ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (14 თავი)
ადამიანებს რა გვამახსოვრდება განსაკუთრებით დიდ ხანს? სიხარული თუ ტკივილი? იქნებ სასიამოვნო შეგრძნებები? იქნებ სიყვარული? ბევრი რამ არსებობს რაც დიდ ხანს გაგვყვება ხოლმე, გახსენებისას, რომ ტანში ჟრუანტელად დაგივლის მოგონება, მაგრამ ალბათ ყველაზე დიდ ხანს მაინც ის სიტყვები გაგვყვება ხოლმე დარდად, გულზე რომ მოგხვდება, სადღაც რომ წაგკრავს მწარედ, ასეთ სიტყვებს კი რა დალევს, შენს თავთან რომ მარტო დარჩები მაშინ გაიხსენებს და ამოქექავს გონება ყველაფერს, სინდისთან მარტო დარჩენილს მშველელი რომ არავინ გყავდეს, ისეთ დროს გაგახსენებს შენს ნათქვამს ან სხვის ნათქვამს და ისე მწარედ აგატირებს ისე დაგქენჯნის სინდისი საკუთარი თავი კი არ შეგზიზღდება - შეგებრალება. ალბათ შიოც ზიზღზე მეტად სიბრალულს გრძნობდა საკუთარი თავისას. შუაღამე გადასულიყო, მაგრამ ჯერ მაინც ვერ მოახერხა დაძინება, ხელი თავქვეშ ამოედო და თვალდახუჭული იწვა. გეგონებოდა ეძინა, მაგრამ მისი გონება ვინ იცის სად არ დაჰქროდა, ხან სვანეთში იყო და თავის ფაშატს დააჭენებდა, ხანაც ბავშვობა ედგა თვალწინ ფეხშიშველი რომ დარბოდა სოფლის გზაზე სხვა ბავშვებთან ერთად, მერე სვანეთი მიავიწყდებოდა და ფიქრებით ევას დასტრიალებდა თავს, რამდენჯერ აუღია ასეთ დროს ტელეფონი და ნომერი აუკრებია მერე ისევ წაუშლია და ასე რამდენ ხანს გრძელდებოდა ვინ იცის. ნეტავ ახლა რას აკეთებდა ევა? მისი საყვარელი ქალი, მისი მომავალი ცოლი? რამდენჯერ გაუტაცნია ასეთ ფიქრებს და მერე რეალობას რომ დაუბრუნდებოდა ათასჯერ უფრო მეტად სტკიოდა გული, იმის გამო რომ ევას ატკინა, ვინ იცის რამდენჯერ გაათენა ტირილში? რამდენი უძილო ღამე გადააგორა შიოს გამო? ან ის ვინ იცის იქნებ ახლა ისე სჭირდება შიოს ყოფნა, მისი არსებობა როგორც არასდროს, შეუძლია დადეშქელიანს განა ამის გაგება? ევაზე ფიქრებს დაუსრულებლად მოჰყვებოდა ყველა მომენტის გონებაში გაცოცხლება, თუნდაც პირველი შეხვედრის აეროპორტში, იმ მწარე სიტყვებსაც იხსენებდა და აღარ იცოდა რა ექნება მისი ნათქვამი „მომენატრე, მალე ჩამოდი“ ახსენდებოდა, როგორ უნდოდა ამ დროს, აეღო ჩემოდანი დღემდე ამოულაგებელი რომ უდევს ოთახის კუთხეში იმის იმედით ერთ დღესაც მართლა საბოლოოდ წავალ აქედანო, ოთახიდან გაეტანა და საქართველოში, ევასთან დაბრუნდებულიყო და არაფრის დიდებით არ წასულიყო უკან თუნდაც გაეგდო ევას, ყველაფერი გაეკთებინა რომ ის პირვანდელი სიყვარული რაც შიოს მიმართ ჰქონდა ისევ დაებრუნებინა, ისეც აენთო ის ცეცხლი რაც ენთო მის გულში. ასეთ დროს ისე იპყრობდა სურვილი წასვლის სხეული ეწვოდა და ცოტა აკლდა ხოლმე საწოლიდან წამოხტომას, მაგრამ ევას კიდევ ერთხელ ვეღარ ატკენდა. იცოდა არ ჰქონდა ამის გაკეთების უფლება, არც იმის უფლება ჰქონდა რაც გაუკეთა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა, რადგან იმაზე ღრმად შეტოპა ვიდრე წარმოედგა. ფეხზე წამოდგა, სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად მერე ალბათ გარეთ გავიდოდა სარბენად, საწოლში გაჩერება აღარ შეეძლო. - შიო? როგორ შემაშინე - გულზე მიიდო ხელი მიამ, წყლიანი ჭიქა ბარზე დადო. - სადმე მიდიხარ? - კი გავდივარ. - წყლით სავსე ბოთლი აიღო და გაბრუნებას აპირებდა ისევ მიას ხმა რომ გაიგონა. - ჯერ მხოლოდ დილის ხუთი საათია სად მიდიხარ ამ დროს შიო? - ინტერესის გამო უფრო ეკითხებოდა ვიდრე მასზე დარდის მიზეზით. - დაიძინე მია, დილით დავბრუნდები. - ყურსასმენები გაიკეთა და სახლიდან გავიდა. დილამდე ირბინა, ათას რამეზე იფიქრა და მაინც ვერაფერი გადაწყვიტა, ათას რამეზე იფიქრა და მაინც ყველა ფიქრში ევა იყო, ყველაზე მეტი ფიქრი მას ეკუთვნოდა. სირბილის შემდეგ მაინც ვერ დამშვიდდა, ფიქრებში მაინც ვერ გაერკვა და იმაზე მეტად არეული დაბრუნდა შინ ვიდრე იყო. - გაიღვიძე პრინცესა? მოდი ჩემთან - ხელში აიყვანა პატარა, რომელსაც თვალებში დაეტყო სიხარული რომელიც მამიკოს დანახვით იყო გამოწვეული. - რაო ჩემო ლამაზო? რა ლამაზი ხარ... - ჩუმად ელაპარაკებოდა შვილს და ბუთქუნა ლოყებს უკოცნიდა. - სანამ შენ მოხვედი, არც კი გაუღიმია. ნახე როგორ უციმციმებს თვალები - გაიღიმა ქალმა და მიუახლოვდა მამა-შვილს. *** ჯერ კიდევ ბნელოდა რომ გაიღვიძა, გული გაგიჟებით უცემდა და მოთქმით ტიროდა, განა იცოდა რა ატირებდა, ტირილით გაიღვიძა და ვერაფრით დაწყნარდა, რამდენიმე წუთი და გული რომ ცოტა დაუმშვიდდა მერე გაახსენდა სიზმრიდან გამოყოლილი სინანული ატირებდა. ერთი ღრმად ამოიოხრა და საკუთარ თავს გაუჯავრდა, ეგ აღარასდროს მოხდება, ნუღარ ფიქრობ მასზე ევ... ის უკვე წარსულია. საათს დახედა, ჯერ ექვსიც არ იყო შესრულებული, ფეხზე წამოდგა, სააბაზანოს მიაშურა, სარკეში თავის თავს შეხედა, დაწითლებული თვალები ჯერ კიდევ ცრემლიანი ჰქონდა, სახე ჩამოიბანა და ახლაღა შეამჩნია როგორ გამხდარა, მგონი ისევ დაიკლო 2-3 კილო და თუ ასე გაგრძელდებოდა ანორექსიის ზღვარზე იქნებოდა თუ უკვე არ იყო. ნელ-ნელა მოემზადა, სამსახურში წასასვლელად. მატჩის დღე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შიო დადეშქელიანი საქართველოში ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ თავისი ქვეყნისთვის ითამაშებდა. რას ფიქრობ მკითხველო? გაინტერესებს წავა თუ არა მატჩზე ევა? იქნებ სახლიდან აპირებდა გულშემატკივრობას? არაფერიც, ერთი წამითაც არ გასჩენია სურვილი მისი თამაშისთვის ეყურებინა. ტკივილის გარდა არაფერს მოუტანდა ეს და უკვე ისედაც აღარ შეეძლო, გული ამდენს ვეღარ გაუძლებდა. ბლოკნოტი აიღო, ლამისაა ჩვევად ექცა პატარ-პატარა ჩანაწერების გაკეთება. „დღეს ფეხბურთია. პირველი თამაში იქნება, რომელსაც არ ვუყურებ“ დაწერა, მერე დააკვირდა ძველ ჩანაწერებს და ჩანაწერებზე მეტად იმ ერთმა ფოტომ გაკენწლა მწარედ გულში ერთ-ერთ ჩანაწერთან რომ ჰქონდა ჩადებული. სასწრაფოდ დახურა ბლოკნოტი და ისევ რომ არ ეტირა, სახეზე დაინიავა და თვალები დააფახულა. მერე კი ძალიან სწრაფად აიღო ჩანთა და მანქანის გასაღები, სამსახურში წავიდა. როგორ უყვარდა თავისი საქმე, გიჟდებოდა სტუდენტებთან ურთიერთობაზე, მათთან ერთად მუშაობაზე. ერთადერთი საქმე იყო რასაც მართლა დიდი სიამოვნებით აკეთებდა. ორი ლექცია ჰქონდა დღეს დღის პირველ ნახევარში, ისე მოულოდნელად მოუწია გეგმების შეცვლა, სამინისტროში დღითი დღე საქმე იმატებდა და ლექციებამდე ან მის შემდეგ სულ იქ იყო ხოლმე. დღესაც ჩველებრივ აპირებდა სამსახურში მისვლას, მაგრამ უთხრეს რომ სამინისტროს საქმეები მოიცლიდა, სტადიონზე იყო რაღაც ტექნიკური პრობლემა და იქ უნდა მისულიყო სასწრაფოდ, კი უთხრა ვერ მოვალო, ხან რა მოიმიზეზა და ხან რა მაგრამ არაფერმა გაჭრა. - ხელშეკრულებას რომ დებდი დინამოსთან აბა რა გეგონა - უთხრა თავის თავს და ნერვებმოშლილმა გადადო ტელეფონი და აუდიტორიიდან გასასვლელად მოემზადა. შიოს ნახვა არ უდოდა მაგრამ სამსახური მაინც სამსახური იყო, უნდა წასულიყო და თავისი საქმე გაეკეთებინა. მანქანას მართავდა და თავისთვის ლაპარაკობდა. - ევ ნუ ნერვიულობ რა, იქნებ არც იყოს სტადიონზე ჯერ, აუცილებელი ხომ არ არის ყოველ წამს იქ იყოს? - ამ ლაპარაკით თითქოს თავი დაიმშვიდა და მანქანა დააპარკინგა. - ევა როგორ ხარ? ბოდიში რომ შენი განრიგი ავრიეთ უბრალოდ სხვანაირად მართლა არ გამოდიოდა - თან ებოდიშებოდა და თან აჩვენებდა რა იყო შესაკეთებელი. - არ ვიცი ვინ იყო აქ და რა ითამაშა ან რატო, მაგრამ - ღრმად ამოიოხრა სათვალიანმა ახალგაზრდამ - მოკლედ სასწრაფოდ უნდა შეაკეთო, ტექნიკურადაც და პროგრამულადაც - საათს დახედა - მხოლოდ ორი საათი გვაქვს. ხუთზე უკვე თამაშია. - კარგი კარგი დამშიდდი - ხელები აწია - ყველაფერს მივხედავ. ოღონდ არავინ შემაწუხოს მუშაობისას - წარბი აუწია და გამომცდელად შეხედა. - შენ ოღონდ ყველაფერი მოაგვარე და გპირდები არავინ შეგაწუხებს. სიმშვიდე იყო ის რაც მუშაობისას ყველაზე მეტად ეხმარებოდა და ალბათ არც ერთ ქალს ისე არ უხდებოდა, არ ალამაზებდა არაფერი, როგორც ბერიძეს სიმშვიდე. ტექნიკური მხარე დაახლოებით ერთ საათში მოაგვარა, თვალები ტკიოდა პატარა დეტალების, კაბელების კირკიტით, რომ მორჩა სკამზე ჩამოჯდა ხუთი წუთით ცაში დაიწყო ყურება, თვალებს და წელს ასვენებდა. უკნიდან ჩახველების ხმა მოესმა და ახლახანს თვალებზე დაფარებული მკლავი ჩამოუშვა და უკან გაიხედა. გაიყინა. არ ელოდა. რამდენიმე წამით შეხედა მის სახეს, თვალებს და მერე ისევ წინ გაიხედა, თითქოს არ იცნობდა, თავი აარიდა. როგორი შეცვლილიაო გაიფიქრა და გულში რაღაც ჩაწყდა. წვერი უფრო მოეზარდა, თმა ძალიან დაბალზე გადაპარსული ჰქონდა, ხოლო თვალები... თვალები, ვერ გაეგო რას ეუბნებოდა, ისეთი სევდიანი მზერა ჰქონდა, მეორედ ამ თვალებში ჩახედვას ვეღარ გაუძლებდა. არა, შეუძლებელი იყო. - გამარჯობა - დუმილი დაარღვია. - ვმუშაობ - თავი არც მიუბრუნებია - დამპირდნენ არავინ შემაწუხებდა. - ეგ პირობა მე არ მეხება - ოდნავ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე. - საქმეს უნდა დავუბურუნდე, მალე წავალ - ოდნავ შეაბრუნა სახე, ფეხზე წამოდგა და ლეპტოპი აიღო პროგრამულად უნდა შეემოწმებინა ახლა ყველაფერი და წავიდოდა საქმე დასრულებული იქნებოდა. - ახლა ასე უნდა ვიყოთ? - ჰკითხა და ვერც გაიაზრა ევამ ისე უცებ გაჩნდა მის წინ დადეშქელიანი. - ასე როგორ? - ლეპტოპს არ აცილებდა თვალს. - შემომხედე ევა. - მკაცრი იყო, ჯიუტიც, მაგრამ ქალი უფრო ჯიუტი აღმოჩნდა, ძალიან უნდოდა მისი სახის, მისი თვალების კიდევ ერთხელ დანახვა, მაგრამ არ შეიძლებოდა და წარბიც არ შეუხრია. - ევა. მისკენ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, მიუახლოვდა, მაგრამ ბრიძემ რომ იმ წამსვე უკან დაიხია, მიხვდა ასე არაფერი გამოვიდოდა. - მომენატრე - მისი მაჯისკენ წაიღო ხელი, მაგრამ გაუსხლტა ქალი, თუმცა გულში თავადაც დაუფიქრებლად გასცა პასუხი „მეც მომენატრეო“ - ასე არ შეიძლება... - უთხრა რაც შეეძლო მკაცრად, მაგრამ ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა, სახეზე ეწერა ახლა შიოს ჩახუტების მეტი არაფერი უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავს ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას, სახე სულ გაუწითლდა და კანკალებდა. - შენ.. შენ შვილი გყავს - როგორღაც მოიკრიბა ძალა თავის თავში და გაეცალა. ისე კანკალებდა, თითებს ვეღარ იმორჩილებდა, ნერვიულობის გამო კიდურებიც სულ გაყინული ჰქონდა. როგორღაც დაასრულა საქმე, სტადიონი თითქმის სავსე იყო, შეძახილები, მუსიკა იმხელა ხმაზე ისმოდა ცოტაც და დავყრუვდებიო ფიქრობდა, არადა აქამდე არ შეუწუხებია ამ ხმებს, პირიქით სიამოვნებით ჰყვებოდა თვითონაც. სასწრაფოდ აკრიფა თავისი ნივთები, საქმის დამთავრებისთანავე და მანქანაში დაჯდა. საჭეზე ჩამოდო თავი და მწარედ ატირდა. რამდენი თვე გავიდა უკვე?! არ ეგონა ასე ძალიან თუ ეტკინებოდა ერთ დროს საყვარელი ადამიანის ნახვა. თითქოს ის სიმშვიდე, გასული თვეები რომ აკოწიწებდა ერთიანად ჩამოეშალა. რომ ეგონა გავლენა აღარ ექნებოდა მასზე, თურმე მწარედ ცდებოდა... ჯერ კიდევ როგორ ძლიერ ჰყვარებია ახლა კიდევ უფრო მეტი სიმძარით იგრძნო. ტანში დაუარა როცა იგრძნო მასთან ახლოს იყო, მთელი სხეული აუკანალდა მისი სიახლოვით, თურმე ჯერ კიდევ რამხელა გავლენა ჰქონია მასზე შიო დადეშქელიანს და ევას... ევას ეგონა დაივიწყა, მათი შეხვედრის შანსი აღარ იყო ფიქრობდა თავისთვის. მანქანის ფანჯარა ჩამოწია, ნიავი სახეზე მოელამუნა და ცოტა დაწყნარდა, ღრმად ისუნთქავდა ქალაქის ჰაერს და ნელ-ნელა სახეზეც ფერი უბრუნდებოდა. გონს მოვიდა, სახლში წასასვლელად მანქანა დაქოქა, უკვე ფანჯრის აწევას აპირებდა ვიღაცის სიტყვები მოესმა. „არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, მაგრამ როგორც გავიგე ტყუილი ყოფილა...“ ვინ იცის რაზე ლაპარაკობდნენ, სხვისი ტყუილ-მართალი ცხოვრება და ამბები კი არა საკუთარი ვეღარ გაეგო. მანქანა პარკინგიდან გამოიყვანა და სახლისკენ წავიდა. *** კომენტატორები დღეს ისეთივე დაძაბულები იყვნენ, როგორც ფეხბურთელები, რთული მატჩი იყო, მაგრამ არა უშანსო. - შეგვეძლო დღევანდელი თამაში ჩვენი გამარჯვებით დამთავრებულიყო - დანანებით თქვა კომენტატორმა - მაგრამ არაუშავს, ბიჭებს ახლა ჩვენგან ტკივილის მიყენება კი არა მხარდაჭერა სჭირდებათ. - გეთანხმები ნოდარ, წასაგები მატჩი არ იყო, მაგრამ ისიც უნდა თქვას, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, რაც შეეძლოთ გააკეთეს. თუმცა მე წაგებულ თამაშზე მეტად დადეშქელიანის ბოლო დროინდელი მდგომარეობა უფრო მაფიქრებს. - შიო მოედანზე კი არის ყოველთვის, მაგრამ თითქოს გონებით სხვაგან დაფრინავს და თამაშში არ ჩანს. - თქვა ნოდარმა - მაგრამ დიდი იმედი მაქვს მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენი ვარსკვლავი კვლავ იბრწყინებს. გასახდელში ყველა ერთი განწყობით შევიდა, სიხარული განა ვის სახეზე იქნებოდა?! განწყობაზე მოქმედებდა ყველა წაგებული მატჩი და ზოგჯერ ეს უფრო ცუდ შედეგს გვიქადდა სამომავლოდ, მაგრამ გულშემატკივარი მაინც არ ნებდებოდა, ყველა ვერ მოგებული თამაშის შემდეგ თავიანთ სიყვარულში არწმუნებდნენ, რომელიც ულიმიტო იყო ამ ნაკრების მიმართ, ამ ბიჭების მიმართ რომლებიც მოედანზე გასვლის წამიდან სრულად იხარჯებოდნენ. - კალა - ჩანთა აიღო ხელში - დასვენება მინდა, თქვენ წადით უჩემოდ. - ეე ეგრე არ შეიძლება - წინ აესვეტა თავისივე სიმაღლის ბიჭი - ან ერთად წავალთ ყველანი ან მეც შენთან ერთად წამოვალ. - კაი რა - მარტო უნდოდა ყოფნა, ფიქრი სჭირდებოდა, სიმშვიდე, მაგრამ ახლა რომ კალასთვის ეთქვა მარტო მინდა ყოფნაო დეპრესიული თინეიჯერი ბიჭივით გამოუვიდოდა. - უნდა დავიძინო. წავედი. - ხელი დაუქნია და წავიდა. სახლში შევიდა თუ არა პირდაპირ აბაზანისკენ წავიდა, ცხელი წყლის ჭავლი სჭირდებოდა მოსადუნებლად, დაძაბული იყო, მთელი თამაშის დროს. აბაზანიდან გამოსულმა საძინებელს მიაშურა და საწოლზე გადაწვა, ერთი ღრმად ამოიხრა და ფიქრებში გადაეშვა, კადრებად დაუდგა თვალწინ ყველა მომენტი, ცრემლიანი თვალები, საკუთარი თავი და შორიდან ტრილის ხმაც მოესმა, იმ წამს ისეთი ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის. ევას ასე როგორ მოექცა?! ეს არ ჰგავდა შიოს საქციელს და ვერც თავს გაიმართლებდა რამით. ფაქტი ერთი იყო ევას პატიებას ვერასოდეს დაიმსახურებდა. - ალო - გეძინა? - ჰკითხა ბიჭმა - არა. - როგორ ხარ? სიბნელეში რატო ხარ? - შენ როგორ ხარ? - სინათლე აანთო. - კარგად არამიშავს, ვისვენებდი სახლში ვარ. - ხელი თავქვეშ ამოიდო. - პატარა ქალი როგორ არის? - ჰკითხა ტიტემ და დივანზე ჩამოჯდა. - კარგად იქნება. - ისეთი მშრალი პასუხი იყო უცნაურად მოხვდა ტიტეს ყურში. - შიო, რას ნიშნავს კარგად იქნება? ბავშვს რამე სჭირს? - თვალებში ნერვიულობა დაეტყო. - არაფერი, კატო კარგად არის დედამისთან და მამამისთან ერთად - ყბები ძლიერად დააჭირა ერთმანეს. - რას ნიშნავს შენი სიტყვები? რა დედა და მამა? - დაიბნა ბიჭი. შიო ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა. - მარტო ვარ დადეშქელიანი. - ჩემი არ არის. - უთხრა პირდაპირ. - რა? კაი რას მატყუებ... - არ უნდოდა დაჯერება ქალდანს, მაგრამ შიოს თვალებს რომ შეხედა მიხვდა მეგობარი არაფერს ატყუებდა. - ტყუილი იყო ყველაფერი. - როდის გაიგე ან როგორ? - ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება. - დიდი ხანი არ არის, ვარჯიშიდან სახლში დაბრუნებულმა ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე მიას სიტყვები: ეს მამაშენიაო ბავშვს რომ ეუბნებოდა, მერე კი მას მიუბრუნდა და უთხრა შენ გგავსო. - იცოდა ტიტე არ მოისვენებდა სანამ დეტალურ ინფორმაციას არ მოისმენდა მერე რა მოხდა, მაგრამ მეტის თქმის არც სურვილი და არც თავი ჰქონდა, ამიტომ ზედმეტი ლაპარაკის და განმარტებების გარეშე დაემშვიდობა და ეცადა დაეძინა. თვალწინ ედგა ყველა მომენტი, ესმოდა მიას ხმა ეს მამაშენია კატო. ნახე როგორ გგავს. მერე გაახსენდა მიას ტირილი ბოდიშს რომ უხდიდა, ბავშვის შეშინებული და ცრემლიანი თვალები. იცოდა არ დაუმსახურებია ის რაც გაუკეთეს, რა საშინლადაც მოექცნენ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა. აღარც ევა ჰყავდა, მისი დაბრუნების შანსიც კი იმდენად დაბალი იყო ფიქრობდა ცდაც კი არ ღირს, მხოლოდ ცხოვრებას ავურევ, ჩემთან საუბარიც კი არ უნდა და რომელ ურთიერთობაზე იყო საერთოდ ლაპარაკი. იცოდა, ცხოვრებამ საოცარი შანსი მისცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ამბობენ, ცხოვრებაში ერთხელ შეხვდები ადამიანს, რომელიც ის ნეკნია შენთვის ადამს რომ ღმერთმა ამოაცალა და ევა შექმნა, იმ ცარიელ ადგილს ავსებს რაც გულშია. თუ ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ ჩვენი დაუკვირვებლობით ან მუხთალი ცხოვრების გამო მერე სამუდამოდ მოგვიწევს ვეძებოთ ის ადამიანი ვინც ადამისთვის ამოცლილი ნეკნივით იქნება, ევასავით ზუსტად რომ ავსებდა, მას. შიოს გარდა ამაში არავინ იყო დამნაშავე ამ შანსის ხელიდან გაშვებაში. მხოლოდ შიო დადეშქელიანი. *** იმ საღამოს, წითელ ღვინოსთან ერთად ბევრი იტირა. აივანზე იჯდა, მარჯვენა მუხლზე ხელი შემოეხვია და ნიკაპით ეყრდნობოდა, ცას გაჰყურებდა, ნელ-ნელა სვამდა წითელ სითხეს. შუაღამეს კი თეთრ ფურცლებზე ისევ იფეთქა მელანმა და ევას ბლოკნოტმა კიდევ ერთხელ იგრძნო, მაინც როგორი ძლიერია სიყვარული, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავს. მენატრები. გელოდები. დაბრუნდი. შიო... ისევ მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


