ყველაფერი დასასრულით იწყება ( ბზარი)
პროლოგი ცხოვრებაში ბევრი რამეა რასაც მარტივად ვერ ვივიწყებთ, თუმდაც პირველი სიყვარული, ან პირველი კოცნა, იქნებ მეგობარიც კი. საინტერესოა მეორე და მესამე, თუმდაც მეოთხე და ასე რიგ-რიგობით არსებულები იოლად რატომ გვავიწყდებიან? რატომ ქრებიან ჩვენი მეხსიერებიდან გარიჟრაჟზე გამოქვაბულებში შემალულ ღამურებივით? რატომ გარბიან ხოლმე მინდორში მყოფი კალიებივით, რომლებმაც ეს ეს არის მათზე დიდი, მეტიც, გიგანტი, არსება დაინახეს და თავის გადარჩენას ლამობენ? იქნებ ყველა დავიწყებული მოგონება სადღაც ერთად იყრის თავს და ერთმანეთს ესაუბრებიან? არა მხოლოდ ჩემი ან შენი, არამედ მთელი კოლექტიური აზროვნებისა და კაცობრიობის მილიონობით , მილიარდობითა და ტრილიონობით გარდაცვლილი ადამიანის მეხსიერება. მე სწორედ ეს არ დამემართა. ჩემი მოგონებები არსად წასულან და ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგაც კი ჩემთან ერთად ცხოვრობენ. ყოველდღე მოდიან და ტკბილად მესაუბრებიან. მახსენებენ 2025 წლის იმ მშვენიერ დღეებს ჩემი ცხოვრება თავდაყირა რომ დააყენა და საკუთარი თავით გაოცება მაიძულა. ის ქმედებები რომ ჩამადენინა სხვა დროს, სხვა ადგილას, სხვა სიტუაციაში რომ არაფრის დიდებით ვიზავდი. ზაფხულს რომელმაც კარგად გამააზრებინა რამდენად უაზროა მომავლის განსაზღვრის შენეული მცდელობები, რადგან ის ან დადგება ან არა, ყველა ვარიანტში იმედები ასე თუ ისე გაგიცრუვდებიან. ამაზე მეტად მტკივნეული კი არაფერია. ბზარი. ტელეფონზე ზუმერი ლამის ბოლომდე იცლება , მაგრამ ბოლო მომენტში მაინც იღებს ყურმილს. -გისმენ. დაბოხებული ხმააქვს და შემიძლია წარმოვიდგინო როგორ იფშვნეტს თვალებს, არა ეს არასდროს მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ მუდამ ასე აკეთებს. ახლა საღამოს 5 საათია და თავში მხოლოდ ის ფიქრი მიტრიალებს რომ წინა ღამით ჩოგბურთის თამაშში გადაათენა. ასე ხშირად შვებოდა ხოლმე , უმეტესად იმიტომ რომ ინსომნია აწუხებდა, ზოგჯერ კი თამაშში ისე ერთობოდა დაღლილობა ავიწყდებოდა. -გაგაღვიძე ხაბე? -დაიკიდე კაცო. რამ გაგახსენა ჩემი თავი? -ჰეი ისე ნუ ამბობ თითქოს არ გკითხულობდე- სარკის წინ ჩემს თავს ვუბღვერ ხაბეს მაგივრად . მართალია ხშირად არ ვრეკავ , მაგრამ სულ ვწერ ხოლმე . ისე კი კარგახანია გასული რაც ბოლოს ერთმანეთი ვნახეთ, მგონი ჩემს დაბადებისდღემდე ვნახე აპრილში. წესით 29-ში უნდა წამოსულიყო ბარში, მაგრამ ბოლო დღეს გადამაგდო და ამდენ წლიანი მეგობრობის შემდეგ მაინც ვერ იხილა ჩემი სიმთვრალისგან აბნეულ-დაბნეული თავი. -კარგი ხო კარგი. აბა რა ხდება. -მოკლედ გახსოვს ზაფხულის დასაწყისში რომ ვიძახდი მე ეკა, ლენა და ტატო ბათუმში შეიძლება ჩავიდეთ-თქო? -აჰა. ზმუის და ტელეფონში შრიალის ხმები მესმის, ვასკვნი რომ საწოლზე წამოჯდა. -მოკლედ გამოვარკვიეთ დღეები, გუშინ ბიულეტინებზე გავიდნენ და ეკა საერთოდ იაპონიაშია- სიცილით ვამატებ ბოლოს , რომ მიხვდეს ვხუმრობ , ეკა კი საერთოდაც არ წასულა იაპონიაში, უბრალოდ სამსახურის დაწყების თარიღი გადადო სადღაც 14 დღით. -ვა როდის მიდიხართ? წამში ფხიზლდება და მისი გამოცოცხლებული ხმის გაგონებისას მეცინება. -ზეგ. ახლა ვიყიდეთ მატარებლის ბილეთები , როგორ შემორჩა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ოთხიცალი მაინც ვიშოვნეთ. - ძან კარგი, მაშინ მე ზვიადს ვკითხავ ბინა თუ თავისუფალია და იქნებ სანამ იქნები იქ ჩამოვიდე და გნახო. - აუ საუკეთესო ხარ. საწოლზე ვჯდები და ზედ დახვავებულ ტანსაცმელს ვუყურებ, რომელიც აშკარად ჩემოდანში მაქვს ჩასალაგებელი, თუმცა თავს დღის ბოლომდე არ შევიწუხებ. ზოგადად ეგ მახასიათებს, ყველაფერს ბოლო წამს ვაკეთებ, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხიანად. რატომ უნდა დაკარგო დრო რომლის გამოყენებაც შეგიძლია? თანაც არც იმდენად დიდი სახლია ნახევარ საათზე მეტი რომ დამჭირდეს ბარგის ჩასალაგებლათა და სახლის დასალაგებლად ჩამოსულს კიდევ საქმე რომ არ დამხვდეს და დამჯდარი სოციალური ბატარეა სწავლის დაწყებამდე როგორმე დავტენო. ეს ზუსტად ვიცი რომ ასე იქნება. -უი დღეს დიმა შემხვდა. -რაო? ცოცხალია ვაფშე? პირველი კურსის მერე თვალით არ მინახავს შენს თავს ვფიცავარ. - კი , მოიცა ის ამბები არ იცი საავადმყოფოში რომ იყო? -რა? გაოცებული ვყვირი და ოთახში ბოლთის ცემას ვიყებ. დიმა ერთ-ერთი პირველი მეგობარი იყო ხაბესთან ერთად. ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, იმის მიუხედავად რომ სრულიად სხვა პროფესიებს ვეუფლებოდით. ისეთი კარგი იყო, იმდენი რამ მახსენდება იმ ერთი წლიდან. ალბათ ყველაზე მეტად ექსტროვერტი მაშინ ვიყავი. ეგეც შეიძლება იმის გამო რომ ჩვენი სამეგობროდან ერთი ადამიანი მომწონდა, არა ხაბე არა, არც დიმა, კიდევ რამდენიმე იყვნენ რომლებიც დავიწყებას არა და არ ეძლევიან თუმცა სულ უფრო იშვიათად ამოტივტივდებიან გონებაში. -თუ გინდა შევინახავ და რომ ჩავალთ იქ მოგიყვები. -შენ სად ხარ ახლა? თბილისში? -არა გოგო რა მინდა ამ პაპანაქება სიცხეში თბილისში?! -მე რა ვიცი ვერ ხარ ცოტა და არ გამიკვირდებოდა. -რას ქვია?- სერიოზულად თქმას ცდილობს თუმცა ხმაში სიცილი მაინც ეპარება.- ოზურგეთში ვარ. თუ გინდა დაიკიდე ეგენი ერთი დღით, ამო აქ და ერთად წავიდეთ მერე ბათუმში. -რანაირად დავიკიდო ვერ ხარ ხო? -მიდი რა, თან არ ვიცნობ წესიერად. -გაიცნობ. ჩემზე კომუნიკაბელური შენ ხარ ბოლოს და ბოლოს. -ე გოგო ამოდი, ვიფიქრე მოტოთი გაკატავებდი. -ვსო მოვდივარ. სიცილით ვამბობ და საწოლზე ზურგით ვწვები. ალბათ ასე ახლოს არცერთ სხვა ბიჭ მეგობართან არ ვარ, რა ბევრი მე მყავს , მაგრამ მაინც. - წავედი ახლა და მოიფიქრე შენ რას იზვა ჯერ ოზურგეთში ჩამოხვალ და აქედან წავიდეთ თუ პირდაპირ ბათუმში გნახო?! -ბათუმში ვერ გამასეირნებ? -არ მაქ პრავა. -რით ვერ აიღე? -ეგ მასწავლებელთან გაარკვიე. წავედი გიგი მეძახის და შეგეხმიანები. -მიდი საყვარელო. პაკა. ტელეფონს ვთიშავ და ოთახში ბორიალს ვიწყებ. თან არც მჯერა ბათუმში ამდენი ხნით რომ მივდივართ, თან აფორიაქებული ვარ, ამას პლუს ისიც ემატება რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ბედნიერება ხელიდან გამომგლიჯეს და ნაკუწებად ქცეული სადღაც ტყის სიღრმეში დაწვეს. საღამოს ლენას ველაპარაკე და გადავწყვიტეთ მატარებლის ბილეთი უკან დამებრუნებინა, ამის ნაცვლად ოზურგეთში მიკროავტობუსით წავბარტყუნდი სრულიად მარტო და ნახევარი გზა ხაბესთან ტელეფონზე ლაპარაკში გავლიე, რადგან ყოველ 20 წუთში რეკავდა “სად ხარ? სად ხარ? მალე მოხვალ? ხომ დაიმახსოვრე სადაც უნდა დაგხვდე?” მოკლედ ასე, მეორე ნახევარი კი კითხვასა და ძილს გადავუნაწილე მუსიკის ფონზე. ხაბესთან ადრეც ვყოფილვარ, ოზურგეთში არა, მაგრამ თბილისში უამრავჯერ, თუმცა დედამისი და მამამისი არასოდეს ყოფილან სახლში. ამის გამო ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს. მიკროავტობუსი რომ გაჩერდა, ხაბე უკვე იმ ადგილას მელოდებოდა სადაც დამპირდა. მიწაზე ფეხი რომ დავდდგი და უცხო ჰაერი ჩავისუნთქე ფილტვები სიმაოვნებით ამევსო. მერე ხაბეს ხელი დავუქნიე და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი. რამდენი თვე იყო უკვე გასული, რაც არ მენახა. ის ჩემზე გაცილებით მაღალი იყო ალბათ 1.85 ან რაღაც მსგავსი, მოკლედ მკერდამდე ვწვდებოდი. ისე მომნატრებოდა წუთზე მეტი ვიდექით სადგურზე ჩახუტებულები. ბოლოს რომ ვნახე ისეთი ამბები მომიყვა მთელი კვირა შოკიდან ვერ გამოვდიოდი, მაგრამ იმ მომენტში რომ ვუყურებდი ვიცოდი რომ უკეთ იყო, შეიძლება კარგად არა, მაგრამ უკეთ ნამდვილად. - აუ რა ძან მომენატრე ნოე იცი? ჩავიდუდღუნე დ კიდევ უფრო მეტად შემოვეხვიე, მან თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღიმილით მითხრა მეცო. მერე ერთმანეთს რომ მოვშორდით ამათვალიერა და ისე მკითხა. -ბარგი სად გაქ? მხოლოდ ზურგჩანთით ხარ? -არა საბარგულში დევს მოვიტან დაიცა. - დაიკიდე მე მოვიტან. -ეხლა შენ. რა გგონია ჩემს თავს ჩემით ვერ მივხედავდ? - ვინ გკადრა ეგ! წამო წამო, თან ზვიადს მანქანა გამოვართვი და თუ გინდა სახლში გასვლამდე გავიაროთ ცოტა. -მინდა რა ქვემოდან ზემოთ ვუყურებ და ვიცინი, ისიც თავზე მკოცნის და მერე ხელგადახვეული მივყავარ საბარგულისკენ. დარწმუნებული ვარ ხვალ წასვლამდე ენას არ გავაჩერებთ, იმდენი მოსაყოლი ამბავი დამიგროვდა, ტომასზეც არ დამისრულებია ბოლო ნახვისას მოყოლა, რადგან ყველაფერი დამთავრებული არც იყო. -ნიკოც სახლშია? -არა ნიკო თბილისშია ბაჩოსთან ერთად. - ბაჩო როდისღა ჩამოვიდა ინგლისიდან? -უფ რამდენი ხანია. -ამდენი ხანი რო გეკითხები ახალი არაფერი მომხდარა თქო არ უნდა მოყვე? ბოლო ხმაზე ვუყვირი და სადგურზე მდგომები ერთიანად იხედებიან ჩვენი მანქანისკენ, ნუ ჩვენი რა ნოესი. -რა გაყვირებს? სიცილით მეკითხება და მანქანას ქოქავს. ოზურგეთი თავის ქუჩებით და გარემოთი მართლა ძალიან მხიბლავს და დაუფიქრებლად ვიწყებ ნოესთან წუწუნს. -ნეტა ამდენი წელი რომ მეუბნებოდი ჩამოდიო სად ჯანდაბაში ვიყავი რომ არ წამოვედი. -ეგრე ძალიან მოგეწონა? -რა თქმა უნდა. - შემდეგ წელსაც ჩამოდი, ოღონდ მხოლოდ ერთი დღით აღარ, თან მართვის მოწმობაც მექნება და ბაიკით წაგიყვან რაღაცეების საჩვენებლად. - დედაჩემს თუ დავარწმუნებ სიამოვნებით წამოვალ საყვარელო. - არ უთხრა რომ ჩემთან მოდიხარ. ვითომ ნუცასთან მიდიხარ. თავს გვერდზე ვატრიალებ და საწყალი თვალებით ვუყურებ ბიჭს. -იცის რომ აღარ ვმეგობრობთ. -კაი მაშინ მოვიფიქრებთ იქამდე რამეს. ღიმილით ამბობს და სადღაც უხვევს. - შენ ის მითხარი ბაჩო რატო დაბრუნდა? -მაგის შეყვარებულის ამბები ხო იცი? -კი ვიცი ეგ. -ხო და მიას მამას გამოექცა. -ეგენი ხო დაშორდნენ ისედაც, -ნუ კი მაგრამ... -ხო ხო ვსო გასაგებია. თავს ვუქნევ და გზას გავყურებ, მერე ხაბეს რაღაც ახსენდება და ჩემსკენ იხედება. -იმ ბიჭთან რა ხდება საბოლოოდ? -რა უნდა ხდებოდეს?! -ხო არ შერიგდით? -რა სისულელეა. ფსიქოლოგის რჩევით დავეკონტაქტე და ეგრე მომწერა რომ ეგონა მხოლოდ მეგობრად ვთვლიდი. გამაგებინე რომელ მეგობარს სწერ baby-ით და daddy-თ? -მოიცა რა დაუძახე? -ნუ ახლა ეგეთი სიტუაცია იყო რა.. -კაი ხო არაფერს გეტყვი, გააგრძელე მიდი. -მოკლედ მერე თავის ახალ სიყვარულზე მეწუწუნა როგორი რედფლეგაა და ბოლოს დააყოლა შენ უნდა ამერჩიეო. -კაი ერთი აქამდე სად იყო? -მეც ეგ მაინტერესებს. უბრალოდ ასე როდემდე შეიძლება?! 10, 10 იმედგაცრუება გჯერა? ყოველთვის მე ვარ პირველი, ჯერ მე აღმოვაჩენ ხოლმე ადამიანების სიმპატიურობას, მათ კარგ მხარეებს, მერე ვინმე გამოჩნდება და უცბად ისე ვეცემი ძირს, ისე სწრაფად ვხდები საკუთარ წამოწყებულ ურთიერთობებში მესამე რომ ვერც კი ვიაზრებ. დავიღალე ნოე. -მესმის. -შენ რას შვები? როგორ ხარ თეკლეს მერე? -რავი არაფერი შეცვლილა. -როგორ ხარ ემოციურად? -არ ვიცი. მართლა არ ვიცი ევა. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ძალიან დიდხანს ვეღარ შევძლებ ვინმეს შეყვარებას. - მეც ეგრე ვარ. ცალყბად მეცინება, რადგან ეს სიტუაცია, რომელშიც მე და ნოე ერთად აღმოვჩნდით საშინელებაა, მაგრამ არც ცრემლების ღვრად ღირს. მანქანის მინა ჩავწიე და ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტზე თვალებით ვკითხე თუ შელებოდა, ხაბემაც თავი დამიქნია და მშვიდად გავაბოლე მალბოროს ღერი. -შენ დიმაზე უნდა მოგეყოლა როგორც მახსოვს. პირობა შევახსენე და გავუღიმე. -ერთი ნაფაზი დამარტყმევინე რა. სიგარეტიანი ხელი გავუწოდე და უკეთ რომ მოექაჩა ხელზე ხელი მომკიდა. უცნაური იყო ამის მერე ისევ მე რომ დავიბრუნე და ნაფაზი დავარტყი. -მთელი ზაფხული ყოველდღე ვაჟბატონი თითო ვეიპს ცლიდა, ხო იცი ეგ რა ფოფოდია ვინმეა და როგორცკი ცოტა ცუდად იგრძნო თავი საავადმყოფოში წავიდა. კიდე კაი ეგრე იყო თორე რომ დაეგვიანა- ხელი კისერთან გაისვა იმის ნიშნად მოკვდებოდაო-მოკლედ ფილტვი გაიხვრიტა, საავადმყოფოში იწვა კარგახანს და ახლა მთელი ცხოვრება ვერაფერსაც ვეღარ მოწევს. პირდაღებული ვუყურებდი მეგობარს, რომელიც ჩვენს სხვა მეგობარზე ყვებოდა ამბავს. -მაგის ხელში სიგარეტიც კი არ მინახავს რაღა ვეიპს მიახტა პირდაპირ. -მეც ეგ ვუთხარი. -შენ თავს ვფიცავარ შეშლილია ეგ ბიჭი. აღშფოთებულმა ვუთხარი და მერე ძალიან დიდხანს ორივენი გავჩუმდით. მალევე სახლშიც მიმიყვანა , დედამისი უსაყვარლესი ქალი იყო, თავზე დამფოფინებდა თითქოს მეგობარი კი არა მისი საცოლე ვყოფილიყავი. გვიან ღამით ყველა რომ დაწვა და ჩვენ ეზოში მსხდომები ვსაუბრობდით ეს ვუთხარი, რაზეც გაეცინა და ხუმრობაში თავადაც ამყვა. მანამდე კი უამრავი რამის გაკეთება მოვასწარით, მაგალითად დედამისმა შესვლისთანავე სუფრო გაგვიწყო და როგორცკი დავჯექით კითხვები დამაყარა. -გამიკვირდა ვინმე რომ მოიყვანა, მითუმეტეს გოგო. დიდიხანია ერთმანეთს იცნობთ? -პირველი კურსიდანვე. -აქამდე სად მალავდი? -დედა ხომ ვყვებოდი ხოლმე მასზე ამბებს? -ჩემზე ჭორაობდი? შე გველო. -შენ არ უყვები ირმას ჩემზე ხოლმე? -კი. ვაღიარე და სხვა მხარეს გავიხედე რომ არ მეღიარებინა ჩემი აღსარება. აშკარა იყო დალიმ ყველაფერი არასწორად გაიგო, თუმცა ეს მაინც გასაგები იყო. მე რომ ხაბე ჩემთან ჩამეყვანა ჩემი ოჯახი და მეზობლებიც მსგავსად იფიქრებდნენ. -რა საყვარლები ხართ. ქალმა გაიცინა და ორივეს გადმოგვხედა. არც კი ვიცოდი თეკლას არსებობაზე რამე იცოდა თუ არა, ან მათ ისეთ სასტიკ დაშორებაზე როგორიც ჰქონდად. არა და ხაბესგან ისეთი ამბები ვიცოდი , არ ვიცი როგორ არ უნდა სცოდნოდა დედამისს. შეიძლება დალი თავს იმას აჯერებდა, როგორც იქნა ჩემმა შვილმა ახალი ადამიანი იპოვნაო, ისეთი ვისაც დიდიხანია იცნობს და უკეთ გაუგებენო, მაგრამ ეს უაზრობა იყო. -თუ ფიქრობთ რომ ჩვენ…-ხელით ჩემსა და ხაბეზე დაბნეულმა ვანიშნე- არა, არა , არა. უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ. -ღმერთო ბოდიში. -კარგი რა დალი. ხაბე ნაწყენი უყურებს და თავს ცალ მხარეს ხრის. მერე დედამისი ყველაფრის გამოკითხვას იწყებს, სად ვსწვალობ ახლა, რადგან ხაბემ მეორე კურსის შემდეგ სწავლა მიატოვა, საიდან ვარ და ასე შემდეგ. შუადღისას მთავაზობს შემოქმედის ტაძარს გაანხებო, რადგან კარგად იცის ძველი ნაგებობები როგორ ძალიან მიყავრს. ზოგადად ისტორიაზე როგორ ვგიჟდები, მე ხომ ბოლოს და ბოლოს არქიტექტურაზე ვსწავლობ. უფრო სწორად იმ ხნად ვსწავლობდი, ახლა უკვე დიდიხნის დამთავრებული მაქვს. -ხო არ გეშინია? უარის ნიშნად თავს ვაქნევ. მტელი ზაფხული ვამზადებდი დედაჩემს მოტოციკლზე უნდა დავჯდე ხაბეს რომ ვნახავ-თქო. მსგავსი რაღაცეები ყოველთვის მიყვარდა, ცხენზეც ვინ მოთვლის რამდენჯერ ვმჯდარვარ იმის მიუხედავად რომ სიკვდილამდე მეშინოდა. ადრენალინს რაღაც თავის მუღამი აქვს . -ძალიან კარგი. ცალყბად გამიღიმა და მოტოციკლზე პირველი თავად შემოჯდა. ჩაფხუტი მასე ეკეთა, მე არა. ხელებით მხრებზე ვეყრდნობი და ცალ ფეხს ბაიკის მეორე მხარეს ფეხის სადგამს ვადგავ. კომფორტულად რომ ვჯდები და ჩემსკენ მოტრიალებული ჩაფხუტიანი თავით ამას ხედავს მოტოციკლს ქოქავს. ხელები სკამისთვის მიკიდია. ის იცინის. -მომეჭიდე არ გადავარდე ეს ჩაბარებული ბავშვი. -ჩაბარებულიც ხარ და ბავშვიც.-ვეჯუჯღუნები და ამის მიუხედავად ხელებს მაინც მხრებზე ვაყრდნობ. ხაბე ბაიკს ძრავს და ნელ-ნელა სიჩქარეს უმატებს, ქარი თმას რომ მიფრიალებს ზუსტად მაშინ ვხვდები რამდენად ლამაზია ცხოვრება თავის ყველაზე პაწაწინა დეტალებითურთ. საკმაო მანძილს გავდიავრთ თავში იმ გიჟური იდეით რომ ხელები , რომლებიც სუტსად , მაგრამ მაინც მის მხრებზე მიკიდია, გავუშვა და გავშალო. ფილმებში მუდამ ასე ხდება. ძლივს ვიკავებ თავს რომ ეს არ გავაკეთო, თან წარმოვიდგენ რამდენად მშვენიერი გრძნობა იქნებოდა. ის კიდევ აპირებს სიჩქარისთვის მომატებას, ამიტომაც ქარისა და მოტოციკლეტის ხმაში, მისი ჩაფხუტიდან სუსტად გამოღწეული ყვირილი მესმი. -კარგად მომეჭიდე. -კარგად გეჭიდები. ვპასუხობ და თავს მაღლა ვწევ. ის ცალ ხელს უშვებს და მაიძულებს წელზე შემოვხიო. მეც ვნებდები და მეორე ხელს ჩემით ვხვევ. ცოტახანში მარჯვენა ლოყით მის ზურგს ვეკვრი და ხელებს გაჭირვებით ვაწვდენ ერთმანეთს. სიჩქარე კი სულ უფრო და უფრო იზრდება. ამის გადამკიდე ჭკუიდან შეშლილი მე ვიღიმი და ვიცი რომ ჩემს ღიმილს კი არა თვალის დახამხამებასაც კი გრძნობს ისე ძლიერად ვეხუტები. ყოველ გვერდზე გადახრაზე თვალებს ვხუჭავ. არა შიშისგან არა,ეს უფრო სიამოვნებისგან არის. აღმართზე ასვლა ყველაზე უცნაური იყო. სბოლოოდ ის ბაიკს ეკლესიის გზაზე აჩერებს . -მოვედით. აბა როგორ მოგეწონა?-თან ტრანსპორტიდან გადმოდის, ტან ჩაფხუტს იხსნის და ყველაფერთან ერთად მეკიტხება.-დაგეხმარო? -დებილს ვგავარ? სიცილით ვეკითხები და ჩემით ჩამოვდივარ. -ძალიან მაგარი იყო. ასე კარგად ბოლოს თავი როდის ვიგრძენი არ მახსოვს. ხელს მხვევს და მალევე მიშვებს. აღმართზე ფეხით ავდივართ და ეკლესიას ვხედავ თუ არა მაშინვე პირდაღებული მივუყვები პატარა კიბეს, სამრეკლოს ქვეშ გავდივარ და ყველა დეტლას ვათვალიერებ. -ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. შევიდეთ არ გინდა? -მოიცა ჯერ ჩემი პატარ რიტუალი შევასრულო და გარედან შევხედო რა სად აქვს, რომელ ფასადზე რაა გამოსახული. -გიჟქალა ჩაიდუდღუნა და ტაძრის თვალიერებას ჩემთან ერთად შეუდგა, უცნაურ რამეს წავაწყდი, კარის თაღს ტაძრის ძირში და იქ დარჩენილ სივრცეს. სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა რომ ოდესღაც აქ სხვა ტაძარი იდგა, მიწის ძვრის შემდეგ კი ჩაიქცა და სწორედ მასზევე დააშენეს ახალი, ან კრიპტო იყო ქვეშ. არაფერი იყო გამორიცხული. შიგნით რომ შევედით ხაბემ სანთლები იყიდა რომ დაგვენთო. მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მისთვის ვისაც სწამდა და უკვე ჩემს გვერდით არ იყო ჯვარცმის ქვეშ მაინც დავანთე ერთი სანთელი. რომ გამოვდიოდით მესანთლეს გამოველაპარაკე და საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ. ხაბე მიყურებდა როგორ მიტარებდა ტურს კაცი, მე კი პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი ერთ ადგილას , როცა დასავლეთ ფასადზე, პორტალის თავზე გაკეთებულ რელიეფზე მიყვებოდა. ორივე პირდაღებულები ვუსმენდით ახსნას თუ რას ნიშნავდა დავითის ვარსკვლავი, ჯვარი და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. იქიდან უბედნიერესი წამოვედი. -დაკმაყოფილდი? -რა თქმა უნდა. -დაჯექი მოდი. -არის უფროსო. ჯარისკაცივით ხელს შუბლზე ვიდებ და უკან ვუჯდები. -იცი რა მინდა? -აბა. -ხელები რომ გავშალო სანამ შენ ატარებ. -ხო არ გაგიჟდი შენ?! არც კი გაბედო. ჩაფხუტითურთ ჩემსკენ იხედება და ხელებს მის წელზე ძალით მახვევინებს. -ოდნავაც რომ მომაშორო მიგაკლავ. -კარგი ხო კი არ ვაკეთებ, უბრალოდ ვთქვი რომ მინდა, ეგაა და ეგ. იმ დღეს გვიან დავიძინეთ, ხაბეს მამამ ლუდი მოიტანა და სამივე ერთად ვსვავდით. ზვიადი და ხაბე საკმაოდ გაკვირვებულები მიყურებდნენ, ორი ორლიტრიანის ჩაცლის შემდეგ ისევ რომ კარგად ვიყავი . პირველი კურსიდან მოყოლებული ცდილობდა ნოე ჩემი სიმთვრალე ენახა და ჯერ ისევ ვერ შეძლო ამის გაკეთება. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, სამყაროზე, ღმერთზე, რელიგიებზე, კულტურაზე, ჩემს საყვარელ ისტორიაზეც კი. კიდევ ორი ბოთლი ჩავცალეთ და ზვიადი დასაძინებლად დაწვა. მე და ხაბე კი ეზოში დავრჩით, ის ჰამაკში იყო გაწოლილი მე იქვე სკამზე ვიჯექი, ჯერ ისევ ვსვავდით. ეზოში კი მიდი ძაღლები მიმოდიოდნენ. ისეთი საყვარლები იყვნენ ოთხივეს სათითაოდ ვეფერებოდი. ზუსტად რის მერე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ მეც ჰამაკში ვიჯექი, მის მკერდს ჩემი ზურგით მიყრდნობილი და მისი ხელები მხრებზე მეხვეოდნენ. სწორედ მაშინ ვიცინოდით დიანას მიერ ჩემს დახვედრაზე. -მართლა შეყვარებული რომ მომეყვანა მერე რაღას იზავდა წარმოიდგინე?! - არ ვიცი. არ ჩემთან მინდა რომ ჩაგიყვანო, მაგრამ მაგრად გააფრენენ. -ხო ვიცი. -ის იცი ჩემი და სიგარეტის ამბავი რომ გასკდა? -არა. როგორ მოახერხე? -მოკლედ ზაფხულს ხომ სულ ჩემებთან ვატარებ და მაგდენხანს ფიზიკურად ვერ გავძლებდი რომ არ მომეწია. არა კი ვიგლიჯავ თავს რომ მწეველი არ ვარ და დანებება შემიძლია , მაგრამ ვის ჯერა ერთი.-სიცილით ვამბობ, თავს გვერდზე ვხრი და ბიჭს ავყურებ.-მოკლედ ჩემ დაქალ იატასთან ერთად დავდიოდი მოსაწევად, სასაფლაოები გვაქვს ახლოშივე და იქ გადავდიოდით სადღაც 10 ისკენ , ან უფრო გვიანაც რომ არავის დავენახეთ. მაგრამ აი როგორღაც მაინც მოხერხდა რომ ტყეში დამალულ სიგარეტზეც, სასაფლაოზეც და იმაზეც ვინ გვყიდულობდა ყველაფერი გასკდა და მოკლედ ირმას ამბავი შენც იცი ჭკუიდან გადავიდა, არ გაგიშვებ ბათუმშიო. -ღადაობ? -მოიცა ეგ რა არის თბილისში გადმოსვლით და კონტროლითაც დამემუქრა, ხო და რადგან მთელი სოფელი ჩემზე და იატაზე ჭორაობდა უნდა ჩაგიყვანო და უფრო ავაჭორაო. -ვერ ხარ გოგო შენ, სახეს ამაძრობენ. სიცილით მებუნება. -შენ არა მე, და ირმაც გამპუტავს. ვხარხარებ და იმ მოწმენდილ ცას ვუყურებ, ჩვენს თავზე ხეებს შორის რომ მოსჩანს. იმ მომენტში ისე მშვიდად ვარ, ტომასის მერე რომ არ ვყოფილვარ. დაახლოებით 4 ისთვის შევდივართ სახლში დასაძინებლად. მეორე დღეს, შუადღისას მე და ხაბე ბათუმში წავედით, სადაც ჩემი მეგობრებიც უნდა მენახა, თუმცა სავარაუდოდ საღამომდე ვერ ვიზავდი, რადგან მატარებლით თბილისიდან მოდიოდნენ. ხაბე მთელი გზა წუწუნებდა, რომ თავი სტკიოდა რადგან ნაბახუსევზე იყო, მე კი უდარდელად ვმგზავრობდი. სამყაროსი დიდად მადლიერი ვიყავი, რომ არასოდეს გამომეცადა ის ნაბახუსევი რომელზეც ხალხი ამდენს წუწუნებდა. ბათუმში რომ ჩავედით ხაბესთან ავედი სახლში. სახლში რა უფრო სწორი იქნბა რომ ვთქვა სასტუმროს ნომერში-მეთქი, რადგან სასტუმროს შენობაში ჰქონდა ბინა, და არა მხოლოდ იმაში რომელშიც ახლა რჩებოდა კიდევ ორბის აპარტამენტებში 2 თუ 3 . სულ დამავიწყდა მეთქვა, ჩვენთან ერთად კიდევ მისი მეგობარი დანიელი იყო. სახლში მართალც მოსაღამოვებულს გავდივარ. ეკა თავის მეგობარი ერეკლეს არაყს აძრობს, რომლის ბაბუასაც ოდესღაც არყის ქარხანა ჰქონდა და იმდენი სასმელი დარჩათ რომ ასე განიავების მიუხედავად მის შვილიშვილებსაც კი ეყოფათ. წყალში გაუზავებელს ვსვავთ, იმდენად ძლიერია რომ თავბრუ მეხვევა და გული მიმძიმდება. არაყი ისედაც არ მიყვარს, მაგრამ ამას თუ გადავურჩი ყველაფერს დავლევ რისი დალევაც კი შესაძლებელია-თქო ვიძახი. ყველა იცინის. ტელევიზორში ემინემისა და დრეიკის სიმღერებს ვრთავთ და ჩვენს პონტში მშვენივრად ვერთობით. მოსაწევად აივანზე გავდიავრ, სადაც უამრავი მცენარე და მაგიდა დგას თავის სკამით. სანამ ბავშვები შიგნით ჭიქებით ხელში ცეკვავენ , მე სიგარეტს ვეწევი და ბათუმის შენობებს ვუყურებ. ქალაქში მეორედ ვარ, იმქადე ერთი წლით ადრე ჩემს უფროს დასა და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი, თუმცა დიდად მაინც ვერ გავერთე. ტელეფონზე მირეკავენ და ეკას ჩემთვის გამოაქვს. -ხო საყვარელო? -რას შვებით? -ვსვავთ და ვერთობით, შენ და დანი? -ბარში მივდივართ, წამოხვალთ? -მოიცა. -ფეხზე ვდგები და თავს ოთახში ვყოფ.-ეკა, ხაბემ ბარში მივდივართ და ხო არ წამოხვალთო. -აუ წავიდეთ. პატარა ბავშვივით ცქმუტავს გოგო. ტატო და ლენაც ეთანხმებიან. -წამოვალთ, 10 წუთი მაქსიმუმ და გამოვალთ. -მიდი დარეკე რომ დააპირებთ გამოსვლას და მისამართს მოგწერთ. -მიდი გაკოცე. ყველანი ჩვენს-ჩვენს ოთახშ შევდივართ. მე და ლენა ერთში, ტატო და ეკა მეორეში. ყველაზე მეტად ასეთი მომენტები მიყვარდა ხოლმე, ყველა რომ ჩვენს ჩვენს სტილში ჩავიცმევდით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად და მაინც იმ მეორის ლუქი უფრო მოგვწონდა ვიდრე ჩვენივე. კარგად მახსოვს , იმ საღამოს ატლასის ქვედაბოლო მეცვა და ყელზე გასაკრავი ზედა, რომელიც იმდენად ჩახსნილი იყო მისი ორი ზოლი მკერდს ძლივს მიფარავდა. სახლიდან რომ გავედით ხაბეს მივწერე გამოვდივართ-თქო და მანაც ლოკაცია გაგვიზიარა. ბარამდე ტაქსით მივედით. ხაბე დანისთან ერთად გარეთ გვიცდიდა და ეწეოდნენ. -ხაბეე! მისკენ სწრაფად მივდივარ და კისერზე ხელებს ვხვევ. მერე რომ ვშორდები დეანის მაცნობს და მეც მის მსგავსად ჩემს მეგობრებს წარვუდგენ. ბარში გაჭირვებით ვპოულობთ ადგილს სადაც ამდენი ადამიანი დავეტევით, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთის გევრდიგვერდ ვჯდებით. ყველა კომფორტულად არის, ჩვენ უკვე საკამრისად შემთვრალები, თუმცა მაინც კოქტეილით სავსე ჭიქებით ვსხედვართ. დანიც ძალიან საყავრელია, ადრე მსმენია ისტორიები მასსა და მათ მეგობარ სანდროზე, თუმცა ეს მხოლოდ შორიდან მოსმენილი იყო, მეტი არაფერი. არ მახსოვს მაშინ რაზე ვსაუბრობდით, მე ყოველშემთხვევაში ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი სიმთვრალის გამო ჩემი გონების ყველაზე ბნელ კუნჭულშ ჩართული ხმა გამომეთიშა , რომელიც ტომსს მახსენებდა. არც ის მახსოვს ტატოს და ნოეს დიალოგს, მსოფლმხედველობებსა და კოსმიურ თეორიებზე როგორ მოყვა ყოფილი შეყვარებულები, თუმცა მახსოვს რომ ამ დიალოგში მეც ჩამითრიეს. -საბოლოოდ მომიყვები რა მოხდა იმ შენს ამერიკელთან? -მანქანაშ ხომ მოგიყევი არა? ვდუდღუნებ და ჭიქას ბოლომდე ვცლი. ხაბემ მხოლოდ ის იცის , რომ ვირჯინიის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამით წასული ტომასს შევხვდი. ერთმანეთს თავიდანვე დავუმეგობრდით და არაფერს ვაკელებდით, არც ბარებსა და კაფეებშ სიარულს, არც ლექციებზე ერთად ყოფნას. ბევრი რამ იყო... -ძალიან ზედაპირულად. ისიც არ ვიცი წესიერად რა ურთიერთობა გქონდათ. -რავი რა. ბერმანის ლექციაზე გავიცანი პირველივე დღეს, დავმეგობრდითსავით, იმიტომ რომ ბოლომდე მეგობრები არ ვყოფილვართ. მე როგორც ყოველთვის ყველა ჩემს ქრაშზე, მასზეც ოცნების კოშკები ავაგე, მერე კი ხომ ხედავ თავზე დამემსხვრა როგორცკი შერის შეხვდა და შენ წარმოიდგინე უკვე დაინიშნენ კიდეც. არა და ისეთი კარგი იყო, მთელი სემესტრი და მერე გაზაფხულის სემესტრში აქ რომ დავბრუნდი ყვეალფერი იდეალურად იყო, ვწერდით, ვრეკავდით, ვსაუბრობდით. აქ ჩამოსვლაზეც საუბრობდა, მაგრამ ზაფხული მოვიდა თუ არა თითქოს კარი გააღო და წავიდაო, ზუსტად ასე გაქრა. მერე მითხრა მეგონა მხოლოდ მეგობრად გიყურებდიო, შერიზეც მწერდა რომ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაშინ უკვე იცოდა რომ მომწონდა. -ნაგავი. - ნუ მიაკვდი რა მაგ ბიჭს, ბიჭების მეტი რა არის. გაიხედე აირჩიე დაკერე. ლანა მხიარულად ამბობს და ჭიქიან ხელს დარბაზის გასწვრივ წრედ ხაზავს, ყველა ვიცინით. მოგვიანებით კიდევ უფრო მთვრალი ვიდრე ცოტახნის წინ ხაბესთან ერთად მოსაწევად გავდივარ. ბარის წინ ვდგავართ სხვა ჩვენნაირი დამოკიდებული ხალხის მსგავსად და კოლოფიდან ორ სხვადასხვა სიაგრეტს ვიღებთ. -ხვალ რა გეგმები გაქვთ? -არ ვიცი თუ არ იწვიმა მწვანე კონცხზე ვაპირებდით წასვლას, შენც წამოხვალ? -არ მგონია. თუ არ წახვედით ჩვენთან გამოდით, კალათბურთია ხვალ და ვუყუროთ. -ბაზარი არაა, ხომ იცი რომ მიყვარს. -ვიცი. -პირველი კურსი მომენატრა, რამდენს დავბოდიალებდით. -აბა. კარფურში რომ ბლინების საჭმელად დავდიოდით გახსოვს? ორივე ვიცინით. ხაბე ოქროსფერი სანთებელას იღებს ჯიბიდან, ზედ წითელი დრაკონის გამოსახულებით, პატარა ღილაკის მსგავს რამეს ქვემოთ წევს და უკიდებს. მერე მე მიწვდის. -ამას გახევ იცოდე. -რას ქვია? -ა ეგრე. მე იცი რა მომენატრა კდიე?-უარყოფის ნიშნად თავს აქნევს- ლექციების მერე კალათბურთს რომ 1-1-ზე ვთამაშობდით და ყველა ჯერზე ვაგებდი. -საშინელი კალათბურთელი ხარ. -რას ვიზავთ, ყველაფერში კარგი ვერ იქნები. -წიგნის საქმე როგორ მიდის? -გააჩნია რომლის? ხაბე ფიქრდება და სიუჟეტის მოყოლით მახსენებს, იმას რომელსაც ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვწერდი, ხელს ვიქნევ და ღიმილით ვეუბნები. -მოვრჩი, რამდენი ხანია. ახალი დავიწყე. -რაზეა? -ფენტეზია მოკლედ... ყველაფერს დეტალურად ვუყვები, სიუჟეტს, პერსონაჟებს, იამს რაც ჯერ არ დამიწერია თუმცა უნდა მოხდეს. -საინტერესო ჩანს, გამომიგზავნე მერე. -რა თქმა უნდა. ვუღიმი და ისიც საპასუხოდ მიცინის. ბარში რომ შევდივართ ხაბესთან ერთად ვცეკვავ, არ ვიცი რატომ მაგრამ იმ მომენტში ისეთი თავუსუფალი ვიყავი, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ხაბემ ასეთი გაგიჟებული პირველად მნახა და მოგვიანებით ამაზე ბევრიც დამცინა, მაგრამ არც ის იყო ნაკლებ დღეში. ცხოვრებაში პირველად არ მერიდებოდა ჩემი დემონების გარეთ გამოშვება და ვინმესთან გამომწვევად ცეკვა. ისედაც ვიცოდი ის ჩემი მეგოაბრი იყო მე კი მეგობრები არასდროს მომწონდნენ. შეიძლება ვცდებოდი კიდეც როცა ვთქვი მე არ დამმართნია თქო, რადგან რაღაცეები პირველიც იყო, რაღაცეები არა. ხაბეს ხელებს რომლებიც წელზე მეხვეოდნენ ჩემში არავითარი გრძნობა არ გამოუწვევიათ, მხოლოდ მის სხეულს აკრული ვცეკვავდი, ან მოშორებული. ორივე იყო. ვსვავდით ისევ ხელოვნებას, რელიგიებსა და სამაყროებზე ვსაუბრობდით და ისევ ვცეკვავდით. ლენასთან ერთად კიდევ უფრო გავიგიჟე თავი, ისიც ახალი დაშორებული იყო თავის სიყვარულს და ჩემგან განსხვავებით ექსტროვეტიც კი, ამიტომაც თავის თავს ჩემზე მეტად ავლენდა. სახლში 3 ისკენ მივედით და მაშინვე დასაძინებლად დავწექით. არაფერი მახსოვდა, ყველაფერი სულერთი იყო და ეს ისეთი კარგი გრძნობა იყო. 22 წლის მანძილზე პირველად არ მადარდებდა არავინ საკუთარი თავის გარდა. ლენაზე ჩახუტებულს მეძინა და მშვიდად ვხედავდი ათას ჩემებურად საინტერესო სიზმრებს. დილას ლენაზე ადრე გამეღვიძა და ჩვენივე ოთახის კარიდან გავედი აივანზე მოსაწევად. წინაღამის კადრები ჯერ ისევ გონებაში მქონდა, მაგრამ არაფრის მრცხვენოდა და არაფერი მედარდებოდა. მშვიდად ვიჯექი ბათუმის შენობების ხედით გაბადრული და ვეწეოდი. მერე შუადღისკენ დანარჩენებიც ადგნენ, ვისაუზმეთ და ტატოს შაშს ვეთამაშებოდი უცბად რომ გაამხსენდა საღამოს ხაბესთან ერთად დაგეგმილი ამბები. პაიკი d5-იდან c6-ზე გადავიყვანე და მისი ეტლი მოვკალი, თან ეკას და ლანას ავხედე. -უი ხაბემ დღეს საღამოს კალადბურთის თამაშის საყურებლად თავისთან დაგვპატიჟა. -მართლა? ტატოს თვალები გაუნათდა და ჩაფიქრებული სახე , რომლითაც ჭადრაკის დაფას უყურებდა, მოულბა, თან მე ამომხედა. -ხო. - ძალიან საყვარლები ხართ ერთად. -ვეთანხმები ეკას, კარგი წყვილი იქნებოდით. ლანაც მხარს უბავს გოგოს და ტატოც იგივეს იმეორებს. სამივეს გაშტერებული ვუყურებ. -თქვენ ხო არ აფრენთ ჰა? -რატო ცუდი ბიჭია? -არა ვინ ამბობს რომ ცუდი ბიჭია? პირიქით ვგიჟდები ხაბეზე, მაგრამ მეგობარია. -მერე რა , ყველაფერი მეგობრობით იწყება. უდარდელად ამბობს ტატო და ცხენით H3 ზე გადადის. -არაფერიც არ იწყება მეგობრობით და ესეც შენი დამკა. -მოგიკლავ დამაცადე. -რა გიშლის ხელს ადამიანო? -ის რომ მეგოაბრია! ეკას გაღიზიანებული ავყურებ. ის კი ჯერ ისევ გაოცებული მზერით მიყურებს. -ხომ იცი რომ friends to lover ტროპი ჩემთვის არ არის შექმნილი?! არასოდეს გამომსვლია და ვერც ვერასდროს შევძლებ მეგობარის მიამრთ სხვანაირი გრძნობები გამიჩნდეს და ეს კარგად იცი. -ხო და დარჩები მთელი ცხოვრება მარტო. -მშვენიერი, ზუსტად ეგ მინდა. -გიჟია ეს გოგო გეფიცები ეკა. ლენა , რომელიც ჩემს გვერდით სავარძელში ზის , ჩვენს თავზე წამომდგარ ეკას აჰყურებს. -ტომასთან ხომ კარგად გინდოდა ქორწინება და ბავშვები? ამას უკვე ტატო ამბობს და მეც უკვე ამ დიალოგით გაღიზიანებული დაფას თავს ვანებებ, დივანის საზურგეს ვეყრდნობი და ვოხრავ. -ხომ იცით რომ ტომასსთან ყვეალფერი სხვანაირად იყო? ჯერ ერთი თავიდანვე მომეწონა, მერე მეორე ძალიან მზრუნველი იყო. -ღალატი ისეთი მზრუნველი საქციელია სხვა ვინ მოახერხებს. -გეყოს ტატო! რა მივიღე იმით რომ ცხოვრებაში ერთხელ ვინმეზე ქორწინება მომინდა?! კარგი არაფერი. ეს ჩემთვის არ არის და მორჩა. და გეხვეწებით ტომასზე ეგრე ნუ საუბრობთ, თქვენ იქ არ ყოფილხართ, თქვენ არ ყოფილხართ მისი შეყვარებული და კარგად დასრულდა თუ ცუდად მნიშვნელობა არ აქვს, მასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. - რამდენად სხვანაირად? იმდენად რომ ქორწინება მოგანდომა?! -ზუსტად ეკა. ხო ვერასოდეს ვაპატიებ ღალატს, ვერც იმას რომ ეგონა მეგობარი ვიყავი და ასე ვუყურებდი, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრების გარდა ყველაფერი ვიყავით. ასე რომ გევედრებით შემეშვით. რაც არ უნდა იყოს მზად არ ვარ ახალი ურთიერთობისთვის და კიდევ დიდხანს არ ვიქნები. დაღლილი ვამბობ და საძინებელში გავდივარ, ცოტახნით მათგან რომ დავისვენო. მათ არ ესმით და ვერასოდეს გაიგებენ, არც ლანას ჰქონია ჯანსაღი ურთიერთობა, არც ტატოს და ეკას , თუმდაც სხვებთან ან ერთმანეთთან. მუდმივად ჩხუბობდნენ პარტნიორებთან და ეს ნამდვილად არ არის დალაგებული, მე და ტომასი კი... ღმერთი მე და ტომასი. ალბათ წლების მანძილზე იმ მცირე ადამიანების სიაში მოხვდა ვინც კი შეძლო და ჩემი თავის რწმენა მაჩუქა. მის გევრდით რომ ვიყავი მეგონა მტებს გადავდგავდი, მეგონა რომ ყველაფერს შევძლებდი რასაც მოვინდომებდი. თუ ცუდად ვიყავი გვერდში მედგა, მეც მსგავსად ვიყავი მასთან. ერთმანეთის განრიგი გაზეპირებული გვქონდა, ფეხბურთის საყურებლად მივდიოდი ხოლმე, სანამ ის ვარჯიშობდა, ის კი ბიბლიოთეკაში საჭმლით მაკითხავდა. ყვეალფერი ისე იყო როგორც რომანებში და ისე დასრულდა როგორც რეალობა. სწორედ ამიტომ იყო ყველაზე მტკივნეული ჩემს განვლილ სიყვარულებს შორის, მან მე ყველაფერი მომცა. შეძლო რომ ბავშვობის ტრავმებიდან ამოვეთრიე, ჩემი პანიკური შეტევების გაკონტროლებაში დამეხმარა, მის გვერდით რომ ვიყავი სიკვდილზე არც კი ვფიქრობდი. შეძლო რომ ჩემში ყველა ხვრელი ამოევსო, ეჩვენებია რამდენად ნიჭიერი ადამიანი ვიყავი და რამდენის მიღწევა შემეძლო. როცა სწავლა მიჭირდა გვერდით მეჯდა და თავის იდეებს მიზიარებდა შენობების არქიტექტურაზე, ახალ ნახაზებს ერთად ვაკეთებდით. კარგად თუ ცუდად დასასრულს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მაინც რაღაც ძალიან დიდი იყო ჩემს ცხოვრებაში. არც პირველი სიყავარული და არც ბოლო, მაგრამ ყველაზე მკაფიო იმათ შორის რაც კი ოდესმე არსებობდა. და მერე მანვე მოახერხა ღრუბლებში ატაცებული ძირს გამწარებით დავეხეთქებინე. შეიძლება ბოლომდე წყვილი არ ვიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უფლება ჰქონდა ამ ყვეალფრის პარალელურად შერის შეხვედრის წამიდან მასზე გადართყლიყო. ეს მაინც ღალატი იყო. ჩვენ მთელს დროს ერთად ვატარებდით, ვეფლირტავებოდი, ვეხებოდი, რამდენჯერ მივსულვართ იქამდე რომ წამი წამზე უნდა გვეკოცნა და ვინმე შემოსულა, ან დაურეკავს. მერე როცა უკან დავბრუნდი ისე თბილად ვიკითხავდით ერთმანეთს, მასთან საუაბრში ღამეებს ვათენებდი და შერი?! სერიოზულად? .მნიშვნელობა არ აქვს მან ის შეძლო , რაც სხვა ადამიანებმა მათშორის დედაჩემმა , ჩემმა დამ და მეგობრებმა ვერ, მაიძულა მთელი წლის მანძილზე სუფთად დავრჩენილიყავი. სუფთაში ნარკოტიკსა და ალკოჰოლს არ ვგულისხმობ, თვითდაზიანებები მაქვს მხედველობაში. რვაწლის მანძილზე პირველად გავიდა მთელი წელი ისე რომ არცერთხელ მომდომებია ჩემი თავისთვის რაიმე მევნო. ახლა კი ჩემი მეგობრები დგანან და მკიცხავენ რატომ მინდოდა მასზე ქორწინება. მკიცხავენ იმის გამო რომ ყოველდღე წინ მივდივარ და დღის ბოლოს მაინც მასთან ვბრუნდები. არასოდეს გვიკამათია, არცერთხელ და ეს იყო ჯანსაღი. ეკასა და ტატოს მუდმივი ჩხუბები და გაბუტვები კი არა. ან ლანას თვითმკვლელობის მცდელობები მისი ქრასებითა და სიყავრულით გამოწვეული ტკივილის გამო. ჩემთვის ხმა არცერთხელ აუწევია, მათი შეყვარებულებისგან განსხვავებით. თუ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით უბრალოდ ვჩუმდებოდით და ვამბობდით რომ ჩვენი მზერა ერთმანეთის საპირისპიროდ იყო სმიმართული. ოთახიდან თითქმის ერთსაათიანი გათიშვის მერე გამოვდივარ, ბავშვებს ვუჯდები გვერდით რომლებიც კინგს თამაშობენ და ვცდილობ რამე ვთქვა. -წამოხვალთ ანუ? -გვეგონა დაიძინე და მე და ტატომ გადავწყვიტეთ ბილიარდზე წავიდეთ. -ლენ შენც მიდიხარ? -არა ის გაღიზიანებული ამბობს და წყვილს უყურებს. ეკა კი მეუბნება. -ცალკე გვინდა გასვლა, თქვენ ორნი ადით რა პრობლემაა? -ვნახოთ. -წავალთ გამოვიცვლით ჩვენ. ეკა და ტატო ეკას ოთახში გადიან, მე კი ლენას წინ ვჯდები. -თუ გინდა დავიკიდოთ და სახლში ვიყოთ , ვეტყვი ხაბეს რომ ვერ ვახერხებთ, სხვა გეგმები გვქონდა. -არა წავიდეთ, ვიცი როგორ გენატრება ხოლმე. -დარწმუნებული ხარ? -კი. რომელზე უნდა გავიდეთ? -ექვსის ნახევრისთვის. ვჭამოთ ჯერ რამე არ გინდა? -მეზარება გაკეთება. -მე გავაკეთებ. რას შეჭამ უბრალოდ მითხარი. -პასტა? -კარგი ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი. ფეხზე ვდგები და სახლიდან გავდივარ. სანამ მე სპარში სოკოს ნაღებსა და პენეს ვყიდულობ, მანამდე ეკა და ტატოც მიდიან. სახლში რომ ავდივარ ლენა ისევ მისაღებში მხვდება უხასიათოდ და ლამის ტირილამდე მისული. სანამ საჭმელს ვამზადებ ის ყურებჩამოყრილი ზის და აზრზე არ ვარ რა სჭირს. ამ ბოლო დროს, მაშინაც კი როცა პიკნიკზე ვიყავით კოჯორისკენ ასული , მოწყენილია. ყველაფერთან ერთად რატომღაც ეკას მიმართ აგრესიული გახდა და უფრო მეტად მესაკუთრე ტატოსთან. უცნაური იყო თუმცა ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, რადგან ამაზე საუაბრი არ უნდოდა. რამდენჯერაც წამოწყება ვცადე , იმდენჯერ არ მინდაო მომახალა და ისევ გაჩუმდა, ამიტომ აზრი არ ჰქონდა. თავში რაღაც იდეები კი მიტრიალებდა , მაგრამ ეს გიჟური იყო. პირველი იმიტომ რომ მე ის და ტატო ერთად გავიზარდეთ, ბაღიდან მოყოლებული სულ ვიცნობდით ერთმანეთს, ის და ტატო მუსიკალურში ერთად დადიოდნენ, სამხატვროში კი სამივე. ერთ კლასში ვიყავით, ერთ ისტორიისა და ქართულის რეპეტიტორთან. უნივერსიტეტები სხვადასხვა ავირჩიეთ, მაგრამ ლენას სახლში ვათენებდით და ვაღამებდით. მეორე, ლენა BI კი იყო, მაგრამ ბოლო დროს მიხვდა რომ მხოლოდ ქალები მოსწონდა და მესამე ამდენი წლის შემდეგ ასე უცბად არ გიყავრდება. საჭმელი ვჭამეთ და მერე ხაბესთან სახლში მივწერე მისამართის გასარკვევად, შორი არ იყო ფეხით 15 წუთში გახვიდოდი , მაგრამ ლენამ მთხოვა ტაქსი გამოგვეძაახებინა. ამიტომაც მის თხოვნას დავთანხმდი და ხაბესთან ტაქსით გავედით, შენობის წინ ვყურყუტებდით სანამ ჩამოვიდოდა და კარს გაგვიღებდა. ლენა ძალდატანებული ღიმილით მიესალმა მას. სანამ ლიფტი 24 სართულზე ავიდოდა მე და ნოე ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით, მოუსვენრად ცქმუტავდა , რადგან თამაშის პირველი ტაიმი უკვე მორჩენილი იყო და მეორეზე გადავიდნენ. -რამდენით რამდენია? -ოცდაათით ოცდაოთხი. -ჩვენ სასარგებლოდ? -არა, ფინეთის. -ღადაობ? თავი გააქნია და მოიღუშა. ლიფტი ბოლო სართულამდე არ ასულა, რადგან მისი ჩიპი გაფუჭებული იყო და მხოლოდ იმიტომ ავედით 22 სართულზე , რომ ვიღაცამ გამოიძახა, დანარჩენი ორი სართული ფეხით ავირბინეთ და მის ბინამდეც მალე მივედით. მარჯვენა ფეხით შევედი, რადგან ბავშვობიდან მიმეორებდა ირმა ვინმესთან პირველად მისული მარცხენით არ შევსულიყავი. მისი ბინა საყავრელი იყო, სტუდიოს ტიპის ერთოთახიანი ბინა იყო, საწოლი სამზარეულოსგან პატარა ხის ფირფიტების ტიხრით იყო გამოყოფილი. დანისს მივესალმე და მის გვერდით საწოლზე ჩამოვჯექი, იქ სადაც ხაბე მანიშნა. ლენა მოღუშული იჯდა საწოლის მეორე მხარეს სკამზე, მთელი თამაშის განმავლობაში და ლუდს სვავდა. მე და ბიჭები კი საწოლზე ვისხედით, ცოტა უკომფორტოდაც კი ვიყავი , რადგან მახსოვს იმ დღეს მოკლე თეთრი ქვედაბოლო და მასზე გადაცმული შავი მაისური მეცვა მზეებითა და მთვარეებით. კაბას შორტი კი ჰქონდა მაგრამ სიარულისდროს ისე მაღლა ამდიოდა ლამის ყველაფერი მიჩანდა. ხაბე აქეთ იქით დაბოდიალობდა , ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. მე და დანი კი დავცინოდით, თამაშისას რამდენჯერაც ამოვქაჩავდით და ფინეთს დავეწეოდით, იმდენჯერ ჟივილხილვილს ვტეხდით ყველანი, მაგრამ მერე როცა ისევ 10 ქულიანი სხვაობა იქნებოდა ვილანძღებოდით. -მოაშორეთ ეს ბიჭი ხო შეიძლება ეს დედა.... ხაბე ყვირის და ტელევიზორისკენ ხელს იწვდენს. -დაჯექი, დამმშვიდდი ადამიანო. - რა დაამშვიდებს ფულს აგებს? - ბილეთი დადე? ხაბეს გაოცებული ვუყურებ. ის თავს მიქნევს და მერე ამატებს. -თან 50 ლარით გავზარდე. -აფრენ გეფიცები. -მე კი არა ესენი აფრენენ. -ესენიც, ლამისააა ამათზე კარგად ვითამაშო. ხაბე ისე მიყურებს ვხვდები რომ მიმაკლავს, რადგან კალათბურთს საერთოდაც ვერ ვთამაშობ კარგად, იმის მიუხედავად რომ ყველანაირად ვცდილობ. მერე სამივე ვიცინით და ისევ თამაშზე გადაგვაქ ყურადღება. შენგელიას რომ აგდებენ საწოლზე თავით ვემხობი ხაბე კი ოთახში გაბრაზებული დაბოდიალოს, ახლა აღარ ცმუკავს მოლოდინისგამ არამედ ცოფებს ყრის. ტაიმებს შორის მოსაწევად გავდივართ, ტაიმის დროსაც და ისე ვდგებით ღია კარში რომ ცალი თვალით ვუყუროთ. -ისედაც ვაგებთ და კაპიტანი რომ ხარ ცოტა თავი ხომ უნდა შეიკავეო! ლენა აივანზე გადის და ბოლო ტაიმს საერთოდ აღარ უყურებს. ჩვენ კი ყოველ ჩაგდებულ ბურთზე ერთმანეთს ხელს ვურტყავთ და ბედნიერებისგან რომელ ცაზე ვართ ვერ გეტყვით, მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში სამივემ კარგად ვიცით რომ წავაგებთ. დანის ტელევიზორის გამორთვა უნდა, რადგან ნერვი აღარ აქვს, მაგრამ ხაბე არ ართვევინებს. თამაში რომ სრულდება ნოე საწოლის კიდეზე ჯდება და ისე წვება რომ თავი ჩემს ფეხებთან უდევს. -მისმინე.- თავს ვუკრავ იმის ნიშნად რომ ვუსმენ- შენი მეგობარი კარგად არის? -არ ვიცი მთელიდღე ეგრეა. გავხედავ მოდი და მოვალ. მხრებამდე მოზრდილ თმაზე ვეთამაშები და ფეხზე ვდგები. ლენა სკამზე ზის და ეწევა. მის წინ ვიცუცქები და ხელებს მუხლებზე ვადებ. -კარგად ხარ? -კი. -გინდა სახლში წავიდეთ? -მე წავალ რა, დავიღალე და თან ცუდ ხასიათზე ვარ. -გამოგყვები. -არ გინდა, მარტო ყოფნა მინდა. -დარწმუნებული ხარ ლენ? -კი დარჩი და გაეერთე. -არ მეტყვი რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? -ჯერ ჩემთვის გავარკვევ და მერე გეტყვი კარგი. -კარგი. დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა გამოგყვე? რამე რომ მოხდეს ვინმე ხომ უნდა იყოს სახლში. - დაიკიდე, ამდენი ხანია არ გინახავს , თან ხომ გითხარი მარტო ყოფნა მინდა თქო. -კარგი გაგაცილებ. ლენასთან ერთად სახლში ვბრუნდები და ხაბეს ვუყურებ. -მიდიხართ? -ლენას გავაცილებ და ამოვალ. -მოიცა გამოგყვებით. ხაბე გასაღებს იღებს და მოგვყვება, ლენა წინ მიდის ჩვენ კი გვერდიგვერდ მივყვებით უკან. ლიფტში რომ შევდივართ ჩიპს ადებს და პირველსართულს აჭერს ხელს თუმცა ლიფტი არ მოძრაობს. ცოტახანში კარი იხურება და ჯერ 27ზე აჩერებს, მერე კი პირველზე ჩასვლას იწყებს. ლენას ტაქსი უკვე გამოძახებული ჰყავს და რომ ჩავდივართ ველოდებით სანამ მოვიდოდედს. თან ვეწევით. მერე ის მიდის და მედა ხაბე ერთად ავდივართ ისევ ხაბესთან სახლში. სანამ ლიფტში ვიყავით მანამდე მეკითხება. -სულ ასეა? -რა? -შენი მეგობარი. -არა. ლენა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული მეგობარია ვინც კი მყავს, მაგრამ ბოლო დროს და განსაკუთრებით რაც ბათუმში ვართ კი ასეა. არ ვიცი რა სჭირს და კითხვასაც არ აქ აზრი, მაინც არ მპასუხობს. ამასობაში ისევ მის სახლში ვბრუნდებით, სადაც დანი აივანზეა და ეწევა, ჩვენც მასთან გავდივართ. დანი მეკითხება საიდან ვიცნობ ხაბეს. -პირველ კურსზე ერთად გვიატრდებოდა სავალდებულო საგნები და შენ წარმოიდგინე პირველი სამი კვირა ეს და ამის დაქალი ლანა ისე მეზიზღებოდნენ მიხრჩობა მინდეობოდა. -აი პროსტა რა დებილური მიზეზის გამო დანი იცი? ბიჭი გაღიზიანებული მიყურებს, ვერასდროს იტანდა როცა ამ ისტორიას ვუყვებოდი ხოლმე ვინმეს. -რის გამო? - ვერ ხსნიდა ჩვენი ლექტორი წესიერად და კითხვებს ვუსმევდი. - ხო გასვლამდე 2 წუთით ადრე და თან ისეთს შენც ვეღარ იგებდი რას ეკითხებოდი. -ვაიმე დამიჯერე ვიცი. დანიელიც დასცინის მას და სამივე აივანზე ვსხდებით. მერე ისინი სანდროზე ისტორიების მოყოლას იწყებენ, მას შემდეგ რაც რაღაც თემაზე საუბრის შემდეგ ვახსენებ რომ ინსტაგრამზე ჩემს ექაუნთს აფოლოვებს. -ახლა რამე რომ დადო ჩვენთან ერთად ვეღარ მოიშორებ. -სერიოზულად? -ხო. -რატო? -დაიგიწყებს მოწერას აუ 10 ლარი ჩამირიცხე, აუ ოცი ლარი ჩამირიცხე რა. -არანორმალურია, ხო არ ვიცნობ მაგრამ არანორმალურია გეფიცები. -ის ამბავი იცი ტყეში რომ დატოვა ხაბემ? დანი სიცილით მეუბნება და სკამზე მჯდომი სიგარეტიან ხელს ხაბესკენ იწვდენს მე კი ღიმილით ვუქნევ თავს. ამ ამბის გახსენება ზუსტად ვიცი რომ არ ენდომება, რადგან მასში თეკლეც მონაწილეობდა. მახსოვს ამ ამბავს წინა ზაფხულს მიყვებოდა მას შემდეგ რაც ამერიკიდან დავბრუნდი და როგორც იქნა ერთმანეთი ვნახეთ. ამის ნაცვლად დანიელი მათი სიმთვრალის ისტორიებს მიყვებოდა, ზუსტად არ მახსოვს მათში რა ხდებოდა ეს ხომ ბოლოს და ბოლოს ოთხი წლის წინანდელი ამბავია. თითქმის საათს ვსხედვართ აივანზე და მოწევისა და ლუდის სმის პარალელურად ვსაუბრობთ , მერე დანი თავის მეგობრის სანახავად მიდის და სახლში მხოლოდ მე და ხაბე ვრჩებით. მოსაყოლი აღარაფერი მაქვს, ხაბე საწოლის მეორე კიდიდან ჯდება მასზე, მე აივნის მხრიდან და ორივენი ზურგით მის თავს ვეყრდნობით. -გაიხადე ეგ ფეხსაცმელი. -არ მინდა. უი იცი ეს? -ეე რა მაგარია, შენ გააკეთე? -ხოო. ღიმილით ვეუბნები მოქარგულ კონვენსებზე , რომლებსაც სპირალური მზეები და სხვადასხვა ფერის სხივები აქვთ. მერე ორივე ვდუმდებით, მაგრამ ეს დუმილი არც უხერხულია და არც შემაწუხებელი. იმდენჯერ ვმჯდარვარ მასთან ერთად ასეთ წყნარ სიჩუმეში, რომელსაც მხოლოდ გარედან შემოსული ხმები არღვევდა. ხაბ ჩემს გვერდით საწოლზე გაწოლილია და ისე მიყურებს. -თავი მისკდება. -გეძინა საერთოდ გუშინ? -6ზე დავიძინე მგონი. -და რომელზე ადექი. -10ზე ამაგდო დანის მაღვიძარამ. -მოგიკვდი. თმაზე ვეფერები და დავცინი. -მართლა ძალიან მტკივა ევა. -წამალი არ დაგილევია? -არ გვაქვს. -გინდა ჩავიდე და ამოგიტანო. -დაიკიდე გამივლის. -ახლა რომ ჩაგცხებ მერე საერთოდ აღარაფერი გეტკინება. რისთვის იწამებ თავს უბრალოდ არ მესმის. - დაიკიდე რა, წამალი არა ის კიდე გადამივლის. -ხაბეიშვილო მიგაკლავ. -მნახე აქ მეც დიმა. -ვაიმე ძალიანაც კარგი ეგრე რო ზრუნავს თავის თავზე და მივიდა ექიმთან. ხაბემ ამომხედა და გამიცინა. მერე დააყოლა. -მასაჟის გაკეთება იცი? -კი, რა იყო. -მიდი რა. გამეცინა. -ცოტა წამოიწიე. ხაბე უყოყმანოდ ჯდება საწოლზე, უკანიწევს და ზურგით მკერდზე მეყრდნობა. მოუხერხებლად მიმაქვს მარცხენა ხელი მის საფეთქელთან, რადგან საწოლის კიდესთან ვზივარ, ნახევრად შებრუნებული, ის კი დიაგონალზეა გაწოლილი, მაგრამ მაინც ხელს მიშლის ჯდომა. საფეთქლებს რომ ვუმასაჟებდი, რატომღაც ჩემი პირველი სიყვარული გამახსენდა, ის რომელთანაც მსგავსი მოგონება მქონდა. ახლაც 18 წლის შემდეგაც ნათლად მახსოვს, როგორ ვიჯექი კაბით მისი ბიძაშვილის საწოლზე, რადგან ტვინის შერყევა ჰქონდა და მის სანახავად მივედი. ის კი საწოლზე გაწოლილიყო და თავი ჩემს კალთაში ედო. მაშინ მისი ბიძაშვილი ბევრს გვეჩხუბა მორჩით უკვე ბებიაჩემი სამივეს მოგვკლავს რომ შემოვიდესო. არა და ისეთს არაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ მის თმაში მქონდა ხელი ახლართული და ვეფერებოდი, ისიც მისი თხოვნით. ღმერთო ამ წამსაც კი დამბურძგლა. მე და ხაბე ასე ალბათ 5 ან 8 წუთი ვიყავით, მერე მაჯები დამეღალა და აღარშემიძლია თქო ვუთხარი. -მგონი გამიარა იცი?! -ძალიან კარგი. -დანი რომ მოვა გინდა სასეირნოდ გავიდეთ? სახლში რა ვაკეთოთ. -წამო, ზღვაზე ჩავიდეთ? -კი, მაგრამ არ ვიბანავებთ, ჯერ ერთი ღამეა უკვე, მერე მეორე მე ვერ გინდობა არ იცი ცურვა. -კარგი რა, რისთვის ჩავიცვი საცურაო კოსტუმი. ვჯუჯღუნებ და გულხელს ვიკრეფ, სანამ სახლიდან გამოვიდოდით რომ დავურეკეთ ჩვენივე იდეა იყო საცურაოდ ღამით ზღვაში ჩასვლა ახლა კი გეგმებს მიშლიდა. -არა და მორჩა. -უჯიშოვ. ნახევარ საათში დანიც მოვიდა შევთავაზეთ ხომ არ წამოხვალთქო , მაგრამ უარი გვითხრა დავიძინებო. არა და გვიანი სულაც არ იყო. მგონი 11 ხდებოდა. ბულვარამდე ფეხით გავედით, გზაში უნივერსიტეტში გამოტოვებულ ამბებს ვუყვებოდი, იმ ლექტორებს ვჭორავდით, რომლებიც არცერთს გვიყვარდა. მერე ხაბემ მომიყვა, როგორ გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი და თბილისში რომ დავბრუნდებოდით მუშაობის დაწყებას აპირებდა. გვერდიგვერდ მივდიოდით, რაღაცის ჩვენება უნდოდა ჩემთვის , რაც ვერა და ვერ დავინახე და ჩანთიდან სათვალე ამოვიღე. -როდის მერე ატარებ? -მას მერე რაც ექიმმა დამინიშნა, მაგრამ გამოსაცვლელია, მგონი გამიუარესდა, რაღაცეებს ამითიც ვერ ვხედავ. -ხო მიდი მალე ჯობია. -მე არ მესმის ლინზებს როგორ ეგუები. -თავიდან არის ძნელი მერე აღარ. -ააა, არ შემიძლია წარმოვიდგინო რო ეგ რაღაც თვალში უნდა ჩავიდო და ამოვიღო. მეზიზღება. -გეუბნები არაა ეგეთი ძნელი, ნუ ამოღება შედარებით. -ხო მაგრამ არ შემიძლია, წამალი რომ დამინიშნა იმ ქალბა უნდა გენახა რა გაჭირვებით ვიწვეთებდი, ნახევარი მექცეოდა და ერთ თვალში ჩაწვეთებას ნახევარი საათი მინიმუმ ვუნდებოდი. აი მაგდენად მეზიზღება. -არაუშავს, არ გჭირდება საბედნიეროდ. -აუ ხო. -სანაპიროზე ჩავიდეთ წამო. ხის ბილიკს რომ მივუყვებით ფეხი მიბრუნდება და ამაზე ორივე გიჟებივით ვიცინით, მერე ქვიან სანაპიროს მანამდე მივუყვებით სანამ შედარებით თავისუფალ ადგილს არ ვნახავთ, ისეთს საიდანაც უახლოესი ადამიანი 100 მეტრში იქნებოდეს. -არ გცივა? -არა თავს ვაქნევ და შავ ზღვას გავყურებ, რომელიც ღამეში სახელს ამართლებს. მისი ტალღების ხმაც კი მახსოვს, ისე ასკდებოდა ნაპირს ლამის ფეხებამდე მოგვწდენოდა, არა და მოშორებით ვიჯექით, რომ არ დავსველებულიყავით. ზღვის სუნიც მახსოვს, მარილიანი და მშვიდი სუნი იდგა ირგვლივ. შიშველ ფეხებზე ცივი ქვების შეხებისგან მაჟრიალებდა. არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ შეგრძნება მახსოვს, იმის რომ იმ მომენტში ცოცხალი ვიყავი. მახსოვს როგორ ვიცინოდით ყველაფერზე. მერე სიმართლე თუ სიმართლის თამაში დავიწყეთ, ისე არა როგორც ამას ბავშვები აკეთებენ, ყველაზე პირად კითხვებს ვსვავდით. -შენი body county რამდენია? -ნული სიცილით ვუთხარი და უფრო მეტად გამეცინა მის გაოცებულ სახეზე. -და ტომასი? ან ის ბიჭი თინეიჯერობისას რომ ერთად იყავით? -მეორე, 15 წლის ვიყავი, სრულიად სხვა შეხედულებებით და რაიონში ვიზრდებოდი, რას ელი? პირველი მაქამდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მქონდა მივიდოდით. -ხო. შენი ჯერია. -შენი kiss count? - აუ მაგას რა დათვლის. კითხვას ვცვლი და იგივეს ვუსმევ რაც თავად მკითხა. -5. ფხიზელზე თუ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ? -მეორე,მგონია რომ შეგრძნებები სხვანაირი იქნება. კარგი დროში უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი. -იცი რასაც. შენი kiss count? -2. შენი პირველიც ნახევარი საქართველოს კაცებივით ბორდელში იყო? -არა , ღმერთო არა. რამდენად დაბალი თვითშეფასება უნდა გქონდეს რომ ფული გადაიხადო სექსის სანაცვლოდ? ღმერთმა დამიფაროს. შუქ ანთებულში თუ ჩამქვრალში? -მეორე. შენი პირველი კოცნა. -სხვათაშორის ძალიან პატარა ვიყავი, მგონი 7ის ან 8. ჩემს ბიძაშვილს ვაკოცე, ოღონდ არაერთხელ, თან არ ვიცოდით რატომ მაგრამ ვიცოდით რომ არ უნდა გვეთქვა, მერე გაიგეს და გვეჩხუბნებ, ბავშვი ვიყავი და რა ვიცოდი. მერე რომ აგვიხსნეს შევწყვიტეთ. -ღმერთოოო. ძალიან უცნაურია -კი ხო?! -მუსიკა რომელსაც სექსისას მოუსმენდი. -ალბათ ამას. ტელეფონს ვხსნი და იუთუბში all night-ს ვეძებ. ის თავს მიქნევს და კიდევ ვაგრძელებთ თამაშსს. -კარგი ტოპ 5 ადგილი სადაც გექნებოდა. ხაბე ფიქრდება და თითებზე ჩამოთვლას იწყებს, მე კი უმეტესობაზე ვეთანხმები. -შენი სიყვარულის ენა. -შეხება. -ჰაჰ ჩემიც. -მეგონა ვერ იტანდი. -როდის ყოფილა საქმე მე მეხებოდეს და რამე იოლად ყოფილიყო. მართალია ვერ ვიტან ჩემს კანზე სხვისი კანის შეგრძნებას, მაგრამ როცა ეს თავად მინდა, როცა დამშვიდება მჭირდება ან ნასვამი ვარ მსიამოვნებს. ხაბე თავს მიქნევს, მერე გვერდულად რომ ვეხუტები , მეუბნება ასე უკომფორტოა. -წინ გადმო. ფეხებს შლის და მათშორის ვჯდები, ის კი ხელებს მუცელზე მხვევს, მე ჩემებს ზედ ვაწყობ და ზღვას ვუყურებ. -დაინახე? -რა? -რაღაც ამოხტა. -არა. -აი იქ იყო. ხელს ტივივისკენ იშვერს , მაგრამ ვერაფერს ვხედავ. -აი კიდე. -მაინც ვერ ვხედავ აზრი არ აქვს. -მართლა ბრმა ხარ . -ხო გითხარი, სათვალეც კი გამოსაცვლელი მაქვს. შენი ჯერი იყო. -შენი ყველაზე ცუდი მოგონება. ცალყბად გამეცინა. ახლაც მეცინება იმაზე როგორ მივლის ტანში ჟრუანტელი ამ მოგონების ყოველ გახსენებაზე ხოლმე. ზღვას მივშტერებოდი, მის ხმაურში ვიძირებოდი და თავზე ხაბეს ლოყის შეხებას ვგრძნობდი. მისი ხელები ისე მეხვეოდა იმ მომენტში მოგონების მოყოლაც არ გამჭირვებია, რადგან ვიცოდი რომ უსაფრთხოდ ვიყავი. -10 წლის ვიქნებოდი. იმ პერიოდში ეპილეფსიის წამლებს ვსვავდი რის გამოც მადა არ მქონდა. ჩემმა ექიმმა ბევრჯერ გააფრთხილა დედაჩემი და მამაჩემი არაფერიდ აეძალებინათ რადგან რასაც თავად ვიღებდი ორგანიზმისთვის სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ მშობლებს რას გააგებინებ. მოკლედ იმ დღეს ჭამას მაძალებდნენ, დილიდან ღამემდე არაფერი მიჭამია მერე ვუთხარი ვერმიშელს შევჭამ-თქო იმ იმედით რომ არ გააკეთებდნენ და შემეშვებოდნენ, მაგრამ გააკეთეს. მე არ ვჭამე მამაჩემი გაბრაზდა, თავის მწვანე ქამრით სკამზე მიმაბა და მითხრა იქიდან მანამ არ ავდგებოდი სანამ არ შევჭამდი. ყველა დაწვა, მშობლებიც და ჩემი ძმაც, მე კი ატირებული, სკამზე მიბმული, თანაც ისე რომ ხელებსაც ვერ ვითავისუფლებდი ალბათ ღამის სამ საათამდე მაინც ვიჯექი იმ სკამზე. უნდა მეჭამა, თანაც ძაღლივით, მაგრამ პირი არ დამიკარებია. მერე მამაჩემი ჩემი ტირილით შეწუხდა , რადგან ვერ დაიძინა , თანაც დილით საკრებულოში სამუშაოდ უნდა წასულიყო და გამიშვა. -სერიოზულად? -სერიოზულად. შენც ჩემი ფსიქოლოგის მსგავსი რეაქცია გაქვს, ეგეთი ცუდიც არ არის. ხალხს უარესი რამეები სჭირს. -ხო მაგრამ ძალიან ცუდი ისტორიაა. -თავად ითხოვე. კარგი რომელ ისტორიულ პერიოდში იცხოვრებდი? -პრეისტორიულში, ოღონდ იმ ცოდნით რაც ახლა მაქვს, წარმოიდგინე რამდენ რამეს შევცვლიდი . -ნუ იტყვი. მე ძველ ეგვიპტეში ან ანტიკურ საბერძნეთში. -კარგი firs night-ზე რას ჩაიცმევდი. -რამე გრძელ კაბას. -night-ზე გოგო. -აა მაშინ რამე მოკლე ქვედაბოლოს, ამის მსგავს , ოღონდ შორტი რომ არ ჰქონდეს შიგნით ეგეთს და ამოღებულ ზედას, ნუ ისეთს იოლად რომ იხდებოდეს. პირველ პაემანზე სად წახვიდოდი? -კინოში ალბათ. შენი მწვანე დროშები რა არის? -ყურადღებიანი როა, და მაგაში მხოლოდ საჩუქრებს არ ვგულისხმობ. საჩუქრების დედაც. როცა საუბრისას მართლა მისმენს და ბოლომდე მყვება. -ეგ მწვანე დროშა კი არა სულ მცირეა რაც უნდა გააკეთონ. -ხო შეიძლება, მაგრამ მოდი ჩემს ყოფილ ქრაშებს და სიტუაციებს გადავხედოთ, რომელი მაძლევდა იმას რაც სულ მცირედი იყო. - უბრალოდ დაიკიდე. -არც შენ გამოგდის დაკიდება მთლად კარგად ასე რომ მე არ უნდა მეუბნებოდე მაგას. -სამართლიანი შენიშვნაა. - სად მოგწონს კოცნა ყველაზე მეტად? -ყელში. რას ფიქრობ ურთეირთობის სხვებისგან დამალვაზე? -ჩმენაირო. თავიდან კარგია, და თავიდანში პირველ რამდენიმე თვეს მაქსიმუმ წელს ვგულისხმობ. გასართობია რაღაც რომ მხოლოდ ორმა იცით თან ეს დროს გაძლევს გრძნობებში გაერკვე და ზედმეტი პირები მოიშორო, მერე კი უაზრობაა. მე 7 ან 6 თვეზე მეტს ვერ გავქაჩავდი , ზოგჯერ ისე მინდა ხოლმე მეგობრებისთვის რაღაცეების მოყოლა, ხომ იცი არა მოღებული მაქვს პირი და ყველაფერს ვყვები , მაგრამ კი რაღაც დროით არავისთვის თქმა რომ ვინმეს ხვდები, ვინმესთან წევხარ ძალიან მაგარია. -გეთანხმები. იცინის. ის საღამო ისეთი მშვიდი იყო, ზღვის ხმა ახლაც კი ჩამესმის ყურებში. კიდევ საათს ვისხედით სანაპიროზე და სიმართლე თუ სიმართლეს ვთამაშობდით, კარგად მახსოვს რაღაც მომენტში უცნაური შეგრძნება დამეუფლა და ვიფიქრე უბრალოდ ძალიან ახლოს ვიჯექი მასთან და ვაზვიადებდი, ამის გამო ისევ მის გვერდით გადავჯექი და ქვებზე მიგდებული სიგარეტის პაჭკიდან ღერი ამოვიღე. თამაშისას მსოფლმხედველობებსაც არაერთხელ გადავწვდით, მერე უკვე სადღაც ღამის 2 ისთვის ხაბემ ხო არ წავიდეთო , მე ტაქსი გამოვიძახე, წვიმას იწყებდა და ამის მიუხედავად აუჩქარებლად გავედით სანაპიროდან გზის პირამდე. მერე ტაქსიც მოვიდა, ხაბეს ლოყაზე ვაკოცე, მანაც ხელები შემომხვია და ჩაჯდომისას სანამ კარს თავად მომიხურავდა მოაყოლა. -მომწერე ან დამირეკე რომ მიხვალ. გავუღმე , თან თვალები დავხუჭე და კარგი თქო ვუთხარი. მძღოლმა სარკიდან გამომხედა და უცნაურად გამიღიმა, მანქანა რომ დაძრა მერე მითხრა. -საყვარელი წყვილი ხართ. -უკაცრავად? -საყავრელი წყვილი ხართ მეთქი. კაცი დაახლოებით 50-ს გადაცილებული იქნებოდა და კეთილიც ჩანდა, მის მანქანაში ჩართული მელოდია მახსოვს, ახლაც ხანდახან რომ გამახსენდება მის მოძებნას ვცდილობ, თუმცა არ გამომდის. -ერთად არ ვართ. ღიმილით ვუთხარი და ძალიან მინდოდა უკან გამეხედა, მაგრამ ასეც რომ მოვქცეულიყავი, რა აზრი ექნებოდა?! ის უკვე წასული იყო, სახლშიც მალე მივიდოდა, მისგან სანაპირო ყველაზე დიდი 7 წუთის სავალში იყო. -უკაცრავად. -არაუშავს. სახლში რომ შევედი ბავშვებს ჯერ ისევ ეღვიძათ და ტელევიზორში epic-ს უყურებდნენ. ტატო სადაც იყო თავს მოიკლავდა, რადგან იმ დროს ლენას და ეკას მუზიკლი აკვიატებული ჰქონდათ და არც კი ვიცი მემერამდენედ უყურებდნენ, ბიჭი კი ვერ იტანდა. მომდევნო დღეებიდან მხოლოდ ის მახსოვს რომ დილას გაღვიძებისთანავე ეკას მამის მარწყვებს და სხვა მცენარეებს ვრწყავდი და მათ გაღვიძებამდე ზღვაზე ფეხით გავდიოდი, რამდენჯერმე გზაში ისე გამიწვიმდა სანაპირომდეც ვერ მივაღწიე. ხაბე მომდევნო 4 დღე არ მინახავს. ბავშვებთან ერთად საბილიარდოში, რუსული ბილიარდის, სათამაშოდ დავდიოდი. ბურთები უზარმაზარი იყო ღუზა კი საშინელი. ჯამში, მთელი ბათუმში ყოფნისას 6 ხელი ვითამაშე და ჩემი წილი 48 ჩასაგდები ბურთიდან მხოლოდ ერთი ჩავაგდე. გიჟს ვგავდი, ბრაზისგან მაკანკალებდა და ვწითლდებოდი. პირველი ორი ხელი ისეთი რთული არ ყოფილა ჩემთვის როგორც დანარჩენი, ეს იმ ამბებამდე ადრე მოხდა და შესაბამისად მხოლოდ გართობისთვის ვთამაშობდი და არა ყურადღების გადასატანად. ხაბემ 4 დღის შემდეგ მომწერა გამოდიო , იმ დროს როცა ეკას ტატოსა და ლენასთან ერთად ბელოტს ვთამაშობდი. -ხაბემ გამოდიო და გეწყინებათ რომ გავიდე? -დავამთავროთ ეს ხელი და წადი. -გვიანი არაა? ტატომ წარბი მაღლა ამიწია. -ირმა ხარ? -სადაც გინდა იქ წადი, ფრთხილად იყავი ოღონდ. - გასცა ბრძანება დიადმა ტატომ. ისე ნუ გვექცევი თითქოს შენი საპატრონოები ვიყოთ, ეკას მიხედე მარტო. -გოგო! ვისი ხართ აბა? -რადგან ბიჭი ხარ არ ნიშნავს იმას რომ შენ გაბარივართ, ჩემი თავის მიხედვა მშვენივრად შემიძლია. მოკლედ ეს მოვრჩეთ და წავალ. : მოვრჩებით ამ ხელს და გამოვალ. :დანი ამოვა მანამდე. ლუდს ხო დალევ? : why not? :მშვენიერი, რამდენი ვიყიდო? უი რომ გამოხვალ მომწერე და ტაქსს გამოგიძახებ. :ხო არ აფრენ შენ?! არ მინდა. :მაშინ აქედან მე გადაგიხდი. :გცემ უკვე , მოგწერ გამოსვლამდე. -ამოძვერი უკვე ევა. -ხო ხო ვსო, მე ვკოზირობ. -გეფიცები გაგლახავ თუ ვერ წავიყვანეთ. -შეგახსენებ ეს შენ იყავი ლენა წინა დარიგებაზე ცხრიანის და ვალეტის გარეშე რომ იკოზირე და ნულზე დაგვტოვე. ხმა ვეღარ ამოიღო. კარგად გავერთეთ, სიგარეტს ვეწეოდით, ყავას ვსვავდით და ბელოტს ვთამაშობდით. ჩემი კომფორტის ზონა იყო. როგორ მახსოვს ის სპილოსძვლის ფერი კედლები, ნაცრისფერი ტახტი ორი სავარძლით და შავი მინის ჟურნალების მაგიდა. ეკას მამის სახლის ყველა ოთახი და კედელი მახსოვს, აბაზანაში წყალი ცუდად მუშაობდა ან უნდა გაყინულიყავი ან დამწვარიყავი, მე ყოველდღე მეორეს ვირჩევდი. ფეხსაცმელებს შემოსვლისთანავე ვიხდიდით და სახლში შიშველი ფეხებით დავბოდიალებდით, ოთახში მარტო ბელოტის თამაშისას ვეწეოდით. ეკას მამას აივნის რიკულებზე სამი მარწყვის ქოთანი ჰქონდა დიაგონალზე დაკიდებული. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ისე ბრწყინავდნენ ძოწისფრად რომ სული მელეოდა მათი გასინჯვის წარმოდგენაზე. პირველი ხდებოდა ტაქსი რომ გამოვიძახე და ხაბესთან გავედი. ტელეფონზე დამირეკა სად ხარო, ვუთხარი კორპუსთან , სიგარეტს ვიყიდი და ამოვალ თქო, მაგრამ დამარწმუნა რომ თავისას მომაწევინებდა და მალე ავსულიყავი. ისიც ჩამობოდიალდა და ამიყვანა. დანის მოსვლამდე საწოლზე ვისხედით და იუთუბზე რაღაც სისულელეს ვუყურებდით, ეს ალბათ ნახევარ საათს გაგრძელდა მხოლოდ , მერე დანიც მოვიდა, ერთად დავცინოდით ნოეს, რომელიც შუქს არ გავნთებინებდა თვალები მტკივაო. იმ ხნად ლინზებს ატარებდა და ისე სწვავდა მათი ტარება თვალის გუგებს რომ მართლა სერუოზულად სტკიოდა სინათლის ფონზე ხოლმე. მერე დანიმ აიტეხა მოდი რამე ვითამაშოთო და მასთან ერთად გამოცნობანას ვთამაშობდით აივანზე. მისი არცერთი ჩაფიქრებული სიტყვა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ პირველ ხელზე მე მდინარე ჩავიფიქრე ხაბემ კი კომეტა. მახსოვს რამდენი იწვალა დანიმ მის გამოცნობაზე და კიდევ უფრო მეტი ხაბემ იწვალა, რადგან სრულიად სხვა მხარეს წავიდა, ერთმა პასუხმა ისე ააბნია ხან ეტლს იძახდა, ხან ცხენს ხან რას და ხან რას, ლამის დინოზავრების პერიოდამდე ჩაბრუნდა. ლუდს ვსვავდით, მაგრამ დანიმ ამაზეც უარი თქვა. დანი მალევე დაწვა, რადგან მეორე დღეს მისი შეყვარებული ბეა უნდა ჩამოსულიყო და სადგურში დახვედროდა. დანი რომ დასაძინებლად დაწვა ხაბემ კარი გამოხურა და აივანზე მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. ლუდი თითქმის არ დამელია, არც ნოეს. -გავაგრძელოთ? -მაგიტომ გამოხურე კარი? დავცინე და დაკეტილ კარს გავხედე, რომელიც დანიმ შიგნიდან ჩაკეტა ხაბეს თხოვნით. იმედი მქონდა მთელი ღამე ასე ყოფნა არ მოგვიწევდა. -დანის საქმე არაა ის რაზეც ვსაუბრობდით. -ვერ შეგედავები.აბა დაიწყე. სიცილით ვეუბნები, რამდენიმე კითხვა მახსოვს, მაგალითად მაშინ როცა ბოთლი ნახევრად ჩამეცალა უკვე ხაბემ მკითხა. -დაუშვად მატარებელში ხარ და შენს ვაგონში ვიღაც დაგიჯდა, ეს კი ერთადერთი შანსია რომ რამე გქონდეთ, იქაურობას როგორცკი დატოვებთ არარაფრი გამოვა, აკოცებდი თუ არა? -ანუ მხოლოდ იმ მომენტში შემიძლაი ხო?-თავი დამიქნია, ბევრი არ მიფიქრია.-კი , მირჩევნია მოგვიანებით გამოყენებული შანსი ვინანო ვიდრე არ გამოვიყენო. -კარგი პასუხია. -მანქანა თუ აბაზანა? -მმმ აბაზანა. რას იზავდი რომ გაგეგო შენს შეყვარებულს ცოლი ჰყავს? -პირველ რიგში იმ გოგოს ვეტყოდი, რა თქმა უნდა და დავშორდებოდი კიდეც. აბორტებზე რას ფიქრობ. -არ ვიცი ასე ზოგადი აზრი არ მაქვს, მაგრამ თუ ქმარი არ ჰყავს სრულიად ქალის აგდასაწყვეტია, თუ კი მაშინ უნდა დაილაპარაკონბ, მაგალითად ახლა ჩემს შეყვრებული რომ დაორსულდეს არანაირი უფლება არ მაქვს ან ერთი ვუთხრა ან მეორე, იმან უნდა გადაწყვიტოს. -ოქეი, მაკმაყოფილებს ეგ პასუხი. -აღარ სვავ? -ცოტ ცოტად. -ეგრე რას დათვრები -იქნებ არც მინდა დათრობა და უბრალოდ გაბრუება მინდა? - როგორც გინდა. მანახე აბა ეგ. დაბნეულმა დავიხედე ტანზე მისი მზერის მიმართულებით. ყველა სამოსი მახსოვს რაც ბათუმში მეცვა, იმ დღეს ჩემი ხელით ჯიბეებმოქარგული ლურჯი ჯინსი , თეთრი წვრილბრეტელებიანი ბოდე და დედაჩემისთვის წართმეული წითელ-ვარდისფერი კლეჩატი პერანგი მეცვა. მოკლე მკლავები ჰქონდა თუმცა მაინც მოსაცმელად ვიყენებდი. -ეს? ბიჭს მოსასხამზე ვანიშნე და მანაც თავი დამიქნია. ვიხდი და ფეხზე მდგომს ვუწვდი, ხაბე მას გაჭირვებით იცმევს, იმდენს დავცინოდი ისე ემცინებოდა , უზარმაზარი იყო ჩემთან შედარებით, ჩახუტებისას ხელებს რომ ვხვევდი გაჭირვებით ვაერთებდი მათ. -რა პატარა ხარ. -როგორ ბედავ. ვითომ გავუბრაზდი,მ მაგრამ ჩემი სიცილი მყიდდა. უცნაური შეგრძნება იყო მის სხეულზე ჩემი მოსაცმელის დანახვა. -ცოტა უკომფორტოა არა? -ეგ იმიტომ რომ შენ ხარ უზარმაზარი. გაიცინა, პერანგი გაიხადა და დამიბრუნა. სკამზე ლოტოსის პოზაში ვიჯექი და ლუდს მინის ბოთლიდან ვსვავდი, ის ფეხზე იდგა. -რამდენად იმედგაცრუებული ხარ? -რა? -ურთერეთობების დასაწყებად რამდენად იმედგაცრუებული ხარ? -ამაზე მეტად ვერასდროს ვიქნები. 10 ადამიანი და არცერთი ვინც საპასუხოდ რამეს დააბრუნებდა, ნუ კარგი სებე არ ითვლება ბოლოს და ბოლოს შეყვარებული იყო, მაგრამ უკვე სასაცილოდაც არ მყოფნის როგორ მომწონს ადამიანები , როგორ ყველაფერს ვიღებ მათთვის და ისინი კი განა შორს მიდიან, არა ახლოშივე ჩემივე მეგობარს ან ნაცნობს უწყებენ ყურებას და ფლირტს. იმდენად იმედგაცრუებული ვარ ხაბე რომ ალბათ წლები დამჭირდება იმა აზრამდე მისასვლელად რომ მზად ვარ და მინდა სერიოზული ურთიერთობები. შენ რამდენად გატეხილი ხარ? -ზუსტად ეგრე, ოდნავ მეტად თუ არა. - მიყვარს მასზე რომ გიყვები და არ მეჩხუბები, ამას სხვა მეგობრებს რომ ვუყვები ხოლმე სახეს მაძრობენ, წინ უნდა წახვიდეო. წინ როგორ წავიდე როცა ნაბიჯის გადასადგმელი ენერგიაც კი არ მაქვს და ესეც რომ არა ოკეანის ფსკერზე ამოვყოფ თავს როგორცკი ნაბიჯს გადავდგავ. არაფერს ამბობს, იმიტომ რომ ვიცი თავს ისიც ზუსტად ჩემსავით გრძნობდა, მასაც ეშინოდა ვინმე ახალის შეყვარების და ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნების რომელშიც იმ გაზაფხულსა და ზამთარში იყო. მახსოვს პირველად თვეებსის შემდეგ რომ ვნახე, უნისთან მაკში ვისხედით და მაშინ მიყვებოდა თეკლესთან დაშორების ამბავს. ან არა, პარკში პარკში იყო რომ მითხრა დავშორდითო, მერე მაკში კი მისმა და თეკლეს მეგობარმა მომიყვა რატომაც დაშორდნენ. ყბაჩამოვარდნილი ვუსმენდი, ხაბე საჭმელის მოსატანად გავიდა ეს ამბავი რომ არ გაეხსენებინა. ვიღაც მეზღვაური გაუცვნია იმ გოგოს ონლაინ წლების წინ მერე დაშორებულან და ხაბეს უთხრა საკმარისად არ მიყვარხარ ის რომ დავივიწყოო. ამის გამო ისე მინდოდა მისი ცემა და ლანძღვა ,მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ან რას ვიტყყოდი, ყველა სიტყვა უაზრობად გაიჟღერებდა. ხაბემ გამომარკვია იმ მომენტშიც თეკლას გახსენებაზე. -კარგი რადგან უთიერთობებს არ აპირებ ესეიგი შემდეგი წლები მარტო ყოფნას აპირებ. -არა რატო, სისულელეა, მე სულ მცირებ 4 -5 წელი არ ვიქნები იმ მდგოამრეობასი ვინმეს ნდობა შევძლო, მაგრამ მაგ დროისთვის 26-27 წლის ვიქნები და სულაც არ ვაპირებ მხოლოდ წიგნებით მქონდეს მთელი წარმოდგენა ყველაფერზე. -კარგი ახლა თამაშის კითხვა მაშინ, FRIEND WITH BENEFIT-ზე რას ფიქრობ. - მგონია რომ მშვენიერი რამაა, მაგრამ მხოლოდ მანამდე სანამ რომელიმეს მეორე შეუყვარდება. სექსი ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა ისეთი როგორიც არ ვიცი ძილი ან ჭამა, ასე რომ როცა ორი ადამიანი მხოლოდ ამაზე თანხმდება კარგია. უბრალოდ რასაც ვაკვირდები ბოლოს რომელიმეს აუცილებლად უყვარდება. ეს კი ტეხავს. - ისე ამბობ თიტქოს ზუსტად იცი რომ არ შეგიყვარდება. -ვიცი კიდეც, ვინმეს რომ მეგობარს ვუწოდებ მის მიმართ გრძნობები მეგობრის მიმართ სიყვარულს არ ცდება. ასე რომ თუ მე მექნებოდა ის მხარე არ ვიქნებოდი ვინც შეყვარებით და თან ცალმხრივად შეყავრებით დაასრულებდა. -ხო მაგრამ მანდ მეორე მხარეცაა. -რა მხარე. -ადამიანები ამას ზოგჯერ მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან რომ ერთს მეორე უკვე უყვარს და სხვა გზას ვერ ხედავს. მაშინ მის სიტყვებს დავეთანხმე და ვუთხარი ხო ხანდახან ეგრეც ხდება, მესმის მაგ ადამიანების , მაგრამ ეს მაინც არაფერს შეცვლიდა-თქო. ახლა კი წლების მერე იმდენ რამეს ვუკვირდები, არასდროს რომ აზრად არ მომსვლია, არასდროს რომ დავფიქრებულვარ მათ უკან მდგომ იდეებსა და უთქმელ სიტყვებზე, ნეტავ ყველაფერს 4 წლის წინ მივმხვდარიყავი ახლა აქ გერმანიაში არ ვიჯდებოდი ჩემს ლეპტოპთან და მასთან ურთიერთობის ერთადერთ ცოცხალ არგუმენტად წიგნს არ ვაქცევდი, რომელსაც ვწერ. რა სულელი ვიყავი, ახლაც სულელი ვარ. მოდი ისევ იმ ღამეს დავუბრუნდეთ, საიდანც ბევრი არაფერი მახსოვს. ორი ბოთლი ლუდისა და ხაბეს კიდევ სანახევროდ ჩაცლილი ბოთლის ბოლომდე დასრულების შემდეგ ჯერ ისევ ჩვენს წარსულ ურთიერთობებზე ვსაუბრობდით მოწყენილი ავდექი ფეხზე და სასმლისგან გათამამებულსა და შეხების სურვილით სავსეს საერთოდ არ გამჭირვებია მისი ჩახუტება. ხაბემ ხელები წელზე შემომხვია, მე კისერზე, მაგრამ ასე უკომფორტოდ ვიყავი. -არა ასე არა. -რა? -არ მიყვარს ასე. -რატო? ღიმილით დამხედა. -ასე უფრო კომფორტულია-წელზე ხელები შემოვხვიე და თავი სადღაც მკერდსა და მხარს შორის მივადე.- ასე დაცულიც ვარ და ვიცი რომ ახლოს ვერაფერი მოვა. ჩშშ ყველამ არ იცის ეგ პატარა ხრიკი. ვიგრძენი როგორ იცინოდა. -ზოგჯერ ჩახუტებაც ასწორებს. -გეთანხმები. არ ვიცი ასე რამდენხანს ვიდექით, ალბათ წუთს მაინც. შემდეგ აივნის სუფთაჰაერიც კი დაიძაბა, რაღაც ისე არ იყო როგორც ყოველთვის ხოლმე. ჩემს თავს ვერ ვცნობდი და იმ შეგრძნებებს რომელიც მქონდა ხოლმე. ხაბესგან მოშორება მინდოდა და მის მკერდზე მიდებული თავი ავწიე,მიყურებდა. თავში აზრმა დამარტყა ,რომ ჩემთვის კოცნა უნდოდა და ამ აზრისგან და მოქმედებისგან გასაქცევად ისევ ჩავეხუტე. გონებაში ხმები სადღაც გამქრალიყვნენ, ვერაფერს ვგრძნობდი ვერც ქარს და ვეღარც წვიმის სუნს, რომელიც ბათუმისთვის გულწრფელები რომ ვიყოთ უცხო არ არის. კიდევ ერთხელ ავწიე თავი და ხაბემ ისევ სემომხედა. -რა? -არაფერი. ნაბიჯით უკან დავიხიე და ხელები მოვაშორე. ის მე მიყურებდა, ჯერ ისევ ჩემს წელზე ედო ხელები და ცალყბად წამით გამიღიმა, თან თვალი ჩამიკრა. -რა? არა? -არა. -რატომ? -არ ვიცი. გულის მიერ სისხლის ყოველ გადატყორცნას ვგრძნობდი და ცხოვრებაში მეორედ ვიწვოდი სურვილისგან. იმ მომენტში ისე ძალიან მინდოდა ხაბესთვის მეკოცნა, ისე მინდოდა მისი თითოეული უჯრედი საკუთარ კანზე აღმექვა. -დარწმუნებული ხარ? ისევ ეს წყეული თვალის ჩაკვრა, ისე მიყურებდა მეგონა სულში შემომიძვრებოდა, თუ რა თქმა უნდა მქონდა საერთოდ. -ჯანდაბას, მოდი. ხელი სახეზე შევუცურე და ფეხისწვერებზე ავიწიე, ის კი ჩემსკენ გადმოიხარა. უცნაური გრძნობა იყო როცა მას პირველად ვაკოცე. თითოქ სამყაროსი ყველაფერი შენელდა, დავიანხე როგორ დახუჭა კოცნამდე წამის მეასედებით ადრე თვალები და მომენტალურად, მისი ტუჩების შეხებისთანავე გავითიშე. ისინი რბილი , სველი და თან რაღაცნაირად მომაჯადოვებელნი იყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემი ხელები მის გრძელ თმებში იყო ახლართული, მისი ხელები კი ჩემს წელს თავისაზე იკრობდნენ. აცახცახებდა, მაგრამ მაშინ სულელი და გამოცუდელი ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა ეს რატომ ემართებოდა. -გცივა? -არა. -მაგრამ კანკალებ. -შეეშვი მაგას. სიტყვა არცკი ჰქონდა დასრულებული ისე წამავლო ცალი ხელი თმაში და კიდევ უფრო ვნებიან კოცნაში ამოყოლია. მისი სხეულის რეაქცია და ხელები კანს მაისურის ზემოდანაც კი მიშანთავდნენ. ვგრძნობდი როგორი აღზნებული იყო, როგორ ვუნდოდი და ამ აზრს ჭკუიდან გადავყვადი. რამდენიმე ნაბიჯი წამოდგა წინ და მეც იძულებული ვიყავი უკან დამეხია, გვერდულად ვიდექით აივნის მინებსა და კარს შორის, ჩემ საჯდომს ისე ეხებოდა თითქოს პლუშის სათამაშო ყოფილიყო. ყელზე მკოცნიდა,მისი სუნთქვის ხმა ცხადად მესმოდა. ხელებს თმასა და კისერზე ვხვევდი და მის ტუჩებს თავს ვერ ვანებებდი. ის კი პერნგს შიგნით შეყოფილი ხელებით წელზე მეხვეოდა, საჯდომსა და ფეხებზე მეფერებოდა და ითიშებოდა. ხელები კისერზე ამისრიალა, მერე მხრებზე და თან დააყოლა. -ეს არ გვჭირდება ხელს გვიშლის. პერანგი გავიხადე და მეორე სკამზე დავდე, იმაზე , რომელზეც მანამდე ხაბე იჯდა. მერე ისევ მას მივუბრუნდი, ღრმად ამოჭრილ სახელოებიანი ზედა ეცვა, კანზე რომ ვეხებოდი ელექტრონები ცუნამივით მივლიდნენ სხეულზე. მოუხერხებლად ვკოცნიდი კისრში და წარმოდგენა არ მქონდა ხელებისთვის რა უნდა მომეხერხებინა. ხაბე ჩემი ზედის ქვეშ ხელის შეყოფას ცდილობდა, მაგრამ მერე რომ მიხვდა ბოდე მეცვა და არა შარვალში ჩატანიებული მაისური თავი ანება. ტუჩზე ვიკბინე როცა მკერდზე მომიჭირა და თავი უკან გადავაგდე, ისიც მინიშნებას მიხვდა და თავი ჩემს კისერში ჩარგო, მის ენას მხარზე ვგრძნობდი. კოცნისას რომ თვალებს ვახელდი მისი სახის დანახვაზე უფრო მეტ სურვილს ვგრძნობდი ვიდრე სულ თავიდან. უფრო მეტად მერეოდა გონება იმდენად სექსუალური იყო. არ მახსოვს, არასოდეს დაგვითვლია ის პირველი კოცნა რამდენხანს გაგრძელდა, მანამ სანამ ბოლომდე შეწყდებოდა. უკვე აღარ შემეძლო და მანაც სივრცე მომცა დასამშვიდებლად და ახალის დაწყებამდე დასასვენებლად. აივნის მინას იყო მიყრდნობილი და სკამზე ჩამომჯდარს მიყურებდა. -რაზე ფიქრობ? -იმაზე რომ როცა ხვალ გავიღვიძებ იმედი მაქვს არ ვინანებ. -სერიოზულად? -სერიოზულად. არ მინდა რომ რამე სანანებელი მქონდეს. -ეს ხომ ორმხრივი იყო, სინანული უადგილოა. - ვიცი. უბრალოდ უცნაურია მთელი ეს სიტუაცია, ყველაფერი რაც მოხდა და არც კი ვიცი რატომ. -ყველას ჭირდება განტვირთვა და ეს ამითვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა. არ მეთანხმები. -სრულიად. ღიმილით ვუთხარი, მერე ის დასერიოზულდა, სულ ოდნავ. -არავის უთხრა ამის შესახებ. -არც ვაპირებდი. სისულელე იქნებოდა, თან მათი საქმე არაა. -ეს რჩევა იყო, წარმოდგენაც არ მინდა ეკა ლენა და ტატო როგორ გაგაკრიტიკებენ როცა ეტყვი. მია გახსოვს? თმას ვინც მღებავდა პირველ კურსზე?-თავი დავუქნიე.- რაღაც პერიოდი მსგავსი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ არაფერი სერიოზული, დილით დგებოდა იცვავდა და უხმოდ მიდიოდა. დანიმ მასზე იცის , წარმოდგენა არ გაქვს როგორ ვერ იტანს. -არ ვაპირებ არავისთვის თქმას ხაბე, მაგრამ იმედი მაქვს მეგობრებად დავრჩებით და არაფერი არ აგვერევა. -რა თქმა უნდა. სხვათაშორის კარგად კოცნი. -იმის კვალობაზე რომ ჩემი კოცნის სია 2-ია სექსის კი არცერთი? სიცილით ვკითხე და ფეხზე წამოვდექი. თავი დამიქნია. მე მხრები ავიჩეჩე. -ხომ გახსოვს მე მწერალი ვარ და წიგნების კითხვა ჩემზე მეტად არავის უყვარს. წარმოდგენა არ გაქ რამდენი რამის სწავლა შეიძლება მათგან. გამიღიმა. მერე ისევ ვაკოცეთ, ამჯერად უფრო გიჟურად, უფრო მოწყურებულებმა. დანის ფაჩუნის ხმა გავიგეთ და ერთმანეთს მოვშორდით. საათს რომ დავხედე 6 ხდებოდა, ამიტომ ხაბეს ვუთხარი დანისთვის ეთხოვა კარი გაეღო ჩვენთვის. დანიმაც ნახევრად მძინარემ გადაატრიალა კარის საკეტი, მის გევრდით ტუმბოდან ჩემი ჩანთა და სათვალე ავიღე და ნოემ ჩამაცილა, სანამ ტაქსს ველოდებოდით სიგარეტს ვეწეოდით. -ხომ არ შეგიყვარდები? -ბოდავ. ხომ გითხარი მეგობრები რომანტიულად არ მიყვარდება. მაინც და მაინც არც friends to lover წიგნებზე ვგიჟდები. ამასაც სიცილით ვეუბნები. -ხვალ ხომ გახსოვს რომ საბილიარდოში ვაპირებდით წასვლას, ისევ მოდიხარ ხო? -ვნახოთ დანის უნდა გავყვე ბეასთვის საჩუქრის საყიდლად. -ოქეი მომწერე რას იზავთ. - დანისი არ ვიცი და მე უეჭველი გამოვალ, სულ მცირე თქვენთან ბელოტის სათამაშოდ და დასალევად. ვუღიმი და ჩემზე მაღალს ქვემოდან ავყურებ, ხვდება რაც მინდა, ხელებს ოდნავ შლის და მიხუტებს, ზუსტად ისე , როგორც მის აივანზე ყოფნისას ვუთხარი მომწონს თქო. ტაქსიც მოდის, ვჯდები და ხაბე მეუბნება. -რომ მიხვალ მომწერე. -აუცილებლად. მთელი გზა ვგრძნობ ტაქსისტი როგორ უცნაურად აპარებს ჩემსკენ მზერას. წარმოდგენაც არ მინდა რა ეგონა იმ დილაუტენია, ალიონზე ბიჭმა რომ სასტუმროს წინ ტაქსიში ჩამსვა და აბრუნდა. ალბათ ეგონა ვინმეს ნაშა ვიყავი. ასეც გამოდის, მაგრამ იმ ღამეს ეს ყველაფერი ჯერ ისევ დასაწყისი იყო. სახლში რომ მივედი სადარბაზო ჩიპით გავაღე და ბოლო სართულზე ლიფტით ავედი. ყველას ეძინა. ოთხში რომ შევედი ლენას საწოლზე გადასაფარებელსა და ტეთრეულზევე ეძინა, გევრდით გაწირვებით მივუწექი : მივედი : ოქეი, დაისვენე აწი. მე ორსაათიანი პოდკასთი ვიპოვე : შენ კიდე მოეშვი მაგ პოტკასტებს და დაიძინე. : არასოდეს. : ოქეი კარგი დილა, შენზე ღამე ფიზიკურად არ გამოდის რა გიყო. : ჰააჰა, დანი სუნთქავს ძალიან გამაღიზიანებლად. :მოგიკვდი , რა გინდა სამაგიეროდ მკვდარივით ძინავს. : ფაქტია, ახლა არ მითხრა ამათ ეღვიძათო. :არა კაცო. ხო გავრეკავდი. წარმოიდგინე დაქალი კართან რომ მხვდება სად ეგდე დილაა უკვეო. : კარგი მიდი დაიძინე და მოგწერ ხვალინდელზე. ინსტაგრამი და ინტერნეტი გავთიშე და ტელეფონი იატაკზე დავდე. ლენა ისე ხვრინავდა ყურსასმენებიც კი გავიკეთე. თავში ჯერ ისევ მომხდარი ამბის კადრები და მოგონებები მიტრიალებდნენ. მათლიანად ხაბეს შეხებებში ვიყავი ჩაძირული და მეგონა რომ ისევ ჩემს სხეულს ეფერებოდა, ისევ ისე ძალიან ვუნდოდი. გაჭირვებით დავიძინე მომხდარზე ფიქრის გამო, თან წინასწარ ვფიქრობდი რამდენად მტკივნეული იქნებოდა მასტან ურთიერთობის გაწყვეტა. ნაწილებად დავიშლებოდი ხაბეს და ჩემი მეგობრობა რომ გამქრალიყო. მახსოვს იმასაც ვიხსენებდი ბათუმში წასვლამდე ჩემი სიძე რომ მეუბნებოდა, მას შემდეგ რაც გაიგო ტატოც მოდიოდა, გოგოს და ბიჭის მეგობრობა არ არსებობს და რაღაც ზღვრის შემდეგ ყველა მეგობარს უნდა მისი გოგო მეგობრის კოცნა და გა***ვაო. მახსოვს მაშინ ივას როგორ ძალიან ვეჩხუბე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



