არდაწერილი ლექსი
არდასრულებულ ლექსებს და გადამტვერილ სტროფებს სძინავთ თაროზე სადღაც, ვით შრომით დაღლილ მონებს. გაელვებული ფიქრი... აზრი, რომელიც გაწყდა. რაღაც ნაკლული გრძნობა. უკმარისობის განცდა. არდაბადებულ ლექსებს. ალბათ სიცოცხლე სურდათ. მენანება და ვერ ვყრი. ვინახავ ახლოს გულთან. რაღაც სათქმელი მქონდა, მაგრამ ვერაფრით ვამბობ. ჩემს ვერდაწერილ ლექსებს ვნანობ. ო, როგორ ვნანობ! ხანდახან ჩუმად ვუმზერ, ვეხები გამხდარ მხრებზე. გულამოჭმული კვნესის. ეს ორი სტროფი შენზე. ვერ დავასრულებ აწი. ეჰ, ალბათ ასეც ხდება. ვუყურებ ლექსის სიკვდილს და ჩემი გულიც კვდება. ბუხარში ცეცხლი ელავს. ალი საოცრად ხარბი. ერთ ლუკმადაც არ ჰყოფნის. ჩემი ვერთქმული დარდი. როგორც სნეული ბავშვის მხურვალე შუბლით ბოდვა. ვერ დაწერილი ლექსი უდრის გაწყვეტილ ლოცვას. არდასრულებულ ლექსებს და გადამტვერილ სტროფებს სძინავთ თაროზე სადღაც, ვით შრომით დაღლილ მონებს. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.