შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The Whispering Woods(თავი V)


2-12-2025, 10:45
ნანახია 93

სასახლემ მისი სიმშვიდე დაიბრუნა,წვეულების ხმაური უკვე მხოლოდ კედლებში ჩარჩენილ ოდნავ რბილ ექოს ჰგავდა, ადამიანი კი თითქოს ამ სიმშვიდით ტკბებოდა..

თუთა თავისთვის გამოყოფილ დიდ, თბილ ოთახში რჩებოდა — კედლები ნაცნობი იყო, ბავშვობის სურნელი ტრიალებდა.
ორთქლი ფანჯრებზე ედებოდა, და გარეთ სავსე მთვარე ეკიდა ცაზე.

მაგრამ თუთას ვერ ეძინებოდა.

რაღაც შიგნიდან ეძახდა — არა სიზმარი, არა შიში…
არამედ,ტყის მშვიდი, ძველი, თითქმის მშობლიური ხმა.

თუთამ ჩაიცვა თბილი მოსაცმელი, ფეხზე ჩუმად ჩაიცურა ტყავის ბოტები, და ფანჯრის რაფაზე ფრთხილად ჩამოჯდა.
მთვარის შუქი ისე ეცემოდა მის სახეს, რომ თვალები თითქმის ჩეკავდა.

— ცოტახნით… უბრალოდ გავიქცევი, — ჩურჩულით თქვა თავისთვის

ოთახიდან ისე გავიდა, რომ თვითონაც არ ესმოდა მისი ფეხის ხმა..
კიბეზე ფეხაკრებით ჩავიდა და სასახლის უკანა ეზოს კარი ნელა გადასწია..

ტყის ბილიკი მთვარის შუქს კრთომით ირეკლავდა.
ტენიანობის სუნი, ცივი ქარი, შორიდან ბუს ხმა…
ყველაფერი ისევ მისი იყო.
თუთამ მძიმედ ჩაისუნთქა.
სხეული ისე მოეშვა, თითქოს მთელი დღე ამ მომენტს ელოდა.
ნელა მივიდა პატარა კლდოვან ნაკადულთან, ჩამოჯდა და თითები ცივ წყალში ჩაყო.

— სახლში ვბრუნდები და შენც აქ ხარ, ხომ? — ჩურჩულებდა
ის არავის ელაპარაკებოდა… და თან ყველას, ვინც ტყეში იყო.

მოულოდნელად ჰაერში რაღაც შეუმჩნევლად გაკრთა.
ნაკადულის ზედაპირმა ოდნავ შეირხა, ქარი არიყო და მის გარეშე ასე არ უნდა შერხეულიყო.
თუთამ თავი წამოსწია.

ტყეში ხმაური არ იყო.
არც ტოტი გატყდა.
არც ნაბიჯი ისმოდა.

მაგრამ ვერაფრით გაიარა იმ გრძნობამ რომ ვიღაც უკვე გვერდით ედგა.

— ტყის ღამე… ბევრად უფრო გულწრფელია, არა?
ფერიაში სიტყვები ბიძგივით გაისმა.

თუთა არ შეხტა — უბრალოდ ძალიან ნელა შეტრიალდა.

სერაფენი იქ იდგა.
ასე ახლოს, როგორც არასდროს უნახავს.

ის სხვანაირი იყო, ვიდრე წვეულებაზე —
უფრო ბუნებრივი…
უფრო ბნელი…
უფრო რეალური.

თვალები, რომელიც მანამდე მშვიდად მიჰყვებოდა ადამიანურ სითბოს, ახლა თითქოს ტყის მთელ სიცივეს ინახავდა.

თუთამ ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებია ხმისთვის:

— აქ რატომ ხარ?

სერაფენი ოდნავ დაეშვა, თითქოს მასთან დაჯდომას ცდილობდა, მაგრამ ზუსტად იმდენი სივრცე დატოვა, რომ საზღვარი არ დაერღვია.

— იმიტომ, რომ თქვენც აქ მოხვედით, — თქვა მშვიდად. — ცოტა უცნაურია, არა? მთელს ქალაქში საუკეთესო ადგილებია, და მაინც — აქ მოდიხარ.

— ტყე ჩემი სახლია, — თუთამ უპასუხა დაუფიქრებლად. — აქ მანამდე ვიყავი, სანამ ადამიანები შემიფარებდნენ.

— და ტყე… გათანხმება, — თქვა სერაფენმა ჩუმად.
— ტყე ნებას მაძლევს, არა?
— ტყე არასდროს აძლევს ნებას. ტყე არჩევს, — სერაფენმა თვალი გაუსწორა.

