შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედემის ქრონიკები


5-12-2025, 18:35
ავტორი WhSCrow
ნანახია 118

პროლოგია

საზარდული ისე ჩამიხმა ჩემივე სისხლში, გეგონებოდა საერთოდ არც კი მეკავა სხეული. სული კი… სული ჩემს სხეულში იხარშებოდა, თითქოს ოდესღაც ზედ გადმოდგმული ქვაბი ახლაც იქ იყო და არ ქრებოდა.
ვერ ვხვდები რა დამემართა.
ან იქნებ ვხვდები — უბრალოდ არ მინდა აღიარება.
თითქოს მე თვითონ დავდგი ის წყეული ქვაბი,
და საკუთარ თავს, ჩემსავე ცოდვებს, ჩემსავე შეცდომებს…
დავუწყე ხარშვა.
დავუწყე მდუღარე რქებში მოქცევა.
ვფიქრობ, გამორჩეულად საზარლად ჟღერს, მაგრამ მეც არ ვიცი — დემონების სუფრაზე მომიწყვეს და მახეში მომიგდეს, თუ უბრალო, უსახო, უხმო არსებამ გადაწყვიტა ჩემი გონების წაღება და სადღაც ბნელ ხახაში ჩამაგდეს.
ვერ ვხდები… ვერ ვიგებ…
ალბათ მალე თავად ფიქრების გაქრობასაც შევეგუები, და მერე უკვე ჩემი გონება სადღაც სხვის ხახაში აღმოჩნდება, როგორც პატარა ხრეში — გზადაგზა ჩაყლაპული.


თავი პირველი


ფრენკი თავისთვის, მშვიდად, თითქმის უხმოდ მუშაობდა კუთხის პატარა მაღაზიაში.
მანქანების ხმაური გარედან, სალაროს ნელი წკაპუნი შიგნიდან — მისი ყოველდღიურობა. ნორმალური, უბრალო, გაუფერულებული ცხოვრების ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო.
Საოცრად მარტოსული.
და რაც უფრო უცნაურია — სწორედ ასე უნდოდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება.
მისი ცხოვრება არც ჯოჯოხეთი იყო, არც სამოთხე.
ის იყო რაღაც შუა, ნისლიან ზონაში—სადაც არც ტკივილი გაქვს ბოლომდე და არც ბედნიერება.
უბრალოდ… არსებობ.
ოჯახი ჰყავდა — და სახელად ეკატერინე, ძმა პიერი, და დაბალი, მაგრამ ყველაზე ჭკვიანი დუნი, რომელიც ოჯახის ტვინად ითვლებოდა.
დედა მადონა იყო ყველაზე თბილი წერტილი მათ სახლში,
მამა კი — მარტინი, ნეგატივისტი, ყოველთვის უკმაყოფილო, მუდამ ჩრდილივით მდგომი.
ფრენკი მასთან დიდხანს ყოფნას ყოველთვის გაურბოდა.
მამის ჩრდილში ყოფნა წამალივით მოქმედებდა — გეხრჩობა, გიხუთავს, გიშლის.
მას ქონდა საკუთარი ოთახი — პატარა სამყარო, სადაც დრო სხვანაირი სიჩქარით მოძრაობდა.
იქ ატარებდა ყველაფერს, რაც მის დღეში ღირსი იყო.
ფრენკის სკოლის ბოლო ორი წელი სევდით იყო გამჟღენთილი.
მიზეზით — და მიზეზის გარეშე.
უბრალოდ ახალგაზრდობის ისეთი ფაზა ჰქონდა, როცა არაფერს გრძნობ ბოლომდე და თან ყველაფერს ზედმეტად.
Სრულიად სხვა რამ იდგა ამ სევდის უკან —
ევა.
ლამაზმანი.
ჭეშმარიტი წიგნის ჭია, ისეთი გოგონა, რომლის თვალებში სიტყვები ცოცხალი ჩანდა.
ფრენკს ხიბლავდა მისი საუბრები — და ამას ხმამაღლა არ იმჩნევდა.
უქმნიდა საკუთარ თავს ილუზიას, თითქოს მხოლოდ მეგობარი იყო მისთვის.
მაგრამ ევა…
ევა მას როგორც მეგობარს კი არა —
რაღაც უფრო ღრმად, უფრო ბნელად, უფრო მტკივნეულად უყურებდა.
ევა-სთვის ფრენკი იყო ის შუქი, რომელსაც ვერ ეკარებოდა.
შენიშნა კი? — დიახ! ვერ ბედავდა გრძნობების გამხელას.
ეშინოდა
ეშინოდა იმისა, რომ მისი აღიარება ფრენკისგან სიცივეს დაიმსახურებდა.
დასაკარგად კი ფრენკი ყველაზე ძვირფასი იყო მის სამყაროში.
წლები გადიოდა.
ევა-ს სიყვარული კი — უფრო უღრმავდებოდა, უფრო ხორციელი ხდებოდა…
ხოლო ფრენკი…
ფრენკი თითქოს ბრმად ცხოვრობდა.
ვერაფერს ხვდებოდა, ვერაფერს ამჩნევდა — ან უბრალოდ საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ არაფერი ხდებოდა.
შემდეგ მოხდა რამე, რაც ყველაფერს გადაუტრიალებდა:
ევა-ს მიმართ ხულიგანი დაინტერესდა.
და სწორედ აქ დაიწყო ორმხრივი დანგრევა —
ევა დაიკარგა,
ფრენკი კი გაუბედურდა.
ევა აღარ რჩებოდა სკოლის ბიბლიოთეკაში.
არაფერი იყო ისეთი, როგორც ადრე.
ფრენკი ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა —
და რაც უფრო ვერ პოულობდა, მით უფრო იძირებოდა საკუთარ თავში.
სამი წელი გავიდა.
ევა სხვა ქალაქში გადაიხვეწა.
ფრენკმა კი სკოლის ატესტატიც ვერ აიღო —
ღირსებით ჩაფლული თავისივე ილუზიაში.
შემდეგ დაიწყო ახალი თავი — იმდენად უფერული, რომ თითქოს არც არსებობდა.
პატარა მარკეტში დასაქმდა…
და უბრალოდ ცხოვრობდა.
თითქოს ევა არც არასდროს ყოფილა.



ევა-ს მხარე


ევა — ისტორიის შეპყრობილი მოზარდი გოგონა.
ბიბლიოთეკაში გატარებულ საათებს უფრო აფასებდა, ვიდრე სახლში გატარებულ დღეებს.
იგი ყოვლისმცოდნეობისკენ მიისწრაფოდა.
ისტორიის სუნიც კი სიამოვნება იყო მისთვის.
მეგობარი ჰყავდა — მერი, ჭკვიანი, მაგრამ მუდამ ფიქრებში ჩაფლული გოგონა.
ცუდ ხასიათზე მყოფი ევა ბიბლიოთეკის მოღუნულ კუთხეში იმალებოდა — იმ ადგილას, სადაც რატომღაც არავინ შედიოდა.
ალბათ იმიტომ, რომ იქაურობა ზედმეტად მკაცრი იყო, ჩაბნელებული და თითქოს უაზროდ რქოსანი.
და იქაც გაიცნო ფრენკი.
სწორედ წიგნების ლაბირინთში.
ფრენკს პრეზენტაცია ჰქონდა ჩასაბარებელი — იაპონიის ისტორიის შესახებ.
თავიდან ბრაზობდა, მერე დაიღალა, ბოლოს კი უბრალოდ დახმარება მოითხოვა:
– უკაცრავად, გოგონა… რას კითხულობთ?
– ისტორიულ რომანს.
– მე ფრენკი გახლავართ. პრეზენტაციის ჩაბარება მიწევს… ბოდიშით პირდაპირობისთვის.
ევამ გაუღიმა.
ისეთი უბრალო, მაგრამ მკვეთრი ღიმილით, რომ ყველაფერი ელექტროდად ქცა.
– სასიამოვნოა, ფრენკ.
თუ გინდა, დაგეხმარები.
და ასე დაიწყო მათი ისტორია.
ნელი.
შემთხვევითი.
ტკივილიანი.
და მაინც — ყველაზე ნამდვილი.



თავი მეორე — დაშლის წერტილი


წარმოვიდგინე სიტუაცია, რომელიც თითქოს სიზმრისავით იწყება, მაგრამ იმდენად მკვეთრად გიჭერს კისერში, რომ ვეღარ ცალკევ ძილისგან.
ცხელი ზაფხულის ტალღები ქალაქს ახურებდნენ. ტემპერატურა ისე აწვებოდა, თითქოს მზემ საკუთარი ტკივილი ჩამოღვარა სამყაროზე.
ქალაქში სუნთქვაც კი გაუსაძლისი გახდა — სახლები იწურებოდნენ, როგორც ზედმეტად გამხმარი ფურცლები.
სიმარტოვე ის იყო, რომ ერთადერთი გამოსავალი — ქალაქიდან გაქცევა იყო.
მე, ჩემი ცოლი და ორი ბავშვი — ოთხი ადგილიანი მანქანა, სიცხისგან შეშლილი ქალაქის განაპირას.
ერთსუნთქვით მივდიოდით, თითქოს უკან აღარაფერი იყო.
და მერე — ჩიხი.
როდესაც გზა იკეტება, გგონია ღმერთიც უკან გტოვებს.
ნელა შევაჩერე მანქანა.
თითქოს ჰაერი გაჭედილიყო, როგორც მინის ფირფიტა.
მივხედე ცოლს — მძინარედ ეყარა, მაგრამ სუნთქვა დაბნეული ჰქონდა.
უკან გადავიხედე — ბავშვები მშვიდად იყვნენ, თითქოს მათი პატარა გონება ვერ ეჭიდებოდა ამ საშინელ რეალობას.
მზის ჩრდილში უცნაური ხმაური გაისმა.
ვიღაცას ხელი თავზე დამადნო — ან ასე მეგონა.
შემდეგ — ძლიერი ბიძგი.
სისხლი გამეყინა.
და თითქოს მიწა მოძრაობდა. არა — ვიღაცმა ან რაღაცამ მოძრაობა მოახდინა.
შემდეგ მოხდა ის, რასაც აზროვნება ვერ ითვისებს:
ჩამაგდო ძალამ, რომელიც მიწიერი არ იყო.
მიწიდან, ჰაერიდან, თითქოს თვითონ სიცარიელემ გადამაგდო.
არ მახსოვს როგორ,
მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ დაახლოებით 1000 (ან ასე მეგონა) კილომეტრით შორს აღმოვჩნდი.
წვიმის ხმა…? არა —
ეს სატყუარა იყო.
რეალობა ახლაც ხრაშუნებდა.
თვალები გავახილე.
თავი ისე მტკიოდა, თითქოს ჩემი თავის ჭურჭელი გატეხეს და მერე ისევ აწყვეს უხეში ხელებით.
გვერდით ვხედავდი ჩემს ცოლს — ჯერ კიდევ მოუსვლელი, სუსტად აღთქმული.
ამ დროს ვიღაცა აკაკუნებს მანქანის გარეთ.
გული ოთახიდან გადმოხტა.
ვხსნი…
და იქ დგას ჩემი ძველი მეგობარი — დანი.
დანი, რომელიც 10 წლის წინ ჩინეთში გადავიდა საცხოვრებლად.
დანი, რომელიც თითქოს სხვა პარალელიდან მოვიდა და ზედ შემომხვდა.
– დანი?.. ეს შენ ხარ?..
– ჰო, ძმაო… რა გჭირდათ, რა მოხდა? ცოლს უთრთის ხელი, მაგრამ გაივლის.
დავლიოთ, თორემ ნერვები გეჭეჭნება.
დავლიოთო — თითქოს მან ისეთი მარტივად თქვა, თითქოს სამყაროს ქროლვას არც კი ამჩნევდა.
მაგრამ სიხარული მალევე ამწვავდა.
დანი უცნაურად ლაპარაკობდა — თითქოს საუბრის შუაში სიტყვებს აშორებდა, რაღაცას წყვეტდა.
მერე კი გახეთქა სიმართლე:
– რეალურად 1000 კილომეტრი არ ყოფილა…
– და რამდენი?
– დაახლოებით 10 000.
და…
– რა და?
– 5 წელი გეძინა.
მივხვდი, რომ ეს უკვე აღარ ჰგავდა უბრალო გადარჩენას.
ეს იყო რაღაც…
რეალობის ნატეთი, სადაც დრო არც ჩვენი იყო და არც მათ.
ცოლმა თვალები გაახილა.
ტელეფონს დახედა.
როდესაც თარიღი დაინახა — სახე გაუბზინდა, თითქოს ბზარები იყრებოდა.
შემდეგ — გაითიშა.
მივხვდი, რომ ყველაფერი ნელა იფანტება.
თავადაც გონება მეცლებოდა.
მხოლოდ დანი იყო უმცირესად ზედმეტად მშვიდი.
უცებ ამჩნევ გახდა, რომ მისი ნერვიულობა არ ემთხვეოდა სიტყვებს.
მისი ხელების მოძრაობა — უცნაურად უხეში.
მისი მზერა — მძიმე.
მისი სუნთქვა — ზედმეტად ორმაგი.
და მაშინ გავახილე გონება:
ის მატყუებდა.
რაღაც იმალებოდა.
რაღაც იმაზე საშინელი, ვიდრე სიმშვიდე დანიამ ცდილობდა დაეფარა.
– შენ არ ხარ დანი.
– ……
– ვინ ხარ?
– გთხოვ… არ ხარ მზად.
– გითხარი — მზად ვარ.
– არა!
– მითხარი.
და დანი…
დანი, რომელმაც 5 წუთით ადრე ნორმალური ადამიანი დამხვდა…
უცნაურად განათდა.
მისი სახე ფენებად დაიშალა.
ქვემოთ — კანი აღარ ჰქონდა.
იყო ცარიელი, უსასოო ჭრილობა, რომელშიც თითქოს მრავალი არსება ცხოვრობდა.
მომიბრუნდა:
„ის, რასაც გიყვები…
სისხლითაა დაწერილი.
მხოლოდ შენ გადარჩი.
და არა იმიტომ, რომ გინდოდა…
არამედ იმიტომ, რომ ისინი გჭირდებიან.“
მუცელში მიკრულივით შემიხტა რაღაც.


თავი მესამე — ჭეშმარიტება, რომელიც არ უნდა გამეგო


Რა იყო რეალობა?
Რა იყო ტყუილი?
და… სად ვიყავით სინამდვილეში?
დანიმ — ან ვინც იყო — ერთხელ ამოისუნთქა და დაიწყო:
„Შენ… მარტო გადარჩი.
სხვები — არა.
არც ცოლი, არც ბავშვები, არც გზა, არც ქალაქი…
ყველაფერი, რასაც ხედავდი…
ილუზია იყო.“
სხეულზე მეყინება.
თითქოს ჩემი კანი ცდილობდა გაქცევას.
და ხმა —
ხმა თითქოს აღარ ჩემშვილი იყო.
– სად ვარ?
– იქ, სადაც არავინ უნდა იყოს.
– სად?
– ..... გროვაში.
და რეალობა…
როგორც კოლოფი…
აიფრქვა.
მე ვიყავი დაკიდებული უზარმაზარ ქსელზე,
მილიონი პატარა არსებების მიერ დამწვარი, დაღეჭილი, გამოფიტული.
სიბნელე იდგა ისეთ სიღრმემდე, რომ სიტყვაც კი ვერ აღწერდა.
ფოსფორი ცვიოდა, როგორც უსასრულო მწვანე წვიმა — ბნელი, ტკივილიანი.
Ბავშვები…
ცოლი…
ყველაფერი, რასაც ვხედავდი —
სიზმარი იყო, რომელსაც უზარმაზარი არსება დაჰყურებდა.
ის ზრდიდა ჩემს ილუზიას, რადგან ჩემგან…
სიგრილე მოდიოდა.
მას სიამოვნებდა ტანჯვა.
ურცხვად, უხმოდ, ზომიერად…
ერთნაირი ინტენსივობით.
მე ვიყავი სხეულამდე გამხმარი, როგორც გამომშრალი ფიჭვის გული.
წყურვილი ისე მახრჩობდა, რომ ნებისმიერი თხევადი — წყლად მეჩვენებოდა.
შიმშილი?
იმ დონემდე მისული, რომ ცოლის სხეული სტეიკად მეჩვენებოდა, არსებები კი — მიმტანებად.
გააზრება…
გადააზრება…
მოსიარულე კოშმარი იყო.
და ყველაზე საშინელი?
ამისგან გასვლა — არ არსებობდა.
არც სიკვდილი არსებობდა.
არც გაქცევა.
არც დრო.
არც ღმერთი.
მე ვიყავი მოთვინიერებული მსხვერპლი,
უღრმეს სიბნელეში,
სადაც ჩემი ყვირილი — არავის ესმოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent