შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი დასასრულით იწყება ( ნგრევა)


1-12-2025, 01:26
ავტორი ნაამა
ნანახია 490

ნგრევა

დილას ენერგია გამოცლილმა ყველაზე ადრე გავიღვიძე, აივანზე დავჯექი და სიგარეტს ვეწეოდი, ტუჩებს თითებით ვეხებოდი და ბათუმის შენობებს ვუყურებდი. რა გავკეთე თქო ვფიქრობდი, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს უკვე მოხდა და ჯანდაბა მე ისეთი ნასიამოვნები ვიყავი. ისე მჭირდებოდა ის კოცნა, კოცნა რომელიც სხვა არცერთ ჩემს სიყავრულთან და სატრფოსთან არ გამომეცადა. სასაცილო იყო ამდენი ადამიანი მომწონდა 22 წლის მანძილზე და ხაბეს კოცნა მაინც ასეთი მაგარი იყო. არა მანამდეც მიკოცნია, ორჯერვე მთვრალზე, ერთხელ ლენასთვის ერთხელ იატასთან. იატა და მე ჩვენთან სოფელში გალეწილი მთვრალები ვეთამასებოდით უბნის პატარა ბავსვებს დახუჭობანას დაჭერობანას და ათას სისულელეს, მიკვირს როგორ გავრისკეთ მაშინ. იატამ მითხრა მინდა ვინმემ მიკბინოსო ორივე ავტყდით, ბნელ მოსახვევსი გავედით და იქ ვაკოცეთ, ეს წუთიც არ გაგრძელებულა. არაფრით იყო ისეთი როგორიც ნოესთან. ნოეს კოცნა... ღმერთებო მისი ტუჩები...
მისი შეხება...
ღმერთებო რომელიმემ გადმომხედეთ...
გთხოვთ.
ვიცოდი რომ ვუნდოდი და ეს უფრო მეტად მახელებდა, ვიდრე უკვე ვიყავი. იმ აზრს რომ შემეძლო კაცი ამ ზომამდე მიმეყვანა სიამოვნებისგან ჭკუიდან გადავყავდი. ბავშვებმა რომ გაიღვიძეს შემატყვეს რომ კარგად არ ვიყავი. დილიდან აჩქარებული პულსი მქონდა და მოწევის მერე სავარაძელზე ვიყავი მიგდებული.
-რომელზე მოხვედი?
-7 იწყებოდა.
-მაგდენხანს რას აკეთებდით?
მეგონა წამომცდებოდა, სიტყვები ენაზე მომადგებოდნენ და ვერ გავაკეავებდი, მაგრამ ისე მარტივად მოვიტყუე , მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არ გამომსვლია. ტატოს და ეკას თვალებში ვუყურებდი და ნაცარს ვაყრიდი.
-რავი ვთამაშობდით, მერე ვიჭორავეთსავით და ძალიან შევყევით. დანი მათ მეგობარ სანდროზე მიყვებოდა ისტორიებს, ისეთი სახალისო იყო. საათს რომ დავხედე უკვე ექვსი ხდებოდა და ტაქსი გამოვძახე.
-კარგი.
-ირმამ იცოდეს სად დაეთრევა მისი შვილი გაგჟდება.
-აბა, თან ორ ბიჭთან ერთად მარტო ვიყავი სასტუმროს ნოემრში, წარმოიდგინე ჩვენს სოფელში რა ამბებს შეთხზავდნენ.
სიცილით ვამბობ, მაგრამ სიცილის თავიც კი არ მაქვს. ვამპირივით ყველა ენერგია გამომწურა ხაბეიშვილმა გასულ ღამეს. სააბაზანოში შესულმა ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე, წყალი ისე მედებოდა სხეულზე აღარაფერი მახსოვდა. შკაპიდან რომ გამოვედი და ნიჟარასთან ჯერ ისევ შიშველი, პირსახოცშემოხვეული ვიხეხავდი კბილებს მხარზე, კსიერთან ჩალურჯება შევნიშნე, ხელი მივიტანე, თავი გვერდზე გადავხარე უკეთ რომ დამენახა და გააზრებისას ისტერიულად ჩამეცინა.
-შენი დედაც ხაბეიშვილო! როგორი ფრთხილი ხარ, არავის უთხრაო, მე კი არა ეს სილურჯე ეტყვის ჩემ მეგობრებს! იდიოტო.
თავი როგორღაც დავიმშვიდე და აბაზანიდან გამოვედი. მტეი ნაშუადღევი ზედას ვისწორებდი, რომ ხმარზე არ ჩამომვარდნოდა და ვინმეს დალურჯება არ დაენახა. ხელით ისტერიულად ვისინჯავდი ნაკოცნ ადგილს და საპირფარეშოში ყოველ შესვლაზე სარკეში ვამომწებდი იმ იმედით რომ მოულოდნელად გაქრებოდა. ისე ძალიან არ მინდოდა რამე სცოდნოდათ, არა იმიტომ რომ ასე ხაბემ თქვა, უბრალოდ არ მინდოდა. მოწმონდა ის აზრი რომ მე ყველაზე უბიწ ვიყავი სამეგობროში და სულ მალე ციდან ანგელოზივით დავეცემოდი. ფიქრები კი თავისას შვებოდნენ. ვიცოდი რომ საღამოს ნოე უნდა გამოსულიყო, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, რა უნდა მექნა იმისთვის რომ არავის არაფერში შეპარვოდა ეწვი. ამას ისიც ემატებოდა რომ იმ დღეს ჩემი ბიძაშვილის დაბადებისდღე იყო , რომელთან ერთადაც გავიზარდე და რომელიც რამდენიმე წლით ადრე ავარიაში დაიღუპა. დედაჩემმა ირმამ კი მთელი ორგვერდიანი პოსტი გამოდო იმის შესახებ როგორ უყვარდა ცოტნე. ეს ჩემ ნერვულ სისტემას ისე ძალიან ურტყავდა. ჩემზე ამდენს არ საუბრობდა. მის ფეისბუქზე რომ შესულიყვაი აღმოაჩენდი რომ ვაჟი ჰყავდა სახელად ნიკა, მაგრამ ვერსად ნახავდი ევას შესახებ რაიმე ამბავს. მე არ ვარსებობდი და მაშინაც კი როცა ჩემს მიმართ სიყვარულს გამოხატავდა ეჭვიანობით ვკვდებოდი რომ სხვები ჩემზე მეტად უყვარდა. ყველა სათიტაოდ მეკითხებოდა რა მჭირდა და ჩემი პასუხი რეალური და ლოგიკურიც კი იყო.
-ცოტნეს დაბადებისდღეა დღეს.
მერე აიტეხეს აჭარულების საჭმელად წავიდეთო და რეტროში ფეხით გავბოდიალდით . მაგიდას მივუსხედით, აჭარულიც შევუკვეთეთ. ცხოვრებაში პირველად ვჭამდი კვერცხიანს, ისიც იმიტომ რომ მიმაბულინგეს უკვერცხო სისულელეაო, ეკა კი ჭამდა მშვენივრად უკვერცხოს. ნახევრადაც არ მქონდა შეჭმული როცა რეტროს ეზოში შემოსული ხაბე და დანი დავინახე. რომ გამომხედა გავუღიმე, ფეხზე წამოვდექი და გადავეხვიე. იმ მომენტში არც კი ვიცოდი მასთან როგორ უნდა მოვქცეულიყავი. წინა ღამე მახსენდებოდა და მეგონა ყველამ შენიშნა ჩემი არევდარევა. დილიდან ისედაც გაფანტული ვიყავი და შფოთვის შეტევა მქონდა.
-ჩვენთან დაჯდებით?
-სკამს მოვიტან.
ხაბე გვერდით მომიჯდა, მასსა და ტატოს შორის კი დანი ჩაჯდა. ხომ კარგად ვიცოდი რომ დანის მკვდარივით ეძინა და არაფერი გაუგია, მაგრამ მეგონა რომ ყველაფერი იცოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მის წინ შიშველი ვმდგარიყავი. ეკა ბიჭებს უყვებოდა წინა დღეს მოლში ყოფნისას როგორ მოიპარა შემთხხვევით წიგნი, დანი კი გაშტერებული უყურებდა მას შემდეგ რაც ეკამ გულიანად შეიკურთხა. ასეთ რამეებს მიჩვეული არ იყო. ხაბესკენ მზერას ვაპარებდი, ის კი ისე იქცეოდა თითქოს უბრალო ნორმალური დღე ყოფილიყო. თავს ცუდად ვგრძნობდი, ფიზიკურად ცუდად. მეგონა რომ ძვლებში მამტვრევდნენ. თან იმაზე ვფიქრობდი როგორ შეეძლო ასეთი რადგიკალურად განსხვავებული ყოფილიყო ჩემთან მარტო დარჩენილი და მეგობრებთან ერთად. წამდაუწუმ ჩემს ბურგუნდისფერ მაისურს ვისოწრებდი და ყოველ ჯერზე როცა ჩალურჯებას ვეხებოდი თვალს მისკენ ვაპარებდი.
ლენა საპირფარეშოში მიდოდა და მეც გავყვეი, მხოლოდ იმიტომ რომ გვერდზე მჯდომ ხაბეს მოვშორებოდი. ლენა რომ კაბინაში შევიდა, მე სარკის წინ დავდექი და ისევ შევამოწმე. პარანოიდულად ვიქცეოდი, მაგრამ ეს ისეთი ამბავი იყო რის გამოც ისინი ჭკუიდან შეიშლებოდნენ. თითქოს ტატო არ ყოფილიყო ის ვისაც დედამისმა ტელეფონიდან 40 ამდე ქალის ნომერი წაუშალა, ან ეკა რომელის body county 10ს აღწევდა, ან ლენა რომელსაც უკვე მესამედ მოუვიდა ის ამბავი რაზეც მე და ხაბე ვსაუბრობდით. უკვე მესამედ შეუყავრდა ის ვისთანაც friend with benefit ურთიერთობა ჰქონდა. თითქოს ისინი არ იყვნენ ათას ადამიანს რომ გააყოლებდნენ მზერას და ღამეებს ბარებში ათენებდნენ როცა მე ნერდების დედოფალი ვიყავი მათ წრეში და სახლში წიგნით ხელში ვიჯექი. ხმა არცერთს ჰქონდა ამოსაღები, მაგრამ მაინც ამოიღებდნენ. ამით მეც და საკუთარ თავებსაც გაკიცხავდნენ და სასიამოვნოც იქნებოდა რადგან თავის თავს ისე გაჰკიცხავდნენ ვერავინ შენიშნავდა. საპირფარეშოდან ლენას შემდეგ გამოვდივარ და ისევ მასსა და ხაბეს შორის ვჯდები.
-აბა? რაზე საუბრობდით?
-ტატო ამბობდა რომ ხვალ ციხისძირში აპირებდით წასვლას.
-ხო, ხოარ წამოხვალთ?
ღიმილით შევთავაზე მათ.
-არ მგონია.
თქვა და დანის გახედა. დანი დიდად ვერ ერთობოდა მათთან ყოფნით, მაგრამ რატომღაც ჩემთან და ხაბესთან ერთად ძალიან თავისუფალი იყო და საათობით მელაპარაკებოდა ხოლმე. არაუშავსთქო ჩემს თავს ვუთხარი და თეფშს დავხედე.
-არ ჭამ?
-უფრო ვერ. აშკარად არ უნდა შემეკვეთა კვერცხით.
სიცილით ვამბობ , მაგრამ დიდად არ მეცინება, თავბრუ მეხვევა და გული ისე მიცემს მგონია რომ მის ყოველ დარტყმაზე ყველასთვის შესამჩნევად ვცახცახებ.
-თქვენ არ უკვეთავთ?
-ცოტახანში ვიზავთ.
-როგორც გინდათ.
ეკა და ტატო ბიჭებთან საუაბრს განაგრძობდნენ, ხაბე ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა და ვიგრძენი შიშველ ფეხზე მისი ფეხი როგორ შემეხო, მერე კი თითები. გაკვირვებულმა გავხედე როცა ხელი მუხლთან მომიჭირა. თავი სუსტად გააქნია იმის ნიშნად არ შეიმჩნიოო. მისი ხელისგან თავი რომ დამეხსნა ფეხი ფეხზე გადავიდე და კაბა სულ ოდნავ შევისწორე. ხელი მომაშორა, თუმცა მის თვალებში გაოცებაც ამოვიკითხე , ამას არ ელოდა. მე კი მის ამ ქცევას არ ველოდი. საერთოდ არ მქონდა ენერგია მასთან ასეთი შეხებისა და წინა ღამეზე თუმდაც ერთი სიტყვის სათქმელად. ჩემი გონება შფოთვით იყო მოცული, შიშით რომ რამეს ავურევდით რომ მის გვერდით თავს ისე კომფორტულად ვეღარ ვიგრძნობდი როგორც ამას მუდამ ვგრძნობდი. მეორეს მხრივ კი ცოტნეს მოგონებები მიტრიალებდნენ გონებაში, ისევ და ისევ და დასურულებლად ამეორებდა გონება იმ კადრს როცა მისი დამწვარი სხეული ვანხე, ეს ჩემს გარდა არავის უნახავს, საშინელება იყო. ყველას კარგი მოგონება ბოლო სიცილი , ბოლო საუაბრი შემორჩათ მე კი იმის ნაცვლად რომ მხსომებოდა როგორ დავცინოდით დედაჩემს მოხუცი ხარ თქო და მის ბიძაშვილ ლუკას ვესაუბრებოდით მისსავე აივანზე მახსოვდა როგორი იყო კუბოში ჩასვენებამდე. აღარაფრის თავი მქონდა სადმე მიწოლა და ფიქრი მინოდა. სულ მცირე ზღვაზე მაინც, მზის ცხელ სიხვებქვეშ წიგნით ხელში , მაგრამ ფიზიკურად ისე ვიყავი გამოფიტული არც იქ წავიდოდი დიდი ალბათობით. ეკამ შენიშნა რომ მთლად კარგად არ ვიყავი, ლენაც მოღუშული იჯდა ამიტომ შემოგვთავაზა:
- ხომ არ წავსულიყავით ისე?
-შეიძლება თან იქნებ ზღვაზე გასვლაც მოვასწრო.
ღიმილით ვამბობ მაგრამ ვიცი რომ არ გავალ. ფეხზე ვდგები, ხაბეს დასამსვიდობებლად ვეხვევი, დანისად და ყველანი ერთად მივდივართ გაჩერებამდე სადაც ტაქსს გამოვიძახებთ. ხაბე და დანი კი იმ რესტორანში რჩებიან და აჭარულებს უკვეთავენ.
სახლში რომ მივდივართ ბავშვები ბულვარში გასვლის იდეას აყენებენ, მე სახლში ვრჩები ისინი კი ველოსიპედებით სასეირნოდ მიდიან. მოგვიანებით საბილიარდოში გავალ და იქ შევხვდები მათ , მაგრამ ახლა ტირილის გარდა არაფერი მინდა. დივანზე ვიყავი მიგდებული ფეხებმოკეცილი, თავით მის სახელურს ვეყრდნობოდი და ჭერსმიშტერებული ვტიროდი. ისე მეშინოდა ყველაფრის და ისე მინდოდა ამ სამყაროდან გაქრობა. ტომასი რომ ჩემთან ყოფილიყო გულში ჩამიკრავდა და მაიძულებდა თვითდაზიანების იდეა უკუმეგდო. ეს გავიფიქრე თუ არა რეალობამ ტალღისებრი ფორმა დაკარგა და ისეთი გახდა როგორიც მუდამ იყო ხოლმე. ასე საათს დავყავი, ტელეფონში ის სიმღერაც კი ჩავრთე რომელიც რაც არ უნდა ცუდად ვყოფილიყავი მამშვიდებდა, გულის რევის შეგრძნებას და აჩქარებულ პულსს კი ვერ ვიშორებდი. რაც სახლში დავბრუნდით 20 წუთში ერთხელ საპირფარეშოში შევრბოდი , უნიტაზთან ვიჩოქებდი და ვცდილობდი გული ამერია, მაგრამა რაფერი გამომდიოდა. ეს შეგრძნება მძაგდა და ცნობეირად არა მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებოდი ამ განცდას სწორედ ამიტომ ვერ ავირიე მთელი დღის მანძილზე გილი. ნერვებზე ისე მირტყავდა ყვეალფერი რომ აი ამ ზომამდე მივედი. ყველა ახალ ფიქრს უნიტაზამდე თავდახრილი მივყავდი.
სანამ საბილაირდოში გავიდოდი წყალი გადავივლე, ფეხები გავიპარსე და ლურჯი ლიფი ჩავიცვი, რომელზეც წვრილზოლებიანი წითელი მაისური გადავიცვი, იმდენად გულამოღებული იყო რომ ლიფი ნათლად მოსცანდა. ქვევით კი შავი საზაფხულო მოკლე ქვედაბოლო მეცვა, ჯერ ისევ ის რაც რესტორანში მეცვა.
სანდლები გასვლისას ჩავიცვი და საბილიარდოსი წავედი. ბურთის დარტყმისას თვალებსი მიეორდებოდა და სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა სკამზე ვიჯექი, ბავშვები კითხვას არ წყვეტდნენ კარგად თუ ვიყავი ან რა მოხდა, მაგრამ წუხანდელზე ვერაფერს მოვყვებოდი ეს კი იმაზე ნაკლებად არ მაწუხებდა რომ ჩემი ბიძაშვილის დაბადებისდღე იყო და მას ამას ვერ ვულოცავდი. არც იმაზე ნაკლებად გული რომ მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა, ესენი კი სწორედ იმ ნევრიულობის გამო იყო რა ორი მიზეზიც უკვე ვახსენე. ასე რომ გაჭირვებით ვთამაშობდი და არცერთი ბურთი არ ჩამიგდია სანამ პულზე არ გადავედით. მეპატრონემ დაგვპატიჟა ორვე მაგიდაზე. ის და ბიჭი მიმღებიდან ინტერესით უყურებდნენ ჩვენს თამაშს და გვაქებდნენ ხოლმე. მერე ღიმილით დავემსვიდობეთ და გამოსვლისას ხაბეს მივწერე.
:მოდიხარ?
: გამოცვალ 10 წუთში, თქვენ მიხვედით უკვე?
: არა ახლა გამოვედით და ავალთ, ხომ დალევ?
:რა თქმა უნდა ევა.
:კარგი გნახავ მაშინ.
სახლში ფეხით გავედით, გზად მაღაზიასი შევიარეთ და სასმლისთვის რაიმე მისაყოლებლის ყიდვა გადავწყვიტეთ. ჩიფსებით და ძეხვით გამოვედიტ. ისე მეწვოდა ყელი თბილისიდან წამოღებული შავი მალბოროს მოწევით რომ მაღაზიაში სობრანიე ვიყიდე და ბავშვებს ვუთხარი რადგან მალე მოვა ბარემ დავუცდი ადით თქვენ მეთქი. ლიფტში ჩიპი მივადე ისინი ავუშვი და მე კორპუსისი თარიდან წინ , ქუჩაზე, გამოევდი. რა უნდა მექნა? შორიდან მივსალმებოდი თუ გადავხვეოდი, ერთი მაგისიც თავად ქნას მეთქი. ნაკოცნი ჯერ ისევ მეტყობოდა, არ ვიცი ბრეტელებიან ზედაში როგორ ვერ დაინახეს მეგობრებმა მაგრამ თვალიც კი არ გაქცევიათ მისკენ. შეიძლება იმიტომ რომ ასეთი ჩალურჯებები უამრავი მქონდა ხოლმე და ჩემგან ასეთ რამეს არასოდეს მოელოდნენ. ელოდნენ რომ თავად მოვყვებოდი ყველაფერს და თუ არ ვყვებოდი ესეიგი არც ხდებოდა.
ხაბე რომ მოვიდა იმ წამის გადაგდებული მქონდა სიგარეტის ღერი, გადამკოცნა და მომიკითხა როგორ ხარო. ფერმიხდილი ვიყავი ეს ზუსტად მახსოვს.
-კარგად შენ?
-მეც. ისინი სად არიან.
-ავიდნენ. წამო.
სადარბაზოსი შევუძეხი მერე ლიფტშიც. ჩუმად ვიდექით წინა ღამეს არცერთი ვახსენებდით. სახლში რომ შევედით ფეხსაცმელები გავიხადეთ და ბავშვებს მიესალმა. იცინოდნენ, ტატომ ცოტახანსი დავიწყოთ დალევაო, რარაც საქმე ჰქონდა ეკასთან და საძინებელიდან მოგუდული საუბრის ხმა ისმოდა. ლენამ ხაბეს ჰკითხა ჭადრაკი თუ იციოდ და მაგიდაზე დაფა გაშალეს.
-შენც ხო ითამაშებ მერე?
-არ ვიცი.
-სველბი ხომ გასვალე.
ლენა შემედავა.
-ხო მაგრამ ახლა ამას აჯობე რამეში ან შენ, ტან ამრტო სვლების ცოდნით.
ხაბეს გვერდით სავარძელში ვიჯექი და მიხსნიდა რას რატომ გადადიოდა, ცხენი რომ b3ზე დადგა დავინახე როგორ უკლავდა მას ლენა კუთი, მაგრამ მეგონა სხვა რამე ჰქონდა ჩაფიქრებული და აღარ მითქვამს, ზუსტად 2 სვლაში წააგო ამ სვლის შემდეგ. აივანზე მოსაწევად გავედით, ლენა შიგნით დარჩა. ხაბე სკამზე იჯდა, მე პატარა ყავისფერ პუფზე.
-კარგად ხარ?
-კი.
-ეგრე არ გამოიყურები. რა გჭირს?
-არაფერი, დაიკიდე რა.
ცას ავხედე, არცერთი ვარსკვლავი არ ჩანდა. ჰაერი ისევ დამძიმდა, მაგრამ ამჯერად დაძაბულობით და არა სექსუალური ენერგიით.
-ასე იმიტომ ხარ ...
სიტყვა არარ დაუსრულებია რადგან ლენა გამოვიდა. უკვე ზუსტად ვიცოდი რასაც გულისხმობდა. ახსნა მეზარებოდა, სახლში შევბრუნდით და სასმელი გადმოვალაეთ. გვიანობამდე ვსვავდით ერეკლეს ბაბუის არაყს, ამჯერად წყალში გაზავებულს, ხაბე და ტატო სადღეგრძელოებს ამბობდნენ, ეკა არ სვავდა რადგან წამლებზე იყო და ვერ აურევდა, მეც ბევრი მეჩალიჩა არ დალიო თან ცუდად ხარ მთელიდღეაო, მაგრამ 7 ჭიქა მაინც დავლიე. ისევ იგივე გრძელდებოდა რაც მთელი დღე ნერვული სეტევის ფონზე გულის რევის შეგრძნება მიჩნდებოდა თუმცა ამაოდ, სარკეში გამოსვლამდე თვალს სილურჯეს გავკრავდი და გამოვდიოდი. სხვებისგან შეუმჩნევლად მაგრამ ჩემთვის საკმაოდ შესამჩნევად ჩემკენ მზერას აპარებდა ხოლმე. რას ველოდი მაისურიდან ამოარდნილ ლიფსა და მოკლე კაბას რომ ვიცმევდი ერთი. მერე თავში იდეამ დამარტყა რომ როცა ხაბე წავიდოდა მე გამეცილებინა. თან წინა ღამეზე საუბარსაც შევძლებდით.
-მეგობრობას გაუმარჯოს, რომ არა ის თქვენთან ერთად არ ვიჯდებოდი ახლა, ევა რომ არ გამეცნო და მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონოდა როგორიც მაქვს, თქვენც ვერასდროს შეგხვდებოდით. მოკლედ მეგობრობას გაუმარჯოს და თქვენც იცით ალბათ როგორი გამართლებაა როცა გვერდით ევას მსგავსი მეგობარი გყავს.
მის სადღეგრძელოზე მეღიმება. ბავშვები ასევე ღიმილით უჭახუნებდნენ ხაბეს ჭიქას ის კი ჩემსკენ აპარებდა მზერას. არაყი ბოლომდე გამოვცალე და ხაბეს გავუწოდე რომ კიდევ დაესხა. ეკა თვალებით მჭამდა მეტი არ დალიოო, ჯერ ისევ მე-4 ჭიქაზე ვიყავი და ეშინოდა იმის გათვალისწინებით დილიდან როგორც ვიყავი რამე არ დამმართნოდა. სანამ ახალ ჭიქას დავლევდით აივანზე გავედით მოსაწევად, ძლივს ვიტეოდით , მაგრამ ვის ანაღვლებდა. ტელეფონს რომ დავხედე და აღმოვაჩინე რომ 16 რიცხვი აღარ იყო ვიგრძენი როგორ მომეშვა ყველაფერი. ლენამ რა მოხდაო და მეც ვუპასუხე.
-16 აღარაა, უკვე გადაცდა 12ს.
-გასაგებია.
ხაბემ ვერაფერიც ვერ გაიგო, მაგრამ არაუშავს მოგვიანებით ავუხსნიდი ყველაფერს. დარჩენილი საღამო მშვენივრად ვერთობოდი მათთან ერთად. ბელოტის თამში რომ მოინდომეს მე უარი ვთქვი, 5 ვიყავით და რომელიმეს არ უნდა გვეთამაშა, თან არაყმა ისეთი მიქნა მეგონა მიმეძინებოდა, ამიტომ გონების შენარჩუნება და ცოტა მოფხიზლება გადავწყვიტე. გამოვიდა კიდეც. გამთენიის 6 საათამდე ვთამაშობდით, მერე ხაბემ ჯობია მე წავიდეო. ლენა უკვე დასაძინებლად იყო გასული და ეკასა და ტატოსაც ეძინებოდათ.
-მე გავაცილებ.
-მიდი, გაგვიხარდა შენი კიდევ ერთხელ ნახვა.
-მეც.
ერთმანეთს გადაეხვივნენ და შემოსავლელში ერთად გავედით. ტატო და ეკა ოთახში შევიდნენმე და ხაბემ კი ფეხზე ჩავიცვით და ბინიდან გამოვედით.
-მართლა კარგად ხარ?
-მართლა კარგად ვარ.
-ხომ ვიცი რომ მატყებ ევა.
ლიფტში შევედით და პირველი სართულის ღილაკს მივაჭირე ხელი.
-რატომ გინდა რომ შენი მხიარული დღე გავაფუჭო?
- თქვი უკვე.
-არაფერი ნერვული შეტევა მაქვს და მაგის ფონზე მთელიდღეა გული მაქვს აჩქარებული და ღებინების შეგრძნება ახლა კმაყოფილი ხარ?
ცოტახანს მიყურა, ამასობაში პირველსართულზეც ჩავედით, კარი გავაღე და გარეთ გავუძეხი. ჩემს უკან მოდიოდა სანამ ჩაბნელებულ თაღში შევაბიჯებდი, მერე მისი ხმაც გავიგე.
-იმის გამო რაც გუშინ მოხდა?
-არა.
-დარწმუნებული ხარ? არ ნანობ?
-არა. რა სისულელეა არა. უბრალოდ ცოტნეს დაბადებისდღე იყო , მტეი არაფერი. კი ვაღიარებ ცოტა ვინერვიულე რადგან არ ვიცოდი როგორ უნდა შეგხვედროდი , მაგრამ ჯანდაბა მაგას ისევ გავაკეთებდი.
გამიღიმა. მე მის მიერ დატოვებული ნაკოცნი გამახსენდა და წარბები მოვჭმუხნე.
-სხვათაშორის მოსაკლავი ხარ ხაბეიშვილო!
-რატომ?
მხარზე სილურჯესთან ხელს ვიკიდებ და ისიც მას დაჰყურებს. სახე ეცვლება და მის ამ ცვლილებაზე მეცინება.
-შენიშნეს?
-საბედნიეროდ არა,რაღა ახლა შევიჭერი თმა ბიჭურად.
-არა და გრძელი გიხდებოდა.
-ასე არ მიხდება?
-როგორ არა.
თმას, რომელიც ისე მომზრდოდა ყბამდე მწვდებოდა,ყურსუკან მიწევს და ვხედავ როგორ მიყურებს მისი თვალები. ახლა ისევ ის ბიჭია მის აივანზე ჩემი კოცნისას რომ იყო და არა ის ჩვენ მეგობრებთან ვინც იყო.
-მაინტერესებდა, რატომ მომიშორე დღეს?
-ხომ გითხარი ცუდად ვიყავი და საერთოდ არ მქონდა იმის სურვილი ვინმე შემხებოდა.
-ახლა?
-შეგიძლია სცადო.
სიტყვა არცკი დამისრულებია ის მომიჭირა ხელი ყელზე და ტუჩებში მაკოცდა. ტაქსი ჯერ ისევ არ გვქონდა გამოძახებული ასე რომ ულევი დრო გვქონდა, ტატოს და ეკასაც უკვე ეძინებოდათ ან ჩვენთვის უბრალოდ დრო არ ექნებოდათ. ვგრძნობდი როგორ მიხურდებოდა სხეული, კანზე გრილი სიო მეხებოდა, მაგრამ ოდნავადაც ვერ მაწყნარებდა. ხელებს მის თმაში ვხლართავდი, წელზე ვხვევდი და ვცდილობდი მისი ზედა ტუჩისთვის მეკოცნა, მაგრამ ყოველჯერზე მართმევდა ამის შანს. კოცნისას მეცინებოდა, თვალებს ვახელდი და მის სახეს ვუყურებდი. მერე ხაბემ ხელი ფეხზე ამისრიალა და მის წელზე შემომადებინა. ამაზე ისე უნებურად დავიკვნესე რომ ხაბეს ჩემს ტუჩებზევე გაეცინა. ყელში მკოცნიდა და ხელებით მის მხრებს ვეჭიდებოდი.
-არცკი გაბედო რამე დამრჩეს.
-არავითარ შემთხვევასი.
მისი არეული ხმა და სხეულის რეაქციები ჭკუიდან მშლიდა. სუნთქვა უფრო მეტად ამერია როცა ხაბემ ხელი ფეხებშორის შემიცურა და საცვალზე რამდენჯერმე გადამატარა. ხელი დავუჭირე და თავი გავაქნიე როცა შემომხედა.
-ახლა არა, აქ არა!
-როგორც შენ იტყვი.
ჯერ ისევ კედელზე ვიყავი ზურგით აკრული და ჩალი ფეხი მის წელზე მქონდა შემოდებული. კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი. მერე მოვშორდი, მაისური და კაბა გავისწორე. ხაბე თმის დალაგებაშიც დამეხმარა, ორივეს გვეცინებოდა. ტაქსი გამოიძახა და მის მოსვლამდე, კედელს მიყრდნობილები ბეტონზე ვისხედით. ჩემს ფეხს ხელს მაინც არ აშორებდა. სიგარეტი რომ ჩავაქრეთ მხოლოდ მას მერე მოვიდა ტაქსი.
-მომწერე რომ მიხვალ.
-ეგ ხომ ჩემი ტექსტია.
-მოგპარე. ხვალ ზღვაზე წამოხვალ?
-არ ვიცი, გაგაებინებ.
ის წავიდა და მე სახლსი ავბრუნდი. ახლა აღარაფერი იყო გაუგებარი, მე და ხაბე მეგობრები ვიყავით დროდადრო ერთმანეთის შეხება და კოცნა რომ გვინდებოდა ისწორედ ისეთი. ერთნაირად დამსხვრეულები ვიყავით და ხსნაც ერთმანეთთან ვნახეთ. ამაში ცუდი ან უცნაური არაფერი იყო. რა საჭირო იყო ზემდეტი სახელები რომელბიც ყველაფერს არევდა. უკვე მეძინა როცა მომწერა მივედიო, სწორედ ამიტომ მისი მესიჯი დილას ვნახე. ზღვაზე მარტო წავედი რადგან არავინ გამომყვა. იასამნისფერი ორეული მეცვა და პირსახოცზე წიგნით ხელში ვიყავი გაშხლართული.
:სად ხარ?
: ზღვაზე.
: მოვალ მეც, ლოკაცია ჩამიგდე რომ მოგაგნო.
ხაბეს ჩემი ადგილმდებარეობა გავუზიარე და წიგნის კითხვა გავაგრძელე. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც მივწერე. თავზე წამომადგა, წელსზევით შიშველი იყო და ხელში მაისური ეჭირა, ქვევით ღიაფერის ჯინსი ეცვა.
-გამრჯობა.
-რაღაც მოგიტანე.
ხაბე ჯინსის უკანა ჯიბიდან თხელყრდიან წიგნს იღებს. ის ერთიანად იისფერია, ფურცლის კიდეებიც კი და ყდაზე იასამისფერი ყვავილები ახატია რომელსაც ვერ ვცნობ.
-რა ლამაზია.
- დანის და ბეას გავყევი წიგნის მაღაზიაში რომ დავინახე მომეწონა ვიფიქრე ევასაც მოეწონება თქო. ბეამ გაკვირვებულმა შემომხედა რომ ვიყიდე.
-რატომ? არა და მახსოვს შენც კითხულობდი.
-მე ხომ იცი უფრო კლასიკა ვარ. მათთვის ახსნა მომიწა რომ შენთვის მინდოდა.
-იმედია ვერაფერს მიხვდებიან ან სისულელეებს არ იფიქრებენ.
-ხო იმედია, ვთხარი რომ შენი დაბადებისდღე გამოვტოვე ხო და შენც დაბადებისდღის საჩუქრად მიიღე.
გავიღიმე და გამოვართვი.
-ახლაც კითხულობ? რას?
- კირკეს.
-მათხოვებ მერე?
-რა თქმა უნდა.
ღიმილით ვეუბნები და მის მოცემულ წიგნს ბოლო გვერდზე ვშლი. ჩემი სამარადჟამო წყევლაა დღემდე ამის კეთება. სწორედ ამიტომ ვერ ვკითხულობ დეტექტივებს, რა აზრიაქვს დამნაშავე თუ უკვე იცი. მახსოვს ბოლო გვერდზე პატარა ლექსი იყო, მისი პირველი სტროფით მოვიხიბლე ახლაც კი მახსოვს.
„ჩვენ ხმა არ გვქონდა,
სახელი არ გვქონდა,
არჩევანი არ გვქონდა,
ერთი სახე გვქონდა_
ყველას იგივე.“
ისეთი გრძნობა გამიჩნდა თიტქოს მთელი კაცობრიობა ასეთი იყო, მაგრამ მხოლოდ წამით, სანამ ნოე დამცინებდა ბოლო გვერდის წაკითხვაზე.
-ზღვაში არ ჩასულხარ?
-ცოტახანს, ხომ ხედავ მარტო ვარ და თან ცურვა არ ვიცი წესიერად.
-სერიოზულად?
-ხო, ასე რომ ნაპირთან ახლოს შევდივარ.
- სანამ აქ ვარ არსადაც არ შეხვალ.
-არც შენთან ერთად?
-არც ჩემთან ერთად.
-რა საზიზღარი ხარ.
ცხვირი ავუბზუე და ზურგზე გავწექი. არ მიყურებდა, ცდილობდა ჩემთვის თვალი აერიდებინა და კარგად ვიცოდი რატომაც. მე ხომ მის წინ ნახევრად შიშველი ვიდექი, ადრე ასე არასოდეს ვუნახიავრ. ღამით როცა ერთმანეთს ვკოცნიდით ყველაფერი სხვანაირად იყო, მაგრამ ახლა ორივე ცოტა უკომფორტოდ ვგრძნობდით თავს, თუმცა ამანაც მალე გაიარა.
ზღვაზე მსხდომებს დიდიხანი არ გაგვიტარებია. შორტი ამოვიცვი და თეთრი მსხვილბრეტელებიანი მაისური ამოვიცვი, რომლსი ჭრილიდან კვლავ მოჩანდა ჩემი ლიფის კიდეები და საერთოდაც ისეთი გამჭირვალე იყო ეს არც სჭირდებოდა. ხაბემ გაიცინა.
-ძალიან დაეჩვეი ეგრე სიარულს.
-რა იყო არ მოგწონს? თუ ისე მოგწონს რომ თვალს ვერ მაშორებ?
-გეყოს ევა.
-კარგი. სად მივდივართ?
- დელირიაში წავიდეთ ან ბერნიში არ გინდა?
-მინდა. ოღონდ ჯერ ჩემთან გავაიროთ გამოვიცვლი თორემ სველი ვარ და საცურაო კოსტუმით ბოდიალიც მეზარება.
-წამო.
სახლამდე ფეხით გავედით, გზაში ხაბე თავის უფროს ძმაზე მიყვებოდა ახალ ამბებს და იმას რომ შეიძლებოდა შემოდგომაზე ნიკო, მისი ტყუპისცალი, თბილისში მასთან ჩასულიყო. სახლთან მისულებმა ეკას დავურეკეთ რომ ჩამოეკითხა, რადგან მხოლოდ ერთი გასაღები გვქონდა. ეკას ნაცვლად ტატო ჩამოვიდა.
-გამარჯობა, რა ქარმა გადმოგაგდო?
- ზღვაზე ერთად ვიყავით და ბერნიში ან დელირიაში გვინდა წასვლა, მე კიდე უნდა გამოვიცვალო ასე რომ ამოვალთ გამოვიცვლი და გავიქცევით.
-ერეკლეა ჩვენთან .
-ვა მართლა?
-კი.
უკვე ლიფტში ვიყავით ამას რომ ამბობდა.
-რამდენი ხანია მისი გაცნობა მინდა რანაირად დაამთხვია რომ მაინც და მაინც დღეს გამობოჟიალდა. სვავთ?
-სავარაუდოდ კი. ანუ არ დარჩებით?
-რა ვქნათ ხაბე?
-თუ გინდა დავრჩეთ.
- ერთი 10 წუთი და მერე წავიდეთ.
-კარგი.
სახლში რომ შევედით, მე პირდაპირ ოთახს მივაშურე რომ გამომეცვალა, ხაბე კი ტატოს მისაღებში შეჰყვა. იქიდან მოგუდული საურბის ხმა მესმოდა. საცურაო კოსტუმი გავიხადე და მათ ნაცვლად თეთრი ლიფი და ისევ ის ზედა ჩავიცვი რაც ზღვაზე მეცვა, ქვევით კი თეთრი ნაჭრის შარვალი. ფეხზე სანდლებს ჩავიცმევდი. ის იყო ითახიდან უნდა გამოვსულიყავი რომ აივანზე გასული ერეკლესა და ეკას საუბარს მოვკარი ყური. აივანზე გასასვლელი ერთი აკრი ხომ ჩვენი ოთახიდან იყო, სწორედ ამიტომ იქ ხმა მშვენივრად შემოდიოდა.
-აქ რას აკეთებს?
- ევას მეგობარია.
-ევა?
-მე და ლენა რომ გიყვებით ხოლმე.
- გასაგებია.
-რამე მოხდა?
-ისეთია რაფერი რაც ჩემი საქმეა.
-კარგი თუ თქმა არ გინდა.
ვცდილობ გაგონილს ყურადრება არ მივაქციო და მისაღებში გავდიავრ, სადაც ხაბე ტატოსთან ლენასა და კიდევ ერთ ჩემთვის უცნობ ბიჭთან ერთად ზის.
-გამარჯობა.
ოთახსი აივნიდან ეკა და ერეკლეც შემოდიან.
-ევ მოხვედი?
-ხო.
-ეს ერეკლეა, ის ბიჭი კი ნოდო.
-სასიამოვნოა.
ბიჭებს გავუღიმე და სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი, რომელზეც ნოე იჯდა. ნოემ ამომხედა და გამიღიმა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ოთახში ატმოსფერო დამძიმებული იყო.
-სადმე გადიხართ?
-ხო დელირიაში ვაპირებთ.
-გაჩერდით ცოტახანს და მერე წადით.
ლენა და ეკა გვეუბნებიან, ხაბეც თავს გვიქნევს და ტატო მასსა და ერეკლეს ერთმანეთს აცნობს თუმცა ერეკლე უხალისოდ ამბობს.
-ვიცნობთ ერთმანეთს.
-მართლა?
გაოცებული ვკითხულობ და ხაბეც თავს მიქნევს.
-ხო
-თქვენ ორი საიდან?
-უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ვმეგობრობთ.
-მაგარია.
ერეკლესთან იმ დღეს დიდად არ მისაუბრია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ. მან და ნოდომ ნიკოც ახსენეს და ხაბემ ხომ არ წავიდეთ უკვეო. ავდექით და წამოვედით. დელირიაში წავედით. ის ატმოსფერო რაც იქ მხვდებოდა ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა. უამრავი მცენარე და გარეთ დადგმული სკამები და მაგიდები რაღაცნაირად „იტალიური ეზოს“ აურას მიქმნიდა. რომელიღაც იტალიური სიმღერა იყო ჩართული და ჩვენ მშვიდად შევექცეოდით საზამთროს ლიმონათსა და საკვებს.
-ერეკლე დიდად არ მოგწონს არა?
-საიდან მოიტანე?
-დაიძაბე მასთან ყოფნისას. რამე მოხდა ისეთი რის გამოც ერთმანეთი არ გეხატებათ გულზე?
- ეკამ გთხოვა კითხეო?
-ეკა რა შუაშია, თავად მაინტერესებს.
-არა მართლა მინდოდა შენთან ერთად დღის გატარება.
-ისე ასე ხშირად ერთმანეთს მაშინაც კი არ ვნახულობდით , როცა ჯერ ისევ ერთად ვსწავლობდით.
-ხო, სასაცილოც კია.
-არ გინდა თბილისში რომ დავბრუნდებით სანამ კარგი ამინდები იქნება კალათბურთის სათამაშოდ წავდიეთ.
-მაგაზე ყოველთვის თანახმა ვარ ხომ იცი არა?
გავუღიმე, მხარზე მიყურებდა და მეც ხელი მოვისვი უნებლიედ.
-ისევ მეტყობა?
-არა აღარ.
იმ დღეს არაფერი მომხდარა, მშვიდად დავიშალეთ. ძველ ამბებს ვიხსენებდით და მისთვის ტომასის ისტორიის გამოტოვებულ ამბებს ვავსებდი. ის კი ვიღაც გოგოზე მიყვებოდა რომელსაც სუპერმარკეტში რიგში შეხვდა, უფრო სწორად დაიანხა და მოეწონა, ალბათ სადმე ახლო-მახლოს ცხოვრობსო ამბობდა.
..................
საღამოს ბულვარში სასეირნოდ გასულებმა გადავწყვიტეთ რომ სანაპიროზე ჩავსულიყავით. შტორმი იყო და ზღვა უზარმაზარ ტალღებს ისროდა, იმდენად დიდს რომ მოშორებით მჯდომებს სანაპიროზე გადმოსული ზღვის ქაფის შხეფები მაინც გვწვდებოდა. ესეც შენი სექტემბრის მოგზაურობა, რომელსაც მაინც ზაფხულის მოგზაურობას ვეძახდით.
-შემდეგ წელსაც წამოვიდეთ რა.
-რა თქმა უნდა წამოვალთ.
-ხო თან მე ფულსაც მოვაგროვებ იქნამდე, იქნებ მუშაობა დავიწყო.
-ხო.
ლენაც დუდღუნებს და ჰორიზონტს გაჰყურებს, რომელიც სიშავეში სულ უფრო და უფრო იძირება. მე და ტატო ერთმანეთს ქვების სროლაში ვეჯიბრებოდით, სანამ გოგოები ერთმანეთში რაღაცას განიხილავდნენ. ის დღე მე და ეკამ ერთად გავატარეთ მოლში ბოდიალით და ღამისთვის ულამაზესი პენუარი შევარჩევინე. მე კი ჩემთვის ახალი შორტი ვიყიდე. იმ საღამოს ხაბეც უნდა მენახა, დილიდანვე შევთანხმდით რომ მასსა და დანისთან გავიდოდი და ბეას გამაცნობდნენ თან ჯოკერს ვითამაშებდით. უკვე 11 ხდებოდა რომ მომწერა სახლში მივდივართ და ბეაც ტაქსით გამოვაო.
-წაედი მე.
-სად წახვედი.
-ხაბესთან ხომ გითხარით.
-ძან დაწანწალებ ბოლო დროს შენ და ირმასთან არ დამარეკინო.
-მიდი დაურეკე და უთხარი მისი შვილი სახლში დილას რომ ბრუნდება და ორ კაცთან ერთად სასტუმროში კაცმა არ იცის რას აკეთებს.
-სულ წავიდა ხელიდან.
-დაანებე თავი ადამიანო.
ეკა შეყვარებულს გაუჯავრდა , მათაც ჩვენც სახლში წავალთო და ბულვარს ერთად გავუყევით, მერე მათ მოლთან გაუხვიეს მე კი გზა განვაგრძე, მაგრამ ლენამ დამირეკა.
-გასაღები შენ გაქვს.
-ღმერთო ხო ახლავე მოვბრუნდები.
სირბილით გავბრუნდი უკან გასაღები დავუტოვე და ასევე სირბილით გავაირე დარჩენილი 3 თუ 2 კილომეტრი. ხაბე მირეკავდა ტელეფონზე.
-სად ხარ გოგო ამდენხანს?
-გასაღები გამომყვა და უკან დაბრუნება მომიწია, მოვალ ასე 10 წუთში, ან 15ში.
-კარგი ავალთ მაშინ ჩვენ და რომ მოხვალ დამირეკე ჩამოგაკითხავ.
-მიდი.
ყურმილი დავუკიდე და სირბილით განვაგრძე დანარჩენი გზა, რამდენიმე ადამიანს კინაღამ დავეჯახე,მანქანა ლამის აქეთ შემასკდა , მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწიე. ორ წუთს ველოდი ნოეს ბინასთან მერე ისიც გამოჩნდა და როგორც დანარჩენ დღეებში, მაშინაც ლიფტით ავედით. იმ განსხვავებით რომ ნოემ აღმოაჩინა ჩიპს სხვა მხარეს ადებდა და სწორედ ამიტომ ველოდებოდით გამოძახებას ხოლმე. ამაზე იმდენი დავცინე სახლში შესულებიც ხუმრობებს ვეუბნებოდი. დანი საჭმელს ამზადებდა , პატარა მაგიდასთან საწოლის გვერდზე კი გოგო იჯდა. ულამაზესი იყო, მხრებამდე შავი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.
-ხომ გითხარი დაანებე მაგას თავი თქო!
-რას ერჩი? გეხვეწა წინა დღეს კარბონარას გაგიკეთებო და არ გინდოდა , გშურს ხო.
-აი ხედავ ევას ესმის. შეჭამ შენც?
-არა მადლობა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ.
თავი კიდევ ერთხელ დავუქნიე და ხაბეს აივანზე გავყევი, ბეამ შემომთავაზა ყავას გაგიკეთებო და გამიკეთა კიდეც. მერე ისიც ჩვენთან ერთად ჩამოჯდა აივანზე. საუბარში აღმოვაჩნე რომბეს თავის ვლოგი ჰქონდა დანიელი კი მისი ოპერატორი იყო. იუთუბზე ვიდეოებსაც მაჩვენებდნენ, სიდნი სვინი ერთად გავაკრიტიკეთ და ვიღაც კაცზე ვსაუბრობდით რომელიც ხსირად გვხვდებოდა ხოლმე ტიკტოკზე და იმ პერიოდში მოკლეს. საინტერესო გოგო იყო, ხალისიანი და თითქოს ანათებდა კიდეც. აივანზე თავიდან მხოლოდ ორი სკამი იდო, ერთზე ბეა იჯდა , ერთზე ხაბე, მე ფეხზე ვიდექი. დანი რომ გამოვიდა ხაბეს ბოროტულად გაუღიმა და კალთაში ჩაუჯდა, ხაბე ამაზე დაიჭყანა, მე და ბეას კი სიცილი აგვივარდა.
-ნახე რა შეყვარებული აქვე ყავს და რო არ ერიდება.
-წარმოგიდგენია ამდენს რომ ბედავენ შენ წინ შენს ზურგსუკან რას აკეთებენ.
-ნუ გააგიჟე გოგო ბეა!
ხაბემ გაჭირვებით ამოთქვა რადგან დანის სიმძიმისგან ფეხები სტკიოდა.
-აბა. თან ერთად რჩებიან ხო ხედავ.
-ნახა ორმა შეშლილმა ერთმანეთი.
კიდევ ამოიგმინა ხაბემ და დააყოლა.
-ჩამენგრა ფეხები.
-აბა რამდენი ხანი გამიძლებ.
-ადექი, მომშორდი.
საბოლოოდ მაინც ააგდო ნოემ დანი. სამაგიეროდ ბეამ დანის სკამი დაუთმო და კალთაში მშვიდად ჩაუჯდა ერთად ისეთი ლამაზები იყვნენ წუთით მომინდა რომ მეც მყოლოდა ვინე. მხოლოდ წუთით. მე და ბეა მშვიდად ვსაუბრობდით უნივერსიტეტზე , ბიწები კი გვისმენდნენ. აივნიდან რომ შიგნით შევედით კარტი არ გვითამაშია, ამის ნაცვლად მობილურით ნამიკობანას მსგავსი თამაში ვითამაშეთ. ყველანი საწოლზე ვისხედით და მე და ხაბე მათ წინააღმდეგ ვთამაშობდით. ნოეს რა მოასვენებდა აქეთ იქით ბოდიალობდა. მერე დანიელმა ბეა სახლში გააცილა და სანამ მარტო დავრჩით აივანზე მჯდომები ვეწეოდით. ხაბემ მკითხა როგორ ხარო.
-კარგად ვარ ნოე, ნუ ღელავ.
-მართლა მეგონა რომ იმ დღეს ცუდად მომხდარის გამო იყავი.
-ხომ აგისხენი ცოტნეს დაბადებისდღე იყო. დედაჩემმა კი ორმეტრიანი ტექსტი გამოდო იმაზე როგორ უყვარდა.
-ვწუხვარ.
-ხო, მეც. ბეა ძალიან საყვარელია.
-ხო არა?
-კი და დანისაც ძალიან უხდება, რამდენი ხანია ასეთი კარგი წყვილი აღარ მინახავს.
გარეთ თავსხმა წვიმა იყო, ისეთი რომ აივანზე მომენტებში ასხავდა და წვეთები ლურჯ მაისურზე ლაქებად მეტყობოდნენ. მე კი აივნის კიდესთან ვიდექი, მოაჯირი მკერდამდე მწვდებოდა, მას ხელებით ვეყრდნობოდი და ზედ თავი მედო.
-დანი რომ მოვა სახლში წავალ გვიანია უკვე.
ტელეფონს რომ დავხედე მერე ვუთხარი, 3 პროცენტზე იყო და თამაშისას დამტენი რომ მოვიკითხე არცერთს არ ჰქონდა ანდროიდის. მან თავი დამიქნია.
-კარგი.
დანი ზუსტად 10 წუთში ამობრუნდა და ჩემი წასვლის გეგმა წვიმის გაძლიერებასთან ერთად გადაიდო. ისე წვიმდა მეგონა ზღვა ჩვენს კორპუსამდეც კი მოაღწევდა. ბიჭებთან ერთად აივანზე ვიჯექი და ისევ გამოცნობანას ვთამაშობდით. დანი ჩემს სიტყვას იცნობდა , ხაბე მისსას მე კი ხაბესას. თითქმის ბოლოში ვიყავით გასული და სული მეხუთებოდა რადგან ხაბემ ისევ სასწაული სიტყვა ჩაიფიქრა რომელსაც ვერა და ვერ ვიცნობდი, დანი კი ისე შორს იყო ზევსის გამოცნობისგან კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.
-რამე ზებუნებრივი უნარი მაქ?
-კი. დიდი ზომის ვარ?
-არა. მეტალის ვარ?
-შეიძლება. სუპერმენი ვარ?
-არა, ძან შორს ხარ. ნაჭრის ვარ?
-არა. ჩარჩო ვარ?
-კი. ქალი საოცრება?
-კაცია მეთქი. კარგი თავი მტკივა უკვე გეფიცები მიმანიშნე მაინც.
-წეღან ხომ მიგანიშნე?
-ლუდი არაო და სხვა არაფერი მიჭირავს ხელში.
-დანის კოლექცია ჰქონდა.
ცოტახანს ვფიქრობ, მაგრამ ისე მაქვს ტვინი ადუღებული ამდენი ფიქრით რომ ვერაფერს ვიგონებს. უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით გამოცნობას ვცდილობ.
-რავი ბიჩოკი?
-გილოცავ.
- უბრალოდ მითხარი რა იყო ნერვები აღარ მაქვს.
-ზევსი დანი ზევსი.
დანი თვალებს ატრიალებს და მასზე გვეცინება.
-ხომ გითხარი ისეთი რამაა ყველამ რომ იცის თქო. და რა ბიჩოკი? საიდან იფიქრებ ამ სიტყვებს.
-ჯერ ისევ არ დამვიწყებია წინა ჯერზე კომეტა რომ ჩაიფიქრა და მეტეორის თქმისას ისე წამიყვაან საერთოდ აღარ მიფიქრია ციურ სხეულებზე.
- ოხ გაერთიანდნენ.
მე და დანიმ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა. მერე დანი დასაძინებლად სახლში ბოდიშის მოხდით შევიდა. იმდენჯერ გათამაშდა უკვე ეს სცენარი რომ აღარ ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა. მე და ხაბე მშვიდად ვისხედით და ვეწეოდით რომ მკითხა.
-პირველად როდის მოგივიდა ეგ აზრი?
-რა აზრი?
- რაც წინა დღეებში მოხდა.
-არ ვიცი, მგონი იმ საღამოს. ამაზე არც ვფიქრობდი, მეგონა რომ კოცნა გინდოდა და თავის არიდება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა.
-ანუ დაგაძალე?
-არა არც ეგრეა. უბრალოდ იმ მომენტში ამისთვის თავის არიდება მინდოდა. მერე უკვე აღარ. და შენ?
-მეც მაშინ, მაგრამ შენგან განსხვავებით თავის არიდება არც მიფიქრია.
ფეხზე ავდექი და ბათუმს გავხედე, წვიმა ისევ ძლიერი იყო.
-ვფიქრობ ხომ არ გავიდე სახლში.
-რატომ?
-2 საათია უკვე.
- ცოტა გადაიღოს და გაგაცილებ მერე.
-კარგი.
კიდევ საათს ვისხედით და ისევ იმ თამაშს ვთამაშობდით რასაც ზღვაზე. ხაბემ მკითხა შენი საუკეთესო კოცნის სია მითხარიო, პირველზე ის დავსვი რადგან ასე დიდხანს და კარგად არცერთი ძველი არ გაგრძელებულა დანარჩენი ორის სახელები არც კი მითქვამს მისთვის უბრალოდ პირველად და მეორედ მოვიხსენიე. მე რომ ვკითხე უკვე ვიცოდი პირველზე თეკლე იქნებოდა და ამრთალიც ვიყავი, მაგრამ ძალიან გამიკვირდა როცა მეორეზე მე აღმოვჩნდი. ნაწილობრივ გამოცდილი გოგო, უცნაური იყო ერთმანეთზე ასე საუბარი. მერე ხაბესთან ერთად იმას ვიხსენებდი პირველ კურსზე უნივერსიტეტში წასვლამდე მას რომ გავუარე დავთვერით, ლექციაზე დავაგვიანეთ და ლექტორს რომელიც ჩვენზე გიჟდებოდა ცხოვრება გავუმწარეთ. ღმერთო ისეთი კარგი დრო იყო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე ცეცხლმოკიდებულ ისრებს მესროდა და იშვიათად მოვახერხებდი მათ აცილებას. საათის შემდეგ წვიმამ ცოტახნთ იკლო და ოდნავღა ეცემოდა წინწკლები, ტელეფონი ერთ პროცენტზე მქონდა და ტაქსი უსწრაფესად გამოვიძახე. გიჟებივით რომ მივრბოდით ქუჩისკენ ხალხი გაოცებული გვიყურებდა. ტაქსი არა და არ მოვიდა, არც კი დადასტურდა გამოძახება და რადგან ასე იყო ხაბემ შემომთავაზა ცოტახანს ამოდი და მერე გამოიძახე უფრო მოვაო. ამიტომ ისევ მასთან ავბრუნდით, სიმართლე გითხრათ სახლში წასვლა სუალც არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი იქ რომ დავრჩენილიყავი აუცილებლად რამეს მივქარავდით, ისევ.
სახლში რომ შევბრუნდით დანის მკვდარივით ეძინა, აივანზე გავიპარეთ და მის მინის მოაჯირს ხელებით ჩამოვეყრდენი. ზურგსუკან მდგომ ხაბეს ველაპარაკებოდი, თავი ხელებზე მდეო და მისკენ ოდნავ მქონდა შეტრიალებული. ასე ზღვის ხედიც მოჩანდა. არ მახსოვს რაზე მელაპარაკებოდა. იმ მომენტში გონებაში ვევედრებოდი ნეტავ ახლა ჩამეხუტებოდეს თქო. ვერასდროს ვიგებდი ჩემი ფიქრები ესმოდა თუ უბრალოდ ერთმანეთის მსგავსად ვიყავით მოწყობილები. ტანში გამცრა, როცა მისი ხელები ლამის ორ წრედ შემომერტყა მუცელზე და კისერზე მისი თბილი ტუჩები ვიგრძენი. ხელი მოუხერხებლად ავწიე და მის თავს მოვკიდე, ისე მეშინოდა რომ დანიელი ერთხელ მაინც დაგვიანხავდა, მაგრამ ამასაც თავის ხიბლი ჰქონდა. მისკენ არ შევუტრიალებივარ, საჯდომით უბეზე ვყავდი აკრული , მარჯვენა ხელს კისერზე გველივით მხვევდა და ტუჩებში მოკოცნიდა. არცერთხელ, არცერთხელ გაუხელია თვალები ჩემგან განსხვავებით. მისი სურნელისგან ვბრუვებოდი, თმაზე ვქაჩავდი და თვალები მენაბებოდა როცა ზედის შიგნით , კანზე მისი ხელის მოძრაობებს აღვიქვამდი. ნეკნებთან ხელებს ისე მიჭერდა მეგონა მის ხელებში გავისრისებოდი. ყელიდან რომ ხელი მომაშორა და ქვევით ჩააცურა კისერზე გამყინავი სიცივე ვიგრძენი. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც დავკარგე, ამიტომ ისე რომ კოცნა არ შემიწყვეტია მის ხელს, რომელიც უკვე ჩემი ზედის ქვეშ ჰქონდა შეცურებული და მკერდზე მიჭერდა, ხელი მოვკიდე და ვაიძულე უკან დაებრუნებინა. კოცნისას გაეღიმა.
კოცნისა და მოწოლილი ვნებისგან ძალა რომ გამოგვეცალა სკამებზე დავსხედით და სიგარეტს გავუკიდეთ, სექსის მერე არ ვიცი მაგრამ კოცნის შემდეგ საუკეთესო რამ იყო.
-ზეგ დანი და ბეა მიდიან, ხომ გამოხვალ?
-რისთვის მეპატიჟები?
წარბი მაღლა ავუწიე და გამეცინა.
-შენ მე ვინ გგონივარ?
მანაც სიცილით მიპასუხა.ყელი მიშრებოდა და თავში ათასი სცენარი მიტრიალებდა ამის შემდეგ ჩვენი მეგობრობა როგორ დაიმსხვრეოდა და თბილისში დაბრუნებულები ერთმანეთს აღარცკი ვნახავდით. მაგრამ მაინც იმედი მქონდა რომ ამ ორ რამეს ერთად მოვახერხებდით, რადგან იშვიათი იყო ვინმეს მიმართ ასეთი ვნება მეგრძნო და ვინმესთან ფიზიკური კონტაქტტი ასე ძლიერ მდომებოდა. პარადოქსივით იყო ადამიანები მიყვარდა და მათთან ფიზიკური კონტაქტი არ მინდებოდა, არც კოცნა არც ჩახუტება არც სექსი, ზოგი კი არც კი მიყვარდა და ასე ძლიერ მსურდა მათი სხეული კიდევ და კიდევ აღმექვა ჩემსაზე. ხაბე სწორედ ამ მეორე კატეგორიას განეკუთვნებოდა. მისი შეხებით ჟინს ვერ ვიოკებდი. დანის ჩვენს ზურგსუკან, მინებს მიღმა ეძინა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რას ჩავდიოდით.
ხაბე ახლა მისკენ მიბრუნებულს მკოცნიდა და ლურჯი მაისურის ქვეშ ხელებს მიფათურებდა.
-მოდი.
ხელს ხელზე მკიდებს, სკამზე ჯდება და ინერციით კალთაში მისვამს. მისგან გვერდულად ვზივად, მხრით მკერდზე ვეხები და მის კოცნას ვერ ვწყვეტ. ახლაც რომ იმ ზაფხულში დავბრუნდე არცერთ არჩევანს, არცერთ წამს არ შევცვლიდი. ნეტავ შემეძლოს ისევ 22 წლის ვიყო და მჯეროდეს რომ სამყაროს მუხლებზე დაჩოქება შემიძლია. ნეტავ ასე იყოს, მაგრამ არ არის. იმ დღეს სახლში 7-ს რომ 20 აკლდა მაშინ წავედი. ტაქსისტი როგორც დანარჩენ დღეებში, მანამდე და მერეც რომ იყო და იქნებოდა , მაშინაც ამრეზით მიყურებდა. მახსოვს ისიც მკითხა ჩემი შეყვარებული იყო თუ არა, მე თავი გავაქნიე და ვუთხარი რომ მეგობარი იყო. ამაზე ცხვირი ისე აიბზუა, მაგრამ გიჟივით მეძინებოდა და ყურადღება არ მიმიქცევია. სახლთან ჩამოვედი, თაღი გავიარე და სადარბაზოს კართან რომ მივედი სწორედ მაშინ გამახსენდა, რომ გასაღები მე არ მქონია. ის ეკას გავატანე და ახლა დილის 7 საათზე დაღლილი და ენერგია გამოცლილი სადარბაზოს კარის კიბეზე ვიჯექი იმ იმედით რომ ვინმე სამსახურში წავიდოდა, ან ღამის ცვლიდან დაბრუნდებოდა და კარს გააღებდა. ტელეფონი გათიშული იყო, რამდენჯერმე ვცადე ჩამერთო და დამერეკა, თუმცა არაფერი გამოდიოდა. საერთოდ არაფერი. თავბედს ვიწყევლიდი ამდენხანს რომ დავრჩი ხაბესთან და ახლა ღამეს გარეთ ვათევდი. ყველასგან წარმომედგინა ეს, მაგრამ ჩემი თავისგანა რც ღამის გარეთ გათევას ველოდი და არც იმას რასაც მეგობრების ზურგსუკან ჩავდიოდი ლამის ყოველ ღამით. როგორ არ მეფიქრა ამაზე ადრე, მაგრამ ცხოვრება წარმოსახვებისგან განსხვავდება. მე კი ამდენი გამბედაობა არასოდეს მქონია. სწორედ ამიტომ დავასრულე ტომასთანაც ყველაფერი ისე ცუდად როგორც დავასრულე. სწორედ ამიტომ ვარ ახლა 26 წლის ასაკში მარტოდ-მარტო და სიკვდილამდე ასე ვიქნები. გამებდაობა არასდროს მქონია. მხოლოდ იმ ერთ წელიწადს მოვახერხე რომ რაღაც შემეგროვებინა და შეგროვებულიც მალევე გამეფლანგა. მხოლოდ მაშინ და მას მერე აღარასოდეს...
არ ვიცოდი რამდენხანს ვიჯექი ასე ხელებში თავჩარგული და ლამის ატირებული, მაგრამ მერე ვიღაც ბებო მოვიდა, კარი გააღო და მეც შევყევი. მე-10 სართულზე ფეხით ავედი, ლამის ყველა მეორეზე ვისვენებდი და აქოშინებული ვჯდებოდი საფეხურზე. საცოდავი სანახავი ვიყავი. სახლის აკრი მადლობა რომ ღია დამხვდა, თორემ ალბათ თავს ვეღარ შევიკავებდი და ავქვითინდებოდი. ლენას ეძინა, საძინებლიდან პლედი და დამტენი ავიღე და დივანზე მივწექი. მობილური ჩაირთო თუ არა ხაბეს მივწერე.
:მივედი. გაცინო გინდა?
:მიდი.
: ის ხომ გითხარი რატომაც დამაგვიანდა? აი გასაღები რომ მე მქონდა და უკან დავბრუნდი ეკასთვის და ლენასთვის მისაცემად. ტელეფონიც ხომ დამიჯდა და მოკვდა.
:აუუ, კაიი?
: ხო დამავიწყდა რომ გასაღები არ მქონდა და შენგან დამერეკა რომელიმესთვის, ხო და დავრჩი გარეთ.
: მერე რა ქენი?
: რავი მთელი საათი ვიჯექი გარეთ და მერე ვიღაც ქალი რომ შევიდა შემოვყევი და ფეხით ამოვედი.
:შე საწყალო.
: ეს რა დღეა . მემგონი აღარ დავიძინებ აზრი არ აქვს ფიზიკურად.
:შენ გოგო ნორმალური ხარ? რას არ დაიძინებ, დაისვენე მიდი.
:ახლა გაიგე რო ვერ ვარ?
:არა , მაგრამ დაისვენე თქო.
:ამბობს ნოე რომელიც ახლა რამე ორსაათიან პოდკასტს უზის ან ჩოგბურთის თამაშშს უყურებს.
:ჩვენ ახლა შენზე ვსაუბრობთ.
:იცოდე შემდეგზე რომ გნახავ გცემ.
:შენ მე? ნაჰჰ.
: ეგრე ხო? განახებ მე შენ...
:წავედი იქნებ დამეძინოს, შენც ეცადე.
:მიდი ტკბილი ძილი.
.....................................
იმ დღეს არ დამიძინია. და აღარც ხაბე მინახავს მანამ სანამ გამგზავრების წინა დღე არ დადგებოდა. მანამდე საინტერესო ამბებიც ხდებოდა, როგორ არა. ლენამ და ეკამ ძალიან იკამათეს, რადგან ლენა მისსა და ტატოს ურთიერთობაში თავს მესამედ გრძნობდა . მახოსვს როგორ ძალიან უყვიროდნენ ისინი ერთმანეთს, ლენა გაიძახოდა არ მომწონს ასე დასვენება რადგან შენ და ტატო ცალკე გადიხართ, ევა საერთოდ ხაბეს ხვდება და მე სახლში მარტო ვარ ხოლმეო. ერთი სიტყვით ერთმანეთს ყველაფერი თავზე დააფარეს, მე კი გაშტერებული ვიჯექი და ხან ერთის დაწყნარებას ვცდილობდი ხან მეორესას. ტატოს და ეკას ნამდვილად ჰქონდათ პრობლემები ურთიერთობაში, რაც ეკას დაავადების ბრალი იყო, მაგრამ ლენაც უხეშად ერეოდა ხოლმე ორივე მეგობრის სასიყავრულო ცხოვრებაში. მე კი როგორც მსგავს ამბავ გამოვლილი მის პოზიციას ვერ ვიჭერდი. მერე დაზავდნენ, ყველა შერიგდა მაგრამ ლენამ მაინც გადაწყვიტა თბილისში წასულიყო და ცოტახანს მარტო დარჩენილიყო იმ სახლში სადაც ეკასთან ერთად ცხოვრობდა. ბევრი ვეცადე დამერწმუნებია მეც შენთან ერთად წამოვალ-თქო , მაგრამ მაოდ. სანამ თბილისში დაბრუნდებოდა გვიან ღამით იმ ზაფხულს ბოლოჯერ ვითამაშეთ ბელოტი. თამაშის დროს ეკა ტატო და ლენა ჩემი და ხაბეს წყვილზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ რამდენად კარგები ვიქნებოდით ერთად.
-ხო ეს არქიტექტორი, ის დიზაინერი.
-გრაფიკული დიზაინერი ლენ- გაღიზიანებულმა შევუსწორე და კარტს დავხედე.
-რა მნიშვნელობა აქვს.
მხრებს იჩეჩს და აგრძელებს.
-გეფიცები რომ გავიგო რომ ერთად არიან ორივეს დავაკლავ ისე იგიჟებს ეს თავს რომ არა რა ერთად ბიჭო, არ მომწონს.
-ელოდე მაგ დღეს და იყავი.
მომწონდა იმის გაცნობიერება, რომ ისინი ვიღაცის გვერდით წარმომიდგენდნენ მე კი მისი შეხება უკვე მომესწრო. უკვე მომესწრო მისი კოცნა, მისი სურნელისა და გემოს დამახსოვრება და იმ აზრამდე მისვლა რომ ჩემს სხეულს საოცრად სჭირდებოდა. კიდევ ბევრჯერ მოიგონებდნენ ამ დღის შემდეგ ბავშვები ხაბეს და ყოველ ჯერზე მეტყოდნენ რომ სულელი ვარ როცა არ მომწონს. ის ხომ ასეთი იდეალურია. მაგრამ მე ხომ კარგად ვიცი, ხაბე იდეალური არასდროს ყოფილა. მისი ყველა ნაკლი გაზეპირებული მქონდა. მახსოვს როგორ ხვდებოდა ორ გოგოს ერთდროულად, როგორ უყვარდა თეკლა იმდენად ძლიერად რომ ამით თავს ინადგურებდა, როგორ დაუბრუნდა თავის ყოფილს მასთან დასორების მერე. დიდხანს არა სულ ერთი თვით , მაგრამ ემის შეყვარებული ჰყავდა. არასოდეს ამომიღია ხმა, არასოდეს მითქვამს მისთვის ცდები-მეთქი, რადგან არც მე ვიყავი იდეალური. ხაბეს უამრავი კარგი თვისება ჰქონდა, მაგრამ მათ შორის პატიოსნება არ ყოფილა. ის არასდროს ყოფილა ვიღაც ვინც მთელი ცხოვრება „სწორი „ გზით ივლიდა, არც ვიღაც ვინც რაიმეს ინანებდა. ზოგჯერ საშინლად ბოროტიც შეეძლო ყოფილიყო. ზოგჯერ კი საოცრად ჯელტმენი. მახსოვს როგორი დასისხლიანებული ჰქონდა პირველ კურსზე ხელები, რომ ვკითხე რა მოუვიდა არ მიყვებოდა. საკუთარი მიღწევებით არასდროს ამაყობდა, მაგრამ მაშინ ის საოცრად ჯელტმენი იყო, რადგან ის გოგო დაიცვა რომელსაც წამი წამზე შეყვარებული ხელს დაარტყავდა, მაგრამ მიზეზი თავადვე იყო. ახლა ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ? ის მინუსი და პლუსი ყოველთვის ერთად იყო. არასოდეს ბნელი და არასოდეს ნათელი.
მეორე დღეს ლენა თბილისში გაბრუნდა. მე კი ტატოსა და ეკასთან ერთად ზღვაზე ვიყავი გაწოლილი. მზე ისე აცხუნებდა რომ კანი სადაც იყო შუაზე გადამისკდებოდა. ზღვაში არ ჩავსულვარ, რადგან წინა დღის შტორმის შემდეგ დაბინძურებული იყო. ქვებზე ვიწექი და სანამ ტატო და ეკა სადღაც ტივტივებთან ცურავდნენ ხაბეს ნაჩუქარ წიგნს ვკითხულობდი.
მერე ხაბესგან ესემესი მივიღე და წიგნი ჩანთაში ჩავაბრუნე.
: რას შვები?
: სანაპიროზე ვარ და რუჯს ვიღებ შენ?
: მე ნომერში, გამოხვალ დღეს?
:ახლა?
: ერთ ორ საათში.
:კარგი, ოღონდ მერე საბილიარდოში უნდა გავიდეთ და თან ერეკლე უნდა გამოვიდეს მგონი ჩვენთან.
: ეგ რომელზე?
: 11ისთვის.
:მშვენიერი. ახლა მე შხაპს მივიღებ და გამო ჩემთან. თან დანი თბილისში წავიდა გუშინ.
: კარგი გამოვალ. ანუ 4ზე ხო?
:ხო.
ხაბესთვის აღარ მიმიწერია. ზღვაში წელამდე შევედი და ჰორიზონტზე, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ გემები ჩანდა( ჩემს მხედველობის არეში) სიამოვნებით გავუღიმე. ეკა და ტატო ჩემსკენ მოცურდნენ და გვერდით დამიდგნენ წყალში.
-მოიწყინე ევა?
-არცისე. რა გეგმები გვაქვს?
- ცოტახანს კიდევ ვიყოთ, მერე სადმე გავიდეთ საჭმელად და სახლში.
-მისმინეთ, რადგან ლენა წავიდა მოდი ბილიარდგზე მარტო წადით, მე მანამდე ხაბესთან გავალ და ერეკლე რომ გამოვა ჩვენთან სახლში მოვალ.
-როგორც გინდა.
-ისე დადიხარ ნოესთან რომ ცოტახანში სხვა რამეებს ვიფიქრებ.
-ტატო შეწყვიტე ერთი რაღაცით ფიქრი და ტვინი დააყოლე ხოლმე ყველაფერს ძალიან გთხოვ.
გაბრაზებულმა ვუთხარი ბიჭს და სანაპიროზე ავედი. უკვე დაღლილი ვიყავი მათი სიტყვებით. კი მათ ზურგსუკან ვხვდებოდი ხაბეს, მაგრამ ამის საფიქრალად მიზეზი არასოდეს მიმიცია მათთვის.
სახლში რომ გვაედით წყალი გადავივლე, სიგარეტის მოსაწევად აივანზე დავჯექი და მერე საჭმელად ბერნიში წავედით. მის აჭარულ ხაჭაპურებზე ვგიჟდებოდი, ეგიყო მხოლოდ, რომ ამჯერად კვერცხის გარეშე შევუკვეთე და აღარაფერი დამმართნია. საღამოსთვის ხაბესთან ფეხით გავედი, ეკა და ტატო კი საბილიარდოში სათამაშოდ წავიდნენ. როგორც ყოველთვის მაშინაც ჩემს დასახვედრად ჩამოვიდა. სახლში რომ ავედით ოთახში, საწოლზე დავსხედით. რაღაცეებს მიყვებოდა დანისა და ბეაზე რომლებიც წინა დღეებში წავიდნენ, მე კი უბრალოდ მანამდე გასვლა ვერ მოვახერხე.
-დალის რა უთხარი ბათუმში რატომ ვრჩები კიდევ რამდენიმე დღეო?
-არაფერი, მგონი მიხვდა რომ შენს გამო დავრჩი.
-მაგრად მცხვენია დედაშენის გეფიცები.
-ვერ ხარ შენ ცოტა.
ეს თქვა თუ არა ჩემმა მობილურმა დარეკა, ზურგით საწოლის თავს ვეყრდნობოდი და ორივე ფეხი აკეცილი მქონდა ზედ. იმ დღეს მუხლამდე ჯინსის შორტები, მოკლე შავი ყელზე გასაკრავი ტოპი და ცისფერი პერანგი მეცვა აკაპიწებული ხელებით. დედაჩემი რეკავდა ამიტომ სხვა გზა არ მქონდა გარდა პასუხისა და ვუპასუხე კიდეც. საწოლზე წამოვჯექი და ცოტა წინ გადავიხარე, ხაბესგან ზურგით ვიჯექი და მის სახეს ვეღარ ვხედავდი.
-ხო დე?
-რას შვები საყვარელო?
-რავი გარეთ ვართ გამოსულები.
-გვიან მიხვალთ?
-არ ვიცი შეიძლება, რა იყო?
თან ხაბეს გავხედე, რომელიც მე მიყურებდა.
-არაფერი. როდის მიდიხართ თბილისში?
-ხვალ დილას.
-რითი დედი?
-ავტობუსით ირმა, რამე ხომ არ გინდოდა?
-არა უბრალოდ მოგიკითხე. მიდი გაერთეთ.
გავუთიშე თუ არა ტელეფონი და ძველ პოზიციას დავუბრუნდი, ის იყო ხაბემ თავის ეშმაკური ღიმილითაც გამიღიმა რომ ახლა მას დაურეკა დალიმ და ის საუბრობდა ტელეფონზე. სიტუაცია რომელშიც აღმოვჩნდით უხერხული იყო, რადგან ორივემ კარგად ვიცოდი, იმ საღამოს მის სახლში ჩამოფარებული ფარდების მიღმა რისთვისაც ვიჯექი მის საწოლზე და ხაბეიშვილის მოციმციმე თვალებში რასაც ვკითხულობდი.. ეს ორივემ ვიცოდით. მერე ხაბემ თავი გვერდზე გადახარა, გამიღიმა და უკვე ვიცოდი რაც უნდოდა ჩემგან. არაფერი იმაზე მეტი ვიდრე მისთვის მიცემა შემეძლო. არაფერი დავაცადე, არც სიტყვა, არც მეტი ღიმილი. თმაში , რომელიც უკვე საკმაოდ მოზრდოდა და ლაკონებიც კი ვეღარ უშლიდა ხელს მხრებს ოდნავ ჩამოსცდენოდნენ, ხელი შევუცურე და ტუჩებში ვაკოცე. ორივე გვერდულად ვიწექით, მის ხელს შიშველ კანზე ვგრძნობდი პერანგის ქვეშ.
-ეს გაიხადე.
-ერთი წუთი.
საწოლზე წამოვჯექი, პერანგი გავიხადე დავკეცე და ტუმბოზე დავდე. ხაბე დამცინოდა, მერე ისევ სწრაფად მომიქცია მკლავებში, ფეხი წელზე შემოვადე და უბით ვიგრძენი როგორ ვუნდოდი. თვალებს ისევ ვერ ვხუჭავდი, რამდენჯერაც არ უნდა მექნა ცნობისმოყვარეობა საშუალებას არ მაძლევდა არ გამეხილა და არ მეყურებინა როგორ შემეძლო ერთი კოცნით, სულ პატარა შეხებით მის სახეზე მსგავსი სიამოვნების გამოწვევა. ყველგან მეხებოდა სადაც კი მისწვდებოდა. მერე ზურგზე გადაწვა და მე მის ზემოდან აღმოვჩნდი. ჩემზე გაცილებით მაღალს ლამის მუცელზე ვეჯექი მის სახეს რომ მივწვდენოდი, მერე წამოჯდა. ფეხები მის ირგვლივ წრედ შევკარი და მაისური გადავაძრე. საოცარი სხეული ჰქონდა, ნავარჯიშევი, ოდნავ დაკუნთული. მზისგან კანი ისე გარუჯვოდა რომ არ მცოდნოდა როგორი თეთრიც იყო ვერასოდეს ვიფიქრებდი ამას. მომწონდა მისი ეს განსხვავება იმ ზაფხულზე. მეც მსგავსად ვიყავი, ბიკინის ზოლები მკვეთრად მეტყობოდა შოკოლადისფერ კანზე. თვალებიც უფრო მკვეთრად მომიჩანდა ხოლმე. მისი შეხება ლავას გავდა, მწვავდა, მაგრამ ვერსად გავურბოდი. დომინანტობას არასდროს მითმობდა და მას შემდეგ რაც 15 ან 10 წუთით ეს გააკეთა ისევ მის სხეულს ქვეშ აჩმოვჩნდი. კოცნისას მეცინებოდა ხოლმე და მეკითხებოდა რაო, მე თავს ვაქნევდი და ისევ ვკოცნიდი. როცა ორივე მივხვდით რომ თუ ასე გავაგრძელებით უფრო მეტსაც მივქარავდით გავჩერდით, ჩემს სხეულს მოშორდა და საწოლის ბოლოში დაჯდა. მხოლოდ წამით.
-მოვწიოთ?
-მოვწიოთ.
და აივანზე გავედით. ფეხები სკამზე მქონდა აკეცილი და საფერფლეს მივშტერებოდი.
-როგორ ხარ?
გაბრუებული ვიყავი, კიდევ ზედმეტად აღგზნებული, ისეთი აქამდე მხოლოდ ერთი ორჯერ რომ მახსენდებოდა მსგავსად ჩემი თავი. თავი გავაქნიე და დავაყოლე არაფერი მეთქი. მერე ფეხზე ავდექი.
-სად მიდიხარ?
-წყალი მინდა.
-ონკანთან დევს ჭიქა, გარეცხილია.
-კარგი.
ონკანიდან წყალი რომ დავისხი და მინის პირამდე სავსე ჭიქა მოვიყუდე ხაბე მაშინ შემოდვიდა აივნიდან. ჭიქა დავდგი , მისკენ მივტრიალდი და ვიგრძენი სხეულზე ვნება სუროებივით როგორ მეხვეოდა. გზას არ მიტოვებდა ამას გავქცეოდი. ხაბემ დამსწრო, წელზე ხელები მომხვია და საკუთარზე ამიკრა. უკან ინერციით ვიყავი გადაწეული და ხელებით სახეზე ვეხვეოდი, რამდენიმე ნაბიჯით წამაბორძიკა და გამეცინა.
-წავიქცევი.
ის გასწორდა. თავში აზრმა დამარტყა რომ მინდოდა მისთვის ხელი მეკრა , საწოლზე დამეგდო და კალთაში ჩავჯდომოდი. ამჯერად ჩემი აზრები არ წაუკითხავს, კოცნისას მკერდზე ხელი მსუბუქად ვკარი, ის საწოლზე დაჯდა და მეც აწ უკვე მის მუხლებზე მჯდომი გიჟივით ვკოცნიდი. ზედა რომ გამხადა უხერხულობა არ მიგრძვნია. არც მაშინ მკერდზე რომ მკოცნიდა და მეფერებოდა. არც მერე საწოლზე ზურგით მწოლს შორტი რომ გამხადა და თავადაც საცვლის ამარა იყო. მხოლოდ მაშინ შევყოყმანდი ორივე სრულიად შიშვლები რომ აღმოვჩნდით და ხაბემ კბილებით პრ*******ს შეფუთვა გახსნა. მხოლოდ წამით. თვალები დავხუჭე და მერე მივხვდი რომ არაფერი მტკენია. იმ ღამეს ცოტა უსიამოვნო იყო, თუმცა არ მტკენია არც სისხლი წამომსვლია და ამის გამო ბედნიერი ვიყავი. ეს ორჯერ ან სამჯერ გავაკეთეთ, სხვადასხვა პოზაში, მერე საათს დავხედე და ეკას დარეკილებს, გიჟივით წამოვფრინდი ზეწარმიფარებული და ეკას გადავურეკე.
-მოხდა რამე?
-სად გაქ ტელეფონი ადამიანო? მისმინე ერეკლე და მაგის მეგობარი გამოვლენ ასე 20 წუთში საბილაირდოში და ბარე აქ მოდი შენც.
-კაი გამოვალ ცოტახანში.
ყურმილი რომ დავუკიდე საწოლში მწოლმა ნოემ ამომხედა.
-რა ხდება?
-ტატო და ეკასთან უნდა წავიდე. შენს აბაზანას გამოვიყენებ რა.
-მიდი. მოცია სუფთა პირსახოცს მოგცემ.
ფეხზე ადგა, საცვალი ამოიცვა და კარადიდან თეთრი სასტუმროს პირსახოცი მომცა. ლოყაზე ვაკოცე და სააბაზანოში შევედი. ასე პირველად მსიამოვნებდა შხაპის მიღება. თმა არ დამისველებია რადგან უკვე 10 საათი იყო და აუცილებლად გავცივდებოდი. ხაბედან მალე წამოვედი. თავად ჩამომაცილა და საბილიარდოსკენ გზას ფეხით გავუყევი. რომ შევედი ნაცნობი მეპატრონე და მოლარე მომესალმნენ. „ჩვენს“ მაგიდასთან მივედი. ეკას გადავეხვიე და ჩემს ტოპს შევხედე რომელიც მას ეცვა, უბრალოდ არასწორად.
-ეგ პატარ ზორტი რო აქ მანდ, მაგაში თავი უნდა გაუყარო და კისერზე უნდა გქონდეს.
-მართლა?
-ხო
თავი დავუქნიე და მანაც საჩქაროდ შეისწორა. მაგიდას და ბურთებს გადავხედე და გაკვირვებული დავრჩი როცა აღმოვაჩინე , რომ აგებდნენ. ერეკლეს მივესალმე და ეკამ ხელახლა გაგვაცნო ერთმანეთი. მე სკამზე ვიჯექი ისინი ორი ორზე თამაშობდნენ. ერეკლემ თეთრი ბურთი კუთხეში ჩააგდო და მერე ღიმილით გამომხედა.
-შენ არ იცი თამაში?
-კი, უბრალოდ რუსულის ნერვები არ მაქვს. დღეს თქვენ დაგითმობთ თან როგორც ვხედავ ვიღაც ამ ორს უგებს.
გაეღიმა, რადგან ეკას თამაში მშვენივრად იცოდა. ისინი ხომ ბოლოს და ბოლოს ბავშვობის დროინდელი მეგობრები და უფრო მეტიც, ყოფილი შეყვარებულები იყვნენ. ცოტახანს კიდევ ვუყურებდი მათ თამაშსს მერე ფეხზე ავდექი.
-მოვწევ ერთ ღერს და შემოვალ.
-მიდი, მანამდე ჩვენც მოვრჩებით და გამოვალთ.
ეკას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ტერასაზე გავედი. გრძელს სკამზე ვიჯექი დაბალი მაგიდის წინ და ხაბეს ვემესიჯებოდი, რომელიც იმ მომენტისთვის მამიდამისის სანახავად მიდიოდა და მეწუწუნებოდა რომ არ უნდოდა თუმცა დალიმ დაიჩემა და უარი ვეღარ უთხრა.
“ჩემზე ხომ არ უკითხავს რამე?”
“სხვათაშორის კი.”
დაპანიკებულმა ამოვიხედე ტელეფონიდან და სიგარეტი საფერფლეში ჩავდე, ჯერ ისევ ცეცხლმოკიდებული და კვამლადენილი. ჩემს წინ ტელევიზორში ბილიარდის თამაშს აჩვენებდნენ. უკან კი ბიჭები ნარდს თამაშობდნენ და შიგადაშიგ თვალს ბილიარდისკენ ან ხანდახან ჩემკენაც აპარებდნენ.
“ მეღადავები ხო?”
“არა შემჯორა კარგი გოგოაო.”
“რომ იცოდეს შენს საწოლში რამდენიმე საათი გავატარე ალბათ შევზიზღდებოდი.”
“პირველი ბოდავ, მეორე ვერასდროს გაიგებს. მაგაზე არ იდარდო შენ ჩემო საყვარელო, მე მივხედავ მაგ ამბავს .”
“ოკი. წავედი მოვწევ და მერე მოგწერ კარგი?”
“მიდი, მეც მივედი უკვე. რომ წახვალთ დიალს შემეხმიანე, რომელზე გადიხართ?”
“ 9 მგონი, რა იყო გაცილებას მიპირებ?”
“თუ არ გინდა…”
“მირჩევნია რომ კარგად გამოიძინო, ისედაც არ გძინავს, როდის მიდიხარ შენ?”
“ სამ დღეში.”
“ვოუ იქნებ მანამდე იმ გოგოს გაცნობაც მოახერხო მაღაზიის რიგში რომ მოგეწონა.”
“ამინ”
ვიგრძენი მის ბოლო მონაწერში სიცილის ტონი როგორ გამოერია. მობილური დავბლოკე და ღერი ბოლომდე ჩავწვი, თუმცა ნახევარზე მეტი თავისით დაიწვა, ასე რომ კიდევ ერთს წავუკიდე და ზუსტად იმ მომენტში საბილიარდოს მეპატრონე კაცი გამოვიდა. ის 40 წლამდე იყო, შეიძლება 45-ამდეც კი. კარების ჩარჩოს ეყრდნობოდა და ჩემს მეგობრებს უყურებდა, რომელთაკენ მეც ვაპარებდი შიგადასიგ თვალს და ეკას ყველა ხტუნვაზე მეცინებოდა.
-რატომ არ თამაშობ?
კაცს გავხედე და მხრები ავიჩეჩე.
-გვიან მოვედი და უკვე დაწყებული ჰქონდათ.
-ახლა პირველად ითამაშე?
-არა. ადრეც მითამაშია.
-რუსულიც?
-ხო ეგ პირველი იყო.
-არაუშავს, 7 წელია რუსულს ვთამაშობ და ჯერ ისევ ვერ ვაგდებ ყველა ჯერზე ყველა ბურთს.
-ხო მაგრამ მე მინდა რომ ის რასაც ადამაინები წლებს ანდომებდნენ რამდენიმე ცდაში გამომივიდეს. ჩემი პრობლემაც ეგაა, თუ არ გამომდის მერე ვნებდები და ხელს სამუდამოდ ვიქნევ.
-არ შეიძლება ეგრე, ყველაფერი გამოცდილებიდან და დროიდან მოდის. ცოტა მოითმინე და ნელ- ნელა გამოგივა.
-გვიანია უკვე ხელი ჩავიქნიე.
გავიცინე, კაცი ცოტახანს კიდევ მელაპარაკებოდა, მაგრამ არ მახსოვს რაზე, მერე ღიმილიანი სახით უკან შებრუნდა და დახლთან დადგა, რადგან მოლარე ბიჭი სადღაც გასულიყო. დავიანხე კარის გვერდით მდგომი მაგიდიდან ვიღაც ბიჭი როგორ გამოვიდა ტერასაზე. მაგიდა ორ სკამს შორის იყო მოქცეული და მის თავთან პატარ ოთხკუთხედი პუფი იდო. ბიჭი სწორედ მასზე დაჯდა. სიგარეტი რომ ამოიღო და გაუკიდა მივხვდი რომ საფერფლეს რომელიც ჩემს მარჯვნივ იდო ვერ მისწვდებოდა და შუაში ჩავდგი. ბიჭმა გამიღიმა.
-არ დამინახავს რომ გეთამაშა.
-იმიტომ რომ არ მითამაშია.
-რატომ?
-მეგობრებთან შედარებით გვიან მოვედი თან რუსულის ნერვები არ მაქვს.
- ხო რუსული და კარგი რა გინახავს?
-არაფერი.
-არა ლიტერატურა კარგი აქვთ.
ბიჭს გავხედე. ჩემზე აშკარად დიდი იყო, მომწონდა ხოლმე ის ხალხი წიგნებს რომა ფასებდნენ, მაგრამ რუს ავტორებს არც ასე ვკითხულობდი და არც ისე, ამაში სრულიად შტერი ვიყავი. სამაგიეროდ შეგეძლო ნებისმიერი რამ გეკითხა სარამაგუზე, სალი რუნზე, იაპონელ მწერლებზე, ქართველ რომანტიკოსებზე და მე დეტალებში მოგიყვებოდი. თავი გავაქნიე და სიგარეტს თითი რამდენჯერმე ქვემოდან ავკარი რომ ფერფლი საფერფლეში ჩაყრილიყო. დავინახე ჩემს ქმედებას თვალი როგორ ააყოლა.
-არ ვკითხულობ რუს ავტორებს.
-არა? აბა რას კითხულობ?
-უფრო იაპონურ და ევროპულ ლიტერატურას.
-ახლა?
-ახლა კანადელი ავტორის წიგნს “ პენელოპიადას”
-რაზეა?
-ოდისევსის მითი იცი?
-ცოტა.
-ნუ ეგეც საკმარისია. მის ცოლზე პენელოპეზე.
-სხვა რა წაგიკითხავს?
-ახლა მოვრჩი კირკეს.
-არც ეგ ვიცი.
უხერხულად გამიღიმა, მე კი იქიდან გაქცევა მინდოდა რადგან სრულიად უცნობი ბიჭი მელაპარაკებოდა და თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი.
-რა გქვია ისე?
-ივი.
ის სახელი ვუთხარი რომელსაც ტომასი მეძახდა ხოლმე ამერიკაში, რომლითაც ვერცერთ სოციალურ ქსელში მიპოვნიდა და რომელსაც იოლად გავფლანგავდი რადგან ტომასისადმი უკვე დიდიხნის გაცივებული ვიყავი.
-საინტერესოა.
-ხო მამაჩემმა დამარქვა, წლებია ამერიკაშია.
არცერთი მომიტყუებია. მართლაც ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ შემირჩია სახელი და მართლაც ამერიკაში იყო. ჯერ ისევ თინეიჯერები ვიყავით მე და ჩემი ძმა ის რომ სამუშაოდ წავიდა . სწავლის პერიოდში რამდენჯერმე ვნახე, რადგან მუდმივად შტატებს შორის მოგზაურობა უწევდა მე კი სტუდენტურ საცხოვრებელში ვრჩებოდი. მასთან შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარული იყო მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
-მე დათი.
-სასიამოვნოა.
-მისმინე მაფიას თამაშობ?
-არა.
-არც იცი როგორ უნდა ითამაშო?
-ეგ კი. რა იყო?
-სათამაშო ბარი გავხსენით და VIP ში გპატიჯებ. შეგიძლია მეგობრებიც წამოიყოლო.
ზუსტად ვიცოდი რის მიღწევასაც ცდილობდა. ყველაფერი წამის მეასედებში გავისიგრძეგანე. სიგარეტი ჩავაქრე და შიგნით მყოფ მეგობრებს გავხედე, რომლებიც უკვე მაგიდას მშორებოდნენ, კიები დაებრუნებინათ და სალაროსთან ფულს იხდიდნენ.
-ბოდიში სხვა გეგმები გვაქვს დღეისთვის.
-ხვალ? როდის მიდიხართ ისე?
-ხვალ დილას, დიდიხანია უკვე აქ ვართ და მეტს ვეღარ გადავწევთ. კარგად სასიამოვნო იყო.
ფეხზე ავდექი, მკითხა რა გვარი ხარო და მეც ვუთხარი, მერე შიგნი შევედი და ეკას მხარზე ჩამოვეკიდე.
-რა კარგ დროს გადაწყვიტეთ წამოსვლა. მიყვარხართ.
-ინსტაგრამი გამოგართვა?
-რა ინსტაგრამი ტატო ნორმალური თუ ხარ, გული გამისკდა ლამის. მიყვარხართ.
ტატომ ბევრი დამცინა, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებთან ასე იოლად ურთიერთობას ვერ ვიწყებდი. უტოპია ვარ მეტი არაფერი. არც იმდენად უცხო უნდა იყოს მასთან საუბრის მეშინოდეს და არც იმდენად ახლო მეგობარი დავუძახო. არ მიკვირს მარტო რომ ვიყავი და უსიყვარულოდ. არც ის ყველა რომ იმას მიჩიჩინებდა ვინმე გაიჩინეო. ის დღე ბათუმში კი სრული სიგიჟე იყო. ყველაზე გიჟური დღე ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე. სახლის გზაზე გავიგე, რომ მეპატრონემ ისევ დაგვპატიჟა. მერე სახლში ავედით, ერეკლემ არაყი ძალიან სუსტად გააზავა წყალთან და სმა დავიწყეთ. ერეკლე მსუბუქად მეფლირტავებოდა და არც მე ჩამოვრჩი მას. ეკა არ მეჩხუბებოდა, არც ცუდად მიყურებდა, რადგან კარგად იცოდა ორივე ვხუმრობდით და იქ ამაზე მეტი არაფერი მოხდებოდა. მე და ერეკლე ხომ სრულიად სხვადასხვანაირები ვიყავით. მას თან მეგობარი ახლდა, რომელიც ინგლისური სიტყვების გამოყენებაზე, სუფრასთან, შენიშვნებს მაძლევდა და მეც მის და ჯინად ვაგრძელებდი. მერე ერეკლემ ერთ სადღეგრძელოზე ძალაინ დიდიხნით გამომხედა. ცანცარებდა და სასმელიც დაექცა. სალფეთქი რომ მოვიტანე მაგიდის გადასაწმენდად გამოამრთვა.
-არა პატარავ შენ არა, მე მივხედავ.
სახე შევჭმუხნე, რადგან მიუხედავად იმისა , რომ ტომასისადმი აღარაფერს ვგრძნობდი, ჯერ ისევ მიჭირდა რაღაც რაღაცეებთან შეგუება. იმის აღიარება რომ ეს სიზმარი არ იყო და მართლა ისევე გაქრა როგორც გამოჩნდა. მას შემდეგ რაც ის ამბები მოხდა, სიტყვა პატარა მძაგდა და ერთადერთი სასიყვარულო სიტყვა იყო , რომელსაც აღარავის დავაძახებინებდი ჩემთვის.
-აი მაგის გარდა რაც გინდა ის დამიძახე.
-რის, პატარას?
-ხო.
-კარგი პატარავ.
-ერეკლე გცემ.
გაჩუმდა. ბიჭები სადღეგრძელოებს ამბობდნენ, არაყს ერთი ამოსუნთქვით ვნთქავდით და ზუსტად მახსოვს რა სადღეგრძელოებიც გამოვტოვე. მახსოვს ერეკლე რგორო მიყურებდა ხოლმე რომ ვტოვებდი და მეჩხუბებოდა, მე კი თავს ვიამრთლებდი, რაშიც ეკაც მეხმარებოდა.
-ხომ იცი მამაჩემის ამბავი სახლს არეულს ვერ დავახვედრებთ.
-და დალიოს მერე კიდე.
-მე უნდა დავალაგო.
-რატომ შენ და არა ეკამ?
-იმიტომ რომ ამის მამის მსგავსი ფსიხი და პერფექციონისტი მხოლოდ ეგ არის.
ერეკლე ხარხარებდა. მერე ისევ ვსვავდით. სახლშიც ვეწეოდით ცოტახანს, ისინი წითელ მალბოროს, მე კაფსულიანს რადგან შავით და წითელით უკვე ხორხი მეწვოდა.
-რამე წესიერი მაინც მოწიე თუ ეწევი.
-რა წითელი მალბორო? არა იყოს.
-მომაწევინე.
კოლოფიდან ღერი ამოვიღე და გავუწოდე.
-არა ეგრე არა.
-აბა.
-შენით.
ხელზე ხელი მომკიდა და ჩემი ღერი, რომელიც ნახევრად მქონდა ჩამწვარი ტუჩებში მოიქცია. არაფერი მიგრძვნია, თვალები გადავატრიალე და ეკას გავხედე რომელსაც ეცინებოდა, რადგან მისი თამაშები კარგად იცოდა. ისევ აგრძელებდა პატარას დაძახებას, მე კი მუქარას რომ დავარტყავდი .
-მიდი.
-გგონია ვერ დაგარტყავ?
-მიდი, ცხვირში ოღონდ.
ისე დავეჯინეთ ერთმანეთს მართლაც დავარტყი შეკრული მუშტი ცხვირში, სისხლი სულ რამდენიმე წამით წასკდა.
-ქალივით ურტყავ.
-კაცივით წუწუნებ.
ნიშნის მოგებით ვუთხარი.
-კარგი პატარავ.
-ერეკლე. გთხოვ.
-რატომ არ მოგწონს?
-იმიტომ რომ არ მომწონს.
-დაანებე ერეკლე თავი.
ეკა გამომესარჩლა. ერეკლეს პატარა აღარ დაუძახებია. ბიჭებმა ბევრი დალიეს, მე 5 ან 6 ჭიქამდე ავედი, ეკა კი საერთოდ არ სვავდა. მერე ტატო ცუდად გახდა და ეკა მას გაჰყვა. მისაღებში მე ერეკლე და მისი მეგობარი დავრჩით. სანმა ისინი გასულები იყვნენ მე ერეკლესთან ვსაუბრობდი. რარაცეები გამომკითხა, მაგალითად რამდენის ვიყავი, სად ვსწვალობდი. მაძალებდა კდიევ დალიეო, მაგრამ ეკამ უბრალოდ შემოიხედა და რომ დაინახა გააჩერა.
-თუ ამბობს რომ არ უნდა ნუ დააძალებს, იცის როდის უნდა გაჩერდეს .
მერე ეკა ისევ გავიდა. მე და ერეკლე აივანზე გავედით, მისი მეგობარი შიგნით დარჩა. ეშმაკურად იყურებოდა იქიდან. სიგარეტს ვეწეოდი და პუფზე ვიჯექი.
-ეკას საიდნა იცნობ?
-ლენა და ტატო ჩემი კლასელები იყვნენ. მეტი ჩაშლა საჭიროა?
-ოო ლენა, ლენა გიჟქალაა. რატომ წავიდა?
- სამსახურის საქმეების გამო.
არ მახსოვს რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ემრე სახლში შესულები, გვერდიგვერდ მჯდომები რომ იმას განვიხილავდით სასეირნოდ წავსულიყავით თუ არა მახსოვს. ეკას ვუთხარით და ბინიდან გამოვედით. არ ვიცი იმ დღეს ჰაერი იყო მოწამლული, მე გამოვიყურებოდი განსაკუთრებულად კარგად თუ სამოსის ბრალი იყო, მაგრამ ერთი დღისთვსი ბევრი მამაკაცის ყურადღება დავიმსახურე. ერეკლემ ლუდი იყიდა და სიგარეტი ორივესთვის , რაგდან სახლში დაგვრჩა. ჩემთან ავიდეთო მემუდარებოდა, მე რა თქმა უნდა იმდენიც არ მაკლდა სახლში შუაღამის 3 საათზე ავყოლოდი. ბულვარისკენ მივდიოდით, მაგრამ გზა აგვერია. მერე ძლივს გავაღწიეთ ბულვარის ახლო მახლოს, ერეკლემ ვარდი მიყიდა.
-არ გინდა საცეკავოდ წავიდეთ.
-წავიდეთ. რატომაც არა.
-ეს უკვე მომწონს.
ხელი ჩამკიდა და ჩემი ვარდიანად( სასმელი უკვე დიდიხნის გამოცლილი და გადაგდებული გვქონდა) რომელიღაც რესტორანში შემიყვანა. ერთმანეთს ვეცეკვებოდით, რაღაც თურქული მუსიკის ფონზე, რომელიც მალე შეიცვალა და ფურო მეტად გვესიამოვნა. მისი დაჟინებული მზერა მახსოვს. ჩემზე იმდენად მაღალი იყო წელში მოხრისას მეგონა ხერხემალი ასტკივდებოდა. მერე სანაპიროზე ჩავედით და ქვებზე დავსხედით.
-ისე ხაბეიშვილს საიდან იცნობ?
-ხომ გითხარით, კურსელები ვიყავით.
-ანუ დიდიხანია.
-ხო. დიდიხანია. ხაბე ჩემი ყველაზე ახლო ბიჭი მეგობარია.
არ ვიცი ამ სიტყვების იმ საღამოს ჯერ ისევ მჯეროდა თუ არა. მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ უცნაურად ჟღერდა. იმდენად უცნაურად რომ გული მესერება. ერეკლემ გამომხედა.
-თქვენს შორის რამდე ხდება?
-არა, რა სისულელეა. რა გჭირთ ყველას.
-მართლა არ ხართ ერთად?
-არა. რა იყო არ მოგწონს?
-ეგ სხვა თემაა და ახლა განსახილველი არა.
ამდენი წელი გავიდა და კვლავაც არ ვიცი რა მოხდა ხაბესა და ერეკლეს შორის. იმდენს ვხვდები რომ კარგი არაფერი, მაგრამ ეს მაბავი ხაბეს მთელი წლის მანძილზე ვერ დავაცდენინე. ხან საიდან მივუდექი , ხან საიდან , ლამის იმ ღამეზეც კი მოვუყევი მას ახლა რომ ვყვებოდი. ყველაფერი ამ დიალოგით არ დასრულებულა.
-არ გინდა ვიცურაოთ?
-ცურვა არ ვიცი.
-კაიიი?სერიოზუალდ?
-სერიოზულად.
-წამოდი გასწავლი.
-ვინც არა.
-ა ეგრე. წამო.
შორტი გავიხადე, პერანგიც, დავკეცე და ქვებზე დავდე. ფეხსაცმელი და ნასკებიც მივაყოლე და რადგან ლიფი არ მცმია ტოპისა და საცვლის ამარა შევყევი ერეკლეს მთვრალი ზღვაში. მაშინ სულ მცირე გამბედაობა მქონდა და სიკვდილის ოდნავადაც არ მეშინოდა. ერეკლემ იმდენად ღრმად შემიყვაან რომ ტივტივებთან ვიყავით უკვე. წყალი თბილი იყო, მისი სხეული კი რომელზეც უნებურად ავკვროდი საერთოდ არ მაღიზიანებდა. სისულელეებს მეუბნებოდა, მაიძუელბდა რომ ჩემი თავი ნაპირზე თავდ გამეყვანა. კარგად გავერთეთ. წყლიდან ძლივს ამომიყვანა. სანამ ვიცვლიდი ის შეტრიალებული იყო. შორტი სველ საცვალზევე ამოვიცვი, პერანგი ჩავიცვი ღიელბი შევკარი და ტოპი გავიხადე.
-წამო ჩემთან
-რა მინდა შენთა.
-აქ გაცივდები. მოდი ეს მოიცვი.
მოსაცმელის მოცმევა სცადა ჩემთვის, მაგრამ უარი ვუთხარი და ვირზე შევჯექი. ის კი მასთან წასვლას და ყავის დალევას მთავაზობდა. ეკას დავურეკე.
-ეკ რას შვები.
-სახლი მივალაგეთ ცოტა .
-აუ ბოდიში რა. რომ მოვალ ყველაფერს მივხედავ გპირდები.
-ხო ბევრი არაფერი გაგვიკეთებია ჩვენ ისედაც. რას შვებით თქვენ?
-ზღვაში ვიცურავეთ, ახლა ამოვედით და შენი ძმაკაცი მასთან ასვლას მემუდარება.
-აყევი ქალო ევრ ხარ ხო?! მე გპირდები რომ არაფერი მოხდებალ. ჩემი მეგობარი ხარ და მისთვისაც მეგოაბრივით ხარ ამის გამო . მიდი და მერე მოვალთ მე და...
იმ ბიჭის სახელი მართლა არ მახსოვს. რამდენიც უნდა ვეცადო ვერაფრით ვიხსენებ.
ზღვიდან სახლამდე არაფერი მახსოვს, მოგონებები მხოლოდ მის აივანზე რომ ვიჯექით ყავით ხელში იქიდან მაქვს. ერეკლე სახლში შევიდა და მწვანე ჰუდი გამოიტანა, რომელიც სულ ძალით გადამაცვა თავზე. მერე დამიჯდა და კიდევ ერთხელ რომ დავიწუწუნე პატარას ნუ მეძახი თქო მომაყოლა რატომ ვერ ვიტანდი.
-ეგ არაფერი. ჯერ ისევ პატარა ხარ, კიდევ ბევრი რამ იქნება. თანაც ხომ არ გიყვარდა.
-არ მიყვარდა? სერიოზუალდ.
-გიყვარდა?
-რა თქმა უნდა. შენ ეგრე ძალიან არავინ გყვარებია?
-კი, მხოლოდ ერთხელ . მის მერე აზრი არ აქვს რამდენი ადამიანი შემხვდება.
არ ვიცი საიდან მაგრამ ვიცოდი რომ ეკას გულისხმობდა. ჯნადაბა ვიცოდი.
აი ამის მერე მოგონებები ისევ არ მაქვს, მხოლოდ ის მახსოვს რომ ეკა და ერეკლეს მეგოაბრი მოვიდნენ, მანამდე ერეკლე მეჩალიჩებოდა ჩემთან დარჩი ნახე რამხელა საწოლი ამქვსო, უარი რომ ვთქვი შენ ზღვაშიც არ შემოდიოდიო გამახსენა, მაგრამ მაშინვე შევედი. ეკასთან ერთად სახლში დავბრუნდი . მთვრალმა დავაწკრიალე მთელი სახლი. ერთი საათი წავუძინე და დილას ბარგი ჩავალაგე, მერე დანარჩენი ნაწილიც დავალაგე, იქაურობა ისეთად ვაქციე ჩამოსვილსას რომ დაგვხვდა და სახლის კარი გამოვიკეტეთ. ჯერ ისევ ერეკლეს ჰუდი ემცვა, რომელსაც თბილისში ჩასვლისთანავე ეკას მივცემდი, მისი ნაჩუქარი სისხლივით წითელი ვარდი კი ეკას მამის ოთახში ტუმბოზე დარჩა. მას კვირების მერე გამხმარსა და ფოთოლდაცვენილს იპოვიდა კაცი .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent