ნეტავ... (II)
მაგიდასთან მჯდომი უყურებდა როგორ მოაბიჯებდა ანა მისკენ, ამჩნევდა როგორ იღიმოდა და როგორ უბრწყინავდა თვალები. ნოასთვის ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ენდობოდა, ყოველ შემთხვევაში ამ საღამომდე ასე ეგონა. ვერ წარმოედგინა მის გარეშე ცხორება, 20 წლიანი მეგობრობის თითოეული წამი ნოას გონებაში ნათლად იყო აღბეჭდილი. ახსოვდა ყველა დეტალი, ისთუ როგორ იბუტებოდა ანა როცა სათამაშოს წაართმევდნენ, როგორ ტიროდა როცა რამეს ვერ გებულობდა, როგორ იღიმოდა ტკბილულის დანახვისას. ანა იყო ის ვინც ნოას ყველაზე რთულ მომენტებში ედგა გვერდით. ის იყო სრულყოფილი ქალი რომელზეც ყველა მამაკაცი ოცნებობდა, მაგრამ არა ბატონი ნოა. ფეხზე წამოდგა, ანას მიესალმა და ისევ მაგიდასთან დასხდნენ. -აბაა, მომიყევი როგორხარ, თითქმის 6 დღე გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან- საუბარი დაიწყო ანამ და გაბრწყინებული თვალებით შეხედა ნოას, ბიჭს რომელიც ნებისმიერი გოგოსთვის სასურველია და მათ შორის ანასთვისაც, ბიჭს რომელსაც 20 წელია აღმერთებს. უყურებდა მის თვალებს და ხედავდა იმას რასაც სხვები ვერ ხედავენ, იმას რაც ნოას ბედნიერებას ახშობდა. მაგრამ მას ნოა ასეთიც მოსწონდა, მას ყველანაირი ნოა მოსწონდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენჯერ უარყოფდა იგი მის სიყვარულს. -არც ისე დიდი დრო გასულა.- და რაღათქმაუნდა ბატონი ნოას პასუხი ისევ და ისევ ცივი იყო. -ღმერთო როგორი ცივიხარ- ღიმილით თქვა ანამ და ნოას ხელზე უჩქმიტა. -მითხარი რომ სასწრაფო საქმე გქონდა, რამე მოხდა? - ნოა ინტერესით უყურებდა ანას სახეს რომელსაც მოულოდნელად დასმული კითხვის გამო ფერი დაეკარგა. -ნოა- საუბარი დაიწყო ანამ და მაგიდას დახედა, არ შეეძლო ნოასთვის თვალებში ჩაეხედა, იცოდა რომ მისი წარმოთქმული თითოეული სიტყვა ნოას გაანადგურებდა, ვერ გაუძლებდა ნოას თვალებში ისევ იმ სევდის დანახვას რასაც წლების განმავლობაში ხედავდა. მაგრამ აუცილებლად უნდა ეთქვა, იცოდა , თუ ახალ აბავს ნოა სხვისგან გაიგებდა უფრო მეტად ეტკინებოდა. - ნოა.. მე და შენი ძმა.. - სიტყები უწყებოდა, უნდოდა ის ჰაერი ესუნთქა რომლის უკმარისობასაც ასე გრძნობდა, უნდოდა ნოასთვის შეეხედა მაგრამ ვერ ბედავდა. ნოას სიჩუმე აგიჟებდა, უნდოდა გაეჩერებინა რომ წინადადება არ დაემთავრებინა მაგრამ ის მაინც მოთმინებით უსმენდა. -ნოა მე და ჩარლი ვქორწინდებით- სწრაფად წარმოთქვა, გადაჯვარედინებული თითები ერთმანეთს კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდა, უნდოდა ამდგარიყო და ეთქვა რომ რასაც ამბობდა სიმართლე არიყო, რომ ისევ ნოა უყვარდა ყველაფრის მიუხედავად. მზად იყო ბოლო ხმაზე ეკივლა როცა უეცრად ნოას სიცილის ხმა მოესმა და თავი ასწია, ნოას სახეზე იმდენი ემოცია იკითხებოდა ბრაზი, იმედგაცრუება, სიბრალული. ანა გაოცებული უყურებდა ვერ მიხვდა ნოამ სწორად გაიგო თუ არა მისი ნათქვამი. -ნოა... -შენ და ჩემი ძმა?- სიცილით თქვა ნოამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენ და და ჩარლი ერთად. ძალიან ცუდი ხუმრობაა ანაა. - ნოა არ ვხუმრობ. კარგად ხარ? -კარგად ვარ? შენიაზრით? ქორწინდები, თან ჩარლიზეეე. თქვენ რა სულ გააფრინეთ?- ნოა ხვდებოდა რომ ნელ ნელა საკუტარ თავზე კონტროლს კარგავდა. დამშვიდება სცადა მაგრამ რამდენჯერაც წარმოიდგენდა ანას და ჩარლის ერთად, კიდევ უფრო ბრაზდებოდა. -როდის გადაწყვიტეთ?- იკითხა რამდნეიმეწუთიანი სიჩუმიშ შემდეგ -ორი კვირის წინ.. ხელი მთხოვა. ნიშნობა ორ დღეშია, მინდოდა მანამ მეთქვა სანამ სხვისგან გაიგებდი. - ძალიან კარგია, გილოცავთ- ნოა წამოდგა, პიჯაკი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. -ნოა მოიცადე, ნუ იქცევი ბავშვივით, დავილაპარაკოთ. - არმგონია რამე გვქონდეს სალაპარაკო, გარდა იმისა რომ შენ იმ ადამიანს მიყვები ცოლად ვინც ჩემი ცხოვრება დაანგრია. მეგონა გიცნობდი, უფრო ჭკვიანი მეგონე, ვფიქრობდი რომ არასდროს ისეთ რამეს არ გააკეთებდი რაც გამაღიზიანებდა. მეგონა შენს ქორწილში მე მიგიყვანდი საკურთხეველთან და ერთი დღით მაინც შევძლებდი თავი ბედნიერ ადამიანად მეგრძნო. - ნოა საკუთარ ემოციებს ვერარ თოკავდა, ხვდებოდა რომ შუა რესტორანში ყვიროდა, მაგრამ იმდენად გაბრაზებული იყო რომ არ აინტერესებდა რას ფიქრობდნენ სხვები. ხედავდა როგორ ინგრევდა მისი მეგობარი ცხოვრებას და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. -საკურთხევლამდე შენ არ უნდა მიგეყვანე. საკურთხეველთან უნდა მდგარიყავი ნოა. იმ დაწყევლილ საკურთხეველთან სმოკინგითუნდა მდგარიყავი. - ანა გრძნობდა როგორ წასკდა ცრემლები, როგორ გაწითლდა სახეზე, იგრძნო როგორ აუჩქარდა სისხლი. წამით ორივეს თვალებში ანთებული სიბრაზე უდიდესმა იმედგაცრუებამ შეცვალა. -ნუსულელობ- ნოამ ნერვიულად მიმოიხედა. -ნოა შენ რა მართლა ვერაფერს გრძნობდი? ამდენად იდიოტი როგორხარ. მილიონჯერ მაინც მითქვამს რამდენად ძლიერად მიყვარხარ. -ანა ჩვენ მეგობრებივართ. -გეყოფაააა-ანას უნდოდა ემოციებს არ აჰყოლოდა მაგრამ ახლა ნოას თითოეული სიტყვა აღიზიანებდა, მისი სახეც კი აღიზიანებდა. -ნოა გეყოფააა, როდემდე უნდა იმეორო ერთი და იმავე, ჩვენ არვართ მეგობრები, ჩემთვის მეგობაარზე მეტიხარ.- ნოა უყურებდა გოგოს რომელიც წლების მანძილზე მისი ერთადერთი იმედი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც უღალატა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ ადამიანებს არ უნდა ენდო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაშინ დაგარტყამენ როცა ყველაზე ნაკლებად ელი. -მაიკლს ვეტყვი სახლში წაგიყვანოს-საკუთარი ემოციების მოთოკვის შემდეგ მშვიდი ხმითთქვა ნოამ. -ნოა გთხოვვ... -ქორწილის თარიღი ჩემს ასისტენტს შეატყობინე და საჩუქარს გამოგიგზავნით.- ცივად თქვა და რესტორნიდან გავიდა, უკან ტოვებდა 20 წლიან მეგობრობას, ბავშვობის იმ წამებს რომელიც მის გონებაში ასე ღრმად იყო შენახული, უკან ტოვებდა ყველაფერს რაც გააჩნდა, ერთადერთ ადამიანს ვისაც ენდობოდა. საკუთარ თავს არაფერში ადანაშაულებდა, ყოველ შემტხვევაში ასე უნდოდა რომ ეფიქრა. მისი ბრალი არაფერი იყო, არჩევანი ანამ გააკეთა. რესტორნიდან გამოსვლისას მაიკლს უთხრა ანას დალოდებოდა და სახლში წაეყვანა, თავად კი ფეხით გაივლიდა. ყველაფერზე უნდოდა დაფიქრებულიყო მაგრამ არაფრის გახსენება არ უნდოდა. იცოდა ფიქრები ჯაჭვებად აეწყობოდა და მოსვენებას არ მისცემდა. უნდოდა ანასდაერეკა და ეთქვა რომ ეს უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყო და რომ იმ მონსტრს ცოლად არ მიჰყვებოდა. ფიქრებში გართული მიუყვებოდა გზას, არიცოდა სად მიდიოდა და არც აინტერესებდა. ერთ- ერთ სკვერში სკამზე ჩამოჯდა, ვერავის ამჩნდევდა, ვერაფერს გრძნობდა, გარდა სურნელისა. სურნელის რომელიც მთელი დღე დაჰყვებოდა. ახლა უფრო მძაფრად გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ მოსწონდა უცხო სურნელი, ახლა ანას გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. ისევ იგრძნო როგორ მოაწვა სიბრაზე, როგორ დაეჭიმა ძარღვები. მუშტები შეკრა, უნდოდა ჩარლი მის წინ მდგარიყო რომ სახეში დაერტყა. მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ ის მოახერხა რომ პიჯაკი მიწაზე მოისროლა. სცადა დამშვიდებულიყო და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. და აი ისევ… სურნელი რომელიც უკვე აღიზიანებდა. ვერ გაეგო საიდან მოდიოდა ან რატომ ხიბლავდა ასე ძალიან, წასვლა გადაწყვიტა როცა გოგოს ხმა გაიგონა. -საკმაოდ ძვირადღირებული ჩანს, მიწაზე რატომ ეგდო- ნოამ თავი ასწია და მისწინ მდგარი ხუჭუჭა შავთმიანი ყვევილების გამყიდველი დაინახა, რომელსაც ხელში მისი პიჯაკი ეჭირა. როგორც კი ნოამ თავი ასწია გოგონამ მაშინვე იცნო და ოდნავ ჩაეღიმა. -აჰ, ყვავილების გამანადგურებელი ყინულის პრინცი- თქვა გოგონამ და ისევ გაიცინა. ნოამ მკაცრი მზერით შეხედა და პიჯაკი ხელიდან გამოაცალა. -ყვავილების გამანადგურებელი ყინულის პრინცი?- ცივი ხმით იკითხა ნოამ -ჰო, სახელი დასახვეწია მაგრამ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ეს მომაფიქრდა- გოგონა შეუჩერებლად იღიმოდა, მაგრამ ახლა დასერიოზულდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს უდიდესი პრობლემა უნდა გადაეჭრა. -მხოლოდ ყინულის პრინცზე რასიტყვით- გაიღიმა და ნოას შეხედა -შენ რა ორი წლის ხარ?- გაბრაზებულ ნოას საუბრის გაგრძელება აღარ სურდა , შებრუნდა და წასასვლელად მოემზადა მაგრამ მკლავზე შეხება იგრძნო და შეჩერდა -არა უბრალოდ მე ცეცხლივარ თქვენ ყინული, ამიტომაც ვერ გავუგეთ ერთმანეთს.- ბავშვური ღიმილით თქვა გოგონამ. -შენ რა საქმე არ გაქვს? ყვავილები გაყიდე- ნოას სიუხეშემ გოგონაზე საერთოდ არ იმოქმედა, რაც ნოას კიდე უფრო აბრაზებდა. -ყვავილები.. მართალიხართ.. ხშირ შემთხვევაში მათ არ ვყიდი- გოგონამ ყვავილებს შეხედა. -დებილი ხარ? -ნოას კითხვამ გოგონა გააოცა, გაეცინა კიდეც, მიხვდა რომ ყინულის პრინცი დაიბნა. -არა, მათ ხალხს ვჩუქნი, ვისაც ფული აქვს ისინი მიხდიან მაგრამ ყვავილებს არ ვყიდი. მათ ვჩუქნი ვისაც სჭირდება.- ბატონი ნოა კიდევ უფრო დაიბნა მაგრამ ახლა ინტერესი კლავდა, ეს გოგო ან შეშლილი იყო ან დებილი. -ყვავილები ვის უნდა სჭირდებოდეს? - ირონიით იკიტხა ნოამ. - ხალხს რომლებსაც წვრილმანები აბედნიერებთ, შეყვარებულ წყვილებს, ან ბავშვებს. არაქვს მნიშვნელობა, ყვავილები ყველას მოსწონს. თქვენც აიღეთ, საუკეთესოებს ავარჩევ, დამელოდეთ- გოგონამ კალათი სკამზე დადო და საუკეთესო ყვავილების ძებნა დაიწყო, ნოა კი გაოცებული უყურებდა გოგონას ბედნიერ სახეს, ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება ადამიანი ასე ბედნიერი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ყვავილების გამო. -ყვავილები ასე რატომ გაბედნიერებს?- ვერც კი გაიაზრა ისე იკითხა, ნოა მიხვდა რომ სისულელე იკითხა, ისიც კი ვერ გაიგო ხმამაღლა რატომ წარმოსთქვა. გოგონა წმით შეჩერდა, შემდეგ კი ყვავილებით ხელში ნოას წინ დადგა. -ყვავილები ადამიანებს აბედნიერებენ, მე კი ბედნიერი ადამიანები მაბედნიერებენ. გამომართვით- თქვა და ყვავილები ნოას გაუწოდა. ყინულის პრინცმაც გაუაზრებლად გამოართვა გოგონას ყვავილები და იგრძნო.. ისევ იგრძნო სურნელი რომელიც ერთდრულად ეზიზღებოდა და მოსწონდა. გაოცებული შეხედა გოგონას. და შემდეგ ისევ ყავვილებს დახედა. გაეღიმა, გაუცნობიერებლად გაეღიმა და ყვავილებს კიდევ უფრო მაგრად ჩაებღაუჭა. -ხედავთ? ყვავილები ხალხს აბედნიერებს - სისულელეა- ღიმილი გაქრა და მისი ადგილი ერთმანეთზე მჭიდროს მიწებებულმა ტუჩებმა ჩაანაცვლა. ნოა აპირებდა ყვავილების ისევ მიწაზე მოსროლად მაგრამ მაშინვე გაჩერდა როდესაც ხელზე მგოგონას ცივი ხელის შეხება იგრძნო. -ამჯერად ნუ გადაყრით, სახლში წაიღეთ- ნოას გოგონას ბედნიერი სახე აღიზიანებდა, მისი ღიმილიც კი ნერვებს უშლიდა, თვალები რომლებიც ასსე შავი მაგრამ ასე ბედნიერი იყო. -ბავშვი- თქვა და გოგონას ხელი გააშვებინა, პიჯაკი ააიღო და ყვავილებით ხელში გზას გაუდგა. - სხვათაშორის ნესა მქვია- თქვა გოგონამ ისე რომ ნოასაც გაეგონა, იღიმოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ყინულის პრინცის სახეზე წამიერი ღიმილი შენიშნა. -ნესა- ჩურჩულით თუმცცა ირონიულად თქვა ნოამ, ყვავილებს დახედა და ოდნავ შესამჩნევად ისევ გაიღიმა, სურნელი რომელიც ყვავილებს ასდიოდა ნოას სხეულს ეთამაშებოდა. ერთდროულად ზიზღს და რაღაც სასიამოვნოს იწვევდა მასში. იმდენად სასიამოვნოს რომ ყინულის პრინცს აღარ ახსოვდა არც ანა და არც ჩარლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.