გატაცება შეყვარებამდე (სრულად)
თვალები ძლივს გაახილა.თავი უჟუოდა.ცხვირში ისევ საშინელ სუნს გრძნობდა და კიდევ ფრო აბრუებდა ამის შეგრძნება.პირველი რაც დაინახა,მის წინ ჩამომსხდარი სამი მამაკაცი იყო,რომელიბიც ისე შესჩერებოდნენ,თითქოს ლექსი უნდა ეთქვა და მათ ტაში დაეკრათ -ძილი ძალიან გყვარებია ერთ-ერთს გაეცინა და კიდევ უფრო მიუახლოვდა -სანამ კივილს დავიწყებ,მანამდე ამიხსენით,რა ხდება და სად ვარ,ან თქვენ საერთოდ ვინ ხართ?! ხმა საგრძნობლად უთრთოდა.ყელი ერთიანად ჩასწვოდა.სამივე დიდი ინტერესით მიშტერებოდა,მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა იმის შეგრძნება,რომ უნდა შეშინებოდა და იქაურობა ყვირილით აეკლო -აი,მოვა არშბა და ყველაფერს აგიხსნის -ვინ? -ცოტა მოითმინე ყველანი სწრაფად მიმოიფანტნენ და დატოვეს გაოცებული,გაურკვევლობაში მყოფი.მხოლოდ მაშინ მიხვდა,რომ იაფასიანი დივნის სახელურზე იყო მიბმული.ჯერ კიდევ პენუარი ეცვა.ცდილობდა,რამე გაეხსენებინა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.ოთახს მოავლო თალი.დიდ მისაღებში იჯდა.უზარმაზარ ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა.იქვე მდგომი ბიჭები ერთმანეთში საუბრობდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ -იქნებ მეც გამაცინოთ?! წარბები უნებლიედ აეწია.ერთი სული ჰქონდა,იმ დივნიდან როდის წამოდგებოდა და სამივეს სახეს ჩამოკაწრავდა -არ მგონია,ამდენი კითხვის დასმის უფლება გქონდეს -მამაჩემი არც ერთს არ გაცოცხლებთ ისევ ატეხეს სიცილი.ამაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა და ხელებზე მჭიდროდ შემოხვეულ,უხეშ თოკს დაუწყო წვალება -ტყუილად ხარჯავ დროს.სახლიდან რომც გახვიდე,ან გაიყინები,ან უფრო უარესი,მგლები შეგჭამენ თაფლისფერთვალებამ თვალი ჩაუკრა და კარში შესულ კაცს შეხედა -სად ხარ ამდენ ხანს? -თოვდა და სწრაფად ვერ მოვდიოდი -ეს გვაბრუებს უკვე კითხვებით -მაგას მე მივხედავ სწრაფად გაიძრო ქურთუკი და გამოაჩინა კიდევაც იდეალურად ნავარჯიშები მკლავები.მუქი ლურჯი ზედა ტანზე მიჰკვროდა.ოდნავ შეჭაღარავებულ თმებზე თოვლის მსხვილი ფიფქები ეყარა.იქვე მდგარ სკამს ხელი დაავლო,გოგონას მიუახლოვდა,მის წინ ხმაურით დადგა და დრამატულად ჩამოჯდა -ქალბატონო თაია,როგორი მშვიდი ხარ.არა და,შენზე სულ სხვა ლეგენდები დადის გოგონა მონუსხული ჩაჰყურებდა კუნაპეტივით შავ თვალებში.იმდენად ლამაზი წარბ-წამწამი ჰქონდა,თვალს ვერ სწყვეტდა -ალბათ,შენთვის მნიშვნელობა არ აქვს,ჩვენ ვინ ვართ,მაგრამ გეტყვი,აქ რატომ ხარ -ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,ვინ ჯანდაბა ხარ! ხმა ძლივს ამოიღო.დაჰიპნოზებულივით მიშტერებოდა მის თალებს -კარგი,მაშინ ყველაფერს აგიხსნი.მე არჩილ არშბა ვარ.ბუხართან სანდროა,მეორე ირაკლი და ის პატარა ანდრიაა -ეეე,პატარა შენ თვითონ ხარ ცისფერთვალებამ წყენით გახედა ბუხართან მოხითხითე ბიჭებს -ჩემსგან რა გინდათ? -ეგ ყველაზე საინტერესო ნაწილია ისე გაუღიმა,კიდევ უფრო დააბნია გოგონა -ფულს ვითხოვთ,ძალიან ბევრს -მამაჩემი იმდენს გადაგიხდის,რამდენსაც იტყვი.ოღონდ დროულად გამიშვი -არა და,გონიერი მეგონე და მეგონა,მიხვდებოდი,რომ აქ მამაშენის გამო არ ხარ -რაა? -აქ შენი გამო*ირებული საქმროს გამო ხარ. -რა დააშავა? -იმდენად უვარგისია,თვითონ ვერაფერს ვერ აშავებს.სამაგიეროდ,მამამის შთანთქავს ყველას და ყველაფერს -და,აქ ლუკას გამო მე რატომ ვარ?პირდაპირ ის მოგეტაცათ და უფრო მარტივად დააშანტაჟებდით მერაბს -პატარა გოგო,აქ შენთვის აზრი არავის უკითხავს.ახლა ლუკას დაურეკავ და ეტყვი,რომ გაგიტაცეთ და ათ მილიონს ვითხოვთ გამოსასყიდს -ალბათ დოლარს გულისხმობ,ხო?და,ეგ გგონიათ დიდი ფული? -ნუ მეთამაშები,თორემ ცუდად დაასრულებ არჩილი ფეხზე წამოდგა და ძველ,კნოპკებიან ტელეფონზე სწრაფად აკრიბა ნომერი -ზედმეტს იტყვი რამეს და ახლავე გაგიხვრეტ შუბლს იმდენად დამაჯერებლად მკაცრი იყო,თაიას ნერვიულობისგან მთელი სხეული აუკანკალდა.ყველაფერი ისე გააკეთა,როგორც დაავალეს.ლუკა რაღაცის თქვმას აპირებდა,მაგრამ არშბამ კავშირი გაწყვიტა -მამაჩემსაც შეუძლია,რომ ეგ თანხა გადაიხადოს -ვიცი,მაგრამ მამაშენის ფულები არაფერში გვჭირდეჩა.ჩვენ იმ თანხას ვითხოვთ,რაც შენმა სამამამთილომ ზედმეტად არაკაცური გზით მიითვისა -ვაჩე არც ერთს არ გაცოცხლებთ -ბავშვო,ნუ იმუქრები მამაშენით.ერთი თეთრიც რომ გადაიხადოს,მოუწევს,საკუთარი შვილის სხეულის ნაწილები მდინარეების ფსკერზე ეძებოს.ცოტახანში,მასაც დაურეკავ და ამ ყველაფერს აცნობებ.ახლა შენი ძილის დროა -არა,არა.არ დამაძინო,გთხოვ.ისედაც დამაყარა უკვე სახეზე მაგ რაღაცის გამო და კიდევ თუ დამიმატებ,ჩემი ხელით მოვიკლავ თავს თაია მიხვდა,ისევ გათიშვას უპირებდნენ და შიშით იმხელა ხმაზე ყვიროდა,ოთახში ექო გავრცელდა -ბავშვო,ბევრი პრეტენზია გაქვს -არ მოგეტაცეთ და არც არავინ შეგაწუხებდათ.სახლში როგორ შემოხვედით? -ისიც ხო არ მოგიყვე,ფულის დახარჯვას რაში ვაპირებ? -თუ საინტერესოა,მომიყევი -უკვე ძალიან მღლი.ეს აქედან გაიყვანეთ,მანამდე მე რამეს შევჭამ,თორემ მთელი ენერგია გამომაცალა, ამისმა ტლიკინმა -მეც მშია.სახლიდან წამომიყვანეთ და საჭმელიც აღარ უნდა მაჭამოთ? -აჩო,ორი დღეა,ჩვენთან არის,მართლა ცოდოა -რაოო,ორი დღეა,აქ ვარ?ღმერთო,მიშველე ისევ კივილი განაგრძო და კიდევ უფრო ძლიერად დაუწყო თოკების წვალება -ახლავე გამიშვით,თორემ მე თვითონ დაგხოცავთ ყველას ვერ ხვდებოდა,რატომ არ ეშინოდა.არა და,ნათლად მოსჩანდა არჩილის ქამრიდან მეტალისფერი მასიური იარაღი -შეწყვიტე ეგ ისტერიკა,თორემ კიდევ რამდენიმე კილოს დაკლება მოგიწევს.ოღონდ არა ტრენაჟორებით და მწვანე სალათები,არამედ შიმშილით არჩილი ზედმეტად მშვიდად იყო და ეს უფრო აცოფებდა.ისე გააბიჯა ოთახიდან,ზედ არც კი შეუხედავს.ისტერიკული ტირილი აუტყდა.კიდევ უფრო მოუმატა ქვითინს,თავზე ანდრია რომ წამოადგა,რომელიც საცოდავად დასჩერებოდა -დამშვიდდი ახლა.დააბრუნებს შენი ლუკა ფულს და სახლში წახვალ -ნუ მამშვიდებ,თორემ პირველი შენ მოგკლავ ისევ კიოდა და ისტერიკულად აქნევდა გრძელ,ულამაზეს ფეხებს.შიშისგან შეაკანკალა,თოკი უზარმაზარი დანით რომ გახსნა არჩილმა და ფეხზე წამოაფრინა -შენი ისტერიკების მოსმენას არავინ აპირებს სახე იმდენად ახლოს მიუტანა,მის გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა.შავ თვალებში ცეცხლი ედგა.ისე წააფრიალა,თითქოს ოცი კილო ყოფილიყო -ახლავე გამიშვი ხელი -გაჩუმდი მეთქი იმხელა ხმაზე დაუღრიალა,მთელი სახლი შეზანზარდა.ერთ-ერთი ოთახის კართან გაჩერდა,თაია სწრაფად შეაგდო შიგნით,კარიდან გასაღები გამოგლიჯა და ისე უცებ მიუხურა ცხვირწინ,გონს ვერ მოვიდა.გახევებული იდგა ჩაკეტილ,ჩაბნელებულ თახში და გაყინულ სხეულს ყურადღებას ვერ აქცევდა.არ უნდოდა იმის გააზრება,რომ სიბნელეში,სიცივეში მარტო იყო.ყველანაირად ცდილობდა,დამშვიდებულიყო,მაგრამ შფოთვებისგან აშლილი გონება,ამის საშუალებას არ აძლევდა.გაუაზრებლად მივარდა კედელს და შუქის ჩამრთველს დაუწყო ძებნა.სიხარულისგან წამოიკივლა,რომ მიაგნო,მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაჰყვა.შუქი არ აინთო.კარებს ეცა და მუშტები გამეტებით დაუშინა -გამომიშვი,გთხოვ ქვითინებდა და უზარმაზარ ცრემლებს ყლაპავდა.უკვე წარმოდგენილი ჰქონდა,ზურგს უკან როგორ ედგა არარსებული მოჩვენება და როგორ ცდილობდა,მთლიანად შეეთანთქა -გთხოვ,მოვკვდები აქ. აქვითინებული დაჯდა ცივ იატაკზე და კარს მთელი ძალით აეკრო.თვალები მაგრად დაეხუჭა და სულ რო ვაჩე მისულიყო,არაფრის დიდებით არ გაახელდა -აჩო,ცოდოა -მომშორდი ახლა,თორემ შენც მასთან ერთად ჩაგკეტავ ისეთი ცივი ხმა ჰქონდა,ანდრია მაშინვე ჩამოშორდა -კარგი რა,ნახე როგორ ყვირის.ოდნავ მაინც არ გეცოდება? -ანდრია,სახლიდან გაგაგდებ,ხმას თუ არ ჩაიგდებ! -რას ვაპირებთ ახლა? ირაკლიმ სიტუაციის განეიტრალება სცადა და ერთიანად დაჭიმულ არჩილს წინ ჩამოუჯდა -პირველ რიგში,უნდა ვაკონტროლოთ ის,რომ ვაჩეს ანგარიშიდან არ ჩამოიჭრას თანხა.გააშუქეს უკვე? -კი,ყველა გადაცემა იმაზე საუბრობს,როგორ მოვიტაცეთ ვაჩე ავალიანის ქალიშვილი,მისივე ეზოდან.თაიას რომ დააკავშირებ მის მშობლებთან,მერე ჩვენც შევეხმიანებით და კიდევ ერთხელ ავუხსნით,რომ ფული მხოლოდ მერაბმა უნდა გადაიხადოს და სხვა არავინ -ძალიან კარგი.იმ გამო*ირებულს რამე ხომ არ უთქვამს? -არა.არც მამას და არც შვილს -მასთან მე დავრჩები,თქვენ თბილისში დაბრუნდით და იქიდან აკონტროლეთ ყველაფერი.საშინლად თოვს და ყველას აქ ჩარჩენა,არ გვაწყობს -მაშინ ახლავე წავალთ,თორემ მერე გათენებულზე სიარული მეზარება -ჩემი მანქანა დამიტოვეთ,დანარჩენი წაიყვანეთ.ისედაც ბევრ ყურადღებას ვიქცევთ ამ ადგილისთვის -გადავამოწმე და არავინ არ არის ამ სოფელში და თითქმის არცერთ უახლოეს სოფლებში -კარგი.ანდრიას მიაქციეთ ყურადღება,სადმე არ წამოროშოს რამე -ეეე,მართლა რა ბავშვივით მექცევით ანდრია ისევ გაბრაზდა და ირაკლის ჩანგალი ესროლა -შენ რა გაცინებს,ვითომ რომ თვრები,შენ არ ყვები ყველაფერს,რაც თავში მოგდის -ნუ ბრაზობ,ანდრიკო არჩილმა თმა აუჩეჩა და მოქუფრულს თვალი ჩაუკრა. დიდხანს მიმოდიოდა თაიას ოთახის კარის წინ.საეჭვო სიჩუმე იყო,ამიტომ მისი გამოყვანა გადაწყვიტა.ოდნავ მაინც შეეცოდა,იატაკზე,ემბრიონის პოზიციაში მწოლიარე რომ დაინახა.გათიშულიყო.ერთიანად კანკალებდა.ხელში აიყვანა და ისევ მისაღებში,დივანზე დააწვინა.თბილი საბანი გადააფარა და თვითონაც იქვე ჩამოუჯდა.სახეზე ფერი არ ედო.ტუჩები გალურჯებოდა და თვალებს შეშინებული ახამხამებდა -სახლში არ დამაბრუნებ? ხმაც ჩახლეჩვოდა.არჩილს ამღვრეულ,დამრგვალებულ ცისფერ თვალებს არ აშორებდა -არა -დედაჩემთან მაინც დამარეკინე არჩილმა უხმოდ მიაწოდა ტელეფონი.თაია დიდხანს ტიროდა.ვაჩესაც გარკვევით უთხრა,რომ თანხას მხოლოდ მერაბისგან აიღებდნენ.ზედმეტის თქმის საშუალება არც ახლა მისცა.ერთი შეუბღვირა არჩილს და ატირებული გაეხვია საბანში -თუ უყვარხარ,მალევე იშოვის ფულს და დაბრუნდები შენს გაფხორილ ფარშევანგთან -ძალიან ვუყვარვარ და დარწმუნებული ვარ,მალე ყველას დაგიჭერენ არჩილს ხმამაღლა გაეცინა.დავნის საზურგეს გადაადო მკლავი და სახე ახლოს მიუწია -შენი ჭიაყელასი არავის ეშინია და ზედმეტ მუქარას შეეშვი.არ დაგავიწყდეს,რომ მძევალი აქ შენ ხარ.ეგ უვარგისი არსება არარაობაა მამამისის გარეშე -ნუ ლანძღავ,თორემ ღამე გაგგუდავ -რამ შეგაყვარა? თაია გაჩუმდა.დასიებული თვალებით ჭერს ააჩერდა.ამ ყველაფრის აღიარება ძალიან უჭირდა,მაგრამ დასაკარგი რაღა ჰქონდა.უცხო ადამიანთან,ტყვეობაში იყო სადღაც და შეიძლება,ვერც ვერასდროს მიეგნოთ მისთვის -არ მიყვარს.უბრალოდ პატივს ვცემ არშბამ კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა და გამოაჩინა კიდევაც იდეალური წყობის კბილები -ქორწინება ჩვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს -ანუ,მადლობა უნდა გადამიხადო,იმ საწყალ არსებას რომ მოგაშორე -ეგრე ნუ ამბობ მეთქი,ლუკა ძალიან კარგი ბიჭია -არსად დაგეკარგოს -შენ ხარ საზიზღარი ადამიანი -შეწყვიტე ახლა ენის ტლიკინი,თორემ დაბრუნდები ოთახში -მარტო აღარ დამტოვო.მითუმეტეს,სიბნელეში,თორემ მკვდარი მძევალი გეყოლება თაიამ საცოდავად ამოიჩურჩულა და ზურგი შეაქცია,ირონიულად მომზირალ არჩილს. მთელი ღამე კანკალს ვერ წყვეტდა.აშკარა იყო,რომ სიცხე ჰქონდა.დამძიმებული თვალები ძლივს გაახილა და ბუხართან მჯდომ არჩილს გახედა,რომელიც ცეცხლს მისჩერებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა -ძალიან ცუდად ვარ ამოიკნავლა და გვერდი იცვალა.იატაკს ჩაეხუტებოდა,არჩილს რომ არ დაეჭირა -სიცხე გაქვს -აბა რა გეგონა,ნახევრად შიშველი რომ მომიტაცე ძლივს ლუღლუღებდა და ღონემიხდილ მკლავებს უაზროდ აქანავებდა.არჩილმა ისევ საწოლზე დააწვინა და წამლის ძებნა დაიწყო.თაია მართლა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა -დაგიწევს ახლა სიცხე ოდნავ მისწია და გვერდით ჩამოუჯდა.ერთი ხელი მის მენჯთან ჩამოსდო.თაია მისგან წამოსულ სიმხურვალე გრძნობდა და კიდევ უფრო დუნდებოდა -როგორი მზრუნველი კრიმინალი ხარ -კრიმინალი არ ვარ.მე ვცდილობ,მერაბს ის ფული დავათმობინო,რაც მისი ისედაც არ არის -ანუ,ზორო ხარ? -გაჩუმება არ შეგიძლია?! -როგორ ბედავ და მაჩუმებ?შენ მე ვინ გგონივარ?!თაია ავალიანი ვარ ბუტბუტებდა და ცდილობდა,დამძიმებული თვალები არ დახუჭვოდა.არჩილის ცქერით ტკბებოდა,რომელიც წარბებშეკრული დაჰყურებდა.თხელი ტუჩები ოდნავ გაპობოდა და ლამაზ წამწამებს ნელა ახამხამებდა -გაჩუმდი არჩილმა ამოიზმუვლა,სახეზე მიკრული თმა გაუსწორა და მომღიმარი დააჩერდა -სიცხე როცა გქონდა,შვეიცარიაში მიჰყავდი ხოლმე მამაშენს? -ცუდი რა არის იმაში,რომ მამა არაფერს მაკლებდა და ყველაფერი მქონდა,რაც მინდოდა -ამპარტავანი და ზედმეტად გათამამებული ხარ -შენ ალბათ ყველაფერი გაკლდა და ახლა შური გალაპარაკებს -ნეტა ენა არ გქონდეს კბილებში გამოსცრა და კიდევ ერთი საბანი გამოუტანა,თორემ თაია კანკალს არ წყვეტდა -როგორც ჩანს,შენს განუვითარებელ გონებას არ გაუგია ის,რომ სიცხის დროს ორგანიზმი უნდა გააგრილო,კი არ უნდა ჩახუთო.გაუნათლებელი გორილა ხარ არჩილს გაეღიმა.ისე უცებ დაავლო ხელი და მხარზე გადაიკიდა,თაიამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო.მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს,თოვლში რომ ამოყო თავი.ეგონა,რომ დენმა დაარტყა,იმდენად მოულოდნელი იყო -ახლავე ამომიყვანე,შე ველურო არსებავ კიოდა და ყველანაირად ცდილობდა,საკმაოდ მაღალი თოვლიდან ამოეღწია.ერთიანად გაეყინა სხეული.მოკლე პენუარი კიდევ უფრო ასწეოდა,ლამის მკერდიც უჩანდა -მე მხოლოდ განუვითარებელი გორილა ვარ და ამის გარდა,არაფერი შემიძლია თავზე ედგა,მკლავებგადაჯვარედინებული და კმაყოფილი დასჩერებოდა აფართხალებულს -ფილტვების ანთება დამემართება,დეგენერატო -არ მადარდებს -გთხოვ,ცუდად ვარ უკვე არჩილს შეეცოდა,მართლა გალურჯებული იყო უკვე.ხელი ისევ ისე დაავლო და სახლში შეაბრუნა.ღია ცისფერი პენუარი მთლიანად დასველებოდა და იდეალურ ტანზე მიჰკვროდა.რამდენიმე წამი ვნებამორეული მისჩერებოდა,მაგრამ თაიას თითებმა გამოაფხიზლა,რომლებიც მის ლოყას მიეხატა -შე ველურო სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული,მაჯაში უზარმაზარი თითები რომ ჩაეჭიდა და ისევ ბნელი ოთახისკენ წაათრია -არა,არა,გთხოვ.ისევ იქ არ მინდა -ზედმეტი მოგივიდა დაუღრინა და ოთახში შეაგდო -გემუდარები,აქ არ დამტოვო.გთხოვ,ყველაფერს შეგისრულებ,ოღონდ აქ მარტო არ დამტოვო -ნუ კივი,თავი ამხადე -გთხოვ,აქ მოვკვდები ტიროდა და მის მკლავს გაყინულ,წვრილ თითებს არ აშორებდა.მთელი ძალით ჩაფრენოდა მაჯაში.არჩილმა ღრმად ჩაისუნთქა და საშუალება მისცა,ოთახიდან გამოსულიყო -შეგიძლია,სააბაზანოში შეხვიდე თაია ატირებული მიჰყვებოდა უკან,უზარმაზარ არჩილს.სააბაზანოში შესულმა,პირველი რაც დაინახა,ფანჯარა იყო.გარეთ თენდებოდა,ამიტომ თავის გონებაში მარტივად დასახა გაქცევის გეგმა -დროზე გამოეტიე,იცოდე გარედან გაიგონა არშბას მკაცრი ხმა და კიდევ უფრო დაარწმუნა საკუთარმა თავმა,რომ იქიდან უნდა გაქცეულიყო.ფანჯარა გააღო და კინაღამ თავი წაეყინა.ისევ საშინლად თოვდა და ქარი გამაყრუებლად წუოდა.სააბაზანოს ფანჯრის ქვეშ,პატარა დასაბიჯბელი იყო.სხვა გზა არ ჰქონდა.ცალი ფეხი გადადგა და პირდაპირ თოვლში ჩავარდა.ფეხის თითებს ვეღარ გრძნობდა,იმდენად გაჰყინვოდა,მაგრამ დასაკარგი არაფერი ჰქონდა.იქ დარჩენას,ყველაფერი ერჩივნა -ჯანდაბა,რაღა ზამთარში მომიტაცეს ამოილუღლუღა და ძლივს გადაფოფხდა.ზედმეტ ენერგიას კიბეებზე ასვლაშიც კი არ ხარჯავდა და ახლა ისეთი რაღაცის გაკეთებას აპირებდა,რაც მის ცხოვრებაში,არასდროს წარმოედგინა -ახლა რა ვქნა? ირგვლივ არაფერი ჩანდა.ერთადერთი რისი საშუალებაც იყო,მხოლოდ თოვლის იმედად უნდა დარჩენილიყო და გადამხტარიყო.ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო,ფეხი გადაჰყო გადასახტომად,სააბაზანოს კარი რომ შეგლიჯა არჩილმა -აქედან გაქცევა,თან გადახტომით და თან ზამთარში,ცოტა სასაცილოა კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო,ხელები გადააჯვარედინა და ისე მიაჩერდა ერთიანად ათრთოლებულს.ნერვიულობა და ზამთრის აუტანელი სუსხი,ერთიანად ყინავდა.თან ნახევად შიშველი იდგა.მატერია მთლიანად გაყინულიყო და მაქმანები უხეშად ეხახუნებოდა იდეალურად ნაზ კანზე -სხვა გზა არ მაქვს,აქ სამი წამითაც აღარ ვაპირებ მძევლად გაჩერებას ამაყად იდგა,მაგრამ ყბის კანკალს ვერაფერს უხერხებდა.არჩილი მისკენ დაიძრა და ხელი გაუწოდა -ტყუილად წვალობ,სჯობს უკან დაბრუნდე.ცხელი აბაზანა მიიღო და დაიძინო.ან შეგიძლია,გადახტე.მე და ბიჭებს საშუალება მოგვეცემა,შენს გასვენებაში,გემრიელად მივირთვათ,მამაშენი შეკვეთილი ძვირიანი კერძები -საშინელი არსება ხარ! ძლივს ამოიხავლა,მაგრამ უკან დახევას აშკარად არ აპირებდა.გადახტა,მაგრამ არჩილმა მოასწრო და ჰაერშივე დაიჭირა.ერთი ამოიღმუვლა და ოთახში შეაბრუნა.ფანჯარა ისე მაგრად მიხურა,მინა საეჭვოდ გატკაცუნდა -ხელი გამიშვი,შე ველურო -ყველაფრის შანსი დკარგე.ახლა ვერც ცხელ წყალს ეღირსები და ვერც ცხელ ჩაის დაუღრინა და აფართხალებულს კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა მკლავები. თაია ისევ დივნის სახელურზე იყო მიბმული და ახლა არც განძრევის და არც საუბრის საშუალება არ ჰქონდა,რადგან არჩილმა პირიც აუკრა.საშინლად გრძნობდა თავს.არჩილმა საბანში კი გაახვია,მაგრამ მაინც საშინლად სციოდა.გაუხეშებული კანიც აწუხევდა.ლოყები საშინლად ეწვო.თავი მსოფლიოში ყველაზე ბინძური და მოუვლელი ეგონა.სიმწრით ამოიზმუვლა და ეცადა,გვერდი როგორმე ოდნავ მაინც ეცვალა. ძილბურანში იყო,საუბარმა რომ გამოაღვიძა.დივნის საზურგეზე გადაკიდებული კისერი საშინლად სტკიოდა.არჩილი ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე მშვიდად საუბრობდა.ერთადერთი რაც გაიგო,იყო ის,რომ მხოლოდ სამი დღე ჰქონდათ ფულის მისატანად -ბიჭებიც მოვიდნენ და დაგირეკავთ ცოტა მოგვიანებით ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა და კარი გააღო.მალევე შემოლაგდნენ დათოვლილი მხრებით -მძევალს გაუმარჯის სანდრომ გაუცინა და ძველი ძმაკაცივით აუწია ხელი.თაიამ სახე დამანჭა და ცხვირი საყვარლად აიბზუა -ამოუკერე საინფორმაციო წყარო? -ზედმეტად ბევრ ენერგიას მახარჯინებს -ხინკლები მოვიტანეთ და ცოტა დასალევიც -რას აღვნიშნავთ? -თაიას აქ ყოფნას ირაკლიმ მხრები აიჩეჩა და საჭმელი იქვე მდგარ მაგიდაზე დაალაგა -თვითონ დიდად ბედნიერი არ ჩანს ამით,მაგრამ ჩვენი რა მიდის,ვიქეიფოთ ყველას გაეცინა.თაიას სურვილი უჩნდებოდა,ოთხივე ცეცხლში დაეწვა და ამ ყველაფრისთვის ბედნიერს ეყურებინა.თავზე წამომდგარ არჩილს ყურადღებას არ აქცევდა და ცდილობდა,თავი ისე დაეჭირა,თითქოს არც აინტერესებდა.ეღიმებოდა არჩილს მის ამპარტავნულ ქცევებზე.მისკენ დაიხარა და მოშიშვლებულ ფეხებზე ააყოლა თვალი.მართლაც იდეალურად გამოიყურებოდა და საერთოდ არ სტყუოდნენ გაზეთები,თუ ტელევიზიები.ხელები გაუნთავისუფლა და ფეხზე წამოაყენა -ზედმეტად აუწევ ხმას და ეზოში დაგაბამ თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სახვევიც მოხსნა -ეს ჩაიცვი და წამოდი,ჭამე რამდენიმე ზომით დიდი ჟაკეტი მიაწოდა და თვითონ ბიჭებისკენ წავიდა.თაიამ ენა გამოუყო და უკან აედევნა.ჟაკეტი გაჟღენთილი იყო არჩილის ამოუცნობი,საოცრად სასიამოვნო სურნელით,რომელიც სულ თან დაჰყვებოდა -მე ამ ცომების ჭამას არ ვაპირებ მაგიდას ალმაცერად მოავლო თვალი და შემდეგ დაბნეულ ბიჭებს გადახედა -მოგიწევს.თუ არ შეჭამ,მშიერი იქნები.ეგ საერთოდ რა არის ჩემი სადარდებელი -გემრიელია,მართლა ანდრია საოცრად მეამიტური თვალებით უყურებდა.თაიას გულწრფელად გაეღიმა მის ბავშვურობაზე -გასპაჩო მინდა -ლაზანიასაც შევაგდებ ღუმელში,ხომ არ გინდა? არჩილს იმდენად სარკასტული ხმა ჰქონდა,თაიას სიმწრისგან აელეწა სახე -ხოდა,ვიქნები მშიერი -როგორც გინდა არჩილი მაგიდას მიუჯდა და გემრიელად მიირთვა ოხშივარადენილი ხინკალი -საზიზღრები ხართ -ეე,მე რას მერჩი? -შენც საზიზღარი ხარ,ამათ რომ აჰყევი -ნუ ცდილობ,ანდრიას ბავშვურობით ისარგებლო არჩილმა თაიას თალებდაწვრილებულმა გადახედა და აიძულა,გაჩუმებულიყო.მისი კუნაპეტივით შავი თვალები საშინლად მოქმედებდა მასზე -აბა,თაიას აქ ყოფას გაუმარჯოს სანდრომ ჭიქები შეავსო და სწრაფადვე გადაჰკრა მათრობელა სითხე -სახლში როდის დამაბრუნებთ? -შენი სამამამთილო თანხას როგორც კი მოიტანს -ყველანი დაისჯებით ამის გამო -ცოტა ბანალურია,მაგრამ ჩვენ მხოლოდ ნამდვილი დამნაშავის დასჯა გვინდა -რა დააშავა მერაბმა? -თაია,მაპატიე,მაგრამ ეგ შენი მერაბი ზედმეტად ამაზრზენი ადამიანია იმისთის,რომ მისი რძალი გახდე ირაკლი ისეთი სახით უყურებდა,გოგონა კიდევ უფრო დაიძაბა -ამიხსენით დროზე! -ბავშვო,მძევლის პირობაზე,ზედმეტებს ხომ არ ბედავ?! -ვალდებული ხარ,ამიხსნა თაია არჩილს აესვეტა წინ,რომელიც ზედაც არ უყურებდა და ისევ თავის ხინკალს შეექცეოდა -გაიგებ -მე ახლავე ვითხოვ,ამ ყველაფრის გაგებას! უკვე ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.არჩილს მოთმინება ამოეწურა,ხინკალი თეფშზე დაახეთქა და მისკენ შეტრიალდა -მაგ არაკაცმა სიმწრით აგებული და ამოქაჩული,ნულიდან აშენებული ბიზნესი წაგვართვა.ჩვენი ფული მიითვისა და სულ ნულზე დაგვტოვა.შენმა გამო*ირებულმა ლუკამ კი ისე მოაწყო ეს ყველაფერი,თითქოს დამნაშავეები ჩვენ ვიყავით.ახლა დროა,ისიც დაისაჯოს,მამამისიც და შენც გაანძრიო შენი პატარა გონება და მიხვდე,ვის მიჰყვები ცოლად იმხელა ხმაზე ღრიალებდა,მთელი სახლი ზანზარებდა.ანდრია შეშინებული აცეცებდა თვალებს და ცდილობდა,უხერხულობა არ შეემჩნია -ეგ ა*ვარი არაფრის მომტანი არ არის და ზუსტად ვიცი,ელოდება,როდის გამოაცხადებენ შენი სიკვდილის ამბავს -იტყუები,ლუკა ამის უფლებას არ მისცემს -როგორი სასაცილო ხარ.არ მგონია,ეგ ჩმორი მამამისს რამეში შეეწინააღმდეგოს -საზიზღარი ადამიანი ხარ თაიამ თავი ვერ მოთოკა და მთელი ძალით დაუშინა მუშტები განიერ გულ-მკერდზე -ისტერიკას მორჩი და ჭამე! არჩილმა მაჯებში წაავლო თითები და სკამზე დაახეთქა -ჩემი ნიშნობის ბეჭედი რამდენიმე ათასი ღირს,შეგიძლიათ,ეს აიღოთ ყველას გაეცინა.თაია კიდევ უფრო აკანკალდა -შენ თუ გგონია,მართლა ფულის გამო მოგიტაცეთ,ძალიან ცდები.არცერთს არ გვჭირდება მერაბის ბინძური ფული.უკვე გავრცელდა ინფორმაცია,რომ გამოსასყიდს კონკრეტულად მერაბისგან ვითხოვთ და მთელი საქართველო ელოდება მის ნაბიჯს.როგორც ჩანს,კარგად არ იცნობ შენი საქმროს ოჯახს თაია მოულოდნელად ატირდა.თვითონაც არ იცოდა,რა ატირებდა.საკუთარი მდგომარეობა,თუ ის რომ ხვდებოდა,არჩილი მართალი იყო და მერაბი არაფერს არ გადაიხდიდა მის სანაცვლოდ.ყველანი მას მისჩერებოდნენ და არ იცოდნენ,რა უნდა გაეკეთებინათ.ანდრიამ მისი ჭიქა მიუწია და საყვარლად გაუღიმა -ახლა რომ დავლიო,მთელი ღამე,უნიტაზზე გადაყუდება მომიწევს.მირჩევნია,ფხიზელი შევეგუო ჩემ ბედს -დრამას ნუ დგამ -შენ ვინ გეკითხება,მე დრამას დავდგამ,თუ ტრაგიკომდეიას?! -ზედმეტების საუბარზე გადადიხარ უკვე არჩილმა ისე დაუბრიალა თალები,მიხვდა,გაჩუმების დრო იყო.ცდუნებას ვერ გაუძლო.ძალიან შიოდა და თან,ხინკლის საოცარი სუნი,გონებას უბინდავდა.არჩილის თეფში მისკენ მისწია და რამდენიმე ხინკალი გადაიღო -ისედაც მოვკვდები და რა მნიშვნელობა აქვს,ორმოცდახუთი კილო წავალ ამ ქვეყნიდან,თუ რამდენიმე კილოთი მეტი.თან,როგორც ჩანს,ჩემი სხეულის დანაწევრებას აპირებთ და მაინც ვერავინ გაიგებს,რამდენი კილო მოვკვდი მხრები აიჩეჩა და მადიანად დაეწაფა უგემრიელესად მომზირალ ხინკლებს.ბიჭები დიდხანს არ დარჩენილან.ისევ მარტო დარჩა არშბასთან ერთად,რომელიც ისევ ცივად უმზერდა -სააბაზანოში შესვლა მინდა -თუ ისევ გაპარვას აპირებ,ახლავე მითხარი.ბარემ,ქვევით დაგხვდები -დაბანა მჭირდება,მალე სუნი ამივა არჩილს ჩაეღიმა.ხელი ჩაავლო და თავის ოთახში შეიყვანა.კარადიდან ზედა და სპორტული შარვალი გადმოიღო და მიაწოდა -ვიცი,მხოლოდ ძვირიან ბრენდებს ხარ მიჩვეული,მაგრამ მოგიწევს,ამ ყველაფერში გაატარო რამდენიმე დღე -რა იყო,შენ ვერ ქაჩავ ძვირიანებს? -ბავშვო,ბევრს ნუ ტლიკინებ არჩილმა სააბაზანოსკენ წაიყვანა.თაია გრძნობდა,რომ აბრაზებდა.მისი დაჭიმული თითები ძალიან მტკინვეულად ეხვეოდა წვრილ მკლავზე -რამდენი წლის ხარ,მე რომ ბავშვად აღმიქვამ? -შენზე ბევრად უფროსი ვარ და ცოტა ზრდილობიანად უნდა მესაუბრო -და მაინც? -ოცდათექვსმეტის ვარ.შენ რომ დაიბადე,მე უკვე ჩამოყალიბებული კაცი ვიყავი და ამიტომ,ზედმეტად ხმის ამოღებასაც ვერ უნდა ბედავდე -უი,რა ბებერი ყოფილხარ თაიას თავისდაუნებურად წამოსცდა ეს სიტყვები.შეშინებული ააჩერდა არჩილს,რომლისგანაც უკვე ყველაფერ ცუდს ელოდა -ნორჩი და გაუფურჩქნავი ლუკა გყავს -შენ გაფურჩქნული ხარ? -ნუ მაიძულებ,ისევ ამოგიკეტო პირი სააბაზანოში შესვა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა -რას აკეთებ?! -დროზე დაიბანე -გადი და დავიბან -არსად გასვლას არ ვაპირებ.კარგად ვნახე,მარტო მყოფი რასაც აკეთებ აქ -ისე ნუ მტუქსავ,თითქოს ცამეტი წლის ნოდარიკოს შემოუსწარი პო*ნოების ყურებისას -ბევრს ნუ ლაპარაკობ და დაიბანე -არ ვაპირებ,გაქცევას და თუ შეიძლება,დამტოვე არჩილი რამდენიმე წუთი ჩუმად მისჩერებოდა.ბოლოს დანებების ნიშნად ასწია ხელები და გავიდა.რა თქმა უნდა,კართან იდგა და იქ ელოდა -დაიხრჩვი?! ძალიან რომ დააგვიანდა,კარზე მიუკაკუნა -მალე გამოვალ,ნუ ჩამოიღე კარი,ველურო თაიამაც დაუყვირა და ცხვირაწეულმა გააბიჯა -როგორც ჩანს,მართლა ვერ ქაჩავ ძვირიანებს.შენმა შამპუნმა საჰარას უდაბნოსავით ამომაშრო დაეჭყანა და მისაღებისკენ წავიდა.არჩილი მომღიმარი მისჩერებოდა გოგონას,რომელიც რამდენიმე ზომით დიდ შარვალს ძლივს მიათრევდა და ასევე დიდი ზომის მაისურის მკლავებს ლამის იატაკზე ათრევდა -ისევ უნდა დამაბა? -შენსგან ყველაფერია მოსალოდნელი,ამიტომ ისევ მიიბმები -ხელები მტკივა,თან კისერიც მიშეშდება.არაფერს ვიზამ,მართლა -არ მჯერა და ტყუილად ნუ დაიხარჯები არჩილმა თოკები შემოახვია მკლავებზე და დივანზე დაახეთქა -გთხოვ,მართლა არაფერს გავაფუჭებ -გეყოს -შენ ხო ცუდი არ ხარ? -აქამდე განუვითარებელი გორილა,საზიზღარი ადამიანი და ველური ვიყავი და ახლა რა შეიცვალა? მომღიმარმა ახედა ცხვირაწეულს.საყვარლად უფახუნებდა წამწამებს და ქვედა ტუჩს პატარა ბავშვიბით აცმაცუნებდა -არ დამაბა რა -მხოლოდ ეს ღამე.რამეს მიქარავ და გითხარი უკვე,ეზოში დაგაბამ თაიას არაფერი უთქვამს,ისეთი სახე მიიღო,თითქოს თვითონ იყო გამტაცებელი და არჩილი მძევალი. მთელი დღე ისე გაატარეს,ერთმანეთსთვის აღარაფერი უთქვამთ.არჩილი ეზოში იყო,შეშას ჩეხავდა.თაიას თვალი გაექცა მისკენ.წელსზემოთ შიშველი იმდენად იდეალური გამოიყურებოდა,მზერას ვერ აშორებდა.ისე ოსტატურად იქნევდა ცულს,გოგონა მონუსხული შეჰყურებდა.ფანჯარასთან ატუზული,ჭორიკანა მეზობელივით აკვირდებოდა ისე,რომ არ შეემჩნია -ცხოველია,აბა რა არის.ამ სიცივეში ტიტველი დგას და ისე იქცევა,ვითომ ბანძ ეგვიპტეში ისვენებდეს თავის თავს ელაპარაკებოდა და თვალებმოხუჭული ადევნებდა თვალს მის ქმედებებს.ცოტაც და მაისურს დადორბლავდა,იმდენად შეიტყუა მისმა იდეალურობამ. არჩილი ბუხართან ჩამუხლულიყო,ცეცხლში აწყობდა შეშებს.მის სახეს ბუხრიდან წამოსული ნარინჯისფერი შუქი აციმციმებდა.ისეთი სიმშვიდე იყო,თითქოს უბრალოდ ლამაზ ღამეს ატარებდნენ იქ.თაიას თვალები ეწვოდა.მის ზურგს მისჩერებოდა და ქამრიდან მომზირალ იარაღს თვალს ვერ სწყვეტდა.თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა:“ან ახლა,ან არასდროს...“ ძალიან ჩუმად წამოდგა.ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა მისკენ.შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა.სწრაფი,გაუაზრებელი,ინსტიქტური მოძრაობით ამოაძვრინა მძიმე მეტალი არჩილის ქამრიდან.არჩილს ხმამაღლა ჩაეცინა.არ ელოდა,არც უფიქრია,ამას თუ გააკეთებდა.არც კი მიბრუნებულა მისკენ -არ ხარ მსროლელი და რისთის აიღე? ხმა საოცრად ცივი ჰქონდა.თაიას ერთიანად გააკანკალა.არჩილი ნელა წამოდგა და გოგონას გაუსწორა მზერა.იარაღი მისთვის დაემიზნებინა.ხელები უთრთოდა.აგიჟებდა არშბას მშვიდი ღიმილი -გამიშვი,თორემ დაუფიქრებლად გესვრი -ჯერ ვერსად ვერ გაგიშვებ თაია კიდევ უფრო დაიძაბა.ცხოვრებაში პირველად ეჭირა ხელში იარაღი და შიშით ორივე ხელით ჩაფრენოდა.მხოლოდ ფილმებში ენახა,როგორ ისვრიან იარაღიდან.მანაც იგივე გააკეთა და საკეტი გადასწია -ახლა მანქანის გასაღებს მომცემ -ტყუილად კარგავ დროს გოგონამ წინადადების დასრულება არ აცადა,სასხლეტს გამოჰკრა თითი.ტყვია ბუხრის თავზე გავარდა.თაიას წამიერად დაეხშო ყურები,მაგრამ იარაღი ისევ აკანკალებულ ხელებში მოექცია.არჩილს მზერა წამით გაეყინა.მის საოცრად შავ თვალებში გარკვევით იკითხებოდა საშინელი სიბრაზე.ნელა ასწია ხელი ისე,თითქოს დანებდა -ვიცი,რომ დიდი სტრესი გაიარე,მაგრამ თუ კიდევ ისვ... -კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამ და დამიჯერე,აღარ აგაცილებ.გასაღები მომეცი! არჩილმა ღრმად ამოისუნთქა -კიდევ ერთხელ მითხარი,აქ რისთის ვარ?!არ მომიახლოვდე მეთქი -უკვე აგიხსენი,რომ აქ შენი ს*რი საქმროს გამო ხარ არჩილმა მისკენ გადადგა მტკიცე ნაბიჯი და ხელში ჩააფრინდა.იარაღი დაუჭირა,მაგრამ თაია ისე ჩაფრენოდა,ვერაფრით გააშვებინა.ოთახი მეორე გასროლამ გააყრუა.გოგონამ თვალები შიშით გააფართოვა.ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოვარდა.ამჯერად მიზანს გაარტყა.ბუხრის აგურს კი არა,არამედ არჩილს მოხვდა ტყვია.ბიჭი სწრაფად შეირხა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და სიმწრით ამოიგმინა.ხელი ინსტიქტურად წაიღო მკლავისკენ,რომელზეც მდორედ მიედინებოდა ალისფერი სისხლი -არა...არა...მე....ე არ მინდოდა...არ მინდოდა,მესროლა თაია შეშინდა.იარაღი სასწრაფოდ გააგდო ხელიდან.პანიკურად კანკალებდა და გაყინულ თითებს სახეზე ისმევდა.არჩილი ბუხარს მიეყრდნო და ძალაგამოცლილი დაჯდა იატაკზე -არაფერია,ზედაპირულია უბრალოდ ცდილობდა,მშვიდად ყოფილიყო.კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და ამით ახშობდა აუტანელ ტკივილს.თაია არეული ნაბიჯით მიუახლოვდა -ხომ გითხარი,არ მომიახლოვდე მეთქი ტიროდა.დანისლული მზერით მისჩერებოდა მის მკლავსა და თითებს,რომლებიც მთლიანად წითლად შეღებვოდა -ახლა ამის გარჩევას რა ვაპირებ და ასე ნუ მიყურებ.ნუ გეშინია,არ მოვკვდები -მე...დაგჭერი ძლივს ამოთქვა.დამშვიდებას ვერ ახერხებდა -ხო,აი,ეს ნამდვილად არ მქონდა გათვლილი სიმწრით ჩაიცინა,მიუხედავად საოცარი ტკივილისა -რა გავაკეთო? -პირსახოცი მომიტანე თაია სრაფად წამოხტა და დივანზე დაგდებული პირსახოცი მიაწოდა,რომელიც ცოტახნის წინ თავად ეკოსა თავზე -ნუ გეშინია,იდეალურ ფორმაში მყოფი არც მე ვკვდები. -სასაცილოა? -კი,მძევალი,რომელიც დღის შუქზეც არ უნდა გამომეყვანა,მკლავს და როგორ არ უნდა გავიცინო? არჩილმა ძლივს ამოაძვრინა მობილური ჯიბიდან.სწრაფად აკრიბა ნომერი და ძალაგამოცლილი დაელოდა,როდის უპასუხებდნენ -სანდრო,მარიამი მჭირდება,რაც შეიძლება სწრაფად -რა მოხდა? -მოიყვანე და მიხვდები -ახლა ტყუილად რომ გავაღვიძო,საშველი მე თვითონ გავხდები -დაჭრილი ვარ -რაა? -რას ღრიალებ,დროზე მოდით ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩატენა და გაფითრებულ თაიას მიაჩერდა -ადგომაში დამეხმარე სისხლიანი ხელი გაუწოდა და ისიც მაშინვე ჩააფრინდა.დივანზე დასვლა და ზევიდან დააჩერდა.ასეთი სასოწარკვეთილი მის ცხოვრებაში არ ყოფილა -დაჯექი -შენი ბრალია -დაჯექი მეთქი -ახლოს რომ არ მოსულიყავი,არც არაფერი მოხდებოდა -გაჩუმდი და დაჯექი! შეუღრინა და ღონემიხდილმა გადაადო თავი დივნის საზურგეს.თაია ხმას ვერ იღებდა.განძრევასაც ვერ ბედავდა.მის ხელებს დასჩერებოდა,რომლებზეც ნელ-ნელა ხმებოდა არჩილის სისხლი.სანდრო მალევე გამოჩნდა,უკან ლამაზი გოგონა ედგა,რომელიც გრძელ ქურთუკში გახვეულიყო -რა ჯანდაბა მოხდა? -დამჭრა ცალყბად გაუღიმა და თაიას გადახედა.ორისევ გაეცინა.სანდრომ ძლივს შეწყვიტა უაზრო ჭიხვინი -მარიამ,მაპატიე,რომ შეგაწუხე -ისე მიყურებ,თითქოს პირველად მაწუხებდე გოგონამ სარკასტულად გაუღიმა და თავზე წამოადგა.ქურთუკი გაიძრო და ჭრილობას პირსახოცი მოაშორა -ეს გოგო საიდან მეცნობ?! -არსაიდან არჩილმა და სანდრომ ერთდროულად უპასუხეს.მარიამი თვალებმოჭუტული მიშტერებოდა ფერდაკარგულ თაიას -არ არსებობს! -ტელევიზორს შენ არ უყურებ და საიდან იცანი? არჩილს გაეღიმა,მის გაფართოებულ თვალებზე -სულ გაგიჟდით თქვენ?!ვაჩე ავალიანი შვილი როგორ მოიტაცეთ? -მარიამ,დავიცალე სისხლისგან და მოვკვდი.მიშველე,თუ მშველი -ჯერ აცადე,შოკი აქვს სანდრო იქვე ჩამოჯდა და თაიას მიაჩერდა -ეს როგორ გააჩუმე? -სინდისი ქენჯნის -სულაც არა ამოიბუტბუტა და მასზე მიჩერებულ მარიამ ახედა -როგორ გესროლა? -რავი ვიცი.რომ ჰკითხო,არ უნდოდა,რომ ესროლა,მაგრამ კი მიმიზნებდა -მე უბრალოდ,აქედან წასვლა მინდა -აჩო,შენ მაინც რამ გაგაგიჟა?! -მაგის დაგეგმილია ყველაფერი -თავს რატომ იღუპავ,ადამიანო?საკუთარი ქმედებები მიგიყვანს უახლოეს სასაფლაომდე -ნუ ითარსები ერთი -საკუთარი ძმა როგორ ჩავუშვა პოლიციაში? მარიამმა სანდროს გადახედა ბრაზით და ისევ ჭრილობას მიუბრუნდა -გაიხადე მაისური,თორემ ასე ვერაფერს ვერ ვიზამ თაიას თვალი უნებლიედ გაექცა არჩილის სხეულისკენ.გულ-მუცელს უტრიალებდა მარიამის თითები მის უნაკლო სხეულზე რომ დაცურავდნენ.არჩილმა ხმა ვერ დაიმორჩილა,მარიამმა ჭრილობას რომ მიაჭირა თითები -ცოტა ფრთხილად,თორემ პოლიციამდე შენი უხეში თითები მომიღებს ბოლოს -ამ თითებმა გადაგარჩინა ძალიან ბევრჯერ -ნუ მამადლი არჩილმა გაუცინა და ისე ახედა დაბღვერილს.თაიას საშინლად აღიზიანებდა ეს ყველაფერი.სახეზე მთლიანად წამოწითლდა,არჩილმა ლოყაზე რომ აკოცა მარიამს.ვერ იჯერებდა,რომ საკუთარ გამტაცებელზე ეჭვიანობდა.კაცზე,რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა.კაცზე,რომელმაც სახლიდან მოიტაცა და წარმოდგენაც არ უნოდა,მისი მშობლები რა მდგომარეობამდე მიიყვანა -ახლა ძალიან გეტკინება და ეცადე,არ იყვირო.ტყვია არ ჩაგრჩენია,არც ძვალი დაუზიანებია და წესით,მოთმენა არ უნდა გაგიჭირდეს არჩილს საშინლად ეტკინა ეს ყველაფერი,მაგრამ გმირულად დაუხვდა.ზედმეტი ხმაც არ ამოუღია.მართალია,ყურები დაგუბვოდა და რამდენიმე წამი ვერაფერს ხედავდა სიმწრით,მაგრამ რაც მთავარია,თავი არ შეირცხვინა.მარიამმა სწრაფად ამოკერა ჭრილობა და გადაუხვია -ახლა ყველანი თბილისში დავბრუნდებით და თაიას მის მშობლებს მივუყვანთ -ჯერ ადრეა არჩილმა თაიას გადახედა და ცივად გაუღიმა -ჯერ მისმა ქლიავმა საქმრომ ფული უნდა მოიტანოს -სანდრო,ნერვებს ნუ მიშლი,თორემ მე თვითონ მოვუყვები პოლიციას ყველაფერს!არ გეცოდებათ მაინც?ვერ ხედავთ,რა ფერი ადევს?აჩო,შენსგან ნამდვილად არ ველოდი ამას -ჩვენი წასვლის დროა სანდრო ფეხზე წამოდგა და მარიამს მკლავში სწვდა -არა,სანდრო!ეს უმსგავსობაა.ამას არ უნდა აკეთებდეს ჩემი ძმა -მარიამ დამშვიდდი და სანდროს გაჰყევი არჩილმა კიდევ ერთხელ აკოცა და თვალი ჩაუკრა წარბებშეკრულს.გოგონას სხვა გზა არ ჰქონდა.მართლა ხო არ ჩაუშვებდა თავის ძმას -ჭრილობის გადახვევა დაგჭირდება დანებების ნიშნად ამოთქვა და სანდროს თითებისგან უხეშად გაინთავისუფლა თავი -რამდენიმე დღეში,სახლში მოგაკითხავ ხელი გადახვია და კარებამდე მიაცილა.თაია ერთიანად დაჭიმულიყო.ვერ ხვდებოდა,რა უფრო აგიჟებდა.ის,რომ არჩილი დაჭრა,თუ ის,რომ მასზე ეჭვიანობდა.ოთახი უცებ დაცარიელდა.ბუხრიდან წამოსული შუქი ისევ თბილად კრთოდა.ისევ საშინლად თოვდა.ისევ მარტო დარჩნენ.არჩილმა ოდნავ ამოიოხრა და თავი კედელს მიაყრდნო -არ მეგონა,კიდევ თუ დამჭრიდა ვინმე თაიას ჩამოუჯდა გვერდით,რომელიც აღარ გამოიყურებოდა ისევ ისე ამაყად და ამპარტავნულად,როგორც აქამდე -რამდენიმე დღეში,ცოცხალი აღარ ვიქნები? ძლივს ამოიწრიპინა.მხოლოდ იმ მომენტში გაიაზრა არჩილის სიტყვები -საიდან მოიტანე? -მარიამს ხომ უთხარი,რომ რამდენიმე დღეში მიაკითხავდი -და,შენი სიცოცხლე,რა შუაშია ამ ყველაფერთან?! -არ ვიცი.აბა,მარტო დამტოვებ და ისე წახვალ? -ბავშვო,შეწყვიტე უაზრო საუბარი -ცუდი კაცი ხარ ამოისლუკუნა და აცრემლებული თვალები შეიმშრალა -მარიამი გიყვარს? შემთხვევით წამოსცდა,არ აპირებდა ამის კითხვას.არჩილს ხმამაღლა გაეცინა.ეს სიცილი კიდევ უფრო აღიზიანებდა ერთიანად დაჭიმულს -ძალიან -ლამაზია -ვიცი -გილოცავ ცხვირი ისევ აიბზუა და ფანჯარას გახედა.საოცრად ბარდნიდა გარეთ -ახალ წელს სახლში შევხვდები? იმდენად მეამიტური ხმა ჰქონდა,არჩილმა გულწრფელი ღიმილი ვერ შეიკავა -როგორც მოიქცევიან ჯანელიძეები,იმის მიხედვით -ქორწილი უნდა გვქონოდა მალე -ახლა გულისაჩუყებები არ დაიწყო.ზედმეტად დაღლილი ვარ ამისთვის -მართლა არ მინოდა,რომ დაჭრილიყავი -აბა რისთის მიმიზნებდი? -მინდოდა,რომ მანქანის გასაღები მოგეცა არჩილმა ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და გაყინულ თითებში ჩაუდო.თაიას სიმწრით გაეცინა -ტარება არ ვიცი -ვიცი ხმამაღლა გადაიხარხარა თაიას შეკრულ წარბებზე -საიდან იცი? -მძღოლის გარეშე არსად ყოფილხარ და როგორმე მეყო გონება,მე განუვითარებელს,იმისთვის,რომ მივმხვდარიყავი,მანქანის მართვა იცი,თუ არა -ლუკაზე სიმართლე თქვი.არ წავა მამამისის წინააღმდეგ.ვიცი,რომ ბავშვობიდან ვუყვარვარ,მაგრამა გამბედაობა არასდროს ეყოფა იმისთვის,რომ მერაბს შეეკამათოს -ანუ,შეეგუე იმ ფაქტს,რომ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ -შევეგუე... ამოიხვნეშა და მძიმე გასაღები ხელში შეათამაშა,რომელზეც „რეალ მადრიდის“ ემბლემა ეკიდა.არჩილს კიდევ ერთხელ გაეცინა.იქვე გადაკიდებული ჟაკეტი აიღო და ძლივს შემოიცვა -რატომ ხარ ასეთი მშვიდი ყოველთის? -მშვიდი ცხოვრება მიყვარს.მხოლოდ,მერაბისნაირი არსებები მირღვევენ ამ სიმშვიდეს და ეს საერთოდ არ მომწონს.მე თუ სიმშვიდე დამერღვევა,იქ ყველასთვის,ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება -ჩემი მშობლები მეცოდებიან.ალბათ,როგორ ნერვიულობენ -შენს ლუკაზე არ დარდობ? -ალბათ,კი -ალბათ?ეგრე რომ ჩემს საცოლეს ეთქვა,მაგრად გამიტყდებოდა ცალყბად გაუღიმა და ბუხარს მიაჩერდა -შენთან ყოფნა საშიშია -რატომ? -იმიტომ რომ მძევლად ვერ ვგრძნობ თავს.ამიტომ გავთამამდი და ავიღე შენი იარაღი -მე მბრალდება ის,რომ დამჭერი? -რა,არ არის შენი ბრალი?სახლიდან ამიღე,სადღაც წამომიღე და კიდევ გიკვირს რამე? -ჯერ ეს ერთიც,მანქანაში შენვე ჩამიჯექი -რაო? თაიამ იმხელა ხმაზე დაიკივლა,ოთახში ექოდ გაისმა მისი წკრიალა ხმა -იმდენად ამპარტავანი ხარ,არც აკვირდები,ვის და რატომ უჯდები მანქანაში.არც კი დააკვირდი იმას,რომ შენი მძღოლი შეიცვალა და მე მისი ადგილი დავიკავე -და შიშველი რატომ ვიყავი? -შენს დაქალთან მიდიოდი.მანტო გეცვა.ეგ მანტო სადღაც მივაგდე,ბოდიში თუ გიყვარდა თაია გაოცებული უსმენდა მომღიმარ არჩილს -საერთოდ არ მახსოვდა ეგ ყველაფერი -ვიცი.რომც გდომოდა,არ დაიმახსოვრებდი.სამყარო ხო შენს გარშემო ტრიალებს და თავს არ თვლი ვალდებულად,ზედმეტი დრო და ენერგია დაუთმო წვრილმანებს -და რატომ არ უნდა იტრიალოს? -ზედმეტად ამპარტავანი,გატუტუცებული და ეგოისტი ხარ -რამდენი დღე დარჩათ ჯანელიძეებს? -ოცდაოთხი საათი! ამოთქვა და ფეხზე წამოდგა -მე ვიძინებ,შენც შეგიძლია,დაისვენო.იმედია,გაპარვას არ დააპირებ.მაინც ვერსად გაიქცევი კიბეებს ისე აუყვა,აღარც შეუხედავს თაიასთვის. გოგონა დიდხანს იჯდა ბუხრის წინ და აკვირდებოდა ცეცხლს,რომელიც ნელ-ნელა ქვრებოდა.არჩილს მიჰყვა უკან.ხელები გადაიბანა და მისი საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო.ზედმეტად შეშინებული,დასტრესილი და გადაღლილი იყო იმისთვის,რომ მარტო დაძინება შესძლებოდა.ერჩივნა,უსაშინლეს არჩილს მისწოლოდა გვერდით,ვიდრე საკუთარ შფოთვებს მოეკლა.ნელა მიუახლოვდა და უზარმაზარ საწოლზე ჩამოჯდა.ოთახს კედელზე მიკიდებული უპატარავესი აბაჟური ანათებდა.არჩილი მუცელზე იწვა.სახე თაიასკენ მიებრუნებინა.ეტყობოდა,რომ ჭრილობა საშინლად სტკიოდა.წარბები შეეკრა და ტუჩები უკმაყოფილოდ მოეკუნა.საბანი ასწია და არჩილის სხეულს უნებლიედ მიაჩერდა.თითქმის ნახევრად შიშველი იწყვა.თავის ცხოვრებაში პირველად იგრძნო სირცხვილი.ლოყები აუწითლდა.სწრაფად შეძვრა საბნის ქვეშ.არჩილი ოდნავ შეიშმუშნა და თვალები ზანტად გაახილა -აქ რა გინდა? ხმა იმდენად დაბოხებოდა,თაიას სასიამოვნოდ გასცრა მთელს სხეულში -მარტო ვერ დავიძინებ,მეშინია -რისი? -მოჩვენებების არჩილს გაეცინა.გვერდი ძლივს იცვალა.მისკენ გადაბრუნდა და იდაყვდაყრდნობილი მიაჩერდა -გაგიტაცეთ,სიკვდილით გემუქრები და შენ მოჩვენებების გეშინია?! -ხო ამოიწრიპინა და მზერა სწრაფად აარიდა მომღიმარს,რომელიც ერთიანად აბრუებდა -მერე ვერ უთხარი მამას?ძვირიან ჯადოს გაგიკეთებდა და აღარ შეგაწუხებდნენ გუდიანები -ნუ დამცინი ცრემლები უნებლიედ წამოუვიდა.მთელი ცხოვრება შფოთვები ტანჯავდა და ნამდვილად არ უნდოდა,ვინმეს ამაზე დაეცინა,მითუმეტეს,არჩილს -არავინ იცის ამის შესახებ -კარგი,ნუ ტირი,თორემ გუდიანი კაცი გაბრაზდება გაუცინა და ხელი მოხვია.მისკენ მისწია და თავი ისევ ბალიშზე დააბრუნა -იმედია,მართლა არ გამგუდავ.ჯერ შენი საქმროს და მერაბის გამწარებული სახეები უნდა ვნახო.მერე თუ გინდა,შუბლში მესროლე ტყვია თაია საოცარ სითბოს გრძნობდა,ისეთს,რომელიც არასდროს,არავისგან უგრძვნია -სახლში დამაბრუნე,გთხოვ -ახლა დამაძინე,თორემ მართლა დაუფიქრებლად მოგკლავ -საშინელი საწოლია,ამაზე როგორ გძინავს? -შენ არასდროს დაღლილხარ ისე,რომ ხის ფიცარი,ურბილეს ბუმბულად მოგჩვენებოდა.ამიტომ,ვერასდროს გაიგებ,რას ნიშნავს ელემენტალური ბედნიერება -მეც ვგრძნობ ელემენტალურ ბედნიერება.მაგალითად,ძალიან მაბედნიერებს ახალი ჩანთა,ფეხსაცმელი.ახალი მანქანა,ან საათი.საათებზე ვგიჟდები.მინდოდა,სიბერეში უამრავი საათი მქონოდა,მაგრამ როგორც ჩანს,იქამდე მისვლას არ მაცდი არჩილს ეღიმებოდა მის ბავშვურ ტიტინზე -შენსავით საქართველოს მოსახლეობის ხუთი პროცენტი ცხოვრობს.ისე მოხვედი ამ ასაკამდე,ხელიც კი არ გაგინძრევია,რომ რამე გქონოდა.ყველაფერი თავისთავად გაქვს -მორალს ნუ მიკითხავ,გვიანია უკვე.მე ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები,მაგრამ ხომ მაქვს იმის უფლება,რომ ჩემს თავსაც დავახარჯო ფული და ამით სიამოვნება მივიღო? -კი,გაქვს და მე ახლა იმის უფლება მაქვს,დავიძინო და გაჩუმდი,სანამ აივნიდან გადაგაგდე -შუქი რომ ავანთო,შეიძლება? -შუქი რაღად გინდა? -ვერ ვიძინებ ისე -ახლა თუ არ გაჩუმდები,ეზოში ამოყოფ თავს და მერე მიხვდები,უშუქობა რამდენად ნაკლებად სადარდებელია,მგლის ყმუილის მოსმენაზე -ხელი რომ მოგკიდო,შეიძლება? არჩილს ისევ ხმამაღლა გაეცინა და თავად მოხვია ხელი.თაია ასე მშვიდად არასდროს ყოფილა.მისი სუნთქვა ესმოდა და ეს აგრძნობინებდა,რომ მსოფლიოში ყველაზე დაცული იყო.არა და,ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო.თავის გამტაცებლის გვერდით იწვა და ეს ყველაფერი ამშვიდებდა.ამშვიდებდა იმის გააზრება,რომ არჩილი ყველაფრისგან დაიცავდა. მარტოს გაეღვიძა.ზამთრის მზე ფანჯარაში შეპარულიყო და სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე.მთელს ოთახში არჩილის ამოუცნობი სურნელი ტრიალებდა.ბიჭები მოსულიყვნენ და ბუხართან იდგნენ.ისევ რაღაც გაურკვეველზე იცინოდნენ -კარგია,უდარდელი ცხოვრება.შენს ძილს ეტყობა,რომ არსად არასდროს არ გეჩქარება ირაკლი ცალყბად უღიმოდა მოქუფრულს -შენც ამისგან ისწავლე,ჩემს ცხოვრებაზე ხუმრობები? თავი იქვე მდგარი არჩილისკენ აიქნია,რომელიც საერთოდ არ უსმენდა მათ და რაღაცაზე გამალებული ფიქრობდა.ლამაზი წარბები შეეკრა და გრძელ თითებს ოდნავ მოზრდილ,ჭაღარაშერეულ თმებში ხლართავდა -ეცადე,ჭკუიდან არ გადაიყანო ჩემი მეგობრები და ცოცხალი დამახვედრო თვალი ჩაუკრა დაბნეულ გოგონას და სახლი ისე დატოვა,მეტი აღარაფერი უთქვამს. თაიას ანდრიამ ნანატრი გასპაჩო მიუტანა.გოგონას გული ისე აუჩუყდა,ვერ მოითმინა და მთელი გრძნობით მოეხვია საყვარლად აწითლებულს -შენ ყველაზე კარგი ხარ,ამათგან -უფრო სენსიტიური,ვიდრე ჩვენ,ხო? -ანდრია,შენ ამათ საუბარს ყურადღება არ მიაქციო.მე გადავიფიქრე,შენ აღარ მოგკლავ პირველი გაუცინა და თავის წვნიანს მიუბრუნდა -ისე მექცევიან,თითქოს ბაღის ბავშვი ვიყო.არა და,ოცდაექვსი წლის ვარ უკვე -ამათთან როგორ მოხვდი? -ერთ სკოლაში ვსწავლობდით.პირველი კლასიდა მოყოლბული,ყველა ამას ჩაგრავდა.გვეცოდებოდა და ვიცავდით სანდრო ანდრიას წამოადგა თავზე და თმები აუჩეჩა -და,ახლა თქვენ თვითონ ჩაგრავთ,ხო? -ჩვენ ვესიყვარულებით -ძალიან საყვარლები ხართ ირონიულად აღნიშნა და პატარა ცხვირი ჰაერში აწკიპა.ძალიან აინტერესებდა,არჩილი სად წავიდა,მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა -რამდენი საათი დარჩა,ჩემს განთავისუფლებამდე? -რვა,მაგრამ ფული ჯერ არ მოუტანია შენს საყვარელ სამამამთილოს -მხოლოდ რაღაც ფულის მოპარვის გამო,როგორ შეგიძლიათ,ერთი პატარა,საწყალი გოგო მოიტაცოთ და ამით აშანტაჟოთ?ჩემი მშობლები მაინც არ შეგეცოდათ? -მხოლოდ ფულში არ არის საქმე.არჩილის დედა ძალიან ცუდად არის.დემენცია,ალცაიმერი,კიდურების ატროფია,რა აღარ სჭირს საწყალ ქალს.მერაბმა ეს ძალიან კარგად იცოდა და იცოდა,არჩილი ამ ფულის გარეშე ვერაფერს გააკეთებდა და ვერაფრით დაეხმარებოდა დედას,მაგრამ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ისე ჩაგვძირა,წარბიც არ შეუხრია.არაკაცია და არაკაცურად უნდა მოეღოს ბოლო თაია გაჩუმდა,ხმას ვერ იღებდა.ასე ცუდად არასდროს უგვრძნია თავი.საოცრად შეეცოდა არჩილი.გულის არეში საშინელ ტკივილს გრძნობდა -ახლა სად წავიდა? ხმა საგრძნობლად ჩავარდნოდა.საკუთარ თავს ვერ ცნობდა.აქამდე ასეთ რაღაცეებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა,მაგრამ არჩილის ამბავი გულზე მოხვდა და თითქოს რაღაც ჩასწყდა შინაგანად -ლეილა არის ცუდად და მასთან წავიდა.მალე დაბრუნდება -მე უნდა მომკლათ? სამივეს ხმამაღლა გაეცინა.თაიას ჩამოუსხდნენ წინ და ერთიანად გაფითრებულს თანაგრძნობით გადახედეს -ჩვენ მკვლელები არ ვართ.მითუმეტეს,არჩილი.მერაბი შენს სანაცვლოდ ფულს არ გადაიხდის,მთელი ქვეყანა გაიგებს,რომ რამდენიმე მილიონის გამო საკუთარი სარძნო გასწირა.როგორც ხდება ხოლმე,ნელ-ნელა,ეტაპობრივად დაიწყებს მისი ბიზნესი გაკოტრებას -იმას ისეთი სახე ჰქონდა,არ მგონია,აქედან ცოცხალი გამიშვას -დამშვიდდი,ჭამე შენი გასპაჩო და მერე ჯოკერი ვითამაშოთ ირაკლიმ თვალი ჩაუკრა და ბუხრისკენ წავიდა. დიდხანს იჯდა ჩუმად.ერთ წერტილს მისჩერებოდა და ვერაფერს ვერ იაზრებდა.მართლა მთელი გულით ეცოდებოდა,არჩილიც და დედამისიც.მხოლოდ იმაზე დარდობდა,რომ მერაბი ფულს თუ არ მოიტანდა არჩილი დედას ვეღარ უმკურნალებდა.იმ მომენტში,საერთოდ არ უფიქრია მის სიცოცხლეზე -მოდიხარ? ანდრიას ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.მაგიდასთან მსხდომებს შეუერთდა და კარტის თამაში დაიწყო. ძალიან კარგად გაერთო.ასეთი კარგი დრო არასდროს გაუტარებია.მისი სამეგობრო წრე მდიდარი,ზედმეტად ყალბი ადამიანებით შემოიფარგლებოდა.მათნაირ ლაღ,თავისუფალ და ალალ ადამიანებს პირველად შეხვდა მის ცხოვრებაში.ზოგადა,ამ რამდენიმე დღის განმავლობაში,ძალიან ბევრ რამეს შეეჩეხა ისეთს,რაზეც ადრე საერთოდ არ ფიქრობდა,არ აკეთებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა,თუ არსებობდა. არჩილი რამდენიმე საათში დაბრუნდა.თაიას საშინლად დაღლილი და დანაღვლიანებული მოეჩვენა -გიორგიმ დარეკა.მერაბი ისევ არ გამოდის კონტაქტზე და ლოგიკურად,ფულის მოტანასაც არ აპირებს -ისედაც ვიცოდით ეგ ყველაფერი ხმა საოცრად დაბოხებოდა,შავი თვალები კიდევ უფრო ჩამუქებოდა და მზერა გაუხეშებოდა -დაღამებას დაველოდოთ იქ არ გაჩერებულა,კიბბეებზე მძიმე ნაბიჯებით ავიდა და ოთახში გაუჩინარდა.თაია დიდხანს მისჩერებოდა იმ ადგილს,სადაც არჩილი იდგა.ვერ ხვდებოდა,რა უნდა მომხდარიყო დაღამებისას.თამაშს ვეღარ დაუდეს გული.ყველანი ჩუმად მისჩერებოდნენ მოგიზგიზე ცეცხლს. რამდენიმე საათი ისე გავიდა,ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ.ყველანი არჩილს ელოდებოდნენ -ჩვენი წასვლის დროა თაიას თავზე წამოადგა და მზერით აგრძნობინა,რომ უნდა ამდგარიყო.ისიც დაპროგრამებულივით წამოხტა და წინ აესვეტა,მასზე საკმაოდ მაღალს,რომელიც წარბებშეკრული დაჰყურებდა -სად უნდა წავიდეთ -ბნელ ტყეში ამოიხვნეშა და კარისკენ წავიდა -აბა,კარგად იყავი,მძევალო.სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანდრიამ ხელი დაუქნია პირდაღებულს -ნამდვილად სასიამოვნო იყო და დიდი მადლობა,ყველას ნაცვლად,არჩილი რომ დაჭერი და არა ჩვენ სანდრომ თვალი ჩაუკრა და მსუბუქად მიჰკრა ზურგზე ხელისგული -წადი აწი,თორემ არ უყვარს იმას ლოდინი. თაია აკანკალებული,დაბნელი და შეშინებული ძლივს იმორჩილებდა სხეულს.გარეთ საშინლად ყინავდა.არჩილი იქვე ელოდა.სიგარეტის კვამლში გახვეულიყო და იმდენად მისტიკურად გამოიყურებოდა,თაიას ეს ყველაფერი არარეალური ეჩვენა -უნდა მომკლა? ძლივს ამოიკნავლა.აკანკალებული მისჩერებოდა მის შავ სფეროებს -სხვა გზა არ არის ქურთუკი გაიხადა და მხრებზე შემოახვია,კიდევ უფრო დაპატარავებულ თაიას.გოგონას მზერა აემღვრა.გულისრევის საშინელი შეგრძნება ჰქონდა.თავლები უბნელდებოდა და არჩილის თითები რომ არა,აუცილებლად წაიქცეოდა.მანქანაში უთქმელად ჩასვა და სწრაფად ჩაურთო გათბობა.უზარმაზარი მანქანით მიიკვლევდნენ გზას.ირგვლივ მიმოფანტული თოვლი,თითქმის მინებს სწვდობოდა.ისევ ულამაზესად ბარდნიდა,მანქანაში სასიამოვო სითბო ტრიალებდა,არჩილის სურნელთან შერეული,მაგრამ თაია ნერვულ კანკალს ვერ სწყევტდა -შენი მშობლები დაგხვდებიან -რაა? -შენი მშობლები დაგხვდებიან მეთქი,რა ვერ გაიგე -ანუ,მიშვებ? თაია ვერ იჯერებდა იმას,რომ არჩილი ცოცხალს და საღ-სალამთს უშვებდა -გიშვებ. საოცრად ნაზი და დაბალი ხმით ამოთქვა.გოგონას სასიამოვნოდ გასცრა სხეულში.თითქოს გული სწყდებოდა იმაზე,რომ მისგან უნდა წასულიყო.საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე,რომ მადლობა უნდა ეთქვა,ცოცხალი რომ ბრუნდებოდა სახლში -თუ გინდა,პოლიციაში გვიჩივლე -რაო? -დღეს დაყრუვდი,თუ რა ყველაფერს მამარცვლინებ? -არ ვაპირებ ჩივილს ამოიბუტბუტა და თბილისს გახედა.სადაც საერთოდ არ დახვდა თოვლი და არც ის გარემო იქმნებოდა,სადაც თავი მშვიდად უნდა ეგრძნო -ქორწილში დამპატიჟებ? -აუცილებლად გაეცინა.არ იცოდა,რა აცინებდა -კარგი ბავშვი ხარ შენ -შენც კარგი ბებერი კაცი ხარ არჩილმა მანქანა გააჩერა და თაიას გადახედა -ბოდიში,რომ მოგიტაცეთ და განერვიულეთ.თუ გუდიანები ისევ შეგაწუხებენ,დაემუქრე,არჩილი მოვა და ყურებს დაგაჭრითო გაუცინა და ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა -ახლა გადახტი მანქანიდან.შუქნიშანზე მარჯვნივ შეუხვიე,იქ გელოდება მამა -მადლობა,რომ არ მომკალი და ბოდიში,რომ დაგჭერი ცრემლები უნებლიედ წასკდა.თავს ვერ აკონტროლებდა -ზედმეტი სენტიმენტების გარეშე დავიშალოთ თვალი ჩაუკრა და კარი გაუღო -ქურთუკი შეგიძლია,დაიტოვო.შეიძლება,იმის მეოთხედიც არ ღირს,რაც შენი მანტო,მაგრამ ნაკლები ვალი მექნება დასაბრუნებელი თაიამ ვეღარაფერი უთხრა.მანქანიდან გადავიდა და სწრაფად გაიქცა მითითებული შუქნიშნისკენ.არ იცოდა,რატომ გარბოდა.არ იცოდა,რას და რატომ გაურბოდა. გული შეუფანცქალდა დედა რომ დაინახა,რომელიც მასსავით ტიროდა.სწრაფად მოეხვია მშობლებს -ჩემო გოგო,როგორ შეგვაშინე ვაჩე თავზე ჰკოცნიდა ერთადერთ ქალიშვილს და გაყინულ ლოყებზე ეფერებოდა -სახლში წავიდეთ რა -სახლთან ჟურნალისტები არიან,დედი -რა ვქნა,ავიტან როგორმე -პოლიციაც გველოდება.ჩვენება უნდა მისცე -არ მინდა ჩვენების მიცემა.არცერთის სახე არ დამინახავ და არც არაფერი ვიცი,რომ მოვყვე.ოთახში ვყავდი ჩაკეტილი და არაფერი მესმოდა -ამის მოყოლაც საკმარისი იქნება. სახლთან მართლა უამრავი ხალხი ირეოდა.ოჯახის ახლობლები,ჟურნალისტები,პოლიცია,სასწრაფო, უბრალო მაცხოვრებლები,რომლებსაც აინტერესებდათ თაიას ამბავი.ყველაზე მეტად ლუკას და მერაბის ნახვა გაუკვირდა.კაცი მისკენ გაიწია და ხელები ძლიერად შემოხვია -ჩემო ლამაზო,ვერაფრით მოვახერხე ფულის შეგროვება.თან,არც ვაჩეს აძლევდნენ იმის უფლებას,რომ მისი ანგარიშიდან აგვეღო თანხა.ყოველ წამს გვანიშნებდნენ,რომ რამეს დაგიშავებდნენ,რამე არასწორად რომ გაგვეკეთებინა თაიას სიმწრით გაეცინა.მერაბის ზურგსუკან აწურულ ლუკას გადახედა,რომელიც თვალს ვერ უსწორებდა -ბატონო მერაბ,ამაზე არ ინერვიულოთ.მთავარია,ცოცხალი ვარ.ვიცი,რომ ჩემთვის ყველაფერს გააკეთებდით და საერთოდ არ გაგიჭირდებოდათ,სხვისი მშობელი დედა გაგეწირათ ჩემს გამო მერაბი გაშრა.სახეზე ფერი დაკარგა და თაიას თითებზე შემოხველი მტევნები ერთიანად გაეყინა -რას ამბობ?! ხმა საგრძნობლად გამკაცრებოდა და გაუხეშებოდა -ისეთს არაფერს,თქვენ რომ არ იცოდეთ.ლუკა,ძალიან დიდი მადლობა,ჩემს გადასარჩენად ყველაფერს რომ აკეთებდი.ბოდიში,მაგრამ ამ რამდენიმე დღემ მიმახვედრა,რომ შენი ცოლობა საერთოდ არ მინდა მერაბის თითებიდან გაინთავისუფლა თავი,ნიშნობის ბეჭედი წაიძრო და გახევებულ ლუკას მიაწოდა -ბოლომდე მჯეროდა,რომ თქვენ გამათავისუფლებდით და ჩემს სანაცვლოდ თანხას გადაიხდიდით.ცუდია,რომ შევცდი,მაგრამ ამაზე დარდს აღარ ვაპირებ.შენც სჯობს,ახალი საცოლე ეძებო.იქნებ,მის გამო მაინც დათმოთ რამე თვალი ჩაუკრა და მამას აეკრო მხარზე -ახლა ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ უნდა დავისვენო.ჩემს მშობლებს მოვესიყვარულო და ცხოვრებაში რაღაცეები გადავაფასოს. მხარზე წაუთათუნა ხელი ყოფილ საქმროს,იქ მყოფებს თავი დაუკრა და სახლში შეაბიჯა.ფერწასული მერაბი კამერების წინ დატოვა,აყაყანებულ ჟურნალისტებთან. მშობლების შუაში იწვა და ჭერს მისჩერებოდა.არჩილზე ფიქრობდა.ადამიანზე,რომელმაც გაიტაცა და გადაარჩინა განწირული ქორწინებისგან. მეორე დღესვე მოძებნა არჩილის დედა,რომელ კლინიკაში იწვა და ყველა ხარჯი თვითონ აანაზღაურა.არ უნდოდა,ეს ყველაფერი არშბას გაეგო,ამიტომ კლინიკა გააფრთხილა,რომ ყველანაირი კონფიდენციალურობა დაცული უნდა ყოფილიყო. მშვიდად განაგრძო ცხოვრება.ისევ ისე იქცეოდა,როგორც აქამდე.აკვირდებოდა,როგორ კოტრდებოდა მერაბ ჯანელიძე და როგორ ენგრეოდა თავზე ყველაფერი.ძალიან სიამოვნებდა ამის ყურება,თითქოს შიგნით რაღაც სასიამოვნო ეღვრებდა.ისევ შუქანთებულში ეძინა.ცდილობა,არჩილის სიახლოვე წარმოედგია,რომ დამშვიდებულიყო,მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა არ შველოდა.ყოველ ღამე ახსენდებოდა მისი შავი თვალ-წარბი.მაღალი,თხელი,ზომიერად დაკუნთილი სხეული.იდეალური ღიმილი და გაწონსწორებული საუბარი.აფორიაქებდა მისი გახსენება,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.არ უცდია მასთან დაკავშირება,არც არჩილი დაბრუნებულა მის ცხოვრებაში.თითქოს,ეშინოდა არჩილი მხოლოდ მისი შფოთვების ნაწილი ყოფილიყო. გაზაფხულის ბოლო დღეები იყო,მადრიდში რომ ისვენებდა რამდენიმე მეგობართან ერთად.მათი დაძალებით ფეხბურთის საყურებლად წასვლა მოუწია.შუაგულ სტადიონზე იჯდა და მოყაყანე გულშემატკივარს ყურადღებას არ აქცევდა.ალბათ დაძაბული თამაში იყო,ატმოსფერო იმდენად დამძიმებულიყო.თავს უცნაურად გრძნობდა.გრძნობდა,ვიღაცის დაჟინებულ მზერას.თითქოს,ძალიან ნაცნობს,მაგრამ ამავედროს,ძალიან უცნობს.სტადიონზე საშინელი ქაოსი იყო.მადრიდელებმა მნიშვნელოვანი მატჩი გამარჯვებით დაასრულეს,რაც გულშემატკივარსაც ეტყობოდა.ქუჩებში საოცარი ქაოსი იყო.ყველანი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ რეალის ჰიმს და ბედნიერები აქნევდნენ უზარმაზარ დროშებს.თაია მეგობრებს ჩამორჩა.თვალების ცეცებით ცდილობდა,მათ მოძებნას.წამოიკივლა,მკლავში ვიღაც რომ სწვდა და ვიწრო ქუჩაში,მოქირწყლულ კედელზე გააკრო.შიში,ბედნიერებაში გადაუვიდა,არჩილ არშბას სახე რომ დაინახა.“რეალ მადრიდის“ მაისური ეცვა,შავი კეპი ეხურა და ისევ ისე,საოცრად მიმზიდველად უღიმოდა -არ მეგონა,შენც თუ ქაჩავდი ძვირიან რაღაცეებს ღიმილს ვერ იკავებდა.თვითონაც არ იცოდა,რა უხაროდა ასე ძალიან -შენ წარმოიდგინე და რაღაცეები მეც შემიძლია -ისევ ჩემს გატაცებას აპირებ? -გინდა,რომ ისევ გაგიტაცო? იმდენად მიმზიდველი იყო,თაია მზერას ვერ აშორებდა.აგიჟებდა მისი შავი თვალები და იდეალური კბილები,რომლებიც მზემოკიდებულ სხეულზე კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა -მე არც პირველი მინდოდა -შემიძლია,გასპაჩოზე დაგპატიჟო -საინტერესო შემოთავაზებაა,კაცისგან,რომელმაც გამიტაცა,სიკვდილით მემუქრებოდა,მერე გამიშვა და ახლა უკან დამსდევს არჩილს ხმამაღლა გაეცინა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია მისკენ -ალბათ,ოცნებობ,რომ გსდიო,მაგრამ ასე არ არის თაიას ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან.მის თითებში ჩაბღუჯული მკლავის განთავისიფლება სცადა,მაგრამ არჩილი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოეხვია -წამოხვალ,თუ არა? -არა,მე ჩემს მეგობრებთან ერთად მივდივარ ძვირიან რესტორანში და არ მგონია,შენ მაგდენი შეგეძლოს -ნუ ცდილობ,დამამცირო.ჩემზე არ გაჭრის,იაფასიანი კბენები -გამიშვი,უნდა წავიდე -რაღაც არ მგონია,წასვლა გინდოდეს არჩილმა სახე ახლოს მიუტანა.იმდენად არხლოს,რომ თაია მის ცხელ სუნთქვას სახეზე გრძნობდა.საშინლად აბნევდა მისი სიახლოვე -ასე ვერ წამოვალ,უნდა გამოვიცვალო და თუ შეიძლება,შენც გამოიცვალე,მეხუთე კლასელ ბავშვს რომ ჰგავხარ ძლივს ამოიბუტბუტა.სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.არჩილმა კიდევ ერთხელ გაიცინა,ლოყაზე მსუბუქად აკოცა და სწრაფად გაშორდა ერთიანად აწითლებულ გოგონას -ერთ საათში ისევ აქ შევხვდეთ თვალი ჩაუკრა და ისევ ისე სწრაფად გაუჩინარდა,როგორც გამოჩნადა.თაია დიდხანს იდგა გახევებული და ვერ ხვდებოდა,რომ უნდა წასულიყო.არ იცოდა,ასე ძალიან რატომ მოქმედებდა არჩილი მასზე. რა თქმა უნდა,დააგვიანა,მაგრამ საოცრად გამოიყურებოდა.არჩილი თვალებაციმციმებული აკვირდებოდა ცხვირაწეულს -როგორციქნა,შენი ასაკის კაცს დაემსგავსე არჩილიც არანაკლებ გამოიყურებოდა.საოცრად უხდებოდა თეთრი ტილოს პერანგი და ასეთივე მატერიის შავი შარვალი -ამდენი კომპლიმენტი თავში არ ამივარდეს,მეშინია ჩუმად გაუყვნენ ქუჩას.ორივეს სიამოვნებდა ერთმანეთის სიახლოვე -ლეილას ხარჯებს უშენოდაც დავფარავდი -რაა? თაია შეცბა.არ ეგონა,თუ არჩილს ეცოდინებოდა,ვინ გადაიხადა დედამისის მკურნალობის ხარჯები -თავის გამოშტერება არ დაიწყო.კარგად იცი,რასაც გეუბნები -როგორ არის? -შენი აზრით,როგორ უნდა იყოს ქალი,რომელიც მის ერთადერთ შვილს ვერ სცნობს.მხოლოდ თავის გამოძრავება შეუძლია და ტკივილები ტანჯავს? თაია ცრემლები ძლივს შეიკავა.არჩილს თავი ჩაეხარა და ისე მიაბიჯებდა.იმდენად დაუცველი და გულგატეხილი ეჩვენა,ჩახუტება მოუნდა.ძლივს იკავებდა თავს,რომ არ შემოხვეოდა -მერაბი სულ ნულზე არ დარჩა,მაგრამ რაღაც თანხა ხო მაინც დაკარგა თემის შეცვლა სცადა,ოდნავ მაინც რომ გაემხიარულებინა არჩილი -ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,ბიჭებისთის ის ბიზნესი დამებრუნებინა,რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ვშრომობდით -როგორ არიან? -ენატრები ყველას.განსაკუთრებით,ანდრიას -მართლაა? ისე გაუხარდა,თვალები გაუბრწყინდა -არა,გეხუმრე.რატომ უნდა მონატრებოდი? -ცუდი კაცი ხარ -გასპაჩო გინდა? -კი,მინდა.მაშინ არ მაჭამე,ახლაც არ უნდა ვჭამო? არჩილმა ხელი გადახვია და ერთ-ერთ რესტორანში შეიყვანა -ასეთ ძვირიანსაც არ ველოდი.თუ ვერ გაწვდები,მე დაგიმატებ ფულს -მორჩი,უაზრო სწერვობას მიმტანს ესპანურად უთხრა,რა უნდოდათ და ისევ თაიას მიუბრუნდა -ესპანური რატომ იცი? -მე განუვითარებელმა გორილამ? -ხო,შენ განუვითარებელმა -რვა ენა ვიცი -ვაო.ანუ,ენების მცოდნე გორილა ხარ? -დიახ გაუღიმა და ღვინო მოსვა.მოსწონდა თაიას ამპარტავნული მზერა და მისი ფიქრები,თითქოს მართლა გაუნათლებელი და შეუგნებელი იყო -რატომ იცი მეთქი? -რავი,კონკრეტული მიზეზი არ მაქვს.ქართველი ვარ.რუსული ჩვენს ქვეყანაში მგონი ყველამ იცის.ნუ,ინგლისური ხო საერთაშორისო ენაა და სხვა გზა არ მქონდა.ესპანეთი ბავშვობიდან მიყვარდა და ამიტომ ვისწავლე.იტალიური ისე უბრალოდ.ფრანგი შეყვარებული მყავდა და ფრანგულიც მისი ხათრით ვისწავლე.გერმანიაში ვცხვრობდი,ცოტახნით და გერმანულიც შემომესწავლა და თურქური დედაჩემის ხათრით ვისწავლე.უყვარდა თურქეთი თაია მონუსხული უყურებდა არჩილს,რომელიც საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა და თითქოს ეს იყო პრობლემა.ამ სიმშვიდეში მალავდა ყველანაირ დარდს,ტკივილს,ტვირთსა და ემოციებს -ჩემზე ბევრი ენა რატომ იცი? -და რატომ არ უნდა ვიცოდე?რით ვარ შენზე ნაკლები?პატენტი „როლექსი“ მე არ მიკეთია და „ტოიოტათი“ არ დავდივარ.შენ ხო მხოლოდ ამით აფასებ ადამიანებს -მხოლოდ ამით,არა -აბა,კიდევ რითი? -ადამიანში მთავარია,მისი განწყობა.როგორ გაგრძნობინებს თავს.შენ კრიმინალი ხარ,რომელთანაც ყველაზე მშვიდად მეძინა,თან ჩაბნელებულ ოთახში.ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთის არჩილს გაეღიმა.თაია ძალიან გულწრფელი იყო იმ მომენტში.ლოყები ოდნავ შევარდისფერებოდა და ლამაზ ცისფერ თვალებს დაბნეული აცეცებდა -ისევ გაწუხებენ გუდიანები? -ნუ დამცინი მეთქი -არ დაგცინი,მართლა მაინტერესებს -დიახ,ისევ მაწუხებენ თვალები მოხუჭა და ისე შეხედა,თითქოს არჩილი იყო ამაში დამნაშავე -არა და,საშინელი ძილი გაქვს.ფეხები ლამის თავზე შემომალაგე -იტყუები ცხვირი ისევ მაღლა ასწია და მიმტანს ბედნიერმა შეხედა,რომელიც წვნიანით მიიწევდა მისკენ -უი,ხელი როგორ გაქვს,მართლა? -შეხორცდა.მარიამმა მიშველა -ხო,მე დაგჭერი,მარიამმა გიშველა -შენი მეგობრები რატომ არ წამოიყვანე? -ცოტა,სირცხვილი მგონია,ამდენი ადამიანის გამოკვება შენს კისერზე ამეკიდა.თან ხო არ შეგარცხვენდი.რომ ვერ გადაგეხადა,მერე ვალის აღება მოგიწევდა -ლუკა როგორ შეგელია? -მარტივად.მამამისთან ჩხუბს და ალიაქოთს,ყველაფერი ურჩევნია.ამიტომ,მარტივად დამთმო -ს*რია მეთქი,როდიდან გეუბნებოდი -შენს ფრანგ შეყვარებულს რატომ დაშორდი? -ხინკალი არ მოეწონა და მე ნამდვილი ქართველი კაცი,ეგეთ გოგოს ვერ შევიყვანდი ოჯახში ორივეს გაეცინა.იმდენად მარტივად,მსუბუქად და თავისუფლად საუბრობდენ,თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრება იცნობდნენ -სასტუმრომდე მიმაცილებ? -მიგაცილებ. ხელი ისევ გადახვია და ისე გაუყვა ქუჩას -არა და,ქორწილში ქეიფი მინდოდა -შენ მოიყვანე ცოლი და შენს ქორწილში ვიქეიფოთ -მე,როგორც შენ აღნიშნავ,ბევრს ვერ ვქაჩავ,ამიტომ სხვის ხარჯზე ქეიფი მირჩევნია -რა სუნამოს ხმარობ? თაიას იმდენად აბრუებდა მისი არომატი,თავს ვერ სძლია და მაინც დასვა ის კითხვა,რომელიც მოსვენებას არ აძლევდა,გატაცების დღიდან -creed aventus -ანუ,შეგიძლია სუნამოში 500 დოლარი გადაიხადო და დედაშენის მკურნალობის ფული არ დაფარო? -და,ეგ საიდან მოიტანე?! ხმაზე შეეტყო,რომ გაღიზიანდა.თაია ამას არ ელოდა და შეცბა.არ უნდოდა,გაებრაზებინა -შენი თანხა ისევ ანგარიშზე დაგიბრუნდა,მაგრამ შენ ხო არ ინტერესდები იმით,რამდენს ხარჯავ და რამდენი გაქვს დაუხარჯავი ხელი სწრაფად გაუშვა და თაიას სასტუმროს წინ გაჩერდა -არ მინდოდა,გწყენოდა.ვიხუმრე -არაუშავს. -მაპატიე -არ გიხდება,მოკვდავი ადამიანის ქმედებები.შენ უფრო ამპარტავნობა და ზევიდან ყურება გიხდება -მართლა არ მითქვამს დამცირებით -ადი ახლა და ეცადე,მაღაზიების გარდა,მუზეომებიც მოინახულო ისე წავიდა,აღარაფერი უთქვამს.გოგონა მთელი ღამე აივანზე იჯდა,მადრიდს გადაჰყურებდა და არჩილ არშბაზე ფიქრობდა.კაცზე,რომელიც მის ცხოვრებაში არსაიდან გაჩნდა და ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. თბილისში ისე დაბრუნდა,არჩილი აღარც უნახავს.არა და,ყოველ დღე ნატრულოდა,სადმე გადაჰყროდა.საშინელ ხასიათზე იყო.გრძნობდა,რომ არჩილის სიახლოვე სჭირდებოდა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.არ უნდოდა,რომ მასზე ეფიქრა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ზაფხული იყო.იტალიაში წასვლას აპირებდა,ზარი რომ მიიღო არჩილის დედის კლინიკიდან.უთხრეს,რომ ლეილა გარდაიცვალა.მთელი სხეული აუთრთოლდა.მუცელში საშინელ წვას გრძნობდა.წარმოდგენაც არ უნდოდა,არჩილი როგორ იქნებოდა.დიდხანს ფიქრობდა,მისულიყო,თუ არა მასთან.ბოლოს თავმოყვარეობას გადააბიჯა.ცოტა ფულით და ძველი ნაცნობებით არჩილის მისამართს მიაგნო.დიდხანს იდგა მისი სახლის წინ და შესვლას ვერ ბედავდა.უამრავი ხალხი ირეოდა ეზოში.გახევებული იდგა ჭიშკართან და სხეულს ვერ იმორჩილებდა.არ იცოდა,რა უნდა ეთქვა მისთვის და როგორ ენუგეშებინა.მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა.თავი სწრაფად შეატრიალა და მომღიმარ ანდრიას თავადაც გაუღიმა -თავიდან მეგონა,მეჩვენებოდი -როგორ არის? ძლივს გასაგონად ამოთქვა.ხმა საგრძნობლად ჩავარდნოდა -ცუდად.როგორ უნდა იყოს,მის გარდა არავინ ჰყავდა -მეშინია,შესვლა. -შენ საიდან გაიგე? თაია სწრაფად წამოწითლდა.მზერა აარიდა ანდრიას და ვითომ ინტერესით მოავლო თვალი იქაურობას -მე უნდა შევიდე.შენ რომ გადაწყვეტ,შემოდი ბიჭი სწრაფად გაშორდა.თვალი გააყოლა კიბეებზე მიმავალს.ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს დამძიმებული ჰაერი და თვითონაც უკან მიჰყვა.არჩილი კიბის თავში შეეჩეხა.ხმას არ იღებდა.გაუხეშებულ მზერას არ აშორებდა.მის თვალებში საოცარი სიცარიელე იკითხებოდა -ძალიან ვწუხვარ ენა ძლივს მოატრიალა პირში.მუხლები ისე უკანკალებდა,კინაღამ გადაგორდა კიბიდან -მადლობა. იმდენად შეცვლილი ჰქონდა ხმა,რომ არ სცოდნოდა,ვინ იყო,ვერ იცნობდა.ვეღარაფერი უთხრა.სწრაფად გამოტრიალდა და ისე გაიქცა,თითქოს მგელი მისდევდა.საშინლად გრძნობდა თავს.ასე ცუდად არასდროს ყოფილა.ფრენა გადადო.თითქოს გრძნობდა,რომ იქ უნდა ყოფილიყო და არ უნდა წასულიყო.სწორიც აღმოჩნდა,იმ საღამოსვე აზუზუნდა მისი მობილური.უცნობი ნომერი იყო,მაგრამ ზუსტად იცოდა,ვინ იქნებოდა -არ ვიცი,რატომ დაგირეკე. ხმაში ეტყობოდა,რომ საშინლად იყო -არ მიკითხავს -ახლა მინდა,რომ შენ მომიტაცო თაიას გაეღიმა.უნებლიედ წამოსული ცრემლები სრაფად შეიმშრალა -გინდა,რომ მოვიდე? -შენ გინდა,რომ მოხვიდე? -მინდა. ხმადაბლა ამოთქვა და ტუჩზე ნერვიულად იკბინა.არჩილის დუმილმა მიახვედრა,რომ სათქმელი აღარაფერი იყო.სწრაფად ჩაიცვა და მძღოლს მისამართი ისე უკარნახა,თითქოს ზეპირად იცოდა ის გზა. სახლი მთლიანად ჩაბნელებული იყო.ძალიან ეშინოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,არჩილთან უნდა მისულიყო.სახლის კარი ოდნავ შეღებული დაუხვდა.ფრთხილად შევიდა.ისეთი სიჩუმე იყო,როგორიც სიკვდილის შემდეგ რჩება,არც ტირილი,არც ხმაური,მხოლოდ სიცარიელე.თვალი მოავლო ოთახს და იქვე მდგარს შეხედა.აივნის კართან იდგა,თავი დაეხარა.იმდენად მარტოსული მოეჩვენა,კინაღამ ხმამაღალი ტირილი დაიწყო.ნელა მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა -არ ვიცი,აქ რატომ ხარ -არც მე არ ვიცი,რატომ მოვედი და უარი რატომ არ გითხარი თვალს ვერ აშორებდა.მის ჩამოყრილ მხრებს რომ უყურებდა,გული საშინლად სტკიოდა -არ გინდა,აივანზე დავსხდეთ? თითები გაუაზრებლად შემოხვია გაყინულ მაჯაზე და აივნისკენ წაიყვანა.ისევ მშვიდად იყო,მაგრამ ამ სიმშვიდეში იყო რაღაც ბავშვური,დაუცველი,რაც თაიას გულს უკლავდა.ეგონა,რომ მისი იქ ყოფნით,რაღაცას მაინც უმსუბუქებდა -გინდა,წყალი მოგიტანო? ტუჩები ისე გაფითრებოდა,შეეშინდა,რამე არ დამართნოდა -არა,უბრალოდ,აქ იყავი ხმადაბლა ამოიჩურჩულა და ისევ იატაკს დააჩერდა.თაია არ ელოდა ამას.არ ეგონა,უბრალო სიტყვები,ასე თუ აუფორიაქებდა სულს.მხარზე ფრთხილად შეუცურა თითები.მისი მსუბუქი ამოხვნეშა იგრძნო და გაეღიმა.არჩილ არშბას გვერდით იჯდა და ორივე ხვდებოდა,თითქოს ის ნდობა,რომლისთვისაც სხვა ადამიანებს წლები სჭირდებათ,მათში იმ მომენტში ჩამოყალიბდა.რამდენიმე წუთი ასე ისხდნენ.სიჩუმე აღარ იყო ისეთი აუტანელი.უბრალოდ არსებობდა ფარდა,რომელიც ძლიერ ტკივილს ფარავდა -თითქოს,შეჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს.თხუთმეტი წელია,დედა მხოლოდ სიტყვიერად მყავდა,მაგრამ მაინც მძიმე აღმოჩნდა.ახლა ყველაზე მეტად მინდა,ისევ მეჩხუბოს,დამიყვიროს,რომ ძალიან ცუდად ვიქცევი,ჩემს კლასელებს რომ ვცემ.შემაქოს კარგი ნიშნებისთვის.მეწუწუნოს იმაზე,რომ სახლში დროს საერთოდ აღარ ვატარებ.მგონია,რომ მისი ასეთი მდგომარეობა,ჩემი ბვრალია.მე ვარ დამნაშავე -შენ კარგი ადამიანი ხარ და საკუთარ თავს ნუ დააბრალებ იმას,რაც ნამდვილად არ არის შენი ბრალეულობა -კარგი ადამიანი?არ გამეტაცებინე მაინც.ამას როგორ ამბობ? -შენ ისეთი ხარ,ვინც საკუთარ თავსაც გასწირავს საყვარელი ადამიანისთვის და ეს ძალიან იშვიათია -შენთვის საშინელი კაცი ვიყავი და ახლა რა შეიცვალა?ისე მლანძღე,თითქოს მართლა გკლავდი -ხო.მომიტაცე,მოკვლითაც მემუქრებოდი,მაგრამ ვგრძნობდი,რომ ეს რეალური არ იყო.რეალურად,არ ხარ ასეთი ადამიანი.ბევრად ლოიალური და სენსიტიური ხარ -მგონი,ზედმეტი მოგივიდა და ამ წინადადენით,შეგიძლია,მომავალი სამუდამოდ დამინგრიო.ვინმემ არ გაიგოს,ამხელა კაცს,სენსიტიურს რომ მეძახი -შუქანთებულში დაიძნე და არ იგრძნობ თავს ცუდად არჩილს გაეცინა.დამძიმებული თვალები ასწია და შეანათა კიდევაც მონატრებული შავი სფეროები -ბავშვო,თენდება ორივემ ჰორიზონტს გახედეს.მზე მართლაც ამოდიოდა.ნელ-ნელა ანათებდა იქაურობას და ირგვლი აფრქვევდა მის სიმხურვალეს -ამ სახლში გაიზარდე? -არა,მე და დედა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით.აფხაზეთიდან ლტოლვილები ვართ და ბევრი ფული არ გვქონდა.ეს რამდენიმე წლის უკან ვიყიდე -ანუ,მერაბს ყველაფერი არ წაურთმევია შენთვის -მთავარი შემოსავლის წყარო წამართვა.მეტი ისეთი არაფერი -მშია და საშინლად მეძინება არჩილს ისევ გაეღიმა.მსუბუქად უჩქმიტა ლოყაზე და ფეხზე წამოდგა.გემრიელად გაიზმორა და თვალებდამრგვალებულს დახედა -გაჭმევ და წადი,დაიძინე -არ დამიტოვებ? -დარჩენა გინდა? -თუ გამაგდებ,ძალით ხო არ დავრჩები.მე შენ არ გგავარ,დაუკითხავად რომ მომიტაცე -ბავშვო,რამდენი ლაპარაკი გიყვარს ამოიოხრა და მასთან ერთად შევიდა სამზარეულოში -ახლაც გასპაჩო გინდა? -არა,ყოველდღე გასპაჩო ვის გაუგია.ტოსტები მინდა,ავოკადოთი და ინდაურის ხორცით -დაგიხატავ ახლა,ავოკადოს და ინდაურს -აუ,შენ ადამიანს მშიერი მოკლავ რაა ამოიწუწუნა და თითქმის ცარიელ მაცივარში შევარდა თავით -შემიძლია,პიცა გამოგიძახო -დილაუთენია,არ მინდა პიცა -აბა რა გინდა? -გითხარი,რაც მინდა მაცივრის კარი ხმაურით დაკეტა და წარბებშეკრულმა გადაიჯვარედინა მკლავები -წამოდი,დაწექი და მერე გაჭმევ რამეს -იმედია,მართლა მაჭმევ და მშიერს არ გამიშვებ საძინებლისკენ მიმავალს უკან მიჰყვა.ოთახი ძალიან დიდი იყო და საწოლი კიდევ უფრო დიდი -რა ბიზნესი გქონდათ ასეთი,ამხელა სახლი რომ იყიდე -არ მითხრა,რომ გშურს.შენი სახლი შვიდჯერ დიდია ამაზე -ჩემთან ერთად დაიძინებ?მარტო ვერ დავიძინებ,მითუმეტეს უცხო სახლში -დავიძინებ მაისურის ბოლოებს წასწვდა და სწრაფად გადაიძრო.მკლავზე ნათლად მოუჩანდა ნატყვიარი -რატომ ტიტვლდები? თაიამ წამოიკივლა,შარვლის შესაკრავსაც რომ მიადგა -ზედმეტი ტანსაცმლით ვერ ვიძინებ -მეც მომეცი რამე,რომ გამოვიცვალო და ამ კაბაში არ მომიწიოს ამოხუთვა თაია ცდილობდა,მისი სხეულისკენ არ გაჰქცეოდა თალები,მაგრამ არ გამოსდიოდა.ზურგით მდომს პირღია მისჩერებოდა.შარვალი ნახევრად გაეხსნა და თეძოს ნაწილი უჩანდა.იმდენად იდეალური ეჩვენა,კინაღამ ზურგზე შეახტა -იმედია,მადრიდის ზედას არ მომცემ -არა,არ მემეტება შენთის სწრაფად ესროლა შავი მაისური.თაიამ სწრაფად გაშალა და „ფინქ ფლოიდის“ ლოგოს თვალებმოხუჭულმა შეხედა -გემოვნება გქონია.ახლა შეტრიალდი,თუ შეიძლება -ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ თოვლში რომ გორავდი,თითქმის ორივე ძ*ძუ ამოვარდნილი გქონდა და ყველაფერი დავინახე -ცუდი კაცი ხარ ისევ წამოიკივლა და თავად შევარდა სააბაზანოში.არჩილი მომღიმარი უყურებდა მის მაისურში გამოწყობილს.საშინლად სიამოვნებდა მისი ასე ხილვა -დროზე დაწექი,თორემ თვალები მეხუჭება ზურგზე დაწვა და ჭერს მიაჩერდა.თაიაც მიუწვა გვერდით და თვითონაც მიაშტერდა ლამაზ ჭაღს -რომ არ მოგეტაცე,ახლა ლუკას ცოლი ვიქნებოდი -ბედნიერი იქნებოდი? -არ ვიცი,ალბათ არა.ახლა უფრო ბედნიერი ვარ,ვიდრე ლუკასთან ყველაზე „ამაღლებულ“ მომენტში -ახლა საუბარი უნდა გააბა და არ დამაძინო? -არა,ვიძნებ გვერდი იცვალა და მართლაც მალევე ჩაეძინა.არჩილი თვალს ვერ სწყვეტდა მოდუნებულ თაიას,რომელიც ღრმად და მშვიდად სუნთქავდა.ყველაზე რთულ მომენტში,გვერდით ჰყავდა ქალი,რომელიც საკუთარი მიზნებისთვის გაიტაცა. არჩილი წელსზემოთ შიშველი იდგა სამზარეულოში და ისე ამზადებდა საჭმელს -მე არ ვიცი ამის დაჭრა და რისთის მომაჩეჩე? არჩილის შემხედვარე,კიდევ უფრო იბნეოდა,ისედაც დაბნეული.სამზარეულოში,საჭმლის გასაკეთებლად,არასდროს ყოფილა.საცოდავდად დაჰყურებდა ბოსტნეულს -თუ გინდა,რომ ლაზანია ჭამო,გაჩუმდი და დაჭერი -ვერ ვჭრი არჩილმა ამოიხვნეშა,ხელები შეიმშრალა,ზურგსუკან ამოუდგა და დანაზე შემოხვეულ მის თითებს შემოეხვია.თაია თვალებგაფართოვებული დაჰყურებდა მის დაძარღვულ მტევანს და ვერ იჯერებდა,რომ ეს მართლა ხდებოდა -ასეთი დაძაბული მაშინ არ ყოფილხარ,იარაღს რომ მიმიზნებდი იმდენად ახლოს იყო,მის სიმხურვალეს გრძნობდა და კიდევ უფრო იძაბებოდა.არჩილის განიერ გულ-მკერდს ზურგზე გრძნობდა და აგიჟებდა.თვითონ წარბიც არ შეუხრია.ისე ჭრიდა სტაფილოს,თითქოს უსულო სხეული ჰქოლოდა წინ.მისი ქმედებები იმდენად მშვიდი და გამოზომილი იყო,თაიასაც აიძულებდა,დამშვიდებულიყო -აი,ასე დაბალი,ხრინწნარევი ხმით უჩურჩულა.მისი სხეულიდან წამოსულ ვიბრაციებს მთელ ტანზე გრძნობდა.სუნთქვა საგრძნობლად გახშირებოდა.თავი მაღლა აეწია და მის სახეს პირღია მისჩერებოდა -ასე უყურადღებოდ თუ იქნები,ყველა თითს დაკარგავ მანაც დახედა და თვალი ჩაუკრა ერთიანად წამოწითლებულს -არ ვარ უყურადღებოდა ძლივს ამოილუღლუღა და ისევ სტაფილოს მიუბრუნდა -შენს მშობლებს არ აინტერესებთ,სად ხარ? არჩილმა მსბუქად ჩაახველა და სწრაფად მოშორდა ფერდაკარგულს -ვუთხარი,რომ ჩემს მამიდაშვილთან მივდიოდი -მძღოლი არ ჩაგიშვებს? -არამგონია -დარწმუნებული ნუ იქნები.ერთ-ერთმა ხუთი ათასი დოლარის სანაცვლოდ დათმო შენი თავი თაიამ თვალებმოხუჭულმა გახედა მომღიმარს,რომელიც ისე ამაყად გამოიყურებოდა,როგორც არასდროს -ცუდი კაცი ხარ -შენ ჩამოყალიბდი,როგორი ვარ -ცუდი ენა გამოუყო და თავი გაატრიალა იმის ნიშნად,რომ მასთან საუბარს წყვეტდა -გაიბუტე? -არა,მე შენნაირებს თავს არ ვუტოლებ არჩილს ხმამაღლა გაეცინა.წინ გადაუდგა ცხვირაწეულს.ახლოს მიიწია და სახეზე ჩამოყრილი თმა ნაზად გაუსწორა.ისე ებყრობოდა,თითქოს ფაიფურის თოჯინა იყო.ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.ერთდროულად შეეძლო,გულგრილიც ყოფილიყო და საოცრად ყურადღებიანიც -რატომ ხარ ასეთი ამპარტავანი? -არ ვარ -არც ეგოისტი და გატუტუცებული? -გატუტუცებული რატომ ვარ? წარბები სწრაფად შეკრა და ხელში ჩაბღუჯული დანა ცხვირწიუნ აუქნია -ხარ მაჯაზე ნაზად შემოხვია თითები და ხელი დააწევინა.სწრაფად დაქაჩა მისკენ.თაიამ თავი ვერ შეიკავა და ძლიერად შეეჯახა მის შიშველ სხეულს.დაბნეული მისჩერებოდა მის გასაგიჟებელ შავ თვალებს -ახლა გაკოცებ ამოთქვა და ისე დაეწაფა მის ტუჩებს,გააზრება ვერცერთმა მოახერხა.არჩილი იმდენად ვნებიანი იყო,თავი ვერ დაიმორჩილა.მსუბუქად ამოიხვნეშა,დანა ძირს დააგდო,ფეხისწვერებზე აიწია და კისერზე შემოეხვია.სწრაფადვე იგრძნო არჩილის ძლიერი მკლავები მის წელზე.საოცარი მუხტი ტრიალებდა მათ ირგვლივ.ორი განსხვავებული ადამიმიანი,საერთო ამოუცნობი გრძნობებით.არჩილმა სამზარეულოს მაგიდაზე მარტივად შემოსვა და კიდევ უფრო გააღრმავა კოცნა.ის იყო,მაისური უნდა გაეხადა,სახლში გამაყრუებელი ხმაური რომ გაისმა.ირგვლივ ყველაფერი კვამლში და მტვერში გაეხვა.წამიერად ორივეს დაეხშო სმენა -არჩილ ძლივა ამოიკნავლა შეშინებულმა თაიამ და ხელების ცეცებით მისი ძებნა დაიწყო.მალევე იგრძნო მისი მკლავები და მთელი ძალით ჩააფრინდა -რამე დაგიშავდა? ხმა იმდენად დაჭიმული ჰქონდა,კიდევ უფრო შეეშინდა -არა,კარგად ვარ.რა მოხდა? -არ ვიცი,გვერდიდან არ მომშორდე წელზე წაავლო თითები და მაგიდიდან ჩამოსვა.ძლიერად ჩაეჭიდა მის თითებს და გასასვლელის ძებნა დაიწყო.ის იყო,აივანზე გააბიჯეს,საშინელი სროლა რომ ატყდა.არჩილმა სწრაფად დააგდო თაია იატაკზე და თვითონ მთლიანად გადაეფარა მის აკანკალებულ სხეულს.სროლა რამდენიმე წამი გაგრძელდა.მთელი სახლი დალეწეს.არჩილი დიდხანს იყო თაიაზე გადაფარებული.რომ მიხვდა,საფრთხე აღარ იყო,შეშინებულს დააჩერდა -როგორ ხარ? ხმა საშინლად მისუსტებოდა.თვალებიც საეჭვოდ აუცრემლიანდა -მე კარგად ხმისკანკალით ამოთქვა და ფრთხილად გასწორდა.კინაღამ გულისშეტევა მიიღო,არჩილის სხეულზე მდორედ წამოსული სისხლი რომ დაინახა -დაჭრილი ხარ?! წამოიკივლა და სწრაფად გადააწვინა.მუცლის არეში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი -არჩილ,გონების დაკარგვა,არ გაბედო! რომ მიხვდა,თვალები ეხუჭებოდა,სახეზე წაავლო თითები და უხეშად შეანჯღრია -არჩილ! მთელი ძალით გასცხო ხელი ლოყაზე,მაგრამ არჩილს გონება უკვე დაკარგული ჰქონდა.ჭრილობაზე სწრაფად დააჭირა თითები.ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა,მამამისისთვის დაერეკა.ვაჩე კინაღამ ჭკუიდან გადავიდა,თაიას ხმა რომ გაიგო.მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა,გოგონა სად და რატომ იყო.მისთვის მთავარი იყო,მისი ქალიშვილი კარგად ყოფილიყო.დაუფიქრებლად წავიდა მისკენ.ისე,რომ ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამს.ვაჩემდე ბიჭები მივიდნენ.სამივე სწრაფად წამოადგა თავზე -რა დაგემართათ?დაჭრილი ხარ? ანდრია შეშინებული უყურებდა მის სისხლიან თითებს და გონებადაკარგულ არჩილს -მე არა.აფეთქების ხმა იყო,მერე ტყვიები ისროლეს.არჩილი როგორ დაიჭრა,არ ვიცი ტიროდა და სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს -ისევ შენ ხომ არ ესროლე? სანდრომ გახუმრება სცადა,მაგრამ იმდენად დაძაბული იყო,ხუმრობას საერთოდ არ ჰგავდა -მამაჩემი მოდის -სანამ მამაშენი მოვა,სისხლისგან დაიცლება ირაკლი შეცდა.სახეწაშლილი ვაჩე კიბეებზე არბოდა უკვე -რა ჯანდაბა მოხდა აქ? იმხელა ხმაზე იყვირა,ყველა მას მიაჩერდა -ამის გარკევის დრო ნამდვილად არ არის სანდრო სწრაფად ჩადგა მათ შორის და ამით აგრძნობინა,რომ მნიშვნელოვანი იმ მომენტში არჩილი იყო. ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკაში მიიყვანა ვაჩემ დაჭრილი არშბა.თაია დერეფანში იდგა,არჩილის ზედით,ფეხშიშველი,მტვრიანი და არჩილის სისხლში ამოსვრილი.საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი.რამდენიმე საათი,საუკუნედ მოეჩვენა ყველას.პოლიციამ თაია დაკითხა.ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი ტრიალებდა.ყველას აინტერესებდა,თაია ავალიანი როგორ მოხვდა იმ ადგილას,სადაც ტყვიები წვიმასავით სცვიოდა.ექიმი რომ გამოვიდა ყველანი წამოიშალნენ -ყველაფერი რიგზეა.ოპერაციამ კარგად ჩაიარა.საგანგაშო არაფერია,ტყვია ამოვიღეთ.ახლა ისევ ნარკოზის ქვეშ არის.ცოტა ხანში პალატაში გადაიყვანენ თაიამ შვებით ამოისუნთქა.ეგონა,რომ გულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნა.ვაჩემ სწრაფად გამოსდო მკლავზე თითები და გასასვლელისკენ წაიყვანა -სახლში მივდივართ.იქ ამიხსნი ყველაფერს. ძვირადღირებულ დივანზე იჯდა,ისევ იმ მდგომარეობაში და მშობლებს შესჩერებოდა -რა გინდოდა მასთან,ან საერთოდ,ვინ არის?! -არჩილ არშბა.მან მომიტაცა -რას ბოდავ? ვაჩეს სახე შეეცვალა,ცოტა აკლდა და ყველაფერს დალეწავდა გაურკვევლობისა და ნერვიულობისგან -არჩილმა მომიტაცა -შენ არ თქვი,არავის სახე დამინახავსო?! -მოგატყუე... ხმა უკანკალებდა.პირველად ხედავდა მამამისს ამ მდგომარეობაში -მერაბთან რა კავშირი აქვს? -მერაბმა ბიზნესი წაართვა,რომლითაც ავადმყოფ დედას უვლიდა. -და,შენ დედამისის მოსავლელად იყავი იქ? -არა,დედამისი გარდაიცვალა ვაჩე გაჩუმდა.რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ოთახში და ისევ თაიას წინ გაჩერდა -დედი,რამე რომ დაგმართნოდა -მასთან რას აკეთებდი მეთქი? -არ ვიცი გულწრფელად უპასუხა.მართლა არ იცოდა,რას აკეთებდა არჩილის სახლში -თაია,ჭკუიდან არ გადამიყვანო და ყველაფერი ნორმალურად ამიხსენი -ვერაფერს ვერ აგიხსნი,ვაჩე.რაც ვიცოდი,ყველაფერი გითხარი.არ ვიცი,რას ვაკეთებდი იქ.ერთადერთი რაც მადარდებს,არჩილის მდგომარეობაა ისე ატირდა,ასე ბავშვობაშიც არ უტირია.აზლუქუნებული იმშრალებდა ცრემლებს და მშობლებს მზერას ვერ უსწორებდა -მე მკითხე აბა,რა მადარდებს და რა არა.ცოცხალი რომ არ გამოსულიყავი იქიდან,რა უნდა გვექნა ან მე,ან დედაშენს.თავს ვინ დაგესხათ,მე გავარკვევ.ეცადე,სახლიდან ისე გახვიდე,ჟურნალისტებმა არ შეგამჩნიონ,ზედმეტად რომ არ შეგაწუხონ.ვიცი,მასთან წახვალ,ამიტომ ფრთხილად იყავი თავზე აკოცა და სწრაფად გავიდა სახლიდან.თაია ძლივს მილასლასდა სააბაზანომდე.დიდხანს იდგა წყლის ქვეშ და არჩილის გაფითრებული სახე თვალწინ ედგა. ინტერნეტგამოცემები უკვე საუბრობდნენ მასსა და არჩილ არშბას სახლში მომხდარ ინციდენტზე.ყველას აინტერესებდა,რა მოხდა იქ და რას აკეთებდა თაია მასთან სახლში.თაიას დიდად არ აინტერესებდა ეს ყველაფერი.მიჩვეული იყო მსგავს რაღაცეებს.ყველაზე მეტად,რაც გაუკვირდა,მათ სახლში ლუკას ხილვა იყო -აქ რას აკეთებ? მკლავებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ წარბებშეკრულს,რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,თითქოს თაიას რამე ვალდებულება ჰქონდა მის წინაშე -რა გესაქმება არშბასთან?! -შენ რატომ უნდა გაბარო ანგარიშები? -მიპასუხე.ერთად დაგეგმეთ მამაჩემის განადგურება? გოგონას ხმამაღლა გაეცინა.ლუკას მზერით აგრძნობინა,რომ მართლაც უვარგისი იყო -ძალიან მწყდება ჩემს თავზე გული,შენში ჩმორი და მამიკოს კალთას გამობმული ბიჭი ვერ ამოვიცანი.არჩილი მართალია,სრულიად არარობა ხარ -მამაჩემი არ შეგარჩენს ამას -და შენ მის უკან მდგარი შემხედავ,როგორ არ მარჩენს ამ ყველაფერს? იმდენად ცივი,ირონიული ხმა ჰქონდა,ლუკამ ვეღარ გაუძლო და სწრაფად დატოვა ავალიანების რეზიდენცია.ვაჩე საღამომდე არ დაბრუნებულა.თაიამ ვერ გაბედა,სახლის დატოვება,სანამ მამა არ დაბრუნდებოდა.სახეზე დაღლა და შფოთვა ეტყობოდა -მერაბი იყო.ასეც ვივარაუდე,მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი.იცოდა,რომ შენც იქ იყავი და ამის გამო,ძალიან მწარედ დაისჯება.დასჯა,არც არშბას აცდება,შენი გატაცებისთის -მამა,ამ ამბავმა უკვე ჩაიარა.მე არაფერი დამშავებია,არც მაშინ და არც ახლა.ძალიან მადლობელი ვარ მისი,რომ გამიტაცა და ახლა ჯანელიძეების რძალი არ ვარ -გაუღვიძია. -ხვალ მოვინახულებ ლოყაზე აკოცა და ოთახში შეიმალა.მთელი ღამე არჩილი ესიზმრებოდა.მისი ცხელი,ვნებიანი ტუჩები და ძლიერი სხეული,რომელიც ერთიანად ფარავდა. პალატის კართან იდგა და მძინარეს მისჩერებოდა.ტუჩები ოდნავ გალურჯებოდა და კანი გაფითრებოდა.საოცრად დასუსტებული მოეჩვენა.არა და,მხოლოდ ერთი ღამე იყო გასული.ნელა შევიდა პალატაში და იქვე დადგმულ სკამზე ჩამოუჯდა.დიდხანს უყურებდა მის მოდუნებულ ნაკვთებს და საშინლად უნდოდა,მოფერებოდა,მაგრამ გაღვიძებისთვის შეეცოდა -აბა,როგორ არის ჩემი მარადიული პაციენტი შეკრთა,ოთახში ქალის მაღალი ხმა რომ გაისმა.თავი მიატრიალა და ერთიანად დაიჭიმა მარიამი რომ დაინახა -უი,გამარჯობა -გამარჯობა -არ გელოდით აქ -ხელს გიშლით? -არა არჩილს დაადგა თავზე და შიშველ მხარზე მსუბუქად შეეხო.არჩილმა ოდნავ შეიფხიზლა.ჯერ იქვე მჯდომ თაიას შეხედა,მერე თავზე წამომდგარ მარიამ ექიმს -როგორ ხარ,აჩო? -არამიშავს,ლამაზო.შენ როგორ ხარ? -მე შენი ექიმი ვარ და არა მნახველი გოგონამ თვალი ჩაუკრა და მისკენ დაიხარა -ჭრილობა კარგად არის.რამდენიმე დღე გაგაჩერებთ აქ დრენაჟის ამოღებამდე და მერე გაგიშვებთ.მთელი ქვეყანა შენზე და მასზე საუბრობს -არაუშავს,მოევლება ქვეყანას არჩილმა თავი ოდნავ წამოსწია და ლოყაზე აკოცა.თაია ეჭვიანობისგან ნელ-ნელა იბერერებოდა,ცოტაც და გასკდებოდა -მე დაგტოვებთ,შემოგივლი საღამოს გოგონამ თავი დაუკრა ორივეს და მარტო დატოვა ისინი.თაიას ტუჩები სიბრაზისგან მოეკუმა და ისე უყურებდა არჩილს -აჩო,როგორ ხარ? იმდენად ირონიული ხმა ჰქონდა,არჩილს ხმამაღლა გაეცინა -მშვენივრად,ბავშვო -აუხსენი უკვე სიყვარული? -ვის,მარიამს? -არა,ბებიაჩემ ვენერას -როგორი აგრესიული ხარ,ბავშვო -რატომ არ ეუბნები,რომ გიყვარს -თქმა არ სჭირდება,ისედაც იცის -კიდევ ერთხელ,გილოცავ სახე სასაცილოდ დამანჭა და წამოდგა.გასვლას აპირებდა,არჩილის გაყინული თითები რომ ჩაეჭიდა -ეჭვიანობ? -რას იგონებ?რაზე,ან ვისზე უნდა ვიეჭვიანო.რა აფსურდია მე,თაიამ ვინმეზე ვიეჭვიანო და ვინმეს დონემდე დავეშვა თითქმის გულწრფელი იყო,მაგრამ შინაგანად მაინც აფორიაქრდა.ლოყები წამოუწითლდა და პატარა ცხვირი ოდნავ აუთრთოლდა -ეჭვიანობ. არჩილმა ქვევიდან ახედა და შეანათა კიდევაც შავი სფეროები,რომლებიც საოცრად ციმციმებდა.თაიას თითები ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად აკოცა -დაჯექი,ბავშვო,თორემ კისერი დამეღალა თაია დაპროგრამებულივით ჩამოჯდა და მზერა სწრაფად აარიდა მომღიმარს -ბიჭებმა მითხრეს,რომ მერაბი დაგვესხა თავს -ხო.ეგ იდიოტი,რამდენს ბედავს -მალე ვეღარ გაბედავს -ვიცი,მამაჩემი მიხედავს -რაა? -მე ხომ გითხარი,ვაჩე ყველას საკადრის პასუხს მოსთხოვს,ჩემი გაბრაზებისთის თქო.მერაბს მამაჩემი მიხედავს,მაგრამ შენც მზად უნდა იყო.ვუთხარი,რომ გამტაცებელი შენ ხარ -არ მეშინია -შენს ადგილას,შემეშინდებოდა -შენს ადგილას,მეც შემეშინდებოდა გამტაცებლის,რომელიც სიკვდილით დამემუქრებოდა -ახლა გაკოცებ ისიც ზუსტად ისე მოიქცა,როგორც არჩილი.ფიქრის და გააზრების დრო არ მისცა,ისე წაეტანა მის გაყინულ ბაგეებს.დიდხანს აკოცებდა,პალატაში როხორხით რომ არ შესულიყვნენ ვიღაცეები.სწრაფად მოშორდა და წამოწითლებული მიაჩერდა სტუმრებს.არჩილის მეგობრები იყვნენ,რომელბიც უხერხულად უღიმოდნენ მათ -უფს,გააგრძელეთ.ჩვენ გავალთ ანდრია ნახევრად გასული იყო,ირაკლი მაისურში რომ სწვდა და პალატაში დააბრუნდა -მოვინახულოთ და წავიდეთ.მერე რაც უნდათ,ის უქნიათ სანდრო დაუკითხავად ჩამოუჯდა არჩილს და თმები ისე გადაუწია,ვითომ მზრუნველი შეყვარებული იყო -რას შემოცვივდით? -შენს სანახავად მოვედით.მაწონი და ცხელი ფუნთუშები მოგიტანეთ -რად მინდა მაწონი? წარბები შეკრა და უკმაყოფილოდ გადახედა სამივეს.თაია აწურული იჯდა.არ ესიამოვნა,ფაქტზე რომ წაასწრეს -აბა,ჩაქაფული მოგვეტანა? -რა არის სიახლე? -მერაბი დაიჭირეს.ვაჩემ მოაგვარა ყველაფერი -კარგია.ახლა წადით,თუ შეიძლება -ეე,რას გვყრი,შე ჩემა.ჩვენ შენს სანახავად მოვედით -სანდრო,ხელებს თუ არ გააჩერებ,გვრდით პალატაში დაგაწვენენ ზეწარს უსწორებდა,სწრაფად რომ შეუშვა ხელები -რას იბღვირები ერთი.საღამოს მოვალთ თვალი ჩაუკრა და ისე ქაოტურად დატოვეს იქაურობა,როგორც შეიჭრნენ -რას დამუნჯდი? არჩილმა თაიას გადახედა,რომელიც ერთიანად წამოწითლებულიყო და სასაცილოდ ახამხამებდა თვალებს -მეც უნდა წავიდე ძლივს ამოილუღლუღა და სწრაფად წამოხტა ფეხზე -სად გარბიხარ?! -მეგობრები უნდა ვნახო,ყველას აინტერესებს ჩვენი ამბავი -კონკრეტულად რა აინტერესებთ? -როგორ მოვხვდი შენთან -ისე ნუ იზამ,მთელმა ქალაქმა ამაზე ისაუბროს -ბლა,ბლა -ჭკუით იყავი,ბავშვო თვალი ჩაუკრა და ისე გაუღიმა,თაია კინაღამ ჩამოდნა -რა ჭკუას მარიგებ შენ -რამე პრობლემა გაქვს? -მაქვს.ჭკუა ჩემს მშობლებს არ დაურიგებიათ ჩემთის და შენ ვინ ხარ? -არჩილ არშბა ვარ მე და დარიგებებს რომ არ იღებ,ძალიან კარგად გეტყობა -წავედი მე.მარიამს მოკითხვა გადაეცი -არ მაკოცებ? იმდენად ტკბილი ხმა ჰქონდა,თაია მართლა კინაღამ დაიხარა საკოცნელად,მაგრამ სწრაფად მოეგო გონს -არა,წავედი ისე გამოვარდა,ვითომ ბომბი უნდა აფეთქებულიყო პალატაში. მეგობრებს შეხვდა.იმდენ კითხვას გასცა პასუხი,თავი გადაცემაში ეგონა.საშინლად გადაღლილი იყო,მაგრამ სახლში მისვლაც არ უნდოდა.ფეხით სეირნობდა მიმშვიდებულ ქუჩებში და ზაფხულის თბილი ღამით ტკბებოდა.რა თქმა უნდა,არჩილზე ფიქრობდა.არ იცოდა,რას მოელოდა მისგან და მასთან ურთიერთობისგან.შეკრთა,ტელეფონი რომ აზუზუნდა.ისევ უცხო ნომერი იყო,მაგრამ ისევ იცოდა,ვინ იქნებოდა -ბავშვო,რას დაბოდიალობ ქუჩებში მარტო? გაეღიმა არჩილის ხრინწნარევ ხმაზე.მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა მის ხმის ტემბრს რომ გაიგებდა -მითვალთვალებ?! ოდნავ შებრუნდა,მაგრამ სიახლოვეს არავინ ჩანდა -მე არა და იქნებ,ახსნა,რას აკეთებ გარეთ? -შენ ჩემს ძიძად ვინ დაგნიშნა? -თაია,კინაღამ მოგკლეს და შენ მარტო ხეტიალის უფლებას,როგორ აძლევ საკუთარ თავს?! -მერაბი დაიჭირეს და ვინღა მომკლავს -შენი გამო*ირებული ლუკა არ დაუჭერიათ და სახლში წადი,გთხოვ ეტყობოდა,რომ მართლა ნერვიულობდა არჩილი მასზე.სრაფად შებრუნდა და მანქანისკენ წავიდა -ასეთი ტონით ნუ მესაუბრები.არავის აქვს ამის უფლება.მითუმეტეს,შენ -ბავშვო,ბევრს ნუ ლაპარაკობ და სახლში წადი.მე მეძინებდა და ძილს ნუ დამიფრთხობ გაუთიშა.თაიას დიდხანს ჰქონდა ტელეფონი ყურთან მიყინული.საშინლად გაბრაზდა.მთელი გზა ისეთი სახით იჯდა,ნებისმიერს მოკლავდა,ზედმეტი რომ ეთქვათ რამე. არჩილი უნდა გაეწერათ.ვერ მოითმინა და მაინც მიაკითხა.კარგად არ გამოიყურებოდა,მაგრამ არც ისე საშინლად,როგორც პირველ დღეებში.საწოლზე წამომჯდარიყო და ყველანაირდ ცდილობდა,ტკივილი დაეიგნორებია -ისევ საერთო საცხოვრებელში უნდა დაბრუნდე? -არა,გარეუბანში ვიქირავებ რამეს არჩილს იმდენად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა,ეჭვი არც შეუტანია თაიას მის სიტყვებში -უი,რა ცუდია -ხო.შენ არ მომაკითხო ხოლმე.ვინმემ არ დაგაფიქსიროს ქალაქის ცენტრის გარეთ არჩილმა ჟაკერი მოიცვა.თაია უნებლიედ მიუახლოვდა და თავად წაეტანა შესაკრავს -თუ არ გინდა,არ მოგაკითხავ -მე შენს იმიჯზე ვზრუნავ თვალი ჩაუკრა და ფეხზე ფრთხილად წამოდგა.მარიამი დაბარებულივით შევიდა პალატაში.თაიამ ღრმად ამოისუნთქა და ისეთი სახით გახედა,თითქოს რამეს უშავებდა -ჩემო საყვარელო,დანიშნულება ზედმიწევნით შეასრულე,თორემ თავზე მე დაგადგები და განძრევის უფლებასაც არ მოგცემ -არის,უფროს გაუცინა და ლოყაზე აკოცა -საღამოს მოგაკითხავ მანაც გაუცინა და თაიას გადახედა -ამასთან ერთად სიარული საშიშია ისე ესაუბრებოდა,თითქო თაია იქ არ ყოფილიყო -არაუშავს,როგორმე დავიცავ თავს -უკაცრავად,მაგრამ ზედმეტი ხო არ მოგდით? წარბი ის აეწია,ცოტაც და თმებში ჩაეკარგებოდა -მე წავედი,პაციენტები მელოდებიან.აჩო,მოვალ საღამოს მანაც აკოცა და სწრაფად დატოვა იქაურობა -ამ გოგოს თავი ვინ ჰგონია?! -ზედმეტი არაფერი თქვა. არჩილის მკაცრმა ტონმა კიდევ უფრო გააღიზიანა.სიმწრისგან ისე იკბინა ტუჩზე,თვალები აემღვრა -დროზე წამოდი კარში გასულმა მიაძახა ისე,რომ მისთვის აღარ შეუხედავს.გასასვლელთან ბიჭები ელოდნენ,უამრავ ჟურნალისტთან ერთად.ამოსუნთქვაც არ აცადეს,ისე მიაჩეჩეს მიკროფონები -რა მოხდა თქვენს სახლში? -რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ და თაია ავალიანს? -მართალია,რომ მისი გატაცება თქვენი დაგეგმილი იყო? -თავდამსხმელი მართლაც მერაბ ჯანელიძე იყო? -ეს ყველაფერი ერთად დაგეგმეთ? -ხართ თუ არა სასიყვარულო ურთიერთობაში მასთან? თაიას ყურადღება არც კი მიუქცევია მათთვის.ანდრიას არჩილის ჩანთა მიაწოდა და უკან მიჰყვა მანქანისკენ მიმავალს.დიდად არც არჩილს გაუმახვილებია ყურადღება მათ კითხვებზე.მშვიდი ღიმილით მიიკვლევდა გზას -აჩო,რას მოესწარი,ჟურნალისტები დაგსდევენ უკვე სანდრომ გაუცინა და მანქანაში ჩაჯდომაში მოეხმარა -ეგ მაკლდა სრული ბედნიერებისთის მძიმედ ამოიხვნეშა და ჭრილობაზე ხელისგული მიიდო.აშკარა იყო,რომ ძალიან სტკიოდა.თაია გვერდით მიუჯდა.ზედ არ შეუხედავს მისთის.ცხვირაწეული იყურებოდა ფანჯარაში -შენთან ხო? -კი არჩილმა თავი დაუქნი და მოქუფრულ თაიას გახედა.ერთი ჩაიცინა და ისევ სანდროს მიუბრუნდა. თაია თვალებმოხუჭული აკვირდებოდა გარემოს,რადგან,როგორც არჩილმა თქვა,გარეუბანში უნდა ექირავებინა ბინა,მაგრამ,ამის ნაცვლად,უზარმაზარ სახლს მიადგნენ.არ იცოდა,მისი იყო,თუ არა,მაგრამ იქაურობა ნამდვილად არ გამოიყურებოდა გარეუბნურად.პირიქით,თაიას იქ რამდენიმე მეგობარიც კი ჰყავდა -ასვლაში უნდა დამეხმარო,თორემ კიბეებზე დავეცემი არჩილი სანდროს გადაეხვია და ნელა წავიდა შენობისკენ -ირაკლი გუშინ გაფრინდა უნგრეთში,იმ საქმეზე -ვიცი,დამირეკა.ანდრია რატომ არ წაიყვანა? -მე უნდა წავსულიყავი,მაგრამ შენს გამო დავრჩი.ანდრია სჯობს,აქ იყოს კიბეებზე ნელა მიდიოდნენ და თან საუბრობდნენ.თაიაც უკან მიჰყვებოდა და ცდილობდა,რამე მაინც გაეგო მათი საუბრიდან -შენი მანქანა სულ დალეწეს -არაუშავს,მიყვარდა,მაგრამ რა ვქნა.კინაღამ მომკლეს,მანქანას ეშველება რამე სანდრომ დივანზე ჩამოსვა და წელში საცოდავად გასწორდა -რა სიმძიმე ხარ,რა უბედურებაა -არა და,საკმაოდ ბევრი დავიკელი ამ ორ კვირაში -აბა მე მკითხე,გავწყდი წელზე ამოიწრიპინა და მომღიმარს დაუბღვირა -მე წავალ,რაღაცეები მაქვს მოსაგვარებელი.მარიამმა მითხრა,საღამოს შევუაროთო და მოვალთ -მადლობა არჩილმა თვალი ჩაუკრა და იქვე ატუზულ თაიას გახედა -რას დგახარ,დაჯექი -შენი სახლია? -არა,ვიქირავე -ისევ მატყუებ? -მე არ მომიტყუებიხარ,უბრალოდ გეკაიფე -ჰა,ჰა,ჰა.როგორი ხუმარა ხარ,აჩოო ხმა დაიწვრილა და სახის მანჭვით ჩამოუჯდა გვერდით -ამდენ რაღაცას ფლობ და ჩემზე იძახი,გატუტუცებული და გათამამებული ვარო -მე ეს ყველაფერი სამი წლის უკან შევიძინე და შენ ოქროს აკვანში იზრდებოდი -აკვანში რა მინდოდა? ისე გაიკვირვა,თითქოს უკადრებელი აკადრესო -წყალს თუ მომიტან,გეტყვი სახე გაფითრებოდა და თვალები ეხუჭებოდა დაღლილობისგან -ცუდად ხარ? ფეხზე ისე უცებ წამოხტა,არჩილს გაეცინა -არა,წყალი მინდა უბრალოდ -მოგიტან თაია იმდენ ხანს ეძებდა სამზარეულოს,ბოლოს ნერვებმოშლილი ღმუოდა -დავიხრვჩი უკვე,აღარ მინდა არჩილი წარბებაწეული უყურებდა დაბღვერილს -ვერ ვიპოვე სამზარეულო წყალი მიაწოდა და ისევ გვერდით მიუჯდა -ვიცი,რომ ლუკა უნგრეთში გაფრინდა.მეტყვი,რა ხდება? -ეგეც უნდა მიჰყვეს მამამისს და ციხეში ამოლპეს თაია გაჩუმდა.დიდად არც ეცოდებოდა არცერთი ჯანელიძე -ოთახამდე მისასვლელად,ალბათ მთელ დღე დამჭირდება ამოიხვნეშა და თავი დივნის საზურგეს გადაადო -მე დაგეხმარები -შენ რომ დაგეყრდნო,ქაღალდივით მოიკეცები -მე ძალიან ძლიერი ვარ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,თითქოს მთების გადადგმას შესძლებოდა მხრებით -კარგი,ძლიერო ბავშვო -ნუ მეძახი ბავშვს -რატომ,ბავშვი ხარ და აბა რა დაგიძახო? -არ ვარ ბავშვი -შენზე ცამეტი წლით უფროსი ვარ,თუ მჯეროდეს.შენი ტოლა შვილი უნდა მყავდეს -შვილი არა,შვილთაშვილი კიდე -შვილთაშილი ადრეა ცოტა თაიას გაეცინა და სახლს მოავლო თვალი.საოცარი სიმყუდროვე ტრიალებდა ირგვლივ.არჩილი ყველგან დაატარებდა თავის სიმშვიდეს -ბავშვო,მაკოცებ? თაიამ სწრაფად გახედა მომღიმარს.ისეთი სექსუალური ეჩვენა,უფლება რომ ჰქონოდა,მთლიანად შეჭამდა და კოცნაზე როგორ იტყოდა უარს.მისკენ მიიწია და ძალიან ფრთხილად აკოცა,მაგრამ ვინ აცადა.არჩილმა სწრაფად გამოსდო კეფაზე თითები და კიდევ უფრო გააღრმავა კოცნა -ამის გამო,იმედია,პედოფილად არ ჩამთვლიან -სრულწლოვანი ვარ,უკვე დიდი ხანია და წესით,არავინ დაგიჭერს თაიას ხმა საგრძნობლად უთრთოდა.ერთიანად აბრუებდა არჩილ არშბა,რომელიც ისევ საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა და მოციმციმე შავ თვალებს არ აშორებდა -არ გინდა,ჩემთან რომ დარჩე? -მარიამი ხომ უნდა მოვიდეს შენთან,აჩოოო? -ტყუილად ეჭვიანობ -მეტი საქმე არ მაქვს,შენზე ვიეჭვიანო.რაღაცნაირად გამაღიზიანებელია -გამაღიზიანებელი საერთოდ არ არის.უბრაოდ შენ ღიზიანდები,რადგან ეჭვიანობ.მარიამი ძალიან მიყვარს და მაინც,ნუ იტყვი ისეთ რამეს,რასაც მერე ინანებ -მე არასდროს,არაფერს ვნანობ -ხო,პრინციპში,ეგ გეტყობა კიდევაც,თქვენო აღმატებულებავ არჩილს ხმამაღლა გაეცინა თაიას მოქუფრულ მზერაზე -ცუდი კაცი ხარ -დარჩები,თუ არა? -არა თავი გაინთავისუფლა და დივნის მეორე ბოლოსკენ გაიწია -ბავშვი ხარ,აბა რა ხარ თვალი ჩაუკრა და მოსაცმელი გაიხადა.ჭრილობა სტკიოდა და ელემენტალური მოძრაობაც კი უჭირდა -დაგეხმარო,ოთახამდე მისვლაში? -არა,სანდრო მოვა და ის დამეხმარება -მაშინ წავალ -როგორც გინდა.ახლა არც იმის ენერგია მაქვს,ძალით დაგტოვო და არც იმისი,რომ მოგიტაცო გაუღიმა და მზერა აარიდა თვალებდამრგვალებულს.თაიამ უთქმელად დატოვა იქაურობა.ცხოვრებაში პირველად გრძნობდა თავს დამცირებულად და თვითონაც არ იცოდა,რატომ.სახლში მისულს ვაჩე შესასვლელშივე დახვდა -თაია,რაც ოცდა სამი წლის განმავლობაში არ გიკეთებია,ერთიანად რატომ აკეთებ? -რა მოხდა? გულწრფელად არ იცოდა,რა დააშავა -იმ კლინიკას უკანა გამოსასვლელი არ ჰქონდა?რა საჭირო იყო,ჟურნალისტებთან გამოჭიმვა? -არ მეგონა,იქ თუ დამხვდებოდნენ -ძალიან უყურადღებოდ იქცევი -ვაჩე,ოცდა სამი წელია,არ დაგიტუქსივარ და ახლა რა დაგემართა? -მოგწონს? -რაა? ისე დაიბნა,კიბეზე ასაბიჯებლად გამზადებული ფეხი ჰაერში გაეყინა -მოგწონს მეთქი? -არა ძლივს ამოთქვა.სახეზე ერთიანად გაფითრდა და იგრძნო,თითები როგორ გაეყინა -რატომ მატყუებ? -არ მომწონს მზერა სწრაფად აარიდა ვაჩეს,რომლის გამოხედვაც ერთიანად ძაბავდა -თაია,ისეთი სახით უყურებდი,ვერ დავიჯერებ,რომ არ მოგწონს -ვაჩე,ასეთ რაღაცეებზე გოგოებს არ ესაუბრებიან მამები -მე როდესმე რამე დამიშლია?უბრალოდ ისე ნუ იზამ,კრიმინალს გადამკიდო -კრიმინალი არ არის -მოგწონს. კაცს სიმწრით გაეცინა და ნერვიულად ჩამოისვა წვერზე თითები -მადლობელი ვარ,რომ გადაგეფარა,მაგრამ თვითონ რომ არ ყოფილიყო,იქ არც მოხვდებოდი.ახლა დაისვენე,ცუდი ფერი გაქვს თავზე აკოცა და დატოვა გახევებული. თაია მთელი ღამე მამის სიტყვებზე ფიქრობდა.არ იცოდა,მოსწონდა თუ არა არჩილ არშბა,მაგრამ გრძნობდა,რომ მასთან ყოფნა სჭირდებოდა და მის შეხებას რომ გრძნობდა,მთელი სხეული ეწვოდა. რამდენიმე დღე ისე გავიდა,თაია არჩილთან არ მისულა.ეშინოდა,საკუთარი გრძნობების და იმის აღიარების ,რომ მის მიმართ რაღაცას გრძნობდა.ისეთ რაღაცას,რაც არასდროს უგრძვნია არავის მიმართ. კაფეში იჯდა თავის მეგობრებთან ერთად,არჩილი თავზე რომ წამოადგა.ისე უყურებდა,თითქოს რამეში იყო დამნაშავე -გამარჯობა იქ მყოფებს თვალი მოავლო და დაუპატიჟებლად მიუჯდა გვერდით.თაიას მეგობრები სახეგაბრწყინებულები მიშტერებოდნენ არჩილს,რომელიც თვალს არ აშორებდა დაბნეულ თაიას -სად იყავი მთელი კვირა? -შენ ვინ გეკითხება? -ბავშვო,რომ გეკითხები,მიპასუხე -არ მეცალა -ჭკვიანად იყავი ისე დატოვა იქაურობა,აღარაფერი უთქვამს.თაიას ისევ მოუწია,უამრავ კითხვაზე გაეცა პასუხი,მაგრამ ტვინში მხოლოდ აღჩილ არშბა უტრიალებდა.გვიანი იყო,სახლში წასვლას რომ აპირებდა.გულმა არ მოიუთმინა და არჩილის კარს მიადგა.გაუკვირდა,ჭიშკართან დაცვა რომ დახვდა და არ შეუშვეს,ნებართვის გარეშე -თაია ავალიანი ვარ და იქნებ,დროულად გამატაროთ მოთმინებას კარგავდა,ცოტაც და აფეთქდებოდა -ბოდიში,მაგრამ არჩილის გარეშე,ვერსად ვერ შეგიშვებთ -სად არის?! -გასულია თაიამ ერთი ამოიღმუვლა და იქვე დაიწყო სიარული.დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია,მალევე გამოჩნდა არჩილ არშბა.მანქანიდან ისე გადმოვიდა,თითქოს სამყაროს მმართელი იყო.თაია თვალებმოხუჭული გაემართა მისკე და წინ აესვეტა -სად იყავი? -შენ ვინ გეკითხება? იმდენად ცივი ხმა ჰქონდა,გოგონა შეკრთა.დაჭიმული ნაკვთები მოუდუნდა და ისე ააჩერდა წარბაზიდულს -რისთვის მოხვედი? -კაცი რომ თავის ფასებას იწყებს,ამაზე გულისამრევი არაფერია შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ.ცრემლები ახრჩობდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა,რატომ.ზოგადად,ბევრი რამე ხდებოდა,რაზეც პასუხი არ ჰქონდა.კიდევ უფრო გაბრაზდა,არჩილმა რომ არ შეაჩერა. მშობლების შუაში იწვა და ხან ერთს ეხვეოდა,ხან მეორეს.სიამოვნებდა მათთან ყოფნა,მაგრამ ვაჩე ისეთი სახით გადახედავდა ხოლმე,აგრძნობინებდა,რომ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებოდა.ისე გადიოდა დრო,ერთმანეთს არ შეხვედრილან.თაიას საშინლად ენატრებოდა.მთელი სხეული ეწვოდა,ისე უნდოდა,მისი სიახლოვე ეგრძნო და დამშვიდებულიყო. მისი დაბადების დღე იყო.ოცდა ოთხი წლის გახდა.ულამაზესად გამოიყურებოდა.ანათებდა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ვაჩემ ზუსტად ისეთი დაბადების დღე გადაუხადა,როგორიც მოითხოვა.რა თქმა უნდა,ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა ირგვლივ.თაია ყველანაირად ცდილობდა,ბედნიერი ყოფილიყო,მაგრამ ბოლომდე ბედნიერებისთის რაღაც აკლდა და ეს რაღაც,არჩილ არშბა იყო. ტორტზე სანთლები უნდა ჩაექო,ამიტომ ყველანი მას მისჩერებოდნენ.თვალებაციმციმებული ცეკვავდა და მისკენ მიმავალ ტორტს ბედნიერი შესცქეროდა.ყველა ნათურა ჩაქვრა და მხოლოდ ოცდა ოთხი სანთელი ანათებდა უზარმაზარ დარბაზში.თაიამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,სურვილი ჩაიფიქრა და გააქრო კიდევაც სანთლებზე მოციმციმე თბილი ნათება.ყველანი ელოდნენ,შუქი როდის აინთებოდა,მაგრამ ირგვლივ ისევ სიბნელე იყო.თაიამ იგრძნო,როგორ შემოეხვია ძლიერი მკლავები წელზე.დაკივლებას აპირებდა,მაგრამ ვერ მოასწრო.პირზეც აეფარა ცივი,გრძელი თითები.ისე მიიწევდნენ სადღაც,იატაკზე ფეხიც არ დაუდგამს.ჰაერში მიაპორწიალებდა ძლიერი სხეული.დაიფიცებდა,რომ ნაცნობ სურნელს გრძნობდა.უკანა ეზოში ამოყო თავი.უცნობმა კედელზე მიაკრო და მომღიმარმა დახედა.რა თქმა უნდა,არჩილი იყო.ისე უღიმოდა,გააკანკალა მთელს სხეულში -ბავშვო,დაბადების დღეს გილოცავ ყურსუკან უჩურჩულა და მსუბუქად აკოცა წამოხურებულ ლოყაზე -მადლობა ამოილუღლუღა და დამრგვალებული ცისფერებით ააჩერდა -ისე მიყურებ,თითქოს გკლავდე გაუცინა და ლოყაზე უჩქმიტა -დარბაზში მალე დაგაბრუნებ,თორემ დაბრმავდა ყველა -ამისთვის მოხვედი? -ხო უნდა მომელოცა? -დიდი მადლობა თაიამ ცხვირი ჰაერში აწკიპა და შენობისკენ წავიდა,მაგრამ არჩილის თითებმა შეაჩერა -მე საჩუქარი არ მომიცია ჯერ ისევ მისკენ მისწია და სახეზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა -ძალიან ლამაზი ხარ,ბავშვო მონუსხული დაჰყურებდა ერთიანად ათრთოლებულს.ჯიბიდან საშუალო ზომის კოლოფი ამოაძვრინა და თაიას მიაწოდა -ცოტა ძველია,მგარმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.შენს საჩუქრებში შეიძლება,ჩაიკარგოს,მაგრამ მაინც მაქვს იმედი,მოგეწონება -მადლობა თალები აემღვრა.საშინლად არ უნდოდა,ეტირა.მითუმეტეს,არჩილის თანდასწრებით -ჯერ არ გახსნა,მერე ნახე თვალი ჩაუკრა და კიდევ უფრო ახლოს მისწია.დაუფიქრებლად აკოცა და კიდევ უფრო ააკანკალა,ისედაც მთრთოლვარე თაია -ახლა წადი,თორემ ვაჩე მართლა მომკლავს ისე გაქრა,როგორც გამოჩნდა.თაიამ ძლივს მოაღწია შენობამდე.ფეხარეული მიაბიჯებდა და მომხდარს ვერ იჯერებდა.ყველანი გაოცებულები მისჩერებოდნენ -მიმტანს ვეძებდი,ისევ რომ გაენათებინა აქაურობა ამოილუღლუღა და არჩილის ნაჩქარი კოლოფი მკერდთან მიიბჯინა.ვაჩეს მზერამ მიახვედრა,რომ მამა ყველაფერს მიუხვდა.დარჩენილი საღამოს განმავლობაში,ჰიპნოზში მყოფს ჰგავდა.მართლაც უამრავი საჩუქარი მიიღო,ყველა ძალიან ძვირიანი და განსაკუთრებული ჩანდა,მაგრამ ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა,რა თქმა უნდა,არჩილის საჩუქარი იყო.სახლში მისული,ეგრევე ოთახში ჩაიკეტა და მაშინვე გახსნა.პირველი რაც დაინახა,ყალბი მართვის მოწმობა იყო.თაიას ხმამაღლა გაეცინა ფოტოზე,რომელზეც ალბათ ხუთის ან ექვსი წლის იქნებოდა.დიდხანს უყურებდა მის „მართვის მოწმობას“ და სიცილს ვერ წყვეტდა.სიცილი ტირილში გადაეზარდა.თვალებს არ უჯერებდა.ხელში ეჭირა 1953 წლის patek philipe-ის საათი.თან იცინოდა და თან ტიროდა.მართლა არ სჯეროდა,რომ არჩილმ ასეთი საჩქარი გაუკეთა.მაშინვე გაიკეთა.მზერაამღვრეული მისჩერებოდა ულამაზეს საათს.რა მოასვენებდა.ისე გავარდა სახლიდან,ვაჩემ კითხვაც ვერ დაუსვა.ძალიან გვიანი იყო,მაგრამ არ ადარდებდა.მძღოლს ევედრებოდა,რაც შეეძლო სწრაფად ეარა.ისე ჩამოიცილა არჩილის კართან აყუდებული დაცვა,ზედმეტი ხმაც არ ამოუღია.გაბმულად აკაკუნებდა კარზე და საერთოდ არ ადარდებდა ის,რომ ხელისგულები უკვე საშინლად სტკიოდა.პირველი რაც დაინახა,წელსზემოთ შიშველი არჩილი იყო,რომელსაც აშკარად ეძინა.ჭაღარაშერეული თმა ასჩეჩვოდა და თვალებს დაბნეული ატრიალებდა.თაიამ არაფრის გააზრების საშუალება არ მისცა.დაუფიქრებლად შემოხვია კისერზე მკლავები და მთელი ვნებით აკოცა.არჩილი გახევებული იდგა და ცდილობდა,წონასწორობა არ დაჰკარგვოდა -საუკეთესო საჩუქარია -ანუ,მოგეწონა -არა,უბრალოდ სა*ასაოდ მოვედი თალები აატრიალა და გვერდით გაიწია -როგორ იყიდე? -არ მიყიდია -მოიპარე?! თაიამ ხმა ვერ დაიმორჩილა და იმხელა ხმაზე წამოიკივლა,არჩილს სახე დაემანჭა -არა -საიდან გაქვს მაშინ? -ვაიმე,ბავშვო,რამდენ კითხვას სვამ არჩილი დივანზე ჩამოჯდა და თაიასაც აიძულა,გვერდით მისჯდომოდა -მითხარი ახლავე! -მამაჩემის იყო.სანამ აფხაზეთიდან წამოვიდოდით,მამამ მაჩუქა.სამი წლის ვიყავი.ზუსტად მაშინ დაიწყო ომი.დედას უყვარდა არჩილი.არჩილს ოჯახი ჰყავდა,რომელსაც არ მიატოვებდა.ლეილას არც უცდია,მისი ოჯახის დანგრევა.მე რომ გავჩნდი,ერთადერთხელ შევხვდი მამას.ამ საათის ჩუქებიდან,რამდენიმე დღეში მოკლეს,ჩვენ აფხაზეთი დავტოვეთ ისე მშვიდად ყვებოდა,თითქოს კინო ყოფილიყო.თაია კიდევ ცრემლებს ვერ იკავებდა და პატარა ბავშვივით ჩხაოდა -მერე მე რატომ მაჩუქე.შენთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია? -დარწმუნებული ვარ,შენთან უფრო უსაფრთხოდ იქნება ლოყაზე მოეფერა და ცრემლები შეუმშრალა -დიდი გოგო ხარ უკვე,ბავშვო თაიას გაეცინა და მისკენ მიიწია.თითები ფრთხილად გამოსდო კეფაზე და ისევ აკოცა -ამაღამ დამიტოვებ? -დაგიტოვებ. გაუღიმა და დივანზე გადააწვინა.თითქმის მოშიშვლებულ მკერდზე წარბაზიდული დააჩერდა -მამაშენი რომ ვიყო,ასე გარეთ გასვლის უფლებას არ მოგცემდი.მითუმეტეს,მაშინ,როდესაც შენი დაბადების დღის ფოტოებს ყველგან ააფრიალებენ -ხო და,ამიტომ არ ხარ მამაჩემი -შენ კიდევ ზედმეტად ამპარტავანი ხარ მისკენ დაიხარა და ლავიწის ძვალზე გამოსდო კბილები -მეტკინა,ველურო -შენსგამო ორჯერ მომხვდა ტყვია და შენ ამის ატანაც არ გინდა? -რა იყო,მამადლი? -არა,კიდევ ასჯერ გადაგეფარები,საჭირო თუ გახდება იმდენად ვნებიანი ხმა ჰქონდა,თაია სახე გაებადრა.აგიჟებდა,არჩილის ცივი თითები,რომლებიც მის ფეხებზე დასრიალებდნენ.წელზე შემოეხვია და კიდევ უფრო დიდი ვნებით აკოცა.არჩილი მასთან ერთად წამოდგა და კიბეებისკენ წავიდა -ჯანდაბა,ჩემი ჭრილობისთის მძიმე ხარ ძლივს ამოისუნთქა და საწოლზე გადააწვინა შეშფოთებული -მერე,ვინ გითხრა,ველურივით მეცი და წამომაგეო.ჩემით ვერ წამოვიდოდი?მაგრამ შენ ყველაფერი შენს ჭკუაზე უნდა აკეთო -ვაიმე,გაჩუმდი არჩილმა ისევ აკოცა და დაადუმა კიდევაც.ტანზე მიკრული კაბა სწრაფად გახადა და ვნებამორეულმა მოავლო თალი მის იდეალურ სხეულს -ლუკა არც იყო იმის ღირსი,ეს ყველაფერი ჰქონოდა -არც მარიამი არ არის იმის ღირსი,შენ გეტკვარცალებოდეს და გეხებოდეს -ტყუილად ეჭვიანობ მეთქი -ვერ დავიჯერებ,რომ არაფერი გაქვსთ -უნდა დაიჯერო -აუფ,თუ მეტყვი,მაშინვე გადამარწმუნებ -მე მოვნათლე მომღიმარი დაჰყურებდა ერთიანად წამოწითლებულს -აქამდე რატომ არ თვქი? წამოიყვირა და მკლავზე გასცხო ხელი -არ გიკითხავს -ცუდი კაცი ხარ -გაჩუმდი და მაკოცე ყბებზე წაუჭირა თითები და მთელს სხეულზე აიკრო.არჩილსაც აგიჟებდა თაიას ცხელი,სრულყოფილი სხეულის შეგრძნება.ღრმად ამოისუნთქა და მკერდის თავს წაეტანა კბილებით.თაიამ ხმა ვერ დაიმორჩილა და მისმა ოხვრამ გაჰკვეთა ჰაერი. თაიას არჩილის განიერ მკერდზე მწოლიარეს გაეღვიძა.თავი ოდნავ წამოსწია და არჩილის სახეს მიაჩერდა -ახლა მართლა შეუძლია ვაჩეს,მომკლას საოცრად სასიამოვნო ხმა ჰქონდა ახალგაღვიძებულს.თაიას ნიკაპი მკერდის ძვალზე ჩამოადო და გაუღიმა.არჩილმა ლოყაზე ჩამოუსვა თითები და ოდნავ წამოიწია -შენთან ყოფნა ძალიან კარგია,მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მაქვს.ამიტომ,მოგვიწევს,ავდგეთ -შენ დალაგებული არ ხარ მგონი.ახლა შეგიძლია,ადგე და წახვიდე? -თქვენო აღმატებულებავ,მოკვდავ ადამიანებს გვიწევს,ვიმუშაოთ,რომ საჭმლის ფული გვქონდეს თაიამ წარბები უკმაყოფილოდ შეკრა და საწოლზე წამოჯდა.არჩილი ლამის პირღია მისჩერებოდა შიშველს -გითხარი,რომ იდეალური ხარ? -შენი თქმა არ მჭირდება,ისედაც ვიცი,იდეალური რომ ვარ -ასეთი თავმდაბალიც ნუ იქნები გაუცინა და მოშიშვლებულ მკერდზე აკოცა.თაია უნებლიედ წაეტანა მის რბილ თმებს და ოდნავ მოქაჩა.საწოლზე მასთან ერთად გადაწვა და თვალებაციმციმებულს ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები -შენი გატაცება რომ დავგეგმე,ეს საერთოდ არ გამითვალისწინებია -როგორი იღბლიანი ხარ,ხვდები? -ხო,ძალიან დიდი იღბალი უნდა,შენნაირი ამპარტავანის პოვნას -ცუდი კაცი ხარ -ჯანდაბა,როგორ დაგტოვო,მაგრამ მართლა უნდა წავიდე.შეხვედრები მაქვს ისევ აკოცა და მასთან ერთად წამოდგა საწოლიდან.მსუბუქად შემოხვია წელზე თითები და მხარზე გადაიკიდა.სააბაზანოში უთქმელად შევიდა და თაია წყლის ქვეშ დასვა.თვითონაც სწრაფადვე შეუერთდა და გაწუწულს წაეტანა აწითლებულ ტუჩებზე -მომწონს იმის გააზრება,რომ მხოლოდ ჩემი ხარ -და,ამის შემდეგ,ეგოისტი მე გამოგყავარ მკლავები შემომოხვია კისერზე და კედელს აეკრო ზურგით -საშინლად სექსუალური რომ ხარ,გითხარი? -არ გითქვამს.შენ მხოლოდ გაუნათლებელ გორილად მთვლი -ხო,ნუ,ეგეც,მაგრამ ზესექსუალურიც ხარ -ნუ ცდილობ,მაცდუნო.მხოლოდ ერთი საათი მაქვს ყველაფრისთვის,მაგრამ საღამოს ავანაზღაურებ თვალი ჩაუკრა და შიშველ საჯდომზე წაავლო გრძელი თითები. თაია ისევ არჩილის მაისურით იდგა მის სამზარეულოში და ცდილობდა,არჩილისთის ყავა გაემზადა,სანამ თვითონ მოწესრიგდებოდა.არჩილი სმოკინგში გამოწყობილი გამოეცხადა.ვნებამორეულმა სიმწრით იკბინა ტუჩზე და ნელა მიუახლოვდა -კაცი კი არა,ღვთაება ხარ სწრაფად აკოცა და აიძულა,თვითონაც აჰყოლოდა კოცნაში -დიდი პატივია,შენსგან ამის მოსმენა ხმამაღლა გაიცინა და მაგიდაზე დალაგებულ ყავის ფინჯნებს ალმაცერად გადახედა -ხო რა იყო,ისე მიყურებ,თითქოს ვერ შევძლებდი ყავის მოდუღებას -იმედია,არ მოვიწამლები ერთი ღრმად ჩაისუნთქა და პირველი ყლუპი მოსვა.სახე ისე შეეცვალა,თაიას შეეშინდა,რამე ხო არ დაემართაო.არჩილმა გადაყლაპვა ძლივს მოახერხა.შავი თვალები ერთიანად აუცრემლიანდა -მაპატიე,მაგრამ საშინელებაა ამოიხავლა და ფინჯანინ სასწრაფოდ დაგდა -უმადურო თაიამ ცხვირი მაღლა ასწია და ზურგი შეაქცია წამოწითლებულს -არ ვარ უმადური,უბრალოდ ამაზე კარგ ყავას,განუვითარებელი გორილა მოადუღებდა არჩილი მასთან მივიდა,ზურგზე მოეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოსდო -თუ გინდა,იყავი და საღამოს მოვალ.თუ გინდა,წადი და მოგაკითხავ,სადაც მეტყვი -წავალ,თორემ ვაჩე გაგიჟდება -ისე ნუ იზამ,ხმისამოუღებლად მომკლას -ვეცდები როგორმე. ლოყაზე წაუთათუნა ხელი და გასასვლელისკენ წასულს უკან გაჰყვა. ვაჩეს მიადგა კომპანიაში.მდივანს ვაჩესთვის განკუთვნილი ყავა გამოართვა და ისე შეაბიჯა მამის კაბინეტში -რამე მოხდა? ვაჩე ფეხზე წამოვარდა და თაიას აესვეტა წინ.შეშინებული ათვალიერებდა ერთადერთ შვილს -არა,სალაპარაკოდ მოვედი ყავა მაგიდაზე დაუდგა და აიძულა,დამჯდარიყო -მშვიდობაა? -არ მინდა,რომ ჩემი საქციელით გული გატკინო.ძალიან მიყვარხარ.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი ხარ და არ მინდა,რამე არასწორი გავაკეთო -თაია,რა მოხდა?! ვაჩე ძალიან დაიძაბა.თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში და მომღიმარ შვილს მიაჩერდა -მამა,არჩილ არშბა მიყვარს ძლივს ამოთქვა,მზერა სწრაფად აარიდა ფერდაკარგულ კაცს.ვაჩე ძალიან დიდხანს იყო ჩუმად.ღრმა ჩასუნთქვებიც ცდილობდა,დამშვიდებულიყო -თაია,მის გამო,ძალიან ბევრის გადატანა მოგიწია.ჯერ იყო და გაგიტაცა.მერე იყო და მის გამო კინაღამ მოკვდი.დიდი ხარ და მე ვერაფერს აგიკრძალავ,მაგრამ კარგად უნდა იცოდეს,ზედმეტ რამეს გააკეთებს და ჩემი ხელით გავუხვრეტ შუბლს.არასდროს,არაფერს არ ვაპატიებ და ყველაზე დიდი მტერი მე გავხდები მისთვის თაია ვაჩეს მიუახლოვდა და კალთაში ჩაუჯდა,ზუსტად ისე,როგორც ბავშვობაში იცოდა.ლამაზი ცისფერი თვალები მეამიტურად აუხამხამა და თავი მხარზე ჩამოადო -მამი,მეშინია იმის,რომ რამე დაგემართება.მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.შენ ხარ ჩემი სამყარო და ვერ მივცემ მაგ კაცს იმის უფლება,რამე დაგიშაოს,თუნდაც შემთხვევით -მამა,ვგრძნობ,რომ მის გამო შემიძლია,ყველაფერი დავთმო -სიყვარული არ უნდა იყოს საფრთხის მომტანი თავზე აკოცა შვილს და თვალებზე მომდგარი ცრემლები სწრაფად შეიმშრალა -დაპატოჟე ამაღამ ვახშამზე.მისი გაცნობა მინდა -ვაჩე,ასე გასერიოზულებაც არ არის ჯერ საჭირო გაუცინა და ლოყები დაუკოცნა დასევდიანებულ მამას -მოიყვანე,სჯობს აქედანვე გავარკვიოთ ყველაფერი.ახლა გაიქეცი სახლში და ანასტასიას უთხარი,საღამოსთვის მოემზადოს -დედა გაგიჟდება კიდევ ერთხელ აკოცა და დატოვა ფიქრებში ჩაძირული.არჩილთან დაკავშირებას ცდილობდა,მაგრამ ძალიან დიდხანს არ პასუხოდა.ისე მოეშალა ნერვები,ჯავრი რაზე ეყარა,არ იცოდა -იქნებ მოვკვდი,რომ არ მპასუხობ და თავს იფასებ ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა,არჩილი მიხვდა,ძალიან გააბრაზა -ბავშვო,დამშვიდდი.ვერ მოვახერხე.ახლა მითხარი,რა გინდოდა -მამაჩემი გეპატიჟება ოჯახურ ვახშამზე -ოჰო,ასე მალე არ ველოდი.არც ვარ ამისთის მზად -რა მომზადება გინდა,ქალი ხარ? -ბავშვო,რატომ ხარ ასეთი აგრესიული? -ნერვებს მიშლი -მე მაპატიე,ჩემო დედოფალო -რვისთვის მოსვლას მოახერხებ? -კი,მოვალ. არჩილს გაეცინა,თაიამ სწრაფად რომ გაუთიშა.თითქოს არ ნერვიულობდა,მაგრამ შინაგან ფორიაქს გრძნობდა.გრძნობდა,რომ თაიას მშობლებთან შეხვედრა არ იქნებოდა მარტივი. ყვავილებით ხელში იდგა და ერთ ადგილას ცქმუტავდა.კარი ულამაზესმა თაიამ გაუღო,რომელიც ცისფერ თვალებს სიბრაზით აცეცებდა -დროულად მოხვედი არჩილმა ვერ მოითმინა და სწრაფად აკოცა დაბურცულ ტუჩებზე -ულამაზესი ხარ უჩურჩულა და მათკენ მიმავალ თაიას მშობლებს გაუღიმა.თაიგული ანასტასიას მიაწოდა და ვაჩეს ხელი ჩამოართვა -შიგნით შევიდეთ კაცი წინ გაუძღვა ახალგაზრდებს -ყვავილები ცოტა ბანალურად გამოგივიდა -აბა,ეზოს ენოტი უნდა მომეყვანა?! -უიმე,რა განუვითარებელი ხარ თაიამ თვალები აატრიალა და არჩილის გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა -ვეცადოთ,ზედმეტად არ დავძაბოთ საღამო თაიამ ჯერ მშობლებს გადახედა და შემდეგ არჩილს -არა,დედი.დაძაბვას არავინ არ აპირებს,პირიქით.სჯობს,მშვიდად ვისაუბროთ -ჯერ ვივახშმოთ ვაჩემ ხელი მსუბუქად აუწია დამხმარეს და აგრძნობინა,კერძები მიეტანათ.მშვიდად მიისთვეს ყველაფერი.არჩილი ყველანაირად ცდილობდა,თითები არ გაჰქცეოდა თაიას მოშიშვლებული ფეხებისკენ -მე და არჩილი ცოტას გავისაუბრებთ.თქვენ მანამდე ჩაის გაამზადეთ ვაჩემ მკლავზე დაადო არჩილს ხელი და აგრძნობინა,მას გაჰყოლოდა.აივანზე იდგნენ.არჩილს ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ზურგით კედელს ეყრდნობოდა.ვაჩეს ეტყობოდა,რომ ძალიან ღელავდა -თაია ჩემი ერთადერთი შვილია და შემიძლია,მის გამო ყველაფერი გავაკეთო.არასდროს მოგცემ იმის უფლებას,რამე დაუშაო.საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს,თორემ ამაზე პასუხს შენ მოგთხოვ -შემიძლია,დაუფიქრებლად გავწირო სიცოცხლე მის გამო არჩილს წარბიც არ შეუხრია.ბოლომდე დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში -თუ ოდნავ მაინც ვიგრძნობ,შენთან ბედნიერი არ არის,ან რამეს აიძულებ,იმ წამსვე გაგანადგურებ -თაია მიყვარს.შეიძლება,არ დაიჯეროთ,მაგრამ ეს ასეა.მთელს ჩემს ცხოვრებას გავწირავ იმისთის,რომ ყველაზე ბედნიერი,უზრუნველყოფილი და უსაფრთხო ცხოვრება ჰქონდეს ვაჩემ მძიმედ ამოისუნთქა და მის წინ დადგა -ძალიან დიდი იმედი მაქვს,ასე იქნება. თავი დაუკრა და პირველმა შეაბიჯა სახლში.არჩილმა სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან და აივნის სახელურს დაეყრდნო.მალევე იგრძნო თაიას წვრილი თითები მის ზურგზე -რამე ისეთი ხომ არ გითხრა? -ისეთი არაფერი თვალი ჩაუკრა და ლამაზად დახვეული თმები გადაუყარა მხრებიდან -მამაშენს ისეთი რამე ვუთხარი,რაც ჯერ შენთვისაც არ მითქვამს -ხო,მეც ვუთხარი ისეთი რაღაც,რაც შენ არ იცი -ჩემთან წამოხვალ? -არა,ამაღამ შენთან რომ წამოვიდე,ვაჩე გააფრენს გაუცინა და ლოყაზე აკოცა. თაია არჩილის ახალი მანქანის საჭესთან იჯდა და ათრთოლებულ თითებს გამეტებით უჭერდა ტყავის საჭეს.მუხლები უკანკალებდა და ეგონა,დაიმტვრეოდნენ -თაია,ცოტა გაზს თუ არ მოუმატებ,ლოკოკინაც გაგასწრებს არჩილს გრძელი თითები მსუბუქად შემოელაგა საჭეზე და ისე ეხმარებოდა ფერდაკარგულ თაიას -მეტი ჩქარა,როგორ წავიდე ძლივს ამოიკნავლა და კიდევ უფრო აკანკალდა -უფრო პატარა მანქანა ვერ იყიდე?სატერფულს ძლივს ვწვდები -ნუ კივი,თორემ დავყრუვდი გაუცინა და საჭე ოდნავ გადასწრია მარჯვნივ -ახლა ოდნავ შეანელე და გადადი გზიდან თაია იმდენად დაბნეული იყო,პირიქით ქნა.მანქანა ისე სწრაფად გავარდა,თაიამ გააზრება ვერ მოახერხა -შეანელე მეთქი,გოგო არჩილმა იმხელა ხმაზე დაუყვირა,კიდევ უფრო დაიბნა და საჭე მძმედ მოზიდა.რა თქმა უნდა შეჯახება გარდაუვალი იყო.იქვე მდგარ ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახნენ მსუბუქად.თაიამ ნერვიულობისგან კინაღამ გონება დაკარგა -დამშვიდდი,ყველაფერი რიგზეა არჩილმა ღვედი შეუხსნა და მანქანიდან გადაიყვანა -ნუ გაქვს ასეთი სახე,თორემ ვნერვიულობ გაუცინა და გაყინული ტჩები დაუკოცნა -კინაღამ მოვკვდით ამოიწრიპინა და აკანკალებული მიეყრდნო მის განიერ მკერდს -რას იგონე,დარტყმაც კი ვერ ვიგრძენი,რა კინაღამ მოკვდი -ნუ იცინი,თორემ მეორედ უფრო ძლიერად დავეჯახები -ბავშვო,დაუკვირვებელი ხარ მისი სახე თითებში მოიქცია და კიდევ ერთხელ აკოცა -იცი,როგორ შემეშინდა?მეგონა,ისე მოვკვდებოდი,ვერ გეტყოდი,რომ მიყვარხარ არჩილი დაიბნა.რამდენიმე წამი თვალებგაფართოვებული მისჩერებოდა თაია ავალიანს,რომელმაც ისეთი რაღაც უთხრა,რასაც არ ელოდა -და,შენი აზრით,იმის უფლებას მოგცემდი,ისე მომკვდარიყავი,არ გცოდნოდა,რომ მიყვარხარ? თაიას მზერა აემღვრა.სწრაფად მოეხვია არჩილს და შეიგრძნო ის სიმშვიდე,რომელსაც მხოლოდ ეს ადამიანი აგრძნობინებდა -ძალიან მიყვარხარ არჩილი თმაზე ეფერებოდა ატირებულს -რა გატირებს,მიყვარხარ მეთქი,მძულხა თქო ხო არ მითქვამს -შენ ვინ გეკითხება,მე ვიტირებ,თუ არა? -ბავშვო,როგორი ამპარტავანი ხარ თავი გააქნია და ცრემლები შეუმშრალა -ახლა ეს მანქანა აქედან ამოვიყვანოთ და ირაკლისთან წავიდეთ -ირაკლისთან რა გვინდა? -ბიჭებს მოენატრე. თვალი ჩაუკრა და თვითონ მიუჯდა საჭეს.მთელი ღამე თაიას ავარიაზე ხუმრობდნენ,რომელიც საერთოდ არ იყო ისეთი დრამატული,როგორაც გოგონა აღწერდა.არჩილი მონუსხული შეჰყურებდა თავი მძევალს,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა მთელს სამყაროში.თაია თვალებაციმციმებული მისჩერებოდა თავის კრიმინალს,რომელიც მისი ერთადერთი სიყვარული იყო.მისი გამოჩენის შემდეგ,არცერთი ღამე არ გაუტარებია შფოთვებზე შიშით.სჯეროდა,რომ არჩილ არშბა ყველასა და ყველაფრისგან დაიცავდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