თუთამ იგრძნო, როგორ გადაურბინა სხეულში უცნაურმა სიცივემ.
არ უშინდებოდა — მაგრამ რაღაც თითქოს ეცნობოდა, რასაც განზე ვერ გადადებდი.

— არ მეგონა, ასე მშვიდად თუ დადიოდი ტყეში.
— ტყე არ მემტერება, — თქვა მან. — თქვენგან განსხვავებით.

თუთამ წარბი ოდნავ აწია:

— მე რატომ უნდა მემტერებოდეს?

სერაფენის სახეზე ჩრდილი გადაუარა.
არც ღიმილი იყო.
არც მუქარა.

უბრალოდ ერთმნიშვნელოვნად გულწრფელი სიმართლე, რომელსაც არც მალავდა და არც ასხამდა:

— იმიტომ, რომ ტყე იცნობს შენს სისხლს.
და მე, თუთა…
მე ვიცი, რას ნიშნავს ეს.

ცოტა უთქმელი, ღრმა სიჩუმე ჩამოვარდა.

თუთას თვალები ოდნავ დაპატარავდა — არა შიშით, არამედ იმავე შინაგანი ბუნებრიობით, როგორც მაშინ, როცა ეჭვს პირველად გრძნობს.

პირველი საფრთხის ჩუმი გაფრთხილება

— არაფერი დაგიშავებია, — თქვა სერაფენმა. — უბრალოდ შენ არსებობ.
და ზოგჯერ… ეს საკმარისია.

თუთა ფეხზე ნელა წამოდგა.
ტყის ქარმა მისი თმა ოდნავ ააფრიალა და მასში რაღაც უცნაური გაჩნდა —
სიმტკიცე, რომელიც არც ბრაზი იყო და არც სითბო… არამედ რაღაც უცხო, მაგრამ უპირობოდ ძლიერი.

— ტყე არ მემტერება… იქნებ არც შენ იყო ის, ვისიც მე უნდა მეშინოდეს — მშვიდად თქვა მან.
სერაფენი გაიყინა.
სამი წამი.
ოთხი.
— იქნებ, — უპასუხა ბოლოს.
და შემდეგ…
ისევე სწრაფად, უხმაუროდ და უხილავად, როგორც გამოჩნდა —
სერაფენი გაქრა.

თუთა რამდენიმე წამი ჩაფიქრებული იდგა.
ტყემ თითქოს ამოისუნთქა.
-------
სასახლე ღამით ბევრად უფრო დიდად ჩანდა.
თუთამ უკანა ეზოს გავლით შემოიარა, ფეხაკრეფით გადავიდა პატარა ბაღზე, და უკვე კედელთან მიბჯენილი ვერანდისკენ მიდიოდა, როცა…

— თუთა?!

ქალის ხმა ისეთი ხმამაღალი, ისეთი შეშინებული, ისეთი გაბრაზებული იყო, რომ თუთამ ინსტინქტურად გააჩერა ნაბიჯი.

ანნა.

ისევე როგორც ბავშვობაში — ბრაზით შეშინებული.

თუთამ გვერდით გამოიხედა.
ანნა სასახლის კარში იდგა, აბრეშუმის ხალათით, თმები ჩახლართული, თვალები — ცეცხლივით ანთებული.

— სად ჯანდაბაში იყავი. — ბოლო სამი სიტყვა ყბის ქვემოდან ამოვიდა.

თუთამ ჩუმად ამოისუნთქა:

— ტყეში… უბრალოდ გავიარე.
— „გავიარე“ არაა პასუხი! — ანნა ღიმილსა და ბრაზს შორის ლავირებდა. — ნახევარი ქალაქი ფეხზე დავაყენე, ვყვიროდი სად არის თუთათქო და ქალბატონს თურმე უბრალოდ გავლა უნდოდა!

თუთა დაიძრა მისკენ ნელა.
და მაშინვე იგრძნო — ანნამ ისე მოხვია ხელები, თითქოს ვიღაცს ამოაცალეს.

— სულელი ხარ… — ჩურჩულით თქვა. — მაგრამ ჩემი სულელი.

თუთამ სიცილით მოხვია ხელები.



მათ უკან ნაბიჯების ხმა გაისმა.

— ყველაფერი რიგზეა? — აჰრიმის დაბალი, მუდამ ოდნავ მშვიდი ხმა.

კაცი კიბეებთან ამოვიდა ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში.
თმა ოდნავ აწეწილი ჰქონდა, თითქოს ძილი საერთოდ არ მოჰკარებიაა, ან უკვე დიდი ხანია ეძებდა.

თუთას რომ შეხედა, თვალებში აშკარა შვება იფეთქა, თუმცა მალევე დაფარა:

— ანნას ხმა გავიგონე. მეგონა რამე მოხდა…

— არაფერი მოხდა, — თუთამ გაუღიმა მშვიდად. — უბრალოდ გავისეირნე.

აჰრიმმა თვალები ოდნავ ასწია ისე, თითქოს ამ სიტყვამ სულაც არ დაარწმუნა.
ეს იყო პირველი მომენტი, როცა მისი ხმაური ჩუმად, მაგრამ მკვეთრად გამოჩნდა:

— აგერ ქალაქია, სასახლე, გვიან ღამეა, და შენ „ მაინც და მაინც ტყეში გაისეირნე“? — მკაცრი არ ყოფილა, უფრო… ღელვიანი.

ანნამ ხელი ჩაუქნია:

— ნუ უყურებ ასე, აჰრიმ. ის ტყეში გაიზარდა.
— ტყეს თავისი ბნელი მხარეებიც აქვს, — თქვა რაღაც ისეთი ტონით, რომ ეს სიტყვები შემთხვევითი არ იყო.

თუთამ იგრძნო…
ის ნახა.
უეჭველად.
სერაფენის კვალი
ანნამ ყურადღება სხვაგან გადაიტანდა უკვე, როცა თუთამ მოულოდნელად გაჩერდა.

ზურგს უკან ბაღის ბილიკზე, ნესტიან მიწაზე, ერთი ძალიან მკაფიო კვალი იყო.

ძალიან ღრმა.
ძალიან მძიმე ნაბიჯის.

და ძალიან… უცხო.

— ეს… აქ არ იყო ადრე? — თუთამ მიუახლოვდა.

აჰრიმმა ხელისგული მიწისკენ წაეღო, ჩაჩოქდა და ბილიკი შეათვალიერა.
მისი წარბები პირველად შეიკრა:

— არა. ეს ადამიანის კვალს არ გავს…
— რა არის? — ანნამ ხმაში შიში ვერ დამალა.
— უფრო მძიმე. ბევრად მძიმე, — თქვა აჰრიმმა. — და… ცივი.

თუთამ თავი ოდნავ გადახარა.
მთელი მისი სხეული უცნაურ დაღლილობას გრძნობდა —
თითქოს სერაფენის ყოფნა ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა.

მაგრამ არაფერი თქვა.

უბრალოდ საფეხურზე მიბრუნდა.

საძინებელში დაბრუნება

ანნამ თუთა ხელით შეიყვანა ოთახში:

— ლაპარაკი ხვალ. ახლა დაიძინე, თორემ ფეხს მოგატეხავ!

თუთას გაეცინა და ჩაეხუტა:

— კარგად ვარ, მართლა.

— შენ ხარ… — ანნამ სახე ხელებში მოიქცია. — უბრალოდ არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ დაგკარგო, როგორც მაშინ.
ანნამ შუბლზე აკოცა.

— ძილინებისა ფერიავ.
კარი დაიხურა.
სიჩუმე დაბრუნდა.
მით უმეტეს, როცა თუთამ ფანჯარა ოდნავ გამოაღო.

ტყეს შეხედა.
იმ ადგილს, სადაც სერაფენი იდგა.

მთვარე ისევ ისე ელავდა.

და ქარმა ჩურჩულით, თითქმის შეუმჩნევლად მიიტანა მის ყურამდე ერთი ძალიან ნაზი, ძალიან მჭვირვალე ხმა:

— შენნ სრულად არ გეუბნებიან, თუთა...

თუთა შეჩერდა.
გულისცემა ოდნავ აჩქარდა.

ის მარტო არ იყო.

აღარც ტყეში.
აღარც ქალაქში.
აღარც საკუთარ თავში.

-----

ორი კვირა გავიდა იმ ღამის შემდეგ, როცა თუთამ ტყეში უცხო კაცის — სერაფენის — თვალები დაინახა.
ქალაქი ისევ ცხოვრობდა თავის ჩუმ რუტინაში:
რესტორნებიდან აბოლებული სანელებლების სურნელი, ქუჩებში თბილი ხმაური, საღამოობით მუსიკის ხმადაბალი შრიალი.
თუთა ნელ-ნელა ჩაესვენა ქალაქის ყოველდღიურობაში

ის დღეებს ანნას რესტორანში ათევდა.
ხან ოთახის კუთხეში ჯაზს უკრავდა პიანინოზე,
ხან აჰრიმთან ერთად ქალაქის ბაღებში სეირნობდა (სრულიად პლატონურად, თბილად, მაგრამ მუდმივად დისტანციით),
ხან კი ანნას ეხმარებოდა ინგრედიენტების შერჩევაში


ქალაქში, ანნას რესტორანის ახალი ფილიალი იღებოდა,
ხალხი ქსელში რიგად მოდიოდა,
დიანა — მისი ერთ-ერთი მთავარი შეფი — სულ ეუბნებოდა:
„რამე გჭირს, თვალები სხვანაირად გიბრწყინავს…“
მაგრამ ეს ბრწყინვა სხვას ეკუთვნოდა.
დამიან კავაჰანს.


თუთა ბავშვობიდან იცნობდა.
ანნას სახლშიც ერთად იკრიბებოდნენ და დამიანი ოჯახთან ერთად მოდიოდა.
სექტემბერის დღესასწაულებზე ერთად ცეკვავდნენ,
ანნას ყოველთვის გვერდით ედგა, როცა ცუდი დღეები ჰქონდა.

ახლა კი…
სიტუაცია ბევრად რთულად გამოიყურებოდა.

ისინი უკვე არც მეგობრები იყვნენ — მეგობრობაზე მეტი იყო.
შეყვარებულებიც არ ერქვათ.

ანნა ამას ვერ იტანდა.
მისი ხასიათისთვის გაურკვევლობა ყველაზე საშინელი ჯადო იყო.


---
ერთ საღამოს, როცა თუთამ პიანინოზე „Autumn Leaves“ ჩუმად დაუკრა,
ანნა ღვინის ჭიქით გვერდით მიუჯდა და მშვიდად უთხრა:

– იცი, ხანდახან მგონია, რომ სიყვარული მეჩვენება.

თუთამ დაკვრა შეწყვიტა, თითები ჰაერში გაუშეშდა.

– დამიანზე ამბობ?
ანნამ თვალები გადაატრიალა.
– ხმამაღლა ნუ ამბობ, გეთაყვა… თითქოს ჩემი სისუსტეა.

– სისუსტე არაა, ბავშვობიდან გიყვარს.
– ხო, ეგაა პრობლემა. ძალიან ძველი გრძნობაა, უკვე ზედმეტად ახლობელი, ზედმეტად ჩარჩენილი.
– და მაინც ელოდები?
ანნამ ღრმად ჩაისუნთქა.
– სანამ არ მეტყვის, რომ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს… კი, ველოდები. ერთხელ მაინც უნდა მითხრას.

თუთამ ჩაეღიმა, ხელი ჩუმად დაადო.
– გეტყვის. უბრალოდ დრო უნდა.

ანნამ ჭიქა მაღლა ასწია:
– ღმერთებმა ქნან, თორემ გავგიჟდები.

------
საღამოს ანნამ სტუმრები მიიღო.
თუთა რესტორანში უკრავდა, ხალხი ტაშს უკრავდა,
არსაიდან ჩანდა საფრთხე.

მაგრამ შუაღამისკენ, როცა უკვე ყველას გასვლა დაიწყო,
რესტორნის გარეთ ჰაერი უცებ გაცივდა.

ნაპირიდან მომავალი ქარი უცნაურად იჭრიდა ჰაერს.

თუთა ქუჩის ბოლოდან ტყისკენ გაიხედა —
იქ, სადაც აფხოი ყველაზე ხშირად იყო.

და თითქოს წამით…
ის შავი, ელვარებული თვალები ისევ დაინახა.

ხავერდივით ჩუმი, მუდმივად მომლოდინე.

მივიდა?
იყვირა?
არა.

დამიანი, ანნა და თუთა ერთად წავიდნენ სასახლისკენ. გზად ბავშვობის ტკბილ ამბებს იხსენებდნენ. თუთა დაემშვიდობა მათ და ოთახისკენ წავიდა..
ოთახში დაბრუნებულ თუთას ანნას ხმა ესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა დამიანს ეზოში
რაღაც სახალისოს.
რაღაც თბილს.

თუთა კი ფანჯარასთან იდგა და ტყისკენ იყურებოდა.

და უცებ, ძალიან, ძალიან ჩუმად
მთელი ქალაქი თითქოს ერთ წამში შეჩერდა
— მერე ისევ ამუშავდა.

სუნთქვა თითქოს უცებ გავიწყდებოდა და მერე გახსენდებოდა.
„მე აქ ვარ.
არ დაგივიწყდეს.“

თუთამ ფანჯარა მიხურა.
მაგრამ გრძნობა ოთახში რაღაც დარჩა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent