შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The Whispering Woods(თავი IV)


29-11-2025, 00:58
ნანახია 102

დილით, როცა ნისლი ჯერ კიდევ ეკვროდა ტყის კიდეს, თუთამ და ანნამ ცხენები გაამზადეს სამგზავროდ და გზას შეუდგნენ. მზისფერთვალება ბუ ფრენით მოჰყვებოდა პატრონს. ტყის სიოს ზურგს უკან ტოვებდნენ, წინ კი ქალაქის ჭიშკრები ხვდებოდათ — ნაცნობი, თითქოს ბავშვობის სუნით გაჟღენთილი. თუთას გულში ყველაფერი ჩუმად ირეოდა: ცოტა სევდა, ცოტა სიხარული…

„მოგენატრა?“ — ჰკითხა ანნამ აციმციმებული თვალებით.

„ მომენატრა“ — გაუღიმა თუთამ მშვიდად, ისე, თითქოს გულზე მძიმე ლოდი ედო და არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია.

ქალაქში შესვლისას, პირველი ვინც გამოჩნდა, ანნას დედა იყო — ტკბილად, ხმაურიანად და შუბლზე კოცნით მოეხვია ორივეს. მალე გამოჩნდნენ დანარჩენებიც: ძველი მეზობლები, ბავშვობის მეგობრების დედები, რამდენიმე მოხუცი, ვინც თუთას სახე მაშინვე იცნო.

„გზით დაღლილი იქნები, მაგრამ საღამოს შენს დაბრუნებას ვზეიმობთ,“ — თქვა ანნას დედამ.

და აი, საღამოც მოვიდა.

ქალაქის ეზოებში ფარნები ბჟუტავდნენ, ყველგან მსუბუქი მუსიკა ჟღერდა. მაგიდებზე ღვინო, სანელებლებით გაჟღენთილი პურები იყო. მუსიკოსები გასამხიარულებულად უკრავდნენ, ხალხი ცეკვავდა — ზოგს სახე აუდუღდა, ზოგს სიამოვნებისგან ეღიმებოდა.

თუთა თავისუფლად მოძრაობდა, მაგრამ ზედმეტ ყურადღებას არავის უთმობდა. იცინოდა, როცა ხუმრობას მოესმოდა; უსმენდა, როცა ვინმე ძველ ამბავს ყვებოდა — მაგრამ ფიქრები მაინც გაურბოდა, თითქოს შორიდან ათვალიერებდა ყველაფერს.


სწორედ მაშინ, როცა მუსიკოსებმა ფლეიტის ჟღერადობას ტემპი შეუცვალეს და ხალხი ცეკვაში ჩაერთო, წვეულებაზე უცნობი გამოჩნდა — უცხო და უჩვეულოდ მშვიდი.

ანნამ თუთას მკლავზე უჩქმიტა.
„ნახე რა უღმერთოდ სიმპატიური არის"-უთხრა ანნამ და ტუჩზე იკბინა.

„ვინ არის?“ — ჩუმად ჰკითხა თუთამ.

„სერაფენ ველჰარი… მგონი. იშვიათად შემოდის ქალაქში,“ — უპასუხა ანნამ.

სერაფენი
მაღალი იყო, ღია კანის ფერით, ჭრელი-თვალებით, რომელთა ფერი თითქოს იცვლებოდა ფარნების შუქზე. თმა შეკრული ჰქონდა, სახეზე კი რაღაც ჩუმი, შეუცნობელი სიმშვიდე ედგა. ყოველი ნაბიჯი მშვიდად და ზუსტი იყო.

იგი ყველას უღიმოდა თავაზიანად, მაგრამ არცერთს ბოლომდე არ აცნობდა თავს.

როცა ანნამ თუთა მასთან მიიყვანა, სერაფენმა ოდნავ დაუკრა თავზე.

„ბავშვობის ქალაქში დაბრუნება ადვილი არ არის… მაგრამ ჩანს, რომ შენ ამას მშვიდად ეგუები “ — უთხრა, მისი ხმა კი ბუმბულივით რბილად ეხებოდა ჰაერს.

„ალბათ ასეა,“ — მშვიდად უპასუხა თუთამ.

სერაფენის თვალები წამით შეაყოვნდა მასზე — არა ინტერესით, არამედ თითქოს ამოწმებდა, იცნო თუ არა. ცივად არა, მაგრამ მოზომილად.
„არაფერი თქვა აფხოის ლეგენდაზე. არც იმაზე, რა აურასაც სინამდვილეში ვატარებ" — გაიფიქრა მან. მისი ადამიანის ფორმა ზედმეტად კარგად ნიღბავდა ყველაფერს, თან ტყის მიღმა.

საღამო კი გრძელდებოდა:
ცეკვა, ხმაური, ხალხის სიმღერა, თბილი შეძახილები,
თუთა კი მათ შორის მოძრაობდა მშვიდი, დამკვირვებელი სიმშვიდით — არც ერთ მამაკაცს ზედმეტ ყურადღებას არ აქცევდა. უბრალოდ ეს მისი დაბრუნების საღამო იყო, და ის სხეულით აქ იყო, მაგრამ ფიქრებით ჯერ კიდევ ტყისკენ იყო.

---------
ეზოში განათებული ფარნები თითქოს ფერად ტალღებად იშლებოდნენ.
ღამის მუსიკა უფრო თავისუფლად მიედინებოდა, ხალხი უფრო თამამად მოძრაობდა,
და თუთას გულში უამრავი ნაცნობი ხმა, სუნი და მომენტი დაბრუნდა — იმ სახლიდან, სადაც 15 წლამდე იზრდებოდა.

ამაღამ, მთვარის ქვეშ, თავი ისე იგრძნო, თითქოს არასდროს წასულიყოს ტყეში.

„თუთააა, ჩემო ბუმბულოო, ჩემო ღიმილის დედოფალო!“ — ანნას დეიდა ცეცხლივით გამოიქცა და ისე ჩაიხუტა, თითქოს წლების წინ დაკარგული შვილი დაუბრუნდა.

„ღმერთო, როგორი გაზრდილი ხარ… ანნა, შეხედე რა ლამაზია!“
„ვიცი დეიდა, აქედან წავიდა, ჩემი ცხოვრებიდან კი არა.. ყოველდღე თავს ვაბეზრებდი"- კისკისით უპასუხა დეიდას.
თუთა თითქოს უფრო თავისუფლად იღიმოდა აქ, ვიდრე ტყეში..
ცოცხალი მუსიკა უკრავდა
იმდენად ენერგიული, რომ თუთამ ფეხი აუწყო.
თავდაპირველად შეუმჩნევლად
— მერე კი ისე, როგორც ბავშვობაში.
სტუმრებს ესმოდა მისი სიცილი.
თითქოს წლების სიჩუმეს ისევ ეხსნებოდა თავი.
მის ღიმილს თვალს ვერ აშორებდნენ.

ანნა კმაყოფილი უყურებდა:
„აი, ასეთი მიყვარხარ — გაღიმებული და არა იმ წყლის წვეთივით ჩუმი, ტყეში რომ იყავი!“

თუთამ მხარი მიარტყა, გაიცინა და მჭიდროდ ჩაეხუტა.
„მიხარია რომ მყავხარ, მეიმედები ჩემო ჯადოქარო."

სწორედ ამ სიცილში შეხედა თუთამ აჰრიმს —
იყო იქ, ხალხით გარშემორტყმული,
მშვიდი, თავაზიანი.



„გაიხსენე, თუთ?…
აჰრიმი ბავშვობაში რამდენჯერ მოდიოდა ჩვენთან?“

თუთას თვალები ოდნავ გაუფართოვდა —
დაბნეულობით არა, რაღაც თბილი მოგონებისგან.

„ხო… გვაკითხავდა ხოლმე,“ — თქვა ნელა, თითქოს მოგონება ძლივს გადმოეშალა.

„მამაჩემთან და ანდრეასთან მეგობრობდა,“ — დაამატა ანნამ ღიმილით.
„მერე ის ამბავი გახსოვს? წითელი შარფი რომ გაჩუქა?“

ამაზე თუთამ ხმამაღლა გაიცინა — ისეთი სიცილით, რომელსაც მხოლოდ ბავშვობის მოგონებები მოაქვს.

„ღმერთო… ეგ შარფი ისევ მაქვს,“ —

აჰრიმი მათთან ახლოს მოვიდა — არა შეპარვით, არამედ ისე, როგორც ბავშვობიდან იცოდა: მშვიდი ნაბიჯით, ზედმეტი ხმაურის გარეშე.

„მაშინ ძალიან ციოდა,“ — თქვა ღიმილით.
„შენი ცხვირი ისედაც სულ გათოშილი გქონდა , ვერ ვუყურებდი როგორ გეყინებოდა.“

თუთამ თავი დახარა, გაეღიმა…
სითბო ჩაუდგა გულში — არა რომანტიკული, არა მღელვარე, არამედ ძალიან ბუნებრივი, ძალიან ძველი.

„რა სულელი იყავი მაშინ,“ — მსუბუქად უთხრა.

„ახლაც ვარ,“ — უპასუხა მან და თვალებით უღიმოდს

მოგონებებში გახვეული თუთა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სერაფენი ახლოს იდგა,
როცა ფარნების შუქი ოდნავ შეირყა — თითქოს ქარმა სპეციალურად მისკენ გადმოიღო სინათლე.

ჯადოსნურად მშვიდი იყო.
ისეთი მყუდროდ იდგა, თითქოს წვეულება მას საერთოდ არ ეხებოდა.

მისი მზერა არ აშინებდა თუთას,
მაგრამ… რაღაცას ანიშნებდა.

შეხედავ და თითქოს ის ადამიანი უყურებს, რომელიც გარკვეულად იცნობს, მაგრამ არ ამბობს.

„სასიამოვნო ღამეა,“ — თქვა სერაფენმა.
მისი ხმა რბილი და სასიამოვნო იყო.

„ასეა,“ — თუთამ უპასუხა მშვიდად —

სერაფენმა თავი ოდნავ დახარა — თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ გაჩუმება არჩია.

„სხვანაირი ენერგია გაქვს,“ — თქვა უცებ, მაგრამ ისეთი უბრალო ტონით, თითქოს მუსიკის შესახებ საუბრობდა.

თუთამ მხრები აიჩეჩა: „ტყე მიყვარს. ალბათ იქედან.“

სერაფენი დასერიოზულდა —
არც ღიმილი, არც ბოროტება ეწერა სახეზე… უბრალოდ უხილავი ტალღა, თითქოს უფრო ღრმად დაიწყო სუნთქვა.



საღამო დარბაზში სიცოცხლით ივსებიდა :

ცეკვა
ფეხსაცმელების ხმა მიწაზე

ღვინის სურნელი

თბილი, გულწრფელი, ადამიანური სიცილი


და თუთა?
თუთა უფრო ლაღი იყო, ვიდრე წლების განმავლობაში.

ყველა მამაკაცის მზერას მოკრძალებული ღიმილით ხვდებოდა და თავს შორს იჭერდა.


აჰრიმი მასთან მშვიდად იყო — როგორც ბუნებრივი ნაწილი წარსულის.
სერაფენი კი ერთ-ერთ მაგიდასთან ჩუმად იდგა,
თითქოს წვეულებაში რაღაც სხვას ელოდა.

მუსიკა აჩქარდა. თუთა ჯერ მხოლოდ გვერდულად მისდევდა რიტმს.
ფეხი აქეთ-იქით, მერე პატარა მოტრიალება.
სასმელი გამოცალა და თითქოს იმ პატარა სიტკბომ
მის შიგნით წლების დაჭიმულობა ჩამობერტყა.

„აუ, თუთა… რა საყვარელი ხარ ასე,“ — ჩაჰყვირა ყურშიანნამ.
„ დაუბრუნდი შენს თავს, ფერია.“

თუთამ სიცილით აუქნია ხელი და მუსიკას მიაბარა სხეული. ისე
თავისუფალად მოძრაობდა— თითქოს ჰაერს ეხებოდა და არა მიწას.

ის არ ცეკვავდა როგორც პროფესიონალი.
ის ცეკვავდა როგორც ქალი, რომელსაც
წლებია არ უმხიარულებია.

თვალები დახუჭა და ისე ცეკვავდა.
ყველამ შეწყვიტა ლაპარაკი.
არა იმიტომ, რომ თუთა ცენტრში იდგა.
ზოგმა ისიც არც იცოდა ვინ იყო…

უბრალოდ ენერგია ჰქონდა ისეთი —
ნაზი, პოზიტივის და სევდის ნარევი.
თითქოს ტყე ცეკვავდა მის ნაცვლად.

აჰრიმი ორ ნაბიჯში გაშეშდა.
სასმელი ხელში ეჭირა, მაგრამ თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა.
მის თვალებში ჩამდგარი სიცივე ოდნავ იბზარებოდა —
ის სიმყარე, რომელიც ჩვეულებრივ მას ემოციებისგან იცავდა.

მხოლოდ ერთხელ ჩურჩულით თქვა თავისთვის:

„მოიცა… ასე როგორ გაიზარდე, პატარავ?“

მის ტონში არაფერი რომანტიკული არ იყო.
უბრალოდ აღტაცება - რომელსაც ვერ მალავ.


ეზოდან შემოსული ანნას ძმა, ანდრეა, წარბწეული გაჩერდა.

„ეს… თუთაა?“ — გაოცებულმა თქვა.

ანნას მამამ დაიღრიჭა, როგორც კაცი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობიერებს, რომ ბავშვი, რომელმაც მის სახლში აიდგა ფეხი და და ბაჯბაჯით დადიოდა — ახლა ქალი გახდა.

„ხო, ბიჭო… ეგ რანაირად მოვატრიალე ჩვენკენ, ღმერთმა იცის, მაგიტომ უნდა წამოსულიყავით ხოლმე ტყეში ჩემთან ერთად, მერე რა რომ თუთამ აკრძალა ყველას ნახვა?!“


სერაფენი კედელს მიეყრდნო.

მის თვალებში შუქი ცივ ოქროს ხაზებად ირეკლებოდა.
არ იღიმოდა.
არ იძვროდა.

ის არ უყურებდა თუთას როგორც კაცი რომელსაც, ლამაზი გოგო მოეწონა.
ის უყურებდა როგორც გამომცდელი მაყურებელი,
რომელიც რაღაცის გასაკეთებლად ელოდება დასტურს.

ჩუმად თქვა თქვა:
„მისი რიტმი… ტყის ენერგიას ეხმიანება.“

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ
სერაფენმა პირველად შეიგრძნო მისი ძალა.
და ეს საშიში იყო.
წვეულება უფრო აზარტში შევიდა,
მუსიკა კიდევ უფრო აჩქარდა.

თუთამ წელზე ხელი შემოიწყო, თავი უკან გადასწია, მეორე ხელი ჰაერში ქონდა გაშლილი,
თმა უკან გადაეშალა,
და ის ერთი წამით გადაიქცა იმ გოგოდ, ვინც
ტყეში საკუთარ თავთან საუბრობდა და ცეკვავდა.

ანნა გაღიმებული იდგა:

„ღმერთო, რა საყვარელია…
ასე თუ იცეკვებდა, არ ვიცოდი.“

თუთამ თვალები გაახილა.

ჰოლი მბრუნავი სინათლით ბრწყინავდა.
ყველა უყურებდა — არა მის სხეულს, არამედ იმ განცდას, რაც ცეკვამ გამოაღვიძა.

და თუთამ უბრალოდგაიღიმა მისი არაამქვეყნიური ღიმილით.

არც აჰრიმს მიუხედავს.
არც სერაფენს.
არც ანნას და არც იქ მყოფებს.

იმ წამს ყველას მზერა თუთასთან იყო.

აჰრიმმა, ხელში თბილი ღვინით, თავი ოდნავ გადახარა და ანას ჩურჩულად უთხრა:

— ბავშვობაშიც ასე ცეკვავდა?

— კი და უფრო მეტადაც, — გაეღიმა ანას. — დღეს პირველად ვხედავ ასეთ თავისუფალს ბოლო 11 წლის მანძილზე.

აჰრიმს შეეტყო, რომ სიამოვნებდა მისი ენერგია, მაგრამ ეს თბილი, მოზომილი შთაბეჭდილება იყო — არც ვნება, არც უცაბედი სიმპათია.
სიმღერა რომ დასრულდა, თუთა სიცილით დაბრუნდა ანას გვერდით.
თმაზე ხელი გადაისვა და ამოილაპარაკა:

— მგონი მომენატრა აქაურობა.

— შენს გარეშე ასე მხიარული არ იყო ეს ეზო, — თბილად უპასუხა ანამ და წითელი ღვინო მისცა.


წვეულება ნელ-ნელა დამშვიდდა. ეზოში სანათები თბილად კრთოდნენ, მსუბუქი მუსიკა უკვე ფარდასავით ეკიდა ჰაერზე, და ხალხის ხმაური უფრო ჩურჩული ხდებოდა,

თუთა მაგიდიდან ოდნავ მოშორებით იდგა — ხელში თბილად ორთქლმომდგარ ჩაის ჭიქით.
საკუთარ თავში რაღაც უცნაური სიმშვიდე იგრძნო, როგორც მაშინ, ბავშვობაში, როცა ღამის ქალაქი თითქოს სპეციალურად მისთვის ჩუმდებოდა.

ანდრეა, ანას ძმა, მივიდა. ღიმილით ძლიერად მოეხვია:

— დღეს ცეკვით მთელი ეზო დაგიპყრია ფერიავ.
— არ ვიცი… ყველაფერი სასმლის ბრალია — თქვა თუთამ კისკისით.

— და ის უცხო? — თვალით სერაფენზე მიუთითა, რომელიც ბაღის ბოლოში იდგა, ხეზე მიყრდნობილი. — იცნობ?

— არა.
— თვალს არ გაცილებს, — თქვა ანდრეამ, მაგრამ სიცილით. — ქალაქის სტუმრებს ხიბლი უყვართ.

თუთამ თავი გადააქნია:

— უცხოა. ალბათ უბრალოდ აინტერესებს რა ხდება.

მაგრამ გულში რაღაც გაურკვეველი სიმძიმე დაედო — არა საფრთხე, მაგრამ დამალული კითხვა, რომლის პასუხსაც ვერ ხსნიდა.

აჰრიმი უფრო მშვიდად უახლოვდებოდა, თითქოს ფრთხილობდა

— არ დაგღალა დღემ?

— კარგი იყო. მძიმე, მაგრამ მაინც სასიამოვნო..

— ეს კარგი განცდაა, — თქვა მან და ჩაინახევარი თვითონაც მოსვა. — იცოდი, რომ ანას მამა ხშირად ამბობს: „ვინც აქ გაიზარდა, ქალაქს ვერ წყდება ბოლომდე“?

თუთას გაეცინა.

— ეგ მასპინძლური ფრაზაა.

— არა. ეგ ჭეშმარიტებაა— თქვა აჰრიმმა მხიარულად.

ორივემ წუთით დუმილი დაიჭირა — მშვიდი, ადამიანური.
არც დაძაბულობა, არც ფლირტი — უბრალოდ ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს უკეთ ეცნობიან.
თუთამ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, წინ მდგარი წყვილი შეათვალიერა და სწორედ მაშინ შეხვდა სერაფენის მზერას.

იგრძნო, რომ მის სიღრმეში რაღაც არც ისე ადამიანური იყო.

— სტუმარი ვინ არის? — ჰკითხა თუთამ აჰრიმს, თითქოს ჩვეულებრივი ინტერესით.
— მგონი ველჰარების წარმომადგენელია. ქალაქში იშვიათად ჩამოდის. უზადოდ ზრდილობიანია, მაგრამ… ცოტა უცნაური, — მშვიდად თქვა აჰრიმმა. — ისე კი, ოჯახის საქმეებს აგვარებს.

— რა საქმეებს?
აჰრიმმა მხრები აიჩეჩა:

— არავინ იცის. ზოგი ამბობს ოჯახი არც ყავსო..

თუთას ზედმეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ გულში მეორე პატარა ნაპერწკალი გაუკრთა.

ანა გამოჩნდა ბანცალით მოსიარულე.

— თუთა, სერაფენს უნდა გაეცნო უკეთ, — თქვა უდარდელი ღიმილით. — ისეთი თავაზიანია, ცოტაც და შემიყვარდება!

თუთამ თვალები გადაატრიალა:

— ანნა…

— ნუ ატრ&&ებ და მისერიოზულებ — გაეცინა ანას.
თუთამ ჩაის ჭიქა დადო მაგიდაზე.
— კარგი, გავიცნობ… მაგრამ შენ გამომყვები მხარდამჭერად.

— როგორც ყოველთვის, — მხარზე ხელი მოკიდა ანამ.

თუთა და ანა ნელა მიუახლოვდნენ სერაფენს.
სერაფენი ოდნავ გასწორდა, როგორც ადამიანი, რომელიც შესასწავლ ადამიანს ელოდება, არა უბრალო სტუმარს.

— თუთა, გაიცანი სერაფენი, — თქვა ანამ.

სერაფენმა თავი ზრდილობიანად დაუკრა.

— ძალიან სასიამოვნოა, — უთხრა თუთამ, თავაზიანი ღიმილით.
— ჩემთვისაც, — უპასუხა სერაფენმა.

— ქალაქში ხშირად ხართ? — იკითხა თუთამ.
— იქ, სადაც საჭიროა ვარ, — უპასუხა. — თუმცა დღეს… სხვა მიზეზით მოვედი.

— რა მიზეზით? — გულწრფელად იკითხა თუთამ.

სერაფენმა წამით შეტოკდა, თითქოს არჩევდა რა ეთქვა.

— თქვენით, — ბოლოს მშვიდად თქვა.

თუთამ ოდნავ აუწია წარბები.
არა შეძრწუნებით — უბრალოდ ვერ მიხვდა.

— მე?
— დიახ. თქვენი დაბრუნება ქალაქში ბევრს აფორიაქებს და ახარებს.

მის ტონში არაფერი იყო ბოროტული, მაგრამ მისი პასუხი, იმდენად უცნაური გამოდგა, რომ თუთამ შეხედა ანას —
და ანამაც შეუმჩნევლად ძლივსშესამჩნევად ანიშნა რომ,
მიხვდა — რაღაც რიგზე არ იყო.

წვეულება საკმარისად სასიამოვნოდ დასრულდა.
ხალხი იშლებოდა.
მუსიკა კიდევ ორჯერ შეიცვალა და ბოლოს მხოლოდ ქარის ხმა დარჩა მხოლოდ .

თუთა ეზოს ბოლოს მდგარ ხესთა გაჩერდა — თითქოს ამ საღამოსგან რაღაც უცნაური რჩებოდა.

სერაფენი სადღაც მიიმალა ისე, რომ ვერავინ გაიგო.
აჰრიმმა მშვიდად დაემშვიდობა და ანდრეამაც თბილად ჩაეხუტა.

მაგრამ თუთას გონებაში ერთი ფრაზა ტრიალებდა:

„დღეს… სხვა მიზეზით მოვედი.“

და მან იგრძნო, რომ ახლა იწყებოდა რაღაც, რასაცარც თვითონ და არც სხვა ელოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent