ყველაფერი დასასრულით იწყება ( განადგურება /მესამე თავი)
ხაბესთვის არ დამირეკავს, რადგან შემეცოდა. თბილისამდე უხმოდ ვიმგზავრეთ. მთელი გზა მეძინა მგონი. სახლში რომ მივედი ჩემი ძმა არ დამხვდა , რადგან იმ დროისთვის რომელღაცა ფირმაში მუშაობდა აიტი სპეციალისტად. აივანზე დავჯექი, სიაგრეტს გავუკიდე და ხაბეს დავურეკე. -როგორ ხარ საყავრელო? -კარგად შენ? როგორ იმგზავრე? -მეძინა გაგუდულს. -გუშინ რა ქენით? მხოლოდ ის ნაწილი მოვუყევი რაც სახლში ხდებოდა. არ მახსოვს რატომ გადავწყვიტე მსგავსად მაგრამ მხოლოდ ზერელედ მოვყევი. მან კი მამიდამისთან ყოფნის ყველა დეტალი გამიზიარა. ვიცინეთ და მერე მითხრა რომ ჩამოვალ სადმე გავიდეთ ერთადო. ხაბე ოქტომბრის ბოლომდე აღარ მინახავს. დაკავებული იყო, მე სწავლას შევყევი თანაც ბოლო წელი იყო და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. კონტაქტი რა თქმა უნდა გვქონდა , მერე ოქტომბრის ბოლოს შუალედურებს რომ მოვრჩი ზუტად იმ დღეს მითხრა შევხვდეთო, ლექციიდან ახალი გამოსული ვიყავი. ჩემს ძმას დავურეკე. -რას შვები? -ვმუშაობ, რა იყო ევა? - გვიან მოვალ სახლში და რომ იცოდე. -სად მიდიხარ. -მეგობარს ვხვდები. -რომელ მეგობარს. -ნუ ჩაგერთო დიდი ძმა გეხვეწები. საჭმელი მაცივარშია და რომ მიხვალ ჭამე არ მოკვდე შიმშილით ყურმილი დავუკიდე და ქუჩის კუთხეში შევუხვიე. ხაბეს მაკში ვხვდებოდი. იმ ზაფხულამდეც სულ ასე იყო ხოლმე, ან მაკში მივდიოდით , ან უნივერსიტეტის უკან პარკში ვხდებოდით. ზოგჯერ მასთან სახლში ავდიოდი ხოლმე, სადაც მის ეზოში მშვიდად ვსხდებოდით და ვეწეოდით. ცოტა უცნაური იყო მესამე სართულზე საკუთარი მთიდან გამოჭრილი ეზო რომ ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მაგარიც იყო. ის უკვე მაგიდასთან იჯდა და ორი ფოტნოსით წინ ბურგერები ელაგა. მე რო დამინახა ფეხზე ადგა და ხელები წელზე შემომხვია ჩასახუტებლად. გამიხარდა რომ გაახსენდა როგორი ჩახუტებაც მიყვარდა. -როგორ ხარ? -დაღლილი და მკვდარი ხაბე,შენ? -ნორმალურად. ჩილი ჩიზბურგერი აგიღე და კიდე რომელიღაც, ხო გიყვარს? -საუკეთესო ხარ გეფიცები. გავუღიმე, ჩანთა გვერდზე დავიდე და ბურგერი ჩავკბიჩე. ჩაეცინა, როცა დაინახა როგორ ვეცი საჭმელს და თავადაც უხმოდ ჩაკბიჩა. -ნიკო და ბაჩო აქ არიან? -არა, ნიკო ოზურგეთშია და ბაჩო, ოოო ბაჩო კაცმა არ იცის სადაა. -რა? რას იძახი?! -ხო, მოლანდებები დაეწყო, გონია რომ დასდევენ და სადღაც გადამთიაში გაიქცა დროებით დასამალად. თვითონვე ეცინება ძმის ქმედებებზე. მე კი წარმოვიდგინე ბაჩო რა დღეში იყო. მახსოვდა როგორ ყვებოდა ხაბე მისი ინგლისიდან გამოქცევის და პარანოიის ამბებს, მერე პარანოია ჩაუცხრა და ნორმალურ, ინგლისში გადასვლამდე ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა იმ ზაფხულზე ისევ გარეკილი ჰქონდა. ბაჩოს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, არაფრით ჰგავდა ხაბეიშვილებს, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ხაბეს მამის შვილი იყო. ხაბესთან უაზრობებზე ვსაუბრობდი, მერე როცა ჭამას მოვრჩით ხაბემ შემომთავაზა ფეხით გავისეირნოთო. მეც უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ალბათ არაფერი მყვარებია ( წიგნებისა და კარგი მუსიკის შემდეგ) სეირნობაზე მეტად. მაშინ, იმ დროს ყველაფერი ისეთი სასიამოვნო იყო. ხაბე და მე შემოდგომის ცივ საღამოს ფეხით მივუყვებოდით თბილისის ქუჩებს, ზებრაზე რომ გადავდიოდით, ის იყო ტროტუარიდან უნდა გადავსულიყავით რომშუქნიშანზე მწვანე აციმციმდა , ერთ ადგილას დავდექი რომ დავლოდებოდი როდის აინთებოდა ხელმეორედ, მაგრამ ხაბემ ხელი ჩამკიდა და გზაზე გიჟივით გაიქცა. -რამე დაგვარტყავს. ნოე! ნოე. მეორე მხარეეს რომ გადავედით გაბრაზებულმა შევხედეთ. გზაში ლამის გული გამისკდა , როცა მანქანები გვისიგნალებდნენ და გვიყვიროდნენ. -იდიოტი ხარ. ხომ იცი რომ მეშინია. -შეგვეძლო უფრო მალე გადმოგვესწრო. ჩემს წინ იდგა, მაღალი და მომღიმარი. თმა, რომელიც უკვე წამომზრდოდა და წინ ჩამომვარდნოდა ყურსუკან გადამიწია და იქვე დატოვა ხელი. -რატომ გეშინია ასე ძალიან? -რატომ არ უნდა მეშინოდეს? შეიძლება იმ გზაზე მოვმკვდარიყავი. -სულ ტყუილად გეშინია. მისი თვალები მნუსხავდა, მაჯადოვებდა ის თუ როგორ მიყურებდა, როგორი ქიმია ტრიალებდა ჩვენს გარშემო. ირგვლივ ხალხი მოძრაობდა, ამიტომ ორივე მალევე მოვეგეთ გონს და ხაბემ მეტრომდე მიმაცილა. შემთავაზა სახლამდეც გამოგყვებიო, თუმცა ეს ნახევრად ხუმრობა უფრო იყო ვიდრე მართლა სურვილი. ხაბესთან სახლში ვიყავი, ჩემს ძმას ვუთხარი იატასთან ვრჩები ღამით თქო და ღამის თერთმეტ საათზე, ან შეიძლება თორმეტიც ყოფილიყო მის იატაკზე ვისხედით. ხაბეს პატარა ხისფერი ჭადრაკის დაფა ჰქონდა მაგნიტებით. მუხლებზე ვიჯექი ნახევარი ტანით წინ გადაწოლილი და იატაკზე დაყრდნობილ იდაყვებს ვეყრდნობოდი სახით, თან ხაბეს ვუსმენდი თან დაფას ვუყურებდი. ლენასგან განსხვავებით ის უკეთ მიხსნიდა რომელი ფიგურა როგორ მოძრაობდა და რომელი სვლით სჯობდა ხოლმე თამაში დამეწყო. -დღესვე ვითამაშებთ თუ ახლა მხოლოდ სვლებს და სტრატეგიებს მასწავლი? -თუ გინდა ვითამაშოთ, ოღონდ იმედი არ გქონდეს რომ მოგაგებინებ. -დამიჯერე მაგის იმედი არასოდეს მქონია. ბავშვობაში მამაჩემს რომ შაშს ან ნარდს ვეთამაშებოდი უბრალოდ უნდა გენახა როგორ სასტიკად მამარცხებდა , ერთხელაც არ მოუცია ჩემთვის ფორა ან საშუალება მეფიქრა რომ გავიმარჯვე. ხაბეს გაეღიმა და ვიგრძენი მისი ხხელი ხელზე როგორ შემეხო და მიმეფერა. მერე საათი ვთამაშობდით ლამის, რადგან ჯერ ისევ ვერაფერს ვიგებდი. იმ ღამეს ალბათ უკვე მიხვდებოდით რომ არც მე მძინებია დივანზე და არც მას. გვიანობამდე ჯერ ეზოში სკამებზე ვისხედით და ღვინოს ვსვავდით, თან მის ლაბრადორს ვეფერებოდი. ძაღლი მოუსვენრად დადიოდა წინ და უკან ჩემს სკამთან. ხელს მილოკავდა და მყნოსავდა. ხამებ სიგარეტზე მომიკიდა და როდესაც კვამლი გამოვუშვი თავად შეისუნთქა. კვამლს მექანიკურად მივყევი და ვაკოცე, კოცნაში ამყვა და თავისუფალი ხელი თმაში შემიცურა. სიგარეტი არცკი მოგვიწევია ისე შევედით ერთმანეთის სხეულებზე აკრულები მისაღებში, ხაბემ კედელზე ამაკრა და ტუჩებით ჩემი ბაგეებიდან ყელისკენ გადაინაცვლა. მის ოთახში მიღწეულებს უკვე მხოლოდ შარვლები გვეცვა, ჩემი მკერდით მისას ვგრძნობდი და გონება მერეოდა, თუმცა არა იმდენად რომ ხმები გათიშულიყვნენ და თვალების დახუჭვა მომეხერხებინა. არ ვიცი რა მჭირდა იმ დროს, მაგრამ უამრავი ხმა მესმოდა ერთდროულად, ყველა სხვადასხვა ენასა და ტონზე, ხმები ერთმანეთში იდღაბნებოდნენ და ხელს მიშლიდნენ მოვდუნებულიყავი, მაგრამ მის მკლავებში რომ ვიყავი ხოლმე ასე მეგონა ამაზე ნადვილი მე არ არსებობდა. მის გვერდით შიშველი ევა ხომ ყველა გაგებით შიშვლდებოდა. მის საწოლში რომ ვიწექი, მისი სუნით გაჟღენთილ თეთრეულში ვგრძნობდი რომ სწორ ადგილას ვიყავი. ჯერ არ ვიცოდი სწორი დრო იყო თუ არა, მაგრამ ვიცოდი რომ სწორად ვიქცეოდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რა მოხდებოდა მერე და მერე და მერე და მერე. იმ წამს მე ყველა ჩემი უჯრედით ცოცხალი ვიყავი. დილით ნიკას ზარმა გამაღვიძა. ჯერ ისევ ხაბეს ძთეთრეულში ვიყავი გახვეული, ის მუცელზე იწვა, ხელები ბალიშისქვეშ შეეცურებინა და ჩემს საწინააღმდეგოდ ჰქონდა მიტრიალებული სახე. -ხო ნიკა? -სად ხარ? -იატასთან ვრჩები თქო არ გითხარი? -ხო , როდის მოხვალ? -ლექცია მაქ და წამოვალ მერე ლენა ან ეკა თუ არ ვნახე. -იცოდე ჭკუით იყავი . -რა ჯანდაბა გინდა ნიკა? -დედას დაურეკე გუშინ ამიფეთქა ტელეფონი “არ მოსულა?” ზარებით. -კაცო ხო ვუთხარი რომ არ მოვიდოდი. ფეხზე ავდექი და სააბაზანოში გავედი. ნიკამ ყურმილი მალევე დამიკიდა , მე კი ჩემს სხეულს შევავლე თვალი, მკერდზე რამდენიმე ჩალურჯება დამრჩენოდა, სულ ეგ იყო. მეტს ვერაფერს იპოვნიდი იმის სათქმელად რომ წუხელ მართლა მქონდა მასთან რაიმე. შხაპი მივიღე და სამოსი, რომელიც ოთახიდან გამოსვლისას ნელ-ნელა ავკრიფე ჩავეცვი. თმა არ დამიბანია , მაგრამ ორთქლისგან ნოტიო მქონდა. ხაბე უკვე გაღვიძებული დამხვდა როცა სამზარეულოში შევედი. შავი სპორტული შარვალი ეცვა, წელს ზევით კი შიშველი იყო და ყავის აპარატიდან ორივესთვის სასმელს ასხავდა. კედელს მივეყრდენი და მივაშტერდი. ყავის ჭიქების ხელი მოკიდა და მოტრიალდა. -დილამშვიდობის. ღიმილით მითხრა. -დილამშვიდობის. - როგორ გეძინა. -მკვდარივით. შენ? -მეც. -ნიკამ რომ დარეკა ხომ არ გაგაღვიძა ჩემმა საუბარმა? -არა. მოდი დალიე, რას შეჭამ? -არაფერს. -რას ქვია არაფერს. -არ ვჭამ ნოე დილას. თვალები გადაატრიალა და სკამზე ჩამოჯდა. მეც მის წინ დავჯექი, ცალი ფეხი ავიკეცე, ხელები შემოვხვიე და ჭიქიდან ყავა მოვსვი. ხაბემს კომპლიმენტიც გავუკეთე მის გემოსთან დაკავშირებით. -უნიში მიდიხარ? -ხო და მეზარება. გამიცინა, სულ ასე იცოდა ხოლმე იმ დროს როცა არ იცოდა რით შეეძლო ვინმეს დახმარებოდა. ყავა რომ დავლიეთ ხაბემ გაჩერებამდე ჩამაცილა და მოიცადა სანამ ავტობუსი მოვიდოდა, მერე მე მასში ჩავჯექი ჯერ ისევ ფიქრებით თავგამოტენილი და მისსურნელ ადენილი. ის კი სახლში აბრუნდა და ალბათ ისევ ძილი გააგრძელა. ორი ლექცია მქონდა მიყოლებით და მერე მართლაც ლენას შევხვდი. მას შემდეგ რაც ტატომ მან და ეკამ ხაბე გაიცნებს, ხაბე რომელზეც პირველი კურსიდან მოყოლებული გაუჩერებლად ვლაპრაკობდი ხოლმე, აღარ წყევტდნენ იმაზე საუაბრს როგორი კარგი წყვილი ვიქნებოდით. თავიდან ეს მაღიზიანებდა, მერე კი ჩუმად ჯდომა, მათი მოსმენა და ნოესთან ერთად გატარებული ყველა საღამოს გახსენება ვისწავლე. იმ დღესაც ლენას ტაროს კარტი წამოეღო და მაიძულებდა კარტისთვის ხაბეზე მეკითხა, ის კი two of cups-ის გარდა კარტს არ მაჩვენებდა. მისგან განსხვავებით მე ამ საკითხში სრული ბეცი ვიყავი, შესაბამისად არც მას ვუსმენდი კარგად როცა ჩვენს მომავალზე საუბრობდა, ამიტომ დღემდე არ ვიცი ახდა თუ არა ყოველივე რაც მიწინასწარმეტყველა. …………………………… -რას აკეთებ? -დიმასთან ერთად სამშვილდის ციხეზე აძრომას ვგეგმავ. -სად? -სამშვილდის ციხეზე. -მანდ რა გინდა? -ექვსკურსიაზე ვართ. -და დიმა საიდან? -ხაბეა? -ხო ხაბეა, ერთად გვაქ რამდენიმე ლექცია. -მე მომტეხეთ ხო. -მომიკითხე. -დიმამ მოგიკითხა და არა არ მოგვიტეხიხარ, შენთვითონ წახვედი უნივერსიტეტიდან, რა გეგონა აბა?! სიცილით ვუთხარი და დიმას გავხედე, რომელიც უკვე აძრომას იწყებდა. -უნდა წავიდე, ციხიდან რომ ჩამოვცოცდებით დაგირეკავ მერე. -მიდი, ფრთხილად იყავი არაფერი მოიწიო. -ეგ დიმას უთხარი, მე ხომ გახსოვს რომ სოფელში გავიზარდე. -კი სადაც ხიდან ხეზე მაიმუნივით დახტოდი და ვერავინ გაჩერებდა, ვიცი ევა ვიცი. ყურმილი დავუკიდე და მეც სხვა ბავშვებივით ქვებს მოჭიდებით ავძვერი ციხესიმაგრის ყველაზე მაღალ წერტილზე, რაც შემორჩენილიყო იმათ შორის. დიმა უკვე იქ იდგა, გამზადებული ტელეფონით რომ ჩემთვის მოეცა და ფოტოები გადამეღო. გვერდით იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი გოგო ედგა . მეც ტელეფონი გამოვართვი და კამერა ჩავრთე. -ვიდე გადაიღე ოღონდ. გამაფრთხილა. მეც ჩართვის ღილაკს დავაჭირე ხელი , თავიდან მეგონა რომ მოგვიანებით ფოტოებს ამოჭრიდა. დიმას ხელი ჯიბეში ედო, მეორე გოგოსთვის ჰქონდა გადახვეული, ის კი იღიმოდა. მერე დიმა რომ მოშორდა მას და ჯიბიდან ყუთი ამოიღო, თან მუხლებზე დადგა ლამის ტელეფონი ხელიდან გამივარდა იმდენად მოულოდნელი იყო. ყველა მათ ვუყურებდით, ისინიც ვინც ციხეზე ამოსვლა ნაწვიმარზე ვერ გარისკა და ქვევით გველოდნენ, ისინიც ვინც ნანგრევებზე ვიდექით და ჩვენი ლექტორიც. -ლი ცოლად გამომყვები? -რა თქმა უნდა. დიმა ფეხზე წამოფრინდა და ლიზას(როგორც მერე მისი სახელი გავიგე) გადაეხვია. ისე მეშინოდა რომ რამე დაემართებოდათ იმ არცისე მყარ ქვებსა და ვიწრო კედელზე დგომისას, მაგრამ ეს მაინც ძალიან ლამაზი მომენტი იყო. ჟრიამული მახსოვს და ჩემი აცრემლებული თვალები. ასეთი ლამაზი ხელის თხოვნა არც მანამდე მინახავს და არც ამის შემდეგ. მათ უკან კანიონში ნისლი მოცურავდა, ღრუბლიანი დღე იყო და ჩვენ იმდენად ძველი ციხესიმაგრის გალავანზე ვიდექით რომ საუკუნეები აღარც კი მახსოვს, ეს ხომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე თითქმის 3 ათასი წლის წინანდელი იყო. მთელი გარემო ისეთ შეგრძნებას მიჩენდა თითქოს შუა საუკუნეების ქალაქში ვიყავი და სადაც იყო რაიდნები ყიჟინით შემოცვივდებოდნენ. იქიდან რომ ჩემოვძვერით მერეღა მოვახერხე დიმასთვის ამ ამბის მილოცვა და გადახვევა. -რატომ გამომაპარე შეყვარებული თუ გყავდა? -ხაბეს კარგად ეკონტაქტები. -რა იყო ეჭვიანობ? -დიახაც. -გამიხარდა. ქორწილში ვიქნები? -ჯერ იქამდე მივიდეთ. -შენ თუ ეგრე ყველა კლდის კიდესთან ინავარდე შეიძლება გადავარდე და ვერაფრამდეც ვერ მიაღწიო , მართალია. -რატო გაბოროტდი? -ვინ მე? სულაც არა. რომ გავბოროტებულიყავი გეტყოდი ქორწინება მახეა და არ გინდა თქო. ორივეს გაგვეცინა , იმიტომ რომ მასაც კარგად ახსოვდა ჩემი შეხედულებები ქორიწინებაზე. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მე მას ხაბეს, ნუცას და მეგის. პირველი კურსი რამდენიმე საათიანი შესვენება ჰქონდათ ბავშვებს, მე კი მოსწავლესთან ვიყავი წასასვლელი, თუმცა ლექტორმა თითქმის საათით ადრე გამოგვიშვა, ამიტომაც უნივერსიტეტთან ახლოს პარკში დავსხედით, მას შემდეგ რაც მაკდონალდში საჭმელი ვიყიდეთ. ნუცა და მეგი რაღაცაზე გამწარებული საუბრობდნენ, მგონი ლექტორზე რომელიც ორივეს მოსწონდა. ჩვენ სამი კი იმ კაცს დასანახად ვერ ვიტანდით, რადგან პირველივე დღიდან საეჭვოდ გვიჟუჟუნებდა თავის დიდ ლურჯთვალებს, ყველა გოგოს , რომელიც კი მის ლექციაზე ვისხედით. ასეთი რაღაცეები არასოდეს მომწონდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი ფამილარულობა სტუდნეტთან. ხაბე ყვებოდა რომ ორი გოგო ერთდროულად მოსწონდა და არ იცოდა რა უნდა ექნა, გასაკვირია მაგრამ მისი მართლა მესმოდა. ხო სრული აბსურდია, მაგრამ ასე იყო. მე და დიმა კი ვეხუმრებოდით რომ ორივე ცოლად უნდა მოეყვანა. სწორედ მაშინ დავწიყეთ ქორწინებაზე საუბარი , ხაბე ამტკიცებდა ხალხს მრავალცოლიანობა უნდა შეეძლოსო, მე კი სახეს ვმანჭავდი. -საერთოდაც ქორწინება მოძველებული ტრადიციაა. -ვითომ რატომ? -იმიტომ რომ ქორწინებას ფაქტობრიავდ ქალიშვილების გასაყიდად და მათგან სარგებლის მისაღებად იყენებდნენ, მე თუ მკითხავ საერთოდ არავინ უნდა ქორწინებდოდეს. -ადამიანები იმიტომ ქორწინებიან რომ ერთმანეთი უყვარდთ. -არა იმიტომ ქორწინებდიან ნოე რომ მომავალი შვილები ლეგიტიმირები იყვნენ. მითხარი ერთი მიზეზი რატომაც არ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და მასზე არ დაქორწინედე. -და რატომ არ უნდა დაქორწინდე? - ამაზე ვერასოდეს შევთანხმდებით არა? -არ ვიცი, მაგრამ მიზეზი გინდა?- თავი დავუკარი- ქორწინება უფრო მყარი ერთგულების გამოვლინებაა ვიდრე უბრალოდ თანაცხოვრება, ამით ვინმესთან სამუდამო მონოგამიისა აღქმას დებ. ასევე სხვებს აჩვენებ რომ მხოლოდ ერთამნეთისთვის ხართ. მაშინ მე ხაბეს აზრზე გადავედი, რომ ქორწინება რარაც მხრივ სწორი, გამართლებული და მიზეზ-შედეგობრივი იყო. მოახერხა რომ დავეთანხმებინე და მის აზრზე გადავეყვანე. ............................ სამშვილდიდან რომ დავბრუნდით და მეორე დღეს სახლში გავიღვიძე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ 4 საათი დამწვიყებოდა. ბოლოს რაც მახსოვდა ის იყო , რომ საქეიფოდ დავსხედით, მე დიმას გვერდით ვიჯექი და ვიღაც ბიჭი მეხუთე ჭიქას მისხავდა. ამის შემდეგ გაღვიძებამდე სრულიად ცარიელი ვიყავი. მერე აღმოვაჩინე რომ ხაბესთან დამირეკავს და სისულელეები მომიბოდავს, რაღაც იმის მსგავსი რომ ბათუმში გატარებული დრო მენატრებოდა და შემდეგ წელსაც წავსულიყავით სადმე, ისიც დამთანხმებია და ერთად გადაგვიწყვიტავს , რომ ბახმაროში წავიდოდით. კარზე არც დაუკაკუნებია ისე შემოვიდა ნიკა ჩემს ოთახში. -ოჰ გაიღვიძე პრინცესა? -ხო, აუ საჭმელი გვაქ რამე? -კი, გამოვიძახე და გამოდი, თუ აქ უნდა მოგართვათ. -ავდგები ორი წუთი მომეცი და. ისიც გავიდა, აშკარად გაბრაზებული იყო ჩემზე და უკვე ვხვდებოდი რის გამოც. საოცრად გალეწილი მთვრალი უდნდა ვყოფილიყავი დრო რომ დამკარგვოდა და მეხსიერება დამეკარდა, ის კი ამას აუცილებლად შეამჩნევდა. ნაუცბადთევად გადავიცვი პირველივე ტანსაცმელი რაც ხელში მომხვდა და სამზარეულოში გავედი. ნიკა უკვე მაგიდასთან იჯდა და ჭამდა. ამომხედა, გაბრაზებულმა და ნაწყენმა. -შეგიძლია ქალბატონო ევა ამიხსნა რატომ მოგიტანა სახლში შენმა ძმაკაცმა დიმამ? - კარგი სანამ ჩხუბს დაიწყებდე... -ჩხუბს არ გიწყებ, უბრალოდ მაინტერესებს მე შენ სამშვილდეში ექვსკურსიაზე გაგიშვი არა? -კი. -მაშინ სახლში ისეთი მთვრალი რატომ დამიბრუნდი რომ დიმას კი არ ეყრდნობოდი არამედ ხელში აყვანილი მოყავდი შენ კი 20ჯერ ამიხსენი თუ როგორ ძალიან გიყვარვარ და არ ვიფიქრო რომ გეზიზღები? ან დიმას სად იტოვებდი რომ იტოვებდი? -ჰა? -ხო დარჩენას თხოვდი . -უფალო. ჩუმად ჩავიბურტყუნე -მითხარი გელოდები. რა დალიე ამდენი და ასეთი რომ ფეხზე ვერ იდექი და თვალებს ელამივით დააცეცებდი? -ლექტორმა მოიტანა რაღაც სასმელი. -მაინც და მაინც იმ ტყე- ღრეში უნდა დაგელია?! -მომეშვები უკვე თუ რა ვქნა? - ამოღერღე. იცი რა დღეშია შენი ტანსაცმელი? ის შენი საყავრელი ჯინსები არც გაირეცხება ვეჭვობ. -რას ამბობ?! -ხო. აი ეგრე. დიმამ დაფორთხავდნენ ეგ და კიდე რამდენიმე ჩვენი ჯგუფელიო. თავი ხელებში ჩავრგე და ისე ავხედე ძმას, რომელიც სადაც იყო მომკლავდა. ან შეიძლება სუალც არა , რადგან რამდენიც არ უნდა ეჩხუბა დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და სულ ცდილობს ჩემი დღე გაამხიარულოს. -აღარ დავინახო სახლში ეგეთი მთვრალი დაბრუნდე თორე ირმას დავურეკავ და შენც იცი რომ არ გაუჭირდება შენი იმ სოფელში გადაყვანა და სახლში გამოკეტვა. -დედათი ნუ მაშინებ! -ნუ მომცემ მაგის მიზეზს და არ დაგაშინებ. ხვალ გამოცდა არ გაქ შენ? -მაქვს და მერე იატას ვხვდები. - კარგი. შემდეგ კვირას მე ქალაქგარეთ მივდივარ და არ ვიქნები რამდენიმე დღე. -ოჰო, სად მიბრძანდებით? - საქმეები მაქვს, ასე რომ ჭკუით იყავი და რამდენჯერაც დაგირეკავ იმდენჯერ მიპასუხებ , გაიგე? -გავიგე. იატა რომ დავიტოვო ან ლენა შეიძლება. -თუ სმაში არ ამოწყდებით და ღვიძლს არ დაიშლით შეიძლება. -მიყვარხარ. -ეგ სიტყვა შემდეგი ორიწელი აღარ გავიგო, იმდენჯერ მითხარი გუშინ მარაგი შევავსე უკვე. ხაბე ზუსტად ნიაკს წასვლის დღეს ვნახე. მე ის , დანი, დანის შეყვარებული და კიდევ რამდენიმე ხაბეს მეგობარი კაფეში ვიყავით სადღაც თავისუფლებაზე. ახლა რომ მთხოვოთ ვერც კი მივაგნებ. ძველებური სტილის იყო, აივანზე ვისხედით, მაგიდას რამდენიმე სკამი მივამატეთ და ყველანი კარგად დავეტიეთ. მე მოაჯირთან ვიჯექი, გვერდულად, ხაბე კი ჩემს გვერდით, ისიც ოდნავ მობრუნებული. ფეხი ფეხზე მქოდნა გადადებული და ხაბეც ისე იჯდა რომ მის გადაშლილ ფეხებს შორის მელაგა ჩემი. ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა, არაფერი განსაკუთრებული. მე კი წელწინდა, მოკლე ქვედაბოლო და ბურგუნდისფერი ზედა. დანი მათ მეგობარს უყვებოდა რომ ბათუმში გამიცნო. -ხო ევაც იქ იყო, ჩვენთან გამოდიოდა ხოლმე, ბეაც იქ გავაცანი მას. -შენ მგონი დიამსაც იცნობ ხო? -კი მე ხაბე და დიმა ჯგუფელები ვიყავით რამდენიმე საგანზე. -თხოვ ახლა ისევ იგივე არ მოყვე. -არ მოვყვები ხო არა. დავიჯუჯღუნე და გამეღიმა, როცა მუხლზე მომეფერა, მერე კი ისე რომ არავის შეუმჩნევია ისევ სასმელი მოსვა. -არავის ხვდები? -რა იყო ჩემი შებმა გადაწყვიტე. თან ვუთხარი და თან წითელი ღვინო მოვსვი. მერე მაგიდას ცალი ხელით დავეყრდენი, მეორე მოვხარე და ხელისგულზე ნიკაპი ჩამოვდე. ვუღიმოდი და ვგრძნობდი ხაბეს ფეხი ჩემს ფეხს როგორ ედებოდა. ბიჭმა გაიღიმა და სხვა მხარეს გაიხედა. -ცდა არ შეიძლება? -რამდენიც გინდა იმდენი სცადე ძმაო, შანსი არ გაქვს. ხაბემ უთხრა და გადაიხარხარა. -რატომ? -მე სიამოვნებით ვნახავდი როგორ ცდიდა ჩემი გულის მოგებას. გვედრულად გავხედე ნოეს და წარბები მაღლა ავუწიე. დანიელსაც კი გაეცინა, უკვე ვიცოდი , რომ ხაბე ჩემზე დროდა დრო რაღაცეებს უყვებოდა. სინამდვილეში ეგეთი რთულიც არ იყო, თუ ჩემს წინა 10 მოწონებულ ადამიანს გავიხსენებთ. რომ დავიწყო იმის ჩამოთვლა როგორ გამოიყურებოდნენ ან როგორი პიროვნება ჰქონდათ იფიქრებთ რომ შეშლილი ვარ. ისინი არაფრით გამოჩეულია დამიანები იყვენ, გარეგნულად. შინაგადანად კი ისეთი საშინლები ყოველ ჯერზე როცა გრძნობები მიქრებოდა შვებისგან ღრმად ვსუნთქავდი და ჩემს თავს ვეუბენბოდი ევა შეძელი და იმ წუმპეში არ ხარ ახლა სამწუხაროდ სხვას რომ ელოდება-თქო. -და მაინც კითხვაზე არ მიპასუხე. - თუ გეტყვი რომ კი მცდელობას შეწყვეტ? -უფრო მეტად შევეცდები. - საინტერესოა. წარბები მაღლა ავწიე და წინ მჯდომ შავგრემან ბიჭს გავხედე. მერე ისევ ხაბეს შევხედე, უკვე ვიცოდი ის საღამო სად და როგორ დასრულდებოდა, რადგან ყოველჯერზე როცა ბიჭს ველაპარაკებოდი ხაბე მუხლზე მეხებოდა და ლამის იყო თვალები მიმნაბვოდა. -არა არავის ვხვდები, არცისე დიდიხნის წინ დავასრულე ურთიერთობა... -იქით დაგასრულა მაგ ურთიერთობამ. ნოემ წარბები მაღლა აწია და ღვინო მოსვა. დანი და ბეა ერთმანეთს ეხუტებოდნენ და შექმნილ სიტუაციას ჩუმად აკვირდებოდნენ. მე კი უფრო და უფრო მეტად მინდოდა თომას მეტი ინტერესი გამოეხატა ჩემს მიამრთ. წინა დღეებსა და კვირებში ლენასთვისაც მითქვამს რამოდენიმეჯრე, რომ რაც ტომასი გაქრა მას შემდეგ ხალხი სულ ჩნდებოდა. შეიძლება იმიტომ რომ მე ჩემი თავი დავკარგე, ან იმიტომ რომ სტილი შევიცვალე. არ ვიცი რის გამო იყო, მაგრამ ტომასის გაქრობის შემდეგ ჩემს ცხოვრებას ახალი თაყვანისმცემლები თან სდევდნენ და აი ხაბეც. ხაბეს არ ვუყვარდი, ამას მუდამ ვუმოერებდი ჩემს თავს,არ ვიცი რა საჭირო იყო, მაგრამ ვუმეორებდი. ხაბეს მეგობარი თომაც , ვიცოდი რომ მოვწონდი და ღმერთო ეს მსიამოვნებდა. -არ იყო მაგის თქმა აუცილებელი იცი?! ხაბეს გავხედე და ფეხი რომელიც მის ფეხებშორის მედო ბარძაყზე გავკარი. თავი ოდნავ გვერდით გადახარა და ვიცოდი რასაც ფიქრობდა, არ შევიმჩნიე. -მოკლედ არა არავის ვხვდები და თუ ცდა გინდა სცადე, მაგრამ მე ვერაფრის იმედს ვერ მოგცემ. -იმედი თავიდანვე არასდროს არის, დროთა განმავლობაში ჩნდება. -ოჰო ანუ ახალ წყვილს ველოდოთ? -რაღაც მაინც მეეჭვება მე. ხაბემ დანის უთხრა და უხერხულად გაიცინა. -რა იყო გეშინია რომ თომასთან იქნება და შენ ისე ხშირად აღარ გნახავს? -ხო ხაბე, ეჭვიანობ რომ მეგობარს წაგართმევენ? დანის მხარი ბეამაც აუბა და ორივე დაჟინებით მიაშტერდნენ ნოეს. მე კი მათ ბავშვურობაზე მეცინებოდა. -შენ ვერ წამართვი დანის თავი და თომა წამართმევს ევას? აჰ შანსი არ არის. ხაბემ ირონიულად უთხრა ბეას და დაეტლატა. კიდევ საათს ვისხედით იმ კაფეში, ღვინოს ვწრუპავდით, სალათებს მივირთმევდით და ვიცინოდით. თომა ისევ ცდილობდა რომ მოვეხიბლე და ხაბესა და დანიელს აიძუელბდა მასზე ამბები მოეყოლათ ჩემთვის. მერე როცა დავიშალეთ ხაბემ მანქანით წაყვანა შემომთავაზა, რა თქმა უნდა დავთანხმდი. -სად მიგყავარ? -სახლში. -დარწმუნებული ხარ რომ ჩემს სახლში გინდა ჩემი მიყვანა? -რატომ არა? -არ ვიცი ეგ შენ მითხარი. ვუთხარი და თან მუსიკის ჩართვას ვდილობდი, არაფერი გამოდიოდა. მერე გამახსენდა რომ ხაბე იმ იშვიათ ადამიანებს მიეკუთვნებოდა სიმღერებს ათასში ერთხელ რომ უსმენენ და არა ჩემსავით ყოველ წამსა და წუთს. -დალი და ნიკო არიან ასე რომ არ გამოვა ძვირფასო ეგ ამბავი. -ჩემთან ამოდი მაშინ. თვალებში მივაშტერდი, მაგრამ ხაბე გზას უყურებდა . მხოლოდ წამით გამომხედა. -და ნიკა? -სხვაგანაა და სულ მცირე კვირამდე არ დაბრუნდება. -ეგ უკვე მომწონს. სახლში რომ მივედით თორმეტი ხდებოდა და შესული არ ვიყავი ნიკამ რომ დამირეკა. -ხო საყვარელო? -სად ბრძანდები ქალბატონო? -სახლში. -მარტო ხარ? -რა დაკითხვა მომიწყვე. -მაინტერესებს შენ და შენმა დაქალებმა ღრეობა გამართეთ თუ ვერა. და ჩვენმა მეზობელმა დამირეკა ვიღაც ბიჭთან არისო. -ხაბემ მომიყვანა სახლში - თუ არ წასულა მომიკითხე, რამდენი ხანია არ მინახავს. -გადავცემ აუცილებლად რომ ვნახავ კიდე. -უთხარი გამოგვიაროს. -ოქეი. როდის დამეგობრდით ეგრე ? -სანამ შენ იატასთან ჭორაობდი შენს წინა დაბადებისდღეზე . -კარგი წავედი დავიძინე და თუ მეზობლებმა რამეზე დაგირეკეს რომ ჩამოხვალ ერთად ვიცინოთ. -მაგათ ხელში სახლში მართლა კაცები რომ მიიყვანო აღარ დავიჯერებ. გამითიშა, მეც მობილური შემოსასვლელში მდგომ მაგდიაზე მივაგდე და ხაბეს რომელიც ჩემს წინ კედელს მიყრდნობოდა და ინტერესით მიმზერდა გავუცინე. -რაო ნიკამ? -აღარასდროს დავიჯერებ სახლში მართლა კაცი რომ მიიყვანოო. -სასაცილოა, უკვე მოიყვანე. ცალი ხელი წელზე შემომხვია და თავის სხეულზე ამიკრო, მეორე თმაში შემიცურა. თვალები დამეხუჭა და თავი ოდნავ გვერდზე გადავაგდე, ყელში რომ მაკოცა მაშინ ვკითხე. -აქამდე როგორ მოვედით? -სადამდე? არცკი მომშორებია ისე მკითხა. -აქამდე, მომენტამდე როცა შენს და ჩემს მეგობრებთან ახლო მეგობრები ვართ, მათ მიღმა კი არ ვიცი საყვარლები?! როგორ ავურიე ყველაფერი ისე რომ ყოველჯერზე როცა შენთან მარტო ვრჩები ვერაფერზე ვფიქრობ იმის გარდა, რომ მინდა ისევ და ისევ გკოცნიდე და არამარტო ეს... -არაფერი აგვირევია. ჩვენ ისევ ვმეგობრობთ, მაგრამ ზოგჯერ სხვა რამისკენაც გაგვირბის ხელი და გონება. არაფერს ვაშავებთ. - მართალია. ამის მერე ხმა აღარ ამოგვიღია. მანამ არა სანამ ჩემს საწოლში შიშვლები არ ვიწვებოდით. შიშვლები და დაღლილები. იატაკზე ხაბეს ჯინსები და მაისური ეგდო. იქვე ჩემი ქვედაბოლოც იყო, ზედა და ფეხსაცმელი კი სადღაც ჰოლიდან ჩემს ოთახამდე გზაში ეყარა. ზურგზე ვიწექი და გვერდზე მიბრუნებული თავით ვუყურებდი ხაბეს, რომელიც მუცელზე მეთამაშებოდა. -გიჟური წელია. ოდესმე წარმოიდგენდი რომ ამას ვიზავდით? -არა, არცერთხელ, არცერთ ჯერზე. -ხო ვერც მე. -ანუ friends with benefit არა? -ხო. ეგრე გამოდის. აქამდეც უნდა შევთანხმებულიყავით არა? ეს მერამდენე იყო? -არც კი ვიცი. მეოთხე? ან მეხუთე ალბათ. -მაშინ ასე ვქნათ თუ რომელიმე შეყვარებულს გავიჩენთ ვასრულებთ. -ზუსტად და კიდევ გრძნობები თუ გაგვიჩნდება ვასრულებთ. -ხო გრძნობების გარეშე. მაგრამ ეგ ფაქტი მეეჭვება, შენ ხომ friends to lover ტროპს ვერ იტან.-გამეცინა და თავი დავუქნიე.-მოიცა სერიოზულად, ხომ არ შეგიყავრდები? -ნუ გეშინია, მაგის შანსი იმაზე მცირეა ვიდრე იმის რომ ამ წამს ჩემი ძმა კარს შემოაღებს.- მისი ხარხარის ხმა მახსოვს , როცა კარმა ძლიერი ქარის გამო გაიჭრიალა და ორივე შევკრთით.-შენ? -არა. -ხო და ძალიან კარგი. მახსოვს როგორ გამიღიმა და უკვე ვიცოდი ამ ცალყბა ღიმილს თან რა მოყვებოდა ხოლმე. კოცნა, შეხება, სექსი და მერე დაღლილებს ერთმანეთის გვერდით ძილიც არ გამოგვრჩებოდა. დილით რომ გავიღვიძე ხაბე წასული დამხვდა, ჩემს საწოლს მისი სუნი ასდიოდა და ყველაფერი ისევ ისეთი იყო, როგორც მის ამ ოთახში შემოსვლამდე. არაფერი მიგრძვნია. ავდექი და საუზმე გავიმზადე, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე. იმ დღეს ლექციები არ მქონია , ამიტომაც მთელი დღე სერიალის ყურებასა და რეფერატის წერაში გავატარე მეცხრამეტე საუკუნის შენობებზე. …………………………………… თომას მეორედ ბარში შევხვდი, სადაც თავად უკრავდა. ხაბემ რამდენიმე დღით ადრე დამირეკა და მკითხა მის +1-ად ხომ არ წავიდოდი მეგობრის ივენთზე. მეც დავთანხმდი. ის ტიპი არასდროს ვყოფილვარ ბარებში რომ ხშირად დადიოდა, იქ სულ სამჯერ ვიყავი, პირველად ლენასთან ერთად, მერე მაშინ როცა დაბადებისდღე გადავიხადე და ბოლოს ბათუმში, სადაც ხაბე იყო. ახლა მეოთხე იქნებოდა. ჩემი ძმა გავაფრთხილე სახლში არ მოვალ იატასთან ვრჩები თქო და ხაბეს ივენთამდე საათით ადრე შევხვდი. გუდაიშვილის ბაღში ვისხედით და ვეწეოდით. -კარგად გამოიყურები. -მადლობა. მგონი დიდად არ მინდოდა წამოსვლა. -რატომ? -ალბათ იმიტომ რომ სოციალურად არც ისე გახსნილი ადამიანი ვარ და მირჩევნია დრო სახლში ჩემს წიგნებთან და ფილმებთან ერთად გავატარო. -თუ გინდა გაგიყვან. -რადგან მოვედი ბარემ შევიდეთ. -დალევ? -ხომ იცი რომ დავლევ ხაბე? -შენი ძმა დაბრუნდა? -კი. -იცის სად ხარ? -შენი აზრით? -არა. ამაღამ ჩემთან დარჩები ხო? -დავრჩები. მთავარია ხვალ ისეთ დროს გავიდე სახლში რომ ჩემი ძმა შინ არ იყოს და ამ ფორმაში არ დამინახოს. -ხო ორივეს დაგვაკლავს რომ გნახოს. -შენ რაღა შუაში ხარ? -ასე რომ გნახე და მაინც მოგეცი უფლება ბარში შესულიყავი სადაც ათასი იდიოტი იყრის ხოლმე თავს. -ხო ეგეც მართალია. საუბარი დიდად აღარ გაგვიგრძელებია, რადგან თომა მის მეგობრებთან ერთად მოვიდა და ჩვენთან ჩამოჯდა. ვიგრძენი როგორ ამათვალიერა თავით ფეხამდე და იქვე მოხუცისგან ნაყიდი პატარა ჩემთვის უცნობი ყვავილების კონა მომცა, თაიგულსაც ვერ უწოდებდი იმდენად პატარა იყო ზომაშიც და რაოდენობაშიც. გავუღიმდე და გამოვართვი. -მადლობა. -ხაბემ მითხრა რომ გიყვარს. -ხო დედაჩემს უზარმაზარი ბაღი აქვს ასე რომ მიჩვეული ვარ. -არ მეგონა თუ გნახავდი. -არ გეტყობა- ხელში ყვავილები შევათამაშე. -რომ მცოდნოდა უფრო დიდი იქნებოდა და ლამაზი. -აჰა გასაგებია. იმედი მაქვს შენი ივენთი კარგად ჩაივლის. -მე კი იმის იმედი მაქვს რომ მოგეწონება. -ვნახოთ რამდენად მომხიბლავ მუსიკით. -აღარ შევდივართ?~ ხაბემ ინტერესით იკითხა და საათს დახედა. -წამო. შესასვლელში სახელები ვუთხარით და მოსაწვევები გადაამოწმეს, მერე შენობის მეორე სართულზე ავედით, თომამ თავის ადგილი დაიკავა და მუსიკის დაკვრა დაიწყო, მე საცეკვაო სივრცეში მარტო ვიდექი კედელს მიყრდნობილი, ხაბე კი ბარიდან ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა. ერთი მე გამომიწოდა, მეორე თავისთვის დაიტოვა. მადლიერების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე. თავიდან დიდი ვერაფერი იყო, მერე ხალხი რომ მოგროვდა ორმა ჭიქამ თავის საქმე რომ ქნა და გამათამამა ხაბესთან ერთად ვცეკვავდი და ვერთობოდი. რამდენჯერმე აივანზე მოსაწევად გავედით და ისევ დავბრუნდით. იმ დაბალ მოვარდისფრო-მოწითალო განათებაზე, ალკოჰოლისა და ელექტრო სიგარეტის სუნსა და მუსიკის ფონზე ხაბე კიდევ უფრო მეტად მიზიდავდა ვიდრე მის და ჩემს საძინებელში ყოფნის დროს ხდებოდა ხოლმე. წინ არ ვმდგარვართ და ისიც ამ აზრით გათამამამდა ამიტომაც ვნებიან და სწრაფ კოცნაში ამიყოლია. -რომ დაგვინახონ? -ისეა დაბრმავებული შენი მოწონებით თომა რომ საერთოდ ვერაფერს შეამცნევს, თანაც ჩვენს და მას შორის იმდენი ადამიანია რომ შანსი არ არის რამე დაინახოს. -მაგრამ დანი და ბეა ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდნენ და მათ გარდა დარწმუნებული ვარ კიდევ სხვა მეგობრებიც იქნებიან აქ. -კარგი მართალი ხარ. ვჩერდები, მაგრამ შენ ამარამ ჩემთან რჩები. -დიახ შენთან ვრჩები. ბეა და დანი მართლაც მალე მოვიდნენ და ამის შემდეგ ერთმანეთს მხოლოდ „შემთხვევით“ ვეხებოდით. ბეასთან ერთად კარგად ვერთობოდი, ვცეკვავდი დალევაში გავეჯიბრე და მასთან ერთად ხაბესა და დანიზე აივანზე მყოფმა ვიჭორავე. -იცი მგონი ხაბე უკეთაა. -ხო მეც ვამჩნევ. -საინტერესოა ვინმე ახალი ხომ არ გაიჩინა? -არ ვიცი, შეიძლება , მაგრამ მგონია რომ მეტყოდა. ღიმილით ვუთხარი და თავი მისკენ გავატრილე. ბეამ ეშმაკურად შემომხედა. -შენ ის მოგწონს არა? -ვინ ნოე? არა. ის ჩემი ყველაზე ახლო ბიჭი მეგობარია. -მაინც მგონია რომ მის მიმართ იმაზე მეტს გრძნობ ვიდრე უბრალოდ მეგობრობაა. -მე კი მგონია რომ აკვიატებები გაქვთ შენ და ჩემს მეგობრებს და გგონიათ რომ ვინმესთან უნდა ვიყო. -ანუ მარტო მე არ ვფიქრობ ეგრე. -სამწუხაროდ არა, მაგრამ ცდებით. ის მიყვარს ამას არ ვუარყოფ, მაგრამ ისე როგორც ნიკა მიყვარს, ისე როგორც ტატო მიყვარს. ამაზე მეტად ვერასოდეს შევიყვარებ ხაბეს . ვწუხვარ მაგრამ ეგრეა. -თეკლას ამბავი ისე ცუდად გადაიტანა. -ნუ იტყვი, რომ მომიყვა შიზოფრენია დაეწყო ლამის გავრეკე. -იმედი მაქვს მის მერე ვინმეს პოვნას შეძლებს ვისაც შეიყვარებს. -მეც.- გავუღიმე და ზუსტად იმ მომენტში დანი გამოვიდა. -ჩემზე ჭორაობდით. -ხაბეზე. -რა მოხდა? -არაფერი ბეა ამბობდა იმედი მაქ თეკლას მერე ვინემს პოვნას შეძლებსო. მეც , მაგრამ ვიცი რამდენად ძნელი იქნება მისთვის. -ცუდი დაშორება? -ზუსტად თანაც თითქმის იმავე დროს როცა ეგ ამბები ნოესთან მოხდა. -სად იპოვეთ ასე ერთნაირებმა ერთმანეთი. -უნივერსიტეტში? .... ბეა და დანი პირველისთვის წავიდნენ , როცა თომა დაკვრას მორჩა. ხაბემ თავის მეგობარი ნახა და მასთან სალაპარაკოდ გავიდა ცოტახანს, მე კი მარტო დავრჩი. ტელეფონში ჩავძვერი და ლენას ვწერდი, აინტერესებდა რა ხდებოდა და როგორ ვერთობოდი. ჩემთან ვიღაც ბიჭი მოვიდა და რადგან ვიჯექი დახრა მოუწია რომ მისი სახე ჩემსას გათანაბრებოდა. -არ მიყვარს მოწყენილი ადამიანები, რითი შემიძლია შენი გამხიარულება. თავი ავწიე და ბიჭს გაოცებულმა შევხედე. -მოწყენილი? რამე მეტყობა რომ მოვიწყინე. -მაშინ ასე მარტო თან ცხვირჩამოშვებული რატომ ზიხარ? -მეგობარს ველოდები. -შემიძლია სასმელზე დაგპატიჟო? -არა გამდლობთ ყურადღებისთის. - გთხოვ, მხოლოდ ერთი ჭიქა. -არ მინდა, მადლობა, შეიძლება წავიდე კიდეც. -რატომ ჯერ ისევ ადრეა. -იმიტომ რომ ასე მინდა. ბიჭი მომშორდა და dance floor-ისკენ წავიდა. ხაბე კიდევ დიდხანს არ გამოჩენილა, ამასობაში მე იმ ოთახში გადავინაცვლე სადაც სავარძლები იდგა და მოწევაც შეიძლებოდა. იქ თომაც იჯდა, ვიღაც მეგობარს ესაუბრებოდა და ყურადღება არ მოუქცევია. მე მარტო ცამოვჯექი სავარძელზე, ვიღაც გოგოს გვერდით. ის ბიჭი ისევ გამოჩნდა გვერდზე მომიჯდა და მისი ფეხი ჩემს შიშველ ფეხს ისე ეხებოდა რომ ტანში უსიამოვნოდ მაჟრჟოლებდა. ხაბეს ჩათი გავხსენი , მაგრამ გასული იყო. მაინც მივწერე. „გთხოვ მალე მოდი რა. ვიღაც ტიპია და არ მომწონს როგორც მიყურებს, ვიცი რომ ვპანიკობ , მაგრამ მაინც.“ -ანუ დარჩენა გადაწყვიტე? მისი სახე ისე ახოლოს იყო ჩემთან , თავი ოდნავ რომ მიმეტრიალებინა რამდენიმე მილიმეტრიღა დარჩებოდა რომ ეკოცნა. გვერდით ჩავიწიე მისკენ ოდნავ მივაბრუნე თავი და ისე ვუთხარი. -ხომ გითხარი არა მეგობარს ველოდები და რომ მოვა გადავწყვეტთ წავიდეთ თუ დავრჩეთ. -კიდევ ნახევარი საათი დარჩი და გპირდები რომ მე გაგიხალისებ მაგ დროს. მაშველს უაზროდ ვეძებდი თვალებით, დავინახე თომა როგორ გვიყურებდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს რომ ბიჭი მაწუხებდა და მეგობართან საუბარი გააგრძელა. პასუხი რომ აღარ გავეცი ბიჭი ადგა. როგორც იქნა მოშვება შევძელი, მაგრამ ეს დიდხასნ არ გაგრძელდა რადგან ის ზუსტად 5 წუთში მობრუნდა. ხელში ნეგრონის ჭიქით, რომელსაც მე მიწვდიდა. ავათვალიერე და გავუღიმე რომ უხერხულობა გადამეფარა, ვიცი რომ ასე არ უნდა მექნა რადგან ამით გათამამდა. ჩემს გვერდით ისევ ისე ჩამოჯდა და ჭიქა ისევ გამომიწოდა. -შენთვისაა. -ხომ გითხარი არ მინდა. -გთხოვ. ღრმად ამოვისუნთქე და მისკენ მივტრიალდი, ჩემი ხმა მშვიდი იყო თუმცა იმდენად თავდაჯერებული ,რომ თავადაც მიკვირდა. -მოდი სიამრთლე ვთქვათ, ჩვენ ახლა ბარში ვართ სადაც მთვრალი , ზოგჯერ ნაგავი ხალხიც კი იყრის თავს, მე შენ არ გიცნობ და არ ვაპირებ ვინმეს მორიგი მსხვერპლი გავხდე. ამიტომ თავად დალიე სასმელი. -რა? -თვითონ დალიე, არ ვაპირებ რომ უცნობის მიერ გამოწოდებული ჭიქიდან დავლიო , რომელშიც ღმერთმა იცის რა შეიძლება იყოს შერეული. ვიგრძენი რომ ჩემს უკან ვიღაც იდგა, ამ დროისთვის ხომ კარისკენ ზურგით ვიჯექი რომ ბიჭისთვის ყვეალფერი ზუსტად გამეგებინებინა და როგორმე თავიდან მომეშორებინა. უკან გავიხედე და ხელში ხაბე შემრჩა, რომელიც ბიჭს თვალს თვალში უყრიდა და ისე უყურებდა მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი კისრისტეხით გავიქცეოდი ადგილიდან. ხაბემ ხელი მხარზე დამადო და ზემოდან დამხედა. -ძალიან დავაგვიანე საყვარელო? -არც ისე. გავიღიმე და ფეხზე ავდექი, ხაბემ ჯერ ბიჭს შეხედა მერე მე და ტუჩებში მაკოცა. თომასთვის ყურადღება არ მიგვქცევია, იმ მომენტში ხომ ამ ბიჭისგან თავის დაღწევა მინდოდა. მოგვიანებით აღმოვაჩნიეთ რომ თომას არც ეს დაუნახავს, უფრო სწორად ის ბიჭი რომ სივრცეში მეჭრებოდა და მაწუხებდა შეამჩნია , მაგრამ დაიკიდა. ამით თომასთან ფლირტიც კი მორჩა და მისი მხრიდან კომპლიმენტების აღარასდროს მიმიღია, რადგან რამდნეიმე კვირის შემდეგ შეხვედრისას ავუხსენი რომ იმ ადამიანს ვერ ვენდობოდი ვინც ჩემს მსგავს სიტუაციაში დანახვაზე ურეაქციოდ იჯდებოდა. ხაბესთან ერთად რომ გამოვედი ბარიდან მერეღა ვუთხარი. -მადლობა რომ მოხევდი. -ჩემს გარეშეც კარგად უმკლავდებოდი სიტუაციას, მაგრამ სამწუხაროთ მის მსგავსებს გოგოს გვერდით ბიჭის დანახვა უფრო აფრთხობთ, ვიდრე იმ სასმლის დალევა რომელშიც წამალი თავად ჩაყარეს. სიცილით და ირონიით თქვა , რაზეც თავი დავუაკრი. ამის აღიარება არ მეხამუშებოდა , მაგრამ სარკაზმით, ხუმრობით თუ სერიოზულად ნათქვამი მისი სიტყვები სრული სიმართლე იყო. ის იმან დააფრთხო , რომ ჩემს გვერდით ბიჭი დაინახა და არა იმან რომ სასმლის დალევას ვთხოვდი. ის დღეც , სხვა დღეების მსგავსად ხაბესთან სახლში გავატარე. დილით რომ გავიღვიძე ჯერ ისევ ეძინა და ორივესთვის ყავა გავამზადე. ფანჯარაზე შემოვჯექი თბილისს გავხედე და ღია ფანჯარაში სიგარეტს გავუკიდე. ხაბე ტანს ზევით შიშველი გამოვიდა, მე მხოლოდ ვარდისფერი საცველბის ამარა ვიყავი. -სულ შენ როგორ უნდა იღვიძებდე პირველი? -უცხო სახლებში გვიან მეძინება და მალე ვიღვიძებ. -ეს სახლი უცხოა? -აქ ერთ ღამეზე მეტი გადაბმულად არ გამითევია. თავი დამიქნია და მხარზე მაკოცა. ასე ხშირად იქცეოდა , მაგრამ ყურადღებას არასდროს ვაქცევიდ, მანამ არა სანამ უკვე ძალიან დაგვიანებული არ იყო ყველაფრის შესამჩნევად. ....... ხაბესთან გატარებული ღამეების მიუხედავად ერთმანეთის სხეულებზე არაფერი ვიცოდით, ეს მაშინ აღმოვაჩინე როცა დეკემბრის ერთ ძალიან გრძელ და ცივ ღამეს მასთან დავრჩი და სექსის მერე მის გვერდი მწოლმა დავინახე , როგორ გაუფართოვდა თვალები. ჩემს მარცხენა ფეხს უყურებდა, მერე მარჯვენასაც და ასე აქეთ-იქით დააცეცებდა ერთი ბარძაყიდან მეორემდე თვალებს. ხაბესთან არც ჩემს ბავშვობაზე მესაუბრა სიღრმისეულად არც ჩემს პრობლემებზე, რომელიც საკმარისად მქონდა. -ესენი საიდან გაქვს? ჯამში 15 ნაიარევი მქონდა ორივე ფეხზე. თეძოდან იწყებოდა, ერთმანეთის მიჯრით იყო და იმაზე ქვევით არ ჩადიოდა, ვიდრე ჩემი ყველაზე მოკლე კაბის სიგრძე იყო. სინამდვილეში ქვემოდან ზემოთ დავიწყე და რაც უფრო მაღლა ადიოდა მითუფრო ღრმა იყო ჭრილობები. ზოგი უკვე გაფერმკრთალებულიყო, ზოგსაც ჯერ ისევ დაეღო სისხლიანი პირი. ხაბეს მზერა არასოდეს დამავიწყდება, მახსოვს როგორ ამეწვა თითოეული მათგანი. -ოდესმე მოგიყვები, მაგრამ არა მაშინ როცა შენს საწოლში შიშველი ვწევარ. -რატომ? -იმიტომ რომ ახლა შენ ნოე ხარ და არა ჩემი მეგობარი ხაბე. ნოეს ამას არასოდეს მოვუყვები, ახლა რომ გითხრა იმაზე ახლოს მოგიშვებ ვიდრე ეს რომელიმე ჩვენგანს უნდა. -ანუ ჩემს სახელს და გვარს ყოფ? გაოცებული მიყურებდა, საწოლზე წამოჯდა, საზურგეს მიეყრდნო და ზემოდან დამხედა ზურგზე მწოლს. -ნოე-ღიმილით ვუთხარი, მეც მასსავით წამოვჯექი, მაგრამ საწოლის თავს არ მივყრდნობივარ, მის მუხლებს გადავაჯექი. ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელები ფეხებზე, იქ სადაც იარები მქონდა. ხელები სახეზე შემოვხვიე და თავი ვერ შევიკავე საუბრისას არ გამღიმებოდა- ოდესმე შენი თავი გინახავს როგორ განსხვავდები მაშინ როცა სექსი არ გვაქვს და მაშინ როცა სექსი გვაქვს? უსამართლობაა რომ არ შეგიძლია ნახო რამდენად სექსუალური ხარ როცა მკოცნი. მისი თვალები ისე ციმციმებდნენ წამით დამავიწყდა კიდეც რომ ცეცხლის ფერი კი არა თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ქარვაზე უფრო მუქი და შოკოლადზე ბევრად უფრო ღია. ცოტახანს არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს სიჩუმე ტანზე საბანივით მეხვეოდა. -და შენ იცი... -რა თქმა უნდა ვიცი. -იმიტომ რომ თვალგახელილი მკოცნი. -ასე ვრწმუნდები რომ არ მეჩვენება, რომ რეალობაში ვარ. -სასაცილოა რომ მხოლოდ პრივილეგირებული მეგობრები ვართ და არა შეყვარებულები, რადგან არასოდეს მომისმენია ისეთი რამ რასაც ახლა შენ ამბობ. ხელი ტუჩებზე გადამატარა. თვალები არ დაუხუჭავს ისე მაკოცა, სამაგიეროდ ამის გააზრებაზე მე მიმენაბა და კოცნა რომ მორცა ხაბემ ჯერ ისევ ჩემს თმაში ახლართული ხელითა და კისერში ჩარგული თავით ამოილაპარაკა. -არც შენ იცი როგორი ლამაზი ხარ როცა მკოცნი. კიდევ რას მიმალავ? -არაფერს. ხომ ხედავ გადაშლილი წიგნი ვარ. მასთან ურთიერთობასი ყველაზე მეტად ეს მიყვარდა, სიმარტივე. ყველაფერი მარტივად იყო, მე მისი მესმოდა მას ჩემი , ერთმანეთი საწოლს მიღმა გვიყვარდა და ყველაფერს გავაკეთებდით რომ დაგვეცვა, მაგრამ როცა ვშიშვლდებოდით ერთმანეთისთვის უცხოები ვხდებოდით. იქ საჭირო არც სიტყვები იყო და არც ნაცნობობა. მის მსგავსად მეც სხვადასხვა როლს ვთამაშობდი, მაგრამ ის ჩემზე ბევრად მოხერხებული იყო და ვერასოდეს ვიჭერდი იმ მომენტს მზერა მეგობრულიდან ვნებამოერეული რომ უხდებოდა. -ადგომას არ ვაპირებთ არა? არა და ვიფიქრე ვივახშმებდით.- თან კისერში მკოცნიდა, თან ბუტბუტებდა. -ცოტახანში. ამის თქმა და მისთვის კოცნა ერთი იყო. საბოლოოდ მაინც ავდექით, მე ხაბეს მაისური და შორტი მეცვა, მას კი მხოლოდ ჯინსის შარვალი. -რისი ჭამა გინდა? -შენ გააკეთებ? -არა? -კარგი, მოდი ვნახოთ რა გვაქვს.- კარადების და მაცივრის გამოღება დაიწყოს, თან ყველა ინგრედიენტს თვლიდა რაც კი რამ სახლში მოეპოვებოდა. -პასტაზე რას იტყვი სოკოთი? -კარგი. -მაშინ ნაღების საყიდლად ჩავალ. -იყავი მე გავალ, კიდე რამე გინდა? -სიგარეტს წამომიღებ? -წამოგიღებ. უკვე გასასვლელთან იყო მისული და ქურთუკს იცმევდა, მერე კარის გახურვის ხმაც გავიგე და მის მოსვლამდე რაღაცეების გამზადება დავიწყე. სახლში რომ შემოვიდა მისი ლაბრადორი ფეხებზე მიელამუნა და სანამ თავზე ხელი არ გადაუსვა არაფრით მოისვენა. ჯეის მეც ვუყვარდი, მახსოვს სულ პირველად ხაბესთან სახლში რომ ამოვედი და ჯეი იქ დამხვდა ძაღლი არ მშორდებოდა და ხაბე მაფრთხილებდა არ მოეფეროო, ის კი ისეთი თვალებით მიყურებდა ვერ ვეწინააღმდეგებოდი. -დაუძახე რა თორე დამაყრევინებს ყველაფერს. -ჯეი, მოდი ჩემთან ჩემო სიმპატიურო. ძაღლმა ერთი დაიყეფა და მაშინვე ჩემს ფეხებთან გაჩნდა, ამსთან ჩავიხარე და სახეზე ორივე ხელით მივეფერე, წამით ავცდი რომ სახე აელოკა ჩემთვის. -ასე ძან რატომ უყვარხარ? -რატომ არ უნდა ვუყვარდე ? -არც ისე ხშირად ხარ ხოლმე აქ. - აბა გადათვალე ოქტომბრის მერე რამდენჯერ დავრჩი შენთან? წარბები მაღლა ავწიე, ხელები გადავიბანე და სოკოს გარჩევას მივუბრუნდი. -მე რაში დაგეხმარო? ხაბემ თემა შეცვალა. -ეს გაარჩიე და მე მანამდე დანარჩენს მივხედავ. ისიც უყოყმანოდ დამთანხმდა. სანამ თავის საქმეს შეუდგებოდა დინამიკი მოძებნა და მუსიკა ჩართო. სასიამოვნო ატმოსფერო იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საყვარლებს შორის არის. იმ მომენტში მე და ხაბე უბრალოდ ჩვენ ვიყავით, ორი მეგობარი ვინც ამდენი რამ იცოდა ერთმანეთის შესახებ და მაინც არაფერი. ბათუმი გამახსენდა, როცა მის აივანზე ვისხედით და ხაბე ჩემს მეგობრებზე მელაპარაკებოდა. -ალბათ მათთან მეგობრობა რთულია. -ეკას ტატოს და ლენას გულისხმობ? -ხო. -არცისე, ეს რამ გაფიქრებინა? -ყველას პრობლემები აქვს და იმან. -შენი ფსიქოანალიზი ჩაატარე თუ რა? -ხო. თავი დამიქნია და ყავა მოსვა, დანიელს , როგორც ყოველთვის, ეძინა და მხოლოდ ბათუმის წვიმისა და მანქანების ხმა ისმოდა. ხაბე იმ დღეს უცნაურად მშვიდი და გულჩათხრობილი მეჩვენა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ის იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც მხოლოდ მაშინ ამეტყველდებოდა თუ ეს თავად სურდა, რამდენიც არ უნდა გეკითხა სიტყვებს პირიდან ვერ ამოგლეჯდი. -მაინტერესებს რას ფიქრობ მათზე. -ეკას შიზოფენია ან პიროვნების გაროება აქვს, რადგან ხშირად საუბრობს წამლებზე, არ სვავს და თან მგონია რომ ხანდახან სრულიად სხვანაირად იქცევა. ტატო პოხუისტია, ყველაფერი ფეხებზე კიდია და არ მესმის როგორ არიან ის და ეკა ერთად, რადგან მე ვერ წარმომიდგენია შეყვარებულს ისე ვალაპარაკო როგორც ის. -რას გულისხმობ? -უხეშია მასთან, თითქოს არ ზრუნავს, თან ხანდახან შეიძლება ხუმრობით მაგრამ იგინება, ეკას მიამრთულებით. -ხოოო ამოვიხვნეშე და კადრების გახსენება დავიწყე.მისი შეფასეებები რატომღაც ძალიან ზუსტი იყო, ეს არ მომწონდა, მეც ასე გამშიფრავდა ალბათ. -ლენა კი ქაოტურია, ძალიან დეპრესიულიც, სულ მოწყენილი დადის და ყველას მის ბნელ სამყაროში ითრევს. -არ ვიცი ლენას ახლა რა სჭირს- მეც მის მსგავსად ყავა მოვსვი და სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლეს დავხედე, ემრე ისევ ხაბეზე გადავიტანე მზერა- სულ ასეთი არ არის, მასსავით მხიარულს ალბათ ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ მართალი ხარ დეპრესიულია. -PTSD აქვს არა? -კი. მიკვირს ასე ზუსტად რომ აფასებ ყველას, ბარე ფსიქოლოგიაზეც ჩააბარე. -ხომ იცი რომ ყველა დარგში შევყავი ცხვირი. -ვიცი ხაბე. ჩემზე რას მეტყვი? ის დაიბნა და შემათვალიერა, თითქმის წუთით ვისხედით ჩუმად და ხმა არ ამოგვიღია. მერე ამოიოხრა, ფეხზე ადგა და აივნის მინის მოაჯირს დაეყრდნო. მეც გვერდით ამოვუდექი, ხელებით დავეყრდენი და მას გავხედე. -არ ვიცი, არასოდეს დავფიქრებულვარ. მსგავსი რამეები არ გჭირს, არასდროს შემიმჩნევია. -ხო, საინტერესოა. -რა? -ის რომ მათ ახლახანს შეხვდი და აკვირდები, მე კი 3 წელია მიცნობ და არასოდეს შეგიმჩნევია რომ არც მე ვარ დალაგებული. ალბათ მათ ამიტომ ვუგებ, მეც მათთნაირი ვარ. -არ ხარ. შენ სხვებს მუდამ წინ აყენებ და ყველასი გესმის, ისინი კი მგონია რომ ყველას თავს ახვევენ თავიანთ პრობლემებს. -ნეტავ ეგრე იყოს. მოგიყვები მერე. -კარგი, როგორც იტყვი. სანამ იმ სამზარეულოში ვიდექი და საჭმელს ხაბესთან ერთად ვაკეთებდი, თან ამ მოგონებას ვიხსენებდი , მივხვდი უკვე ამ მეგობრულ დაცულ გარემოში ამეტყველება შემეძლო. ხაბემ ჩემი სასიყვარულო ცხოვრება იცოდა, მაგრამ არა ოჯახური და ბავშვობის დროინდელი. ის არასდროს დაკვირვებია ჩემს ცუდ ჩვევებსა და მინუსებს. ეს უნდა დაენახა, უნდა დაენახა და მერე გადაეწყვიტა ისევ ვუნდოდი თუ არა თავის ცხოვრებაში. -გახსოვს ბათუმში რომ ფსიქოანალიზი ჩაუტარე ლამის ჩემს მეგობრებს? ხაბეს გავხედე, მანაც თავი დამიქნია და გარჩეული სოკო მომაწოდა. -მაშინ რომ გითხარი მეც მათთნაირი ვარ თქო, იმ იარებს ვგულისხმობდი ფეხზე რომ მაქვს. -არ მითხრა რომ... -ზუსტად, ჩემი ნახელავია. შფოთვები მაქვს ხოლმე და თავს ვერაფრით ვიწყნარებ გარდა ამ საშინელების გაკეთებისა. არ გეტყვი თვითმკვლელობა არ მდომებია თქო, ღმერთო ვინ მოთვლის რამდენჯერ მდომებია, რამდენი გზა მომიფიქრებია, რატომღაც ბოლომდე არასდროს მივდივარ. მაზიხისტი ვარ რაღაც მხრივ, ამას რომ ვაკეთებ ვერაფერს ვგრძნობ. ფიზიკურ ტკივილს ვგულისხმობ. -და ფსიქოლოგთან არ გისაუბრია? -კი , ახლა აღარ ვაკეთებ. ეს წინა წლისაა, იმდროინდელი სანამ ტომასს გავიცნობდი და ორი გაზაფხულის დროინდელი, როცა ტომასი და მე დავიშალეთ. ჯერ ჯერობით თავს ვაკონტროლებ. არ იდარდო. -იცოდე კიდევ რომ ვნახო ეგ შენს სხეულზე ძალიან ვიჩხუბებთ. თბილად მითხრა და გულში ჩამიკრა, მის ემოციებზე გამეღიმა და ხელები მის ირგვლივ წრედ შევკარი, გაჭირვებით, რა თქმა უნდა. მერე ხაბემ დეტალურად მომაყოლა რის გამო იყო ეს ყველაფერი და მეც ყბა მოვაღე როგორ მცემდნენ მშობლები ბავშვობისას და ქვეცნობიერულად როგორ მჯერა რომ როცა რამეს ვაშავებ ისევ ფიზიკური სასჯელი უნდა მივიღო. ეს რა თქმა უნდა ჩემი ფსიქოლოგის დასკვნა იყო. სერიოზული არაფერი მჭირდა, არც პოსტტრავმული სტრესი, არც პიროვნების გაორება, მაგრამ მე მაინც ეკასა და ლენას მსგავსი ვიყავი. სხვანაირი. ხაბე მისმენდა, თვალებში ტკივილი ერეკვლებოდა, ვერ ვხვდებოდი ეს ჩემი იყო თუ თავისი , და მამშვიდებდა. მეუბნებოდა რომ ცხოვრება ჯერ ისევ წინ მქონდა, რომ უამრავ ლამაზ და კარგ წელს გავატარებდი, მაშინ რა იცოდა... არაფერზე ჰქონდა წარმოდგენა. არც მე. იმ მომენტში მისი მჯეროდა, მეჯროდა ,რომ ჩემს გვერდით მუდამ იქნებოდა ვიღაც ვისი დაყრდნობაც შემეძლო, ვინც არაფერს დამაძალებდა და ნებას მომცემდა ჩემი თავი და სურვილები ვყოფილიყავი. თუ ნიკასა და დედაჩემთან, ან ჩემს ყველა მეგობართან წინ ისინი იდგნენ, მე კუ უკან ვედექი ხაბესთან ასე არ იყო. ჩვენ გვერდიგვერდ ვიყავით. არც მისი აზრი და სურვილი იყო უფრო მნიშვნელოვანი და არც ჩემი. სხვებთან მე თავს ვკარგავდი, პიროვნება იმსხვრეოდა და რამდნეიც არ უნდა მეცადა ამას შევბრძოლებოდი ბოლოს ყველაფერს ისე ვაკეთებდი და ვამბობდი , როგორც მათ სურდათ. იმ დღეს გავაცნობიერე რამდენად სასიამოვნო იყო, როცა რაღაცას ჩემთვის ვიტოვებდი და არავის ვუყვებოდი. მეორეს მხრივ მინდოდა ვინემსთან დავცლილიყავი და მომეყოლა როგორ მქონდა ჩემივე მეგობართან სექსი, რომ ამას საკუთარი თავისგან ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვინმესთვის მოყოლა მჭირდებოდა, რომ ამ ისტორიას ჩემი სული და შიგნეულობა შიგნიდან აღარ დაეკაწრა. სავახშმოდ რომ დავჯექით და ხაბემ ჯეი ოთახიდან გააგდო, უფრო სწორად ნიკოს თუ ბაჩოს ოთახში ამოკეტა, მერე მივხვდი რომ ხაბესთან შემეძლო. -რაღაც უნდა მოგიყვე. -მიდი საყვარელო. -მოკლედ ამ ზაფხულზე ბათუმში ვიყავი . -ხო ვიცი. -მაცადე მაგარ საინტერესო რამეს გიყვები.-ლამის გამეცინა ამის თქმისას-მოკლედ ჩემს მეგობარს შევხვდი, ნუ მის სახლში ვიყავი ასული, ცოტა დავლიეთ და ერთმანეთს ვაკოცეთ, არა ეს ერთჯერადი არ ყოფილა. გავაგრძელეთ და ახლა ლამის ყოველდღე მის სახლში ვრჩები და სექსი გვაქვს. ხაბეს ისტერიული სიცილი აუვარდა და ლამის სკამიანად გადაყირავდა, ეს მხოლოდ თავიდან. მერე მართლა გადაბრუნდა, მე ამაზე დავიწყე ხარხარი და ფეხზე წამოდგომაში მივეხმარე, სკამზე რომ დაჯდა და მეც ჩემ ადგილს დავუბრუნდი, ჯერ ისვე მოცინარმა ცრემლები მოიწმინდა და ჭიქიდან წითელი ღვინო მოსვა, რომელიც ნაღებთან და ღემრთმა უწყის კიდევ რამდენ რამესთან ერთად ამოიტანა მაღაზიიდან. -გიჟი ხარ ევა. -რა ? ხომ ვთქვით რომ არავის ვეტყოდით, შენ კიდე ჩემი მეგობარი ხარ, ტექნიკურად მეგობარს მოვუყევი, მაგრამ რეალურად არავისთვის მითქვამს. სიცილით ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე, ხაბეც ამყვა. -იცი მეც მივქარე რაღაც ეგეთი, ჩემი მეგობარი ევა ხომ იცი?! ჩემთან რომ იყო ერთმანეთს ჩავეხუტეთ, მერე გარემო დაიძაბა და ერთმანეთს ვაკოცეთ. სხვათაშორის ერთ-ერთი საუკეთესო კოცნა იყო. -რა საინტერესოა, ყველაფერი ერთდროულად რომ გვემართება, ისიც საუკეთესო იყო. რომ შევაფასოთ ჩემი კოცნის სიის თავშია. მთელი დარჩენილი საღამო, სანამ ვჭამდით, ამ ამბავს განვიხილავდით. ისე როგორც ამას მეგობრები იზავდნენ და არა ისე როგორც ნოე და ევა. მხრებიდან ტვირთიც მომეხსნა და მშვიდად სუნთქვაც შემეძლო. რეალურად არავინ იცოდა , მაგრამ ჩემივე გონების მოტყუება შევძელი, რომ მეგობარს ამაზე ვსაუბრე. აი სწოედ ამიტომ იყო ხაბე საუკეთესო, შეეძლო მეგობარი ყოფილიყო როცა მჭირდებოდა და საყვარელი , როცა ეს ორივეს გვინდოდა. მერე დაახლოებით 1 საათისთვის დივანზე გავწექით და ფილმს ვუყურებდით. თავი ხაბეს მკლავზე მედო და სითკომზე ვიცინოდი. ხაბეს კი იმ ხელით, რომელზეც თავი მედო, თმაზე მეფერებოდა და დამცინოდა შენი თავისგან იმის წაშლას ცდილობ გოგო რომ ხარო. თითქოს ეს თმის სიგრძეზე ყოფილიყო დამოკიდებული, მაშინ ვუთხარი. -თმას მაშინ გავიზრდი როცა ურთიერთობისთვის მზად ვიქნები . -რა შუაშია არ მესმის. -თეორიაა, რომ თმა მოგონებებს ინახავს, ასე რომ თუ თმას გავიზრდი მზად ვიქნები მათ დასაკარგად როცა იმედები კიდევ ერთხელ გამიცრუვდება. -ახლა იმის თქმა გინდა რომ მეც უნდა შევიჭრა? -რატომ მომწონს. -რადგან შენ მოგწონს. -მაგ ირონიას სახეზე აგაფარებ ახლა. ოდნავ გავბრაზდი და ხაბემაც, იმის კარგმა მცოდნემ რამდენად ძლიერი დარტყმა მქონდა, ხელები დანებების ნიშნად ასწია. არ მახსოვს მის საწოლში როდის აღმოვჩნდი, მაგრამ დილით ამდენი ხნის მანძილზე პირველად, ხაბეს შემდეგ გავიღვიძე. ................... -ეს ჩემთვისაა? -სხვა ვინმეს ხედავ აქ. -მადლობა ლოყაზე ვაკოზე და მიხაკების თაიგული გამოვართვი. ამაში არც უცნაური რამე დამიანხავს და არც რომანტიული, რადგან სანამ ერთად ვსწავლობდით ხაბესგან თაიგულები მანამდეც მიმიღია. სახლში სათამაშო და მინის ბურთიც კი მქონდა , რომელიც მისგან მივიღე წლების წინ. ნოემ ყოველთვის კარგად იცოდა რომელი ყვავილი მიყვარდა, რა ფერს ვერ ვიტანდი, როგორ წიგნებს ვკითხულობდი და რა საჭმელს ვჭამდი. მის მსგავსად ვიყავი მეც. როცა საიდუმლო სანტას ვთამაშობდით ხოლმე უნივერსიტეტში მე და ის მუდამ წიგნებს ვცვლიდით, მახსოვს როგორ ძალიან უნდოდა “ედემის აღმოსავლეთით“. წიგნი ერთ-ერთ ჩემთვის ნაცნობ ინგლისურ მაღაზიაში ვიპოვნე და ორიგინალი ვაჩუქე. მისი გახარებული სახე ახლაც კი მახსოვს. ხაბესა და თაიგულთან ერთად ძველი თბილისის ქუჩებს გავუყევი. იმ დღეს სასეირნოდ გასვლა გადავწყვიტეთ, იმის მიუხედავად რომ შუა იანვარი იყო. ახალი წელი ორივემ ჩვენს ჩვენს მშობლებთან და ოჯახთან ერთად გავატარეთ და მხოლოდ ტელეფონზე დარეკვითა და მილოცვით შემოვიფარგლეთ. -მოტოციკლისთვის მართვის მოწმობის ასაღებად გავდივარ. -როგორ მოხდა რომ როგორც იქნა დადგა ეს დღე. -არ ვიცი, რომ ავიღებ და კარგი ამინდები იქნება სადმე წავიდეთ. -წავიდეთ. მე ის წიგნიც დავამთავრე, ბოლო თავის დაწერაღა დამრჩა. -მართლა? ეიდანს რა მოსდის? - მეილი ბევრს ცდილობს, მაგრამ მისგან იმას ვეღარ აბრუნებს რაც ოდესღაც იყო, იმიტომ რომ თუ ერთხელ ადამიანში ადამიანობა გაქრება უკან ვეღარ დააბრუნებ. -კლავს? -კლავს. ძალიან სევდიანად, ეხუტება და დანას ზურგში ურტყავს, ხელებზე მისი სისხლი ეღვრება და ბოლო რაც ესმის ეიდენის კითხვაა“ რატომ“. ეგ რატომ ყველაფერს მოიცავს, იმასაც თუ რატომ მოკლა და იმასაც თუ რატომ გაუქრა მის მიმართ სიყვარული, იმასაც ასეთად რატომ იქცა... -სიყვარული არ გაქრობია. -კი. -ეგ როგორც მკითხველი ისე ამბობ ხო? -როგორც ავტორი. -არა, არსად ჩანს ევა რომ აღარ უყვარს, უბრალოდ სიყვარული იმის გარანტია არ არის რომ ვინმე შენს ბნელ მხარეზე თვალებს დახუჭავს და ყველაფერში ბოლომდე გამოგყვება. მეილიმ სწორედ იმიტომ მოკლა რომ უყვარდა, იმიტომ რომ იცოდა ძველ ეიდენს ახალი რომ დაენახა საკუთარი თავი შესძულდებოდა. -მომწონს შენი ინტერპრეტაცია. -მე კი შენი წერის სტილი. მის გვერდით მიმავალს გამომხედა და როგორც ყოველთვის თავის მშვენიერი ღიმილით დამაჯილდოვა. -მუშაობა დავიწყე. -მართლა?სად? არ მახსოვრ რომელი ფირმა მითხრა, მაგრამ გრაფიკული დიზაინის მხრივ დაიწყო და მისთვის რეკლამებს, სტატიებსა და პოსტერებს ამზადებდა. იმ პერიოდისთვის მე ჯერ ისევ სამსახურს ვეძებდი და სულ მალე ჩემი ბიძაშვილისგან მასთან მუშოაბის შეთავაზებასაც მივიღებდი, თუმცა იმ საღამოს ეს ჯერ ისევ არ ვიცოდი. ხაბე გაბადრული მიყვებოდა როგორ მოსწონდა თავის საქმე და მერე როცა მასთან ავიდოდი აუცილებლად მაჩვენებდა მის ნამუშევრებს. დიდად გენიოსი არ ვყოფილვარ ამ სფეროში, მაგრამ რაღაც სიმბოლოების ამოცნობა ნამდვილად შემეძლო ამიტომაც მეც სიხარულით დავთანხმდი. ქართლის დედასთან ასვლა გადავწყვიტეთ და ავედით კიდევაც. სკამზე რომ ჩამოვსხედით ფეხები მოაჯირს მივაბჯინე, რადგან ის მასთან საკმაოდ ახლოს დიგა, თავი კი ხაბეს მხარზე ჩამოვადე. 7 საათი იყო და ისე ბნელოდა მთელი თბილისი ყვითლად ანათებდა. ხედიდან იატას სხალი ჩანდა და ამის გახსენებაზე ჩამეღიმა. -რა გაცინებს? -აი იმ სახლს ხომ ხედავ?-ხაბეს ავხედე და მანაც თავი დამიქნია- იატასია. ერთხელ როცა ფილმს ვუყურებდით შემთხვევით შევამჩნიეთ რომ მისი აივანი და იქ მდგარი დეიდამისი ჩანდა. -რა მაგარია. -ხო ხო? ღიმილით შევხედე და იმ მომენტშივე მივხვდი , როგორ დაიხუთა სუფთა ჰაერი ჩვენს ირგვლივ, არ ვიცი მუდამ ასე რატომ ხდებოდა, მაგრამ სულ ასე იყო. არ მომწონდა, რომ ერთმანეთს ისე რომ ვეღარ ვეხებოდით ერთმანეთი არ მოგვნდომებოდა. ხაბე მიხვდა რაღაც რომ მაწუხებდა. -რა მოხდა? -ოდესმე მოგვბეზრდება ეს ყველაფერი? -რას გულისხმობ? ერთმანეთთან რომ ვწევართ? თავი დავუქნიე და ღრმად ჩავისუნთქე, მერე მას მოვშორდი. -მგონია რომ ყველაფერი გავაფუჭეთ, ისეთი გრძნობა მაქვს რომ ხაბეს ვკარგავ და სულ უფრო მეტად შემოდის ნოე ჩემს ცხოვრებაში. -ევა, არაფერს გაძალებ, არც დაგაძალებ. როგორცკი მიხვდები რომ არ გინდა შევწყვეტთ. -ვიცი, უბრალოდ მეშინია რომ როცა შევწყვეტთ მეგობრობასაც ვეღარ შევძლებთ. -ასე არ იქნება, გპირდები. ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან არა. მისმინე, მოდი ასე ვქნათ, ცოტახანს თუ გინდა შევწყვიტოთ და დაფიქრდი კარგი? -არა, არ მინდა ეგ ყველაფერს უფრო გამირთულებს. რაც მეტს ვიფიქრებ მით მეტ პრობლემას გამოვიგონებ და არ მინდა. -როგორც იტყვი. თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა. მერე მას ჩავეხუტე და მოუხერხებლად გავხედე ქალაქს. ხაბეს სითბო მსიამოვნებდა, არაფერს მაძალებდა . მეტიც, ზოგჯერ მეგონა რომ იქით ვაძალებდი ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ მერე როცა ფიქრებს გამოვრთავდი ვხვდებოდი რომ ეს ორმხრივი და გააზრებული საქციელი იყო. იმ მომენტში ერთმანეთს პირველად რომ ვაკოცეთ არაფერზე გვიფიქრია კოცნის გარდა, მაგრამ როცა თბილისში ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდით უკვე ვიცოდით რომ ამას გავაგრძელებდით, ეს მთელი ჩემი სხეულით მსურდა. გონებითაც, ყველაფრით, მაგრამ მიზეზს ვერა და ვერ ვხსნიდი. ხაბესთან მიზეზებზე არასდროს მისაუბრია, მაგრამ მსგავსი დიალოგი რამოდენიმეჯერ მქონდა. -ყავა გინდა? -არ ვიცი. -წამო გავიაროთ და თან სადმე ვიყიდოთ. -კარგი, მაშინ მე გპატიჟებ. -გაბედე და სცადე. წარბები მაღლა ასწია. მე კი გაბუტული ბავშვივით ვუყურებდი, მუდამ ის მპატიჟებდა და ეს არ მომწონდა. ხაბემ ცერი ნიკაპზე დამადო, ოდნავ დამაწვა და მანიშნა პირი გააღეო. მერე მისი გაყინული ტუჩები ვიგრძენი და კოცნისას გამეცინა. დაუდევრად ავსდევდი, რადგან მეშინოდა ვინმეს არ ეჩხუბა საჯარო ადგილას კოცნის გამო. ჯერ ბეთლემის ქუჩას დავუყევით, მერე გუდიაშვილში ავედით და საბოლოოდ თავისუფლებაზე გავედით, სადაც გალერეაში ყავის ყიდვით დავასრულეთ. გალერიას უკან ქუჩაზე სკვერი ვიცოდი და სწორედ იქ წავიყვანე ხაბეც. რომ დავსხედით ტელეფონმა დაურეკა და გაკვირვებულმა შემომხედა. -რა მოხდა? -შენი ძმა მირეკავს. დაფეთებულმა მოვძებნე ტელეფონი ჯიბეში და ეკრანს რომ დავხედე ნიკას 5 ხოლო იატას 8 გამოტოვებული ზარი დამხვდა, ეკას და ლენასაც დაერეკათ ერთი ორჯერ, მაგრამ ტელეფონს ხმა გამორთული ჰქონდა და არაფერი გამიგია. -ხო ნიკა?... კი ჩემთან ერთად არის...არ ვიცი ალბათ გამორთული ჰქოონდა, მოხდა რამე?...კარგი მივცემ , მოიცადე.- ყურმილს ხელი ააფარა რომ ნიკას არ გაეგო- გაგიჟებულია და მგონი დაგერხა საყვარელო. ტელფეონი რომ გამოვართვი და ნიკას ვუთხარი გისმენ-თქო მაშინვე ყვირილი დამიწყო. -ნორმალური თუ ხარ საერთოდ?! გული გამისკდა, შენმა დაქალებმაც არ იცოდნენ სად იყავი!!! რო გირეკავ რატომ არ მპასუხობ. -გამორთული მქონდა ხმა მაპატიე, მოხდა რამე? -როდის მობრძანდებით სახლში ქალბატონო ევა?! -რა გინდა მითხარი. -დედა აგზავნის რაღაცეებს და ხვალ უნდა დახვდე. -მე რატომ? -მე ვმუშაობ და იმიტომ. -კარგი რა ამ ოჯახის კაცი მაინც მე რატომ ვარ. წავედი და რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ. -მალე მოდი. -ხომ ხედავ რომ ხაბესთან ერთად ვარ რა განერვიულებს? -მოგაცილებს? -კი მოვიყვან. -მაშინ არაფერი. ხაბეს ტელეფონი დავუბრუნე და თვალები ავატრიალე. -გიჟია. -შენ ბაჩო უნდა ნახო. არ ვუპასუხებ და შეთქმულების თეორიებს იგონებს. -ღმერთო მიყვარს. სიცილით ვთქვი, რეალურად ბაჩოს არასდროს შევხვედრივარ, ყოველ შემთხვევაში 2026 წლის ზაფხულამდე არა. მაშინაც მხოლოდ ნახევარსაათს ვილაპარაკეთ და ამით დასრულდა. არა და ხაბეს ხშირად ვეხუმრებოდი რომ ჩემთვის გაეცნო. სრულიად ჩემი ტიპი იყო, ნაგიჟარი, შეშლილი და მოღალატე, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, ბაჩო ყველაფერი იყო ჩემი ტიპაჟის გარდა. -დავლიოთ და მერე. -რა უნდოდა? -ვერაა გეუბნები. ჩამეხუტე რა. -გაიყინე ხო? რომ ჩამეხუტა მერე მკითხა და ნიკაპი თავზე ჩამომადო. მეც ამოვიზმუვლე იმის მისახვედრებლად, მართალი იყო. ............................ ხაბეს დაბადებისდღე მის მეგობრებთან ერთად გავატარე ხაბეს სახლშივე, ნიკოც იქ იყო. მე დივანზე ვიჯექი ბეასთან ერთად, ხაბეიშვილები სამზარეულოს დახლთან იდგნენ და რაღაცას განიხილავდნენ, დიმა და დანი კი ეზოში ხორცს წვავდნენ. იქ კიდევ იყო ხალხი , რომელსაც მანამდე არ შევხვედროდი, გოგოებიც, ბიჭებიც , ჩვენზე ბევრად უფროსებიც. ზოგი საერთოდაც ნიკოს მეგობარი იყო, ისინი ხომ ბოლოს და ბოლოს ტყუპი ძმები იყვნენ. ნიკა რომ პირველად ვნახე პირველ კურსზე ვიყავით და შუა საუბრისას მივხვდი რომ ხაბე ხაბე არ იყო. ყოველ შემთხვევაში ის არა მე რომელსაც ვიცნობდი. მახსოვს როგორ დამცინოდა მთელი კვირა დიმა რომ მსოფლიოში ყველაზე ცუდი მეგობარი ვიყავი. მე დედაჩემ ირმასა და მის ტყუპისცალ ელისოსაც კი ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან... ყველაფერი სასიამოვნო იყო. ბეა მისსა და დანის ახალ პროექტზე მიყვებოდა მე კი ინტერესით ვუსმენდი და მასთან ერთად ვჭორავდი მსოფილიოს ცნობილ ვარსკვლავებს. -არა არ ვაღიარებ მე მაგათ ერთად ყოფნას, ძალიან განსხვავდებიან. -ხო მეც მაგას ვამბობ უაზრობაა. სიცილით თქვა და მერე თემა შევცვალეთ. -იცი? მე და დანი პეკინში მივდივართ ამ გაზაფხულზე. -ღმერთო რა კარგია. მე კიდე მამაჩემს ველაპარაკე და შეიძლება სწავლის დასრულების შემდეგ ისევ ამერიკაში წავიდე. -მაგისტრატურისთვის? -ხო, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია იმიტომ რომ ვარიანტებში გერმანიაც მაქვს. ალბათ ჩემი ძმაც წამოვა. -იცის? -ვინ? -ხაბემ. ორივემ მას გავხედეთ, მანაც გამოგვხედა , მაგრამ ზუსტად ვერ მივხვდი ნიკომ თუ ნოემ. სამოსიც კი ერთნაირი ეცვათ და მაინც და მაინც იმ დღეს არ ატარებდა ნიკო სათვალეს. -მითხარი რომ ახლა ნოე გვიყურებს. -კი. ვერ არჩევ? -ოდნავადაც ვერა. სიცილით ვთქვი და ხაბეს ხელი ოდნავ დავუქნიე, მანაც გამიღიმა და ბეასგან შეუმჩნევლად თვალებით სააბაზანოზე მანიშნა. მასზე გამეცინა და თვალი ოდნავ ჩავუკარი, ისე ნიკოს რომ არ შეემჩნია. მერე ისევ ბეას შევხედე, რომელიც ჩემს პასუხს ელოდა. -არა, არ იცის. ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს, ასეც რომ არ იყოს იქ მხოლოდ სასწავლებლად მივდივარ და არ მგონია მეგობრობისთვის დისტანცია რამეს ნიშნავდეს. -ხო მეგობრობისთვის არა. -გეყოს უკვე ბეა. სიცილით ვუთხარი. -რა? დამიჯერე ჩემზე და დანიზე ბედნიერი არავინ იქნება თუ თქვენ ერთად იქნებით. -არ ვიქნებით. ვუთხარი და ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. ამაზე მართლა ვდარდობდი, იმაზე ხაბეს ჩემს მიმართ გრძნობები არ გასჩენოდა. ჩემს თავში ეჭვი არცერთხელ შემპარვია. თავს ისე ვიცნობდი ,როგორც საჭირო იყო. ზუტსად ვიცოდი რომ რამდენიმე რამ იყო რაც არასდროს მოხდებოდა, არასდროს არავის საყვარელი არ ვიქნებოდი, მეგობარს რომანტიული სიყვარულით ვერ შევიყვარებდი და ნარკოტიკებს არ გავეკარებოდი. აი ასე მარტივად იყო ყველაფერი, რასაც ჩემი და ხაბეს მეგობრები დღითიდღე ართულებდნენ და ხლართავდნენ. ყურები მქონდა უკვე გამოჭედილი იმაზე საუბრით როგორ ვავსებდით ერთმანეთს და როგორი იდეალური წყვილი ვიქნებოდით. საქმე ის იყო რომ ჩვენს ადგილას ჩვენვე ვიდექით და არც ბეამ, არც ლენამ და ეკამ, არც ტატომ და დანიმ იმაზე უკეთ არ იცოდნენ რას ვგრძნობდით ვიდრე თავად ჩვენ ორმა. თეკლამ და ტომასმა იმხელა დაღი დაგვასვა ,რომ არცერთი ვიყავით მზად ახალი სერიოზული ურთიერთობისთვის, როემლიც შრომას , პატივისცემას და ყურადღებას მოითხოვდა. სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც ერთმანეთთან გართობა დავიწყეთ. მეტი არც არაფერი. -ცოტახანს გავალ. -მიდი, მე დანისთან და დიმასთან გავალ. თავის ჭიქას ხელი მოკიდა, ხალხს შორის გზა გაიკვლია და ეზოში გავიდა. მე კი ისე რომ ამდენ ადამიანს შორის დიდად ვერავის შევემჩნიე სად მივდიოდი სააბაზანოში შევედი. ორი წუთიც არ გასულა კარზე რომ მომიკაკუნა და შემოვიდა. მე გამეღიმა. -მიყვარს თინეიჯერებივით რომ ვიმალებით. შემთხვევით რომეო და ჯულიეტა ხომ არ ვართ? -ხომ იცი რომ ვერ ვიტან მათ. -ვერც მე. კარი გადაკეტა და ხელები წელზე შემიცურა. -დაბადებისდღეს გილოცავ. -მადლობა, საჩუქარი სად არის? -ხომ მოგეცი, თუ ნიკოს მივეცი ორივე? -ვგიჟდები ერთმანეთისგან რომ ვერ გვარჩევ, მაგრამ საერთოდ რომ არ ვგავართ. მისი ტუჩები შუბლზე ვიგრძენი და გამეღიმა. ჩემთვის მოუხერხებლად კისერზე შემოვხვიე ხელები და თავი მკერდზე დავადე. ის საღამო გამახსენდა ბათუმში პირველად რომ ვაკოცეთ. მაშინ მისი სახლი ხალხით სავსე არ ყოფილა, მაგრამ მაშინ ისიც არ ვიცოდით, როგორი გრძნობა იყო ერთმანეთის კოცნა. კარს მიეყრდნო და მაიძულა მისთვის შემეხედა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან თვალები დახუჭა და მაკოცა. მე თავში ისევ ქაოსი და ღია თვალები მქონდა. მთელი ჩემი გონება იმას იმეორებდა როგორი მიმზიდველი იყო თავის დაკარგვის დროს, როგორი სხვანაირი. იქიდან რომ გავიდოდით და მეგობრების თანდასწრებით ერთმანეთს შევეხებოდით, ეს ყველაფერი იგივე გრძნობებს და ემოციას არ გამოიწვევდა. მათ წინ თავს არასდროს დავკარგავდით. -გარეთ... -დაიკიდე. სულ ცოტახანი და გავიდეთ. -რამე რომ იეჭვონ. -ერთი ეჭვისაც ევა. იმ მომენტში, ხაბე რომ მკოცნიდა და მეხვეოდა, გარედან კი მუსიკის და სხვადასხვა ადამიანების ხმა შემოდიოდა გავაცნობიერე რომ საერთოდ არ მინდოდა მასთან მომავლის გეგმებზე საუაბრი. არ მინდოდა, რადგან ერთ დღეში, წუთსა და წამში ცხოვრებას ვაპირებდი, მანამ სანამ სამყარო არ გამთელავდა და გეგმებთან დაბრუნებას არ მაიძულებდა. ასე ყველაფერი ბევრად უფრო იოლი იქნებოდა. თვალები როგორციქნა დავხუჭე და იმ მშვიდ სამყაროში შევაბიჯე მის კოცნას მელანქოლიასთან ერთად რომ მოჰყვებოდა. ხელეს მის თმებში ვხლართავდი, ის კი ჩემს კისერს არ შორდებოდა. დარწმუნებული ვიყავი სილურჯეები დამრჩებოდა, მაგრამ სვიტერით ამას იოლად დავფარავდი. ხაბე გაგიჟებით დააცეცებდა ხელებს ჩემს სხეულზე. სვიტერის შიგნით მიძვრებოდა და შარვლის ელვსის გახსნას ცდილობდა. -არ გვინდა რა. მხოლოდ კოცნა. ვერ მოვასწრებთ ისე რომ არავინ შეგვნიშნოს. -მოვასწრებთ. მის თვალებში ისეთ ჟინს ვხედავდი რომ თავს ვერც მე ვერეოდი. ისე არ იყო თითქოს თავად არ მინდოდა, უბრალოდ მისი სურვილი ჩემსაზე გაცილებით დიდი იყო და ის თავის ცეცხლში ისე მახვევდა თავადაც მინდებოდა იქ ყოფნა. ხაბემ მართალი აღმოჩნდა, იმდენხანს არ გავმქრალვართ ვინმეს რომ შევემჩნიეთ. მე დიდად არავინ მიცნობდა, რამდენიმე მეგობრის გარდა, ისინი კი ან ეზოში იყვნენ ან ნიკოს ესაუბრებოდნენ. დიმასაც კი არ შეუმჩნევივართ რომ გავქრით, არც ბეასა და დანიელს. -მოდი აქ. ის ის იყო მაისური გადავიცვი და ჯინსზე ელვას ვიკრავდი რომ თავისთან მიმიჩოჩა და თმა გამისწორა, გამეღიმა მის ყურადღებიანობაზე და ხელსახოცით ტუჩებიდან პომადა მოვაცილე. -ძალიან სასაცილო იქნებოდა ასე რომ გასულიყავი, მთელი ამბები დაიწყებოდა იმის გამოსარკვევად ვის ხვდები. -დანი და ბეა მხარს შენ დაგიჭერდნენ. -ღმერთო შენთანაც თქვეს. ამოვიოხრე და შუბლით მკერდზე მივეყრდენი, ხაბემ ჩუმად გაიცინა, თავზე მაკოცა და თმაზე მომეფერა. -გავიდეთ? -ხო. -ტეხავს ამაღამ რომ ვერ დარჩები, მგონი შენს გვერდით ძილს მივეჩვიე. -ძან ნუ გათამამდი შენ თორემ ვიფიქრებ რომ ჩემს მიამრთ გრძნობები გიჩნდება ნოე. -სისულელე.ისედაც მაქვს. -ხო ეგეთი მეც მაქვს. სიცილით ვუთხარი და კარიდან ჩუმად გვაიპარე. რამდენიმე ხანში ხაბეც გამოვიდა. იმ დროისთვის მე უკვე დიმას გვერდით ვიდექი, რომელიც მაყალზე ჯერ ისევ მწვადებს წვავდა და დანის აწვალებდა ძველი სიმთვრალის ამბების გახსენებით. მერე მეც მომდგა. -ეს საერთოდ ვინ ყოფილა, სამი ბოთლი დალია ლამის და ბოლოს ზიგზაგებით დადიოდა. -შემეშვი რა, შენს ნიშნობას აღვნიშნავდი. -მოიცა რა გამოვტოვე? -დიმამ ექვსკურსიაზე თავის შეყვარებულს ხელი თხოვა. -გილოცავ, რა კარგია ძმაო. დანიელმა მხარზე ხელი დაარტყა და გადაეხვია. საბოლოოდ საჭმელი რომ გაამზადეს შიგნით შევედით და ყველა სამზარეულოში გაშლილ მაგიდას მივუსხედით. გვიანობამდე ვსვავდით და სადღეგრძელოებს ვამბობდით. ხაბეიშვილები სუფრის თავსა და ბოლოში ისხდნენ, მე ხაბეს გვერდით ვიჯექი, ჩემს გვერდით დიმა, წინ კი დანი და ბეა. არცერთხელ შეუმჩნევიათ როგორ შეფარულად ვფლირტაობდით ჩვენ ორი. მერე ყველანი რომ შეთვრნენ და სახლებში წასვლა დაიწყეს იქ მხოლოდ ხაბეიშვილები, დანიელი, ნიკოს უახლოესი მეგობარი, ბეა და მე დავრჩით. ბიჭები ტელევიზორთან ისხდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ, მე და ბეა კი ჭორაობა ჭორაობით ვალაგებდით მაგიდას და ჭურჭელს ვრეცხავდით. მერე ბეა დანის ჩაუჯდა კალთაში, მე კი ხაბეს გვერდით დივნის სახელურზე ჩამოვჯექი, მაგრამ რომ მოვეხვიე მხოლოდ მერე აღმოვაჩინე რომ ნიკო იყო. -ღმერთო ვერ ვიტან ასე ძალიან რომ გავხართ. -მოღალატევ, მოდი აქეთ. ძმის გვერდით მჯდომმა ხელზე დამქაჩა და მის კალთაში რომ აღოვჩნდი გაწითლებულმა და გაოცებულმა შევხედე. -გააფრინე შენ ხო. -დაჯდომა ხო გინდოდა? -შენს მუხლებზე ნამდვილად არა. - გაუშვი ნოე უკვე, ზედმეტი არ მოგივიდეს. ბეამ გაამფრთხილებლად დაუქაჩა წარბები. იქ რომ არავინ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ თავს ყველაფრის უფლებას მივცემდი, მაგრამ მისი ძმაც კი გვიყურებდა. ხაბემ წელის გარშემო შემოხვეული ხელები გამიშვა და დანებების ნიშნად ასწია. მეც ფეხზე ავდექი და ბეას გავხედე. ისიც მიხვდა, ადგა და ჩემთან ერთად ეზოში მოსაწევად გამოვიდა. ზამთარი იყო, ჯერ ისევ იანვარი , მაგრამ არ მოუთოვია. მხოლოდ ძალიან ციოდა და ბეას მიერ შიგნიდან გამოყოლებულ პლედებში ვიყავით გახვეულები. -არ ვიცი რა მოუვიდა, გარეკა მგონი. -ბევრი დალია უბრალოდ. მაინც გავამართლე და სიგარეტს გავუკიდე. -ნიკოც კი გააკვირვა ხომ ხედავ. - უბრალოდ მოულოდნელი იყო, მეტი არაფერი ბეა. -მაგრამ მგონია რომ არ გესიამოვნა. -ხაბემ იცის რომ შეხება ერთდროულად ჩემი მხრიდან სიყვარულის გამოხატულებაც არის და თან ვერ ვიტან. ამიტომ როგორც წესი სანამ რამეს იზავს ან სხეულის ენით მანიშნებს რომ ნებართვა მიიღოს ან კითხულობს. ახლა არაფერი იყო და თან ის მომენტი მაქვს პეპელასაც კი მხოლოდ იმიტომ მოვკლავ რომ ფრთა გამკრას. -უჩვეულოა. -ხო ნამდვილად. ცოტა გიჟი ვარ. -ცოტა გიჟი ყველა ვართ. ეგეც კარგი ნაგიჟარია. ის ამბავი იცი სანდრო რომ ტყეში დატოვა? -ღმერთო კი. სიცილი ამივარდა ამ ამბის გახსენებაზე. ზოგადად სანდროს ამბები ყოველთვის ყველაზე სასაცილო იყო ხოლმე. იმ დღესაც ბევრი გვაცინა თავის სიგიჟით თუმცა მალევე წავიდა ვიღაც გოგოს გამო. -ის ირმის ქუდის და საცვლის ამარა შუაღამეს რომ მთვრალი გაუშვეს დანიელმა და ნოემ? -ვაიმე ეგეც ვიცი. სანდროს ყველა ამბავი ვიცი მგონი. ესეც ნაგიჟარია გეთანხმები. მაგრამ ისე ძალიან მიყვარს ხომ ხედავ ვერაფერზე ვუბრაზდები. -ვხედავ. შეხება რატომ არ მოგწონს? -ბავშვობის ტრავმები მაქვს. -და ფსიქოლოგი? -ვმუშაობთ მაგაზე. ჯერ ჯერობით სხვა რამეებს ვანიჭებთ უპირატესობას მალე რომ გამიქროს. -ყველაფერი კარგად იქნება, შენ არ იდარდო. რომ წავალთ მე და დანი წამო შენც, გაგიყოლებთ,მაინც მანქანით ვართ. -ტაქსს გამოვიძახებ არ მინდა ჩაგეჭრათ. -ნუ გეშინია არ შეგვაწუხებ, თან შენი იდეები და სამყაროს აღქმის შენეული ხედვაც მომწონს. ამის თქმის მერე ხაბე გამოვიდა, ბეას რომ შეხედა გოგომ თავი დაუქნია, ოდნავ გაუღიმა , პლედი სკამზე დატოვა და შიგნით შებრუნდა. ნოე მის ადგილზე დაჯდა. -მაპატიე. ვირივით მოვიქეცი. -არაუშავს, ნასვამი ხარ. -არა ძალიანაც უშავს ევა. ორივე ერთად შევთანხმდით რომ ჩვენზე არავის უნდა გაეგო იმიტომ რომ გააბუქებდნენ და როცა ამ ყველაფერს მოვრჩებოდით დრამებს დადგავდნენ, ახლა კი მე ვიქცევი ისე რომ სხვები ალბათ ცოტახანში შემჩნევას დაიწყებენ. ვხვდებოდი რომ ამ ყველაფერს გულწრფელად მეუბნებოდა. მართალიც იყო. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე, კოლოფში ბოლოს და მას გავხედე. -ვერ გავიაზრე რომ დანი და დანარჩენებიც მათშორის ჩემი ძმაც იქ იყო. ვერც ის გავიხსენე როგორ გეზიზღება როცა დაუგეგმავად გეხებიან, ვიცი რომ ჯერ გამოხედვით ან რამით უნდა მიმენიშნებინა. მოკლედ მაპატიე და გპირდები ასეთი რამ აღარ განმეორდება. ჩემსკენ მობრუნდა და ხელებზე დამხედა, გავუღმე. უკვე იცოდა რომ შეეძლო შემხებოდა. ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. მუდამ ისე არ იყო რომ არ შეეძლო შემხებოდა, მაგრამ მაშინ როცა ირგვლივ ხალხი ტრიალებდა, როცა ნასვამი ვიყავი ყვეალფერი იცვლებოდა. ეს იცოდა და მაშინ ამისთვის ბოდიშიც მომიხადა. ამას ვაფასებდი, დღემდე ვაფასებ. ყოველთვის შეეძლო საკუთარი მინაქარი ეღიარებინა და გამოესწორებინა. -ნიკო თავის შეყვარებულთან აპირებს გასვლას და ხომ არ დარჩებოდი? -და ჩემს ძმას რა ვუთხრა? მე დავურეკავ და ვეტყვი რომ ჩაგეძინა შენი გაღვიძება არ მინდა და აქ დარჩები. -კარგი, მაგრამ ბეამ ჩვენ გაგიყავნთო. -მეჩვენება თუ ჩემგან გარბიხარ? -არ ვიცი. -მიდი მაშინ მოიფიქრე რა გინდა და ისე ვქნათ. -სულ იმას რატომ ამბობ რომ მე გადავწყვიტო? ერთხელ ჩემს მაგივრადაც შენ თქვი რა ვქნათ. შენ რა გინდა? თავი ავწიე და თვალებში ცავხედე, მისი თვალები ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ რაც კი ოდესმე მენახა, უსსა და მზეზე უფრო ნათელნი. -მე მინდა რომ დარჩე- ეს რომ თქვა ჟრუანტელმა დამიარა და გამეღიმა-მაგრამ არაფერს გაძალებ ევა. რატომ უნდა გაძალებდე საერთოდ რამეს? თუ ის გაინტერესებს მე რა მინდა, მე მინდა რომ აქ დარჩე და ჩვენი ბოლო დროს შექმნილი რუტინა არ დაარღვიო. -რომელი რუტინა? შენთან რომ ვიძინებ და ვიღვიძებ? -ხო ეგ. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და მისი ტუჩები ცხვირზე წამით მომეკრა, მერე სახეზე მიმეფერა და სანამ ვინმე დაგვინახავდა პაწაწინა კოცნის დატოვებაც მოასწრო ჩემს ტუჩებზე. -არანორმალური ხარ. -ხომ გახსოვს ზღვაზე ორივე შევთანხმდით რომ ვინმესთან ურთიერთობის დამალვას თავის წარმოუდგენლად მაგარი ხიბლი აქვს. -მახსოვს. კარგად მახსოვს ნოე. -ანუ დარჩები? -დავრჩები. კიდევ ხუთ წუთს ვისხედით იმ სკამებში, მერე სახლში შევედით. ნიკო უკვე წასული დაგვხვდა ისე როგორც დიმა , ბეა და დანიც მიდიოდნენ და ხაბემ თავი გაიგიჟა მე გავიყვან სახლშიო. საბოლოოდ აღარც დანიელს ეყო ნერვები მასთან კამათის და აღარც ბეას, მაგრამ გოგომ გასვლამდე გადამკოცნა და თან დააყოლა რამეს თუ მიქარავს შენთან ერთად ვცემ გპირდებიო. გამეცინა და დავპირდი აუცილებლად ვეტყოდი. მერე ისინი წავიდნენ ხაბემ ნიკას დაურეკა და როგორც ყოველთვის მის საწოლში დავასრულე. .................................. -ხუთ წუთში გამოვალ -ვიცი მე შენი ხუთი წუთი, ნუ გამყინავ ახლა აქ და ამომალპობ, იცი როგორ ძალიან წვიმს? რუსთაველის მეტროს წინ წვიმაში ვიდექი, სქელი ქურთუკი მეცვა და თავზე შარფი მქონდა წამოფარებული. ლენა კი აღარ მოვიდა. უკვე საკმარისად დავიღალე არა და ფეხით უნდა ავსულიყავიტ მელიქიშვილზე რადგან ახლად აღმოჩენილ საკანცელარიო მაღაზიაში მივდიოდით, ლენას საღებავები და ტილოები უნდოდა, მე ახალი კალმები წიგნაკები და მარკერები. ამას გარდა studiovision-შიც უნდა გაგვევლო რომ ფოტოაპარატისთვის ფირები მეყიდა. საუკუნე იყო გასული მას შემდეგ რაც გამოვიყენე და კიდევ უფრო მეტი რაც ფირები გავამჟღავნე. მაშინაც დედაჩემის მიერ 90-იან წლებში გადაღებული ფოტოები ამოვბეწდე. მერე ორი ფირი დავასრულე, თუმცა არ მიმიტანია რომ დამებეწდა ან დამესკანირებინა, ამას მესამეს დაცლის შემდეგ ვაპირებდი. იმხნად პროექტი მქონდა წამოწყებული, შენობებს ვიღებდი რამდენიმე წელში ერთხელ , რომ მენახა არქიტექტურა როგორ შეიცვლებოდა. სამწუხაროა, ახლა ამას რომ ვეღარ ვაკეთებ, რადგან წლებია თბილისის ქუჩებში აღარ მივლია და ვეღარც ვერასდროს გავივლი. ლენა ზარიდან 15 წუთში მოვიდა, ეს კიდევ ცოტა იყო იმასთან შედარებით , როგორც აგვიანებდა ხოლმე. ჩემგან განსხვავებით ჯერ ისევ მშრალი იყო. გადამეხვია და ლოყაზე მაკოცა. -სულ გალუმპულხრ. -მადლობა მე ვერ შევნიშნე. -წავიდეთ. -ხო თორე სამეცადინო მაქვს ხავლისთვის ტონა ნახევარი. თვალები ავატრიალე და მელიქიშვილს ავუყევით. ლენა უნივერსიტეტზე და მის საბაკალავრო ნაშრომზე მიყვებოდა. ბევრი ვერაფერი გავიგე , რადგან სრულიად ვერ ვერკვეოდი პოლიტიკაში, მაგრამ მაინც ინტერესით ვუსმენდი. -მე ჩემებს ველაპარაკე და შეიძლება სწავლის დამთავრების მერე გერმანიაში წავიდე მაგისტრატურისთვის. ყველაზე კარგი ვარიანტია რაც ვნახე. შვეიცარიაში ვერ ვიცხოვრებ, იტალია არ მინდა, მიყვარს მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ დასასვენებლად ჩავალ ასე რომ გერმანიაზე შევჯერდი. -ხომ დაბრუნდები? -ალბათ, ჯერ არაფერი ვიცი ლენა, შეიძლება არც წავიდე. ეს მხოლოდ იდეაა. -მაგრამ საბუთები უკვე უნდა გაამზადო. -ვიცი. სევდიანად შევხედე, რადგან თუ იქ წასვლას გადავწყვეტდი ვიცოდი რომ უკან მთელს ჩემს ცხოვრებას დავტოვებდი და ეს ძალიან დიდ სტრესს მომინატდა. იმაზე მეტს ვიდრე ბავშვობის გახსენებაა და ძალადობა. ამ ყველაფერს შეიძლება ნერვიულობისგან თან გადავყოლოდი, მაგრამ ვიცოდი რომ მიღირდა. იმ ხანად ორი რამ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი სწავლა და ხაბე. -გამიხარდება თუ წასვლას გადაწყვეტ და ამ ქვეყანას მოშორდები. -მადგებ ხო? -არა შენთვის უკეთესი მომავალი მინდა. მეც შეიძლება წავიდე , მაგრამ მე თუ წავალ უკან აღარასდროს დავბრუნდები. -ისეთი გრძნობა რატომ მაქვს რომ ვიშლებით, რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე იყო? -იმიტომ რომ არაფერი იქნება ისე როგორც ადრე იყო. მივხვდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამბობდა. ალბათ იმის რაც მე მასზე ბევრად ადრე ვიცოდუ, ის რომელიც ტატოსა და ეკას ეხებოდათ. მარტის იმ ცივ დღეს საკანცელარიო მაღაზიისა მოვლისა და ფირების ყიდვის შემდეგ შემთხვევით გადამწყდარ კაფეში დავსხედით და სწორედ მაშინ დაიწყო ლენამ მოყოლა. -მთელი შემოდგომა და ზამთარი იმის ფიქრში გავატარე რა ხდებოდა ჩემს თავს და ვერ ვხვდებოდი. ახლა ვიცი და ძალიან უცნაურია, იმტორმ რომ არ ველოდი ასეთ რამეს თუ აღმოვაჩენდი. -რამე მოხდა ლენ? -კი , ძალიან ცუდი რამ. -რა? -მივხვდი რომ ტატო მიყვარს? -რადგან საშველი დააყენე და მოტვინე. გავუცინე, მაგრამ საქმე სასაცილოდ სულაც არ იყო. ტატო ხომ ჩვენი ბავშვობის დროინდელი მეგობარი იყო, ეკა კი ლენას მეგობარი პირველუვე კურსის პირველივე დღიდან. ეს ჩვენს პატარა სამეგობროში მთელს აურზაურს გამოიწვევდა და მაშინ მივხვდი ლენას აქედან წასვლა ასე ძალიან რატომ უნდოდა. თუ დარჩებოდა ყველაფერს გაართულებდა, ისიც იცოდა თუ დაბრუნდებოდა ტატოს მიმართ გრძნობები, რომელსაც ან გადალახავდა და ან ვერ, განუახლდებოდა. -ეს კარგი არ არის. არ ვიცი როგორ დამემართა მსგავსი რამ. რა მომენტში დავიწყე მისი სიყვარული ან როგორ ვერ მივხვდი. - მგონია რომ ტატო სულ გიყვარდა, უბრალოდ ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ასეთი რამის შემჩნევა შენს მეგობრებზე ძალიან რთულია. მესმის რასაც გრძნობ, ხომ იცი რომ მესმის ლენა? -ვიცი, უბრალოდ რა გავაკეთო? - სხვა სიტუაცია რომ იყოს გეტყოდი დაელაპარაკე თქო, მაგრამ ახლა ეგ რომ ქნა არც ტატო გაპატიებს და არც ეკა. -ვიცი. თვალები აუცრემლიანდა, მე კი მის გვერდით გადავჯექი და გულში ჩავიკარი. დიდხანს ვისხედით იმ კაფეში და ლენას ვამშვიდებდი. ძალიან რთული და ჩახლართული სიტუაცია იყო. ჩემზე უკეთ ვინ გაიგებდა იმ ტკივილს ცალმხრივ სიყვარულს რომ თან მოჰქონდა. მე ხომ ამდენი ადამიანი გამოვაირე და არცერთი იყო ისეთი ვინც საპასუხოდ შემიყავრებდა, სებეს გარდა. მხოლოდ სებემ შეძლო შევეყვარებინე, თუმცა ღალატი მაინც მოახერხა. ცხრა იქნებოდა ლენას ტაქსი რომ გამოვუძახე და სახლში გავუშვი, თან დვაუბარე მოეწერა, როგორცკი მივიდოდა. მერე მე ავლაბარში ფეხით გავედი. სახლში რომ შევედი ნიკა და მისი მეგობრები დამხვდნენ, ძმამ გამომკითხა სად ვიყავი და როგორ გავერთე. ოთახში მხოლოდ შენაძენის დასადებად შევედი და მერე ისევ მათ ჩამოვუჯექი. მის მეგობრებთან დიდად ახლოს არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცოდი რამე რომ დამჭირვებოდა ყველა გვერდში დამიდგებოდა, მე ხომ ნიკას ერთადერთი და ვიყავი, თანაც პატარა. .................. მარტი იწურებოდა და მეც ხაბესთან უფრო და უფრო ხშირად ვრჩებოდი, ნიკას ხან იმას ვეუბნებოდი იატასთან ვრჩები მეთქი , ხან იმას ეკას ტატოსა და ლენასთან ერთად ბელოტი ან რომელიმე სამაგიდო თამაში უნდა ვითამაშო თქო. დილას სამსახურში მივდიოდი, ან უნივერსიტეტში, გააჩნდა კვირის რომელი დღე იყო. სახლში ალბათ კვირაში სამ დღეს ვატარებდი. მერე ნიკამ რომ დაეჭვება დაიწყო და კითხვები ვინმეს ხომ არ ვხვდებოდი ნელ-ნელა ხაბესთან ღამის გათევა შევამცირე. მარტის მიწურულს მახსოვს მართლა ეკასა და ტატოსთან ვიყავით გასულები. ფანჯრიდან სახურავზე გასასვლელი ჰქონდა, სადაც მოსაწევად გადავდიოდით. სანამ ბავშვები ქვემოთ სასმელს აზავებდნენ და სასუსნავებს ჯამებში ყრიდნენ მე და ხაბე სახურავზე ვიყავით გაწოლილები და ცას ვუყურებდით. მხოლოდ დიდი დათვის თანავარსკვლავედი და მთვარე ჩანდა, ისიც სანახევროდ სავსე და ძლივს ანათებდა. მოულოდნელად მკითხა. -როდის დაიწყე? -რა? -იცი რაც? -მართლა ვერ მივხვდი. მისი ხელი ფეხზე შემეხო და გამაჟრჟოლა. მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. თვალებზე წამით ბინდი გადამეკრა და ბავშვობის ორიკინკილა მოგონებიდან ყველაზე ბნელები მომაგონდა. -თოთხემტის ვიყავი. -ძალიან პატარაა მსგავსი რამისთვის. -ვიცი, გგონია არ ვიცი? უბრალოდ ცუდი პერიოდი იყო, საშინელი. მშობლებთან და ნიკასთან გამუდმებით ვჩხუბობდი, ისინი ერთმანეთში და სწორედ მაშინ დამეწყო პანიკური და შფოთვის შეტევები. კარადაში ვიკეტებოდი, არა და სიბნელის მეშინია, ხომ იცი. სკოლაში დღე ისე არ გავიდოდა ჩემ კლასელებს რამეზე არ დაეცინათ, საკუჭნაოში არ ჩავეკეტე, თმა არ მოექაჩათ ისე რომ სკალპი ამხდოდა, ან ჩანთაში რამე საზიზღრობა არ ჩაეტენათ. არ მახსოვს ეგ იდეა როგორ გამიჩნდა, მაგრამ პირველად რომ დანა დავისვი მივხვდი ეს მშველოდა, ყველა ემოცია მიქრებოდა, მაგრამ სხეულით ტკივილს ვერ ვგრძნობდი. თავიდან ხელზე იყო, მერე ირმამ რომ შეამჩნია უკვე დამალვა დავიწყე. -არ ვიცი რა უნდა გითხრა. -არაფრის თქმა არ არის ნოე საჭირო. -არის ევა, არის. იმიტომ რომ მინდა დაგეხმარო. -მეხმარები, ჯერ ახალი აღარ მაქვს არა? თავი მისკენ მივატრიალე, უკვე მიყურებდა, გავუღიმე. -და მაინც ვინმე უნდა დაგხმარებოდა, ამას სულ ამრტო არ უნდა გამკლავებოდი. -ამ სამყაროში მხოლოდ შენი თავის დაყრდნობა შეგიძლია. მე ჩემი თავის გარდა ვერავინ გადამარჩენს. -მინდა რომ მე გადაგარჩინო. -ჰეროიზმით შეპყრობილი იდიოტი ხარ. -იყოს ეგრე. -შენ მითხარი, რამე მსგავსი სიგიჟე მითხარი შენზე. -იმაზე მეტი ვიდრე მოტოციკლის იმის იმედად ტარება რომ რამეს შევასკდები? -მაგის გამო უკვე მოგხვდა, ნუ მაიძულებ მეორედაც ვქნა. -ხმა არ გაქ ამოსაღები, იგივეს აკეთებ. -მაგრამ მხოლოდ ჩემს თავს ვვნებ. -ერთ დღესაც ევა, მიხვდები რომ შენს ირგვლივ მყოფებისთვის, ჩემთვის, შენი მეგობრებისა და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ხარ და მათ ძალიან ატკენ რამე რომ მოგივიდეს. -მაგრამ მე აღარაფერს ვიგრძნობ. -ეგოისტი ხარ. -ვიცი რომ ვარ. მაგრამ მაინც გიყვარვარ ხო? -რა თქმა უნდა. მაგას ასე უბრალოდ ვერ გააქრობ. მოდი. ხელი შემომხვია და მეც მის მკერდზე მშვიდად ჩამოვდე თავი. არც მეგობრები მახსოვდა და არც სხვა რამ. ხაბე რომ ჩემს გვერდით იყო და ჩემს დასაცავად შეიძლება ტყვიასაც გადადგომოდა მშვენივრად ვიცოდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მასთან მსგავსი „უაზრო „ დიალოგები მიყვარდა. ისიც როგორ ვცვლიდით ჩვენს სამაყროს შესახებ წარმოდგენებს. ბავშვებმა დაგვიძახეს და სახლში შევედით. ლენა დაძაბული იყო, იმის გამო რაზეც რამდენიმე კვირით ადრე ვისაუბრეთ, ჯერ ისვე ვერ გადაეწყვიტა რა უნდა ექნა. ეკასა და ტატოსთვის თავი აერიდებინა , თუ არაფერი შეემჩნია. ორივე შემთხვევაში თავს ცუდად იგრძნობდა. მის გვერდით დავჯექი რომ შედარებით მეტი კომფორტი შემექნა მისთვის. ლენამ გამომხედა და გამიღიმა. მერე ტატომ და ეკამ საუბარი ფიზიკაზე დაიწყეს, რაშიც ჩემს გარდა ყველა ჩაერთო. მე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიოლოგიას თუ მეტ-ნაკლებად არ ჩავთვლით, ცა და დედამიწასავით ვიყავით. ხაბემ ფრთები გაშალა და ათას თეორიას მოჰყვა, რომელიც 4 წლის კი არა 4 წუთის მერეც კი არ მახსოვდა. ეკა ყველაზე თამამად საუბრობდა, რადგან ფიზიკაზე სწავლობდა და მასზე გიჟდებოდა. მერე ლენა წავიდა, ხაბემ თვალი გააყოლა მიმავალს და ცოტახანში ინსტაგრამზე მესიჯიც მივიღე. „ხო კარგად არის?“ „რომ წავალთ გზაში მოგიყვები.“ „ჩემთან რჩები?“ „თუ გინდა სახლში წავალ არ არის პრობლემა.“ „არა გადავამოწმე უბრალოდ.“ -მგონი ვიღაც ყავს არა? -ლენას? გაოცებით ვუპასუხე ტატოს. ისე მინდოდა სიბრმავის გამო იმ მომენტში მისი მოკვლა. ბიჭმა თავი დამიქნია, მე მხრები ავიჩეჩე და არ ვიცი ამაზე არაფერი უთქვამს-მეთქი. -უცნაურად იქცევა ბოლო დროა. -არ შემინიშნავს. თემის შეცვლა მინდოდა, ამიტომ ხაბეს დიმაზე გავუბი საუბარი. -დიმა და ელენე როდის ქორწინდებიან ხო არ გაგიგია? -ამ აგვისტოს წესით. -იმედია ქორწილში ვიქნებით. -რა თქმა უნდა ვიქნებით, მე მეჯვარე ვარ წესით. -მე ალბათ თამადად დამსვას. სიცილით ვუთხარი. -არ გამოვრიცხავდი ისეთები გიტარებია სამშვილდეში. -ხოო. გავერთეთ სამაგიეროდ.. ამის მერე დიდად არაფერი მახსოვს, გარდა იმისა რომ საკმაოდ შემთვრალები ვიყავით. დინამიკში მუსიკა გვქონდა ჩართული , ეკა და ტატო ვიდეოებს იღებდნენ, ხაბე ს ჩემს ბარძაყებზე ხელი ჰქონდა სემოხვეული, მე ხელებით მხარზე ვეყრდნობოდი და მაბზრიალებდა. ლამის ცუდად გავხდი, მაგრამ გიჟებივით ვიცინოდით. ვიცეკვეთ კიდეც, ძალიან დაუდევრად, რადგან ცეკვა არც მან იცოდა და არც მე. ჩემს ხელს , რომელიც თავისაში ჰქონდა მოქცეული დაუდევრად დააქანავებდა აქეთ-იქით. მე ფეხებზე ვუყურებდი, მაგრამ მაინც ვაბიჯებდი. მერე ეკას და ტატოს მეზობელი შემოგვივარდა ამ შუაღამისას თანაც კვირა დღეს ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკები უბრალოდ უპატივცემულობააო. მაგრად გვეჩხუბა, მე და ეკას ლამის ბოზები გვეძახა , რადგან მე ხაბეს ვეხუტებოდი ეკა კი ტატოს კალთაში ეჯდა . პირველი იქნებოდა ხაბესთან ტაქსით რომ გავედით. ლიფტში შესულებიც არ ვიყავით კისერზე ცალი ხელი რომ შემოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე. ისევ შევძელი მთელი გონების გათიშვა , თვალების დახუჭვა და მთლიანად შეგრძნებებში ჩაძირვა. ხაბეს ხელები წელზე რომ მეხებოდნენ მეგონა ჭიანჭველები დამცოცავდნენ. მისი შეხებით მკერდი და საჯდომი მეწვოდა და ვერ ვჩერდებოდი. სახლში რომ შევაღწიეთ უკვე სუნთქვაარეულები და ზედმეტად აღგზნებულები ვიყავით მხოლოდ ძილისთვის. ჩემი ტილოს შარვალი იატაკზე აღმოჩნდა, ტატოს შავ მაისურთან ერთად. მე კი სამზარეულოს დახლზე. ნოე ჩემთან შედარებით იმდენად დიდი იყო , რომ ყველანაირად მიჭირდა მისი ჩახუტება. ამაზე მაშინ გამეცინა. -ძალიან ძალიან დიდი ხარ ჩემთვის. -ამის დროა ახლა? დამტუქსა და ჩემი კოცნა გააგრძელა. არ ვაცადე, კისერში რამდენიმე სილურჯე დავუტოვე იმდენად ფეხებზე მეკიდა სიფრთხილე, არც ნოემ დამაკლო და ლამის ყველა კბილი ზედ მემჩნეოდა. ვერ ავხსნი მის მკლავებსი ყოფნის დროს როგორ პატარავდებოდა მთელი სამყარო და ერთ მინის სათამაშო ბურთში ეტეოდა. მის სხეულქვეშ, მის მკლავებში გამომწყვდეული მე ჩემი საუკეთესო ვერსია ვიყავი. ყველაზე თავისუფალი რამ რაც კი ოდესმე შემეძლო წარმომედგინა. ყველაფრის უფლებას ვაძლევდი თავს და ძველი ევას თვალში ღმერთად ვიქცეოდი. ნოეს კოცნა სიცოცხლესა და თავისუფლებას მჩუქნიდა. მისი ხელები ციხიდან მიხსნიდნენ და მისი სახე, როცა მკოცნიდა მაჯერებდა რომ მე ევა, სასურველი ვიყავი. მას ვუნდოდი, ვჭირდებოდი და მხოლოდ ჩემს სიტყვაზე იყო დამოკიდებული აისრულებდა თუ არა ამ სურვილს. მის უზარმაზარ, სამყაროსავით თბილ ხელებში სხვანაირი ვიყავი, უფრო მეტად ჩემი თავი, ვიდრე ხალხის წარმოდგენები. შემეძლო ყველას იდეა ჩემს შესახებ ჯანდაბაში მომესროლა და ნოესთვის ჩემი ნამდვილი თავი გამეცნო. დაუოკებელი, სურვილებითა და სიცოცხლით სავსე. საკუთარი აზრით და ემოციებით. არ ვიცი რა უფრო მეტად მომწონდა ნოეს გვერდით ჩემი თავი თუ ნოეს იდეა. იდეა რომ გვერდით ვიღაც ისეთი მყავდა ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვიყავი, ვინც ჩემი მეგობარი იყო დღის შუქზე და საყავრელი მთვარით განათებულ ოთახში. ......................................... ჩემ დაბადებისდღემდე რამდენიმე კვირით ადრე იატას და ლენას ერთად შევხვდი, იატას სახლთან ახლოს პარკში ვისხედით გოგომ უკვე წამოზრდილი თმა რომ გადამიწია და გაოცებული მომაჩერდა. -ეს რა არის? -რა? ჩანთიდან სარკე ამოიღო და გამომიწოდა. გულში ხაბეიშვილი კარგად გამოვლანძღე ამხელა და ასეთი შესამჩნევი სილურჯე რომ დამიტოვა წინა ღამიდან. - თმა დავიხვიე წინა დღეს და დავიწვი. -მოატყუე ბებიაშენი. ლენამ გაბრაზებულმა მითხრა და ისე მომაჩერდა. -ვის გვიმალავ? -კარგი რა.. -ევა ტყუილად ბოდავ რაღაცეებს ყველა ვხვდებით რომ კოცნისგან დაგრჩა, ჰა დაფრქვი უკვე. -არაფერია. -ვინმეს ხვდები? ეს უკვე იატა იყო. -მთლად არა. -ახსენი. -უბრალოდ ხანდახან ვხვდებით და სექსი გვაქვს მეტი არაფერი და არც თქმა მინდა, შემეშვით რა. -მაინც გავარკვევ ნუ ღელავ შენ. იატა დამემუქრა და ბევრსაც ეცადა გამოვეტეხე ,თუმცა ამაოდ. ლენა იმაზე წუწუნებდა ხაბესთან რომ არ ვიყავი და ამ დროს ვიღაც იდიოტს ვხვდებოდი თანაც სერიოზულადაც კი არ ვუყურებდი. როგორც სხვა დროს, მაშინაც გულში მეცინებოდა, იმიტომ რომ სწორედ ხაბე იყო იმ სულურჯის შემოქმედი. მაინც მოახერხა რომ მეგობრებს დაენახათ. მოსაკლავი იყო. საბედნიეროთ თუ სამწუხაროდ იატამ მთელი გამოძიებები ატარა, მაგრამ ვერაფერი გამოარკვია ერთი თვის მერეც კი. -მე თორნიკეს დავშორდი. -რადგან მოიფიქრე. თვალები ავატრიალე და ისე ვუთხარი. -მართალია, ძლივს მოიფიქრე მაგის გაკეთება. ნეტა ვიცოდე საერთოდ რატომ იყავით ერთად?! ლენამ მაინც ვერ მოითმინა. -არ ვიცი. -არ იცის გოგომ! ბიჭი არის ყველაზე ჩამოუყალიბებელი ადამიანი ამ სამყაროში, თვითონ არ უნდოდა დაშორება წინა ზაფხულს? „ არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის“_სასაცილო ხმით გააჯავრა იატას ყოფილს_ ისიც მე ვიყავი მერე ერთ კვირაში რომ შემოგირიგე? შენც კაი თხა ხარ რომ შეურიგდი , იმის მერე მითუმეტეს თავის ყოფილს რომ შენს ზურგსუკან ხვდებოდა , ან არ ვიცი კიდე რამდენი რამის მერე. ტოქსიკურობის პიკი იყო. -მე სიტყვებიც არ მაქვს მაგის აღსაწერად. ხელები მაღლა ავწიე . იატას ხმა არ ამოუღია, რადგან ჩვენზე უკეთ იცოდა როგორი რთული იყო მასთან ურთიერთობა. როგორ არ მესმოდა მისი ან არ მეცოდებოდა იმის გამო რაც ბიჭმა გამოატარა, მაგრამ მისთვის მხოლოდ უკეთესი მინდოდა. სანამ ლენა იატას ლანძღავდა ხაბეს მივწერე. „ შემომაკვდები გეფიცები, იატამ და ლენამ შენი შემოქმედება ნახეს და ჰგონიათ რომ ვინემს ვხვდები.“ „ეგრე ძალიან დაგემჩნა?“ ზუსტად 7 წუთის მერე დამიბრუნა პასუხი. ამაზე ბევრი არ გვისაუბრია, რადგან ხაბეს საკუტარი მინაქარის აღიარება არ ესირცხვილებოდა. მხოლოდ ის მითხრა ვწუხვარო და დავასრულეთ. ჩემს დაბადებისდღეზე არაფერი მიქნია. მთელი დღე სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი, უკანასკნელი შუალედური გამოცდები მქონდა, რომლის მაქსიმალურ ქულებზე დაწერაც მინდოდა. მილოცვებისთვისაც არ მიპასუხია შემდეგ დღემდე და არც მეგობრებისა თუ ხაბეს ზარებისთვის. ალბათ 10 საათი იქნებოდა კარზე გაბმული კაკუნი რომ გაისმა და ნიკამ დამიძახა კარი გააღეო. ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე, ჯერ ისევ დათვებიანი პიჟამა მეცვა და ჩუსტებშიც დაუდევრად მქონდა ფეხები წადგმული. არ გამიხედავს ისე გამოვაღე კარი და ხელში ხაბე, ტორტით ხელში, ეკა, ტატო, იატა და ლენა შემრჩნენ. -აქ რა გინდათ? -დაბადებისდღეს გილოცავთ. -ოცდაცხრაა? -ღმერთო შენ გადმოგვხედე. კი ევა ოცდაცხრაა. შენი დაბადებისდღე როგორ დაგავიწყდა. -გამოცდა მაქ ზეგ. შემოდით. გვერდით გავიწიე რომ შემომეშვა. ჰოლში რომ შემოვიდნენ ხაბემ ხელში ტორტი შეათამაშა, რომელზეც სანთლები უკვე აენთოთ. -დაიწვება და სურვილის ახდენის შანს ხელიდან გაუშვებ. მაშინ ვერ მივხვდი, ახლა ვხვდები რომ მხოლოდ სანთლებს არ გულისხმობდა. იმიტომ არა, რომ ძალიან ღრმა ფრაზა იყო, არა ამიტომ არა. მისი გამოხედვა და ხმის ტემბრი სხვანაირი იყო, უფრო რბილი ,თითქოს სევდანარევიც კი. საინტერესოა ,როგორ იცვლება ყველაფერი, როცა წლების შემდეგ თავს მიაბრუნებ და ახალი გამოცდილებებიტა და ცოდნით სავსე შეხედავ. მეც ეგ დამემართა, როცა ამ ამბავს დასაწერად ვიხსენებდი, ახლა ყვეალფერს სხვა თვალით ვუყურებ, ბათუმიდან დაწყებული შემდეგი ზაფხულით დასრულებული. გამეცინა, თვალები დავხუჭე,ხელები შევატყუპე და გონებაში ყველაზე სანუკვარი სურვილი მოვძებნე. ნიკა მისაღებიდან გამოსულიყო და ვიდეოს გვიღებდა. „ ბედნიერი ვიქნები, თუმდაც კიდევ ცოტახნით“ სანთლები რომ ჩავაქრე ბავშვებმა ისევ მომილოცეს. ჩემი წიგნები დავივიწყე და სამზარეულოში დავსხედით. ნიკაც შემოგვიერთდა. ჩემმა ძმამ სასმელი თავად გამოგვიტანა, თუმცა მერე ხელიდან მგლეჯდა და ხუმრობით გვიჯავრდებოდა მე და ხაბეს, რომლებიც გვერდიგვერდ ვისხედით, თუმცა მე მისგან ზურგით და მის მკერდს აკრული. ხაბე ხელს კისერზე მხვევდა და ჩემს მსგავსად უარყოფდა იმას რომ ჩვენს შორის რამე იყო. ეჭვები მუდამ აწუხებდათ ჩემს მეგობრებს, მუდამ უნდოდათ ხაბე და მე ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ სიმართლე მაინც არავინ იცოდა. ჩემი ძმა ვითომ გაბრაზებული ეუბნებოდა ხაბეიშვილს. -ქორწილამდე ხელის გადახვევა არ შეიძლება ქალისთვის. -შენც ამათ მხარეს გადახვედი? -მე არავის მხარეს ვარ. მაგრამ ეგრე თუ გააგრძელებთ სამართლიანად იფიქრებენ თქვენი მეგობრები რომ ერთმანეთი მოგწონთ. -რას მიწუნებ? -რა უნდა დაგიწუნო ნოე. გემოვნების გარდა, ეს როგორ უნდა მოგეწონოს. -ახლა მოგხვდება ნიკა. ხაბეს ხელისგან თავი დავიხსენი და ძმას თავი ტორტიან თეფშში ჩავაყოფინე. ნიკა გაავებული დამსდევდა კრემით მოთხვრილი ხელით, ბოლოს მაინც დამიჭირა და მთელი სახე და თმა ამოსვრილი მქონდა. -ეგრე მოგიხდება პატარა ქალბატონო! ნეტავ ახლაც 23ის ვხდებოდე. მალე 27 წელი შემისრულდება... ისე მინდა იმ დღესა და დროში დაბრუნება. იმდენ რამეს შევცვლიდი, მთელ მომავალს თავდაყირა დავაყენებდი და გავაპარტახებდი. დრო რომ გადის ნელ-ნელა იაზრებ რა არის მართლა მნიშვნელოვანი და რა უბრალო გართობა.23 წლის ასაკში სამყაროს ისე ვუყურებდი თითქოს ჩემი მონა ყოფილიყოს. მე ჩემი ცხოვრების ღმერთი ვიყავი, თავდახრილი, მლოცველების მორჩილი , მაგრამ მაინც ღმერთი. არ მიფიქრია რომ შემეძლო დედაჩემისა და ჩემი ძმის აზრები გამეფილტრა და ისე არ მოვქცეულიყავი, როგორც მათ სურდათ. ვიბრძოდი ხოლმე, გაუაზრებლად, მაგრამ ბოლოს ყვეალფერი მათი ხედვით მოწყობილი მომავლის შესაბამისად ხდებოდა. ჩემს დაბადებისდღეზე ხაბესაც ეგ ვუთხარი. ნიკამ ტორტით რომ მომთხუპნა საძინებელში გავედი ტანსაცმლის ჩასაცმელად, მალევე ხაბემ მომიკაკუნა, ბავშვებისთვის უთქვამს სააბაზანოში გავდივარო, მაგრამ ჩემთან შემოვიდა. ჯერ ისევ არ მქონდა მაისურის ჩაცმა დასრულებული, მხოლოდ ხელები მქოდნა მკლავებში გაყრილი კარი რომ შემოაღ და წამით გაშეშდა. მალევე მიხურა და ზედ აეკრო. -ლამაზი ხედია. -იდიოტი ხარ. ნიკამ რომ გამოგვიჭიროს ორივეს მოგვკლავს. -ხომ გაიგე სიძედ მოვწონვარ. -გცემ უკვე. დედაშენსაც მოვწონვარ მასე, მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ ვმეგობრობთ. -ხო ვმეგობრობთ. თვალი არ მოუშორებია ჩემთვის ისე მითხრა და ნაძალადევად გამიღიმა.ა -გავიდეთ თორე მართლა მოგვკლავს ნიკა. -ვის ადარდებს შენი ძმა. მოდი. მასთან საკამოდ ახლოს ვიდექი და ხელები წელზე შემომხვია უფრო ახლოს რომ მივეჩოჩებინე. მერე მარცხენა ხელი ზურგზე ამისრიალა და თმაში შემიცურა. ხელებით მხრებზე ვეყრდნობოდი. ძალიან სწრაფი, ვნებისგან დაცლილი და თბილი კოცნა იყო. რომ მომშორდა შუბლი შუბლზე მომადო. თვალები ორივეს დახუჭული გვქონდა და ერთმანეთის ნასუნთქ ჰაერს ვისრუტავდით. -რა ჩაიფიქრე? -თუ გეტყვი აღარ ამიხდება. -მე გავიგებ? -ყველა გავიგებთ თუ ამიხდება. მაგრამ მხოლოდ თუ. არ გინდა მოვწიოთ? -მინდა. -სიგარეტი გაქვს? -შენ არა? -ცოტა არ იყოს ნიკას ვუმალავ. სიცილით ვუთხარი და შუბლით მის მხარს მივეყრდენი, ხაბესაც გაეცინა. ოთახი გადავკვეთეთ და ჩემი საძინებლის ფანჯარა გამოვაღეთ. ხაბე პირველი შემოჯდა და ფეხები გარეთ გადააწყო, მერე ჩემსკენ მობრუნდა და ხელი გამომიწოდა. მეც ზედ ავბობღდი, ოღონდ ხაბესგან განსხვავებით შიგნით დავრჩი. ცალი ფეხი კედელს ედებოდა ქანაობისას, მეორე ფანჯრის რაფაზე მქონდა აკეცილი. სიგარეტი მომაწოდა და თავის ანთებული ღერიდან მომიკიდა. იმ მომენტში მივხვდი რომ უკვე დრო იყო მაგისტრატურის გეგმებზე ხაბესთანაც მესაუბრა, ლამის ყველამ იცოდა უკვე და არ მინდოდა სხვისგან გაეგო. ამას მაშინ ვერ ვხსნიდი , ახლა ყველაფერი ნათელია. -საბუთებს ვაგროვებ რომ გერმანიაში წავიდე. -რა მაგარია, რამდენი ხნით? თავი გამოღებული ფანჯრის მინას მივადე. -დიდი ხნით, იქ სასწავლებლად მივდივარ. დავინახე ხაბეს თვალები როგორ შეეცვალა, მუდარას ვხედავდი, იმის არ აღიარების სურვილს რომ მე ქვეყნიდან ისევ გავრბოდი. ისევ მივდიოდი და უკან რას ვტოვებდი არ ვაკვირდებოდი. შემეძლო დავრჩენილიყავი და ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ გავრბოდი. ძალიან ღრმა ნაფაზი დაარტყა, მერე ჩემი ხელი ხელში აიღო და თბილად გამიღიმა. -მიხარია ევა, მართლა მიხარია. თან იმას გააკეთებ რაც გიყვარს. ჩამოგაკითხავ ხოლმე. -იმას არ გავაკეთებ რაც მიყვარს. გაკვირვებულმა შემომხედა. -ვერ მივხვდი. -არქიტექტურაზე იმიტომ არ ჩამიბარებია რომ მე მინდოდა, არც გერმანიაში მივდივარ იმის გამო რომ მე ასე მინდა. ჩემი ნება რომ იყოს სადმე პატარა ევროპულ სოფელში გადავიხვეწებოდი , კაფეს გავხსნიდი და წიგნებს დავწერდი. აი ეგ მინდა მე და არა საუკეთესო უნივერსიტეტებში იმის იმედად სწავლა რომ ერთ დღესაც წარმატებული, ჩემს სფეროში ცნობილი ადამიანი ვიქნები და რაც რამ ენერგია ჩავდე უკან ამოვიღებ. -რატომ მიდიხარ მაშინ?! -იმიტომ რომ ირმას , მამაჩემს და მამინაცვალს ასე უნდათ. -ეგ ხომ არასწორია. -ვერ შევეწინააღმდეგები. არ შემიძლია. მინდა რომ ჩემით იამაყონ. -იმის ფასად რომ თავი დაკარგო? -თუმდაც. ჩემ ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა სხვა დროს რომ არასდროს დაუსადგურებია. ამ ლურჯ კედლებს იმდენჯერ ვუნახივარ ატირებული, იმდენჯერ გაუგიათ ჩემი ქვითინი, სისხლიანი ხელი და ფეხი უნახავთ, ტანჯვისგან ამომსკდარი სუსტი ყვირილიც გაუგონიათ. ახლა კი მხოლოდ სიჩუმე იყო. სიჩუმე, რომელიც ნიკას ოთახში შემოსვლამ დაარღვია. სიგარეტი უკვე ფანჯრიდან გადამეგდო. მხოლოდ ხაბე ეწოდა. -რა მართლა საყვარლებივით გამოიძუწეთ ხო არ აფრენთ თქვენ ორი. გამოდით . ნუ აუყროლე ამ საწყალს ოთახი ისედაც ძლივს დავანებებინე თავი. ხაბემ მრავლისმეტყველად შემომხედა და ნიკას დატუქსვაზე სიგარეტი მოსიროლა. რაფიდან ჩამოვხტით და ბავშვებთან გავედით. გვიანობამდე იყვნენ ჩემთან.. მერე ყველანი წავიდნენ. მე ისევ ჩემს წიგნებს მივუბრუნდი გულდამძიმებული, იმტიომ რომ ვიცოდი წასვლა არ მინდოდა. ნიკა რომ დაწვა ხაბესგან ესემესი მომივიდა. არ ვიცი რატომ გამახსენდა , მაგრამ ჩვენი პირველი კურსის მოგონებები ამომიტივტივდა. უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავით. მეტროდან ფეხით გავუყევი გზას და ხაბე რომ შემხვდა ვარდების პატარა თაიგული ეჭირა ხელში. გავიცინე და გადავკოცნე. ხაბემ ღიმილით მომცა. -ვიცი რომ გიყვარს, გზად შემხვდა და ვიფიქრე მოგეწონებოდა. თან უცნაური ფერია. -მადლობა ხაბე. ძალიან ლამაზებია. კიდევ ერთი ვარდი ეჭირა ხელში, რომელიც აუდიტორიაში რომ შევედით ნუცას მისცა. მუდამ ასეთი იყო, ყველაფრით ცდილობდა მეგობრები გაეხარებინა. ყველა პატარა დეტალს იმახსოვრებდა ხოლმე. სანამ ამერიკაში წავიდოდი დრო და დრო იცოდა ხოლმე რამის ჩუქება ჩემთვის. ეს ფიქრები რომ მოვიშორე ხაბეს მესიჯი გავხსენი. „გძინავს?“ „არა“ „დაგირეკავ“ ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია ისე დამირეკა. ვუპასუხე და საწოლზე გავწექი, მობილური გვერდით ბალიშზე მედო. -რა გინდა ამ შუაღამისას. რატომ არ გძინავს. -ინსომნია გახსოვს? -მახსოვს, ერთი რამე საძილე წამალი უნდა გიყიდო, იქნებ გეშველოს. -ცუდად ხუმრობ. ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა და თვალები მიმეხუჭა კიდეც, მერე ხაბემ მძიმედ ამოიოხრა და ბოლოს და ბოლოს ამოთქვა. -რატომ მიდიხარ თუ არ გინდა?! თვალები არ გამიხელია, ასე უფრო კარგად ვხედავდი მის ფიგურასა და სახეს, რომელიც იქ არ იყო. -ხომ გითხარი ირმას უნდა. -და შენ რა გინდა ევა? რა გინდა რომ აკეთო. -ეგეც გითხარი, მე მწერალი ვიქნებოდი. ათას ტანჯვას მოვიფიქრებდი ჩემი პერსონაჟებისთვის. -სიამოვნებით ვნახავდი როგორ გახდებოდი ცნობილი ავტორი. -არ მჭირდება ცნობადობა. მას არაფერი მოაქვს იმის გარდა რომ შენთვის უცნობი ადამიანები შენს ცხოვრებაში იჩხრიკებიან და ყოველთვის პოულობენ რამეს რითაც საკუთარ თვალში დაგამცირებენ. -ის არ გააკეთო ევა რაც არ გინდა. -არ გესმის. -ამიხსენი და გავიგებ. ხომ იცი რომ გავიგებ. თვალები გავახილე, ზურგზე გადავბრუნდი და ჭერს მივაშტერდი. -მე ჩემი ცხოვრება დიდიხნის წინ დავთმე. ყველაფერს რასაც ვაკეთებ ჩემი ოჯახის წევრებისთვისაა. მათ არქიტექტორი ქალიშვილი და გერი უნდათ? ამას მიიღებენ. უნდათ რომ გერმანიაში ვისწვალო ?ამასაც მიიღებენ. ეს დიდი სურათის თვალსაჩინო დეტალებია, მაგრამ იქ კიდევ უამრავი პატარა რამეა რასაც ასე ვერ შეამჩნევ რომ მათთვის დავთმე.სულაც არ მინდოდა ირმა კახაზე დაქორწინებულიყო, რადგან ყოველთვის მასინებდა, მაგრამ ასე თუ ბედნიერი იქნებოდა ხმას როგორ ამოვიღებდი. არც ის მინდოდა მამას გაშორებოდა, არც მასთან დარჩენა მდომებია. არც ნიკასთან ერთად ცხოვრება, არც იმ ხალხთან ურთიერთობა ვისაც ემეგობრებოდა. არც არქიტექტურაზე სწავლა, არც ზაფხულობით თვეების მასთან გატარება. მაგრამ ხომ ხედავ ჩუმად ვარ, ჩემი პატარ პატარა აჯანყებები მაქვს, სიგარეტს ვეწევი , ტატუ გავიკეთე, შენთან ვწევარ. მან არცერთი იცის მაგრამ ჩემს გონებას აკმაყოფილებს. -რაც უფრო მეტს ყვები შენს თავსა და ოჯახსზე , მითუფრო მეტად ვხვდები როგორ ანგრევ შენივე თავს. -არც ისე. მე უბრალოდ მინდა რომ საკმარისი ვიყო, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენ მედალს ავიღებ, რამდენ წითელ დიპლომსა და სტიპენდიას, მათთვის საკმარისი არასდროს ვიქნები. -მესმის. იცი როგორ კარგად მესმის? ჩემთანაც ეგრე იყო, მაგრამ მერე ვისწავლე რომ განათლება ჩემი თავისთვის უნდა მიმეღო და არა სხვებისთვის. მაგიტომ მივატოვე უნი და გრაფიკული დიზაინის კურსები გავიარე. -მაგრამ მაინც არ სწავლობ ფიზიკაზე. -სამაგიეროდ ჰობივით მაქვს. -ხაბე. -ხო . -როცა წავალ მეგობრობასაც შევწყვეტთ? -რა თქმა უნდა არა. ეგ რამ გაფიქრებინა. ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც არის, უბრალოდ ჩემთან ვეღარ დარჩები ხოლმე, რა თქმა უნდა შაბათ-კვირას თუ არ გადმოფრინდები. ბოლო სიტყვები სიცილით მითხრა და მეც გამეცინა. საბუთები მოგროვებული მქონდა და დღე-დღეზე გავაგზავნიდი კიდეც. ამაზე მეტად აღარ გვისაუბრია. …………………….. დილით ხაბეს შეხება მაღვიძებს, ვგრძნობ ცხვირით ჩემს ყელში როგორ მიძვრება და თითქმის შეუმჩნეველ კოცნებს მიტოვებს, ცალი ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული, მეორეს ეყრდნობა. ვზმუი და თვალებს ვახელ. -რომელი საათია? -ცხრაც არ არის ჯერ. დუდღუნებს და შიშველ მხარზე მკოცნის. ჩვენი ტანსაცმელი წინა ღამის შემდეგ ძირს ყრია. ხაბე დაბადებისღის შემდეგ აღარ მინახავს . ორივე სამსახურით ვიყავით დატვირთული, პლუის ჩემი უნივერსიტეტი და საბაკალავროს წერა. წინა დრეს კი როგორღაც მოვახერხეთ თავისუფალი დრო დაგვემთხვია ერთმანეთისთვის, იმ დღეს სამსახურიდან ვისვენებდი, მაგრამ შუადღეს ორი ლექცია მქონდა. ხაბე კი სახლიდან მუშოაბდა და შეეძლო მაშინ მისჯდომოდა ლეპტოპს ,როცა მოესურვებოდა. მის შეხებას უკვე მიჩვეული ვიყავი, მაგრამ იმ დილით სრულიად სხვა განცდა დამიტოვე, შეიძლება იმიტომ, რომ აქამდე დილით არასდროს მიკოცნია მისთვის. ასე დღის შუქზე ერთმანეთს არასდროს ვეალერსებოდით, მაგრამ როგორცკი დაღამდებოდა თითქოს ევასა და ხაბეს სხეულს ვტოვებდით და სხვა ვხდებოდითო ისე მივილტვოდით ისევ და ისევ ერთმანეთისკენ. ჯერ ისევ კისერში მკოცნიდა , მაგრამ მისი თვალები მე მიყურებდნენ. მეცინებოდა და თავს სიამოვნებისგან ბალიშში უფრო და უფრო ვრგავდი. -ამ დილაადრიან რა მოგივიდა. -მგონი იცი რაც. კოცნით ამოუყვა ჩემს კისერს და ნიკაპზე თითი ოდნავ დამაჭირა, იმის ნიშნად პირი გააღეო. მის ყველა ქმედებას დაჰიპნოზებული ვყვებოდი, ტუჩები რომ ტუჩებზე მომაწება და მისი ენა პირშ ვიგრძენი ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში და ერთ წერტილში შეგროვდა. მაისის ბოლო იყო და ღია ფანჯრიდან ზაფხულის სიცხე ისე შემოდიოდა მეგონა საუნაში ვიყავი, მაგრამ ხაბეს მკლავები,რომელბიც მთელ სხეულზე მედებოდნენ ოდნავ დისკომფორტსაც კი არ მქიმნიდნენ. ამდენი ხნის მიუხედავად მაიცნ ერთი დიდი ომი გვქონდა გაჩაღებული იმაზე დომინანტი ვინ უნდა ყოფილიყო და პოზიციებს არაფრის დიდებით არ ვთმობდით. ხაბე ზედა ტუჩზე კოცნის უფელბას არ მაძლევდა, მე კი იმის რომ მუდამ მის ქვეშ ვყოფილიყავი მოქცეული. იმ დღესაც სუსტად მივაწექი და მუცელზე გადავაჯექი. ხაბე წამოჯდა, ხელები ზურგზე შემომხვია და ისე ვნებიანად მაკოცა ლამის მკლავებში ჩავადნი. მერე ოდნავ მომშორდა და კომოდი გამოაღო… როგორც იქნა მისგან თავი რომ დავიხსენი აბაზანაში შევედი და დგუშის ქვეშ დავდექი. სხეულზე მის სუნს უკვე მივჩვეოდი და ვეღარცკი ვგრძნობდი. ნოემ სააბაზანოს კარი შემოაღო და საშხაპეში ჩემს უკან დადგა. ხელები რომ მუცელზე შემომხვია და კისერში მაკოცა გამეცინა და მის მკალვებში დავტრიალდი. -რა არ გასვენებს? არ დაიღალე? -არასოდეს. ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. მერე წყლის დინება შეცვალა და ჭერიდან ორივესთვის სამყოფ მანძილზე წყალი პირდაპირ თავზე დაგვექცა.თმა რომლის შეჭრაც დამვიწყებოდა და უკვე კარედ მქონდა წამოზრდილი უკან გადამიწია, ორივე ხელი ჩემს სახეზე ეკიდა როცა მკოცნიდა და მე არ ვიცოდი რომელი უფრო მსიამოვნებდა მისი სიახლოვე თუ ცხელი წყლის წვეთები ჩემს სხეულზე. მახსოვს როგორ სასიამოვნოდ მტკივნეული იყო კედელს რომ მიმაჯახა და ჩემი ცალი ფეხი თეძოზე შემოიხვია.ოხვრის მსგავსი რამ აღმომხდა და ტუჩზე ოდნავ ვუკბინე. ხაბე ნელ ნელა ჩაუყვა ჩემს კისერს, მხრებს, მკერდს , მერე ჩაიმუხლა მუცელზე მაკოცდა და ბოლოს ჩემს ფეხებსშორისაც აღმოჩნდა. ხელი თმაზე წავავლე რომ როგორმე ინტენსიური გრძნობები მომეთოკა და არ მეყვირა. ისე მაცახცახებდა მეგონა ცოტაც და წავიქცეოდი. მერე ადგა, წელზე შემომისვა და ისევ ჩემს ტუჩებს მოუბრუნდა. -მე.. აღარ .. ვეღარ ვუძლებ ნოე. ხაბემ ხელები უფრო ძლიერად შემომხვია და ორივე ერთად ჩავცურდით იატაკზე. ყველაფერს ისიც აძლიერებდა რომ ცხელი წყალი მოშვებული იყო, კანზე გვესხმებოდა და ოთახი დაორთქლილი იყო. მერე სხეულში უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, ისეთი სხვა დროს ხაბესთან სექსისას რომ არ მქონია და დაპანიკებულმა შევხედე ბიჭს. -არ მითხრა რომ შენ... -მაპატიე. -გაერეკე? მოვშორდი და ფეხზე გიჟვით წამოვფრინდი. ისღა მაკლდა დავორსულებულიყავი. წარმოდგენა არ მინდოდა ირმა და ნიკა რას მიზავდნენ ან ჩემი მამინაცვალი, რომელიც მამის როლის მორგებას ყველანაირად ცდილობდა და მუდამ იმას ცდილობდა მამაჩემი გამხდარიყო. ვერავინ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში დათოს, ის კაცი დედა თავის ქმარს რომ ეძახდა მამაჩემი ვერ გახდებოდა, ნიკასთვის გახდა. ბევრად უკეთესი მამა ვიდრე დათო იყო, მაგრამ ჩემთვის ვერა. მე მუდამ ის მახსოვდა როგორ ვიჯექით ხოლმე ღუმელთან და სიმინდებს ვწვავდით შუა ზაფხულში, როგორ ვთამაშობდით შაშს, დომინოსა და ნარდს. უმოწყალოდ მამარცხებდა და მაიძულებდა სამყაროსთვის თვალი გამესწორებინა. მისი თბილი ჩახუტებები მახსოვდა. შეიძლება დედასთვის კარგი ქმარი არ იყო ან ნიკასთვის კარგი მშობელი, მაგრამ ჩემთვის ის საუკეთესო მამა იყო. ისეთი სხვას რომ არასდროს ყოლია და არც ეყოლებოდა. მე ხომ მისი პატარა პრინცი ვიყავი, დიახ პრინცი და არა პრინცესა. მე მამასთვის უფრო მეტად ბიჭი ვიყავი ვიდრე ნიკა იყო. მერე როცა დათო და ირმა გაშორდნენ მე ჩემს თავში ჩავიკეტე, მაშინ 14 წლის ვიყავი... აქ საიდან აღმოვჩნდი, იმას ვყვებოდი დაპანიკებული რომ წამოვფრინდი. ნოეც ფეხზე ადგა და ჩახუტება სცადა, მაგრამ იმ მომენტში ისეთი გაბრაზებული ვიყავი ხელი რომ შემახო ხელზე ხელი ავუქნიე და ისტერიულად მოვიშორე მისი შეხება. -გადი რა, უნდა დავიბანო და ლექციაზე წავიდე. ნოემ დამნაშავე მზერით შემომხედა და გაიძურწა. სანამ აბაზანაში ვიყავი ბრაზმა გადამიარა და რომ გამოვედი ნოეს ბოდიში მოვუხადე ცოტახნისწინანდელი უხეშობისთვის. -მესმის დაიკიდე. -მადლობა რომ არ გწყენია. -შეჭამ? -შევჭამ. ჯერ ისევ პირსახოცი მქონდა შემოხვეული,ხაბემ მაგიდის გაწყობა დაიწყო, მე კი საძინებელში გავედი. იატაკიდან ჩემ ნივთებს ვკრეფდი როცა შევამჩნიე რომ ჩემი მაისური აღარაფრად ვარგოდა. ჯინსი ამოვიცვი , ლიფი ჩავიცვი და ჯერ ისევ ფეხშშველი გავედი სამზარეულოში. ხაბეს ლამის თეფშები ხელიდან გაუცვივდა. -კიდევ ერთხელ აპირებ ჩემს შეცდენას? -დილიდან მაგას მხოლოდ შენ ცდილობ. ზედას მათხოვებ? -შენსას რა მოუვიდა? გაკვირვებულმა ამომხედა. -აბა გამოიცანი? -ზედმეტი მომივიდა ხო? -დიახ, სწორად მიხვდით. -კარადაში შუა თაროზე დევს მოკლე მკლავიანი მაისურები რომელიც გინდა აიღე. -საუკეთესო ხარ. სიცილით ვეუბნები და ოთახში ვბრუნდები, სადაც ხაბეს კარადაში მწვანე მოკლემკლავიან მაისურს ვპოულობ. ისევ მასთან ვბრუნდები სკამზე ვჯდები და ცალ ფეხს,როგორც მჩვევოდა ზედ ვიკეცავ. ეს მოგონებები ისე ნათლად მახსოვს თითქოს ამ დილით ყოფილიყო. ხაბე ჩემს წინ დაჯდა. -რა გეგმები გაქ დღეს? -1ზე უნიში უნდა ვიყო, მერე იატას ვხვდები და ირმამ მთხოვა მოლში გავიარო რაღაც ნივთები უნდა. შენ? -ბაჩო ჩამოდის და იმას უნდა დავხვდე სადგურზე. -ანუ ცოტახანს შენთან ვეღარ დავრჩები. -სამწუხაროდ. -ხაბე. -ხო. -არ გგონია რომ ძალიან შევყევით? -არა, ხომ არ გიყვარდები? სიცილით და ირონიით მკითხა, მაშინ ასე მეგონა. თავი გავაქნიე და კარტოფილი ვესროლე, რომელიც მის თეფშზე დაეცა. -იოცნებე, შენ ხომ არ შეგიყვარდი შემთხვევით? -კი როგორ არა. ესეც ხუმრობად გავატარე მაშინ. დიდად არაფერზე გვისაუბრია, ხაბე მიყვებოდა ნიკოს ამბებს, შეყვარებულს დაშორებია და ოზურგეთში იყო დროებით ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი. სწორედ მაშინ ვისაუბრეთ ზაფხულის გეგმებზეც. -გინდა ამ ზაფხულზე ბახმაროში წავიდეთ? -ხომ იცი ირმა მომკლავს. -შენ ტატო ეკა და ლენა წამოიყვანე თუ გინდა იატაც, მე დანის და ბეას წამოვიყვან და ავიდეთ. -ამდენი სად ვეტევით? -სახლი გვაქ , რამდენიმე ოთახია. თან წესით დიმაც იქ იქნება ამ ზაფხულზე და გავერთობით. ერთი ან ორი კვირით ავიდეთ გინდა? -მინდა . -მაშინ შენ მეგობრებს უთხარი და მოვიფიქროთ როდისთვის წავიდეთ. ამ საუბრიდან ისევ აბაზანაში მომხდარზე გადავერთეთ და ხაბეს კიდევ ერთხელ ავუხსენი რომ არ ვიყავი მორალურად იმისათვის მზად რომ დავორსულებულიყავი და მთელი მოსალოდნელი ომი გადამეტანა ჩემს ოჯახთან. თავისმხრივ ეს არც ხაბეს უნდოდა. მერე ხაბემ შემთავაზა მოტოციკლით ჩაგიყვანო, როგორციქნა მართვის მოწმობა აიღო და ჭკუაზე არ იყო ისე უხაროდა ტარება რომ შეეძლო. ქვევით ჩავედით, მხარზე ჩემი ჩანთა მქონდა გადაკიდებული და ხაბეს უკან მივსდევდი. მოტოციკლთან რომ მივედი ხაბემ ჩაფხუტი გამომიწოდა, გამეღიმა . მაშინ ვფიქრობდი რომ ყველა იმ ადამიანისთვის იყო ვისაც ატარებდა ხოლმე, მაგრამ ახლა როცა უკან ვიხედები ვხვდები რომ ეს ჩემთვის იყო და რომ მე ძალიან ბრმა ვიყავი. -დაიფარებ თუ დაგაფარო. თვითონ უკვე ეხურა თავის ჩაფხუტი. არ ვიცი თავში რა მიტრიალებდა , მაგრამ ჩაფხუტზე ვაკოცე და ჩემი ტუჩსაცხის კვალი დარჩა, ამაზე ორივეს გვეცინებოდა. მერე ხაბემ ჩემი გამომართვა და ძალიან შეუმჩნევლად და ნაზად დამაფარა. მთელი გზა მშვიდად ვეჯექი უკან და მხოლოდ მოტოციკლის ძრავისა და ირგვლივ მოარული მანქანების ხმა მესმოდა. უნივერსიტეტთან რომ მივედით ჯერ კიდევ ადრე იყო თითქმის მთელი ოცი წუთი მქონდა. ხაბე მოტოციკლიდან გადმოვიდა და ორივეს ჩაფხუტი სახელურზე დაკიდა. -გინდა დავრჩე ცოტახანს? -როგორც გინდა. სამუშაო არ გაქვს? - საღამოს ვიზავ, უნდა განახო მერე რა კარგი ლოგო გამოვიდა. -სიამოვნებით ვნახავდი. -იცი წინა კვირას ქეთოს დაბადებისდღე იყო. -წახვედი ოზურგეთში? ერთად მივდიოდით პარკისკენ, სადაც ცოტახანს დაჯდომა უსიტყვოდ და ერთხმად გადავწყვიტეთ. -არა. -რატომ? -იმიტომ რომ თეკლაც იქ იქნებოდა. ისე გავხედე მიხვდა რასაც ვფიქრობდი, იცოდა რომ მისი მესმოდა. -არ ვიცი ისე არ არის თითქოს ისევ მიყვარს, უბრალოდ იქ რომ ვყოფილიყავი შეიძლებოდა კიდევ რაღაც ახალი დაწყებულიყო ჩემს ცხოვებაში. -შერიგებულიყავით. -არ ვიცი ,არ მგონია. შეიძლება პირიქით რამე კიდევ უფრო მეტად საშინელი ეთქვა და ეს არ მინდოდა. იცი რას მივხვდი? -რას? -ზოგჯერ ის კი არ არის მნიშვნელოვანი რას აკეთებ, არამედ ის რას არ აკეთებ. შეიძლება სწორად მოვიქეცი როცა თავს რაღაცეების გახსენება არ ვაიძულე ან უბრალოდ შემეშინდა. -იმის რომ მასთან შეხვედრისას იმ ცხოვრებას დაინახავდი რომელიც უნდა გქონოდათ მაგრამ აღარასდროს გექნებათ არა? ხაბემ თავი მტკივნეულად დამიქნია. უკვე სკამზე ვისხედით, თავი მხარზე ჩამომადო მე კი გასამხნევებლად თმა ავუჩეჩე. არც კი ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა იმის გარდა რომ მისთვის მომესმინა. -შანსს ყველა იმსახურებს ხაბე, მაგრამ ჩვენს თავს მაგ შანსს იშვიათად ვაძლევთ. შენ კი არჩევანი სწორად გააკეთე და ეს ვიცი. ვიცი რომ თეკლას რომ შეხვედროდი ყველაფერი ერთიანად გაგახსენდებოდა და გული იმაზე ბევრად მეტად გეტკინებოდა ვიდრე შარშან. -ვიცი. უბრალოდ აღარ ვიცი ვის მიმართ რას ვგრძნობ ან რას უნდა ვგრძნობდე. არეული ვარ. -მესმის. ხაბემ საათს დახედა. -შენი წასვლის დროა საყვარელო. -ასე მალე გავიდა? -ხო. არ დააგვიანო. შეგეხმიანები ბაჩო რომ წავა. -კარგი. პირველად თითქმის წლის მანძილზე ხაბემ სკვერში ყველას დასნახად ტუჩებში მაკოცა, მეც ვერ შევეწინააღმდეგე და ავყევი. ძალიან ცოტახნით, მერე მე უნივერსიტეტის შენობაში შევედი , ის კი მოტოციკლეტზე დაჯდა და სახლში დაბრუნდა. არ ვიცოდი რაზე უნდა მეფიქრა, ამიტომ თავს უფლება მივეცი გონება გამომერთო და ინტიქტებს მივნდობოდი, დინებას თევზივით გავყოლოდი და უკეთესი ცხოვრების იმედი მქონოდა, რადგან ამ იმედს ყველა ვიმსახურებთ. განსაკუთრებით მე და ხაბე ვიმსახურებდით, რადგან ორივე თითქოს ერთმანეთისთვის სარკეები ვყოფილიყავით ერთდროულად გაგვტეხეს. მე და ხაბე ზუსტად ერთდროს შევხვდით ტომასსა და თეკლას და თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში გვიღალატა ორივემ. შეიძლება იყო რაღაც ლოგიკა ამაში, მაგრამ ჩემთვის ისინი სამუდამოდ დაკარგულ სულებად ითვლებოდნენ, იმათ ვისთანაც წარსული გქონდა, მაგრამ ვისაც აღარ იცნობდი. ასეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეული არსებები არიან. იცი რომ იცნობ, მაგრამ წლები რომ გავა უმნიშვნელო გახდება როგორები იყვენნ 5 , 10, 20 , 30 წლის უკან. რადგან შენ მათ წარსულს იცნობიდ, აწმყო კი ისეთივე უცნობია როგორიც ახლა ჩემთვის ცხვირწინ ჩავლილი გერმანელი გოგო, მე არც მისი სახელი ვიცი, არც ასაკი, მისი ისტორიაც სრულიად უცხოა ჩემთვის. სწორედ ასეთია ახლა 4 წლის შემდეგ ტომასი ჩემთვის, თეკლე მითუმეტეს. იმ დღეს ზუსტად ვიცოდი, რომ მე და ხაბემ ყვეალფერი გავანადგურეთ რაც სამი წლის მანძილზე ვაშენეთ. ვიძახდით რომ როცა ამ ყვეალფერს დავასრულებდით ისევ შევძლებდით მეგობროაბს, მაგრამ ვის ავტყუებდით. მეგობრობა ჯერ გავბზარეთ, მერე დავანგრიეთ ახლა კი ეს ნანგრევებიც გავანადგურეთ. ისე მოვექეცით ამ ყვეალფერს, როგორც არცერთი მეგობროაბ არ იმსახურებდა. მგონი სწორედ ის საღამო იყო როცა ხაბესთვის ფერად, თაბახის, ბლოკნოტიდან ამოხეულ, მოკელდ ნებისმიერი სახის ფურცლებზე წერილების წერა დავიწყე და კონვერტებში ჩალაგება. იმ წერილებს ხის საკმაულის ყუთში ვინახავდი, რომლიდანაც ყველა ბეჭედი თუ მძივი ამოვიღე და სხვაგან გადავდე. თავსაც ვერ ვუხსნიდი ამას რატომ ვაკეთებდი, რატომ ვუყვებოდი ერეკლესთან საცურაოდ რომ წავედი იმ ამბავს ლამის ერთი წლის მერე, რატომ ვუყვებოდი როგორ უნდოდათ ჩემს მეგობრებს მისი შეყვარებული ვყოფილიყავი. მერე ნელ-ნელა ეს თერაპიად იქცა, იმას რასაც მეგობრებს ვერ ვუყვებოდი ისევ ხაბესთვის ვწერდი , ვწერდი და სიტყვებს იმაზე მეტად ვასხავდი სხეულსა და ხორცს ვიდრე ამას საუბრისას ვაკეთებთ ხოლემ. მერე პატარა კონვერტებში ვალაგებდი და ხის ყუთში სათითაოდ ერთმანეთზე დალაგებულს ვდებდი. ზედ ხაბეს ოდესღაც ნაჩუქარი თეთრი გამომხმარი ვარდი და რამდენიმე მიხაკი მელაგა. სასაცილოდ მეჩვენებოდა ჩემი ქმედებები, ახლა ყველაფერი ნათელია. არა ეს ყვეალფერი ნათელი უფრო მალე გახდა, მაგრამ ახლა შემიძლია თავი გავკიცხო ჩემი სისულელის გამო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



