ყინულის ტალღა-ნოას/სულის ძიება (+18 სრულად)
კვლავ დაბნელდა ნოას სამყაროში... გაღვიძების შემდეგ პირველად ეშინოდა თვალების გახელის... აუტანელი სიცარიელის შეგრძნებას მთლიანად ჰყავდა შეპყრობილი... სუნთავა დაუმძიმდა... პირველად იგრძნო ჰაერსაც კი წონა ჰქონია... უაზროდ მოავლო თვალები არეულ ,დალეწილ ოთახს ... უღონოდ წამოდგა ... გადარჩენილი ნივთებიც ერთი-მეორეს მიყოლებით დალეწა... დიდხანს უყურებდა უაზროდ სივრცეს... ვინ იცის რა ტრიალებდა მის შიგნით ორად გახლეჩილ და ტკივილისგან ნაწილებად დამსხვრეულ გულში... ვერც გაიაზრა,როგორ ავიდა თათას ოთახში... კვლავ სავარძელზე ჩამოჯდა... სასოწარკვეთილი უყურებდა საწოლს სადაც ის უნდა წოლილიყო და მშვიდად სძინებოდა ეხლა მაგიდიდან სიგარა აიღო ფილტვებში იმდენი კვამლი ჩაუშვა ჩაეწვა მთელი სასუნთქი გზა... -თათა... ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და მისი ბალიშის სურნელი შეიგრძნო ... ის ჯერ კიდევ აქ იყო... სუნთქვა შეეკრა... ვერც გაიაზრა მთელი ხმით ყვიროდა,ხელისერთი მოძრაობით ჩაამტვრია გვერდზე მდგარი სარკე ... უეცრად გაჩერდა... თვალი მოკრა თათას ბალიშის ქვეშ დადებულ პატარა ხის ჯვარს... სიფრთხილით აიღო.. დიდხანს უყურა ... გაახსენდა თათა როგორ ლოცულობდა ჩუმად და შემდეგ პირჯვარს იწერდა ... თავადაც... ინსტიქტურად პირჯვარი გარდაისახა... უცნაური სიმშვიდე დაეუფლა ნოას სულს ... ის თითქოს დამშვიდდა… ერთი მშვიდი მთლიანობა გახდა… რაღაც დაკარგულმა გამოიხედა მასში… გახლეჩილი -შეერთდა … ძილბურანში მყოფს სახე უჩვეულოდ უღიმოდა… მის გახლეჩილ სულს რაღაც ჩასწვდა… თითქოს რაღაცას ბოლომდე ვერ… მაგრამ მაინც მიხვდა … *** ნუთუ შესწევდა ამქვეყნად რაიმე ძალას,ნოას სულის ის მოწყვეტილი ბნელი ნაწილი საკუთარ ნამდვილ მეში დაებრუნებინა… -ნუთუ არსებობს ადამიანის საკუთარი მეორე მესგან განკურნების გზა…როცა მასში ორი გახლეჩილი მებრძოლი სულია… ნუთუ იმ პატარა ნათელ ნაწილს შეუძლია მოიბრუნოს ის მეორე ,მეტად ბნელი ნაწილი რომელიც მთელი ძალით იბრძვის ადამიანის დაბნელებისკენ.. ნუთუ? ჩაილაპარაკა ნოამ და მიიძინა… **** უჩვეულო სიზმარი იხილა… თათას ქართულ ენაზე მაგრამ …სასწაულებრივად თითოეული სიტყვა ესმოდა… -ნოა გული დაუგდე…. შენი ნამდვილი… სულის ძახილის ხმას…. ისწავლე… ნოამ ხელები გაშალა… თავი ასწია… მის წინ საოცარი სიმშვიდის ქართული ტაძარი მოსჩანდა…. ტაძარს კი ნათელი სვეტი დასდგომოდა თავზე… სულის სინათლე… გაიფიქრა ნოამ და ხმას მიენდო…. ნოა ნოა.. გონს მოსული ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი თათა სიზმარში დარჩენას ცდილობდა და მას ეძახდა: -თათა აქ ვარ… ხელი ფრთხილად დაადო დისშვილს… გაიღვიძე . მართა შეწუხებული სახით უყურებდა … -თათა საშინლად გამოიყურები ….. თათა .. გაახილე თვალები ვიცი,რომგღვიძავს თბილად მიმართა დეიდა მართამ .... უკვე 1 წელი გავიდა ნერვიულად ჩაილაპარალა გვერდზე მყოფმა თამარმა... ყოველდღე ამმდგონარეობაში იღვიძებ... იქნებ დროა გაუშვა? ხმა აუკანკალდა დედას -მას მე ვჭირდები... ვიცი დედა... ყოველღამე დაბრუნებას მთხოვს... არ მეუბნება მაგრამ ისე მიყურებს... -თათა... ნერვიულად ჩაეჭრა საუბარში მართა -მე მისი უსიტყვოდ მესმის დეიდა... იცი? საკუთარი სუნთქვის ფასად გამომიშვა ... ვიცი ,რომ ეხლა მას ჰაერი არ ჰყოფნის... განახევრდა მისი ჰაერი რაც მე აქ გამომიშვა... რა გგონია დიდხანს გაძლებს ესე? თათა კვლავ ატირდა და მართას ჩაეხუტა მართა შეშფოთებული იყო თათას ჩამოყვანის მომენტოდან... როგორცკი,დაინახა მაშინვე მიხვდა რომ თათას გაუჭირდებოდა იმ ურთიერთობის დასასრულის მიღება რაც ნოამ გადაწყვიტა ორივეს ნაცვლად... არავის არ აუხსნია რა მოხდა… უცნობმა მამაკაცებმა მობილური მიაწოდეს ნოამ მხოლოდ რამოდენიმე წინადადება უთხრა -თათას სჭირდებით.. სანდო ადამიანები არიან… გაჰყევით… რაც დაგჭირდებათ ყველაფერი იქ დაგხვდებათ… გაოგნებული მართა უსიტყვოდ დასთანხმდა ესე ერთი ხელის მოსმით ცხოვრების ცვლილებას თათას დედასთან თამართან ერთად ორივე ულაპარაკოდ ადგა მიატოვა ყველაფერი და თათასკენ გამოეშურა… ფიქრობდნენ თათა ყველაფერს ახსნიდა.. თუმცა ის უკვე ერთი წელია დუმდა და ჩუმად იტანჯებოდა… **** -დიდხანს აპირებ ამ ოთახში ჯდომას და გალოთებას ცინიკურად ჩაისისინა მამაკაცმა ნოას არ შეუხედავს.. იჯდა და მშვიდად უშვებდა ფილტვებში სიგარის მოზრდილ ბოლქვს... -დიდიხანი აპირებ ქალივივით ტირილს? რას დაემსგავსე უკმაყოფილოდ შეხედა კაცმა -დიდიხანია გაინტერესებს როგორ ვარ მა-მა? რამ გაიძულა თავად მობრძანება,თან შენა ქვეშევრდომებთან ერთად ... დაუფარავი ირონიული აგრესიით გამოსცრა კბილებში -დიდიხანია... 1 წელი და 2 თვეა არ გამოსულხარ ამ სახლიდან... იცი,რომ დიდი ნებისყოფა მაქვს ,მაგრამ.... -მაგრამ რა? დაიყვირა ნოამ -მაგრამ ,მორჩა შენი შვებულება და უნდა დაბრუნდე იქ სადაც შენი ადგილია... ...... -გესმის ნოა? ნოამ ღრმად ჩაისუნთქა დაძაბული ჰაერი... თვალები დახუჭა და მშვიდად განაგრძო მოწევა... -დალევ ბატონო? ცინიკურად ასწია ვისკის ჭიქა და გაავებულ მამაკაცს გაუწოდა კაცი ნელი სვლით დაიძრა ნოასკენ... ჭიქა გამოართვა ვისკი სწრაფად გადაჰკრა და ჭიქა მთელი ძალით დაალეწა თავზე... ხელით ანიშნა ზურგსუკან მდგომებს თავად გაიწია და სკამზე ჩამოჯდა ნოას სიმწრით ჩაეცინა... მიხვდა რაც ხდებოდა.. ფეხზე წამოდგა მაისური გაიძრო,ხელები გაშალა და გაიღიმა... მიდი ბატონო უბრძანე ... თვალები დახუჭა და გაიგო როგორ მოხვდა ზურგზე ერთი... ორი... 7.. 10 მათრახი . იცით? რატომ გაიგო! იმიტომ რომ ვერგრძნობდა ტკივილს.. ფიზიკურ ტკივილს მიჩვეული იყო... სულიერს კი ვერ უმკლავდებოდა... ხმა შეწყდა... თვალები გაახილა.. -მორჩი მა-მა? გადაიხარხარა ნოამ და კარებისკენ ანიშნა -ან დაბრუნდები იქ სადაც შენი ადგილია და მთელი წლის შოუს გამართავ ან დამერწმუნე.. რომ დავბრუნდები,შემდეგზე თავად შემეხვეწები შეწყვიტონ... *** სოფი უკვე მერამდენედ ცდილობდა ნოასთან დაკავშირებას… თუმცა მასთან ხმის მიწვდენა შეუძლებელი იყო… ნოამ ყველასთვის ჩაკეტა ლომინიკაციის სივრცე… მობილურიც კი არ ჰქონდა… მთელი წლის მანძილზე გამუდმებით რეკავდა სოფი დაცვის უფროსის ნომერზე…და იგედა ნოას ამბებს… რამოდენიეჯერ ორი სიტყვით ,თავადაც დაელაპარაკა ნოა.. სულ ეს იყო… მასთან მისვლაზე ფიქრიც კი აუკრძალა სოფის… სოფი მაინც მიდიოდა თუმცა შესვლის ნებას არ აძლევდნენ და უკან ყოველთვის ატირებული ბეუნდებოდა… **** იმდღეს ყველაფერი სზვამაირად იყო… გული რაღაცას ეუბნებიდა… გრძნობდა ნოას სჭოედებოდა… ლიამს აკოცა ,საყიდლსბი მოიმიეზა და სწრაფად გავიდა სახლიდან… *** სოფი სირბილით შეიჭრა უჩვეულოდ ღია კარში…. თვალი მოჰკრა ,,ბატონის” კოლონას ,რომელიც თვალს მიეფარა… -ნოა… ნოაა…შეშინებული კიბეზე დაგორდა,სწრაფად წამოდგა და ღია კარებში შევარდა… ძირს მწოლიარე სისხლიანი ნოას დანახვაზე სასოწარკვეთილმა დაიყვირა… -რა გაგიკეთა მაგ არაადამიანმა ნოა.. იქვე ვისკის ბოთლი მოზვდა თვალში. აიღო სწრაგად გახსნა და ალკოჰოლი სახეზე დაასხა… -თათა…. ჩაილაპარაკა ნოამ და თვალები მძიმედ გაახილა … **** სოფი სირბილით შეიჭრა სახლში... თვალი მოჰკრა ,,ბატონის" კოლონას რომელიც თვალს მიეფარა.. -ნოა .. ნოა.ა. შეშინებული კიბეზე დაგორდა.. სწრაფად წამოდგა და ღია კარებში შევარდა.. ძირს დაგდებული სიახლიანი ნოას დანახვაძე სასოწარკვეთილმა დაიყვირა -რა გაგიკეთა მაგ არაადამიანმა.. ნოა იქვე ვისკის ბოთლი მოხხვდა თვალში გახსნა და სწრაფად დაასხა სახეზე... -თათა... ჩაილაპარაკა ნოამ და თვალები მძიმეს გაახილა ..... სოფიმ შეშფოთებულმა დახედა ნოას ძვლებამდე ჩასულ შრამებს... საავადმყოფოში წავიდეთ ნოა მობილური აიღო ... ნოამ ხელი ასწია და შეაჩერა... არსად არ დარეკო ,როდის იყო კლინიკაში მივდიოდით მსგავს დროა გაიცინა და სოფის თმებზე მიეფერა... არაფერია გაივლის ... -იცი როგოს მენატრება? ჩაიჩურჩულა ნოამ -მეც მენატრება ... -გტკივა ? ატირდა სოფი -ეს შრამები არა... აი აქ მტკივა გულზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა -ანუ კარგია გაქვს ხო? ნერვიულად სცადა ხუმრობა სოფიმ -ჰო.. ანუ მაქვს კვლავ სინანულით გაიღიმა ნოამ… … -დავაბრუნოთ ნოა ... ხომ იცი ისიც გელოდება ალბათ... ყოყმანით წარმოსთქვა სოფიმ -არა!!! რომც შემეძლოს მაინც არ დავაბრუნებ ეგ აღარ გაიმეორო.. ნოას სახე ეცვალა... -ისიც ცუდად იქნება... -მას გაუვლის და ახალ ცხოვრბას დაიწყებს ... -შენხომ იცი თათას როგორ უყვარხარ ნოა… -უნდა გაუაროს… ჩემთან ერთად აი ამის გარდა!!! და იმისგარდა რაც მას გავუკეთე ბოლოს … სზვას ვერაფერს მიიღებს... ხელი ჭრილობებზე დაირტყა … არ მაქვს იმის ძალა ,რომ მას სზვა რამ შევთავაზო… ჯანდაბა.. დაიყვირა ნოამ და ხელი ძლიერად დაარტყა სოფის მიერ დადებულ ვისკის ბოთლს… -რა მოხდა ბოლოს ნოა ? არასდროს გითქვამს ჩემთვის ... ნოამ სიმწრით იკბინა და გაჩუმდა... .... სოფი მიხვდა აზრი არ ჰქონდა კითხვებს... უბრალოდ გვერდით მიუწვა და მეგობარს მთელი ძალით ჩაეხუტა... *** -რა მოხდა ჩემო გოგო?მართა ცრემლიანი თვალებით უკვე მერამდენედ ეკითხებოდა თათას აღარ უნდა გაიღიმო? ..... -არაფერი მართა .. უბრალოდ გადამიყვარა ... სევდიანად უპააუხა თათამ -გინდა ეგ სისულელე დავიჯერო? სათვალე ნერვიულად გაისწორა დეიდამ არც შენ ხარ მაგის გადამყვარებელი და არც ის იყო შენი გამომშვები ,რაღაც სერიოზული რომ არ მომხდარიყო... .... პასუხი კვლავ არ ისმოდა... -ეხლა ადგები და გავალთ გარეთ... გავისეირნებთ,ყავას დავლევთ.. ესე თუ იწვები სულ მალე ნაწოლები გაგიჩნდება... წარბი სასაცილოდ ასწია მართამ და პასუხის. დალოდების გარეშე შეუდგა მზადებას თათამ პირი გააღო რაღაცია სათქმელად.. თუმცა გაჩუმდა და წამოდგა... თავიდან ყოველწამს ელოდებოდა.. ყოველ წუთს… ყოველ საათს… შედეგ ყოველდღე… ყოველ კვირა… ყოველთვე… რაც დრო გადიოდა უფროდაუფრო ეწურებოდა იმედი... იცოდა ,რომც სდომოდა ნოას ... აქ პლანეტის მეორე მხარეს მილიარდ ადამიანში სხვა სახელით და გვარით მაინც ვერ შეძლებდა მის პოვნას... წელიწადზე მეტი … უკვე წელიწადნახევარი გასულიყო... -ნეტავ რას აკეთებ ... -ვიცმევ თათა... გავედით გამოეპასუხა დეიდა თათას გაეღიმა... თავადაც ჩაიცვა და პირველად გავიდა გარეთ.. დიახ პირველად რადგან არავის დანახვა არ უნდოდა.:: რამოდწნიმე თვე მოლოდინში გაატარა.:: დეპრესიაში.:: განცდებში… ტირილში…. საკვებსაც ვერ იღებდა ../იმდენად სუსტად იყო სიარულიც კი აღარ შეეძლო… იმდენად სუსტად იყო დღეში რამოდენიმეჯერ გადასხმებსაც უკეთებდნენ… სხეული გამოფიტვოდა.. *** თვალი მოავლო პრესტიჟულ უბანში გაშენებულ კერძო დასახლებას... სუფთა გამწვანებულ გარემოს... გაშენებულ ხეხილის ბაღებს... არაფერი აკლდა... ყველაფერზე წინასწარ ეზრუნა ნოას საბანკო ანგარიშებზე სოლოდრი თანხების განთავსების ჩათვლით... მხოლოდ მთავარი აკლდა ... თავად ის... მის გარეშე თათასთვის არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა... თათა წამოდი ნახე რა სილამაზეა.. დეიდა მართამ ვიტრინაში გიტარა შენიშნა ... წამოდი ვიყიდოთ,გახსოვს რა ლამაზი ხმა გაქვს იქნებ განტვირთვა მოახერხო... ამბობენ მუსიკა სულს სიმშვიდის პოვნაში ეხმარეობაო იქნებ შენც დაიმშვიდო აფორიაქებული სული... ცდილობდა ხმაში ბზარის ნოტები არ შეტყობოდა -კარგი ... დაეთანხმა დეიდას გაახსენდა ,როგორ სთხოვა ნოამ შენსენაზე მიმღერე მინდა ქართული მოვისმინოო... გაეღიმა -აი უკვე იღიმი... გამხიარულდა მართაც და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა გიტარის შერჩევას **** -ჰო... ის არ მოდის,იმიტომ რომ არ იცის სად ვარ... იქნებ მე შევძლო ... მივაწვსინო ჩემი ხმა... თათას მუცელში უცნაური პეპლები აფარფატდნენ.... ეს აქამდე ,როგორ ვერ ვიფიქრე კვლავგაიღიმა.... რამდენჯერ სცადა დაერეკა ნოასთვის... თუმცა ყველა მცდელობაზე ნომერი გამორთული იყო... რა იცოდა თათამ... ნოამ უბრალოდ უარუ თქვა ყველაფერზე და გააქროყველა კომუნიკაციის საშუალება საკუთარი სახლიდან... იქნებ... იქნებ... თათას ხალისი დაუბრუნა საკუთარმა ჩანაფიქრმა.... *** ნოა ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას... მინის მიღმა ყოველწამს იცვლებოდა კადრები... შენობები... ხალხი... ბუნება... მზის სხივი მისწვდა ნოას სახეს ... მინა ჩასწია ... სასე ასწია და თვალები დახუჭა... ესიამოვნა სითბო საკუთარ სახეზე... ნოას ყურადღება ერთ-ერთმა პატარა შენობამ მიიპყრო -გააჩერე... ჩაილაპარაკა და მძღოლმაც წამსვე გააჩერა მანქანა.. მიუახლოვდა... თავად ვერ კითხულობდა თუმცა იცნო ფრთხულად ხელი დაადო ქართულ წარწერას... ეს თათას ქვეყნისეული პატარა რესტორანი გახლდათ... -მობრძანდით... თავის დაკვრით სტუმარი შეიპატიჟა ,,მასპინძელმა"... ნოა უცნაურად ღელავდა... თითოეული კედელზე გაკრული სურათი მისთვის უცნობ თუმცა მეტად ახლობელ ისტორიას ჰყვებოდა... ყურადღებით დაათვალიერა... მაგიდას მიუახლოვდა და მენიუს დახედა.... მოულოდნელად ყურთასმენას ნაცნობი ჰანგები მისწვდა... ადგილზე გაშრა... გაშრა და... მთელი ძალით ებრძოდა საკუთარ თავს,რომ ეკრანისთვის არ შეეხედა... თათააა.... არრააა ნუ აკეთებ ამას ... არაა დაიყვირა და მაგიდა ააყირავა... -ბატონო კარგადხართ? მიიჭრა პერსონალი ...... დაცვა წამსვე წინ გადაუდგა გაოგნებულ პერსინალს ხელი ასწია და გააჩერა... იცოდა ნოამ.. ხმის გაგების წამიდან ,რომ ,,თათას მიერ წამოწყებულ … უკვე წაგებულ თამაშში იმყოფებოდა" ტყუილად ებრძოდა საკუთარ თავს ... ფრთხილად შეტრიალდა ეკრანისკენ... როგორცკი თვალი მოჰკრა... ფეხებში ძალა წაერთვა.... ის ულამაზესი იყო… -თათა... ჩაიჩურჩულა და გონარეულმა თვალები დახუჭა -ნუ აკეთებ ამას... გინდა,რომ გიპოვნო... იცი,რომ თუ მივხვდები სად ხარ მაინც გიპოვი... იცი და სპეციალურად აკეთებ ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა… იგრძნო გულმა უჩვეულო ფეთქვა დაიწყო... ნოამ გულზე ხელი დაიდო... ის… გაცოცხლდა... -რატომ !!რატომ ექცევი შენს თავს ესე ... ნუ მეხმარები შენს პოვნაში... ნუ მაიძულებ გიპოვნო… არ გინდა გესმის? დაიყვირა და ახლოს მდგარი ყველა მინის ნივთი ერთმანეთის მიყოლებით დალეწა... გაიხსენე რატომ გაგიშვი… თათა… მე,რომც მეპოვნე ჩემით შენ უნდა დამმალოდი… შენკი რას აკეთებ … უკვე გააკეთე… სასოწარკვეთილმა ხელი ჭრილობაზე მოიჭირა ღრმად სუნთქავდა… ლურჯი ფერი გადაჰკვროდა მის გამომშრალ ტუჩებს… თავის დაჭერას ვერ ახერხებდა … სახე უკანკალებდა… გადამითარგმნე რას მღერის ხელით ანიშნა ეკრანისკენ ქართველ მზარეულს და მორიდებით მიუახლოვდა ... თვალდახუჭული ისმენდა.. . სუნთქვა უჭირდა... გული ცოტაც… და …. მადლობა მოუხადა პერსონალს და ნელი ნაბიჯებით დაიძრა მანქანისკენ… არ ახსოვს სახლში როგორ მივიდა... აღქმა რომ დაიწყო თათას საწოლში იწვა... მის ბალიშს ჯერ კიდევ შემორჩენოდა ქალის სურნელი... -თათა... არ უნდა გიპოვო... არ უნდა გიპოვო ... რა გააკეთე .. როგორ დავაკაო საკუთარი ,,მონადირე" შენ არ მოისვენე,არ გაუფრთხილდი შენს თავს ... გაბრაზებულმა დაიყვირა... -გაჩერდი ნოა... გაჩერდიიი ბნელო ... არაადამიანო.. პირველივე შესაძლებლობის გამოყენება გინდა არა? გაიხსენე რა გააკეთე.. იქ იმ საშინელ ადგილზე ამდენ მაყურებელს შორის... მაგის დავიწყება შეიძლება? არა!!! არა!!! არრა.ა! მთელი ხმით უყვიროდა ნოა საკუთარ თავს,რადგან ხვდებოდა შინაგანმა მონადირემ გაიღვიძა... მას სურდა თათა... სწყუროდა თათა... სჭირდებოდა თათა... ან როგორ გაუშვი? არ უნდა გაგეშვა... არავინ აღარ ხარ მის გარეშე... არაფრად აღარ ღირხარ... ჩასძახა საკუთარმა ბნელმა ხმამ დაიბრუნე და გახდი კვლავ პირველი.. დაიბრუნე ცხოვრების ხალისი... ნოამ თავზე ხელები დაირტყა და მთელი ძალით მოიჭირა... ცდილობდა.. მთელი ძალით ცდილობდა გონება გაენთავისუფლებუნა საშინელი ფიქრებისაგან... უცებ რაღაც გაახსენდა... სწრაფად გადასწია ბალიში ფრთხილად აიღო ხის ჯვარი... -დამეხმარე თათას ჯვარო... ვიცი არ მაქვს ამის თხოვნის უფლება... რადგან შენ თათას მფარველი ხარ პირველ რიგში.... შეგიძლია ? განმკურნო საკუთარი თავისგან? სასოწარკვეთით ჩაილაპარაკა თათას ჩემგან მფარველობა სჭორდება... შეგიძლია დაგვეხმარო ორივეს? თუ ჩემს დახმარებას ვწრ შეძლებ... მას დაეხმარე და დაიფარე ჩემგან... შეძლებ? ჩაიჩურჩულა ... მხოლოს ამას გთხოვ... პირჯვარი მოწიწებით გარდაისახა ... მორჩა... დამშვიდდა... სიმშვიდის შეგრძნებამ მოიცვა ნოას სხეული.... -მადლობა ... სითბოთი გაჟღენთილი ხმით გაიღიმა და ჯვარი თათას ბალიშის ქვეშ ფრთხილად დააბრუნა... **** -თათა.. ოჰოო... თათას დადებითად ცვლილება გაკვირვებას თუმცა დიდ სიხარულს იწვევდა .. -ჩვენი გოგო დაბრუნებულა მართა... ღიმილით გადაულაპარაკა თამარმა დას... -ჰო... ღიმილს ვერ წყვეტდა მართაც... გოგოები აბა როგორ მოგეწონათ? ჩემს ვიდეოს რამდენი ნახვა აქვს? თვალი ჩაუკრა გაოცდედას და დეიდას -რა ვიდეოს დაფიქრებით იკითხა მართამ თათამ ,,გოგოებს" ხელი ჩაჰკიდა და ინტერნეტში განთავსებული საკუთარი ვიდსო უჩვენა... რომელსაც უკვე 20 მილიონი ნახვა ჰქონდა... -გასაგებია... ჩემო გოგო უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მართამ ..... -და შენ იმედი გაქვს ,რომ იმ 20 მილიონში ია ერთიც ნახავდა არა? .... -თათა... როგორც ვხვდები ,მან ტყუილად არ ,,დაგმალა @ საკუთარი თავისგან... შენ კი იწვევ და ეთამაშები... -ეს თამაში არაა... მე ის მიყვარს და უსამართლოდ მომექცა ჩემს მაგივრად ,რომ გადაწყვიტა როგორ მეცხოვრა.. არ ჰქონდა უფლება არ ეკითხა და ესე გამოვეშვი .. ჰქონდა უფლება ამდენხნიანი ტანჯვისთვის გავემეტებინე? მე მერჩივნა მასთან ერთად დავტანჯულიყავი.... პასპორტიც კი ისე დამიბლოკა ვერ გავდივარ ქვეყნიდან... ისიც კი გათვალა ,რომ არავინ არ გადამაკვეთინებს მისი ქვეყნის საზღვარს... ხედავ რა გამიკეთა, ? მთელი ხმით დაიკივლა და ატირდა... -რა გაგიკეთა რა? დაიყვირა თამარმა ... იტყვი თავსადაბოლოს ? გაგვაგებინე ... არ უნდა ვიცოდე ჩემს შვილს რა დაემართა? .... თათა გაჩუმდა... თითქოს ელდა ეცა... -დე... დამშვიდდი დე... -მითხარი.. ყვიროდა თამარი - არაფერი დე... შენი ესე ნერვიულივა არ შეიშლება ხომიცი.... დამავიდდი... არაფერი გაუკეთებია ,უბრალოდ სხვასთან შეხვედრა დაიწყო... ყველაფერს იტყოდა,ოღონდ რეალობას არა... -მართლა? ეჭვით იკითხა და სახეში შეხედა -ხო დედა.. ხო... -მერე თუ სხვასთან წავიდა შწნრა განერვიულებს შენც ადექი და სხვა მოძებნე... განა კაცები დაილია? თათას გონებას თითქოს ახალი გენერატორი ჩაუყენეს... ყველა ინფორმაციას სათავისოდ იწერდა და იმახსოვრებდა.... **** -ჰო... სხვა მოძებნე.. სხვა.. მთელი კვირა . უტრიალებდა საკუთარ გონებაში დეიდის სიტყვები… მართალია სზვა არ იყო თუმცა ეს ნოამ არ იცოდა.. პროვოკაციული მუსიკალური ტექსტი თავისით დალაგდა გონებაში… მიდი ნოა... ნუ ებრძვი საკუთარ თავს ... გაგიჟდი... მიპოვე... ცრემლიანი თუმცა ღიმილიაბი სახით ატვირთა მეორე მუსიკალური ვიდეო... რომელსაც სათაურად დააწერა მოგონილი მამაკაცის სახელი .. David... კარგად გათვალა თათამ ნოამ ჭკუის ასარევი ტექსტი... მთავარია მისულიყო ეს ხმა ნოამდე... ყბელაფერს გააკეთებდა თათა ,რომ რადგანაც თავად ვერ მიდიოდა.. ის თავად მოეყვანა .... გაგიჟდი ნოა.. მიდი გაგიჟდი.. თუნდაც გააღვიძე ეგ შენი მონადირე…ოღონდ მიპოვე… მოდი ჩემამდე... მოდი.... გთხოვ... ვეღარ ვუძლებ გული ტკივილიაგან ეწვოდა… დისიხანია ვეღარ გრძნიბდა თათას გული ნორმალურ მდგომარეობას… გამუდმებით სტკიოდა … მოდი ნოა… თვალები დახუჭა და ატირდა *** თათა მთელ დროს კვლავ მოლოდინში ატარებდა... ნახევარი წელიც გასულიყო... მისი ცნობადობაც იზრდებოდა.. არავუს პასუხობდა ნანობდა კიდეც... გაიზარა მისმა გათვლამ ვერ გაამართლა ნოა კვლავ არ ჩანდა... სასოწარკვეთილი საკუთარ სხეულს მოსწყდა.. -ნუთუ ნოა? ნუთუ დამივიწყე... ან უბრალოდ იქნებ ვერ მნახა... ვერ გაიგო ჩემი ხმა.... ჩაიჩურჩულა უიმედო ხმით -თათა შეწყვიტე უკვე... მოესმა გაბრაზებული მართას ხმა... .... -მიგატოვა... სხვაში გაგცვალა ხომ ესე მოგვაწოდე ინფორმაცია? ეჭვით ჩაეკითხა დეიდა ..... -ესეა? -ჰო. თავი დახარა თათამ -ხოდა ძალიან კარგი... ეხლა ტაშ-ფანდური ჩაუწერე ერთხელაც და მორჩა ამით დაასრულე ... გაბრაზებულმა დეიდამ წარბი სასაცილოდ ასწია თათას გაეღიმა... როდემსე აპირებ იტანჯო და ჩვენც გვტანჯო -მაპატიე დეიდა.. მართალი ხარ ... ყველაფერი შეიცვლება ამოვიგდებ გულიდან გპირდები.. ძალიან შეეცადა ხმაში უიმედო ნოტები არ გაპარვოდა და დამაჯერებლად ეთქვა გულში კი… გულში რა ტრიალებდა… ერთი დიდი სრული სიცარიელე… რომლის შევსება მხოლოდ ნოას შეეძლო… თავი დახარა და თვალები დახუჭა… ფიქრები.. ფიქრებით მაინც ვარ შენთან ჩუმად წარმოსთქვა და სევდიანად გაუღიმა სივრცეს.. *** *** ნოა კვლავ დადლილი ... უფერული სახით იჯდა სავარძელზე... მზერით რომლსაც მზერას ვერ დავარქმევდით... მხოლოდ თათას ბალიშს უყურებდა... არაფერი ჩანდა მის გამოხედვაში... სიგამხდრის კვალი სახეზე საკმაოდ ასახვოდა... -ჭამეთ რამე ბატონო... ფრთხილად მიმართა დაცვის უფროსმა -თათა მშია .. მომიყვან რომ დავცხრე? გადაღლილი ხმით მიუგო ნოამ და ხელი გაუწოდა -ნოა ... იქნებ არ გინდა 6 თვეა ამას ვაკეთებთ ბზარი შეერია დაცვის უფროსს ხმაში -გააკეთე... ხომ იცი,რომ მჭირდება მეგობარო.. გააკეთე ... თვალები დახუჭა და თავი გადასწია... -ნოა.. აღარ გინდა -მინდა … ბოლო ძალები მოიკრიბა და მკაცრად წარმოსთქვა… გესმის? მინდა… თათას სჭირდება.. საჭიროა … უღონოდ ვაილაპარაკა დაღლილმა .. ვიცი,რომ როცა მძინავს გადასხმებს მიკეთებ ჩუმად… დავინახე პაკეტები… ….. -ვიცი.. ვიცი… გაეღიმა მეგობრის გაფიტრებულისახის დანახვისას… ვიცი რომ ჩემს გადარჩენას ცდილობ .. თუ გინდა არ შეგცვალო გააკეთე რასავ გეუბნები… ხსლი კვლავ გაუწოდა და მშვიდად გაიღიმა *** სოფი.. წრთ ადგილა ვეე პოულობდა... -ლიამ .. ლიამ დაიყვირა განეევიულებულმა -რა იყო სოფ? -ნოა სადაა? ჰა ? -სახლშია ... -მერე თუ სახლშია რატომ არ მიშვებენ!"? -მასნარ უნდა ,რომ ნახო.. ხომ იცი პასუხი ისედაც... -ვიცი... აკანკალებული ხელებით სიგარეტი აიღო და მოუკიდა... წამიყვან ლიამ იცოდე... ...... -ნუ ხარ ჩუმად... წამიყვამე ან შემიყვან ან დაგშორდები იცოდე... დაიკივლა და კაცს ხელი ჰკრა -დამშვიდდი ველურო... გაეღიმა ლიამს -ჰო .. ეგრე იქნება.. ზომ იცი მაგ რეგვენის გარდა არავინ მყავს ,შენ და მაგას გიყვარვართ მარტო... არც ნოას ჰყავს სხვა ვინმე ჩემს გარდა... ისონი ვინც ჰყავს ვითომ ,,ოჯახი" არ ითვლებიან ... -წამიყვანე რა... ვერ ვისვენებ.. ბოლოს ეომ ვნახე... გაახსენდა ბოლო შეზვედრა და ატირდა... კარგი .. კარგი... წავიდეთ მეც ვნერვიულობ სოფი... უბრალოდ არამგონია შესვლის ნება .. -მე შევალ მაინც… თუ ვერ შევალ შენ დამეხმარები!!! მტკიცედ წარმოსთქვა -კარგი სოფი. კარგი სოფის სახეზე ღიმილმა გადაირბინა ... მთელი ძალით გაიაცა და ლიამს ზურგზე შეახტა... -მიყვარცარ შე ველურო თბილახ გაუღიმა ქმარმა და მანქანიკენ დაიძრა -სოფი ჩამოდი ჩემი ზურგიდან,თორემ მთელი პერსონალის სახეებს შეხედე... სიცილს ვრ იკავებდა ლიამი სოფიმ გადაიკისკოსა და სიცილით ჩამოხტა... **** -ნოაა.. ნოააა მთელიხმით ყვიროა სოფი.. შემიშვით... უკვე მერამდენსდ ცდილობდა სოფი ნოას სახლში შსსვლას -ქალბატონო სოფი ბატონს არ სურს არავის ნახვა.. მორიდებით მიუგო კართან მდგარმამამაკაცმა -მე არავინ ვარ მერე? რა გითხრა ნოამ არავინააო? დაცვა უხერხულად შეიშმუშნა.. -რა ხდება კიდევ ნაცემია ? თვებია არ მიშვებთ... ხომ არის საერთოდ? თვალები შიშით გაუფართოვდა... ამის გაფიქრებაზე მთელი ძალით ამოარტყა დაცვას მუხლი,ხელი ჰკრა და სწრაფად აიჭრა ოთახისკენ.... ნოა სავარძელში იჯდა და ეძინა... გამხდარი... უფერული... თვალებს ირგვლივ მუქი წრეები გასჩენოდა... ის საერთოდ არ ჰგავდა ნოას.. შეშინებული ეცა -ნოა.. ნოა რა გჭირს? რა სჭირს ? მზერა გააყოლა ოთახს და იქვე დადებულ შპრიცებს მოჰკრა თვალი.... -ეს რა არის ? რრა არრი.ის? რას იკეთებს ჩავარდნილი ხმით მიუბრუნდა ნოას მეგობარ დაცვის უფროსს და აკანკალდბული ხელები ვეღარ დაიმორჩილა... *** სოფი ცრემლიანი თვალებით უყურებდა მეგობარს ... რომლის ცნობაც უჭირდა... -ნარკოტიკი არაა ქალბატონო... დამაძინებელია... ვცდილობ ხელი შევუშალო მაგრამ ვერ ვეწინააღმდეგები... -რატომ არ გამაგებინე? აგრესიულად იკითხა და მუშტი აღმართა -ვერ... ვერ გითხარით... მთელი ეს თვეებია საკვები თითქმის არ მიუღია აი ამით ვაცოცხლებთ... ხელით მიუთითა პაკეტებზე სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებით გაჯერებული სითხე მოსჩანდა... მან ეს იცის... და გამაფრთხილა თუ მისდაძინებას არ გავაგრძელებდი გამიშვებდა და შემდეგ სხვა რას გააკეთებდა არვიცი... მე არ მივცემ მას წასვლია საშუალებას ქალბატონო... ხმაში ბზარი შეერია დაცვის უფროსს -რატომ არის ამდგიმარეობაში? რა მოხდა? ნოას მიუახლოვდა შუბლზე აკოცა და ყურადღებით დააკვორდა -მან ის ნახა... სოფიმ სწრაფად შეტრიალდა .. რრა? სად ნახა მერე სადაა? -ეკრანზე... სოფი ყურადღებით უსმენდა ... ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი... -რამდებ ხანში უნდა გაიღვიძოს,? **** ნოა... ნოა ,,ჭკვიანო" აბა გამოიძინე? ნოას თვალებს შეხედა,სხივის გარეშე მყოფს... საკუთარ თავთან მებრძოლს ... გამოფიტულს.. ეცადა მაიმც გაეღიმა -სოფი.. სალამი .. აქ რამ მოგიყვანა? თბილი ხმით იკითხა ნოამ -ნოა რას მეკითხები... უნამუსო უცებ ისე დაიკივლა სოფიმ დაცვა იატაკიდან ახტა... ის რომ ახტა შეეშინდა.. შენ რა? რატომ არიმოქმედა შენზე ჩემმა დაკივლებამ? ტუჩები გაბუსხა წყენით ნოამ ამ ხნის მანძილზე.. პირველად გულწრფელად გაიცინა.. -მოდი აქ ხელ გაუწოდა და სოფის თავზე აკოცა... მე მიჩვეული ვარ შენს მაღალ ტონალობებს და იმუნიტეტი მაქვს შენს კივილზე... აქ რომ მოდიოდი კვირაში სამჯერ მაინც და ყოველდღე კიოდი... სიცილს ვეღარ იკავებდა ნოა -რრა? ანუ გესმოდა დაარ მიშვებდი? წყენით ატირდა სოფი -არა.. არა.. ძილში მესმოდა უბრალოდ .. სერიოზულად მიუგო ნოამ და თავუ ჩახარა -ნოა ... იქნებ დროა გამოფხიზლდე ...იქნებ დროა ვიპოვოთ ის... ..... -მას შენთან უნდა... .... იცი მან კიდევ რაღაც გიმღერა... ნოაა... გამეცი ხმა -არ გინდა სოფი... ისედაც განადგურებული ვარ... თათას პოვმა მე ძალებს დამიბრუნებს მას კი სამუდამოდ გამოკეტავს ჩემს ტყვეობაში... გაბზარული ხმით ჩაილაპარაკა ნოამ .... -ვერ გავიმეტებ ჩემთან ყოფნისთვუს... მე ის მიყვარს ..საკუთარ თავზე მეტადთქო ვერ ვიტყვი,რადგან მე საკუთარუ თავი არ გამაჩნია... კვლავ აეშალა მიძინებული მოგინებები და ხელი მთელი ძალით დაარტყა მინის მაგიდას... -თავს იკლავ ნოა... ჩაიხედე სარკეში? გინახავს რას დაემსგავსე ? ხელი სწრაფად ჩაკიდა მთელი ძალით უბიძგა და სარკესთან მიიყვანა... -ეს შენ ხარ? კვლავ დაიკივლა სოფიმ .... სარკის წინ ნოამ საკუთარი თავუს ცნობა ძლივს შეძლო... -შენი აზრით თათა ამისთვის მადლიბელი იქნება ? წარმოიდგინე რა დაემართებოდა ესეთდგომარეობაში რომ ენახე... -იქნებ ისიც შენს მდგიმარეიბაშია ... სასოწარკვეთილი... გამადგურებული გიკითხავს მისთვის ? როგორაა? რაც გაუშვი იმის მერე გაგიგია როგორაა? ... -ვეძებე და ვიპოვე ის ვიდეო,რომელიც მან შენთვის ჩაწერა.. ალბათ როგორ გელოდებოდა... მიუხედავად იმისა,რომ მილიონობით ნახვები აქვს ბოლო 2 ვიდეო 3 თვუს წინ აქვს დადებული... იქაც კი ვგრძნობ მის სასპწროვეთას ... შემდეგ გაქრა... -სოფი არ გინდა.. ნუ მაიძულებთ ... ნუ მაღვიძებთ... უღონოდ ჩაილაპარაკა ნოამ სოფიმ ნოას ხელი ჩაკიდა.. პირველ სართულზე ჩაიყვანა ... ღილაკს დააწვა და ეკრანზე ოს გამოჩნდა... ნოას ყურთასმებას მონატრებული ხმა მისწვდა.... სოფის იმდები მოეხერხებინა,რომ ვიდეოზე სუბტიტრები დაედო ნოასთვუს გასაგებ ენაზე... -რაო რა თქვა ნოა? სპეციალურად გაუმახვილაყურადღება სიტყვებზე.. მომესმა თუ არმოხვიდე აღარ მინდა შენთანო... .... -ეგრე თქვა თუ მომესმა? ღიმილით ჩაილაპარაკა სოფიმ... ნოამ ეკრანს შეხედა... გული სწრაფად უცემდა... ოფლმა დაასხა... ფეხებში ძალა წაერთვა... ყოველი თათას ბგერის გაგონებისას ტანში ძლიერ ტალღისებურ დარტმას გრძნობდა... სიამოვმებდა... მთელი სხეულით მიჰყვა ამ შეგრძნებებს.... -თათა... როგორ მიგატოვე ... როგორ გავძელი აქამდე უშენოდ... როგორ მენატრებ შენი შეხება ჩახუტება შენს ზურგის ხაზზე გავლებული ჩემი თითები შენი გაღიმებული ბაგეები ჩაიჩურჩულა ეკრანთან ახლია მივიდა სახე ფრთხილად დაადო თათას სახეს,თითებით ეფერებოდა ეკრანს... ტკივილისგან გახლეჩილი სული ასტკივდა... სული რომლის ცოდვებით სავსე ნაწილი, ნოას გულისთვის და სხეულისთვის ძალიან მძიმე სატარებწლი იყო. მძიმე იყო არამარტო ნოასთვის… მისი სულის სიმძიმე თათას სხეულს მძიმე ტვირთად აწვებოდა.. -როგორ დაგტანჯე.. და მაინც მაძლევ ახალი დასაწყისის შესაძლებლობას ,რომ გიპოვო… ჩაუჩურჩულა ეკრანზე გამოსახულ თათას და გადაღლილ სახეზე ღიმილმა გადაუარა… ხელები გაშალა ... თვალები დახუჭა ... უეცარი ენერგიის მოზღვავება იგრძნო... რომელმაც მთლიან ნაკადად ,,წალეკა" სხეული ... თითოეულ უჯრედში ბედნიერების შადრევნად ჩქეფდა ნოას გაყინული -გამლღვალი სისხლი,რომელმაც კვლავ გაიარა მის ვენებში... სოფ დამეხმარე თათას პოვნაში... წარმოსთქვა და თითქოს ლოდი მოეხანა... -ჰო.ჰოოოო... სოფიმ სიხარული გაიქცა და ამჯერად ნოას ზურგზე ისკუპა... -დამატრიალეეე ნოა... დამატრიალეე... -სოფიი ვერ მოეშვი ხო ექსტრავაგანტულ ქცევება გაიცინა ნოამ და იმ წამს შემოსული ლიამო მოხვდა თვალში -რა სანახავია ... ქმაეი შემოდის ცოლი ხვდება სხვა კაცის ზურგზე ... სოფიიიი ჩვენ ადამიანებივართ და არა ვირებიი სიცილით წაემოსთქვა ლიამმა და ნოას გადაეხვია... დაბრუნებას გილოცავ ძმაო .. მოგვენატრე... -ჰა? ვინ მოგენატრა? თვალები მოჭუტა სოფიმ -ნოა ..სოფი.. ნოა ღიმილით უპასუხა ცოლის ინტრიგნულ კითხვას -ჰო.. ნოა შეგიძლია მოგენატროს სხვის მონატრებას. ვერ დავუშვებ გადაიკისკისა ორივე ღიმილით უყურებდა საოცარ სოფის... მხიარული და სიცოცოცხლით სავსე იყო... ენეეგიის და ბედნიერების ზღვის მომტანი ერთადერთი ბავშვობის მეგობარი ნოას სამყაროში... და ასევე ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ლიამის ცხოვრებაში... სოფი მეორე სართულზე აიჭრა ,სწრაფად ჩამოუტანა ნოას ტანსაცმელი... რაც კი ხელში მოჰყვა ,ყველა მისთვის ,,საეჭვო "ნივთი თავისი ხელით გაიტანა თავის მანქანაში.... ჩემა ნაგავში გადავყრიო ჩაიბუზღუნა.. -კარგი რა სოფი... ჩემსაში რომ გადაყარო ქექვას დავიწყებ ? ღიმილით უყურებდა ქარივით მქროლავ სოფის ,იცოდა წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა... *** სოფიმ საკუთარი ხელით გამზადებული სადილი ლამაზად დააწყო ორივე მოიპატიჟა... -სანამ უარს იტვით კარგად დაფიქრდით რას მოიმკით.. წინასწაე გააფრთხილა და მაგიდისკენ მოუხმო დაეჭვებულ ბიჭებს -ვა.. სოფიი შენ რა საჭმლის გაკეთება იცოდი? სიცილს ვეე იკავებდა ლიამი აქდე სად იყავუ მერე გოგო ქმარს აშიმშილებდი ? -ჰოო.. ვინახავდიი ამ ცოდნას ამ დღისთვის.. სასაცილოდ გაინაზა შენიშნა,ნოას ხელი სისუსტისგან გადაღლილობისგან... საკუთარი სხეულის ვერ მართვისგან უკანკალებდა .. სწრაფად მიუახლოვდა -ეხლა ამას შეჭამ ჩემი ხელით... ან ... დაიხარა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ნოას ხველება აუტყდა.... **** ტონგ… მიმართა გვერდით მყოფ დაცვის უფროსს… მომიძებნე რომელი ქვეყნიდან დებს ვიდეოს რომელ ქალაქშია რომელ მისამართზე რა ჰქვია.. რა გვარზეა ყველაფერი … ტონგმა თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა… -რატომ მაიძულე … რატომ მაპოვნინე თავი თათა… რატომ გააკეთე ეს… იცოდი,რომ თავს ვერ შევიკავებდი… ვერ გავუწევდი შენთან ყოფნის სურვილსს წინააღმდეგიბას მძიმედ ჩაილაპარაკა და შორს სივრცეს გახედა *** შებინდებულიყო… ნოამ ლეპტოპი გახსნა.. ღრმად ჩაისუნთქა და სანამ ძწბნას დაიწყებდა კვლავ სცადა საკუთარ თავთან გაბრძოლება... -ჯანდაბა... თათა... რატომ მაპოვნინე თავი... კვლავ ჩაილაპარაკა და გაუბედავად დააწვა ძებნის ღილაკს სუნთქვა შეეკრა... გიგრძვნიათ ?როგორია საკუთარ სხეულში ხართ მაგრამ თითქოს სული მთელი ძალით ეჯახება თქვენი სხეულის შინაგან კალთებს როდესაც სული წინააღმდეგობაშია საკუთარ სხეულთან... თუმცა გაქცევა შეუძლებელია.... ნოა თავს სხეულს მიღმა გრძნობდა... სურდა თუმცა არ შეეძლო საკუთარ თავს გაქცეოდა.... დახედა ვერ წყვეტდა საიდან დაეწყო თათას მოსმენა... თავიდან ? ან იქნებ ბოლოდან? ზუსტად იმ მომენტში ნიშნულზე თათას ახალი სიმღერა გაჩნდა... უცებ მიიღო გადაწყვეტილება.... ბოლოდან ... ბოლოდან უნდა მოესმინა როგორ იყო თათა და რისი თქმა სურდა მისთვის.... ვინაიდან ამ მომენტისთვის ბოლო საწყისს ნიშნავდა… სიგარა აიღო... ფანჯარას გახედა . უკვე დაღამებულიყო... ღრმად შეისუნთქა სიგარის მწველი კვამლი... თვალები დახუჭა და ჩართო... რა არის მუსიკა? იცით ყველას ჩვენი შინაგანი მუსიკა გვაქვს ... მუსიკა ჩვენია თუ ის ჩვენს სხეულში ქმნის ემოციურ სასიამოვნო ტალღას... მშვიდ ტალღას ,რომელიც იმ სიმაღლეს აღწევს რომ მთლიანად უზარმაზარი ძალით გვასკდება და ტვინიდან ათასი ტალღის ნაწილად იფანტება იქამდე სანამ არ მოიცავს ჩვენი სხეულის ყველა ნაწილს.. *** თვალები გაახილა და ჯერ კიდევ თათას ხმაში ჩაძირულს აზროვნების უნარი დაკარგვოდა... მაინც რა უცნაურია ცხოვრება... ნოასთვუს ,.ჩვეუკებრივი" ცზოვრება ,როგორი უჩვეულო გამხდარიყო... გრნობა,რომელიც არასდროს არცერთი ქალის მიმართ არ ჰქონია სიზმრებში მოსულმა გოგომ ერთიანად დაატეხა თავზე... გული გამეტებით უცემდა... მოლოდინში კი დრო ერთი ასად შენელდა... გულს ამოიღებდა და დაუთმობდა... ისედაც მისი იყო... მობილურზე ზარი გაისმა... -ვიპოვეთ ბატონო... ნოამ უხმოდ ... სიტყვუს გარეშე გათიშა ... თავბრუსხვევის და ფეხებში უძალობის შეგრძნებამ იატაკზე დასცა... ღრმად სუნთქავდა... ტუჩებზე გამეტებით იკბინა და სისხლმა გზა პოვა მის მკერდზე... ზუსტას გულის ხაზთან ნაკადად ... ძლიერნა შიშმა შეიბყრო... ეშინოდა ... მიუხრდავად დაუოკებელი სურვილისა ,მაინც უშვებდა იმ პატარა პროცენტით,იქნებ მომხდარიყო და ვერ ეპოვნათ.. იქნებ ვერ ეპოვნათ და კიდევ ჰქონოდა შანსი თათას ნოასგაბ შორს დაეწყო თავისი ახალი ცხოვრება ნორმალურ ადამიანთან ერთად .. ამის გაფიქრებაზე .დასუსტებული ხელი მთელი ძალით დაარტყა იატაკს... იატაკმა ძვლის დარტმის ხმა დაუბრუნა... განა შეძლებდა თათას გვერდით სხვა კაცის ატანას... სიმწრით გაეცინა.. არც სხვისთვის ემეტებოდა და არც საკუთარი თავისთვის... იცით? საკუთარ თავზე წამით არ ნერვიულობდა... უბრალოდ აღარ არსებობდა გზა,რომელიც შესაძლოა გამოსავი ყოფილიყო თათასთვის.... ამიერიდან ყველა გზა,რომელსაც თათა დაადგებოდა მხოლოდ ნოასკენ მომავალუ გზა იქნებოდა... იქნებ შევძლო თათა... შენს გამო უნდა მოვკვდე ან შევძლო დაგიმსახურო... მტკიცედ ჩაილაპარაკა ნოამ და კვლავ მობილურის გაბმული ზარი გაისმა... *** გინებებია ამ საუკუნეში დაბრუნება .. დამცინავად ჩაილაპარაკა მობილურს მიღმა მყოფმა... -რა გინდა? მწარედ გამოსცრა ნოამ -გაცადე რეაბილიტაცია და თვითგვემა... 1 კვირაში სრულ ფორმას მოვითხოვ... შენზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა... პირველი მონადირის არყოფნა დიდ უკმაყოფილსბას იწვევს.. ხომ იცი იმ შოუში შენნაირად სხვას არავის შეუძლია ქალის დაჭერა და გამათრახება,თანაც ისე რომ ეს ქალს მოსწონდეს ირონიით წარმოსთქვა ბოხი ბარიტონის ხმამ ... -მომშორდი აღარ ვაპირებ... -აპირებ ნოა აპირებ... სიტყვა გააწყვეტინა კაცმა 1 კვირაში კუნძულზე იყავი... მუქარით ჩალაპარაკა და გათიშა... ნოამ სიმწრით დაიყვირა მობილური კედელს მიანარცხა.. ხვდებოდა როგორც არ უნდა სდომოდა თითქმის შეუძლებელი იყო როგორც საკუთარი ბნელი სულის გაძევება საკუთარი ახეულიდან ასევე ამ შოუდან წამოსვლა.. -თათა ხედავ? ხედავ სად უნდა დაგაბრუნო? დაიყვირა მთელი ხმით და ამ ხმას მთელი თავისი ენერგია ჩააყოლა... *** თათას იუთუბ პორტალი საკმაოდ მალე გახდა ცნობადი... თავად მას ეა ამბავი საერთოდ არ აინტერესებდა ... დეიდა მართას ,,აბსოლიტური" კონტროლის ქვეშ ჰყავდა აყვანილი და ფიქრის საშუალებას აღარ აძლევდა... -დეიდა კარგი რა დამასვენე... მთელი დღე სადღაც დაგყავარ,აღარ მინდა ამდენი ჩაწერა და შოპინგი ამომასუნთქე ბუზღუნებდა დაღლილი თათა -ჰოდა რაც უფრო დაიღლები მით უფრო მშვიდად დაიძინებ მკაცად მიუგო და თათას საწოლიაკენ ანიშნა ... -ისეკი კარგი ბიჭია არა ლუკა? ღიმილით ჩაილაპარაკა მართამ -ნუ დაიწყე დეიდა გთხოვ... საკმაოდ უსიამოვნოა ჩემთვის იმ სტუდიაში მისვლა ... რომ მცოდნოდა ის ლუკას სტუდიაა არც მოგაწერინებდი ხელს კონტრაქტზე უკმაყოფილოდ დაიჭყანა გოგო -მე მომწონს... თანაც როგორ ცდილობს შენზე იზრუნოს ... მიეცი საშუალება თათა დაგავიწყოს ჩუმად ჩაიჩურჩულა მართამ -გადი .. გადი მართა აგრესიულას ჩაილაპარაკა თათამ... ნეტავ იმ დღეს არ გამოგყოლოდი იმ გიტარის საყიდლად არც მაგას გადავეყრებოდით... როგორ გგინია ესე მარტივია დავივიწყო ისვინც საკუთარ თავს მირჩევნია? გაფითრებული სახით ძლივა გასაგონად ჩაიჩურჩულა ის მენატრება მართა .. ძალიან.. ძვლები მტკივა ... გული გამეყინა... ჩამეწვა შიგნით ყველაფერი ... მის გარეშე მიჭირს.. ვეღარ შეიკავა ამდენხანს ხათრით დაფარული ემოციები და ატირდა -გეყოფა თათა... ეს რა სატანჯველი სიყვარულია... სიცოცოცხლის ხალისი დაგაკარგინა... აღარ იღიმი... მთელი ღამე ტირი... შენს თვალებში მხოლოდ მოლოდინი და ამ მოლოდინისგან დატოვებული უიმედო სიცარიელეა.. ადამიანს ესე ძვირად არ უნდა უჯდებოდეს სიყვარული.. არა! გესმის? შეეგუე ,რომ გამოგიშვა .. გამოგიშვა ესე შეუბრალებლად... თანაც სხვა ქალის გამო.. გეყოფა .. გეყოფა თათა გთხოვ... შენს გარდა არავინ გვყავს მე და თამარს ხომ იცი.. ატირდა და გულში ჩაიკრა... -მაპატიეთ დეიდა მძიმედ ამოისუნთქა თათამ -გაპატიებ თუ ლუკას მისცემ შენთან ყოფნის ნებას ... თქმა და მობილურის ეკრანის განათება ერთი იყო... -აი ხედავ ? ეშმაკურაფ გაიღიმა მართამ სახელის დანახვაზე და ოთახიდან გავიდა... ეკრანს დახედა ,,თათა გთხოვ... ერთხელ მაინც მომეცი დალაპარაკების ნება.. ვერ ვახერხებ გონებიდან ამოგიგდო... იქნებ ? " კითხვა შეწყვიტა ,არ სურდა სხვა ადამიანის შეტყიბინებების წაკითხვა… ,,თათა” თათამ მობილური ტუმბოზე გადადო… -თათა … ლუკა გირეკავს .. კარევი შემოაღო მართამ -თათა ვიცი. რომ არ გძინავაუკმაყოფილოდ დახედა ურეაქციო გოგოს… ყურმილიყუტზე მიადო… -თათა… გთხოვ გამოდი შენსსახლთან ვარ… თათამ უკმაყოფილოდ გახედა მართას… წამოდგა და გარეთ გავიდა *** მანქანის კარები ღია დახვდა.. უკმაყოფილოდ შეხედა მომღიმარ ლუკას ... უსიტყვოდ თავი გვერდზე გასწია და თვალები დახუჭა...! -თათა... ნუ იქცევი ესე ბავშვივით .. ..... -თათა... ესე უფრო რომ შემიყვარდები იცი? ღიმილს არ წყვეტდა ბიჭი -გეყოფა... ან ეს მოკითხვა ამ დროს საიდან მოიტანე... დილით ვერ მნახავდი? უკამყოფილოდ იკითხა გოგომ -ყველგან გამირბიხარ . თანაც დილამდე ხომ უნდა მომეთმინა.. მე კი დიდად არ გამოვირჩევუ მაგ უნარით თათას ხელს-ხელი ჩასჭიდა და ნაზად აკოცა -თათა ადგილზე გაშრა... დაიყვირა და საკეტს მისწვდა.. -კარგი რა მოგივიდა? უბრალოდ გაკოცე დამშვიდდი აქ არაფერს გიპირებ... კვლავ ღიმილი ვერ დაფარა ლუკამ -იცოდე არასდეს აღარ შემეხო ... კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა თათამ -თორემ? დაკვირვებით შეხედა კაცმა -მოგკლავ... .... -თათა საუბარი არასდროს არგამოგვივა? დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა -არა.. არა... -რატომ? .... -რატომ თათა ვინ გიყვარს ? სევდიანი თვალებით შეხედა და ფანჯარაში გაიხედა ამინდი საავდროდ განწყობილიყო... წვიმდა.. -თუ მასაც უყვარხარ სადაა? მტკივნეულ ადგილზე ჩააჭირა.. -მოვა... უიმედოდ ჩაიჩურჩულა თათამ -მაშინ რატომ გაქვს ესეთი უიმედო გამომეტყველება.... რატომ უნდა ელოდო ვინმესმოსვლას ,როცა მეუკვე მოსული ვარ კვლავ გაუღიმა და თათას უკმაყოფილობის მიუხედავად სახეზე მიეფერა.. -გიყვარს მოფერება თათა? -შენი არა ლუკა. -იქნებ ისეთი მოფერება ვიცი,შენ რომ მოგეწონოს? *** დაცვის უფრო ყუთით ხელში, შეწუხებული სახით მისაღებში მიიჩქაროდა... უსიტყვოდ გაუწოდა ნოას ყუთი და უკან დაიხია... ყუთის გახსნა და მობილურია ზარი ერთი იყო... -ჯანდაბა... ჩაილაპარაკა და ახალ მობილურს დახედა მისახვედრი იყო ვისგანაც იყო ეს გზავნილი... ზარის ხმამაც არ დააყოვნა... -პირველო მონადირე გაფრთხილების მიზნით გირეკავთ 2 დღეში კუნძულზე გამოცხადდით... კვლავ გაისმა უსიამოვნო ზარი .... -დაადასტურე ... ცივმა ხმამ გასცა ბრძანება -არ ვადასტურებ... კბილები გააღჭრიალა ნოამ და გვერდით დადებულ თათას ჯვარს დახედა -თუ არ მოხვალ შენი მოკვლაარ გაგვიჭირდება... -მომკალით .. ცივად გათიშა და გაიღიმა... მომკალით… რომ თათას ჰქონდეს ჩემგან საბოლოოდ თავის დახსნის უფლება.. უფლება,რომელსაც მე თავად … ადრე თუგვიან ყოველთვის არჩევანის გარეშე ვართმევ… უპირობოდ… ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით და ტონგს დაუძახა *** -არასდროს მომეწონება სხვისი მოფერება ზიზღით ჩაილაპარაკა თათამ -გვეცადა.. არაფერს გთხოვ მცდელობის გარდა... ღიმილით უთხრა კვლავ კაცმა -არასოდეს!! საბოლოოდ გეტყვი,რომ შეწყვიტე ჩემთან ყოველგვარი მცდელობა... ის არის და იქნება ჩემი გულის ნაწილი... მის ადგილს ვერასდროს დაიკავებს ვერავინ ლუკა.. დაღლილი სახით შეხედა და ატირდა -თათა... შემომხედე ხელით წყნარად ააწევინა ნიკაპი .ნუ ტირი ... მე არავის ადგილის დაკავება არ მინდა... მე ჩემი ადგილი მინდა შენს გულში... თათამ თავი გააქნია.. -ხედავ როგორ წვიმს შენს სახეზე? ზუსტად ისე,როგორც გარეთ ფანჯარა ჩასწია და თქეშით მომავალი წვეთებია ნაკადისკენ ანიშნა… იქნებ შევძლო ამის შეჩერება... იქნებ შევძლო ჩემი წრფელი გრძნობით შენი წვიმის მზის სხივით შეცვლა... გამოიდარე თათა .. თბილად გაუღიმა ლუკამ და აწეწილი თმები ნაზად გადაუწია... -მოდი სცადე.. ხომ გიყურებ როგორი ცარიელი და გადაღლილი ხარ მარტო ბრძოლით ამ უიმედო ომში... პირობას გაძლევ თუ მიხვდები,რომ მე ვერ ვიქნები ის ადამიანი ...სიტყვა შეწყვიტა და ღრმად ამოისუნთქა კაცმა მოდი ვიბრძოლოთ ერთად... სევდიანად გაუღიმა თათას და ხელები გაშალა... -ჩამეხუტე თათა.... *** მთელი ფრენის განმავლობაში ნოას თვალები არ გაუხელია... სულში ქარიშხალი ,გულში კი ზღვა ტალღა ღელავდა... მოჩბენებითი სიმშვითი იჯდა. ხელი ფრთხილად მიიტანა თათას ჯვარს დაადო... იგრძნო,როგორ შეწყვიტა ქარიშხალმა ქროლვა... გულმა კი ღელვა... საოცარი სიმშვიდე დაეუფლა ნოას სულს,რომელიც საკუთარი სხეულიდან გამოსვლას ლამობდა.. **** თათა დღეს შენი პირველი გამოსვლა იქნება რომლის სრული დაფინანსება ... -არ მინდა მართა .. სიტყვა გააწყვეტინა თათამ -კონტრაქტის მიხედვით უფლება არ გაქვს უარი თქვა ...ასერო მოემზადე.. ვიცი ბევრი ხალხი არ გიყვარს,ამიტომ ეგეც გაითვალისწინა ლუკამ და პირველი გამოსვლისთვის ვიწრო აუდიტორიის წინაშე წარსდგები ერთ-ერთ ლანჯში... პროტესტს ვერმივიღებ... თათამ თავი ჩახარა.... -რა გითხრა ლუკამ გუშინ ? ჩაესმა დეიდის ხმა -არაფერი მართა... ჩაილაპარაკა მოწყენილი ხმით და ისევ დაწვა... იცოდა მართამ ზედმეტ კითხვებს აზრი არ ჰქონდა... ოთახიდან გავიდა და გამოსძახა სწრაფად მომზადებულიყო.... სახლიდან გასულ თათას წინ მანქანა ელოდა... ეზარებოდა თათას ,ძალიან ეზარებოდა ყველა პროცედურა რაც გამოსვლამდე უნდა გაევლო.... *** -დეიდა ესაა ლაუნჯი? გაბრაზსბით ჩაილაპარაკა და დარბაზს გადახედა ,სადაც იმდენ მაყურებელს მოეყარა თავი უკვე დაწყებამდე სრული ანშლაგი ჰქონდა... -ჰო .. ჩაილაპარაკა მართამ და უხერხულად გაიეიმა -თათა... გუშინდელზე უნდა ვილაპარაკოთ... ყურში მოულოდნელად ჩასჩურლა ლუკამ და ყელზე აკოცა... თათა უძრავად იდგა... ვერც კი იგრძნო. როდის შემო ხვია ლუკამ ხელები... -ლუკა..შეწყვიტე დაიყვირა მთელი ხმით და მოულოდნელად სილა გააწნა... -შევწყვიტე... თუმცა მაინც კარგი იყო ღიმილით წარბშეუხრელად უპასუხა განრისხებულ გოგოს და სცენისკენ ანიშნა… *** სცენისკენ მიმავალს გაახსენდა პირველად როგორ უმღერა ნოას… თვალები დახუჭა და ჩამოჯდა… -ნეტავ აქ იყო ნოა გაიფიქრა და თვალები ზღვით აივსო… *** ის იქ იყო… მოშორებით ,შეუმჩნეველ ადგილას… ელოდა… პირველი ბგერაც გაისმა… -თათა... დაინახა და ადგილზე გაიყინა... გულმა შეკუმშვა დაიწყო... ყბები უკანკალებდა…. ათასობით წამლეკავი ტალღა მოაწყდა ნოას გაყინულ სხეულს… სისხლი მთელი ძალით ამოძრავდა და გაალღვო გაყინული ტალღა… მუსიკა… რომელიც პირველად უმღერა… ეხლა კიდევ უფრო მეტად სევდიანად ჯღერდა…. მეტი სევდა მოეტანა ორივესთვის… სუნთქვაშწკრული უურებდა.. უნდოდა ძალიან უნდოდა მიახლოებოდა და მის წინ მდგარიყო თათა ,რომ თვალებს გაახელდა… მთელი ძალით ჩაეკრა გულში და მთელი ამ დროის დაგროვილი სითბოთი მოფერებოდა საყვარელ ქალს… ვერც გაიაზრა როგორ დაიძრა მისკენ… მობილურზე ზარი გაისმა.. -ნოა... არ მოუახლოვდე... დაუბრუნდი თამაშებს ... თორემ ამკერად უკვე მას მოხვდება... მობილურზე გაბმული სიგნალის ხმა გაისმა და ნოამ იგრძო როგორ გაიარა ტყვიამ მის მკლავში... სიმწრით კბილები ერთმანეთს დააჭირა... არ გაუხედავს ... არ გაუპროტესტებია... უკან დაიხია მზერის მოუშორებლად სასოწარკვეთილი ,დაღლილი… შეშინებული … უყურებდა თათას ტუჩებს... რომელიც მთელი ემოციით ნოას უხმობდა... -თათა… ჩაილაპარაკა არაადამიანური ხმით… თათამ თითქოს იგრძნო... რაღაც ახლობლის მოახლოება... გულის ცემა შეუნელდა ... თვალები გაახილა ,გახედა იმ წერტილს საიდანაც ეს ტალღები მოდიოდა.... კვლავ თვალებიდახუჭა თავი დახარა და ატირდა.... სიმღერაც დასრულებულიყო... დარბაზიც გაჩუმებულიყო... თითქოსგრძნობდნენ თათას გულის სევდიან ხმას..... ჩუმი აპლოდისმენტები გაისმა ,რომელმაც მალე სრულიდარბაზი მოიცვა... სულერთი იყო მისთვის ყველაფერი... კვლავ ატირდა... არ ახსოვს როგორ შემოიჭრა ლუკა სცენაზე და ხელში აყვანილი გაიყვანა... თათა შეწყვიტე თვითგვემა.. თათა გთხოვ ... ლუკას მთელი ამ დროის მაძილზე პირველად ეწერა სასოწარკვეთა... თათას დატანჯული სახის დანახვა გულში ათას ისარს სცემდა... -არ მეგონა ისე დამოკიდებული თუ იყავი მასზე თათა... სევდიანად გაიღიმა და თათას შუბლზე აკოცა -ის აქ იყო... ვიცი ... წარმოსთქვა გაფითრებული სახით... -თათა არ გინდა გთხოვ... -მინდა ლუკა... მინდა.. მე ის მინდა.. გესმის? მომიყვან ? შეშლილი სახით შეხედა... დიდხანს აკვირდებოდა არანაკლები შეშლილი მზერიღ ლუკა თათას სიყვარულის ალში გახვეულ სახეს,რომელსაც ტუჩსაცხის ქვეშაც კი უჩანდა როგორ გაულურჯდა ტუჩები... -თათა... თავი ასწიე... მშვიდი შესაძლებლად ღიმილიანი სახით წარმოსთქვა... დღეს შენი დღეა და შემდეგ ჩემი სტუდიის... გესმის? შენ უნდა დაბრუნდე სცენაზე... მაგრამ თუ ვერ შეძლებ ... სადაც მეტყვი იქ წაგიყვან... ამ წამს მასთააც კი… საკუთარი ხელით შენ დამოკიდებული ხარ იმ ადამიანზე... მტკივეულად წარმოსთქვა ლუკამ გავალ ლუკა.... გაუღიმა ლუკას ,რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა სახეზე უიმედობის კვალის დაფარვას... -თათა.... -ჰო ლუკა -შეგიძლია ისეთი რამე იმღერო,რასაც მეც გავიგებ ? თახმობის ნიშნად თავი დაუკრა ** ლუკა მაყურებლის ზონისკენ დაიძრა... თათას წინ დადგა.. თვალები დახუჭა... სურდა წარმოდგენაში მაინც ყოფილიყო ყველაფერი ისე როგორც მას სურდა... გაიღიმა და..... მის წინ ნელნელა იხატებოდა თათას სახე...თათა რომელიც შიშველი ულამაზესი სხეულით იწვა და მზია სხივს შესცქეროდა წარმოიდგინა როგორ ეფერებოდა თათას მკერდს.. ყელა... ტუჩებს... მიყვარხარ ჩემი დროის ბოლო წუთამდე... წარმოათქვა და თვალები გაახილა... -თათა... ჩაიჩურჩულა გაბზარული ხმით... და კვლავ თვალები დახუჭა და წაროდგენაში კვლავ თათას სზეულთან დაბრუდა… მონატრების თვალი დიდი ძალისხმევის ფასად მოსწყვიტა თათას... სიმები რომელნიც ნოას გულს ზამბარებივით იჭერდნენ .წამსვე ჩასწყდა... თითქოს ამოაცალეს და ასფალტზე გადათელეს შეუბრალებლად... სიმების ,რომელიც არ ეთმობოდა ... კვლავ ზარი გაისმა .. უხმოდ მიიდო ყურმილი... ..დაიხიე უკან პირველო" როგორ ბედავ ბრძანების უგულველყოფას.. ...... დაიხიე უკან პირველო... კვლავ გაუმეორა და ხმაში დაუფარავმა სისასტიკემ გაიარა -მამა გთხოვ... არ გინდა... პირველად აღმოხდა სასოწარკეთილი თხოვნა მასთან... სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო იგრძნო,როგორ გაიარა მეორე ტყვიამ კვლავ მკლავში... ხმა არ ამოუღია,უჩუმრად კვლავ კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს... -მამა არა.. ბატონო .. მე შენი ბატონი ვარ ნოა... -გთხოვ.. გამიშვი .. მომეცი ნება წავიდე იმ ავადმყოფური სამყაროდან... გამტყდარი ხმით ჩაილაპარაკა კვლავ... -დაიხიე უკან და ... 1 საათში აეროპორტში იყავი ... იცოდე მესამე ტყვია მისია... ცინიკურად ჩაიცინა და მობილური გათიშა... იცოდა ნოამ ... მათ მისი სუსტი მხარე ჰყავდათ,რომელსაც წინააღმდეგობის შემთხვევაში დაუფიქრებლად..... -არა.. არა... ფიქრი გაწყვიტა.. მძიმედ მოაშორა თვალი ერთადერთ საყვარსლ ქალს გახედა ჩუმად მიეფერა და ჩაიხუტა გულში... იქ სადაც თათას სახლი იყო... სახლში რომელიც თათას მონატრებით და არყოფოფნით დაცარიელებულიყო ..... როგორ ციოდა ნოას გულის ცივ სახლში,ეს მხოლოდ ნოამ უწყოდა... ნოა სწრაფად გამობრუნდა და სირბილით დაიძრა მანქანისკენ... -ტონგ სწრაფად აეროპორტისკენ... მის ხმაში მუდარის ნოტები ჟღერდა -ნოა? თვალი მოჰკრა მისი მხრიდან მომავალ სისხლის ნაკადს... -არაფერია. წადი დაიყვირა და გზისკენ ანიშნა *** კვლავ ლაინერში იჯდა... გონება ებინხებოდა არ ახსოვს ტონგმა როგორ მიიყვანა სახლამდე ... პირადი ექიმი უკვე მოსული დახვდათ... მკლავზე იზრუნეს... -ნუთუ სიზმარი იყო... გონზე მოსული ნოა გულს ვეღარ გრძობდა... -თათა.. როგორ ვერ მოგეკარე... ჯანდაბა... დაიყვირა და სწრაფად მოიხსნა გადასხმის სისტემა -ნოა. ცუდად ხარ გთხოვ მიმართა მეგობრულად შეშფოთებულმა ტონგმა -გადი.. გადდ.ი დაიყვირა და მთელი ძალით დაირტყა ხელი ჭრილობაზე... გიპოვე და კვლავ დაგკარგე... შევიშლები თათა... არა არა... გესმის ? არა... მთელი ძალით ყვიროდა და ხელთ მოხვედრილ ყველა ნივთს ამტვრევდა... -ჩემს გულს და უკვე სულსაც შენთან უნდა თათა... მაგრამ ჩემი სამყარო არ მიშვებს შენამდე ხედავ? არ მინდა .. ჯანდაბა... აღარ მინდა ეს თამაშები ...მაგრამსხვა გზა არ მაქვს... ნოამ გაიაზრა რომ ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა... უნდოდა თუ არა ეხლა უკვე საკუთარი ნების წინააღმდეგ,თათას გადასარჩენად უწევდა კუნძულზე აღვირახსნილ სცენაზე ეთამაშა.. -არ მინდა... ერთადერთი შემორჩენილი საფერფლეც ნამსზვრევებად აქცია... მოულოდნელად... ეკრანი აინთო... ნოა გაჩერდა.... სოფის ავტომატურ რეჟიმზე დაუკითხავად დაეყენებინა ,თათას ახალი სიმღერების ავტომატური ჩართვის ვერსია... -თათა... როგორ მიყვარხარ... მისი ხმის გაგებისას იგრნო როგორ გამოეცალა ის სულ მცირე დარჩენილი ძალა იატაკზე დაწვა და ეკრანს შეხედა... თათას გული... ტუჩები... კვალი ტუჩებზე... მკერდი... კბილების კვალი მკერდზე.. ზურგის ხაზი... იქაც კი ნოას კვალი შრამებად ყველაფერი მისი იყო... ნოასი... წარმოდგენაზე იგრძნო,როგორ ძლიერ უნდოდა მასთან... იმდენად ძლიერად რომ თათას კანის სურნელიც კი რეალურად შსიგრძნო... იატაკზე დაწოლილმა ხელები გაშალა და მთელი სხეულით მიენდო თათას ჰანგებს... მთელი სხეულით,რომელზეც თათას ხმის გაგონებისას ათასი დენის დარტმის ძალა ერთად გადიოდა... ეს ძალა კი ერთობლიობაში ერთ მთლიან დიდ სითბოს წყაროს ქმნიდა.... გრძნობდა,როგორ დევნიდა ეს ნაკადი იმას,რასაც მისი სულის ერთ ნაწილში ღრმად რომ გაედგა .... უკვე ბოროტების დამჭკნარი ფესვები... ** *** აღელვებული თათა საწოლზე იწვა და გულის ხმას უსმენდა... -გუშინ შენ იქ იყავი... ნოა.. ვიცი ვიგრძენი... მკერდზე ხელი დაიდო და ატირდა.... -ნუთუ არ გესმის ჩემი გულის ჰანგები ნოა... -ნუთუ არასდროს მომწერ პასუხს ... .... -ვიცი.... როცა მოვა დრო... პასუხს მომწერ.... აუცილებლად ჩაიჩურჩულა დაღლილი ხმით -მე კი გიტარას ავიღებ და კვლავ გიმღერებ შენ... -თათა გეყოფა ამდენი ტანჯვა... საკმარისია ვერ შენიშნა როდის შემოვიდა მართა ოთახში... გეყოფა ჩემო გოგო... ის ამად არ ღირს ... თათამ თავი დახარა და კვლავ ატირდა... იცით ? როგორ უჭირდა თათას ნოას გარეშე გიგრძვნიათ ? გული როგორ იკუმშება ტკივილისგან... ის შეგრძნება გულ-მკერდის და მუცლის წვის ერთად... უსუსრობის განცდის,გულიდან წამოსული მტკივნეული ემოციისას ,ფეხებამდე რომ ჩადის და ფეხებს გიკვეთს.... *** ნოა კუნძულზე იდგა და ამდროის მანძილზე პირველად ეტყობოდქ სახეზე შეშფოთება… შიში… ტკივილი…. მისთვის ერთ დროს სასიამოვნო ადგილი,დღეს ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო… ყველაფერა გაიღებდა ოღონდაც ამ კარიბჭეში აღარ შეედგა ფეხი… ღრმად ჩაისუნთქა … ნაბიჯი გადადგა და სუნთქვაც კი შეწყვიტა… თათას გული იმაზე მეტად ცემდა... ვიდრე როდესმე.. საგულეში საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა... გინახავთ? გული როგორ დადის ნერვიულად და რაღაცას ძალიან განიცდის... გულის სიარული ვის გაუგიაო შეიძლება იფიქროთ მკითხველო... ხოდა ეხლა ხომ წაიკითხეთ ,რომ გულსაც შეუძლია მოუსვენრად სიარული... აპროტესტებდა რაღაცას გამეტებით აპროტესტებდა... -ნოა რას აკეთებ? გაუაზრებლად ჩაილაპარაკა თათამ და მიეძინა... სიზმრებია სამყაროში ,ზუსტად იმ კარიბჭეში იდგა სადაც ნოა... მის გვერდით ... ხედავდა ნოას,რიმელიც რაღაცას ძლიერ განიცდიდა ,უაზროდ გაჰყურებდა კარებს სადაც მისი გულის და უკვე სულის ჯოჯოხეთის საწყისი გაღებულიყო... თათამ შეხედა ღია კარს... იგრძნო,როგორ გაუცივდა მთელი სხეული.... მიხვდა... -ნოა? ნოა? არ გინდა... შემომხედე.... ნოამ დანანებით შეხედა ... კადრები იცვლებოდა... -პირველო... ,,ღირსეულ წარმოდგენას" ველით.. ბატონს სურს სრული სისასტიკით გაუძღვე ამ ,,ღირსშესანიშნავ" შოუს ... ძალიან სურს... გაიმეორა კვლავ ცივმა ხმამ და ხელში რაღაც მიაწოდა... -მესამე ტყვია შენი გულისწორისაა ცინიკურად ჩასძახა... ნოამ დახედა ხელში ჩადებულ ხელთათმანს და სახე შეეწმუხნა... ნოა სცენაზე იდგა ... მონადირის ფორმაში... სხეულზე დამაგრებული სხვადასხვა შოუს საკოლექციო ,,ნივთებით" ... ,,მორჩილებს" გადახედა... ცდილობდა ისეთი ქალი აერჩია ,რომელიც შეძლებდა იმ სისასტიკის ატანას,რასაც მას ავალებდნენ... ჩამოვიდოდა სცენიდან... დათმობდა ყველაფერს... გული ტკივილისგან უჭერდა... გაახსენდა ზუსტად აქ... ამ სცენაზე რა გაუკეთა თათას... -დაიწყე... ჩასჩურჩულა კვლავ ცივმა ხმამ... -იქნებ ჩემს მაგივრად მეორეს უხმოთ მუდარა ისმოდა მის ხმაში.... -ჩვენ დაფეხმარებით,რომ შეძლო ჩაისისინა ქალმა და იგრძნო,როგორ შევიდა ნემსის თავი მის ზურგში.... უეცარი ენერგიის მოზღვავება იგრძნო... ებრძოდა თუმცა ,თითქოს ყველა დემონი ერთიანად დაბრუნდა მის სხეულში.... შეჩეულ ქალს უხმო... ხელზე დაიხედა ,ხელთათმანი რომელიც ეკეთა საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა,ვიღაცას განგებ მეტალის წვეტები დაემაგრებინა.... ქალი მუხლებზე დასცა და წამსვე ჩამოუსვა ზურგზე... ქალმა დაკივლება ვერ გაბედა,იცოდა წინააღმდეგოვა რასაც ნიშნავდა ამ უწესო ადგილას სადაც არანაირი წესები არ მოქმედებდა ,მეფის წესების გარდა... ცრენლიანი თვალებით შეხედა... და მადლობა მოუხადა... ნოამ დაიყვირა და მთელი ძალით აიქნია ტყავის მათრახი.... **** -არა.. არაა ... ყვირილით გაიღვიძა თათამ... აქამდე ვგრძნობდი,რომ რაღაც სხვა გიჭირდა... მაგრამ ეხლა ვგრძნობ როკ ისევ იქ დაბრუნდი? ნოა არ.რა . დაიკივლა და გული წაუვიდა.. შეშინებულმა მართამ ლუკას გაუღო კარი... -რა მოუვიდა? ექიმს ანიშნა სწრაფად მისულიყო თათასთან... *** -თათა... მოწყენილი ლუკა თათას გვერდით იატაკზე ჩამოჯდა და მისი ხელი დაიჭირა... -თათა.. რატომ არ მანებებ შენთამ ერთად ვიყო... შენთამ ერთად გავიზიარო შენი გულის ტკივილი და ერთად მოვძებნოთ შენი გულის ტყვეობიდან დასახსნელი გამოსავალი... იქნებ ის გასაღები ჩემს გულში ,დარდიანი ხმით ჩაილაპარაკა -ლუკა... ის გასაღები მხოლოდ ნოას აქვს... ვერავინ შეძლებს ჩემი ჩაკეტილი გულის ტყვეობიდან დახსნას... მხოლოდ ის.... დაღლილი ხმით უპასუხა და გაუღიმა ლუკამ სახეში შეხედა ,თმები ნაზად გადაუწია... ლოყაზე აკოცა... თვალებში შეხედა... ფრთხილად მიიზიდა თავისკენ და მიიხუტა... -დამშვიდდი თათა... ყველაფერი კარგად იქნება.. ის მოვა .. კარგი? მოვა... რომ მოვა შენ ესეთ მსგომარეობაში რომ გნახოს მოეწონება? თათამ ყარყოფის ნიშნად თავი გააქნია ... ხოდა ნუ ხარ ესე... ცოტა გონზე მოდი ... ალბათ ისიც იბრძვის შენთან მოსასვლელად თათა... აცადე და გამოჩნდება... ლუკას ხმას არანორმალური ტკივილი გასდევდა... … ნოამ თვალები დახუჭა და მუხლებზე მოწყვეტით დაეცა… საკუთარი სულის და გონების ამოგლეჯა სურდა… თავი მთელი ძალით დაარტყა იატაკს… -ბატონო… ნოა..ნოა … ცრემლიანი ტონგი მთელი ძალით ცდილობდა მის შეჩერებას… ტაშის ხმა გაისმა… -მონადირევ… მეფე ჯმაყოფილია ბრწყინვალედ შეასრულეთ … ესეც თქვენი საშვი… შეგიძლიათ გახვიდეთ… ირონიულად წარმოსთქვა მკაცრი გამომეტყველების ქალმა და ტონგს საშვი გაუწოდა… -მომდევნო თამაშებია დროს შეგატყიბინებთ…. ცივად ჩაისისინა ქალმა დაოთახიდან გავიდა… -ტონგ გამიყვანე აქედან… დაზაფრული,არეული სახით ძლივს გასაგინად ჩაილაპარაკა ნოამ **** გრძნობდა ნოა საკუთარი სულის ჭიდილს სხეულთან…. მის შიგნით ქარი,ქროდა…. სიყვარულის ქარი ,რომელმაც მის ბოროტ,დემონურ სულს სინანული შთაბერა… იცოდა თავიდანვე ,იცოდა… ომი,რომელშიც ამ წამს იმყოფებდა ,იმთავიდანვე წაგებულ ბრძოლად იქცა,თათა რომ გამოჩნდა… აღარ სურდა… არ უნდოდა ამ ომის მონაწილე ყოფიკიყო… უნდა იყის გზა… უნდა იყოს … დაიყვირა მთელი ძალით…. აღარ დავუბრუნდები ამთამაშევს …. აღარ ძალმიძს…. აღარ…. უნდა არსებობდეზ გზა… დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს…. თათა … უნდა არსებობდეს გზა…. პირველად გრძნობდა ნათელი სულის ხმას… საკუთარი დაღლილი ნათელი სული საშველად უხმობდა… -არა ბოროტებას -არა დემონების თამაშებს -ა.რრა… არრა… სათუთად გაიკეთა ჯვარი ყელზე და თვალები დახუჭა… სულის ჭიდილში დაღლილი სხეული... უშენოდ მგონი მოვკვდები... ** გინახავთ? ფრინველი რომელიც ბურუსით მოცულ სახიფათო უღრან ტყეში ... უცნობ არემარეში -გზას იკვლევს ხედვის გარეშე,გულის წადილის ძახილით... იქ სადაც უამრავი მტაცებელი აფთარი ჩასაფრებული დგას იმ კარების ჩასარაზად სადაც ერთადერთი გამავალი ნათელი სხივია თავისუფლებისკენ... *** თათა... თათა... ჩაესმა მამაკაცის ხმა ... ფარდის გაწევის ხმა და მზის სხივის სახეზე დაცხრომა ერთი იყო... სახეზე ხელები აიფარა და გადაბრუნდა... -თათა.შემომხედე რამოდენიმე დღის უძილარი ლუკა ქალის საწოლს მიუახლოვდა ხელი ჩაჰკიდა და აიძულა უკან გადმობრუნებულიყო -დავიღალე ლუკა... რატომ არ მეშვები -როგორ? მასწავლე როგორ შეგეშვა. სცადა გაღიმება და თავი ჩახარა -წადი... უბრალოდ წადი... -ესე მიგატოვო? კვლავ დანანებით გაიღიმა -ჰო... ესე უნდა მიმატოვო ლუკა ,მე სულ ესე ვიქნები -როგორ შეგაყვარა თავი ესე ? კვლავ სცადა გაღიმება,თუმცა აკანკალებულმა ყბებმა გაყიდა,სახე შეეცვალა და იგრძნო როგორ დაუსველა ცრემლმა თვალი -გთხოვ ლუკა,არ გინდა ჩემს გამო.. შეშფოთებული სახით უყურებდა კაცს,რომლის მუდმივად მხიარული მზერა უიმედო სიყვარულის ტკივილს შეეცვალა... *** იჭექა... ფანჯარაში იხედებოდა... იგრძნობოდა როგორ იწყებოდა ნიაღვარი... ზუსტად ისე,როგორც თათას გული უკვე დიდიხანია წაელეკა სიყვარულის მტანჯველი ტალღის წამლეკავ ტალღას... გარეთ გავიდა... თავი ასწია ხელები გაშალა... -ნნ.ნ.ოა.. დაიყვირა მთელი ძალით... თითქოს ცამაც გაიგო თათას ტკივილით სავსე ხმა ელვის ხაზმა ხმაურით გააპო ბნელით მოცული სიცრვე და ბანი მისცა ჭექა-ქუხილის სახით... -თათა... შევიშალე ... ყურში ჩაესმა მონატრებული ხმა... ადგილზე გაშრა... იგრძნო ღრმა, დაღლილი ,მონატრებული ცხელი სუნთქვა წვიმისგან გალუპულ ყელზე... არ სჯეროდა... ეს რეალობა არ იყო... სუნთქვა გაუჭირდა... ფეხები მოეკვეთა... ნოამ იგრძნო თათას უსუსური მდგიმარეიბა სწრაფად მიიკრა ქალი მთელი ძალით მკერდზე,ფრთხილად შემოატრიალა და ხელში აიყვანა -გაახილე თვალები თათა... შემომხედე გაბზარული ხმით ჩასჩურჩულა კვლავ თათამ თვალები უფრო დახუჭა... ხმამაღლა ატირდა და სახეზე ხელები აიფარა... -მეჩვენები? მეჩვენები... არგაქრე ... არგაქრე... გთხოვ... ჩაილაპარაკა არეული ხმით ნოა დაიხარა და თათას ათრთოლებულ ტუჩებს ნაზად შეახო ბაგე.... სახეზე მიეფერა... ყელზე... მკერდზე მთელი ძალითბიკრავდა... თათას გულს მთელი სხეულით გრძნობდა... საკუთარ გულს გრძნობდა თათას დასუსტებულ სხეულში... თათას გულში ნოას ჩაკეტილმა მზის სხივმა თითქოს გასაღები იპოვა.... სწრაფას გააღო და ორი გული ერთ მთლიან მფეთქავ ატომად აქცია.... თათამ თვალები ფრთხილად გაახილა... ნოას სიმშვიდემდე შეშლილი სახის დანახვისას მთელი სხეულით აკანკალდა... -გელოდებოდი... როგორ გელოდებოდი.... მადლობა ღმერთო... ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ... თვალი მოჰკრა ნოას გულზე დაკიდებულ საკუთარ ხის ჯვარს... ტირილით გაიღიმა და მთელი ძალით ჩაეკრა საყვარელ,მინატრებულ სხეულს... უხმოდ დაიძრა მანქანისკენ... თათა მშვიდად ჩასვა ხელი ჩასჭიდა და დაიძრა... მანქანა უბრალოდ თუმცა სასიამოვნოდ მომზირალ სახლთან გააჩერა... ტონგი დაძაბული უყურებდა ნოას ...სწრაფად დაიძრა მისი მანქანის დანახვისას... გაეღიმა ნოას ხელში თათა ეჭირა და ფრთხილად მოჰყავდა -ბატონო რამე ხომ არ გჭირდებათ? - ნოა დამიძახე მეგობარო.არანაირი ბატონო გაუღიმა მეგობარს და რაღაც ანიშნა -თუ რამე დაგჭკრდებათ აქ ვარ ნოა... გაუღიმა და ირგვლივ დაძაბულად მოათვალიერა ყველაფერი -დამშვიდდი ტონგ.ყველფერი რიგზეა - არ არის.ხმაში მღელვარება ეტყობოდა დაცვის უფროსს -მე ვიცი რაზეც მივდივარ მეგობარო და მზად ვარ.მშვიდად გაუღიმა ნერვიულად მომზირალს დაისვენე ჩასჩურჩულა ტონგს და მხარზე მეგობრულად დაადო ხელი ნოამ თათას დახედა და აბაზანისკენ დაიძრა ხმა არცერთს ამოუღია.ნოამ ჯაკუზი ცხელი წყლით აავსო.თათას მღელვარე სიმშვიდით შეხედა უსიტყვო თანხმობა მიიღო და ათრთოლებული ხელებით გახადა პენუარი თვალები დახუჭა ქალის მონატრებული მკერდის დანახვისას... ჯერ თავად ჩავიდა ცხელი ორთქლით მოლივლივე სასიამოვნო სიმხურვალეში ,თათას ხელი გაუწოდა და მის ზურგსუკან მოექცა მთელი ძალით შემოხვია ძლიერად მკლავები.. მონატრებული თმების სურნელი შეიგრძნო... ორი სხეულიდან წამოსული სიმზურვალე ერთმანეთისას თითქოს წვავდა... -უშენოდ ვკვდები თათა... -მეც.უკვე აღარ ვარსებობდი ნოა... როგორ გამიშვი!როგორ გამიმეტე ანმე,ან საკუთარი თავი როგორ?როგორ? ისტორიის მეგზურებო არ იფიქროთ საყვედური?არა!საყვედური არ ჟღერდა თათას ხმაში მონატრების ტკივილით იყო გაჟღენთილი თათას უკიდეგანოდ დაღლული ხმა ხმის ამოღება არ შეეძლო.ყველფერს უხმოდ ,უსიტყვოდ მოისმენდა რასაც ის ამბობდა... ნოას რამდენი ხანი ენატრებოდა ამ ხმასთან საუბარი -კიდევ მითხარი თათა რამე.გონარეულმა ჩაილაპარაკა,თავი ნაზად გადააწევინა და ტუჩებზე მონატრების კოცნით აკოცა მკერდზე ხელით შეეხო ნაცნობმა სასიამოვნო შეგრძნებებმა დაიპყრო მამაკაცის სხეული,ამდენიხნის ნანატრი ტალღები დაიძრნენ ნოას სხეულში ტალღები რომელსაც მხოლოდ საყვარელ ადამიანთან შეხება იწვევს -როგორ მენატრებოდა შენი შეხება,თათას გული მთელი ძალით ცემდა თავად შებრუნდა მამაკაცისკენ დიდხანს უყურა ნოას სევდა-ჩამდგარ თვალებს,მის მზერაში ყველაფერი უსიტყვოდ წაიკითხა მთელი ძალით დააცხრა ტუჩებს,რომლის სიმხურვალე მზისას უდრიდა -აღარ გინდოდა ჩემი სიყვარული?ჩუმად ჩასჩურჩულა -აღარ,გაიღიმა კაცმა -აღარ?თავი დახარა თათამ -კიდევ მინდა.სინანულით გაუღიმა და ატირებულ გოგოს მხარზე აკოცა -შენი ლოდინით სული დამეღალა ნოა ...ჩასჩურჩულა ჩუმად მყოფ მამაკაცს თათას ტურადღება მამაკაცის სხეულზე მომატებულმა შრამებმა მიიქცია თითები ნაზად დაადო ჯერ კიდევ მტკივნეულ ,ნიშნებზე" და სათითაოდ დაადო ტუჩები იქ სადაც სხეულის ტკივილის კვალი გადიოდა... შუბლთან... მინის ნატეხისგან დარჩენილ შრამზე კისრის ხაზთან... მკერდთან... მკლავზე ნატყვიარის კვალიც ელავდა... ზურგზე.... სადაც არცერთი ადგილი არ დარჩენილიყო თითქოს ვუღაცას ჯაჭვის მათრახით უმოწყალოდ გაემეტებინა ნოას სხეული.... სიტყვის თქმას ,არ აცდიდა თათას თვალებიდან წამოსული მხურვალე ზღვა... ატირებულმა ხელი გაუწოდა მამაკაცს... ისიც დაჰყვა მის ნებას ... წამოდგა ... ზურგით დაწვა ... იგრძნო როგორ დააწვა და გადაეფარა თათას ცხელი ,ათრთოლებული სხეული და მამაკაცის მთლიანი ზურგი მოიცა საკუთარი სხეულით... -რა გაგიკეთეს? ნოა... ქალის ჩამწყდარმა ხმამ ნოა რეალობას დააბრუნა .... -რა ნოა? -თათა... არაფერია... .. -ნუ ტირი... გაივლის თათა -გთხოვ ... ვიცი რომ იქ დაბრუნდი ნოა... ვნახე სიზმარში... თათას ხმა თრთოლვას ვერ წყვეტდა და მკერდით ...მთელი ძალით ეკვროდა მამაკაცის ზურგს... .... ფრთხილად გადმობრუნდა.. თვალები დახუჭა... თათას ტუჩებს სახით მიეფერა... მკერდის თავები ნაზად დაუკოცნა... -თვალები გაახილე ნოა... უნდა დამტოვო ისევ? სევდიანი იყო ქალის ხმა ,იმდენად რომ ნოას სულს სიმები ჩასწყვიტა ნოამ ღრმად ჩაისუნთქა... თათას თვალებში ჩახედა... სადაც უიმედობის ტალღა ღელავდა მოვალ... თათა.... მოვალ ... თათას თვალებში წაკითხულ გაუბედავ კითხვას ჩურჩულით გასცა პასუხი... -როდის? კვლავ უიმედო თვალებით ,ატირებულმა უჩუმრად ... სიტყვის გარეშე იკითხა... ნოას თვალებს ჩახედა სურდა მის მიღმა გადასულიყო და თავადაც გაენაწილებინა ის ფასი ... იცოდა... მიხვდა... ნოას ეს შეხვედრა როგორი ფიზიკური და სულიერი ტკივილის ფასად უჯდებოდა... -გპირდები თათა... ყველაფერს გავუძლებ... და გავაკეთებ შენთან მოსასვლელად... გპირდები... ფიზიკური ტკივილი,ვერ გასწვდება იმ ტკივილს რასაც უშენობა მაყენებს .... -ნ.ნოა... მწარედ ატირდა და მთელი ძალით შემოეხვია ... კაცმა ხელში აიყვანა კვლავ და ჩახუტებული გასაშვებად ვერ გამატებული ქალი ,მკერდზე ჩახუტებული...ნელი ნაბიჯებით მიიყვანა სახლამდე...დაუღლელად... გინახავთ? სიჩუმე... რომელსაც სიტყვაზე მეტი უთქვამს... სახლთან მისულმა... მობილურის განათებულ ეკრანს დახედა... თათსს გაუღიმა... -შედი თათა... გთხოვ... -ნოა... როდის ? ... როდდ.ის? მთელი ძალით ჩაეკრა საყვარელ მამაკაცს და არ აძლევდა წასვლის საშუალებას... -მალე თათა... მალე ... გთხოვ შედი და აღარ გამომხედო ...გთხოვ ... გულს ნუ ამომგლეჯ საბოლოოდ... დანიტოვე ,რომ კვლავ დავბრუნდე... არაადამიანური ხმით წარმოსთქვა და თათას უკან უბიძგა... თავადაც უკან დაიხია... -გამიღიმე თათა... მშვიდად გაუღიმა საყვარელ ქალს.. კვლავ განათებულ ეკრანს დახედა.. მწარედ გაეცინა... -ხომ გთხოვეთ მის თვალწინ არა... მის თვალწინ არრა... სიმწრით გამოსცრა კბილებში... ხელები გაშალა და სვლა შეწყვიტა... -ნოა... დაიყვირა მისკენ მორბენალმა ტონგმა... ნოამ ხელით შეაჩერა მეგობარი და მუხლი ჩაეკეცა... თათას ყურთასმენას უცნაური გასროლის ხმა ჩაესმა... ვეღარ აღიქვამდა უეცრად მომხდარ მოვლენებს... ნოას შეხედა.უღიმოდა ... უჭირდა აღქმა ... ის შებარბაცდა და მუხლებზე დაეცა... ორივე ფეხიდან სისხლის ნაკადმა იწყო დენა მიხვდა... თათა... ჩუმი ყვირილით გაიქცა ... და მთწლი ძალით გადაეფარა ჯერ კიდევ ძლიერად მდგარ ნოას... სახლიდან შეშინებული მართა სასოწარკვეთილი მიიჭრა თათასთან... -ნოა შვილო… ტირილით წარმოსთქვა მართამ… -წაიყვანე მართა დედა... თბილად მიმართა ნოამ შეშინებულ ქალს,გული უცნაურმა სითბომ გაუპო იმ სითბოთო გაჟღენთილი შვილოს გაგებისას… ნოაც ხომ ვიღაცის შვილი იყო.. შვილი რომელსაც არასდროს გაუგონია დედის თბილი სიტყვა -შვილო… დედის წარმოსთქმისას… იმ დედის წარმოთქმისას ,როგორც მას არასდროს მიუმართავს საკუთარი დედისთვისაც… გაიღიმა… რა ბედნიერებაა სიყვარულით წარმოთქმული შვილო… დედა… 10000 დენის ძალა გადიოდა ნოას სხეულში… არნახული სითბოს და სიყვარულის შეგრძნებები ამაგრებდნენ ნოას ფიზიკურ რეალობას… -ცაში აიხედა… ჯვარს ხელი ფრთხილად ჩასჭიდა .. მადლობა უფალო ამ შეგრძნებებისთვის … მადლობა რომ მეც გამვიცადე… მეც გამაგონე… ატირდა… ტონგს ხელით მათი გაყვანისკენ ანიშნა... -ნნოა... ნნოა... ვერ ახერხედნენ ტკივილის ძალით მომატებულ თათას დაკავებას... -გამიღიმე თათა... კვლავ მშვიდი სითბოთი გაუღიმა საყვარელ გაგიჟებულ... სასოწარკვეთილ ქალს... ..... -გამიღიმე... თათამ წინაადეგობა შეწყვიტა... გინახავთ? ღიმილი ... სადაც ღიმილის გარდა ყველა ემოციაა ერთად თავმოყრილი... -დაგიბრუნდები თათა... მოვალ ... გპირდები მოვალ... წარმოსთქვა ბოლო ძალებით... კვლავ გაიღიმა.... მზერას ჩარჩა თათას სასოწარკვეთილი.... ნოას სითბოთი სავსე მშვიდი ღიმილი... ყურთასმენას დაპირება.... -მოვალ... ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.ყოველთვის მოვალ თათა... ორივეს მზერა ბინდმა მოიცვა…. დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას ***** იცით? სიცოცხლის ხაზის გადაკვეთა როგორ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე უარის თქმა მხოლოდ იმ ერთი შეხვედრისთვის... ფიზიკური ტკივილის სიხარულით მიღება ადამიანს ,რომელსაც სხვის გულში საკუთარი მზე ჰყავს დამალული მზე რომელიც მხოლოდ მასთან შეხვედრის დროს კვეთს ორი გულის საზღვარს და ისე ანათებს ... გაალღვობს აისბერგსაც *** 2 დღით ადრე -ნოა.. იქნებ დროა გაუშვა ის გოგო... სახეშეცვლილი ტონგი დაძაბული უყურებდა სპეციალურად გამოგზავნილ ყუთს,რომელშიც მობილირი იდო და კარგს არაფერს მოასწავლებდა -ტონგ... მათ გაიგეს -როგორ?სრული სიფრთხილით მხოლოდ სანდო ადამიანებთან ნოამ ხელი ასწია და სიტყვა გააწყვეტინა -სანდო ადამინები არ არსებიბენ თითქმის ყველა იყიდება,თუ იმაზე მეტს არ შეთავაზებ ვიდრე სთავაზობენ შენს გაყიდვაში... შენ კი იცი,მეფე ყოველთვის მეტს სთავაზობს... განსაკუთრებით ჩემს გაყიდვაში.... სინანულით გაიღიმა ნოამ და მობილურის ზარიც გაისმა უხმოდ უპასუხა ზარს,სადაც მისთვის ესოდენ საძულვევლი მეფის მაცნე ქალის ცივი ხმა გაისმა -მონადირე... ალბათ არ ხარ გაკვირვებული ჩემი ზარით ..... -შეგახსენებ კვირის ბოლოს თამაშებია.თუმცა ვდარდობ,რომ ესე არასერიოზულად უდგები ჩვენს წესებს -თქვი.რა გინდა?კბილებში გამოსცრა ნოამ - შენ არ გაქვსნებართვა იმისთვის რასაც აკეთებ ნებართვის გარეშე კი ვერ შეხვდები იმ ქალს... არცერთი პილოტი არ აფრინდება მეფის დასტურის გარეშე ... -გინდა ეს ნებართვა მიიღო? ცინიკურად ჩაეკითხა ქალი იცოდა ნოამ,უარყოფას და წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა,მათ უკვე იცოდნენ მისი გეგმების შესახებ -როგორ მივიღო?იკითხა და ჯვარს ხელი დაადო -იმ ქალის ნახვას,მხოლოდ შენი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლებ შესაძლოა ვერც გადარჩე გიღირს ამ შეთავაზების მიღება მის ნახვად? -მიღირს.მტკიცედ წარმოსთქვა ნოამ -მზად ხარ ამ ქალის გამო შესაძლო განაჩენისთვის? ქალის ხმაში არანაირი ემოცია არ ჟღერდა -მზად ვარ.ოღონდ მისთვალწინ ნუ გააკეთებთ,ბზარი გაკრთა ნოას ხმაში -პასუხი მიღებულია.დაფიქრდი... ნებართვა გაქვს სი..ცოც..ხლის.. რის.. კი.ს. ფა..ს..ად... მონადირევ ,მკაცრი ხმით დამარცვლა ქალმა და გაბმული ზუმერის ხმა გაისმა ტონგი დაძაბული უსმენდა მათ საუბარს.გონებაში მხოლოდ ერთადერთ სცენარს განიხილავდა იცოდა აზრი არ ჰქონდა ნოას გადარწმუნებას,ღრმად ამოისუნთქა მობილური ამოიღო და სწრაფად გავიდა ოთახიდან ნოამ თვალები დახუჭა... თავი სავარძლის კიდეს დაადო და გაიღიმა -შენთან მოვდივარ ჩემო სულის გამნათებელო როგორც იქნა ** თათას გონებაში კადრებად მხოლოდ ნოას ღიმილიანი სახე ჩარჩა მუხლებზე მდგომი,მაინც მშვიდი ტუჩები,რომელიც დაბრუნებას პირდებოდა -თათა განერვიულებული მართა უკვე მერამდენედ ეძახდა უძრავად მწოლს -მერამდენე დღეა არაფერს ეკარები ხმა გამეცი გთხოვ ატირდა და გაფითრებულ დისშვილს დახედა -სადაა ნოა?ცოცხალია? ჩამწყდარი ხმით იკითხა -ტონგმა და ვიღაც უცნობმა წაიყვანა დახმარება მინდოდა ,მაგრამ შევნიშნე ტონგი ,რომ სწრაფად გაჩერდა მანქანით იქ სისტემები იდგა,თითქოს მინი საოპერაციო ოთახი იყო.ვფიქრობ იცოდნენ და მზად იყვნენ ჩუმად ჩაიჩურჩულა მართამ -რატომ?რატომ? იცოდა და ამაზე წავიდა სიცოცხლეს თმობდა გესმის რა გააკეთა? იმ სიცოცხლეს რომელის დათმობაც ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხა.მთელი ხმით ყვიროდა და დამშვიდებას ვერ ახერხებდა -მის გარეშე ჩემთვის აზრი არ აქვს რატომ არ ესმის? რატომ ?ატირებულს რაც ხელში მოჰყვა ყველაფერი კედელს მიანარცხა მართა უხმოდ უყურებდა ,აცდიდა ემოციებისგან დაცლას ოთახიდან გავიდა და ზარს უპასუხა -ლუკა არ გინდა ნუ მოხვალ ,ცუდადაა შენც ცოდო ხარ,როდემდე უნდა უყურო საყვარელი ქალი სხვა კაცის გამო როგორ იტანჯება არ გინდა ლუკა შეეშვი... ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და მობილური ძირს დააგდო ემოციება ვეღარ იკავებდა მართაც *** ტონგი თვალს დაძაბული ადევნებდა ხან ექიმს ხან ნოას მაჩვენებლებს -გადარჩება არტერიაში არ მოხვედრილა არცერთი... დაასრულა გადახვევა და იატაკზე დაღლილი ჩამოჯდა -მადლობა.ტონგიც მოწყვეტით დაეშვა ექიმის გვერდით... მადლობა ,რომ წამომყევით -ფეხზე ნუ გაივლის სარისკოა ისევ დენა არ დაიწყოს ბედი ჰქონია მიხედე.თუ დაგჭირდა დააბი... გაიცინა დაძაბულად -დავაბავ.. აუცილებლად ჩაილაპარაკა ტონგმა და ნოას გადახედა ** რა ხდება მეგობარო ? რას დამყურებ ესე გაოცებული ღიმილი ვერ დაფარა ნოამ -მიხარია... რომ კარგად ხარ ნოა.გაიღიმა და გაღვიძებულ მეგობარს პირველად ძლიერად ჩაეხუტა -შენი წყალობით ...ხელი თავადაც ძლიერადშემიხვია თათა როგორაა ? -ალბათ არც ისე კარგად.. უხერხულად ჩაილაპარაკა -მაინც მის თვალწინ გააკეთეს ფეხებზე დაიხედა და სცადა წამომდგარიყო და ტონგს ხელით ანიშნა გაჩერებისკენ სცადა ფეხე დადგომა,თუმცა ჭრილობამ გამოჟონა -ჯანდაბა! ჩაილაპარაკა და სახე შეეცვალა -ნოა დაწყნარდი,დაისვენე ,მომეცი მკურნალიბის საშუალება.ძალები უნდა მოიკრიბო... ხომ იცი არ არსებობს მიზეზი,რის გამოც ისინი თამაშიდან გამოგთიშავენ 5 დღეში ფეხზე უნდა იდგე ნოამ თავი მძიმედ დახარა და საწოლზე დაბრუნდა,ფიქრებით თათასკენ გადაეშვა შენთვის მზად ვარ თათა.აუტანელსაც ავიტან სხვა გზა არ მაქვს უნდა ვითამაშო შენთვის სხვაგვარად,შენც არ დაგინდობენ შენ რომ რამე დაგემართოს. ჯანდაბა,ხელი გამეტებით დაჰრა იქვე მდგომ მაგიდას არვიცი როგორ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს უნდა არსებობდეს რაღაც ღმერთო მაპოვნინე გზა გზა გზა გონებაში რაღაც ძალამ მთელი ძლიერებით ჩასძახა სახეზე მშვიდი ღიმილი მოეფინა -ერთადერთი გზაა ჩაილაპარაკა უცნაური ხმით და მთელი ძალით დაიყვირა ** ბეწვის ხიდზე ვივლი სულის ნათქვამით *** ლუკას ხმა გაისმა ოთახში... მოდი გავიდეთ სადმე.. არ გინდა ერთი დღე ადამიანურად გაატარო? გთხოვ თათ... თვალებ დახუჭული უარის მოლოდინში კბილს კბილზე აჭერდა და ღრმად სუნთქავდა თათა უყურებდა ლუკას და საკუთარ თავს ხედავდა... უხმოდ წამოდგა ლუკას ხელი ჩაჰკიდა და თანხმობის ნიშნად გაუღიმა... მანქანა სანაპიროზე გააჩერა... ჯარები გააღო და ხელი გაუწოდა სხვაზე შეყვარებულ საყვარელ ქალს... უხმოდ გაუყვნენ ზღვის ნაპირებს,ზღვის ტალღების მშვიდი ღელვა შეყვარებული ადამიანის გულის ღელვას მოგაგონებდათ... -თათა.. გულს ვერ უბრძანებ არა? ღიმილით იკითხა ლუკამ -ვერა... თავი გააქნიაუარყოფის ნიშნად -რომ შეგეძლის შემიყვარებდი? -რომ შემეძლოს... არ შემიძლია სევდიანი ღიმილით დაუბრუნა პასუხი -იცი? პირველად ვარ შეყვარებული და განადგურებული... განა ჩემი თავის გამო თათა... შენს გამო... რომ შემეძლოს გულს გადმოგინერგავდი ... გაბზარული ხმით წარმოსთქვა ლუკამ -მერე მე მივიღებდი შენს უგულოდ დარჩენას? -ისედაც აღარ მაქვს... შენ რომ გიყურებ ამმდგომარეობაში ,სასოწარკვეთილს გგონია გული შემრჩა? სცადა გაღიმება კაცმა -მაპატიე... თავი ჩახარა თათამ და ატირდა -კარგი ნუ ტირი... ხელები გაშალა და ფრთხილად ჩაიხუტა გაფითრებული გოგო ,არაფერს ვითხოვ უბრალოდ ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს კარგი? -მაქვს .. თბილად გაუღიმა თათამ ** თამაშების დაწყებამდე დარჩენილია 1 წუთი... გაისმა მეფის მაცნის ცივი ხმა... მონადირეებო განლაგდით სცენაზე.... სპეც დანიშნულების ვერტმფრენების სირენების ხმამ მოიცვა სრულიად კუნძული... ნოამ თავი ასწია... როგორც იქნა დასრულდა.... ჩაილაპარაკა ტონგს გახედა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა ,მან დიდი როლი შეასრულა პოლიციასთან საიდუმლო შეთანხმებაში... შემდეგ გაოგნებულ მეფეს გახედა და ღიმილი გადაეფინა სახეზე... მეფემ მრისხანებით შეხედა მომღიმარ ნოას ... ხელი გულზე დაირტყა და რაღაც ანიშნა... ნოამ კვლავ გაიღიმა და ხელები გაშალა ... სპეც რაზმის შემოსვლასთან ერთად ყველა მიჩუმდა... გაქცევა ვერავინ შეძლო **** ბრალდებულ მეფეს და მის თანამოაზრე სპონსორებს ამორალური , სასტიკი... წესების გარეშე სექსუალური თამაშების შექმნისთვის მიესაჯათ უვადო თავისუფლების აღკვეთა... მორჩილებს გამოსასწორებელი ვადით თავისუფლების აღკვეთა ფსიქოლოგიური დახმარების დაწესებულებაში ყველა მონადირეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა... გარდა ერთისა... ნოას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა... მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა... სხდომის დარბაზი გაირინდა... პროტესტს რომ აზრი არ ჰწინდა ყველა მათგანმა კარგად უწყოდა... ბადრაგებს ვთხოვთ გადაიყვანონ პატიმრები შესაბამის დაწესებულებებში გასცა მოსამართლემ განკარგულება და დარბაზი დატოვა.... -ნოა ხელბორკილი უნდა დაგადო უხერხულად ჩუმად წარმოსთქვა მბრალდებელმა... ღიმილით გაუწოდა ხელები... -მადლიბა თანამშრომლობისთვის ნოა ,დიდიხანია ვცდილობდით ამ კუნძულის მოძიებას... -თქვენ მადლობა ამ თამაშების დასრულებისთვის... მეც უვადო თავისუფლების აღკვეთას ვიმსახურებდი მბრალდებელო... შენ თავისუფლებას იმსახურებ ნოა... შენი ბრალი არაა,რომ ესეთ სამყაროში დაიბადრ სადაც მშობლები შვილის მტრები არიან,სადაც ბავშვს ადამიანობას ასწავლიან… შენ მაინც ისწავლე… საკუთარი სიცოცხლე გარისკე ჩვენთან დაკონტაქტებით… მეგიბრულად გაუღიმა და ბორკილები სინანულით დაადო... **** ტელევიზიებს უკვე მოეცვათ სრულიად სამაუწყებლო სივრცე... დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გამსაკუთრებით იმ ცნობილი ხალხი დაკავებებმა ვისი სპონსორობითაც იმართებოდა ეს ყოველივე ... **** თათა გაოგნებული უყურებდა დიქტორის მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს… ყბელაფერს მიხვდა… -ნოა… შენ შეძელი და იპოვე შენი სულის ნამდვილი ძახილი… ხმამაღლა ტიროდა და შემოსულ მართას ვერც ამჩნევდა… -5 წელი… ხუთი… თათა იატაკზე ჩამოჯდა… აქ ვარ ნოა… გელოდები … -მან შეძლო… ჩაიჩურჩულა და ეკრანს გახედა სადაც ნოა მშვიდად იღიმოდა… -თათა რა ხდება? გაოცებული მართა ჯერ კიდევ ეკრანს უყურებდა… -მან შეძლო ყველაფრის დასრულება დეიდა… -რისი დასრულება ? ვერ ხვდებოდა ქალი -რისიც… რისიც… რისიი.იი.ც დაიყვირა თათამ და იატაკს მუშტები დაარტყა… -თათა დამშვიდდი .. კარგი ჩემო გოგო .. კარგი მშვიდად ააყენა და საწოლზე დასვა… თათა გონებით სხვაგან იყო… - ციხის სამარტოო საკანში ფეხის ხმა გაისმა... უკვე 1 წელი გასულიყო... ნოა გამუდმებით ფიქრის სამყაროში მოგზაურობდა... ზუსტად იცოდა თათა ბედნიერი იყო მისი ამ გადაწყვეტილებით... არ სურდა თათას ციხის კედლებში ხილვა,ამიტომ მის პასპორტს შეზღუდვას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არ უხსნიდა,იცოდა იმდღესვე გამოფრინდებოდა და ვერ გაძლებდა ნოას ნახვუს გარეშე... -რაზე ფიქრობ პირველო მონადირევ? ჩაესმა ყურში ნაცნობი სასტიკი ხმა მეფემ მოკითხვა გადმოგცა... ნოამ შებრუნება ვერ მოასწრო..იგრძნო როგორ გაიარა დანის ბასრმა წვერმა მის გულში... გაიღიმა , თვალწინ თათა წარმოუდგა... სხივი,რომელმაც მას ადამიანობა შეაძლებინა... ხელი ჯვარს დაადო... პირჯვარი გარდაისახა და მუხლებზე დაეცა... სულმა გაარღვია ნოას სხეულის საზღვრები ,თავისუფლება შეიგრძნო... გაიხედა... დაინახასაკუთარი სხეული იატაკზე მწოლიარე ,მაგრამ მაინც მომღიმარი.... -რა არის ადამიანი სულის გარეშე? ჩაილაპარაკა და საკუთარ სხეულს მიუახლოვდა… ** გზის გასაყარზე ნოას სულის ორი მხარე იდგა… კადრებად უყურებდა საკუთარი ცხოვრების განვლილ გზას… სახე უფროდაუფრო ექუფრებოდა… ყბები უკანკალებდა… თითქოს ვიღაცამ მშვილდი მოჭიმა და მთელი ძალით სტყორცნა გულის ცენტრში… -ნოა… ჩაესმა არაამქვეყნიური ხმა , დაიმახსოვრე … ცხოცრება გააგრძელე… გულის ხმას მოუსმინე… ის შენი ადამიანობის საწყისია… რადგან … შენი გადარჩენი გზა იწყება.. გულის გავლით… სულამდე… ***** -ნოა..ნოა გაიღვიძე... რა გესიზმრება... შეშფოთებული ტონგი უცნაურად დაჰყურებდა ოფლმდინარე ჯერ კიდევ სიზმარში მყოფ მეგობარს... -ნოა.. სიზმარია .. გაიღვიძე მთელი ძალით არყევდა შეშფითებული ტონგი ნოამ თვალები გაახილა ,ჯერკიდევ იმ უჩვეულო სითბოს და სინათლის შეგრძნებაში იყო.. ტონგს შეხედა და გაიღიმა... -ტონგ… იცი მომეჩვენა რომ მაპატია… -ვინ? დაფიწრებით შეხედა -მან… ზემოთ ანიშნა მეგიბარს… ტონგმა თვალი ააყოლა ნოას თითს…ვერ მიხვდა ,თუმცა არაფერი უთქვამს… -მესიზმრა ,როგორი უნდა იყოს ადამიანის სული ... რომ ცხოვრება მხოლოდ ერთი წამია... რომ ცხოვრებაში მთავარი კეთილი სულია... მე ჩემი გასავლელი გზის დავალება ერთ დღესაც მივალ უფალთან და იმ დროისთვის კეთილი საქმეებით უნდა წარვსდგე... ისეთით,რომელიც გადაწონის ჩემს წინა ცხოვრებას.... ტონგი მიხვდა… სახე გაუნათდა… -იცი მეგიბარო არ მჯერა რომ უკვე 5 წელი გავიდა ნოა... იცის რომ გამოხვედი? -ეცოდინება... -მთელი 5 წელი ერთხელაც არ შეხმიანებიხარ ... რას იფიქრებდა -უსიტყვოდ იცის,რომ ეს ჩემი განაჩენი იყო ბნელი ცხივრებისთვის...თათას გარეშე ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი განაჩენია,მასთან დაკონტაქტებით და ყოველდღიური კომუნიკაციით კი მე პატიმრად ვეღარ ვიგრძნობდი თავს... -ნოა.. როგორ შეიცვალე... ღიმილით ჩაილაპარაკა ტონგმა -დროა რაღაც ახალი და სასიმაოვნო,სიკეთის მატარებელი გავაკეთოთ მეგობარო.. იქამდე კი ბილეთები მზადაა? -ნოა... კერძო პილოტი ... -არა .. არა .. არანაირი კერძო პილოტები და ფრენები,მეც უბრალოდ მინდა ადამიანურად ვიცხოვრო ... გაიცინა და აბაზანისკებ დაიძრა... -მოვწესრიგდები და გავედით გამოსძახა ჯერ კიდევ გაოგნებულ ტონგს... ***** გული უჩვეულოდ უცემდა... გრძნობდა რაღაც ახლობლის მოახლოებას... დილიდან უჩვეულო განწყობაზე იყო თათა... -მართა.. ყავა დავლიოთ... ბედნიერი სახით მიუახლოვდა დეიდას.. მართამ ღიმილით შეხედა... 5 წლის მანძილზე ერთხელაც კი არ უნახავს თათას სახეზე ესეთი უჩვეულო სიმშვიდე... საშინელი თუმცა სასიამოვნო ლოდინით აღსავსე იყო თათასვის ეს წლები... პირველ წელს ცდილობდა პასპორტზე შეზღუდვა მოეხსნა და ნოასთან მისულიყო... თუმცა უშედეგო იყო მისი ყველა მცდელობდა... მიხვდა ნოას თავად არ სურდა თათას ციხეში ეხილა ,შეეგუა და შეწყვიტა მცდელობები... ღამით ხშირად კოშმარები აწუხებდა... მისი დილა ყველა უცხოეთის ახალი ამბების ნახვით იწყებოდა... შემდეგ ღრმად ამოისუნთქავდა და მშვიდდებოდა... -ყველაფერი რიგზეა... რიგზეა... ვიგრძნობდი რამე რომ გიჭირდეს ... საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებდა.. გული თითქოს გაჩერებულიყო და წლების მანძილზე საკუთარი დროის ათვლის დაწყებას ელოდებოდა.... ყველაფერი ქრება და ახლიდან იწყება.... მაგრამ სიყვარული რომელსაც თათა ნოას მიმართ განიცდიდა არასდროს გაქრებოდა.... პირიქით საკუთარი დროის მოლოდინში უფრო ძლიერდებოდა ... ღამე განსაკუთრებით უჭირდა ნოას გარეშე ყოფნა,სხეული სტკიოდა ისე ენატრებოდა საკუთარი მეორე ნახევრის ჩახუტება... ყოველ ღამე ფანჯრის რაფაზე იჯდა ... ცას გაჰყურებდა და ფიქრის ხაზით ნოას უკავშორდებოდა... შორს იყო ნოა... ძალიან შორს მაგრამ მაგრამ მათი სიყვარული საკუთარ დროს ელოდა.. დროს როდესაც ორი დატანჯული სული სიყვარულით გაბრწყინდებოდა... -შენ მოდიხარ… საბოლლოოდ მოდიხარ ნოა… ვიცი … ჩაილაპარაკა ცრემლიანი ღიმილით,თავი ფანჯრის მინას მიადო,რომელსაც წვიმის წვეთების კვალი სავალ ბილიკებად დასტიბოდა…თვალები მოლოდის შეგრძნებით დახუჭა… *** ბოინგი ჰაერში მთელი სისწრაფით აიჭრა.. მთელი გზა გულისცემას ვერ აკონტროლებდა ... ჰაერი არ ჰყოფნიდა... მონატრებული შეხვედრის მოლოდინში სახეზე აღელვება ეტყობოდა... გონ-არეული ფიქრებს თავს ვერ უყრიდა... - მგზავრების საყურადღებოდ... შეიკარით ღვედები... მიწაზე ვეშვებით... გაისმა პილოტოს ხმა... -როგორც იქნა... გაიღიმა და ტონგს გახედა... ვეშვებით მეგობარო... ვეღარ ვაკონტროლებ ჩემს თავს.., ერთი სული მაქვს... წარმოსთქვა მოუთმენლად -სიყვარულო ძალსა შენსაო... შენზეა ნათავამი ნოა ,ღიმილით დაუბრუნა პასუხი და მითითებებს მიჰყვა... *** დღეს შენს უარს არ მივიღებ იცოდე.. იქნებ ნება იბოძო და ცოტა შენს მსმენელსაც მოგვაქციო ყურადღება სიცილით შეიჭრა ლუკა თათას ოთახში... -უკვე ფეხზე ხარ? გაკვირვება ვერ დამალა კაცმა და თათას შუბლზე აკოცა -ჰო ლუკა... დაფიქრებით უპასუხა თათამ -რა გჭირს?ისევ ცუდად ხარ? ანერვიულად და გოგოს შუბლზე ხელი დაადო -აქ ვარ ცუდად.. გულზე ხელი დაიდო და გაიღიმა -მანდ რა ხდება კიდევ ? დაფიქრებით შეხედა ლუკამ და სახე ეცვალა .... -რა? გაუმეორა კითხვა -რაღაც... დღეს რაღაც ხდება... ჩაილაპარაკა და ფანჯარას გახედა -თათა... 5 წელი გავიდა... ხუ-თი .. გესმის ? ხუთი... და 5 წლისმანძილზე ერთხელაც კი არ შეგხმიანებია... -მესმის.. მაგრამ მე ვიცი ესე რატომ მოიქცა... -რატომ ? ინტერესით ელოდა ლუკა პასუხს -ძალიან ვუყვარვარ... იმიტომ... ტყჩები სასაცილოდ გაბუსხა -კარგი თათა... აღელვებით ჩაილაპარაკა ლუკამ და თათას ხელი ჩაჰკიდა... წავედით უკვე გითხარი რომ უარს არ მივიღებ... მანქანა ადგილიდან დაიძრა... -თათა შეგიძლია უბრალოდ ერთი დღე მაჩუქო... უბრალოდ ერთო დღე გაატარო ჩემთამ ერთად ? მოწყენილი სახით შეხედა ლუკამ ... -უბრალოდ დახუჭე თვალები და წარმოიდგინე,რომ ჩვენს გარდა არავინ არსებობს... ლუკა მთელი სხეულით კანკალებდა და პირველად ვეღარ შეძლო საკუთარი ემოციის გაკონტროლება... მთელი ძალით დაარტყა მინას ხელი და არაადამიანურად დაიყვირა -გთხოვ... ნუ აკეთებ ესე ... თვალები დახუჭა თათამ და ატირდა ,იგრძნო როგორ შეეხო ლუკას ცივი ხელი სახეზე -გაახილწ თვალები თათა... დაძაბულს თავიც კი უკანკალებდა ,შენ არასდროს გაწყენინებ... უბრალოდ ერთი დღე მინდა შენთან ერთად გავატარო,მიმდა გავიგო როგორ ატარებენ შეყვარებულები ერთ მშვენიერ დღეს... გთხოვ... -ლუკა... მე... -ჩჩ.შშ... ვიცი... არაფერს გთხოვ ზედმეტს... უბრალოდ ის იყავი.. ისეთი როგორიც მასთან ხარ... თავისუფალი და ლაღი... შეიძლება? ჩუმად ჩაიჩურჩულა და სასოწარკვეთილი სახით შეხედა -ჰო... თავი ტირილით დაუკრა გოგომ და მთელი ძალით ჩაეხუტა ტკივილისგან გაფითრებულ ლუკას... -ჰო? გაიღიმა .. თვალებმა სიხარულის სხივი დაიბრუნა კაცში -ჰო.. ჰოო... გადაიკისკისა თათამ მანქანა ტყეში მდებარე მყუდრო ლაუნჯ-კაფესთან გააჩერა,ხელი გაუწოდა... ლაუნჯში მშვიდი მუსიკა ჯღერდა.... -თათა... შეგიძლია იცეკვო ჩემთვის ? გაუღიმა საყვარელ ქალს თათა წამოდგა და მშვიდ მუსიკას სხეულის მშვიდი რიტმებით აჰყვა.... ლუკას შეხედა,რომელიც საშინლად ემოციური სახით უყურებდა,იგრძნო როგორ სურდა კაცს ადგომა და მასთან მიახლოება,თუმცა ვერ ბედავდა... შეეცოდა... თავად მივიდა მასთან ხელი ჩაჰკიდა,ჩაეხუტა და მხარზე თავი დაადო... -მადლობა თათა... ჩასჩურჩულა ათრთოლებულმა კაცმა,მთელი ძალით ჩაიხუტა და მთელი სხეულით შეიგრძნო ქალი,რომელიც ესე უყვარდა და სურდა… -მადლობა თათა დღევანდელი დაუვიწყარი დღისთვის... შენთან ერთად ცეკვა ყოველთვის ჩემს მეხსიერებაში იქნება ... ის შეგრძნებები კი რაც შენთან ჩახუტების დროს განვიცადე ყოველთვის აქ დარჩება,ხელი გულზე დაიდო... შენთვის სიცოცხლესაც დავთმობ ... გაიღიმა და გოგოს შეხედა -არ მინდა ხომ იცი... შენც ბედნიერი უნდა იყო ... უნდა გინდოდეს,რომ იყო... ხომ იცი მე ვერ ვიქნები ის... ხომ გესმის? ჩუმად ძლივსგასაგონად წარმოსთქვა და ლუკას სინანულით შეხედა … -ვიცი... წყნარად მიუგო ქალს და კვლავ მშვიდად გაუღიმა თათამ უსიტყვოდ გააღო მანქანის კარები და გადავიდა... ტიროდა... გული სტკიოდა... **** კარებთან იდგა და ფეხები შესვლის საშუალებას არ აძლევდა.... გრძნობდა.... -ნოა? ნოას ახლოს ყოფნას გრძნობდა... მის მზერას გრძნობდა... იმდენად ,რომ ფეხებში ძალა წაერთვა, შეტრიალდა.. -მოჩვენებები დაგეწყო თათა,ტირილით ჩაილაპარაკა და ძირს დაეშვა.. ხმამაღლა ატირდა... იგრძნო,როგორ ჩამოჯდა მის გვერდით.. სურნელი.. ნაცნობი სურნელი... ხელები კვლავ წელზე შემოხვია და ნაზად აკოცა ყელზე.. -სწორად გრძნობ სიზმრების გოგო.. სწორად მგრძნობ,არეული ხმით ჩასჩურჩულა ნოამ და თათა მთელი ძალით მიიხუტა მკერდზე... უსიტყვოდ,ათრთოლებული სახით შეხედა საყვარელ კაცს და მტკივნეული მონატრებით ტუჩებზე თავი დაადო.. -სულ? ხო? სულ მოხვედი? იმედიანი ხმით დაეკითხა კაცს -ჰო თათა. სულ მოვედი .. სულ ... -მომეფერე ნოა... მომეფერე .. იცი,როგორ მაკლიხარ,მჭირდები... -მეც თათა.. მეც მჭირდები .. ღრმად ჩაისუნთქა და ამოუშვა მძიმე ჰაერი... -მაპატიე ყველაფროსთვის კარგი? -ვიცი..ნოა.. ვიცი.. ყველაფერი ვიცი და მესმის,თავი მკერდზე დაადო და გაიღიმა.. ვიცი ამ გულს რისი თქმაც უნდა... ნოას სხეული ემოციისგან დუღდა... შენს შიგნით შტორმია ,ჩემს შიგნითაც ... საკუთარ საგულიდან ამოვარდნაზე მყოფ გულს დახედა თათამ... ნოამ ყურადღებით შეხედა თათას მკერდს.. დაიხარა და გულზე აკოცა… -დამელოდე.... რაღაც დამრჩა იქ .. ღიმილით ჩასჩურჩულა და მანქნაისკენ დაიძრა... *** ლუკა გვერდიდან ადევნებდა თვალს თათას გამომეტყველებას… გაუხარდა… გულწრფელად გაუხარდა მის სახეზე დანახული ბედნიერება… მისი ყურადღება რაღაც უცნაურმა მიიპყრო… წამში გაიაზრა რაც ხდებოდა… შენიშნა ნოასკენ დამიზნებული იარაღი... თათას სახეს გახედა ,რონელმაც ასევე შენიშნა ნოას მკერდზე დამიზნებული მწვანე წერტილი… თათა ნოასკენ სწრაფად მირბოდა .. ლუკამ უყოყმანოდ წამში მიიღო გადაწყვეტილება და ნოას გადაეფარა... გასროლის ხმამ გაარღვია უცნაურად მიჩუმებული სივრცე... ლუკამ კვლავ თათას გახედა... მისი შეშინებული თვალები.... -ლუკა... ლუკაა... სწრაფად მიიჭრა ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ ლუკასთან... კვლავ გაიღიმა ჩვეული ღიმილით... -თათა... დაგპირდი რომ გულს გადმოგინერგავდი... შუბლზე აკოცა და ფეხებში ძალა დაკარგა... იგრძნო ვიღაცამ დაიჭირა... მიხვდა ნოა იყო... ტონგ სწრაფად... სწრაფად ექიმი ,მთელი ძალით უყვიროდა ნოა მეგობარს,რომელიც სირბილით მიიჭრა მათთან ნოას ტვინში კვლავ ახალი შეგრძნებები შემოიჭრა.... ვიღაცამ ნოას სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა... -არა .. არა ეს არ დამიმსახურებია ... ლუკა ... ლუკ.კა რა გააკეთე განა ვღირდი ამად ? ცრემლებსვეღარ იკავებდა ნოა -ღირდი ნოა... თათასთვის ... მეგობრულად გაუღიმა გაფითრებულ კაცს. ნოა სისხლდენის შესაჩერებლად ხელს მთელი ძალით აჭერდა ჭრილობაზე... -ჩემი გული თქვენთან ერთადაა... გაუფრთხილდი თათას... თვალები დახუჭა -ლუკა..ლუკა გონებას ჯერ კიდევ ესმოდა თათას სასოწარკვეთილი კივილი... თვალები მძიმედ გაახილა... თათას ცრემლიან ,გაფითრებულ სახეს შეხედა... -ბედნიერი ვარ თათა... თვალებით რაღაცას სთხოვდა ... გულით სთხოვდა ... თათამ იგრძნო... ნოას შეხედა... მან თავი დაუკრა და თვალები დახუჭა... -ლუკა... სახეზე ფრთხილად მიეფერა... თითებით თმები შეუსწორა... დაიხარა და ტუჩებზე ნაზად აკოცა ,გულწრფელი ემოციით აკოცა... ყურში რაღაც ჩასჩურჩულა ... ლუკამ გაიღიმა ... -მადლობა თათა... წარმოსთქვა ჩუმი ხმით... სამედიცინო დახმარების სირენების ხმა შემოეჭრა ყურთასმენას.... -გადაარჩინეთ... ყველაფერს გავაკეთებ ,ყველაფრისთვის მზად ვარ,ნებისმიერ რამეს გავაკეთებ ... გადარჩი გთხო.ო.ვ მთელი ძალით დაიყვირა ნოამ... -გადარჩი... გთხოვ ლუკას ყურთასმენას ჩაესმა ნოას მუდარით სავსე ხმა... კვლავ გაიღიმა... **** მეფის საკანში კაკუნის ხმა გაისმა .... -როგორი ამბებია მაცნევ? შეასრულეთ ლიკვიდაციის დავალება! კმაყოფილი სახით იკითხა მეფემ... -ვფიქრობ შენთვის ცუდი ამბებია მეფევ ბატონო... ჩესმა ყურში მბრალდების ცინიკური ხმა და და წამსვე შემოტრიალდა ,სახე გაუშრა -ლიკვიდირებული თავად შენი მაცნე და სრულად შენი ნარჩენი ჯგუფია ,თუ კი ვინმე გაგაჩნდა გარეთ... დღეიდან მხოლოდ კარცერის პირიბებში იცხოვრებ... როდესმე! არ მოხდება ეგეთი რამ ,მაგრამ ვინმე ნოას რომ მიეკაროს აქ ფეხებით დაგკიდებ და ტყავს გაგძრობ... ღიმილით წარმოსთავა მბრალდებელმა და ნეფეს ცხვირსახოცი გადაუგდო... -მერწმუნე მეფევ... აქაც თამაშობენ პატიმრები თამაშებს ... მაგრამ ვეჭვობ თუ გონს არ მოუხმობ ... ცინიკურად შეანელა სიტყვა მბრალდებელმ… ვეჭვობ შენგან მეფის ნაცვლად სხვა სახის სათამაშო არ შექმნან... პირველად გასცრა მეფეს ტანში... სიტუაცია სრულიად უკონტროლო იყო და გაიაზრა ,მართვის სადავეებს აღარ ფლობდა... სიმწრით დაიყვირა და თავი მთელიძალით მიარტყა ბეტონის კედელს... 30 წლის წინ პატარა ბიჭი,ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა ,უეცრად მის წინ დაცემული ჩიტისკენ... ფრთხილად მიდიოდა,არ სურდა შეეშინებინა ისედაც დამფრთხალი ფრინველი... ხელში მოწიწებით აიყვანა... სული შეუბერა და თავზე აკოცა... -პატარა ჩიტო ნუ გეშინია... ეხლავე წყალს მოგიტან.. -დასვი ბავშვო... ჰაერში შემოიჭრა მკაცრი ბარიტონის ხმა -მამა? -ის სუსტია... ზუსტად ამიტომ ჩამოვარდა... ჩემს ტერიტორიაზე კი სუსტების ადგილი არაა... -გთხოვ მამა... ცრემლით აევსო ბიჭს სევდიანი თვალები -დასვი დაიყვირა კაცმა... -თანაგრძნობა... სისუსტეა... ემოცია... სისუსტეა... სიყვარული სისუსტეა... დაიმახსოვრე პირველო... ხელზე ხელი მტკივნეულად მოუჭირა ,,მამამ" და ჩიტი ძირს დააგდებინა... -გასრისე... თვალებში უჩვეულო ინტერესით აღსავსე მზერა ჩასდგომოდა მეფეს -არრა... არ გავსრესს.მტკიცედ ჯღერდა პატარა ნოას პასუხი მეფის ხელში ქამრის დანახვამაც არ შეაშინა პატარა ნოა… მტკიცედ იდგა… -გასრისე… კბილებშიგამოსცრა მეფემ და პირველი ქამრის მძიმე ხმაც გაისმა ნოას ზურგზე… -არა.. დაიყვირა პატარა ნოამ სწრაფად აიყვანა ჩიტი და ღობის მიღმა გადასვა… იცოდა.. იცოდა რაც ელოდა… თვალები დახუჭა იმდღის კეთილი საქმისთვის ატანილ ქამრის კვალს პატარა მხრებით ღირსეულად ატარებდა… **** სული ეძიე-ადამიანში! ხორცი? ბაზარშიც კი იყიდება **** თათა მშვიდი სახით გაჰყურებდა მისკენ მომავალ ნოას ნოას რომელმაც საკუთარი თავი იპოვა... ეზოდან შენიშნა მისკენ მომზირალი ქალი,გული ხელზე დაიდო და გაუღიმა... სირბილით გაიჭრა თათა ეზოში და ნოას მთელი ძალით ჩამოეკოდა კისერზე... -არ მჯერა რომ გხედავ... არ მჯერა რომ ყოველდღე გხედავ და მორჩა ეს კოშმარი -მორჩა და ეხლა იწყება ჩვენი მოგზაურობა,ღიმილით ანიშნა კონვერტისკენ და ლურ იებთან ერთად გაუწოდა -რა არის ? რა? მოუთმენლად გახსნა თათამ,წაიკითხა და ღიმილი ტირილმა შეცვალა -თათა... ეს შენი ქვეყნის ბილეთებია... მინდა წავიდეთ შენს ქვეყანაში და გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვროთ... მჭირდება,რომ იქ ვიცხოვროთ ხელი ჯვარზე დაიდო და თვალები დახუჭა -მინდა შენი რელიგია მივიღო... ის სხივი,რომელიც შემოიჭრა ჩემს სულიერ სამყაროში ,კიდევ უფრო ღრმა იყოს... შენმა უფალმა მე სწორი გზა მაპოვნინა,ყველა განსაცდელის დროს ,ვგრძნობდი გვერდით მის არსებობას... მინდა რომ ის ჩემი უფალიც გახდეს იცი? სადღაც წავიკითხე რომ საქართველო... ერთადერთი სამოციქულო ქვეყანაა ისიც წავიკითხე,რომ კოსმოსიდან თუ გადმოიხედები შენი ქვეყანა ერთადერთია რომელსაც ნათელი სვეტი ადგას თავზე... ბედნიერია ყველა ვინც შენს სამშობლოში გაჩნდა.მინდა ის ჩემი ქვეყანაც გახდეს *** ღმერთი... სამშობლო... ადამიანი... *** ატირებული თათა... ემოციებს ვერ იკავებდა... ტიროდა ნოაც... -ნოა ... შენ დღეიდან ქრისტიანი ხარ... ნოა... ნოა? ღიმილით შეაჯანჯღარა თათამ ნოა ტაძარს მშვიდი ბედნიერებით გაჰყურებდა... სხეულს უსმენდა... სადაც სულში ამღერებული სიმები საოცარ მელოდიას უკრავდა... ბედნიერებისგან სახე უნათებდა... პირველად გრძნობდა სიმშვიდეში აღელვებულად სულ-დამშვიდებულად... -იცი თათა... უფლის გზას შეუძლია ყველაზე ბოროტი სულიც კი თავის საწყისს დაუბრუნოს... იქ სადაც ადამიანი წყვეტს რომელი გზით იაროს -შენ არჩევანი არ გქონია ნოა... სახეზე მიეფერა ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფ კაცს... -იცი რას ვგრძნობ თათა? სულის ერთიანობას.აღარ ვარ გახლეჩილი და დაკარგული,იქმხოლოდ ერთი ნათელი სხივია.. მადლობა უფალს *** *** მოგისმენიათ მელოდია ,რომელიც სულში იბადება და შემდეგ მთლიანად მოიცავს ადამიანს ... ეს ყველაზე დიდი მელოდიური ჰანგებია,რაც კი შეიძლება ადამიანის გონებამ გაიგოს... ნოამ შეძლო საკუთარი სულის ნათელი მხარის მოსმენა... შეძლო საკუთარი გონების შეცვლა... მაშინ გაიაზრა... სიზმრების გოგო... ეს უფლის საჩუქარი იყო ,ნოას სრულ დაბნელებამდე... უფალმა პატარა სასტიკ სამყაროში დაბადებულ კეთილ ნოას გადარჩენის და საკუთარი თავის განახლების შანსი მეორედ მისცა... მას ხელი გაუწოდა... ნოამაც ჩაჰკიდა და მას ფეხდაფეხ მიჰყვა... ნოას გული თავიდან აძგერდა იმ მომენტიდან ... სადაც მას არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს და დააბნელეს ... ის საკუთარ პატარა ნოას დაუბრუნდა ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო ნოას ამქვეყნიური სიკეთის საქმეების ათვლა... იცით საიდან ? ბიჭმა რომელმაც ის პატარა ჩიტი საკუთარი მხრების ფასად დაიცვა.... ნოას ბევრი კეთილი საქმეები ჰქონდა ,,მოსაგროვებელი" ... მან ხომ უფალთან დადო პირობა... მასში ძალით ჩანერგილი სიბნელე .... გაქრა... ამიერიდან იცით ? რა დრო იდგა... სიკეთის სხივის... გ.უ.ლ.ი.ს გავლით სულამდე.... !!! *** გამარჯობათ მე ნოა ვარ... მოგმართავთ მკითხველებს,ისტორიის თანამეგზურებს ,რომელმაც ავტორს ჩემი გამოყვანის გზა აპოვნინა... რომ არა თქვენ,მე დავრჩებოდი იქ მშვიდ ტალღაში სადაც წამლეკავი ტალღის მხოლოდ გაყინვა შევძელი,ნახევრად ნაპოვნი ადამიანობით... და ჩემი სული ვერასდროს პოვებდა შვებას ... განა? შესაძლებელია ნახევრად ადამიანმა ... და ნახევრად მონსტრმა გააგრძელო ცხოვრება.... თქვენ მე ხელი ჩამჭიდეთ და სამშვიდობოს გამომიყვანეთ... მიმიღეთ ,მიგულშემატკივრეთ და მხარი დამიჭირეთ... განა მარტივია ? ბნელმა ადამიანმა მხარდაჭერა ჰპოვოს... მადლობელი ვარ,რომ ჩემი ირწმუნეთ... თანამეგზურებო... თქვენ გახდით ჩემს სულში უფლის გზის მაჩვენებლები... მინდა გითხრათ, რომ მე უკვე საკუთარი ჯვარი მაქვს... ის ჩემი სულის საზღვარია... მისი ძალა უკიდეგანოა... ის სიმშვიდეა... ის უფალია.... ჩემი სული მღერის ... თქვენს სულსაც მუდამ სიკეთით ემღეროს... მეამბოხე თანამეგზურებს... სიყვარულით თქვენი ნოა **** გიჟი მარტი იდგა... ლურჯი იების დრო… ნოამ ბაღში აღმოცენებულ იებსღიმილითგახედა… სიყვარულით შეკრა პატარა კონა და ფანჯარასთან მისკენ ღიმილით მომზირალი თათასკენ სიხარულით დაიძრა… იები… გაზაფხულის და გულში სათუთად დაცული სიყვარულის უფრო ძლიერად გაღვიძების დრო... ბუნება ძალას იკრებდა,ზუსტად ისე როგორც მათი სიყვარული და სიკეთის სხივი ძლიერდებოდა… დრო …. სითბოს სხივმა ვენებში გაყინული ტალღა გაადნო... მთელი ძალით დაიძრა ცხელი ლავა რომელიც კეთილი ძალებით -სიკეთოსთვის ძლიერად ასკდებოდა სასაზღვრო გამტარ კედლებს.... მეტი სიკეთისთვის… მეტი ადამიანობისთვის.. მეტი ბედნიერებისთვის.. კიდევ იცით? როგორი დრო იყო… სულში … პირველყოფილი სიკეთის მარცვლით აღმოცენებული იების დრო.. დრო საიდანაც დაიწყო პატარა ნერგის დასაწყისი… *** თათას თავი ლუკა? ნოამ ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად... რამოდენიმე კვირის მანძილზე ნოა მის პალატაში ცხოვრობდა... ლუკასთვის საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა ნოას გულისთვის გამიზნული ტყვია... რომელიც საკუთარი ნებით გააზრებულად მიიღო... ნოა ლუკასთვის კრიტიკულ დროს ერთი წამითაც არ მოშორებია გვერდიდან... მისი ხელი ძლიერად ეჭირა... სავარძელიც კი გაატანინა ოთახიდან და სკამი დაიდგა მის გვერდით ,რომ არ ჩასძინებიდა... დაძაბული გაუნძრევლად აკვირდებოდა ლუკას მაჩვენებლებს.... რამოდენიმეჯერ აირია ლუკას სიცოცხლის მაჩვენებლები მაგრამ ნოა ყველა კრიტიკულ დროს მთელი ძალით იბრძოდა ლუკას დასაბრუნებლად... ლუკა ხომ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა,რომელმაც თითქმის სიცოცხლეც დათმო ნოას გადასარჩენად... გადაღლილი თვალებით,გონებით ... საკუთარ თავს არ აძლევდა მოდუნების საშუალებას... -ლუკა... გაიღვიძე ... მუდარით სავსე სასოწარკვეთილი ხმა ჩაესმა ძილბურანში მყოფს... -ნოა... ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა... მესმის ყველა შენი ძალისხმევა... მესმის შენი ... მე აქ ვარ მეგობარო ,თვალები მძიმედ გაახილა და ნოას გაფითრებულ არაადამიანურ სახეს შეხედა... -ექიმო... ექიმოო მთელი ძალით ყვიროდა ... გაიღვიძა..... მთელი ძალით, ბედნიერებისგან შეშლილი ნოა ვერც ხვდებოდა როგორ აზანზარებდა მთელ კლინიკას ... -ნუ დააფრთხობ პაციენტებს... მადლობა ნოა კვლავ გაიღიმა ხელი მხარზე მეგობრულად დაჰკრა -ეხლა არ მიკვირს რატომ შეუყვარდი ესე თათას... საოცარი გული გქონია ნოა. იმსახურებ ბედნიერებას... სიმშვიდეს ... მშვიდად იყავი ჩემო მეგობარო... შენ აღმართე ბარიკადები ჩემსა და იმქვეყანას შორის... შენმა ხმამ გამომოყვამა იმ სამყაროდან და დამაბრუნა ამ სამყაროში ... მშვიდი უბოროტო სახით უღიმოდა ნოას... ბედნოერი იყავი ნოა... მეც ბედნიერი ვიქნები... ჩვეული ღიმილით გაიღიმა და დაღლილობისგან მიეძინა... ლუკას რეაბილიტაციის პერიოდში გვერდიდან არ მოშორებია... მისი მხრის ქვეშ იდგა ნოა და თავიდან ასწავლიდა როგორ დაეჭირა თავი სიარულის დროს... ერთად სწავლობდნენ... ერთად ერთად იცინოდნენ... ერთად გადიოდნენ გზას ლუკას ფეხზე დასადგომად... განა ?იმსახურებდა ლუკა სხვა ფინალს... დიახ... ლუკა გადარჩა... *** ყინულის ტალღის ამ ნაწილის მოგზაურობა ეძღვნებათ ჩემს მეამბოხე თანამეგზურებს.. სიკეთის ძალის ჯაჭვით… ერთობით-ერთად… სიყვარილით ადელაიდა.. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



