ყველაფერი დასასრულით იწყება( დასასრული/ მეოთხე თავი)
შენიშვნა დასასრული თავის სახელია და არა იმის მინიშნება რომ ბოლო თავია, ისტორია შემდეგი თავით სრულდება. დასასრული ყოველთვის მიმაჩნდა რომ დასასრული ბევრ კითხვაზე გვცემდა პასუხებს და განსაკუთრებით რეალური ადამიანების რეალური ცხოვრების დასასრული ნათლად გვაჩვენებდა, როგორი ცხოვრება გაიარეს, რას გაუძლეს ან რას ვერ. მიმაჩნდა რომ დასასრულით რაღაც მთავრდებოდა და ამაზე ბევრად უფრო საინტერესო რამ იწყებოდა. იგივეს სიკვდილზე ვერასდროს ვიტყოდი, მაგრამ ურთიერთობებისა და წიგნების, ფილმების, მოკლედ ყველაფრის გარდა სიცოცხლისა, კი ბევრ რამეს საშუალებას აძლევდნენ დაწყებულიყვენ. ასე რომ თუ მკითხავთ ყველაფერი დასასრულით იწყება. მის ადგილზე დიდი სიცარიელე ჩნდება ,რომელზეც შეგიძლია ახალი ამბავი დაწერო. მეც ეგ დამემართა, ისე როგორც ყველა ადამიანს ემართება ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში იმდენი დასასრული მინახავს. მე ადამიანებს ვიყვარებდი მერე ვკარგადვი და ყველაფერი დასასრულიდან დასასრულამდე იწყებოდა და გრძელდებოდა. ვერ ვიტყვი კარგი ცხოვრებით ვიცხოვრე თქო, ვერც იმას უპრობლემო ლაღი ბავშვობა მქონდა მეთქი. ისეც არ არის თითქოს ჩემზე უარესი არ არსებობდა, მაგრამ ჩემი ლიმიტი... არა არც ეს იქნება სწორი.რაც მეტს ვუძლებიდ მით მეტის გასაძლებად ვხდებოდი მზად. ისევ და ისევ და ისევ და კიდევ. მამა რომ ამერიკაში წავიდა ჩემი ბავშვობა მაგით დამთავრდა. დედა რომ მეორედ გათხოვდა, მაშინ ჩემი თავისუფლების წლები დასრულდა. როცა სწავლა დავიწყე, იმის რაც ჩემს ოჯახს უნდოდა, მაშინ ჩემი შინაგანი ბავშვის ცოხვრება დასრულდა. მერე როცა უნივერსიტეტში მეგობრები გავიჩინე, ჩაკეტილი ცხოვრება დავასრულე. ამერიკაში რომ წავედი სასწავლებლად მაშინ მეგონა ის წყევლა მოვხსენი მთელი ცხოვრება გარს რომ მეკრა. არ გამართლდა. დასასრულს ახალი არაფერი დაუწყია. ხაბეს რომ პირველად ვაკოცე მაშინ ჩვენი მეგობრობა სრულიად დავასამარე და რაღაც ახალი გაურკვეველი ურთეიერთობა დავწიყე. ხაბე მიყავრდა. ამას გვიან მივხვდი. მაშინ როცა ბახმაროში წავედით. იქმადე კიდევ მაქვს რამდენიმე ისტორია მოსაყოლი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რატომ გავანადგრუე ჩვენი მეგობრობა. იმიტომ რომ ხაბე მიყვარდა. ეს ამბავი მთელი წლები ჩემს ცხვირწინ იდო. მე ხაბე პირველივე დანახვის წამიდან არა ,მაგრამ ძალიან ძალიან ადრეული პერიოდიდან მიყავრდა. სწორედ ამიტომ არ გამოვიდა არაფერი არც ტომასთან, არც მის წინამორბედებთან. იმტომ რომ მე მათ არ ვეკუთვნოდი. მე არცეერთი მათგანისთვის მზად არ ვიყავი. მერე ისე მოხდა რომ როგორღაც მზად აღმოვჩნდი ხაბესთან თუმდაც friends with benefit ურთიერთობა მქონოდა. რა სულელი ვიაყვი, როგორი დაუდევარი. მეგობრები არ მიყვარდებოდა თურმე. რას ამბობ ევა, საერთოდ არა, შენ ხომ წმინდანი ხარ, ნახევარღმერთი, ოლიმპოს გმირი, ეგვიპტის ფარაონი. ............ სანამ ბახმაორში წავიდოდით ყველაფერი ძველებურად მიდიოდა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ სწავლა დავასრულე და სამსახურზე გადავერთე, რომლიდანაც სულ მალე წამოვიდოდი. მე ხომ გერმანიაში უნდა გადმოვბარგებულიყავი. არა იმისთვის რომ ოცნებები ამეხდინა არმამედ იმისთვის რომ ჩემს თავში ნამდვილი ევა ყველა გზით მომეკლა. მთელი ცხოვრების მანძილზე ალბათ ყველაზე სულელურ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მაგრამ მერე ეს სიმშვიდის გარანტად მექცა. არ ვიცი ჩემი თითქმის 27 წლიანი ცხოვრების განმავლობაში რომელი შეცდომა და დათმობა იყო ყველაზე შემზარავი. შეიძლება საკუთარი თავის წინ ქედი რომ არ მოვიხარე და ყველაფერი მალე არ ვაღიარე სწორედ ეგ იყო ჩემი უდიდესი შეცდომაც და დანაშაულიც. ახლა ვიცი ,რომ რამე უნდა მექნა, სულ მცირე ხმა ამომეღო, მინიშნებებით მაინც მესაუბრა, არა! სხვებს უნდა დავკვირვებოდი, უნდა დამენახა ის რაც წლების მანძილზე თვალწინ მედო და დანახვა არ მინდოდა,ამას მხოლოდ წელს მივხვდი, 4 წლის მერე უკან რომ მივიხედე მხოლოდ მერეღა შევძელი მთელი სურათი ნათლად დამენახა. მახსოვს ბახამროში წასვლამდე ხაბესთან სახლში ვიყავი, გარეთ დაბნელებას იწყებდა და ცას ისეთი ოქროსფერი ღრუბლები ეფინა გეგონებოდა ზედ საღებავი დაეღვარათო. ხაბე პიანინოს სკამზე იჯდა, მე გვერდზე ვეჯექი. მის დაკრულ Alicia Keys – “Fallin-ს ვუსმენდი. ის ბგერები ყურებიდან არ ამომდის,ვერასოდეს დავივიწყებ მის დაკრულ მელოდიას და არა მხოლოდ ამ კონკრეტულს, ვერც სხვებს რომლებიც ოდესმე ჩემი თანდასწრებით შეუსრულებია. აივნის კარი ღია იყო და სუსტი სიო ძლივს აქარწ....ბდა იმ ჩახუთულობას ზაფხულს რომ თან ახლდა. მე მის ხელებს ვაკვირდებოდი, ხმას ვუსმენდი და მინდოდა რომ იმ წამში სამუდამოდ გავყინულიყავი. ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო. დაკვრას რომ მორჩა ხაბემს სკამზე ცალი ფეხი გადადო და თავისკენ მიმიჩოჩა. -მოგეწონა? -რა თქმა უნდა, ადრეც ხომ მითქვამს რომ ძალიან ლამაზად უკრავ. ხაბემ შუბლზე მაკოცა და ვიგრძენი ,როგორ გაეღიმა. მერე მომშორდა, თვალებში მიყურებდა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვარსკვლავთშორის სივრცეში, გრავტიაციის გარეშე ვლივლივებდი და ჰაერი ჩემს ფილტვებს ტოვებდნენ. კოსმოსში ყოფნისგან განსხვავებით არ ვიგუდებოდი, არც ვკვდებოდი, პირიქით ამ ყველაფერს ვერწყმოდი და სიცოცხლეს იმაზე მეტად ვგრძნობდი ვიდრე ოდესმე. ხაბე რომ ლოყაზე მიმეფერა თვალები მიმენაბა და გამეღიმა. -ნიკას რას ეუბნები, დღეს სად რჩები. -ირმასთან არის წასული, არაფრის თქმა არ მჭირდება. კიდევ დაუკრავ? -ასე ძალიან მოგწონს? -მგონია რომ საუკუნეების მერეც კი ეგ მელოდია ჩემს გონებას დარჩება და მთელს კოლექტიურ მეხსიერებაში შეაღწევს. -როგორც მიბრძანებთ, მანამდე მოიფიქრე რა შევუკვეთოთ. -სანამ უკრავ ჩემი გონება მუშოაბას წყვეტს, როგორ შემიძლია რამეზე ვიფიქრო როცა ირგვლივ მსგავსი გარემოა. მანდ დაკვრა გააგრძელა, მე ფეხზე ავდექი და ოთახში ნელა სიარული დავიწყე. ხაბეს ძველი ფირსაკრავიც ჰქონდა, იმის კვალობაზე ვინც მუსიკას არ უსმენდა ზედმეტად მუსიკალური სახლი ჰქონდა. ეს ალბათ ნიკოს გავლენა იყო, რომელიც კლასიკურ როკჯგუფებსა და 2000იანებამდე მუსიკაზე გიჟდებოდა. იმის თქმას არ დავიწყებ მერე შექმნილებს არ უსმენდა -თქო, მაგრამ მანამდე მისთვის სხვა სამყარო იყო. ტყუპ ხაბეიშვილს კი ნიკოსგან განსხვავებით წიგნებზე ჰქონდა მსგავსი ჩაციკვლა, კლასიკის უდიდესი კოლექცია ჰქონდა ,რაც კი მეგობრების სახლში მენახა. დაკვრას რომ მორჩა დივანზე გავწექით ,როგორც ამას ხშირად ვშვებოდით. ხაბე ჯეინ გერჰარდტს კითხულობდა იმხნად, უფრო სწორად მე რომ მასთან გავდიოდი მაშინ ვწვებოდით ხოლმე ასე და ის ხმამაღლა მიკითხავდა. ეს მომენტები ჩემს გონებაში ყველაზე მკაფიოდაა ჩარჩენილი, განსაკუთრებით ის დღე, შეიძლება იმიტომ რომ რაღააც მომენტში ფეხზე წამოვდექი და შემოსასვლელში ჩამოკიდებული ჩემი ბურგუნდისფერი ჩანთიდან ქენონის კამერა ამოვიღე. მერე უკან დავბრუნდი დივანზე ფეხებით ავედი, ხაბეს ფეხების ირგვლივ დავდექი და ბიჭს ,რომელიც წიგნს მიკითხავდა ლინზიდან გავხედე. ხაბე იცინოდა, მისი თვალები კი თაფლისფრად კაშკაშებდნენ მზის სხივებქვეშ. ის ფოტო სადღაც უნდა მქონდეს, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად რომელ წიგნში შევინახე. მერე ხაბეს სხეულზე მუცლით გავწექი და ხელები მკლავებქვეშ შევუცურე. ხაბემ ცალი ხელი შემომხვია, მეორეში წიგნი ეჭირა. -ზოგჯერ მგონია ხოლმე რომ ფილმში ცხოვრობ. -რატომ? -თუმდაც წეღანდელის გამო, ასე არავინ იქცევა. -მაგრამ მე ვიქცევი. -ხო შენ იქცევი, მხოლოდ შენ. -გეყოს უკვე, თუ რამე გინდა ფლირტის გარეშეც შეგიძლია. -ვიცი რომ შემიძლია, მაგრამ ოდესმე გინახავს სულ პატარა კომპლიმენტზეც კი როგორ წითლდები? ცერი ღაწვზე გადამატარა და გაეცინა, რადგან ლოყები ისევ ამიღაჟღაჟდა. -ღმერთო ხანდახან როგორი საყვარელი ხარ ხოლმე ევა. -როდის არ ვარ. -როცა ბრაზდები და შეგიძლია მთელი სამყარო ფერფლად აქციო ხოლმე. -ეგ შენც შეგიძლია ბრაზისას.მაკოცე რა. -რა თქმა უნდა . მეტი აღარაფერი უთქვამს, ისე მაკოცა ტუჩებში და კიდევ ერთხელ მოახერხა მის გრძნობებსა და ემოციებში ჩემი აყოლიება. სწორედ მეორე დღეს იყო დილას გულის რევამ რომ გამაღვიძა და სააბაზანოში თავპირისმტვრევით გავვარდი. მალევე უკან ხაბე მომყვა,რომელიც ჩემს მხრებამდე ჩამოზრდილ თმას იჭერდა და შუბლზე ცივ,სველ ხელს მადებდა. მერე კედელს მიყრდნობილი დავჯექი უნიტაზის გვერდით და სული ძლივს მოვითქვი. ხაბე შეშინებული მიყურებდა, ვიცოდი ისიც იგივეს ფიქრობდა. სააბაზანოში მომხდარის შემდეგ ერთი თვე ან ცოტა მეტი იყო გასული, ჩემს ციკლს ყურადღებას არასდროს ვაქცევდი ,რადგან ისედაც არეული იყო, ამიტომ როცა იმ ივნისსში მენსტრუაცია არ მომსვლია უბრალოდ დავიკიდე. -არა!არა! ოღონდ ეგ არა. -კარგი დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. -იდიოტი ხარ, შენი ბრალია. თვალებაცრემლებულმა ავხედე ბიწს და ვუყვირე, ხაბემ თავზე ხელი მომკიდა და ჩამიხუტა, თუმცა გაჭირვებით ,რადგან ხელ-ფეხს ვიქნევდი მის მოსაშორებლად. -გამშვი!ნოე გამშვი მეთქი! -ყველაფერი კარგად იქნება. -ტესტი უნდა გავიკეთო გამიშვი. -მე ჩავალ საყიდლად, შენ ცუდად გამოიყურები. -ვისი ბრალია?! ხაბე არაფერს მეუბნებოდა, რადგან ხვდებოდა როგორი გაბრაზებულიც ვიყავი და იცოდა ,ამის სრული უფლება მქონდა. მახსოვს ხაბე ზუსტად 10 წუთში დაბრუნდა, რამდენიმე ტესტით ხელში, მერე მე ერთხანს სააბაზანოში ჩავიკეტე . ხაბე გარეთ იცდიდა და საკეთი გადავატრიალე თუ არა შემოვიდა. სააბაზანოს იატაკზე ტესტები ეწყო , მე და ხაბე ვიჯექით და ნერვიულობისა თუ ზაფხულის სიცხისგან(ღმერთმა უწყის) ოფლად ვიღვრებოდით. მახსოვს სმაყარო როგორი მძიმე იყო იმის მოლოდინში რა პასუხი შეგვრჩებოდა ხელში, მომიწევდა თუ არა იმაზე ფიქრი ბავსვი დამეტოვებინა თუ აბორტი გამეკეთებინა. არა და იმ დღეს სახლში მისულიც არ ვიყავი წამალი რომ ვიყიდე და ყოველი შემთხვევისთვის დავლიე. ხაბე მეხუტებოდა და ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ეგრძნობინებინა ,რომ ის ჩემს გვერდით იყო. სანერვიულო ორივეს გვქონდა, თუ მე ორსულად ვიქნებოდი ჯერ ერთი ,რომ ჩემი ოჯახის წევრები ორივეს მოგვკლავდნენ, ხაბეს ნიკა მართლა არ დაინდობდა, რადგან წლები ვიძახეთ მხოლოდ მეგობრები ვართ -თქო, მერე კი ასეთი ამბავი, მეორეს მხირვ კი ნიკა და ხაბეც მეგობრობდნენ უკვე და ნიკა მას ისე ენდპბოდა როგორც ძმას. ვერაფერი აიძულებდა ეფიქრა, რომ და რომელიც ხაბესთან დარჩებოდა, თუმდაც მის საწოლსი მისსავე გევრდით წოლილიყო, თუმდაც შიშველი ხაბეს მსგავს აზრებს გაუჩენდა თავში და ისე დაკარგავდა კონტროლს,რომ მასთან სექსი ურთიერთობის გარეშე ჰქონოდა. სწორედ მაშინ მივხვდი რა ღრმად შევტოპეთ, როგორ ძალიან გავაფუჭეთ ყველაფერი, მაგრამ არაფერი შემიწყვიტავს. ამის გარდა მეორე მხარეც იყო, მე გერმანიაში სწავლას ვერ გავაგრძელებდი, ალბათ თუ ნაყოფს შევინარჩუნებდი სამუდამოდ საქართველ;ოს მივეჯაჭვებოდი და ჩემი ცხოვრება ისეთი სხვანაირი იქნებოდა, ისეთი უხალისო... ამ ყველაფერზე ფიქრსი 5 წუთში მოვასწარი, არ ვიცი ხაბეს თავში რა ხდებოდა, მაგრამ ვიცი რომ ისიც ჩემს დღეში იყო. მერე როცა ტესტებს დავხედეთ და ზედ არაფერი იყო იმის მსგავსი რომ მე და ის ახალი სიცოცხლის შექმანზე პასუხს ვაგებდით შვებით ამოვისუნთქეთ. ვიგრძენი მხრებიდან მთელი მსოფლიო როგორ ჩამომვარდა და არნახულად თავისუფალი ვიყავი. ხაბემ მკერდზე ამიკრა და თავზე მაკოცა. არ ვიცი იმ მომენტში მის თავში რა ხდებოდა, მაგრამ მე მადლიერი ვიყავი ,რომ კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვი. -კარგი ახლა უკვე საავადმყოფოში მიმყავხარ. -რატომ? -თუ ორსულად არ ხარ ესეიგი მოიწამლე. -ხო არ აფრენ, სახლში გავალ დავიძინებ და ეგაა. -არა არ მაინტერესებს საავადმყოფოში მივდივართ იქნებ გადასხმა გაგიკეთონ და გამოკეთდე. ჩაიხედე გეხვეწები სარკეში. ხაბემ ძალით დამაყენა სარკის წინ და ლამის ყბა ჩამომივარდა,როცა ჩემი ფერდაკარგული, ლამის მოჩვენების მსგავსად გამჭირვალე სახე დავინახე. იმის მიუხედავად რომ ხაბეს ბევრი ვეწუწუნე, მაინც ვერაფერს გავხდი და საბოლოოდ მისი მქნანით პირველივე საავადმყოფოში მიმიყვანა სადაც აღმოვაჩინეთ ,რომ წინა ღამით გამოძახებული საჭმლის ბრალი იყო ის ყოველივე რაც დამემართა. გადასხმა გამიკეთეს და სახლში გამიშვეს. ხაბემ მიმაცილა, ამოვიდა, წვნიანი მომიმზადა და მერე წავიდა. მე საწოლში ჩავწექი და ეკასა და ლენასთან ვიდეოზარით ვსაუბრობდი, ტატოს სამსახურში იყო,ს წორედ ამიტომ არც ეკას ჩასჭრია საუაბრში და არც ცა;ლე შემოგვერთებია. -მთაწმინდაზე რას იტყვით? -შეიძლება ხო. როდის მივდივართ? -შემდეგ შაბათკვირას. დღეს ხო არ გამოხვიდოდით შენ და ლენა ჩვენთან ბელოტის სათამაშოდ? -აუ ვერა ეკა, ცუდად ვარ. -რა მოხდა? -მოვიწამლე. -რითი? -გუშინ ხაბესთან ვიყავი და საჭმელი შევუკვეთეთ, მაგრამ ცუდად დღეს დილას გავხდი, მერე საავადმყოფოშიც ვიყავი და გადასხმა გამიკეთეს, ახლა სახლში ვარ და ვწევარ. -გინდა გამოვიდე? -ნიკა სახლშია ? -არა , არა ხვალ ან ზეგ ჩამოვა კიდე თუ არ გადაწია ირმასთან და მამინაცვალთან ყოფნა. -ხო და გამოვალთ, მარტო ხო არ იქნები. -არ მინდა მეთქი ლენა, მირჩევნია მარტო ვიყო, შემდეგ კვირას გნახავთ პიკნიკზე. -ნახე რა გვიშორებს. -აბა, კარგი მიდი და თუ რამე გაგვაგებინე, გამოვალთ საჭმელს მაინც გაგიკეთებთ სხვა თუ არაფერი. -ეგეთი რამე არსებობს ხალხო ვოლტი გლოვო და ბოლტი ქვია, დააწკაპებ და შეგიძლია შეუკვეთო. -გადი რა ჩვენ შენზე ვზრუნავთ. თანაც მოიწამლე მგონი გამოძახებული საჭმელით. -ვიცი, მიდი მიყვარხართ. .............................. მალე გამოვკეთდი, ორსულობაზე ყველა აზრი მეორე დღეს სისხლიანმა ზეწარმა გამიქრო და სრულიად დავმშვიდდი. ბოლო წლის მანძილზე იმდენჯერ მიფიქრია რა იქნებოდა მაშინ შვილი რომ მყოლოდა? როგორი იქნებოდა ახლა ჩემი ცხოვრება? უკეთესი? იქნებ კიდევ უფრო უარესი? არ ვიცი, ვერც ვერასდროს გავიგებ. სამწუხაროა რამდენი რამის გვეშინია ხოლმე, რაც დროის გასვლის მერე მნიშვნელოვანი და სასურველიც კი აღმოჩნდება . პიკნიკზე მართლაც ვიყავით, რომელიღაც შემთხვევით ავტობუსს გავყევით მთაწმინდაზე, მერე სადღაც ჯანდაბაში ჩამოვბოდიალდით, გზიდან გადავედით და სასაფალოებზე აღმოვჩნდით. -თქვენ ხო არ აფრენთ აქ რა გვინდა? -წამოდი რა ხომ გითხარი გზა ვიცი. ტატო წინ , საფლავებს შორის მიდოდა და დუდღუნებდა. მე და ეკა დაღლილები ვიღაცის მოაჯირთან, საფეხურზე ჩამოვჯექიტ და სიგარეტს გავუკიდეთ. ლენა და ტატო კი ჰორიზონტზე სულ უფრო და უფრო წინ მიდოდნენ და საჭმლით სავსე პარკებს მიათრევდნენ. ეკა მათ უყურებდა და ეწეოდა. მე ფეხსაცმელებს ვასტერდებოდი, ის წითელი კონვენსები მეცვა ხაბეს რომ ბათუმში ვანახე ჩემით მოვქარგე თქო. ღმერთო ნეტავ ახლა სად მაქვს ეგ ფეხსაცმელი?! უნდა მოვძებნო, იქნებ მაშინ მაინც ვიგრძნო თავი ჯერ ისევ ცოცხლად, იქნებ ასე მაინც გავხდე ისევ 22 წლის.არა ბოდიშით მაშინ უკვე 23ის ვიყავი. ეკას ჩემკენ არ გამოუხედავს ისე მითხრა. -პაუზის აღება მინდა. -რა? მისკენ მივატრიალე თავი. -ხო , ტატოსგან, ცოტახნით. რაღაც პერიოდი სხვაგან გადასვლას ვგეგმავ , სადმე სადაც მისამართი არ ეცოდინება და ვერავისგან გაიგებს. -რატომ? -ბოლო დროს ბევრს ვჩხუბობთ. ხომ იცი ჩემი ამბავი? -თავუ დავუქნიე, ახსნის გარეშე მისი ჩემი თავივით მესმოდა- ხო და მას აღარ უნდა გაგება, მე კი აღარ ვიცი ისევ მიყვარს თუ არა. ზოგადად სიყავრული რა ჯანდაბაა, არ ვიცი ევა, უნდა ვქნა ეგ. ჩემი თავისთვის უნდა გავაკეთო. -ხო მაგრამ სისულელეს იზავ ეკა. -რატო? -იმიტომ რომ ეს წიგნი კი არა რეალური ცხოვრებაა, უნდა ისაუბროთ, ადგომა , წასვლა, მოფიქრება მერე დაბრუნება მხოლოდ წიგნებისთვის და ფილმებისთვისაა. ისიც სიუჟეტის გასამრავალფეროვნებლად. რეალურ ცხოვრებაში ეს რეალურ და დიდ პრობლემებს იწვევს. თუ ახლა შენ წახვალ დამიჯერე კიდევ უფრო გააუარესებ იმ სიტუაციას რაც გაქვთ. -მაგრამ... -ისაუბრეთ. შეიძლება აწყენილი, გაწყენინოს, დედა მოუ**** ერთმანეთს ჩხუბით, მაგრამ გაურკვევლობას ყველაფერი ჯობს. -ისე რატომ ამბობ თითქოს ახლა თავად იყო გაურკვევლობაში? -იმიტომ რომ ვარ. -რა გამოვტოვე. იმ მომენტში სასაფლაოს საფეხურზე მჯდომს მინდოდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა, იმის მიუხედავად ხაბეს დავპირდი მხოლოდ ჩვენ ორისთვის, მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ამ ყველაფეში-მეთქი. ის იყო ეკასთვის სათქმელად პირი გავაღე ,რომ ტატომ დაგვიყვირა. -წამოდით თორე დაღამდა! ეკამ გადაიხარხარა, ფეხზე წამოხტა და ორივენი ტატოსა და ლენასკენ წავედით. უკვე დარწმუნებული ვიყავი ,რომ ტატო ეკასთან პრობლემებს მასთან განიხილავდა. არასდროს მდომებია მის ადგილას ვყოფილიყავი მის ტყავში შეძრომასაც, რომელიც ძალიან კარგად გამომდიოდა, მუდამ ვერიდებოდი,რადგან ვიცოდი, მხოლოდ წარმოდგენითაც, მხოლოდ მის ადგიალს თავის დაყენებითაც კი ტკივილისგან მოვკვდებოდი. ახლა წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ლენა,რომელიც საყვარელი კაცისგან სხვა ქალზე(თავისსავე მეგობარზე) ისმენდა ისტორიებს. ტატომ ბევრი გვაბოდიალა, საბოლოოდ რომელიღაც მდელოზე, ჩანჩქერთან ახლოს აღმოვჩნდით და კოცნონის დასანთებად მე და ლენამ ქვები და ტოტბეი მოვათრიეთ. შორტები მეცვა და მთელი ფეხები ეკლების გამო დაკაწრული მქონდა, მაგრამ ის დღე მაინც ერთ-ერთი კარგი მოგონებაა იმ წლებიდან. იმდენი რამ არის რისი დაბრუნებაც მინდა, მათ შორის მეგობრებისაც ,ახლა რომ დაიფანტნენ და იშვიათად ვნახულობ ხოლმე. რა კარგი იყო კოცონზე შემწვარი სოსისები, ადგილზე გაკეთებული სენდვიჩები, ბოთლიდან დალეული ლუდი და ნედლი ფიჩხის ცეცხლში ტკაცუნის ხმა. კოცნის ირგვლივ მჯდომები „მე არასდროს „ შებრუნებულად ვთამაშობდით, რამდენი მოვიტყუე ვინ უწყოდა, მაგრამ რადგან ლენამ იცოდა რომ ვიღაცას ვხვდებოდი, ამაზე დალევა მაინც არ მომიწია. ხაბე მწერდა, მაგრამ არ ვპასუხობდი, იმ მომენტში მისთვის არ მეცალა. სასმლით ვთვრებოდი და იმის მოყოლაზე თუ როგორ ხვდებოდა ტატო ვიღაც შეშლილ გოგოს წლების წინ სიცილით ვბჟირდებოდი. მერე მე და ლენამ ეკას ჩვენი ბოლო ზარის ამბები მოვუყევით. -მომე ეგ-ეკას ბოთლი გამოვართვი და პირდპაირ მოვიყუდე- მოკლედ ბოლო ზარზე იცი როგორ დათვრა? აი ვერავის ცნობდა, მე მალე წამოვედი, იმიტომ რომ ბიჭებმა სათამაშო თოფი მოიტანეს, მამინაცვლას შეეშინდა და წამოაამთრია. -როგორ ვერასდროს ვიტანდი მაგ კაცს. ლენა დაიჭყანა, რადგან ხშირად უნახავს ის და ჩემზე ნაკლებად არ სძულდა. -ვერც მე. -დაიკიდ ესენი მისმინე, მეორე დღეს აღმოვაჩინეთ რომ თურმე ტატოს თავის შეყვარებულისთვის გალეწილს დაურეკავს და ხელი უთხოვნია, ის კიდე დათანხმდა . -მეღადავებით? -არა- ლენა ჩაბჟირებამდე იცინოდა და სოსისს ჭამდა.-მერე ამან რომ უარყო და აუხსნა სკოლაც კი არ დაგიმთავრებია ცოლად როგორ უნდა მოგიყვანოო დაშორდა. -რას თანხმდებოდა საერთოდ. -რავი ინაღდებდა ვაი და ვერ ჩავაბაროო. ლენამ სიცილით თქვა და ხელები ჰაერში ასწია, ლუდი გადმოექცა და შარვალი დაუსველდა. ყველას სიცილი აგვიტყდა. ტატოს და ეკას რომ ვუყურებდი ერთმანეთს როგორ ეხუტებოდნენ სიგიჟემდე მინდოდა ხაბეც ჩემთან ერთად ყოფილიყო და მეც შემძლებოდა ისე ვმჯდარიყავი მასთან,როგორც ისინი. სისულელე იყო... ღმერთო როგორი სისულელე, ამის გაფიქრებისა და გააზრებისას ბოთლში დარჩენილი რამდენიმე ყლუპი ლუდი ჩავცალე და ტატომაც ახალი გახსნა. მთვარე ამოდიოდა, ცა ცისფერდებოდა და ჩვენ ისევ კოცონთან ვიჯექით, ძველი , გაცრეცილი ამბების მემილიარდედ მოყოლით გამოწვეული სიცილით. ლენა სიმღერებს რთავდა და მე მას ვეხუტებოდი, რადგან ვიცოდი როგორ ვჭირდებოდი. უფრო მეტად სასაცილო იყო ,როგორ ჩავაქრეთ მიწით და წლით კოცონი, ნივთები მოვხიკეთ და ჩემს სიმაღლე ბალახებში გადავბობღდით, რომ როგორმე გზამდე გავსულიყავით. თანაც მიუხედავად იმისა რომ ზაფხულობით იატასთან ერთად სასაფლაოებზე მშვიდად ვეწეოდი, მაინც მეშინოდა ისევ იგივე გზით უკან დაბრუნების, ამიტომ გზა გადავჭერით,როგორც ვთქვი ლამის ჩემს სიმაღლე ბალახებში შევედით და ლენამ წუწუნი დაიწყო. -გველი რომ იყოს? -არ იქნება. -რომ იყოს და მიკბინოს? -არ მოიწამლები , შეიძლება იქით დაგესლო ის საწყალი არსება. თვალები ავატრიალე და ხელი გავუწოდე რომ მალე წამოსულიყო. გზაზე როგორღაც რომ გავფოფხდით ტატომ ურნა იპოვა და ნაგავი გადაყარა, მე და ეკა საგზაო ნიშანს მივეყრდენით და ისევ სიგარეტს გავუკიდეთ. -ანუ ვის ხვდები? -ისეთს არავის ვიზე მოყოლაც მინდა. -ვერ ვხვდები. ეკამ შემომხედა. -რას? -რატომ არ ყვები. -მაგას ვერც მე ვხვდები. -ხო ხო? ყველაზე ყვება, მუდამ პირი აქვს მოღებული და აღფრთოვანებულს ცამდე აყავს ხან ტომასი, ხან სებე, ხან ვინ და ხან ვინ, მაგრამ ახლა არ ყვება. -შეიძლება რამე ჩემთვის დავიტოვო? სერიოზული რომ იყოს ხომ მოვყვებოდი? -იქნებ სწორედ მაგიტომ არ გვიყვები? ეს უკვე ტატოს ხმა იყო, ეკას ხელი გადახვია და ისე შემომხედა წამით მეგონა თავში შემომიძვრა. -ბოდავ ტატო. -არა რატო. იქნებ ცოხვრებაში ერთხელ, ამ ერთხელ იმდენად სერიოზულად უყურებ ევა რომ გეშინია ყველაფერი არ გააფუჭო და ამიტომ არ გვიყვები. -არაა ეგრე. -რაც მეტს შემეწინააღმდეგები,მითუფრო მეგონება რომ სწორად ვფიქრობ. არასდროს გიკითხავს შენი თავისთვის ყველაფერს რატომ გვიყვები?! -იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ხართ. მხრები ავიჩეჩე, ეკამაც მხარი აუბა -ან იმიტომ რომ იმდენად სერიოზული არაა გული მართლა გატკინოს. დარწმუნებული ხარ რომ რომელიმე ჩვენგანი ეგრე ახლოს გყავართ? -კი. -რამდენად ახლოს? იმდენად რომ შენს შიშებზე მოგვიყვე?