შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შე'მიყვარდი(სრულად)


დღეს, 04:57
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 354

_სოფო გირეკავენ _ მობილურის ხმა შორიდან ესმოდა,მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდა. პაციენტის გვერდით იყო და ოთახიდან გასვლა არ შეეძლო
_მაკო შეგიძლია მომიტანო ? _დერეფანში მდგომ ექთანს დაუძახა და კარდიოგრამის გადაღებას შეუდგა. მობილურის ხმა არ წყდებოდა იძულებული გახდა რომ ეპასუხა
_ვმუშაობ და თუ სასწრაფო არ არის მერე დამირეკე რა ბა
_სასწრაფოა ბააბუკო ვერ თხოვ შენ ექიმს გამოგიშვას?თან შვიდი საათია უკვე
_რა ხდება ? ბებო როგორ არის
_კარგად ვართ ჩვენ ... თხოვნა მაქვს მნიშვნელოვანი შენთან. კლინიკასთან გელოდები ,გამოიცვალე და წაამოიღე რაღაცები რაც ჭრილობისთვის დაგჭირდება შეგიძლია ?
_რა მოხდა?
_გააკეთე რაც გთხოვე და პატივისცემა ჩემზე იყოს მერე
_ღმერთო ჩემო ... იმედია გამომიშვებს ექიმი _ ამოიოხრა და კაბინეტისკენ დაიძრა სადაც მისი უფროსი ექიმი იყო. გადაღებული კარდიოგრამა შეუტანა და მდგომარეობის გაცნობის შემდეგ წავალო უთხრა. პრობლემა არ ჰქონია,ოფიციალური სამუშაო დრო ისედაც დასრულებული იყო ამიტომ 5 წუთის შემდეგ მანქანის წინა სავარძელზე იკავებდა ადგილს
_სად მივდივართ?_ ბაბუას აკოცა და უკან მჯდომ უცნობ ნაცნობებს მიესალმა _ გამარჯობა ... როგორ ბრძანდებით ?
_ბააბუ იცანი გიგაურები?ჩემი ანდროს ძმისშვილია
_დიახ ... ვიცი _მანქანას ჩქარა ატარებდა რაც არ იყო კახასთვის დამახასიათებელი ქცევა
_შენი დახმარება გვჭირდება ... კახა ამბობს რომ შეგიძლია
_რა შემიძლია ბაბუ?_ შეკრული წარბებით უყურებდა საჭესთან მჯდომს. მანქანა ჭიშკართან რომ გააჩერა და გადმოდიო ანიშნა. არ უყვარდა გაურკვევლი მდგომარეობები და განსაკუთრებით სიტუაცია როცა რაღაცის კეთება თავად უწევდა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ _რა ჯანდაბა ხდება არ მეტყვი?
_ბიჭია დაჭრილი და მიხედო უნდა...მაჩვენე რა დავაფინანსე და რის გამო ათენებდი იმ საავადმყოფოებში ,რატომ ვერ გხედავთ ვერასდროს
_რა დაჭრილი ...გაგიჟდი?
_როგორ მელაპარაკები _ ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ მაინც კახასთან ასე საუბარი წარმოუდგენელი იყო _ ექიმი არ ხარ? კაცს ჭირდება დახმარება
_სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახო ამ დროს და პოლიცია. მე რა კრიმინალების ექიმი ვარ? რომ მოკვდეს მერე რას შვები...როგორ აიღე თავზე ამხელა პასუხისმგებლობა
_არ მოკვდება... დარეკავ პოლიციაში და დაიჭერენ შონიას ,შენი ძმის დებილ ძმაკაცს რომელმაც თეთრის და შავის გარჩევა ვერ ისწავლა ამ ასაკშიც
_გიომ დაჭრა ?
_დიახ და დროს კარგავ ექიმო... გადაუდებელია _ კაცები ელოდნენ , ბაბუა და შვილიშვილი კი საუბარს განაგრძობდნენ
_შვებულებას რომ ავიღებ მე და გოგოებს ბაკურიანში გაგვიშვებ ... _ იქამდე უთხრა სანამ სახლისკენ სირბილით დაიძრებოდა მერე კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ჯერ კიდევ რეზიდენტი იყო ,მაგრამ მუშაობის 7 წლიანი გამოცდილებითა და რამდენიმე განყოფილებაში დაგროვებული ცოდნით მძიმე პაციენტის მართვის უნარ_ჩვევებიც გამოიმუშავა. ბიჭს კი ნამდვილად არ ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა,ოჯახის წევრები იყვნენ აფორიაქებული თორემ საწოლშიც ვერ ისვენებდა
_რა გაატრ.კეთ არაფერია_თქო გეუბნებით. მომიტანე ეს დედამოტყ.ნული ბინტები და გადავიხვევ მე თვითონ თქვენ ამატკიეთ თავი უკვე _ ხმა ესმოდა იქამდე სანამ ოთახში შევიდოდა მერე კი მის შავ თვალებს გადააწყდა. ტიპიურ ხულიგანს მიამსგავსა იმ დღეს . სკოლის მოსწავლე , რომელიც ქუჩაში მეტ დროს ატარებდა ვიდრე გაკვეთილზე და დანას დაატარებდა წიგნების ნაცვლად. ეზიზღებოდა ასეთები სოფიოს ,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყიფიანის გარეგნობა გულგრილს ვერ დაგტოვებდა.
_უფლებას მომცემ რომ ვნახო ჭრილობა თუ მარტო დარჩენის და გაშიშვლების გეშინია _ ჩანთა ტუმბოზე დადო და ზემოდან დახედა
_კახას შვილიშვილი ? მეგონა ბიჭი ყავდა ექიმი
_ჩემი მამიდაშვილიც ექიმია,გინეკოლოგი... ახლა ვენაშია კონფერენციაზე,დაელოდები?
_არასწორად გაიგე,უბრალოდ არ ვიცოდი კიდევ თუ ჰყავდა სხვა ექიმი შვილიშვილი ... არაფერია მნიშვნელოვანი, შეგაწუხეს _ შეხედავდი პატარა ყაჩაღს ჰგავდა გადაპარსული თავით,კუშტი მზერით,ჩხუბის კვალით ხელებზე ,გახეთქილი წარბით ,დაჭრილს. საუბარი კი სულ სხვა ტონში დაიწყო
_დაგვტოვეთ რა ... რაც უფრო მეტი ადამიანია ისედაც არასტერილურ გარემოში მით უფრო მეტია ინფიცირების რისკი _ მშვიდად გახედა ოთახში მყოფებს და ყველანი გაუშვა . ბიჭის ჩაცინებაც შეამჩნია,მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია _ მეზიზღება უპსუხისმგებლო ადამიანები და განსაკუთრებით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ რომ იჩენენ უპასუხისმგებლობას და ჩემ შრომას წყალში ყრიან. წინასწარ გაფრთხილებ ,რომ განკურნებამდე მიჰყვე ჩემ რეკომენდაციებს _ საწოლზე ჩამოჯდა მაკრატელი აიღო და მაისური პირდაპირ ტანზე შეაჭრა
_ჩემი საყვარელი მაისური დაჭერი ამ წამს
_სისხლიანია უკვე და ბავშვების გახდა_ჩაცმა ჩემი საქმე არ არის _ შეხვეული ხელიდანაც მოაშორა სახვევი და შემდეგ მოირგო ხელთათმანები _ რამდენი საათის წინ დაგჭრეს?
_ორი ალბათ ... გადაახვიეს და სისხლი ბევრი არ წამოსულა
_შონია რომ გადავიდა ჭკუიდან არ მიკვირს,მაგრამ ასე მარტივად როგორ გამოძვერი მიკვირს ... _ სახეზე ანიშნა და ჭრილობის დამუშავება განაგრძო . გამაყუჩებელი უკვე მოქმედებდა ,მაგრამ ნაკერის დადება უწევდა და არც ისე კარგი სანახაობა იყო ,საკმაოდ ღრმად იყო
_სამედიცინოს დამთავრების შემდეგ იურიდიულზე აბარებ და ჩვენებას მართმევ?
_იარა დაგრჩება ... ტატუ შეგიძლია დაიმატო ან შრამიც მოიხდინო _ თემა შეუცვალა, ბიჭს რამდენიმე ტატუ ჰქონდა უკვე
_ისე კერავ თითქოს გახეული წინდაა და აზრი არ აქვს დარჩება იარა თუ არა
_შეგეძლო აგერიდებინა და არ დაგჭირდებოდა ... _ დაამუშავა ,სახვევი დაადო და შემდეგ ვენის კათეტერის ჩასმა დაიწყო _ იმედია ნემსების არ გეშინია ... რამდენიმე წამალი დაგჭირდება ინფექცია რომ არ წავიდეს
_გემორჩილები ...
_მუცელში ფეხი მოგხვდა თუ მუშტი... ტკივილი ხომ არ გქონდა _ ხელით გასინჯა და გაწითლებულ ადგილებს დააკვირდა
_სისხლდენა არ იქნება ...
_იმედია ... _ სულ ბოლოს ხელები და სახეზე იარებიც არ დაივიწყა
_საჭირო არ არის... მივხედავ
_ხელი ცოტა ხნით არ უნდა დატვირთო ... შენც თუ დაისვენებ და რკინის კაცის იმიჯს არ შეიქმნი კარგი იქნება .
_საქმეები მაქვს. ორ დღეზე მეტ დროს ვერ გავაცდენ
_სკოლიდან გამოგაგდებენ?
_არა რეპეტიტორები გაჭედავენ
_მასწავლებლებთან დადიხარ ?
_თქვენ არ დადიოდით ისე ჩააბარეთ?
_სკოლაში მასწავლიდნენ ... მზად არის _ ფურცელზე დანიშნულებაც დაუწერა ,ვერ გაიაზრა მისი კალამი რომ აიღო ისე ჩააგდო ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად და ბიჭსაც არაფერი უთქვამს _გადახვევას შენებიც შეძლებენ და ნაკერის ამოღების დრო რომ მოვა შევხვდებით . ყველაფერი დავწერე თუ რამე მოხდება და მაღალი სიცხე გექნება დამიკავშირდით _ ნომერიც ჰქონდა ფურცელზე დაწერილი
_დუდა ყიფიანი _მარჯვენა ხელი გაუწოდა და დაელოდა
_სოფიო ხაჭვანი
_გმადლობ სოფიო და ვწუხვარ რომ დრო წაგართვი ჩემდაუნებურად ...
_დროებით

მას შემდეგ აღარ უნახავს,რომ მოიკითხა კახამ უთხრა მიხედავს თავს არ იდარდო მის ჭრილობაზე, შენი მადლიერია გიგაურების და ყიფიანების მთელი ოჯახიო . ერთ დღეს თაიგული მიიღო ,იასამნები ანათებდნენ და თავბრუდამხვევ სურნელებას აფრქვევდნენ . ექთნებმა რომ უთხრეს შენთვის არისო წარმოდგენა არ ჰქონდა ვისგან შეიძლება ყოფილიყო. ბარათი არ ახლდა, მის ქვეშ იდო საკმაოდ დიდი ზომის კონვერტი, რომელშიც სოფიოს პორტრეტი იყო დახატული მარჯვენა ქვედა კუთხეში ბიჭის ინიციალებით .
მას შემდეგ წლები გავიდა . გიგაურების ოჯახში უმძიმესი ტრაგედია რომ დატრიალდა ქვეყანაში არ იმყოფებოდა ,შორიდან შეძრა მომხდარი ავარიის სიმძიმემ.
საკუთარი საქმეებითა და ცხოვრებით გადაღლილს დუდა ყიფიანზე არაფერი სმენია და არც გახსენებია იქამდე სანამ ისევ კახამ არ მიმართა თხოვნით
_განყოფილების უფროსს ჩემი მოკრძალებული სალამი... როგორ არის მსოფლიოში ულამაზესი ქალიშვილი ,შინაბერობის ზღვარზე მდგომი?_ მსგავსი სიტყვები უკვე მალამოდ ედებოდა გულზე,რეაქცია არ ჰქონდა,მაგრამ კახა მაინც არ იშურებდა ენერგიას
_დაღლილად.თავად როგორ გიკითხოთ უბერებელო კახაბერ?
_რაღა უბერებელი გავხდი 75 წლის
_50 წლის ბიჭივით კი ყავხარ შენახული ლილის და რა გინდა?
_თავსაც გადასარევად ვგრძნობ ... მთავარია ჩემი შვილები,შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავდეთ კარგად . რა მაქ სადარდებელი
_ჩემი გაუთხოვრობის გარდა არაფერი
_გაფიცებ ჩემ თავს ისეც არ გყავს ვინმე კაცი ? ჩვენ გვიმალავ იქნება ქორწილი არ გინდა და კი გყავს გადამალული
_არ მყავს თორემ გეფიცებით გაგაცნობდით
_თუ არ გრცხვენია საკუთარ თავთან
_რა მაქვს სამარცხვინო
_32 წლის გახდები მალე , უნაკლო ქალი ხარ და ასე უნდა დაბერდე ? ნეტა იცოდე რა ენერგიის და სიცოცხლის წყაროს კარგავ... სიყვარულს რა ჯობია, ბედნიერებისგან რომ გიჩქარდება გული და გიხარია ყველა დილა . მერე რომ გააკეთებ საქმეებს ისე უნდა
_თუ გავიცნობ კაცს რომელიც შემიყვარდება უარს არ ვეტყვი საკუთარ თავს_თქო ხომ გითხარი ადრეც ?რა გავაკეთო თუ არავინ დამაინტერესა?
_სულ რაღაცას აკეთებ,გარბიხარ და გამორბიხარ ცოფავ ყველას ირგვლივ ვინ გაგეკარება
_ვინც გაბედავს და გამეკარება ზუსტად ეგ მჭირდება მეც
_მეომარი გინდა შენ ფარ_ხმლით?
_მამა და დედა სად არიან ...
_შენ დასთან წავიდნენ...ბავშვებს ვნახავთო
_შენ რატომ არ წახვედი?
_მე საქმე მაქვს შენთან ,თხოვნა
_გისმენ ... ამჯერად ვის უნდა ვუპოვნო სამუშაო ,ვის უნდა ქულა
_შენთან უნდა დააწყებინო შენ გვერდით დაიყენო ერთი ბიჭი. ანდრო გიგაურის შვილიშვილი გახსოვს? ყიფიანი დუდა... სამედიცინოზე სწავლობს ახლა
შენნაირი ენთუზიასტი ექიმი , მუშაობა და იმ კლინიკის სუნის შეყვარება თუ რასაც გრძნობ შენ რა ვიცი, რომ ვერ გამოგვყავხარ იქედან
_გვერდით გინდა მყავდეს ვიღაც უცნობი ? იცი რამდენ მონდომებულ სტუდენტს უნდა ჩემი მარჯვენა ხელი გახდეს და ჩემ განყოფილებაში დავტოვო ? მე ასე არ ამყავს ჩემთან არავინ და სხვაგან თუ გინდა გავუშვებ ... ქირურგობა არ უნდა? უროლოგიაში აქვთ ადგილი უმცროსი ჭირდება შოთას
_შენთან ამუშავე განყოფილებაში და მერე რომ შეეჩვევა და მოერგება გადაწყვეტს სად წავა
_მე უნდა გამოვზარდო და მერე სხვაგან წავიდეს თან ... იცი რამდენი დრო სჭირდება და ენერგია სწავლებას?მე მაქვს პედაგოგობის ნერვი?
_ჩემი ხათრით ეცადე და მერე ლექტორობაზეც ნუ იტყვი უარს
_ამზადებ ნიადაგს ხომ?
_პროფესორი სოფიო ხაჭვანი, რა კარგად ისმის იფ იფ
_როდის მოვა თუ მე უნდა დავურეკო და მოვიწვიო _სანამ უარესს სთხოვდა გადაწყვიტა დათანხმებოდა _ იცოდე ძალიან თუ იზამრაცებს და საფრთხეს შეუქმნის რომელიმე პაციენტს თუ იმდენად ჩლუნგია მაშინვე დავემშვიდობები
_ნახავ შენ თვითონ ... ხვალ მოვა .
_ეგ ის შვილიშვილი არ არის რომ დაჭრეს და მერე სადღაც ააორთქლეს?
_არსად აორთქლებულა... წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მაგის კისერზე თორემ დანარჩენი ყველაფერი მოხდა იმის მერე როგორ დაამთავრა საერთოდ ეგეც მიკვირს ... მოკლედ ანდრო რომ მოკვდა სული ჩამითქვა ლამის ისე დამიბარა ამ ბიჭს ყურადღება მიმიქციეო და ჩემი ბავშვობის მეგობარს ვერ ვუღალატებ .
_როგორ იცი ხოლმე ნებისმიერ უბედურებაზე დაითანხმებ ადამიანს
_შენც დაგეხმარება... გჭირდება დამხმარე. აღიარე რომ იღლები და იმდენი საქმე გაქ მალე წაიქცევი სადმე და თვითონ გახდები სამკურნალო
_არ მჭირდება,მაგრამ კარგი მოვიდეს ხვალ დილის შვიდზე
_ათის ნახევარზე მოვიდეს შვიდი რა უბედურებაა
_მე რომელ საათზეც ვიწყებ იმ დროს მოვიდეს

საღამოს ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ერთ_ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ კლუბში. დიდად არც მსგავსი გართობა ხიბლავდა და არც იმათი ზედმეტად თავისუფალი ცხოვრების სტილი,მაგრამ მიპატიჟებაზე უარი ვერ თქვა. რამდენიმე ჭიქაც დალია ,ისაუბრა და იცეკვა კიდეც.
მთელი საღამო გრძნობდა დაჟინებულ მზერას, რამდენიმე ნაცნობს კი გადაეყარა,მაგრამ არცერთი იყო . ბოლოს ცარიელ მაგიდასთან მოუშორებელ თაყვანისმცემელთან ერთად შემორჩა ,ნასვამი უკვე მერამდენედ ცდილობდა სოფიოს მოხიბვლას. ახლოს იყო და ელაპარაკებოდა,ხაჭვანიც ტკბილ_მწარე ირონიით გაჟღენთილ პასუხებს უბრუნებდა და ბოლოს ორივე იცინოდნენ.
კიდევ ერთი ჭიქა დალია,ჩანთა აიღო . ყველას დაემშვიდობა შორიდან და გარეთ გავიდა. აუხსნელი თავბრუსხვევა ჰქონდა, მიაბიჯებდა და წონასწორობას კარგავდა. გვიაან მიხვდა რაღაცის ზემოქმედების ქვეშ რომ იყო და იგრძნო კიდეც ხელზე შეხება
_დამელოდე სოფ
_რატომ გამომყევი...ხომ გითხარი არ მცხელა შენთვის_სიტყვების თქმაც გაუძნელდა . კაცი უკვე მეორე ხელსაც ხვევდა. გამოსახულება ერეოდა,თვალები უმძიმდებოდა და სუნთქვა უხშირდებოდა კაცი კი ლოყაზე ეფერებოდა
_წამო ,მანქანაში ჩაჯექი და წავიდეთ
_ხელი მომაშორე _ თავი უკან გადასწია და გაწევაც სცადა,მაგრამ თეძოზე ისე მოუჭირა ახლოს დაიტოვა
_როგორი ლამაზი ხარ ...წარმოდგენაც არ შეგიძლია. ნეტავ ჩემი თვალებით ხედავდე საკუთარ თავს
_შეიშალე ? ახლოს ნუ იწევი ! _თავი გვერდით გააბრუნა და თითები ძლიერად ჩააჭირა მაჯაზე _გამიშვი თორემ განანებ ,გეფიცები!
_როგორ მიყვარხარ ... უსაზღვროდ სოფ _ ის იყო ლოყაზე აკოცა და ტუჩებისკენ მიიწია უცებ რომ ჩაავლო ვიღაცამ ხელი და ისე მოიშორა ბეტონზე დავარდა . ვერ ხედავდა უცნობის სახეს,მხოლოდ ზურგს და განიერ მხრებს. მაჯაზე თითები შემოხვია ,სოფიო დაიჭირა და ძირს დავარდნილს წამოდგომის საშუალება არ მისცა
_მიუახლოვდები და ყველა ნახავს ჩანაწერს როგორ უყრი წამალს სასმელში სოფიო ხაჭვანს. სულ რომ სტატუსს შეელიო ხაჭვანები გაგატყავებენ და აირჩიე რა გირჩევნია
_ვინ ხარ რომ მემუქრები
_არ გაინძრე შენზე ხელის გასვრა მეზარება და ნუ გამომიყვან მწყობრიდან _ კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს. სასიამოვნოდ ესმოდა მისი ხმა გაბრუებულ სოფიოს. ინსტუქტურად მიეყრდნო შუბლით მის ზურგს და მეორე ხელიც ჩაკიდა იმ ხელზე რომლითაც ეხებოდა. არ იცოდა ვინ იყო,მაგრამ ეყრდნობოდა ... მერე ახსოვდა მხოლოდ ერთი კადრი ,ფეხზე წამომდგარს როგორ ჩაჰკრა თავი უცნობმა და ამჯერად ცხვირგატეხილი დატოვა. სოფიო უკვე ცუდად იყო , უცნობი რომ მობრუნდა ხელში აიტაცა მისი დამძიმებული სხეული და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა
_ცუდად ვარ ... _სასიამოვნო სუნს გრძნობდა,თავი მის მხარზე ედო და სახით ყელზე ეხებოდა
_კარგად იქნები ... უსაფრთხოდ ხარ . არ შეგეშინდეს
_ვინ ხარ _ პირი უშრებოდა,გონებას არ კარგავდა ,მაგრამ მაინც ვერ ახდენდა მობილიზებას
_დუდა ვარ ყიფიანი _ უკვე მის სახეს ხედავდა ბიჭმა რომ უთხრა
_ჩემი მომავალი მოსწავლე ? _შიშველ ზურგზე და ფეხებზე გრძნობდა მისი თითების სიმხურვალეს. თვალებს ვერ უსწორებდა,გამოსახულებას კარგად ვერ აღიქვამდა,მაგრამ შეგრძნებები გაასმაგებულად მიდიოდა
_დილის შვიდზე არა?
_არ დაიგვიანო _ ბიჭი ზემოდან უყურებდა,საწოლში როგორ აღმოჩნდა ვერ გაიაზრა. დროში დაკარგული როდის რას ამბობდა ესეც არ ახსოვდა. მხოლოდ ეს მონაკვეთი დარჩა გონებაში მერე კი მაღვიძარას ზარმა გამოაფხიზლა. თავის სახლში იყო , ტუმბოზე გამაყუჩებელი და მინერალური წყალი ედო . სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა , ოთახში ისევ იდგა ყიფიანის სურნელი და ყველაფერი იმდენად არარეალურს ჰგავდა ვერც დაიჯერებდა ფურცელიც რომ არ ენახა ჭიქის ქვეშ
"თავის ტკივილი შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს. გამაყუჩებელი აუცილებლად დალიე და წვნიანი ჭამე .
შეხვედრამდე ჩემო ექიმო ,სოფია "
სააბაზანოში დიდხანს დარჩა,გამაყუჩებელი დალია და გაზიანი სასმელით ხელში უკვე მზად ყოფნაში კართან მისული გაბრუნდა სამზარეულოსკენ. გაზქურაზე დადებულ პატარა ზომის ქვაბს შეხედა და უცებ ახადა თავი. ჯერ კიდევ თბილი იყო გაურკვეველი ფერადი წვნიანი .
_სიზმარია თუ რა ჯანდაბა ხდება..._ რამდენიმე კოვზი ქვაბიდანვე გასინჯა და თვალებმინაბული ქაეცალა იქაურობას.
კლინიკაში მისულს ექთნები გზად შეხვდნენ. დერეფანში ხმაურით მიაბიჯებდნენ. გაიცინა მათ მხიარულ კომენტარებზე და განყოფილების კართან მდგომი უცნობი ნაცნობიც დაინახა.
_დილამშვიდობისა
_გამარჯობა _უყურებდა და ვერ იჯერებდა ,რომ იქ იყო და ყველაფერი რაც სიზმარს ჰგავდა რეალობაში მოხდა ამ რეალობის მთავარი გმირი კი თავად დუდა ყიფიანი გახლდათ,რომელიც სულ არ ჰგავდა იმ ბიჭს წლების წინ რომ ნახა ,მხოლოდ მზერა შემორჩენოდა და ისიც ტკივილიანი გახდომოდა.
_როგორ ბრძანდებით _და ეს ხმა უჩვეულოდ სასიამოვნო . თვალების დახუჭვა და უბრალოდ მოსმენა უნდოდა ეს იყო პირველი წამიერი შეგრძნება
_გმადლობ... თავად ?_ირგვლივ ექთნები ჰყავდა და მხოლოდ მადლობასთან შეჩერდა სხვა ვერაფერს ეტყოდა . დახურული კარი ბარათით გააღო და ერთად შევიდნენ განყოფილებაში.
_გმადლობთ , შანსისთვის ... _კარი დაიჭირა , ქალბატონები შეატარა და შემდეგ გაჰყვა გვერდით სოფიოს
_მე არ ვაპირებდი დამხმარეს აყვანას. ოფიციალური სტაჟიც არ მაქვს და ხელფასზეც ვერაფერს გეტყვი _ზუსტად იცოდა უსმენდნენ და ამიტომ საქმეზე საუბრით დაიწყო
_მუშაობა მჭირდება მხოლოდ და პრაქტიკული ნაწილის ათვისება ისეთი ადამიანისგან ვინც კონკურენტს არ დაინახავს ჩემში და მასწავლის ისეთ ნიუანსებს რომლებსაც ლექტორები ვერ მასწავლიდნენ
_დროს როგორ გადაანაწილებ... მე ყოველ დღე ვმუშაობ კვირის გარდა და კვირასაც თუ მძიმე პაციენტი მყავს ან ვწერ ვინმეს მოვდივარ . რა თქმა უნდა აჩრდილივით სულ თან ვერ გამომყვები ,მაგრამ სასურველია ვიცოდეთ როდის შეძლებ კლინიკაში ყოფნას
_გამოცდების დროს გავალ მხოლოდ და წინასწარ გაგაფრთხილებთ
_რომელ კურსზე ხარ
_ 3 საგანი მაქვს დარჩენილი...
_და რამდენი ხნის წინ უნდა გქონდეს დასრულებული?_ უკმაყოფილო სახე ჰქონდა,ვერ იტანდა სტუდენტებს ჩარჩენილი საგნებით და ზედაპირულად უყურებდა იმ დროს ყიფიანს
_ორი წლის წინ ...
_არ ვიცი მე რას სწავლობ უნივერსიტეტში და რა გახსოვს იქედან. ხელოსნები არ მჭირდება გვერდით,ექთნებიც არ მყავს წიგნისგან შორს მყოფი. თეორიულ მასალასაც გაიმეორებ ,თუ თავიდან ისწავლი ლიტერატურა შემიძლია მოგაწოდო ან გირჩიო მასალები ... იმედია ინგლისური იცი, რუსული მაინც
_ვიცი ორივე _ მდუმარედ ითმენდა სოფოს უხეშ ტონს . დერეფანი კი საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა ექიმის კაბინეტამდე
_ორ განყოფილებაში ვმუშაობ და პლუს ამბულატორიულ პაციენტებს ვიღებ. თუ ეცდები ისწავლი როგორც ამბულატორიული პაციენტების მართვას,ნეფროლოგიას,თერაპიის მთელ კურსს. თუ უშუალოდ ჩემი პაციენტი არ იქნება მაინც,განყოფილებაში მყოფ ნებისმიერ პაციენტის ისტორიაზე გექნება წვდომა მე დაველაპარაკები სხვა ექიმებსაც. ნუ რა თქმა უნდა შენ მკურნალობაში არ ჩაერევი და შენ ფუნქციებს არ გადაამეტებ. ერთ თვეში ყველაფერს ვერ შეეჩვევი და ვერ შეითვისებ ,მაგრამ ვნახოთ რა გამოვა _ უკვე კართან იყვნენ გასაღები მოარგო საკეტს და სანამ ოთახში შევიდოდა ექთნებს გახედა _ ჩემთან შემოსვლის გარეშე არავინ შევიდეს,გაფრთხილებთ!
_როგორც გვიბრძანებთ ქალბატონო სოფიოო
_როგორც ხედავ ხასიათით ზოგიერთი ზედმეტადაც ლაღია სამსახურთან შეუსაბამო _ ისე კორექტულად დაახასიათა თავადაც გაეღიმა _დაჯექი ,გთხოვ _ სკამზე ანიშნა,ფანჯარა გააღო ღრმად ჩაისუნთქა დილის გრილი ჰაერი _ ჯერ კიდევ თავი მტკივა და წონასწორობის დარღვევის შეგრძნება მაქვს _ თავდახრილმა თქვა,ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა ხელებით
_სითხე მიიღეთ დღის განმავლობაში გაივლის
_ასეთი რჩევები საიდან ... ნარკოლოგიას სწავლობდი კარგად?
_ვსწავლობდი ,მაგრამ მსგავსი პრაქტიკული დეტალები მხოლოდ პრაქტიკიდან მოდის _ ისე მშვიდად უთხრა თითქოს საამაყო იყო რამე . სოფიო კი მთელი ტანით შებრუნდა და პირდაპირ მზერა გაუსწორა
_ახლა რას მოიხმარ ,გულწრფელად მითხარი
_ყავას და იმ ტკბილეულს, რომელიც მიყვარს
_სერიოზულად. მე შენთვის ჭკუის სასწავლებლად არ მცალია ,არც გასაკიცხად ,მე უნდა ვიცოდე რას
_შემიძლია ნარკოლოგიურიდან ცნობა მოგიტანოთ თუ არ გჯერათ სხვა ვერაფერს გავაკეთებ ... ბევრჯერ არ მიყვარს გამეორება და სიტყვებით რაიმეს მტკიცება
_ანუ თინეიჯერობის ამბებია? იმ დროინდელი ქუჩურ გარჩევებში რომ იყავი აქტიურად ჩართული და დაჭრილს ჭრილობას გიკერავდი... უშნოდ დაგრჩა ნაკერი ? _გადაწყვიტა რომ სჯეროდა და თუ სჯეროდა კითხვას მეორედ აღარადროს იმეორებდა.
_ცუდია ეგ მომენტი რომ გახსოვთ და თან კარგია რომ გახსოვართ _ უცნაურად გაეღიმა. უხდებაო გაეფიქრა ხაჭვანს_ ტატუთი არ დამიფარავს , რჩევა არ გავითვალისწინე ... ვერც მოვუარე და საკმაოდ რთულად შემიხორცდა, მაგრაამ იარები წარსულის შეცდომებს გვახსენებს და გაქრობა არცაა საჭირო ალბათ.
_ეგეთი მრავალი გქონდა მე რაც დავინახე და რაც ვერ დავინახე ... პაციენტები ხშირად გაგაღიზიანებენ,გაგაბრაზებენ,შეურაცხყოფას მოგაყენებენ კიდეც და უსამართლოებიც არიან ხოლმე
ბევრი უბრალოდ გიჟია ,ზოგის ზრდელი. აქ არიან ყოფილი პატიმრები,მოქმედი პატომარიც გვყავს . ბადრაგებს დაჰყავთ და საკმაოდ აგრესიულიცაა ხოლმე თუ ისე არ ხდება ყველაფერი როგორც მას სურს ... აქ სიმართლის მტკიცებას თავისი ჩარჩოები აქვს და ზოგჯერ ზოგთან საერთოდ თავი უნდა შეიკავო. პირველი რაც უნდა ისწავლო არის მოთმინება და არგაბრაზება. თუ გაბრაზდი ეს ბრაზი აგირევს როგორც სულს ასევე მთელ დღეს ,შეიძლება სხვა პაციენტები დააზარალო და საბოლოოდ იმ ერთმა პაციენტმა შეგიქმნას სრული ქაოსი. მეც ვიყავი ოდესღაც დამწყები და მე რომ ხასიათი მაქვს ისეთი ალბათ არავის ,მაგრამ თავმოყვარეობის აღქმაც სხვანაირი უნდა გქონდეს აქ,ექიმის ხალათით. სხვების წინაშე არ უნდა დაეცე და ისე არ აჰყვე არცერთ პროვოკაციას ბოლოს სასეირო სიტუაცია შექმნა . პირველი და მთავარი თხოვნაც და მოთხოვნაც ეს არის
_ახლა რომ დაგპირდეთ აზრი აქვს?დრო და სიტუაციები გვიჩვენებს ჩემ მეტამორფოზას იმ ბიჭიდან,პირველად რომ ნახეთ ამ კაცამდე ,რომელსაც გუნდის წევრად მიიღებთ _საოცრად მშვიდი იყო და დარწმუნებული საკუთარ თავში . დაჯერებას გაიძულებდა.
_და წუხელ ვინ სცემე _ წამით შეხედა მის დაწითლებულ მტევანს და მიხვდა მუშტი ვიღაცის ყბას იყო მრავალჯერადად მოხვედრილი _მე რომ მიმიყვანე ბინაში მერე დაბრუნდი და სცემე? _ საკუთარი აზრი წამსვე გააჟღერა და შეშფოთება ვერ დამალა
_სათადარიგო კარის გასაღები იმედია იპოვნეთ... ფეხსაწმენდის ქვეშ დავტოვე
_დუდა უნდა ვიცოდე მე უნდა გადავუხადო სამაგიერო რომ გამოვფხიზლდები თუ მოგვარებულია _ კითხვა ისე დაუსვა იფიქრა აუცილებლად მიპასუხებსო_მე კონფლიქტს მხოლოდ პაციენტებთან ვკრძალავ. ისე ანგარიშსწორება ზოგჯერ გარდაუვალი აუცილებლობაა
_ნახატი შეგინახავთ და ალბათ ამიტომ გახსოვართ _ კედელზე ჰქონდა ჩარჩოში ჩასმული საკუთარი პორტრეტი დუდას ინიციალებით_ მგონი მას შემდეგ აღარც დამიხატავს ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება ,მუზა ვერ ვიპოვნე
_მართლა შენ დახატე თუ სხვას დაახატინე
_სხვას როგორ დავახატინებდი ...
_ფოტოთი ... აბა შენც როგორ
_მახსოვდით _ დუდა წლებს გულისხმობდა,სოფიომ ნახატის შექმნამდე საათებად მიიჩნია
_არ მეუბნები ,მაგრამ გავიგებ სიმართლეს
_კახამ რომ გაიგოს მთელ მის ოჯახს გადაეკიდება ... თქვენ პირადად მითუმეტეს არ უნდა შეხვდეთ ,აღარასდროს. უბრალოდ ჩათვალეთ რომ მოგვარებულია და დასრულებული
_შენ არ გადაგეკიდება?
_მე იის? _ ისე გაეცინა ის ბიჭი რომ იცინოდა ალბათ საქმის გარჩევების დროს _ თქვენ არ იდარდოთ ... პაციენტების ხმა ისმის მგონი უნდა დავიწყოთ სამუშაო დღე _ დერეფნიდან მართლაც შედიოდა საუბრის ხმა
_ გასახდელში ადგილები არ არის,ექთნებს დაკავებული აქვთ ყველა კარადა ამიტომ შეგიძლია აქ გამოიცვალო . თავისუფალი ადგილი არის ჩემ კარადაში და შენი ნივთებისთვის გამოიყენე. ეს უჯრაც ცარიელია _ მეორე კარადაც აჩვენა და მართლაც დაასრულა დიალოგი_ მე გავალ და მერე გამოდი. გაგაცნობ გუნდის ნაწილს _ კაბინეტში დატოვა და გავიდა. ბიჭიც მალევე მიჰყვა უკან,მუქი ლურჯი ფორმა ეცვა და ყურადღებას იქცევდა საკუთარი გარეგნობით.
ექთნებსა და მორიგე ექიმებს გააცნო როგორც უმცროსი ექიმი და მაშინვე შეუდგა სწავლებას
_ჰემოდიალიზის პროცესის გაგეგება რაიმე თუ მხოლოდ მნიშვნელობა და ვიკიპედიაში მოცემული განმარტებით იცი
_მხოლოდ თეორიული ნაწილი ...
_კარგი ... ექთნებს ვეტყვი და თავისუფალ დროს გასწავლიან თუ აქ იქნები. სჯობს მანიპულაციიდან დაიწყო და არ იუკადრისო ექთნის საქმის კეთება , მხოლოდ ლაპარაკი და რამდენიმე წამლის დასახელების ცოდნა არ არის ექიმობა .
შემდეგი ორი საათი პაციენტებს იღებდა,აცნობდა მხოლოდ სახელით და ანამნეზის შეკრების საშუალებას აძლევდა ბიჭს. უსმენდა და აკვირდებოდა მის კომუნიკაციას პაციენტებთან. მოსწონდა ყიფიანის საუბრის მანერა , არც ისეთი სულელი ჩანდა როგორიც ეგონა. პარალელურად ასწავლიდა გარკვეულ ნიუანსებს, ჩანაწერებს და დოკუმენტაციას უჩვენებდა. პირველი ნაწილი რომ დაასრულა შემდეგ განყოფილება შეიცვალა და თერაპიაში შემოვლა დაიწყო ექიმებთან ერთად. ისე გახდა 12 საათი წუთით არ დაუსვენია. იმ რამდენიმე საათში მიაწოდა უამრავი ინფორმაცია,გააცნო ყველას ვინც კი იმ დღეს იყო კლინიკაში და ბოლოს სადილზე დაპატიჟა
_რას შეჭამ ? დიდად გემრიელი არ არის აქაური კერძები ,მაგრამ მშიერ ყოფნას სჯობს მითუმეტეს შენთვის,სწავლების პროცესში და შეუჩვეველ რეჟიმში . ენერგია გჭირდება და ეცადე არასდროს დაგავიწყდეს ჭამა თორემ ისეთი რეჟიმი გვაქვს თვითონ შეიძლება გახდე ავად _ ორივესთვის შეუკვეთა დუდას მიაწოდა და სანამ ბიჭს ხელები ჰქონდა დაკავებული თავად გადაიხადა .
_მე გადავიხდი...
_წვრილმანებზე ნუ დამაკარგვინებ დროს გთხოვ... მეზიზღება მსგავს სულელურ რაღაცებზე კამათი თანაც შენთან საუზმით ვალში ვარ ,გემრიელი წვნიანი იყო . ექიმობა თუ არ გამოგივიდა მზარეულობა სცადე
_ისეთი შეგრძნება რატომ მაქვს,რომ განაჩენი უკვე გამოტანილი გაქვთ ჩემთვის და დარწმუნებული ხართ,რომ არ გამომივა
_დარწმუნებული არასდროს არაფერში ვარ... ცხოვრებამ ექიმობის განმავლობაში კიდევ ერთი გაკვეთილი ჩამიტარა ,რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს . იქნებ ექიმობაზე უკეთ მზარეულობა გამოგივიდეს ახლა ძალიან პოპულარული სფერი გახდა თან უფრო შემოსავლიანიც შეიძლება იყოს და უფრო სასიამოვნოც
_მამაჩემის რესტორანმა მისი დაჭერის შემდეგ მხოლოდ 1 წელი გაძლო ... მეგობარს ჩააბარა , რომელმაც თავი ვერ გაართვა და ბოლოს კარი დიდი ბოქლომით ჩაიკეტა. მზარეულობა რომ დავიწყო სიგიჟე იქნება , პირდაპირ მამის შემარცხვენელი გამოვალ რომელმაც მისი ბიზნესის გაკოტრება დაუშვა
_საერთოდ არ ვიცოდი მამაშენს რა ბიზნესი ჰქონდა ... არც ის ვიცი როდის და რის გამო დაიჭირეს . ძალიან ცუდი თუ მამის ბიზნესის გადარჩენა შეგეძლო და გაკოტრება დაუშვი რაღაც ამოჩემების გამო
_ამოჩემება არ არის ... ჩემი არჩევანია და ჩემ ცხოვრებას მშობლების დაკისრებული მოვალეობებით და მხრებზე დადებული ტვირთით არ შევცვლი.
_თუნდაც არ გამოგივიდეს მაინც ?
_ყველამ თავისი ცხოვრება უნდა იცხოვროს და არა სხვისი ცხოვრების აჩრდილად იქცეს
_რატომ გადაწყვიტე მაინცადამაინც ექიმობა და არა მხატვრობა,მზარეულობა
_ჰობი ბევრი მქონდა ხატვის და კერძების მზადების გარდა _ მაგიდასთან ისხდნენ უკვე სალათი რომ გასინჯა და გაეცინა _ სხვა დროს გავითვალისწინებ აქაურ უგემო გემოებს და ალტერნატიულ საშუალებას გამოვნახავ კვებისთვის.
_ასეთი ცუდიც არ არის ... გამოვიძახებდი ,მაგრამ იქ ჭამა დისკომფორტულია ,ხმაურიანი ექთნები მყავს და თან დროში გაწელილია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ზუსტად იმ დროს მოვიდაპაციენტი და ბოლოს დამრჩა გაციებული კერძები . კვებისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგებას ურჩევ ყველას და შენ თავად გაგიჭირდება იზრუნო რომელიმე მათგანზე
_გამოსავლის პოვნა სულ შეიძლება კვების შემთხვევაში და ძილი მორიგეობაზეა დამოკიდებული. თქვენ 24 საათიან მორიგეობებსაც იღებთ?
_იშვიათად ,თუ ვერ პოულობენ მორგეს ვინმე ავად ხდება ან ყველას შვებულება უნდა ამ შემთხვევაში ... შენ თუ გენდომება რომელიმე ჭკვიან ექიმთან ერთად დაგტოვებ
_მართლა არასდროს ისვენებთ?
_ღამე... სახლში როცა ვარ მძინავს
_და ეგ საკმარისია ?
_დასვენება,გართობა, შეყვარებულებთან პაემნები, ოჯჯახისწევრებთან , ცოლ_შვილთან დროის გატარება თუ გინდა სწორად უნდა აირჩიო ზუსტად რა გინდა. ვერ გეტყვი რომელი ექიმი არის თავისუფალი,მაგრამ თერაპიული სფეროები აკონტროლებენ დროს. თუ წარმატებული და ცნობოლი ექიმი ხარ იმდენი პაციენტი გეყოლება და იმდენ ადგილას მოგიწევს მუშაობა მაინც ვერ მოახერხებ დროის მენეჯმენტს. ანესთეზიოლოგ_რეანიმატოლოგები მორიგეობებს იღებენ მაგრამ იმდენად დაბალია შემოსავალი ბევრი მორიგეობის შესრულება მოგიწევს მაინც და აზრი არ აქვს .
_ანუ ლაბირინთია
_ანუ საკუთარი თავი დაივიწყე და ადამიანების გადარჩენაზე იფიქრე და თან იცოდე რომ ყველას ვერ გადაარჩენ ,ვერ უშველი,ვერ განკურნავ ,მაგრამ ფიქრი და დრო არცერთს უნდა მოაკლო ,რესურსი არცერთთან დაინანო უბრალოდ ბოლოს ვის რა ბედი ელის მაინც ღმერთმა იცის და შენ ღმერთი არ ხარ.
_ალბათ ახლაც გახსოვთ პირველი დაკარგული პაციენტი
_ბორის მანჯგალაძე იყო ასეთი კაცი მრავალი ქრონიკული დაავადებით , სეფსისით , დიაბეტური ტერფით რომელზე ოპერაციაც ახალი გაკეთებული ჰქონდა და ინფექცია წავიდა საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე. ორმხრივი პნევმონია,ჰიდროთორაქსი, გულის უკმარისობა,სუნთქვის უკმარისობა. მორიგე ვიყავი თერაპიაში იმ ღამით კრიტიკულად მძიმე რომ გახდა,რეანიმატოლოგმა დღეს ვერ ავიყვან ასეთი მძიმე იყო სულო მითხრა და დამიტოვა . მთელი ღამე იმ პალატიდან არ გამოვსულვარ , ყველაფერი გავაკეთე ბოლოს წნევა რომ აღარ ესინჯებოდა და გული გააჩერა რეანიმატოლოგის ჩამოსვლამდე მე დაავიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი , მაგრამ უშედეგო გამოვიდა ყველაფერი. 23 წლის ვიყავი მაშინ ... ვიტირე მახსოვს და ის ცრემლები არ მავიწყდება მგონი _ იმ წამსაც აემღვრა თვალები _ ისიც უნდა გაითვალისწინო რომ შენზე არაა მხოლოდ დაამოკიდებული და დიდი ჯაჭვია რომელსაც ვერ გააკონტროლებ ექთნები, სხვა ექიმები , სანიტრებიც კი ,რომლებმაც ჯვარედინი ინფექციაშეიძლება გაავრცელონ განყოფილებაში. ასეთი შემთხვევაც მქონდა კოვიდის ტალღების გავლის შემდეგ. იშვიათად რომ ჩნდებოდა პალატა აურჩიეს არასწორად . ყველა გაფრთხილებული მყავდა პნევმონია სუნთქვის უკმარისობით პაციენტი არ მოათავსოთ სხვა დიაგნოზების მქონესთან. ამათ ადგილი არ ჰქონდათ და 10 კაციან პალატაში დამიწვინეს კაცი რომელიც ხველისგან იხრჩობოდა. ოთხი დღის შემდეგ მთელი განყოფილების გაჩერება მომიხდა და დამრჩა დაინფიცორებული ექთნები ,15 პაციენტი ...აქედან 2 დამძიმებული რეანიმაციაში.
_ყველაფრის კონტროლიც შეუძლებელია
_წამალს რომ ნიშნავ უნდა გადაამოწმო გაკეთდდა თუ არ. მორიგე ექიმს რომ აბარებ პაციენტებს უნდა დარწმუნდე,რომ გაიაზრა ყველას დიაგნოზი და დანიშნულება უნდა აკონტროლო მუდმივად ...ანალიზები თან ისე უნდა დანიშნო რომ უფროსობა არ გაგიჟდეს და თან ისე რომ ინფორმაციული იყოს. ყველა წამალი არ გაქვს,რაც გაქვს ის უნდა გამოიყენო ... დაწერილი კანონი რომელიც ყველა ერთი დიაგნოზის მქონე პაციენთზე ერთნაირად გავრცელდება არ არსებობს. ყველა ბოლოს მაინც ინდივიდუალური პაციენტია .ჰემოდიალიზში განსაკუთრებული ნიუანსებია რომლეებზეც ნელ_ნელა მოგახსენებ და მერე შენც მიხვდები ...თუ დარჩები და თვითონ არ გაიქცევი
_ჭამასთან ერთად საუბარი საერთოდ არ მიყვარს,მაგრამ აშკარად არ იქნება სხვა გზა
_დრო არაა ეს გახსოვდეს სულ...მიუხედავად იმისა რომ თერაპიაა და არა ურგენტული ქირურგია,ან ემერჯენსი დროარ გაქვს. ნებისმიერ წამს შეიძლება დაგიმძიმდეს ერთი შეხედვით სტაბილური პაციენტი ჰემოდიალიზში განსაკუთრებით,რომელიც ამბულატოროულად ითვლება და ფაქტობრივად ცარიელი ხელებით რჩები . სულ უნდა ელოდო სისხლს
_ასე ნუ მიყურებთ... სისხლის შიში არ მაქვს
_ვიცი ,მახსოვს ... ფაქტობრივად არ გიჭამია
_უგემურია და უხარისხოდ მომზადებული
_უფლისწულის ხასიათი ვერ წაგართვა ეკონომიურმა რყევებმა?
_არაფერ შუაშია უბრალოდ საკუთარ კუჭს და ორგანიზმს ვცემ პატივს_არ მოეწონა სოფიას ირონია,მაგრამ მეტს ვერაფერს ეტყოდა
_წავიდეთ ... მირეკავენ უკვე კაბინეტთან პაციენტი მელოდება

იმ დღის ბოლოს დუდა დაქანცული იყო ფიზიკურადაც და გონებრივადაც. ყველაფერი მოხდა თითქოს რაც კი რამ შეიძლებოდა. სოფია საქმის პარალელურად ელაპარაკებოდა და ბოლოს მაინც ენერგიულად გამოიყურებოდა. საერთოდ არ ეტყობოდა წინა ღამის ამბები და მუშაობის ყოველდღიური რეჟიმი.
_სად დაგტოვო ? ადრე სადაც ცხოვრობდი ისევ იქ ხართ ?
_მელოდებიან არ შეწუხდეთ ...
_აჰ ,კარგი მაშინ ხვალამდე . ისევ შვიდზე ,არ დაგავიწყდეს
_ხვალაც თქვენ ხართ მორიგე ?
_როცა არ ვიქნები რა გგონია რომელზე მოხვალ _ გაეცინა , დაღლილობას ამჩნევდა და ხალისობდა _განყოფილება იწყებს შვიდზე
_ათის ნახევარზე არასდროს მოდიხართ?
_მეღვიძება ექვსზე და ვინაიდან საწოლის მეორე მხარეს არავინაა ვინც შემაჩერებს მოვდივარ . შენ შეგიძლია ათის ნახევრიდან იმუშაო ხოლმე , მართლა ხომ არ შეგიწირავთ ამ ახალგაზრდა ბიჭს _ მიაბიჯებდა და თან მანქანას უყურებდა . მალევე გადმოვიდა იქედან კიტა ნავერიანი და სოფიასკენ დაიძრა
_ როგორ ხართ ძვირფასო სოფია ?
_კიტაა ... როდის დაბრუნდი. რა სიურპრიზია _ისე ფართოდ გაუღიმა,ისე შეიცვალა დუდას ეჭვიანობისგან გასცრა მთელს სხეულში _ დედიკოც აქეთაა? როგორ მომენატრეე ღმერთოო რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი _ ეხვეოდა და ისე ლაპარაკობდა. კიტამ მხარზე რომ აკოცა უკვე ცეცხლი ეკიდა დუდას.
_მარტო ვარ ჯერ ... რომ ჩამოვიყვან გესტუმრებით ან მოგიპატიჟებით. შენ არ იცვლები ხომ? როგორიც დაგტოვე ისეთივე ხარ _ ოდნავ მოშორდა და სახეზე მოეფერა _ ულამაზესი
_აჭარბებ...ისეთი დაქანცული ვარ. დუდას საიდან იცნობ ?
_შენთან თუ დაიწყო მუშაობა არ უთქვამს... რომ მივწერე მხოლოდ მისამართი მითხრა
_არ ვიცოდი თუ იცნობდით
_ერთ სკოლაში დავდიოდით და სიგიჟემდე მიყვარდა
_ნუ ამბობ _მეთქი ეგრე რამდენჯერ უნდა გითხრა კიტა ? _ მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და ისევ ჩახუტა _ღმერთო რა კარგი დრო იყო და როგორ მენატრება ხოლმე
_შევიკრიბოთ ერთ დღეს ...
_ლიკუნას მისწერე და ის დააორგანიზებს
_არაა საქართველოში რას დააორგანიზებს...შენ კლინიკის მიღმა არ ცხოვრობ ?
_სად წავიდა
_იტალიაში ცხოვრობს ქმართან ერთად... შემხვდა სრულიად შემთხვევით
_არ არსებობს
_არსებობს... შენღა დარჩი მგონი სხვა ყველა ქორწინებაშია
_ღმერთი იფარავს ჯერ _ჯერობით იმ ჩემ საბედოს თუ როგორ მეუბნებოდი?
_ზუსტად... წამო რა ჩვენთან ერთად. ვივახშმოთ ჩემთან მერე როდის მოვიცლი ან შენ როდის გამოხვალ ამ საავადმყოფოდან
_საშინლად დაღლილი ვარ მართლა
_მითუმეტეს... წამო ,ნუ მაწყენინებ ბოლოს და ბოლოს ჩვენი სიყვარულის ხათრით
_კიტაა იცოდე შეყვარებულთან შეგარცხვენ
_კიარ გმალავ სოფია...იცოდეს ყველამ ბავშვობიდანვე როგორი კარგი გემოვნება მქონდა და მერე მაინც მასზე შევაჩერე არჩევანი
_არსებობს ის ვიღაც ვისაც ამას ვეტყვით ?
_როგორ არ იარსებებს აბა ასე ცალად ხომ არ ვიქნები სულ...
_რა საინტერესო ყოფილა ორი უჟმურის ერთად ნახვა ... ხვდები რომ ლაპარაკიც შეუძლიათ და სიცილიც უბრალოდ შენ არ გწყალობენ _ ვერ მოითმინა
_შია ბავშვს თუ მივდივართ დროულად წავიდეთ თორემ მისი ცარიელი კუჭის ცოდვა არ მომასვენებს დღეს. შესვენების საშუალება არ მივეცი ...
_ახლობლობა შენთან არ ჭრის?
_შენი ხათრითა და დიდი სიყვარულით ცოოტას შევუმსუბუქებ ხვალიდან საქმეებს
_კახას თხოვნით მიმიღო უფრო ახლობელი ვინ ჰყავს ,გატყუებს ... ხვალ ალბათ უარესს მიმზადებს _მანქანის კარი უკან გაუღო . სოფიოსაც არ უთქვამს წინ დავჯდებიო და ასე აღმოჩნდნენ ბოლოს ორივენი უკან . ის ფაქტი რომ გზაში საუბრის დროც არ დაკარგა და საკუთარი მანქანით არ წავიდა აგიჟებდა,მაგრამ მცირედი უპირატესობა ის იყო კიტას ნაცვლად მის გვერდით რომ იჯდა.
_შენ ასე მარტივად თუ იღლები სჯობს დანებდე
_სიტყვა დანებებას არ ცნობს და ტყუილად ცდილობ ...
_საიდან ვიცნობო რა მითხარი?
_ჩვენი ოჯახები მეგობრობენ ... მამამისი ჩემი უფროსი მეგობარია მე მისი
_"ჩემ თვალწინ გაიზარდა" ამბავია? თუ "მე გამოვზარდე"
_არც ჩემი გამოზრდა სჭირდებოდა და არც იმდენად დიდები ვართ მე და შენ მასზე ბიძის ინსტიქტი რომ მქონდეს ... ძმაკაცია ჩემი ,სანდო და საიმედო კაცი ,რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვთხოვ ექიმობა არ გინდა_თქო და ისიც არ დამიჯერა _კიტასგან სხვა პასუხს არც ელოდა, მაგრამ მაინც ნერვები ეშლებოდა მათ დუეტზე.
_ერთ დღეში დასკვნა ვერ მექნება,მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გეტყვი ტყუილად ოცნებობდა თუ გამოუვა რაც ასე ძალიან უნდა ... ექიმობას მხოლოდ სწავლა არ სჭირდება,შინაგანად უნდა იყო
_ორივე აფანატებთ ამ პროფესიაზე და მე მძულს საავადმყოფოები
_არც უნდა გიყვარდეს... მთელი ცხოვრება ექიმებისგან შორს ყოფნას გისურვებ.

რესტორანში ისხდნენ უკვე თინა გვიჩიანი რომ გამოჩნდა.
_საღამომშვიდობისა ...
_დღეს მხოლოდ დუდას არ გაგაცნობ ... ჩემი ბავშვობის მეგობარი სოფიო ხაჭვანი. ეს კი თინა გვიჩიანია ჩემი კომპანიის სული და გული
_მე კი ვიფიქრე კომპანიის კი არა შენი სული და გული იყო
_ამოაცლის სულს და გულს გოგა გვიჩიანი _ დუდამ თქვა და თინას ხელზე აკოცა _სასიამოვნოა შენი გაცნობა ,ბევრი მსმენია ბევრისგან
_მეც ბევრი მსმენია და მიხარია ,რომ გაგიცანი ...
_ჩემი სული და გული შენს მერე მგონი შეუხებელი დარჩა
_როგორ ? _ თინამ თავი ვერ შეიკავა და ზედმეტად აჟიტირებულ უფროსს მიუბრუნდა _ ყოფილ შეყვარებულს მაცნობთ ბატონო კიტა? კომპანიაში როგორი ქვის სახით ხართ და თურმე მიმიკებიც გაგაჩნიათ
_დამაფრენდზონა და რა მექნა თორემ შენი ასაკის შვილები გვეყოლებოდა ახლა მე და სოფიას _ მხარზე ჩამოვარდნილი კაბის სახელო ისე ნაზად გაუსწორა და ისე თბილად გაუღიმა სოფიოსაც გაუთბა გული
_ხუმრობს უბრალოდ... სინამდვილეში არასდროს ვყვარებივარ როგორც ქალი. სულ მეგობრები ვიყავით ,მაგრამ ჩემ თაყვანისმცემლებს ვიგერიებდი ამ ტყუილით და ისიც არ უარყოფდა. სამწუხაროდ რომ წავიდა მერე ხშირი კომუნიკაცია აღარ გვქონდა,მაგრამ ბავშვობის მეგობარი მაინც შეუცვლელია
_დავბრუნდი და როგორც ყოველთვის ახლაც,სულ შენ გვერდით შეგიძლია მიგულო
_ჩემ გვერდით ვინც მომიჩინა კახამ მგონი ისიც მკმარა ... წუხელ გადამარჩინა და ვალშიც ვარ თორემ ერთ დღესაც არ ვაპირებდი მის დატოვებას _ არ მოეწონა ასე მშვიდად რომ მოუყვა წინა ღამის ამბავი . თან ხომ იცოდა კიტას არ უყვარდა როგორც ქალი,მაგრამ მაინც ეჭვიანობას ვერ ერეოდა.
_იმიტომ სცემე წუხელ ის ნაბ.ჭვარი ძლივს რომ მოგაშორეთ სამმა კაცმა? რატომ არ მითხარი
_უმიზეზოდ რომ არ ვცემდი არ იცოდი?
_რომ ვიცოდი აღარ ჩაგეძიე ,მაგრამ რომ გეთქვა რა მოხდებოდა
_მისი საიდუმლო იყო ჩემი არ !
_რა ხასიათზე ხარ ... რა გაკეთებინა ასეთი. სუდნოებით გარბენინა?
_არა , სრული სერიოზულობით მოვეკიდე მისთვის სწავლებას... უბრალოდ ნახა ყველაფერი რაც ხდება დღის განმავლობაში.
_ქალბატონი სოფიოა ზედმეტად ენერგიული ან შენმა ნახვამ გააბედნიერა იმდენად,რომ ახალი ძალით დაიმუხტა_ კერძს აგემოვნებდა,თეფშს დაჰყურებდა და მერე უკვე ღვინოც დააყოლა . კიტაც ჩაცინება არ გამორჩენია ,მაგრამ დააიგნორა
_გამოდის ჩვენი უფროსების დესპოტიზმი გვქონია საერთო მე და შენ დუდა
_უკაცრავად?მე რა დაგავალეთ ისეთი...სრული თავისუფლება გაქვს
_უჩემოდ რატომ შეხვდი ახალაძესო ვინ ღრიალებდა გუშინ
_რაც მოხდა შეხვედრაზე წინასწარ ხომ არ ვიცოდი და იმიტომ ხომ არ უნდა დაგეჯერებინა,რომ შენზე მეტი მაქვს გამოცდილება და
_ასაკს მოაქვს ალბათ ... თუ მოვაღწევ ორმოც წლამდე ალბათ მეც მექნება გარკვეული გამოცდილება _აგიჟებდა გვიჩიანი ისე რომ თავის ნაზ და მშვიდ საუბარს არ ივიწყებდა
_ ორმოცამდე რომ მივალ ჩემი თანამშრომელი ალბათ აღარ იქნები და წარმოდგენა არ მექნება შენი პროფესიონალიზმის შესახებ _არ ვარ ჯერო უნდოდა ეთქვა,მაგრამ სხვაგვარად მიაწოდა ინფორმაცია
_საინტერესოა შენი ასაკის ახალგაზრდას როგორ უგებს ... მგონი მხოლოდ ჩემთან აქვს პრობლემები
_რა მინდოდა რას მოვდიოდი ახალაძე რომ შეგაგდებდა თავისი სახლის რომელიმე ოთახში უნდა დალოდებოდი გოგა რას გააკეთებდა. იმ სახლს ჰაერში აწევდა და შენ ალბათ ციხეკოშკში პატომრობას მოგისჯიდა რომ გაეგო იქ მიხვედი. ისე ხომ არ ვუთხრა ...
_არ გაბედო და არ მოუყვე! _წამში იქცა პეპლიდან არწივად და ეს მეტამორფოზა ყველასთვის ცხადი იყო
_მამამ არ უნდა იცოდეს მისი შვილი რომ საფრთხეში იყო?
_დარწმუნებული თუ ხარ რომ გინდა გოგამ ყველაფერი იცოდეს რაც ჩვენ შორისაა კი ბატონო ... მეც მექნება რამე მოსაყოლი ,რამე დესპოტი უფროსის მემუარებიდან _ ბოლოს დააყოლა უხერხული შინაარსი რომ არ ჰქონოდა მის სიტყვებს და მერე ისევ დუდას და სოფიას გახედა _თქვენ რამდენი ხანია რაც ერთად მუშაობთ?
_ჯერ მხოლოდ ერთი დღეა ... დუდას ყველაფერი წინ აქვს. შენი პოზიცია რა არის? კიტას თანაშემწე ხარ?
_როგორ გეკადრებათ მე მდივნად მსგავსი ხასიათის მქონე ნებიერა გოგონები არ ამყავს
_მდივნად არ პირდაპირ გენერალურ დირექტორად
_უკაცრავად?
_ჰარვარდის კურსდამთავრებულია და არც ისეთი პატარაა ასაკით როგორც გამოიყურება . სკოლის მოსწავლეს კი ჰგავს ,მაგრამ 25 წლისაა და ფენომენალურად ნიჭიერია , შესაშურად შრომისმოყვარეც და მიზანდასახულიც. ხანდახან მეც კი მიკვირს იმდენად არ შეუძლია გეგმაზე უარის თქმა . უბრალოდ ადამიანის მოსმენა არ შეუძლია და უაზროდ ჯიუტია ... უხახვოა _ უცებ უთხრა და თეფში მისკენ მისწია _ გემრიელია
_ღმერთოო ჩემო _ სოფიოს ღიმილიანი სახე და ჩუმად ნათქვამი სიტყვები დუდამ გაიგო და დაინახა. საოცრად მოსწონდა მისი ეს სახე,სხვისი ბედნიერებით გაბედნიერებული_მოხიბლული ვარ თინა ,ძვირფასო შენი რეზიუმით ... კიტა შეგიძლია მაშვლებსაც აჩვენო
_ეგ რა არის?
_აი ვიღაცას რომ გირიგებენ და კითხულობენ როგორი გოგოაო კიტა შეგაქებს ... სივია ოღონდ სასიძოს ოჯახში წარსადგენი
_სასურველი გენერალური დირექტორია თორემ სასურველი სარძლოა ქართული ოჯახისთვის_თქო ეგ არსად მითქვამს და ვერც ვიტყვი. ვერავის მოვატყუებ ხომ იცი სიმართლის მოყვარული კაცი ვარ
_მთავარია ვინმე შენზე შეყვარებულმა ქალმა მე არ მკითხოს შენზე თორემ მე ვისაც მოვწონვარ იმას გადაწონება უჭირს ყოველთვის
_ეგ მეტყველებს იმაზე თუ რა კატეგორია ხალხს მოსწონხარ ... ბაგა_ბაღი. კიდევ კარგადაა გოგა
_იმედია ჩვენც კონფლიქტის ამ დონემდე არ მივალთ _ სოფიომ უთხრა ჩუმად
_იმედია მივალთ სიყვარულის ამ დონემდე _ გაიფიქრა ყიფიანმა
_კიტა გახსოვს ჩხეტია და მანაგაძე ?
_მახსოვს...რისი თქმა გინდა მაგით ?
_მესამე შვილი ჰყავთ უკვე ... ერთ_ერთის ნათლია ვარ და ხშირად ვხვდებით ხოლმე . დღემდე კატა_თაგვივით არიან ,მაგრამ ვაფრენ მათ წყვილზე
_ჩხეტიაზე დალაგებული და მშვიდი ცხოვრების მქონე კაცს იცნობ შენ ვინმეს ?
_თინას მამასაც არ ჰქონია მშვიდი წარსული,მაგრამ როგორც ვიცი ერთი ცოლი ჰყავს და ერთი სიყვარული წლებია
...............
_თინას მამასაც არ ჰქონია მშვიდი წარსული,მაგრამ როგორც ვიცი ერთი ცოლი ჰყავდა და ჰყავს ხომ?
_მამა დედასთანაა სულ სხვანაირი და ალბათ იმიტომ ... ლილი უყვარს სამყაროში ყველაზე და ყველაფერზე ,ჩემზე მეტადაც კი . ალბათ ასეთი ორმხრივი სიყვარული სჭირდება ურთიერთობას წლებს რომ გაუძლოს
_უკაცრავად ... ცოტა ხნით დაგტოვებთ _კიტამ რა შეამჩნია ვერავინ დაინახა უცებ წამოდგა და მეორე სართულისკენ დაიძრა.
_ძალიან დაკავებული ხარ ალბათ ხომ?
_კი,მაგრამ მომწონს რაღაც კარგად რომ გამომდის საოცარ შეგრძნებას მიტოვებს და დაღლილობასაც მიქრობს
_ჭკვიანი,ლამაზი და მიზანდასახული ყველაფერი ერთად იშვიათადაა ხოლმე თავმოყრილი ერთ ქალში . შენ ნამდვილად გამონაკლისებს შორის გამონაკლისი ხარ
_თქვენც ... მე ექიმობას მთავაზობდა მამაჩემი,მაგრამ კატეგორიული უარი განვუცხადე. პირველ რიგში დარწმუნებული ვიყავი რომ მისი მეგობრების მკურნალობა მომიხდებოდა და მეორეც არ მაქვს შესაბამისი ძალა მენტალურად გავუძლო იქაურობას
_როგორც მე ვერ წარმომიდგენია სხვა საქმის კეთება ასევე ხარ შენც...ფაქტია ორი ბედნიერი ქალი ვართ ჩვენი საქმის პოვნა რომ შევძელით
_ჯანდაბა _ დუდა უკვე ხედავდა კიტა როგორ მივიდა ერთ_ერთ მაგიდასთან და სანამ რეაგირება მოახერხა ნავერიანს უკვე მეორე სართულიდან ჰყავდა გადმოკიდებული უცნობი.
_ღმერთო...ღმერთო მოკლავს
_სად მიდიხარ...თინა გაგიჟდება არ ჩაერიო
_მე გავგიჟდები რომ დაიჭირონ და ყველაფერი ამერიოს _ თვალის დახამხამებაში გაჩნდა კიტას გვერდით . ის უკანასკნელი რაღაცას ეუბნებოდა კიდევ და აგიჟებდა
_რა ხდება იქ იცი? არ გააჩერებ?
_თინა გააჩერებს ან ვერავინ ...
_რომ გადმოაგდოს?
_არ გადმოაგდებს ... ცემის კვალსაც არ დაუტოვებს ხალხის თვალწინ. ასე არ მუშაობს კიტა ნავერიანი
_თინას მამამ იცის ამათი ტრფობის შესახებ ნეტავ?
_კიტამ უნდა გადაწყვიტოს ჯერ რა უნდა და რაც უნდა შეუძლია თუ არ...შენი პირველი სიყვარული არ არის?ჩემზე უკეთ არ უნდა იცნობდე?
_ხუმრობა იყო უბრალოდ... დაიჯერე?_ზემოთ ომი იყო ისინი კი ისხდნენ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ
_ადრეც ასეთი იყო? ნებისმიერ წამს შეეძლო ჩხუბის დაწყება?
_თითქოს შენ იყო არაკონფლიქტური...მგონი ახლა თინა ეჩხუბება. ხშირად უნდა ვნახო ესენი,ვატყობ კარგად გავერთობი ქორწილამდე
_გგონია იქორწინებენ?
_დარწმუნებული ვარ... როგორი მუხტი აქვთ ვერ ამჩმნევ?
_ასე კარგად იცნობ ადამიანებს სოფია?
_ბევრ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია
_მაინცადამაინც ჩემზე გქონდა არასწორი დასკვნა
_არაფერი მიფიქრია ისეთი რაც არ ყოფილა იმ დროს ...
_მივდივარ მე ... ნახვამდის. შემდეგი შეხვედრა იმედია მშვიდად დასრულდება ,თუ ბატონი კიტა ინებებს ზრდასრული კაცივით ასაკის შეაბამისად ქცევას და გაითვალისწინებს რომ ნორმალურ ქვეყანაშია და არა კორუმპირებულ რუსეთში სადაც ყველას მოსყიდვას შეძლებს და გააქრობენ მისი ჩხუბის კვალს
_მამაშენმა იცის ჩემთან ერთად რომ ხარ და თუ მე არ მიგიყვან
_ვეტყვი რაც მოხდა ...
_ისიც არ დაგავიწყდეს უთხრა რაც გააკეთა და მე თუ დავაკელი ის დაუმატებს
_მეც უნდა წავიდე... დასვენება მჭირდება . ერთად გაგვიყვანე ბარემ _სოფიამ სიტუაცია განმუხტა.
_მე უკვე მომაკითხეს... დროებით _ დუდასაც აკოცა და სოფიოსაც მერე კი კადისკენ დაიძრა
_ვინ მოაკითხა ...
_ილდანია
_ბავშვი მომანათლინე იცოდე _სულ ბოლოს უთხრა უკვე სახლთან რომ გაუჩერა მანქანა ნავერიანმა და წავიდა.
_გამაგიჟებს !
_თითქოს ისე არ გიჟდებოდე
_ვერ გავუძლებ შანსი არაა
_როგორც ექიმს თუ როგორც ქალს
_ვერცერთს !
_ნებდები შე ჩემა?
_შენ მართლა ხო არ გიყვარდა
_შენ შ.გ ხო არ გაქ ... მიყვარდა და ახლა შენ გამხნევებ?
_როგორ არ გიყვარდა
_ყველას არ უყვარს კიდევ კარგი თორემ დ.გენძრეოდა
_ილდანი რას შვება
_რას გაიგებ...მე ვიცი გგონია?
_თინასთან რას აპირებ
_რას უნდა ვაპირებდე...იდეალურად ართმევს თავს საქმეს. არჩევანი მასზე რომ გავაკეთე არ შევცდი
_როგორც ქალზე გეკითხები და თავს ნუ ისულელებ
_ბავშვია თან გოგას ბავშვი და გვიჩიანმა ისე ჩამაბარა ვერავის მივცემ უფლებას რამე დაუშაოს . რამდენად ჭკვიანიცაა საქმეში იმდენად სისულელემდე მეამიტია ცხოვრებში. არ იცის საერთოდ ადამიანების ცნობა სოფიასგან განსხვავებით . დღეს რომ შევხვდი მთელი ბავშვობა გამახსენდა მომენტალურად
_მისით აღფრთოვანებული ხარ
_ბავშვობაშიც აღფრთოვანებული ვიყავი იმდენად განსხვავდებოდა ყველა გოგოსგან . ძალიან რთული ხასიათი აქვს , მაგრამ
_თინაზე გესაუბრები და შეეშვი სოფიას ნუ მაღიზიანებ !
_გითხარი უკვე და ნუ მაწუხებ!
_გოგასი გეშინია და ცხოვრების ქალზე ამბობ უარს?
_ვერ იქნება ჩემი ცხოვრების ქალი ბავშვი
_გგონია ამდენად სუსტია?
_ვერ გაუძლებს ჩემნაირს და მე რა ეგოისტი ვარ რომელიც ცხოვრებას აურევს? აღარ მკითხო და ამდენი აღარ მალაპარაკო
_სოფიოს კარგად ელაპარაკებოდი...სკოლის დროს ენაწყლიანი ბრძანდებოდი ალბათ
_შენ რას აპირებ დარჩენას თუ წამოსვლას
_უკეთეს უფროსს ვიპოვნი გგონია თუ უკეთეს მასწავლებელს
_შენზე უფროსი,შენი მასწავლებელი,შენი უფროსი პირდაპირ ომს გააჩაღებ მეგობარ ოჯახებს შორის და სულ არ გენაღვლება
_შენ რა იცი მე რა მინდა ... ის რომ მაშინ მომწონდა იმას არ ნიშნავს
_რას მეეჭვიანები აბა
_გკითხე უბრალოდ
_მოატყუე ვისთანაც გაგივა... _მანქანა გააჩერა და ბიჭს გახედა _ტკბილი ძილი დარწმუნებული ვარ დიდხანს ვეღარ გნახავ სოფიო ისე დაგამუშავებს აღარაფრის ენერგია გექნება
_მოვახერხებ ადაპტაციას...კარგად
_მომიკითხე ნატალია
_გადავცემ .

სოფიომ სახლში რომ შეაბიჯა ტანსაცმლის გამოცვლა მოახერხა მხოლოდ კახამ რომ დაურეკა
_დღეს ბინაში რჩები?
_ხო
_როგორ ჩაიარა დღემ
_კიტა ვნახე ნავერიანი და ერთად ვივახშმეთ
_რამდენი ხანია დაბრუნდა ახლა ნახე?
_დუდას მეგობარი აღმოჩნდა
_ხო ვიცი ... როგორ გაართვა თავი
_ჯერ მისმენს და საქმის კეთებაზე რომ გადავა მერე ვნახავ
_ვერ მიხვდი ვერაფერს?
_წინასწარ არაფერს ვიტყვი... მთელი დღე რადგან არ გავუშვი ეს უკვე ნიშნავს რაღაცას
_უბრალოდ განზრახ ნუ ეცდები გააგდო
_კარგი გავიგე ... გკოცნი.
_შენი ძმა სად დაძრწის ხომ არ იცი
_წარმოდგენა არ მაქვს. ვიძინებ და არ დამიკავშირდეთ
_კარგი ჩემო ოქრო

პირველი დღის ბოლოს ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა დუდას იქ მისვლა მის საქმეს თუ გაამარტივებდა და შვებას აგრძნობინებდა.
ბიჭი არაფერს ამბობდა საკუთარ ცოდნაზე ,მხოლოდ უსმენდა,უკან მიჰყვებოდა და იჭერდა ყველა სიტყვას რასაც ეუბნებოდა.
რამდენიმე კვირა ისე გავიდა დუდას ერთი დღეც არ დაუგვიანია და მეტიც, მისვლის დროს რამდენჯერმე ფორმითაც დაუხვდა.
_ხალათი ჩაიცვი ... ექიმი ხარ და უნდა განსხვავდებოდე სხვებისგან თორემ მერე ყველა ყველაფერს გავალებს ხომ ხედავ და შენ აქ მონად არ ხარ მოსული . არც ყველაფრის თრევა გევალება რადგან ბიჭი ხარ და ძალა გაქვს _ არ მოეწონა სხვა განყოფილების ექიმები და ექთნები რომ ავალებდნენ რაღაცებს და ისიც უსიტყვოდ ყველას ეხმარებოდა_ თუ პაციენტისთვის აუცილებელია და შენ შეგიძლია რა თქმა უნდა უარს არაფერზე იტყვი . ხომ ხედავ მეც ჩემი სტატუსის მიუხედავად გუშინ რა მდგომარეობაში ვიყავი ,მაგრამ ვიღაცას ერთი ადგილის გამოძრავება რომ ეზარება ამის გამო არ უნდა დაკარგო შენ დრო_ ელაპარაკებოდა უცებ რომ მოწყდა ადგილს და ოთახში შევარდა
_კრუნჩხვა აქვს სად ხართ მაკა ... _რაღაც მომენტში ყვიროდა. მითითების გარეშე რომ მიუტანა წამლები დუდამ და უკვე ნემსიც მზად ჰქონდა . იმ წამსვე შეამჩნია,მაგრამ არაფერი უთქვამს. პაციენტი იქვე დაასტაბილურა და შემდეგ ერთად გაიყვანეს საწოლითვე ემერჯენსში. იქაც დარჩა და ექიმს ანამნეზს აწვდიდა წამით შეყოვნდა და დუდამ მიაშველა ინფორმაცია. უკან ერთდროულად დაბრუნდნენ
_როგორაა სოფო ექიმო
_ორას ოცი წნევა როგორ ჰქონდა ჩემთან რომ 160 ჰქონდა და გამოვუშვი გითხარი გადააკონტროლე ხშირად_თქო შენ სად იყავი ამ დროს _ კაბინეტში შესვლის შემდეგ შეუტია ექთანს _ ჭამა _სმის დრო სახლში და რესტორანში ქეიფისას მაკა . პაციენტი სანამ კრიზში არ გადავიდა იქამდე ვერ უნდა დაგენახა?
_ორი წუთით გავედი
_და იქამდე რატომ არ გადაამოწმე ან მერე რატომ არ გამოიქეცი ყველა რომ კიოდა და შეიქმნა ქაოსი შენ ადგომა დაგეზარა. ეს იქნება უკანასკნელი არ გეგონოს სხვა შემთხვევები მავიწყდებოდეს ან რადგან სპეციფიური საქმე გაქვთ შემცვლელს ვერ ვნახავ _ხმას არ უწევდა , მაგრამ თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა_გადი ახლა დაუბრუნდი სხვებს... პაციენტი შემოუშვი დუდა და მერე გადი ნახე როგორ არის რამე ხომ არ სჭირდება
_სტაციონარში მოათავსებენ?
_არამგონია ... უკეთ არის უკვე ,მაგრამ კვლევებს დაიწყებენ
_ჰეპარინის ფონზე ანალიზების პასუხები სწორი იქნება?
_კოაგულოგრამა არა ,დანარჩენები კი... ხომ გითხარი ჩვენი ანალიზების სია
_მითხარით ... განყოფილებაში ორშაბათიდან ვიწყებთ ხომ?
_ხო და გასწავლი როგორ ვაკეთებთ მიმართვებს
_ნათიას ვთხოვე და მაჩვენა...სინჯარებიც მზად გვაქვს უკვე
_კარგი მაშინ მიეხმარე შენც

ორშაბათს უყურებდა როგორ იღებდა პერიფერიული ვენიდან სისხლს იმ პაციენტებთან რომლებთანაც ექთნებმა ვერ მოახერხეს და თან სიტყვებით "შეიძლება მე ვცადო?" უყურებდა ამ მცირე დროში როგორ აფასებდნენ პაციენტები,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და რამდენად ყურადღებიანი იყო . აუღელვებლად მიჰყვებოდა დინებას. წარბშეუხრელად ხვდებოდა ყველა რთულ შემთხვევას. ერთ დღეს კი ექთნის შეუძლოდ გახდომის გამო რამდენიმე მათგანთან თავად დაიწყო ჰემოდიალიზის პროცედურა
_შეიძლება მე მივეხმარო?გოგონებს ბევრი საქმე აქვთ და დააგვიანდებათ
_თუ შეგიძლია შეიძლება რა თქმა უნდა _ რამდენიმე წუთის შემდეგ უკან მიჰყვა და მდუმარედ აკვირდებოდა. სხვა პაციენტებს ესაუბრებოდა და ისე ადევნებდა თვალს
_ფისტულაზე მუშაობა იცი თუ მხოლოდ კათეტერი ისწავლე
_ფისტულაც ვიცი
_სცადე გაკეთება?
_რეანიმაციაში ვმუშაობდი ერთი წელი და მაშინ ვისწავლე ,მაგრამ იქ იშვიათად მიწევდა გაკეთება. ფისტულაზე მიჩხვლეტია ,მაგრამ ის ზედაპირული იყო და ახალზე არ ვიცი
_ზოგადად რისკზე წასვლა უნდა შეგეძლოს ,მაგრამ არა ისე რომ პაციენტი დააზარალო. სანამ მე ვარ არასდროს მოგერიდოს თქვა არ ვიცი, სხვებთან მაინცადამაინც ნუ გამოიყენებ მაგ სიტყვას თორემ 20 წლის შემდეგაც იტყვიან არ იცისო _ იმ დღეს ყველა პაციენტს თავად ჩაუტარა პროცედურის ნაწილი,ყველა შემთხვევა ცალ_ცალკე განიხილა და მათ შორის ყველაზე რთული დუდას გადააბარა _ ვალიკო დღეს ჩვენი ექიმი ჩაგრთავს... ხომ ხედავ რა პატივში ხარ _ კაცს გაუღიმა და მერე ბიჭს გახედა
_მესამედ გავიკეთე უკვე ,გაწმენდის მერეც თუ არ იმუშავა რა მეშველება მერე სოფო ექიმო
_ცუდზე ნუ ვიფიქრებთ, თუ არ იმუშავებს კათეტერზე გადავალთ...
_ეჰ კაცი ავად არ უნდა გახდე თორემ მერე დამთავრებულია _კაცს ესაუბრებოდა, კარგახანს განაგრძო დიალოგი და კოსტას დრო მისცა დამშვიდებისთვის. მოსწონდა მისი პასუხისმგებლობის გრძნობა და უკვე ცოდნაც.
_ნიჭიერი ხარ ,მარტივად ითვისებ და მოხერხებულიც ხარ გონიერთან ერთად _დღის ბოლოს შემოვლას აკეთებდა რომ უთხრა და თვალი გააყოლა კიბეზე შემხვედრ გოგონას _ყველა გაიცანი უკვე ხომ?
_თითქმის ...
ერთი თვე იყო ზუსტად გასული იმ დღეს განზრახ რომ დააგვიანა და რამდენიმე საათით გადააბარა პაციენტები
_გისმენთ
_კლინიკაში ხარ?
_კი აქ ვარ
_გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ჩემ მოსვლამდე მოაგვარე ყველაფერი ... თუ რამე კითხვა გექნება დამირეკე
_რამე სხვა ხომ არ შემიძლია ...
_არაფერი სხვა ... ზემოთაც თუ შეძლებ ასვლას და პაციენტებთან შემოვლას კარგი იქნება. ანალიზებსაც გადახედე და თუ რამეს ჩათვლი საჭიროდ დაამატე დანიშნულებაში
_კარგი ,გაბუნიას და ლომიძის გაწერას რომ გეგმავდით?
_თუ ანალიზებში ცვლილება არ არის მოამზადე ფ100 და უთხარი მოვიდნენ ახლობლები 4 საათამდე_თქო
_ამბულატორიული პაციენტები?
_დამელოდნონ ან გადაამისამართე მორიგე თერაპევტთან
_კარგად ხართ ნამდვილად? _ პაუზის შემდეგ ჰკითხა იმდენად წარმოდგენელი იყო დაგვიანება მისგან
_კარგად ვარ ...დროებით

ჯერ რეანიმაციაში მყოფ პაციენტებთან შემოვლაზე და შემდეგ სეანსს წარმართავდა, კონფერენციას დაესწრო სხვა განყოფილებების უფროსებთან ერთად და შემდეგ კლინიკის ახალ ხელმძღვანელთან კაბინეტშიც აღმოჩნდა. კაცს ადრეც იცნობდა და მასთან კომუნიკაცია არ გაუჭირდებოდა, მცირე ხნით ისაუბრეს შემდეგ კი მასთან ერთად წავიდა განყოფილებისკენ . შეტყობინებაც არ გაუგზავნია მოვდივართ და მოაწესრიგე ყველაფერიო ისე დაადგა თითქოს პირველად არ ხედავდა იმ დღეს. ბიჭი დარბაზში დაუხვდა, პაციენტების პირველი ნაწილი უკვე მიეღო და ერთ_ერთ მძიმე ავადმყოფს ესაუბრებოდა. ყველაფერი იდეალურად იყო მოწესრიგებული
_შენი განყოფილება აკრედიტაციის დროს აშკარად არ გაგვირთულებს საქმეს
_გარკვეული ნიუანსები გვაქვს მოსაგვარებელი. თქვენი წინამორბედი თანხების ეკონომიას აკეთებდა და იმედი მაქვს თქვენ გაითვალისწინებთ ...
_განვიხილოთ რა პრობლემაა და მოგვარება რამდენად აუცილებელია. ჯერ ვეცნობი ყველაფერს და შემდეგ დავიწყებ განკარგულებების გაცემას . მიუხედავად ჩემი შენდამი დამოკიდებულებისა შენ განყოფილებაზე ბევრია სამუშაო იმ ამბების მიხედვით რაც დამხვდა
_ამ რეჟიმში იმუშაონ მათ ვინც ამბები დაგახვედრა ,მოვიდნენ ჩემ პაციენტებს გაეცნონ და შემდეგ ილაპარაკონ კაბინეტებში მოდების ჩვენებაზე მყოფებივით რომ სხედან დალაგებულები და დავარცხნილები . ხუთ საათზე რომ გამოიხურავენ კაბინეტის კარს და მიდიან
_მე ვიცი რა დავიჯერო ,გიცნობ
_გაიცანი ჩემი განყოფილების ახალი წევრი სული და გული ,ამ წლის მნიშვნელოვანი აღმოჩენა დუდა ყიფიანი ... _ბიჭი იხმო და კაცს გააცნო _ ჩემი მარჯვენა ხელი , ექიმი რომელსაც ვანდობ განყოფილებას იმათგან განსხვავებით თავი ექიმებად რომ მოაქვთ და პაციენტთან საუბარიც არ იციან
_სასიამოვნოა
_მასთან დაკავშირებითაც მინდა ვისაუბროთ ... ოფიციალური უმცროსი ექიმის სტაჟი ვერ დაიმსახურა 200 კაციანმა დიალიზის განყოფილებამ ,ექიმებს შეგიძლიათ მარტო გაუმკლავდეთო და იქნებ ერთი დღე გვადევნო თვალი ჩემ ექიმებს რამდენი საქმე აქვთ და რამდენად სჭირდებათ ამ პოზიციაზე მყოფი კადრი, რეზიდენტების დამატებაზეც მქონდა საუბარი . კლინიკას რატომ არ აქვს პრეტენზია მომავალი ექიმები აღზარდოს არ ვიცი ... ლექციებს კარგად ატარებენ ის ორ წიგნ წაუკითხავები _აშკარად ვიღაც კონკრეტულს ერჩოდა თორემ დუდას მსგავსი საუბარი კოლეგის მიმართ მისგან მოსმენილი არ ჰქონდა
_კონკრეტულად დუდასთვის გჭირდება პოზიცია ? _ კაცს ირონიული ჰქონდა ტონი,მაგრამ სოფიომ არ შეიმჩნია
_არა ,დუდა აქ დიდხანს არ დარჩება მითუმეტეს უმცროსი ექიმის პოზიციაზე , მაგრამ საჭიროება არის იმდენი სტუდენტია თუნდაც რეზიდენტი ვიპოვნიდი პერიოდულად შესაფერის კანდიდატს ,ვფიქრობ დიდი გამოცდილების მიღება შეუძლიათ ჩვენთან
_დავფიქრდები ... გავესაუბრები HR_ს... საღამოს ვახშამზე გელოდები _დუდამაც გაიგო გასვლისას ნათქვამი სიტყვები ,მაგრამ სოფოს პასუხი ვერ მოისმინა . პაციენტი ეძახდა.

_შეიძლება ? _კაბინეტში შესვლამდე კარზე დააკაკუნა
_შემოდი , ხომ გითხარი პირდაპირ შეგიძლია შემოხვიდე ... დავწერე დანიშნულებები. ნახე პაციენტის ახლობლები და გაესაუბრე ,ისტორიასაც თუ დაასრულებ დღესვე კარგი იქნება. თუ ვერ მოასწრებ არაუშავს ხვალ ჩავაბაროთ . ზემოთ რომ ახვალ კაციტაძე ნახე როგორაა კიდევ აქვს ღებინება თუ არა
_დასრულებული მაქვს ,ხელი მოაწერეთ კურსუსებს და
_შენ მოაწერე, ჩემ გადახედვას აღარ საჭიროებ. თუ რაიმე ვერ გადაწყვიტო მკითხე და ერთად დავწეროთ მძიმე შემთხვევები.
_მაგიდაზე ხელმოსაწერი ფურცლები დაგიტოვეთ ფაილით ,რომ მოაწერთ ჩავალაგებ ისტორიებში
_კარგი ...პაციენტებს რომ გაუშვებ შეგიძლია შესვენება , აქ ვიქნები მე დღეს ამბულატორიული პაციენტები არ მყავს
_თხოვნა მაქვს ერთი
_გისმენ
_გამოცდა მაქვს ხვალ , დილიდან ვერ მოვალ
_ვისთან გაქვს
_კაკაბაძესთან
_ჩვენ მანანიკოსთან? ზეპირი თუ წერა
_ზეპირი
_ადრე გაგიშვებ თუ გინდა და იმეცადინე
_ვიცი უკვე. დილასაც გადავხედავ 12 ზე იწყება გამოცდა . უბრალოდ მინდა ვთხოვო პირველივე რომ შემიყვანოს და ღირს თხოვნა თუ არ
_ხომ გაგაცანი , აღარ მახსოვს ...
_კი გამაცანით
_მე დავურეკავ თუ გინდა და საერთოდ ვეტყვი არ გკითხოს . ისე რამდენი ქულა გჭირდება ჩასაბარებლად?
_არ მინდა ეგრე ... უბრალოდ ლოდინი მეზიზღება და ანბანს თუ გაყვა მთელი დღე იქ მომიწევს ყოფნა და დამღლელია ჩემთვის უაზროდ ჯდომა
_კარგი მაშინ თვითონ უთხარი და მიგიღებს , არ არის მანჩო უმიზეზოდ სწერვა . სამსახურშიც როცა გინდა მაშინ გამოდი... აქ ხარ ისედაც სულ და ერთი დღე დასვენება შემიძლია მოგცე
_მადლობა,მაგრამ დასვენების დღე ასე უბრალოდ არ მინდა. შევინახავ მნიშვნელოვანი მომენტისთვის
_როგორც გინდა ... მადლობა შენ დღევანდელი დღისთვის.

საღამოს კლინიკიდან რომ გადიოდნენ იმ დროს ურეკავდა მობილურზე უფროსი და პასუხის გაცემის ნაცვლად დუდას მიუბრუნდა
_რვა საათისთვის რომ გამოგიარო წამოხვალ კონფერენციაზე ? მერე ვახშამი იქნება , დრო თუ გაქვს კარგი იქნება თუ გაგიცნობენ ,თემა დიდად გასაგიჟებელი არ არის ,მაგრამ გაგაცნობ ჭკვიან გოგონებს
_მისამართი მითხარით და გამოვალ
_მე გამოგივლი და ერთად ავიდეთ ... შორია
_კარგი იყოს ეგრე

პირველად მიჰყვებოდა კონფერენციაზე. იქაც ყველას გააცნო და ვახშამზეც მის გვერდით დაჯდა. ბიჭი თვალს ადევნებდა ყველა მის ქმედებას, სულ რამდენიმე სიტყვა თქვა თავად . ახალი დირექტორი აშკარად ეფლირტავებოდა სოფია უხეში და რადიკალური არ იყო ,მაგრამ არც დიდ ინტერესს იჩენდა. ცეკვა რომ სთხოვა უკვე ორი ჭიქა მაინც ექნებოდა დაცლილი . გაჰყვა , სულს რომ უხუთავდა დუდას არ იცოდა. ის კი გრძნობდა როგორ ვერ იტანდა სოფიოს სიახლოვეს მყოფ კაცს,მაგრამ ვერაფერს გააკეთებდა. დიდხანს ითმენდა,ქალის სიცილს უყურებდა , თვალების ბრჭყვიალს და სიმსუბუქეს. მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი ჭიქა რომ დალია გაჟღერდა წინადადება
_მე წაგიყვან სახლში ,ნასვამი საჭესთან ვერ დაჯდები
_გმადლობ რეზი, დუდა დაჯდება საჭესთან . ნახვამდის , ორშაბათს შევხვდებით დილის კონფერენციაზე _ჩანთა აიღო,კაცს ლოყაზე აკოცა და გასასვლელისკენ დაიძრა _ იმედია მართვის მოწმობა გაქვს ,თუ არ გაქვს აქედან გამიყვანე და მერე მე დავჯდები . რეზიკომ არ იცის კახური ფესვები რომ მაქვს და ბევრ კაცზე მეტი შემიძლია დავლიო _ ისე უცებ შეცვალა საუბრის ტონი თითქოს წვეთი ალკოჰოლიც არ ჰქონდა მიღებული
_მაქვს მართვის მოწმობა _ გასაღები გამოართვა,ჯერ სოფიოს გაუღო კარი და შემდეგ დაჯდა საჭესთან _ რეზი არ მოგწონთ თუ
_რეზის 10 წელია ვიცნობ და მისი საყვარლობა რომ მდომოდა აქამდეც მოვახერხებდი როგორმე ...ახლა მიხედოს თავის ყოფილ ცოლს და ერთ_ ორ საყვარელს პოსტკლიმაქტერულ პერიოდში _ ფანჯარა ჩამოსწია, ფეხსაცმელი მოიშორა, ფეხი მოკეცა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია _ გინდა ?_ კოლოფი გაუწოდა
_არ ვეწევი,გმადლობთ
_უფრთო ანგელოზი ხარ პირდაპირ...დიპლომს რომ აიღებ რეზიდენტურას რა განხრით განაგრძობ . ვინ გაგაცნო რომ გაგიმარტივდეს ადაპტირება
_ფსიქიატრიაზე ვფიქრობ
_საიდან მოიტანე ... ნებისმიერ სფეროში იდეალურად გაართმევ თავს და ფსიქიატრია გინდა ? რატომ ადგილები ბევრია და მარტივად ჩააბარებ თუ
_ჩემი მიზეზი მაქვს ... დასრულებამდე პარალელურად ვიმუშაო მინდა და იმედია ჩვენ თანამშრომლობას განვაგრძობთ
_შემიძლია დავურეკო გოგას და ფსიქიატრიულში გიპოვნი ადგილს. არ ვიცი დამხმარე ყავს თუ არა , ყვავაძესთან რომ გამოვიძახე ექიმი გახსოვს ? ის კაცია განყოფილების უფროსი. რეზიდენტებიც ჰყავს და პაციენტიც ნაირფერი. ფსიქოთერაპევტიცაა ისეთი ტიპია თუ ვთხოვ ნამდვილად გასწავლის
_ჯერ დავასრულო და ჩავაბარო ... გადასვლა არ მინდა სხვაგან
_როგორც გადაწყვეტ ,მე საერთოდ არ მინდა რომ წახვიდე ,მაგრამ ხომ არ ვიეგოისტებ ...
_მადლობა , ყველაფრისთვის

გზის დარჩენილი ნაწილი ჩუმად გაატარეს. სოფო ფანჯრიდან იყურებოდა, მერე თვალები დახუჭა და მძინარეს ჰგავდა. ხშირად გაურბოდა მისკენ თვალი დუდას . მანქანა მის კორპუსთან რომ გააჩერა ერთხანს უბრალოდ უყურებდა,არ უნდოდა გაეღვიძებინა,მაგრამ სოფიას აშკარად არ ეძინა ისე სწრაფად გასწორდა,ფეხსაცმელი ჩაიცვა ,ჩანთა აიღო და შეხედა
_მანქანა წაიყვანე, ხვალ რომ მოხვალ გამოცდიდან მერე დამიბრუნე ... დროებით
_კი ,მაგრამ
_ხვალამდე ყიფიანო...

იმ საღამოს შემდეგ ხშირად დადიოდნენ ერთად კონფერენციებზე . რამდენჯერმე დუდა გაუშვა მარტო. განსაკუთრებით არჩევდა საკითხებს,ფსიქიატრიაზე სემინარები მოიძია და რამდენიმე ლინკიც გაუგზავნა.
ხელფასი გაუორმაგა მას შემდეგ რაც საქმეც გაუნახევრდა დამატებით უმცროსი ექიმის ადგილზეც ოფიციალურად გააფორმა
_ღამით მორიგეობებს აიღებ ინტენსიურში? მორიგე რომ იქნები მეორე დილას გვიან მოდი ხოლმე სულ აქ რომ არ მოგიხდეს ყოფნა...
_ღამით ჯერ ვერ დავრჩები
_შეყვარებულს უთმობ მთლიან დროს?
_არა , ბებიას ... დღისით მომვლელი უვლის და ღამით რამე რომ მოხდეს სახლში უნდა ვიყო _ მშვიდად უპასუხა მორიგი სიმართლე და სოფო კიდევ ერთხელ დარჩა გაკვირვებული მის მხრებზე არსებული ტვირთის გამო _ შეყვარებული არ მყავს და არ ვიცი საიდან მოვიდა ეგ ინფორმაცია. დავასრულე , ხელი მომიწერეთ და ჩავაბარებ _ ისტორიები გაუწოდა და დაელოდა.
_ბებოს რა სჭირს
_იშემიური ინსულტის შემდეგ ჰემიპარეზი აქვს ... მარჯვენა ხელს საერთოდ ვერ იყენებს და გადაადგილება უჭირს. რეაბილიტაციის შემდეგ თითქოს გაუმჯობესდდა , მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ვერც იცვამს და ვერც საჭმელს ამზადებს
_არ ვიცოდი ... შეყვარებულზე უბრალოდ ხუმრობა იყო _ხელი მოაწერა ფურცლებს და შემდეგ კარიც გაიღო _ამიტომ დაბრუნდი საქართველოში ?
_მამა რომ დაიჭირეს დავბრუნდი... ბებოს ამ ამბებზე ნერვიულობის ფონზე მოუვიდა ინსულტი
_უნერვიუკობაც მოსდით ინსულტი ადამიანებს შენ...რამე შემიძლია
_არაფერი. გმადლობთ

დუდაში კაცს ხედავდა როცა მის პირად ცხოვრებაზე იგებდა ამბებს,როცა აკვირდებოდა კლინიკის გარეთ ან კლინიკაში სხვებთან მის კომუნიკაციას. უშეცდომო იყო თითქოს და შენიშვნაც არ მიუცია მთელი იმ დროის განმავლობაში. ენდობოდა და ანდობდა ყველა საქმეს .

_კონფერენცია ტარდება თელავში... ორ დღიანი . შეძლებ წამოსვლას ? დასვენებაც გამოგვივა და საინტერესოც იქნება
_წამოვალ
_კარგი ... პარასკევს გავიდეთ პირდაპირ კლინიკიდან. დაბადების დღე აქვს კომპანიას და ვიცი წვეულების მაგვარიც ექნებათ და შესაბამისი ტანსაცმელი მაინც გქონდეს მზად _გააფრთხილა და განაგრძო საქმე
_ხვედელიანთან ანტიბიოტიკი არ მუშაობს ... 38 ჰქონდა ისევ ტემპერატურა . ველოდებით კიდევ თუ ვცვლით. ბაქტერიოლოგიის პასუხში არაფერია , ანტიბიოტიკოგრამა არ გვაქვს
_ვაგრძელებთ ბრმად ანტიბიოტიკების ცვლას იქამდე სანამ რომელიმე კომბინაცია არ იმუშავებს
_ალერგიაც რომ აქვს ?
_რეანიმატოლოგის გარეშე არ გააკეთონ...შენც იქ იყავი ექთნები ხომ იცი როგორ ჩქარობენ სულ და ავიწყდებათ ყველაფერი
_ბევრი პაციენტია და უამრავი საქმე
_ვიცი და თუ ხედავ არ ვჩხუბობ განსაკუთრებული სიშტერის გამოვლენის გარდა, რომელიც ლიკამ გამოიჩინა
_გააგდებთ?
_სხვისი სისხლი დაუდგა პაციენტს...რომ არ გცოდნოდა ანემია არ ჰქონდა ხომ გამობრუნდებოდი და მოკვდებოდა კაცი . 50 წლის კაცი პნევმონიით მომიკვდებოდა განყოფილებაში 130 ჰემოგლობინით ,რომელიც ამბობდა სხვებს ვუსგამდი ადრე სისხლხსო მხოლოდ იმიტომ რომ ზარმაცმა ლიკუნამ გვარები არ გადაიბარა , არ წაიკითხა სისხლზე მიწერილი გვარი და პაციენტსაც არაფერი ჰკითხა. დანიშნულებაც შეიძლება შეეშალოს... რამდენჯერ გავაფრთხილე პაციენტთან კომუნიკაცია ისწავლე. ნაყიდი ექთნის დიპლომებით რომ გვყავს ყველა უმაქნისი აქ შეყრილი იმის ბრალია. აბა ჩემ ექთნებს დააკვირდი თუ არ იციან პაციენტთან კომუნიკაცია და უჩვენოდაც თუარ გაუწევენ პირველად დახმარებას პაციენტს. ესენი ტოვებენ და გამორბიან ექიმის მოსაძებნად ...
_განყოფილების უფროსი თქვენ არ ხართ იქაც?
_დროებით ვარ და მე ვერ ვაკონტროლებ მაინც მიღება გაშვებას თორემ ყველა გაგდებული მეყოლებოდა მაიას , სოფიკოს და ლიანას გარდა. ის ახალი გოგოც ყოჩაღია,აზროვნებს რა ქვია ?
_ეკა ... სამედიცინოს სტუდენტია
_ხოო? რომელ კურსზეა?ეგ არ უთქვამს თეონას ... თუ რამე დააინტერესებს უთხარი შეუძლია მკითხოს და მორიგეობებიც შევათანხმოთ ხელი არ შევუშალოთ. რომელ კურსზეა
_მესამე მგონი
_შენ ყველაფერი იცი ? ჭორაობისთვისაც გრჩება დრო?
_მესმის და ვიმახსოვრებ... ეკას ვიცნობდი ერთ საგანს გავდიოდი მის კურსთან ერთად და მიცნო . კარგი მოსწავლეა ,მარტო ცხოვრობს მგონი და ხელფასი უფრო სჭირდება ვიდრე პაციენტების სუდნოებით სირბილი და კათეტერების ჩასმა
_ნესტანი უმცროსს რომ ეძებდა იპოვნა თუ იცი?
_არამგონია ... ახალი არავინ დამინახავს ისტორიებთან
_ეგ კარგადაც უხდის და თუ სწავლა უნდა ვინმეს ასწავლის კიდეც . რომ იქნება ეკა დამალაპარაკე და შევათანხმებ
_დღესაა ექვსზე მოვა
_ღამითაა?
_ხო, დღისით ლექციებზეა... სტიპენდია აქვს. მაშინ ჰქონდა მე რომ ვსწავლობდი მასთან ერთად და ახლა არ ვიცი
_გამახსენე რა რომ ველაპარაკო
_გაგახსენებთ
_კიდევ თუ გვყავს ვინმე ვისაც ექიმობის ღირსად თვლი მითხარი რომ გავითვალისწინო და როგორმე დავეხმარო
_თავი გტკივა? _ შუბლზე რომ მოიჭირა ხელი და თავი დახარა მაშინვე შეამჩნია
_არაუშავს... დაასრულე შენ თუ დაგაწერინო მე
_ბოლო დამრჩა და მორჩა
_არ დაგავიწყდეს ქირურგის კონსულტაცია მთლიანად გადაიტანე
_გადავიტანე
_კანკავასთან რა ხდებოდა დღეს ...
_არ მუშაობს ხელი ... ანტიკოაგულანტს არ სვამს ,დიეტას არ იცავს ერთი ტორტი აქვს ნაჭამი მგონი და ჯერ სისტემა ჩაითრომბა მერე ნაკადი არ მოგვცა,გამოიღო ნემსი,თავიდან უჩხვლიტა და მაინც არ წამოვიდა სისხლი. გავაჩერებინე
_რატომ არ დამირეკე
_რა უნდა გამეკეთებინა...კიდე მეცადაა?
_არა ,დღესვე გავუშვებდი ანგიოლოგთან ხვალისთვის არ გადავდებდი. ეგ იმდენ სითხეს მიიღებს თუ პრობლემა შეექმნა სასტაციონარო გახდება .
_ახლა რომ დავურეკო?
_დამშვიდდი , ხვალ გავუშვებ ... სხვა დროს დამირეკე აქ თუ არ ვიქნები და საკუთარ თავზე ნუ აიღებ არანორმალურ პაციენტზე პასუხისმგებლობას , რომელიც არაფერს დაგიჯერებს და არცერთ რეკომენდაციას ითვალისწინებს. კარგია რომ ბევრჯერ არ დაჩხვლიტე და არ გაართულე საქმე
_საყვედურის თქმის ნაცვლად რატომ მამშვიდებ და მაქებ . ფაქტია რომ შემეშალა და შენთან უნდა დამერეკა. უბრალოდ
_უბრალოდ დაგავიწყდა. ათასი საქმე გაქვს ,კიდევ უამრავი ვინმე დაგიძახებდა და გაუშვი . მესმის დუდა ... ვიცი უაზროდ დავდაჯერებული რომ არ ხარ და იმიტომ არ გაუშვი უჩემოდ,რომ თავი უკვე ექიმი გგონია . რაც შენ არ გაქვს გააზრებული ისიც ვიცი ...წადი ახლა ყავა მოიტანე და შოკოლადთან ერთად დავლიოთ. რაღაც გემრიელობა მაჩუქა იმ კაცმა
_არ მინდა ყავა... მშია . შენც გშია და შოკოლადზე და ყავაზე გინდა გადაატარო ვახშამი?
_რომელზე მთავრდება დღეს დიალიზები
_10 წუთში წავა ებრალიძე და მორჩა
_ის პაციენტი სად ჩავსვათ გერმანიიდან რომ ჩამოდის
_ორშაბათს პირველ საათზე მოვიდეს
_არ მოგაქვს ყავა?
_ერთ ადგილას წავიდეთ ... ვივახშმოთ
_აქედან გასული სახლშიც ვივახშმებ
_აქვეა... ახალი გახსნილია და ძალიან მოგეწონებათ. პიკის საათია,სახლში მისვლამდე შიმშილისგან ცუდად გახდებით
_კარგი ... გამოვიცვლი და გავიდეთ. შეეშვი მაგას ხვალ დაწერე არსად გვეჩქარება
რამდენიმე წუთის შემდეგ ხედავდა რესტორნის სახელს "მინდელი" . მყუდრო გარემო და ლამაზი სივრცე ნამდვილად იყო
_სახინკლეს თუ გულისხმობდი ამ პომადას მოვიშორებდი ... წითელი ტუჩსაცხი და ხინკალი სად გაგონილა . საპირფარეშოში გავალ
_მხოლოდ ხინკალი არ აქვთ ...უგემრიელესი ქართული კერძებია
_თითქმის ყველა ახალ ფილიალში გემრიელი კერძებია ...
_აქ განსაკუთრებულია დამიჯერე ... დარჩი წითელპომადიანი
_ხინკალი თუ მინდა? ვერ ვჭამ ჩანგლით . პეროიანი ქალი კი არ ვარ
_ვიცი,რომ არ ხარ _ გაეღიმა თმა რომ შეიკრა . ისეთი ლამაზი იყო ,იმდენად ბუნებრივი და არახელოვნური. სიგიჟემდე უნდოდა ასეთ მომენტებში ახლოს ჰყოლოდა,გულში ჩაეკრა და უთვალავჯერ ეკოცნა .

დუდამ შეუკვეთა და მალევე მიუტანეს ყველაფერი. უკვე მიირთმევდნენ ქართული სიმღერების ხმაც ისმოდა ფონად და ატმოსფერო სახლური იყო,ზედმეტად კომფორტული, სასიამოვნო.
_მართლა ძალიან გემრიელია ... შენი გემოვნებით აღფრთოვანებული ვარ
_დუდაა გამარჯობაა _ უეცრად გამოჩნდა გოგონა ფოტოაპარატით. იქვე მაგიდაზე დადო და ბიჭს მოეხვია
_მატილდა...როგორ ხარ ?
_მე კარგად ,თავად? სად დაიკარგე ,რატომ გაქრი ჩემი თვალსაწიერიდან ჩემო უფოტოგენურესო მეგობარო?
_გემუდარები ცოტა ხნით ფოტო აღარ ახსენო
_რა უჟმური ვინმე ხარ . სად ხარ მართლა. ხომ ყველაფერი რიგზეა
_კი ... ვმუშაობ .
_სად ,იმედია ამჯერად კლინიკაში და შეეჩვიე რომელიმე უფროსს
_შეჩვევაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ ,მაგრამ აქ ვარ _ გაეცინა სოფიას
_გაიცანი სოფიო ხაჭვანი , ჩემი ექიმი და მატილდა შენგელია თუ უკვე ილდანი ? _ ჩუმად უთხრა მას შემდეგ რაც კარი უცებ გაიღო და თორნიკე გამოჩნდა _ თან დაგდევს ლანდად და მოჩვენებად? _ჩურჩულით უთხრა უკვე და მატილდას ხმამაღალ კისკისს მიჰყვა ილდანიც_აი თორნიკე ილდანიც
_სად დადიხარ მთელი დღეა ადამიანო ტელეფონი ... სოფ? _ მატილდასკენ მიდიოდა უცებ რომ შეამჩნია ფეხზე მდგომი ქალი და წამსვე მოეხვია _ სოფია ... დუდასთან რა გინდა? შენთვის ზედმეტად პატარაა არაა?
_მატილდას რისთვის დაეძებ ნეტავ...ამხელა კაცი _დუდას ხმა გაიგო ორივემ და მისკენ გაიხედეს
_ყველა ყველას იცნობს ამ პატარა ქალაქში?
_მთელი დღეა დაგეძებ _სოფიოს როგორც კი გაუშვა მაშინვე მატილდას შემოხვია ხელი და ლოყაზე მსუბუქად აკოცა სანამ გოგო გაბრაზებული გაშორდებოდა
_ფოტო გადაგიღეთ ,გადმოგიგზავნი მოგვიანებით _დუდას უთხრა . სოფიოს გაუღიმა დაემშვიდობა და კარისკენ ისე წავიდა ილდანი დააიგნორა
_ღმერთო მოთმინება მომეცი,ღმერთო მეტი არაფერი მინდა ოღონდ მომათმენინე _ ჩაილაპარაკა და ორივეს სწრაფად დაემშვიდობა _ იმედია გნახავთ ისევ...კიტას დაბადების დღეა ორ კვირაში და დაგიკავშირდები იცოდე ჩასვი გეგმაში ჩვენთან ერთად ყოფნა. დუდა უთხარი ზუსტი თარიღი _ სოფიოს თავზე აკოცა გასვლამდე და მატილდას გაჰყვა
_რა ურთიერთობა აქვთ?
_უყვართ... შენ საიდან იცნობ ილდანს?
_მე ბევრს ვიცნობ ... ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ. დამეხმარა თინეიჯერობისას ძალიან,პატივს ვცემ და ვაფასებ როგორც კაცს. დაბრუნება როდის გადაწყვიტეს კიტამ და თორნიკემ
_დიდი ხანია უკვე ...
_მატილდა ფოტოგრაფია?
_მისი საყვარელი საქმიანობაა...
_ფოტომოდელი ხომ არ ყოფილხარ
_არა,უბრალოდ როგორღაც გამომტყუა რამდენიმე ფოტო . ერთად მოვხვდით ისეთ ლოკაციაზე სადაც შეიძლებოდა ფოტოების გადაღება და ის არ ისვენებს სანამ არ გადაგიღებს
_შენ ინსტაგრამ და ფეისბუქ ფეიჯებზე რომ არ არის ბევრი ფოტო?
_არ გამომიქვეყნებია...ზედმეტად ბევრი გადაიღო და ერთი ავარჩიე მხოლოდ
_ერთი გასროლაც კმარა შენ შემთხვევაში ანუ...მე ძალიან პრეტენზიული ვარ. არასდროს მომწონს ჩემი ფოტოები
_მატილდას შეგიძლია სთხოვო სანამ საოცარ ფოტოებს არ გადაგიღებს იქამდე არ მოისვენებს.
_რომ გამოგიგზავნის მაჩვენე მეც და მივხვდები რამდენად ნიჭიერია
_ჯერ ილდანს გადაურჩეს
_მგონია ,რომ პირიქით ილდანი უნდა გადაურჩეს. აშკარად გაბრაზებული იყო თორნიკეზე
_არ ვიცი , მე თორნიკეს ვიცნობ საშიშ კაცად
_თორნიკე არ გცნობია თუ გგონია,რომ საშიშია მართალი ადამიანისთვის
_შენ გცნობია
_დრო და ბევრი კომუნიკაცია არაა საჭირო ასეთი რაღაცების ცოდნისთვის ... კუჭი მინდა მეორე კიდევ რომ ვჭამო იმდენად გემრიელია ყველაფერი. შენთან ერთად მე წონის მატებას ვერ გადავურჩები
_შეგიძლია ივარჯიშო კიდეც ჩემთან ერთად
_ვარჯიშს როდისღა ასწრებ ეგ რომ არ მითხრა
_ერთი საათი მაქვს ვარჯიშისთვის თუ არ სირბილისთვის მაინც და კვირას დარბაზში სადაც შეგიძლია შენც შემომიერთდდე... უარყოფითი ენერგიისგან დაცლისთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის
_მე ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას არ ვცნობ... მირჩევნია გამოვიძინო,გასასვლელი თუ არ ვარ წიგნი წავიკითხო ან რამე ახალი ფილმი ვნახო. ძირითადად ოჯახისწევრები არ მასვენებენ და სადღაც მივყავარ ან ვიღაც მოდის და ბოლოს სუფრაზე აღმოვჩნდები ხოლმე
_ჩემთანაც ასე იყო ერთ დროს და შესანიშნავად მესმის შენი
_წავიდეთ მგონი დროა ... მართლა პატარა გოგო კი არავარ. დასვენება მჭირდება . ხვალ მორიგე ელენეა და დილის კონფერენციაზე მოვიდეთ პირდაპირ.
_მეც დავესწრო?
_არ გაინტერესებს რას გადაწვიტავენ საბოლოოდ გენიოსები ხახალაშვილთან დაკავშორებით?
_სულ მეზარება იქ ჯდომა და იმათი მოსმენა
_რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევს და იქნებ ისეთ გუნდში მოხვდე ჭკვიანურს რომ გეტყვიან რამეს. აუცილებლად უნდა შეგეძლოს სხვისი მოსმენა და რჩევის მიღება თუნდაც პროფესორი იყო ,დოქტორის ხარისხი გქონდეს და უდიდესი გამოცდილება. შეიძლება რაღაც ელემენტარული გჭირდებოდეს და ეს რაღაც სხვას მოაფიქრდეს . არასდროს უნდა იუკადრისო
_ზოგჯერ მართლა ცხოვრებას მასწავლი ექიმობას კი არა
_ექიმად თუ გინდა ჩამოყალიბდე შენში კიდევ ერთი ადამიანი უნდა შექმნა სხვა გამოსავალი არ არის და მე ამ ექიმისთვის საჭირო ცხოვრებას ნამდვილად გასწავლი. მე გეტყვი ჩემს სათქმელს და შენ რაც არ გინდა ნუ დაიჯერებ . დედას არ დავემსგავსო ბოლოს
_ჩემთვის დედას ვერასდროს დაემსგავსები ... ზედმეტად დიდი ვარ უბრალოდ და შენ ზედმეტად პატარა _ უცებ დაამატა ბოლოს . ანგარიში გაასწორა და სოფიოსთან ერთად დატოვა იქაურობა.
...........
ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით წავიდა . პარასკევ საღამოს უკვე სასტუმროში იყვნენ, დუდამ არ იცოდა თანხა სოფიომ თუ დაფარა. ნომრები მეზობლად ჰქონდათ . აივანზე ღამით გასულს ისიც გარეთ დაუხვდა . აშკარად ორივეს არეული ჰქონდა ძილის რეჟიმი
_გავისეირნოთ ? _დუდამ შესთავაზა
_ასე შიშველი თუ წამოხვალ არ მინდა და თუ ჩაიცვამ დავფიქრდები _ ჩაიცინა და მზერა მოარიდა მის ტორსს . სავარძელში მჯდომს წელს ზემოთ არაფერი ეცვა ჯინსიც ისე ჰქონდა ამოცმული ღილებიც არ შეეკრა ისეთი სიმპათიური იყო სოფიოში არსებულ ქალს აღვიძებდა ,მაგრამ მის დამშვიდებას ჯერ კიდევ ახერხებდა.
_წავიდეთ _ ჩვეული სიმშვიდით შეხვდა. პასუხი არ დაუბრუნებია. უკვე ჩაცმული იდგა სოფოს გვერდით დერეფანში და შემდეგ სასტუმროს ეზოში სეირნობდნენ.
_სიცივეა ... არ გაცივდე ,შევიდეთ_საუბრობდნენ რომ გაჩერდა , დააკვირდა და სასტუმროსკენ შებრუნდა .
_პლედი მაქვს მოხვეული, რა გამაციებს ... შენ თვითონ არ გაცივდე
_მე არ მცივა ... მიჩვეული ვარ ამ ტემპერატურას. დილით ვვარჯიშობ
_მეგონა საღამო იგულისხმე . რომელზე ასწრებ
_ხუთზე ვიღვიძებ ... გამოსვლამდე ბებოსაც ვუვლი და მერე მოვდივარ
_შენ და არ გყავს ხომ ?
_არა ... მე ერთი ვარ ორ ოჯახში .
_რთულ მდგომარეობაში ყოფილხარ... შენს ადგილას ამ პროფესიას არ ავირჩევდი. მე სხვა მოვალეობები არ მაქვს თორემ ექიმობა იმდენ დროს მართმევს ,მთელი ცხოვრება მიაქვს
_თქვენც გექნებათ სხვა ცხოვრება რომ დაქორწინდებით და შვილები გეყოლებათ პრიორიტეტებს სხვაგვარად გადაანაწილებთ
_არ ვგეგმავ ... თითქმის შეუძლებელია ეგ ფაქტი ჩემ ცხოვრებაში მოხდეს იმდენად არაკომფორტულად ვარ კაცების გარემოცვაში ჩემი სულის ნაწილი აშკარად არსადაა
_იქნებ რომელიმე მათგანია ვისაც უყვარხართ
_და შენ გგონია იმ ჩემთან მოლაქუცე კაცებიდან რომელიმეს ვუყვარვარ? ეგ მხოლოდ კაცის ბუნებრივი მდგომარეობაა, ეფლირტაოს ქალს და დაიჯეროს რომ მოსწონს ... განა ყველა გყვარებია ვინც მოგწონებია აქამდე?ვისთან ყოფნის სურვილიც დროის რაღაც მონაკვეთშიც გქონია, ნამდვილად გინდოდა ,მოგწონდა ,მაგრამ არ გიყვარდა
_სიყვარული ერთხელ შეუძლია გულს და გონებას , სულს რომ გიამებს ისეთი სიყვარულით
_ცალმხრივი და მტკივნეული სიყვარულის არ გწამს?
_დაბრკოლებებს ადამიანები ყოველთვის ქმნიან და მერე მოდის ტკივილიც. თუ ორივეს უყვარს ყველაფერი შეიძლება დანარჩენი უბრალოდ ბრბოს მოგონილი სიგიჟეა... თქვენ გყვარებიათ ცალმხრივად და ტკივილი დაგრჩათ?_ პაუზის შემდეგ ჰკითხა და მზერაც გაუსწორა
_მე სულ რაღაც განსაკუთრებულის ძიებაში ვიყავი და ისე გავიდა დრო ,რომ ახლოს არავინ მომიშვია ... ძალიან პრეტენზიული აღმოვჩნდით მე და ჩემი გული ან უბრალოდ არ მჯეროდა მათი ვინც სიყვარულს მეფიცებოდა იმიტომ რომ არავინ მიცნობდა,ახლოს არავინ იყო იმდენად რომ შეყვარება შესძლებოდა მე კი ერთი ნახვით გაგიჟების არ მჯერა , არ მჯერა ამ ემოციის მარადიულობის თორემ დაინახო და მოიხიბლო შეიძლება. მე თუ ვერ შევიყვარებ უცნობ ადამიანს მგონია რომ ისიც ვერ იგრძნობს სიყვარულის იმ ფერს მე რომ მიმაჩნია ღირებულად. მე და ჩემი პროფესია დროს არ ვიტოვებთ თავისუფალს კლინიკის მიღმა ცხოვრებაზე თორემ ალბათ გავგიჟდებოდი რომ ვიაზრებდე რამდენ მნიშვნელოვან ამბავს ვტოვებ ამ წლების განმავლობაში რაც სწავლას და მუშაობას შევწირე. თუ გიყვარს ცხოვრებით ტკბობა შეიცვალე პროფესია ,სივრცე მაინც... ფსიქიატრია კი სულიერად დაგანგრევს. იქ ისეთი ისტორიების მოსმენა მოგიხდება,ისეთ სულის იარებს წააწყდები
_შეიძლება შევცვალო კიდეც ... არ ვიცი . ცლილებების მიმართ მიმღებლობა მაქვს
_კარგი თვისებაა ეგ ... საჭიროებას და ჭკუას უნდა მოარგო სურვილიც.
_ლამაზია აქაურობა თან სიმშვიდეში როცა ხალხი არ დაფუსფუსებს
_ყველგან შეიძლება იპოვნო სილამაზე თუ მოინდომებ
_მატილდამ ფოტოები გამომიგზავნა...დამავიწყდა გადმოგზავნა . გვიანი იყო _ მობილური აიღო და შენგელიას გადაღებული ფოტოები აჩვენა. ზუსტად იგივე შეგრძნება გაუჩნდა რაც დუდას პირველი ნახვისას
_ფოტოსესია რომ ვთხოვო მართლა დავითანხმებ? გავარკვიე როგორი დაკავებულიცაა
_გამონახავს დროს
_თუ შენ თხოვ?
_არა თუ მოსწონხარ თავის ობიექტივში აუცილებლად იპოვნის დროს
_როგორ ვერ გავიგეთ ისე ...ამდენი ფოტო აქვს და როდის დაიწყო გადაღება
_გარედან დაგვინახა როგორც სჩანს და შემოსვლამდე დაიწყო _ქარმა პლედი მოაშორა და თავიდან შემოახვია . მერე გაყინულ ლოყაზე მიადო ხელი _ გცივა და ვერ ხვდები
_შენ როგორ ხარ თბილი _ მაჯაზე შეახო გაყინული თითები და ისევ იგრძნო მისგან წამოსული სითბო
_დავბრუნდეთ უკან... მგონი უკვე დაგეძინება
_მე კი და შენ?
_მეც
_ხვალ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ და ბევრს მოვუსმინოთ
_მე პრობლემა არ მაქვს
_მე მეზარება სამაგიეროდ
_ ძილინებისა
_მშვიდი ძილი დუდა _რატომ აკოცა ლოყაზე რა უნდოდა რას გრძნობდა. როგორ იყო ასეთი თავისუფალი მასთან ან რა ურთიერთობა იყო ეს . მეგობრად თვლიდა? არა. აბა თანამშრომელს და მოსწავლეს ასე ვინ ექცეოდა.
ყიფიანი ლამის დახურულ კარში შეძვრა ისე უნდოდა არ გაეშვა და ახლოს დაეტოვებინა.

მეორე საღამოს ბრწყინავდა. კონფრენციის შემდეგ წვეულებაც ჰქონდათ და კარგად ერთობოდა კიდეც. კურსელებს შეხვდა და ძველ დროში მოგზაურობდა,ვიღაცები მოიკითხა სახალისო ამბები გაიხსენა რამდენიმე ისტორიას მოუსმინა და დუდას კიდევ ერთი სოფია აჩვენა . შემდეგ მოხდა გაუგებრობა ,რომელსაც დუდა თვალს ადევნებდა დაწყების წამიდან. იცოდა კაცის ქცევა ,მოქმედებები ,უკან როგორ აედევნა მოსაწევად ეზოში გასულ სოფიას რომელსაც მარტო დარჩენის გარდა ინტერესი არ ჰქონდა და როგორ გადაიყვანა კომფორტის ზონიდან დისკომფორტში
_მომენატრე თურმე იმაზე მეტად ვიდრე ვფიქრობდი
_ ცოლ_შვილი როგორ გყავს გიგა?
_ყოველ ჯერზე ისე მახსენებ თითქოს შენ არ გთხოვე ცოლობა
_მახსოვს, ქალი გინდოდა და ვინც დაგთანხმდებოდა პირველი მის შერთვაზე იყავი თანახმა . ელისო ძალიან კარგი ცოლი აღმოჩნდა,ბედის ამბავია და შენ რატომ ვერ ისვენებ ვერ ვხვდები
_შენ მიყვარხარ ისევ და იმიტომ
_ბევრი ხომ არ დალიე და იმიტომ გაქვს სიმშვიდე დაკარგული?
_დავლიე , მაგრამ რასაც ვამბობ სიმართლეა
_გულისამრევია დაქორწინებული კაცი სხვა ქალს რომ უხსნის სიყვარულს ... აი ესაა ჩემი სიმართლე !
_ყოველთვის ასეთი პირდაპირი იყავი ,ფეხებზე გეკიდეთ ყველანი
_ნამდვილად ასეა ...
_ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად მიმზიდველი რატომ ხდები... რას იკეთებ ასეთს
_პლასტიკური ქირურგი შენ ხარ ... არ იცი რომ არაფერი გამიკეთებია?
_სიამოვნებით შევამოწმებდი უტანსაცმლოდ რომ გხედავდე . ასე რთულია
_სიამოვნებით გცემდი რომ არ აღემატებოდეს ეს ქმედება ჩემი კულტურის ნორმებს
_არ წახვიდე ... რა გავაკეთო მითხარი. დავშორდე? თუ მეტყვი ხვალვე წამოვალ სახლიდან
_როგორ მეცოდება შენი ცოლი შენნაირი რომ ჰყავს გვერდით იცის და თვითონ არ გტოვებს მარტოს . რას ელოდები რომ მე გეტყვი ცოლს დაშორდი და ერთად ვიყოთ _თქო? სმენადაქვეითებული ხარ თუ გააზრების დეფიციტი გაქვს ... გგონია შენთან ყოფნა მინდა და ცოლი რადგან გყავს იმიტომ ვიკავებ თავს? რომ არ გყავდა ხომ რას ამბობ ვერ გელეოდი. ნუ მაგიჟებ ,დროს ნუ მაკარგვინებ თორემ ერთხელაც ყელში ამომივა
_ზუსტად ამ დროს მიყვარხარ ცეცხლს რომ აფრქვევ და ნამდვილი შენ ხდები ...
_კი არ გიყვარვარ უბრალოდ არ იცი რა გინდა ცხოვრებისგან . ჩამოუარე შენ საყვარლებს და რომელიმესთან დაიცხე ეს არეული ტვინი
_შენ რომ იყო ჩემი ყველაზე უარს ვიტყოდი ხომ იცი_ თითები მკლავზე შეახო ხელზე აკოცა და მერე თავი ახლოს მისწია. დუდა როგორ იკავებდა იქამდეც თავს ,როგორ დარჩა იქვე ახლოს და განაგრძო მოსმენა თავადაც არ იცოდა , იმ წამს უკვე მათ შორის იდგა . კაცს ხელზე უჭერდა
_თქვენი სასტუმროში დაბრუნების დროა უკვე
_შენ რა გინდა აქ ... შენი დაცვაა ? ხელი გამიშვი სანამ ლამაზი ხარ არ დამისრულებია შენ უფროსთან და სჯობს განაგრძო დასვენება მისი სიკეთის დამსახურებით
_დუდა ... გავედით
_მიდი გაყევი გიბრძანებს და დაემორჩილე როგორც შეეფერება პატარა ლეკვს
_ენა ჩაიკმინდე _ სოფიოს სიტყვებიც გაჟღერდა და დუდას მოქნეული ხელიც მოხვდა კაცს. ნაბიჯი არ გადაუდგამს, ასეთ დროს აღარაფერი ადარდებდა. არც ხმაურს რომ გამოიწვევდნენ, არც დაზარალებულები ,მიდიოდა და გარჩევაშიც არ ერეოდა ახლა კი დუდას უყურებდა როგორ გააკეთა მისმა ტვინმა მუხრუჭი და ესმოდა მისი ნათქვამი სიტყვები " სოფოს სურვილის წინააღმდეგ მასთან დალაპარაკებაც რომ გაბედო გაგანადგურებ და გაჩვენებ ვინ ვარ " ისე გასწორდა, დაიფერთხა მაისური და მოიწმინდა ტუჩი თითქოს საღამოს რუტინა იყო ჩხუბი. სოფიას ხელი ჩაკიდა და წამოდიო უთხრა. რატომ არ ითავისუფლებდა ხელს , რატომ აძლევდა შეხების უფლებას და მიჰყვებოდა გვერდით
_მაპატიე რომ ჩავერიე,ვიცი არ გიყვარს შენს საქმეში ცხვირს რომ ყოფენ და თავადაც შეგეძლო მოგვარება ,თავს არავის დააჩაგვრინებ , მაგრამ ვერ მოვითმინე ყველაფრის მოსმენის მერე მაინც რომ შეგეხო
_მთვრალი ვარ და ტვინში ყველაფერი არეული მაქვს ... ხვალ შეიძლება არაფერი მახსოვდეს. კაცების ატანა არ მაქვს და საერთოდ ადამიანების, რომლებიც სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნიან
_მეც ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს , სხვის საქმეში ჩარევასაც გადავეჩვიე კარგა ხანია , მაგრამ
_მე სხვა არ ვარ ? _ლიფტში იყვნენ , დუდას სახეს მკვეთრი განათების ფონზე უყურებდა
_შენ სულ სხვა ხარ , სამყაროსგან გამოირჩევი
_წავიდეთ ?
_დამნაშავე გაიქცეს ... შენ არა
_ყველას ეცოდინება დილას ეს ამბავი და ყველა სხვადასხვა რამეს იტყვის . შენ არავინ გაგამართლებს მე რაც არ უნდა ვთქვა მაინც
_არაფერი თქვა,ხალხის ხმა არასდროს მაინტერესებს _ კართან გაჩერდა, სოფიოს თავი დაუკრა და ოთახში მიიმალა .

სოფომ რამდენიმე წუთი გაუძლო მხოლოდ ნომერში მარტო ყოფნას. მოსვენებადაკარგული წამოდგა საწოლიდან და აივანზე გავიდა. დუდა ისევ იქ დაუხვდა, სავარძელში იჯდა და ვიღაცას ესაუბრებოდა ვიდეო ქოლით
_გვიანია უკვე , დაიძინე ...
_როდის უნდა შევხვდეთ დუდაა_ისმოდა გოგონას წკრიალა ხმა
_ხუთშაბათამდე დრო არ მაქვს,საღამოს თუ გავთავისუფლდები შემოგივლი
_კარგი , გკოცნიი
_მეც ,პატარავ . დროებით _ ჩუმად საუბრობდა ,მაგრამ სიჩუმეში სიტყვების გარჩევა მარტივი იყო . მობილურის სქროლვა განაგრძო , მერე ისიც გადადო. თავი დაბლა დახარა და ხელები სახეზე ჩამოისვა. ვინ იცის რა ფიქრები უმძიმებდა გონებას.
_ხუთშაბათამდე გაგათავისუფლებ თუ ძალიან გენატრება და გინდა შეხვდე _ეწეოდა და აივნის მოაჯირზე ჰქონდა ფეხები შემოლაგებული . დუდა რომ წამოდგა და ზემოდან გადმოხედა თვალის მოშორება გაუჭირდა _სამშაბათს ლიკაა მორიგე და შეგიძლია ადრე გახვიდე
_არ მინდა , საქმე დამიგროვდება და მის ნახვას მოგვიანებითაც შევძლებ. ჩემთან გამოვა თუ ძალიან მოვენატრები ,ბინაში რაღაც თაროები უნდა დაკიდოს და შემომაჩეჩა
_ასე სერიოზულადაა საქმე ?
_დედაჩემის მამიდაშვილის შვილია ნუ ჩემი დეიდაშვილი გამოდის და რავი სერიოზულადაა კი ,შორეული ნათესავი არ არის _ჩაიცინა და მოაჯირს დაეყრდნო _ არ მყავს შეყვარებული_თქო გითხარით
_შეყვარებული მაშინ შეიძლება არ გყავდა და ახლა გყავს ანდაც რა აუცილებელია შეყვარებული ერქვას
_არავინ მყავს
_ძალიან ცუდი , ცხოვრება გარბის და უკან რომ მოიხედავ უკვე ბევრი მომენტი გამოტოვებული გექნება. უნდა დააგროვო ბედნიერი და სასიამოვნო მომენტები თორემ პრობლემებს და უბედურებას ისედაც არ გაკლებს სამყარო
_თქვენ ვისთან არ გატარებულ დროს ნანობთ მაინც არ მითხარით თუ საკუთარ თავთანაც არ აღიარებთ
_მე ვნანობ მეტი დრო რომ არ დავუთმე საკუთარ თავს და მარტოობას . ზოგჯერ ისე მინდა ქაოსს გავექცე და ცოტა ხნით გამოვყო დრო საკუთარი თავისთვის სიმშვიდის საპოვნელად და გონების დასასვენებლად _ სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააგდო
_გვიანი არასდროსაა . მთავარია მიხვდე ზუსტად რა გინდა და შენ გაქვს ის რაც საჭიროა სურვილების ასასრულებლად
_რა გგონია რაა საჭირო სურვილების ასასრულებლად
_თავის'უფლება ,თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა ... და შენ ეგ ყველაფერი მაშინაც გქონდა სულ პირველად რომ შევხვდით
_მე არ შევცვლილვარ მას შემდეგ შენ კი სრული მეტამორფოზა განიცადე ... ვერ წარმოვიდგენდი იმ ბიჭს ექიმის ამპლუაში თუ ვიხილავდი თანაც ასეთი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონეს , ჭკვიანს და საქმეზე ორიენტირებულს
_მაშინაც ასეთი ვიყავი ... უბრალოდ მაშინ მქონდა თავისუფლების ფრთები , არ მქონდა პასუხისმგებლობა, არ იყო სიკვდილი ჩემ ოჯახში და არ ვიყავი მარტო
_დედა და მამა ხომ გყავს ... სანამ მშობლები არიან ცოცხლები იქამდე ბავშვი ხარო ჩემ ოჯახში ასე ამბობენ და მეც ასე ვიმშვიდებ თავს
_ჩემები შენებს არ გვანან ... ჩემი საყრდენი მამა არასდროს ყოფილა ,ბიძა იყო ,რომელიც სხვისმა დაუდევრობამ იმსხვერპლა თავის ოჯახთან ერთად . ბებია ჯერ ქმრის გარდაცვალებამ გატეხა და მერე შვილი მოუსვენეს სახლში , დანახშირებულ მის სხეულსაც ვერ ჩაეხუტა ... ჩემი ბავშვობა შავებშია და სიკვდილს ნატრობს მე კი აქეთ ვცდილობ დავიტოვო ,მაგრამ ვიცი დიდი დრო არ დაგვრჩა
_ბიძაშენის საქმეები რატომ არ განაგრძე ან მამაშენის
_გლოვა არ დამაცადეს ისე მიითვისეს ყველაფერი ... მე თვითონ ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან ,ბებია და დედაჩემი ისე იყვნენ სად მახსოვდა ქონება . მამაჩემის საქმეებში ჩარევა პრინციპულად არ მინდოდა. ოდესმე ღარიბი თუ ვიქნებოდი არც მეგონა , ჩემნაირ გათამამებულ ბავშვებს საერთოდ ასე ჰგონიათ ,სულ დაუთვლელად ექნებათ ფული . მერე არჩევანის წინ დავდექი ან ომი უნდა დამეწყო უიარაღოდ და ბოლოს მამაჩემის მსგავსად ციხეში მოვხვდებოდი ან ყველაფერი დამევიწყებინა და ჩემ ოცნებას გავყოლოდი _ ორ სხვადასხვა აივანზე ისხდნენ ,ერთმანეთთან ახლოს და შორს. ჩუმად საუბრობდა ბიჭი და ჩხუბის შემდეგ მიღებულ იარებს დაჰყურებდა ,ხელები გაშალა ბოლოს და გაეღიმა _ წლებია არ მიჩხუბია ... მეგონა დამავიწყდა მუშტის ცოცხალ არსებაზე მორტყმა . სულ არ ვწუხვარ თუ პრობლემები შეგვექმნება ხვალ , შენ მოაგვარებ და მე მკ.დია რას იტყვიან ჩემზე
_კახას ბავშვობა იყო ანდრო გიგაური ,რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაკარგა და მერე მისი შვილი უყვარდა ძალიან. მახსოვს ავარიის ამბავი რომ მომიყვა ცხარე ცრემლით ტიროდა ...
_მეგობრობის მაგალითია ბაბუაშენი ჩემთვის . იმდენჯერ დამხვედრია სასაფლაოზე ,არცერთი თარიღი ავიწყდება და ყველა შეხვედრისას მეუბნებოდა მითხარი თუ რამე გჭირდებაო. თვითონ შემომთავაზა შენთან მუშაობა,მე არ მითქვამს მხოლოდ სამსახურზე მკითხა და ვეძებ_თქო რომ ვუთხარი აღარ მოძებნო მე გიპოვნეო მითხრა
_მაგ ნაბიჯით ორივეს დაგვეხმარა ... წლებია არ დამისვენია ისე როგორც ახლა და თუ ძალიან ბევრს დაგავალებ მითხარი . არ მინდა შენთვისაც ტირან უფროსად გადავიქცე
_გგონია არ ხარ?
_შენთან არ ვარ ,მხოლოდ მათთან ვინც ზარმაცობს და ცდილობს მომატყუოს
_საკუთარი თავი არც მიგულისხმია...ჩემთან კახას გამო უამრავ გამონაკლისს უშვებ
_კახას გამო მხოლოდ კარი გაგიღე პირველ დღეს, მერე ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა თორემ ხუთ წუთსაც არ მოგცემდი ჩემ გვერდით დგომის უფლებას ...
_გაცივდები ... _ნახევრად შიშველ სხეულზე მოავლო მზერა
_შენ ნამდვილად არ ეწევი?_ სიგარეტის ღერს ატრიალებდა თითებს შორის
_არც მაშინ ვეწეოდი ბევრს ... სულ ჯანსაღად ცხოვრებას ვცდილობდი
_მხოლოდ ჩხუბობდი ხოლმე არა?
_გარემო მიწყობდა ხელს _ ჩაიცინა და უკვე მოაჯირს მიყრდნობილმა გადმოხედა _შენ რომ დამინახე დარწმუნებული ვარ მომავალი დამნაშავე დაინახე ჩემში
_პოტენციალი ახლაც გაქვს... ჩხუბის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს
_და ისე უნდა შემეშინდეს მოვუთმინო არაკაცებს ? მაგას მირჩევნია მოვკვდე ,ისედაც მკვდრად ჩავთვლი თავს
_ყველას დონემდე არ უნდა დაეშვა ..
გამარჯვებული ის რჩება ბოლოს
_შენ რომ უპასუხოდ არავის ტოვებ ?
_მე სიტყვები მკმარა და კაცებს რთულად მოგიწყოთ ცხოვრება საზოგადოებამ ... ქალისგან ხელჩართულ ჩხუბს არავინ ელის და კაცისგან ბევრ ლაპარაკს
_ბრაზობ ?
_დღევანდელის გამო? როცა ვბრაზობ მეტყობა ... შენ ასე მარტივად არ გაგიბრაზდები ,ზედმეტად დიდ პატივს გცემ უკვე საამისოდ _ გულწრფელი იყო და ამ განსხვავებული დიალოგის ბოლოს დუდას მთელ არსებას თავდაყირა უყენებდა . თავი დახარა სახე რომ არ ეჩვენებინა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყველა ემოციას ამოიკითხავდა და გაამჟღავნებდა_ მიდი დაისვენე ... მზე ამოდის უკვე _ შეფერადებულ ცას გახედა და თავადაც დაეყრდნო მოაჯირს. დუდა რომ უყურებდა იცოდა, მისი გულისცემა მშვიდი რომ არ იყო ესეც და მაინც არ იმჩნევდა მის ამ ზედმეტ ყურადღებას.

ქალაქში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა იმ ღამის შესახებ ჭორები ,მაგრამ სოფიო არავის პასუხობდა და არც ზედმეტად ამახვილებდა ყურადღებას.
_ჩააბარე? _ მორიგი გამოცდიდან დაბრუნებულს ჰკითხა და კომპიუტერში დანიშნულების წერა განაგრძო
_შენ დაელაპარაკე?
_უკაცრავად რა ტონია ? _ სათვალე მოიხსნა და მისკენ გაიხედა
_შენ დაელაპარაკე სოფია თუ არა
_ვის უნდა დავლაპარაკებოდი ,როგორ მელაპარაკები
_მითხრა შენზე ვიცი თავისუფალი ხარ რამდენი დაგიწერო ქულა მითხარიო ... ზუსტად ასე მითხრა
_შენ რა ქულის მარტივად მიღების კომპლექსი გაქვს ?
_ხომ შევთანხმდით ,რომ არავის სთხოვდი ჩემთვის ქულის დაწერას ისე თითქოს იდიოტი ბავშვი ვიყო რომელსაც ეზარება 100 ფურცლის წაკითხვა და დამახსოვრება უჭირს
_ხმას ნუ უწევ დუდა _ უკვე თავადაც გაბრაზებული მზერა ჰქონდა
_შეურაცხყოფას რომ მაყენებდით ვერ ფიქრობდით ამაზე?
_ არავისთან დამირეკავს ! არც უნდა დაგეშვა,რომ მე ასე გადავაბიჯებდი შენ აზრს და ზედმეტად ყურადღებიანი დედასავით ჩავერეოდი შენ საქმეებში ... მაშინ როცა არ გინდა და არც გჭირდება . ახლა შეგიძლია გახვიდე და ეძებო ის ვინც არ გაგითვალისწინა
_სხვა ვის უნდა ეთხოვა მე ... ჯანდაბა _ უცებ შეეცვალა გამომეტყველება. სახეზე ხელები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა _ მე მეგონა
_გავიგე რაც გეგონა ... ამდენი დრო არ მაქვს ახლა შენი კომპლექსების დასაოკებლად. გარეთ გადი და მეტჯერ აღარ დამაბრალო ვინმეს საქმეში ზედმეტად ჩარევა
_მაპატიეთ მე
_ა ახლა ისევ თქვენობით მესაუბრები? წეხან სულ სხვა
_მე ვინმესთვის რომ არ მითხოვია ჩარევა იმიტომ არ მაქვს ამ დრომდე დიპლომი თორემ გაკოტრებასთან ერთად ნაცნობები არ დაგვიკარგავს. ვთქვი მარტო შევძლებ_თქო და ასე უნდა იყოს და რომ მითხრა
_დროს მაკარგვინებ !
_სოფიო
_ხალათი ჩაიცვი და საქმეზე კონცენტრირდი . ამ თემასთან დაკავშირებით მეტად არ მინდა საუბარი . მე თუ რამეს ვაკეთებ არ ვმალავ ,წერტილი .
მთელი დღე არ ელაპარაკებოდა. არაფერი უთქვამს მითითებების მიცემის გარდა და დუდაც წაშლილი სახით დადიოდა.
_რა დაემართა ამ ბავშვს ... რამე უჭირს იქნებ და არ გვეუბნება _ სამზარეულოდან ესმოდა ექთნების საუბრის ხმა
_ახალგაზრდაა რა იცი რა საქმე აქვს... რა ყველაფერზე შფოთავ ლიანა?
_ისე შემიყვარდა ,ისე როგორც ჩემი შვილიშვილი ... ამ ასაკის ბიჭები ისეთები არიან
_შენ რომ ადამიანი მოგეწონება იშვიათია
_ნუ იცი გოგო შენ ასეთი გველური ლაპარაკი... მოსაწონი ვინც არაა რა მომაწონებს და ვინც ნორმალურია ვაფასებ და მიყვარს კიდეც
_მე ხომ გიყვარვარ ლიანიკო
_შენ? შენ რა შესაყვარებელი ხარ ამხელა ქალს ის ვერ გაგიგია თმა რა ფერზე შეიღებო _ უკმეხად უპასუხა და ყავის დალევა განაგრძო_ გამოვიძახოთ რამე ... დუდა ბე შენ რას შეჭამ ?_ბიჭი რომ დაინახა მაშინვე გავიდა დერეფანში
_არაფერს ქალბატონო ლიანა ... მადლობა _ სოფიოსთან შეჩერდა და ანალიზები მიაწოდა _ სეფსისი აქვს...ამოვაღებინებ კათეტერს და ბაქტერიოლოგიაზე გავგზავნი სისხლსაც
_ხათუნა სად არის ...
_ამბულატრიული პაციენტი ჰყავს
_ანალიზები დაუტოვე და თვითონ მიხედოს
_მაგრამ
_დუდა ანალიზები დაუტოვე და უკან დაბრუნდი _ გაუმეორა და შემდეგ სამზარეულოს კარს მიეყრდნო მხრით_ სახინკლეში წასვლაზე რას იტყვით ? დღეს ადრე ვასრულებთ და გავიდეთ ... ჩატშიც დაწერეთ და ვისაც სცალია გამოვიდნენ
_რამდენი ხანია არსად წაცსულვართ ერთად ... დავწერ და წავიდეთ
_დუდა მოდიხარ ?
_წამოვა დუდაც თორემ ჩვენი გუნდიდან გაირიცხება ...
_მე გეპატიჟებით _სოფიოს უკან დადგა ,თითქმის ეხებოდა იმდენად ახლოს იყო. ოთახში მსხდომებს რომ უთხრა _ გამოცდები დავასრულე სადიპლომო დამრჩა მხოლოდ და ავღნიშნო უნდა
_ამხელა ხელფასი გაქვს და არ ვიცი?_ თავი შეაბრუნა მისკენ და ქვემოდან ახედა ,მაგრამ დუდამ პასუხი არ გასცა
_რამდენი მივდივართ გამირკვიე ლიანა და დანარჩენს მე მივხედავ,კარგი?
_ვითვლი უკვეე
_ჯანაძესთან ანალიზი არ დაგავიწყდეთ ბოლოს რაა. სინჯარა დავტოვე

თითქმის აღარ უსაუბრიათ. ბოლოს ვერ იგებდა თავად გაუბრაზდა თუ დუდა იყო ნაწყენი.
საღამოს განყოფილების ექთნებთან და დანარჩენ ექიმებთან ერთად რესტორანში აღმოჩნდნენ. წლები ჰქონდა მათთან ერთად გატარებული და ისე იყვნენ როგორც ერთი ოჯახი. დუდა იყო მათ შორის ყველაზე პატარა და თან ბიჭი. ამდენ ქალებს შორის მათ ხუმრობებსა და ხმამაღალ კისკისში ისიც გამხიარულდა. მორიგეობით ცეკვავდა დედისა და ბებიის ასაკის ქალებთან . ისეთი დახვეწილი მანერები ჰქონდა სოფიოს თვალის მოშორება უჭირდა.
_რატომ გადაიხადე _ ეზოში გამოსულს თავზე დაადგა და გაბრაზებულმა შეუღრინა
_ჩემი იდეა იყო და იმიტომ _ ნასვამი იყო და თან ხალხმრავლობისგან გადაღლილი _ ასე თუ ფლანგე ფულს ვერასდროს დააგროვებ
_იქნებ როგორმე თავად გადავწყვიტო რაში მინდა დავხარჯო ჩემი ფული და შენ ჩემი დამცირება შეწყვიტო
_დამშვიდდი
_ნუ მამცირებ !
_არ მიფიქრია
_ვიცი რომ არ გიფიქრია ... გაიაზრე ,რომ ბავშვი არ ვარ და თუ რამეს ვაკეთებ შემიძლია . ისეთი ღატაკიც არ ვარ შენ რომ გგონია
_სხვა დროს შენ გადაიხადე
_გადმოგირიცხე უკვე
_რა ... _მობაილ ბანკი შეამოწმა და თვალები აატრიალა _ აქ მეტია ... დუდა ასეთი მეწვრილმანეობა
_წამოდი სახლში გაგიყვან ... ნასვამი ხარ _ ჩანთა გამოართვა და ხელი ოდნავ შეახო მხარზე
_როდის გადადიხარ ვახტანგთან
_ჯერ არ გადამიწყვიტავს ... რეზიდენტურის გამოცდა უნდა ჩავაბარო იქამდე საერთოდ სადიპლომოა წინ
_როდის მოასწრებ მომზადებას... მხოლოდ კვირა დღე გაქვს თავისუფალი და მაშინაც თერაპიაში მორიგეობ
_მოვახერხებ რამეს... შენ როგორ ჩააბარე
_მე ამდენს არ ვმუშაობდი გამოცდების დროს ვსწავლობდი მხოლოდ... აქ ჩაბარება ასეთი მარტივი არ არის . რეზიდენტურის ადგილები შეზღუდული რაოდენობითაა და
_ამდენი წელი გავატარე დიპლომის აღებაში . ლიცენზიამდეც არ დავინანებ დროს _ მანქანაში კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ჩაისვეს. სოფიო მათთან საუბარზე გადაერთო,დუდა კი საჭესთან იჯდა . ყველანი მიიყვანა სახლებში და ბოლოს წავიდა სოფიოსთან. როგორ ჩაეძინა არ გაუგია,მანქანა რომ შეიყვანა ავტოფარეხში ქალს უკვე ღრმად ეძინა.
_სოფიო ... მოვედით _ სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ხელზე ოდნავ შეეხო
_მეძინება
_მარტივად არ ვთვრებიო ვიღაც მეუბნებოდა
_დაღლილი ვარ ,მთვრალი არ _ ჩუმად უთხრა და ყიფიანმა ღვედი რომ შეხსნა არაფერი უთქვამს
_მე აგიყვან... კარგი ?
_ჩემი დაბადების დღეა კოდი _ ჯერ ეყრდნობოდა და ისე მიდიოდა ,მერე დუდამ ხელში აიყვანა . მკლავები ყელზე შემოხვია და თავი მხარზე ჩამოსდო
_ჩშშ ყველას გააღვიძებ _ კართან მისულმა ძლივს აკრიბა რიცხვები და ჩუმად შევიდა სახლში . ფიქრობდა ყველას სძინავსო მოულოდნელად შუქი რომ აინთო და კახა გამოჩნდა
_რა სჭირს... სოფო ბაბუ
_არაფერი ,ბატონო კახა ... სძინავს უბრალოდ _ ისე მიიხუტა თითქოს ართმევდნენ . მოხუცის მზერას არ გამორჩენია მისი არცერთი მოქმედება და არც სოფიოს ზედეტი თავის მომძინარება
_რა მოხდა
_დამღლელი დღე იყო და თან თანამშრომლებთან ერთად დალია ცოტა და
_ანუ მთვრალია ? ბოლოს როდის დათვრა თუ ახსოვს ნეტავ
_საით
_აქეთ _ წინ გაუძღვა კიბეზე და მერე ქალის საძინებლის კარი გაუღო . საბანიც გადასწია და გზა გაუთავისუფლა_გიჟმა მამამისმა არ გაიგოს თორემ გამოჭამს გულს _ ჩუმად თქვა და უკვე ბალიშზე ჩახუტებულს თავზე მოეფერა _ მადლობა დუდა ყურადღებისთვის
_არაფერია ..._ არც უფიქრია ისე გახადა ფეხსაცმელი და საბანი გაუსწორა . მობილურიც კი იპოვნა ჩანთაში , პაროლიც კი იცოდა. მაღვიძარა დაუყენა , გვერდით დაუდო და მხოლოდ კოცნაღა დარჩა დანარჩენი არაფერი გამოუტოვებია ისე გავიდნენ ოთახიდან _ თქვენ როგორ ბრძანდებით ბატონო კახა
_არამიშავს ... ძილი მაქვს ცუდი და გამოვედი ოთახიდან ლილი რომ არ გამეღვიძებინა. ბებო როგორ გყავს, ვეღარ შემოვიარე ამ ბოლო დროს
_სტაბილურად ... გმადლობთ. კვირას მეც სახლში ვარ და გვესტუმრეთ
_სოფიოსთან დარჩენას რამდენი ხნით აპირებ კიდევ ? როგორც ვიცი სხვა განხრით გინდა წასვლა ... დაველაპარაკები და ვიპოვნით ადგილს იქ სადაც გინდა
_რეზიდენტურაზე ჩაბარების შემდეგ იმის მიხედვით რაზეც ჩავაბარებ ... დროებით
_ანუ ჯერ რჩები ?
_დიახ ...
_მე თუ არ მინდა ? თუ გთხოვ ,რომ წახვიდე ? _ კაცის სიტყვებმა ადგილზე გაყინა . ეზოში იყვნენ რომ გაჩერდა და მისკენ შებრუნდა _სხვა ნებისმიერ განყოფილებაში გადაგიყვან
_თვითონ წავალ მხოლოდ მიზეზი მითხარით და შემდეგ
_მიზეზი შენც იცი დუდა ...
_წარმოდგენა არ მაქვს
_არ გამოვა ეგ ამბავი და სჯობს დროულად მოშორდე სანამ მერე კიდევ უფრო გაგირთულდება ცხოვრება. სოფიო რთული ქალია , უფრო რთული ოჯახით და მაგ ბარიერს ვერ გადალახავ . შენ ცხოვრებას არ სჭირდება
_თქვენ გგონიათ მე სოფიოს ოდესმე პრობლემას შევუქმნი ?
_არა ... ვიცი სოფიო უსაფრთხოდ იქნება შენ გვერდით ,მაგრამ შენ
_ჩემზე არ იდარდოთ... არაფერი მოხდება ისეთი სოფიოს მშვიდი ყოველდღიურობა რომ აირიოს.
_კარგად დაფიქრდი
_დავფიქრდი ბევრჯერ იქამდე სანამ დავთანხმდებოდი თქვენს შემოთავაზებას და მასთან მუშაობას დავიწყებდი
_მე შენ ბავშვობიდან ისე გიცნობ როგორც ღირსეულ კაცს და ნუ შემაცვლევინებ შეხედულებას
_გავიზარდე და კიდევ უფრო რთულად ვდგამ ყველა ნაბიჯს ,მეტი პასუხისმგებლობით და მეტად დარწმუნებული ... ხვალ თუ გვიან გაეღვიძება ან ცუდად იქნება უთხარით,რომ მე იქ ვიქნები დილიდან და ყველაფერს მოვაგვარებ
_ჩემი თქმა არ დასჭირდება...დარწმუნებული ვარ იცის რომ მოაგვარებ _უცნაური მზერა ჰქონდა კაცს. სევდიანი ,ჩაფიქრებული და არა ბრაზიანი.
დუდამ ნამდვილად ზუსტად იცოდა რაც უნდოდა სოფიოსგან ,მხოლოდ რა გამოვიდოდა საკუთარი სურვილებიდან ეს არ ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული.
........
მეორე დილით დროულად მივიდა სამსახურში ,მაგრამ ალკოჰოლის დოზას კვალი დაეტოვებინა. აშკარად თავი სტკიოდა და დუდამ პაციენტების მიღება რომ დაასრულა ყავა მოუმზადა
_დალიე და გაგივლის
_მადლობა რომ მიმიყვანე და ამიყვანე ...
_მეგონა მარტო ცხოვრობდი
_ვცხოვრობდი,მაგრამ პერიოდულად მათთან ვარ . მაინც ქალაქგარეთ არიან და სულ გასვლა დამღლელია _ყავა დალია და თვალები დახუჭა_ გემრიელია ... მაცოცხლებელია _სავარძელს მიეყრდნო და თვალებდახუჭული დარჩა რამდენიმე წამს _ თავი მისკდება...არაყი არ უნდა დამელია,ამ ლოთებს როგორ ავყევი. დილიდან რა ენერგიაზე არიან ნახე
_მე რომ ვერ დამათვრეს მემუქრებიან ხათუნას დაბადების დღეზე ჩვენი სასმელით წამოვალთ და დავაკვირდებით ჭიქები არ დაგვიმალოო
_შენ სვამდი ხომ?ღმერთოო ნასვამი დაგსვი საჭესთან? რატომ არ გეტყობოდა არაფერი...
_ლოთობის დიდი პოტენციალი მაქვს ,როგორც ანდრო ბაბუ ამბობდა
_ანდროზე ვგიჟდებოდი ... ჩვენთან რომ მოდიოდა სულ საოცრად გამოიყურებოდა. როგორ საუბრობდა ღმერთოოო მიყვარდა მის გარემოცვაში დარჩენა . მისი და კახას საუბრების მოსმენა. რაღაცნაირად რომ მომეფერებოდა ერთი უბრალო შეხებით და გავიბადრებოდი , ჩემი საყვარელი შოკოლადები იცოდა რომელი იყო და სულ მოჰქონდა ხოლმე
_ბავშვები ძალიან უყვარდა და სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ვიდრე დიდ ადამიანებს.
_მე შენამდე მეფერებოდა...შენ რომ დაიბადე და საკუთარი შვილიშვილი ეყოლა მერე მე ისე ხშირად ვეღარ ვხედავდი. სულ შენ გარემოცვაში იყო
_მე არ მოვყავდი ხოლმე ?
_არა ... არ მახსოვს. ღმერთო იმედია ოდესმე ხელში არ ამიყვანიხარ _ უცებ შეჭმუხნა წარბები და წამოდგა საერთოდ
_ფოტო გვექნებოდა აუცილებლად
_არ გვაქვს ხომ?
_არა ... სავარაუდოდ პატარა სუსტი იყავი და არ განდობდნენ ორი გვარის უფლისწულს
_ხო ეგ ნამდვილად ეგრეა... მთელი ორი გვარი შენ დაბადებას ზეიმობდა
_ეგეც გახსოვს?_წერა შეწყვიტა და მისკენ გაიხედა
_არა ... მიყვებოდა კახა . როგორ ქეიფობდნენ ყიფიანები და გიგაურები ერთი კვირა . როგორი ძეობა გქონდა ,მერე როგორი ნათლობა და მამაშენმა როგორ გაუვსო პალატა ვარდებით დედაშენს
_მაშინ ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო ამას ანდროც კი ამბობდა... ამიტომ დავტოვე გიორგისთანო
_ახლა აღარ უყვართ?
_დედაჩემი ამბობს,რომ ქორწინდება ...
_ან გიორგი გამოვა ციხიდან და ქორწილი ჩაიშლება,როგორც ხუთი წლის წინ
_მაგ ჩაშლილი ქორწილის და კაცის სიკვდილამდე მიყვანის გამო ზის ციხეში თორემ მკვლელი და ქურდი არაა ...
_იქნებ უყვარს
_ისე ნუ მელაპარაკები როგორც რომანტიკოსი გოგო... კი არ უყვართ მაგათ ერთმანეთის წამება აქვთ გადაწყვეტილი და მეც შემიწირეს
_დედაშენი არ ჩამოდის? ბებია რომ ასეა...
_ფულს აგზავნის მომვლელისთვის და საჭირო ნივთებისთვის
_მერე?
_არ ვიყენებ ...
_შენ კი არ გაღარიბდი უბრალოდ მათ ფულს არ იყენებ ხომ?
_რამე მნიშვნელობა ააქვს?
_უფლისწული ხარ ისევ უბრალოდ ტახტზე უარი თქვი
_მე უფლისწულად სულ ვიგრძნობდი თავს... სხვებს ისეც არ ვგავარ_ წერა დაასრულა და ფურცლები ამობეჭდა_ცომაია შეგვიძლია გავუშვათ . დანიშნულებაც გავამზადე და გადახედეთ
_წამიკითხე და მოაწერე ხელი _ სავარძელს მიეყრდნო ისევ და უსმენდა . მერე მოაწერეო უთხრა და გაუშვა .

ისე მოხდა ,რომ გაწერილი პაციენტი კლინიკის შესასვლელთანვე გახდა ცუდად და უკან დააბრუნა ოჯახისწევრებმა . არსებული ქეისი მეორე დილის კონფერენციაზე უკვე ყველამ იცოდა და შესაბამისად სოფიოს მიმართულებით დიდი კრიტიკის ტალღა წავიდა. დუდა აპირებდა რაღაცის თქმას,რომ იგრძნო და ხელზე ხელი მოუჭირა
_მოდი გადავწყვიტოთ პაციენტებს მალე ვუშვებთ საწოლები რომ გათავისუფლდეს თუ ვიტოვებთ...ონკოლოგიური პაციენტი,ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ,მეტასტაზებით თითქმის ყველა ორგანოში ხუთი თვეც რომ დავიტოვოთ მერეც ნებისმიერ დროს შეიძლება ცუდად გახდეს არათუ ცუდად გახდეს გარდაიცვალოს კიდეც და ჩვენ რაზე ვკამათობთ რომ სტაბილური ანალიზების მიღების შემდეგ მე რომ გავწერე დანაშაული ჩავიდინე? ჩემთან რომ აგზავნით ყველა მსგავსი სიმძიმის პაციენტს იმიტომ მაქვს მე გრძელვადიანი სტაციონარიზაციის ეპიზოდები და სხვებს 4_5 საწოლდღე
_შენ რომ გისმინონ თავს სულ გაიმართლებ და მსგავსი რამ ჩვენ რომ დაგვმართოდა ციმბირში ჩვენი ხარჯებით გავიქცეოდით ისე ამოგვხდიდი აქ სულს _ირონიული ტონი ჰქონდა ხათუნას
_არც შემედარო_თქო რამდენი ხნის წინ გითხარი ჩვენო ხუმრობისმოყვარულო? _ იმდენად ქედმაღალი ჩანდა იმ დროს დუდას თვალები გაუფართოვდა. არ ელოდა მისგან მსგავს გამოვლინებებს_ ფაქტებს ავღნიშნავ მე და თავის მართლება დამნაშავეებისთვისაა. ონკოლოგები თერაპევტებისგან ნუ ელით დღეებდათვლილი პაციენტების გამოჯანმრთელებას... ექიმები ,რომლებსაც პაციენტი არ გიმართავთ ნუ მიკეთებთ საერთოდ კომენტარს
_კიდევ ვის არ გვაღიარებ ექიმად...
_ყველამ ჩვენ სფეროს მივხედოთ... ფულის საჭრელი დაზგა რომ მდომოდა სხვა სფეროს ავირჩევდი და ვიცხოვრებდი ამერიკული კვლევებიდან მიღებული დაფინანსებებით ,მომაკვდავი პაციენტების ხარჯზე
_სიტყვაში ვინ გაჯობებს
_ვერც ისე იკვეხნი და იმიტომ ვერ მელაპარეკები ყელმოღერებული_იმდენად არ ადარდებდა მათი აზრი პირდაპირ ეუბნებოდა სათქმელს
_გეყოფათ... მსგავსი შემთხვევები გაკვეთილი უნდა იყოს და მეტჯერ არ გავიმეოროთ _რეზიმ ქალების დამშვიდება სცადა. ხაჭვანს მხოლოდ გაეღიმა და შემდეგ პაციენტზე გადავიდა
_გახოკიასთან დაკავშირებით რას აპირებს კლინიკა მაინტერესებს...საკვლევი პაციენტია. დარწმუნებული არიან გინეკოლოგები რომ ონკოპაციენტია და საჭიროებს ღრმა კვლევებს შემდგომ მკურნალობის კურსის დასანიშნად და მე არ შემიძლია ანემიის დიაგნოზით მრტ და კტ კვლევები გავაკეთო ამაზე რას მეტყვით ? ვიცი ,მაგრამ განვმეორდეთ
_გაწერეთ სტაბილური ჰემოგლობინით კლინიკიდან და რეკომენდაციებში მიუთითეთ ონკო_გინეკოლოგთან კონსულტაცია
_და მე რომ 80 გ/დლ _მდე ავწევ ჰემოგლობინს და გაწერის დღეს ისევ სისხლდენა დაეწყოს შემდეგ ? იქნებ ვერ ვიწინასწარმეტყველო კლინიკის ეზოში დაეწყება თუ სახლში მისულს ორი დღის შემდეგ...მე ისიც მახსოვს სახლიდან რომ მოაბრუნეს პაციენტი და ორ საათში გარდაიცვალა ,გვარი როგორ იყო? ხაჟომია თუ ხოჟომია _ ქალი რომ არ ელოდა მაშინ თქვა თითქოს არ ახსოვდა და საბოლოოდ გააჩუმა ყველა_ მხოლოდ იმათ მესაუბრონ დღეიდან ვინაც გუშინ დაიწყო მუშაობა და ადამიანთან კი არა დაპროგრამებულ რობოტთან ჰქონდა კომუნიკაცია რომლისგანაც ზუსტად იცის რას მოელის ან ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მორგებული არ იყო და ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა... ჩემი განყოფილების პაციენტები ამით დასრულდნენ შეგიძლიათ რეანიმაციაზე გადახვიდეთ . თქვენ როგორ ხართ მიშა? _ზოგჯერ ექიმს კი არა ადვოკატს ჰგავდა ახალ დამნაშავეს რომ ადგენდა და მეორე სასამართლოს გეგმავდა .
_ნუ ვარდები ... შენ ასე ექიმი ვერ გახდები. შევდომებიც ხდება მედიცინაში,სამწუხაროდ ესაა რეალობა . როგორი გამოცდილი და ჭკვიანიც არ უნდა იყო ვიღაცასთან შეიძლება რაღაც ვერ გათვალო ,ასეთი კი არა რაღაც ელემენტარული შეგეშალოს ,მაგრამ სულ უნდა იფიქრო,სულ დააკვირდე და ნებისმიერ მომენტში დაიწყო გამოსწორება. ისიც შეიძლება მოხდეს რომ ვერ გამოასწორო ,მაგრამ დანარჩენ პაციენტებზე უნდა იფიქრო. შეუძლებელია ათწლეულები უშეცდომოდ გაიარო ... მაშინ გაჩერდი და ახლავე დანებდი,იმიტომ რომ შეგეშალა და მაშინ მეც დაგემშვიდობები იმიტომ რომ გენდე,არ გადაგამოწმე და შეცდომის დაშვების უფლება მოგეცი
_რატომ არ აღიარე რომ შეცდომა დავუშვი მე ...
_ვისთან უნდა გეღიარებინა რომ შეგეშალა მათთან? აზრი? შენ უნდა იცოდე რომ შეგეშალა და შენვე აგო პასუხი საკუთარ თავთან ისე რომ არც მეორედ გაიმეორო და არც დეპრესიამ წაგიღოს და დანარჩენებთან უარესი გააკეთო. მოერგე რეალობას და წარსული ჭკუის სასწავლად გამოიყენე
_ან სხვების გასაჩუმებლად?
_დიახ...თითო შტერი ექიმი ყველა კლინიკას ჰყავს და ის შტერი გაგკიცხავს ზუსტად თორემ ვინც მუშაობს ის უშვებს შეცდომებსაც . ფურცლებზეც გაამახვილე ყურადღება ხომ ნახე ყველაფერს ეკირკიტებიან და ისტორიისთვის ბოლოს ეგ ფურცლებია მაინც მთავარი. ციხეზე გამავალი გზა ხელმოუწერელ დოკუმენტშია ან არასწორად დაწერილ კურსუსში
_და მე მავალებ ციხეზე გამავალი გზის გავლას?
_ჩემი მარჯვენა ხელი შენ ხარ ,დაგავიწყდა დუდა? შეგეშლება და ციხეში მომაკითხავ მეც პერედაჩებით ... მამაშენი როგორაა ,კახა ამბობდა რაღაც ჭირსო
_არაფერი,იჩხუბა და კრიტშია
_მერე ეგ არაფერია?
_ციხიდან ჯანმრთელი ვინმე გამოდის?
_ჩვენი პაციენტებიდან 30_მდე ყოფილი პატიმარია ... მამას რომ უბრაზდები იმ ქცევისთვის რომლის გამოც შეიძლება შენც მოხვდე ციხეში თავი დამნაშავე არ გგონია?
_მე მაგ დანაშაულით არ მოვხვდები იქ
_რატომ კაცს არ ცემ ისე რომ შეიძლება რეანიმაციამდე მივიდეს და მისმა ოჯახმა გიჩივლოს ?
_ყოფილი ცოლის ახალ კაცს არ ვცემ და მივცემ ყოფილს დარჩეს ყოფილი ,დიდი დისტანციით
_შენ დედაზე უფრო ბრაზობ თუ მასზე
_გააჩნია დღეს და თემას. ზოგჯერ ერთზე ზოგჯერ მეორეზე...ჩემ წინაშე ორივე დამნაშავეა და ვერავითარი სასჯელი გამოისყიდის მაგ დანაშაულს. ვერც იმ ნაცემი კაცისთვის ჩემი მიტანილი ფულების უკან დაბრუნება გამიბათილებს იმ წლების წამებას რაც ბიძაჩემის სიკვდილის პარალელურად ფულის შესაგროვებლად ვიწამე. რაც ეშმაკს ვებრძოლე რამე ისეთი რომ არ გამეკეთებინა მერე სულ რომ ვინანებდი. რაც ვითმინე და რაც ავიტანე ,რაც დავკარგე იმიტომ რომ მამაჩემმა ძმაკაცების სიცილი ვერ გადახარშა "ცოლი გითხოვდება შე ჩემა" ვერ გადაიტანა თორემ ქალი ქმარი რომ ერქვა მაშინაც არ აკლდა და უკვე აღარც უყვარდა ნათია . უბრალოდ ნათია უნდა ყოფილიყო სულ მარტო ის კი იცი ახლაც რატომ თხოვდება? ასე ამტკიცებს ,რომ მაგარი გოგოა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და შეუძლია ნულიდან დაიწყოს როგორც ქალმა. განა უყვარს და სიყვარულს ვერ მოერია ან ფული სჭირდება და იმიტომ თხოვდება _კიბეზე ჩადიოდნენ მეხუთედან პირველ სართულზე და ამ დროის განმავლობაში საუბრობდნენ. დუდა საფეხურებს უყურებდა თავდახრილი და თითქოს მშვიდი ჰქონდა ტონი,მაგრამ ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებიც კი დაეძარღვა დაძაბულობისგან და ხმაც არ ჰქონდა ჩვეულებრივ მსუბუქი . უცებ ხაჭვანი შეეხო მკლავზე , ხელი ჯიბიდან ინსტიქტურად ამოიღო და ქალის თითები მტევანზე გადავიდნენ
_შენ ხომ მშობლების და ხალხის მიუხედავად გააკეთებ იმას რაც გინდა და სწორი გგონია . ასე შეუძლია მშობელსაც დაივიწყოს შვილი,იეგოისტოს და დაუშვას შეცდომა . ნუ დაადანაშაულებ ისე ,რომ ორივეს დაკარგვამდე მიხვიდე თორემ მერე წლები რომ გავა და ერთ დღეს აღარ იქნებიან ყველა წუთი დაგენანება ... ის მომენტები გაგახსენდება ბედნიერმა რომ გაატარე მათთან და გაჩნდება უდიდესი უფსკრული ,დანაშაულის შეგრძნება არა მათი არამედ საკუთარი თავის წინაშე ... ნუ გაიმეტებ მათ კი არა,საკუთარ თავს ამ წყვდიადისთვის . ჩემი პაციენტია მაგ ციხის უფროსი,ვთხოვ და შეგახვედრებს ცოტა ხნით
_ვერ ვნახავ ...
_რატომ
_ბოლოს ისეთები ვუთხარი ახლა ვერ ვნახავ
_საერთოდ აღარ აპირებ შეხვედრას?
_ვაპირებ,მაგრამ ჯერ ვერ...შენ არ იცი მამაჩემი. სულ არ გაახარებს ახლა ჩემი მისვლა. კრიტში თუა ადვოკატის გარდა ვერც ნახავს ვინმე და არცაა ალბათ ცუდად
_გავარკვევ მაგას და გამონაკლისს დაუშვებენ...ექიმი ხარ ბოლოს და ბოლოს
_არ ვარ ჯერ ... იქნებ გადამიტრიალოს გონება ამ რეალობაში მოხვედრამ და მეც გადავიდე ბიზნესში სადაც უფრო მარტივი და შემოსავლიანი ცხოვრება მელის. ადამიანების ჯანმრთელობით გარისკვის ნაცვლად
_შენ ადამიანებს ეხმარები ... შენ გაქვს პოტენციალი იყო ძალიან კარგი ექიმი. ჩემზე ბევრად შედეგიანი და ამ კომპლიმენტს ისე ნუ მიიღებ. რა თქმა უნდა არჩევანი შენზეა ... ორივეც შეგიძლია სცადო როცა ლიცენზია გექნება ისე გადაანაწილო დრო და ბოლოს აირჩიო მშვიდი და მდიდარი ცხოვრება როცა აქაურობა თავად წაგიყვანს ავადმყოფის სტატუსისკენ
_შენ ?როდის მიხვალ ეხოსკოპიის გასაკეთებლად ნანასთან...
_გემუდარები ჩემი ქალური ჯანმრთელობა მაინც დააიგნორე ... გაიგო სამყარომ რომ ჩემი ყველა ამოსუნთქვა იცი უკვე . დამიტოვე რაღაც პირადული
_მე კი დავტოვებ ,მაგრამ შენი ჯანმრთელობა ითხოვს ყურადღებას. შენგან უყურადღებოდ დატოვებული მე მაინც გავიხსენებ სანამ გვიანი არ იქნება და მერე ახლადგათხოვილს არ მოგიწევს რეპროდუქტოლოგებთან სიარული მხოლოდ იმიტომ რომ არასწორად იკვებები,გძინავს,ცხოვრობ და კორტიზოლი მოგიღებს ბოლოს
_ზედმეტად მუქად მიხატავ მომავალს
_პირდაპირი ვარ ,ბევრი დრო არ გვაქვს რომ დაგარწმუნო შემოვლითი გზებით _ ინსტიქტურად დაიხარა ხელზე ჩაკიდებულ მის ხელს აკოცა და დერეფანში შესვლამდე მოშორდა _ შენი ჯანმრთელობა ყველაფერზე ძვირფასია
_მე ხომ არ დავიწყო ახალი საქმე
_არა , შენ ექიმობისთვის დაიბადე
_თეთრი ხალათი მიხდებოდა სულ _ იხუმრა და საკმაოდ ხმამაღლა გაიცინა. ძალიან ლამაზი იყო ამ დროს,დაწვრილებული თვალებით წითელტყჩსაცხიანი ტუჩებით სახეგანათებული
_სიცილი გიხდება ,ხმამაღალი საერთოდ დიდებულს გხდის
_თუ ღმერთი გწამს ... ხმამაღალი სიცილი საერთოდ არ მეკადრება
_ყველასთან არ ,ჩემთან კი ... აუცილებელიცაა შეუკავებელი ემოციები და ბუნებრიობა
_ისე ვერ ვიქნები შენი უფროსი ექიმი და ექიმობის მასწავლებელი?
_ვერ ... სწავლებას თავისუფლება უყვარს
_მე პირიქით ვიცოდი
_თუ დავფიქრდებით ისეა როგორც ვამბობ უნდა გიყვარდეს და იყო თავისუფალი
_სწავლებაში თუ სხვა ამბებში
_ერთ საქმეში და ერთ ცხოვრების ქალთან აუცილებელია
_თავისუფალი როდისღა ხარ თუ ერთი ქალი გყავს... მერე ბორკილდადებულივით რჩები მის ერთგულად ან ცდილობ გათავისუფლდე
_ეგ როცა არ გიყვარს...ის რომ გიყვარს და ეს სიყვარულიც გიყვარს
მერე თავისუფლდები ნებისმიერ ფრინველზე მეტად . ოდესმე შეგიყვარდები_ბა და მიხვდები ,მართალი ვარ _ ისეთი ხმა ჰქონდა გადაკეთებულ დაცდენილ სიტყვას ხაჭვანმა ყურადღებაც ვერ მიაქცია. მხოლოდ წინადადების შინაარსზე დაფიქრდა და წამით მოუნდა ისეთი სიყვარულუ რომ გაათავისუფლებდა მის სულს.

_დაურეკავ ციხის უფროსს? _ ორი დღის შემდეგ დილა ამ წინადადებით დაიწყო
_კარგად ხარ? _ მზერა გაუსწორა უცნაურად დათრგუნულს
_უნდა დაველაპარაკო,მჭირდება
_დალაპარაკება თუ მამაშენი გჭირდება რაიმე პრობლემა თუ არის
_ორივე ...
_ცუდი სიზმარი ნახე თუ ცუდი ხდება რამე
_სიზმარი რომ მენახა ცოტა ხნით მაინც უნდა დამეძინა ...
_მოდი ჯერ დამშვიდდი და მერე დავგეგმოთ შეხვედრა
_დაურეკე გთხოვ და კითხე როგორაა...დედამისმა დამირეკა,მე ისე ხშირად მივდივარ ბებიასთან და ბაბუასთან თითქმის არ მირეკავს. მესენჯერში წერა ისწავლა ორივემ და ისე მწერენ რომ არ მომაცდინონ და საღამოობით ძილის წინ მირეკავენ. ახლა დამირეკა და მითხრა ცუდადაა მგონი ,ადვოკატმა ვერ ნახაო
_გავარკვევ _ ნომერს ეძებდა , არ ახსოვდა როგორ ჰქონდა ჩაწერილი და ბოლოს იპოვნა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა კაცმა
_ქალბატონო სოფიო ,როგორ ბრძანდებით. რით შემიძლია გემსახუროთ ჩემო ძვრიფასო ექიმო _ საშუალო ასაკის კაცი იყო აშკარად ,დადებითი განწყობით მკურნალი ექიმის მიმართ
_ამჯერად პირად საკითხთან დაკავშირებით გაწუხებთ ... ზოგჯერ თქვენი ნაცნობებია ჩემთან ხანაც პირიქით ხდება,ჩემი ახლობლები ხვდებიან თქვენთან
_ცხოვრება ასეთია ... ვინ გაინტერესებთ მითხარით და გავარკვევ სადაა და რა ხდება
_გიორგი , ყიფო ყიფიანის ამჯამინდელი მდგომარეობა და მდებარეობა მაინტერესებს
_ძვირფასი ნაცნობი გყოლიათ სოფო ექიმო _პაუზის შემდეგ უთხრა კაცმა
_ნამდვილად ძვირფასია
_არ მითხრათ მიყვარსო თორემ გული გამისკდება
_ისე არ როგორც თქვენ იგულისხმეთ,ძვირფასი კი ნამდვილადაა
_ნახევარი საათის წინ გადაიყვანეს კლინიკაში ... კრიტში გონება დაკარგა. ჯერ არ ვიცით რა მიზეზით. მოკლედ ექიმების ხელშია ამ ეტაპზე და არა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ
_ადვოკატს აქვს ინფორმაცია ჯეერ?
_შევატყობინებთ ცოტა ხანში
_გონზე იყო რომ წაიყვანეს?
_ზედმეტ ინფორმაციას გაწვდით დროზე ადრე სოფო ექიმო ჩვენი ურთიერთპატივისცემის გამო_ დუდას სახე რომ დაინახა როგორ გადაფითრდა და მერე როგორ გაწითლდა ბრაზისგან წამსვე შებრუნდა ისე რომ ტელეფონთან წვდომა არ ჰქონოდა და თან პირზე ხელები ააფარა გაჩუმების ნიშნად
_დროებით ბატონო როსტომ . მოგვიანებით შეიძლება ისევ შეგაწუხოთ
_ვისურვებდი არ იყოს საჭირო,მაგრამ თუ რაიმეთი გემსახურებით ,სიამოვნებით მხოლოდ
_კონსულტაციაზე გელით,ორ თვეში გიწევთ ...
_ჩემი ცოლს უკვე ჩანიშნული აქვს დღე ... დროებით .

_ნაბიჭვრები... სისხლდენა აქვს ალბათ. ჩხუბის მერე ვინც ფეხზე დარჩა მდგომი ის პირდაპირ გამოკეტეს. ეგ კიდევ რომ კვდებოდეს თუ გაგიჟდა მერეც ვერ გააკავებ. იქნებ სცემეს კიდეც ვინ მეტყვის ახლა ... როგორ არ ვნახე ,როგორ არ ვნახე აქამდე _ თავზე მოიჭირა ხელები გაგიჟებულმა და ისე მოიკეცა თითქოს გულის ტკივილმა დაახრჩო
_ვნახავთ და გავიგებთ ყველაფერს...მიდი გამოიცვალე უცებ _კარი გადაკეტა. მისი ტანსაცმელი გამოალაგა და იქვე დაულაგა თვითონ კი კარადის კარს უკან დადგა და იქვე გაიხადა ფორმის ზედა . თან ტელეფონზე რეკავდა _ ჩემი პაციენტები ლიკამ მიიღოს დღეს . გავდივარ კლინიკიდან ,მოგვიანებით დავწერ ერთდღიან შვებულებას და ავუტან თეკოს. ქვემოთ ეკას ვტოვებ თუ რამე მეც გამოვალ . არაფერი,თუ რამე დამჭირდება დაგიკავშირდები . მადლობა რეზი _გაუთიშა და მერე ბიჭს გახედა აშკარად კრიზიდან ვერ გამოდიოდა. ღრმად სუნთქავდა და თავდახრილი მალავდა ამღვრეულ სისხლისფერ თვალებს _კარგად იქნება დუდა
_დავიღალე _ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და მხარზე შუბლით დაეყრდნო
_ისუნთქე და გაივლის... მე აქ ვარ,შენთან _ ხელებს ბეჭებზე უსვამდა,თავზე და ზურგზეც .ხუთი წუთიც არ გასულა ალბათ ,მაგრამ სააუკუნეს ჰგავდა . სოფიას არ ახასიათებდა მსგავსი სენტიმენტები ,მაგრამ იმ მომენტში გრძნობდა მის ტკივილს და ტკიოდა. წამით შეახო ტუჩები ლოყაზე და მერე თავი ააწევინა _ ჩაიცვამ თუ ჩაგაცვა და წაგიყვანო
_არა ...არა ღმერთო ჩემო
_დალიე ეს _ ჩანთიდან დამამშვიდებელი ამოიღო ,ერთი აბი ხელისგულზე დაუდო და წყლის ჭიქაც მიაწოდა .
_არ მინდა . ხუთი წუთი მჭირდება,სხვა არაფერი _ გასწორდა, სოფიოს მკლავები შემოხვია და სახე მის ყელში ჩამალა _ხუთი წუთი, დაინიშნე _ქალზე ერთი თავით მაღალი იყო , განიერი მხარბეჭი ჰქონდა და თითქმის დაფარა მთლიანად . მოულოდნელობისგან გაშეშებული,სუნთქვაარეული იდგა და მოშორებასაც ვერ ახერხებდა სანამ ყიფიანმა არ გაზარდა მანძილი. შემდეგი ხუთი წუთის განმავლობაში ჩაიცვა , ხაჭვანი იდგა და უყურებდა როგორ იცვლიდა იმის ნაცვლად რომ გასვლა მოეფიქრებინა მერე კი უკან გაჰყვა .
.............
_დავიღალე _ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და მხარზე შუბლით დაეყრდნო
_ისუნთქე და გაივლის... მე აქ ვარ,შენთან _ ხელებს ბეჭებზე უსვამდა,თავზე და ზურგზეც .ხუთი წუთიც არ გასულა ალბათ ,მაგრამ სააუკუნეს ჰგავდა . სოფიას არ ახასიათებდა მსგავსი სენტიმენტები ,მაგრამ იმ მომენტში გრძნობდა მის ტკივილს და ტკიოდა. წამით შეახო ტუჩები ლოყაზე და მერე თავი ააწევინა _ ჩაიცვამ თუ ჩაგაცვა და წაგიყვანო
_არა ...არა ღმერთო ჩემო
_დალიე ეს _ ჩანთიდან დამამშვიდებელი ამოიღო ,ერთი აბი ხელისგულზე დაუდო და წყლის ჭიქაც მიაწოდა .
_არ მინდა . ხუთი წუთი მჭირდება,სხვა არაფერი _ გასწორდა, სოფიოს მკლავები შემოხვია და სახე მის ყელში ჩამალა _ხუთი წუთი, დაინიშნე _ქალზე ერთი თავით მაღალი იყო , განიერი მხარბეჭი ჰქონდა და თითქმის დაფარა მთლიანად . მოულოდნელობისგან გაშეშებული,სუნთქვაარეული იდგა და მოშორებასაც ვერ ახერხებდა სანამ ყიფიანმა არ გაზარდა მანძილი. შემდეგი ხუთი წუთის განმავლობაში ჩაიცვა , ხაჭვანი იდგა და უყურებდა როგორ იცვლიდა იმის ნაცვლად რომ გასვლა მოეფიქრებინა მერე კი უკან გაჰყვა .

გზა საავადმყოფომდე საცობში , ტელეფონზე კომუნიაცია ექიმებთან და ძლივს რეანიმატოლოგამდეც მიაღწიეს. კლინიკის უფროსიც მათთან ერთად იყო და აღმოჩნდა ,რომ სოფიოზე უკეთ თავად დუდა ყიფშიძეს იცნობდა
_რატომ არ დამირეკე ... საერთოდ არ ვიცოდი მამაშენი თუ გადმოიყვანეს
_ხელი ჩამოართვა კაცმა და ისე მოწიწებით მიესალმა ხაჭვანს გონება გაეფანტა
_რა მდგომარეობაა ზუსტად მინდა ვიცოდე
_გაჩვენებ წამოდი და თან ვილაპარაკოთ ... კვლევები მიდის კიდევ . ჩხუბის შედეგია . ნეკნია გატეხილი,ფილტვი დააზიანა . ალბათ დაბეჟილობად მიიჩნიეს და ტკივილიც როგორღაც აიტანა . მსუბუქი შერყევაც აქვს ,ისეთი არაფერი ... მთავარი ფილტვია ახლა
_ინტუბირებულია ? _ კარის გაღებამდე იკითხა და სოფიომ იგრძნო ისევ მისი ტკივილი
_უარესი მდგომარეობიდანაც გამოგვიყვანია პაციენტები ... უბრალოდ დრო გვჭირდება. შენც ექიმი ხარ მგონი ხომ?სოფ ,ჩემი მარჯვენა ხელიაო არ მითხარი? სოფიო ისე არ აგიყვანდა
_ექიმზე მეტია ეს ბიჭი ... სიცოცხლით ვარ ვალში მასთან მეც და მთელი ჩემი ოჯახიც მამუკა,გასაგებია ხო?
_გასაგებია ყველაფერი ... ჩვენ ისეც არ ვიშურებთ ყურადღებას
_ცალკეა ხომ?
_ბადრაგები გარეთ არიან _ისინი ლაპრაკობდნენ დუდა კი ფერს კარგავდა მიუხედავად იმისა,რომ ურყევი სახით იდგა აშკარად გული მისდიოდა იმ გარემოში. ხაჭვანს ადრეც ჰქონდა შემჩნეული მისი რეანიმაციაში მოხვედრის შემდეგ ცვლილებები,უჩვეულო ფორიაქი და მალე გასვლის სურვილი დაჰყვებოდა მუდამ ,მაგრამ ამაზე არასდროს უსაუბრიათ. გული მოეწურა მარტო დარჩენის წამსვე რომ დაიხარა ,თავზე აკოცა და მერე ჩამუხლულმა ხელზე დაადო თავი . მაჯაზე რამდენჯერმე შეახო ტუჩები სანამ თითებზე თითებს უჭერდა და რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა . თავისთვის თუ მისთვის ამბობდა სოფიასთვის უცნობ სიტყვებს ან იქნებ ლოცულობდა , არავინ იცოდა.

ყიფოზე ამბები სოფიოს ბევრი ჰქონდა მოსმენილი. ის არც დამნაშავე ყოფილა ოდესმე და არც ჩვეულებრივი კაცი, ჩვეულებრივი ცხოვრებით. სულ მართალი კაცის სახელი ჰქონდა და მუდამ ეხვეოდა გაუგებრობებში სრულიად უცნობი ადამიანის გამოც კი. კახაც კი პატივს სცემდა მიუხედავად იმისა,რომ ანდროს მუდამ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სიძესთან. ხშირად გაუგია როგორ იცავდა და ამართლებდა გარკვეულ შემთხვევებში კახა და ამის გამო ეკამათებოდა კიდეც მოხუც მეგობარს.
უცნაური დღე მაშინ გახდა პირველ სართულზე ჩასულებს ყიფიანებთან ერთად ნათია გიგაური რომ დაუხვდათ ატირებული. ყოფილ დედამთილს ჩახუტებული რომ მოთქვამდა ჯერ და შემდეგ შვილისკენ გაიქცა.
_აქ რა გინდა დედა
_გავიგე თუ არა წამოვედი
_როგორ გაიგე საერთოდ
_ორი დღეა ვერ ვუკავშირდები და
_ისე უკავშირდებოდი ? _ სიმწრის ჩაცინება ჰქონდა_ ქორწილს შემთხვევით ყიფოსთან ხომ არ გეგმავდი
_როგორაა დე ... როგორაა მითხარი გავგიჟდები
_ახლა გაგიჟდები? ცუდადაა ,მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის...დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში და შეძლებს ისევ შენ გაბრუებას
_მძიმეა ? რამდენად მძიმეა დუდა
_ფილტვი აქვს გახვრეტილი...უფრო მარტივად არ ვიცი როგორ გითხრა. ნეკნი ჰქონდა გატეხილი ,მაგრამ ისეა მიჩვეული დაბეჟილ_დაბეგვილი სიარულს ბავშვობიდან ,რომ სანამ არ გაითიშა ვერც მიხვდა
_შენ სხვანაირი ხარ თითქოს
_მე მისნაირი ვარ ? მე არ მიცნობ თუ საყვარელ ყოფილს არ ვიცი ...
_თქვენ ... კახას შვილიშვილი მგონი ხომ? სოფიო _ქალს არ გამორჩენია იქვე მდგომი ხაჭვანი
_დიახ
_მადლობა ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის რასაც დუდასთვის აკეთებთ
_მე არაფერს ვაკეთებ,პირიქით დუდა მეხმარება ძალიან ... ყავას მოგიტან _ ინსტიქტურად შეეხო ხელზე და მერე ქალსაც გახედა_თქვენ რას მიირთმევთ ... იქნებ დასხდეთ ,დუდა ფერი არ ადევს
_გაუვლის არაუშავს... არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი . არ შეწუხდე შენ
_ბები ... ბე არ მაჩვენებენ . ერთს ვაკოცებ,ერთ სიტყვას ვეტყვი ბებო მის სუნს ვიგრძნობ და გამოვალ ჩემო სიცოცხლე გემუდარები რამენაირად . მანახეთ ჩემი შვილი ცოცხალი
_კარგად იქნება შენ თავს გეფიცები ბე ... ცოტა მოითმინე და გაჩვენებ . სულ ცოტა ბე _ ქალი გულში ჩაიკრა და ხელებიც დაუკოცნა _ ჩემო სიყვარულო არ იტირო _ახალგაზრდა იყო ქალი ,აშკარად ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ და თან ისე გამოიყურებოდა მეუღლესთან შვილისგან განსხვავებით უკომფლიქტო ცხოვრება ექნებოდა_ ჩემი ხომ გჯერა,ტყუილს არ გეტყვი
_ჩემო სიცოცხლე ის ერთი მყავს ბებო გიჟია,მაგრამ სამყაროს მირჩევნია... მოვკვდები ,მოვკვდები იმ წუთში
_გეყოფა უკვე ამდენი მოთქმა. ორივეს გეყოთ ...შენ საერთოდ ასე თუ გედარდებოდა ჭკუიდან არ გადავიყვანდი და ვიღაც კაცთან პაემნებზე სიარულს არ დავიწყებდი ამხელა ქალი. ახლა რომ ქვითინებ ჩემი მაინც შეგრცხვეს და მოგერიდოს . გამეცალოს აქედან დუდა თორემ ისედაც არ ვარ ჩემ ჭკუაზე _ შალვა ყიფიანს აშკარად არ ჰქონდა მარტივი ხასიათი და არც ყოფილი რძლის მიმართ იყო დადებითად განწყობილი.
_რამდენჯერ უნდა ვთქვა არაფერ შუაში ვიყავი და ყველაფერი ჭორების
_საჭორაოდაც არ უნდა გაგეხადა თავი ნორმალურ ,ზრდასრულ და საზრიან ქალს . ჩემი შვილი ციხეში მოხვდა მაგ ამბების გამო და ახლა საერთოდ მიკვდება ხვდები ქალო რაშია საქმე ? _ ხმას აუწია და იმდენად ვერ აიტანა ეს ამბავიც გულზე მიიჭირა ხელი . მსგავსი ამბები სოფიოსთვის უცხო იყო იმდენად ჰარმონიული ოჯახი ჰყავდა. ან ქალები ქმნიდნენ ამ სიმშვიდეს თორემ მამა და ბაბუა ნამდვილად არ იყვნენ ზედმეტად ლოიალურები. შუაზე გახლეჩილი დუდას ადგილას რომ წარმოიდგინა თავი არ იცოდა რა გაეკეთებინა.
_დედა ,გთხოვ
_გარეთ ,მანქანაში ვიქნები
_თავხედი დედაკაცი ... სანამ არ მიიყვანს კუბომდე იქამდე არ მოისვენებს . ანდროს რომ ვცემდი პატივს თორემ თავიდანვე რა სახლში შემოსაშვები იყო . ისიც იდიოტი, ქალი ვერ იპოვნა მეტი იმხელა ვირმა მაშინ და მერეც . არც მისკდება ეს გული რომ დავისვენო ,ღმერთო ნუ მომასწრებ ჩემი შვილის სიკვდილს ჯერ მე წამიყვანე რა მოხდება
_დამშვიდდი ... ცოტა მოითმინე და დასტაბილურდება.რამდენიმე დღე დასჭირდება და მერე ნელ_ნელა კარგად იქნება
_დარწმუნებული ხარ ? არ ხარ... გიცნობ . შენ მეც სულელი ხომ არ გგონივარ რას გიგავს თვალები და სახე . შენ ასე ტყუილად არ იქნებოდი
_ვეჩხუბე და არ შევრიგებივარ ჯერ ამიტო ვნერვიულობ,მაგრამ რომ გაიღვიძებს უარესად ვეჩხუბები თვითონ რომ იქცევა 20 წლის ბიჭივით
_რა ვქნა...რა გავაკეთო
_დაელოდე და გამაგრდი . ცოლი გყავს მისახედი
_იმ სულელს გახედე ცუდად არ გახდეს _ სკამზე იჯდა უკვე და ცოლს ეხვეოდა მერე რომ უთხრა _ დედაშენია დედაჩემი ხო არაა რას მიყურებ
_მიყვარხარ ,მაგრად _ჯერ უყურებდათ ჩახუტებულებს და მერე უთხრა
_მშობლები შტერები გყავს და ბებია_ბაბუები უნდა გიყვარდეს აბა რა გზაა სხვა . დალაგებულები ჩვენ ვართ... აცხონოს ანდრო ღერთმა ის ხომ მოინელეს და მე ვარ ახლა რიგში
_გეყოფა,გემუდარები ...

სოფიო უკან გაჰყვა და წინ გადაეღობა
_მოკვდება ?
_ექიმი არ ხარ ? მაგას ვინ გეტყვის დუდა
_ციხეში მოხვდა ორივეს სისულელის გამო ...ახლა თურმე შერიგებულან და მე არაფერი ვიცი. შეიწირეს მშობლებიც, საკუთარი თავიც . ახლა საერთოდ რა მდგომარეობაში არიან და რისთვის
_დაივიწყე ყველაფერი ახლა იფიქრე კარგზე და მერე მომავალი დალაგდება. შენ შვილი ხარ,ვერ ასწავლი ცხოვრებას მშობლებს და შეცდომების დაშვების უფლებას ვერ წაართმევ . გაიგეე
_როგორც კი გაიღვიძებს ... როგორც უნდა ისე გამოვიდეს იქედან. ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი და ახლა კვდება . მაგათ საქმეში აღარასდროს ჩავერევი გეფიცები
_გაიღვიძებს და კარგად იქნება ... მიდი დედასთან. მე აქვე ვიქნები,ტაძარში შევალ _ ყავის ჭიქები მიაჩეჩა და მარტო დატოვა.

ხატის წინ იდგა სანთლით ხელში თავდახრილი დუდა რომ შევიდა ნათიასთან ერთად .
_მაჩვენე გთხოოვ...გემუდარები შვილო
_ნათია ნუ გამაგიჟებ მე გემუდარები მართლა ... დაშორდი ,ხოცავდით ერთმანეთს და შენ უფრო ეჩხუბებოდი ვიდრე ის. მერე საერთოდ ის ამბავი მოხდა ,ციხეში ჩასვეს კაცი ,შენი ძმა გარდაიცვალა და ცხოვრება თავზე დაგვენგრა . შენ შერიგება როდის მოახერხე
_არ შევურიგდები შენ თუ არ გინდა ...მანახე უბრალოდ,უბრალოდ ვნახოო
_მე არ მინდა? მე მშვიდად ყოფნა მინდა დედა მეტი არაფერი ... თქვენი შვილობა მინდა და არა მშობლობა _ ამოიოხრა ,სახეზე ხელები ჩამოისვა და თვალები დახუჭა _სასამართლოზე რასაც ყვებოდა რა იყო იქედან მართალი
_ამის დრო არ არის ახლა
_დედა რა იყო იქედან მართალი ...
_ყველაფერი ... მე შტერმა უბრალოდ წავშალე რასაც მწერდა და მტკიცებულება არ მქონდა . მამაშენს უნახავს და იმიტო სჯეროდა ჩემი თორემ მეც მომკლავდა ხომ იცი . მაინც იმდენხანს გამიბრაზდა არაფერს რომ არ ვეუბნებოდი,მაგრამ თვითონაც დამნაშავე იყო . იმ დროს სულ არ მაქცევდა ყურადღებას და რომ ვთხოვდი საქმე მაქვს მოდი სახლში_თქო არ მოაღწია ჩემამდე ხანაც ისეთი მთვრალი იყო ან დაბოლილი და რა მომეყოლა. ასე გავიდა დრო
_რატომ არ მითხარი აქამდე ... მე რომ ფული მივუტანე რატომ არ მითხარით ორივემ
_გეუბნებოდი და არ იგებდი. დაინვალიდდა თქვენი სისულელის გამო კაციო . შენი ექიმური თუ არ ვიცი რა ხედვა გაქ ყველა და ყველაფერი რომ გეცოდება. ყველაფერი ჩემი ბრალია ,რომ ვერ მოვიშორე მარტომ და საერთოდ მამაშენს რომ დავშორდი. მეჩხუბა და ვყოფილიყავი მის გვერდით ,ან ე
ამეტანა სულ სადღაც მყოფი სულს რომ ვხდიდი წუწუნით . ღმერთო გავგიჟდები ,შევიშლები გეფიცები რომ ვერ გადარჩეს მოვკვდები
_არავინ მიყვება ქმარს კუბოში და ყოფილებს მითუმეტეს ნათია
_ყველა გეცოდება და მე და მამაშენი რა გავხდით ასეთები
_თვითონ ყვებით ბოლო შვიდ წელში რაც გადამატანინეთ და გადაიტანეთ მეტი რა გინდა დედა ... დაველაპარაკები კლინიკის დირექტორს და შეგიყვან
_მერე ნინო ? ნინოს არ ანახებ დედა? ჯერ ნინოს ანახე ... იმ კაცს შვილი გადაურჩინე და ხუთი წუთი რომ შეგვიშვას პალატაში რა იქნება
_შენ რა იცი ... ვინ გითხრა
_ანამ მომიყვა პერედოზა ჰქონდა და მოკვდებოდა დუდა რომ არ ყოფილიყოო ... იმ გოგოს მამა არაა?
_ეგ ამბავი გონებიდან ამოშალე და ანას კიდე ტვინიდან ამოვუშლი დამაცადოს
_ყველაფერზე როგორ ბრაზობ დედა ასე როგორ დაემსგავსე მამაშენს
_სხვისგან გაგეჩინე და სხვას დავემსგავსებოდი ... თაყვანისმცემლები გაკლდა ?
_არ მინდოდა სხვასთან და სხვისგან ბავშვები თორემ გავაჩენდი
_ქალი 43 წლის ხარ და რატომ ხარ ისევ 17 წლის გოგოსავით
_აღარ ვარ ... ამდენმა ნერვიულობამ დამაბერა
_უმამაჩემობამ ალბათ
_ნუ მიგდებ მასხრად
_ვთხოვდებიო იქედან არ მეძახდი?
_მერე აარ უნდა გეკითხა ვის მიჰყვებიო?იქნებ იტალიელ მოხუცს მივყვებოდი
_და მე გამეკავებინე?თოკით დამები თუ ჯაჭვებით ნეტავ ... რომ წახვედი და გადამაბიჯე მეც და ყველაფერს მაშინ უნდა გამეწყვიტა შენთან კონტაქტი ,მაგრამ მე ხომ მამაჩემს ვგავარ, ზედმეტად მიყვარხარ და ყველაფერს გპატიობ ბოლოს
_სოფიოსი მაინც შეგრცხვეს ნახავს შენ ნამდვილ სახეს,როგორი ჯუჯღუნაც ხარ
_ჩემ ადგილას რომ იყოს ზედაც არ შემოგხედავდათ არცერთს. დარწმუნებული ვარ
_უფროსიც შენნაირი იპოვნე ? ამიტომ დაგიტოვა ალბათ თორემ შენ ისეთი რთული ხასიათი გაქვს ,საერთოდ როგორ შეძლო სხვის დაქვემდებარებაში ყოფნა მიკვირს
_ჩემზე ჭკვიანურს თუ მეუბნება ვინმე როდის არ ვჩერდები და სულელებს რა უნდა დავუჯერო _ თვალებიდან ცეცხლს ისროდა უკვე. სოფიო მის გვერდით მიაბიჯებდა და სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა მოსმენილის გადახარშვას ცდილობდა ჯერ
_ასეთი კომუნიკაცია თუ გექნებოდათ არ მეგონა... უფროსები სამსახურიდანაც არ ათავისუფლებენ არათუ თან მიჰყვებიან და ამხნევებენ . უფროსი მეგობრის როლიც გაქვთ მგონი ჩემი დუდასთვის და მიხარია
_დუდა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია ... არა მხოლოდ თანამშრომელი ან მეგობარი რომლის მიმართაც დედური ინსტიქტი ჩამერთვებოდა . ალბათ მართლა ვგავარ ხასიათით ,უფრო მკაცრიც ვარ და პატიების უნარიც არ გამაჩნია . ამიტომ იგებს და იტანს ჩემთან ყოველ დღე მუშაობას
_აუტანელი შენ არაფერი გაქვს ... სხვებზე რასაც ვერ ვიტყვი . ავალ დაველალარაკები და მოგწერ ამოიყვანე მერე რა
_კარგი ...

რამდენიმე წუთის შემდეგ სამივე აიყვანა რეანიმაციაში. მორიგეობით შევიდნენ პაციენტთან და სულ ბოლოს ნათია დარჩა . რაღაცას ეჩურჩულებოდა, მერე მთელი სახე დაუკოცნა , თავი დახარა და ხელზე დაეყრდნო. მტევანზეც აკოცა და შემდეგ რომ გასწორდა წონასწორობადაკარგული იქვე ჩაიკეცებოდა ექთანს რომ არ შეეშველებინა ხელი.
_სახლში მიგიყვან ... რომ შეიცვლება რამე ისევ გაჩვენებ _ არც უკითხავს ისე ჩასვა მანქანაში ყველანი და სახლებში დაარიგა .
_დუდა იცოდე
_დაგირეკავ ... დედა ნახო სჯობს ,მოენატრე უსაშველოდ
_ვრჩები... აღარ წავალ
_ეგ უთხარი რომ ჩაეხუტები მაშინვე
_მადლობა სოფიო კიდევ ერთხელ_ მანქანიდაან გადასვლამდე უთხრა ქალს და მერე კორპუსისკენ დაიძრა.
_როგორ ხარ
_ცუდად ... ერთი სული მაქვს როდის გამოჯანმრთელდება ორივეს რომ ვეჩხუბო ამ თამაშისთვის . თურმე შერიგდნენ და მე არ ვიცი . ასეთი უპასუხისმგებლოები როგორ არიან არ ვიცი და მამაჩემს რომ ჰკითხო ყველაზე სწორი კაცია... ჩემთან ეშლება ყველაზე მეტი ყოველთვის
_ გაბრაზებული თუ იქნები ტკივილი არ გაგინელდება _ მხარზე შეახო თითები გამხნევების ნიშნად _კარგად იქნება
_ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის...სახლში დაგტოვო თუ კლინიკაში გაგიყვანო
_შენთან ერთად ვიქნები დღეს
_კარგად ვიქნები...ბავშვი კი გგონივარ,მაგრამ უარესებიც გადამიტანია მარტოს
_ახლა მარტო არ ხარ
_მადლობა _ თავი შეაბრუნა,ხელზე აკოცა და მერე განაგრძო გზა ლოდინით სავსე წუთებისკენ.

გიორგი ყიფიანი მარტივად დანებებას არ აპირებდა. რამდენიმე დღეში მდგომარეობა საბოლოოდ გაუმჯობესდდა და რეინტუბაციაც წარმატებით განხორციელდა. გამოფხილდა და ამჯერზე გაესაუბრა კიდეც
_არ გეშვები ხომ ხედავ ... ისევ გადავრჩი
_არ მოიხსნა _ ჟანგბადის ნიღბის მოშორებას ცდილობდა რომ გააჩერა_ამჯერად მძიმედ ხარ და დაუჯერე ყველაფერი ექიმებს
_ნათიამ გაიგო?
_გარეთაა ...
_ჩამოვიდა?
_შეშლილები ხართ...
_შემოაშვებინე რა
_აუცილებლად
_დუდა
_ხო _ გაჩერდა და მზერა გაუსწორა
_საუკეთესო ხარ
_ვიცი

ოჯახისეწვრებს მოეხვია. ექიმთან დატოვა ყველანი და წავიდა . სამსახურში დაბრუნდა ერთ კვირიანი შვებულების შემდეგ თავზე დაადგა სოფიოს ,რომელსაც თავზე ეყარა საქმეები და პაციენტების რიგი ჰქონდა კაბინეტთან
_დღემშვიდობისა სოფიო ექიმო _ კარი ზურგს უკან მიხურა და ქალს მიესალმა
_აქ რა გინდა
_გაიღვიძა... კარგად იქნება . გადავაბარე დედას ,მამას და საყვარელ მეუღლეს მე კი დაგიბრუნდით თქვენ და საქმეებს
_დამშვიდდი ?
_საიდან დავიწყო თუ მეტყვით
_გამოიცვალე და განყოფილებაში შემოვლაზე წადი. აქედან ვერ გამოვაღწიე არ ვიცი იქ რა ხდება. გასაწერი მყავს გიგანი და ოთხოზორია თუ მოახერხებ გადახედე ანალიზებს, ფ100 გამიმზადე
_ყველაფერი მზად მექნება მალევე
_დუდაა
_ჰო
_რამე ხომ არ გჭირდება
_არაფერი მუშაობის გარდა

სოფიოს კარგად ესმოდა მისი. ისიც ასე საქმეზე გადაერთვებოდა ხოლმე სულგადაღლილობის შემდეგ და განტვირთვას ახდენდა როგორი პარადოქსულიც არ უნდა ყოფილიყო ამ თვისებითაც ჰგავდნენ ერთმანეთს.

_დუდააა ჩვენმა ლოცვამ გაჭრა და დაგვიბრუბდი მხსნელად?
_დუდა ექიმო აქედან აღარ გაგიშვებთ ... გვეგონა ცოცხლად შეგვჭამდა ისე დაგვცოფა ყველა
_დუდა ექიმოოო _ექთნები შეეგებდნენ და გამხიარულებულები დაფუსფუსებდნენ ირგვლივ. ყველაფერი გაიგო რაც ერთი კვირის განმავლობაში მოხდა. გეგმაც ჩამოწერა საქმეების და ჩაერთო სამზადისში.
_რეზი ჩამოვა შემოვლაზე და არაფერი იყოს უადგილოდ
_რა შემოვლა აქვს ამ დროს
_ექთნებმა ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით შეხვედრა ითხოვეს ... რა თქმა უნდა არ აპირებენ სამაგიეროდ შეცდომების პოვნას ეცდება და არ უნდა ვათქმევინოთ არაფერი. იმათ კიდევ მხოლოდ ლაქლაქი გამოსდით რამხელა ხმაზე ლაპარაკობენ ახლა უსმინე _ კაბინეტშიც აღწევდა მათი ხმა და მართლაც ხმამაღლა საუბრობდნენ ,მაგრსმ სოფიო ზედმეტად გაღიზიანებული იყო
_ყავას მოგიტან და კრუასანს
_არ მინდა...ტკივილგამაყუჩებელი მინდა _თავი მაგიდაზე დადო მერე წამოდგა და დივანზე წამოწვა
_რა მოგიტანო
_ნემსის გაკეთება იმედია იცი ... თუ არავინაა ამბულატორიული პაციენტი კარიც გადაკეტე რომ შემოხვალ _ მუცელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები ,მუხლები მოკეცა და ემბრიონის ფორმაში იწვა ბოლოს.
_ეხოსკოპია რომ გაიკეთოთ არა? და გინეკოლოგთან ვიზიტზე მიხვიდეთ
_იქნებ ვიცი უკვე დიაგნოზი
_არ მეტყვით
_გამოიცანი
_ენდომეტრიოზი...
_ეგეც _ჯერ ელოდა როდის გაამზადებდა წამალს გასაკეთებლად მერე მუცელზე დაწვა და ერთ მხარეს დასწია შარვალი
_სულ ლურჯი ხარ ...ამდენი ნემსის გაკეთება როდის. მოასწარით
_ამ ოთხ დღეში
_მეორე მხარეს გავაკეთებ
_ამდენს ელაპარაკები ყველა პაციენტს? _ არც გამოძრავებულა . ხელები წინ ჰქონდა მოკეცილი და შუბლით ეყრდნობოდა მკლავებს _მეძინება ...წუხელ მორიგე ვიყავი. ნელი ავადაა და მისი მორიგეობები ვერავის მივეცი . ამაღამაც აქ უნდა დავრჩე _თვალები დახუჭა და ისე განაგრძო ლაპარაკი თითქოს საჯდომი ნახევრად მოშიშვლებული არ ჰქონდა . დუდამ გაუსწორა ბოლოს შარვალი და პლედი რომ დააფარა მაშინაც არ გაუწევია წინააღმდეგობა
_სიმშვიდეა ... ნახევარი საათით დაიძინე . მივხედავ ყველაფერს
_მგონი ვირუსიც მაქვს ...
_სიცხე გაქვს ? _ შუბლზე და მერე ლოყაზე მიადო ხელი _ ნაწილ_ნაწილ რატომ მეუბნები ჩივილებს
_რომელი პაციენტი გეუბნება ყველაფერს ...მკითხე და გიპასუხებ
_როდის მოასწარი ყველაფერი ერთად
_ვახერხებ ხოლმე _თვალებს ვერ ახელდა ისე ლაპარაკობდა. პლედი ყელამდე აიტანა ,კანკალებდა იქამდე სანამ დუდა ჩაით სავსე ფინჯნით არ ჩამოუჯდა და ყლუპ_ყლუპობით არ დაალევინა მთლიანად . საჭმელიც მიუტანა,აჭამა და პარალელურად პაციენტებთან გადიოდა.
_უკეთ ხარ ?
_კი ... რამდენ ხანს მეძინა
_ექვსია უკვე
_ცარიელია ყველა დარბაზი?
_კი ... სტერილიზაციას დაასრულებს აპარატი და ოსმოსსაც გავთიშავ
_ყველანი წავიდნენ და შენ დარჩი?
_მორიგე ვარო ხომ თქვი ... დავრჩები მეც
_მთელი კვირაა ისედაც საავადმყოფოში ხარ და არ დაგისვენია. წადი სახლში... მე კარგად ვარ უკვე,გმადლობ ამ ორი საათისთვის
_რაღაცები შევუკვეთე ვივახშმოთ აქვე და მერე ავიდეთ ინტენსიურში _ არც მოუსმინა ტელეფონზე ურეკავდა კურიერი. გავიდა და მალევე დაბრუნდა პარკებით _ვჭამოთ სანამ ცხელია _ ორ წუთში გაამზადა ყველაფერი
_ისე მანებივრებ შენ რომ წახვალ შემცვლელის პოვნა გამაგიჟებს ...
_ჩაიც დალიე _ კიდევ ერთი სავსე ჭიქა მიაწოდა სახედამანჭულს
_ბებიაჩემს მაგონებ გაციების დროს რომ მალევინებდა ჩაის იქამდე სანამ ორთქლს არ გამოვუშვებდი
_წუწუნა პაციენტი ხარ
_როგორაა მამა ,დაუკავშირდი ?
_კარგად არიან ... ყველანი
_ისევ ჯიუტობ
_თითქოს შენ ჩემ ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი
_არ ვიცი... ჩემები არასდროს კამათობენ. თითქოს მართლა ერთმანეთის ნახევრები არიან ისე ესმით ერთმანეთის. მამაჩემის რთულ ხასიათს დედაჩემი აბალანსებს და დედაჩემის ისტერიკებს მამაჩემი ახშობს მხოლოდ. მე რას გავაკეთებდი შენს ადგილას არ ვიცი არც ის ვიცი ასეთი ვიქნებოდი თუ არ. მე ვერაფერს შევძლებდი მათი მხარდაჭერა რომ არ მქონოდა...ცხოვრებაში არაფერზე მიფიქრია სწავლის და მუშაობის გარდა.
_მეც არ მეფიქრებოდა 19 წლამდე არაფერზე იმის გარდა რაც მე მინდოდა ,მომწონდა და მომესურვებოდა ... მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა . როგორც აღმოჩნდა ყველაფერი არც ვიცოდი
_ორივეს უნდა მოუსმინო...ხალხი ისედაც ესვრის ქვებს შერიგების შემდეგ და შენი მხარდაჭერა დასჭირდებათ . ისედაც ბევრი პრობლემა ექნებათ ,გაუჭირდებათ ისევ ერთად გაგრძელება
_ნუ ცდილობ მანიპულაცია მოახდინო... მივიღე მე ჩემი გადაწყვეტილება
_მაინც რა გადაწყვიტე
_მივხედო საკუთარ ცხოვრებას... ბარგს ჩავალაგებ ხვალვე და ცალკე გადავალ
_დამოუკიდებლობა ისეც გაქვს გაქცევის გარეშეც
_რატომ მეწინააღმდეგები ... ბავშვი ვარ და სჯობს სახლში დავრჩე?
_არა ... მონატრება გატკენს და ცოდო ხარ
_შენ გეტკინა და იმიტომ რჩები ხშირად სახლში და არა ბინაში მარტო?
_მე მანძილის გამო ვარ ცალკე თორემ სახლიდან წამოსვლა არასდროს მინდოდა. დედას ნებიერა ვარ _ ისე საყვარელი იყო ბოლი სიტყვები რომ თქვა დუდას ხმით გაეცინა _ რაა
_ეგ არავისთან თქვა გთხოოვ
_რატომ სირცხვილია? თუ ჩემი ასაკის ქალს არ შეუძლია იყოს
_უსაყვარლესი ხარ _ თვალებში უყურებდა რომ უთხრა მერე მიიწია და ლოყაზე ხმაურით აკოცა_გეფიცები
_ზოგჯერ ივიწყებ ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე !
_სულ მახსოვს თორემ დამიჯერე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა _ მშვიდად უთხრა და მზერა მის ტუჩებზე გაექცა _და იქნებ ასეც სჯობდეს
_ზღვარს გადალახავ და ყველაფერი დაინგრევა
_მე რომ ზღვარს გადავლახავ ნგრევისთვისაც მზად ვიქნები და ახლის შენებისთვისაც
_ანუ რჩები ? _ ყველაფერი რომ მიალაგეს და ზემოთ ასასვლელად მოემზადნენ ისევ ჰკითხა
_რამდენი პაციენტი გვყავს სუულ?
_ვნახოთ რომ ავალთ ... სესილიაცაა დღეს
_მერე?
_რაღა მერე გოგო ალისფერი ხდება შენ რომ გხედავს ისე კი ვერაფერი აჩერებს და აბნევს
_აჭარბებთ
_უყვარხარ და რატომ არ დგამ ნაბიჯს არ ვიცი ... მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ
_კოლეგიალური და არა სასიყვარულო
_და რატომ არ ... ჭკვიანია,ლამაზი და
_სხვა მიყვარს უკვე დიდი ხანია და იმდენად ძლიერად რომ ვერავინ გადაფარავს . აღარასდროს მესაუბრო ვინმეს სიყვარულზე
_ასე კატეგორიულად? არ მეტყვი ვინ არის?
_მე არ გეკითხები ყოფილ და ახლანდელ კაცებზე
_ რა უნდა მკითხო და რა უნდა გიპასუხო არ მყავს კაცი
_გინეკოლოგს მაინც დაუჯერეთ ქალბატონო სოფიო და იპოვნეთ დროულად სასურველი კაცი _ კიბის ავლისას უთხრა ,ზედმეტად ახლოს იყო და თვალებში უყურებდა იქამდე სანამ კარი არ შეაღო და განყოფილებაში არ შევიდა.

ორივე იცვლიდა ფერს მუშაობისას. სესილია ჯერ შეუსვენებლად აცნობდა პაციენტებს მერე დუდა გამოჩნდა და ლაპარაკიც აერია ,გონებაც გაეფანტა და მზერაც მისკენ ჰქონდა მიმართული
_ანემიაა თუ პნევმონია ვეღარ გავიგე
_ისა ... ჯოხაძე ანემია და სისხლი შეთავსებაზე გაგზავნილია მოიტანენ მალე
_სესილია შენ რეზიდენტი ხარ ხომ უკვე
_არაა... მე წელს ვასრულებ. უფრო სწორად დავასრულე და სადიპლომო მექნება მალე
_დუდასაც ახლა აქვს სადიპლომო...ანუ ერთდროულად იქნებით დიპლომირებული მედიკოსები. შენ რაზე აგრძელებ?
_თერაპია მინდა ძალიან
_ჩემთან მუშაობით თუ იქნები დაინტერესებული მორიგეობების გარდაც ... ვეძებ შრომისმოყვარე და ჭკვიან კადრს რომელიც დუდას ჩაანაცვლებს
_დუდა მიდის ? _ წამსვე მიუბრუნდა ბიჭს ,რომელიც ისტორიებს ალაგებდა_რატომ?
_არსად მიდის ჯერ...თერაპია არ უნდა და სანამ წავა იქამდე მინდა მყავდეს მზად მისი შემცვლელი
_მე ახლახანს დავიწყე მუშაობა და ჯერ
_თუ დაინტერესდდები და არ შეგეშინდება ჩემთან მუშაობის მეც გასწავლი და დუდაც დაგეხმარება
_ორივე ერთად ვიქნებით ანუ? თუ გრაფიკს შევათანხმებთ და
_იმდენი საქმე მაქვს ერთად დამჭირდებით ორივე... ჰემოდიალიზის ამბებშიც გაგარკვევთ ბონუსად. მე გასტროენტეროლოგიც ვარ და ჩვენთან საერთოდ მრავალპროფილური პაციენტები გვყავს ... დუდა ხომ ასეა ?
_შენთან მუშაობას ვერ შეძლებს ... ტყუილად ელაპარაკები _ ისეთი უხეში იყო სოფიოც კი გაკვირვებული დარჩა სესილიას კი თვალები აემღვრა ემოციებისგან _მხოლოდ მაღალი ქულები და მოწესრიგებულობა არ გკმარა შენ
_საიდან დაასკვენი რომ ვერ შეძლებს
_შენ ვერ გაგიქაჩავს თორემ ისე ბევრ რამეს შეძლებს ... მე კი არაფრის სწავლების დრო და სურვილი არ მაქვს . ყველამ ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს
_იქნებ წასვლა არ გინდა და იმიტომ_ძლივს ამოილუღლუღა გოგომ _შენთვის ადგილის წართმევა აზრადაც არ
_შეგიძლია სცადო სესილია ...ხვალ დილის შვიდის ნახევრიდან გელით _ისე გაუღიმა ნებისმიერს მოულბობდა გულს
_რომელზე ?
_შვიდის ნახევარზე
_დამცინი?
_როგორ გეკადრება ... კარგად დაფიქრდი რამდენად გიღირს საკუთარი ცხოვრების სასწორზე დადება ,ძვირფასო სესილია _ ბოლო წინადადება ისე უთხრა თითქოს ეფლირტავებოდა კიდეც. თვალების ციმციმით,ღიმილითა და დამტკბარი ტონით თავბრუდაახვია ისედაც რეტდასხმულს

_ რა გააკეთე ახლა ამიხსნი?_ საორდინატოროს კარი ლამის ჩამოვარდა ისე მიიჯახუნა
_შენ რად გინდა სესილია განყოფილებაში ამიხსნი? მე რას ვერ ვაკეთებ საკმარისად ...ადრე საერთოდ არ გინდოდა უმცროსი ექიმი და დამხმარეს არ ვსაჭიროებო და ახლა ერთი საკმარისი არ ვარ და მეორე გინდა?თუ გართობა გადაწყვიტე და გინდა იქ დამისვა ის ბავშვი
_ბავშვი არაა... 22 წლისაა და შენზე სულ რაღაც 3 წლით პატარაა
_ასაკი არ განსაზღვრავს ზრდასრულობას ... ვიღაცები სულ ბავშვები არიან
_შენ მგონი გებრალება ჩემი რეჟიმისთვის და ზრუნავ მასზე
_რატომ მიკერავ ამბავს ისე თითქოს მომწონდეს ,მიყვარდეს და მედარდებოდეს
_ვერ გაუქაჩავო რატომ უთხარი ... ასეთ რა წნეხში მყავხარ ნეტავ რომ არ ვიცი და არც მეუბნები. ვერ მიბედავ თქმას ?
_რას გაგიქაჩავს დილის ექვსი საათიდან გაღვიძებას , ორ განყოფილებაში მუშაობის პარალელურად ამბულატორიული პაციენტების მიღებას, ისტორიების წერას ასევე ორ განყოფილებაში,ათას დოკუმენტწარმოებას,ათიათას გართულებას . შენ ხასიათზე აღარაფერს ვამბობ ... სესილია ტირილით უნდა მოკვდეს შენ ერთ დაყვირებაზე ან საყვედურზე. ლამის თავზე გადამახიე რამდენჯერ დოკუმენტი და ეგ რომ უთხრა ხომ შეეშვა საერთოდ მუშაობას. 15000 ნაბიჯს გავდივარ მეტს თუ არ ... ნებისმიერ წამს შეიძლება სადღაც გამიშვა , პატარა ბავშვს რომ გაგზავნი მეზობელთან ზუსტად ისე . შენთვის ეს ყველაფერი ნორმალურია იმიტომ რომ ამ რეჟიმით ცხოვრობ და კი განსაკუთრებულს არაფერს მავალებ,მაგრამ ის ვერ გაგიძლებს
_პირდაპირ რომ გეთქვა მეცოდება შენთან მუშაობისთვისო არა?
_არ მეცოდება,უბრალოდ ვერ შედგება თქვენი დუეტი...
_იქნებ უბრალოდ არ გინდა შენთან იმუშაოს
_სულერთია ჩემთვის... მისთვის კი ნამდვილად არ იქნება მარტივი
_იმდენად იდეალური ხარ ახლოს რომ ეყოლები უფრო შეუყვარდები? _ ცინიკური ჰქონდა ტონი ,მაგრამ ბრაზი ემჩნეოდა მაინც ხმაში
_მოდი ჩამოყალიბდი გინდა რომ მომწონდეს თუ არ
_ საერთოდ რა ჩემი საქმეა ... შეყვარებული წყვილი და გონებაგაფანტულობა ნამდვილად არ მჭირდება განყოფილებაში
_ნამდვილად
_რა ნამდვილად
_არც შენ გეხება და არც გჭირდება ჩემი შეყვარებული ახლოს გყავდეს
_თითქოს უფრო მარტივი რეჟიმია რომელიმე განყოფილებაში,უკეთესი ანაზღაურებით და მეტი პატივისცემით
_და ვინ თქვა რომ არის? უბრალოდ რეჟიმს მაინც შეარჩევს ადამიანი სხვაგან . მორიგეობას აიღებს და ეცოდინება რომელ დღეს დაისვენებს შენ კი არასდროს ისვენებ
_არ მაქვს უკეთესი საქმე ,რომელსაც გავაკეთებ
_არ ცდილობ რომ გქონდეს...სამყარო არ ჩამოინგრევა თუ დაისვენებ ზოგჯერ და მეტჯერ ჩემ პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევი,ნურც გართობას გადაწყვეტ და კარსად ნუ მოიჯახუნებ ასე გაბრაზებული თითქოს მე მქონდეს შეცდომა დაშვებული
_აბა მე შემეშაალა?
_არა? რომ ეპატიჟებოდი რას ფიქრობდი
_რომ წახვალ რას ფიქრობ ორ დღეში ვინ ვიპოვნო ...
_არ მივდივარ ჯერ და სანამ წავალ დაგიტოვებ შესაფერის კანდიდატს
_იმედია ისეთს არ მომიყვან შენსავით ჩხუბი რომ გამიბედოს და დაივიწყოს ვინ ვარ
_შენ გგონია ეს ჩხუბი იყო?
_არ იყო ?ახლაც ხმამაღლა ლაპარაკობ
_გამაცოფე და იმიტომ ... ჩხუბი სხვანაირი ვიცი ,შენ ვერასდროს გამოცდი საკუთარ თავზე . სამყარო რომ ამოტრიალდეს მაინც
_დარწმუნებული არ ვარ
_თუ ჩხუბი გგონია რატომ არ მპასუხობ _ უცებ შეყოვნდა და ისტორიებთან დაჯდომის ნაცვლად მისკენ გაიხედა ისევ
_მეც რომ გიპასუხო მერე ვეღარ ვითანამშრომლებთ ... _ისეთი მშვიდი გახდა მომენტალურად თითქოს მთელი ეს დრო ამ მომენტს ელოდა ,როგორ გამოიყვანდა მწყობრიდან დუდას და ვერ გამოუვიდოდა _ სესილია მომწონს ძალიან ,ჭკვიანი გოგოა ... კარგახნისწინ ვესაუბრე მაკას . აქედან რომ წავა თან წაიყვანს, ოფიციალური კადრი ექნებათ თან უმცროსი ექიმის _ დივანზე იჯდა ,თავი უკან გადასწია და ფეხი ფეხზე გადაიდო
_ამდენხანს დრო რისთვის დამაკარგვინე გაინტერესებდა რას ვიტყოდი ?
_მაინტერესებდა გამიწევდი რეკომენდაციას როგორც უფროსს თუ არა ... უგემოვნოც აღმოჩნდი ისეთ გოგოზე ამბობ უარს
_შენ რომ იცოდე ვინ მიყვარს ჩემ გემოვნებაზე სიტყვას არ დაძრავდი ... სესილია ნამდვილად კარგი გოგონაა ჩემი მოწონების გარეშეც. უბრალოდ როგორც შენ ვერ გაგიქაჩავს სამსახურში ისე ვერ ვიქნებით მე და ის ურთიერთობაში. მეტჯერ თუ არ მომიწყობ მსგავს პროვოკაციას მადლიერი ვიქნები
_და თუ უეცრად მომინდება მერე რა მოხდება?
_გააჩნია რა სიტუაციას როგორს მომაწვდი _ კომპიუტერი ჩართო ,ანალიზების ბეჭდვა დაიწყო და თან ლაპარაკობდა. ისეთი გაბრაზებული იყო თავს როგორ იკავებდა ძალიან უკვირდა სოფიოს,ბოლოს ხალისობდა კიდეც _ისევ გტკივა თუ გაიარა ამ წარმოდგენის შემდეგ
_უფრო გამაყუჩებლის ეფექტი მგონია ... რას წერ
_მიღების ეპიკრიზს
_ანამნეზი შეკრიბე თუ დაგეზარა და პირდაპირ აკოპირებ
_ჩემი გაშვება გინდა და მიზეზს ეძებ თუ რა გჭირს დღეს ... როდის ვაკოპირებდი სხვის ნაწერს. პირველი ეგ არ მასწავლე თვითონ ესაუბრე პაციენტს ყოველთვის იქნება რაღაც ინფორმაცია რომლის თქმაც დაავიწყდა ან მიმღების ექიმს გამორჩაო?
_ბევრისთვის მითქვამს,მაგრამ არ გაუთვალისწინებია და მარტივი გზა აურჩევია
_მე რატომ მომახვედრე მაგ სიაში _ კლავიატურის ხმა აგიჟებდა უკვე სოფიოს. ზანტად წამოდგა,მეორე კომპიუტერთან დაჯდა და დარჩენილი კონსულტაციების წერას შეუდგა...ექთნის პირველ გამოჩენამდე რომელიც პაციენტის დამძიმებულ ან შეცვლილ მდგომარეობაზე მიუთითებდა. დუდა მაშინვე წავიდა და ისიც უკან მიჰყვა. რატომ ეგონა ,რომ მშვიდი ღამე ექნებოდათ ვერ გეტყვით. დამძიმებული პაციენტი,არასტაბილური ჰემოდინამიკა , რეანიმატოლოგის გამოძახებამდე მისული მდგომარეობა და ბოლოს გზა რეანიმაციამდე.
_საერთოდ რატომ მყავდა თერაპიაში ასეთი პაციენტი ვინმე მეტყვის? სტაბილურია... ეს იყო სტაბილური? ახლაც არ უნდოდა გადაყვანა ელოდა გულს როდის გააჩერებდა
_რასაც ვერ ცვლი იმაზე ნუ იდარდებ ღამის ოთხ საათზე ... სჯობს დაისვენო . სიმშვიდეა უკვე
_დავისვენო კი არა დავისვენოთ _ კარადიდან ორი პლედი გამოიღი და დივანი გააშლევინა _ ჩააქრე შუქი ამ მხარეს და იქეთ მოთავსდდი როგორმე _ ერთ მხარეს თვითონ დაწვა და მეორე მხარეზე მიუთითა. კარი ღია ჰქონდა დატოვებული ხმები შედიოდა
_სავარძელიც მეყოფა დაისვენე შენ
_ნუ მასწავლი რა გეყოფა და რა არა...არ უნდა დამეტოვებინე საერთოდ. სადღაც წამექცევი ბოლოს
_იჭორავებენ ხომ იცი
_პირველად არ ვრჩები კლინიკაში ...
_და ასე წვებოდი ხოლმე ?
_მარტო ვმორიგეობდი ან შენ პოზიციაზე ყოფნის დროს პალატაში ვიძინებდი ცარიელ საწოლზე . შენ კარგი უფროსი გყავს გაგიმართლა და ვერ იშნობ
_ახლა აქ რომ დავწვე ხვალ
_ნუ მახვერწნინებ , გეყოს _ თავისი ბალიში მისცა და პლედიც ესროლა
_თქვენ?
_მე უბალიშოდ მძინავს _ გადაბრუნდა და თვალები დახუჭა _ ხვალ რომ გადავაბარებ მორიგეს ამათ თვალით აღარ დამენახო ზეგ დილამდე იცოდე _ჩუმად უთხრა და მერე აღარ გააგრძელა სააუბარი.
................
გადაღლილი გონება გაეთიშა თორემ ძილი არ ერქვა იმ მდგომარეობას და უბედურება ამ ამბავში ის იყო,რომ შეეჩვია. სრულიად საკმარისი იყო მისთვის ის დრო ენერგიის აღსადგენად და მეორე დღე მუშაობის დასაწყებად.
დუდას რა დააძინებდა,სოფიო ჰყავდა გვერდით ,ერთი ხელის გაწვდენაზე ეძინა . მოფერების სურვილა გაგიჩენდა ისე გამოიყურებოდა . დუდაც იქამდე უყურებდა სანამ ქუთუთოები არ დაუმძიმდა და საბოლოოდ არ გაითიშა.
აპარატების ხმა გათენებისას კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდა თითქოს. ანალიზების აღებაც რომ დაიწყეს და აფუსფუსდდა განყოფილება .
_არ გეძინა ?_ თვალები რომ გაახილა და დუდა ყავის ფინჯნით ხელში დაუხვდა მაშინვე ჰკითხა . ძვლების ხმა გაიგო გამოძრავებისას და სახე შეჭმუხნა _რა ხდება
_არაფერი ... მშვიდობაა _ყავა მაგიდაზე დაუდგა _როგორ ხარ
_შემოვლა გავაკეთოთ და წადი სახლში... ხვალ დილამდე არ გამოჩნდე კლინიკაში
_კარგი უფროსი თუ გინდა იყო ჩემ პოზიციაზე სხვების მოწვევას შეეშვი_პასუხის დაბრუნება არ ადროვა ისე გავიდა ოთახიდან
_თავხედი _ გაბრაზება ვერ შეძლო გაეცინა და მერე საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები.

რამდენიმე კვირა ისე გავიდა განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა.
_კარს რატომ არ კეტავ შეგიძლია მითხრა ?_ კაბინეტში დაუკაკუნებლად შედიოდა დუდა და ერთ_ერთი უეცარი შესვლის დროს ნახევრად შიშველი დაუხვდა. დერეფანში ხალხი მიმოდიოდა ,წამსვე მიხურა კარი და თავად გადაატრიალა გასაღები . სოფიო არც აჩქარებულა სამედიცინო ფორმის ზედას უყურებდა და წყალბადის ზეჟანგს ასხამდა სისხლით დასვრილ ადგილს
_შენ გარდა არავინ შემოდის მაინც ...რა ხდება
_შენ რას აკეთებ
_თქვენ რას აკეთებთ ... მითხარი და გიპასუხებ
_საერთოდ არანორმალურია ნახევრად შიშველს გიყურებდე და თქვენობით გესაუბრებოდე თორემ ზრდილობის დეფიციტში არ ვარ ... მეორე ფორმა არ გაქვთ? _ მზერას ვეღარ აშორებდა უკვე ხან ზურგით მდგომს და ხანაც გულ_მკერდით. გიპიურის ლიფი ეცვა გამჭვირვალე და თითქმის შიშველი იყო რაღაც მომენტში
_დაიჭმუჭნა და იმას ვერ ჩავიცმევ
_უთო ხომ მაქვს აქ _ ამოიოხრა , კარადა გააღო მისი ფორმაც იპოვნა და ქვემოთ საცვლებიც რომ დაუხვდა კიდევ აატრიალა თვალები. მეორე უჯრიდან ორთქლის პატარა უთო ამოიღო სწრაფად შეაერთა და სანამ რამეს ეტყოდა იქამდე დაიწყო დაუთოება
_ეს არ ამოდის მგონი
_როგორ დაისვარეთ
_ლომაიას სისხლდენა არ გაუჩერდა სულაბერიძე გარბოდა გამორთვას ითხოვდა და ექთანი იქეთ გავუშვი მე მივედი . 10 წუთის მერე რომ ავწიე სახვევი ისევ მთელი წნევით გამოასხა სისხლმა და ასეთი ხელოვნების ნიმუში შეიქმნა
_სულ მაღალი წნევა აქვს...წამლებს არ სვამს ეგ ზუსტად ვიცი
_მეც ვიცი და ვესაუბრე მის დას
_მერე რაო
_იქეთ დამადანაშაულა უფასოდ არ გაქვთ კარდიოლოგის კონსილტაცია და ძველი დანიშნულება აქვსო...მე უნდა თან აგინოს ჩემ ექთნებს და თან კარდიოლოგებს ვემუდარო იქნებ უფასოდ მიიღეთ და თან ურიგოდ რა თქმა უნდა_თქო . როგორიცაა ისეთი ჰყავს ცოლიც ...სად იპოვნეს ასე ერთმანეთი რა საინტერესოა. ორი საათი ველაპარაკე და ძლივს მივიდა იმ დასკვნამდე რომ თვითონ მიაწოდოს წამლები ,წყევლას ჩააყლოს დალიე ცეცხლი ,ნავთი,დუღარე და ფიზიოტენზიო _ ლაპარაკობდა და თან იცინოდა . ისეთი ლამაზი იყო . დაცხა და თმა მაღლა აიწია . დუდამ ორთქლით ლამის დაიწვა ხელები ნაჭრის ნაცვლად თითებისკენ რომ მისწია . თითქოს განგებ არ იცვამდა რამეს და მაინცადამაინც იმ დღეს ეცვა ის საცვლებიც. შარვალიც რომ გაიხადა დუდას უკვე ისეთი ღრმა ამოსუნთქვა ჰქონდა ოხვრას ჰგავდა. არც აკაკუნებდა ვინმე რომ აჩქარებულიყო . მერე გაბრაზდა ასეთი უმნიშვნელო როგორ ვარ ოდნავადაც რომ არ აღელვებს ჩემი აქ ყოფნაო. ქალების წინაც არ გმოიცვლიდა ასე ,დარწმუნებული იყო. ყველა ჯერზე როცა იაზრებდა რამდენად ბავშვად აღიქვამდა თავი ეწვოდა ბრაზისგან.
_დუდა
_გისმენ
_რომ მისმენდე ერთი საათია ვლაპარაკობ ...რა გჭირს
_ჩავფიქრდი _ სავარძელს იყო მიყრდნობილი,თავი უკან ჰქონდა გადაწეული და თვალები დახუჭული უცებ რომ გასწორდა და სოფიო ზუსტად მის წინ აღმოჩნდა
_კილასონიას ანალიზები ამობეჭდე და ჰემატოლოგთან გაყევი რა გთხოვ. ველაპარაკე მე უკვე ,ავუხსენი მდგომარეობა ,მაგრამ შენც დამატებით მოუყევი ანამნეზი.ხომ გახსოვს რომელი პაციენტიცაა
_მახსოვს კი ... სამჯერ გვყავდა უკვე ანემიის დიაგნოზით .ეხოსკოპია არ გვინდა ?
_კი ,ყველაფერი . არ წამოხვიდე სანამ დანიშნულებას არ მისცემს და დაიმახსოვრე რას დაუნიშნავს
_ჩანაწერები აქვს გასაკეთებელი რამდენიმე ისტორიაში და ესენიც გამოვტყუო იქნებ _ ჩამოწერილი ჰქონდა გვარები და ისიც იპოვნა
_უთხარი აგვიანდება ისტორიებს ჩაბარება და გიორგი კლავს სოფიოს_თქო
_ეგ იცის ისედაც და ტყუილიც არ არის...უბრალოდ თქვენ არა ,მე მკლავს. თქვენი ეშინია მთელ კაცთა მოდგმას ქალბატონო სოფიო
_შენ მეირონიულები მხოლოდ ასე ლაღად და თავისუფლად
_არ ინერვიულოთ არავის ვეტყვი ჩემ პრივილეგიებზე თქვენს ცხოვრებაში
_სესილიამ მუშაობა დაიწყო ... მაკამ დამირეკა უკვე მადლობებს არ იშურებს ეს რა გოგო მაპოვნინეო
_ხომ არ ნანობ არჩევანი ჩემზე რომ გააკეთე
_არჩევანი არ გამიკეთებია ... კახამ პირდაპირ შემომაჩეჩა შენი თავი _ არ დაიშურა სიმწარე ,მაგრამ დუდას რეაქცია არ ჰქონია


_დუდა როგორაა ? ბიჭებმა თქვეს გიორგის მალე გაათავისუფლებენო _ოჯახური ვახშმის დროს ჰკითხა კახამ
_ორ წელზე მეტია ზის ხო? თავიდანვე გიჟი იყო ,ნათიაზე ჭკუა ეკეტებოდა და გადაეკეტა კიდეც საბოლოოდ
_ზოგ ქალს ნატვრად აქვს ქმარს ასე ეკეტებოდეს _ დედას გახედა ამ დროს ,მაგრამ საუბარში ისევ არ ჩაერთო
_შენც ხო არ გინდა დავშორდეთ და მერე შენ დას.რებულ თაყვანისმცემლებს სდიო პაემნებზე აქაოდა მეორე ცხოვრებას ვიწყებო ...არა თუ გინდა შეგვიძლია ჩემო სიცოცხლე
_შესანიშნავად იცი ნათიაზე და მის ქცევებზე მე თავიდანვე რას ვფიქრობდი... ანდროს შვილი რომ იყო სულ მიკვირდა და მერე კი გაირკვა ,რომ აყვანილი ჰყავდათ. ყველაფერი მაინც გენეტიკურია და ეს გონებაარეულობაც ალბათ
_გონებაარეულობა კი არა ბ.ზობისკენ სწრაფვაა გენეტიკური და შეიწირა კიდეც გიორგის ცხოვრება . მოინელა ახლა ურიგდება ისიც კაი ჩამოსხმაა... ის ბიჭი მეცოდებოდა თავიდანვე. რაღაცნაირი კაცი იყო ბავშვობაშიც. მაგათთან ხშირად არ ვიკვეთებოდი, რაღაც თემა იყო რესტორანში იჩხუბეს ბიჭებმა მახსოვს. ისე სერიოზულად იბაზრა ხმა აღარ ამოუღია არავის ჩვენგან ,მერე მოსახვედრსაც მოხვდა მისგან და მოკლედ დედ_მამას არ ჰგავს ხო?თუ მეშლება _ მდუმარედ მყოფ ქალიშვილს გადახედა _ სოფო არაფერს გვეტყვი შვილო?
_ჭორაობა შენგან მიკვირს და ველოდები დიალოგის განვითარებას
_არ ვჭორაობ...ოჯახთან ერთად ვსაუბრობ უბრალოდ შენ ოჯახთან არ ხარ შვილო არასდროს
_როგორი ბიჭია დუდაო გკითხა ... _ კახაც სოფიოსავით ჩუმად იყო თავისი დარდები და ფიქრები აწუხებდა
_საიმედო ექიმია და კაციც ... ბე ყველაფერი უგემრიელესია . ერთი ვახშმით მოვიმატებ დაკლებულ 2 კილოს _ მოხუცს მოეხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _ საოცარი ხარ და უნდა გამოვნახო დრო ახალი რაღაცების სწავლისთვის
_ბებიკო გენაცვალოს... ყველაფერს გასწავლი. შენთვის მაქვს ხომ იცი მე რეცეპტები ჩაწერილი და ახალ_ახალს ვამატებ _ ქალიც მოეფერა ნასიამოვნები დარჩა კომპლიმენტით და დანაყრებული შვილიშვილით
_მეც მოვედი ...დამიტოვეთ რამე თუ ყველაფერი გადაჭამა დამშეულმა ექიმმა _ ოჯახის ნებიერა , სოფიოს უმცროსი ძმაც გამოჩნდა. გოგოს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _ მომენატრე ქალბატონო ...მთელ ოჯახს გვაკლიხარ. მხოლოდ მძინარეს გხედავთ რა ხანია
_მეც მომენატრეთ და დასვენებების რეჟიმზე გადავდივარ
_დუდა გყავს ახლა იქ დატოვებული?
_მორიგე ექიმები ... დუდაც მორიგეა ხვალ თერაპიაში და მიხედავს ყველაფერს ჩემი მისვლის გარეშეც ამიტომ ხვალ შეგვიძლია სადმე გავიდეთ ერთად და ავღნიშნოთ კახას 75 წლის იუბილე
_აი თურმე რატომ ხარ სახლში... კახა ბაბუს გამო თორემ ჩვენი დაბადებისდღეები ვის ახსოვს
_რას აკეთებდი ამ დრომდე
_ველოდი როდის მოვიდოდნენ და გადაიყვანდნენ მანქანებს ... ტვინი მომ.ტყნა უკვე
_სუფრასთან სიტყვები
_აუ დედაა გთხოვ რა ოდესმე შეეგუე რომ შენი ფილოლოგობა ჩემზე არ აისახა
_მოგვარდა საბოლოოდ თუ დავრეკო
_სად უნდა დარეკო...მოვაგვარე. გიორგი რომ გამოუშვიათ ყიფიანი იცოდით? დაუბრუნდება ახლა საქმეებს რაც დაუპაუზა დუდამ
_გამოვიდა ?როდის
_რამდენიმე საათის ამბავია ... მაგათმა უბნელმა ჩიკომ მითხრა. ხო იცი უბანში როგორ უყვართ და აფასებენ მაგას . სუსტადაა კიდე საავადმყოფოდან გამოსვლის მერე ალბათ ხო?თან ციხე ,ასაკი ყველაფერი ერთად ... დუდა სად გყავს შენ
_სად უნდა ყავდეს რა კითხვაა
_მუშაობს _ ტელეფონი აიღო მაშინვე და მორიგეობის გადაცვლაზე დაიწყო მუშაობა. ბოლოს დუდას მისწერა ლანა იმუშავებს ხვალ შენ ნაცვლადო და საპასუხოდ ზარი მიიღო
_რატომ იმუშავებს ლანა ...რა ხდება. მარტო ისევ ვერ მტოვებ?
_გილოცავ გიორგის გათავისუფლებას... პრობლემების დასასრული იყოს და
_გგონია სახლში მინდა ჯდომა და ამათი ომის ყურება? ახალმოყვანილი რძალივით შეჭამენ ახლა ნათიას და მე უნდა ვიყო მომრიგებელი,მაგრამ მე არ ვიქნები. მოაგვაროს გიორგიმ ყველაფერი... კარგადაა და თავისუფალიცაა
_ანუ იმუშავებ ხვაალ?
_ხვალ ჩემი დაბადების დღეა ... გეპატიჟები თუ თავისუფალი ხარ _ კახა როდის მივიდა ვერ გაიგო,ტელეფონი რომ გამოართვა და ბიჭი დაპატიჟა გაოცებულმა გახედა_ მთელ ოჯახს გეპატიჟებით და შენც თუ იქნები გამიხარდება
_მადლობა დაპატიჟებისთვის,ვეცდები
_კარგი მერე მოგწერ ... _ გაუთიშა და კახას მიუბრუნდა _ როდის გადაწყვიტე ქეიფი
_გეკითხა და გეტყოდი ...
_ვის ეპატიჟები კიდევ
_ახლობლებს
_ძალიან გაგიზრდია ახლობლების წრე
_დუდა არ უნდა დამეპატიჟებინა?
_როგორ არა...შენ და 20 წლის დუდა კლასელები ხართ და ბავშვობიდან მოდიხართ
_20 წლის არაა,25 წლისაა
_რატომ იცი დუდა რამდენი წლისაა
_შენც რომ იცოდე ზუსტად და გახსოვდეს სულ ვინაა კარგი იქნება
_და ვინ თქვა ,რომ არ მახსოვს?
_ახლოს არიან ძალიანო ასე ამბობენ
_ვინ ამბობს... შორს როგორ უნდა ვიყო ადამიანისგან რომელიც სულ გვერდით უნდა მყავდეს და რომელსაც უამრავი პროფესიული საიდუმლო უნდა ვანდო. ისეთებიც საციხო საქმე რომ გახდეს შეიძლება
_არ გაბედო და არ შეგიყვარდეს ! იმ კაცს შეხვდე სჯობს მამაშენი რომ გეუბნებოდა
_მამაჩემის ნაპოვნ კაცს უნდა დავუწვე? ლოგინიც მაგან უნდა მიკონტროლოს კახა?
_ნუ ლაპარაკობ თავხედი ბავშვივით ... ბაბუა ვარ ამ ასაკის თან
_არ მჭირდება კაცი ცხოვრებაში ... რით ვეღარ მიხვდით გავხდი უკვე 32 წლის
_გახდი იდეალური ქალი და ყველა ნორმალური კაცისთვის სასურველი. დისტანცია დაიცავი,გაფრთხილებ... მერე გეტკინება და თან ვეღარასდროს წაშლი ცხოვრებიდან ისეთ ამბავს, რომელზეც მთელი ქალაქი იჭორავებს . კაცებს თავის ტკივილი მოაქვთო ამბობ და ისე ნუ იზამ ყიფიანმა აგიფეთქოს ეგ თავი
_ნუ მაცინებ კახა... ვის აყევი ,რა გითხრეს. შენ მაინც არ იცი როგორი კაცები მყავს თავიდან მოშორებული და ვისთვის მაქვს უარი ნათქვამი?რა დუდა ყიფიანი ... თინეიჯერი გოგო ვარ?
_ზუსტად,ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რაც შენ გონებაშიც არ მოიხარშება ,გადაიხარშება და გაიფილტრება ... ჭკუა არ დაკარგგო თორემ ჭკუა თუ დაკარგა ქალმა მერე ყველა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
_ეს დიალოგი მეორედ აღარ მინდა გაიმართოს ჩვენ შორის კახა
_ნუ ბრაზობ
_თუ ისეთ ადამიანად მიგაჩნდა ჩემ ზღვარს რომ გადალახავდა რატომ მომიყვანე
_ვერ ვიფიქრე მაგაზე და ჩემი შეცდომაა
_კახა სერიოზულად დარდობ ჩვენზე?
_არ უნდა მოხდეს თქვენ შორის არაფერი ! ეს არ დაგავიწყდეს მხოლოდ
_რომ მოხდეს მერე?
_სოფიო!
_რას გააკეთებთ
_კაცის გამო ხომ არ დათმობ არაფერს...ეგ არაა შენი ფემინისტური აზროვნება?დარჩი მაგ აზრზე და ნუ დადებ სასწორზე ყველაფერს შენ კარიერას და რეპუტაციასაც შეექმნება საფრთხე შენზე პატარა ბიჭთან რომ გააბა რომანი თანაც შენ დამხმარესთან . საქართველოში ქალ ექიმს მსგავსი ამბით
_შვილთაშვილი მეგონა გინდოდა ჩემგან ...
_გეყოფა სოფიო სახუმარო თემა არ არის
_ანუ არ გინდა ჩემგან შვილთაშვილები და სხვების ბავშვები გკმარა ... მე მეგონა მე ვიყავი შვილიშვილებს და ძმის შვილიშვილებს შორის გამორჩეული. ყველა ამბობდა სოფიო უყვართ განსაკუთრებულადო და სულ ტყუილად ეგოისტობდნენ?
_შენ ჩემი განსაკუთრებული ხარ ,მაგრამ რაღაცები უპატიებელია !
_როგორ გავბ.ზდე ახლა იმის დასამტკიცებლად რომ შენ ისე გიყვარვარ ყველაფერს მაპატიებ _ ჩაეხუტა გაგიჟებულ კაცს და რამდენჯერმე აკოცს გულთან _მე მიყვარხარ ყველაზე მეტად თუნდაც მე არ ვიყო შენი ყველაზე ყველაზე საყვარელი შვილიშვილი
_ჩემო ბავშვო ... ყველა მიყვარხართ მე . ჩემი სულის ნაწილები ხართ _ დასუსტებული მკლავები მოხვია და თავზე გადაუსვა ხელი _ თუ გიყვარდე არ ქნა ისეთი რამე უკადრებლის კადრებას რომ გავდეს და უკაცობამ სიბერეში უწიაო ასე რომ თქვას ხალხმა
_ხალხის აზრი ხომ იცი
_ცუდი სიტყვები არ იცი შენ და ნუ იტყვი ახლა,ჩუ ბაბუკო
_გავჩუბდები აბა და ჩამეხუტე ისე ...იცი როგორი დაღლილი ვარ სახლში რომ ვისვენებ მაშინ? რომ ვმუშაობ კი ვერ ვხვდები
_არანორმალური ხარ და იმიტომ _ სოფიოს მის გულზე ჰქონდა თავი მიბჯენილი ის კი ისევ ისე ეფერებოდა თმაზე და ჩუმად ეჩურჩულებოდა სანამ ლილი არ გამოჩნდა
_სად ხართ ბები... რას ჭორაობთ უჩემოდ ?
_არაფერს... შენი ხაჭაპურია მოწოდების სიმაღლეზე კვლავ _ ქალისკენ გაიწვდინა ერთი ხელი და მხარზე მოეფერა
_მეტი უნდა ეჭამა ... რამდენი ხანია იმ გამოძახებულ უბედურებებს ჭამს
_დამიცხვე ხოლმე და წავიღებ დილით
_რომელზე ექვსზე? შენც თუ ქალის ცხოვრება გაქვს რაა
_გთხოვთ დღეს ნუ მეტყვით მსგავს წინადადებებს რაც მაქვს კმაყოფილი ვარ ,რომ არ ვიქნები შევცვლი . ჩემი ნება არ არის?
_შენი ნება რაღა იქნება თუ ავად გახდი
_კარგად ვარ ... ას წლამდე ვიცოცხლებ
_კი მოგიწევს აბა შვილები და შვილთაშვილები ხო გინდა
_წამოდი ფილმს ვუყუროთ ერთად_ ორივეს ჩაკიდა ხელი და სასტუმრო ოთახისკენ გადაინაცვლა. მათ შორის დაჯდა როგორც ბავშვობაში,ქართულ ფილმებს შორის ბოლოს რატომღაც მხიარული რომანი აირჩიეს და ისე იცინეს თითქოს პირველად უყურებდნენ კადრებს. სასაცილო იყო მოხუცებზე ადრე რომ ჩაეძინა , ბებოს მუხლებზე ედო თავი და ტკბილად ეძინა სანამ ქალი თმაზე ეფერებოდა . შემდეგ უმცროსმა ძმამ აიყვანა საძინებლამდე და იქ გადააგრძელა ძილი ისე რომ გვერდიც არ შეუცვლია.

რთული იყო სოფიო ხაჭვანის ცხოვრება, დამღლელი და სტრესული. არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ჯიუტად არ ცვლიდა .

დილით გაღვიძებისა და სამსახურში წასვლის ნაცვლად საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა იქამდე სანამ სიზმარში გამოეცხადებოდა ყიფიანის სახე . ოდესღაც დაიგნორებულ კადრს ისე ცხადად ხედავდა თითქოს ნამდვილად მის წინ იდგა თავისი განიერი მხარ ბეჭით და ლურჯ ფორმას ირგებდა . არ უყურებდა ხოლმე ,ძირითადად მუშაობდა და სულ რამდენჯერმე გაექცა მზერა ,ისიც წამიერად ახლა კი დილა დაიწყო ამ მოგონებით. უცებ წამოჯდა და მერე ისევ საწოლზე დაეშვა
_ყველაფერი შენი ბრალია კახა ...რა დიალოგი გამიმართე _ ამოიოხრა და მეორე მხარეს დადებულ ბალიშს მოეხვია მობილური რომ აზუზუნდა და იქაც დუდას სახელი გამოჩნდა
_გისმენ
_გამარჯობა... უგულავას ხელწერილით უნდა წასვლა . სალომე ელაპარაკა ,მაგრამ მაინც ჯიუტად არ რჩება
_შენ დაელაპარაკე?
_მე არა სალომე ...
_შენ დაელაპარაკე ნუ გეზარება ლაპარაკი... ქირურგი ხარ? ლაპარაკის გარეშე ფსიქიატრი იქნები?მიდი და დაარწმუნე დარჩეს!
_მაგრამ იქნებ სჯობს სახლში
_დუდა სახლში თუ წავა მოკვდება და შენ რას უწყვიტავ სჯობს სახლში მოკვდეს ვიდრე მანდ? დაელაპარაკე და დაარწმუნე დარჩეს
_და აქ მოკვდეს მერე მორგიდან რომ გადაასვენონ მონატრებულ სახლში?
_გააკეთე ისე რომ არ მოკვდეს ...რისთვის ხარ ექიმი
_სოფიო ვისზე გელაპარაკები არ გახსოვს თუ რა გჭირს... რა უნდა გავაკეთოთ
_დუდა
_მე დავარწმუნებ,მაგრამ მთელი ცხოვრება მექნება სინანულის შეგრძნება სახლთან და ახლობლებთან გამომშვიდობების გარეშე უცხო ცივ კედლებში რომ
_დღეს ვისვენებ. მეტჯერ აღარ დამირეკო...მორიგე ექიმს მიაღებინე გადაწყვეტილება და თუ უნარი არ გაქვს ექიმობის და ღრმა გრძნობებთან ერთად სენტიმენტები გაწუხებს წადი თეატრში მსახიობად
_მეგონა დღეს უკეთეს ხასიათზე იქნებოდი და უარესად ხარ აშკარად
_ჩემი ხასიათი შენი საქმე როდის გახდა !
_უკაცრავად რომ შეგაწუხეთ... თავად გავუმკლავდები _უცებ გაუთიშა და დატოვა სოფიო ხასიათმოშლილი.

კახას დაბადების დღეზე საბოლოოდ ასამდე ადამიანი რომ შეიკრიბა და ოჯახური გარემო საერთოდ შეუსაბამო გახდა ამ ხალხმრავლობისთვის ინანა კიდეც შვებულების აღება. ტელეფონი მთელი დღე მაინც არ ჩერდებოდა,პაციენტები ან პაციენტების ახლობლები როცა არ ურეკავდნენ ექიმები უკავშირდებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში იმეორებდა "შვებულებაში ვარ " მერე ისმოდა კითხვები და აგრძელებდა ახსნას ,რომ კარგად იყო , ისვენებდა მხოლოდ რამდენიმე დღით .
დუდას კი ერთხელაც არ დაურეკავს. გიორგი და ნათია რომ დაინახა გაუკვირდა კიდეც. კაცი წინა დღეს ციხიდან გამოსული იყო და საზოგადოებაში ინტეგრაციას შესანიშნავად ახერხებდა. ისეთი თავდაჭერილი იყო,ისეთი აურა ჰქონდა შორიდანაც იგრძნობოდა მისი ხასიათი. ბევრი მითქმა _მოთქმა მოჰყვა ნათიასთან ერთად მის გამოჩენას და დაიძაბა კიდეც ,ვაითუ ვინმემ რამე უთხრას და ისევ ჩხუბი მოუხდესო,მაგრამ ვერავინ გაუბედა კითხვის დასმაც კი. სოფიამდე რომ მოვიდნენ ნათია დიდი სიყვარულით მოეხვია
_როგორ ხარ ძვირფასო ... გილოცავ საყვარელი პაპის დაბადების დღეს.
_გმადლობთ ... თავად როგორ გიკითხოთ
_მაინტერესებდა შენი ახლოს გაცნობა...ბავშვობაში კი შევხვდით რამდენჯერმე ,მაგრამ იმ დროს ძალიან პატარები იყავით შენც და დუდაც. შემდეგ მახსოვს როგორ დაგვეხმარე ჯერ კიდეც სტუდენტობისას ... შენთან ვალში ვართ ყიფიანები _ ხელზე აკოცა და თავისი ხავერდოვანი ხმით დაიწყო დინჯად საუბარი
_დუდა ისეთი ექიმია ... ვისურვებდი განყოფილებაში დარჩეს ჩემთან ,მაგრამ მისთვის ზედმეტად პატარა სივრცე მგონია და მეტს იმსახურებს ნამდვილად
_დუდა აღფრთოვანებულია შენით თორემ ერთ წუთსაც არ მიჰყვებოდა შენ მითითებებს. ადრე რომ სცადა მუშაობა ვერ შეეგუა ვერც გარემოს და ვერც ექიმების გუნდს. დიდად სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვარს,მიხვდებოდით თქვენც
_რეზიდენტი მალე გახდება და დრო ისე სწრაფად გადის დამოუკიდებლადაც შეძლებს იმუშაოს
_ფსიქიატრია აქვს ამოჩემებული და არ ვიცი საერთოდ რად უნდა ... მე მინდოდა ქირურგი გამხდარიყო და მგონი ჩემ საწინააღმდეგოდ რომ მოიქცეს იმიტომ იქცევა ასე. შენი ძმაკაცებისთვის ოპერაციების გაკეთებაა მომიწევს იქამდე სანამ არ დამიჭერენ უკანონო ქმედებებისთვისო ,წლების წინ მეუბნებოდა
_მეეჭვება დუდას გადაწყვეტილებებზე ვინმეს გავლენა ჰქონდეს ... იმ გზას აირჩევს რომელსაც გონება უკარნახებს . მე დარწმუნებული ვარ ვიამაყებ მისი შემდეგი ნაბიჯებით
_კარგად გაგიცნია _ თვალებში უყურებდა ,დუდასფერი ჰქონდა სფეროები და მზერაც _მადლობა , რომ ხარ მის გვერდით და მადლობა დახმარებისთვის , რომელიც ჩემი ავადმყოფობის დროს გაგვიწიე
_დუდა იცნობდა კლინიკის დირექტორს მე მხოლოდ შვებულების დღეები მივეცი ,მაგრამ ახლა მუშაობს გაორმაგებულად
_მოსვლა მაინც მოახერხა _ ნათიამ რომ თქვა მაშინ გაიხედა დარბაზის მეორე ნაწილისკენ და კახას გვერდით მდგომი დაინახა. რამდენიმე სტუმარს მიესალმა და შემდეგ გამოიხედა სოფიოსკენ. თავი დაუკრა სულ ოდნავ და ისევ საუბარი განაგრძო. საერთოდ არ ჰგავდა იმ მომენტში ბიჭს რომელიც მის მითითებებს ასრულებდა და უსიტყვოდ მიდიოდა ყველგან სადაც გაუშვებდა,აკეთებდა ყველაფერს რასაც დაავალებდა. ისეთი სიმპათიური იყო ,იმდენად მიმზიდველი მასზე ჭორაობაც მალე დაიწყეს და ქალების კომენტარებსაც მოჰკრა ყური.
_ბავშვობაში სულ ჩხუბებში იყო... ახლა ექიმია
_ვასწავლიდი სკოლაში,უნიჭიერესი იყო სულ და კი ჩხუბებსა და გაუგებრობებშიც ეხვეოდა,მაგრამ ძალიან გთხოვთ მის ცოდნაზე ნურაფერს იტყვით. ღმერთმა ნუ დამაჭირვოს ,მაგრამ რომ ვენდობი ისეთი ექიმი იქნება ვიცი. თან ისეთი ხასიათი აქვს,რომ არ მოგატყუებს ,არ მოგექცევა უგულოდ და არ გაგყიდის ფულისთვის
_გიორგის ჰგავს ხასიათით ,მაგრამ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა პროფესია რომ აირჩია სხვა და დაღვინდა უფრო.
_იმედია ისიც მასავით არ აარჩევს ქალს რომელიც ცხოვრებას აურევს_ ესმოდა ხმა და შორდებოდა იქაურობას. თავის მაგიდასთან დაბრუნდა, ცარიელ სკამზე დუდა დაუხვდა . როგორღაც ერთ მაგიდასთან მოხვდნენ მისი ოჯახის წევრები და ყიფიანები
_მორიგე მეგონე და აქ როგორ ხარ
_ვთხოვე და გამომიშვა რამდენიმე საათით _ჭიქა შეუვსეს და უარი არ უთქვამს
_მოკლედ შაჰივით ხარ ამდენ ქალებში... უარს არავინ არაფერზე გეტყვის მე რომ არ ვიყო
_არც შენ მეუბნები უარს _ მშვიდად გასცა პასუხი და შემდეგ კაცებთან საუბარში ჩაერთო. სადღეგრძელოებს ამბობდნენ და ისიც სვამდა იუბილარიც დალოცვის დრო რომ მოვიდა ფეხზე წამოდგა. ბევრს არ ესმოდა მისი ხმა ,მაგრამ იქვე მჯდომ სოფიოს სიტყვა არ გამორჩენია
_ბავშვობიდან გიცნობთ და გაფასებთ . ანდრო ცოტა ადამიანზე მეუბნებოდა დააკვირდი როგორი კაცია და მიხვდები როგორ უნდა იყო სწორი ადამიანიო. თქვენნაირი კაცები უნდა იყვნენ მრავლად თქვენ კი დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ თქვენ დიდი ,ბედნიერი ოჯახის გვერდით_სასმისი ბოლომდე დაცალა ისე თითქოს პირველი იყო და შემდეგ ისევ დაუბრუნდა სკამს
_მთვრალი რომ დაბრუნდები განყოფილებაში იცის მორიგე ექიმმა?
_ასე მარტივად არ ვთვრები ...
_არადა არ ჰგავხარ მოქეიფე ქართველს
_აბა ვის ვგავარ
_კლუბური გართობისა და მოსაწევის მოყვარულს
_ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს ჩემ ცხოვრებაში _უარყოფა არ უცდია ხორცის ნაჭრების დაჭრა განაგრძო და თეფში გაუცვალა _ ჭამე ,გემრიელია აქ ყველაფერი
_ორი დღეა ვჭამ...მგონია რომ მალე სუნთქვა გამიჭირდება
_ლილის ეფექტია? _ ჩაიცინა და საწებელიც წინ დაუდო . კახა უყურებდა მათ დუეტს , დუდას მოქმედებებს და სოფიოს ღიმილებს უთვლიდა . ბრმა უნდა ყოფილიყავი ყიფიანის გრძნობები რომ ვერ დაგენახა და სოფიო ნამდვილად არ იაზრებდა იმ რეალობას რაშიც ცხოვრობდა . ფეხზე წამოდგა დარბაზის მეორე მხრიდან მისსი ნაცნობი ბიჭები რომ მივიდნენ მისასალმებლად. ხელი ჩამოართვა ყველას,მოეხვია და მოიკითხა
_გიორგი მოსაწევად იყო გასული . ბიჭი რომ დაინახა ისიც მივიდა და მოეხვია
_როგორ ხარ კიტა ?
_ყიფო მიხარია შენი თავისუფლებაზე ნახვა ... გავიგე შენი ამბები . ხო კარგადაა ყველაფერი
_კი ,კი ... დავუბრუნდი ცხოვრებას . შენ აქეთ ხარ?
_დავბრუნდი
_მიხარია ... მამაშენს ძალიან უნდოდა . ღმერთმა გაანათლოს ,თვითონ ვერ მოახერხა აქ დაბრუნება
_საკუთარი ცხოვრება ისე წარმართა სიმშვიდე დაკარგა და ვერც იპოვა . იმედია შენ არ გაიზიარებ ძმაკაცის შეცდომებს ... აბა დროებით. შევხვდებით ისევ
_დროებით

სოფიომ ვერ მოითმინა და მაგიდასთან დაბრუნებულს მაინც უთხრა
_აღფრთოვანებული ვარ შენი სანაცნობო წრით და ამის ფონზე შენი ცხოვრებით ...
_მეგობრებს არ ვთხოვ ფულს და არ ვითხოვ საქმეებს თორემ ისევ უფლისწულივით გავაგრძელებდი ცხოვრებას ,რომელიც არაფერს აკეთებს და მაინც ფუფუნებაში ცხოვრობს
_თვითკმაყოფილებისთვის სიმდიდრიდან სიღარიბეში გადასვლა თუ ღირდა
_რა მატერიალისტი ქალივით იტყვი ხოლმე ... გააგიჟებ ადამიანს
_მატერიალისტი ვარ ... უფულოდ ვერაფერს გავაკეთებდი და საერთოდ ცხოვრებაც მეტად რთული და გაუსაძილი ხდება. უბრალოდ ფულისთვის არ უნდა გააკეთო ყველაფერი _ჩუმად და ჩქარ_ჩქარა ესაუბრებოდა
_ერთ აზრზე ვართ და ზუსტად ვიცი ჩემ ადგილას შენც ჩემსავით მოიქცეოდი ახლა უბრალოდ დეტალები არ იცი ... რას ითხოვ ჩემგან გამაგებინე _გაუღიმა და ინსტიქტურად გადაუწია ლოყაზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან . საერთოდ არ ახსოვდა იმ წამს მთელი ოჯახი რომ უყურებდა
_ის მინდა ,რომ კერძო რეზიდენტურაზე ფულის გამო არ თქვა უარი და ქვეყნიდან წასვლასაც მარტო ვერ დაიფინანსებ
_ჯერ ჩემ ნაცვლად სესილია გინდოდა,ახლა ქვეყნიდან წასვლაზე მელაპარაკები...თუ გინდა რომ წავიდე სამსახურიდან მითხარი და ხვალვე წავალ
_მე საერთოდ არ მინდა რომ წახვიდე მაგრამ ამ შეგრძნებას თუ ავყევი მერე ეგოისტი ვიქნები რომელიც განვითარების საშუალებას არ მოგცემს და დაგიტოვებს მონასავით
_და არ გინდა ცუდი გოგო რომ იყო? _ ისევ გაუღიმა,ისევ თვალები დაუწვრილდა და სოფიოს გულმა ისევ გამოტოვა დარტყმა გონებაში კი გაჩნდა ფიქრი" სიმთვრალეც რატომ უხდება ღმერთო"
_დუდაა რამდენი ხანია არსად გამოჩენილხარ ... როგორ ხარ ?_ ლამაზი გოგო მოეხვია და ლოყაზე აკოცა _მომენატრე
_ბაბი ... შენ როგორ ხარ ?_ მკლავზე რომ მოეფერა და აკოცა გოგოს იქამდე სანამ მის ხელებს მოიშორებდა სოფიოს უკვე ბრაზი წვავდა . მერე ჩაიხუტა და ისე მოეფერა როგორც ძალიან ძვირფასს . ისე გაყვა სადღაც გოგოს თვალი ვერ მიადევნა მამამ დაუძახა და ვიღაც სტუმრის სანახავად წაიყვანა . ვერ იტანდა დაკარგული ნაცნობების ნახვას და "ჩემ თვალწინ გაიზარდე " კომენტარების მოსმენას თითქმის უცნობი ადამიანებისგან ,მათგან ვისგანაც მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა .
დარბაზის ყველა მხარეს გაიხედა ,მაგრამ არსად ჩანდა მერე კი აივანზე განლაგებულ მაგიდებს დააკვირდა და ერთ_ერთ მათგანზე ახალგაზრდებთან ერთად შენიშნა ყიფიანიც. გოგოები ეხვეოდნენ და ფოტოების გადაღებით იყვნენ გართულები. ისიც თავისი საფირმო ღიმილით იღიმოდა და ისეთი ტკბილი ჩანდა გეგონებოდათ ჩხუბებით და საქმის გარჩევებით დაკავებული თინეიჯერიც სხვა იყო და კლინიკაში მოღუშული სახით მოსიარულე ექიმიც სხვა. უცებ გაიხედა მისკენ თითქოს მზერა იგრძნო და როგორც კი დაინახა მაშინვე დაიძრა
_წამომყევი რა _ ხელი ჩაკიდა და თან გაიყოლა მერე კი ზურგზე მიადო თითები
_სად მიგყავარ
_გაიცანი ჩემი ნათლული ანა ,მისი ბავშვობის მეგობრები ბარბარე და სესილია _ გოგონებზე მიუთითა და მერე კი სოფიო წარუდგინა _ გაიცანით სოფიო ხაჭვანი, ჩემი ექიმი
_თქვენზე ბევრი გვსმენია...სასიამოვმოა
_ მეც მსმენია ... ოღონდ ყიფოსგან არა ჩემი მეზობელია თქვენი პაციენტი და თუ ლოცვის ძალა არსებობს მხოლოდ მისი ლოცვა გეყოფათ 100 წლამდე ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის
_ასეთი ლამაზი და ახალგაზრდა არ წარმომედგინეთ... ისეთი ცნობილია თქვენი სახელი ვფიქრობდი 40 წლის მაინც იქნებოდით
_არც ბევრი მაკლია 40 წლამდე _ გაეცინა და გოგონების აღფრთოვანებული მზერით კმაყოფილი მიეყრდნო აივნის მოაჯირს
_აუ ვერ შემოგვიერთდდებით? სესის კურსის დასასრულს ავღნიშნავდით
_მასპინძლის როლში ვარ თორემ სიამოვნებით გავატარებდი დროს თქვენნაირი ახალგაზრდების გარემოცვაში
_ისე ნუ საუბრობ თითქოს ბევრად დიდი იყო ,გთხოვ
_მინიმუმ 10 წლით უფროსი ვარ ყველაზე . დეიდა სოფიო
_30 წლის ხარ რა დეიდა სოფიო...
_32 წლის ვარ და დიახ,დეიდა სოფიო გამოდის ... დაგტოვებთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობაა გოგონებო _ გაუღიმა და მშვიდად დატოვა იქაურობა. დუდაც უკან რომ მიჰყვა არ ელოდა ,მალევე დაეწია და გვერდით ამოუდგა
_თავს რატომ იბერებ გამაგებინებ?
_არ ვიბერებ ,მაგრამ არც ვიბავშვებ...ზრდასრული ქალი ვარ . არ იცოდი? ჩემგან ხომ არ ელი 20 წლის გოგოსავით მოქცევას
_ასიდან 1 არ იტყვის 30 წლისააო ისე გამოიყურები და
_ვიცი და ძალიან კმაყოფილიც ვარ ამ ფაქტით,მაგრამ მე სულ დიდი ვიყავი შინაგანად . გარეგნულადაც არასდროს ვგავდი თინეიჯერს. კლასიკური სტილი ასაკს ირჩევს. შენ რა გინდა რომ ვთქვა მე რომ შენზე უფროსი ვარ და შენი უფროსი ვარ ეგ არ არის ფაქტი? როგორ თქვი?ჩემი ექიმიო არა? ვინმე იფიქრებს ავად ხარ და გმკურნალობ
_არც უმაგისობაა _ ჩუმად თქვა და მერე ისევ შეუშალეს ხელი . სოფიოს ეძახდნენ .
დუდა ყველას დაემშვიდობა და მალევე წავიდა . წარმოდგენა არ ჰქონდა ჩხუბი რომ ატყდა აივანზე საქმე მის ნათლულს და მის სამეგობროს თუ ეხებოდათ. ხედავდა ილდანი და ნავერიანი როგორ გაიქცნენ გარეთ მერე კი კახი და მისი მეგობრებიც დაინახა. წამებში ყველაფერი თავდაყირა იდგა. ჩხუბი ეზოში გაგრძელდა და სიტყვიერი შელაპარაკებიდან ფიზიკურში გადაიზარდა. ატეხილ ალიაქოთში შენიშნა ატირებულმა ბარბარემ როგორ დაკარგა გონება და სესილიამ შიშისგან კივილი დააიწყო. მაშინვე მათკენ გაემართა , ხალხს შორის გაიარა და გოგონებთან მივიდა
_დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა...ნუ გეშინია _ სკამებზე ააწევინა ფეხები და რამდენიმე წამში გამოაფხიზლა _ წაგიყვანთ აქედან ... თუ მანქანით ხართ რომელიმე
_ვერ წამოვალთ სანამ ყველაფერი არ დალაგდება...ჩემი შეყვარებულია იქ და ბარბარეს გამო დაიწყო ყველაფერი იქ ...ღმერთო გავგიჟდები. დუდა მინდა
_ არ დაურეკო... მოაგვარებენ დუდას მეგობრები და ჩემები
_ვინ თქვენები ის ბიჭები? იმათ დაიწყეს ყველაფერი. აი ის მაღალი მოვიდა და
_ვინ მაღალი კახი? ჩემ ძმაზე ამბობ?_ თავი ვერ შეიკავა ისე შეიცხადა და აივნიდან გადაიხედა ისევ . იქამდე არ იცოდა მისი ძმის მეგობრები თუ იდგნენ ყიფიანის სამეგობროს წინ. დუდა ურეკავდა და მალევე ხედავდა ეზოში მიმავალს
_გოგონები სახლში წაიყვანე ,გთხოვ
_შენ რას აპირებ... ვის მხარეს
_სოფიო გთხოვ წაიყვანე გოგონები სახლებში . შენი იმედი მაქვს _პასუხი არ მოუსმენია ისე გაუთიშა და წავიდა .

რა უნდა გაეკეთებინა. გოგონები წაიყვანა და ბოლოს ანას ბინაში აღმოჩნდა. ბარბარე თავს ისევ ცუდად გრძნობდა და ვინაიდან ანას სახლში ცხოვრობდნენ იქ შეჩერდნენ ყველანი.
_კარგად ხარ?შენი ნერვიულობა არ შეიძლება ახლა და დამშვიდდი
_გავგიჟდები ,მართლა გავგიჟდები...რა უნდა
_შეგიძლიათ მომიყვეთ ჩემი ძმა რა შუაშია ? მე მოვაგვარო იქნებ
_კახი არის თქვენი ძმა ... მაინცადამაინც ?
_აქამდეც იცნობდით ანუ ხომ?
_კურსელები არიან
_ხოო? უნივერსიტეტში დადის საერთოდ?
_დადის ... როცა მოუნდება ხოლმე და ბოლო დროს ხშირად უჩნდებოდა სურვილი _ სესილიას ტონით მიხვდა დაახლოებით რაც ხდებოდა
_მოსწონხარ ?სწორად გავიგე?
_როგორი უხერხულია ღმერთო ჩემო _სახეზე აიფარა ხელები და ისევ წამოუვიდა ცრემლები _მაგრამ ისეთი იდიოტია
_გაწუხებს,გავიწროებს, ცუდად გექცევა? _ ლამის გული გაუსკდა იმის წარმოდგენისას რომ საკუთარ ძმას არ იცნობდა საკმარისად და ამ დროის სიმცირის ნაკლები კომუნიკაციის განმავლობაში სულ სხვა ადამიანად ჩამოყალიბდა
_არა ,მაგრამ არც მოსვენებას მაძლევს. ვერ გავაგებინე რომ შემეშვას
_სხვა მოგწონს ? სესილიას შეყვარებულის მეგობრებიდან რომელიმე ხომ არა _თითქოს წინასწარმეტყველური უნარი ჩაერთო
_ხოო ... მთელი ცხოვრებაა ნიკა მიყვარს . დუდამაც კი იცის და კახისაც ვუთხარი . არა ვინაობა არ მითქვამს,მაგრამ ვუთხარი არ გამოვა ჩვენი ურთიერთობა სხვა მიყვარს_თქო ,მაგრამ არაფერი შეისმინა. შეგიყვარდები და მიხვდები რომ ჩემამდე არავინ გყვარებიაო
_დღეს რა მოხდა
_ბიჭები მოვიდნენ... სესილიას სიურპრიზი გაუკეთა უტამ და მოულოდნელად კახიც მოვიდა. ნიკა გაბრაზდა და ყველაფერი აქედან დაიწყო. ისიც რამ გააბრაზა ,მაგრამ ისე მომეხვია და მაკოცა თითქოს შეყვარებული იყო და არა კურსელი . ღმერთო გავგიჟდები რამე რომ დაემართოს
_რომელს
_ნებისმეირს...იქ იმდენი ვინმე იყო ბოლოს. კახი კიდევ ისეთია ღმერთოო ნიკო მაგას კი არ ჰგავს ჩვეულებრივი წესიერი ბიჭია. ცხოვრებაში არ უჩხუბია ალბათ
_არც ჩემი ძმაა უწესო და უზრდელი
_სხვა რამ ვიგულისხმე ხომ ხვდებით კახი სხვანაირია
_ვიცი როგორიცაა და მიკვირს ასე როგორ უყვარხარ რომ თავს იმცირებს. ცხოვრებაში არაფერი უთხოვია ორჯერ
_თქვენ ახლა მიკერძოებული ხართ მესმის უმცროსი ძმაა და
_სულაც არ ვარ მიკერძოებული... აუცილებლად დაველაპარაკები და უკანასკნელი იქნება როცა ზედმეტად დაგეკონტაქტება. პირობას გაძლევ ...
_თქვენ ... დაელაპარაკებით?
_აუცილებლად _უყურებდა და ხედავდა როგორ ეკარგებოდა ფერი. მერე ღებინება დაეწყო და სოფიო რომ არ მიმხვდარიყო დროულად ალბათ ყველაფერს დასვრიდა. გოგონები წუხდნენ ხაჭვანი კი ბუნებრივი მდგომარეობაში იყო.
_მაპატიეთ ... ღმერთო როგორ მრცხვენია_ პირიც რომ მოწმინდა ,მოაწესრიგა და ბოლოს ტანსაცმელგამოცვლილს საწოლთან ჩამოუჯდა მაშინ ამოიტირა გოგომ
_არაუშავს ... მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ რომელზე პასუხსაც ან შენგან მივიღებ და მე შენ მხარეს ვიქნები ან ისე გავიგებ და პოზიცია არ მექნება ...
_რა კითხვა
_მხოლოდ მოკლედ მიპასუხე . სხვა არაფერი მითხრა თუ არ გინდა
_გისმენთ
_ორსულად ნიკოსგან ხარ თუ კახისგან _ ეს რომ ჰკითხა გააზრებითაც შემდეგ გაიაზრა პოტენციურად საკუთარ ძმის შვილზე რომ საუბრობდა და გულისცემა აუჩქარდა პასუხის მოლოდინში

_ორსულად ნიკოსგან ხარ თუ კახისგან _ ეს რომ ჰკითხა გააზრებითაც შემდეგ გაიაზრა პოტენციურად საკუთარ ძმის შვილზე რომ საუბრობდა და გულისცემა აუჩქარდა პასუხის მოლოდინში
_საიდან გაიგეთ მე უბრალოდ...
_უთხარი ... დუდა ენდობა და მე დუდას ვენდობი . შეუძლებელია საშიში იყოს და არასანდო_ანის ხმა ესმოდა ,მაგრამ გოგოს ვერ აშორებდა თვალს მერე კი ჩუმად ნათქვამი ხმამაღალი სიტყვები გაიგო
_კახისგან ,მაგრამ არ ვაპირებ გავაჩინო და ყველაფერი შეცდომა იყო. არ იცის და არც მინდა გაიგოს მე სხვა მიყვარს არ ვიცი რა დამემართა იმ დღეს ,მაგრამ მე სხვა მიყვარს
_რა თქვი ... უკაცრავად რა გავიგე ახლა ? _ ყიფიანის ხმამ სოფიოც კი გაყინა ადგილზე _ ორსულად ხარ ? ბარბარე ორსულად ხარ მეთქი?
_როდის მოხვედი... როგორ ხარ? დააზავე ისინი? თუ რა მოხდა _ანი ისე გადაეფარა კითხვებით თითქოს გონებას გაუფანტავდა
_შენც ხომ არ გყავს შემთხვევით ფარული საყვარელი ... რა იყო რამდენიმე თვე ვერ მოგხედეთ და გადაირიეთ? ვისგან ელოდები ბავშვს ბარბარეე ?
_ნუ იღრინები თუ ღმერთი გწამს...ორსულადაა კაცი კი არ მოუკლავს
_ბავშვის მოკვლას აპირებს ისე მიქარა და უარესი რა უნდა ქნას 21 წლის გოგომ სოფიო?
_უბრალოდ ჰორმონალური არეულობა აქვს... არავინ არავის მოკლავს . მცირედი თავისტკივილი ექნებათ თავიდან და მერე დაიბადება ბავშვი ,რომელსაც სამყაროს ვამჯობინებ
_შენ ... რა მართლა კახისგან ელოდები ბავშვს ბარბარე?
_დუდაა ილიკოს არ უთხრა ...დუდა გემუდარები. შაბათს ექიმთან ჩავეწერე და აბორტს გავიკეთებ
_ყოჩაღ ,როგორი გონივრული გადაწყვეტილებაა. ახლა მე რა უნდა გითხრა შენი სხეული შენი საკუთრებაა გინდა გააჩენ გინდა არა_თქო ხომ? არაფერი ვიცი,არაფერი გამიგია და ილიკოსაც არ ვუთხრა რომ არ მოგკლას შენც და ზემოდან არ დაგაყოლოს ხაჭვანიც ხომ?ნიკუშამ რომ გაიგოს თუ ნიკუშას არ ეტყვი ისე გინდა ნიკუშა სიმართლეს ხომ არ ეტყვი...ასეთი გოგო გახდა ის ბავშვი ჩემ თვალწინ რომ იზრდებოდა ? აბორტი იპოვნე გამოსავლად ? იმან იცის ? რა თქმა უნდა არ იცის თორემ აბორტს სიტყვას ვერ ახსენებდი არათუ იფიქრებდი ... _ ხმას არ უწევდა ,მაგრამ ისე იღრინებოდა თვალები სულ დაუწითლდა ბრაზისგან _ რას მიყურებთ შეშინებულები კიდევ რომელს გყავთ საყვარელი... გამაცანით მეც რა იყოთ ოცდამეერთე საუკუნე არაა? მე ხომ თან ექიმი ვარ,ჰუმანური ტიპი ვიჩითები . დედას შევ.ცი _ ბოლოს მაინც შეიკურთხა და საერთოდ გავიდა ოთახიდან_შენ ძმას უთხარი მადლობა გითხრას დღეს ცოცხალი რომ გადამირჩა და საერთოდ რომ არ ავჭერი ნაწილ ნაწილ_ სოფიოს მოუბრუნდა უკან რომ აედევნა და ისე გაიშვირა მისკენ ხელი ქალი გააგიჟა
_უკაცრავად ჩემ ძმას რა სჭირს მოსაკლავი... ასეთი მოუგვარებელი რა ჩაიდინა. გააუპატიურა ,სასმელში რამე ჩაუყარა თუ დააშანტაჟა. რაღაც მომენტში მოუნდათ ერთად ყოფნა და ახლა ბავშვი არსებობს. სამყარო არ დაემხობა ამით. არც ისეთი პატარაა რომ ვერ იმშობიაროს . დედობა თუ არ უნდა მე მივხედავ ,არც კახი შეაწუხებს ხვერწნა მუდარით . მე მოვაგვარებ
_აჰ , ბავშვი გააჩინოს მოგცეთ ხაჭვანებს და კახის შენ გააჩერებ. ასე გადაწყდა ბოლოს? კაცური ქცევა გგონია გოგოსთან ჟ.მაობა ,რომელიც იცი არ გიჟდება შენზე და რომელიც ბავშვივითაა ?რომელსაც ტრადიციების მოყვარული მამა და მთელი საგვარეულო მოიშორებს რომ გაიგონ რაც მოხდა?აჰ თუმცა ეგ რაში ედარდებოდა მომენტი იპოვნა და აბა თავს როგორ შეიკავებდა. ახლა ჰგონია ნაშა ავაგდეო და ბლატაობს. შენ ძმას არ იცნობ და ნუ იცავ მაინც,შეგრცხვეს მის ნაცვლად ის სჯობს
_ვის უნდა შერცხვეს ... სიტყვებს დაუკვირდი და თუ სირცხვილია იმას შერცხვეს რომ ვერ გაუგია ვინ უყვარს და ვის დაუწვა
_პატარა გოგოს ადანაშაულებ?
_ჩემი ძმაც მისი ტოლია სხვათაშორის
_პატალა ბიჭს ვერ ასწავლე როგორ არ უნდა დააორსულოს გოგო? შეამოწმე ვენერიულებზეც ავად არ იყოს
_ნუ მიყვირი!
_ნუ მაგიჟებ და ნუ იბრმავებ თავს. ნუ ხარ მიკერძოებული
_ჩემ ძმაზე ვსაუბრობთ. მასზე წინ სამყაროში არაფერი დგას ...
_არც სიმართლე?
_არაფერი ჩაუდენია ისეთი მე რომ ზურგი ვაქციო და ვიღაცას მისი ლანძღვის უფლება მივცე
_ვიღაც ვარ ... რა თქმა უნდა
_სცემეთ?
_ვინ და ვინ ვცემდით
_შენ და შენი კრიმინალი სამეგობრო...გგონია ილდანს არ ვიცნობ ?ან ნავერიანს ? შენამდე რომ ვიცნობდი და ვიცოდი ორივე ხომ არ დაგავიწყდა. თუ არ მოკლეს ჩემ გამო გაჩერდებოდნენ და არა შენ გამო
_მეც არ მიცნობ თუ გგონია ვინმეს ცემა მინდოდა და სხვებს დავიხმარდი ან ვინმე გამაჩერებდა. საუბრიდ გაგრძელება აღარ ღირს, კარი იცი საითაცაა . სამსახურიდან წასვლის განცხადებას ხვალ დავწერ და თავად ავიტან მაიასთან
_სერიოზულად?
_არ ვაპირებ იმ ქალთან მუშაობას სიმართლის აღქმა რომ არ შეუძლია და ორსულ ,დაბნეულ , ცუდად მყოფ გოგოს ადანაშაულებს და მეტიც,ფიქრობს ბავშვი წაართვას. ძალიან ვწუხვარ პატივს რომ გცემდი ოდესღაც
_დუდა დაუკვირდი სიტყვებს რას ამბობ
_ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ ... იმედია დიდხანს აღარ გადაიკვეთება ჩვენი გზები და რომ შევხვდებით დავიწყებული მექნება ეს საღამო და შენი ეს სახე
_კახისთან მიკარება არ გაბედო... ისე იქნება როგორც ეს ორი გადაწყვეტს და რამე რომ დაუშავდეს ჩემი ხელით მოვკლავ ნებისმიერს ! _ ჩანთას ხელი დაავლო და გაცოფებულმა გაიჯახუნა რკინის კარი. დუდა კი დარჩა დერეფანში არეული გონებით
_დუ , ბოდიში რა ... აქამდე უნდა მეთქვა ,მაგრამ რომ არ ჩანდი მომერიდა დარეკვა და მოყოლა . ბარბარესაც ეშინოდა
_და საქეიფოდ წადით სადაქალო ხომ? რას აღნიშნავდით ... ბავშვის მკვლელობას გეგმავდით?
_ვიფიქრეთ ცოტას გახალისდებოდა ,უკეთ გახდებოდა და რამეს გადაწყვეტდდა . მისი ცხოვრებაა,ვერავინ დააძალებს ვერც მოკვლას ვერც გაჩენას
_ვიცი და სჯობდა ამაზე ეფიქრა აქამდე
_სოფიოს ეჩხუბე
_ვიცი
_მერე? არ შეურიგდები?
_ვის შევრიგებივარ
_არავის,მაგრამ ის რომ სოფიოა? შენი ექიმიც არაა სხვა
_რამდენი კვირის ხარ _ ანას არ უპასუხა ისე დაბრუნდა ოთახში და ატირებულ ბარბარეს თავზე მოეფერა _ ნუ ტირი ... თავი აგტკივდება და საერთოდ ვეღარ იაზროვნებ. ისედაც ვერ ფიქრობ აშკარად
_10 კვირისაა ... სულ პატარაა _ მუცელზე მიიბჯინა ხელები და ქვითინი განაგრძო _რა უნდა ვქნაა
_რაც შენ გინდა ის... როგორც კახისთან მოგინდა
_არ მომინდა
_აბა რა ... ბარბარე რა მოხდა აბა
_არა,არა ძალა არ გამოუყენებია. მეც არ ვიცი რა დამემართა ისე მიყურებდა მერე მაკოცა უცებ და ავყევი არ ვიციი მრცხვენიაა .ნეტავ მიწა გამისკდეს და ჩამიტამოს
_ფხიზელი იყავი? თუ რამე დაგალევინა
_არაფერი დამილევია ... მასთან ვიყავი
_სად მასთან ...სახლში?
_ბინაში... პროექტს ვწერდით
_გადასარევი პროექტი გამოგივიდათ ბოლოს ,არა? _ გაეცინა და ატირებულს თმა გადაუწია _ კარგი დაუჯერე დაქალებს და დამშვიდდი . ესენიც ტირიან და ამდენი ქალის ტირილი არ შემიძლია
_რა ვქნაა
_მე რა ვიცი... მე ვიცი,რომ შენ რასაც გადაწყვეტ მე არ დაგტოვებ. არც გოგოები მიგატოვებენ და სხვა დანარჩენი ღმერთმა იცის მხოლოდ
_არ მინდა რომ მოვკლა,მაგრამ თავს არ დამანებებს ხომ ვიცი
_მეც არ დაგანებებდი ... ჩემი რომ იყოს არც აბორტს გაგაკეთებინებდი. ახლა უბრალოდ პოზიცია მაქვს სხვა და იმიტომ გაქვს შენ არჩევანი
_არ ვიცი რა ვქნა
_გეუბნებით რაც უნდა გააკეთო და რატომ ჯიუტობ ადამიანო ...ჯერ ეს ერთი გულის სიღრმეში რომ არ მოგწონდეს არც არაფერი მოხდებოდა. შენც აუტანლად ჯიუტი ხარ და ამოიჩემე ნიკა მომწონს სხვა არ შემიყვარდებაო თორემ აი რანაირად შეიძლება ბიჭი ტყავიდან ძვრებოდეს შენ გამო ,თან როგორი ბიჭი არც გარეგნობა რომ არ დაეწუნება ,არც ინტელექტი და არც ხასიათი ... ამ ბიჭთან ერთ დღეს ს.ქსი გქონდეს მისგან ორსულად იყო და ამბობდე აბორტს ვიკეთებო სიგიჟეა . საერთოდ არ ჯდება ლოგიკაში...უბრალოდ შოკი გაქვს,ვერ ხარშავ ახლა ამ ამბავს თორემ მერე ხომ ვიცი როგორც გეყვარება ეგ ბავშვი. ჩვენ ყველანი აქ ვართ და არ შეიძლება აბორტი გაიკეთო მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრების წონასწორობას დაგირღვევს და ყველაფერს შეცვლის. სწავლა უკვე დაასრულე , შეგიძლია რამდენიმე ობიექტი აიღო,იმუშაო და შემოსავალი გქონდეს. მათემატიკის გაკვეთილებსაც განაგრძობ რა პრობლემაა . ის ბიჭი კიდევ როგორ არ იმსახურებს შანსს ,ერთხელ გაკოცა და მაშინვე აგიყოლია და თან ბავშვი ჩასახა აი მეტი რა ქნაას უბრალოდ _ ანის მონოლოგმა თავადაც გააცინა და დანარჩენებიც
_ეს არანორმალურობა შენ დაანათლე ამ გოგოს დავიჯერო?
_მარტო მე ვარ ნათლია და ვის დავაბრალებთ სხვას...გახსოვს პატარები რომ იყავით და დაგატარებდით სამივეს სხვადასხვა ადგილებში მითხარი მეც მინდა ჩემი ნათლია იყოო და მე გითხარი ჩავთვალოთ რომ შენიც ვარ_თქო ... მერე დიდხანს რომ შემხვდებოდი ჩემი ნათლია მოდისო გაიძახდი
_მახსოვს
_კახის ადგილას არ დაგთმობდი,მაგრამ ნიკას ადგილას რომ ვიყო მიყვარდე და შენც ნამდვილად გიყვარდე შვიდი ბავშვითაც მიგიღებდი. უბრალოდ მგონია , რომ ამ დაუსრულებელი ფლირტის გარდა შენ და ნიკას არაფერი გაქვთ საერთო. სულ გიწევთ შეხვედრა სესილიას და უტას გამო და შენი ამოჩემებაც ვერ განელდა. საერთოდ კაცების გამო დედობაზე უარის თქმა არ ღირს
_რა უცნაურია ყველაფერი...თითქოს სიზმარია და გამეღვიძება. მერე ავდგები და აუცილებლად მოვუყვები წყალს
_არაა სიზმარი და დროულად მოდი გონს ... _ სესილიამ ჩაიბურტყუნა და ცრემლები შეიმშრალა_ უტას დროზე უნდა გავყვე ცოლად. მორჩა აღარ გადავდებ . ახლა უცებ დავფიქრდი ნეტავ მე ვიყო ორსულად_თქო ,მაგრამ ვერ შევაცდინე ის და როგორ
_უკაცრავად? _ დუდა სესილიასკენ შებრუნდა და საწოლზე დადებული პატარა სათამაშოც ესროლა _ რა ფიქრებით მოძრაობ გოგონი ?
_ზუსტად შენი ძმაკაცია რაა ... სანამ საკურთხეველთან არ მიმიყვანს სურვილით ამომხდის სულს
_ვის რა გაჭირვებია და მე საერთოდ არ მოვწონვარ ვინმეს_ანიმ თვალები აატრიალა და დუდას მიეხუტა _ სად იყავი აქამდე ნათლია? შენ რომ ჩნდები ცოტას ისვენებს ჩემი ტვინი
_შენ გგონია მართლა არავის მოსწონხარ ? _ არ მოეწონა მისი სიტყვები და სიცილით დაფარული სევდა _ ბევრ ვინმეს მოსწონხარ,უბრალოდ გამბედაობა არ ჰყოფნით და ვინც ჩემ ფაქტორს უგულებელყოფს იმას ნამდვილად ეყვარები. დაელოდე
_შენ მიფრთხობ ყველას?
_არაფერს ვაკეთებ ,უბრალოდ მთელმა ქალაქმა იცის ჩემი პატარა გოგო რომ ხარ და ტყუილად არ გაცდენენ ... ყვავილები ხომ გამოგიგზაავნეს ერთი თვის წინ
_იცოდი? მოიცა ისიც იცი ვინ გამომიგზავნა?
_გამოჩნდება თვითონ , არ სცალია ჯერ
_აუუ გვითხარი ვინ არიიის დავსტალკავთ უცებ რომ ვიყოთ მზად მოსწონს თუ არააა _ ბარბარეც კი ჩაერთო ამბავში .
დილამდე გოგონებთან დარჩა . დივანზე იწვა და ნებისმიერ წამს ელოდა კახის გამოჩენას,მაგრამ გათენებამდე სიმშვიდე იყო.
..............

სოფიოს დასვენების დღე ზედმეტად ემოციური და მძიმე აღმოჩნდა. ვერაფრით წაემოიდგენდა თუ დუდასთან ჩხუბით და მისი დაკარგვით დაასრულებდა ყველაფერს.
სახლში მისვლამდე ტირილი მოუნდა. ყველა სიტყვა და ქმედება გადახარშა გონებაში ,საკუთარ თავზე და შექმნილ მდგომარეობაზე მოეშალა ბოლოს ნერვები. კახის ურეკავდა და არ პასუხობდა. სახლში მისვლის წამიდან ელოდა,მაგრამ საერთოდ არ დაბრუნებულა.
_ნაცემია? _ მის ერთ_ერთ მეგობარს დაურეკა ბოლოს _ მითხარი ნაცემია თუ არა
_ცოტა მოხვდა ... მთვრალია უბრალოდ და დავიტოვე ჩემთან . არ ინერვიულო _ კამერა შეაბრუნა და მძინარე აჩვენა _ იმდენი დალია გათიშულია
_არსად წავიდეს მნახოს რომ გამოფხიზლდება...სეროზული საქმე აქვს_თქო უთხარი
_კარგი ვეტყვი
_მადლობა სანდრიკო
_რა მადლობა ტო ... ეს ბოლო დროს სულ ასეთი გალეშილია. გადაიაყვანა იმ გოგომ ჭკუიდან და ვერაფრით დავაბრუნე საღ აზრზე . მექალთანეობასაც კი გაეშვა
_ჭკუის დაბრუნებაზე აღარც იოცნებო ისეთი რამ ხდება ...
_რა ხდება?
_არაფერი ცუდი ... ხვალ არ დაგავიწყდეს. სერიოზული საქმე აქვს ზუსტად ამ სიტყვებით უთხარი ისე არ წამოვა
_ვეტყვი
_კარგად აბა ... მშვიდი ძილი.

კახი რომ დაიბადა 10 წლის იყო და შესანიშნავად ახსოვდა ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. უფროს დებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ უმცროს დედმამიშვილებზე და მუდამ დაკავებული სოფიოც ასე იყო მუშაობის დაწყების და დაწინაურების მიუხედავადაც,მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენად შეეცვალა გრაფიკი თითქმის ვერ ხედავდა და მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილიც გამოტოვა. კახის ცუდი ქცევა მოკლავდა,მაგრაამ მსუბუქი დანაშაულისთვის არავის დააჩაგრინებდა. ასეთი პრინციპი ჰქონდა სულ . ბოლომდე დაიცავდა და მერე თავად დასჯიდა კიდეც. ახლა მამა ხდებოდა მისი პატარა ბიჭი ,სხვაფერი გახდებოდა ხაჭვანების ოჯახის ცხოვრება.
წარმოიდგინა მისნაირი პატარა და სითბო ჩაეღვარა გულში. ავი მულივით გამოუვიდა გოგოსთან საუბარი,მაგრამ მისთვისაც უცხო იყო ეს მდგომარეობა. აუცილებლად გამოასწორებდა ბარბარესთან კომუნიკაციას,მაგრამ დუდა?დუდა ყიფიანს დაიბრუნებდა იმ საუბრის შემდეგ? ვინ უფრო გაბრაზებული იყო მათ შორის ეს კითხვაც აწუხებდა და ბოლოს დუდასკენ გადაწონა სასწორმა.
_შეიძლება ადამიანი სულ ჩხუბობდეს? რომელი საუკუნეა...ოთხმოცდაათიანები ბრუნდება ჩვენ ოჯახში თუ რა ხდება. რაც მამამისს დააკლდა ეს ინაზღაურებს
_დამშვიდდი არაა საჭირო ამდენი ქოთქოთი...რა გააკეთა განსაკუთრებული. პატარა კონფლიქტები სულ ხდება
_თბილისში ყველა ყველას იცნობს...მწერდნენ დილიდან . ყველას სახელი იცოდნენ ვისაც ეჩხუბა და ხომ კარგადააო კითხულობდნენ. როგორ გადაურჩა იმათო
_ვიცნობ იმათ და დამშვიდდი _ კახამ თქვა ბოლოს და რძალიც ცოლის მსგავსაც დაამშვიდა
_მართლა იცნობ მამა? მერე აქამდე ვერ მითხარი?მეგონა მოკლავდნენ
_თუ იქვე არ მოკლეს მერე არ მოკლავენ ისეთი კაცები არიან... ყიფიანთან დაპირისპირება როგორ მოახერხა ესაა საქმე. ბიჭთან ერთ სუფრაზე ვიჯექით ,გიორგიც გაოგნებული იყო რომელ მხარეს დამდგარიყო ვერ გაიგო.
_ახლა რა დუდა არ იქნებოდა მტყუანი და ჩემი შვილია?
_ნუ ხარ ხისთავიანი შვილო დაბერდი უკვე... კახიმ დაიწყო ვერ გაიგე?
_მოსწონს ის გოგო
_მერე სხვა ადგილი და სივრცე ვერ ნახა გამოსახატად? პატარა ტუტუცი ბავშვივით რომ მოიქცა...მე იმ გოგოს გვარიც გავარკვიე და ოჯახიც. დუდამ მოუგვაროს ის ჯობია ვიდრე მამამისი ჩამოვიდეს თორემ გადაგვწვავს დედა ბუდიანად რომ გაიგოს მის გოგოს აწუხებდა შენი ძვირფასი შვილი
_იმ გოგოსაც რა სჭირს რა თავს იფასებს ... ჩემ შვილს რა აქვს ვინმეს დასაწუნი
_არაჩვეულებრივ ბიჭებს მოსწონდი ,მაგრამ იმათში ჩემი შვილი ამოარჩიე . ყველა კარგი ბიჭი ხომ ვერ ეყვარება რძალო... შენი ქალიშვილი წარმოიდგინე მის ადგილას ან საკუთარი თავი

სოფიო ხმას არ იღებდა. ყავას სვამდა იქამდე სანამ კახიმ არ მისწერა ბინაში გელოდები მაგათი თავი არ მაქვსო და მაშინვე დატოვა მაგიდა
_წავედი მე საქმეები მაქვს... ქალაქში ვბრუნდები.არ ვიცი როდის მოვალ შეიძლება ბინაში დავრჩე...მიყვარხართ. ბევრს ნუ ინერვიულებთ არაფერი მოუვა თქვენს ბიჭს სანამ მე ვსუნთქავ
_შენც ჩაერიე როგორმე და გამაგიჟეთ ყველამ
_კარგი დედა გეყოფა მართლა...მესენჯერს კიდე გაეშვი თორემ შენ ჭორიკანა დაქალებს პანიკის დათესვის მეტი არაფერი ეხერხებათ. არ იცოდა როგორ დაეწყო კახისთან საუბარი. პირველად ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა ან რა რჩევა მიეცა. მხოლოდ იცოდა კახი სიმართლის ცოდნას იმსახურებდა. რომ დაინახა მას შემდეგ დარწმუნდა ისეთი მოწყენილი და ფერდაკარგული იქამდე არ ჰყავდა ნანახი
_დუდამ დაგარტყა?_ ტუჩი გახეთქილი ჰქონდა და პირველი სახეზე მოეფერა_გტკივა ძალიან ? _ლოყაზე აკოცა და საერთოდ დაავიწყდა მკაცრი უფროსი დის ნიღაბი
_დუდამ? დუდამ არა...ის რომ მოვიდა ყველაფერი დალაგდა. ისინიც იცნობდნენ და ჩვენც გავჩერდით. ილდანთან ჩხუბი ისედაც არ მინდოდა
_და გოგოსთან ისე მოქცევა გინდოდა ,რომ დამნაშავე შენ ყოფილიყავი? სხვებს სცემ მსგავსი ქცევის გამო
_შენ არ იცი რა ხდება
_ვიცი ... მე წავიყვანე სახლში გოგონები . დუდამ მთხოვა,არ იცოდა შენ თუ იყავი მთავარი ფიგურა
_გაიცანი ?_ ქვემოდან ახედა და დაელოდა მის რეაქციას
_ლამაზია ,მაგრამ სულელია შენსავით ...
_არ არის სულელი . ჭკვიანია ზედმეტადაც კი და წესიერიც
_მე არ ვიცი წესიერი გოგონები ქორწილამდე არ კავდებიან სექსუალური ურთიერთობით ბიჭებთან, რომლებიც არც მოსწონთ მათი თქმით ყოველ შემთხვევაში ... ასე არ ითხოვთ ჩემგან ? თუ მე უნდა ჩავიდე მიწაში ქალიშვილი აუცილებლად თუ სიყვარული არ მეწვია და მხოლოდ ლტოლვა მოვიდა
_შენ რა იცი ... რა უთხარი ისეთი ეგ რომ გითხრა
_დამშვიდდი ახლა და მომიყევი როგორ შეგიყვარდა ისე,რომ ყველაფერზე თვალს ხუჭავ და ასეთი გახდი
_ოთხი წელია ერთ კურსზე ვართ ... ჯერ გარეგნულად მომწონდა ,მაგრამ ეგრე სხვაც კი მომწონდა ამ ოთხ წელში. მერე უფრო ახლოს გავიცანი,ვაკვირდებოდი და მისი ქცევები,ქმედებები ,ხასიათი ... ყველაფერი მომწონდა. თვალებს რომ აატრიალებს გაბრაზების დროს და ფეთქდება ეგეც კი მომწონს. საერთოდ არავის ჰგავს
_სხვა რომ უყვარს ეგ რომ გითხრა მერეც როგორ გააგრძელე ხვერწნა _მუდარა ...სად წავიდა შენი თავმოყვარეობა
_ამოჩემებული ჰქონდა ...ურთიერთობაში კი არ არის იმ ბიჭთან.სხვის შეყვარებულს კი არ ვყვარობდი ამდენხანს
_მაგით თავს იმშვიდებ თორემ იმათ ორივეს მოსწონთ ერთმანეთი და ეს მუშტიც მისგან მოგხვდა ხომ?ახლა გაახსენდა ის გოგო და იეჭვიანა ალბათ საბოლოოდ. ისიც იდიოტი ახლა ირტყას თავში ხელები
_ყველაფერი თუ იცი მე რას ჩამომიჯექი მაია ასათიანივით
_რას აპირებ
_რას უნდა ვაპირებდე...სანამ ვინმეს არ გაყვება ცოლად იქამდე არ შევეშვები ,მაგრამ გამორიცხულია ქორწილამდე მივიყვანო. იმ ღამის მერე მითუმეტეს , შევუყვარდები უბრალოდ უნდა შეწყვიტოს ეს სიჯიუტე და თუ დაფიქრდება მიხვდება რომ ვუყვარვარ
_მერე ?
_რა მერე ... მერე მეყოლება ცოლი და შენ იქნები მული
_მაგ ამბის დაჩქარება მოგიწევს თუ არ გინდა ქუთაისი გადავიკიდოთ და ნაბეგვი სიძე იყო ბოლოს.
_შენ მეუბნები დააჩქარეო?მეგონა მეტყოდი შეეშვიო
_აუცილებლად გეტყოდი ორსულად რომ არ იყოს ... იცი როგორც ვერ ვიტან სიყვარულის მათხოვრად რომ გადაიქცევიან კაცები ,მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა. ისე ასეთი იდიოტი როგორ ხარ სახლში თუ იყავი მითუმეტეს პრ.ეზრვატივი როგორ ვერ გაგახსენდა . პატარა ბავშვი ხარ ? თუ ისე ნერვიულობდი ყველაფერი დაგავიწყდა და მთავარი გამოვიდა ,მამა გახდები
_რას მეღადავები არ გრცხვენია ამხელა ექიმ ქალს? როდის დაიწყე ასეთი დამპალი ხუმრობები ... გავიგე რომ არ მოგწონს ჩემი მდგომარეობა
_გული წაუვიდა, მერე ღებინება აუტყდა...მის დაქალს წამოსცდა შენი ნერვიულობა არ შეიძლება დამშვიდდიო და ვკითხე. თუ არის ის გოგო ვინც შენგან კი არა სხვისგან იქნება ორსულად და მე მომატყუა მაშინ სხვა საქმეა
_ბარბარე ორსულადაა , ბავშვი გვეყოლება მე და ბარბარეს?
_ჩემი აზრით გოგო იქნება ... პირველი მე ვამბობ და დაიმახსოვრე ჩემი წინასწარმეტყველება სულ სრულდება.
_სოფიოს დავარქმევ თუ გოგო იქნება
_რა ბანალურია ოჯახში ორი სოფიო...
_მამა გავხდები
_აბორტზე ფიქრობდა მე რომ წამოვედი და არ ვიცი თუ არ გადააფიქრებინებ შენი მამობის ამბავიც გადაიდება გაურკვეველი დროით
_რაზე ფიქრობდა? შეიშალა?
_ამას ნუ ეტყვი ორსულ გოგოს რომელიც სრულ გაურკვევლობაშია...ქაჯივით ნუ მოიქცევი . დაარწმუნე რომ გააჩინოს ,მოიკრიბე მთელი ინტელექტი რაც გაგაჩნია. ყველა ნამდვილი გრძნობა და გულწრფელად ესაუბრე. მუქარების და ბაბულიკური ქცევების გარეშე. გოგოს ხულიგანი ჰგონიხარ... დაარწმუნე როგორი კარგი მამა და ქმარი იქნები
_შენ გჯერა მაგის? მე რომ კარგი მამა და ქმარი ვიქნები
_ჩემი ძმა ხარ, ჩემი კახი რომელიც სამყაროში ყველაზე კარგია ... სააუკეთესო იქნები _ ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა_სიგიჟემდე მიყვარხარ ხო? და იცოდე მე სულ შენ გვერდით ვარ რაც არ უნდა მოხდეს. არ შეგეშინდეს არცერთი ნასროლი ქვის და არცერთი ჭორის გორგალის. არც ჩვენების რეაქციებზე ..არაფერზე იფიქრო იმის გარდა ღირს იმ გოგოსთვის შენი თავის და ცხოვრების მიძღვნა თუ მხოლოდ ბავშვის მამა იქნები და ქმარი არ. ერთის სიყვარული საკმარისი ვერ იქნება, დაიღლები ბოლოს და მისი უბედურებაც დაგანგრევს. კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე ყველაფერი .

სამსახურში დაბრუნებულს დუდას განცხადება და გავრცელებული ამბავი დაუხვდა. ყველა მისტიროდა და არავინ იცოდა წასვლის მიზეზი. სადაც გაიარა ყველგან დუდას ეკითხებოდნენ ,მაგრამ პასუხი არ ჰქონდა
_დროებით იყო ჩვენთან ... მისი მსგავსი პერსპექტიული ახალგაზრდა ამ პოზიციაზე დიდხანს ვერ დარჩებოდა
_კი მაგრამ უკეთესი პირობები ლიცენზიის გარეშე სად ექნებოდა...არ ვიცოდეთ მაინც უმცროსი ექიმების მდგომარეობა საქართველოში. ძალიან გამიკვირდა შენი შექმნილი კომფორტი რომ დათმო
_ასე ჩათვალა საჭიროდ და მე უმცროს ექიმს ვსაჭიროებ ...ხომ ვერ შემომთავაზებთ ლექტორები ვინმე ბეჯით სტუდენტს
_ისეთი ბეჯითიც არავინაა შენ და შენ გრაფიკს რომ გაგიმკლავდეთ თანაც დუდამ ისე ასწია თამასა
_გამოჩნდება ვინმე ან განვაგრძობ მარტო ,ჩვეულ რეჟიმში _ კონფერენციის დასრულების შემდეგ დატოვა ექიმების გუნდი და დაუბრუნდა განყოფილებას.

ყიფიანი ნამდვილად აკლდა და უცებ გამოჩნდა უამრავი საქმე რომელსაც იქამდე არც კი ეხებოდა. ხასიათიც მალევე გაუფუჭდა და დღის ბოლოს უკვე ჩხუბობდა ლაპარაკის ნაცვლად.
_იმ ბიჭს უნდა ვთხოვო დაბრუნდეს
_მუშაობა დაგავიწყდათ თუ რა ხდება...იქნებ მე წავიდე და დუდა დავნიშნი ჩემ ადგილას. ყველამ თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ ან გაუყევით ყიფიანის გზას .

_კლინიკაში ხარ?
_კი რა ხდება ... კარგად ხარ? _ მაშინვე წამოდგა როგორც კი კახის ხმა გაიგო
_კი ... გინეკოლოგთან ვიზიტზე მინდა მოვიყვანო და მე რა ვიცი ვინაა კარგი. შენ მითხარი და გამოგვყვე იქნებ თან რიგში დგომა რომ არ მომიწიოს
_ჩემთან მოიყვანე და მაიკოსთან მივიდეთ. ძალიან საყვარელი ქალია და არ დააფრთხობს
_კარგი ... მოვალთ მალე
_ყველაფერი რიგზეა ხომ?
_კი
სიტყვაძუნწი იყო რაც იმას ნიშნავდა,რომ მთლად მისი სურვილის მიხედვით არ მიდიოდა ყველაფერი,მაგრამ კონსესუსამდე მივიდნენ.
დერეფანშივე შეხვდა წყვილს . ბარბარე ისეთი დამფრთხალი თვალებით იყურებოდა,სახეზე ფერები გადასდიოდა. კახიმ წამით შეახო ხელი ზურგზე და ამაზეც კი გაწითლდა
_გამარჯობა ბარბარე... როგორ ხარ დღეს?
_არამიშავს ... გამარჯობა
_მაპატიე გუშინდელისთვის თუ უხეშად გამომივიდა საუბარი შენთან
_არაუშავს...არაფერი გითქვამთ ისეთი
_რა უთხარი
_არაფერიო ხომ გაიგე ... დამშვიდდი მულის შიშის გამო არ გეუბნება უარს. უბრალოდ შენ არ მოსწონხარ
_ასეთი მწარე რომ ხარ იმიტომ ველოდები ჯერ მე ბავშვს და შენ ისევ არავინ გიახლოვდება
_არავის ვუშვებ ახლოს თორემ ჩემი ბავშვების არმია გეყოლებოდათ სახლში ... ბარბარე ტოქსიკოზი გაქვს?
_მეგონა მოწამლული ვიყავი თან ბევრ რაღაცა მინდება და იმდენს ვჭამდი მერე დიეტაზე გადასვლა ვიფიქრე. კუჭი გამიღიზიანდა_თქო ...ორი თვეა რას არ ვფიქრობ _ ისეთი საყვარელი იყო და იმდენად გულწრფელი სოფიოსაც გაეღიმა . ახლა მხოლოდ ნერვიულობის დროს მეხვევა თავბრუ და გულის წასვლის შეგრძნება მიჩნდება. ღებინებები აღარ მაქვს
_მე უბრალოდ დაველაპარაკები და მერე გამოვალ არ შეგიქმნი დისკომფორტს
_არ შემიქმნით დისკომფორტს პრობლემა არ არის
_სად გახვალ რამე რომ ვერ გავიგო მერე რა ვქნა ... ხომ იცი ისედაც ვერ ვიტან ექიმებს
_ვერ იტან კი არა გეშინია ექიმების და ნემსების
_სოფიკო
_რა ... იცოდეს რომ ნარკომანი არ ხარ
_იცის ისედაც არ ჭირდებოდა ეგ ინფორმაცია
_მეეჭვება საერთოდ რამე იცოდეს შენზე ...რამე ნამდვილ კახიზე თორემ შეუყვარდებოდი აქამდეც
_სოფიკო_მეთქი
_დამელოდეთ და რომ დაგიძახებთ მერე შემოდით_ კაბინეტში შევიდა . ექიმს ესაუბრა და შემდეგ შეიყვანა გადაფითრებული წყვილი. შორიახლოს იდგა და ელოდა იმ საოცარ ხმას . ჩუმად გადაუღო ვიდეო ფერდაკარგულ კახის , თავდახრილი რომ იდგა და გულისცემის ხმის გაგებისას გამოცოცხლდა თითქოს. ბარბარეს ისტერიული ტირილი აუტყდა და ბოლოს კახის მკერდზე მიყრდნობილი ქვითინებდა ყველა დადებითი თუ უარყოფითი ემოციის გამოსახატად.
_იტიროს არაუშავს... ზოგიერთი ორსული მთელი ცხრა თვე ქვითინებს . არაფერია აქ სამარცხვინო და შესაშფოთებელი
_როგორია ნაყოფის მდგომარეობა?
_შეესაბამება ორსულობის ვადას...ყველაფერი ნორმალურადაა. ანალიზებიც გაიკეთოს და პასუხები რომ მოვა შემდეგ ვისაუბროთ . 12 კვირამდე ხომ იცი ყველაფერი შეიძლება მოხდეს
_ვიცი ,მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი მოხდება და მამიდა გავხდები სულ მალე
_ისეთი ტკბილიაა ... ჩემი ძმისშვილი შვილივით მყავდა ხომ იცი. ვამბობდი ჩემი პირველი გიგუნაა_თქო და ისე ბრაზობდა თეკლა _ტიპიური ექიმური საუბარი განაგრძეს შემდეგ. ერთ_ერთ პაციენტს განიხილავდნენ სანამ ბარბარე საბოლოოდ დამშვიდდა და მოწესრიგდა .
სიცილი ვერ შეიკავა ნემსის შიში ბარბარესაც რომ აღმოაჩნდა. საოცარი სანახაობა იყო კახი რომ ამშვიდებდა . იდგა გაღიმებული და სიტყვას არ ძრავდა . მოსწონდა ასეთი კახი ხაჭვანი . საოცრად უხდებოდა საყვარელ ქალზე ზრუნვა მის "პატარა ბიჭს ".
_ქორწილი როდის იქნება... შვებულება ავიღო სამზადისში რომ დაგეხმაროთ?
_არ იქნება ქორწილი _ კბილებსშორის გამოსცრა და გვერდით გაიხედა _ მარტო აპირებს ბავშვის აღზრდას და ვინაიდან ბავშვისთვის საშიშ პიროვნებად არ მიმიჩნევს მეც მაჩვენებს ხოლმე
_არ მითქვამს ასე და ნუ ართულებ კახა
_არ მქვია კახა პირადობის მოწმობაშიც კახი მიწერია ... აჰა
_არც მე მქვია ბარბარა
_აქ ნუ იჩხუბებთ ახლა სახელების გამო ... ქორწილზე გკითხეთ მხოლოდ და აბა რას აპირებთ . დაქალთან უნდა იცხოვრო ორსულმა?მშობლებს რას ეტყვი მარტოხელა დედობა ასეთი ზღაპრული გგონია? ბავშვი რომ ატირდება ჭამა მოუნდება,გამოცვლა,გარეთ გასვლასაც რომ ვერ შეძლებ ნორმალურად... ქორწინება თუ არ გინდათ ერთად გადადით საცხოვრებლად დროებით მაინც
_არ ჩაერიო
_რეალობას აცდენილები ხართ და ბავშვის აღზრდა თამაში არაა. ნორმალური გარემო და სიმშვიდე სჭირდება და არა დედა რომელიც ჭკუიდან გადავა დაღლილობისგან
_ძიძას ავიყვან და ის დაეხმარება. ყიდვითაც მე ვუყიდი ყველაფერს რაც დასჭირდებათ და ანის ბინა საკმაოდ დიდია. მოთავსდდებიან
_რა გჭირს შენ ... _ მისი უდარდელი ტონი ვერ აიტანა . ისეთი ცივი ჩანდა თითქოს სხვა კაცს უყურებდა. ან რას თამაშობდა ვერც ეგ გაიგო. ბარბარე რომ უფრო მოიღუშა ფაქტი იყო_ მშობლებთან თავად ისაუბრებს ალბათ. მე ცოლად არ მომყვება და არც რაიმე ურთიერთობა უნდა ჩემთან და როგორი დამოუკიდებელი და თავისუფალი გოგოცაა აუხსნას მამას და არანორმალურ ძმებს
_ანალიზის პასუხები რომ იქნება შეტყობინებას მივიღებ და დავუკავშირდები ექიმს
_მეც გავალ და გავესაუბრები. მეორედ რომ არ გამოგიყვანო დანიშნულებასაც დავაწერინებ... ეცადე არ ინერვიულო და მოშორების ნაცვლად შეგიძლია თითის გატკაცუნებაზე ატარო . გაერთობი თან და თან ყველანაირ კომფორტს შეგიქმნის
_რას ასწავლი...ჩემი და ხარ თუ მისი
_ბავშვის უსაფრთხოებაზე ვფიქრობ თორემ თქვენ რომ გიყურებთ თავიდან იწყებთ კონფლიქტს
_და აქამდე როდის ვჩხუბობდით ... მე ფეხქვეშ ვეგებოდი და ის ზემოდან მივლიდა. ნიკუშასთან ქორწილს ელის ქალბატონი და მე როგორ გამომყვება . ხვალვე მოგადგება ბეჭდებით _ აუტანლად ირონიული იყო და ბარბარე როგორ იტანდა ვერ ხვდებოდა. მის ადგილას ენას ამოგლეჯდა ალბათ
_სალაპარაკო რა გაქვს საერთოდ ქალს რომ ვერ დაარწმუნებ და თავს ვერ მოაწონებ სჯობს გაჩუმდე
_კარგად ბრძანდებოდე... მიხედე შენს პაციენტებს
_დუდა სად არის? ნახვა მინდა სანამ წავალ_ ბარბარემ ჰკითხა
_აღარ მუშაობს ჩემთან... გუშინ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება
_რაა? რატომ
_შეგიძლია თავად ჰკითხო...
_შენ გააგდე? არ გვიჩხუბია მე და დუდას_თქო ხომ გითხარი
_არ გამიგდია... საკუთარი ნებით წავიდა . მასზე საუბარი აღარ მინდა. დროებით _ უკან გადადგა ნაბიჯი და წავიდა.


დაიწყო ცხოვრება დუდას გარეშე და ყოველ წამს რომ უნდოდა დაეძახებინა და იაზრებდა ახლოს არ ჰყავდა გიჟდებოდა. თავის ტკივილები დაეწყო და აღარ გადაუარა. თითქმის ერთი თვე იყო გასული კლუბში რომ წავიდა მეგობრებთან ერთად. სულ ცუდ ხასიათზე მყოფი გაგიჟდებიო რომ უთხრეს და დაიყოლიეს ძილის ნაცვლად მეგობრის წინასაქორწილო წვეულებაზე გართობა ეცადა. ბართან იჯდა და სვამდა თან შორიახლოს მოცეკვავე სამეგობროს ადევნებდა თვალს და იცინოდა ხალხს შორის მოცეკვავე ყიფიანი რომ დალანდა. ზურგით იდგა და ჯერ იფიქრა მეჩვენებაო,მერე დააკვირდა როგორ ეხვეოდა სოფიოსთვის უცნობ გოგოს,როგორ აკოცა ამ უკანასკნელმა და მერე როგორ გავიდნენ იქედან. წარმოდგენა არ ჰქონდა ჭიქით ხელში რატომ გაუყვა იმ გზას რომელიც დუდამ გაიარა არც ის იცოდა კედელს მიყრდნობილი რატომ უსმენდა მათ ღრმა ამოსუნთქვებს. ფეხი არ მოუცვლია ისე წრუპავდა ჭიქიდან მათრობელა სითხეს . დუდას გაოგნებული თვალების დანახვისას გამოძრავდა მხოლოდ
_რა ჯანდაბაა
_ახალგაზრდა ბიჭს მეტი არ შეგიძლია ?
_მთვრალი ხარ ?
_ხელი არ შემახო თუ შეიძლება ... ძალიან არაჰიგიენურია _ სახე დამანჭა და ხელი ისე გასწია წინ
_აქ რა გინდა
_ჩემი კურსელის წინასაქორწილო წვეულებაა...სადაქალო შეიკრიბა
_აქ რა გინდა ...აი აქ ამ ადგილას მდგომს
_რა ქენი იპოვნე უკეთესი უფროსი თუ უსამსახუროდ ხარ ისევ
_ვისვენებ
_ვხედავ... უფრო სწორად მესმოდა როგორც ისვენებ. სტრესში ხარ აშკარად და ვერც იქარვებ
_მცდარი დასკვნაა ... სჯობს ტაქსი გამოიძახო და სახლში წახვიდე სანამ ვინმე აგეკიდება
_ამერიკულ რომ.კომში ვართ ?
_შენ უფრო მელოდრამა
_რატომ იუმორის გრძნობა არ მაქვს?
_გააქვს ?
_კახის შერიგებიხარ და მე რა დავაშავე ასეთი უპატიებელი
_ვსაუბრობთ ... ე.ი კომუნიკაცია გვაქვს და უპატიებელიც არ გამოდის
_სამსახურიდან წახვედი საზიზღარო ბიჭო ... ასე უბრალოდ როგორ წახვედი და როგორ დამტოვე
_არ მითხრათ რომ დანაკლისი იგრძენი და დამაფასე
_შენ თუ უმადური არ ხარ... როდის გაკლდა დაფასება რაღა გინდოდა სხვა ტახტრევანი დამედგა უფლისწულისთვის? შემთხვებით ოჯახურ ბიზნესს ხომ არ აგრძელებ
_ხომ არ მოგენატრე... შემთხვევით _ ზედმეტად ახლოს იყო , თითქოს კოცნას უპირებდა უცებ სასმელი რომ შეასხა სახეზე სოფიომ
_დისტანცია დაიცავი ... სხვისი ნაფერები ნუ მიახლოვდები ! მონატრების შეგრძნება ვისთანაც მექნება იმას ბავშვს გავუჩენ_თქო ვამბობდი წლების წინ _ იქამდე გაეცალა სანამ დუდა სახეზე ხელს ჩამოსვამდა და გონს მოვიდოდა. შორიდან უცინოდა და უკანსვლით მიდიოდა
_შენი ნაფერები რომ ვიყო აღარც მოგიშორებდი ... _ ჩუმად თქვა და უკან მიჰყვა,მაგრამ ვეღარ დაინახა. შენობიდან გავიდა და მანქანაში ჩაჯდომის დროს მოჰკრა თვალი. უკან აღარ გაჰყოლია , კლინიკაში კი ორი დღის შემდეგ დახვდა . ჩვეულ ფორმაში, საქმეებით დატვირთული
_რას აკეთებ
_მეგონა გითხრეს როდის მიმთავრდებოდა კუთვნილი შვებულება
_მომესმა?
_რა
_შვებულება ახსენე
_არ უთქვამთ შვებულებაში რომ ვიყავი?
_შვებულებაში იყავი? უკაცრავად თქვენ სამსახურიდან წასვლის განცხადება არ დაგიწერიათ ...შვებულება დაწერეთ?და ჩემი ხელმოწერა
_არ მეგონა თუ გაბრაზდებოდით...თქვენ ნაცვლად ერთხელ მომიწერია თუ ორჯერ
_კარგი... ახლა გიშვებ სამსახურიდან!
_არ მიშვებ ... დამშვიდდი და გაიხარე. იგრძენი როგორ შემსუბუქდა საქმეები შენს მხრებზე და დალიე ჩაი ორცხობილითურთ _ მაგიდაზე დაუდო ლამაზი ფინჯანი და თეფში ორცხობილებით _ღრუბლიანი ამინდია დღეს ,მოუხდება
_გოგოს ბავშვს ვართმევდი...უგულო და საშინელი აღარ ვარ?
_როგორ არა,უგულოც ხარ, აუტანელიც და საშინელიც,მაგრამ ხომ იცი მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, არის ასეთი გამონათქვამი
_მე ახლა შენი უფროსი ვარ და შენ მლანძღავ?
_როგორ გეკადრებათ ლანძღვას როგორ ვიკადრებ მე უბრალოდ სინამდვილეს აღვნიშნავ...აბა დიდი თბილი გული გაქვს და ყველას ადგილია მანდ ? მეც ხომ არავარ შემთხვევით მაგ თქვენს მოსიყვარულე გულში ჩასახლებული
_თვის დახურვაა დასაწერი,ეს ისტორიები თაროზე რაც დევს დასამთავრებელი, დანიშნულების ფურცლები დასაწერია ... ახალი პაციენტები მივიღეთ იმათ ისტორიებში ჩანაწერები გასაკეთებელია. ანალიზები გადავდე და შეგიძლია ხვალიდან გააკეთო. რკინა ,კალცი,ფოსფორი და სისხლის საერთოა მგონი განრიგში
_კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ
_ხოფერია ანგიოლოგთან უნდა წავიდეს და შეახსენე...სახელმწიფო პაციენტების ფაქტობრივ მისამართებს მთხოვს ჩამოიარე ყველასთან ვინც დღესაა და ჰკითხე მისამართები ვინც არაა დაურეკე გადაამოწმე და გადაუგზავნე მერე . ტელეფონის ნომრებიც გასაახლებელია
_დიდი ბოდიში ქალბატონო სოფიო,მაგრამ თქვენ რას აკეთებდით უჩემოდ?მხოლოდ კონსულტაციებს წერდით და ამბულატორიულ პაციენტებს იღებდით?
_უმცროსი ექიმი ამისთვის ყავს განყოფილებას ...როგორ მოახერხე წასვლის განცხადება არაანაზღაურაბად შვებულებად გაგესაღებინა ნუ გამაგიჟე _ უკვე საქმეზე გადართულს შეუღრინა და ტონიც ვერ გააკონტროლა
_მე თქვენ დაგტოვებდით? როგორ იფიქრე...გული მტკივა უკვე
_გეყოფა !
_რა მეყოფა იმდენი საქმეა სია ჩამოვწერე რომ არ დამავიწყდეს რის მერე რა გავაკეთო
_ჩემი ნერვების მოშლა გეყოფა _მეთქი დუდა
_უი რას ამბობთ თქვენ ნერვები გეშლებათ ხოლმე? ნერვული სისტემა გაქვთ გამოდის... უკაცრავად ჩაგეძიებით ,გულიც გაქვთ? ჩემდაუნებურად გულ_სისხლძარღვთა სისტემაზეც არ ვიმოქმედო . მაინც ასაკი თავისას შვება
_ასეთი რა დაისვენე კლოუნად ტრანსფორმირებული რომ დამიბრუნდი ...
_რა ზუსტი აღნიშვნაა_დაგიბრუნდით თქვენ ,მე _მისკენ იყურებოდა იმ წამს და თვალები ისე უნათებდა სოფიოს გულისცემა ნამდვილად აერია
_რადგან აქ ხარ ამბულატორიული პაციენტების მიღებას დავიწყებ ... მელოდებიან უკვე _ბოლოს ისევ გაცლა არჩია,მაგრამ ხვდებოდა ყველაფერი ძველებურად ვერ იქნებოდა.
.............
_რა ხდება თქვენთან ? _ კახისთან ერთად იყო ბარბარესთან სტუმრად მისული. თავს ვერ იკავებდა და ბავშვისთვის ნივთებს ყიდულობდა უკვე _კახიი,რამე შეიცვალა და არ გითქვამს?_ჩუმად უთხრა როგორც კი გოგო გავიდა და მერე უჩქმიტა კიდეც _ამოიღე ხმა
_რა შეიცვალა ... ვერ ხედავ ისევ სტუმარივით მოვდივარ ანასთან სახლში და მივდივარ.
_არა ,მატყუებ ... უფრო ახლოს მეჩვენებით
_ჩემი ბავშვი ჰყავს მუცელში ახლოს ვიქნები აბა შორს?
_კახი
_ჯერ მაინც ვერ დავითანხმე ერთად გადასვლაზე და თუ დავითანხმებ ბინა რომ გამიცვალო არ გინდა? შენი ახალგარემონტებულია
_ჩემთან გადმოდით რა პრობლემაა...
_არა მულთან ერთად ვერ ვაცხოვრებ. თანაც შენნაირ მულთან ?გამექცევა ორ დღეში
_ისეთი გემრიელი გამომივიდა... მოცვი და მაყვალი აქვს. მეც არ ველოდი ... სახლში იმდენ დროს ვატარებ ახალი ჰობი მჭირდებოდა და მგონი არჩევანი კარგი გავაკეთე _ ისეთი საყვარელი იყო ორსული, დიდი ზომის სამოსით ,სახლურ ფორმაში სრულიად ბუნებრივი და თან თავისი გემრიელობებით. კახი ჭინკებათამაშებული თვალებით შესციცინებდა . ისიც ჩვეულზე მეტჯერ წითლდებოდა და რაღაც მომენტში ხაჭვანი მუცელზე რომ მოეფერა და იქვე აკოცა ალუბლისფერიც გახდა.
_შენ და ნიკა რას შვებით? _ ასეთი ქცევა არ ახასიათებდა,მაგრამ იქედან ისე ვერ წამოვიდოდა რომ არ გაეგო რა ხდებოდა _ ვერ გადაიწონე თუ გადაგწონდა საბოლოოდ
_უკანასკნელად მოგიყვანე გეფიცები...ადექი მივდივართ. სულ გაგაგიჟა შენ იმ საავადმყოფოში გადაცხოვრებამ . ყველგან განყოფილების უფროსი გგონია თა
ავი და ყველა დანარჩენი შენი ქვეშევრდომები რომლებმაც ნებისმიერ კითხვაზე უნდა გიპასუხონ და ყველაფერი შენ ნებაზე გააკეთონ
_ადროვე გოგომ მიპასუხოს...იქნებ რა უნდა გვითხრას მეც და შენც . დარწმუნებული ვარ შენ ისე გეშინია არ გააბრაზო ,არ აწყენინო,არ ანერვიულო არაფერს ჰკითხავდი
_სოფიო !
_არაფერს კითხულობს მართლა...იქამდე თუ მოსვენებას არ მაძლევდა ახლა ჩემთან დაკავშირებით სიტყვას არ ამბობს. მხოლოდ ბავშვზე მელაპარაკება და ბავშვზეა მთლიანად კონცენტრირებული. მგონი რომ გავთხოვდე რეაქცია არ ექნება
_აპირებ ახლო მომავალში? _ უცებ შეეშვა სოფიოს და ბარბარესკენ შებრუნდა _ მშობიარობამდე არ გირჩევ მაინც სექსუალურად დიდად აქტიური ვერ იქნები და ცოდოა ქმარი
_ნიკასთან არაფერი მაკავშირებს... საკმარისი დრო მქონდა ყველაფერზე დასაფიქრებლად. აღარც გადატვირთულ რეჟიმში ვარ, ყველაფრის ასაწონ_დასაწონად და შესაფასებლად მოვიცალე . გავიაზრე და დავინახე საკუთარი თავი ,სურვილები ,გრძნობებიც . გულწრფელი საუბარიც მჭირდებოდა თურმე და მამაოსთან რომ დავჯექი და ყველაფერი მოვყევი რაც იქამდე არ გამიაზრებია ისიც დაინახა გონებამ
_მერე ? რაო გონებამ ... ჩვენც რომ ვიცოდეთ . იქნებ მაქვს მეც გარკვეული ადგილი მაგ ფიქრებში
_ ნიკა არასდროს მყვარებია... მომწონდა ძალიან და გადავწყვიტე ,რომ მინდოდა გვერდით მყოლოდა. მერე ამ ფიქრს შევეჩვიე და სხვებისგან თავდაცვის იარაღად იყენებდა გონება. "მე ხომ მიყვარს უკვე და ურთიერთობას სხვასთან ხომ არ დაავიწყებ?" გაჩნდა აზრი და დარჩა დიდხანს .
_მაგ აზრმა გადამდგა ჭკუიდან _ ჩუმად ჩაილაპარაკა ,მაგრამ ორივემ გაიგო
_როდის გადახვალთ ერთად საცხოვრებლად მე ეს მაინტერესებს მხოლოდ... დეტალებში არ ვერევი. ჩემგან რა დაგჭირდებათ მითხარით და ექიმთან კონსულტაციაზე თუ შეიძლება რომ შემოვიჭყიტო და დავინახო მამიდას ბაია
_შეგიძლია ... იქ რომ იქნები უფრო არ შემეშინდება
_სად შეხვდით ერთმანეთს ორი ნემსის და კლინიკების მოშიში ... უსაყვარლესები ხართ . მე წავედი ,ტაქსით გავალ არ მინდა გაყვანა _ კახი ბარბარესთან დატოვა თვალით ანიშნა არ შემეწინააღმდეგოო და იმ იმედით წამოვიდა,რომ იმ დღეს საბოლოოდ გაერკვეოდნენ.

მშვიდი ამინდი იყო და ფეხით გავლა გადაწყვიტა. კორპუსებს შორის პატარა სტადიონს რომ მიუახლოვდა ხმა გაიგო თინეიჯერი ბიჭები თამაშობდნენ მათ შორის კი ყიფიანი აღმოჩნდა .
_დუდა ...
_დუდა პასი
_ეგ არიი
დაღლილები ხელოვნურ ბალახზე დაჯდნენ ყიფიანი კი ისევ ბურთს ატრიალებდა ხელებს შორის. წელს ზემოთ შიშველი იყო და საკმაოდ დაღლილიც.
_მაგრად დავიღალე ტო _ბოლოს ორნი დარჩნენ მხოლოდ
_სიგარეტს თავს თუ არ დაანებებ მალე სუნთქვას ვეღარ შეძლებ ... გოგოს მოფერების დროსაც რომ დაიღლები თუ ღმერთი გწამდეს მაშინ არ გაიხსენო ოღონდ დუდა ყიფიანი რა _ ბურთი ესროლა და მანაც დაიჭირა
_კაი ნუ ატრ.კებ რა ... შენ მართლა არ ეწევი?
_ვეწეოდი ,მერე რაღაც მოხდა ჩემი თავი შემიყვარდა და ჩემზე მეტად კიდევ ერთი და გადავწყვიტე დიდხანს ,ჯანმრთელად და სწორად ცხოვრება
_აუ რაა რას იტყვის ხოლმე ვიღაც სათვალიანი პიჟონი გეგონება
_წინა საუკუნის ბავშვებივით რომ ლაპარაკობთ ეგ არ ტეხავს? _ ბურთს უყურებდა , კალათისკენ ისროდა და ენერგია აშკარად კიდევ ჰქონდა 15_16 წლის ბავშვებისგან განსხვავებით _ისევ მოსწონთ ამ თაობის გოგოებს უაზროდ მობლატავე ტიპები?
_უაზროდ რატო ...ძაან აზრიანად ვბლატაობ რა . აბა ვიღაცის ჩმორი უნდა ვიყო?
_ახლა რას მეუბნები თორნიკე თუ იაზრებ? ვიღაც უსაქმურ ,უმიზნო ხალხს რომ არ ვებლატავები ჩმორი ვარ ?
_აუ ტოო ეგრე არ მითქვამს ვაფშე რა კაცი ხარ რაა
_ჩემნაირი კი არ უნდა იყო ... შენნაირი უნდა იყო უბრალოდ უაზროდ არ უნდა გაფლანგო ცხოვრება
_მეუბნება კაცი რომელიც 20 წელია სწავლობს და კიდე არაა ექიმი
_მერე შენ სხვა რამე აკეთე ... ჩემზე ჭკვიანო . მე ექიმობა მინდოდა. აცდა _ ერთ_ერთი ვერ ჩააგდო და ძირს დავარდნილი ბურთისკენ გაიქცა _ მამაშენი იცი რა მაგრა მღეროდა?
_დედამ მითხრა ხო ... მაგ სიმღერით ამირია ტვინი რა ვიცოდი ვინ იყოო
_მაშინ ტეხავდა მომღერლობა თორემ ქუჩის ნაცვლად სცენაზე დგომა რომ აერჩია ახლა ჩვენ გვერდით იქნებოდა უმაგრესი კაცი,საუკეთესო მამა ,ქმარი და ჩემი ძმაკაცი . ბებიაშენს შვილი ეყოლებოდა ცოცხალი სულ რომ არაფერი
_იმ ჩხუბში რომ არ ჩარეულიყო მშიშარა იქნებოდა და მასეთი ცხოვრება რად უნდოდა _ სულ სხვას ფიქრობდა და სულ სხვა რამ თქვა
_საერთოდ არ იქნებოდა იმ ხალხთან ახლოს და ჩარევა არ ჩარევაზეც არ დადგებოდა საქმე. ზურგიდანაც არავინ ესროდა ... კარგ ადამიანებთან მყოფს უფრო შეგიძლია სწორი კაცის ცხოვრებით ცხოვრება. ქუჩაში სულ არიან ისეთები ვერც ხელით რომ ვერ გერევა,ვერც სიტყვით,ვერც სიმართლით და ბოლოს დანას გირტყამს ან ტყვიას გესვრის. მერე რაღაც ეტაპზე ის ბლატაობს შენ მკვდარი ხარ ! ეგ თუ გინდა რას მღლი ტყუილად ? გასწავლი როგორ მოუგო სიტყვით ყველას,იბლატავე და იყავი . დედაშენს შავები აცვია ისედაც და ქმრის საფლავზე ასვლის მერე შვილიც იქ თუ ეყოლება
_არავინ მომკლავს ნუ მაშინებ ტყუილად
_ვაა შენ დაჟე გეშინია ?
_დედაჩემს რომ ეტკინოს კი
_ამდენ ხანს აბა რას გიხსნი თორნიკე? რას ეწევი კიდე სულ დაშტერდი შვილო?_ბურთი ესროლა და ფეხზე მოარტყა _ ადექი ახლა რას წამომიწექი აქ . გადმოგხედავს შენი ლილე და დაგინახავს გოჭივით წამოგორებულს ძაან მოეწონები
_მოვწონვარ უბრალოდ არ აღიარებს
_რა ასაღიარებელია ... ჭკვიანი ბავშვია და იცის ვის დაუკავშიროს ცხოვრება
_იმ ს.რს სახეს რომ გავულამაზებ ნახავს მერე
_ძიუდოზე რატო აღარ დადიხარ...
_შენ რა იცი
_რატო აღარ დადიხარ_თქო ... გიყვარს მაგრამ ისეთი სუსტი ხარ ყველა გიგებს და გამოიქეცი?ეგრე აპირებ ალბათ ყველაფერში. გამოწკეპილ ბიჭებს ცემ და გიხარია მაგარი ვარო? ლევანიკოს თუ მოარტყი დიდი ამბავი... მოეფერება ლილე და მოურჩენს ჭრილობებს და შენ საერთოდ აღარ მოგეკარება
_ნუ მამწარებ... ნათლია ხარ ჩემი თუ მტერი ბიჭო
_შენი ბიჭოები ბირჟაზე გელოდება _ ბურთი გაუქანა ისევ
_მეტკინა ეე
_ძიუდოზე იარე
_ვერ ვქაჩავ არაა ჩემი
_იღლები ხო? დედა გიტირა სიგარეტმა... რამდენი ხანია ეწევი . გვიან გავიგე ხო ?
_ასე იმედგაცრუებული სახით შემოხედვა ნუ იცი
_ძაან არ გკიდივართ ახლა შენ მე და ჩემი იმედები ? ლიჟბი შენ უბნელებში იყო ტიპი
_არ და ნუ მაბრალებ რაღაცებს ... იცი შენ მე როგორ მიყვარხარ და როგორ გაფასებ
_ძაან გეტყობა ,კი
_ნუ მანიპულირებ
_ვაა მანიპულაცია იცი რას ნიშნავს?ეე შენ რა მაგარი ხარ რა სიტყვები გცოდნიაა
_დუდააა
_სად გაიქცნენ შენი ძმაკაცები ყველა შენნაირი სუსტია ? ამ ხნის კაცმა უნდა მოგიგოთ ?
_შენ ძაან გამუშავებს ეტყობა შენი უფროსი სოფია და იმიტო ხარ ასე განტვირთვას მოწყურებული

იქამდე თუ მშვიდად იჯდა ხის სკამზე და უსმენდა მერე საკუთარი სახელი რომ გაიგო მისვლა მოუნდა
_სოფიო გჭირდება ზუსტად შენ... ჩემსავით კიარ მოგეფერება. სულს ამოგხდის
_არ გამაცნობ?
_ავად რომ გახდები და მოგიყვანენ ჩემთან კლინიკაში გაგაცნობ მერე
_ისე არ უნდა ვიცნობდე ქალს ვინც ყიფოს აჩმორებს?
_შენ მგონი გინდა გცემო და აღარ იცი როგორ გამომიწვიო
_რა ვტყუი?რამდენჯერ მოგწერე ან დაგირეკე ვმუშაობ არ მცალიაო და სულ იმ ქალის ხმა მესმოდა თან რაღაცებს გავალებდა

_შენ ძაან გამუშავებს ეტყობა შენი უფროსი სოფია და იმიტო ხარ ასე განტვირთვას მოწყურებული

იქამდე თუ მშვიდად იჯდა ხის სკამზე და უსმენდა მერე საკუთარი სახელი რომ გაიგო მისვლა მოუნდა
_სოფიო გჭირდება ზუსტად შენ... ჩემსავით კიარ მოგეფერება. სულს ამოგხდის
_არ გამაცნობ?
_ავად რომ გახდები და მოგიყვანენ ჩემთან კლინიკაში გაგაცნობ მერე
_ისე არ უნდა ვიცნობდე ქალს ვინც ყიფოს აჩმორებს?
_შენ მგონი გინდა გცემო და აღარ იცი როგორ გამომიწვიო
_რა ვტყუი?რამდენჯერ მოგწერე ან დაგირეკე ვმუშაობ არ მცალიაო და სულ იმ ქალის ხმა მესმოდა თან რაღაცებს გავალებდა
_შენ ისწავლე ისე პირდაპირ ყველას და ყველაფრის უფროსი რომ იყო ბატონო
_პასუხი სულ გაქვს
_ბოლოს წიგნს როდის შეეხე
_ლილე რაღაც წიგნის ნაწყვეტებს სთორავდა და მეთქი რა ჯანდაბაა ასეთითქოს და წავიკითხე მეც
_მერე?
_აუ რა ვიცი ისეთი წიგნი იყო მეც ვიტირე და ის რამდენს იტირებდა რომ წარმოვიდგინე ვაგინე ავტორს რამ დაგაწერინა ასეთი წიგნითქო
_ღმერთო უგანაჩენოა ..._ამოიოხრა და ბურთიც დააგდო
_სად მიდიხარ
_დედაშენთან უნდა მივიდე და ბოდიში მოვუხადო...სულ ჩემი ბრალია როგორიცაა და მაპატიე_თქო უნდა ვუთხრა. ვუყვარვარ ძალიან და იქნებ მაპატიოს რაც დაგანათლე
_ატრ.კებ რას ვშვები ასეთ სამარცხვინოს
_სამარცხვინოს არაფერს ... საკუთარი თავის დამაზიანებელს ყველაფერს და ზუსტად ჩემნაირი როგორ ხარ. შვილი არ დამემსგავსება ასე
_თუ მიხვედი სოფიამდე კი გეყოლება და თუ არა რა ვიცი _ეს რომ თქვა დუდასთან ერთად სოფიაც შებრუნდა. ინსტიქტურად წამოდგა მაინც მიუახლოვდებოდნენ მალე და დაინახავდნენ
_რა მობოდე ახლა
_შესანიშნავად იცი რაც... შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ დუდიკო? შენი ნათლული ვარ ბოლოს და ბოლოს
_ამ უბაანში მცხოვრები კიდევ რამდენი ახალგაზრდაა შენი ნათლული დუდა? _გამოჩენა გადაწყვიტა და ხელი დაუქნია გაოგნებულებს_გამარჯობა
_აქ რას აკეთებ
_ანასთან ვიყავი და ფეხით გავლა გადავწყვიტე...ადრე ჩვენც ამ უბანში ვცხოვრობდით და ჩიხებიც კი ვიცი. ბავშვობაში სულ სადღაც დავხეტიალობდი ,მაგრამ ყველაფერი შეცვლილია
_გაიცანი თორნიკე ... ეს კი სოფიოა ჩემი
_მისი ექიმი ... თუმცა ჯერ ვერ ვუშველე . საკვლევი მასალაა
_ვინ ტო დუდა? ა ხო ისა..სასიამოვნოა _ ხელი გაუწოდა და შემდეგ სოფიოს მტევანზე ეამბორა _ ბევრი მსმენია თქვენზე და მიხარია პირადად რომ გაგიცანით. იმაზე ლამაზი ხართ ვიდრე ნათლიაჩემის ტელეფონში არსებულ ფოტოებში გამოიყურებით_შურისძიების სურვილი ჰქონდა აშკარად და სოფიაც არ იმჩნევდა თითქოს არაფერი ესმოდა და ვერაფერს იგებდა
_გმადლობ კომპლიმენტისთვის... შენ რიგით მერამდენე ნათლული ხარ დუდას სიაში?
_მე პირველი ... ჩვილი ვიყავი რომ მომნათლეს. მერე ჰყავს კიდევ 6 ნათლული,მაგრამ პირველი ხომ იცით ყველაფერი უნიკალურ ემოციებთანაა კავშირში . პირველი სიყვარულის მსგავსად... ალბათ ხვდებით ხომ?
_არ ვიცი,ჯერ არ მყვარებია არავინ და რომ შემიყვარდება პირველი სიყვარულით მერე შევადარებ მეორეს ,მესამეს თუ ბოლოს
_არ გყვარებიათ? ვერ დავიჯერებ თქვენნაირ ქალს როგორ ვერავინ შეაყვარა თავი
_ასე გამოვიდა
_თორნიკეეე ... დუდააა _ქალის ხმა ისმოდა ახლოდან,მაგრამ ზუსტად ვერ დაინახა
_ჩემთან გეპატიჟებით ყავაზე და ნამცხვარზე... დედაჩემი გვეძახის და გაგვინაწყენდება თუ ასე გაგიშვებთ. გთხოვთ დაგვდეთ პატივი და ჩვენს მოკრძალებულ ბინას ესტუმრეთ _წამებში ისე დაახვია თავბრუ ისე მიადო ზურგზე ხელი და შეუცვალა მიმართულება სოფიო გონს რომ მოვიდა ქალი კარს უღებდათ უკვე_დე გაიცანი დუდას სოფიო _ წარდგენაზეც ვერ თქვა ვერაფერი. დუდამ კეფაზე რომ მოუჭირა და გვერდით გადადგა მაშინ გაიცინა და გაშორდა მხოლოდ
_ბევრი მსმენია... სასიამონოა _ ახალგაზრდა ქალი იყო ,ტკივილისგან დაბერებული . მუქი ლურჯი კაბა ეცვა ,თითქმის შავი რომ ერქვა და თან თითქოს არ იყო. ქვრივს შავების გახდა რომ გადაეწყვიტა და ვერც განეხორციელებინა ის მდგომარეობა ჰქონდა
_აქეთ წამოდი ... ნატალიკო საოცარ ნამცხვრებს ამზადებს. თავისი პატარა საკონდიტრო აქვს და ყველანი ვზივართ მის ტკბილეულზე
_დაუპატიჟებლად შემოგეჭერით უბრაალოდ შემთხვევით მოვხვდი აქ
_თქვა რომ ადრე ამ უბანში ცხოვრობდა და შენ არ გახსოვს დე?
_მახსოვს კი , ხაჭვანების საოცარი ოჯახი. კახა ძია როგორ არის, რაც გადავიდა მხოლოდ დაკრძალვებზე მოდიოდა ან ქორწილებში. მერე ან გარდაიცვალა მისი ნაცნობები ან გადავიდნენ და უბანშიც არ მინახავს. მამაშენის პანაშვიდებზე აქ იყო,ბებიაშენს გვერდიდან არ შორდებოდნენ ორივე ცოლ_ქმარი. მადლობა და გულთბილი მოკითხვა გადაეცით გულბანების ოჯახის სახელით.
_აუცილებლად გადავცემ... მე არ მახსოვხართ სამწუხაროდ .
_არ ვიცნობდით მე და შენ ერთმანეთს ... სოფიოს ოჯახი ადრე ლილის ბინაში რომ ცხოვრობდა იცი დე? _ არხეინად მყოფ ბიჭს უთხრა და მერე დაამატა_მალე მოვა ... დახმარებას დამპირდა
_ვინ მოვა რა დახმარება
_ლილე მოვა რა გჭირს ... შეკვეთა მაქვს და მითხრა დაგეხმარებიო
_ლილე როდის გახდა კონდიტერი საიდან მოიტანე როდის დაუდაქალდი
_რა იყო სარძლოს რომ ვედაქალო არ შეიძლება?
_დედაა ეგ არ წამოგცდეს არ გამაგიჟო
_რა უნდა წამოცდეს?გამარჯობა დუდააა ... როგორ ხარ ?_ გაბრწყინებული სახით შემოფარფატდდა უნაზესი ლილე და პირველი ყიფიანს მოეხვია _ როგორ მოხდა თავისუფალი რომ ხარ?რამდენჯერაც მიგიკითხე მითხრეს მუშაობსო...ასეთი დესპოტი უფროსი გყავს?დასვენების დღეები როგორ არ გაქვს
_უფროსი აძლევს ნებას დასვენების უბრალოდ საქმეს ვერ უმკლავდება და დამატებით უწევს მუშაობა
_უი სტუმარი გყოლიათ...მაპატიეთ. თქვენ
_მე სოფიო ,მისი დესპოტი უფროსი
_ღმერთო თქვენ... მე
_რა ნამცხვარს აკეთებთ?მე არ ვიცი ლილეს შესაძლებლობები მაგრამ საკუთარი უნარებით ნამდვილად შემიძლია დავიკვეხნო... ბებიას კულინარიის აკადემია მაქვს გავლილი და კონდიტერიაში ხარისხი დაცული_თმა შეიკრა ,ქურთუკი გაიხადა და ისე აღმოჩნდა ლილესთან ერთად სამზარეულოში თითქოს ორივენი სულ იქ ტრიალებდნენ.
_რა გააკეთე საერთოდ _ ნათლულს შეუღრინა ჩუმად
_რა გავაკეთე და გაჩვენე რატომ გიყვარს ... ასეთია რა რაღაცნაირად დიდებულიც და უბრალოდ . შენნაირია იმენნა
_თუ გაიგონა იცოდე
_გგონია არ იცის და ვერ ხვდება? პროსტა არ იმჩნევს ჯერ ან კიდიხარ ან იმასაც ევასები და არკვევს დამდენად
_ამდენი ფიქრის უნარი თუ გქონდა და განსჯის არ ვიცოდი
_უკვე ატრ.კებ გეფიცები
_უსაყვარლესია მართლა
_ლილე ხო? ხო ... ჩემთანაა და მე აქედან უნდა ვუყურო?
_შედი და შენც ათქვიფე კვერცხის ცილა
_ჩემი ადგილი აღარაა ისედაც პატარა სამზარეულოა
_სამივე როგორ ეტევა ასე ჰარმონიულად ამას ვფიქრობ ზუატად. აქამდე როგორ არ აიხლართა რომელიმე_ახლოს მივიდა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო _მალე დაასრულებთ?
_ყავა ერთი კოვზი შაქრით ხომ?
_არა ,უშაქროზე გადავიყვანე _ სოფიომ გასცა პასუხი და ბიჭს გახედა _ რაა ისევ შაქრით სვამ?
_გააჩნია რასთან ერთად მივირთმევ...
_იპოვნა გამოსავალი _ პირველი გავიდა სამზარეულოდან და დივანზე ჩამოჯდა. ლილესაც წასვლის უფლება არ მისცა და ისე ჩაიწია თორნიკესთან ახლოს მოახვედრა
_შენ რამდენი წლის ხარ ლილე?
_16 წლის ვარ . კლასელები ვართ,მაგრამ მე ხუთის ვიყავი რომ შემიყვანეს
_ერთ სკოლაში დადიხართ ანუ ... ერთადაც ხომ არ სხედხართ? მახსოვს ჩემ გვერდით სულ ხმაურიან ბიჭებს სვამდნენ და მე ვალაგებდი სიტუაციას ბოლოს
_არაა...არც შემოდის გაკვეთილზე და რა აზრი აქვს სად დააჯენენ . თუ შემოვა არ ხმაურობს თორემ მე ვერც მას და ვერც სხვებს ვერ გავაჩუმებ ,არ მაქვს შესაბამისი გავლენა
_დედაჩემი რომ გამოვა მაშინ თქვი არ შემოდის გაკვეთილზეო... გაუხარდება ძალიან
_ვინმემ ხომ უნდა იცოდეს რასაც უკეთებ საკუთარ ცხოვრებას
_შენ რომ არ ჩაგეშვი ისე არ იცოდა გგონია?
_კი არ ჩაგიშვი ავღნიშნე როგორი გლუვტვინიანი გახდი ბოლო დროს განსაკუთრებით
_კი,ზოგიერთები რომ შემიყვარდნენ მერე გამომერეცხა გონება საერთოდ_თვალებში უყურებდა და წამსვე წამოწითლდა გოგო
_ზოგიერთები რომ გიყვარს და არა ერთი იმიტომაც ხარ კარგად
_მე მხოლოდ ერთზე მესაუბრება და კიდევ ვინ უყვარს ნეტავ _ ნატალია გამოვიდა და ყავითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა სტუმრებს
_თინა ამბობდა დედაჩემი იხსენებდა ნატალიას და დემნას სიყვარულის ამბავსო . მე არ მიყვებით ხოლმე
_ყველაფერზე გეტირება და ამათი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია გაკლია ზუსტად ... საკმარისად დასტირიან მამაჩემს შენ არ დაემატო კიდევ ,ამათი ამბების მოსმენის შემდეგ
_შენ გააფრთხილე ხომ ?
_შენთვის ვამბობ ჩემთვის ხომ არა...რა გაბრაზებს
_რა კი არა ვინ და კი არ მაბრაზებ ნერვებს მიშლი
_რა გაბსხვავებაა
_დიდი _ჩუმად და ჩქარ_ჩქარა ეუბნებოდა ყველაფერს და ისეთი საყვარელი იყო თორნიკეს უკვე ეღიმებოდა
_ჭამე იდეალი და გაგივლის ნერვების მოშლა...ნუ აჩვენებ დედაჩემს როგორ მეჩხუბები სულ თორემ შევებრალები და არასასურველი რძალი იქნები ბოლოს _უკვე ყავის ფინჯანი ეჭირა გოგოს რომ გადასცდა ცხელი სითხე და მერე საერთოდ გადაისხა _დაიწვი? ღმერთო რა უნდა მოგიხერხო ... ნუ გეშინია
გაგრილებულია უკვე _ უცებ წამოაყენა ატირებული და ონკანთან მიიყვანა _ კარგი არ იტირო... წყალი გიშველის _ხელებზე ასხამდა და თან ზურგიდან ეხუტებოდა _ მორჩა , გაგიარა ხომ?
_სულ რაღაც მემართება და სულ შენი ბრალია
_ჩემი ბრაალია ხო ... აღარ გტკივა? _ ხელისგულზე აკოცა და მერე უთხრა _რომ გკითხო დიდი გოგო ხარ
_მალამო მოგიტანე დე
_არა,გამიარა
_ორი ექიმი აქ გყავს და თვითონ მკურნალობ . შენც ხომ არ ჩააბრებ სამედიცინოზე ,პირველადი დახმარება შესანიშნავად გამოგდის
_დამცინით ქალბატონო სოფიო?
_როგორ გეკადრება ... დაფიქრდი
_ექიმობა არ უნდა არქიტექტორი გახდება თუ ცოტას მააიბც მისცმს თავის ნიჭს გამოვლინების საშუალებას
_საიდან მოიტანე_სახეზე შერჩენილი ცრემლის წვეთები მოაშორა და თან გაეღიმა მზერა რომ მოარიდა
_წამოხვალ ? _დუდას უთხრა გასვლის დროს ყველას რომ დაემშვიდობა და ისიც თან გაჰყვა.
_კლინიკაში ხომ სულ უცნაური დღეები გვაქვს ,მაგრამ გარეთაც სულ რაღაც ხდება. დამშვიდებას და გონების გადატვირთვას ვერ ვახერხებ_ეზოში იყვნენ უკვე ჰაერი რომ ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა _ რატომ ცხოვრობ 25 წლიდ ასაკში 50 წლის კაცივით იცი?
_შეიძლება სიბერემდე ვერ მივდივარ და მასწრებინებს ღმერთი
_რა მეუბნები თუ ხვდები რომ ბოდავ
_ვინ იცის ვბოდავ თუ არ
_თორნიკეს მამას რა დაემათა
_მოკლეს...ნატალია დარჩა ჩვილით ხელში დედამთილთან ერთად რომელიც იქამდე საერთოდ ვერ იტანდა და ახლა ისე არიან თითქოს მისი გაჩენილია. დემნა იყო მართალი კაცის არეული ცხოვრების ნათელი მაგალითი და თორნიკემ რომ ვერ გაიგო ეგ ამბავი
_სიმართლის მტკიცებას,თავმოყვარეობას და სამართლიანობის აღქმას ეწირება ბევრი. ზოგჯერ უსაამართლობა გაგიჟებს,ზოგჯერ არასწორი ქცევები და მერე ისევ შენ ზარალდები. რაც უფრო მეტს ფიქრობ და ებრძვი უკუღმართობას მით უფრო ზიანდები
_ბარბარე და კახი რას აპირებენ...რა გადაწყვიტეს საბოლოოდ
_რა უნდა გადაწყვიტონ...ერთად გადავლენ საცხოვრებლად
_მამამისი გაგიჟდება რომ გაიგებს ისედაც როგორ დაუმალა ამდენხანს მიკვირს
_მამაჩემი უკვე გაგიჟდა და როდის ჩააკითხავს ხელის სათხოვნელად მამამისს ქუთაისში არ ვიცით ოჯახმა
_ყველაფერი ხდება ცხოვრებაში...ნეტავ სულ მსგავს შეცდომებს უშვებდნენ ადამიანები მსგავსი შედეგებით
_დემოგრაფიული პრობლემა ნამდვილად მოგვარებული იქნებოდა ... მეც უნდა მეცადა ახალგაზრდობისას ტყუილად მეგონა ჩემები გაგიჟდებიან_თქო
_გყავდა კანდიდატი ბავშვის მამობისთვის და მშობლების აზრმა შეგაჩერა?
_რაა სასაცილო
_ვის ატყუებ მე თუ საკუთარ თავს...ვინ შეგაჩერებდა ან რა შეგაჩერებდა შენ რომ ვინმე გდომოდა
_საკუთარი თავი და გონება ... ყველაფერს ვერ მიიღებ რაც გინდა
_თუ ამით სხვას არ აზიანებ უნდა მიიღო ის რაც გინდა
_შენ სულ ასე იქცევი?
_ჩემ მინდაზე არაა მისი მინდაც უნდა ვიყო
_იცის?
_რა
_რომ გიყვარს იმან ვინც გიყვარს
_არა და ჯერ არც გაიგებს
_რატომ
_აზრი არ აქვს ახლა და იმიტომ
_იქნებ აქვს შენ რა იცი
_დარწმუნებული ვარ არ აქვს
_კომპლექსი გაქვს საკუთარი თავის თუ უყვარს სხვა ვინმე
_არცერთი
_როგორია შენი სიყვარული
_სასურველი და სანატრელი
_რომ მიიღებ იქნებ არ გაამართლოს
_შეუძლებელია
_რომ გადაგიყვარდეს ?გაუფერულდეს ახლოს ყოფნისას ,მოგბეზრდეს და დაიქანცო?
_ეგეც შეუძლებელია
_შეუძლებელი რომ არაფერია?
_რომ გაიგებ ვინ არის მიხვდები,რომ მისი გაუფერულება შეუძლებელია
_მითხარი
_გეტყვი ... ერთ მშვენიერ დღეს
_მე ფეხით ვაპირებ მივიდე ბინამდე და სადღა მომყვები
_მოგყვები...დღეს კვირაა ისვენებს ჩემი უფროსი და ვისვენებ მეც .
_დანარჩენ 4 ნათლულს არ ნახავ?
_ერთი გერმანიაშია ... ერთი ლაილაში და ორიც ძალიან პატარები არიან ჯერ სასაუბროდ. დაბადების დღე აქვს მალე ერთს და მაშინ ვნახავ
_როგორ ახერხებ ამდენ ადამიანზე ზრუნვას,ფიქრს და დახმარებას
_ასე დიდებულად თუ აღმიქვამ
_ფაქტებს ვხედავ დუდა... მე მხოლოდ იმ კედლებში ვფიქრობ ადამიანებზე. იქედან გამოსული საერთოდ არ ვდარდობ ოჯახის წევრების გარდა არაფერზე ან უბრალოდ ყველა კარგადაა არ ვიცი. არ მენაღვლება ცუდად თუ არიან_თქო ვერ ვიტყვი,მაგრამ დროსაც არ ვპოულობ სალაპარაკოდ. მღლის ყველაფერი
_სხვაგვარად გინდა რომ იყოს?
_ზედმეტად დეპრესიული მეჩვენება ქალი სოფიო და ეს არ მომწონს. სული რომ მაქვს დამძიმებული კლინიკაშიც მეტყობა
_მე ვიცი რაც გჭირდება
_თუ ღემრთი გწამს შენც კაცი არ მიხსენო ძალიან გთხოვ. პრობლემების მეტი არაფერი მოაქვთ კაცებს
_არ ვაპირებდი,მაგრამ საერთოდ არ გეთანხმები. სწორი კაცი გჭირდება უბრალოდ და კი რთულდება ცხოვრება, მასზეც ფიქრობ ღელავ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და იცვლება უამრავი რამ ,მაგრამ ეგ ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან რა ბედნიერებაც მოაქვს
_რომანტიკოსი ხარ დუდა?
_რეალისტი ვარ და ზუსტად ვიცი მე არ ვიქნები ჩემი ქალისთვის თავის ტკივილი . არ ვამბობ რომ არ არიან ,ზოგი ისეთია საკუთარი თავისთვისაც პრობლემურია და ცოლისთვის თავისთავად. საერთოდ ჩემ მშობლებს რომ ვხედავ სიყვარულს არც უნდა ვახსენებდე ალბათ,მაგრამ მე სხვების გამო კომპლექსებს არ ვიჩენ . მე მე ვარ ჩემი ცხოვრებით და შენც შენ ხარ ...
_რჩევა
_ჰობი გჭირდება , სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ რომ განიტვირთო და გონებაც დაასვენო. ძილს სულ მოასწრებ და წიგნების კითხვაც არ განვიხილოთ. ეგ უძილობის დროს და უმოძრაობის მომენტშია იდეალური . რაიმე ისეთი რაც სახლიდან გასვლას მოითხოვს...ბოლოს როდის იყავი თეატრში ან კინოში . სამოყვარულო ცეკვის წრეებია , ანიკო მივიყვანე შარშან დეპრესია ჰქონდა გარკვეული პრობლემის გამო და ხომ ნახე როგორია ახლა . იმდენი რამეა რისი კეთებაც შეგიძლია დაიწყო და რაც საერთოდ არ იქნება ახლოს შენ პროფესიასთან
_შენ რას აკეთებ ხოლმე
_ფიზიკურად ვიხარჯები ... ვვარჯიშობ
_უბრალოდ სირბილს არ გულისხმობ აშკარად და კონკრეტულად რა არის არ მეტყვი?
_კრივი ან ძიუდო ...გააჩნია ჩემი მეგობრების რომელ ნაწილს ვხვდები იმ დღეებში. მათთან ერთად ვვარჯიშობ და უარყოფითი ენერგიისგან ვთავისუფლდები საუბართან და მათთან დროის გატარებასთან ერთად
_ჩემ დაქალებს შეკრების დროს ჭორაობით გაჰყავთ დრო ...ისე კი არის ეგეც განტვირთვის საშუალება ვიღაცას რომ იხსენებ ხუმრობ და იცინი ხმამაღლა
_შენ და ხმამაღალი სიცილი? ვერ დავიჯერებ
_ნუ დასცინი შენ ჩემს სიცილს ...
_ყველაზე მეტად შენია რას დავცინი
_ჩემია რას ნიშნავს სიცილი ვისი არაა
_ხმამაღალია,მკვეთრი და გამორჩეული ...
_ყურადღების ცენტრსაც ჩემკენ აბრუნებს და სულ არაა კომფორტული . ჰობს რაც შეეხება ცეკვაზე ბავშვობაშიც არ მივლია დროის ფუჭად ხარჯვად მიმაჩნდა და დედებისთვის ბავშვების დაღლის მეთოდად. სმენა არ მაქვს და არც რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა ან სიმღერა მიცდია. ჯდომის და ფილმის ან სპექტაკლის ყურებისთვისაც არ მეყოფა ნერვი.
_როგორ იცი ხოლმე კატეგორიულად ყველაფრის უარყოფა.
_ტროტუარები არ არსებობს ამ ქალაქში...ყველგან მანქანა დგას_ თვალები აატრიალა და მორიგ ავტომობილს აუარა გვერდი_ყველაფერი ისეთი ხმაურიანი გახდა. გადაივსო ათასფერი ხალხით. აღარავინ რჩება თავის მშობლიურ სახლში,ყველამ ამ ქალაქს შეაფარა თავი ამას დამატებული რუსები,უკრაინელები,ინდოელები,არაბები... ადრეც მულტინაციონალური ქალაქი იყო ,მაგრამ ახლა ?ახლა თბილისური ელფერი აღარ აქვს
_განვითარების ამ დონეზე, ღია საზღვრების ფონზე ბუნებრივიცაა ეს მდგომარეობა. უბრალოდ უცხოდ ვიგრძნობთ ცოტა ხანში თავს
_შენ მაინც ბევრი ნაცნობი გყავს
_არც შენ ჩამომივარდები _ ამის თქმა და ბიჭების ჯგფთან მიახლოება ერთი იყო. სოფიოსთან საუბრით გართულს ქუჩის მეორე მხარეს მმდგომებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მანქანებთან მდგომები რაღაცაზე საუბრობდნენ უცებ რომ დაუსტვინა ერთმა , ხელები მაღლა ასწია და ისე დაუძახა
_ყიფოოო დუდიიი
_აი ვის უფრო მეტი ნაცნობი გვხვდება გზად
_ორი წუთი დამელოდე და თუ არ მოვალ უჩემოდ წადი ,კარგი ? _ ბიჭების ვინაობა რომ დაადგინა მაშინ უთხრა
_ასე დაგტოვო?
_ისედაც უჩემოდ აპირებდი წასვლას... სჯობს ახლავე განაგრძო გზა. დაგეწევი,გთხოვ
_ამ სიტყვას რომ მეუბნები იცი უარს ვერ ვამბობ ,მაგრამ თუ იმათთან საფრთხე
_არა ... არაფერი მსგავსი. უბრალოდ შენ რომ გაგაცნო და გალოდინო ისეთი სიტუაცია არ არის
_გასაგებია ... ხვალამდე დუდა _ ლოყაზე აკოცა და ისე დაემშვიდობა. ზუსტად იცოდა უყურებდნენ,ისიც იცოდა იმათგან რომელიმე იცნობდა და მაინც არ შეუკავებია თავი.
მიდიოდა და უკან მიხედვის სურვილი კლავდა .

_ერთად გადავდივართ მე და ბარბარე _ სახლში დაბრუნებისას განუცხადა კახიმ ოჯახს
_ეს ერთად გადასვლა რა უბედურებაა... ბეჭდის ყიდვის საშუალება არ გვაქვს ოჯახს,ხელი რომ სთხოვო და დაქორწინდეთ? ჩემ ერთადერთ ბიჭს ქორწილი არ უნდა გადავუხადო? ქვრივი ხომ არ მოგყავს ცოლად შვილო პირველ ქმარს რომ გლოვობდეს და თეთრ კაბას ვერ იცმევდეს
_მამა უბრალოდ გადავალთ ერთად და მორჩა
_ცოლად არ მოგყავს? არც ჯვარს დაიწერთ?
_შემდეგ დავიწერთ ჯვარს
_ბებია იქნებ ჯერ დაიწეროთ ჯვარი ასე როგორ შეიძლება ... არაა წესი და არაა ქრისტიანული
_ბავშვს ნ.ბიჭვარს სანამ არ დაუძახებს ვინმე იქამდე არ მოიყვან ცოლად იმ გოგოს თუ რას აპირებ. ამათ ატყუებთ ორივე და ძმა ,მაგრამ მე სულელი გგონივართ?
_ორსულად არის? უბრალოდ შეყვარებული კი არაა ორსულადაა და იმიტომ გადადიან ერთად ? შენ მე რა მითხარი ...მიყვარს ერთი გოგოო ასე არ მითხარი?
_ნუ ღრიალებ და არაფერი თქვა ისეთი ბარბარეს შეურაცხყოფა რომ მიაყენო . არავინ გაბედოს და ცუდად არ შეხვდეს. ხო ორსულადაა და მიყვარს სიგიჟემდე. არც გაბედოს ვინმემ და არ აანერვიულოს . მისი მშობლები გაიგებენ მალე და შევხვდებით ოჯახები ერთმანეთს
_აა შენ უკვე კაცი ხარ არა ?შენი ოჯახით და ქალით რომელიც ასე დააორსულე თუ დაორსულდა და გეტენება ბიჭო. შენ მეუბნები მე რა უნდა ვქნა და რა არა? ვინ ოჯახს შევხვდე... იმასაც თუ ბლატაობის თავი აქვს კიდე სამი ბიჭის მერე გოგო ყავს და ის ერთი გოგოც ვერ გაუზრდია
_არ გაბედო მეთქი _ არ ელოდა,მსგავს დაძაბულობასაც ვერ წარმოიდგენდა. კახა კი იჯდა და უყურებდა შვილი და შვილიშვილი როგორ ჩხუბობდნენ
_სიმართლეს რომ გეუბნები გწყინს ?
_მე ვიცი ვინცაა როგორიცაა და შენ
_გამოშტერდი ბიჭო?
_გეყოფათ ...მამა ,პატარა ბავშვი არ არის და სულ რომ სხვისი შვილით უნდოდეს ქალი მერე რა . მთავარია უყვარს და მასთან წარმოუდგენია ცხოვრება. გაიცანით ჯერ გოგო და ნახავთ როგორიცაა წინასწარ რატომ აგიჟებთ ერთმანეთს?
_შენც ხომ არ გყავს საყვარელი შემთხვევით... თუ გგონია დამოუკიდებელი ქალი ხარ და გაპატიებ ოდესმე
_არ მყავს ,იმიტომ რომ ვერავინ მოვიწონე და არა იმიტომ რომ ქორწინებამდე ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ . შეეშვით ყვირილს ორივე სანამ ისე აწყენინებთ ერთმანეთს რომ ორივეს გული გეტკინებათ
_შვილიშვილი მეყოლება ? როდის ...რამდენი თვისაა . სქესი ვიცით?
_დედაა ... მიყვარხარ
_მამა ხდები ჩემო პატარა?
_რაღა პატარა დედა ეგრე აღარ დამიძახო იცოდე სირცხვილია
_ჩემო სიცოცხლე ... როდის გამაცნობ
_გადავალთ ჯერ და მერე მოვიყვან ვახშამზე. ბებო ხომ მოუმზადებ გემრიელობებს? სახლიდან ბადრიჯანი რაც წავიღე ყველა იმან შეჭამა. აქამდე საერთოდ ვერ იტანდა და ახლა ნიგვზიან ბადრიჯანზე გაგიჟდა
_გავაკეთებ ბე...ყველაფერს გავუკეთებ
_მე ვყოფილვარ გიჟი... ყველა რომ იჭორავებს
_იტყვი რომ არ ვთქვით და აქამდეც ერთად ცხოვრობდნენ. რა პრობლემაა? ვის უკვირს დღეს
_ვის და ჩვენ სანათესაოს...მთელ იმერეთს
_ვინღა გყავს ამ იმერეთში უცებ რომ გადააბრალე ყველაფერი
_საფლავში ამოტრიალდება ყველა
_პატარა ბავშვები არცერთი ხართ ... გოგო არის ორსულად , საკმარისი წნეხის და სტრესის ქვეშაა მალე გვეყოლება ბავშვი და საზოგადოების აზრზე ნუკი ვიფიქრებთ ოჯახის ახალ წევრებზე ვიზრუნოთ სჯობს. ნუ მოიქცევით ქაჯებივით ... თქვენთან მაინც არ იცხოვრებენ და თუ არ მოგეწონებათ ეგეც არაა პრობლემა ,მაგრამ მეეჭვება ვინმეს გულში შეუღწეველი დარჩეს ისეთი საყვარელი გოგოა. გეყოთ ახლა კახიზე ზეწოლა და გაამხნევეთ _სოფია ყოველთვის ბოლომდე კახის გვერდით რჩებოდა. მუდამ აჩერებდა მისკენ ნასროლ კრიტიკის ქვებს და ახლაც ასე გადაეფარა ფარივით. სხვები თუ შფოთავდნენ ის მშვიდი იყო ,გაწონასწორებული და ზუსტად იცოდა რა მოსწონდა ამ ამბავში და რა არ
_მოდი ჩაგეხუტო ...დაისვენე _ მარტო იყვნენ ,ოთახში შეჰყვა და საწოლზე ჩამოჯდა . ისიც მოეხვია,თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა_ვიცი ახლა თავი გტკივა,ყველაფერზე ერთად ფიქრობ... მხრები დაგიმძიმდა და გეშინია ოჯახში არეულობა არ შემოიტანო , ბარბარემ არ ინერვიულოს,ბავშვს არაფერი დაემართოს ...არადა ყველაზე მთავარია და ყველაზე მეტად უნდა გინდოდეს გიყვარდეს და უყვარდე. სხვა შენ არაფერზე იდარდო, იყვირებენ ,იჩხუბებენ,გაგლანძღავენ თუ არ მთავარი მაინც თქვენ სამნი ხართ. შენ ,ბარბარე და ბააია ,რომელიც გოგო ბაიაა თუ ბიჭი ისევ არ ვიცით სოფია მამიდამ ტანსაცმელი რომ უყიდოს
_კახა რატომაა ასეთი ...ყველაფერი ამ ასაკშიც როგორ იცის
_ინფორმატორები ჰყავს და ამხელა ასაკი რომ აქვს იმიტომ უყურებს სხვა თვალით სამყაროს. ქუთაისთან ხაზზე დროულად უნდა გავიდეთ თორემ ვეჭვობ იქ უფრო რთულად იქნება საქმე. ან მოკავშირე უნდა ვიპოვნოთ ვინც დაალაგებს ქაოსს
_არანორმალურები არიან და ბარბარეს ეშინია ვიცი...ნერვიულობს და კიდევ ჩემები რომ დაემატოს
_არ დაემატებიან,შენ თავს გეფიცები ბარბარეს არაფერს ეტყვიან ისეთს მან რომ ინერვიულოს . მოვაგვარებ,ახლა ცოტახანს დრო მივცეთ ამათაც შფოთვის გაიგე მათიც _ თავზე თავი დაადო და გაირინდა _ მალე მამა გახდები ჩემო სიყვარულო პატარა ბიჭს ვეღარ დააგიძახებ
_მგონია , რომ არაფერი გამომივა
_უკვე ყველაფერი გამოგივიდა . შენი პოზიცია გაქვს, გიყვარს და ოჯახი უნდა შექმნა ყველა შემთხვევაში,ყველა დასაწყისით წყვილი მაინც უცნობია თანაცხოვრებისას... დამოუკიდებელი კაცი ხარ,შენი საქმე გაქვს უკვე ,შენი შემოსავალი და უფრო მეტსაც მიაღწევ. მე გყავარ სულ ,მაგრამ ბარბარეს და შენი სიმშვიდე თქვენ ორმა უნდა იპოვნოთ. მხოლოდ შენ არა ,დაიმახსოვრე საკუთარ თავზე ნუ აიღებ ყველაფერს თორემ ასე გადაიწვები. მანაც უნდა ჩადოს თავისი წილი ემოცია თქვენს ოჯახში. სახლი ისე ვერ იქნებით
_შენ ამდენს რომ ფიქრობ იმიტომ ხარ მარტო და როგორ შეიძლება შენ არ გქონდეს ოჯახი ,არ იყო ცოლი და დედა ბევრი ბავშვის.
_საშინელი ხასიათი გაქვს და ვინ გაგიძლებსო რომ მეუბნებოდი?
_ყველა ნამდვილად ვერ იქნება შენი საყრდენი თვითონ ხარ იმდენად ძლიერი და მაგარი _ ხელზე აკოცა და მერე ქვემოდან ახედა _ დომინანტი რომ არ იყო ოჯახში ისეთი კაცი გჭირდება თორემ ვერასდროს დაისვენებ
_დაბრძენებულხარ უკვე და ეგაა
_ნუ დამცინი
_ჩემ სახლში გადახვალ ? მე აქ ვიქნები საანამ არ გარემონტდდება ის ბინა ან თქვენი გემოვნებით გავაკეთოთ და დროებით დარჩით ჩემ ბინაში

_ხო ეგრე ვქნათ ... შენ შეჩვეული ხარ იქაურობას და შენი გემოვნებითაა
_საერთოდ სახლში თუ იცხოვრებდით სჯობდა,მაგრამ მშობიარობამდე კიდევ დროა . აქ დაგეხმარებოდნენ დედა და ბებო ბავშვის მოვლაზე . ნაკლები სტრესი ექნებოდა,სიმშვიდეა სუფთა ჰაერი სივრცე სასეირნოდ
_ლომის ხახაში ჩავაგდო ?არ ვიცი...
_მშობიარობამდე შეეჩვევით ერთმანეთს და ესენიც ბარბარეს . აი ნახავ ყველაფერი თავისთავად დალაგდება . არ იფიქრო ამდენ დეტალზე ... კონცენტრირდი მთავარ საკითხებზე
_მთელი ცხოვრებაა მაგას მეუბნები
_და მშვენივრად გესმოდა ამ დრომდე. ახლაც გაითვალისწინე ფეხებზე დ.კიდების ნატიფი ხელოვნება

მეორე დღეს დუდა სამსახურში არ დაუხვდა. იფიქრა მოგვიანებით მოვაო და მუშაობას შეუდგა. როგორც ჩვეოდა დრო სწრაფად გაეპარა . რეანიმაციულ განყოფილებაში იყო კონსულტაციის გასაწევად ექიმებია დიალოგს რომ მოუსმინა
_გუშინ შემოყვანილი ბიჭებიდან ერთ_ერთი კრიტიკულია ... ალბათ ხვალამდე ვერც გაუძლებს
_დასკვნებს წინასწარ ნუ აკეთებ ... სისხლი მოიტანეს?
_კი და დონორებიც მოყავთ. სავსეა ეზო მაგათი ახლობლებით. ამდენი წელია ვმუშაობ და ამდენი ხალხი არც მინახავს და არც დაურეკავს ჯერ. ვინ აღარ მიკავშირდება,მეშინია უკვე
_დაიჭირეს ვინაც დაჭრა?
_ერთმანეთს ესროლესო ამბობენ ... ეს ყიფიანი ჩამოფარებია და მერე იმათ უსვრიათ თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ დაპირისპირებული მხარეებია
_ვინ ყიფიანი... სად არის . საით გყავთ _ ფეხებში ძალა გამოეცალა გვარი რომ გაიგო. ისტორიას წამსვე გაუშვა ხელი სკამიდან წამოდგა და პაციენტებისკენ დაიძრა ნაცნობი სახე რომ ვერ აღმოაჩინა მითითებული გვარის მქონე პაციენტთან ამოისუნთქა,მაგრამ გაახსენდა ქუჩაში დანახულებიდან ერთ_ერთი იყო
_ვინმე დაიჭირეს თუ იცით?
_იმდენი ჰყავთ დაჭერილი ... არ უყურებ ახალ ამბებს? ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობს. შუა ქალაქში დაიწყეს სროლა და ამდენი ვინმე დაზარალდა. დაჭერილებიდანაც რამდენიმე დაჭრილიაო ... სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს როგორც ვიცი
_შენი ბიჭი შმაგისთანაა ,გუშინ უკეთებდა ოპერაციას
_შენი ბიჭი შმაგისთანაა ,გუშინ უკეთებდა ოპერაციას _ კაბინეტში შესულმა ახალმა ექიმმა უთხრა _ იქ ვიყავი მორიგე,მაგრამ მალევე წამოვედი რომ შეიყვანეს _ ლოდის მოხსნის შემდეგ რომ დამშვიდდა და ამჯერად ახალი ტალღა იგრძნო არც მოუხედავს უკაან ისე გაიქცა. ფორმაც არ გამოუცვლია,ხალათიც არ გაუხდია ისე აიღო გასაღები და წავიდა. მსგავსი უპასუხისმგებლობა ცხოვრებაში არ ჩაუდენია . საცობში გაჭედვის შემდეგ გაგიჟებული დერეფანში გარბოდა და ყველა მას უყურებდა. ექიმს ფორმით რომელიც არ იყო მათი გუნდის წევრი
_ყიფიანი სად გყავთ შმაგი... ყიფიანი _მაინცადამაინც იმ წამს გამოჰყავდათ ზეწარგადაფარებული მიცვალებული განყოფილებიდან და ტკივილმა ისე დაუარა სხეულში გონების წასვლის ზღვარზე იდგა წამის მეასედში
_აქ რა გინდა ამ ფორმაში ... ვინ ყიფიანი
_დუდა ყიფიანი
_პალატაშია სად იქნება ...ოპერაციის მერე სძინავს
_რა ოპერაცია... მძიმეა?
_ხელში ჰქონდა მოხვედრილი. დიდი არაფერი, ძვალს ასცდა ,მაგრამ მაინც ამოსაღები იყო ტყვია და მოკლედ. როგორც ჩანს იქამდე ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ , ხელკეტი ჩაარტყეს თუ რა ვერ გეტყვი,მაგრამ სისხლნაჟღენთები აქვს და ნეკნი გაბზარული
_შინაგანი სისხლდენა... შერყევა
_არაფერი. სახეზეც არ აქვს ბევრი ჭრილობა როგორც ჩანს ხელი რომ ვერ მოარტყეს მართლა რაღაც მძიმე შემოარტყეს . ათას რამეს ამბობენ... ისე ასეთი უმცროსი სად იპოვეთ ქალბატონო სოფიო?
_საით გყავს ... მაჩვენებ იმედია და საშვს არ მომთხოვ _ უკვე მყარად იდგა, მეტი ღელვა როგორ უნდა დაეტყო ისეთ ფორმაში იდგა მათ წინ,მაგრამ იქ ტირილს და ემოციებისგან დაცლას არ აპირებდა.
_მეთერთმეტეშია... ერთი მყავს კიდევ იქ და _ სანამ დერეფანი გაიარეს ხმა გაიგო დუდა ლაპარაკობდა და მალევე დაინახა დერეფანში
_ტელეფონი მათხოვე დავრეკავ და მომიტანენ ტანსაცმელს. იქამდე გაამზადე ხელწერილი და მივდივარ
_პოლიციამ უნდა დაგკითხოს დუდა სად მიდიხარ ნუ გამაგიჟებ
_ნინა ჩემო ლამაზო და ჭკვიანო არ მიცნობ? ნუ გადამადგმევინებ აქაურობას... გამაყუჩებელი გამიკეთე კიდე და წავედი _ ახალგაზრდა გოგო სამედიცინო ფორმით იდგა მის საწოლთან და ელაპარაკებოდა. ოთახში კიდევ იყო ერთი პაციენტი ,მაგრამ აშკარად არ იყო ჯერ გამოფხიზლებული
_სად აპირებ წასვლას
_სოფიო ... ექიმო ?_ბოლოს დაამატა და ქალს შეხედა. სულ სხვანაირი იყო . სახე შესცვლოდა ტკივილისგან,სევდისგან და დარდისგან _ გამიყვანე აქედან ,გთხოვ _ ჯერ თვალებში უყუდებდა ,მერე თითქოს იმედი და დასაყრდნობი იპოვნაო ისე ამოისუნთქა და სულ ორი სიტყვა უთხრა მიახლოებულს _ აჩი უნდა ვნახო ... აჩი არ ვიცი სად ჰყავთ. ვერ ვუშველე გესმის?გადავეფარე და მაინც მოხვდა. მერე გავითიშე ...
_ჩვენთანაა რეანიმაციაში
_ცოცხალია? არ მომატყუო მივხვდები ხომ იცი
_რეანიმაციაშია...კრიტიკულია. ზუსტად არ ვიცი რატომ . ოპერაცია გაუკეთეს
_წამიყვანე აქედან
_ნეკნი
_გამიყვანე გთხოვ ... უნდა ვნახო . ერთი ჰყავს , ერთი ჰყავს დედამისს უნდა ვუშველო გესმის? სოფიო გთხოვ _ ხელზე ხელი ჩაკიდა თავი დახარა და ისე ელაპარაკებოდა _ტელეფონი მათხოვე
_გამომართვი _ მიაწოდა და კართან მდგომ ექიმებს მიუბრუნდა _ ხელწერილი გაამზადეთ და მოაწერს ხელს
_ასე როგორ წაიყვან ან როგორ წავა_გოგო ღელავდა აშკარად
_მოიტანე მიდი _კაცმა უთხრა და ისიც დაღონებული გაბრუნდა .
_შენთან დააწვენ ?
_გამაყუჩებელი გაუკეთე გაყვანამდე
_ემი ?
_ხო ... კუნთში
_არ მინდა _ წამალი რომ მიუტანა ექთანმა უარი უთხრა _სხვა გამიკეთოს...ფხიზლად უნდა ვიყო ! _ტანსაცმელიც ამოუტანეს . სოფიამ თვითონ გადააცვა მაისური . ერთი ხელი შეხვეული ჰქონდა ,ნეკნი ტკიოდა და სიმწრისგან სახედაღრეცილს ძლივს უყურებდა
_სოფიო ექიმო მე დავეხმარები თქვენ არ შეწუხდეთ _გოგოს ხმა გაიგო მაგრამ ყურადღებაა რ მიუქცევია
_თვითონ მივხედავ ... შეგიძლია გახვიდე და ისტორიის ჩახურვისთვის მოამზადო ყველაფერი_არც შებრუნებულა გოგოსკენ. დუდას ისე დაეხმარა დაჯდომაში და მზერა გაუსწორა _გადარჩება გეფიცები!
_ნუ მეფიცები იმას რაც შენ ხელში არაა და შენზე არაა დამოკიდებული
_დუდა ...
_ჩამაცმევ თუ ამოვიყვანო კიტა
_ჩაგაცმევ _ შარვალიც ჩააცვა ,ფრთხილად წამოდგა ფეხზე . სოფიოს ეყრდნობოდა მთელი ტანით. ერთი ხელით ეცადა შეკვრას ,მაგრამ არ გამოუვიდა _დამშვიდდი და მადროვე . ხუთი წუთიც და წაგიყვან ...დამეყრდენი მეორე ხელითაც
_მძიმე ვარ
_შემიძლია,გიჭერ _ მიტკლისფერი ედო სახეზე, დაცვარული ჰქონდა კანი . ტკივილისგან დაღარული შუბლი . გული ტკიოდა მის შემხედვარეს
_მადლობა _თვალები დახუჭა ეტლში რომ ჩაჯდა .
კიტა გარეთ ელოდათ. ისიც არ გამოიყურებოდა კარგად
_რა ქენი
_ვეძებ
_აჩი რომ საღ_სალამათი არ დარჩეს ბოლოს დუდა ყიფიანის გეშინოდეს ღმერთზე მეტად_თქო უთხარი იქ სადაც ილდანს ჰყავს კიტა _ არ დაუჯერა ნავერიანს ერთი შეხედა და მერე სოფიოზე დაყრდნობილი წამოდგა მის მანქანაში რომ ჩამჯდარიყო
_დუდა საკუთარ თავზე იფიქრე და ცხოვრებას ნუ აირევ ... მოვაგვარებთ ჩვენ
_აჩი რომ მოუკვდეს თავის ლანუკას...ლანა ნახე , დედა ნახე კიტა და მერე დააფარეთ ხელი შენ და თორნიკემ იმას ვისაც აფარებთ
_არ ვაფარებთ ხელს
_მერე ვილაპარაკოთ ... ახლა ლანა უნდა ვნახო . ლანას უნდა ვუთხრა აჩი არ მოგიკვდება_თქო_ სოფიომ არ იცოდა როგორ შეეძლო მის მდგომარეობაში მყოფს ჯდომა ,როგორ უძლებდა და მერე როგორ იდგა ქალის წინ ,რომელსაც ასულიერებდნენ და ნახევრად გონდაკარგული იყო.
_ლანა ...
_იქ თუ იყავი როგორ ვერ დაიცავი. იქ თუ იყავი როგორ ვერ მოახერხე ... შენ არ ამბობდი მოგვარდებიანო?მოვაგვარებ ბავშვები არიანო?შენ არ მეუბნებოდი არ ინერვიულოო?ახლა რა ვქნა ... ახლა რა ვქნაა _ ხმა აღარ ჰქონდა , დასისხლიანებული ამღვრეული თვალებით უყურებდა მერე კი გულზე ხელებს ურტყამდა იქამდე სანამ სოფიო არ აღმოჩნდა მათ შორის _როგორ ვერ გადამირჩინე ... შენი ბრალია . შენი ბრალია
_სანახაობით ტკბებით თქვენ მანდ ? ამდენი თუ მოგიყვნენ ის არ გითხრეს დუდა გადაეფარა და იმიტომ არის ის ცოცხალი და დუდა დაჭრილიო? ორივე მოკვდებოდნენ და მერე იქნებოდით მშვიდად? მიხედეთ,საერთოდ სახლში წაიყვანეთ და დამაცადეთ გავერკვე რა შეიძლება გაკეთდდეს_წამის მეასედში თქვა ყველაფერი ქალსა და დუდას შორის იდგა და მერე თავდახრილ ყიფიანს მიუბრუნდა _ აქ გინდა წაიქცე და მოკვდე თუ გამომყვები
_ვერ _ სუნთქვა უჭირდა უკვე. წონასწორობა რომ დაერღვა და ხელიდან წამოსულმა სისხლმაც იწყო ჟონვა
_დამეყრდენი ...
_დაგსვრი_ შუბლით მიეყრდნო მხარზე და გონებაც დაებინდა. შორიდან ესმოდა ხაჭვანის ხმა როგორ შეიყვანეს ბიჭებმა არ გაუგია. გონს რომ მოვიდა სისხლის ტრანსფუზია მიდიოდა და პალატაში იყო ზუსტად აჩის გვერდით იწვა და სოფიოს მინის კედლიდან ხედავდა. ექიმს ელაპარაკებოდა, ანალიზების ფირცლებით ხელში . მერე ვიღაც უცნობ კაცს შეეგება და გულთბილად მოეხვია . წამის შემდეგ ორივენი იქვე იდგნენ
_შენთან გადაიყვან თუ აქ გაუკეთებ... რეზის დაველაპარაკები და ისე გაგაფორმებთ როგორც მოწვეულ ექიმს. მე ავანაზღაურებ თუ ვერ მოგვარდა მთავარია გამოვიდეს
_სოფია რა უნდა გავუკეთო მეტი ...ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საძილე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი. როგორაა ცოცხალი საერთოდ
_დუდამ პირველადი დახმარებაც გაუწია როგორც სჩანს
_ვინ ამ დაჭრილმა? პაციენტზე მეუბნები გოგო ?
_უნიკალური უმცროსი ექიმი მყავს...ტყუილად ნუ მთხოვ ვერ დაგითმობ
_ჩვენი გესმის ყმაწვილო? ქირურგობა არ გინდა... ამ ალქაჯის გაძლებას ჩემთან წამო
_აჩი ...
_გადარჩება...შენი დამსახურებით. დიდხანს მოუწევს რეაბილიტაციის გავლა , მაგრამ გადარჩება
_მადლობა
_დაისვენე ახლა არც შენ ხარ მსუბუქად თან მომიყვნენ როგორც გიყოჩაღია. წავედი მე , მიხედავენ ბიჭები ყველაფერს _ დაემშვიდობა სოფიოს და გავიდა
_როდის გაიღვიძებს?
_ჯერ არ აღვიძებენ ... როგორ ხარ?
_არ ვიცი... მაპატიე
_რა
_თავის ტკივილი რომ გავხდი მაინც . არ გამომდის კარგი ბიჭობა ხომ ხედავ
_შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ ... დაიძინე ახლა , ნუ ებრძვი თავს . თვალები გეხუჭება უკვე _ დაიხარა , ლოყაზე აკოცა და წამით შეყოვნდა კიდეც _ საკუთარ თავზე იფიქრე. ყველაფერი მოგვარდება სხვა და აღარავის მისცე უფლება დაგადანაშაულოს თორემ მე არ მოვითმენ და მერე გამიბრაზდები რატომ დამიცავიო
_არაფერი უთხრა ... შენ რომ იყო მის ადგილას მომკლავდი.
_შენი ბრალია რაც მოხდა?
_ახლა მეკითხები?
_არ არის ,ვიცი და პასუხიც არ მითხოვია . დაისვენე , გთხოვ
_სისხლი ? მისთვისაც გაქვთ ...
_ყველაფერს გავაკეთებ. არ მენდობი დუდა ?
_თვალდახუჭული განდობ სიცოცხლეს
_შენსას კი და სხვისას არ ?
_მაპატიე
_რა დუდა რაა
_თავის ტკივილი _თვალები ეხუჭებოდა და ვეღარ გაუძლო . ისე უნდოდა მოფერებოდა ,უფრო დიდხანს ჩახუტებოდა და მისი აფორიაქებული სული დაემშვიდებინა. ისე უნდოდა მარტო ყოფილიყვნენ და არა იმ დიდ სივრცეში ამდენი ადამიანის გარემოცვაში.
ბიჭის მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო ვიდრე დუდას ეუბნებოდნენ და გონს რომ მოვიდა თავადაც გაიაზრა. შორს რომ წაეყვანა იცოდა უფრო ინერვიულებდა და ახლოს დატოვება გადაწყვიტა ბოლოს მაინც. არავინ შემოუშვა ჩემთანო თავად გააფრთხილა და იქ ყოფნის განმავლობაში არც არავისთან უსაუბრია სოფიას გარდა. იქამდე ღამე მაინც თუ მიდიოდა სახლში იმ პერიოდში თითქმის არ გასულა კლინიკიდან . ყველა მასზე საუბრობდა იქამდეც და მერე ხომ საერთოდ. უჩვეულო იყო სოფიას მსგავსი უემოციო ქალისგან გამოხატული მზრუნველობა.
_რეინტუბაციას გავაკეთებთ დღეს _ რეანიმატოლოგმა რომ თქვა ლამის წამოხტა საწოლიდან
_არ გატოკდე იცოდე თორემ გაგიყვან ! _სოფიაც იქვე იდგა და დაუზიანებელ მხარზე დააწვა

წარმატებით დასრულდა ყველაფერი. ბიჭი სტაბილურად ინარჩუნებდა სასიცოცხლო მონაცემებს. გონზე რომ მოვიდა და თვალები გაახილა სანამ დაილაპარაკებდა და რეალობას აღიქვამდა იქამდე დუდასაც არ უსუნთქია თითქოს. მერე კი ერთიანად ამოისუნთქა
_დაბრუნებას გილოცავ არჩილ
_აჩი ვარ მე! _პატარა ბავშვივით რომ გაუბრაზდა სახელის გამო თვალები აემღვრა დუდასაც და სოფიოსაც იმ წამს აერია ფიქრები. უკან გამობრუნდა და სიტყვის უთქმელად წავიდა. კიბით მიდიოდა მეშვიდე სართულიდან და ტიროდა. დაიღალა,ისე როგორც არასდროს. ამ დაძაბულობამ,ამ უცნობმა პასუხისმგებლობამ,ამ შიშმა ბოლომდე გამოაცალა ენერგია და ახლა როცა საშიშროებამ თითქმის გაიარა ერთად იგრძნო ყველაფერი.

_მოაღწიე სახლამდე? _ მშობლებთან წავიდა და გაეღიმა ვახშამზე ბარბარეც რომ დაინახა
_მთელი ოჯახი ერთად ყოფილხართ
_ჩვენთან გადმოვიდნენ ბავშვები...შენ არც გიკითხავს ჩვენი ამბავი
_განაგრძეთ მე ნუ დამელოდებით
_რა განვაგრძოთ ძლივს დაგინახე...რას გავხარ სარკეში თუ ჩაიხედე ლამისაა კახა მოვკლა ეს ბიჭი რომ აგკიდა
_ლევან რა გინდა? ჩემ მარჯვენა ხელს რომ ვეხმარები,რომელიც სხვათაშორის მსხვერპლია და არა დამნაშავე,არანორმალური ქცევაა და ჩემგან გიკვირს?
_ვის გამო შეგიწუხებია თავი ისე რომ ღამეებს უთევდე თორემ ექიმის მხრიდან რომ ეხმარები ყველას ეგ კი ვიცით ...
_ხმა აკონტროლე , ყვირილზე გადადიხარ !
_მე ვაკონტროლო ხმა?შენ ხომ არ გავიწყდება მამაშენი რომ ვარ და
_რისთვის მთხოვ პასუხს
_ის მავნებელი ბიჭი შეგიყვარდა თუ რა გჭირს
_ახლა არის ამის კითხვის დრო და ამ აფსურდზე საუბრის?
_გირეკავ არ მპასუხობ,ბინაში მოვდივარ და არ ხარ . სამსახურშიც კი ვერ გნახე და იქ ხომ არ დაგელაპარაკებოდი მართლა . ახლაც ორი წუთით შემოგვიარე ალბათ... შენი ხელით აჭამე უკვე ყიფიანს თუ არა ჯერ. ამას უცდიდი ამდენი წელი? არეული ოჯახი,ციხე,ჭორები ,სიკვდილი, ჩხუბი,სიგიჟე არაფერი რომ არ აკლიათ თან რამდენი წლისაა ,ღმერთო ბავშვი გინდა გვერდით? გეცოდება გავიგე
_არაფერი სჭირს შესაცოდებელი. ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან და რას აკეთებს. საგვარეულოს გამო ვერ მოვიშორებ და საერთოდ ვინ თქვა რომ როგორც კაცს ისე ვუყურებ? რატომ გიჟდებით ყველანი...არ მაინტერესებს როგორც კაცი არავინ. არ მინდა და არც ვთხოვდები არც საყვარელი მყავს არც შვილი მეყოლება. არ იდარდოთ თქვენ და თუ ძალიან დარდობ მიპოვნე ვინმე და მე გავყვები. იპოვნე ჩემი შესაფერისი ვინც გგონია რომ ჩემთან იცხოვრებს და ჩემთვისაა
_და შენ ყიფიანი არ გიყვარს? მე ვისაც გეტყვი იმას შეხვდები და ცდი?
_აჰ გყავს უკვე ვიღაც?
_სასაცილოა?ამ ასაკის ქალს თუ გაგირიგებ აწი ვინმეს აბა რა გზაა სხვა .მართლა შინაბერა ხომ არ დარჩები
_ოჯახის სხვა წევრებსაც გისმინოთ?თუ ეთანხმებით ბატონ მამას და აღარაფერს დაამატებთ
_მოდი დაჯექი და ჭამე...მინიმუმ ხუთი კილო გაქვს დაკლებული. ადამიანს აღარ ჰგავხარ ასე ვინ მოგიყვანს ბებია
_დიდი მადლობა... თქვენ როდის გადმოხვედით?
_ქუთაისშიც ვიყავით . დავლაგდით და ქორწილიც იქნება . კიდევ კარგი შემოგვიარე თორემ მოსაწვევის გამოგზავნას ვაპირებდით _ ისევ მამა საუბრობდა სიტყვა არ ათქმევინა არავის. ბარბარეს გვერდით დაჯდა და მუცელზე მოეფერა
_ხომ კარგადაა
_კი ... ყველანი . მიხარია თქვენ გამო _ ჩუმად უთხრა და მუცელზე აკოცა
_სად მიდიხარ _ სკამი რომ გასწია და სუფრასთან არ დაჯდა მაშინ წამოდგა კახი
_სად მიდიხარ
_ეცადე ლევანისნაირი მამა არ იყო _ძმას ლოყაზე აკოცა და ბიჭმა ახლოს დაიტოვა
_სქესიც გავიგეთ ჩვენ ... მოწერა არ მინდოდა . არ გაინტერესებს?
_ვიცი,გოგოა... ველაპარაკე მაიკოს. გგონია მართლა ყველაფერი დამავიწყდებოდა?
_არ წახვიდე
_არ შემიძლია ახლა... დაველოდები როდის გამომიგზავნის მამაჩემი საქმროს მონაცემებს და პაემნისთვის გავემზადები
_თუ გგონია ვხუმრობ
_გეყოფა ლევან...ნუ გადამირევ ბავშვს
_რომელ ბავშვს მის ასაკში ასეთი უპასუხისმგებლო იყავი ცხოვრების მიმართ? ეს არის იმ თავის კლინიკაში გამოკეტილი და იქ იმარხავს თავს ახლა კიდე ის ბიჭი დაიმატა
_შენ არაფერს ეტყვი კახა?
_რა ვუთხრა ... მამაა და ნერვიულობს
_რა უნდა მითხრას თავს დამნაშავედ გრძნობს და გაჩუმებულია. ხომ გადაგვაყოლა იმ თავის ანდროს და მის დაქცეულ ოჯახს . მისი შთამომავლები მაინც იყვნენ... ვიღაც ს მიტოვებული იშვილეს და ზუსტად უკუღმა წაიყვანა საქმე . ნამდვილი შვილიც შეიწირა მისმა უკუღმართობამ
_ნეტავ იაზრებდე რას ამბობ... ღმერთის მაინც შეგეშინდეს
_შენ შეგეშინდეს და ბავშვისტოლა ბიჭს არ გაუხდე საყვარლად
_არც გიპასუხებ მეტს... _ ვეღარაფერი შეაკავებდა.უკან გამობრუნდა და დასვენების ნაცვლად უკანასკნელ ენერგია გამოცლილი,დამძიმებული დაბრუნდა ბინამდე ,რომელშიც არაფერი იყო მისთვის სიმშვიდის და კომფორტის შემქმნელი. წამალი დალია ბოლოს და ისე დაიძინა .

მეორე დილად კაბინეტში იჯდა და პაციენტებს იღებდა რეანიმატოლოგის ნომერი რომ გამოჩნდა ეკრანზე და შეშინებულმა უპასუხა
_რა ხდება შოთა?
_მოსვლას აღარ აპირებ ? ცუდად ვარ მე ისევ ... _დუდას ხმა რომ გაიგო ამოისუნთქა
_შესანიშნავად ხარ შენც და ყველანი იმ 10 კაციდან _ გულმა სხვა სიჩქარით დაიწყო ფეთქვა
_პოლიციელებთანაც გისაუბრია...გამომძიებელმა მითხრა. მოდი რა და ისე დაგელაპარაკები
_არ მაქვს ჯერ დრო... მიხედე თავს. ვთხოვ შენი ტელეფონი მოგიტანონ
_სოფია ...
_ხო
_გაწყენინე რამე?
_უმცროსი ექიმი აღარ მყავს და უამრავი საქმე დამიგროვდა
_სოფია მალე თუ არ მნახავ ვერ დავბრუნდები ისე დროულად ...
_ჩემი ნახვა რას გიცვლის ნეტავ. დახუჭე თვალები და დაიძინე სანამ დრო გაქვს _ყელში გაჩხერილი გორგალი ახრჩობდა უკვე თუ არ გასკდებოდა და ცრემლებად არ დაიღვრებოდა. რა ატირებდა არ იცოდა. სააბაზანოში გამოკეტილი,ნიჟარაზე დაყრდნობილი იდგა და უკვე მერამდენედ ტიროდა ემოციებისგან გადამწვარი.
ჯიუტად არ მიდიოდა დუდამდე. ტელეფონი მიატანინა,ყველა წესი დაარღვიეს მის გამო და მიწერა კიდეც რამდენჯერმე,არცერთი უნახავს ისე კითხულობდა ეკრანზე გამოჩენილ ნაწილს და ერთ_ერთში ეწერა "მოდი თორემ თვითონ ჩამოვალ !" სირბილით წავიდა და მაინც დერეფანში მდგომი დაუხვდა
_სად მიდიხარ
_ასეთი საშინელი პაციენტი ეს რომ არის მე ჯერ არ მყოლია. ის ბავშვი ხომ სიტყვას არ გეტყვის ,ერთს არ შეგაწუხებს და ერთს არ შეგეწინაადეგება ამან თმა გამითეთრა ყველა მორიგეობის დროს. მოგვაშორე აქედან გენაცვალე არაა სარეანიმაციო გეყოფა უკვე ამ შენი გავლენების გამოყენება ხაჭვანო _ ქალი იყო ამჯერად რეანიმატოლოგი_ და იმ ნავერიანსაც უთხარით ნუ მიჟუჟუნებს თვალებს ყველა შეხვედრისას თან მეშინია თან ვქრაშავ უკვე , ადამიანი ვარ მეც _ ბოლოს მაინც გაიცინა _აჰა მოვიდა და სადღა მიდიხარ. კარგადაა_თქო ვეუბნებოდი და არ მიჯერებდა. შენც რა ვერ გამოაღწიე იმ შენი განყოფილებიდან
_შენ სად გადიხარ აქედან ... ნავერიანს ჰყავს უკვე გულის სწორი და ტყუილად ნუ ეცდები შენ გირჩევნია შენ ერთ ცალ ქმარს მიხედო. რა იცით ამ ქმრიანმა ქალებმა რომ არ გყოფნით ერთი კაცი და ყველა გინდათ . აცადეთ ბატონო გაუთხოვრებსაც _ მაქსიმალურად ცდილობდა ლაღი და მშვიდი ყოფილიყო. დუდას მზერა დაეიგნორებინა, კედელს მიყრდნობილი რომ იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა. ღმერთო,ისე უყურებდა როგორც საოცრებას, სალოცავს , ერთადერთს და განუმეორებელს,ყველაზე ლამაზს და მონატრებულს.
_ქმარი მალე დამშორდება ამ თვეში 16 მორიგეობა აქ მაქვს აღებული და კიდევ რამდენიმე სხვაგან. სახლში არ ვარ ფაქტობრივად... ბავშვებს მე ვზრდიო უკვე მეუბნება. არეშიძემ შვებულება აიღო და კადრი არ ჰყავთ რა ვქნა ,თან ფული მჭირდება და თუ არ ვიმუშავე ვინ მომცემს . ეს მომაშორე შენი ჭირიმე ... კარგადაა უკვე. ფერიც დაუბრუნდა შენ რომ დაგინახა
_ აჩის რომ გადავიყვანთ გავაყოლებ თან
_აჩის ჯერ დააგვიანდება
_ქვემოთ რომ ჩავიყვანო უნდა იაროს მერე ზევით_ქვევით და გემუდარები დაიტოვე სანამ ადგილი არ დაგჭირდება
_ჯერ არ მჭირდება როგორღაც ... სულ გადავსებულია ხოლმე ყველაფერი და ახლა რა მოხდა არ ვიცი . კარგი ხო ჯანდაბას ,მაგრამ უთხარი თვითონ დაისვენოს და ნუ მუშაობს აქაც
_რას შვება?
_ეხმარება ხან ვის და ხაან ვის ...თან ცალი ხელით . არაა ჯერ ის ნაკერი კარგ მდგომარეობაში . გამომძიებელიც იყო სხვათაშორის გაუკვირდა კიდევ აქ რომ მყავდა . ნუ გამიხდი საციხოდ საქმეს
_დამშვიდდი ...
_ეგ შენი ყოფილი შეყვარებული არ არის? თუ მისი ძმა იყო ...ისე გვანან მერევიან ერთმანეთში
_ძმა არის და შენ როდის იყო რამე გავიწყდებოდა _ არ უნდოდა დუდას გაეგო , მაგრამ საუბარი ბოლოს მაინც ამ თემით დაიწყეს
_როგორც სჩანს ტოქსიკური შეყვარებული არ იყავი მისი ძმისთვის თორემ ასე მარტივად ვერ მოგვარდებოდა ჩემი ამბავი
_დაზარალებული მხარე ხარ ისედაც ,უბრალოდ ვთხოვე ძალიან ნუ გადაღლი_თქო . განსაკუთრებულ გამონაკლისს ჩემთვის ვერ დაუშვებდა
_შესანიშნავად ვიცი და ვიცნობ გამომძიებლების ხასიათს. ილდანსაც იცნობს? რა თქმა უნდა იცნობს და ისე ჩაივლის ეს ამბავი გირაოთი გამოუშვებენ სულ მალე დამნაშავეს . აჩის კი როდის დავაყენებთ ფეხზე კაცმა არ იცის ,როდის დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს
_ისე ნუ მელაპარაკები თითქოს მე ვიყო თქვენ ამ მდგომარეობამდე მიყვანის მიზეზი _ჩუმად საუბრობდნენ უცებ რომ მოაშორა მზერა და აჩისკენ დაიძრა_ გამარჯობა ... როგორ ხარ? შენი ბიძაშვილისგან განსხვავებით გაქებენ ძალიან
_უკეთ ვარ ,მგონი ასე ამბობენ ...
_ისე კი ისევ ცუდად ხარ არა? ცოტაც უნდა გაუძლო ...შენ ახლა ვერ ხვდები რამდენად კარგი დინამიკა გაქვს და როგორ გაუმჯობესდდა შენი მდგომარეობა. მოთმინება გჭირდება
_დილიდან საღამომდე ლოცულობს და სულ რომ არ მქონდეს მოთმინება ღმერთი შეაწუხა უკვე
_შარდის ფერი არ მომწონს... კათეტერია გამოსაცვლელი. ახლა რომ ინფექცია წავიდეს და ცისტოსტომა დასჭირდეს
_გამოვაცვლევინებ და ანალიზსაც გავაკეთებ _ზეწარი თვალის დახამხამებაში აუწია და სრულიად შიშველი დატოვა. ბიჭს გამოძრავება არ შეეძლო , ერთი ხელი შეხვეული ჰქონდა ,მეორეზე წვეთოვანი ედგა სირცხვილისგან დაიფერფლა _ეს დრენაჟია ,ესეც და ეს შარდია . ერთმანეთში ახლართული რატომაა ვერ გაასწორებინე ?
_დუდაა
_სირცხვილი მოკლავს თუ ტყვია რა აზრი აქ სოფია?
_უი ... უკაცრავად . ტკივილი ან დისკომფორტი ხომ არ გაქვს . წითელი არაა შარდი რა ისტერიკა გაქვს დუდა?
_მღვრიეა და ინფექცია არ გვჭირდება უბრალოდ მეტი არაფერი მითქვამს
_გეთქვა მაკასთვისაც ეგ ან გოგოებისთვის და გამოუცვლიდნენ
_ერიდება გოგოების და მე ცალი ხელით ხომ არ ჩავსვამ . იმათ არ ეუბნება არაფერს თორემ მე სული ამომხადა წუწუნით
_ე.ი აჩი შენ გეწუწუნება და ბოლოს შენ გამოხვედი პრეტენზიული პაციენტი. მეც არ გამიკვირდა რა დაემართა ამ ბიჭს_თქო? _ ბეგს აკვირდებოდა ისევ _ მე უკვე გნახე და გამოგიცვლი ბარემ
_რა ... არა . დუდაა
_შენ გამოუცვალე_თქო არ მითქვამს...მაგიტომ გწერდი?სოფია ნუ შემშლი ისედაც არავარ კარგად. ბიჭებს უთხარი რომელიმეს . დღეს ვერ დავინახე აქეთ ვერცერთი
_რა კომოლექსიანები ხართ რა გჭირთ
_კომპლექსიანი კი არ ვარ განყოფილების უფროსი ხარ თან სხვა განყოფილების და შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა შენი საქმე არაა . თორე ამის სიშიშვლე მაგრად თუ უნდა მთლად ისე იწვეს ეგ არ ვიდარდო
_დუდაა _ კბილებსშორის ცრიდა საცოდავად ბიჭი
_კარგი ... მოვაგვარებ დღის განმავლობაში. კიდევ რამე ხდება ?
_რა უნდა ხდებოდეს ... ნახვა მინდოდა უბრალოდ
_სჯობს დედას და მამას შეხვდე სიარულის ენერგია თუ გაქვს. ბებია და ბაბუაც ნერვიულობენ შენ წარმოიდგინე
_ველაპარაკე ბებიებს და ბაბუასაც. სოფია
_ყველაფერი კარგადაა, დრო გჭირდებათ მხოლოდ მე საჭირო აღარ ვარ. საქმეები მელიან
_რაღაც ხდება და არ მეუბნები? სოფია _ახლოს იდგა და მათი საუბარი არავის ესმოდა. თვალებში უყურებდა და სულს უხუთავდა
_არაფერი ხდება . პატარა ბავშვი არ ხარ,აღარ გჭირდება ჩემი თავთან ჯდომა .

დუდა უკვე კარგად იყო რეანიმაციიდან პირდაპირ გაეწერა აჩის ჯანმრთელობა კი კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ბევრი საშიშროება ჰქონდათ გადასალახი,ინფექციები,მოუშუშებელი ჭრილობა, ძვლებისა და კუნთების აღდგენის პროცესი. კვებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ავადმყოფის იერი ჰქონდა 20 წლის ბიჭს და ისე გახდა მუდამ სპორტული აღნაგობის მქონე თითქოს სულ ასეთი იყო. დუდა სამსახურს ნაწილობრივ დაუბრუნდა, მხოლოდ დოკუმებტების ნაწილს უგვარებდა და დანარჩენ დროს აჩისთან ატარებდა.
სასამართლო ჯერ კიდევ არ იყო ჩანიშნული. აჩი ვერ გამოცხადდებოდა დანარჩენების დაკითხვები კი გრძელდებოდა.

_სახლში არ მოხვალ? მაშინდელი ჩხუბის შემდეგ მამა ჩვენ გვცოფავს...ყველას ბარბარეს გარდა_საავადმყოფოში ვიზიტზე იყვნენ კახიმ რომ უთხრა
_როგორი საყვარელი ხარ...რამდენი კილო მოიმატე?ასე მგონია მხოლოდ მუცელი გეზრდება. ის ქამარი ატარე თორემ წელი დაგეჭიმება და ცოდო ხარ მერე _ ძმა დააიგნორა და ბარბარეს მუცელზე ფერება განაგრძო _ მამიდას უყვარხარ უზომოდ გესმის?
_ცოტა მომატებულიც მაქვს უბრალოდ ჯერ ძალიან არ მეტყობა ... აი მოძრაობს
_მართლა? გესმის ნეტა მართლა?
_დედის ემოციებს გრძნობსო და მე სულ მომწონს შენთან ახლოს ყოფნა
_ხო აი გიჟდები აქაურობაზე
_აქაურობაზე კი არა შენზე გიჟდებიან ეს და ამის სადაქალო. პატარა ბაავშვების მისაბაძი ქალი ხარ... როგორი უნდა გავიზარდო. ამას გაუმართლა მე რომ შემიყვარდა და ანას რა ეშველება არ ვიცი . ცალკე თაავისი ფემინისტობა დაღუპავს ცალკე დუდა ყიფიანის ნათლულობა
_შენც დაემატე და ბიჭი ვეღარ ეკარება მართლა
_იდიოტია ის და დუდა სანამ გამოეწერებოდა უნდა დამეცადა აბა? როგორაა ისე
_კარგად
_სადაა ... აქ რატო არაა
_აჩისთან ავიდა
_შენ რომ ამდენ დათმობაზე მიდიხარ მართლა საკვირველია ... ტყუილად არ აქვს ისტერია კახას და ლევანს
_ გეყოფათ უკვე ნუ გამაგიჟებთ
_მე არ გაგიჟებ ... მე წინააღმდეგიც არ ვარ პრინციპში . შენ თუ ვინმეს გაუგებ ჩემთვის სულერთია მერე ვინ იქნება იმიტომ რომ შენ გადაწყვეტილებას განხილვა არ სჭირდება
_არა_მეთქი ვთქვი
_კარგი ... სხვაც რომ იყოს მე ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე და გახსოვდეს სულ შენ მხარეს ვიქნები და თუ ვინმე გაწყენინებს იმას დედას მოვუტყ.ავ _ჩუმად ელაპარაკებოდა ,მოეხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _ყველაზე მეტად მიყვარხარ ხომ იცი
_კი როგორ არაო ბარბარემ
_არა ... მე აუუ მეტირება ახლა მეგონა იჩხუბებდა და შენ მხარეს რომაა მიყვარს
_ხო შენ მხოლოდ კარგი ქცევები გიყვარდეს ჩემი თვითონ მე არ ... წამოდი წავიდეთ აქაურობა ცუდად მოქმედებს . გავისეირნით სანამ წვიმები დაიწყება და სახლში მოგვიწევს გამოკეტვა . იმოძრავე მეტიო ექიმმა ხომ გაიგე რა თქვა _ ხელი მოხვია,წამოდგომაში დაეხმარა. ქურთუკი მოაცვა,თმაა გაუსწორა და ლოყაზე ისე ტკბილად აკოცა სოფიასაც გაეღიმა _ იცოდე ანას რომ უთხრა და დუდამდე მივიდეს ამბავი არ ვიცი რას გიზამ, მშობიარობის მერე
_დაივიწყეთ საერთოდ ეგ ამბავი ნუ გამაგიჟებთ მართლა ... რა მოიგონეთ ყველამ ერთად !
_ ხოფერიას ფოსფორი მაღალი ჰქონდა თუ გახსოვს?ბოლო ანალიზები მე არ ვიცი ... გამარჯობა _ დაუკაკუნებლად შეაჭრა დუდამ და წყვილის დანახვისას გამომეტყველებაც შეიცვალა _ როგორ ხართ?_ ჯერ კახის ჩამოართვა ხელი მერე კი ბარბარე ჩაიკრა გულში _ როგორი სხვანაირი ხარ ბაბიკო უკვე? რაო ბაია როგორაა
_ფოტო გვაქ ნახეე ... სულ უხასიათო სახითაა და არ გვეჩვენება ნორმალურად
_ანუ მამიდას ჰგავს ... ხაჭვანებს არც ისე კარგად გექნებათ საქმე _ ფოტოს უყურებდა ბავშვს მართლაც ისეთი სახე ჰქონდა 4დ სურათში ეტყობოდა შეაწუხეს
_ესენი მიდიან და შენ ნუ შემაწუხებ თორემ უკმაყოფილო სახეს არ დაგაჯერებ ...
_რას შვება აჩი? _კახიმ ყურადღება არ მიაქცია სოფიოს სიტყვებს. აღარ განავრცო კამათი თორემ ცრცხლისთვის ნავთი რომ დაემატებინა აალებულს დატოვებდა იქაურობაა
_უკეთაა
_შენ სრულად დაუბრუნდი სამუშაოს?
_სუსტად არის ჯერ ,მაგრამ სახლში გაჩერებას ვერ იტანს და გადმოცხოვრდა კლინიკაში. დივანი მექნება მალე გამოსაცვლელი
_აქ გძინავს ხოლმე ? სოფიო კაბინეტის გასაღებს გიტოვებს? _ჩაიცინა და დას გახედა ,რომელიც თან ისტორიაში ჩანაწერებს აკეთებდა და ისე ამოხედა გაცლა არჩია _ მოკლედ უნიკალური მოვლენა ხარ სოფიოს ცხოვრებაში,რაღაც შელოცვა გაუკეთე ალბათ ხომ?
_შრომისმოყვარეა და ჭკვიანი ზოგიერთებისგან განსხვავებით ვაჭრობით რომ აკეთებენ ფულს და ცოდნისგან შორს არიან
_შენზე მაღალ ქულებს ვიღებდი მათემატიკაში ... სანამ არ მიგიყვანეს მასწაველბელთან იქამდე ლამის ოქროს მედალი დაგაკარგვინა ნაირამ . მე კიდევ
_შენ მის გოგოს მოსწონდი და ემუდარებოდა ალბათ დაუწერე ქულაო. იმასაც ეგონა სიძედ დავისვამ და არ ვაწყენინებო ... სხვათაშორის მენეჯერია ჩვენთან . ერთი თვეა მუშაობა დაიწყო
_მივდივართ ჩვენ. ბავშვივით იქცევა შენ რომ დაგინახავს რა ემართება არ ვიცი _ბარბარემ ხელი ჩაავლო და ლამის ძალის გამოყენებით გაიყვანა კაბინეტიდან
_აუტანელი _ ჩუმად თქვა და ანალიზები მიაჩეჩა დუდას_აქაა პასუხები და ნახე
_ანუ მათემატიკა გიჭირდა
_შეგიძლია უკან გაჰყვე იმათ მე საქმე მაქვს უამრავი და არ მცალია ბავშვებისთვის
_კარგ ხასიათზე დაგტოვე და რა გითხრა ასეთი კახიმ?
_არაფერი! ესენი დაწერე თუ შეგიძლია
_დავწერე ...ამოსაბეჭდია
_როდის
_წუხელ
_სახლში რომ არ მიდიხარ შენები რას ამბობენ
_გადავდივარ და ბარემ ველოდები რემონტის დასრულებას. სააბაზანო იყო ძველი ძალიან
_იქირავე თუ სად გადადიხარ შენი 2000 ლარიანი შემოსავლით სიგიჟემდე მაინტერესებს
_მქონდა ბინა , რომელიც ანდრომ მაჩუქა 18 წლის რომ გავხდი და აქამდე გაქირავებული მქონდა . დრო მივეცი გადასვლისთვის მდგმურებს და ახლა თვითონ გადავალ. არცერთი სახლი გამიყიდია მაგათი დეფიციტი არ მაქვს . აგარაკებზე ვერ ავდივარ უბრალოდ და მოუვლელია ეზოები
_ანდროს სურამის აგარაკი მიყვარდა ძალიან ... იქ დადიოდა კახი და მეც დავყავდი . ტყეში ვსეირნობდით ბევრს და ყვავილებს მიკრეფდა ხოლმე . გაქვთ ეგ სახლი კიდე?
_კი ... იმასაც ვაქირავებდი . თან გამოკეტილი აღარაა თან შემოსავალი მქონდა თითის გაუტოკებლად
_რას ეძებ გამაგებინებ? _ აქეთ_იქით დადიოდა და თავბრუ დაახვია სოფიოს
_თანხმობის ფურცელი მინდა ახალ პაციენტთან ხომ უნდა შევავსო ...
_პირდაპირ რომ ამობეჭდო არა?ელ ვერსია არ გაქვს?
_მქონდა ბევრი და სად წაავიდა. შენ გადაყარე?
_შეიძლება ...
_რატომ ყრი ყველაფერს
_ამდენი ფურცელი მაღიზიანებს ...
_ყველაფერი გაღიზიანებთ ქალბატონო სოფიო ? ხომ არ გშია ან რამე ხომ არ გტკივა ...
_მეზარება ამდენი ლაპარაკი . გაჩუმდი და საქმეს მიხედე ძალიან გთხოვ ან განმერიდე _ უხეში იყო იმდენად რომ დუდაც კი გააკვირვა. საერთოდ გავიდა ოთახიდან და პაციენტებთან შემოვლა დაიწყო. ექთნებს ეუბნებოდა საყვედურს დუდა რომ მივიდა ერთ_ერთთან დანიშნულებით
_მაგიდები რას გავს... ამდენი რამე უნდა ეყაროს? კაცმა რომ გკითხოთ ოჯახის ქალები ხართ და სხვის სისუფთავეს განსჯით. ეს რა უბედურებაა ამ ჩანთას აქ რა უნდა კლინიკაა თუ საძინებელი . რა საჭმლის სუნი დგას რესტორანია?მე არ ვთქვი რომ აქ საჭმლის შემოტანა აკრძალულია და ყავა დალიეთ მხოლოდ_თქო?ისიც გული თუ მიგდით და ისიც კულტურულად და არა ყველგან ყავის წვეთებით დალაქაავებული იყოს ყველაფერი. სანიტარი ცოცხალია? ციცინო იატაკი რა დღეშია?
_ამ წამს გავედი და
_არ მჭირდება თავის მართლება...დასვრილია ხომ? მოწმინდე და მორჩება. გენერალური დასუფთავება როდის გაქვთ ? უფროსი ექთანი სადაა გასული
_მეორე სართულზეა უფროს ექთანთან ... შეხვედრაზე
_რა შეხვედრაა მე რატომ არ მითხრა _დუდას მიუბრუნდა ახლა
_მე მითხრა გასვლამდე ... თქვენ პაციენტი გყავდათ
_და კარი რომ შემოეღო ვერ მოახერხა? ერთხელ შემოსულან თუ ორჯერ როცა პაციენტი მყავს_წონა ვინ შეცვალა ედიბერიძესთან
_მე ... მშრალი წონა 88 არის ,გავზარდე
_პლევრაში სითხე აქვს გითხრა? არ უთქვამს . ასე დაასკვნა და შენ ხარ ექიმი თუ ის _ არ უყვიროდა,მაგრამ მაინც ყველას ესმოდა _პაციენტებს ნუ აძლევ უფლებას იყვნენ ექიმები_თქო რამდენი ხნის წინ გითხარი!
_ვერ იკლებს ერთბაშად ამდენს და სჯობს
_რა სჯობს სითხე დაუგროვდეს და ვერ ისუნთქოს?თუ გგონია დღეს სახლში რომ მივა არ დალევს 4 ლიტრ წყალს,არ შეჭამს ყველაფერს და არ მოიმატებს შემდეგ მოსვლამდე.
_სოფო ექიმო მეშინია ამ დაბალი წნევების არ გამიფუჭდეს ისევ ეს ფისტულა თორემ მეტი ოპერაციის გამკეთებელი მე არავარ
_დიეტა რომ დაიცვა ცოტა ხანით მაინც არ გინდა?იქნებ მიიღო ოდესმე ეგ გადაწყვეტილება და დაასვენო ორგანიზმი. წყალი მაინც შეზღუდე
_გუშინ ისეთი სურგუნი და ღომი ვჭამე წყალი კი არა ღვინო უნდა დამეყოლებინა
_მაშინ მადლობა ჩვენგან რომ ღვინო არ დალიე
_ეჰ სოფო ექიმო მაინც მალე მოვკვდები და მშიერ სიკვდილს მაძღარი მირჩევნია. თქვენ იყავით კარგად
_ყველანი უნდა ვიყოთ კარგად ! _სხვებთანაც მივიდა გაესაუბრა და მერე თან გაიყოლა დუდაც. თავით ანიშნა წამოდიო და ისიც მიჰყვა მორჩილად
_ისევ ნარკოზი მოქმედებს თუ რა გჭირს ...
_როგორც ჩავთვალე საჭიროდ ისე მოვიქეცი
_საჭიროდ რა ჩათვალე
_მიყვირით ქალბატონო სოფიო და ყველგან ისმის ხმა ... ფანჯარა მაინც მოხურეთ
_სულ არ გეტყობა რომ გიყვირი და გესმის რას ვამბობ ... პაციენტების ჭკუაზე დადიხარ? წინააღმდეგობის გაწევის უნარი და საკუთარი აზრის ახსნისთვის საკმარისი ცოდნა არ გაგაჩნია? მერამდენე შემთხვევაა უკვე ... შენ გეცოდებიან და სხვებს არა თუ რა ხდება
_ასე რამ გაგაბრაზათ ქალბატონო სოფიო ვერ ვხვდები. გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინე ? ბოდიშს აზრი არ აქვს მაშინ. მეტჯერ აღარ გავიმეორებ_მეთქი რომ დაგპირდეთ რა აღარ გავიმეორო არ ვიცი. თქვენი გაცემული ბრძანება არ შევცვალო?ესაა პრობლემა? დამშვიდდით და ეს ენერგია სხვა საქმეებისთვის გამოიყენეთ. სხვათაშორის დღეს კონფერენციაზე ხართ წასასვლელი... ტანსაცმლის გამოცვლის დროც არის და მოწესრიგების _ისე მშვიდად უპასუხა უფრო გააგიჟა
_კონფერენციაზე არ მივდივარ ... თუ გინდა შენ წაბრძანდი ჩემ ნაცვლად. პაემანზე უნდა წავიდე დღეს _იმ წამს მიიღო გადაწყვეტილება და დუდას ემოციაც გამოიწვია
_სად ?
_არ ვიცი ჯერ ,მომწერს და სადაც მეტყვის იქ _ თმა მაღლა აიწია ,სარჭით შეიკრა და კარადიდან კოსმეტიკის ჩანთა გამოიღო_ამბულატორიული პაციენტები ხომ აღარ მელოდებიან
_როდის გაგიჩნდათ შეყვარებული ? ამდენხანს ვიწექი საავადმყოფოში?
_დღეს გადავწყვეტ მყავს თუ არ
_აჰ , უმნიშვნელოვანესი დღე ყოფილა და ჩემთან კამათისთვის დახარჯეთ ენერგია?
_ენერგია არ დამჭირდება... მეეჭვება იმდენად მომეწონოს რომ პირველივე პაემნის შემდეგ ს.ქსი გვქონდეს და საუბრისთვის მეყოფა ძალა
_გეეჭვებათ ,მაგრამ არ გამორიცხავთ ... მშვენიერია და ვინ არის ეს უნიკალური პიროვნება? თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა
_მეეჭვება იცნობდე... სანდრო ჯოხაძე
_ექიმი რეპროდუქტილოგია
_ეგ საიდანღა იცი... იმედია უფულობის დროს სპ.რმის დონორი არ გახდი
_არც გიპასუხებთ ... საკუთარ თავს არ ვაკადრებ იმ წინადადების გაჟღერებას პასუხად რაც შეეფერება მაგ თავხედურ ირონიას. თქვენ კი მომავალი ბავშვებისთვის მამად რომ არ აირჩევთ სანდროს ეს ისე ვიცი როგორც ის რომ დუდა ვარ ყიფიანი _ ჯერ კომპიუტერთან იჯდა,რაღაცას წერდა და კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს. შემდეგ გახედა და ფეხზე წამოდგა _ არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ ვინაც გაგაცნოთ აი მას რას დაუშავებთ ამაზე მომიყევით ,ძალიან გთხოვთ
_როგორ ?
_დამპირდით ,რომ მომიყვებით
_რას ... მამაჩემს რას გავუკეთებ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ?
_ლევანია გარეული? სერიოზულად , კაცს გირიგებენ და მამას შეუთანხმდნენ ? სწორად გავიგე?
_ჯერ მე გავიცანი, ოჯახიც და თავადაც ვესაუბრე რამდენიმე წუთს. დეიდა იყო ჩემი პაციენტი ... შემდეგ გარკვეული კომუნიკაცია გვქონდა . მამამისი მამაჩემს იცნობს და ლევანმაც შეიტანა წვლილი ამ შეხვედრაში ,თორემ მე რომ რომანტიკოსი ქალი არ ვარ,რომელიც ოდესმე ვინმეთი აღფრთოვანდება ან გაგიჟდება ვინმეზე
_კაცი თუ არ მოგწონს რა გინდა პაემანზე . სხვა გასართობი გამოგელია?
_ვინ თქვა ,რომ არ მომწონს ... ბოლოს და ბოლოს მაწყობს კიდეც,შვილი თუ არ მეყოლება ექიმის ძიება არ დამჭირდება და ყველა შემთხვევაში თვითონ დამაფეხმძიმებს
_ზოგჯერ ვერ გცნობთ ,ქალბატონო სოფიო იმდენად დიდ სიგიჟეს იტყვით
_რას აიჩემე დღეს ეს ქალბატონო სოფიო
_რომ მიყვირით და მეჩხუბებით ან ნერვებს მიშლით,ვცდილობ ამ სიტყვით გავიხსენო ვინ ხართ და არ აგყვეთ
_აჰა , ანუ არ გინდა რომ ამყვე
_თქვენ გინდათ ძალიან მგონი და ენერგიის მოზღვავებას თუ გრძნობთ ჩხუბის გარდაც არსებობს სხვა საშუალებები
_ზუსტად ამას ვცდილობ თუ მიყურებ...გავერთო როგორც ქალი
_არაა ცუდი იდეა ,უბრალოდ კაცი გყავთ არასწორი არჩეული და თუ ისე დააკვირდებით როგორც იცით ხოლმე მარტივად მიხვდებით რატომ ვერასდროს იქნება თქვენი ცხოვრების მეგზური და მითუმეტეს ბავშვების მამა
_ეს კაბა ჩავიცვა თუ ეს _ ორი კაბა ჰქონდა კარადაში
_რომელიც გინდათ ,სულერთია_საშინლად მოუნდა მოწევა და უჯრაში,მსგავსი შემთხვევებისთვის შენახული შეკვრა იპოვნა სანთებელასთან ერთად. ჯიბეში ჩაიდო და კარისკენ დაიძრა _ მთავარია სულ არ გაშიშვლდეთ და ისე არ წახვიდეთ ,თუმცა ეს კაბა დაახლოებით ასეთია მე როგორც მახსოვს _ გასვლამდე მაინც ვერ შეიკავა თავი და შავი კაბისკენ გაიშვირა გაყინული თითები. გარეთ იდგა და უკვე მეორე ღერს ეწეოდა ფეხსაცმლის კაკუნის ხმა რომ გაიგი და შემდეგ სოფიაც გამოჩნდა. მაინცადამაინც ის კაბა ეცვა რომელიც დუდამ დაიწუნა. თითქოს მარტივი თარგის მქონე სადა ,შავი ნაჭერი ისეთ სექსუალურს ხდიდა სული აურია გონებასთან ერთად . როგორ უნდოდა თვალი მოეშორებინა და თავი ისე დაეჭირა თითქოს არ ედარდებოდა,მაგრამ ვერ მოახერხა ,მზერის სხვა საგანზე გადატანაც კი ვერ შეძლო . სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის ჰქონდა ახლოს რომ მივიდა მისი გამოსახულება. ზუსტად წინ იდგა, თვალებაციმციმებული , მომღიმარი და მაცდური
_შენთვის მოწევა არ შეიძლება _ ღერი პირდაპირ აართვა და თავად მოიქცია ტუჩებსშორის. ქალმა ,რომელიც სხვისი ჭიქიდან არ დალევდა მილიონი რომ შეგეთავაზებინა. თავისი წითლად შეღებილი ბაგეები შემოაჭდო სიგარეტის ნახევრად ჩამწვარ ღერს და შემდეგ კვამლის ერთი ნაკადი დუდასკენ გაუშვა მეორე კი მაღლა ცისკენ . თავი ისე გადასწია ყელი და გულ_მკერდი კიდევ უფრო მიმზიდველად გადაიშალა ყიფიანის წინ . გონებაში მხოლოდ ორი სიტყვა უტრიალებდა "არ წახვიდე !" და მხოლოდ ერთი ქმედება წარმოედგინა, თითებს მოღეღილ ყელზე უცურებდა და ტუჩებს უკოცნიდა. მთელ სხეულში დაუარა სურვილმა ცხელ ტალღად. სოფიას ტელეფონი ახმაურდა, სანდრო ურეკავდა . ეკრანს არც დახედა ისე გაუთიშა ხმა და სიგარეტის ღერი მოიშორა_ დილით თუ დამაგვიანდება პაციენტები არ ალოდინო,მიიღე და დაიწყეთ უჩემოდ.
_არაფერი ჩაიდინო ისეთი ,რომ დაგაგვიანდეს _ეს თქვა მხოლოდ და პირველმა აქცია ზურგი. მოკვდებოდა და არ გააჩერებდა სხვისკენ მიმავალს. სოფიო კი წავიდა აზრით გონებაში " არ მოვწონვარ ,არც კი ვაინტერესებ" საკუთარ თავს უბრაზდებოდა, როგორ დაუშვა და გაუჩნდა ფიქრი ,როგორ აჰყვა სხვების ხმას .

_არაფერი ჩაიდინო ისეთი ,რომ დაგაგვიანდეს _ეს თქვა მხოლოდ და პირველმა აქცია ზურგი. მოკვდებოდა და არ გააჩერებდა სხვისკენ მიმავალს. სოფიო კი წავიდა აზრით გონებაში " არ მოვწონვარ ,არც კი ვაინტერესებ" საკუთარ თავს უბრაზდებოდა, როგორ დაუშვა და გაუჩნდა ფიქრი ,როგორ აჰყვა სხვების ხმას .

დუდაზე ფიქრობდა და მის არარსებულ გრძნობებზე კაცი რომ შეხვდა. სანდრო ჯოხაძე სიმპათიური კაცი იყო . საკუთარი საქმის პროფესიონალი , ზრდასრული მამაკაცი ,რომელთანაც ერთი შეხედვით ურთიერთობის დაწყება ღირდა. სასაუბრო თემა და უდიდესი სივრცე პროფესიის სახით ჰქონდათ , ცუდი მოსაუბრეც არ იყო და არც გალანტურობა აკლდა ,არც თვალების ციმციმა იშურებდა.
_რამდენი წელია რაც საქართველოში მუშაობ?
_3 წლით ვიყავი გასული ქვეყნიდან ...საქართველოდან შორს ყოფნა არ შემიძლია _ იმ წამს აღმოაჩინა თითქოს რამდენად უყვარდა იქაურობა _ ქართული ლაპარაკი რომ არ მესმის ცუდად ვხდები . სრულიად ასოციალური გავხდი იმ პერიოდში
_მე კი აქაურობა მიხუთავს სულს ... ამ სტერეოტიპებით სავსე ხალხი, ჩარჩოებით შეზღუდულები სიყალბემდე მისულები
_არ გცნობია შენ კარგად ქართველები და საქართველო ... ცუდი და კარგი ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან . ჩვენ უბრალოდ აქ ვეკონტაქტებით ზედმეტად ბევრს და ვიცით მეტი . რომელ ქვეყანას არ ჰყავს კომპლექსიანი ადამიანები,ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლები
_სრულიად გაუმართავია ყველა სისტემა,მთლიანად ქვეყანა ,ხელისუფლება. მედიცინაში რა ხდება საერთოდ, განათლებაში ,ეკონომიკაში,პოლიტიკაში. გართობაც კი შეუძლებელია ისე მეზობელმა რომ არ იჭორაოს და მთელმა ქვეყანამ არ გაგკიცხოს. კერძები გემრიელია,მაგრამ სხვა ქვეყნების სამზარეულოს არც იცნობენ სოფლელები,რომლებიც იფიცებენ ელარჯზე და ხინკალზე
_რატომ ხარ აქ თუ არ მოგწონს აქაურობა
_დედაჩემი ვერ წავიყვანე ... მამაჩემის საფლავს არ ტოვებს ,თითქოს გაექცევა სადმე. გარდაცვლილი ადამიანის უსასრულო გამოტირება ხომ საერთოდ პარადოქსია. მორჩა,დასრულდა და რა აზრი აქვს რამდენჯერ მიხვალ იმ ცივ ქვასთან _ სოფიას უკვე ნერვებს უშლიდა მისი საუბარი. დუდას სიტყვები უტრიალებდა გონებაში გაფუჭებული რადიოსავით" თუ დააკვირდები, მიხვდები რატომ ვერ იქნება თქვენი ცხოვრების მეგზური " რას უნდა დაკვირვებოდა ,რა იყო ისეთი რაც ამ ერთი შეხვედრით მიახვედრებდა ამას. ჭიასავით შეუჩნდა ეს აზრი და სულ გაუქრა განწყობა . ვერ მიხვდა რა უნდა შეემჩნია, რას დაკვირვებოდა კონკრეტულად. ზოგადი შეხედულებების გამო?არა ასე იოლად არ იქნებოდა ყველაფერი. შემდეგ თვალში მოხვდა როგორ მისდიოდა შეტყობინებები და პერიოდული ჩაღიმებებით პასუხობდა ვიღაცას ან ვიღაცებს.
_დუდა ყიფიანს იცნობ? _რატომ ჰკითხა სრულიად მოულოდნელად და რატომ არ მოეწონა მისი გამომეტყველება თავადაც არ იცოდა
_შენ საიდან იცნობ ...ტიპიური განუვითარებელი მოძალადეა. კომპლექსებით და ვაიქართველობით,ვაიკაცობით გაბღენძილი ბავშვი
_შენ სად გადაეყარე_ყიფიანს რომ ასე შეაფასებდა კაცი ეს იმას ნიშნავდა რომ მისგან იყო ნაცემი. სხვა არაფერი მოაფიქრდა დასკვნად
_მე კი არა შენ სად გადაეყარე ასეთი მშვიდი ცხოვრების მქონე ქალი დუდა ყიფიანს _ დაიძაბა. იქამდე თუ მშვიდი იყო შემდეგ გამომეტყველებაც შეეცვალა,ანერვიულდა , აფორიაქდა. პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ისე დაურეკეს კლინიკიდან და მაშინვე დატოვა მაგიდა
_უკაცრავად ... გისმენ ლიკუნა
_არ ვიცი რა სჭირს ამ ბიჭს ,მაგრამ აშკარად არ აქვს იღბლიანი წელი
_რა ხდება
_ამჯერად ბებია შემოიყვანეს ... ნატალია გიგაური. კატეზე გაგვყავს . ჰემორაგიული ინსულტია დიდი ალბათობით . კლინიკაშიაო მითხრეს,მაგრამ ჯერ შენთან დარეკვა ვარჩიე... ახსენა საუბრისას ბებია და წარმომიდგენია როგორი რეაქციაც ექნება
_ვინ გადმოიყვანა ...
_კატასტროფამ ... შვილი და სიძე მოვიდნენ ისე . შეიძლება იმათ უთხრეს, მაგრამ რომ სცოდნოდა აქამდე ხომ მოვიდოდა და ნახავდა
_გამოვდივარ უკვე... მალე მანდ ვიქნები _ მაგიდასთან მჯდომ კაცს მიუახლოვდა და ჩანთა აიღო_ჩვენი შეხვედრა აქ უნდა დასრულდეს
_ასე მალე რატომ
_გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა...ნახვამდის _ სიტყვა აღარ ათქმევინა ისე შებრუნდა და წავიდა.

ყველას გაუკვირდა იმ დროს სოფიას დანახვა თანაც სამედიცინო ფორმისა და ხალათის გარეშე. კაბინეტში იჯდა დუდა და ისტორიას ბეჭდავდა კარში რომ გამოჩნდა
_აქ რა გინდა ... მართლა პირველივე შეხვედრისას გამოავლინა თავი ?იმედია რამე არ დაუშავე ან დაგიშავა
_შენ საიდან იცნობ რა მითხარი?
_წარსულში ჩადენილ ცოდვებს გაახსენებდა ჩემი სახელი...აქ რატომ მოხვედი . სახლში ვერ წახვედი?
_შენ რატომ არ ხარ სახლში...
_საქმეს დავასრულებ_თქო ვიფიქრე. დედაჩემის ნერვები არ მაქვს , სულ რაღაც უნდა და მაგიჟებს. ბებო მაინც გვიან იძინებს
_დუდა
_ჰო
_რაღაც უნდა გითხრა
_რა ... დილიდან თავი მტკივა . ორი გამაყუჩებელი დავლიე უკვე . სულ შენი ბრალია რა სანდროსთან პაემანი. მამაშენს უთხარი ცუდი გემოვნება გაქვს და აწი უკეთ გაარკვიე ვინ ვინ არის_თქო _წამოდგა და დალაგება დაიწყო ფურცლების. მერე უცებ შებრუბდა და მზერა გაუსწორა _რაღაც ხდება ხომ? რა თქმა უნდა... იმიტომ მოხვედი. აჩი ცოტა ხნის წინ ვნახე , მას არ ეხება ხომ? აბა ? ყიფო გაეხვა რამე ამბავში და შენ გაიგე? ვინმე არ დაჭრა იმედია ... რა მოხდა
_ნატალია
_რა სჭირს ... რა . ცოცხალია?
_ცოცხალია , მაგრამ მძიმედაა
_სახლშია ?
_კლინიკაშია
_სახლში უნდა წავიყვანო ... სახლში უნდა მოვასწრო და წავიყვანო. თავის ოთახში უნდა იყოს ,ანდროსთან ახლოს . დამიბარა ,დამიბარა და უნდა შევუსრულო. დედაჩემმა რა იცის _დერეფანში მიდიოდა ჩქარი ნაბიჯებით ,მერე კიბეზე ჩარბოდა და სოფიოც უკან მიჰყვებოდა. როგორ გარბოდა ქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გეტყვით,მაგრამ დუდა რომ მოიკეცა და კედელს მუშტები დაუშინა იქ იდგა ,მის უკან და ზურგიდან ეხვეოდა _ღმერთო ცოტახანს როგორ ვერ გაიმეტე ჩემთვის მშვიდი სუნთქვა..._საკუთარ მუჭს კბენდა ბოლოს და ისე ღმუოდა სიმწრისგან. უნდოდა სულზე მეტად სხეული ტკენოდა და არ გამოსდიოდა,შეუძლებელი იყო.
_დუდა...
_ვიცი,უნდა გავმაგრდე. ვიცი ,უნდა გავუძლო,ვიცი ეს ბუნებრივი მოვლენაა ბებიები და ბაბუები კვდებიან და ჩვენ ვრჩებით. ვიცი ძლიერი უნდა ვიყო და ისევ ყველა მე გავამხნევო .ყველაფერი გავაკეთო ,ყველაფერი უნდა გავაკეთო ... სახლში წამაყვანინე !
_ხომ იცი
_მოახერხებ თუ ვერ ... დავრეკავ მაშინ
_ვისთან
_ვიღაცასთან ვინც კლინიკის დირექტორთან მოაგვარებს და იმის იქეთაც
_დუდა პაციენტის ნებართვა არ გვექნება. იურიდიულად
_წავიდეთ ... გამომყვები ხომ? _იმ წამს თავიდან შეათვალიერა_ფეხები გეტკინება
_მოვედით უკვე ...
არავისთვის უკითხავს მდგომარეობა. იპოვნა პაციენტებს შორის უძვირფასესი და ჭაღარა თმაზე აკოცა. დიდხანს იყო ასე თავდახრილი, ეფერებოდა ჯერ კიდევ ცოცხალს. სულისა და სხეულის გასაყარზე მყოფს მერე კი გამოვიდა და დარეკა
_გაიგე ?
_გავიგე... ვწუხვარ ძალიან
_სახლში მინდა წავიყვანო...მისი სურვილია და აქ სიკვდილის უფლებას ვერ მივცემ. უცხო ხალხის გარემოცვაში,ცივ კედლებში. იქ უნდა იყოს თავის ოთახში ... ილდანო ცოტა დრო მაქვს. ძალიან ცოტა
_მოვაგვარებ და ტრანსპორტირებაზეც ვიზრუნებ.
_არა ,თვითონ მე
_შენ უბრალოდ გვერდიდან არ მოშორდე და დაიმახსოვრე ,დააკვირდი,მოეფერე
_თორნიკე
_მოეფერე და სუნი დაიმახსოვრე. არაფერზე იფიქრო სხვაზე ...წუთი აქციე საუკუნოდ

სიტყვა ვერ უთხრა ბებიამ ერთადერთ შვილიშვილს. მხოლოდ უყურებდა ცრემლიანი თვალებით და თითებზე ჩაბღაუჭებულ მის თითებს სულ ოდნავ ეხებოდა.
_სახლში წაგიყვან ბე ... სახლში ჩემო საყვარელო ნატალიკო . სიგიჟემდე მიყვარხარ ,ბე

ისტორიით სავსე ოთახში რომ შეიყვანეს ყველა კუთხეს მოავლო მზერა და რამდენიმე წამში განუტევა სული.
გარედან ისმოდა ნათიას ტირილის ხმა . დუდა იატაკზე იჯდა და შუბლით ეყრდნობოდა მის ჯერ კიდევ თბილ ხელს უცებ რომ მივარდა
_რატომ წამოიყვანე... რატომ წამოიყვანე შენ რანაირი ექიმი ხარ. როგორ ვერ გადაარჩინე. სახლში რატომ წამოიყვანე,სიკვდილის უფლება როგორ მიეცი. რატომ მომიკალი _ ხელებს ურტყამდა და კიოდა. ყველგან ისმოდა მისი ხმა დუდა კი ხმას არ იღებდა
_გეყოფა ! ნათია გეყოფა ... _ გიორგიმ ჩაავლო ხელი და მოშორება სცადა ,მაგრამ ისე მოუქნია გაშლილი ხელი სახეში ბიჭს როგორც პატარა ბავშვს
_სულ შენი ბრალია... ყველაფერი შენ გამოა. შენი გაჩენის წამიდან დაიწყო უბედურებები. შენ გამო ვჩხუბობდით მე და გიორგიც. შენზე გიჟდებოდა ანდროც და ყველანი. ის ავარიაც...ჩემი ძმაც ცოცხალი იქნებოდა ახლა შენთან რომ არ გამოქცეულიყო. შენ ,შენ ხარ მოსიარულე უბედურება ასეთი რა გაგაჩინე . ყველაფერი გინდა ხომ? ყველაფერი შენ სახელზეა და იმიტომ მიეცი სიკვდილის უფლება
_ნათიაა _ გიორგი უყვიროდა,მაგრამ არ ესმოდა. ხალხით იყო სავსე სახლი , სოფიო იმ წამს დაიძრა ხაჭვანებიც რომ შევიდნენ და დაინახეს როგორ გადაუდგა წინ დუდას
_კიდევ ერთ სიტყვას იტყვი დუდას მისამართით და მეტყველების უნარს დაგაკარგვინებ, სამუდამოდ! ასეთი სუსტი და უძლური როგორ ხარ საერთოდ
_შენც გაგანადგურებს... შენც ბოლოს მოგიღებს აი ნახავ . ნახავ და მებრალები უკვე
_დუდა ადექი ! _ ქალს ზურგი აქცია და ბიჭს ხელი ჩაკიდა
_სოფია! _ მეხის გავარდნასავით ისმოდა ლევან ხაჭვანის ხმა _ სახლში! _ბრძანება იყო მოკლე და მკაფიო,მაგრამ ქალი არ აპირებდა დუდასთვის ხელის გაშვებას . თითქოს დუდასაც მიზეზად სოფიოს დაცვა სჭირდებოდა ისე წამოიმართა და ხაჭვანის თითებს თავისი ჩაჭიდა .
_ შენც გაგანადგურებს...შენც ბოლოს მოგიღებს და თვითონ გააგრძელებს
_ნათია გაჩუმდი! _ გიორგის ხმამ გადაფარა ბოლოს ყველა და ყველაფერი გაჰყავდა,მაგრამ დუდამ არ მისცა უფლება
_არ გაიყვანო... ცოცხალთან არ დარჩა. მოვლა დაეზარა და გაიქცა. ქალს გარდაცვლილი შვილი ენატრებოდა და მერე შენი მონატრება დაუმატე. მე ვიყავი ყველაფერი და ჩემთვის იყო ყველაფერი. უკანასკნელი ოჯახისწევრი დავკარგე ამ წამს
_გონს არაა ხომ იცნობ ... ცუდად რომაა ასე
_მე კი ვიცნობ შენ რით ვერ გაიცანი ან რა სიყვარულით გიყვარს ასეთით... _ ჩუმად უთხრა მამას და მერე სოფიოსთან ერთად გავიდა ოთახიდან. ხელი როდის გაუშვა ვერ გაიაზრა,ხაჭვანების ოჯახის წინ რომ იდგნენ უკვე აღარ ეხებოდა _ამით დასრულდა გიგაურების დიდი ოჯახის ამბავი , ბატონო კახა _მოხუცს გაუსწორა ამღვრეული მზერა , იცოდა ისიც გლოვობდა ძველ მეგობარს
_მშვიდად იქნება თავის ქმარ_შვილთან ერთად ... შენ ეიმედებოდი და შენ არ უნდა გააქრო მათი სახელები
_ვიზიარებთ ... რა შეგვიძლია თქვენთვის
_არაფერი ! მადლობა , რომ აქ ხართ _ზურგს უკან ესმოდა ნათიას მოთქმა. ოთახიდან რომ გამოიყვანა გიორგიმ გონება დაკარგა და წამსვე მასთან გაჩნდა. სოფიო იდგა უძრავად და უყურებდა როგორ აიყვანა ხელში დედა ,რომელიც რამდენიმე წუთის წინ გულს შუაზე უგლეჯდა.
_სახლში წადი ! _ლევანის ხმა გაიგო და მზერა მოაშორა დედა_შვილს_რას გავხარ ,რა გაცვია სად უნდა იყო და სად ხარ თუ ხვდები_ ჩუმად ელაპარაკებოდა
_ვიღაც კაზანოვასთან რომ გამიშვი შეხვედრაზე რა გეგონა მეც გამაბრუებდა? ჯერ გამოიკვლიე მისი წარსული ცოდვები და მერე გამოგზავნე ჩემამდე !
_ვაჟიშვილი გინდა ამ ასაკში ? უფრო პატარა ბიჭი უნდა იპოვნო მაშინ თორემ ქალის დეფიციტს არც ეს განიცდის.
_წავიდეთ ... _ ეზოში შემოსულ ნავერიანს მიესალმნენ გასვლამდე. კახა დარჩა , ლევანი კი წავიდა. სახლში არ გაჰყვა,ბინაში მივიდა,მოწესრიგდა ,ტანსაცმელი გამოიცვალა,კომფორტულად გამოეწყო და უკან დაბრუნდა. სახლი უკვე ცარიელი იყო. მიცვალებული სასახლეში გადაესვენებინათ . დუდა ეზოში იჯდა , მუხლებზე დაყრდნობილი ,თავდახრილი ,ეწეოდა . მთლიანად შავებით შემოსილი სულისშემხუთველად გამოიყურებოდა. მიახლოებულს ქვემოდან ამოხედა და აშკარა იყო გაუკვირდა მისი იქ ნახვა. გვერდით მიუჯდა სოფია , ხელი მხარზე დაადო და სულ ოდნავ მოუჭირა გონს მოსასვლელად
_სახლში უნდა ვყოფილიყავი... მუშაობის დაწყება კიდევ არ მინდოდა , დამაძალა. მგონი კახასაც მან უთხრა . წუწუნებდა სულ ჩემთანაა და სხვას არაფერს აკეთებსო. ახლოს რომ ვიყავი კარგად იყო,სხვამ ვერ მიხედა ჩემსავით ხომ ხედავ ... მე სხვებს ვმკურნალობდი ის რომ _ისეთი შეცვლილი ჰქონდა ხმა ,მოსმენაც ეუცნაურა სოფიოს
_შენც იცი მისი ამქვეყნად ყოფნა სულის წამება იყო მეტი არაფერი და შენც რომ გააჩერე ცხოვრება მასთან ერთად , ამ სახლში გამოიკეტე კიდევ უფრო ცუდად იგრძნობდა თავს. ესაა სიყვარული, არაეგოისტური და არა ...თავის დადანაშაულება სისულელეა _ ნათია აღარ ახსენა თავი შეიკავა ,მაგრამ დუდა მიუხვდა . სიგარეტის ღერი მოიშორა და სოფიასკენ შებრუნდა
_ყველაფერი მართალია რასაც ამბობს ...უბრალოდ მე განზრახ არავის ვაზიანებ. ყველაფერი უნებურად ხდება
_შენ რა შუაში ხარ დუდა ... ყველას ცხოვრებაში ხდება უბედურება და უარესიც კი . რატომ არაა სხვა ოჯახისწევრის გამო ,სხვისი ბედისწერის და არა შენი . გემუდარები ეს სისულელე ამოიგდე თავიდან და ნათია ფსიქოთერაპევტთან მიიყვანე ვიზიტზე. ბევრი სიანსი დასჭირდება გონს მოსასვლელად და საღი აზრის საპოვნელად
_დედაჩემზე ლაპარაკობ იცი? დედაჩემს დაემუქრე კიდეც
_დედაშენია დედაჩემი კი არა თავი რომ შევიკავო ...
_ლევანმა იცის აქ რომ ხარ?
_ბავშვი ვარ რომელიც სახლიდან გასვლისას იბარებს სად მიდის?
_ჩემ გამო გიღირს მეამბოხე ქალიშვილის სტატუსის მიღება? _ღამის სიჩუმეში მათი ჩურჩულიც ხმამაღლა ისმოდა
_ეგ სტატუსი დიდი ხანია მაქვს და მანდ მაქსიმუმ "ქალიშვილი" ამოვარდეს წინადადებიდან
_სახლში წადი სოფია...მოვა დრო და ვიცი ინანებ ჩემთვის რომ დაიხარჯე _ჩუმად უყურებდა ერთხანს, რას ფიქრობდა ვინ იცის
_დაძინებას თუ არ აპირებ ისე მაინც დაისვენე ... წინ გაქვს კიდე დღეები გადასატანი და შენ ისედაც ყველაფრით გადაღლილი ხარ
_შენ დაისვენე ... უმცროსი ექიმი ისევ არ გეყოლება გვერდით და ბევრი საქმე გექნება
_შენ გათენებას აპირებ?
_არ დამეძინება თორემ ვიცი აზრი აღარ აქვს ახლა არაფერს და რაც გაკეთდდება ისევ ჩვენთვის ,ცოცხალი ადამიანებისთვის
_აქ თუ აპირებ ჯდომას მეც არ დამეძინება და ვიქნები... თქვენი ეზო ულამაზესია. თითქოს ქალაქში კი არა სადღაც აგარაკზე ხარ
_ბებოს საყვარელი ყვავილებია... ქვემოთ ვერ ჩამოდიოდა ხშირად და აივნიდან უყურებდა . წიგნებს ვუკითხავდი ცუდად როცა იყო . ის იყო ქალი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა . ბავშვივით უხაროდა ყოველი ახალი წიგნი და მეც თვეში რამდენჯერმე ვყიდულობდი. კითხვის დროს გვავიწყდებოდა ყველაფერი, მერე ჩაეძინებოდა ზოგჯერ მატყუებდა ვიცოდი , არ ვიმჩნევდი. გვერდით მივუწვებოდი ამ დროს და მეც გარინდული არაფერს ვამბობდი. ისე მომეფერებოდა ,თავზე ხელს გადამისვამდა ... მერე ხელს ვერ ამოძრავებდა და ცრემლები ერეოდა ,როცა უნდოდა შემხებოდა . ვხვდებოდი წინასწარ ,თვითონ ვიჭერდი მის მტევანს და ლოყაზე ვიდებდი . მისი ერთი წვეთი სისხლი არ მქონდა და მთელი ჩემი ცხოვრება იყო . ყველაფერი სიკეთე ,სიხარული,სითბო მისგან მივიღე და ვისწავლე. ერთხელ ვუთხარი ნეტავ ბიძაჩემის ნაცვლად მე მოვმკვდარიყავი_თქო და გაგიჟდა. ისე გამიბრაზდა აღარ მელაპარაკებოდა იმ დღეს.
_მე შენ ასეთს არ გიცნობ და ნუ შემიცვლი წარმოდგენას
_როგორს
_საცოდავს ...
_ქალებს რომ არ ვეჩხუბები იმიტომ?
_თავი სულ უნდა დაიცვა ვინც არ უნდა იდგეს შენ წინ მაინც
_შენ ასე იქცევი?
_დიახ ! მე ნამდვილად არ ვაპატიებ არავის და თუ გინდა გაბრაზდი
_დედაჩემს არ აპატიებ ჩემთან ჩხუბს?
_შენთვის სისულელეების დაბრალებას და შენ წნეხში მოქცევას,შენ ფსიქიკაზე მოქმედებას და მანიპულირებას
_დედაჩემია
_მერე რა ... ამიტომ უნდა გადაგიყვანოს ჭკუდიან და გაფიქრებინოს საშინელებები?
_თუ მართლა ჩემ გამოა?
_რა ... შენ გამო ჩხუბობდნენ დედაშენი და მამაშენი?მაშინ შვილი არ უნდა გაეჩინა თუ ქმარს და შვილს დროს ვერ უნაწილებდა
_ბიძაჩემი ჩემთან მოდიოდა ... თემა გვქონდა რაღაც სულელური და ქალაქგარეთ არიანო უთხრეს. სახლში ვიყავი დაბოლილი და ტელეფონს არ ვპასუხობდი , ვერ დამიკავშირდა და წავიდა ჩემ საპოვნელად. თვითონაც არ იყო ფხიზელი , იმ ტიპებთან უთანხმოებაც მის გამო გვქონდა საძმაკაცოს,მაგრამ მაინც იქ ჩემთვის მიდიოდა
_ავარიამდე ესროლეს დუდა...
_საიდან იცი
_უბრალოდ ვიცი და მორჩა
_სოფია ...
_სტუდენტი ვიყავი ... გაკვეთას ვესწრებოდი. ავარიამდეც სიკვდილ_სიცოცხლის ზღვარზე იყო და შენ არაფერ შუაში ხარ . თვითონ ჰქონდა იმათთან კონფლიქტი და პირიქით,ლამის შენ მოგკლეს მაგ ამბის გამო. იმის რაც შენ დაბადებამდე დაიწყო და ვერ დასრულდა სანამ ორივე მხარემ სიკვდილით არ დაასრულა...
_დედაჩემმა არ იცის ... შენ იმაზე მეტი გცოდნია ექიმო ვიდრე წარმომედგინა
_პატარა ბავშვია და უმალავთ? შენი დადანაშაულებაა კარგი ქცევაა დედისგან ?
_აფექტშია ახლა
_საწყალი ის ვინც მისი რძალი გახდება ...
_ასეთი პირდაპირიც ნუ ხარ ... დედაა ჩემი და სამყაროს მირჩევნია
_გერჩივნოს ,სიმართლესაც გაუსწორე თან თვალი
_ასე შეიძლება ? თან გიყვარდეს და თან არ მოგწონდეს
_ეგაა ნამდვილი სიყვარული თორემ ვინც იდეალურია ის ყველას უყვარს.
_მგონია რომ დრო გაჩერდა ... ვერ ვფიქრობ და უამრავი საქმე მაქვს წინ . იმდენი რამეა მოსაგვარებელი
_გიორგი მიხედავს ... მე თუ რამე შემიძლია
_ამაზე მეტი აქ და ახლა რომ ხარ რამე არსებობს ?
_საკუთარი თავი არ უნდა დატოვო...შენზე დიდი და ძლიერი საყრდენი არავინ არსებობს შენი თავისთვის
_გაიყინები და უფრო ვინერვიულებ _ მტევანზე შეეხო და ხელის ზურგზე აკოცა _ სახლში დაბრუნდი ... იზრუნე საკუთარ თავზე სანამ დროა ,თორემ მერე გვიან იქნება
_სად ხარ ... გინდა გაიყინო და გამაგიჟო? _ პლედით ხელში მოაბიჯებდა კიბეზე ნათია . არეული ჰქონდა თმა, თვალები დაწითლებული და შეშუპებული,ხმა დაკარგული . ჩხუბის მერეც დედა იყო . დუდას რომ გაეღიმა იმ წამს მიხვდა რატომ არ გაუბრაზდა ,რატომ იყო დედისგან მისი დაცვა უაზრო . მაშინვე წამოდგა,ლოყაზე აკოცა და უსიტყვოდ დატოვა დედა_შვილი. ნათიას ჯერ კიდევ არ ჰყავდა შემჩნეული კიბის ქვეშ მჯდომი და გვერდით რომ ჩაუარა მოჩვენებასავით აშკარად არ ელოდა.
_მოვდივარ ... თვითონ მოიფარე , შენ უფრო ადვილად ცივდები _ არ დაუნახავს ,მაგრამ იცოდა როგორ მოახურა ქალს მისთვის მოტანილი პლედი და როგორ მოხვია ხელი _წამოდი . დაუბრუნდი გიორგის საწოლში,გაგიბრაზდება თუ მიხვდა,რომ გამოეპარე _სიჩუმეში კარგად ესმოდა მისი საუბარი . კიბეზე მიაბიჯებდა სანამ სოფიო მანქანაში ჩაჯდა და შეტყობინებაც მიიღო "ჩემზე დარდებით არასდროს დაიმძიმო ცხოვრება . მე ყველაფრის გადატანის , გაძლების და გაგრძელების უნარი მაქვს .
მადლობა და მაპატიე ყველაფერი "
"შეეშვი ჩემთვის მადლობის გადახდას და სანამ არ გამაბრაზებ იქამდე ბოდიშსაც ნუ მომიხდი!" მისწერა და წამსვე მიიღო პასუხად სიცილის სმაილიკი
"სახლში რომ მიხვალთ ,თუ არ შეწუხდებით შემატყობინეთ ქალბატონო სოფიო " _ ქალბატონოთი რომ მიმართავდა ეს უკვე ნიშნავდა რომ "ემორჩილებოდა" მის მოთხოვნებს.
პირდაპირ სააბაზანოში შევიდა,შხაპი სჭირდებოდა დამშვიდებისთვისაც . ყველაფერი ერთად დააწვა მხრებზე და გადაღლილი მივიდა საწოლამდე. სულ დაავიწყდა დუდასთვის მიეწერა,არც იყო შეჩვეული მსგავს ქმედებას და საერთოდ ბოლოს ვის გაუგზავნა შეტყობინება "სახლში ვარ " არც ახსოვდა.
_რა ხდება _ ჩაძინებული იყო ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა და წამსვე გამოფხიზლდა _კარგად ხარ?
_მე თუ შენ ... გწერ ამდენი ხანია და არ მპასუხობ . მოვდიოდი უკვე
_სად მოდიოდი დუდა
_მეგონა რამე დაგემართა გზაში... გამოუძინებელს და გადაღლილს
_სახლში ვარ
_მართლა ?
_ფოტო ჩაგიგდო საწოლიდან ?
_კარგი დაიძინე ... სხვა დროს ნუ მანერვიულებთ გთხოვთ ქალბატონო სოფიო
_32 წლის ქალისგან დედაც აღარ ელოდება მსგავს შეტყობინებას. თვითონ დაისვენე ,წინ გაქვს იმდენი გადასათენებელი დღე და ნუ ზიხარ მანდ
_შენ რა იცი სად ვზივარ
_მაგ ხალიჩაზე დაწოლაც არ იფიქრო... რამე დაგემართება და სულ არ იქნება ბებიაშენი ბედნიერი. ადროვე მის სულს დამშვიდდეს
_ჯადოქარი ხარ? _ირგვლივ ისე მიმოიხედა თითქოს კამერას იპოვნიდა
_საღამომდე დუდა..._ბალიშს იყო ჩახუტებული . ტელეფონი გადადო და ისევ სცადა დაძინება.მთელი ღამე შფოთავდა ,ზუსტად იცოდა დუდა საძინებლამდე არ მივიდოდა და ძილშიც მისი გამოსახულება ელანდებოდა.

მთელი დღე მუშაობდა.
საღამოსაც ვერ მოახერხა დროულად გასვლა და ისევ გვიან შევიდა გიგაურების ეზოში.
დუდა ბიჭებთან ერთად იდგა. ნათლული ჰყავდა გვერდით და კიდევ რამდენიმე მეგობარი. ზოგს შორიდან იცნობდა,ზოგს არც . ისე მოეხვია ყიფიანი ,წამში გადმოვიდა ყველას ყურადღება მათზე .
_საღამო მშვიდობის _ უხერხულად იდგა მის გვერდით და ისევ გრძნობდა წელზე ხელის შეხებას . ბიჭებს მიესალმა და შემდეგ დაიძრა მეორე სართულისკენ. ყვავილების პატარა კალათა ეჭირა ხელში ,სასახლეზე დადო და სკამებზე მჯდომ რამდენიმე ქალს თავის დაკვრით მიუსამძიმრა. ნათია დივანზე იჯდა , ჩარჩოში ჩასმული ფოტო ჰქონდა ჩახუტებული და ერთად ტიროდა ყველა დაკარგულ ოჯახის წევრს. იმ წამს შეებრალა ყველაზე მეტად ,ოთახიდან გამოსვლისას კი გიორგი ყიფიანის თვალები დაინახა, ცოლისკენ მიმართული მზერა . ნათიას გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა. ჭორებსა და ხალხის ხმასაც კი არ უსმინა,შეურიგდა მიუხედავად იმისა , რომ იცოდა ყოველთვის ისაუბრებდნენ მათზე. ყოველ წამს მზად იყო მის საყრდენად გადაქცეულიყო .
_სოფიო , ერთი წუთით შეიძლება?
_გისმენთ ,გიორგი _ ყველასგან მოშორებით გაიყვანა და ისიც უკან მიჰყვა მშვიდად
_ბევრ დროს არ წაგართმევ... ისედაც ზედმეტს ხარჯავ ჩვენთვის. ზრდასრული ქალი ხარ და ჭკუას ვერ დაგარიგებ ისე როგორც პატარა გოგოს ან ჩემი შვილის თანატოლს _სიგარეტის ღერს ატრიალებდა თითებსშორის და ღელავდა აშკარად
_პირდაპირ მითხარი გიორგი ... ბავშვი ნამდვილად აღარ ვარ და არც ბავშვობისას ვიცოდი გაბუტვები .
_დუდა გამიბრაზდება რომ გაიგოს ჩვენი საუბრის თემა
_ვერ გაიგებს თუ თქვენ არ ეტყვით
_სულ რომ ყველაფერზე ყველამ თვალი დავხუჭოთ ვერ გამოვა თქვენგან ის წყვილი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება რომ უწერია ორივეს ისეთი ხასიათი გაქვთ. დუდას ეზიზღება თუ თვითონ არ მართავს ყველაფერს და შენც ასეთივე ხასიათი გაქვს. გუშინ ისე გადაეფარე თითქოს პატარა ბავშვს იცავდი ეგ გააგიჟებს ბოლოს.
_დუდა ჩემი პროტეჟეა, რეზიდენტი რომელსაც კარგ ექიმად ვაქცევ და ადამიანი რომელსაც ვენდობი . ჩემი ცხოვრებია წესი ასეთია,ვისი იმედიც მაქვს მეც მისი იმედი უნდა ვიყო ნებისმიერ დროს და ვითარებაში. დავიჯერო შენნაირ კაცს არ გყოლია ქალი მეგობრები რომელთანაც სექსუალური კავშირი არ გქონია?
_მყავდა , ყველა ჩემი ძმაკაცების დები იყვნენ ან ნათესავები , მამას ძმაკაცების შვილები ან ნათიას დაქალები ,მერე უკვე ჩემი ძმაკაცების ცოლებიც და არცერთთან ვყოფილვარ ისე ახლოს ვინმეს სხვა ფიქრი რომ გასჩენოდა. თქვენ კი ... თქვენ არ გაქვთ მეგობრების ან უფროსიაა და თანამშრომლის მოსწავლის და მასწავლებლის მზერა
_გგონიათ მეშინია ვინმეს ან რამეს და ვმალავ საკუთარ გრძნობას? 20 წლის გოგო ვარ და მეშინია სახლიდან არ გამომაგდონ?
_იქნებ თავადაც ვერ ხვდები ან იცი რომ არასწორია და არ უტყდები თავს ... თუ არაფერზა დარდობ ყიფიანებს და ხაჭვანებს მაინც ნუ გაგვიახლებ მტრობას _რომელ მტრობასო უნდოდა ეკითხა,მაგრამ შიგნიდან კივილის ხმა გამოვიდა ,ნათიამ გონება დაკარგაო და ისიც იქეთ გაიქცა . სოფიო ისე წავიდა დუდა აღარ უნახავს. ათასი აზრი გაუჩნდა თავში ისევ ,სული შეუხუთა გაურკვევლობამ.

_სოფიო? სოოფ როგორ ხარ? აქ რა გინდა შენ? კახიცაა ? ღმერთო რამდენი წელი გავიდაა
_ნინია ... როდის დაბრუნდი. ბოლოს რომ მოგწერე არ აპირებდი
_ბოლოს როდის მომწერე ადამიანო
_რამდენიმე თვის წინ და ნუ ადრამატულებ. შენც არ გაქვს დრო
_წუხელ ჩამოვფრინდი...ნატალიას ამბავი რომ გავიგე მაშინვე ვიყიდე ბილეთი. უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილო . შენ არ იცი ხო? ჩვენ რომ ანდროსთან და ნატალიასთან ვიზრდებოდით ნახევრად. ობლებს,ლოთი მამაჩემის იმედად დარჩენილებს გიგაურები გვზრდიდნენ რეალურად . ნათიას რომ ყიდულობდნენ ახალ კაბას ჩემთვისაც მოჰქონდათ ... ასე მგონია დედა მომიკვდა
_არ გითქვამს ეგ ადრე
_როგორ არ მითქვამს . დედას მეგობარი გვივლიდა_თქო
_ნატალია თუ იყო ეგ არ მახსოვდა თორემ ამბები ვიცი
_მიდიხარ უკვე ? _ დუდა მივიდა . შავები ეცვა ხშირად, მაგრამ მგლოვიარეს ტანზე სულ სხვანაირად მუქი და მძიმე ჩანდა ეს ფერი. წვერიც თითქოს ორ დღეში უფრო გაეზარდა.
_დუუ თქვენ საიდან იცნობთ?
_ჩემი უმცროსი ექიმია...
_მოიცა დუდაა ის ბიჭი ვის ტრფობასაც გაბრალებენ ხაჭვანები? _ ისე უდარდელად უთხრა როგორც იცოდა ხოლმე სულ,მთელი ცხოვრება . სანამ რეაგირებას მოასწრებდა დუდა მთელი ტანით მისკენ იყო უკვე მიბრუნებული და თვალებში უყურებდა
_იმიტომ მიღრენს ლევანი? მეც არ ვიფიქრე რა ვაწყენინე_თქო ? ახლა დავმშვიდდები. აქამდე რატომ არ მითხარი
_რა უნდა მეთქვა ჩემზე უმცროსი,ჩემი უმცროსი ექიმის შეყვარებას რომ მაბრალებენ და ჭკუა გამოგეცალაო მეუბნებიან? ეგ ზედმეტად ოჯახური თემა იყო,მაგრამ ნინიასთვის ზღვარი და სტოპი არ არსებობს
_ჩემ დუდას რას უწუნებენ ეგ ვერ გავიგე ... ვიფიქრე ვიღაც ბავშვი ჰყავსთქო. სახელი და გვარი როგორ არ გკითხე,მაგრამ ექიმები ცუდად მხდით და მეთქი რაში მაინტერესებს ამის უმცროსი ექიმი და ლევანის მოლანდებები_თქო
_ნინია ,ნინიკო,ნინო გეყოფა და შედი ახლა ნათიასთან . მიუჯექი გვერდით სანამ ისევ გონს დაკარგავს
_არაფერი მოუვა გიორგი იქაა და ნუ გავიწყდება შენ არ ხარ მაგათი მშობელი ისინი არიან შენები ... სამსახურშიც ასეთია? ყველაზე და ყველაფერზე ამან უნდა იზრუნოს. ბავშვობიდან ჭკუიდან გადავყავარ ვის დაემსგავსა არ ვიცი. ანდროა ზუსტად ,მაგრამ როგორ რანაირად არ ვიცი
_ანდრომ გაზარდა და გავს ანდროს რად უნდა მაგას გაოცება ნინია?
_წამოდით ...ქვემოთ დავსხდეთ. ყავა დავლიოთ
_შენ დღეს რამე ჭამე ან დალიე?
_მეშვიდედ რომ მომწერე ჭამე და თავს მიხედეო მაშინ ვისადილე _კიბეზე ჩასვლის დროს ფეხი გადაუბრუნდა და მაშინვე დაიჭირა_ ეს ფეხსაცნელი გადააგდე_თქო როდის გითხარით ქალბატონო სოფიო ,თუ გახსოვთ
_კომფორტულია_თქო ხომ გითხარი. უნდა ჩაგაცვა მაინცადამაინც რომ დაიჯერო?
_შენი 38 ზომა ფეხსაცმელი ჩემ 46 ზომა ტერფს როგორ მოერგება არ ვიცი თორემ შენ თუ მიბრძანებ ხომ იცი გავაკეთებ _ხელი რომ მოხვია აღარც გაუშვია. ნინია კი თვალს არ აშორებდა და სიტყვებს ვერ პოულობდა. აზრები კი გაუჩნდა ათიათასი,მაგრამ ეს ის მომენტი იყო როცა ხმამაღლა გაჟღერება არ ღირდა. სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ ისხდნენ .დუდამ ყავის მომზადება დაიწყო ისე რომ სოფიასთვის არ უკითხავს როგორი უნდოდა , მისი საყვარელი ტკბილეულიც წინ დაუდო და საერთოდ უკვე გასისხლხორცებული ჰქონდა ყველაფერი რაც მას ეხებოდა.
_რამდენი ხნით ხარ... თუ დარჩები სადმე წავიდეთ ერთად . შვებულებას ავიღებ სამსახურში
_ვრჩები ამ ზაფხულს
_ამდენი ხნით?
_რაღა დარჩა ... ივლისის ბოლო კი არის და აგვისტოში ისედაც შვებულება მაქვს .
_რომ ინახულებ ნათესავებს ,მეგობრებს და
_ყველას თუ ჩამოვუარე დასასვენებლად წასასვლელი დრო აღარ მექნება. დუდასთან წავიდეთ სურამში თუ გაქირავებული არ აქვს
_მე გიმასპინძლებთ
_შენ ვერ გვიმასპინძლებ... სადიპლომო გაქვს წინ
_ოთხ დღეშია,ვერ შევძლებ გასვლას ,გადავდებ
_რას ნიშნავს გადადებ... წინ კიდევ რამხელა გზა გაქვს ახლა გადადება შეიძლება?
_ხომ უნდა ვიმეცადინო ... რობოტი ხომ არ ვარ. ვერ ვაზროვნებ სოფია
_მე გამეცადინებ და ისწავლი ან ტესტებს ვიშოვი . რომელიმე აირჩიე
_ჩემი მეცადინეობისთვის დრო სად გაქვს ნეტავ ... დღის რომელ მონაკვეთში ან მე როდის დავჯდები. ნატალიას ცხედარი ასვენია ამ სახლში
_ნატალიას შენი წარმატება რომ გაახარებს ისე იქ დგომა და მოთქმა არ ესიამოვნება. ტესტებს ვიშოვი და იმ ორასს ისწავლი
_გამორიცხე !
_მაშინ მეცადინეობას ვიწყებთ... არ მჭირდება უმცროსი ექიმი რომელიც საერთოდ უდიპლომოა
_არ შემიძლია ახლა ...
_მომავალ წლამდე რას აპირებ აბა ... მართლა ბავშვი ხომ არ გგონია თავი?26 წლის რომ ვიყავი რეზიდენტურას ვასრულებდი ,ვმუშაობდი ... ღმერთო რამდენი დრო გავიდა _ ღრმად ჩაისუნთქა და თავი ფინჯნისკენ დახარა . თითები თმაში შეიცურა და თვალები დახუჭა _ კარგი ხო ,არაფერი მითხრა . ვიცი შენ სხვა ხარ მე სხვა ,მაგრამ ახლა გყავარ და მე უფლებას ვერ მოგცემ შეფერხდე
_თავი გტკივა ? თუ თვალები... ცხელა აქ მგონი ძალიან. იქეთ გადავიდეთ,კონდიციონერი
_არ გვინდა , ნორმალური ტემპერატურაა და თან სიმშვიდეა _ნინიამ ძლივს დაილაპარაკა და სოფიას თავთან მდგომ დუდაზე მზერა გაეყინა . ისე უყურებდა თითქოს მისი თავის ტკივილის გარდა პრობლემა არ ჰქონდა.
_საპირფარეშო საითაა? _ უცებ წამოდგა და აშკარა იყო ღებინების შეგრძნება ჰქონდა
_პირდაპირ და ბოლო კარია ... რა გჭირს
_არაფერია _ სწრაფად წავიდა და მერე ხმაურით მოიხურა კარი. ნინიას ფეხები გაეყინა ,დუდა კი დერეფანში ელოდა და მერეც დამფრთხალი თვალებით უყურებდა_კარგად ვარ
_რაზე ნერვიულობ ასე _ გააჟღერა პირველი კითხვა და გაფითრებულ სახეზე თითები შეახო _რა დაგემართა ასეთი მოუგვარებელი
_არაფერი ... უბრალოდ წნევა მაქვს დაბალი ალბათ
_ნუ მატყუებ
_ორსულად ხომ არ ხარ შემთხვევით... ჯოხაძემ ხომ არ გვიშველა ყველა შენ გულშემატკივარს _ნინიას ხმამ ბასრი ხმალივით გაუარა დუდას . წამში გაუხდა ცივი მზერა და ისე ჩააჩერდა თვალებში სოფიას ქალი წამში გამოაფხიზლა
_შენ რაღა დაგემართა ნინია
_ბოლოს რომ ვიჭორავეთ ლევანი სანდრიკოსთან არ გშიფავდა ? შენც ძაან აჟიტირებული ახასიათებდი და რა ვთქვი ასეთი გასაოცარი ... იქნებ
_კიდევ შეხვდი? _ჯერ ზურგი აქცია მერე ვერ მოითმინა და გამშრალ ყელში ცივი წყალი რომ ჩაუშვა და სული მოითქვა მაშინ ჰკითხა
_ხო აი პანაშვიდებამდე ვხვდები და აქედან წასული ვჟ.მაობ ... იმდენად მაგარია უკვე ორსულად ვარ . ეს ხუმრობს და შენ რაღა დაგემართა . ჩემი წასვლის დროა , ისედაც ზედმეტად დიდხანს დავრჩი . ნინია დამიკავშირდი ხვალ თუ ვერ შევხვდებით _ წამში გაიყინა ,როგორც იცოდა გაცოფებისას ისეთი უმეტყველო გაუხდა სახე . ზედაც აღარ შეხედა დუდას ისე შებრუნდა და წავიდა.
ზედმეტი იყო იმ დღისთვის ეს ყველაფერი და მეტის გაძლება აღარ შეეძლო. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, ისედაც სულ დაძაბული იყო ,მუდამ სტრესში მყოფი და ახლა ათას პდოფესიულ პრობლემას პირადი ცხოვრებაც დაემატა ,რომელიც საერთოდ უკონტროლოდ,მისგან დამოუკიდებლად მძიმდებოდა.

_რა მტრობა გქონდათ თქვენ და ხაჭვანებს _ შუაღამეს დაურეკა კახას და გამარჯობაც არ უთქვამს ისე დაუსვა კითხვა
_რომელი საათია ...სად ხარ და რა კითხვა გაქვს ან რა ტონია
_მითხარი მოკლედ და გავთიშავ
_ახლა არაფერი და თუ შენ და დუდა არ გააცოცხლებთ კარგი იქნება
_მე რატომ არაფერი ვიცი ,როდის მოხდა
_შენ დაბადებამდე იყო და იმიტომ არ იცი
_ლევანია შუაში? ლევანი და გიორგი მტრობდნენ?
_მნიშვნელობა არ აქვს რა როგორ იყო. დაასრულე ყველაფერი რაც ცუდად მოქმედებს შენზე. ამას გასწავლი მთელი ცხოვრებაა
_მაშინ სამსახურიდანაც წამოვალ
_მე დაგაძალე ექიმობა?
_შენ შთამაგონე როგორც ყველაფერი და
_ახლა მე მაბრალებ შენ რომ მარტივი გზა არ აირჩიე ?
_მართლა მინდა ყველაფრისგან დავისვენო და მათ შორის პაციენტებიდანაც. მითხარი სიმართლე და დავასრულებ ყველაფერს
_საუკუნის ამბავია ... მეც აღარ მახსოვდა უკვე . შენ სად გადააწყდი
_გაიხსენე და მომიყევი მოკლედ
_ჩემი და უყვარდა გიორგის ბიძას,მაგრამ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. არაკაცი იყო და ჩვენთვის შეუფერებელი, სოფიკო გაპარვას აპირებდა მასთან ერთად რომ გამოვიჭირე და გავაჩერე. ვიჩხუბეთ , ყიფიანების მთელი გვარი შეიკრიბა ჩვენ კართან. მამაჩემი ჩემზე პრინციპული იყო და პირდაპირ მიახალა ყველას ჩემ შვილს ტყეში არ გადავაცხოვრებ მაგ უწიგნურ დამნაშავესთანო. მოსკოვში გაუშვა სოფიკო ბოლოს და მერე კი გაყვა ალექსეის ,მაგრამ ჩვენ შორის ძლივს დალაგდა ყველაფერი. ანდრომ სიძედ რომ მიიღო გიორგი მაშინ საბოლოოდ დავსვით წერტილი. ფაქტობრივად ანდროს დამსახურება იყო იქამდეც თორემ გიორგის მამა ძმის შეურაცხყოფას კი არა ,ისეთი იყო არაფერს შეგარჩენდა. რომ გაიგოს მის შვილიშვილს უყვარხარ
_არ ვუყვარვარ !
_აბა რაში გადარდებს ძველი მტრობა... ამუშავე და მორჩა
_მიყვირი კახა?
_მაგიჟებ უკვე და გონს მოდი ნუ იქცევი ბავშვივით
_ჯოხაძეს და დუდას შორის რაც მოხდა იცოდი და მაინც გამიშვით იქ?
_ მამაშენმა არ იცოდა იმ ნაბ.ჭვარს რაც ჰქონდა მიქარული. ჯერ კიდევ 17 წლის დუდამ ისე სცემა ერთი მაგათი უბნელი გოგოს შევიწროების გამო ..კიდევ რაღაც ამბები დაემატა მაშინ ,აღარ მახსოვს ყველაფერი. ისეთი ამბავი აიწია ყიფიანმა გადახვეწა ქვეყნიდან და კიდეც გაუნათდდა გზა. მერე აეწყო მაგის კარიერა მადლობას უნდა ეუბნებოდეს დუდას. ისე კი პატარა ბავშვმა შეარცხვინა მაშინ ბოლომდე
_და ასეთ კაცთან მე რა მინდოდა პაემანზე ან როგორ დამაკავშირა ლევანმა
_არ იცოდა და ახლა სხვა კაცია
_კაცი? ცოდნას იძენს ადამიანი და კაცობა ოდესმე შეიძლება მიიღო,იყიდო,ისწავლო?_საერთოდ არ იცოდა ამბავი ,კახას დააცდენინა და ახლა კიდევ უფრო მეტად იყო გაბრაზებული _შენ შვილს უთხარი
_გეყოფა უკვე ! გახსოვდეს უმცროს_უფროსი და
_აღიარე რომ დამნაშავეა
_ჩემი აღიარება უშველის? მოხდა და მორჩა. დაამთავრე ხომ? დუდასთანაც დაასრულე... ჩვენ რომ გავჩერდეთ , ყიფიანები არ მიგიღებენ და მამაშენს ნუ გადაიყოლებ
_რომელი საუკუნეა
_თუ არ გიყვარს რატომ ფიქრობ ამდენს
_იმდენს მაბრალებთ დავფიქრდი უკვე
_სოფია დამკარგავ იცოდე !
_დაიძინე ... ისეთს არაფერს ჩავიდენ რომ დამკარგო

კახასთან საუბარი დაასრულა ,მაგრამ რა მოასვენებდა. იცოდა ეს მოკლედ მოთხრობილი ამბავი ინახავდა კიდევ ბევრ სხვა დეტალს და ასე უბრალოდ დაწყებულ_დასრულებული არ იყო. ყიფიანი არ უხსენებდა ბიძამისის შეუმდგარი სიყვარულის ამბავს . დუდამ იცოდა? ეცოდინებოდა ,მაგრამ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.
უკვე მერამდენე ღამეს ათენებდა.
კიდევ რამდენჯერ უნდა არეოდა ფიქრები და რამდენჯერ უნდა დაკარგულიყო ამ უსასრულო ლაბირინთში.

გაათენა.
საწოლში რომ ვერ მოისვენა გარეთ გავიდა. ზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი დღე იწყებოდა. ცაზე ფერები ენაცვლებოდა ერთმანეთს ,თენდებოდა .
სიგარეტის კვამლში გახვეულს უკვე თმის ღერებზეც ასდიოდა თამბაქოს სუნი. ეზიზღებოდა ეს მომენტი და იმ წამსვე გადაწყვიტა საბოლოოდ დაენებებინა თავი.
ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა აივანზე მდგომ სავარძელში ჩაძინებული. დუდა უგზავნიდა შეტყობინებებს
_"თქვენ არ შეგაწუხებთ მეცადინეობისთვის...არც ვინმესთვის ტესტების თხოვნით დაგამცირებთ ქალბატონო სოფიო "_ტესტების ფოტოები გაუგზავნა შემდეგ წარწერით _"დავიწყე " . პასუხი არ დაუბრუნა. პატარა ბავშვივით იქცეოდა ზოგჯერ,მაგრამ სხვაგვარად არ იცოდა ცხოვრება ქალმა რომელიც ახლა იწყებდა ზრდას. გულმაც კი სხვაგვარად დაიწყო ფეთქვა, გონებიდანაც ვერ იგდებდა ყიფიანს . ყველაზე უარესი კი იყო ფიქრი რომ თავად იყო დუდასთვის უფროსი მეგობარი,დედის მზრდუნველობით და სრულიად განსხვავებული ცხოვრებით. სარკის წინ იდგა ბოლოს და საკუთარ თავს აკვირდებოდა. ბავშვი აღარ უმზერდა იქედან, თინეიჯერიც კი ჩაშავებული თვალებით,გადაღლილი და ძალაგამოცლილი იყო. არასდროს დაფიქრებულა საკუთარ გარეგნობაზს, იმ სილამაზის გამოყენებაზე რაც ჰქონდა და იმის დამატებაზე რაც აკლდა. საკუთარი სტილი ჰქონდა, დახვეწილი მანერები და გემოვნება,მაგრამ მიმზიდველი არასდროს უცდია ყოფილიყო. გაახსენდა ის შავი კაბა და დუდას მზერა. დაინახა როგორ გაუწითლდა ღაწვები და ფერი მიეცა სახეს. გაფიქრაბაც კმაროდა? ცოცხლდებოდა? გულზე ხელი მიიდო და კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა სუნთქვა. შავად შეღებილი თმა არეულად ეყარა მხრებზე და მკერდზე . ხელით გადაიყარა ზურგზე და საცვლებიდან მომზირალ სხეულის კონტურს დააკვირდა. ბარძაყებზს სტრიები ჰქონდა , პაწაწინა მკრთალი ზოლები გაურუჯავ კანზე . არ მოეწონებაო იფიქრა და ამ ფიქრმა გააგიჟა წამსვე. ის რა დუდასთვის თავის მოწონებაზე დარდობდა?კიოდა გონებაში ხმა . თვითონ როგორი იყო?იდეალური ! იმ წამს გაიაზრა რომ მისი ყველა ნაკვთი ზეპირად იცოდა, სხეულის ყველა კონტური და გაუკვირდა იქამდრე როგორ იკავებდა თავს. გაახსენდა რამდენიმს სიზმრად წარმოსახული კადრი და სითბო ჩაეღვარა მთელს სხეულში.
ცხოვრებაში არ ჰქონია უკმარისობის შეგრძნება ახლა კი ფიქრობდა რომ საკმარისად კარგი არ იყო. დუდასთვის შეუფერებელი , "sugar mammy" გამოდიოდა? საკუთარ აზრზე სიმწრის სიცილი ჰქონდა. ბოლოს ისტერიულად ხარხარებდა.
_მაინც რა სულელი ქალი გამოდექი სოფია! გრცხვენოდეს ! _საკუთარი სახე მოიქცია ხელებსშორის სარკე აატრიალა და მაღალი ჩარჩო ერთიანად დაეცა იატაკზე. ნამსხვრევებად გადაიქცა მაღალი თვითშეფასაბის მქონე ექიმის დაუნახავი სილამაზე.


ყველაფერი გულს ურევდა სტრესის დროს და ამჯერადაც არ მიატოვა ჩვევამ. სამსახურში წასვლაც არ უნდოდა ,სახლში დარჩა მთელი დღით. განყოფილების უფროსი რაც გახდა მას მერე მნიშვნელობა არ ჰქონდა მორიგე ვინ იყო , არ შორდებოდა კაბინეტს. იმ დილას კი დამძიმებული თავი ვერ ასწია საწოლიდან და საათები გაატარა მოჩვენებასავით.
_სამსახურში რატომ არ ხარ _თითქოს არც გაკვირვებია დუდას შეტყობინება
_შენ ხარ ? _გული აუჩქარდა წამსვე ,გამოცოცხლდა და გახალისდდა
_აქვე ვიყავი და შემოვიარე. რაღაცები მაქვს წასაღები და ვიფიქრე ვნახავ_თქო ,მაგრამ არ დამხვდი
_გასაღები ხომ გაქვს
_მაქვს . სად ხარ ?
_სახლში
_კარს გამიღებ ? _ ბალიშს იყო ჩახუტებული და ეღიმებოდა სრულიად უმიზეზოდ. დუდამ რომ მისწერა და სულელი გოგოსავით წამსვე გაიქცა კარისაკენ.
თმაარეული, პერანგზე მოცმული ატლასის ხალათით ,ფეხშიშველი იდგა ყიფიანის წინ
_რომელი საათია იმედია იცით ქალბატონო სოფიო _ ჯერ უკან მიიხედა კიბეზე მართლა ადიოდა ვიღაც . შემდეგ თვალის დახამხამებაში შეიყვანა სახლში და ზურგს უკან მიიხურა კარი . ერთ ხელში ქაღალდის პარკი ეჭირა მეორე კი სოფიოს წელზე ჰქონდა _ ასე კარის გაღება როგორ შეიძლება 5 წლის ბავშვი ხარ სოფიო?
_მტუქსავ თუ რას შვები
_შენი ზედა მეზობელი მოდიოდა ...იცნობ ?
_კი . კიბეზე ვხვდები ხოლმე...სულ მინდა გავიგო დაკავებულია თუ არა. შენ როგორც მთელი ქალაქის ნაცნობს ხომ არ გაქვს ინფორმაცია მასზეც?
_საერთოდ რომ დაივიწყოთ კაცთა მოდგმა არ გინდათ? _ ხალათის ქამარი თავად შეუკრა და არეული სუნთქვით გაეცალა _ რაღაც რომ გჭირს ფაქტი იყო ,მაგრამ დღის 2 საათზე თუ ასე დამხვდებოდი რას ვიფიქრებდი
_რა მომიტანე ცუდად მყოფს? _ მზერა გააყოლა ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილს. დასცხა და თმა წამსვე მაღლა აიწია _შემოდი
_ტკბილეული ... ალბათ მშიერი ხარ. გეძინა და გაგაღვიძე?
_საერთოდ ვერ დავიძინე ... სახეზე არ მეტყობა?
_რატომ ვერ დაიძინე _სამზარეულოში შევიდნენ . მაგიდასთან მაღალ სკამზე დაჯდა და დაელოდა . მასპინძელმა ამოალაგა ყუთიდან ნამცხვრები და საყვარელი ეკლერის დაგემოვნება მაშინვე დაიწყო
_ყავას ხომ დალევ?
_დავლევ ... რატომ ვერ დავიძინეო ?
_თავი მტკიოდა
_გამაყუჩებელი არ გქონდა?
_ფიქრებისგან ატკიებულს არ მიყუჩებს
_რა ხდება ასეთი მოუგვარებელი_ყავა გაუმზადა და წინ დაუდო თეფში. დუდას მზერა მიჰყვებოდა თან არ იცოდა რა უნდა ეთქვა _მითხარი და იქნებ შემიძლია დახმარება
_დღეს ბოლო პანაშვიდია... ხვალ დაკრძალვაა . მეცადინეობა დაიწყე ,რამდენი ისწავლე?
_500
_უკვე?
_გადავიკითხე... ვერც მე დავიძინე და დრო გამოვიყენე_ თემა შეაცვლევინა თითქოს . მაგიდის თავში დაჯდა
_სულ რამდენია ?
_2000
_მართლა შემიძლია დაგეხმარო თუ ვერ მოახერხებ...დაგეზარება ან
_შენ სიახლოვეს ვერ ვიმეცადინებ _ მოშიშვლებულ ფეხებზე მოავლო მზერა და მერე ტუჩის კუთხეში დარჩენილი შოკოლადი მოაშორა ცერით _ყურადღებას გამიფანტავთ,ქალბატონო სოფიო
_ნუ მეძახი ამ წყეულ ქალბატონო სოფიოს !
_ხომ გითხარი რატომაც გეძახი
_თავს ახსენებ ვინ ვარ და ავლებ ზღვარს მე კი გეუბნები რომ არ დამიძახო
_მეუბნები,რომ ზღვარი გავაქრო? _
შავში ჩაკარგული მისი თვალები ისე ელავდნენ იმდენად გამომწვევი იყო სუნთქვა გაუჭირდა. ერთიანად გაცხელდა და ლოყებიც აუხურდა. მაკიაჟი ფარავდა სხვა დროს ახლა კი ბროწეულისფერი იჯდა _თითებიც დაგესვარა _ ეროტიულ სიზმარს ჰგავდა და არა ცხადს მაჯაზე რომ შემოხვია თითები და მდნარი შოკოლადით დასვრილი თითები ტუჩებსშორის მოიქცია. ცხელი და სველი ენის შეხებისას თვალები გაუფართოვდა. მისკენ დახრილს ზემოდან უყურებდა და ფეხებსშორის გრძნობდა ლავის ჩაღვრას _სარკე რატომ დაამტვრიე _ როდის შეამჩნია მამსხვრევები და ცარიელი ჩარჩო ? როგორ შეეძლო ყველაფრის დანახვა როცა სოფიო ვერაფერს აღიქვამდა მის გარდა
_სიბნელეში დავეჯახე და წაიქცა
_სარკის გატეხვა ცუდი ნიშანიაო ... რამე ხომ არ იტკინე _ ამჯერად დაკვირვებული მზერა მიაპყრო მის შიშველ ფეხებს . მუხლისთავები ერთმანეთისთვის რომ დაეშორებინა და თხელი ნაჭერი თითქმის არ ეხებოდა კანს
_უიღბლობის ნიშანია... სიმშვიდე ისედაც აღარ მიწერია _ ჩუმად თქვა და კიდევ ერთი გემრიელი ნაჭერი გადაიღო თეფშზე
_ასეთი განწყობით ვერ გცნობ... დემოტივირებული ხარ და ვერ ვხვდები რა არის ისეთი შეუძლებელი და რთული
_კარგად დაფიქრდი რა არის ჩემი ცხოვრების სირთულე,პრობლემა და გამოუვალი მდგომარეობა
_კაცის ამბავია? _ ერთიანად მოექუფრა სახე. სკამის ზურგს მიეყრდნო და ისე შეხედა თითქოს ჩხუბს აპირებდა _ოღონდ არ მითხრა ჯოხაძე შემიყვარდაო
_წუხელ რომ არ გეჩხუბე ეგეც იკმარე...რატომ არ მომიყევი ნაცემი რომ გყავდა თავისი უნამუსო საქციელის და არაკაცობის გამო. როგორ გამიშვი საერთოდ
_თავისუფალი ქალი ხარ ... იქნებ არ გქონდა პრობლემა. თანაც მეგონა ეცოდინებოდა ლევანს. ბევრს არ სჯეროდა მაშინ თათას მონათხრობი. ეგ ისეთი რეპუტაციით სარგებლობდა,ისეთი გაიძვერა იყო გოგო დაადანაშაულეს. ქალი ამ ქვეყანაში თუ მოკლე კაბას იცვამს, მკერდი უჩანს და საერთოდ ლამაზია ის ხომ კაცზე ნადირობს და ეგ ს.რი იმ კაცების კატეგორიაში ყავდათ გაწერილი ვისზეც ნადირობენ ქალები. იქეთ აბრალებდნენ ყელზე ჩამოეკიდა და რა ექნაო ,უარს რატომ იტყოდაო. კაი ტიპად გამოიყვანეს მაგისი ნაბ.ზარი დედის დაქალებმა ისე იჭორავეს,ისეთი პიარი აუგორეს . გახსენებაც თავს მატკიებს , თავი მოსჭრეს თათას და მის ოჯახს. მამამისს ინფარქტი დაემართა,უწესიერესი კაცია. მთლიანად აერია ცხოვრება, ვიღაცაზე გათხოვდა მერე და არ ვიცი ახლა სად არის.
_შენ საიდან იცნობდი იმ გოგოს
_ერთ უბანში ვცხოვრობდით... ჩემზე ერთი წლით პატარა იყო მაშინ . ბავშვი იყო ,ორსული და ის იმის მაგივრად დადუმებულიყო ყველას თვალწინ დაამცირა.
_უბანში გაურჩიეთ საქმე ბიჭებმა?
_თვითონ მოვიდა ... ს.რია ხომ გეუბნები. თავისი მოწკიპული ძმაკაცებით დაგვადგა ზედ შემოვახიეთ არმანის პერანგები. ცხვირი ჰქონდა გატეხილი ,ოპერაცია გაიკეთა ნეტავ თუ დეფორმაცია აქვს
_ოპერაცია გაიკეთა ალბათ ... იდეალური ნაკვთები აქვს
_გავკარი მაგის იდეალურობას _ ეზიზღებოდა სოფიოს უხამსი სიტყვები,ესექსუალურებოდა ასეთი დუდა.
ეს იყო გამოუვალი მდგომარეობა !
_შენ ასე იცავდი ღირსებაშელახული სულელი გოგოების ღირსებას ? მუშტი_კრივით და შექმნილი პრობლემებით. არც ემახსოვრება ბევრს
_მადლიერებისთვის გავაკეთე? ბევრმა სახელიც არ იცის ჩემი. არც მიცნობდა უამრავი იქვე რაღაც მომენტში რომ შემიმჩნევია ვინმეს არასწორი ქმედება . მე ხომ მიმიყვანა ღმერთმა ზუსტად იქ და იმ დროს ხელის გაწვდენის საშუალებით. დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს
_ყველაფერს აქვს მნიშვნელობა
_შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი... არავის დაეჯერებინა. ჭორიკანა დედაკაცების ყბაში ჩავარდნილიყავი
_მე არ დამმართნია!
_არავის მიმართ გქონია ლტოლვა თორემ ყველაფერზე დახუჭავდი თვალს და დანებდებოდი
_ლტოლვის ქონა აუცილებლად სულელ ქალად გადამაქცევს? იქნებ იმდენად სწორი კაცი შე'მიყვარდეს რომ მისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს სწორი და საჭირო
_შენ რომ ვინმე არასწორი შეგიყვარდეს? შანსი არაა !
_შენ ვინ გიყვარს როდის მეტყვი _ გაახსენდა მისი ნათქვამი და გული შეუკუმშა ტკივილმა
_ახლა არაა ამის დრო
_კურსელი იყო?
_არა. იქამდე ვიცნობდი
_კლასელი?
_არა _ჩაეცინა და კიდევ მოსვა ცხელი სითხე _არც ბაღში გვივლია ერთად.
_მეგობრებთან გაიცანი?
_არა ... კიდევ როგორი ნაცნობობის ისტორიები გახსენდებათ ქალბატონო სოფიო
_დუდა ყიფიანო გიკრძალავ ქალბატონოს დაძახებას... მგონია,რომ ნაოჭები მემატება და თმა მიჭაღარავდება
_ჭაღარა ჯერ არ გაქვს?მსგავსი უდარდელობა თუ გაგონილა ...
_არ მაქვს ... შეღებილი მაქვს ,მაგრამ
_ჭაღარა თუ არ გქონდა ის შენი ლამაზი წაბლისფერები როგორ გაიმეტე შესაღებად. ასეთი რა ცვლილება გინდოდა სხვა ვერაფერი რომ ვერ იპოვნე თმის გარდა
_არ მიფიქრია ამდენი... უბრალოდ არ მომწონდა ის ფერი და შევიღებე. მგონია ,რომ მიხდება
_ძალიან ცუდი რომ არ მოგწონდა. ასე შენ ყველაფერი გიხდება და მოგიხდება . ლევანის არჩეული კაცების გარდა
_ჩემი უმცროსი ექიმი რომ არჩევს ამ თემას უცნაურია მაშინ როცა ერთი წინადადება ვთქვი სესილიაზე და გაგიჟდი
_მე მიყვარს უკვე და შენ არ გიყვარს და არ უნდა შეიყვარო არასწორი!
_შენ მეტყვი ვინ უნდა შევიყვარო ? მე და შენ ყველაფერს ვეტყვით ერთმანეთს?
_რატომ მიყურებ ისე თითქოს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვა მაქვს ჩადენილი და გიმალავ
_იცოდი გიორგის მამიდა რომ უყვარდა კახის ძმას ? ხაჭვანები და ყიფიანები რომ მტრობდნენ ...
_ანდრომ და კახიმ დაასრულეს ეგ მტრობა. გიორგი რომ გახდა გიგაურების სიძე
_იქამდე გრძელდებოდა ისეთი ამბავი იყო და შენ არ გითქვამს
_გცოდნია და რა უნდა მეთქვა... წარსულ ომებს რატომ უნდა გამოვედევნო. მთავარია მე და შენ
_ბაბუაშენი და ბაბუაჩემი რომ მტრობდნენ არაფერია? შენნაირი კაცი მეუბნება ამას?
_შენმა დიდმა ბაბუამ გაათხოვა სოფიკო იმ რუსზე და დააშორა შეყვარებულები. გოგი არ მოსწონდა სიძედ. მამა რომ ვიყო შეიძლება მეც არ მომწონებოდა ჩემზე ღარიბი გლეხის ბიჭი რომელსაც მხოლოდ კაცობა გააჩნდა. მე როგორც ვიცი უყვარდა სოფიკო სიცოცხლის ბოლო წუთამდე
_გარდაცვლილია?
_ციხეში მოხვდა ... ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ხუთი წლის წინ. ბებიაშენი სოფიკო იყო პანაშვიდზე... ვერაფერი დამარწმუნებს რომ უსიყვარულოდ ტიროდა ასე გულამოსკვნილი მოხუცი ქალი ბავშვობის სიყვარულს.
_კახის არ უთქვამს
_სოფიკოს ჰკითხე და ის გეტყვის სიმართლეს. მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც ვიცი და რაც საკუთარი თვალით ვნახე. შალვა ყიფიანს კი იცნობ ,იცი როგორი მძიმე კაციცაა. ეგ გიორგის არ პატიობს თავის სულელურ ქცევებს და ძმის გაუბედურებას არ დაუვიწყებდა ხაჭვანებს ,მაგრამ არც უდანაშაულო ხალხს დაუშავებს რამეს. შენ თუ კახის გამო გეშინია ,მე არ ვაპირებ ხაჭვანებთან კამათს
_შენ აპატიებ ვინმეს შეურაცხყოფას? გოგის მსგავსად უარყოფილი სასიძო რომ იყო და ქალი წაგართვან ... შენ რას იზამ
_ჩემთვის შენ სადაც ხარ იქ მთავრდება ყველაფერი,იქ არ არსებობს არაფერი სხვა ! ეს არ დაგავიწყდეს რაც არ უნდა მოხდეს და სხვა არაფერზე იდარდო. სხვის შეცდომებზე და ცოდვებზე მითუმეტეს
_დუდა ...ვინც გიყვარს როგორია
_ჩემია და ჩემთვისაა უბრალოდ ჯერ ჩემთან არ არის _ წამოდგა,თავზე აკოცა და ლოყაზე ისე მოეფერა როგორც პატარა ბავშვს
_მიდიხარ?
_ნინიას არ აყვე ... არანორმალურია. გარეთ ცხელა,მაგრამ ისეც არ შიშველმა რომ იარო
_რა დროს ჩემი შიშველი სიარულია... სულ აკადემიურად მეცვა . შენ ასაკშიც და იქამდეც
_უსაყვარლესი ხარ ,გეფიცები
_ვის
_ჩემ პირველ და უკანასკნელ სიყვარულს _ გაიცინა . თითქოს განგებ უხსენებდა ყოველ წამს . მიმართულება რომ შეიცვალა ,ცარიელი ჩარჩო და სარკის ნამსხვრევები აიღო სოფიომ წინააღმდეგობა ვერ მოახერხა _ წავედი . ხვალ გნახავ თუ დღესაც მოხვალ . ცუდად თუ იქნები თავს არ დააძალო , ვუმკლავდები _ გასვლამდე ისევ მოავლო მზერა . წამით შეყოვნდა და შემდეგ წავიდა.

იმ დღეს გვიან აპირებდა გასვლას. რამდენჯერმე დაურეკეს კლინიკიდან და ბოლოს ნინია ესაუბრებოდა. საჭესთან იჯდა და დროს იყენებდა
_მამიდაშვილებთან ვიყავი ... როგორი საყვარელი ბავშვები ყავთ. შვილიშვილი მომინდა
_არ შემშალო რა დროს შვილიშვილია
_19 წლისაა და რა მოხდა მერე? მე 20 წლის ვიყავი თათული რომ გავაჩინე...შენც გეყოლებოდა ახლა სკოლის მოსწავლე შვილები დროულად რომ დაქორწინებულიყავი,მაგრამ თურმე შენი საბედო იყო ბავშვი და აბა როგორ
_ნინია!
_არ გაბედო და არაფერი თქვა. ბრმა კიარავარ
_მაინც რას ხედავ
_სიყვარულს,მაგრამ ისეთი მელოდრამულია არადა მე რომ.კომები მიყვარს ხომ იცი
_ვიცი შენი და შენი გიჟი ქმრის ამბები
_რაც არ უნდა მოხდეს მე თქვნს მხარეს ვიქნები. ნათიამ სულ ღერ ღერ რომ დამაცალოს თმა მაინც
_მე უნდა ვიყო დაწუნებული სარძლო? სასაცილოა!
_შენი ოჯახისთვის ისაა მისი ოჯახისთვის შენ და თქვენ ამ დროს არც გიკოცნიათ ალბათ. შენ ისეთი ქვა და კლდე ხარ , ვერ მოგიახლოვდა ალბათ
_რომელი ქვა და კლდე ,კნუტს ვემსგავსები ვერ მხედავ?აბა ბრმა არ ვარო?
_გამოტყდი ხომ ?_კისკისებდა საცობში გაჭედილი _ დუდას უნდა ვკითხო მოუყვა ნეტავ ნატალიას თუ არა. ზუსტად ვიცი ჩემი ნატატო იქნებოდა თქვენ მხარეს... როგორ მაკლდა და ახლა ხომ საერთოდ დამაკლდება. დედის სუნი ვერ ჰქონდა,მაგრამ რაღაც მეტი იყო კიდევ . რომ ვეხუტებოდი ვთავისუფლდებოდი,ვმშვიდდებოდი,მეიმედებოდა
_ძალიან უყვარდა დუდასაც
_დუდას?დუდა აფანატებდა ნატალიაზე... დუდა და ნატალია იყვნენ საუკეთესო ბებია და შვილიშვილი. ეგეთი ბებია უნდა ვიყო ამიტომ ადრე მინდა გავხდე ბებო რომ დიდხანს ვყავდე ჩემებს. შან კიდევ აგვიანებ. რაღას ელოდები ნეტავ...დუდას 16 წლიდან ჰყავს გოგოები . ბავშვი ნუ კი გგონია მართლა
_ნინია გთხოვ ...კარზეა ვიღაც. წავედი და საღამოს გნახავ .
_გამოხვალ?
_კი . ჩემებიც მოდიან და იმათთან ერთად მოვალ_კარის გაღებამდე უთხრა. დაემშვიდობა და შემდეგ მიესალმა ზღურბლზე მდგომ კურიერს რომელსაც შეფუთული მაღალი ამანათი ჰქონდა თან .
_სოფია ხაჭვანი ხომ?
_დიახ ,მაგრამ მე რომ არ შემიკვეთავს
_საჩუქარია...მსხვრევადია . მე შემოვიტან თუ წინააღმდეგი არ ხართ და ხელიც მომიწერეთ _ ფურცლები გაუწოდა და შემდეგ ფრთხილად მიაყუდა კედელზე უცნობი საჩუქარი.
თვალებს ვერ უჯერებდა ყუთის გახსნისას სარკე რომ დაინახა. საკუთარი სადგამით იყო ,ზუსტად ისეთი ინტერიერს რომ შეეფერებოდა . ახალი ნივთით აღტაცებულმა გვიან შენიშნა უკანა მხარეს დაწერილი ლექსი
"შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია,
მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს,-
ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია,
მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.

შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი,
ასე თუ ისე,იგრძნობდი ბოლოს,
ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,
ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.

აქედან იქეთ,იქედან აქეთ,
მისვლა და მოსვლა,
წამად თუ წუთად,-
მთვარეში მთვარე,სარკეში სარკე,
წვეთში წვეთი და სუნთქვაში სუნთქვა!"

გამომგზავნის ვინაობას არც წერილი ატყობინებდა არც ზარი განხორციელებულა,მაგრამ იცოდა ვისგანაც იყო.

ოჯახისწევრებთან ერთად წავიდა ბოლო პანაშვიდზე. კიდევ უფრო მძიმე იყო გარემო,უფრო მეტი ადამიანი ირეოდა სახლშიც და ეზოშიც. დუდას წამით მოჰკრა თვალი,ბიჭებთან ერთად იყო და მერე დაინახა როგორ გავიდა მანქანით. დარჩენას აზრი არ ჰქონდა , მიწერაც ვერ მოახერხა . საამისო დრო არ იყო . მეორე დღეს ხომ საერთოდ "დაკრძალვა " დღე როცა საბოლოოდ ემშვიდობები საყვარელ ადამიანს . აუტანელი ტკივილით ბრუნდები უკან და თან მოგყვება მოგონებები .

დუდა მარტო არ იყო.
გვერდით ჰყავდა ადამიანები რომლებიც უკან უბრუნებდნენ მათკენ გაწვდილ ხელს. მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები, რომლებიც პატივისცემას იჩენდნენ. გიგაურების ოჯახიდან ერთი კაცი დარჩა მხოლოდ და მთელი სანათესაო მის ირგვლივ იყო. სულ ვიღაც მიდიოდა,სულ ვიღაც ესაუბრებოდა. ახლოს ვერ მივიდა და ბოლოს დანებებული რომ დაჯდა მაგიდასთან სხვა ხაჭვანებთან ერთად მაშინ გამოჩნდა.
_აქ დავჯდები ... თამადა იცი ვინც იქნება . დააჯინე ყველა და დაიწყოს _ ზურგს უკან ესმოდა ხმა. შემდეგ გვერდით სკამი გამოსწია და ცარიელი ადგილი დაიკავა . მუხლზე დადებულ ხელზე ხელი შეახო ,მადლობის,მონატრების,გამხნევების ნიშნად.ისე კი არაფერი გაუკეთებია ყურადღების მისაქცევი. რამდენჯერმე წამოდგა,მაგიდებს შორის დადიოდა და ყველაფერს აკონტროლებდა. წამსვლელ სტუმრებს აცილებდა,მადლობას უხდიდა .
_ჩემთან წადი სახლში და მოვალ მეც ,კარგი ? _ გასვლამდე მისწერა და სოფიამაც შეიცვალა მიმართულება.
მანქანაში ელოდა დუდას გამოჩენას. დაღლილი იყო და თვალები დახუჭული ჰქონდა დუდამ ფანჯარაზე რომ მიუკაკუნა. ისეთი სხვანაირი ჰქონდა მზერა. უცრემლოდ რომ დაიტირა ბებო და ახლა კიდევ ვინ იცის რა ფიქრები აწუხებდა
_რატომ მომიყვანე ... არ ვაპირებ დარჩენასო ხომ მითხარი
_ბინაში უნდა გადავიდე ,მაგრამ იქამდე ნატალიას კიდევ ერთი დანაბარები უნდა შევუსრულო
_რა დაგავალა
_დაუკარიო ... ჩემებთან შესახვედრად რომ წავალ დაუკარიო მითხრა . სხვას ვერ მოვასმენინებდი...ვერ გაგვიგებდნენ მე და ჩემ ნატალიკოს. შენ კი მსმენელად საკმარისზე მეტი იქნები.
_შენ უკრავ თუ სიმღერას ჩართავ
_ანდრო უკრავდა ამ სიმღერას და კიდევ რამდენიმეს ნატალიასთვის... ბიძაჩემის ამბის შემდეგ აღარ გაჟღერებულა ამ სახლში სიმღერა. არ უნდოდა სახლი სამუდამოდ მგლოვიარე დარჩენილიყო . ისიც კი მითხრა ვერ გავიხარეთ ჩვენ ამ სახლში და გაყიდეო,აქ არ დასახლდეო ,მაგრამ გასაყიდად ვერ გავიმეტებ _კიბე აიარა, ჰოლში მდგომ როიალს მიუახლოვდა შავი ნაჭერი მოაშორა და სკამზე დაჯდა. მტვრის ნაწილაკებს მაინც შეეღია კლავიშებს რომ შეეხო ჰაერში მიმოიფანტნენ ბგერებთან ერთად.
_დუდა იქნებ სხვა დროს იყოს ახლა ძალიან გიჭირს _ გრძელ სკამზე გვერდით მიუჯდა და თავდახრილს ხელი შეახო მხარზე _ ზედმეტად მძიმეა ახლა სიმღერა შენთვის
_ამ სიმღერამ შემაყვარა ანდროო კისკისებდა ადრე ... ბედნიერები რომ ვიყავით მაშინ _ ცრემლებმა დაუბინდა მზერა,მაგრამ მაინც შეეხო კლავიშებს და როიალმაც გამოსცა ხმა
"მოვა მაისი მოვა შენი ატმის ლოყებით
მოიტანს შენს ფერს ყვავილებს
და შენს სურნელება
მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები

და მე არ ვივი რა მეშველება
მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები
და მე არ ვივი რა მეშველება

შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია

ვერც გაზაფხული ვერ
მიშველის ვეღარ გამომცვლის
უშენოდ ჩემთვის მაისიც ვერ იმაისებს
და ვარდობისთვეს ლხინის
ნაცვლად ამ გულს გამოცლილს
შენზე უძირო სევდით ამივსებს

შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია
შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია..."

მღეროდა და თან ტიროდა.
ყველაზე უცნაურად გააცილა საყვარელი ადამიანი დუდა ყიფიანმა.

ცრემლები როდის წამოუვიდა ვერ გაიაზრა. სახე მთლიანად დაღარული ჰქონდა დუდამ რომ ასწია თავი და მზერა გაუსწორა.
_ნუ იცი ხოლმე ასე ... ჩემ სარკედ გადაქცევა. გული მისკდება იმის წარმოდგენისას,რომ ოდესმე ის ყველაფერი გეტკინება რაც მე _ცრემლები შეუმშრალა და თავზე გადაუსვა მერე ხელი
_სარკე ... სარკე შენ გამომიგზავნე ხომ ? როგორ მოიცალე ამისთვის
_შენთვის ? შენთვის სულ მოვიცლი ქალბატონო სოფიო _ახლოს იყო მის სახესთან. ლოყაზე აკოცა და ჩუმად უთხრა სიტყვები
_დაივიწყე ..._ახლოს იყო მის სახესთან. შუბლით ეხებოდა შუბლზე
_რა
_ქალბატონი სოფია რომ ვარ _გაყინული თხელი თითები წვერიან ლოყაზე შეახო და შემდეგ მოზრდილ თმაზე გადავიდა
_ყველაზე მეტად მინდა ეგ დამავიწყდეს და ის გავაკეთო რაც ამდენი ხანია მინდა ახლა კი მჭირდება _იმ ხელზე აკოცა რომლითაც ქალი ეხებოდა
_რა გინდა და გჭირდება , დუდა _ყიფიანი კი ნასვამი იყო ყველაფერთან ერთად,მაგრამ ხაჭვანი მხოლოდ გრძნობებს ჰყავდა გაბრუებული
_მაკოცე ,სოფია _ ისე უყურებდა ,ისეთი ხმა ჰქონდა უცნობს მოაჯადოებდა და ქალს რომელის მის მიმართ არსებულ ლტოლვას ძლივს ერეოდა სხვა რა უნდოდა . ყველა ზღვარი გადაკვეთა,ყველა ბარიერი დაიმსხვრა წამსვე სოფია ხაჭვანი პირველი რომ შეეხო დუდა ყიფიანის ტუჩებს . გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ , არითმული მისი და საკუთარი. ყიფიანი თითქოს მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდა ისე მოიქცია მკლავებში ქალი. მის ფეხებზე იჯდა ,ზურგით როიალს მიყრდნობილი გონს რომ მოვიდა. დუდა ყელს უკოცნიდა,თავი უკან ჰქონდა გადაწეული და თვალები რომ გაახილა პირველი ჭერზე ჩამოკიდებული ბროლის დიდი ჭაღი მოხვდა , მზერა აერია ყიფიანის თითები შიშველ ზურგზე რომ მიცოცავდნენ და კიდევ უფრო ახლოს იკრავდნენ სხეულზე . არაფერი უნდოდა ამ მომენტის გაგრძელებაზე,უსასრულოდ ასე დარჩენაზე მეტი , მაგრამ საკუთარი თავი ებრძოდა შიგნიდან რომელიც იქვე აშენებდა უფრო მტკიცე კედლებს გალავნად. თითქოს ღმერთმაც ნიშანი მისცა ხელისშემშლელად დუდას მეგობრები რომ გამოუგზავნა. მანქანა ეზოში შემოიყვანეს. ხმაურით გადმოლაგდა რამდენიმე ბიჭი და ზემოთაც კარგად ისმოდა ხმა. ისევე გაქრა მისი მკლავებიდან როგორ სწრაფადაც გაჩნდა.

აწითლებულ სახეს მაკიაჟიც ვერ უფარავდა , მთელი სხეულით თრთოდა ფეხზე მდგომი და ხელისგულით როიალის ცივ ზედაპირს დაყრდნობილი
_დავურიგეთ საჭმელი უსახლკაროებს... ფულიც გადავურიცხეთ იმ პანსიონატებს . მიგალაგებინებთ და გადაგაბარგებთ ბარემ .ამ სახლში ნუ დარჩები და ნუ გახდები დეპრესიული ისევ _ ჩემოდნებს მოათრევდა ერთ_ერთი. სოფიასთვის უცნობი ბიჭი ,რომელიც მხოლოდ დუდასგან იცოდა. დანარჩენები შემდეგ გამოჩნდნენ_მარტო არ ყოფილხარ _ ორივე მოათვალიერა და წამსვე მიხვდა რომ ძმაკაცის მსხვერპლი გახდებოდა
_უკვე მივდივარ ... ნახვამდის _ უკან არც მიუხედავს არადა დუდა რაღაცის თქმას აპირებდა ისე დაიძრა კარისკენ.
_მაინც სად გარბიხარ _ გვერდით ამოუდგა ყიფიანი,ხელი მოხვია წელზე და საკუთარ საძინებელში შეიყვანა. კარი მიხურა და ხელით გადაუღობა გზა _ ასე უნდა დამტოვო?
_არ იყო საკმარისი განწყობის გამოსასწორებლად? ხომ გჭირდებოდა
_არ შემშალო,გთხოვ ახლა რაღაც სისულელეს ნუ მეტყვი თავის დასახსნელად
_ნუ გადააყოლებ ამ კოცნას ჩვენ ამბავს ... უფროსად უფრო გჭირდები ვიდრე საყვარლად _კიდევ როგორ ვერ აჩერებდა ენას როცა ასე ახლოს იყო დუდა ,ასე უყურებდა და ამდენად მიმზიდველი იყო
_გავკარი საჭიროებებს , გაღმერთებ და მთლიანად მინდიხარ შენ ჩემ ცხოვრებაში !
_ახლა რთული პერიოდი გაქვს ,შენი გონება წნეხშია,ემოციები არეულია ვერ
_დუდაა გამოდი შენები არიან და გივი _კარზე დააკაკუნა ბიჭმა . საუბარი ვერ გააგრძელეს . კაცი აშკარად არ იყო სამოყვროდ მისული. მისი სახელის გაგებისას მაშინვე დაემშვიდობა სოფიას
_სხვა დროს გავაგრძელოთ ,ქალბატონო სოფიო _ მკვეთრად გამოთქვა ბოლო სიტყვები და ისე დაიძრა სტუმრებისკენ გზაშივე ტრანსფორმირდა ვიღაც სხვა ადამიანად,რომელიც ხაჭვანისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო _ რას მივაწერო შენი სტუმრობა ჩემ სახლში ?
_გარდაიცვალა ბებია და ჩამოვედი...არავინ მომიპატიჟა დაკრძალვაზე ,მაგრამ
_არ იმსახურებდი და იმიტომ. სიყვარული თუ გამოძრავებდა აქამდე უნდა მოსულიყავი,მის საფლავზე წასულიყავი და არა ცარიელ სახლში
_შენ დაბადებამდე მე ვიყავი... ანდროს ძმისშვილები და შვილიშვილები . შენ არ იცი,არც გახსოვს
_ მე რაც კარგად მახსოვს ისაა ნატალია ბოლოს რომ ნახე როგორც ესაუბრე და როგორ აქციე ზურგი ქალს, რომელსაც ამაგის მეტი არაფერი ჰქონდა შენზე
_დუდა შევიდეთ სახლში და ისე ვისაუბროთ იქნებ რა უნდა... მტრობის გაგრძელების დრო აღარ დასრულდა? _ნათიამ უთხრა და თან იქ მყოფებს მოავლო მზერა
_ამ სახლის ზღურბლს ვერ გადააბიჯებს არც ვმტრობ მე ასეთებს...შენ და ამ ოჯახმა იქ დაასრულეთ ნატალიას რომ უთხარი ერთი შვილი ძლივს გააჩინე და ისიც ვერ გაზარდე ,კრიმინალი იყოო . შენ სისხლსა და ხორცს ხომ მიაყენე შეურაცხყოფა... ბიძაჩემი კაცი იყო და შენ არარაობა ხარ ! შვილმკვდარ დედას ვინ ეუბნება ამას,მაგრამ მაშინვე გინდოდა ანდროს ქონება და სვავივით დაგვტრიალებდით თავს შენ და მამაშენი. ნახე სუსტი რგოლი ,მაგრამ როგორც მაშინ გაგაქრე ისე აგაორთქლებ ახლაც
_ერთი წვეთი სისხლი არ გაქვს ანდროსი... თქვენ მოუღეთ ბოლო ამათ და საერთოდ შეიძლება ერთად დაგეგმეთ ის ავარია . არ შემიშვა და არ მესაუბრო წესიერად. მინდოდა მეთქვა გავყოთ ქონება_თქო და ახლა სასამართლოში შევხვდეთ. ვიღაც ბ.ზის და მკვლელის შთამომავლები ხართ სინამდვილეში მეტს რას უნდა ველოდო შენგან . გიორგი შენგან გამკვირვებია ღალატიც როგორ აპატიე,შენც ციხის კარამდე მიგიყვანა და მაინც
_ხელი არ ახლო მამა ! _ გიორგი იქამდე თუ მოშორებით იდგა და ეწეოდა,ცდილობდა არ ჩარეულიყო იმ წამს ამოეწურა მოთმინება,მაგრამ დუდა დაუხვდა წინ _შენთვის არ შეიძლება,უკან დაგაბრუნებენ და ეს უნდა ამასაც
_რა სასაცილოები ხართ... კიდევ ერთხელ გაფრთხილებ სასამართლოში თქვენნაირებს არავინ გაამარჯვებინებს და ნუ დარჩები ნულზე ტყუილად
_ანდროს ქონებიდან ერთ სკამსაც ვერ მიიღებ , მასზე დაჯდომასაც კი არ იმსახურებ და იმიტომ !
_აბა ვინ იმსახურებს მისი სახელის შემარცხვენელი დედაშენი და შენ?
_ნათია არ ახსენო_მეთქი რამდენჯერ გითხარი აქამდე ...დღესაც უნდა გავიმეორო?მოდი საჩივრით სხეულის განზრახ დაზიანებით დავიწყოთ_ სოფია იქამდე გაყინული იდგა აივანზე,კიბე როდის ჩაიარა ვერც გაიაზრა. გრძნობდა დუდა როდის ინარჩუნებდა სიმშვიდეს და როდის აპირებდა ზღვრის გადალახვას. ახლოს არავინ ეკარებოდა, ყველა შორს იდგა და არ ერეოდა ,დუდას წინ არავინ გადამდგარა ასეთ დროს და რა იცოდა ხაჭვანმა რა მოჰყვებოდა ამ ამბავს
_არ გინდა...არ შეეხო !
_შენ ვინღა ხარ ... რაღაც ნაცნობი სახეა ,მოიცა გავიხსენო . სოფიო ხაჭვანი...შენი დაბადება მახსოვს,ავღნიშნავდნენ ყველანი ერთად მე სკოლის მოსწავლე ვიყავი. ანდროს ძალიან უყვარდი. არაფერი წმინდა რომ არ გაგაჩნია ვიცოდი,მაგრამ ისე არ გყოფნის ეს ფული ხაჭვანის გოგოზე ნადირობა დაიწყე? რა იყო აბაროტს იღებ უფროსი სოფიკოს ხელში ვერ ჩაგდების გამო ? თუ უბრალოდ დამა ქალები გევასება და დედიკოსგან მუდამ მიტოვებული
_თვალები დახუჭე და არ გაახილო,არც შემობრუნდე ! _ სოფიამ ვერ გააჩერა. ვერ გაიაზრა,რომ კლინიკაში არ იყვნენ და იქ არ იყო მისი უფროსი. არც ის იცოდა დუდა რომ არ მოუთმენდა ამდენს არავის . თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და ისევ უყურებდა ყველას სანამ ზურგს უკან ესმოდა კაცის ღრიალი და დუდას გაცხოველებული ხმით გაჟღერებული მუქარა
_შენ გეგონა რამე მაკავებდა აქამდე ყველა ჯერზე რომ გითმინე ნატალიას გარდა? შენი გავლენაც, შენი სასამართლოც ... ჩემ თავს არ ვაბიჯებდი შენნაირ ახვარს რომ არ შევხებოდი. ბოლოს ხომ გაგაფრთხილეთ კიდევ გამომიწვევ და გაჩვენებ ვინ ვარ_თქო. შე ნ.ბიჭვარო აბა გაბედე და მიჩივლე _ ასფალტზე დავარდნილს სისხლიან სახეზე აწვებოდა და ისე ღრიალებდა სოფიამ ამღვრეული მზერით რომ გაიხედა მათკენ
_რამდენჯერ გადაგარჩინა ანდრომ ყველა საქმე ვიცი... ჯერ არ გასვლია დრო _გაჩუმების ნაცვლად როგორც კი შეძლო მაშინვე მუქარა განაგრძო . განზრახ იწვევდა ფაქტი იყო ,დუდამაც იცოდა,მაგრამ არ ენაღვლებოდა. თავმოყვარეობა უცრო ადარდებდა ვიდრე პრობლემების არიდება _ზუსტად იმ შენი თეთრი ხალათიანად დაგიჭერენ და ნახავს შენ ნაშად გადაქცეული ხაჭვანების პრინცესა ვინ ხარ
_გინდა მოგკლა ხომ ?აქამდე ვერ მითხარი?პირდაპირ გეთქვა ... _ მუშტი მოუქნია ამჯერად და ცხვირი გაუტეხა . სისხლით მოირწყა ეზო მერე ისე ჩაავლო ხელი ნახევრად გათიშული წაათრია შემოსასვლელისკენ. ნათია თხოვდა გაჩერებას , სისხლის დანახვისას საერთოდ გონება დაკარგა და გიორგის აღარც გაუხედავს დუდასკენ. ცოლი აიყვანა ხელში ,მანქანაში ჩასვა და საერთოდ წავიდა. სოფიამ აღარ იცოდა რა უფრო მეტად აოცებდა . იმათი ურეაქციობა თუ დუდას ქცევა.
_არ გინდა...არ გინდააა
_შენ მართლა გეგონა ვიტლიკინებ და დუდა ცემას დამჯერდება მერე წავალ ნაცემ_ნაბეგვი ვუჩივლებ და წამებული გამოვჩნდებიო? ორ კურდღელს მოვკლავ ერთადო ? ბაჭიად წარმომიდგინე შე ნაბ.ჭვარო? სად გარბიხარ კარგიი რაა _ მანიაკს გავდა. არაფერი ეცხო იმ ბიჭის თეთრი ხალათით რომ დარბოდა ყველას დასახმარებლად. მერე ერთი დაუსტვინა და წამში გაჩნდა უზარმაზარი როტვეილერი. თითქოს ამ მომენტს ელოდა ყეფა რომ დაიწყო და კაცს ალესილი კბილები აჩვენა
_დუდა _ საკუთარი ხმა ვერ იცნო . ნაბიჯი ისევ ვერ გადადგა . შეეშინდა ცოცხლად დააგლეჯინებს ძაღლსო _გთხოვ
_მე რა გთხოვე სოფია? არ შეხედო,არ შემობრუნდე _თქო
_ნუ მაყურებინებ როგორ ექცევი ადამიანს ცხოველივით შენ არ ხარ მსხვერპლზე მონადირე _პასუხი ვერ მოისმინა. მანქანები გამოჩნდა და მალევე შემოვიდა ეზოში კაცი, რომლის დანახვისას მუხლები მოეკვეთა გივის. თვითონ არ შეხებია, რაღაც უთხრა და მისმა თანმხლებებმა წამში ააორთქლეს
_აქ რამ მოიყვანა
_სიხარბემ და მე დავასრულე ...
_შენ არ გადაგაბიჯე აქამდეც და შენ თხოვნას დრო მიგვეცა,მაგრამ ხომ დაინახე იმ ხელს უკბინა რომელიც აჭმევდა
_ნატალიას გამო...მე სულ ვიცოდე ეს რა ნეხვის გროვაც იყო
_რისთვის მოვიდა
_ფულის გამო
_საცოდავი
_არ მოკლა ... _ხელი გაუწოდა სოფიასთვის უცნობ კაცს მანაც ჩამოართვა და წავიდა.

სულ რამდენიმე წუთის წინ კოცნიდა ახლა კი მის სისხლიან ხელებს და წითელ თვალებს უყურებდა . გაქვავებულს წინ აესვეტა ,მისი ძმაკაცები ისე გაქრნენ როგორც გამოჩნდნენ
_ისევ მარტო დავრჩით
_შენ რა ადამიანი ხარ საერთოდ_ხელებზე უყურებდა , დამსკდარ კანზე და იქედან გამოჟონილ სისხლზე გაეყინა მზერა _ ასეთი ხარ?
_გითხარი არ შემობრუნდე_თქო . ზოგჯერ უნდა დამიჯერო
_როგორც დანარჩენები იდგნენ და გიყურებდნენ რომ მოგეკლა არ გამოძრავდებოდნენ ,უფლებას მოგცემდნენ. შენმა მშობლებმა როგორ მოიყვანეს აქ თუ იცოდნენ
_ნათია მიამიტი ქალია... ვერასდროს ისწავლის ჭკუას . ყველა შენ არ გგავს . შენ რომ ინერვიულე რა გააკეთე,გამაჩერე? აღარასდროს გადამეღობო გზაზე ,როცა მე ნაბიჯს ვდგამ
_უფსკრულში რომ იჩეხებოდე მაინც?
_მითუმეტეს... შენც რომ არ ჩაგიყოლო თან
_კიდევ რომ გადაგეღობო მერე რა იქნება
_ჩემი გეშინია ? _ თითების სუფთა ნაწილით შეეხო ლოყაზე ათრთოლებულს_ როგორი ცხელი იყავი და როგორ გაყინულხარ
_არ შემეხო ...
_ეგ ცოტა ხნის წინ უნდა გეთქვა... პირველ კოცნამდე _ სულ სხვა კაცად გადაიქცა . ისე უყურებდა დაგავიწყდებოდა ხელებზე შემხმარი სისხლი _ახლა ჩემი წესებით თამაში იწყება
_თამაშს არ ვაპირებ , ბავშვი არ ვარ
_მაწყობს ... მოვიქცეთ ზრდასრულებივით
_მივდივარ და დიდი იმედი მაქვს რამდენიმე დღე საერთოდ არ დამენახები ,რომ როგორმე დავივიწყო ვინ მყავს სამსახურში მიღებული
_სერიოზულად მტოვებ ასეთი ხელებით,მთვრალს და გაგიჟებულს?
_მიხედავ როგორმე საკუთარ თავს
_ქვის გული გაქვს
_გეგონა დაამსხვრიე ? _ მიდიოდა და ისე ელაპარაკებოდა . ბოლოს რომ მიბრუნდა მანქანაში ჯდებოდა უკვე დუდა კი იდგა და უცინოდა. ისე უყურებდა ყველაფერი იქვე დაავიწყდა,უბრალოდ ჯიუტად არ იცვლიდა მიმართულებას .

_სად ხარ _საჭესთან იჯდა ნინიამ რომ დაურეკა და მიმართულება შეიცვალა_ გამო ჩემთან ,იმდენი ვიტირე თავი მტკივა და იქნებ ჭორაობის დროს გამიაროს
_გამოვალ ... რა წამოგიღო
_არაფერი
_ხუთ წუთში მოვალ
_ყავას გავამზადებ

სახლში რომ შევიდა ნინია პიჟამოთი დაუხვდა. ასაკის მატება არ მოქმედებდა მის ქმედებებზე ზოგადად და თითქოს გარეგნულადაც არ ეტყობოდა. ყოველთვის თავისუფალი,ლაღი და ბედნიერი იყო. მიუხედავად იმ ცხოვრებისა რაც ბავშვობაში ჰქონდა, უდედმამოდ დარჩენილი უფროსი და იყო ,რომელიც პატარა ძმაზეც ზრუნავდა . სოფიამ რომ გაიცნო უკვე სტუდენტი იყო და მალევე დაქორწინდა. სოფია მუდამ ართულებდა ის კი ყველა წუთით ტკბებოდა
_ჩემმა ქმარმა ვერა და ვერ გაითავისუფლა თავი სამსახურიდან. მის გარეშე დასვენება რად მინდა,მომენატრა თან ბავშვებიც არ მინდა დატოვოს. ჯერ არ დაუსრულებიათ სწავლა ,მაგრამ არაუშავს მოვიფიქრებ რამეს ხვალიდან... შენ რა გჭირს
_დავიღალე _ ფეხსაცმელი გაიხადა. დივანზე დაჯდა და კომფორტულად მოკალათდდა
_დავლიოთ გინდა? კვირაა ხვალ
_დავლიოთ
_გემრიელობებს გამოვიძახებ. მშია და თან ქართული კერძები მინდა _ერთი საათის შემდეგ კარგად ნაჭამ_ნასვამი იყო უკვე და ათასი ამბისა და ადამიანის განხილვის შემდეგ კითხვაც შეაპარა
_გივი გიგაურს იცნობ ?
_ანდროს ძმისშვილია...ჩემზე ერთი წლით დიდია. ნაბ.ჭვარი იყო ბავშვობიდანვე. რადგან ლოთის შვილი ვიყავი და დედა არ მზრდიდა ეგონა ფლირტს დამიწყებდა და მისი ბ.ზი ვიქნებოდი. დას.რებული ვის დაემსგავსა არ ვიცი. მამა არ ჰყავდა ისეთი საზიზღარი ,მაგრამ დედამისს არ ჰქონდა ნატალიასთან კარგი ურთიერთობა და ე.ი ის ქალი იყო არაქალი . არც ქუჩაში გამოუვიდა,არც სწავლა შეეძლო და წურბელად იქცა ბოლოს. ყველგან ,ყველაფერში იჭრებოდა და დუდა რომ წამოიზარდა მერე საერთოდ გაჭედა. იქამდე ეგონათ ანდროს ქონება მაგათ დარჩებოდათ ... შეჭამეს ბიჭი ,მაგრამ ჩემი დუდა არავის არაფერს შეარჩენს . ახლა სად არის ის ვირთხა არ ვიცი. როგორ ვერ ვიტან ღმერთოო
_დუდა როგორი ბავშვი იყო გახსოვს? თუ წასული იყავი უკვე
_წასული როგორ ვიქნებოდი 14 წლის ვიყავი რომ დაიბადა . მე რომ ნათიას ასაკის ვარ თითქმის გავიწყდება?
_მისი დაქალიც რომ ხარ და ჩემიც სასაცილოა
_დუდა იყო ულამაზესი ბავშვი. მახსოვს 4 კილო დაიბადა და ფიზიკურადაც დიდი იყო, შავი გრძელი თმა ჰქონდა ისეთი სასაცილო. ნათია და გიორგი სულ თავის სტიქიაში იყვნენ ხან რაზე კამათობდნენ ხან რაზე . ბავშვის მოვლა კი არა ნათია თავს ვერ უვლიდა და ნატალიასთან იყვნენ ხშირად. სათამაშოსავით დავატარებდი ხელით ,ვაჭმევდი და ვაძინებდი. ღმერთო რამდენი დრო გავიდა ,დავბერდი უკვე
_რა დაბერდი ჩემზე უკეთ გამოიყურები ... _დივანზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი გაბრუებულს და წარმოიდგენდა პატარა ლამაზ დუდას
_სწორი კაცი უნდა გყავდეს გვერდით სულ ბედნიერი რომ იყო ,ბედნიერი ქალი სულ ლამაზია ... დუდა კიდევ ყოველთვის იყო იდეალური კაცი და ახლა კიდევ უფრო გაზრდილი ,ჩამოყალიბებული, საკუთარ თავში გარკვეული ნამდვილად ოცნების კაცია. ჩემთან ცხოვრობდა ერთი პერიოდი და იმ დროსაც ვიცი როგორი იყო როცა ყველას ეგონა ციხის იქით გზა არ ჰქონდა მის ცხოვრებას.
_შენთან იყო?
_ხო ... ანდრომ მთხოვა და თხოვნა რად მინდოდა ისედაც ვეპატიჟებოდი სულ. არსად ცხოვრება არ შეუძლია,აქაურობაზე გიჟდება... შენზე მკითხა მაშინ, მაგრამ მეგონა უბრალოდ აინტერესებდა არ მიფიქრია თუ მოსწონდი. ის რომ დაბრუნდა შენ იყავი წასული . რა უცნაურია ცხოვრება შენ თუ ბოლოს დუდა შეგიყვარდებოდა ეგ რომ მცოდნოდა მე მოგიწყობდით შეხვედრებს
_არ მიყვარს
_აბა რას შვები
_ვგიჟდები !
_ეგაა სიყვარული რომ გიჟდები და ახლოს რომ იქნება და დაგამშვიდებს
_დუდა დაამშვიდებს ჩემ ქალურ ცხოვრებას თუ თავდაყირა დააყენებს ყველაფერს პირადთან ერთად.
_დუდა გაგიმკლავდება შენ უბრალოდ აჩვენე რასაც გრძნობ და მეტი არაფერი სჭირდება იდეალური მეორენახევარი იქნება
_ვნახე როგორ სცემა კაცი...როგორი სახე ჰქონდა ამ დროს და იმ თავის ძაღლზე საშიში იყო
_ვინაა საშიში მიმი ?
_იმ უზარმაზარ ცხოველს მიმი ჰქვია?_ სიცილი აუტყდა ჯერ ერთს და მერე მეორეს. მთვრალები იყვნენ ორივენი და სოფიო იმ ღამით სახლში არ დაბრუნებულა. შუაღამემდე ლაპარაკობდნენ მერე კი ერთ_ერთ საძინებელში მოთავსდდა და დილამდე გათიშულს ეძინა. გამთენიისას დაბრუნდა ბინაში , დილის სუსხმა გამოაფხიზლა . შხაპი მიიღო ,ხალათი მოიცვა და საძინებლის პატარა აივანზე დაჯდა. სიგარეტის მოწევაზე უარი თქვა, მხოლოდ ყავის ფინჯანი და შოკოლადის ფილა ჰქონდა. მობილურმა გამოსცა ხმა შემდეგ კი ყიფიანის შეტყობინება წაიკითხა
_"ამ დრომდე სად ხარ"
_"სახლში ვარ "
_"ახლა რომ ხარ გხედავ . აქამდე სად იყავი_მეთქი, ქალბატონო სოფიო"
_"მითვალთვალებ ?"
_"არა ჭორიკანა მეზობელი ვარ " _ვერ გაიგო რას გულისხმობდა იქამდე სანამ შემდეგი შეტყობინება არ მოუვიდა სადაც საკუთარ გამოსახულებას ხედავდა . იმ წამს ,აივნის მოაჯირს მიყრდნობილი როგორ იდგა და ყავას აგემოვნებდა . მაშინვე დაურეკა და დუდას ხმაც გაიგო
_სად ხარ
_შენ წინ _ისე უთხრა თითქოს სხეულის პოზიციას უხსნიდა და არა ბინის მდებარეობას
_რატომ არ მითხარი ჩემ მეზობლად თუ გადმოდიოდი
_სხვა ქუჩაზეა ჩემი ბინა ... მხოლოდ საძინებლის ფანჯარა აღმოჩნდა შენი აივნის მხარეს
_იცოდი რა თქმა უნდა
_უკეთეს ადგილებშიც მაქვს სახლები,მაგრამ ამ ბინას ხედი ჰქონდა ისეთი სხვა არჩევანი ვერ გავაკეთე _ წელს ზემოთ შიშველი იდგა ღია ფანჯარასთან და იქედან უყურებდა. კარგად არ ჩანდა მისი გამოსახულება,მაგრამ არც ძალიან შორს იყო _მიყვარს თბილისის კორპუსებს შორის სიახლოვე. ვისთვის ხედი დაფარეს ჩემთვის გაალამაზეს _ ლაპარაკობდა თავისი დაბალი,ხავერდოვანი ხმით და მერე უკვე სიგარეტის ღერიც გამოჩნდა მის ტუჩებსშორის
_მე დავანებე და შენ დაიწყე?
_ცოტა ხანს მჭირდება და მერე ისევ გადავაგდებ ... არ ინერვიულო შენ
_თითები როგორ გაქვს... ვერ გხედავ აქედან
_მოგეწონება ასეთიც
_არ მგონია
_მეც არ მგონია,დარწმუნებული ვარ ... თუ მოძრაობაში მოვიყვან შეგიყვარდება კიდეც
_არც იფიქრო!
_ფიქრს მოქმედება სჯობს,არა?
_დროებით... გადავიღალე გუშინ ნანახის შემდეგ და უნდა დავისვენო
_გადაღლა ჰქვია ახლა სიმთვრალეს?
_იმედია ეჭვიანობის გამოვლინებასაც არ ვიხილავ
_პაემანზე გაგიშვი ,კაბა აგარჩევინე და გაგაცილე
_სხვა რა გზა გქონდა მაშინ
_უამრავი ,მაგრამ ყველა შენ თავისუფალ ნებას შეზღუდავდა და მერე ვერ მივხვდებოდი შენ ვინ გინდოდა სინამდვილეში
_ახლა ხვდები?
_ახლა ვიცი _არ მოეწონა სოფია რომ შებრუნდა ,აივნის კარს ფარდა ჩამოაფარა და საერთოდ აღარ ჩანდა მისი გამოსახულება _ გგონია დაიძინებ? მე რამდენიმე საათია ვცდილობ...
_შენ რა დაგაძინებდა მე თუ მელოდი აივანზე გამოსულს და ფიქრობდი ამჯერად რომელ თაყვანისმცემელს ხვდებაო
_რაო ნინიამ რა გითხრა ... მოგიყვა როგორ ვუყვარვარ თუ არ უთქვამს ჩვილობიდან რომ მიცნობს და ხელით დამატარებდა ქუჩა_ქუჩა. პაემნებზეც კი დავყავდი თურმე , დუდა უნდა გავასეირნოო და მიდიოდა შეყვარებულთან ჩემიანად
_ეგ საიდანღა იცი
_რა ,ნინიასთან ერთად რომ დალიე თუ ბავშვობაში რა ხდებოდა
_ბავშვობის მოგონებები რომელი წლიდან გაქვს
_მისმა ქმარმა მომიყვა ... ფოტოები რომ ვიპოვნე მათ სახლში მას მერე გამოტყდნენ . შენ იცოდი 16 წლიდან რომ ხვდებოდა ბექას?
_არ ვიცოდი _ძაღლის ყეფის ხმა გაიგო და მაშინვე ჰკითხა _ მიმი მანდ გყავს?
_დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არ არის . ჯერ მხოლოდ ორი წლისაა
_ბინა პატარა არაა მისთვის?
_მთავარია მე ვიყო და ყველგან კომფორტს იპოვნის
_არადა სტუმრად მოსვლას ვფიქრობდი ... ახალსახლობას მივულოცავ _თქო და შენ მანდ მიმი გყავს . ორი ქალი ერთად ზედმეტია
_მიმი სტუმართმოყვარეა იმ ადამიანების მიმართ ვისაც მე კარს ვუღებ ... როგორი სიმთვრალე გაქვს არ ვიცი , ცუდად ხომ არ გრძნობ თავს
_მშვენივრად ვარ ,იავნანასავით მესმის უკვე შენი ხმა _ ტელეფონი ბალიშთან ახლოს ედო , კომფორტულად იწვა და თვალებდახუჭული ლაპარაკობდა უკვე
_მაპატიე და დაივიწყე რაც ნახე ... ჩვენ ურთიერთობაში ის დუდა არ არსებობს
_გული რომ გატკინო მაინც ? _ჩუმად გაანდო თავისი შიში _ ყველაფერი ისე რომ არ მოხდეს როგორც შენ გინდა
_არ არსებობს სამყაროში კაცი ვინც გაგაბედნიერებს იმაზე მეტად ვიდრე მე შემიძლია... სხვა ვერაფერი შემიცვლის აზრს. არაფერი მინდა შენგან იმის გარდა რაც უკვე მაქვს . ჩემი არ შეგეშინდეს გემუდარები
_შენ გეშინოდეს სადიპლომო რომ ვერ ჩააბარო და მაქსიმუმ ერთ კვირაში სამსახურში არ დაბრუნდე სარეზიდენტო სამზადისითა და გეგმებით _გაუთიშა. გვერდი იცვალა,დიაძინა და შუადღემდე არ გაუღვიძია .

თვალები რომ გაახილა და გონს მოვიდა ყველაფერი სიზმარი ეგონა. შემდეგ ბოლო ზარი ნახა, შეტყობინებებიც გადაიკითხა და დარწმუნდა . გაეღიმა , ვერაფერს ფიქრობდა მხოლოდ იღიმოდა და მთელი არსება უნათებდა.

დუდა მთელი დღე არ გამოჩენილა. დასვენების დრო სახლის საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენა. მერე კი მიმართულება შეიცვალა და პირდაპირ დუდას კორპუსს მიაშურა. სართული ზუსტად იცოდა, ოთახის განლაგების მიხედვით ბინის კარიც გამოიცნო და ზარის ღილაკსაც დააჭირა. ჯერ ძაღლის ხმა გაიგო მერე კი კარი გაიღო და ყიფიანი გამოჩნდა
_ახალსახლობას გილოცავ _ ტორტის ყუთი და ღვინის ბოთლი ერთად მიაჩეჩა ძაღლს დამფრთხალმა დახედა და ნაბიჯი ნელა გადადგა
_შემოდი ... არაფერს გავნებს . იცის ვინც ხარ
_შენსავითაა? ზოგჯერ უწყინარია ხანაც ველურად გადაიქცევა?
_ჩემზე უარესია ხოლმე,მაგრამ უდანაშაულო ადამიანებს არასდროს ერჩის. განწყობას გრძნობს ,აურას და დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ _ ხალიჩაზე მჯდომ ძაღლს თავზე გადაუსვა ხელი და იქამდე ეფერებოდა სანამ სოფიოც არ მიუახლოვდათ
_დიდად ცხოველებთან კომუნიკაცია რომ არ მიყვარს იცი შენ
_ადამიანებთანაც არ გიყვარს , მაგრამ მე ხომ ვარ გამონაკლისი
_უპროგნოზოა
_მე თუ ის
_ორივე
_ცხოველებთან სიფრთხილე ალოგიკური არ არის, მაგრამ მე პროგნოზირებადი ვარ ... მიმი არ დაუყეფო თორემ გონებას დაკარგავს და ჩემი მოსასულიერებელი გახდება
_ძალიან დიდია და საშიშად გამოიყურება
_შენც გამოიყურები საშიშად ,მაგრამ სინამდვილეში ბოროტი და ავი ხომ არ ხარ
_როტვეილერს მადარებ?
_ნახე რა საყვარელია
_თუ გაცნობის ცერემონია დავასრულეთ იქნებ შევიდე სასტუმრო ოთახში
_არ მოეფერები ?
_არც შენ_ თავად დაიძრა და დუდა უკან მიჰყვა. ტესტები ჰქონდა გაშლილი მაგიდაზე და ლეპტოპიც იქვე ედო
_არადა როგორ მჭირდება ... ყავას დალევ თუ წვენს
_არცერთს ... ხედი მაინტერესებს _ არ დაჯდა ,სახლის დათვალიერება განაგრძო და მერე კიბეს მიადგა ქვემოთ ჩასასვლელს _ქვედა სართულიც შენია?
_ხო ... ბააბუამ ეს მაჩუქა და ქვედა რომ იყიდებოდა ისიც ვიყიდე . დახურული მქონდა ამოსასვლელი და ცალ_ცალკე მყავდა მდგმურები
_რად გინდა ექიმობა მშვენიერი შემოსავალი გქონია შენი უძრავ _მოძრავი ქონებიდან
_შენ რად გინდოდა ... დაქორწინებულიყავი ვინმე ისეთივე მდიდარზე როგორიც მამაშენია და იქნებოდი უზრუნველი. დაისვენებდი მთელი ცხოვრება
_კარგი , თუ ასე ძალიან გინდა იკითხე მაშინ საგამოცდო საკითხები _ სავარაუდო საძინებლის კარი ბოლომდე გააღო და ისევ დაუკითხავად შევიდა. დუდას ღიმილებს აიგნორებდა
_რისთვის მოხვედი ,რომ გაგეგო რას ვხედავ აქედან?
_ჩემზე კარგი მხედველობა გაქვს ... ფრანგული აივანი მხოლოდ შენ გაქვს ამ მხარეს
_ახლა გავაკეთე
_მე რომ იშვიათად ვჯდები იმ აივანზე? _ კარი გააღო და საკუთარ კორპუსს გახედა,აივნებს შორის თავისი იპოვნა
_დროა შეცვალო რეჟიმი და სულ იქ იყო
_და შენც არ მოშორდები ამ ფანჯარას?_შებრუნდა და იქვე დაუხვდა ყიფიანი.
_თუ ჩემ სურვილზეა დამოკიდებული შენ არ მოგშორდები
_არ გინდა _ კოცნის საშუალება არ მისცა ,მაგრამ ხელი არ მოუშორებია
_სულ მინდა _ გაუღიმა და ტუჩთან ახლოს ,ლოყაზე აკოცა _ არაფერი მინდა სხვა ასე ძალიან და ამდენად უსაზღვროდ
_მეცადინეობა გააგრძელე...გამოცდიდან რომ გამოხვალ მომწერე _ნაბიჯი უკან გადადგა. სწრაფად წავიდა კარისკენ და მიმი რომ დაუხვდა წინ გაეცინა _ შენი პატრონი თუ თბება ჩემთან შენ გგონია უფრო საშიში და რთული ხარ? _ ჩაიმუხლა , მოეფერა და ბოლოს დუდას ნაცვლად ძაღლს აკოცა თავზე რამდენჯერმე _დროებით მიმი , იცოდე ჩემ გარდა არავინ შემოუშვა მის ცხოვრებაში . ორნი საკმარისზე მეტი ვართ _ დუდას სიცილის ხმა ესმოდა კარიდან რომ გავიდა. უკან არ გაჰყოლია , გაღიმებულმა ჩაიარა კიბე და დაიძრა მშობლების სახლისკენ. ზუსტად იცოდა იმ ღამეს ბინაში თუ დარჩებოდა აივანზე გაათენებდა ან დუდას მკლავებში.


ბარბარესთვის ამზადებდა აჭარულ ხაჭაპურს შეტყობინებების შემდეგ ზარის ხმა რომ გაისმა . ანა და სესილიაც იქ იყვნენ ,სამეგობროს შეკრების დროს მოუხდა მისვლა . ვერც გაიაზრა ნათლულმა ისე უცებ შეაბრუნა მისკენ ტელეფონის ეკრანი და გამოჩნდა ფქვილიანი ხელებით.
_დუ ნახე შენი უფროსი როგორი კულინარი აღმოჩნდა
_ჯერ გასინჯეთ... ვიზუალმა არ მოგატყუოთ
_რაც მოვიდა მას შემდეგ ამზადებს და ყველაფერი გემრიელი გამოსდის. ბებო და დედაც გაუშვა ნათესავი ქალის დაბადების დღეზე_ბარბარე ჩაერთო ამჯერად
_ სამწუხაროდ ჩემთვის არაფერი მოუმზადებია და ვერ ვისაუბრებ იმ გემოზე რაც არ დამიგემოვნებია _ არ უყურებდა,საქმეს აგრძელებდა ,მაგრამ იცოდა როგორი სახეც ექნებოდა
_ამოდი შენც თორემ ამდენმა ქალმა ბოლო მომიღო...არც მიშვებს სადმე_კახიც რომ გამოჩნდა წინადადებით მაშინ დაიწყო ლაპარაკი
_ვერ ამოვა ,საქმე აქვს და ისიც მიკვირს სალაპარაკოდ რომ მოიცალა. ჭორაობისთვის და ნათლულის დაქალების მოკითხვისთვის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოიცალე როგორმე
_ახლაც სამსახურში ხომ არაა რა სწერვაა ხარ რა იყო
_შენ სჯობს ყველი გახეხე არ მეყოფა ეს ...
_როდის ბრუნდები სამსახურში , რაღაც ძალიან გაღიზიანებული ხარ
_ხვალვე მივდივარ... შვებულება ჯერ არ დამიწერია
_აპირებ?
_დიახ,მაგრამ თქვენთან აშკარად არ ვიქნები. ზღვაზე წავალ
_დუ შენ ის ბინა გაარემონტე?ზღვის ხედით რომ იყიდე შარშან ...
_კვარიათში მივდივარ ... კახი ხომ იცი ვერ ვიტან როდესაც ვამზადებ და იქვე ვინმე არის
_ანა ,ქალბატონმა სოფიომ განიშნათ გამეცალეთ და მადროვეთ მარტო მოვამზადო არ მიყვარს ხმაური და აჟიოტაჟი თორემ დაგტოვებთ მშივრებსო _ დუდას ხმა ესმოდა ,ზურგით იდგა დანარჩენებისკენ
_გვაჭმევს დილიდან და აღარც ვიცი ჩაგვეტევა თუ არ. გავალთ კარგი ნუ მიბრიალებ თვალებს . რა გინდოდა რატომ მირეკავდი?
_ჩერქეზასთან მეგონე ,რადგან არ ხარ სხვა არაფერი მინდა
_მაგ არსებასთან რატომ გეგონე
_სხვა დროს ვისაუბროთ. პირადად გნახავ . ორი დღის შემდეგ მოვიცლი შენთვისაც
_დავიღუპე _ დუდამ გათიშა და ანა შუბლით მიეყრდნო კედელს _თქვენ ხომ არ იცით რა უნდა ვქნა?
_მეე?_ დასვრილ მაგიდას წმენდდა უკვე გაკვირვებულმა რომ გახედა _მე საერთოდ არ ვიცი რა ხდება
_სამაგიეროდ იცით დუდა როგორ მართოთ
_სტატუსი მიწყობს ხელს თორემ პირად საკითხებში არ
_ვიცი შეძლებთ დახმარებას
_გააჩნია რას ატყუებ და მინდა თუ არა დახმარება
_ზუსტად მისნაირი ტკბილ_მწარე როგორ ხართ ?
_შენ ასეთი პირდაპირი რატომ ხარ ?
_ცოტათი თავხედი გგონივართ ხომ?
_რაო რას ვატყუებ ნათლიასო?
_ერთი ბიჭი მიყვარს ... დუდას არ მოსწონს
_აღიარე და არგუმენტებს მოუსმინე. ტყუილად არაფერს დაგაძალებს და არავისთან დაგაშორებს. დაელაპარაკე ღიად და მოგვარდებით. რომ მოატყუებ აწყენინებ და გულს ატკენ ძალიან
_სიმართლე თუ გაართულებს?თუ მინდა შეცდომა დავუშვა?მზად ვარ გადავიტანო თუ იმდენად მომწონს
_ანუ იცი რომ გატყუებს და მაინც თანახმა ხარ?
_ვიცი მე უფრო მიყვარს და მაინც მინდა მასთან ვიყო. თუნდაც ცოტა ხნით და დუდა ამის უფლებას არ მომცემს მე კი მიღირს ყველაფრის ფასად
_თავმოყვარეობა ?
_მიყვარს
_სიყვარული უნდა გამაღლებდეს კი არ გადაბლებდეს
_ზუსტად მისნაირი ხართ ! _ისევ გაიმეორა და უკან დაიხია _ მადლობა რჩევისთვის . თქვენ ისეთი ვინმე გიყვართ მისი შეყვარება არასდროს იქნება შეცდომა
_ერთი წუთით მე ვინ მიყვარს?
_ვინც გიყვართ _ გაუღიმა და წავიდა. დიალოგიდ გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. ნუთუ ამდენად აშკარა იყო ყველაფერი ყველასთვის და მაინც რა აჩერებდა,რა აიძულებდა მისგან შორს ყოფნას. არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში თუ მასში. პასუხი არ ჰქონდა. სიმშვიდის წერტილი უნდა ეპოვნა ,მაგრამ როგორ როცა ყველანი აღიზიანებდნენ უკვე. არსად შეეძლო ყველაფრისგან შორს დარჩენა.
მეორე დილას სამსახურში წასვლისთანავე დაწერა შეთანხმებული შვებულება და ისე გაემართა კვარიათისკენ არავისთვის უთქვამს. მხოლოდ დედას მისწერა ქალაქიდან გავდივარო და მობილური საერთოდ ფრენის რეჟიმზე გადაიყვანა.

ორი დღე არ დაკონტაქტებია ყიფიანი.გამოცდის დღეს ელოდა შეტყობინებას , ბოლოს უკვე მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა და ზღვის სანაპიროს ცქერამაც ვერ უშველა,თავად დაურეკა
_იმედია ცოცხალი ხარ და ორ დღეში ახალი უბედურება არ დატრიალდა შენ ცხოვრებაში ისეთი გამოცდაზე რომ ვერ გასულიყავი. თუ ვინმეს არ აწერინებდი და არ გამოგაგდეს დარწმუნებული ვარ ჩააბარებდი
_ვიფიქრე სიტყვის უთქმელად რომ წახვედი და გამექეცი გამოცდის ამბავიც არ გაინტერესებდა
_დასასვენებლად წასვლა ივლისის ბოლოს ,გაქცევაა თან შენგან?
_მე საავადმყოფოში ვათენებდი ახლოს რომ მყოლოდი და შენ შეგიძლია დაისვენო მაშინ ,როცა არ მეკონტაქტები. მონატრების შეგრძნება რომ არ გაქვს გავიგე უკვე
_საჭესთან ხარ თუ რა ხმაა და საერთოდაც რატომ უნდა მენატრებოდეს ჩემი უმცროსი ექიმი არასამუშაო საათებში. სამსახურში კი ბატონო,საქმე რომ მაყრია თავზე
_დავმშვიდდი
_შენი დამშვიდების განზრახვა არც მქონია ... ჩააბარე თუ ვერა და უნდა მოვიფიქრო მიზეზი რატომ გიტოვებ სამსახურში
_ნუ დამიტოვებ ,ბარიერად გადაგვექცა მაინც
_საერთოდ არ მინდა ძლივს გამოწვრთნილ,გამოზრდილი კადრის დაკარგვა
_აჰ ,ანუ როგორც კაცი იმდენად საჭირო და სასურველი არ ვარ როგორც დამხმარე? კომპლიმენტია თითქოს ,მაგრამ აშკარად არ მესიამოვნა.
_კარიერა არ გედარდება და იმიტომ თორემ მე როდის იყო ვინმეს ვაქებდი _სასტუმროში იყო უკვე . ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ლიფტისკენ მიაბიჯებდა _შენ კი მიწაზე არ გადგმევინებ ფეხს. მაინც უმადური ხარ და მეტი გინდა
_მეტი არ , თქვენ მინდიხართ მხოლოდ ქალბატონო სოფიო _ როდის გაჩნდა მის გვერდით წარმოდგენა არ ჰქონდა,მაგრამ ლიფტის კარში ერთად რომ შეაბიჯეს და ერთ ხელში სამგზავრო ჩანთა ეჭირა დუდას ,ნათლად დაინახა. მეორე ხელი სოფიას რომ ჩაკიდა და თანვე აკოცა ესეც ახსოვდა. კივილის დაწყება უნდოდა სიტუაციის უმართავობის გამო ,მაგრამ ხმა ვერ ამოიღო ,მარტონი არ იყვნენ . ლიფტის კარი გაიღო და ერთად გავიდნენ _ჩავაბარე გამოცდა და გადავწყვიტე დავისვენო რეზიდენტურის სამზადისამდე
_აქ ისვენებ ? აქ ამ სასტუმროში ... ბინა არ გაქვს ზღვისპირა ქალაქში?
_მაქვს , დაჯავშნილია ორტომბრამდე და ახლაც არიან დამსვენებლები სამივეში
_სამი გაქვს
_ოთხი ... უბრალოდ მეოთხე ჯერ არ დამისრულებია
_ვინმე დაარეკეტე და წაართვი თუ როგორ მოახერხე
_სწორ დროს დავაბანდე ფული უძრავ ქონებაში და მიზეზს ნუ ეძებ დისტანციის გასაზრდელად
_არ მითხრა რომ ზუსტად ჩემ მეზობლად ხარ...
_არ გეტყვი უბრალოდ კარს გავაღებ და ჩანთას დავდებ. ჩავიდეთ და ვივახშმოთ. გრძელი გზა გამოვიარე,აჭარულ ხაჭაპურს სიამოვნებით შევჭამდი. შენი მომზადებული კი აქეს და ადიდეს ჩემმა გოგოებმა ,მაგრამ მე არ მხვდა წილად ბედნიერება დაგემოვნების _ კარი გააღო ჩანთა დადო და გამობრუნდა
_საიდან გაიგე... არავისთვის მითქვამს
_ გავარკვიე
_ვინ ხარ საერთოდ
_დუდა ყიფიანი ... სასიამოვნოა. თქვენნაირი მშვენიერი ქალბატონი მარტო არ უნდა ფლანგავდეს დროს რომელიც სასიამოვნოდ შეუძლია გაატაროს _ ხელი ჩაკიდა ,ისევ აკოცა თითქოს ახლა გაეცნო და კიდევ უფრო ახლოს გაჩერდა _ რუჯი გიხდებათ , კიდევ უფრო მიმზიდველს გხდით ქალბატონო სოფიო _ ლოყაზე აკოცა ამჯერად და შემდეგ ხორბლისფერ ყელზე _ზღვის სუნიც სასიამოვნოდ ერწყმის თქვენსას
_გეყოფა !
_ვერ მეყოფი !
_აქ ჩამოსვლა და ჩემი სურვილის დაიგნორება როგორ გაბედე _ საკუთარი ნომრის კარი გააღო დუდაც თან გაიყოლა და გაცხარებულმა ჩხუბზე შეაჩერა არჩევანი _ გგონია ყველგან თუ იქნები და მოსვენებას დამიკარგავ თოჯინად გადავიქცევი? შენ მე ვინ
_მომენატრე და წამოვედი . ვიფიქრე ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის დასრულებას ,ამდენი შრომის, წამების და ბარიერის გადალახვის შემდეგ ძლივს დიპლომის აღებას შენთან ერთად ავღნიშნავდი . შენთან გაზიარება მინდა ყველა ემოციის ,თუმცა აშკარად გულუბრტყვილო ბავშვივით მოვიქეცი. შენ შენი სიჯიუტის მიღმა არაფერი გინდა დაინახო ,გაიაზრო და დაიჯერო . ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მართლა გონებით გადაწყვიტო მაშინაც კი ახლოს ყოფნას უნდა ირჩევდე ,შენ კი აზროვნებაზეც უარს ამბობ
_რომ მეაზროვნა ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი და ყველაფერი თავზე არ ჩამომენგრეოდა
_მაინც რა ჩამოგენგრა ასეთი აღმაშფოთებელი...გადაწყვეტილება,რომ კაცი არ გჭირდება სრულყოფილებისთვის და არავინ იარსებებს ვინც მოგეწონება? ვინც გენდომება და ვინც გაგაბედნიერებს? რომანტიზმია ამდენად ტრაგიკული ?
_ხმას ნუ უწევ
_არ ვუწევ ... შენ გესმის ხმამაღლა და გიჟდები ვინმე რომ გეწინააღმდეგება _ გაიცინა და თვალი მიადევნა აბრეშუმის კაბაში გამოწყობილს. ნაჭერი შიშველ ტანზე ეკვროდა და სხეულის კონტურს მიჰყვებოდა. მთელი ზურგი შიშველი ჰქონდა, სავსე მკერდს თხელი მატერია ეკვროდა და მხრებზე შეკრული ბრეტელის გახსნა სჭირდებოდა მხოლოდ სიშიშვლისთვის . ამ ყველაფრის აღქმის პარალელურად მანძილიც დაფარა და აივანზე ჰაერის ჩასასუნთქად გასულს ზურგიდან აეკრო _ შეიბრალეთ თქვენი მონა_მორჩილიც და საკუთარი თავიც ,ქალბატონო სოფიო
_ეს "ქალბატონო " ამჯერად შენ გახსენებს ზღვარს თუ მე
_უბრალოდ გიხდება
_შენ გიხდება და შეგეფერება აქ ჩამოსვლა ასე დაუპატიჟებლად. უკან ადევნება და თავისუფლების შეზღუდვა?
_არსებობს რაიმე რაც შენ შეგზღუდავს? სექსუალურად შევიწროებულიც ხომ არ ხარ _ ხელები ზურგს უკან წაიღო და უკან დაიხია _ ახლა თუ დავუჯერებ ამ შენ სიტყვებს მაშინ უნდა გავბრაზდე, გული მეტკინოს და უკან დავბრუნდე ისე რომ ზღვაში ცურვის სურვილიც დამეკარგოს
_ჩემი ოთახიდან ნამდვილად უნდა გახვიდე _თვალებში უყურებდა და ატყუებდა. სულ სხვა სურვილი ჰქონდა და სწორედ საკუთარ თავს ებრძოდა. დროულად თუ არ მოიშორებდა ეტყოდა ეს ორი დღეც შენგან შორს მხოლოდ შენზე ვფიქრობდი და იმდენად მყავხარ გონებაში ბოლოს მაინც ვერ შევიკავე თავიო.
_ივახშმე ჩემთან ერთად ... ავღნიშნოთ გამოცდის ჩაბარება
_რა მიიღე არ გითქვამს... 160 ქულის გამო აღნიშვნა
_198 ავიღე _გაუღიმა ისევ და სიტყვები გაუქრო_თანახმა ხარ თუ ლევანმა უნდა მოგვცეს დასტური
_თანახმა ვარ
_მოგწერ _ისევ აკოცა ლოყაზე და ისე წავიდა.

იდგა,უყურებდა მიმავალს და კარის მიხურვის შემდეგ კიოდა. ბოლოს ასეთი სასოწარკვეთილი როდის იყო? გამოცდისთვის მზადებას ვერ ასწრებდა წლების წინ და უკან საქართველოში დაბრუნებას კახის დაბადების დღემდე. ბოლოს მაინც გამოცდაზე გააკეთა არჩევანი და კახის დაბადების დღეზე ყოფნის ნაცვლად ბიბლიოთეკაში იჯდა და მეცადინეობდა. ახლა კი ,ახლა რა ხდებოდა საერთოდ მის გონებაში? ქაოსი და მეტი არაფერი.
_შეწყვიტე ფიქრი და უბრალოდ გამოიცვალე _ შეტყობინება რომ წაიკითხა იმ წამსვე გაეღიმა
_ვგიჟდები შენზე ! _ეს იყო საბოლოო დასკვნა დუდასთვის რომ არ უთქვამს და საკუთარ თავს გაანდო მხოლოდ.
ყოველთვის ისე იქცეოდა როგორც უნდოდა და ამჯერად დუდა იყო ყველაფერი რაც უნდოდა.
_სად მივდივართ? _ დერეფანში გააბიჯა თუ არა მაშინვე ჰკითხა და თვალების ციმციმით გაუღიმა_მეტყვი თუ უბრალოდ გამოგყვე
_გამომყევი _ ხელი ჩაკიდა და ისე გაუყვა გზას დერეფნამდე
_მანქანა როდის იყიდე თუ ითხოვე _ავტოფარეხში სოფიას მანქანის ნაცვლად სხვასთან რომ გაჩერდა და კარი გაუღო შემდეგ ჰკითხა
_მყავდა , უბრალოდ გადავეჩვიე მართვას
_თუ უბრალოდ გინდოდა მე მეტარებინე
_სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით,რომ მინდოდა შენთან ერთად მემგზავრა
_შენ ლიცენზიაც ხომ არ გაქვს და ხომ არ მიმალავ
_საჭესთან ჯდომა მიყვარდა ძალიან ... 10 წლიდან ვატარებდი მგონი . ანდრო მასწავლიდა და ბიძაჩემიც. იმ ავარიის შემდეგ ყველაფერი მოვიშორე რაც ცუდ გავლენას ახდენდა და მათ შორის სწრაფად სიარულიც შედიოდა. გადავწყვიტე ფეხით ან საზოგადიოებრივი ტრანსპორტით მევლო გამონაკლისი შემთხვევების გარდა
_და მაინც არ გითქვამს მანქანა მყავსო მე რომ გიტოვებდი გასაღებს
_რომ მეთქვა ხომ ვერ გავიგებდი შენ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ... ნუ ბრაზობ
_ბათუმში მივდივართ ?
_არ მოგიტაცებ,დაგაბრუნებ
_მოძალადეობრივი ქმედებები კი გახასიათებს უბრალოდ მოტაცება უფრო პატარა გოგონებს შეეფერებათ მე უკვე აღარ...
_ნებით გამომყვები?
_მოგყვები უკვე
_დაკარგულ ნახევრად როდის გამომყვები
_დაკარგული ნახევარი გყავს? როდის მოასწარი
_სულ ვიცნობდი , ჯერ ვერ მივხვდი მერე ცუდ დროს შევხვდი და ამეკვიატა მასზე ფიქრები ,ბოლოს ჩემ ცხოვრებაში შემოვუშვი ახლა კი ზუსტად ვიცი ვინც არის
_მაგ შენ სიყვარულზე გეკითხები ამდენი ხანია და არ ამბობ ვინ არის
_გეტყვი დღეს
_რა სასაცილოა ... მეტყვის დღეს ვინ უყვარს _ თვალები აატრიალა და მერე საერთოდ გვერდზე გაიხედა.
_მართლა სასაცილოა _ უყურებდა გაბრაზებულს და ეღიმებოდა.

შემდეგ სოფიას დაურეკეს. პაციენტი ესაუბრებოდა მთელი დარჩენილი გზა და მერეც დუდამ კარი რომ გაუღო . ეზოში იყვნენ რომ დაასრულა და მდუმარედ მდგომს გახედა
_მაპატიე ...
_არაუშავს
_მობილურის გათიშვა ვერ ვისწავლე. სულ მგონია რომ რაღაც ისეთი მოხდება რაც უნდა გავიგო და დასვენების დროსაც ვსაუბრობ
_ჩემთან ხდები სიტყვაძუნწი სამაგიეროდ _შენობის კარიც გაუღო და პირველი შეუშვა
_რა გინდა რომ გითხრა და არ მითქვამს...ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი იცი და შიშველი დავრჩი შენ წინ
_ეგ ფაქტი ნამდვილად არ მომხდარა _სკამი გამოუწია და დაჯდომამდე ჩუმად უთხრა_გვეხსომებოდა ორივეს
_რა გინდა რომ მოგიყვე
_როგორი იყო პატარა სოფია _მენიუ რომ გამოართვა მიმტანს და შეკვეთაც მისცეს . ღვინის ბოთლიც გახსნა და ჭიქებიც შეავსო_არ ვიცი როგორი ბავშვი იყავი
_მე რომ ბავშვი ვიყავი შენ არც იყავი და დედაშენიც პატარა იყო მაგ დროს
_ძალიან გთხოვ დაივიწყე ციფრები და რაც გახსოვს ყველაზე სასიამოვნოდ ეგ ამბავი მომიყევი
_ადრეც გითხარი კახასთან ყოფნა მიყვარდა სულ. ალბათ იმიტომ რომ მას ვუყვარვარ გამორჩეულად. სულ ისე მექცეოდა როგორც გამორჩეულ ქალს,პრინცესას და თან მასწავლიდა როგორ არ ვყოფილიყავი ამპარტავანი. როგორ შემერჩია სურვილები ისე რომ სხვები არ დამეზიანებია ... ლამაზ ადგილებში დავყავდი . ანდრო მახსოვს კარგად და მისი თბილი ხმით დაძახებული ბაბუკო
_ვგიჟდებოდი ანდროს ბაბუკოზე ... _თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა _მე და შენ როგორ არ ვიყავით ერთად
_ვაი თუ ხელში მეჭირე ოდესმე და გათამაშებდი როგორც თოჯინას
_დაიმახსოვრებდი
_არ ვიცი,ბევრი მოგონება არ მაქვს. კადრებად მაქვს გონებაში როგორ მჩუქნიდა მინდვრის ყვავილებს მუდმივად კახა. როგორ ჩამკიდებდა ხელს და მეც ზრდასრულივით მივყვებოდი უკან. ჩემი ყველაზე დიდი სიხარული კახის დაბადება იყო , ულამაზესი ჩემი პატარა რომელსაც სულ თავთან ვეჯექი და არ ვშორდებოდი. არც ვთამაშობდი აღარც ვკითხულობდი ვიჯექი და ვუყურებდი,ვაკვირდებოდი. ბევრი ასეთი მეყოლება_თქო ვამბობდი თურმე
_ბევრი ბავშვის დედა გინდოდა გამხდარიყავი და მერე დაგავიწყდა ეგ ოცნება ?
_არ დავუჯერებდი იმათ ვიდეო მტკიცებულება რომ არ არსებობდეს _ჭიქა დაცალა წარსულის მოგონებეში ჩაძირულმა _ დაბადების დღეზე ვამბობ მინდა დედა ვიყო ... ჩემი ოცნებაა ბევრი ბავშვების დედობა_თქო და სახელებს ვამბობ რას დავარქმევ ბავშვებს
_რა სახელები მოგწონდა_ეღიმებოდა უთბილესად ყიფიანს
_ არ მახსოვს. უნდა მოვიძიო ის ვიდეო ... უსაყვარლესი ვიყავი და შენ? შენი ბედნიერი მოგონება რა არის
_ბიძაჩემთან ერთად ავდივარ გერგეტის სამებამდე . გზაში ბევრჯერ ვჩერდებით და ის მამხნევებს ,მარიგებს როგორ შეიძლება გავდეს ცხოვრება იმ გას და მერე მთის წვერზე ასულები დამუნჯებულები ვუყურებთ იმ ხედს... ნატალია როგორ მიკითხავს წიგნებს, ანდრო უკრავს და ბებოს ეხუტება. ასეთი კადრები ბევრია ჩემ გონებაში და ყველას გახსენებისას სუნსაც ვგრძნობ იცი?სახლურ სუნს რომელიც აღარსადაა.
_არსებობს ეგეთო სუნიც?არ ვიცი ...
_რაღაც ფსიქოლოგიურია ალბათ ,არ ვიცი ზუსტად. თუ ჩავაბარებ ფსიქიატრიაზე გავიგებ
_არ მეტყვი სინამდვილეში ვინ გინდოდა რომ ყოფილიყავი როცა სამედიცონოზე ჩაბარებაზე ფიქრობდი?
_მას მერე ამოყირავდა ჩემი ცხოვრება
_მითხარი დუდა
_ბანალურად...ქირურგობა მინდოდა.
_ზოგადი ქირურგია თუ ნეირო ან კარდიო
_ნეირო
_და რა გიშლის ხელს?
_დავბერდები იქამდე და მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნა საქმეს რომელიც გადაწყვიტავს ადამიანის ბედს. თერაპიაში დაშვებულ შეცდომას ვიღაც გამოასწორებს და ქირურგიაში
_ეს მოიფიქრე სხვებისთვის და რეალურად?
_არ შეიძლება მეზარებოდეს?
_შეიძლება,მაგრამ შენ არ ხარ ის კაცი ვინც დაიზარებს ოცნებამდე მისვლას
_აბა როგორი კაცი გგონივარ
_რატომ თქვი უარი დუდა
_ბიძაჩემი რომ ვნახე ... პროზექტურაში ჰყავდათ. მოვატყუე პათ_ანატომს და ისე დავესწარი კვეთას როგორც სტუდენტი. მინდოდა გამეგო რა იყო მიზეზი გარდაცვალების . ვერ გავუძელი...გავითიშე და გონს რომ მოვედი ბიძაჩემი სახლში ჰყავდათ უკვე გადასვენებული. მე კი მინი ქირურგიასაც ვერ ვაკეთებ. სკალპელს რომ ვიჭერდი პრაქტიკებზე ხელის კანკალი მეწყებოდა. ქირირგის ხელი და ცახცახი ერთად იარსებებს? შეუძლებელია! ფსიქო თერაპია იმიტომ ავირჩიე რომ უამრავი ადამიანია ვისაც შველა სჭირდება და ვისაც ცხოვრებას შეუცვლი მოსმენით,სწორი საუბრით და მკურნალობით
_რამ მოგაფიქრა და გადაგადგმევინა ეგ ნაბიჯი ... როგორ შეხვედი იქ
_მაშინ ისედაც ასეთო სპონტანური ქცევები მახასიათებდა და ვერც დავიჯერე იქამდე რომ ბიძაჩემი იწვა იქ იმ რკინის მაგიდაზე და მას უპირებდნენ გაჭრას ... მოკლედ ტყუილად ნუ გიტრიალებს გონებაში ჩემი ქირურგად გახდომის იდეა . ვერ გამოვა ეგ ამბავი . ზოგჯერ ვფიქრობ საერთოდ არაა ეს პროფესია ჩემთვის როცა საქმე კლინიკაში მუშაობას ეხება _ერთი ჭიქა ბოლომდე დაცალა და შემდეგ კერძებზდ გადავიდა _აქ ყველაფერი გემრიელი აქვთ და ვიცი მთელი დღეები მშიერი იქნებოდი
_ნეტავ რა იცი
_გენატრებოდი და შფოთავდი
_ნუთუ
_საბოლოოდ უნდა გადაწყვიტო ის რაც შენ გჭირდება ,გინდა და გაბედნიერებს და არა ის რაც სხვებს უნდათ. მე ასე რომ დავიწყე ცხოვრება მას შემდეგ ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. რამდენად კარგიც არ უნდა უნდოდეს ვიღაცას შენთვის ის შენი ცხოვრებით მაინც ვერ იცხოვრებს
_ხომ იცი როგორ ვერ ვიტან
_როცა გასწავლიან როგორ მოიქცე _გააგრძელა და სოფიოს ფართო ღიმილიც დაიმსახურა _ როცა გატყუებენ,როცა ხმას უწევენ შენი თანდასწრებით,როცა გეწინააღმდეგებიან,როცა ყველაფერი ისე არ ხდება როგორც შენ გინდა
_ყველაფერი გემრიელია... შენი გემოვნება ნამდვილად არასდროს არის ჩემის პირისპირ _ვახშმობდა და ნელ_ნელა აგემოვნებდა სუფრაზე განლაგებულ კერძებს ისევ რომ დაურეკეს. ერთს არ უპასუხა, შემდეგ მეორედ დაურეკეს ისევ არ უპასუხა და ბოლოს უკვე ნაცნობი ნომერი რომ დაინახა გაეღიმა _მაინცადამაინც ახლა რატომ გავახსენდი ნეტავ _ჩუმად თქვა ირგვლივ მიმოიხედა ინსტიქტურად და ფეხზე წამოდგა _გისმენ მამა . შორს არ გასულა იქვე ტერასაზე იდგა ცარიელ მაგიდასთან და დუდას საუბარიც ესმოდა ,იმ ნაწილში ხალხის ნაკლებობის გამო
_სად ხარ შენ
_ზღვის სანაპიროზე ვისვენებ როგორც ყოველ წელს ... ორ დღეში დავბრუნდები
_ეს მარტო დასვენება ახალია რამე?
_მარტო დავისვენე შარშანაც და იმის წინაც ... მას შემდეგ რაც მივხვდი რომ მარტო ვისვენებ და სხვებთან ერთად ვიღლები ქაოსით
_ასაკის მატებასთან ერთად აუტანელი ხდები
_ასაკის მატებასთან ერთად აუტანელი კი არ ვხდები უბრალოდ ვხვდები ზუსტად რა მინდა და ვაკეთებ იმას რაც მინდა.
_ჩემი ნერვების მოშლა და გულის გახეთქვაც გდომებია ძალიან
_შენ იშლი ნერვებს თორემ მე არ მინდა
_ბარბარეს ოჯახი მოვიპატიჟეთ. დაბადების დღე აქვს და ბარემ ნათესავებს გავაცნობთ ერთმანეთს_თქო ვიფიქრეთ და შენ არ უნდა იყო?
_ჩამოვალ ...რესტორანში მოვალ პირდაპირ და არ გამოვაკლდები გაცნობის ცერემონიას.
_იცოდე რამეს თუ მიმალავ და გავიგებ მანდ ვინმესთან ერთად ხარ
_ვთიშავ მამა ... მოვალ რესტორანში და გავეცნობი შენს მოყვრებს როგორც ოჯახის გამორჩეული წევრი
_იმედია იქამდე ისეთ რამეს არ იზამ ოჯახის წვერის სტატუსი რომ დაკარგო
_სულ როგორ კარგ განწყობას მიქმნი ამ მუქარანარევი გაფრთხილებებით... ბიკინით რომ დავდივარ სანაპიროზე და ზღვაშიც ასე ვცურავ იცი ? იქნებ უკვე ამომშალო ოჯახის წევრების სიიდან ზედმეტად სექსუალური საცურაო კოსტუმების ქონის გამო
_კარგია ირონიის ხასიათზე რომ ხარ... ფოტოებს არ გამოდებ იმედია და გაგახსენდება ექიმი რომ ხარ და პაციენტები გყავს იქ და არ აჩვენებ ყველაფერს
_კიდევ კარგი მითხარი თორემ სულ შიშველ ფოტოსესიას ვაპირებდი და ატვირთვას
_მართლა როდის გახდი ასეთი აუტანელი ვგიჟდები
_მე ის მაფიქრებს შენ როდის მერე ვეღარ მიტან მამა
_ვინ ვერ გიტანს?მეე ? შენი ძმა მთელი ცხოვრებაა იმას მეჯუჯღუნება სოფიო გიყვარს ჩემზე მეტადო ... ნორმალურები არ ხართ არც ერთი. სულ დედათქვენის ბრალია
_დროული იყო დედას დადანაშაულება...
_მშვიდადაა და არც გკითხულობს იქნებ რა გჭირს და რას შვები მარტო მანდ . ათასი ვინმეა გამოხიზნული ზღვაზე
_კარგად ვარ ,მართლა _ბოლოს მაინც მოლბა ,მაგრამ გულის არეში ტკივილს რა გაუქრობდა. ორი ჭიქა უკვე დალეული ჰქონდა მაგიდასთან რომ დაბრუნდა მესამეც დალია და თეფშს გაუსწორა მზერა. დუდას არაფერი უთქვამს ,ჩუმად უყურებდა და დროს აძლევდა ,როგორც ყოველთვის
_როგორ ფიქრობ ჩემები უარესები არიან თუ შენები _კიდევ გაავსო ჭიქა და ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ყლუპი მოსვა. სკამს მიეყრდნო და დუდას გაუსწორა ამღვრეული მზერა
_გააჩნია ვისთვის ... ჩემთვის ჩემები ,შენთვის შენები . ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან
_ხო ,მამაჩემი მოკლავს დედაჩემს იქვე განქორწინება რომ შასთავაზოს
_მეც ასე მეგონა ერთ დროს იმის გათვალისწინებით ,რომ მამაჩემის ანგარიშზე იყო იქამდე მრავალი ჩხუბი,დაჭრილი ბიჭი , გარჩევა და ათასი უბედურება
_მამაჩემს არ იცნობ შენ
_დედაშენთან აქვს პრობლემები?
_არა სხვათაშორის... იმიტომ რომ დედაჩემი არ გავს დედაშენს და მშვიდი ბუნების გამო თუ იმ სიყვარულის რა სიყვარილითაც უყვარს ,არასდროს მინახავს მათი ჩხუბი. რაღაც რომ უნდა ისეთ დროს შეურჩევს ხოლმე მაინც გააკეთებინებს და მერე სულ იცინის ხოლმე ლევანი. ჩემთან მგონი პირიქითაა დედას უყვარს სიგიჟემდე ,არა ლევანსაც უყვარს ,მაგრამ იმდენად ვერ გამოხატავს.
_გიორგის უბრალოდ ნათია შეხვდა ისეთი ქმედებებით მოუხდა იმის დამტკიცება თუ როგორ უყვარს და დედაჩემი მთელი ცხოვრებაა მაჩვენებს როგორი სუსტი,არეული და უნებისყოფოა. დედოფალივით ჰყავდა ანდროს და მაინც იმდენი კომპლექსი აქვა ნამდვილად უშველიდა ერთი კარგი ფსიქო_თერაპევტი
_მშობელი არ ვარ თორემ იქნებ უარესი ვიყო ჩემი შვილებისთვის
_შენი პერფექციონისტი ბუნებით ბავშვებს თუ აიძულებ იდიალურები იყვნენ
_ჩემი შვილები ისედაც იდეალურები იქნებიან... სულ მგონია ,არა დარწმუნებული ვარ რომ ის დედა ვიქნები გიჟები რომ არიან. ქარის დაბერვის ეშინიათ, დაბლენდერებულს აჭმრვენ ორი წლის ბავშვებს და არავის აკოცნინებენ. იმდენად მაღიზიანებენ და იდე არ მინდა ასეთი ვიყო,ფრთები დავაჭრა და ყველაფერი ვუკონტროლო
_ორივემ კარგად ვიცით,რომ ასეთი დედა არ იქნები და მეგობრობას შეძლებ შვილებთან . იქამდე უბრალოდ ბავშვებისთვის არჩევანი მამაზე უნდა გააკეთო ,სწორი არჩევანი ,სწორ კაცზე
_სულ მავიწყდება ეგ რომ არის საჭირო _ ხმით გაიცინა და თვალები დაუწვრილდა სიცილის დროს _ამ ჭიქით ჩემი მომავალი შვილების მამას და შენი მომავალი შვილების დედას გაუმარჯოს
_გაგვიმარჯოს სოფია _ ჭიქა მის ჭიქას შეახო და სრულიად მშვიდად უთხრა
_ჩვენ არა,იმათ
_ჩვენ ,სოფია . მე , შენი შვილების მამას და შენ,ჩემი შვილების დედას
_როდის გადაწყდა ეგ ამბავი?_ ლამის ენა დაება იმდენი რამ იგრძნო ერთბაშათ_რამე გამოვტოვე?
_ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის ვინაობა დაადგინე საბოლოოდ თუ ეჭვის დონეზე ვართ ისევ
_დუდა
_სერიოზულად ვერ ხვდებოდი ამ დრომდე ? მე კი მეგონა პირველივე შეხვედრისას სახეზე მეწერა ყველაფერი და უბრალოდ მეთამაშებოდი ,პატარა ბავშვივით მიყურებდი
_ანგარიში მოითხოვე და წავიდეთ ! _ ისეთი სახე ჰქონდა ნამდვილად ვერ გაიგო ყიფიანმა უნდა შეშინებოდა თუ პირიქით ,უნდა დამშვიდებულიყო_გარეთ დაგელოდები _ წამიც ვეღარ გაჩერდა ისე წამოდგა და ჩანთაც კი დაავიწყდა ისე დაიძრა მანქანისკენ. დუდა სულ რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდა,ისიც იმიტომ რომ დრო მიეცა საკუთარი თავისთვისაც და მისთვისაც .
ჩანთა ფეხებზე დაუდო როგორც კი დაჯდა და ძრავი აამუშავა
_არაფერს მეტყვი?
_იარე,უკან დავბრუნდეთ ... _თვალები დახუჭული ჰქონდა და თავში დატრიალებულ ქარიშხალს ებრძოდა. მერე მისკენ გაიხედა და სიჩქარის აღქმაც დაიწყო _ ასე პირდაპირ ჯოჯოხეთში გამიშვებ
_სამოთხე გელის შენ
_ეგ იქამდე სანამ გარყვნილი დედაკაცივით დავიწყებდი ქცევას და ის ყველაფერი რომ გამეკეთებინა რაც მინდოდა,ნამდვილად არ ამცდებოდა დიდ ქვაბში მოხარშვა
_სულ მგონია რომ გინდა გამაგიჟო და სპეციალურად მეუბნები ასეთ სისულელეებს ... რა გარყვნილი დედაკაცი ამდენი თვეა როგორ ცივად მექცევი ვერაფერი მოგიხერხე და ბოლოს შეგეცოდე მხოლოდ და იმიტომ მაკოცე
_რა სისულელეა !
_გჭირდებოდა და გაკოცეო ასე არ მითხარი?
_არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და სიმართლის მარცვალი ხომ იყო მანდ ... არ გჭირდებოდა?
_სიმართლის მარცვლების კენკვის და მიმოფანტვის დროა ისევ? პირდაპირ სიმართლეზე რომ გადახვიდე არა?
_ისე მიფრინავ , ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში გადავალთ ბარემ და რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები გავფლანგო
_არ გეშინია და ნუ გადაგაქვს თემა
_ახლა რომ გითხრა სიმართლე მერე იტყვი შიშმა ათქმევინაო ... სასტუმროში დავილაპარაკოთ _ ეღიმებოდა უკვე,მაგრამ თავს იკავებდა. დუდას დაჭიმულ სხეულს უყურებდა და სული მისდიოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა
_ფსიქიატრიული თვითონ დამჭირდება ბოლოს შენ მე ისეთს დამმართებ _ჩუმად ჩაილაპარაკა და სოფიას ხმამაღალი სიცილის ხმაც გაისმა მანქანაში . ბოლო შუქნიშანთან შეჩერდა კიდეც ,ჯერ უყურებდა მერე სახეზე მსუბუქი შეხებით თავი შემოატრიალებინა და ტუჩებზე წაეტანა . იქამდე კოცნიდა სანამ უკან მანქანები არ გამოჩნდნენ და სიგნალების ხმა არ გაისმა _ჩემით თამაში თუ ასე გახალისებს
_შენ მგონი უფროსი ქალების მიმართ არსებულ ლტოლვას ვერ ერევი და მე რომ ზედმეტად დიდხანს გავაჭიანურე ეგ გაწუხებს ?რა იყო საწოლში შეტყუების უფრო მიმზიდველი ხერხი არაფერი მოგეპოვება ამ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცს?
_საწოლში შეტყუების უფრო მიმზიდველი ხერხი რა მომეპოვება...ღმერთო გამახსენე _ სიმწრის,გაბრაზების და გაოცების სიცილი ჰქონდა. მანქანა რომ გააჩერა ისევ მოასწეო სოფიას კარის გაღება . იდგა და ელოდა როდის გადავიდოდა ის კი უყურებდა ასეთა და მერე მის წინ მდგომი რომ აღმოჩნდა თავად გადაკვეთა მანძილი
_ასეთი საყვარელი ნუ ხარ უკვე მართლა ზღვარგადასული ხარ _ მშვიდად უთხრა და ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა _ გვეყოფა თორემ მერე ძალიან ,ძალიან ღრმად შევტოპავთ და მარტივი არცერთისთვის იქნება _ისევ მღეროდა სოფიას მობილური ,არ დაუხედავს პირდაპირ გათიშა და დუდაზე გადაიტანა მზერა
_საუბარი არ დაგვისრულებია ... ხომ თქვი სასტუმროში გავაგრძელოთო. _დავლიო რამე თორემ ვერ ვიტან ნახევრად მთვრალი და ნახევრად ფხიზელი რომ ვარ _მიდიოდნენ და თან საუბრობდნენ
_ლოთობის პერსპექტივა გაქვთ ქალბატონო სოფიო თუ ისე გაღელვებთ ალკოჰოლს ეტანებით ... _ლიფტიდან რომ გავიდნენ თავისი ოთახის კარი გააღო_გთხოვთ
_ჩემთან ...
_ჩემია ჯერ და ჩემია ჯერიც _ ხელი წელზე შეახო და ზღურბლზე გადააბიჯა
_ფეხსაცმელი უნდა გავიხადო
_დაგეხმარო?_ თვალი შეავლო ,მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული სოფია ფეხშიშველი რომ მიაბიჯებდა აივნისკენ . სავარძელში მოკალათდდა,ფეხები მაგიდაზე გაშალა და დუდას გახედა
_ღვინოს ველი
_მოიტანენ _კარის ჩარჩოს მიყრდნობილი უყურებდა და ათასი სიტყვა უტრიალებდა გონებაში
_იქამდე მოიფიქრე რამდენიმე ვარიანტი აქედან იქამდე რომ მივიდეთ _ ხელით მიუთითა სკამიდან საწოლამდე
_მანდვე შეგვიძლია ისე ,რომ იცოდე მაინც ... შენ თუ მხოლოდ ეგ გეფიქრება და სხვა არაფერი გინდა ჩემგან_კარზეც დააკაკუნეს და უკან მალევე დაბრუნდა ღვინის ბოთლით,ჭიქებით ხელში _ეს საუბრისთვის გჭირდება თუ უკომოლექსოს გხდის
_უბრალოდ მართლა ან არ ვსვამ ან ისე ვსვამ რომ მაშინვე დამეძინოს
_აი თურმე რაა გინდა მძინარე მიგიყვანო იქამდე ... _ მის გვერდით დაჯდა და თვითონ დალია _ მე უბრალოდ ნერვებს მიშლი და იქნებ ამან მაინც მიშველოს. მთვრალი ნაკლებ აგრესიული ვარ
_ თორემ ისე გინდა დამახრჩო ?
_ისე მინდა,რომ სერიოზულად მესაუბრო და არა ამ გამაღიზიანებელი ტექსტებით
_სერიოზულად გესაუბრები ამდენი თვეა და დღესაც საკმარისზე მეტად სერიოზული ვიყავი... გილოცავ გამოცდის ჩაბარებას დუდა ყიფიანო და თუ ექიმობაა შენი პროფესიოლი გზა ,გისურვებ მწვერვალზე ასვლას. ნებისმიერ შემთხვევაში ვიცი,შენ ყველაფერი გამოგივა_ჭიქა ეჭირა და ისე ესაუბრებოდა . მერე ბოლომდე დალია და დუდას თვალების ტრიალზე გაიცინა
_არასდროს სვამსო ამბობდნენ და ყველას უმალავდი ამ ნიჭს?
_შენ რომ შემოხვედი ჩემ ცხოვრებაში შემდეგ გაჩნდა ალკოჰოლის დალევის სურვილი
_თამადობაც შეგიძლია ისეთი ასათიანი ჭინჭილას თავიდან დაწერდა ... ეჭვი მაქვს ეგეც არ გაგთიშავს
_გონებას ერთი ვინმე მირევს მხოლოდ და მერე ყველა მოსული ფიქრი თუ აზრი
_და ეს ვიღაც მე ვარ თუ ვინმე სხვა
_იცი ამდენი წელი რატომ არავინ მყვარებია? ამ დრომდე მარტო რატომ ვარ და ვამბობ რომ არავინ მჭირდება?
_არ ვიცი
_არავის ვყვარებივარ ისე ან ჰქონია ჩემი შეყვარების პოტენციალი ,რომ მე მდომოდა მასთან ცხოვრების დაკავშირება
_და ახლა მხოლოდ სიყვარული არ გკმარა ,არა?
_და მაინც ვინ არის შენი პირველი და უკანასკნელი ? _ ფეხზე წამოდგა და აივანს მიეყრდნო დუდამ მზერა რომ გაუსწორა
_სოფია ხაჭვანი ხარ ჩემი პირველიც და უკანასკნელიც !

_და მაინც ვინ არის შენი პირველი და უკანასკნელი ? _ ფეხზე წამოდგა და აივანს მიეყრდნო დუდამ მზერა რომ გაუსწორა
_სოფია ხაჭვანი ხარ ჩემი პირველიც და უკანასკნელიც !
_როდის მოვახერხე შენ ცხოვრებაში ამდენად მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება დუდა?_ მზერას არ აშორებდა მის თვალებს. ქაოსში იყო მთელი არსებით. მასში არსებულ პატარა ქალს უნდოდა დაეჯერებინა,მაგრამ სოფია ასე უბრალოდ ვერ აჰყვებოდა მის სიახლოვეს, შეხებას და ღიმილს
_მიყვარხარ მე შენ ქალბატონო სოფია
_ეს ქალბატონო ვისთვის იყო ნათქვამი ჩემთვის თუ შენთვის _ბიჭმა მკლავები რომ შემოხვია არ უცდია მოშორება. გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა საუბარსაც ვეღარ შეძლებდა მალე
_არ მაინტერესებს არცერთი ბარიერად შერაცხული ამბავი ჩემსა და შენ შორის. ერთადერთი რის გამოც შენ გვერდით ყოფნას დავთანხმდი იყო ინტერესი ... მინდოდა გამეცანი და გამეგო შენი ნამდვილი სახის დანახვისას გადამწონდებოდი თუ არ მე კი ახლა, იმ 17 წლის ბიჭისგან განსხვავებით ,უბრალოდ კი არ მაინტერესებ ,შე'მიყვარდი
_არ შეიძლება _თვალები დახუჭა და საკუთარ თავში დატრიალებული სიტყვები ხმამაღლა გააჟღერა _ ამორალურია ჩემ თანამშრომელთან
_შემომხედე და მითხარი ერთადერთი წინადადება რომელიც გამაჩერებს _სახეზე ეფერებოდა ,შემდეგ თმაზე გადავიდა და ისევ აკოცა ტუჩის კუთხეში მთელი სხეულით ათრთოლებულს _მითხარი,დუდა არ მაინტერესებ როგორც კაცი ... მითხარი დუდა შენ მიმართ არაფერს ვგრძნობ ვნების გარდა და ამ ვნებას უნდა მოვერიოო და წავალ ... მითხარი და სამუდამოდ გავქრები . იმიტომ რომ შენგან მთლიანად შენ მჭირდები , შენი სიყვარული მინდა და არა მხოლოდ ქალი,რომელსაც ვიზიდავ . ვერ გადავიტან მე მიყვარდე და შენ უბრალოდ სათამაშოსავით მიყურებდე . მთლიანად მე უნდა გინდოდე ,სულითა და ხორცით და არა მხოლოდ ხორცით
_არ შემიძლია
_შემომხედე სოფია _ ისევ კოცნიდა ,მაგრამ ტუჩებზე არ ეხებოდა _გაახილე თვალები და მითხარი ,ნუ გეშინია . დაასრულე თუ მხოლოდ შენი სველი სიზმრების ობიექტი ვარ,აღიარე და გამიშვი
_არ დასრულდება , ყველაფერი აირევა...
_მითხარი _ თვალებამღვრეულს ჯიქურ უყურებდა და მთლიანად მართავდა _მითხარი ,დუდა შემიყვარდი
_ჩემი გამოცდა ხარ შენ და შენი სიყვარული ... _ ტუჩები ტუჩებზე შეახო და მკლავები ყელზე შემოხვია. წამში იგრძნო ფეხქვეშ მიწის გამოცლა, დუდას სხეულზე აკრული ფარავდა მანძილს საწოლამდე ,რომელიც ზედმეტად მცირე აღმოჩნდა და გაყინული თითებით ცდილობდა საკუთარ სიშიშვლესთან მისის გათანაბრებას.
_ელოდები როდის გადავიფიქრებ თუ რატომ აჭიანურებ _ძლივს გადააბა სიტყვები და სულ ოდნავ წამოიწია . დუდას ჩაცინებამ ისევ დააკარგვინა წონასწორობა
_პრელუდიაზე გსმენიათ ქალბატონო სოფია?
_ახლა მაინც ნუ მეძახი ქალბატონო სოფიას და თუ ნახავ მიხვდები,რომ საკმარისზე მეტად სველი ვარ _სხეულზე აეკრო ,მისი თითები ფეხებსშორის გადაიტანა და თან მზერას არ აშორებდა
_ერექციულ დისფუნქციას უნდა მმართებდე აქაც რომ მიბრძანებ,მაგრამ არა ... ყველა შემთხვევაში გონს მაკარგვინებ _ ტუჩებთან ჩურჩულებდა ხრინწიანი ხმით ,შემდეგ თავი ყელისკენ დახარა და იქვე აკოცა ,ღრმად სუნთქავდა მის სურნელს და თითების ნაზ შეხებას განაგრძობდა. ქალის მხურვალე სხეულს ოდნავადაც არ შორდებოდა . ბალიშებს შორის ჩაფლული მხრებზე ჩააფრინდა და სიამოვნებანარევი ოხვრა წასკდა . იმ წამს შეეხო ტუჩებზე და ერთი ხელი თმაში შეუცურა
_მოდუნდი და ისუნთქე _ყურთან ახლოს აკოცა და დამტკბარი ხმით უჩურჩულა
_შე'ვიშლები _ თავი უკან ჰქონდა გადაწეული ,ხელებს დუდას ზურგზე დაატარებდა და მისი სხეულის რიტმს უნებურად ყვებოდა. ლიბრგადაკრული მზერით უყურებდა,მთვრალზე მეტად მთვრალი აღმოჩნდა ახალი შეგრძნებებით გაბრუებული. აღარაფერი დარჩა გონებაში დუდას და საკუთარი ემოციების გარდა.
_არ გამიშვა _ძილის წინ,ჩახუტებულს ჩურჩულით უთხრა . არ იცოდა ესმოდა ზურგიდან ჩახუტებულ ყიფიანს თუ არ ,მუცელზე შემოხვეული მისი ხელი წამსვე დაიჭიმა დილით გაღვიძებულმა წამოჯდომა რომ სცადა და მხარზე აკოცა ნახევრად მძინარემ
_საით გაგიწევიათ ქალბატონო სოფია? _უჩვეულოდ ბოხი ხმა ჰქონდა, ზურგზე აკოცა რამდენჯერმე და შემდეგ ხელზე დაყრდნობილი დააჩერდა ზემოდან _ დილამშვიდობისა
_გამარჯობა _ თითები ლოყაზე შეახო, კოცნაზე კოცნით უპასუხა და შემდეგ უთხრა _სააბაზანოში მინდა...ჩემ ოთახში უნდა გავიდე .ნივთები იქ მაქვს
_მე მოგიტან,დარჩი _სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე აკოცა _ საუზმეც აქვე შევუკვეთოთ ,აივნიდან ლამაზი ხედია
_ავად ვარ და ვერ ვმოძრაობ თუ ეს მომსახურეობა რაში მჭირდება
_ღმერთო ამას მხოლოდ შენ თუ მეტყოდი _გადაიხარხარა და საწოლიდან წამომდგარმა,სრულიად შიშველმა თან გაიყოლა მისი მზერა . საწოლის მეორე მხარეს რომ მივიდა,დაიხარა და სოფია წამის შემდეგ ხელში ჰყავდა
_რას აკეთებ
_გემსახურები ,როგორც შენ საუკუნო მონა_მორჩილს შეეფერება ,ქალბატონო სოფია
_გიკრძალავ ,ქალბატონოთი მომართვას
_თან ამიკრძალო და თან ქალბატონი არ იყო ეგ როგორ გამოვა ,ქალბატონო სოფიო?
_დუდაა
_დამშვიდდი ... ყველაფერი კარგადაა. დატკბი ყოველი წუთით და შეიგრძენი ყველა მომენტი
_აუტანელია
_რა არის აუტანელი სოფია
_წამსვე რომ გემორჩილები
_მეც არავის ვემორჩილებოდი შენამდე და არც შემდეგ ვაპირებ _ქაფიანი თითები შეახო ყელზე,ლავიწებზე და მკერდზე _შენთან კი წინააღმდეგობის გაწევის უნარი მეკარგება. ნებისმიერი შენი სურვილის ასრულება მინდება "ყურმოჭრილი მონა "ვხდები
_როგორ გადაიტანე
_მიყვარხარ ,მარტივია _ ტუჩებზე შეეხო და სველ სხეულზე განაგრძო თითების მოძრაობა _ რომ შემიყვარდი მას მერე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო შენთვის და შენი ბედნეირებისთვის ,კმაყოფილებისთვის,სიმშვიდისთვის
_აზროვნების უნარი რომ მეკარგება ბუნებრივია?
_სრულიად
_არავისზე და არაფერზე ფიქრი რომ არ მინდა . მინდა უსასრულოდ შენ გვერდით დავრჩე ? დრო რომ გაჩერდეს და ხალხს არ დავუბრუნდეთ? _ უკვე ხალათი ეცვა და დუდა თმის გაშრობასაც ასრულებდა საუბარი რომ დაიწყო. იქამდე მდუმარედ უყურებდა მის თითოეულ მოძრაობას და სითბო ეღვრებოდა მთელს სხეულში
_შენ სულ ჩემთან გინდოდეს და მე ყველა თავის ტკივილს გაგიქრობ _ თმა ზურგზე გაუსწორა და თავზე აკოცა _ულამაზესი ხარ _ სარკეში უყურებდა გამოსახულებას
_მე ხვალ დილას ვბრუნდები,შენ?
_ამ საღამოს უნდა ვიყო ქალაქში...კურსელები აღნიშნავენ სწავლის დასრულებას და ბიჭები მელოდებიან. თუ დავრჩე და ხვალ წამოვიდე მეც
_აუცილებლად უნდა წახვიდე და მათთან ერთად აღნიშნო . ერთად მაინც ვერ ვიმგზავრებდით ორივე მანქანებით ვართ _ ჩაიცვა და შარვლით მდგომ დუდას შეხედა _ ქვემოთ ვისაუზმოთ..._მკლავები ყელზე შემოხვია და თავი გულზე მიადო . ზუსტად იცოდა დაბრუნების შემდეგ გაჭირდებოდა მათი ერთად ყოფნა და წამებს უთვლიდა ბედნეირებას.

საუზმობდნენ და თან საუბრობდნენ მოულოდნელად სოფიას ნაცნობი რომ გამოჩნდა. მეზობელ მაგიდასთან იჯდა და იქედან აკვირდებოდათ მერე კი წყვილს მიუახლოვდა
_სოფია როგორ ხარ ?
_კარგად ,გმადლობ . თავად როგორ ხარ ლუკა? _ინსტიქტურად წამოდგა და მიეხვია
_რავი არამიშავს. ცოლ_შვილთან ერთად ვისვენებ. ჩემებიც ჩამოვლენ მალე , შენც შენებთან ერთად ხარ? შევიკრიბოთ
_არა , კოლეგასთან ერთად ვარ _წამსვე მოიფიქრა პასუხი და ბიჭის ინტერესი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
_სასიამოვმოა ძმა... ლუკა გუგავა
_დუდა ყიფიანი ... ჩემთვისაც სასიამოვნოა_ხელი ჩამოართვა და მშვიდად დარჩა თავის ადგილას. სოფიოს ელოდა და მის ქმედებებს. ატყობდა როგორც ღელავდა,სკამზე თითებით ჩაფრენილი ცდილობდა დაეფარა ემოციები . პატარა გოგოს ჰგავდა შეყვარებულთან რომ გამოიჭერენ
_კარგი აბა დაგტოვებთ ... გამიხარდა ნახვა
_მეც გამიხარდა _ გაუღიმა წასვლამდე და მერ3 დაუბრუნდა სკამს. წამსვე წვენი დალია და თავი მაღლა არ აუწევია რამდენიმე წამს.
_როგორც მივხვდი ჩვენ დამალვას აპირებ
_მამაჩემის ნათლულის ძმაა...მამაჩემზე ადრე უნდა გაიგოს ?
_რა გრცხვენია ვერ ვიგებ ... ჩემზე ცუდი კაცები უყვართ
_საქმე სიცუდეშია დუდა? საქმე სტატუსშია და მდგომარეობაში
_ვწუხვარ პრობლემები რომ მქონდა და ლექციებზე სიარულისთვის ვერ ვპოულობდი დროს ...
_დუდა ... დრო უნდა მომცე. დაველაპარაკო ჩემებს და დავალაგო ყველაფერი
_თვითონ რომ დაველაპარაკო ლევანს და ასე დავალაგოთ არა?
_და რას ეტყვი სოფიას საყვარელი ვარ და მშვიდად იყავიო? მოგკლავს !და რომელი გიდარდოთ მერე
_ისე უნდა დავიმალო თითქოს მრცხვენია და დანაშაულს ჩავდივარ? ცხოვრებაში არაფერი ჩამიდენია ისეთი რასაც ხმამაღლა ვერ ვიტყოდი და რაზეც პასუხს არ ვაგებდი
_პასუხს გება როგორ გესახება ნეტავ... ნიშნებით მოხვალთ შენ გიორგი და ნათია ჩემი ხელის სათხოვნელად? _ ისტერიული სიცილი რომ ჰქონდა ხოლმე ისე გაეცინა
_სასაცილოა ეს თემა ? რომანტიულუ ბუნება არ მაქვს ხელის თხოვნა სიურპრიზად ვარდების ზღვაში და მილიონი სანთლის შუქზე არ გამოვა
_დუდა ჩვენ ახლა ქორწინებაზე ვსაუბრობთ? სერიოზულად?
_შენ რა გინდა ჩემგან სოფია ... საყვარლები ვიყოთ მართლა ? მხოლოდ ეგ გკმარა და მეტი არაფერი გინდა ?
_გეყოფა ! დღესვე ნუ გაართულებ
_ცხოვრებაა რთული თუ თავიდანვე ყველაფერი არ ირკვევა . უნდა იცოდე ,დიდი გოგო ხარ უკვე ნამდვილად
_ახლა რომ გითხრა შენი ცოლი მინდა გავხდე ახლავე_თქო რას გააკეთებ
_ბეჭედს ვიყიდი ,დავურეკავ მეჯვარეს და ვიპოვნი ტაძარს ჯვრისწერისთვის ,მაგრამ შენ არ ხედავ ჩემში ოჯახს
_შენ ხედავ ? შენ მე რომ მხედავ ცოლს ხედავ ჩემში დუდა? ასეთი იმედგაცრუებული მზერა ნუ გაქვს !
_თუ მიბრძანებ არ მექნება იმედები საერთოდ... აღარ ! და მე რომ გხედავ შენში ვხედავ ყველაფერს, ყველა დარჩენილ დღეს და ამოსუნთქვას. აწმყოს და მომავალს. ეს თუ არ იცოდი აქამდეც ძალიან ვწუხვარ . შენ არ დაიჯერე ჩემი ნათქვამი არცერთი მიყვარხარ ,არა? _ სიმწრის გაღიმება ჰქონდა ბოლოს. ირონიაც გაუქრა ტონში _მიპასუხე გჯერა თუ არა
_დრო მჭირდება და ყველაფერს
_მე არ მჭირდება ! შენთვის თუ პატარა ბიჭი ვარ, რომელთანაც გართობა შეიძლება იქამდე სანამ ვინმე 40 წლის კაცს არ გაჰყვები ცოლად
_აჭარბებ და ჩემ ადგილას არ წარმოიდგენ თავს. შენ თუ დიდი ხანია იცი რასაც გრძნობ და რა გინდა ჩემგან ,ჩემთვის ახალია ეს ყველაფერი
_იფიქრე , დრო უამრავი გექნება. ჩემ სიყვარულს თუ დაიჯერებ მიხვდები ასე რომ ვერ გადამყვარდები და შესაბამისად დაგელოდები როდის გაბედავ გიყვარდე ხმამაღლა და ამაყად თავაწეულს _ ფეხზე წამოდგა და მისკენ დაიხარა . სოფიამ ტუჩებზე შეხების უფლება არ მისცა,თავი გვერდით შეაბრუნა ,მაგრამ დუდას ლოყაზე არ უკოცნია მხოლოდ გაეღიმა _ გასაგებია! დროებით ,ქალბატონო სოფია
_დუდა _ უკან უნდა გაჰყოლოდა? გაეჩერებინა და რა ეთქვა მიყვარხარ , ყველას ხმამაღლა განვუცხადებ არავინ და არაფერი მაინტერესებსო? რომ აინტერესებდა? წინა ღამით რომ არაფერზე უფიქრია და ახლა ფიქრობდა ყველლაფერზე? ქორწინება? დუდასთან ოჯახის შექმნა შეეძლო? ამდენად უყვარდა ბიჭს? არ ჯეროდა! გამოდის ნამდვილად ეპარებოდა ეჭვი ყველაფერში და დუდას გაჩერებაც იმ მომენტში არ შეეძლო.
................
ზღვის ტალღების ხმა ესმოდა.
ღრუბელი ფარავდა ცას .
წვიმისთვის ემზადებოდა აჭარა ის კი აუჩქარებლად მიაბიჯებდა სანაპიროდან სასტუმრომდე და ყოველ წამს ელოდა დუდას შეტყობინებას.
არ მიუწერია ჩავედიო,არადა ზუსტად იცოდა როგორც ელოდა სოფია.
ბევრჯერ აკრიბა ტექსტი გასაგზავნად,მაგრამ ყველა ჯერზე წაშალა ხაჭვანმაც.
გვიან ღამით დუდას კურსელ ძმაკაცებს სტალკავდა. ჯერ ფოტოებს ელოდა და შემდეგ ლაივებს უყურებდა . დუდას ეძებდა კადრში და პოულობდა კიდეც. აშკარა იყო მისი პოპულარობა კურსზე ,ურთიერთობა ყველასთან და ბოლოს გოგონები მის ირგვლივ სულს უხუთავდა. ეჭვიანობის ტალღებს რომ ვერ უმკლავდებოდა იმ დროს დაურეკა
_რომელ საათზე მოდიხარ ხვალ _ სახლში იყო უკვე . სააბაზანოდან ახალი გამოსული, შეფხიზლებული სიგარეტს ეწეოდა _ აივანს რომ ვუყურებ და ცარიელია ,ფანჯარაში შუქიც რომ არაა ხედი მიფუჭდება _ზუსტად იმ ფანჯარასთან იდგა სოფიას ბინას რომ უყურებდა
_მეორე მხარეს უკეთესი ხედი გაქვს და ისე შეგატყობინებ როგორც შენ მომწერე სოფია არ იდარდო მშვიდობიანად ვიმგზავრე ,ახლა ვემზადები და კურსელებთან მუვდივარ . ბევრი რომ დავლიო, ვიცეკვო და სხეულზე მოწებებულ ლამაზმანებს ვეცეკვოო _ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია ყველა სიტყვა და თვალები ისე აატრიალა როგორც ჩვეოდა გაბრაზებისას
_ვცდილობ ისევ თავისუფალი ვჩანდე ,ფარულ ურთიერთობას რომ არ მიმიხვდეს ვინმე
_ვინმე გეპოვნა და წამოგეყვანა ბინაში ბარემ ,მეტი დამაჯერებლობისთვის
_ვფიქრობდი,მაგრამ გადავიფიქრე...კითხვაზე მიპასუხე . საუბარს ნუ მიგრძელებ
_ბარბარეს დაბადების დღეზე შევხვდებით ! _გაბრაზდა და გაუთიშა. რა უნდოდა? რას ელოდა, როცა ხედავდა განაწყენებულიც კი დათმობაზე წავიდა და დაუკავშირდა.
_"უსაყვარლესი ხარ ,ეჭვიანი. რა უნდა გიყო აღარ ვიცი ... ხვალამდე,ქალბატონო სოფია . გამოიძინე ადრე თუ მოდიხარ,საჭესთან ყურადღება რომ არ გაგეფანტოს" _რამდენიმე შეტყობინება მიიღო მიყოლებით და რომ წაიკითხა სიცილ_ტირილი ჰქონდა. ძლივს დაიძინა ,მეორე დილას კი ზღვას გამოემშვიდობა და დედაქალაქისკენ დაიძრა.

_გამარჯობა ოჯახო _ საუზმობდნენ სახლში რომ შევიდა _ გილოცავ დაბადების დღეს ბარბარე _ გოგოს ლოყაზე აკოცა და შემდეგ ბებოს მოეხვია
_ბებიკო რატომ არ გვითხარი თუ მოდიოდი? მეგონა გვიან ჩამოხვიდოდი
_როგორ გაგვაფრთხილებდა პატარა გოგო ხომ აღარაა ...მამას არ ნახავ?_ სუფრის თავში იჯდა ლევანი და წარბაწეული უყურებდა იქამდე სანამ მასთანაც არ მივიდა და არ აკოცა _როგორ დაისვენე... დაიწვი?
_არა
_გუშინ გირეკავდით სად გქონდა მობილური შუაღამემდე
_გამეთიშა ,დასამუხტი იყო _იმ წამიდან დაიწყო ტყუილების თქმა და აღარც გაჩერებულა
_მერე ასე იარე უტელეფონოდ ?
_ვსეირნობდი ,მერე ვივახშმე და ბოლოს დავბრუნდი სასტუმროში
_სამსახურში როდის ბრუნდები დე?
_ხვალვე ... რესტორანში რომელზე წავალთ? _ ბებოს მომზადებული საუზმე მონატრებული ჰქონდა. გემრიელად მიირთმევდა საუბრის პარალელურად იქამდე სანამ ლევანს არ დაურეკეს არ გავიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ჭამის სურვილი არ გაუქრო მთლიანად
_როდემდე აგრძელებ შენ ჩვენ მოტყუებას გოგო ჰა?
_რა ხდება ... რატომ უყვირი ბავშვს
_ვინაა ბავშვი. ტყუილებს რომ ამბობს და სიყვარულს გვიმალავს ? რატომ არ ამბობ სამსახურიდან იმიტომ არ ვუშვებ ყიფიანს,იმიტომ დავდევ ყველგან და ვევლები თავს ჭკუა გადამეკეტა დებილ ქალს დავემსგავსე ,ტვინი აღარ მიმუშავებს ,უნამუსო,უსინდისო დედაკაცად ვიქეციო
_ნუ მიყვირი მამა _ გაცოფებულს ჯერ ვერც შეხედა ღრიალი რომ განაგრძო და ისეთი სუტყვების თქმა მისგან რომ არ გაუგია შემდეგ მზერა გაუსწორა მის დაწითლებულ თვალებს და ინსტიქტურად გადავიდა თავდაცვით რეჟიმზე
_გიყვირი? გგონია ყვირილი გკმარა შენ? მოვკლავ ჩემი ხელით
_ლევან _ კახასაც კი არ უსმინა ბოლოს
_შენ საერთოდ სიტყვა არ თქვა. ვინ მიუყვანე სამსახურში გაუთხოვარ ქალს. გზაარეული, უპატრონო, შეუმდგარი,ხულიგანი ბავშვი რომელსაც გართობა მოუნდა და შეიწირავს შენი შვილიშვილის რეპუტაციას კი არა მთლიანად ცხოვრებას . თქვას გუშინ ვისთან ერთად საუზმობდა სასტუმროში და ვისთან ერთად შევიდა მერე ლიფტში
_სოფო რას ამბობს ?
_შენ არ გიცნობს იმდენი ვინმე რამდენიც მაგას და გგონია ვინმე ვერ შეგჩნევთ?ამხელა ქალი რომ მიუჯდები გვერდით? ამოიღე ხმა თქვი რომ უბრალოდ იყო იქ და არასწორად გავიგეთ. რომ გაუშვებ სამსახურიდან და თუ მაინცადამაინც სადმე სხვაგან დაასაქმებ . თუ ასეთი შესაბრალი და საცოდავია . თქვი თორემ გეფიცები რომ მოგეკაროს ,ჩემი ხელით მოვკლავ ზედ ანდროს საფლავზე და მერე ორივე ბაბუა და შვილიშვილმა იგლოვეთ
_ნუ მიყვირი და ნუ მელაპარაკები პატარა ბავშვივით. არ მაინტერესებს სხვები რას ხედავენ და ფიქრობენ. მე უკეთ ვიცი რასაც ვაკეთებ და რაა ჩემ ქცევაში ამორალური. მუქარებიც შეწყვიტე ,ჩემ საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს
_ვის არ აქვს გოგო მე? რატომ არ ამბობ ჩემზე პატარა ბიჭზე არ გავგიჟდი და არ ვეფლირტავებიო ? რატომ არ ამბობ _ მაგიდას ხელები რომ დასცხო სოფიას საერთოდ არ ახსოვდა დუდასთან ურთიერთობა,მომენტალურად გადავიდა თავდაცვაზე თავდასხმით
_ჩემთან ასე ლაპარაკი მეტჯერ არ გაბედო ! დუდას მოკვლა კი არა მე მოგიკვდები კიდევ ასე რომ მესაუბრო მთელი ოჯახის წინ და შენთან ერთად ყველას გადაგშლით ცხოვრებიდან. შენ მე ვიღაც 15 წლის ბავშვი ხომ არ გგონივარ. მაგ ასაკშიც ვიცოდი ვინ ვიყავი და საყვედურის სათქმელადაც არ გამიხდია საქმე. მე სოფია ხაჭვანი ვარ ! _ მძიმედ წამოდგა,თვალები სულ წითელი ჰქონდა და ბრაზისგან ემღვრეოდა _ კახასთან ჩხუბსაც შეეშვი ნუ გაუხეთქავ გულს 80 წლის კაცს შენი გიჟური წარმოდგენების გამო. საცოდავიც არაფერი აქვს ყიფიანს. იდეალური თანამშრომელია და ვიღაცების ამოჩემების გამო არ დავკარგავ მარჯვენა ხელს თუ გავუშვებ მხოლოდ მაშინ როცა საჭირო იქნება მისი სხვაგან დასაქმება და განვითარება. ჩემ საქმეში არავინ გაბედოს ჩარევა
_ასე ხომ?ჩემ წინააღმდეგ მიდიხარ. კარგად დაიმახსოვრე ისე იქნება როგორც ვამბობ და იქამდე არ გავჩერდები სანამ ბოლოჯერ არ ამოისუნთქებს შენი გონების არევის უფლებას თუ მისცემ,მაგას თუ შეძლებს გაცდუნოს ჩვენი მამა შვილობაც დასრულდება და მისი სიცოცხლეც ! ჩემთვის სახელის გატეხვის და ჩემ ოჯახზე ჭორაობის უფლებას არავის მივცემ
_არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ,მაგრამ ჩემ მიმართ იყავი ყოველთვის ასეთი მომთხოვნი. მე უნდა ვყოფილიყავი იდეალური და კახის შეეძლო ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. მე ადრეც ჩემი სურვილით და გონებით ვმოქმედებდი შემდეგშიც ასე განვაგრძობ. თავად ვაგებ პასუხს შეცდომებზე და მივიღებ ბედნიერ ,წარმატებულ მომენტებსაც. გმადლიბთ 4 დღიანი დასვენება რომ ჩამაშხამეთ ... ბარბარე ვწუხვარ ძვირფასო ,შენ დაბადების დღეზეც მე ვარ მთავარი ფიგურა_მამა შვილის ჩხუბში ზედმეტად არავინ ჩარეულა და არც შეიძლებოდა თორემ ალბათ იმ მაგიდას ამოაყირავებდნენ ბოლოს.
_სად მიდიხარ ჭამაც არ დაგიმთავრებია... სად გამიქციე ბავშვი არ გრცხვენია? რას ამოიჩემეთ ის ბავშვი. მასეთები რომ მოსწონებოდა ამდენი ხანი არ გათხოვდებოდა? გადაირიე სულ ამხელა კაცი? _ ბებოს ხმა ესმოდა ,დედა დუმდა. აშკარა იყო ცალკე ისაუბრებდნენ ,როგორც ჩვეოდათ ან ისიც მის აზრს იზიარებდა .
მეორე სართულზე ავიდა იმის ნაცვლად რომ სახლიდან წასულიყო. საძინებელში შევიდა ,გამოიცვალა და დაწვა. გული ისე სწრაფად უცემდა დანაშაულის შეგრძნებას პირველად განიცდიდა,ტყუილის თქმა ოჯახისთვის ამ ასაკში პირველად,მარტივი გადასატანი არ იყო. სიმართლე რომ უნდა ეთქვა? რომ უნდა დაელაგებინა ყველაფერი და დუდასთან მშვიდად განეგრძო ურთიერთობა ?როგორ შეიძლებოდა ეთქვა მართალი იყავი შენც და ყველანი ვინც ჩვენში წყვილს ხედავდაო ? ათასი აზრი ტრიალებდა გონებაში . როგორღაც ჩაეძინა და გამოფხიზლებისას შეტყობინებების ხმა ესმოდა მხოლოდ
_ბინაში მოხვალ თუ ოჯახი მოგენატრა
_სახლში ვარ უკვე ... დავისვენებ და საღამოსთვის მოვემზადები
_ჩემი ფანჯრიდან ხედი ისევ უფერულია .
ეცადე ისეთი სამოსი აარჩიო შენი ტყუილი დღესვე არ გამოაშკარავდეს
_ჩემი ტყუილი? მხოლოდ ჩემი?
_მე არაფერი მაქვს დასამალი !
_ნუ უწევ ხმას
_გწერ სოფია რა ხმას ვუწევ
_მესმის როგორც ფიქრობ და ბრაზობ
_მაშინ იფიქრე იმაზე როგორ არ გამაბრაზო. ისევ შენთვის იქნება უმჯობესი მე რომ არ გეყოლები გულნატკენი და განაწყენებული
_რომელი გულნატკენი კაცი წერს ქალს ამდენს
_უკაცრავად ,რომ დისტანციას არ ვინარჩუნებ. შენი ცხოვრებიდანაც ხომ არ გავქრე ყველა ჯერზე როცა გამაბრაზებ? სამუდამოდ წასვლას არ ვაპირებ და იმიტომ.
_ჩემი აზრის მიუხედავად?
_შესანიშნავად ვიცი და ვიგრძენი შენი აზრი ... დაიწყე მზადება თორემ დააგვიანებ.

.............
განსაკუთრებულად ღელავდა. დუდასთან ერთად ყოფნა ერთ სივრცეში როგორ ჩაივლიდა ვერ ხვდებოდა. ბოლოს ისე წავიდა მისი კონტროლი რომ გაუჭირდებოდა ფაქტი იყო და ბერკეტი არ გააჩნდა სამართავად. ლევანი კი საკუთარი მუქარის შესრულებას რომ ეცდებოდა სიმართლის გაგების შემთხვევაში ესეც ნათელი იყო .
ორ ნაწილად გახლეჩვას როგორ მოახერხებდა , არჩევანი უნდა გაეკეთებინა ბოლოს და გონება ამისთვის მზადებას ვერ ახერხებდა. არც გამოსავლის პოვნა შეეძლო, ჩიხში დარჩა საიდანაც გასასვლელი არ ჩანდა.
_ულამაზესი ხარ ... _ კახი მიუახლოვდა და თავზე აკოცა _ შენ და ლევანი თუ ოდესმე იკამათებდით არ მეგონა . არ დაგავიწყდეს შენი ცხოვრება შენია და ნურავის სირცხვილზე და ხალხზე ნუ იფიქრებ . ასე რომ მოვქცეულიყავი ბარბარეც არ უნდა ყოფილიყო ახლა ჩემ გვერდით და ბავშვიც არ იქნებოდა. ამაზე დიდი უბედურება რა იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში ...
_შენ მეუბნები ამას ? როგორ ცვლის ადამიანს საკუთარი აზრების და პრინციპების წინააღმდეგ წასვლა. სხვის ტყავში რომ შევა შემდეგ ხვდება რაა დანაშაული და რა არა
_და მაინც შენ
_არა_მეთქი რამდენჯერ უნდა ვთქვა და სამსახურიდანაც არ გავუშვებ პრინციპის ამბავია . კახას გამოც არ მიმიღია, თვითონ მოვიდა ჩემამდე,მაგრამ მე იმიტომ მივიღე ,რომ იდეალური კანდიდატი იყო.
_დუდას უყვარხარ და არაფერი მითხრა საწინააღმდეგო. შენ თუ ვერ ხვდები მე ვიცი როგორია როცა მიუწვდომელის ირგვლივ გიტრიალებს გონებაც და სულიც. ამ სახეს ვცნობ იდეალურად,გამოვიარე და იმიტომ . შენ თუ მართლა არასერიოზულად უყურებ ან თუ გასართობი გგონია ,გაუშვი თორემ ვერასდროს მოგშორდება და დაიტანჯება ბოლოს. ნამდვილად არ იმსახურებს მისნაირი სწორი კაცი
_საიდან მოიტანე რომ ვუყვარვარ _სული შეუხუთა ძმის სიტყვებმა
_ხომ გითხარი ვხედავ _თქო შენ ბრმა ხარ?
_რამდენი ხანია ხედავ
_დიდი .
_კიდევ იცი რაღაც ?
_ბარბარე და გოგოებიც მაგ აზრზე არიან. სანამ მუშაობას დაიწყებდა იქამდეც ინტერესდდებოდა თურმე შენით , ამათ ყური მოუკრავთ და მერე დაგსტალკეს. ანას რა გამოეპარებოდა ნათლიის . ვერ აღიარებინეს ,მაგრამ სულ ეხუმრებოდნენ თურმე ... მოკლედ მხოლოდ უფროსი არ ხარ მისთვის და გაითვალისწინე
_ჩემი პრობლემაა ვინმეს თუ ვეფიქრები?
_არ არის? ნამდვილად ქვა და ლოდი გაქვს გულის ნაცვლად ,მაგრამ ვიცი აფორიაქდი
_არ მოდიხართ ? კახიი გეძებდი ყველგან _ ბარბარე გამოჩნდა და მასზე გადაიტანეს ყურადღება .
_წავედი მე _ მანქანისკენ დაიძრა. საჭესთან დაჯდა და გზას გაუდგა.

ხელები გაეყინა მოლოდინში და მერე საერთოდ ეგონა გული გაუჩერდებოდა ყიფიანი რომ გამოჩნდა ანასთან ერთად.
_გამარჯობა ... გილოცავ ბარბარე _ ჯერ იუბილარს აკოცა ,საჩუქარი გადასცა და შემდეგ ხაჭვანების ოჯახს . კახას ხელი ჩამოართვა და ბოლოს შეჩერდა სოფიასთან. ლოყაზე მსუბუქად აკოცა, წამით შეეხო ზურგზე და შემდეგ გაუღიმა
_როგორ დაისვენეთ ქალბატონო სოფია ?
_გმადლობ,კარგად
_როდის დაგვიბრუბდებით სამსახურში?
_ხვალვე
_ასე მალე ? არადა თანამშრომლები ფიქრობდნენ რომ თავისუფლებით დატკბებოდნენ ცოტა ხნით მაინც _თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა სხვების სიცილს იწვევდა სოფია კი წამში იქცა უფროსად
_იმედია ამ ერთ კვირაში იმდენად არ იქნება არეული ყველაფერი,რომ სამსახურიდან გავათავისუფლო რომელიმე მათგანი
_როგორ გეკადრებათ ,ქალბატონო სოფია . მე მხოლოდ ემოციურ თავისუფლებაზე ვსაუბრობ,თქვენი იქ ყოფნის პირობებში მეტად შებოჭილები არიან თორემ საქმეები ჩვეულებისამებრ სრულდებოდა
_დესპოტი უფროსი ხარ სოფ? _ საიდან გამოჩნდა ვერ გეტყვით ,მაგრამ იქ იყო და ეხვეოდა . არც მეტი არც ნაკლები პირველი გატაცება ,პირველი გულისაჩქარება
_მათე ? საქართველოში როდის დაბრუნდი _ ძლივს მოაბა სათქმელს თავი . კაცის სურნელს გრძნობდა ისევ და ისედაც არეული სულ მთლად დაიბნა
_მომენატრა აქაურობა და დავბრუნდი ... _ყველას თბილად მიესალმა. ლევანის მეგობრის შვილი იყო ,სოფიაზე რვა წლით დიდი მუდამ მზრუნველობას იჩენდა გოგონას მიმართ ხაჭვანი კი ბავშვობიდან მოხიბლული იყო მისით. რაღაც პერიოდი ფლირტიც ჰქონდათ, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ოჯახებიც ფიქრობდნენ ერთად იქნებიანო,მაგრამ მათე ქვეყნიდან წავიდა და ყველაფერი დასრულდა.

სოფია ცოცხალი თავით არ აღიარებდა მიყვარდაო, მაგრამ იყო რაღაც მის გულში სიყვარულისფერი.
იდგა გაყინული,უყურებდა შეცვლილს, კიდევ უფრო დახვეწილს,სასურველს და შემდეგ დუდა გამოჩნდა კადრში. ხელი რომ გაუწოდა მათემ და მანაც თავისი შეაგება
_მათე ალასანია
_დუდა ყიფიანი
_როგორ გარბის დრო ... სულ პატარა იყავი ნავერიანთან ერთად რომ გხედავდი . სასიამოვნოა შენთან თავიდან შეხვედრა
_მე არ მახსოვხართ სამწუხაროდ
_ბუნებრივიცაა,პატარა იყავი მაშინ. კიტაც აქეთაა ხომ . ჯერ არ მინახავს ,ნათესავების მონახულებით ვარ დაკავებული
_ამირანი ისე გელოდა გაგიჟდა რომ დაბრუნდი ... მამებს შვილები როგორ ანერვიულებთ ხოლმე არაფრის გამო
_ჩემი ცხოვრება არაფერია? გასართობად ხომ არ წავსულვარ ლევან? აქ რომ დავრჩენილიყავი მის შემოსავლებზე ვიქნებოდი დამოკიდებული,მის საქმეებზე გადართული და ახლა შეუძლია ნამდვილად დაისვენოს
_რა დაასვენებს პენსიააში უშვებ?ეგ ასაკი გვაქვს უკვე?
_ამირანი უფროსია შენზე თქვენ ჯერ არ _ გაიცინა და მხარზე ხელი დაადო _ შენ საერთოდ არ იცვლები ისე გევლება თავს დედა, ცოლი და ქალიშვილი ხომ?
_გენეტიკის დამსახურებაა მათე ,გენეტიკის თორემ ქალები ცხოვრებაში თმის გასათეთრებლად და გულის გასახეთქად შექმნა ღმერთმა
_ნუ აშინებ ამ უცოლო კაცს თუ დაქორწინდი და ჩვენ არ ვიცით_კახა ჩაერთო. მათ უსმენდა და ვერც გაიაზრა როგორ წავიდა დუდა.
"_ყოფილის დანახვისას ასეთი რეაქცია მხოლოდ შენ თუ გექნებოდა... ტოქსიკური შეყვარებულები თუ არ იყავით რატომ არ გაყევი კიევში "_ რამდენიმე წუთის შემდეგ მიიღი შეტყობინება დუდასგან. სუფრასთან ისხდნენ უკვე და როგორღაც მათე უმშვენებდა გვერდს. მთელი ეს დრო საუბრობდნენ, სიამოვნებით უსმენდა და პასუხობდა კიდეც მის კითხვებს. მონატრებული ჰქონდა მასთან ურთიერთობა და ეს უცნაური სიმშვიდის,დაცულობის განცდა.
_ვიცეკვოთ ? _ პასუხზე ფიქრობდა დუდასთვის რომ უნდა მიეწერა,მაგრამ გაგზავნა ვერ მოახერხა . ალასანიას გაჰყვა მოცეკვავე წყვილებს შორის და სიმღერასაც თითქოს მათთვის მღეროდა მომღერალი

"სევდიანი მოლოდინის დასასრული
თვითონ მოდის!
ეს ლოდინიც დასრულდება,
დაბრუნდები, მაგრამ როდის?!
მღერის ქარი, მღერის ქნარი
და სიჩუმეც ჩამჩურჩულებს: -
ის აქ არის!
ის აქ არის -
ამბობს მტკვარი,
გული ყვირის საგულედან
ის აქ არის!"
ალასანიას სიახლოვით გაბრუებული მაგიდასთან რომ დაბრუნდა ყიფიანი აღარ იყო.
......................
მოსვენება დაეკარგა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და გონებაშიც მხოლოდ ტექსტი ჰქონდა რომელსაც მისწერდა. მათესთან საუბრის გაგრძელებაც აღარ გამოსდიოდა,აზრებგაფანტული ვერ კონცენტრირდებოდა.
_ დილიდან სამსახურში ვარ . შვებულების შემდეგ დაბრუნება ორმაგად რთულია ,დროა წავიდე _ მოულოდნელად წამოდგა ყველას დაემშვიდობა და მათე თან რომ გაჰყვა აქაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეკლებზე იჯდა
_მეც წამოვალ . მანქანით ხარ ? გაგიყვან
_მანქანით ვარ ...
_არ ვიცი სად ცხოვრობ
_იქნებ არცაა საჭირო... ზედმეტად არასტუმართმოყვარე ვარ
_ვერ დავიჯერებ
_სახლში თითქმის არ ვარ და როცა ვარ მაშინაც კარის გაღების ენერგიაც არ გამაჩნია .
_შეხვედრისთვისაც ვერ გამონახავ დროს?
_საერთო მეგობრებთან და ნაცნობებთან ხშირად გადაიკვეთება ჩვენი გზები ,დარწმუნებული ვარ
_მარტო არ ხარ ხომ? _ შეჩერდა და ლამპიონებით განათებულ ეზოში მისი სახის გამომეტყველება მშვენივრად დაინახა. მისი ემოციები მარტივად იკითხებოდა ალასანიასთვის ყოველთვის და ახლაც არაფერი შეცვლილიყო, თითქოს ისევ 20 წლის გოგო ჰყავდა წინ,თუმცა სახეზე აღბეჭდილი სიტყვებითაც დაადასტურა და ტყუილის თქმა არც უცდია,მხოლოდ რამდენიმე წამს შეყოვნდა და შემდწგ
_მყავს
_ისე რომ შენებმა არ იციან? ეს უკვე საინტერესოა ... საერთოდ არ ჰგავს სოფია ხაჭვანს
_ალბათ არც უნდა ჰგავდეს
_არ მჯერა ,რომ ვინმემ შენი რქების მორყევა შესძლო და ეს ვიღაც მეც არ ვყოფილვარ
_რქებზე რომ მუშაობდი და დამყოლი სოფია გჭირდებოდა იმიტომ წახვედი კიევში მარტო თორემ გამოდევნებაზეც ვფიქრობდი ... იქ ჩაბარებაზეც კი გამეფიქრა ,მაგრამ არ მყოფნიდა ის გრძნობა რაც შენ გქონდა ჩემა მიმართ
_შენ ის გრძნობა არ გყოფნიდა რაც შენ გქონდა ჩემ მიმართ თორემ მე რომ სულ უსიყვარულობა დამმართნოდა ყველაფერა ამოაყირავებდი და მაინც ჩემ გვერდით იქნებოდი შენი სურვილის შესასრულებლად. შენ რა შეგცვლიდა ,სულ ასეთი გქონდა მზერა დაბნეულიც სწორ გზას პოულობდი ისე გამჭედავდი უცებ დიალოგის დროსაც ... ღმერთო რა კარგი დრო იყო ახლა ჭაღარა მაქვს თმაში და იმდენი დრო დავკარგე საქმის გამო, ხუთი კი არა ერთი შვილიც არ მყავს
_შენი ხუთი ბავშვიი _ ხმით გაეცინა მისი ამოჩემების გამო რომელსაც მაშინ ისე ეწინააღდეგებოდა თითქოს აუცილებლად თავად უნდა გაეჩინა ყველა და ვინმე სხვა არ განიხილებოდა _ თუ 45 წლის ქალს არ შეირთავ ცოლად გაქვს შანსი 5 კი არა 7 ბავშვიც გყავდეს. მე ხომ ვიცი შენ რატომაც არ გყავს აქამდე ცოლი
_შენ რომ ვერ დაგითანხმე იმიტომ ... სხვა ვინ გამიქაჩავს არ ვიცი
_ნუ დასცინი შენ ჩვენს სიყვარულს. არითმია მქონდა შენი წასვლის შემდეგაც ... შენ უბრალოდ ქართველი ქალის გარდა არავისზე გეკეტება ჭკუა_გონება და ახლა რადგან დაბრუნდი ზუსტად ვიცი ჩემ ქორწილამდე შენი იქნება
_ეგ ღმერთმა იცის მხოლოდ იქნება თუ საერთოდ არ ... იქნებ ავცდი სადმე იმ ჩემ ბედისწერას. შენ რას აპირებ ,იცის რომ გიყვარს თუ მხოლოდ შენ გიყვარს და იმას არ . გინდა მოგატაცებინო ? საუკუნის ამბავს დავწერთ მე და შენ
_მთვრალი რა საყვარელი ხარ ხომ არ შევიცვალო პოზიცია _ ხმით გაიცინა და მათემ რომ ჩაიხუტა წინააღმდეგობა არ გაუწევია . მონატრებას და სითბოს გამოხატავდა მხოლოდ ,არაფერი იყო ვულგარული მის სიახლოვეში
_იმენნა ყველაზე ძალიან შენ მიყვარდი ჩემ ყველა სიყვარულს შორის და ხომ იცი ვიღაცას შენი გონება არეული რომ ჰქონდეს ,ვინმემ რომ გაწყენინოს რას დავმართებ _ ზემოდან დაჰყურებდა მიხუტებულს და ყველაზე თბილი ხმით აჟღერებსა მუქარას
_მე ვინ უნდა მატკინოს მათე? იქეთ ვარ საშიში ჩემი ეგოისტი ბუნებით...თანაც როგორც აღვნიშნე ჩვენ სიყვარულს შორის მისის სიძლიერის უფრო მწამს და მჯრა ვიდრე იმის რომ საერთოდ გავუძლებ ამ სიყვარულს
_როდის გამაცნობ ეგ მითხარი ჯერ და მერე გეტყვი დაგიბრუნებ თუ ქორწილში დავიპატიჟებ თავს...
_გაგაცნობ ? არ ვიცი მაქვს მაგის ძალა თუ არა ვინმეს გავაცნო როგორც ჩემი ადამიანი
_ასეთი რა ხდება, ქალია ტო?
_ღმერთო ჩემო ქალის ატანის უნარი მაქვს გგონია?_ისევ მოახერხა გაცინება და მათე ისეც მოეფერა მის სიცილს
_აბა ზუსტად ვიცი არაკაცს შენ არ შეიყვარებდი . ცოლი ჰყავს ? თუ ახლად დაქვრივებულია
_არა ! მე ვარ მისი პირველიც და უკანასკნელიც _ ამ დროს დაუჯერა და გაიაზრა თითქოს რამდენად სწამდა დუდას სიტყვები და გრძნობები
_სრულწლოვანია იმედია _ წამის შემდეგ იყო შეცვლილი მზერა და მათეს ღიმილი
_არის და მე ახლა უნდა წავიდე. იმაზე მეტად მომნატრებიხარ ვიდრე მეგონა და შენთან საუბარი ისევ ისე მყვარებია როგორც მაშინ ,ჩვენ დროს _ წვერიან ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა და უკან გადადგა ნაბიჯები
_არ დამეკარგო იცოდე ... რა იცი რა ხდება . იქნებ პირველი სიყვარული სჯობდეს უკანასკნელს
_უკანასკნელია ნამდვილი და პირველადაც ის ჩაითვლება
_სულ გადამისვი ხაზი სოფია? _ იდგა უღიმოდა და უყვარდა თავისებურად თბილად
_შეხვედრამდე _საჭესთან დაიკავა ადგილი და მალევე დატოვა ტერიტორია. მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა მათე მანქანისკენ და თან ძველ მეგობარს უკავშირდებოდა მობილურით
_გისმენ ალასანია,დაბრუნდი და აღარ უნდა მომასვენო ? გვძინავს ნორმალურ ადამიანებს ღამის პირველზე
_დუდა ყიფიანთან მეგობრობ ისევ თუ სხვა გზას დაადგა
_სულ სწორ გზას ადგა ,ისეთს ჩვენ რომ მეგობრობა არ შეგვიწყვეტია . რამ გაგახსენა ამ შუაღამეს დუდა
_გავიცანი და მეთქი ვკითხავ კიტას...ვიცოდე ვემეგობრო თუ დისტანციაზე დავრჩე
_შენ რომც ემეგობრო ეგ ასე მარტივად არ ემეგობრება ხალხს
_ხოო? ქვის გული აქვს?
_ზუსტად!
_რა ნაცნობი სიტუაციაა _ სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ძრავი აამუშავა _ძალიან მაგონებს ვიღაცას
_გარეგნულად მამას ჰგავს და ხასიათით ანდრო გიგაურს ... იცნობდი შენ ხომ ?
_სასაფლაოზეც ვიყავი წინა ჩამოსვლის დროს. კაცი იყო ნამდვილი
_ასეთია დუდაც
_მიხარია ...
_კიდევ გაინტერესებს ვინმე თუ მომცემ ძილის უფლებას
_რა დროს ძილია შე ჩემა ილდანი სად გყავს
_ილდანი ლოგინში მყავს შე ჩემა?
_უი არაა? სულ ერთად იჩითებით და ვიფიქრე მანდაც არ გტოვებდა . ლოგინში თუ არ ოთახში მაინც გეყოლებოდა ახლოს სასთუმალთან
_მე კი გაგიტარებ ამ მთვრალ ლაპარაკს,ილდანს ესმოდეს კი ამოგაცლიდა ნეკნებს და დაგტოვებდა უხერხემლოდ
_ეს მუქარები ძაან საყვარელი იცით ორივემ ... ფანტაზიორი განგსტერები
_რა ღადავის ტალღაზე ხარ რა დაგალევინეს ასეთი
_მომენატრა აქაურობა . როგორ წავედით აქედან საერთოდ
_ეგ ნოსტალგიები გავიარე მე უკვე ... მოიარე ახლა ქალაქი ,დაიმახსოვრე ცვლილებები და შეესისხლხორცე თავიდან .
_და ის გოგო ვინ არის? ფოტოგრაფი
_თორნიკესია და ფლირტიც არ გაბედო , მოგკლავს დაუფიქრებლად
_რა ფლირტი შვილი უნდა მყავდეს მისი ასაკის... ილდანთან ასე რთულადაა საქმე?
_არც უხსენო ... ისე იცოდე შენთვის,გონებაში
_გასაგებია . ყველაფერიი გასაგებიაა
_ვთიშაავ და
_და თინა ვინ არისო რა მითხარი ?
_რა თინა ,რა თინაა . მატილდა არა და თინას ასაკის შვილები ნამდვილად უნდა გყავდეს და საერთოდაც შენ ქალის ასარჩევად დაბრუნდი თუ ოჯახს დაუბრუნდი ,სამშობლოს და მიწა _ წყალს
_რა გაყვირებს შე ჩემა გაიგო მთელმა თბილისმა შენი ხმა. ვიცი რომ უყვარხარ და მაგიტომ დამაინტერესა . გვარი არ უთქვამს თორემ
_მეორედ არც გაიფიქრო თინას კიტა უყვარსო თორემ ეგ ფიქრიც რომ გაიგოს გოგა გვიჩიანმა ძმაკაცი აღარ გეყოლება და იარე მერე სასაფლაოზე ჯეკ დენიელსით ხელში
_გოგას ერთადერთიაო გეთქვა თავიდანვე და ჩემიცო დაგეყოლებინა. მივხვდებოდი მაშინვე ყველაფერს. რამდენი ლაპარაკი გიყვარს ამხელა მაფიოზ კაცს
_შენ ბიჭო _ გააგიჟა და გაუთიშა. მათე ალასანიას საყვარელი საქმიანობა იყო ბავშვობიდან , კიტა ნავერიანის ნერვებით თამაში.


სოფიო ხაჭვანი დარაჯობდა ამჯერად დუდა ყიფიანის ფანჯრებს. ისე გათენდა შუქი არ ანთებულა მის ბინაში. დილიდან სამსახურში წავიდა,ელოდა ყოველ წამს,დაგვიანების მაქსიმალური დრო გამოთვალა და მასაც კი გადააჭარბა. ცხადი გახდა ,რომ არ აპირებდა მისვლას დაურეკა და პასუხად გაიგო ხმა "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან." მისწერა და ელოდა "seen" მაინც გამოჩნდებოდა,მაგრამ ესეც არ იყო. ვიდეოქოლიც ვერ განახორციელა ბოლოს კი პაციენტებზე ფიქრის ნაცვლად დუდას გაუჩინარებაზე ფიქრობდა.
_ანა გამარჯობა... დუდა სამსახურში არ მოვიდა და გუშინ სად წავიდა თუ იცი? _ ბევრი ფიქრის შემდეგ პირველი ნათლულს დაურეკა
_დუდას ასავალ_დასავალი ბოლო დროს თქვენ იცით ხოლმე ,სხვამ ისედაც არავინ . წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება იყოს. გუშინ ისე წავიდა რესტორნიდან არც დამინახავს გასვლის დროს.
_ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა არ ახასიათებს და მიკვირს ძალიან . უამრავი საქმე მაქვს ... კარგი ანა _ თითქოს მართლა საქმეები ადარდებდა . ისე გამოვიდა კაბინეტიდან რიგი დადგა ამბულატორიული პაციენტების და ტელეფონზეც ზარები არ წყდებოდა. ფიზიკურად ვერ მოახერხა გარკვევა დუდას ადგილსამყოფელის.
სამსახურიდან როგორც კი გააღწია მაშინვე მის კორპუსს მიაშურა. კარე დიდხანს აკაკუნებდა და რეკავდა ზარს იმ იმედით,რომ სახლში იყო და უბრალოდ ფანჯრიდან გამომავალი შუქი ვერ შენიშნა .
_ყიფიანი სად არის იცი?_ ნავერიანს დაურეკა ბოლი რომ აუვიდა ბრაზისგან და ნერვიულობისგან
_უნდა ვიცოდე?
_თუ ჩხუბი, ომი და ცემა_ტყეპა იყო სადმე გეცოდინებოდა ხომ?
_დიდი ალბათობით
_გამირკვევ თუ ვერ
_სამსახურიდან გააქციე და ახლა გინდა გაპოვნინო? ისიც ჩემი მეგობარია
_მაპოვნინე და დამიჯერე არაფერს დავუშავებ . ხვალ დილამდრ თუ არ ვნახავ იცოდე ფსიქიატრიულში მიპოვნი
_რა დააშავა ასეთი . პაციენტი გადააგდო ფანჯრიდან ?
_არაფერი დაუშავებია
_სახლში იქნება
_რომელში _ გიგაურების სახლთან იდგა უკვე ხაჭვანის მანქანა,მაგრამ იქაც არავინ ჩანდა.
_რომელიც სხვაზე არ აქვს მიქირავებული ... კარგი ხო ნუ ოხრავ. ვეცდები გავარკვიო ,მაგრამ უთვალავ ადგილას შეიძლება იყოს და რა ვიცი ვის დასჭირდა სუპერგმირი დუდას დახმარება და სად გაეშურა მოულოდნელად_ ხომ ვერ ეტყოდა მე გავაქციეო.
ბევრი არ უფიქრია ისე გავიდა ქალაქიდან და წლების უნახავ სურამის სახლთან გაჩერდა ბოლოს. გზაში მიიღო კიტას შეტყობინება "ვერ ვპოულობ და აშკარად არც უნდა ვინმემ იპოვნოს. აპატიე სამსახურში არ გამოცხადება. ექნება საპატიო მიზეზი,ნუ ხარ დესპოტი უფროსი. " თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნა ღობიდან ნაცნობი მანქანა რომ დაინახა და ჭიშკრის გაღებისთანავე მიმის ყეფის ხმა გაიგო. ძაღლი წამის მეასედში გაჩნდა ხაჭვანის ფეხებთან და ისე დაიხარა მის მოსაფერებლად თითქოს იქ ძაღლის მონატრების გამო იყო მოსული. პირველი ემოცია და შვება მიმის გაუზიარა
_შენი არანორმალური პატრონი სად არის მიმი ?
_პატრონი არა ,მიმის მეგობარი ვარ !
_არანორმალურზე პრეტენზია არ გაქვს ხომ?
_აქ რა გინდა სოფია?
_გეგონა გამექცეოდი?_ თავზე მდგომს ახედა და შემდეგ დადგა მის პირისპირ
_ბრაზის კონტროლს ასე ვახერხებ მხოლოდ . ისე ვშორდები როგორც ალერგენს თორემ უდანაშაულო ადამიანს დავუპირისპირდე შეიძლება და რამე დავუშავო ცხელ გულზე
_მე ვარ ალერგენი?
_ისე უტიფრად ბრაზობ თითქოს მე ვთამაშობდი წუხელ ნეიტრალური უფროსის როლს რომელსაც მხოლოდ საქმე აკავშირებს რიგით თანამშრომელთან . ესეც არ იკმარე და მერე მოულოდნელად გამოჩენილ ექს ბოიფრენდს ეფლირტავებოდი ჩემ თვალწინ, ბოლოს ყელში ტროსივით მომიჭირა საცეკვაოდ რომ წახვედით მაშინ ,როცა მე ზღვარი გამივლე და ხალხის თვალწინ დისტანცია დამიწესე _ბრაზისფერი ჰქონდა მზერა . ტონს ებრძოდა ,ღრიალში რომ არ გადასულიყო მისი საუბარი,მაგრამ ისედაც ცხადი იყო ყველა ემოცია.
_გგონია რომ მყვარებოდა ასე თბილად შევხვდებოდი? მათე უბრალოდ ის ადამიანია ვინც მეძვირფასება , ვენდობი და მიყვარს კიდეც ,მაგრამ ადრეც გითხარი არავინ მყვარებია_თქო და ახლაც გავიმეორებ მე
_გგონია ეჭვიანობის გამო გამოგეცალე? არ მისმენ სოფია? ჩემ ადგილად მაინც წარმოიდგინე თავი და ერთი წამით დაუშვი,რომ მე გაიძულო დამალვა. იქ რომ დავრჩენილიყავი მოვიდოდი და ყველას თვალწინ ისე მოგიახლოვდებოდი კოცნაც არ დამჭირდებოდა ისე გაიგებდა ყველა ყველაფერს
_დუდა ისედაც საგიჟეთია ჩემ ოჯახში
_მაკვირვებ?
_შენსა და ჩემ შორის ის განსხვავებაა რომ შენ ისედაც არ გაქვს სანიმუშო ურთიერთობა მშობლებთან და მე ამ დრომდე ისე მოვედი ლევანს ჩემთვის საყვედურიც არ უთქვამს. ვიცი რაც მოხდება როცა ვაღიარებ
_ შენ გარდა ფაქტობრივად არავინ იცის მე რა ურთიერთობა და აზრები მაქვს ჩემ მშობლებთან დაკავშირებით .
_არასწორად გაიგე დუდა მე სულ სხვა რამის ახსნას ვცდილობ და არ ვიცი როგორ უნდა გაგაგებინო . ასეთ განსაკუთრებულს რას ვითხოვ განა ყველა ურთიერთობა ცნობილია ხალხისთვის?მშვიდად ყოფნა უფრო კომფორტული არ იქნება
_მშვიდად შენ იყავი გუშინ,ჩემგან შორს გაურკვეველი ურთიერთობის და გრძნობების მქონე ალასანიასთან და შეგიძლია უჩემოდ შეინარჩუნო ეს სიმშვიდე!
_ახლა რას აპირებ საერთოდ გინდა გაქრე ჩემი ცხოვრებიდან თუ სამსახურში დაბრუნდები
_რეზიდენტურისთვის მზადება დავიწყე . ემოციები რომ ცვლიდნენ ჩემი ცხოვრების გეგმებს ახლა ფსკერზე ვიქნებოდი. მჭირდებოდა მარტო დარჩენა და ვიფიქრე შენც გექნებოდა დრო ფიქრისთვის, მაგრამ მიპოვნე იმაზე მალე ვიდრე საერთოდ ვფიქრობდი
_რომ ჩაგერთო მობილური და გეთქვა განმარტოვება მჭირდება დამშვიდებისთვისო არ ვიქნებოდი ამ დროს აქ
_ასე ნუ მიყურებ თორემ მე მიჩნდება დანაშაულის შეგრძნება რომ ჩემდაუნებურად განერვიულე
_ყველაფერი ვიფიქრე რაც კი ჩემ გონებას შეეძლო
_მაინც რა იფიქრე დათვრება და ვინმეს ეჩხუბებაო თუ წავა და ვინმესთან მიღალატებსო
_მეორე ვარიანტი არ დამიშვია ... მეშინოდა ,რომ რამე შეგემთხვა და თან პანიკის აწევა არ მინდოდა. აქ მოსვლა და გამოდევნებაც რთული იყო ჩემთვის ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გთხოვ ურთიერთობის გაგრძელებას ... შენ კი საპასუხოდ არჩევანის წინაშე მაყენებ
_თავმოყვარეობაზე და სიამაყეზე რომ ვფიქრობდე შენთან ყოფნის დროს და ისეთი ვიყო როგორიც მთელ დანარჩენ სამყაროსთან , საერთოდ არაფერი იქნებოდა ჩვენ შორის ... არჩევანის წინაშეც არ გაყენებ სოფია , სრული თავისუფლება მოგეცი და წამოვედი. სხვა რა გინდოდა გამეკეთებინა,ახლოს დავრჩენილიყავი და მეყურებინა როგორ გადაგქონდა ოჯახისწევრების ყურადღება მათეზე მერე რომ მოიტყუო თითქოს მე კი არა ალასანია მოგწონს ისევ?
_ანუ არ გიეჭვიანია და არ ფიქრობ,რომ შენ კი არა ის მიყვარს
_ მგონი არცერთი გიყვარვართ და არც საკუთარი თავი. შენ საერთოდ ცხოვრებით ტკბობა არ იცი რა არის , შენ რობოტივით ხარ, რომელსაც მხოლოდ პროფესია ჩაუნერგეს და პირადი ცხოვრების ქონა ,ცხოვრებით ტკბობა არა
_ყველაფერს თუ ხვდები საერთოდ რატომ ვსაუბრობ
_ მგონია მალე იტირებ სასოწარკვეთილებისგან და შემიძლია ნებისმიერ წინადადებაზე წამოგყვე
_დაღლილობის ენით აღუწერელი შეგრძნება მაქვს ,ქაოსის და სუნთქვა მიჭირს უკვე ისე ძალიან მინდა ახლა უბრალოდ ჩამეხუტო ,მხარზე თავი დაგადო და ამოვისუნთქო. ტირილს ვერ ვიტან,ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს საერთოდ ექიმი და ტირილი დიდად არ უხდება ერთმანეთს
_და შენც შეგიძლია წამში გააქრო ცრემლები . ხომ ხედავ ქალურ საწყისებსაც ეწინააღმდეგები,სად გაგონილა ქალი ცრემლების გარეშე. ქალები ყველაფრის გამო ტირიან ხოლმე ... ბედნიერების,დაღლილობის,ბრაზის,ნერვიულობის,შფოთვის, ტკივილის და ტკენის დროს ხომ საერთოდ _ ის ერთი ნაბიჯიც გადადგა,სოფიას ხელი მოხვია, ჩაიხუტა და ყელში აკოცა _ ჩემი მიზეზით არ მინდა ოდესმე იტირო, მაგრამ ჩემთან ტირილი ნებისმიერი სისულელის გამო შეგიძლია მაინც ქალბატონი სოფიო იქნები _ჩუმად ელაპარაკებოდა და ნაზად კოცნიდა_დარჩები ჩემთან ? _თავი უკან გადასწია რომ დაენახა მისი სახე და თვალები
_მომენატრა ეს სახლი და აქაურობა...
_ჩემთან რომ ხარ მხოლოდ მე უნდა მითხრა ,რომ მოგენატრე
_ხეები უკან ისევ გაქვთ ? ტყეში ბილიკები კიდევაა თუ აღარავინ დადის და გადაფარა ბუჩქებმა
_მაქვს და ტყეში ჰამაკებიც არის
_ყველაფერს როგორ ასწრებ
_მთავარია გონებაში გქონდეს და არ დაივიწყო თორემ რაღაცების გაკეთება საკუთარი ხელების ნაცვლად სხვისი ხელებითაც შეიძლება,რაღაცები კი შენ გარდა არავინ უნდა გააკეთოს _ სახლში იყვნენ უკვე
_შენ აქ მეცადინეობდი და მე ჭკუიდან გადავედი მთელი დღე _ მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს შეხედა და თვალები აატრიალა
_იმაზე რომ მეფიქრა როგორ ეცეკვებოდი ალასანიას უკან გამოვბრუნდებოდი წამსვე და რამე გამოუსწორებელ სიქაჯეს ჩავიდენდი . არც მიძინია,ამოსვლის წამიდან ვკითხულობ
_ვგიჟდები შენი ბრაზის მართვის მეთოდებზე _ გაიცინა და რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე მერე ისევ მხარზე დაადო თავი. საყრდენდაბრუნებულ კედელს ჰგავდა რომელიც ჩამოშლას გადაურჩა .
_კიდევ მაქვს ერთი ,რომელიც წუხელ ვერ გამოვიყენე იმიტომ რომ დაკავებულ კაცად ვთვლი თავს _ თვალები უციმციმებდა ტუჩებზე სანამ შეეხებოდა_შენც შეგიძლია აითვისო ეს მეთოდი ,ყველაფერს გავიწყებს
_აღარასდროს წახვიდე ისე რომ არ მომწერო "კარგად ვარ ,სოფია"
_ისე გავბრაზდი ვერ ვიფიქრე ასე რომ ინერვიულებდი _ მთელი სახე დაუკოცნა _გამოვისყიდი დანაშაულს თუ მაინც მე გამოვედი დამნაშავე
_ნწ , დამნაშავე სიყვარულს არ ჰყავს სიყვარულს ჰყავს გამარჯვებულები
_მივედით იმ დასკვნამდე რომ შენც გიყვარვარ ?
_აქ რომ არ დამხვედროდი ქვეყანას ამოვატრიალებდი ... სიყვარულზე მეტი ხარ.

იმ ღამით დუდასთან დარჩა. დილით ადრე წავიდა სამსახურში და ერთი საათის შემდეგ დუდაც შეუერთდდა. თითქმის მთელი დღე ისე მუშაობდნენ საქმის გარდა არაფერზე უსაუბრიათ
_კაკაურიძესთან პრობლემაა _ექთანმა რომ დაურეკა დუდა მის გვერდით არ იყო და პირდაპირ დაიძრა თერაპიისკენ. ფიქრობდა,რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იყო და ბოლოს კონფლიქტის ცეცხლში აღმოჩნდა. კაცი ყვიროდა,იგინებოდა და მისი შესვლის დროს შტატივი პირდაპირ კარისკენ ისროლა . სოფიამ გაწევა ვერ მოასწრო და ფეხზე მოხვდა. იმ დროს ვერ იგრძნო რა სჭირდა ისე ჩაერთო ქაოსში
_რა ხდება ...
_თქვენი დედა მოვტყ.ნ რამდენი დღეა აქ ვწევარ და ახლა მეუბნებით ანთება გაქ წამალი უნდა შეგიცვალოო?ამდენი დღე ერთ თავ წამალს რომ მისხამდით და გეუბნებოდით ცუდად ვარ_თქო ვერ გაგაგონეთ. ის სადაა მომიყვანეთ ის ნაბ.ზარკა ჩემი ექიმი . მოვიდეს მითხრას ამდენ ხანს რას მიკეთებდა მე მაგის უცოდინარ დედას შ.ვცი
_ბატონო გურამ დარწმუნებული ვარ არასწორად მოგაწოდეს ინფორმაცია . თქვენი ანალიზები გაგზავნილია კვლევებზე რომლებსაც რამდენიმე დღე აგვიანდება . თქვენი ტემპერატურა კვლევის საგანია და
_შენ განყოფილების უფროსი ხომ ხარ.... არ უნდა გააგდო ისეთი შტერი ექიმი?ან ესენი ვინ არიან...მტკივა მუცელითქო ვითხოვ გამაყუჩებელს და არ მაძლევენ არაფერს. გამიკეთეთ ეხოსკოპია ან ისე მაინც გამსინჯონ. ანალგინი რას მიშველის . თქვენ მე ნარკომანი ხომ არ გგონივართ ჯერ სიგარეტის მოსაწევად გავედი და ისე ამიყვირდა ეს თქვენი ექთანი. ვის ამუშავებთ აქ ... ესენი ვინ არიან. ეს დებილების ჯოგი ნახე ხელები რას მიგავს ანალიზს ვერ იღებს ზოგი
_დამშვიდდით ახლა , უარესად გახდებით ... იფიქრეთ საკუთარ თავზე და თავად ნუ მოიქცევით ჯოგის ნაწილივით ასეთი ქცევა და საუბარი არ შეგეფერებათ
_მე რა შემეფერება შენ უნდა მიკონტროლო ?საერთოდ ვინ გაგხადა განყოფილების უფროსი ამ ასაკში ... ვიღაცას ჩაუგორდი ალბათ და დგახარ აქ თავაწეული ამაყად
_შეურაცყოფას გვაყენებთ და
_შეურაწყოფა კი არა დასაბრედები ხართ სუყველა . გამიშვით_თქო გეუბნებით
_სად უნდა გაგიშვათ შე არანორმალურო სამკურნალო ხარო ვერ გაიგე რომ გეუბნებიან? ნარკომანი კიარ ვარო აბა ვინახარ ლომკა გაქ ახლაც და მატყუებს აქ მუცელი მტკივაო... შემოყრიან ამდენ სულელს და უთმინე შენ _ ერთ_ერთი ექთნის ხმა გაიგო ზურგს უკან და სანამ რეაგირება მოასწრო კაცი უკვე მისკენ იყო დაძრული შეშლილი სახით
_გიჟი ვინაა მე შენი დედა მოვტყ.ან შენ ექთნად ვინ მოგიყვანა აქ შე მართლა გიჟო ... მოდი აქ მე შენი _ ხელი წაავლო კისერში და ისე მოუჭირა დაახრჩო ლამის
_დაცვასთან დარეკეთ?
_დავრეკეთ და ქვემოთ შეფერხდნენ _ ესმოდა ექთნის სიტყვები და თავად მიიწევდა დერეფანში გავარდნილი კაცისკენ
_ის ჩაკეტილი კარები გააღეთ თორემ გადავხტები ... არ მომეკაროს რომელიმე თორემ _ მაინცადამაინც იმ ფანჯარაზე ავიდა რომლის საკეტიც მოშლილი იყო და მარტივად გააღო. რაფაზე იდგა უკვე ხელში მაკრატლით და დერეფნის ბოლოს შემჩნეული დაცვის ბიჭების მისვლამდე ცდილობდა თავის დახსნას
_არავინ არაფერს დაგიშავებს პირობას გაძლევ. დააგდე ეგ მაკრატელი და ჩამოდი მაქედან. ყველა კვლევა და ანალიზი თავიდან გავიაროთ,შენ ოჯახისწევრებთან ერთად და ისე განვაგრძოთ მკურნალობა აქ ან სახლში . პირობას გაძლევ არავინ შეგეხება დროულად თუ დამშვიდდები
_არ მომეკაროთ იცოდეთ თორემ ამ მაკრატლით მოვუღებ ბოლოს _ სოფიას ჩაავლო მოულოდნელად და ყელზე მიაბჯინა მაკრატლის წვერი . დაცვა და დუდა ერთდროულად გამოჩნდნენ. იმათგან განსხვავებით ბიჭი მაშინვე სოფიასკენ წავიდა
_ნუ მიახლოვდები ... ახლოს ნუ მოდიხარ
_გაუშვი თორემ საავადმყოფოდან პირდაპირ ციხეში გადაგიყვანენ და რამე რომ დაუშავდეს იცოდე პირადად ჩემთან გექნება საქმე
_შენ ვინ ხარ ... ამათსავით შტერი ექიმი?
_შენ ნახალოვკაში ცხოვრობ ხომ ?
_მერე ? ექიმმა რა იცი რამე საერთოდ... გეუბნებით გამიშვით აქედან თორემ
_ლადიკო მიმონიშვილი ხომ იცი ... შენნაირ კაცს ეცოდინება დარწმუნებული ვარ . მე ნათლული ვარ მისი ,დუდა ყიფიანი
_გიორგის ბიჭი ხარ ?
_მაგ ქალს ახლა ხელს რომ უჭერ და ტკენ სისხლის ერთი წვეთი კიდევ რომ გადმოდინდეს ციხეში დარჩენას ინატრებ ისეთს დაგმართებ !_ დუდას მზერა არ იყო ეს არც ტონი და არც ქცევა. ისე უყურებდა როგორც მშიერი მხეცი . როდის მივიდა ამდენად ახლოს სოფიამაც ვერ გაიაზრა.
_შენ ვის აშინებ ბიჭო მამაშენი კაცია და შენ ამათი შნირი ხარ? სანიტრად თუ ექთნად მუშაობ ამ ქალებთან სანამ ექიმი გახდები
_მკვდარი ხარ ჩათვალე ... გაფუჭდი,კაცი აღარ ხარ დღეიდან და მე განახებ ვინც ვარ _ ისე ჩაავლო მაჯაში და გადაუტრიალა ხელი სოფია წამში გვერდზე აღმოჩნდა. მეორე ხელიც ამოუტრიალა აღრიალებულს და ისე დააგდო ცივ იატაკზე _ ახლა რომ არ გადენ სისხლს სახიდან იცოდე ამ ქალის დამსახურებაა,მაგრამ შენ რა არაკაცობაც ჩაიდინე ვერაფერი ჩამოგრეცხავს მაგ ნეხვს _ თავზე აწვებოდა და კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს
_ხელები გაუკარით და არსად წაიყვანოთ. პოლიციას ვერ გავატან... ფეხს ისე მოითრევდა აპენდიციტი აქ დიდ ალბათობით. სასწრაფოთ ეხსოკოპია გაუკრთეთ და ქირურგს დაურეკეთ_ მთელი სხეული უკანკალებდა. გაყინული იყო შიშისგან. ამ წლების განმავლობაში რაც საავაფმყოფოში მუშაობდა პაციენტთან დაპირისპირების ბევრი შემთხვევა ჰქონია,მაგრამ მსგავსად არასდროს დაზიანებულა.
_ფეხიდან სისხლი გდის... _ ჯერ უბრალოდ მოეხვია და მერე რომ შეათვალიერა დაინახა ფორმის ცისფერი შარვალი წვივზე სისხლით ჰქონდა დასვრილი . სანამ ტკივილს გაიაზრებდა დუდას ჰყავდა უკვე ხელში და ოთახისკენ მიჰყავდა. საწოლზე რომ დააწვინა შარვალი პირდაპირ შეაჭრა ფეხზე და გადამსკდარი კანი რომ დაინახა მზერა დაებინდა _ მოვკლავ
_დუდა გაჩერდი ... ჩემთან დარჩი გთხოვ. ცუდად ვარ _ ხელი ჩაავლო და როგორღაც გააჩერა_შტატივი მომხვდა და კანი გასკდა ალბათ. ახლა ვიგრძენი ტკივილი
_რატომ არ დამირეკე ამ საგიჟეთში რომ ამოხვედი
_მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა ... გამივლის ყველაფერი და მივხედავ ყველას სათითაოდ . ის წაიყვანონ პერიტონიტი ექნება ვიცი ენცეფალოპათიურია ვერ ხედავდი? ყველაფერი ერთად ჭირს
_კიდევ იმ ნ.ბიჭვარზე ფიქრობ? ნუ გამაგიჟებ სოფია _ თავზე აკოცა რამდენჯერმე და მერე გასწორდა გარედან შემოსული ხმა რომ გაიგო
_სოფია როგორ ხარ ... ეს რა ამბავია
_რეზი ... პოლიციას არ გაატანო. საოპერაციო იქნება. ჩვენ დაგვდებენ ბრალს აქედან რომ გავიდეს გზაში მოკვდება . მოაგვარე და ლერის უთხარი ყველაფერი გადადოს და მაგ პაციენტს მიხედოს
_შენი ფეხი?
_ლაშა მოვა ... _ რეზი რომ გავიდა გაჩუმდა _მეწვის , დაურეკე ლაშას ამოვიდეს და მომხედოს . გამაყუჩებელიც წამოიღოს. ესღა მაკლდა ახლა და იმათ უთხარი ხმაური ნუ შემოდის ენა ჩაიგდონ სანამ ავდგები და გავყრი ყველას აქედან. ტრენინგებს რომ ესწრებიან და იმატებენ ხელფასებს ხომ მოსწონთ პაციენტთან ურთიერთობა ვერ უსწავლიათ და ტკივილის გარჩევა . ნატოს წირვას გამოვუტან სად არის ... არ იცოდა აქ რაც ხდებოდა? შენთან ჟღურტულისთვიდ კარგად პოულობს დროს მორიგე როცა ხარ ფეხს არ იცვლის აქედან
_მე რაღა შუაში ვარ
_შენ თვალები არ გაქვს?
_რა ხდება რა ამბავია აქ ... დერეფანში ისეთი ამბავია ძლივს მოვაღწიე შენამდე სოფ
_ფეხზე მომხვდა შტატივი . მაშინ ვერ ვიგრძენი ახლა მტკივა და გაყინული მაქ ტერფიც...
_კანია გამსკდარი ... ნაკერი არ დაგჭირდება . დაბეჟილია და ეგ გტკივა . მივხედავ ახლავე ,გამაყუჩებელსაც გაგიკეთებ _ სკამზე დაჯდა , საჭირო ნივთები დაიდო ახლოს და ხელთათმანები მოირგო _თქვენს მშვენიერ ფეხზე ხელის შეხების საშუალება ასე ნამდვილად არ წარმომედგინა
_ლაშა თუ ღმერთი გწამს შენი ნერვი არ მაქვს ახლა
_გამაყუჩებელს
_მე გავუკეთებ _ ხელთათმანი ეცვა წამში ,შპრიცი გამოართვა და ისე დადგა სოფიას საჯდომის იმ პატარა ნაწილს ვერავინ დაინახავდა ვერცერთი მხრიდან
_კარგიი შევუდგეთ საქმეს
_ნაკერი ნამდვილად არ ჭირდება?
_შეშუპებულია და იმიტომ ჩანს ასე ცუდად...ნაწიბური არ დაგაჩნდეს იქნებ
_ჩემი ფეხების სილამაზეზე დარდი შენი საქმე ნამდვილად არ არის. თუ დაასრულე წავედი
_ოხ როგორი მწარე ხარ შენ მართლა ვინ შეგიყვარებს
_ვისთანაც ტკბილი ვარ ის!
_ასე ხომ არ ივლი... ეტლს მოვიყვან არ დადგე _ როგორც კი დაჯდა მაშინვე გააჩერა დუდამ.
_საერთოდ სახლში დარჩე რამდენიმე დღე სჯობს. სიარული რეკომენდირებული არ არის და მტკივნეულიც იქნება...ისე ნუ იზამ ნაკერის დადება რომ დამჭირდეს
თორემ იარა დაგრჩება და მოკლე კაბას სამუდამოდ დაემშვიდობები
_მივხედავ როგორმე . შენ დაურეკე საოპერაციოს ექთნებს რა ხდება ზემოთ გაარკვიე
_ქალს როგორ შეიძლება ისეთი ტონი გქონდეს რომ ჩემი უფროსიც მეგონო ... ღმერთმა გაძლება მისცეს შენს ექთნებს და ამ ბავშვს განსაკუთრებით
_ბავშვები არ მყავს განყოფილებაში და ეს ბავშვი შენზე სულ ცოტათი პატარაა უბრალოდ შენ ჰგავხარ 50 წლის კაცს. გენეტიკის ამბავია ალბათ ან არაჯანსაღი ცხოვრების ... გმადლობ გაწეული დახმარებისთვის _ დუდამ ეტლი რომ შეიყვანა _ბოლოს და ბოლოს შეგიძლია გამაგებინო ოპერაციის ამბავი?
_შეუყვანიათ უკვე... თქვენი დიაგნოზი სწორი აღმოჩნდა სოფიო ექიმო. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე
_მომწერე როგორ დასრულდება ...
_კიდევ მაგაზე დარდობ?კაცმა ლამის მოგკლა
_ვისი დამსახურებაც იყო მთავარია ის არ შემომაკვდეს თორემ მერე არცერთი მოხვალთ" პერედაჩებით " ციხეში_ ეტლში იჯდა უკვე . დუდამ გაიყვანა და დერეფანში შეეგება ყველა. სანახაობისთვის იყვნენ ჩამწკრივებულები და მათთან ერთად პოლიციელებიც იდგნენ
_გაჩერდი _ ჩუმად უთხრა და მანაც შეაჩერა სვლა _ ერთი პაციენტით ნაკლები გყავთ განყოფილებაში და დანარჩენს დანიშნული მკურნალობა არ უგრძელდება?
_დაკითხვაზე გაჰყავთ
_ერთად შეყავხართ ყველანი? საქმეს დაუბრუნდით. განყოფილებაში ზედმეტი ადამიანი არ დავინახო. ნახევარ საათში უკან დავბრუნდები და ყველაფერი ისე იყოს თითქოს არაფერი მომხდარა . იდეალური სისუფთავე ,სიმშვიდე და წესრიგი თუ არ დამხვდება ყველას დაგეწერებათ გაფრთხილება. ბატონებო თქვენ ? რა მასალა გჭირდებათ კიდევ თუ ახლა იწყებთ მუშაობას. სხვა პაციენტების უფლებებზეც ვიფიქროთ ისედაც სტრესი გადაიტანეს
_გამარჯობა ქალბატონო სოფიო ... მთავარი გამომძიებელი ლუკა გაბუნია _ ერთ_ერთი გამოეყო დანარჩენებს და გაეცნო _ მოწმეების დაკითხვას განყოფილებაშიც გავაგრძელებთ . თქვენთან გასაუბრება მინდა და ასევე ბატონ დუდასთან ,ხომ?
_დიახ
_დიდი ხანია არ გადაკვეთილა ჩემი და შენი გზები დუდა ყიფიანო ... საინტერესოა ამჯერად როგორ წარიმართება ჩვენი კომუნიკაცია
_იცნობთ?
_თინეიჯერობისას ვიცნობდი კარგად...ჩემ საქმეებზე დააგროვა გამოცდილება ბატონმა ლუკამ _ ისე უპასუხა სოფიოს გაბუნიასაც ჩაეცინა და უკომენტაროდ დატოვა ყიფიანის სიტყვები.
_კაბინეტში შევიდეთ . არავინ გაიქცევა ჩემი ექთნებიდან და კამერის ჩანაწერებიც გექნებათ მტკიცებულებისთვის ... აქედან გავიდნენ თუ შეიძლება და ფოიეში დაიცადონ. ვერ დავუშვებ მსგავს ქაოსს განყოფილებაში,საკმარისზე მეტი იყო რაც მოხდა _ ყურადღება გადაიტანა სხვა თემაზე და საერთოდ დააიგნორა დუდას და გამომძიებლის წარსულში ნაცნობობის ამბავი
_ბიჭებო... _ მშვიდად ანიშნა დანარჩენებს და ისინიც წამსვე დაიძრნენ კიბისკენ _საით?
_დერეფნის ბოლოსაა საორდინატორო_ გამაყუჩებლის მოქმედებაც ვეღარ ჭრიდა იმდენად ცუდად იყო
_კარგად ხარ ?
_ვუძლებ ჯერ ... დაგვტოვეთ რა _ იქ მყოფ რამდენიმე ექიმს უთხრა და ყველანი გავიდნენ . ბოლოს მხოლოდ გამომძიებელი დარჩა მის წინ _ გისმენთ . მკითხეთ და გიპასუხებთ ...წუწუნი არ მჩვევია ,მაგრამ საკმაოდ ცუდად ვარ და თუ დეტალებს სხვა დროს განვიხილავთ დამავალებთ ბატონო ლუკა
_ვითვალისწინებ თქვენს მდგომარეობას და გამოჩენილ სიმამაცესაც. პაციენტის ოჯახისწევრები საპასუხო სარჩელს შემოიტანენ დარწმუნებული იყავით...დამირეკა მე უკვე თქვენმა საერთო მეგობარმა, კიტა ნავერიანმა და მაქსიმალურად ვეცდები გავამარტივო თქვენთვის ეს პროცედურები,მაგრამ სასამართლოს სხდომებს ვერ გამოტოვებთ . სასურველია დაიმახსოვროთ რასაც ახლა მომიყვებით და ბევრი არაფერი შეცვალოთ
_მსხვერპლი ვარ და დასამალიც არაფერი მაქვს
_არც ბრალდება არასწორად ჩატარებულ მკურნალობაზე, მკურნალი ექიმის გამოჩენილ უყურადღებობაზე და კოლეგისთვის ხელის დაფარებასაც არ ეცდებით?
_კოლეგა დამნაშავე უნდა იყოს ხელის დაფარებას რომ საჭიროებდეს და სამედიცინო პროტოკოლს პაციენტი ვერ შეაფასებს როგორი გათვიცნობიერებულიც არ უნდა იყოს მედიცინაში მაინც. საპასუხო საჩივარს თუ დაწერენ შემდეგ განვიხილავთ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს _ ჩვეული სიმტკიცით საუბრობდა,მაგრამ ტკივილისგან ჰქონდა სახე შეცვლილი. ყველაფერი მოყვა რაც ახსოვდა და ხელიც მოაწერა ჩვენებას. შემდეგ კი დუდას დაუთმო ადგილი
_სად იქნები _ შესვლამდე ჰკითხა ყიფიანმა
_ უფროს ექთანთან გავჩერდები კაბინეტში დაგელოდები
_შევიყვან და მოვალ თუ წინააღმდეგი არ ხართ ბატონო ლუკა
_ხომ არ დაგეხმაროთ
_არა ,გმადლობთ. დროებით _ სოფიამ უპასუხა თავად და მერე დუდას უფლება მისცა ეტლი წაეყვანა.
დუდა რომ დაბრუნდა ექთნებს ესაუბრებოდა და თან ისე ესაუბრებოდა სიტყვის ჩართვასაც ვერ მოახერხებდი
_არგუმენტად ის არ მომიყვანოთ ახლა ხელფასი რომ გაქვთ დაბალი,სამუშოა ბევრი და ცხოვრება ჭირს საერთოდ ამ ქვეყანაში. აგერჩიათ სხვა პროფესია სადაც ადამიანის სიცოცხლე არ იქნებოდა თქვენს მანიპულაციებზე დამოკიდებული და არ მოგიწევდათ ათასნაირი პრობლემის,ხასიათის ,ნერვების,ჰიგიენის მქონე ადამიანთან. ახლა ამ რეალობაში ხართ და კეთილი უნდა ინებოთ და პაციენტს მოექცეთ ისე როგორც პაციენტს და არა დედამთილს, რომელსაც არ შეარჩენთ სიტყვას ან მეზობელს ,რომელიც გაბრაზებთ და თქვენ უარეს პასუხს დაუბრუნებთ უკან. სად ხართ ხალხო გონს მოდით! თავმოყვარეობა გელახებათ არა? და როგორ მოვიქცეთ პაციენტის აქ ყოფნის დროს 40,60,35 ,95 წლის ხალხს ვასწავლოთ ქცევები? პამპერსის გამოცვლა რომ არ დასჭირდეს, ბეგი არ ჰქონდეს დასაცლელი და ბანაობდეს არა?ჭამის დროს დახმარება არ სჭირდებოდეს,მადლობას გიხდიდეს როცა უხეშად მიმართავ და წამალსაც თავისით ხომ არ იკეთებდეს შემთხვევით
_აბა რა უნდა ვქნათ უნდა გვაგინოს და გვლანძღოს ყველამ?მე არავის ვაგინებინებ ვიღაც უზრდელ და ტუტუც კაცებს. მაგათ გადაუშენდათ ჯიში
_ აჰ ,უკაცრავად შენ იჯდე ყავა დალიო პოსტზე ,ნამცხვარი დააყოლო იქვე სანამ გთხოვს ცუდად ვარ მიშველეო და მერე რომ გაგინებს ისაა დამნაშავე არა? შენ სად ხარ თუ ხვდები ლიანა! _ისე დაუყვირა 60 წელს მიღწეულ ქალს სხვებიც ადგილზე შეხტნენ _ ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს_თქო რამდენჯერ ვთქვი მე? ახლა არ მითხრა შენი ასაკის გაამოცდილება მაქვს ექთნად მუშაობისო არ გამაცინო _ წამსვე მოუჭრა სიტყვა _ შეურაცხყოფა მოგაყენა ლიანა? არ იქცევი ისე როგორც ვამბობ?როცა კი კუჭი მოგცემს სიგნალს მაშინვე არ გადიხარ სამზარეულოში და არ იწყებ მშვიდად ჭამას თითქოს იქ პაციენტები არ გელოდებიან და მეორედ მოსვლაც რომ დაიწყოს არ აჩქარდები? ამაზე მე რამდენჯერ მოგეცი გაფრთხილება. შესვენების დროს გამოიყენებთ მაშინ როცა ყველა პაციენტს გაკეთებული აქვს დანიშნული მედიკამენტი, სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია და მეორე ექთანი არის პოსტზე _თქო? თქვენ რას აკეთებთ? ოჯახურ შეკრებებს მიწყობთ აქ და ერთად სხდებით ყველანი. ჩემმა მზემ ცალ_ცალკე კვება არ შეგიძლიათ მადა გიქრებათ არა? პირველად ვსაუბრობ ამ საკითხზე? ზუსტად ერთი თვის წინ არ მქონდა კრება უფროს ექთანთან ერთად და არ გაგაფრთხილეთ მეტჯერ არ დავინახო პაციენტის მიმართ გამოვლენილი უყურადღებობა_თქო?პაციენტთან ჩხუბი თქვენი საქმე არაა_თქო? ვინც ვერ ითმენთ დაწერეთ განცხადება და წადით. გასასვლელი ყველა კარი ღიაა და თუ გგონიათ კადრს ვერ ვიპოვნი ძალიან ცდებით. და შენ? შენ რა გააკეთე იქეთ ემუქრებოდი არა? ისედაც გაგიჟებულს ნავთი დაასხი და ააგიზგიზე . გგონია თვალს დავხუჭავ და ვინმეს რამეს შეგარჩენთ? სიტყვა არ დაძრათ და თავის დაცვას არ ეცადოთ . ეს მორიგეობა დაასრულეთ ისე რომ რომელიმე პაციენტს ყურადღება არ მოაკლდეს!
_თითქოს ჩემ გარდა ყველა ყველაფერს აკეთებდეს . ექთანთანააქ ყველას დიდი გული _ კიდევ არ გაჩუმდა ქალი და გასასვლელად მომზადებული ეტლი გააჩერებინა დუდას
_განცხადებას დამიწერ და დამახვედრებ სანამ ისეთი დახასიათებით გაგიშვებ არავინ რომ აღარ მიგიღოს კლინიკაში !
_რა?
_ ანერვიულებულია სოფო ექიმო . ხომ იცით
_ შენც გაყვები ? უფროსმა ექთანმა რომ უნდა აკონტროლოს ესენი და მე არ მიწევდეს ამდენი საუბარი ამაზეც ვისაუბრო?ახლა არასწორად გაწერილი და დაუთვლელი წამლები არ გავიხსენო. ან ჯიბეებში ჩატენილი წნევის წამლები და გამაყუჩებლები არ ამოგიღოთ ციხეში არ გაგიშვან იმ კაცის ჩაჯდომამდე! _გაცოფებული იყო. ექთნებით დაიწყო და ექიმებით გააგრძელა. პოლიციელები აღარ ჩანდნენ უკვე. რეზის კაბინეტში იყვნენ ნატალიას რომ მიადგა
_შვებულებიდან გუშინ დავბრუნდი და გუშინვე გადავხედე ყველა პაციენტის ისტორიას. იყო თუ არა ასე და გითხარი თუ არა დანიშნულება შეცვალე დღესვე _თქო _ დიდხანს უსმენდა მის თავის მართლებას და ბოლოს დაიწყო
_მკურნალობა მიდიოდა და აპენდიციტი საიდან უნდა გამეთვალა
_დაივიწყე აპენდიქსი ... გითხარი თუ არა ტემპერატურა არ უნდა გრძელდებოდეს განმეორებით კვლევებზე გაუშვი და ანტიბიოტიკი შეუცვალე_თქო . დღეს სად იყავი პაციენტმა რომ დაიწყო ჩხუბი რატომ არ მიხვედი არ ესაუბრე და რატომ შეატოვე ექთნებს. ექთანს ევალება პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ? იყო შემთხვევები ექთანმა რომ უთხრა რას უკეთებდა პაციენტს მეორედ მოსვლას დაამსგავსეთ აქაურობა ისეთ დღეში ჩავარდით როგორ გაბედა ექთანმა,ექთანს ვინ მისცა უფლება დანიშნულებაზე საუბრის ,ექთანმა მუნჯივით უნდა აკეთოს წამლები და მორჩაო . შენ არ იყავი? ბატონო რეზი ეს ქალბატონი არ იყო თუ მე მაქვს მეხსიერების პრობლემები
_კლინიკის პრესტიჟს ეხება საქმე... სასამართლოში თავი უნდა გავიმართლოთ. აქ ერთი ორი ექიმის საქმიანობაზე კი არაა მთელი კლინიკის ზარალზეა საქმე. იცით მაინც რამხელა თანხის გადახდა მოგვიწევს დაზარალებულად თუ ცნეს ის გიჟი? ახლა თქვენი ჩხუბის დრო მაქვს?
_სიმართლის მოსმენის და მოკლე კაბაზე გამოდევნების დრო რომ დაგებალანსებინა განყოფილებაში მხოლოდ გონიერი,პაციენტზე ორიენტირებული ექიმები გეყოლებოდნენ და არა განრისხებული პაციენტის მიერ დაჭრილი ექიმი. სხვათაშორის სიკვდილს დუდას დამსახურებით გადავურჩი და არა შენი დაცვადშერაცხული უსაქმური კაცების ,რომლებსაც ვინმეს დაცვა და წესრიგის დამყარება კი არა სიგარეტის გაბოლების და ჭორაობის მეტი არაფერი შეუძლიათ. ფანჯარა რომ იყო შესაკეთებელი და წასვლამდე დავრეკე დღესაც მორყეული რომ დამხვდა ამაზეც ვისაუბრე დიდი ხნის წინ და მე ვიყავი პრეტენზიული ,მხოლოდ მე მქონდა პრობლემა და სხვას არავის. ახლაც მხოლოდ მე მაქვს ჭრილობა ფეხზე და მხოლოდ მე მაჭერდნენ საძილე არტერიაზე მაკრატლის წვერს ,მხოლოდ ჩემ სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. თქვენ გააკეთეთ არჩევანი რა სჯობს აქაურობისთვის მე დავრჩე თუ ესენი და ასეთები !
_სოფია ძალიან ვწუხვარ შენ გამო და ყველანაირ პირობას შეგიქმნი რეაბილიტაციისთვის
_არ მჭირდება ეს მლიქვნელობა ახლა ! გამაღიზიანებელია _ უფროსთანაც კი უფროსის ტონი ჰქონდა
_როგორ საუბრობს... გაშანტაჟებს ჩვეულებრივად. მთელი კლინიკა გაუშვას და შენ ვინც მოგწონს ისინი დაიტოვის მხოლოდ?ასე დარჩებით შენი დიალიზის ექთნები და ძვირფასი დუდა. ძალიან მაინტერესებს საქმე სწორ ქცევება და ექიმის საქმიანობას თუ ეხება რამდენად ნორმალურია ექიმისა და უმცროსი ექიმის საჭიროზე ახლო კონტაქტი , ღიად რესტორნებში სიარული და საერთოდ ბატონმა რეზიმ თუ იცის შვებულების დროც რომ ერთად გაატარეთ ზღვის სანაპიროზე. მორალს რომ გვიკითხავ აქ და სხვების რომანებს განიხილავ ამრეზით საკუთარ რეპუტაციას მიხედო სჯობს. ან კარგად დამალე ან აღიარე და შეირთე ქმრად ძვირფასი ნადავლი. ისე გასაგებია ამდენხანს რატომაც იყავი უკაცოდ,ახალგაზრდას ,ქორფასა და ნორჩს ელოდი ... სხვა უმცროს ექიმებთან მისი ურთიერთობაც განსახილველია იქნებ სექსუალურად ავიწროებდა ვინმეს
_რა საცოდავი ხარ თუ მართლა გგონია შევყოვნდები და პასუხს გაგცემ ამ გაუგონარ სითავხედეზე. ჩვეულებრივი ქუჩის ქალი ხარ, რომელიც დგას და ჭორებს ავრცელებს . დიდი ხანია რეზის მაგიდიდან ჩამოხტი და საცვალი ჩაიცვი ? თუ ისევ რეზის პიჯაკის ჯიბეებში ტოვებ მისმა ცოლმა რომ იპოვნოს _ წამი დასჭირდა ირონიის დედოფლად ქცევისთვის. არავინ და არაფერი გაითვალისწინა. ზღვარი ჰქონდა გადალახული და ვეღარაფერი გააჩუმებდა . მე გტოვებთ ,შეგიძლიათ უჩემოდ განაგრძოთ ჭორაობა ყავაც გაიმზადეთ. მთელი დღეები მეტს მაინც არაფერს აკეთებთ და სანამ იქ ომი იყო ნატუკა სად ბრძანდებოდა დაადგენს გამოძიება ნეტავ ? _ წამით შეყოვნდა და დუდას ანიშნა გამიყვანეო
_მოიცადე ... ასე უნდა გაუშვა ?
_გაჩუმდი ! _ ბოლოს რაც გაიგეს რეზის ყვირილი იყო და მერე კარიც გამოიხურეს.
_არაფერი მითხრა
_ჩემთან ჩხუბსაც ხომ არ აპირებ
_არა ! ცუდად ვარ... ყველაფერი მტკივა , სტრესში ვარ მთელი არსებით . მინდა დავწვე საწოლში და ვიტირო. არაფერი მინდა საერთოდ დასვენების ,გონებიდან ამ კადრების წაშლის და ყველაფრისგან შორს ყოფნის გარდა. წავალ სამსახურიდან, ყელშია უკვე ყველაფერი. ეს ხალხიც,ეს ფსკერზე მყოფი ადამიანები,ეს პროფესია ,ეს გარემო. დასვენების უნარიც არ მაქვს თორემ რამდენიმე წელი არ გავაკეთებდი არაფერს _ლიფტში იყვნენ რომ დაიწყო საუბარი და ხმაც გაუტყდა
_სახლში წაგიყვან... ნივთები ავიღოთ და წავიდეთ _ თავზე აკოცა სანამ კარი გაიღებოდა და ჩუმად უთხრა_ ბიულეტინი აიღე სანამ ჭრილობა შეხორცდება და დაისვენებ . თუ გინდა ერთად წავიდეთ სადმე ... არ ვიცი რაც გინდა მითხარი
_სახლში მინდა
_მიბრძანდებით ? _ დერეფანში შეხვდათ გამომძიებელი _ დაგიკავშირდებით კიდევ და იმედი მაქვს თანამშრომლობას განაგრძობთ
_აუცილებლად ...
_როგორც გავიგე თქვენი დამსახურებით გადარჩა. იშვიათად მინახავს მსხვერპლი დამნაშავეს ეხმარებიდეს
_მე ექიმი ვარ და არა უბრალო მსხვერპლი . დროებით _დუდა დაინახა ჩანთებით ხელში და კაცსაც დაემშვიდობა
_ქალაქიდან არ გახვიდე .. თუ იჩივლებს შენთან საქმე უფრო რთულად იქნება წარსული შემთხვევების გამო
_არსდროს გავრბივარ შენ მაინც ხომ იცი ,ლუკა . ახალი მისამართიც იცი ,მარტივად მიპოვნი
_ერთი წუთით.... კამერის ჩანაწრები ხომ ნახეთ . რომც იჩივლოს დუდას არ დაურტყამს მხოლოდ მომაშორა და გააჩერა
_თქვენი უმცროსი ექიმი ძალადობისკენ მიდრეკილად ითვლება _ვისთვის რად ითვლება არ მადარდებს . ჩემთვის კოლეგაა რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხარისხზე ზრუნავს და საკუთარ პროფესიას არ ივიწყებს
_ეგ გამიკვირდა ყველაზე მეტად ... როგორ არ გაუერთიანა ძვალ_რბილი , ვფიქრობ მაინც თქვენი გავლენა იყო და მუქარის შემცვლელი ტექსტი ჰქონდა იმ საუბრის დროს რისი ხმაც არ გვესმის ჩანაწრიდან . რომ არა ოპერაციის საჭიროა ვინ იცის რას დამართებდა კლინიკის გარეთ
_რომ არა ოპერაცია ბრალდებულიც საკანში გეყოლებოდათ ,რომ არა დანაშაული თქვენთან საუბარიც არ მომიხდებოდა და აქაურობაც პოლიციის განყოფილებას არ დაემსგავსებოდა. მეზიზღება სასამართლოს შენობაც კი ,მაგრამ სხდომაზე მომიწევს არაერთხელ მოსვლა. ჩაუდენელ დანაშაულებზე ფიქრს მომხდარზე კონცენტრირება სჯობს . კარგად ბრძანდებოდეთ ,წამიყვანე დუდა
_სჯობს დღეს აღარავის ელაპარაკო თორემ ვინმე შემოგაკვდება
_წამლები მიყიდე რა
_სახლში მიგიყვან და ამოგიტან მერე ყველაფერს _ მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა და ბინასთან მისვლამდე თითქმის აღარაფერი უთქვამს. ხელზე ეფერებოდა პერიოდულად და მერე საერთოდ ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე. ისიც არ შეწინააღმდეგებია,თვალები დახუჭული ჰქონდა და მთლიანად დუდაზე მინდობილი შვებასაც გრძნობდა. ფორმის შარვალი და ზედა ნაგავში აღმოჩნდა, პიჟამოს ჩაცმაში დაეხმარა . წყალი მიუტანა და შემდეგ ცოტა ხნით დატოვა
_არ ივახშმებ?
_არაფერი მინდა. წამლებს დავლევ და დამეძინოს იქნებ
_ცოტას გაჭმევ
_გული მერევა სტრესის შემდეგ სულ. სჯობს დავიძინო
_კარგი ,მაშინ წამლები აქაა _ ჭიქით წყალი მიაწოდა და დაელოდა როდის დალევდა
_ხომ არ წახვალ ... ჩემთან დარჩი . ჩამეხუტე _ ისეთი გულწრფელი იყო,ისეთი ნამდვილი . დუდამ რამდენჯერმე აკოცა თავზე და შემდეგ მის გვერდით მოთავსდდა
_ყველაფერი გაივლის...
_ძალიან შემეშინდა ... ვეღარ ვაკონტროლებდი და იმ წამს შემეშინდა. იქამდე არ მიგრძვნია ,უბრალოდ ვბრაზობდი იქ მყოფებზე და იმაზე რომ დაცვამ ვერ ამოაღწია ,მაინცადამაინც მაშინ არკვევდნენ რიგში მყოფების ამბებს და მნიშვნელოვნად არ მიიჩნიეს ჩვენი ამბავი. შემეშინდა ... ეს შიში მღრღნის ახლაც . შენ რომ მოხვედი მხოლოდბიმაზე ვფიქრობდი შენ თვალწინ რომ მოვეკალი როგორ გადაიტანდი _ დუდას გულ_მკერდა იყო მიყრდნობილი და ტიროდა
_რომ გავიგე თერაპიაში იყავი მაშინვე წამოვედი ... შენი ხმის გაგებისას მეგონა გული გამისკდებოდა. ისეთი მზერა გქონდა მაშინვე როგორ არ მივვარდი არ ვიცი. შემეშინდა ჩემი აჩქარებით და ბრაზით რომ მევნო შენთვის თორემ სხვა შემთხვევაში ვერ გადამირჩებოდა
_ ყველაფერი მათი არასწორი ქცევის გამო მოხდა და მე ვაგე პასუხი ის კი ისევ იქ დამხვდება სამსახურში რომ დავბრუნდები. გულისამრევია ყველაფერი , მართლა ვფიქრობ განცხადება დავწერო და წამოვიდე,მაგრამ რა გავაკეთო მერე. რამდენ ხანს დავისვენებ ... დასვენების შეგრძნება არ მახსოვს საერთოდ და უსაქმოდ ყოფნის . ასეთი საშინელი ცხოვრება შევქმენი არ ვიცი როგორ უნდა ვიყო იმ ჯოჯოხეთს მიღმა
_მე სწავლა და მუშაობა იმიტომ დავიწყე ,რომ ჩემი ცხოვრება დამევიწყებინა და შენ გჭირდება სამსახურს მოშორდე ცხოვრება რომ დაიწყო
_მეთანხმები ? სჯობს განცხადება დავწერო ხომ?
_დაისვენებ ცოტა ხნით და შემდეგ დაბრუნდები . ჩემი აზრით გარემო უნდა შეიცვალო , ნაკლები მორიგეობები აიღო ან რომელიმე განყოფილების ხელმძღვანელობა დათმო და სხვა საქმე სცადო
_სხვა რა
_ლექტორობა მაგალითად ... თავიდან ჩავაბარებდი უნივერსიტეტში
_და მერე ჩემი სტუდენტიც იქნებოდი ... ჩემზე უმცროსი უმცროსი ექიმი, სტუდენტი ,მეზობელი და კიდევ რას დაიმატებ
_შენი ბევრი ღიმილი მინდა ... ისეთი ლამაზი ხარ ამ ცრემლიანი წამწამებითაც კი _ სახე დაუკოცნა და ბოლოს შეეხო ტუჩებზე _ შენ უსაქმოდ ვერ იცოცხლებ,მაგრამ საქმეც გიკრავს სუნთქვას ამიტომ შუალედი უნდა ვიპოვოთ. შენ მარტო არ ხარ , ჩემ გონიერებაზე კი ჩემი ლექტორები ნამდვილად მოგახსენებდნენ _ თმაზე ეფერებოდა , ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და უფრო მჭიდროდ იკრავდა გულში
_ერთადერთი ხარ ასეთი უნიკალური და ისიც ჩემთვის არა?
_შენთან და შენთვის ,სამუდამოდ ქალბატონო სოფიო
_სიმშვიდის სუნი გაქვს _ თვალები დახუჭული ჰქონდა,ძილის ნისლი მოვიდა ჩუმად რომ უთხრა და სძლია კიდეც დაღლილობამ.
_შეგიყვარდით ქალბატონო სოფიო
_შე'მიყვარდი
............
_ჩემთან ერთად აპირებ ყოფნას იქამდე სანამ ფეხის ტკივილი არ გამივლის ?სიარული შემიძლია და თავსაც მივხედავ _ დუდას მომზადებულ საუზმეს მიირთმევდა და ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს მიუხედავად გასული დღისა
_შენ გარდა არაფერი მაინტერესებს ასე რომ სანამ არ გამაგდებ არ წავალ. სიარული რომ შეგიძლია ეგ კარგია , მოემზადე და სადმე გავიდეთ. იმდენი კარგი ადგილია სადაც შეგვიძლია წავიდეთ თუ რა თქმა უნდა ჩემთან ერთად გამოჩენა და ნაცნობებთან შეხვედრა შეგიძლია
_დღეს არ მინდა სადმე გასვლა . ხვალ კლინიკაში ვიქნები. ოფიციალურად დავწერ შვებულებას და მოვალეობის შემსრულებლად ნანას დავტოვებ. თერაპიაში ელისოს , ვიცი ყველაფერი თავდაყირა დადგება ,მაგრამ ხათუნა ბევრ ადგილას მუშაობს და ვერ შეძლებს. არ ვიცი რა ვქნა
_და შენ ამბობ ,რომ სამსახურიდან წამოხვალ? ერთი თვეც ვერ გაუძლებ სულ რომ სადღაც ვიაროთ და ერთი წუთი არ გაჩერდე გონებით იქ იქნები. გგონია შენნაირად ვერავინ მიხედავს პაციენტებს
_ხომ იცი რაც მოხდა ერთ კვირიანი შვებულების განმავლობაში დუდა
_ვიცი,მაგრამ შენ არ უნდა შეეწირო შენი ჯანმრთელობით ... როგორ მაინტერესებს ორსულად რომ იქნები და მერე ჩვილი გეყოლება რას გააკეთებ_ ზურგით იდგა ამ დროს და ხილს ალაგებდა თეფშზე
_ბავშვი ან მეყოლება ან
_მინდა შეგახსენო რომ მაგ წინადადება გამოდგებოდა მაშინ როცა არ გყავდა კაცი ვისგანაც ბავშვი გეყოლებოდა და ახლა შეგვიძლია ერთი დაუცველი სქსობრივი აქტით ვნახოთ
_და შენ გინდა ჩემგან შვილი ? _ დუდა რომ მოუბრუნდა ყვრიმალები სულ წითელი ჰქონდა და ისე საყვარლად უყურებდა წამსვე გაეღიმა
_ნწ,არაა ისე საყვარლად მინდიხარ და მიყვარხარ_თქო სიტყვის მასალად ვამბობ
_დუდაა უყვართ ადამიანებს ,მაგრამ ბავშვს ქორწინების მერეც წლები არ აჩენენ იქამდე სანამ ერთად ცხოვრებას შეეჩვევიან და დაგეგმავენ
_მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს უკვე დაწყებული მექნებოდა ბავშვებზე მუშაობა , მაგრამ იმას ვითვალისწინებ მე როგორ მმალავ და ორსულობაზე ხომ საერთოდ საუბარი როდის იქნება არ ვიცი. მე პირადად არაფერი მაქვს დასალაგებელი,შესაგუებელი და მოსაფიქრებელი. ვთვლი რომ ყველაფერი მაქვს ბავშვის აღზრდისთვის ,მატერიალური უზრუნველყოფისთვის და ამდენს თუ ვილაპარაკებ ჩემ ტვინს მეტი ფიქრი გაუჩნდება ,მერე აღარ მომასვენებს წარმოდგენები და საბოლოოდ მომიწევს გეჩალიჩო ბავშვზე
_მე არ ვარ მზად ... მე უნდა ვიყო ორსულად ან მე უნდა ვიმკურნალო ორსულობისთვის. მერე მთელი ცხრა თვე უნდა ვიყო მენტალურად მზად ყველაფრისთვის,შემდეგ მშობიარობა გადავიტანო და მერე შევძლო სრულიად უსუსურ არსებაზე სწორად ზრუნვა თორემ შენ რომ მინდა იყო ჩემი ბავშვების მამა და საერთოდ შენნაირი იყვნენ ჩემი შვილები ,ხორხიელი თუ სულიერი ნაწილით , ამაზე კითხვებიც არ არსებობს
_მათესთან ყოფნის დროს პატარა სოფია არ ფიქრობდა ბავშვებზე? არც იმას აკლია გარეგნობა და კარგი ჩვევები _ კარადას იყო მიყრდნობილი ყავის ფინჯნით ხელში და ისე უყურებდა თითქოს რენტგენში ატარებსა მის გონებას და ფიქრებს ამჟღავნებდა
_მათე დედისერთაა და სულ უნდოდა ბევრი შვილები ჰყოლოდა. თვითონ მითხრა ერთხელ ჩემი ცხოვრების თანამგზავრს რომ ვიპოვნი 5 ბავშვი უნდა მყავდესო ... იმდენ ხანს ვიცინოდი გამიბრაზდა. ხომ ხარ ღირსი ყველა შენ გაგაჩენინო ,მაგრამ რაღაც არ მგონია შენ იყო მაგ ბავშვების დედაო. მე საერთოდ არაფერი მითქვამს , არც მიფიქრია ამ თემაზე. მაშინ წლების შემდეგ საკუთარ თავს რომ წარმოვიდგენდი ის ვიყავი ახლა ვინც ვარ. თეთრი ხალათით,გავლენით, ცნობილი და კარგი ექიმი. ძალიან გვიან გამახსენდა, რომ დედობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და საერთოდ ბავშვები იმდენად მიყვარს ჩემი სისუსტეა. პედიატრიაში გამიჭირდა პრაქტიკებზე სიარული ყველაზე მეტად. ბავშვის ტკივილი მკლავს და დედა თუ ოდესმე გავხდები უნდა მააკონტროლოს ვინმემ იმდენად შეურაცხადი და არაადეკვატურად მზრუნველი შეიძლება გავხდე. ჟრუანტელი მივლის ახლა იმის წარმოდგენისას რომ ბავშვი მეყოლება ოდესმე ... სუნს ვგრძნობ თითქოს უკვე და რა დროს ეგ თემა იყო ახლა ორსულად რომ ვიქნები საერთოდ არ გავაკეთებ ალბათ არაფერს და მაგ დროს ნამდვილად მომიწევს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით,დედობით დაკავება
_ომი გვექნება ანუ შენი ორსულობის და დედობის დროს _ ლოყაზე აკოცა ყველაზე თბილი კოცნით და მერე მისი სახე მოიქცია ხელებს შორის _ წარმოუდგენლად მიყვარხარ _ ის იყო ტუჩებზე უნდა შეხებოდა კარზე ზარის და კაკუნის ხმა რომ გაისმა ერთდროულად.
_ვინ უნდა იყოს _ კითხვა არ ჰქონდა დასმული მობილურზე რომ გამოჩნდა კახია ფოტო _გაუღე ,კახია _თქვა და გახსნილი ხალათი ბოლომდე შეიკრა . მალევე გამოჩნდა ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი პატარა ხაჭვანი ,რომელიც ისე მოეხვია თითქოს ომიდან დაბრუნებულს შეხვდა
_რამდენჯერ გაგაფრთხილე ამ შენ გიჟ პაციენტებს ნუ გადაყვები_თქო. დაცვას ვერ დააცადე? რა მოლაპარაკებები გინდოდა გიჟთან. იცი საერთოდ ის ვინ არის? მაჩვენე ... მაჩვენე რა გატკინა. იქედან როგორ არ გამოენძრ.ვა დედას მოვუტყნ.ვ _ფეხზე დახედა და ნახვევის დანახვისას სულ გაგიჟდა
_დამშვიდდი . კარგად ვარ
_შენ სად იყავი. იქ რისთვის ხარ ამან უნდა არჩიოს საქმეები? _ სოფია არ ელოდა დუდას თუ შეუტევდა _ასე იცავ შენ საყვარელ ქალს? იქ მაინც არ მუშაობდე. გვერდიდან არ შორდები და მაინცადამაინც იმ ნაგიჟართან მიუშვი მარტო?
_ნუ მიყვირი ! იქ მე მისი ძიძა კი არ ვარ და მოვლას კი არ საჭიროებს შენი და. უჩემოდაც მშვენივრად იცავს თავს და უმკლავდება ყველაფერს. არც პირველი შემთხვევაა პაციენტის აგრესიის და არც ბოლო
_დუდამ მომაშორა და მეტი რა უნდა გაეკეთებინა. ვინაც მოგიყვა ვერ გითხრა ეგეც? საიდან გაიგე საერთოდ
_დედა რომ გწერდა გუშინ ასე უპასუხე დაღლილი ვარ ვიძინებო და აღარ გითხარით. ბარბარე მოვიყვანე დღეს კლინიკაში . შენთან სანამ შემოვიდოდი იქამდე გავიგე ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობს და შენ გმირ დუდაზე ,რომელსაც რომ არ გადაერჩინე ისევ თვითონ მოუწევდა ახალი ქალის პოვნა და შენნაირს მეორეს სად იპოვნიდა არ ვიცი !
_ჩავლილ ამბავზე ნუ ქმნი ისტერიკას . ძლივს დამშვიდებულს თავს აატკიებ უფრო
_როგორ დაამშვიდე ნეტავ... ამ დილიდან აქ როგორ ხარ. შენც არ მუშაობ?
_ჩემი მთავარი საქმე და ცხოვრების აზრი სადაც არის იქ ვარ
_კახი გეყოფა
_რა? რომ არ უარყოფს ხომ ხედავ და ვადროვოთ ჯერ შენთვის თუ არ უთქვამს სიტყვა მიყვარხარ ახლა ამოთქვას იქნებ . შენ კიდევ ხალათით რომ ხარ აქ შემოსკუპული ნორმალური ქცევაა? სიტყვა არ დაძრა ახლა არ შემშალო ! ისე ვინერვიულე სანამ გნახავდი და მივხვდებოდი მართლა არაფერი გჭირდა სერიოზული . ერთი ცხოვრება დავტოვე ეს კი არა ვინმე დებილი შეიყვარე თუ გინდა ოღონდ შენ იყავი კარგად . ყველაფერზე მეტად მიყვარხარ _ ათასი რამე თქვა ათასმა ემოციამ დაუარა ტალღაბად და ბოლოს ისევ ჩაიხუტა
_დალევ ყავას? თუ დამამშვიდებელი მოგცე. ბარბარე სად დატოვე
_გინეკოლოგთან რიგში ... სულ დამავიწყდა და გზიდან მივწერე _ სოფია ჰყავდა ისევ ჩახუტებული და თავზე ეფერებოდა _ დაგარტყა?
_რინგზე კი არ ვყოფილვარ. ვერ აზროვნებდა და არაადეკვატური იყო ფეხზეც შემთხვევით მომხვდა ,ჩემთვის არ უსვრია
_პაციენტი თუ ჰქვია ყველას ამართლებ და სხვაგან არავის არაფერს პატიობ . როგორ მაინტერესებს ჩვენებს რას ეტყვი ამ ამბავზე... _ხელი დუდასკენ გაიშვირა რომელიც აუღელვებლად უმზადებდა ყავას ისე თითქოს საკუთარ სახლში იყო
_შენ არაფერს იტყვი და დანარჩენზე მე ვიდარდებ ! ისევე არ იტყვი როგორც მე არ მითქვამს ბარბარესთან შენი ნამდვილი ურთიერთობის და ბავშვის შესახებ იქამდე სანამ შენგან არ გაიგებდნენ
_ორსულად ხარ ?
_ღმერთო ტვინი ამისთვის რატომ არ გაიმეტე? არა გენაცვალე ყველა შენსავით უპასუხისმგებლო არაა და შეუთანხმებელ დაუგეგმავად ვნებასაყოლილი არ აკეთებს ბავშვებს
_გოგოოო დამნაშავე ხარ და კიდე მე მეჩხუბები ?
_მე დამნაშავე არასდროს ვარ და თუ ვაკეთებ რამეს ე.ი ასე ვთვლი საჭიროდ ასე მინდა და ასეა სწორი!
_უკაცრავად ქალბატონო სოფიო დამავიწყდა თქვენი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი წესი ... შენთვის რომ მეკითხა ჩემი ჩხუბები და აყალ_მაყალები არ მოგწონდა და მე იმდენჯერ არც მიჩხუბია ამას რამდენჯერაც დანა აქვს მოხვედრილი . ნეტავ რა სტანდარტი ამოქმედდა აქ . ისეეთი რაღაცების გამო მოგიშორებია შენზე გაგიჟებული ბიჭები ჯერ სკოლაში,მერე უნივერსიტეტის დროს და ახლა საერთოდ იმდენი კაცი დააპაშოლე და ამას ნაკლი ვერ უპოვნე ?
_ვერ ვუპოვნე . უნაკლოა და იდეალური ჩემთვის და თუ არ არის მითუმეტეს ისე ვარ დაბრმავებული ყველას სიყვარულზე და ყველა სიყვარულზე მეტად მიყვარს! თავს მატკიებ უკვე ამდენს რომ მეწუწუნები ქალივით და გეყოფა!
_შენ მართლა გიყვარს გოგო? მეგონა ჯერ გეჩალიჩებოდა და შენც იმიტო არ აღიარებდი ფლირტის და ქრაშვის ეტაპზე ჰყავდი
_ვქრაშავ მუშაობის პირველივე დღიდან . კიდევ გინდა რამე ისეთი გითხრა რაც დუდასთვისაც არ მითქვამს და გავუსწოროთ ბოლომდე ყიფიანს? _გაეღიმა და ისე გახედა მოსმენილით ნასიამოვნებს
_სახლიდან უნდა წამოვიდე ცოლ_შვილიანად თორემ იქ მე ამ ამბავს ვერ დავმალავ და მერე რომ გასკდება მეორედ მოსვლა იქნება
_ყველა საკუთარ ტყავს დარდობს ბოლოს
_ლევანი მოკლავს !
_შენ სჯობს ფიქრით თავი არ გადაიღალო და ორსულ ცოლს მიხედო ,რომელიც მარტო დატოვე საავადმყოფოში. ახლა იფიქრებს ჩემზე მეტად თავისი ურჩხული და უყვარსო და მერე მე გამოვალ ცუდი მული
_არ იფიქრებს ცუდი მულიაო ,უყვარხარ უკვე . წასვლას რაც შეეხება გაგეცლებით გაგდებას არ ვსაჭიროებ
_გეყოფა !
_უნდა ვიქცეოდე ახლა ჩვეულებრივი ძმასავით და
_მაინც ვერ ცემ და გემუდარები არც იფიქრო ჩხუბი . ყელში მაქვს უკვე ამდენი გაუგებრობა,დაძაბულობა და ომი დამაცადეთ ცოტა ხნით მშვიდად ყოფნა _ წამში აემღვრა მზერა და კახი სულ გაგიჟდა
_სოფია
_დავიღალე . მართლა , გეფიცები მეტი აღარ შემიძლია ...
_წლების წინაც გითხარი მე შენ ვინც არ უნდა აირჩიო მე იქამდე არ ვიჩხუბებ სანამ შენ არ გატკენს და გაწყენინებს_თქო და რასაც ვუყურებ მის გარდა ყველა გტკენთ . გიჟი ვარ? მე შენ სამყაროში ყველაზე დიდ პატივს გცემ სულ რომ ყველაფერი დავივიწყოთ და შენ არჩევანსაც შესაბამისად _ჩაიხუტა ისევ და რომ ატირდა სულ გადაირია _ რა გჭირს სოფია ? რა გატირებს
_არ ვიცი ... მიყვარხარ და მიხარია
_მერე როდის იყო ამის გამო ტიროდი
_დღეიდან ვტირივარ . მეკრძალება?
_სოფია ორსულად ხარ ?
_დღეს რა იყოთ ორსულობის მეტი თემა არაა სალაპარაკოდ ? _ წამში შეიმშრალა ცრემლები _არ ვარ ორსულად , როცა ვიქნები თუ ჭკვიანად მოიქცევი ,დუდას შემდეგ შენ გაგაგებინებ პირველს . სხვა რა გავაკეთო ?
_კარგი წავედი , მორჩა . დამირეკე ხოლმე ან მომწერე მაინც რომ კარგად ხარ
_არასდროს ჩერდება მისი მობილური და დასვენების დროს მეორე ნომერს ჩავართვევინებ მხოლოდ თორემ ტელეფონით აიძულებენ მუშაობას და ასე ვერ დაისვენებს . გავახსენებ რომ მოგწეროს _ დუდას ხმა გაიგო შორიდან. მათი საუბრის განმავლობაში აივანზე გადაინაცვლა და საშუალება მისცა და ძმას განმარტოების თუმცა საუბარი მაინც ესმოდა.
_ამ ბიჭის იდეები მომწონს ... დაუჯერე ცოტა
_ხელმოტეხილმა ვიმუშავე ,შერყევით ვიმუშავე ახლა ნაკაწრი მაქვს და დღის პირველ საათზე სახლში ვზივარ ,ვსაუზმობ . მეტი რა გავაკეთო?ვუჯერებ! რა დასვენება იცის და რას მასწავლის ვნახოთ
_მე არ მინდა ნახვა ,გაგება და ფიქრი იმის ეგ რა დასვენებასაც გასწავლის. დროებით
_არ უთხრა იმათ რა ... თვითონ ამოვალ რამდენიმე დღეში და მშვიდად მოვუყვები უკვე კარგად რომ ვიქნები არ ინერვიულებენ
_როდის იყო რამეს ვამბობდი!
_მიყვარხარ _ ადგილიდან არ დაძრულა ხელი დაუქნია შორიდან და მაგიდაზე ჩამოსდო თავი როგორც კი გავიდა. დუდა გაჰყვა,კარი დაკეტა და უკან მალევე დაბრუნდა.
_ცუდად ხარ ?
_არასტაბილური გავხდი ხომ ხედავ? შფოთვითი აშლილობა მეწყება მგონი ...
_წამო გამოიცვალე და წავიდეთ სადმე . დაივიწყე გუშინდელი დღე და ხვალინდელზეც ნუ იფიქრებ ! ესაა ჩვენი პირველი გაკვეთილი,ქალბატონო სოფიი
_ქალბატონო სოფიო ვარ ისევ ? სწავლების პერიოდშიც? _ დუდამ ხელში რომ აიყვანა თავი მხარზე დაადო და იქვე ყელზე აკოცა
_სულ
_მეტირება
_კახი როგორიც გახდა იმაზე რომ გეტირება და მის თანადგომაზე სრულიად ბუნებრივია სოფია. ასეთ რაღაცებზე კაცებსაც გვიჩუყდება გული. სიმართლე გითხრა მასში თავიდან ვცდებოდი ,სულ სხვანაირი მეგონა ბარბარეს ცოლად შერთვამდე. მერე დავინახე და ახლა ზუსტად ვიცი როგორი კაციცაა
_ჩემი პატარა ბიჭია ... სულ ერთიციდა მახსოვს
_გემუდარები ბევრი არ იფიქრო მეც არ გაგახსენდე სულ ერთიციდა_ ხმაურით აკოცა ,თან იცინოდა და საწოლზე დააწვინა _ ანდაც გამიხსენე ჩვილი ულამაზესი ვყოფილვარ
_ახლაც დაახლოებით ასე ხარ _ ხელები არ გაუშვა , ყელზე შემოხვია მჭიდროდ,თავისკენ მიიზიდა და კოცნაში აიყოლია _სად წავიდეთ ?
_საღამოს წავიდეთ ...

ის დღე კი გაატარეს ერთად და შორს კლინიკისგან,მაგრამ მეორე დღეს როგორც კი შეაბიჯა საავადმყოფოში მაშინვე ჩაირთო მაგიური მიზიდულობის ძალა. ერთი პაციენტი შეხვდა,მეორე ,მეათე და ბოლოს იჯდა და ისტორიებს განიხილავდა. დანიშნულებებს წერდა,კვლევებს გეგმავდა
_შენ ისევ აქ ხარ? _ კაბინეტის კარი რომ გააღო ყიფიანმა ტელეფონზე რეკავდა და ანიშნა გაჩუმდიო
_ნანიკოო აიყვანეთ პაციენტი
მზადაა აპარატი და ექთანიც ამოვა. სისხლის მოთხოვნაც გაგზავნილია სისხლის ბანკის გოგოებს ვუთხარი და იქვე გადაუსხამენ . დროებით...
_რას აკეთებ სოფია
_ვმუშაობ . არ მივლია ,ვზივარ
_დიდი შვებაა ... ესენი ვისგანაა _ რამდენიმე თაიგული იდო ერთად ფანჯრის რაფაზე შემოდებული
_გაიგეს კლინიკაში რომ ვიყავი და ჯანმრთელობა მისურვეს ალბათ. არ მინახავს ბარათები
_მაინც ვინ გილოცავს ვნახოთ_ ყველაზე დიდი თაიგულის ცენტრიდან ამოაძრო ბარათი და ხმამაღლა კითხვა დაიწყო_ ძვირფასო სოფია აქაურობა უშენობას ერთი დღითაც ვერ იტანს. აკლდი თვალსა და გულს. მშვიდ სამუშაო დღეებს გისურვებ
_ვის ვაკლდი არ მეტყვი?_ თან კლავიატურაზე აკაკუნებდა თითებს და ეკრანს უყურებდა
_ლაშას ... კიდევ ვის მოსწონხარ ,ვინ გამომრჩა
_მე გითვლი თაყვანისმცემლებს? მიკითხავს საერთოდ?
_ჩემი ნამდვილი "თაყვანის მცემლები " არ შეგხვედრია გზად . ესენი თერაპიის გოგონებისგანაა,მადლობას გიხდიან და გამოჯანმრთელებას გისურვებენ. ესენი ჩვენი დიალიზის ,ეს კიდევ ბატონი რეზისგან
_რაღაც ყუთითაც მომიტანა კარადაში დადო სალომემ . ესენიც გაიტანე სამზარეულოში ჩადონ წყალში და უყურონ იქ ან წაიღონ სახლში. მაკუნა გიჟდება ვარდებზე
_შენ არ წაიღებ სახლში? ხომ გიყვარს
_შენ რომ მაჩუქებ კი
_მე ბაღს გავაკეთებ შენთვის ჩვენ სახლში _ სულ დაავიწყდა სად იყვნენ ისე დაიხარა და აკოცა. თითქოს ამას ელოდებოდნენ იმ წამს დაუკაკუნეს კარზე და გასწორება ძლივს მოასწრო ისე შევიდა ექთანი
_სოფო ექიმო ამბაკო გვყავს შეუძლოდ. დუდაა შენც მოხვედი? წამო რა გთხოოვ . წნევა აქვს მაღალი დავალევინე ყველაფერი და მაინც არ უწევს
_მოვდივარ
_ხალათი ჩაიცვი
_უკაცრავად ქალბატონო სოფიო _ გაჩერდა კარადის კარი გააღო და ხალათიანად გავიდა ოთახიდან . რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა მორიგე ექიმთან ერთად
_სოფო ვასრულებ ამბაკოსთან და გადამკრავს ემერჯენსში ... დავურეკე უკვე და იციან
_რატომ რა ხდება . მერე წმენდა?
_ინსულტის ნიშნები აქვს ... თუ გავაგრძელებთ გართულდება _დუდამ უპასუხა და კომპიუტერთან ჩამოჯდა_ანალიზების პასუხებიც არის ნანა ექიმო_ ბეჭდვა დაიწყო და მალევე მიაწოდა ფურცლები
_ამათ თან გავატან . მეც გავყვები და მოვალ
_ცოლი თან ახლავს?
_კი ... სახლში არ მოდიხარ ?
_არა . საქმე მაქვს
_დაწერე შვებულება?
_ნუ მეჩხუბები და მსაყვედურობ დუდა. დღეს უკეთ ვარ ვიდრე გუშინ. როგორმე დავაბალანსებ და ნაკლებს ვიმუშავებ
_ვერ იმუშავებ აქ ნაკლებს და როდის გეჩხუბები ან გსაყვედურობ კითხვა დაგისვი
_მიყურებ საყვედურნარევი მზერით და ვკითხულობ შენ აზრებს
_შეგიძლია დარჩე და იმუშაო . მე მარტო წავალ ხვალ საირმეში
_რა საირმე
_საირმე არ იცი ამ იმერელმა ქალმა?
_ვიცი კი ... ბავშვობაში ვიყავი კიდეც და მჟავე წყალს ვსვამდი . მიყვარდა იმდენად ,რომ წყაროსთან აღარ მიშვებდნენ ბევრის დალევა არ შეიძლებაო . საირმე რამ გაგახსენა
_რა მნიშვნელობა აქვს თუ მარტო მივდივარ იმ მშვიდ,წყნარ ადგილას სადაც არც ხმაური შემაწუხებს. არც ბევრი ნაცნობი და თან სასტუმროშიც კომფორტულად ვიქნები ,სუფთა ჰაერზეც დავჯდები და შენ საყვარელ წყალსაც დავლევ
_დუდააა
_მე მივდივარ ჩანთა რომ ჩავალაგო და შენ რომელ საათზე ასრულებ მუშაობას?
_უჩემოდ უნდა დაისვენო რომ არ წამოგყვე?
_მარტო დასვენების უფლება ცოლ_ქმარსაც აქვს თუ იმდენად გადაღლილები არიან რომ მარტო უნდათ ყოფნა და მე რომ წავიდე რა მოხდება?
_აბასთუმანშიც ავიდეეთ?
_ფეხი თუ არ გეტკინება ვისეირნოთ კიდეც
_ჩემი მანქანით თუ შენით
_ჩემით
_ჩალაგება რომ მეზარება?
_აქ ჯდომის და მუშაობის გარდა ყველაფერი გეზარება ?
_დუდააა
_მოდიხარ ანუ? გადაიფიქრე მუშაობის განახლება?
_იცოდი ხომ ?იმიტომ მოიფიქრე ქალაქიდან გასვლა
_გიცნობ და ვხვდები რას გააკეთებ იქამდე სანამ შენ მოიფიქრებ .
_და გზა მომიჭერი ხომ?
_მე მეორე გზა გაჩვენე. შენზეა არჩევანი , აქ გინდა ყოფნა თუ ჩემთან ერთად
_გზაში ნაზუქს ხომ მიყიდიი
_აქედანაც და იქედანაც _ გაიცინა და კარადის კარი გააღო_ გამოიცვლი ახლა დროულად თუ დაგეხმარო
_დამიწერე შვებულება და მე გამოვიცვლი
_დროს არ მეუბნები?
_მაინც შენზეა დამოკიდებული ... გნებდები ხომ ხედავ _ ფეხზე იდგა უკვე . ლოყაზე აკოცა და მერე კარი გადაკეტა. იქვე გაიხადა სანამ დუდა წერდა და მერე ერთად გავიდნენ დერეფანში. საორდინატოროში შევიდა
_შვებულებაში გავდივარ ... შეთანხმებული მაქვს უკვე და დროებით გემშვიდობებით. გადაუდებელი პრობლემა თუ იქნება რასაც უჩემოდ ვერ მოაგვარებთ რეზისთან ამ შემთხვევაში დამიკავშირდით.
_მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ სოფო
_მადლობა_ ექთნებსაც დაემშვიდობა და წასვლამდე დარიგებებიც მისცა _ ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით. იცით რაც მჭირდება თქვენგან. რასაც ვითხოვ ყოველთვის და იმედი მაქვს თქვენი . ჩემი დაბრუნებისას ზუსტად ისე დამხვდება ყველაფერი როგორც ვტოვებ
_დაისვენეთ სოფო ექიმო ... 10 წელია აქ ვმუშაობ და თქვენნაირი შრომისმოყვარე არავინ მინახავს. კონფერენციების დროს თუ გახვიდოდით კლინიკიდან თორემ ისე არ და კარგ დასვენებას გისურვებთ.
_გმადლობთ. მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს. თუ რაიმე დაგჭირდაბათ დამიკავშირდით და მიგულეთ გვერდით .
_ნეტავ ვინმე თუ გადის კიდევ შვებულებაში ისე თითქოს სამუდამოდ ემშვიდობება თანამშრომლებს _ მანქანისკენ მიდიოდნენ უკვე დუდამ რომ უთხრა
_მაზოხისტურად მიყვარს აქაურობა და ეს რეჟიმი . შენ არ გიყვარს რამრ ისეთი რაც გვნებს და გაზიანებს ,მაგრამ ვერ ეშვები?
_ერთადერთი რასაც ვერ შევეშვი შენ ხარ ... სხვა ყველაფერს შევეშვი
_უკომენტაროდ ! _თვალები აატრიალა და ბოლოს მაინც გაეღიმა.

სულ იღიმოდა ,სულ მშვიდად იყო როცა მხოლოდ დუდა ჰყავდა გვერდით და არავინ ჩნდებოდა სხვა.
ის რამდენიმე დღე სრულ სიმშვიდეში გაატარეს. ერთი ლოკაციიდან მეორეზე გაფაიყვანა დუდამ და აბასთუმნის ობსერვატორიაშიც აღმოჩნდნენ ბოლოს . ის ერთი კვირა იყო მის ქალურ ცხოვრებაში ყველაზე ფერადი.
_როდის დაველაპარაკოთ ჩვენებს ჩვენზე სოფია _ სამსახურში იყვნენ უკვე რომ ჰკითხა. კაბინეტში დარჩენისას დაძაბულობა რომ იგრძნო და ვერ აიტანა ხელოვნურად შექმნილი დისტანცია
_ჯერ ჩემების რეაქცია გადავიტანო და მერე როგორმე მოვემზადები ნათიასთვის და გიორგისთვის
_მომზადება არ გჭირდება. უბრალოდ გაიგებენ და მორჩა. კლასიკური რძალ_დედამთილი რომ ვერ იქნებით ეგ ცხადია ისედაც.
_მე მინდა კლასიკური სიძე სიმამრი იყოთ
_სიდედრია ხოლმე მწარე და შენთან პირიქით რატომაა?
_ დედაჩემი ამდენს არ ნერვიულობს რამდენსაც მამაჩემი და იმიტომ თორემ იმდენი ვინმე არ მოსწონებია...ეს ისტორია ჩასაბარებელია უკვე.
_საქმის შემსუბუქებაში რას მოიაზრებდი
_მორიგეობას არ ავიღებ იმდენს რომ გადაბმულად ყოფნა არ მომიხდეს ... მიხედე შენ დროულად შენ ტესტებს
_სად მიდიხარ
_შემოვლაზე
_სასამართლო როდისაა?
_გაბუნიამ დამირეკა და ვეცდები ბევრჯერ არ მოგიხდეს მოსვლაო . ზემოთ ასვლა და მისი ნახვა არც გაბედო. ისედაც აღიარებს ბრალს და ინანიებს
_შენ როდის მოასწარი შეხვედრა
_არ მინახავს ჯერ ... ახლა ვაპირებ
_არ შეგიშვებენ და ნუ მასწავლი ვის როგორ მოვექცე. შესანიშნავად შემიძლია განვსაზღვრო ვის დავესხა თავს და ვინ არ ღირს ენერგიის ხარჯვად.
_ნუ მიბრაზდები
_სულ უფროსის პოზიციიდან რომ ლაპარაკობ არ შემიძლიხარ
_რაღა უფროსი შენ დაგემონე მთლიანად _ ჩუმად უთხრა და კოცნა მოუნდა,მაგრამ გაახსებდა სადაც იყვნენ და მალევე გავიდა
_კომფერენციაა შაბათს ...
_ვიცი ...
_ხალვაშის ნახვა მინდა ,რომ ვესაუბრო და სამსახურზე შევუთანხმდე. სანამ რეზიდენტი გავხდები აზრზე რომ ვიყო
_საზიზღარი ხასიათი აქვს... ვერ გაუძლებ შენ ისეთია. კანდელაკს დაველაპარაკარები
_შენ რომ დაელაპარაკო არ მინდა... მე დაველაპარაკები . უბრალოდ უნდა გავიცნო და გასაუბრება ჩავანიშნინო
_მეც ეგ ვიგულისხმე,რომ გაგაცნო როგორც მენტორმა თორემ ეგღა მაკლია საქმეები ჩაგიწყო. საერთოდ არ მინდა ჩემზე მეტად დაკავებული იყო და ჩემთვის დრო არ გქონდეს
_ეგოისტობაც შეგიძლია ?
_რაღაც მაგდაგვარზე მეფიქრება
_სერიოზულად სოფია. მის სანახავად არ შეხვიდე!_კარში გასვლამდე უთხრა და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ.
როგორ არ ეცადნენ ,მაგრამ მათი შეცვლილო ურთიერთობისა და სიახლოვის არდანახვა შეუძლებელი იყო. ისედაც ყველა ლაპარაკობდა და შემდეგ ჭორებიც გაბევრდა.
_რა ხდება შენსა და შენს უმცროსს შორის გამოტყდი _ კონფერენციის შემდეგ ვახშამზე ჰკითხა ერთ_ერთმა კოლეგამ ,რომელსაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იცნობდა და რომელთანაც კარგო ურთიერთობა ჰქონდა _ ყველა თქვენზე საუბრობს. მე მკითხა რამდენიმემ და კი ვუთხარი სოფიას ისეთი გემოვნება აქვს ვინმე თუ მოეწონა განსახილველი არ იქნება_თქო,მაგრამ
_რა გინდა რომ გიპასუხო. როდის გამოვკიდებივარ ხალხის აზრს
_მაშინ როცა შენ საქმეს ეხება და საქართველოში პაციენტები რომ განგსჯიან და ამორალურად ჩათვლიან ამ ყველაფერს არ იცი?
_კაკაურიძესთან შეხვედრა მინდა...საითაა
_ჩემ ქმარზე მეკითხები ?
_დიახ
_სეანსზე ეწერები აღიარებ რომ გაგაფრენინა მხოლოდ მუშაობამ?
_არა . დუდა მინდა გავაცნო
_ხვალ მოდით ვახშამზე. ბავშვებიც რამდენი ხანია არ გინახავს.
_ასე არ წამოვა
_შენ უნდა უჩალიჩო ადგილი და კიდე გახვერწნინებს?
_მე არაფერს ვუჩალიჩებ თორემ ჩემთან დავიტოვებდი. მართლა როგორ გავუმკლავდები ამდენ საქმეს არ ვიცი. ზურას ყავს უმცროსი?
_კი ,მაგრამ ამთავრებს ის უკვე რეზიდენტურას და მალე დამოუკიდებლად დაიწყებს მუშაობას ასე რომ მიიღებს თუ შენ გაუწევ რეკომენდაციას
_ნულიდან უნდა დაიწყოს და მე რეკომენდაციას ვერ გავუწევ. თვითონ დაელაპარაკება და დაარწმუნებს ან ვერ დაარწმუნებს
_გიყვარს?
_აქ გინდა ამაზე გიპასუხო?
_გაანადგურებს შენს კარიერას
_ჩემ კარიერას ვერაფერი გაანადგურებს
_გიყვარს! მოიყვანე ჩვენთან გთხოვ...ზურა რომ გაიცნობს მეტყვის სანდოა თუ არა . ახლა ამაღამ არ დამეძინება შენი დარდით. შენ როგორ გადაიტან თუ გატკენს ისეთი ემოციური ხარ
_ვინაა ემოციური მეე?
_ხო შენ ... კლინიკაში არა ,მაგრამ ზოგადად ძალიან სუსტი ხარ . შენი ძმა ავად რომ იყო ეგ ძლივს გადაიტანე და ის თუთიყუში რომ მოგიკვდათ წლისთავზეც ტიროდი . ყველაზე ემოციური და ფაქიზი ხარ
_გეყოფა სისულელეები
_არ გავიდეთ? _ტელეფონზე საუბარი რომ დაასრულა შემდეგ დაუბრუნდა მაგიდას ყიფიანი და მალევე ჰკითხა
_წავიდეთ ... გვიანია უკვე _ ყველას დაემშვიდობა. ზოგს შორიდან ზოგსაც ახლოდან და მერე გაჰყვა გვერდით დუდას _ხვალ წამოხვალ კაკაურიძესთან ?
_კლინიკაში იქნება ხვალ?
_არა ,სახლში
_სახლში გაცნობა პირდაპირ იმას არ ნიშნავს რომ თხოვ მიმიღოს ?
_ჩემ მეგობრებს გაგაცნობ როგორც ჩემ შეყვარებულს და სამსახურზე როცა გინდა მაშინ დაელაპარაკე. ჩემ გამო არ მიგიღებს შენ თუ არ დაარწმუნებ
_შენ ახლა ასე ცდილობ დამითანხმო კაცთან სახლში მივიდე რომელმაც უნდა მამუშაოს და მასწავლოს ყველაფერი
_თუ შენთვის უხერხული იქნება არ ვეტყვი ვინ ხარ ჩემთვის და უბრალოდ როგორც უმცროს ექიმს ისე გაგაცნობ
_როგორ ცდილობ ერთხელ ჩემი სურვილითაც დავმალოთ ჩვენი ურთიერთობა,მაგრამ ამას არასდროს გეტყვი
_ვნახე როგორ დუმდი კახისთანაც
_არ დანგრეულა სამყარო
_წავიდეთ კვირას საღამოს? _მისკენ მიიწია ,გვერდიდან ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა _ბავშვებს გაგაცნობ ...ერთი ჩემი ნათლულია
_წავიდეთ თუ რამე საქმე არ გამომიჩნდა. ნატალიას საფლავზე მინდა ასვლა რაღაცები უნდა გავაკეთო და საღამომდე გავთავისუფლდები
_მე დილას ეკლესიაში გავალ და მერე მთელი დღე თავისუფალი ვიქნები
_არ მჯერა რომ კლინიკაში არ წახვალ
_დიდი ხანია არ მიშოპინგია და გავივლი მოლში . რაღაცებს ვიყიდი
_მაინც რას იყიდი
_რამეს ლამაზსა და სექსუალურს
_თუ ღმერთი გწამს მთელი ფეხი რომ მოგიჩანდეს ისეთი არაფერი იყიდო
_შენ ახლა ტანსაცმელზე მიწესებ შეზღუდვას?
_შეზღუდვას შენ მიწესებ და მე გთხოვ უბრალოდ
_ეგაა მანიპულაცია
_შენ მე მათქმევინე რომ ერთად ვართ, არავის გაუკვირდეს ფეხზე შეხება რომ მომინდება და შეგეხები მთლად მინი კაბით იარე მერე თუ გინდა
_არ მიყვარს
_ხო შენ ექიმი ხარ და მოკლეს კი არ იცვამ ბოლომდე ჩახსნილს იცვამ კაცი რომ გადამიყვანე ჭკუიდან თან რომ გიჩანს ყველაფერი და თან არა. ფეხს ფეხზე რომ გადაიდებდი ეშმაკი მებრძოდა
_საერთოდ არ გეტყობოდა რომ ასე მოგწონდა ჩემი ფეხები ... არც ისეთი წვრილი მაქვს _იმ წამსაც ფეხი ფეხზე გადაიდო და გაეღიმა დუდამ რომ ამოიხვნეშა
_შენ მომიღებ ბოლოს
_დარჩი ჩემთან
_ჩემთან წამოდი
_ტანსაცმელი დამჭირდება და შენ დილას გადახვალ უცებ_ისევ მიიწია და ამჯერად ყელში აკოცა _ ამ საცობს თუ დავაღწევთ თავს
_დავაღწევთ... ცოტა მოითმინე _ თავზე აკოცა და შემდეგ მობილურის ხმაც გაიგო _გისმენ ... _წამსვე აუწია ხმას და მალევე გაიგო სოფიამაც
_სოოფ ჩემთან გელოდებით თუ გაქვთ დრო
_გვაქვს გამოვალთ
_ვინ გყავს მანდ გააჩნია
_მეგობრები და ერთიც შენი ყოფილი
_მათეს ინტეგრაციას შენ უწყობ ხელს?
_სხვა ვინ გაუძლებს და შემრჩა მე
_მოვალთ
_წამოგიღო რამე? _დუდამ ჰკითხა და მიმართულება შეიცვალა
_არაფერი ...

ერთად შევიდნენ ნავერიანის სახლში. იქ უკვე იყვნენ მისი ახლო მეგობრები შეკრებილები . უმეტესობას იცნობდა სოფია დუდა კი ყველას მიესალმა სანამ მათე შევიდა და თავად გადადგა ნაბიჯი მისკენ . მერე კი სოფიას ჩაეხუტა
_როგორ ხარ სოფიკო? გავიგე შენი და პაციენტის შერკინების ამბავი
_პატარა ინცინდენტი იყო მხოლოდ...შენ რას შვები
_დავდივარ სუფრიდან სუფრაზე. ჯიმში თუ არ განვაახლე ვარჯიშები ღიპი მექნება მალე
_პირს არ აჩერებს დილიდან და თან წუწუნებს . დამღალა! გაგატან არ გინდა? შენ გარდა მაინც არავის უყვარს
_მე ვერ წავიყვან დუდა არ იქნება თანახმა _ ძალიან მშვიდად უპასუხა და ალასანიასთან ერთად ნავერიანიც დაიძრა მისკენ
_უკაცრავად და დუდას რა ეკითხება?
_სულ რომ ღმერთს ევედრებოდი ცალი თვალით დამანახე ამის მომავალი ქმარიო თურმე შენ თვალწინ იზრდებოდა
_უკვე გაყევი გოგო?
_ჯერ არ ,მაგრამ
_რატომ არ მითხარი ერთად თუ იყავით _დუდას მიუბრუნდა გაბრაზებული
_თვითონ უნდა ეთქვა და გითხრათ კიდეც ...უკმაყოფილო ხომ არ ხართ შემთხვევით რომელიმე _ ალასანიას გადახედა მას კი დუდასთვის უჩვეულო რეაქცია ჰქონდა
_მეორე ას დოლარს ვუგებ უკვე თქვენი დამსახურებით. ასე თუ გავაგრძელე ამის თვალის ახელა მუშაობაც არ დამჭირდება
_კონკრეტულად რაზე დაენიძლავე
_პირველი იმაზე რომ დაგირეკავდა და შენც მის გვერდით იქნებოდი. მეორე თქვენ რომანზე... ლევანმა იცის ?
_ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა... მშია და თუ კიდევ არ ველოდებით ვინმეს დავსხდეთ სჯობს.
_თინა სად არის?
_არ დამიპატიჟებია_თქო არ გითხარი მეათედ ?
_მერვედ რომ გკითხე და ვერ მოიფიქრე დარეკვა მე მივწერე შენი მობილურის საშუალებით და მოვიდა კიდეც _ ფანჯრიდან დაინახა ეზოში მომავალი და მეგობარს მხარზე მიაწვა _წადი გაუღე
_მოვკლავ !
_მე გავუღებ დამშვიდდი _ ილდანი შეეხო მხარზე და თავად წავიდა კარისკენ .
_რა ხდება ამათთან ?_ ჩუმად უთხრა მათეს,მაგრამ კიტამ ისეთი მზერით გახედა კაცმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა
_ღმერთმა იცის სოფიკო ... მიხარიხარ _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე პირველი დაჯდა მაგიდასთან _დასხედით მეგობრებო უკვე ყველანი ვართ და ყველას გვშია.
_ახლა ასე სპონტანურად უნდა თქვა ჩვენზე ყველასთან როცა მოგინდება? მე კი დავიმახსოვრო ვინ იცის და ვინ არა? _გაეკვეული დროის შემდეგ უთხრა უკვე შემთვრალს
_ხვალ ვეტყვი ჩემებს ... შენც წამოდი თუ გინდა
_დარწმუნებული ხარ ?
_რომ უნდა ვთქვა კი და ხვალ რომ შეიძლება არა ,რომ მომწონს აღიარება საყვარელ ადამიანებთან კი დარწმუნებული ვარ და რომ არ მინდა ჩვენზე ყველა ავსულმა იცოდეს ესეც ვიცი ,მაგრამ ვერ განვეშორები ყველა ბოროტს
_ხვალ საღამოს ავიდეთ?
_ხო _ ჭიქა მისი ჭიქისკენ მისწია და ოდნავ შეახო _ ჩვენ გაგვიმარჯოს _თავი მხარზე ჩამოსდო და ისე ერთვებოდა საუბარში. როგორც აღმოჩნდა მათეს აცნობდა მეგობრებს ,სანდო და საყვარელ ადამიანებს ნავერიანი . ალასანიას წარსული ამბების ირგვლივ ტრიალებდა თემა და სოფიამ იმდენი რამ გაიხსენა ბოლოს აჩუმებდა მათე
_გეყოფა თორემ მეც გავიხსენებ შენზე ამბებს და გავაქცევ ამ ბიჭს შენი ცხოვრებიდან
_იცის როგორი აუტანელიც ვარ და რაც გინდა ის გაიხსენე
_თავი რომ გაუტეხე ყუფარაძეს იცის ეგ ამბავი? თუმცა საიდან ეცოდინება მაშინ დაწყებით კლასებში იქნებოდა
_შენ მგონი აქ აღესრულები და იმიტომ დაბრუნდი ,ღმერთთან შესახვედრად _ თვალი ჩაუკრა იქამდე სანამ დუდა უპასუხებდა
_უკაცრავაად მეტს აღარ ვიხუმრებ თქვენზე ქალბატონო სოფია უბრალოდ იცოდეს ნაზი,სათუთი და დაუცველი არსება რომ არ ხარ და თუ საჭიროება მოითხოვს თავს ყველასგან დაიცავ მათ შორის მისგანაც
_ შენ ვერ მემუქრები პირდაპირ და სოფიას ხაზით მწვდები ? _აუღელვებლად გაეპასუხა და მშვიდად განაგრძო დალევა
_ეგ მუქარა არაა , ინფორმაციაა სოფიას შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცი . თორემ მე რომ უკვე აქ ვარ,ყველაფერს გავიგებ და თუ პირველი მე მოგწვდები გაგაქრობ სოფიას რომ აწყენინო , ეგ მგონი ნამდვილად იცი . არც ისეთი ბავშვი ხარ რომ არ იცოდე ჩემზე
_შენზე ნამდვილად არ ვიცი და სოფიაზე ყველაფერი ვიცი . მის ხასიათზეც და იმაზეც ახლა თუ იგრძნობს რომ თავს მატკიებ ადგება და წავალთ. სჯობს ამ უაზრო დაძაბულობას მოვეშვათ და ისედაც გადაღლილს უარესად ნუ შევუხუთავთ სულს ... ჩვენგან მტრები მაინც ვერ გამოვა არ გვაქვს გასაყოფი არაფერი და არავინ
_მათეე მიხვდი მის ნერვებზე რომ ვერ თამაშობ და შეეშვი. მართლა ბავშვი კი არაა ასე უბრალოდ რომ ავარდება _ ილდანმა მიმართა და ერთი ჭიქა ბოლომდე დაცალა _ ღვინის არჩევა რომ ისწავლა საბოლოოდ კომპლიმენტი უთხარი შენ ძმაკაცს?
_ჩემი ძმაკაცია მხოლოდ? ამდენი ხალხი დამახვედრა დაბრუნებულს სამეგობროში. ადრე არავის ენდობოდით და ახლა რა ტალღაზე ხართ ორივე ?
_მე სალომე მანდო ილდანმა და მეტი ნდობა რა უნდა გამომიცხადოს _ დაჩი ჩადუნელმა უპასუხა და იქვე მყოფ ჟღალთმიან გოგონას თავზე გასაუსვა ხელი
_სალომე რადგან შეგხვდი . იურისტი მჭირდება და იმუშავებ ჩემთან ? უკეთეს პირობებს შემოგთავაზებ ვიდრე ამჟამინდელ სამსახურში გაქვს. სანდო კადრი მჭირდება და ყველას ატანა არ მაქვს დიდად
_გააჩნია რამდენად გამოცდილი იურისტი გჭირდება და რა საქმეები გაქვს მოსაგვარებელი
_აქაური საქმეებისთვის ვინც მყავდა ქვეყნიდან წავიდა თორემ პირადი ადვოკატი მყავს ცალკე ,ჩემი ჩაუდენელი და ჩადენილი დანაულებით არ შეგაწუხებთ
_ამ შემთხვევაში დაფიქრება შეიძლება
_შეგეხმიანები ამ დღეებში...ჭამა_სმას და ლაპარაკს რომ მივრჩები და საქმიანი კაცის ცხოვრებას დავუბრუნდები _ გაიცინა და შემდეგ ილდანისგან მოშორებით ,თინასა და ინას შორის მჯდომ ,მატილდას შეხედა _იქამდე კი უმშვენიერესი მა_ტილ_დას მიმართ არსებულ ჩემ ინტერესს დავიკმაყოფილებ იმედია თორემ სულს მიფორიაქებს რამდენიმე კითხვა და შემდეგ არაქმედითუნარიანი ვხდები _საკუთარ ხელისგულს დაეყრდნი იდაყვით და ისე შესციცინებდა თვალებში მის წინ მჯდომს თითქოს გონს კარგავდა
_გისმენთ ,მთელი ყურადღებით
_ასეთი მოწყენილი და ფიქრიანი ვის გამოც ხართ მიხედავს იმ იდიოტს ვინმე თუ გგნებავთ მე შემოვარტყა ერთი_ორი
_შემოვარტყი უკვე ორზე მეტიც და მოწყენილიც არ ვარ , უბრალოდ თქვენგან განსხვავებით დასვენების დღეები ვერ გამოვყავი ჩემ გადატვირთულ გრაფიკში და გადაღლილი ვარ
_ქალმა გცემა შე ჩემა ? ამ გოგომ დაგჭრა და იმიტომ ხარ ასეთი ფერმკრთალი ? _ ხველა აუტყდა ნავერიანს წამში რომ მიუბრუნდა ფანჯარასთან მდგომ ილდანს _ ისე მოტყდი ქალი გერევა თუ ისე გიყვარს თავსაც შესწირავ
_რამდენი წლისაც არ უნდა გახდე ამ ვითომ დასტოინი ტონით ლაყბობას ვერ გადაეჩვევი ხომ? კიტასთან რომ არ ვიყოთ ფანჯრიდან გადაგკიდებდი ,ისე როგორც ერთ დროს
_დირექტორთან ჩვენებაში არ უნდა მეთქვა ფეხი დამიცდა_თქო ,ტყუილად დაგაფარე ხელი
_დამნაშავე იყავი და იმიტომ გაჩუმდი თორემ კიტასთან ძმაკაცობაც ვერ გიშველიდა და პირველის ნაცვლად მესამედან გადაგაგდებდი !
_ერთ სკოლაში დადიოდით?
_ცოტა ხნით და მოასწრო ჩემი გადამტერება... კიტამ შეგვარიგა მერე და ახლა მისი ხათრით ვიტანთ ერთმანეთს თორემ შეხედე რა სიფათი აქვს,ამას ვინ აიტანს ბრმად შეყვარებული გოგოს გარდა
_ამას როგორ იტანდი სოფია?_ ილდანმა ჰკითხა
_ჩემთან ამდენს არ ლაპარაკობდა ახლაა მხიარულად თორემ დასვენების დღეები რომ ამოეწურება სიტყვას აღარ დაძრავს ზედმეტად
_როდის ამთავრებ ამ დასვენების დღეებს მე რომ გაგეცალოთ სანამ გამომიყვან მწყობრიდან და ამოგაჭრი მაგ ენას
_როგორი სიველურეა სულ ვერ განავითარე მუქარები და წამების მეთოდები?
_შენ დონემდე ვერ ვართ პიჯაკით არ დავდივართ რაზბორკებზე
_მიბაზრებ შე ჩემა ?
_კიტა შემახსენე ეს რატომაა ისევ შენი მეგობარი?
_ეჭვიანობას რით ვერ მორჩი? შენზეც ასე ეჭვიანობს და იმიტომ სცემე ასე უმოწყალოდ ხომ? _მატილდას მიუბრუნდა ისევ კითხვით
_წარმოდგენა არ მაქვს რა გგონიათ. ილდანთან საერთო არაფერი მაქვს!_მატილდა იყო იმ საღამოს დაუნდობელი . ისრებივით ისროდა სიტყვებს ილდანის მიმართულებით,მაგრამ თორნიკე წარბშეუხრელად ითმენდა.
_თინა ,მამიკო როგორაა ? _მეტად აღარ განაგრძო მატილდასთან და უკვე მეორე ძმაკაცზე გადავიდა პირველთან რომ ვერაფერს გახდა
_კარგად,გმადლობთ
_კიტასთან როგორ მოხვდი რომ არ მომიყვე არ შეიძლება
_რა ჭორიკანა დედაკაცივით ჩამოჯექი მართლა რა გჭირს ... _კიტას მოთმინება ძაფზე ეკიდა
_ხომ უნდა გავიგო როგორ მოხვდა თინა შენთან
_ჩემთან გავიცანი ბაკურიანში ,თორნიკესთან მოვიდა სტუმრად და მუშაობა შემომთავაზა. მე დარჩენა მინდოდა საქართველოში და დავთანხმდი
_ნანობ თუ ჯერ არ უჩვენებია როგორი დესპოტია
_ თუ თანამშრობლებს შეეკითხებით დარწმუნებული ვარ 95%შედეგით გავიმარჯვებ და სრული უმრავლესობა იტყვის ,რომ მე ვარ დესპოტი უფროსი. კიტა ზედმეტად ლოიალურია ,ჩემთან ხომ საერთოდ. მხოლოდ შეთანხმებები გვაქვს და იქაც თითქმის სულ მნებდება . საერთოდ არ ვიცი როგორ შეიქმნა მითები მის რთულ ხასიათზე
_გოგასი ეშინია და იმიტომაა ლოიალური ვითომ თუ ნეტავ რა სჭირს? ხომ არ ბერდები ნავერიანი?_ ისეთი სერიოზული სახით ლაპარაკობდა დაგაჯერებდათ ყველა სიტყვას ,თუ არ მიუხვდებოდი ირონიას
_თქვენი დასკვნები სრულიად შეუსაბამოა ან რეალურ ფიქრებს არ ასაჯაროვებთ _ გვიჩიანიც მშვიდი იყო,მხოლოდ ბოლოს გაუღიმა მსუბუქად და კიტას საერთოდ დაუკარგა სიტყვის თქმის სურვილი. მისკენ იყურებოდა და თვალები უციმციმებდა სანამ მათემ არ გამოიყვანა მწყობრიდან
_და რომ გითხრათ თქვენით მოხიბლული ვარ _თქო დამიჯერებთ თუ იფიქრებთ,რომ ისევ არ განდობთ რეალურ ფიქრებს _ახლოს მიიწია და ისე უთხრა , კარგად ცნობდა კიტა მის ამ მზერას და ღიმილებს
_ჩემით ბევრია მოხიბლული და ბევრს მეტიც სჭირს ,გადაიტანთ როგორმე
_გადატანა თუ არ მინდა და მეტს მთხოვს მთელი არსება?
_მთელი არსება კიტას გაცოფებას გთხოვთ რაც სულაც არ შედის ჩემს სურვილებს შორის და შეუძლებელია ვითანამშრომლოთ ,ბატონო მათე
_ბატონო მათე? ღმერთო როგორ უცებ ჩააბნელე ყველაფერი ... კარგი რაა თინაა ,მეწყინება _ მაინცადამაინც მაშინ ჩამოუვარდა მკლავზე კაბის სახელო და მაინცადამაინც იქ გადაიტანა მზერაც და თითებიც ალასანიამ . გოგომ მხარი წამსვე გასწია და ქვემოდან ახედა ჯიქური მზერით ,მაგრამ სიტყვას სანამ იტყოდა ნავერიანის ზურგს ხედავდა მათეს სახის ნაცვლად
_უკაცრავად თინა , ალასანიასთან პირადი საქმე მაქვს და წავიყვან რამდენიმე წუთით
_სად წამიყვან ვსაუბრობ
_უკანასკნელი გინდა იყოს? _ ეს სიტყვები ნათლად გაიგო გვიჩიანმა,მაგრამ კიტას სახე არ დაუნახავს
_ამას რა სჭირს ... ავადაა ?ფსიქიატრი არ სჭირდება რომ მიასწავლო თუ უკრაინაში დატოვა თავისი _ დუდა ყველაფერს აკვირდებოდა და ბოლოს ჰკითხა სოფიას
_რომ გაიცნობ მიხვდები რასაც აკეთებს ახლა აზრი არ აქვს საუბარს. არ წავიდეთ? ხვალ დამღლელი დღე იქნება
_შენ როგორც გინდა
_წავედით ... სასიამოვმნო იყო თქვენთან ერთად დროის გატარება. იმედია კიდევ ხშირად შევხვდებით
ნავერიანიდან წამოსულები ხაჭვანთან მივიდნენ მიუხედავად დუდას სურვილისა ბოლოს მაინც სოფიას კომფორტზე იზრუნა და მასთან დარჩა იმ ღამით.
დუდასთან ჩახუტებული იწვა და მშვიდად ეძინა ლევან ხაჭვანი მისი ბინის კარს რომ აღებდა და ერთი დაძახების შემდეგ შეფხიზლებულებმა საწოლიდან წამოდგომა ვერ მოასწრეს ისე აღმოჩნდა კაცი საძინებლის ღია კარში მდგომი
_სად ხარ მამიკო გძინავს ისევ? _ სიტყვები წარმოთქვა თუ არა მაშინვე დაებინდა მზერა კაცს
დუდასთან ჩახუტებული იწვა და მშვიდად ეძინა ლევან ხაჭვანი მისი ბინის კარს რომ აღებდა და ერთი დაძახების შემდეგ შეფხიზლებულებმა საწოლიდან წამოდგომა ვერ მოასწრეს ისე აღმოჩნდა კაცი საძინებლის ღია კარში მდგომი
_სად ხარ მამიკო გძინავს ისევ? _ სიტყვები წარმოთქვა თუ არა მაშინვე დაებინდა მზერა კაცს

კარის ჩარჩოს მიეყრდნო ხელით ,დაინახა როგორ იცვამდა სოფია ხალათს და უკან შებრუნდა წამსვე
_მამა მისმინე ... მიყვარს ! მიყვარს და თქმას ვაპირებდი ,უბრალოდ შესაფერის დროს ველოდი. ვფიქრობდი
_ჯერ რომ გეთქვა და მერე დაწოლოდი არ შეიძლებოდა ხომ?ამდენი წელი მაინც რას ელოდი. ამას ელოდი? ყველას და ყველაფერს აკრიტიკებდი და იწუნებდი . ეს ბავშვი მოგინდა მაინცადამაინც? რა შეგისრულა ასეთი . რამდენ ხანს გააგრძელებს შენთან გართობას როგორ გგონია სულელო გოგო ! სულელო ! შეგისრულა და ვერც ხვდები !
_ ისე ნუ ელაპარაკებით როგორც ვიღაც უტვინო ქალს. ერთი თვის წინ გაიგებდით თუ ერთი წლის შემდეგ მაინც არ შეიცვლება მოცემულობა. მე თქვენ რამდენი ხნის წინ გესაუბრეთ და გითხარით ჩემი დამოკიდებულება,ისიც გითხარით სოფიას სურვილი თუ იქნება ერთად ვიქნები_თქო. ახლა კი რეალობაა ასეთი ,მის ცხოვრებაში ვიქნები სულ და რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ სიძის ჩემი კანდიდატურა სხვა ვარიანტი მაინც არ განიხილება. ვწუხვარ მხოლოდ ამ უხერხულობის გამო
_ ერთი სოფია ხაჭვანი რომ გააუბედურეთ ყიფიანებმა არ გეყოთ და მეორე გინდა დაიმატო? მე შენ გაგაფრთხილე,გითხარი არ გაბედო_თქო. გაგანადგურებ გეფიცები !
_ არ მოგითმენ ასე საუბარს თითქოს დამნაშავე ვიყო და რასაც მეუბნები ვიმსახურებდე. არც სოფიოა ვიღაც ბავშვი და არც მე ... ჩემთან ასე ლაპარაკი მეორედ არ გაბედო
_თორემ რას იზამ მცემ როგორც იქცევი ხოლმე?შენ ნამდვილ სახეს რომ უმალავ სოფიოს გგონია მე არ ვიცი როგორი ავადმყოფიც ხარ? გაუწონასწორებელი,მოძალადე ,მაგრამ მე არ ვარ ის კაცი ვინც ერთადერთ ქალიშვილს ხელში ჩაგიგდებს. სულ ს.რზე რა იყო თქვენს შორის. აქვე და ახლავე დამთავრდება ! მამიდაჩემი იცი რატომ წამოათრიეს ყიფიანებისგან? გიორგის ბიძამ ისე სცემა, ეჭვიანობის დროს გაგიჟებულმა , სულ ლურჯი ჰქონდა სხეული. გინდოდა ეს გაგეგო? ბაბუაშენი კი კარგი კაცია , მაგრამ ისიც დაუნდობელია და შენ ყველაზე უარესი ხარ...ყველაზე გაიძვერა და ჭკვიანი. შენ ჩემ სოფიას მე არ დაგითმობ და მე ჩემ შვილს ჩემ შვილს _დუდას უყვიროდა მკერდზე რომ მიიჭირა ხელი ,სუნთქვა შეეკრა და ტკივილისგან მოიხარა
_მამა რა გჭირს...მამა შემომხედე
_არ გამეკარო! _ სახეზე ფერი აღარ ედო. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო ვეღარ გაუძლო . დუდას ნათქვამი სასწრაფოში ვრეკავ გაიგო თუ არა მაშინვე უარყო_არ მინდა ... არაფერი მინდა შენგან
_ნუ ყვირი და ზედმეტ ენერგიას ნუ ხარჯავ თორემ გული გაგიჩერდება და სიკვდილი თუ გინდა კი ბატონო. მერე უფრო მარტივად და იოლად მეყოლება შენი სოფია გვერდით . შვილიშვილებსაც ვერ ნახავ და საყვარელ ცოლსაც ვეღარ ჩაიკრავ გულში. მოხუც დედ_მამას რომ გაანადგურებ ამაზე აღარაფერს ვიტყვი _ ისე ელაპარაკებოდა თითქოს სულ არ ენაღვლებოდა. სოფია გაქვავდა თითქოს. ცრემლებად იღვრებოდა და მთელი სხეულით კანკალებდა_ ჩვენ წავიყვანოთ სჯობს. დაველაპარაკები კაკაურიძეს და დაგვახვედრებს ყველაფერს _ ჩაიცვი ... სოფია შემომხედე . მინიმუმ შეტევა აქვს მაქსიმუმ ინფარქტი _ ჩუმად ეუბნებოდა და ცრემლებს უმშრალებდა
_მე რა გავაკეთე მე რა გავუკეთე მე რა მე _ბუტბუტებდა სანამ პირველივე კაბა გადაიცვა ,ფეხსაცმელში ჩადგა ფეხი და ინერციით მიჰყვა დუდას ,რომელიც საყრდენად გადაექცა ტკივილისგან მოკეცილ ხაჭვანს.

საავადმყოფოში შესვლის წამიდანაც დუდა საუბრობდა ექიმთან, ის ჩაერთო მკურნალობაშიც ,ის რეკავდა ყველგან კვლევების დასაჩქარებლად. კარგად გაიგო და დაინახა კორონაროგრაფიაზე შესვლამდე სოფიას რომ უთხრა ლევანმა თუ მოვკვდები იცოდე მასთან არ დარჩეო . უკან მობრუნებული ქალი კარში გამოსვლისთანავე ჩაიკეცა. დუდას შეხედა მხოლოდ თითქოს გაიაზრა როგორ ამბობდა მასზე უარს, წამიც ვერ გაუძლო საკუთარ ცხოვრებას ყიფიანის გარეშე და იმ წამსვე მივიდა გონების კარგვამდე.
_ცოცხალია და კარგად იქნება. ვანერვიულეთ,მაგრამ გაუვლის. სულ რომ ქმარი ვიყო შენი და ისე დაგვდგომოდა თავზე მაინც იგივე შედეგი ექნებოდა. ახლა ვერაფერს დააბრუნებ უკან და გონს მოდი_ჩახუტებული ჰყავდა , თავზე კოცნიდა და ჩუმად ელაპარაკებოდა. ყველამ დაინახა, ყველამ შეამჩნია სოფია ხაჭვანის წაშლილი სახე და მასთან ზედმეტად ახლოს მყოფი დუდა ყიფიანი.
_მოვკვდები! მოვკვდები მას თუ რამე დაემართება ... მინდა მოვკვდე მინდაა _საკუთარმა სურვილმა შეაშინა. დუდას თვალებმა გააჩუმა
_შენები მოვიდნენ დაელაპარაკები თუ მე დაველაპარაკო
_რას ეტყვი ერთად გვნახა და გული გაუსკდა_თქო
_შეტევა აქვს სტრესის ფონზე და სხვა არაფერი!
_ჯერ ექიმი არ გამოსულა
_ექიმი ხარ შენც და იცი ასე მარტივად არავინ კვდება . რამდენიმე საათში ფორმაში იქნება და ჩვენ დაშორებას შეეცდება. აქ დარჩი ... მე დაველაპარაკები კახას _ წამით შეავლო მზერა და ბოლოს ისევ თავად მიიღო გადაწყვეტილება. ოთახიდან გავიდა და ხაჭვანების წინ დადგა . ისე უხსნიდა მომხდარს როგორც ექიმი სანამ სოფია არ გამოვიდა და სკამზე მჯდომი კახას წინ მუხლებზე არ დაეშვა "ყველაფერი ჩემი ბრალია" _მკვეთრად ჩანდა ცრემლებს ამოყოლებულ სიტყვებში. კახამ ჩვეულებისამებრ რომ არ გადაუსვა თავზე ხელი,არ მოეფერა და არ დაამშვიდა ამით გასცა პასუხი. დედა და ბებია მოთქვამდნენ , კახი სიტყვას არ ძრავდა ,არავის ეცალა სოფიას სანუგეშებლად ,დუდამ მოხვია ხელები მხრებზე და წამოდგომა აიძულა _ დამშვიდდი ,გთხოვ!
_არ შემიძლია... არ შემიძლია _დუდამ ჩაიხუტა. თავი მკერდზე მიაბჯინა ყიფიანს და ისიც დიდხანს იკრავდა გულში .


დუდა მართალი აღმოჩნდა. ლევან ხაჭვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მალევე ისაუბრეს ექიმთან,დანიშნულებაც მიიღეს , ერთი დღით დავტოვებთ კლინიკაშიო უთხრეს და შემდეგ მნახველების მიღებაც დაიწყო ,მხოლოდ სოფია დარჩა გარეთ კახას სიტყვების მოსმენისთანავე
_შენ გამოა აქ და ახლა შენი დანახვაც ცუდად გახდის. იცი რაც უნდა და რასაც ითხოვს ან გააკეთე ან არ დაენახო ! _პასუხს არ დაელოდა ისე შევიდა ოთახში და დახურა კარი
_დრო სჭირდებათ ... მართალს ამბობს. ახლა ინერვიულებს თუ არ ეტყვი ყველაფერი დამთავრდაო და იმედია არ ეტყვი
_ჩემთან ,კაბინეტში წავიდეთ ... _ შებრუნდა და ლასლასით გაუყვა დერეფანს. დუდა ისე მიჰყვებოდა გვერდით ყოველ წამს მზად იყო დაეჭირა .
ცარიელი იყო განყოფილება. კაბინეტში შევიდა თუ არა მაშინვე დივნისკენ დაიძრა და დაწვა
_რა მოგიტანო _ იქვე დაჯდა და თავზე მოეფერა
_დაკარგული სიმშვიდე
_ჩვენი ბრალი არ არის მას რომ არ მოვწონვართ ერთად...მე არ მიცემია არასდროს ქალი და მე არავარ ბაბუაჩებიც კი არათუ ბაბუას ძმის რეინკარნაცია. არც მჯერა რომ ნამდვილად სცემა...ჩემთვის არავის უთქვამს მსგავსი და გარდაცვლილს ვერც დაველაპარაკებით. გავიგეთ ეშინია არაფერი დაგიშაო ... შენც გეშინია ჩემი?
_შენც დაწექი და ჩამეხუტე რა ... მინდა გონებაში ეს ქაოსი დამთავრდეს. ეს შიში გამიქრეს . სუნთქვა მიჭირს _პასუხზე მეტი იყო რომ ჩაიწია და ადგილი გაუთავისუფლა. შემდეგ ჩაეხუტა და თვალები დახუჭა
_დაიძინო იქნებ ... ყველაფერს მოვაგვარებთ , არავის დათმობა მოგიწევს . მხოლოდ ცოტა მოითმინე,გაუძელი
_მაპატიე
_რა უნდა გაპატიო სოფია
_დროულად რომ არ ვთქვი ყველაფერი და თვითონ ვერ მოვაგვარე
_არ იტირო და გიკრძალავ მსგავსი სისულელის გამო ბოდიშს საერთოდ თავის დადანაშაულებას და ფიქრს,რომ ყველაფერი მარტომ უნდა გააკეთო ,როცა ვარსებობთ ჩვენ ,მე შენთან ერთად _ ეფერებოდა ,ნაზად კოცნიდა ფიქრებით დამძიმებულ თავზე და სიმშვიდეს უზიარებდა.
..................
_როგორაა
_კარგად
_შენც არ მელაპარაკები?
_ჩვენ სახლში გნახათ საწოლში ერთად მამამ ...ეს უბრალოდ შეყვარებულობანაზე მეტი არ გგონია სოფიო? კაცი მოკვდა ლამის
_რას ამბობს
_რას იტყვის ... ან დაშორდეს ან აბარგდესო
_სახლიდან მაგდებს?
_ცოტა ხნით რომ დაშორდე და დრო მისცე არა?მერე როგორმე დაარწმუნოს იქნებ. ეს მამიდას ცემის ამბავი არასდროს გამიგია. კახამ თქვა თვითონ ვნახე და სიტყვა არ მითხრას ჩემ დაზე ვინმემო . წნევები აქვს მაღალი იმასაც ,სასწრაფოს გამოძახება გვინდოდა წუხელ ,მაგრამ უარზე იყო . ლევანს არ გააგებინოთო . იქეთ დედა და ბებია ... ბარბარეს იმხელა მუცელი აქვს ძლივს დგება საწოლიდან და სახლი საავადმყოფოდ იქცა
_ყველაფერი შენი გასაკეთებელი გახდა უცებ და დაიღალე? მაპატიე. ვერ ვიფიქრე მოულოდნელად დილით თუ ჩამოვიდოდა ქალაქში და მაინცადამაინც ბინაში მოვიდოდა
_მეზობლებს აქვთ ნათქვამი ... წამოსცდა კიდევ კარგი იარაღი არ ჩავიდე და ისე წავედიო. ბოლო წამამდე მეგონა ტყუილი იყოო. მგონია ,რომ უთხრეს დუდა აკითხავსო და რჩებაო ან რაღაც უარესი და ეჭვმა მოიყვანა. მართლა ყველა გადავრჩით იარაღით რომ არ წამოვიდა თორემ მოკლავდა და გადაყვებოდა კიდეც.
_როგორ მეზიზღება ყველაფერი
_ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ახლა უნდა აირჩიო
_ამის სათქმელად გამოგგზავნა?დედა არც მირეკავს და არც მწერს
_იმას ადანაშაულებს ახლა ხომ იცი...
_ყველა თანახმაა ჩემი ოჯახიდან მოკვეთაზე?
_ხომ იცი დაშორება დროებითი იქნება თუ მართლა ასე უყვარხარ გაგიგებს და დაგელოდება. ოჯახი კი ისეთ მდგომარეობაშია
_ვერ გამიგებს... არც მინდა,რომ გამიგოს. არაფერი დაუშავებია და არ იმსახურებს დავშორდე თუნდაც დროებით და თუნდაც მოჩვენებით. საკმარისად დავმალე და საკმარისად ითმინა მეტს ვერ ვაიძულებ. მისი სიყვარულის გამოცდას ასე არ ვაპირებ,არც მის ადამიანობაში მეპარება ეჭვი,არც მეშინია რომ ერთ დღეს გავაბრაზებ და მცემს. მიყვარს და უბრალოდ ბედნიერი მინდა ვიყო. ასეთს რას ვითხოვ. ასეთი მიუღებელი რა გვაქვს მე და დუდას . დავიღალე
_ანუ დუდას ირჩევ?
_სწორ გზას ვირჩევ და არავის შანტაჟს არ წამოვეგები. ასე გადაეცი თვითონ გააკეთონ არჩევანი სოფია უნდათ ბედნიერი თავის ქმარ_შვილთან ერთად თუ უაზრო შიშს ნებდებიან და ვირულ სიჯიუტეს.
_სულ გაგიჟებულხარ შენ
_ყველანი კარგად იქნებიან და მე მოვკვდები დუდას თუ დავშორდები არაფრის გამო
_არაფერია შენი ოჯახი?
_თუ ოჯახია გაიგონ და დაინახონ რეალობა
_უშენოდ რომ დალაპარაკებია ლევანს და კახას და მერე დაწყებულა ლევანის შფოთვები ? შენ რომ ჭორებს აბრალებდი და აღმოჩნდა რომ თავად უთქვამს ყველაფერი?
_ყველაფერი არ მითქვამს მხოლოდ ჩემ გრძნობებზე ვუთხარი . სოფიას ვუყვარვარ და რომანი გვაქვს_თქო არ მითქვამს და არც ვიტყოდი მისი სურვილის წინააღმდეგ _ მოულოდნელად გამოჩნდა დუდა და ხაჭვანების დიალოგში ჩაერთო
_ფაქტია ვერ მოაგვარე და ვერ დაალაგე
_ყველა მამა ეგოისტია და არ უნდა შვილის დათმობა, არც ემეტება ვინმესთვის და ლევანს ზედმეტად იდეალური ქალიშვილი ჰყავს . ამიტომ უჭირს მიღება
_სოფია რას აპირებ საბოლოოდ
_გადაეცი ხვალ საღამომდე აბარგდება და გასაღებსაც გამოგიგზავნით_თქო
_ეგ რომ ვუთხრა ინფარქტი ნამდვილად მოუვა
_რომ მიყენებდა ულტიმატუმს მაშინ არ მოსვლია
_ლევანი არ და მე ჩემი ხელით მოგკლავ მისი ეს ერთგულება და სიყვარული ოდესმე როგორმე რომ შეურაცხყო ,რამე რომ აწყენინო და დაუშავო წამებით ამოგხდი სულს
_აქ მოსვლამდე ნაკანთან ვიყავი სახლში და იქ ალასანია დამემუქრა ძვლების დამტვრევით ... უცებ არ გადამეკეტოს და ეგ მუქარები არ მოგიბრუნოთ. შეურაცხყოფასაც მაყენებთ ,გითმენთ სოფიას გამო
_ჯერ სად ხარ ... სოფია ხაჭვანი მოწვევის გარეშე ჩაგისახლდება სახლში სულ მალე და სიკვდილი თუ დაგაშორებთ თორემ ისე არ დაგთმობს
_სიკვდილის გარდა ვერაფერი დამაშორებს ისეც და ტყუილად ნუ ეცდები ახლა შენი დის უარყოფითი თვისებების ჩამოთვლას . იმედი მაქვა შენს გოგონას ისე არასდროს ატკენ გულს შენი ამოჩემების გამო როგორც მამაშენმა სოფიას არაფრის გამო ,ილუზიის ... _ სოფოს თავი დახრილი ჰქონდა,ტირილის ზღვარზე იყო და კახის წასვლას ელოდა ცრემლებისთვის გასაქანი რომ მიეცა
_არ ვიცი მე როგორ უნდა დაგეხმარო... როგორც კი რამეს ვეტყვით ეგრევე გიჟდება. სანამ უკეთ არ გახდება და უკეთ ვერ გახდება შენ რომ არ ეყოლები. პარანოია დაეწყება
_ტყუილად ვლაპარაკობთ უკვე. როგორც მივხვდი არჩევანი ჩემზე გააკეთა სოფიამ . მე არ ვაყენებ ამ არჩევანის წინაშე
_რა უნდა მოგიხერხოთ როგორ შეგარიგოთ არ ვიცი
_შენ არაფერი ... მომწერე როგორ იქნებიან და არ მომანატრო თავი _ კახის რამდენჯერმე აკოცა, გამტყდარი ხმით უთხრა სიტყვები
_თავს მიხედე და ისე იცხოვრე არასდროს ინანო ეს არჩევანი _ დახუჭული თვალები დაუკოცნა და მერე წამოუვიდა ცრემლები სოფიას
_ლევანს ვაპატიებ და დედას არასდროს დავუვიწყებ ამ დუმილს. მერჩივნა გაველანძღე ვიდრე არაფერი გაეკეთებინა
_ხომ იცი როგორია ... შენ ყველას ძლიერი გვგონიხარ და შენ დაცვაზე არცერთი ვფიქრობთ ხოლმე ლევანის გარდა. ლევანისთვის ხარ პატარა უსუსური გოგო და იმიტომ აქვს ეს ისტერია ...
_მანქანის გასაღები გაიყოლე . მისი საჩუქარია
_თუ ღმერთი გწამს უფრო ნუ გააგიჟებ
_წაიღე !
_ღმერთო ამათი შერიგება მანახე და არაფერი მინდა მეტი ... შევეწირები ბოლოს _ ამოიოხრა და ისე წავიდა.
_დამშვიდდი ... ხომ მაინც უნდა გადმოსულიყავი ჩემთან. არაფერი ხდება ისეთი რასაც არ გავაკეთებდით უბრალოდ ცოტა უფრო მალე განვითარდება მოვლენები _ მის ფეხებთან ჩაიმუხლა და ხელები დაუკოცნა _ ვიტიროთ ჯერ კიდევ თუ ჩემოდნები გამოვალაგო და ჩავალაგოთ _ ქვემოდან ახედა რამდენიმე წუთის შემდეგ და ცრემლებით დანამულ ტუჩებზე აკოცა
_არ შემიძლია
_მამიკოზე უარის თქმა ? ოჯახზე რომელიც მხოლოდ იმიტომ გიშორებს რომ გიყვარვარ და სათამაშოსავით გექცევა? შენ თუ ეჭვი გეპარება,თუ გგონია რომ ჯერ მზად არ ხარ ყველაფერი მითხარი რასაც ფიქრობ და გავიგებ ,გეფიცები არ გავბრაზდები არც მეწყინება. მოვიფიქრებ როგორ დაგარწმუნო და
_მტკივა და ვბრაზობ ასე რომ იქცევიან ... ტყუილად ვიდანაშაულებ თავს. იქამდე რომ მეთქვა იგივე მოხდებოდა უბრალოდ ის საშინელი მომენტი არ იარსებებდა კადრებად ჩვენს გონებაში . მამაჩემი კარში და ჩვენ საწოლში ... ზუსტად იგივეს მეტყოდა და მეც ისევ აგირჩევდი.
არ შემიძლია ახლა ბარგის ლაგება. იმდენი რამეა
_მე ჩავალაგებ ... გინდა წყალი მოგიტანო ან რამე საჭმელი? ჭამე დღეს რამე საერთოდ?
_არ მახსოვს ... არაფერი მინდა_ უკან გაჰყვა და უჯრებიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ნივთების ამოლაგება. დუდა კი დიდ ჩემოდანში აწყობდა მის ტანსაცმელს .
_სად გინდა რომ წავიდეთ ... ბინაში,სახლში თუ ქალაქიდან გავიდეთ
_ხვალ სამსახურში უნდა ვიყო და შენ შენ საქმეებს მიხედო
_ველაპარაკე კაკაურიძეს და ერთი კვირის მერე დავიწყებ მუშაობას
_როდის ელაპარაკე
_რამდენიმე საათის წინ... შენც დაგეხმარები სანამ ახალ უმცროსს იპოვნი. დარჩენა და გაჭიანურება არ ივარგებდა. მეტს ილაპარაკებენ და ნერვებს მოგიშლიან
_მადლობა ... ყველაფერს რომ ითვალისწინებ.
_აბა?სად მივდივართ? სახლში თუ ბინაში
_ბინაში წავიდეთ ... არ მინდა სახლში. რაღაცნაირად ვიგრძნობ იქ თავს
_არ გიყვარს სხვების აურის მქონე სახლში ცხოვრება ხომ? წელს ბათუმის ბინა უნდა დავასრულო და მოგვიანებით ავარჩიოთ რამე სხვა ადგილი. სულ ახალი ემოციებით და ისტორიით
_საკმარისზე მეტი ხარ უკვე ... დანარჩენს შემდეგ გვიჩვენებს დრო.

ბარგი ამოლაგებული არ ჰქონდათ კარზე ზარის ხმა რომ გაიგეს
_ელოდები ვინმეს ?
_არა ... _ გასაღებად გავიდა და სოფიამაც მალევე გაიგო ხმა
_გამარჯობაა ... კეთილი იყოს ჩემი ძვირფასი ფეხი თქვენს სახლში
_მათე ?_ მაშინვე გავიდა და ქაღალდის ყუთებით ხელში მდგომს შეხედა
_გეფიცები მე არ მითქვამს თვითონ გაიგო და ისე წამომიყვანა არ ვიცოდი სად მივყავდი _ კიტამ ქოშინით ამოიარა კიბე . ხელში მასზე მეტი ყუთები ეჭირა
_შემოდი ნუ წუწუნებ... ახალსახლობა არ უნდა მიგველოცა წყვილისთვის და არ უნდა გვეთქვა ,რომ ვულოცავთ სიყვარულის გამარჯვებას ? ამხელა ექიმ ქალს საჭმელს ხომ არ ვაკეთებინებდით და გამოვიყოლეთ რესტორნიდან_ ისე შეაბიჯა სამზარეულოში და დაალაგა მაგიდაზე ყველაფერი თითქოს საკუთარ სახლში იყო _მაინც რას გიწუნებს ლევანი ვერ გავიგე ... სახლი გაქვს,კარი გაქვს,გარეგნობა მშვენიერი, ჭკუა_გონების დეფიციტსაც არ განიცდი . ქურდი არ ხარ,არც მკვლელი,არც ნარკომანი,არც ლუდომანი . ცოტას კი ჭედავ ხოლმე და გაუგებრობებში ეხვევი ,მაგრამ ასე თუ შევხედავთ მეც უნდა დამიწუნოს სასიმამრომ? არადა მე მოვწონდი ძალიან მამაჩემთან ძმაკაცობის გამო დავიჯერო?
_ გეფიცები უკონტროლოა... ცოტა ხნით დავრჩებით და წავალთ შემდეგ
_რატომ ცოტა ხნით?სტუმართმოყვარეაო ასე ვიცი მე გიგაურებზეც და ყიფიანებზეც და შენ ვის დაემსგავსებოდი . სოფიას ვინღა წაგართმევს ... ბავშვს ვერ მოგინათლავთ , ვაკოცე წლების წინ და ტეხავს თორემ სიამოვნებით დაგინათესავდებოდი ამ გზით
_მათე ! _ იქამდე თუ ეცინებოდა მის ტონზე და მოქმედებებზე მერე უცებ შებრუნდა და შეუღრინა
_რა ? ხომ იცის შეყვარებულები რომ ვიყავით რა იყო ... მე მაინც თინა გვიაჩიანი მომწონს ძალიან . გოგასთან უნდა წავიდე ხელი ვთხოვო
_სიცოცხლე მობეზრდა, თვითმკვლელობის თავი არ აქვს და ჩემი ხელით უნდა რომ მოკვდეს ! _კიტას ხმა გაისმა წამსვე ,მაგრამ არაფრად ჩაუგდია
_დაურეკე ჩვენებს გამოვიდნენ...ღვინოს გაგასინჯებ თან _დუდამ შეცვალა თემა
_ღვინო წითელი თუ თეთრი
_თეთრი მაქვს იმერული ცოლიკოური
_საინტერესოაა ... არადა ღმერთია მოწმე დათრობა გეგმაში არ მქონია . უბრალოდ ვნახავ ჩემი სოფია სად გადაცხოვრდა_თქო და
_შენ ხო არ მოასვენებ ადამიანს და არ დააცდი ცუდად ყოფნას...დასხედით მიდი და მე მივხედავ ყველაფერს
_რა დროს გლოვაა რა ბიჭი ჩაიგდე ხელში ... _ სოფიას წინ შეჩერდა და ზემოდან დახედა . სახეზე აკვირდებოდა და მერე თვალებზე _შენ უნდა იყო ყველაზე ბედნიერი და არცერთი წუთით უბედური ,სოფია _ ჩუმად უთხრა და მერე შებრუნდა დუდასკენ_ამ სვანური გვარებით კი პატენტი იმერლები ხართ,მაგრამ ოჯახში მჭადის ფქვილი ხომ არ გეპოვებათ? ღომი მინდა ძალიან და ვერავინ მაჭამა რა გახდა არ ვიცი
_სტუმარი შეკვეთებს იძლეოდეს მხოლოდ რესტორანში ვიცოდი . ოჯახშიც ასეა ?
_თუ მეგობართან ხარ შეიძლება თხოვო ... გავაღებ მე . იყავი შენ ისედაც გადაღლილი იქნები _ კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა და ალასანია თავად გაჩნდა საკეტთან _ გამარჯობა,მობრძანდით _ბევრჯერ გაისმა ეს სიტყვები იქამდე სანამ სასტუმრო ოთახში მდგომი მაგიდა არ გაიშალა და სოფია ისე გამხიარულდა ბოლოს ყველაფერი დაავიწყდა. მათემ ორი_სამი ჭიქა დალია და ისე ამბობდა სადღეგრძელოებს თითქოს იქ მიწვეული თამადა იყო . ყველა დაათრო და თვითონ დარჩა ფხიზლად
_მე წავიყვამ გოგონებს შენ არ ინერვიულო... თინიკო მანქანით თუ ხარ გაიყოლე კიტა რა . ხომ ხედავ ფეხზე ძლივს დგას და დანარჩენებს მე მივხედავ _როგორ მოახერხა და როგორ დაიტოვა ნავერიანის მანქანა ვერ გეტყვით. კიტა კი თინასთან იჯდა დაუჯერებლად გათიშული.
_რა დამართე ნავერიანს
_შენ აიწყვე ცხოვრება და არ გედარდება შენზე უფროსი შინაბერა ძმაკაცი და მე იქამდე ვერ გავიხარებ სანამ მაგათ ერთად არ ვნახავ. წავედი წავიყვანო შენი ნათლულები სახლში... კი არ მომიტყუებია _სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და დუდას მხარზე დაადო ხელი _ შეხვედრამდე
_მალე შევხვდებით უკვე ვიცი
_დაბადების დღე მაქვს მალე და ჩემთან დაგპატიჟებთ, სულ სტუმარი კი არ ვიქნები _ მიდიოდა,სიგარეტის კვამლს უშვებდა ცისკენ . შემდეგ კი ანას და თორნიკეს წაუძღვა მანქანისკენ_ნათლია გვყავსო თქვენ უნდა თქვათ ... ჩემი ნათლულები მყავს სანახავი თორემ სახეზე როგორი ვარ ფოტოებიდან იციან მარტო. ანიკო ერთი შენც იცი , ნიკუშა ჩიქობავა _ ლაპარაკს აგრძელებდა იქამდე სანამ ორივე არ ჩართო საუბარში და დაძაბულობა არ მოუხსნა თავისზე პატარებს.

დუდა უკან შებრუნდა და სამზარეულოში მდგომ სოფიას ჩაეხუტა
_შეეშვი ამათ... დავწვეთ ,გვიანია _ ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა _დავიძინოთ ან რამე უფრო აქტიური და სასიამოვნო გავაკეთოთ
_მთვრალი ვარ
_ჩემი სიყვარულით ხომ? _ხელში აიყვანა და ისე დაიძრა აკისკისებულ ხაჭვანთან ერთად
_კარი ჩაკეტილია?
_ჩემ გარდა არავის აქვს გასაღები _ კოცნებს შორის უთხრა
_ფობია არ გამიჩნდეს
_გადაგალახინებ! _ ტანსაცმელს აშორებდა და კოცნას არ წყვეტდდა.
.................
_ბევრი დრო არ მაქვს რეზი . სწრაფად გვითხარი რა _კაბინეტში შესვლისთანავე უთხრა კაცს
_მართალია რომ ერთად ცხოვრობთ?
_დიახ . რამე პრობლემაა?
_სოფია
_ოფიციალურ განცხადებას წასვლის შესახებ თვის ბოლოს დავწერ . როგორც იცით რეზიდენტი თერაპიაში არ ვარ და არც სურვილი მქონდა ამიტომ განყოფილებასაც ვტოვებ. ჩვენ ურთიერთობა კი სამსახურეობრივ მოვალეობებს არ არღვევს და არც წესდებას ეხება . სხვა თემაზე თუ გაქვთ კითხვა გისმენთ _ დუდამ მოკლედ უპასუხა და მაქსიმალურად დააიგნორა კაცის გამომეტყველება
_არ მჯერა რომ მასთან ხარ...რაღაცას გვეღადავები ხო? სოფია მიპასუხე
_გიპასუხე უკვე და ყველას სათითაოდ როგორ ვუპასუხებ კიდევ არ ვიცი. მუშაობაში ხელს თუ შემიშლიან იცი რამდენი კლინიკა გამიღებს კარს
_დუდას წასვლა არ მომითხოვია მე უბრალოდ ინფორმაცია უნდა მქონდეს რადგან უმცროსი ექიმია და თუ ჩვენი რეზიდენტი გახდებოდა
_არ იქნება ჩვენი რეზიდენტი . ფსიქიატრიას ირჩევს
_სხვა თუ არაფერია დაგტოვებთ
_შენ დაგვტოვე სოფიასთან მაქვს კიდევ რაღაც საქმე
_მასთან ერთად მითხარი თუ საქმეს ეხება და თუ არ ,საჭორაოდ არ მაქვს დრო და საკუთარ თავსაც ნუ მისცემ იმ უფლებას არჩევანი შემიფასო _ არ მოუსმინა ისე გავიდა პირველი და ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი_ თერაპიაში ავალ მე ,შენ ქვემოთ ჩადი არ დაავიწყდეს ყურაშვილს ექოსკოპიაზე გასვლა .
_ნუ ბრაზობ ... დიდხანს ილაპარაკებენ და მერე გაჩერდებიან _ ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა _ დამშვიდდი
_მშია ... რამე შეუკვეთე და ჩვენებთან ერთად ვისადილოთ _ ლოყაზე აკოცა და ისე წავიდა არავის მზერისთვის მიუქცევია ყურადღება.

დუდას ისეთი გაცილება მოუწყვეს ლამის სოფიასაც აეტირა. უყვარდა ის განყოფილება და ყველა იქ მყოფთან დროის გატარება. უფრო მეტად დააფასა ბოლოს მომხდარი ამბების შემდეგ , მათი რეაქციების და შეუცვლელი დამოკიდებულების გამო.
_შემოვივლი ხშირად
_ან გექნება დრო და ან არა
_მე აგირჩევ ისეთ უმცროსს ნამდვილ თერაპევტად რომ აქცევ და გვერდით გეყოლება სანდო კადრი
_მე შენ მომენატრები გვერდიით _ წუწუნებდა მთელი ღამე
_როგორ ძალიან მიყვარს ეგ ფაქტი
_ფაქტი კი არა მე უნდა გიყვარდე
_შენ მიყვარხარ უკიდეგანოდ _ რამდენჯერმე აკოცა და თან უფრო მჭიდროდ შემოხვია მკლავები
_ბევრს თუ გეჯუჯღუნება კაკაურიძე მითხარი და მერე მე გავუმწარებ სულს
_დამიცავ სამსახურში უფროსი თუ გამიბრაზდება?
_ვიცი მე ის როგორი უჟმურიცაა
_მაქვს რთულ უფროსთან მუშაობის გამოცდილება
_გაგებუტე
_შეგირიგებ როგორმე ...

დუდას გარეშე სამსახურთან შეჩვევა გაუჭირდა,მაგრამ ის ფაქტი ამშვიდებდა,რომ ყიფიანს მოსწონდა ის რასაც აკეთებდა. სწავლა დაიწყო და ამ პროცესით ბედნიერი იყო. სოფიასაც უზიარებდა ახალ ინფორმაციებს. კონფერენციაზეც იყო იმ დღეებში და ბოლოს სოფიასთვის უცნობ გოგოსთან ერთად გამოჩნდა კაბინეტში
_როგორ მიდის დღე?
_შენ არ მუშაობ?
_ცოტა ხნით გამოვედი... ვიღაც უნდა გაგაცნო
_გამარჯობა
_გაიცანი სოფია ხაჭვანი ... ეს კი თაია აბშილავაა . მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოს ჭკვიანია და შრომისმოყვარეც
_ჩემ გარეგნობას რა სჭირს ?
_მოდელს უფრო ჰგავხარ ვიდრე ექიმს ,რომელიც მზადაა ფორმა ჩაიცვას და ღამეები ათენოს კლინიკაში
_თან რომ ლამაზი ვიყო და თან ჭკვიანი არ შეიძლება? შენ და ჩემი ძმა ჭკუიდან გადამიყვანთ ერთ დღეს ...
_თაიაა ნუ გამაბრაზებ თორემ უკან წაგიყვან
_ამას როგორ უძლებთ?
_თქვენ მე არ მიცნობთ თორემ პირიქით იტყოდით. როგორც დავასკვენი დუდა უნივერსიტეტში არ გაგიცნიათ
_ჩემ ძმასთანაა ბაღიდან მოყოლებული და მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ყელში მყავს უკვე,მაგრამ თუ მისი რეკომენდაციით მუშაობის და ცოდნის მიღების საშუალებას მივიღებ
_მხოლოდ მისი რეკომენდაცია საკმარისი არ იქნება . საკმაოდ რთული გრაფიკი გექნება
_ვიცი,მითხრა და ძალიან მომწონს. ვერ ვიტან უსაქმოდ ყოფნას , მიყვარს როცა დაკავებული ვარ და თან აზრიანად დაკავებული
_დამღლელად ენერგიულია ბავშვობიდან ... ჭირვეულიც,მაგრამ თუ დაავალებ გააკეთებს მჯერა.
_მუშაობის გამოცდილება?
_მაქვს ... აქ წერია ყველაფერი. ყველა კურსი,ტრენინგი, დიპლომი, მუშაობის წლები და
_რამდენი წლის ხარ?
_5 წლის შემიყვანეს და ყველაფერი ადრე დავასრულე. მუშაობა მეორე კურსიდან დავიწყე უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა ზუსტად და ბევრ განყოფილებაში ვცადე
_დავიწყოთ ხვალიდან და ვნახოთ რა გამოგვივა
_დღესვე რომ გავეცნო სტაფს და გარემოს არ შეიძლება?ხვალ უფრო მომზადებული მოვალ ... ხალათი მაქვს
_შეგვიძლია _ გაეღიმა და მერე ახლოს მისულ დუდას ახედა _ ამდენ ხანს რატომ არ გამაცანი გეშინოდა მე გამიშვებსო?
_არ მახსოვდა ამის ექიმობა. თან რეანიმატოლოგობა უნდოდა ბოლოს
_ჩემთან დავიტოვებ. მომწონს !
_ეგ არ უთხრა თორემ შეგვჭამს მერე მე და ზუკას _ ზურგით დადგა გოგოსკენ და ტუჩებზე შეეხო ხაჭვანს_მომენატრეთ ქალბატო სოფია
_მე უფრო ,მაგრამ საქმე მააქვს
.................
გიორგი და ნათია რომ გამოჩნდნენ ზღურბლზე ხაჭვანი იდგა კართან და ელოდა მორიგ დრამას
_გამარჯობა ... მობრძანდით. დუდა სამზარეულოშია
_დედა და მამაც მოდიან არ ჩაკეტო კარი _ გიორგიმ უთხრა და მალევე გაისმა ხმაც
_ბებიკო როგორ ხარ_ პირველი ქალი მოეხვია დუდას და რამდენჯერმე აკოცა
_კარგად ბებოს სიყვარულო ...
_ვვახშმობდით , შემოგვიერთდდით
_რა მოამზადე ბე ?
_მე არაფერი... ვიღლები ძალიან . სოფიომ დამახვედრა
_როგორ მიდის სწავლა ახალი საქმის ... შენც ხომ არ გააფრინე შემთხვევით
_არა და არც ვაპირებ. საინტერესოა ძალიან
_თერაპია_ნეფროლოგიაში რა არ მოსწონდა არ ვიცი
_თერაპიაში შენ მოსწონდი და საკმარისზე მეტი აღმოჩნდი
_ქორწილს არ გეგმავთ?ასე უნდა იცხოვროთ ? _გიორგიმ მალევე ჰკითხა დუდას
_ქორწილის და ღრეობის მოწყობის განწყობა ახლა არ მაქვს . ნატალია ახლახან გარდაიცვალა ... სოფიასაც არ აქვს ოჯახთან ისეთი ურთიერთობა ქორწილში რომ მოვიპატიჟო და ხაჭვანების გარეშე ქორწილი არ იქნება
_ყველაფერი გადაგიწყვიტავს შენ... სოფიას ჰკითხე?იქნებ უნდა ხელი მაინც მოაწეროთ ან ჯვარი დაიწეროთ... თხოვე საერთოდ ხელი? ახლა ისეთ გრანდიოზულ სიურპრიზებს უწყობენ გოგოებს და შენ ასე უბრალოდ აპირებ სოფია ხაჭვანი სახლში დაისვა?
_შენ რა იყო რაც ლევანმა ვერ გვითხრა შენ გვეუბნები? ეს რომანტიული ხალხისთვის სანახავი სისულელეები არ შემიძლია. რომ მიყვარს და მინდა სულ ჩემთან იყოს იცის ისედაც ,მუხლზე დადგომა ვარდების ზღვაში და სანთლების შუქზე რად უნდა
_რატო ბებერი ხარ და ვერ დაუჩოქებ? თუ ბეჭდის ფული არ გაქვს და ვერ ყიდულობ
_გიორგი რა გინდა?
_გოგო რომ მყავდეს რომელიც ასე ადგება და გადაცხოვრდება კაცთან ავიჭრებოდი . იმას არ მოსწონხარ ეგეც მესმის რატომაც და მთლად კი არ უნდა გახვიდე თავს. რა გეზარება შე ჩემა ქორწინების ბეჭდები მაინც აარჩიეთ და ხელი მოაწერეთ . სულ არ ესწრება ვინმე ხოლმე მეჯვარეების გარდა .ჯვარი მერე დაიწერეთ ლევანი რომ შეგირიგდებათ...
_ არა ახლაც რა აჩერებს. იმის თუ ეშინია რომ ჩემი შვილი გცემს და რამეს დაგიშავებს . გეჩხუბა თუ ყოველ წუთს გაკითხავს და გამოწმებს . დედაშენმა რაო რა თქვა იმასაც ეშინია ? _ნათიაც ჩაერთო საუბარში
_ლევანს უვლის და უფრთხილდება მხოლოდ. მიცნობს და იცის არ ვიცხოვრებდი ისეთ კაცთან ვინც საშიშია. იმაზე მეტად ძლიერიც ვგონივარ ვიდრე ვარ ... რაც შეეხება ხელის თხოვნას და ქორწილს მეც იგივე აზრი მაქვს ზუსტად. ორივემ შესანიშნავად ვიცით დროებით რომ არ ვცხოვრობთ ერთად და ეს არც გამოსაცდელი დროა,არც ვერშევეწყვეთ ერთმანეთს იქნება დასასრული . ბეჭედზე შეიძლება ფიქრი ,დუდას თუ არ დაეზარება გაკეთება... უბრალოდ არჩევა მეზარება
_ამან აარჩიოს მერე რას მიკეთებს
_აუ გიორგი
_რაა დედაშენს ოცი ბეჭდი ვუყიდე შენ რა უპრეტენზიო ქალი იპოვე და ორი ბეჭდის არჩევა არ გინდა? სულ გაზარმაცებულხარ შენ
_წამოსვლამდე ჩვენც ვფიქრობდით როგორ მოვქცეულიყავით... რომ გველაპარაკე ვერ გავიგეთ ქორწილს აპირებდით თუ არა. შენი ცოლისთვის იმდენი წელია ვაგროვებ ოქროს თან ვფიქრობ არ გადაირიო . ახლა ახალგაზრდები ყველაფერ ძველ წესს სასაცილოდ იგდებთ _ბებოც აჰყვა შვილსა და რძალს
_მივსულიყავით ამ გოგოს ხელის სათხოვნელად ნიშნებით და იქნებ კი მობრუნებოდა გული კახას და ლევანს ... ჩემი ძმა რასაც აკეთებდა ღმერთია მოწმე მე არ ვიცოდი და მე ვიცოდი სოფიკოს როგორ უყვარდა ,როგორ მისტიროდა ისიც და როგორ არავინ მოიყვანა სხვა. მე არ მინახავს ნაცემი ქალი ჩემ ძმასთან თორემ ჩემი ხელით ვაგებინებდი პასუხს და დავუბრინებდი უკან ხაჭვანებს. ჩემი შვილიშვილი მამამისსაც არ გავს ბაბუის ძმას კი არა და სისულელეა მამაშენი რასაც ამბობს. მაგას უბრალოდ გოგოს გათხოვება არ უნდოდა ან უკეთესი ბიჭი წარმოედგინა შენ გვერდით
_მეც კი ვუთხარი არ გინდა დუდასთან_თქო ვიცოდი ლევანი გაგიჟდებოდა და სოფიკოს ცემის ამბავიც ვიცოდი... მე სულ მეგონა ბიძაჩემს არ უქნია და თვითონ მამამისმა სცემა,მაგრამ მაგას ვინ აღიარებს ახლა. მკვდარს ვინ ჰკითხავს და სოფიკოს ვინ დაელაპარაკებოდა ჩვენგან. როგორცაა მე შევიცვალე აზრი და მამაშენს სანამ ბავშვს არ მიუყვანთ იქამდე არ მოუბრუნდება გული და იმედია ლევან ყიფიანი არ გვეყოლება ოჯახში
_გიორგი გეფიცები ხანდახან პასუხს ვერ ვპოულობ ისეთ რამეს იტყვი
_რა იყო ქორწილს არ აპირებთ და ბავშვსაც არ აპირებთ?
_ხო აი დედაჩემია ძალიან ახალგაზრდა და ბებიობისთვის არაა მზად
_ნუ მიღრენ ერთი რაა შენი ჭირიმე ოჯახური ურთიერთობა თუ გინდა რომ გვქონდეს და ისე ვიყოთ მასთან როგორც შენთან რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ და უცხოსავით არ ვექცევი... ეს საჭმელიც ყველაფერი გემრიელია . ვინ გასწავლა ბებიამ?
_ორივემ და თვითონაც ვისწავლე მარტო რომ ვცხოვრობდი რეზიდენტურის დროს . ბავშვს რაც შეეხება ლევანს არ დავარქმევთ ,მაგრამ არც გიორგის ალბათ _ ბოლოს დააყოლა და გაიცინა _ ხო? _ დუდას გახედა დაეჭვებულმა
_ღმერთო მიშველე იქნებ გოგო იყოს ყველა რას მიწყვიტავთ არარსებული ბავშვის სახელს
_ხომ უნდა ვიცოდე თუ გაბრაზდება გიორგი
_მე რა ბაბუის სახელი დავარქვი შვილს? დუდა ჰქვია ... რაც მოგწონს ის უნდა დაარქვა . ამას გულისხმობდა გიორგი _ნათიამ განუმარტა ქმრის საუბარი_ ბეჭდზე მეც იგივეს ვფიქრობ ,ან აარჩიეთ ან მე და დედა გაჩუქებთ . ნატალიასაც ჰქონდა დუდას ცოლისთვის ცალკე ყველაფერი და რომელიმე რომ აარჩიო არათითზე მოსარგებად ოქროს ბირჟაზე გავლა აღარ იქნება საჭირო
_ამათ ერთად თუ შეკრიბეს ის ოქრო გამყიდველს მეტი კი არ აქვს
_სულ არაა სასაცილო ... სერიოზულად მიუდექი ამ საკითხს . გინდა არ გინდა საზოგადოების ნაწილი რომ ხარ ქვეყანა არ უნდა აალაპარაკო. საყვარელი ხო არაა ბოლო ბოლო რა წესია ასე
_ახლა რომ გავუკეთო ბეჭედი გამოვა რომ თქვენ დამაძალეთ და იქნებ გეყოთ ამ თემაზე საუბარი
_ნეტავ ნატალია იყოს ახლა ცოცხალი
_იცოდა სოფია რომ მიყვარდა და დარწმუნებული ვარ ისიც ზუსტად იცოდა ერთად რომ ვიქნებოდით ბოლოს

ბევრი ისაუბრეს იმ საღამოს. დუდას ამბებს უსმენდა და სულ სხვა განწყობა ექმნებოდა მათ ქაოსურ ოჯახზე. გონებაში ხედავდა თავის დალაგებულ ოჯახს,სანიმუშოს ჭორებისა და არეულობების გარეშე ,რომელმაც ვერ გაუგო ,ზურგი აქცია და ყიფიანებს, რომლებიც დუდას გვერდით დარჩნენ . აშკარა იყო დუდას გავლენა მათზე,ვინ იცის რამდენხანს არწმუნებდა ოჯახს,მაგრამ შედეგი მიიღო. სოფიას კი არ გამოუვიდა ხაჭვანებზე გავლენის მოხდენა.
...............
კიდევ ერთი დამღლელი კვირის ბოლოს ძლივს ერთ დღეს სახლში ატარებდნენ და ისიც მათე ალასანიას დაბადების დღეს დაემთხვა. წვეულება იმაზე მეტად გრანდუოზული გამოვიდა ვიდრე ვარაუდობდა და მათეც უკვე სამუშაო ფორმაში დაბრუნებული სრულიად ტრანსფორმირებული იხილეს სტუმრებს შორის. უამრავ ნაცნობს შეხვდნენ , ბევრი ისაუბრეს ,რამდენიმე ჭიქაც შემოეცალა ყიფიანს და ბოლოს მოცეკვავე წყვილებს შორის აღმოჩნდნენ .
_სახლში წავიდეთ ... დროა უკვე ,არა?
_ხვალ ორშაბათია
_მე მორიგე არ ვარ . შენ?
_არც მე
_ რამე ხდება?
_არაფერი
_რაღაცნაირად აღელვებული ხარ
_სუნთქვებს მითვლი სოფია? თუ როგორ ხვდები _ ხელზე აკოცა და თბილად გაუღიმა
_ვგრძნობ
_ყველაფერი რიგზეა ... შესანიშნავადაა უბრალოდ რაღაც მაქვს შენთვის . დიდი ხანია ნატალიას სეიფში იდო და ელოდა დროს როცა დღის სინათლეს ნახავდა. ჯერ ვიფიქრე მართლა ხომ არ გადავაბიჯო საკუთარ კომფორტს, მოვაწყო ვარდების ბილიკები და დავუჩოქო_თქო
_ჩემი ხარხარის ხმა ჩაგესმა ალბათ ამ სანახაობის ნახვისას და იმიტომ გადაიფიქრე _ბინის აივანზე იდგნენ უკვე დიალოგი რომ განაგრძო დუდამ და ჯიბიდან ყუთი ამოიღო
_არაფერს გთხოვ მხოლოდ იმიტომ ,რომ პასუხი უკვე მაქვს და ახლა უბრალოდ ბეჭედს მოვარგებ შენ არათითს რომლის დანახვისას მაშინაც მიგრძნობ როცა არ ვიქნები გვერდით და გაიხსენებ როგორ უსაზღვროდ მიყვარხარ _ ჯერ მტევანზე აკოცა და მერე გაუკეთა ბეჭედი დადუმებულს_არაფერს მეტყვი ?
_ იუსტიციაში უშენოდ დავჯავშნე ადგილი ... შენი დაბადების დღისთვის მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა. ვერ მოვიფიქრე უკეთესი რა მეჩუქებინა ჩემი ქმრის სტატუსზე აღმატებული
_მომწონს თქვენი არჩევანი,ქალბატონო სოფია ...
.................
_რა ხდება უკვე მოვიდა ცნობა ხაჭვანებთან?_ ფოტოს გადაღებაც ვერ მოახერხა ქორწინების მოწმობით ხელში კახიმ რომ დაურეკა
_რა ცნობა ბარბარეს მშობიარობა დაეწყო საავადმყოფოში ვართ შენ სად ხარ ... მიშველე . გავგიჟდები . ტკივა,კივის და მე ვერაფერს ვშველი
_მოვდივარ . დამშვიდდი შენ ხომ არ აჩენ ნუ აანერვიულებ და გოგო ისე დაამშვიდე და დააწყნარე ახლა როგორც მაგ ბავშვის ჩასახვის პერიოდში
_მალე მოხვალ?იქამდე რომ გაჩნდეს?
_არ გაჩნდება ჩემ მოსვლამდე და თუ გაჩნდება მით უკეთესი . კახი !
_ ყველაფერი კარგად იქნება და ბარბარეც კარგად იქნება და ბავშვიც ...
_რა ხდება მშობიარობს?
_ხო
_რამდენ წუთში მივალთ როგორ გგონია
_ვეცდები მალე მივიდეთ _ მთელი გზა ტელეფონზე საუბრობდა. ექიმებს ურეკავდა და ბოლოს მანქანიდან გადასვლისას დუდას ჩაკიდა ხელი
_ჩვენი ცოლ_ქმრობის დასაწყისი
_ჩემ დაბადების დღეზე დაიბადება
_თუ დღეს იმშობიარებს კი
_შენ რა უნდა გეთქვა _დერეფანში ლამის სირბილით მიდიოდნენ დუდამ რომ შეაყოვნა _ ხელმოწერის მერე გეტყვიო რომ მითხარი
_სახლში რომ მივალთ მერე გეტყვი ... ყველაფერი რიგზეა _ ლოყაზე აკოცა და კარის გაღების შემდეგ მომენტალურად აღმოჩნდა ოჯახის წევრების წინ. ოთახის რომლის მონატრება და დანალკლისი იმ წამს იგრძნო მთელი ძალით . დაინახავდით და ერთ მუშტად შეკრულ ,ჰარმონიულ ოჯახს ჰგავდნენ სოფიას გარეშეც. სუნთქვა შეეკრა და წამსვე იგრძნო დუდას შეხება გაყინულ თითებზე
_წავიდეთ , ხალათი ჩაიცვი და შევიდეთ მაია ვნახოთ
_თავბრუმეხვევა
_ჩაისუნთქე და ნაბიჯი გადადგი . თავი არ დახარო წინ გაიხედე _ხმამაღლა ესმოდა დუდას ჩუმად ნათქვამი სიტყვები . ენერგიის მიმცემ ძალად გრძნობდა მისი ტუჩების თავზე წამიერ შეხებას
_ არც მოგვესალმები ?
_მიცანი ? მეგონა წამშალე მეხსიერებიდან _ გაყინული იყო და მაინც სცემდა პასუხს წინ მდგომ კახას
_სანამ მოგკლავს იქამდე დაგივიწყოთ სჯობს კი _ ლევანის ხმა გაიგო და მისკენ არც გაუხედავს ისე უპასუხა
_გიკრძალავთ ყველას დუდას მისამართით მსგავსი ბრალდების გაჟღერებას ! ისე ნუ იზამთ რამე რომ დამემართოს ჩემ ცხედართანაც არ მოგიშვათ
_შენ გოგო
_ლევან, ჩხუბის დაწყება არ უნდა ხომ იცნობ , იცი როგორი ხასიათიც აქვს . ვერაფრით ვანიჭებ სრულყოფილ ბედნიერებას თქვენ გარეშე და ახლა უბრალოდ პასუხს გიბრუნებს ბრალდებაზე , თავს იცავს შენგან და იცავს საკუთარ არჩევანს _ დუდა თუ ასე მშვიდად დაელაპარაკებოდა ლევან ხაჭვანს ვერასდროს წარმოიდგენდა_შეუძლებელია ვინმემ დაგიმტკიცოს საკუთარი სიტყვები საქმის გარეშე და ჩემ კაცობას დროის გარდა ვერაფერი გიჩვენებს. სჯობს თქვენი შვილის გვერდით იყოთ და როგორმე ამიტანოთ ვიდრე შორს , დაკარგოთ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები
_დაქორწინდით?_ დედის კითხვა გაიგო და შეეხო კიდეც ბეჭდიან თითზე რომლის იქ არსებობასაც ჯერ კიდევ არ იყო შეჩვეული _ როდის დაქორწინდით . არ უთქვამს კახის
_ჩემთვის რომ გეკითხა გეტყოდი . ალბათ შენგან გადმომივიდა გენეტიკურად ქმრის ყველაზე და ყველაფერზე წინ დაყენება
_ცოლად გაყევი ? _ ამჯერად კახამ ჰკითხა და ამღვრეული თვალებით დახედა არათითზე მორგებულ ბეჭედს _შენი ქორწილი გამოვტოვე,ბაბუ?
_არ გამოგიტოვებიათ ქორწილი...ხელი მოვაწერეთ ერთი საათის წინ . ქორწილი წლის ბოლოს ან შემდეგ წელს იქნება და ჯვრისწერას თქვენც დაესწრებით ,თუ რა თქმა უნდა იქამდე შეწყვიტავთ სიჯიუტეს_ისევ დუდამ უპასუხა . თითქოს თავად მასზე კი არ მიჰქონდათ იერიში მომლაპარაკებელი მესამე მხარე იყო ამ ომში
_ბარბარე და კახი უნდა ვნახო ...
_შეგატყობინებთ ახალ ამბებს _ კარში გადიოდა და დუდას ხმა ესმოდა ისევ
_როგორ შეგიძლია ის რაც მე არ შემიძლია
_შენ გიყვარს და გტკივა ,მე კი ბრაზსაც არ ვიკარებ ახლოს იმიტომ რომ ვიაზრებ ოჯახი ვართ ახლაც . მამებსაც არ მოსწონთ ხოლმე შვილები,მაგრამ მაინც მამა_შვილი არიან და სიმამრს რომ არ ვეხატები გულზე ამის გამო ტრაგედიას ვერ შევქმნი.
_მე პატიების უნარი როგორც მაქვს დაქვეითებული იცი
_ორივე გადააბიჯებთ საკუთარ თავს და დალაგდებით. ახლა შენი ძმისშვილი რა ეტაპზეა ვნახოთ
_ამდენი წელი უშენოდ როგორ მაცხოვრე
_ყველას გვაქვს შეცდომები ჩადენილი ,მაგრამ გამოვასწორე ხომ ხედავ და მაინც ვიპოვნე გზა შენამდე _უღიმოდა და ღიმილს აიძულებდა მისი ციმციმა თვალები.

პატარა ხაჭვანი არ ჩქარობდა ან იქნებ ელოდა დროს როცა ერთ სივრცეში მომლოდინე ოჯახისწევრები შერიგდებოდნენ და მერე მშვიდობიან გარემოში დაბადებას აპირებდა.
_რამდენი საათი გავიდა . დედამისს რომ არ დაურეკა ... იმასაც ამოჩემებული ჰქონდა დედა არ უნდა იყოს იქ მშობიარობის დროს თორემ გართულდებაო . იცოდე მე უნდა დამირეკო
_დედა ...
_რა დედა ...
_ხო,პრინციპში გასაჭირში სულ მარტო მტოვებდი და მაცდიდი როდის მოვაგვარებდი მარტო , ბედნიერების დროს კი მუდამ გვერდით ხარ
_სჯობდა მეჩხუბა გარდაუვალი შერიგებისთვის და მომეკლა? ლამის ინფარქტამდე მივიდა კაცი _ბავშვის სახელი არჩეული აქვთ თუ ექსპრონტად დაარქმევენ_ დუდამ წელზე მიადო ხელი ანიშნა გაჩერდიო და თემა შეცვალა
_მატილდა მოსწონდათ და ბოლოს ამაზე შეჩერდნენ
_სოფიას დარქმევას აპირებდა კახი და ბარბარეც თანახმა იყო იქამდე სანამ მისაბაძ და საამაყო ქალად ესახებოდი შენს უმცროს ძმას
_შენ შესთავაზე ალბათ ,ხომ ? ახლა გგონია გადაიფიქრებდა? _ იმ წამს თვალებში უყურებდა და პასუხს ისე ელოდა_ აღარ ვარ შენი საამაყო ,ჭკვიანი,მიზანდასახული, მისაბაძი პატარა გოგო? იმიტომ რომ მიყვარს და როგორც ყველაფერში აქაც გადავწყვიტე და გავაკეთე ის რაც მინდოდა? ზუსტად ის და ისეთი ვარ როგორიც გიყვარვარ
_გილოცაავთ ... დაიბადა სოფიო ხაჭვანი . მამას პირველი სიყვარული _ უცებ გაიღო კარი და კახი გამოჩნდა
_სოფიო დაარქვი?ჩემი სახელი დაარქვი? _ კახიმდე რომ მიაღწია და მოეხვია ჩურჩულით უთხრა
_დედების სახელებს არქმევენ გოგონებს დედიკოს ბიჭები და მე შენი დავარქვი , შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად და თუ ვინმეს მინდა რომ ჰგავდეს ბარბარეს მერე ,შენ ხარ _ ჩახუტებულს ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა ხმამაღალ სიტყვებს .

სოფია ხაჭვანის დაბადების აღსანიშნ წვეულებაზე დუდამ ძალდატანებით წაიყვანა
_ახლა თუ არ წამოხვალ შერიგების შანსს გაუშვებ და არ გინდა ბავშვი ხშირად ნახო?
_მე უნდა შევურიგდე როცა ბოდიშიც არ მოუხდია შენთვის?
_დაივიწყე სიამაყე და სიჯიუტე. აპატიე,მიუტევე და იყავი მათზე მაგარი
_შენი მშობლები არიან თუ ჩემები
_ერთმანეთზე უარესები არიან უბრალოდ ორივე ჩვენია . ოჯახია
_საჩუქარიც იყიდე?
_ბავშვის ტანსაცმელია. ისეთი საყვარელი რაღაცებია ,ისეთი საყვარელი ბავშვს მოგანდომებს სულ რომ არ გინდოდეს მაინც
_მიყვარხარ და არც მახსოვს როდის შემიყვარდი... მგონია ,რომ სულ შენ მიყვარხარ _ მკლავები შემოხვია,ტუჩები დაუკოცნა და შემდეგ მზერა გაუსწორა_ ბავშვისთვის ტანსაცმელი შეგვიძლია ვიყიდოთ ოღონდ ბიჭისთვის და რამდენიმე თვის შემდეგ დავიწყოთ ... ექოსკოპია ჯერ არ გამიკეთებია,მაგრამ ზუსტად ვიცი ბიჭი იქნება და ანდროს დავარქმევთ
_ქალბატონო სოფია თქვენ ახლა მე რას მეუბნებით, ამ გამაბრუებელი ხმითა და მომნუსხველი ღიმილით,რომ ჩვენ მე და შენ უკვე ველით მაგ ბიჭს თუ ვგეგმავთ
_ხელმოწერის დღეს მინდოდა მეთქვა,ბეჭედი რომ გამიკეთე მაშინაც ვიცოდი ,მაგრამ შესაფერის დროს მინდოდა მეთქვა თანაც 12 კვირა არ იყო გასული და ველოდი დროს როცა მეცოდინებოდა,რომ ჩვენთან რჩება ,არსებობისთვის იბრძოლებს და იქნება უბედნიერესი
_მე რომ შენ შემიყვარდი მაშინ ვერ წარმოვიდგენდი,რომ ჩემ ამ სიყვარულს ასეთი ზღაპრული გაგრძელება ექნებოდა
_მე რომ მივხვდი შენ შე'მიყვარდი იმ წამს გადავწყვიტე ,რომ ჩვენ ზღაპარს დავწერდით ..................

20.08.2025-20.11.2025
...............




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent