The Whispering Woods(თავი VI)
სერაფენი ოდესღაც სრულიად ჩვეულებრივი ბიჭი იყო 300 წლის წინ. სოფელი, სადაც დაიბადა, ზღვისპირას მდებარეობდა — მშვიდი, წყნარი ადგილია, თითქოს სამოთხეს ერწყმოდა. ის მხოლოდ ერთი რამით განსხვავდებოდა სხვებისგან: ყოველ ღამით სიზმრებში რაღაცას ხედავდა. ხან ცეცხლს, ხან დაცემას, ხან ისეთ ძალას, რომელსაც ვერავინ აკონტროლებდა. ეს წინასწარმეტყველების მსგავსი იყო — მაგრამ მაშინ სერაფენი ამას ვერ ხვდებოდა. სერაფენის ცხოვრება ერთ ღამეში ამოტრიალდა. სოფელი დაიწვა, მისმა პატარა და და მშობლები ცოცხლად დაიწვნენ.. სოფლიდან ვინც გადარჩა, ამბობდა, რომ ბნელი არსებების ან მტრის სოფელის ნამოქმედარი იყო. მაგრამ სერაფენმა იცოდა სიმართლე: ეს იყო ძალა, რომელიც მასში იღვიძებდა. გაუკონტროლებელი, ველური, ბნელი.. საკუთარი ხელით გაანადგურა ყველაფერი, რაც უყვარდა. ეს არ უნდოდა, მაგრამ ძალას თავისი გზა ჰქონდა. მწუხარებაში სერაფენი ტყეში გაიქცა. იქ, სადაც ბნელ არსებებს ხალხი მხოლოდ ლეგენდებად თვლიდა, მან ხმა გაიგო. — „გინდა, აღარასდროს დაკარგო ის, ვინც გიყვარს?“ — „გინდა, ძალა ჩაგიდგეს ხელში?“ სერაფენმა ყველაფერი დათმო, რასაც ადამიანობა ეწოდებოდა. და ათვლა დაიწყო. მისი თვალები შეიცვალა. სული დაიბინდა. ის ბნელი ძალების მსახური გახდა, მაგრამ თავისუფლება არ ჰქონდა — კონტროლი აფხოისგან. თუთას ოჯახს სწორედ სერაფენის ძალა დაეცა თავს. თუთას მშობლები, ბებია და ბაბუა დაცულთა გვარის წევრები იყვნენ — უძველესი ხაზის, რომელიც ბნელ ძალებთან ბრძოლას ცდილობდა. იშვიათი არსებები, რომელთა დანიშნულება იყო ბნელი ძალის შეკავება. ისინი ნათელ მაგიას ფლობდნენ. სერაფენი იმ ღამეს არ აპირებდა მათ მოკვლას. მას მათი გადარჩენა უნდოდათ თავისი თავისგან, აფხოისგან.. „პატარა ბავშვი უნდა მომიყვანო“ — ბნელი ხმები ჩურჩულებდნენ. იმ ბნელმა ნერგიამ თუთამდე მიიყვანა— ის ნათელკ არსება იყო, რომელსაც განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, მათგან განსხვავებული, და ამიტომ საფრთხეც წარმოადგენდა. თუთას ოჯახმა მის დასაცავად იბრძოლა. დაუნდობლად და მთელი ძალით. სერაფენი არ აპირებდა ბრძოლას, მასში მაინც ცოცხლობდა ადამიანური მხარე, რომელიც ბავშვებს და ქალებს არ ერჩოდა, მაგრამ ბნელი ძალები მის სხეულს მართავდნენ. და საბოლოოდ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, ოჯახი დაეცა. სერაფენი ეს არ უნდოდა. არასდროს. მაგრამ მან აფხოის ისევ შემატა სულები... როცა ყველაფერი დამთავრდა ის სახლისკენ დაიძრა რომ თუთა წაეყვანა.. სერაფენმა მაგიდის ქვეშ დამალულ 3 წლის გოგონას შეხედა რომელიც კალიმბაზე უკრავდა შიშისგან განსანთავისუფლებლად.. და რაღაც პირველად მოხდა: სერაფენი პირველად ვერ დაემორჩილა აფხოის. თუთას შინაგანი სინათლე, მუსიკა, სერაფენის და აფხოის ძალას ნაწილობრივ ახშობდა. თუთას, დაკრული მუსიკისგან, მისი შიშისგან და გაურკვეველი ემოციებისგან წამოსული დამცავი ფენა იცავდა ბნელის შეხებისგან. როდესაც სერაფენმა მისი შეხება გადაწყვიტა რაღაც უხილავმა ძალამ მოისროლა უკან.. ვერ შეეხო. ვერ წაიყვანა. ის აფხოის დაუბრუნდა და უთხრა: — „ეს არ გამოვიდა, მისი მაგია ძლიერია.“ და ორივე აორთქლდა.. --- თუთა იმ ღამეს ტყეში დარჩა. მარტო, შეშინებული და არ წყვეტდა მუსიკის დაკვრას. აჰრიმი, ანდრეა და დამიანი 15 წლის იყვნენ, როდესაც ტყეში სანადიროდ დადიოდნენ.. იეცრად მუსიკის ხმა გაიგონეს და უჩვეულო სინათლე დაინახეს, სინათლემ და ხმამ ისინი ქოხთან მიიყვანეს, სადაც გარეთ თუთას ოჯახის მკვდარი სხეულები იყო.. აჰრიმი მიჰყვა მუსიკის ხმას და მაგიდის ქვეშ შეიხედა.. ანდრეა და დამიანი პერიმეტრს ათვალიერებდნენ და გარდაცვლილებს პულს უმოწმებდნენ ყოველი შემთხვევისთვის, იქნებ რომელიმე გადარჩა. მათ ისინი მაგიით დაასაფლავეს სანამ აჰრიმი თუთას პირველად შეხვდა.. აჰრიმს იქ პატარა, თვალებდაწითლებული უცნაურად მშვიდი გოგო დახვდა. მან დაარწმუნა რომ მეგობარი იყო, დამხმარე, სანდო და თუთამაც შეწყვიტა დაკვრა, მასთან მივიდა და ემოციებისგან დატვირთულმა ბავშმა აჰრიმის წინ დაკარგა გონება. მან სასწრაფოდ მოხვია ბავშვს ხელი და აგრეთ გაიყვანა.. გარეთ მყოფმა ბიჭებმა გაკვირვებული შეხედეს აჰრიმის მკლავებში დაწოლილ უსუსურ ბავშვს.. ცხენზე დაამაგრესზ სახლს დაცვის მაგია გაუკეთეს ანდრეა: აჰრიმ, ჩემთან წავიყვანოთ აჯობებს, დედა და მამა დაგვეხმარება და გადაწყვეტენ ეს ბავშვი სად წავა. თუთა სასწრაფოდ სასახლისკენ წაიყვანეს. ანნას ოჯახი უბრალო, გულჩვილი ადამიანები იყვნენ. ქალაქში მათ პატივს სცემდნენ — ყოველთვის დახმარების ხელს უწვდიდნენ ადამიანებს.. მათმა ოჯახმა თუთა მიიღეს სიყვარულით. და ანნა მისთვის იმ დღიდან გახდა უფროსი და, საუკეთესო მეგობარი, პირველი ნუგეში. თუთას არ ახსოვდა ის ღამე — მის გონებაში ყველაფერი დაბნეული იყო, როგორც ბურუსი. ანნას ოჯახი სხვებთან არაფერს არაფერს არ ამბობდდნენ— რადგან თვითონაც არ იცოდნენ ნორმალურად რა მოხდა.. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ თუთა მათი გარდაცვლილი ნათესავის შვილი იყო და შეიფარეს.. სინამდვილე მხოლოდ სერაფენმა იცოდა. დრო გადიოდა. ბნელი ძალების გავლენა ძლიერდებოდა. სერაფენი გახდა ის, რასაც ხალხი „ბოროტს“ ეძახდა. მაგრამ სინამდვილეში, მისი სიძულვილი თავის თავზე იყო. ის ბავშვი, ვინც ვერ გადაარჩინა — თავისი პატარა და.. ოჯახი, რომელიც დაკარგა. და თუთა — პატარა გოგონა, რომელიც იმ ღამეს ვერ გააქრო და ახლა მისი სინათლე ყველაზე მეტად აწუხებდა იმ ღამიდან სერაფენი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა: არ მიეშვა თუთა ბნელთან და არც თვითონ ენახა ის. მაგრამ ბედი თავისით წერდა ისტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