ან იმაზე რა გეზიზღება მართლა? -რა შუაშია? -სიხარულს ყველას უზიარებ, ტკივილის და მითუმტეს შიშს ძალიან ცოტას. ეკას სიტყვები გულზე მომხვდა და შვებით ამოვისუნთქე ავტობუსი რომ გამოჩნდა. ასე ამ საუაბრს დავუძვერი. ავტობუსებსი ტალახში ამოთხვრილები ავედით , ყველა ჩვენ გვიყურებდა. სახლში ღამის 12ისთის მივაწიე, მაშინვე დავიძინე. ................................ ბახმაროში წასვლამდე სულ ეკასა და ტატოს სიტყვებზე ვფიქრობდი და აი რა დავასკვენი. პირველი ტატომ და ლენამ ჩემი ტრავმები იმიტომ კი არ იცოდნენ,რომ ასე მე გადავწყვიტე, არამედ იმიტომ რომ იქ იყვნენ. მეორე, მე ჩემს თავზე, ნამდვილ ევაზე, იშვიათად ვსაუბროდბი. მესამე ხაბემ იცოდა რისი მეშინოდა, იცოდა რომ ყველაფერს ვაკეთებდი ხალხისთვის სასურველი ვყოფილიყავი, მათ მიერ შექმნილი ჩემი თავით მეცხოვრა. მეოთხე, ეს იმიტომ იცოდა, რომ თავად ვუთხარი. მეხუთე და ყველაზე მთავარი, წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი, რა მინდოდა რეალურად და რას ვგრძნობდი. ბხამაროში ივლისში წავედით, შუა რიცხვები იყო. დიმა იქ დაგვხვდებოდა, მე ტატო , ლენა და ეკა კი მატარებლით მივდიოდით. ხაბე კი დანისა და ბეასთან ერთად მანქანით მიდიოდა. დილით ტაქსიში მჯდომს დამირეკა. -რას შვებით? -მოვდივართ უკვე, სადრაც 10 წუთში სადგურში ვიქნებით. რეალურად მე ტაქსიში მარტო ვიჯექი, ლენა, ეკა და ტატო კი მარტო მოდიოდნენ. იატა ბათუმში იყო და იქიდან აპირებდა ჩამოსვლას. -გითხარი მე შენ ჩემთან ერთად წამოდი-თქო. -გეყოს უკვე ნოე, მილიონჯერ აგიხსენი ,რომ ვერა. -ხო და მეც მემილიონერთხელ გეუბნები რომ უნდა წამოსულიყავი. თვალები ავატრიალე და მძღოლს ვთხოვე კონდიციონერისთვის კიდევ აეწია რადგან სიცხეს ვერა და ვერ ერეოდა. მანაც, ხანშიშესულმა ჭაღარა კაცმა ულვაშებიდან გამიღიმა და თხოვნა შემისრულა. -ბეა და დანი რას შვებიან? -უკან ზიან და გვრიტებივით ჭუკჭუკებენ. მე მგონი ტაქსისტი გავხდი იცი?! მოგვენატრეო. -მეც მომენატრნენ. ღიმილიანი ხმთ ვუთხარი და საათს დავხედე. -ახლა როდის თქვენ ჩამოხვალთ რა. -გცემ იცოდე, დამღალე უკვე. -ძალიან? ნოეს ინტონაციაში იყო რაღაც უცნაური , გარყვნილიც კი და მე ვიცოდი რასაც გულისხმობდა,ა მიტომ გიჟივით ჩამეცინა და ვითომ სერიოზული ხმით ვუთხარი. -ნოე. -კარგი ხო კარგი, ვჩუმდები. სანამ თქვენ ჩამოხვალთ მე და დანი სამწავდეს გავამზადებთ მაშინ. -როგორც გინდათ, მე მაინც არ ვირევი ხორცზე. -ბარე ვეგეტარიანელი რომ გახდე არ გინდა? -პირველი არა, მეორე მომკლავ, მესამე ხინკალს ვერ შეველევი და ბურგერებს. ნოემ გაიცინა. მე კი სადგურთან იმ წამს მისული მაქნანიდან გადმოვედიდ ა ჩემი ბარგიც გადმოვათრიე. მერე ჩემოდანი ბორბლების რიხინით გავათრიე და თან ნოეს ვეწუწუენბოდი. -ჩემ სახლში მინდა , მანდ ახლა სულ არ უნდა მეძინოს ხოლმე. -ნუ გეშინია მოგიფიქრებ რამეს. -შენ შენი ინსომნიისთვის ვერ მიგიხედავს მე რა უნდა მომიფიქრო. -მენდე ვიცი ერთი გზა რო კარგად დაგეძინოს. ეს რომ პირსპირ ეთქვა ცალყბად ჩაიცინებდა და თვალს ჩამიკრავდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და შევკივლე. -რა გაფუჭებული ბიჭი ხარ!!! -ხომ ვიცი რომ გიყვარვარ. -იოცნებე ხაბეიშვილო! -თუ მაცდი ვოცნებობ. -წავედი რა ვის აქვს შენი ნერვები. ერთი მანახა ოდესმე ვინმე თუ გაგიძლებს. -უკვე ნანახი გყავს ეგ ვინმე. თვალები დავხუჭე და ერთ ადგილას გავჩერდი. ხაბეს უკან ბეა და დანი ესხდნენ და მაინც ამდენად თავხედურად ბედავდა ჩემთან შეფარვით საუბარსა და მინიშნებებს? იდიოტი. სადგურზე რომ შევედი უკვე ყველა მოსული დამხვდა , ბავშვები გადავკოცნე და მატარებლის მოსვლამდე სკამზე ჩამოვჯექი. ტატომ მიყურა , მიყურა და ბოლოს მკითხა. -მაგ პაწაწკინტელა ჩემოდანში რა ჩაატიე? სამივე უზარმაზარი ჩანთებით იყვენ, თან ორ-ორით და პლუს ხელჩანთით. მე კი ერთი ბორბლებიანი ჩემოდნითა და მხარზე გადასაკიდებელი ჩანთით,რომელსაც სტუდენტობისას უნივერსიტეტში დავატარებდი. მხრები უდარდელად ავიჩეჩე. -რავი, ორი ჯინსი, შორტები, კაბები, ზედები და დამატებითი წყვილი ფეხსაცმელი. კიდევ პირსახოცი და თეთრეული. -ამაში ჩაატიე მაგდენი რამე? -ხო, დანარჩენი, სამკაულები და ჰიგიენური რამეები აქ მიდევს- ხელით მხარზე გადაკიდებული ჩანთა შევათამაშე. -ჩვენ რატო გავქ ამდენი ბარგი აბა? -მე რა ვიცი?! გიჟები ხართ, 1 კვირით მივდივართ მთელი წლით კი არა. სიცილით ვუთხარი და გავჩუმდი. არ მახოსვს რას, მაგრამ რაღაცას მთელი გულით განიხილავდნენ და ლამის იჩხუბეს იმზომამდე მივიდნენ. მერე მატარებელიც მოვიდა. მთელი გზა ეკას და ლენას ეძინათ, მე და ტატო კი კარტს ვთამაშობდით, მერე ტატოსაც რომ ჩაეძინა ჩანთიდან „სამოთხე“ ამოვიღე და კითხვა დავიწყე. ვინ უწყის იმ მოგზაურობისას მსგავსი ტრავმატული წიგნისთვის რატომ გავწირე თავი, მაგრამ ყოველი ათი გვერდის მერე წიგნს ვხურავდი, mettalica-ის ან rammstein სიმღერებს ვრთავდი და ვცდილობდი გონება განმეტვირთა. თითქმის ნახევარი გზის შემდეგ ხაბემ მომწერა. “ რას შვები?” “ ძინავთ და წიგნს ვკითხულობ. ცოტა დატრავმირებული ვარ.” “ რა წიგნს?” “სამოთხეს” “მათხოვე მერე.” “არ გინდა დამიჯერე.” “ იმედია მალე ჩამოხვალთ, უკვე ვეღარ ვძლებ.” “ ხაბეიშვილო ნოე! გაილახები.” “რა ორი კვირაა არ მინახიხარ.” “ და?” “და ძალიან მივეჩვიე თითქმის ყოველდღე შენს გვერდით დაძინებას. მგონი ინსომნიის წამალი ვიპოვე იცი?” “ საცემი ხარ, მაგრამ როგორ გაგიმეტო.” “თითქოს შენ არ გინდოდეს.” “არ მინდოდეს რა? შენი კოცნა? შენთან სექსი? “ზუსტად.” “მინდა, მერე? რომ ჩამოვალ აზრი მაგას? მაინც უამრავ მეგობართან ერთად ვართ.” “ეგ შენი ბრალია. შეგახსენებ თავიდან მე მინდოდა რომ მხოლოდ ჩვენ წავსულიყავით..” “ხო და შენ დალაპარაკებოდი ირმას.” “ნება მომეცი მაგის რო?” “ბიჭს ხო კამათში ვერ მოუგებ.” თვალები ავატრიალე , haiden Henderson-ის AA ჩავრთე და გამეცინა ტექსტის მოსმენისას, რადგან რაღაცნაირად ვთვლიდი რომ ჩემი და ხაბეს სიტუაციის ძალიან უხდებოდა. გადარეულ ხაბეიშვილს რა მოასვენებდა, ხო და თავის ტყუპისცალ ნიკოს დაავალა მანქანით ავეყვანეთ ბახმაროში, რაც რატომრაც ჩემთვის არ უთქვამს. მატარებლიდან რომ ჩამოვედით და ხაბეიშვილი დავინახე გავიცინე და პირდაპირ მისკენ წავედი რომ ჩავხუტებოდი. წმაით ჩავეხუტე მერე მოვშორდი. -იცი რომ შეშლილი ხარ? ბახმაროდან რამ ჩამოგიყვანა? ძან აცუნდრუკებული ხარ დღეს და მართლა შემომელახები. -გაბრაზებს? -ვინ? -ნოე. გავქავდი და ენაზე ვიკბინე. მადლიერი ვიყავი რამე უფრო დებილობა რომ არ წამოვაყრანტალე მის ტყუპისცალთან. -კი. მოიცა შენ რა გინდა აქ? -ნოე მაშანტაჟებს და გამომიშვა თქვენდ ასახვედრად. -ანუ შენც მეხმარები რომ ვცემო ხო? -რა თქმა უნდა. - ერთხელ იქნება გულს გამიხეთქავთ. -როგორ მახსოვს პირველ კურსზე რამდნეი დრო დაგჭირდა იმის მისახვედრად რომ ნოე არ ვიყავი. -რა გაცინებს, მე ლამის ჩემ პირადზე მოგიყევი. -მომიყევი მოგისმენ , არაა პრობლემა კაცო. ორივემ გავიცინეთ, მერე ბავშვებს ავუხსენით რომ ნიკო იყო და ბახმაროში წავედით. იატაც სადგურში გველოდებოდა, ჩვენთან მოირბინა და სათიტაოდ გადაგვკოცნა. თან მოგვახარა მე და თორნიკე შევრიგდითო, ლენამ ისეთი წაუთაქა თავში, მის მაგივრად მე მეტკინა. -აი იცი როგორ ძალიან ხარ საცემი? -საცემი კი არა საწამებელია, ბამბუკი უნდა ვიშოვო და ზედ მიგაბა როგორც ჩინელები შვებოდნენ. სიმწრით გამოვცერი კბილებში და მხარზე ვუბრწკინე. -რა გინდათ? იცით რა საყავრელია, ყვავილებით და საჩუქრებით მომადგა და ბოდიშები მიხადა სულ. -ეგ ყვავილები თავზე უნდა გადაგალეწოს კაცმა შე ჩერჩეტო. კიდევ ერთხელ გავუბრაზდი და მერე დანარჩენი ლანძღვა ლენას დავუთმე. გზაში ლენა გაოცებული უყურებდა „ნისლს“ რომელიც რელაურად ღრუბლები იყო. ულამაზესი დღე იყო.ცოტა წვიმიანი, მაგრამ ლამაზი. ბახმაროში რომ ავედით უკვე მოსაღამოვებული იყო და ხაბე დანისა და დიამსთან ერთად კოცონს ანთებდა მწვადის შესაწვავად. ნიკო იმ ღამით ჩვენთან დარჩა. ეზოში სუფრა გავაწყვეთ. ბიჭებმა მწვადი შეწვეს, მე და იატამ კი სალათები გავაკეთეთ. სამზარეულოს ფანჯრიდან პირდაპირ ჩანდა ეზოში მიმოფანტული ჩვენი მეგობრები და ხაბე ,რომელიც ზურგით იდგა და მაყალზე ღვინოს ასხავდა. იატამ მხარი გამკრა. -რატომ არ ხართ ჯერ ისევ ერთად? -იმიტომ რომ მეგობრები ვართ. იატას ზედაც არ ვუყურებ, სანაცვლოდ ჭადის ცომს ვზელ და ხაბეს ვუყურებ, რომელიც ჩვენგან ზურგით დგას. მაისური არ აცვია, რადგან მაყალთან ცხელა, მის მხრებს ვუყურებ, ტატუებიან ზურგსა და ბეჭებს და ცოტა მაკლია რომ ნერყვები არ წამომივიდეს. იატა კი ლაპარაკს განაგრძობს. -თორნიკე რომ არა სიამოვნებით წაგართმევდი მის თავს. -წაიყვანე, ოღონდ მაგ ბიჭს დაშორდი და თუ გინდა მე ვიქნები შენი საყვარელი. -ისედაც ხარ. თვალს მიკრავს და მხარზე სიცილით მკოცნის. მერე თეფშები და პამიდვრის სალათი ეზოში გააქვს და ისევ შიგნით ბრუნდება. ყველანი დაფუსფუსებენ, მე ჭადებს ვაცხობ. მერე მეც მათ ვუერთდები და ბეას წყალობით ხაბესა და მას შორის დარჩენილ ადგილას ვჯდები. ნიკო წინ გვიზის. ბაჩო ჯერ ისევ არ გამიცვნია, მაგრამ მალე მასაც გავიცნობ. ხაბე მხარზე მეხება და მთხოვს მწვადი მივაწოდო მეც ღიმილით ვუწვდი ჯამს. რამდენიმეს იღებს, მერე მე მანიშნებს არ გინდაო, ვუარობ, მაგრამ ძალით მიღებს. -ჭამე და შენი ხმა არ გავიგო. -არ მინდა. -გინდა. -არ მინდა- ჩანგლით მის თეფშზე ვყრი. მახსოვს რომელღაცას ვიდეოკამერა ჰქონდა წამოღებული, მგონი იატას, იღებდა კიდეც. მთელი საღამო არ გაუთიშავს. ნეტავ ახლა სადაა ის კასეტა . -წყვილივით იქცევით და მერე იწუწუნებთ რატომ გვაწყვილებთო. ბეამ წაგვკბინა, როცა ხაბემ ხორცი ისვე უკან გადმომიდო, არ ვიცოდი ჯერ რომელს გავბრაზებოდი, ამიტომ ხორცი უკან დავუბრუნე და ბეას წავეჯუჯღუნე შემეშვი თქო. ჭამა-სმას რომ მოვრჩით, სუფრა იატამ და ლენამ აალაგეს. მერე მაფიის სათაამშოდ დავჯექით და თითქმის ყველა ჯერზე მე და ხაბე აღმოვჩნიდთ მაფიოზები. ღმერთო იმდენი ვიცინეთ, ლამის სიცილით მოვკვდით. ნიკო ხაბესავით მხიარული იყო, ცოტა ნაგიჟარიც. გვიანი იყო დასაძინებლად რომ დაწვნენ ყველანი მე და ხაბე კი ეზოს მისალაგებლად დავრჩით. დაღლილები ჰამაკში ჩამოვჯექით და მე ხაბეს მივეწებე. -დღეს კინაღამ ნიკოსთან ვიფლირტავე. -რას გადაეკიდე ჩემს ძმებს. -მთელი ხაბეიშვილები მევასებით, უი არა ჯერ მამაშენის დაკერვა არ მიცდია. -ბაჩოს არ გაგაჩნობ იცოდე, აქედანვე გევასება ეგ ნაგიჟარი. -როგორ არ მევასებოდეს ის ხომ ინგლისიდან გამოექცა „მაფიას“ გადავიხარხარე და თავი მის მხაზე დავაბრუნე, მისი ხელი მკლავებზე მეხვეოდა და პლედივით მათბობდა. ხაბე გაჩუმდა, მაკოცა და ზუსტად ერთი მოძრაობით გადამისვა კალთაში. ცოტა დრო დამჭირდა აზრზე მოსასვლელად და მის გასაწევად, თუმცა ჯერ ისევ კალთაში ვეჯექი. -დაგვინახავენ! -მთვრალები და მძინარები არიან. წელზე შემოხვეული ხელით ისევ ახლოს მიმიჩოჩა, მეორე ხელი ნახევრად შიშველ ფეხზე ამისრიალა და გრძელი შორტის ქვეშ შემისრიალა. დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე დავასრულეთ კოცნა და სახლში ჩვენს -ჩვენს ოთახებში შევედით. …………………………………………………………………. მეორე დღის ბოლოს აივანზე ვიდექი სანამ ბავშვებს სახლში მშვიდად ეძინათ. ნაჭრის შავი შორტები და ხაბესთვის წართმეული მაისური მეცვა, რომელიც ლამის მთელი ზაფხული, ყოველ ღამით, მეცვა, როცა ხაბე ჩემთან არ იყო. მის სურნელს ისე მივეჩვიე,მეგონა უმისოდ ვეღარ ვსუნთქავდი ხოლმე. გვიანი იყო სადღაც 4 მაინც იქნებოდა. ლამაზი ვარსკვლავიანი ღამე იყო, ხის აივანს ვეყრდნობოდი და ცას ვუყურებდი. არ მახსოვს ჯერ მისი სურნელი ვიგრძენი ,თუ ხელები ,არც ის რომელზე ჩამეღიმა,მაგრამ მახსოვს როგორ მეხვეოდა წელზე მისი ხელი და კისერში მის კოცნას ვგრძნობდი. -რატომ არ გძინავს? ინსომნია გადმოგდე? -არ ვიცოდი ეგ თუ გადამდები იყო. ვერ ვიძინებ უბრალოდ. მის ხელზე ხელი ავასრიალე და ვაიძულე უფრო ახლოს მოსულიყო. თავით მკერდზე ვეყრდნობოდი და იმ ჩუმი წუთებით ვტკბებოდი,როცა ჩვენი ტუჩების ნაცვლად სხეული საუბრობდა ხოლმე. მერე ხაბემ ხმა ამოიღო. -გინდა გავისეირნოთ? -ამ შუაღამეს? თავი მისკენ სულ ოდნავ მივაბრუნე და ცხვირით ლოყაზე შევეხე, ხაბეს თვალები წამით მიენაბა. თავი თავზე ჩამომადო და ისე მითხრა. -ხო ამ შუაღამეს, თუ გინდა ამოსავალზე ავიდეთ და პრინციპში სანამ იქ მივალთ სეირნობა სეირნობით მზეც ამოვა. -ბოლო დროს ისე რომანტიულად იქცევი ნოე, ცოტაც და ვიფიქრებ ,რომ არა მხოლოდ გინდივარ, გიყვარვარ კიდეც. -რაც გინდა ის იფიქრე ევა. მისი ტუჩების შუბლზე შეხება იმაზე უფრო მხურვალე იყო ვიდრე ის ზაფხული. ასე ვერცერთი მზის სხივი ვერ მათბობდა, ვერცერთი მათგანი ახერხებდა ჩემთვის ტანსაცმლის შემოხევა მოენდომებინა. თავისუფალი ხელი კისრზე გველივით ამისრიალა და თავი უკან გადამაწევინა, ტუჩებზე მიყურებდა და ენით საკუთარს ისველებდა. მის თვალებში ჩემი ანარეკლი იყო, სრულიად სხვანაირი მესი, იმის მის გვერდით ყოფნისას რომ ვიყავი. სანამ მაკოცებდა და ვიცოდი რომ მაკოცებდა, რადგან მისი ხელები გველებივით მეხვეოდნენ მუცელსა და კისერზე და ის ძალიან ნელა იხრებოდა ჩემსკენ, ისე რომ თვალებს ჩემსას წამით არ აშორებდა. -დაგვინახავენ. -მეეჭვება, მთელი წელია... -ჯერ წელი არაა. -რა მნიშვნელობა აქვს ევა? ამდენი ხანია ისე და მაშინ გეხები ,როცა და როგორც მინდა , შენც იგივენაიარად იქცევი და ვერაფერს ამჩნევენ. ვერაფერ ხელჩასაჭიდს და გგონია ახლა , ბახმაროში, ღამის 4 საათზე, უი ხუთის ნახევარიც მოსულა, დაგვინახავენ და გაგვასამართლებენ? ანგარიში ვისთან გაქ ჩასაბარებელი. არცერთი ჩვენი მეგობრის საქმე არაა რას ვიზავთ. -მაგრამ... -მაგრამ შენთვის არის, იმიტომ რომ გაინტერესებს სხვები რას იფიქრებენ. ნოე მომშორდა , სახლისკენ პირით მიბრუნდა და აივანს წელით მიეყრდნო. მე მის გვერდით ვიდექი, საპირისპირო მხარეს ვიხედებოდი და თვალს მისკენ ვაპარებდი. -მგონი ხო. -დაიკიდე ევა- ხელი მკალვზე ამისრიალა და როცა ლოყაზე შემეხო მხარსა და ლოყასშორის მოვიქციე. ზუსტად ერთდროულად ლაპარაკი გააგრძელა და თან ხელისგულზე ვაკოცე- ამ ერთხელ ყველა და ყველაფერი დაიკიდე და ისე მოიქეცი როგორც შენ გინდა. -მთელი წელია ეგრე ვიქცევი -დარწმუნებული ხარ? ზოგჯერ მგონია ამ ყველაფერში ცალმხრივად ვარ. -მეც, მეც ეგრე მგონია ნოე. ვერაფერს შევცვლით რას იზავ?! წავიდეთ? მიხი ხელი მოვიშორე და კედელს, რომელიც აივნის მოაჯირსა და სახლს აკავსირებდა , მხრით მივეყრდენი. -ამოსავალზე? -ხო, ხომ მითხარი მზის ამოსვლა ვნახოთო. -ახლა აღარ გეშინია რომ შემიყვარდი? მის ხმაში ისეთი ირონია იგრძნობოდა, ისეთი სევდა.არაფერი მითქვამს, ალბათ მხოლოდ წუთებით. მერე ხაბეს ხელებზე ხელები მოვკიდე და ჩემსკენ სულ ოდნავ დავქაჩე. ბევრი მინიშნება არასოდეს სჭირდებოდა იმის მისახვედრად რა მინდოდა. თავის ეშმაკური ღიმილით გამიღიმა, ხელი ისევ კისერზე ამისრიალა და იმის ცოდნით როგორ ვდებოდი მისსავე მკლავებში,როცა ყელზე ხელს მიჭერდა, ეს გააკეთა.მისთვის აღარ დამიცდია ვაკოცე და კოცნისას გამეცინა. ნოემ ჯერ ჩემი ფეხი შემოიდო წელზე და შორტის ტოტის ქვეშ შემიძვრა, მერე საერთოდაც წელზე შემომისვა და აივნის მოაჯირზე დამსვა. იმ მომენტში, ხაბეს რომ ვკოცნიდი და მხოლოდ მისი მკლავების გამო არ ვვარდებოდი მეორე სართულიდან ,რა უფრო მაღელვებდა გადავარდნა თუ ის რომ გამოგვიჭერდნენ, ვინ უწყის, მაგრამ ღმერთებო. ღმერთო. სამყაროვ. რაც ხარ და ვინც ხარ. რა მნიშვნელობა აქ, როცა ჩემი სხეული მსგავსი ემოციებით ივსებოდა ყველა პატარა შეხებაზეც კი. სადღაც ბუც კიოდა, ტყეში ხეები სიოს გამო შრიალებდნენ და ლენასა და ტატოს ხვრინვის ხმაც კი გამოდიოდა. მე და ხაბე კი ერთმანეთის უკვე დიდიხნის წინ შესწავლილ, დამახსოვრებულ და შეჩვეულ სხეულებს ვეპოტინებოდით. მისი სიმძიმის ჩემსაზე შეგრძნება მიყვარდა, იმის გააზრება რომ ხაბეს ერთი ხელი ჰყოფნიდა წელზე რომ მოეხვია და მთლიანად ჩავეკარი მის სხეულში. -მგონი შენს... ოთახში დავა...სრულებთ. კოცნებსშორის ვეუბნებოდი და ვერა და ვერ ვწყდებოდი მის მუქ ვარდისფერ, ღვინოსავით მათრობელა და კოკაინზე უფრო ვერაგ ტუჩებს. ხაბე მომსორდა და აივნიდან ჩამომსვა. თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა და ისევ თმაში შემიცურა ხელი. მისი თვალები რაღაც სასწაუკს მიშვებოდნენ. -ძალიან გიხდება -რა? შენი ზედა? -ხო ჩემი ზედა, მგონი თანახმა ვარ მთელი კარადა გადმოგილოცო. -ესეც მეყოფა საყვარელო. პატარა კოცნა დავუტოვე ტუჩებზე, მერე ხელჩაკიდებულები კიბით ეზოში ჩავედით და გზას გავუყევით. ხაბე ხელს წამითაც არ მიშვებდა და ხატოვნად მიყვებოდა რამდენად ლამაზი იქნებოდა მზის ამოსვლა ღრუბლებიდან. -წარმოიდგინე რომ სამოთხეში ახელ თვალებს. -ხომ იცი რომ არ მჯერა. თვალები ავატრიალე , ხაბემ ცხვირზე თითი დამკრა და ჩემთვალებს მოსტერებულმა ღიმილით მითხრა. -ხო და დროა დაიჯერო ძვირფასო, იმიტომ რომ მე შენ სამოთხის სანახავად მიმყავხარ. -ჯოჯოხეთიდან? -ჯოჯოხეთიდან. ნოემ მაკოცა ,არცერთს გვანაღვლებდა რომ გარეთ ვიყავით. შუაღამე იყო, მეტიც , გამთენია, არავინ მიცნობდა, არავინ იყო. რაღაცნაირად სევდიანია როცა შენს თავს მხოლოდ მაშინ აჩენ როცა არავინ არაა, არ მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ ჯანდაბა, მე ასეთი ვიყავი. ხაბესთან მე ყველაზე გიჟი, გარყვნილი, წარმოუდგენლად კრეატიული და ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ როცა ხაბე არ იყო ჩემგან მხოლოდ გარეგნობა და ხალხის მოლოდინი რჩებოდა. -ზვიადის მოვყავდით ხოლმე მე და ნიკო. -ძალიან საყვარელი კაცია. -სხვათაშორის დედამ და ნიკომ შემოგითვალეს ბახმაროდან რომ წამოხვალთ ჩვენთან გაჩერდით რამდენიმე დღეო. -დალის ისევ გონია რომ შეყვარებულები ვართ? -რა გვიკლია. -მართლაც. სიცილით ვთქვი და მის მხარს სიარულისას მივეჯახე, ხაბემ ხელი გადამხვია თავზე მაკოცა და აღმართს ავუყევით. ცა ცისფერდებოდა, წითელ სხივებს ისრუტავდა და როცა მთაზე ავედით ხაბეს სიტყვები გამართლდა. მან მე სამოთხე მაჩვენა, დროებით, მაგრამ შეძლო რომ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი კადრი , ყველაზე თბილი დღე და მგრძნობაირე გარემო ენახებინა. მზე რომ ამოიზლაზნა , ბალახზე გავწექით, ხებელი მუცელზე გვედო და სახით ერთმანეთისკენ ვიყავით მიტრიალებულები. -კარგი წელია, ყველაფერი კარგად მიდის და მგონია რომ როგორციქნა ორივე ვმშვიდდებით. -წინა წლის მერე ყველა წელი კარგი მოგვეჩვენება ალბათ. ნოე... -ხო? -გიფიქრია როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება თეკლა და ტომასს რომ არასდროს შევხვედროდით? ნოემ გაიღმა, ცას ახედა,ხელები თავქვეშ ამოიდო და ღიმილით მითხრა. -ზუსტად ვიცი ევა. ზუსტად ვიცი როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება შენ რომ ამერიკაში არ წასულიყავი, მე თეკლას არ შევხვედროდი, შენ ტომასს, მათ რომ ჩვენთვის შერისთან და ვიღაც მეზღვაურთან არ ეღალატათ. ამაზე იმდენჯერ მიფიქრია, ვიცი რა როგორ იქნებოდა, ყევალფერი იმ გეგმის მიხედვით წავიდოდა უნივერსიტეტის პირველსავე წლიდან, პირველი სემესტრის პირველი კვირიდანვე რომ დავგეგმე. შენ? -მგონია რომ რაღაც გამოვტოვე, რაღაც მნიშვნელოვანი და სწორედ მაგიტომ ავიბურდე საკუთარ გრძნობებში, სურვილებსა და ყევალფერში ნოე. რაღაც მაკლია. ალბათ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მეტ რამეს გავაკეთებდი, რაღაცას რასაც მასთან ერთად არასოდეს ვაკეთებდი. -შენი პრობლემა იცი რა არის? ყველაფერი ხარ შენი თავის გარდა. -ამბობს ნოე რომელიც ყველა გრძნობას მალავს არა? -ზოგჯერ ევა, ხანდახან, ხშირად არა, მაგრამ მაინც სიტყვები უმნიშვნელო ხდება და მხოლოდ ქცევებსა და სხეულის ენას აქვს მნიშვნელობა. იმ ყველაფერს ნათქვამის მიღმა რომ აშკარად ჩანს. -არ გეთანხმები, სიტყვები ყველაზე მთავარია ამ სამყაროში. -ეგ მწერლისთვის,მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ჩემნაირებისთვის სიტყვები რთული და ჩახლართულია იმის ასახსნელად რას ვგრძნობთ და რა გვინდა. გამეცინა და ამის გამო ხაბემ იდაყვი ფერდში მომარტყა. არ ვიცი რის გამო მეცინებოდა, იქნებ იმის რომ ვიცოდი რასაც გულისმხობდა, მაგრამ თვალს არაფრის დიდებით ვუსწორებდი ამ სიმართლეს. რამდენი რამ შეიცვალა ბახმაროს იმ განთიადიდან დღემდე, რამდენჯერ ამოვიზა მზე და მაინც არცერთი არ იყო ისეთი ნათელი და თბილი ,როგორც იმ დღეს. ხაბესთან ფილოსოფოსობის მერე მის მკალევბში მოვექეცი და სიგარეტს ისე ვეწეოდით. მერე ლენამ მომწერა სად ხარო, გამოღვიძებია, წყლის დასალევად ამდგარა და ვერ ვუნახივარ. -გითხარი მე შენ გამოგვიჭერენ თქო. -მიწერე რო ვერ დაიძინე და გავლა გადაწყვიტე. -მივწერ. კიდევ რამდენხანს ვრჩებით? -ჯერ ხომ გუშინ ჩამოვედით. მთელი კვირა , ტყეში წავიდეთ თუ გინდა. -სოკოებზე? -ცნობა იცი? -დათომ მასწავლა თავისდროზე. -არ გენდობი. -გგონია მოგწამლავ? -ზუსტადაც. არავის დაინდობ თუ საკამრისად გაბრაზდი. -მაინც როგორი იდიოტი ხარ ხოლმე ხაბეიშვილო. -დამიჯერე ჩემზე სულელი ადამიანებიც არსებობენ. წარბები მაღლა ასწია და გამიღიმა, ზუტად ვიცოდი, მე მგულისხმობდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. -მე მგულისხმობ? -როგორ მივხვდი. -დაახვიე. ხელი მხარზე სიცილით გავკარი, მაგრამ ვგრძნობდი ჩემი ტვინი ,ჩემგან დამოუკიდებლად როგორ ხარშავდა ყველა ინფორმაციას ,რაც კი რამ გამაჩნდა. ეს თავს მატკივებდა. ფეხზე წამოდგა, მერე ხელი გამომიწოდა და მეც წამომაყენა. სახლამდე გზას სიცილ-კისკისით მივუყვებოდით, რადგან ხაბეს ბავშვობაზე ვუყვებოდი. -იატას გარდა სხვა მეგობრებიც მყავდა პატარა რომ ვიყავი, ერთხელ ტყეში სოკოზე წავედით, ჯერ მხოლოდ 8 წლისები ვიყავით და ცნობა არცისე კარგად ვიცოდით, ერთ-ერთის ბაბუას მივუტანეთ და ვაჩვენეთ კარგი იყო თუ არა. -მერე? გაგიმართლათ? -არა- გადავიხარხარე და სიცილში ხაბეც ამყვა- მამაჩემთან წავიღეთ კიდევ ერთხელ გადასამოწმებლად და დათომ ორი კალათა სოკოდან მხოლოდ 3 ცალი დაგვიტოვა, დანარჩენი შხამიანი იყო. -ცუდად ვარ, ძალიან გადარჩით რომ არ მოიწამლეთ. -ვიცი. -მე და ნიკომ ერთხე წითელი სოკოები რომ არის ხომ იცი? აი თეთრი წინწკლებით ეგ მოვკრიფეთ და ზვიადის და დალის გარეშე მოვიმზადეთ და ბაჩოსაც კი ვაჭამეთ. -თქვენ შეგისვიათ ბაჩო ნარკოტიკებზე. გამეცინა ისე ძალიან ,რომ ლამის ასფალტზე გავწექი სიცილისგან. ხაბე მიყურებდა და სულ ოდნავ იღიმოდა, სულ სულ ოდნავ. მგონი მისი ბედნიერების პიკი მაშინ იყო ხოლმე ასე ოდნავ რომ იღიმებოდა და თვალები უცრემლიანდებოდა ხოლმე. მახსოვს მერე როგორ ამიტაცა ხელში და სირბილით წავიდა წინ.გიჟები ვიყავით, ძალიან ახალგაზრდები და სულელებიც კი. სახლსი რომ მივედით 7 საათი იქნებოდა დასაძინებლად აღარცერთი დავწოლილვართ. პირდაპირ სამზარეულოში შევედით და მაგიდასთან მჯდომ დანისა და ეკას გადავაწყდით. -დილამშვიდობის, სად დაბოდიალებთ ამ უთენია? - ევას მზის ამოსვლის ნახავ უნდოდა და ამოსავალზე წავედით. -რამ აგაყენა ქალო ეგრე ადრე. ეკამ თან ყავა მოსვა თან მკითხა. -ვერ დავიძინე და ხო იცით ამის ინსომნიის ამბებიც, ხო და რადგან არცერთს გვეძინა გავიარეთ ცოტა. -ეს..-დანიმ დაბნეულმა მიმითითა მაისურზე და ხაბესკენ მზერა წამით გამექცა. -რა? აა მოგეწონა, მადლობა. -ხაბე, შენც ხო გაქ ასეთი? -ხო,მერე? -არა არაფერი. დანიმ თავი გააქნია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი უკვე საკმარისი მიზეზი მივეცით იმისთვის რამე რომ ეეჭვა. ვცადე ყურადღება აღარ მიმექცია მათთვის ,ამიტომ მეორე სართულზე ავედი და ლენას რომ არ გაღვიძებოდა ოთახში რაც შემეძლო ჩუმად შევედი. ჩემოდნიდან ჯინის ბრიჯი და მოკლემკლავიანი ზედა ამოვიღე. ჩაცმას რომ მოვრჩი და ფეხზე გრძელ წინდებსა და ბოტასებს ვიცმევდი ლენას მაშინ გაეღვიძა. -სად იყავი? -ხომ მოგწერე? -არ მინახავს მიმეძინა მაშინვე. ვინმე ადგა? -კი სამზარეულოში ვართ მე ,ნოე, დანი და ეკა. -კაი ჩადი და ჩამოვალ მეც. -მიდი ჩემო სიუვარულო, ტყეში წამოხვალ? -ტყეში მივდივართ? -მე და ხაბემ ვიფიქრეთ ხომ არ წავიდეთ თქო. -უჩემოდ რა მე ვერსად ამსვლელი ვერ ვარ. -კაი. გინდა ეზოში მოვწიოთ მე და შენ? ლენამ ეშმაკურად გამიღიმა,რადგან მიხვდა რომ ვიცოდი ლაპარაკი უნდოდა. ჩაიცვა თუ არა ეზოსი ჩავედით და სიგარეტს გავიკიდეთ. ლენა ისე იყო მეგონა ცოტაც და გული წაუვა თქო. ვერც გაამტყუნებდი, მას ხომ მთელი დრო უწევდა ენახა როგორ ესიყვარულებოდნენ ტატო და ეკა ერთმანეთს, იგივეს თქმა შემიძლია ბეასა და დანიზეც ან თუმდაც დიმასა და ლიზაზე. მე და ხაბე არაფერს ვაკეთებდით, ამიტომაც ჯერ არ ეგძნო რომ მხოლოდ მას არ ჰყავდა შეყვარებული. ლენამ ბოლი ამოუშვა და ამოიოხრა. -არ უნდა წამოვსულიყავი ევა, რაც მეტ დროს ვატარებ მათთან მითუფრო მეტს ვფიქრობ იმაზე რომ დროა გავუშვა და ჩემს თავს მივხედო. -და რას აპირებ? -წასვლას. -რა? -ხო წავალ, ავდგები ბარგს ავხიკავ და აქედან სამუდამოდ მოვშორდები. -მაგრამ. -შენ რა უნდა მითხრა ევა? თვითონაც მიდიხარ ამ ქვეყნიდან. - სად აპირებ? - ხომ იცი დედაჩემი საბერძნეთში, კვიპროსზეა. -მასთან მიდიხარ? -ხო. ლენამ სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით ჩააქრო. მის მოქმედებებს თვალი ავაყოლე და სევდიანად გავუღიმე. იმ დღეს უკვე ვიცოდი,რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა, მე მეგობრებს ვკარგავდი და ეს მეზიზღებოდა. ჩვენ ვიშლებოდით, ვიფანტებოდით და უკან აღარასდროს დავბრუნდებოდით, გატეხილს ვერაფერი გაამთელებდა და ეს გულს კიდევ უფრო მეტად მიტეხდა. -როდის? ცრემლიანი თვალებით შევხედე. -აგვისტოში, ბილეთები უკვე იყიდა დედამ. -და მხოლოდ ახლა მეუბნები ლენა? გაგიჟდი? -რა ადრე რომ მეთქვა? -შენთან ყველა დროს გავატარებდი რომ მთელი მარაგი ამევსო. -არაუშავს , ჩამოხვალ ხოლმე.ხო? -რა თქმა უნდა ზღვაზე ვისეირნებთ ჩემო საყვარელო , ღამით ბიჭებს დავკერავთ და დედაშენთან ერთად ვიჭორავებთ. თმა ყურსუკან გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე. ლენამ ხელები კისერზე შემომხვია და ძალიან მაგრად ჩამეხუტა. ცოტახანს ისევ გარეთ ვიდექით, მერე ბავშვებთან შევედით. ................ -აღარ შემიძლია. ხეს ხელით ვეყრდნობი და აქოშინებულ ბეას ვუყურებ რომელიც ჩემს წინ ზურგით იმავე ხეს ეყრდნობა და თერმოსიდან წყალს გიჟივით სვავს. ბიჭები წინ მიდიან. სახლში ლენა ,იატა და ტატო დარჩნენ. დანარჩენები ყველა ერთიანად ავიბარგეთ და წამოვედით. ხო დიმა და ლიზიც არ წამოსულან,რადგან გახვრეტილი ფილტვის პატრონს ამდენი სიარულის თავი ნამდვილად აღარ ჰქონია. -წამოდით წამოდით, თორემ სემდეგში დაგტოვებთ. -როგორ მშურს ვინც სახლში დარცნენ იმათი. ბეას ვუჩურჩულე და გავიცინეთ. ხაბე უკან მობრუნდა, ჩემს წინ გაჩერდა, მერე მიტრიალდა და ჩაიმუხლა. -მოდი. -შენ გააფრინე ხო? -არა, მიდი მალე სანამ გადავიფიქრე. ბეა პირზე ხელს იფარებდა და ჩუმად ხითხითებდა. -ჩაგწყდება წელი შე საცოდაო. დანიმ დასცინა და ჯოხს დაეყრდნო,რომელცი ხელში ეჭირა. ხაბემ დანის ახედა და მხრები აიჩეჩა. -საერთოდ არაა მძიმე,მალე გოგო მალე. -იცი რას გიზავ ახლა მე შენ ხაბეიშვილო. წარბები მაღლა ავწიე და დოინჯი შემოვირტყი. ბეა და დანი გაკვირვებულები უყურებდნენ ხაბეს, ბეამ გულხელი დაიკრიფა და ისე ჰკითხა. -შენ საიდან იცი? -ჩვენთან იყვენნ გამოსულები ბელოტის სათამაშოდ და მაშინ დააკონწიალებდა აქეთ-იქით, იმიტორო რაღაცაზე გააბრაზა. ეკასი იმ მომენტსი ისეთი მადლიერი ვიყავი. ხაბემ წუწუნი მაიცნ გააგრძელა და მეც მის ზურგზე შემომდჯარი ხელებს კისერზე ვხვევდი რომ არ ჩამოვვარდნილიყავი. თავი ჩემივე ხელზე მედო და ყურში ჩუმად ვესაუბრებოდი. -ახლა რომ წაიქცე დაგეცემი და მაგრად დაგცინებ. -ნუ ითარსები გოგო თორე დაგაგდებ. -მიდი! -აი ხო ხარ ახლა ღირსი დაგაგდო დაგტოვო აქ და შეგჭამონ დათვებმა. -მერე ვისით ჩამანაცვლებ? -რატო უნდა ჩაგანაცვლო? -კარგად იცი რაშიც უნდა ჩამანაცვლო დათვი თუ დამტორავს და სადმე მიმამარხავს. -ესენი რომ არ იყვნენ აქ... -რა? -იცი რაც... ხაბე გაჩერდა, ზურგიდან ჩამომისვა და ბავშვები თვალს მიეფარნენ თუ არა მაშინვე მუცელზე მომაწვა, ხეს ზურგით სუსტად მივეჯახე და მაშინვე მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემსაზე. დანიმ დაიძახა და ისტერიულად მოვშორიდთ ერთმანეთს. მერე გზა გევრდიგვერდ მიმავლებმა საცალფეხომდე გავაგრძელეთ. მერე ნელ-ნელა მე უკან დავრჩი და გაჭირვებით დავეწიე დანარჩენებს. -ბევრი დარჩა? -მოდი. ხაბემ ხელზე დამქაჩა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი წამადგმევინა და მიმატრიალა. ჩემს წინ კიდევ ერთი ულამაზესი ხედი გადაიშალა. ბრიჯის საქამრეზე ჩამოკიდებული კამერა ჩამოვიხსენი და ფირი ბოლომდე გადავწიე რომ ახალი ფოტოსურათები გადამეღო. თითქმის 20 წუთს ვიდექით და ხან ერთს ვუღებდი ფოტოსურათებს ხან მეორეს. მერე მე და ხაბესაც გადაგვიღეს რამდენიმე, ერთ-ერთზე ხაბეს ისევ ზურგზე ვყავდი შემოსმული და ორივე ვიცინოდით. .............................. ბახმაროში კარგად გავერთეთ, საღამოობით სიმინდებს და სოსისებს ვწვავდით, ბევრს ვსაუბრობდით და ვიცინოდით. ლენა ყველანაირად ცდილობდა, რომ მხიარულება შეენარჩუნებინა. ბეა და დანი ისე საყვარლად ისხდნენ ხოლმე ერთმანეთზე აკრულებუ. დიმამ საიდანრაც გიტარა იშოვნა და ყველანი, ერთმანეტზე უარესი სმენის პატრონები( ხაბეს გარდა) ყროყინით ვმღეროდით. მე ტელეფონსა და კამერას ხელიდან არ ვაგდებდი და ყევლაფერს ვიღებდი. მთელი კვირის მანძილზე გვიან ღამე ხაბეს მის ოთახში ან აივანზე ვხვდებოდი, ზოგჯერ სახლის უკან ეზოში, სარდაფში. მოკლედ ყველგან სადაც თავს დავიმარტოხელებდით და გულგახეთქილები ვშორდებოდით ერთმანეთს, როცა რომელიმე მეგობრის ხმას გავიგებდით. მერე სიცილით ვაკვდებოდით ამაზე ერთმანეთს. ერეკლე გახსოვთ? ეკას მეგობარი(ყოფილი),ის ზღვაში მთვრალმა ვისთან ერთადაც ვიცურავე. ისე არ ყოფილა რომ ჩემი და მისი საუბარი მხოლოდ 2025 წლის იმ საღამოს შედგა და დასრულდა. დროდადროე რთმანეთს ვიკითხავდით ხოლმე. განსაკუთრებული არაფერი. მაგრამ ბახმაროდან რომ წამოვედით, უფრო სწორად ბავშვები თბილისში დაბრუნდენ მე ხაბე , დანი და ბეა კი ხაბეს მშობლებთან წავედით სწორედ მაშინ, ხაბეს სახლში ჩასვლიდან მეორე დღეს მივხდვი რა პრობლემაც ჰქონდათ ხაბეს და ერეკლეს ერთმანეთთან. ჰამაკში ვიჯექით, ზუსტად ისე როგორც ერთი წლის წინ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს გევრდით მეორე ჰამაკში ბეა და დანი ისხდნენ. ისინი სვხებისგან განსხვავებით აღარაფერს ამბობდნენ , შეიძლება იმიტომ რომ მიეჩვივნენ, ან იმიტომ რომ დროს გვაძლევდნენ ჩვენ თავად დავლაპარაკებოდით. მნისვნელობა არ აქვს იქ კარგი იყო. ბეა და დანი ხაბეს ელაპარაკებოდნენ, მე ტელეფონზე ესემესი მომივიდა და ჯიბიდან ამოვიღე რომ მეპასუხა. ერეკლე იყო ,მომიკითხა და მკთხა რას ვშვებოდი. „ხაბესთან და მის მეგობრებთან ერთად ვარ და ვსაუბრობთ, შენ?“ „ისევ ხაბე...“ „ხო ისევ ხაბე.მასთან ვარ გურიაში.“ „დარწმუნებული ხარ რო თქვენს შორის არაფერია?“ „შარშანაც გითხარი.“ -ვის წერ? თბილი ხმით მკითხა, ტელეფონში ჩამიძვრა და ერეკლეს სახელი რომ წაიკითხა სახე შეეცვალა. ვიგრძენი ჩემს მუცელზე შემოხვეული ხელები როგორ დაეძაბა. -ერეკლეს წერ? -ხო რა მოხდა? თავი ოდნავ გევრდით მივატრიალე რომ მისკენ მიბრუნება და მისი სახის დანახვა შემძლებოდა. ხაბემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. -არაფერი. -რაღაც აშკარად მოხდა. მაინც ვერ ვისვენებდი,როცა მის სახეზე იმ გამომეტყველებას ვხედავდი აშკარად უკმაყოფილებაზე რომ მიანიშნებდა. იმას მაშინ, წლით ადრე, ბათუმში, ერეკლეს დანახვისას რომ ჰქონდა. -ვინ ერეკლეს. დანიც დაინტერესდა და სცადა მობილურში ჩაეხედა. ამასობაში ერეკლესგან მოსული შეტყობინებები გახსნილი და უპასუხო რჩებოდნენ. მე გაურკვევლობაში ვიყავი. -ძირკვაძე. მისი ხმა ისეთი ბრაზმორეული იყო, მეგონა ცოტახანში ჰამაკიდან მომისვრიდა და ყველაფერს დალეწავდა რაც ჩვენს ირგვლივ იყო. -რა? მოიცა საიდან იცნობ? -ეკას მეგობარია . -შენი დაქალი ეკასი? -ხო,რატომ გიკვირს ასე ძალიან? -შენ არ იცი? -რა არ ვიცი დანი? -გაჩუმდი დანიელ! ხაბემ კბილებში გამოსცრა და ბიჭს ისე გახედა. მე ფეხზე წამოვდექი, ხაბე უხასიათოდ წამოჯდა ჰამაკსი, ამ დროისთვის დანი და ბეაც აღარ იყვნენ ისე გაწოლილები, როგორც თავიდან იმ ჰამაკებთან მისვლისას მოვკალათდით. -მოიცა დამშვიდდით, მგონი თუ ეგ ტიპი არ გევასებათ, რისთვისაც დარწმუნებული ვარ მიზეზი ორივეს გაქვთ ევამაც უნდა იცოდეს და ისე გადაწყვიტოს უნდა თუ არა მასთან ურთიერთობა. -ბეა ნუ აქეზებ. -და მოკვდები რო მითხრა? შარშან ხომ გკითხე ნოე?! მითხარი გკითხე თუ არა რა მოხდა შენს და ერეკლეს შორის?- ნოემ თავი დახარა.- უბრალოდ მითხარი კარგი?! ვცდილობდი ხმაში ბრაზი არ შემტყობოდა და მეგობარს, თუ საყავრელს, რაც იყო, ისე დავლაპარაკებოდი არ მეყვირა. -დანი. ხაბემ დანის მხოლოდ ერთხელ დაუძახა და ისიც ადგა, ბეაც თან გაიყოლა და წავიდა. ხაბე და მე სიჩუმეში დიდხანს ვისხედით და პირველად იმ წლების მანძილზე რაც ერთმანეთს ვიცნობდით მისი დუმილი მაღიზიანებდა. ცოტა მაკლდა აფეთქებამდე, მანამდე სანამ სახეში სილას დიდი სიამოვნებით გავაწნიდი, მაგრამ საბოლოოდ თითქმის 10 წუთის მერე ამოიღო ხმა. -თეკლას ამბავია. -რა? თითქმის ვიკივლე. ხაბეს აღარაფრის თქმა დასჭირვებია ისე უცბად დავაკავშირე ყველა ხელთარსებული ცოდნა ერთმანეთს. ერეკლე იყო ის მეზღვაური თეკლამ ვისთანაც უღალატა. ეს წინა ზაფხულის მერე ვიცოდი, ასაკიც ემთხვეოდა, ის ფაქტიც რომ მეზღვაური იყო, გარდა იმისა რომ ერეკლეს შეყვარებული არ ყავდა, და საერთოდაც ეკა წლების მანძილზე ,დარწმუნებული ვარ ახლაც კი, ერთად-ერთ გოგოდ რჩებოდა რომელიც ოდესმე ყვარებია. -მაგრამ... ხაბემ შემოხმედა და ცოტახანს ხმა გავიკმინდე აზრები რომ დამელაგებინა. -მაგრამ ერეკლეს არავინ ყავს. -რა? -თუ ერეკლეა ის მეზღვაური ვისთანაც თეკლამ გიღალატა უაზრობა გამოდის, იმტიომ რომ მას შეყვარებული არ ყავს. - თეკლე მისი მამიდაშვილია. უფრო მეტად დავიბენი. ხაბემ ერთხანს მიყურა ,როგორ ვმანჭავდის ახეებს და ვცდილობდი ყველა ფაქტი სათანადოდ დამელაგებინა. მერე ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და თვალებში შემომხედა. ასე მუდამ უფრო მშვიდად მესაუბრებოდა, მაგრძნობინებდა შენთან ბოლომდე ვიხსნებიო. -კარგი მარტივად რომ გითხრა, თეკლე და ერეკლე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ერეკლესგან გაიცნო მისი მეგოაბრი და ამჟამად მისი შეყვარებული როემლთანაც მე მიღალატა. იმ ბიჭს ჩემზე სისუელელეები მოუყვა ხო და ერთ დღესაც , დაშორებიდან სამი ან ოთხი დღის მერე ერეკლე და მისი მეგობრები სახლთან დამხვდნენ. ...... გამახსენდა გურიიდან თვალჩალურჯებული ,ხელმოტეხილი ხაბე რომ დაბრუნდა და მივხვდი , რაც მოხდა მას შემდეგ რაც ერეკლე, თეკლას ახალი შეყვარებული და დანარჩენები ხაბეს დახვდნენ. ცუდი მოჩხუბარი არც თავად ყოფილა, მაგრამ ამდენს ერთდროულად მართლაც ვერ გაუმკლავდებოდა. ისიც მახსოვს მაშინ ჩვენს პარკში შევხვდით ერთმანეთს და შეშინებულმა შევკივლე, მერე მისი სახე ხელში მოვიქციე და ჩალურჯებებზე ძალიან ნაზად გადავუსვი თითის ბალიშები. -რა მოგივიდა? -არაფერი, დაიკიდე. -იდიოტი ხარ იცი? -ვიცი. -დალიმ ასე როგორ გამოგიშვა გურიიდან? -არ იცის. სკამზე ჩამოჯდა და ქვემოდან ამომხედა, ხელზე გიფსი ედო. სიცლილთ მესაუბრებოდა. -გამოვეპარე რომ არ ვენახე და უარესი არ დაემართა ჩემთვის. -გეფიცები ოღონდ შენ თქვი ვინ იყო და ხელებს დავალეწავ ნოე. -დაწყნარდი გოგო. ეს ვინ არის პროსტა- გადაიხარხარა და ჯანსაღი ხელით თმა ამიჩეჩა, რაზეც გაოცებულმა ავხედე.- ბიჭი რომ იყო სულ შარში იქნებოდი. -მოიცა რა მამაჩემი არ მაკლდა შენ დამემატე. ხელი ავუქნიე და მის გვერდით დავჯექი, არაფერი მოუყოლია იმაზე, ასეთ დღეში როგორ აღმოჩნდა. ..... -გასაგებია. თავუ დავუქნიე და სულ ოდნავ გავუღიმე, მხოლოდ ტუჩებით. -მიხვდი ხო რატომაც ვერ ვიტან? -კი, პირველი იმაში ადანაშაულებ რაც თეკლამ გააკეთა, მეორე იმის გამო რაც შენ გაგიკეთა. -ზუსტად. გთხოვ, მეტს არაფერს გთხოვ ევა ამის გარდა. -აღარ გჭირდება თხოვნა, დავბლოკავ -მადლობა რომ გესმის. შუბლზე მაკოცა და მერე ჩამეხუტა. ბეა და დანი აივნიდან გვითვალთავლებდნენ და როგორცკი დაზავებულები დაგვინახეს მაშინვე ჩამოვიდნენ. მერე სმა გავაგრძელეთ. დალი და ზვიადი უკვე იწვნენ, ჩვენ კის გარეთ ვხორხოცებდით, სამი იქნებოდა ოთახებში რომ შევედით . ხაბე მე შემომყვა მიუხედავად იმისა ,რომ თავის ოთახში ეძინა, მე კი ცალკე დამაწვინეს. მისთვის ყურადრება არ მიმიქცევია ისე გავიხადე შორტები და ზედა და საღამურები ჩავიცვი. ის ჯერ დაჰიპნოზებული მიყურებდა და ნერწყვებს ხარბად ყლაპავდა მერე ერთსაწოლიან საწოლში გვერდზე მომიწვა. მის მკერდზე თავდადებული , მის გულისცემას რომ ვუსმენდი ვგრძნობდი ,როგორ ვშფოთავდი. ჩუმად ვიყავით, ყოველგვარი კოცნის გარეშე, სიტყვების გარეშე. ჩვენს თავებში გამოკეტილები და მე ვერ ვხვდებოდი რა მაღელვებდა, რატომ ვიყავი ასეთი აფორიაქებული და მერე როცა ჩემი ტელეფონის ეკრანი აინთო და ერეკლესგან შეტყობინება მივიღე მივხვდი. თეკლას გამო. თეკლა იყო იმის მიზეზი რატომაც ვშფოთავდი და ვერ ვისვენებდი. წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ის და ხაბე დაშორდნენ და მას ისევ ადარდება. ისევ ვერ იტანდა იმ ადამიანებს, ვინც თეკლეს თავი წაართვეს ,დააკრგვინეს. ყველაფერი ამ გოგოს გარშემო ტრიალებდა. მე ხომ ვიცოდი, ხომ ვიცოდი როგორ უყვარდა ის ქერა გოგო. მე ხომ ამ ყველაფრის შემსწრე ვიყავი. მახსოვს ამერიკაში ყოფნისას როგორ ვესაუბრებოდი ხოლმე შუაღამეს ხაბეს და ის თვალებაციმციმებული, მომღიმარი მიყვებოდა თეკლასთან გატარებულ პაემნებზე, იამზე რას აჩუქებდა დაბადებისდღეზე. ვფიქრობდი რა სულელი ვარ, რომ ვიფიქრე ასე წელში დაივიწყებდა თქო. მერე რა რომ მე ტომასზე აღარ ვფიქრობდი, ყველა ერთნაირები არ ვართ. ამ ფიქრებში ახლართული მიხვდი ეჭვიანობით ვკვდებოდი იმის გამო რომ მისთვის ეს გოგო ისევ ძვირფასი იყო. ხო ვეჭვიანობდი. ხაბე ფიზიკურად სრულიად ჩემი იყო მაგრამ ემოციურად? წარმოდგენა არ მქონდა, მეტიც მეგონა რომ თეკლა უყვარდა და ამას იე ვიჯერებდი რომ სხეული მტკივდებოდა. საწოლზე წამოვჯექი, ფეხები მის წელზე გადავდე და ზურგით კედელს მივეყრდენი. ხაბემ ხელი ფეხებზე ამისრიალა და თვითონაც წამოჯდა. -რა გჭირს? -რაღაცას გკითხავ რა. -მიდი ჩემო სიყვარულო. თავი გადავაქნიე. -თეკლა- მან შემომხედა, მე ისევ ჩუმად ვიჯექი და ნუნებს ვაწვალებდი-ისევ გიყვარს? ხაბემ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. წლები მეგონა მისი პასუხის გაცემამდე უზარმაზარი პაუზა იმის გამო იყო,რომ ისევ უყვარდა და არ აღიარებდა, არა და ბევრად რთულია სიმართლეს თვალი გაუსწორო, ვიდრე მოიტყუო. სწორედ ამიტომ მეც სულ იოლად ვიტყუებოდი რომ რაღაცას არასოდეს ვიზავდი, რომ მე სხვანაირი ვიყავი,რომ მე ხაბე არ მიყვარდა. -არა. -გასაგებია. ისევ სიჩუმე ჩამოწვა. მერე ხაბეს გვერდით გულაღმა დავწექი და ნოესთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი. -გადი. -რატომ? -დაძინება მინდა. -ჩემს გვერდით ვერ იძინებ? -ნოე გთხოვ. -მგეონა უცხო სახლებში ვერ იძიენბდი. ასე რომ რა მნიშვნელობა აქვს აქ ვიქნები თუ ჩემს ოთახში, როცა ორივეს უნდა გვეღვიძოს? - ხაბე გევედრები გადი ოთახიდან და საშუალება მომეცი რომ მარტო ვიყო, ძალიან გთხოვ. გაღიზიანებული ადგა ფეხზე და გავიდა. ნოე გავიდა თუ არა იმ წამსვე ისტერიული ტირილი ამივარდა და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. არ ვიცი რა მომენტში შემიყვარდა ხაბე, მანამდე სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდით თუ მას მერე. ერთ ვიცოდი მიყვარდა და მე საზღვრები გადავკვეთე, ისე მოხდა რომ შეთანხმება გრძნობების გარეშე, ცალმხრივ გრძნობებად იქცა. ისევ ამით დავამთავრე, ისევ ამით დასრულდა. მე მიყვარდა, მათ კი საპასუხოდ არასოდეს ვყვარებივარ. ხაბესთანაც ასე ხდებოდა, ასე ვფიქრობდი და მჯეროდა. ახლა წლების მერე აღარაფერში ვარ დარწმუნებული. ის ღამე ტირილში გავათენე, მეორე დღეს ხაბესთვის ხმა არ გამიცია, არც მესამე დღეს. ბაჩო სწორედ მეორე დღეს გავიცანი, როცა მამამისთან ერთად სახლში დაბრუნდა. უცნაური ტიპი იყო, თავგადახოტრილი სახესა და თავზე სვირინგებით, ყურებზე ტუნელებით და ცალნესტოგახვრეტილი. შავებში იყო გამოწყობილი და შევხედე თუ არა ტანში გამაჟრჟოლა. ხაბეიშვილებისგან განსხვავებით წყლისფერი თვალები ჰქონდა, კამკამა, ტთქოს პირდაპირ ნიმფა მიყურებდა და მისი გარეგნობის ფონზე ეს თვალები ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა თითქოს ბიჭი მანჰვიდან გადმოსული განგსტერი იყო. ხაბეზე მაღალი და გამხდარი იყო. მომაშტერდა და მეგონა ახლა აქვე მოვკვდები თქო. ხაბე რომ დაინახა თავით ჩემზე ანიშნა. -ეს ვინაა? -ჩემი მეგობარი ევა. -აქ რა უნდა? -დალიმ დამპატიჯა რამდენიმე დღით. -პირადობა. აქამდე გულხელდაკრეფილმა გაშლილი ხელი გამომიწოდა. ხაბეს კითხვისნიშნებით სავსე მზერით გავხედე. -ვერ ხარ შენ ხო? -რა , რა იცით რომ კლონი არაა. თავი ძლივს შევიკავე არ გამცინებოდა და ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე. -ვერ ხარ ცოტა ხო იცი? წამო გავისეირნოთ. -არა რატო, ხომ იცი მინდოდა ბაჩოს გაცნობაც. -რტომ გინდოდა? მიას მამამ მოგაგზავნა? ჩემი სახელი საიდან იცი? მასსავით ნაგიჟარს გეფიცებით ცხოვრებაში არავის შევხვედროდი, ყვეალფერს ეჭვქვეშ აყენებდა და ათას კითხვას სვავდა. ყველაფერი გამომკკითხა და ბოლოს დანებების ნშნად თავადვე გავიქეცი ბეასთან. გურიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურის გადამკიდე, რომელშიც დაბრუნება შვებულების შემდეგ მესიკვდილებოდა, ხაბე აღარ მინახავს. ტელეფონზე მწერდა და ვპასუხობდი, მაგრამ იმის გააზრებამ რომ მე ის მიყვარდა ყველაფერი შეცვალა. მე ხომ friends to lover არ უნდა გამომსვლოდა, მე ხომ უბრალო მარტივი ურთიერთობა მინდოდა და სბოლოოდ სიყვარული მივიღე. ტატო მართალი იყო იმდენად სერიოზულად ვუყურებდი ყველაფერს, რომ მეშინოდა რამე ხმამაღლა მეთქვა, მეშინოდა რომ საკუთარ თავს ვატკენდი და დავანგრევდი. ნიკა თითქმის ყოველდღე მეკითხებოდა რა ხდებაო, მე კი სახლში გამოკეტილი მხოლოდ სამსახურის გამო თუ ვდგებოდი საწოლიდან. ლენა წავიდა, აეროპოტში მხოლოდ მე გავყევი. მახსოვს როგორ ძალიან ვეხუტებოდი სანამ საბოლოოდ წავიდოდა და საქართველოს უკან მოიტოვებდა. -ხშირად მომწერე კარგი? -რა თქმა უნდა ვაშლო მის ხუმრობაზე გამეცინა, მახსოვს პირველკლასში როცა ჩემი სახელი გაიგო სწორედ ასე მომმართა. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მეძახდა ვაშლს , იმსი გამო რომ ევა მერქვა. -მე თუ ვაშლი და ევა ერთდროულად ვარ შენ გველი ხარ. -იმიტომ რომ გაცდუნებ? -იმიტომ რომ მაცდუნებ. -რისთვის? -მაიძულებ შენსავით ყველაფერი დავიკიდო და ვიცხოვრო, მაგრამ ეს არ გამომდის ლენ, არასოდეს გამომივა. მე დასტური მჭირდება ხომ იცი. სიყვარულისთვისაც კი ნებართვა მჭირდება. -არ იტირო რა, გერმანიაში რომ წახვალ და მოეწყობი ჩამოგაკითხავ. -მპირდები ლენა? -გპირდები საყვარელო. ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. ისე ძლიერად მოვეხვიე,მეგონა რომ გავსმეტდი. მერე ლენა წავიდა, წავიდა და მას მერე ერთმანეთი თბილისში აღარასდროს გვინახავს. .............. ნოე ზაფხულის დასვენებების მერე პრიველად მაშინ ვნახე ლენას გაცილების მერე სახლში რომ მივედი და იქ ნიკასთან მოსაუბრე დამხვდა. -აქ რა გინდა? გაოცებულმა შევხედე ხაბეს და სკამზე ჩამოვჯექი. -არ გამოჩნდი და ვიფიქრე ვნახავ თქო. -გერმანია გახსოვს? ხაბეს ვკითხე და მხრები ავიჩეჩე, დავიანხე როგორ შეეცვალა გამომეტყველება, მაგრამ მალევე უდარდელი ნოეს იმიჯი დაიბრუნა. -უკვე? - დიმას ქორწილის მერე, მაგრამ ბევრი რამ მაქ მოსამზადებელი, თან სამსახურიდანაც ვერ დავიხსენი თავი. -მართალს გეუბნება ძმაო. ნიკომ ხაბეს უთხრა და მერე ისე რომ არაფერი უკითხავს ფეხზე ადგა და ყავა გამიკეთა. წინ დამიდგა, მე გავუღიმე თავად ჰოლში გავიდა და ქურთუკის ჩაცმით გართულმა მომაძახა. -შენ მოსვლას ველოდებოდი, ბიჭები მელოდებიან და უნდა წავიდე. -ხო მიდი. -ჭკუით იყავით იცოდეთ. -ნუ გეშინია სიცილით უთხრა ხაბემ და ნიკაც წავიდა. ჩუმად ვიჯექით, თითქის ხუთი წუთის მერე მე ფეხზე ავდექი, მისაღებში დაკიდებული ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე ,ფანჯარა გამოვაღე და რაფაზე შემოვჯექი. ხაბე გვერდით მომიდგა. -კარგად ხარ ევა? -კარგად ვარ. -მაშინ რა მოხდა? -ლენა წავიდა. -სად? -საბერძნეთში ,დედამისთან. აღარ დაბრუნდება და მეც მივდივარ, მგონია რომ ყველას და ყველაფერს ვკარგავ. მე კი ყველაფერში ბოლოს ვერკვევი. -მოდი. ხელი გადამხვია და ჩამიხუტა. თავი ვერ გავაკონტროლე და მის მკლავებში ავტირდი. მერე რა რომ ასე უკეთესი იყო ლენასთვის, მაინც ცუდი გრძნობაა როცა იაზრებ ,რომ ადამიანი რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარე უცბად მიდის, ქრება, მისგან მხოლოდ დისტანცია და სიტყვები რჩება, მერე ნელ-ნელა ესეც გაქრება-მეთქი ვფიქრობდი. ხაბე თმაზე მეფერებოდა და სიგარეტი ჩემს ხელში მოუეწვლად იფერფლებოდა. -დამშვიდდი , ყვეალფერი კარგად იქნება, აქ ვარ. -არაფერი იქნება ნოე კარგად. აღარასდროს. -ზოგჯერ როგორი პესიმისტი ხარ ხოლმე. -ზოგჯერ? სიცილი ამივარდა და ნოემ ნიშნისმოგებით შემომხედა, აქაოდა ნახე გაგაცინეო. ცრემლები საკუთარი ხელებით მომწმინდა და ტუჩებზე პატარა კოცნაც დამიტოვა. მერე როცა როგორციქნა დავწყნარდი მკითხა. -რატომ წავიდა? -დიდი ისტორიაა. -სიარეტიც და დროც მაქვს საყვარელო. გამეცინა, რაფიდან ფეხები ჩამოვწიე და ადგილი გავუთავისუფლე, ხაბე მიხვდა და შემოჯდა. მის ფეხებზე ჩემები გადავდე და კედელს ტერფები მივაყრდენი. ხაბე ჩემს შიშველ ფეხზე თითებით თამშობდა. ჯინსები და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა,ლამაზ ბალთიანი ქამრით, მე კი ერთიანი ბურგუნდისფერი მოკლე კაბა. -მე ლენა და ტატო ერთად გავიზარდეთ- ხაბემ თავი დამიქნია იმის ნიშნად რომ იცოდა- გახსოვს წინა ზაფხულს რომ დეპრესიულად გაიცანი? ისიც როგორ ცუდ ხასიათზე იყო როცა ტატოს და ეკასთან ერთად ვხვდებოდით? ხაბემ ჯერ თავი დამიქნია, მერე გაკვირვებულმა დაარტყა ნაფაზი, და სიტყევბთან ერთად ფანჯრიდან გადააფერფლა სიგარეტი. -მოიცა რის თქმას ცდილობ? -ტატო უყვარს, ეს არცისე დიდი ხნის წინ გააცნობეირა და რომ არ წასულიყო თავს ვეღარ მოიკატუნებდა თითქოს არაფერი ხდებოდა. თუ დარჩებოდა აუცილებლად დაკარგავდა ეკასაც და ტატოსაც. ეკა ისედაც ღიზიანდებოდა ბოლო დროს ლენას გამოხდომებზე, მაგრამ მე ვერცერთს ვამტყუნებ. მხრები ავიჩეჩე და ახალ ღერი პირში ჩავიდე, ხაბემ თავის სიგარეტით ჩემსას მოუკიდა, გამეღიმა. მერე თავადაც დამეთანხმა. -ვერც გაამტყუნებ. ჩვენით ხომ არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდეს. ხაბე ფანჯრის მინას ზურგითა და ჩემსკენ მობრუნებული თავით ეყრდნობოდა, ყოველ ჯერზე თვალებს ხუჭავდა სიამოვნებისგან,როცა ბოლს უშვებდა და მიღიმოდა. მას მერე რაც ჩემს გრძნობებზე გავიგე წამდაუწუმ მეგონა რომ ისიც მიხვდებოდა, რომ ყველაფერი შესამჩნევი გახდებოდა მისთვის. გულს გაჭირვებით ვიმორჩილებდი ისეთი ძალით მიცემდა. -ხო ჩვენ არ ვირჩევთ. ისეთი მარტივი იქნებოდა ყველაფერი რომ შეგვეძლოს ვთქვათ ეს უნდა მიყვარდეს და გვიყვარდებოდეს. -ეგრე ხომ საინტერესო აღარ იქნება?! -ეგეცაა. თავი დავუქნიე და მისთვის თვალმოუშორებლად ვეწეოდი. ისეთი სიჩუმე იყო ჩვენ ორს რომ არ გვჩვეოდა. თავიდან ვიღიმოდი, ვფიქრობდი მის გვედით რამდენად კარგად ვგრძნობდი თავს,ა სეთ უბრალო სიტუაციებშიც კი. მაშინ როცა გაჭირვებით მეხებოდა. მერე უცბად ყველაფერი ამებნა, თითქოს მთებიდან ბნელი ნისლი დაიძრა და მეც მასში მოვექეცი. ცხვირწინ მხოლოდ ის აზრი მედგა რომ ყველაფერი უნდა დამესრულებინა, რომ დრო იყო გამეშვა და ჩემი თავის კიდევ ერთხელ გამთელება დამეწყო. „ხაბე მაინც არასოდეს შემიყვარებს, ისე არა,როგორც თეკლა უყვარდა, არც მაგაზე ნაკლებად ხო და მაშინ რა აზრი აქვს ცალმხრივ სიყვარულს საკვები მივცე მასთან ურთიერთობით. წადი ევა ! წადი გერმანიაში და უკან აღარ მოიხედო, წადი და დაივიწყე ყველაფერი რაც იყო და შეიძლებოდა ყოფილიყო.“ სახეზე ღიმილი გამიქრა და მხოლოდ მას მიშტერებული თვალები შემომრჩა, რომელიც ცოტაც და ცრემლებით ამევსებოდა. ისეთი ლამაზი იყო ხაბე, გრძელ ხვეულებში, მხრებამდე რომ წვდებოდა, მარჯვენა ყურზე 4 ნახვრეტი ჰქონდა, ჩემს ოდესღაც მისთვის მიცემულ საყურესაც ვხედავდი მის ყურზე. წინა დღეებში ალბათ ბარში იყო რადგან შავი ლაქი ესვა, გადაცრეცილი, ყელზე მისი გარდაცვლილი მეგობრის მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი ეკეთა. იქვე კისერსა და მკლავზე, ზედის ქსოვილებს შორის მის სვირინგს ვხედავდი, ჩინურ იეროგლიფებს რომელიც ხაზად გრძელდებოდა მაისურს ქვეშ და ხის ტოტებად გამოდიოდა მკლავზე. ეს მის სხეულზე არსებული ჩემი საყვარელი სვირინგი იყო, არც ის მზე მკერდზე რომჰქონდა, არც წარწერები, არც სხვა რომელიმე, მხოლოდ ის. შეიძლება იმიტომ რომ როცა გაკეთებას აპირებდა ერთად ვარჩევდით, მერე რომ ვანხე მისი ჩინური იეროგლიფები მეგონა გაფუჭებული იყო, რადგან ამაზე არ უსაუბრია, არ უხსენებია რომ დაკავშირებას აპირებდა. ხო და ახლა სევდიანი ლამის ატირებული ვუყურებდი შავ წაარწერას მის კისერზე და ხის ვარდისფერყვავილებიან ტოტოებს მკლავზე. ხაბემ მიყურა მიყურა და ბოლოს მკითხა. -ევა, მართლა კარგად ხარ? -კი ხაბე, კარგად ვარ, რატომ გგონია რომ არ ვარ? -არ ვიცი, იქნებ იმიტომ რომ ოზურგეთიდან ჩამოსვლის მერე წესიერად აღარ მეკონტაქტები, ისე არა როგორც ადრე შვებოდი ხოლმე ამას. თანაც მგონი იმის მერე არ გვილაპარაკია ნირმალურად, რაც ერეკლეს წერდი და მერე თეკლაზე მოგიყევი. მაშინაც ოთახიდან გამომაგდე. -მაგისთვის ბოდიში. - მითხარი რა ხდება. -როდემდე ვაპირებთ გაგრძელებას? მხოლოდ ეს ვკითხე, ახსნების გარეშე, რადგან ყვეალზე მეტი საქართველოში კიდევ ერთთვეს დავყოფდი, მერე გერმანიაში გადმოვიდოდი და არავინ უწყოდა კდიევ როდის ვნახავდი ხაბეს. -რის? -თავის ისე მოჩვენებას თითქოს ამ ყველაფერს რამე აზრი ჰქონდეს. FWB-ს ვგულისხმობ. დავამთავროთ მოდი. რაც უფრო დიდხანს ვიქნებით ასე მითუფრო მეტად ავრევთ ყველაფერს,ისედაც საკმარისად ავრიეთ. -ასე რატომ ფიქრობ? -იმიტომ რომ ერთმანეთთან ძალიან დიდ დროს ვატარებთ, მეგობრებს და ოჯახს ვატყუებთ და თვალებში ნაცარს ვაყრით თითქოს ჩვენს შორის არაფერი იყოს. ყველაფერთან ერთად კი კარგად იცი 1 თვეში ისედაც ყველაფერი დასრულდება. ხაბე გაჩუმდა და მომეჩვენა რომ წამები საათებად , წუთები კი დღეებად გაიწელა. -მაშინ არ წახვიდე. -იცი რომ არ გამოვა. -რატომ? ასეთი გაღიზიანებული მხოლოდ მაშინ ვნახე ერეკლეზე რომ გაიგო. -ამას ლამის წელი ვგეგმავდით, არ შემიძლია დათოს იმედები გავუცრუვო, არც ირმასთვის შემიძლია მაგის გაკეთება. -ნიკაც მოდის? -არა. -რატომ?ხომ ამბობდი შეიძლება წამოვიდესო? -გადაიფიქრა. -ნიკას თუ შეუძლია ,ესეიგი შენც შეგიძლია. დარჩი ევა. იმას მაინც არ მეტყვი ამით ოცნებაზე უარის თქმას მაიძულებო, თავად არ თქვი რომ არქიტექტორობა არ გინდოდა? ვიცი გიყვარს კიდეც, მაგრამ გენდობი სიტყვებზე რომ არ გინდა. -ხო შემიყვარდა, მაგრამ ისე არა რომ მისგან სრულ სიამოვნებას ვიღებდე. ხომ იცი ისტორია უფრო მიყვარს ვიდრე დაგეგმარება. -ხო და დარჩი. -რომ დავრჩე რა? ხაბე გაჩუმდა, დიდხანს ვისხედით სიჩუმეში და ველოდებოდი ,როდის მეტყოდა რამე ისეთს რასაც ხელს ჩავჭიდებდი და მდინარიდან,რომელიც მახრჩობდა , თავს ამოვიყვანდი. ველოდე, ველოდე და ბოლოს სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე. მერე ფანრის რაფიდან ჩამოვედი და მაგიდაზე დალაგებული ჭურჭელი ნიჟარაში ჩავალაგე. მოსიარულე სტერეოტიპი ვიყავი, როცა რამეს ვერ ვიგებდი სახლის ლაგებას ვიწყებდი და იმ წუთასაც ცხელი წყალი ჩავრთე ჭურჭელი რომ ამომერეცხა. ის იყო თეფში უნდა ამეღო რომ ხაბემ ხელები მუცელზე შემისრიალა და მხარზე მაკოცა.მერე ცალი ხელი მკერდსშორის აასრიალა და კისერზე შემისირალა, თვითონვე, ისტიქტურად გადავწიე თავი უკან და ცალი ხელი თმაში მოუხერხებლად შევუცურე. ტუჩებში რომ მაკოცა თვალები დავხუჭე, ახლა აღარაფერი მქონდა რაც აუცილებლად უნდა დამენახა. სხეულზე სხეულით მაწვებოდა და ონკანის კიდეს ისე ვიყავი აკრული მეგონა ცოტაც და გამსმეტდა. ხელი კაბის შიგნით შემიცურა და საცვალი გამხადა. არ ვიცი რამდენხანს გაგრძელდა ყველაფერი, მაგრამ კოცნებს შორის, კვენსასა და მის ოხვრას შორის როცა წამით ჩემი რაციონალური გონება ჩნდებოდა იმაზე ვლოცულობდი ჩემი ძმა არ შემოსულიყო. ასე არ ვენახე ბიჭთან ერთად რომელზეც ვიფიცებოდი მხოლოდ მეგობარია თქო. ჯერ ისევ ვერ ვსუნთქავდი წესიერად ხაბემ რომ თავისკენ მიმატრიალა და ნიკაპზე ცერი ამომდო თავი რომ ამეწია. მისი მზერაც კი მიყვარდა, თავის თავში რომ გითრევდა და მთელს არსებობაზე გეხვეოდა, თბილად, საბანივით, იქნებ მზესავით მცხუნავრეც კი რომ იყო. -ეს მართლა გინდა ევა? მისი ხმა ისეთი დაბოხებული იყო წამით მეგონა სხვა ადამიანი მესაუბრებოდა. არ ვიცოდი მინდოდა თუ არა, ახლა ვიცი. არა! ღმერთო როგორ უნდა მნდომებოდა ასეთი სულელური რამ, მაგრამ წამის მერე მაინც წამომცდა, ბევრად უფრო სულელური და დიდი ტყუილი ვიდრე ის რომ ნოე არ მიყვარდა. -ხო. -მაშინ კარგი.ეს ბოლო შემთხვევაა როცა გკოცნი. ჩემსკენ დაიხარა და მაკოცა, მის ენას ვგრძნობდი და ჩვენი მთელი ნაცნობობის, მეგობრობის, საყვარლობანას თამაშის მანძილზე პირველად ხაბეიშვილმა უფლება მომცა მისთვის ისე მეკოცნა, როგორც მინდოდა. მეც გავთამამდი და რა წამს უფრო მეტი ვნებით ვუპასუხე მომშორდა. მის თვალებში ერთდროულად ვხედავდი კმაყოფილებას, დაცინვასა და იემდგაცრუებას. -მოდი მე წავალ, ამ დღეებში მოგწერ და თუ გეცლება სადმე ვჭამოთ. -კარგი. ხაბე წავიდა. ................................ აგვისტოს ბოლო იყო, დიმამ და ლიზიმ ქორწილი თვის ბოლოსთვის გადაწიეს და მეც აგვისტოს 27-ში ბათუმში ჩავედი, სადაც იხდიდნენ. წინა დღე იყო, მეორე დღეს მათ ქორწილს უნდა დავსწრებოდი , მერე ერთ ორ დღეს კიდევ დავრჩებოდი და თბილისში დავბრუნდებოდი, სადაც ბარგი უნდა შემეკრიბა. სამსახურიდან უკვე წამოსული ვიყავი. ხაბე იმ დღის მერე აღარ მინახავს. წავიდა და გაქრა. დანიელმაც კი მომწერა რამდენჯერმე ხომ არ იცი სადაა ან როგორ არისო, მე კი არაფერი ვიცოდი. არ ვწერდი , არ ვურეკავდი, მასთან სახლში აღარ მივდიოდი. სამაგიეროდ წერილებს ვწერდი ფურცლებზე და ხის სამკაულის ყითში ვინახავდი. ნეტავ რატომ არ ვუგზავნიდი იმ წერილებს თავის დროზე? საღამო იყო , სანაპიროზე ვიჯექი ვიღაცის ხელი მხარზე რომ შემეხო და ჰაერში ლამის საკუთარ სიმაღლეზე ავხტი. თავი რომ მივაბრუნე ბეა შემრჩა ხელში. -როგორ ხარ? მხრები ავიჩეჩე და თავით ვანიშნე დაჯექი თქო. მზე ჩადიოდა და მეც მასთან ერთად ზღვის სხვა მხარეს ვკვდებოდი. -შენ როგორ ხარ? -კარგად, ხაბე არ ჩამოსულა? -არ ვიცი, მარტო ჩამოვედი მე. -რატო? -რავი. -რა სჭირს ბოლო დროს ხომ არ იცი? -მგონი თეკლეს ამბებია ისევ, რაც ერეკლეზე ვიკამათესავით იმის მერე წესიერად არ გვისაუბრია. -ხო. რას გაუგებ ხაბეიშვილს. ერთს ამბობს და მეორეს გულისხმობს, ისე გეტყვის ხოლმე სიმართლეს პირში ვერ მიხვდები გეხუმრება, გატყუებს თუ მართალს აბობს. -ნუ იტყვი. სიცილით ვუთხარი. მართლა ეგეთი იყო. სქელკანიანი, ვერასოდეს გაიგებდი თავში რა ედო, რაზე ფიქრობდა, ვის მიმართ რას გრძნობდა. -რა გადაწყვიტე? -რაზე? -გერმანიაზე თუ ამერიკაზე? -სექტემბერში მივდივარ რომ რეგისტრაციისას იქ ვიყო. -ანუ მაინც მიდიხარ? -ხო მივდივარ. -ტეხავს, არა და დავმეგობრდით. -მაინც მეგობრები ვიქნებით ბეა. -და ნოე? -რა გინდა ნოესთან? -მართლა ვერ ხვდები? -ვერ ვხვდები. -უბრალოდ მიხვედრა არ გინდა, კარგი. ისე იყოს როგორც გგონია რომ უკეთესია, მაგრამ მგონია რომ ცდები. არ მინდა ერთ დღეს გაიღვიძო და ინანო თავის დროზე თვალები რომ არ გაახილე, ის რომ არ დაინახე რაც ასე აშკარად გედო წინ. -არაფერს ვინანებ ბეა. მე ხომ ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ არა? -ხო. თავი დამიქნია და გავჩუმდით. ზღვის ტალღების ხმა ისმოდა და მახსენდებოდა ლამის წლით ადრე ხაბესთან ერთად რომ ვიჯექი, სწორედ იმ დღეს დაიწყო ყველაფრის ნრგევა რაც კი რამ გაგვაჩნდა. დანიც გამოჩნდა ხელში ჩამოსასხმელი ნაყინები ეჭირა. -ეს თქვენ ჩემო კარგებო. -როგორ მომაგენით? გაკვირვებულმა ვკითხე ორივეს. -ნახე რა უმადური, ჭამე ეგ ნაყინი და იჯექი მასე. -რას იცმევ ისე ხვალ? -ძალიან ლამაზი ყვითელი კაბა მაქვს ნაყიდი, შენ? -მე იისფერი. ღიმილთ ამაყად განაცხადა. -ოუ, ერთი სული მაქ როდის ვნახავ. ღმერთო არ მჯერა რომ ჩემს მეგობარს უკვე ცოლი მოყავს. -ნუ იტყვი, თან ვის?! დანიმ თვალები აატრიალა და ყველა ავხარხარდით. დანიელი მასზე და ბეაზე ყვებოდა და ბედნიერები ვისხედით ზღვის პირას. მე. ბედნიერი. ხაბეს გარეშე. ხაბეს მეგობრებთან. მის გარეშე. სადღაც გულის სიღრმეში ყვირილი მინდოდა. არ მიყვირია. მინდოდა, მაგრამ არ მიყვირია. არც მიტირია. არცერთი გრძნობა გამომიხატავს. რადგან მარტო არ ვიყავი. მერე მახსოვს ბეამ და დანიმ ტანსაცმელი გაიხადეს და საცვლების ამარა ზღვაში შევიდნენ. ფოტოგტაფიაზე ჩაციკლულ მეს ჩემი ციფრული კამერა სულ თან მქონდა ხოლმე, თუ ფირები ნაყიდი მქონდა იმასაც თან დავათრევდი, საქამრეზე ვიმაგრებდი და წამდაუწუმ ფოტოებს ვუღებდი მთელ სამყაროს. თითქოს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი, თითქოს ვცდილობდი მათთვის, ყველასთვის რაც შეიძლებოდა მეტი მოგონება დამეტოვებინა და წლების გასვლის შემეგ როცა ფოტოებს ნახავდნენ გაიხსენებდნენ ეს ხომ ევამ გადაიღოო. მერე მეც მათ მივყევი, ტანსაცმლის გაუხდელად შევედი და ამის გამო დაშლის შემდეგ სახლში სველი დავბრუნდი. სწოორედ მეორე დღეს , დიმას ქორწილში ვნახე ხაბე უკანასკნელად. მახსოვს მე უკვე მისული ვიყავი და დიმასა და ბეას ვესაუბრებოდი. ზღვასთან ვიყავით, მათ მიერ მოწყობილ ბართან ვიდექით და უცბად ის დავინახე , ჩვენკენ მომავალი, კრემისფერი ნაჭრის შარვლითა და ლურჯი, სამ ღილ შეხსნილი, მოკლემკლავიანი პერანგით. გვერდით ჩემთვის უცნობი გოგო მოყვებოდა. მახსოვს ,როგორ შემაბარბაცა როცა მის მკლავზე ხელებჩაჭიდებული გოგო დავინახე. ხაბეს რაღაცაზე ღიმილით ელაპარაკებოდა. დახლს ხელით დავეყრდენი და რამე რომ არ ეეჭვათ ბარმენს კოქტეილი შევუკვეთე. ჩვენთან რომ მოვიდნენ დიმას გადაეხვია წინასწარ მიულოცა ქორწილი, ბეას ლოყაზე აკოცა და ბოლოს მეც მომადგა. მეც ლოყაზე კოცნა და პატარა ჩახუტება მივიღე. -რა ლამაზად გამოიყურებით ორივე. -მადლობა, შენც კარგად გამოიყურები. -დანი სადაა? - ბეჭდები დარჩა. -ღმერთო გიჟია. -მეგონა მეჯვარე შენ იყავი. ხაბეს ვუთხარი, მან გამომხედა, მაგრამ მის ნაცვლად დიმამ მიპასუხა. -ორივე არიან -ისე-დაიწყო ბეამ-არ გაგვაცნობ? -უი ბოდიშით, ეს ანია, ანი ჩემი მეგობრები ბეა და ევა, ეს კიდე ქორწილის გმირი დიმა. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. -გამიხარდა. ყალბზე ყალბი ღიმილით ვთქვი და სასმელი გამოვცალე. მთელი ქორწილი, დაწყებიდან დასრულებამდე. ცეკვებისას, სასმელის ტუჩებთან მიტანისას, ჭამისას, საუბრისას. გამუდმებით მას ვეძებდი თვალებით. ის კი ხან დიმას არ შორდებოდა, ხან იმ თავის მიერ მოყვანილ გოგოს. ისე მინდოდა მის მაგივრად ჩემთან ერთად ყოფილიყო. სასაცილოც კი იყო ყველა ჩვენი მეგობარი +1-ით რომ მოვიდა მე კი მარტო ვიყავი. სხვა ,ჩემთვის უცხო ადამიანები გამომელაპარაკნენ, ვიღაც ბიჭთან ერთად ვიცეკვე, ცოტა ვიფლირტავეთ კიდეც, მაგრამ არაფერი მიგრძვნია. რამდენჯერაც მასთან ლაპარაკისას მზერა ვიგრძენი, იმდენჯერ ვერავინ გამოვიჭირე და ვიფიქრე იქნებ უბრალოდ ყურადღებას ვითხოვ ვინმესგან თქო. ცოტა რომ შევთვერი და ცეკვითაც დავიღალე ზღვასთან გავედი ,ვუყურებდი და მთელი განვლილი წელი მახსენდებოდა. ისე მინდოდა ერთად გვეცეკვა და როგორც სჩვეოდა ფიქრებს მიმიხვდა, ამიტომ სანაპიროს რაღაც ნაწილი გადმოკვეთა და წყალთან ახლოს მდგომს გვერდით ამომიდგა. -მოიწყინე? -ისე რა. ლამაზია. -რა? -ანი, ლამაზია. -მართლაც. გინდა ვიცეკვოთ? -და შენი გოგო? -ჩემი გოგო არაა. ნუ მაგ გაგებით. -და მეც დავიჯერე. კარგი წამოდი. ხელი თავად ჩამკიდა და ისევ ხალხს შევუერთდით, დიმა ლიზასთან ერთად ბედნიერი იყო, იცინოდა და გვერდიდან არ იშორებდა. ყველა ბედნიერი იყო, მგონი ჩემს გარდა. ხაბეს მკლავები ისევ მეხვეოდნენ და მე ვგრძნობდი რომ გაქცევა მინდოდა. ზღვაში შესვლა და მასში ჩახჩობა, ოღონდ თეკლასა და ანის არსებობაზე ფიქრები მომშორებოდნენ. ისე მინდოდა მისთვის კოცნა შემძლებოდა. არაფერი მომხდარა, რა თქმა უნდა. ხაბეს რომ ვეცეკვე და მერე ის თავის გოგოსთან დაბრუნდა მე სასტუმროს საპირფარეშოში გავედი.ვიცოდი რომ აღარ შემეძლო იმის ნახვა როგორ ესაუბრებოდა , უცინოდა, ეხებოდა გოგოს. ჯანდაბა ზედმეტი არაფერი ყოფილა, არცკი უკოცნიათ, მხოლოდ მხრებზე თუ შეეხებოდა, მაგრამ მაინც ისე ვეჭვიანობდი. ბოღმისგან ლამისიყო გავმსკდარიყავი. სარკის წინ ჩემს თავს გიჟივით ვესაუბრებოდი. -ხომ იცოდი რომ ასე იქნებოდა? როდის ყოფილა ევა ვინმეს საპასუხოდ შეყვარებოდი. შენ პირველი არასოდეს იქნები, დედაშენის პირველი შვილიც კი არ ხარ, მხოლოდ არჩევანი, უკანასკნელი გამოსავალი, რომელსაც ან მოადგებიან ან არა. ხო და ამადვე დარჩი. რა გეგონა ამ ყველაფერს რომ იწყებდი, იდიოტი ხარ, სულელი, დებილი. საცოდავი არსება, ჯერ აკეთებ და მერე ფიქრობ. გავჩმდი და ცრემლები მოვიწმინდე, კარი გაიღო და ბეა შემოვიდა, ხელში კოსმეტიკის ჩანთა ეჭირა. სარკეში რომ დამინახა პირი დააღო და მხრებში ჩამაფრინდა. -რა გჭირს? -რა მჭირს. -იტირე? -არა. -მოატყუე ბებიაშენი. -ბებიაჩემი მკვდარია. წამით გავჩუმდით და მერე ისტერიული სიცილი აგვივარდა. რომ დავწყნარდით ბეამ მხარზე ოდნავ შემომარტყა. -რა იდიოტი ხარ. -ვარ კი ბატონო. -რატომ იტირე? -პირადი ცხოვრება ჯანდაბაშ მიდის და იმიტომ. -მითხარი რა მოხდა. -იმისთვის რომ რამე აზრი გამოიტანო ყველაფერი წლებით ადრე უნდა დავიწყო და ისე მეზარება ბეა, ისე მეზარება ახლა ამ ყველაფრის გახსენება ახსნა და მოყოლა. ერთ დღეს დაგიჯდები და მოგიყვები, მაგრამ არა ახლა. -ხაბეს ეხება? -ყველაფერი ხაბეს არ ეხება. მის მიღმაც მაქ ცხოვრება და გრძნობები. -ისევ თავს არიდებ. -რას? -იცი რასაც. -მოეშვი უკვე ამაზე ლაპარაკს. მე და ხაბე შეყვარებულები არასოდეს ვყოფილვართ, არც ოდესმე ვიქნებით . -იმიტომ რომ შენ ის არ გიყვარს. -იმიტომ რომ მას მე არ ვუყვარვარ. ვიცი ბეა მიხვდა რომ ეს გაგრძელება კი არა შესწორება იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. მაკიაჟი შემისწორა და ერთად გამოვედით. ის დანისთან დაბრუნდა, მე ბარმენთან დავრჩი, კოქტეილი შევუკვეთე და მან , ფსიქოლოგმა ალკოჰოლით ხელში, მკითხა რა გჭირსო. -იმ ბიჭს ხედავ? მწვანე კაბიანს რომ ეცეკვება? -ვხედავ. -აი ეგ მჭირს. მაგრამ სასმელზე და ყურადღების სხვა რამეზე, იქნებ ვინმეზეც კი, გადატანზე უარს არ ვიტყოდი. -ყოფილი? -მეგობარი. მხოლოდ მეგობარი. -საწყენია, მე რომ ის ვიყო უყურადღებოდ ვერ დაგტოვებდი. წარბი მაღლა ასწია და იმ წამს ჩამოსხმული სასმელი გამომიწოდა. მისი მზერა ხანს ჩემს თვალებზე იყო, ხან ტუჩებზე, ხანაც საკმაოდ ჩახსნილი კაბის ჭრილზე. იღიმოდა და სასმელს მთავაზობდა, რომელიც ავიღე. -ეს ჩემზეა. -მეგონა უფასო ბარი იყო. გაიცინა და სხვისთვის სასმელის კეთებას შეუდგა, მაგრამ მზერას არ მაშორებდა. მე კი მის გარდა სხვისასაც ვგრძნობდი, გავიხედე მაგრამ ხედზე ბეა გადამეფარა. -რას შვები? -ვსვავ. -წამო, მე და შენ ვიცეკვოთ. თვალი ბარმენისკენ გავაპარე, რომელიც საკმაოდ მაღალი, დაკუნთული და სიმპატიური იყო( ღმერთო ასეთებს სად პოულობდნენ ხოლმე). მან ეს შეამჩნია და წარბები მაღლა ასწია, მე გავუღიმე და ჩუმად ვუთხარი. -შენი აზრით ვერავინ ჩაანაცვლებს ცოტახნით რომ მოვიტაცო საცეკვაოდ? -ვერ ხარ გოგო შენ ხო? -რატო? -იმიტომ. -ახლა ხაბე არ მიხსენო არ გადამრიო, ნახე ძალიან სიმპატიურია. -დათვერი მგონი. -თანაც როგორ. -წამო წამო მე და შენ ვიცეკვოთ. ბეამ სასმელი დახლზე დამადებინა და საცეკვაოდ წამათრია, ვიცეკვეთ ვიგიჟეთ და საბოლოდ მაინც მოვახერხე იმდენი რომ ბარმენისთვის ჩემი სასტუმროს ნომერი დამეწერა და იქ დავლოდებოდი. კარზე სადრაც დილის 5 საათზე მომიკაკუნა, არ მეძინა, რა დამაძინებდა როცა უცხო ოთახში ვიყავი და ხაბე იქ არ იყო. კარი გავაღე თუ არა მაშინვე ვაკოცე. ისიც რა თქმა უნდა ამყვა. იმაზე მეტად გავთიშე ყველა აზრი ვიდრე ამას ხაბესთან ვაკეთებდი და საბოლოოდ დილას მის გვერდით შიშველმა გავიღვიძე. თავი სულ ოდნავ მტკიოდა. ბარგი ამოლაგებულიც არ მქონდა, ასე რომ უბრალოდ ტანსაცმელი ჩავიცვი ,ქუსლები და კაბა ჩემოდანში ჩავტენე და სასტუმროდან წამოვედი. ხაბე ქორწილის მერე აღარ მიანხავს, მაგრამ მასზე უამრავი მოგონება მაქ, იმდენად ბევრი რომ მოყოლისას მავიწყდება ხოლმე რომ არსებობენ. ყველა დღე მახსოვს იმ 1 წლიდან,რაც კი ერთად გავატარეთ. ალბათ წყევლა მედო, ან იქნებ უბრალოდ თავად მოვუმზადე ჩემსავე თავს ეს ბედი, რომ მუდამ მარტო ვყოფილუყავი. არ გამოვრიცხავ. კარგად თუ ცუდად მნიშვნელობა არ აქვს. ისევ ისე აეწყო ყველაფერი როგორც ზღაპრებში და ისე დასრულდა როგორც რეალობა. წლების მერე მხოლოდ იმაზე მწყდება გული ,რომ ჩემი თავის გარდა არავის მოვუსმინე. არა და ბეაც , ჩემი მეგობრებიც და ყველა დანარჩენიც(ხაბეს დედის ჩათვლით) მართლები იყვნენ ,ვიცი რომ ასეა. სინანულით ვარ სავსე და კიდევ მოგონებებით. ბევრი რამ იყო,რაც ხაბესთან ურთიერთობისას პირველად მოხდა, მაგრამ უფრო მეტი რაც მანამდეც ბევრჯერ დამმართნია, მაგრამ არცერთი მოგონება არ მიფრინავდა ჩემგან ღამურის მსგავსად და სადრაც სამყაროს დასალიერის გამოქვაბულში არ იმალებოდა. იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ასე მომხდარიყო, ვინ უწყის?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



