგიისთვის,დროისთვის და მონდომებისთვის . თავისუფალი ხარ
_წავედით ... გემრიელ საჭმელს გაჭმევ და ენერგია დაგიბრუნდება _პატარა ხელჩანთა ისე სასაცილოდ ეჭირა ინამ თავი ვერ შეიკავა . შემდეგ ხელი რომ შემოხვია და ახლოს მიიზიდა იმდენად ახლოს იყო სიტყვები სულ დაკარგა _წვიმს გარეთ ...
_მართალია მატილდა .?
_გააჩნია რას ამბობს
_შენზე რასაც ამბობს
_რაო რას ამბობს
_რომ მოთამაშე ხარ, მექალთანე,ცუდი ბიჭი და გულს მატკენ
_შენც მოთამაშე ხარ , არასტაბილური,თავისუფლებისმოყვარული,თავქარიანი გოგო და გულს მატკენ ? ვერავინ შეგაფასებს როგორც მეორე ნახევარს იმიტომ რომ ის ნახევარი ერთია და იმ ნახევართან შენც ერთი ხარ ... სხვა არავინ იცის შენი სახე,შენი ფერი ,შენი ქცევა და შენი სუნთქვაც კი იმ შენ სულის ნახევართან _ ლოყაზე ეფერებოდა,ისევ ისე განუზომელი სიამოვნება იგრძნო და მისი სიტყვები თავბრუსახვევდა _ ყველა სხვა ფერი სიყვარულით გიყვარს იმ შენი ნახევრის გარდა ...
_ჰონორარზე არ შეუთანხმდი მატილდას? _გამოფხიზლდა,ძალა მოიკრიბა და ხელიდან ისე დაუსხლტა თითქოს წუთის წინ არ დნებოდა მის მკლავებში
_გარდერობი ხომ განმიახლე _ჩაიცინა და უკან მიჰყვა
_ეგ თავისთავად და სხვა ?
_თქვენნაირ მოდელთან გადასაღები სივრცის განაწილება და ერთ ფოტოზე გამოსახვა უკვე დიდი პატივია
_ვახშამზე მე დაგპატიჟებ
_კარგი მადა მაქვს,გაკოტრდები
_უკან მიმაქვს სიტყვები თანაც შენ ხომ არ ხარ ის კაცი გოგო რომ გადაუხდის საჭმლის ფულს
_ვინ გითხრა ... სულ გოგოები მეპატიჟებიან _ ისე სერიოზულად თქვა ეჭვს ვერ შეიტანდი
_სასტუმროს ფულსაც ისინი იხდიან ალბათ
_რა თქმა უნდა ... შუგერ მამი მყავს კიდევ რამდენიმე და ქმრიანი საყვარელიც არ დაგვავიწყდეს
_ქმრით თუ უქმროდ გააჩნია
_ხო აი ეგ მნიშვნელოვანი დეტალია... ქმრით ვერ , ჯგუფურში მხოლოდ ორ ქალს მოვიაზრებ ,კაცი მხოლოდ მე უნდა ვიყო
_გეყოფა
_მე კი არა შენ დაქალს ეყოფა ... რაც არ იცის იმაზე რომ ლაპარაკობს . ბავშვობიდან ამოჩემებული აქვს შენ უფრო მეტად უყვარხარ მშობლებსო და მთელი ცხოვრებაა წარმოიდგენს როგორი ცუდი ვარ . ანგელოზი არ ვარ ,მაგრამ მატილდა ნამდვილად აზვიადებს ყოველთვის როცა საქმე მე მეხება . არც შეუყვარდა ვინმე რომ გამათავისუფლოს,გათხოვდეს და ამომასუნთქოს
_დას ასე მარტივად აქორწინებ?
_ვინ წაიყვანს... პირს თუ აუკრავ და მხოლოდ სილამაზით გააბრიყვებ ვინმეს თორემ როგორც კი დაიწყებს ლაპარაკს უკანასკნელი ქალი რომ იყოს დედამიწაზე მაინც გაექცეოდა ყველა კაცი
_შენ ასე არ ფიქრობ ... ვიცი როგორც გიყვარს და როგორც აფასებ. ისიც ვიცი შენ რომ იპოვე უნივერსიტეტი მისთვის, ყოველთვის ყველა ნაბიჯზე ეხმარები და გვერდიდან არ შორდები. არც მაშინ გიჩხუბია როცა ნიკამ მიატოვა , ყველა რომ ეუბნებოდა ხომ გეუბნებოდიო შენ არ გითქვამს. იქ ვიყავი და ვხედავდი როგორ უსიტყვიდ ზრუნავდი . შენი ხელით აჭმევდი და ასმევდი, საწოლიდან წამოდგომას აიძულებდი . იქამდე უშლიდი ნერვებს სანამ არ აგყვებოდა და მანამ ეუბნებოდი რომ სუსტი იყო სანამ არ გამოიწვიე და არ გააბედინე ყველაფერი რისი კეთების სურვილიც ჰქონდა. თან მაშინ იყავი ის 18 წლის თავქარიანი ბიჭი და მას შემდეგ გავიზარდეო ამბობ ... მე კი მგონია რომ მაშინაც დიდი იყავი და რაღაცები არ იცვლება ადამიანში. სულს ვერ გამოგიცვლიან ,გატკენენ, ჩაგაქრობენ, ჭრილიბებს დაგიტოვებენ , მაგრამ მაინც ვერ შევცვლიან
_რას ინებებთ? _ იოანეა სიტყვები რომ დაეკარგა პასუხად კოცნის გარდა არაფერი რომ არ უნდოდა მაშინ გამოჩნდა მიმტანი .

ყველაფერი როგორ უცნაურად დალაგდა. ტყუილის საშუალებით ჰყავდა გვერდით გოგო რომელიც წლების განმავლობაშიც მოსწონდა და რომელთან მისასვლელი ნაბიჯიც იქამდე ვერ გადადგა. ახლა სამყარო რომ ამოტრიალებულიყო ხელს აღარ გაუშვებდა.

ერთი საათის შემდეგ გზაში იყვნენ და არცერთს ჰქონდა წარმოდგენა წინ რა ელოდათ. იოანე სწრაფად არ მართავდა, დროს არ ამცირებდა ინასთან ყოფნის თორემ გზის ის მონაკვეთი თავისუფალი იყო . მოულოდნელად ისე გადაუსწრო ერთ_ერთმა მანქანამ საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და წინ გაჩხერილს შეასკდა. მხარი მიარტყა საჭეს ინასკენ რომ გადმოიხარა და წამის შემდეგ მანქანების სიგნალის,ხმაურის ფონზე გოგო რომ შეათვალიერა შემდეგ დაიწყო სუნთქვა
_კარგად ხარ ? ყველაფერი რიგზე გაქვს?
_მე კი ... შენ ?
_აქ იყავი ... აქ დარჩი და მერე კლინიკაში წავიდეთ _ თავზე აკოცა , მერე ლოყაზე და მანქანიდან გადავიდა. მარცხენა ხელის ტკივილს ვერც იაზრებდა ადრენალინი აწვებოდა ტვინში , წინა მანქანიდან გადმოსულ ბიჭს რომ მივარდა . აშკარად არ იყო ფხიზელი და იოანესთან საუბრის დროს დანა რომ გაშალა მერე ხედავდა იმ შენგელიას მატილდა რომ უყვებოდა. ადგილიდან ვერ დაიძრა, თვალები დახუჭა და მოიკეცა იქამდე სანამ სოსოს ხმა არ გაიგო. რამდენიმე მანქანა იდგა უკვე გზაში . იოანეც მოეშორებინათ უცნობისთვის და უცნობ ბიჭებთან მდგომი აგრძელებდა საუბარს
_ს.რზე რომ ვინ არის ვერ მხედავთ ? გათიშულია ისეთ კაიფშია... გოგო მიზის მანქანაში მას რომ ნაკაწრი ქონდეს ,რამე რომ მოსვლოდა ამის სახეს კი არა ყველა ძვალს დავუმსხვრევდი სათითაოდ. დანით, გათიშული,მიფრინავს მანქანით და შენ აქ ბოდიშის მოხდის ნაცვლად ვინ ცემეო მეკითხები? ვინც გინდა ის მომიყვანე და რაც გინდათ ის ქენით. ჩემ ნომერი ჩაიწერე და გნახავთ სადაც გინდათ . ახლა საავადმყოფოში უნდა წავიდე და მეტი არ მინდა შერყევა ჰქონდეს _ბიჭის ძმას უყვიროდა სოსომ მანქანისკენ რომ გაიხედა ... მოკეცილი იყო ინა და ვერ ხედავდა იქამდე
_ვინ გყავს მანქანაში... ვისთან ერთად ხარ _ უკვე გარბოდა რომ უთხრა და ბიჭიც უკან მიჰყვა. ლამის მოკვდა კარის გაღებამდე რომ დაინახა თავდახრილი ინა . ეგონა გონზე არ იყო
_ინა ... მა ,ჩემო სიცოცხლე თვალები გაახილე ჩემო ერთადერთო ... _ ხელის შეხებაც ვერ გაბედა ისე მოიკეცა _ მაა
_ინა ,ინა შემომხედე... ყველაფერი კარგადაა. მორჩა . მაპატიე ,კარგი ? მაპატიე მორჩა ,შემომხედე კარგად ვარ
_არ ხარ ...სისხლი მოგდის და ხელი ? ხელი არ გტკივა ?_ამოიტირა და ჩაეხუტა _ რატომ ეჩხუბე... დანა რომ დაერტა?რომ მოეკალი მერე ?მერე მე
_მორჩა , კარგად ვარ ... _ხელზე კოცნიდა და ეხუტებოდა
_მოვკლავ მაგ გველის წიწილს _ სოსოს ხმა გაიგო თუ არა ძლივს ფეხზე წამომდგარი ბიჭისკენ დაიძრულს თვალი ძლივს მიაყოლეს
_გააჩერე მოკლავს ...
_სულს ამოგხდი შე ნაბ.ჭვარო ბავშვებს რამე რომ მოსვლოდათ ხომ ჩამოგატყავებდი ცოცხლად შე ახვრო
_გაუშვი... ყველაფერს ავანაზღაურებთ. რადგან ცოცხლები არიან გამოფხიზლდება და თვითონ მოვიყვან ბოდიშის მოსახდელად შენ შვილთან.
_ამინაზღაურებ ? ხელოსანს გადაუხდი ფულს და ამინაზღაურებ? ბიჭს წეხან იქეთ არ აწვებოდით ორივე? თქვენი ძმის ჩასვრილს არ ტენიდით უკნიდან დაეჯახეო? კამერები არ არის და ვერაფერს დაამტკიცებო თქვენ არ ეუბნებოდით? ეს რომ ცოდვას აიკიდებს ან თავს გამოუყვანს წირვას ამის კი არა თქვენი ბრაალი იქნება ორივესი და მაგას ვინ აგინაზღაურებთ არ ვიცი. ზუსტად ასეთ მანქანას მოუყვან ერთ კვირაში ამ ბიჭს ...
_საჭირო არ არის ... სოსო . ინა ნერვიულობს, უბრალოდ დავიშალოთ ახლა და თუ რამე პრობლემა დაგრჩებათ ჩემთან და თქვენი ძმის სახესთან მიპოვეთ თუ არადა რკინის ზიანს არც თავიდან გამოვკიდებივარ .

საავადმყოფოში იყო და უყურებდა როგორ არაფერი აინტერესებდათ ერთმანეთის გარდა. ინა იოანეს ამოვარდნილ ხელს ტიროდა, იოანე ექიმს ეუბნებოდა რამე არ სჭირდეს ყველა კვლევა გაუკეთეთო. თვითონ უბრალოდ ჩამოჯდა და სიტყვა აღარ დაუძრავს. იოანე ამშვიდებდა,იოანე ეფერებოდა ცრემლიან სახეზე,იოანე არ უშვებდა ხელს
_სახლში წაგიყვან ... მანქანა ხელოსანთან გადავიყვანე . ინას დავტოვებ და
_დაჩი ჩამომაკითხავს ... ინა მივიყვანოთ სახლში და შემდეგ წავალ
_რომ არ წახვიდე ? მატილდა მაინც უნდა ჩამოვიდეს ხვალ... დედაშენი სახლში არ არის და ცალი ხელით ცოდო ხარ. დაჩიმ ტანსაცმელი ჩამოგიტანოს ან ილიკოსი ჩაიცვი ... გთხოოვ
_ინა ... იქნებ ჯერ მამაშენს ჰკითხო სახლში რომ მეპატიჟები
_ჩემი სახლია ... ის არ რჩება დედაჩემის სახლში
_რა მნიშვნელობა აქვს ინა _ ჩურჩულებდა ,მაგრამ მაინც ესმოდა სოსოს უბრალოდ დიალოგში არ ერეოდა_ დაჩი მომაკითხავს და წავალ თბილისში.
_მე მარტო მტოვებ? სტრესი მაქვს... ნახე გული როგორ ჩქარა მიცემს ,ცოდო არ ვარ ? _მისი ხელი მკერდზე მიიდო და სოსომაც გადმოხედათ
_ინა ... ილო და სესილია იქ არიან. ხვალ გაბრიელის დაბადების დღეა და შენ უნდა მოუწყო წვეულება
_რატომ ხარ ასეთი ჯიუტი ...
_ნუ გეშინია არ იქნება რაზბორკები და საქმის გარჩევები. ვცემე და მორჩა . შურისძიება ,მატერიალური ზარალის მოთხოვნა და მსგავსი ამბები ჩემი სტილი არ არის_მიუხვდა რაც ადარდებდა ყველაზე მეტად.
_მანქანა დაგემტვრა...შენი ხელფასით ნაყიდი მანქანა რომელსაც ისე უვლიდი და ეფერებოდი მატილდა ამბობს ჩემზე მეტად უყვარსო
_არ მყვარებია ისე ძალიანაც მე რომ მეგონა ... სულ სხვა დარდი მქონდა დაჯახებისას _ ისეთი მშვიდი ჰქონდა ხმა,იმდენად სასიამოვნო იყო მისი მოსმენა . ლოყაზე ნაზი კოცნით რომ დაგვირგვინდა

დაჩის ჩასვლამდე ინას საძინებელში აღმოჩნდა. როგორ გადალახა ზღვარი ვერ გეტყვით, გეგმაში არ ჰქონდა მის საწოლზე მასთან ერთად ძილის. ნახევრად ლოგინის თავს ეყრდნობოდა,ინა გვერდიდან ეხვეოდა და მის მკერდზე მიხუტებულს მშვიდად ეძინა. ხელის ტკივილი ვისღა ახსოვდა სულში ჰქონდა ქარიშხალი. დაჩიმ რომ მისწერა მოვედიო ძლივს მოშორდა, თავზე აკოცა , პლედი დააფარა და წავიდა. გაუბრაზდებოდა?ალბათ კი,მაგრამ იქ ვერ დარჩებოდა.
_რა დაგემართა
_ავარიაში მოვყევით ... არაფერია სერიოზული . მხოლოდ მანქანა აღარ ვარგა . გავაკეთებინებ რაღაც დანაზოგი მაქვს და გავყიდი
_იქამდე ?
_მოტოთი ვივლი
_ინასთან რა ხდება არ გინდა რომ მითხრა?
_არ იცი რაც ხდება ?
_შენ რომ გიყვარს გავიგე ... იმას?
_არ ვიცი ... მნიშვნელობა არ აქვს , სხვისი შეყვარების საშუალებას არ მივცემ და ასეთი შეუყვარებელი რა მჭირს
_ბავშვივით ხარ ხანდახან და ხალხს შენი ეშინია
_თავი მისკდება ... ისე მახრჩიბს ბრაზი როგორი დღე ჩამიშალა იმ ს.რმა , მანქანა გამინადგურდა. ეს ამოვარდნილი ხელიც... თუშეთში შენი მანქანით წავალთ იცოდრ
_სად თუშეთში ,გიჟი ხარ?
_გოგომ დაგვპატიჟა. მატილდა და ინაც მოდიან ,იცოდე ინასთან ყოფნის საშუალება რომ წამართვა აღარ დაგელაპარაკები. ჭირში ვარ და მჭირდები ,დაჩიკო
_შენ რომ კაცს შეუჩნდები
.............
გაბრიელის დაბადების დღე ოჯახმა ერთად აღნიშნა. ბავშვი ბედნიერი იყო მიღებული საჩუქრებით და ოჯახიც სრულყოფილად გრძნობდა თავს. ფოტოგრაფობა მატილდამ აიღო საკუთარ თავზე. ნამდვილი ფოტოსესია მოაწყო და ისევ დააფიქსირა საკუთარი კამერით იოანეს მიმართ ინას მზრუნველობა. იცოდა მათ შორის ყველაფერი იმაზე სერიოზულად იყო ვიდრე დაშვება შეეძლო .
..........
ძირითად დროს ბავშვებთან ერთად ატარებდა. სახლიდან თითქმის არ გადიოდა ,ელოდებოდა მოვლენების განვითარებას.
_თუშეთში მივდივარ... კარგად იქნებით? თუ დავრჩე
_წადი ,რატომ უნდა დარჩე
_რა აახალი
_არაფერი . არავინ საუბრობს გიორგის ვალებზე და გაკოტრებაზე. მოაგვარა სავარაუდოდ
_რაღაც ამბავშია გახვეული,ვიცი
_შენ არ იდარდო ... საკუთარ თავზე იზრუნე და იყავი ბედნიერი. დანარჩენს მე მივხედავ.

ჩხიკვაძეების სახლი მათ მეზობლად იყო ,მაგრამ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაკეტილი. შემდეგ დიანაც გადაცხოვრდა გიორგისთან და მათთან ურთიერთობაც რა თქმა უნდა აღარ ჰქონდა.
უფროსი ჩხიკვაძის ცოლი პედიატრი იყო და რამდენჯერმე მოხვდა ტყუპებით მის განყოფილებაში . მათი ბავშვებიც იგივე ბაღში დადიოდნენ და არ გაჰკვირვებია დაბადების დღის წვეულებაზე რომ აღმოჩნდა ახმაურებულ ეზოში. ირგვლივ უამრავი ბავშვი და დედა იყო ,საგანგებოდ მოერთოთ ეზო . იუბილარი გოგონა ყურადრების ცენტრში იყო
_მე მივუტან საჩუქარს რა _ სანიმ მავედრებელი თვალებით ახედა და არ გამოჰპარვია კესანეს სიცილი
_გაგიტეხავს ცხვირს შენ უჩაკო
_რატომ უნდა გაუტეხოს ცხვირი უჩამ?აბა კარგი ბავშვები არიანო?
_ელენიკო მოსწონს და აბა რას იზამს მისი ძმა?
_ნუ ხარ ჩამშვები
_უჩა კარგი ბიჭია ,არაფერს იტყვის ელენიკოსაც თუ მოსწონხარ. მთავარია ბუამ არ გაიგოს_ იესეს ხმა რომ გაიგო და დაინახა როგორ ჩაიმუხლა ბავშვების წინ სიტყვა დაკარგა
_ბუა ვინ არის?ელენიკოს და უჩას მამა?
_არა ვაჟა ჯიგარია ... ბუა ბიძამისია , ლუკა
_არადა ძალიან ლამაზი თვალები აქვს ... მომწონს მე _ კესანემ ამოთქვა და მოიწყინა თითქოს _ ყურებს დააჭრის სანიკოს?
_ნწ , ელენიკოსაც თუ მოსწონს მე ჩაგიწყობ საქმეს
_და თუ არ მოსწონს?
_მაშინ უნდა დაივიწყოს და სხვა გოგო მოეწონება მერე
_შენ როდის გაქვს იესე დაბ. დღე?
_მე ახალ წელს
_ეგ როდისაა? აღარ მახსოვს
_პირველ იანვარს ... ბევრ ფოიერვერკს რომ გაუშვებენ ცაში მაშინ იქნება ჩემი დაბადების დღე
_შენც სულ ბევრი სტუმრები გყავს ?
_არა ... არ ავღნიშნავ დაბადების დღეს მე ახალ წელს ავღნიშნავ
_მე მოგილოცავ ... ხო გამახსენებ დედა როდის იქნება ახალი წელი? _ კაცს ხელზე ჩამოეკიდა და ტიტინი განაგრძო. შემდეგ უკან მიმავალ დიანას ახედა
_შეგახსენებ ... აი დე გამომართვი და მიუტანე _ სანის მისცა ქაღალდის ყუთი და მასპინძლებს მიესალმა
_მიხარია რომ მოხვედით
_ბავშვებს ძალიან გაუხარდათ რომ დაგვპატიჟეთ... აქ თუ გადმოხვედით არ ვიცოდი თორემ დაგპატიჟებდით ჩემთან სოფო
_დაბადების დღის აღსანიშნად გამოვიყენეთ ეზო თორემ ჩვენ ცალკე ვართ. ლუკა სულ ბათუმშია და იშვიათად ვართ აქ ,განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში _ქალთან საუბარში ისე გაერთო ვერ დაინახა სად გაქრა იესე.
ბავშვებთან და დედებთან ატარებდა დროს. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. დასვენებას მონატრებულ ქალებთანაც საინტერესოდ წარიმართა საუბარი,ბავშვებზე,სამსახურებზე,ქმრებზე წუწუნი და ჭორაობა ნაცნობებზე. ტიპიური ქალური საუბრები . საღამომდე დრო ისე გავიდა ვერც გაიაზრა. სტუმრების უმრავლესობა წავიდა იესე კი ისევ
არ ჩანდა . ეზოში არ იყო,ძმებს სახლში შეჰყვა. იქ კიდევ იყვნენ კაცები ,ხმა გამოდიოდა მეორე სართულიდან. აივანზე მოსაწევად გამოსული რამდენიმე ნაცნობი სახეც დაინახა და ბოლოს ისე მოხდა რომ მათ გვერდით სუფრასთან აღმოჩნდა. თითქმის ყველას იცნობდა ზოგს ბიზნეს სექტორიდან ზოგსაც დამნაშავეთა რიგებიდან,როგორც ბიჭი ჩადუნელის შვილი . ყველანი წამოიშალნენ დიანას დანახვისას,ზოგი თავის დაკვრით მიესალმა ,შედარებით ახლობლები ჩაეხუტნენ, ასაკით უფროსებმა კი ხელზე აკოცეს
_დღითიდღე მშვენიერდები
_გმადლობთ ... არ შემოგეჭრებით ,დედებთან გადავინაცვლებ
_როგორ გეკადრება ,დაბრძანდი ... იმდენი ხანია არ გვქონია შენთან შეხვედრის ბედნიერება და ასეთ ოჯახურ გარემოში საუბრის _ გურამი ბიჭის მეგობარი იყო, ვერ შეეწინააღმდეგენოდა თავხედობა იქნებოდა და თანაც პრობლემა არ ჰქონდა მათთან ყოფნის . სოფომ დატოვა,ბავშვებთან ჩავალო თქვა და გაეცალა მისთვის უცნობ,არასასურველ საზოგადოებას. ის კი უმცროსი ჩხიკვაძის გამოწეული სკამის დამსახურებით პირდაპირ იესე მინდელის გვერდით აღმოჩნდა. თითებშორის კრიალოსანს რომ ატრიალებდა და შიგადაშიგ თეთრ ღვინოს წრუპავდა
_დეიდა ციცო როგორ არის ... ბავშვები დიდები არიან ალბათ უკვე_მთელი ოჯახი გაახსენდა და მოიკითხა
_მე ვიცი? ინგლისში გადასახლდნენ და ბავშვებს ათასში ერთხელ ვნახულობთ მე და ციცო... შენ მაგარი გოგო ხარ აქ რომ დარჩი და არ წახვედი იმ ამბების მერე მითუმეტეს. შენ ადგილას ყველა წავიდოდა
_გასაქცევი ჩემ ოჯახს არაფერი ჩაუდენია ... ბიჭის შვილების რეპუტაციას ვერცერთი ჭორი შებღალავს
_საშინელი ამბავი მოხდა ... ღმერთმა შეუნდოს და მისი ცოდვით დამძიმებულსაც შეუმსუბუქოს ტვირთი _ სუფრის ბოლოსკენ იჯდა კოტე ხალვაში რომლის სისასტიკეზე ამბები ლეგენდებად დადიოდა ,მისი წრიდანაც კი ერიდებოდნენ იცოდნენ უკან არ დაიხევდა
_ეკას შესანდობი არაფერი ჰქონდა ... დამნაშავეს კი ვერაფერი შეუმსუბუქებს იმ სისხლს რაც აქვს ხელებზე ,კოტიკო _ ისე წარმოთქვა მისი სახელი თითქოს პატარა ბიჭს მიმართავდა. იესე ვერ ცნობდა ამ ქალს,მას ისეთი სუსტი ჰყავდა ნანახი,იმდენად უძლური ხელის გაშვების ეშინოდა სხვებთან ძუ ლომს ემსგავსებოდა რომელსაც არ ჰქონდა ბარიერი,ნებისმიერზე თავდასხმა შეეძლო_ ბევრს ნამდვილად ჰყავს გვერდით მოღალატე ცოლი , ისეთებს ტიტეს გზაზე რომ დგანან და კიდევ უფრო მაღლაც ,მაგრამ ვერ ბედავენ მოკლან და ყველა მოკლული ქალი თავისი ცოლისნაირი სულმდაბალი ჰგონია ,ყველა მკვლელ კაცს ადიდებენ იმიტომ რომ ჰგონიათ მათზე მაგრები არიან _ ისეთი ირონიული იყო, ისე უყურებდა გადაფითრებულ კაცს სხვებიც დადუმებულები ისხდნენ . ყველამ იცოდა ზუსტად მას რომ ანიშნებდა და იფეთქა კიდეც
_შენ რას მანიშნებ გოგო ... შენი ბ.ზი დის ნამუსს შენ გაწმენდ? საწყალი მამაშენი ერთი ბიჭი ვერ გააკეთა და ორ ქალს დაუტოვა ყველაფერი. შენი ბარიგა ქმარი მოიკითხე სანამ ვინმეს ცოდვებზე ილაპარაკებ და ქედმაღლურად გადმოხედავ. იმ კაცის დედას შვ.ცი კიდე ვისაც ცოლი რქებს ადგამს და არ გამოფატრავს ისე როგორც ტიტემ აჩეხა შენი ეკაკო
_კოტე ! _ რამდენიმემ ერთდროულად გადახედა,ძირითადად მასზე უფროსებმა,სხვები ვერ უბედავდნენ სიტყვის შებრუნებას
_რა კოტე რა ... ქალს რო ატლიკინებ ამდენს
_გამახარა თქვენმა ნახვამ...განქორწინების შემდეგ დავუბრუნდი უბანს და გადაცხოვრებას აღარ ვაპირებ. ჩემი სახლის კარი მამას მეგობრებისთვის ისევ ღიაა და ზუსტად ვიცი მეც ისევ მიმიღებთ თქვენს ოჯახებში _ იესეს დაჭიმულ ხელებს უყურებდა და უნდოდა გაეჩერებინა,იცოდა მას არ ჰქონდა ძალა და გამოცდილება ხალვაშთან დაპირისპირებაში_ კოტიკო შენ კი მომიკითხე შენი მეგობარი , რიჟა... შენ საყვარელ ცოლ_შვილს ისე უვლის როცა შენ სხვების საქმეებს არჩევ ,თითქოს მისი იყოს . ვაფასებ თქვენნაირ მეგობრებს _ ასეთი ქალი იყო, როცა საქმე ოჯახს ეხებოდა კონტროლს კარგავდა და შიშის შეგრძნებაც უქრებოდა
_რას მეუბნები შე _ ფეხზე მდგომ დიანასკენ დაიძრა ის იყო მკლავში უნდა ჩაევლო მათ შორის იესე რომ აღიმართა კედელივით სხვებიც წამოიშალნენ,მაგრამ მინდელმა ყველას დაასწრო. უკნიდან ხედავდა
მის დაჭიმულ მხრებს და ყელზე გამობერილ ძარღვებს
_ნაბიჯი არ გადმოდგა და ბოდიში მოუხადე აწეული ხმისთვის , ყველა სიტყვისთვის _ არ უყვირია, გასაგიჟებლად მბრძანებლური ჰქონდა ტონი
_სოსო ... აქ არ გინდა
_აქ ზუსტად არ უნდოდა ტლიკინი წარსულზე და იმ ამბავზე რაც მხოლოდ გარდაცვლილმა იცის. მკვდარი დის სახელს რომ ეხები და კაცობაზე გაქვს პრეტენზია თან სხვის სახლში. პატივისცემა არ იცი რა არის ... მოუხადე ბოდიში !
_ბოდიშს ბ.ზებს არ ვუხდი არ იცი შენ ?თუმცა შენ რა იცი ერთი უბრალო არიფი ხარ რომელიც ცოლმა ქორბუდა ირმად სანამ არ გადააქცია იქამდე ვერ გაუგო და სანამ სახლში არ დაადგა იქამდე ვერ დაბრიდა. რა იყო ქალს მონატრებული ხარ კიდევ?ორი წელია გამოხვედი ვერ აინაზღაურე და ჩადუნელის დონეს ეთამაშები ? ახლა რა გგონია თუ იტიპებ მოგცემს? _ იქამდე თავს იკავებდა, ჩხიკვაძეების სახლს სცემდა პატივს და იქ მყოფ სხვა ადამიანებს მერე კი ისე დაებინდა გონება დიანას მკლავზე ჩავლებულმა ხელმაც ვერ გააჩერა. კოტე ხალვაშს ალბათ ბავშვობის შემდეგ არ მოხვედრია იმდენი რაც იესე მინდელისგან მოხვდა . მინდელი რომ მოაშორეს სისხლს აფურთხებდა ,გატეხილი ცხვირიდან შეუჩერებლად მოდიოდა ალისფერი ბლანტი სითხე . ტკივილისგან გამწარებული,დამცირებული იმუქრებოდა და ყველამ იცოდა იქ მტრად გადაკიდებულ ორ მხარეს უყურებდა. იესე კეფაზე რომ დააწვა და დიანას წინ თავი დაახრევინა იქ უკვე გასროლილი ტყვიის სუნიც იგრძნეს იმათ ვინც ხალვაშის ხასიათზე იცოდა
_ბოდიში მოუხადე!
_გაიყვანეთ ... მიხედეთ _ დიანას მღელვარებისგან გული მისდიოდა და მაინც იქ მათ წინ დაცემას ვერ დაუშვებდა. არც პირველად ხედავდა მსგავს ამბავს და არც უკანასკნელად მის გამო რომ ჩხუბობდნენ,მაგრამ ეს ყველაფერი თინეიჯერობის წლებს გაატანა

_გიჟი ხარ შვილო? რა თავი გტკოდა ... მაგას ასეთი მყრალი ენა აქვს
_სიგიჟე ის მგონია ქალს კაცების თვალწინ რომ აყენებენ შეურაცხყოფას .იმ ქალს, რომელიც გარდაცვლილი მეგობრის შვილია და ჩუმად უსმენ მაგ მყრალ ლაპარაკს და ელოდები უპასუხოდ დატოვოს თითქოს მართალია ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვა რაც უთხრეს _ ცეცხლი არ ქრებოდა იესეს თვალებში და ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა . ჭაღარამ ხარხარი რომ დაიწყო ყურადღება აღარ მიუქცევია. არ ადარდებდა მათი წესები და კანონები
_ხერხაძე თბილისშია? _ ერთადერთი კაცი იცოდა ვინც მინდელზე გაგიჟებულ ხალვაშს გააჩერებდა. იესეს ახლოს არ ეკარებოდა მათ დასანახად დამშვიდდიო ისიც არ უთქვამს _ ნუ მიყურებ ასე შალვა... მომეცი ნომერი
_შენ დაელაპარაკები გაბეს? ერთმა არიფმა კაცმა სისხლი ადინა და აპატიოს ახლა_თქო? ქურდზე აწეული ხელი ეპატიება?
_რა სასაცილოები ხართ ეგ რომ ქურდის სახელით დადის... ქურდი კი არა მკვლელია , ავადმყოფი გიჟი
_შენ გადარიე გოგო და ნუ მასწავლი ახლა შენ თავს ... სკოლაში რა იყავი ის დარჩი. შეაგდებ ბომბს და მერე ტკბები როგორ ხოცავენ ერთმანეთს
_რა ვუთხარი ტყუილი...ყველამ თავის ბ.ზ ცოლს მიხედოს ,სახლიდან წათრეული ბორდელის კახპებთან სანამ ერთობა მის ცოლს ძმაკაცი უმშვიდებს. ყველამ რომ იცით და არაფერს ეუბნებით რიჟა გეცოდებათ თუ რა ხდება? იესე მოკლას და ვუყურო?ვალში ვარ ამ კაცთან უკვე მესამედ და შენ მე ნუ მასწავლი რა ვქნა და ვის რა ვუთხრა _ ჩუმად ელაპარაკებოდა ყოფილ კლასელს , იესეს ესმოდა მისი სიტყვები ახლოს იდგა , მაგრამ სხვებმა არ იცოდნენ როგორ ცრიდა კბილებსშორის ჩადუნელი სათქმელს
_მე დავურეკავ... ქალი ხარ გოგო ნუ გავიწყდება
_ბოდიშის მოხდას არ მოთხოვს დიანა_თქო თქმა არ დაგავიწყდეს...
_გოგას ურეკავ? აი რა გინდოდა
_ეკას არავინ დააბრალოს ღალატი_თქო როდის ვთქვი მე. ეკა რომ მასეთი სულმდაბალი ქალი ყოფილიყო ხომ იცით ყველამ მე ხმას არ ამოვიღებდი და ნამუსს არ გავუწმენდდი. ტიტეს ჩავალპობდი ციხეში,მაგრამ მის გასამართლებლად არაფერს ვიტყოდი. არ ყოფილა ჩემი და ის ქალი ქმარს რომ ღალატობს და მერე გვერდით უწვება _ იესეს იქ ყოფნა არ გაუთვალისწინებია. გაცეცხლებული იყო . მერე კარისკენ წასულ მინდელსს მიუბრუნდა _ ჩემთან წამოდი
_დიანა , თქვენ რაღაც ვერ გაიგეთ ... მე არ მჭირდება ხელის დაფარება და სხადნიაკების გამართვა. თავად ვაგებ პასუხს ჩემ აწეულ ხელზე ყოველთვის _ ისე მიმართავდა თითქოს მის ყველა უჯრედს არ იცნობდა
_ფუჭი იქნება ჩემი დაცვა თუ მოგკლავს. მისი ხელიდან არ უნდა დაიღვაროს შენი ერთი წვეთი სისხლიც. ამ ღამით ჩემ სახლში დარჩები !
_არ იზამს დიანა ... შენ არ იცნობ იესეს . ეს კაცი არ გავს შენ ვისაც გვიცნობ _ჩხიკვაძემ უთხრა,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია
_ან დარჩები და ამ ღამესვე მოგვარდება ან ინასთან და სესილიასთან მივა ეს ამბავი _ იესეს უყურებდა თვალებში მერე იქ მყოფებს დაემშვიდობა და პირველი გავიდა .

ბავშვების ახლოს ყოფნას რომ ივიწყებდა გაბრაზების დროს ეს უღრღნიდა მუდამ სულს,მაგრამ სხვაგვარად საკუთარ თავს დაკარგავდა. ეკას სულს შეურაცხყოფდა თუ გაჩუმდებოდა და დააცდიდა მასზე ასე საუბარს.
_წავედით ბავშვებო_ სანი და ელენე გვერდი გვერდ ისხდნენ . ისეთი საყვარელი იყო სანი,გოგოს თმებს რომ ეთამაშებოდა თავისი პატარა თითებით წამით ყველაფერი გადაავიწყდა
_ცოტა ხნით არ შეიძლება?
_გვიანია უკვე დე. გპირდები სხვა დროს ისევ ვნახავთ ელენას... ჩვენთან დავპატიჟოთ
_მართლა ?მოიყვანთ სოფო დეიდა?
_მოვიყვან ძვირფასო
_კარგააად_ ლოყაზე აკოცა უცებ გოგოს და დატოვა აწითლებული. კესანე მთელი გზა ხითხითებდა. სოფოს გასვლამდე მოუბოდიშა ,აშკარა იყო ქალს წარმოდგენაა არ ჰქონდა რა მოხდა ზემოთ ზუსტად.
_დროებით
_ჩემ სახლში შესატყუებლად უფრო მარტივი გზაც შეგეძლო გეპოვნა _ ჭიშკართან მისულს დაეწია და ჩუმად უთხრა
_ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ ხალვაშის მოსისხლე მტრად გადაქცეული
_რა მარტივია შენ ირგვლივ შარში გახვევა... ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრება უფრო მსუბუქია
_მეგონა მეტის მოთმენა შეგეძლო
_ვერ ნახე რამდენხანს ვუსმინე და არ დავამხე მაგიდა თავზე? ხელს დაგაკარებდა და მოვკლავდი !
_ასეთი ხარ? შეგიძლია ყველა სცემო?
_ყველა არ ,მხოლოდ ერთეული ნაბიჭვრები
_რას ჩურჩულებთ დედაა?_ბავშვებმა ქვემოდან ამოხედეს. კესანე ისევ ხელზე ჩაებღაუჭა იესეს და წარბები შეკრა
_თითები როდის იტკინე ? დედა მალამო წავუსვათ თორემ ცოდოა _ თითებს უჭერდა და სულს უბერავდა _ არა გეტკინება ნუ გეშინია
_არ მტკივა კესო ... არ მტკივა _ ბავშვის თითები საკუთარზე რომ იგრძნო ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა

იმ სახლში ვერ დარჩებოდა. ერთი წუთითაც ვერ ისუნთქებდა. არ შეიძლებოდა მათთვის საფრთხე შეექმნა. ბავშვები ისე იყვნენ დაღლილები, როგორც კი მოწესრიგნენ და საღამურები ჩაიცვეს მაშინვე მიეძინათ .
_ყავას მოგიდუღებ... გამოგვაფხიზლებს _ სამზარეულოში ჩავიდა და იესეც უკან მიჰყვა
_აქვე ვიქნები ... თვითონ მოვაგვარებ. არ ინერვიულო შენ . რამე თუ მოხდება თავს წამითაც ნუ იგრძნობ დამნაშავედ _ მარტო რომ მოიხელთა მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და ზემოდან დააჩერდა _მისმენ რას ვამბობ? ვჭედავ როგორიც ხარ და არც იფიქრო რომ არ უნდა გეპასუხა ,რომ რადგან ქალი ხარ და ისინი ისინი ვინც არიან უნდა უსიტყვოდ დაგეტოვებინა ... მითხარი რომ მშვიდად იქნები და არ ჩაერევი
_სიგიჟემდე მინდა რაღაც
_რა ... რა გინდა მითხარი
_კოცნა მინდოდა ყველა წამს ... კაცებს შორის კაცი რომ ხარ და ვერ მალავ ამ სულს ეგ ისე მიზიდავს _ თითები მის თითებს შეახო და მერე აკოცა . უბრალოდ შეხებას გეგმავდა და ვერ გათვალა მომძლავრებული ემოციებით ერთ ნაზ კოცნას რომ არ იკმარებდა მინდელი. ისე აღმოჩნდა სამზარეულოს მაგიდაზე მჯდომი , შიშველი ფეხებით მინდელის სხეულზე შემოხვეული ,სურვილს დამონებული . ბოლომდე გააშიშვლებდა კარზე ზარის ხმა რომ არ გაეგოთ და სუნთქვაარეულები არ მოშორებოდნენ ერთმანეთს
_ვინ არის ამ დროს
_გოგა იქნება ... _ღრმად სუნთქავდა და არეული მზერით უყურებდა სხეულზე აკრულს _ წავედი ,გავუღებ სანამ თვითონ გააღო _ თმაზე გადაისვა ხელი, კაბის მკლავი გაასწორა და ოთახიდან გაუჩინარდა. რამდენიმე წამს ერთ ადგილას იდგა , შემდეგ დალაგდა და სასტუმრო ოთახისკენ დაიძრა. დიანას უკვე მიეღო იესესთვის უცნობი სტუმარი
_გოგო სად გადაეყრები ხოლმე ამდენ გიჟს...აი რა გინდოდა ან მაგათთან სუფრაზე წამომჯდარს ან იმ დასაბმელ გიჟს რას ელაპარაკებოდი. გიჟს რომ არ უნდა აყვე არ იცი ამხელა ქალმა?
_აუუ გოგაა ნუ მტუქსავ პატარა ბავშვივით ...
_ისეთები გითქვამს შენთვის ჯერ ვერ მოიცლის. თვალს რომ გაახელს ჯერ რიჟას და თავის ცოლს დაერევა მერე თუ არ გაიქცა ქვეყნიდან იპოვნის ჩვენს სოსოს ... გამარჯობა
_გამარჯობა
_გაიცანი იესე მინდელი ეს კი ჩემი სული და გული გოგა გვიჩიანი
_სასიამოვნოა პირადად გაცნობა ... ისეთი მარჯვენა გქონია სასარგებლოა შენნაირი კაცის ახლობლად მოკიდება _ გოგა ყურადღებით ათვალიერებდა ორივეს. თითქოს დისტანციით რომ იდგნენ უცნობებივით და მათ შორის უხილავი ძაფი იყო
_ჩემთვისაც სასიამოვნოა...რადგან მოხვედით დინას დატოვება შემიძლია. მარტო აღარ იქნება ,მე კი დაცვა არ მჭირდება
_არადა გჭირდება...სერიოზულ შარში ხარ ძმაჯან . ვიცი მე შენ რა ცხოვრებით გაქვს ნაცხოვრები და ახლა ვერ წარმოგიდგენია იმ ახვარს თუ უკან დახევა არ შეუძლია. არც ის იცი რას იზამს მე კიდევ ვიცნობ კარგად და ვიცი . მაგის ცემა იმდენს უნდოდა ,იმდენის სურვილი აასრულე არ გაგწირავენ ,მაგრამ ეს ღამე პირადად მე მაჩუქე. დიანა ჩემი ნათლულია რომ იცოდე , ასე უბრალოდ ამ სახლში მომსვლელი კაცი არ ვარ მე და არც ესაა ის ქალი ერთ ზედმეტ სიტყვას იმსახურებდეს. შენ დაიცავი ჩემ მაგივრად ,მე რომ გავიგებდი იქ მომხდარს მე უნდა გამეკეთებინა იგივე და ახლა მე მომეცი უფლება მოვაგვარო _დიანა უსმენდა და მის ამდენ ახსნა _განმარტებას და ნებართვის აღებას ვერ იჯერებდა. შემდეგ ისე გადმოხედა მიხვდა ყველაფერი იცოდა_ გული მიგრძნობს ხშირად შევხვდებით და დავიწყოთ მეგობრობით
_არ ვარ მიჩვეული ვინმე აგვარებდეს ჩემ ნაცვლად ან ამბობდეს ჩემ სათქმელს ... იყოს ისე როგორც ამბობთ ,დაგელოდებით და არ გადავაბიჯებ თქვენ სახელს ,მაგრამ ამ სახლში ვერ დავრჩები... ჩხიკვაძეებთან გადავალ
_რა სჭირს ამ სახლს? აქ დიანას ქმარს ერთი დღე არ უცხოვრია,ჩადუნელისაა მთლიანად და წმინდაა ამ სახლის ყველა კედელი. ამ სახლს ისეთები მიუღია და დაუამებია ჭრილიბები ,შენც გასუნთქებს როგორმე . დინას და ბავშვებს გიტოვებ _ გოგა აზრის შემცვლელი არ იყო. დინას შუბლზე აკოცა და კაცის სუნის შეგრძნებისას ჩაეცინა _ ბავშვობაში არ გიყვარდა ფერება და ჩახუტებები... შეიცვალე დინაკო?_ ჩურჩულით უთხრა და წავიდა.
_ნათლიაც როგორი გყავს _ ერთ ადგილას იდგა სოსო და მერე დივანზე ჩამოჯდა _ იცის ჩვენ შორის რაც მოხდა?
_არ მითქვამს ,მაგრამ იცის... ძირითადად ყველაფერი იცის
_ამ სახლს კამერები აქვს ან რამე დაცვის სისტემა?
_კი ... იარაღიც მაქვს სახლში და აქ რომ ვერ შემოვა ხალვაში იმიტომ გმასპინძლობ და არა იმიტომ რატომაც მინდა

ბავშვებს დახედა,მოეფერა მძინარეებს და ოთახის კარი გამოხურა ისევ.
სახლიდან ღვინის ბოთლი და ჭიქები გამოიტანა და მეორე სართულის უკანა აივანზე დასხდნენ
_შენც გიღალატა საყვარელმა მეუღლემ თუ რა გახდა განქორწინების მიზეზი ... რა ვერ აპატიე _არ სვამდა ,ეწეოდა და შეზარხოშებულ დინას უყურებდა
_მიღალატა ,კი _ ჭიქა ბოლომდე დაცალა და გაეცინა
_ალბათ ბევრჯერ თორემ ამდენი წელი როგორმე შემოგირიგებდა თუ მაშინვე სკანდალით არ განქორწინდი
_ორსულად ვიყავი რომ შევუსწარი... იქამდეც საშინელი ურთიერთობა გვქონდა ,მაგრამ ის გასული ორი წელი ვერ ვაპატიე უფრო ვიდრე ღალატი ... ის დრო რასაც მაკეთებინებდა და როგორც მანიპულირებდა , როგორ დამაჯერა რომ მე ვიყავი არასასურველი ქალი და ჩემ გამო ჰქონდა პრობლემა
_რაღაც ვერ გავიგე ... შენ ოდესმე არასასურველი როგორ უნდა ყოფილიყავი. ასეთთან ვისთან გიღალატა თუ უბრალოდ ბ.ზებისკენ ჰქონდა მიდრეკილება და ჩვეულებრივი გოგო ვერ აკმაყოფილებდა
_გოგო არ ... ბიჭთან შევუსწარი _ ისევ გაეცინა სოსოს სასმელი რომ გადასცდა და ხველა აუტყდა. მისკენ გადაიხარა და ზურგზე დაარტყა ხელი _ წარმოიდგინე მე რომ სექსოლოგთან მატარა გაკვეთილებზე როგორ აღვაგზნოთ ქმარი , როგორ უნდა გვქონდეს სრულყოფილი ს.ქსი და მერე ბოლოს ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთეთ ის უბრალოდ გეი იყო და პრობლემა ჩემში კი არ იყო . ბისექსუალობა ვერ გამოსდიოდა უდიდესი ძალისხმევის მიუხედავადაც ... საზიზღრობა ის კი არ იყო რომ ვუყურებდი როგორ ჟ.მავდა სხვა კაცი ჩემ ქმრადწოდებულს ,გულისამრევი იყო ის ყველაფერი რაც მე გამიკეთებია მისთვის. როგორ არ მოვკალი არ ვიცი...ორსულად რომ არ ვყოფილიყავი მოვკლავდი და მერე მამაჩემის მკვლელ ძმაკაცებს გავაქრობინებდი,მაგრამ მშობიარობამდე ბრაზიც გამინელდა. ბავშვებზე გადავერთე , სამი მყავდა საზრუნავი და მისი დამპალი სისხლით ვერ დავიმძიმებდი სულს ... ჩემი სექსუალური გამოცდილება გაინტერესებს ? არ ცდება ჩემ გეი ქმარს ... უბრალოდ მე სექსოლოგის რჩევები ჯერ კიდევ მაქვს გონებაში
_მეღადავები თუ რას აკეთებ ...
_არ გავს გეის ხო? საკუთარი თვალით რომ არ მენახა ვერც მე დავიჯერებდი,პრობლემა ის კი არ იყო რომ მღალატობდა და თან კაცებთან მე რომ მეთამაშებოდა სიმართლეს არ გამიმხელდა არასდროს და მე სულ საკუთარ თავს დავიდანაშაულებდი _სავარძელზე გადაწვა,შიშველი ფეხები წინ გაშალა და დალევა განაგრძო. ისეთი ლამაზი იყო,იმდენად მიმზიდველი და მომხიბლავი თვალს ვერ წყვეტდდა მინდელი _ გულისამრევია ,საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი დიდხანს მერე უბრალოდ მივხვდი რომ ნორმალური იყო ჩემი თავდაუზოგავი ქცევა . მინდოდა ნორმალური ოჯახი მქონოდა და ვცდილობდი ყველაფერს ყოველთვის . მჭირდება თორემ მამამისს რომ ვაჩვენო ის ვიდეო მოკლავს მაგ საცოდავს და სულ ერთი ნაბიჯით ვიძიებ შურს ,მაგრამ მე ბოროტი ქალი არ ვარ...
_თუ არ გინდა შენ შვილებს წინ დახვდეთ ჭორები მამაზე. მას რომ გაანადგურებ ბავშვებიც დაზარალდებიან ბოლოს . შენ ამაზე ფიქრობდი ამდენი წელი
_ჩემთვის სულერთი იყო ... ერთ სახლში ვცხოვრობდით მხოლოდ . ბავშვებზე მთლიანად გადართულს უქმრობა ნამდვილად არ მაწუხებდა.
_მე ციხეში ვიყავი და შენ შენი ციხე შექმენი ?
_გაინტერესებს შენამდე რატომ არ ვიპოვნე კაცი ? მეც არ ვიცი ... ასე მოხდა და იმ დღეს რა გადამიტრიალდა გონებაში ვერ გეტყვი. სინანულის განცდა უბრალოდ ვერ მექნება ,ამორალური არაფერი ჩამიდენია
_და მაინცადამაინც მკვლელთან აღმოჩნდი... კაცების არჩევა არ გეხერხება
_მე შენგან საფრთხე არ მემუქრება
_დარწმუნებული ხარ ?
_ღალატი არ მჩვევია და ერთადაც არ ვართ შენ ღირსებას მე რომ წარმოვადგენდე
_ჩემზე ბევრად კარგ კაცს იპოვნი , კრიმინალური წარსული ,მძიმე ტვირთი და უდიდესი ოჯახი რომ არ ჰყავდეს თან . უფრო სიმპათიურსაც,მშვიდსაც და ახალგაზრდასაც
_მე თუ მაინცადამაინც შენთან მინდა ? შენ რა გაბრკოლებს ,შენ რა გიღობავს გზას ამ წამს ახლოს რომ არ მოდიხარ და ებრძვი სურვილებს.
_მე საკუთარი თავი მაბრკოლებს ... არ მემეტები ჩემთვის და ზუსტად ვიცი თუ დროულად არ მოგშორდები ვეღარასდროს გაგიშვებ
_იქნებ მინდა რომ არ გამიშვა
_საყრდენად და ცხოვრების მეგზურად მე არ გამოგადგები. მე ისეთი დანგრეული მაქვს ცხოვრება ,სხვისი ცხოვრების საძირკველი ვერ ვიქნები
_ხომ ელოდი ჩემ დათრობას რომ დაგეტოვებინე , სხვის სახლში სუნთქვა გეკვრის
_მთვრალი ხარ და მარტოს ვერ დაგტოვებ
_მშვიდად იყავი , მე არავინ შემეხება და გოგამ შენი საქმეც მოაგვარა _შეტყობინება რომ მიიღო წამით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,თვალები დახუჭა და მერე მოშორებით მჯდომ მინდელს გაუსწორა _ წავალ და დავიძინებ _ ბოთლთან ერთად წამოდგა და მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ _ აღარც შენთან მოვიქცევი ქუჩის ქალივით იქეთ რომ ედევნება კაცს _მისკენ დაიხარა და ჩუმად განაგრძო საუბარი _ წერტილს ვუსვამ ჩვენ შორის არსებულ ამ ქიმიურ ბმებს და გიწვდი მეგობრობის ხელს _ მტევანი მისკენ გასწია და დაელოდა _ხელს გიწვდი გულს ხომ არა ,რატომ ყოყმანობ
_გული მინდა და მთლიანად შენ _ თითები ჯერ მტევანზე შემოხვია მერე ჩახუტებული ჰაერში ასწია და მთვრალი კოცნა მიიღო ისევ _ფხიზელზეც ვცადოთ ხვალ დილიდან ...
_ასაკი გაქვს... უნდა მოგიფრთხილდე _კოცნებსშორის თქვა და ტანსაცმლის მოშორება დაიწყო_ არაფერი დაგმართო ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების დროს
_საოცარი ვინმე ხარ ... _ ქალის ყელში თავჩარგულმა ჩაილაპარაკა და გაეღიმა ზემოდან რომ მოექცა _ჩემი თითქმის ყველას ეშინია და შენ ... შენ
_მარტო მე მეფერები და იმიტომ
_სხვებსაც მოვეფერო ასე ?_ თითებს ქალის საჯდომიდან ზურგზე დაატარებდა ,კოცნიდა და ჩუმად ამბობდა ნაწყვეტ სიტყვებს
_არც იფიქრო ...
_თავისუფალ ურთიერთობებს არ ვირჩევთ?
_არა ! _ კოცნით გააჩუმა და საერთო რიტმში განაგრძო მოძრაობა . თავი უკან გადასწია , კაცის თითების შეხებას გრძნობდა მკერდზე,წელზე და შემდეგ მის შიშველ სხეულზე აკრულს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს ღრუბლებში დაცურავდა. თვალების გახელისას მის დანისლულ ცისფერ სფეროებში ჩაიძირა . სიამოვნების ტალღები ერთ წერტილად შეიკრნენ და შემდეგ ნაწილებად დაიშალნენ _ არავითარი თავისუფალი ურთიერთობა. ან მხოლოდ ჩემთან იქნები ან არასდროს იქნები ჩემთან_სუნთქვას ძლივს ახერხებდა რომ უთხრა და მის სხეულზე კომფორტულად მოთავსდდა _ ტყუილები მძულს და ახლავე გავერკვეთ . თუ მრავალფეროვან ურთიერთობებს ეძებ ამდენწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენ არ
_ჩემ სათქმელს მეუბნები...თითქოს ტვინში მყავხარ და ჩემ ნაცვლად საუბრობ . განქორწინებული ქალის სტატუსით შეგიძლია ახალი ცხოვრების დაწყება ... ჩემთან ყოფნა შეგაფერხებს და მე ვერ ავიტან თან სხვებს ხვდებოდე,პაემნებზე დადიოდე და ღამით ჩემთან იწვე.
_მეორედ ქორწინებას საერთოდ არ ვაპირებ და მეზიზღება პაემნებზე სიარული,ფლირტის მოყვარულიც კი არ ვარ ... სამი ბავშვი და უთვალავი საქმე მაქვს საიმისოდ შენ გარდა რომ კიდევ ვინმეს დავუთმო დრო _ თითები ისევ ეხებოდა ზურგზე და თვალები ეხუჭებოდა _დაქანცული ვარ ,ყველაფრით... მეძინება
_დაიძინე _ ჩახუტებულს თავზე აკოცა და დიდხანს უყურებდა მძინარეს. თავად კი თვალი არ მოუხუჭავს

გაღვიძებულს მინდელი არ დაუხვდა და ვერ გაიგო ისეთი უცნაური გრძნობა გაუჩნდა ბრაზობდა,ეწყინა თუ რა ხდებოდა ვერ ახსნა . ბედნიერებისგან მთელი არსება რომ გაუნათდდა ფურცელზე შავი ფანქრით დახატული საკუთარი სხეულის დანახვისას ეს იყო მხოლოდ აშკარა და მკაფიო გრძნობა. სიამოვნების განცდა მის გვერდით
_სად წახვედი ? _დაურეკა , არც დაფიქრებულა ისე და პასუხს არ დაელოდა ისე დაუსვა მეორე შეკითხვა _ხატვა როდის ისწავლე თუ თვითნაბადი ნიჭია
_ციხეში ყველაფერს ისწავლის და გაიხსენებს კაცი ...
_სად ხარ ?
_ბათუმში ,გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. გოგა ნამდვილი ნათლიაა ,ჩხიკვაძეებს აღფრთოვანება ვერ ჩავუქრე ისე მოუგვარებია
_უამრავ კანდიდატს შორის რჩეულია
_რა საინტერესოა ჩემზეც იგივეს იტყვი ?
_ფაქტები ამბობენ სიტყვებზე მეტს... წარმატებულ დღეს გისურვებ.

ბავშვების ოთახში შეიხედა, მოეფერა მძინარებს და შემდეგ საუზმის მომზადებას შეუდგა. დაჩის შეტყობინება გაუგზავნა,მოიკითხა და მშვიდი დღე უსურვა საპასუხოდ კი ფანჯრიდან დანახული ხედის ფოტო მიიღო . ეზოში ზურგით მდგომი სალომეც ჩანდა
_მშვიდიცაა და ბედნიერიც აქაური დღეები

დაჩის მანქანით წავიდნენ თუშეთში. იცოდა სალომე რომ დაინახავდა გაოცდებოდა და ელოდა მისი გაფართოებული თვალების დანახვას. ეღიმებოდა მატილდას შეწუხებულ სახეზე იოანეს და ინას მზერები როგორც კი გადაიკვეთებოდა მაშინვე ეგოისტური ეჭვიანობა ერთვებოდა ,ცნობდა შენგელიას ხასიათს.
_ზუსტად სად მივდივართ ვიცით?
_მივწერ და გავარკვევ _საოცარი ხედი იშლებოდა მათ წინ . მანქანიდან გადავიდა და იქვე შეჩერდა მატილდა უკვე ფოტოაპარატ მომარჯვებული აფიქსირებდა ყველა მომენტს მათ შორის ქუჩაში ბავშვებთან ერთად მიმავალი სალომე ჭედია. თავზე შემოხვეული თავსაფრიდან ჩამოშლილი წითელი დალალებით , ციმციმა თვალებით და ხმამაღალი სიცილით. პატარა ლოყებწითელა გოგოს ტიტინს რომ უსმენდა და თვალებდაწვრილებული იცინოდა. ისიც პატარას მსგავსად რამდენჯერმე დატრიალდა და შემდეგ დაღმართზე დაშვებულებს გამოედევნა
_ფრთხილად ... ფრთხილად
_ყბა არ ჩამოგივარდეს _ ხელი მიარტყა მატილდამ და გამოაფხიზლა_ ძიება არ დაგვჭირდა აქვე ბრძანდება _ხმამაღლა თქვა და მისკენ დაიძრა _სტაფილოოო ... დაგვპატიჟე და მოვედით ,იმედია შუა გზაში არ დაგვტოვებ
_მატილდა ,გამარჯობა _ სული ძლივს მოითქვა,ისევ იცინოდა სანამ გოგოებს მოეხვია და მანქანა დაინახა , მანქანასთან მდგომი დაჩი რომ დალანდა ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდა როგორსაც ჩადუნელი ელოდა
_რა გააკეთე მატილდა ?
_არაფერი ... გაიცანი ჩვენი მძღოლი დაჩი . ჩემ ბედოვლათს მანქანა დაემტვრა და მან წამოგვიყვანა. იმედია ერთ საწოლს მისთვისაც იპოვნი
_კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა თუშეთში. ჩემი სახლი მაღლაა... დავჯდები და ერთად წავიდეთ _ იოანეს მოეხვია და დაჩის არც გაკარებია ისე დაჯდა უკან სავარძელზე გოგონების გვერდით. ბოლოს ქვით ნაშენებ სახლთან გაჩერდნენ
_მობრძანდით _ პირველი გადავიდა და სტუმრებს გაუძღვა
_ამ სამოთხეში რომ დადიოდი ყოველ ზაფხულს იმიტომ ხარ ალბათ უფრთო ანგელოზი _ მატილდა იმდენად იყო მოხიბლული ჯერ მთელი გზა ხომ ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა. დრონი აფრინა და ჭკუაზე აღარ იყო ახლა კი სახლმაც ისეთი განწყობა შეუქმნა თავადაც დატკბა .
_დაგიტოვებ დაზამთრებამდე თუ გინდა ... ბებო რომ გაგიცნობს მაშინვე შეუყვარდები
_ვითომ რატომ შევუყვარდები
_უყვარს შენნაირი ძლიერი და ენერგიული ქალები _მათ დიალოგს გაოგნებულები უყურებდნენ ბიჭები ინა კი ღიმილიანი სახით მიჰყვებოდათ უკან
_ბებოო გაიცანი ჩემი მეგობრები ...
_თინათინი ...
_სასიამოვნოა
_კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ ოჯახში ... როგორი კარგები ხართ ყველანი _ სათითაოდ ყველას მოეხვია,სახელები გაიგო და დაჩის მოეჩვენა თითქოს მასზე ყველაზე დიდხანს შეაჩერა მზერა . ვერ წარმოიდგენდა რომ სალომეს შეიძლებოდა ოჯახისწევრებისთვის ეთქვა საკუთარ გრძნობებზე და კოცნაზე? კოცნაზე ხომ მითუმეტეს არავის ეტყოდა. როგორ იქნებოდა მისი ამ სახლში დარჩენა,იქ სადაც სალომე დაიძინებდა . ისე როგორც ექსკურსიაზე ან ჯგუფური დასვენებების დროს ბაკურიანში რომ დადიოდნენ რამდენიმე დღით . ახლოს ზედმეტად არ მივიდოდა,რა თქმა უნდა თავს მაქსიმალურად შეიკავებდა და ზღვარს იქ ყოფნის დროს არ გადაკვეთდდა. ქალმა დაანაწილა სტუმრები ოთახებში. დაჩი პატარა ოთახში შეიყვანა სადაც ერთსაწოლიანი ლოგინი იდგა , კარადა და ფანჯარა რომელიც ხის აივანის მხარეს იყო და იქედან მთელი სოფლის ხედი ჩანდა
_იოანე ხომ არ შევუშვათ აქ ... ის არ არის შეჩვეული პატარა ოთახებს _ ჩურჩულით უთხრა ქალს . ეწყინა ,ნუთუ ასე ცუდად მიცნობსო გაიფიქრა გვიან მიხვდა რატომაც არ უნდოდა მისი იქ ყოფნა. ზუსტად გვერდით ოთახში თავად ქალბატონ სალომეს საძინებელი გახლდათ.
_ჩამოდით ვისადილოთ დაღლილები იქნებით ამხელა გზის გამოვლის შემდეგ ... ხინკალს ჩავყრი
_ჩვენც მოგეხმარებით რაა
_მე გადავიღებ _ ჩანთა მიაგდო და ქალს აედევნა . იოანეს კი უნდოდა ენახა როგორ მოახვევდა ინა ხინკალს . დაჩის არ უნდოდა შეემჩნია,მაგრამ კარგად გაიგო როგორ თქვა ქალმა სულ სალომედ ნამზადია და თქვენც გასწავლითო .
_ასე კარგად როგორ გამოგდის... მე ორჯერ ვცადე და არ გამომივიდა. მამიდაც ვერ აკეთებს მთლად კარგად და სულ მინდოდა პროფესიონალისგან მესწავლა _ინამ თავსაფარი მოირგო და ქალის გვერდით დადგა
_სალომემ კვერცხის გატეხვაც არ იცოდა ხინკალს რომ ახვევდა თავისი პაწაწინა ხელებით . რამდენი წლის ხარ იმ ფოტოზე ბებო?
_ხუთი ...
_ხუთი წლის ახვევდი ხინკალს?
_ვთამაშობდი უბრალოდ ... მაგრამ იმ დროიდან ვსწვალობ და გასაკვირი არაა რომ გამომივიდა
_დიდი კულინარი არ ეგონო ხალხს... ისიც თქვი სხვა არაფრის კეთება რო. არ იცი _ ჩაუშვა ბებომ და ერთხმად გამოიწვია ყველას სიცილი
_ბებოო როგორ არ ვიცი
_მისი მეგრელი ბებია გიჟს გავდა ღომის და საცივის გაკეთება ძლივს ვასწავლეო
_ხაჭაპურიც მასწავლა და ელარჯიც... მეგრელი ბებია სხვა განზომილებაა . რა გაგათხოვებსო მეუბნება , საჭმლის კეთება რომ არ გეცოდინება ქალსო ..სალომე ბებო რესტორანში საჭმელს არ ჭამს საოცრება თუ არ მოხდა არ მოსწონს არავის მომზადებული _ წამში ახვევდა და მაგიდის ერთ კუთხეში ალაგებდა თინა კი თუჯის ქვაბში ყრიდა
_მე რატომ არ გამომდიის _ ინა აწუწუნა
_გამოგდის აბა რა არის ეს ...ძალიან ნუკი ინერვიულებ. ყველაფერი რაც ხელით მზადებას საჭიროებს გამეორება უნდა. რაც უფრო მეტჯერ გააკეთებ მით უფრო უკეთ გამოგივა მთავარია მცდელობა არ უნდა დააკლო
_პირველი დღე თუშეთში და თუშური ხინკლის მასტერკლასი _ მატილდა ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა. ისე დადგა ფანჯრიდან ხედიც ჩანდა და ოთახში ქალებიც
_ლუდს ხომ დალევთ ... ჩვენებურია
_დავლევთ
_მიდი ბები მეზობლებს გადასძახე. გადმოვიდნენ ისინიც . მონატრებული ექნებათ ჩვენებური ხინკალი _ სუფრა მზად იყო ქალმა სალომეს პატარა დეიდაშვილი რომ გაგზავნა სადღაც .
_ ლუდი ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურების დროს , მაგრამ ახლა გამონაკლისს დავუშვებ და უფეხბურთოდ დავლევ _ მატილდას ფოტოაპარატი ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული რაღაც კადრს აფიქსირებდა კარში მდგომი თორნიკე ილდანი რომ დაინახა. წამში განიცადა ტრანსფორმაცია. მთელი ბავშვობის სიყვარული ედგა წინ ,სიზმრებიდან გაუქრობელი ბიჭი ჩადუნელს და შენგელიას რომ მიესალმა ხელის ჩამორთმევით. ინა გაიცნო ხელზე მსუბუქი კოცნითა და ჩვეული ,ძველებური თვალების ციმციმით. ისევ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა,ძველებურზე მეტად მოღრუბლული ჩანდა. ისევ შავები ეცვა და იმაზე მეტად მომხიბვლელი იყო ვიდრე წლების წინ. ადრე თუ თავგადაპარსული დადიოდა ახლა მოზრდილი ჰქონდა თმა ,წვერიც და კიდევ უფრო მეტად ღრმა ზღვისფერი ჩანდა მუქი თმის ფონზე მისი თვალები
_მანანა ხომ ? იოანეს პატარა და _ მას ეუბნებოდა?მანანას და იოანეს პატარა დას მას უწოდებდა? ნამდვილად მას უყურებდა
_მატილდა... მატილდა მქვია და თქვენ ? _ ძლივს ამოთქვა , მაგრამ წარბის აწევა მაინც შეძლო _ ვერ გაგიხსენეთ
_ვერც გამიხსენებდი ,სულ პატარა იყავი მე რომ საქართველოდან წავედი _ ისე ჩაიცინა მატილდა დაიფიცებდა რომ მიუხვდა ,რომ მატილდამ ზუსტად იცოდა მისი სახელიც გვარიც, მისამართიც, ოჯახისწევრების სიაც,ჩადენილი დანაშუალებიც,მოხდილი სასჯელიც. სხვებს თუ მოეხვია,აკოცა და გაუღიმა მატილდას ოდნავადაც არ მიუახლოვდა ,მხოლოდ მზერით ეკონტაქტებოდა მერე კი მაგიდის ერთ ბოლოში დაჯდა და სხვა თანმხლებ ბიჭებთან ერთად დაიწყო ხინკლის დაგემოვნება
_სალომეს მომზადებულია ხომ ? _ რამდენიმე რომ მიირთვა შემდეგ თქვა და ლუდის ჭიქა აიღო_ ბავშვობაში უკეთესს ამზადებდი...
_გახსოვს დასცინოდი ამ ხინკალს ვისაც აჭმევ ყველას შეუყვარდები, ჯადოსნურიაო _ ბიჭებმა გაიცინეს. ყველა მხიარულად იყო მხოლოდ დაჩის და მატილდას არ უხსნიდა დანა კბილს. სუფრაზე ხინკლის გარდა სხვა კერძებიც გაჩნდნენ,ლუდის გვერდით არაყიც გამოჩნდა და ლამის მთელი სოფლის გოგო ბიჭებმა მოიყარეს თავი მაგიდასთან. ყველა გაიცნეს,არცერთის სახელი ახსოვდა ნორმალურად. გადაიღე სამახსოვრო ფოტოო რომ უთხრა იოანემ მისი დახრჩობა მოუნდა. როდის იყო ასე დაკვეთით იღებდა და თან გოგონებთან მოლიცლიცე თორნიკე რად უნდოდა თავის ფოტოაპარატში აღბეჭდილი. ყველასთან ისე კონტაქტობდა ვერ გაიგებდი რა უნდოდა . თან რომ შეგეშინდებოდა და თან რომ გესაყვარლებოდა ერთდროულად მატილდას სრული გაორება დაეწყო.
_აქ რა ჯანდაბა უნდა... გამიჩალიჩე ხომ? ვერ მითხარი ჩემი მეზობელია და მთელ ზაფხულს ერთად ვატარებდით ულამაზეს თუშეთში იმიტომ მოვწონვარ და დამსდევს თაიგულებითო? _ სალომეს შეუტია როგორც კი მოიხელთა. კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს და კარგად შემთვრალს ბოლი ასდიოდა
_მეგონა ყველაფერი იცოდი მასზე
_უკაცრავად აგარაკები სად ჰქონდა არ ვიცოდი მე არ ვყოფილვარ მისი მეგობრების წრეში. ისე მითხრა პატარა იყავიო თითქოს შენ იყავი დიდი...
_მეტი აღარ დალიო თორემ დღესვე დაიწვები
_დაგწვავ მე შენ კუდიანო
_სალიტაა _ მისი ხმა რომ გაიგო ადგილზე შეხტა . მოშორებით იდგა სიგარეტი მოექცია ტუჩრბშორის და მშვიდად ეწეოდა . გოგონას დაუძახა და თან ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო . მიახლოებულს ლოყაზე რომ მოეფერა და თავზე აკოცა გაღიმებულმა მატილდას ორივეს დახრჩობის სურვილი გაუჩნდა
_შენ მოკლავ თუ მე მოგიკლა შენი სტაფილო _ დაჩისთან მივარდა და მაგიდასთან მჯდომს ჩასჩურჩულა
_დამშვიდდი ,თორემ ყველაფერი სახეზე გაწერია
_მანანა დამიძახა გაიგონე ?_ ცოტაც და იტირებდა
_დარწმუნებული ვარ განგებ
_არ ვახსოვარ... უბრალოდ მიხვდა იოანეს და რომ ვარ
_არ მჯერა რომ შენ ვინმეს გამო ხარ ამ მდგომარეობაში და საერთოდ შეიძლება ასე
_შენ არ გიყვარს სალომე !
_ვინ თქვა რომ მიყვარს ან შენ როდის აღიარე რომ რაც გჭირს სიყვარულია _ჩურჩულებდა მატილდას ყურთან , ლოყაზე მოეფერა და თმაზე გადაუსვა ხელი. იმ დროს აკოცა თავზე ზუსტად თორნიკე რომ დაუბრუნდა მაგიდას.
საღამო იყო უკვე ყველანი რომ მიმოიფანტნენ. სუფრა ერთად აალაგეს . ვერ ისვენებდა,მზის ჩასვლა უნდოდა ენახა ყველაზე მაღალი წერტილიდან .

აივანზე იდგა ეზოში მჯდომი თინა და თორნიკე რომ დაინახა. სახლთან ახლოს იყვნენ და კარგად ესმოდა მათი საუბარი. ფოტოც კი გადაუღო იმდენად საინტერესო სანახავები იყვნენ
_რამდენი წლის ხდები თინათე შემახსენე ?_ თორნიკემ უთხრა ქალს ,რომელიც მის გვერდით იჯდა და განსაკუთრებულად მონატრებულს ეფერებოდა
_შენ რამდენის გახსოვარ _ წაეკეკლუცა წამსვე
_მე ?მე 50 წლის მახსოვხარ თინათე... ახლა წესით 51 წლის უნდა ხდებოდე ხომ ? _ დანაოჭებულ ხელზე აკოცა ქალს და ლოყა დაადო ხელის ზურგზე _ თუ 52
_შენ რომ დაიბადე და თოფი გაისროლა მამაშენმა 50 წლის მაშინ ვიყავი . მუქი მუქი ლურჯი თვალები გქონდა და გრძელი შავი თმა . ისე ხმამაღლა ტიროდი მთელ სოფელს ესმოდა ხმა პირველად მე აგიყვანე ,პირველად მე შეგახვიე და პირველად მე გაბანავე . ისეთი ლამაზი იყავი , გაზრდილი დაიბადე მაშინვე _ ისეთი თბილი ჰქონდა ხმა ქალს,ყველა სიტყვით ეფერებოდა ბიჭს _ მამაშენსაც მე ვუთხარი ბიჭის მამა ხარ_თქო...
_ეგ არ უთქვამს... აქ იყო მაშინ ?
_შენ დედაშენის მკლავებში ტიროდი,სამყაროს აცნობებდი მე დავიბადეო და მამაშენი ჩემ წინ დამხობილი ტიროდა. ისიც ასე მიკოცნიდა ხელებს . მაშინ 20 წლისაც არ იყო
_ვინ ტიროდა ბექნუ ? შანსი არაა!
_4.5 კგ დაიბადე , სოფელში შემოხიზნული დედაშენი ქალაქში ვერ მიჰყავდა . აქ უფრო უსაფრთხოდ იყვნენ ,იცოდა მთელი თუშეთი დაიცავდა ,მხოლოდ მშობიარობას უნდა ჩაევლო მშვიდად. მაშინ სამშობიაროში ვმუშაობდი , კაცი გამომიგზავნა, რომელმაც მისი წერილი მომიტანა. მთხოვდა შვებულება ამეღო და სოფელში წამივსულიყავი . ბოლო ერთი თვე მე ვიყავი დედაშენის გვერდით ,მხოლოდ მე ვიცოდი ბექნუ რომ თუშეთში იყო . ტკივილებიოს დაწყებიდან 8 საათის მერე გაჩნდი და ის რვა საათი ბექნუ. მუხლებზე მდგომი ლოცულობდა. თავი იქამდე არ აუწევია სანამ შენი ტირილის ხმა არ გაიგო . ვინც რა უნდა თქვას მე ვიცი მამაშენი რა კაციცაა ... ვიცი როგორც უყვარს დედაშენი . რომ გამოვედი პირველი მარიამი იკითხა , ბიჭია თუ გოგოო ეგ კი არ უკითხავს მარიამი ხომ მყავს თინაო
_ახლა რატომ მიყვები თინათე... რატომ იცი სულ ჩემი სულის აჭრა
_არ შეიძლება მამას მტრად გადაეკიდო, რამდენიც არ უნდა შეეშალოს არ შეიძლება შვილო...შენ ვერ იქნები მშვიდად მამაშენს რომ აწყენინებ
_თვითონ ხომ არის მშვიდად თავისნაირი და იმაზე უარესი რომ გამხადა? შვილი მყავდეს და ციხისთვის ვამზადებდე? იმას ვეტყვი ჩათვალე შენი სახლიაო ?რომ შეხვალ იცოდე ისე უნდა მოერგო იქაურობას თითქოს სახლია და შენ ხარ უფროსიო? ვინ აჩვევს შვილს შიმშილს და ტკივილს. ვინ ეუბნება მზად უნდა იყო ყველაფრისთვისო. ვინ ეუბნება ტყვია არ დაიმსახურო თორემ მე არ დაგიცავო. ჩემ დას ნორმალურად ვერ ვხვდები,აქ ვერ მომყავს... იცი როგორი ლამაზია ? როგორ მეშინია ვინმემ არ გაიგოს ვინც არის და ჩვენს ნაცვლად მას არ ატკინონ? თინათე იმ კაცის სისხლი როგორ აქვს იმ ანგელოზს გამაგებინე...ისეთია , სული მეხუთება რომ ვეხუტები ,რომ ვუყვარვართ ,რომ ვეიმედები. ჩემზე რომ გიჟდება და ვეამაყები ,ყველაზე მაგარი რომ ვგონივარ ვიხრჩობი _ნასვამი იყო ,მაგრამ სასმელი არ ალაპარაკებდა. ქალს ენდობოდა,ქალს უმხელდა სულის ტკივილს და რა იცოდა აივნის იატაკზე მჯდომი მატილდა თუ უსმენდა და თავიდან იყვარებდა.
_მამაშენს არ უნდოდა ასეთი ცხოვრება ჰქონოდა...ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად მოხდა ის უბრალოდ ცდილობდა გადარჩენილიყო
_ყოფილიყო მუდამ მართალი და ებრძოლა სიმართლისთვის რომ არასდროს ყოფილიყო კაცობაში ჩაჭრილი ... კაცმა ცოლ_შვილი ვერ გააბედნიერა , დედაჩემი ატირა ყველაზე მეტი როცა სხვის ცოლ_შვილს თავზე ევლებოდა. იმდენჯერ წასულა ვიღაც პატიმრის,გარდაცვლილი ძმაკაცის შვილის დაბადების დღის საჩუქარზე ან საავადმყოფოში მოსანახულებლად,წამლის საყიდლად ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად მაშინ როცა ჩემ დაბადებისდღეს როდის იყო სახლში არ მახსოვს.მე რომ ავად ვიყავი დედაჩემი მარტო იყო და ვიღაცებს მოჰქონდათ წამლები,პროდუქტი,ფული . დედაჩემი ხვდებოდა ,სახლში იღებდა ,მასპინძლობდა მისნაირებს...იცი პირველად ვინ დავჭერი თინათე? მაგის ერთ_ერთი ძმაკაცი რომ მოვიდა ვითომ მამაჩემის სახელით ფულის გადმოსაცემად სინამდვილეში კი დედაჩემზე შეყვარებული ნაბ.ჭვარი. ჩემ ამაყ დედას ,ჩემ დედას ეფლირტავებოდა ჩვენ სახლში ,დედაჩემის შევიწროებას ცდილობდა. ჩემი ატმის ყვავილივით ნაზ და ფაქიზ დედას უყურებდა ავხორცი მზერით და რაღაცებს თავაზობდა ,მამაჩემზე ამბობდა ციხეში იქნება კიდევ 15 წელი ,იქ მოკლავენ და მე სასახლეში გაცხოვრებო,დედოფლად გადაგაქცევ შენ ოღონდ შემიყვარეო. ფრანგულიდან მოსულს ტირილამდე მისული დედაჩემი რომ დავინახე და მისი სიტყვები მოვისმინე ბექნუზე უარესი გავხდი. მისი ნაჩუქარი უნიკალური დანა მედო ჯიბეში,ისე უბრალოდ დამქონდა როგორც მამის საჩუქარი ... ყველაზე მეტად რა მაშინებს თინათე იცი? არასდროს მინანია არცერთხელ მოქნეული ხელი და არცერთი წვეთი დაღვრილი სისხლი . გახსოვს ციხიდან რომ დაგირეკე და მოგილოცე დაბადების დღე მთხოვე ღმერთს დაუახლოვდიო, მისგან შორს ნუ ხარ ლოცვა გაიხსენეო დედაშენი რომ გასწავლიდა ბავშვობაშიო ... ეკლესიაში რომ მივდიოდი მხოლოდ მიცვალებილების მოსახსენიებელ ლოცვას ვკითხულობდი,სანთელს ვანთებდი მათთვის და ცოცხლებისთვის. ჩემთვის ვერ ,ჩემი სულისთვის ვერ . არ ვიქნები გულწრფელი გესმის? როგორ ვთქვა მაპატიე ღმერთო_თქო როცა არ ვნანობ და ყველა იმსახურებდა? შენ იცი თინათე ?იცი მე რისთვის დამიჭირეს იქ?
_ვიცი ... ვიცი ჩემო ბიჭო და მტკივა მაგ ცოდვას რომ მიათრევს შენი სული
_ყველა ამბობს მტრები იყვნენო, ფული ვერ გაინაწილესო, საქმე ვერ გაიყვესო , ილდანს უნდოდა ყველაფრის მართვაო. ისე დავაწერდი ყველაფერს თითს არ დავაკარებდი ,მაგრამ მახრჩობდა რომ სუნთქავდა ... რომ ჩავმარხე კიარ დავმძიმდი ამოვისუნთქე იცი რატომ ? მისი გაუპატიურებული ბავშვები მყავდა ნანახი , პატარა გოგოები ,ჩემი თებეას ტოლი და მასზე პატარები ჰყავდა ისე როგორც კატები და ძაღლები ჰყავთ სახლში გასართობად. იცოდნენ და ასეთ კაცს ემორჩილებოდნენ,თურმე იცოდნენ და ასეთ კაცს ემსახურებოდნენ . ბავშვები ვნახე საავადმყოფომდე რომ ძლივს მიიყვანეს,შეშლილი ბავშვები,ფსიქიატრები რომ ვერ წაუშლიდნენ იმ ღორის კვალს ტვინიდან. ის სილურჯეები და ფიზიკური ტკივილი გაუვლიდათ,მაგრამ მეხსიერებას რა წაუშლიდათ. უნდა ეცოცხლა და გაეგრძელებინა გართობა?ჰობი ჰქონდა ასეთი , როგორც მე ფეხბურთის ყურება და თამაში მიყვარდა ერთ დროს იმას ისე მოსწონდა პატარა გოგოების გაუბედურება. ციხეში უნდა ჩამესვა ? მე არ უნდა დამედო ცოდვა თინათე? იცი ციხეში ფული როგორ მოქმედებს?თან იქ ,რუსულ ციხეში...დაჯდებოდა გრილ ოთახში,ტელეფონით,ტელევიზორის წინ . შეჭამდა ,შესვამდა და იქაც მიიღებდა ძღვნად გოგოებს იმათგან ვინც ვალში იყო მასთან
_ ღმერთო ... ღმერთო როგორ არიან შენი გაჩენილი შვილები ასეთები. ღმერთო როგორ უშვებ მასეთების სუნთქვას
_მეც სულ ეგ მიკვირს ... როგორ ტკენს ბავშვებს და როგორ აცხოვრებს ფუფუნებაში მასეთებს
_ ისევ წახვალ ? უკან დაბრუნდები?
_არა ... დავიღალე . ზოგჯერ მგონია 32 კი არა 92 წლის ვარ . ციხემდეც ვიცოდი რომ იმ ქვეყანაში არ იყო ჩემი ადგილი ,მაგრამ მამაჩემს ვჭირდებოდი .
_თვითონ სად არის ახლა
_იტალიაში ცხოვრობს ...
_რას აკეთებს
_არაფერს . გავაფრთხილე სანამ ციხიდან გამოვალ თუ ყველაფერს არ შეეშვები და წესიერ საქმეს არ დაიწყებ სისხლში ჩაგახრჩობ_თქო
_და დაიჯერა რომ მოკლავდი ? _ ხმა წაერთვა ქალს
_არა _ ჩაიცინა ,ბნელოდა უკვე ,მაგრამ დაინახა როგორ ჩაეღიმა_ დაიჯერა რომ მე მნახავდა მკვდარს . არ ვხვდებოდი ციხეში , არ მინახავს 10 წელია ,მხოლოდ ტელეფონით ვსაუბრობდით
_შენ მართლა გიფიქრია მაგაზე ?
_არა , მაგრამ ის არ მიცნობს . არ იცის დედაჩემს რომ არ ვატკენ ასე
_მხოლოდ ამიტომ შვილო?მხოლოდ მაგიტომ ?
_დავიღალე ჩემო თინათე ...
_ოხ ჩემო ბიჭო ,ოხ ჩემო ძვირფასო ბიჭო რა დამართე იმ ბავშვს აქ რომ დარბოდა ფეხშიშველი , უუნაგირო ცხენებზე გადაწოლილს რომ ეძინა და მინდვრის ყვავილებს გვახვედრებდა ყოველ დილით მაგიდაზე . ტყიდან ნანადირევის ნაცვლად დაჭრილი ,ხაფანგში გაბმული ან ნადირისგან გადარჩენილი ცხოველები რომ მოჰყავდა და სანამ ფეხზე არ დააყენებდა იქამდე ევლებოდა თავს. იმ ბავშვს ფეხმოტეხილ შველთან ერთად რომ ტიროდა და გულში იკრავდა, დაკვლას უპირებენო ჩემთან რომ მოიყვანა გადასარჩენად
_უდანაშაულო იყო და იმიტომ ,უცოდველი იყო და იმიტომ ... ის რატომ არ გაგახსენდა მგელი რომ მოვკალი , ცხვრის ფარას ჩასაფრებულმა
_მე ის ბიჭი მიყვარდა ყველაზე მეტად კურდღლის ხორხს რომ არ ჭამდა და ობლად დარჩენილი შვლის ნუკრთან ერთად შეეძლო ტირილი
_ასეთი აღარ გიყვარვარ თინათე ? შენც მონსტრი გგონივარ და ნანობ რომ დედაჩემს დაეხმარე ჩემ ამქვეყნად მოვლინებაში? შენც გგონია რომ ურჩხული ვარ და ეშმაკზე უარესი ?
_ვინ დაგჭრა მაგ სიტყვებით
_ჩემმა თებეამ ... ჩემ მეგობრებს რომ არ გავაცანი და მისი ვითომ ფარული შეყვარებული დავაფრთხე
_დააფრთხე თუ ცემე
_თითი არ დამიკარებია... უბრალოდ სახლში დავხვდი და ვუთხარი თებეას ძმა ვარ , ყელს გამოგჭრი თუ შენ გამო ოდესმე მოიწყენს_თქო და მას მერე ახლოს არ გაკარებია. ტიპი ისეთი საცოდავი იყო ყველგან დაბლოკა გოგო ,რომელსაც იქამდე სიყვარულს ეფიცებოდა...საცოდავი ჭიაყელა
_შენ არავინ მოგეწონება მის გვერდით
_მომეწონება ის ვინც მეტყვის შენ გადენ ცხვირიდან სისხლს კიდევ რომ იტიროს შენ გამო თებეამო ... რომ მაჩვენებს უყვარს და საკუთარ თავზე მეტად დაიცავს ჩემ გოგოს,ვინც არ უნდა იყოს მივიღებ უმცროს ძმად და გავუკეთებ ყველაფერს. სულ რომ უარაფრო იყოს ცხოვრებას მივცემ ოღონდ ვიცოდე ჩემ თებეას გააბედნიერებს...
_გაბრაზებული იყო და იმიტომ გითხრა ცუდი სიტყვები... პატარაა ჯერ და არ იცის როგორ გიყვარს . მიხვდება ,დაგინახავს
_რომ დამინახავს დარწმუნდება ,მართლა ეშმაკზე უარესი ვარ
_არ ხარ ... გუშინ გათენებამდე ჩამოხვედი და დილით მაგიდაზე მინდვრის ყვავილები დამხვდა
_წარმოდგენა არ მაქვს ვინ გეპრანჭება ამ ასაკში ... შენი ვახტანგი ხომ არ იყო ,სად არის მართლა . აქ მარტო როგორ გამოგიშვა ეს მშვენიერი ქალი
_რაღაც საქმე აქვთ და ვერ ამოვა ჯერ ... გაგიჟდება რომ გაიგებს აქ ხარ
_ყვავილებს რომ გჩუქნის ვიღაც კაცი მაგაზე გაგიჟდება არ უთხრა თორემ იმ თავის ხმალს ალესავს. გახსოვს სოლომონას რომ გამოეკიდა მთვრალი და ქარქაშიდან ვერ ამოიღო? მეორე დღეს ზეთს რომ ასხამდა და ჯუჯღუნებდა ამის იმედად ვიყავი ჩემ თინათინის მოსატაცებლად რომ მოსულიყვნენო _მატილდას ცრემლებით ჰქონდა ლოყები დასველებული და იხრჩობოდა უცებ რომ გამოანათა თავისი სიცილით. ხმამაღლა იცინოდნენ ორივენი, თინას თორნიკეს მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული. გულზე აკოცა ,ასე მოეჩვენა მატილდას _მაგრად მომენატრა ... ხომ ყველაზე სანდო და მაგარი კაცია თან რომ ბავშვივით გულწრფელი, გულჩვილი და მხიარული. ზღაპრული გმირებივით იყავით ორივე ჩემთვის ... ცხენზე დაძინებულს ვახო რომ ჩამომიყვანდა მეღვიძებოდა,მაგრამ მიყვარდა თავზე რომ გადამისვამდა ხელს და მშვიდად იძინეო მეტყოდა. არასდროს მქონია მშვიდი და ღრმა ძილი ,არც მაშინ 7 წლის ასაკში და არც მერე ... ვახტანგი ბავშვებს ეჩხუბებოდა დროულად დაიძინეთო და მამაჩემი მასწავლიდა როგორ არ უნდა დამეძინა ,როგორ უნდა მეფხიზლა სულ და მზად ვყოფილიყავი სახლში რომ შემოვარდნილიყო ვინმე . ვახტანგი სულ რაღაც სასაცილო ამბავს გვიყვებოდა ბავშვებს , ჩვენც ერთმანეთზე ხმამაღლა ვიცინოდით... მერე სიცილს გადავეჩვიე . არასერიოზულია პატარა ბავშვივით ხარხარიო ბექნუმ. პატარა ბიჭი ხარო? 14 წლის ასაკში მეუბნებოდა... მერე მეხვერწებოდა გაიცინე სულ მგლოვიარესავით რომ დადიხარო. შენ და ვახტანგი ხართ იმ ცოტა ადამიანს შორის ვინც ანათებს ჩემ მოგონებებს და ვის გამოც მიხარია აქ ყოფნა _ ხელი მოხვია ქალს,ჭაღარა თმაზე აკოცა და თვალები დახუჭა _ ვიცი ვახო რატომაც არ არის აქ ... ჩემ გულს მივცემ თუ დასჭირდება და უფლებას არ მივცემ დაგტოვოს _ დიდი ხნის მერე უთხრა. თითქმის ჩურჩულით და ისე შეუმშრალა ლოყებზე ჩამოცურებული ცრემლები მისთვის სახეზე არ შეუხედავს
_შენ იყავი ხომ ... შენ გადაიხადე ოპერაციის ფული მაშინ . ვიკითხეთ ჩვენ და დაფინანსება არ ჰქონდა სახელმწიფოს , ისრაელში ვინ დადიოდა მაშინ
_შენ ხომ იცი მე ტყუილი მართალი ადამიანისთვის ცხოვრებაში არ მითქვამს და შენთან მითუმეტეს... ნუ მკითხავ იმას რაზე პასუხსაც მნიშვნელობა არ აქვს. შენ არ შეგეშინდეს ,არ იფიქრო სისხლიანი ფული იყო ... მაქვს ისეთი საქმეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩემია და არაფერი აკავშირებს დანაშაულთან . დედას გეფიცები თინათე ერთი თეთრი არ ყოფილა ვინმეზე წართმეული... შენ ყველაფერი ხომ არ გჯერა რასაც ჩემზე ყვებიან თინათე
_მე შენ რომ გჯერა ისიც ვიცი როგორაა სინამდვილეში... სულ რომ დამიბრმავდეს თვალები შენ სუფთა გულს მაინც დავინახავ მე
_შენ ისევ ისე ძალიან გყვარებივარ,ჩემო თინათე
_შენ არ შეგეშინდეს იცოდე , რომ ინანებ გახსოვდეს მე სულ ვლოცულობ შენი სულისთვის და ჩემ ლოცვას მოუსმენს ღმერთი
_გინდა გული გამისკდეს თინათე ? რას მეუბნები , ჩემთვის ღმერთი რამ შეგაწუხებინა
_კიდევ იქნება ვინმე ჩემ გარდა შენ რომ დაგინახავს და შენთვის ილოცებს და თან გაგაღმერთებს
_სულ გამოუსწორებელი რომანტიკოსი იყავი, 80 წლის ხდები და ისევ ისეთი ხარ ვახტანგი რომ გვიყვებოდა
_სიზმრებს ხედავ თუ ისევ ვერ
_ვერ ვასწრებ სიზმრის ნახვას ...
_სიზმარში რომ ნახავ ქალს იცოდე ის ქალი არ დაკარგო და მისთვის გაიხსენე როგორი ცხოვრება გინდოდა შენ შენი თავისთვის
_თუ ღმერთი გწამს თინათინ თითქმის ამდენი წელი ვიჯექი რად მინდა სახლში ის ქალი მე რომ სიზმარში ვნახავ ... არ მიიღებ შენ მასეთ აღვირახსნილ ქალს რძლად
_ეს ტუტუცობენი ვახტანგის ნასწავლებია სულ ხო?
_თვითნაბადი ნიჭია თორემ მარტო სწავლა რას მიშველიდა მე
_კი კი ნიჭიერი ხარ ჩემმა მზემ
_თინააა... რა გაჩუქო დაბადების დღეზე ? დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი ,აღარ ვიცი რა გაგახარებს
_წელს არ მოესწრება და მომდევნო წელს ბავშვით მინდა მოხვიდე ჩემთან ან ორსული ცოლით
_არ გეწყინოს მაგრამ მეეჭვება იქამდე დარჩე აქაურ სამყაროში სანამ მე ცოლს შევირთავ და თან ბავშვი მეყოლება... არ გეწყინოს უკვდავება არ არსებობს ადამიენებშიო თორემ შენთვის დავითრევდი, გეფიცები
_ჯოხით რომ მოგდევდი ეგ თუ გახსოვს შენ ყმაწვილო
_ვარჯიშობდი უბრალოდ თორემ ერთხელ არ მომხვედრია ის ჯოხი
_იცილებდი და იმიტომ
_შენ არ მიმიზნებდი თინათე და იმიტომ ... მითხარი მართლა რა გაჩუქო თორემ იცოდე ერთ ჩემოდან ფულს მოგიტან ყველას თვალწინ და გადაგრევ
_თუ გგონია უარს გეტყვი ან რას მეტრაბახები ვითომ . ასე მეუბნები დიდი ბიჭი ვარ უკვე და ბევრი ფული მაქვსო?
_ფული როდის არ მქონდა თინა?
_გქონდა კი, ათას ადგილას მუშაობდი და არაფერს თაკილობდი. როგორ არ გექნებოდა , მწყემსებთან ერთად გეძინა ღია ცის ქვეშ და ლამის დაგგლიჯა მგელმა შენც ცხვრებთან ერთად. ნუ გამახსენებინებ ახლა ყველა შენ მაიმუნობას
_საიდუმლოების სკივრი ხარ თინა რა... რა კარგია ჩემი მტრები რომ არ გიცნობენ თორემ ხომ დავიღუპებოდი
_საიდუმლოებები კი არა შენი სიკარგეები დამაქვს მე გულით და გონებით... შენ რომ დაივიწყე ისეთი ამბები ახსოვს ჩემ ბებერ ტვინს
_დაივიწყე თინათე,დაივიწყე ეგ ბიჭი თორემ ერთ დღეს ის რომ ნახო ვინც ახლა ვარ გული გაგისკდება იმედგაცრუებისგან... შედი სახლში სიცივეა უკვე და ძილის დროცაა _ წამოდგა, ლოყაზე აკოცა და მერე სახლებს შორის მიმავალ ბილიკს გაუყვა . სიგარეტის ნათება ჩანდა სიბნელეში , სილუეტს ნორმალურად ვერ არჩევდა მატილდა. სულ მთლად გაყინულმა გაიაზრა რომ შუაღამე იყო უკვე და თავის საძინებელში შევიდა. ფანჯარაზე ჩამოფარებული სქელი ფარდა გადასწია ,არ უყვარდა სიბნელე და ერჩივნა დილიდან მზის სითბო ეგრძნო. ეუცნაურა ხელის გაწვდენაზე მდგომი სახლი რომ დაინახა,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. იმდენად ჩუმი ჩანდა და ისეთი ჩაბნელებული იფიქრა იქ არავინ ცხოვრიბსო . მოსმენილი ინფორმაციით და ემოციებით დამძიმებული წაამსვე გაითიშა როგორც კი თავი დადო ბალიშზე და იქამდე არ გაუღვიძია სანამ მზის სხივები არ დაენათა სახეზე. თითქოს კიდევ წვავდა რაღაც, ვიღაც უყურებდა და თვალს არ აშორებდა. ზანტად წამოდგა , ფანჯრიდან გაიხედა და ისევ ვერაფერი დაინახა მეზობელი სახლის ქვის კედლების გარდა .

საწოლში იწვა და ჩვეულებისამებრ შეტყობინებებს კითხულობდა,ინფლუენსერულ საქმეებს აგვარებდა. იცოდა ვერ დაიძინებდა და გათენებამდე უამრავ საქმეს მოასწრებდა. ესკიზებს ხატავდა , კარი რომ გაიღო და იოანე გამოჩნდა
_რა ხდება ?_ყურსასმენი მოიშორა და გაკვირვებულმა შეხედა საწოლისკენ მიმავალს _იოანე მშვიდობა გაქვს?
_დაგაძინებ და წავალ
_უკაცრავად ? _ მეორე ყურსასმენიც მოიშორა და საწოლზე მიწოლილს ზემოდან დახედა _ დასრულებულია ჩვენი თამაში ... მამაჩემიც არ არის აქ და მატილდას გაბრაზება თუ გინდა სხვა ... _ჩუმად ლაპარაკობდა და სწრაფად ამბობდა სიტყვებს,მაგრამ იოანეს არ ესმოდა
_მოდი ,ჩაგეხუტები და დავიძინოთ. ხელი მტკივა , ნუ მალაპარაკებ ბევრს
_იოანე ... რა წესია გოგონას ოთახში შესვლა და
_შენი ცხოვრების წესი არ არის გავაკეთოთ ის რაც ბედნიერს გვხდის?
_მე მაბედნიერებ თუ მე გაბედნიერებ
_მე გაძინებ შენ იძინებ
_რადგან მაშინ დამეძინა იმას არ ნიშნავს რომ ახლაც დამეძინება... მაშინ 1 კვირის განმავლობაში არ მეძინა
_ვნახოთ
_მამაჩემი რომ გხედავდეს თავს მოგაჭრიდა
_მხედავდა და შენ გვერდით დამტოვა... მე უკვე ვარ მამაშენის ფავორიტი სიძე და თამასა იმდენად მაღლა ავწიე გაგიჭირდება ვინმეს პოვნა ვინც გადამაჭარბებს
_ვინმე ნამდვილს ვიპოვი
_მოდი ჯერ ჩემთან და სიზმარში ვის ნახავ ხვალ მომიყევი _ შუქი ჩააქრო ,ფურცლები და რვეული გვერდით გადადო და ინას საბანი გაუსწორა _გაყინულხარ _ ხელზე ეფერებოდა და თავზე კოცნიდა
_ხელი გტკივა?
_ცოტა ...
_მანქანას რას უპირებ ... შენებმა რა თქვეს_ბეღურასავით კომფორტულად და თბილად მოეწყო მის სიახლოვეს ,ახლა კი ჟღურტულებდა ჩუმად
_არ ვფიქრობ მსგავს საკითხებზე და სჯობს შენც არ იფიქრო. მთავარია კარგად ხარ , ყველაფერს ეშველება ...მიყიდის მამიკო ახალს
_არ ხარ შენ მამიკოს ბიჭი _მისკენ იყო გადაბრუნებული,მკლავები ბალიშზე ჰქონდა შემოხვეული და განაბული უყურებდა
_მშობლების სახლში ვცხოვრობ,ოჯახის ბიზნესს ვმართავ, მამაჩემის ფულს ვხარჯავ ძირითადად და აბა ვინ ვარ ?
_ოჯახთან იმიტომ ცხოვრობ რომ გიყვარს მათთან ყოფნა ...სულ მუშაობდი და ოჯახის ბიზნესს უნდა მოახმარო შენი ცოდნა აბა სხვას ხომ არ გაამდიდრებ. უფრო შემოსავლიანი გახდა თქვენი საქმე და მეტად პოპულარული მას შემდეგ რაც შენ ჩაერთე
_ჩემ საქმეებს აკვირდებით ქალბატონო ინა?
_ვიცი რაც ხდება ბაზარზე ,მატილდას დავეხმარე რეკლამის მომზადებაში..
_მარტოობა რომ არ მიყვარს და დიდ ოჯახებზე ვგიჟდები ეს საიდან იცი?
_მარტივი მისახვედრია... ჭამაც კი არ გიყვარს მარტოს . ალბათ ბევრ ბავშვებზე ოცნებობ
_მერე შენ რომ ვეღარ შეძლო მოდელობა რა უნდა ვქნათ ?_ისე უყურებდა ,ისეთი ხმა ჰქონდა ინას დაავიწყა ყველაფერი და სიტყვები დასცდა
_ორსულიც მოვაწყობ ფოტოსესიებს და დედობისთვის გაღებული მსხვერპლი მსხვერპლი არ არის... მარტა ამბობს ასე _ ბოლოს თქვა თითქოს გამოასწორებდა ნათქვამს
_ყველა შენნაირი უნდა იყოს _ ლოყაზე აკოცა სულ ოდნავ და მერე ყბაზე
_ლამაზი ნაკვთების დეფიციტს არც შენ განიცდი_ტვინი ისე ჰქონდა მოწყობილი საუბარს სულ სხარტად აგრძელებდა,მაგრამ გული?გულს რომ ვერაფერს უხერხებდა?
_ხასიათი ვიგულისხმე თორემ ისე ყველანი ჩემნაირები იქნებიან ...
_ძილის წინ წასაკითხი ზღაპარი ," შენში გარეგნობაზე მეტად ხასიათი მომწონს "
_ვინ გითხრა რომ მომწონხარ ? _ თმაზე ეფერებოდა ,უყურებდა და უღიმოდა _ეგ შენ მოგწონვარ
_სიტყვა მოწონებას მიუბრალოებ ახლა? _ ხმა ისე ჩაუწყდა მღელვარებისგან თითქოს პირველად ელაპარაკებოდა ბიჭს_რა გინდა ჩემგან , რას ითხოვ ან ელოდები ნეტავ გამაგებინა ... ლოგინში გყავარ ისე მარტივად ,რომ არ დასიზმრებია არავის
_ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ველი, რომ ფიქრი შეწყვიტო და დაიძინო _თითები ისე შეახო ლოყაზე თითქოს წინასწარ წმენდდა ცრემლების გასავლელ გზას. თვალთან ახლოს აკოცა , შემდეგ ლოყაზე და თმაზე მოფერება განაგრძო _ რომ გითხრა ოცნებად მაქვს მხოლოდ ჩემ გვერდით გეძინოს_თქო? _მაინც დასცდა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ
_ნუ მეტყვი ... ოცნებებიდან გაქრობა და ოცნებების გაქრობა , ორივე ერთმანეთზე მტკივნეულია . მეტჯერ აღარ შემიძლია ,ერთხელ უკვე მეტკინა ეგ ტკივილი

აღარაფერი უთქვამს.
ახლოს იყო ,თმაზე ეხებოდა და თავზე კოცნიდა ,თითქმის შეუმჩნეველი ,ფრთხილი კოცნებით და მათ სხეულებს შორის უფსკრული იყო მაინც. რაღაც მომენტში სხეული მოუდუნდა, გონებამ სიმშვიდის წერტილი იპოვნა და ბავშვივით უშფოთველი ძილით დაიძინა.
იცოდა რომელ საათზე იღვიძებდა და იქამდე გაახილა თვალები ,მაგრამ საძინებლიდან გამოსულს დერეფანში მდგომი მატილდა დაუხვდა და დასახვრეტი პატიმარივით გაჰყვა უკან
_არაკაცივით მოქცევა თუ შეგეძლო არ მეგონა სულ ისეთი ლექციებით გვაბრუებდი ყველას _ თენდებოდა, ისე ციოდა პლედმოხვეული გოგოც კი კანკალებდა იოანეს კი ინასგან წამოსულს სითბო მოჰყვებოდა თან
_რა არ გაძინებს
_მოგეკითხა და იქნებ მეთქვა ,უკაცრავად ჩემი დაქალების დევნას მერე ვინ დაიწყებს. რამდენი წლის წინ და რამდენჯერ გაგაფრთხილე შეეშვი ჩემ მეგობრებს_თქო! შენ რომ დაშორდები მერე მე რა ვქნა ,გაგლანძღო როგორც ტიპიური ყოფილი და მშვიდად გავაგრძელო მასთან მეგობრობა?შენ რომ გულს ატკენ ისედაც გულნატკენს , სხვანაირი ცხოვრება არ ახსოვს ბავშვობიდან სული ტკივა იმ გოგოს და მე რა ვქნა შენ რომ ჭრილობას დაუმატებ მერე მე რა ჯანდაბა ვქნა. როგორ მივიდე მის სახლში,როგორ დავპატიჟო ჩვენთან ,შენი გახსენება როგორ ვაიძულო ყველა ჩემი დანახვისას
_ყოველთვის ყველაფერს აჭარბებ მატილდა
_გიჟი ვარ მე და შენ ხარ ნორმალური ხომ? _ჩუმად ლაპარაკობდა, ყველა გრძნობით გაბერილი მალე ცრემლებად დაიღვრებოდა
_არ მოხდება ის ყველაფერი რაც აღწერე
_რატომ , არ შეუყვარდები გგონია? ისიც სხვებივით გართობის და ერთი ღამის უერთიერთობების გოგო გგონია? ხომ იცი რომ მასეთთან მე არ ვიცხოვრებდი და დასავით ვერ მეყოლებოდა,ხომ იცი როგორები მაღიზიანებენ და ის ყველაზე კარგია ვისაც ვიცნობ . მე რომ მიკავშირდებოდეს როგორმე მისი სიყვარული და გულისტკენა , ვერ გადავიტან იცოდე და მე ნუ გამიკეთებ ის თუ არ გაინტერესებს
_ამდენს გრძნობ და თვალებით ვერაფერს ხედავ მატილდა? მხოლოდ შენ გრძნობებს რომ აფეთქებ და იკარგები ამდენ ემოციაში არ გინდა მეც დამინახო ოდესმე?
_სულ გხედავ ,ყველა მოქმედებაში ისეთს რომ ვამაყობ და ბედნიერებისგან ვგიჟდები ჩემი ძმა რომ ხარ ,მაგრამ შენ და ქალები ერთად ხართ ჯოჯოხეთი . მომენტალურად მინდება დაგგუდო
_საერთოდ არაფრის ახსნას ვაპირებ...არ ჩაერიო იცოდე ,ინას იმაზე მეტი არაფერი უთხრა რაც აქამდე გაქვს ნათქვამი და ეცადე ერთხელ მეც დამინახო ისე რომ წარსული დატოვო წარსულში და მაშინ გონებაში ჩაბეჭდილი დასკვნაც იქვე ჩამარხო. რატომ არ გძინავს და ასეთი სახე ვის გამო გაქვს მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებთ _ უფრო მეტად მიუახლოვდა, გაყინული გაათბო მკლავები რომ მოხვია და თავზე აკოცა _ რაც არ უნდა იყოს მე სულ შენ გვერდით ვარ და გააქრე რაც გაწუხებს ,კარგი?
_შენ თუ ვერ მიშველი ? თუ გაქრობა არ მინდა იმის რაც მკლავს?
_არ ვიცი ამჯერად რა ღრმა გრძნობამ შემოგიტია... ცხოვრების რა ტკივილმა ჩაგითრია , მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო შენი საყვარელი სიტყვებია
_გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს , შეუძლებელი ადამიანი კი
_მატი _ ატირებული რომ მიეკრო , საწვიმრად მომზადებულ თუშეთის ცაზე მეტად ღრუბლიანი ,მთელი სხეულით დაფარა იოანემ ისე მოხვია მკლავები ,მაგრამ ვერ დაიტია,ვერ მოერია თავისი ყოფნით ილდანის არყოფნას _ვინაა _გრძნობას მიუხვდა, მაგრამ ადრესატს ვერაფრით
_ხომ დავიფიცე არასდროს მოგიყვები ჩემ სიყვარულზე_თქო
_ ფიცის გატეხვის დროა ისეთი ხარ და რომ გგონია მეც ისე ვატკენ როგორც შენ გტკივა ახლა ეს მანგრევს
_არაფერ შუაშია ... საერთოდ არაფერ შუაშია
_აბა რა არის შუაში
_ის არა , მე და ჩემი გადაუყვარებლობა
_ამ სიტყვების მოგონებას როდის შეწყვეტ რა გავიგო
_არაფერი გაიგო და გამოიძიო ჩამეხუტე ,მითხარი რომ ყველაზე ძლიერი გოგო ვარ და მოვერევი
_იქნებ მორევა არაა საჭირო , მითხარი ჯერ ვინ არის და მერე გადავწყვეტ შენ უნდა მოერიო,მე მოვერიო თუ არ მოერიო
_არაფერ შუაშია _მეთქი მე ვარ მხოლოდ მსხვერპლიც და დამნაშავეც
_ვხედავ როგორ ვიხსენებ შენი თინეიჯერობის წლებს და ისევ მაიძულებ გავტეხო შენი ყველა სოც.ქსელის მიმოწერები დავჯდე და ვიკითხო შეტყობინებები
_შეტყობინებები? ღმერთო ,რომ მომწეროს იმ წამსვე სულს განვუტევებ
_რა ... მარტოს გიყვარს მატი?_ მარტო იოანესთვის ყველაზე ტკივილიანი სიტყვა იყო და იმ წამს ასმაგად ეტკინა მატილდას ტკივილი_მატილდა
_საკუთარ თავზე მეტად თუ არ გიყვარს გემუდარები არ აჩვენო როგორი საოცარი ხარ შენი ყოფნით მის ცხოვრებაში და მერე არყოფნით არ ატკინო , დამპირდი კარგი ?
_დაისვენე სანამ ყველა გაიღვიძებს. დღეს მაინც ვერ გავისეირნებთ, წვიმა გვიახლოვდება
_უნდა წავიდე ... გავიარო თორემ დავიხრჩობი
_გამოგყვე?
_არა ,გთხოვ ... მე და ჩემი კამერა ვიქნებით მარტო
_კარგი _ არ უყვარდა მისი მარტოობები,მაგრამ პატივს სცემდა სულ. სახე შეუმშრალა და კიდევ ჰყავდა ცოტა ხნით ჩახუტებული _ მე არ გაგიბრაზდები ვინც არ უნდა იყოს,ხომ იცი მატი?
_ვიცი
_მართლა ,გეფიცები...არ დაგავიწყდეს , კარგი ?
_არ დამავიწყდება _ გაუღიმა და ლოყაზე აკოცა _ ძმებს შორის საუკეთესო ხარ და იყავი შეყვარებულ კაცებს შორის საუკეთესოც .

შავი ღრუბელი ფარავდა ცას,ერთი ნაგლეჯიც აღარ ჩანდა ცის'ფრად . კამერამომარჯვებული ფიქრებით მხოლოდ თვალით ხილულ სამყაროზე გადაერთო . სიმშვიდე მოჰქონდა კადრების ძიებას და ირგვლივ ასეთი უამრავი იყო. ჯერ კიდევ მძინარე სოფელში უმისამართოდ დახეტიალობდა იქამდე სანამ ცხენი არ გამოჩნდა ობიექტივში. მთებს შორის მომავალი , საოცარი სანახავი იყო . ახლოს რომ მივიდა და მის წინ გაჩერდა თითქოს ცხოველმა სულში ჩახედა. კამერას იმ წამს უშვა ხელი რა წამსაც მის ზურგზე გაწოლილი კაცის სხეული აღიქვა,ყელზე შემოხვეული მკლავები და დახრილი თავი . ნაბიჯი გაეყინა,ის ერთი ნაბიჯი ძლივს გადადგა სანამ სახეზე დააკვირდებოდა. ვერ გაიგო სუნთქავდა თუ არ , ძინავსო რა წამსაც გაიფიქრა იმ წამს გასწია ხელი შესახებად. ცხენიც თითქოს განზრახ აღარ აგრძელებდა გზას. წამით შეეხო წვერიან ლოყაზე და იმ წამსვე წვდა მკლავში,გაიმართა წელში ,იცვალა სახე და კუშტი მზერით დახედა ზემოდან. მსუბუქი წამოკივლება ჰქონდა ,მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ბიჭი მისკენ რომ გადმოიხარა და თვალებდაწვრილებული დააჩერდა სახეზე
_მანანა ? ამ დილაადრიან სად დახეტიალობ ... გინდა ნადირის მსხვერპლი გახდე?
_მატილდა, მა_ ტილ_ და მქვია , შენც დილამშვიდობისა . არ შემხვედრია გზად არაფერი საშიში_ ხელი უნდოდა გაეთავისუფლებინა თითქოს არ უჭერდა,მაგრამ ვერ შორდებოდა
_მალე კოკისპირული წვიმა დაიწყება,გზას ვერ გაიგნებ სახლამდე _მაღლა ცისთვის არ აუხედავს,მატილდას თვალებს უყურებდა მხოლოდ . თქვა და თითქოს ცაც მის ნიშანს ელოდებოდა ისე განმეორდა ქუხილი და თვალის დახამხამებაში მოევლო წელზე ილდანის მკლავი, უუნაგირო ცხენზე მოისვა და ისიც იქამდე ერთ ადგილას გაშეშებული ქარივით გაქროლდა . მატილდა ქურთუკით იყო , თორნიკე პერანგისამარა და მაინც ბიჭი ათბობდა გოგოს. ვერ წარმოიდგენდა ამდენად შორს თუ იყო სახლიდან ,ან ვერ გაიაზრა ილდანს საით მიჰყავდა ისეთი წვიმა წამოვიდა ცხოვრებაში რომ არ ენახა მატილდას. ცხენი შედგა ,ისევ თვითნებურად მოქმედებსო შენგელია ფიქრობდა. მიტოვებულ სახლთან გაჩერდნენ, ხის აივანი ჰქონდა პირველივე სართულზე ქვით ნაგებ პატარა შენობას. მთა დაჰყურებდათ თავზე მერე კი თავშესაფარში შესულებს აღარ აწვიმდათ
_საოცარია _ ისევ კამერა მოიმარჯვა და ღია ცის ქვეშ მდგომი ცხენი დააფიქსირა ყველაფერი ჩანდა მის ფონზე და ის იყო ცენტრი,შავი ულაყი მუქი თვალებით
_შემოდი და შიგნიდან გადაიღე ეგ შენი ფოტოები _ კარი რომ გააღო ხრჭიალით და შიგნით შეიპატიჟა ვერ გაიგო რა ხდებოდა. არადა წამის წინ დაეფიცებოდა რომ ბოქლომი დაინახა . ერთი ოთახისგან შედგებოდა შენობა , ხის სკამები ,პატარა მაგიდა,კუთხეში საწოლი და ბუხარი ,რომელთანაც დადგა ილდანი იქვე დალაგებული გამხმარი ხის ტოტები შეალაგა ,სანთებელა ამოიღო და წუთის შემდეგ ცეცხლმაც გაანათა. ჯერ ისევ ფანჯრიდან დანახულ ხედს იღებდა ,შემდეგ შებრუნდა და გადაიღო როგორ წამში მოიშორა ტანზე მიკრული სველი მაისური ბიჭმა
_მომეცი და გაიხადე
_რა
_ეგ სველი ჟილეტი გაიხადე და ეგ მომეცი _ ახლოს იყო, ხელი გაიწვდინა რომ ფოტოაპარატი გამოერთმია ,მაგრამ მატილდას გონება გაუნათდდა და არ დაანება
_სხვის საკუთრებასთან შეხებამდე უნდა ითხოვო ნებართვა მე კი ჩემ ფოტოაპარატზე შეხების უფლებას არავის ვაძლებ _ სიცივიდან უცებ გადავიდა სიცხეზე მისი სხეული,თუ იყინებოდა ახლა იწვოდა და თვალებს ძლივს იმორჩილებდა სახეზე რომ ეყურებინა და არა მის შიშველ ტანზე
_ფოტოების უნებართვოდ გადაღება შეიძლება და შენ ფოტოაპარატთან მიკარება არა , სწორად გავიგე ? ასეთია შენი წესები ?
_არ გადამიღია შენთვის,უბრალოდ ჩანდი ... კამერა რომ თვალთან მაქვს საკმარისი არ არის,თითიც უნდა დავაჭირო გადასაღებად
_ნუთუ
_დიახ _ვეღარ უძლებდა მის ღიმილს სახეზე და უცნაურად მოციმციმე თვალებს. დასცინოდა?თუ როგორ იქცეოდა
_და შენთან შეიძლება?
_რა შეიძლება ჩემთან
_შეხება უნებართვოდ თუ ნებართვა ვითხოვო იქამდე სანამ გაგხდი _ ზედმეტად ახლოს იყო ,შიშველი და თან მისი თითები ქურთუკს შეეხო
_ციხიდან ახალგამოსულს ქალთა სქესის მონატრება თუ გკლავდა მთაში კი არ უნდა გადმოხვეწილიყავი ქალაქში უნდა დარჩენილიყავი და დაგეოკებინა როგორმე სურვ_ ქურთუკი რომ მოაშორა ისე რომ ზედმეტად არ შეხებია და ზედმეტ სიტყვებ გაფანტულს ქვემოდან ამოხედა ინატრა ნეტავ მიწა გამისკდეს და ჩამიტანოსო
_გუშინ მახსოვს ჩემი სახელი არ იცოდი და ამ დილაადრიან რატომ გაფიქრებს ჩემი დაუოკებელი სურვილები ,ამ პატარა გოგოს ? _ხელები ზურგს უკან წაიღო ,ოდნავ გადმოიხარა მისკენ და სიტყვებდაკარგულს დააცქერდა _ კამერაში რამდენი ჩემი ფოტოცაა იმდენი სურვილი გმართებს იცოდე...ერთ დღეს მოვითხოვ
_უნდა შევთანხმდეთ იქამდე სანამ რაიმეს მოითხოვ მე კი თანახმა არ ვარ ვინმეს სურვილები შევასრულო ოდესმე
_გამოდის ყოფილა ჩემი ფოტოები მანდ
_მე ეგ არ მითქვამს
_თქვი
_იქნებ ჯერ თქვენი მაისური გააშროთ,არ მგონია ნორმალური იყოს უცნობი ქალის წინ შიშველი ყოფნა მაშინ როცა ირგვლივ არავინაა და
_შიშველი კაცი რომ არ გინახავს ჯერ პატარავ ამაზე ხაზგასმა საჭირო იყო,ვითომ?
_მე არც პატარა ვარ ,არც შიშველი კაცების ხილვის დეფიციტი მაქვს და არც
_არც ჩემი ფოტოები გაქვს... მე რა უნდა ვქნა დაგიჯერო ? ტყუილების გუდა გახსენი და ტიტინებ საყვარლად _ ისე ელაპარაკებოდა როგორც ბავშვს , ზუსტად ასე უყურებდა და მატილდასაც სულ უფრო მეტად ეწურებოდა გული . პასუხს არ დალოდებია ისე შებრუნდა და ხის საწოლზე დაჯდა ,კედელს მიეყრდნო ,ფეხი მოხარა ,ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და რკინის სანთებელა თითებსშორს დაატრიალა _ რომ მოვწიო ხომ არ გეწყინება
_ერთ ღერს თუ მომცემ და მომიკიდებ არ _ არ უყვარდა სიტყვას რომ არ ასრულებდა,თქვა აღარ მოვწევო ,მაგრამ ახლა იქ და იმ ვითარებაში მოწევაზე თუ გადაიტანდა ყურადღებას თორემ სხვა ხსნა არ ჩანდა. წვიმის ხმა ძლიერდებოდა მისუსტების ნაცვლად.
_დაჯექი , გათბი _ სიგარეტის ღერი კოლოფში ჩააბრუნა და უკან ჯიბეში ჩაიდო ისე რომ მატილდასთვის მიწოდება არც განუხილავს. თვალები ისე დახუჭა ანიშნა საუბარს ვასრულებო. პოზიცია არ შეუცვლია რამდენიმე წუთის განმავლობაში და თვალებიც არ გაუხელია იქამდე სანამ მატილდას ცდუნებამ არ სძლია და დაკვირვება არ დაიწყო. განიერი მხარ_ბეჭი ჰქონდა,ძლიერი მკლავები,მუქი ხორბლისფერი კანი . არცერთი ტატუ და რამდენიმე ნაიარევი
_გათბი ცეცხლის საშუალებით და არა ჩემი თვალიერებით ... არ აშრობს, ასველებს _ თვალები არ გაუხელია ისე უთხრა და მატილდას გამჭრიახი გონება კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩიხში . მობილური ჯერ ძლივს იჭერდა და მერე საერთოდ გაეთიშა. კიდევ ერთხელ ვერ დამალა გაოცება თორნიკემ სადღაც რომ დარეკა
_გამარჯობა ... ჩემთან ერთადაა შემთხვევით გადავეყარე . წვიმა რომ შეწყდება თვითონ ამოვიყვან ,მშვიდად იყავი . კარგი,დროებით _ საუბარი დაასრულა და ფეხზე წამოდგა,თითქმის მშრალი მაისური გადაიცვა და მობილური გაუწოდა _ვინმე სხვასთან თუ გინდა დარეკვა შეგიძლია გამოიყენო
_იოანე საკმარისია ,გმადლობ
_გცივა ისევ ? _ იქვე დადებული მოზრდილი მორი შედო ბუხარში და ნელა დაიწყო წვა .
_არა
_აბა გეშინია ?
_მითუმეტეს არ
_გაფითრებული ხარ და სუნთქვა გახშირებული გაქვს
_კარგად ვარ ... წვიმა რამდენხანს გრძელდება ხოლმე აქ
_შეიძლება ხვალამდე ასე გაგრძელდეს
_და აქ უნდა ვიყოთ ?
_არა, ცოტახანში გაჩერდება და წავალთ. თუ არ მაშინ დავრეკავ და მანქანით მოგაკითხავენ ... წამოწექი თუ გინდა , ასე დაიღლები . გარეთ ვიქნები მე _ არ დალოდებია პასუხს ისე გავიდა აივანზე სადაც ცხენი იდგა უკვე . ფანჯრიდან ხედავდა მატილდა როგორ მიადო შუბლი შუბლზე, აკოცა თვალებსშორის და მოეფერა თავზე. რაღაცას უყვებოდა და ისიც თავისებურად ფრუტუნებდა თითქოს დიალოგი ჰქონდათ. საწოლზე რომ დაწვა მტვრის მოვარდნილ სუნს ელოდა და ბალისზე შეხებისას ნაცნობი გრილი სურნელი რომ იგრძნო მთელს სხეულში დაუარა ცხელმა ტალღამ. იქ რჩებოდა ილდანი,მის საწოლზე იწვა . თვალები თავისთავად დაეხუჭა ,მთელი ღამის უძილობამ და გადაღლილობამ ერთად იმოქმედა, სასიამოვნო შეგრძნებით გაბრუებულს ბუხრიდან წამოსული სითბოსა და სინათლის ფონზე რამდენიმე წუთში მშვიდად ეძინა .
დაჟინებულ მზერას გრძნობდა და იძულებული გახდა გამოფხიზლებულიყო,რომ გაიაზრა სადაც იყო და ვინც უყურებდა მაშინვე უშვა ხელი ჩახუტებულ ბალიშს და თვალებისგახელისთანავე წამოჯდა
_აღარ წვიმს... ჩაიცვი და წავიდეთ _ რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა თმაარეულს და ლოყებაწითლებულს. ბუხარში წყალი შეასხა და ქურთუკი მიაწოდა ,პირველი გავიდა აივანზე,მატილდაც უკან გაჰყვა
_რატომ არ გამაღვიძე... დიდი ხანია გაჩერდა?
_მშვიდ ძილს არავის ვურღვევ ...

ცხენზე შემოსვა ,უკან მიუჯდა და სწრაფად გაუყვა გზას სახლისაკენ. ზურგით გრძნობდა მის სიახლოვეს,რამდენჯერმე ფოტოს გადასაღებად რომ მოაშორა ხელები ცხენს თორნიკეს თითები შეეხო თეძოზე . ეზოში დახვდნენ ყველანი , იოანე უახლოვდებოდა და წარმოიდგენდა დაძაბულობას ,მაგრამ არაფერი მომხდარა.
_ჯერ არ გვისაუზმია ... თინა გელოდებოდათ ორივეს _ სალომემ მიიპატიჟა
_საღამოს მოვა _თქო გადაეცი


თვალის დახამხამებაში მოსწყდა ცხენი ადგილს და გზაზე დაეშვა .
_დღეს თინა ბებოს დაბადების დღე ყოფილა _იოანემ მოიყვანა გონს და მზერა მოაშორა ილდანს
_დღეეს?
_ხო
_სტუმრებს ელოდება?
_არა ...მხოლოდ ჩვენ ვიქნებით
_თითქმის უცნობ კაცთან ერთად ვიყავი გადაკარგული რამდენიმე საათით და მასთან ერთად ცხენზე შემომჯდარი დავბრუნდი,არაფერს მკითხავ? _წარბაწეულმა გახედა და ჩხუბის მიზეზის პოვნა სცადა
_რა უნდა გკითხო ... თორნიკე რომ არაფერს დაგიშავებდა და ყველაფრისგან დაგიცავდა ვიცოდი
_რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული
_ვიცნობთ კაცები ერთმანეთს და ვცნობთ არაკაცებსაც
_და ილდანი კაცია?
_გემუდარები შენი ფემინისტური აზრების ფრქვევა ახლა არ დაიწყო,არც კანონებზე და სამართალ_უსამართლობაზე მსჯელობა . აქ არ გინდა, მთაში ვართ დაივიწყე ყველაფერი _ იოანეს მისი ლექციების მოსმენა არ უნდოდა ,რა იცოდა ილდანს ადამიანის მკვლელობაც რომ აპატია და სრულიად უანგაროდ , ბრმად უყვარდა წლების განმავლობაში
........................
_დაბადების დღეს გილოცავთ _ქალი მარტო მყოფი რომ დაიგულა მაშინ მივიდა და საჩუქარი გაუწოდა
_რატომ შეწუხდი ბებო ? _ ვერაფერი უთხრა, საიდან იცოდი რომ მოდიოდი ჩემ დაბადების დღეზე შეფუთული საჩუქრით რომ ამოხვედი ან ამ აბრეშუმის ჭრელ თავსაფარს ალაგ _ალაგ გაბნეული ქართული ანბანის ასოებით კუთხეში მაინცადამაინც " მზე თინათინობდა" რატომ ეწერაო. მადლობაც კი ვერ უთხრა ნორმალურად ისე გამოჩნდა სალომე მობილურზე ესაუბრებოდა ვიღაცას ვინც მისალოცად რეკავდა
_ეს რა არის? რა ლამაზია ...
_დაჩის საჩუქარია
_დაჩის ?
_ხო ,დაჩის ... იცოდა ვეფხისტყაოსანი ზეპირად რომ ვიცი? _ რბილ მატერიას ყველა კუთხე მოუთვალიერა და წვრილი ასოებით ნაწერი სიტყვების ამოკითხვას ეცადა _შენ უთხარი ბებო?
_მისთვის არ მითქვამს... კლასელებთან ვთქვი წლების წინ _გულში სითბო ჩაეღვარა და მთელ სხეულში გავრცელდა. მისი სიშორეც კი დაივიწყა იმ ერთი პატარა _დიდი ამბით
_თან თუშური კოშკი ახატია _ ბოლომდე გაშალა ნაჭერი და კარგად დააკვირდა ნახატს
_ტელეფონს შენ დაგიტოვებ ,სულ შენ გამო მირეკავენ _ ძლივს თქვა ორი სიტყვა და ეზოში მდგომი ჩადუნელისკენ დაიძრა. მისვლა და დალაპარაკება უნდოდა,მაგრამ ბიჭები გამოჩნდნენ და ხელი შეუშალეს. ისევ ვერ მიუახლოვდა
_სალომეე ჩვენც უნდა მოგეხმაროთ? გვეზარება რა უთხარი ბებოს . ბავშვებთან ერთად წავალთ რადგან აღარ წვიმს _დეიდაშვილი მივიდა თხოვნით
_წადით ოღონდ ჭკვიანად ხო? არაფერი იტკინით გთხოვ,თორემ მომკლავს დედათქვენი
_სათამაშოდ კი არ მივდივართ,საჭორაოდ და ჭორაობის დროს რა უნდა ვიტკინოთ ?
_სულ მავიწყდენა რომ უკვე დიდები ხართ _ გაეცინა და ლოყაზე მოეფერა _მიდი და მალე მოდით ხო?
_მადლობაა _ხმაურით აკოცა ლოყაზე და წამსვე გაქრნენ ორივენი.
....................
_შეიძლება ? _ მატილდამ თავის საძინებელში შეიყვანა ქალი და კარი მიხურა _ არ ვიცოდი თქვენი დაბადების დღე რომ იყო , საჩუქარს ვერ ვუწოდებ,მაგრამ გაჩვენებთ რაღაცას რასაც მოგვიანებით მოგაწვდით თბილისში ყოფნის დროს . ჩემთვის მინდოდა დამეტოვებინა,მაგრამ მგონი შეიძლება და აუცილებელიცაა თქვენთან გაზიარება _პლანშეტი ეჭირა და იქამდე სანამ ფოტოებს აჩვენებდა სიტყვებს ალაგებდა
_საჩუქარია ჩემნაირი მოხუცისთვის სალომეს თქვენნაირ გოგი_ბიჭებთან მეგობრობა. სულ მენერვიულებოდა,რომ არავის ენდობოდა და არავისთან იყო ძალიან ახლოს
_მე და სალომე ახლო მეგობრები არ ვართ ,მაგრამ ორივემ ვიცით რომ ნებისმიერ დროს დავეხმარებით ერთმანეთს
_მჯერა ...
_ალბომს გამოგიგზავნით მოგვიანებით _ ფოტოებზე ქალი იყო სალომესთან ერთად,ხინკლის მოხვევის პერიოდში და რამდენიმე მათგანშიც მარტო. უკვე ძალიან ბედნიერი იყო თინა მთავარ ნაწილზე რომ გადავიდა მატილდა _ შემთხვევით დაგინახეთ და არ შემეძლო რომ არ გადამეღო ისეთი სანახავები იყავით ერთად _ ჩუმად თქვა და კიდევ აეწვა გულ_მუცელი თორნიკეს და მისი თინათეს გამოჩენის შემდეგ. სულ ორი ფოტო აარჩია თინასთვის და იმ ორ ფოტოშიც გრძნობები ფარავდა ყველაფერს
_თორნიკემ იცის მისი ფოტოები რომ გაქვს?
_არა და შეიძლება ჩვენი საიდუმლო იყოს?
_დარწმუნებული ვარ იცის
_სულ სხვა ფოტოებზე აქვს ეჭვი ... იცით მე ფოტოაპარატით სხვანაირი ხედვა მაქვს და ის რაღაცნაირია , ამ გარემოსთან ისეა შერწყმული როგორც ეს სახლები ,მთები
_დაველოდები ფოტოებს და ჩემთვის შევინახავ ,სხვებისთვის მეც არ მემეტება ჩემი და ჩემი ბავშვის სურათები
_ასეთს იცნობს კიდევ ვინმე ?_ფოტოს უყურებდა და ყელში გაჩენილ გორგალს ებრძოდა. მტირალა არ იყო ,მაგრამ ილდანს ვერ ერეოდა
_მე ვიცნობ და შენ ხედავ _ ხელზე მოეფერა მოხუცი _მადლობა მატილდა ,მადლობა ჩემო ძვირფასო აქ რომ ხარ ,მისთვის და ზუსტად ახლა _უნდოდა შეწინააღმდეგებოდა რამე ეთქვა ,მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ მოეხვია და თვითონაც განიცადა მასთან ჩახუტებისას ის სითბო რასაც თორნიკე იღებდა .

მთელი დღე არ გამოჩენილა ილდანი, ვახშამიც მზად იყო უკვე ,დასხდნენ კიდეც და მატილდას უკანასკნელი იმედიც გადაეწურა. მოულოდნელად რომ ახმაურდა სახლი და თინას მთელი ოჯახი გამოჩნდა. უკლებლივ ყველა წევრი,შვილები,შვილიშვილები,სიძეები და სულ ბოლოს ჭაღარა კაცი თორნიკეს გვერდით რომ დალანდა უკვე ნათელი იყო მისი ვინაობა
_ვახო... აქ როგორ. აქ როგორ ამოხვედი,ექიმმა არაო
_ფრენა შეიძლებაო და მაფრინა ჩვენმა არწივმა _ ქალს მოეხვია ,თმაზე აკოცა და მერე ხელები დაუკოვნა _ დაბადების დღეს გილოცავ თინათინო
_მე არ ვმართავდი ვერტმფრენს გეფიცები ... _ხელები მაღლა ასწია და ქალი რომ ჩაეხუტა თვითონაც მოეხვია _ გილოცავ თინათე,დიდხანს უნდა მყავდე და სრულყოფილად ბედნიერი .შენი ტირილიც არ შეიძლება ,შენი ცრემლები წმინდაზე წმინდაა _ ყელში ბურთი გაუჩნდა ამ სურათის დანახვისას, თითქოს სხვა ირგვლივ არავინ იყო ,მხოლოდ თორნიკე და მისი მოქმედებები . ის კი კამერასავით ტრიალებდა მის ირგვლივ

ოჯახის ფენომენი შენგელიებისთვის უცხო არ იყო. უამრავი ნათესავი ჰყავდათ ,მეგრული ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან დაკავშირებული,ერთმანეთზე მზრუნველი და გვერდით მდგომი,მაგრამ თორნიკე ილდანს დამოკიდებულება მათ მიმართ რაღაც მეტი იყო,რაღაც სხვა აღმატებული. მათი სისხლის ნაწილი რომ არ იყო ,მაგრამ მაინც მათ რომ აკერპებდა და ყველაფერს გაიღებდა მათთვის მსხვერპლად.

თითქმის დამშვიდებულს კიდევ ერთი შოკი ჰქონდა ,ლამის გონება დაკარგა ხალხის დაბინავების მომენტში თორნიკემ რომ თქვა ჩემთან დარჩნენ , იმდენი ცარიელი ოთახიაო და ყველამ გვერდით მდგომ სახლს მიაშურა. ზუსტად იმ სახლს მის ფანჯარას რომ უყურებდა თავის ფანჯრით .
_არ იდარდო ,ჩემ ოთახში სხვას არ ვუშვებ არასდროს ... ვერავინ დაგინახავს შენ ინტიმურ კომფორტის ზონაში _ მოულოდნელად რომ მიუახლოვდა და გამოელაპარაკა ეს ხომ იყო ერთი ამბავი ,ყველა სიტყვას განგებ არჩევდა თითქოს მატილდას გონება რომ გამოეყვანა მწყობრიდან. მიმიკაც რომ არ ეცვლებოდა?მხოლოდ თვალები უციმციმებდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნათებით და ხმა ?ხმა რას მართებდა შენგელიას ქალს ,საშველი არ ჩანდა.
_თვალთვალი დანაშაულია _როგორი საწყალი იყო ,როგორ გააღიმა მრავალდანაშაულჩამდენი ილდანი
_ფოტოების უნებართვოდ გადაღებაც , მაგრამ ჩემი უთვალავი გაქვს _ისე დატოვა როგორც მიუახლოვდა. ოჯახის ნაწილი თავისთან წაიყვანა და მეზობელი სახლიდანაც კარგახანს ისმოდა მთვრალი ჟრიამული . ყველა მაინც ვახტანგისა და თინათინის წყვილის ირგვლივ ტრიალებდა.

საძინებელში ასულმა ფარდები განგებ არ ჩამოაფარა ფანჯარას. გრძნობდა მის მზერას,ვერ ხედავდა,მაგრამ დარწმუნებული იყო სიგარეტს ეწეოდა და უყურებდა . თავისი სანათი იმ ღამითაც არ ჩაუქრია . ფოტოები გადაარჩია, რჩეულები შეინახა და შემდეგ ემოციებით გადაღლილმა დაიძინა.
................
_აქ როგორ აღმოჩნდი არ მეტყვი ?
_მატილდა და ინა დაპატიჟა სალომემ , იოანეს მანქანა გაუფუჭდა და მე წამოვიყვანე. გაგდებას მიპირებ ,ნიკოლოზ? _ გვიანი იყო უკვე ,დაჩი ეზოში იჯდა სალომეს ძმა რომ დაადგა თავზე. მთვრალიც იყო და დაბოლილიც
_რომ ვმეგობრობდით მაშინ არ წამომყევი და გამიკვირდა ახლა რომ დამხვდი ... გასაგდებ კაცად შენ არ გადაქცეულხარ ,მე ასე გიცნობ კიდევ
_შენ რა გჭირს
_მე ? რა უნდა მჭირდეს, ვმუშაობ, ვმონობ და მონურ ხურდებს მიგდებენ . ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრებას რას გაიგებ შენ
_შენ არ შეგიძლია შეეჩვიო გარემოს თორემ ... შენი ცოდნით დაგაწინაურებდნენ ,ხალხს რომ არ ერჩოდე
_მეზიზღება შტერები რომ მითითებენ რაღაცებს და მოთმენა მანგრევს . შემშალეს
_პირდაპირ ბანკის უფროსად ვინ დაგნიშნავს ნიკოლოზ თან ამ ასაკში...
_იქამდე რა უნდა ვქნა ვიმათხოვრო? მამაჩემმა ყელში ამომიყვანა , თავს რომ იკლავდით სწავლობს სწავლობსო რას აკეთებს ერთი უსწავლელ მეს რომ მეტი მაქვს შემოსავალი და ჩემ საქმეს რომ იწუნებსო. რა ვქნა მაგის პროფილაქტიკაში ვიხოხო ? არაფერი გამეგება მანქანების
_მშვენივრად გაგეგება მანქანებისაც უბრალოდ არ გინდა მამაშენთან იმუშაო
_შენ რა იყო ისევ ჩემზე პატარა ხარ და ისევ ჭკუას მარიგებ?სალომე გისახლდება ხანდახან ხომ იცი
_ასე რომ გნახოს ეწყინება
_მილიონჯერ მნახა უკვე, დიდი ხანია აღარ ხარ ჩემ ცხოვრებაში დაჩიკო
_მერე როგორ გეგუება
_არაფერს მეუბნება და ასე მსჯის. არ მიმჩნევს
_არის რამე რაც შემიძლია შენთვის გავაკეთო ნიკოლოზ? _ რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა ფიქრებში ჩაძირულს
_არაფერი,ვაფშე ... წადი დაიძინე თორემ აქ ისეთი სიცივეა ღამე გაყინულს გიპოვნიან .
_ხვალამდე _ მხარზე დაადო ხელი და დაემშვიდობა. დერეფანში ჩუმად მიაბიჯებდა,სიჩუმე იყო მთელ სახლში და სოფელშიც მხოლოდ ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა. სალომეს საძინებელს უახლოვდებოდა კარი რომ გაიღო და გოგო მის წინ აღმოჩნდა . უსიტყვოდ აპირებდა გვერდის ავლას მისმა სიტყვებმა რომ შეაჩერა
_ბებოს ძალიან მოეწონა საჩუქარი,მადლობა
_მიხარია
_აქ იმისთვის ამოხვედი ,რომ მაჩვენო ახლა იმაზე შორს ხარ ჩემგან ვიდრე ოდესმე? _ამღვრეული თვალებით უყურებდა და ჩურჩულებდა
_არ გინდა
_ სულ მინდოდა ისე მყვარებოდა როგორც თინას ვახტანგი და ისე ვყვარებოდი როგორც ვახოს თინათინი
_შენ სახლში ვართ ... შენი ოჯახია ირგვლივ _ მის სახესთან დახრილი საუბრობდა, სასმელისგან არეულს ვერ უმკლავდებოდა
_ რატომ ხარ შენ აქ თუ ჩემ გამო არ,თუ ჩემთან ახლოს ყოფნისთვის არ ,მაშინ რისთვის ან ვისთვის
_შენ რომ გხედავდე , როგორც სულ ახლაც
_დაჩი
_კიდევ რამდენიმე დღე ვუყურებ შენ აქამდე დამალულ ათიათას ფერს და მერე წავალ
_არ მინდა რომ წახვიდე , უნივერსიტეტიც დასრულდა და სადღა გნახო . სულ არ გეცოდები ? სულ ოდნავადაც არ ? _ ასეთი სალომე არ ჰყავდა ნანახი. მის თვალწინ დაიმსხვრა ათიათას ნაწილად
_გგონია შეგელევი ? _უკვე ეხებოდა ცხვირის წვერით ლოყაზე, შემდეგ ყელზე და ბოლოს თმაში ჩამალა სახე _ ნუ გადამაბიჯებინებ საკუთარი თავისთვის თორემ მერე შეუძლებელი ვიქნებით მე და შენ
_ახლა შესაძლებელი ვართ დაჩი?_თითებით ლოყაზე ეფერებოდა ბიჭმა მტევანი ნაზად რომ დაუჭირა და ხელისგულზე აკოცა
_უკვე შევძელით ვერ მგრძნობ და მხედავ? _ ყელზე დაუტოვა კოცნის კვალი და მოჩვენებასავით გაქრა.

მეორე დილას ყველა ნაბახუსევზე იყო. თინათინი კი მხოლოდ თავის ვახტანგზე ზრუნავდა . ყველას მიეჩქარებოდა სოფლიდან ქალაქში,საქმეები არ იცდიდნენ . რთული სანახავი იყო დაჩი საკუთარი მამისა და ბაბუის გვერდით მდგომი. იოანეც ხომ იქვე იყო ,მაგრამ ნერვიულობისგან მუცელი ტკიოდა.
_კამიკაძის მოქმედებას გავს შენი ქცევა სალომე _ ყავის ფინჯანი მიაწოდა აივანზე მჯდომს თორნიკემ და მის გვერდით ჩამოჯდა _ აქ როგორ დაპატიჟე ან ის რამ მოიყვანა
_მატილდა და ინა დავპატიჟე მე . შენ საერთოდაც გეჩვენებოდა ბავშვობაშიც და ახლაც ,შენ
_მე ვარ სალიო _ თმა გადაუწია სახიდან და თან ხელზე აკოცა _ მე რას დამიმალავ , ჩემ თვალწინ გაიზარდე
_ბევრის თვალწინ გავიზარდე მე ,მაგრამ შენ გაქვს მაგ თვალებში სულის რენტგენი
_რას არ მოიგონებ ხოლმე _ გაეღიმა გულწრფელად,მხოლოდ ერთეულებთან რომ შეეძლო და ჩაიხუტა _ არაფერი აიძულო ,არც გონს მოსვლა და გადაწყვეტილების მიღება თორემ სულ ყველაფერს აურევ. კაცები ვერ ვიტანთ როცა ჩვენ არ ვიწყებთ და არ ვდგამთ პირველ ნაბიჯს
_და გგონია მას რომ უნდოდეს რამე შეაჩერებდა?უბრალოდ არ ვაინტერესებ არცერთი მნიშვნელობით არ უნდა ვიყო მის ცხოვრებაში
_შენი სიყვარულით რომ არ სარგებლობს და თავის ცხოვრებას არ გახვევს თავს? იქნებ უნდა დალაგებული მოვიდეს შენთან , მხოლოდ შენ რომ ჰყავდე ფიქრებში სხვა ყველაფრისგან გათავისუფლებულს და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გაჩუქოს
_გგონია ამდენს ფიქრობს ჩვენზე ? ან რაღა საუკეთესო ვერსია , ახლა ვინ არის აბა ?ამაზე უკეთესი რაღა უნდა შექმნას და გამოძერწოს და თუ შექმნა მერე ხომ საერთოდ მე რაში დავჭირდები . მამშვიდებ თუ გულს მიკლავ
_ღმერთო რა პატარა ხარ _ ღრმად ჩაისუნთქა და თავზე აკოცა _ ამ ჭკვიან და ლამაზ თავში ეგ ბიჭი რომ ჩნდება ნაოჭები გიქრება ?
_ნუ მეუბნები ,მწყინს
_დაელოდე რა გააგიხდა...სად გეჩქარება თუ სხვა კანდიდატებს არ გინდა შეელიო
_სული მელევა სიშორეში და სურვილებიც მერევა უკვე
_ბაბუაშენის სახლში რომ არ გეალერსება ეგ არ მოგწონს გოგო?
_არც სხვაგან და სხვა დროს მეალერსება ეგ მე ... ისე ნუ განიხილავ თითქოს ცალმხრივად არ მიყვარდეს
_რით ყოფილა თურმე უკმაყოფილო...აქამდეც ხომ მომწონდა და ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე. ყოჩაღ , თავშეკავებულობა მესმის ასეთი
_საერთოდ რას გელაპარაკები ... იმიტომ არ კლავ თორემ რომ შემხებოდა ხომ დაულეწავდი იმ ლამაზ სახეს
_საიდან მოიტანე რომ ლამაზია...ერთი ჩვეულებრივი ბიჭია
_რომ დაბერდი ვიცი,მაგრამ თვალებში მზერა სულ დაკარგე ?
_ლამაზი რომ გგონია იმიტომ მოგწონს თურმე ... ხომ არ ვიზრუნო მისი სახის შეცვლაზე?იქნებ გადაგიაროს
_რატომ მაწვალებ თორნიკეე ? შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ თუ მტრიის? _ ვის შეეძლო სხვას მის გარდა ასე ბუნებრივად ,წვეთი საერთო სისხლის გარეშე რომ მიემართა მსგავსად . ყვარებოდა ასე ახლოდან და ასე შორს. ყოფილიყო სხვების
თვალწინ დისტანციით და მარტო დარჩენისას მისი უნიღბო სახით ,პირადად სალიოს თორნიკესთან სრულიად გულწრფელი და ყველაზე მეგობრული.
_ჩემო სალიო , დაუჯერე ჩემ გონება _გამოცდილებას და გამოიჩინე მოთმინება . ცხოვრება შენნაირებს უსიყვარულოდ არ ტოვებს , როგორ შეიძლება შენ ვინმე ასე გამეტებით გიყვარდეს და იმას არ უყვარდე
_მეც ეგ კითხვა მაქვს იმ გოგოსთან დაკავშირებით ლამის მთელი ცხოვრებაა რომ უყვარხარ ,მაგრამ შენ არ გიყვარს
_წარმოდგენა არ მაქვს ვინ გგონია ჩემზე შეყვარებული,მაგრამ ეგ თავადაც რომ ეჯეროს შეუძლებელია მიცნობდეს და ვუყვარდე ,თუ არ მიცნობს სიყვარული არ არის
_ტყუილში ცხოვრობს აბა?
_5 წელი ციხეში ვიყავი და 7 საქართველოში არ მიცხოვრია , ფოტო ნახა და შევუყვარდი ? შეიძლება სულელია და მოვწონვარ ,მაგრამ სიყვარული სულ სხვა რამეა. შენ ჩემ ცხოვრებას ნუ იდარდებ , პატარა სალიო _ თავზე აკოცა წასვლის წინ და ისე გაეცალა სათქმელი არ დაამთავრებინა .
_გამარჯობა_ მატილდა ოთახიდან გამოვიდა და კიბეზე შეხვდნენ ერთმანეთს.
_ფოტოაპარატის გარეშე ვერ გიცანი...სად გაქვს . ერთი ჩემი ნებართვითაც რომ გადამიღო არ გინდა ?
_არ მაქვს დღეს განწყობა . ვასვენებ ფოტოაპარატს და ვიყენებ მხოლოდ თვალებსა და მეხსიერებას
_არ მეგონა თუ ოდესმე გაგინათდდებოდა გონება და იპოვნიდი ჭეშმარიტებამდე მისასვლელ გზას _ წინ მიდიოდა და ისე ლაპარაკობდა,ჩვეული დინჯი ,უცვლელი ტონით ..._ ხვალ და ზეგ აღარ იწვიმებს. მიწა გაშრება და მთელი თუშეთის შემოვლას შეძლებთ
_ისე ამბობ თითქოს შენ გვიპირებ გიდობას _ ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ ილდანი შეჩერდა და ქვემოდან ამოხედა
_მე მარტივი მარშრუტი არ მექნება,ვერ გამიძლებ
_დასკვნა საიდან გამოიტანე
_სულ ასე მარტივად და სულელურად ვარდები თუ მე ვარ გამონაკლისი შემთხვევა, მანანა?
_ჭაღარა არ გაქვს ,საინტერესოა ასაკის მატება მეხსიერების დაქვეითებით რატომ გამოიხატა შენ შემთხვევაში
_პატარა მატილდა არ იტყობს სამაგიეროდ სკოლის მოსწავლე რომ არ არის და ისევ ისეთი მოუსვენარია
_გხსომებია ჩემი სახელი და ხასიათიც სკოლის ასაკში
_გამოვიცანი ...
_წამოხვალ ჩვენთან ერთად თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მისიით ხარ თუშეთში_ეშმაკი არ ასვენებდა თორემ ილდანი და სულის ფორიაქი რად უნდოდა ამ დასვენებას მოწყურებულს
_ხვალ დილას გადავწყვეტ, ფოტოაპარატს თუ ვერ დავინახავ
_რატომ ერჩი ფოტოებს?
_ყველაფერს თუ ვნახავ სხვის გადაღებულ ფოტოზე და ვიდეოზე პირველად დანახვის ინტრიგა აღარ იარსებებს . ეჭვი მაქვს შენ ისეთ ფოტოებს იღებ გაცოცხლდება მნახველის წინ ყველა ადგილი
_უფრო მეტი ინტერესი არ გიჩნდება რომ იცი როგორი მშვენიერიცაა და მიისწრაფი საკუთარი თვალითაც ნახო? წარმოიდგინე ხედავ ულამაზესი ქალის ფოტოს და გიჩნდება სურვილი საკუთარი თვალით ნახო,ახლოდან დატკბე მისი სილამაზით
_უპირატესობას ჩემ თვალწინ გაშიშვლებულ ქალებს ვანიჭებ , მოულოდნელი ეფექტით გაორმაგებული სიამოვნებაა რომ უახლოვდები და ეხები
_მე შიშველი ქალი არ მიგულისხმია საერთოდაც მე ..._ შავი იყო და მთელი სახე ალუბლისფერი გაუხდა,ასე ხედავდა იმ წამს თორნიკე . ის კი თავს ისე გრძნობდა თითქოს თავად იდგა იმ წამს მის წინ შიშველი და ელოდა როდის შეეხებოდა მისი თითები ,მოაჯირს რომ ჩაფრენოდა და ადგილიდანაც არ იძვროდა
_მე და შენ სხვადასხვა პოლუსზე ვართ , ერთმანეთს ვერასდროს დავეთანხმებით. საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ ,მა_ტილ_და _ ისევ ისე ბავშვად იგრძნო თავი,ზუსტად ასე უყურებდა ილდანი როგორც სხვა პატარებს . აღარ იცოდა რა ერჩივნა სულ რომ არ შეემჩნია თუ ასე თინეიჯერივით მოქცეოდა. სასტუმრო ოთახის მაგიდის ცენტრში კი საყვავილე მუდამ სავსე იყო მინდვრის ყვავილებით ,დაჭკნობას ვერ ასწრებდა ახალი ფერები რომ გამოჩნდებოდა. ლამის დარაჯად გადაიქცა რომ დაენახა გამთენიისას ყვავილებით მიმავალი ილდანი ,მაგრამ ვერ გამოიჭირა ისე მიდიოდა თუშეთიდან რომ ამ კადრს ვერ აღბეჭდავდა ფოტოზე.
...............
ბათუმში წავიდა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ზაფხულის ცხელ ამინდებში სავსე იყო ქალაქი დამსვენებლებით და რესტორანი სტუმრებით. არეულობას ჩხიკვაძეები ვერ უმკლავდებოდნენ,მათთვის მსგავსი დაწესებულების მართვა არ იყო საყვარელი საქმიანობა და თან პრობლემების მარტივად მოგვარებაც არ გამოსდიოდათ. საქმეს უფრო ართულებდა მათი გამოჩენა,ფეთქებადი ხასიათი სულ რომ გვერდით გადაედოთ მათი სახელის ხსენებაც უკვე პრობლემა ხდებოდა. რაღაცებს ისე მარტივად ვერ გაივლიდნენ როგორც მინდელს შეეძლო
_ძმობას გაფიცებ არ წახვიდე რა ... ის მენეჯერი არის ჩვეულებრივი მენეჯერი . ჩაფიძე არ შემოუშვია ,ადგილი არ გვაქვს ყველა დაჯავშნილიაო. აუტეხავს იმას ერთი ამბავი ,ამას გამოუძახებია დაცვა . იტოკში აქ ამბები იყო ,მეორედ მოსვლა ბოზ.ს შვილი ვიყო
_ვინ დაიმახსოვრებს ყველა თქვენი ნაცნობის სახელს და გვარს ... მე რა ყველას ვიცნობ?
_აუ ატრაკებ ახლა... შენ ხვდები ვინ ვინ არის და ესენი ბავშვები არიან. მოვტყ.ნ ამათი ოცდამეერთე საუკუნე და ევროპა. ოჯახისწევრმა რომ დაურეკოს ეტყვის ადგილი არ მაქო
_ძმაკაცები თუ გადავიკიდე რად მინდა შემოსავალი ... არ გავკარი ამათ ფულს? მაინც ის პოვარი სად გაჩითე ტო ისეთ საჭმელებს აკეთებს მთელი ბათუმი აქ მოდის.
_ინას რეკლამამაც იმოქმედა და მისი სამეგობროც რამდენჯერაც მოვიდა სულ ვიდეოებს იღებენ ...
_კარგი ადგილია თქვენ თუ ქურდების თავშეყრის ადგილად არ გადააქცევთ ... მერე იარაღების ტრიალს არ დაიწყებენ და არ მოკლავენ ვინმეს
_ხიპიში ყველა რესტორანშია
_უსაფრთხო ადგილის სტატუსი თუ დაკარგა აქაურობამ მერე როგორი ხაჭაპური და მწვადიც არ უნდა გაკეთდდეს არ მოვა ხალხი ,მოვლენ მხოლოდ ისინი ვინ ხელის შეხებაზე კლავს . მენეჯერს ვიპოვი , ხელფასს გავზრდი კიდევ და ვინმე გამოცდილს დავიქირავებ. აქ ვერ ვიქნები სულ , ჩემებთან უნდა ვიყო...
_ბაზარი არაა ... შენ ოღონდ გადაწყვიტე და დალაგდი ოჯახში და არ გავკარი აქაურობას? არ ჩამოვა ინა აქეთ? ერთადაც იქნებოდით და საქმესაც მიხედავდით ...
_თუშეთშია ... ვერც ველაპარაკები. არ იჭერს მობილური ნორმალურად
_რას გაუშვი მერე მასეთ ადგილას...ისედაც სულ დაძაბული ხარ
_ჩადუნელიც იქაა და მისი შეყვარებულიც ...
_ვაჩე რომ თბილისშია იცი და გაუშვი ხო? ეგრე ჯობია ,რაც უფრო შორს იქნება მით უკეთესი
_როდის ჩამოვიდა... აქამდე არ ჩანდა და ახლა რამ ჩამოიყვანა
_არ იცოდი?
_იმედია ინას დაბრუნების ამბავი არ გაიგო და მაგიტომ არ დაბრუნდა
_ეგ რა მასტია ვერ გავიგე... ვერავინ მეუბნება. არავისთან ძმაკაცობს და ვერც ცუდს ვამბობ ვერც კარგს. იოანე კი იცი , არაფერში იჭრება
_ინას გადასაწყვეტია ყველაფერი... მე ახლოს უნდა ვიყო ,სხვა არაფერი მინდა
_ახლა დაგვალაგე და მერე სულ ნუ ჩამოხვალ თუ გინდა
_სახინკლე უნდა გავხსნა
_ააქ?
_არა , თბილისში ...
_ნოსტალგია გაქ დუქნის ?
_რაღაც მაგდაგვარი ... მაშინ ვაპირებდი ჩემთვის ცალკე წამოსვლას და არჩეულიც მქონდა ადგილი. ფულზე ვუთანხმდებოდი ,ვაგროვებდი
_მაგის ფული თუ გქონდა მარიამს რატო უჭირდა ... იმხელა სახლის ფულით ბინას იყიდდა და შენ თუ სახინკლისთვის გქონდა ფული
_ციხეში ვიყავი უკვე მარტას რომ ვუთხარი ფული მაქვს ,ადვოკატი არ მინდა და იმით იცხოვრებთ კარგახანს_თქო ... 1000 დოლარი დახვდა მხოლოდ. დანარჩენი ნანას ჰქონდა დახარჯული ,ადვოკატმა გამოიძია მერე და მიყვებოდა ,არც მახსოვს რა მითხრა ზუსტად. გახსენებაც არ მინდა ,მხოლოდ ახლა მეტი შესაძლებლობა მაქ და მინდა ჩემთან კეთდდებოდეს გემრიელი ხინკალი
_ოო ქალი ღმერთმა ჩვენ გასანადგურებლად გამოიგონა ... მე მაგის დედას
_არ შეაგინო ,ნუ გამაბრაზებ ჩხიკვო _ ჭიქა დაცალა და მოქუფრული სახე კიდევ უფრო მეტად მოექუფრა...
_დიანას რომ ევასები ეგ თუ იცი _ მათემ ჩაიცინა და უკვე შემთვრალი მინდელის გამოტყდომა სცადა _ ეგ ისეთია მარტო დახმარების გამო არ შეაწუხებდა არავის. მადლობას გეტყოდა ბაზარი არაა , დავიწყება არ იცის ,მაგრამ გოგა მიუქსია ხალვაშს შენ გამო
_ჩემ გამო კი არა მისი დის გამო და იმის როგორც ელაპარაკებოდა. ვერ უსმინე რა თქვა ? გგონია ხალვაში მარტო მე მომდგებოდა და დიანას ისე დატოვებდა? ყველა თავის ტყავზე ზრუნავს ...
_დიანა სხვა ტიპია . აზრზე არ ხარ რა
_მთელი უბნის ბიჭობას უყვარდა... უკან დასდევდნენ. იცოდა ყველამ როდის ბრუნდებოდა სახლში,როდის გადიოდა ,როდის მასწავლებელთან იყო და ხან სად ელოდნენ ხან სად... ის დას.რებული სად იპოვა ტო
_შენც ხოარ გიყვარდა შემთხვევით _ მინდელმა იქეთ მოუწყო აღსარების ღამე ძმებს
_მე ? მე მევასებოდა როგორც მაგარი გოგო ,პატივსაც ვცემდი რაღაც პონტში. მე ჩემი სოფო მიყვარდა სულ ,როგორი პატარა იყო მაშინ ღმერთოო რა სულელი ვიყავი . დამეკიდებინა ყველაფერი ს.რზე და მომეყვანა ცოლად. რას ველოდებოდი, ვაფშე რად მინდოდა რამე ან სხვა გოგოები. რამდენჯერ ვატკინე,გავაბრაზე, ვუღალატე
_რა უღალატე შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო _ მათე წამოიწია წამსვე _ვისთან უღალატე ...როდის
_ქორწილამდე გეუბნები შენ ხოარ გამოს.რდი ... არ გახსოვს რამდენი ვინმე მყავდა ? ვტიპობდი არავის უარს რომ არ ვეუბნებოდი ... აუ შენ აზრზე არ ხარ როგორ ასწორებს ქალი რომ გიყვარს და იმასთან ხარ. ციხიდან ვერ გამოგათრიე და კი დაბერდი უკვე ... მე იმას ვდარდობ 18 წლის ასაკში რატო არ მოვიყვანე_თქო თორემ ამხელა შვილები მყავს და შენ ? დედაჩვენმა გამოგიგლოვა უკვე შინაბერაა ეგ მაგას ვინ გაყვება ცოლადო
_რას შ.მეცი მართლა და მართლა ... შენ ხარ 50 წლის თორემ მე 28 წლის ვარ ჯერ
_ვინაა ბიჭო 50 წლის ...
_რავი ეგეთ ვიდზე კი ხარ და 35 წლის რომ ხარ სახეზე ნაღდად არ გაწერია
_დავაიი რაა ... გეუბნები გაეშვი ამ ბ.ზებს და იპოვე ვინმე ნორმალური გოგო_თქო მეტს რას გარიგებ . სულ არ ვერევი შენ საქმეში , კისერი გიტეხია . აეკიდე ვინმეს კიდე ,იჩხუბე ,ატრიალე იარაღი და დაგაბრუნებენ უკან...მინდელი აღარ გეყოლება იქ და მოგკლავენ ამჯერზე
_ძმურად მითხარი ტვინს რატო ტყნ.ვ დაუღლელად? ასაკის მატება მაგაზე არ მოქმედებს?
_რას მეუბნები რო სხვა რამეზე მოქმედებს?
_რა ვიცი ,არა ?
_შენ მოგიკვდი ... ციხის მერე გიღალატა შენმა და ყველა ასე გგონია?
_აი რა უნდა სოსო? ძმაა თუ მტერი ... მომაშორე არ შეიძლება? ხო ხარ ჩემი ძმა ,ეს მომაშორე
_ორივე ბავშვები ხართ _ეღიმებოდა მათი მოსმენისას. მოსწონდა როგორი გულწრფელები და ნამდვილები იყვნენ მასთან .

შუაღამე იყო რესტორანი რომ დაცადიელდა. მომსახურე პერსონალიც წავიდა და სამივემ ერთად დატოვა იქაურობა.
მათ ბინაში ცხოვრობდა.
საკუთარ საძინებელს მიაშურა,მაგრამ მთვრალსაც არ ეკარებოდა ძილი. მხოლოდ სხეულს ასვენებდა. საწოლში იწვა ,ზღვის ხმა ესმოდა და თვალების დახუჭვისთანავე ერთმანეთში არეულ ნანასა და დიანას სახეებს ხედავდა. უყვარდა ცოლი , ხომ გამოცადა ერთხელ ამ გრძნობად აღიარებული გრძნობა და ახლა რა სჭირდა. სულ სხვაგვარი შფოთვა ჰქონდა,სხვა ემოციები და განცდები. მონატრება მისი სიახლოვის ,შეხებამდე რომ ხედავდა და უკვე განიცდიდა სიამოვნებას,გულისცემა უჩქარდებოდა და თითქმის სრულად შორდებოდა რეალობას.
ისიც იფიქრა დავურეკავ მის ხმას გავიგებო,მაგრამ დროს რომ დახედა გადაიფიქრა. დაეძინა , რამდენიმე წუთს გაითიშა გონება ,მაგრამ სიზმრად გამოეცხადა ქალი ,ცოლი და მისი მოკლული მსხვერპლი . ჯერ რომ თვითონ ეფერებოდა , მას უცინოდა და მეორე კადრში სხვას . ისევ გულის არეში ტკივილმა გამოაღვიძა, სუნთქვა უჭირდა და დაცვარულ სხეულს ძლივს იჭერდა სააბაზანომდე რომ მიეღწია.
ციხიდან გამოსული ციხეში იყო. სამუდამო ,დაუსრულებელ პატიმრობაში. ერთსაკნიან, სატუსაღოში გამომწყვდეული

გამოიდარა და თუშეთის ტურიც დაგეგმეს . დილიდან დაიწყეს მზადება , ცხენებით აპირებდნენ გასვლას
_ცხენების შიში როდის გაგიჩნდა ,სალიო? _ეზოში მდგომს თავზე დაადგა თორნიკე მოუოდნელი კითხვით _ არ მომიყვები რა მოხდა?
_ციცოს შვილიშვილი ხომ იცი, გოგოლას ბიჭი ... გაუხედნავ ცხენებს დაარბენინებდა,გოგონებს აწონებდა თავს . საღამოს ქუჩაში ვსეირნობდით ეგ რომ გამოჩნდა. მახსოვს შავი ცხენი იყო , ღობეს გადმოახტა , ეგ გადმოაგდო და გამოექცა. ატეხილ კივილ_წივილზე კიდევ უფრო მეტად დაფრთხა და თეკლა ლამის მოკლა . როგორ აღმოჩნდა გოგო მის ფლოქვებ ქვეშ ვერავინ დავინახეთ. მეც იქვე ვიდექი , დათოს რომ არ დაეჭირა არ ვიცი ახლა ცოცხალი ვიქნებოდი თუ არ. თეკლა ისეთ მდგომარეობაში იყო სიკვდილს ებრძოდა ... აქ რომ სასწრაფო ამოვიდა და დამტვრეული გადაიყვანეს. ურთულესი რეაბილიტაცია გაიარა, ის ზაფხული საშინელი იყო
_გამახსენდა, ბავშვია დამტვრეულიო რომ მითხრეს ,მაგრამ შენ თუ ნახე ყველაფერი და ასე შეგეშინდა არ ვიცოდი . ანუ ცხენებს ვეღარ უახლოვდები ?
_ვეღარ _ მოატყუა? რა იცოდა დაჩი თუ გამოჩნდებოდა დანარჩენებთან ერთად , თორნიკეს ცხენს გამოართმევდა და მშვიდად მიმართავდა საუკუნოვანი იგნორის შემდეგ
_მე და სალომე ერთად წამოვალთ... _საიდან ჰქონდა თავსაფარი ვერ გეტყვით,მაგრამ სალომეს რომ მოახვია თავზე და სახეზე ყველამ დაინახა_მტვერი იქნება და სჯობს თავი დაიცვა _ სერიოზული გამომეტყველებით გაუსწორა ,შეუკრა და მერე საკუთარ შემოქმედებას დააკვირდა _ წავედით ?_ სალომეს ხელი ჩაკიდა,ისევ ისე როგორც პირველად ახლაც ცხენის მოფერებით დააწყებინა
_წავედით _ მატილდა დამოუკიდებლად დაჯდა წითურ ცხენზე და აღვირი მოქაჩა _ ინა,ძვირფასო მაპატიე ,მაგრამ ხომ მიცნობ ვერავის გავუნაწილებ ამ პატარა და ისედაც არაკომფორტულ სივრცეს. იოანე შეავიწროვე,არ გეტყვის უარს ... _ მეგობარი ძმას შეატოვა,თითქოს არ იცოდა ისედაც რომ არ გაუშვებდა შანსს
_შენ როდის გახდი გამოცდილი მხედარი. ილიას სასტუმროში მე არ მთხოვდი გაკვეთილების ჩატარებას? _ დაჩიმ ახედა ქვემოდან და სანამ რამეს ეტყოდა იქამდე ჩაუშვა იოანემ
_იქეთ გასწავლით ყველას ... 5 წლიდან ჯირითობს . თავლაში იპარებოდა პატარა რომ იყო და ბიძაჩემის ცხენებთან ერთად ეძინა. ეს ნაზი გოგოს რეჟიმს რომ ჩართავს მაშინ იძახის ყველაფერზე არ ვიცის... შენ რაღა გჭირს დაჩი? არ იცი ამის "არ ვიცები? ",მეცადინეობა ეზარებოდა თორემ სხვა დანარჩენი ყველაფერი სცადა ესწავლა რაც სჭირდებოდა და არ სჭირდებოდა
_შენი ენის ამოძირკვა ვერ დავაღირსე ამ სამყაროს მხოლოდ _ სათვალე ეკეთა და მისი ანთებული თვალები არ ჩანდა ,მაგრამ ყველამ იცოდა როგორც გაბრაზდა . პირველი გაიჭრა წინ და მტვრის სქელი ფენა დაუტოვა უკან ადევნებულებს .
_გამოწვევებში ერთვები ,პატარავ ? _ ილდანი წამოეწია და გვერდით ამოუდგა თავისი შავი ფაშატით
_რომ გაგიბაზრდეს რა მოხდება შემდეგ ?
_რა უნდა გამიბაზრდეს პატარა გოგოსთან ერთად რომ გავაჭენე ცხენი?
_პატარა გოგომ რომ დაგამარცხა შენივე ცხენით
_შენი ეგ ამბიცია ჯერ ვერავინ შეგირყია? მე უნდა ვიყო პირველი ?_როგორ აიყოლია ამ ეშმაკმა გოგომ ვერც გაიაზრა, გასაკვირად ამხიარულებდა მისი გარემოცვა. თავიდან სალომეს გამო იყო მათთან,თებეას ნაცვლადაც ჭედიასთან ყოფნა ჰქონდა გეგმში მერე კი საერთოდ გადაავიწყდა თავდაპირველი განზრახვა
_გპირდები მე არ ვიტყვი წააგო_თქო,მაგრამ ხომ იცი ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება
_რომ წააგებ იმედია არ იტირებ,ვერ ვიტან ბავშვები რომ ტირიან _ თინეიჯერობის წლებში დაბრუნდა თითქოს ,ის ნანატრი თავისუფლება და სილაღე იგრძნო მატილდასთან პაექრობისას. არც უფიქრია რომ მოუგებდა ,ისეთი მონაკვეთი აარჩია საფრთხე ყველაზე ნაკლები რომ იყო და მთელი დრო შენგელიას ცქერით ტკბებოდა. ისეთი განსხვავებული იყო , გასულ დღეს თითქოს სულ სხვა გოგო მოისვა ცხენზე ,წვიმაში გათოშილი ატარა. ცხენი განზრახ მოაბრუნა ,თითქოს არ ემორჩილებოდა და გასწრების საშუალება მისცა, მაგრამ დათქმულ ფინიშთან მისულს ბავშვური აღტაცების ნაცვლად წარბშეკრული ქალი დაუხვდა
_გაიმარჯვე ... გილოცავ ,სამწუხაროა პრიზი რომ არ არის დაწესებული
_სხვა გზა გეპოვნა ჩემ მასხრად ასაგდებად ... არ გეკადრება ,ილდანო _ სულ სახელით მიმართავდა ახლა კი ისე როგორც ყველა
_გამარჯვების უცნაური გამოხატვა გცოდნია
_ნაჩუქარი გამარჯვება არ მჭირდება! არასდროს მიმიღია და არც მივიღებ. ისეც მოგიგებდი
_ამ გზაზე ვერ , ჩემი ცხენით ვერ ... სხვა დროს და სხვა ადგილას თანაბარ პირობებში ...
_სხვა დრო არ იქნება და შენ ეს იცი,ილდანო_სიტყვა არ დაასრულებინა,თორნიკე ილდანს საუბარი გააწყვეტინა და თავი დამნაშავედ აგრძნობინა. ვინ გაუბედავდა სხვა მსგავს ქმედებას და მერე ზურგის ქცევას.
............
_მატილდამ რა იცის _ იოანეს წინ იჯდა ცხენზე ,მთელი სხეულით მის შეხებას გრძნობდა და წინ გაჭრილი უმცროსი შენგელია ადარდებდა
_მეგობარი შენია , რასაც ეუბნები ის იცის
_შენ რა უთხარი ,იოანე
_თვითონ მითხრა რომ გული არ გატკინო ,მე არ მიპასუხია გულში არ ვყავარ და ვერ ვატკენ_თქო
_და ის არ უთქვამს ინა ბიჭებს გულს ტკენს,ეთამაშება ყველას და ნუ დარჩები გამოყენებულიო ?
_ასე რომ გიყურებდეს შენი მეგობარი არ იქნებოდა
_შენთან ჩემი ყოფნა არ უნდა და უნდა ეთქვა რაღაც ისეთი რაც ჩემგან შორს ყოფნას გაიძულებდა
_ჩემ გრძნობებს ეჭვის ქვეშაც არ აყენებს და შენ რა უთხარი ასეთი ,კლანჭებით რომ გიცავს ჩემგანაც კი
_არაფერი მითქვამს , რა არის სათქმელი. ჩვენი თამაში იესეს წინ დასრულებულია და ყველა ტყუილს არ ვუყვებით ერთმანეთს . ასეთი დაქალები არ ვართ მე და მატილდა
_აბა როგორები ხართ,მასშტაბური დანაშაულების მოზიარენი?
_დიახ
_ანუ მჭირდება რომ რაღაც გრანდიოზული და დაუფარავი ჩავიდინო_ მაინცადამაინც მაშინ შევიდნენ ვიწრო გზაზე,კიდევ უფრო შეანელა სვლა და ინას მუცელზე შემოხვია ხელი . ჩემ გვერდით მშვიდი ძილი რომ გაქვს ეს არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი ამბავი
_დაძინებამდე რომ სიშიშვლე ჭარბობდეს ჩვენ სხეულებს შორის მაშინ იქნებიდა მოსათხრობი ამბავი და ჩვენ
_სულ ტყუილად ცდილობ , სანამ არ შემიყვარებ იქამდე კოცნაც არ იქნება _ ხმის შეუტოკებლად განუცხადა და სასაცილო ის იყო ზუსტად იმ დროს რომ აკოცა ლოყაზე _ ხომ არ გცხელა. ვერ გავიგე თან რომ გრილა და თან მზე ასე აჭერს როგორ უნდა მოვიქცე
_გამოდის ჩემ კოცნას არასდროს გეგმავ , ხომ ხედავ მეგობრები ვხდებით მე და შენ . მატილდას ეს უნდა ვუთხრათ და დამშვიდდება _ ინა როგორი გონიერი იყო სიტყვებით თამაშში ავიწყდებოდა იოანეს,მაგრამ ის მუდამ სწორ დროს ახსენებდა და ღიმილს გვრიდა
_საუკეთესო მეგობრები,სამუდამოდ? პიჟამო ფართის არ აწყობთ სადაქალო მეც რომ მიმიპატიჟოთ?ცხვრებიანი ორეული მაქვს
_ფრთხილად _ ცხენი დანარჩენებს რომ მიჰყვა და აუჩქარა სვლას წამსვე სხეულზე შემოხვეულ მკლავს ჩააფრინდა და ერთი ხელი ისე გასწია უკან და მოხვია იოანეს თითქოს ასე დაიცავდა გადავარდნისგან _არ მიყვარს ცხენით სიარული და წინა საუკუნის ვაიბები...
_შენ ვიდეოებს კარგი გამოხმაურება აქვს. თუშეთის უფასო რეკლამა გამოგივიდა ქალბატონო ინტლუენსერ_ტიკტოკერო _ არ შეიმჩნია მისი ხელი საკუთარზე ჩაბღაუჭებული ისე შეანელა სვლა
_ისეთი სილამაზეა ნებისმიერი წერტილიდან გადაღებული პატარა ვიდეო ,სწორად დაედითებული უმარტივესად ვარდება ფორიუზე და მე ვიცი როგორ უნდა მოვიზიდო მაყურებელი .
_მატილდა ისე გაიტაცა ფოტოგრაფიამ შენი ფოტოსესია და გასაპიარებელი კოლექცია აღარც ახსოვს
_წასვლამდე მოესწრება... ყველაფრის გაკეთება შეუძლია ერთდროულად ,ხომ იცნობ
_ვიცნობ ,კი
_რა გაფიქრებს ,იოანე?
_მისი ცალმხრივი სიყვარული თქვენი სააუბრის თემა იყო თუ გატაცებაა მართლა და ტყუილად ამძიმებს
_პირველად რომ გამომიგზავნეს თაიგული და გამოჩნდა ჩემი თაყვანისმცემელი ჯერ კიდევ მაშინ მიამბო თავის ერთადერთზე
_ასე რთულადაა საქმე ?
_მე ვფიქრობ ,უკვე დარწმუნებულიც ვარ რომ ან მასთან იქნება ან არავისთან არასდროს . შენ რომელი გაწყობს
_მასზე შეყვარებული ბიჭები რომ არ მომწონდა იმას არ ნიშნავს მარტოობისთვის მემეტება. მატილდა უბედნიერესი ქალი ,მეორე ნახევარი,დედა და ზოგადად ადამიანი უნდა იყოს ,ტკბილ სიბერეში განვლილ ფერად მოგონებებს იხსენებდეს ... თუ ვინმე ისეთი არ უყვარს ვინც ბედნიერების ნაცვლად უბედურებას მოუტანს _ ინას არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ თავად ხედავდა წინ გაჭრილ ორ ცხენს და მატილდას გვერდით ილდანს , რომელიც უიშვიათეს შემთხვევებში კონტაქტობდა ადამიანებთან, განსაკუთრებით არანათესავ ქალებთან ასეთ ვითარებაში ,გადაუდებელი საჭიროების მიღმა. მატილდა რომ დაწინაურდა საერთოდ შეაჩერა სვლა და მტვრის კორიანტელში ჩაკარგულებს სუნთქვაშეკრულმა გახედა
_ახლოს ჰყავს ახლა ის თავის ერთადერთი სისუსტე ჩემ მატილდას?
_მე ვერაფერს გეტყვი სხვას და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ,რომ ბედისწერის უხილავ ძაფებს ვერსად გავექცევით. სჯობს არ გავიმრუდოთ გზა
_ მე არ გაგირბივარ ,აქ ვარ და შენც ნუ დაიბრმავებ თვალებს ... მატილდას რაც შეეხება ,ვილოცებ ვცდებოდე ამ წამს და რასაც ვხედავ მეჩვენებოდეს , მაგრამ რომ ვიცნობ ვიცი როგორიცაა რამდენად არაადეკვატური და არაპროგნოზირებადიცაა სიყვარულიც ასეთი ეყოლება
_არ ვიცი რას ხედავ,მაგრამ ლოცვას თუ დააპირებ სიმშვიდე ეპოვნოს ადამიანში_თქო, შეევედრე ღმერთს
_შენ ასე ლოცულობდი და აგიხდი? _ გაჩერდნენ თუ არა მაშინვე ჩამოქვეითდდა,ინას ხელი მოავლო წელზე და წამსვე მიიკრა სხეულზე თვალებგაფართოებული _ კოცნაზე ვიხუმრე, ამდენხანსაც არ დაგვიგვიანდება _ უთხრა და ისე მიუახლოვა სახე ინამ წამსვე დახუჭა თვალები მოსალოდნელი შეხების საპასუხოდ , მაგრამ მხოლოდ ღიმილი მიიღო იოანეს სახეზე _ფრთხილად იარე ,ღრუბლებში აღარ დაცურავ .

..............
ილდანი წინ რომ წავიდა და სალომეს დაჩისთან ერთად ცხენზე შემომჯდარს ყურადღება არ მიაქცია ჭედია სულ აირია.
_ ამდენი დღეა ახლოს არ მოდიხარ და მაინცადამაინც ილდანის წინ გადმოდგი ყველა ნაბიჯი? წუთის წინ ვუყვებოდი ფობიაზე და ახლა შენთან ერთად დავჯდე ? _ცოტაც და იტირებდა ,იცოდა თორნიკე მის თვალწინ არ იჩხუბებდა ,არც შეიმჩნევდა ,მაგრამ მერე? მერე რომ რამე დაეშავებინა დაჩისთვის? ან პირიქით? თან დაჩი უბრალოდ დაჩი ხომ არ იყო ,ტიტე შონიას შვილზე საუბრობდა ,მათი კამათი ომს დაიწყებდა _დაჩიი
_მხოლოდ ღამით და მხოლოდ ნასვამს გინდა გიახლოვდებოდე და სხვების თვალწინ არ?
_დაჩი ... ილდანი ჩვენი ოჯახისთვის ვინ არის შენ არ იცი. თქვენ გეგონათ მოვწონდი ,ნეტავ ასე ყოფილიყო ახლა რეაქცია არ ექნებოდა. ის ჩემთვის უფროსი ძმაა ,რომელიც ახლოს იქნება თუ არ იქნება მაინც დამიცავს . უხილავი საყრდენია და მე მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ
_მე შენთან ოდესმე არაკაცივით მოვიქეცი და არ მახსოვს? _ისევ ცხენს ეფერებოდა, ანერვიულებულს ვერ წაიყვანდა და ელოდა მომენტს
_არა,მაგრამ ეგ მაგან რა იცის ... მე არაფერს მკითხავს, შენ დაგელაპარაკება ,ვიცი თან ისეთ დროს სულ რომ არ გეხსომები მე და ეს დრო . შენი პასუხების მიხედვით
_ჩემ გვერდით შიშგადალახულს რომ დაგინახავს გგონია მას მერე ვიკამათებთ ორი კაცი, რომლისთვისაც შენი მდგომარეობა მნიშვნელოვანია? _ისეთი მშვიდი იყო სალომეს შფოთვის წინ , რომ გოგოს სუნთქვას უმარტივებდა_ წავიდეთ?
_აქ მოხდა ყველაფერი . ზუსტად აქ არა ,მაგრამ ამ მიწაზე
_ზუსტ დროს და ადგილას ვართ , შიშის სამუდამოდ გასაქრობად _ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა და წამით აკოცა თვალთან ახლოს _ მთელმა სოფელმა თუ გინდა რომ დაგვინახოს ამჯერად დასაწყისში გაკოცებ _გაახსენა პირველი კოცნაც და ტუჩებს მიუახლოვდა _კარგი აზრია ,არა? _ სალომე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა და გულისცემა უორმაგდებოდა
_დამეხმარე დაჯდომაში ,მარტო არ გამომივა
_თვალები არ დახუჭო ,მესამედ მარტო დაჯდები
_არ მინდა მარტო _ გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა და ჩადუნელმაც წამსვე გაიცინა . შეუმჩნევლად აკოცა თმაზე და მალევე შემდეგ მის ზურგს უკან გაჩნდა
_წავედით ?
_წავედით
არ უთქვამს სალომესთვის შენ ფობიაზე მე ვესაუბრე ილდანსო. წამში გაჩნდა თორნიკეს სახე ამბის მოსმენისას , ისიც კი გაიფიქრა იმ სიგარეტს ახლა ჩემ სახეზე ჩააქდობსო ,მაგრამ დაჩის გასაოცრად არ გამოუხატავს გაკვირვება
_და ? შენ რა შუაში ხარ? შენ გამო აქვს შიში ? რაღაც არ მგონია ...მე სხვა ამბავი ვიცი
_არა , ისე მოხდა რომ ცოტა ხნის წინ ერთად ვისეირნეთ ცხენით და ვფიქრობ იგივე თუ განმეორდება შეძლებს ჩვენთან ერთად წამოსვლას
_აი თურმე რა ,ამბობ შენთან ერთად არ ეშინია ? _ თვალებში ისე უყურებდა თითქოს სულამდე ჩადიოდა და ტყუილს თუ ეტყოდი წამსვე გაიგებდა
_ პირველად ასე იყო ,მეორედ თუ არ ვცდი ვერ გავიგებთ
_ჩემი და შენი საცდელია ? _ისე ჰკითხა თითქოს ზუსტად იცოდა დაჩის მთელი ცხოვრება და ყველა ქმედება_ რომ არ გამოგივიდეს და სალომეს მეტად ატკინოს ამ დღემ?
_გამოვა და ფობიაც აღარ ექნება ... საშიში მომენტი ბედნიერით უნდა შეიცვალოს მის გონებაში
_ცუდი მოგონება კარგით ნაცვლდება , არა ? და შენ ხარ მაგ ამბავში მთავარი ფიგურა , გამოდის ეს მცდელობები მისთვისაა და არა შენთვის ...
_სახლში ვერ ვუახლოვდები , პატივს ვცემ მსგავს წმინდა ადგილებს...ასე მშვიდს და ბედნიერს ვნახავ , შიშისგან გათავისუფლება განცდილი არ გაქვს ალბათ ,წარმოუდგენელი შვებაა და მინდა ამ დროს ვხედავდე _ თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა სიმართლის ნაწილი ,იცოდა ილდანი მეტსაც დაინახავდა
_შენ უფრო ვინ ხარ ტიტე შონიას შვილი თუ ბიჭი ჩადუნელის შვილიშვილი
_დაჩი ჩადუნელი ვარ , არაფერს ამბობს ჩემი გვარი?
_მაგრამ სახელი მამამ დაგარქვა , მახსოვს
_შენ პირადად იცნობ ტიტეს? _ეზიზღებოდა მასთან რომ აკავშირებდნენ და ახლა მითუმეტეს. წარსულის გამო ეტყოდა უარს? ეს მოახდენდა გავლენას? არ უნდოდა წარსულის გახსენება, იქ და სალომესთან ყოფნის დროს არ
_ვიცნობ , ბიჭიც მახსოვს და მისი რამდენიმე დარიგებაც .
_და ?
_შენ არცერთს გავხარ , არავის მისცე უფლება ვინმეს შეგადაროს და ვინმეს გზას გაგაყოლოს . არავის დაანებო შენი თავი შეგიცვალოს და სხვას დაგამსგავსოს
_არ გითქვამს წამოვა სალომე ჩემთან ერთად თუ არ _ შებრუნებულს დააწია კითხვა და მიიღო კიდეც ღიმილი ილდანისგან
_თუ ეშინია ვერ წამოვა,მარტო ილაშქრებთ
_მის გარეშე არ წამოვალ
_მაშინ მოიქეცი ისე რომ არ შეეშინდეს ... ჩემი დარიგება გჭირდება ? თანხმობას როგორ მოგცემ როცა არ ვიცი სალომეს რა რეაქცია ექნება . მე მინდა ის რაც უნდა სალომეს და ვეწინააღმდეგები ყველაფერს რაც მისი სურვილის მიღაა. შენ სად ხარ გააჩნია ,მის სურვილებთან თუ მისი სურვილებისგან შორს

წავიდა .
დაჩი კი ახლა უბრუნებდა პასუხს. სალომე მშვიდად იჯდა ცხენზე, წლების შემდეგ პირველად გადიოდა მივიწყებულ გზას და ტკბებოდა ხედებით
_ბავშვობაში თორნიკე მისვამდა ხოლმე ცხენზე, მას ანდობდნენ ჩემ თავს ... _ სალომე თითქოს გონებაში შეუძვრა ამ სიტყვებით . მალევე აღმოჩნდნენ ილდანის სიახლოვეს მოულოდნელად რომ გადმოიხარა მათკენ დაჩიმ იფიქრა თავისთან გადაისვამსო და ისე შემოხვია ხელი მუცელზე ვერავინ გააშორებდათ , მან კი რაღაც ფერადი ყვავილი ჩაუმაგრა თმაში ,თვალი ჩაუკრა სულ მთლად აწითლებულ გოგოს და სიტყვის უთქმელად გაიჭრა წინ
_ყვავილებით რატომ გაკითხავდა სულ
_შეყვარებულებს არ ჩუქნიდა ყვავილებს ,ოჯახის წევრ ქალებს ყოველი შესაძლებლობისას,ყველა შეხვედრის ან ყვავილების ერთი თაიგულის დაჭკნობის შემდეგ . მე ოჯახის წევრი ვიყავი მისი ამას მიხსნიდა და სხვებს მაშორებდა. ილდანის მოწონებულს ვინ მომიახლოვდებოდა
_ბევრი ვერ შეაჩერა
_არ იყო საქართველოში და თაიგულებიც არ ჩანდა ... ახლა აქ არის და ყვავილებიც სულ იქნება თინათინის ოჯახში. ალბათ კიდევ აქვს რაღაც მიზეზი რაც მე არ ვიცი , თორნიკეს ქმედებების ამოცნობა შეუძლებელია მითუმეტეს ჩვენ დიდ დროს არ ვატარებთ ერთად და რომ გავატაროთ მაინც,ის ჩემზე ბევრად დიდია ,განსხვავებულია
_აღარ არის მტვერი _ მინდორში მიაბიჯებდნენ უკვე თავსაფარი რომ მოხსნა ,მაჯაზე დაიხვია და წითელმა თმამ რომ გამოანათა წამსვე გაეღიმა_ასე ჯობია ... მატილდა ჯერ გაბრაზებულია და ნუ ეტყვი ვიდეო და ფოტო მასალა მაქვს როგორ მოუგე ილდანსო.
_გაიმარჯვა,გიჟდება გამარჯვებაზე ... თორნიკე გამიბრაზდება ეს რომ ვინმემ ნახოს
_მატი არავის აჩვენებს, ყალბი გამარჯვებაც არ უყვარს თორემ თორნიკეს რომ არ დაეთმო ახლა ცხენზე მდგომი იქნებოდა ჩვენ წინ და ისე იყვირებდა მთელი თუშეთი გაიგებდა _ ხელი გაუშვა აღვირს,ცხენი მშვიდად აგრძელებდა გზას .სალომეს ყელზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და ჭრელი თავსაფარი ამჯერად მის შესაკრავად გამოიყენა და კარგადაც გამოუვიდა _ლამაზია _თავად შეაქო ნამუშევარი და მოშიშვლებულ ყელზე შეახო ტუჩები. სალომეს ყურადღებაც წამსვე კოცნაზე გადავიდა და საერთოდ დაავიწყდა თავის ნებაზე მიშვებული ცხენი სანამ ორივე ხელით არ დააჭერინა აღვირი დაჩიმ
_არ შემიძლია
_უბრალოდ ხელი არ გაუშვა ... მე აქ ვარ

ამჯერად მთელი გზა დანიშნულების ადგილამდე აუჩქარებლად გაიარეს. ახანგრძლივებდა მის გვერდით ყოფნის დროს.

მატილდას და ინას ფოტოსესიაც გაიმართა . სალომეც მათთან იყო , ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოებულს რამდენიმე კითხვაც კი დაუსვა შენგელიას ქალბატონმა ,რაც პირდაპირ მის აღიარებას ნიშნავდა. თუშეთში გატარებულმა დღეებმა მატილდა და სალომე მეგობრებად გადააქცია ,სხვა თუ არაფერი ამ ამბად ღირდა ეს მოგზაურობა შენგელიასთვის. ილდანი საერთოდ ერიდებოდა კამერას, მობილური სალომეს გამოართვა და დანარჩენებს გადაუღო სამახსოვრო სურათები ,მაგრამ თავად ნაბიჯი არ გადაუდგამს სალომეს გვერდითაც კი არ გამოჩნდა . არავინ შეწინააღმდეგებია , ვინ გაუბედავდა რაიმეს დაძალებას. სალომემ ისევ დაუკითხავად აღბეჭდა კადრად მატილდასთან მისი საუბარი.
_ფოტოაპარატი არ გაქვს ,მაგრამ ფოტოების გარეშე მაინც არ ჩაიარა დღემ
_სამუშაო მაქვს ასეთი,დასვენებას შემიძლია შევუთავსო...
_თვითონ იშვიათად პოზირებ კამერის წინ... არ ენდობი არაპროფესიონალებს?
_ვერ ვიტან ,როდესაც ჩემ სილამაზეს არასწორად გადაღებული უხარისხო ფოტო ჩრდილავს და კამერის წინ პოზირებაც არ არის ჩემი საყვარელი მდგომარეობა _მოაჯირს დაყრდნობილი გადაჰყურებდა წინ გადაშლილ ხედს . გრილი სიო ურევდა თმებს _ აქ მოსახვედრად იმიტომ არის გასავლელი ასეთი რთული გზა,სამოთხეა დედამიწაზე _ სიმშვიდე იპოვნა თითქოს. ხედმა იმდენად მონუსხა რომ თორნიკეს იქ ყოფნაც კი გადაავიწყდა იქამდე სანამ უფრო არ მიუახლოვდა და ტელეფონი არ გაუწოდა
_დაიჩრდილა შენი სილამაზე თუ შევძელი შენი და თუშეთის კონტრასტის ჩვენება
_ფოტო გრძნობას უნდა აღწერდეს და უგრძნობი ,ცივსისხლიანი ადამიანი ვერ გადაიღებს _ისე თქვა არც დაკვირვებია საკუთარ გამოსახებას
_ანუ არ მოგწონს ?
_გავგზავნი ჩემთან და წავშლი მერე _ნერწყვი ძლივს გადააგორა ისე აღელდა . საკუთარ ინსტაგრამ პროფილს რომ ეძებდა და უკვე ნაპოვნი ჰყავდა ილდანს . არ შეიმჩნია , არაფერი უთქვამს სხვა. ის იყო უნდა გადასულიყო გალერიაში კაცმა მობილური რომ აართვა
_ მე მხოლოდ კითხვა დაგისვი , გადაღებულ ფოტოებს არ ვავრცელებ
_ჩემი ფოტოებია
_შენ გამომიგზავნე ჩემები ?
_ზედმეტად კარგია წასაშლელად და მე ასე უბრალოდ არ ვარიგებ კომპლიმენტებს და არც საკუთარი ფოტოს შენახვის სურვილი მიჩნდება
_და ვინ თქვა ,რომ წავშლი ... წავიდეთ . დაბრუნება დაღამებამდე უნდა მოვასწროთ და გზად გავიაროთ რამდენიმე ადგილას .

რა უთხრა რომ მის ფოტოს შეინახავდა? და აჩვენა რომ შეეძლო ჰქონოდა საკმარისი ემოცია მსგავსი სურათის გადასაღებად? ისიც დაინახავდა მატილდას სულში დაბუდებულ სევდას ? ისიც იგრძნობდა ფოტოს დანახვისას იმ ყველაფერს რასაც შენგელია განიცდიდა? ნახავდა ხოლმე ? არა ,ვერ დაიჯერებდა რომ არ წაშლიდა და შეინახავდა. რად უნდოდა ,რისთვის დაიტოვებდა .

ყველაფერი გაუფერულდა ირგვლივ და ფიქრები დარჩნენ იქ , ილდანის მობილურში შენახულ საკუთარ ფოტოსთან.

_კარგად ხარ? გინდა შევისვენოთ სადმე _იოანე მიუახლოვდა, შემდეგი გაჩერებისას _ ძალიან დაიღალე?
_არა, საიდან მოიტანე
_არაფერს ამბობ ,ასეთი ჩუმი ორ შემთხვევაში ხარ ან როცა გძინავს ან როცა გადაღლილი ხარ
_ამჯერად უბრალოდ დამუნჯებული ვარ სანახაობით და არ მინდა გავაფუჭო ეს იდილია

სახლში რომ დაბრუნდნენ გადაღლილები იყვნენ ემოციურადაც და ფიზიკურადაც. თინამ ვახშამი დაახვედრა, თორნიკეც მათთან დარჩა . გვიანი იყო საძინებლებში რომ გადანაწილდნენ ,ინას ოთახთან გაჩერებულ იოანესაც რომ არ მიაქცია ყურადღება ორივე დარწმუნდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
_განზრახ იწვევ თუ რა გჭირს შენ ...
_გგონია ჩვენზე ბრაზობს? საერთოდ სხვა რაღაც ხდება
_არ ვიცი და ნუ მიყურებ ასე
_რომ იცოდე ხომ მეტყვი
_ცუდი რომ ხდებოდეს რამე მიგანიშნებდი ... ხომ იცნობ,ემოციებისგან რომ ივსება ასე ემართება
_ნეტავ როგორ გათავისუფლდება ამჯერად
_ძილინებისა ...
_რა
_სანამ მოწევ გამოვიცვლი _ მშვიდად უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა.

ბევრი ფიქრის შემდეგ წვიმის დროს გადაღებული ფოტოებიდან ერთ_ერთი გაუგზავნა და დაელოდა როდის უპასუხებდა . არც უნახავს , საერთოდ არ გამოჩენილა და გაბრაზებულმა წაშალა გაგზავნილი. იფიქრა ახლა მაინც იკადრებს და იმას მაინც მკითხავს რა წავშალეო,მაგრამ არაფერი მსგავსი. მთელი ღამე ვერ მოისვენა, საწოლში ბორგავდა და ერთადერთი რაც უნდოდა მეზობელი სახლის ფანჯრებს მიღმა მისი საძინებლის დანახვა იყო.
.............
ქალაქში იყო ,მარტა მოინახულა ,ილიასთანაც ჩავიდა და ბოლოს ჩხიკვაძეების დავალების შესასრულებლადაც მოჩვენებითი მწუხარებით გაემართა. იმდენ ხანს ახვერწა მათეს შენ მიუტანე ხელშეკრულებაო თითქოს ერთი სული არ ჰქონდა კიდევ როდის ნახავდა ჩადუნელს. კართან იდგა საქაღალდით ხელში და გულაჩქარებული ელოდა დინას გამოჩენას. დააგვიანდა და ზედმეტად სახლური ფორმით გამოეცხადა. ხალათი ეცვა არადა ჯერ ძილისთვის ადრე იყო
_გამარჯობა
_საღამო მშვიდობისა ... როგორ ხარ ?
_გმადლობ ,კარგად . შემოდი _ სახლში შეიპატიჟა _ იურისტიც შენ ხარ ?
_არა ,უბრალოდ კურიერის როლი ვიკისრე ამ ჯერზე . წარმოდგენა არ მაქვს ეს შენობა როდის ააშენეს ... აქ უნდა იყოს ყველა დოკუმენტი . თვითონ გაერკვევაო მითხრეს
_კი არ ააშენეს ხუნდაძეს ვალში გამოუქვითეს _გაეცინა და იქვე გახსნა საქაღალდე _ შენ აზრზე არ ხარ ხომ?
_უნდა ვიყო ?
_ვისთან მეგობრობ არ უნდა იცოდე?იქნებ შენ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან და ბოლოს შარში გაეხვე მათი პოზიციის დაცვის გამო
_მიმანიშნებ რომ არასწორ მხარეს ვდგავარ?
_არა,უბრალოდ სჯობს იცოდე ვინ არიან და რაზე წამსვლელბი
_შენ ანუ სხვაზე დაწერილ შენობას ყიდულობ?
_ბევრად იაფია და სრულიად შეესაბამება ჩემ გეგმას ... წარმომავლობა არ მადარდებს. ნიადაგი,კარკასი,შენების ხარისხი და სხვა დეტალები უფრო მნიშვნოვანია. მათეს სახელზეა თუ ზურას
_მათეს ...
_დაიწვება ამდენხანს სანაპიროზე ყოფნით
_ბათუმში არ არის... ანტალიაშია
_სულ მგონია რომ ერთ დღეს ვიღაც ბავშვიან ქალთან ერთად გამოგვეცხადება ,გვეტყვის გაიცანით ჩემი შვილიო და დედამისს იქვე გაუსკდება გული _ დაჯდა და კითხვა დაიწყო. ისე გამოიყურებოდა მინდელს თვალის მოშორება არ უნდოდა. თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, გრძელი ხალათი გვერდებიდან ჩახსნილი იყო ,მოკლე პენუარი ეცვა და ფეხები თითქმის მთლიანად მოუჩანდა.
_უკანონო შვილის ყოლა დანაშაულია?
_ეგ უთხარი ქეთევანს . იცნობ საერთოდ?
_ვიცნობ და ძალიან გულთბილადაც მიმიღო ოჯახში
_მიხვდა ეტყობა როგორი პატიოსანიც ხარ . ატანა არ აქვს დამნაშავეების,ისეთი ხალხი გააგდო სახლიდან ლამის ომი დააწყებინა ხვიჩას . ამბები დადიოდა ქეთოს შეუვალობაზე და მათე ბოლოს გოგოს გამო რომ გაეხვა შარში უნდა გენახა რა მდგომარეობაში იყო. გვეგონა იმ გოგოს თმით ითრევდა_ ლაპარაკობდა და ფურცლების ნახევარი უკვე გადაკითხულუ ჰქონდა _ აქ რაღაცები არ არის... თვითონ თუ იციან ნეტავ
_მათემ გადმოგცა ვაჭრობას ნუ გვიგრძელებს ბარემ გვითხრას და ვაჩუქებთო... ვციტირებ
_მათეს უთხარი ჩადუნელის გარდა ვერავინ გარისკავს მაგ შენობის ყიდვას და ან თქვენ მიხედეთ ან გაიზრდება ხეები ოთახებს შორის მალე და მერე შენობა კი არა ბაღი გექნებათ_თქო _ ფურცლებს უყურებდა ისევ ,კალამიც აიღო და რაღაცების წერა დაიწყო
_დედიკოო ... დედიი სადახაარ?_ ფეხშიშველი ,სათამაშო დათუნიათი ხელში მოაბიჯებდა პატარა გოგონა და თვალებს იფშვნეტდდა . მალე უკან მოჰყვა ტყუპისცალიც ატირებულ დას რომ გამოედევნა . დინამ წამოდგომა ვერ მოასწრო ისე სწრაფად დაიძრა მინდელი და კიბის თავში მდგომები ხელში აიყვანა
_ფრთხილად , კიბეზე მარტო ჩასვლა სახიფათოა
_სახიფათო ? ეგ რა არის ? _ ქვემოდან ამოხედა გოგონამ და წარბები შეკრა _ დედააა
_აქ ვარ ჩემო სიცოცხლე
_ სად წახვედი ? ცუდი სიზმარი ვნახე... მუცელი მიბუყბუყებს ისევ და შია მუცელოს მგონი _ ქალისკენ იყურებოდა,თავი სოსოს მხარზე ჩამოსდო და პატარა ხელიც მოხვია ბეჭზე
_მე ძალიან მცხელა და თვალები მეწვის
_წამო დედას სიცოცხლე წავიდეთ ,საწოლში დავბრუნდეთ და გაგივლით
_როდის გაგვივლის? დავიღალე უკვე უუფ ...ისედაც ბატონი არ ვარ სუულ ? _ ისე ცუდად იყო თვალები ეხუჭებოდა
_რა ხდება ?
_წითელა აქვთ ...
_რამდენი ხანია
_დღეს შევამჩნიე და მყავდა ექიმთან ...
_დაჩიც არ არის სახლში,ძიძაც არ გყავს? მარტო უმკლავდები ?_ბავშვები საწოლში ჩააწვინა . ორივე თავისთან ჰყავდა დინას
_არაუშავს ... სჯობს ახლა გადაიტანონ მსგავსი ინფექციები და მერე მშვიდად იყვნენ. ბავშვები მარტივად უმკლავდებიან ყველაფერს ხო დეე? ბავშვები ხომ ყველაზე ძლიერები,ყველაზე ჭკვიანები და მაგრები არიან?_ ახლაღა შეატყო დაღლილობა,მაგრამ ტყუპებთან ისეთი ენერგიული ჩანდა მათაც არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ტემპერატურა გაუზომა ორივეს და მერე ჭიამაიებიანი პატარა პირსახოცები დააფინა შუბლზე ორივეს _ჭია ჭია მაია ხვალ თუ კარგი დარიაა
_მაშინ რაღას დავეძებთ დღეს თუ წვიმს და ქარია _ გოგონამ წაიღიღინა სანის კი უფრო მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ,ეძინებოდა და ბალიშს ჩაეხუტა ტყუპისკენ გადაბრუნების შემდეგ.
_მომიყევი დეე _კესანემ უთხრა და თვალები მინაბა
_ზეპირად რომ აღარ მახსოვს დე?წიგნს ვიპოვნი და წაგიკითხავ _თერმომეტრი ამოიღო და რიცხვებს რომ დახედა გონება დაებინდა. მაშინვე წამლის ძიება დაიწყო მინდელი რომ ჩამოჯდა იატაკზე საწოლთან და ბავშვს ფეხზეც ამოაცვა სველი წინდები ლექსის მოყოლის პარალელურად
ჭია, ჭიამაია,
ხვალ თუ კარგი დარია,
მაშინ რაღას დავეძებ,
დღეს თუ წვიმს და ქარია.

ჭია, ჭიამაია,
ხვალ თუ დილა ინათებს,
მაშინ უკუნ ღამესთან,
დღეს თავს აღარ ვიმართლებ.

ჭია, ჭიამაია,
ხვალ თუ ვპოვებ სიყვარულს,
მაშინ აღარ ვინაღვლებ,
დღეს ეულად სიარულს.

ჭია, ჭიამაია,
თუ ხვალ მელის ცხონება,
მაშინ ჯოჯოხეთურსაც,
დღეს დავითმენ ცხოვრებას!

ჭია, ჭიამაია,
მიდი, ჩქარა გაფრინდი,
უპასუხე ჩემს კითვებს,
გულთმისანო ამინდის.

ისე მშვიდად ყვებოდა, პაუზებს აკეთებდა და თან აშკარად იხსენებდა ბავშვის ყურადღება მიიქცია და წამალიც თვითონ დაალევინა
_შენ საიდან იცი ბავშვების ლექსები?
_ინას უყვარდა ეგ ლექსი ძალიან და სულ ყვებოდა... ჭიამაიას კაბა ვუყიდე და სანამ ვასწავლიდი მეც დამამახსოვრდა
_ინა ძალიან ლამაზია ... მე მითხრა პეპლები მიყვარსო. ტატუც მაჩვენა ჩუმად_ ჩაურაკრაკა საიდუმლო გოგონამ
_ტატუ ? ტატუ აქვს ?პეპელა ახატია?
_ხოო ... ქვემოთ აქვს და მარტო გოგოებმა ვიცითო ბიჭმა არაო ...
_ქვემოთ ... ტატუ აქვს
_ისეთი ლამაზი იყოო მეც ხომ დამიხატავ დედიკო ? ინა დამპირდა მე დაგიხატავ ლამაზს დიდი რომ იქნებიო
_კი დე ,დიდი რომ იქნები ინასავით და დამოუკიდებელი გოგოო დაგახატინებ ... კიდე რა ლექსები იცით ბატონო იესე?
_ზღაპრები ვიცოდი ძირითადად... ინას ღამე არ ეძინა ხოლმე კარგად და შუაღამეს რომ იღვიძებდა გავდიოდი და ვუყვებოდი . კიდევ მოფერება უყვარდა ზურგზე ... შენ გიყვარს?_ საბანი მოაშორა სიცხისგან გადამწვარს და ფრთხილად აატარა ხელი ზურგზე
_დედიკომ ზეპირად არ იცის არცერთი... სულ კითხულობს. მამიკოს კიდევ ეზარებოდა და სულ მეუბნებოდა არ მცალია შენთვისო
_როდის გითხრა ეგ
_სულ ... ბოლოს გამიბრაზდა შენი ნერვი არ მაქო
_არ იტირო დე ...
_გავებუტე მაშინ და მეტკინა გული
_ჩემო სულო , არ გაბრაზდე და არ გეტკინოს . არ იცის იმან ზღაპრები _ლოყაზე ჩამოგირებული ცრემლი შეუმშრალა და თვალები აეწვა სანიმაც რომ განაგრძო
_ვუთხარი არ შეხვიდე მის კაბინეტში ბრაზდებათქო და მაინც გაეპარა ძიძას და მერე ეჩხუბა მამა კესანესაც და მერე მეც ... შენ არ გითხარით ,გაუბრაზდებოდი და არ გვინდოდა შენთანაც ეჩხუბა
_იმ ენას ამოვგლეჯ _ჩუმად თქვა და სახე ძლივს დაალაგა
_წყალს არ დალევთ? _ლამაზი ჭიქები ჰქონდათ , საწრუპებით მიაწოდა და მერე ისევ განაგრძო განაბული გოგონას ფერება
_ყელი გვტკივა
_ცოტა _ცოტა დალიეთ და მერე აღარ გეტკინებათ
_შენც გქონდა ასეთი წითელები?
_მე არ მახსოვს , ილიკოს ჰქონდა 4 წლის რომ იყო ... ინას არ ვიცი _ჩუმად დაამატა და თავი ასტკივდა წამსვე
_მერე მალე გაუარა ?
_კი ,მალე გაუარა ... ბევრ წყალს და წვენებს სვამდა. საჭმელებს ჭამდა ,თამაშობდა და მალე გაუარა
_ოო ... მე ეს ჩემი ლამაზი თავი მისკდება _ ხელი სასაცილოდ მიიდო შუბლზე და ტუჩები დაბრიცა
_არ გაგისკდება ნუ გეშინია,მალე გაგივლის... იქამდე მოიფიქრე რა სურვილები გაქვთ
_სურვილები?
_ხო ,სურვილები ... არ გითხრათ დედიკომ?რასაც ეტყვით ყველაფერს შეგისრულებთ
_ისედაც ეგრე არ არის?სულ ბტონები გვქონდა დედა და ახლა აგვტკივდა ?
_რა საყვარელი ხარ _ გაეცინა და თავზე აკოცა _სულ არაფერი გინდა? ისეთი დედა რომ არ გისრულებს
_ოო არ შეიძლებაო და მაინც არ იზამს
_რაო რა არ შეიძლებაო
_ხვალ ახალ კაბებს მოგიტან და ჩემ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაგაცმევ
_პომადაა?
_პომადასაც წაგისვამ
_ძაღლი მინდა მე ,მაგრამ არ მოჰყავს მამას ალერგია აქვს
_ეგ რატომ არ გითქვამს დედა ისევ?მეგონა აღარ გინდოდა სანი
_მამამ არაო და აღარ მითქვამს
_რომელი გინდა დე ? როგორი უნდა იყოს მითხარი
_დიდი და ფუმფულა აი იმ ფილმში რომ არის დეე ჩვენ რომ ვუყურეთ ერთად ბეთჰოვენს
_ჰასკებზეც ხომ ვუყურეთ დე ... 101 დალმატინელზეც და არ შეიძლება რომელიმე მოვიყვნოთ? კიდევ იმდენი მულტფილმი ვნახეთ ძაღლებზე
_მე ისეთი მინდა ...
_კარგი სანი არ მოიწყინო... ცოტა დრო მომეცი და ვიპოვნი
_მე ?მე არ მკითხავ რისი ყიდვა მინდა? _კესანემ ტუჩები დაბრიცა და გაბუტულმა გადაიჯვარედინა მკერდზე ხელები
_გაგპრანჭავ ხვალ და კიდევ გინდა რამე ?
_ცხენი მინდა მე ...
_ქალაქში ვცხოვრობთ დედა ცხენი აქ როგორ ვაცხოვროთ _ საწოლზე იყო მიწოლილი და ისე ლაპარაკობდა , სოსო კი ისევ ისე იატაკზე მჯდომი ეხმარებოდა.

სოსო რომ წავიდა ბავშვებს სიცხე აღარ ჰქონდათ და ყველაფერი მშვიდად იყო.
_გაგაღვიძეთ? _დილით დაურეკა დიანას
_არა , უკვე საუზმეს ვამზადებ ... შენ როგორ ხარ ?
_აივანზე გამოიყვან ბავშვებს ?
_რა ხდება ?
_ფერს ყურადღებას ნუ მიაქცევ...უბრალოდ დამთხვევაა _იქამდე ვერ მიხვდა რას გულისხმობდა სანამ ზემოთ არ ავიდა. ბავშვები უკვე გარეთ იყვნენ და ადგილზე დახტოდნენ სიხარულისგან . თეთრ ცხენზე იჯდა თავად ბატონი იესე და ხელში გაბანტული ფუმფულა ლეკვი ეჭირა
_არ არსებობს
_ჩაგვიყვანეე რააა დედაა
_დედააა დეე დედიკოოო თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი ისაა?
_დაახლოებით ... _ ბავშვები ქვემოთ ჩაიყვანა და უკვე ჩამოქვეითებულ მხედარს წინ აესვეტა _არადა ფერია აქ მთავარი
_სიხარულისფერია მთავარი თვალებში რომ ანათებს და არა ეს კლიშე თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი
_საიდან მოიყვანე
_ილიკოს მამულიდან ... გასახედნი იყო , ჯერ პატარაა და სასტუმროს სტუმრებთან არ გამოჰყავდა. უკვე ექსკლუზიურად ქალბატონ კესანეს ეკუთვნის
_სერიოზულად ... ასეთ საჩუქარს ვერ მივიღებთ . ილიასგან მითუმეტეს , ვიყიდი მე
_წითელები რადგან არ მაქვს მე უნდა გამაბრაზოს დედათქვენმა ბავშვებო?
_იესე
_რა საყვარელიააა _ სანიც და კესოც ორივე ცხოველით აღფრთოვანებული იყვნენ
_აცრილია და უვნებელია...საწოლი და რაღაც ნივთებიც შევუკვეთე კურიერი მოიტანს მოგვიანებით. ვეტერინარს ვესაუბრე და რაღაც ბროშურას გამოაგზავნის თან ,როგორ უნდა მოუარო ახსნილია
_არ მითხრა რომ ვერ ერკვევი... მეგონა ყოვლისმცოდნე იყავი
_სპეციფიური მოვლა უნდა ყველანაირ ძაღლს და ბეწვიანს განსხვავებული. ახლა ჩამოვრჩი განვითარებას
_არ მჯერა რომ ცხენი და ძაღლი გვყავს საზრუნავი ორი ბავშვთან და ერთ ბიჭთან ერთად
_ჯერ სად ხარ ,ნელ_ნელა ვზრდი ოჯახს მერე ჩემ შვილიშვილებიანად რომ შემოგიერთდდე _ ჩუმად უთხრა და ლოყაზე აკოცა _შენ რა სურვილი გაქვს... უბატონებოდ შეგისრულებ
_ასეთი იყავი და სულ მხოლოდ ჩემთან... შეგიძლია? _ქვემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა
_ბავშვებოოო ახლა სახლში შედით,ლეკვი თან წაიყვანეთ. ცხენს დავაბრუნებ თავის მეგობრებთან და მერე რომ გაივლის ბატონები ერთად წავიდეთ მოსანახულებლად,კარგი ?
_კარგიი ... ხომ მასწავლი დაჯდომას და ისე გაქროლებას დედა რომ შვება?
_გასწავლი... ჯერ გადავიტანო დედას გაქროლებები და აუცილებლად გასწავლი
_ნამდვილად?
_სიტყვას გაძლევ_ ხელი ჩამოართვა,აკოცა კიდეც პატარა თითებზე _ დროებით
_სახელებს უშენოდ არ მოვიფიქრებთ , კაი ?
_ხომ მოხვალ ისევ იესე?
_ხო მოხვალ და მოვიფიქრებთ სახელებს იესე?_დამრგვალებული თვალებით უყურებდნენ კაცს და პასუხს ელოდნენ
_მოვალ აუცილებლად და ერთად მოვიფიქროთ
_კარგაად
_კარგაად _ ხელი დაუქნია და იქამდე უყურებდა სანამ სახლში არ შევიდნენ .
.....................
_დაბადების დღე აქვს ცისიას და გეპატიჟებათ ... საკმაოდ ბევრი სტუმრები ჰყავს , თბილისიდანაც ელის კურსელებს _ სალომემ მეზობლებში ატეხილი უცნაური ხმაური განუმარტა სტუმრებს და თან დანაბარები გადასცა
_უსაჩუქროდ წამოსვლა როგორ შეიძლება ... აქ ვერც ვიყიდით რამეს _ინამ დაიწუწუნა _ რა ვქნათ ?
_მთელი სოფელი იქ შეიკრიბება და ჩვენ რომ არ გადავალთ ეგ უფრო სირცხვილი არ იქნება ინაკო? თან ვიცნობთ გოგოს , თბილისში ჩვენი უბნელი იყო ცოტა ხნით ... იოანე მოსწონდა უკიდეგანოდ _მშვიდად ჩამოარაკრაკა სათქმელი და მერე ძმას მიუბრუნდა მთელი სხეულით _ არ გემახსოვრება ვიცი , მაგრამ დაძაბე გონება და გაიხსენე მაგასაც ხომ არ ხვდებოდი ჩუმ_ჩუმად
_საუკუნის წინანდელი ამბები რატომ გახსოვს ... ჩემი კოცნისაღმრიცხველი ხარ მატილდა? არ მახსოვს საერთოდ . ეგ ჩვენთან 14 _15 წლის რომ იყო მაშინ ცხოვრობდა და მე 19 წლის ასაკში ბავშვებს დავსდევდი ? პედოფილიაც მომაბრალე ახლა ბარემ _ ისე შეუღრინა ნებისმიერი გაბრუნდებოდა ის კიდევ უფრო გამხიადულდა
_ხო ,ხო გამახსენდა მაგ დროს შენ ჭანტურიას გოგოს დაათრევდი მანქანით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში და ერთი სასტუმროდან მეორეში... ის ისეთი ენერგიული იყო მასთან ერთად ვისი დრო და ძალა გექნებოდა საერთოდ
_ჩემი მოთმინების საზომი ხარ შენ ... დიდი მადლობა ღმერთს შენ რომ მყავხარ და შენი გაძლება მიწევს . ცხოვრებაში ვეღარავინ გადამიყვანს ჭკუიდან _ საპასუხოდ ღრმად ჩაისუნთქა,ამოისუნთქა და ჩხუბის დაწყების ნაცვლად ღიმილიანი სახით მოხვია ხელები ,გულში ჩაიკრა და ყურში ჩასჩურჩულა_კიდევ ახსენებ რომელიმე გოგოს და რომელიმე შენ საიდუმლოს გამოვფენ ყველას თვალწინ _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და რატომღაც იქვე სიგარეტით ხელში მდგომ სახეზე ღიმილმოფენილ ილდანს გაუსწორა მზერა . აშკარად რომ უსმენდათ და ერთობოდა
_რადგან გაირკვა რომ ცისიას საქმროსთან შენი შეხვედრა უხერხული არ იქნება და მე ზუსტად ვიცი ილია ახლოს არ გაჰკარებია ჩვენ ცისიკოს , საღამოს სუფრასთან შევხვდებით
_მე ვაცხობ ხაჭაპურებს ... შენთვის ცალკე გავაკეთებ თხელს და უმარილო ყველით _ თინასთვის იმდენად სულერთი იყო ილდანის მთელი "სიშავე" სიცილი ვერ შეიკავა თავად თორნიკემაც
_აუ თინათე , ჩემ თავს გაფიცებ სუფრასთან მჯდომს რამე განსაკუთრებული არ მომაწოდო
_ვის მივაწოდო აბა ... ესენი ყოველ ზაფხულს ჭამენ ჩემ ნამზადს და შენ ხუთი წელია არ მინახიხარ თვალით.
_კიდევ რა გვაქვს მენიუში... რაც ციხეში ვიშიმშილე გინდა ერთად ავინაზღაურო ხომ ?
_შიმშილობდი ?
_პირდაპირი მნიშვნელობით არ , მე პრივილეგირებული პატიმარი ვიყავი თინათე ... არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ . შენნაირი მზარეული არ ჰყავდა ჩემ რესტორანს უბრალოდ _ ქალს თვალები რომ აემღვრა მაშინვე მოექუფრა სახე თორნიკესაც,როგორი რთული იყო ჩვეულებრივ ადამიანებთან კომუნიკაცია და ისე საუბარი მათთვის გული რომ არ ეტკინა _თათულის და თეაკოს ნუ არბენინებ ოღონდ იმ სუფრაზე თეფშებით ხელში. ბავშვები დაასვენე ,დასათხოვარი გოგოების მეტი რა ჰყავს მაყვალას. ბავშვებს ადროვე გაერთონ კარგი? _თემა შეცვალა წამსვე და იქვე მყოფ ბავშვებს თითქმის შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი
_შენ მოგგზავნეს ელჩად ხომ? ოხ თქვე პატარა ეშმაკებო ... ყველას გოგო იქ არის და მე სამი მყავს შვილიშვილი გოგო და უსაქმურებივით უნდა იყვნენ?
_ყველანი იქ რომ არიან ამათ რაღა უნდათ თინათე? 500 კაციან ქორწილს ამზადებს ცისია?
_არ გამთქვა იცოდე და მართლა ისე ემზადება ნანა ,მემგონი ხელი უნდა თხოვოს იმ ბიჭმა ვითომ მოულოდნელად რომ იციან ახლა .თორემ აბა არასდროს ამდენი ხალხი არ მოუწვევია და ასე არ უზრუნია სილამაზეზე. გეგონება ისე არ არიან ერთად _ ისე საყვარლად წაიჭორავა ილდანს ისევ გაეცინა დანარჩენები ხმით იცინოდნენ _ შარშან აგვისტოში აქ არ იყო და სახლში არ დაურჩათ ის ბიჭი ? შეყვარებულების ერთ სახლში ყოფნა არ გამიგია მე
_ უყვარს იმ ბიჭს თინათე , რა მოხდა მერე სხვაგან სად დარჩებოდა აბა
_მეზობელთან ... კარგი, არაა ჩემი საქმე , მაგრამ მეტი არ მინდა ამათ რომელიმემ აქ დამიტოვონ შეყვარებულები
_კარგი, დაჩის ამ ღამით ნუ გადმოაბარგებ ახლა ჩემ სახლში . წავლენ მალე და თეაკო და თათული გაითვალისწინებენ შენ სურვილებს
_თორნიკე _ დაჩი ხომ ისედაც გადათეთრდა და სალომემ ისე დაუბრიალა თვალები ლომსაც შეაშინებდა
_რა ჩაიბურდღუნე ახლა შენ მანდ? _ ლამის სახლში შესული უკან მობრუნდა და სიგარეტის მორიგი ღედი გამოართვა _ნუ ეწევი ამდენს... ავად გახდები და შვილთაშვილებს ვერ ნახავ იცოდე
_შენ რომ ხარ ჯანმრთელი ხომ რას ამბობ გაგითხოვდა დროულად შვილიშვილი და ზრუნავს რომ მოგასწროს შვილთაშვილს
_შენ არ იდარდო მაგაზე ... არ ვკვდები მე ჯერ და იქამდე მოეწონება ვინმე . ისე ყიფიანების ბიჭი ვაკო ხომ იცი შენ ? მახსოვს მეგობრობდით
_ ვიცი კი, რა შუაშია ...
_ხომ არის კარგი ბიჭი
_არის მერე?
_თინა ბებო იქნებ დაუბრუნდე ხაჭაპურების ცომს . გეფიცები მე დავაცხობ ყველას , მე გავუკეთებ ათი კერძიდან ხუთს ... _სალომეს უნდოდა გაეჩერებინა,მაგრამ თინათინს ვინ შეაჩერებდა ასე მარტივად. თითქოს განგებ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი
_დააცადე სალომე _ სანთებელას ატრიალებდა თითებსშორის და ქალს უყურებდა. ყველანი გაჩუმდნენ,დაჩი სმენად იქცა
_უყვარს სალომე რამდენი ხანია , როგორ არ ცადა ,რა არ გააკეთა და ეს ისე ჯიუტობს ნეტავ მოგასმენინა როგორ უხეშად ელაპარაკა ერთხელ. მე ისე მომწონს , ისეთი ლამაზი ბავშვები ეყოლებოდათ. მამამისი ვახოს რომ ელაპარაკა იმის მერე ორი წელი კი გავიდა და ახლა ნამდვილად მეყოლებოდა შვილთაშვილი
_ამ ბოლო დროსაც ჩნდებოდა ? _ სალომე მაშინ მიხვდა ყველაფერი რომ იცოდა და ქალს უბრალოდ ალაპარაკებდა
_რომ ჩამოვიდა პირველი აქ მოვიდა... თქვენ რომ ცხენებით წახვედით. ისე ეწყინა რომ ვუთხარი სალომე არ არის_თქო . ჩემ თავს გაფიცებ ხომ არის კარგი ბიჭი თუ მე მეშლება და ამ ქცევების უკან ბნელ სულს მალავს
_ხომ გითხარი თინათე,კარგი ბიჭია ვაკო
_ამას რა უნდა ერთი შენ ხომ არ იცი... მე ვერ გავუგე და
_შენ რატომ გინდოდა ვახო , კარგი ბიჭი რომ იყო იმიტომ თუ
_ვახო რაის კაი ბიჭი იყო ... თავში უქროდა,სწავლა მაგას არ უნდოდა ,ოჯახის რჩენის თავი მაგას არ ქონდა
_თვალები ჰქონდა აბა ლამაზი და იმიტომ გაყევი ცოლად?
_მიყვარდა და რა მექნა სხვას ხომ არ გავყვებოდი აბა ... დავიწყეთ ნულიდან და შევქმენით მერე ნელ_ნელა ყველაფერი. პატივს მცემდა, ვუყვარდი,ზრუნავდა და ერთხელ არ გვიჩხუბია ,მაგრამ აუცილებელია სალომემაც არაფრიდან რომ დაიწყოს ? უყვარს იმ ბიჭს,ისე უყურებს გული დაგეწვება
_ვნახავ,ვნახავ აუცილებლად როგორც უყურებს ... შენ ნუ დაემსგავსები სხვებს თინათე,არ მატკინო გული ,კარგი ? სალომემ თვითონ იცის ვინც უყვარს და ვინც უნდა
_ მე კიარ ვაძალებ,ისე ვთქვი უბრალოდ ... გამახსენდა თორემ მე ვინ მკითხავს . ბედნიერი იყოს და როცა უნდა და ვისაც უნდა იმას გაყვეს . აი ეს მაიმუნები დაასწრებენ გათხოვებას აგერ მე და აგერ თქვენ... დადიან დაიპრანჭებიან დილიდან საღამომდე. იქაც უნდათ ახლა ცეკვა_თამაში ბიჭიკოს შვილიშვილს გაეპრანჭება გოგო თათული და ვითომ მე ვერ გავიგებ ვერაფერს
_აუუ თინააა ბებოო ნუ გვაბრალეებ _ ორივემ ერთად თქვა და თეასაც გახედა მაშინვე
_ჰმ,შენ თბილისში რომ გყავს შენი შეყვარებულიო თუ ქროშიო თუ რას ეძახი გოგო? იმიტო იცავ მაგას ხომ? მაგ კაბა გაიხადო ჯობია ქარია დღეს და წამოგაფარებს თავზე
_როგორ გამკაცრებულხარ თინათე,მეც შემეშინდა უკვე
_შვილთაშვილებს რაც ეხება შენ ხარ ყველაზე დიდი და რა ვიცი , ჩემი გახარება თუ გინდა საქართველოში ხარ უკვე ,მიმოიხედე ირგვლივ ,გაახილე ფართოდ ეგ ლამაზი თვალები და გახსენი გულის კარი _ყველას გადასწვდა და ისე დაუბრუნდა სამზარეულოს.

_თორნიკე ...
_გისმენ ,სალიო
_მამამისს მოვწონდი უბრალოდ სარძლოდ...ხომ იცი როგორც იციან
_არ მელაპარაკო იმ ბიჭებზე რომლებიც შენ არ მოგწონს_თქო რამდენი წლის წინ გითხარი სალიო?
_კარგი
_ნუ ნერვიულობ უმნიშვნელო რაღაცებზე და ვიღაცებზე ... _ომალოში ჩამიყვანე _დაჩის უთხრა და პირდაპირ მისი მანქანისკენ დაიძრა. იოანეც რომ გაჰყვა ისე გამოხედა აშკარა იყო მხოლოდ დაჩი სჭირდებოდა . ჩადუნელმაც ანიშნა დარჩიო და საკუთარი მანქანის საჭეს ისე მიუჯდა წარმოდგენა არ ჰქონდა თორნიკეს რა გეგმები უტრიალებდა გონებაში.
ფანჯარა დასწია,იდაყვი ჩამოსდო და სიგარეტის მოწევა დაიწყო . დაჩი ნელა ატარებდა და ხმას არ იღებდა
_იცნობ შენ ვაკოს ?
_მე არ ვიცნობ ,ის მიცნობს
_როგორ გიცნობს ,ვინ ხარ
_მე და სალომე ერთად არ ვიკვეთებოდით არასდროს ... კლასელების სტატუსი გვქონდა მხოლოდ
_ვიცი ეგ,როგორც უფრთხილდები მის გრძნობას,როგორ არ ალაპარაკებ ვინმეს და ისიც ვიცი როგორ არ დგამდი ნაბიჯს მისკენ, ამ დრომდე... მაინტერესებს ყიფიანმა როგორ გაგიცნო
_სულ სხვა ვითარებაში შევხვდით,პირადად მე მქონდა მასთან პორბლემა
_ეგ მთელმა თბილისმა გაიგო , ტიტე შონიას ბიჭმა ყიფიანს საქმე გაურჩია ,მარტომ ბევრის წინ და ბოდიში მოახდევინა ,მაგრამ არ მიიღო ისე დატოვაო
_თბილისში არ იყავი შენ მაგ დროს
_ამბავი მოვიდა სამაგიეროდ
_არ მიყვარს ჩხუბი და არც უაზრო ხალხთან საქმის გარჩევა და მტყუან მართლის გარკვევა...
_უბრალოდ იცოდი მას მერე შენ სიახლოვეს არ გამოჩნდებოდა და სალომე შენთან ახლოს იყო ყოველთვის როცა ოჯახისწევრებთან ერთად არ იმყოფებოდა სახლში ან სხვა შეკრებებზე.
_ყველაფერი იცი და კითხვებს რატომ მისვამ ამას ვერ ვხვდები
_არ ვიცი ახლა რატომ კვეთ ამ შენ გავლებულ ზღვარს ... სალომეს ცდილობ დაუახლოვდე ? მისი სიყვარულის მიღება გინდა თუ რა გეგმა გაქვს
_გეგმა არ მაქვს
_არ იცი რა გინდა და ამ გაურკვევლობას უნდა შესწირო სალომეს ემოციები ? ხომ ხვდები რასაც დაგმართებ იმედი რომ გაუჩნდეს და მერე ისევ მარტო აღმოჩნდეს თავისი გრძნობით
_ვერაფერს გეტყვი იმის გარდა რომ მასთან ყოფნას თუ შევძლებ დატოვება არ გამომივა
_შეუძლებელი რა გჭირს
_წარსული...
_წარსული, რომელშიც შენ არ გაქვს დანაშაული შენ არ უნდა გამძიმებდეს ... ეგ ჩვენთვისაა ბარიერი , ვისაც ცოდვები გვაქვს ნაგროვები და წარსულში ვერ ვტოვებთ
_ბექნუსთან არ გაქვს კარგი ურთიერთობა მიუხედავად იმისა ,რომ დედაშენი უყვარს და ახლა მშვიდად ცხოვრობენ მაინც ვერ პატიობ შენ ბავშვობას და შეცვლილ ცხოვრებას .... ტიტემ დედაჩემი მოკლა და მე იქ ვიყავი . არ ვიცი ოჯახი როგორი უნდა იყოს და სალომესთან თუ ნაბიჯს გადავდგამ ეს ნაბიჯი აუცილებლად მივა საერთო სახლამდე,შვილებამდე ,სიბერემდე . ყველაფერს ვერც გეტყვი ,არ გამომივა უბრალოდ აგიხსნა მხოლოდ იცოდე მისგან შორს ყოფნაც მისთვის იყო და ახლოსაც არ ვიქნები მხოლოდ ჩემი მიზნებისთვის ...
_თინათე არაფერს მიყვება სხვების თანდასწრებით თუ იმ მსმენელებს შორის არაა ვინმე ისეთი ვისაც ინფორმაცია უნდა მიაწოდოს
_მე ზღვარი არ გადამილახავს იმ სახლს პატივს ვცემ და თუ მაინც იქ დარჩენით როგორმე ჭორაობის საგნად ვაქცევ სალომეს ...
_თინას შენ მოსწონხარ თორემ ერთ დღეს არ გაგაჩერებდა იქ. შენ არ იცი როგორი ძლიერი,შემტევი და პირდაპირია მათთან ვინც გულზე არ ეხატება.
_ყიფიანთან რას აპირებ
_არაფერს ... მე რომ დამინახავს გაქრება
_არ ეცოდინება აქ რომ ხარ?
_შეიძლება იცის და მაინც გამიბედა , თუ გამიბედა მითუმეტეს გაქრება. შენი ჩარევა საჭირო არ იქნება. კარგია თუ ჩხუბი არ გიყვარს , მე სანამ ვიქნები სალომეს გამო არც მოგიწევს.
_აქამდე როგორ ვერ გავიგე აქ რომ გქონდა სოფელი და სალომეს ამიტომ იცნობდი ... არავის არასდროს უთქვამს
_გგონია ჩემზე ბევრი ინფორმაცია იცის ხალხმა? მხოლოდ ის ამბები ვრცელდება რაც განხილვის საგანია... ინტრიგა უყვარს ყველას
_ჩემ მიმართ რატომ ხარ კეთილგანწყობილი
_სალომეს უყვარხარ და იმიტომ
_იქნებ ცდება და მე ვარ ყველაზე ცუდი პერსონაჟი მის ცხოვრებაში
_ჯერ არაფერს აშავებ და მეც არაფერს გიშავებ . დააშავებ და დაგიშავებ ,მარტივია

მანქანიდან გადავიდა , დაბარებულივით ჩიხიდან გამოსულ ცხენზე შემოჯდა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

_სად არის თორნიკე... რა გითხრა _ სალომე ეზოში ელოდა და ადგილს ვერ პოულობდა იქამდე სანამ არ დაინახა _ იკამათეთ? დაგემუქრა? დაველაპარაკები მე და
_მომწონს რომ ნერვიულობ ჩემ გამო, მაგრამ თან საშინლად არ მსიამოვნებს აფორიაქებულს რომ გხედავ _ იმ წამს სული მისდიოდა ისე უნდოდა მთელი სახე დაეკოცნა ,მღელვარებისგან აღვრეული თვალები ,ბროწეულისფერი ლოყები და ფაფუკი ტუჩები . თითები თმაში შეუცურა და რომ დაიხარა მხოლოდ შუბლზე შეეხო
_დაჩი ...
_კარგად ვართ მეც და ისიც... არაფერი მომხდარა. ყველაფერი რიგზეა. გამოვიცვლი, მოვემზადები დაბადების დღისთვის და ერთად წავიდეთ
_მე უკვე უნდა გადავიდე, დავეხმარო... შენ მოგვიანებით გადმოდი დანარჩენებთან ერთად _ამ ერთმა კოცნამ და სიახლოვემაც კი იმოქმედა ორივეზე. სალომე რომ წავიდა მის სურნელს ისევ გრძნობდა. მზერა გააყოლა ლამაზ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილს ,მთელი სხეულის კონტური ერთი თვალის მოვლებაში დაინახა და წამით გაუელვა გონებაში ფიქრმა ,რომ არ უნდოდა ვინმეს ენახა მის გარდა ასეთი. ეს წამი და ეს ფიქრი შეზიზღდა , შხამივით ჩაეღვარა გულში აზრი "ტიტეზე უარესი ვიქნები" ,მერე ისევ ყიფიანი გაახსენდა და მისი იქ ყოფნის ალბათობა . ისიც იფიქრა საერთოდ არ გადავალო , ილდანი იქნება და მიხედავს ყველაფერსო,მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა.
..........
შენგელიებისთვის ბევრი უცნობი და ნაცნობი სახე ირეოდა დაბადების დღეზე მიწვეულ სტუმრებს შორის.
უკვე სუფრასთან ისხდნენ თორნიკე რომ მოვიდა . შორიდანაც ხედავდა როგორ ესალმებოდა გზად შემხვედრი დიდი თუ პატარა. ცისიას მამას მისთვის შერჩეული ჰქონდა ადგილი , მაგრამ კაცს ჩამოშორდა და იოანეს გვერდით აღმოჩნდა ბოლოს. ზუსტად მატილდას წინ და დაბარებულივით მაშინ გამოჩნდა ყოფილი უბნელი ბიჭი.
_როგორ ბრძანდება დაკარგული დედოფალი_მხრებზე დაალაგა ხელები და ლოყაზე აკოცა
_საბაა... შენ როგორ ხარ ? ლელუკაც არის?
_მთელი უბანი აგვყარა ცისიამ ... ვისაც მგზავრობის ენერგია ჰქონდა და ამ გზის გამოვლის არ ეშინოდა ყველანი აქ ვართ. წამო ჩვენთან სანამ სათითაოდ ყველანი მოვლენ, მოგვენატრე ხალხს . წახვედი ლონდონს და დაივიწყე უბანი
_რომ დამევიწყებინე ჩატს დავტოვებდი და თქვენ არანორმალურობებს აღარ გავიგებდი ...
_აუ ხიპიშას დატოვება გვინდოდა, თუშებს ნუ აცემინებ თავს_თქო ,მაგრამ გააგებინებ? ჭიქას ვუმალავთ ახლა რომ არ დალიოს ბევრი. იოანემ იმდენჯერ გადაარჩინა და ბოლოს მაგასაც ეჩხუბა ,ახლა რომ აგვჩეხონ თითს არ გაატოკებს შენი ძმა . მე კიდევ ხომ იცი ჩემ ცხვირს ვუფრთხილდები,არ ვჩხუბობ _ ყველაზე მხიარული იყო საბა მათ შორის ვინც მაგიდის ერთ ნაწილში ისხდნენ. მატილდა ურთიერთობებს არ აციებდა, მეგობრებს ვერ უწოდებდა,მაგრამ არც შორს იყო მათგან. 12 წლამდე ერთ უბანში ცხოვრობდნენ, მერე გადაცხოვრდნენ შენგელიები , მაგრამ კომუნიკაცია არ დაუკარგავთ. მათთან შემორჩა, მოსმენილ ამბებზე იცინოდა და წასვლაც აღარ უნდოდა . ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იოანეს გარდა კიდევ ვიღაც აკვირდებოდა და შინაგან შებოჭილობას ვერ აქრობდა. მუდამ თავისუფალს რაღაც რომ აბრკოლებდა ფრთამოტეხილ ჩიტს ემსგავსებოდა. წამითაც არ დაუშვია,რომ ილდანის ყურადღებას დაიმსახურებდა. ინაც გააცნო ყველას და სალომეც გამოჩნდა მუშაობისგან გადაღლილი. რა წამსაც მაგიდასთან დაჯდა იმ წამს დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს შენგელია და მინდელი
_მაინც გამუშავეს ხომ ? _ სალომეს უცინოდა იოანე _წყალი დაუსხა მოსასულიერებლად
_ძალიან ცხელოდა სამზარეულოში. შევეწირე ცისიას ნიშნობას ... შენი უბნელები სად სხედან? ჩვენთან რჩებიან სახლში და რომ ვიცოდე როგორ გადავანაწილო რამდენი არიან
_ათი კაცია სად დაატევ ამდენს... მე გადავალ ინასთან
_მეც უნდა გავათავისუფლო ჩემი ოთახი აშკარად
_დაეტევიან სადმე სხვაგან , დამშვიდდი ,დაისვენე და ჭამე რამე . მთელი დღეა მშიერი ხარ _ სალომეს მიმართა ,იქ ყოფნის განმავლობაში წინადადება პირველად თქვა თითქოს. გვიან გაიაზრა მატილდამ მისი იქ ყოფნის გამო რომ იყო ბევრი თავშეკავებულად. წავიდა თუ არა ატმოსფერო შეიცვალა. მათი მაგიდა ახმაურდა, აქეთ_იქით მიმოსვლა დაიწყო. ყველანი დათვრნენ და ცეკვა_სიმღერით გართულებმა დღის მთავარი მოვლენაც იხილეს. ტორტის შემოსვლასა და სანთლების ჩაქრობას ხელის თხოვნის ცერემონიაც მოჰყვა.წასული ეგონა, მაგრამ მოჩვენებასავით გამოჩნდა წყვილთან , საჩუქარი გადასცა გოგონას რამაც მისი აღფრთოვანება გამოიწვია და შემდეგ ისევ გაქრა. მაგიდასთან საერთო ჯამში 1 საათიც არ გაუტარებია .
ხალხი ნაწილდებოდა უკვე სახლებში . ხმაური კვლავ სიმშვიდემ ჩაანაცვლა . როგორც თქვა მათთან სახლში არავინ დაბინავებულა. სალომე გვიან ღამემდე დარჩა, ინამ და მატილდამაც შესთავაზეს დაგეხმარებით მილაგებაშიო ,მაგრამ ისე იუარეს წინააღმდეგობა აღარ განაგრძეს. ვერ დაიძინა, ამდენი ცეკვისა და სიმღერის შემდეგ ცოტათი შემთვრალს ენერგია მოზღვავებული ჰქონდა. რამ მოაგონა იმ დროს გასეირნება ვერ გეტყვით ,მაგრამ სიჩუმეში მოვარდნილ ხმაურს და მოჩხუბრებს კი გადაეყარა . სახეებს ვერ არჩევდა კარგად,აშკარად სტუმრების ერთ ნაწილსა და იქაურებს შორის იყო გაუგებრობა ,მაგრამ ეს სტუმრებიც თუშეთის რომელიღაც სოფლიდან უნდა ყოფილიყვნენ . უკან გაბრუნებას აპირებდა, მოსმენის სურვილი არ ჰქონდა იქამდე სანამ თორნიკეს ხმა არ გაიგო
_იარაღი რად გინდოდა აქ რომ მოდიოდი ... ვისთვის სროლას აპირებდი ჯერ ეგ მითხარი და მერე გავარჩევ მტყუან _მართალს _ მკვეთრად ისმოდა ილდანის ცივი ხმა ,ყველანი ჩაჩუმდნენ გაიგო რაღაც მძიმე როგორ დაეცა მიწაზე და იმის გაააზრებისას რომ ეს იყო ზემოთ ნახსენები იარაღი გული შეუქანდა . შენობას იყო მიყრდნობილი და გამოძრავებას ვერ ბედავდა. აშკარაა ყველაფერი დიდი ხნის დაწყებული იყო და ისიც ვერ გაიგო თორნიკე როდის მივიდა . ერიდებოდა მსგავსი ამბების,ფილმების ნახვაც კი არ უყვარდა და ახლა მისი საყვარელი ადამიანი იყო გაურკვეველი რაოდენობის ადამიანის გარემოცვაში.
_ხელიც არ დამირტყამს ნათლია,გეფიცები _ ახალგაზრდა ბიჭის ხმა იყო _თვითონ დაიწყო ... ნინიას აეკიდა. გავაფრთხილე და არ გაიგო. ახლაც ისე უყურებდა
_ყურებას მიშლით ბიჭო ? შენი და შენზე უფროსია ლაწირაკო თვითონ გაარკვევს ვინ უნდა და ვინ არა
_ჩემ წინ ხმას ნუ უწევ _ იმ წამს გაიაზრა რომ თორნიკე არ ყვიროდა_ნინიას დაელაპარაკე და გითხრა მიყვარხარო? ოჯახი მიკრძალავს თორემ შენთან მინდა ყოფნაო?
_ამათი ეშინია და ერიდება ...
_ტყუის, ნინიას სხვა უყვარს და იმიტომაა გაგიჟებული. თბილისშიც უკან დასდევს,ის ბიჭი ცემა ,ნინიას ავიწროებს და აქ კიდევ გამომეცხადა იარაღით. შენ რომ არ დაენახე მოტაცებას უპირებდა ,ვიცი გავარკვიე
_ენა ჩაიგდე ლაწირაკო
_მართალს ამბობს?
_არა ... რა მოტაცება. შენ როგორ გადაგაბიჯებდი
_მძღოლი ელოდებოდა , თენგო და ნუკრი უნდა დახმარებოდა ...
_სად არიან ახლა
_წავიდნენ
_დაურეკე ამოვიდნენ ...
_რა უნდათ ამ შუაღამეს აქ . იგონებს ბავშვია
_შენ ახლა მეუბნები რომ მე ვარ სულელი ,ბავშვს და კაცს ვერ ვარჩევ და ტყუილს და მართალს ვერ ვადგენ ?
_ხომ მიცნობ თორნიკე ... შენზე უფროსი არ ვარ ? იცი ვინც ვარ
_ჩემ სახელს ნუ წარმოთქვამ და ნუ მასწავლი ვინ ხარ ,როგორ გიცნობ და რა ნეხვი გიდუღრს სისხლში _ზარის ხმა ისმოდა,აშკარად თავად დაურეკა _ თორნიკე ვარ ილდანი ... გამოფხიზლდი და კითხვაზე მიპასუხე ან ხო ან არა . მომატყუებ და იცი რაც მოგივა ,დაგიმძიმდება დანაშაული ... დღეს შენ ზურაბი და ნუკრი ნინიას მოტაცებას გეგმავდით?
_გეფიცები უყვარს
_გეგმავდით თუ არა
_ვგეგმავდით,მაგრამ _ ხმა აღარ ისმოდა ,ზარი დასრულდა და კაცის ღრიალის ხმა გავრცელდა წამით. რა დაარტყა არ იცოდა , პირზე რომ ააფარა ფაქტი იყო ისე დახშულად ისმოდა ხმა
_შენ ამდენის უფლება როგორ მიეცი თავს...შენზე 15 წლით პატარა ნინიას დასდევ, ჩემ ნათლულს ბავშვს უწოდებ, ჩემ მოტყუებას ცდილობ და იარაღს მიტრიალებ ცხვირ წინ . დაგავიწყდა ვინ ვარ ? ხომ გითხრეს ერთელ ილდანმა იცის რასაც აკეთებ და შემოგითვალა გაჩერდიო.
_ნათლია დანა აქვს ... _მატილდამ როგორ შეიკავა ხმა არ იცოდა. თორნიკეს მოხვდა ,დაინახა. იმ წამს გამოძრავდა და შეხედა როგორ მიიჭირა ხელზე ხელი . ძირს დაგდებულს ხელზე დააბიჯა და ისე დაიხარა თითქოს არაფერი აწუხებდა _ უნდა გკლავდე ახლა ხომ იცი შენც ... ხომ იცი უკვე უნდა იყოს შენი გული გაჩერებული,მაგრამ დედაშენი მიყვარს ძალიან და არ ვუვიწყებ ადამიანებს სითბოს ,სიკეთსს და ადამიანობას.სახლში რომ მიგათრევენ მარიკას დაუკოცნე ხელები და ბოდიში მოუხადე ასეთი ნაბ.ჭვარი რომ გაიზარდე,მერე დაიფიცე კარგი ბიჭი ვიქნებიო თორემ მე გეფიცები სიკვდილს განატრებ კიდევ რომ გააგრძელო _ დანა ხელში ჰქონდა გაყრილი აღრიალებულს . მეორე მხრიდან მანქანა რომ მოვიდა და ბიჭები გადმოვიდნენ
_ექიმთან მიიყვანეთ და მერე სახლში. მარიკას არ აჩვენოთ ასეთი... ნუკრი მომიკითხეთ , გეძებს ილდანი ,შენთან შეხვედრა უნდა_თქო _ იდგა და უყურებდა როგორ წაიყვანეს კაცი . მანქანა რომ მოშორდა იქაურობას მერე მიუბრუნდა ბიჭს და სახეში გარტყმის ხმამ გაკვეთა ჰაერი _ მე შენ ეს გასწავლე? ნანგრევებში საქმეების გარჩევა და დანების ტრიალი? დანით რომ მოხვედი იარაღი დაგიმიზნა ... იარაღს ჩაიდებ შემდეგში და დაელოდები რომელი უფრო ზუსტად და მალე ისვრის ? ილდანის ნათლული ხარ და ასე უნდა გაატრ.კო ?
_ნათლია ...
_რამე რომ მოგსვლოდა ნინიას მერე რას უპირებდი... ბავშვი დანაშაულის შეგრძნებას მოიშორებდა? რამდენჯერ გითხარი რამე რომ ხდება ჯერ მე გამაგებინე და მერე იმოქმედე _თქო ... არ გითხარი მე მაინც გავიგებ და არ გინდა
_ყველაფერზე შენ როგორ დაგიძახო ... პატარა მშიშარა ბავშვი ხომ არ ვარ ,ჩემი დაა რა მექნა . ხომ მითხარი ისე მოუფრთხილდი როგორც ყველაზე წმინდასო
_უნდა გაუფრთხილდე,დაიცვა და იზრუნო ,არ უნდა შეგეშინდეს ლუკა ,მაგრამ დანით არ უნდა იარო. დანა ვერ დაგიცავს , ვერც გასროლილი ტყვია დაგიცავს .პირიქით დაგახრჩობს ,ისე მოგაქცევს სიკვდილზე უარესი იქნება. ვერ შემხედე არც დანა მედო ჯიბეში და არც იარაღი ,მაგრამ მოვერიე როგორღაც. შენ ჩემზე ჯანმრთელი,ახალგაზრდა და ძლიერი არ ხარ? შენი მუშტის იმედი არ გაქვს და დანის გაქვს?
_მაპატიე ... მართალი ხარ
_კარგი ბიჭი ხარ შენ და არ გახდე ჩემნაირი ,კარგი ? _თავზე გადაუსვა ხელი და მერე იმ ლოყაზე , რომელიც ისევ ეწვოდა გარტყმისგან _ მე შენ პატივს გცემ და კაცად გთვლი სულ ... არ დაიმახსოვრო ეს დარტყმა იცოდე თორემ ბრაზი შხამივითაა
_ხელი არ გტკივა? დანა მოგხვდა მგონი
_არაფერია... ხელი არ დაგესვაროს. სახლში წადი ,მიდი გიყურებ

ქვაზე დაჯდა , უყურებდა ბილიკზე სწრაფად მიმავალს , ხელზე რაღაც ნაჭერი შემოიხვია,სიგარეტს მოუკიდა და იქ იყო სანამ მატილდა არ გამოძრავდა და ეკლის ბუჩქს კაბა არ გამოსდო. ფეხიც იტკინა და ხმა ვერ გააკონტროლა. თავი რომ დაიხსნა ილდანი დაჰყურებდა ზემოდან ანთებული მზერით
_აქ რა გინდა გოგო შენ !
_კაბა გავაფუჭე _ ისე ამოიტირა თითქოს მხოლოდ კაბა იყო პრობლემა. ნაგროვები ემოციები დანაშაულზე წასწრებულმა ერთიანად დაღვარა ცრემლებად_ჩემი საყვარელი კაბაა
_წამოდი ... გამომყევი _ ხელის ჩაკიდება დააპირა ,მაგრამ სისხლიანი იყო და წამსვე გაჩერდა _შეწყვიტე ტირილი ,ახალს იყიდი
_ლონდონში ვიყიდე აქ ასეთს ვერ ვიპოვი... პირველი ხელფასით ვიყიდე
_აქ მუშაობდი ლონდონში როგორ აიღე პირველი ხელფასი
_იქაური პირველით ვიყიდე
_ფრთხილად იარე ... თინამ რომ გაიგოს შუაღამეს გარეთ დახეტიალობ და უთვალთვალებ ადამიანებს ,შენზე წარმოდგენა შეეცვლება და აღარ შეგიშვებს სახლში
_წარმოდგენა მაშინ შეეცვლებოდა მე რომ ჩავრეულიყავი
_რა გექნა?_ გულიანად გადაიხარხარა მატილდას კი პირველად შეზიზღდა ღამის სიბნელე ნორმალურად რომ ვერ ხედავდა მის სახეს და ვერ დაიმახსოვრა მისი ასეთი სიცილი. ფოტო უნდოდა ჰქონოდა ,როგორ უნდოდა მის ფოტოებს ერთი ასეთიც შემატებოდა
_ნუ მომყვები არ მჭირდება... თინა მაშინ არ შემიშვებს უცხო კაცი რომ მიმაცილებს სახლში შუაღამეს
_მე უცხო ვარ ?თინა ხუთი თითივით მიცნობს
_ჩემთვის ხარ უცხო ...
_ხოო?
_დიახ
_ფაქტობრივად ერთ საძინებელში გვძინავს რაღა უცხო
_უკაცრავად ?მე არავის საძინებელში მძინავს ... შენ რა მძინარეს მითვალთვალებ?
_ზუსტად ფანჯრების წინ დგას ჩემი საწოლი და სხვაგვარად შეუძლებელია სანამ ფარდების ჩამოფარებას არ ისწავლი ან სანათს არ ჩააქრობ
_თითქოს სულ სახლში იყო საწოლზე მშვიდად წამოგორებული ... ერთხელ დამინახე ალბათ
_შენს ადგილას დარწმუნებული არ ვიქნებოდი ... უკანა კარი არ ჭრიალებს და იქედან ადი _სახლთან მისულს უთხრა და თავის ეზოში შევიდა.

მატილდას ლამის დაავიწყდა მისი ხელი და ყველაფერი საერთოდ. არ ელოდა ასეთ რეაქციას მას კი არაფერი უთქვამს . სულ ორ წამს გაჩერდა ოთახში,ფარდები ჩამოაფარა და შემდეგ სამედიცინო ჩანთით მიაშურა ილდანის სახლს. სახელური რომ დასწია და მაშინვე გაიღო არ გაჰკვირვებია,არც უფიქრია რომ ჩაკეტილი ექნებოდა კარი. იმ ოთახისკენ დაიძრა რომელიც განათებული იყო და სისხლის წვეთებიც რომ შეამჩნია ჭრილობის სიღრმესთან ერთად საერთოდ დაკარგა დისტანციის შეგრძნება.
_შენ რა ადამიანი ხარ საერთოდ ამდენხანს სისხლისგან იცლებოდი და იქ იდექი უკვდავივი ვამპირივით . თითქოს ჭრილობა თავისით შეხორცდებოდა
_რატომ ხარ ასეთი ცნობისმოყვარე...მაინცადამაინც იოანეს უნდა დავურეკო და გამაშოროს შენი თავი? _დასვრილი შარვალიც გახდილი ჰქონდა და საცვლისამარა იჯდა დივანზე
_სისხლისგან თუ დაიცლები ისედაც სამუდამოდ დავშორდებით ... _ დივანზე დაჯდა და გაკეცილი პლედი მიაფარა ფეხებზე . ილდანი დივანს მიეყრდნო ,თავი უკან გადასწია და კიდევ ერთხელ გაიცინა ხმამაღლა უკვე კარგად ხედავდა მის სახეს, აციმციმებულ შავ თვალებს და გრძელ შავ წამწამებს . ლამაზი კბილები ჰქონდა, საშუალი ზომის ტუჩები და ყელიც ისე მიმზიდველად მოუჩანდა მატილდას სულ გადაავიწყდა ჭრილობა .
_შენ აქ კლინიკა გქონია _მაგიდაზე გაშლილ ნივთებს გადახედა
_თვითონ შევძლებ ,დილეტანტს ვერ მივანდობ თავს
_მარტო როგორ მოახერხებ...ერთი ხელით
_ჩემი ყურება თუ ასე ძალიან მოგწონს პატარა მატილდა სანახაობას არ წაგართმევ ... _ჯერ ნემსი გაიკეთა იქვე ჭრილობასთან ახლოს ,შემდეგ დამუშავება დაიწყო ბინტიც კი პატარა ბურთულებად ჰქონდა დაჭრილი
_ნაკერის დადება სჭირდება ... ხელები დაიბანე და მომაწოდე რასაც გეტყვი
_კარგი,ახლავე
_მარჯვნივ ყავისფერი კარია ..._ორი წუთის შემდეგ დაბრუნდა . მხოლოდ სტერილური შეკვრები გაახსნევინა. ნაკერის დადება რომ დაიწყო მატილდას სიზმარში ეგონა თავი,ხელზე იჩქმიტა კიდეც ,მაგრამ გამოსახულება არ გაქრა
_შენ რა ექიმი ხარ ?
_დიპლომი არ მაქვს
_ისწავლე ის რაც დაგჭირდებოდა _დასკვნა გააკეთა და ისევ მოერია სევდა ბიჭის გამო, რომელსაც ალბათ პატარა ასაკიდანვე უწევდა მსგავსი უნარ_ჩვევების გამომუშავება.
_ეგ გახსენი და დააკარი ჭრილობას ზემოდან. ერთი მხრიდან გახსენი და მერე მეორე მხარე თორემ თითებზე დაგეწებება_ასწავლიდა და შენგელიაც დამჯერე მოსწავლესავით იმეორებდა _კარგია ,მორჩა . გმადლობთ ასისტენტობისთვის
_სად გადავყარო
_დამლაგებლად გამოგიყენებ გგონია? დაჯექი და მოისვენე ან დაუბრუნდი შენს საძინებელს _ადგილიდან არ გამოძრავებულა ,იდგა და უყურებდა როგორ მიალაგა ყველაფერი , სპორტული შარვალიც ჩაიცვა და ისე დაუბრუნდა უკან
_არ გტკივა ?ან თავბრუ არ გეხვევა ან
_მტკივა,თავბრუც მეხვევა და დაწოლა და დაძინებაც მინდა, მაგრამ ისე არ რომ გონებას ვკარგავდე. გაინტერესებს რატომ?იმიტომ რომ ვერც დავითვლი მერამდენეა და როგორც შენ თითის გაჭრის დროს არ გემართება ისტერიკა ისე ვარ მეც . დავაკმაყოფილე შენი ინტერესი ?
_დაიძინე ,მე წავალ ... დახმარება მინდოდა და მგონი უარესად შეგაწუხე
_და იქ რა გინდოდა ,საუბარში დახმარება თუ ჩხუბის დროს
_შემთხვევით მოვედი... უბრალოდ ვერ დავიძინე და გასეირნება მინდოდა. როცა ვერ ვიძინებ სულ ასე ვიქცევი ,ბევრს დავდივარ სუფთა ჰაერზე ... მე თითქოს არ ვყოფილვარ და არაფერი გამიგია . არავის მოვუყვები , არ მიყვარს ჭორაობა
_რატომ დაიწყე ტირილი ... გეგონა გეტყოდი რამეს თუ იტყვი ენას ამოგგლეჯ_თქო? _ისეთი თბილი ჰქონდა ხმა,ციმციმა თვალები მატილდას დაძაბულობაც მთლიანად გაუქრა
_კაბა გამიფუჭდა და ფეხიც მატკინა ეკალმა _ ნაკაწრი ისე აჩვენა არც უფიქრია მთელი ფეხი რომ მოუშიშვლდა სანამ თორნიკეს ღიმილი არ დაინახა და ერთიანად არ აუხურდა სახე
_ღმერთოო რამხელა ჭრილობა გქონიაა და ჩემ ხელს დარდობდი? ყოჩაღ შენ ,როგორ გმირულად აიტანე ასეთი ტკივილი _ აი იმ წამს ისევ ბავშვად აგრძნობინა თავი იმის ნაცვლად რომ მის გრძელ ,ლამაზ ფეხებზე გაეჩერებინა მზერა . მალამო მიუტანა და ბამბის თავიანი ჩხირი _ წაისვი და მოგირჩება
_არ მინდა ... ისეც მომირჩება
_მე წაგისვა ?
_არა !
_მაშინ გამომართვი ...
_ამიწვავს?
_არა _ისევ გააცინა . კლოუნივით იყო?რა სჭირდა საერთოდ ,რა ემართებოდა ილდანის წინ _ ფოტოებს რომ იღებ ყველას აჩვენებ და ამბავს რომ იგებ არავის უყვები?
_ფოტოებსაც არ ვაჩვენებ ყველას ,მხოლოდ იმ ნაწილს რომელიც თავიდანვე ხალხისთვისაა. ამბავიც ამის მიხედვით უნდა მოყვე ,რაც შენ არ გეხება და სხვისია არ უნდა გაავრცელო.
_იოანეს ყოფილებზე რომ ყვები შენი ამბავია?
_იოანეს ნერვებზე თამაში ჩემი საყვარელი საქმიანობაა . მაგ ამბებით ვახსენებ როგორ არ უნდა მოექცეს ჩემ მეგობარს
_შენ რომელი უფრო არ გეთმობა ინა თუ იოანე _ სიგარეტის მოწევა დაიწყო და თავი ზუსტად ისე ჩამოსდო დივანზე როგორც მატილდამ
_ასეთი აშკარაა ერთმანეთი რომ იზიდავთ და მე ვერ შევამჩნიე ამდენხანს?
_ახლაც ვერ დაგინახავს კარგად... ვნება და მიზიდულობა კი არ აკავშირებთ ერთმანეთი უყვართ
_არ უყვართ ... ისინი ორივე მოთამაშეები არიან. უყვართ თავისუფლება და
_ერთმანეთი უყვართ პატარა მატილდა ... შენ მხოლოდ შენი სიყვარულის გჯერა რადგან სხვა არავისთან გიცდია ყოფნა ? ყველას ერთნაირი ხასიათი არ აქვს
_შენ რა იცი მე მიყვარს თუ არ ან მიცდია ურთიერთობები თუ არ ... 26 წლის ვარ მე მართლა ბავშვი ხომ არ ვარ
_სულ ბავშვი ხარ იქამდე სანამ მშვიდად ძილი შეგიძლია და ხმამაღლა კისკისი
_შენ მგონი მართლა მიყურებდი მძინარეს_თვალებში უყურებდა და სიტყვებს ისე ამბობდა
_და საერთოდ არ მოქმედებდა შენზე ჩემი მზერა
_მეძინა,როგორ იმოქმედებდა
_უნდა ბრაზობდე ახლა . რატომ არ მეუბნები რომ არ მეკადრება მძინარე გოგოს ყურება ? _თვალები დააწვრილა,სიგარეტის ღერი სააფერფლეში ჩააგდო და ისევ ისე მიეყრდნო დივანს
_თვითონაც იცი , ჩემი თქმა არ გჭირდება და ალბათ იმაზე მეტად წუხარ ვიდრე მე შემაწუხებს ოდესმე შენი მზერა
_ვინც თავს დამნაშავედ გრძნობს იმათ აღარ ადანაშაულებ? _ისევ არ ჰქონდა ჩვეული ილდანისეული გამომეტყველება. არც მზერა ჰქონდა ცივი და ცარიელი
_შენ თავს დამნაშავედ გრძნობ იმის გამო რომ მიყურებდი ? _ხასიათი ჰქონდა ასეთი დიალოგის წარმართვის და სხარტი პასუხების დაბრუნების უნარით , თორემ გული მისდიოდა თორნიკესთან საუბრის გამო
_არა ... საერთოდ არ . მხოლოდ მშურდა ძალიან შენი მშვიდი ძილის და მაინტერესებდა რაღაც
_რა გაინტერესებდა
_მნიშვნელობა არ აქვს
_მითხარი და გიპასუხებ
_სიტყვები არ ეყოფა ჩემ ინტერესს, თვითონ უნდა გავიგო და ამისთვის მოქმედება დამჭირდება ... თანახმა ხარ მაინც?_ისე გაეხვა მის მიერ შექმნილ ქსელში აზრზეც ვერ მოვიდა
_თანახმა ვარ . დარწმუნებული ვარ მე უფრო მაინტერესებს შენ რა გაინტერესებს ვიდრე შენ გაქვს საერთოდ რაიმე კითხვა ჩემთან დაკავშირებით
_გამოდის ორივეს ინტერესს ვაკმაყოფილებ _ მატილდას პოზიცია არ შეუცვლია,ისევ ისე იყო დივანს მიყრდნობილი და ხედავდა როგორ ამცირებდა მანძილს ილდანი . გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ,მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა კანზე . ხელი არ უხლია, თავი დახარა შენგელიას ყელთან და კოცნის მოლოდინში თვალები რომ დაეხუჭა მისმა ხმამ გამოარკვია ისევ _ ვინ ნახე სიზმარში, წუხელ ღამით?
_პასუხი არ აქვს ჩემს ინტერესსო ხომ მითხარი
_ეს უკვე სხვა კითხვაა
_ისიც ხომ არ გაინტერესებს რა დამესიზმრა _ისევ ახლოს იყო ,თავი სულ ოდნავ რომ გაემოძრავებინა შეეხებოდა კიდეც
_ჩემზე იმდენი ინფორმაცია გაქვს რომ გავსწორდეთ შემიძლია ესეც გკითხო ,ჯერ მთავარ გმირზე მითხარი და მერე გადავწყვეტ მაინტერესებს თუ არ
_შენ იყავი ... ძალიან გამაბრაზე პატარა ბავშვივით რომ დამითმე მოგება _მაქსიმალურად ცდილობდა რომ სიმართლეც ეთქვა და თან სინამდვილე გადაეფარა
_გაბრაზებულს არ გავდი
_არ ვიცი შენ რა დაინახე ... მე სიზმარში გახრჩობდი
_ხოო? მაინც როგორ
_როგორ ახრჩობენ ადამიანებს
_ბევრი გზა არსებობს...ხელის მოჭერიდან დაწყებული თოკით დასრულებული
_ხელით ...
_ხელს მიჭერდი ყელზე ? _ იღიმოდა და უყურებდა თვალის მოუშორებლად _მერე ?
_მერე გამეღვიძა
_ალბათ გიძალიანდებოდი ... იმიტომ სუნთქავდი ასე ღრმად, გეგრიხებოდა სხეული და საკუთარ თავს რომ ეხებოდი მაგ დროს რა ხდებოდა ნეტავ სიზმარში
_არ მინდა გეწყონოს,მაგრამ ოფთალმოლოგთან ვიზიტი უნდა ჩანიშნო. ან ფანჯრის მინები გაწმინდო ... რაღაც აშკარად ვერ გაარჩიე კარგად
_ვითომ ?
_დიახ
_და სინამდვილეში რაც დაგესიზმრა ამის ოცნებად გადაქცევა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი,გამოუსწორებელი შეცდომა რომ იქნება ეგ იცი პატარა მატილდა? ეს რომ უნდა იყოს ჩემი და შენი საუბრის უკანასკნელი შემთხვევა იცი ? თუ როგორც გჩვევია ისე გაჯიუტდდები და მე უნდა გატკინო შენი სუფთა და შეუხებელი გული ... რას ფიქრობ ნეტავ თუშეთში გინდა ექსტრემალურ გართობაში ჩამრთო ? _ იმ სიტყვების თქმის დროს კი ისევ ისეთი სახე ჰქონდა როგორიც სულ და ყველასთან. ცაში აყვანილი დაანარცხა მიწაზე და იქვე ატკინა ,უბრალოდ ვერ დაინახა
_შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ შეურაცხყოფას მაყენებ მე და ჩემ დამოკიდებულებას შენს მიმართ,თორემ არაფერს მეტყოდი ... _მატილდა _ არ ელოდა თუ ასე წავიდოდა. ზედმეტად უხეში იყო? ხომ უნდოდა მისი რომანტიული ფიქრები გაექრო , ერთი ხელის მოსმით გაენადგურებინა დაახლოების ეს მცდელობა და საკუთარი თავიც შეეჩერებინა . ახლა რა აწუხებდა ,რა არ მოსწონდა
_ჯანმრთელობას გისურვებ ილდანო და მშვიდ ძილს პირველ რიგში _როგორ მოახერხა ამ პატარა გოგომ ბოლო სიტყვა მაინც თავად რომ ეთქვა და შეხებოდა ილდანის ქვად გადაქცეულ გულს. მისი გასვლის შემდეგ ისე მიიჭირა მკერდზე ხელი თითქოს ტკივილი ჰქონდა , ძლიერად უცემდა . ისეთი ფორიაქი დარჩა როგორც პატარა ბიჭს გოგოსთან პირველი ფლირტის შემდეგ. საკუთარ თავს გაურბოდა თუ მის გამო წავიდა პასუხი არ ჰქონდა ,მიზეზი იპოვნა და დილასვე დატოვა თუშეთი.
...............
_როგორ არიან ბავშვები ?
_ლეკვს ეფერებიან და დარბიან აქეთ იქით ... მადლობა კიდევ ერთხელ
_იესეეე უსახელო ძაღლი გვყავს და სახელი მოვიფიქროთ _ კესანე გამოჩნდა კამერაში და ხელი დაუქნია _ იესეეე _ სახელი მოსწონდა და ხშირად ეძახდა _ სახელს რომ ვეძახი ხომ არ წყინს დედა? გაბრიელის პაპა რომ არის მეც პაპას ხომ არ დავუძახებ ? _ უკან დადგა ისე თითქოს მინდელი ხმას ვეღარ გაიგებდა და დიანას სერიოზული სახით ჰკითხა,მაგრამ ქალმა სოსოს სახე და მძიმე ამოსუნთქვა რომ დაინახა ხმამაღლა სიცილი აუტყდა _დედააა
_უბრალოდ იესე დაუძახე არ ეწყინება დე
_იესეე ძაღლი გოგოა თუ ბიჭი? სახელი რომ მოვუფიქროთ ხომ უნდა ვიცოდეთ
_ბიჭია _ სანი გამოჩნდა ამჯერად. ლეკვიც იქვე იყო
_მე ტყუილად მიყურებთ თქვენ სახელებზეც იმდენხანს ვიფიქრე ცხრა თვე ძლივს მეყო
_დაუძახეთ და თუ გამოგხედავს ეგაა მისი სახელი _ იესემ მარტივად გადაჭრა საკითხი და ბავშვებიც ყველა გაგონილ სახელს ეძახდნენ იქამდე სანამ არ გადაწყვიტეს
_ბობო... ბობოზე გამოგვხედა
_იყოს ბობო
_მეც თანახმა ვარ
_გადაწყდა ... ბობო ჩადუნელი გვყავს
_იესეეეე იესეეე შენ გყავდა ბავშვობაში ცხოველები ? _ კესანეს სულ ახალ ახალი კითხვები ჰქონდა. ტელეფონის წინ გაჩერდა და აკვირდებოდა
_ძაღლი მყავდა ...
_ვინ გაჩუქა?
_ქუჩაში ვიპოვე და წამოვიყვანე. დავბანე, დავვარცხნე და ისე დავითანხმე დედაჩემი დატოვებაზე. სულ უკან დამყვებოდა ხოლმე და ერთხელ დახრჩობასაც გადამარჩინა. ჩემი პირველი საუკეთესო მეგობარი იყო . დედაჩემს აბრაზებდა სახლში შემოიპარა და შემწვარი წიწილი შეუჭამა ერთხელ _ გაახსენდა ბავშვობის მხიარული მოგონებები და ტყუპებთან ერთად თავადაც გაერთო
_მერე ?
_ოო მერე დედაჩემმა ორივე ქოჩრით გვითრია და ლამის მამაჩემიც ზედ მოგვაყოლა
_გრძელი თმა გქონდა ?
_ხო ...
_ასე გადაპარსული გიხდება ,მაგრამ გრძელიც მოგიხდებოდა ... ხო დედიკო?
_ახლა ჭაღარა აქვს დედიკო თმა და 20 წლის ასაკში მოუხდებოდა კი _ სიცილს ვერ იკავებდა ცალკე კესანეს კომენტარებზე და ცალკე სოსოს რეაქციებზე.
_ახლა რამდენი წლის ხარ იესეეე?
_42 ... იცი იქამდე თვლა ხომ?
_ვიცი ,მაგრამ იმდენია 42 მეზარება მაქამდე დათვლა . რა დიდი ყოფილხარ იესეეე
_შვილიშვილები მხოლოდ დიდ კაცებს და ქალებს ჰყავთ დე
_შენ როდის გეყოლება შვილიშვილი დეე?
_დაჩის რომ ეყოლება შვილი მაშინ
_და მერე შენც დიდი იქნები დედა?მოხუცი გახდები ?
_დე იესე ხომ მოგწონს , მოხუცს გაავს?
_ნწ ,არ გავს
_მაგრამ შვილიშვილი ყავს... ასე ვიქნები მეც . ახალგაზრდა ,ლამაზი და თან ბებია
_მაშინ ვეტყვი დაჩის სალომე მოიყვანოს ცოლად და ბავშვები ყავდეს . აუ დედაა იმათ შავ_თეთრი ნაყინივით ჭრელი ბავშვები ეყოლებათ? დაჩიკო რომ შავია და სალომე თეთრი
_შენ რა იცი დედიკო იქნებ სალომე კი ასა ვინმე სხვა გოგო შეირთოს ცოლად
_არაა , დაჩიკო მარტო სალომეს მოიყვანს ცოლად. სალომე იცი როგორ უყურებს ?
_ მატილდას ფოტოაპარატში ნახა სურათი როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს და იმიტომ ამბობს_ სანი ჩაერთო დიალოგში ამჯერად
_მატილდას ფოტოაპარატი როდის ჩაიგდე ხელში
_მაინტერესებდა რა ფოტოები ჰქონდა და ჩუმად ვნახე... კი არ წამიშლია . იცი რა ლამაზები იყვნენ? ცხენზე იჯდნენ და უკან მზე ჩადიოდა, სალომეს თავისფერი იყო ცა ... სხვა ფოტოებშიც დაჩიკო ისე უყურებდა როგორც ფილმებში უყურებენ ხოლმე
_ფილმებში ტყუილებია და დაჩის მართლა უყვარს დეე? _ სანიმ ჰკითხა და ისიც ახლოს მივიდა _ დაჩი ცოლს რომ მოიყვანს ჩვენთან აღარ იცხოვრებს ?
_არ ვიცი დე ,ეგ დაჩიმ იცის მხოლოდ და თქვენ არაფერი უთხრათ ჯერ ,კარგი?
_შენც არ უთხრა იესეე მატილდამ რომ გაიგოს გამპუტავს ... ჩვენი საიდუმლო იყოს ხოო? და მე არავის ვეტყვი დედას რომ ეუბნები დამშვიდობების დროს გკოცნიო _ ერთ ამოსუნთქვაში თქვა ყველაფერი კესანემ და ამჯერად ორივე დააშანტაჟა ასე მარტივად და საყვარლად
_შევთანხმდით ...
_დავემშვიდობოთ ახლა იესეს და წავიდეთ ,გავისეირნოთ ცოტა . გრილა უკვე გარეთ
_ოო მინდა მე იესესთან ჭორაობაა ... ხომ აღარ მუშაობ ახლა იესეე? ნახე სახლშია და ისვენებს
_გაბრუვდა იმდენს ლაპარაკობ
_არ გაბრუვდაა ნუ მეუბნები მამასავით _ წამში გაბრაზდა და ტირილი დაიწყო _ შენ ხომ არ გაბრუვდი იესეეე ?
_არა ჩემო პატარა , ნუ ტირი... ნახე რამდენს ვიცინი შენ რომ გელაპარაკები. მიყვარს მე შენთან ჭორაობა თან უკვე პატარა საიდუმლოც გვაქვს _ ტირილის და ბავშვების ნათქვამი სიტყვების გამო დიანამ კონტროლი დაკარგა ,მაგრამ მინდელმა მოახერხა და თავისი მშვიდი ხმით და ჯადოსნური მზერით დაამშვიდა გოგონა _ გინდა მეც გეტყვი ერთ საიდუმლოს ,ჩუმად
_მინდაა ,მითხარიი _ ცრემლები შეიმშრალა ,ტელეფონი აიღო და ახლოს მიიტანა სახესთან
_მეე ? მე არ მეტყვი?_ სანიც უკან აედევნა . დიანამ ვერ გაიგო რა უთხრა ბავშვებს,ისე ბრაზობდა გიორგის წამოსროლილ ყველა სულელურ სიტყვაზე რომლებიც ბავშვებზე მოქმედებდა უნდოდა ახლოს ჰყოლოდა და მიეხრჩო.
_მართლაა? მერე დედას არ ეტყვი?_კესანეს გაფართოებული თვალები,პირზე აფარებული ხელი და კისკისი ესმოდა _ უთხარიი არააა არ ეწყინება , რატომ უნდა ეწყინოს?
სანი არაფერს ამბობდა. მობრუნდა და ლეკვთან თამაში განაგრძო
_კარგი გვეყო ჭორაობა,ცოტას თუ არ გავივლით ისე ვერ გამოვჯანმრთელდებით მალე და მოგვიწევს ბევრი წამლების დალევა
_კარგად იესეეე _ კოცნა გაუგზავნა და მანაც იგივე ჟესტით უაპასუხა ბავშვს
_დროებით... გკოცნი
_მეც გკოცნი _ ღიმილით უპასუხა და ზარი დაასრულა.
_დედა იესეს მოსწონხარ ?
_ეგ გითხრათ რომ გელაოარაკებოდათ?
_არაა?მიყვარსო მომწონსო არ უთქვამს
_ეგ არ უნდა გეთქვა სულელო
_არ უთხრა რა რომ გითხარი დედიკოოო
_კარგი ,არ ვეტყვი დედიკო _სამყაროში ყველაფერზე მეტად უყვარდა ეს "დედიკო" და ისინი თუ ვერ მიიღებდნენ იესეს მერე ნამდვილად მოუწევდა უარის თქმა ყველაფერზე.
...........
_ჩვენთან ერთად წამოხვალ ?_სალომეს იქ დატოვების სურვილი არ ჰქონდა,ზედმეტად გრძნობდა მონატრებას
_ვერ ... ყველა ერთად დავბრუნდებით სეზონი რომ დასრულდება
_დაბადების დღე მაქვს 30 აგვისტოს და მინდა ჩემთან ერთად იყო . არ გამოვა ? _ აივანზე ისხდნენ, მზე ამოდიოდა და ნელ_ნელა ანათებდა სოფელს. პლედი გაუსწორა და უფრო ახლოს მიიზიდა _სალომე
_წინასწარ ვერ დაგპირდები... არ ვიცი შევძლებ თუ ვერ
_არ იცი გინდა თუ არა
_შენ იცი გინდა თუ არა ?
_ვიცი რაც მინდა
_დარწმუნებული არ ხარ
_მე თუ შენ
_მე ? დასარწმუნებლად რამდენი წელი მქონდა იცი ? შენ წარმოდგენა არ გაქვს მე რას_თვალებიც აემღვრა და სულიც
_ვიცი ,მაგ წლებში მე ჩემ თავს ვებრძოდი შენ რომ ჩემ სიყვარულს ერკინებოდი . მე უნდა დამემარცხებინა და შენ უნდა დაემარცხებინე
_მერე გამოვიდა ?
_ვნახავთ გამოვიდა თუ არ ... _ თავზე აკოცა და მზერა ისევ ხედზე გადაიტანა _ სიამოვნებით დავრჩებოდი აქ შენთან ერთად
_მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ წახვალ და დაუბრუნდები შენ ომს ცხოვრებასთან
_გამარჯვებამდე ცოტა დამრჩა
_მეც რომ მოგეხმარო არ შეიძლება ? ერთად რომ გავიმარჯვოთ
_ჩემი მოსაგები ბრძოლაა ... ჩვენთვის_ მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და მზის სხივებმა მათთან რომ მიაღწიეს იმ დროს შეეხო რბილ ტუჩებზე .
..........
ინას არ ეძინა იმ ღამით. სიზმარმა გამოაფხიზლა და გვერდით მძინარე შენგელია რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. ცხელი შანთივით წვავდა მასთან ახლოს ყოფნა იმ მომენტში და მოშორდა კიდეც საწოლს. სავარძელში დაჯდა , ფანქარი და ფურცელი აიღო და ხატვა დაიწყო.
ბოლოს აღმოაჩინა,რომ იოანეს გაურბოდა და იოანეს ხატავდა.
ასეთი იყო მუდამ ,გაორებული.
_დილამშვიდობისა... _საწოლში ჯერ ხელით მოძებნა მერე კი თვალებით იპოვნა და მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ გაუღიმა. ისეთი სხვანაირი იყო ,მასთან დამალული არ უნდოდა ჰქონოდა რამე ,მაგრამ ვერც ყველაფერს ეტყოდა_რას აკეთებ?
_დაგხატე...
_მაჩვენებ?
_სახე არ ჩანს ,მხოლოდ სილუეტია _ საწოლზე ჩამოჯდა და ფურცელი გაუწოდა
_დარწმუნებული ხარ რომ მე ვარ? ნებისმიერი მძინარე კაცი შეიძლება იყოს
_შენ გიყურებდი და სხვა როგორ იქნება
_ყველაფერი შესაძლებელია... მზად ხარ ?ჩაალაგე წუხელ თუ დარჩა რამე
_მზად ვარ ,წასვლის დროა _ ფურცელს დაჰყურებდა თითქოს გაიგებდა შავ_თეთრ ნახატზე ზუსტად ვინ იყო როცა სახე არ დაუხატავს. საწოლზე მწოლიარე ადამიანის ფიგურა იყო მხოლოდ,რომელიც მართლა არ ჰგავდა იოანეს ფიგურას.
_რა გეგმები გაქვს თბილისში დაბრუნების შემდეგ
_მარტა მომენატრა, მასთან წავალ აგარაკზე და დავაკვირდები მის ორსულობას
_გამოდის ვერ გნახავ ... თუმცა მამაშენისგან კურთხევა გვაქვს. შემიძლია მარიამთან გესტუმრო ,ცოტა ხნით ,არა? _ვერ ხვდებოდა რა იყო მისი უხასიათობის მიზეზი და ცდილობდა ესაუბრა მაინც
_დრო მოვიდა დასრულების... მე და შენ მხოლოდ მეგობრები თუ ვიქნებით , საკმარისია ტყუილები ჩემ ცხოვრებაში. სოსოს გამო ისედაც მთელი ცხოვრება თავდაყირა მაქვს
_მე თუ არ მინდა მხოლოდ მეგობრობა? ახლა და აქ ამაზე საუბარიც არ მინდა . ამ საოცარ დროს და ადგილას
_სასაუბრო არც არაფერია ... თამაში დასრულდა. მადლობა ყველაფრისთვის
_ძალიან გინდა გამაბრაზო ამ მადლობით და თავი საცოდავ კაცად მაგრძნობინო თამაშს რომ უწოდებ ჩემ მოქმედებებს ... ორივე ერთდროულად ნამდვილად არ დამიმსახურებია
_სამართლიანი არასდროს ვყოფილვარ
_საკუთარი თავი თუ იყავი ოდესმე
_ვიყავი ... მხედავდა ერთი და როგორსაც მაწოდებდა საკუთარ თავს ისეთი მეგონა მეც ,ისეთი კარგი და ნორმალური,მაგრამ ისიც შეცდა
_ვინ იყო იმ უამრავიდან, რომელზეც ვიცი
_მასზე არ იცი ... არც უნდა იცოდე. ტყუილად გგონია რომ რამეს გრძნობ ჩემ მიმართ. მე და შენ მატილდა გვაკავშირებს , ტყუილი ჩემ დასახმარებლად და
_აღარ განაგრძო ... დაშორებების ექსპერტი ვარ და ნუ გადახვალ ამ ბანალურ ტექსტებზე ისეთი ტონით როგორც შეუგნებელ ბიჭებს ელაპარაკებიან. მე და შენ მეგობრები არ ვართ,არც ვყოფილვართ და არც ვიქნებით. არც დაგხმარებივარ,არც ტყუილი მითქვამს . უბრალოდ წერტილი დავსვათ და ამ წერტილმა დაფაროს ყველაფერი რაც ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო
_იოანე მე არ მინდოდა განზრახ
_ამდენი ლაპარაკი დამღლელია ...წინ დიდი გზა გვაქვს და ისედაც დავიქანცებით _ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა და დატოვა სიზმრისგან არეული სულ'არეული მარტლ'სულობასთან მარტო.

_არ დამივიწყოთ იცოდეთ ... არც აქ გატარებული დრო და სიხარულები გააქროთ გულიდან. დრო უცებ გადის,ნათქვამი სიტყვებიც წარსულში რჩება რომ იცოდეთ . ადამიანები ვრჩებით და უერთმანეთობისთვის ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს თორემ ღმერთი როდის მოინდომებს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში ჩვენ გაშვებას კაცმა არ იცის _ თინათესთან ერთად ისაუზმეს. ყველას თავისი დარდისფერი ჰქონდა. ქალმა სათითაოდ ჩაიკრა გულში ყველანი და მშვიდობიანი გზა უსურვა .
_აუცილებლად შევხვდებით თბილისში _ ხელზე აკოცა მოხუცს წასვლამდე დაჩიმ და მხოლოდ შემდეგ ჩაიხუტა სალომე. პირველად ყველას დასანახად _ დროებით პეპი...

მატილდა დაიტოვა ბოლოსთვის მოხუცმა. ხელი ჩაკიდა და მავედრებელი მზერა გაუსწორა
_ბედს ვერ დაემალები და ნუ შეებრძოლები იმას ვისაც ბედისწერა გამოგიგზავნის
ქალაქში ისე დაბრუნდნენ თითქმის არ უსაუბრიათ. გზა იმაზე გრძელი და დამღლელი ჩანდა ვიდრე თუშეთისკენ მიმავალთ ეჩვენებოდათ.
დამშვიდობება ყოველთვის უფრო ეძნელება ადამიანს.
მონატრებულს იკრავდა გულში და დიდხანს ეფერებოდა. მისი სახლში ყოფნა ავტომატურად უბრუნებდა სიმშვიდეს
_როგორ მოგეწონა თუ შეთი დე
_საოცრება იყო... შენც უნდა წახვიდე ერთ დღეს
_აი სალომეს თუ დავუნათესავდებით ავიდეთ
_საოცარი ოჯახი ჰყავს,მაგრამ ბებია განსაკუთრებული ქალია ...
_დე , დაჩი შეჭამ რამეს? დაქანცული იქნები
_გზა რამდენადაც ლამაზია იმდენად სახიფათოა და ასე არასდროს გადაცღლილვარ . წამოსვლა არც მინდოდა
_აი თურმე რატომ ეჭვიანობენ დედამთილები რძლებზე. მასთან ყოფნა გერჩივნა
_ამდენი წელია ვიცნობ დიკო და აქამდე არ გავგიჟებულვარ ... ახლა რა მომივა
_მომენტი სჭირდება სიყვარულს მხოლოდ . წამიერად უნდა დაინახო და მიხვდე რომ გენატრება _ დაჩის ელაპარაკებოდა და საკუთარ გრძნობას იაზრებდა მინდელის მიმართ რომ ჰქონდა და დაუდუოდა ძარღვებში
_ბავშვებს სძინავთ ?სად გყავს
_წითელა აქვთ ... საძინებელში არიან
_რატომ არ მითხარი
_რას გააკეთებდი იქედან. ვიცოდი ზუსტად როდის მოდიოდი , ჯერ წინ არის მთელი მაგათი ბატონობა
_ექიმთან გყავდა ხომ ?
_კი ექიმი მყავდა და წამლებსაც ვაძლევ . ნუ ღელავ შელოცვებს არ დავუწყებ ,მხოლოდ განწყობაზე კი უნდა ვიზრუნოთ და წითელი ბუშტები კი ძალიან ახარებთ . ახალი გასართობიც ჰყავთ
_რა გასართობი_უკვე დერეფანში იყვნენ ლეკვი რომ გამოვარდა ყეფით და კუდის ქიცინით_არ არსებობს ... ძაღლი გვეყოლება?
_შენც გინდოდა ? რატომ არ მეუბნებოდით დედა ? ხომ ვიყიდდი აქამდე
_სამი ბავშვი გყოფნით მოსავლელად ... მეც მოგეხმარები
_შენ სულ ნუ ფიქრობ ჩემ ცხოვრებაზე, სრულწლოვანი კაცი ხარ და იფიქრე საკუთარზე _ლეკვთან მოთამაშეს უყურებდა, სახეგანათებული რომ დაჰყურებდა ზემოდან და თვალები უნათებდა. ისევ ბავშვივით სუფთა იყო მისი გული და შეეძლო სულ პატარა ამბავს გაეხარებინა მისი დარდებისგან დამძიმებული გონებაც გამოერთო _როგორ მიყვარხარ ჩემო ცხოვრება ბიჭო _ ახლოს მიიწია და წვერმოზრდილ ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
_შენი ძვირფასი ყოფილი ხომ არ გამოჩენილა კიდევ ...
_არა, თავის საქმეებს ხლართავს. ჩემთვის არ სცალია ,ბავშვები მოიკითხა და რომ გაიგო წითელა ჰქონდათ შემოიარა . რაღაცები მოუტანა ,ცოტა ხნით დარჩა და მერე ზარებით რომ აიკლეს წავიდა
_მეტყვი რამე რომ შეიცვალოს და შენი დაბრუნების მცდელობა განაახლოს?
_დაჩი ,გთხოვ ამდენს ნუ დარდობ ყველაფერზე. ზაფხულის არდადეგებზე როგორ გაერთობი და მერე რას გააკეთებ ამაზე იფიქრე... სად გააგრძელებ სწავლას
_მიყვარხარ დი _ არეული თმა გაუსწორა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე _ყველაზე ,ყველაზე მეტად _ ისე უთხრა როგორც 6 წლის ასაკში ეუბნებოდა პატარა დაჩი.

დასვენება ვერ მოახერხა . ბავშვებთან შესვლის წამიდან მათზე გადაერთო . მონატრებულები სიხარულით შეხვდნენ. ბევრი ენერგია არ ჰქონდათ , მაგრამ იქვე ოთახში ეთამაშებოდნენ,ფოტოებს ათვალიერებდნენ ,ვიდეოებს და ისმენდნენ ამბებს თუშეთზე
_სალომე არ ჩამოვიდა ? იქ დარჩა მთაში?
_იქ მგლები არიან დაჩიკო? დაჩიკო არ გეშინოდა ?
_დაჩიკო არ გციოდა? დაჩიკოოო?ჩვენ სად წავალთ ?
_მე პარიზში მინდა _ კესანეს განაცხადმა ყველანი გააჩუმა _შორია ?არ შეიძლება წასვლა დე?
_საიდან მოიტანე დე პარიზი?
_ვიდეოები ვნახე ... სიყვარულის ქალაქიაო და იქ წავიდეთ. დაჩიკოს სიყვარულიც ვიპოვოთ და შენიც . მე ჯერ პატარა ვარ
_ნაპოვნი რომ გყავს უკვე სიყვარული მაშინ უნდა წახვიდე შენ სიყვარულთან ერთად დე ... ისეც შეიძლება წასვლა , შენ თუ გინდა დე. უბრალოდ დედას ბევრი საქმეები აქვს და ქვეყნიდან წასვლის დრო ახლა არ აქვს
_ის მაღალი კოშკი მართლა ასეთი დიდია დე? ზემოდან რომ გადმოვიხედავ ყველაფერი გამოჩნდება ?
_არ ვიცი დე , მეც არ ვყოფილვარ იმ კოშკზე ...
_მამამ არ წაგიყვანა ?
_არა ,დე
_არ ეცალა ?
_ხო დე _საწოლზე იწვა და ისე ელაპარაკებოდა. კესო ერთი მხრიდან ჰყავდა ჩახუტებული სანი მეორე მხრიდან
_დაჩიკოო შენ გქონდა წითელები ბავშვობაში?
_არ მახსოვს ,ალბათ მქონდა
_ქონდა კი _გაახსენდა როგორ გაუჭირდა მისთვის განწყობის შექმნა. არაფერი მოქმედებდა,თითქმის არ საუბრობდა და არც არაფერს ითხოვდა დინას მუდარის მიუხედავად. მაშინ გაიხადა დინამ შავები და წითელი კაბით შევიდა სიცხიანთან ." ლამაზი ხარ დი" ჩუმად უთხრა ,მოეფერა ლოყაზე და გაუღიმა "სულ ლამაზი და ფერადი უნდა იყო ,დი " ეს იყო დაჩის გაჟღერებული სურვილი . მაშინაც და ახლაც ყელში ბურთის გაუჩნდა ,ცრემლებად დაღვრის სურვილი.
_რას ითხოვდი დაჩიკო ? მე აღარ მაფიქრდება არაფერი ,ყველაფერი მაქვს
_შეგიძლია იმით იბედნიერო რაც გაქვს კესანე
_ჩემი ლეკვი მოგეწონა?
_ძალიან მომეწონა
_მე ცხენიი მყააავს ... იესემ სანის ლეკვთან ერთად ჩემი ცხენი მომიყვანა და რომ აღარ ვიქნები ცუდად მერე ვნახავ ხოლმე
_ლეკვი იესემ გაჩუქა?
_ხოო ... კიდევ ლექსი მოგვიყვა ჭიამაიაზე და დაგვაძინა . ინას კარგი მამიკო ჰყავს
_ კარგი მამიკო ჰყავს ,კი
ისე გადააგრძელა ბავშვებთან თამაში და საუბარი თითქოს ეს ამბავიც დაივიწყა ,მაგრამ დიანა როგორც კი მარტო მოიხელთა მაშინვე ჰკითხა
_სოსოს რა უნდოდა აქ ,თან ბავშვებთან
_ჩხიკვაძეების დოკუმენტები მომიტანა ... ბავშვები მაღალი სიცხით იყვნენ და ცოტახას შეჩერდა. მოსწონთ ამათ იმ ღამის შემდეგ , ხომ იცი კესანეს ვინც მოსწონს ის სანის არ მოსწონს და ამ შემთხვევაში ორივე ისე გამოელაპარაკა ისიც შეყოვნდა. მეორე დღეს მოუყვანა ლეკვი და ცხენი
_როდის იყო საჩუქრებს იღებდი
_ბავშვებს აჩუქა და თან ისე გაუხარდათ იმ დღეს არაჩვეულებრივ ხასიათზე იყვნენ_ ვერ ეტყოდა მინდელთან რაც აკავშირებდა,არადა როგორ სძულდა მისთვის დამალული ყველა სიმართლე. როგორ ძალიან უნდოდა სიმშვიდის პოვნა თავის ბავშვებთან და მინდელთან ერთად. ასე ძალიან მოსწონდა იესე? მოსწონდა თუ უფრო მეტსაც გრძნობდა ...
...............
მარტას გვერდით იწვა . მასთან ჩახუტებული როგორც ადრე,ბავშვობაში და ისიც ისე ეფერებოდა როგორც 5 წლის ინას.
_ამჯერად რა მოხდა შენ თავს ასე რომ დაგიმძიმდა გონება?
_აღარ მინდა ვინმეს მოვწონდე და ვინმეს მოწონება ვცადო ...
_ეგ რთული იქნება... ადამიანები გამუდმებით ეძებენ სიყვარულს და სიყვარულამდე მოწონება მოიგონეს თუმცა ეგ უბრალო საფეხურია . მერე იქ ან გაჩერდები და უკან გამობრუნდები ან წინ გადადგამ ნაბიჯს და სიყვარულში გადაეშვები თავით... შენი ტყუილი გასკდა უკვე?გაიგო სოსომ და გაბრაზდა?
_არ გაბრაზებულა,მაგრამ იოანე ისე მოსწონდა არ ვიცი როგორ გადაიტანს
_ის თუ შენ არ იცი როგორ გადაიტან
_ არ ვართ მე და ის შესაფერისი წყვილი. შეუძლებელია მას გავუგო ,ის როგორც მეგობარი ძალიან კარგია ,მაგრამ როგორც მეორე ნახევარი ჩემნაირთან ვერ
_ადრე ამდენს არ ფიქრობდი
_და რა გავაკეთე მერე ?
_მას ენდობი? მასთან ერთად კომფორტულად იყავი?
_კი,მაგრამ ხომ იცი არც ნდობა,კომფორტი, გაგება და მიზიდულობა კმარა თორემ ახლა ვაჩეს გვერდით ვიქნებოდი
_მასთან რომ შენ დააშავე ამაზე ნუ ვიკამათებთ
_უპატიებელი დანაშაულები არსებობს და მე ჩავიდინე ?
_გამოცდებს უნდა შეეშვა,ინა ცხოვრება ისედაც გამოცდაა და შენი ტყუილებით შექმნილი არარსებული პრობლემები
_ამტკიცებდა რომ მხედავდა, მიცნობდა,ესმოდა და იყო ჩემზე ძლიერი ... შთამაგონა რომ ერთმანეთისთვის ვიყავით ,დამაჯერა რომ ჩემი სიმშვიდე იყო
_და შენ ეს მოგწონდა
_მივენდე ,მოვდუნდი და მომწონდა ეს საპნის ბუშტი ,რომელიც მაშინვე გაქრა როგორც კი იფიქრა,რომ ვიღაც მასზე მაგარი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში
_შენ აფიქრებინე ასე და ნუ გამახსენებ ყველაფერს
_მე რა ვაფიქრებინე ,რომ არ მებდობოდა და ეგონა მასთან პარაზიტული დამოკიდებულება მქონდა? შენ იცი ზუსტად ასე რომ მითხრა? ისე მიყენებ როგორც პარაზიტი მსხვერპლსო,ყველაფერს იღებ ჩემგან ,მომინელებ ბოლომდე და მერე სხვა უკეთეს კანდიდატს იპოვნიო . მაწყობდა მისი სიყვარული და იმიტომ ვიყავი მასთან მერე კი ლაშას გვერდით ყოფნა მაწყობდა თურმე და დაიჯერა რომ ვუღალატე. შენ და ილოს არ გინახავთ როგორ მიყვიროდა , როგორ მითხრა ის რაც არ უნდა ეთქვა _ყველაფერი ერთდროულად გაიხსენა გონებამ და დიდი ხნის დაიგნორებული ,მიმალული ტკივილი თავიდან განიცადა
_არ გითქვამს ...
_გახსენება არ მინდოდა და იმიტომ... _დაჯდა ,მერე წამოდგა. წყალი დაისხა და დალია. უნდოდა მოეყოლა,გათავისუფლებულიყო. მოესმინა,რომ არ შეცდა და მართალი იყო როცა ცხოვრებიდან წაშალა
_იოანე არ არის ვაჩე და
_იოანე უკვე გაცხადებული ტრადიციული ქართველი ბიჭია. თავისი ქუჩით, გაგებით,სიმართლით და სამართლიანობით. მის გვერდით წყაროს წყალივით სუფთა უნდა იყო და მე ვარ ეგეთი? ამდენ შეყვარებულგამოვლილი ,მისი პატიოსნების საზომით უწესო გოგო გამოვდივარ საერთოდ _ სიმწრის სიცილი ჰქონდა
_მაგრამ არ ხარ ... შენ არ ხარ უწესო გოგო. ჩემი გაზრდილი ხარ და შენ როგორც არ უნდა აჩვენო თავი სხვას მე ხომ ვიცი
_გახსოვს რამდენი ჭორი დადიოდა სკოლის პერიოდში ჩემზე და რამდენ უბედურებაში გავები?
_არაა საჭირო გახსოვდეს,ძალით მოპოვებული პოპულარობა. მე მაინტერესებს სკოლის პერიოდიში მართლა მოგწონდა იო?
_რა შუაშია ახლა ეგ... სკოლაში მე რამდენი ვინმე მომწონდა გახსოვს?
_არავინ მოგწონდა , უბრალოდ გინდოდა ვინმე გყოლოდა გვერდით და დაგემტკიცებინა რომ შეიძლებოდა სიყვარულის პოვნა. ახლაც ასე ხარ ,თან იბრძვი რომ უყვარდე და გიყვარდეს თან ყოველთვის უნდობლობას იჩენ . გეკითხები იოანე გყავდა შემჩნეული თუ არ
_იოანეს ვინ ვერ შეამჩნევდა... უსიმპათიურესი,უჭკვიანესი, უმაგრესი ტიპია ახლაც და მაშინ ხომ უიშვიათესი მოვლენა იყო. სად გინახავს კაცი წარმატებულ მოსწავლეებს შორის პირველობაზე და გარჩევაზე მოჩხუბრებს შორის ერთდროულად იყოს. ჩემზე უფროსია ,სკოლაში როგორ გავეპრანჭებოდი ბავშვი ვიყავი და მერე რომ გამოჩნდებოდა ხოლმე არასდროს გადმოუდგამს ნაბიჯი . არც ვიცნობდი ნორმალურად მატილდასთან სანამ არ დავმეგობრდი და მერე არ შევხვდით ერთმანეთს მის სახლში. ხშირად კი ვიყავით ერთ სივრცეში, საერთო წრეში ვტრიალებდით , მაგრამ არაფერი ყოფილა . უბრალოდ ვიცოდი სადაც ის იყო ყველა გოგოს დაცულობის შეგრძნება უნდა გვქონოდა. არ დაუშვებდა ვინმეს რამე დაეშავებინა ქალისთვის თუ ის იქვე ბრძანდებოდა. იმდენჯერ მინახავს როგორ ჩხუბობდა შეყვარებულის გამოვლენილი სიუხეშის დანახვისას. 17 წლის ასაკში უნდა გენახა შენ როგორი მიმზიდველი იყო
_რატომ ამბობ უარს მაინცადამაინც მასზე როცა ლამის ყველასთან სცადე ვისაც მოსწონდი
_არ მოგვწონს ერთმანეთი იმდენად,რომ მატილდა დავკარგო...
_ეგ დასკვნა როდის გააკეთე ... მასაც დაეკითხე?
_ვუთხარი ვსრულებით_თქო და დაასრულა ისე რომ მდუმარე ხელმწიფედ გადაიქცა
_შენ გადაწყვეტილებას პატივს რომ სცემს ცუდია? სხვებივით ქაჯივით გინდოდა მოქცეულიყო? ვაჩეს ასე არ ეუბნებოდი? რომ მოდიოდა და პატიებას გთხოვდა
_არ მთხოვდა პატიებას...უბრალოდ მოდიოდა და მიმტკიცებდა რომ მასზე მეტად ვერავის შევიყვარებდი ,რომ მჭირდებოდა ... იმას კი არ მეუბნებოდა რომ თვითონ ვჭირდებოდი. დამპალი მანიპულატორი ! არავინ იცის იმ დროს როგორ მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა,ჩავხუტებოდი ,მომფერებოდა და ისევ მეგრძნო სიმშვიდე . გაზაფხულდებიო მეტყოდა ზამთარში შეციებულს _ ბოლო სიტყვები მხოლოდ თავისთვის თქვა და ეტკინა გაუსაძლისად
_ისევ გიყვარს ინა? თუ ისევ გიყვარს პატიება ამსუბუქებს. უშეცდომო არავინაა და ურთიერთობაშიც ორივე ერთად უნდა გაიზარდოთ. გვიანი არასდროსაა თუ ჭრილობის გაქრობა მას შეუძლია ვინაც მოგაყენა
_მგონია რომ სულ მეყვარება ... ის შეგრძნება რაც მის გვერდით მქონდა მაშინ როცა ის მართავდა ჩემ სიმშვიდეს და მომენატრება გამუდმებით . ნდობას ვერავინ დამიბრუნებს და ისევ ვერ მივანდობ ჩემ ცხოვრებას ,სიცოცხლეს ,ბედნიერებას კაცს რომელსაც შეეძლო დაეჯერებინა რომ ვუღალატე , გაებედა ეთქვა ის სიტყვები რაც მითხრა მაშინ როცა თვითონ მიღალატა . მიყვარდა მართლა , ამაზე დიდი გრძნობა ჯერ არ განმიცდია და იქამდე ვიფიქრებ ასე სანამ ცხოვრებაში ვიღაც არ მეყოლება ვინც შეძლებს და დამანახებს რომ უფრო მეტადაც შეიძლება. თუ საერთოდ გამოგინილი შეგრძნებაა მაშინ როცა ვიპოვი ცხოვრების თანამგზავრს ვისგანაც შვილებს გავაჩენ იქნება კაცი რომელთანაც პატივისცემა,საერთო ხედვები , მისწრაფებები ,აზრები დამაკავშირებს და ვისთან თანაცხოვრებაც შემეძლება
_ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სიყვარულია... ბევრჯერ შეიძლება იფიქრო რომ გიყვარს და შეგიყვარდეს კიდეც, გენატრებოდეს,მოგწონდეს მასთან და ცუდად გხდიდეს მისგან შორს ყოფნა ,მაგრამ არ შეგეძლოს მასთან ოჯახის შექმნა. სახლი უნდა იყოს ,რომ დაინახავ
_ასე ვგრძნობდი მის გვერდით ,მაგრამ საკმარისი ესეც არ იყო ...
_ახლა რამ შეგიცვალა განწყობა. აქამდე გმირულად აგრძელებდი ჩვეულ რიტმს, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენ ვინმეს წერდი და ხვდებოდი . მაინცადამაინც იოანესთან როგორ დასევდიანდი
_თუშეთში იოანესთან ვიწექი რომ დამესიზმრა
_რა ქენი ინა ? _ იქამდე თუ ბალიშს ჩახუტებული იწვა და ისე უყურებდა მერე უცებ წამოჯდა
_მეძინა უბრალოდ ... ვუთხარი ჩემი ძილის ამბავი და ჩაცმულს ეძინა ჩემ გვერდით ყოველ ღამე , ჩემ დაძინებამდე თორემ დილას გაღვიძებულს იშვიათად მხვდებოდა საწოლში. არ ვიცი სხვებს უმალავდა,მე არ უნდოდა შევეწუხებინე ზედმეტად თუ თავის დილის ამბებს აგვარებდა... ასე ნუ მიყურებ არც უკოცნია
_როგორ დაგესიზმრა
_რა მნიშვნელობა აქვს როგორ ,მთავარია რომ მენატრებოდა და დამესიზმრა . ვეღარ დავაიგნორებდი და იოანესთან თამაშს ვერ გავაგრძელებდი. მართლა რომ მოვწონდე ამის დაშვებაც კი თავს მაზიზღებდა იმ წამს. თუ ეს სიგიჟე ხდება ჩემ ცხოვრებაში,ის სკოლის მოსწავლე რეპუტაციაშელახული,ჭორების ეპიცენტრში მყოფი ინა მოსწონდა თან შორიდან და ახლოს არასდროს მოსულა ,არასდროს დაუშვია რომ მისი მორიგი გოგო გავხდებოდი ... მერე თუ ასე გადაიკვეთა ჩვენი ცხოვრება
_იოანეზე ფიქრობდი და იმიტომ არ გააგრძელე თუ შენ არ მოგწონდა მის გვერდით
_არ იმსახურებს გვერდით ჰყავდეს გოგო ვისაც სხვა ესიზმრება და ვინც სხვისი მანიპულაციის ქვეშაა ისევ . მატილდა მანიპულატორს ეძახის და მეცინება ახლაც, იმდენად არ უცდია ჩემ გვერდით ყოფნისას არაფერი ,ისე ელოდებოდა მე როდის რა მომინდებოდა ... ვაჩე მკითხულობდა ,ტვინში მიძვრებოდა და მასთან ისეთი რაღაცები ვთქვი ჩემი ნებით,ისე უბრალოდ მოვახსენე თითქოს საუკუნის მეგობრები ვიყავით.
_თბილისშია ვაჩე,სადღაც აუცილებლად შეხვდებით და მერე რა იქნება როგორ გგონია
_მეტკინება გაუსაძლისად ,მაგრამ გადავიტან . იმედია უკვე ჰყავს ვინმე ვისთანაც ბედნიერია და ჩემკენ ნაბიჯს არ გადმოდგამს
_თუ არ ჰყავს და ისევ გადმოდგამს ნაბიჯს?
_მერე არ ვიცი რა იქნება...
_იოანესთან რას გრძნობდი
_სიმშვიდეს ,ზოგჯერ იმდენად რომ საერთოდ არ მინდოდა ფიქრი . ჩემი ნება რომ იყოს მართლა ეგოისტურად მოვიქცეოდი და თავს ისე შევაყვარებდი ჩემს იქეთ გზა რომ არ ჰქონდეს. მასთან პარაზიტად გადაქცევა და მისი სიყვარულის შეგრძნებით ტკბობა საოცრება იქნებოდა
_გონებიდან ამოშალე ვაჩეს ნათქვამი ყველა მსგავსი წინადადება თუ გინდა რომ დაივიწყო და ცხოვრებიდან გააქრო. შენ არ ხარ პარაზიტი
_როგორ არ ვარ , ყველანი ვართ რაღაც დოზით და უანგარო შენ ხარ მხოლოდ შენი ქმედებებით ,შენი სიყვარულით ჩვენს მიმართ. მატილდას უყვარს ილდანი ასე თავდავიწყებით ,გიჟურად და თუ ოდესმე მის ცხოვრებაში მოხვედრას შეძლებს არასდროს ექნებათ პარაზიტული ურთიერთობა... საიდუმლოა ეს და იცოდე არსად თქვა _უცებ თქვა ,წამოცდენილ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა _ აუუ მომკლავს ვინმემ რომ გაიგოს
_ჩემგან ვინ უნდა გაიგოს... ეს ილდანი ვინ არის ? მაჩვენე რა . კარგი ბიჭია?
_საშინელი !
_ანუ ?
_ყველაზე ცუდი ბიჭია და ყველაზე კარგი ბიჭი იქნება მატილდას რომ შეიყვარებს
_მომიყევი სასწრაფოდ
_ოო მეც არ ვიცი ზუსტად...არ ვიცნობ. დიდია ჩემზე ბეევრად
_ვისი მეგობარია
_არავის
_ისიც ჩვენნაირია?
_ჩვენნაირი როგორ
_წარსული უკან უნდა მოიტოვოს ბედნიერი რომ იყოს

მარიამ მინდელის სიტყვები ინასთვისაც იყო .
სხვა გზა არ ჰქონდა ,ისე ვერ იცხოვრებდა .
ყველაფრით დაღლილს აწმყოზე და მომავალზე რომ ეფიქრა წარსული უნდა დაეტოვებინა წარსულში
................
მთელ დღეს რესტორანში ატარებდა. მეთვალყურეობდა ყველა დეტალს. სამზარეულოდან დაწყებული სტუმრებით დასრულებული. ერთი თვალის მოვლებით ხვდებოდა ვინ დაიწყებდა ჩხუბს და დაცვაც მობილიზებული ჰყავდა. ერთი მაგიდა აივანზე დაჯავშნილი იყო ,იცოდნენ დაბადების დღეს აღნიშნავდა იუბილარი. რამდენიმე საათის მოსულები იყვნენ უკვე იოანე რომ შენიშნა სტუმრებს შორის. მაგიდასთან იჯდა ბიჭებთან ერთად , სვამდა და საუბრობდა . მოცეკვავე ,მთვრალი გოგონა რომ მოეხვია ზურგიდან და აკოცა. რაღაცაზე საუბრობდნენ რამდენიმე წამს, რა თქმა უნდა არ ესმოდა,მაგრამ კარგად დაინახა როგორ წამოდგა . ხელი მოხვია შიშველს წელზე და მასთან ერთად დაუყვა გრძელ კიბეს. გოგომ ხელები ყელზე შამოხვია და ტუჩებზე წაეტანა. არც მას გაუწევია წინააღმდეგობა ,უფრო ახლოს მიიზიდა და ერთხანს კოცნიდა
_გისმენ მამა _ინას დაურეკა სანამ მანძილს დაფარავდა და კიდევ კარგი მანაც მაშინვე უპასუხა
_იოანე და შენ რას შვებით ?
_ რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვები
_დაშორდით?
_ვინ გითხრა
_როდის _მაშინვე გაჩერდა და ბრაზიც გაუნელდა _როდის დაშორდით ინა
_ერთად არც ვყოფილვართ... აგიხსნი მოგვიანებით
_მომატყუე?
_ხო და ისიც ამყვა უბრალოდ ... არ გაბრაზდე . მატილდას ძმა არის და ხომ იცი მატილდა როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის
_ისე გიყურებდა მსახიობია თუ როგორ გააყალბა ის მზერა და მზრუნველობა . მის გვერდით გეძინა ინა
_სხვის გვერდითაც მეძინა და არა მხოლოდ მეძინა მამა ,მაგრამ სრულდება რაღაცები. შენ არ იცი რომ სამუდამო არაფერია? ჯერ ზედმეტად პატარა ვარ ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად
_მარიამთან ხარ ისევ? _ მოაჯირს მიეყრდნო და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია
_კი
_როგორაა... ჭირვეულობს?
_არა , ორსულიც სხვანაირია. არადა ველოდი რაღაცებს მოითხოვდა . ასვენებს აკაკის და დაფუსფუსებს სულ. აკა ეჩხუბება გაჩერდიო ... ისეთი საყვარლები არიან ვგიჟდები.
_ანალიზები რომ გაიკეთა რაო რა თქვეს
_შენ არ ელაპარაკე?
_ველაპარაკე,მაგრამ არ მინდა გადავღალო ...
_კარგადაა , დაიჯერე და ნუ გეშინია. ცუდად რომ იყოს მშვიდად ვიქნებოდით მე და ილო?
_კარგი ,მჯერა ...
_შენ აღარ მოდიხარ აქეთ?
_ჯერ ვერ... კარგი ამინდებია ,არ გინდა წამოხვიდე?
_საქმეები მაქვს. ახალი კოლექცია უნდა შევკერო
_უკაცრავად ბიზნესლედი ... ხელს არ შეგიშლით მუშაობაში . წარმატებებს გისურვებთ. თუშეთის ფოტოები ვნახე, მომეწონა ძალიან
_ხო ,ლამაზია
_იოანესთან ერთად ფოტო როდემდე უნდა გქონდეს პროფილზე
_როგორც მოდელის ისე ავტვირთე და არა როგორც წყვილის... სარეკლამო სახედ გამოვიყენე მამა
_სარეკლამო სახედაც გამოიყენე ,კი ... ნეტავ გამაგებინა როგორი ბიჭები მოგწონს სინამდვილეში
_ყველა ნორმალური მომწონს და მათგან რომელი შემიყვარდება ბოლო სიყვარულით ვნახოთ . რა ჭორაობის საღამო გამიმართე იესე?
_რა იყო ცუდი მოსაუბრე ვარ?
_არა ...
_მიდი,დაიძინე ... მიყვარხარ
_კარგად.

იოანეს ცემის სურვილი გაუქრა რაც მოღალატის იარლიყი მოშორდა,მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა.
_გისმენ იესე
_ხომ არ გაგაღვიძე
_არა ,ჯერ ბავშვებსაც არ სძინავთ ... კინოს ვუყურებთ ოთხივე ერთად
_ხელს გიშლი,კარგი
_სამზარეულოში ვარ,გისმენ
_იცოდი იოანე და ინა რომ მატყუებდნენ ?
_რას გატყუებდნენ ... არ მითხრა მესამე შვილიშვილიც გზაშიაო
_არა ,საერთოდ არ ყოფილან ერთად. ინამ მოიგონა თავი რომ დამენებებინა . კარგად მახსოვს მითხარი იოანეს რომ უყვარს ვიცოდიო
_ჩაშვება გამომივიდა ... მე ვიცოდი რომ მოსწონდა და იქნებ მეც შემეშალა. ყოველ შემთხვევაში იოანესგან საფრთხე არ
_ეგ ვიცი ... ნუ მიხსნი. ამ გოგოს თავში რა ტრიალებს ეგ ვერ გავიგე. არ მინდა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას
_შენ ვერ იგრძნობ მის ნაცვლად და ვერც იცხოვრებ ...
_გოგოს მამობა რთული რამეა
_გიყვარდეს და ილოცე, სხვა ყველაფერი ცხოვრებაა .
_შენზე რომ მეფიქრება რა ვქნა მაგ დროს ...
_ჩემთანაც იგივენაირად შეგიძლია მოიქცე
_ვილოცო?
_შეგიძლია შემიყვარო კიდეც
_მე კი შემიძლია ,მაგრამ შენ ? შენ შეგიძლია ჩემთვის ილოცო და შეგიყვარდე?
_როდის დაბრუნდები ,მონატრებისფერი რაღაც მჭირს განსაკუთრებით მაშინ მიმწვავდება რომ მელაპარაკები და ახლოს არ ხარ _მხოლოდ მას თუ შეეძლო ასე პირდაპირ და დაუფარავად შესავლების გარეშე ეთქვა რასაც განიცდიდა
_საქმე მაქვს, რომელსაც სხვას ვერ გადავაბარებ ...
_ამ დროს უნდა მეუბნებოდე რომ შენც გენატრები და ეცდები მალე დაბრუნდე
_შენ გენატრები მე და როგორ შეიძლება მე არ მენატრებოდე...
_ჩვეულებრივად შეიძლება
_არ შეიძლება ... უნდა გაგითიშო. მაპატიე _ წამში აირია ყველაფერი. ეზოში მყოფებმა ჩხუბი დაიწყეს და ისიც იქეთ გაეშურა. იცნობდა ერთ_ერთ მხარეს ,მეორე კი იოანეს მაგიდაზე მსხდომებს წარმოადგენდნენ. მათ შორის იდგა და ჭკუათმყოფელის პოვნას ცდილობდა რომ გამოჩნდა
_აკობია რა არ გასვენებს ... მაინცადამაინც უნდა გამოგაცალო ძვლები ? _ პირდაპირ ბიჭს მიეჭრა და მერე გაიხსენა მისი ვინაობა მინდელმაც
_შენ ვის ასწავლი ჭკუას ბიჭო...დააყენოს ტრ.კი მაგან და მაგისმა ბ.ზმა დეიდაშვილმა. მის ადგილას სირცხვილი მომკლავდა ჯერ ყლ. გააგდებიოს პირიდან იმ ნაბ.ზარს და მერე დაუჯეროს მის ნაბოდვარს. ამბობს კაცი რომ არაფერ შუაშია და არკვიოს დანარჩენი
_სიტყვები აკონტროლე_მეთქი არ გითხარი ?ვისზე ლაპარაკობ ბიჭო ... ვინაა ნაბ.ზარი შე მართლა ნ.ბოზარო შენ დედას შვცი შენ _ იოანეს მეგობარი არ ცხრებოდა ისე მოუქნია მუშტი აკობიას ვერავინ გააკავა.
_არ ჩაერიოთ _ შენგელიამ უღრიალა დანარჩენებს და თვითონ დააშორა ერთმანეთს მოჩხუბრები _გეყოფა , შაკო მორჩი
_ვერ უსმენ ამის მატყუარა
_ვინაა მატყუარა ბიჭო მაინცადამაინც ვიდეოები გამოგიგზავნო როგორ იქცევა? იმის სიტყვას როგორ ენდობი. ვინ რას დააძალებდა თვითონ იჩალიჩებდა იქეთ ეგ ახვ.რკა გოგო
_შენ ახლა თავი კაცი გგონია? ტიპობ,ბლატაობ ხალხში და ბ.ზი ხარ?კადრებით დადიხარ ?გოგოს ათას კაცში უბაზრებ და ჭორაობ ბიჭო? შაკოს კაცობას ეხები შენი გრძელი ენით ? შენ ის გეწვის უარი რომ გითხრა და ახლა დადიხარ ქალივით და ჭორაობ ბიჭო? _ ზემოდან უყურებდა ირონიული ტონით და ყველა სიტყვას მიზანში ესროდა. მისი ძმაკაცების განწყობაც კი მიისაკუთრა _შენ ადგილას გამიტყდებოდა ასეთი ტლიკინა რომ ვიყო. შენი და თუ წესიერი გოგოა ეგ შენი კი არა მისი ღირსების ამბავია და საერთოდ ყველამ თავის ტრ.კზე იზრუნოს ზედმეტი ტლიკინისთვის ბოლოს თვითონ არ გადააპონ
_შენ ბიჭო ვის უბედავ
_ნუ მაცინებ ... მოშორდი ახლა აქედან სანამ ჭკუაზე ვარ . რომ გადამეკეტოს იციან შენმა ძმაკაცებმა რასაც გავაკეთებ _ მაისური გაუსწორა,ლოყაზე ხელი მოუთათუნა და შებრუნდა _დაიშალეთ ... მორჩა სანახაობა
_ასე უნდა გავუშვა ? შევარჩინო რაც თქვა
_გეყოფა შაკო ...
_შენ რა იცი ... რა იცი და არ მეუბნები_ყველანი მიმოიფანტნენ მხოლოდ ის დარჩა მის წინ ჩავარდნილი ხმით _ მიპასუხე შენგელია
_ რას მეკითხები ან როგორ მეკითხები . ელაპარაკე იმას ვისაც აქვს პასუხი და აალაპარაკე ის ვინც უნდა გელაპარაკოს .

იოანე მინდელისკენ შებრუნდა როგორც კი ბიჭმა ტერიტორია დატოვა და მარტონი დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ
_აქ არ გელოდი... ესაა შენი რესტორანი?
_არც მე გელოდი აქ და ასე ... არ იცოდი ჩვენი რომ იყო ?
_არა,დამპატიჟეს და დღეს ჩამოვედი. ვწუხვარ გაუგებრობისთვის
_მეც ვწუხვარ ... მშვიდად ვიყავი ინა შენ გვერდით რომ იყო ,მაგრამ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა _სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და მოწევა დაიწყო _ ტყუილები შეგეფერება ,იოანე?
_მე არ მითქვამს ტყუილი ... ინასთვის იყო პატარა თამაში და მორჩა. იმედია იმის ახსნა არ მჭირდება რომ ჩემი გრძნობა ჩემთან დარჩება და არავის მოვახვევ თავს. არც აქამდე და არც ახლა ვერ გადავაბიჯებ საკუთარ თავს და სიყვარულის მათხოვრად ვერ გადავიქცევი
_მეუბნები რომ გიყვარს და თან ამდენი წელია ... უყურებ შორიდან როგორ იცვლის შეყვარებულებს და ელოდები როდის თვითონ აღმოაჩენს რომ შენ ხარ ერთადერთი თუ რას ფიქრობ შვილო
_საერთოდ არაფერს ვფიქრობ ახლა ... თუ ვუნდოდი ვყავდი და იცოდა რომ მთლიანად მის ხელში ვიყავი. მეტის არც გამოხატვა შემიძლია,არც დაპირება,არც ზღაპრების მოყოლა და ათასი რომანტიკული სისულელე. ვიღაც სხვაა მის გონებაშიც და გულშიც . იმედი მაქვს ის სხვა ისეთი იქნება მეც რომ გამახარებს მათი ერთად ნახვა. არ გამიბრაზდეთ რომ არ დაგელაპარაკეთ ... არ მიყვარს ჩაშვებები და სხვისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა. მითუმეტეს როცა საფრთხე არ ემუქრებოდა
_არადა ვეჩვეოდი უკვე შენ სიძედ მიღების ამბავს ...
_სიმამრს რომ მოსწონხარ კარგია ,მაგრამ გოგოს უფრო მეტად უნდა უნდოდე _ გაეცინა და ხელი გაუწოდა ბოლოს _ ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ ხშირად შევხვდებით , იმედია მეგობრულად და არა მტრულად
_ნებისმიერ დროს გვერდით მიგულე _თავისი ხელი შეაგება მინდელმა და ასე დაემშვიდობა კიდეც.
_ ნეტავ გააგებინა რა უნდა ამ ცხოვრებისგან ან მე რა ჯანდაბა შემიძლია გავაკეთო ,როგორ ვუშველო ღმერთო _ ჩუმად თქვა და უკან შენობაში დაბრუნდა.
................
მატილდა ივლისის თვეშიც არ წყვეტდდა მუშაობას. ფოტოაპარატსაც იყენებდა და საკუთარი ბიზნესის წარმოებასაც გეგმავდა. იოანეს ოფისისთვის შესაფერისი სივრცე აპოვნინა,რემონტიც დააწყებინა საკუთარი შესაძლებლობები რომ გამოევლინა ისეთი სივეცე შექმნა ჰქონდა დაგეგმილი სექტემბრამდე და ბევრი საინტერესო პროექტის შესრულება.
_დილა მშვიდობისა ოჯახო _ საუზმეზე ერთად შეკრებილ მშობლებს და ძმას შეუერთდდა. მამას მოეხვია ,ლოყაზე აკოცა რამდენჯერმე და შემდეგ იოანეს გვერდით დაჯდა _ რა გეგმები გვაქვს დღეეს?
_ჩვენ ვისვენებთ დე ,შენ რას აპირებ
_მე იოანე გამომყვება და მუშებს ვნახავთ როგორ აკეთებენ რემონტს
_არ მცალია დღეს...ისე გააკეთებენ როგორც აუხსენი. მასალა ხომ ვიყიდეთ უკვე,ჩამოვიდა და დაიწყეს
_იდეალური უნდა გამოვიდეს
_ორი ოთახია სულ რა უნდა იყოს ასეთი
_კლიენტი რომ შემოვა და მანდობს საკუთარი სახლის თუ რესტორნის დიზაინს ,იმ წამსვე უნდა იგრძნოს როგორი გემოვნება მაქვს ... ვაჭარო იცოდე გამომყევი თორემ შენი მაღაზიის პროდუქციას არ გამოვიყენებ სარემონტოდ და სხვაგან წავიყვან მუშებს
_უჩემოდ მიდი ,შეეჩვიე რეალობას . ყველაფრის ნახვა და ყველასთან კომუნიკაცია მოგიწევს. ბაზარსაც უნდა გაეცნო და ფასებიც გაიგო. შენი წარმოდგენების შექმნას ვერ შეძლებ ისე
_გაყევი იო ,მარტო ცოდოა... ისტრესება მერე და ცუდ ხასიათზეა ხოლმე
_მაა ,როგორ მიყვარხაარ _ კოცნა გაუგზავნა და გაბრწყინებული სახით განაგრძო საუზმობა
_ჩემი გრაფიკი მაქვს ... შეგიძლია შენ გაჰყვე
_რა გჭირს დეე?შენ რატომ ხარ ამ ბოლო დროს ასეთი უხასიათო?
_მაგვიანდება... დროებით _თავზე აკოცა ქალს და წავიდა. _ რა სჭირს?
_მე რა ვიცი... რაც არ უნდა იყოს იოანეს მოუგვარებელი არაფერია. ასე როომ ტყუილად ნუ ანერვიულდები . წავედი მეც _სანამ დაკითხვას დაუწყებდა ქალი იქამდე გავიდა. მშვენივრად იცოდა რაც ხდებოდა,მაგრამ დუმილს ინარჩუნებდა ამ ჯერზე . ინას შემთხვევა სასაცილოდ არ მიაჩნდა და არც აპირებდა ოდესმე სხვებთან ერთად განხილვას.
ღმერთი უწყობდა თითქოს გამოცდას რამდენიმე კლასელთან ერთად კაფეში ნაყინის საჭმელად გასულს ჭორაობის დროს თავზე რომ დაადგა ყოფილი თაყვანისმცემელი რომელსაც ისე კარგად ეწყობოდა თითქმის უწოდა შეყვარებული. იოანეს გადამკიდე მონაზონივით ცხოვრობდა ,მას აბრალებდა თორემ ილდანის გარდა არც გასჩენია ვინმესთან სიახლოვის სურვილი. ეს უკანასკნელი კი იდეალური ვარიანტი იყო თუ გონება აღიქვამდა და სხვა დანარჩენს დააიგნორებდა
_ვიკითხავდი აქ როგორ აღმოჩნდი_თქო,მაგრამ შენი ბიძაშვილი აქ იყო და ცხადია _მარტო რომ დარჩნენ შემდეგ უთხრა და ბიჭსაც გაეღიმა
_მანქანა ჯერ არ ჰყავს და ნებისმიერ დროს შეუძლია გამომიყენოს მძღოლად ... არ უთქვამს შენც თუ დამხვდებოდი აქ
_რა ხდება ახალი შენ ცხოვრებაში...
_გააჩნია რომელ ნაწილში... კარიერა სულ ვითარდება ,არ ვჩერდები
_შენი ცხოვრების დევიზია ეგ ისევ ,არა ? _ გაეღიმა რომ გაახსენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რომ ესაუბრებოდა. თანამდებობებს მუდმივად რომ იცვლიდა და განვითარებას არ წყვეტდდა. ერთ დღეს მინისტრის მოადგილედაც რომ ეხილა არ გაუკვირდებოდა.
_სასიამოვნოა ახლის სწავლაც და შედეგის მიღებაც. სწორ დროს სწორ ადგილასაც უნდა აღმოჩდე და ღმერთმაც უნდა გიწყალობოს იმ გზას რომ გაჰყვე რომელზეც ფიქრობ და გეგმები არ ჩამოგექცეს თავზე. შენც ყოველთვის აკეთებ იმას რაც გიყვარს და გაბედნიერებს
_წარმომიდგენია როგორი მკაცრი უფროსი იქნები
_მკაცრი არ ვარ ხომ იცი , უბრალოდ თუ უწესრიგობას შეეჩვევი ,ერთხელ დაუთმობ და არევის საშუალებას მისცემ ერთ დღეს ყცელაფერი განადგურებული დაგხვდება. კანონზომიერებაა ,დომინოს ფიგურებივით მიეწყობა ერთმანეთს და შექმნის ქაოსს ... შენ გამოფენაზე როდის დამპატიჟებ
_გამოფენას ჯერ ვერ მოვაწყობ ... საკმარისი მასალა არ მაქვს ,მაგრამ აუცილებლად დაგპატიჟებ
_აჭარაში გეპატიჟები ... მთაში , ჩემთან და დამიჯერე იქ გადაიღებ ყველაზე განსხვავებულ ადამიანებს ,ბუნებას ,კადრებს დააფიქსირებ ისეთს
_და შენ გაქვს ამდენი დრო ?
_შენ თუ წამოხვალ მე მექნება დრო ,ნებისმიერ შემთხვევაში
_მარტო მეპატიჟები თუ შემიძლია სტუმრების რაოდენობის გაზრდა
_ჩემი სურვილი რომ იყოს კი იცი მარტო შენთან ყოფნა მერჩივნა ყველაფერს,მაგრამ დრომ ცვლილებები მოიტანა . მე ვიქნები მასპინძელი და შენ შეგიძლია ოცი სტუმრით მოხვიდე ,კარი ღიაა
_თუშური მოგზაურობა ამ ზაფხულისთვის სრულიად საკმარისი მგონია... ამდენ ემოციას ხომ უნდა მიღება და გააზრება.
_თუშეთში როგორ აღმოჩნდი ?
_ჩემ მეგობართან ვიყავი სახლში და გავიცანი მისი საოცარი ოჯახი _ გაეღიმა თინათე რომ გაახსენდა და მისთვის ფოტოების დასამზადებლად წასვლა იმ დღესვე გადაწყვიტა. ილდანის სიცილის ხმა გაუკრთა გონებაში თანვე ,მისი მზერა და მერე მწარედ ჩაეღვარა ბოლო წამი ,დამშვიდობებისას თითქოს თაავად უფრო მეტად ატკინა ვიდრე ტკიოდა და ეს ფიქრიც აგიჟებდა ,თავს მეზღაპრეს უწოდებდა,სულელ შეყვარებულ გოგოს რომელმაც პირველი დიალოგისთანავე ოცნების კოშკები ააგო.
_მე შემოთავაზებას ძალაში ვტოვებ, ჩემთან დაკავშირება სულ შეგიძლია
_მისწერე შენ ბიძაშვილს გამოვიდეს დროულად _ გაეღიმა გოგონები რომ გადაიკარგნენ
_ფოტოების გადაღებას ისევ ერთი საათი გთხოვენ?
_არა , ყველას დავუთმე ხუთი წუთი და მერე ფოტო აღარ უხსენებიათ.
_მე რომელ წელს გადამიღე ბოლოს ფოტო გახსოვს ?
_შენი ინსტაგრამი ფოტომოდელის გვერდს უფრო ჰგავს ვიდრე შსს_ს თანამშრომლის
_არაა საჭირო პირად სივრცეში სამსახური ჩანდეს და ცხვრების დასაგლეჯად გამოსული მგელივით ვიყურებოდე ფოტოებიდან ... ესთეტიკა სჭირდება ყველაფერსო არ მეუბნებოდი?
_შენ შინაგანი კულტურა რომ გაქვს ყველა მოძრაობაში გეტყობა, ბევრჯერ მიფიქრია რომ არასწოდ ადგილას მუშაობ ,თან მახსენდება შენი პრინციპული ხასიათი და გაორება მეწყება _უყურებდა და იმ წამსაც ისე გამოიყურებოდა ფოტოს გადაღებას მოგანდომებდა _არ გინდა ინას კოლექციის მოდელი იყო ჩემი თხოვნით ? _ ტელეფონი მოიმარჯვა ,ფოტოები დაუკითხავად გადაუღო და რომ აჩვენა მაშინ უთხრა
_თითქოს არ გამიგია ... ისე კი ვიყიდე რამდენიმე პერანგი და შარვალი ,აღფრთოვანებული დარჩა_თქო გადაეცი ჩემგან კომპლიმენტი _ მატილდას არ ეგონა ფოტოების დათვალიერებას თუ განაგრძობდა მან კი თავისი ექაუნთი რომ იპოვნა და გაგზავნა დაიწყო ილდანის სურათებსაც მოჰკრა თვალი . არაფერი უთქვამს ,მატილდაც ვერ შეიმჩნევდა ღელვას. ზუსტად იცოდა დიმას არაფერი გამოეპარებოდა
_ესეც მინდელის კოლექციისთვის ფოტომოდელობას თუ აპირებს მაშინ მეც თანახმა ვარ
_ვინ?
_ილდანი _ ჩაიცინა და ყავის ფინჯანი მშვიდად აიღო _ შენ როდის გაიცანი ?
_ახლაც არ ვიცნობ და არც ვგეგმავ. ნაცნობები გვყავს საერთო და ჩემ მობილურში ხომ იცი , მთელი თბილისის ფოტოებია
_ფოტოგენური კი ნამდვილად არის ,უბრალოდ მისი სურათები კართოთეკაში თუ იპოვება თორემ ისე სულ თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს და მიკვირს შენ როგორ მოგცა დატოვების უფლება
_იოანე შენგელიას და ვარ ,პრივილეგიები მაქვს
_იოანეო სულ ისე ამბობ თითქოს ცნობილი კრიმინალი იყოს ...
_თითქოს არ მოხვედრილა იზოლატორში
_ერთხელ და ისიც ყველა ერთად დაიჭირეს მაშინ . როგორი აგრესია გაქვს სულ ელემენტარულის მიმართ
_მაკვირვებ პირდაპირ,მოჩხუბარ ადამიანებს ამართლებ?
_ჩემი პროფესიით წლეების განმავლობაში მუშაობის შემდეგ დანამდვილებით შემიძლია გითხრა რომ იოანე არის ნორმალური კაცის იდეალური მაგალითი ,მისაბაძისაც კი . უბრალოდ ზოგჯერ აჭარბებს და სახიფათოა შარში არ გაეხვას სრულიად უცნობი ადამიანის დაცვის დროს
_შენი ჩხუბი მე არ მახსოვს
_სულ ვიცოდი ვინც ვიქნებოდი და არ დავაგროვე კომპრომატები ჩემი მტრებისთვის და კონკურენტებისთვის. აი რაც შეეხება ილდანს,მისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყო ,იმდენად შორს რომ ნაცნობის ნაცნობთანაც ვერ გადაიკვეთო .
_ასეთი საშიშია ? მსგავსი აქამდე არაფერი გითქვამს ჩემთვის ...
_მოკვდება და ფიზიკურად არაფერს ავნებს არცერთ ქალს არათუ შენ და შენნაირს,მაგრამ მასთან სიახლოვეს საფრთხეში იქნები სულ.
_ციხემდეც შეიძლება მივიდეს მისი ნაცნობი? იოანეს არ აქვს მგონი ცუდი ურთიერთობა და უნდა ვიმუშაო ,რომ დისტანცია დაიცვას? _მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი ინტრსესი დაეფარა,ვერ ხვდებოდა რამდენად გამოსდიოდა _იმედია მის ბიზნესს არ დაუკავშირდება...სულ რაღაც ახალს იგონებს თითქოს საკმარისი არ არის ის შემოსავალი რაც აქვს. ბიზნესსექტორის დაპყრობა მოუნდა ბატონს
_ილდანი იოანეს მსგავს ბიჭებზე არ ნადირობს და არავის გასვრის თავის ბნელ საქმეებში ... მე რამდენადაც ვიცი და ვიცნობ მის ხასიათს. რაც შეეხება იოს ამბიციებს , ბუნებრივი არ არის რომ მეტი უნდა ? როგორც შენ და მე მასაც აქვს სურვილი ჰქონდეს საკუთარი ,პირადი მიღწევა და შედეგი . არა მხოლოდ მემკვიდრეობა
_გგონია არ ვიცი?მაგრამ ვღელავ... ჯერ ისევ ბავშვი მგონია საკუთარი თავიც და ისიც
_ვიცი ,ვიცნობ მე შენ ღელვებს და სიყვარულს _ ისე თბილად გაუღიმა, ხელზე მოეფერა და აკოცებდა კიდეც ტელეფონი რომ არ ამღერებულიყო მოულოდნელად. მტევანი გაითავისუფლა და უცნობ ნომერს პაუზის შემდეგ უპასუხა
_სახლში დროულად დაბრუნდი. გზავნილი მოაქვთ და შენ გარდა არავის დაუტოვებენ _ დაიფიცებდა რომ თორნიკეს ხმა იყო და იმ წამს მისი მზერაც კი იგრძნო,მაგრამ არსად ჩანდა.
წამში დაუკარგა სიმშვიდე ,წონასწორობადარღვეული იჯდა მეგობრების გარემოცვაში კიდევ რამდენიმე წუთს . ხვდებოდა რომ იქაურობას მოსწყდა გონებით,ვეღარ უსმენდა საუბარს და ყურადღებაც გაფანტული ჰქონდა.
სახლში დაბრუნებამდე ათასი ფიქრი გაუჩნდა და ყველა ერთად გაეფანტა საძინებელში რომ დარჩა მიღებული ყუთით ხელში . ისე ფრთხილად მოხადა თავსახური თითქოს გამნამღველი იყო და ქაღალდის ყუთში ბომბი ელოდა. ემოციების აფეთქება კი ჰქონდა კაბის დანახვისას ,იმ ღამით თუშეთში რომ გაეხა ზუსტად ის მოდელი იყო .
"გააქრე მოგონება " _ეწერა ბარათზე.
მატილდას ყველა გრძნობა გაუქრა და დარჩა მხოლოდ ილდანი.

................
მარტასთან და აკაკისთან ერთად წავიდა ილიასთან. ნანას დაბადების დღე იყო . არასდროს ტოვებდა მარიამ მინდელი ამ დღეს ყვავილების გარეშე ნანას. ბავშვებიც სულ თან დაჰყავდა და ამ წელსაც ერთად მიდიოდნენ სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე. გაბრიელი ინას ჰყავდა ხელში ,ეფერებოდა და ყურადღება მთლიანად მასზე გადაჰქონდა. ყვავილების თაიგული დადო ილიამ საფლავის ქვასთან
_ ნეტავ ცოცხალი იყო და შენი ტვირთი ყველას არ გვამძიმებდეს ... დიდი გოგო ხარ უკვე ,სხვანაირი იქნებოდი ალბათ _ჩუმად ამბობდა სიტყვებს . ინამ ბავშვს ხელი გაუშვა და ისიც დარბოდა აქეთ_იქით.
ისე წამოვიდა არაფერი უთქვამს. ვერ ელაპარაკებოდა ან რა ჰქონდა სათქმელი. არც ახსოვდა დედა,ახსოვდა მხოლოდ ამბავი და მარტა. იქაც სულ მას ეკვროდა , ახლაც თავი მხარზე ჩამოსდო და უყურებდა ილია როგორ აშორებდა წამოსულ პატარა ბალახებს იქაურობას. ყველაფერი ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა თითქოს დარაჯობდა ბალახი როგორც კი ამოყოფდა თავს მიწიდან მაშინვე აშორებდა. ლამაზი იყო ქვაზე გამოსახული ახალგაზრდა ქალი ,მაგრამ ვინ იცის იქნებ ისიც იმდენ ფიქრს და დარდს ატარებდა რამდენსაც ინა ,ისიც ნიღაბაფარებული დაეძებდა თავშესაფარს ,იქნებ სწორი იესე მისთვის არასწორი რომ აღმოჩნდა გვიან მიხვდა ,მაგრამ ვერ შეელია. ინას ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ ქალს დამსგავსებოდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო მეტად ჰგავდა . მისი შიში იყო ქვაზე გამოსახული ქალი,მისი კოშმარული სიზმარი მომავალი ,რომელშიც თავს დაკარგავდა.
_ ორი ორსული გვყავს უკვე ოჯახში ... რომელს მოგეფეროთ აღარ ვიცი _ ისე თქვა თითქოს დიდი პრობლემის წინაშე იდგა. ბოლოს მაინც მარტას მიეკრო,თავი ფეხებზე დაადო და რამდენჯერმე აკოცა ოდნავ მოზრდილ მუცელზე _ შენ რომ დაიბადები ინა იმდენს მოგეფერება ,ნეტავ იცოდე რამდენს მოგეფერება ... უთხარი გაბრიელ ,მამიდა შეგჭამს_თქო
_ამიდა შეჭამს
_ამიდა ჩაგყლაპავს შენ _ ბავშვი თავის პუფზე იჯდა და ხაჭაპურის ნაჭერს გემრიელად ჭამდა ინა რომ მიეჭრა და ლოყები დაუკოცნა
_მე ორი თვეც არ დამრჩა მშობიარობამდე ,მალე გავაჩენ და პირობა პირობაა ... ჩვენთან უნდა გადმოცხოვრდე ან მომიწევს დედაჩემთან წასვლა
_არავითარი დედაშენი . საერთოდ გავაჩერებ სასტუმროს მუშაობას და მე დაგეხმარები დღისითაც
_რატომღაც მეშინია ... ახლა უფრო მეტად ვიდრე გაბრიელზე და არ ვიცი რა მჭირს
_ყველაფერი რიგზეაო ექიმმა _ ილიას ჰყავდა ჩახუტებული და ისე ეფერებოდა როგორც პატარა გულაჩუყებულ ბავშვს
_თქვენ რჩებით ხომ ? მე უნდა წავიდე ... საღამოს კორპორატიულზე ვარ , მატის სამსახურში იუბილე აქვთ დაარსებიდან მეათე თუ მეთხუთმეტე წელს აღნიშნავენ
_ვრჩებით ,მაგრამ ჩაგიყვან თუ გინდა და მერე გამოვბრუნდები
_იქნებ დარჩე კიდეც თბილისში ,ხვალ დილიდან სამსახურში უნდა იყო _ ქმარს შესციცინებდა თვალებში მარტა და ეს მომენტი განსააკუთრებით უყვარდა ინას,ამ წამს რომ დაინახავდა გული უთბებოდა
_მიყვარხართ ... წავედი მე ტაქსით. აკა ბიძებს შორის ბიძა ხარ _ ყველას აკოცა და შემდეგ მარტო დაბრუნდა დედაქალაქში.
................
მთელი დღე ვერ მოისვენა. უამრავი საქმე გამოიგონა. სამზარეულოში შეფის დამხმარედაც კი შევიდა და პერსონალი გაოგნებული უყურებდა.
ნინას ყველა დაბადების დღე გაახსენდა . საკუთარ თავს ხედავდა როგორ ცდილობდა მის გახარებას. მეგობრებს პატიჟებდა, საჩუქრებს ჩუქნიდა ,ყვავილებს და ბევრ სიყვარულს. ასე გრძნობდა და ხედავდა თვითონ ,მაგრამ ქალი მაინც ავლენდა უკმაყოფილებას ვიღაც სტუმრის გამო ანდაც საერთოდ სუფრის გამზადებისთვის. მაშინ რესტორანში არავინ აღნიშნავდა დაბადების დღეს თორემ იქ წაიყვანდა. ეხმარებოდა სუფრის ალაგებაში,სახლის მოწესრიგებაში და სხვა რა უნდა გაეკეთებინა ვერ ხვდებოდა. ოქროს ბეჭედი აჩუქა და წონა დაუწუნა,უფრო დიდიც შეიძლებოდაო. არც უფიქრია ფულის შესაგროვებლად რამდენს მუშაობდა სოსო. ყვავილების თაიგულის გაკრიტიკებაც კი შეეძლო. ვერ იხსენებდა ოდესმე შეამჩნია თუ არა საწოლში გამოვლენილი უკმაყოფილება. ზოგჯერ გიჟდებოდა ფიქრისგან , ვერ ვხვდებოდი ,არ მოსწონდა საერთოდ ჩემთან ყოფნა,იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაძლევდა უფლებასო ,მაგრამ მისი ინიციატივები ახსენდებოდა ცალკე,ფაქტები რომლებიც უხვად ჰქონდა გონებაში. არასდროს ყოფილა მომაბეზრებლად მომთხოვნი ,პირიქითაც კი ხდებოდა ზოგჯერ ,როცა დაღლილობისგან ძილის გარდა არაფერი უნდოდა და უსაქმურობისგან ენერგიამოზღვავებული ქალი მოსვენებას უკარგავდა. ცუდი ტიპი არასდროს ყოფილა, ახლა თითქოს უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე თანაცხოვრების ბოლო წლებში,მაგრამ მაინც არ შეეძლო ღალატის სექსუალურ შეუთავსებლობაზე ან ერთფეროვნებაზე გადაბრალება. სასაცილო ის იყო თავად რომ არ ჰყვებოდა არცერთ მეგობარს და არასდროს რომ არ უღალატია მისთვის. დასცინოდნენ კიდეც ძმაკაცები , მაგრამ ასე ესმოდა სიყვარულიც,პატივისცემაც და ოჯახური სიწმინდეც. ერთი სული ჰქონდა ხოლმე ნანას როდის დაინახავდა , ის კი ამ დროს სხვას უღებდა სახლის კარს.
_ჩხიკვაძეებისგან შენობის ყიდვა საბოლოოდ გადავწყვიტე . წილი შენც ხომ არ გაქვს შემთხვევით ... დავეძაბ და ვერ ვიპოვე დროულად რომ მოვაგვაროთ იურიდიული საკითხები _ბინის აივანზე იჯდა , მთვრალი მოსაწევით ხელში და დინა ზემოდან დაჰყურებდა _მობილურზეც ვერ ვუკავშირდები
_დიანა _სახეზე ჩამოისვა ხელი და თავი უკან გადასწია
_ჩხიკვაძეებისაა თუ ძღვენია?_ მაგიდაზე დაჯდა და ერთი ნაფასით შეისუნთქა
_მაგარია და მეტი არ
_სად არიან _ მისკენ მიიწია და ლოყაზე შეეხო _მართლა მეჩქარება...
_არ არიან საქართველოში...არ ვიცი როდის დაბრუნდებიან და არც ის ვიცი ზუსტად სად არიან _ გაწევა სცადა,მაგრამ დინა კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა
_გამოდის ტყუილად ჩამოვედი ? ორი კურდღლიდან ერთი შემრჩი ... მომენატრე მე ,შენ არ ? _ თითებით წვერიან ლოყაზე ეხებოდა ,ტუჩებთან ახლოს ჩურჩულებდა _არ შემომხედავ ?
_უნდა გამოვფხიზლდე , ვიბანაო ... ვმუშაობდი მთელი დღე _ თითები თეძოებზე ჩაავლო , ახლოს მისწია მთელი ტანით და ტუჩები დაუკოცნა, მაგრამ მიზეზს ეძებდა გონება , თავისი წითელი ხაზები ჰქონდა. არ უნდოდა დიანა ჩადუნელთან ასეთი ყოფილიყო , მოუწესრიგებელი და არაფხიზელი ,მაგრამ მოშორებასაც ვერ ახერხებდა. კოცნიდა და მისი ტუჩებიც კი არ ეთმობოდა. თითებსშორის მოიქცია აბრეშუმის ნაჭერი ,კაბა მაღლა ასწია და მოშიშვლებულ ფეხებზე შეეხო მხურვალე ფალანგებით . უკვე ყელს უკოცნიდა ბიკინის სუსტი ბარიერი რომ გადალახა და მგრძნობიარე ზონამდე მიაღწია . ყურთან ესმოდა ჩადუნელის ცხელი სუნთქვა და სიამოვნებისგან წამოსროლილი ბგერები . გონებაში არაფერი იყო დიანას გარდა
_მიყვარს შენი არასიფხიზლე _ თავი მხარზე ჩამოსდო და თვალები დახუჭა
_მართლა ჩხიკვაძეების გამო ჩამოხვედი ? იურისტი შეგხვდებოდა
_რა თქმა უნდა არა ... დღეს რომ გელაპარაკე არ მომეწონა შენი ხმა და გადავწყვიტე რომ გჭირდებოდი _ კაცის სახე ხელებს შორის მოიქცია და ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა _ბოლოს ორსულობამდე მოვწიე და არც კი მახსოვს ეს შეგრძნება _ გაეცინა და შუბლი შუბლზე მიაყრდნო
_შენი თავი როგორ გამომიგზავნა ღმერთმა...როგორ შეიძლება ნამდვილი იყო _ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და მთელი გრძნობით დაუკოცნა სხეული.
..................
მარტას წინასწარმეტყველება ახდა.
ქალაქი იმდენად პატარა აღმოჩნდა რომ ვაჩე პირველივე წვეულებაზე გადაეყარა. ახალი თანამშრომლის ამპლუაში იყო ,რომელიც ვარსკვლავივით კაშკაშებდა და რომლის ირგვლივაც ტრიალებდა ყველა. განხილვის საგანი გახლდათ ბატონი . ყველა მასზე საუბრობს ირგვლივო შენგელიამ ახარა
_ესაა ჩვეულებრივი ბიჭი? გენიოსია...მისი ნახაზები გინახავს?
_მდიდარი გენიოსი რომ იყო ჩემთვის არ უთქვამს... დამიმალა, ვაპატიე და მანდ დავუშვი პირველი შეცდომა. თავიდანვე ფულზე მონადირედ აღმიქვა და ბოლომდე ასეთი წარმოდგენა დაიტოვა
_არ ვიცი მე რა ეგონა და რა არ,მაგრამ ვიცი რომ ძალიან მომწონს,საოცარი წყვილი იქნებით. შენს ადგილას დავუბრუნდებოდი ... იეჭვიანა და გადააყოლე ეჭვიანობას
_შენ უბრალოდ გინდა იოანემდე მისასვლელი ყველა გზა გადამიკეტო თორემ კარგად იცი როგორ არ შევეფერებით
_ორი ეგოცენტრული ახალგაზრდა...იოანეს რაც შეეხება თვითონ არ შეგეფერება,ორივე არასტაბილურები ხართ . ნუ სვამ ამდენს თორემ ბოლოს ვაჩეს ლოგინში აღმოჩნდები
_იქნებ ეგ მინდა მეც მერე სასმელს რომ დავაბრალო
_გული ახლაც ისე გიცემს როგორც ადრე ?
_უცხო იყო მაშინ,ყველასგან განსხვავებულად მექცეოდა და ეს იყო საოცარი შეგრძნება
_იტალიაში მოგზაურობისას , რომში გაუგე გემო ვნების ცეცხლის ჩაქრობას და საქართველოში აღარ მოქმედებს?
_იქ გვეძინა მხოლოდ ... პატარა ვიყავი და არ ვიცი მეშინოდა თუ რა ხდებოდა. სულ კოშმარებს ვხედავდი ,ისიც ათენებდა მერე . იქნებ იმიტომ გავავლე ზღვარი ,რომ გამაბრაზა. დამიმალა დედამისი იქ სამუშაოდ კი არ იყო მდიდრულ ვილაზე ცხოვრობდა იტალიელ ქმართან ერთად და ამის ნახვა აღიზიანებდა . მასაც ჰქონდა თავისი ჭრილობები, რომელსაც ჩემთანაც კი არ აღიარებდა... _ ჩუმად თქვა და ისევ ყველაფერი ერთად გაიხსენა გონებამ . დროის გასვლის შემდეგ ისე ხედავდა როგორც მესამე პირი.
ბევრი იცეკვა, დალია,ისაუბრა სხვადასხვა თემაზე და ბოლოდ მაინც მის ობიექტში აღმოჩნდა. აივანზე გავიდა , მოაჯირს მიეყრდნო და ჯიქურ უყურებდა იქამდე სანამ მანაც არ გაუსწორა მზერა . ჩვეული ყოვლისმგრძნობი და დამნახავი თვალები , მისეული ეშმაკი ღიმილი
_ინა , როგორ ხარ ევროპული ცხოვრების შემდეგ ? მოიშორე კომპლექსები და გააქრე სიბნელე გონებიდან ? _ გავიდა, რა თქმა უნდა შეხების შანსიც არ გაუშვა .ნაზად გადაატარა თითები შიშველ მხრებზე ჩახუტებისას . ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და თმა ისე გადაუწია თითქოს ყელშიც უპირებდა კოცნას
_თავად , როგორ ირგებთ ცნობილი არქიტექტორის იმიჯს . პოპულარობა არ მიყვარსო ამბობდი ერთ დროს .
ხალხის ყურადღება დამღლელია , როცა სულ შენზე საუბრობენო თუ ეგ იმიტომ შთამაგონე ფოტოსესიები რომ შემეწყვიტა და მოდელის კარიერაზე უარი მეთქვა
_აღმოჩნდა რომ სწორი ვიყავი და შენი ნამდვილი გატაცება დიზაინია...აუცილებლად უნდა მოვირგო შენი შექმნილი სამოსი. თითქოს მე ვიყავი ინსპირაცია
_ერთი წამითაც არ მიფიქრია შენზე ესკიზების შექმნის დროს
_ხატვაც იმიტომ არ დაიწყე ჩემზე რომ არ გეფიქრა? ამართლებდა ალბათ ,ზოგჯერ _ მთელი თავისი სიდიადით იყო წარდგენილი. დახვეწილი ,ელეგანტური , ხავერდოვანი ხმა, მუდამ მოალერსე თვალები , ღიმილი და კომპლექსის მთავარი ნიუანსი,შეხება მარტივი ,მაგრამ ამაღელვებელი . ინა კი არ იშორებდა მის თითებს არც თმიდან,არც ხელიდან
_გონება გამეხსნა და ერთ დღეს მივხვდი შენზე ბევრი უნდა მეფიქრა_ თვალებში უყურებდა,იწვევდა და საოცრად მოსწონდა ეს თამაში _ უნდა დამენახე რომ მერე წამითაც არ გამხსენებოდი
_პირდაპირ გულში მომხვდა ... იდეალურად ავლებ წითელ ხაზებს შენ გამოგონილ ცხოვრებაში ,ისევ მარიონეტივით ხარ და უხილავი ძაფები დაგატარებენ
_შენ ვერ გამათავისუფლე ... ვიღაც უფრო დიდი მოთმინების უნარით მჭირდება შენსავით რომ არ გადაიწვას . ვიღაც ვინც გამიძლებს და ამიტანს მასთან"გაზავფხულდები"
_ისე იზამ თავიდან ჩამითრევ, როგორც მაშინ
_მაშინ მე ჩაგითრიე ... აქამდე რატომ არასდროს გითქვამს. მე ვყოფილვარ ინიციატორიც და მე დავასრულე,შენ როგორღა დომინანტობდი რა საინტერესოა. ღალატიც მე გაიძულე , ჭკუუიდანაც მე გადაგიყვანე, ტყუილებიც მე გათქმევინე და თვითშეფასებაც მე შეგირყიე იმდენად რომ როცა მე გადაშლილი წიგნივით დავრჩი შენ წინ , შენ ამ დროს ყველაფერს მიმალავდი. მე თუ გაიძულებდი შენ ყოფილხარ მარიონეტი
_მიწვევს პატარა ინა ? შენც ძალიან მოგენატრე ?_ თითები ლოყიდან ყელზე შეუცურა ,იმდენად ახლოს იყო ცოტაც და აკოცებდა ინა კი ამ თამაშის მოგების გარდა არაფერზე ფიქრობდა
_ამდენ ქალთან მყოფს მე,პატარა ,გამოუცდელი, კომპლექსიანი, დათრგუნული გოგო გენატრებოდი? რომელმაც იმდენად დაგღალა თავისი შიშებით და ზღვრებით ,ურთიერთობაშივე უღალატე ... ღმერთო რა საინტერესოა მე შენი მზრუნველობა მომენატრა და შენ ?
_დიდხანს ცდილობდი შენი გამიზნული ჭირვეულობით ჭკუიდან გადაგეყვანე ,მდგომარეობიდან გამოგეყვანე და ერთადერთხელ მიაღწიე მიზანს ... მხოლოდ ერთხელ გადამეკეტა . აფექტში მყოფმა ყველაფერი გითხარი რაც ჩემსავით გაგაგიჟებდა და შენ ახლა გაფუჭებული კასეტასავით აბრუნებ ყველა სიტყვას რაც გითხარი? ასე თუ გეწყინა არ გეტყობოდა ჩხუბის შემდეგ საწოლისკენ მიმავალს ...
_დასასრული ექნებოდა რომელიმე მცდელობისას შენ რომ ჩემზე გავლენა გქონოდა ,მაგრამ ვერასდროს შევძელი შენთან ისე მოდუნება ,რომ გონებას მხოლოდ ვნებაზე ჰქონოდა აქცენტი და შენთვის სიამოვნების მინიჭებით სიამოვნების განცდაზე
_ჩემი დანაშაულია ზედმეტად რომ გიფრთხილდებოდი და ფაიფურის თოჯინასავით ვევლებოდი შენ სულს და გრძნობებს... არც ღალატი იქნებოდა და
_ვერ გათვალე,რომ ერთ დღეს გადაიწვებოდი და მოგბეზრდებოდა ამდენი მზრუნველობა
_მე უბრალოდ გავბრაზდი თორემ დაღლილი და დანებებული არ ვიყავი ... შენი სიმშვიდის პოვნა მინდოდა,მეც მჭირდებოდა რომ მყოლოდი გვერდით მხოლოდ ჩემზე ორიენტირებული და ბედნიერად გვეცხოვრა ერთად. სხვათაშორის უარი მითხარი ჩემთან გადმოსვლაზეც .მამაშენი მოიმიზეზე თორემ შესანიშნავად იცოდი შენთან რომ ვერ დარჩებოდა და წავიდოდა. ისიც იცოდი უარს რომ არ გეტყოდა და მე რომ დაველაპარაკებოდი დავარწმუნებდი,მაგრამ მაინც უარი მითხარი. ისე გამაბრაზე გონება დამიბინდე, ექსპერტი ხარ ნამდვილი ... შენი საყვარელი საქმიანობაა კაცების გაგიჟება .ნიჭი გაქვს ასეთ პატარა ასაკში,მხოლოდ სწორად მიმართვა ისევ არ იცი და იმიტომ ვერ იპოვნე საჭირო კანდიდატი ვინც სრულად დაგემონება
_გინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო?_ თითები წვერიან ლოყაზე შეახო და იგრძნო მისი რეაქცია _ მონა არ მჭირდებოდა არასდროს. ვეძებდი კაცს, რომელიც შეძლებდა ჩემი გონების სრულად დაკავებას და განათებას. სიგიჟემდე მინდოდა ვინმეს ისე მივნდობოდი ,რომ უფსკრულისკენ მიმავალსაც გავყოლოდი თან. ვისთან თამაშიც არ მენდომებოდა, ვისი ფრთის ქვეშაც მშვიდად დავისვენებდი და საჭირო დროს დავიცავდი ყველაფრისგან
_და გგონია ეგ კაცი მე არ ვარ და ვინმე სხვა არის ? _უკვე ინას კლანჭებში იყო ,ვეღარ შორდებოდა _მომენატრე, შენი ამ გიჟური აურით და ვიცი შენც არავინ გინდა სხვა
_გგონია შენთან იფეთქებს ჩემი გრძნობები და აყვავდება ჩემში მცხოვრები ვნებიანი ქალი ? _ ნაზი,მიმზიდველი ხმით ესაუბრებოდა საპასუხოდ. მართლა უნდოდა ის კოცნა რომელიც წამის მეასედში მიიღო . გრძელი მკლავები შემოჰხვია კაცს ყელზე და კოცნაში აჰყვა . ისევ არ მოვიდა სიმშვიდე და სიამოვნების განცდა,გონება წამითაც არ გაითიშა. მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდა, ისე როგორც ყველასთან მასთანაც გაჭრა ეშმაკმა ქალმა და ამით კმაყოფილი იღიმოდა ბოლოს _როგორი ხარ , ღმერთის მოვლენილი სასჯელი ჩემთვის და ხომ ვერ გადაგაქციე ძღვნად _ ვერ ელეოდა , სუნთქვაარეული, ხმაშეცვლილი ტუჩებზე დაჰყურებდა _ რა გინდა მითხარი , რას ხარშავ მაგ გონებაში...მემილიონედ გითხრა რომ არ ვფიქრობ იმას რაც გითხარი? შენი მობეზრება შეუძლებელია , შენით დაღლა მხოლოდ შიშველმა შეიძლება ვიგრძნო ისიც წლების შემდეგ . ის ღალატი კი შეცდომა იყო, ჩემი სულელური ნაბიჯი. მატერიალისტი ყველაა ,მეც ვარ და შენც ხარ ,აღიარე რომ ხარ ... არ უნდა მეთქვა ვისაც მეტი ექნება იმას გაჰყვები_თქო , ვიცი მე ვინც ვარ და ჩემნაირი რომ არავინაა. დედაშენი საერთოდ არ უნდა მეხსენებინა , ვიცოდი შენი სუსტი წერტილი იყო და იმ წამს მინდოდა შენც გტკენოდა ისე როგორც მე მატკინე ,განზრახ,დაგეგმილად რომ დარჩი ზუსტად იმ სასტუმროში სადაც ლაშა იყო და ზარზეც არ მიპასუხე...რა უნდა მეფიქრა სხვა ,იმ არანორმალურს ისე მოსწონდი...გახსენებაც ცუდად მხდის. ცხოვრებაში არავისზე მიეჭვიანია და შენ მაჩვენე ,რომ თურმე ეჭვიანობაც შემეძლო_სახეზე ეფერებოდა,თმაზე უსვამდა ხელებს _ერთხელ გაგაბრაზე და როგორ არ უნდა მაპატიო მე თუ შევძელი და გაპატიე
_ვინ თქვა რომ არ გაპატიე ... ღალატი გაპატიე და გაგიგე კიდეც,მას შემდეგ კიდევ რამდენ ხანს ვიყავით ერთად. ისიც მესმოდა რატომ დაიჯერე რომ მეც შემეძლო შენ ზურგს უკან სხვებთან ყოფნა . მართალი იყავი , შენი გამოყენება მომწონდა. შენი ღალატის მერე ეჭვი შეგეპარა, თავიდანვე არ მენდობოდი, იტყუებოდი და გამოცდას მიწყობდი. უთვალავჯერ დავხუჭე თვალი იმიტომ რომ ყველაზე მეტად მომწონდი ვინც კი ოდესმე მყოლია . იმიტომ რომ ნამდვილად კარგი ხარ,განსაკუთრებული და ვიღაცისთვის განუმეორებელიც და იმიტომ რომ ვიცოდი ურთიერთობებში დათმობის გარეშე არაფერი გამოდის. საკუთარ თავმოყვარეობასაც კი გადავაბიჯე შენთან ვაჩე და შენ ისიც ვერ დაიჯერე,რომ მე შენ კი არა არასდროს არავის ვუღალატებ თუ მასთან ურთიერთობაში ვიქნები. შენ შეძელი,ყველას შეუძლია ,მე არ ...იმიტომ რომ ჩემთვის ღალატი მკვლელობაა , ჩემ შემთხვევაში თვითმკვლელობა იქნება და ჩემი სული ვეღარასდროს გადარჩება _ცრემლები ახრჩობდა უკვე ,ყველაფერი ერთად რომ გაახსენდა და მისი მონატრების მოლოდინში სიცარიელე რომ შერჩა , ვერაფერმა რომ ვერ აღუძრა ემოცია ესეც კი ტკენდა და გამქრალი ტკივილიც არ მოსწონდა. ვინც გიყვარს მისგან მოყენებული ჭრილობები არ უფერულდებაო . მას კი უბრალოდ აპატია,გაუგო და ვერ შეიძულა. უბრალოდ მადლიერი იყო იმ ნუგეშისთვის რაც რთულ დროს მიიღო,იმ ტკივილისთვისაც კი, რომელმაც ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცა. საუბარს ასრულებდა უკვე, კიბისკენ დაიძრა და ვაჩეც თან გაჰყვა
_წავიდეთ აქედან ... აქ ნუ დავასრულებთ _ გაყოლაზე არც უფიქრია,მაგრამ იოანე რომ დაინახა ყველაფერი ამოყირავდა. მთვრალ მატილდას გაუღო მანქანის კარი და მობრუნებისას დაინახა ინა . წამით გაიფიქრა ნეტავ ახლა მოვიდეს ,ხელი ჩამკიდოს,ჩამიხუტოს და აქაურობას მომაშოროსო. მთელ სხეულში დაუარა მასთან ყოფნისას განცდილმა სიმშვიდის შეგრძნებამ. ვაჩე მის წინ იდგა , საუბრობდა, დათანხმებას ცდილობდა ,მაგრამ არ ესმოდა. მასთანაც ისეთივე უგულო და უემოციო იყო როგორც ყველა დანარჩენთან. დროს დაემარხა ყველა შეგრძნება ,მხოლოდ თამაშით გამოწვეული ეშმაკუნები დახტოდნენ გონებაში და იოანეს დანახვამ ისინიც გააქრო
_ინა ... წავიდეთ ჩემთან. მხოლოდ მე და შენ ,ძველებურად _მზერა გაუსწორა,მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და ზემოდან დაჰყურებდა. ისევ აკოცებდა თუ არ მოშორდებოდა. იოანეს მანქანა ეზოს ტოვებდა უკვე გვერდზე რომ გააბრუნა თავი და შეხების საშუალება აღარ მისცა
_ დაივიწყე ყველაფერი რაც იყო ... ვის გამოც მოვკვდებოდი და ვის გამოც ვიცოცხლებდი შენ რომ არ ხარ ეს დიდი ხანია ვიცით ორივემ. მიყვარდი,მაგრამ არა იმდენად რამდენადაც გვჭირდება ორივეს
_უნიკალურ ვინმედ დარჩები მთელ ჩემ ცხოვრებაში...ამდენი უარით და ჩემგან წაღებული ამდენი ემოციით
_შემდეგი შეხვედრები უფრო მსუბუქი იქნება ,იმედია ...

ტაქსი გააჩერა,სწრაფად დაჯდა და სავარძელს თავი როგორც კი მიაყრდნო მაშინვე იგრძნო როგორ გამოეცალა ძალა. მძღოლს მისაამართი უკარნახა და ცრემლებმაც იწყეს დენა. ჯერ უხმოდ ტიროდა, სუნთქვას იჭერდა ზედმეტი ყურადღება რომ არ მიექცია ბინაში ასვლისა და კარის მიხურვის შემდეგ მკერდიდან ამოუშვა ტკივილიანი ხმები.
ხშირად მიდიოდა ამ მდგომარეობამდე. ყველფრით გადაღლილი , საკუთარი თავი რომ ახრჩობდა და შეტევა ეწყებოდა. მოხრჩობის შეგრძნება არ უშვებდა, გულზე მძიმე ლოდივით აწვა ტკივილი და ყოველ წამს ეგონა ეს მწველი სიმძიმე მოკლავდა. თავში არეული აზრები,სიბნელეში ნათელი წერტილების ძიების დიდხნიანი მცდელობა და მიზეზის პოვნა . მიზეზი სუნთქვისთვის,არ დანებებისთვის . ფანჯარასთან მდგომი მხოლოდ საკუთარი თავისგან გათავისუფლებაზე ფიქრობდა . იმ დღეს ნანას დაბადების დღე იყო ,საფლავის ქვაზე გამოსახული ქალი ისევ უმზრედა და ისე უღიმოდა თითქოს ეუბნებოდა ,ყველა ნაცნობის ,ყველა ნათესავის ხმით ჩასძახოდა "ჩემნაირი ხარ ,როგორ მგავხარ" .
თითები თავზე ჰქონდა მოჭერილი და სუნთქვას ცდილობდა . ჰაერი არ ჰყოფნიდა ,ვერ ჰყოფნიდა. ბოლოს მობილური იპოვა და ორსული მარტა დაინახა , ილოს პატარა ოჯახი ,იესე თავისი სევდიანი ,სიყვარულისფერი მზერით და სინათლის წერტილები გაჩნდნენ სიბნელეში.
..............
საწოლში იწვნენ ერთმანეთთან ჩახუტებულები , დინას შიშველ მკერდზე ედო თავი და ისევ ეფერებოდა
_მატყუებდი ვიმუშავე,დაღლილი ვარ და გათიშულიო ?
_გამოვფხიზლდი ... შენთან დაშორება სულ უფრო მიძნელდება. მე კიდევ აქ ოქტომბრამდე მომიწევს ყოფნა _ტუჩებს უკოცნიდა ქალი ზემოდან რომ მოექცა
_ნახევარი წელი ბათუმში უნდა იყო ?
_არა ,თბილისში ვაპირებ ახალი საქმის დაწყებას... უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია და არც ნოლიდან დაწყება გამომივა ამ ასაკში . შეფის დამხმარედ რომ ამიყვანონ საერთოდ ვერ გამოვალ სამზარეულოდან
_მზარეული ხარ ?
_ჩემი სფერო ეგ იყო და ეგ არის ... მართვაც , ყველაფრის მოგვარებაც და მზადებაც გამომდის. დიდი ამბიციები არ მქონდა მაშინ ,სულ სხვა სიტუაცია იყო და თან ტყუილი ოცნებები არ მიყვარდა . ილომ სასტუმრო რომ გახსნა ბანკის ვალი ჯერ კიდევ არ დაუფარავს და მალე ორი ბავშვი ეყოლება. ჩემსავით არ უნდა იფიქროს იმაზე როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა,ახლოს მინდა ვყავდე და იცოდეს რომ შეუძლია მოდუნება, მშვიდად ცოლ_შვილთან ყოფნა და დასვენება. ისე მენატრებოდა დასვენება მის ასაკში და მან ჩემ გამო იმდენი დაღლა გამოიარა. მარტას დედობა უნდა ვნახო და ინა,ინასთან უბრალოდ უნდა ვიყო. აქ ვერ დავრჩები, მხოლოდ ცოტა ხნით
_ილო ამზადებს,ინა ხატავს ... შენი ნიჭი ორივეს ჰქონია _ თავი მინდელის მკერდზე ედო , მისი თითების შეხებას გრძნობდა შიშველ ზურგზე და სიამოვნების განცდა არ ქრებოდა
_ილო ბევრად ჭკვიანი,მშრომელი და კარგი ბიჭია. მის ასაკში მე ასე არ ვიცნობდი ცხოვრებას ... ის ჩემი დამსახურებით დროზე ადრე გაიზარდა და პატარა ასაკშივე იქცა კაცად. ინა ხატვაზე უარს ამბობდა, სკოლაშიც არ ეკარებოდა ფანქრებს. მე ვიცოდი როგორი ნიჭიც ჰქონდა და რომ გამოვედი ის პროგრამა ვიპოვნე. ბავშვობიდან ოცნებობდა ლამაზ კაბებს დავხატავ და იმ კაბებით მოდელები ივლიან სცენაზეო. ტელვიზორში ნახა ჩვენება,მარტაც სულ კერავდა და ხატავდა .
_ჯერ ძალიან პატარაა... წინ აქვს ბევრი წარმატება,ახდენილი ოცნებები და მიზნები
_მისი ცხოვრების დალაგებას ვერ ვახერხებ და ეს შეგრძნება მაგიჟებს

მობილურის ხმამ გააწყვეტინათ საუბარი. სოსოს ურეკავდნენ
_გისმენ ბორიკო _ წამოჯდა და მერე საერთოდ ფანჯრისკენ წავიდა . ეგონა რაღაც თავის ამბავზე მირეკავს ასე გვიანო და არ უნდოდა დიანას მოესმინა
_ჩვენთან ინა იყო ... კორპორატიული თუ რაღაც წვეულება ჰქონდათ
_მერე ?
_ვაკვირდებოდი შენ პონტში რა...ლამაზი გოგოა იმდენი ვინმე ირევა აქ
_პირდაპირ მითხარი ბორიკო რა მოხდა
_ნასვამი იყო და ვაპირებდი წამეყვანა,მერე დამირეკეს გამოვბრუნდი და აღარ დამხვდა. ის ვაჩე იყო აქ , ელაპარაკებოდა და რა ვიცი იცოდე მაინც რა
_კარგი ,გასაგებია _გათიშა და მაშინვე ინასთან დარეკა . არ პასუხობდა,რამდენიმე გადაბმული ზარის შემდეგაც რომ არ უპასუხა სულ მთლად წაეშალა სახე
_რამე პრობლემაა ?
_ინას ვერ ვუკავშირდები... მარტას ვერ დავურეკავ ამ დროს,ვერც აკაკის ორივეს გაეღვიძება . ილოსთან არ წავიდოდა შუაღამეს
_მატილდაც იქნებოდა ... დაველაპარაკები _ შეტყობინება გაუგზავნა გოგოს და დაელოდა პასუხს. მანაც რომ დააგვიანა დაურეკა
_იმედია არ გაგაღვიძე
_გამაღვიძეთ ქალბატონო დიანა,მაგრამ არაუშავს... რა მოხდა?
_კორპორატიულიდან ინა ვინ წაიყვანა იცი?
_ინა ? რატომ დაგაინტერესა ასე მოულოდნელად
_სხვა დროს ვიჭორაოთ ... მითხარი იცი თუ არ
_ვაჩეს გაჰყვა ... შეიძლება შეურიგდა კიდეც და მალე ქორწილში მომიწევს მეჯვარის ამპლუაში ყოფნა. საოცრად კი უხდებიან ერთმანეთს
_კარგი მატი , მადლობა ... ეს საუბარი დაივიწყე კარგი?
_მძინავს და ყველაფერი რაც მოხდა სიზმარია... მატილდას სიტყვები ესმოდა მინდელს და სახეზე გამომეტყველება ეშლებოდა. ინასთან რეკვას ისევ უშედეგოდ აგრძელებდა
_ვინ არის ვაჩე მე არ ვიცი... შენ იცი?_ყოფილი შეყვარებულია .მე რომ გამოვედი მალევე დაშორდნენ
_შენ ჩაერიე და ისე დაშორდნენ?
_არა , მაგრამ ჩემმა წარსულმა გავლენა მოახდინა დარწმუნებული ვარ
_საშიშია მათი ერთად ყოფნა ინასთვის? შემიძლია გავარკვიო სადაა მისი მანქანა ახლა
_არ შეურიგდებოდა ,ვიცი
_რატომ ... არ არის კარგი ბიჭი?
_არის , მაგრამ ინასთვის არა . არ შეურიგდებოდა _ ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა და მერე უცებ რომ გაიგო ხმა კედელს მიეყრდნო
_ მშვიდობაა მამა ?
_სად ხარ ინა? _ ხმაზე სულ არ ეტყობოდა არც გაბრაზება და არც ნერვიულობა
_ბინაში ვარ ... ვბანაობდი და ხმა გათიშული მქონდა
_მარტო ხარ ?
_დავლიე ,მაგრამ კარგად ვარ ... დავიძინებ ახლა
_ინა ,მა არ ინერვიულო ხო_პაუზის შემდეგ უთხრა,თითქოს ზუსტად ხედავდა ტირილისგან დაწწითლებულ მის თვალებს
_რაზე
_სულ არაფერზე ,კარგი ?
_როდის მნახე ბოლოს ანერვიულებული ... ილო სულ გიჟდება ყველაფერი ფეხებზე გკდიაო
_შენ სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი არავინ და არაფერია ... მითუმეტეს არცერთი კაცი სამყაროში ,სანამ ბიჭი შვილი არ გეყოლება _იატაკზე იჯდა,თავით კედელს ეყრდნობოდა და ისე ელაპარაკებოდა
_დაიძინე იესე, მალე დაგაბერებს ამდენი უძილობა. ნანას დაბადების დღე მივულოცეთ ჩვენ . იმას ცოცხალს არ ადარდებდი და შენ მკვდარი მაინც დაივიწყე . სულ მგონია ისევ გიყვარს და ეგ სიყვარული გახრჩობს უფრო ვიდრე ის გასროლილი ტყვია_ ზედმეტად ხმამაღლა ისმოდა ინას სიტყვები . იმდენად ხმამაღლა,რომ დიანასაც აუწვა გული _კარგად ვარ მე . ილია მართალია ,ერთადერთი კაცი ვის გარეშეც მე ვერ ვიცხოვრებ თვითონაა და სხვა არავინ. მათ შორის არც შენ , არათუ ვიღაც სხვა. ხვალ დაგირეკავ ,გკოცნი
_მიყვარხარ , პეპელა ინა _თავი დახარა და სუნთქვაგაძნელებული იქამდე ეყრდნობოდა მოკეცილ ფეხებს სანამ დიანა არ მიუჯდა გვერდით
_მართლა გიყვარს ?
_ვინ , ქალი რომელიც მოვკალი ?
_ვერ გადაიყვარე ისე გავარდა ტყვია და დასრულდა მისი ცხოვრება
_მისი გაცოცხლება რომ შემეძლოს კარგა ხნის წინ გავაცოცხლებდი... იმ დღესვე როგორც კი გონს მოვედი და სისხლის სუნით გაჟღენთილ ჩემ ოთახს მოვავლე მზერა. იმ ოთახს მე რომ მთელი ბავშვობა მქონდა იქ გატარებული,იმ სახლს ჩემ წინ ორი თაობა რომ ცხოვრობდა და მარიამს გაყიდვა და იქედან სამუდამოდ გამოსახლება მოუხდა. იმ ერთი თითის სასხლეტზე გამოკვრამ დაასრულა ყველაფერი ... სიყვარული მაწუხებს გგონია?ამდენი უბედურება დავატრიალე მხოლოდ იმიტომ რომ ეჭვი არ შემპარვია,იქამდე ვერ გავედი და ვერ გავიაზრე ... შენ გგონია ასეთს გამიძლებ ? _ ფერი აღარ ჰქონდა. ინა სანამ უპასუხებდა იქამდე გადათეთრდა და ახლა საერთოდ სხვა კაცს უყურებდა _ ნუ გავაგრძელებთ... შენ ცხოვრებასაც დავამახინჯებ ისე როგორც მარიამის,ილოს და ინას . შენც ტვირთად აგეკიდები ბოლოს . ახლაც ხომ ხედავ ჩემ გამო ცუდად ხარ
_შენ არ გინახავს მე როგორ ვიყავი...როგორი სინანული მქონდა ჩემი და რომ ვერ გადავარჩინე. ტიტეც ჩვეულებრივ ბიჭად მივიღე,ისეთად როგორიც მამაჩემი და მისი მეგობრები იყვნენ. როგორ არ მივიღე პრობლემად ნარკომანი , მოჩხუბარი ქუჩის ბიჭი. შენ არ იცი მე რა შემიძლია გავაკეთო როცა ეკას სახელს ეხებიან. ის რაც ნახე ზღვაში წვეთი იყო ... თავისი ძმაკაცი და ცოლი ისე სცემა სიკვდილის პირად მიიყვანა ხალვაშმა. შენ მე წმინდანი გგონივარ ? გგონია მუხლებზე არ ვვარდები ტკივილისგან,შიშისგან და უძლურებისგან? თუ რადგან კაცი ხარ უფლება არ გაქვს. ასე რომ არ იყო ეგ იქნებოდა უბედურება. ახლა აქაურ გოლგოთას გადიხარ,შენი ჩადენილისთვის სულ დაისჯები ,მაგრამ ღმერთის ბოძებულ სიცოცხლეს უნდა მიჰყვე . მხოლოდ ერთს ვერ ავიტან როგორც ქალი
_მხოლოდ ერთს დინა? იმდენი რამეა რასაც როგორც ქალი არ მიიღებ
_ეგ სტანდარტულად ,მაგრამ როგორც ქალი ვერ ავიტან სხვას შემადარო ,სხვას ხედავდე და იხსენებდე ჩემთან. თუნდაც სინანულით,დანაშაულის შეგრძნებით... ჩემ გვერდით უბრალოდ მინდა იყო იესე მინდელი, რომელიც მთლიანად ჩემზე იქნება ორიენტირებული. არ მიყვარს არაფერი სანახევრო
_ინამ რაც თქვა მისი აზრია ... არ მიყვარს. ყველაფერი იქ მოკვდა იმ ტყვიით და დაიმარხა ნანასთან ერთად
_მის საფლავზე იყავი გამოსვლის შემდეგ ?
_სოფელშიც ძლივს ჩავედი... სახლში არ შევდიოდი . მხოლოდ სასტუმროს ტერიტორიაზე და ერთ დღეს მორიგმა ნაცნობმა ,რომ მომიწონა ნამოქმედარი ,გამამართლა და მაჩვენა ჩვენ არ გადანაშაულებთო უცებ გავჭედე... გაორება მაქვს ,ზოგჯერ ისე მებრალება ტირილი მინდება, ხანაც ისე ვბრაზობ ცეცხლი მეკიდება .
_რომ მიხვედი რა იგრძენი
_ყველაფერი ერთად ... სინანულიც,ბრაზიც, ტკივილიც,იმედგაცრუებაც . მარტას მისი ქვის ფოტოდ მაინცადამაინც ის ჰქონდა არჩეული მე რომ გადავუღე ახალი ნაყიდი კამერით. ისეთი ლამაზი იყო ,ნებისმიერი მიხვდება რომ გადამღებს უყვარდა .
_მე ეკას საფლავს რომ ვაკეთებდი მინდოდა ტიტეც მომეკლა. არაფერზე მეფიქრებოდა იმის გარდა,რომ მას სუნთქვის უფლება არ ჰქონდა როცა ჩემი და მიწის ქვეშ იწვა. დიდხანს ბრაზის გარდა ვერაფერს განვიცდიდი, დანაშაულის შეგრძნებაც მღრღნიდა,გამწარებული სრულიად უმოქმედო გავხდი. დავიკარგე ,გლოვამ საკუთარი თავი წამართვა და დიდხანს ვერ ვიპოვნიდი დაჩი რომ არ მყოლოდა. მის გამო ვცდილობდი ყველაფერს, შენც მათ გამო უნდა გააკეთო მაქსიმუმი
_სწორი გადაწყვეტილების ქონა ერთია და სისრულეში მოყვანა მეორე
_გეგმად უნდა დაისახო და მიჰყვე
_დღეს დარჩები?_ ჩახუტებული ჰყავდა და სახეზე ეფერებოდა მზის შუქმა რომ გაანათა ოთახი
_დავრჩები ... ტყუპები გიორგიმ წაიყვანა მშობლებთან ორი დღით
_ასე უშვებ ბავშვებს ? ჯერ ისევ სუსტად არ არიან?
_კარგად არიან და გარემოს შეცვლაც სჭირდებათ. ენატრებათ გიორგი სულ ,იმას დრო არასდროს აქვს. ცუდი კაცია ,მაგრამ ცუდი მამა არაა...
_ყველა ადამიანში ხედავ დადებით თვისებებს თუ გიორგია გამონაკლისი
_ამდენი წელი გვაკავშირებს... მეზიზღება როგორც პიროვნება,მაგრამ ბოროტი ქალივით ვერ მოვიქცევი. ისევ მე წავაგებ
_გავისეირნოთ. სანაპიროზე და მერე ვისაუზმოთ ერთად
_ჯერ რომ დავიძინოთ ? თუ დილიდან უნდა გახვიდე სამსახურში ...
_ მე მიჩვეული ვარ უძილობას და არც მიფიქრია. დაიძინე
_დავიძინოთ ერთად... ჩემ გვერდით ცუდ სიზმრებს არ ნახავ _საწოლში დაბრუნდა გაღიმებულ მინდელთან ერთად. ჩაეხუტა და რამდენიმე წუთის შემდეგ ორივეს მშვიდად ეძინა.

სანაპიროზეც გავიდნენ. ბევრი ისეირნეს ,ილაპარაკეს და ბოლოს რესტორანში სადილით დაასრულეს.
კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ დიანას შეეძლო ყოფილიყო სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, ერთნაირი ხარისხით მედიდური და უბრალო. თუ თავს კომფორტულად იგრძნობდა მოფარფატე პეპელას ჰგავდა ისეთი მსუბუქი და მარტივი საკომუნიკაციო ხდებოდა.
...................
დიანა ჩადუნელის სწორი აღზრდის მეთოდებისა და უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად დაჩის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი ჰქონდა წარსულს. მიუხედავად გავლილი თერაპიებისა და საკუთარ თავთან დაუსრულებელი ბრძოლისა, მაინც ჰქონდა უამრავი კომპლექსი, შეზღუდვა და უხილავი ბორკილები რომლის არსებობის შესახებაც დიანამაც არ იცოდა. ბევრი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კაბინეტის გავლის შემდეგ აღმოჩნდა ლილის ჭრელ ოთახში.
_რა იგრძენი როცა გაიგე წინადადება " ტიტე შეიძლება მალე გამოვიდეს"
_შიში ... შემეშინდა სუნთქვის შეკვრამდე
_რომ რამეს დაგიშავებს ? ამ წლების განმავლობაში გემუქრებოდა?
_მსგავსი შიში არავის და არაფრის მიმართ მაქვს ... მე სულ არასწორი ადამიანის შეყვარების მეშინია, ცხოვრებაში მიღების და მნიშვნელობის მინიჭების. შეცდომის დაშვების მეშინია. მეშინია რომ რაღაც ისეთს გავაკეთებ რაც დიკოს გულს ატკენს,იმედებს გაუცრუებს ,მის მთელ შრომას წყალში ჩავუყრი და ინანებს , მკვლელის შვილში ამხელა ამაგი რომ ჩადო, ცხოვრება რომ მიუძღვნა, ასე რომ შემიყვარა ... მეშინია ,რომ დავემსგავსები და თუ გამოვა ვერ გავაკონტროლებ მისი ცხოვრებისკენ ჩემ სწრაფვას.მგონია რომ მართალი იქნება ყველას ნაამბობი სიკარგეები და მომეწონება,მგონია რომ თუ სადღაც ახლოს იქნება აუცილებლად ეცდება ჩემთან დაახლოებას , მანიპულაციას შეძლებს და ვაპატიებ. იმ შეგრძნებისაც მეშინია,რომ მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვაპატიო. თუ ვაპატიებ ვუღალატებ დედაჩემს და თუ ყველა დაიჯერებს,რომ ის იყო დამნაშავე და იმსახურებდა სიკვდილს მე მერე მოღალატე შვილიც ვიქნები და არაკაციც . ნეტავ დინას სიძულვილიც ესწავლებინა ,ბოროტება ესწავლებინა. ნეტავ დინას ეკლესიაში არ ვეტარებინე და მიტევება არ მქონდეს გონებაში ჩაბეჭდილი. თვითონ ამბობს არასდროს ვაპატიებო,მაგრამ მე ხომ ვიცნობ ,ღმერთსაც გადაუდგებოდა და მოკლავდა რაღაც დოზით რომ არ შებრალებოდა მისი ცეცხლში მოგიზგიზე სული...16 წლის ვიყავი სასიკვდილოდ დაიჭრაო რომ გავიგე. ამბავი გამოვიდა ციხიდან,ვიღაც ბიჭს დაეხმარა და ჩხუბის დროს დაიჭრაო ,გმირად შერაცხეს. აუტანელია რაღაც კარგი ქმედება წარსულში ჩადენილ საშინელებას რომ ავიწყებს ხალხს. დროს შეგრძნებებიც მიაქვს ,სიმძაფრეს უკარგავს . მე მისი ჩემ ცხოვრებაში დაბრუნების,მისი ისევ ისე შეყვარების მეშინია იმ პატარა ბიჭს რომ უყვარდა,რომ ეამაყებოდა,რომ იბერებოდა სიხარულისგან მისი დანახვისას,რომ ელოდა სულ და ყველაზე მაგარი მამა მყავსო ფიქრობდა. მეშინია
_კიდევ რა გაშინებს ადამიანების ცხოვრებაში მიღების და შეყვარების გარდა
_დაკარგვა მაშინებს ,ალბათ შეყვარებასაც იმიტომ ვუფრთხი არ მინდა კიდევ დავკარგო გულის ნაწილი. დედაჩემთან ერთად ერთი დიდი ნაწილი უკვე დავმარხე
_შენ გგონია ,რომ ეს შიში მხოლოდ შენ გახასიათებს და ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ ? მათ ვინც საყვარელი ადამიანი ავადმყოფობის,უბედური შემთხვევის ან უბრალოდ ღალატის გამო დაკარგეს. ზოგს უბრალოდ ისეთი გამეტებული სიყვარული შეუძლია ცხოვრებიდან გაშვება უჭირს მეგობრების, შეყვარებულის... რაა განსხვავებული და სამუშაო ამ შიშში
_სიმძაფრე... სხვებს ეშინიათ და მაინც იძენენ ახალ მეგობრებს,მაინც ენდობიან,მაინც უყვარდებათ. ერთ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მეორეს იჩენენ , თავად ღალატობენ ,ცოლებს ტოვებენ და საყვარლებთან მიდიან. თავადაც ეშინიათ ღალატის ,მაგრამ მაინც აგრძელებენ ცხოვრებას და მე ვერ ვერევი თავს
_მახსოვს მითხარი ინტროვერტი არ ვარ ,არც დეპრესიული სახლში გამოკეტილი ვყოფილვარ ,ყველგან დავდიოდი მეგობრებთან ერთად , სკოლაშიც პოპულარული ბიჭი ვიყავი და უამრავ ადამიანს ვიცნობო
_ასეა ,ბევრს ვიცნობ და ბევრთან მაქვს ურთიერთობა. კომუნიკაციის დეფიციტი არ მაქვს და არც მქონია . ეს ჩემი ბრძოლის იარაღი იყო ყოველთვის ,მაგრამ მათგან თითქმის არავის ვენდობი . ერთადერთი ვისიც თვალდახუჭული მჯერა დიანაა ,სხვა არავინ . არიან ისეთები ვის გამოც ბევრს გავაკეთებ,ვისთან ყოფნაც მახარებს და ვისაც ვენდობი,მაგრამ მაინც სულ ეჭვები მოდიან .
_ შეყვარებული ამიტომ არ გყავს, რომ ეჭვიანობას ვერ აკონტროლებ ?
_არა ... არასდროს ვყოფილვარ პათოლოგიურად ეჭვიანი. საერთოდ არც მადარდებდა ,რომელიმე და ალბათ იმიტომ. უბრალოდ ვცდილობდი მომწონებოდა მათთან ყოფნა, ყველას მაღალი სტანდარტების მიხედვით ვარჩევდი იმათგან ვისაც უკვე მოვწონდი ,მაგრამ მაინც არ მქონია მათთან ის შეგრძნება რაც უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა,შეყვარებულ ბიჭს
_სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაში და მასაც ყველა სხვადასხვაგვარად განიცდის... ზოგი თეორიის მიხედვით ბევრჯერ შეყვარებაც შეიძლება და ეს გრძნობა
_თავს ვაიძულებდი შეხებას ... გონებაში არავინ მყავდა ,არ მინდოდა უბრალოდ. ყველას ვტოვებდი სხვადასხვა ეტაპზე . არ მინდოდა ზედმეტად დაკავშირებულები ყოფილიყვნენ, ვყვარებოდი და ურთიერთობა დასერიოზულებულიყო. ს.ქსში ფულის გადახდა და ბ.ზთან ყოფნა ხომ საერთოდ გულისამრევი მგონია ყველა შემთხვევაში.
_სულ არავინ იყო შენ სველ სიზმრებში ? ვინმე რეალური,ვისაც იცნობ და არა წარმოსახვითი
_იყო ,სწორედ მასზე მინდა დღეს საუბარი ... ზღვარზე ვარ ,ვიცი ვეღარ გავჩერდები . ნარკოტიკივითაა , ან არ უნდა მივუახლოვდე ან მზად უნდა ვიყო რომ ვეღარასდროს მოვშორდები,მაგრამ მე ვავნებ და არა ის
_მომიყევი მასზე
_რაც თავი მახსოვს ისიც მახსოვს ... ჭადრაკზე დავდიოდით ერთად,ბაღშიც და თითქმის ყველაფერზე რაზეც შეიძლებოდა გოგოც ყოფილიყო. ჩემსავით ჩუმი,მშვიდი და ჭკვიანი იყო. ყველას მარტივად ვამარცხებდი,მას ვერ . მასთან მოგებაც არ მინდოდა,მისი დარდები მადარდებდა... ისეთი თბილი ხმა ჰქონდა , მაგრამ იმდენად ბრაზიანი იყო როცა საქმე სამართლიანობას ეხებოდა. მახსოვს ერთხელ ვუთხარი მოსამართლე ხარ_მეთქი... სამართლის ბაკალავრია უკვე
_ხორციელ სურვილებზე ვსაუბრობდით,მიზიდულობაზე და ლტოლვაზე
_სულ რომ ბრმა ვიყო და უბრალოდ ვუსმენდე მაინც ის მენდომებოდა... დიდხანს ვერ ვიაზრებდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო,მე უამრავი მისია მქონდა შესასრულებელი. მე საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი , იმდენი საქმე უნდა მქონოდა,რომ არ მეფიქრა წარსულზე. ის სულ იყო ჩემ ცხოვრებაში,სულ დისტანცია გვქონდა და მაინც ერთმანეთზე ახლოს არავინ გვყოლია. ყველაფერი ვიცი მასზე,ყველაფერი იცის ჩემზე დარწმუნებული ვარ...
_რატომ არ ხარ მასთან თუ მასაც მოსწონხარ და ისაა შენი ფიქრების ობიექტი
_ვუყვარვარ , მე კი არ ვიცი ესაა სიყვარული თუ არ. არც ის ვიცი მომავალში როგორი იქნება ჩემი ცხოვრება,მე ნებისმიერ დროს შეიძლება ტვირთად გადავიქცე და წარმოდგენაც არ მინდა ამის რომ დავამძიმებ და გადამიყვარებს. რომ მივიღო ,მასზე დამოკიდებული გავხდე და მერე მიმატოვოს,გადავუყვარდე რომ გამიცნობს და ნახავს როგორი სუსტიც ვარ,როგორი არაიდეალურიც. მე რომ გამოვიყენო,მე რომ რამე დავუშავო,ოდესმე ვატკონო ... მოვკვდები. თქვენ არ იცით ის როგორია , ვერ აგიხსნით როგორია. მიწიერი არაა , თითქოს ზუსტად ჩემთვისაა და მე ,მე რომ ვაკოცე მინდოდა არასდროს მოვშორებოდი. წარმოდგენილზე მეტად ემოციური იყო და ახლა ზუსტად ვიცი , ყველა ზღვარს გავარღვევ
_ის როგორ ცხოვრობს უშენოდ... უყვარხარ ისევ თუ ჰყავს შეყვარებული
_არ ჰყავს ... არც ეყოლება
_მარტო იქნება და თან შენზე შეყვარებული ?
_ვიცი არ არის ლოგიკური ვუყვარდე,მეც ვაღმერთებდე და მასთან ყოფნის შანსს ვუშვებდე ,არც მას ვაძლევდე უფლებას სხვას უყვარდეს. არავინაა მისი ღირსი
_არც შენ? რატომ არ იმსახურებ
_შეიძლება მე
_ყველა ადამიანმა შეიძლება გატკინოს , შენ რას დაუშავებ ასეთს
_არ ვიცი ... ტიტე რომ გამოვა მე რას გავაკეთებ
_ახლა ,ამ ეტაპზე შენ ცხოვრებაში რა არის ისეთი რაც მას არ შეუძლია მიიღოს
_არაფერი , მაგრამ
_საკუთარ თავს უსმენ დაჩი? რასაც ამბობ ეს ყველაფერი იმისთვისაა რომ გაიაზრო ის დეტალები რაც აქამდე ვერ შეამჩნიე ...
_აზრი არ აქვს... ისევ უნდა დავიცვა დისტანცია. ის ყველაფერი უნდა გაქრეს გონებიდან
_მასთან თუ შენთან
_მასთან ... მე რა დამავიწყებს როგორი იყო მზის სუნით ,ქარივით გაქროლებულ ცხენზე ჩემთან ჩახუტებული. მე რომ დამავიწყდეს ვერ გადავიტან . იქ მის სახლში ვიყავი და საბოლოოდ გავიგე ,რომ ბიჭი ,რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტი მეგონა მისთვის უფროსი ძმასავითაა. თქვენ უნდა გენახათ როგორი იყო იქ,თუშეთში ... უბრალოდ უნდა დადგე და უყურო. ღმერთია ადამიანში
_დაგიხატავს ?
_არა ... ვერ , არ შემიძლია
_მაგრამ შენ ხატვას სწავლობდი ბავშვობიდან , შენი ნახატები მინახავს . აქვე დამხატე რამდენიმე თვის წინ
_მას რომ დავხატავ ზუსტად ისეთი უნდა იყოს როგორიცაა,ღვთაებრივი და მე არ მგონია შევძლო ოდესმე
_მე კი მგონია,რომ უნდა დახატო ... ახლავე
_გამორიცხულია!
_მაჩვენე როგორია _ საიდან მოიტანა მოლბერტი და ხატვისთვის საჭირო ატრიბუტები არ იცოდა დაჩიმ, ისე უყურებდა აიძულა სკამზე გადაჯდომა _ მუსიკა გჭირდება?
_არა ... არ შემიძლია. ფოტოს გაჩვენებთ
_დაჩი ,მაჩვენე როგორია შენი სალომე

რამდენიმე წუთი უყურებდა ფურცელს. ლილი მოჩვენებად გადაიქცა ,თვალს არ აშორებდა მის მოძრაობას,სახეს,მზერას ხატვის მთელ პროცესს და შემდეგ ნახატს უყურებდა
_ბევრად ლამაზია... რომ მიყურებს ისეთი თვალები აქვს მინდება მარტო მისთვის ვიცხოვრო

ლილისთან ხანგრძლივი საუბრები ჰქონდა. მისი პოვნის შემდეგ ბევრი ბორკილი დაამსხვრია ,მაგრამ მაინც რჩებოდა წარსულის ტყვეობაში.

დაჩი ჩადუნელის დაბადების დღის წვეულებაზე უამრავი ადამიანი იყო. ცხოვრებაში პირველად თავს უფლება მისცა კიდევ ერთი მომატებული წელი ჩვეულებრივი მოკვდავივით აღენიშნა,ნაკლები ფიქრებითა და ბევრი ემოციებით. სასმელზეც არ უთქვამს უარი და უკვე შემთვრალი მზერით ხალხს შორის გამოჩენილი წითელი თმის ნათება რომ დაინახა მოჩვენება ეგონა, იქამდე სანამ არ მიუახლოვდა და მისი წკრიალა ხმა არ გაიგო
_დაბადების დღეს გილოცავ , დაჩი ჩადუნელო
_ჩემთვის დაბრუნდი პეპი ? _ ემოციები ვერ დამალა , გაღიმებული მოეხვია და თავზე აკოცა .მისმა სურნელმა წამში გადაფარა ირგვლივ არსებული მძიმე სუნი და ხმაურში მოიტანა სიჩუმე.
მონატრებისფერი იყო სალომე ჭედია ,მაგრამ არ დასცალდა მასთან საუბრის გაგრძელება. მატილდას გვერდით დატოვა და ბიჭებისკენ წავიდა ,რომლებიც გაუჩერებლად ეძახდნენ. თავის დახსნა ვერ მოახერხა , შორიდან უყურებდა და მთლიანად აღიქვამდა მის დახვეწილ მიმზიდველობას , გამორჩეულ სილამაზეს და სინაზეს. მაგრამ როგორც კი დრო იხელთა მაშინვე დაუბრუნდა
_რა მაჩუქე პეპი?_პატარა ბავშვს ჰგავდა მთვრალი ,ისე უციმციმებდა თვალები და იმდენად საყვარელი ეჩვენებოდა სალომეს
_სახლში რომ მიხვალ მერე ნახე,კარგი?
_ამდენად ინტიმურია? _ თმაზე თითებით ეთამაშებოდა
_მხოლოდ ჩემი და შენია ,სხვა ვერც გაიგებს
_რომ ვნახავ მოგწერ ..._ იმ წამს მოშორდა რა წამსაც დაირღვა მათი სიმარტოვე
_წამოდი სტაფილო იცეკვე ჩვენთან ერთად _ მატილდა ხელზე დაექაჩა და სალომეც წაიყვანა თან

_თინა სალომეს ვინ გააცნო?_ იოანემ ჰკითხა და ცეკვისგან სუნთქვაარეული მიუჯდა გვერდით
_ილდანისგან იცნობს თურმე
_ეს ილდანი ყველგან როგორ ჩნდება , ერთბაშად ბრუნდება თბილისურ ცხოვრებაში?
_რა იყო პოპულარობაში გეცილება?
_სად მე შე ჩემა და სად ილდანი ...ბავშვები ვგიჟდებოდით ისეთ რაღაცებს აკეთებდა ხოლმე . რატო არ დაპატიჟე
_არაა საქართველოში თორემ როგორ არ დავპატიჟებდი _ლამის წამოსცდა მატილდას მასთან შეხვედრის საშუალებას არ წავართმევდიო ,მაგრამ დროულად გაჩუმდა.

მატილდას ყურადღება მთელი საღამო მისკენ იყო მიპყრობილი იმდენად განსხვავებული იყო მომენტს ეძებდა როდის და როგორ შესთავაზებდა ფოტოსესიას. რამდენიმე გარემოც კი წარმოიდგინა გონებაში. მხრებზე დაფენილი ყავისფერი თმა , თეთრი პორისახე, ჭრელი თვალები, გრძელი წამწამები , ვარდისფერი ტუჩები ,ნაზი ხმა ,დახვეწილი საუბრის მანერა და სიმშვიდე რომელსაც აფრქვევდა არაფერს ჰგავდა. თითქოს ბავშვი იყო ისევ,უდარდელი და უპრობლემო ოცნებებს ადევნებული,მიზნებისკენ მიმავალი ,მუდამ მომღიმარი
_ილდანი ხომ დაბრუნდა...მითხრა ჩამოდი მეც საქართველოში ვარო და სად არის ? ვერ ვუკავშირდები
_ბებოს უთხრა მივდივარ ცოტა ხნით და როგორც კი დავბრუნდები გესტუმრებით თბილისშიო _თინამ თორნიკეზე სალომეს რომ ჰკითხა მატილდა წამსვე სმენად იქცა
_ჩემ წასვლამდე დაბრუნდება იმედია ...
_არ ვიცოდი ასეთი ახლო მეგობრები თუ იყავით
_მამა ენდობა და მეც თავისუფლად ვიქნები ის თუ ახლოს მეყოლება. ახლა დაცვას დამაყოლებს სადაც მარტო მივდივარ,სუნთქვა არ შემიძლია აქ რომ ვარ
_კიდევ ვის ენდობა მამაშენი , გავარკვიოთ და მასთან ერთად დაგპატიჟებთ ჩვენთან _ იოანეს რაღა უნდოდა ვერ გაიგო. ინას ყურადღებას არ აქცევდა და თინას ეფლირტავებოდა ? ასეთი კომუნიკაბელური არასდროს იყო თუ გოგოს გონებას არ ურევდა
_დაჩის და შენ გენდობათ ,იმიტომ ვარ ახლა აქ მარტო
_თქვენ აქამდეც იცნობდით ერთმანეთს?_მატილდამ იკითხა და ინას ინტერესიც დააკმაყოფილა
_დაჩი რომ ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად იოანეც მასთან ერთად იყო
_ამერიკაში რომ ბრძანდებოდით არ ვიცოდი იქ სასტუმროში თუ არ რჩებოდით ბატონო იოანე
_შესანიშნავი მასპინძელი იყო თინა
_ცოტა ხნით იყვნენ სამწუხაროდ ,მეტი მინდოდა მეჩვენებინა ...
_გამოცდების პერიოდი გქონდა და ზედმეტი დროც კი დაგვითმე
_უკვე დავასრულე სწავლა და ამ დროს იმიტომ ჩამოვედი ,არც კი მახსოვს შემოდგომა როდის გავატარე საქართველოში
_სამეგრელოში გიმასპინძლებ თუ რა თქმა უნდა თბილისიდან გასვლის სურვილი გექნება
_სიამოვნებით

მატილდას უკვე ესმოდა ინას გახშირებული სუნთქვა და ხედავდა დაცლილ ჭიქებს
_არ დალევ თინა ?
_მეტს ვერ , ჩემი დოზა უკვე მივიღე _ გულწრფელად უღიმოდა ინას ის კი თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ნერვებს უშლიდა მატილდას. განწყობა გაუფუჭდა,ილდანის გამოჩენას ყველგან ელოდა და აღმოჩნდა რომ ქვეყანაში არ იყო. ინანა კიდეც კაბის მიღების შემდეგ თავად რომ არ დაურეკა
_ვიცეკვოთ _ინას ჩაავლო ხელი და წაიყვანა _ გეყოფა უკვე ,სახეზე გაწერია ყველაფერი
_მაინც რა
_გაგიჟებს იოანეს იგნორი და ყველა გოგო ვისაც ორ სიტყვაზე მეტს ეტყვის ... შეიშალე? სულ დაკარგე ტვინი ? ის ბიჭი რა უყავი ,რა დროს იოანეა
_დავშორდი ,ორივეს და მთვრალი ვარ უკვე. წავედი მე _ ჩანთას დაავლო ხელი
_დაიცადე ჩვენ წაგიყვანთ ...
_ტაქსით უნდა გავიდეთ ჩვენც და სად წაიყვან _იოანემ ისე თქვა არც შეუხედავს , ჭიქა დაცალა და თინას ხელი გაუწოდა _ დაჩი დაიკარგა და რადგან ნდობის კოეფიციენტი ჩემთანაც მაღალია,გთხოვთ ქალბატონო თინა დამდეთ პატივი _ გოგონას გაღიმება გამოიწვია და მოცეკვავეებისკენაც გაჰყვა ინა კი საბოლოოდ გააგიჟა
_რა დაგიშავე ღმერთო ეს ორი მექალთან _მეკაცთანე სად გადაეყარნენ ახლა დაიწყება თამაში იქამდე სანამ ერთმანეთში არ აიხლართებიან ... ვაჩესავით ჯენტლმენი არ იქნება და საწოლამდე რომ მიგიყვანს არ გაგიშვებს . პრინციპში მე რა მენაღვლება,იქნებ მაგან მაინც გიშველოთ _ მატილდა ჩუმად ლაპარაკობდა და თვალებს არ ახელდა სიმშვიდის წერტილის პოვნა უნდოდა,მაგრამ არ ჩანდა
_მთელი კვირა მის გვერდით ვიწექი და უხერხულადაც არ მიგრძვნია თავი
_არ მოსწონხარ ალბათ და მე მეჩვენება რაღაც ... _ირონიული ჰქონდა ტონი _ მანიაკი კი არაა იქ რომ დაგტაკებოდა გოგო.
_მატილდა ძალიან გთხოვ მთვრალს ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს
_თქვენი არცერთის ატანა არ მაქვს როდესაც სიყვარულობანას იწყებთ. მე წავედი , უამრავი საქმე მაქვს ხვალ და ჩემი ათიათასი ფიქრი. ორი ზრდასრული ადამიანი ხართ ,მე რა მედარდება ჩემთვის სულ ერთია როგორ იქნებით , ასეც მიგიღებთ და ისეც

მატილდამ შენობიდან გასვლამდე შენიშნა როგორ მიჰყვებოდა უკან ვიღაც . შიშის გრძნობა ნაკლებად ჰქონდა,მხოლოდ ინტერესი გაუჩნდა და საერთოდ არ დარჩა მოხიბლული დიმა რომ დაინახა
_გაგიყვან წამო , არ დამილევია ... ხვალ მივფრინავ და ერთი ჭიქა დავლიე მხოლოდ
_მჯერა , ვხედავ მთვრალი რომ არ ხარ დიმა. ტაქსი უკვე მოვიდა , მადლობა ... წარმატებულ მოგზაურობას გისურვებ _ ლოყაზე აკოცა ბიჭს და ისევ ის განცდა გაუჩნდა ,სინანულის მისი მსგავსი მეგობარი რომ დაკარგა იმ მცდელობის გამო რაც გაუმართლებელი იყო. დიმას მოსწონდა ,მაგრამ თვითონ ხომ იცოდა ილდანზე რომ ეფიქრებოდა და როგორ დაუშვა მისი გამოყენება თორნიკეს დასავიწყებლად . ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მომხდარი ამბავი იყო, სულ რამდენიმე თვე ხვდებოდნენ როგორც წყვილი და შემდეგ ორივეს შეთანხმებით დაასრულეს,მაგრამ იქამდე არსებული მეგობრობაც თან გაიყოლეს.
_რომ დავბრუნდები რაღაც გეგმები მაქვს ბინასთან დაკავშირებით და დაგიკავშირდები ,კარგი?
_როცა გინდა ,თუ რაიმე შემეძლება აუცილებლად გამოვნახავ დროს
_დროებით _ იდგა და უყურებდა სანამ ტაქსიში ჩაჯდებოდა და მერე დაიძრა თავისი მანქანისკენ. მატილდას კი თვალში მოხვდა ტელეფონით ხელში მდგომი უტა ნადარაია ,თორნიკე ილდანის ბავშვობის მეგობარი . სულ ერთი წამით გაიფიქრა შეიძლება მას ესაუბრებაო,მაგრამ წამსვე უკუაგდო ფიქრები.
......................
_მთვრალი აპირებ საჭესთან დაჯდომას? _დაინახა იოანემ როგორ გაუშვა ტაქსით თინა და მერე გასაღებით ხელში დაიძრა თავისი მანქანისკენ
_შენ ისევ აქ ხარ ? რა იყო არც მოქმედმა მოგაკითხა,არც ყოფილმა და არც ახალი გიპოვნია ვინმე? როგორი წარუმატებელი დღე გქონია,საბრალო _ ირონია არ დაენანა შენგელიას
_სერიოზულად იოანე ,ნასვამი ხარ და საჭესთან ...
_მთვრალი თვითონ ხარ , ტაქსი გამოიძახე და სახლში წადი ...
_მეშინია
_რის
_მარტო ტაქსით ღამე ... შენთან ერთად წამოვალ
_არ მცალია,მელოდებიან
_ცოტა ხნით დაგელოდება,შენც გამოფხიზლდები და უფრო სასიამოვნოდ გ.ჟიმავ _ მანქანის კარი გააღო და მძღოლის გვერდით სავარძელი დაიკავა
_მთვრალს მანქანაში უჯდები და არ გეშინია ?
_მე რომ ვიყო საჭესთან მაშინ შემეშინდებოდა , შენ მე რომ გეყოლები მანქანაში ჩქარა არ ატარებ
_დაურეკე იმ შენ ვაჩეს თუ რაც ქვია და წაგიყვანოს . ძილს არ ურღვევ? ის თუ იცის როგორ ერთობი კლუბში შუაღამეს და სძინავს ნამდვილად გ.მოსირებული ყოფილა _ ნასვამი იყო და კიდევ უფრო ბოხი ჰქონდა ხმა. დაბალი ტონით საუბრობდა, სასიამოვნოდ ვრცელდებოდა მისი ხმა სალონში
_ვაჩეს დავშორდი იმ დღეს,უფრო სწორად უკვე წელიწადზე მეტია დავშორდი ,მაგრამ იმ დღეს ისე ვისაუბრეთ რომ აღარაფერი დარჩა გასარკვევი. შუაღამეს რას აკათებს არ ვიცი და ისე ჩემი გართობის წინააღმდეგი არასდროს იყო. შენგან განსხვავებით პრობლემა არ აქვს ქალი რომ ცეკვავს
_რომ დაშორდი იმიტომ წაყევი მატილდას?
_არა , ის წავიდა ჩემამდე ...
_სად პოულობ ამ იდიოტებს , კიდევ კარგი ჩემი არანორმალური და მაგ ამბავში არ გგავს . როგორ გიძლებს შენი ძმა გაოცებული ვარ _ ჩქარა მართლა არ ატარებდა. შუაღამე იყო და ქუჩებში ბევრი მანქანა არ დადიოდა, სიმშვიდე იყო დღის ხმაურთან და ქაოსთან შედარებით.
_მასზე ცუდ გავლენას ვერ მოვახდენ... დიდი და ჭკვიანი გოგოა
_უბრალოდ უყვარს უკვე ერთი და სანამ ის ერთი არ ეყოლება იქამდე არავინ ენდომება. ვინ უყვარს ინფორმაციისთვის რა გინდა _ მოულოდნელად ჰკითხა და მანქანა გააჩერა
_ამ წამს რაც მინდა ის შენც გენდომება და ინფორმაციაში ვერ გავცვლი _ მისკენ იყო შებრუნებული,თვალებში უყურებდა და მსუბუქად უღიმოდა _ შემომთავაზე რამე საინტერესო ,ისეთი რაც არ მაქვს და რასაც სხვისგან ვერ მივიღებ
_გგონია ვიცი ცხოვრაბაში რა აკლია პატარა ინას და რას ვერ იღებს სხვებისგან ? რაღაც არამატერიალური სიგიჟე გიტრიალებს ალბათ ტვინში
_ნუ მებრძვი , დანებდი საკუთარ სურვილებს _ ისე უყურებდა თითქოს გონებაში ჩაუსახლდა და იქედან საუბრობდა. მარიონეტივით მართავდა თუ ცოტას კიდევ მოინდომებდა
_სიმართლე მითხარი და მერე
_შენი ლურჯი კეპი მიყვარდა ყველაზე მეტად ... მესამე სართულიდან რომ გადმოვხედავდი ეზოს მარტივად გპოულობდი. პირველი იყავი ვინც იმ ინას მოსწონდა საერთოდ რომ არ იცოდა რა იყო ფლირტი და შეყვარებულობანას თამაშის სურვილიც არ ჰქონდა. ციური ვარსკვლავივით მიუწვდომლად აღგიქვამდა და მერეც ვერასდროს სცადა შენთან მოახლოება. შენი შესაფერისი არ ეგონა თავი არასდროს და არც შენი გემოვნების. ინა ვერ იტანს როცა ვინმე აუარებს და შენ სულ ასეთი ჩანდი. ზედმეტად ჭკვიანი,ზედმეტად განათლებული,უსაზღვროდ სწორი და იმ ინას იმის შიშიც ჰქონდა ,რომ თუ დაგიახლოვდებოდა ეს ხატება დაინგრეოდა და შენც სხვების მსგავსი იქნებოდი რეალურად. მერე ბევრი იყო , ბევრი სისულელე და ვაჩე,რომელიც გულამდე ნამდვილად მოვიდა და ყველასგან განსხვავებით მიყვარდა . მასაც დავშორდი იმიტომ რომ ის სიყვარული არცერთს გვეყო , ჩემი ატანა მარტივი არ არის. ვერ გამიძლო მე მთელი ჩემი უბედურებით ,საშინელი ხასიათით და სამუდამოდ დავუსვი წერტილი. მაშინ არ მითქვამს სხვის გვერდით ძილიც რომ შემეძლო , მასთან კოშმარები მესიზმრებოდა და შენთანაც რომ ვნახე ცუდი სიზმარი იმ დილასვე გავიქეცი შენგან
_რა გინდა ინა ... შენ ტყუილებსა და სიმართლეს შორის რა გავარჩიო თუ არ მეტყვი მე არ მაქვს წინასწარმეტყველური უნარები. მე უნდა მითხრა
_იცი , მაგრამ რადგან არ ვამბობ შანსია გადავიფიქრო ამიტომ ელოდები როდის გეტყვი ?
_მე მხოლოდ მატილდას სიყვარულზე გკითხე ... შეყვარებულობანას თამაში დასრულებული მაქვს შენთან. არ ვარ მოწოდებით ბავშვებთან მოთამაშე,დიდური გართობები მხიბლავს _მანქანა ისევ გზაზე დააბრუნა, ჩქარა მიდიოდა უკვე და ინას კიდევ უფრო ერეოდა გონება
_ახლაც გელოდება , ხომ ?_მობილური არ ჩუმდებოდა,შეტყობინებები მოსდიოდა და დაინახა კიდეც ვინ წერდა . ფოტოებს უგზავნიდა , ეკრანს შეახო თითი სანამ იოანე რეაგირებას მოახდენდა და გამოჩნდა კიდეც გოგოს შიშველი ფოტო. სარკის წინ საწოლზე იჯდა და საერთოდ არაფერი ეცვა _ ლამაზია , სულ ერთმანეთზე უკეთესები როგორ გყავს . ყველაზე მეტად ჯალაღონიასთან გაკავშირებდნენ _ისე მშვიდად განაგრძო თითქოს გულ_მუცელი არ ეწვოდა ბრაზისგან_ ჭკვიანი,ლამაზი ... ერთად რომ გხედავდით ბავშვები ოცნებებში ვვარდებოდით . რატომ დაშორდით
_ერთგული არ ვიყავი
_ასე პირდაპირ აღიარებ?
_ტყუილები არ მიყვარს
_ღალატი უარესი არ არის?
_18 წლის ასაკში ერთგული არავინაა და მე არ ვიყავი ის ბიჭი ვინც ლოყაზე კოცნის მოლოდინში ბერმონაზონივით იცხოვრებდა . ჩემ ცოლად ვერ წარმოვიდგენდი,თორემ ახლა შვილებიც მეყოლებოდა
_ვის წარმოიდგენდი ცოლად
_არავის ... არავინაა ისეთი ვისაც ცხოვრებას მივუძღვნი და ჩემ თავს
_ეგ როგორ უნდა გაიგო ვის მიუძღვნი თავს და ვის არ
_ხომ მიხვდი ,რომ ვაჩე საკმარისად არ გიყვარდა და მიუხედავად სხვებზე აღმატებული გრძნობისა მაინც ვერ წარმოიდგინე შენ სახლად _ტელეფონი ისევ ანათებდა. მერე ურეკავდა და გაუთიშა _შენ ჯერ ისევ ძალიან პატარა ხარ . ვერ აგიხსნი იმას რაშიც თავადაც არ ვარ დარწმუნებული რომ სწორია... ზოგჯერ ის უნდა აირჩიო ვინც გაწყობს და არა ის ვისკენაც გული მიდის
_არ წახვიდე მაგ გოგოსთან
_ადი სახლში, გელოდები ... შუქს დავაკვირდები ფანჯარაში
_ჩემი ფანჯარა რა იცი
_ვიცი ... მიდი
_წახვალ ?
_ინა ,საკმარისზე მეტი ვისაუბრეთ . გამოფხიზლებულიც კი მეჩვენები უკვე
_არ ვარ გამოფხიზლებული,ცუდად ვარ
_ხოო? _ უყურებდა და ეღიმებოდა მის საყვარელ ტყუილზე _ძალიან ცუდად ხარ?
_იმდენად , რომ ჩემი მარტო დატოვება დანაშაული იქნება
_გელოდებიან _ წარმოდგენა არ ჰქონდა ვის გულისხმობდა . იფიქრა სოსო დაბრუნდა ან მარტაა მოსულიო ვაჩეს მანქანა რომ დაინახა _როგორც ჩანს კარგად ვერ დაშორდი _სულ ერთ წამში შეიცვალა იოანეს ხმაც და გამომეტყველებაც
_ალბათ საქმე აქვს ისე არ მოვიდოდა
_რა თქმა უნდა საქმე აქვს ...გადადი ,არ ალოდინო
_იოანე
_სასიამოვნო ღამეს გისურვებ _ სიტყვებით არაფერს ამბობდა,მაგრამ საჭეს ისე იყო ჩაფრენილი ცოტაც და შემოატყდებოდა . რა უნდა გაეკეთებინა აღარ იცოდა,თითქოს ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო
_მართლა არ არის ისე როგორც ახლა გგონია, მაგრამ აზრიც არ აქვს საუბარს
_რა არ არის ინა... ან რა იცი მე რა მგონია ან რა გინდა რომ მეგონოს იცი? _ თვალებანთებული უყურებდა ,ხმას ოდნავ აუწია და მისკენ მიიწია _ მითხარი შენ რა გინდა რომ გავაკეთო ახლა. გადმოვიდე და ვარკვიო ვისი გოგო ხარ? გიყვარდა,მასთან იყავი,მისი იყავი და ახლა უბრალოდ ერთმანეთზე გაბრაზებული წყვილი ხართ. მე რა ვქნა მის საეჭვიანოდ გამოგყვე? მე არაფერი მაქვს იმასთან გასარჩევი,არც გასაყოფი ... ჩემი არასდროს ყოფილხარ და არც _ ახლოს იყო, სიტყვებს სწრაფად ამბობდა და მერე უბრალოდ საუბარი ვეღარ გააგრძელა. ინამ მკლავები შემოხვია და ტუჩებზე წაეტანა. არასდროს ყოფილა იქამდე პირველი კოცნის ინიციატორი და არც ასე სდომებია ვინმეს შეხება. წლების წინ ფიქრებში არსებული სურვილის ასრულება ყველაზე ცუდ დროსა და ვითარებაში გამოუვიდა
_გადადი ინა ... გადადი სანამ საშინელებას გეტყვი _ მთვრალი კოცნიდა მაშინ როცა მისი ყოფილი იქვე იყო რა უნდა ეფიქრა თუ არა ეჭვიანობის იარაღად გამოყენებულად ეგრძნო თავი. სავარძელს მიეყრდნო ,ძრავი აამუშავა და ინას სახეც არ დაუნახავს ,როგორც კი გადავიდა მაშინვე დაძრა მანქანა და იქაურობას გაეცალა. სუნთქვა ეკვროდა ბრაზისგან, ზუსტად ამ მდგომარეობას გაურბოდა წლების განმავლობაში და იმიტომ არ ემორჩლებოდა იმ გაუგებარ მიზიდულობას, რომელიც ინას მიმართ ჰქონდა.
_ვინ მოგიყვანა... ვიცნობ ? _მანქანასთან იდგა და ეწეოდა ინა რომ მიუახლოვდა _რომელიმე გიჟთაგანია? როგორ ატარებს , სიკვდილს დაეძებს? _ განგებ აგიჟებდა თითქოს
_აქ რას აკეთებ ამ დროს
_დავფიქრდი და არ მინდა შენი დაკარგვა. შენ კი უბრალოდ ვერ იპოვნი ჩემნაირს იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს სხვა მსგავსად იდეალური. შენი კომფორტული და ბედნიერი ცხოვრების გარანტი
_დაბურული შუშების გამო ვერ დამინახე ალბათ,მანქანიდან გადმოსვლამდე ვკოცნიდი იმ ბიჭს და ვთხოვდი ბინაში ამოსულიყო ჩემთან ერთად
_მერე რას წავიდა... პრეზრვატივი დარჩა და უნდა იყიდოს?სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენს ვაკოცე იცი? დარწმუნებული ვარ შენც ...
_სულერთია ? ცოტა გვიან რომ მოსულიყავი შეიძლება მასთან ს.ქსი მქონოდა და ესეც სულერთია?
_ურთიერთობის დროს ღალატი მგონია გულისამრევი , შენი სიგიჟეები და ახლის ძიება გასაოცარი არაა ჩემთვის
_იყო კიდეც გულისამრევი რომ მიღალატე და უფრო გულისამრევი იყო ნაღალატები ისე რომ მიგიღე თითქოს არაფერი ვიცოდი,გული მერეოდა ეჭვიანობის სცენა მე რომ დამიდგი . შენს მერე მე საერთოდ არავინ მყოლია , ვიღაცები ცდილობდნენ და მე იმდენად ყელში ამომივიდა ყველაფერი საერთოდ დავხურე სიყვარულობანას ნაწილი ჩემ ცხოვრებაში.
_ის ვინ არის ... რატომაა განსხვავებული
_ტყუილად მიახლოვდები ... მთვრალი ვარ,მაგრამ არა იმდენად რომ შეხების უფლება მოგცე
_უფლება არც მჭირდება,არ იცოდი?
_რა არ გასვენებს ვაჩე?
_მეც არ ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ ვერ გშორდები და მეზიზღება როცა რაღაც მაფორიაქებს
_ჩემი ეგოისტობის დიაპაზონი შენის წინააღმდეგ ? მე არ მინდა შენთან, შენ თავადაც არ იცი რა გინდა
_როგორ არ ვიცი ...შენ ცხოცრებაში მინდა დაბრუნება და შენი დაბრუნება ჩემსაში
_შენ უბრალოდ გინდა დაუმტკიცო საკუთარ თავს,რომ შენი გავლენის ქვეშ ვრჩები და შენ გარეშე ცხოვრება ,შენგან შორს ყოფნა შუძლებელია ჩემთვის. ეგო არ გაძლევს მოსვენებას და არა გული
_შენ სიჯიუტე არ გაძლევს ჩემთან დაბრუნბის უფლებას თორემ სხვა ყველაფერი ჩემკენ მოიწევს თუ მაგ გავირების მომენტს გადალახავ
_რა უნდა გელაპარაკო არ ვიცი ... ისე მაიძულებ მოგექცე როგორც ყველა დანარჩენს ვინც სულერთია
_ისეთს ნუ მეტყვი რომ ამაჩქარო და შეყვარებულობით დაწყების ეტაპზე გადავაბიჯო
_პირდაპირ ცოლობას მთხოვ თუ საყვარლობას _ეცინებოდა უკვე ამ დიალოგზე
_ცოლობა სჯობს საყვარლობასაც მოიცავს და მეგობრობასაც. თან ასაკი მემატება ,შვილთაშვილებს რომ მოვესწრო შვილი დროულად უნდა მყავდეს
_ასაკობრივი გაჭედვა გქონია
_ვინ იყო იმ მანქანაში ... მართლა აკოცე ? _ უცებ შეიცვალა პოზიციაც,მანძილიც წამში გააქრო მთვრალ,გრძნობებარეულ ინამდე და ტუჩებზე შეხებამდე ისე ჰკითხა პასუხი არც ადარდებდა თითქოს
_კი და თან ჩემი ნებით
_გონებიდან უნდა წაგიშალო ყველა კოცნა რაც ჩემამდე იყო _ ინას გამოძრავების ენერგიაც აღარ ჰქონდა,ან არ უნდოდა ,სულერთი იყო? რა სჭირდა თვითონაც არ იცოდა. იოანეზე ეფიქრებოდა და შიშველი გოგოს ფოტოზე. მასთან იქნება უკვე რა წამსაც გაიფიქრა იმ წამს გაუჩნდა ღებინების შეგრძნება და მოუხდა კიდეც ვაჩეს მისი შუბლის დაჭერა
_აი შენი რომანტიკა და ჩვენი მომავალი,მთლიანად ჩემი ცხოვრებაც ასეთია _ არც ტიროდა, არც რცხვენოდა. დასვრილ პირზე თითები მოისცა ,ვაჩე მოიშორა და სადარბაზოსკენ შებრუნდა _ ფხიზელზე ისეთს გავაკეთებ შეგძულდები და დროულად მორჩი ჩემთან თამაშს _ ისე მიაძახა თითქოს ვიღაც უმნიშვნელო კაცი იყო.
სახლში შესვლისთანავე სააბაზანოში შევიდა. შხაპის ქვეშ ,კედელზე მიყრდნობილი იდგა და მერე კუთხეში დაჯდა . იქამდე იყო ერთ პოზაში გაქვავებული სანამ არ გაიყინა . ხალათში გახვეული აქვითინდა,ყველაფერზე ერთად ატირდა. ერჩივნა ვაჩესთან ყოფნა მოეთხოვა მთელ გულსა და სულს ვიდრე ამ გაუგებრობაში გაჩხერილი დარჩენილიყო. იქამდე სულ იცოდა რას გრძნობდა ,რა მიზანი ჰქონდა ბიჭთან და რისთვის იწყებდა ურთიერთობას . ახლა თავდაყირა დადგა ყველაფერი, ეს ყველაფერი ინასთვისაც კი ზედმეტი იყო. იოანეს მსგავსს არავის იცნობდა,ვერ პოულობდა მასთან მისასვლელ გზას. ორივე მის სახეს იცნობდა უკვე უზომოდ თბილსაც და გამყინვარესაც. ლოდად რომ გადაიქცა ბოლოს და ახლა მის გულამდე მიღწევა უფრო გაუჭირდებოდა. როგორ უნდოდა ის კოცნა გონებაში მეტი ფერით დარჩენოდა, გულაჩქარებულს მისი უმოქმედობა არ მიეღო პასუხად. როგორ შეეძლო თავი შეეკავებინა, იქნებ არაფერს გრძნობდა და თუ არ გრძნობდა მაშინ რა იყო ის ყველაფერი. თუ ისე ეთამაშებოდა როგორც მორიგ გასართობს შანსს რატომ უშვებდა. ინა ყველაფერზე თანახმა იყო? უნდოდა დაებრუნებინა ისეთი როგორიც ტყუილის დროს იყო და როგორიც საკუთარი ნებით დაკარგა. რომელიც იმ დროს სხვა ქალთან იკლავდა იმ ცეცხლს ,რომელიც ინამ დაუნთო.
უნდოდა ვინმე ჰყოლოდა გვერდით. ვინმე ვინც ჩაიხუტებდა ,გაათბობდა და სულს დაუმშვიდებდა. საბანში გახვეული იწვა და კანკალებდა იესემ რომ დაურეკა. არც უფიქრია ისე უპასხა
_სახლში ხარ ინა უკვე ?
_მივედი კი
_გაგაღვიძე?
_არა , არ მეძინა ჯერ
_ნასვამი ხარ მა? არ გამილოთდე ბოლოს ამდენი წვეულებების შემდეგ
_შენ არ გალოთდდი და მე რა დარდები მაქვს ამდენი გასაქრობად
_მა
_ჰო
_გინდა ზღაპარს მოგიყვები და დაგეძინება ...
_ჩემი ზღაპარი მომინდება რომ მქონდეს და უფლისწულებზე არ მომიყვე
_ზღაპრების უფლისწულები იდიოტები არიან მა ... შენ ვინმე უფრო მაგარი ტიპი უნდა იპოვო
_მგონი ვიპოვე და ამჯერად თვითონ დავკარგე...ადრეც მე არ დავუშვი ახლოს მყოლოდა და გამეგო როგორი იყო
_ მის გამო თუ გეტირება უმნიშვნელო არ ყოფილა ... ვაჩეს ნამდვილად არ ურიგდები ?
_არა ...
_იოანეს გამო ტირი მა? რაო გაგიბრაზდა და სხვებივით მარტივად ვერ შემოირიგე ?
_არ შემირიგდება ,კლდესაცით ურყევია
_იოანემ რომ იცოდეს მის გამო ტირი უკვე მანდ იქნებოდა და არ მაწყობს ეგ მე
_არ იქნებოდა თორემ დავურეკავ და ხმით ვიტირებ... ახლა ვიღაც გოგოსთან ერთადაა და სულ არ ვახსოვარ მე . არც მიპასუხებს რომ დავურეკო და შევაწყვეტინო იმ ქალის ფერება
_ეჭვიანობა გატირებს შვილო?
_არ ვარ მე ეჭვიანი... არ მაინტერესებს არავინ . მე ბრაზიანი ვარ
_ხოო? ახლაც ბრაზი გაწუხებს?
_ხოო ,საკუთარ თავზე ვბრაზობ ჭკუა როგორ ვერ ვისწავლე. ის ერთი წელი რა მშვიდად ვიყავი მხოლოდ სწავლაზე გადართული, მატილდასთან ერთად ვერთობოდი არაჩვეულებრივად. ისევ უნდა წავიდე ,ქართველი კაცები სანამ შემიწირავენ მეც და ჩემ სილამაზესაც
_ოღონდ წასვლა არ ახსენო და მე შეგიფუთავ რომელსაც თითს დაადებ ... გინდ ვაჩეს და გინდ იოანეს
_მამაა ახლა დამცინი?არ გრცხვენია?
_არა მა,ამხელა პრობლემა გაქვს ორ გადასარევ ბიჭს შორის არჩევ ერთს და რა გამაცინებს?
_ვაჩე არ მინდა ... იოანე მინდა მე და მომიყვან შეფუთულს?
_დარწმუნებული თუ ხარ როგორმე თვითონ შეძლებ აიძულო გაბაბთული ჩაგბარდეს
_მომიყევი ზღაპარი ,მა
_ერთ ლამაზ მინდორში პატარა პეპელა ცხოვრობდა . სიფრიფანა ფრთებითა და ყვავილებს შორის ფარფატის სიყვარულით. პეპელას თვალუწვდენელი მდელოების გადაცრენა უნდოდა,იქაურ ყვავილებს შორის ფრენა . ერთ დღეს გაეშურა შორეული მოგზაურობისკენ . გზად ძლიერი ქარი შემოხვდა ,ქარმა უთხრა შენი ფრთები იქ ვერ აგიყვანენ,პატარა ხარ და სუსტიო . შეეშინდა პეპელას, ვაი თუ ფრთები დავკარგოო , ქართან ვიბრძოლო და მაინც ვერ მივიდე შორეულ მინდვრებამდეო. შიშმა აჯობა, თავისი მცირე ცხოვრება ისე მიელეოდა ვერ იხილავდა საოცნებო სივრცეს _გზადაგზა იგონებდა ზღაპრებს და დავიწყებული ჰქონდა ინას დაძინების ძველი მეთოდი. ეძინა უკვე , მაგრამ სოსომ დაკარგა მოსვენება. ბოლოს მანქანაში იჯდა და თბილისისკენ მიდიოდა. ჯერ დიანას სახლთან გაჩერდა,ისე ელოდა ჭიშკრის წინ როგორც პატარა ბიჭი. ნახევრად მძინარე რომ გამოვიდა ღიმილი ვერ შეიკავა. მკლავები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა ჩახუტებულს
_დაბრუნდი თუ მესიზმრები
_ერთი დღით ვარ ... ერთიც მაკოცე და წადი _ ყელში კოცნიდა მერე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა
_მშვიდობა გაქვს?
_კი , ყველაფერი კარგადაა და უკეთესადაც იქნება
_მართლა სიზმარია თორემ ასე ოპტიმისტურად ლაპარაკი შენგან
_დაბრუნდი ახლა საწოლში თორემ მოგიტაცებ და დამედევნება ბიჭი ჩადუნელის მთელი სამეგობრო _კოცნიდა და ვერ შორდებოდა. დინაც ეხვეოდა . ხალათმოცმულს სიცივე ეპარებოდა უკვე სხეულზე _წადი ,მიდი გამეყინები
_წასვლამდეც შევხვდეთ
უყურებდა იქამდე სანამ კარის მოხურვის ხმაც არ გაიგო და შემდეგ განაგრძო გზა დანიშნულების ადგილამდე. დილის 6 საათი იყო ბინაში რომ შევიდა. მძინარე გოგონას ოთახში მოჩვენებასავით შეიპარა და საწოლში მოკეცილს თავზე აკოცა _მშვიდად დაიძინე ინა ,მამას ყველაზე ლამაზო გოგო

ცოტა ხნით მის გვერდით დაწვა,ჩაეხუტა და ჩასთვლიმა კიდეც. ძილში იგრძნო ინა როგორ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. ფხიზელი იყო უკვე ,მაგრამ თვალები არ გაუხელია
_ყველაზე მეტად მიყვარხარ მა _ ჩუმად უთხრა და თავი მკერდზე დაადო .

................
_რატომ არ გძინავს _მატილდა რომ დაუხვდა მსაჯულივით წინ მაშინვე ამოიოხრა
_ყარხარ ... რა მოწიე ,ფუ თან დაბ.ზაობ და თან კაიფობ? სულ წახვედი ხელიდან? _ მის ოთახში შევიდა , კოხტად გასწორებული საწოლი აშალა და ერთი მხარე დაიკავა _იბანავე და მოდი მერე
_არ მაქვს შენი თავი გეფიცები ... ასე ცუდად როდის მქონდა თავი არ მახსოვს ,ჩემ ტვინს ერორი აქ და შენც რომ დამემატო
_სიტყვას არ დავძრავ ... უბრალოდ აქ დავიძინებ
_მალე გამოვალ არ დაიძინო უჩემოდ
_თვითონ გქონია საქმე და მე მაბრალებდი_ ჩუმად თქვა ,ბალიშს ჩაეხუტა და დაელოდა როდის მიუწვებოდა გვერდით. მაშინვე ჩაეხუტა,თავზე აკოცა და თვალები დახუჭა
_დღეს მინდა იყოს ის" წელიწადში ერთი დღე " _ ბავშვობაში მოიგონა იოანემ მისი საიდუმლოების სრულად გასაგებად ერთი დღე როცა დასხდებოდნებ მარტონი და ისაუბრებდნენ. თვითონაც იმეტებდა რაღაც ამბებს რაც არავინ იცოდა და მატილდაც იმ დღეს მონათხრობს არასდროს არავის უმხელდა
_ფხიზელი არ ვარ და მგონია რომ მალე თავი გამისკდება
_მართლა დაბოლილი ხარ?
_არა , ეწეოდნენ და სუნი მქონდა უბრალოდ. მთვრალი ვარ
_და იმ შტერი გოგოს ნაფერები...რა იყო ასე თუ გამოგწურა ვერ დაურჩი ლოგინში?
_გთხოვ მატილდა, რამდენჯერ უნდა გითხრა მეზიზღება რომ ლანძღავ ქალებს რომლებიც ჩემ გვერდით არიან. შტერი რანაირადაა 5 ენა იცის და ათას რამეს აკეთებს
_CV ექნება შთამბეჭდავი,მაგრამ ყველა მაღიზიანებს ვინც მრუშობს
_რა შუაშია ... მოვწონვარ და ს.ქსი გვაქვს
_რამდენი მომეწონება და რამდენს აუდგება ყველასთან დავწვე ? კარგი გოგო ვიქნები?
_შენ არ შეგიძლია ისეთი ხასიათი გაქვს ,თვითონ უნდა გასიამოვნოს იქეთ და რომ იხმარ სამყაროში ყველა მნიშვნელობით მერე მეორეზე გადასვლაც დაგეზარება
_აუტანელი ხარ
_მიყვარხარ და მორჩი იმ თემებზე ფიქრს რაშიც ვერ ერკვევი და ვერც გაერკვევი თუ შეყვარებული არ გეყოლება
_არ მჭირდება ... შენც კი ,ასეთი იდეაალური როგორი არაიდეალური ხარ როგორც შეყვარებული და მე ვინ შემიყვარებს ისე როგორც მე მინდა
_დაიწყო მაინც ჩვენი" წელიწადის ერთი დღე" ,ხომ ?
_როდის მოგეწონა ინა ,მე რომ გაგაცანი მაშინ?
_არა, შენ უბრალოდ გამახსენე ... მოწონებით სულ პატარა იყო რომ მომეწონა
_პატარა თუ იყო რამ მოგაწონა
_ის გოგო დაიცვა ,რომელიც სხვა შტერ ბავშვებთან ერთად აბულინგებდა. ოღონდ შენსავით ჩხუბით არა... რაღაც პრობლემა ჰქონდა, იმას მოწმე არ ჰყავდა. აღარ მახსოვს ზუსტად , ჩვენთან მოვიდა ინა , ლადიკოს ელაპარაკებოდა ისე დინჯად თითქოს პატარა გოგო არ იყო. ღმერთოო მაშინ მგონი 12 წლის იყო ,მაგრამ მეტის მეგონა ისე გამოიყურებოდა
_რაო რა თქვა
_არ არის ჩემი საქმე და მე არც მოვსულვარ თქვენთან , ჩემი მეგობარი არაა და მის გამო ტყუილად არ ვიტყვი , მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობასო ...
_აუ ნორმალურად მომიყევი რა ხდებოდა
_ის გოგო უფროსი იყო ინაზე,ლადიკოს შეყვარებული იყო რაა ხოდა ამ შტერს მოატყუა ერთმა ბიჭმა ეგ გოგოო გღალატობსო, გამასხარავებს და შენთან ერთად მეც მხვდებაო კიდევ ცუდი რაღაცები უთხრა
_აუ იოანე ნუ მელაპარაკები პატარა ბავშვივით
_რომელიღაც დღეს ტუალეტში ვიყავით და მ.ნეტი გამიკეთაო, საზიზღრად საუბრობდა აჭრა ლადიკო. იმ გოგოს ყველას წინ ეჩხუბა და მოკლედ მთელი ამბავი იყო ,შენ სულ ჭურში როგორ იყავი გოგო
_მერე ინამ რაო
_ინამ მეც ვიყავი იმ დღეს ტუალეტში და ის უზრდელი ბიჭი ცუდ რაღაცებს ეუბნებოდაო, აშინებდა და ავიწროებდა ,მაგრამ თეკლა ეჩხუბა,ახლოს არ გაიკარა რაღაც ჩაარტყა კიდეც შენ უყვარხარ ,საზიზღარი არის , ბოროტიც და სულელიც ,მაგრამ ბ.ზი ნამდვილად არაა და არ იმსახურებს ისე შერცხვენას როგორც ახლააო. იმ მატყუარას კიდევ არ უნდა შერჩეს ის ტყუილიო . ლადოს მიაწვა მოკლედ,თუ მაგარი ხარ იმას მიხედეო ...
_ანუ ბავშვობიდანვე გიჟი იყო
_ის გოგო ამწარებდა და ბედნიერი უნდა ყოფილიყო მისი მდგომარეობით ,ის კი უცნობ დიდ ბიჭებთან მოვიდა და მის გამო თქვა სიმართლე. აშკარა იყო პრობლემა შეექმნებოდა და მერე ის ბავშვი ინას ემტერებოდა სიმართლე რომ თქვა . მოკლედ მაგ დღის მერე მხვდებოდა თვალში,უბრალოდ როგორც ახლა მაშინაც ვერ ვიგებდი სინამდვილეში როგორი იყო ძალიან კარგ და ძალიან სულელურ ქმედებებს ერთი სიხშირით ჩადიოდა. ისე ცხადად მახსოვს როგორი სახე ჰქონდა და როგორი განსხვავებული მზერა. თვალებში სევდითაც შეეძლო ბედნიერი გამომეტყველების მიღება და თამაში უდარდელი გოგოს როლის.
_ როგორ მეზიზღებიან ბავშვები, რომლებიც სხვისი ტკივილით ერთობიან . მასეთები ანგრევენ ფსიქიკას და ვინც ამბობს ბავშვობაში ყველა უწყინარიაო იმის მოგუდვაც მინდება... დამპლები. ბავშვს თავისი დარდები ჰქონდა და კიდევ გახსენება უნდოდა წარსულის? თან ისეთი პატარა იყო იმ დროს. _ მოქუფრული ამბობდა სიტყვებს და მერე წარბებშეკრულმა ახედა _მე არ დავიცავდი იმ მაიმუნ გოგოს
_კარგი რაა ,მე მატყუებ?ზუსტად მის მსგავსად მოიქცეოდი უბრალოდ შენ გრანდიოზული აღიარებები გიყვარს და ყველას თვალწინ იტყოდი სიმართლეს. ის ბიჭი რომ გადაიკიდა მასაც მოუგრეხდი კისერს ,მაგრამ ინას საკუთარი წარსულის რცხვენოდა,კომპლექსი ჰქონდა და როცა ამ ამბავს ეხებოდნენ სიმართლეს წინ ვერ უდგებოდა,რით გაიმართლებდა თავს ,ფაქტი იყო მამამ დედა მოუკლა
_მითხარი რომ ის ბიჭი სცემე
_სულ მეჩხუბებოდი ნუ სცემ ხალხსო და
_მერე მაინცადამაინც მაშინ გაიგონე?
_დავაშინე ისე,რომ ახლოს აღარ გაკარებია ინას. ისიც და კიდევ რამდენიმე სხვაც
_მის იდიოტ შეყვარებულებსაც ხომ არ აშინებდი ეგრე
_შეყვარებულები რომ ჰყავდა იქ აღარ ვიყავი... შენ მართლა არ გახსოვს სკოლიდან ? სადღაც როგორ არ გადაიკვეთებოდით
_1000 ბავშვი დადიოდა იმ სკოლაში. რაც მეტს იცნობ მეტი თავის ტკივილი გაქვს. მე ჩემ ტოლებს და ჩემზე დიდებს ვეკონტაქტებოდი ან იმათ ვინც ჩემთან ერთად დადიოდა სხვადასხვა წრეზე. ინა სკოლაში არ მომეწონებოდა ალბათ... ბევრშეყვარებულიან ლამაზ გოგოებთან არ ვკონტაქტობდი. შტერ ქალებად მიმაჩნდნენ . იმ დროს ასეთი იმიჯი ჰქონდა
_მისი შეყვარებულადწოდებულები რომ გამეფინა წიხლ ქვეშ ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ მის პირად ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ. არც მიფიქრია,რომ სერიოზულად მომწონდა. უბრალოდ ლამაზი გოგო იყო კეთილი გულით , ბევრი ტკივილით და არეული ცხოვრებით. ჩემთან საერთო ვერაფერი ექნებოდა, მაგ ასაკის გოგოებს მე არ ვეხებოდი და თუ შეყვარებული იყო ხომ იცი როგორი მაღალი სტანდარტები მქონდა მათთან ვისთანაც დროს ვატარებდი საწოლს მიღმა
_ახლა როგორ დაგიკმაყოფილა ნეტავ სტანდარტები
_სხვანაირია ახლა,საკუთარი თავი იპოვა ... მხოლოდ ქალი ინა ვერ და ამ ქალი ინას სასურველი კაცი მე ნამდვილად არ ვარ. გადამივლის რაც მჭირს, დაკავებულ ქალებთან კომუნიკაცია არ მაქვს ხომ მიცნობ
_არ შეურიგდა ვაჩეს
_სულერთია... უყვარდა და მისი ლანდი გამოჰყვება სულ
_მერე ეგ გაშინებს ? უშეყვარებულო გოგო გინდა იპოვნო? გატეხილი გულით არ გინდა მიიღო ?
_ვერ აგიხსნი ... ვერც იმას რაც მჭირს და ვერც იმას რატომ არ ღირს უაზრო ბრძოლა და სამკუთხედის წევრობა.
_ანუ მართლა გაინტერესებს ?
_აბა რა გეგონა
_რომ კლასიკური თოჯინასავით უყურებდი და ეფლირტავებოდი... რა იყო აქამდე არ გყოლია ეგეთი გოგოები თუ რა
_შენი დაქალი არცერთი იყო და ახლა არ დაიწყო
_კარგი ხო
_შენ ილდანი როდის მოგეწონა _ როგორც ყოველთვის მატილდას გაბმა სცადა თავისივე დაგებულ მახეში ,მაგრამ ამჯერად არ გამოუვიდა
_ილდანს რა აქვს მოსაწონი ... უბრალოდ წვიმაში გაყინვას გადამარჩინა ადამიანმა , შენ რომ დაგირეკა უფრო დავმშვიდდი . რადგან არ გამოვარდი გამოდის ენდობი და ანდე ჩემი თავიც
_მე კარგად არ ვიცნობ ,მაგრამ მანიაკი ნამდვილად არაა და შენ ისეთი ხარ იქეთ თუ ავნებდი რამეს. მატილდა სიმართლე მითხარი, ილდანი ნამდვილად არ გიყვარს? ნუ დაუკარგავ ამ დღის ტრადიციას ფუნქციას
_მაინცადამაინც სიყვარული უნდა მირევდეს სულს? ისე ვერაფერი შეგაწუხებს ადამიანს?
_ანუ არც ილდანია შენ გულში
_შენ მგონი მართლა ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება და არ ხუმრობ
_სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ,შენი მოშორება კი არა შენი ბედნიერება მინდა _ ისევ შემოხვია ხელები და თავზე აკოცა _ ჩემო პატარა ბაიაა _ისე უთხრა როგორც ბავშვობაში ეძახდა,სულ პატარები რომ იყვნენ მაშინ
_ტირილი მინდა ... _თქვა და წამოუვიდა კიდეც ცრემლები.
მატილდა შენგელიას ერთდროულად შეეძლო ყველაზე მხიარული,მტირალა,ემოციური,ყინულივით ცივი ,სერიოზული და არასერიოზული ყოფილიყო. ეპატიებინა ყველაფერი და უარი ეთქვა ვინმეზე ისე რომ საერთოდ წაეშალა ცხოვრებიდან. თუ შეგიყვარებდა და მიგიღებდა თავის ადამიანად უნდა გცოდნოდა,რომ შენთვის თავს გასწირავდა,შენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებდა . შეეძლო აეტანა უამრავი ტკივილი და ეტირა თითის გაჭრის დროს. წამში ეთქვა ყველაფერი შენზე და საიდუმლოდ დაეტოვებინა ყველაზე მთავარი ამბები სიცოცხლის ბოლომდე. იოანე უყვარდა ყველაფერზე მეტად,მასზე წინ არავის დააყენებდა ცხოვრებაში ,მაგრამ ილდანზე ვერ ეტყოდა იქამდე სანამ თავად ილდანს არ გამოუტყდებოდა და მის წინ არ აღიარებდა საკუთარ გრძნობას.
................
რაღაც ეტაპზე სალომესთან მისვლისგან თავს იკავებდა, გრძნობდა რომ წინ ჰქონდა ბეწვის ხიდი და ამ ხიდს უკვე ეკიდა ცეცხლი. თვალი მოჰკრა მასთან მისულ ბიჭებს, უკვე ნასვამი , მზერაარეულიც რომ აუარებდა და ინსტიქტურად დაიწყო შეტყობინების ტექსტის გაგზავნა. სალომეს მობილური ხელში ჰქონდა და იცოდა მაშინვე წაიკითხავდა
_"მატილდა და ინა ლოთები არიან ,ნუ აყვები თორემ მალე ყველა შენით შეპყრობილს გაჰყვები საცეკვაოდ " _დაინახა როგორ გაეღიმა და თან წარბები აზიდა კითხვის დროს
_"თუ გავყვები სასმელს ნუ დააბრალებ... ჩემ გონებაზე ზემოქმედებას ორი ჭიქა ვერ ახდენს"
_"მე რომ გამომყვე ისე რომ არ მკითხო სად რამდენი ჭიქა უნდა გქონდეს დაცლილი"
_"გააჩნია შენ რამდენი გჭირდება შორიდან ყურებას რომ მორჩე და ახლოს მოხვიდე " _იმ წამს გახედა და თვალი თვალში გაუყარა . თანვე წამოდგა და მოცეკვავეებს შორის მიიმალა. გიჟდებოდა თამაშში რომ ყვებოდა ყოველთვის და არასდროს უჭირდა მისი ჩანაფიქრის გამოცნობა. ჩაბნელებულ დარბაზში მნათობი ჭრელი განათებების ფონზე კიდევ უფრო თავბრუდამხვევი ჩანდა . ყოველთვის უნდოდა მასთან ცეკვა და თავის შეკავებაზე მთელ ენერგიას ხარჯავდა ,ყურადღების გადასატანად ყველა ხერხს მიმართავდა ახლა კი ისე მოხვია ხელი წელზე ნაბიჯის უკან გადადგმა არც დაუშვია. წვრილი მკლავები ყელზე შემოეხვია,ხელზე აკოცა და მუსიკის რიტმს მასთან ერთად ააყოლა სხეული. თითები წელიდან შიშველ ზურგზე გაექცა და იგრძნო კიდეც დავლილი ჟრუანტელი
_გილოცავ ... მომდევნო 6 თვე ჩემზე უფროსი ხარ _ უღიმოდა და მთელი მონდომებით ცდილობდა სიახლოვით გამოწვეული მღელვარების დაფარვას
_რა მაჩუქე არ მინახავს . ცდუნებას ვერევი ჯერ ,მაგრამ სახლში მისვლის შემდეგ საჩუქრების გახსნისას შენით დავიწყო თუ შენით დავასრულო _ თავი მისი ყელისკენ ჰქონდა დახრილი ,ისე საუბრობდა რომ გაეგო. სალომემ ტუჩები ყბაზე რომ შეახო სიტყვების გაჟღერების შემდეგ სულ აურია გონება მისმა ნათქვამმაც და ქმედებამაც
_სხვა დროს გახსენი ისე რომ ჩემით დაიწყო და ჩემით დაასრულო _ ჩუმად უთხრა ,მთვრალი მზერა ისევ მოავლო მის სახეს და გაუბედავად აკოცა ტუჩის კუთხეში _ შეიძლება ასე?
_გამომყვები ? _სიტყვა ისე დასცდა არაფერზე ფიქრობდა
_ისევ თვალდახუჭული ? _ თვალებში უყურებდა ხელი რომ ჩაკიდა და ნაბიჯით დაშორდა
_არა , მერე ვეღარ დავინახავ ჩემ თავს შენ ჭრელებში ანთებულს _ წამით დახარა თავი ,უნდოდა ეკოცნა ,მაგრამ გაიაზრა ირგვლივ უამრავი ვინმე რომ იყო და ისევ თავზე შეახო ტუჩები _ თვალი არ მომაშორო და ჩემ ნაბიჯებს გამოყევი

სრულად დაინგრა ის კედელი, რომელსაც ამდენი წელი აშენებდა. დაანგრია ბარიერები ,რომელსაც საკუთარ სურვილებს უწყობდა . ტორტზე ანთებული სანთები რომ ჩააქრო სურვილის ასრულება თავად რომ შეეძლო უკვე იცოდა და გადაწყვეტილიც ჰქონდა,მაგრამ ყველაფერი დაგეგმილზე უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ განვითარდა.
არავინ დარჩა გონებაში პეპის გარდა , რომელიც შთანთქავდა წარსულის ბნელ მოგონებას,ჭრილობებს ,ტკივილსა და კომპლექსებს. მისი წითელი თმის ელვარება იზიდავდა , მისი ლამაზი სახე და მზერა , ვნებაჩამდგარი ,სურვილმორეული,ზღვარგადასული.
იმდენი ფერი იყო ირგვლივ,იმდენი გრძნობა და ემოცია ვერ გააჟღერა სიტყვა "მიყვარხარ" .
ყველა გადაფიქრებული კოცნა აკოცა იმ ღამით.
ყველა ოცნებად გადაქცეული წუთი მიიღო .
მხოლოდ დასასრული იყო იმაზე მტკივნეული ვიდრე წარმოედგინა.
დაძინებისას მკლავებში ჰყავდა მოქცეული, ეხუტებოდა იქამდე სანამ ყველაფრით გადაღლილს, არაფხიზელს და გონებაარეულს არ ჩაეძინა . დილით კი ისე დახვდა აორთქლებული იმაშიც კი შეეპარა ეჭვი ნამდვილად სალომესთან ერთად იყო თუ ვინმე სხვა ჰყავდა გვერდით.
რა უნდა გაეკეთებინა . დაერეკა და ეკითხა სად წახვედიო?
სახლში დადგომოდა და ეთქვა როგორ დამტოვეო?
იმდენად არ მოგეწონე გაიქეციო?
რა უნდა გაეკეთებინა ასეთ დროს არ იცოდა.
საჩუქრებს შორის სალომესი იპოვნა მხოლოდ და მერე საერთოდ აერია გონება. ხედავდა კახეთში გადაღებულ ფოტოებს . როგორ უყურებდნენ ერთმანეთს,როგორი ჰარმონია ჰქონდათ ერთად . სული ჩანდა თითოეული მათგანში .
შეუძლებელი იყო ვერ დაგენახა მათი გრძნობები.

დრო სჭირდებოდათ თავში არეული აზრები რომ დაელაგებინა ორივეს,მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად დაატრიალა ცხოვრებამ.

დრო სჭირდებოდათ თავში არეული აზრები რომ დაელაგებინა ორივეს,მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად დაატრიალა ცხოვრებამ.


შემთხვევით გადაეყარა ნიკუშა ჭედიას. უჩვეულოდ ნირწამხდარს, ფერდაკარგულს და გამოფიტულს. ავადმყოფს ჰგავდა ისე აცეცებდა თვალებს. გვერდი ვერ აუარა,შეეშინდა სალომეს არ სჭირდეს რამეო და კუთხეში მიიმწყვდია მთვრალი
_რა ხდება შენ თავს არ მეტყვი ?
_ვალი მაქვს
_ვისი ...
_ვახტანგიშვილის
_უკეთესი მევალე ვერ იპოვე? ისესხე?
_არა ,წავაგე
_რამდენი
_10 000
_რამდენი გაქვს დრო დასაბრუნებლად _ ამოიოხრა და მაშინვე იფიქრა რომ თვითონ გადაუხდიდა მეორე დღესვე
_ეგ არაა მთავარი
_აბა რა არის
_ვალის დასაბრუნებლად კურიერობა შემომთავაზა და მთელი შეკვრა გამატანა სახლში. ჩემმა არანორმალურმა დამ იპოვა როგორღაც . ისეთი კუდიანია სახეზე რომ მხედავს კითხულობს როგორი დანძრ.ულიც მაქვს . ალბათ გადაქექა მთელი ოთახი ... რა იფიქრა არ ვიცი ,ისტერიკა ჰქონდა ალბათ და უნიტაზში ჩარეცხა ყველა. კლიენტები ითხოვენ , აქეთ ვახუშტა მემუქრება. 10000 კი არა 50 000 გახდა ვალი. ყელამდე ვარ ნეხვში
_ბარიგობაზე დათანხმდი ბიჭო და მერე სახლში მიიტანე,სალომესთან ?სწორად გავიგე ?
_რა უნდა ვქნა
_შენ რაღა უნდა ქნა ... _მობილურის ეკრანს დაჰყურებდა და მერე ამბის მთავარ ფიგურას დაურეკა
_ბატონ დაჩი ჩადუნელს რამ გაახსენა ჩემი თავი
_რამდენი აქვს შენი ვალი ნიკუშა ჭედიას ?
_რა ვალი ...
_რამდენი აქვს_მეთქი . მე გადაგიხდი
_მე და ნიკუშა მოვგვარდებით , შენ არ გექნება მაგდენი დაჩიკო
_ანუ ფულს არ იღებ ? _ ტვინში სისხლი მოაწვა. აგიჟებდა და მაინც მოთმინებას იჩენდა _ ვაორმაგებ... ხვალ საღამოს მოგიტან და შენ იქამდე შეეშვები
_ერთი დღე დავიცდი როგორმე
_ნაბ.ჭვარი! _კბილებსშორის გამოსცრა და ერთი ჭიქა თვითონაც დაცალა.
_რას აპირებ ... გაგიჟდი ? ჩემ მაგივრად ვერ გადაიხდი ამდენ ფულს
_ვისი ვალი გირჩევნია რომ გქონდეს მისი თუ ჩემი
_დაჩი ... ძალიან დიდი თანხაა
_შენ მე რომ მდიდარი ბიჭი ვარ სულ რატომ გავიწყდება ნიკუშა?
_არ იქცევი მასე და იმიტომ ... მე ვერ გადაგიხდი მაგ ფულს
_მოვიფიქრებთ რამეს. იქამდე არაფერი გააკეთო . ახლა სახლში წადი და სალომეს უთხარი დამშვიდდეს. მოვაგვარე _თქო უთხარი ,მაგრამ მე არ მახსენო
_გაიგებს მაინც
_მაინც გაიგებს,მაგრამ ჯერ ნუ გაიგებს
_დაჩი ...
_გააკეთე რაც გითხარი. ასეთი რთულია სალომე დაამშვიდო? _
მსგავსი გადაწყვეტილებები არ ახასიათებდა,მაგრამ ნიკუშას ვერ დატოვებდა ჭაობში . ვერ იფიქრებდა თუ საკუთარი ზარით გაართულებდა ყველაფერს. არც დაუშვია ვახო ფულზე უარს იტყვისო.

შუაღამე იყო მობილურის ხმამ რომ გააღვიძა და ნახევრად მძინარემ უპასუხა
_დაჩი ... დაჩი გესმის ? _ ძლივს სუნთქავდა და ხმაზე ეტყობოდა როგორი აღელვებულიც იყო _ შარში ვარ ... მაგარ შარში ვარ და შენი დახმარება მჭირდება
_რა მოგივიდა...
_დ.მენძრა . სალომეს მიმიხედე, გემუდარები. შენ გარდა ვერავის ვანდობ ,სხვა ვერავინ დაუდგება ვახტანგიშვილს
_სალომე რა შუაშია... რა გააკეთე ნიკუშა
_ვერ მოგიყვები ახლა ,უნდა დავიმალო და სალომეს მიადგებიან. ჩავისვ.რე ,მაგრად მივქარე
_მორჩი ახლა ზმუილს , გაჩერდი და მომიყევი რა ჯანდაბა გააკეთე
_ვახუშტა დავჭერი _ტირილის მაგვარი ხმა ჰქონდა იმ წამს. გამწარებული და სასოწარკვეთილი _მომკლავენ
_სად ხარ ახლა
_ვერ გეტყვი...
_შენ ვის ელაპარაკები თუ იაზრებ...გეშინია რომ ჩაგიშვებ თუ რას ვერ მეტყვი ნიკუშა _ იცვამდა უკვე და მაქსიმალურად ცდილობდა არ ეყვირა,მაგრამ ხმას ვერ აკონტროლებდა
_სალომეზე დამიწყო ლაპარაკი და დანა ჰქონდა. მემუქრებოდა , სალომე რომ მიხსენა დამებინდა გონება
_ნ.ბიჭვარი ! მისამართს ჩაგიგდებ და იქ წადი ახლავე . იცოდე თუ არ წახვალ
_წავალ ... გამომიგზავნე
_მალე მოვალ მეც... ეზოსთან დამელოდე.

სახლიდან ისე გავიდა დიანას არ გაუგია. აგარაკზე ელოდენოდა ჭედია . ღობესთან იჯდა თავდახრილი მანქანის შუქი რომ მიენათა მხოლოდ მაშინ გასწორდა და დაჩის დანახვისას ამოისუნთქა. მხრებდამძიმებული მიჰყვებოდა,იმ ფიქრით რომ ცხოვრება თავზე ჩამოენგრა. ასეთი კაცის ნახვა ჩადუნელისთვის მარტივი არ იყო. სახლში შეიყვანა და წყალი მიაწოდა. რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა და ელოდა . სისხლი რომ დაინახა მის ტანსაცმელზე წამსვე გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა და ძლივს მოერია თავს
_შეგიძლია გაიგო ცოცხალია თუ არა? რომ დავარტყი გამოვიქეცი ... ალბათ პოლიციაც მეძებს . მნიშვნელობა არ აქვს რა მომივა ,უბრალოდ სალომეც შარშია ჩემ გამო
_ზუსტად მომიყევი რა მოხდა
_სალომემ ჩარეცხა_თქო წამომცდა მე იდიოტს. იმ ნაბ.ჭვარმა შესანიშნავია მაშინ სალომემ გადაიხადოს შენ მაგივრადო დიდი სიამოვნებით მივიღებ სალომეს ვალში ან ნაწილ_ნაწილო
_ახვ.რი ... ვახტანგიშვილთან რა გინდოდა არ გითხარი მე გადავიხდი_თქო? იქნებ ლომკა გქონდა და მიაკითხე
_არა ,არ მოვიხმარ _მეთქი . ხომ მიცნობ
_მე გიცნობ?მე რომ გიცნობდი არც თამაშობდი ... სწავლობდი და მუშაობდი
_ ვსწავლობდი და 500 ლარად ვმუშაობდი ... ახლა საერთოდ ციხეში წავალ. მკვლელი ვარ ? _უცებ ისე ჩაუქრა თვალები ,ისე წაერთვა ხმა ტკივილისგან დაჩისაც კი მოეწურა გული.
_გავარკვევ და მერე მოვიფიქროთ რას ვიზამთ _ ვისთან უნდა დაერეკა არ იცოდა. ზედმეტი ხმაური რომ არ გამოეწვია და თან ყველას რომ არ გაეგო მისი საქმეში ჩართვა
_გოგა , ღამემშვიდობისა
_დაჩი ,მშვიდობა გაქვს ?
_მე კი ... მხოლოდ ერთი ამბავი უნდა გამირკვიო. რაც შეიძლება უხმაუროდ
_მითხარი აბა რა გინდა
_ვახო ვახტანგიშვილი სად არის და როგორ არის რომ გამირკვიო ,შეგიძლია?
_ეგ ვინ არის ,გოჩას ბიჭი?
_ხო ... არ მკითხო ჯერ არაფერი . კარგი? მერე გეტყვი
_შენ ხომ ნამდვილად უსაფრთხოდ ხარ დაჩი ?
_კი ,კი _ნიკუშას გახედა. თავით ხელებს რომ ეყრდნობოდა და გეგონებოდათ საერთოდ არ სუნთქავსო _ სალომეს გარდა ვინ იცის ნარკოტიკზე
_არავინ ... მამაჩემს ხომ იცნობ, მომკლავდა . სალომესთან ახლოს არ მიუშვა ,მამაჩემი აზრზეც ვერ მოვა ისე დაუშავებს რამეს . სალომეს რომ მიუახლოვდნენ
_გაჩუმდი ! წადი მოწესრიგდი და დამირეკავს გოგაც. მკვდარი არ იქნება და პოლიციასთანაც საქმე არ გექნება, მაგრამ ვახტანგიშვილს როგორ გადაურჩები ეგ არის საქმე.

მართალი აღმოჩნდა. გოგამ,რომ დაურეკა ლამის გადმოძვრა მობილურში ღრიალით
_დაჩი მითხარი რომ შენ არ დაჭერი და მაშინდელი თქვენი ჩხუბი ასე არ გაგრძელდა. გოჩა კბილებალესილი დაეძებს ყველგან დამნაშავეს. ბიჭი ცოცხალია ,მაგრამ საავადმყოფოში ჰყავთ . არ ამბობს საიდან წამოიყვანა,არ ითანამშრომლებს...
_მე არა ,მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა . ვალი აქვს მისი . მინდა შემახვედრო და უთხრა რომ ვალს დავუბრუნებ
_გამორიცხე! რა ვალი,რის ვალი ... ფულს გამოგართმევს გგონია? იქვე მოგკლავს შენი ძმაკაციანად. ვინ დაჭრა , რა საქმე ჰქონდა იმ ბიჭთან. შენ როდის იყო დამნაშავეებს ექომაგებოდი
_გოგა შემახვედრებ თუ ვერ...
_გამორიცხე. არ არსებობს არავინ ვინც გოჩასთან შეგახვედრებს და ილაპარაკებს. მე და მაგას საერთოდ არ გვაქვს კვეთა. ვინც არ უნდა ჩაავრიო ვერ გამოგიყვან ამ საქმიდან . ფულსაც დაგაწერს და ყველაფერს საერთოდ , დამნაშავესაც მიიღებს ზედ დამატებულს.
_აბა რა გავაკეთო ... დაველოდო? არ არსებობს ვინმე ვისთანაც ვალშია და ვინც გამყვება ?
_დაჩი ...
_მითხარი
_მამაშენი...მამაშენის ძმაკაცი იყო და ვალშიც არის ტიტესთან. სხვა არავინ ვიცი. ტიტეს აფასებს და მის სახლში არ შევა ,ამის გარდა ვერაფრით გეხმარები. დიანამ იცის?
_არა
_გაითვალისწინე... გოჩასთან თუ შენ გამოჩნდები იცოდე დიანასაც ნულზე დატოვებს. ფიზიკურად არ შეეხება ,მაგრამ ფული რომ ახსენო
_გავიგე ...
_შემიძლია დაგეხმარო და სადმე გავიყვანოთ. არ უთხრა დიანას,ფულს მე მოგცემ და
_კარგი . თუ სხვა გზა არ იქნება დაგიკავშირდები. მადლობა გოგა _გაუთიშა და ოთახში დაბრუნდა. ბიჭი მაშინვე წამოდგა
_ცოცხალია? დაჩი ...
_მკვლელი არ ხარ ,მაგრამ მკვდარი შეიძლება გახდე _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია,ფანჯარასთან დადგა და ეზოში იყურებოდა. თითქოს ელოდა კიდეც ვიღაცის გამოჩენას . თენდებოდა უკვე გოგამ რომ მისწერა გაიღვიძა ბიჭმა და გოჩამ იცის უკვე ვინცაა დამნაშავე. ნიკუშა ჭედიას ეძებს ყველგანო _ წამოდი ,მივდივართ
_სად ... პოლიციაში ? ეს ზედა აქ არ უნდა დავტოვო. შენ საერთოდ არ უნდა გამოჩნდე. თვითონ ჩავბარდები
_გგონია ვახო იტყვის ვინ დაჭრა და მერე შენ აგალაპარაკებს პოლიციაში? სულელი ხარ ? მოსაკლავად დაგეძებს
_მითუმეტეს სად მომყვები
_გაჩუმდი რა ... გამომყევი სანამ მე მოგკალი.
_დამნაშავეებს როდის მერე ეხმარება დაჩი ჩადუნელი
_სალომეს ვერ დავიცავ შენ თუ მკვდარი იქნები ... გინდა სალომე იყოს კარგად?მაშინ აამუშავე ეგ შენი მათემატიკოსის ტვინი და მიხვდი ,ვინ გყავს გვერდით
_დაჩი ჩადუნელი
_შენ ხარ მგონი ერთადერთი ვისაც სულ ავიწყდებოდა ვინ ვარ . ვისი შვილი და ვისი შვილიშვილი . მე ვინ რას დამიშავებს სანამ ტიტე ცოცხალია _ ეზიზღებოდა ეს ფაქტი ,მაგრამ ვერ ცვლიდა. ტიტე შონია იყო ფარი ,რომელიც უნდოდა თუ არ მაინც მუდამ თან დაჰყვებოდა .

ბევრი არ უფიქრია ისე წაიყვანა შონიას ძველ სახლში. იქაურობა სულს უხუთავდა,იმ სახლში ჰქონდა ყველაზე ბედნიერი და უბედური ბავშვობის მომენტები გამომწყვდეული. იმ სახლის კარს ვერავინ გადააბიჯებდა,ყველაზე უსაფრთხო იყო
_დაჩი ... _ ნიკუშამ რომ შეხედა შენობას ძლივს მოატრიალა ენა სიტყვის სათქმელად _ სალომე სწორი ყოფილა ... შენი იმედი კლდესავით ურყევია მართლა
_არ გამოხვიდე სანამ მე არ მოვალ ან არ დაგელაპარაკები. არავის მისწერო და არავის დაელაპარაკო. არც რამე მითხრა გემუდარები ... მადლობა მითუმეტეს. შენთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ , სალომეს ვერ წავართმევ თავის პატარა ძმას , რომელიც ასე ძალიან უყვარს
_შენზე მეტად რომ ვუყვარვარ ,მაინც?
_ეგ უნდა ვკითხოთ ვინ უფრო _ ჩუმად თქვა და სახლის გასაღები მისცა_ მე ვერ შემოვალ . მიდი _ დაელოდა როდის მოხურავდა კარს და მერე წავიდა.
............
გოგას სიტყვებს ამტკიცებდა ყველა. გოჩა ვახტანგიშვილი ვისთანაც ახსენა ყველას ისეთი რეაქცია ჰქონდა აშკარა იყო ,რომ არავინ შეიქმნიდა პრობლემას . მთუმეტეს ცხადად დამნაშავე იყო ნიკუშა ჭედია და ეს კარგად იცოდა დაჩიმაც.
შემდეგ გაიგო სალომე ეძებს ნიკუშასო და ბევრი აღარ უფიქრია. იქამდე უნდა ემოქმედა სანამ მისი პეპი მიიღებდა მორიგ მცდარ გადაწყვეტილებას

_დაჩი ? _ რკინის მაგიდასთან მჯდომმა ფერი დაკარგა შვილის დანახვისას. მისი უამრავი ფოტო ჰქონდა, მაგრამ 15 წლის უნახავი ჰყავდა. თვალებს ვერ უჯერებდა, მის წინ რომ დაჯდა და მზერა გაუსწორა_დაჩი...
_აქ შენი მონატრების გამო რომ არ მოვსულვარ მიხვდებოდი ალბათ... არც ის მაინტერესებს როგორ ხარ და არც დავინტერესდდები
_რისთვის მოხვედი ... _ ისე უნდოდა მისი დიდხანს მოსმენა,მისი კაცად ჩამოყალიბებული შვილის ყურება და დაკვირვება _ რით შემიძლია დაგეხმარო
_გოჩა ვახტანგიშვილს იცნობ?
_ვიცნობ ,მერე ? შენ რა საქმე გაქვს გოჩასთან
_ჩემ ერთ ახლობელს აქვს მისი ვალი ...
_ფული თუ როგორი ვალი
_ბიჭია დაჭრილი, რაღაც რაც ჰქონდათ უნიტაზში ჩარეცხილი და ყველგან ეძებენ ამ ჩემ ნაცნობს
_მოკლავს გოჩა ! _ წარბიც არ შეუხრია ისე თქვა და ეჭვიც არ ეპარებოდა ნათქვამში
_ფული რომ მივუტანო მაინც? ორჯერ მეტი შევთავაზო და გამოვისყიდო იმ ბიჭის სიცოცხლე
_სიმართლე მითხარი დაჩი ,დიანას გაფიცებ... შენ ხარ ის ბიჭი ? _ხმა წაერთვა იმ უძლეველ და უშიშარ ტიტეს ,ლეგენდები რომ დადიოდა მასზე_ შენ გაქვს გოჩას ვალი?
_გგონია შენ გზას ვაგრძელებ და ნარკომანი ვარ ?
_შენ მეგობარს რა ესაქმებოდა ან თუ მოიხმარს ამდენი რად უნდოდა ... ბარიგა მეგობარი გყავს ?
_არა ... თამაშში წააგო, გამოიჭირეს. აშანტაჟებდნენ და ეს საქმე შეტენეს. ვერ გააკეთა,უარის თქმა უნდოდა და ჩხუბის დროს დაჭრა გოჩას შვილი .
_უნიტაზში რაღას ჩარეცხა მერე მაგ იდიოტმა ... ახლა მეტი ვალი არ ექნება?
_მისმა დამ ჩარეცხა _თქვა და მიხვდა კიდეც ტიტე მთავარ ამბავს
_ის არის ვის გამოც აქ ხარ?
_მითხრეს გოჩას იცნობს , მეგობრობენო ... მეტყვი როგორ მოვიქცე თუ წავიდე და თვითონ მოვიფიქრო რამე. ის ბიჭი ჩემთან არის სახლში და თუ იპოვის მეც მივყვები
_გაგიჟდი ? _კბილებსშორის გამოსცრა და მისკენ გადაიხარა _ შენთან როგორ მიიყვანე ... დიანამ იცის? ან იმ იდიოტმა გიორგიმ, მაშინვე გაგყიდით . ჩემთან ვალშია ,მაგრამ ისეთი პრინციპულია არავის აპატიებს მისი შვილის სისხლს
_რომ მომკლავს არც შენ აპატიო მაშინ ჩემი სისხლი ...
_ვინ არის ის გოგო _ წამით უყურა და შემდეგ ჰკითხა
_გოგო თუ ბიჭი
_გოგო ვინ არის დაჩი ...
_მნიშვნელობა არ აქვს ... მითარი რა ვქნა და წავალ. ამდენი დრო არ მაქვს და არც სურვილი . უბრალოდ თქვი ,რომ გამოსავალი არ არსებობს
_ შენ მხოლოდ გოგოს სახელი მითხარი და დაელოდე შეტყობინებას. დანარჩენს მე მოვაგვარებ
_რამე რომ მოუვიდეს
_გიყვარს?
_ არ იმსახურებს მისი იდიოტი ძმის გამო დაისაჯოს... როგორც მე არ ვიმსახურებ შენი შეცდომების გამო ვაგო პასუხი
_გოგოს არ შეეხება
_ხო არა? და თუ გეტყვი,რომ გოჩას ძვირფას ვაჟიშვილს , ვახუშტას უყვარს? კუდში დასდევდა და საერთოდ ეჭვი მაქვს ყველაფერი იმ იდიოტს უჩალიჩა _ უცებ გაეხსნა თითქოს გონება. ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ჩამოისვა ხელები_კი,ნამდვილად იმ ნ.ბიჭვრის გეგმაა და თუ მოგვარება არ შეგიძლია,თუ დარწმუნებული არ ხარ
_სალომეა ხომ ? სალომე ჭედია ... ჭორფლებიანი ,წითელთმიანი გოგონა . მათემატიკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვეთ ორივემ და ჯილდო გაინაწილეთ _ ისე იხსენებდა თითქოს ყველაფერი ნანახი ჰქონდა _ხომ სალომეა
_ჩემ თვალთვალს როდის შეწყვეტ
_მე არ გითვალთვალებ
_აბა მიცავ?
_სალომეა?
_ხო ...
_მოვაგვარებ და დაგიკავშირდებიან. იქამდე მოგაკითხავენ და სალომესთან ერთად გაყევი
_რა სისულელეა. ასე არ გამომყვება
_იჩხუბეთ?
_ვჭორაობთ მამა_შვილი?
_თუ გინდა რომ უსაფრთხოდ იყოს დაარწმუნე რომ გამოგყვეს თუ ვახტანგიშვილების რძლობა უნდა მიეცი ნება
_მოკვდება და არ გაყვება!
_ასე ძალიან უყვარხარ ?
_შენთან ჩემ გრძნობებზე საუბარს არ ვაპირებ... შენ რა იცი საერთოდ სიყვარული. ქალი მოკალი რომელსაც ბოლომდე ჩაძირულიც უყვარდი
_გიყვარს ! თუ აქამდე არ გაგიაზრებია ,გაიაზრე 15 წელია ერთხელაც არ მოსულხარ ... უამრავი პრიბლემა გქონდა, რომლის მოგვარებაც ჩემ ერთ სიტყვას შეეძლო ან შენ ერთ ნათქვამ ტიტე შონიას ბიჭი ვარს... მის გამო საკუთარ თავსაც გადააბიჯე და ჩემთან მოხვედი
_მინდელთან მისვლა სჯობდა აშკარად ... მისი ნაცნობიცაა
_მინდელი სუფთაა , ერთი დანაშაული აქვს მხოლოდ ჩადენილი თავის ცხოვრებაში და არაკაცებთან მისი სიტყვა არ გაჭრის. მხოლოდ კაცებთან
_არაკაცებთან შენი ხომ ჭრის
_კი და სწორადაც მოხვედი. გოგო გყავდეს შენთან ,დანარჩენს მე მოვაგვარებ , გპირდები
_შენი პირობის არ მჯერა... მხოლოდ ის გახსოვდეს თუ სუნთქვას არ შემაწყვეტინებენ სალომეს არ გავატან _არც დამშვიდობებია,არც ერთი სიტყვა უთქვამს სხვა ისე დატოვა როგორც რიგითი უცნობი და პირდაპირ სალომეს სახლისკენ დაიძრა. კიბე ფეხით აირბინა და კარზე დააკაკუნა
_გამარჯობა
_გამარჯობა შვილო ... ვინ გგნებავს _მოხუცი ქალი ინტერესიანი მზერით უცქერდა
_სალომესთან ვარ ,სახლშია?
_კი ბები,მაგრამ გაციებულია და დილიდან ოთახიდან არ გამოსულა... შენ ვინახარ ბებიკო?
_კლასელი ვარ მისი, ვნახო შეიძლება?
_რომელი კლასელი... რომ არ მეცნობი?
_დიანა ჩადუნელის შვილი ვარ ... ბიჭის შვილიშვილი
_მართლა ბებიკო? კი ვიცოდი ერთ სკოლაში რომ იყავით ,მაგრამ ვერ გიცანი ... ადრე რომ მაჩვენა ფოტო სალომემ იქ სხვანაირი იყავი . წვერში ვერ გიცანი _ წამოსცდა ქალს,მაგრამ დაჩის არ შეუმჩნევია. საძინებლისკენ აიღო გეზი და პირდაპირ შეაჭრა . არც უფიქრია გოგო რა მდგომარეობაში დახვდებოდა. საწოლზე მობუზული იწვა და ტირილისგან თვალები ჰქონდა დასიებული. ნახევრად შიშველს საჯდომს ძლივს უფარავდა ალისფერი პენუარი
_ტირილის და მოთქმის დროა ახლა? სადაცაა ვახტანგიშვილების რძალი გახდე _ კარი ზურგს უკან მიხურა და გოგოს ინსტიქტურად წამოჯდა
_აქ რას აკეთებ ... საიდან _ იჯდა საწოლში თმებარეული, ათრთოლებული სხეულით და ცრემლიანი ჭრელი სფეროებით უყურებდა . როგორ არ წარმოედგინა მასთან შეხვედდა და ასე არ
_ჩაიცვი . ერთ ჩანთაში რაც ჩაგეტევა ისეთი ნივთები წამოიღე და გავიდეთ დროულად
_შეიშალე მგონი
_მე შევიშალე გოგო კიდე? 50 000_ ის წამალი ჩაცალე უნიტაზში და მე შევიშალე? ჩაიცვი დროზე ან მითხარი ქორწილში ხარ დაპატიჟებულიო და წავალ
_არავის უთქვამს შენ გადაიხადე ვალიო მითხრეს ნიკუშა გამოჩნდეს და ფული მოიტანოსო
_ შენ გოგო სულელი ხარ? ფული უნდა შენ საყვარელ ვახუნხულას თუ შენ ... ისე დააწერს შენ ძმას შენ თავს ,ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანს სათამაშოდ გადაგიქცევს ცოლად თუ მოგიყვანა მადლობაც უთხარი
_ასე არ ხდება... ზღაპარი კი არ არის ეს
_წადი მაშინ პოლიციაში და ყველაფერი არაზღაპრულად მოაგვარე
_იმ იდიოტს დაიჭერენ და იქ ვერ გადარჩება
_დროს მაკარგვინებ სალომე... მომყვები?
_სად
_ანუ უკვე ასეა ჩვენი საქმე? გაჩნდა ჩვენს შორის კითხვა "სად?" . არ მენდობი ...
_დაჩი ხომ იცი სიცოცხლესაც მოგცემ მე _ ისე წამოსცდა ენაზე კბენაც ვერ მოასწრო . ერთიანად აწითლდა და ცრემლების ახალი ტალღა მოაწვა ყელში _დაჩი
_ჩაიცვი სალომე ... ცივა გარეთ _ შებრუნდა და ზურგით დადგა. თავდახრილს ეწვოდა მთელი სხეული რომ წარმოიდგენდა მის უკან სალომე ტანსაცმელს იხდიდა და იცვამდა. ესმოდა ნაჭრის შრიალი,გოგოს ნაზი მოძრაობის ხმა და მძიმე სუნთქვა თავის სისმსუბუქეს რომ ვერ უსაბამებდა.
_მზად ვარ _ჩუმად თქვა და მხოლოდ შემდეგ გახედა დაჩიმ. ჯინსის განიერი შარვალი,ბოტასი, განიერი ჯემპრი , ქურთუკი ეცვა და მისი საყვარელი ნაწნავებიც კი მოესწრო . ხელში დიდი ზომის ხელჩანთა ეჭირა ეტყობიდა სავსე რომ იყო ,მაგრამ ვერავინ მიხვდებოდა გასამგზავრებლად რომ იყო ჩალაგებული
_წავიდეთ ,პეპი _ ნაწნავზე ჩამოუსვა თითები და წამით შეახო ტუჩები შუბლზე _ არ შეგეშინდეს ,არასდროს სანამ მე ვიქნები შენ გვერდით
_ბე , სად მიდიხარ ბებიკო _ ოთახიდან გასულებს ქალი შეეგებათ
_მეგობრები იკრიბებიან ქალაქგარეთ... დაჩიმ მომაკითხა რომ წამიყვანოს მათთან
_აბა ცუდად ვარო?
_ვარ,მაგრამ მათთან გავერთობი _ უსირცხვილოდ ატყუებდა ქალს. მოეხვია,ლოყები დაუკოცნა და მერე კარისკენ წავიდა.
_სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა... დროებით _ ქალს თავი დაუკრა და წავიდა.

მანქანაში ჩაჯდომამდე კარი გაუღო. ღვედიც თავად შეუკრა დეზორიენტირებულს . მისი გულისცემა ესმოდა და გრძნობდა ყველა მძიმე დარტყმას. საჭესთან დაჯდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
_საიდან გაიგე ... ვინ გითხრა
_მთავარია რომ შენ არ მითხარი
_არავისთვის მითქვამს
_ზუსტად,მე არავინ ვარ ? მე ვარ ყველაფერი და პირველი ჩემთან უნდა დაგერეკა
_დაგირეკავდი ლექტორთან რომ მქონოდა პრობლემა, საგანი ვერ გამეგო ან რომელიმე კონფერენციის დასასწრები საშვი მდომოდა ... რა გაგეგება ნარკოტიკების, ბარიგების,მოთამაშეების და მკვლელების. ჩემი ძმა კი ზუსტად ასეთი აღმოჩნდა _ საკუთარი სიტყვები ახრჩობდა თითქოს_როგორ უნდა მეთქვა
_მოუგვარებელი არაფერია ... მთავარია ცოცხალია ისიც და ვახუშტაც
_რა იცი რომ ცოცხალია იქნებ იპოვეს უკვე და წამებით ამოხადეს სული
_ვიცი, ჩემთანაა და ვერავინ დააკარებს თითს
_შენთან ? მაგ უთავმოყვარეომ შენ მოგაკითხა?
_არ იცის ჩვენი ამბავი თორემ ჩემთან არ მოვიდოდა... რომ ვმეგობრობდით ერთ დროს დაგავიწყდა?
_ერთ დროს,სანამ თავისი არასწორი ქმედებების გამო გაიყრებოდა თქვენი გზები და ნორმალური ადამიანების ნაცვლად ყაჩაღებთან დაიწყებდა მეგობრობას . სად გყავს, რა იცი რომ იქ ვერ მივლენ
_ტიტე შონიას სახლში მყავს და იქედან სანამ არ გამოვა ვერავინ შეეხება
_დაჩი ...
_ოდესმე ხომ უნდა გამომეყენებინა მამის ქონება... ზუსტად ისეთი საქმისთვის გავაღე ის კარი როგორიც დაიმსახურა.
_შენ რომ რამე დაგემართოს ... შენზე თუ გაიგებენ . ხომ იცი ისედაც ვერ გიტანს ვახო და
_მაგ ნაბ.ჭვრის სახელიც არ მიხსენო...
_დაჭრილია,ლამის მოკლა ჩემმა სულელმა ძმამ და მამამისის ცოდვების გამო მან არ უნდა აგოს პასუხი... ვინ ვინ და შენ უნდა გესმოდეს
_არ გაბედო ,არ გაბედო და იმ ნაბ.ჭვარს არ შემადარო! _ ისე დაუყვირა ვერც გაიაზრა _ ძალიან თუ გინდა პირდაპირ მასთან მიგიყვან და დაგტოვებ ... მოუარე და მიეფერე . შესანიშნავად გამოგდის ,მახსოვს
_დაჩი ... _ ისეთი ტკივილი ჰქონდა თვალებში ბიჭმა ყველა წარმოთქმული სიტყვა წამსვე ინანა
_თუ არ გინდა გავგიჟდე მეტჯერ არ მიხსენო ის ნაბ.ვარი... უფრთო ანგელოზი რომ იყოს ახლა აქ არ იქნებოდი და ის მოაგვარებდა ყველაფერს მამამისთან. რომ უყვარდე ნამდვილად შენ ძმას სათამაშოდ არ წაიყვანდა და მერე ნარკოტიკებს არ მიუგდებდა . კაცი რომ იყოს საერთოდ სხვანაირად შეეცდებოდა შენამდე მოსვლას ან საერთოდ დანებდებოდა
_თითქოს იცოდე რას ნიშნავს სიყვარულის რეალური განცდა... შენ მხოლოდ თეორიულად იცი როგორი უნდა იყოს შეყვარებული კაცი , დიანამ შესანიშნავად გასწავლა და აღზრდილიც ხარ ისე როგორიც უნდა იყოს იდეალური მამაკაცი ,მაგრამ სიყვარულზე და გრძნობებზე საუბარს მოერიდე მაინც , ეგ არაა ის თემა რაც განცდის გარეშე ხმამაღლა უნდა განიხილო . სულ რომ ჩემ გამო გადადგომოდა წინ მამამისს, ანგელოზი იყოს უფრთოდ და ჩემზე უგონოდ შეყვარებული მე მაინც ვერ მივიღებდი ჩემ ცხოვრებაში ვერც ერთი წუთით
_სიტყვებს ყოველთვის პოულობ იმისთვის რომ დაასრულო ყველაფერი და წერტილი შენ დასვა_ამოიოხრა და ტელეფონს მაშინვე უპასუხა როგორც კი შეტყობინება წაიკკთხა და იგივე ნომრიდან დაურეკეს _გისმენთ
_ტიტემ მოკითხვა შემოგითვალათ... დიდი ბაბუის სახლი არ მოუნახულებია დიდი ხანია და ჩავიდეს, მიხედოს ეზო_კარსო დამაბარა
_გასაგებია,გმადლობთ
_დროებით ტიტეს ძევ _საშინელი მოსასმენი იყო როგორ მოიხსენიებდა მასთან ერთად წინადადებაშიც კი არ უნდოდა ყოფნა და ახლა მიდიოდა სახლში რომლის ზუსტი მისამართიც არ იცოდა,მხოლოდ ადვოკატის მიერ მიცემული გასაღებები, გადაფორმებული ქონების სიაში მყოფი ადგილები ახსოვდა და ბუნდოვანი მოგონებები.
_ მასთან მიხვედი ჩემ გამო დაჩი ?
_დაიძინე... შორი გზა გვაქვს გასავლელი
_დაჩი არ მინდა ... არ გვინდა გთხოვ ნუ
_ამდენი მთელი ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში არ გითქვამს ჩემთვის და დღეს რა გჭირს? ასეთი რთულია უბრალოდ მოეშვა და გამომყვე?
_მოგყვები ,მაგრამ ეს არაა შენთვის ეს არის ჩემთვის და მე არ მინდა ჩემ გამო
_გინახავს ისეთი რამე გამეკეთებინოს რაც არ მინდოდა? ხომ მაკვირდებოდი მთელი ცხოვრება,ხომ მიყურებდი და იცი ვინც ვარ და როგორიც ვარ
_რატომ გინდა თავი შარში ჩაიგდო ჩემ გამო
_იქნებ თავს ვგრძნობ დამნაშავედ შენი ძმა რომ არ მოვაშორე იმ გარემოცვას და არ დავაბრუნე ჩემ გვერდით. იქნებ სინდისის ქენჯნა მაწუხებს ინერტულობისთვის და ახლა მინდა გამოვასწორო
_შენ რა შუაში ხარ
_შენც არ ხარ და არ უნდა დაისაჯო იმ შეცდომისთვის ,რომელიც არ ჩაგიდენია. შენ ჩემ გარდა ცხოვრებაში არასწორი არაფერი გაქვს
_მეუბნები ერთს და მიმტკიცებ მეორეს
_რას გიმტკიცებ იმის გარდა რომ დახუჭო ეგ წყლიანი თვალები და დაიძინო
_იმას რომ ყველაზე სწორი ხარ მთელ ჩემ განვლილ და გასავლელ ცხოვრებაში მათ შორის რაც შეიძლება აირჩიოს გულმაც და გონებამაც ,ფიქრმაც და გრძნობამაც
_და ეგ გატირებს? _ ღრმად ჩაისუნთქა ,მაგრამ ჰაერი არ ეყო და ფანჯარა დასწია. ჩქარა მიდიოდა,გზა თავისუფალი იყო
_ის მატირებს მხოლოდ უბედურების დროს რომ ხარ ჩემთან... ჭირში და არა ლხინში . მეშინია ერთ დღეს ისე არ მომენატრო არ მომინდეს თავს დამტყდარი საშიშროება
_შფოთვის ფონზე გამბედაობა მოიკრიბე და ლაპარაკი დაიწყე ... გასაგებია ,მაგრამ გეყოფა უკვე გრძნობების ფრქვევა
_თითქოს არ მოგწონდეს ჩემი მეტყველება
_ჭკვიანი რომ ხარ და საუბრის უნარი გაქვს ახალი ამბავი არ არის ,ვაღიარებთ მეც და ქართულში აღებული უმაღლესი ქულა
_ერთით ნაკლები
_მე რომ ხუთით ნაკლები ავიღე რა ვერ ვმეტყველებ და არ ვიცი?
_არ ვიცი... რომ გიყურებ სიტყვებს ვეღარ ვარჩევ ძირითადად სმენის დროს მხოლოდ ხმას ვგრძნობ
_ხმას გრძნობ ... როგორი მხატვრულია
_არ არის... უბრალოდ შენ არ იცი
_ვიცი,როცა გესმის და გათბობს ... გულიდან იღვრება სისხლში და ტვინს გინათებს ან პირიქით გიბნელებს გონებას და ბურუსში მხოლოდ ეგ ხმა გესმის მერე
_შენ ... ვისი ხმა იგრძენი ასე
_ერთის
_და მან იცის ?
_რა უნდა იცოდეს ...
_სითბოდ რომ გეღვრება სულში და ძარღვებში მიედინება სისხლთან ერთად ან ის თუ იცის ჩემ გამო რომ შეიძლება მოგკლან
_საკუთარ თავზე იდარდე ისე არ წავიდეს საქმე ვახტანგიშვილებთან მომიხდეს ვთქვა ჩვენი ღამის შესახებ
_თითქოს ყველაფერი ჩემ გამო მოხდა ფული არაფერ შუაშია და არც დაჭრილი ვახო
_ რას იზამ , იშვიათი გამონაკლისი ხარ თან ჭკვიანი თან ლამაზი და უკლავ გულს ვახუშტასმაგვარ ქმნილებებს . დადიან მერე ასე უგულოდ და ჩადიან ათას სისაძაგლეს...
_სასაცილოდ გვაქვს საქმე?
_ტირილით ბოლოს დედა რომ მომიკლა მამამ მაშინ ვიტირე და მას მერე პრობლემებს მოუგვარებლად არ ვცნობ თუ სუნთქვა და გულისცემა ისმის ..._მიხვდა რამდენად სერიოზული და გულწრფელი პასუხი გასცა და შეეცადა ისევ მსუბუქი ჰქონოდა ტონი_ დამშვიდდი, მოითმინე და იმაზე იფიქრე რომ ეს მდგომარეობა შენი ძმისთვის გარდამტეხი წერტილი იქნება
_მეშინია რომ თავს ვერ მოერევა და რამე საშინელებას დაიმართებს... ჩემ გარდა ვერავინ და ვერაფერი აჩერებს ხოლმე . მე არ ვიცოდი თუ თამაშობდა , ყველაფერი კარგად მიდიოდა. გამოცდებს აბარებდა,უნივერსიტეტში დადიოდა, საღამოს სად გადიოდა რატომ უნდა დავინტერესებულიყავი. შეყვარებულიც ჰყავდა ,მშვენიერ გოგოს ხვდებოდა და მე როგორ უნდა გამეგო . მამას ახლა პრობლემები აქვს . დედას ხელფასზე ვართ და დანაზოგზე და იქნებ ამიტომ გადაწყვიტა თამაში
_ნუ ფიქრობ ამდენს ,ან თუ ფიქრობ რამე კარგზე იფიქრე. შენ ვერ და არც უნდა გაგეკონტროლებინა უფროსი ძმა. გამორთე ეგ ფიქრები
და გადაერთე რამე კარგზე,სასიამოვნოზე და არატოქსიკურზე
_არ მინდა ... ბოლოს ცუდად გავხდები მაინც
_ჩემზე იფიქრე მაშინ
_ზუსტად ეგ ვიგულისხმე
_ბოლოს ცუდად რა გხდის ჩემზე ფიქრის დროს
_ის რომ ვერ ვიგებ რა გინდა ჩემგან... ბოლოს სიტყვა სიბრალული მიტრიალებს გონებაში და გული მერევა საკუთარ უმწეობაზე
_სისულელეა... ჭკვიანი, მიზანდასახული,პასუხისმგენლიანი,
შრომისმოყვარე , ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ სიბრალული უკანასკნელია რაც შეიძლება შენ მიმართ ვიგრძნო ... ეს რასაც ვაკეთებ უბრალოდ თანადგომაა ადამიანების მიმართ ,რომლებსაც ვიცნობ კარგად და ზუსტად ვიცი ერთი შეცდომის გამო სამუდამოდ არ უნდა განადგურდნენ. არ იმსახურებთ არც შენ და არც ნიკო
_ჩქარა არ მიდიხარ ? _უნდოდა კიდევ მოესმინა,მაგრამ მანქანა მოსახვევში ისე შეიყვანა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა _მოგვყვებიან ?_ უკან მიიხედა ,მაგრამ ახლოს მყოფი მანქანა ვერ შენიშნა
_დაღამებამდე სჯობს ავიდეთ ,სანამ გონს მოვა შენი ძვირფასი ვახუშტი
_ნუ ეძახი ჩემს . მაღიზიანებს
_შესანიშნავი
_რა არის შესანიშნავი რომ მაღიზიანებ ?
_მე კი არა ის ... სიჩქარის არ გეშინია ხომ?
_ვიცი კარგად რომ ატარებ ... მხოლოდ მაშინ მეშინია როცა საჭესთან ვიღაც ისეთია ვინც ფხიზელი არ არის ან მართავს უპასუხისმგებლოდ
_ეგეთ ხალხს რომ უჯდები მანქანაში კი ხარ ნერვიულობის ღირსი ...
_მე არ...
_მე გავყევი ლიკას დაბადების დღიდან სახლში ლომაიას ხო? კიდევ კარგი სადმე არ გადაგჩეხათ და რომ მივწერე გაიაზრა _იმ წამსაც დაუარა ბრაზის ტალღამ
_რა მიწერე ან რატომ
_ნელა ატარე ჩემი მანქანა_თქო ... შენც იმიტომ არ გაყევი გოგოებს რომ გეგონა მე ვიჯექი საჭესთან?
_ყველაფერი გცოდნია და რაღა გაბრაზებს?
_რომ დაინახე მძღოლი და არ გადმობრძანდი ...
_ძალიან ვიყავი დაღლილი და წასვლა მინდოდა
_რამ დაგღალა წვეულებაზე... ცეკვა შენ არ გიყვარს წაქცევამდე და დალევა მითუმეტეს
_კეკელიას არ შორდებოდი გვერდიდან და გული მიწუხდა თქვენ შემყურეს
_კეკეზე ეჭვიანობდი ? კეკე დინას მეგობრის შვილია და უბრალოდ ერთად გავიზარდეთ.
_ხოო?
_ტყუილად ეჭვიანობდი სულ და მშორდებოდი მეტად და მეტად _გაიცინა და მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა. რამდენჯერმე აკოცა თან იცინოდა _ საერთოდ არავინ მიყვარდა_თქო რომ გითხრა რას მეტყვი ნეტავ
_სულ ვიღაცასთან იყავი და რა მნიშვნელობა ჰქონდა გიყვარდა თუ არ ... _ჩუმად განაგრძო უფრო ვიდრე იქამდე. მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა დაჩის ერთი შეხებითაც _უნდა გრძნობდე რომ მიხვდე რა შეგრძნებაა
_როცა შენ გინდა და ის სხვასთანაა ?
_მგონია თუ დამცინი _ხელი გამოაცალა და დაჩიმაც გადმოხედა
_გგონია
_ყველაფერი მგონია... სინამდვილე რაღაა
_ის რომ ჯიუტი გოგო ხარ და მალაპარაკებ აქ იმის ნაცვლად რომ დამშვიდდე
_არ ვარ ჯიუტი...უბრალოდ ვერ დავიძინებ ,როცა მეშინია რამე არ დაგემართოს
_ფხიზლად რომ იქნები დამიცავ?
_გიყურებ და ხმას აღარ ამოვიღებ _ გულთან გადაიჯვარედინა ხელები და თავი კიდევ უფრო კომფორტულად მიადო სავარძელს
_წელი გეტკინება ასე ჯდომისგან... სახლში რომ ავალთ მერე მიყურე რამდენ ხანსაც გინდა . თუ გინდა ჩემ ფოტოებს გამოგიგზავნი და მერე იმათ უყურე
_ფოტოზე არ ხარ ასეთი ... ვერავინ გიღებს ნორმალურ ფოტოებს თუ შენ არ ჩერდები გადაღების დროს
_სერიოზულად სალომე ,ასეთ ჭკვიან გოგოს რა დაგემართე?
_თითქოს ძალიან მინდოდა და ვეცადე ხელოვნურად
_შენ ხომ იღებ კარგ ფოტოებს ,მახსოვს ერთხელ მატილდასთან ერთად იღებდი კონკურსში მონაწილეობას და მოუგე კიდეც
_მატილდას გადაღებული ფოტოები რომ გაქვს ყველა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული იმიტომ არ არის არცერთი კარგი ... უფრო ადრე როგორ ვერ მივხვდი რომ არ უყვარდი
_ფოტოთი მიხვდებოდი ?
_ხო ... ჩემ გადაღებულებში სხვანაირი ხარ
_მაჩვენე რომ ავალთ
_არა!
_ანუ გაქვს ჩემი ფოტოები
_გადამიღია ოდესღაც და სხვანაირი იყავი ... მის ფოტოებში უბრალოდ ლამაზი ბიჭი ხარ
_აბა შენ ფოტოებში როგორი ვარ
_ჩემ ფოტოებში სული ჩანს
_აბა არ მაქვს ფოტოებიო?
_როცა მქონდა მაშინ ჩანდა
_სალომე
_აღარ მინდა ლაპარაკი! _ გაბუტულ ბავშვს ჰგავდა, ლოყებაწითლებული, ტუჩებდაბრეცილი,ხელებგადაჭდობილი ,ნაწნავებით
_ისიც უნდა მითხრა აუცილებლად... როგორ ხარ თან ასეთი მიმზიდველი და თან ასეთი ბავშვური
_მიმზიდველი ვარ მეე ?
_არა , ისე უბრალოდ მთვრალი ვიყავი სალომე და სულერთი იყო ... ამდენი ხანი იმედია მართლა მაგას არ ფიქრობდი
_სულერთი არ არის რას ვფიქრობდი?
_თითქოს მე გემალებოდი სადმე და მე წავედი და დაგტოვე ლოგინში მძინარე
_რა აზრი ჰქონდა დარჩენას ... საშინლად უხერხული დიალოგი ავირიდე თავიდან
_და იქნებ რას გეუბნებოდი
_რა უნდა გეთქვა ისეთი რაც იმ დილას სირცხვილისგან არ დამწვავდა
_გრცხვენია იმ ღამეს გამოხატული გრძნობების და საერთოდ ჩემი სიყვარული სამარცხვინოა შენთვის?
_მე ეგ არ მიგულისხმია როგორ არ გესმის...შენ უბრალოდ გინდოდი იმ ღამით და მე მხოლოდ კი არ მინდიხარ მიყვარხარ იმდენი ხანია რომ უკვე სათვალავიც ამერია .დილით რას დავლოდებოდი ,როგორ შემხედავდი და იფიქრებდი ამდენი რამ დამალევინაო თუ ყავას და ბლინებს მომიტანდი საწოლში ,ერთი ცალი ვარდით
_ყავა და ბლინებს ხილი და შოკოლადის კომბინაცია მირჩევნია... თან შენ ყავა არ გიყვარს, მითუმეტეს ჩემ გვერდით ისედაც სულ აჩქარებული გაქვს გულისცემა და ამდენ ენდორფინს კიდევ კოფეინს რომ დაუმატებდი ,ცოდოა ჩემზე შეყვარებული შენი გული
_ამდენი წელია გიცნობ და არ ვიცოდი ასე თუ გახარებდა ჩემი ეს გრძნობა და ამდენად გახალისებდა
_ბრაზობ ?
_ისეთ ხაზგასმას აკეთებ მაიძულებ შემრცხვეს და ხალისობ ჩემ რეაქციებზე. გგონია ვერ ვხვდები?
_შენ რომ გეგონა მე არ ვიცოდი მაშინაც კი ვიცოდი რასაც გრძნობდი,მგონი შენ სანამ გაიაზრებდი იქამდეც ვხვდებოდი როგორ გეცვლებოდა სახე ჩემ სიახლოვეს. ამდენი წელი არც ვინმესთან მისაუბრია ამაზე და არც შენთან შემიმჩნევია ,ხომ ასეა...ჩემი თუ გრცხვენია გამოდის არ მენდობი და ის ღამეც ინანე
_შენ არ ნანობ ? თუ შენთვის იმდენად სულერთი იყო და იმდენად არაფერს შეცვლის ჩვენ არარსებულ კომუნიკაციაში,რომ სინანულიც არ გამოიწვია
_ნასვამი რომ ვიყავი ეგ უბრალოდ დამთხვევა იყო ,ასე გამოვიდა... შესრულებულ სურვილებს როგორ შეიძლება ვინმე ნანობდეს სინანული შეუსრულებელ ფიქრებს და აზრებს მოჰყვებათ
_ყველა ასე არ ფიქრობს და არ ცხოვრობს... ეს შენ ხარ განსაკუთრებული
_განსაკუთრებული ნამდვილად ვარ შენ მხოლოდ მე გიყვარვარ და არავინ სხვა
_თითქოს რაღაცას ელი პასუხად ამას რომ ამბობ...
_ისე არასდროს გითქვამს "მე შენ მიყვარხარ ,დაჩი" , რა უხერხულია არ გინდა გამოასწორო მოცემულობა?
_არ გინდა ნაკლებ თავხედი იყო ჩემთან ?
_თავხედი რომ ვიყო ეგ უნდა მთხოვო ...
_ხოო?
_თავხედი რომ ვიყო მხოლოდ ერთი ღამე არ გვექნებოდა გასახსენებლად. მდეც და მერეც ბევრი დაგვიგროვდებოდა
_შენ ჩემნაირი ქალები არ მოგწონს... ყველა შავგვრემანი იყო ვისაც ხვდებოდი და ვისთანაც იყავი
_შენ ყველა იცი ვისაც ვხვდებოდი და ვისთანაც ვიყავი?
_ რა დიდი ცოდნა უნდა ეგ საწყალმა მატილდამ იდარდოს თორნიკეს იმდენი ჰყავდა და ჰყავს
_დარწმუნებული ხარ რომ არ მოგწონდა არასდროს?იქნებ თავს არ უტყდებოდი
_რა ეგოისტობაა რომ გინდა მხოლოდ შენ იყო ჩემ გონებაში და ერთი გაფიქრებაც არ გამაჩნდეს სხვაზე
_შენ არ გინდა მხოლოდ შენთან და შენი რომ ვყოფილიყავი?
_მე და შენ განსხვავებული გრძნობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ
_დილას საწოლიდან გამეპარე და როდის მეთქვა პასუხები შენ კითხვებზე და გრძნობებზე...
_ვგრძნობდით შენ გრძნობებს და გვახსოვს შესანიშნავად
_ შენ და ვის უკაცრავად?
_შენ ასეთი მხიარული როდის გახდი რა მითხარი შემახსენე?
_მე რომ ასეთი მენახე ის ღამე დიდი ხნის წინ იქნებოდა
_როგორი ასეთი ... სხვანაირი ვარ და ვერ ვხვდები?
_არ მელაპარაკებოდი სალომე... ისე იქცეოდი მეგონა მებრძოდი,არ გინდოდი ,გეშინოდი და ვცდილობდი მეც მომეცა საშუალება მშვიდად გესუნთქა. ახლოს რომ ვიყავი მეგონა იხრჩობოდი უჰაერობისგან ,ადგილს ვერ პოულობდი და რა მექნა ,საკუთარ თავთან ბრძოლაში ჩავრეულიყავი და ახლოს მოვსულიყავი როცა გინდოდა არ გყვარებოდი?
_შენ მართლა არასდროს გყვარებია... სული რომ შეგეხუთება სიახლოვისგან იცოდე არ შეებრძოლო ,შორს კი არ გინდა პირიქით ახლოს მიდი რაც შეიძლება ახლოს და სამუდამოდ
_არ მყვარებია ... _არაფერი უთქვამს სხვა ,არ იყო ამის დრო და ისიც საკმარისი იყო გონება როგორც აურია და მთავარ პრობლემას მოაშორა.
სახლი ძველი იყო ,მიტოვებული და ეზოში შესვლისთანავე გიჩენდა ტკივილს მისი დანახვა . შონიების ერთი ოჯახის ტრაგედია იყო ეს სახლი. დაქირავებული კაცი რომ უვლიდა და გაჩანაგებული არ იყო ეზო_კარი,მაგრამ მარტოობის სევდა ბუდობდა .
_აქ ვერ გვიპოვნიან?
_იქამდე მოგვარდება სანამ ძებნას დაგვიწყებენ _ ჩანთები გადმოიტანა და პირდაპირ მეორე სართულზე ამავალ ხის კიბეს აუყვა. საძინებლის ფანჯარა გააღო მაშინვე ,ჰაერს შესვლის საშუალება მისცა
_ალაგებს მეზობლის ქალი... თეთრეულიც იქნება კარადაში _ გააღო და ახალი შეკვრა გადმოიღო _ ტიტეს დისშვილი ამოდის ხოლმე და წესით მღრღნელებიც არ იქნებიან
_ თაგვების ფობია მაქ .ხმაც რომ გავიგო იცოდე
_ვიცი ... თუ გავიგებ მოვალ
_ვილოცო რომ გავიგოთ სხვენში თაგვების სირბილის ხმა და ამ უცხო ,ცარიელ სოფლის სახლის უცნობ საძინებელში არ დამტოვო მარტო? _ ჩურჩულით თქვა სიტყვები და თავდახრილსაც კი გაუწითლდა სახე. საწოლზე ზეწრის გადაფარებას ცდილობდა ,არ გამოსდიოდა და დაჩიმ იქვე მდგომ სავარძელში ჩასვა. თავად გააკეთა ყველაფერი და მეორე ჩანთაც იქ შეიტანა. არც ფიქრობდა შედეგებზე, მიყვებოდა წამიერ ფიქრს და სურვილს. იმ დროს კი სალომეს მიტოვება უნდოდა ყველაზე ნაკლებად და მასთან ძილი ყველაზე მეტად
_მთელი ზურგი და ყველა კუნთი მტკივა საჭესთან ჯდომის გამო... ძალიან თუ არ მოინდომებ თითსაც ვერ მოგაკარებ_რატომღაც მაინც გადაწყვიტა გოგონას დამშვიდება ტანსაცმლის გახდა რომ დაიწყო იქვე _ტანსაცმლით ძილი არ შემიძლია და იმედია ისე არ მოიქცევი თითქოს პირველად გხედავ
_იმედია შენც ისე არ მოიქცევი თითქოს პირველად ვწვებით ერთ საწოლში
_დილით არ გაიქცე ... აქედან გასვლა საშიშია ,დაიკარგები და ძაღლებიც ჰყავთ . არ შეგჭამონ უცხოს რომ დაგინახავენ
_ტყუილად მაშინებ, ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ არ ვუშვებ_ კარადის კარი მაინც გააღო და ნახევრად დაიფარა სხეული . გრძელი პენუარი გადაიცვა ,მაგრამ ისეთი იყო თუ მიგიზიდავდა თორემ სხვა ფუნქცია არ გააჩნდა . თმა გაიშალა და ტელეფონში ჩამძვრალ დაჩის გვერდით მიუწვა. სიზმარში ეგონა თავი ისედაც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე და თავადაც ისე იქცეოდა როგორც არარეალურ სამყაროში.
_შენი ძმა უსაფრთხოდაა ... დაიძინე _წამით შეახო ტუჩები ბეჭებსშორის ხალზე და მერე მხარზე . ისევ იგრძნო მისი და საკუთარი შეკრული სუნთქვა მეორე კოცნის მოლოდინისგან გამოწვეული და ახლაღა მიუხვდა სალომეს
_არ გინდა ...
_მგონი სხვა არც არაფერი მდომებია. ახლა რომ ვუფიქრდები ნდომა რა არის ისიც არ ვიცოდი _ქალის ზურგთან ლაპარაკობდა ,ჩურჩულებდა ისე თითქოს ცოდვას უმხელდა მოძღვარს
_დაჩი...
_არა,ასე დარჩი ... ახლა რომ შემოგხედო და შემეხო მერე ისევ ვერაფერი გამაჩერებს
_და თუ მინდა რომ გიყურო, შეგეხო და ვერაფერმა შეგაჩეროს?_ ცოტაც და იტირებდა . გრძნობდა როგორ მძიმედ სუნთქავდა ჩადუნელი მის ყელთან მერე წამში რომ მოხვია ხელი მუცელზე , ჩაეხუტა ,სახე მის წითურ თმაში ჩამალა და სუნთქვა განაგრძო
_სუნთქვა რომ გიბრუნდება გიგრძვნია ასეთი რამ სალიო?
_რომ არ გარბიხარ მაშინ
_სულ არ სუნთქავდი სალომე? _თითებზე ეფერებოდა თითებით და ისრუტავდა მისგან წამოსულ ემოციებს
_დავიძინოთ დაჩი ? გვაქვს ძილისთვის საკმარი სიმშვიდე თუ ჩემი ძმა ითვლის სიცოცხლის ბოლო წუთებს ახლა და მე არ მაქ უფლება აქ შენ გვერდით მშვიდად ვსუნთქავდე
_დაიძინე სალომე ... დაიძინე და ისუნთქე მშვიდად . ჩემ ბინძურ სისხლს დავღვრი და შენთან არ მოვუშვებ არავის ახლოს
_შენ თუ რამე დაგემართება ... იცოდე უკან გამოგყვები და არც იფიქრო რომ ამას უბრალოდ ვამბობ
_იქ რომ ვერ შევხვდებით ჯვარს თუ არ დავიწერთ ?_მთელი გზა ,საათები ელაპარაკებოდა და არ ჰყოფნიდა კიდევ. როგორ ეყოფოდა,წლები ჰქონდა ასანაზღაურებელი, დანახული და არასწორად გაგებული წლები ჰქონდა გამოსასყიდი
_გამოსავალი იქნება... იპოვნიდი სწორ გზას
_შენ რომ არ იყო დამახრჩობდა ის ამბავი მე რომ ტიტეს იმედად მაქვს სიმშვიდე მოპოვებული
_მე რომ არ ვიყო არც დაგჭირდებოდა მასთან მისვლა და მე ეგ მახრჩობს ახლა ,შენი ტკივილი მტკივა სულ
_ვერ გეტკინები ... ვერ გაუძლებდი
_ვუძლებ და თან უშენოდ და მეუბნები ახლოს არ მოდიოდიო. გიყურებდი და ვკვდებოდი რომ არ შემეძლო შენ სულში ჩასახლება და იქ აყვავება
_როგორ ვერ მომერიე... ამდენის გაძლება თუ შეგეძლო როგორ ვერ გადამიყვარე
_მიზეზი ვერ ვიპოვე ...
_ცალმხრივი სიყვარული მიზეზი არ იყო ?
_ეგ ერთად ყოფნისთვის თორემ ჩემ სიყვარულს რას უშლის შენი უ'სიყვარულობა ... მე მიზეზებს შენში ვეძებდი და არაფერი გაჩნდა ხელმოსაჭიდი როცა სხვები ,სხვები ყველაფრის გამო გამიდევნია გონებიდან ,როცა ყველა მაღიზიანებდა , როცა არავის ატანა მქონდა და არავის,არავის მივცემდი უფლებას ხელზეც კი რომ შემხებოდა . ამოგიჩემე გგონია?გადაგეკიდე და გიჟი ვარ ?გამივლის?არასაკმარისად ვებრძოლე ჩემში შენ თავს ? _ ყელში გაჩხერილი ცრემლების გორგალი სიტყვებს უწყვეტდდა უკვე და დაჩის ტუჩები ეხებოდა მხარზე,ყელზე ერთხელ და ორჯერ კი არა ,უთვალავჯერ
_სხვა თუ არაფერს გეტყვი ამ ღამით... მინდა იცოდე რომ შენი სიყვარული მიყვარს ისე ,მხოლოდ ეს სიყვარილიც მკმარა იმისთვის რომ ვერ მეთმობოდე _ მაინც იპოვა მისი სახე,მისი თვალები და ტირილამდე აკოცა ,იქამდე შეუკავა გადმოიღვრელი ცრემლები და ღიმილით შეუცვალა ტირილი _ დილით არ გამეპარო თორემ აღარასდროს დაგენახები
_მძიმე სასჯელია ... _ტუჩები მის ტუჩებს ააყოლა და თითები მხრებზე შეუცურა _ შენ რომ ვერ გხედავ ყველა ღამე მესიზმრები და სიზმრებში ნანახი უფრო მენატრები_სხვა აღარაფერი უთქვამს ისე მოუდუნდა სხეული ნაცნობი სიამოვნების განცდამდე რომ სიტყვებიც უმნიშვნელო იყო .

დილით დაჩი არ დახვდა საწოლში და მაშინვე გაემართა მის საპოვნელად. ეშინოდა ,ეშინოდა რომ იპოვნიდნენ და ლამის იქვე ჩაიკეცა როცა უცნობი ბიჭი დაინახა
_მაინც არ ამბობ ვინ ხარ ...
_ტიტესთან ვალში ვარ
_ყველას როგორ გაქვთ მისი ვალი
_სხვები არ ვიცი და მე მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი ,ტყვია რომ მომხვდეს მის ნაცვლად ესეც კი არ ეყოფა
_ზუსტად,მეც მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი და ტყვიაც ვერ აანაზღაურებს ჩვენ შორის ვალს _ ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა. იმდემად იშვიათად ეწეოდა ,თვალები გაუფართოვდს სალომეს. ფოტოს გადასაღები მომენტი იყო დაჩი ჩადუნელი სიგარეტით ხელში თაავისი გრძნობების სიმძაფრით_მაინც რა გააკეთა რომ ვიცოდე როგორ გენდო
_ვთამაშობდი,წავაგე და მოვიპარე. დამიჭირეს,ვალი ვალად დამრჩა და ჩემ ცოლ_შვილს მიადგნენ კარზე. ცოლმა რომ მითხრა მომინდა. თან გავიყოლებ ჩემ ვალებსაც და ცოლ_შვილსაც ჩამოვშორდები ტვირთად აღარ ვიქცევი ყველასთვის_თქო ... ტიტემ მომისწრო ,ჩემი ანგარიშიც გაასწორა ,ტაძრამდე მიმიყვანა ,თვითონ მიკითხავდა ლოცვებს და ციხიდან დროზე ადრეც გააშვებინა . სამსახური მომცა, ცოლ_შვილისთვის თვალის გასწორება აღარ მრცხვენია. მინდოდა მოენათლა,მაგრამ იქედან არ გამოდის და მეორე შვილს დავარქვი მისი სახელი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,მინდა ჩემმა ოჯახმაც არ დაივიწყოს ვის გამო ვართ ოჯახი
_წადი აქედან ... არ მჭირდება დაცვა და არც ისინი დატოვო. ყველა შენნაირი გაიყოლე ,ტიტეს შენარჩუნებულ ოჯახებს დაუბრუნდით . გიბრძანებთ მისი ბრძანება შეცვალოთ
_ბრძანება არ იყო...ტიტეს არავისთვის უბრძანებია,გვთხოვა უბრალოდ
_ბრძანებაზე უარესია ვალში მყოფ კაცს რომ თხოვ და იცი მოკვდება შენი თხოვნის გამო...გმადლობ ინფორმაციისთვის და დახმარებისთვის. მე შენთან ვარ ვალში იცოდე _ძველი ნაცნობივით ელაპარაკებოდა ახალგაზრდა ბიჭს დაჩი . ბოლოს მაინც დაემშვიდობა და როგორც კი მარტო დარჩა მაშინვე ატკიებულ თავზე შემოიჭირა ხელები . მერე კედელს მისცხო მუშტები თან ისე რომ აშკარა იყო ცდილობდა არ ეხმაურა, ვერ ივიწყებდა სალომეს იქვე ახლოს რომ ეძინა დილის ამ სიმშვიდეში.
_დაჩი...
_გაგაღვიძე? _ სისხლისფერად ჰქონდა დანისლული თვალები, უღიმოდა და ეს ღიმილი ძალდატანებითი მაინც არ იყო. სალომეს აწეწილი წითელი თმები, დაუდევრად შეკრული ხალათი და პერანგის აკეცილი ნახევარი იმდენად საყვარლად აჩენდა _ სინამდვილეში როგორ იწყებ დილას სალომე ? _ მიუახლოვდა, თითებით ლოყაზე მოეფერა,თმაში შეაცურა და ისე დაუვარცხნა არეული ღერები.
_შენზე ფიქრით ვიწყებ ..._ჩუმად უთხრა შეხებისგან რეტდასხმულმა და თვალები დაეხუჭა ბიჭმა რბილ ტუჩებზე რომ აკოცა უნაზესად
_ეგ თავისთავად , მაგრამ ჩაის ფონზე თუ ყავის . დილის საუზმე რას მოიცავს ჩემთან ერთად ოცნებებში სალომე ?
_შენ რაც გიყვარს იმას... ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს . უბრალოდ იქ ხარ და მიღიმი, დღის გეგმის ნაწილს მაინც მეუბნები , თბილი გაქვს მზერა და ერთი სული ჯერ არ წასული სახლში როდის დაბრუნდები _მის ოცნებებს აქამდე როგორ არ მოვუსმინეო პირველი ეს გაიფიქრა და მერე საოცრად მოუნდა ასრულება დაეწყო
_ შენ რა გიყვარს ჩემ გარდა
_არ ვიცი დამიჯერებ თუ არა ,ზოგჯერ მეც მგონია რომ ჩემმა ტვინმა შენ გამო შეიყვარა რაღაცები ,მაგრამ გეფიცები დედამ მითხრა სკოლაში შესვლამდეც ასე იყავიო _თვალების არიდება სცადა ,ისედაც უხურდა მთელი სახე უკვე და არეული ჰქონდა გულისცემა დაჩიმ თავი რომ ააწევინა . თვალებში უყურებდა და უსმენდა ხალათის შესაკრავი მარტივად რომ გახსნა და გრილ,ატლასის ნაჭერს მიღმა შეაცურა ცხელი ხელი . ხედავდა როგორ გაუშრა წამსვე პირი სალომეს აკეცილი პენუარიდან გამოჩენილ შიშველ კანზე რომ შეეხო . სრული სიშიშვლის შეგრძნებისას თვითონ აერია გონება და ამჯერად უფრო ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები
_დილის ასეთ დასაწყისზე როდის დაიწყე ფიქრი ... _ არ უკითხავს თუ გიფიქრიაო ისე ამოთქვა შეცვლილი ხმით და მაგიდაზე შემომჯდარს ფეხებსშორის კომფორტულად მოექცა . ხალათის ნაწილი ხის ზედაპირზე იყო გადაშლილი
_შიშველი რომ გნახე პირველად მაშინ
_შიშველი როდის მნახე ...
_კალათბურთის თამაშის დროს რომ გაიხადე ის სველი მაისური მაშინ და მერე კიდევ უამრავჯერ . საშინელება იყო _არეული სიტყვებს ძლივს აბავდა , დაჩიც ლაპარაკს ვერ ელეოდა თითქოს ისე ეფერებოდა
_ეგ დიდი ხნის წინ იყო...ამდენხანს როგორ გაგვიძელი მე და ჩემ სურვილს
_შენ როგორ უძლებ ხოლმე ვიღაცის სურვილს...ეგ ხომ მაინც განგიცდია
_არ ვიცი,ჩემი ფიქრები ვინმეზე დიდხანს არ გაჩერებულა არც სურვილი . რომ ვერ მოგერიეთ შენ და ჩემ სურვილს კი იცი ბოლოს აქამდე მოვედი_ ყელს უკოცნიდა, მკერდზე თითებით ეხებოდა და მთელი სხეულით გრძნობდა სალომეს სიმხურვალეს ,რომელიც წვავდა
_შენ იმდენი გყავდა ოცნებისთვისაც არ შეგიწუხებია თავი _ ბრაზი გაერია ტონში და ეს იყო ყველაზე საყვარელი მომენტი _დილის რუტინა ასეთი გაჭიანურებული არ ყოფილა არასდროს ჩემ ფიქრებში _ როგორ ამბობდა ამდენს და ასე თავისუფლად უშვებდა ყველა გობებაში გაჩენილ სიტყვას პასუხი არ ჰქონდა . დაჩის ღიმილები რომ მისი იყო ეს უყვარდა და უხაროდა იმ მომენტში ყველაზე მეტად. მისი გაუაზრებელი,დაუგეგმავი ,უნიღბო ღიმილები სიცოცხლეს რომ ერჩივნა. იმ კოცნებს და იმ სურვილსაც კი ერჩივნა ბიჭი მის მიმართ რომ ავლენდა,იმ მოზომილ შეხებას ... ამდენი ენერგიაც არ აღმოაჩნდა, ყველაფერმა ერთად გადაღალა და ალბათ გრძნობების გახსნილმა გუდამ ყველაზე მეტად. უთქმელი და ნაგროვები იმდენი ამბავი მოუყვა ,ყველა ერთად გაიხსენა და იგრძნო თავიდან ერთიანად ძალაგამოცლილი აღმოჩნდა ბოლოს დაჩის მკლავებში მოქცეული _ დილის ასე დაწყება გამაზარმაცებს ... მეტი აღარაფერი მენდომება . ამაზე არ მიფიქრია _ ჩურჩულებდა ჩადუნელის მხარზე დაყრდნობილი და ისევ გრძნობდა ლოყაზე მის ტუჩებს. კიბე ნელა აიარა, საწოლზე ფრთხილად დააწვინა და გვერდით მიუწვა
_დაიძინე... დღეს დასვენების დღე გაქვს და შეგიძლია იზარმაცო
_არ მინდა ძილი ... მეშინია
_არავინ მოვა აქ ,პეპი ამ სახლის ზღურბლზე ვერ გაბედავენ გადმობიჯებას
_შენი გაქრობის მეშინია ,სხვა არაფრის... რომ დავიძინო ,გავიღვიძო და საპნის ბუშტივით გაქრე მერე ? სიზმარი რომ აღმოჩნდე?ისევ ავად რომ ვიყო და სიცხიანს მესიზმრებოდე? არ მინდა ,გთხოვ ... ვიყო შენთან მეც ცოტა ხანს _ მასთან ჩახუტებული,მის მკერდზე მიკრული ბუტბუტებდა და დაჩის ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მალე იტირებდა . აგონიაში მყოფს ჰგავდა,სიზმარსა და რეალობას შორის გაჩხერილს ,გულს უწურავდა ჩადუნელს ისე დასცდა საკუთარი საიდუმლო ,ხმამაღლა ჯერ არავისთან გამხელილი,მხოლოდ ღმერთმა რომ იცოდა ისიც იმიტომ რომ ზემოდან უყურებდა
_არავინ მყავდა საერთოდ შენამდე ...სულ არავინ. ყველაფერი სხვების თვალის ასახვევი იყო რომ დამემალა ჩემი შიში . ჩემი ფობია გახდა კაცი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა მიყვარდეს და მძულს... რომელიც სამაგალითო უნდა იყოს და მე ვცდილობდი ყველაფერს ოღონდ არ დავმსგავსებოდი და ისე არ მეტკინა ქალისთვის როგორც ის იქცეოდა. ყველაფერი რაც მოგისმენია გოგოების გამოგონილი ჭორებია,გაბევრებული და გაზვიადებული. პაემანზეც რომ მივდიოდი სულს მიხუთავდა ყველა,ვფიქრობდი შევუყვარდებოდი,ზედმეტად მოვეწონებოდი , ეშმაკი წამძლევდა და ვატკენდი . თუნდაც მცოდნოდა რაც უნდოდა , მერე უბრალოდ გული მერეოდა ყველაფერზე. ფსიქოლოგებთან სიარულის ,სავარძელში ჯდომის და ლაპარაკის ენერგია აღარ მქონდა . დინას რომ გაეგო სიყვარულზე კი არა ვინმესთან ს.ქსზე ფიქრიც არ მინდოდა პირდაპირ ექიმების ძიებას დაიწყებდა. იცოდა უთვალავი დაღი რომ დამასვა იმ კაცმა ათობით ბიჭი რომ ლოცავს ახლა და მე მახრჩობს მაგათი ლოცვები,ღმერთს რომ უბედავენ მისი სულის შენდობას . ძალიან,ძალიან დიდი სიმართლე თუ გინდა ჩემ სიზმრებში როგორღაც შენ იყავი სულ , ამაზე ფიქრიც დავუბლოკე ჩემ თავს და არც გავიაზრე როგორ მინდოდი _აღსარება ჩააბარა ისეთი მოძღვართანაც რომ არ უთქვამს თავდახრილს ახლა კი ნახევრად შიშველს უყვებოდა , თავის მკლავებით რომ ბოჭავდა და თვალებს იქამდე არ ახელდა სანამ არ დაასრულა
_გული გამისკდება ახლა რომ გავიაზრო რაც მითხარი ზუსტად და სრულად ...
_არც უნდა იტკინო ეგ გული იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ... არ იფიქირო, უბრალოდ მეც ხომ უნდა მეთქვა ჩემი წილი სიმართლე შენი წილი სიმართლის წინ
_უნდა გეთქვა , აუცილებლად _ლოყაზე ეფერებოდა, თავი წამოსწია და რამდენჯერმე ნაზად აკოცა სანამ ისევ ტუჩებამდე მიაღწევდა _ რაც ვერ დავინახე და ვიგრძენი ყველაფერი შეგიძლია მითხრა ,დაჩი ... შენ საერთოდ არავის გავხარ, გეფიცები ღმერთს , არავის გავხარ
_ჩემზე 20 წლით დიდი კაცი ვნახე ციხეში... ზუსტად ჩემნაირი და მგონი არავინ იმიტომ არ მინდოდა,ყველას ჩემი გარეგნობა რომ მოსწონდა და უნდოდა ჩემთან . ჩემთვის დავიფიცე უსიყვარულოდ არავისთან ვიქნები_თქო , ფიცის ჩემი ნაწილი გავტეხე ვიცი შენთან ლაპარაკით უნდა დამეწყო... შენი მოსმენით , ბევრი პაემნით , შენი იმ ნაწილის გაცნობით , რომელიც საერთოდ არ ვიცი და მერე უნდა ყოფილიყო ყველაფერი ეს , მაგრამ ხომ შეიძლება გადავანაცვლოთ მოვლენები _ ხელებს უკოცნიდა , თვალებს არ აშორებდა მზერას და მის სიჭრელეში იკარგებოდა
_მაპატიე რა ...
_რა უნდა გაპატიო
_იმ დილას რომ არ დაგხვდი და უამრავი კითხვა დაგიტოვე. მე შემეშინდა რომ მომიბიდიშებდი და მოვკვდებოდი მაპატიე რომ გეთქვა იმ ღამის შემდეგ
_ისე კარგადაც არ მიცნობ როგორც გგონია და მაინც ბევრი გვაქვს ერთმანეთზე გასაგები _ გაეცინა ისევ გულწრფელად და ამღვრეული თვალები დაუკოცნა
_როგორ მიყვარხარ , ღმერთო ახლა უფრო ვერ გიტევ
_მე რომ უფრო შემიყვარდები ,გავიაზრებ და დავინახავ ყველა ჩემ გადამალულ ფიქრს და ემოციას მერე ნახე როგორ შეგიყვარდები
_უფრო ? უფრო ნიშნავს რომ ახლა ცოტათი კი და მერე უფრო ?_ ისე უცებ გამოცოცხლდა საწოლში მჯდომი ზემოდან დაჰყურებდა და პასუხის მოლოდინში თვალებგაფართოებული მზერას არ აშორებდა _ დაჩი ჩადუნელო , ახლა ცოტა და მერე უფრო ?
_ასეთი ლამაზი როგორ შეიძლება იყო ...
_ჩემზე ლამაზებიც არიან...
_არიან , მაგრამ ჩემი შენ ხარ და ეს უკვე ნიშნავს აღმატებულს _ქვემოდან უყურებდა მის თოვლისფერ კანს, გამოკვეთილ კონტურებს ,მხრებზე ჩამოშლილ ცეცხლისფერ თმას, ათასფრად ანათებულ ჭრელ თვალებს , მსხვილ ,ფაფუკ ,წითელ ტუჩებს და თავბრუსახვევდა ირგვლივ გამეფებული მისი სურნელი ,მისი სითბო ,მისი ვნებისფერი
_დაჩი ...
_არ იტირო , გემუდარები ოღონდ არ იტირო _ თითები სახეზე შეახო და წამში ჩაიხუტა. სუნთქვა შეეკრა ხელისგულზე რომ აკოცა იმ დარჩენილ იარებს რომ შეეხო მისი ცხელი ტუჩები და მალამოდ მოედო ყველას სათითაოდ
_მტირალა ვარ ...
_არასდროს გიტირია დაწყებითი კლასების შემდეგ როგორ ხარ მტირალა
_არ მინდოდა სხვისგან ნუგეში და მარტო ჩემთვის ვტიროდი სულ ... ახლა მინდა შენთან ვიტირო ბედნიერებისგან და წარმოდგენილივით ჩამიხუტო. როგორც იცი ხოლმე,უხილავად რომ გადააქცევ ადამიანს ისე შემოეხვევი უჩინმაჩინის მანტიასავით
_შენ ისეთ იდეალურს მხედავ ... ცდები და ზუსტად ამას ვარიდებდი თავს. ვიღაცას რომ გააღმერთებ მერე უღმერთოდ რჩები და ურწმენოდ დარჩენილი ნადგურდები
_არ გხედავ იდეალურს ... ვიცი როგორი დაბალი თვითშეფასება გაქვს რეალურად და როგორ არ გჯერა საკუთარი თავის მიუხედავად იმისა რომ ყველას თავდაჯერებული ტიპი ჰგონიხარ. კიდევ ვიცი მათემატიკაში შენზე მაგარი ვარ და შენ უფრო მეტს მეცადინეობდი ვიდრე მე,კიდევ ის ვიცი რომ ცისფერი ფერი არ გიხდება ... როგორ შეიძლება იდეალური მეგონოს კაცი რომელსაც ცის'ფერი არ უხდება
_წმინდას ნუ შეეხები ... მათემატიკაში ყველაზე მაღალი ქულა მე მქონდა იმ წელს
_მე არ ჩამიბარებია მათემატიკა და იმიტომ და სხვა ვინ გაჯობებდა ჩემ გარდა?
_ეს ისე ჟღერდა როგორც "შენი გალანძღვის უფლება მხოლოდ მე მაქვს "
_ვინმემ შენზე ცუდი თქვას და მე ბოლო არ მოვუღო?
_ახსოვს სამყაროს როგორ გააქვავე ჩინჩალაძე ჩემთან ჩხუბიდან 2 კვირის შემდეგ
_დაემთხვა უბრალოდ _ არ გამოტყდა მაინც ,მაგრამ მერე ისევ შეიცხადა_შენ საიდან მიხვდი რომ შენზე სისულელეების თქმა არ ვაპატიე?
_სხვა მიზეზი არ გქონდა მასთან ჩხუბის... იქამდე არც იმჩნევდი მის არსებობას და მერე უცებ აღმოუჩინეს ბარიგა მამა ,ჩანთაში მოსაწევი და ჩემი ოჯახის ნაცვლად მის ოჯახზე ალაპარაკდნენ
_შენ კიდევ იმის ნაცვლად რომ დამტკბარიყავი სამაგიეროს გადახდით ,პირიქით დაიცავი და ყველას აუკრძალე სიტყვის თქმა . დაუძმაკაცდა ლამის ტიპს, რომელიც შენი ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებდა
_შენ მოსწონდი ძალიან და ეწყინა შენი სამართლის ეტლი მასთანაც რომ შეჩერდა
_რა შეჩერდა უკაცრავად?
_მთელი ცხოვრებაა ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე ასამართლებ ხალხს ძვირფასო მოსამართლევ... მითქვამს საოცრად რომ მოგიხდება სასამართლო დარბაზში მოსამართლის ამპლუა? ყველაზე სამმართლიანი და შეუვალი რომ იქნები მოსამართლეთა შორის
_ ახლა მეუბნები და მოტივაციას მიმაღლებ. მეშინოდა ამ გადაწყვეტილების მიღება,მე არ მიყვარს ძალის დემონსტრირება ისე როგორც სხვებმა იციან და ზოგჯერ თავი სუსტი მგონია ომში რომ არ ვერთვები იარაღასხმული... _ სულ სხვა ფერი გახდა კარიერაზე ოცნებებში ჩაძირული
_დილას საუზმე რომ გვექნება შენ სასამართლოში მიდიხარ ... მე ?
_შენ ჩადუნელების ბიზნესს მართავ ,არა? შენი ოცნება გამოვტოვე ?
_არ გამოტოვე ... ჩემების საქმე მინდა ვაქციო საშვილთაშვილო მემკვიდრეობად ,ურყევ და უცვლელ ზურგად რომელიც ისე დაიცავს სხვებსაც როგორც მე და დინა დაგვიცვა. ყველაფერთან ერთად ეკონომიური კრიზისიც რომ გვქონოდა ათასჯერ რთული იქნებოდა ჩემი ტვირთი დიანასთვის. საქმე ხომ ფიქრებს გიკავებს, იმდენი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, ტკივილისთვის არ ეცალა ... მე კომპანიის სახეს მივცემ ,სხვა ამბიციები მაქვს დინას არ გაურისკავს ისედაც ჰყოფნიდა ყველაფერი ერთად
_გამოგივა ... ისე იცხოვრო რომ დაუფიქრებლად შეგეძლოს ყველას დახმარება ვისაც კი გადაეყრები გზად _იცოდა რისთვისაც სჭირდებოდა ძალაუფლებაც და მდგრადი შემოსავალიც
_ბევრი დრო რომ არ მქონდეს შენთვის ? მაგ წარმოდგენაში ბიზნესმენის ცოლობა როგორი ხვედრია მძიმე თუ მსუბუქი
_ჩემ წარმოდგენებში შენ მე გიყვარვარ, გჭირდები,გენატრები და გეძვირფასები . დრო მეც არ მექნება,შეიძლება უფრო მეტად დაკავებულიც კი ვიყო ვიდრე ცნობილი ბიზნესმენი ,ქველმოქმედი და მეცენატი დაჩი ჩადუნელი
_მერე რა ხდება საღამოს ორივე რომ ვბრუნდებით სახლში
_ბავშვები გამოგვყავს ჯერ ბაღიდან და სკოლიდან ... _ ჩუმად თქვა წინა წინადადებებისგან განსხვავებით. სულს შეეხო იმ დროს და ყველაზე მეტად მოუნდა ამ ნაწილის ასრულება
_ყველა შენ გგავს თუ ზოგი მეც
_ჩემ წარმოდგენებში ვის დაემსგავსებოდნენ დაჩი... ყველა შავთვალებაა
_ბიჭები არიან თუ გოგოები
_ორივე
_მოიცა სულ ორნი არიან ? მეტი არა ? რა შეზღუდული ოცნებაა...თუ ოცნებაა ორსულობა და მშობიარობა უმტკივნეულოდ ჩაივლის , მინიმუმ ოთხი გვეყოლება
_და მე მოსამართლე ვარ ... წარმატებული და თან ოთხი ბავშვის დედა . შენი ოთხი ბავშვის დედა
_ჩემის აბა სხვაზეც გიფიქრია ოდესმე?
_ოჯახში პირველ კომფლიქტს აქვს ადგილი,მაგრამ არ აგყვები ... დედობა ყველაფერზე მეტად მინდა ,კითხვის ნიშნების და ეჭვების გარეშე. სამყაროში ყველაფერზე მეტად მინდა ისე დავასრულო ცხოვრება რომ ვიყო შვილებისთვის კარგი დედა,ფრთების გაშლის და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას რომ მისცემს ისეთი დედა
_დედაშენს რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი... ეშინია და იმიტომ არის ასეთი მკაცრი
_მისმა სიმკაცრემ სადამდე მიიყვანა ჩემი ძმა ხომ ხედავ... დედის არ უნდა გეშინოდეს , დედასთან უნდა შეგეძლოს ყველაზე დიდი დანაშაულის განდობაც. ღმერთივით უნდა გეჯეროს მისი და ჩვენ მხოლოდ გვეშინია მისი რისხვის. მამას ცემასაც არ ჰქონია შედეგი , მაინც აგრძელებდა დალევასაც და მოწევასაც , თამაშიც კი დაუწყია ... სულ უნდა დაამტკიცოს რომ გაიზარდა,რომ კაცია ,დამოუკიდებელი და ისინი საშუალებას არ აძლევენ . ამიტომ მტკივა მისი ეს შეცდომა ,მესმის და მინდა შანსი ჰქონდეს გამოსწორების,შანსი დამოუკიდებლად ფრენის და ცხოვრების. ჩემ შვილებს მამა არ სცემთ , ჩემი შვილები რომ შეცდებიან მამა არც თავზე ხელს გადაუსვამს დანაშაულისთვის და არც ხელს მოუქნევს. დაეხმარება გამოსწორებაში,ბოდიშის მოხდასაც ასწავლის ,პატიების თხოვნასაც და თუ საჭირო იქნება პასუხის მოთხოვნასაც. ამიტომ მიყვარხარ მგონი ყველაზე მეტად ... შენ ასეთი ხარ ბუნებრივად უწვდი ხელს ჭაობისკენ გაქცეულს . "თამაში ჭვავსი ყანაში " ჩემი საყვარელი წიგნიც იყო და ჩემთვის ის ბიჭი იყავი უფსკრულისკენ გაქცეულის დაჭერა რომ შეეძლო . რომ არ შემყვარებოდი ასე , მე და შენ იმდენი საერთო გვაქვს საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით ,მაგრამ როგორღაც მხოლოდ მეგობრად ვერასდროს მიგიღე . ვიცოდი ახლოს რომ მოვსულიყავი დავმეგობრდებოდით და მერე საერთოდ მოვიჭრიდი გზას
_კიდევ რა გვიყვარს და რა გვეფიქრება ერთნაირად
_ხაჭაპური, ლეღვის მურაბა და გვძულს ბადრიჯანი
_აჯაფსანდალში ?
_აჯაფსანდლის მომზადება ვისწავლე ხაჭაპურში დახელოვნების შემდეგ
_კიდევ?
_რა კიდევ...
_რა გვიყვარს და გვძულს ერთნაირად
_ილია ჭავჭავაძე
_ვის არ უყვარს... შოთაზე მეტად?
_შეენც ?
_შედევრია ,მაგრამ ჭავჭავაძის ხედვებს ვაღმერთებ
_კიდევ ?
_წითელი და შავი მიყვარს მეც
_სად მნახე წითელი შარვლით
_გიყვარს ... არ გიყვარს ? _თმაზე ინსტუქტურად გადაისვა ხელი და მოიღუშა _მე მიყვარს
_და გიხდება... ის კაბა ბანკეტის საღამოს. მზეზე მეტად ანათებდი და მეგონა ვიწვებოდი . როგორ გაგიძელი არ ვიცი
_როგორ ვერ ვიგრძენი შენი მზერა
_ყველაფერი გავაკეთე რომ არ შემომეხედა ბევრჯერ
_შესანიშნავად გამოგსვლია
_შენ არ გამოგივიდა ჯანელიძესთან ცეკვა სამაგიეროდ
_მეწყვილე იყო და ცეკვაზე ასე გადაწყდა...იქ არ იყავი ? თათას კარგად ეცეკვე , დაატარებდი შენ ამ თითებს ურცხვად
_ცეკვა დადგა ასე ქორეოგრაფმა ჩემი ნება კი არ იყო
_ეჭვიანობდი ?
_ეჭვი ჩვენ შორის სულ არ გაივლის მე ეგოისტი აღმოვჩნდი და კიდევ ბრაზიანი ვარ
_რა სისულელეა
_ვარ ,უბრალოდ ვერევი და ვამარცხებ თორემ სანამ სულ სხვა მიზეზი არ გამიჩნდა იქამდე ვერ ვცემე ხაჟომია _თითქოს იმ წამს გაიაზრა რატომ აღიზიანებდა მეგობრადწოდებული იქამდეც
_ეგ ხომ სულ სხვა ამბის გამო
_ხო ,მაგრამ სხვანაირადაც შემეძლო ის შემორჩენილი ბრაზი რომ არა
_სულ აუტანელი იყო და მე არასდროს გავყოლივარ პაემანზე
_ვიცი ,ცდილობდა მოვეტყუებიე და პირველად მაშინ მივხვდი სანდო რომ არ იყო . ისეთები ილაპარაკა შეუძლებელი იყო დაჯერება და არც დამიჯერებია
_რა თქვა ასეთი მაგ იმბეცილმა ... შენი მეგობარი ბევრს ისეთს ჰქვია სულ ვბრაზობ არ უნდა იყვნენ შენთან კავშირში და შენ სიახლოვეს. სულ მეშინოდა სხვას არ გაეხვიე შარში და ახლა ჩემი ძმის სისულელის გამო ხარ როგორ გაუგებრობაში... იმ ბიჭს რომ უთხარი მარტო მივხედავ წადითო როგორ
_აქ არ მოვლენ, დარწმუნებული ვარ. სანამ ამ გზას ამოივლიან ტიტეს ხალხი გაიგებს იქამდე და აქ იდგება დარაჯად ვინმე თუ არა აზრი არ აქვს. ეჭვი მაქვს არც წავლენ,როგორღაც ისეთი მანიპულატორია ყველაზე ასეთი გავლენა აქვს. ვერ შორდებიან და ისიც თითქოს კეთილი საქმეებით იგროვებს ასეთ ხალხს . დედაჩემს რომ არ ჰქონია მასთან ვალი ეს ავიწყდება ყველას
_აღიარა ბოლოს? მე გავიგე რომ ... მამამ მითხრა სასამართლოზე ჯერ გათიშული მოყავდათ სიტყვას არ ძრავდაო მერე ამბობდა არ მომიკლავსო და მერე ყველა სამხილი მის წინააღმდეგ რომ იყოო
_მე ვარ მოწმე რად უნდოდა აღიარება ... მე შევედი მკვდარს რომ ურტყამდა კიდე და მეც ლამის მომკლა დედასთან ერთად. მისი თვალები ვინ ნახა ჩემ გარდა,მისი სახე ვინ ნახა ვინც ამართლებს და დედაჩემს ბ.ზს ეძახის. ჩემი ხელები ვინ ნახა , კანი რომ აღარ მქონდა შერჩენილი და სისხლის სუნი ამდიოდა ვინ გვნახა ასეთი მე და დედა. ღმერთსაც ვუბრაზდები ზოგჯერ იმას მონანიების და ლოცვის უფლებას რომ აძლევს ... სულის დამშვიდების საშუალებას რომ აძლევს, როცა მე ვერ დავიმშვიდე სული,მე ვერ დავივიწყებ ვერასდროს იმ სუნს ,იმ კადრებს და უდედობას ვერ წავიშლი ცხოვრებიდან. დედაჩემის სუნი არ მახსოვს ,მისი სისხლის სუნი მახსოვს და რა მნიშვნელობა აქვს ის ნ.ბჭვარი კაცი რას აკეთებდა . ფსიქიატრიულში უნდოდათ გადაეყვანათ მის ოჯახისწევრებს,მაგრამ არ უნდოდა ბატონს გიჟებთან ... ქურდებთან ერჩივნა . ციხე სახლია მისი ,ციხეც რომ ზედმეტია მაგისთვის
_გიყვარდა ?
_ტიტე ? არ მახსოვს!
_ძალიან გიყვარდა ?
_სალომე
_გეიმედებოდა და გინდოდა მისნაირი ყოფილიყავი ხომ? ზოგჯერ დედაზე მეტად მასთან გინდოდა ყოფნა,მის გვერდით და ამ სიყვარულს ვერ პატიობ თავს ხომ ? რომ შეგეშალა მამის სიყვარული და ნდობა პატარა ბიჭს ? _ თვალებდახუჭულს კოცნიდა და ეფერებოდა მის სულის იარებს _ სულ ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა შენი შველა და ვერაფერს ვიფიქრებდი. უფრო მეტად მიყვარდებოდი შენი ტკივილებით ფეხზე მყარად მდგომი
_შენ სიყვარულზე აღარასდროს ვიტყვი უარს ... იმ წარმოდგენებს მომავალზე მეტ ფერს შევმატებ ,გეფიცები ყველაფერ წმინდას

მანქანის ხმამ დაარღვია სოფლის სიმშვიდე. არ იცოდნენ მტერი იყო თუ მოყვარე . სალომესთვის ნათქვამი "ოთახში დარჩი" იმაზე ხმამაღლა ჟღერდა ვიდრე უნდოდა. იარაღი რომ აიღო და უკან ქამარში ჩაიდო გადატენილი ეს დაინახა გოგომ და რომ გაიაზრა უკანაც გაჰყვა. კარზე აკრული იდგა და ესმოდა ხმები
_შენ ხარ ჭედიების ფარი ? შენ ხარ დაჩი შონია ?
_დაჩი ვარ ჩადუნელი ... კარგად მიცნობს თქვენი ვაჟი ვახტანგი _ ბიჭზე ანიშნა და კაცს ჩააკვირდა თვალებში
_ვალი იცი რამდენი აქვს იმ ლაწირაკს ჩემი ? შენ თავზე რომ იღებ და იმას არ გვაძლევ რასაც ვითხოვთ
_თქვენმა ვახუშტიმ არ გითხრათ ორმაგი რომ შევთავაზე იმ ღამესვე? სანამ დაჭრიდნენ იმის მოთხოვნისთვის რაც არ ეკუთვნოდა იქამდე ველაპარაკე და ვუთხარი ჩემი ხელით მოგიტან ნაღდ ფულს_თქო. არ უთქვამს ვიცი,ფული არ უნდოდა ის უნდოდა თავიდანვე რაც მისი არ იყო და რაც ვალად ვერ იქნებოდა იმიტომ რომ ჩემია და მე არავის ვალი მაქვს ამ ცხოვრებაში ,არც ჩემ რომელიმე ოჯახის წევრს იმასაც კი ჩემ მამად რომ იცნობთ ჩემი ვალი აქვს მხოლოდ და სხვა არავისი
_რას ლაპარაკობს ეს ბიჭი ... აბა დანა იმიტომ დამარტყა ფულს ვთხოვდიო? _შვილს შეუღრინა კაცმა
_ფული არ უთხოვია და მოთხოვა ... ისეთ ბიჭს დაარტყმევინა დანა თქვენმა ვაჟმა ჩხუბში დარტყმას რომ იცილებდა სულ და უკიდურეს დროს იქნევდა თვითონ მუშტს. თვითონ არ ჰყავს და ,არც ვინმე წმინდა ალბათ, არ ვიცი ... თქვენ გყავთ და ბატონო გოჩა? თქვენი ყველა ცოდვის გამო თქვენი და რომ მოეთხოვა ნებისმიერ ნაძირალას რას იზამდით ... თქვენ მიპასუხეთ და მერე ვთქვათ მხოლოდ ფული მართებს თუ სისხლიც
_ოხ მე შენი _ სახეში მოაწვა სისხლი ბრაზიგან. ბიჭი უტიფრად რომ უყურებდა მაინც ეს აგიჟებდა _ შენ მე რა მითხარი... გოგოს ვუყვარვარ და ასეთი დამპალი ოჯახიდან უნდა წამოვიყვანოო არ თქვი?
_მამა_შვილური გაკვეთილები ჩემ წინ არ გინდათ ... ამ ეზოში შემოსულებმა თქვით რა გინდათ და დავასრულოთ . სალომე ჭედია სანამ მე ვსუნთქავ ჩემი ნამუსია მხოლოდ , ჩემი ამოსუნთქვაა და თუ ვინმეს გაქვთ პრეტენზია ჩემი სუნთქვის შეწყვეტის აქ ვდგავარ ,ბატონო გოჩა. ვალს რაც შეეხება ვთქვი უკვე ,ფულს
_ვალის მოსათხოვად არ მოვსულვარ... დასასრულებლად მოვედი. ტიტემ და მე მოვაგვარეთ. ტიტეს შვილს მე ქალის წართმევას კი არა შენ გამო ტყვიას გადავუდგები. სულ სხვა რამ მეგონა გოგოსთან დაკავშირებით და სულ სხვა აღმოჩნდა. ჩემი დანაშაულია ,ზოგჯერ საკუთარ სისხლსაც ვერ ენდობი _ კბილებსშორის ცრიდა კაცი
_მამა ბოდავს რაღაცას... სალომესთან ახლოსაც არ გაუვლია რა მისი ქალი . მთელმა თბილისმა იცის მატილდა უყვარს შენგელია და ახლა უბრალოდ ასე უნდა უფლისწულს . მე მიყვარს და მინდა ის გოგო. შენ რა კაცი ხარ ,შენ
_სალომეს სახელს კიდევ ახსენებს და იმ შეუხორცებელ ფეხს გავუხვრეტ ! _ადგილიდან არ დაძრულა,არც უყვირია და ისეთი ხმამაღალი იყო მაინც მისი მუქარა სალომეს საერთოდ წაერთვა ძალა
_შენ ვის ემუქრები ბიჭო... არ გიცნობდე მაინც ვისი მსროლელი ხარ
_რამდენი წლის წინ გაგიტეხე ეგ ცხვირი სალომე რომ ახსენე ცუდად შემახსენე ? მაშინ გითხარი თუ არ მოეშვები ფიქრს თავსაც გაგიხვრეტ_თქო და რატომ დაგავიწყდა? მე ახლა მამაშენის გამო ვჩერდები, მის თვალწინ როგორ გაგიერთიანო ძვალ_რბილი თორემ შენზე კარგად ვინ იცის ჩემი ხელი _ხელები ზურგს უკან ჰქონდა გადაჯვარედინებული ,იდგა ერთ ადგილას და არ ტოკტებოდა . ისეთი სხვანაირი იყო,იმ დროს მართლა გავდა ტიტეს და ამის გაფიქრების დროსაც კი გასცრა ტანში სალომეს. ასეთი ამბები ჰქონდა ზუსტად მასზე მოსმენილი, ასეთი ლეგენდები დადიოდა შონიაზე
_ჩემიაო არ გითქვამს... მიყვარსო არ გითქვამს . არ იფიქროო მითხარი ,არ ახსენოო და ახლოს არ გაეკაროო. არსად გიხსენებია იმას ვუყვარვარ ან მე მიყვარსო გესმის? რა უფლება გქონდა რომ მიკრძალავდი ან ახლა რა უფლება გაქვს
_მეტი როგორ უნდა მეთქვა შენი სისხლით მოვრწყე მიწა ... შენ ვინ იყავი ჩემი სიყვარული რომ ამეხსნა ან მისი სიყვარული მეხსენებინა
_რა გინდა მითხარი... რა ჯანდაბა გინდა. ხომ იცის ყველამ შენ რომ სალომეს კი არა საერთოდ არავის ცოლად არ მოიყვან. შენ რომ ოჯახების შიში გაქვს,შენი თავის და მამაშენის შენში გაცოცხლების შიში გაქვს ბიჭო შენ მე მართლა დებილი ხო არ გგონივარ. სალომესთან ახლოსაც არ მიდიოდი, მანქანაში არ ჯდებოდი და ოთახში არ დარჩებოდი სადაც შეიძლება მარტო ის ყოფილიყო . გინდა ეგოსტურად გყავდეს ?
_მიზეზებს აგროვებს ცემისთვის, ხედავთ თქვენც თუ მხოლოდ ჩემი საზომი უჩვენებს ასე _კაცს უყურებდა და მერე ისე გაიცინა,ისეთი ირონიული იყო _ ამბობენ გოჩას სიტყვის წინ არავინ და არაფერი დგებაო,გოჩა რომ იტყვის ისეთი მძიმეა მისი სიტყვა ვერაფერი გადააბიჯებს და ვერავინ დაძრავს საწინააღმდეგოსო ,ცდებიან ? ყველას უვლით და შვილს ვერ ?არადა პირიქით არ უნდა იყოს?ეს არ უნდა იყოს თქვენი სარკე ? მამის კაცობის ანარეკლი ბიჭი არ არის ?
_აქაც რომ მაჯობა ტიტემ ეგ არის ცხადი ... იმ გოგოს და ბიჭის გზაზეც არ გაივლის დღეიდან ჩემი შვილი. ჩემი ვალიც არ ჰქონიათ არასდროს და ტიტეს გადაეცი მანქანა არ მიჰყავს, მეორეს მოგიყვანს_თქო
_არ ველაპარაკები ტიტეს უკვე 15 წელია
_და ისე ჰგავხარ ასე უსაშველოდ ? რას გაუგებ ღმერთს ზოგი გვერდიდან არ ვიშორებთ და მაინც არ გვემსგავსება
_თქვენ სიტყვას ვენდობი,მისას არ და იცოდეთ თქვენ არსებობას არ გავიხსენებ ის რომ თქვენ სიტყვას გადმოაბიჯებს და წინ დამხვდება

ეზოში იდგა იქამდე სანამ მანქანები არ გაცილდა ქუჩას. მერე ჰაერი ეცოტავა და ისე შეეკრა სუნთქვა სალომეს გარდა ვერაფერი უწამლებდა.
_მისნაირი ვარ ? მისნაირი როგორ ვარ ... რა თქვა იმ კაცმა. იმან რა იცის მე როგორი ვარ _ხრიალებდა სალომეს მკლავებში მოქცეული,მის სხეულზე დაყრდნობილი _ ის რომ ყოფილიყო მოკლავდა ... ის რომ ყოფილიყო ისე ცემდა მამამისსაც არ გაითვალისწინებდა. მე რამდენი მოვუთმინე , როგორ ვგავარ იმას
_დაჩი ... დაჩი ისუნთქე ,ისუნთქე გესმის ? ისუნთქე თორემ მეც ვერ ვსუნთქავ ... არ გავხარ გესმის?არ გავხარ შენ არავის . ჩემი დაჩი ხარ , ჩემთან ერთად გაიზარდე,ჩემ წინ გაიზარდე სხვამ რა იცის. მხოლოდ მე ვიცი რომ არ გავხარ ,გესმის?_ თავი ააწევინა და მთელი სახე დაუკოცნა _ ისუნთქე კარგი? ერთად ვისუნთქოთ . ერთად ვისუნთქოთ მე და შენ . სულ ცოტათი ხომ გიყვარვარ ,ის ცოტა მასუნთქებს მე და ჩემი მთელი სიცოცხლე შენ ,კარგი ?კარგი დაჩი ? აღარ მელაპარაკები ?
_გისმენ ... მიყვარს რომ გისმენ_ნაომარს ჰგავდა გამარჯვების შემდეგაც რომ არ ეტყობოდა გამარჯვება.
_გისმენ დიკო _ გაეღიმა ზუსტად იმ დროს რომ დაურეკა ქალმა
_უბრალოდ მითხარი რომ კარგად ხარ და გავთიშავ
_კარგად ვარ. სახლში მოვალ და დაგელაპარაკები
_მალე მოხვალ?
_მალე ვერ ,მაგრამ არ დამელოდო. დაიძინე ... მიყვარხარ
_დე არ გჭირდები ,ხომ ?
_შენ მე სულ მჭირდები ,დე ...მოვალ და ჩაგეხუტები , გკოცნი
_კარგი დე ,მიყვარხარ. გელოდები როდის მოხვალ და ჩამეხუტები

სრულწლოვანებამდეც ასე ექცეოდა. ზედმეტი ზარებით არასდროს შეაწუხებდა,იცოდა დაჩი თვითონ დაუკავშირდებოდა თუ პრობლემა შეექმნებოდა და ისიც ყოველთვის ისე უხმობდა როგორც მეგობარს. გაბრაზებული არასდროს ყოფილა და ამჯერადაც არ ელოდა მისგან მსგავს ქმედებას.

ქალაქში დაბრუნებამდე დიდი დრო ჰქონდათ წინ. დარჩენა ერთი დღით მაინც ძალიან უნდოდა,მაგრამ სალომეს მშობლები ურეკავდნენ და ტყუილის გაგრძელება აღარ შეეძლო მეტად. იმ დღესვე დაბრუნდნენ. კორპუსთან ნიკუშა ელოდებოდა და როგორც კი დაინახა ძმა მაშინვე მისკენ გაიქცა. ისე ჩაიკრა გულში ყველა დანაშაული ჩამოაშორა თითქოს წამში. თავჩაქინდრულს სახე გაასწორებინა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე. სულ ორი წლით დიდი იყო მასზე ,მაგრამ უფროსი დის ინსტიქტი გაძლიერებულად უმუშავებდა.
_მადლობა არ მითხრაო გამაფრთხილე ,მაგრამ მთელი ცხოვრება შენთან ვალში რომ ვიქნები ეს იცოდე და
_ სისულელეებს შეეშვი. ეგ იქნება მადლობაც და ვალის დაბრუნებაც ,სალომე რომ აღარ იდარდებს შენზე,იბედნიერებს შენი ნორმალური ყოფით
_უკანასკნელი იყო ... აუცილებლად ვიპოვი სწორ გზას . დედას ვუთხარი,რომ ბრუნდებოდი და მე მოგიყვანდი სახლამდე
_ამოვალ ხუთ წუთში
_კარგი ,გასაგებია. დაგტოვებთ _ ჩაიცინა და ზურგი აქცია წყვილს.
_დაისვენე ... გამოიძინე და გონებიდან წაშალე ყველა ცუდი მოგონება _ თავზე გადაუსვა ხელები,ლოყაზე აკოცა და კიდევ ერთხელ ჩაიხუტა . სულ მენატრები გახსოვდეს და შენი ყველა თავისუფალი წუთი მინდა _ ტუჩთან ახლოს აკოცა და მერე ტუჩებზეც შეეხო
_ხვალინდელი დღე ჩვენით დაიწყება _ გაღიმებული დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა.

ნიკუშა სადარბაზოში პირველივე საფეხურზე იჯდა. სიგარეტის ეწეოდა იქამდე სანამ სალომე არ დაადგა თავზე
_წავედით ... დამთავრდა შენი პატარა ხიფათიანი თავგადასავალი.
_იაზრებ შენ გამო რა გააკეთა ? არ მინდა ვალის გამო შენ
_არც კი იფიქრო!
_ჩემზე მეტად გიყვარს ?
_პატარა ბავშვი ხარ . ხიფათიანი ,რთულად აღსაზრდელი ბავშვი
_მიპასუხე ...
_ არჩევანს ნუ გამაკეთებინებ _კიბეზე ადიოდნენ. ნიკუშა ეჩურჩულებოდა და სალომეც ჩუმადვე პასუხობდა. სასაცილოები იყვნენ ერთი შეხედვით,თითქოს ის დღეები მათი ცხოვრებიდან არ იყო.

_დედაა ... სად ხარ დიკო?_ სახლში შესვლისთანავე მოიძია და ტყუპებთან ერთად ეზოში მყოფს გადააწყდა. ჰამაკში იყვნენ მიწოლილები ბავშვები დინა კი წინ ,სავარძელში იჯდა და წიგნს უკითხავდა
_აქ ვარ დე ..._პირველი მოეხვია დაჩის შემდეგ კი ტყუპები მივარდნენ
_დაჩიკოო
_დაჩიკუნა სად იყავი?
_დედიკო ორი დღეა დაგეძებს...აბა უთქმელად წასვლა არ შეიძლებაო?
_დაჩი დიდია დე,თქვენც რომ იქნებით დიდები შეგიძლიათ ხანდახან წახვიდეთ ისე რომ არ ვიცოდე სად ხართ
_ამსიმაღლე უნდა ვიყო ? _ ქვემოდან ახედა სანიმ და თვალები დააწვრილა _ აუფ
_ასაკით დე ...
_დაჩიკო რა მომიტანე?
_ვერაფერი ჩემო სიცოცხლე. მთაში ვიყავი
_რა არი რა სულ მთაში დადიხარ... სოფლელი გახდი ?წაგვიყვანე ჩვენც,გვიყვარს სოფელში .იესე მაინც ვერ მოდის ჯერ და ვერ გვაჩვენებს ცხენებს
_წაგიყვანთ ოღონდ იოანესთან სოფელში
_ურააა ... გვიყვარს იოანესთან სოფელშიი . გემრიელი ხაჭაპურები და გაწელილი ყველიაა
_ელარჯი ქვია მაგას
_ხოო ელარჯიი
_იოანეს რომ ნახავთ უთხარით როდის წაგვიყვან_თქო
_რას ასწავლი ბავშვებს
_აბა ისე არ გვეპატიჟება და თვითონაც ვერ მოიცალა
ბავშვებმა სანამ არ დაიძინეს საუბარი ვერ მოახერხეს,მაგრამ შემდეგ დიანას პატარა ბავშვივით გაბრწყინებული შემოეხვია
_რამ გააბედნიერა ჩემი ბიჭი? სად იყავი გადაკარგული ეს დღეები თბილისში რომ მეორედ მოსვლა იყო ?
_რა ხდებოდა თბილისში?
_ვითომ არ იცი ნიკუშას რომ დაეძებდა გოჩა ვახტანგიშვილი?
_ვიცი... რაღაც გავაკეთე რას არ მოგეწონება ,მაგრამ მთავარი ამბავი მაქვს
_ ჩვენ ხომ ცუდ ამბებს არ ვაქცევთ ყურადღებას და კარგებით ვიკვებებით ... მითხარი
_მე და სალომე ერთად ვართ ... სულ მალე ყველაფერს დაავალაგებ და ყველა გაიგებს ჩვენზე
_ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს ,რომ ქორწილისთვის მზადება უნდა დავიწყო?
_ასე უცებ ჯერ ვერ , უნდა გაიაზროს მანაც და მეც რომ ყველაფერი ნამდვილია . მერე აუცილებლად , სულ ჩემთან მინდა იყოს და სულ მასთან ვიყო
_დეე ,აქამდე როგორ ერეოდი ამ ემოციებს?
_ისეთი ბედნიერი ვარ
_სულ არ გაინტერესებს ნიკუშას პრობლემებმა რომ გააქტიურა თქვენი ამბავი?
_ ნიკუშას პრობლემები მოგვარებულია
_ტიტე შონიასთან იყავი ციხეში. ტიტემ წლების წინ მოგებული საკოლექციონერო მანქანა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. შენ ჩამოსვლამდე მოვიდა ამბავი ჩემამდე
_ბრაზობ ?
_მხოლოდ ვდარდობდი როგორ იყავი,როგორ გაუძელი ასე მსგავსის და ამდენად სხვანაირი კაცის ნახვას. რომლის ასლი ხარ ფიზიკურად და არაფერი გაქვს სულიერად. მეგონა გტკიოდა და თურმე სამყაროში ყველაზე ტკბილ წამალს,სიყვარულს აამებინებდი ტკივილს
_სხვა გზა არ იყო ... არაკაცები აგვარებენ ერთმანეთთან ,კაცები ვერ ან დიდი ძალისხმევის შემდეგ
_ილდანი სად იყო ამ დროს...
_არაა ქვეყანაში და ალბათ არც იცის. დრო არ იყო
_მეეჭვება არ იცოდეს,თუმცა მთავარია მოგვარდა. ახლა მიყუჩებული მტრის უნდა გეშინოდეს სულ . ის ისეთი სულმდაბალია არ მოისვენებს
_გეწყინა რომ არ გითხარი?
_სწორი არჩევანი გააკეთე ... მე მსგავს არაკაცებთან ვერ ვაგვარებ. მხოლოდ ომის დაწყება გამომივიდოდა
_შენ არ მეტყვი ?
_რას დე
_ვინ არის შენ ცხოვრებაში ... ვგრძნობ ვიღაც არის. ვხვდები ,რომ არის და არ ვიცი ვინ . არ მომიყვები? იქნებ ჩვენ ქორწილს შენმა დაასწროს
_გეტყვი ,აუცილებლად ... მხოლოდ ცოტა დრო მჭირდება. უნდა გავიგო საით წავა ჩვენი ურთიერთობა
_გიყვარს?
_არ ვიცი სიყვარული როგორია ... მომწონს ზღვარგადასულად და მინდა მთლიანად ჩემთან ,ჩემი,ჩემთვის
_გიყვარს დი! მას რომ არ უყვარდე შეუძლებელია თუ სულელი არ არის
_შენ მიიღებ ნებისმიერ შემთხვევაში დე? იქნებ არ მოგეწონოს
_შენ გიყვარს და მე არ მომეწონება?ნუ მაშინებ დიანა
_სხვა დროს ვისაუბროთ ჩემზე...ცოტა დრო მჭირდება ,კარგი?არ გაარკვიო ,შეგიძლია დამელოდო?
_რა თქმა უნდა შემიძლია დიანა ... მე მხოლოდ შენი ბედნიერება და უსაფრთხოება მაღელვებს _ თავზე კოცნიდა და ხელს არ უშვებდა მერე კი გაიცინა _ თუ გინდა ქორწილი ერთად გადავიხადოთ
_მეეჭვება ქორწილამდე მივიდე ,მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ცხოვრება სულ მაოცებს ხოლმე
_ ინტერესი მომკლავს დიანა
_ სალომეს დროულად ესაუბრე და მერე დაპატიჟე ჩვენთან. ლილიკოსთან და რეზოსთან მე მოვაგვარებ ,არ იდარდო. შენ სასურველი სიძეების სიაში პირველ ადგილზე ხარ
_თუ სიას შენ ადგენ
_დაჩი ჩადუნელო ასეთი ცელქობით ვერ მოხიბლავ იმ გოგოს
_იმ გოგოს ჩემი ყველაფერი უყვარს
_შენი გიჟი დიანაც უნდა უყვარდეს...ხომ არ ვიქნები სწერვა დედამთილი? ღმერთო არ მჯერა
_34 წლის იქნები იქამდე
_ხო აი ისეთი დიდი ასაკია..._ იმ დროს იცინოდნენ,მაგრამ დიანამ ზუსტად იცოდა დაჩი ასე მარტივად არ მიიღებდა იესეს სიყვარულის ამბავს. ახლა როცა ბედნიერს ხედავდა მითუმეტეს ვერ დაუმატებდა პრობლემას და ცუდ ფიქრებს. უნდა დამტკბარიყო ამ ახალი ეტაპით . სულ ელოდა როდის ნახავდა ასეთ შეყვარებულს მიუხედავად იმისა,რომ პატარა ბავშვივით არჩევინებდა სკოლის ასაკშიც საჩუქრებს გოგონებისთვის,ზუსტად იცოდა სალომე ჭედია იყო მისი ნამდვილი სიყვარული .
_საუკეთესო ხარ შენ ,საუკეთესოთა შორის და ეს არ დაგავიწყდეს ხო დე? შენი სიცოცხლე მაცოცხლებს მე და შენ უნდა იყო უკიდეგანოდ ბედნიერი. დიანა სულ შენ ზურგს უკან იდგება და არასდროს მიგატოვებს
_მიყვარხარ _ისევ ჩაიხუტა ქალი და ასე დაასრულეს დიალოგი .

იმ ღამით სალომესთან მიმოწერაში დაათენდა. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი ჰქონდა ჭედიას, სწავლების ახალ საფეხურზე გადავიდა.
სახლიდან თორნიკესთან ერთად რომ გამოვიდა თაიგული მისგან უკვე მიღებული ჰქონდა და პირველ შეხვედრაზე წაყვანასაც უპირებდა ბატონი ილდანი იქამდე სანამ მანქანასთან მდგომი დაჩი ჩადუნელი დაინახეს და სალომემ ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები ვერ დაფარა . ვარდები მგზავრის სავარძელზე იდო და ილდანის მზერას შეუმჩნეველი ისიც არ დარჩენია.
_ნიკოს ჭირი თქვენთვის მარგებელი გამოდგა?
_ თორნიკეე მე ხომ იცი _ ისე დადგა დაჩის წინ თთქოს ბიჭს მისგან დაიცავდა . ჩადუნელს ფართოდ გაეღიმა, ხელი თეძოზე მიადო ,ზურგიდან ფრთხილად მოეხვია და თავზე აკოცა
_არ მითხრა , რომ სისხლის სამართლის სამაგისტრო ნაშრომს ილდანის დანაშაულებზე წერ და თანვე მიგაცილებს სასამართლოში _მისი თითები იპოვა და მტევანზე აკოცა მოფერების შემდეგ
_თქვენ რა ...
_ვინაიდან ნაწყენი ვარ დამალული ამბების გამო ,გტოვებ ამ გაურკვეველი სტატუსის მქონესთან
_ნუ აანერვიულებ ამ მნიშვნელოვან დღეს. თქვი ,რომ ისედაც ყველაფერი იცოდი და იცი ნაწყენი არ ხარ ,არც მოკვლას მიპირებ და მოგწონს ჩვენი წყვილი
_დაგაგვიანდებათ ... ჩემ იურისტს გავაცნო თუ შენ გყავს ვინმე უფრო კომპეტენტური , აქ რომ იყოს და უკეთ ასწავლოს
_მყავს მეც , მაგრამ სისხლის სამართალში შენია სპეციალიზებული. ნაშრომს ხატია მოამზადებინებს თუ დრო არ ექნება მოსეს
_იცნობენ ერთმანეთს ეგ ორი და ითანამშრომლებენ უპრობლემოდ. მთავარია სალომეს არ აურიოს გონება სიყვარულმა და არ იზარმაცოს _ ისე გაუღიმა როგორც იცოდა ხოლმე ,ყველაზე თბილი და ალერსიანი ღიმილით _ წარმატებები სალიო , მშვიდ ცხოვრებას დავიწყებ თებეასაც შენნაირ საიმედო კაცთან თუ დავტოვებ ოდესმე _ სხვა რა უნდა ეთქვა ამაზე მეტი . უკან გადადგა ნაბიჯი,სათვალე მოირგო და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა მშვიდი ნაბიჯებით
_როდის ჩამოვიდა
_არ ვიცი ... პირველი თინათესთან მიდის ხოლმე და ის არასდროს გვეუბნება.ამჯერად მგონი ჩემთან მოვიდა. უნივერსიტეტის პირველ დღეს ციხეში იყო და შორიდან მომილოცა
_წავედით?
_ვნერვიულობ... იქნებ არ გამომივიდეს თეორიიდან პრაქტიკულ ნაწილზე გადასვლა
_გამოგივა და თუ არ პროფესიის შეცვლა იქამდე შეგიძლია სანამ საყვარელი საქმისგან გადაღლა არ გაგაბედნიერებს _ მანქანის კარი გაუღო და ახლაღა შენიშნა თაიგული ჭედიამ
_მგონი შენ ჩემ ყველა შფოთვას ერთად გააქრობ ... _ ადგილი დაიკავა ,თაიგული მკერდზე მიიკრა და დაჩის გახედა
_როგორი საოცარი ხარ ნეტავ ჩემი თვალებით დაგანახა საკუთარი თავი _ გზაში იყვნენ უკვე მისკენ რომ გადაიხარა და შუქნიშნის წითელი ფერიდან მწვანეზე გადასვლამდე შეეხო ტუჩებზე
_შენ რა გეგმები გაქვს ...
_ რომ დაასრულებ მომწერე და გამოგივლი . მე ჯერ თავისუფალი ვარ. პროექტზე ვმუშაობ იქამდე სანამ დიანას სავაჭრო ცენტრი მოგებაზე წავა და სტაბილურ შემოსავალს მიიღებს . არსად მეჩქარება,კარგად უნდა დავფიქრდე რა მინდა ზუსტად და ისე გავრისკო ... დრო მაქვს შენთვის სულ და ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება.
_თავი სიზმარში რატომ მგონია
_დილას ერთად არ გაგვიღვიძია ,არც საუზმე მომიმზადებია და არც ბავშვები დარბიან მაგიდის ირგვლივ ბლინებით ხელში
_მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ
..............
ალბომი გაამზადა და თინათესთან სტუმრობისთვის მოემზადა.
კარი თინამ გაუღო და გულში თბილად ჩაიკრა გოგონა.
_თინა ბებო , როგორ ხართ ?
_კარგად ძვირფასო ... შენ როგორ ხარ ?
_დაუპატიჟებლად გესტუმრეთ ,მაგრამ სალომემ მითხრა თავისუფალია დღის ამ მონაკვეთშიო . დაპირებული საჩუქრის გადმოსაცემად მოვედი _ ქალს მიჰყვებოდა დერეფანში და გაღიმებული საუბრობდა სანამ სასტუმრო ოთახში მჯდომი ილდანი დაინახა.
_თორნიკეც დღეს დაბრუნდა და ახლა ვუმზადებდი სადილს ... დაჯექი ახლავე მოვალ
_ თინათე მითხარი რომ ჩვენ დუეტში მესამე პირი განზრახ არ ჩამირთე თორემ იცოდე გული მეტკინება
_დამთხვევაა უბრალოდ ... რაღაც უნდა გადამეცა. დავპირდი
_ბევრი დამთხვევაა _იმ წამს გაიაზრა ,რომ მისი ნაჩუქარი კაბა ეცვა ილდანმა მზერა რომ ააყოლა და ერთიანად აუხურდა სახე
_მოდით ბავშვებო ... დავსხდეთ
_მე მეჩქარება და უნდა
_თინათეს დამზადებული კონიაკი გაგისინჯავს? თუ მხოლოდ კლუბების კოქტეილებს ეტანები მა_ტილ_და _ წასვლა არც ახსენებინა ისე გამოსწია სკამი და თავით ანიშნა დაჯექიო
_ჩემთან დალევა არ გაშინებს ?_ ითმინა და ბოლოს მაინც შეეპარა ირონია ტონში. წამსვე ჩაეცინა ილდანს
_მთვრალი პათოლოგდები ?
_კომპლექსიან კრიმინალებს ვერჩი მხოლოდ _ გაუღიმა და თინთინის მისვლისთანავე მასზე გადაიტანა ყურადღება _თინა ბებო გახსოვთ მითხარით ბავშვობიდან ვქარგავ და შემონახული მაქვს ქალაქში ბევრი ძველი ნაქარგიო _ სუფრას რომ გადახედა მადა ნამდვილად გაუმძაფრდა. კერძების დაგემოვნებას შეუდგა და თან ქალს კითხვა დაუსვა
_გაჩვენებ ... ქალიშვილობისდროინდელი ნაქარგებიც შემონახული მაქვს. ნაწილი სალომეს დედას ,ლილის გავატანე მზითვში,ნაწილი თამარს . სალომეს მზითვი მზად მაქვს და იმათ გაჩვენებ. ბალიშისპირებზე და სუფრებზე მაქვს ნაქარგები
_მე რომ ჩამომატანინე იმდენი თეთრი თეთრეული ყველა მოქარგე?სათვალე როგორ არ გიკეთია მიკვირს... სულ არ უფრთხილდები ჯანმრთელობას თინათე
_შენი პირველი ბალიშისპირიც მაქვს შენახული მე და პატარა პერანგი ... იქ არ დავტოვე. დამენანა ,ვიცოდი გაფუჭდებოდა ნაჭერი ან თაგვები შეჭამდნენ. შენ შვილს უნდა გავუკეთო მე ვერ მოვესწრო შეიძლება ,მაგრამ დავტოვებ
_თინათე... _მისკენ გადაიხარა და ხელზე აკოცა _ნუ დამადებინებ პირობას ,გემუდარები
_პირობა შენ მე დიდი ხნის წინ მომეცი , მაგრამ დაგავიწყდა
_რა პირობა მოგეცი და დავივიწყე თინათე _ წამსვე შეეცვალა სახე , წარბებშეკრული უყურებდა და აშკარად არ ჰქონდა წარმოდგენა რას ეტყოდა
_გოგო მეყოლება პირველი და თინათეს დავარქმევო ... შენნაირი არ იქნება , შავთვალება და ღამისფერთმიანი იქნებაო დედამისივითო
_მსგავსი არაფერი მითქვამს ... გოგოს და სახელის ამბავი კიდევ ბავშვი რომ ვიყავი მაშინ ვთქვი . ეგ არ ითვლება,ვერ ვიაზრებდი რას ვამბობდი . სტუმარი გყავს შენ ,თანაც საჩუქრით მოვიდა. არ უნდა ნახო რა მოგიტანა? ჩემი ჩამოტანილი ჩემოდანი კი გადაქექე მკვირცხლად _ ისე სხარტად აიღო ქაღალდის შეკვრიდან წიგნის ფურცლებად გადაქცეული ალბომი მატილდამ ფეხზე წამოდგომაც ვერ მოახერხა. ყდაზევე ეწერა ლამაზად მოყვანილი ასოებით "თინათე" და იქვე ასწია წარბი ილდანმა _ ასე მხოლოდ მე ვეძახი და პლაგიატობას ნუ ექნება ადგილი
_სხვისი საჩუქრის გახსნა...
_დანაშაულებზე ნუ მელაპარაკები პატარა მატილდა ... დაიმახსოვრე დანაშაულს თუ არ ჩავდივარ გამოდის მე არ ვარ და ვიღაც სხვა არის ჩემი სახით _ ყდას შეეხო და შემდეგ გადაფურცლა. პირველ გვერდზე მხოლოდ თინათინი იყო
_თორნიკე _ თინას ხმამ გააჩერა _ მთვრალი ალუბლები მაქვს , წუხელ დავაცხვე და გამოვიღებ მაცივრიდან ახლავე
_თინასთან მაინც გამოიჩინე ჯენტლმენობა და ადროვე თავად ნახოს პირველმა საკუთარი ფოტოები_ ხელიდან აართვა დახურული ალბომი
_და შენთან როდის არ ვიყავი ჯენტლმენი ? გულს ნუ მატკენ ,პატარა მატილდა
_თორემ გამებუტები?
_ნწ, გაბუტული შენ ხარ და ამ კაბაში ძალიან გიხდება ეგეც _ თვალი ჩაუკრა ,ჩურჩულით უთხრა ბოლო სიტყვები თითქოს საიდუმლოს უმხელდა და მერე ამღერებულ მობილურს უპასუხა _ გამოვდივარ!
_ თინათეე ჩემი პირველ ტანსაცმელთან და ბალიშთან ერთად ფოტოც არ აჩვენო ... სამზითვო ნაქარგები გადააღებინე მხოლოდ . პოპულარულს გაგხდის ისედაც
_ისე უთხრა მატილდასაც ესმოდა. ქალს თავზე აკოცა და სიტყვის თქმა არ დააცადა ისე წავიდა
_სად გავარდა ახლა ... მაიმუნი ბიჭი. არადა დამპირდა საღამომდე შენთან ვიქნებიო _ პატარა ჩემოდანი მოჰქონდა. ფერადი და ლამაზი იყო ისიც როგორც მასში ჩალაგებული ხელით სხვადასხვა ფერისა და ზომის მატერია. ცალკე შეხვდა სიყვარულით ნაქარგი "თ. ილდანი"
_ფოტოების გადაღების უფლებას მომცემთ? ოღონდ ასე არ ... მე მოვიფიქრებ კომპოზიციას _ თითებით ისევ ილდანის პირველ სამოსს ეხებოდა და ქალს ისე ესაუბრებოდა _ არ გამოვაქვეყნებ რადგან ბიზნესად არ იქცევა ეს საქმე და მხოლოდ ოჯახისწევრებისთვისაა. საოჯახო წიგნად გადავაქცევ ამ ნამუშევრებით შექმნილ ფოტოებს
_თორნიკესთვის კიდევ უნდა ამოვქარგო ... ბავშვებისთვის და ჯერ ნუ გადაუღებ
_ამათი დაბეჭდვა არ მიფიქრია...მეეჭვება ილდანს უნდოდეს. მის მომავალ ცოლთან კომუნიკაცია კი ყველაზე ნაკლებად მინდა _ უცებ თქვა და თვალები დახუჭა. თინასთან ყოველი კომუნიკაცია ემოციების ზღვას მოითხოვდა და დამატებით თორნიკეს მოულოდნელი დახვედრა ,ქალაქში დაბრუნებით საერთოდ აცლიდა ძალას ბოლო იყო კიდევ ერთი ნაქარგი "თადა ილდანი"_თადა? თადა წერია ?
_ხო ,მე ვეძახდი ბავშვობაში ასე ... ბექნუმ თადა დაარქვა ,მაგრამ დოკუმენტებში თორნიკე ჩაწერეს შემდეგ. ჩემ გარდა ასე არავინ მიმართავს
_მესმის,მეც თავს შევიკავებ. ჩემი წასვლის დროა ... ისევ გესტუმრებით. იმედია ფოტოები მოგეწონებათ
_უკვე მიდიხარ ? ყავას მოვამზადებ, უგემრიელესი ნამცხვარი მაქვს
_სხვა დროს იყოს... მადლობა მასპინძლობისთვის.
_დროებით
_ნახვამდის ბები ... შენთვის ჩემი სახლის კარი სულ ღიაა იცოდე
_უღრმესი მადლობა _ ქალს კარში გასვლამდე კიდევ მოეხვია და წავიდა. "თადა ილდანი" გონებაში უტრიალებდა და მთელ არსებას უთბობდა.
...................
მთელი ღამე ფიქრობდა და ბოლოს ინასთან დარეკა
_რომელი საათია იცი?
_სულ როგორ გძინავს ადამიანო...მოვდივარ არსად წახვიდე. ესკიზები უნდა დაგახატინო და შეგაკერინო ხვალამდე _ დერეფანში იყო უკვე და თითქოს შემთხვევით შეაბრუნა კამერა იოანესკენ . წელს ზემოთ შიშველი , დილის ვარჯიშით გადაღლილი რომ მიაბიჯებდა დერეფანში
_იმედია უბრალოდ ვინმეს ქორწილია და სანათესაოს გასაგიჟებლად გინდა გამორჩეული კაბა . მხოლოდ ერთი და არა შვიდი მატილდა
_არსად წახვიდე ,მოვალ და დაგელაპარაკები
_სად უნდა წავიდე რვის ნახევარია
_სად მიდიხარ ამ დროს _ იოანე როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჰკითხა
_ინასთან ... წამიყვან?
_ რა თქმა უნდა ,არა
_მანქანის გასაღები მაინც მომეცი
_იყიდე და გეყოლება შენი . ჩემ მანქანას არ შეეხო ,გაფრთხილებ
_აბა
_მოტოს მითუმეტეს...
_კარგი ამინდია დღეს... გთხოოვ
_სულ რომ გადაუსახლდე არ გინდა ? სანამ მარტოა სახლში ,მაინც ერთად ხართ 24 საათი
_ვინ თქვა , რომ მარტოა ? _ ისეთი სერიოზული ტონით თქვა იოანე მთელი ტანით შემობრუნდა არადა საძინებელში იყო უკვე და შარვლის გახდასაც აპირებდა . ინას სიტყვა არ დაუძრავს,მატილდას თამაშს არ ჰყვებოდა ისე ტკბებოდა სანახაობით.
_სულ გადახვედი ჭკუიდან ? დილის რვა საათზე ადგები გოგოს სახლში , რომელიც კაცთან ერთადაა იქ?
_საერთოდ არ მიშლის ხელს იესე... პირიქით ,როცა მხვდება სულ დადებით განწყობას მიქმნის _იმდენად მეამიტური გამომეტყველება მიიღო თითქოს არ იცოდა იოანეს სისხლისფერი თვალები რისთვის ელავდნენ
_მატილდა... წაიყვანე ჩემი მანქანა და თვალით არ დამენახო დღეს. ეცადე ისე არ დამიბრუნო კიდევ ახალის ყიდვა დამჭირდეს თორემ შენ მანქანას ჩემთვის დავიტოვებ
_რომელ ჩემ მანქანას ... ცხვირწინ მიხურული კარი შეაღო და სააბაზანოში მდგომ შიშველ ფიგურას რომ მოჰკრა ინამ თვალი მერე გამოსახულებაც აირია და მინდელის იქამდე უმეტყველო გამომეტყველებაც _ იოანეე მანქანა მიყიდე ? იოანეე შენ მიყიდე თუ მამამ და დედამ? _წყლის ხმა ისმოდა უკვე , შემდეგ სიმღერა ჩაირთო და ინამ როგორც იქნა მოიფიქრა ზარის დასრულება.
რა დააძინებდა ან რა მოასვენებდა. ხალათი ჩაიცვა და საუზმის მზადება დაიწყო. მატილდა რომ მივიდა პირდაპირ სამზარეულოში შეიყვანა და ყავის ფინჯანი მიაწოდა
_გისმენ ამჯერად რა მოიფიქრე
_თინას ნაქარგებზე ხომ მოგიყევი. მინდა ფოტოები გადავიღო და მისი ნამუშევრები შემოვინახო. კარგი იქნებოდა თუშეთში ავსულიყავით,მაგრამ აქაური სახლიც ისეთია საოცარი აურა აქვს , რეტრო სტილი ,თინათესებური და მინდა არ გადავდო ფოტოსესია. მისი რამდენიმე ნაქარგი შეგვიძლია დავიტანოთ კაბაზე ,შევკეროთ და გადავუღო ფოტოები. სუფრასთან, სამზარეულოში,აივანზე ... სახლში ,ბუნებრივად
_ილდანს გინდა დაუტოვო სამუდამოდ მეხსიერებაში თინათე ? _უსმენდა და ბოლოს უთხრა ის რაც თავადაც არ ჰქონდა გააზრებული
_დამეხმარები ?
_მაჩვენე და გოგონებს წავუღებ. კაბის ესკიზს მარტივად შევქმნი . ვიცი როგორი სტილიც აქვს . ხვალისთვის შევაკერინებ და როგორ დაითანხმებ იცი?
_ვახტანგს დაველაპარაკები
_სალომეს ბაბუას?
_ აუცილებლად დაითანხმებს
_ ნეტავ ილდანმა იცოდეს როგორ საოცრებას უყვარს და როგორ მნიშვნელოვან დროს კარგავს. შენ ისეთი ბედნიერი უნდა იყო , შენი ეს ფერები არასდროს რომ არ ჩაქრნენ
_ნუ ახსენებ ,ძალიან გთხოვ თორემ
_თორემ იოანეს შიშველ ფიგურას მაჩვენებ კიდევ და ამირევ ქალურ წონასწორობას?
_ეგ წონასწორობა აქამდე არ გქონდა არეული?
_არც უარყოფ ხომ?
_თუ ხედი არ მოგწონდა გაგეთიშა ...
_მანქანა გიყიდა ?
_არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ მითხრა რომ გადამეტანა ყურადღება ან ჩემი დაბადების დღის საჩუქარი კონტეინერშია და ზღვის ტალღებში მოცურავს ... რა გემრიელია .შენნაირი ლამაზი ქალი ასე ამზადებდეს
_მარტას სკოლაა. სანამ აკაკის გაყვენოდა ყველაფერი მომამზადებინა ... ჩემი სიყვარული ქალია. ნახე როგორი ლამაზია _ ფოტო აჩვენა წამსვე _ მისთვის შევაკერინე და მივუტანე .
_შენი ნიჭით აღფრთოვანების გამოხატვაც აღარ შემიძლია უკვე...ულამაზესია. იესე როდის ბრუნდება ? მალე იმშობიარებს სესილია,არა?
_დაბრუნდება მშობიარობამდე ... სხვანაირია. არ ვიცი რა ხდება მის თავს,მაგრამ უფრო მსუბუქია . თავისუფლდება და მიბრუნდება ზუსტად ის ვინც წამართვა იმ გასროლით
_ვაჩესთან რა ხდება ... იმ ღამეს
_მხოლოდ მე და მან ვიცით რაც მოხდა ზუსტად ჩვენ შორის . ვერავინ გაიგებს რატომ ვარ დარწმუნებული,რომ ეს უბრალო განშორება კი არა საბოლოო დაშორებაა. ვერაფერი მოხდება იმაზე მეტი ვიდრე იყო და ისიც ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა რაც გვქონდა.
_კარგი , აღარასდროს ვახსენებ მის სახელსაც კი . ერთად რომ უნდა ვიმუშაოთ უბრალოდ ხომ უნდა მქონდეს მეც ჩემი პოზიცია ,როგორც შენ მეგობარს
_მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით დაგეკონტაქტება ,პოზიცია არ გჭირდება _ იქვე დადო ფურცლები ,ფანქარს ჯერ თითებსშორის ატრიალებდა . ფოტოებდ ათვალიერებდა და შემდეგ ესკიზზე მუშაობა დაიწყო _ სამი კაბა საკმარისი არ იქნება ? ეს მკლავზე იქნება ლამაზი ... ეს ყვავილი გულთან და ამას საყელოზე ამოვაქარგინებ _ რამდენიმე წუთში დაალაგა გონებაში სურათი _ ხვალამდე დაითანხმე და გადაღებაც დაგეგმე.
_ზომები არ გჭირდება?
_მოედგება ,არ იდარდო
_ამათ მეც სიამოვნებით ჩავიცვამდი სხვა ფერებში თუ შემიკერავდი
_სწორს გეუბნება იოანე ,შენში შუა საუკუნეების ქალიც ცხოვრობს
_იოანეს თუ მოვუსმენ ბევრ სწორს ამბობს,უბრალოდ მოსმენა მეზარება_ გაიცინა და კიდევ ერთი ორცხობილა აიღო _ ესენი საიდან მოგაქვს ?
_არ მიგიყვანე საკონდიტროში ნონასთან ?
_შვილის ქორწილი ჰქონდა,ფოტო და ვიდეოგრაფი შევთავაზე ... აღარ გამივლია რა ხანია
_შენი საყვარელი მთვრალი ალუბლები არ გიყიდია?
_ილდანსაც ჰყვარებია _ ჩუმად თქვა და ინას რომ გაეცინა უფრო მოიღუშა_ ნეტავ შენსავით შემეძლოს კომუნიკაცია კაცებთან და პატარა ბავშვივით არ ვფორიაქობდე
_შენც შეგიძლია მათთან ვინც სულერთია... ვინც მნიშვნელოვანია მასთან ყველა'ფერი სხვაგვარია _ ფურცელს დაჰყურებსა ისევ და შტრიხებს ამატებდა _იოანემ რა გთხრა იმ ღამეს?
_რომ სკოლის დროს სამართლიანი იყავი
_ მეე? თურმე არ ვახსოვარ საერთოდ... არადა ამტკიცებდა მომწონდაო _ თავს ისევ არ სწევდა მაღლა,უმალავდა მატილდას თვალებში არეკლილ სევდას
_ ბავშვობაში დასაწყებ ამბავს ჯერ კიდევ ვერ ავითარებთ და მერე ბედისწერას მიაბრალებთ ყველაფერს. ამდენი დამთხვევა გააჩინა,ისევ გადაიკვეთა თქვენი გზები და მაინც ვერაფერი გიშველათ. ვამბობ ერთმანეთზე უარესები ხართ_თქო . ნაბიჯს არცერთი გადადგამთ და სულ აურევთ ყველაფერს
_შენ პოზიციას ვერ ვხვდები ნამდვილად . შენ არ ამბობდი ერთმანეთთან საერთო არაფერი გაქვთო? გულს გაგიტეხს იოანეო?
_სხვა ვითარება აღმოჩნდა და მე სხვა მეგონა ... მე მჯერა ბედისწერის ძაფების და იმისაც რომ შეიძლება შენი ადამიანი ახლოს გყავდეს და ვერ მიხვდე ,რომ ისაა. ყველა ჩემნაირი გონიერი და დაკვირვებული ვერ იქნება ,ყველა ჩემსავით კარგად არ იცნობთ საკუთარ თავს . დაველოდები რომელი გადადგამთ პირველ ნაბიჯს
_პირველი ნაბიჯი მე გადავდგი კახეთშიც და ახლაც
_ჰმ, ახლა რაში გამოიხატებოდა ეგ ნაბიჯი არ მეტყვი? მითხარი ...
_ბიჭების დებთან არ ვჭორაობ
_მე და იოანე განსხვავებული შემთხვევა ვართ. მე შენ მხარეს ვარ
_ვაკოცე ... მთვრალი ვიყავი და ისე ლაპარაკობდა ,იმდენად ცუდი სიტუაცია იყო ტირილი მინდება რომ მახსენდება როგორ გავაფუჭე ყველაფერი
_აკოცე და არ გაკოცა? კი ,მთვრალ ქალებზე არ გიჟდება ,მაგრამ
_ვაჩე მელოდებოდა ეზოში . არ უთქვამს?
_არაფერი უთქვამს ,უბრალოდ ვიცოდი რომ შენ გამო იყო არეული და ... სულ გამოშტერებულა არეულობა კი არა ტვინი დაუკარგავს თუ ეგონა ვაჩესთან იყავი და ამ დროს კოცნიდი. რომ ვამბობ დეგენერატია_თქო დედაჩემი გიჟდება ჩემ განიოს შვილზე როგორ საუბრობო. ეგ თუ ადამიანში ერკვეოდეს
_ ყველა ისე იფიქრებდა როგორც იოანემ იფიქრა . როგორღაც ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ არაუშავს უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება ცხოვრებაში არა? გავა დრო და მიხვდება ან იფიქრებს ისე როგორც ჰგონია . ყველა არასწორ ნაბიჯს მოჰყვება შედეგები
_თვითონ რომ გაკოცებს შედეგებზე შემდეგ მომიყევი ანდაც ნუ მომიყვები იყოს _ ხედავდა ინას ღიმილის მიღმა დამალულ ტკივილს_ მიდი მოემზადე და გავიდეთ. დაგტოვებ ატელიეში და მე სამსახურში წავალ სანამ დავაგვიანებ.
_იმ ბარბარეს ხვდება ? _ საძინებელში იყო უკვე რომ ჰკითხა და მატილდას სიცილზე გაეცინა _ ჩემკენ ხარ ,არ დაგავიწყდეს
_გაიაზრე რომ მექალთანე მოგწონს... აფრენს ქალებზე . ბაღიდან ჰყავდა შაყვარებული
_მატილდა , შეყვარებულია ის გოგო თუ უბრალოდ თავს იჯერებს ,რომ ჩემზე უკეთესს იპოვნის
_აიი ეს უკვე მომწონს... მგონი ვიცი თქვენს შორის ვინ აჯობებს. რა იღბალი აქვს ასეთი
_იღბალი აქვს თუ სასჯელი მოევლინა მის ცხოვრებას ეგ ცალკე ამბავია _ ჩუმად თქვა ,მატილდამ მშვენივრად გაიგო,მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია
_ წაშალე პროფილიდან ის თქვენი ფოტო და რამე უსექსუალურესს გადაგიღებ. ეჭვიანობისგან შეიშლაბა და უღალატებს მოთმინების უნარი
_არ მინდა ეჭვიანობა,ბრაზი და დაძაბულობა ... დავიღალე
_ნეტავ ილდანი იეჭვიანებდეს
_ნეტავ არ ნიშნავს რომ ხელოვნურად გამოიწვევ და ექსპერიმენტს ჩაატარებ. ზედმეტად დიდი ვარ და ბევრი გამოვიარე ხელოვნურად შექმნილი გართულებებიც არ მჭირდება,ცხოვრება არ მაკლებს
_პირველად მომწონს დაქალთან ჩემ ძმაზე ჭორაობა...უნდა ჩავიფიქრო
_ილდანი დაბრუნდა? სალომეს ამბის გამო არ ჩამოვიდოდა?
_რა სჭირს სტაფილოს?
_ინფორმაციულ ვაკუუმში როგორ ხარ მუდამ
_შენ მყავხარ სამაგიეროდ ინფორმაციის წყარო... მომიყევი

ინამ ყველაფერი არ იცოდა,მაგრამ გავრცელებული ამბები მოუთხრო და მთავარი დასკვნა ერთად გააკეთეს.
_ახალ წყვილზე ისაუბრებს მალე თბილისი
............
სალომე ესაუბრა,მაგრამ თინა უარზე იყო . ვახტანგიც კი ჩარია,მაგრამ კაცმა თქვა თუ თვითონ არ უნდა ვერ დავაძალებთო . კაბების მიღებაზეც კი უარზე იყო მატილდა კი უკან არასდროს იხევდა განსაკუთრებით მაშინ ,როცა საქმე უკვე წარმოდგენილ ფოტოსესიას ეხებოდა. მთელი ცხოვრება შეაწუხებდა ფიქრები , კადრებს ვერ ამოშლიდა გონებიდან და სულაფორიაქებული დარჩებოდა უკმაყოფილების გრძნობით
" შენი დახმარება მჭირდება.
დამიკავშირდი როგორც კი შეძლებ. გთხოვ "
გაგზავნა შეტყობინება და დაელოდა პასუხს. არც უფიქრია მაშინვე მომწერსო ისე დადო მობილური და პროექტზე მუშაობა განაგრძო. ილდანმა ჯერ მისწერა მერე კი პასუხი რომ ვერ მიიღო დაურეკა. მატილდას ყურსასმენები ეკეთა და ვერაფერი გაიგო იქამდე სანამ ილდანი არ დაინახა საძინებელში წაშლილი სახით . სამუშაო მაგიდასთან ატლასის პიჟამოებით იჯდა,ხვეული თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, სათვალე ეკეთა და ყურში ესმოდა ნიაზის ხმა "თუ დაიჯერებ მოვა "
_შენ ...
_შენ გოგო ნორმალური ხარ ? _მისკენ დაიძრა,ერთი ხელი სკამს მოუჭირა მეორეთი მაგიდას დაეყრდნო და გაავებული დაჰყურებდა თვალებგაფართოებულს _ მომწერე მჭირდებიო ,გთხოვო ... შეტყობინებას,ზარებს არაფერს უპასუხე. კარზე კაკუნსაც არ მიაქციე ყურადღება მაშინ ,როცა სახლში სულ მარტო ხარ
_მე ხო ,მაგრამ ნორმალური შენც არ ხარ ხომ ? გამიტაცებდნენ თუ რა საშიშროება მექნებოდა
_მე ვინ მწერს შენი დახმარება მჭირდებაო თუ რამე უბედურება არ სჭირს
_მართლა მჭირდები ... ხომ არ მოგწერდი _ ძლივს უთხრა და სიახლოვით გამოწვეული ტემპერატურის მატება ძლივს აიტანა _ როგორ შემოხვედი,საკეტი გატეხე?
_კოდი გამოვიცანი
_როგორ
_ოჯახის საყვარელი წევრის დაბადების დღის თარიღი აქვს 100 დან 98 % _ს და ისე
_ჩემი დაბადების თარიღი საიდან იცოდი
_რა გჭირდება ჩემგან მეტყვი თუ გადაიფიქრე _ გასწორდა,მაგიდას მიეყრდნო და ზემოდან დახედა
_თინათესთან უნდა დამეხმარო ... შენ გარდა ვერავინ დაარწმუნებს,რომ გადაღებაზე დამთანხმდეს
_შენ ახლა მეუბნები,რომ თინათესთან გინდა ფოტოსესია და მე დავიყოლიო? ჯერ საერთოდ თინათეს რატომ ეძახი,ჩემი თინათეა და არა შენი . გაგიჟდი ასე ადრეულ ასაკში და ფსიქიატრი ვერ გიპოვნეს? ეს ფოტოაოარატი მაინც გამოგართვან თუ კივილს იწყებ _ მაუსს შემთხვევით შეეხო და განათებულ ეკრანზე საკუთარი ფოტოებით გადავსებულ ფაილს რომ შეხედა სულ აერია გონება. ამდენს არ ელოდა და იმ დროს არც ჰქონდა გეგმაში მატილდას ამ საიდუმლოს სააშკარაოზე გამოტანა. გოგომ ხმაურით დახურა ლეპტოპი და ფეხზე წამოდგა
_მე გონებაში მაქვს და თუ არ განვახორციელებ ავად გავხდები,მართლა
_და ჩემთან რა გინდა განახორციელო _ იმდენად ახლოს იყო გოგოს სახესთან ცოტაც და აკოცებსო იფიქრებდით
_მე მინდა თხოვო... არ გამოვაქვეყნებ. ოჯახურ ალბომს გავაკეთებ მხოლოდ თქვენთვის _ჩუმად და ჩქარა ამბობდა სიტყვებს. პირი გაუშრა,ქვედა ტუჩი ენისწვერით დაისველა და ილდანის თითები ლოყაზე რომ შეეხო საერთოდ აერია ტვინი _ მე მართლა ცუდად გავხდები თუ არ დამთანხმდება... კაბებიც მზად არის. სულ ნახევარი საათი დამჭირდება ,მეტი არ . გპირდები
_კიდევ რა გხდის ავად . რომელი შეუსრულებელი გაფიქრება _ სამაგრი მოაშორა და თმები მხრებზე ჩამოეშალა _ კიდევ არ გაქვს თავში რამე მსგავსი , რომ მოგაშორო და შემსუბუქდე? _ ლოყიდან თმაზე გადავიდა, თითები ახლართა ხვეულებს შორის _ ფოტოების სურვილებში გაცვლაც არ დაგავიწყდეს
_გთხოვ ... _ქვემოდან უყურებდა და თავადაც ვერ გაიაზრა როგორ წამოუვიდა ცრემლები ზღვარგადასული ემოციებისგან . ილდანს რომ შეეცვალა გამომეტყველება და თითების ზურგი შეახო კანზე შემდეგ გაიაზრა რა უსუსურადაც გამოიყურებოდა
_ხვალ დილიდან დაგელოდება თინათე
_თორნიკე
_ მეტად აღარ მომწერო თუ სიკვდილ_სიცოცხლის საქმე არ იქნება

სიზმარს ჰგავდა მისი მისვლაც ,განცდილი ემოციებიც და გაქრობაც. ამჯერად ყველაფერი ჩემი ხელით დავასრულეო ფიქრობდა .
თინათესთან მისული ყოველ წამს ელოდა მის გამოჩენას,თუ მოვა მცირედი შანსი მაინც გვექნებაო ,მაგრამ რა თქმა უნდა ილდანთან მისი გზები არსად გადაიკვეთა.
ფოტოები ზუსტად ისეთი გამოვიდა როგორსაც ელოდა და თინაც კმაყოფილი დარჩა
_ამათ კიდევ დავამუშავებ და საბოლოო ვერსიას მოგაწოდებთ. გამოფენას თუ ოდესმე მოვაწყობ შემდეგ ერთ რომელიმე მათგანს გამოვიყენებ ისიც თქვენი ნება თუ იქნება
_უარს როგორ გეტყვი ჩემნაირ მოხუცს თუ შენ გამოფენაზე გამოფენ...ასეთი სევდიანი რატომ ხარ . თორნიკემ წუხელ რომ მომაკითხა ისე მთხოვა ვიფიქრე დღეს ბედნიერი მოხვიდოდი
_ზოგჯერ სიტყვებიც არ გყოფნის ემოციების გამოხატვისთვის და ვერც მოქმედებას ახერხებ იმდენად ბევრია ყველა გრძნობა ერთად ... დროებით . თორნიკეს როცა ნახავთ მადლობა გადაეცით ჩემგან . ანდაც იყოს ,არაფერი უთხრათ
_თორნიკე ბავშვობიდან ზედმეტად ემოციურად აღიქვამდა ყველაფერს. დიდი გული აქვს და ბევრი ფიქრი. ყველას სხვანაირად ჰგონია,მაგრამ მე ვიცი . საკუთარი თავი თუ დაიდანაშაულა , საკუთარი თავისგანაც დაგიცავს
_დამნაშავე საერთოდ თუ არ არის ?
_მიახვედრე როგორმე ,რომ ასე ფიქრობ
_ასეთი რთული რატომაა,როცა კითხვებიც კი არ მაქვს
_მარტივს მისგან ნუ მოელი. ის საკუთარ თავს ენდობა მხოლოდ და როცა საქმე მნიშვნელოვან ადამიანებს ეხებათ საკუთარ თავსაც კი არიდებს . მის მარტოობასთან ბრძოლა დაგჭირდება ,სხვა დანარჩენს თორნიკე გაუმკლავდება
_თქვენ იცით ?
_მანაც იცის
_რა ... არა ,ვერ ეცოდინება და თუ იცის ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა. იქნებ ვეცოდები კიდეც ,პატარა სულელი ,შეყვარებული გოგო
_როგორი კარგია ახალგაზრდობა... წინ გაქვს ცხოვრების მთელი მშვენიერება _ ხელზე მოეფერა , ჩაიხუტა და მერე დაემშვიდობა .

თავდახრილი მიაბიჯებდა ეზოში. მანქანა მოშორებით ჰყავდა გაჩერებული . საჭესთან დაჯდა და თვალები დახუჭა. ფიქრობდა მიეწერა თუ არ . ბოლოს ერთ_ერთი ფოტო აარჩია,გაუგზავნა და თან დაურთო "მადლობა დახმარებისთვის და ვწუხვარ გუშინდელი გაუგებრობისთვის "
................
_პოლიტიკაში მიდის _ გოგამ უთხრა და ხმამაღლა გაიცინა _ აზრზე ხარ? მინისტრის ყოფილ ცოლად იჩითები
_შეიშალა?
_ვინ იცის იქნებ პირველი ლედი ხდებოდი ... რა დროს დაშორდი
_რაღაც უბედურებაში გაეხვა ალბათ... ნამდვილად ვალი აქვს და ვიღაც პაიკად იყენებს. არ იცის ვის შეუძვრეს და ვის არა
_ზოგჯერ მგონია რომ გიყვარს
_მეცოდება ,მართლა მთელი გულით მებრალება ისეთი ბნელი სულის კაცია,იმდენად იხრწნება და ვერ ხვდება. არ მინდა მის გამო ჩემი შვილები იყვნენ საფრთხეში
_აქამდეც გჭირდებოდა დაცვა და მძღოლი ახლა მითუმეტეს. პოპულარული გახდები,ეგ ისე გამოიწკიპება ყველა გკითხავს ასეთი კაცი როგორ დაკარგეო
_ამ ქვეყნიდან გაქცევა მინდება უკვე... იქ რომ ამაზე უარესები არიან
_ხალვაში დაიჭირეს ... რუსეთის მოქალაქე იყო მისი ცოლი ხომ იცი , ისე ცემა საავადმყოფოშია ახლაც. რიჟა დააკოჭლა მგონი
_დაემოკლებინა ენა და იცხოვრებდა მშვიდად რქები სანამ არ ატკენდა თავს
_როგორი გულქვა ხარ ზოგჯერ,მაშინებ
_ნაბ.ჭვრებს ვერ შევიცოდებ და ვერც მოღალატე,ბ.ზ ქალს ვიდარდებ. აერჩია სწორი კაცი ან თუ გაჰყვა დაოკებულიყო . რა ეგონა ,სულ მოატყუებდა? მე თუ არა სხვა წამოაძახებდა ან თავზე დაადგებოდა ერთ დღეს _ სიგარეტის ღერს ატრიალებდა და ბოლოს კოლოფში დააბრუნა _გადავწყვიტე საერთოდ აღარ მოვწიო...
_საერთოდ როგორ დაიწყე
_ეკა რომ ვნახე მორგში და გამოვედი როგორ მოვუკიდე ახლაც მახსოვს. ასე მეგონა მამშვიდებდა
_პასიური მწეველი ხარ,მაგრამ ნერვიულობის დროსაც სხვა რამე აკეთე ...
_შენ რას აპირებ თინა თუ სამუდამოდ დაბრუნდება ...
_არ დაბრუნდება ,ვიცნობ როგორც უყვარს ევროპაში მშვიდი ცხოვრება . არავინ რომ არ იცნობს და არავინ ეტყვის შენ გოგას შვილი ხომ არ ხარო. ჩემი კომპლექსი აქვს და ვერც მოვუშლი ვერასდროს. ჩემნაირი კაცისთვის ვისაც ამდენი მტერი ჰყავს ,ამდენი ცოდვა ადევს ამ ქვეყანაში ერთადერთ ქალიშვილს ვერ აცხოვრებს არადა აქაური ქვაც მიყვარს ,ეს ჰაერი მიყვარს, ხმები მიყვარს ქუჩაში რომ მესმის.
_კიტა საქართველოში ჩამოვიდა ? ყური მოვკარი რაღაც ამბავს
_ეგ და ილდანი ერთად იწყებენ აქ საქმეებს
_ილდანის მეგობარია?
_ძმადნაფიცი ვარო ასე მითხრა რომ ვკითხე რა კაცია_თქო ,მაშინ ჯერ კიდევ ციხეში იჯდა ილდანი. სულ ერთი სიტყვა მითხრა და დაასრულა.
_შენ ისე გიყვარს ნავერიანი ,როგორ მიიღებ სხვა სიძეს არ ვიცი
_იმედს არ დავკკარგავ , გული მიგრძნობს მხოლოდ შესაფერისი მომენტი სჭირდებათ
_არ ხარ ნორმალური
_თუ გამოვა იცოდე არ თქვა სიძედ უნდოდი გოგას და აუხდი ჩაფიქრებულ ოცნებადო
_იქნებ კაცია კარგი,მაგრამ ქმარია ცუდი
_ეგეთი არსებობს ?
_როგორ არა, ქალების მოყვარულების მეტი რა არის
_მაგათ ქალი არ ჰყავთ სწორად არჩეული და რომ ვერ პოულობენ სიმშვიდეს მერე დაძრწიან
_მოღალატესაც როგორ უპოვნი გამოსავალს
_ქალი რომ სულ დაგჩხავის თავზე,სულ გგრუზავს,სულ გაგიჟებს და არაფერი აკმაყოფილებს. ერთხელ არ გაგახარებს,არ გასიამოვნებს და გწურავს ,ბანკომატივით გიყენებს იმას უღალატებ აბა ხომ გაგიჟდები . ზოგი ისეთია ღალატი კი არა მოკვლაც ახია,მაგრამ რას იზამ . შენ არ იცი დიანა , შენი ქალობის საზომიდან უყურებ ყველას
_არ ვუყურებ ასე მიკერძოებულად და იცი შენ ... კაცებიც არ არიან ანგელოზებად დედამიწაზე ,მაგრამ მოღალატე ცოლს არავინ იჩერებს და მოღალატე ქმრებთან გვიცხოვრია
_შენ თუ ოდესმე ასეთ ცხოვრებას გამოივლიდი მე ვერ წარმოვიდგენდი
_ვერც მე , ეგეც ჩემი ხასიათის გამო. სიყვარულს რომ არ დაველოდე და გონებას მივყევი ღმერთმა გამინათა მერე გონება ,მაგრამ არაფერს ვნანობ ახლა , შვილები რომ არ მყავდეს ალბათ ჭკუიდან ვიქნებოდი გადასული
_ეგ იდიოტი ახლა უფრო გაბღენძილი ივლის... როგორ მინდა თავი გავუხვრიტო
_გოგა
_კარგი ხო , ხომ დაგპირდი არ ვაკარებ თითს
_თინა სად არის ახლა ... რესტორანში ვივახშმოთ . დაველაპარაკები და თან გავალ სახლიდან . დაღლილი ვარ რაღაცნაირად ,მგონი ვბერდები. სულ მეძინება და საშინლად უენერგიოდ ვარ
_დაჩისთან დაბადების დღეზე გაიცნო მატილდა შენგელია და ინა მინდელი , კიდევ სალომე ჭედია მოეწონა ძალიან სამივე . იშვიათად სწყალობს ვინმეს მაგათ თუ შეხვდება თორემ ისე არც ვუშვებ სადმე დიდად
_კარგები არიან სამივე ნამდვილად... დაჩის სამეგობრო მგონი დალაგდა . ბოლო დროს სულ მათ გარემოცვაშია
_ილდანსაც ხვდება ხოლმე ,თინა გიჟდება ხომ იცი მაგ ბიჭზე
_უყვარს ? ილდანი უყვარს და ნავერიანს გინდა გააყოლო?
_არ უყვარს როგორც კაცი ,ისე ჰყავს ამოჩემებული უფროსი ძმასავით , მეც ვენდობი და ეგ რომ ვუთხარი უფრო მიეჯაჭვა. თუმცა ხშირად ვერ კონტაქტობენ და არც მინდა, კი კარგი ბიჭია,მაგრამ ხიფათიანი. საფრთხეში ჩემ გამო რომ არის ისიც მკმარა
_ოჰ კიტა ნავერიანი ხომ რას ამბობ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრიბს და სულ არ ჰყავს მტრები ... ილდანს არ ვიცნობ ნორმალურად ,უნდა გავიცნო
_ გაგაცნობს თინა
_შენ მიაჩვიე ადამიანების ამოჩემებას?
_სანდო ხალხი უნდა გყავდეს გვერდით და არა საცოდავი ვირთხები ,მაგას ვასწავლი მთელი ცხოვრებაა _ჩაეცინა დინას მობილურზე იესეს ფოტო რომ გამოჩნდა და ქალის არეული მზერაც დაიჭირა ,პატარა გოგოს დაემსგავსა წამსვე _ ეს აჰყვა სამყაროს განვითარებას? აღარ აქვს ის ფანრიანი ნოკია?
_ინფლუენსერი ქალიშვილის გავლენაა ...
_ფოტოგენური ყოფილა , როგორ უნათებს თვალები ამ ფოტოში ... ნეტავ ვის უყურებდა ,ვინ გადაუღო
_მე რა ვიცი
_რატომ არ პასუხობ... იქნებ რა საქმე აქვს _ ფეხი ფეხზე შემოიდო , დივანზე მიწოლილი უყურებდა და გაღიმებული ეწეოდა
_გამარჯობა იესე
_მომენატრე ... _იყო პირველივე სიტყვა დაღლილი ხმით დღის დასასრულს და კარზე ზარის ხმაც გაისმა . გოგას ეგონა მოაკითხაო და უცნაურად სახეწაშლილი წამოიმართა . დიანამ დისტანცია გაზარდა და აღარ ესმოდა მინდელის ხმა _ ძველმოდური ვარ იქნებ , მაგრამ ვერაფერი მომაფიქრდა სხვა მოულოდნელი და არაგრანდიოზული _ ეკრანიდან ხედავდა დინას სახეს კურიერმა თაიგული რომ გაუწოდა და მთელი გულწრფელობით გაეღიმა _რთულია შენნაირი ქალისთვის საჩუქრის ჩუქება
_იესე ... _სახეგაბრწყინებული უყურებდა,ყურებამდე გაღიმებულმა მიიხუტა გულზე ყვავილები და კარი რომ მიხურა მერე გაახსენდა ნათლიას იქ ყოფნა. მკვლელი მზერით რომ უყურებდა და ხმას არ იღებდა _ ლამაზია , მადლობა
_შენ არ იცი შენ როგორი ლამაზი ხარ და მანდ გამოჩნდება ,ყუთშიც დევს რაღაც რაც მხოლოდ ჩვენია _ გაღიმებული უყურებდა , იქამდე სანამ გოგას კომენტარი არ გაიგო
_საჩუქრად მორთმეულ ბრილიანტის კოლიეს არ უღიმოდი ასე და ყვავილებმა როგორ გაგანათა ,დიანა ჩადუნელო ... შელოცვა მოაყოლა მინდელმა ?
_როგორც ხედავ ისე _ მშვიდად მიუგო და მერე ისევ ეკრანს დახედა_მოგვიანებით დაგირეკავ,გკოცნი
_დროებით. მიყვარხარ _ გაჟღერდა თუ არა მინდელის ხმა მაშინვე შებრუნდა მთელი ტანით გოგა ,მაგრამ ვიდეოქოლი უკვე დასრულებული იყო
_ორი საათია მეჭორავები და მინდელს როდის შეუყვარდი რით ვერ ამოთქვი ქალო?
_უკაცრავად ? როდის მერე ვსაუბრობთ ერთმანეთის სასიყვარულო ამბებზე?
_სასიყვარულო ამბებზე არ გელაპარაკები ლილის რომ ვახსენებ? სხვა ვინ მყავს 25 წელია და შენ? იესე მინდელი შეგიყვარდა გოგო?
_რატომ იცხადებ ბოროტი სასიდედროსავით?
_სულ გადახვედი ჭკუიდან?ერთი დალაგებული კაცი რა გაგიხდა ამ უნაკლო ქალს?
_პირველად გონებით ავირჩიე და ახლა გულით და მიზიდულობით ვირჩევ
_ჩვენ ბოდიში , სიმპათიურობას და შარმს ვერ დავუწუნებთ ნასროკალ მინდელს ,რომელსაც ლამის შენი ასაკის შვილები ჰყავს
_ჩემი ასაკის არ ჰყავს ,დაჩიზე პატარა ჰყავს
_ცოლი მოკლა დიანა ჩადუნელო , თითი არ აკანკალებია ისე და ციხეში მოუნანიებლად იჯდა ამდენი წელი
_ვიცი , ფაქტებიც და ჩემგან დანახული მისი ჭრილობებიც. საკუთარი თავის წინააღმდეგ რომ მივდივარ ცოლის მკვლელი კაცის შეყვარებით ესეც ვიცი
_შეყვარებას ნუ მიხსენებ,არ შემშალო!
_ნუ შეიშლები ,გთხოვ ... ამ წყლიდან გამოცურვას არ ვაპირებ . ან დავიხრჩობი ან ვისიამოვნებ ცურვით
_დადე ეგ ვარდები ნუ დადიხარ ჩერჩეტი 15 წლის გოგოსავით !
_ ნუ იღრინები გოგა , შეეგუე ფაქტს . იესე მინდელი მინდა !
_გიჟი ხარ !
_ახალი ამბავია ეგ შენთვის?
_ რა უნდა გიყო არ ვიცი ... მოვკლა?
_არც გაბედო არც დაელაპარაკო ,თორემ დამკარგავ სამუდამოდ! _იქამდე თუ განაბული იჯდა ვარდებჩახუტებული და ყვავილებს თითებით ეთამაშებოდა და მხოლოდ ყუთში დამალული საჩუქარი ადარდებდა ახლა ცეცხლანთებული უყურებდა_გეფიცები გოგა ,ჩაერევი და დამკარგავ !
_რა ეტაპზე ხართ...
_მენატრება და მინდა სულ ახლოს იყოს
_დაჩიმ იცის?
_არა . ჯერ უნდა დავლაგდეთ , ბოლომდე გავერკვეთ და მერე ვეტყვი
_არ გაპატიებს ... არჩევანის გაკეთება მოგიწევს ,მზად იყავი
_დაჩი პატივს სცემს ჩემ ცხოვრებას და გადაწყვეტილებებს. იცნობს იესეს და
_იცნობს როგორც კაცს, მაგრამ შენ კაცად არ მიიღებს ! პატივს სცემს გადაწყვეტილებას და წავა კიდეც შენგან
_ნუ მიფუჭებ განწყობას
_დაუბრუნდი დედამიწას
_არ მინდა ! უფლება არ მაქვს ოდესმე მეც ვიყო შეყვარებული, პეპელასავით მოფარფატე ქალი? მთელი ცხოვრებაა რაღაც მისიას ვასრულებ,ვიღაცისთვის ვცხოვრობ სულ და ცოტა ხნით არ შეიძლება მეც ვიყო სულელი შეყვარებული ქალი ?
_ვერ გაუძლებ დიანა... ვერც ხალხს და ვერც დაჩის რეაქციას გაუძლებს თქვენი ეს ლტოლვა . არ გაასერიოზულო, საყვარლებს ნაკლებად დაგითვლიან განქორწინებულ ქალს. სიყვარულს არ გაპატიებენ !

მარტო დატოვა და წავიდა.
დედამიწაზე დაანარცხა და დატოვა.
ყვავილები ლარნაკში ჩაალაგა. მძინარე ტყუპებს კიდევ ერთხელ დახედა ,მოეფერა და საძინებელში გავიდა. იესეს შეტყობინებები დაუხვდა ,მიწერა არ უცდია. გული შეეკუმშა ბოლო მონაწერს რომ მოჰკრა თვალი
_გამოგაფხიზლა ნათლიამ ჩემი სიყვარულის აგონიიდან? _ მაშინვე დაურეკა. კადრში ლარნაკში ჩალაგებული ვარდები გამოაჩინა და მერე დაენახა
_ძალიან მოუხდა ჩემ საძინებელს
_ჩემი სულიც გამოვაყოლე მეორე საჩუქარს განსაკუთრებით... მალე დავბრუნდები ,ხო?
_ისე ნუ იზამ საწოლის ცარიელ მხარეს დავალაგო ეგ ვარდები
_რაო გოგამ
_გაუკვირდა
_ეგ ვიცი დინა _გაეღიმა,ისეთი სევდისფერი ჰქონდა მზერა
_შენ მე გინდა რომ მიყვარდე თუ მთელ ჩემ სანაცნობო ,სამეგობრო,საახლობლოს
_შენ მინდა რომ გიყვარდე ,მაგრამ ისე არ მხოლოდ მე რომ დაგრჩე ცხოვრებაში და სხვა ყველა მნიშვნელოვანი დაკარგო
_გოგას არასდროს დავკარგავ, დიდი დიდი შენ შეიძლება დაკარგო თავი ისე რომ ჩაფლულსაც ვერ იპოვნიან
_ეგაა მაგის საყვარელი სტილი ?
_იმ დანაშაულებზე ნუ ვისაუბრებთ რაც არ დაუმტკიცდდა
_მე ზუსტად ვიცი შენთან ისე არასდროს მოვიქცევი თავი რომ მოვიჭრა და თუ მსგავსი მოხდება რამე გოგას მოსვლამდე ვიზრუნებ, ჩადენილ ცოდვად არ დავემატები
_გთხოვ ახლა ნუ მომანდომებ ასობით კილომეტრის გამოვლას და შენთან ჩამოსვლას . უამრავი საქმე მაქვს
_დაიწყე რემონტი ?
_ჯერ ვარჩევ მასალებს ... ისეთი გეგმები მაქვს გამაკოტრებს ბოლოს.
_გამოგივა აუცილებლად ... ისე მათემ რომ გაიგოს ჩვენ შორის რაც ხდება ეჭვი მაქვს მინიმუმ გაანახევრებს ფასს და მაქსიმუმ ლარად მოგყიდის
_ხოო? დავფიქრდები რომ შევაჯამებ ყველა ხარჯს ... ხომ გადავირიე რომ მეცოდინება ნაჩუქარ შენობას ვუწოდებ ჩემ მთავარ ბიზნეს მიღწევას
_იდეა გაამართლებს და შენობის წარმომავლობას რა მნიშვნელობა აქვს. არავინ შეგახსენებს მაგ ფაქტს
_ასე ადარდებს შენი პირადი ცხოვრება მათეს? ამ ორი წლის განმავლობაში ბევრს გაგაცნობდა და უფრო მეტს მოგიყვანდა შეფუთულს
_გატყობ წარმოდგენის დროსაც როგორ ბრაზდები და მოდი შევიკავებ პასუხისგან თავს
_იმედია რომელიმემ წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაგიტოვა და კიდევ ვენერიული დაავადება _ თვალები დააწვრილა და ისე დახედა ეკრანს _ რა გაცინებს
_არ ვიცინი
_შენი სიცილი ეგ არის ... თითქოს უფლება წაგართვა ღმერთმა და დაივიწყე საერთოდ
_შთაბეჭდილება ვინაც მოახდინა ის თვითონ გავიცანი, მოვხიბლე და საწოლშიც შევიტყუე . მერე ქმრიანსაც ვხვდებოდი და იმდენად ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ ეჭვი მაქვს განქორწინების გარეშეც არ გავწყვეტდდი ურთიერთობას
_ეგ აქამდე გეთქვა , სტატუსს შევინარჩუნებდი და პრივილეგიებს დავიმატებდი. კაცი მინისტრი ხდება თურმე
_მებონია მინისტრი ხდება? როგორი რეგრესი გაქვს . მე მალე უმუშევარი ვიქნები
_საძაგელი კაცი , ახლა ბიუჯეტის გამოხრა მოუნდა და კიდევ ვინ იცის რა უბედურებებს დაატრიალებს. ის ინციდენტიც ისე ჩაფარცხა თითქოს არაფერი იყო. გვარი უნდა შევუცვალო ბავშვებს
_დაგთანხმდება?
_არ დამთანხმდება და ვისი გაბრაზება აჯობებს ვნახოთ
_რამე რომ დაგიშაოს და გაგაჩუმოს არ გეშინია ?
_არაფერს დამიშავებს
_დარწმუნებული რატომ ხარ
_ქალის რამდენად შეყვარება და ქალით რამდენად აღფრთოვანებაც შეუძლია მთლიანად მე ვსაზღვრავ. ვერ გამიმეტებს მოსაკლავად და თუ მთლად გადააბიჯა ყველაფერს ,იცის მტკიცებულების გარეშე არ ვიქნები
_შენ სიტყვებს ვინ დაიჯერებს
_კადრებს დაუჯერებენ ,მიმოწერებს და მის საყვარლებს... შენ მე ცუდად მიცნობ,მაგრამ ის მიცნობს შესანიშნავად
_შენი მტრების სიაში მოხვედრა საშიშად ჩანს
_ძალიან თუ არ მოინდომებ ვერ გაიცნობ შენკენ მომართულ ჩემ დემონს ... მე იმაზე საშიში ვარ ვიდრე შენ ხარ სამყაროსთვის,თუნდაც გაბრაზებული. მე სასხლეტს თითს არ გამოვკრავ თუ თავს არ ვიცავ და სხვა გზა არაა, მე სიკვდილს ვანდომებ
_ისე ამბობ თითქოს იარაღო გჭერია და თავი შეგიკავებია...
_როცა ბიჭი ჩადუნელის მსგავს კაცს არ ჰყავს ვაჟი მისი პირველი ქალიშვილი ხდება ქალიც და კაციც. მე უბრალოდ იერსახე შევინარჩუნე ლამაზი,ფარფატა ქალის თორემ ისეთები გადავიტანე და ისეთები მინახავს არც დაგესიზმრება, უბრალოდ მე მაქვს ძალა ყველაფერი წარსულში მოვიტოვო და ტვინის ერთ უბანში გამოვკეტო იმ მომენტამდე როცა საჭირო არ გახდება გახსენება.
_როგორ ვერ იპოვნე ისეთი კაცი შენზე ძლიერი რომ იქნებოდა
_ჭრილობის ქონა სისუსტეს არ ნიშნავს ... აი ისევ ისე მიყურებ მინდა ახლოს ვიყო და ბევრი გაკოცო.
_რომ შევხვდებით გაგახსენებ მაგ ბევრ კოცნებს
_არ დაგჭირდება შეხსენება ... მეორე საჩუქარი უნდა გავხსნა
_უჩემოდ გახსენი ... მე ისედაც ბევრი ვარ მანდ _ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა თვალებზე მინდელს_მიყვარხარ და მენატრები სულ _ზარის დასრულებამდე თქვა დინა კი ცეცხლმოკიდებული უყურებდა ფურცელზე გამოსახულ საკუთარ თავს. რამდენიმე პორტრეტი იყო ,სხვადასხვა გამომეტყველებითა და ემოციით ბოლოს კი შიშველ დინა ჩადუნელს ხედავდა ,მინდელისფერი გრძნობებით სავსეს . ვერაფერი უპასუხა, არ იცოდა რა ეთქვა საპასუხოდ იმაზე მეტი რასაც ხედავდა და ხვდებოდა
...............
ატელიესთან ახლოს კაფეტერიაში იჯდა და საუზმესთან ერთად მუშაობას განაგრძობდა.
დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა ხალხთან კომუნიკაციას, ინფლუენსერულ ცხოვრებას ახლა კი მოდელიც იყო, დიზაინერიც და ბიზნესლედიც. მარტაც ეხმარებოდა,სახლიდან აგვარებდა გარკვეულ საკითხებს და გაყიდვების ნაწილშიც ჩართული იყო,მაგრამ ძირითადი საქმე მაინც მასზე გადმოვიდა. მადა საერთოდ აღარ ჰქონდა, ჭამა რომ სჭირდებოდა უბრალოდ იცოდა და თავს აიძულებდა გრაფიკში ჰქონოდა კვების საათები.
_გამარჯობაა ,ინა მინდელი ხომ?
_დიახ. ვიცნობთ ?მაპატიეთ ვერ გიცანით
_თქვენ არ მიცნობთ. მე გიცნობთ
_უკაცრავად თუ მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვთ მარტო ყოფნა მირჩევნია. დასვენების დროს ვიყენებ _ მიმიკა არ შეუცვლია ისე უყურებდა ბიჭს
_შემოთავაზება მაქვს თქვენთან ... საქმიანი
_მაპატიეთ,მაგრამ არც რეკლამის გაკეთების არც გადაღების დრო არ მაქვს. დაკავებული ვარ და ვერ დაგეხმარებით
_ასე კატეგორიულად?
_ყველა წუთი გაწერილი მაქვს... უკაცრავად
_იქნებ რამდენს გთავაზობ
_მნიშვნელიბა არ აქვს . უკვე გითხარით ,დაკავებული ვარ._ ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა. ნივთები აიღო და გასვლას აპირებდა კაცი მკლავში რომ წვდა
_ყველას გაქვთ თქვენი ფასი ...
_რა თქმა უნდა გვაქვს ... _ სკანდალის გამართვა არ უნდოდა. ხელზე დახედა და ნაბიჯის უკან გადადგმა სცადა
_გწერ და არ მპასუხობ ... ნომერი გავიგე იქაც დამაიგნორე
_ირგვლივ ყველგან კამერებია. ხელს თუ არ გამიშვებ ჩემი ფასი შენი ციხეში ჩაყუდების წლებით გამოითვლება _ თავი გაითავისუფკა და შენობა დატოვა,მაგრამ ბიჭი უკან მიჰყვა_ ნაბიჯს გადმოდგამ და პოლიციას გამოვიძახებ
_ნუ მაცინებ ...
_ღმერთო გთხოვ ჭკუიდან ნუ გადამიყვან _ შებრუნდა,მოძრაობა განაგრძო და ჩურჩულით თქვა ბოლო სიტყვები.
ზღვარზე იყო . გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება სუნთქვის შეკვრამდე რომ მივიდა და მხედველობაც ებინდებოდა უკვე ,მიდიოდა ,მაგრამ დარწმუნებული არ იყო საით იმ დროს გამოჩნდა ვაჩე. მხოლოდ მზერა გაუსწორა და იცოდა მიხვდა რაც სჭირდებოდა.
_პატარავ , დავაგვიანე ? _ გაღიმებული დაიძრა მისკენ,სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გასავლელი და ინასთვის კილომეტრებივით ჩანდა _ უკაცრავად თქვენ არ მეცნობით , ვინ ბრძანდებით ? _ ახლოს იდგა უკვე , ხელზე ეხებოდა ინას და მის უკან მოშორებით მდგომ ბიჭს ელაპარაკებოდა. არ ესმოდა რა უპასუხა იმ უკანასკნელმა _ ჯობია ხუთამდე დავთვალო და შენ გაქრე , კარგი ?
_ვაჩე ... ვაჩე _ სიტყვას ამბობდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ჩუმად ლაპარაკობდა თუ ხმამაღლა.
_აქ ვარ , მშვიდად იყავი ... შენთან ვარ. სიარული შეგიძლია ? დამელაპარაკე ინა _ თითების შეხებას გრძნობდა მხრებზე . იჭერდა და ჩუმად ელაპარაკებოდა . თვალები დახუჭა , სუნთქვას ცდილობდა და ამასაც ვერ ხვდებოდა გამოსდიოდა თუ არ _ ჩემო პატარა ,ინა ... გთხოვ . მაშინებ უკვე ,ახლა ხელში აგიყვან და მანქანამდე მივალთ
_არა...ჩემით _ თქვა და ეცადა თავს მორეოდა . ყველაფერი ტკიოდა თითქოს და გადაადგილება აშკარად შეეძლო,მაგრამ გრძნობები სულ სხვას ეუბნებოდნენ. იოანე რომ დაინახა საერთოდ წაერთვა ძალა,ვაჩეს ხელები იჭერდნენ ისევ . წელზე ჰქონდა მოხვეული მკლავი და მეორე ხელით მის მტევანს ეხებოდა . მატილდას ძალისხმევით იქამდე მისული იოანე წარმოსახვის ნაყოფი ეგონა თავიდან, მაგრამ ზედმეტად ბრაზიანი გამომეტყველება ჰქონდა _ინა, ვერ მოძრაობ იაზრებ? უნდა _წამით წარმოიდგინა როგორი კადრი ექნებოდა თვალწინ იოანეს ,რას იფიქრებდა შორიდან და ტკივილი გაუორმაგდა. ტირილი როდის დაიწყო ვერ გაიაზრა,სახე მთლიანად სველი ჰქონდა ,წამწამები დამძიმებული და ტკივილი მაინც არ ქრებოდა. ორივე ხელი სახეზე აიფარა , უნდოდა ყველაფერი დასრულებულიყო ,მაგრამ არც გონებას კარგავდა და არც უკეთ ხდებოდა
_ინა ... შემომხედე ! _ ისევ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა შენგელიას. უბრალოდ ძალიან ახლოს იყო , ვაჩეს ხელებიც აღარ ეხებოდა და არც იოანეს დაუფარავს ბოლომდე მანძილი _ მიყურებ , სუნთქავ, ავად არ ხარ ,არაფერი გტკივა და ყველაფერი დასრულდება რაც არ უნდა იყოს! უშნო ხარ ატირებული და თუ დროულად შეიმშრალებ ცრემლებს კარგი იქნება. ზუსტად იმ 15 წლის ბავშვს ჰგავხარ , ხელი რომ ჰკრეს კიბეზე და ისე დაეცა ხელის ტკივილზე მეტად ის გოგო ტკიოდა ხელი ვინც ჰკრა. მაშინაც საშინელი სანახავი იყავი ,არასწორი გარემოცვით _ დაიფიცებდა ,რომ ვაჩესკენ ერთხელაც არ გაუხედავს . მხოლოდ მას უყურებდა და თვალებიდან მზერა არსად გადაჰქონდა
_შენ წამიყვანე ... შენი ქუდი მაქვს. ექიმის კაბინეტში დაგრჩა _ სიტყვებს ამბობდა და სახიდან ცრემლებს იშორებდა
_არაფერი მავიწყდება, განზრახ თუ არ ვტოვებ არც არაფერს ვკარგავ და ვერც მართმევენ
_რა მაგარი ვინმე ყოფილხარ,ტო ... ეს ახალი ფსიქოლოგი გყავს ,პატარავ ? _ ვაჩეს ხმის ტონითაც კი ხვდებოდა მის ჩანაფიქრს და ის მოსალოდნელი შეხებაც ივარაუდა, მაგრამ მის ხელს წინ შენგელიასი დაუხვდა
_არ შეეხო !
_შენ მე არ ვიცი ვინ ხარ , მაგრამ თუ გგონია ჩემ გამოა ამ მდგომარეობაში . მინდა გითხრა რომ ცდები
_ღმერთმა დაგიფაროს შენ გამო იყოს ოდესმე ცუდად _ ისე იცინოდა დემონის ღიმილს ხედავდა ინა ,ვაჩესკენ რომ მიმართა
_ვინ ხარ , შემახსენე ?
_შენ რომ არავინ ხარ ეგაა მთავარი და მე ვინ ვარ შენთვის მნიშვნელობა არ აქვს _ ნაბიჯი უკან გადადგა და ისევ მზერა გაუსწორა _ ინა,წამოხვალ თუ რჩები
_სად უნდა წამოვიდეს . ვერ ხედავ ,რომ კარგად არ არის ?
_საკუთარ თავზე იფიქრე შენ არ გახდე ცუდად... მშვენივრად არის!
_შენ უკეთ იცი ,გგონია? ჩემზე კარგად იცნობ ? მისი ყველა ამოსუნთქვა ვიცი როდის ტკივა და როდის არ , რისთვის და რამდენხანს
_ამიტომ უღალატე ყველა შესაძლო ღალატით ,ტკივილის ახალი ფერები რომ გამოეცადა ალბათ ხომ ? _ კბილებსშორის გამოსცრა სიტყვები და მიახლოებულ ვაჩეს ერთი ნაბიჯით გაშორდა _ არ გამომიწვიო მეტად თორემ შენ გამო შეკავებულ ყველა ამოსუნთქვას შენ გაგიჩერებ!
_არადა ერთი შეხედვით არ ჰგავხარ ქუჩის ერთუჯრედიანს ... რამე ახალი მოდელი ხარ ? თეთრი პერანგით შავი ? _ ვაჩე ვაჩე არ იქნებოდა თამაშს ასე მარტივად თუ გაწყვეტდდა. ინას ყველაფრის დასრულების გარდა არაფერი უნდოდა და საკუთარ თავთან ომში ჩაბმული მათ შორის დგომას ვერ ახერხებდა. იოანეს არ იცნობდა,არ იცოდა შუა ქუჩაში თუ ჩხუბს არ დაიწყებდა
_რა პატარა ყოფილხარ... შემებრალე ახლა
_ვაჩე ... _ ძლივს უკეთ იგრძნო თავი ,ნაბიჯიც გადადგა და მანაც გამოხედა
_გისმენ... უკეთ ხარ ?
_გმადლობ დახმარებისთვის . ვალში ვარ შენთან _ ზუსტად იცოდა როგორ ვერ იტანდა მადლობებს და რასაც ნიშნავდა ინას ნათქვამი ვალში ვარ.
იოანე რომ შებრუნდა და მანქანისკენ დაიძრა უკან გაჰყვა _დამელოდე, ჩქარა სიარული მიჭირს
_გემოვნებაში გიჭირს და სიარულს ვინ დაეძებს _ ჩუმად უთხრა, კარი გაუღო და დაელოდა როდის დაჯდებოდა _ მატილდამ რაღაც გამომატანა ... სასწრაფოდ მიუტანე სჭირდებაო _ დალუქული საქაღალდე მიაწოდა და ინას რომ გაეღიმა მაშინ გაუნათდდა გონება _ მომატყუა ხომ ? მოვკლავ ! _ საჭესთან იჯდა უკვე თავი რომ მოახია და ფოტოები გადმოყარა
_უბრალოდ ჩვენ მხარესაა და ცოტა უფრო მეტად ჩემკენ _ იქამდე თქვა სანამ ფოტოებს დაინახავდა . თავი ტკიოდა საშინლად,სისუსტეს გრძნობდა და სავარძელს იყო მიყრდნობილი იქამდე სანამ იოანემ ფოტოების დათვალიერება არ დაიწყო
_როდის შემოვიდა ... საშიშია,ჩემზე მეტად _თქო ბავშვი რომ იყო მაშინ ვამბობდი _ ჩუმად თქვა და უკან მიწერილი წარწერა წაიკითხა " შენი ძილი არ ვიცი და ჩემ ძმას რომ არ სძინავს ქალებთან მითქვამს?" _ არანორმალური ! მოღალატე _ ჩუმად თქვა და სცადა უკან ჩაეყარა ყველა,მაგრამ ინამ სხვა აიღო მის უკანაც იყო წარწერა " ლამაზი ქალის ბავშვივით ჩახუტება ,რომ შეგიძლია მექალთანე კაცს გგონია სიყვარულის გარდა სხვა ძალა ამოძრავებს?" თითქმის ყველა ფოტოს ჰქონდა წარწერა და მატილდას კვალი ეტყობოდა მანქანაში მსხდომებსაც.
_არ მკითხავ რა მოხდა? ან როგორ ვარ ?
_ცხოვრებისგან დაღლილი როდის გავიჭედებით არავინ იცის ... შენ გადაიწვი და დასვენება დაგიგვიანდა _ძრავი აამუშავა და ტრასაზე გავიდა. საცობი ჰქონდათ გადასალახი , საუბრისთვის დრო იყო უხვად
_რატომ მელაპარაკე ასე უხეშად ,როცა ხედავდი როგორც ვიყავი
_მომფერებელი და შენთან ვარ ნუ გეშინიას მთქმელი გყავდა გვერდით,გაჭრა? საკმარისი იყო მისი ყოფნა ?
_ვაჩე ბევრჯერ დამეხმარა
_საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაგეხმარება ... შეგეძლო ხომ ხედავ. თვითონ შეიმშრალე ცრემლებიც და ხელში აყვანაც არ გახდა საჭირო ისე დამედევნე მაგ კაკუნა ფეხსაცმლით.
_იქნებ დაძინებაც შემეძლო ,რატომ არ მითხარი თვითონ სცადე რას ბავშვობო
_მინდოდა ჩაგხუტებოდი და ისე დამეძინა . შენ რა შუაში ხარ საერთოდ
_გამოდის შენ გამო იყო ის ღამეები და არა ჩემი უძილობის მოსაგვარებლად. რა ხდება თუ ლამაზი ქალი არ გყავს ახლოს ვერ იძინებ?
_ლამაზი ქალი რომ მყავს ახლოს მაშინ ვერ ვიძინებ . შენ ლამაზი არ ხარ ,ალბათ
_როგორი სასაცილოა
_კი,ნამდვილად ... თან რომ გძულს უკვე ეგ სილამაზე და თან იცი შენია,ძვირფასია,ღვთის საჩუქარია
_მე შენ არ იცი დღეს და საერთოდ რამდენჯერ შეუქმნია პრობლემა იმას რასაც ყველა ხედავს ჩემში . ამ სახეს და სხეულს მე
_პრობლემებს ქმნიან პატარა კაცები. კომპლექსიანი ერთუჯრედიანი ,პატარა ქმნილებები ცდილობენ შექმნან პრობლემები რომ როგორმე შესამჩნევები გახდნენ გარემოცვისთვის. შენ რას ხედავ საკუთარ თავში ესაა მთავარი ,იმას დაინახავს სხვაც
_მე თუ პატარა ,შეშინებულ გოგოს ვხედავ ?
_ეგ გოგო გაიზარდა ... შენ გაიზარდე ინა და შიშებიც უნდა გაქრნენ . მამაშენი შენთვის საშიში ვერ იქნება. იესეს არ უყურებ ? მე ვხედავ სხვა კაცს და შენ სხვას ?
_შენ გგონია მე მისი მეშინია ან მეშინოდა ოდესმე? ყველას ეგონა,რომ მეშინოდა ისეთი კაცის რომელიც მომკლავდა ...არა ,მე მეშინოდა რომ იესეს მსგავს კაცს ვერ ვიპოვნიდი ან ვიპოვნიდი და მე ვიქნებოდი დედაჩემის ასლი.მინდოდა მისი ტკივილი მეგრძნო,მის ტყავში შევსულიყავი,ის ცხოვრება მეცხოვრა მან რომ ვერ იცხოვრა ადრეული ქორწინების,არასწორი არჩევანის გამო თუ გააკეთა ის რაც გააკეთა. რაღაცებზე პასუხი ცოცხალ ადამიანებს არ გვაქვს,ვერ ვხვდებით რა გვინდა და რატომ ვდგამთ ნაბიჯს ის კი მკვდარია ... ვერასდროს გვიპასუხებს . მე კი მინდოდა პასუხი მქონოდა. რატომ დაინგრა ჩემი და ილოს ცხოვრება,რატომ დააწვა ობლების გაზრდის და მარტოობის ტვირთი სრულიად უდანაშაულო,სამყაროში ყველაზე სუფთა გულის მქონე მარიამ მინდელს _ ისე ლაპარაკობდა თითქოს საუკუნე აკავშირებდა მსმენელთან და მისი სიუხეშე ,გულგრილობას არ ჰგავდა ატირებული , დაუძლურებული ქალთან მყოფმა რომ გამოავლინა.
_არ იცი ,რომ მას რამდენადაც არ უნდა ჰგავდე ის არ ხარ და მისი ცხოვრება არ გექნება? მის დაშვებულ შეცდომებს ვერც დაუშვებ და ვერც გამოასწორებ? გინდა ჩემგან მოისმინო ეს სიტყვები?გინდა ყველამ თქვას,რომ შენ მოღალატე დედას არ ჰგავხარ?
_ვიცი ,მაგრამ მე მაინც ჭაობში ვარ და ამოსვლას ვერ ვახერხებ... ვერ ვივიწყებ იმ წლებს ,რომლებიც მარტას კალთაზე ჩამოკიდებულმა უამრავი შიშით გავატარე . დედა არ მენატრებოდა იცი? მამა მენატრებოდა...დედა უბრალოდ მინდოდა მყოლოდა და მერე მივხვდი მარტა იყო დედის სუნით და დედის მზრუნველობით . მამასთან მქონდა მე უამრავი მოგონება. ის სულ მეჩხუბებოდა, სულ უკმაყოფილო იყო და კიდევ რაღაცები მახსოვს რაც სიზმრებივითაა ილოსთვისაც არ მითქვამს არასდროს ,ხმამაღლა არც მინდა ვთქვა. არ ვიცი ახლა რა მინდა ,რა დამავიწყებს წარსულს და მაფიქრებს მხოლოდ აწმყოზე...ისეთი წარმატებული კარიერული ცხოვრება მაქვს პატარა ინა ვერც იოცნებებდა . იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების ამ ნაწილით მინდა საკმარისი იყოს,მინდა უბრალოდ შევწყვიტო ქალი ინა და დავტოვო მხოლოდ ყოველდღიურ რუტინაზე მორგებული დიზაინერი ინა
_რა ნახე ... რა ნახე რაც ვერ წაშალე გონებიდან _ბევრი თქვა,მაგრამ იოანემ მთავარი გაიგო
_დედაჩემს ვგავარ გარეგნულად... ჩემზე ლამაზიც იყო
_მომიყევი ის რისი თქმაც ვერავისთან მოახერხე და გათავისუფლდი სამუდამოდ _ მანქანას მოძრაობა დიდი ხნის შეწყვეტილი ჰქონდა. წვიმდა გზაში და ინას მოგონებებსაც ეს წვიმა წაშლიდა
_სკვერში სათამაშოდ დაგვტოვა. ხშირად იქცეოდა ასე . სულ პატარას პატარა ილოსთან მიმაგდებდა და არ ვადარდებდით რა მოგვივიდოდა. ერთხელ თამაშით გართულ ილოს გავეპარე და იქეთ წავედი საითაც დედა ... კადრები მახსოვს როგორ ეფერება სადღაც ბაღის სიღრმეში მჯდომი ის კაცი დედაჩემს. ნახევრად შიშველს კოცნის მერე მე მხედავს ,მიყურებს ,მიცინის და აგრძელებს ... ამთავრებს . დედაჩემიც გამომხედავს ხელს მიქნევს და მეძახის მოდიო ჯერ კიდევ იმ კაცის მუხლებზე მჯდომი მეძახის მე გავრბივარ, ვეცემი , ფეხს ვიტკენ და ვტირი გაუჩერებლად . ის გვიან მოდის, სახლში მისულს მემუქრება დაგაჭრი მაგ თმებსო ... მე რომ რაპუნცელობა მინდოდა და მამა მივარცხნიდა გრძელ ქერა თმას იმ თმაზე მეუბნებოდა . არაფერი მითქვამს, არც ვიცოდი რა ხდებოდა მხოლოდ მთელი კვირა ვაღებინებდი. მამა მივლიდა,ექიმთანაც ვყავდი, მოწამლული ვეგონე და საჭმელებს მიკეთებდა . ისიც ახვედრებდა საჭმელს ,სულ ეწუწუნებოდა მთელი დღე ვამზადებო არადა ნახევარი დღე სახლში არ იყო . მამას ეჩხუბა არ ვიცი რაზე ,მამა მოეფერა ისე უბრალოდ ფეხზე დაისვა და ჩახუტებულს ლოყაზე კოცნიდა მე რომ ისევ ღებინება დამეწყო . საშინლად მცემა , სულ პატარა ვიყავი და მახსოვს ემოცია, ტკივილი კი არა ... რატომ მახსოვს არ ვიცი მაინცადამაინც ეს ყველაფერი როგორ გამახსენდა. თმა შევიჭერი ერთ დღეს,ჩემი ხელით მოვიშორე და მერე მთელი ხმით ვტიროდი. იესე მახსოვს ისევ, იმედგაცრუებული იყო ალბათ ,მაგრამ ჩხუბის ნაცვლად მამშვიდებდა გაგეზრდება მა შენ ისევ ასეც ლამაზი ხარო ... მამა მენატრებოდა მე , მამა მენატრებოდა სულ . ილია იყო საუკეთესო ძმა და მე ცხოვრებას ვუმწარებდი ,მარტას ვანერვიულებდი. მე საშინლად ვიქცეოდი და ყველაფერი ერთად მახრჩობს . დავიღალე ... უსაშველოდ დავიღალე და დასრულების უფლებაც არ მაქვს . ასეთიც ისე ვუყვარვარ ილიას,მარტას და მამას . იესე ვერ გადაიტანს _ წვიმის წვეთები ეცემოდა მინას . თვალებდახუჭული იჯდა მანქანის სავარძელს მიყრდნობილი და იოანეს შეჩერებულ სუნთქვას გრძნობდა . უცებ რომ ეტკინა მისი ტკივილი და სულ ბოლოს ნათქვამმა ჩამოშალა ყველა ბარიერი _საიდუმლოს ხომ შემინახავ იოანე . ისე ხომ დაივიწყებ ამ საუბარს ჩვენი შეხვედრისას სიბრალული, რომ არ დავინახო შენ თვალებში. მე სანანებელი ხომ არ გამიხდება შენთან გულწრფელობა
_ჩემი კეპი ისევ გაქვს ?
_მაქვს
_იმ დღეს არ უნდა დამეტოვებინე...უბრალოდ ძალიან მაგვიანდებოდა თამაშის დღე იყო
_ისე იჩხუბე თვითონ გქონდა ხელი მოტეხილი
_ასე გამოვიდა ... როგორღაც ისე გამოვიდა , როცა შენი გაცნობა დავაპირე სულ რაღაც მაბრკოლებდა და მერე მატილდამ სახლში დამახვედრა გოგო,რომელიც პირველი დანახვისას ძლივს ვიცანი. გავბრაზდი როგორ დამავიწყდა_თქო, სხვა იყავი და ახლა კიდევ უფრო შეიცვალე. შენი ნაკვთები იგივე რჩება,მაგრამ გამომეტყველება გეცვლება,მზერა და ქცევაც, ყველა ჯერზე სხვადახხვა ხარ თითქოს. სახე სულ გიცინის,თვალები იშვიათად. გაბრიელი რომ გეჭირა ხელში მხოლოდ მაშინ ჰგავდი დიდს. შენზე პატარას დასაცავად ,მასზე ზრუნვისთვის უცებ გაზრდილი დაგინახე. იქ , მატილდას სანახავად ჩამოსულს ისეთი მხვდებოდი ფიქრებიდან ვერ მოგიშორე. არადა საერთოდ არ მიფიქრია დიდხანს ერთ ქალზე . შენ იქ ,აქაურობისგან შორს შენი ნიჭის გამჟღავნებით აღფრთოვანებული ნამდვილად ბედნიერი ჩანდი. სანახევროდ ,მაგრამ მაინც ის წილი რაც დამოუკიდებელ,წარმატებულ ინას სჭირდება სულ კმაყოფილია,სულ იბრძვის,ახალს ეძებს,არ ჩერდება. მეორე ნაწილი დიდხანს ვერ ამოვიცანი და მე ის მეორე ნაწილი მინდოდა მთლიანად. ცოტა რომ მდომოდა ისეთი იოლი იქნებოდა , მაგრამ ვიცოდი უფრო მეტად მოგეჯაჭვებოდი და ძალიან მეუცნაურებოდა იმის წარმოდგენა ,რომ ოდესმე მე ერთი ქალი მენდომებოდა მხოლოდ. საკუთარ თავისუფლებას ვიხანგრძლივებდი უფრო ვიდრე შენ და შენ წარსულ ურთიერთობებს გავურბოდი. ქვეცნობიერად სულ დარწმუნებული ვიყავი ახლოს თუ მოვიდოდი და შენთან თავს კომფორტულად ვიგრძნობდი ვეღარასდროს მოგშორდებოდი . ჩემთვის არ ხარ არავის მსგავსი და შენი წარსულიც წარსულშია . მხოლოდ ის მაინტერესებს ახლა ვინც ხარ და მომავალში როგორი იქნები ჩემთან ერთად _ისეთი მშვიდი იყო . ისე ესაუბრებოდა თითქოს მისი მონათხრობი ამბის სიმძიმე არ დააწვა გულზე ლოდად და მხოლოდ სააკუთარი ეგოისტური თავისუფლებისმოყვარულობა ჰქონდა განსახილველი
_ შენ გგონია მომავალი გვაქვს ერთად მე და შენ ? იმ ყველაფრის შემდეგ რაც ნახე და რაც მოგიყევი ,გგონია გამიმკლვდები
_ვერ გაგიმკლავდები , შეგიყვარებ იმაზე მეტად ვიდრე ახლა და გაგიცნობ იმაზე უკეთ ვიდრე ახლა. გამკლავება და გაძლება რას ნიშნავს საერთოდ,უნდა შეგცვალო,გებრძოლო და თავიდან შეგქმნა ? ამას თუ ელოდები ,რომ მე გასწავლი როგორ იცხოვრო მაშინ სხვაგან მოხვდი და ტყუილად გამომყევი
_შენი არ მესმის
_ მე მგონია ,რომ პირიქით მე მაქვს რთული ხასიათი და შენ გეშინია ტოქსიკური შეყვარებული არ აღმოვჩნდე _ ისე გაიცინა ინას მთელი ბავშვობის მოგონებებმა გაურბინა თვალწინ
_სკოლის დროს უფრო სიმპათიური იყავი ან მე მეჩვენებოდა ასე ან მაშინ ბიჭი იყავი,ახლა კაცი ხარ და სხვანაირი გახდი ,მაგრამ ეს სიცილი არ იცვლება. ფანჯრიდან რომ გადმოვიხედავდი და ეზოში იდექი იქედან ანათებდი
_გამოდის მითვალთვალებდი ... _ ისევ იღიმოდა და ისე სუფთა მზერით უყურებდა ინას სიმშვიდეს უბრუნებდა _ მაინც არ მიპასუხე კითხვაზე
_რაზე უნდა ვიფიქრო იოანე
_იქნებ გეშინია რომ გიღალატებ,მომბეზრდები. არასერიოზულად გიყურებ რადგან სიყვარულს არ გიხსნი ყოველ წუთს. რადგან უკვე გიღალატა იმან ვისაც ენდობოდი და ის გახდა ტოქსიკური ვინც ზოგადად არაა ასეთი . მე კი ნამდვილად მესაკუთრე ვარ ,ბრაზიანიც და რაც ჩემია ბოლომდე ჩემი უნდა იყოს. მეზიზღება ტყუილები,თამაში და ნიღბები
_ურთიერთობის დაწყებას მთავაზობ ახლა და ჩემგან ელი თავშეკავებას? შენგან იმ დღეს იმიტომ არ წავსულვარ,რომ ისევ ღალატის მეშინოდა ან არ გენდობოდი. არ ვავლებ პარალელებს,არ გამსგავსებ არავის და არც მისგან დატოვებული კომპლექსები მაქვს. მე გითხარი ჩემი გონება რას ვერ ივიწყებს და რა ვერ გადახარშა
_შენ მენდობი,მაგრამ სულ გექნება იმის განცდა ,რომ მე ეჭვი შემეპარება შენში მხოლოდ იმიტომ რომ დედაშენმა მამაშენს უღალატა? რა შუაში ხარ საერთოდ ინა ,როგორც ქალი ,როგორც ჩემი ქალი ... მონოგამია თუ არ მოგწონს პირადად შენ და ერთი კაცი ვერ გიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს ეგ უკვე სხვა საკითხია
_ეს უკანასკნელი იხუმრე იმედია ან თვითონ არ შემომთავაზებ რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფურს
_ხომ გითხარი ეგოისტი ვარ_თქო... სამი რიცხვიც არ მიყვარს . ურთიერთობას ქმნის ორი ადამიანი და არავინ სხვა,საერთოდ არავინ . მე ზუსტად ვიცი ,რომ ჩემი ინტერესის არეალში ზედმეტად დიდი ხანია ხარ და თუ ნამდვილად დასრულებული გაქვს ყველა სხვა ურთიერთობა მე არაფერი დამაბრკოლებს
_თუ ისევ მასთან გეგონე რატომ მოხვედი ამჯერად
_ცუდად იყავი მის გვერდით ... ეყრდნობოდი,მაგრამ მისი სიახლოვე არ გინდოდა. შეყვარებული ქალები სხვანაირები არიან შორიდანაც
_იქამდე შეყვარებული ვჩანდი?
_არა ,უბრალოდ გადროვე დასრულება და ბოლოს უბრალოდ გონება დამებინდა ... იმდენად ცუდ დროს მაკოცე ის კოცნა მე რომ ამდენხანს ვითმენდი და ვუფრთხილდებოდი
_ასე ითმენ ხოლმე სულ კოცნებს ?
_საერთოდ არ ვითმენ ხოლმე , მაგრამ შენ სხვა ხარ . თვითონაც ვერ ვხსნი ზუსტად რას მმართებ ასეთს. იქნებ ჯადოქარი ხარ და ჩემ გონებაზეც გაჭრა შენმა შელოცვამ
_ამდენ ხანს არ გავიყვანდი დროს . დიდი ხნის წინ მოგაჯადოებდი...სად მივდივართ
_მგონია რომ მთელი თვეა მშიერი ხარ და მალე ავად გახდები. ჩემ საყვარელ რესტორანში წავიდეთ,დარწმუნებული ვარ მადას დაგიბრუნებ
_როცა რაღაც მანერვიულებს ვერ ვჭამ
_ახლა რა განერვიულებს
_სესილია დღე_დღეზე ელოდება. თუ არ დაეწყება ხელოვნურად უნდა დააჩქარონ და მეშინია ,რომ რამე მოხდება. ილო თავს ისე აჩვენებს თითქოს მშვიდია,მაგრამ სამყაროში მასზე მშიშარა არავინაა როცა საქმე ჩვენ გვეხება. მარტას ავადმყოფობის შემდეგ მგონია ,რომ ყველა წამი უნდა გამოვიყენო მასთან კომუნიკაციისთვის და ახლა როცა ისიც ორსულადაა აკაკის ყველა შეტყობინება და ზარი გულს მიხეთქავს. ისეთი საოცარი კაცია,ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი. ხანდახან მგონია მარტაზე ჯვარი რომ დაოწერა იქ დაიფიცა შენ ბავშვებს ზუსტად ისე შევიყვარებ როგორც შენ გიყვარსო. იესე მადარდებს...იესე მთელი გააზრებული ცხოვრებაა მედარდება. ის პასუხისმგებლობა მანერვიულებს რომელიც ავიღე. მარტას ნულისან დაწყებული საქმე რომ ავურიო და გავაკიტრო მერე? შენც დამემატე... ცხოვრებაში არ მიფიქრია იმდენი ვინმეს მცდარ აზრზე რამდენიც შენზე და იმ კოცნაზე. პირველად ვაკოცე პირველმა და ისიც არასწორ დროს და არ გამოვიდა როგორც ფილმებშია ,მღელვარებას და ბრაზს კოცნა რომ შველის_ბოლოს ისეთი საყვარელი იყო იოანემ ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა
_არ იდარდო მე გაკოცებ შესაფერის დროს და ბევრს ... რა რა და კოცნებზე არასდგოს გაგიჩენ დარდებს . რაც შეეხება დანარჩენს ეგ ბუნებრივი ღელვებია და ღმერთის ნებით ყველაფერი კარგად იქნება. მე ისეთ რაღაცებზე რაშიც უძლური ვარ და ჩემზე დამოკიდებული არ არის ღმერთს მივმართავ,ცოტას ვაწუხებ ხოლმე ჩემი თხოვნებით და ლოცვებით . ბევრჯერ რომ თხოვ შეგისმენს სესილიას მშობიარობაც კარგად ჩაივლის და მარტასაც ეყოლება თავისი პატარა ,რომელსაც თქვენსავით კარგ ადამიანებად აღზრდის
_მე ნამდვილად ვერ ვარ მისი აღზრდის სანიმუშო მაგალითი
_ჩვენ ვერ შევთანხმდებით შენ თუ არ შეწყვეტ თვითგვემას ... დავიჯერო მე გხედავ სხვანაირს,ილუზიებში ვარ და შენ არ იცი როგორი ხარ? ან რა გინდა ანგელოზი იყო? ვწუხვარ,მაგრამ ვერ გამოგივა ... ადამიანი ხარ ,ჩვეულებრივი ადამიანებს შორის და განსაკუთრებული ჩემთვის. სხვათაშორის სულ მიჭირს იმის გააზრება ,რომ შეყვარებული მყავს და ხშირად თუ არ მოგწერ ნუ იფიქრებ სულ ერთი ვარ ,გადავწონდიო
_საქმე მაქვს უამრავი და სულ სასაუბროდ დროც არ მექნება. ისტერიკა მეწყება რომ ვწერ ,ვრეკავ და არ მპასუხობენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. არ იფიქრო რომ პათოლოგიურად ეჭვიანი ვარ,უბრალოდ მომწერე ხოლმე რომ კარგად ხარ და მერე რაც გინდა ის გააკეთე
_ ისედაც ასე ვიქცევი ... იამ მიმაჩვია. მკვდარიც რომ იყო გამაგებინეო
_სულ კარგად უნდა იყო ... ცუდად რომ არიან ცუდად ვხდები
_ჩემი ცუდად ყოფნა ცუდად რომ გაგხდის მერე ასმაგად მოვუფრთხილდები თავს
_მოუფრთხილდი უკვე _მისკენ იყურებოდა. სრულიად მასზე გადართული, მისი ხმა წამალივით მოქმედებდა .

რესტორანში იყვნენ,მაგრამ პაემანზე არ . ისეთი თავისუფალი იყო,იმდენად ბუნებრივი და ჩვეულებრივი ინაც მის ნაბიჯებს მიჰყვა. თუ დააკვირდებოდი მიხვდებოდი რომ უსაზღვროდ მზრუნველი იყო და ეს მისი ხასიათის ნაწილს წარმოადგენდა.
_გისმენ ილიკო _ უკვე დანაყრებული,იოანეს მონათხრობი ამბების შემდეგ სიცილისგან კუნთებატკიებული პასუხობდა ძმას და წამში ჰქონდა სახეზე შფოთვა
_თბილისში მოვდივართ ... ექიმთან მიმყავს . მარტას ვერ ვეტყვი ,მოხვალ ხო?
_მოვდივარ ... 20 წუთი დამაგვიანდება და მოვალ . ტკივა უკვე ძალიან?
_ისე არ მანქანაში რომ გააჩინოს. თუ ცრუ განგაშია დავრჩებით ბარემ ბინაში
_ყელაფერი კარგად იქნება ... ბავშვის სქესი რომ არ მითხარით გაბუტული ვარ მეორეს სახელს მე არ აგარჩევინებთ თვითონ მოიფიქრეთ _ ავტომატურად გადაერთო მხიარული ინას საუბარზე არადა თვალები ცრემლიანი ჰქონდა უკვე . ფეხზეც იდგა და მანქანისკენ მიდიოდა.
მანქანაში ისხდნენ მობილურში იესეს ნომერი რომ იპოვნა და დაურეკა
_ვიცი დღეს დაიბადება და წამოხვიდე სჯობს...ახლოს დასჭირდები ილიოს
_ერთი საათის წინ ვესაუბრე ,არაფერი უთქვამს,მაგრამ სახეზე ეტყობოდა რომ ნერვიულობდა და წამოვედი...შენ როგორ ხარ
_მე რა ვიცი ჯერ არ მტკივა და 4 თითზე რომ გავიხსნები ალბათ მერე მეტკინება ... მე როგორ უნდა ვიყო იესე? იკითხოს სესილიამ 3 კილოზე მეტს ვარაუდობს ეხოსკოპისტი და იმხელა ბავშვი რომ უნდა გააჩინოს
_ყველაფერი კარგად იქნება ... გუშინ ტაძარში ვიყავი და მუხლმოდრეკილმა ვილოცე. მე არ ვიცი დიდ ილიას რა ამშვიდებს და შენ უნდა აიღო ისევ საკუთარ თავზე მის საყრდენად ყოფნა . ყველაზე ყოჩაღი გოგო ხარ , მა
_ყველაზე ლამაზი არ?
_ულამაზესი ,მამასი
_ნელა იარე ... ასე უცენ ვერ გააჩენს . წინასწარ მოჰყავს შენს გულთმისან შვილს. ფრთხილად იყავი
_შენ სად ხარ
_იოანესთან ერთად ვარ
_ხოო ? ასე გადაწყდა ?
_რა გაცინებს იესე? წინ იყურე სჯობს თორემ სიმამრობას ვერ მოასწრებ ისე წაგიყვანს მიქელა სამოთხისკენ ჰერი ჰერით
_სამოთხეში რა მინდა მა ... რა იყო არ მაქ უფლება მიხაროდეს ჩემი ფავორიტი რომ აირჩიე?
_უცებ არ გადავიყვარო ახლა
_იმედია ისევ არ თამაშობთ
_არც მაშინ ვთამაშობდით თურმე და სწორედ მანდ მარხია ძაღლის თავი _ ჩუმად თქვა და იოანეს გახედა . მამა_შვილის საუბარში რომ არ ერეოდა და მხოლოდ აკვირდებოდა
_კარგი მა . გკოცნი . მიყვარხარ _თ
_სერიოზულად,ცოტა მკაცრი მამა იყავი რა არის ეს ბარემ პირდაპირ აჩუქე ჩემი თავი
_დიდი გოგო ხარ უკვე მა , გემოვნებაც გამოგისწორდა . ვთიშავ. რომ მიხვალ მომწერე _ იოანეს ჯერ უბრალოდ ეღიმებოდა მერე ხმამაღლა გაიცინა
_მიყვარს ,გეფიცები!
_ჩემთვის არ უთქვამს მიყვარახო და მამაჩემს ეფიცება სიყვარულს. ღმერთო ჩემზე ტესტავ შენ იუმორის გრძნობას?
_დღეს დაიბადება
.................
_სესილიას მშობიარობა დაეწყო ,ველოდებით რიგით მეორე პატარა მინდელს
_რამე ხომ არ გჭირდებათ
_არაფერი... ყველაფერი კარგად მიდის . ბედნიერ დღეს გისურვებ _დილიდან ბედნიერი დღე მაქვს ... კურიერმა საიდუმლო ყუთი მომიტანა უიშვაითესი ფერწერული ტილოებით
_რომელიმე ნახატი თუ მოგეწონა გპირდები არ მოგაკლებ _ ჩაიცინა და ორივემ იცოდა მხოლოდ პორტრეტებს რომ არ გულისხმობდა
_ ასე შთამბეჭდავად შესრულებული პირველი რომ არ იქნება და აქამდეც გივარჯიშიათ ამ ამბავზე მინდა თვალი დავხუჭო
_ორგზის ბაბუას ესაუბრები და ძალიან გთხოვთ ირონია აკონტროლეთ ...
_იმედია იცი ვის მისწერო პირველს_უთხრა და სატელეფონო საუბარიც დაასრულა.

"მთავარი მაინც ბოლოა და არა პირველი"_ იყო პასუხი მესენჯერში მოწერილი
_პირველი და უკანასკნელი კომბინაცია სჯობს ყველას.
დიდხანს არ გაგრძელებულა მიმოწერა. შემდეგი იყო ცნობა "დაიბადა . ოფიციალურად ორ გზის ბაბუა გწერთ "

შუაღამეს მივიდა ჩადუნელების სახლთან და ბევრი ფიქრის გარეშე აკრიბა დინას ნომერი. წამის შემდეგ გაიგო მისი ხმა
_მნახავ ? სუნთქვა მიჭირს_ ეზოში დაჯდა,თვალები დახუჭა და სიტყვებს ცრემლიც მოჰყვა_როგორ ვუღალატე ბავშვს რომელიც ასეთი კაცი გახდა ... იესე დაარქვა , იესე მინდელი დაიბადა დღეს . 54 სმ, 3200გ შავი თმით და ცისფერი თვალებით . როგორ მაპატია , როგორ არის ასეთი საოცარი კაცი ,როცა მე ვერ ვაჩვენე როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი _მუჭით შეიმშრალა ცრემლი. სისხლიანი ხელით წმინდა ცრემლი და თავი ქალის მხარს ჩამოსდო იმ წამს მდუმარედ რომ მოეხვია ნუგეშის ნიშნად _მარტას ნაფეხურებს უნდა ვუკოცნიდე ასეთი ბავშვები ...ასეთი ტკივილის მერე სულ მარტომ რომ გაზარდა ,აღზარდა და ასეთი კაცი დამხვდა ისე რომ მე სულ არაფერი გამიკეთებია. როგორ უნდა გამებედა რომელიმესთვის ოდესმე შენიშვნის მიცემა იქედან ... მე ისე მეშინოდა . შენ იცი ? 18 წლის ილოს ხელები რას უგავდა შრომისგან? იცი ... იცი მეც რომ მიმალავდა და თავიდან მეგონა თითი არ ქონდა ან მაჯაზე ქონდა ჭრილობა . გული მისკდებოდა იქ რომ დააგვიანებდა მოსვლას. იშვიათად მოდიოდა, თავს მანატრებდა მაინც მაგრამ რაღაც ახალი რომ მოხდებოდა სახეზე ეტყობოდა . სესილიას ლამის დაშორდა ჩემ გამო ,შიშის რომ მასაც შეეძლო ერთ დღეს ცოლი მოეკლა...მეგონა მოვკვდებოდი,მინდოდა ...რომ დავიწყებდი ფიქრს თვთმკვლელობაზე მერე სულ მარტას სიტყვები მესმოდა . პირველად რომ მნახა მკვლელობის მერე , ხელებზე მომიჭირა თითები და მითხრა ,მითხრა ბავშვები ჩემთან არიანო . ყოფნა რამდენჯერაც არ მოგინდება ლოცვა დაიწყეო . მაშინვე თავი დახარე და ლოცვა დაიწყეო ... ციხეში მილიონჯერ შევებრძოლე მაგ ფიქრს ,უცებ რომ მოვიდოდა . ყველაზე სუსტი კაცი ვარ სამყაროში ,ასეთად გადავიქეცი იმ დღეს ის წყეული იარაღიც რომ მაინცადამაინც იქვე მედო , სადმე სხვაგან რომ ყოფილიყო ვცემდი მხოლოდ და მორჩებოდა . ორივეს საქვეყნოდ შევარცხვენდი და ბავშვებს ჩემთან დავიტოვებდი ... მე უნდა მებრძოლა,მეწვალა,ღამეები გამეთია მათთვის. მე უნდა შემექმნა უზრუნველი ცხოვრება . ის ისეთი ჭკვიანია და უნივერსიტეტიც არ დაუმთავრებია ... ყველაფერს ინასთვის აკეთებდა .
მამა გახდა ის ბიჭი მამა გვერდით რომ არ ჰყავდა და ახლა ჩემი სახელი როგორ დაარქვა ბავშვს _თავში მოსულ ყველა ფიქრს ტიროდა დინას მკერდზე მიყრდნობილი . ისეთი არავის რომ არ უნახავს ჩადუნელის წინ იყო მუხლებზე დაცემული,ასეთი ტკივილისგან მოკეცილი ხატების წინ,ღმერთთან იდგა მხოლოდ და ახლა დინა ჩადუნელის წინ
_მამა სულ სჭირდება შვილს...განსაკუთრებით იმას რომელსაც გვერდით არ ჰყოლია ბავშვობაში და არ იცის შვილი როგორ გაზარდოს . ახლა ჩათვალე ის ბავშვებიც შენებია და ილოს გვერდით იყავი სულ ,ნებისმიერი წაბორძიკების დროს. მამის სტატუსიც დაივიწყე თუ გინდა,მეგობარი იყავი. ისინი უშენოდ სრულყოფილები არ არიან . შენ ჭირდები ყველას ,უბრალოდ შენ იესე მინდელი _ რამდენჯერმე აკოცა და მერე თვითონ მოექცა კაცის მკლავებში
_და შენ ? შენ რა უნდა მოგიხერხო _ლოყაზე კოცნიდა , თითებს მის თმებში დაატარებდა და მის სურნელს ისრუტავდა _ შენზე დამოკიდებული რომ გავხდი . რა გვეშველება მე და შენ ? გაუძლებ ამ ტვირთს? როგორ გაგიმეტო ჩემთვის ... გაგიჟდა ეს ჭკვიანი ქალიო ხომ იტყვიან . ვისთვის ვის დაშორდაო ამასაც დააყოლებენ,ან ვის მერე ვისთან წავიდაო . დაჩი? დაჩის როგორ ეტყვი მამაშენის მსგავს კაცსთან ვარ და ვიქნებით ყველანიო
_მამამისს არ ჰგავხარ და არც შეედარო ოდესმე ! არ მიგიღებ ასეთს ნამდვილად ... სუსტი და საცოდავი ადამიანები გვერდით არ შემიძლია. დაცემა შეიძლება უთვალავჯერ ცხოვრებაში, ტკივილისგან მილიონჯერ ჩავკეცილვარ ,მაგრამ უნდა დაინახო წინ გზა, ნაბიჯი რომელსაც დგამ ,წარსული აღარაა არც მომავალი იცი იქნება თუ არა . ის ნაბიჯია მხოლოდ ახლა რომ დგამ და შენ ... ვერაფერს შეცვლი და აირჩევ თავიდან ამ ერთი ნაბიჯის გარდა . დაიტოვე ცხოვრებაში ის ადამიანები ვისაც ჭირდები და ვისაც იმედი აქვს შენი,უპირობოდ უყვარხარ და იყავი მათთვის კი არა ჯერ საკუთარი თავისთვის საკუთარი თავის იდეალური ვარიანტი და მერე სამყარო ჩაგიკრავს გულში . წუწუნი ,განვლილ შეცდომებზე დარდი ,საკუთარ თავში მხოლოდ მინუსების პოვნა და მსგავსი მავნებლობები განადგურებს ადამიანს. ორი შვილიშვილის ბაბუას,ძმას, ორი შვილის მამას,მამამთილს და მომავალ სიმამრს გეკადრება?
_ანუ ამ იესეს უარს ეუბნები _სახეზე ჯერ კიდევ შერჩენილი ცრემლი აჩვენა და ხელებს დახედა
_ამ იესეს არა ... ეს იესე გულთან ახლოს მყავდა წეხან . აი ამ იესეს ვეუბნები უარს ხელებს რომ დაჰყურებს თავდახრილი
_თავს უნდა სწევდეს მაღლა ორი ადამიანის მკვლელი ?
_მონანიების და სასჯელის მოხდის შემდეგ კი ... შენ ამაყობდი ოდესმე მოღალატე ცოლი რომ მოკალი? ციხეში ასე იჯექი ? იქ მყოფებთან მხრებში გამართული დაჯექი ცოლი და მისი საყვარელი დავაკალი ერთმანეთსო სიამაყით აცხადებდი?
_აგონიაში ვიყავი დიდხანს...ქალი მოვკალი რომელიც მიყვარდა , ოთახში შებიჯების წამამდე მიყვარდა და მისთვის მოვკვდებოდი. ის ნ.ბიჭვარი კიდევ გართობას შეეწირა, ეგოს დაკმაყოფილების გამო დედას შვილი მოვუკალი , ცხოვრება წავართვი ისედაც სულმდაბალ არაკაცს. მკვდარი არ იყო ისედაც? კაცი ერქვა სხვა კაცის სახლში სხვის ცოლთან მყოფს ? ჩემი სროლა რად უნდოდა ისედაც მკვდარი იყო მაგათში ადამიანი. რა უნდა მეამაყა , დანგრეული ცხოვრება ? მე იმასაც კი ვნანობდი ასე პატარა რომ მოვიყვანე ცოლად ,მაგრამ მეც პატარა ვიყავი და მიყვარდა. რა ვიცოდი თუ საკმარისი არ იქნებოდა ის ყველაფერი მისთვის თორემ გამარჯობასაც არ ვეტყოდი ,ახლოსაც არ გავეკარებოდი რომ მცოდნოდა მე მოვკლავდი ,მე დავუსრულებდი ცხოვრებას...ნეტავ არ მყვარებოდა ასე არ მეტკინებოდა,ასე არ გამამწარებდა მისი ღალატი
_თავიდან დაიბადე ,ჩემთვის და შენი ბავშვებისთვის...
_იესე მინდელი იცი როგორია ? იცი როგორი თბილია ? სესილიამ ისე მომაჩეჩა ხელებში წინააღმდეგობა ვერ გაავუწიე. ის უცოდველი იესე მეჭირა მე ცოდვებით დაგუდულს და ის გოგოც ისე მიღიმოდა ,ისე მიყურებდა თითქოს საუკეთესო მამთილი ვიყავი მამამთილებს შორის . როგორ იპოვეს ერთმანეთი,როგორ მაინცადამაინც იმ ეზოში იყიდა ბინა მარიამმა ... გული მითბება მაგათ პატარა ოჯახს რომ ვხედავ ,მართლა ერთ სულ და ერთ ხორც არიან _სახეზე ჩამოისვა ხელები. ხმა აღარ უკანკალებდა, ცრემლების კვალი აღარ ჰქონდა ,მხოლოდ თვალებში ისევ დაგროვებოდა სითხე
_ბედისწერის ძაფები გვაკავშირებს ყველას _ ჩუმად უთხრა და ტუჩებზე შეეხო. იესემ ძლიერად შემოჰხვია მკლავები და მონატრებულს ,ემოციებით სავსემ ბევრი აკოცა წასვლამდე. ილიას დიდხანს დატოვებას აღარ აპირებდა.

დიანა სახლში რომ შევიდა და დაჩი ჩადუნელი დაინახა ერთიანად წაეშალა ღიმილი სახიდან. დაჩის არ ჰქონდა იმ ბიჭის მზერა ,რომელსაც იცნობდა ,ვიღაც სხვა იყო
_დავილაპარაკოთ დე
_დედაჩემი მისნაირმა მოკლა ... შენ როგორ გაიფიქრე საერთოდ ,რომ მას დაახლოებოდი. გული არ გერევა დიანა? ჭკუიდან გადახვედი თუ რა გჭირს
_მიყვარს , ცხოვრებაში პირველად მინდოდა თავი დამეკარგა და მასთან ვყოფილიყავი
_თავს დაკარგავ თუ გააგრძელებ ან დანით გულში ან ტყვიით შუბლში და ცხოვრებაში აღარაფერი იქნება
_არაა ისეთი როგორიც გგონია ...
_მამაჩემიც არ არის ისეთი , მშვენიერი კაცია რატომ არ პატიობ. ვინმეზე ნაკლები ილოცა თუ ნაკლებად მოინანია,იქნებ იმაზე არ ვთანხმდებით რომ ეტკინა და იქნებ დედაჩემის მოკვლა ყველაზე მეტად მას ეტკინა თორემ შენ რომ განგეცადა ცოლის მკვლელს არ გაეკარებოდი . ბიჭი ჩადუნელის ეზოში ,იქ სადაც დედაჩემი გაიზარდა ცოლის მკვლელს არ დაუამებდი სულს და არ მიეფერებოდი _ყვიროდა . ცხოვრებაში პირველად დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე ისე რომ დიანასთან ღრიალებდა და სახლში მყოფი მძინარე ბავშვებიც არ ახსოვდა
_მაპატიე
_რა გაპატიო დიანა თავი რომ დაკარგე ყველას და ყველაფერს უღალატე და ის კაცი შეიყვარე?მართლა გგონია ,რომ გიყვარს დიანა ? მართლა გიყვარს_მეთქი?
_აქამდე რომ არ გითხარი ეგ მაპატიე... სიყვარულისთვის ბოდიშს არ მოგიხდი
_მე დიანა? მე კი არა ეკას მოუხადე ბოდიში,ღმერთს მოუხადე ბოდიში და წადი ტიტესაც მოუბოდიშე ბარემ...მიდი უთხარი გამოდი ციხიდან და დაიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება. მეორედ იგივეს არ გაიმეორებ ,მოიყვანე ვინმე ქალი ცოლად და ეშმაკსაც წაუღია ჩემი მკვდარი და _თქო... ა თუ მისი ცოლი მოღალატე იყო და შენ არ უღალატებ. შენ გგონია მიხვდება მაგდენს?გგონია სულ არ მოელანდება თავზე დადგმული რქები? მერე ნამდვილად ტიტე გახდება, ამჯერად აფექტი არ იქნება ,იქნება ეფექტი და შენ თავს მომიკლავს ! მერე მომიბოდიშე თუ შეძლებ საიქიოდან
_ნუ გეშინია ,გთხოვ ... არაფერს დამიშავებს. გეფიცები
_მის საფიცარს მეფიცები დიანა?ამდენად ერთნი ხართ უკვე?
_გთხოვ ნუ მატკენ ამდენს ... მერე რომ გაივლის ეს ბრაზი საკუთარი სიტყვები გატკენს
_ჩემ ტკივილებს თუ დარდობდი შეგეკავებინა თავი და ნებისმიერი სხვა გაგეჩინა საყვარლად
_საყვარელი არ არის ... მიყვარს !
_ნუ ახსენებ ამ სიტყვას ჩემ წინ და ნუ ცდილობ დამაჯერო რომ ჩემი სიყვარულიც სიყვარულია სალომეს მიმართ რომ მაქვს და მისიც
_ვერ დავშორდები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ გინდა
_ჩემ ნდომაზეა დიანა?გონზე არ ხარ საერთოდ ? ბავშვებს რას უპირებ. გინდა ბავშვებს ეკონტაქტოს ასეთი ადამიანი ? გინდა სანიმაც ნახოს დედას როგორ მოუკლავენ? კესანეზე რას იტყვი... ბავშვებზეც არ ფიქრობ ?
_შენ არ იცნობ იესეს
_იესე სხვაა და სოსო სხვა? ორი კაცი ცხოვრობს და სპეციალურად შენთვის შეიცვლება? გიორგი ვერ შეცვალე მებონია? მინისტრის ცოლი იქნებოდი , უდიდესი გავლენით და
_მე ოდესმე გავლენას დავეძებდი თან სხვის?
_აჰ ციხიდან გამოსულ კრიმინალებს მიკედლებულ ათას პოტენციურ დანაშაულში ჩაბმულ მინდელს როგორ აჯობებდა განათლებული, ჭკვიანი და პროგრესული კაცი შენ ჭკუაზე პროგრამირებული
_თავს ვერ შეაყვარებ ადამიანს ... შენ ვერ მიხვდები რა განსხვავებაა მათ შორის და ვერც აგიხსნი. არავის შეადარო ,ჩემთვის
_არ მაინტერესებს რა გქონდათ აქამდე... ყველაფერს დავივიწყებთ მეც და შენც ! დაშორდი და ნახე რა რეაქცია ექნება ,მაშინვე გამოავლენს თავის სახეს . არ გაინტერესებს მარტივი სვლით მისი ნიღბის დაკარგვა?იქნებ ამან მაინც გაგინათოს გონება
_მე რომ იესეს ახლა დავშორდე ნამდვილად დავინახავ იმ სახეს, რომელიც ყველაფერს დააჩქარებს და სამუდამოდ დამაკავშირებს მასთან
_სულელ ქალს ჰგავხარ და ვერ გიჯერებ ,ასეთ დიანა ჩადუნელს ვერ ვიჯერებ _სახეზე ჩამოისვა ხელები და მერე იქვე დაჯდა _მეუბნები,რომ არ დაშორდები?
_მიზეზი არ მაქვს და არც მექნება.
_ჩემი დაკარგვა საკმარისი მიზეზი არ იქნება შენთვის დიანა?
_დაუშვებელი შეცდომისთვის დავსაჯო ?
_რომელი დაუშვებელი შეცდომა მე მოვკალი ორი ადამიანი?
_მოიხადა სასჯელი და ისჯება ახლაც
_აა შენ ჯერ არც უცემიხარ,არც უსვრია...კაცური სიტყვა რადგან ეთქმის შენც არ შეგეხება. მასეთს ხომ არ ვიცნობთ ერთს და კიდევ უფრო მაგარს, მართლა რომ არ ჩაჭრილა არცერთ საქმეში
_ტიტეს ნუ ადარებ , გიკრძალავ !
_მე ჩემ საყვარელ ადამიანს ვადარებ რომელზეც 15 წელია უარი ვთქვი რა არ მოგწონს? _ საკუთარმა სიტყვებმა წინადადების დასასრულშივე დაახრჩო. შეცბა , საიდან წამოვიდა ეს აზრი
_ მე ჩემი გზა მაქვს,რომელსაც არ გადავუხვევ. შენ დიდი ხარ უკვე, საერთოდ აღარ გჭირდება დიანა. სრულყოფილი ცხოვრება გაქვს. ეს სახლი შენია, ბიზნესის ნახევარიც და ისე განახორციელე შენი გეგმები როგორც გინდა. პროექტს რომ დაასრულებ მართვასაც ისე მოგანდობ არაფერში ჩავერევი სანამ არ მკითხავ ...
_მევაჭრები დიანა? რომელი სრულყოფილი ცხოვრება მექნება უშენოდ ...
_მე ვარ დამნაშავე ასე რომ მოგეჯაჭვე და შენც ამდენად დამოკიდებული ხარ ჩემზე
_დამოკიდებული კი არ ვარ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. არ შეიძლება საშიშროების წინ იდგე და მე არაფერი გავაკეთო ... ნუ მომექცევი ასე,მეორედ ნუ გადამატანინებ უარესი იქნება . შენ დაკარგვას ვერაფერი მოერევა
_ნუ დამკარგავ მაშინ მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია . მე არ მეშინია იესე მინდელის გვერდით ყოფნის. ვენდობი საკუთარ თავზე მეტად და თვალდახუჭული ვანდობ ჩემ ცხოვრებას
_ჩემზე უარის თქმა ასეთი მარტივია შენთვის ,დე
_დედაშენი 15 წელია მოკლულია...როგორც შენ თქვი ცოტა ხნის წინ. მაპატიე უფლება რომ მოგეცი ჩემთვის დედა დაგეძახებინა. მეგონა უფრო გეტკინებოდა თუ გეტყოდი არ დამიძახო_თქო და მერე მეც შევეჩვიე შენ ტკბილად ნათქვამ დეს
_ასე ნუ მექცევი
_მე რომ მეთქვა სალომე გაგანადგურებს ან მე ამირჩიე ან ის_თქო ვის აირჩევდი დაჩი
_რა შუაშია სალომე ... სალომე სულის წამალია და საერთოდ სალომე ანგელოზია. ცხოვრებაში რა უნდა მავნოს
_მის გამო არ იყავი რისკის ქვეშ, ახლაც არ გემტერება ვახტანგიშვილები? შეიძლება მოგკლან ნებისმიერ დროს . გგონია მე არ მეშინია? მოვედი და გითხარი არჩევანი გააკეთე_თქო? მე შენ აგირჩიე მთელ ჩემ სიცოცხლეს მოგცემ თუ დაჭირდება,მაგრამ უფლებას არ მოგცემ შიშს ისე დანებდე მეც თან ჩამოგყვე და დავკარგო ის ვინც მჭირდება ,რომ ვიყო ქალი
_კაცები დაილია ქვეყანაზე? დიანა მე ვერ ვისუნთქებ მშვიდად შენ და მას ერთად რომ დაგინახავთ
_თუ არ შეგიძლია ცხოვრებაში დამიტოვო შენ თქვი მაშინ უარი ჩემზე. მე არჩევანს არ ვაკეთებ,ასარჩევი არაფერია შენ შვილზე მეტი ხარ ჩემთვის და ის კაცია ,რომელიც მინდა მყავდეს ცხოვრებაში . შენ იცი ,რომ იესეს შემთხვევა სხვაა... იცი დაჩი
_არ გრცხვენია?
_დაჩი
_ხო ,არ გრცხვენია რომ ამართლებ?
_არ ვამართლებ... დამნაშავე იყო და მოიხადა სასჯელი. ვიცი რომ საშიში არაა
_ტიტეა საშიში? გარეთ რომ გამოვიდეს ტიტე საშიშია დიანა?
_თუ გინდა რომ გამოვიდეს და მამა გყავდეს შეგიძლია კიდევ შეხვდე და უთხრა , მხოლოდ ერთი სიტყვა უთხარი "გამოდი " და გამოვა
_მე უნდა ვბრაზობდე და შენ ბრაზობ?
_შენ მტოვებ დაჩი... მე არა . მე მიყვარს, ბედნიერი ვარ და მინდა ვიყო მის გვერდით დარჩენილი ცხოვრება . არ მინდა ვუსმინო ხალხს,ავყვე შიშებს და დავკარგო დრო ... მჭირდები იყო ჩემ გვერდით
_მაინც როგორ იქნები მის გვერდით. არაფერი გააჩნია ფაქტობრივად . თუ წარმოგიდგენია დიანა ჩადუნელი გადადის კორპუსის პატარა ბინაში საცხოვრებლად და ქმრის შემოსავალზე ცხოვრობს? შენ ბიზნესში არ ჩაერევა და შენ ქონებას არ მიითვისებს?
_ვერ მიითვისებს იმიტომ რომ ბიზნესი შენია ... მამაჩემის სახლი ჩემ სახელზეა ,მაგრამ ანდერძის მიხედვით თქვენ გრჩებათ. მთელი მოძრავ უძრავი ქონება ანდერძით უკვე განაწილებული მაქვს და იესე არც მაპატიებს მე რომ მატრიარქატის დამყარება ვცადო
_შეიშალე და რა მოგიხერხო. ისინიც საოცარი ხალხია ,რადგან დედა მამას ღალატობდა მამას აპატიეს მისი მკვლელობა და უნდათ ბედნიერი იყოს
_ცუდად იქცევი დაჩი
_რომ აღმოჩნდეს დედაც ღალატობდა მერე რას იზამ ...
_არ უღალატია!
_იქნებ უღალატა ,მობეზრდა არასწორი მამაჩემი და სხვა შეუყვარდა ,სხვასთან იყო და ტიტემ გაიგო ,გაგიჟდა და მოკლა . ვაპატიო დიანა? რადგან მინდელის ცოლის და არ ხარ ამიტომაა მარტივი. ორმაგი სტრანდარტი
_არ უღალატია დედაშენს!
_ღალატი მკვლელობას არ ამართლებს ... შენი სიტყვებია დიანა. შენ მასწავლიდი რომ არაკაცობას არაფერი ამართლებს,რომ ღმერთი შენდობას გვასწავლის და არ შეიძლება სხვისი სიცოცხლე წაიღო. ტიტეს შეუნდეო რატომ არ მასწავლე დიანა? რომ გესწავლებინა მიტევება იქნებ მეც მესუნთქა ილიასავით მშვიდად და მიმეღო მკვდარი დედის სახლში მკვლელი მამა . მყოლოდა ცოლი და ჩემი ბიჭისთვისაც შემერჩია სახელი ტიტე... რატომ არ მასწავლე მიტევება დედა
_იმიტომ რომ შენ თუ აპატიებ აღარ დაიტანჯება... იმიტომ რომ ჩემი დის სიკვდილისთვის არ დაისჯება შენ თუ აპატიებ . შენ გარდა იმას არავინ უყვარდა და შენ თუ ეყოლები რა აზრი ექნება მის ციხეში გატარებულ წლებს. მიტევება რომ გასწვალო დედაშენის მოღალატე შვილი იქნები ! უმადური შვილი ,რომელმაც საუკეთესო დედა დაივიწყა და არა ბ.ზი დედის შვილი რომელსაც საკუთარი შვილებიც არ ადარდებდა
_შენ გადარდებს შვილები დიანა? მკვლელის მიწოდებული ლუკმა უნდა აჭამო,მკვლელთან აცხოვრო,მკვლელს გააზრდევინო ... შენ გადარდებს შვილები დიანა? თუ გაეკიდე პირველ კაცს ,რომელიც მოგინდა კლიმაქსის წინა პერიოდში _ ყვირილზე ყვირილით უპასუხა ,ატკინა და მიიღო კიდეც პასუხი
_ეგოისტო ბავშვო ... გაბედე და მითხარი დამკარგავ იმ კაცთან თუ წახვალო და არ წავალ. მითხარი ან მე ან ისო და ნაბიჯს არ გადავდგამ ... მითხარი იყავი უსიყვარულოდ და იყავი ჩემთანო და არასდროს დაველაპარაკები არცერთ კაცს. მითხარი ეგოისტი პატარა ბავშვი ვარ ,რომელსაც არ ეთმობი და არავისთან წახვიდეო თქვი ,თქვი გაბედე და ნახე რას გავაკეთებ
_მაგას ელოდი?გეშინია ხომ? გინდა მე გითხრა არჩევანი გააკეთო და შენც მე დამაბრალებ მთელი დარჩენილი ცხოვრება ,რომ სიყვარული დაკარგე. საერთოდ წადი დედა,გიშვებ...
_ასე ნუ მექცევი
_არ მოხვიდე სამსახურში... მისი ბიზნესის წილს მიხედე და ქურდების რესტორანი მართე . თვითონ მივხედავ დღეიდან ყველაფერს თუ მართლა მე მაძლევ მთლიანად
_არ გჯერა დაჩი ?
_შენ გჯერა რომ შემიძლია მარტომ ვმართო? გჯერა რომ მე ყველაფერს გავუმკლავდები როცა შენ მასთან იქნები?
_შენ არ გჯერა ჩემი თორემ მე სულ მჯერა შენი და შენი გადაწყვეტილებების. შენზე მეტად არავინ მიყვარს... შენ ხარ შენ და შენ ხარ ჩემი ეკაც. ეს არჩევანი არაა _არ უტირია ისე გადაიტანა თავს დამტყდარი ათასი ემოცია . შებრუნდა თუ არა თავბრუსხვევა იგრძნო ,გამოსახულება აირია და გონდაკარგული დავარდა იატაკზე.

_დიანა ... დე , დედა შემომხედე . ჩემ თავს გაფიცებ თვალები გაახილე დიანა _ შორიდან ესმოდა დაჩის ხმა და ისე უსაშველოდ ტკიოდა მისი ტკივილი თავს აიძულა გამოფხიზლება. დივანზე ჰყავდა დაწვენილი და ხელზე უჭერდა თითებს
_კარგად ვარ... წნევა დამივარდა ისევ ალბათ. დილიდან სუსტად ვიყავი _ ჩუმად თქვა და თავზე გადაუსვა ხელი
_შენ რამე რომ დაგემართოს ... რამე რომ დაგიშაოს მოვკლავ იცოდე _ ხელზე აკოცა რამდენჯერმე და მერე თავი მისკენ დახარა _ შენ სიცოცხლეს გეფიცები...
_მაპატიე...ეგოისტური ქცევა. როგორც არ უნდა დავასრულოთ მე და იესემ სულ დარწმუნებული ვიქნები, რომ მისგან საშიშროება არ მელის. არაკაცი არაა და ამ თემაზე საუბარს აქ ვასრულებთ!
_დაშორდები?
_ცოლად არ გავყვები ...
_მაგრამ არ დაშორდები,ხომ ? რა მნიშვნელობა აქვს დიანა
_ყველა ვერ გაიგებს და ახალი ჭორები არ იქნება შენ ზურგს უკან _თავზე აკოცა და ნელა გაუყვა გზას საძინებლისკენ. დაჩი ისევ დივანთან იატაკზე იჯდა , თავი არ აუწევია , სიმძიმეს ვერ ერეოდა.
"გაიცანი იესე მინდელი" _ ახალშობილის ფოტო ჰქონდა გაგზავნილი. შემდეგ კი რამდენიმე შეტყობინება "ალბათ გძინავს უკვე." "მიყვარხარ და გეფიცები ყველაფერ ძვირფასს და ყველაფერზე ძვირფასს თუ რამ სისუსტე მქონდა ყველა დღეს დავმარხე. "
რა უნდა მიეწერა დიანას .
რა უნდა ექნა დიანა ჩადუნელს
როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება
როგორ უნდს დაშორებოდა იესე მინდელს
როგორ უნდა მიეყვანა ურთიერთობა დაშორებამდე ,როცა იესე საკამათოს არაფერს აკეთებდა და მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდა.
როგორ უნდა გაეგრძელებინა მინდელთან ურთიერთობა და დაჩი დაეკარგა
დაჩი დაეკარგა? შეიძლებოდა ცხოვრება დაჩის გარეშე? მის მიტოვებას შეძლებდა?ყველაფერს დაუტოვებდა და წავიდოდა? ასეთი ქალი იყო დიანა ჩადუნელი? ასეთი სიყვარული შეეძლო? ყველაფერზე უარის თქმა კაცის გამო?
ამდენად ძლიერი იყო ის მიზიდულობა რაც მის მიმართ ჰქონდა?
მთელი ღამე გაათენა.
ბავშვების გვერდით დაწვა ბოლოს და მათ მშვიდ ძილს აკვირდებოდა.
დიანა ჩადუნელის მრავალფერ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დედობა იყო . არაფერი იდგა ბავშვებზე წინ და როგორი იქნებოდა მათი მომავალი იესე მინდელთან თუ გადაცხოვრდებოდა.
იესეს უნდოდა ურთიერთობის ასე დასერიოზულება? იქნებ არასდროს გადასულიყვნენ სხვა ეტაპზე. მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა .

_დრო გაქვს ჩემთვის პეპი? _მისწერა და პასუხს ელოდა. ფიქრებთან ომში მარტო დარჩენილს სალომესთან ყოფნა სჭირდებოდა
_შინაპატიმრობა გვაქვს მეც და ნიკასაც ... იმას ტელეფონიც ჩამოართვეს
_21 წლის ასაკში?
_ჩემ ოჯახში ყველაფერი სხვაგვარადაა...დიქტატორია მამა და დიქტატორის ბატონი დედა
_ანუ ვერ გამოხვალ?
_გამორიცხულია... ისედაც გაგიჟებულები იყვნენ იმ ღამით სახლში რომ არ ვიყავი
_სასამართლოში ხომ წახვალ
_კი და დასრულების შემდეგ მალევე უნდა დავბრუნდე
_სახლში გამოკეტვით რას უშველიან
_ეშინიათ რომ რამეს დაუშავებენ ... არ იციან ზუსტად ვინ მოაგვარა . ნიკოც დუმს ,სიტყვას არ ძრავს თითქოს ენა გადაყლაპა. აქამდე ჩხუბობდნენ და ახლა მეორე უკიდურესობაშია,სინდისის ქენჯნა აწუხებს
_დაელაპარაკე. შენც ნუ აქცევ ზურგს... ჭირდება ვინმე ვინც აპატიებს და ეტყვის რომ გვერდით ჰყავს , რომ ჯერ ძალიან პატარაა და უდიდესი გზა აქვს წინ
_ვიფიქრე დროს მივცემ მარტო ყოფნის საშუალება ჰქონდეს_თქო
_არ დატოვო მარტო თუნდაც გითხრას რომ მარტო უნდა ყოფნა მის გვერდით დარჩი. ჩუმად იყავი,მაგრამ მასთან ახლოს
_შენ რას აკეთებ ... როგორ ხარ _ პაუზის შემდეგ ჰკითხა ,მაგრამ დაჩიმ მოახერხა გრძნობების დაფარვა. არ უნდოდა მასზე გაევრცელებინა საკუთარი განწყობა ან ასე ესაუბრა დიანას პირად ცხოვრებაზე.
_თუ შეყვარებულს ჯერ სტუმრები ჰყავდა და ფუსფუსებდა მერე კი სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს დროა დავიძინო ... დამღლელი დღე იყო ჩემთვისაც
_გამოიპაროს შეყვარებული სახლიდან ? _ ჩუმად უთხრა და მზერა გაუსწორა
_არა , შეყვარებულე ცუდ გავლენას ვერ მოვახდენ... ჯერ ადრეა ძალიან _ბოლოს დაამატა და გაუღიმა _ ნიკო ნახე და მერე დაისვენე
_ჯერ ყველაფერი მისალაგებელია
_დიასახლისის სქილებით სალომეს არ ვიცნობ... მეუცნაურება
_სულ არ არის სასიამოვნო სანახავი გაქაფული ხელებით 100 თეფშის რეცხვით გადაღლილი შენი სალომე
_ჩემი სალომე სულ სასიამოვნო სანახავი იქნება მჯერა... მანდ არ შემომიშვებენ თორემ დაგეხმარებოდი. შემოვიპარო შენი თეფშების დასარეცხად? _ სალომესთან საუბრის დროს საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი,მაგრამ ცოტა ხნით გაგრძელდა ეს მდგომარეობაც. ჭედიას დედა ეძახდა და საძინებლის დატოვება უწევდა
_წავედი ... თუ არ დაგეძინება მომწერე და დაჩი
_ხო
_ნამდვილად კარგად ხარ ?
_კარგად ვარ და ვიქნები აუცილებლად სულ . ძალიან არ გადაიღალო ,ხვალ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს
_მე ყოჩაღი გოგონა ვარ ,ყველაფრისთვის მაქვს ენერგია
_ხვალამდე _ ვერ ელეოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
დაჩი ჩადუნელისთვის ბავშვობაშიც არ არსებობდა სასჯელი რომელიც სახლში დარჩენას აიძულებდა. დინას საერთოდ არ გააჩნდა აღზრდის მეთოდებს შორის სასჯელი როგორც სიტყვა. დაჩის საყვედურსაც კი არ ეუბნებოდა ,მხოლოდ საუბრობდა იმ პრობლემაზე რომელიც შესაძლოა ჰქონოდა . ჩადუნელიც არ იყო რთულად აღსაზრდელი ,მაგრამ 18 წლის შემდეგ საერთოდ არ ჩარეულა მის ყოველდღიურობაში. კითხვასაც არ დაუსვამდა ზედმეტს დაჩი თუ არ მოუყვებოდა.
..........
_გძინავს?_ყველა საქმე რომ მოილია და მშობლები თავიანთ საძინებელში დაიგულა ,უმცროსი ძმის ოთახში შეიჭყიტა _შეიძლება?
_რა ხდება ... რამე ხომ არ შეცვლილა_მოსვენება ჰქონდა დაკარგული და იმ ამბის ირგვლივ ტრიალებდა ისევ
_არაფერი . მოგვარდა ხომ გითხრეს
_როგორ მოაგვარა არ უთქვამს?
_მნიშვნელობა არ აქვს
_მასთან იყავი მთელი ღამე და მერე მოაგვარა?
_რას მეუბნები იაზრებ?
_ვიაზრებ კი... ვახტანგიშვილი მთხოვდა შენ თავს და ლამის შემომაკვდა . ისე მოხდა,რომ შენ დაჩისთან იყავი მთელი დღე და ღამე . ბოლოს მაინც შენი გადასახდელი გახდა
_სისულელეს ამბობ,მე არაფერი გამიკეთებია სანაცვლოდ. დაჩის ჰგონია რომ არ ხარ ბოლომდე ხელიდან წასული და უნდოდა შანსი მოეცა
_შენ რომ გიყვარდა სულ ვიცოდი და იმასაც თუ უყვარდი არ მეგონა. არასდროს არაფერი ეტყობოდა მსგავსი
_ნიკო
_მე ბევრი ვიფიქრე იმ დღის შემდეგ და არ მინდა მის გვერდით იყო... შენ საუკეთესო ცხოვრებას იმსახურებ. ბედნიერებას ასეთი ოჯახისგან შორს და არა ჩვენზე უარესის გარემოცვაში. დაჩი როგორი კარგი ბიჭიც არ უნდა იყოს მთელ სიცოცხლეს მისი წარსულის წაშლაში დახარჯავ _ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. თავსაც არ სწევდა მაღლა ისე ლაპარაკობდა. სუფრასთან ჯდომისას დალევაც მოუხდა და ზომაზე მეტად ნასვამიც იყო
_შენ გვერდითაც არ უნდა იყოს ნორმალური გოგო ? წარსულიდან ამ პერიოდის ამოშლა რომ გჭირდება და კიდევ უამრავი მოგონების?
_შენნაირი არ . შენ იდეალური ხარ, საუკეთესო და როგორ ხარ ამათი შვილი არც ვიცი. ამ წნეხში ,ამ უბედურებაში ,მუდმივ ტერორში როგორ ხარ ასეთი ... მე ჩემნაირი შემხვდება ალბათ და თუ არც ,სულ არ მადარდებს.
_რატომ არ მითხარი რომ წააგე ... ან თუ თამაშობდი
_ხომ იცი როგორი ტვინი მაქვს , რაღაც ჩაწყობილი იყო თორემ მოვიგებდი. რაღაც გაითამაშეს და მერე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. უფასოდ უნდა გადამეტანა ის პაკეტი შენ რომ არ გეპოვა ახლა ციხეში ვიქნებოდი , ალბათ დამიჭერდნენ
_აღარ იფიქრო რა იქნებოდა... იფიქრე რას აღარ გააკეთებ. გთხოვ ,თუ გიყვარვარ იცხოვრე ნორმალური ადამიანივით
_ვიმუშაო 600 ლარად მონასავით იმათთან ვისაც აზროვნება არ შეუძლია,იდიოტები არიან და ლუკმა ვითვალო მთელი ცხოვრება ხო? რისთვის ვსწავლობდი ,რისთვის... გერმანიაში წავალ. ამათ მაინც მოვშორდები და ამათ მუდმივ უმადურებას. აქ სული მეხუთება ,გავგიჟდები მალე
_უბრალოდ კარგად იყავი და სადაც გინდა იქ წადი
_შენ ? შენზე გადმოერთვებიან მერე... ამათთანაც მოვა ტიტე შონიას სახელი და რას ეტყვი ჩემი კლასელის მამამ რატომ მოუგვარა საქმე ნიკოსო
_სიმართლეს ვეტყვი,ნიკოს იცნობს და იმიტომ_თქო
_ფული გადაუხადა ? მაგათთვისაც არ არის ცოტა ის თანხა ... როგორ არ მიკავშირდება დაჩი. როდის მომთხოვს მაგ ვალს
_არ მიუცია ფული ... არ ვიცი ალბათ ნაცნობები იყვნენ და ასე მოგვარდნენ
_მიმალავ რაღაცას ვიცი
_არაფერს
_როგორი ხარ , ჩემთანაც კი შეგიძლია ტყუილი თქვა და დაჩის სიახლოვეს მთლიანად ირევი _ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი გამოუშვა _ იცის ხო? იცის რომ გიყვარს და შანსს არ გაუშვებს გამოგიყენოს სულის დასაამებლად
_ირონიული ხარ ისე თითქოს დაჩიმ რამე გავნო
_მეგობრობდა ჩემთან ... სახლში არ ამოდიოდა აქ არასდროს . მერე მგონი რომ მიხვდა გიყვარდა ჩემთანაც დისტანცია დაიცვა. ყურადღება მიაქციე_თქო ერთხელ თქვენ კლასელ ბიჭებს ვუთხარი და ისე ჩაიცინა
_რა თქვა
_სალომეს ვისი ყურადღება სჭირდება იქეთ მიხედავს ამათ ყველასო ... დაახლოებით ასე თქვა და ისე მიყურებდა თითქოს მადანაშაულებდა რომ დაგამცირე ამით ვიღაც შტერებს რომ ვუთხარი მიმიხედეთ_თქო ... ამბავი მომივიდა რამდენიმე თვის წინ სალომე მოსწონს ვახტანგიშვილსო და არ დავიჯერე. არ ვიცი რატომ არ დავიჯერე ... ამ უუნარობით გაბრუებული ვიყავი. სულ რომ რაღაცას ვსწავლობდი,მუშაობას ვცდილობდი,ვიღაც ფულიანი დებილების შენიშვნებს ვითმენდი და ჯიბეში თვის ბოლოს 20 ლარი მედო , გოგოს ნორმალურ პაემანზე ვერ ვეპატიჟებოდი და არც მოვწონდი იმას ვინც მე მომწონდა. ჭკვიანი ბიჭები მოსაწყენები ვართ , ახლა ამბები დადის ნიკომ ვახუშტა დაჭრაო და რა გულისამრევად მაფოლოვებენ იცი? ყველაფერმა ერთად ამირია ტვინი და ვიფიქრე მეც თუ ვიქნები ცუდი ვიშოვი ფულს და მოვიშორებ მშობლების გამუდმებულ წუწუნს_თქო. მამაჩემის ხმა ხომ იცი სულ ჩამესმის "შენ ასაკში ოჯახს ვარჩენდი" "შენ ასაკში ჩემ სიტყვას წონა ქონდა " სწავლასაც რომ ითხოვდა,ჩხუბსაც, დალევასაც და მის ძმაკაცებში ტრაბახისთვის ყველა საჭირო უნარს. გული მერევა ყველაფრის გამო ... ჭაობში ვარ და ვიძირები. არ მინდა შენ ჩემ გამო მოგიწიოს რამე ისეთის გაკეთება რაც შეგაწუხებს,ჩემ გამო მსხვერპლზე არასდროს წახვიდე. შენზე მეტად ამ სამყაროში ,დედამიწის ზურგზე არაფერი მიყვარს სალიტა ,არაფერი მეიმედება და მეამაყება. შენ გამო მოვკვდები და შენ რომ ჩემ გამო იყო ოდესმე ცუდად ვერ გადავიტან გესმის? შენზე ჭორიც რომ მოვისმინო ... რამე თქვან
_არაფერი გამიკეთებია რასაც ვინანებ და რაც დამაზარალებს. გეფიცები ჩემზე არ იდარდო,მე ვუმკლავდები იმათ მოთხოვნებსაც, მაგისტრატურასაც,ლექტორებსაც და ყველაფერს საერთოდ . მხოლოდ მითხარი რომ კარგად იქნები და ამ დეპრესიასთან ომს არ წააგებ . მითხარი რომ გააგრძელებ ცდას იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით...გთხოვ ნიკო . ხომ მეუბნებოდი შენზე ჭკვიანი ვარო ,მასწავლებლებიც ისე გაქებდნენ ვინც გასწავლიდა, ვბრაზდებოდი კიდეც როგორ მადარებენ_თქო
_შენზე კარგად ვსწავლობდი და იმიტომ
_თუ მასწვალებლებს ეფლირტავებოდი და იმიტომ
_შენ არ ხარ კომუნიკაბელური და არ იცი როგორ მოთაფლო ვინმე . ვერ გასწავლე რაა ... მოდი ჩაგეხუტო ,ნუ დგახარ მანდ ობოლი ბავშვივით _ხელები გაშალა და სალომემაც მაშინვე მიირბინა _დაჩი გიყვარს?
_ჰო
_იმასაც უყვარხარ ?
_არა , ისე არა როგორც მე
_შენ გამო დაგვეხმარა?
_არ ვიცი ...
_ანუ შენ გამო
_ნიკო
_უკანასკნელი იყო ,როცა ჩემ გამო შეგრცხვა,გეფიცები
_არ შემრცხვა,შემეშინდა მხოლოდ. შენი დაკარგვის უსაშველოდ შემეშინდა. როგორ ცუდადაც არ უნდა იყო ჩემზე იფიქრე, მე უშენოდ ვერ ვიქნები ...
..............
იოანე გვერდიდან არ მოშორებია.
გაბრიელს ართობდა მერე დააძინა კიდეც და ბოლოს უყურებდა როგორ ჰყავდა გულზე მიხუტებული პატარა ცელქი ბავშვი მთელი თავისი სიმშვიდით. ზემოდან უყურებდა და ზურგზე ფრთხილად უსვამდა თითებს
_რაო
_ორივენი კარგად არიან _ სიტყვებით სათქმელსაც მისი თვალები ამბობდნენ იმ დროს და იოანე დაიფიცებდა რომ ზუსტად კითხულობდა ყველა მის ფიქრს _ბავშვი გიხდებაო ქალებს ეუბნებიან ხოლმე და შენ რომ გითხრა რა რეაქცია გექნება
_შენთან დარჩება თუ მარიამთან
_ჩემთან ...
_რომ გამოეწერება კახეთში გადაცხოვრდები ?
_დიახ
_მგონი ღმერთია ჩვენ წინააღმდეგ და მე პირიქით ვგრძნობ _ გვერდით მიუჯდა ინა, დაქანცულმა ბევრი ფიქრის გარეშე ჩამოსდო თავი მხარზე და იოანემაც აკოცა იქვე
_ცოტა ხნით წავალ ... პირველი სამი თვე ვიყავი გაბრიელი რომ დაიბადა მაშინ _თვალები დახუჭა და ჩურჩული განაგრძო
_გამოცდილი მამიდა მყოლია გვერდით...
_ესაა მომენტი ,როცა ილოს ბედნიერებას შემიძლია ხელით შევეხო და ვზრუნო მათზე . ყველაფერზე მეტად მეძვირფასებიან უკვე ორივე
_მერამდენე ადგილას ვარ მაგ უძვირფასესების სიაში... ის დროა ვეჭვიანობდე და ვეგოისტობდე_ლოყაზე კოცნიდა და თან ჩუმად ლაპარაკობდა
_შენთვის მატილდა ხომ გამორჩეულია ,წარმოიდგინე მისი შვილები
_მოდი წარმოდგენა ჯერ არ გვინდა... რჩეული მახსენდება ავტმატურად და ფერადი წარმოდგენა წყვდიადში იკარგება
_მე მგონია , რომ იმას უფრო მეტად უყვარს და საერთოდ მეტი სიყვარული შეუძლია ვიდრე მატილდას მე კი ჯერ ვერაფერს ვამბობ ჩემ უძვირფასესებს შორის შენ პოზიციაზე
_ერთ დღეს ხომ მეტყვი
_აუცილებლად _ თითქოს იგრძნო ილია რომ უახლოვდებოდათ ,ჯერ იესე გამოჩნდა და შემდეგ ინაც მათკენ დაიძრა.
_კიდევ გილოცავ ილიკო ,მა _ იესემ რამდენიმე სიტყვაში და ერთ ჩახუტებაში ჩაატია მთელი სიხარული
_ორგზის მამიკოს ამპლუაში როგორ გრძნობს თავს ჩემი ილია?_ ინა მოეხვია სამაგიეროდ დიდხანს. ჩაეხუტა,ბევრი აკოცა და აღარც მოშორდა იქამდე სანამ საუბარი არ დაასრულეს
_გაბრიელის სანახავად ჩამოვედი და უკან ავალ ისევ. ბავშვს მალე მოუყვანენ ... სძინავს ჯერ , გაბრიელზე უფრო გაუჭირდა ასე მგონია , მაგრამ ახლაც ძალაგამოცლილია.
_ექიმს დაველაპარაკე და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარაო...
_ბავშვის ფოტო კიდე გვინდა ... რომ მოიყვანენ ბევრი გადაუღე და გამოგვიგზავნე _ინა ელაპარაკებოდა და გულისცემას ვერ იმორჩილებდა . ფოტოს თან რომ დაურთო სიტყვები და იესეს სახე დაინახა საერთოდ წაერთვა მეტყველების უნარი
_გაიცანით იესე მინდელი
_ღვთის წყალობა არ მოგაკლებოდეს პატარავ ... რა დაარქვით? რომ მაჩვენე კითხვა დამავიწყდა სესილიასთვის . ასე მგონია ამ რამდენიმე წუთში შეიცვალა _ვერ გაიაზრა თავიდან , ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ პატარა ბიჭუნას უყურებდა მერე რომ ასწია თავი _რა დაარქვით ბავშვს ილო?
_იესე ...
_სესილიამ იცის ?
_მისი იდეაა მამა და შენც მასთან ერთად თუ დაიწყებ ნულიდან ცხოვრებას ყველაზე მეტად ეგ გაგვახარებს ყველას _ მარტასაც მოხვია ხელი. ისე ჩაიკრა ორივე თავისი საყვარელი ქალი გულში როგორც იცოდა ხოლმე
_მარტა იცი ბავშვის სახელი?
_ვიცი , კი ... მე ქმრის დამსახურებით ბავშვიც ვნახე . უკვე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ _ბევრი ხალხი იყო ირგვლივ. სასილიას ოჯახისწევრები,მეგობრები და ნათესავები _ პატარა იესე ძლიერი ბიჭია ... ჩემი აზრით დედიკოს ჰგავს
_გაბრიელს სძინავს ? ამ ხმაურში როგორ მოახერხეთ
_მეც არ ვიცი იოანემ რა გაუეთა _ ინა იქვე მდგომდ უყურებდა და ყურებამდე გაღიმებული იდგა _ ძილის მაგიას ფლობს

მილოცვებს იღებდა შემდეგი რამდენიმე წუთი. ხალხიც მიმოიფანტა ,იქამდე კი ბავშვის სახელის გაგებისას თავიდან დატრიალებულ ხმებს უსმენდა.
სოსო მინდელი ისედაც მუდამ განხილვის საგანი იყო . არც უკვირდა და აგრესიაც არ უჩნდებოდა არავის მიმართ. ახლა კი გულზე ისარივით მოხვდა
_იმედია პაპისგან განსხვავებით დალოცვილი,იღბლიანი და ბედნიერი ცხოვრება ექნება _ვერაფერს უპასუხებდა. რა უნდა ეთქვა ,მეც ბედნიერი ცხოვრება მქონდაო ? ნეტავ მე დამემსგავსოს და თქვენნაირი არ იყოსო?
_კიდევ კარგი ყველა ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ თორემ ღმერთმა დაიფაროს მართლა ზოგიერთი ისეთ შხამს დაატარებს გულით იმას რომ ემსგავსებოდნენ შთამომავლები _ ინას თითები შემოეხვია მკლავზე და მისი ხმაც გაიგო _ წავედით ჩვენ ... გაბრიელი მიმყავს . შენ მოხვალ მალე ?
_არ დამელოდო ... მიყვარხარ _ თავზე აკოცა და მერე ბავშვით ხელში მდგომ იოანეს გახედა
_დროებით ...

მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. გაბრიელმა გაიღვიძა,ცოტა იტირა,მაგრამ მალევე დაამშვიდა და ჩაიხუტა
_ჩემთან აშკარად უფრო კომფორტულად იყო
_ბოდიში რომ შენსავით უზარმაზარი ხელები არ მაქვს და ვერ დავიტიე მთლიანად
_ნუ ეჭვიანობ...შენ უფრო უყვარხარ. მამიდა ხარ ბოლოს და ბოლოს
_მე ისედაც უფრო საყვარელი ვარ
_ვერ შეგედავები... მე ნამდვილად არ ვარ საყვარელი და მოსაფერებელი _ სარკიდან უყურებდა და იღიმოდა
_გრძელი დღე გამოვიდა არა?_ ბინაში იყვნენ უკვე. გაბრიელი თავის ოთახში დააწვინა და ერთიანად გამოეცალა ენერგია. იოანემ მკლავები შემოხვია და ჩაიხუტა
_გრძელი ,მაგრამ ბედნიერი და დასამახსოვრებელი
_ახლა რომ დავიძინებ და გავიღვიძებ ხვალ პატარა იესე დამხვდება ... იესე დაარქვეს. ნორმალურები არ არიან
_სხვა უფრო მნიშვნელოვანს ვერაფერს ეტყოდა . ამაზე დიდ ბიძგს ვერ მისცემდა ცხოვრების გასაგრძელებლად
_იესე უცხო და ლამაზი სახელია
_არც მამაჩემს აქვს ცუდი სახელი . დათა დავარქვათ ბავშვს ,ჭკუიდან გადავა ... ორი თვე იქეიფებს _ იცინოდა და ჩახუტებულს თავზე ეფერებოდა. ისე იყო მოდუნებული ცოტაც და იქვე ჩაეძინებოდა
_ახლა არ გვინდა... ცოტა მერე დამაფიქრე ჩვენ საერთო ბავშვზე და ვეჭვობ ისე მომინდება მე დავიწყებ მზადებას _ თავით მკერდზე ეყრდნობოდა ქვემოდან რომ ახედა და იქვე აკოცა
_ ნწ ,პირველი გოგო მინდა ... შენნაირი ლამაზი უნდა იყოს და მერე ბევრი მომინდება უფრო
_სამოტივაციოდ გჭირდება ?_ უცებ გაიაზრა და ხმით გაიცინა _სულ არახარ უჟმური
_მატილდასთან ჩემზე ჭორაობას შეეშვი ... ის არ იცნობს შენ იოანეს
_ჩემი იოანე
_ხო ,შენი იოანე
_მომწონს_ მკლავები ყელზე შემოხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
_მოწონება არ მკმარა ...
_არც მე მკმარა შენთან ყოფნა
_ტყუილად არ შემომთავაზო,ვერ დავრჩები . ხვალამდე _ ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და საბოლოოდ დაემშვიდობა_ხვალ რომ გაიღვიძებ პირველს მე მომწერ და გაიაზრებ რომ ჩვენ რეალურები ვართ
..........
იესე მინდელი ჩადუნელების სახლიდან წამოსვლის შემდეგ ყვავილების თაიგულითა და ბუშტებით ხელდამშვენებული დაბრუნდა კლინიკაში. სამშობიარო სახლი შუაღამესაც ფხიზლად იყო. ვიღაც ზუსტად იმ დროს დაიბადა ,მეორე სართულის ფანჯრიდან ყვიროდა ახალბედა მამა "დაიბადა ანასტასია" ქვემოდან შეძახილებით შეხვდნენ ,ერთმანეთს ეხვეოდნენ და სიხარულს უზიარებდნენ.
იფიქრა ილიაც ჩაძინებული იქნებაო და დაცვას სთხოვა აეტანა პალატაში ყველაფერი. ბარათი დაურთო თან " ისევე მიყვარხარ და მეძვირფასები როგორი დოზითაც შენ სახელშია ჩემი ილია ჩემო სეს'ილია . მადლობა უფალს შენ რომ უნათებ ცხოვრებას ჩემ ილიკოს.
ვალში ვარ შენთან მთელი სიცოცხლით და შენ გაბარია ჩემი სამი სიცოცხლე "
წერის დროს ცრემლები მოერია.
უკან ეზოში გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. ფანჯრებს უყურებდა რომელ ოთახშიც ეგულებოდა თავისი პირველი და უდიდესი სიყვარულის პატარა ოჯახი . თენდებოდა უკვე ფანჯარა რომ გაიღო ,ტელეფონი ახმაურდა და ილიაც გამოჩნდა
_ბაბუუ დილამშვიდობისა ... _ კამერა ბავშვისკენ ჰქონდა შებრუნებული სესილიას ილია კი ფანჯრიდან უყურებდა _ ნახე როგორი ვარდისფერლოყება ვარ _ გოგინას წკრიალა ხმა მალამოსავით ედებოდა გულზე. ქერა თმაზე გადაუსვა ხელი ბავშვს და მერე პატარა სახეზე მოეფერა . ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა
_დედიკოს ჰგავს მზისფერი
_ორივე ბავშვი ქერაა მესამე გვეესაჭიროება თანაც გოგონაო შენმა ვაჟმა
_ჩემი ვაჟი რომ იმშობიარებს შემდეგ დააწყოს გეგმები _ ბავშვს უყურებდა ისევ და ცრემლით გადღაბნილი თვალებით ეღიმებოდა_ყველანი თქვენნაირი ლამაზები იქნებიან სულითაც და ხორცითაც ...
_მე რომ მკაცრი მამა ვიქნები შენ იქნები ტკბილი ბაბუა ,ხომ ?
_შენ ვერ იქნები მკაცრი მამა ... შენ ყველაზე დიდი მეგობარი იქნები მათთვის
_ეგ შენი ოცნება იყო ... როგორი დაღლილიც არ უნდა მოსულიყავი სულ უსმენდი ჩემ სულელურ ამბებს და რჩევებს მაძლევდი . კარგად ვართ ჩვენ , წადი ინასთან და გაბრიელთან სახლში .
_ ხვალ მარტასთან ერთად მოდით და გაეცანით ჩვენ იესეს კიდევ ერთხელ. ხვალ სულ სხვანაირი იქნება_ სესილიას ხმა გაიგო ისევ და მერე თავადაც გამოჩნდა _ ხვალამდე .
_დროებით
მანქანა ეზოდან გაიყვანა და დაადგა გრძელ გზას. ბოლოს ნანას საფლავის ქვას უყურებდა და ტიროდა
_უკანასკნელად ვფიქრობ შენზე და ჩვენ ამბავზე. ჯოჯოხეთში თუ შევხვდებით მერეც ვერ გამოჩნდება ჩვენ შორის უფრო დამნაშავე. ჯერ შენ მოკალი ჩემი ნანა და მერე მოგკალი მე. გათენდება ,მე ცხოვრებას გავაგრძელებ და წარსულს წარსულში დავტოვებ . შენი სულისთვის იმაზე მეტს ვილოცებ ვიდრე ჩემისთვის...მეტი არაფერი შემიძლია შენთვის.
.............
თენდებოდა დინასთან რომ შევიდა. თავზე აკოცა ძლივს ჩაძინებულს და დედისებური სურნელი ჩაისუნთქა დამძიმებულმა.
_ყველაზე მეტად მიყვარხარ და მოვკვდები რამე რომ დაგმართოს როგორ არ გესმის _ჩუმად თქვა , მაგრამ პასუხი არ მიუღია. საბანი გაუსწორა და ოთახი დატოვა.
.............
სასამართლოს ეზოში დაუხვდა და მთელი დღის დაღლილობა მოეხსნა მასთან ჩახუტებულს .
_დაჩიი... რომ აღარ მომწერე მეგონა საქმეები გქონდა და ვერ მოიცალე _გულწრფელი იყო ისევ ,მოსწონდა ასე ყველა ფიქრის მასზე განდობა
_კიდევ გაქვს საქმე თუ შეგიძლია რომ გამომყვე
_დავასრულე,მაგრამ მამამ არსად წახვიდეო
_ეგ იმიტომ რომ ეშინია და ჩემ გვერდით საფრთხეში არ ხარ
_წავიდეთ
_წავიდეთ _ სალომესთვის ხელი არ გაუშვია მანქანასთან მისვლამდე. შემდეგ კარი გაუღო და ჩაჯდომამდე ლოყაზე აკოცა . გრძნობდა მისი გულის ყველა შეფრთხიალებას, არეულ სუნთქვას და საშინლად მოსწონდა ყველა ემოციის მიზეზი თავად რომ იყო ,სალომესთან ყოფნა აიძულებდა მხოლოდ მასზე ფიქრს და ავიწყებდა ყველა დანარჩენს
_ახლა ჭორებს უნდა ვუსმინო. არადა უნივერსიტეტში არავინ მიცნობდა ლექტორების და კურსელების გარდა შენ კი როგორღაც ყველგან ვიღაც ნაცნობი გყავს _იმ მცირე მანძილის დაფარვამდეც შეხვდათ ნაცნობი
_მეგობრების მეგობრების მეგობრებიც გიცნობენ როცა ბიჭი ხარ თან ჩადუნელი თან შონია და თან მებონია
_ხოდა ეგ მეგობრების მეგობრებიც გაიგებენ დღევანდელ ამბავს.ყველა იფიქრებს რომ ერთად ვართ ... როგორ გავითიშე , სულ მირევ გონებას _ ჩუმად ბუტბუტებდა და თვალები ემღვრეოდა
_მმალავ სალომე ? ერთად არ ვართ და მე დამესიზმრა ყველაფერი რაც ჩვენს შორისაა ?_ თავი შეაბრუნებინა და თვალებში უყურებდა . გაეღიმა სფეროები რომ გაუფართოვდა და სიტყვები დაეკარგა
_რა ... მე და შენ
_ჩვენ , ჩვენ სალომე _ ლოყაზე აკოცა ,თითები თმაში შეუცურა და მერე მეორე ლოყაზე აკოცა _ მე შენთან მინდა .შენ ? _ თვალებში უყურებდა ,ისე ახლოს იყო გოგოს ფიქრები ერეოდა მოსმენილისგან მიღებულ ბედნიერებასა და მონატრებულ კოცნას შორის
_ რა მე
_შენ გინდა ჩემთან ?
_სულ _ამოთქვა და დაჩის ღიმილში დაიკარგა
_შენ სურვილებს მივყვები მე ჩემი პირადი ცხოვრებით , თანახმა ხარ ?
_დაჩი ... თვითონ თუ იაზრებ რას ამბობ
_გააზრებულიც მაქვს ,გადააზრებულიც და დარწმუნებულიც ვარ რომ სხვა არაფერი მინდა _ პერიოდულად ლოყაზე კოცნას აგრძელებდა თან მის ყურებას არ წყვეტდდა
_ისევ ის შეგრძნება მაქვს ახლა _თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა
_რომელი ის ...
_რომ სიზმარი ხარ და გამეღვიძება
_წავიდეთ ჩემთან და მე მოგიმზადო თუ სადმე სხვაგან ვივახშმოთ
_შენთან _სავარძელს მიეყრდნო სიცარიელეში დარჩენილი და საცობში გაჩერებისას ისევ აერია ყველაფერი
_სულ დამავიწყდა _ უკან გადასწია ხელი და სალომეს მზერამაც ახლა აღიქვა სავარძელზე მოთავსებული ათიოდე ლენტით შეკრული ვარდი _ ვერაფრით გავიხსენე რომელი ყვავილი გიყვარს, არ ვიცი მომისმენია და დამავიწყდა თუ არც გითქვამს ჩემთან ახლოს მყოფს. შენი ინსტაგრამიდანაც ვერაფერს გაიგებს კაცი ამიტომ ბოლოს დედოფალთან გავჩერდი ისევ...ჯერ დიდიის ყიდვა ვიფიქრე მერე შემეცოდე ისეთი მძიმე იყო რა აზრი აქვს იმათ მიცემას ეკარგება მთელი სინაზე და სინატიფე_თქო
_დაჩი უამრავი ვინმესთვის გიჩუქნია ყვავილები ამდენს ფიქრობდი სულ?
_არა ,მხოლოდ შემიფუთეს ვეუბნებოდი და მართლა ნამდვილად რომ მომინდა რეაქციის ნახვა გავჭედე ხომ ხედავ. რეალურად ცუდი შეყვარებული გამოვდივარ მგონი _ მანქანა ძლივს დაიძრა. ისევ მგზავრობისას უწევდათ საუბარი. სალომეს ვარდები კალთაში ედო და ეფერებოდა მერე მისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა
_დიდი თაიგულები არ მიყვარს და წითელი ვარდები მიყვარს ,ბანალურად_ ყელში აკოცა, თავი მხარზე დაადო და იქვე შეახო ტუჩები _კიდევ იები მიყვარს და კესანეები , მაგრამ ასე ყიდვა არცერთს უხდება. ეგ უნდა დაკრიფო საკუთარი ხელით და მაშინ მოაქვს ემოცია
_ჩემი თაიგულების გარდა კარგად მახსოვს შენ მაგიდაზე დატოვებული თაიგულები ჯერ კიდევ სკოლის დროს
_მიღებული თაიგული_მეთქი დაჩი... არცერთი დამიტოვებია ჩემთან . ყველა სხვას ვაჩუქე ,გადაგდება მენანებოდა ,მაგრამ იგივე არ იყო, ექსკურსიის დროს რომ გვირილა მომიწყვიტე მინდოდა წიგნში დამეტოვებინა და დამეკარგა სადღაც სახლში მისვლამდე. იმდენი ვიტირე მეორე დღეს თვალები შეშუპებული მქონდა
_გულს მტკენ უკვე სალომე
_მეე? როგორ
_ამდენხანს რომ გტკიოდა უჩემოდ უჩემობა და მე მეგონა გადაგივლიდა თუ შორს ვიქნებოდი,თუ მიზეზს არ მოგცემდი ჩემი სიყვარულის . მეც ვიკლებდი შენი სიყვარულის მიღების სიამოვნებას ...
_მე წარსულში არასდროს ვრჩები... ერთი კოცნით მომირჩინე ყველა უკოცნელი ტკივილი და ერთი ჩახუტებით ამივსე ყველა ჩახუტების სურვილი. წარსულს ვტოვებ წარსულში და ეს მიქმნის სიმშვიდეს
_სულიერი სიმშვიდის გაკვეთილებზე ჩავეწერები თქვენთან ქალბატონო სალომე თუ შეიძლება . გპირდებით მაქსიმალურად ვეცდები ,მოვინდომებ და უკმაყოფილო თქვენც არ დარჩებით _ მანქანა ჭიშკართან გააჩერა,დაელოდა როდის გაიღებოდა კარი და საშუალო ზომის ეზოში აღმოჩნდნენ.
_ამ სახლში მგონი პირველად ხარ ხომ?
_იქაც არ ვყოფილვარ მე დიდი ხნით. მხოლოდ ეზოსთან მოვხვდი ჩემი ძმა რომ მოვიდა
_კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩადუნელების საგვარეულო სახლში ,რომელიც ბაბუაჩემმა ანუ დიდმა ბიჭი ჩადუნელმა ააშენა საკუთარი ცოლისთვის. ბიჭი კი მაღაზიებს ფლობდა და სამშენებლო მასალებს ყიდდა ,მაგრამ პროფესიით არქიტექტორი იყო ,ხატავდა კიდეც და უბანშიც იცნობდნენ როგორც კარგ კაცს. ცოლად შეირთო პოლიციის უფროსის შვილი , რომელმაც ერთხელ დაიჭირა თავის ძმაკაცებთან ერთად. იმის ნაცვლად გოგოზე უარი ეთქვა საპატიმროდან გამოსვლის დღესვე ჩაისვა მანქანაში შეყვარებული და დაქორწინდნენ. მთელი ქვეყანა ეძებდათ,მაგრამ ჯვარდაწერილებს ვინ დააშორებდათ. დედა და დეიდა ხომ ლამაზები იყვნენ,მაგრამ ბებო ყოფილა ულამაზესი ქალი. ხელისგულზე ატარებდა ბიჭი ჩადუნელი ცოლსო, ამბები დადიოდა ქალაქში_ თქვა და სახლის კარიც გააღო _ ბიჭის გავხარ ხასიათითო ადრე მითხრა მისმა მოსწავლემ და პატარა მეგობარმა . მე თქვენს განკარგულებაში ვარ ქალბატნო სალომე _ ქურთუკი და ჩანთა გამოართვა , კარადიდან ფუმფულა ჩუსტები გამოიღო იქვე რბილ კუთხეზე ჩამომჯდარმა ქვემოდან ახედა _38 ხომ მოგერგება თუ არასწორად ვიყიდე?
_ჩემთვის იყიდე?
_ერთხელ აპირებ ჩემთან სტუმრობას?გგონია ასეთი ცუდი მასპინძელი ვიქნები და ჩემი სახლი ასეთი არაკომფორტული იქნება ?
_დაჩი ... _ბიჭმა ფეხსაცმელიც თავად რომ მოაშორა და ჩუსტები მოარგო ეს იყო მის გონებაში ყველაზე სახლური ,ყველაზე საყვარელი მომენტი .
_მომზადებული გქონდა ყველაფერი?_მაცივრიდან რომ დაიწყო კერძების გამოლაგება და კარზე კაკუნის შემდეგ პარკებით ხელში რომ დაბრუნდა სალომე მოიღუშა
_საერთოდ კარგი მადა მაქვს და ენერგიის ხარჯვის ფონზე ბევრსაც მივირთმევ. შენ კი მთელი დღე მშიერი დადიხარ ვიცი ...რა? დავიჯერო არაფერია რაც გიყვარს?
_შენ ხარ ... მე მინდოდა მეყურებინა როგორ მომიმზადებდი თუნდაც შემწვარ კვერცხს,დამწვარზეც თანახმა ვიყავი
_მე რომ დინამ მასწავლა მზადება და ვიცი რაღაცების გაკეთება ? დღეს ასე იყოს ,მხოლოდ სუფრის გაწყობის პროცესში დატკბი ჩემი ხილვით ... თუ გინდა რომანტიკული კომედიის გმირს რომ ვგავდე გავშიშვლდები ,უფრო მიმზიდველი ვიქნები
_და ჭამა საერთოდ დამავიწყდება
_გამორიცხე... ენერგია დაგჭირდება აუცილებლად _მის გვერდით დაჯდა და ლოყაზე აკოცა _ შეჭამ თუ მე გინდა გაჭამო _ სერიოზული ჰქონდა ტონი
_ეზოში ყვავილები გაქვთ?_ გვერდითა კედლიდან უყურებდა ეზოს ნაწილს. პაწაწინა სივრცეშიც სიმწვანე იყო
_ეგ დიანას ნამოქმედარია. ყველა კუთხე აითვისა ... მოგწონს?
_ძალიან ...აქ მომზადება ერთი ბედნიერება იქნება
_რომ გადმოხვალ მეტი არ მინდა იზარმაცო და არაფერი მომიმზადო სახლური ,არაიდეალური და გემრიელი
_ყველაფრის მომზადება ვიცი შენ რაც გიყვარს მხოლოდ თევზის რაღაცები არ გამომდის...სუნზეც გული მერევა და შეხებაც არ შემიძლია
_შეიძლება შენ შემომეჭამო დესერტამდე _ ჯერ უყურებდა გაბუსხულს ,სერიოზულად რომ დარდობდა და მერე კიდევ უფრო ახლოს მისწია სკამიანად ,მკლავები მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა
_მგონია რომ რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები _ დიდხანს ფიქრობდა,ელოდა მომენტს. თავგზაარეულს ეგონა ეჩვენებოდა,მაგრამ ბოლოს ჰკითხა . აივანზე იყვნენ,დაჩის მობეზრებული ჰქონდა ხედი და არც უყურებდა სალომეს გარდა არაფერს ის კი ყველაფრით აჟიტირებული ცდილობდა დეტალების დაჭერას და ბოლოს ისევ ბიჭზე შეჩერდა _ არ მეტყვი ?
_ძალიან მოკლედ ვთქვა თუ ვრცლად არ ვიცი ... ოჯახში ორი სწორი სასიყვარულო ისტორია ვერ გამოგვივიდა
_გიორგის შეურიგდა?
_ცოლის მკვლელ მინდელს ხვდება თურმე ამდენი ხანია... თვალებაციმციმებული რომ დადიოდა და ვფიქრობდი ძლივს იპოვნა ნორმალური კაცი_თქო
_ინას მამა ,იესე მინდელს გულისხმობ ?
_დიახ. რა პატარაა სამყარო არა? მიმტკიცებს რომ მაინცადამაინც ის უყვარს და უნდა
_შენ რა გააკეთე
_ვუთხარი რომ დაშორდეს ან არჩევანი გააკეთოს საერთოდ
_რომელი არჩევანი უნდა გააკეთოს...ან შენ უშენოდ დატოვებ უმადური ბავშვივით?
_უმადური არ ვარ ! უფლება მივეცი...
_უფლება შენგან უნდა აეღო?ეგ სჭირდებოდა შენგან თუ სიყვარული ,თანადგომა და საყრდენი
_ვინ სთხოვდა ომში ჩაბმას და თავის გასულელებას...კაცმა ისე როგორ უნდა გამოგაშტეროს რომ ბავშვებიანი ქალი მისი მსგავსი წარსულით აეკიდო არაპროგნოზირებად მკვლელს. რა სიყვარული აუტყდა ,რა სიყვარული მოიგონა საერთოდ მინდელთან ,როცა სამყაროში ამდენი კაცია
_მეც მიყვარხარ და ვცდილობ შენთან ვიყო . ვაშავებ რამეს?
_ჩემი შეყვარება და მისი ერთ სირთულეს და საშიშროებას წარმოადგენს შენთვის სალომე?
_რომ გიყვარდება არ ფიქრობ,არც გეშინია და არც სირთულეებს ითვალისწინებ თუ მასაც უყვარხარ ,გაქვს შანსი იყო მის გვერდით უნდა იყო და მორჩა ! დიანას ბავშვობიდან ვხედავ, არაა სულელი ქალი,პირიქით მკაცრი,შეუვალი და ძლირია. ასე უბრალოდ არ იქნებოდა კაცთან დარწმუნებული რომ არ იყოს მის გრძნობებში და სიმართლეში. დინას მიმართ მართალი იქნება ,ვიცი _დივანზე ისხდნენ, სალომე გვერდიდან ეხვეოდა, დაჩი წამით მოშორდა და წყლით გაავსო ჭიქა. სუსტად იყო,ნერვიულობისგან არც ეძინა და საჭმელიც სალომესთან ერთად პირველად ჭამა ნორმალურად . გოგო იმდენად მოქმედებდა მის აზრებზე ,ისე უჯერებდა მის სიტყვებს და შეგრძნებებს თითქოს მართლა სწავლობდა მისგან _კარგად ხარ ?
_არ ვარ ... _აღიარა. თავი დახარა და თითები მოისვა შუბლზე _ თვალებს რომ დავხუჭავ დედაჩემს ვხედავ და დანით ხელში ტიტეს. მერე მგონია ისევ მეწვის ხელებიც და სულ სისხლში ვარ. ტელეფონის ყველა ახმაურებაზე ვფიქრობ დიანა დამირეკავს და შველას მთხოვს ან ვინმე სხვა მეტყვის რომ რაღაც შეემთხვა
_ამ შიშს გინდა დანებდე დაჩი? არ გიფიქრია ,რომ პანიკის გარეშე მიიღო დიანას არევანი? ნუთუ მე უფრო ვენდობი მას ვიდრე შენ
_მე არ ვენდობი ? დიანას გარდა ვინ გამაჩნდა საერთოდ. მე უბრალოდ მშვიდად ყოფნა მინდა და იმ კაცთან მისი ყოფნა სიმშვიდეს სამუდამოდ დამაკარგვინებს. დიანა იყო ჩემი სიმშვიდე სულ , მაგრამ მითხრა ტიტესთან წადი და უთხარი გამოვიდესო. თითქოს მე მინდოდეს მისი თავისუფლებაზე ყოფნა
_გააბრაზებდი ,ატკენდი და ალბათ მანაც გითხრა რაღაც ისეთი
_ვატკინე ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა მისთვის. ვიცი არ დაშორდება... გონება დაკარგა ნერვიულობისგან და მე როგორ უნდა მოვიქცე საერთოდ ამის შემდეგ არ ვიცი...
_მეც არ ვიცი ნიკოს რა მოვუხერხო, მე მის სისისუსტეს ვებრძვი და შენ უნდა ენდო
_რა ხდება ნიკოსთან
_როგორ გადაუხადა ამდენი ფული ვახტანგიშვილსო...როდის მოვა ვალის დასაბრუნებლადო. კიდევ მითხრა რაღაცები ,არ აქვს მნიშვნელობა
_ფული არ გადაუხდია და არც მოითხოვს ვინმე. ტიტეს და გოჩას თურმე მანქანები უყვარდათ, თამაშის დროს უნიკალურ მანქანებზე თამაშობდნენო , ბოლოს გოჩას წაუგია თავისი და ტიტე იმ მანქანას უთმობდა ... სასაცილოა . ყომარბაზი მამაჩემის და მისი გარემოცვის თამაშები
_ამიტომ ახსენა მანქანა იმ დღეს? _დიახ ... შემიძლია დაველაპარაკო ნიკოს და დავამშვიდო. ვუთხრა შენი ვალის გამო არ მყავს გვერდით სალომე_თქო _ ზუსტად მიუხვდა ბიჭს ფიქრებს . სალომეს რამდენჯერმე აკოცა და უფრო ახლოს მიიზიდა _ მადლობასაც ვეტყვი . კიდევ კარგი ასეთი იდიოტი რომ ხარ თორემ როდის შევხვდებოდი ჩემი საწოლიდან გაქცეულ სალომეს არ ვიცოდი_თქო
_ნუ იხსენებ ,თორემ გავბრაზდები
_ძალიან გამიბრაზდები ?
_ნწ , ასე მგონია ვერასდროს გაგიბრაზდები და შენც არ უნდა გაუბრაზდე დინას ,არც დინა გაგიბრაზდებოდა წუხელ რაც არ უნდა გეთქვა მაინც _ თავი მის მხარზე ედო და ისევ აბრუნებდა დიაჯა ჩადუნელთან ფიქრებით. ვერ დაუტოვებდა დარდებს
_ მეც მაწყენინა ... ისე მელაპარაკა თითქოს მე ტიტე მჭირდება , ვაპატიებ და მივიღებ... შენც ეთანხმები?
_არა , შენ ტიტე არ გინდა შენ ცხოვრებაში ... მხოლოდ შენ სულს ჭირდება რომ აპატიო ისევ შენთვის ,მერე რომ აღარ გეშინოდეს მასთან მსგავსების და ეს ზიზღი თუ ჩაგიქრება ღმერთი სიმსუბუქეს გაგრძნობინებს. ვინმეს სიძულვილი საშინელი ტვირთია შენ თუ
_როგორ ვაპატიო ,შევურიგდე?
_არა , არა უბრალოდ უნდა იგრძნო ეგ... ასე ვერ აღვწერ და არც ვიცი
_მინდოდა მშვიდი საღამო გქონოდა, მე კი მაინც ჩემ უბედურებაზე გელაპარაკები ... დროც იწურება. სახლში ხომ უნდა დაგაბრუნო ,მამაშენი რომელზე მიდის სამსახურიდან ?
_მივწერე უკვე ნიკოს ,რომ დღეს გვიან მივალ ... ლანასთან გავივლი_თქო
_ასეა საქმე? ტყუილების თქმა შეგიძლიათ უფრთო ანგელოზებს?თუ ჩემთან დაცემული ანგელოზობისკენ ისწრაფვი _ თმებზე წაეთამაშა თითებით ,რამდენჯერმე აკოცა და თან უღიმოდა _ეგ შენი ლანა უნდა გამაცნო... დღეს ეგეც იყო იმ გოგოებს შორის ?არ მახსოვს ,ვერ დავაკვირდი შენ რომ დაგინახე
_ხშირად ვრჩები მასთან და ...მე ხომ ადრეც ვიცნობდი _ არეულად დაიწყო ლაპარაკი იმ წამს რა წამსაც დაჩიმ ყელზე გადაინაცვლა კოცნებით
_ჩემთან დარჩენა და მშობლების მოტყუება მე რომ არ მომწონს.?
_არ გინდა რომ დავრჩე ? მე ...მაშინ
_ეს აივანი მოგეწონა ,მაგრამ ჩემი არ გინახავს ჯერ _ ხელი ჩაკიდა და თან წაიყოლა. საძინებელში შეიყვანა და მის უზარმახარ საცხოვრებელში აღმოჩნდნენ _ მინდა გითხრათ,რომ აქ შემოსვლის ბედნიერება მხოლოდ ორ ქალს ჰქონდა ,მესამე ხარ
_დიანას და კესანეს ,ხომ ? _ პაუზის შემდეგ მიუხვდა და დაჩიმ ხმამაღლა გაიცინა_ რა ,არა? შენ ხომ არ ...
_თვეების წინ გავარემონტეთ . სულ ჩემი გადაწყვეტილია ყველა დეტალი და შენ აკლდი მხოლოდ, ქალი, რომელსაც ვუყვარვარ _ რას არ მისცემდა რომ გაეგო "ქალი რომელიც მიყვარს" ,მაგრამ იმაზეც თანახმა იყო რასაც იღებდა დაჩისთან ყოფნის დროს
_მომწონს
_მე კიდევ შენ მომწონხარ ამ ოთახში მყოფი
_მოლბერტი გაქვს ... ხატავ ?
_არა... იშვიათად . არ მაქვს დრო . იმდენ რამეს ვსწავლობ არქიტექტორებისგან ამდენი წელია,რომ ხატვაზე მეტად ხაზვაზე ვარ გადართული
_სულ მესმოდა ხატავსო და არასდროს მინახავს შენი ნახატები საპრეზენტაციო პლაკატებს თუ არ ჩავთვლით . ყველა მასწავლებელი შენ რომ გაჩეჩებდა და კიდევ ის ნახატი. ბავშვობაში კონკურსი რომ მოიგე ... ის შავ_თეთრი გამოსახულება და ქალი ,ყველა ამბობდა რომ დედა იყო
_შენ იყავი , გვირილებით სავსე მინდორში რომ იდექი ... მეგონა იცოდი
_მე ? მე როგორ
_ნახატი შავ_თეთრი სპეციალურად გავაკეთე თორემ შენი თმის ფერით ყველა გიცნობდა
_მე არც მიფიქრია რომ შეიძლებოდა ოდესმე დაგეხატე ... სადაა ის ნახატი ახლა ?
_დირექტორს აქვს კაბინეტში ალბათ ახლაც ...
_როგორ მივხვდებოდი რომ მე ვიყავი... გვირგვინი მაინც ვერ დამახატე ? ყვავილებიც გვირილებს ვერ მივამსგავსე შავ თეთრ ნახატზე უბრალოდ მინდორი იყო
_გვირგვინი ჭელიძემ გაგიკეთა და გგონია ჩემ ნახატზე იმ გამოშტერებულის გვირგვინით დაგხატავდი? _მაგიდის უჯრაში ეძებდა საქაღალდეს, რომელშიც ნახატები ჰქონდა ჩალაგებული _ძირითადად პეიზაჟებია ან უბრალოდ ფერები. სიბერეში თუ გამომიჩნდება დრო იქნებ დავხატო დიდ ტილოებზე
_ჭელიძესთან ვმეგობრობდი უბრალოდ და იმიტომ დავიტოვე ის გვირგვინიც
_კი,ისიც მეგობრობდა ... ეგ იდიოტი თავს ძლივს იჭერდა შენთან ახლოს რომ იყო. იცოდა არ გაინტერესებდა და ახლოს დასარჩენად მეგობრის სტატუს იყენებდა
_სად არის ნეტავ,რომ გადავიდა სკოლიდან მას შემდეგ არ მინახავს
_თუ მოგენატრა დაგაკავშირებ
_არ მოვნატრებივარ თავად თორემ მიპოვიდა შესაბამისად არც მოვწონდი და შენ აჭარბებდი
_მე არაფერს ვაჭარბებდი... როგორც მეგობარს მხოლოდ გეგი გიყურებდა და მართლა მეწყინა რომ წავიდნენ ქვეყნიდან. მის გვერდით რომ იყავი მშვიდად ვგრძნობდი მეც თავს...ნიკოსთან მყოფს უფრო გემუქრებოდა პრობლემები ვიდრე მასთან. ნიკოს ერთი ლამაზი გოგო სჭირდებოდა პონტიდან მოსატყდომად ეგრევე დაგტოვებდა მარტოს და გეგის თუ მიჰყავდით თან შენ და ნინიკო თვალს არც თქვენ გაშორებდათ და არც სიტუაციას _წარსულს იხსენებდა მისი გონება და ტონიც ეცვლებოდა,გაღიზიანდა თითქოს
_ატყობ? წარსულში ქექვა გიორმაგებს უარყოფით ემოციებს და სულ სხვა ტალღაზე გადაჰყავხარ მაშინ როცა აქ ვარ და ველოდები როდის მომიყვები ამ ნახატების ისტორიას რომელიც უამრავი გქონია _ სხვადასხვა ზომის ფურცლები მაგიდაზე გაშალა. გრძელ სკამზე ჩამომჯდარმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ყურადღებით დააცქერდა პირველ ნახატს
_ყველა არც მახსოვს და ვერც აგიხსნი. ზოგჯერ შუაღამეს ვხატავდი და ნახევრად მეძინა . დიანას ჩემი ბავშვობის დროს დახატული ცხოველებიც კი აქვს
_მთები მოგწონს ? ეს იმ ადგილს გავს თითქოს _ბევრ ნახატზე იყო სხვადასხვა ფერში და სხვადასხვა ტიპის პეიზაში _ ზუსტად ისეთი სახლია და ეზოც
_ბავშვობაში დავდიოდით და ჩამრჩა ალბათ გონებაში... ხომ გითხარი არ მახსოვს ისე ვხატავ და მერე ვინახავ
_ლამაზია ... ძალიან მომწონს მე ყველა . ჩარჩოებში ჩავსვამდი და მთელ კედელს გავავსებდი
_ეს რა კედელზე დასაკიდებელი ნახატებია...ნებისმიერი დახატავს
_მე ოთხკუთხედ სახლს სამკუთხა სახურავითაც კი ვერ ვხატავდი ... როგორ ვისტრესებოდი ხელოვნების გაკვეთილებზე შენ არ იცი
_ხომ დაგიხატე რამდენჯერმე ,გეთქვა ასე თუ განერვიულებდა და სულ არ შეგაწუხებდი ირმას დავალებებით
_მე შენ როდის დამიხატე ... მე ლიკას ვუთხარი,ვთხოვე და ლიკამ მომიტანა ჩემი რვეული. შენ საიდან
_ლიკას ეზარებოდა და ცუდად დაგიხატავდა . თან გოგოები ბოღმიანები არიან ხოლმე სპეციალურად არ დახატავდა თავისზე კარგს თორემ მერე თავის ნახატში შენ რომ მაღალი ქულა მიგეღო ხომ გაგიჟდებოდა
_ლიკას როგორ გამოართვი რვეული ... რა შესთავაზე დუმილისთვის
_თვალები აგენთო ... კი ,ნამდვილად ბრაზობ
_დაჩი მითხარი ლიკა როგორ გააჩუმე ამდენი წელი ერთხელ რომ არ დასცდა
_მე გამოვართმევდი გგონია? ხომ მაშინვე გეტყოდა ან საერთოდ არ მომცემდა რვეულს ... კიკნაძე იყო შუამავალი. ვითომ კიკნამ დახატა და მერე მისცა. იცოდა კიკნა ჩვენში ყველაზე ცუდად ხატავდა და სიხარულით გადაულოცა. მერე ეჩხუბა მახსოვს ასე შენთვის არ ინდომებ და სალომესთვის რატომ გახდი ფიროსმანიო _ გვერდით მიუჯრა, თმაზე ეთამაშებოდა და ღიმილით აკვირდებოდა მის სახეზე შეცვლილ ემოციათა ფერებს
_უნდა გეთქვა... მე რომ მცოდნოდა შენ ამდენი გააკეთე მე კი მეგონა სულ არ მაქცევდი ყურადღებას და აღმოჩნდა,რომ ჩემზე დაქრაშულ ბიჭებსაც კი ამჩნევდი და ჩემ სისუსტეებს ასწორებდი თანაც წლების წინ
_რომ მეთქვა იფიქრებდი ვუყვარვარო და შენ პატარა გულში იმედი რომ გამეჩინა და მერე მომეკლა მოვკვდებოდი მეც ... შენ დალაგებულ გონებას ავრევდი. გაურკვევლობაში ჩაგაგდებდი და არ შემეძლო შენთან თამაში _ ცხვირის წვერზე აკოცა და მერე ისევ ლოყაზე
_აღარ ვიცი რა გავაკეთო ... რა ვიფიქრო,რა
_არაფერი ... განაგრძობ თუ შევინახო. არაფერია განსაკუთრებული_თქო ხომ გითხარი
_არის ... ყველა განსაკუთრებულია _ ზურგით მიეყრდნო დაჩის მკერდს ,სანამ ბიჭი ნაზად ეფერებოდა ის განაგრძობდა მისი შემოქმედების გაცნობას . ოცნებას ისრულებდა ფაქტობრივად,მისი სულის დამალულ ნაწილში იჭყიტებოდა _პეპია ? რა საყვარელია... ასეთი კაბა მე მქონდა _ პაუზის შემდეგ თქვა თითქოს სტანდარტულ ზღაპრის გმირს რომ დააკვირდა _ყველაფერი ნამდვილად განსაკუთრებულია_ბევრი იყო ფერები ,მხოლოდ შავი და ნაცრისფერი ,სახის კონტურები თითქოს სული იყო ქაოსში ჩაკარგული. ფერადი ფურცებიც შეხვდა ,მაგრამ იქაც არეულობა დაინახა და მერე ყურთან ჩურჩულით ნათქვამმა მთელ სხეულში დაუარა ცხელ ტალღად
_განსაკუთრებული შენ ხარ
_მე არ ვარ შენ ნახატებში ... _ლამის დასცდა ოცნებად მქონდა შენ ჩემი დახატვის სურვილი გქონდესო და დაჩის მიხვედრილი პასუხის გაისმა
_გინდა დაგხატო?
_მე არ უნდა მინდოდეს ... მხატვარს უნდა ჰქონდეს სურვილი
_მე მაქვს სურვილი ახლავე
_არ გინდა გთხოვ... ხელოვნურად ნუ ეცდები ჩემ გახარებას. შენი ნახატები ისეთი ფაქიზია,იმდენად შენია და შენი სულის ამოძახილია. არ მინდა რომ დამხატო ... ახლა არა
_აკოცა და მერე მოზრდილი დაგრაგნილი ნახატი გახსნა_მატილდა დაგიხატავს ... ვიცი რომ მოგწონდა რაღაცნაირად რაღაც დროს
_მიყვარს და მეძვირფასება, მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში ,მაგრამ ჩემი ქალი არასდროს ყოფილა არც წარმომედგინა ოდესმე ჩემ გვერდით
_მისი დახატვა მოგინდა
_ბევრი ვინმე დავხატე ეგრე... ხატვა გიტარაზე დაკვრას და ლექსის მოყოლას გავს ბიჭისთვის გოგოსთვის თავის მოსაწონებლად
_გულისამრევია
_სულ ივიწყებ რომ მე შენამდე არავისთან ვყოფილვარ და მხოლოდ შენ გაქვს ბედნიერება მიცნობდე სრულიად შიშველს სულითა და ხორცით ...
_მაგრამ მე არასდროს დაგიხატივარ...ჩემთან არ გიფლირტავია და პაემანზეე არ დაგიპატიჟებივარ _ფურცლებს დაჰყურებდა ისევ ,მოღუშული ბუტბუტებდა უცებ შიშველი ქალის ფიგურასთან რომ შეჩერდა _ ეს ვინაა
_არავინ ... უბრალოდ წარმოსახვა . მხატვრები ხშირად ხატავენ შიშველ ქალებს
_ბევრი გაქვს ასეთები ?
_აღიარე რომ ლამაზია
_არის კი
_იბუტები და არ მომწონს _თავი შეაბრუნებინა და რამდენჯერმე აკოცა _შენ შიშველს ვერ დაგხატავ...ნებისყოფა არ მეყოფა და ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდება _თითები ზედის ქვეშ წელზე შეუცურა და კოცნაში აიყოლია გოგო
_დამხატე
_აბა არაო?
_შიშველი დამხატე _ ისევ აკოცა,თეთრი პერანგის ღილები თვალის დახამხამებაში გახსნა , ფეხზე წამოდგა შარვალიც მოიშორა. ხალიჩაზე ფეშიშველი იდგა მიმზიდველი თეთრეულით და წიგნების თაროების წინ მდგომი სავარძლისკენ გაემართა. ორივე ფეხი აკეცილი ჰქონდა ,თმა ზურგს უკან გადაიყარა და დამუნჯებულ დაჩის მზერა გაუსწორა _დამხატე იმ დიდ ტილოზე ასეთი
_შიშველი არ ხარ _თვალის მოუშორებლად უყურებდა და უღიმოდა მის სითამამეს
_ხოო? როგორც იტყვი _ მარტივი მოძრაობით მოიშორა ბიუსჰალტერიც _ დაიწყებ?
_დავიწყებ _წამში დაფარა მანძილი,ხელი წელზე შემოხვია ჰაერში ასწია და საწოლზე ორ ნაბიჯში აღმოჩნდა
_დაჩი ... დაჩი უნდა დამხატო
_ჯერ ნატურას შევისწავლი და შემდეგ ...
................
ბავშვზე გადართული თუ შეამჩნევდა დინას გაუცხოებას არ ეგონა ჩადუნელს. დროს მოვიგებო ფიქრობდა,დავლაგდები და გადაწყვეტილებას მივიღებო ,მაგრამ არ გამოუვიდა.
საქმესაც ვეღარ უდებდა გულს. კონცენტრირება უჭირდა . დაჩის ნახვაც არ უნდოდა დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდა,არც სირცხვილის და თავადაც არ იცოდა საბოლოოდ რა სჭირდა. მასაც დროს აძლევდა , იმედი ჰქონდა აზრს შეიცვლიდა . ბავშვები ბაღიდან რომ გამოიყვანა სახლში დაბრუნების ნაცვლად გართობის დღე მოუწყო. ასე თვეში რამდენჯერმე იქცეოდა,მაგრამ შუა კვირაში ვერ ახერხებდა და ბავშვებმა დღეც კი ჰკითხეს
_კვირა თუ არის ბაღში რა გვინდოდა დედა?
_ხუთშაბათია დღეს ... კვირის დღეები ხომ ვისწავლეთ დე?
_ვისწავლეთ ხო ... ჯერ ვითვლი მერე პარასკევი ,შაბათი და კვირა .მაღაზიები დაკეტილია ?
_უკვე გვიანია დე შაბათს წავიდეთ ლამაზი კაბები ვიყიდოთ _თავბრუსხვევას მთელი დღე გრძნობდა ,მაგრამ ჭამის შემდეგაც რომ არ გაუარა უკვე ვეღარ უძლებდა. ხშირად გადაღლილობისგან მადა დაუკარგავს, მთელი დღე შეეძლო ფინჯანი ყავით გადაეტანა ,მაგრამ ახლა ცუდად გრძნობდა თავს.
_დეეე ... დედაა კარგად ხარ ?
_ კი დე ... უბრალოდ წყალი მინდა. მომიტან ?
_ახლავეე _ბავშვების ხმებიც კი აღზიანებდა იმ წამს. კინოთეატრიდან გამოსული ხალხი ერთმანეთში ირეოდა. ხმაურმა თავისტკივილი გააძლიერა. თვალები დახუჭა და თავი დახარა . ვერ იტანდა სისუსტეს, რომელიც უიშვიათეს შემთხვევაში ერეოდა და ახლა არ იყო ის დრო როცა ასე უნდა დაცემულიყო
_დედაა ... რა გტკივა?
_თვალები მეწვის დე _ ბავშვი ხელზე უჭერდა სანამ სანიმ წყალი მიუტანა და ბოთლი მიაწოდა
_დედიკოო წავიდეთ სახლში... აღარ გვინდა მულტფილმი
_ხუთი წუთი დავინიშნოთ დე ,კარგი ? გავა ხუთი წუთი და წავიდეთ _ წყალიც ვერ დალია,ღებინების შეგრძნება გაუჩნდა
_რამე თუ გტკივა ერთად დავითვალოთ და გაგივლის დე ...ჩვენ რო ვიცით ისე . სანიკოს ფეხი რომ ეტკინა დაცემის დროს და დავითვალეთ აღარც ტიროდა _ პატარა ხელს სახეზე უსვამდა ,მერე აკოცა კიდეც . მათ დამშვიდებას რომ ვერ ახერხებდა ეს ცალკე აგიჟებდა,მაგრამ გულის წასვლის შეგრძნებას ვერ ერეოდა . თითქოს ზუსტად იმ დროს ამღერდა სანის ხელში მობილური და იესეს ხმა გაიგო
_გამარჯობათ ბავშვებო
_გამარჯობა იესეე ... იესე შენ სად ხარ ? დედას თავი ტკივა და სულ თეთრი გახდა . ცუდადაა , თორემ ამდენ ხანს ერთ ადგილას არ ჩერდება
_სანი მობილური დამიბრუნე...კარგად ვარ _ არ ჩანდა იესეს გამოსახულება ,დინამაც გათიშა კამერა
_კი ,გეტყობა ხმაზეც და დღევანდელ ჩემთან კომუნიკაციაზეც როგორ კარგად ხარ . ბავშვებოო სანი,კესოო არ ინერვიულოთ დედა კარგად არის უბდალოდ დროა ცოტა იზარმაცოს და ხშირად დაისვენოს ხოლმე .
_ხოო დედა სულ მუშაობს ხოლმე
_ მომიყევით აბა ბაღში რა ხდებოდა დღეს
_არაფერი ... ახალი მასწავლებელი მოვიდა და სანიკოს მოეწონა
_ლამაზი გოგოა?
_ ხო ... სულ იცინის და ისე გვასწავლის სიმღერებს
_თან უკრავს და ისეთი კარგი ხმა ააქვს _ ბავშვებს სანამ ესაუბრებოდა დინას საშუალება მიეცა მოდუნებულიყო. თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, თვალები ეხუჭებოდა ტკივილისგან ,გაბრუებული ვერ აზროვნებდა . კესო და სანი ტიტინებდნენ ,იესე ნაკლებს საუბრობდა ,ძირითადად უსმენდა და მერე ახლოს გაისმა მისი ხმა
_მოხვედი ? ასე უცებ როგორ მოხვედი _ ტირილი მოუნდა რომ დაინახა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ერთი დღე კი არა საუკუნე იყო გასული
_რა გჭირს კლინიკაში დავადგენთ თუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ _ ახლოს იყო, ხელი წელზე მოხვია ,საყრდენად ექცა და ფერდაკარგულ სახეზე მოეფერა _ არაფერი გიჭამია დინა? _ შუბლზე აკოცა და ქალი ერთიანად რომ მოეშვა მისი დაჭერა ძლივს შეძლო
_უსაშველოდ დავიღალე ... მართლა აღარ შემიძლია _ ჩუმად თქვა და შუბლით მიეყრდნო მკერდზე .
_ყველაფერი გაივლის რაც არ უნდა იყოს. მომიყვები და ერთად მოვიფიქრებთ გამოსავალს. შენი საქმეების მე არ გამეგება,მაგრამ ვიპოვნით ვინმეს ვინც დაგვეხმარება . ჯერ დედა ხარ და მერე ბიზნესლედი _ წარმოდგენა არ ჰქონდა დინა საქმის გამო თუ არ იყო ამ მდგომარეობაში. ან გული უგრძნობდა,მაგრამ არ ენდობოდა წინათგრძნობას
_შენ რომ ჩაეხუტე მგონი უფრო ცუდად გახდა ...
_მე ახლა სახლში წაგიყვანთ და თქვენ რომ ჩაეხუტებით ,მასთან ერთად დაიძინებთ და მოეფერებით ბევრად უკეთ იქნება
_არ შემიძლია _ თავი არ აუწევია,არც თვალები გაუხელია. მთელი სხეულით იესეს ეყრდნობოდა მინდელმა ხელში რომ აიყვანა და ისე წავიდა _ მძიმე ვარ
_ყველაზე მსუბუქი ხარ იმათ შორის რაც მიტარებია _ ჩუმად უთხრა და თავზე აკოცა_ შენი ექიმი გყავს თუ სულერთია სად წავალთ
_არ მინდა ექიმთან
_ტირი დინა ?
_არ მინდა ექიმთან _ კიდევ უფრო მიეკრო და ცრემლებიც წამოუვიდა _ შენთან მინდა ... ასეთი რთული რატომაა
_ვინ თქვა ,რომ რთულია _მანქანაში ჩასვა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. ცრემლებიც შეუმშრალა და რამდენჯერმე აკოცა _ როგორი სხვანაირი ხარ ,ბავშვს დაემსგავსე მთლად და გულს გამიჩერებ მალე _ ტუჩებზე ისე შეეხო ბავშვები რომ ზურგს უკან ჰყავდა ვერ გაითვალისწინა _ მე შენ გვერდით ვარ , ძალიან მარტივია იყო ჩემთან თუ ეს შენ გინდა მე სიცოცხლის ბოლომდე გვერდიდან არ მოგშორდები
_დედა შენ გააბრაზე და იმიტომაა ცუდად ?
_არა დე ,იესე არ მაბრაზებს
_შენ დედა გიყვარს თუ ამდენს რატომ კოცნი და ასე რატომ ეხუტები
_ძალიან,ძალიან მიყვარს და სულ მინდა ჩავეხუტო
_მაშინ დედა რატომ ტირის?
_არ ვიცი ... არ მეუბნება _ორივე უკანა სავარძელზე დასვა. ღვედი შეუკრა და ჩუმად განაგრძო საუბარი _კარგად ვარ უკვე ...
_შენც გიყვარს იესე დედა? _ კესანეს აღარაფერი ადარდებდა აღიარების გარდა _თუ მარტო იესეს უყვარხარ?
_სხვა დროს ვიჭორაოთ დე ...
_არ მინდა სხვა დროს
_დააცადე ცუდადაა სახლში წავიდეთ ჯერ დაჩიკოსთან _სანიმ გააჩუმა და დიანამ გულში ათასჯერ გადაუხადა მადლობა.
_ექიმთან როდის მიხვალ ... გამოგყვები
_უბრალოდ დასვენება მჭირდება...შენ არ იფიქრო ჩემზე. ოჯახს დაუბრუნდი და
_და შენ ვინ ხარ ჩემთვის დინა ?
_გთხოვ ...
_რას მთხოვ მითხარი მეც რომ ვიცოდე და გიპასუხო შემიძლია თუ არ მაგ თხოვნის შესრულება
_დრო მჭირდება
_მე არ
მანქანა რომ გააჩერა ჯერ ბავშვები ჩამოსვა შემდეგ დიანას მხარეს გააღო კარი და მისკენ დაიხარა
_არ ამიყვანო... თვითონ შევალ. დაჩია სახლში
_დაჩია შენი ამ მდგომარეობის მიზეზი?
_არა ... მხოლოდ საკუთარი თავია მიზეზი ყველაფრის. დრო მომეცი,გთხოვ
_რისთვის დინა ...
_წარსული რომ დავტოვო წარსულში და ისე მოვიდე შენთან
_არ ინერვიულო რაც არ უნდა მოხდეს...ასეთი არავის და არაფრის გამო უნდა იყო. მე სულ არაფერი მჭირდება შენგან ,მხოლოდ გინდოდე და თუ ამაში ეჭვი გეპარება მაშინ
_ყველაფერში მეპარება ეჭვი იმის გარდა რასაც შენ მიმართ ვგრძნობ _ ახლოს მიიწია, ლოყაზე აკოცა და შემდეგ ტუჩებზეც შეეხო ფრთხილად_მიყვარხარ,ვიცი
_და ამის შემდეგ უნდა გაგიშვა?
_არ გამიშვა,უბრალოდ დამელოდე
..........
...........
დიანა მეორე დღესაც არ უნახავს. სალომესთან შეხვედრა დაგეგმა და დილიდან მოულოდნელად გამოჩენილი მატილდაც დაპატიჟა
_არ მჯერა რომ ერთად ხართ
_საიდან მოიტანე
_ჭორი გავრცელდა. ყველამ იცის ვახუშტას ,ნიკუშას და შენი ამბავი. შენ ვის გამო ჩაერეოდი ,ტიტესთან ვისთვის მიხვიდოდი თუ სალომე არ იქნებოდა შუაში. ვის უმალავ ,მეე?
_ არავინ იცის ჯერ ... ჩემი და სალომეს პირადია
_კონკრეტულად რა არ ვიცით დაჩიკოო?_ სხვისი ბედნიერება საკუთარივით ახარებდა. ტაში შემოჰკრა ,მისკენ შებრუნდა და ისე დაიწყო უკუსვლით სიარული
_ვიღაც გოგოს სტაფილოს ეძახდი და არ მოგწონდა ჩემთვის
_სტაფილოს ახლაც ვეძახი ,მაგრამ ისე უყვარხარ შენც გიყვარს თურმე ... აქამდე ვერ მივხვდი ,კახეთში ერთად რომ გნახეთ
_ფოტოები როგორ გადაგვიღე
_ინტუიცია მაქვს ,ვიცი როდის შეიქმნება საოცარი ფოტომასალა და გამოგყევით. იმდენად მიმზიდველები იყავით ერთად , წარმოუდგენლად მომეწონეთ იმ წამს
_როგორი ლამაზი ხარ ბედნიერი შენ თუ იცი ქალბატონო მანანა? _ მისკენ გადაიხარა და გაღიმებულმა უჩურჩულა
_მოგკლავ და არ გეღირსება სალომეს ალერსი
_დაგაგვიანდა მკვლელობა ,მაგრამ ისეც ვერ გამიმეტებ
_ნეტავ ამ მანანას რატომ მეძახდა
_არ გახსოვს როგორი ბავშვი იყავი? ხუჭუჭა თავით, ცელქი,მოუსვენარი ... ვერ ვაჩერებდითო იაკო ყვება სულ და რა ვიცი აბაა რატომ უნდა დაგიძახოს შენზე უფროსმა ილდანმა მანანა
_არ მჯერა რომ შეიძლება ახსოვდეს პატარა მატილდა ...
_რატომ არის დაუჯერებელი
_შევუყვარდებოდი ისეთი რომ ვენახე იმდენად გასაოცარი ბავშვი ვიყავი
_როგორი თავმდაბალი ხარ ,პირდაპირ მაოცებ
_თმა აღარ მაქვს ისეთი ხუჭუჭა,ტალღოვანი გახდა ... ხომ არ შევიჭრა
_დაეკითხე ილდანს
_შენ მე ხუმრობებს ნუ შემაჩვევ თორემ იცოდე წამოგცდება იოანესთანაც და რა ამოვა მისი ყბიდან
_მე რომ გეხუმრები არ ბრაზდები და იოანე გაგაბრაზებს?
_იოანეს გული გაუსკდება ... ჰგონია ,რომ წესიერი ,პატიოსანი, მშვიდი და უკომფლიქტო ბიჭები მომწონს. რომ გაიგოს მას ვაბულინგებ თავისი ჩხუბების გამო და ამ დროს ილდანი მიყვარს
_მისი ცხოვრება მშვიდი რომ არ არის ეგ ფაქტია ... მე როგორც შენი არაბიოლოგიური ძმა მეტად დავინტერესდდი ბატონი თორნიკეს პიროვნებით. მართალია მტრების ნაკლებობას არ უჩივის ,მაგრამ მოძალადე,გიჟი, ფსიქოპათი და ნარკომანი,ლუდომანი არ არის . ვინმე ნორმალური რომ შეგყვარებოდა და ჩვეულებრივი ცხოვრება გქონოდა გამიკვირდებოდა კიდეც
_არ მიყვარს
_აბა რა ქვია რაც გჭირს
_ავად ვარ ... ილდანი მჭირს
_სიყვარული უკურნებელი ავადმყოფობა უნდა იყოს ყველა შემთხვევაში
_სად მიგყავარ არ მეტყვი ადამიანო?
_სალომეს უნდა შევხვდე აქვე ,კაფეში და შემომიჩნდი აუცილებლად უნდა გნახოო თურმე ინფორმაციის გამოძალვა გინდოდა
_სწავლა რაც დაიწყო ვერ დაველაპარაკე ნორმალურად... როგორ მიდის მისი იურისტად ფორმირების ამბავი უნდა გამოვკითხო
_დამელოდე მოვალ _ყვავილების მაღაზიასთან იყვნენ გზა რომ გადაჭრა. მატილდამ ილდანის მანქანაც შენიშნა იქვე და რამდენიმე წუთში ორი თაიგულით ხელში გამოჩნდა კიდეც. წამის მეასედში მუხრუჭების ხმამ გააყრუა ქუჩა. მატილდას მზერა დაებინდა იმის წარმოდგენისას ,რომ წინ გაჩერებული მანქანა ჩადუნელს დაეჯახა . გამოძრავებას სანამ შეძლებდა იქამდე ამოქმედდა თორნიკე, მძღოლის მხარეს მანქანის კარი გამოგლიჯა და ეს უკანასკნელი კეფაში ჩავლებული ხელით გადმოათრია. საიდან გაჩნდა ამდენი ხალხი ან ზუსტად იმ დროს როგორ მივიდნენ არ იცოდა. რაღაც მომენტში რეალობის აღქმაც კი დაკარგა. მზერა რომ დაულაგდა ილდანი იდგა მის წინ და მშვიდი ტონით ესაუბრებოდა
_სალომესთან წადი , უთხარი დაჩიმ გამოგიგზავნა და თვითონ მოგვიანებით დაგიკავშირდება_თქო _ ორივე თაიგული ისე ნაზად ჩაუდო ხელებში თითქოს წამის წინ თვითონ არ გადმოათრია კაცი მანქანიდან და არ ჩატენა მეორეში _ მატილდა, შეძლებ კითხვების გარეშე წახვიდე სალომესთან და არაფერი უთხრა იმის გარდა ,რომ თაიგული გაუგზავნა დაჩიმ?
_შენ კარგად იქნები ?
_დაჩის გამო არ იდარდო,საღამოს თქვენთან იქნება
_შენ ... შენ როგორ იქნები . მამამისი საშიშია
_ მე როგორ ვიქნები მატილდა ?_ თვალებში უყურებდა და იღიმოდა_ ჩემზე საშიში არავინაა ამ ქვეყანაზე,მხოლოდ შენ არ გეშინია... ფოტო გამომიგზავნე თაიგულს რომ გადასცემ
_თუ დამპირდები ,რომ შენც მოხვალ საღამოს დაჩისთან ერთად
_შენ მაინც როგორი ხარ , მა ტილ და _იღიმოდა მხოლოდ მისთვის , იქამდე სანამ შებრუნდებოდა და წავიდოდა.
საბურავების კვალი დარჩა მხოლოდ. ირგვლივ ბევრი ადამიანი იყო , მაგრამ არავინ ჩარეულა ,თითქოს მხოლოდ შენგელიამ დაინახა ყველაფერი და იგრძნო მომხდარის სიმძაფრე.

_რა ჯანდაბა ხდება _ ილდანის მანქანაში მჯდომმა ჩადუნელმა უკან ჩატენილ გათიშულ ვახუშტის გახედა და სისხლის დანახვისას რეაქცია რომ არ ჰქონდა ესეც ვერ გაიაზრა იმ მომენტში _ ყველაფრი დასრულდაო და ესაა დასასრული?
_ტიტე კადგად იცნობს გოჩას...ყველაფერი მოგვარდება.
_ტიტემ გთხოვა ? თავიდანვე იცოდი და იმიტომ არ ჩაერიე მე რომ ტიტესთან მისვლა დამჭირვებოდა?
_არა . შენ რომ მიხვედი იმ დღეს დამიკავშირდა ,დაბრუნება მთხოვა და შენ გვერდით ყოფნა. არ ჩავრეულვარ პირადად იმიტომ რომ შენ უსაფრთხოდ იყავი მაშინ ... არ გეგონოს მე ვმეგობრობდე მასთან , უბრალოდ ბექნუს მეგობარია ,ხომ იცი და მე წლებია მაქვს კომუნიკაცია მასთან
_ ვიცი ...
_დამიჯერე. არაფერი იცოდა არც მან და არც მე . აწი რაც მოხდება შენ არაფერ შუაში იქნები ესეც გახსოვდეს
_რა მოხდება
_ამ ჭიაყელას არსებობა დაივიწყეთ შენც და სალომემაც
_რას უპირებ
_მკვლელობას ამ მიწაზე არ ვაპირებ... სხვა შენთვის უმნიშვნელოა . მე ვილაპარაკებ ,შენ რამდენიმე კითხვას უპასუხებ და მერე უბრალოდ დაელოდები სახლში დაბრუნებას. ტიტე კი გაბრაზდება მაინც რომ გაგრიე,მაგრამ სხვა ვარიანტი არ დამიტოვეს _მანქანას ისე მართავდა დაჩიმ ადგილმდებარეობაც ვერ დაადგინა. სიმშვიდის შენარჩუნება მისთვის რთული ამბავი ნამდვილად არ იყო,ილდანზე დაკვირვებაც საინტერესოდ ეჩვენებოდა იმ დროს. იმდენად არაპროგნოზირებადი იყო თორნიკეს შემდეგი ნაბიჯები ,სრულიად უცხო და წარმოუდგენელი რამ ხდებოდა დაჩი ჩადუნელისთვის.

ნახევრად გათიშული ვახუშტა გადაათრია და გაურკვეველი შენობისკენ დაიძრა. ერთ_ერთი ოთახის კარი გააღო და დაუპატიჟებლად შევიდა გოჩა ვახტანგიშვილთან
_თორნიკე? რა ხდება ... რამ შეგაწუხა
_რამ არა,ვინ შემაწუხა
_რა ხდება _ ვახო რომ დაინახა სახე აერია
_შენი ტუტუცი შვილი ხდება. უნდოდა დაჩი ეცემა ,იქნებ მოეკლა კიდეც
_შენ რა შუაში ხარ
_იცოდი?
_არა
_არა თუ კი ... ტიტესი გშურს გოჩა? ცოლის სისხლით დამძიმებული, ციხეში მჯდომი კაცის გშურს და კაცი ხარ შენ? მერე იტყვიან შვილი მამას არ ჰგავსო,არადა ასლია შენი
_სიტყვებს დაუკვირდი მე ვიღაც
_ზუსტად ვიცი ვინც ხარ და ტყუილად ნუ მიხსენებ ბექნუს და შენ ურთიერთობას _ ზუსტად იმ დროს ოთახში რამდენიმე კაცი შევიდა და გოჩაც საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან
_იცოდი არა? თავიდანვე იცოდი რაც ხდებოდა და დაელოდე
_შენც იცოდი ჩემთვის ვინ იყვნენ და მაინც არაფერი გააკეთე
_არ ვიცოდი ... ახლა ვიცი,მაგრამ შენ რატომ გინდა მტრად გადამიკიდო ვერ ვხვდები
_მტრად? მე მტრები არ მყავს ... მე უბრალოდ გზას ვაგრძელებ და ვიღაცები უკან რჩებიან,უფსკრულში გადაჩეხილები
_მემუქრები?
_კიტამ მოგიკითხა ნავერიანმა. მამაჩემის დოკუმენტებში ვიქექებოდი და საინტერესო ამბები გავიგეო
_რა იყო პოლიციასთან თანამშრომლობას იწყებთ?ეგაა თქვენი დაბრუნება ?
_ბ.ზობას მაბრალებ გოჩა ? ხმამაღლა და სხვების თანდასწრებით და არ გეშინია ტყვიის თავში, ამ ბრალდებისთვის
_შენ და კიტა ბავშვები ხართ ,არ იცით აქ რა წესებით მიდის თამაში ... ხუტა , გაბო თქვენ ხომ მიცნობთ . ამ გუშინ დაბადებული ბავშვების გჯერა? ან საერთოდ რა უნდა დაჩი ჩადუნელს ჩვენ შეხვედრაზე. როგორ გაბედა მისი აქ მოყვანა
_ტიტეს შვილის მოკვლას აპირებდი და უფლებებს ახსენებ? ტიტეს ერთადერთ შვილს უკლავდით შენ და შენი ლაწირაკი ბიჭო ?
_ვახოს უყურებთ რა მდგომარეობაშია? ჩემი შვილის ეს მდგომარეობა ვის ვაპატიო
_მე ჩვენი შეხვედრისას გაგაფრთხილეთ,გახსოვთ ? კიდევ გადამეღობება გზაზე და დავივიწყებ თქვენ არსებობას_მეთქი. იქამდე მხოლოდ იმიტომ შევიკავე თავი ,რომ მოლაპარაკება გქონდათ ტიტე შონიასთან და არ ჩავერიე. პატივისცემა გამოვხატე შეთანხმების მიმართ. როდის შეასრულებთ თქვენ თქვენს სიტყვას? სულ ეს იყო თქვენი სიტყვის წონა? მე ვერ ვერკვევი და ასეთი მსუბუქია დაპირება?_დაჩი ჩაერთო მოულოდნელად _იქნებ ამბის სრული ვერსია გინდა გაიგოს ყველამ . დარწმუნებული ვარ ტიტესგან არავის ეცოდინება მამა_შვილმა რა იკადრეთ
_ოხ მე შენი _ იქამდე მდუმარედ მყოფი ვახო თავდასხმას აპირებდა,მაგრამ დაჩი იქამდე სანამ დანას მოიქნევდა
_შე პატარა გველის წიწილო გგონია ჩემთან ასე მოიყვან ჩემ შვილს. შემიკრებ აქ ხალხს და ასე გამაფუჭებთ?_ დაჩი გოჩას ხელში იარაღს არ ელოდა , მაგრამ ილდანმა იცოდა ზუსტად კაცის ხასიათი. ისე დადგა ჩადუნელის წინ და გაისროლა ვახტანგიშვილის მიმართულებით თითქოს ტირში იყო სათამაშოს მოსაგებად. ვახოსკენ რომ მიბრუნდა და ფეხებში ესროლა ირგვლივ არავინ შეწინააღმდეგებია.
_დაიწყო თამაში ჩემი წესებით _ ვახოს იარაღი კუთხეში მიაგდო და ჩადუნელს მიუბრუნდა _ შენც გესროლო თუ გახვალ
_გავალ ? სისხლისგან იცლება
_ამისთვის ისვრიან დაჩი ... _ გაეღიმა და დანარჩენებს გადახედა . შეტყობინება რომ მიიღეს და გასასვლელისკენ დაიძრნენ. რამდენი დრო იყო გასული ვერ მიხვდა ისე გაივსო ოთახი პოლიციელებით _ არაფერი თქვა ,ჩემ ადვოკატს დაელოდე უბრალოდ. დღესვე სალომესთან იქნები ,გპირდები _ იარაღი დაბლა დაუშვა და ცარიელი ხელები აჩვენა_გამარჯობა ბატონო დიმა , თქვენც შეგაწუხეს ჩვენ გამო ? _ღიმილით შეეგება დიმიტრი დევდარიანს
_რამდენი დღე გაუძელი საკნისგან შორს ყოფნას
_არ დამითვლია _ ჩუმად თქვა და მორჩილად გაჰყვა მის ნაბიჯებს.

პოლიციელების წინ ცხოვრებაში პირველად იდგა დანაშაულში ეჭვმიტანილის რანგში ხელებაწეული. პირველად მოხვდა მათ მანქანასთან ახლოსაც კი არათუ უკანა სავარძელზე მჯდომი. ზედმეტი შეხლა_შემოხლის გარეშე დაადეს ხელბორკილები და ვახტანგიშვილებთან ექიმები შეუშვეს.
უცნაური შეგრძნება ჰქონდა, არც შიში,არც სასოწარკვეთა,არც სინანული. თავს დამნაშავედ არ გრძნობდა და ალბათ ამიტომ არ უდარდია დამნაშავის სტატუსით,პოლიციელებით გარშემორტყმულს. არც დიანა ჩადუნელის იმედგაცრუება აღელვებდა,იცოდა გაუგებდა ,იცოდა არ დაინახავდა მის თვალებში ტკივილს. მხოლოდ სალომე ედარდებოდა , ჩაშლილი პაემანი და ილდანის მატილდასთან დაგეგმილი შეხვედრის გაურკვეველი ვადით გადადება. როგორც ილდანმა უთხრაა,
ელოდა ადვოკატს და ისიც მალევე გამოჩნდა. როგორ მოხერხდა წარმოდგენა არ ჰქონდა,მაგრამ 12 საათამდე აცნობეს გირაო გადახდილია ,მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და გათავისუფლებული ბრძანდებითო. ნივთები გადასცეს,ხელი მოაწერინეს რამდენიმე დოკუმენტზე. ადვოკატი საუბრობდა ძირითადად და შემდეგ დიანაც დაინახა. მოსალოდნელად მშვიდად იდგა და ელოდა
_გმადლობთ ბატონო მოსე ... _ადვოკატს მიმართა პირველს
_სასიამოვნოა თქვენთან ყოველი შეხვედრა ... ნეტავ თქვენი შვილის მსგავსი უდანაშაულოები იყვნენ სულ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები _ ხელზე აკოცა ქალს
_თორნიკე ?
_კარგად იქნება , არ იდარდოთ _ გაეცინა კაცს ისე თითქოს დასასვენებელ რეზიდენციაში აგზავნიდნენ ილდანს.
_არაფერს მეტყვი?
_არ ვიცი თორნიკეს რა გეგმა აქვს,ნორმალურად არც ვიცნობ ,მაგრამ ის არაკაცი არ გაჩერდება ასე მარტივად ტიტემაც თუ ვერ შეაშინა
_ვინ ელაპარაკება ასე საპატიმროდან გამოსულ შვილს
_დიანა ჩადუნელი... სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. სალომე გველოდება სახლში ,ვიჩქარო თუ
_ცარიელია გზა დიკო რა დროს 60 _ით სიარულია? ილდანზე რას ამბობდნენ
_დაიჭერენ
_არანორმალური აღმოჩნდა, ყველაფერი მართალი ყოფილა რასაც ყვებოდნენ
_მზად რომ არ ყოფილიყო სასჯელისთვის სხვაგვარად მოიქცეოდაო გოგამ თქვა. მოკვლა რომ სდომოდა ისე დამარხავდა ორივე მამა_შვილს ვერავინ იპოვნიდაო
_სისხლის სუნი იდგა ირგვლივ და მე გულისრევის შეგრძნება არ მქონდა. მხოლოდ თორნიკეს ვუყურებდი , სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა
_დანაშაულის შეგრძნების არქონა განასხვავებს ერთმანეთისგან დამნაშავეებს ... მსხვერპლი და მიზეზი
_მე უფრო მძაფრად მქონდა დანაშაულის შეგრძნება შენთან ხმის აწევის გამო ვიდრე მას ორი კაცისთვის სროლის შემდეგ
_და ასეთ კაცთან მატილდა წარმოგიდგენია ბედნიერად მყოფი,რადგან გგონია რომ ქალს არ დაუშავებს. მის გამო რომ დაუშაონ მერე? იცი ბიჭის გამო დედა და ჩვენ როგორ საფრთხეში ვიყავით გამუდმებით ? გისოსებს მიღმა იყავი ცოტა ხნის წინ სრულიად უდანაშაულო
_ვერ ვიჯერებ რომ ასე მარტივად შეიძლება გიყვარდეთ ორივეს ისე რომ ეს საუბარი გვქონდეს დედა
_მე არ მჭირდება მჯეროდეს ... ვგრძნობ და ამ გრძნობაზე ლაპარაკიც არ მინდა. ჩემია,ჩემშია და ჩემთანაა
_ელაპარაკე ?
_დრო ვთხოვე და მელოდება ,უსასრულოდ დამელოდება მიუხედავად იმისა,რომ ახლა ჰგონია მე ჩემ სიყვარულში შემაქვს ეჭვი. აზრადაც არ გაივლებს შენ თუ მაბრკოლებ და რამე შემაჩერებს უსიყვარულობის გარდა
_ასე იოლად დაგთმობს თუ არ გეყვარება?
_რა გინდა რომ მოისმინო ... ენერგიას მართმევს ეს საუბრები. დანაშაული არაა მტკიცებულებები და არგუმენტები რომ მქონდეს და დაგაჯერო ის რაც მომავალშია. მე ახლა არჩევანი მაქვს გასაკეთებელი შენ შიშს დავნებდე მეც შენთან ერთად თუ შენი შიში გავანადგურო
_მასთან დაშორებას არ აპირებ და რისთვის სთხოვე დრო
_უბრალოდ მჭირდება რომ საკუთარი თავი ჰარმონიაში მყავდეს იქამდე სანამ ცხოვრებას შევცვლი და აქტიურ ფაზაში გადავალ...
_მე რას მიპირებ
_მე შენ დაკარგვას არ ვაპირებ ,შენ ჩემ დაკარგვას არ აპირებ და იესეს თუ ვერ შეიყვარებ როგორც ოჯახის წევრს მე პრობლემა არ მექნება
_ასე უბრალოდ მაპატიე ?
_რა ?
_რაც გითხარი და როგორც გელაპარაკე
_შეუძლებელია მე შენ რამე ვერ გაპატიო ... გელოდება სალომე . შენთვის და ჩემთვის თუ არ მისთვის მაინც მოიშორე ყველა შიში რაც გაქვს . თუ პატიება გჭირდება და მე არ გასწავლე ,აპატიე ... აპატიე მხოლოდ შენ გათავისუფლდი _ მანქანიდან პირველი გადავიდა , მობილური იპოვა და იესეს მისწერა "ხვალ დრო რომ გექნება შევხვდეთ. მიყვარხარ "
_კარგად ხარ ... დაჩი _ სალომემ როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა და მოეხვია. სახეზე ეფერებოდა და კოცნიდა
_ცოტას კიდევ თუ მაკოცებ წინააღმდეგი არ ვიქნები,მაგრამ უხერხულია _ჩუმად უთხრა და ყურთან აკოცა _ ორმაგი პაემანი ჩაგვეშალა . მარტო მე და შენ შევხვდეთ ყოველთვის _ ყბაზეც აკოცა და ჩურჩული იქამდე განაგრძო სანამ სალომე არ მოვიდა გონს და აწითლებულმა გაზარდა მანძილი
_ბავშვებს სძინავთ ხომ ? შემოდით, სახლში ვისაუბროთ
_როგორ არიან ისინი _ მატილდამ ჰკითხა და პასუხის მოლოდინში გული მოეწურა
_ორივე ცოცხალია. თორნიკე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ციხეში დარჩება ... _ შენგელიას გამომეტყველების დანახვისას მიხვდა დიანა ჩადუნელი ყველაფერს _დარწმუნებული ვარ დიდი ხნით არ დარჩება
_მკვლელობის მცდელობა ... წლებს გაატარებს ციხეში _ ჩუმად თქვა და თაიგულს შეხედა ,წასვლამდე რომ მიაჩეჩა ხელში ილდანმა. მისი ხმა ესმოდა და მის სახეს ხედავდა ისევ_უნდა წავიდე... რადგან კარგად ხარ,მე სახლში მშვიდად დავბრუნდები
_მოიცადე ,სალომეც უნდა წავიყვანო და ერთად გავიდეთ მატი
_კარგი ... წავიდეთ. ნახვამდის დიანა
_ნახვამდის
_მალე დავბრუნდები _ დაჩიმ თავზე აკოცა და გოგონებთან ერთად დატოვა სახლი.

მატილდა მიიყვანა ჯერ ,რომელიც მთელი გზა ჩუმად იჯდა და სიტყვას არ ძრავდა. მისი ქმედება დაუფიქრებელ,იმპულსურ ქცევად ეჩვენებოდა და გამართლებას ვერ უძებნიდა .
_ყველაფერი ჩემ გამო მოხდა...არც კი ვიცი ახლა რა უნდა გავაკეთო. იმდენი გეგმა ჰქონდა და ახლა ციხეში უნდა იყოს ისევ?
_თავს ნუ დაიდანაშაულებ...ილდანს ნამდვილად არ ენდომება შენ რომ ცუდად იყო . დატკბი ძლივს მოპოვებული ბედნიერებით _ მანქანიდან გადასვლამდე უთხრა სალომეს _ სიახლეს თუ გაიგებ ხომ მეტყვით
_აუცილებლად ...
_როდის გამოუშვებენ როგორ გგონია_მატილდას უყურებდა და წარმოიდგენდა თორნიკეს ადგილას დაჩი რომ ყოფილიყო
_დაველოდოთ ... მჯერა ,რომ იმაზე ადრე ვიდრე წარმოდგენა შეგვიძლია
_გგონია გეგმა ჰქონდა?
_არ ვიცი ... შენ უკეთ უნდა იცნობდე
_შენთან მინდა. არ მინდა სახლში...ისე შემეშინდა ყველაფრის გამო მეგონა გული გამიჩერდებოდა სანამ დაგინახე _ გვერდიდან ჩაეხუტა და რამდენჯერმე აკოცა _ მაპატიე . შენი მშვიდი ცხოვრება ისე ავრიეთ
_შენ არაფერ შუაში ხარ და თვითონ ხარ ჩემ ცხოვრებაში სიმშვიდე
_დინას შეურიგდი?
_ტიპიური ტუტუცი ბავშვი გამოვდექი დედას რომ აწყენინებს და დედა ყველაფერს პატიობს
_იესესთან რას აპირებს
_დიანა ჩადუნელია, ღმერთი რომ გამოეცხადოს მასაც არ დაუჯერებს და ისე იზამს როგორც უნდა
_მიიღე და მშვიდად იქნები
_შენ რა მარტივად გადაწყვიტე ქალბატონო მოსამართლევ
_თუ დააკვირდები მიხვდები როგორ უხდებიან ერთმანეთს
_იესეს ლამაზი თვალების და შთამომავლების გამო დაწერილი პლიუსები კმარა ჩემი იდეალური დინას მეორე ნახევრობისთვის?
_თვალები კმარა დაჩი თვალები, რომლის ანარეკლიც შენი დინა ჩადუნელია
_ჩემ თვალებში არაა საკმარისი შენი ანარეკლი იმისთვის რომ სულ ერთად ვიყოთ და სახლში არ დაგაბრუნო ყველა შეხვედრის შემდეგ ?
_დღეს რთული დღე გამოვიდა ... სხვა დროს ვისაუბროთ მსგავს გადაწყვეტილებებზე. მიყვარხარ
_მე იმაზე უფრო ვიდრე გგონია _ მანქანიდან გადასვლამდე მოეფერა,ტუჩები დაუკოცნა და ძლივს შეელია.
ყველა ჯერზე უფრო უძნელდებოდა და მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა გონებაში
"ქორწილი დიდი უნდა ნეტავ თუ სადმე მარტო ჩვენ და ლამაზი მოგონებებით დღე იკმარებს"

..........
ოთახში იყო იესემ რომ დაურეკა და ამჯერად უპასუხა კიდეც
_ყველაფერი გავიგე...მათემ მომიყვა დაჩიც იქ იყოო. როგორაა
_კარგად . ვიცოდი რომ არ გაჩერდებოდა ის ბიჭი,მაგრამ ასეთ განვითარებას არ ველოდი. ადამიანებს რატომ არ შეუძლიათ ბოროტების გარეშე ცხოვრება არ ვიცი. თორნიკეზე რას ამბობენ ჩხიკვაძეები
_თორნიკე ამათ არაფერს ეუბნება. წარმოდგენა არ აქვთ რას გეგმავს. ასე სულელურად არ დააჭერინებდა თავსო მხოლოდ ამას ამბობს ყველა. შენ რას აპირებ
_არაფერს ... ველოდები რა მოხდება
_ძალიან ინერვიულე?
_ვიცოდი დაჩი ისეთს არაფერს დააშავებდა ... მხოლოდ სალომე შემეცოდა . ძალიან იყო ანერვიულებული . არ მინდოდა ასე მენახა ერთად ,მაგრამ ისეთი საყვარლები იყვნენ . გული გამითბა
_მე რომ გავიგე ილომ ვიღაც სცემა და იზოლატორშიაო მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი
_ჩემთვის უცხო არ იყო იზოლატორი,ადვოკატები და მოსამართლის ლოდინი მთავარი იყო მისი უდანაშაულობა მეჯერა...
_სალომე მეც გამაცნო ინამ , წარმომიდგენია ერთად როგორ სიმშვიდეს ასხივებენ
_ამდენს ნუ ეწევი თორემ მეც მინდება და დავიწყებ თავიდან
_ციხეში მივეჩვიე და გადაჩვევა ჭირს...
_ბატონო სოსო ... ქალბატონი თამარი გელოდებათ _ ბიჭის ხმა გაიგო და მაშინვე იგრძნო ეჭვიანობის ტალღა _თქვენ კაბინეტშია
_მადლობა ... მივალ ახლავე
_მანდ როდის წახვედი. სახლში აღარ ბრუნდები ? ბავშვის გამოყვანის დროს აქ არ უნდა იყო?
_ყველაფერს დავასრულებ და თან დავბრუნდები
_და ეგ თამარი ვინ არის
_ძმის შვილის დაბადების დღისთვის დაჯავშნა მაგიდა და რაღაც პრობლემა იყო ... თემურა აბაშიძის ცოლის დაა
_ბათუმში გადმოსახლდა ?
_არ ვიცი
_მე ვიცი სამაგიეროდ
_რატომ მიყურებ ისე თითქოს ჩხუბს აპირებ ? რამე დავაშავე და არ ვიცი?
_მე რა ვიცი , მანდ შენ ხარ მარტო იმ შენს უზარმაზარ კაბინეტში ვის როდის და რამდენი ხნით უმასპინძლებ შენ იცი მითუმეტეს როცა მე დრო გთხოვე და
_ეჭვიანობ? _ თვალები დაუწვრილდა ისე გაეცინა
_რადგან განწყობა იდეალური გაქვს შეგიძლია შეხვდე თამარას ... წავედი. უნდა დავიძინო
_მართლა იძინებ თუ მე არ გინდა დაგირეკო
_მოიცლი ჩემთვის?
_ დინა
_დამღლელი დღე მქონდა და სჯობს დავასრულო შენთან დიალოგი სანამ ჩამოვალ და ქალბატონ თამარას რამეს დავმართებ. მე ხვალ შეხვედრას ვთხოვდი და ეს თურმე ბათუმში წაბრძანდა ... ის დაბერილი ტუჩები არ მოგაკაროს , მისთვისაც სჯობს და შენთვისაც
_ყველაფერი ნუ გიხდება თორემ მოთმინების უნარს ვკარგავ და მომიწევს გადმოვიარო მთელი საქართველო
_ხვალ ხომ ბრუნდები
_ხვალ საღამოს თბილისში ვიქნები. ზეგ კახეთში გეპატიჟებით ... ოთხივეს. იესე მინდელს გაგაცნობთ
_მოვალთ ,ოთხივე . გკოცნი, მიყვარხარ .არ დაგავიწყდეს შენ გენდობი, ქალებს არა

იესე მინდელისთვის ვინ შეიძლება ყოფილიყო სამყაროში დიანა ჩადუნელის გარდა. არც გაუვლია გონებაში ვინმესთან ფლირტიც კი , მხოლოდ დინა ჰყავდა ფიქრებში და მისი მონატრება დაჰყვებოდა თან .
სახლში რომ მივიდა მისწერა
_სახლში ვარ . მშვიდად დაიძინე
მაშინვე გაეღიმა როგორც კი გამოჩნდა "seen" . ბალიშს მოხვია მკლავები და დინაზე ფიქრში მოვიდა ძილიც.
.............
_დიმამ დაიჭირა დევდარიანმა _ იოანე მიუწვა გვერდით და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ უთხრა
_ვინ
_ილდანი
_მერე ?
_ის იძიებს საქმეს და ყველაფერი ეცოდინება
_არ მაინტერესებს. ჭორები შენ ინას უყვარს
_გამოუშვებენ ვიცი ,მაგრამ მასთან რამდენად უსაფრთხოდ იქნები არ ვიცი
_არ ვიქნები საერთოდ ... რატომ ამოიჩემე _ ცოტაც და იტირებდა,მაგრამ მაინც არ აღიარებდა
_ რა გიშველო არ ვიცი ... დევდარიანს მოსწონდი და შენ ილდანი გიყვარს
_ნუ მაბრალებ
_იქნებ მართალიც ხარ და არ გიყვარს... აფრენ უბრალოდ
_ინა წავიდა სოფელში?
_არა ... ხვალ გამოიყვანენ სამშობიაროდან ბავშვს და ერთად წავალთ . შენ არ წამოხვალ?
_წამოვალ... ფოტოები უნდა გადავუღო პატარა მინდელს
_ყველაზე ბედნიერი უნდა იყო და სუნთქვას არაფერი უნდა გიკრავდეს _ თავზე ეფერებოდა. კოცნიდა და მაინც ვერაფერს უხერხებდა მატილდას დარდებს.
_მიყვარხარ ძალიან და მიხარია ბედნიერი რომ ხარ ინასთან. მჯერა მე თქვენი და ადრე რაც გითხარი შეცდომა იყო , უცნაურები ხართ და ვერ დაგინახეთ სწორად
_მე იცი რისი მჯერა?
_არ ვიცი
_შეუძლებელია ილდანს არ უყვარდე უბრალოდ არ ვიცი რა სჯობს რომ უყვარდე თუ რომ არ უყვარდე
_სიყვარული ყოველთვის სჯობს უსიყვარულობას
...........
_როგორ ხარ შენგელიების თვალის ჩინო?_ ღიმილით შეხვდა ძველ მეგობარს დიმა დევდარიანი
_კარგად ... შენ ? მაჩვენე აბა რა უნდა გავაკეთოთ შენ ძვირფას ბინაში
_შევიცვალე მისამართი ... გავფართოვდი . მინდა ისეთი იყოს ოჯახიც რომ დაიტიოს
_მარტოხელა ცხოვრებას ასრულებ ?
_აღარ არის დრო?
_ანუ ისეთი უნდა გამოვიდეს შენც რომ მოგეწონოს და შენ მეორე ნახევარსაც_ ლიფტიდან გავიდნენ და დევდარიანის შავ კარკასში აღმოჩნდნენ
_ყველაფერი შენ ხელშია ... მე ვენდობი შენ გემოვნებას და დარწმუნებული ვარ ჩემ მეორე ნახევარსაც მოეწონება პირველი რემონტის დაწყების მასშტაბურ სურვილამდე მაინც . ერთადერთი რაც მინდა ჩემი სამუშაო ოთახია. სადმე მარტო ყოფნა და ფიქრი რომ შევძლო ისეთი . გარეთ ხუთი ბავშვი რომ დარბოდეს და მე მაინც შემეძლოს მშვიდად მუშაობა
_შენი საქმეებით სახლში მოდიხარ ხოლმე? ზედმეტად მძიმე არ არის?
_გააჩნია საქმეს... ზოგიერთი რაღაც დროის შემდეგ სახალისოც კი ხდება როცა მიხვდები მიზეზს და შედეგს
_სახალისო საქმეც შეიძლება გქონდეს?_ თან მუშაობდა და თან უსმენდა . აივანზე გაჩერდა ბოლოს ,სუნთქვა ეკვროდა ნელ_ნელა , ეძებდა მომენტს როცა ილდანს ახსენებდა ,მაგრამ დევდარიანმა აღარ გააწვალა და მატილდასთვის მოულოდნელად თავად დაიწყო თორნიკეზე საუბარი
_შენ ობიექტივში მოხვედრილ ილდანს მობილურში შენი ფოტოები ჰქონდა თანაც არა შენი სოც ქსელებიდან გადმოწერილი . აშკარად მისი გადაღებული იყო ... შემთხვევით გამოკითხვაზე ხომ არ უნდა დაგიბარო
_თუშეთში ყოფნის დროს გადამიღო
_ეგეც ,მაგრამ სხვებიც ჰქონდა...ყველა მათგანში ისეთი უცნაურად ლამაზი იყავი მერე შენ გამოქვეყნებულ ფოტოებს ვაკვირდებოდი და ის სხივი არსად გქონდა. რა უცნაურია არა?
_საერთო მეგობრები გვყავს და სულ მე ხომ არ გადავიღებ ფოტოებს _ თვალს არ აშორებდა ნახაზს ,დიმა კი მას
_უცნაურია . საკუთარი დედის და დის ფოტოები ჰქონდა თითო _თითო სხვა არავის შენ გარდა . საერთოდ ტელეფონიდან ყველა ზარი,შეტყობინება ,ყველაფერი ამოშლილი ჰქონდა და საინტერესოა რატომ ვერ გაიმეტა შენი ფოტოები თუ უბრალოდ უნდოდა ჩემთვის ეჩვენებინა რომ მისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ
_ მისთვის მნიშვნელოვანი არ ვარ
_აბა მხოლოდ შენთვის არის მნიშვნელოვანი ?
_ჩემთვის მითუმეტეს არ არის
_შენი საყვარელი თეთრი ვარდების თაიგულს ამზადებინებდა სანამ დაჩისთან ერთად მისეირნობდი ზუსტად იმ მხარეს. ვახტანგიშვილის თავდასხმამდე ყვავილები დაგიტოვა,შენ დასამშვიდებლად მოიცალა და მეუბნები რომ სულერთია? სამშაბათს შენთან იყო სახლში,ღამით ... კარი არავის გაუღია. თვითონ გააღო და მალევე გამოვიდა . იქნებ რამე დაკარგეთ
_ილდანი იოანეს სახლს გაქურდავდა შენი აზრით?
_იმ სახლში,მისთვის ყველაზე ძვირფასად შენ რომ აღიქმები ეს არის მნიშვნელოვანი
_რადგან შენ მოგწონდი ოდესღაც იმას არ ნიშნავს , რომ ყველას გემოვნებას ვაკმაყოფილებ
_მე ?მე მგონი საერთოდ არ მომწონდი. შენთვის არც ფოტოს გადაღება მიცდია და არც მქონდა საერთოდ მობილურში შენი ფოტო
_დაკითხვებზე ილდანი გყავს და შეგიძლია მას ჰკითხო
_და მერე გაგაგებინო ... ეგეც არის იდეა უბრალოდ ილდანი საქმესთან დაკავშირებით არაფერს ამბობს ისე ვსაუბრობთ ზოგად საკაცობრიო საკითხებზე. მისი ადვოკატი ისე მუშაობს მალე იქნება სასამართლო და გირაოს საფუძველზე გამოუშვებენ სამაგიეროდ ვახტანგიშვილებს გადავიყვანთ პირდაპირ საავადმყოფოდან ციხეში. აი ილდანზე რომ მიიტანენ ეჭვს და იფიქრებენ ითანამშრომლაო მერე შეინარჩუნებს სიშავეს შავებში თუ გაღიავდება ეგ არის საქმე
_შენ დანაშაულს არ ჩადიხარ ამ ინფორმაციის მოწოდებით?
_ეს ინფორმაცია საჯაროა... მე რომ გიყვებოდე კიდევ რა საქმეებზე მიდის დაკითხვები აი მაშინ უკვე ჭორაობაზე მეტი გამოვიდოდა
_რამდენიმე ვარიანტზე ვიმუშავებ... გადმოგიგზავნი 2_3 დღეში და არჩევანს რომ გააკეთებ რამონტსაც დავიწყებთ
_ყველაფერს შენ დააორგანიზებ?
_თუ მანდობ და ეჭვი არ გეპარება ჩემ შესაძლებლობებში
_ დარწმუნებული ვარ შენს შესაძლებლობებში
_წავედით
_ოფისში თუ სახლში
_ოფისში ,მაგრამ თუ დრო არ გაქვს
_მაქვს დრო ... შენ თუ არ გეჩქარება შეგვიძლია ვისადილოთ
_შენ ისევ არ არღვევ რეჟიმს?
_საკუთარი თავს პატივს ვცემ და არ ვამყოფებ კალორიულ დეფიციტში. შენ ფოტოაპარატით ხელში ივიწყებდი ყველაფერს და ახლა ახალი საქმით გადატვირთულსაც არ გეხსომება კვება. თითქოს უფრო გამხდარიც მეჩვენები ბოლო შეხვედრის შემდეგ _თითქოს ვერ ხვდებოდა უძილობისგან რომ იყო გამოფიტული და მაკიაჟიც ვერ უფარავდა ჩაშავებულ თვალის უპეებს. უცხო თვალისთვის იდეალური დასანახი იქნებოდა ,მაგრამ დევდარიანს სულ სხვა მზერა ჰქონდა
_ვისადილოთ და თანვე შევათანხმოთ რაღაცები
_ჭამის დროს მუშაობა ?კარგი რა ასეთი ცუდი კომპანიონი ვიქნები? იმდენ თემაზე შეგვიძლია საუბარი _ მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომამდე მატილდასთვის გაუგებრად გაეღიმა. მშვიდად ატარებდა დანიშნულების ადგილამდე . კედელთან მდგომი მაგიდა აარჩია ,გარეთაც იყურებოდა და გარედანაც უყურებდნენ.
_ნეტავ ილდანი მე მითვალთვალებს თუ შენ ... მე ფსონს შენზე ვდებ _ თითქმის ნახევარი საათი იყო გასული რომ უთხრა და მატილდამ ნამდვილად ვერ დამალა გაოცება
_გვითვალთვალებს ვიღაც და შენ ახლა ამბობ?
_დამშვიდდი ... თორნიკეს მეგობრებს ვცნობ . საშიში არაფერია,შენ გიცავენ რომ იცოდე. იქაც შენ მოგყვებოდნენ და იმიტომ იცოდნენ ვახტანგიშვილი რასაც აპირებდა
_დიმა მეხუმრები თუ გინდა ამ სასაცილო ტყუილით რაღაც მათქმევინო
_შენ რა უნდა მითხრა ისეთი რაც არ ვიცი ან გაკადრებ ინფორმატორობას? გაწვდი ინფორმაციას რომელიც ვფიქრობ უნდა იცოდე
_ანუ უნდა მეშინოდეს კრიმინალი ილდანის,რომელსაც ჩემი ფოტოები აქვს და მითვალთვალებს ?
_უნდა გეშინოდეს მისი მტრების , მისი არ . დიდი ხანია ვიცნობ , შენ მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ
_მნიშვნელოვანი ფიგურა...თითქოს მაფიის ბოსი ვარ . საიდან იცნობ, შენ რომ დაგაწინაურეს ის ციხეში იყო
_ბავშვობიდან ვიცნობ ... თვითონ შეიძლება არც ახსოვს ჩვენი პირველი კვეთა ,მაგრამ მე მახსოვს და სულ მემახსოვრება
_პირადი ანგარიში გაქვს ილდანთან?
_სოფია გადაარჩინა . ავარიაში რომ მოყვნენ ის და თავისი კლასელები. ილდანმა გამოიყვანა მანქანიდან ,რომელიც 5 წუთის შემდაგ აფეთქდდა. მისმა დეგრადიულმა კლასელებმა რომ მიატოვეს თორნიკემ გადამირჩინა. საავადმყოფოშიც ის გაჰყვა,ექიმებიც ნაპოვნი ჰყავდა ჩვენ რომ გავიგეთ და ვიპოვნეთ უკვე ოპერაციას უკეთებდნენ. სრულიად უცნობ ჩემ დას უანგაროდ დაეხმარა ისე როგორც საკუთარ სისხლა და ხორცს ეხმარებიან. მაშინ 20 წლის იყო , ყველას რომ ეშინოდა და ათას უბედურებას ამბობდნენ ზუსტად იმ დროს გადაარჩინა ჩემი სოფია და ისე გაქრა კამერების ჩანაწერებით გავიგეთ ვინც იყო . მამაჩემი შეხვდა შემდეგ ,ფული მიუტანა ... ვეუბნებოდი არ გინდა_თქო ,მაგრამ ხომ იცნობ ირაკლის. ორჯერ მეტი ჩადო კონვერტში , არც დაუხედავს იმ კონვერტისთვის. ამდენი თუ გაქვთ კლინიკაში ბევრი პაციენტიაო მხოლოდ ეს უთხრა მახსოვს. მაშინ ჯერ კიდევ პატარები ვიყავით მე და შენ . მერე ამბობდნენ ძმაკაცი გარდაეცვალა ავარიით , ისეთ ადგილას იყო ვერ გამოიყვანეს და იმიტომ გადაარჩინა სოფიოო ,მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი ეგ უბრალოდ კაცია ასეთი,უდანაშაულოს გადასარჩენად მიზეზის ძიებას არ დაიწყებს
_იცის ილდანმა შენ რომ მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გაქვს?
_ილდანმა იცის უგონოდ შეყვარებული რომ ხარ მატილდა? _მისკენ გადაიწია და თან უღიმოდა _ ახლა რომ გაკოცო მომკლავს ნეტავ?
_ჩემი კოცნა მაშინ არ გაგიბედავს ის რამდენიმე თვე შეყვარებულები რომ დავირქვით და ახლა მოგინდა დავიჯერო?
_ძალიან საყვარელი ხარ ,მატი _ ლოყაზე მოეფერა და შუბლზე აკოცა_არავის ვეტყვი ,მარტო მე მეცოდინება
_არ გამაბრაზო თორემ მადონას სერვისებიან გორკა დე სეუს დაგიდებ ზალაში
_სამტვრო სასიცოცხლოდ გინდა გადავეკიდოთ? გმადლობთ . შენი ისედაც მეშინოდა და ახლა როცა ილდანი გომაგრებს ზურგს მთელი შსს ვერ მოგერევა
_მართლა მალე გამოვა ?
_დაელოდე ... იქნებ ახლაც უთხრან მატილდა დიმას ხვდებაო და დღესვე დაგადგეს
_კარგად ერთობი?
_გული დამიმშვიდდა... მივხვდი რატომ ვერ შემიყვარე . თურმე კრიმინალები გიზიდავდნენ და პრობლემა ჩემში არ იყო
_ასეთ არასერიოზულს კიდევ გიცნობს ვინმე?
_რომ გამიცნობს და ცუდი ბიჭების ნაცვლად კარგისკენ ექნება ლტოლვა იმ ბინაში გადავცხოვრდები მასთან ერთად . შენ როგორ აიძულებ ილდანს შენთან ყოფნას ეგ არ ვიცი
_დროა დავუბრუნდე სამუშაო გარემოს

დიმამ მიიყვანა ოფისში . დამშვიდობებისას ლოყაზე აკოცა და შემდეგ შევიდა შენობაში. მთელი დღე ფიქრობდა დიმას ნათქვამზე. როგორ არ ეცადა,მაგრამ უცნაური ვერავინ შენიშნა და გზაშიც არავინ მიჰყვებოდა თითქოს. მომატყუაო დაასკვნა ბოლოს.
.............
იესე მინდელი სამშობიაროდან სახლში მიიყვანეს. ინამ შესაბამისი დახვედრა მოუწყო დედა_შვილს. საოცარი სანახავი იყო მინდელების ოჯახი ერთად და ბედნიერად.

დიანამ დაჩის რომ უთხრა წამოდიო ინას უკვე მიპატიჟებული ჰყავდა იოანეს უახლოესი მეგობრის სტატუსით და უარის თქმას არ აპირებდა. შანსს ვერ გაუშვებდა იესე მინდელზე დაკვირვების. სალომეც თან ჰყავდა და ისეთი სიმშვიდე სუფევდა როგორც კახეთში პირველი სტუმრობისას ,კიდევ უფრო ბევრი ბედნიერებით და დამატებით პატარა იესე მინდელით. რომლის სახელის გაგებისას კიდევ უფრო მეტად გააკვირვა ილიას ხასიათმა . მამა_შვილის კომუნიკაციიდანაც ჩანდა ყველაფერი. იესეს სესილიას მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა, ყველაზე ფაქიზი ურთიერთობა ჰქონდა შვილის რჩეულ ქალთან. წარსული შეხვედრისგან განსხვავებით მეტად თავისუფლად იქცეოდა, ფრთები გამოესხა თითქოს და ყველა ბორკილი გააქრო ამ რამდენიმე თვის განმავლობაში.

_ მოგეწონა ბაია?_ სალომეს აკოცა მხარზე როგორც კი დაუბრუნდა გოგონა მის გვერდით მდგომ სკამს
_შენ კი ილიას ღვინო მოგეწონა
_იესე და დინა მომეწონოს ერთად თუ არ ეგ ვერ გავიგე
_უსაყვარლესია თვალი რომ გაურბის და თან დისტანციის დაცვას ცდილობს ბავშვივით რომ არ ჩაეხუტოს
_სალომე რატომ მიმატებ?
_ახლა ვინმემ რომ დაგვაშოროს არ გაგიჟდები?
_არც ახსენო... მომდევნო წელს მე და შენც უნდა გვყავდეს პატარა ბავშვი . ჩვენ ვინ უნდა დაგვაშოროს პეპი _ ლოყაზე კოცნიდა და ეჩურჩულებოდა
_ასეთ რაღაცებს ნუ მეუბნები მეტირება ...
_ახლა მე ვიტირებ _ დიანა რომ მივიდა იესესთან ბავშვით ხელში ,გაბრწყინებული სახით და ლოყაზე აკოცა შეუძლებელი იყო მინდელის გულწრფელი ემოცია ვერ დაგენახა . ბრმა უნდა ყოფილიყავი და უგულო მისი გულისფეთქვა რომ ვერ გეგრძნო

_უფლებას მაძლევ რომ ვთქვა? _ მინდელი თმაზე მოეფერა და გაუღიმა
_რა უნდა თქვა
_რომ მიყვარხარ
_ჩემი მიყვარხარ მე უნდა ვთქვა თუ შენ იტყვი _ უღიმოდა და მკლავზე დაწვენილ ახალშობილს ფრთხილად არწევდა
_მე ვიტყვი სულ ,სამუდამოდ ... უსასრულოდ მიყვარს _თქო
_მზად ხარ ამ მიწაზე თქვა ეგ სიტყვები?
_ადგილს რომ შევიცვლი მერე მეყვარები და აქ არ ? ყველანი ერთად კიდევ როდის ვიქნებით ... დაჩის თუ ცალკე გინდა ესაუბრო მე
_იცის დაჩიმ
_იცის? და რაო
_იცის რომ მიყვარხარ და მხოლოდ ჩემ კი არა ჩემი ბავშვების ცხოვრებას განდობ
_გაბრაზდა?
_დაჩი მე არ მიბრაზდება... დაჩის ჩემ გამო ეშინია და მე ზუსტად ვიცი ჩვენ გავუქრობთ შიშს . ბავშვს არ აიყვან?თუ ასეთ პატარებს ვერ იჭერ
_ავიყვან და დავაწვინოთ სჯობს თორემ ცოდოა ხელში _ უმარტივესად გამოართვა,გულზე მიიკრა და თავზე შეახო ტუჩები _ ჩემო პატარა რა ბედნიერი ხარ შენი დედიკო და მამიკო რომ გამოგიგზავნა ღმერთმა, საუკეთესოები.

_ესენი მეჩვენებიან თუ _ ინა მთელი დღის დაღლილობის შემდეგ იოანესთან ჩახუტებული იჯდა დივანზე და ერთხანს თვალებსაც არ ახელდა მერე კი თვალებს ვერ უჯერებდა _ რა გამოვტოვე,როდის გამოვტოვე
_იმედია არ იეჭვიანებ მამიკოზე
_თუ დედიკოდ დიანა ჩადუნელი ამირჩია საქორწილო კაბას საკუთარ თავზე ავიღებ
_დაჩი როგორ გადაიტანს მაგ ქორწილს არ ვიცი
_უკაცრავად რა ,ნახე როგორი სიმპათიური მამა მყავს. წარსულს წარსულში თუ დავტოვებთ იდეალური კანდიდატია ქმრობისთვის. მის მსგავს ერთგულ,პატიოსან და მზრუნველ კაცს სად იპოვნის. თვალები აქვს მარტო ერთი კაცის ფასი და საერთოდ
_ქალიშვილი ჰყავს ისეთი ყველა მინუსი რომ ჰქონდეს ეს ერთი პლიუსი გადაფარავს
_ქალიშვილი შეიძლება მინუსად გადაექცეს და სხვა ყველა ადამიანური თვისება პლიუსით აქვს
_ნეტავ გისმენდეს ახლა
_ტყუილს ვამბობ გგონია? მე მენატრებოდა უსაშველოდ და ამას ვერ ვცვლით თორემ იესე მინდელი სანდო კაცია
_ჩემ კამერას არაფერი გამორჩენია და ეს ორი ერთად აქამდე არ მიხილავს ალბათ ხომ ? ნახე ... სიყვარულს ისე ასხივებენ ფოტოები ანათებს _მატილდა ინას მიუჯდა გვერდიდან და ჩუმად უთხრა მერე უცებ ასწია თავი _ ჯანდაბა . უბრალოდ მე თავი ვერ შევიკავე... არაფერი იცი ხომ?თუ იცი და არ მითხარი და გადავიდე იოანეს მხარეს
_ომი გვაქვს თუ რა მხარეებს არჩევს ეს გოგო გამაგებინე
_გაჩუმდი შენ ... ჩემ დაქალს ველაპარაკები
_ძმა ვარ მე
_მერე რა ეს დაქალიცაა , შენი სიყვარულიც,მომავალი ცოლიც და ჩემი უძვირფასესი ძმისშვილების დედაც . შენ კიდევ უბრალოდ ძმა ხარ და მორჩა
_ღმერთო უშველე ან ამას ან მე
_დამუწე სალაპარაკო ღრუ და გამაგებინეთ რა ხდება ამ ფოტოზე
_შენ რასაც ხედავ იმას ვხედავ მეც
_მერე?
_მერე მე მომწონს დედინაცვალი და მეტი არ მინდა მამაჩემი დაიწუნოს ვინმემ
_დაჩი ბულკია... მთავარია დინასთან მოგვარდეს იესე და დაჩი დინას გარეშე ვერ ისუნთქებს.
სიყვარულია ჰაერში გაფრქვეული და რა ლამაზია ყველაფერი როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ _ ისევ მოიმარჯვა კამერა და საკუთარ ობიექტივში მოახვედრა ოთახში მყოფი ადამიანები .

იესე მინდელმა იცოდა მის გვერდით დინა ჩადუნელის ყოფნას რომ არ შეეწინააღმდეგებოდა ოჯახი და არც უფიქრია ცალ_ცალკე მათთან დალაპარაკება საკუთარ პირად ცხოვრებაზე და გეგმებზე. არც აღიარება გასჭირვებია ,ყველას წინაშე მშვიდად და მარტივად განაცხადა დიანა ჩადუნელი მიყვარს რაც კი რამ სიყვარული შეუძლია გააჩნდეს კაცს ქალის მიმართ იმაზე მეტად და მთელ დარჩენილი ცხოვრება მის გვერდით ყოფნა მინდაო . კიდევ იყო რამდენიმე მოკლე და გულიდან გადმოღვრილი წინადადება . ტყუპების კომენტარები და სიცილის ტალღა ,რომელმაც მთელ ოჯახს გადაურბინა.

_მშვიდად სუნთქვა როგორ დაიწყე... მე უფრო მარტივი ბავშვობა მქონდა ვიდრე შენ ,მაგრამ არ გამომდის მახრჩობს მისი არსებობა და ყველა ვინც მიცნობს როგორც ტიტე შონიას შვილს . ნაშენები სიმშვიდე მენგრევა ვიღაც რომ გადამეყრება და მეტყვის მამას გავხარო _ილიას გვერდით იჯდა და მის ნაშენებ ბუდეს უყურებდა
_დიდი დრო დამჭირდა ,ბევრი ომი და ბრძოლა... სესილიასთან დისტანციას ვიცავდი , მეშინოდა მისი სიყვარულის ... გაბრაზების უფლებასაც არ ვაძლევდი თავს. მეგონა თუ კონტროლს დავკარგავდი მეც ვინმე შემომაკვდებოდა. სინამდვილეში მაშინ დავმშვიდდი როცა მივხვდი რომ ცუდი არ არის თუ ვგავარ ,მე იმ კაცს ვგავარ ვინც რეალურად არის... დედაჩემის ღალატს მიღმა როგორიც იყო . მშრომელი,პატიოსანი,ერთგული,მზრუნველი, მეგობრული ... ყველა რომ აფასებდა და პატივს სცემდა . ვაპატიე , მივიღე მოცემულობა და გავიაზრე რომ მე ჩემი ცხოვრება მქონდა ,ჩემი სესილია მყავდა , მის განვლილ გზას ვერ გავივლიდი. ჩემი ხელები ასეთიც უყვარდა ჩემ ქალს _ უამრავ საქმეს აკეთებდა ,ხელები ისეთი ცუდი შესახედი აღარ ჰქონდა და დაჩი ვერ მიხვდა რას გულისხმობდა , მაგრამ თავად ხომ იცოდა საკუთარ თავს როგორ აჯობა
_ტიტე არასდროს ყოფილა მშრომელი,პატიოსანი და კარგი კაცი. ნარკომანი,მოთამაშე,ხელიდან წასული ქუჩის ბიჭი იყო. მისი რომ ეშინოდა ყველას და შეეძლო ნებისმიერ დროს მოეკლა ვინმე ჩხუბის დროს ,მაგრამ დედაჩემი მოკლა. სრულიად უდანაშაულო ჩემი ლამაზმანი დედა ,მისი რჩეული ქალი ,რომელსაც ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ ის უყვარდა. ბევრ სულელ გოგოს მოსწონდა და ტიტე დედაშენის გარდა ზედაც არ უყურებდა არავისო ისე მეუბნებიან თითქოს მადარდებს. ნეტავ ჰყოლოდა კიდევ უამრავი და დედაჩემისგან შორს წასულიყო ... დღემდე ათასი ჭორი დადის და მაინც არავინ იცის რამ დაუბინდა გონება. ახლა იქ ზის მშვიდად,ლოცულობს, ცოდვებს ინანიებს, მაყურებლად არის თუ არც ვიცი რად. ბიჭებს ეხმარება ,საქმეებს არჩევს და მე ვიღაცის მიხრჩობა რომ მინდება საცოდავი მშიშარა ბიჭივით უკან ვიხევ ვინმემ რომ არ წამომაძახოს ტიტეს გავხარო ან შეეშვით ტიტეს ბიჭიაო ან კიდევ ვინმე იმიტომ დამეხმაროს რომ მასთან ვალშია . წლების წინ რაღაც პრობლემა ჰქონდა იოს და მეც გავყევი . ვიღაცები მოვიდნენ , ყველაფერი ისე დაიძაბა ჩხუბი არ აგვცდებოდა უცებ რომ თქვა ვიღაცამ შენ ტიტეს ბიჭი არ ხარო? გაჭრილი ვაშლივით ვგავარ და ისიც იქ არ ბერდება მგონი ,ვერც მოვიტყუები იმდენად ვგავარ . ვიღაცები პატივს რომ სცემენ ცოლის მკვლელს მე ბრაზი მახრჩობს და მის გამო მე მე არ ვარ
_დალაპარაკებიხარ ოდესმე იმ დღის შესახებ?
_არასდროს ! სხვა ყველაფერი რომ დავივიწყო დინას არ ვატკენ მასთან რომ წავიდე ვიცი არაფერს მეტყვის,მაგრამ ისე ეწყინება გული მოუკვდება
_რამდენი წლის იყავი მაშინ
_ექვსი ... შენ ?
_მეც
_როდის ნახე პირველად გახსოვს?
_მარტას სასამართლოზეც დავყავდით ...
_შენი მდგომარეობა კიდევ განსხვავებულია...შენ მამიდამ გაგზარდა და თან , მამაშენმა ყველაფერი ნახა
_გახსოვს როგორი მამა იყო ?მე მამა დედაზე მეტად მივლიდა... საჭმელს გვიმზადებდა , გვაბანავებდა, გვიცვლიდა,ყველა სურვილს გვისრულებდა . დედა ცივი იყო,გაფანტული,ეგოისტი და სულ ისე გვაგრძნობინებდა თავს თითქოს მასთან ვალში ვიყავით ... სიკვდილს არავინ იმსახურებს. ის არ იყო მზად დედობისთვის,არც ცოლობისთვის და მას აუცილებლად უნდა ეცოცხლა,გაეაზრებინა რამხელა შეცდომა დაუშვა... სოსო ხომ საერთოდ არ იმსახურებდა ამ ცოდვით ცხოვრებას
_დედაჩემი ყველაზე თბილი და მზრუნველი დედა იყო ალბათ სამყაროში. მგონი ხვდებოდა რომ დავკარგავდი და იმ მცირე დროში ჩაატია ყველაფერი. მთლიანად ჩემზე იყო გადმორთული ... ისიც მახსოვს,ბუნდოვნად
_და როგორი იყო...
_არ ვიცი ,ჩვეულებრივი ...
_გაახსენდება როგორ გიყვარდა და ცდილობ არ გაიხსენო?
_ზუსტად...
_მეც ხშირად განმიცდია მსგავსი რამ
_ვერასდროს ვაპატიებ ... სოსო სხვანაირია. ის კი ტიპიური დამნაშავეა
_იესე თავიდან იბადება ახლა ,ჩემ თვალწინ იწყებს ნულიდან და შენი აზრით შეძლებს მის შეყვარებას შიშების გარეშე რომელიმე ქალი ?
_დინა ისეთი ქალია მე მის საქმეში ვერ ჩავერევი და არც ჩამრევს. ვიკამათეთ რომ გავიგე მათი ამბავი და მერე ყველა სიტყვა ვინანე რაც ცხელ გულზე ვუთხარი. დედინაცვალი გინდა გყავდეს?
_მე მინდა ოჯახი გვქონდეს და წინ განვაგრძოთ გზა... წარსული წარსულში დავტოვოთ . გარდაცვლილებს ვერ გავაცოცხლებთ ... ორივეს ვაპატიე და სახლი გადამექცა თავშესაფრად. მინდოდა სიმშვიდის მომტანი განწყობა ჰქონოდა სასტუმროსაც
_მამაშენს იმდენი ბორკილი ადევს ახლაც ... გგონია გათავისუფლდება ოდესმე ისე რომ თავიდან დაწყება შეძლოს? დინას ისედაც რთული ცხოვრება აქვს ახალი მიზანი უნდა გაუჩნდეს ?
_საკუთარ თავს ვერ პატიობს ...
_და ეგ გაუვლის? ან უნდა გაუაროს?
_ადამიანი ისე ივიწყებს ყველაფერს თითქოს არც მომხდარა თუ არ შეახსენებენ . ამიტომ გაიქცა როგორც კი გამოვიდა,ბათუმში არავინ იცოდა ვინ იყო და რა ცხოვრება გაიარა... ბოლო დროს სხვანაირია . სულ მტკიცე ხასიათი ჰქონდა,რამე თუ უნდოდა თავს არ დაზოგავდა და დიანას დამსახურებაა მგონი ცხოვრება რომ მოუნდა ისევ
_მოდი ვაღიაროთ რომ გოგო ჯობია _ ჭიქა დაცალა და მერე გვერდი გვედდ მსხდომებს გახედა
_ეგ ერთხმად შეგვიძლია ვაღიაროთ ყველამ ... ბუნებრივია რომ გეშინია. აკაკი ხომ იცი როგორი კაცია,მაგრამ მისი მიღება თავიდან გამიჭირდა. ჩემი მარტა სამყაროა ჩემთვის , ხელშეუხებელი და მას რომ ვინმემ გული ატკინოს შენ ვერ წარმოიდგენ მე რა შემიძლია გავუკეთო. ახლა ბედნიერს რომ ვხედავ გული მშვიდად მაქვს ... ცოტა დრო მიეცი იესეს მეტი არაფერი სჭირდება
_მე იმაზეც ვფიქრობდი ,რომ შენ და ინა წინააღმდეგები იქნებოდით
_ინას მოსწონს დიანა თორემ წინააღმდეგი ნამდვილად იქნებოდა და ინას წინააღმდეგობას წინ ვერავინ დაუდგებოდა
_იოანესთან იმედია პრობლემა არ გექნებათ
_მე და მამას მოგვწონს ყველა ნორმალური კაცი ვინც ინას შეიყვარებს . იოანესთან პრობლემა არ გვექნება არასდროს
_იოანე ნამდვილად კარგი კაცია და იმაზე მეტად უყვარს ინა ვიდრე გადმოცემა შეიძლება
_წვიმა დაიწყება მალე... შევიდეთ შიგნით
_ახლა ვინ გამოვდივართ ერთმანეთის?
_წარმოდგენა არ მაქ და არც მინდა ვიცოდე,მეგობრებზე მეტი მაგარი სტატუსი არც მეგულება სისხლით არანათესავ ადამიანებს შორის
_რომ გამოაცხადეს ერთად ვართო და გონებას არ დაკარგე ეს უკვე ნიშნავს,რომ მამაჩემი შენ მამობასაც შეითავსებს. საერთოდ მე თუ მკითხავ ღმერთს მისთვის მშვიდი ცხოვრება რომ მიეცა და სწორი ქალი ,მამობისთვის გაჩენილი კაცია
_მე წარმოდგენა არ მაქვს როგორია ოჯახისთვის გაჩენილი კაცი და იდეალური მამა . შენ გყავდა ,დაკარგე და გენატრებოდა დიდხანს . ჩემთვის გვიანია უკვე მამიკოს ბიჭობა
_როგორც არ უნდა იყოს ჩვენი იმედი გქონდეს ... მე შენ მეიმედები _ დაჩიმ პასუხად ხელი მოხვია მხარზე და მერე მასთან ერთად დაბრუნდა დანარჩენებთან. მათი მარტა და დიანა ისხდნენ გვერდი _გვერდ . ჩადუნელი მინდელის წამოზრდილ მუცელს გაბრწყინებული სახით ეფერებოდა და მარტაც რაღაც ამბავს უყვებოდა მშვიდი სახით,სულში ჩამდგარი ბედნიერებით.
.................
თინა გვიჩიანი საქართველოდან წასვლას არ გეგმავდა ან გოგა ვერ ხვდებოდა მის თავში რა აზრები ტრიალებდა. დროს აძლევდა,დასვენების საშუალება რომ ჰქონოდა დამღლელი სწავლების შემდეგ უფრო დამღლელ სამუშაო გამოცდილებამდე .
ის ფაქტი რომ თინა დაჩისთან ერთად ატარებდა დროს და მისი სამეგობროს ნაწილი მარტივად გახდა ახარებდა,ამშვიდებდა და დაცულადაც მიაჩნდა ,როცა სადმე წავიდოდნენ.
_მა , დე ბორჯომში რომ ავიდე მეგობრებთან ერთად შეიძლება?
_სამეგობროს სია გადაუგზავნე მამას პირადი ნომრებით და დაბადების თარიღებით დე _ ქალი მოეფერა და ქმარს სასაცილოდ წაკბინა
_წადი მა ... სახლს დღესვე მოვამზადებინებ და ადით ნებისმიერ დროს .
_გახსოვს ბავშვობაში სულ რომ დავდიოდით?მიყვარს იქაურობა
_მე კიდევ შენი ბავშვობა მიყვარს და ნეტავ გამოჩნდებოდეს ვინმე ბიჭი შენ ცხოვრებაში ისეთი ბაბუობასაც რომ მოვესწრო და შენნაირებს მოვეფერო
_სიბერე უტევს ბოლო დროს მამაშენს ... არ მიაქციო ყურადღება.
_ახლა უნდა ვუთხრა აქ ჩამოსვლის მერე ვინმე ხომ არ მომწონს. ვერაფერი გაიგო და ეშინია კარგად არ ვმალავდე
_ერთი დიანა ჩადუნელმა დამიმალა იესე მინდელი და მეორე შენ დამიმალავ კაცს ... თუ დასამალია რად გინდა მამა?
_არავინ მომწონს... ვისვენებ მამა და მეგობრებთან ერთად შესანიშნავ დროს ვატარებ. ნამდვილად არ მეგულება კაცი, რომელიც მეც შემიყვარებს და შენც გაგიმკლავდება
_არადა როგორ ცდები,ჩემზე კარგი სიმამრი არ იარსებებს დედამიწაზე
_რა ტკბილია ნახე ... _ ლილე კისკისებდა სანამ ქმარი ჩაიხუტებდა და რამდენჯერმე აკოცებდა _ რა დაგემართა ადამიანო
_უთხარი ბავშვს ,რომ მართლა მინდა ვინმე ჰყავდეს და ნუ შეეშინდება თუ კარგი კაცი გამოჩმდება მის ცხოვრებაში
_სულ შენ დაგეკითხება ... არ იცნობს ჯერ მაგ ერთადერთს და დააცადე
_ვიცი ქართველი სიძე რომ გინდა და ფიქრობ ახლა გამოვიყენო ეს დრო. ყველაფერი ერთად ვერ მოხდება მამა . წავედი ,მიყვარხაართ . დიანა ჩადუნელზე ოფიციალურად ვაფრენ,იესეც გავიცანი ინამ დამპატიჟა თავისთან და შენც რომ მოამზადო ისეთი გემრიელობები არ გინდა? უფრო დავიეჯრებ რომ შენც მასავით იდეალური სიმამრი იქნები
_კუჭის მონა როდის გახდი შვილო?
_საქართველოში ... შენი ნანატრი პლიუს 5 კილოც მაქვს და თუ ასე გავაგრძელე ახალ წელს ხომ საერთოდ გარდერობის განახლება მომიწევს
_ულამაზესი ხარ მამას სიცოცხლევ ,უფრო დამშვენდი აქ ჩამოსვლის შემდეგ ...
_მიყვარხაართ წავედიი
_საით
_ინასთან გავდივარ ატელიეში ... რაღაცები მინდა და შექმნის პროცესს უნდა ვუყურო

ინასთან მისულს შენგელიაც იქ დაუხვდა ჯერ მხოლოდ მატილდა შემდეგ კი იოანეც გამოჩნდა და საერთოდ აურიათ გეგმები
_წავედით , პატარავ
_სად წავედით? _ მატილდამ უპასუხა ინსტიქტურად და იოანემ წარბაწეულმა რომ დახედა სახე შეჭმუხნა _ ღმერთო ჩემო
_უკაცრავად თქვენ მილიონი საქმის მქონევ აქ რას აკეთებთ საერთოდ?
_მილიონს ერთი საქმე დავამატე... თინა გვიჩიანს ფოტოები უნდა გადავუღო თორემ ისე რომ წავიდეს თავის ამერიკაში მე გული გამისკდება
_ინა მოდიხარ?
_სად ?
_გშორდები გეფიცები ... რა კითხვაა?
_დავასრულებ და სადაც გინდა იქ წამოვალ .თუ არ დავასრულებ მატილდა ჩამოგვყვება უფსკრულშიც
_გაყევი იქნებ სად მიჰყავხარ ... მის გვერდით რომ მეგულები აღარ გირეკავ ვერ დამაფასებთ?მაქსიმალურად განიშნებთ რომ ძმისშვილი მინდა და გატოკდეთ ორივე ერთად სინქრონში
_მატილდა ...
_როგორ წითლდება შეხედე... ვინ იფიქრებს რომ მილიონ ხუთასი ათასი შეყვარებული ჰყავს მონელებული . სიყვარულო ძალსა შენსა რა გვაბრუნებ რა ზნე გჭირსა
_ზოგი უბრალოდ არასწორ კაცს არჩევთ და ფიზიკურად ვერ ფარავენ დისტანციას შენამდე ჩემო დაო თორემ მეც არ ვიტყოდი დისშვილზე უარს ... ინას გაწითლებებს შეეშვი კიდევ თორემ ისეთი საყვარელია ბავშვი მგონია და ხელზე ხელის ჩაკიდებასაც ვერიდები
_ღმერთო ორივეს ერთად ვერ გიძლებთ _ ამოიოხრა და ფურცლები მიაჩეჩა მატილდას _ ესენი მიეცი ეთოს . წავედი
_ხომ წამოხვალთ ბორჯომში ამ შაბათ _კვირას? სალომეს და დაჩის ვუთხარი უკვე, მოდიან
_აქამდე ვერ მითხარი ? ფოტოსესია გადაიდო... ბორჯომის ხედი იქნება იდეალური გადაღებებისთვის. დღეს სამოსის შექმნის პროცესს ვადევნოთ თვალი მასპინძლის გარეშე _ უყურებდა როგორ მოაცვა ქურთუკი იოანემ. თმა გაუსწორა, ყელში აკოცა და ახურებულ ლოყაზე მოეფერა . გული უთბებოდა მათი ყოველი დანახვისას ,ორივეს ბედნიერება აბედნიერებდა. კამერის ობიექტივში კი დაუგეგმავი ფოტოების უთვალავი რაოდენობა ჰქონდა უკვე.
_მეორე ძმა არ გყავს? მეც მინდა ერთი სულის სიმშვიდე კაცი
_"სულის სიმშვიდე კაცი " დედაჩემმა ერთი გააჩინა და ისიც ინა მინდელისთვის. შენი სადღაც სხვაგანაა ,ჩემი საგვარეულოს ბრილიანტი ეს ერთია მხოლოდ სხვას გვიჩიანის ქალს ვერ შემოგკადრებ .
_შენი კამერის ობიექტივში თუ მოვხვდები ვინმესთან ერთად და დაგვინახავ ხომ მეტყვი
_შენ თუ ვერ დაინახავ და მე დაგასწრებ ფოტოს გამოგიგზავნი აუცილებლად
_ვიღაცას მაგონებ იცი?
_მაინც ვის
_ჩემ ერთ მეგობარს და სანდო ადამიანს
_მიხარია ასეთ გოგოს თუ ვგავარ _ დერეფანში მიდიოდა ნაბიჯი რომ გაუყინა თინა გვიჩიანის წკრიალა ხმამ
_გოგოს არ ,თორნიკეს ჰგავხარ ილდანს ... სხვა არავინ მინახავს სევდიანი თვალები სხვისი ბედნიერების დანახვისას ამდენად გულწრფელად უნათებდეს და საზრდოობდეს ამ სიხარულების აღბეჭდვით
_ციხეში ნამდვილად ვერ დაინახავს ბედნიერ სახეებს
_გამოვიდა , არ იცოდი ? _ სუნთქვა თუ განაგრძო ისიც კი არ იცოდა. თვალები ვერ დაუმალა პატარა გვიჩიანს _ არ ვიცი სად არის ,არავინ იცის ... ველოდები და მერე ვნახოთ ვინ უკეთეს ფოტოებს გადამიღებთ
_ილდანმა გადაგიღო ისე კარგად ,რომ ჩემთან კონკურენციას შეძლებს? _ გამოსავალი იპოვნა ეგონა,თემას შევცვლი და ამოვისუნთქავო ,მაგრამ უარესად აიხლართა ემოციებში
_ბავშვობიდან იღებს ფოტოებს , მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინახავსო თებეამ მითხრა . მე მხოლოდ ერთი ფოტო გადამიღო ,ამერიკაში რომ შევხდვით თებეასთან ერთად ვიყავი. მახსოვს თებეას უთხრა , მთელ ცხოვრებას შემოგწირავ ეს სხივი რომ არ გაგიქრეს თვალებიდანო_ გვიჩიანი საუბრობდა მშვიდი,ბედნიერი და მატილდა გონების კარგვის ზღვარს გადიოდა _ მე მაქვს პატივი ილდანის მიერ გადაღებულ ფოტოზე ვიყო აღბეჭდილი. თებეამ თქვა წლებია არავინ და არაფერი გადაუღიაო ...

შეიძლებოდა მონატრებოდა?
უსაშველოდ ენატრებოდა !
..................
_დაგვიგვიანდა მე და შენ საუბარი,არა?
_საუბარი ზოგჯერ არაფერს ცვლის და მეც არ გამომიჩენია ინიციატივა. საქმეა სულ მთავარი თორემ შენ ფიციც შეგიძლია დადო და მერე მაინც მოხდეს რაღაც რაც მე მაქცევს მკვლელად და შენ მსხვერპლად.
_თავიდან მეგონა ,რომ დიანასთვის უბრალოდ ახალი გასართობი ვიყავი ,რომელიც მობეზრდებოდა რაღაც ეტაპზე და თავს ვამზადებდი ამ დღისთვის მე რომ მისი ინტერესის არეალში აღარ ვიქნებოდი და იძულებული ვიქნებოდი მისი ცხოვრება დამეტოვებინა. დიანას გაცნობამდე მე საერთოდ არ ვფიქრობდი ქალთან ცხოვრების დაკავშირებაზე,მეგონა საერთოდ დასრულებული მქონდა ყველაფერი და ერთადერთი რაც შემეძლო შვილებისთვის ეკონომიური მხარდაჭერა იყო. არ ვიცი რატომ დავიჯერე ,რომ ეს იქნებოდა საკმარისი. ბევრი არასწორი ფიქრი მქონდა ,ბევრჯერ გადავდგი უკან ნაბიჯი და დიანასთან ვერ. სიზმარივითაა , რომ მოდუნდები ,გაიღიმებ და ამ დროს გამოგეღვიძება,ციდან ჩამოვარდნილივით გეტკინება ყველაფერი ...
_დიანა სიზმარში წარმოდგენილ ქალზე მეტია. შენ არ იცი როგორი გასაოცარი ვინმეა ,ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს . მის გვერდით ყოფნა სულ სიზმარს ჰგავს, ის კი ფარია რომელიც თან გიცავს და თან გათბობს. დიანა ჩემთვის დედაზე მეტია,ყველაფერზე მეტია. მხოლოდ სიყვარული კი არ მაკავშირებს,პატივს ვცემ, ლოცვა რომ მასწავლა სულ პატარას ეკას სულისთვის რომ მელოცა მეც მასთან ერთად მე ღმერთს მთელი გილით ვთხოვდი დიანა მყოლოდა გვერდით. ეგოისტი ბავშვი ვჩანვარ ალბათ ,მაგრამ არ ვარ.დიანა რაც უფრო ბედნიერი იქნება მეც უფრო მშვიდი სუნთქვა მექნება. ახლა უნდა დავიჯერო ,რომ შენ ხარ ის კაცი ვინც მისთვისაა? სულ ვიცოდი გიორგი არ უყვარდა , მაგრამ მის გვერდით რჩებოდა. ვენდობიო სამ კაცზე აქვს სულ ნათქვამი ბიჭიზე,გოგაზე და ჩემზე... შენ მაგივრად დამიფიცა არაფერს დამიშავებსო და მე დინას ფიცის კი არა დინას ერთი სიტყვისაც მჯერა
_მე შენ ადგილას ალბათ უფრო ცუდი რეაქცია მექნებოდა. მესმის შენი , გეფიცები ზუსტად ვხვდები რასაც ფიქრობ და განიცდი უბრალოდ არ ვიცი მე რა შემიძლია ამ ეტაპზე გითხრა ან გავაკეთო შენ რომ მანდო დიანა
_ დიანა თვითონ განდობს მთელ თავის ცხოვრებას და მე დიანას ვენდობი ... მუქარაც არაა რაც გითხარი. დიანას რომ რამე დაემართოს შენი მიზეზით მე დასაკარგი არაფერი მექნება და შენ არ გასუნთქებ . მამაჩემის მსგავსად მოსანანიებლად არ გექნება დრო და არც ლოცვის საშუალებას დაგიტოვებ.
_დიანას რამე რომ დაემართოს სანამ შენ მოხვალ ჩემამდე მე იქამდე დავსრულდები
_საკუთარი თავის არ გეშინია? მჯერა რომ გიყვარს ,მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შენ ცხოვრებაში,გეიმედება და გიჟდები ,მაგრამ არ ფიქრობ იმაზე რა მოხდება უცებ რომ ვინმეზე იეჭვიანო?იცი დიანა კაცებთან როგორ კომუნიკაციაშია? ჩვეულებრივად შეიძლება ვიღაც მის თაყვანისმცემელს სადღაც გაჰყვეს საქმის გამო და შენ ამ დროს რას გააკეთებ. დიანა არაა შეჩვეული არც ჩარჩოებს, არც შემაფერხებელ ბარიერებს. უნდა და აკეთებს ... შენ შეეჩვევი მის დომინანტ ბუნებას? გაქვს საკმარისი ძალა დიანა ჩადუნელს რომ გაუქაჩო? მენტალურად,ემოციურად როგორი იქნება მდიდარი ,ნებიერა ,გათამამებული ,თავნება დიანა ჩადუნელის გვერდით ყოფნა. გაუმკლავდები ? საკუთარ თავთან ბრძოლაში არ იქნები სულ?შენი თვითშეფასება გაგიშვებს ? დანაშაული რომელსაც ნანობ ვიცი,რომელსაც წამოგაძახებენ თუ არა შენ თავს დახრი ... ასეთი თავჩაქინდრული კაცი დიანა ჩადუნელს რამდენხანს გაუძლებს
_მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი პატარა კაცი ქალის სილამაზე,სიმდიდრე ან წარმატება რომ დათრგუნავს და გააგიჟებს. პირიქით , ჩემი სახით მხოლოდ დამხმარე,მოტივატორი და საყრდენი თუ ეყოლება... თუ გგონია,რომ ახლა ეჭვიანი გავხდი არც ეგაა სიმართლე . ზედმეტად დიდი ვარ იმისთვის რომ ადამიანი ვიცოდე როგორია . შეიძლება ჩანს რომ ცოტა დრო გავიდა ჩვენი გაცნობიდან, რამდენიმე თვე საკმარისი არ არის,მაგრამ ბევრ ისეთ სიტუაციაში ვნახე დინა ვიცი მისი მთავარი ღირებულებები, რომელიც ჩემსას არ ეწინააღმდეგება.
_შენი წარსული სიყვარული, მასთან პარალელები ... გონებაში არ გაქვს როგორი იყავი მასთან და როგორი იყო ის? არ ადარებ დინას ?
_იყო შემთხვევები როცა გონებაში გამიელვა მისმა ქმედებებმა და შეიძლება ამას ერქვა კიდეც პარალელი , მაგრამ ბევრი ეტაპი გადავლახე ... საკუთარ წარსულთან ომში მომავლით ვიმარჯვებ . ეს ჩემი პირადი
_დინა თუ მიგიღებს მერე შენი პირადი არ იარსებებს , დიანა ჩადუნელი მარტო არცერთ ომში დაგტოვებს და ძალიანაც რომ გინდოდეს მთელ ენერგიას დახარჯავს შენთვის . შენ კი იმდენი ბრძოლა გაქვს გადასატანი ამისთვისაც მენანება ძლივს გიორგისგან გათავისუფლებული სულ სხვა პრობლემების მქონე რომ აღმოჩნდი მის ცხოვრებაში
_მე არ მენანება ჩემთან ყოფნისთვის , საკუთარ თავში ეჭვი რომ მეპარებოდეს იმდენად მიყვარს ვეცდებოდი მისგან შორს ყოფნას. მე როცა იმდენად ცუდად ვიყავი,ისეთი გაუცხოებული და დაკარგული , რომ ადამიანებთან კომუნიკაციაც მიჭირდა მონატრებული შვილები დავტოვე , გავეცალე ჩემი არეულობა რომ არ ენახათ და ედარდათ
_ძალიან მინდა შენი ყველა სიტყვა დავიჯერო და უბრალოდ კი არ მეჯეროს მომავალში დამტკიცდეს. დინა განდობს თავის ცხოვრებას და მე მის ზურგს უკან ვრჩები ,სამუდამოდ
_კარგად ვიცნობ მე ერთ შენნაირს ... უფრო რთული
_ილიას არ უნახავს როგორ ურტყამდა უგონოდ მყოფი მისი სათაყვანებელი მამა ,მის უსაყვარლეს დედას დანას და განწირული კივილით არ მივარდნია გასაჩერებლად. არც დანისგან დასერილი ხელებით მოფერებია დედის უსიცოცხლო სხეულს და არც ის გაუფიქრებია ნეტავ მეც დამარტყას ახლა ზურგში და მეც დედასთან ერთად დავიძინოო. ილიას მამა ახალი აღმოჩენილი ნარკოტიკით გაბრუებული, გაგიჟებული არ უნახავს. ილია სისხლის გუბეში არ ჩავარდნილა , ტანზე არ შეხმობია დედის სისხლი...მე რომ ჭკუიდან არ გადავედი ღმერთზე მეტად დიანა ჩადუნელის დამსახურებაა . თუ რამე წმინდა გაგაჩნია ამ ქვეყანაზე ,თუ ოდნავ მაინც გეშინია ღმერთის ,კაცი თუ ხარ ჩემ დიანას გული არ ატკინო

სხვა აღარაფერი იყო სათქმელი .
სახლი დატოვა და სალომესთან აღმოჩნდა ბოლოს. დროსა და სივრცეში ჩაკარგული ეხვეოდა საყვარელ სხეულს
_დაჩი ... რამე მითხარი თორემ გული გამისკდება
_გული ნუ გაგისკდება ჩემზე წინ ,კარგი? პირობა მომეცი რომ ძალიან,ძალიან დიდი ხნის შემდეგ ორივე მოხუცები რომ ვიქნებით ჩემზე წინ არ გაჩერდება ჩემი სიყვარულით სავსე შენი გული _ ქალის ყელში ჰქონდა ჩამალული სახე,მისი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავდა და მერე მის ამღვრეულ ჭრელ თვალებს უყურებდა _ დამიფიცე პეპი
_ეგ ვინ იცის დაჩი ... როგორ დაგიფიცო შენს მერე მოვკვდები_თქო
_არ იტირო , თორემ ჩემი სიმძიმე დამახრჩობს მართლა ...
_არ ხარ მძიმე და ნუ მეუბნები მე უბრალოდ ვერ ვიგებ რა ხდება ახლა შენ თავში
_ჩემ გონებაში წარსული დატრიალდა ისევ ,ჩემი მტკივნეული ,სისხლიანი წარსული და დღეს გამახსენდა როდის შემიყვარდი ,პეპი . დიანა რომ მოვიდა თავისი ტკივილის წინ ჩემი დააყენა და ჩამიხუტა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ანგელოზმა ჩამიკრა გულში,ძალა მომცა და ვეღარაფერი მატკენდა მის გვერდით ან უბრალოდ ვიცოდი ყველაზე დიდი ტკივილი უკვე გამოცდილი მქონდა. არ ვიცი ზუსტად რა იყო , ვიცი იქამდე მტკიოდა გაუსაძლისად. ხმას ვერ ვიღებდი და ვერ ვმოძრაობდი განცდილი შოკისგან . მერეც ძალიან ცოტას ველაპარაკებოდი, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და არ მინდოდა არავის დანახვა. შენ რომ გამოჩნდი , წიგნით ხელში და იქვე დაჯექი. პეპის კითხულობდი , ისეთი ლამაზი იყავი მზისფერი ნაწნავებით, მზეს ემალებოდი და პაწაწინა ჭორფლები ანათებდნენ შენ სახეზე. შენ გვერდით დავჯექი და გიყურებდი , წიგნი დასწიე და რაღაც სიტყვა მაჩვენე ვერ წავიკითხე რა არისო მკითხე. ისე ცუდად ვკითხულობდი მაშინ ,პირველკლასელი მე ან შენმა სასიამოვნო ხმამ გამაბრუა. დავიღალე ,მაინტერესებს და წამიკითხეო მითხარი . წიგნი მომაჩეჩე და კითხვის დაწყება მაიძულე ასე მარტივად. საშინლად ვკითხულობდი და არაფერზე ვფიქრობდი სიტყვევის სწორად ამოკითხვისა და შენი ჩემ მიმართ ყურადღების გარდა. ის შეგრძნება გამახსენდა ,დაიჯერებ? შენი პირველი კოცნა გამახსენდა... ხო ნუ მიყურებ ასე , ზარი რომ დაირეკა ლოყაზე მაკოცე და ისე გაიქეცი წიგნი მე დამიტოვე. სახლში მაქვს ის წიგნი ,არ ვიცი როგორ დამავიწყდა მაშინ გულში რომ ჩამისახლდი. გამახსენდა იმ კოცნის მერე როგორ ჩქარა მიცემდა გული ,როგორ მეღიმებოდა შენი დანახვისას. იმ დროიდან გიყურებ ,გიყურებდი და ვერ მოვდიოდი. შენ კი არა მე შემიყვარდი პირველს _ მთელი სახე დაუკოცნა, ყველა ფერმკრთალ ჭორფლზე აკოცა და მერე შუბლი შუბლზე მიაყრდნო _ ძალიან მტკიოდა და ჩემი ტკივილით შენ სიყვარულს ვერ ვიაზრებდი , თორემ სულ გულში მყავდი,სულ წამლად დაგეძებდი . იმ კადრებს რომ ვიხსენებდი მათ გადასაფარადაც შენ გიყურებდი, სუნთქვა რომ შემეკვრებოდა და ხელებზე შეხორცებული ჭრილობები ამეწვებოდა მახსენდებოდი ,როგორ ჩამკიდე წამით შენი პატარა თითები ,კოცნამდე როგორ შემეხე მაჯაზე და ყველა ჯერზე მეღიმებოდა
_მაგ დროს მე უკვე მიყვარდი ... მე მაინც უფრო მეტად მიყვარხარ ,მეტად და მეტი ხანია _ ჩუმად უთხრა და ისევ აკოცა ლოყაზე _ მე ბაღში მიყვარდი. ყველაზე ლამაზი,ჭკვიანი და მშვიდი ბიჭი ვის მოსვლასაც ველოდი სულ. ბავშვები წითელოს მეძახდნენ და შენ გაუბრაზდი , აღარ დაუძახოთ დაცინვა და გოგოს გაბრაზება არ შეიძლებაო,მამა ასე ამბობსო დარწმუნებულმა თქვი და მერე გავიგეთ რაც მოხდა. პატარა სალომემ შენი ლამაზი დედაც ვიტირე და ის მამაც შენ რომ მოგიკლა გული და შენ გულში რომ მოკვდა თვითონაც. ზუსტად არც ვიცოდი რა ხდებოდა ისე ვტიროდი დიდხანს . სკოლაში რომ მოხვედი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა შენთვის,როგორ მოვსულიყავი შენთან ... იმ დღეს უბრალოდ შენც იქ აღმოჩნდი სადაც მე ვკითხულობდი ხოლმე და წიგნიც დაბნეულმა ,შემთხვევით დაგიტოვე
_მე რატომ არ მახსოვდა ის მომენტი... წიგნი კი ვიცოდი სულ შენგან რომ მქონდა და სულ გადამქონდა ერთი თაროდან მეორეზე, ერთი ოთახიდან მეორეში
_არ გინდოდა რომ გყვარებოდი და მაინც გიყვარდი და იმიტომ _ გულდაწყვეტილმა უთხრა და ტუჩები დაბრიცა_ სულ ებრძოდი შენ ჩემ სიყვარულს და კიდევ როგორ შემოგრჩა ეს ცოტაც გასაკვირია
_ცოტა ? გგონია ცოტა მიყვარხარ სალომე ?ვერაფერმა გადაგფარა ამდენი წელი მეტად როგორ აგიხსნა ჩემი სიყვარული იმ პატარა ბიჭს უკან ვერ დავაბრუნებ თორემ დაგედევნებოდი,დაგეწეოდი,ხელს ჩაგკიდებდი და აღარც გაგიშვებდი.
_იმას ვერ მიხვდი ,რომ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და თავი ჩემზე ჭკვიანი გგონია
_შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი გოგო , ჩემნაირი ბიჭი რომ შეიყვარე ... ივახშმებ ჩვენთან ერთად ? დინას დაბრუნებამდე ვახშამს მოვამზადებ,დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია და შენც ნახავ როგორი საოცარი ბიჭი გყავარ
_ასე რომ მიყურებ უარი შემიძლია გითხრა?
_სწავლის პროცესი როგორ მიდის...
_ყველაფერი მომწონს . საერთოდ არ ვიღლები არადა ძალიან გადატვირთული ვარ
_გიყვარს და სიყვარული ყველაფერს ამსუბუქებს... ბორჯომში წამოსვლას ხომ შეძლებ. თუ პრობლემა შეგექმნება არ წავიდეთ
_არა,მინდა თქვენთან ერთად დასვენება
_ჩვენი ქორწილი რომელ სეზონზე გინდა ,რომ იყოს
_დაჩი
_იმ შენ ოცნებებში არ გაქვს წარმოდგენილი ჩვენი ქორწილი?მომიყევი თუ არ მომეწონება შევცვალოთ
_ჯვარს ვიწერთ და შენ ჩემი სიყვარული გაქვს თვალებში ...
_გაზაფხულზე დავქორწინდეთ და ჩვენც გაზავფხულდეთ

ახდენილ ოცნებაზე მეტი არ იყო? დაჩი ჩადუნელს ბავშვობიდან უყვარდა ,პირველი იყვნენ ერთმანეთისვის და უკანასკნელიც გახდებოდნენ.

სალომეს ოჯახიდან ილდანის ბარიერი იყო ყველაზე მარტივი გადასალახი. ნიკუშაც რომ არ შექმნიდა პრობლემას იცოდა ,მაგრამ მისი მშობლები როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს ?ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. რთული ხასიათის მამა ჰყავდა და კიდევ უფრო რთული დედა. სალომესგან განსაკუთრებით ბევრს ითხოვდნენ ყოველთვის და ეს სკოლაშიც კი იყო შესამჩნევი დაკვირვებული თვალისთვის. მისგან მუდამ პირველობას ელოდნენ ყველგან და ყოველთვის. ვინ იცის იქნებ ქორწინებაც დაგეგმილი ჰქონდათ როგორღაც , შემთხვევით გაიგო ნაცნობი ოჯახის უფროს ვაჟზე როგორ თქვეს ლალის ბავშვობიდან სასიძოდ მოსწონსო და წამში მიიღო გადაწყვეტილება . თინათინის სახლის კართან იდგა და ვახტანგს უხერხულად უღიმოდა. ხელში თაიგული , ყუთით ტორტი და ღვინის ბოთლი ეჭირა. კაცს აშკარად გაუკვირდა, იცნო ,მაგრამ იქ არ ელოდა და თან ამდენი ყუთით ხელში აი თინათინს კი თვალები დაუწვრილდა ისე გაეღიმა
_ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ უკვე 50 წლის წინ
_ძალიან დამიგვიანია...როგორ ბრძანდებით
_გმადლობ ,კარგად და რომ დაგინახე უკეთ გავხდი . მადლობა შვილო ,ლამაზი ყვავილებია _ საყვავილეში უკვე იწონებდა თავს ილდანის მირთმეული ერთი თაიგული
_დიდი ხნით არ მოგაცდენთ მე უბრალოდ რჩევა მჭირდება და იმის ცოდნაც,რომ თქვენ ჩვენს მხარეს ხართ
_რა ხდება თინა არ მეტყვი?მართლა შენი ხელის სათხოვნელად რომ არ არის ეს ბავშვი მაგდენს კი ვხვდები
_შვილიშვილებს შორის რომელი გყავს გასათხოვარი ვახტანგ?
_ეს ის ბიჭი არაა ? სალომეს მისი ფოტოები რომ ვუპოვეთ დიდი ხნის წინ რომ ფოტოგრაფობდა მაშინ და ბროწეულს დაემსგავსა მთლად? ამდენი წელი სად იყავი შვილო ან ახლა რა გადაგიტრიალდა თავში
_კარგი რა ვახტანგ ნუ შეაშინებ ბავშვს ისედაც სასიმამრო ჰყავს სანახავი თან როგორი სასიმამრო
_ხოო ეგ რთული ამბავია... ეგ ჩემთან რომ იყო ნიშნობაზე მოსული მაშინაც ისე იჯდა თითქოს მე უნდა მეთხოვა წაიყვანე შენი ჭირიმე ჩემი გოგო_თქო . ცოტა არანორმალურია, რაც არ უნდა გითხრას შენ არ მოუსმინო ... სალომეს გარდა საერთოდ ვინმეს თუ არ მოუსმენ კარგი იქნება. იმედია იცი და ხვდები ღმერთმა რა საჩუქარიც გამოგიგზავნა ,როგორც უნდა მოუფრთხილდე
_ვიცი და მაქსიმალურად ვეცდები... გამოდის ქორწილში იქნებით და სალომე ტყუილად ნერვიულობს. სულ მთლად დაწუნებული სიძე არ ვიქნები ,არა ?
_ვიცი მე შენ როგორი კარგი ბიჭიც ხარ...სულ რომ ბრმა ვიყო და ვერაფერს ვხედავდე და ვხვდებოდე სალომე ისე არ შეგიყვარებდა გული რომ არ გქონდეს დიდი და სული სუფთა . ყური თუ დაუგდე ყველას საკუთარ გულსაც ვეღარ გაუგონებ მერე და ისე ცხოვრებას აზრი არააქ ბებო
_სალომეს გარეშე დაელაპარაკო იმათ სჯობს... ჩემი შვილი გატყდება თუ დაგიჯერებს,რომ ყველა გეგმას მიჰყვება უცვლელად სალომე . ჩემი შვილი თუ მოთაფლე იცოდე იმან როგორც არ უნდა გეჩხუბოს ლალი მოაგვარებს უშენოდ. ჩემი რჩევაა სიდედრის გულის მოგებაზე იმუშაო და სიმამრს უბრალოდ გაუძლო ცოტა ხნით _ ვახტანგმა დაარიგა ბოლოს .

არ გამოვიდა ისე მარტივად როგორც მოხუცებთან . წარმოუდგენელი კედელი აღიმართა მის წინ და საუბრის დროს ისარივით გავარდა ბასრი სიტყვები
_სალომე სულ მალე მოსამართლე გახდება და მისი რეპუტაცია კრიმინალების ოჯახთან კავშირით არ შეიძლება დამძიმდეს. შენ არაფერს გერჩი შვილო, ბავშვობიდან გხედავ და ვიცი როგორი ჭკვიანი,გონიერი და სასურველი შვილი ხარ ,მაგრამ მე ჩადუნელების ოჯახიც კარგად ვიცი და მამაშენიც ... სალომესთან შენი ყოფნა არ გამოვა და თუ მართლა გიყვარს სჯობს თავი შენი ნებით დაანებო .
_აქამდე რომ მოხვედი რა ურთიერთობა გაქვთ ასეთი ახლო...ცოტა ხნის წინ არ მითხრა არაფერი ხდება და ისე ვარ ასეთი გაფანტულიო? ამ ვითარებაში სიყვარულობანასთვის მოიცალა და თან ასე დაგვიმალა? რა გავლენაც გაქვს მასზე უკვე ცხადია . ტიტე შონიას შვილი სალომეს გვერდით ? ჩვენ უბრალო მშვიდი ოჯახი გვაქვს ,ჩვენ შორის უფსკრულია ჩათვალე ... ამოუვსები და გადაულახავი . დასრულებულია აქ საუბარი თუ არ გინდა სხვაგვარად ვილაპარაკო ,მუქარებზე და ჩხუბზე გადავიდეთ
_მესმის თქვენი და აქ იმიტომ ვარ რომ
_არ გესმის ... ვერ გაიგებ . შენ ისეთ ოჯახში დაიბადე არ იცი რას ნიშნავს რეპუტაცია ,ჩვეულებრივი ოჯახი და ამ ოჯახის ქალიშვილად დაბადება. ვერ გაიგებ რას ნიშნავს როცა შეუბღალავ რეპუტაციას ემუქრებიან. შენი ბრალი არაფერია შვილო ,შენ პირადად წარმატებას გისურვებ და შენი შესაფერისი გოგოს პოვნასაც. თქვენი ოჯახის შესაფერი გოგოს ,თქვენი წრიდან ,თქვენებურის _ხომ თითქოს არ უჩხუბია,არც მუშტები უბრახუნებია მაგიდაზე და არც დამუქრებია ,მაგრამ მათი სიტყვები ყველაზე ხმაურიანად,მტკივნეულად ჟღერდა.
_გამოდის მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით ... მხოლოდ იმას გთხოვთ სალომეს ნუ ეკამათებით ჩემი ვიზიტის გამო. მისგან დამოუკიდებლად გადმოვდგი ეს ნაბიჯი და ჩავთვალოთ არც მოვსულვარ თქვენთან _ ფარხმარდაყრილს ჰგავდა იმ წამს მათთვის და ესეც კმაროდა ორივეს დასამშვიდებლად. სინამდვიკეში კი უკან დახევის შემდეგ აპირებდა მთავარ ნაბიჯზე ფიქრს. ასეთი გამოფიტული და წაშლილი დიანას ნანახი არ ჰყავდა. მოჩვენებასავით რომ ჩაუარა მაშინვე უკან აედევნა
_უბრალოდ მოყევი სანამ თვითონ გავიგებ
_დავიღალე დედა ... არ შეიძლება დასრულდეს ყველაფერი და უბრალოდ დაჩი ვიყო?
_ვერაფერი დასრულდება ის ხარ ვინც ხარ და ზუსტად იმიტომ ხარ მაგარი
_სალომეს ოჯახი აუღებელი ციხეა... რა უნდა მეთქვა არ ვიცოდი. მე მიხარია ქურდების შთამომავალი რომ ვარ და მე რადგან არაფერი ჩამიდენია კარგი ბიჭი ვარ_თქო?თუ ვგმობ ყველას და ყველაფერს_თქო?ბიჭი ჩადუნელსაც გავერიდო და იმ სტატუსსაც რაც ჩემ ოჯახს აქვს? სიმდიდრის და ცნობილობის გამო ვინ იწუნებს ბიჭს. რა ხალხია საერთოდ ...
_ფანატიკოსები არიან...აქამდე არ იცოდი? თავის ნაჭუჭში ჩაკეტილები, არც მეტი ფულის შოვნა რომ არ უნდა,არც თავის სანათესაოში კაი კაცობის სახელის გარდა რამე ედარდება და არც საძმაკაცოში სმა_ჭამის მეტი ეამაყება რამე. სალომეზე ვინმემ ჭორი რომ დაძრას მორჩა გააფრენენ,რა იციან მაგათ ცხოვრება რა არის . შენ ვერაფერს იზამდი და ვერაფერს ეტყოდი. შენ სალომე გიყვარდეს და სალომეს უყვარდე და მშობლები როდის არიან ან კმაყოფილები ან ღმერთის მადლიერები. მშობლები ძირითადად ეგოისტები არიან და თავის ჭკუაზე უნდათ ყველაფერი და იმეტესად ეს ჭკუაც არ აქვთ . იმედია არ აპირებ დაშორდე...
_არა რა თქმა უნდა,უბრალოდ ქორწილზე მეფიქრება . მინდა დავგეგმო ყველაფერი , ისე და ისეთი სალომე რომ ბედნიერი იყოს. მშობლები თუ გაუბრაზდებიან როგორ იქნება სრულყოფილად ბედნიერი
_ჩემო სიყვარულო ... შენზე საოცარი ვინ შეიძლება იყოს. ჩვენ ხომ ვიცით სალომეს როგორც გაუმართლა და იმათ აზრს რა მნიშვნელობა აქვს. სალომე შენთან და შენთვის იქნება უბედნიერესი ქალი _ ბევრჯერ აკოცა და დიდხანს ეხვეოდა. არ უთქვამს მე მოვაგვარებ შენ დამშვიდდიო ისე მიადგა ჭედიების სახლს . კარი ნიკუშამ გაუღო და დიანა ჩადუნელის დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
_გამარჯობა ნიკუშა... მშობლები სახლში არიან იმედია,ხომ?
_სალომეს სჭირს რამე? სახლში არაა...დაჩისთან უნდა იყოს ალბათ. იმედია თქვენც ამათ მხარეს არ ხართ და მე
_შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ,ზედმეტადაც კი ამათი წნეხის მიუხედავად ... წარსულზე ნუ იფიქრებ. მომავალზე იზრუნე და შორს წახვალ _ მშვიდად უპასუხა და გაუღიმა _ საით წავიდე თუ არ მეტყვი ვერ ვიპოვნი შენებს
_მობრძანდით ... ვვახშმობდით და
_საღამომშვიდობის. გემრიელად მიირთვით
_დიანა ? ჩადუნელებმა სტუმრობებს მოუხშირეთ. როგორ დავიმსახურეთ ამ უბრალო ხალხმა. რა უხერხულია შენი საკადრისი ვახშამი არ გვაქვს
_შენ რა იყო ცხოვრების კომპლექსი გაქვს თუ მდიდრები გძულს იმდენად,რომ არ გინდა შვილი შევიდეს ასეთ ოჯახში. თეფშს თუ მომაწოდებთ მეც შევჭამ თქვენთან ერთად, არ მიცნობდეთ მაინც როდის მოვქცეულვარ ქედმაღლურად. ვინ მოქცეულა საერთოდ ასე ჩემი ოჯახიდან. კარს ვინც გაგვიღებს ყველგან შევალთ მადლობით და წამოვალთ მადლობით . ჩადუნელები კი არა შონიაც ასე იყო მუდამ ,მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ბევრად მდიდარი იყო
_რა გინდა დიანა?რაც შენ დაჩის არ ვუთხარით შენ გითხრათ? მეცოდება და არ ვუთხარი კიდე ბევრი რამ
_ვინ გეცოდება ლალი ?
_ ვინ და ბავშვი, რომელსაც დედა თვალწინ მოუკლა ნარკომანმა მამამ ... რომელიც შეიძლება თვითონ არაა მკვლელი ,მაგრამ ფსიქიკა ისე აქვს მორყეული სულ არ მინდა ჩემი შვილის სანერვიულო იყოს მთელი ცხოვრება. სწორად გამიგე,მიყვარს ძალიან ... ბავშვობიდან ისეთი კარგი იყო ,მაგრამ სალომეს ქმრად არ და ვერ მივიღებ. ვინმე სხვა შეიყვაროს და ვინმე სხვამ მოუაროს მთელი ცხოვრება
_მოსავლელი და შესაცოდებელია დაჩი ჩადუნელი ? ასეთი გავზარდე გგონია . შენ გინდა მგონი გული გატკინო და გავიხსენო ვინ ჩადის შესაბრალის ქმედებებს. ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ოჯახებიდან არაჩვეულებრივი ცოდვებით და შეცდომებით გავიხსენო და ჩამოგითვალო სათითაოდ? დავეშვა ამ დონემდე?არ ვაპირებ ! ორივემ თქვენს გულებში და მეხსიერებაში ჩაიხედეთ
_დიანა შვილი ჩვენია და როგორც გვინდა
_შვილია თუ ნივთი და როგორც გინდა ისე გამოიყენებ. საცოდაობაა ასეთი კარგი შვილები რომ გყავთ ჯაჭვებით დაბმული თქვენ კომპლექსებით,შიშებით და გაურისკავი ცხოვრებით. გინდათ ისინიც ასე დარჩნენ, თითქოს უშფოთველები და უამრავი შფოთვით სავსე. გგონიათ სალომეს და დაჩის სიყვარულს თქვენი გაუგონარი სიჯიუტე შეაჩერებთ? სამყარო რომ დადგეს მათ წინააღმდეგ მე ვიქნევი ფარად და აბა ვინმემ გაბედოს ,ბედნიერებაში ხელი შეუშალოს . დაჩი როგორც არის ჩემი ისე იქნება დაჩის სიყვარულიც ჩემი გულის და სულის ნაწილი... დაჩი ჩადუნელი კაცია ,რომელსაც არავის და არაფრის ეშინია,რომელიც არ გეტყვით ჩემი ოჯახი ტვირთია მძიმედ საზიდიო თუნდაც მხრები სწყდებოდეს ამ ტვირთის ზიდვით. დაჩი ჩადუნელი კაცად გავზარდე მე და ბევრზე უკეთესი ჰყავს ის ყველაზე უარესი მამაც . დაჩის სისხლს და ოჯახს ვერავინ წაშლის ,ვერავინ გადახევს მის წარსულს . ზუსტად იმიტომაა საუკეთესო და თუნდაც არ იყოს თქვენი შვილის რჩეულია. შვილი არ გიყვართ?მხოლოდ შედეგს ელოდებით და მორჩა?მნიშვნელობა არ აქვს რა უნდა?
_შეცდომას თუ უშვებს არ უნდა ავუხილოთ თვალი?
_თვითონ აიხილეთ თვალი და საკუთარ თავზე იზრუნეთ სანამ დრო გაქვთ ... თქვენი ზრდასრული შვილები როგორმე გაიკვლევენ გზას
_არ ქედმაღლობ ახლა?მოხვედი ,დაჯექი და ჭკუას გვარიგებ
_გინდათ თუ არ მაინც დავმოყვრდებით... ნუ გაუფუჭებთ მოგონებებს ბავშვებს
_ჩემი შვილი რომ მომიბრუნდება ერთ დღეს და მეტყვის დედა თმით რატომ არ გამომათრიე ცოლად რომ მივყვებოდიო
_დაჩიზე ჭკვიანი, გონიერი,კეთილი, მშრომელი ,საქმიანი,წესიერი ,ერთგული და ზრდილობიანი, შენ შვილზე მეტად შეყვარებული ბიჭი ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს. შენ შიში გაქვს მესმის,მაგრამ ყველაფერი ნათელია... არგუმენტი დაჩია თვითონ. დაჩი ჩადუნელი კაცია,რომელთანაც თქვენი სალომე იქნება ბედნიერი ,სრულყოფილი ქალი და თუ თქვენ სალომეს აწყენინებთ , გულს ატკენთ ყველაფერი დაჩქარდება . სულ რომ ცხრა მთას იქით გამოკეტო ხომ იცი წინ ვერაფერი დამიდგება და დაჩის იცით რა გენებიც აქვს ,ჩემზე რამდენად აღმატებულია
_ყველას თავისი უყვარს და
_მე ვამაყობ დაჩი ჩადუნელის გვერდით რომ ვიყავი ... დაჩიმ თვითონ გამზარდა როგორც ადამიანი . არ შეიძლება ასეთ ბიჭს ეუბნებოდე ,რომ სასურველი სიძე არ არის . დანარჩენი თქვენ იცით !
...........
_ნამდვილად არ გაქვს პრობლემა იესეს და დიანას ურთიერთობაზე თუ ,როგორც ყოველთვის ცდილობ სწორად მოიქცე _ ინასთან ერთად იყვნენ მარტა და ილია . სესილიას და ბავშვებს ეძინათ სამნი დარჩნენ ემოციების გასაზიარებლად.
_გამიკვირდა და გამიხარდა. ერთადერთი რაც ყველაფერს დაავიწყებდა და დაგვიბრუნებდა ისე რომ ჩვენც არ დავემძიმებინეთ ძლივს წარსულში დატოვებულ წარსულს, ქალი იყო ... სწორი ქალი ,რომელიც საერთოდ დაავიწყებდა ნანას ,როგორც ქალს . დიანა ჩადუნელი ცოტა კი არანორმალური აღმოჩნდა,მაგრამ აშკარაა მასაც უყვარს თორემ დაჩის მამამისის დანაშაულის მქონე კაცს არც გააცნობდა. სასიყვარულო პრობლემები ყველაფერს აუფერულებს
_შენთან რა ხდება ... აქ რომ ხარ იოანე რას ამბობს
_რა უნდა თქვას,გვსტუმრობს ყოველ მეორე დღეს. ავტობუსის მძღოლივით გზაშია სულ _ ილიამ ჩაილაპარაკა და მარტას მუცელზე ფერება განაგრძო _ მგონი ბავშვობის ქრაშმა საბოლოოდ გადახაზა ყველა ყოფილი, მიმდინარე თუ შემდეგი თაყვანისმცემელი
_მეც არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ რომ მიყვარს ვგრძნობ
_სიყვარულის მიზეზი მხოლოდ სიყვარულიაოო არ გაგიგონია ჩემო ძვირფასო? მიზეზებს ნუ ეძებ,უბრალოდ გიყვარდეს და უყვარდე
_ასეთ დროს სულ ვაჩეს ახსენებთ ხოლმე
_არ გამოჩენილა კიდევ?
_არა ,მგონი მიხვდა რომ დავსრულდით საბოლოოდ
_შენთან ურთიერთობაში შეიძლება შეეშალა და ასეც იყო საჭირო ალბათ , მაგრამ ზოგადად მე ისევ დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ ,როგორც ძველი კარგი ნაცნობის_ ილიას უკვე მარტას მხარზე ედო თავი და ორი ბავშვის მამა თავად ჰგავდა პატარა ბიჭს
_აუცილებლად იპოვნის მას ვინც მისთვის ჰყავს ღმერთს...
_ქალბატონო მარიამ _მარტა მინდელო არ გვეტყვით ბოლოს და ბოლოს თქვენც ბიჭს ელოდებით თუ ერთი გოგო ბავშვიც გვეყოლება ოჯახში ,ჩემ გარდა
_ შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი
_ ეს როგორ გავიგოთ?ბიჭია?
_დიახ
_ამდენ ხანს როგორ გაჩუმდი...
_ორი დღის წინ გავიგე და ჩამოვედი კიდეც სათქმელად
_აკაკიმ რაო
_გოგოც მინდაო ... ისიც გაგიჟდა მგონი ჩვენი შემყურე. ავიწყდება ჩემი ჯანმრთელობა
_მარტა ... ხომ ყველაფერს გვეუბნები?
_ექიმს ველაპარაკე მე და იდეალურად მიდის ორსულობაო_ილომ ინაც ჩაიხუტა და მარტას ისევ აკოცა _ცოტას ყველა ორსული ნერვიულობს ,მაგრამ მე ზუსტად ვიცი შენ იქნები საუკეთესო დედა
_თუ რამე მოხდება იცოდეთ ამ ქვეყნიდან ყველაზე მშვიდი და ბედნიერი წავალ ... თქვენი სწორ ადამიანებად აღზრდა შევძელი, თქვენს ზრდასრულ ცხოვრებას ვუყურე , ვიამაყე ორივეს სიძლიერით, შვილიშვილებიც კი ვნახე . სიყვარული გამოვცადე საუცხოო კაცის , ორსულობის გამოცდის საშუალება მომცა ღმერთმა და აკაკის დავუტოვებ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს. ზუსტად ვიცი შენ მოუყვები ბევრს და მიხედავ ისე როგორც საკუთარს _ ინას მოეფერა ჯერ და მერე ილიას აკოცა
_არ მოხდება ეგ ... შენ სულ მთლად ჭაღარას გნახავთ . შვილიშვილები გეყოლება და მსოფლიოში საუკეთესო ბებიის სტატუსსაც მოგცემენ შვილიშვილები,ჩემებიც ,ინასებიც და შენების შვილებიც. დედა უკვე ხარ , საუკეთესოთა შორის საუკეთესო. სულ რომ ყველაფერი დავივიწყოთ ,ღმერთი უდედოდ დარჩენილებს დედას მეორედ არ მოგვიკლავს _ უცებ შეიცვალა პოზიცია, იქამდე თუ თვითონ იყო მიხუტებული პატარა ბიჭივით ახლა თავად შემოხვია მკლავები და ინასთან ერთად ჩაიხუტა _ჩემი მარტა ხარ შენ ... დედაზე მეტი მარტა

_მამაა იცი მარტას ბიჭი ეყოლებაა _ კაცი რომ გამოჩნდა უკვე ყველანი მშვიდად იყვნენ. ბავშვებიც თან ჰყავდათ და სესილიასაც თავს ევლენოდა ილია_ სახელზე ვფიქრობთ მე და სესო... ლამისაა ნიძლავი დავდოთ რას დაარქმევს
_მე სქესი კი ვიცოდი ,მაგრამ
სახელზე არ მიფიქრია ... ჩემო სიყვარულო უშენოდ არ გადაწყდება დარწმუნებული ვარ
_შენი ქორწილის თარიღი და დიზაინიც არ გადაწყდება იმედია უჩემოდ
_ჯერ დიანა დამთანხმდეს
_უარზეა? სთხოვე ხელი და უარზეა?
_ჯერ არ მითხოვია,მაგრამ არც აჩქარება მინდა
_რას ელოდებით ?
_შენ გინდა სახლში დედინაცვალი და ბავშვები ?
_დიანა ჩადუნელი ჩვენ ბინაში კი არ წარმომიდგენია... როგორ უცნაურად ჟღერს. მისი ძვირფასი ყოფილი ახლახანს ვიხილეთ , პარლამენტიდან გვესაუბრებოდა. მზად ხარ ქარცეცხლისთვის რომელიც გელის მის გვერდით? გაუქაჩავ ასეთ ბობოქარ ქალს?
_ჩემში ეჭვი გეპარება?
_არ ვიცი ... შენ ზედმეტად დამთმობი ხარ ,როცა გიყვარს და მეშინია არ დაგჩაგროს დომინანტმა ქალმა
_მხოლოდ ჩემი ქალიშვილი თუ იდარდებდა ჩვენი წყვილიდან ჩემზე
_შენ თავს მე არავის დავაჩაგვრინებ_ ეხუტებოდა იქამდე სანამ მობილურის ხმა არ გაიგო და იოანეს გაღიმებულმა არ უპასუხა
_დროულად უნდა დავაბრუნო თბილისში . მეშინია იმ ბიჭს რამე არ დამართოს_ილომ გააყოლა მზერა და ჩაილაპარაკა
_ყვავილები ისევ მოსდის ?_ინა გარეთ რომ გავიდა და თაიგულით დაბრუნდა გაუკვირდა
_იოანესგანაა ... ბევრი საქმე მაქვსო დღეს უნდა ჩამოსულიყო,ვერ მოვდივარ ბორჯომში წასვლამდეო და ყვავილები გამომიგზავნაა _ ისე ჰქონდა თაიგული ჩაკრული გულში თითქოს პირველად მიიღო და მსგავსი არაფერი ჰქონდა ნანახი
_ასე თუ გააგრძელა ყვავილებში დახარჯავს შემოსავლის ნახევარს
_სულ ჩემი არაა... ორია. ერთი სესილიასთვისაა . მარტა აქ თუ იქნებოდა არ იცოდა თორემ მისთვისაც იქნებოდა . ყველა შენნაირი არარომანტიული კი არაა. იცის ქალებს როგორ გვიყვარს თაიგულები _ თეთრი ვარდები სესილიას მიაწოდა წითლები თავისთვის დაიტოვა და მერე ფოტოც გადაიღო
_აბა პირად ცხოვრებას არ ვსთორავო?
_იოანეს ვუგზავნი. ჯერ მუშაობს და ვერ დაველაპარაკები ბევრს ... სულ მუშაობს მერე დასვენება რომ დაგეგმოს და მე სულ უნდა მომენატროს?
_იყო დრო მახსოვს გეზარებოდა საუბარი სახლში რომ იყავი განსაკუთრებით
_მაშინ იოანე არ მწერდა...რა მიქნა ჩემმა თვითშეფასებამ . გამეცნო იქამდე უუფ _ისეთი საყვარელი იყო. სავარძელში ვარდებიანად ჩაჯდა და ყვავილებს ეფერებოდა
_ბორჯომში ვისთან მიდიხართ ... _ იესეს უკვე ჩვილი ჰყავდა მკლავებსშორის მოქცეული და გაბრიელი მეორე მხარეს . პატარაზე ელაპარაკებოდა და ასწავლიდა როგორ მოფერებოდა უმცროს ძმას_ინაა , რა ხდება ბორჯომში?
_თინა გვიჩიანის აგარაკზე მივდივართ ყველანი... რადგან სესილია კარგადაა მეც წავალ . სამი ან ოთხი დღით დავრჩებით
_დაჩიც იქნება?
_იქნება რა თქმა უნდა ... თინას ბავშვობის მეგობარია . შენ გოგას ბარიერი როგორ გადალახე არ გვეტყვი?
_მიყვარს დიანა ჩადუნელი და ბარიერი ვერ მექნება იმ ადამიანებთან ვისაც დინას ცხოვრება ადარდებს
_აი მესმის თავდაჯერება... სულ არ ედარდება გოგა გვიჩიანიც კი, რომელსაც შეუძლია ისე ჩამარხოს ,რომ ვეღარც ვიპოვნით
_ინა ,მა შენ მართლა ჩემზე დარდობ?_ისეთი თბილი ხმა ჰქონდა ინას სული აერია _ დიანა ავი დედინაცვალი არ იქნება და სხვა რა გაქვს შენ სადარდებელი
_ჩვენ ოჯახებს შორის მისი რომ არის საშიში, მისი გარემოცვა, ცნობადობა, ბიზნესლედობა ეს მარტო მე ვიცი და თქვენ არა? მისი მტრები შენი მტრები რომ არიან უკვე და სიმშვიდეს უნდა დაემშვიდობო ამაზე არ გიფიქრია ალბათ. ჩხიკვაძეების გარემოცვამ რაც დაგაკლო ჩადუნელის ქმრობა დაგიმატებს
_არაფერი მომივა იმის გარდა , რომ ყველა დღის დაწყება მიხარია უკვე...მეტ სტიმულს ,ენერგიას და მოტივაციას მაძლევს . თქვენ ყველანი დამოუკიდებლები ხართ უკვე
_ჩადუნელის კაცი რომ გახდე ჯიბეც უნდა გაისქელო და ახლა კიდევ უფრო მეტი იშრომო ? ილიკოს ბანკის ვალს მშვენივრად ვისტუმრებდით ერთად შენ რომ არ მოგეკლა თავი ბათუმში რესტორნის იმდენი პრობლემის მოგვარებით
_წლები ვისვენებდი უსაქმოდ ... იმ საქმეს თუ გავაკეთებ რომელშიც ვერკვევი და იმ გარემოში ვიქნები რაც მიყვარს არ გადამღლის მა
_დიანამ მართლა იმ ბინაში უნდა იცხოვროს?
_იქ იცხოვრებს სადაც მე ვიქნები
_დარწმუნებული ხარ?
_რაში ,მის სახლში რომ არ გადავალთ? _ გაეცინა _დიანა კარგად უნდა გაგაცნო თორემ ასე ვერ გამოვა
_შენ ასე კარგად იცნობ?
_იმდენად კი ,რომ ვიცოდე არ მეტყვის შენ პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ და ჩემთან გადმოდიო. მჯერა , რომ ჩემთან უნდა ყოფნა და არა მდიდრულ სასახლეში სხვა კაცთან . მე კი ვეცდები საცხოვრებელი ადგილი შევიცვალოთ. ბევრნი ვიქნებით და ფიზიკურად ვერ დავეტევით ყველანი. მარტას ბინაა თან და
_უკაცრავად ჩემი ბინა რომელია? _ მაგიდასთან იჯდა ,გემრიელად მიირთმევდა ილიკოს მომზადებულ პიცას და თავის სტიქიაში მყოფი უსმენდა კიდეც მამა_შვილის საუბარს _ ჩემი როდის გახდა
_შენია და მორჩაა !
_არაფერიც არ მორჩა...სახლი გავყიდე და ისე ვიყიდე . ჩემი როგორაა
_შენ სახელზეა და შენ სახელზე დარჩება . რომელიმე ბავშვს აჩუქე მერე,დამოუკიდებლად ცხოვრებას რომ მოინდომებს და გაგიფრინდება ბუდიდან
_გადაწყდა უკვე ?
_დიდი ხანია გადაწყდა
_გამოდის ჩემ მომავალ ბავშვს ჩუქნი 18 წლის რომ გახდება
_არავის ვჩუქნი,შენია !
_უშენოდ გატარებულ ცხოვრებას გვინაზღაურებ თუ რა გჭირს შენ ? _თვალები უნათებდა უკვე ,ინა და ილია კარგად ცნობდა ამ მზერას
_რა შუაშია... ის სახლი შენიც იყო
_შენ გგონია მომატყუებ ? ზუსტად ვიცი რასაც ფიქრობ ... ჯერ ილიას ვალი გაისტუმრე ახლა თურმე ბინა ჩემია ,ინასთან რას აპირებ
_ოჯახის უფროსი მე ვარ მგონი და მსგავსი დეტალები ერთად უნდა მოვაგვაროთ . მე უბრალოდ ნაწილი დავფარე ,ნაწილი ინამ და ილომ ხომ გადაიხადეს. ოჯახს ადრე ასე არ ვმართავდით ჩვეენ?
_ბინის გადმოცემის საჭიროება არ დგას ... საჩუქარი თუ გინდა შენ რომ იცი ისეთი გებჟალია გამიკეთეე რაა
_სადღა მახსოვს ... ამდენი წელია არ გამიკეთებია
_ორსულად ვარ ,ნახე ? _ შებრუნდა და მუცელი დემონსტრაციულად აჩვენა
_მე გავაკეთებ მარტა
_უკაცრავად,მაგრამ მამაშენი რომ ამზადებს იქამდე შენ ბევრი გაკლია...
_არ დაუჯერო,უბრალოდ დაა ჩემი და მიკერძოებულია მა _ ილიკოს გადაულოცა ბავშვი და დანებებული წმოდგა . მარტას მოეხვია ,რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე _ სიგიჟემდე მიყვარხარ და მენატრებოდი ასეთი
_გამიკეთებ თუ არ ...
_გავაკეთებ რასაც მეტყვი
_დაურეკე იმ შენს ქალბატონს გაგვაცანი ნორმალურად. მული ვარ მე აქ თუ ვინავარ საერთოდ
_გადაღლილია ძალიან და ვერ ჩამოვა ახლა
_შენ დაურეკე და ნახე რას გეტყვის
_მარტაა ასე ნუ დახვდები თორემ ახალ სარძლოს კი არა ძველ რძალსაც მაშინებ ,გეფიცები _ სესილია გვერდიდან მიეხუტა,ხელი წამოზრდილ მუცელზე შემოხვია და ჩუმად უთხრა
_ჩუ ,ვაჩქარებ მოვლენებს ვერ მიყურებ?თორემ ეს ისეთი ზანტია ბავშვობიდან თქვენ არ იცით
_კარგი რაა ... რა ზანტი
_არის კი ,სულ სხვას ითვალისწინებს და ყველაფერზე წინასწარ ფიქრობს. არ გამოელევა პრობლემა
_ილიკოს ჰგავს ანუ
_ილიკოს კი არ ჰგავს,ილიკო ჰგავს ხასიათით უსაშველოდ ... სულ მეგონა ჩემი ძმის ბავშვობას ვზრდიდი და კი ვცდილობდი ცოტა უფრო სხვანაირი ყოფილიყო ვინმეს რომ არ ეტკინა გული მისთვის,მაგრამ არაფერი გამოვიდა. მოკვდებიან საყვარელი ადამიანებისთვის ...
_ილიკოც ეხმარება ... ერთად პირველად ვუყურებ სამზარეულოში
_ტირილი რომ დავიწყო და ორსულობას მივაბრალო შენ ხომ არ ჩამიშვებ სესილია?
_მე რას მივაბრალო_ინა იდგა იქვე და თვალებამღვრეული უყურებდა სამყაროში ყველაზე საყვარელ კაცებს _ აუ იოანეე რაღა დღეს ვერ მოდიხაარ...შეგაგდებდი ამათთან და ვნახავდი მშიერს მომკლავ თუ არაა .
_აკაკიც ვერ მოდის ...დამშვიდდი. დღეს სიძეების დღე არაა, რძლის თუ იქნება ვნახოთ
_რაო დიანამ მოვალო?
_მოვლენ


ინა ხომ ისედაც ცქმუტავდა და მერე უნდა გენახათ კარის ზღურბლზე დაჩის შემდეგ იოანე რომ გამოჩნდა. თითქმის ერთი კვირის უნახავი ჰყავდა და ისე მოეხვია სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ მკლავები შემოჰხვია ,სახე მის ყელში ჩამალა და იქვე უტოვებდა ჩუმ კოცნებს
_გეგონა მარტო წამოვიდოდი და თან არ გამოვიყოლებდი? მთელი დღე ბუზღუნებდა ისე ვარ გადაღლილი იქამდე ვერ ჩავალო და ისედაც ვაპირებდი ჩამოყვანას სანამ დიანა მეტყოდა მივდივართო _ დაჩიმ უთხრა მასაც რომ მიესალმა და თავზე აკოცა _ აქამდე მეგონა მხოლოდ ის იყო შეპყრობილი შენით,შენც არ აკლებ თურმე მონატრებას _ ჩურჩულით უთხრა ბოლო სიტყვები და მერე ზემოდან დახედა _ მე უნდა ვყოფილიყავი იოს მეჯვარე ქორწილში და ახლა ჩვენ თუ და _ძმა ვხდებით როგორ იქნება ჩვენი საქმე
_რა დროს ჩემი ქორწილი და შენი მეჯვარეობაა მთავარი იმათი ერთად ყოფნა_არყოფნაა
_არ მითხრა მეც განვიხილავ არყოფნასო
_მე არაფერს განვიხილავ და შენ აშკარად ვერ ხედავ მამაჩემის იდეალური ქმრის კანდიდატად
_გააჩნია რა კრიტერიუმები გაქვს ნამდვილად იდეალური დედისთვის შესაფერისი კაცისთვის მოფიქრებული
_ორივე რომ დამშვიდდეთ და უბრალოდ დაინახოთ ერთად როგორები არიან საკმარისი იქნება თქვენს დასამშვიდებლად, დაბრმავებულები თუ არ ხართ შიშისგან _ იოანემ უთხრა და შემდეგ გახედეს სასტუმროს უზარმაზარ სამზარეულოში მყოფ დიანა ჩადუნელს და იესე მინდელს. ისე იყვნენ ჩახუტებულები დინას სახის ერთ მხარეს მინდელის ხელი ფარავდა , მეორე ლოყაზე კოცნიდა კაცი დინამ თითები მის მტევანს რომ შემოჰხვია და მაჯაზე აკოცა . მერე რაღაც უთხრა და იესემ იუარა ,მიმართულება შეუცვალა და დანარჩენებთან დააბრუნა ბავშვებს კი ხილით სავსე თეფში მიაწოდა . ორივეს აკოცა თავზე და ისინიც დედის გზას გააყოლა.
_განსაკუთრებულად რომ მიეფერა გასაგებია უკვე _ დაჩიმ დაისისინა და ინამ თვალები აატრიალა
_შენ ვერ მოფერებიხარ კარგად სალომეს 20 წელი რომ დაგჭირდათ ერთად ყოფნისთვის და ნუ იბოღმები პატარა კაცივით . სულ არ მიხარია დიანა ჩადუნელს რომ უნდა გაუქაჩოს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ვერ ამოისუნთქოს მამაჩემმა როგორმე არაფერი რომ არ მოაკლოს , მაგრამ ... სულ არაფერი მედარდება მისი ბედნიერების გარდა_ იოანეს მიეხუტა ისევ . მის მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული და ისე უყურებდა ოთახში მსხდომებს _ მამაჩემი დედაშენის გაბედნიერებას შეეწირება
_დიანა არავის შეიწირავს . მის გვერდით ვერც დაეცემი და ვერც ცუდად იქნები ,ტყავიდან ამოძვრება და ფეხზე მყარად დგომაში დაგეხმარება. უცნობს შეუძლია შეეხიდოს თუ იცის რომ მართალია და საყვარელ კაცს საყრდენად თუ გადაექცევა . არც იდარდო იმაზე ,რომ რამე განსაკუთრებული სჭირდება სიყვარულის და პატივისცემის გარდა
_ერთი და იგივე აზრზე ხართ სინამდვილეში ორივე ,ერთმანეთს არ უსმენთ?
_ვუსმენთ და შენ მეჯვარის პოვნა გიწევს . ხვდები ?
_სიმამრი მყავდეს ბედნიერი და ვიპოვნი როგორმე ვინმეს, ზაფხულამდე
_რომელ ზაფხულამდე ... რატომ ზაფხულამდე
_ზაფხული გიყვარს და ქორწილიც ზაფხულში გვექნება ... პატარა ,მშვიდი და მხოლოდ საყვარელი ადამიანებით გარემოცული
_ერთი ქორწილი უკვე ჩაინიშნა საინტერესოა დედაჩემი რას გადაწყვეტს,ქალი რომელსაც ყველა სეზონი უყვარს და საერთოდ ცხოვრება უყვარს ძალიან,სიცოცხლე
_რა თქვი დე ? _ ვერ გაიგო ნორმალურად და მარტასთან საუბრით გართულმა ჰკითხა მაშინვე
_არაფერი ... საინტერესოა ჩემი მომზადებული გეყვარება ისევ თუ იესეს ვუთმობ პოზიციას . ისეთი სურნელი გამოდის იქედან მგონი ფარ_ხმალს დავყრი
_სიგემრიელეს ემოცია განაპირობებს და მეეჭვება სოსოს მომზადებულმა ოდესმე გადაფაროს შვილის მიერ მირთმეული კერძის გემო _მარტამ უთხრა და ილიკოს გახედა გაბრწყინებული თვალებით_ ახლაც მახსოვს 9 წლის ილიკომ როგორი უგემური კვერცხი შემიწვა პირველად ,ისედაც სიცხიანი უარესად როგორ არ გავხდი საკვირველი იყო ,მაგრამ იმაზე დასამახსოვრებელი არც იქამდე და არც მერე არაფერი მიჭამია
_ჩვენ სხვა შემთხვევა გვაქვს... ერთ ზაფხულს აკადემიაში ვიარე კურსებზე და მერე დავიწყე მზადება
_ჯიბის ფულს რომ გაძლევდი ის გქონდა თურმე გადანახული და მე რომ მეგობრებთან მეგონე მაშინ დადიოდი ჩუმად თან 14 წლის იყავი და როგორ დაითანხმე შეფი კურსზე რომ მიგიღო ეგ ცალკე ამბავია. ორმაგად ვიყავი სასიამოვნოდ გაოცებული ,გემო საერთოდ არ მახსოვს იმ რაღაც თევზის კერძის . შენი თვალები მახსოვს , როგორ ელოდი რეაქციას და როგორ მიხაროდა მე ასეთი რომ გაიზარდე _ ხელი ჩაკიდა და ისე აკოცა ნაიარევ ხელისგულზე ვერც გაიაზრა რომ მარტო არ იყვნენ _ მე და მარტას ბევრი საერთო ემოცია გვექნება განცდილი ,არა?
_ჩემნაირი გოგო არ ჰყავდა დიანას აღსაზრდელად თორემ მაგასაც ვნახავდით როგორი ერთნაირი ემოციები გექნებოდათ. მის პრინციპულობაზე ისეთი ამბები დადის სახლიდან მისროდა ალბათ შენს ადგილას
_დაჩი იმიტომ არ დამიტოვებია ჩემ გვერდით,კარგად რომ სწავლობდა და იქცეოდა... უსაზღვროდ მიყვარდა დაბადებიდან და ასმაგად შემიყვარდა ეკას გარდაცვალების შემდეგ . სულ რომ ყირაზე დამდგარიყო გვერდიდან ვერ მომიშორებდა ... შენ ძალიან ინდომებდი ალბათ მარტასთვის ტვირთი შეგემცირებინა ,შენზე არ ედარდა და შენთვის ნაკლები გაეკეთებინა ,მაგრამ ვერასდროს ათქმევინე უარი სიყვარულზე ,რომელიც გულში კი არაა მხოლოდ, ძარღვებში მიედინება სისხლთან ერთად _ ორ წამში შეეძლო ინას მთელი ცხოვრების უპასუხო კითხვის ახსნა? სხეული რომ გაუყინა ჩადუნელის თბილმა ხმამ იოანეს თითები შეეხო თითებზე და მერე ხელიც შემოეხვია წელზე
_ვიცი შენ მამაჩემის არ გეშინია ... სულელი უნდა იყო ქალი მის გვერდით დრო გაატარო და შეგეშინდეს მეც არ მომკლასო. შენ კი ყველანაირი შეიძლება იყო სულელის გარდა. მე მეშინია შენი , მამაჩემი იმდენად მოგეჯაჭვება შენც რომ ატკინო მერე რაღაც საშინელებას დაგმართებ
_ინა ... რას ეუბნები თუ იაზრებ _ ილიამ თვალები დაუბრიალა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია . დიანას კი ხმით გაეცინა
_მე ვიცი ზუსტად რასაც მეუბნება და ისიც ვიცი მე და ინა სხვადასხვა მხარეს არასდროს აღმოვჩნდებით. ღმერთმა ნუ მოატრიალოს ჩვენი ცხოცრება ისე მე მამაშენისთვის გულის ტკენა გადავწყვიტო ...შენი ჩარევა საჭირო არ იქნება , მაგას რომ გავაკეთებ მეტად ვეღარაფერი გამანადგურებს
_მუქარებს თუ მორჩით ჩემო ორო უძვირფასესო იქნებ ნება იბოძოთ და სუფრის გაშლაში დამეხმაროთ... რომ იცოდეთ მზადება რამდენადაც მიყვარს თეფშების გატან_გამოტანა მღლის იმდენად
_შენ ასეთი გემრიელი სუნები დააყენე სახლში იესე და თეფშებს მე და სანიკოც მივიტანთ მაგიდამდე. დედასაც სულ ეზარება დალაგებაც და ალაგებაც _კესანემ წამსვე ჩაუშვა ,გაბრიელთან ერთად თამაშს შეეშვა და მისკენ გაიქცა _ტკბილი არ გაქვს რამე?
_გვაქვს,ოღონდ ჩემი მომზადებული არ არის... დედიკოს არ უთხრა,მაგრამ მე არ გამომდის არაფერი რასაც შაქარი აქვს და კრემი მითუმეტეს
_აუფ არაუშავს , შენ არ ინერვიულო... ვიყიდით ნამცხვრებს დედიკოსთვის. როცა გაბრაზდება ჩემ დამალულ შოკოლადებსაც მოგცემ _ ჩურჩულით ეუბნებოდა ყურში თითქოს უდიდეს საიდუმლოს უმხელდნენ ერთმანეთს
_დამალული შოკოლადები შენც გაქვს?
_კიდევ ვის აქვს
_ინას ... ის ლოგინის გვერდით ტუმბოში მალავს პატარა ყუთში რომელშიც წესით ფანქრები უნდა ჰქონდეს მაგრამ სულ შოკოლადები აქვს
_მე ყველა თაროზე მაქვს ცოტ_ცოტა... დედამ რომელიმე რომ იპოვნოს კიდევ რომ დამრჩეს
_ჭკვიანურია...სესილიაა შენნაირი ვიპოვე _ რძალი რომ მიუახლოვდა ჩუმად უთხრა
_მაინც როგორი ჩემნაირი
_შოკოლადებს მალავს ყველგან
_ილიას არ უთხრა თორემ გადაირევა
_გულს გაუჩერებთ ადამიანს ისეთი საყვარლები ხართ შვილო _ ჩვილით ხელში მდგომ ქალს ზუსტად ისე აკოცა თავზე როგორც წუთის წინ 5 წლის კესანეს და მერე იესე აიყვანა ხელში _ სანამ სუფრა გამზადდება იქამდე მე მეყოლება. მიდი შენ თავისუფლად დაჯექი _დიანას გვერდით მოთავსდდა დივანზე და ქალმაც მაშინვე გადაიტანა ყურადღება მათზე
_ასეთ პატარას ასე კარგად მართლა როგორ იჭერ
_პატარა რომაა უფრო ადვილია ,არსად მიდის ... აი ცოტა მერე ცქმუტვას რომ დაიწყებს მერეა რთული . ახლა ძილის მინისტრია
_რაღაც უნდა გითხრა ..._ბავშვს უყურებდა უცებ რომ გაუსწორა მზერა
_გისმენ
_მარტო მირჩევნია
_კარგი ... გავიდეთ _ იესე მარტას დაუტოვა და დიანასთან ერთად განმარტოვდა _ მშვიდობა გვაქვს?
_გიორგის შევხვდი ... დამირეკა საქმე მაქვსო და სახლში მივედი . ყველგან ვერ შევხვდები უბრალოდ, ხომ გესმის იცნობენ და აკვირდებიან
_მერე ? რაო რა მინდაო _თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე მოეფერა
_შერიგებაზე მელაპარაკებოდა ისევ... ვჭირდები რეკლამისთვის და რაღაცებს მთავაზობდა
_საწყალი ნეტავ მართლა ჰგონია ,რომ დაუბრუნდები?
_შენ რომ არ იყო ჩემ ცხოვრებაში დავფიქრდებოდი ...
_არ დაფიქრდებოდი . გაღიზიანებს მისი ის გავლენა რაც შენზე როგორც ქალზე მოახდინა ,ის ტყუილი რასაც გაჯერებდა და ყველაფერი რასაც გაკეთებინებდა იქამდე სანამ გამოიჭერდი. იშვიათად მაქვს ვინმეს ცემის სურვილი და ის ამ უიშვიათესი შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულია ... ნაბიჭვ.რი
_ჯერ არ იცის ერთად რომ ვართ...როცა გაიგებს ზუსტად ვიცი არ მოისვენებს და მინდა იცოდე
_შენ ფიქრობ ვიეჭვიანებ და მის ნაბოდვარს დავუჯერებ ოდესმე? შენ სიტყვაც რომ არ მითხრა ისეც მჯერა სულ ,შენი რომ არ მეჯერება ბოლო მომეღება მერე _ თითები თმაში შეუცურა და მოეფერა კოცნამდე _ სულ მენატრები ,იცი? _ ტუჩებთან დაიჩურჩულა და გაეღიმა დიანამ პირველმა რომ გადაკვეთა ზღვარი
_მე უფრო _ მკლავები ყელზე შემოხვია,სხეულზე მიეკრო და ვნებიან კოცნაში აიყოლია _ მშია ,ერთი სული მაქვს ყველაფერს როდის გავსინჯავ
_ისევ მთელი დღეები მშიერი ხარ?
_არა ,ბოლო დროს მთელი დღე ვჭამ...მალე ისე გავსუქდები ხელს ვერ შემომხვევ წელზე
_რაც უფრო მეტი იქნები უკეთესია ,მაგრამ მთლად ასეც არ გვინდა ხელში რომ ვეღარ აგიყვანო _ გაიცინა და უკან მიჰყვა
_შენ მაინც არ ეჭვიანობ ... რანაირი კაცი ხარ
_ეჭვიანი შენც საკმარისი ხარ ჩვენ წყვილში...
_უკანასკნელად გაგაცინებ , ვინმეზე ფიქრიც რომ გაბედო გონებაში _ უღიმოდა და ისე ემუქრებოდა
_კლასიკური დიანა ჩადუნელი ... ეს სიცილი ვიცი ,გემუქრებოდა ხომ? _დაჩი მიუახლოვდათ ,იცინოდა და იესეს პასუხს ელოდა_ მითხარი
_შენ რატომ გემუქრება ხოლმე
_ბავშვობაში ჭამაზე ... სულ გასული ვიყავი და მახსენებდა მაღვიძარასავით შესვენების დროს რომ გამევლო სადმე და ნორმალურად მეჭამა. ის შეტყობინებები უნდა გამომეშვა წიგნად " ჭამა არ დაგავიწყდეს თორემ საღამოს ერთ ქვაბს გაჭმევ " " ჭამე ,ქარებია გადაგაფრენს საზღვარზე სად გეძებო მერე" მერეც იყო რაღაცებზე ,მაგრამ ჭამას ახლაც მახსენებს თუ საქმე მაქვს ბევრი.
_ყველაფერს ნუ იტყვი ,დაჩი ... დაჯექი ჭამე და ისწავლე თუ რამე მოგეწონება
_უკაცრავად რამე კი არა ყველაფერი მოეწონება _ სკამი გამოუწია, ინსტიქტურად აკოცა მოღეღილ ყელზე უკვე მჯდომს და შემდეგ დაიკავა მის გვერდით ადგილი . ინასთვის უნდოდა თეფშით მიეწოდებინა კერძი ,მაგრამ იოანემაც იქეთ გასწია ხელი და შეჩერდა . გაეღიმა მხოლოდ ,ინა კი დეტალებით გაბედნიერებული უმზერდა ყველა საყვარელ ადამიანს. აკაკიც რომ შეუერთდდათ მარტაც ბავშვად გადაიქცა.
დაჩიმ იცოდა მხოლოდ დიანა ჩადუნელის უმადობის ამბავი, როგორ არასდროს უყვარდა ჭამა და სწორედ ამიტომ დაიწყო კურსებზე სიარული მისთვის სხვადასხვა გემრიელობა რომ მოემზადებინა . სულ ცოტას ჭამდა, სულ სადღაც ეჩქარებოდა და რაღაც გეგმა ჰქონდა ახლა კი კერძი არ დატოვა რომ არ გაესინჯა . ჯერ ფიქრობდა სტრესის ფონზე ჰქონდა უმადობა,ახლა ალბათ ყველაზე უდარდელი და თავისუფალიაო ,მაგრამ შემდეგ ეჭვი გაუჩნდა,რომელიც არც იცოდა როგორ და როდის გაეჟღერებინა.
საერთოდ ეუცნაურებოდა ასეთი მოსიყვარულე,მომღიმარი დიანა. შეყვარებულს პირველად ხედავდა და მისი გრძნობა რომ ნამდვილი იყო ზუსტად იცოდა. იესეს მზერასაც ვერ დააიგნორებდა , მოზომილ შეხებას თითებზე ფერებას . მასზე კონცენტრირების პარალელურად ყველას და ყველაფერს რომ აკვირდებოდა ,ზრუნავდა ,ფიქრობდა. მართლა ჰქონდა რაღაც შინაგანად ოჯახის უფროსისთვის დამახასიათებელი წმინდა სული ამ კაცს.

ზამთრის პირველ შაბათ_კვირას ბორჯომში ,თინა გვიჩიანის აგარაკზე შეიკრიბნენ. ამინდების მიუხედავად ქალაქიდან გასვლა და ერთად ყოფნის იდეა მოეწონა , თინასთან ერთად დაგეგმილი ფოტოსესიისთვისაც მოემზადა და პირველივე დღეს აპოზიორა ღრუბლიან ქალაქში.
წყვილებიც არ დაავიწყდა, საითაც გაიხედავდა ყველა მხარეს პოულობდა დასაფიქსრებელ კადრს. ერთ მხარეს სალომე და დაჩი მისეირნობდა,მეორე მხარეს ინა და იოანე .
საკუთარი ძმის სულ ახალ ვერსიას უყურებდა,თითქოს ინასთვის ერთი იოანე ჰყავდა ყველასგან გადამალული და ახლა ეცნობოდა მატილდაც. ამდენი სიცილით,ასეთი მომღიმარი და მოლაპარაკე არც ახსოვდა.
პირველივე ემოციურად გადატვირთული დღის დასასრულს პარკში შემორჩნენ . ხმაურსა და ხალხმრავლობას გარიდებული მოშორებით იდგა კამერამომარჯვებული, ობიექტში სრულიად მოულოდნელად რომ გამოჩნდა თორნიკე ილდანი. ნანატრი მოჩვენებასავით მიდიოდა და უღიმოდა , შემდეგ კი მასთან მიახლოების ნაცვლად თინა ჩაიკრა გულში.
_როგორ ხარ ნამცეცა ? _ ლოყაზე ისე თბილად აკოცა მატილდა ემოციებით გაივსო. იცოდა გაათავისუფლეს,მაგრამ იქ არ ელოდა. ვერ გაუძლო ,მონატრებულის ახლო_შორმა ხილვამ ერთიანად გამოაცალა ძალა.
კამერიანად შებრუნდა და საერთოდ შეიცვალა მიმართულება. ყველაზე განაპირა მდგომ სკამზე ჩამოჯდა და თავი უკან გადასწია. მზე უკვე ჩადიოდა,ლამპიონებიც არ ანათებდა მისკენ. ძლივს მარტოდ და მშვიდად იგრძნო თავი ხმა რომ გაიგო
_კაცის ფოტოებით გქონდეს სავსე ყველა მოწყობილობა და გამარჯობას არ ეუბნებოდე ,შენ თუ ჩაიდენდი მსგავს უმსგავსობას მხოლოდ
_გამარჯობა სიტყვით კმარა თუ კოცნა და ჩახუტებაც უნდა დავურთო
_გამარჯობის მერე როგორ ხარ უნდა მკითხო . კოცნამდე ადრეა ძალიან
_ცუდად ხარ დავიჯერო და იმიტომ ამოხვედი ბორჯომში?მჟავე წყალი სხვა მხარესაა, თბილი აქ და ცივი გარეთ
_შენ აქაც ფოტოგრაფობ? _ ფეხებზე დადებული კამერა ისე მარტივად აართვა სანამ რეაგირება მოასწრო უკვე თვალთან ჰქონდა და იქედან უყურებდა სახეარეულს _ კამერას მაინც გაუღიმე _რამდენჯერმე დააჭირა ღილაკს და თავად გაეღიმა _ ნუ ღელავ მხოლოდ შენი ფოტოგრაფი ვიქნები და არა შენი ფოტოების დამთვალიერებელი...
_გამოფენას რომ მოვაწყობ ხელოვნებისმოყვარულებს შორის თუ აღმოგაჩენ არ დაგპატიჟო?
_ჩემი ფოტოების გამოფენას თუ მოაწყობ აუცილებელიც კი იქნება ჩემი დაპატიჟება და თუ ჩემებს შენთვის დაიტოვებ ,არავის უწილადებ ჩემით ტკბობის სიამოვნებას , ამ შემთხვევაშიც მომიწვიე
_არ მაქვს შენი ისეთი ფოტო ვინმეს ტკბობა რომ შეეძლოს
_შიშველი პოზიორობისთვის პატარა ხარ ჯერ
_ მე რა შუაში ვარ
_აბა მე კომპლექსი არ მაქვს საკუთარი სხეულის
_და ყველამ გინდა იხილოს? იქნებ რეკლამა გინდა გაგიკეთო. ინტეგრაცია გიჭირს და გინდა გოგონებს შეახსენო ერთ დროს ქალაქის პოპულარული ბიჭი
_აჰ ,პოპულარობას შენი ფოტოებით დავიბრუნებ? შენ მე გადამიღებ და გამოვაქვეყნებთ,მე ჩემ სოც. ქსელებში ალბათ ხომ?
_კომპლექსები არ მაქვსო არ თქვი?_რომ წარმოიდგინა ილდანი თავისი შიშველ ფოტოებს როგორ ტვირთავდა ინსტაგრამზე სიცილის შეკავება აღარ შეეძლო. ტუჩზე იკბინა და მერე მაინც გაეცინა
_სხვას არავის გადაუღო შიშველს შენ და მე იქნებ ოდესმე დავფიქრდე_ თვალი ჩაუკრა და ლოყაზე აკოცა სრულიად მოულოდნელ დროს _ თუ ოდესმე ჩემდაუნებურად გაწყენინე იცოდე რომ არცერთი მიცდია განზრახ _ რა უნდოდა. რისთვის უშლიდა დალაგებულ გრძნობებს. რატომ კვეთდდა თავისივე გავლებულ ზღვარს.
_განზრახულ სიშორეს ცდილობ მხოლოდ და ისიც უშედეგოდ? _წინ წასულს დააწია სიტყვები ტყვიებივით და მიუბრუნდა კიდეც გაღიმებული ილდანი
_გული გიჩერდება გრძნობებისგან და მაინც ვერ ჩუმდები ხომ ? ისევ ის მანანა ხარ სკოლაში რომ იყავი,მოუსვენარი, ქარივით თავისუფალი და ყველას შორის არა'ნორმალური
_ერთი წუთით , შენ გახსოვს როგორი ვიყავი ბავშვობაში ? ამიტომ მეძახი მანანას ... შენ,ღმერთო ჩემო ეს რა უკადრებელი ტყუილი იკადრე ? ეს რა თამაში ითამაშე ამ ერთობ დიდმა,მისაბაძმა და სიმართლით განთქმულმა პიროვნებამ _ უცებ წამოდგა ,კამერა გადაავიწყდა მასთან საუბრის გაგრძელების სურვილით შეპყრობილს და ასფალტზე დავარდნისას მსხვრევის ხმა რომ გაისმა მხოლოდ შემდეგ მიმოიხედა სიბნელეში _არა რა ოღონდ გატეხილი არ იყო გთხოოვ _ ტელეფონის განათებით ყველა ნაწილიც კი ვერ დაინახა ისე იყო დამსხვრეული
_არ ინერვიულო ... ყველას მოსდის მსგავსი
_ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი,უნდა მოვფრთხილებოდი . იცი რამდენი წლის იყო? იცი რამდენი ფოტო გადავიღე,რამდენი კადრი დავაფიქსირე ,რამდენი ემოცია გავაცოცხლე ამით?
_დრო იყო ახლის ყიდვის
_არ მიყიდია
_ნაჩუქარი უფრო ტკბილია თუ ისეთმა ადამიანმა გიყიდა ვინც მნიშვნელოვანია
_ჩემი პირველი შემოსავლით მივიღე... ნახატში გავცვალე _ყველაფერი ერთად შეაგროვა თორნიკეს დახმარებით და ცრემლებიც გადმოუშვა . ბნელოდა და იმედი ჰქონდა ,რომ ვერ დაინახავდა _ მაშინ ასეთები საქართველოში არ იყო ,ერთ ბიჭს ჰქონდა და ვუთხარი მომყიდე_მეთქი. მისი არ იყო ,არადა იმდენი ვევაჭრე ,რა აღარ შევთავაზე. მითხრა მის პატრონს დავეკითხები და დაგიკავშირდებიო. არ ველოდი თუ მომწერდა. ფოტო გადმომიგზავნა ულამაზესი გოგო იყო ,მაგრამ ძველი სურათი იყო . თუ დახატავ დაა გააცოცხლებ სულს გაგიცვლი მაგ ნახატშიო . ისეთი კარგი გამომივიდა ერთი ფიქრი ვიფიქრე დავიტოვებ ამ ნახატს და სხვა დროს ვიყიდი ფოტოაპარატს_თქო
_მერე?
_ორი დავხატე ... ისეთი ლამაზი გოგო იყო , ისეთი თვალები ჰქონდა ზუსტად ვიცი ვინც გადაუღო ის უყვარდა და მე , მე ეგ თვალები მინდოდა
_თვალები გინდოდა როგორ გავიგო _სიბნელეში უყურებდა ისე ცხადად და იცოდა ყველაფერი იმაზე მეტიც ვიდრე მატილდას წარმოედგინა
_ისეთი ვარსკვლავთვალა ვყოფილიყავი და ვინმეს ფოტო შემოენახა ...
_ანუ ორი ნახატი დახატე და ფოტოაპარატიც დაიტოვე
_პირველი ჩემთვის დავიტოვე, მეორეში გავუცვალე. ისიც ძალიან კარგი იყო,მაგრამ პირველი განსაკუთრებული გამომივიდა .
_მე გამიცვალე ფოტოაპარატში რომელიც გინდა
_რა გაგიცვალო...
_ნახატი ... ოღონდ ჯერ ფოტოაპარატს მიიღებ და მერე ,როცა მე მომინდება დახატავ
_შეკვეთით არ ვხატავ და ფოტოაპარატის ფულიც მაქვს. თუ ვერ მიხვდი იქ ამბავი იყო მთავარი
_ვერ მივხვდი _ ჩაიცინა ისე მტკივნეულად ,რომ მატილდას საკუთარი სიტყვები მასთან ერთად ეტკინა _ მე მოლაპარაკებები სსხვაგვარად ვიცი. ჩემ გამო დაგიზიანდა საყვარელი ნივთი და მე დაგიბრუნებ . ყველა შემთხვევაში მიიღებ მათ შორის საუკეთესო ვერსიას
_ეს არაა სამართლიანობა. მე ვერ გავუფრთხილდი შენ რა შუაში ხარ . რა თქმა უნდა არ მივიღებ საჩუქარს. ნახატი თუ გინდა ჩემზე ნიჭიერ მხატვარს გირჩევ ან ისე უბრალოდ დავხატავ ,როცა გინდა და რასაც გინდა
_მე მხოლოდ ის მინდა რომ არ იტირო და ამ ფოტოაპარატივით არ დაიმსხვრეს შენი ძვირფასი არსება _ ხელებში მოქცეულ ნაწილებს უყურებდა თავდახრილი ილდანის ხმა ახლოდან რომ გაიგო და თითების შეხება იგრძნო ცრემლიან ლოყაზე ,მეორე მხარეს ,თვალთან ახლოს აკოცა და მატილდას ტირილის სურვილი იმ წამს უფრო გაუმძაფრდა განცდილი შეგრძნებებისგან სავსეს
_მე რომ ტკივილის დროს უფრო ნაკლებს ვტირი ვიდრე სულ'არეულობის გამო ? _იმდენად ახლოს იყო მის გრილ სურნელს გრძნობდა ,სიგარეტის სუნი სადღაც შორიდან რომ იგრძნობოდა . გაყინული გაათბო სულ ერთმა უბრალო ბრალიანმა კოცნამ და სიტყვები თავისთავად გაჟღერდნენ. ნეტავ რას ეტყოდა პასუხად თორნიკე ნაბიჯების ხმა რომ არ გაეგოთ და შემდეგ მობილურიც არ განათებულიყო . ცრემლები უცებ შეიმშრალა ,ღრმად ჩაისუნთქა და იოანეს ზარს უპასუხა
_ერთი საათია გწერ , რამეს შეეჯახე გადაღების დროს თუ მოგიტაცა რომელიმე არაბმა მეცხრე ცოლად და პირველი ღამის წინ მუცლის ცეკვა რომ შეიმეცნე გამოგადგა ძლივს
_იოანე ჩემსავით რომ იწყებ საუბარს იმ დროს მაშინებ ყველაზე მეტად ... კარგად ვარ . გასასვლელთან შეგხვდებით
_წავედით ჩვენ უკვე ... გაიყინნენ გოგონები , შენ იმედია მოძრაობა შეგიძლია და არ მიეყინე
_რა კარგ დროს გაგახსენდი
_გამოვიდე ?
_არა , მოვალ მალე _ლამპიონები ანათებდნენ ბილიკს უცებ რომ ჩაქრა ყველაფერი და ადგილზე შედგა
_წვიმს ... _მატილდას შავი ქოლგა გაშალა და მის გვერდით დადგა _დაკეტილია უკვე კარიც
_ასე დამაგვიანდა ? ამიტომ ვიპოვე თავისუფალი სკამი _მდინარის ხმა ისმოდა,რომელიც სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა . წვიმის წვეთებიც გაუჩერებლად ეცემოდა ქოლგას . სიბნელეში გზას თორნიკე ანათებდა თავისი მობილურით სანამ ისიც არ გაითიშა და ჩუმად არ შეიკურთხა.
_ჩემი აიღე ,ჯიბეში მაქვს _ორივე ხელით ფოტოაპარატი ეჭირა ,ილდანმა ისე ამოაძვრინა შარვლის უკანა ჯიბიდან მისი ტელეფონი რომ ხედავდა თორემ ოდნავადაც არ უგრძვნია _ კარს როგორ გავაღებთ
_ციხეში ქურდული სამყაროს წევრობისთვის მე ვიჯექი და ნათელი არ არის ვინ გააღებს?
_ნუ მაცინებ , ზუსტად ვიცი ამ კარზე "ატმეჩკით" მუშაობას აქ,ახლა და ჩემ თვალწინ არ დაიწყებ _ ისე გამოავლინა რომ იცნობდა და გრძნობდა ილდანის გაღიმება უკვე მერამდენედ გამოიწვია _დაცვა იქნება დაველაპარაკები და გაგვიღებს
_ა მე არც ჩაკეტილ კარს ვაღებ და არც ვლაპარაკობ ... შენ უნდა წამეყვანე მოწმედ სასამართლოზე. ლაპარაკის გამო ვიჯექი 5 წელი სხვა კი ვერაფერი დამაბრალეს
_უდანაშაულობის მწვერვალიდან გვიყურებ წვრილმან ხულიგნებს _ იგივე ტონით უპასუხა და ორივეს გაეცინა _ მე რომ გითხრა ჩაკეტილი კარის გაღება ვიცი_თქო
_სრულიად შეუსაბამო იქნება შენთვის და თან შესაბამისი იმდენად გიყვარს მილიონი საქმის ცოდნა
_მიყვარს ნამდვილად და ვერ ვიტან რაღაც რომ მჭირდება და არ ვიცი
_გასაღები გრჩება ,მაგრამ ატმეჩკა სულ გაქვს ?
_გასაღები მეკარგება უბრალოდ
_სერიოზულად მატილდა _შეჩერდა და ტელეფონი ისე მიანათა მისი სახე რომ დაენახა _ ჩემი გამასხარავება გგონია დასაშვებია ?
_არასდროს ვიფიქრებ . სიმართლეს გეუბნები
_ღმერთო მე დამცინი თუ იოანეს ,ასეთი რომ ჰყავს სახლში _ ჩუმად თქვა და ინსტიქტურად მიიწია მატილდასკენ წვიმა რომ გაძლიერდა . უკვე კართან იყვნენ დაცვის კაცმა რომ გამოხედათ , ისე ამოიღო ჯიბიდან ფული და ხელის ჩამორთმევის დროს მისცა კამერა კი არა იქვე მდგომი ადამიანიც ვერ დაინახავდა თუ მატილდას მსგავსი მზერა არ ექნებოდა _მადლობა . მშვიდ მორიგეობას გისურვებთ.
_არადა ვფიქრობდი მე გავაღებ კარს და შოკირებულს დავტოვებ_თქო _ ჩუმად თქვა და ისევ მიიპყრო ილდანის ყურადღება
_გემუდარები ეგ სხვა ვინმეს არც უთხრა ,არც აჩვენო თორემ ნამდვილად სახლში დაურჩები იოანეს შინაბერად , ცოდოა ბიჭი
_ცოდოა მის გვერდით რომ ვიცხოვრებ დიდხანს?
_შენ რომ ბიჭებს მოსწონხარ იმათ რომ გაიგონ ჩაკეტილი კარის გაღება იცი , შეეშინდებათ და წამში აორთქლდებიან
_შენ რა იცი მე როგორ ბიჭებს მოვწონვარ ... იქნებ
_კითხვა არ გამიჟღერო შენ რა იცით დაწყებული ,არასდროს _ მანქანის კარი გაუღრო ,ქოლგა უფრო მაღლა ასწია კომფორტულად რომ დამჯდარიყო და მერე მოთავსდდა თავად.
_რატომ იცი , შეიძლება?
_რა
_შენ რა იცის არ გკითხავ ,შენ რატომ იცი მე ვის მოვწონვარს ,გკითხავ
_როგორიც ხარ ისეთს მოსწონხარ და ისეთი მოგწონს
_სისულელეა ... ერთნაირად დამუხტული ნაწილაკები რომ განიზიდავენ და საპირისპიროდ დამუხტულები იზიდავენ არ იცი?
_შენ ნაწილაკი ხარ ?
_ჩემ შემთხვევაში პრობლემა ის არის რომ თავადაც არ ვიცი დადებითად დამუხტული ვარ თუ უარყოფითად
_კითხვა რატომ გაგიჩნდა საერთოდ მაგ საკითხთან დაკავშკრებით
_საკუთარ თავთან დაკავშირებით არ უნდა მქონდეს კითხვა? ჯერ შენი თავი უნდა შეიცნო ადამიანმა
_ბოლომდე ვერც სხვას შეისწავლი და ვერც საკუთარ თავს. ადამიანი ხარ, რომელიც ცოცხლობს და ცხოვრების მიხედვით გზად შეიძლება ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი გადადგას_ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა თავი ფსიქოლოგთან ვიზიტზე გეგონებოდათ და არა მის მანქანაში ,რომელიც არცთუ ისე ნელა მიდიოდა წვიმიან გზაზე.
_ხვალაც დარჩები ?
_არავის არასდროს ვაბარებ ანგარიშს ჩემი ადგილსამყოფელის, წასვლა_წამოსვლის და სახლში დაბრუნების დროებზე
_თავადაც არ იცი და იმიტომ თუ გეშინია
_მეშინია ? _ გაკვირვებულმა გახედა_ გგონია მშიშარა ვარ?
_მშიშარა არ ვარ ,მაგრამ მეშინია ისეთმა ადამიანმა არ მიღალატოს ვისაც ვენდობი და ვისთანაც გულწრფელი ვარ
_მესამე ვარიანტიცაა,არავინ მეკითხება და არავინაა ვინც მელოდება
_დედა როგორ გადააჩვიე ლოდინს . დედაჩემი სულ დაგვეძებს მე და იოანეს . იქაც კი იცოდა როდის სად დავდიოდი ,სახლში მისვლის დროს მე თუ არ ვპასუხობდი ინას წერდა და მერე იძინებდა
_მამაშენია ოჯახის კაცი და გვერდით ჰყავს სულ , როცა არ არის უკვე საშიშია და მამაჩემი არასდროს იყო ოჯახთან ერთად,არავინ იცოდა როდის მოვიდოდა ან როდის წავიდოდა . სახლში დიდხანს რომ რჩებოდა მაშინ უფრო ეშინოდა,ე.ი ვიღაც ისეთი გადაიკიდა ,რომ დაცვადაც თავად რჩებოდა და ვერავის ანდობდა ჩვენ თავს. ასე რომ დედაჩემისთვის უცხო არ არის ეს მდგომარეობა , დედაშენისთვის კი შვილის მშვიდად ყოფნად ძილის წინ დამშვიდობება მოიაზრება.
_შენ დაზეც იგივე ხდება?
_ჩემი და 18 წლისაა . პატარა ბავშვია ჯერ თან გოგო,თანაც თოჯინასავით ლამაზი,ნაზი, ფაქიზი... ისე გაიზარდა ზედმეტი ფიქრი არ ჰქონია,არც შიში ახსოვს ,არც მტრების ყოლა იცის რას ნიშნავს. უკრავს, ცეკვავს,მღერის, კითხულობს წიგნებს , სწავლობს და ოცნებობს ... როგორც ხვდები ჩემთანაც იშვიათად ურთიერთობს
_იოანე დიდხანს თუ არ მელაპარაკება ცუდად ხდება მონატრებისგან მიუხედავად იმისა ,რომ აუტანელი და ვარ ,სულ ნერვებს ვუშლი ,მუდამ ვაბრაზებ და მოსვენებას არ ვაძლევ ... შენ როგორ უძლებ მონატრებას
_გაინტერესებს მე რას ვგრძნობ თუ შენ გინდა ვინმეს მონატრებას გაუძლო და ხრიკი გასწავლო
_და ვინ გითხრა რომ არ ვიცი როგორ უნდა გავუძლო მონატრებას...
_ლონდონში ყოფნის ორი წელი გენატრებოდნენ ხო? მართალია ,ეგ დამავიწყდა
_არა ,იმათ ვესაუბრებოდი,უამრავი გეგმა და საქმე მქონდა ,მონატრებას ვერც ვასწრებდი . ერთი ადამიანი კი მთელი ცხოვრებაა მენატრება
_ახლობელი გარდაიცვალა? _არც ერთხელ გაუხედავს ამ დიალოგის დროს მატილდასკენ,გზას არ აშორებდა თვალს
_არა ,ცოცხალია და იმედია კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლებს,ბედნიერებას იპოვნის,სიმშვიდეს მოიპოვებს და იბრძოლებს მხოლოდ საკუთარი სურვილებისთვის
_შენ მონატრებას რა გააქრობს
_არაფერი ... ჩემ მონატრებას ახლოს რომაა უფრო ამძაფრებს
_ახლოსაა და გენატრება? ეს რაღაც ხელოვანი ადამიანების ზეაღმატებული,არამიწიერი შეგრძნებაა?
_შენ ქალი არ გყვარებია ილდანო ?!
_ღმერთმა დაიფარა ყველა ქალი ჩემი სიყვარულისგან ...

მანქანა ეზოსთან გააჩერა . პირველი გადავიდა,კარიც გაუღო და ქოლგაც დააფარა . უნდოდა ეთქვა შენი სიყვარული საჩუქარი იქნება და არა სასჯელიო ,მაგრამ ვერაფერი თქვა ისეთი იყო ილდანი იმ წამს. მდუმარედ დაფარა მანძილი სახლამდე და შესვლისთანავე დაიჩურჩულა მადლობაო.

_ქალბატონი სალომე როგორ ბრძანდება _ ილდანი პირდაპირ წყვილისკენ დაიძრა და მატილდასაც დიდი ინტერესი ჰქონდა მისი რეაქციის _ ძლივს აღიარებული სიყვარული ტკბილია თუ წაუმჟავებს ჯერ, დაჩი ჩადუნელო
_ყველას აღიარებას თავისი გემო აქვს ,გააჩნია ვისთან აღიარებ. ზოგი ისეთს უყვარს ფიზიკურად ვერ დატკბება _ მატილდას შავი თვალების ელვარება დაიმსახურა, ილდანს კი გაეღიმა მხოლოდ
_დარწმუნებული ვარ დაწუნებული სასიძო არ იქნები ,მაგრამ მაინც თუ გაითვალისწინებ სალომეს ტრადიციების მოყვარულ ოჯახს კარგი იქნება. პატივისცემის ამბავია თორემ ერთ ოთახში რომ გეძინათ გუშინ და დაიძინებთ დღეს ამ ამბის მთქმელი ჩვენ შორის არავინაა _ თინას გვერდით დაჯდა და მობუზულ გოგოს ხელი მოხვია _ ხო არ დავაბეზღებთ ციცქნა თინა?
_ისეთი ლამაზები არიან ერთად... მიკვირს როგორ აქამდე არ იყვნენ შეყვარებულები. რა სჭირდათ
_აღიარება ასეთი მარტივი არ არის . შენ პატარა ხარ ჯერ,შენი გულის კარი არავის გაუღია... აი რომ შეიყვარებ მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ
_მე პატარა ვარ ჯერ და თან გოგას ვინ გადაურჩება , მე არ ვიცი
_გოგაზე თუ იფიქრებ შინაბერა დარჩები და არ შეიძლება შენნაირი გოგო მარტო იყოს ,უსიყვარულოდ
_ზოგჯერ მარტოობა სჯობს ,არა? _ ინა რაღაცის მზადებით იყო გართული რომ ჰკითხა _ მარტო უფრო მშვიდად არ ხარ ?
_ თუ დაბადებიდან მარტო ხარ კი ,უბრალოდ არ იცი როგორია როცა სხვასთან ხარ ,მაგრამ შენ როდის იყავი მარტო ,ინა? მე როგორც ვიცი ძმა გყავს , მამიდა და უკვე თავისუფლებაზე მყოფი მამაც.
_შენც ხომ გყავს და
_ჩემი და ჩემი და არ არის , საჩუქარია დედამიწაზე სამყაროს მოვლენილი. სულ მინდოდა,მაგრამ ისეთ დროს გაჩნდა მე უკვე... მარტოობა მიყვარდა _ მცირე პაუზა გააკეთა. თინასთან ჩახუტებული იჯდა ისევ . გოგოს თავი მის მხარზე ედო ის კი თითებით ეხებოდა მკლავზე . მშვიდად საუბრობდა , ისეთი თბილი ხმა ჰქონდა საუბრის დროს უფრთო ანგელოზს ემსგავსებოდა ცხოვრებაში რომ არ დაუყვირია ისეთს
_თებეას ვესაუბრე წამოსვლამდე . მეც მინდა ჩამოსვლა და თორნიკე არ არის თანახმაო _გვიჩიანმა დრო იხელთა
_და იქნებ დაითანხმოო გთხოვა? ვერ უთხარი მიზეზი ექნება და მე ვერ დავითანხმებ_თქო ?
_ჩამოვიდეს რა ,ჩემთან მეყოლება
_უარესი ...
_რა ? ჩემთან არ გინდა რომ იმეგობროს?
_მეგობრობს ისედაც თინა . მე არ გაგაცანი ?
_ჩამოვიდეს რაა ,გთხოოვ. ერთად დავათვალიერებთ უცნობ სამშობლოს
_ძალიანაც ნაცნობია... დაათვალიეროს ფოტოები და ნახოს მოგზაურობის ვიდეოები
_კაცმა რომ გკითხოს დარწმუნებული ვარ უპასუხებ,რომ სამყაროში არაფერი გაშინებს და ვერაფერი მოგერევა _ მატილდამ გაჩუმება ვერ შეძლო , ისე მიმართა იოანემ ლამის გვერდი გამოუღო
_მკითხე შიშებზე და გიპასუხე არაფრის მეშინია_თქო ? რაღაც არ მახსოვს ,მე ვარ ასაკში თუ შენ ,მა ტილ და ?
_გვიან კითხვას დაგისვამ მაშინ. რა გაშინებს თორნიკე ილდანს?
_სამყაროში კაცის შიშების შესაქმნელად და სიმშვიდის დასარღვევად ვინ შექმნა ღმერთმა არ იცი?
_ქალების შიში გაქვს ,თორნიკე ?
_საყვარელი ქალების დაკარგვის შიში ... არსებობს ასეთი ყველა ნორმალური კაცის თავში ვისაც ჰყავს დედა ,და , მეორე ნახევარი თუ ქალიშვილი
_ახლოს თუ არ გეყოლება ისე დაასრულებ საკუთარ დასთან სიახლოვეს ვერასდროს განიცდი და კი,ნამდვილად მთელი ცხოვრება მარტო იქნები. იოანეზე უარესი ძმა ვერ იქნები _ ისე დაამატა არც უფიქრია . იქამდე თუ ყურადღება ვერ მიიპყრო ახლა ყველა უყურებდა
_ყურადღებას ნუ მიაქცევ ეს სულ თავის სამყაროში ცხოვრობს და რეალობის აღქმა დაკარგული აქვს ,თორემ მე რომ საუკეთესო ძმა ვარ აქამდე რომ არ დავახრჩვე აქედან გამომდინარე მაინც ეცოდინებოდა _ იოანემ სიტუაციის გახალისება სცადა. ილდანს უკვე უცინოდა მთელი სახე და უციმციმებდა თვალები. მზერას არ აშორებდა მატილდას იქამდე სანამ არ დაურეკეს
_კი სახლში ვართ ... მოდი,მიგიღებთ _ თქვა თუ არა საუბარი დაასრულა და ახლაღა გახედა თინას _ უფლებას მაძლევ ჩემი მეგობარი რომ დავპატიჟო ,ხომ ? ისიც ათვალიერებს საქართველოს
_რა თქმა უნდა უფლებას გაძლევ,რა შეკითხვაა საერთოდ ,მაგრამ თებეაზე იფიქრე ,გთხოოვ
_შენი თვალების ციმციმი მომავალი შეყვარებულისთვის შემოინახე, გაჭრის თუ ეყვარები _ მანქანის ხმა რომ გაიგო წამოდგა _ გასწორდი , ასე ნუ დაუხვდები კაცს _ ჩურჩულით უთხრა და თვალი ჩაუკრა. თინამ ვერ გაიგო ასეთი ვინ მოდიოდა. თებეას ამბის მოგვარებაზე ეფიქრებოდა მხოლოდ სანამ სახლში შემოსული კიტა ნავერიანი არ დაინახა.
_საღამო მშვიდობის
_გაიცანით კიტა ნავერიანი ... დაჩი ჩადუნელი,იოანე შენგელია ,მატილდა ,ინა მინდელი და თინა გვიჩიანი
_სასიამოვნოა ... ჩამოსვლის წუთიდან დავეძებ ბატონ თორნიკეს და სხვაგან უბრალოდ ვერ გამოვიჭირე. შემოგეჭრებით ცოტა ხნით _ ყველას მიესალმა და ბოლოს თინას წინ შეჩერდა
_თორნიკეს მეგობრისთვის ჩემი სახლის კარი ღიაა ... სასიამოვნოა . ამ სტატუსით არავინ გაუცნია ჩემთვის აქამდე
_ერთადერთია და იმიტომ ...ვახშმის დროა მგონი ,ხომ ? სალომე გემუდარები შეაღე სამზარეულოს კარი თორემ თინამ წყლის დასხმის გარდა ფუნქცია თუ აქვს მაგ სახელის მქონე ოთახს კი არ იცის
_შენ ... ღმერთო ჩემო _ ჯერ ისევ კიტას მიღებით იყო დაკავებული. ქაღალდის პარკები გამოართვა ,პირველი სტუმრობისას ხელცარიელი არ იყო მისული. თინას წარმოდგენა არ ჰქონდა კლასიკურად ღვინისა და ტკბილეულის გარდა კიდევ თუ იქნებოდა რამე. ისე დაალაგა ჟურნალების მაგიდაზე და ინსტიქტურად ჩამოჯდა სავარძელში. ყოველთვის ჰყავდა დამხმარე ქალი , ძიძა ან დედა სახლში და სამზარეულოში არასდროს შედიოდა სტუმრის მოსვლის დროს. მარტოც რომ რჩებოდა მზა საკვებს იძახებდა ან რესტორანში მიდიოდა სავახშმოდ. ილდანის ჩაცინებაც ვერ გაიაზრა გოგონები რომ გავიდნენ . კიტამ ერთი ყუთი მას გადასცა და დივნის კუთხეში დადო.
_თქვენც თორნიკეს მსგავსად ბრუნდებით საქართველოში?
_მისი გადაწყვეტილება იყო და როგორღაც დამითანხმა. პატრიოტული სული ვერ ჩავუქრე _ თორნიკემ დაასწრო პასუხის გაცემა
_და რა არის ამაში ცუდი. ან რას უწუნებ საქართველოში ცხოვრებას. მეც მინდა,მაგრამ მამას როგორ დავითანხმებ არ ვიცი, მუშაობაზეც არ მთანხმდება
_ჩვენთან არის ვაკანტური გენერალური დირექტორის პოზიცია. თუ შენ იქნები თანახმა
_თორნიკე არ იქნება გენერალური დირექტორი ?
_თორნიკე კაბინეტში შეხვედრებზე,პიჯაკითა და ჰალსტუხით წარმოგიდგენია ?
_24 წლის ვარ
_ სივით თუ გინდა შთაბეჭდილება მოახდინო შეგიძლია გამომიგზავნო
_თორნიკე _ მოულოდნელი შეთავაზებით გაოცებულმა ბიჭს გახედა გონს მოსასვლელად
_მე რა შუაში ვარ ... ჩემი მხოლოდ ფულია ამ საქმეში. ჰედი კიტაა და კადრების მიღება გაშვებაზეც ისაა პასუხისმგებელი. გოგასთან მოლაპარაკებაზეც ის იქნება პასუხისმგებელი და ტყვიასაც ის მიიღებს
_თორნიკეეე
_როგორი ბავშვი ხარ ,სულ რაღაცას ითხოვ . დაიწყე მუშაობა ჩვენთან და გადაგაბარებ კიტას
_რა გთხოვე ისეთი
_გოგა ჩემი მეგობარი კი არ არის,შენ ხარ ჩემი მეგობარი. გოგა უბრალოდ მენდობა და მანდობს შენ თავს
_დაბრუნება მინდა საქართველოში... აქაური ქუჩის ხმაურიც მიყვარს. ქართული ლაპარაკი,სხვადასხვა კილოზე მოსაუბრე ადამიანები. ამდენი ფერი ემოცია და რომ დავბრუნდე ჩემ ამერიკულ დიპლომს თაროზე ხომ არ შემოვდებ
_10 წუთია გაგიცნო და უკვე საქმეზე გესაუბრება...გგონია ასეთი უფროსი ამოგასუნთქებს?
_მე დიასახლისობა არ მეხერხება თორემ საკუთარი საქმის პროფესიონალი ვარ . ჩემი სივი ზედმეტად შთამბეჭდავიც კი იქნება. ამ ქვეყანაში ჩემზე კარგ კანდიდატს ვერ იპოვნით. კომპანიონი ნამდვილად სწორად აგირჩევია ... მამაჩემს იცნობთ კიტა? _ ჯერ თორნიკეს ესაუბრებოდა შემდეგ კი ნავერიანს გაუსწორა მზერა
_ვიცნობ _ გაეღიმა გოგონას პირველივე კითხვისას და გაეცინა მეორე კითხვის მოსმენისას
_მისი გეშინიათ თუ არც ისე
_თორნიკეს მეგობარი ვარ ,არაფერს ამბობს ეს ფაქტი შიშებთან დაკავშირებით?
_მამაჩემი სულ სხვა მოვლენაა, როდესაც საქმე მე მეხება
_მინახავს როგორ ნერვიულობდა შენი გამოცდის დროს,როგორ არჩევდა შენთვის კაბას და როგორ დაეძებდა 38 ზომა ფეხსაცმელს , წითელს ...არა უკაცრავად მწიფე ალუბლისფერს _ ერთ_ერთი ყუთი აიღო,თავად გახსნა და თინას არც მეტი არც ნაკლები ფეხსაცმელი და იმავე ფერის ხელჩანთა მიაწოდა _ ეჩქარებოდა,თვითმფრინავზე აგვიანდებოდა და ძიება ვერ განაგრძო. შენი ზომა არ ჰქონდათ ეს ფერი და გამახსენდა
_ღმერთო გოგას ვინ გადაურჩება _ ილდანი უყურებდა იმ ორს ჩურჩულით ,თითქმის თავისთვის რომ თქვა და მზერა სამზარეულოდან თეფშებით გამოსულ მატილდაზე გადაიტანა. ფეხზე წამოდგა და ახალგაცნობილები დიდი მომავლით,ერთად დატოვა.
თინას გაბრწყინებული თვალები უნდა გენახათ,თითქოს ფეხსაცმელი არ ჰქონდა ან ჩანთა უყიდეს პირველად. არადა ოთახი ჰქონდა ფეხსაცმლისთვის
_გმადლობ , მაგრამ მსგავს საჩუქრებს არ ვიღებ ბიჭებისგან და უცნაურიც იქნება
_მე შენი თაყვანისმცემელი ბიჭი არ ვარ . სტუმრად მოსულმა უბრალოდ განსხვავებული საჩუქარი ჩამოგიტანე. საქმესთან დაკავშირებით სერიოზულად შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. მამიკოს დამჯერი გოგო და დამოუკიდებელი ქალი ერთდროულად ვერ იქნები. არც დიპლომი და ცოდნა კმარა იმისთვის რომ პროფესიონალი იყო თუ პრაქტიკაში არ გამოიყენებ ... უკაცრავად_ სიტყვის თქმის უფლება აღარ მისცა. წამოდგა და ეზოსკენ დაიძრა სადაც ბიჭები ისხდნენ
_რა ჩანთა და ფეხსაცმელი აგიტყდა _ილდანმა უჩურჩულა და სიგარეტის მოწევა განაგრძო
_რომ მითხარი სადაც აპირებდი დარჩენას და მომიპატიჟე გამახსენდა უბრალოდ. ჩემებისთვის ვიყიდე რაღაცები და წამოვუღე თან
_მისი დიპლომიც მაშინ გაგახსენდა?
_ვინ გყავს აქ უფრო მონდომებული, რეპუტაცია შეუბღალავი და თან მსგავსი განათლებით
_ბავშვია
_მასში ქალს თუ დავუწყებ ძებნას კი ,მაგრამ ეგ როგორც შენ არ გაინტერესებს უფრო მეტად მე
_გოგა არ დათანხმდება და საერთოდ არ მაქ სურვილი ამის გამო ვეკამათო იმ კაცს
_ხომ მითხარი შენ გაბარებ თანამშრომლების ნაწილსო , საერთოდ რატომ განვიხილავთ!
_უკაცრავად ... როგორც გენებოთ ბატონო კიტა _ ირონია არ დაიშურა ,სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ღიმილშეპარულმა განაგრძო მოწევა _ დაჩი იცი ვინ არის?
_ვიცი
_მე არ მითქვამს ჩემი სალომეს გულის პატრონი რომ არის ... სიძეობას მიპირებს რაა . ტიპი რა რისკიანია ისე და რა მშვიდადაა _ ჩადუნელს არ აძლევდა მოსვენებას მაინც ის კი შეურყევლად უცვლელი სიმშვიდითა და სილაღით პასუხობდა
_სამყარო რომ ამოტრიალდეს სალომეს ხელს არ გავუშვებ და ჩემ სიმშვიდეს ვეღარაფერი შეარყევს . შენ კიდევ აღიარე ,რომ წლებია ოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე
_რა თავხედი თაობა მოდის კიტა ხედავ? თვითონ ამოხდა სული ოცნებაში და ძლივს ეშველა
_ამათ ერთად ყოფნა რომ ეწერათ ბოლოს კი ვიცოდი,მაგრამ შენ თუ სალომესთან ასეთი და_ძმური დამოკიდებულება გქონდა ეგ როგორ ვერ გავიგეთ . სულ მეგონა შენთან დაჯახება მოგვიწევდა რაღაც ეტაპზე _იოანემ გაანდო ძველი ფიქრები
_ბევრს ეგონა ეგ და კი იყო მშვიდად ამდენი წელი. მისი საჩხუბარიც რამდენი ვიჩხუბე ვინ მოსთვლის ... დაჩის სულის სიმშვიდეზე ზრუნვა კი გამოგვივიდა სანამ ყველა ფიქრობდით სალომეს დაჩი უყვარს,სალომე ილდანს და დაჩის მატილდაო _ ისე ჩართო საკუთარი ინტერესის ობიექტი დიალოგში კიტას გარდა არავის შეუმჩნევია _ასეა ზოგი აზრს იცვლის,უნათდდება გონება
_აზრი საერთოდ არ შემიცვლია...სალომეს გარდა ცხოვრებაში არავისზე მიფიქრია და მიოცნებია. მატილდასთან გრძნობების გაორება არ მქონია,ხალხს არ შეუძლია დანახვა თორემ ჩვენ ერთმანეთისთვის უფრო მეტად ვართ და _ძმა ვიდრე შენ და სალომე
_საყვარელი ქალი იმდენად სწორად აირჩია უფროსი დის კანდიდატურაში აირია ,რას ვიზამთ. მე სისხლი მაკავშირებს და ამან საკუთარი ნებით გაიშარა თავი. მატილდას სიყვარული კიდევ ისეთია, თუ შეგიყვარა ვეღარ წაგშლის გონებიდან ,სამუდამოდ დარჩება შენ ცხოვრებაშიც_თითქოს ზოგადად საუბრობდა იოანე, დაჩის ეხუმრებოდა სინამდვილეში კი საკუთარ გონებაში დაბუდებულ ეჭვს ამოწმებდა ისევ. ვერავინ გადააფიქრებინა მატილდასა და ილდანს შორის გრძნობების არ არსებობა.
_მე არ ვიცი შენ რა გაწუხებს , მაგრამ რომ გიყურებთ და თებეას ჩემთან ახლოს ყოფნა გაასმაგებით მინდება ეს კი გულწრფელად შემიძლია ვთქვა. ზოგჯერ ვერ ვაფასებთ რაც გვყავს და ჩვეულებრივად აღვიქვამთ ყველაზე არა'ჩვეულებრივ მოვლენას _ მატილდას არ უყურებდა იმ დროს,მაგრამ მის მთელ არსებაში იყო ისიც და თებეას მონატრებაც _ შენ არ იცი როგორი დიდი ბედნიერებაა მშვიდად რომ შეგიძლია იყო ,ზუსტად იცოდე შენი და უსაფრთხოდაა , შეუძლია ფრთები გაშალოს და თავისუფლებით დატკბეს
_ეგ ნამდვილად შეუძლია ჩემსას ... შენ თებეას სამწუხაროდ არ ვიცნობ
_მისი თებეა მზეთუნახავია, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს ,ყველგან მიდის და ყველაფერს აკეთებს ,ყველა სურვილი უსრულდება აქ დაბრუნების გარდა
_შენც ხომ არ დაგამუშავა და თინას გუნდს ხომ არ უერთდდები კიტა?
_თინას იცნობს?
_ჩემ ბავშვს უკეთესს ვის გავაცნობდი. თითქმის ერთნაირი ხვედრი აქვთ ოჯახური გარემოებების თვალსაზრისით
_და რაო თინამ
_ჩამოიყვანეო
_მეც აქ ვარ , მართლა რას ელოდები
_ყველაფრის კონტროლს! _ მოკლედ თქვა და წამში დაასრულა იმ საღამოს საუბრები ,რომელიც უჩვეულოდ და საკუთარი თავისთვის გასაოცრად დიდხანსაც კი გაუგრძელდა.
_შეიძლება კიი? _ იოანემ პაუზის შემდეგ ჰკითხა და ფანჯრიდან დანახულ ინას სილუეტს მზერა მოაშორა _ ყველაფრის კონტროლი შეიძლება , როცა ადამიანი საკუთარ თავს და ცხოვრებასაც ვერ მართავ ზოგჯერ
_მართავ,უბრალოდ შენ ნებაზე არ გამოდის . სურვილს აყვე და თან კონტროლი გქონდეს ეგაა შეუძლებელი ზოგჯერ საჭიროც არ არის
_საჭიროა და თან როგორ
_ვითომ ? _ ტკივილისფერი ჩაცინება ჰქონდა იმ წამს. დარწმუნებული იყო იქ მყოფთაგან დაჩის გარდა არავინ იცოდა სიმართლე
_რაღაცებს მესამე თვალი უკეთ ხედავს . გრძნობებს მოკლებული კაცი კი სხვის გრძნობებს შორიდანვე იჭერს , როგორც ბნელ ასევე ნათელ ემოციებს

_შემობრძანდით ბატონებო ... ვივახშმოთ _ სალომეს ხმა იყო და ყველანი დაიძრნენ რიგ_რიგობით . დარჩენილი სიგარეტის ღერისა და საპოვნელი სიმშვიდის მიხედვით. დაჩი და კიტა პირველები შევიდნენ. ილდანი კი იოანესთან შეჩერდა უბრალოდ
_ყველაზე მეტად მძულს ჩემ საქმეში რომ ერევიან და ვცდილობ მეც არ ჩავერიო თუ გარდაუვალი არ არის
_მითხარი თორნიკე
_ჩემი არეული ცხოვრების გამოცდილებიდან ერთი მარტივი,მაგრამ მნიშვნელოვანი აღმოჩენა მაქვს. თავში ათიათასი ფიქრი და პრობლემა ლაგდება სწორად დასმული კითხვების შემდეგ,მაგრამ ამ კითხვის არჩევაც რთულდება
_ჩემთვის სწორი კითხვა რა გგონია
_შენ გრძნობაში გეპარებოდა ეჭვი უფრო თუ მისი გრძნობების სიმტკიცეში ,იქამდე სანამ მისკენ ნაბიჯს გადადგამდი
_ეგ კითხვა კიდევ უფრო გირევს გონებას და უამრავი ასეთი კითხვა ჩნდება
_მთავარ კითხვაზე უნდა კონცენტრირდე და იპოვნო პასუხი. შენზე პირველს იმას ამბობენ,რომ უპასუხოდ დარჩენილი საკითხები არ გიყვარს არც სწავლის დროს და არც ცხოვრებაში
_შენ ხომ იცი ადამიანებთან ურთიერთობებია ყველაზე რთული
_მე თუ არა სხვა ვინ იცის
_აქ რატომ ხარ თორნიკე ... თინა ასეთი ახლობელია,რომ მის მშვიდ დასვენებას იცავ ,ციხიდან ახლახანს გამოსული?
_სწორ ადამიანებთან კომუნიკაციის შანსს არ ვუშვებ ხოლმე ხელიდან
_შენ ხარ ,ვიცი ... ყველაფერი შეუძლებელი უნდა იპოვნოს _ ჩუმად თქვა , მაგრამ ორივემ იცოდა რასაც ამბობდა და ვისზეც საუბრობდა.
_გადაუვლის _ არაფერი უნდა ეთქვა . უნდა გაეშვა იოანე და ისე დაეჭირა
თავი თითქოს ვერ მიუხვდა ,მაგრამ მაინც დასცდა სიტყვა თავად პატარა გოგოს ძმას, ძმის დასამშვიდებლად
_და შენ იმიტომ ხარ აქ რომ გადაუაროს? _ და დაუსვა კითხვა,რომელსაც საკუთარ თავსაც ვერ უბედავდა .

როგორც კი გამოვიდა მაშინვე მატილდა იპოვნა. უყურებდა როგორ დადიოდა ძველი თბილისის ქუჩებში ყველასგან მოწყვეტილი გონებით და ფოტოებს უღებდა ყველაფერ განსხვავებულს . კამერის ობიექტივში გაიხედავდა და ჩეულებრივს აქცევდა არა'ჩვეულებრივად. თინას თვითონ შესთავაზა იდეა და მერე მოუთმენლობით დაავადებული აგვარებდა საქმეებს. ბოლოს ყველაფერი დატოვა და კიტასაც კი არ დაელოდა ისე წავიდა ბორჯომისკენ. იქ რისთვის იყო ,საკუთარ ნამდვილ სახეს რატომ ავლენდა მის წინ თუ უნდოდა რომ მატილდას გადაეფიქრებინა, სამუდამოდ დაესვა წერტილი. რატომ არ აჩვენებდა საკუთარ დემონს. შეეძლო ? იმ დღეს რამდენიმე სიტყვით მიყენებული მისი ტკივილი რომ ეტკინა უფრო როგორ აწყენინებდა. მერე როგორ აპატიებდა თავს. პასუხი ჰქონდა? ჰქონდა,მაგრამ აღიარება არ უნდოდა.

ერთად ივახშმეს.
წვიმდა იმ ღამით და სასმელიც მოუხდა გარემოს. გარეთ ციოდა, სახლში ერთმანეთის მიმართ დადებითად დამუხტული ადამიანები ათბობდნენ ერთმანეთს. ყველა სვამდა ცოტას ან ბევრს,თინა გვიჩიანმაც მოსვა რამდენიმე ყლუპი ღვინო და მაშინვე აუხურდა ყვრიმალები. კიტას იმ დროსაც გამუდმებით ვიღაც ურეკავდა ან წერდა ,ილდანისგან განსხვავებით ყველას პასუხობდა და ხშირად გადიოდა. ერთ_ერთი ზარი როგორღაც თავად გოგა გვიჩიანმა განახორციელა
_გვიან ხომ არ გირეკავ კიტა?
_არა ,როგორ გეკადრებათ... გისმენთ ყურადღებით,გოგა
_ერთი დელიკატური თხოვნა მაქვს შენთან ... მსგავსი აქამდე არაფერი გამიკეთებია. ყოველთვის ყველაფერს თავად აღწევს,უბრალოდ ამჯერად მინდა მიმართულება მივცე,იქ იყოს სადაც მშვიდად ვიგრძნობ თავს. პირადად მინდოდა გვესაუბრა,მაგრამ მითხრეს ქალაქიდან გავიდაო და გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა
_პრობლემა არ არის,მითხარით ან თუ ვერ გამოვა დავბრუნდები ამ ღამესვე
_არა ,არა ისეთი არაფერია ... თინას ეხება,ჩემ ქალიშვილს_ახსენა თუ არა კიტა ინსტიქტურად შებრუნდა და ოთახში სუფრასთან მჯდომს გახედა _ მინდა საქართველოში დარჩეს , მუშაობა დაიწყოს ისეთ გარემოცვაში მე რომ მშვიდად მექნება გული და ბევრი ფიქრის შემდეგ შენ გამახსენდი. როგორღაც დარწმუნებული ვარ შარში არ გახვევ და ყურადღებასაც არ დაიშურებ. ბევრს ვერ ვთხოვდი ,ილდანთან მეგობრობს და შესაძლოა არც დასთანხმდეს მის შეთავაზებას. არ იფიქრო ,რომ კომპეტენტური არ არის და მამიკო უჩალიჩებს სამსახურს_ გოგა ასეთი ტონით მოსაუბრე იქამდე არ უნახავს. საერთოდ ვერ წარმოედგინა მსგავსი თხოვნით თუ მიმართავდა და გაეღიმა
_იცით მე ახლა თქვენი სახლის აივანზე ვდგავარ , თინას ვუყურებ როგორ მშვიდადაა მეგობრების გარემოცვაში და ზუსტად ვიცი აქედან წასვლა არ უნდა. ალბათ არ იცის თქვენც რომ გადაწყვიტეთ მისი სამშობლოში დატოვება ,თორემ ჩემ შეთავაზებას დათანხმდებოდა მაშინვე
_რომელ შეთავაზებას ... მანდ როგორ აღმოჩნდი საერთოდ
_თორნიკემ დამპატიჟა ,მისი ნახვა მინდოდა და შემთხვევით ვისარგებლე. გენერალური დირექტორის პიზიციაც შევთავაზე რამდენიმე საათის წინ თინა გვიჩიანს , მაგრამ პასუხისგან თავი შეიკავა . ვფიქრობ თუ ეტყვით,რომ გინდათ საქართველოში დარჩეს მაშინვე დამთანხმდება
_როგორ,შენ შესთავაზე ეგ თანამდებობა?
_კომპეტენტური,მონდომებული,შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი კადრი მჭირდება. შეუბღალავი რეპუტაციით , ყველასთან კომუნიკაციას რომ შეძლებს და თავად იქნება მოსიარულე რეკლამა ჩვენი კომპანიის პირველივე ნაბიჯებიდან ... ვის ვიპოვნიდი უკეთესს თუ არა მას . თქვენთან არ შემითანხმებია,რომ დავინახე მაშინ გამიჩნდა იდეა და გავაჟღერე კიდეც. როგორღაც აღმოჩნდა,რომ თქვენც თანახმა ხართ . უბრალოდ დავივიწყოთ ეს ზარი ,არა?
_რა უნდა გითხრა არ ვიცი
_არაფერი ... მე გეტყვით , რომ თუ შეთანხმება შედგება საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს მის უსაფრთხოებაზე და ჩემი საქმის რეპუტაციაზე.
_ეჭვიც არ შემიტანია თორემ არ დაგირეკავდი ,ხომ მიცნობ
_მადლობა ნდობისთვის
_მიხარია მანდ რომ ხარ დანარჩენებთან ერთად ... მაშ დროებით,სადმე გადავიკვეთებით
_დროებით _ გაუთიშა და სიგარეტის ღერს მოუკიდა იქამდე რომ თითებსშორის ატრიალებდა _ ამდენი დამთხვევა ერთ დღეში? ჯერ მხოლოდ ახლა ჩამოვედი და ყველგან შენ როგორ ხარ ლამაზო ბავშვო ? _ ჩუმად ,თავისთვის ჩაილაპარაკა და სიცილისგან ცრემლებმორეულს ღიმილით დააკვირდა _რანაირი ხარ საერთოდ.

.............
_თოვს ? _საძინებლის აივანზე გავიდა ფანჯრიდან დანახული ხედით აღფრთოვანებული და ხელისგულები შეუშვირა წვიმანარევ სუსტ ფიფქებს _ იოანეე ნახეე თოოვს _მაშინვე მობილური მოიმარჯვა და იქვე მდგომ ბიჭს ბავშვურად გახარებულმა მიმართა
_ასე ძალიან ამიტომ შემიყვარდი
_რატომ ამიტომ _ მიახლოებულს გაციებული ხელები შემოხვია და გაუღიმა მის ღიმილს
_ამ ულამაზეს , მიმზიდველ სხეულში მუდმივად აცოცხლებ პატარა ბავშვს და მის გაქრობას არ ცდილობ ... ყველაზე ლამაზი ხარ სულდამშვიდებული ოჯახის წევრების მოკითხვის შემდეგ რომ დაიწყებ რითმულ სუნთქვას და იღიმი შენი ნამდვილი ღიმილით. ეს არეული მზერა მიყვარს,მოთამაშე ჭინკები მიყვარს, შენი სიცილი მიყვარს , ფერადი ლოყები მიყვარს. ის სიყვარული მიყვარს ,რომელსაც ვგრძნობ შენ მიმართ და რომელიც შენ გაქვს _ კიდევ როდის ეტყოდა ასეთ სიტყვებს ღმერთმა იცოდა მხოლოდ. რამდენად გულწრფელი და ნამდვილი იყო ესეც და პირველად რომ შეეხო გაყინულ ტუჩებზე ანგელოზები იცინოდნენ თითქოს მათ მხრებზე .
_მთელი ცხოვრება არ მეყოფა ჩემი გრძნობების გადმოსაცემად და ერთი სიცოცხლე მეცოტავება შენთან გასატარებლად,მეტი მინდა _ ჯერ კიდევ კოცნით გაბრუებულმა უთხრა და ისევ შეეხო შენგელიას მხურვალე ბაგეები. თავს რომ ვერ დააღწევდი და აყოლას გაიძულებდა.

..........
მატილდამ საკუთარ დოზაზე ბევრი დალია. გატეხილი ფოტოაპარატი დაემატა ილდანის გამოჩენით გამოწვეულ მღელვარებას. ერთ ჭერ ქვეშ პირველად დაიძინებდნენ და მოსვენება ჰქონდა დაკარგული. პატარა მსუნაგი ბავშვივით შეიპარა სამზარეულოში სახლი ,რომ ჩაჩუმდა მაშინ და საყვარელი ნამცხვრის ნაჭერს შეექცეოდა მაგიდაზე შემომჯდარი . ფეხებს ჰაერში ამოძრავებდა , ლამპიონებით განათებულ ეზოს უყურებდა და ფიფქებს ,რომლებიც კვალს არ ტოვებდნენ მიწაზე შეხებისას
_მთვრალი ალუბალი მთვრალ ალუბალს ჭამს _ მოჩვენებასავით გამოჩნდა ილდანი და ლამის გადმოვარდა მაგიდიდან . ხელი რომ არ მოეხვია და გაეჩერებინა უთუოდ რამეს დაიშავებდა _ ნუ ფრთხი,მე ვარ _ ახლოს იყო ,ზედმეტად და დაუგეგმავად ახლოს. თითებით თეძოებზე ეხებოდა და შემდეგ მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო . მის შიშველ ფეხებსშორის რომ იდგა მთელი სხეულით გრძნობდა და მაინც ვერ მოშორდა დროულად ,ყველაზე მიმზიდველს და სასურველს
_შენც ხომ გიყვარს
_გემრიელია?
_ძალიან _ ინსტიქტურად გაუწოდა ჩანგლით ლუკმა და ილდანმაც უარი არ უთხრა. ისედაც იწვოდა , მერე კი სულ მთლად აუხურდა სახე თორნიკეს თითები რომ შეეხო ტუჩის კუთხეში და შემორჩენილი კრემი მოაშორა
_გეტყობა რომ ძალიან ... კიდევ მინდა _თეფშს დახედა და ანიშნა კიდევ მაჭამეო
_ნწ , ამ ალუბალს ბოლოსთვის ვიტოვებდი _ წარბები შეჭმუხნა და ორი წლის ბავშვს ჰგავდა
_ტკბილ ლუკმას არ გამინაწილებ?_სანამ სიტყვები გააჟღერა იქამდე უკვე მოჭრილი ჰქონდა ალუბლით მსუყე ნაწილი და ტუჩებთან მიუტანა
_სულ შენი იყოს ოღონდ გინდოდეს და მოცემა შემეძლოს
_ალუბლი , მთვრალი და გემრიელი _მოშორების ნაცვლად ახლოს მიიზიდა, მანძილის გაზრდის გეგმას სახავდა და ბოლოს ტუჩებზე შეჩერებული მზერით ,ტუჩის კუთხეში კოცნით დასრულება შეძლო მხოლოდ _ისევ არ იტირო ოღონდ _ მუდარასავით დასცდა მატილდას გულის ფრთხიალი რომ გაიგო და იგრძნო . რას იფიქრებდა უკან დასახევ გზას თუ მოუჭრიდა . ისეთი ფრთხილი იყო,გამძაფრებული რეფლექსებით ახლოს მიკარების უფლებას გამოცდილ მკვლელს არ მისცემდა და მატილდა შენგელიამ ისე მოიქცია თავის მარწუხებში ,ისე მოდუნდა მის სიახლოვეს თამაშის დასასრულს მისი მკლავები ეხვეოდნენ ყელზე და მსხვილი , ფაფუკი ტუჩები ტუჩებზე ეკვროდნენ. გონებაარეულმა შემოხვია ხელი მარწუხებივით წელზე , ერთი თმაში შეუცურა და კოცნას ვნების ცეცხლი დაუნთო. ყველა შეკავებული ემოცია ერთად აუფეთქდა , ცხოვრებაში პირველად ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და ქმედებებს. ისე მოიქცია მუჭში თხელი ნაჭერი და მოუშიშვლა ბარძაყები , თითებით ეხებოდა შიშველ კანზე და ტუჩებით მიუყვებოდა ყელიდან მკერდისკენ ბილიკს. მატილდას არეული სუნთქვა კიდევ უფრო მეტად აბრუებდა, მისი თითების შეხება და მერე წამიერად განათებული გონება. ყველაფერი უცებ რომ დააპაუზა
_თადა ... ილდანო
_დაგესიზმრე ... ისევ ისე როგორც მაშინ ,თუშეთში _შუბლით შუბლზე მიეყრდნო,არეულ სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. შიშველი ფეხები დაუფარა და ის იყო უნდა მოშორებოდა ისევ რომ შეაჩერა მატილდამ,ისევ აჯობა და ორივე მაჯა დაუჭირა თავისი სუსტი თითებით
_ყველაზე წმინდას გაფიცებ ოღონდ არ გაქრე ... არ წახვიდე , დარჩი და უფლება მომეცი გხედავდე
_ოთახში რაც დაგხვდება უსიტყვოდ დაიტოვე _ უყურებდა ყველაზე წმინდას ,თავი რომ დახარა მაჯები გაითავისუფლა და ხელისგულზე აკოცა _ ოთახში დაბრუნდი და მშვიდად დაიძინე . ხვალ აქ ვიქნები, გეფიცები ... შენ თავს

თვითონ ვერ მოახერხა წასვლა,მატილდა დადგა იატაკზე ერთხელ კიდევ შეხედა და დერეფნის სიბნელეში გაუჩინარდა.
საწოლთან დაუხვდა ილდანის დატოვებული ერთი ცალი წითელი ვარდი , კამერა და საკუთარი ფოტო რომელსაც პირველად ხედავდა ,რომელიც ილდანის გადაღებული იყო ,რომელსაც ჰქონდა უკვე ნანახი,ნაცნობი წარწერა "დახატე და გამიცვალე" .
იმ დღის შემდეგ მატილდა შენგელიას ვინმე დაარწმუნებდა,რომ ილდანის ცხოვრებიდან გაქრობა შეეძლო? მიწიერი თუ არამიწიერი ძალა აიძულებდა მასზე უარის თქმას . ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა ვერც თავად ილდანი. დამსხვრეული ფოტოაპარატის რემენზე ისევ იყო წარწერა "თადა " .
ილდანი კვალს მხოლოდ გამიზნულად ტოვებდა ,მხოლოდ მატილდასთან რჩებოდა სამხილები უხვად . შენგელია დუმდა წლების განმავლობაში,მაგრამ დრო მოდიოდა დაფარულის გაცხადების.

მთელი ღამე გაათენა .
ილდანის ერთ_ერთი ფოტო ქაღალდზე გადაიტანა და დილით თორნიკეს კარის ქვეშ შეაცურა თან დართული წერილით
" გადამიყვარე თუ გაბედავ !
მთვრალი ალუბალი "

საუზმემდე გამოიძინა,უკვე სხდებოდნენ რომ ჩავიდა და პირველი იოანე შეეგება. მოეხვია,ლოყაზე აკოცა და ზემოდან დახედა
_ხომ კარგად ხარ ,პატარავ
_ გვიან დამეძინა და დილით ადგომა დამეზარა _ჩაეხუტა და რამდენჯერმე აკოცა _გარეთ ცივა ალბათ ხომ ?
_თოვდა წუხელ და აბა რა იქნება...არ გაგიგია ისე შეყევი საქმეს?
_გავიგე ,მაგრამ ისე არ თოვდა მე რომ მინდოდა _ სუფრასთან იდგა ყავის ფინჯნით ხელში მდგომი ილდანი რომ დაინახა . ვიღაცას ესაუბრებოდა და თან ცხელ სითხეს აგემოვნებდა. წამში გაუცოცხლდა ყველა განცდილი შეგრძნება და იგრძნო მთელ ტანში დავლილი ცხელი ტალღა. მშვიდად დაიკავა ადგილი ინას გვერდით და სალომეს მიმართა
_სტაფილო ჩემმა მომავალმა სარძლომ შენ შეგაჩეჩა მზარეულობა?
_რა პრობლემაა
_გითხრა ვერ ვამზადებო ხო?
_არ მითქვამს. თვითონ განიცდის ენერგიის მოზღვავებას რატომღაც და სანამ ნაბიჯი გადავდგი ყველაფერი მზად ჰქონდა უკვე.
_რას უშვები დაჩიკო ასეთს ,გვასწავლე ჩვენც
_რა აზრი აქვს რომ გითხრა , მარტო რა გინდა რომ ქნა _ჩუმად და მშვიდად უთხრა მერე დაამატა_სტაფილოს ნუ ეძახი_მეთქი რამდენჯერ უნდა გითხრა. მაინცადამაინც ბავშვი უნდა მოგანათლინო რომ მიიღო და
_რომ უთხრა მთელი ბავშვობა სტაფილოთი ხელში რომ დარბოდი და ბაჭიასავით იყავი არ შეიძლება? უყვარს სტაფილო და იმიტომ ეძახის თორემ ისე ზედმეტსახელებს არ ახსენებს. სძაგს როგორც თავად ამბობს
_კაცი და ამდენს ლაპარაკობდეს ,სირცხვილია უბრალოდ თან ასე დილიდან _ რეაქცია არ ჰქონია სანამ იოანემ არ უპასუხა
_გავიგეთ შენ რომ სიტყვაძუნწი და სერიოზული კაცები მოგწონს..._იოანეს სიტყვების გაჟღერების პარალელურად მოთავსდდა მაგიდასთან ილდანი. კიტას ტელეფონი მიაწოდა,რაღაც წაიკითხა ბიჭმა თავად კი პირველმა გახედა შენგელიას
_ახლა შეჭამ თუ მერე _ დაბარებულივით დაადგა სალომე თეფშზე ნაჭერი მთვრალი ალუბლით ,მადისაღმძვრელად რომ იმზირებოდა ტორტის თავზე მოთავსებული_ბოლოა ... დიაბეტი რომ დაგემართოს თინათინი ნამცხვარს სახლში საერთოდ აღარ გააკეთებს და ნუ დაგვტოგებ ტკბილის გარეშე
_სალომეს ბებიის გაცნობის სურვილი მაქვს უკვე რამდენი ხანია... თებეასგან ბევრი მსმენია თორნიკეს საყვარელ ქალზე _თინა ჩაერთო საუბარში
_მე გაგაცნობ ... სალომე დაკავებულია ხან სწავლით ,ხანაც შეყვარებულით . ანატრებს თავს ქალს და კი ვერ მოიფიქრებს ერთხელ შეყვარებულიანად ესტუმროს ... ნამცხვარი კი არა თინათე მოგენატრება ისეთი გაბრაზებულია
_შენ უთხარი ერთად რომ ვართ? _ გაბუტული ბავშვივით წამოსცდა და მერე ენაზე იკბინა ილდანმა წარბაწრულმა რომ გახედა
_მე მხოლოდ ჩემ სიყვარულზე ვუყვები ,სხვებისთვის დრო არ გვაქვს მე და ჩემ თინათეს ...
_დილიდან ნუ აშინებ ბავშვს ...რა გჭირს შენ _ კიტას გარდა ვინ ეტყოდა რამეს . დაჩი მოგვიანებით აპირებდა ეთქვა თინასაც ვესაუბრე,ვახტანგსაც და შენ მშობლებსაცო . იმ მომენტში არ იყო შესაფერისი დრო ამ აღიარებისთვის,მაგრამ იმ წამს მიხვდა ილდანმა რომ იცოდა ყველაფერი .
_შენ ნუ დარდობ , ჩემი არ ეშინია მაგას ... თინათესი კი ბატონო
_იცის ვინ უფრო საშია, მისთვის და ალბათ იმიტომ _ თინამ დაასკვნა და ფართოდ გაუღიმა _ როდის გამაცნობ? თბილისში რომ დავბრუნდებით მერე შენ ასავალ_დასავალს ვინ გაიგებს ... აქვე და ახლავე შევთანხმდეთ
_მომწერე დაბრუნების შემდეგ ნებისმიერ დღეს და ვესტუმროთ თინათეს . იქამდე თუ ამოგასუნთქებს უფროსი ,უთვალავ საქმეს რომ გამოგიჩენს
_შენ არ იდარდო,მე საქმის განაწილებასა და დასვენებისთვის დროის პოვნის სპეციალისტი ვარ
_როგორ ნათლად ვხედავ ქარს მიაქვს ჩემი ფული , მე კი გადავიტან კიტას როგორ გადაურჩები
_ნუ აშინებ დილიდან ბავშვებს. ჭამე ეგ ნამცხვარი და დატკბი ცოტა
_მატილდასია , ვერ შევუჭამ _ თეფშიანად წამოდგა , შენგელიას ზურგს უკან შეჩერდა,მისკენ დაიხარა ,მისი თეფშის გვერდით დადო და თავხედურად ყველას დასანახად აკოცა ლოყაზე _გემრიელად მიირთვი, მა ტილ და _იოანე მთელი ტანით რომ შებრუნდა უკვე კარიაკენ იყო დაძრული _ დღევანდელი გეგმები უჩემოდ შეასრულეთ, არ ვიცი როდის დავბრუნდები ... ბედნიერი დღე . კიტას გიტოვებ თინა _ სულ ბოლოს თქვა და ნავერიანის ღრმა ამოსუნთქვა ყველამ გაიგო . აშკარა იყო მატილდას შემდეგ მისი გაძლება ვისაც უჭირდა.
_იოანე , გთხოვ _ წამოსადგომად მომზადებული ინას სიტყვებმა შეაჩერა,თორემ მატილდას ლაპარაკის უნარი სადღა ჰქონდა.

იმ წამს გაჩერდა , როგორღაც შეიკავა თავი , მაგრამ მატილდას სრულიად განსხვავებული,ენერგიაგამოცლილი მდგომარეობა რომ დაინახა ვერ გაუძლო,გული აეწვა .
_იოანეე _ აივანზე გასულს ინა გაჰყვა და თვალებამღვრეულმა შეხედა ბრაზისგან აკანკალებულ თითებში მოქცეული სიგარეტის ღერით მდგომს _ როდის გაიგე
_თვითონ მითხრა ილდანმა ... იმას წამოსცდა და ჩემი მატილდა ვერ გამოვტეხე . ვერც შენ სხვათაშორის
_მატილდას უბრაზდები ? არ გაუბრაზდე რაა ... მე გამიბრაზდი თუ გინდა ,ვიკამათოთ იმაზე უნდა მეთქვა მეგობრის საიდუმლო თუ არ და გაგივლის ჩხუბის სურვილიც
_მათ შორის თუ რამე ხდება და არ მითხარი ... ინა ურთიერთობა აქვთ და მე მგონია შორიდან ეტრფის მატილდა?
_მსგავსი არაფერია . არ იყო ყოველ შემთხვევაში ,მართლა ... გეფიცები
_მოდი ახლოს რა შორიდან მელაპარაკები მართლა შენთან ჩხუბით კი არ ვაპირებ ბრაზი გავანაიტრალო ... ქურთუკი სად დატოვე რომ დამედევნე _ მკლავები შემოხვია და ყელში აკოცა რამდენჯერმე _ გული როგორ ჩქარა გიცემს ... ხომ ვიცოდი ისედაც რომ იცოდი . მე როგორ ვერ მივხვდი ადრე , რამდენი წელი მიმალავდა
_ბევრი ძალიან და არ შეიძლება გაუბრაზდე . მართლა ძალიან უყვარს
_უარესია ეგ ,კიდევ უფრო მეტად ართულებს ყველაფერს ინა
_რას აპირებ ... რას ეტყვი ილდანს
_გააჩნია თვითონ რას მეტყვის და კიდევ ჩემი ქალბატონი რას ბრძანებს _ მატილდას გახედა მისკენ რომ მიდიოდა და ინასგან განსხვავებით წამით არ შეყოვნებულა ისე მოძებნა თავისი ადგილი იოანეს ფრთებ ქვეშ და თავი მკერდზე მიაბჯინა _ ძმა რომ გყავს არანორმალური დაბადებიდან საკმარისი არ იყო შენთვის? არც მამა , არც სანათესაოში ერთადერთი გოგო რომ ხარ და მაინცადამაინც ყველაზე უარესი აირჩიე შე მართლა არა'ნორმალურო?_ ჩუმად ელაპარაკებოდა,ინა იქვე რომ ჰყავდა გულთან ახლოს და მოშორების საშუალება არ მისცა თორემ ვერავინ გაიგებდა მატილდას გარდა
_გაჩუმდი უბრალოდ და მადროვე სული დავილაგო
_სული თუ გული
_გულს სიკვდილი თუ დამილაგებს მხოლოდ და გონებას და სულს სიმშვიდის წერტილი სჭირდება
_ნეტავ როგორ იპოვნი მაგ წერტილს მეორე ლოყაზე ხომ არ ვაკოცნინო ილდანს... წავალ შევეხვერწები მოდი აკოცე იქნებ გამოულოცო _თქო
_გაჩუმდი თორემ შენზე ვიყრი ჯავრს
_ჩემთან მაგარი ხარ მიდი აბა იმას ეჩხუბე და ეჯუჯღურე ამდენი. ისედაც ებავშვები და სულ მთლად ლოყებს დაგიჩქმეტს
_არ ვებავშვები _ გასული ღამის კადრები ამოუტივტივდა გონებაში და სულ აერია სახე
_რა გაქვს ჩადენილი მატილდა შენგელია _ ინას მხოლოდ იმ მომენტში შეუშვა ხელი და ორივე მტევნები მატილდას ჩაავლო მხრებზე ოდნავ უკან რომ გაეწია და მერე თავი ააწევინა _შემომხედე და ამოთქვი მატილდა
_სულში ნუ მიძვრები უბრალოდ ჩამეხუტე რა იქნება
_გეთქვა თავის დროზე სიმართლე ... ახლა ჩაგეხუტოს მესაიდუმლე დაქალი . ალბათ ერთხელაც არ გითხრა გადაიყვარეო
_მე ვეუბნებოდი საკუთარ თავს სულ და იმიტომ აღარ უთქვამს ...
_მატილდა _ თვალებამღვრეულმა რომ ახედა საერთოდ გატყდა_მატილდა რა გინდა გული გამისკდეს ?
_არაფერი მინდა , ჩახუტების და იმის თქმის გარდა რომ როგორც ყოველთვის ახლაც მერეც სულ ჩემ გვერდით ხარ ,მენდობი და არ ჩაერევი
_პატარა მანიპულატორო მთელი ეს დრამები იმისთვის იყო ილდანს რომ არ ველაპარაკო ხომ?
_არ დაელაპარაკები შენ... შენ იჩხუბებ
_და გეშინია ჩემი მოკვლის გამო არ შეაბრუნონ უკან ხომ?მერე ვეღარ ნახავ თორემ მე გედარდები ?
_არ მოგკლავს , სულ არაფერს გეტყვის და უფრო დამშორდება ვიდრე ახლაა
_როგორი დარწმუნებული ხარ რომ მე ვეჩხუბები და ის არ... ჩვენ შორის ხომ მე ვარ მოჩხუბარი და ის უფრთო ანგელოზია
_ვიცი რასაც ვამბობ და მითხარი რისი მოსმენაც მინდა
_შენ როგორც მითხარი რისი მოსმენაც მინდოდა და რასაც ველოდი ,რომ არ დამიმალავდი ზუუსტად ისე გეტყვი მეც ... შაკიკი ხარ უკვე თავის ტკივილი კი არა _ ისევ ჩაიხუტა და თავზე რამდენჯერმე აკოცა. თან შავ თმაზე ეფერებოდა და ზურგზეც დაატარებდა თითებს _ მე შენი სურვილს წინ არ დავუდგები ,მაგრამ რაღაცებში არ ჩარევა შეუძლებელია და ნუ მთხოვ . მიყვარხარ ასეთი დეგენერატიც
_გამოვალ მდგომარეობიდან და გაგიხსენებ მაგ სიტყვას შე მართლა დეგენერატო _როგორი ჩხუბი და როგორი ჩახუტებები არ ჰქონია ილიასთან,მაგრამ მათთან რაღაც სხვა იყო ან იოანე უყვარდა როგორც ძმაც,იოანე უყვარდა როგორც კაცი,იოანეს ფიქრები უყვარდა,იოანეს გამოვლენილი პატივისცემა და შეგნების დონეც უყვარდა ,ისე უყვარდა ყველა მისი სიყვარული,ყველა მასში მცხოვრები ადამიანი.
............
_რა იცით ამ ამბის შესახებ ბატონო კიტა?_ საუზმის შემდეგ მოსვენება დაკარგა გვიჩიანის ქალმა . ვერ გათვალა სამიზნე ისე აღმოჩნდა კიტა ნავერიანის გვერდით საჭორაო განწყობით
_რომელი ამბის ? _ ეწეოდა და მისი მიახლოების შემდეგ მოწევაც შეწყვიტა კვამლის სუნს რომ არ შეეწუხებინა გვიჩიანის ასული
_დილას თქვენი მეგობრის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე გეკითხებით
_რა ქმედება განახორციელა ისეთი ჭორიკანა ქალი რომ გააცოცხლა შენში
_მე არ ვჭორაობ უბრალოდ ინფორმაციას ვსაჭიროებ... ჭორაობაა ინფორმაციის მიღება გავრცელება _ ისე შეკრა წამში წარბები პატარა ბავშვს კი არა სვანის ქალს ჰგავდა ,რომელსაც შეეძლო შეურაცხყოფისთვის მოეკალი
_შენ არ გკოცნის ხოლმე და არ გითმობს რაღაცებს ?
_მე ასე არ მკოცნის
_ლოყაზე კოცნა ლოყაზე კოცნაა
_არ არის ...
_ახლა რაღაც ინფორმაციას მაწვდი იცი?
_შესანიშნავად იცი ილდანი არამეგობარ ქალებს სხვების თანდასწრებით არ კოცნის და არ აქვს საერთოდ ასეთი ტკბილი ხმა...ჩემზე კარგად იცნობ
_კარგია რომ აღიარებ და არ მიმტკიცებ რომ შენ უკეთესი მეგობარი ხარ
_შეიძლება მე უკეთესი მეგობარი ვარ მაგრამ შენ უფრო ახლოს ხარ მასთან ვიდრე მე
_თავდაჯერებულიც აღმოჩნდი , გამოგადგება მუშაობის დროს თუ ისეთივე აფსურდული თავდაჯერება არ იქნება როგორიც ჩემი და თორნიკეს მეგობრობის შენი და მის ურთიერთობასთან შედარებისას _ტონი არ ჰქონდა ირონიული,მაგრამ სიტყვებს ამბობდა ისეთს რაში სჭირდებოდა ზედმეტი დეტალის დამატება
_მე ჯერ თანხმობა არ მითქვამს_ისე შეუცვალა საუბარს მიმართულება უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო
_ორივემ შესანიშნავად ვიცით,რომ ერთმანეთის შეთავაზებები გვაკმაყოფილებს და უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს . შენ უბრალოდ სანამ არ გადალახავ ყველა ბარიერს და დარწმუნებული იქნები,რომ შეთანხმებას შეასრულებ იქამდე არ მითანხმდები_აივანზე მდგომ დივანზე იჯდა, ხელი ჰქონდა გაშლილი ,კიდევ უფრო დიდი ჩანდა მისი მხრები და მკლავებიც. გვიჩიანის მახვილ მზერას არაფერი რჩებოდა უყურადღებოდ და თან ისე თითქოს სულ სხვა ინტერესის ობიექტი ჰყავდა
_შენ მათ მხარეს ხარ თუ არ
_რა მნიშვნელობა აქვს სხვები ვის მხარეს იქნებიან ... მთავარია ორი ადამიანის პოზიცია და გრძნობა
_სინამდვილეში კი მაინც ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და არ არსებობს ადამიანი რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავის აზრი ედარდება ,არავის ითვალისწინებს და არავინ მოქმედებს მის ცხოვრებაზე. ზოგჯერ ზუსტად ეგ მოქმედებს ყველასგან შორს ყოფნას და განდეგილობას რომ ცდილობ ,მანდ ივიწყებ შენ რეალურ სურვილს
_დღეს რა გეგმა გაქვს მასპინძელო _ ისევ არ გაჰყვა მისი დიალოგის თემას და ამჯერად საბოლოოდ შეუცვალა მიმართულება.
_ერთი უსაყვარლესი ქალი ცხოვრობდა ჩემ ბავშვობაში გვერდით ქუჩაში და მინდა მოვინახულო. უგემრიელეს მურაბებს ამზადებდა,ფიჭვის მურაბა გასინჯული გაქვს?
_დედა მაჭმევდა ბავშვობაში გაციების დროს . ქილებით უგზავნიდნენ და ყველა მეზიზღებოდა ვინც ამარაგებდა
_არ მოგწონდა?
_გაციებული რომ ხარ,სიცხე გაწვს ,ისედაც წუხარ,მადა არ გაქვს და რაღაც გემრიელის ნაცვლად მურაბას გაჩეჩებენ როგორ მოგეწონებოდა
_მე გაციების დროს ჩემი საყვარელი ექიმი მსტუმრობდა და წამლებს მასმევდნენ მხოლოდ. დედაჩემი არ აღიარებს ხალხურ მედიცინას
_დედაჩემი ყველაფერს შვებოდა და კიდევ კარგი ხშირად არ ვიყავი ავად
_დედაჩვენები ერთმანეთს უნდა გავაცნოთ _ იხუმრა,მაგრამ კიტას პასუხის შემდეგ დასერიოზულდა
_იცნობენ
_საიდან
_ლილი და გოგა შეგვხვდნენ შემთხვევით ნაცნობი მეგობრის დაბადების დღეზე და იქ გაიცნეს ერთმანეთი
_ვის დაბადების დღეზე
_ხათუნა კაკაურიძის
_ხათუნას დაბადების დღეზე სულ ისეთი ხალხი იკრიბება არასდროს მივდივარ,თავს ვერ ვაიძულებ იმ გარემოცვის გაძლებას
_შეხვედრებზე რომ არ დაგხვდებიან შენი გემოვნების ადამიანები იმედია იცი და შეთანხმების დადებაც ხასიათის კი არა ბიზნესმოლაპარაკების შემდეგ მოგიწევს
_პირად შეურაცხყოფად ვიღებ ყველა ხუმრობას ჩემ პროფესიონალიზმზე... ხათუნას სამეგობროს რაც შეეხება უმეტესობას ბავშვობიდან ვიცნობ . უცნაურია დედაშენი რომ არ ვიცი
_იქნებ იცი კიდეც და უბრალოდ ჩემ შესახებ არ იცოდი
_ეგეც არის შესაძლებელი...
_შენ სად მიდიხარ
_მოგყვები მურაბაზე ... ერთი ჩემთვისაც თუ ექნება გავუგზავნი ნინოს
_რომ გაცივდე იმ შემთხვევისთვის ?_ ფართოდ იღიმოდა და მთელი სახით ანათებდა ამ დროს
_არა,ჩემი დეიდაშვილებისთვის ან მათი ბავშვებისთვის ... მე რომ ვცივდები ახლოს არ ვეკარები
_მამაჩემის არ გეშინია და გირჩის მურაბას გაურბიხარ ამხელა კაცი ? _ ქუჩაში ფეხით მიაბიჯებდნენ. გრილოდა წვიმის შემდეგ ,მაგრამ გრძელ ბორდოსფერ მანტოში გამოწყობილს აშკარად არ სციოდა. სიმსუბუქე იგრძნობოდა მის თითოეულ ნაბიჯში , ყველგან და ყოველთვის ბუნებრივი იყო
_შენ რას უფრთხი ,თინა გვიჩიანო
_მე არაფერს ვუფრთხი და არაფრის მეშინია ... მამაჩემი მიცავს ყველასგან და ყველაფრისგან
_ახლა მე რომ რამე დაგიშაო ვინ დაგიცავს
_შენ არაფერს დამიშავებ
_დარწმუნებული რატომ ხარ_გაეღიმა თინას მტკიცე ტონზე_გოგას შიშის ეფექტი შემატყვე?
_არა, თორნიკე ილდანმა გაგიღო ჩემი სახლის კარი...ეს იმას ნიშნავს,რომ შემიძლია სიცოცხლეც განდო
_ილდანზე ბევრ ცუდ ამბავს ყვებიან და ჩემზე უფრო მეტს . მისგან განსხვავებით მე არ მყავს პატარა და და არ მაქვს მსგავსი სენტიმენტები ქალების მიმართ
_ძმა გყავს?
_არა დედისერთა ვარ _ ისე მშვიდად ჩააქრო შიშის ნაპერწკალი, რომელსაც კიტა უქმნიდა თითქოს ტყუილს ამბობდა ილდანზე ან საკუთარ თავზე და არ იცოდა ყველაფერი სიმართლე რომ იყო რასაც მათზე ყვებოდნენ. იცოდა,კიტა ნავერიანზე ბევრი იცოდა უბრალოდ პირადად შეხვდა პირველად.
_ორი დედისერთა ვართ ... შენც გქონდა საახალწლო სურვილების სიაში და ან ძმა ?
_არა
_არა? ძმაც არ გინდოდა ? დები არ უნდათ ხოლმე ,ვერ ეთამაშებიან და ნერვებს უშლიან
_მამაჩემის შვილობისთვის არ მემეტებოდა ბიჭი და გოგო მითუმეტეს ... ღმერთმაც აშკარად არავინ გაიმეტა ჩემ გარდა თორემ აქამდე გამოჩნდებოდა ვინმე მემკვიდრეობის მიღების სურვილით
_შენ და თორნიკეს თურმე მამისთვის მოწყობილი ამბოხი გაერთიანებთ
_გოგა ნამდვილად იმსახურებდა კიდევ ბევრი ბავშვის მამობას და შენც ჩაფიქრებული სურვილის ასრულებას ,მაგრამ ყველა სურვილიც ვერ აგიხდება ცხოვრებაში ,რაღაცები უბრალოდ არ ხდება
_კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ ? ასე შორს თუ იყო მანქანით ვერ წამოვედით?
_ფეხით საერთოდ არ დადიხარ ? ასე უცებ რამ დაგღალა
_შენ გამო ვამბობ არ გაცივდე თორემ მე თბილისამდე შემიძლია ჩავიდე ფეხით
_მართალია?
_რა _ თინას არ უყურებდა იქამდე, ხედებს გასცქეროდა და გოგომაც იმ დროს გახედა
_რომ მოგიტაცეს, გაიქეცი და ყინვაში გაიარე მარტომ ტყე , ნაცემმა ...
_მაგ ამბის მიხედვით მარტო არ ვიყავი და შენც შემიძლია ხელით გატარო იქამდე სანამ სახლში არ მივალთ _ ისედაც ხმადაბალი ჰქონდა ტონი, ნელა და გარკვევით საუბრობდა ,მაგრამ ამ დროს უფრო დიდი პაუზა გააკეთა ,ისევ ეტკინა იმ პატარა ბიჭს შიშებს რომ დაუდგა წინ
_მე მამაჩემის გამო არ მეშინია ... შენ საკუთარი თავის . ჩვენ შორის უშიშარი შენ გამოდიხარ
_ბედნიერი შენ ... არჩევანი რომ მქონოდა პატარა შიშებთან მებრძოლ ბედნიერ ცხოვრებას ავირჩევდი მეც
_მოვედით ... ფული არ შესთავაზო იცოდე თორემ გამინაწყენდება ძალიან და მერე შემრცხვება მოსვლა _ იქამდე უთხრა სანამ ჭიშკარს შეაღებდა და ხმამაღლა დაუძახებდა ქალს. ისე ომახიანად თითქოს მეზობელი სახლიდან უხმობდა ყავის დასალევად .
ქალმა იცნო გვიჩიანის ქალი.
გულთბილად მიიღო და ისიც დასძინა ვიცოდი რომ წელსაც არ წახვიდოდი ისე ჩემი მურაბა რომ არ წაგეღო თან ,შენთვის შევინახეო კოხტად შეფუთულ ქილებზე უთხრა და ყავაზეც მიიპატიჟა სტუმრები. კიტას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ფულის ნაცვლად ჯიბიდან უბრალო ფერად ქისაში ჩადებული წვრილი ყელსაბამი პატარა წითელთვლიანი კულონით რომ გაუწოდა ქალს
_ჩვენი შეთანხმება ძალაშია... არ ვყიდულობ , ბარტერია
_შე პატარა მელაკუდა შარშანდელი საკმარისი არ იყო ?
_წითელი თვლითაა
_რა ლამაზიაა
_გაგიკეთო მოდი _ სამკუთხედგულიანი ზედა ეცვა ქალს. 50 წლის იქნებოდა ალბათ, ლამაზი და გემოვნებიანი ჩანდა თუმცა აშკარად არ იცოდა რა ღირდა თინა გვიჩიანის კულონი . თავად რომ გაუკეთა და შეუქო კიდეც საოცრად გიხდებაო .
_ვინ დამიჯერებს ,რომ 5000 დოლარიანი მურაბა მიჭირავს ხელში და გასინჯვის სურვილი არ მაქვს _ უკან ბრუნდებოდნენ რომ უთხრა და ნაჭრის ლამაზ ჩანთაში ჩალაგებულ ქილებს დახედა_და შენ ხარ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ? ლონდონმა გაცემულ დიპლომებს უნდა გადახედოს
_საგნები უფასურდებიან , შეიძლება შეთანხმებამდე მიხვიდე და მესამედ ფასად იყიდო ძვირადღირებული ,მაგრამ ემოციები ძვირად ფასობენ
_მაღაზიის შეფუთვით სპეციალურად არ მიუტანე ?
_ლამაზია და მორჩა , ფასი რომ იცოდეს არც აიღებს და თუ დავუტოვე არ გაიკეთებს ან გაყიდის და რემონტს გააკეთებს, შვილს მისცემს ისე დახარჯავს ის ემოცია არ ექნება გულზე რომ დაინახავს,მოეფერება საქმით გადაღლილი და გული გააუთბება ,არც დამლოცავს ,არც შორიდან მომეფერება ...
_ ასე მარტივად ხარჯავ გოგას ფულს?
_მარტივად არ ,სიამოვნებით კი
_შენი ქმარი ღარიბი ვერ იქნება
_ყველაზე მდიდარი იქნება,მე ვეყოლები თუ არსებობს სამყაროში ვინმე მაგ ბედისწერით . ფრთხილად ატარე ,არ გატეხო თორემ შენ ასე იაფად ვერ გამოხვალ... ორმაგ ხელფასს გადაგახდევინებ პირველი ერთი წელი
_უკან წავიღებ შემოთავაზებას

ილდანი რომ დაბრუნდა სახლში მხოლოდ თინა და კიტა დაუხვდა. მაგიდასთან ისხდნენ და ორივე მიირთმევდა გირჩის მურაბას
_სიცხე გაქვს ?_შუბლზე მიადო ხელი ძმაკაცს და მერე თინას გახედა_ესაა მასპინძლობა თინა? ბიჭს საძულველ საჭმელს აძალებ?
_მომნატრებია...
_სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია _გვიჩიანმა გაიცინა და ახალი კოვზი მიაწოდა_არ გინდა?
_არა გმადლობთ სულ თქვენი იყოს...დანარჩენები სად არიან ?
_მატილდა ზემოთაა ტყისკენ , ახალ ფოტოაპარატს ეჩვევა
_სალომე სად არის
_დაჩისთან ერთად წავიდა მანქანით
_ჯვარი უნდა დავაწერინო და მერე გავფრინდე _ კიტას გასაგონად თქვა და მერე ისევ ქილებს გადახედა _ შენ ნორმალური არაფერი ჭამო,მანდარინის მურაბა,საზამთროს მურაბა ახლა ფიჭვისო ... ქლიავი და ალუბალი არ იკადრო გვიჩიანის ქალმა
_დიახაც _ყელმოღერებულმა უპასუხა და გადაიკისკისა
_ბავშვო _ დაიხარა და ლოყის ცენტრში აკოცა
_აუ თორნიკეეე , თორნიკეეე, თორნიკე შენ როგორ დაგეგმავ ქორწილს? არ გინდა დაგეხმარო?_წასვლის უფლება არ მისცა ფეხზე იდგა და ერთ ადგილას ცქმუტავდა _გთხოოოვ ,მითხარი რას აპირებ ვგიჟდეეები წვეულებების დაგეგმვაზე
_სალომეს შენი საოცნებო ჯვრისწერა ენდომება მერე? გადაშენების პირას მყოფი ყვავილებით მორთული ეკლესიით და ათასი დეფიციტური პროდუქტით
_ნუ დამცინი თორემ მეწყინება იცოდე _ხელები გაუშვა და მკერდთან გადაიჯვარედინა ტუჩებდაბრეცილმა
_ვის შესთავაზე გენერალური დირექტორის პოზიცია ... დააკვირდი
_გემრიელი აღმოჩნდა ეს მურაბა,ერთი კოვზი და მაშინ , როცა გაციებული არ ხარ _ საერთოდ არ ანაღვლებდა ილდანი როგორ აწვალებდა გვიჩიანს
_ვეტყვი ნინოს აუცილებლად და სამტო სასიცოცხლოდ გადაეკიდება თინას
_ რა უნდა უთხრა მაიმუნი ბავშვივით ნუ იმუქრები ამხელა კაცი . ბავშვი ხომ აღარაა ,ეცვლება ადამიანს გემოვნება
_ვიცნობ მთელი ცხოვრებაა და ზუსტად ისაა რაც 10 წლის ასაკში იყო ,მხოლოდ ორგანოები გაეზარდა და წვერი აქვს ახლა . რომელიც ნინოს აზრით საერთოდ არ უხდება და სულ ემუდარება მოიშორეო. ეს შენ ხარ ბავშვი ,რომელიც არ იცვლება და მხოლოდ ცოდნა ემატება
_ნუ მიდიხარ , მითხარი რას აპირებ ტყუილად არ იტყოდი ჩემი თანდასწრებით. შენ არაფერი დაგცდებოდა რომ არ გინდოდეს ჩემი ჩართვაც ამ ამბავში და ახლა ტყუილად მაწვალებ _ უცებ გაჩერდა და გაბრაზებულმა გახედა
_შენ რომ ადამიანი გაგშიფრავს ის ყველას გეგმას დაინახავს ... სად დავდო ესენი
_მე გავიტან იყოს ... ჭურჭლის სარეცხი მანქანა თუ ჩავრთე
_უბრალოდ ონკანი მოუშვი ხოლმე ,ზუსტად ისეთი მექანიზმია როგორ სააბაზანოში ხელის დაბანის დროს. მერე ღრუბელს იღებ ,წყალს ავლებ და მორჩა _ თეფშები და კოვზები თავად გარეცხა ნავერიანმა . იქვე გაამშრალა და კარადაში დააბრუნა
_ესეც უფლისწულია უბრალოდ 16 წლის რომ იყო რესტორანში მუშაობდა მრეცხავად და 1000 თეფში შეუძლია გარეცხოს . თანამშრომლების მიმართ იმდენად ლოიალურია ხოლმე ავიწყდება საკუთარი ადგილიც. თუ შეახსენებ ხოლმე კარგი იქნება და ხელფასსაც ისე ნუ დაანიშნინებ მთელი შემოსავალი რომ გაიფლანგოს. ფონდს ისედაც გააკეთებს თუ უბედური შემთხვევების ან ავადმყოფობების გამო
_დაჩის თუ არ უნდა დააძალებ ჯვრისწერას?
_რა არ უნდა თარიღს არჩევს და მე ვიცი როდის გაუხარდება სალომეს ყველაზე მეტად ... დიანა ჩადუნელმა იმ ხისთავიან კაცს რა ჩაუტარა არ ვიცი , მაგრამ მიხარია მე რომ არ მომიხდა მისვლა და დალაპარაკება_კიტამ თემა შეაცვლევინა და თინა ისევ მას უყურებდა
_საქმეში ხარ გვიჩიანო თუ არ ... იცოდე შენ მოაგვარებ ყველაფერს მე მხოლოდ მღვდელს შევუთანხმდები
_ვინ უნდა დავპატიჟოთ იცი? ნომრები რომ მომცე და დავუკავშირდე
_თინათეს და ვახტანგს მოვიყვან. დიანა ჩადუნელს დაველაპარაკები და ჩვენ აქ ვართ ისედაც
_ერთი წუთით სხვა არავინ? სალომეს რომ ვეჭორაო და გავიგო რა უნდა ან ვინ
_ვიცი რაც უნდა და ვინც ... შენსავით 2000 კაცი კი არ უნდა შეკრიბოს და ხელოვნების ნიმუშად აქციოს ქორწილი
_აი რას ამოიჩემე ეს ჩემი ქორწილი როდის გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით . საერთოდ არ მიდის ჩემი ფიქრები ქორწილამდე , რომ წარმოვიდგენ გოგა ვინმეს გაიცნობს მხოლოდ იმას ვხედავ ეს ვიღაც როგორ გარბის
_მერე გოგა არ იჭერს და არ სვამს გამზადებულ ქორწილში შენ გვერდით ?
_რა ტალღაზე ხარ დღეს რა იყო ,გინდა გააბრაზო და გოგას გენები გაუცოცხლეს? ეჭვი მაქვს ისეთი გაბრაზება ეცოდინება რამეს გავნებს _ ნავერიანი სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობილი მშვიდად სვამდა წყალს ,ჭიქა რომ დადგა და საუბარში ჩაერია _ მოკლედ ჯვრისწერა იქნება იმ ადამიანების თანდასწრებით ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება მათი დანახვა და დადებით განწყობას შექმნიან. ქორწილი ხელისმოწერის შემდეგ ,რომელზე დასწრებაც თორნიკეს მაინც ეზარება და 10 წუთით, მაქსიმუმ ნახევარი საათით შეიაროს
_ფოტოგრაფი არ ესაჭიროება ჯგუფს და ის პიროვნება ვინც დაჩის იცნობს კარგად ? _ უკვე იყო ფოტოზე ასახული მათი კრება მატილდამ ობიექტივში ილდანი რომ დაიტოვა გაოცებული მზერით _როგორღაც სულ მნიშვნელოვან ადგილას აღმოვჩნდები ხოლმე
_და ყოველთვის ისე ,რომ ვერავინ იგებს _ საკუთარ თავს გულისხმობდა რა თქმა უნდა
_დარწმუნებული ვარ შენც სჭირდებოდი გეგმის შესასრულებლად ,შემოუერთდდი გუნდს . ამ ორი სიტყვაძუნწი კაცისგან რთული გასაგები იქნება ყველა დეტალი
_როგორ შეგიძლია ყველგან აღმოჩნდე _ მაინც უთხრა და მზერა ძლივს მოაშორა
_მატილდა ვარ შენგელია ... ყველგან შემიძლია ვიყო და ყველაფერი მოვახერხო თუ ძალიან მინდა . დაჩის და სტაფილოს გაოცებულ_გაბედნიერებული სახეების ხილვას ამ ეტაპზე არაფერი მიჯობს
_შენ ჯვრისწერას რომ გეგმავდეს ვინმე რას ისურვებდი? მე მართლა არ მიფიქრია და მეშინია რამე არ გამომრჩეს... დაბადების დღეების წვეულებების სპეციალისტი ვარ ,ქორწინების წლისთავების, ნათლობების ,უბრალოდ მეგობრების შეკრებებიც დამიორგანიზებია,მაგრამ ჯვრისწერა თან წყვილისგან ფარულად ამას მხოლოდ ილდანი თუ მოიფიქრებდა
_ისეთი ვინმე სჭირდებოდა ვინც იშვიათად კონტაქტობს წყვილთან და ვისაც ვერ შეამჩნევდნენ ცვლილებას. შენ იდეალური ვარიანტი ხარ _კამერა დადო და თინას გვერდით დადგა _ ზედმეტი არაფერია საჭირო , ცერემონია იქნება საკმარისი ორივესთვის მაგათ იმდენად უყვართ ერთმანეთი ჩვენც რომ არ ვიყოთ საკმარისი იქნება
_მეჯვარე ვინ იქნება ... შეენ?
_მე არ ... დავუკავშირდები სალომეს მეგობარს და დაჩის ჩემი ძმის გარდა ვინ ჰყავს ალტერნატივად არ ვიცი
_მე ვიქნები ... ხელისმომკიდედ ჰყავდეს ვინც უნდა
_შენ როდის მიფრინავ ? _ თინამ თითქოს განზრახ ჰკითხა მატილდას რომ გაეგო
_მღვდელს ვესაუბრე და სალომეს დაბადების დღეზე ანუ 21 დეკემბერს დაიწერენ ჯვარს
_ბანალური არ არის დაბადების დღეზე ჯვრისწერა?
_ვერ შევაყვარე ისე ეგ დღე და ყველა დარჩენილ დაბადების დღეს შეიყვარებს ორმაგად ... თებეასთან მივდივარ . წამოხვალ ?_ თინას უყურებდა და ღია ფანჯარასთან მდგომი ეწეოდა
_ახალი წელი ნიუ იორკში გინდა გაატარო? თუ სამსახურის საქმეებით არ ვიქნები დაკავებული წამოვალ თუ მუშაობას დავიწყებ მაგ დროს გონებაში არაფერი მექნება საქმეების გარდა და ფიზიკუდად ვერ დავისვენებ
_ისევ რომ გაანიხილავ ვგიჟდები_ გაიცინა და კიტას გადახედა _ მეორე კანდიდატი გყავს იმედია
_თინა გვიჩიანია გენ. დირექტორი და მე აზრის შეცვლას არ ვაპირებ. იურიდიული მხარე მექნება მოსაგვარებელი მხოლოდ
_შარში ხარ პატარავ ... ამისთვის გოგას შვილი არ ხარ . თინა გვიჩიანი ხარ ,რომელიც ჭირდება და მიგიღებს
_საზიზღრად ჟღერს ეგ წინადადება და სხვა სიტყვები შეგეძლო შეგერჩია
_შემეძლო,მაგრამ ისე ვთქვი როგორც ვთქვი
_ამ დიალოგებს რომ მართავთ გონება მერევა ... ბავშვებივით ხართ და ზედმეტად მესაყვარლებით მესაყვარლები თორნიკე _უცებ გადააკეთა და მატილდასაც გაეღიმა ილდანთან ერთად _მოკლედ წლის ბოლო საინტერესო მექნება ყველა შემთხვევაში _ ტაში შემოჰკრა და ამღერებულ მობილურს წამსვე უპასუხა_გისმენ მა ...
თინა რომ გავიდა კიტამაც მალევე დატოვა ოთახი და დარჩა ილდანის წინ სამზარეულოს მაგიდაზე მიყრდნობილმა კამერა აიღო და გადაუღო . სიგარეტი ტუჩებსშორის ჰქონდა მოქცეული და ისე უყურებდა
_იოანემ რაო
_რაზე
_ჩვენზე _ თქვა თუ არა წამსვე გაეღიმა მატილდას გულის ფრთხიალი ესმოდა
_ჩვენში მთავარი მე ვარ და ის თუ რას ვიტყვი ,მოვიმოქმედებ ,ვიფიქრებ ,ვინატრებ და ავისრულებ
_ეგ მე ვიცი ,მაგრამ რომელ ძმას დაამშვიდებს სიტყვები
_ჯერ მე რომ დამამშვიდო არა?
_აღელვებული წუხელ იყავი ახლა მშვიდი ხარ
_იქნებ მკითხო მე რომელი მიჯობს სიმშვიდე თუ ღელვა
_ჯვრისწერამდე მსგავსი ღელვები არ შეიძლება , მე კი ცოდვად არ ჩამეთვლება ისეთები ჩამიდენია ,მაგრამ შენ სულს უნდა მოვუფრთხილდეთ
_ქალის თავიდან მოშორების მსგავსი მიზეზი სამყაროში არავის მოუფიქრებია ალბათ
_შენ ვერ იფიქრებ ჩემი გონებიდან წაშლისთვის საკმარის მიზეზებს თორემ მე წარმატებით ვაშენებ ბარიერებს ჩვენ შორის მაგ მიზეზებით _ ფანჯარა დახურა და მატილდასთან აღმოჩნდა. ლოყაზე მოეფერა,თითები თმაში შეუცურა და ბოლოს ყელში აკოცა _ სულ ცოტაც დამელოდე და ყველა ტვირთს მოგხსნი მხრებიდან რაც კი რამ გამძიმებს _ცხვირის წვერით ეხებოდა კანზე და მისი სიახლოვით ტკბებოდა _ შეგიძლია ?
_და მერე რა იქნება
_წინასწარ ვერ გეტყვი ... დამელოდები?
_აქამდე რას ვაკეთებდი სხვას _თითები ლოყაზე შეახო და მერე აკოცა კიდეც _ დაგელოდები , რასაც არ უნდა ფიქრობდე მაინც.
...........
იოანესთან საუბარი ვერ აირიდა ან არც უნდოდა აერიდებინა. მარტონი იყვნენ და არავინ უსმენდათ
_რას აკეთებ... გგონია ასე ეთამაშები და არავინ მოგთხოვს პასუხს რადგან თვითონ გონზე არაა ,ყველაფერზე წავა იცი და შენც უნდა ისარგებლო ?
_არ მიყვირო მეტჯერ იოანე და თან მსგავსი სისულელე !
_თორემ რას იზამ ... _ გაიცინა და თან ისე გაიცინა ილდანის შიშის ნატამალიც რომ არ გააჩნდა ცხადი იყო
_ჩემ ასაკს მაინც ეცი პატივი . რა გჭირს ამ წესიერ ბიჭს _სიგარეტის ღერს მოუკიდა და საკუთარ თავს დასცინა უფრო რომ ღელავდა საუბრის დროს ვიდრე მოსაუბრე . მსგავსი რამ არ ახსოვდს ისტორიას
_მატილდაზე წმინდა და ხელშეუხებელი არაფერი იყო ჩემ ცხოვრებაში . როგორი არანორმალურიც არ უნდა იყოს ,როგორც არ უნდა გამაგიჟოს თავისი უჩვეულობით . საკუთარი თავის განადგურების უფლებასაც არ მივცემ და გგონია ისე ეთამაშები როგორც გაგისწორდება?
_რა იყო ტორტის ნაჭრის გამო მიჭედავ ? უკან მოვატანინებ მთლიანს
_შენ მართლა გგონია რომ მაგას ვჭამ? ნაბიჯს არ გადადგამდი რომ არ გინდოდეს შეცვალო პოზიცია ... რა გადაწყვიტე რომ მოგინდა?
_არ გადამიწყვიტავს ჯერ თორემ შენ კი არა ვერაფერი გადამეღობება წინ
_საკუთარი სინდისიც არ გაგაჩერებს?
_საკუთარ თავსაც თუ არ კარგავ ქალის გამო ე.ი სრულიად უმნიშვნელოა და მატილდა შეიძლება უმნიშვნელო იყოს ვინმესთვის?
_რა გინდა თორნიკე მისგან
_ჩემი სიყვარული მინდა ... ის სიყვარული, რომლითაც ვუყვარვარ
_თუ საბოლოოდ გინდა თავი გადააყვარო
_ეგ გგონია შეიძლება და მე არ ვცადე?
_არ შეეხო !
_არ შემიძლია პირობა მოგცე, რომელსაც ვიცი დავარღვევ... შემიძლია პირობა მოგცე ,რომ არასდროს არაფერს გავაკეთებ მისი ნების წინააღმდეგ და საერთოდ ჩვენს ურთიერთობაში ისედაც ყველაფერი ბოლოს მაინც მისი სურვილების მიხედვით ხდება ... კიდევ პირობას დავდებ , რომ კუბოს ფიცრამდე ვუერთგულებ . მისი სიტყვის წინ ჩემიც არ იდგება თუ სიკვდილ_სიცოცხლის საკითხი არ იქნება და კიდევ მოვკვდები მისთვის
_და თუ ერთ დღეს გეტყვის დავსრულდითო გაუშვებ ?
_შენ გაუშვებ? ინამ რომ გითხრას აღარ მინდა შენთან ყოფნაო გაუშვებ?
_გააჩნია მდგომარეობას ... თუ არ ვეყვარები გავუშვებ
_თუ არ ეყვარები ... მე რომ ვუყვარდი იმიტომ ვუშვებდი ამდენი ხანი და ახლოს რომ მეყოლება
_მიპასუხე თორნიკე ... მატილდა თუ გეტყვის მივდივარ შენგანო გაუშვებ ?
_არა !
_რომ აღარ უყვარდე მაინც ? არ მითხრა რომ შეუძლებელია შენი ცხოვრებით ცხოვრების შემდეგ წასვლა მოუნდეს
_შესაძლებელია და თან როგორ,მაგრამ მე თუ ზღვარი გავაქრე მერე სიკვდილი თუ იხსნის ჩემგან
_მოკლავ ?
_მატილდას , რომელსაც აღარ ვეყვარები ? მე მოვუკვდები ... მის ყველა ამოსუნთქვას ჩემსაზე მეტად გავუფრთხილდები
_შენი ყველა სიტყვის მჯერა ... თქვენი ერთად ყოფნის შემთხვევაში იმ ბედნიერების რაც მისთვის მემეტება არ, ვერ დავიჯერებ რომ შენ შეგიძლია შენი ცხოვრებით მისთვის სიმშვიდის პოვნა
_მე საერთოდ ბედნიერი დასასრულების არ მჯერა ჩემ ცხოვრებაში და ამ ერთხელ უნდა გამომივიდეს თავად შევქმნა ეს დასასრული ,მერე დავიჯერო ჩემი პირადი ციცინათელას არსებობა
_მეც მეჯერებოდა შენ რომ ისე გიყვარდეს ან ვიცოდე შეგიძლია ქალის ისე შეყვარება როგორც მატილდას უყვარხარ. თქვენი ბედნიერი გაგრძელების რომ მჯეროდეს შენ უნდა გიჟდებოდე მასზე და არა ის... ის თან შენ და თან შენ ცხოვრებას ერთად როგორ გაგიმკლავდებათ . ჩემი და რომ არ მემეტება ამ ომში ჩასაბმელად მთავარი ესაა თორემ მის შეყვარებულებს და ურთიერთობებს არასდროს შევწინააღმდეგებივარ
_მატილდასთვის არ მითქვამს ჯერ რომ მიყვარს და შენთან ვაღიარო პირველად ? გამიბრაზდება მერე და მისი გაბრაზების მეშინია
_თქმა ბევრი რამის შეიძლება სიმართლე უნდა იყოს
_შენ დასამშვიდებლად ტყუილს თუ ვიკადრებ ამ შემთხვევაშიც სერიოზულად ყოფილა საქმე იოანე და უკვე მეორედ გიტარებ ამ დიალოგში ბრალდებას _ჩაიცინა და იოანეს კიდევ უფრო აურია გონება
_ამ დიალოგით მეუბნები რომ გიყვარს ? ჩემი მატილდა , რომელსაც ისე შეხვდი თუშეთში თითქოს მისი სახელიც არ გახსოვდა? რომელსაც არც იცნობ ნორმალურად და რომელთან ადამიანური კომუნიკაციაც არ გქონია დარწმუნებული ვარ
_ის სახელი დავუძახე ,რომლითაც მახსოვდა პირველად რომ აღიქვა ჩემმა გონებამ ... არასდროს ყოფილა ჩემ ცხოვრებაში პერიოდი მე რომ მასთან ახლოს ყოფნის უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის და ახლა საერთოდ რას მიმტკიცებ რომ არ მიყვარს და უბრალოდ მისწორდება რომ ვუყვარვარ, ეგოისტი პატარა ბიჭი ვარ ყველა ჩემზე შეყვარებული ქალი გვერდით მყავდეს იქამდე სამამ მომბეზრდება ? გაგიგია საერთოდ ილდანის ქალიაო ვინმეზე? მე და მატილდა როგორც ვიქნებით ვიცი,მაგრამ მე და შენ ასე ვერ დავლაგდებით შენ თუ არ დამშვიდდი , დაფიქრდი და დაიჯერე რასაც გეუბნები . ჩემზე მეტად შენ უყვარხარ მხოლოდ თორემ ამდენსაც არ დაგელაპარაკებოდი სხვა და_ძმობა რომ გქონდეთ
_ეგ ამბავი კითხვის ნიშნის ქვეშაა უკვე კარგახანია
_რა მე უფრო მეტად ვუყვარვარ თუ შეენ? დაჯერება არ მინდა ,რომ თებეას ჩემზე მეტად ეყვარება ვინმე და მოდი ნუ დავიჯერებთ რომ მატილდას შენ არ უყვარხარ უფრო ...მაინც არაა გასაყოფი ეგ ორი განსხვავებული სიყვარული
_გისმენ მატილდა _ ამოიოხრა და ისე უპასუხა. იქედან ესმოდა ილდანს გოგოს ხმამმაღალი სიტყვები
_ვიცი ილდანთან ერთად ხარ და შენ თავს გეფიცები რომ ეჩხუბო შენ ქორწილში არ ვიქნები და ჩემსაში მითუმეტეს
_თუ შემომაკვდება ან შემოვაკვდები ქორწილი არც იქნება მატილდა
_იოანეეეე ამდენხანს რას ელაპარაკები ამდენს ჩემთან არ ლაპარაკობს ნუ გამაგიჟე
_მე გაგაგიჟე თუ დაბადებიდან ასეთი ხარ
_იოანეე
_არ იტირო მოვდივართ _ იოანე კიდევ კარგახანს გააგრძელებდა მატილდას წვალებას თორნიკეს კი მოთმინება არ ეყო . მობილური გამოართვა და სულ სხვანაირად დამტკბარი ხმით უთხრა
_ვტირი უკვე და შეგრცხვეთ ორივეს
_მე მოვალ და გაკოცებ , და _ძმა როგორ რიგდებით არ ვიცი
_შენ ნორმალური არ ხარ ხომ? გინდა მართლა გცემოს?
_ვერ ვიგებ ტირი თუ ჩხუბობ
_ორივე
_კოცნა ორივეს უშველის ხო?
_ხოო ... კი არადა თორნიკეე
_ხოო _ ეზოში მდგომს უყურებდა უკვე . ტელეფონი იოანეს რომ დაუბრუნა და მატილდამდე ზღვარი გადაკვეთა. ატირებულს ,მონერვიულეს ვერ უმკლავდებოდა და აღარც აპირებდა შორიდან ყურებას _ აქ ვარ _ მკლავები შემოხვია,ჩაიხუტა და თავზე აკოცა _ გაყინული ხარ. წამოდი სახლში შევიდეთ
_ გავთბი უკვე _ ცხვირის წვერით ყელზე ეხებოდა. მკლავები შემოხვია და გაირინდა
_ერთს თუ მომიკითხავს და შენ უფროო _ იოანეს ხმა ესმოდა ზურგს უკან ,მატილდა ვერ იაზრებდა რას ამბობდს თორნიკესთვის თქვა და სანახაობას რომ ვერ გაუძლო სახლს მიაშურა. ინაც მაშინვე შეეგება და მოეხვია სულ'არეულს
_რა უთხარი
_მთვრალ ალუბალზე გემრიელი რომ ხარ _ ყურთან უთხრა და იქვე აკოცა მატილდამ წამსვე ასწია თავი და გაფართოებული თვალები გაუსწორა_ალუბლისფერიხარ _ გაწითლებულ ლოყაზე მიეფერა ნაზად
_თორნიკე გული გამისკდება იცოდე და სულ შენი ბრალი
_მეც მიფეთქავს მასეთი და უფრო მეტად . არც ჩემსას მოუვა რამე და არც შენსას სანამ ერთმანეთი გვეყოლება იქ _ მატილდას გაყინული თითები მკერდზე მიიბჯინა და აჩვენა როგორ სწრაფადაც უცემდა გული .
რა უნდა ეთქვა და რა უნდა გაეკეთებინა იმ დროს ამაზე მეტი
_ილდანო
_მა ტილ და ილ და ნი . უხდება შენი სახელი ჩემ გვარს

ბორჯომში გატარებული ის ორი დღე მთლიანად დაილექა ყველას მეხსიერებაში ,დარჩა თარიღი რომელსაც არცერთი დაივიწყებდა. დაჩი და სალომეს პირველი კამათიც დაიტია იმ 48 საათმა

_რაღაც უნდა გითხრა
_გისმენ _დაჩის გვერდით მიაბიჯებდა და თითებს მისი თითები უთბობდა
_შენებს ვუთხარი ჩვენზე _ ღრმად ჩაისუნთქა და შესავლების გარეშე უთხრა _ არ გითხარი რომ არ გენერვიულა და მათაც ვთხოვე არაფერი ეთქვათ . რადგან არ გისაყვედურეს გამოდის ყველაფერი მოგვარდა , აქაც გამოგიშვეს
_უჩემოდ მიხვედი და მარტომ ელაპარაკე? რა უთხარი
_რომ მიყვარხარ და გიყვარვარ _ ხელი რომ გაითავისუფლა და გაჩერდა უკვე იცოდა რაც ელოდა ,მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება ჰქონდა გეგმაში _ ერთად ვიქნებით ნებისმიერ შემთხვევაში და
_უჩემოდ უნდა გეთქვა ეგ ყველაფერი?
_იცოდი რასაც მეტყოდნენ და იმიტომ გაქვს ასეთი რეაქცია? შენ რატომ არ მითხარი არასასურველი სიძე რომ ვიყავი შენი ოჯახისთვის
_თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა,მაგრამ იმ ფაქტს ვერ შეცვლი რომ ჩვენი პრობლემის მარტო მოგვარება სცადე და ეს მეტჯერ არ უნდა განმეორდეს თუ ვართ ჩვენ
_გეთქვა არ მოსწონხართო და ერთად დავლაპარაკებოდით მაშინ
_დაჩი რა გითხრეს და თუ გითხრეს ახლა როგორ ვართ აქ ერთად ასე მშვიდად . დედამ სულ ორჯერ დამირეკა
_მძიმე არტილერია ჩაერთო საქმეში
_დიანა შეხვდა ? დაჩი დიანა ელაპარაკა ჩემებს? უარესი ... გგონია მინდა დიანა გვიგვარებდეს საქმეებს?აღარაა დრო... დამოუკიდებელი გახდე ?
_დიანას ტვირთი აღარ ვიყო ?ამის თქმა გინდოდა ხომ ?
_რადგან ტვირთი არ ხარ ამიტომ ყველა შენი ბარიერი დიანამ უნდა მოგაშოროს?
_ვერავის შევევედრებოდი გთხოვ მოგეწონო_თქო ,ვერც შენ მშობლებს და ვერავის საერთოდ. ისე დავქორწინდებოდით ისინი არ იქნებოდნენ ქორწილში. ეს გაგრძელება გინდოდა? იქნებ მამაშენის თანხმობის გარეშე არც მომყვები
_ჩვენ ურთიერთობას რამე ეტყობა ,რომ მე მათი მითითებებით ვცხოვრობ? მე ვიცი რა უნდა დავუჯერო როდის შევეწინააღმდეგო და როდის უბრალოდ ვაკეთო ის რაც მინდა. ეს რომ მესწავლა დიდი გზა გავიარე ,მაგრთალია დიანა არასდროსაა ისეთი ტოქსიკური როგორც ჩემები,მაგრამ დროა შენც ისე იცხოვრო მან რომ არ გაიგოს ყველა შენი დაბრკოლების შესახებ
_ყველას შესახებ არც იცის ... გგონია ვთხოვე წადი და ელაპარაკე_თქო?
_უთხარი და იცოდი მაშინვე მოაგვარებდა ან შენ ნაცვლად იჩხუბებდა ჩემებთან . წარმომიდგენია როგორც ელაპარაკებოდა და სიამოვნებით მოვისმენდი როგორ მიახალებდა სიმართლეს პირში ,მაგრამ
_მაგრამ ტყუილად მეჩხუბები ...
_ვინ იცინის ჩხუბის დროს ... იცი რომ ვგიჟდები შენს ამ ღიმილზე და განგებ აკეთებ
_მე შენ გაბრაზებაზეც ვარ შეყვარებული... თვალებშიც ცეცხლები რომ გიჩნდება და ულამაზესი ხარ _მკლავები შემოჰხვია და ტუჩებზე წაეტანა _ მიყვარხარ ჩემო პეპი
_აღარ ქნა მეტად ჩვენი პრობლემა მარტომ მოაგვარო და საერთოდ ყველაფერი უნდა მითხრა _ლოყაზე კოცნიდა და თან საყვარლად წუწუნებდა _ დამპირდი
_ჭირში და ლხინში ფიცი წინასწარ დავდოთ?
_ძალიან მრცხვენია დიანასთან ... წარმომიდგენია როგორ ილაპარაკებდნენ ჩემები
_მათიც მესმის ... ტყუილი არ უთქვამთ უბრალოდ მე ვარ იდეალური სასიძო ,რომელიც წარსულს ტოვებს წარსულში

ჩადუნელების ცხოვრებაში გაჩნდა კიდევ ერთი პატარა _ დიდი მიზეზი ყველაფრის ახალი ფურცლიდან დასაწყებად
_დინა _ ქალი რომ მოეხვია შეშინებულმა მოხვია მკლავები და ატირებულს რამდენჯერმე აკოცა _ დე , რა მოხდა ... დიკო ნუ მაშინებ
_მე ... დაჩიი
_ხო დე ,რა მოხდა _ თავი რომ ასწია და შეხედა სახიდან ცრემლები მოაშორა _ არ იტირო ,მითხარი და მოვაგვარებთ
_ვერ მოვაგვარებთ ... არ მოგვარდება
_მე და შენ ? ეგეთი რა არსებობს დე...ჩვენ ერთად შეუძლებელს შევძლებთ
_ტესტი გავიკეთე ... ორსულად ვარ დაჩი . მე ორსულად ვარ წარმოუდგენელია ასე უბრალოდ ასე მარტივად დაუგეგმავად მე ვიყო ორსულად . იმ არაკაცმა ისეთი სტრესი გამატარა,იმდენ ექიმთან ვიყავით ხელოვნური განაყოფიერება გამაკეთებინა ბოლოს და მე ახლა ორსულად ვარ
_იესემ იცის?
_არა ... არა ღმერთო ჩემო ორი შვილიშვილი ჰყავს და ამხელა შვილები მე არც კი მიფიქრია ამაზე . ტესტი რომ გავიკეთე არც ვიცი რას ველოდი და ორი ხაზი რომ დავინახე მაშინვე შენთან გამოვიქეცი. როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ორსულად ვარ და ამ ბავშვს აუცილებლად გავაჩენ . დედა გავხდები კიდევ
_ექიმთან წავიდეთ ... დამშვიდდი. იესეს მერე დაელაპარაკე . მე ყველა შემთხვევაში შენ გვერდით ვარ და ოჯახის პატარა წევრსაც უსაზღვროდ შევიყვარებთ მეც და ტყუპებიც _ ინსტუქტურად საუბრობდა , თმაზე გადაუსვა ხელი და ლოყებზე შერჩენილი ცრემლები მოაშორა
_მეტირებაა ... სულ დაღლილი ვარ და ის გულის წასვლებიც ამიტომ იყო მე კიდეც აქამდე ყურადღება არ მივაქციე. სასწრაფოდ უნდა ჩავეწერო ექიმთან კონსულტაციაზე. მე ორსულად ვარ _ იმეორებდა და თან იჯერებდა მერე კი სახეგაბრწყინებული ეფერებოდა მუცელს. ისეთი ლამაზი იყო სიხარულის გარდა სხვა განცდა ვერ დაგეუფლებოდა მისი დანხვისას .

ერთად იტირეს ბავშვების პირველი გულისცემის მოსმენისას მაშინ ტყუპებზე რომ იყო ორსულად და ახლა დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა. ხელი ჩაკიდა კაბინეტთან მომლოდინეს.
_ყველაფერი კარგად იქნება...

ექიმმა დაადასტურა ორსულობა. გულისცემაც მოასმენინა ,ნაყოფიც აჩვენა და რეკომენდაციებიც მისცა კვლევების გრძელ ჩამონათვალთან ერთად.

კლინიკიდან ახალი გამოსულები იყვნენ . იესემ რომ მისწერა
_საღამოს ბავშვებთან ერთად წავიდეთ სადმე თუ სხვა გეგმები არ გაქვს
_შენი ნახვა მინდა
_მე ახლაც სახლში ვარ
_მოვალ მალე _შეტყობინება გაგზავნა და დაჩის მიმართულება შეაცვლევინა
_დაგელოდო გინდა?
_არა ... წამლები შეგიძლია მიყიდო? პირდაპირ სახლში წამოვალ და დღესვე დავიწყებ
_პროდუქტებსაც ვიყიდი...რა დაგახვედრო
_არ ვიცი . ამჯერად უცნაური არაფერი მინდება ... მამას გავს უპრეტენზიო ალბათ _ ჩუმად თქვა და დაჩის რომ ჩაეცინა წარბები შეკრა
_ სიყვარულს ჰყავხარ დაბრმავებული ...
_მართლა უპრეტენზიოა რამეზე ეთქვას პირადი სურვილით უარი არ მახსოვს
_შენც არ ხარ პრეტენზიული. დამშვიდდი ,არ ინერვიულო ... თუ რამე დამირეკე და მოგაკითხავ. რაც არ უნდა გითხრას და როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს შენ დიანა ჩადუნელი ხარ მთავარია ბავშვი იყოს კარგად და დანარჩენს ყველაფერს მარტოც გაუმკლავდები. მე შენთან ვარ ,სულ
_შეიძლება ტირილით გავსკდე ასე რომ მეუბნები და ვიაზრებ როგორი დიდი ხარ უკვე
_ოღონდ ახლა არ იტირო ... უსაყვარლესი ხარ დეე _ იცინოდა უკვე. ჩაეხუტა და კორპუსს ახედა _ ისე რო რამე აქ უნდა გადმოცხოვრდე მართლა?
_წინასწარ ნუ მაფიქრებ ... თავი მტკივდება. უენერგიოდ ვარ და დასვენების გარდა არაფერი მინდა. ვნახოთ იესესთან ერთად დავისვენებ თუ იესე განისვენებს სამუდამოდ
_დაეწყო
_რა დამეწყო
_გაორება ანგელოზსა და დემონს შორის ...

ბინის კართან იდგა და გულისცემას ვერ აკონტროლებდა. სუნთქვაც გაუჭირდა სანამ იესე გამოჩნდა
_აქ პირველად ხარ მგონი ხომ ? _ ქურთუკი გამოართვა და რამდენჯერმე აკოცა _ კეთილი იყოს შენი ფეხი
_მგონი ძალიან კეთილია _ ჩუმად თქვა კოცნით გაბრუებულს ლამის დაავიწყდა სათქმელი რომ ჰქონდა
_დღეს ბედნიერი დღეა... დილიდან ბანკში ვიყავი. ილიკოს ვალი სრულად დავფარე. რესტორნის წილი არ გამიყიდია ჯერ , შევძლებ როგორმე მართვას და აქეთ_იქით სიარულსაც გავუჭირვებ თავს. სანამ აქ წამოვიწყებ საქმეს და შემოსავალი მექნება ... _ პატარა ბინა იყო , დიანა ჩადუნელს მსგავს სივრცეში არასდროს უცხოვრია. ყველაფერი მოსწერიგებული ,ლამაზი და სუფთა იყო ,მაგრამ სივრცის დეფიციტი ნამდვილად ჰქონდა იქაურობას. წამით რომ წარმოიდგინა თავისი ბავშვებით იქ გადაცხოვრდებოდა ვერ მიხვდა რა ემოცია გაუჩნდა _ რას დალევ? ისადილე უკვე თუ ჯერ არ ... ინას მოვუმზადე რაღაც სალათი მეც არ ვიცი რა არის. გემრიელი კი გამოვიდა. სპაგეტი მაქვს ხორცის ბურთულებით . ფერი არ გაქვს ,საჭმელს არ ჭამ?
_საჭმელზე ცოტა ხნით არ დამელაპარაკო ... აქ მოდი, დაჯექი თორემ თავბრუ დამეხვა
_კარგიი ... დავჯექი _ გაეღიმა მის ტონზე. გვერდით მიუჯდა და აკოცა _რამ გაგაბრაზა დილიდან
_არ გამაბრაზა ,გამახარა უბრალოდ ემოციური არევა მაქვს და საჭმელსაც ცოტას კი არა ბევრს ვჭამ და უფრო მეტი და სწორად უნდა ვჭამო . მთელი დღის რეჟიმი და ცხოვრება უნდა შევცვალო
_გადაწყვიტე ცოლად გამომყვე და ჩემთან ერთად იცხოვრო. ცხოვრების ამაზე უკეთ შეცვლა ვერ გამოგივა . ხელი მოვაწეროთ ,ჯვარიც დავიწეროთ. მე არ მქონდა ჯვარი დაწერილი ,შენ ? სულ მავიწყდება კითხვა
_რატომ გაქვს ისეთი მონოლოგი თითქოს უკვე იცი რომ ორსულად ვარ
_ჯვარი თუ არ ... რა ? _თავის ფიქრებში იყო , ეჩქარებოდა ყველა გეგმის შესრულება და ცხოვრების დალაგება დიანამ თავდაყირა რომ დაუყენა ყველა ფიქრი ,უცებ გააქრო ყველაფერი და დარჩა მხოლოდ თვითონ . ამღვრეული თვალებით და უცნაურად დამფრთხალი მზერით _ მე პირველი ორსულობა და მთელი მოსამზადებელი პერიოდი ,ექიმები,წამლები , ნერვიულობა, სულიერი და ფიზიკური წნეხი ისე გავიარე ოდესმე თუ შევძლებდი და ისევ ვიქნებოდი დედა არ მიფიქრია ამაზე . ისე შთამაგონა გიორგიმ რომ ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა ახლაც ვერ გაიარა ჩემმა გონებამ ეს ამბავი . მე ადრეც გითხარი ,ცხოვრებაში დედობაზე მეტად არაფერი მინდოდა და არაფერზე მიოცნებია. ვიცი შენ გეგმებში შვილიშვილებთან ერთად შვილის ყოლა როცა ამდენი ფიქრი ,გეგმა და საქმე გაქვს საერთოდ არ ყოფილა , მაგრამ მე აუცილებლად გავაჩენ
_ორსულად ხარ დინა ... ბავშვი გვეყოლება ? _ ჯერ ხელებზე აკოცა თავდახრილმა მერე თვალებამღვრეული მომღიმარი უყურებდა და კიდევ ელოდა პასუხს
_ხო _სახე უხურდა მღელვარებისგან . გული სწრაფად უცემდა და ტირილი უნდოდა საშინლად იქამდეც და მერეც ცრემლებად დაიღვარა მინდელმა მკლავები რომ შემოჰხვია და გულში ჩაიკრა
_როგორ ძალიან მიყვარხარ. როგორ დაგიმსახურე საერთოდ ... ღმერთს მადლობა როგორ უნდა გადავუხადო შენი ჩემ ცხოვრებაში გამოჩენის გამო _ გრძნობამორეული ეჩურჩულებოდა , იცინოდა ყველაზე გულწრფელი ,ყველაზე ბედნიერი სიცილით და კოცნიდა ბევრს _ რატომ ტირი დინა ... გეგონა არ გამიხარდებოდა ? რა მნიშვნელობა აქვს ნორმებს და ხალხის დადგენილ ჩვეულებრივ არაჩვეულებრივ მოვლენებს ... მე და შენ გვეყოლება შვილი და მე შენ მიყვარხარ . ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის _ ცრემლები შეუმშრალა ,დახუჭული თვალები დაუკოცნა და მერე ისევ გაყინულ ხელებზე აკოცა _ ექიმთან იყავი ? როდის გაიგე ... სესილიას გინეკოლოგთან წავიდეთ თუ გყავს შენი ექიმი
_ ვიყავი ცოტა ხნის წინ ... ისე ვერ გეტყოდი . იქნებ მეშლებოდა და სხვა რამ მჭირდა. მაშინ იმდენ წამლებს ვიღებდი,იმდენ ჰორმონს ყველაფერი შეიძლება დამმართოდა და სიხარულიც ვერ მოვახერხე შიშის გარეშე
_ნეტავ მაშინვე გეთქვა... მარტო როგორ ინერვიულებდი
_დაჩის ვუთხარი
_მერე ? გაბრაზდა ?
_არა . დაჩისთან ერთად ვიყავი ... არ იცნობ შენ ჩემ ბავშვს და ისიც არ გიცნობს . ეს თქვენი ჩემდამი სიყვარული უნდა გაჩვენოთ ორივეს
_გგონია მარტო სიყვარული უშველიდა ასე მარტივად მიღებისთვის? საუკეთესო აღზარდე მართლა
_კიდევ მეყოლება შვილი ... მადლობა
_ღმერთო ოღონდ არ შემშალო. შვილისთვის მადლობას ვინ იხდის დიანა და თუ მადლობაზე მიდგება საქმე მე უნდა ვიდგე მუხლებზე და ისე გიკოცნიდე ხელებს
_მერე რას ელოდები
_ბეჭედი არ მაქვს ახლა თან ... ჯერ მინდოდა ისე დამეთანხმებინე და მერე ერთად აგვერჩია ბეჭედი ისეთი როგორიც მოგეწონება თორემ ინა თავს იკლავდა ჩემ არჩეულს ვერ დაიწუნებსო
_შენ მართლა აპირებდი ხელის თხოვნას?
_20 წლის ვარ და დრო უნდა დავკარგო შენთან ყოფნის? იმედია ახლა მაინც იქნები თანახმა ჩემთან ერთად ცხოვრებაზე
_არ ვიცი ... აქ რომ მოვდიოდი მეშინოდა რომ ბავშვის არსებობას ვერ მიიღებდი მარტივად.
_შვილი თუ კიდევ მეყოლებოდა და თან შენგან ამაზე ოცნებაც არ მიცდია
_სხვა ვისგან გეყოლებოდა უკაცრავად... გყავდა ვინმე კანდიდატი ?
_რაო ექიმმა დინა?
_ყველაფერი ნორმალურადაა უკვე 14 კვირისაა ნაყოფი და მე ეგ ფაქტი მაგიჟებს პირველი ტრიმესტრი ისე გადამივლია ყურადღებაც არ მიმიქცევია საკუთარი თავისთვის. ვმუშაობდი როგორი რეჟიმით ... სად არ დავღოღავდი ,მაგრამ ღვთის წყალობით კარგადაა . ანალიზებს გავიკეთებ , რაღაც წამლებს დავლევ და მაქსიმალურად ვიზრუნებ მასზე. თუ უფლის ნებაა მე ხელს შევუწყობ. ტყუპების შენარჩუნება რომ მომეხერხებინა და ფიზიოლოგიურ მშობიარობამდე მისვლა ბოლო ორი თვე ეზოს გარეთ არ გავსულვარ და მუშაობაზეც კი უარი ვთქვი. დაჩიც ჩემ გვერდით იყო სულ ... ისე მეშინოდა
_მე ვიქნები შენ გვერდით და ყველაფერი იქნება ძალიან,ძალიან კარგად. უკვე მრავალშვილიანი დედა ხარ
_შენ კიდეევ შვილიშვილები გე....ბა შვილზე დიდი
_ჩემმი შვილები და რძალი წინააღმდეგები არ იქნებიან . დაჩიზე უფროც შეიძლება გაუხარდეს ინას _ისევ ისე ჰყავდა ჩახუტებული _როდის გადმოხვალ ჩემთან ?
_აქ უნდა გადმოვიდე ?
_სხვა სახლი არ მაქვს
_მე რომ მაქვს მნიშვნელობა არ აქვს ხომ ?
_მაპატიე , ჩემი სიღარიბე შეყვარებამდე უნდა გაგეთვალისწინებინა ახლა უკვე შეგრჩი ასეთი ჩვეულებრივი . ცოტა ხნით მაინც , დაგროვებული თანხის 90% _ით ცოტა ხნის წინ დავფარე ილიას ვალი და დიდი სახლისთვის მინიმუმ ერთი წელი დამჭირდება. ბავშვის გაზრდამდე და მერე კიდევ ერთის გაჩენამდე გავფართოვდებით ,გპირდები
_დღესვე ვერ გადმოვალ... დრო დამჭირდება
_ჯერ ჯვარი დავიწეროთ _ოცნებაჩაბუდებული მზერით უყურებდა და მთელ სახეს უკოცნიდა_ხომ დავიწეროთ დინა?
_ჯერ დაჩის ჯვრისწერისთვის ვემზადებოდი... ბავშვს დავასწრო?
_ბავშვმა რომ დაგასწროს უცნაური იქნება
_უცნაურობა აკლია ჩვენ ცხოვრებას?
_არ აკლია,მაგრამ დაჩის უნდა შევუთანხმდე _ ტელეფონზე შეტყობინებები მისდიოდა და ეკრანს დახედა . ბიჭი სწერდა "_რაო... გაუხარდა თუ შოკშია და აზრზე ვერ მოდის. " " დააცადე გაიაზროს ... ქვემოთ გელოდები იცოდე . სახლში წავიდეთ და იფიქროს რა საჩუქარი მისცა სამყარომ შენი და შენი ბავშვით"
_დაჩია ?
_უნდა წავიდე ... ეს დღე მე და ჩემ ბავშვს მოგვეცი და ხვალ შეიძლება ჩემოდნებით დაგხვდე კართან _ ტუჩები დაუკოცნა და ფეხზე წამოდგა
_დიანა
_ხვალამდე მომეცი დრო ... მხოლოდ ხვალამდე და მერე სულ შენთან ვიქნები
_ვუთხრა ჩემებს?
_მთელ სამყაროს გააგებინე თუ გინდა ... მიყვარხარ _ რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ დაჩისთან ჩავიდა. ტელეფონს დაჰყურებდა და პასუხს ელოდა დინა რომ მიუჯდა გვერდით და მოეხვია _ წავედით სახლში დე ...
_რაო რა დროს ჩემი ბავშვიაო?
_ჩვენზე მეტად გაუხარდა...
_ხოო?ანუ იესეს ჩვენი ცხოვრებიდან გაქრობის ბოლო შანსიც დავკარგე _გაეცინა დიანას თვალების ბრიალზე _ კარგი,მორჩა ... ბოლოს და ბოლოს საერთო ბავშვი გვეყოლება და მისი მთელი ოჯახი მიყვარს ,იმათაც უყვარხარ . შენ ენდობი და მე შენ გენდობი _მანქანას ატარებდა ხელზე რომ ჩაკიდა ხელი და აკოცა
_იესესთან უნდა გადავიდეთ
_მე არ ... შენ და ტყუპები გადახვალთ. მე სალომეს სემესტრის დასრულებას ველოდები ქორწილამდე და მაინც ცალკე უნდა ვიცხოვროთ
_ჩვენ სახლში ხომ დარჩები...ბიჭის სურვილი იყო შენ გეცხოვრა იქ ცოლ_შვილთან ერთად
_ვრჩები დინა ... მიყვარს ის სახლი და თან პაოას და ბებოს ბედნიერი ცხოვრების ისტორიას ინახავს. იქნებ შენ დაითანხმო როგორმე იესე საერთო ხარჯებით სახლის ყიდვაზე ან აშენებაზე
_მატერიალურ საკითხებზე ფიქრი არ მინდა... როგორც უნდა ისე გავაკეთებ. სიღარიბეში არ მეყოლება ბავშვები და ფართობის გამო ვერ ვიკამათებ . თვითონ იყიდის მე უბრალოდ დაველოდები
_შენნაირი იდიალური ქალი მეორე არაა დედამიწაზე
_შენი იდეალური გყავს შენ
_ჩემი არ შედის კონკურენციაში...უკონკურენტო მყავს. ვუთხარი მის მშობლებს ესაუბრა_თქო და გამიბრაზდა
_ხომ ვიცოდით რომ გაბრაზდებოდა , მაგრამ არაუშავს. ეს უკანასკნელი იქნება და გაპატიებს

სახლში მისვლის მომენტში კიდევ ერთხელ ანერვიულდა ბავშვებთან საუბარი რომ ელოდა წინ . დაჩიც მის გვერდით იყო და პირდაპირ თქმა გადაწყვიტა
_გოგოა?აუუ მე გოგო მინდა
_არ ვიცი დე ჯერ
_კატოს დედას რომ გაეზარდა მუცელი ისე გაგეზრდება ? იმ ფოტოებში რომ ხარ ჩვენ რომ გყავდით მუცელში?
_მაშინ ორნი იყავით და ახლა ისეთი დიიდი მუცელიც არ მექნება დე ...
_სახელი მე რო დავარქვა შეიძლება თუ იესეს უნდა ვთხოვოთ?
_შეიძლება ...
_ინას დაეკითხეთ ჯერ _ დაჩიმ გაიცინა და კესანე ხელში აიყვანა _ ჩემო ცხოვრებაა
_ის სახლი დიდი არაა ? რატომ უნდა დავტოვო სათამაშოები?
_ნაწილი წამოიღე ნაწილი აქაც ხომ უნდა გქონდეს დე... დაჩისთან და სალომესთან რომ დარჩეთ ხოლმე
_ორი ქორწილი გვექნება?
_არა დე ,ქორწილი მხოლოდ სალომეს და დაჩის ექნებათ,მაგრამ ცოტა მოგვიანებით
_არ უნდა სალომეს
_უნდა ,უბრალოდ იცის დაიღლება და თავს იკავებს,მაგრამ მე დაველაპარაკები. ინა ,მატილდა და თინაც ყველაფერში დაეხმარებიან . ყველა ქალს უნდა ლამაზი ქორწილი ოცნების კაცთან
_შენ ?
_მე იმათ დავპატიჟებ ვინც იქ ყოფნით გამაბედნიერებს ... დედოფლის კაბას აუცილებლად ჩავიცვამ ჯვრისწერის დროსაც.
_სულ რომ არაფერი ისე ბრჭყვიალებ ამის გამო უნდა მივიღო იესე მინდელი _ ჩაიხუტა ისევ და თავზე აკოცა _ დეე
_უყვარხართ დეს ყველაზე მეტად _ოთხი ჰყავდა უკვე და სამყაროში უმდიდრეს ქალად გრძნობდა თავს. წინ კი მთელი ცხოვრება ჰქონდა...

დაჩის და სალომეს ჯვრისწერის სამზადისი პიკს აღწევდა. ოთხეულის კრება ამჯერად ნავერიანთან დაგეგმა ილდანმა. თინასთან ერთად ელოდა მუშაობით გართულ შენგელიას . ოფისიდან გამოსულს წინ რომ დაუხვდა თვალებს ვერ უჯერებდა ერთხანს. ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ ჩვეული პერიოდული გაქრობა ჰქონდა
_დაბრძანდით ,გთხოვთ _ თინას ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა იმ წამიდან რა წამსაც გაიაზრა ილდანის ნათქვამი " უკან დაბრძანდით ქალბატონს როგორც შეეფერება" და ახლა მატილდას დააკავებინა ადგილი.
_გამარჯობაა
_მოგესალმებით გეგმის ფინალურ სვლამდე ორი დღით ადრე ... კაბა გვაქვს შენ უნდა მოგარგო სალომეს წონაში გადიხარ მე სულ სხვანაირი ფიგურა მაქვს თორემ სიამოვნებით მოვიზომებდი. ინაც იქნება ჩვენ გუნდში?
_არ გამიცია საიდუმლო... მხოლოდ კაბა დავახატინე და შევაკერინე. გადაღებისთვის მინდა_თქო ვუთხარი. მოვიზომე უკვე და მოერგება
_საკუთარი თვალით უნდა ვნახო ... კაბაა მთავარი _არ ისვენებდა გვიჩიანი. ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა საბოლოო დასტურს ილდანის გაბმის, მატილდა თეთრ კაბაში საკონტროლო გასროლას განახორციელებდა . ეღიმებოდა ილდანს და არაფერს ამბობდა გვიჩიანის ჭირვეულობაზე
_როგორი ჯიუტი სვანი ხარ
_შენ სხვები უნდა ნახო ... არ მეთანხმები თორნიკე?
_გაჯიუტება ქალების საყვარელი ქმედებაა ,რომელსაც იხდენთ კიდეც

მანქანებს შორის გაჭედილი ჯერ ნელა მიდიოდა შემდეგ კი ჩიხებით დაიწყო სიარული . თვალდახუჭულიც გაიგნებს გზასო ფიქრობდა მატილდა. ნავერიანის სახლთან თინასაც გაუღო კარი და მატილდასაც , მაგრამ გზას შენგელიას მხარდამხარ განაგრძობდა
_არ ჩაიცვა სხვისი თეთრი კაბა ... მხოლოდ შენთვის და ჩემთვის შექმენი _ რაღაც მომენტში ჩასჩურჩულა ყურში და ლოყის ცენტრში დაუტოვა კოცნის კვალი. ბოლოს ისევ გვიჩიანი აღმოჩნდა კაბით შემოსილი ნავერიანის საძინებელში უზარმაზარი სარკის წინ მდგომი
_კომფორტულია ... ზედგამოჭრილია ჩვენი გეგმისთვის . ულამაზესია ... ინამ საწორწილო კაბების ხაზზეც უნდა იფიქროს . სადაც არ უნდა ვიყო ჩემ სადედოფლო კაბასაც ინა მინდელი შექმნის _ თმა მაღლა აიწია ,გრძელი ყელი და მხრები გამოაჩინა . ულამაზესი იყო , ნავერიანი კედელს მიყრდნობილი იდგა და უყურებდა იქამდე სანამ ილდანის სისინი არ გაიგო
_ვხედავ გოგა როგორ გიხვრეტს შუბლს ,საბრალოვ
_მოკეტე სანამ ყველაფერი დავფრქვი მატილდასთან
_მე ჩემი გითხარი გაგაფრთხილე და შენ მუქარით მპასუხობ? ასე გეშინია ბიჭო ? კაი რა იყო დაგეხმარები და მოვიტაცოთ
_ენა ჩაიგდე !
_მე ხომ მაინც ყველაზე მეტად გეყვარები კიტუნა ? _ არ ჩუმდებოდა არადა ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს უხსნიდა მხოლოდ ნავერიანს ეცვლებოდა გამომეტყველება .
_კაბა გვაქვს, რესტორანი დაჯავშნილია ,სტუმრები მოწვეული, სიძე_დედოფლის ტაძარში მიტყუების გეგმას მატილდა განახორციელებს ... ყველაფერი მზადაა
_შენ რა გააკეთე ეს გვაინტერესებს ყველას _კიტამ ჰკითხა და მატილდამ სიცილი ვერ შეიკავა
_იმის გარდა რომ შეგკრიბეთ ? სალომეს საქორწილო საჩუქარს ვამზადებდი
_რას ჩუქნი ასეთს
_ბინას
_უფრო იაფი და საინტერესო ვერაფერი მოიფიქრე?
_ჩადუნელების რძალი ხდება ...
_დიანა და დაჩი არასდროს გაუსვამენ ხაზს მათ ეკონომიურ მდგომარეობას სულ რომ ნახევარი ქონება გაუნაწილო სალომეს სულერთია მათთვის ... დაჩი ჩადუნელების სახლიდან არ გადავა სხვაგან და სალომეს მითუმეტეს არასდროს გაუშვებს
_მერე მოგწონს შენ ეგ ამბავი? წასვლა უნდოდეს და არ უშვებდნენ?
_გააჩნია ვინ არ გიშვებს და წასვლა რატომ გინდა... მე მამაჩემი რომ მაბრაზებს მაშინაც ვიმუქრები გადავალ მარტო საცხოვრებლად_თქო ,მაგრამ არ მიშვებენ და
_საშიში ხარ სამყაროსთვის მარტო მცხოვრები და კიდევ უფრო დამოუკიდებელი _ თვალებში უყურებდა და მწყობრიდან გამოჰყავდა _მადლობა მამას
_შენ ...
_დროა კაბა გამოვიცვალო თორემ შევეჩვევი და საშიში მე ვიქნები პირველივე თაყვანისმცემელს რომ გავყვე რომელიც შემეხმიანება _ თინა ჩაერთო დროულად და თითქოს განგებ დაურეკა ვიღაცამ . ისე ეშინოდა მატილდას და თორნიკეს ჩხუბის უპასუხა , ბიჭის ხმა კი ყველამ გაიგო
_როგორც იქნა მიპასუხე ... იცი მაინც რამდენი ხანია გირეკავ ,გწერ და ვერ გიკავშირდები. როდის შეძლებ მნახო
_მოგვიანებით დაგირეკავ ლუკა
_აი ვინაა საშიში დაამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფლებისთვის _ ჩუმად თქვა კიტამ და ოთახიდან პირველი გავიდა _დააცადე გაიხადოს კაბა თორემ ლუკა სიჭინავას ცოლობისთვის ნამდვილად არ მემეტება _ილდანს ხელით მიაწვა ,გაიყვანა და კარიც მოხურა _იმ ს.რს რომ ხვდება იცის ნეტავ გოგამ?
_შენ ეტყვი ? გოგა მამიკო სხვა თაყვანისმცემლები მოაშორე რათა მე ვეტრფოდე მხოლოდ_თქო
_თორნიკე მორჩი ამ უაზრო ხუმრობას
_ვინ თქვა რომ ვხუმრობ და ვინ იცის გოგამ რა იცის და რას გეგმავს საერთოდ _ ჩაიცინა და მშვიდად განაგრძო ნავერიანის ნერვებით თამაში. ერთადერთი იყო ვისაც მასთან ასე საუბარი შეეძლო და ისიც ერთი იყო ვისთანაც მსგავსი არასერიოზული ტონით საუბარი შეეძლო ილდანს .

20 დეკემბერს დაჩი რომ სალომესთვის დაბადების დღის მილოცვისთვის ემზადებოდა წერილი გადასცა ილდანმა .
_პირადად მთხოვა შენთვის გადმომეცა ... არ ვიცი რა წერია ,რაც არ უნდა იყოს შენ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის უფლება არავის მისცე . ხვალამდე _ მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა ,წავიდა და დატოვა ჩადუნელი ტიტე შონიას წერილით ხელში. ჯერ იფიქრა გადავაგდებო ,მაგრამ იმ პატარა 6 წლის ბავშვმა უფლება არ მისცა მამის მიწერილი ერთადერთი წერილი წაუკითხავად გადაეგდო
_ჩემოდნები მზად გაქვს უკვე ?
_მგონი პირველი ეტაპისთვის ყველაფერი ჩავალაგეთ არა? _ დაჩის მომზადებულ ვახშამს გემრიელად შეექცეოდა ტყუპებთან ერთად _ერთი ჩემოდანი სათამაშოები მიმაქვს...
_შენ რას აჩუქებ სალომეს არ უნდა მითხრა?
_ხვალ ნახავ _ თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა _იმდენი ვჭამე ვეღარ ვსუნთქავ... ერთია და მგონი მუცელი მაინც ისეთი დიდი მექნება როგორც მაშინ . ყველაფერში თუ არ დამეხმარები მარტო ვერაფერს მივიყვან ბოლომდე და დამრჩება ის სავაჭრო ცენტრი ჰაერში
_მივხედავ ... შენ არაფერზე იფიქრო ბავშვების გარდა
_ახალ სახლში გადავდივარ დე უშენოდ
_არ იტირო ჩემ თავს გაფიცებ
_უშენოდ თუ ვცხოვრობდი არც მახსოვს დე _ ხელზე აკოცა და თვალები უფრო აემღვრა _ ხომ ყველაფერი კარგად იქნება... სულელი ქალივით ხომ არ ვიქცევი იქ რომ გადავდივარ ჩემი ბავშვებით და არ ვაიძულებ ჩემთან გადმოვიდეს
_რაღაცები უბრალოდ უნდა გააკეთო ისე რომ კამათიც არ გამოიწვიო. ოდესმე ხომ მაინც ვიცხოვრებდით ცალ_ცალკე და ჩავთვალოთ რომ ჩემი ქორწინებაა მიზეზი . ყველაფერი გამოგივა დე ,შენ ხომ დიანა ხარ ჩადუნელი და დედა ხარ ,უკვე 4 სხვადასხვანაირი ბავშვის
_ნეტავ ეს როგორი იქნება
_მე მგონია რომ ჩემნაირი ლამაზი იქნება_კესანე გაიპრანჭა წამსვე
_ჩვენნაირი ვერ იქნება იესეს თუ დაემსგავსება ...
_ ილია ძალიან მომწონს მე და ინაც... მათ თუ დაემსგავსება მაინც ლამაზი იქნება _კესანემ და სანიმ მაშსინვე გააბეს დიალოგი
_ბიჭია იქნებ
_სამი ძმა მეყოლება მერე? უუფ რაამბავია სამმა ბიჭმა უნდა მეჩხუბოს შეყვარებულების გამო?პლუს მამა დაემატება... მამამ იცის ჩვენ რომ სხვასთან გადავდივართ?
_იესეს ახლა მამა უნდა დავუძახოთ?
_არა დე ... მამას დაუძახებთ გიორგის . იესე იქნება თქვენი დიდი მეგობარი , ოჯახისწევრი .
.............
მანქანაში იჯდა ვარდებითა და შეკვეთით დამზადებული ტორტით ,რომელსაც პეპი ეხატა . თან მიჰქონდა დირექტორის კაბინეტიდან ჩამოხსნილი პირველი შავ_თეთრი ნახატი , რომელზეც სალომე იყო გამოსახული, ყვავილებით სავსე მინდორში ზურგით მდგომი და მეორე ,ფერადი ტილო რომელზეც ჭრელ ყვავილებში წითელი თმის ელვარებით იყო გამოსახული უკვე ზრდასრული სალომე.
დროც თითქოს განგებ არ მოდიოდა . ზუსტად 12 საათზე უნდოდა ჭედიას წინ აღმოჩენა . მოსვენებადაკარგულს ინტერესმა სძლია,ყურადღება ვეღარაფერზე გადაიტანა და წერილი გახსნა
"გამარჯობა დაჩი.
არ ვიცი თორნიკე ამ წერილს როდის გადმოგცემს ,მაგრამ გვიანი არასდროს იქნება იმის სათქმელად როგორ ძალიან მიყვარხარ და მიხარია შენ ცხოვრებაში შემოსული ყველა სიახლე.
სალომეზე რომ გავიგე პირველად თორნიკეს ვუთხარი დაჩის ვერ მოუგებდა , განზრახ წააგო ალბათ და შეყვარებულები ხომ არ არიანთქო ვკითხე. არ იცოდა , არავინ იცოდა მე კი სულ მჯეროდა ერთმანეთისთვის იყავით.
ილდანს სალომე დასავით უყვარს და კი მითხრა შენი მტრების სიის სათავეში ვიქნები ისე დავუშავებ, რომ აწყენინოსო ,მაგრამ ორივემ ვიცით შენ რომ არასდროს არაფერს ჩაიდენ ისეთს თორნიკე ილდანი შენ წინააღმდეგ რომ დადგეს .
დიანა ჩადუნელმა ისე აღზარდა ჩემგან ჭრილობებდატოვებული პატარა ბიჭი,რომ შეუძლებელია ვინმეს ავნოს.
არავის გავხარ საერთოდ , არც ბიჭის და მითუმეტეს მე.
თვალები გაქვს ზუსტად ჩემნაირი და არ ვიცი სარკეში რომ იხედები და საკუთარ თავს უყურებ რას ფიქრობ . ალბათ ისე გეზიზღები საკუთარი გარეგნობის მიღებაც გაგიჭირდა...
სამყაროში თუ რამე სიკეთე მიკეთებია, თუ რამე მითხოვია ღმერთისთვის ყველაფერი შენზე გადმოვიდა იმდენად კარგი კაცი გაიზარდე დაჩი ჩადუნელო.
ყველაფერს გავიღებდი იგივე სიამაყით რომ შეგეძლოს თქვა დაჩი შონია ვარო ,მაგრამ რაღაცების არც მოთხოვნა შეიძლება და არც შესრულებაა შესაძლებელი.
შენ ხარ დაჩი ჩადუნელი , დიანას დაჩი და სალომეს მეორე ნახევარი.
ვიცი არაფრის თხოვნის უფლება მაქვს და სიკვდილამდეც არ გთხოვ მეტს არაფერს არც შენ და არც ღმერთს _ ბედნიერი იყავი დაჩიკო.
გილოცავ წარსულის წარსულში ჩატოვების და ახალი ცხოვრების დაწყების დღეს ,21 დეკემბერს "
6 წლის დაჩი შონიას ეკუთვნოდა ის ცრემლები ფურცელს რომ დაეცა და დაჩი ჩადუნელი იყო სალომესკენ ბედნიერი რომ მიაბიჯებდა . საჩუქრებით იწყებდა და არ იცოდა იმ დღეს მთლიანად საკუთარ ცხოვრებას თუ დაუკავშირებდა.
............
_ჩვენ მოვედით იესეე _ კარის გაღებისას ბავშვებმა უთხრეს და ბინაში შეიჭრნენ
_ჩემოდნები მანქანაშია _მოეხვია,აკოცა და შემდეგ უთხრა
_გამარჯობაა _ ინა სამზარეულოდან გამოვიდა ,ჯერ ტყუპებს მოეხვია და შემდეგ დიანა ჩადუნელს _ კეთილი იყოს ჩემი დის დედიკოს ფეხი ჩვენს მოკრძალებულ სახლში
_გადაწყვიტა რომ გოგოა ,გემუდარები არ შეეწინააღმდეგო. ეხოსკოპისტმაც რომ თქვას ბიჭიაო მაინც არ გადათქვამს
_მეც გოგო მინდაა ... _ კესანე უყურებდა ქვემოდან და მზერას არ აშორებდა
_თუ არ იქნება დედიკო დავითანხმოთ შემდეგზე _ ხელი ჩაკიდა კესანეს _წამოდი შენ ოთახს გაჩვენებ... ინამ მოგიმზადათ შენ და სანის . პატარაა ,მაგრამ
_მამა ბევრჯერ უშლიდა დედას ნერვებს და შენ არ მოუშალო ,კარგი?არ ატირო თორემ ვეტყვი უკან დაგვაბრუნოს ჩვენ სახლში _ჩუმად უთხრა სანიმ მარტო რომ დარჩნენ რაღაც მომენტში . ისეთი პატარა იყო, სულ ერთიციდა და იმდენად დიდი გული ჰქონდა იესეს თვალები აემღვრა ემოციისგან
_შენ ვერ წარმოიდგენ ახლა როგორი მაგარი კაცი იქნები წლების შემდეგ და როგორი მაგარი ბიჭი ხარ ახლა. კაცურ სიტყვას გაძლევ შენ დედიკოს არასდროს ვატკენ გულს და არც ავატირებ ... გაბუტვები არ ჩავთვალოთ ოღონდ კარგი? ქალები ხშირად იბუტებიან ხოლმე _ჯერ ხელი გაუწოდა და მისი პატარა მტევაანი სულ დამალა თავისი დიდი თითებით ,შემდეგ დაიხარა და თავზე აკოცა _წავიდეთ ახლა ტანსაცმლის ამოლაგებაში დავეხმაროთ დედას. სანი ბოლოს კესოსთან და ინასთან შემორჩა თავად კი საძინებელში მყოფ დიანას მოეხვია. ფანჯარასთან რომ იდგა და ხედს უყურებდა
_შეჩვევასაც ვერ მოვასწრებთ ისე გადავალთ სხვაგან და უფრო კომფორტულად იქნები
_დაჩის გარეშე ყოფნას როგორ შევძლებ ეს მაფიქრებს მხოლოდ და იმ დედას ვგავარ ახლა ჭიპლარს რომ არ აჭრევინებს ექიმს... აქამდე სულ ვცდილობდი არ მეკონტროლებინა ,მართლა არ ვერეოდი მის ცხოვრებაში და მხოლოდ მაშინ ვჩნდებოდი როცა ვჭირდებოდი,მაგრამ ახლა რომ ვიაზრებ მარტო დავტოვე, გული მეკუმშება მერე მახსენდება რომ ჯვარს დაიწერს სულ ცოტა ხანში ,საკუთარ პატარა ოჯახს შექმნის,ამ ოჯახის მთავარი კაცი იქნება ,ქმარი და მამა ,მე კი ისევ ის პატარა ბავშვი მგონია ხოლმე
_შენი დაჩი ყველაფერს გაუმკლავდება ... შენ საოცარ შვილებს ზრდი დიანა . საუკეთესო ხარ როგორც ქალი , მაგრამ აამ ქალს ჯერ კიდევ აღმოჩენები ელის წინ აი დედა კი ,დედა უკვე შემდგარია . შენი ბავშვები ისე აღზარდე _ მკლავებსშორის მოიქცია, ეფერებოდა და მერე ამღვრეულ თვალებს უკოცნიდა
_მეტირება ...ჩემი დაჩის ჯვრისწერაზე უნდა წავიდე მალე
_ილიას ქორწილის დღეს მეგონა გული გამისკდებოდა ემოციებისგან...მსგავსი არაფერი განმიცდია და ინას ქორწილის დღეს ალბათ მართლა წამლები დამჭირდება დასამშვიდებლად მიუხედავად იმისა,რომ იოანეს თვალდახუჭული ვენდობი
_ჩვენი ქორწილის დღეს საშინლად ვინერვიულებ ვიცი... გიორგისთან ისე მოვაწერე ხელი თითქოს ხელშეკრულებას ვაფორმებდი და გეგმაც მქონდა კარგი ცოლობა ახლა კი ისეთი აფორიაქებული ვარ,ისეთი სხვანაირი და თან ორსული _ მთელი სახე გაუნათდდა ისევ ,მუცელზე ეხებოდა იესეს თითები და შემდეგ ტუჩებმა იპოვნეს საერთო წერტილი
_ორ'სულობამდეც სხვანაირი ხარ დიანა ჩადუნელო და დიანა მინდელიც მშვენივრად ჟღერს ისე ,არა ?
_ჟღერს ,მაგრამ მე ბოლო ამოსუნთქვამდე დიანა ჩადუნელი ვიქნები .დავიფიცე მამაჩემის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,პირობას ვერ გავტეხ თორემ პრინციპულ სიჯიუტეს არ გამოვიჩენდი
_აღვნიშნე უბრალოდ ის ფაქტი,რომ შენ ხარ ყველაფერი და არა შენი სახელი და გვარი ,რომლითაც ბევრი ბავშვობიდან გცნობდა. სულ რომ დიანა ტყემალაძე, აბაშიძე,მელია, კორძაია იყო შენ ხარ ქალი ,რომელიც პატივისცემას,ნდობას და ერთგულებას ავლენს და იმსახურებს _ ქალის სახე თითებსშორის ჰქონდა მოქცეული ,ჯერ ლოყაზე აკოცა რამდენჯერმე შემდეგ კი ისევ ტუჩებზე _ მოიფიქრე ჩვენი ჯვრისწერის დღე როგორი გინდა იყოს და შევუთანხმდეთ მამაოს
_ჩვეულებრივი იქნება ,ჯვრისწერა თვითონაა ისედაც არაჩვეულებრივი მოვლენა და სხვა არაფერი მჭირდება. ჩვენი ოჯახი დაესწრება და მერე სადმე დავსხდეთ ,ვივახშმოთ . რესტორნის არჩევას შენ განდობ ,მაგ საქმის პროფესიონალი შენ ხარ
_კაბა ?
_აუცილებლად ჩავიცვამ დედოფლის კაბას ... ინა ხომ დამიხატავს
_დღესვე შემიძლია დავიწყო ესკიზზე მუშაობააა _ საიდანღაც შეეხმიანა გოგონა და ორივეს გაეღიმა მალევე რომ შეიჭყიტა ოთახში _ ბავშვის სახელს მე და კესო ვარჩევთ,დაგასწარით მაპატიეთ
_მთავარია შენ და კესანე შეთანხმდეთ ... დე არ გაჯიუტდდე ხომ?უკეთეს ვერსიას თუ შემოგთავაზებს დაფიქრდი _ ბავშვს მიმართა და ინას გაეცინა
_ჩვენ შევთანხმდით უკვე,უბრალოდ არ გეტყვით ჯერ...ხო კესოო?
_აჰაამ ,საიდუმლოა ბავშვს რომ დავინახავთ მერე დავუძახებთ ანას ან ანდროს _წამსვე გასცა საიდუმლო და ყველას ერთხმად გაეცინა
_რა სულელი ხარ ... თქვი უკვე _სანიმ ჩაიბურდღუნა და თავი გააქნია
_აუუ არ მიყვარს ეს საიდუმლოები და რა ვქნაა უუფ
_ეგ რა საიდუმლო იყო კესო ...ხომ უნდა გეთქვა მაინც. საიდუმლო მხოლოდ ისაა რაც არასდროს უნდა ითქვას _ იესემ ხელში აიყვანა და ისე ჩაიხუტა ინასთან ერთად _ ინამაც ეგრე იცოდა შენხელა რომ იყო
_მე მხოლოდ შენ გეუბნებოდი ხოლმე ყველაფერს...თითქმის _ ბოლოს თქვა და მთავარი დამალული სიმართლე გაახსენდა იესემ თავზე რომ აკოცა წამსვე მიეყრდნო
_მეც რომ შენ გითხრა არ შეიძლება იესეე?
_შეიძლება კი ... ვისაც გინდა იმ ერთს უნდა მოუყვე ყველაფერი . თან იტყვი და თან არა . ისეთ ვინმეს ვინც არ გაამხელს შენ სააიდუმლოებს
_შენ იყავი ,ვიცი რომ არაავის ეტყვი ჩემ ჩურჩულებს
_შენ ჩურჩულებს არავის ვეტყვი _ ინას ეფერებოდა ზურგზე და თან კესოს ელაპარაკებოდა. ბავშვს ტიტინი უნდოდა ინას სიჩუმეში სიმშვიდის პოვნა და იესე ორივეს აძლევდა იმას რაც სურდათ .
.........
როგორღაც ბოლო წუთს ისე გადაწყდა,რომ ილდანი ჩადუნელის წინ აღმოჩნდა შენგელია კი ჭედიას
_გამოიცვალე , საკუთარი ფეხით მიმყავხარ ბედნიერებასთან და მაგ ფეხების გარეშე დაგტოვებ ღმერთის წინ დადებულ ფიცის რომელიმე ნაწილს თუ გატეხავ და სალომეს ოდესმე სინანულუ გაუჩნდება
_თორნიკე ... წვეულებას არ ვმართავთ. ქალაქიდან უნდა გავიყვანო და
_გაიყვან ,უბრალოდ თაფლობის თვის პირველი დღე იქნება და არა მხოლოდ დაბადების დღის რომანტიკა
_ჯვარს ვიწერთ ?ამას მეუბნები?
_თუ არ გინდა შემიძლია ახლავე განვახორციელო მუქარა _ისე უყურებდა თითქოს დასახვრეტად გაჰყავდა დაჩი მოულოდნელად რომ მოეხვია და ზურგზე დაარტყა ხელი
_ზუსტად მატილდას'ფერი ხარ ... სხვების ბედნიერება გაცოცხლებს
_არ გვინდა ზედმეტი სენტიმენტები!
_სალომე ? იქნებ არაა თანახმა ,რომ გამიბრაზდეს აჩქარებისთვის იცოდე
_ერთხელ თუ შეუშინდები მის გაბრაზებას მერე სულ შეშინებულს გატარებს და გადაუყვარდები ბოლოს
_როგორი კარგი განწყობით ხარ_ხმამაღლა გაიცინა და ილდანმაც აატრიალა თვალები
_გარეთ გელოდები
_უნდა დავრეკო ჯერ
_იცის დიანამ და იქ გველოდებიან ყველანი _ მაშინვე მიუხვდა
_მასაც უთხარი და იმიტომ მომწერს ის წერილი?
_მე ვუთხარი...ასე ჩავთვალე საჭიროდ
_ჩემგანაც გადასცემ წერილს? _ აი ამ სიტყვებს კი ნამდვილად არ ელოდა თორნიკე არც იმ პატარა ფურცელს. ზედ დაწერილი სიტყვები თუ სულის სიამეს მოუტანდა დაჩის ესეც არავინ იცოდა მხოლოდ იმ ორმა,მამა_შვილმა .
"მე მაშინ გაპატიებ ,როცა შენ საკუთარ თავს _არასდროს!
მხოლოდ ერთდ გეტყვი ,გავიზარდე და ჭრილობები ღია აღარ მაქვს ,მხოლოდ იარები არასდროს გაქრებიან . მე მაქვს ძალა ბედნიერების მისაღებად და მე არ დავკარგავ ჩემ გზას .
შენი პატიება ვერ მასწავლა დიანა ჩადუნელმა,მაგრამ არც სიძულვილი უსწავლებია ... "

_სტაფილოო გილოცავ , მომდევნო წელს ქორწინების წლისთავის აღსანიშნ წვეულებაზე იმედი მაქვს საპატიო ადგილს მომიჩენ _ კაბა საწოლზე მიაფინა და სარკესთან მჯდომ სალომეს გაუღიმა
_დაბადების დღის გინდოდა გეთქვა
_ოჰ დაბადებით ამდენი წელია დაიბადე... ქორწილია მთავარი ,თანაც როგორ ბიჭზე
_სულ გაგაგიჟა შენ ილდანის სიყვარულმა ხომ?
_მე კი არ გამაგიჟა შენ გამოგაშტერა ამხელა იურისტი ქალი. დროულად დაასრულე მოკაზმვა და წავედით,მღვდელი მთელი დღე ვერ დაგველოდება
_მატილდა რა ჩაიდინეთ შენ და თორნიკემ?
_აიიი უკვე დაიწყე აზროვნება... ჩვენ სამწუხაროდ არაფერი ჩაგვიდენია აი თქვენ კი თუ გამოძრავდები მალე ჩადუნელის მეუღლე გახდები
_თვითონ იცის?
_გგონია წინააღმდეგია?
_არა ,უბრალოდ მგონია თორნიკე ამ წამებში ემუქრება და მინდა ამ სცენის ნახვა _ გაეცინა და მერე კაბას ხელით შეეხო _ ულამაზესია ღმერთო
_შენ რომ ჩაიცვამ ულამაზესი მერე იქნება .ალისფერო სულ იკაშკაშე და იისიც აკაშკაშე,ხომ?
_ამ დროს უნდა გადამიღო ... ბედნიერების ცრემლები მაქვს თვალებში _ უღიმოდა და თან თვალები წყლით ეფარებოდა . მკერდზე ხელი მიიბჯინა და ღრმად ჩაისუნთქა
რამდენიმე წუთის შემდეგ დაჩი ჩადუნელის წინ იდგა,თეთრი კაბით და თაიგულით ხელში ბედნიერებისგან ანთებული
_პეპი როგორ დაგიძახო დღეის შემდეგ პეპი? დედოფალი ხარ ნამდვილი _ ხელზე აკოცა და მერე ისევ გაუღიმა _ კაბით აქამდე რომ წარმომედგინე ერთ წუთსაც ვერ დავიცდიდი
_ჩვენი ოცნებების რეალობად გადაქცევას აქედან ვიწყებთ ?
_ოცნებებს გავაბევრებთ და ისე . მაინც რა ლამაზი ხარ პეპი _ თვალები ჰქონდა ისეთი სხვა რომ არაფერი ეთქვა ისინი ამბობდნენ ყველაფერს _ წარმოუდგენლად მიყვარხარ,სულ
_21 დეკემბერია ბედნიერების ათვლის წერტილი ?არა ,სულ პირველად რომ დაგინახე ის დღეა
_შენი დაბადების დღე იყო მე რომ ბაღში გადმომიყვანეს ჩემებმა . საჩუქარი არ მქონდა,გავიპარე და ყვავილები გიყიდე ... ილდანი შემხვდა გზაში და მომიყვანა შენამდე _ თორნიკეს მონათხრობი მოუყვა სალომეს. ამბავი რომელიც მხოლოდ ილდანს ახსოვდა და პატარების გონებაში ღრმად იყო დამალული.
და ალბათ ღმერთი წერს ყველას ბედისწერას , წარსულსა და მომავალს ,სიტკბოსა და სიმწარეს,ტკივილსა და სიხარულს ჩვენ გზა უნდა განვაგრძოთ ,არ უნდს გავჩერდეთ და უკან არ უნდა მივიხედოთ სინანულით დამძიმებულებმა. მხოლოდ ბედნიერი მომენტები უნდა შევაგროვოთ და თან წავიღოთ მომავლისკენ გზაზე .

..........
ჯვრისწერაზე მაინც ვერ შეიკავა თავი დიანა ჩადუნელმა და ბედნიერების ცრემლი გამოჩნდა მის ლამაზ სახეზე
_საოცარი კაცი გაიზარდა ეკატერინე შენი შვილი ... საუკეთესო ქმარი იქნება და კიდევ უფრო საოცარი მამა. შეუძლებელიც შეაძლებინე ,გთხოვ . ჩემ გვერდით სულ ვერ იქნება და შენ ხომ დაინახავ მაქედან _ დედას ევედრებოდა დაიფარეო ... ეკლესიიდან ბოლოს გავიდა . დიდხანს იდგა მდუმარედ ხატების წინ და თავის გამორჩეულ შვილის ბედნიერებას ავედრებდა ღმერთს.

მატილდას კამერის ობიექტივში ჩანდა მცირე რაოდენობა ადამიანის უთვალავი ემოცია . დაჩი ჩადუნელი და სალომე ჭედია მთელი თავისი სულის ანარეკლით აღბეჭდა ფოტოებზე და საკუთარ გულისცემას ვერ იმორჩილებდა ილდანი რომ შერჩა ობიექტში კამერამომარჯვებული. ერთმანეთს გადაუღეს ბოლოს, იქამდე კი თორნიკეს ემოციები თავისთვის შემოინახა. ილდანი ეკლესიის ერთ კედელთან მდგომი თავის საყვარელ ბავშვს უყურებდა ცოლად გარდაქმნილს ,რჩეულის გვერდით და თითქოს სხივებივით გამოდიოდა მისგან გრძნობები.
_დაჩი არჩევანს შორისაც საუკეთესო იქნებოდა გულს რომ არ მიეზიდა და ღმერთს რომ არ გადაეწყვიტა მათი ბედი _ ჩუმად უთხრა და გული შეუქანდა ილდანმა მისი თხელი თითები საკუთარ მტევანში რომ მოიქცია,თავდახრილმა კიდევ უფრო დაბლა დასწია თავი ,ხელზე აკოცა ხანგრძლივად ისე თითქოს ისევ ხატს ეხებოდა
_აქ რომ შემოვაბიჯებ შენთან ერთად ზუსტად იცოდე ჩემი სამყარო მხოლოდ შენ ირგვლივ იბრუნებს და სხვა ყველაფერი გაჩერდება ,გაქრება და ვიქნებით მხოლოდ მე ,შენ და ჩვენ შორის გაივლის ღმერთი_ თავი არ აუწევია ისე უჩურჩულა ,ქვემოდან უყურებდა მზერაარეულს . ჯვრისწერის ცერემონიას ასრულებდა მღვდელი ილდანი კი თავის ფიცს დებდა შენგელიასთვის.

_შენ როდის შეელევი იესესთან ცხოვრების ბედნიერებას და გავხდებით ერთ სულ და ერთ ხორც _ იოანეს ხმამ გამოაფხიზლა. ფოტოების გადასაღებად მდგომებს უყურებდა და იღიმოდა ოჯახის სრული შემადგენლობის ხილვით გაბედნიერებული
_ოჯახური ფოტოს დროა ... წამოდი _ ხელი ჩაკიდა, ლოყაზე აკოცა და მერე ჩუმად უთხრა _ შენ როგორც კი მთხოვ მაშინვე ხელს ჩაგკიდებ და გამოგყვები _ ეს "გამოგყვები" გულისხმობდა ყველაფერს.
............
_იესე მაა პაპა სად არის? _ილო ჩუმად ეჩურჩულებოდა თამაშით გართულ ბავშვს
_იხუჭება ... მე და ანა ერთად უნდა დავიმალოთ . გაბო სანდროსთან ერთად გაიქცა იქეთ . ჩუუუ მამა ჩუუ თორემ გაიგებს და გვიპოვის
_დიანა სად არის?
_დედიკო კესოს და სანის ეძებს
_დიანა ჩადუნელიც თამაშში აიყოლიეთ?
_გაჩუმდი შე ჩემა ვიმალებით აქ ხალხი _ დაჩიმ ბალიში ესროლა და ჩვილით ხელში გამოჩნდა
_ეს კაცი გამაგიჟებს რა დროს დამალობანაა იმდენი საქმე აქვს
_გაჩუმდი შე უჟმურო თორემ ბავშვს გავაჩენ და შენ სახელს არ დავარქმევ ... _ ინას მუცელი გამოჩნდა ჯერ და შემდეგ თვითონ გამოვიდა თავისი მძიმე ნაბიჯებით _იოანეეე მაბრაზეებს შენი ცოლის ძმაა უთხარიი რამეეე და კიდევ ხინკალი მინდა ძალიან . სად დაიმალა შენი ცოლი დაჩიკოო ?
_მე გავაკეთებ ახლავე ან იესეს ვეტყვი
_არაა სალომესი მინდა მე _სავარძელში ძლივს ჩაჯდა და მუცელზე დაილაგა ხელები
_მოსამართლეს თუ არ ჩააყრევინე შენ ხინკლები სხვისი მომზადებული არ მიიღო _ თვალები დაუბრიალა ილიკომ ,სხვა ვინ გაუბედავდა სიტყვას ისევ ძმა
_მარტაა უთხარი რამე თორემ ვცეეემ გეფიცები
_იესეს უნდა ვეპოვნეთ და თვითონ დაიკარგა?
_თქვენც მაგრები ხართ , იესე და დიანა ერთად გიპოვნიდათ თუ თქვენგან დაისვენებდა ერთბაშად _ იმ წამს მისულმა ილდანმა გაიცინა და დაჩის ხელიდან ფრთხილად აიყვანა პატარა ჩადუნელი _ როგორ მოახერხე სალომეს ბავშვი ასეთი მაყვლისფერი გამოგსვლოდა _ შავ თმაზე ნაზად შეახო თითები
_აქ ვართ ჩვენ... თინა და კიტა არ მოსულან? _ ილდანს მიესალმნენ ცოლ_ქმარი მინდელები
_ხუთ წუთში აქ იქნებიან ... _ჩვილს უყურებდა და შემდეგ ეზოდან შესულ სალომეს გახედა_ მატილდაც თამაშობდა ?
_ჩვენც არ ვიცით სად არის _ ჭედიამ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა_როდის დაბრუნდი ?
_ის აქ თუ იყო რატომ არ მითხარი...ორი დღეა დავეძებ
_არც შენ გითქვამს თუ ჩამოხვედი და თუ ეძებდი
_ვახშამი მზად არიის მხოლოდ ხინკალი გვინდა სალომეე ,გთხოოოვ შეუსრულე მულს თხოვნა
_ინას ხინკლის გარდა არაფერი უნდოდა და აღელვებდა იმ წამს . სალომე რომ დათანხმდა წამსვე გაუბრწყინდა თვალები
_როგორ ხარ ?
_როგორც ყოველთვის...შენი და სად არის იცი? _ მიახლოებულ იოანეს ხელი ჩამოართვა და თავისთვის მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა
_მისი საყვარელი თამაშია, არ მახსოვს ოდესმე ვინმეს ეპოვნოს იქამდე სანამ თვითონ არ მოისურვებდა გამოჩენას
_ჩემ სამალავშიც აღმოჩნდა ერთხელ ალუბლისფერი ლოყებით , აჩქარებული გულისცემით და არეული ხვეულებით . ზაფხულის სიცხეში სირბილისგან სუნთქვაარეული _ ჩუმად თქვა და მატილდას მოსაძებნად წავიდა.
მინდელების სახლს მოავლო მზერა. პირველად იყო იქ სტუმრად და კარგად არ იცნობდა,მაგრამ ფოტოების გადასაღებად იდეალური წერტილი სულ ბოლოს სხვენში გამოჭრილი ფანჯარა ეჩვენა და იქეთ გაემართა . დახვეული პატარა კიბე ჩუმად აიარა და სარკმლის წინ კამერამომარჯვებულ სიყვარულს გაუსწორა მზერა. ისევ ისე მოულოდნელად აღმოჩნდა მის ობიექტივში
_გიპოვნე , მა ტილ და
_დამალვა არც მიცდია
_მომენატრე
_მე არ წავსულვარ,შენ წახვედი _ თითქოს მყარად იდგა მის წინ , ილდანის მკლავებში მოქცეული წამის შემდეგ მის ღიმილს რომ უყურებდა და ტუჩებზე მისი ტუჩების შეხებას გრძნობდა
_წარსული წარსულში დავტოვე და დაგიბრუნდი _თვალთან ახლოს ალუბლისფერ ყვრიმალზე აკოცა სრულიად არეულს _ჩემო მთვრალო ალუბალო
..........
იესე მინდელი იჯდა უზარმაზარი მაგიდის თავში . გვერდს ერთი მხრიდან დიანა ჩადუნელი უმშვენებდა ,მეორე მხრიდან მარტა მინდელი . ერთ მუხლზე შვილიშვილი ეჯინა და მეორეზე შვილი .
იქ ,მის წინ იყო აწმყო და მომავალი. ადამიანები ბევრი ჭრილობით, ცხოვრებისთვის მოგებული ომებით და წარსულში დატოვებული წარსულით.
..................
01.03.2025წ -01.08.2025წ
.................




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent