საით მიფრინავენ ყვითელი ფოთლები
არ ვიცი შეგიმჩნევით თუ არა, მაგრამ შემოდგომას გაცილებით მეტი ადამიანი მიჰყავს დედაჩემიწიდან ვიდრე დანარჩენ სამ სეზონს, ხიდან დაცვენილი ფოთლებიც იმ ადამიანის სულის სიმბოლოა ვინც სამუდამოდ ტოვებს ადამიანთა ყოფას, ისინიც ზუსტად ისე ქრებიან ხის კენწეროდან როგორც ადამიანები ჩვენი არსებობის "ხიდან". სამი სამყაროს არსებობას გვაჩვენებენ ისინი: ერთი როდესაც ფოთოლი ძირს ვარდება რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული ისევ აქ მიწაზე დარჩა,ვერ გაიკვლია გზა. მეორე როდესაც ფოთოლი პირდაპირ ზევით, ცისკენ გაფრიდა და სამუდამოდ შეუერთდა გალაქტიკის სამყაროს. მე ყველაზე მეტად მესამე ვარიანტის ფოთლები მიყვარს აქეთ იქით რომ დაფრინავენ, ხან ძირს ეცემიან, ხან კი ძლიერი ქარის საშუალებით ცაში ფრიალებენ, ამ ფოთლებმა არ იციან რომელი გზა აირჩიონ დარჩნენ ისევ ადამიანთა სამყაროში თუ შეუერთდნენ სხვა გარდაცვლილ სულებს მეორე სამყაროში. მიყვარს ცაში მოფარფატე ფოთლები, რადგან ხიდან მოწყვეტის შემდეგაც კი განაგრძობენ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ იციან ვეღარც გამწვანდებიან და ვეღარც ხის ტოტების ნაწილი გახდებიან, უბრალოდ მუდმიდან მოძრაობაში არიან, ქალაქების ქაოსში, ქარის ზუზუნსა და მეეზოვის ცოცხის ალში გახვეულნი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.