შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის წითელი თმები თავი პირველი


11-01-2026, 18:10
ავტორი NakoNako
ნანახია 230

15 წლის წინ. 13 ოქტომბერი 2010 წელი

დედამ ყველაზე ლამაზი ვარდისფერი ფუშფუშა კაბა ჩამაცვა დაბადებისდდღის წვეულებისთვის.

სარკის წინ რამდენჯერმე დავტრიალდი, დედაჩემის დიდი ყურადღებით აწეული თმები გავიშალე, კარი გამოვაღე და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, ვჩქარობდი რადგან ლაშა-გიორგის მინდოდა სწრაფად ენახა ჩემი ლამაზი კაბა. დღეს ორივე იუბილარები ვართ, მე 10 წლის გავხდი ის 13 წლის. ლაშა-გიორგი ჩვენი მეზობლის შვილია, დედა არ ყავს და დაბადების დღესაც არავინ უხდის. მხოლოდ მამა ჰყავს.. .

კიბეების ბოლოში ლაშა გიორგი მელოდებოდა, ჩემზე მხოლოდ სამი წლით დიდია 13 წლის გახდა.

რადგან მასაც დაბადებისდღე აქვს გუშინ მე და ჩვენმა დამხმარე ქალმა ხილის პატარა ტორტი გამოვუცხეთ.

ლაშა გიორგის ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულესკენ ყვირილით გავიქეცი.

- დამელოდე, დამელოდე, მანდ დამელოდე ლაშა-გიორგი, ახლავე მოვალ.

ადგილიც არ შეუცვლია ისევ იქ დამხვდა, პატარა ტორტით ხელში რომლის სანთლების ანთებაშიც ირმა დეიდა დამეხმარა მისკენ სიმღერით წავედი. ჩემი სიმღერის გაგონებაზე ყურებზე ხელი მიიჭირადა სიცილით მითხრა:

- საშინელი მომღერალი ხარ მარიტა....

- დაბადებისდღეს გილოცავ ჩემო მეგობარო.

- მეც გილოცავ მითხრა და ლოყაზე მაკოცა.

- მიდი სურვილი ჩაიფიქრე და შეუბერე.

- ერთად ჩავიფიქროთ დღეს ხომ შენი დაბადების დღეცაა.

- კარგი, ვუთხარი. და ერთდროულად შევუბერეთ სანთლებს.

- ჯიბიდან პეპლიანი ყელსაბამი ამოიღო და თვალწინ ამიქანავა მივხვდი ჩემი საჩუქარი რომ იყო.

- რა ლამაზია ლაშა, ჩქარა გამიკეთე.

ყელსაბამი გამიკეთა.

- ტორტი შოკოლადის რატო არ არის მარიტა?

შენ ხომ ხილის გიყვარს და იმიტომ. ხილის პატარა ტოტრში თითი ჩავაწე და ლოყაზე ჩამოვუსვი კრმანი თითი.

გაკვირვებულმა შემომხედა მე კი სიცილით უკან მოუხედავად ეზოში გავიქეცი....
თუმცა ვინ იფიქრება ეს სიცილი ჩემი ცხოვრების ბოლო გაცინება რომ იყო, დღევანდელი დღეც ჩემი ცხოვრების დასასრული ან აუტანელი ყოფიერების დასაწყისი რომ იქნებოდა?....

ჩემმა ძმამ ჩემი დაბადების დღის საღამოს, წვეულებაზე მისი თანატოლი პროკურორის ბიჭი მოკლა ჩვენი სახლის უკანა ეზოში ... პლიტიკაში ახლად ფეხშედგმულმა მამაჩემმა კი მისი პიარი რომ არ შელახულიყო საკუთარი შვილის ბრალდებულება ლაშა-გიორგის კისერზე წამოჰკიდა... რატომ? იმიტომ რომ მას მისნაირი ძალაუფლებიანი მამა არ ჰყავდა... რადგან ის ჩემი ძმასავის ბინძური პლიტიკოსის შვილი კი არა უბრალო ხელოსანის შვილი იყო, მამამისი მამაჩემივით პომპეზურად არ ცხოვრობდა და მასავით გავლელნიანი ხალხი არ ედგნენ გვერდით, მან თავისი შვილის დაცვა ვერ მოახერხა, ვეღარ მოახერხა ფინანსებიც არ ეყო თავისი პატიოსანი შრომით ნაშოვნი გროშები არ აღმოჩნდა საკმარისი მისი შვილის უსამართლობიდან დასახსნელად.

პოლიტიკოსებს შერჩევითი სამართალი აქვთ, სამართლიანობა მხოლოდ მათთვის არსებობს...

***

2025 წელი 13 ოქტომბერი


გონებაში ერთი გამოთქმა გაუჩერებლად მიტრიალებს," ნიჭი ნიშნავს, ძალიან რთული რაღაც მარტივად წარმოაჩინო." ნეტავი სად მოვისმინე ან წავიკითხე არ მახსოვს...
ამიტომ ჩვენ მხატვრები ვასრულებთ რთულ ნამუშევარს ისე მარტივად როგორც ეს სხვას არ შეუძლია. მუშაობის დროს გრძნობები თითქოს ტილოზე გადაგაქვს, იქ სადაც საუბარი არ შეგიძლია ან საუბრობ და შენი არ ესმით, ცდილობ ამ გზით დაანახო რომ შენც არსებობ, არსებობ და ცდილობ ამ გზით შენი ხმა მიაწვდინო, თუმცა დახმარების ხელი რომ გამოგიწოდონ მათაც ხელოვნებასთან სიახლოვე უნდა შეეძლოთ, ნამუშევრის წაკითხვა და ამოცნობა უნდა შეეძლოთ... გულით მჯერა ვისი გრძნობაც რეალურია და ცოცხალია თუნდაც სიძულვილი იყოს ეს გრძნობა ის შენი ნამუშევრის ამოცნობას ეცდება... ეცდება რადგან ზოგადად ყველამ იცის რომ მხატვრებს ისტორიის მოყოლა გვიყვარს ჩვენს ნამუშევრებში, ისტორიის რომელშიც ოდესღაც ჩვენ ვიყავით...

ხატვით ისე გავერთე მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შევნიშნე ცა რომ მოიღრუბლა, ქუხილი დაიწყო, საშინელი... სახელოსნოს ფანჯრიდან გავიხედე... უკვე 15 წელია 13 ოქტომბერს ასე ქუხს... თითქოს ღრუბლები დღესაც გლოვობენ, თუმცა ჯერ ადრეა, ჯერ არ უნდა გლოვობდნენ ჯერ ხომ ჩემი დასასრული არაა, - თუ 15 წლის წინ იყო შენი დასასრული მარიტა? ვეკითხები ჩემს თავს. პასუხს ისემ მე ვცემ რადგან ჩემს გარდა სახელოსნოში არავინ არაა. - შენი ტანჯვა შენს უკანასკნელ 13 ოქტომბერსაც კი არ დასრულდება.

უკვე 15 წელია ვგლოვობ, გლოვისთვის გამოყოფილი რამდენიმე დღეა, თუმცა მე ყოველდღე ვგლოვობ. რადგან გლოვა ტკივილს ნიშნავს, ტკივილთან ერთად ცხოვრებას და სუნთქვას.
ტილო შემოვაბრუნე და თავდაყირა დავდე, მაგრამ იმის ცოდნა, რომ საკმარისად ახლოს იყო, რომ შემობრუნების შემთხვევაშიც კი შემეძლო მისი დანახვა, საკმარისია. თვალები მაგრად დავხუჭე, ჩავწექი, ცრემლები დავმალე და სუნთქვა შემეკრა. გარდაცვლილის გარეშე გლოვის გამო ტირილი არ შეიძლება.
დღეს კალენდარს არ ვუყურებდი, ამ თარიღს არ დავინახავდი.. .

დახურული კარს უკან ხმები შემომესმა. . . კარზე გააფთრებით აკაკუნებდნენ. - მარიტა, - მეძახდა დედაჩემი.
- ვიცი, რომ აქ ხარ, სწრაფად გააღე კარი!

ფუნჯი შესაფერის ადგილას დავდე და წამოვდექი. ჩემი გრძელი, წითური თმა, კიდევ ერთი ფუნჯით შევიკარი. როგორც ნებისმიერი სპონტანურად შეკრული კოსა, ესეც წარმატებული იყო. კარის სახელური გადავატრიალე და ვნატრობდი, რომ არ დამეკარგა. ბევრჯერ. სულ მცირე თხუთმეტჯერ...

დედაჩემს ხელში შოკოლადის ნამცხვარი უჭირავს ჩამქრალი სანთლით...

თვალები ისევ დავხუჭე. ამჯერად არა მხოლოდ ტკივილმა, არამედ ღრმა ბრაზმა შემიპყრო. იმდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ვერაფერი ვთქვი.
- დღეს ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ვუთხარი და თვალები გავახილე. ისე შევხედე, თითქოს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანი ყოფილიყოს. როდესაც დედამ ეს იგრძნო, სახე შეეცვალა, და უბრალოდ ჩუმად მიყურებდა, თითქოს ბრაზის ჩახშობას ცდილობდა.

- მარიტა, დღეს შენი დაბადების დღეა...

- არა! ვთქვი მაშინვე. როგორ შეგვეძლო ეს ჩხუბი წლიდან წლამდე გაგვეგრძელებინა? ეს ნებისყოფის საშინელი გამოცდა იყო ყოველ ჯერზე.

- არა, დედა, არა. არ არის დღეს ჩემი დაბადების დღე, 15 წლის წინ ჩემთან ერთად დასრულდა ეს დღე..

გაზვიადების გარეშე, დღევანდელი დღე ჩემი გარდაცვალების დღედ შეეძლოთ აღენიშნათ. შესაძლოა, მისი აღნიშვნაც კი სურდათ. გეფიცებით, წინააღმდეგობის გარეშე მივიღებდი. რადგან დღევანდელ დღეს ჩემს დაბადების დღეს ვუწოდებ... სუნთქვა აღარ შემიძლია. კალენდრის გვერდი, რომელსაც გათენების პირველივე შუქიდან ვერიდებოდი, საშინელი ამპარტავნებით მიყურებდა.

- რაც არ უნდა მითხრა ან გააკეთო, ვერ შეცვლი იმ ფაქტს რომ, დღეს ოცდახუთი წლის წინ მე გაგაჩინე და ამას დაუღალავად გაგიმეორებ ყოველ ჯერზე. გესმის ჩემი?

ვეღარ გავუძელი ამ ამპარტავან თვალებს და უკან გავიხედე. კალენდარზე 2026 წლის 13 ოქტომბერი იყო მითითებული. გილოცავ დაბადების დღეს... გავიფიქრე ჩემთვის, ხმის ამოუღებლად. - შენია, მარიტა? მეკითხება ჩემში უხილავი ხმა.. . - არა, მხოლოდ მისი. ჩემი პირველი და უკანასკნელი მეგობრის ამ დედამიწაზე.

შესაძლოა, გულში განცდილი ფიზიკური ტკივილი დედაჩემს, რომელიც ექიმი იყო, აღშფოთებდა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს სულში არსებული ტკივილი დაენახა და მომავალ წელს ეს აღარ გაეკეთებინა. თვალებში შევხედე. მან დაინახა, დარწმუნებული ვარ ჩემი ტკივილი და სინდისის ქენჯნა დაინახა თუმცა თავი ისე მომაჩვენა თითქოს და ვერაფერს ვერ ხედავდა .
15 წლის განმავლობაში ჩემმა ოჯახმა ძალიან კარგად იცოდა რომ ჩემი სიცოცხლე ამ სამყაროში ერთი დიდი სიცარიელე იყო.
დედაჩემი, რომელიც ყოველ დილით ჩემი გაღვიძებისთანავე ზრუნავდა რომ სახლიდან მშიერი არასოდეს გავსულიყავი წლების მანძილზე თვალის დახამხამების გარეშე უყურებდა როგორ კვდებოდა ჩემი სული.

მკვლელი ვინ იყო? ის ვისაც ხელები სისხლით ჰქონდა დასვრილი, და ისინი ვისაც პირველი მკვლელობა არ ჩაუდენია, ბოლო მომენტამდე უყურებდნენ მკვლელს, თითქოს დაბრმავებულიყვნენ, განა ფიზიკურად?... ადამიანურად დაბრმავებულიყვნენ, სინდისს ვეღარ ხედავდნენ საკუთარ თავებში...

- დამიჯერე დედა,მერჩივნა საერთოდ არ დავბადებულიყავი. როგორც ჩანს, ჩემგან ამის მოსმენა გსიამოვნებს, ყოველ წელს ერთი და იგივეს რომ აკეთებ. გულახდილად ვუთხარი.

- სადღაც წამიკითხავს რომ მხატვრები, სიკვდილისკენ ხართ მიდრეკილნი! გაბრაზებულმა მითხრა.
ზუსტად იცოდა, რასაც ვგულისხმობდი, უბრალოდ, ექიმის გარდა, ძალიან კარგი მსახიობიც იყო.
- სიკვდილზე ორიოდე უცნაური წინადადებით საუბრობთ ყველაზე უადგილო დროს. იმიტომ, რომ უკვდავებისთვის სიკვდილია საჭირო, მაგრამ ოცდახუთი წლის ასაკშიც კი არ ერიდებით სიკვდილზე ილაპარაკოთ იდიოტივით. იმიტომ, რომ თქვენ... თუმცა შვილო შენ რატო იქცევი ას შენი ხელოვნებაც კი უკვე ძალიან დასამახსოვრებელია.

- დედა, რაზე ლაპარაკობ? - რას ამბობ, დედა?
ეს იყო მისი უხილავი სცენური წარმოდგენა, რომელსაც თემის შესაცვლელად იყენებდა. ის რომანტიკულად უყურებდა ამ საკითხს, მე კი სრულიად რეალისტი ვიყავი. ძლიან კარგად იცოდა, რაზეც ვსაუბრობდი, ისევე კარგად იცოდა როგორც ოცდახუთი წლის წინ რომ გამაჩინა. შოკოლადის პატარა ტორტი მისი ხელიდან ავიღე და უყოყმანოდ, მაგიდის ქვეშ სანაგვეში ჩავაგდე.

- ამდენი წელია უკვე შენი თავისთვის ცხოვრობ არც კი იცი რომ ტორტი ხილის მიყარს.

- შოკოლადის გიყვარს...

- დედა, შოკოლადის ტორტი არ მიყვარს! ვუთხარი ხაზგასმით, ხმა მიკანკალებდა, თუმცა დედაჩემს ეს არ შეუმჩნევია.
- შოკოლადის ტორტი არ მიყვარს. შენი მიზანი ჩემი დაბადების აღნიშვნა არაა... გთხოვ, წადი . ამას ნუ მიკეთებ. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის დიახ, მაგრამ არა იმიტომ რომ დავიბადე, არამედ იმიტომ რომ ჩემს პირველ სამხატვრო გამოფენას ვხსნი. გმადლობ, ამას მოგვიანებით აღვნიშნავთ. ძალიან კეთილი ხარ.
- ძალიან მაწყენინე, მარიტა.
- ნუ გეწყინება დედა, ჩემზე კარგად იცი რომ ჩვენი ოჯახი არ არის ასთი ნაზი გრძნობების ღირსი.
- მარიტა...
- თუ გინდათ რომ 13 ოქტომბერი შეგახსენოთ, მაგრამ არა აზრიც არ აქვს რადგან ცუდი ადამიანები არ იხსენებენ რომ ცუდები არიან, ისინი ფიქრობენ რომ ბოროტება ცხოვრების ნორმაა, კარგი ადამიანების სულელებად აღქმას ცდილობენ, სიკეთე მათთვის მიუღებელია, ამ სამყაროში საკუთარი თავს ყველაზე საპატიო წევრად მიიჩნევენ, და დამიჯერე დედა ბოროტება არასოდეს არაა ისეთი მომწამლავი როგორც მისი ჩამდენი ადამიანია ...

შევამჩნიე რომ ბრაზისგან აკანკალდა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა ჩემს სამხატვრო ოთახში არსებული ჰაერი რომელსაც საღებავების სპეციფიური სურნელი შერეოდა... და მე ვიგრძენი რომ დედაჩემი აღარ იყო ისეთი მოწყალე და ყურადღებიანი ჩემს წინ როგორიც აქ მოსვლისას. მაგრამ დარწმუნებული ვარ თვითონაც კარგად იცოდა რომ მე ის სარკე ვიყავი რომელშიც იხედებოდა და ყოველ ჯერზე, ყოველი ჩახედვისას თავისი სიმახინჯის დანახვას ვერ იტანდა სძულდა, ვიცოდი რადგან მან ხომ მე გამაჩინა... კარისკენ წავიდა, მეგონა რომ აღარაფერს მეტყოდა, თუმცა უეცრად შემობრუნდა თვალებში შემომხედა და მითხრა:
- თუ ის ბავშვი ცოცხალია მარიტა... იცოდე, იცოდე ჩემო მიამიტო შვილო რომ უკვე დიდი ხანია დაგივიწყა. შენ კიდევ მწუხარებით განაგრძე იმ დღის მოკვლა როდესაც დაიბადე.
დედამ კარი საშინელი ხმაურით მიიხურა... მზერა ისევ კალენდარზე არსებულ თარიღს მივაპყარი, ის ხომ უბრალოდ ბავშვი არ იყო ის გიორგი იყო, ლაშა- გიორგი. ყველაზე ძვირფასი პიროვნება ჩემი საყვარელ მეგობარი. და ვიცი რომ ის ბავშვი ისევ ცოცხალია...


***
ცა ისე მიღრუბლა უამინდობისგან, ღამეს დაასწრო დღის დაბნელება. ქოლგას დავუწყე ძებნა, რადგან ისე სწრაფად და ისე ხმაურიანად დაიწყო წვიმა დარწმუნებული ვიყავი სანამ მანქანამდე მივიდოდი მაკიაჟსაც და თმასაც თვალის დახამხამებაში ჩამომირეცხავდა. უკვე პანიკაში ვიყავი ჩავარდნილი როდესაც ეზოს კარი გაიღო და მამაჩემის პირადი მძღოლი შავი ქოლგით ხელში ჩემისკენ წამოვიდა. ძებნას შეეშვი სარკეში ბოლოჯერ ჩავიხედე და კარის გამოსაღებად წავედი. მუქი მწვანე ბრეტელებიანი კაბა მეცვა, და თეთი ქუსლიანი ფეხსაცმელი. დღეს შეიძლება დედაჩემის და განსაკუთრებით მამაჩემის ფონზე დამსწრე საზოგადებისთვის შეუმჩნეველი ვიყო თუმცა დარწმუნებული ვარ ხვალ ემს აბაზე საუბარს დაიწყებენ. თეთრი გრძელი ალტო საკიდიდან ჩამოვხსენი არი გამოვაღე და მომლოდინე მძღოლთან მივედი.

გამოფენაზე მამა კარში დამხვდა , ჯერ მისი მბზინავი შავი ფეხსაცმელი დავინახე, შემდეგ კოსტუმი, და შემდეგ მისი სახე, ისეთი გამომეტყველებით შემომხედა თითქოს აღტაცებით უბრწყინავდა სახე, მივხვდი მოვეწონე მაგრამ იმასაც მივხვდი რომ მის აღფრთოვანება გაზვიადებული იყო.

მამაჩემი?...ის დედაჩემზე უკეთესი მსახიობი იყო და ძალიან კარგი პოლიტიკოსიც.

- ყელაზე ლამაზი ხარ დედამიწის ზურგზე. მითხრა გულწრფელი ხმით. ლოყაზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა.

- დედამ არ გაგიგოს...

- დედაშენსაც იგივეს ვეტყვი როდესაც ჩემს გვერდით იქნება.

- ასე იგი ტყუილს მეუბნევი...

- მნიშვნელობა არ აქვს რას ვფიქრობ შენზე, მნიშვნელოვანია ისაა, თუ როგორ გაგრძნობინებ თავს. სწორია თუ არასწორი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- გთხოვ, დღეს მაინც მოიშორო შენი პილიტიკოსის სახე და უბრალოდ მამაჩემი იყავი... ძალიან კარგად ვიცოდი, რა ენაზე საუბრობდა.პოლიტიკოსები ამ წინადადებას ძალიან ეფექტურად იყენებდნენ იმ ხალხზე, რომელთაც ისინი მართავენ. და მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი.

- კარგი მარიტა, ასე იყოს... თეთრი ფეხსაცმელი ცოტა ცუდი არჩევანია, კარგი იქნებოდა დედაშენს ხელი შეეშალა ამ ფეხსაცმელს ჩაცმაში.

- დედამ დღეს ეს უფლება დაკარგა. მამა ერთი ნაბიჯით დამშორდა და შორიდან შემომხედა. მზერა ჩემს ყელსაბამზე შეაჩერა. ის დედაჩემივით არ ერეოდა დაბადების დღის სისულელეებში. მამაჩემი ძალიან კარგად არის ინფორმირებული.

ჩემი ოჯახის წევრები რომლებიც ამტკიცებდნენ რომ მხატვარი და ხელოვანი ვიყავი, იოტისოდენადაც არ იყვნენ ხელოვნებასთან ახლოს, არც კი იცოდნენ სინამდვილეში რას ნიშნავს ხელოვანი, ისინი იმდენად შორს იყვნენ ხელოვნებისგან. რაღაცის ახსნა მათთვის ყოველთვის ძალიან უხეშად მიწევდა. და როდესაც ამას ვაკეთებდი ყოველთვის მიგებდნენ, ხმას არ იღებდნენ თვალებს იბრმავებდნენ თუმცა ასეთ დროს იგებდნენ, რადგან ძალიან კარგი მსახიობები იყვნენ. ისიც კარგად იცოდნენ რომ ამ გაქუცული და გახუნებული ყელსაბამის მოხსნას კისრიდან მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ შეძლებდნენ. ის ხომ ჩემი დაკარგული ბავშვობის, ჩემი საყვარელი მეგობრის ლაშა- გიორგის საჩუქარი იყო. და მათ ეს ახლა ძალიან კარგად იციან.
მამასთან საუბარი ხანმოკლე აღმოჩნდა რადგან მობილურზე დაურეკეს და იძულებული გახდა სიწყნარეში ესაუბრა, და მე დავეტოვებინე. დარბაზში არსებულ ერთ-ერთ პატარა მაგიდასთან დავდექი და ჩანთაც ზედ დავდე, ამ მაგიდიდან კარგად ჩანდა ჩემი ის ნამუშევარი რომელიც მინდოდა მხოლოდ იმ ერთს დაენახა, რომელთან ერთადაც ნახატზე აღწერილი მოგონება მაკავშირებდა, ბნელ კუთხეში დაკიდებული ნახატი მხოლოდ იმ ერთი ადამიანის ყურადღების მიქცევას შეძლებდა. რადგან მისგან განსხვავებით აქ ყველა ჩემი ნამუშევარი გრანდიოზული იყო. ამიტომ ვისაც ხელოვნების ნამუშევრების წაკითხვა არ შეუძლია მას არ შეუძლია ნამუშევრის არსის გაგება და აღქმა, ამიტომ ისინი მხოლოდ ვიზუალურად აფასებენ მოეწონათ და წერტილი.
მას კი შეეძლო მას ჩემი ყველა ნამუშევრის წაკითხვა ბავშვობაშიც შეეძლო.
ნეტავი მამაჩემის შვილი არ ვყოფილიყავი, ნეტავი მათ ოჯახში არასოდეს დავბადებულიყავი, ახლა მხოლოდ ეს ფიქრები მაწუხებს, არა ახლა არა ბოლო 15 წელია, ჩემს თავს ვეკითხები: - რისთვის ცხოვრობ მარიტა, რისთვის არსებობ საერთოდ. მამაჩემთან დიდი სიამოვნებით გავმართავდი ძალიან მტკივნეულ კამათს, უხეშ სიტყვებს ვეტყოდი და საპასუხოდაც ძალიან უხეშ სიტყვებს მოვისმენდი, მაგრამ ჩემი გამოფენა მაკავებდა, რადგან ვგრძნობდი დღეს აუცილებლად ვიპოვნიდი... გარშემო მიმოვიხედე, გაშლილი წითელი ხალიჩები, პომპეზურად მოკაზმული დარბაზი და უამრავი ჟურნალისტი, მოწვეული სტუმრები, ეს ყველაფერი ჩემთვის არა მამაჩემისთვის იყო, რადგან ჟურნალისტების კითხვები, სტუმრების მოლოცვები საბოლოოდ მამაჩემის გურამ თამაზაშვილის კარგ და საოცარ პოლიტიკოსობას და მის პოლიტიკას ეხებოდა, ან კიდევ ასეთი წარმატებული პოლიტიკოსის შვილობას.
ზუსტად ამიტომ განვმარტოვდი, ვიცოდი რომ ჩემი ოჯახი სტუმრებზე ყურადღებით ზრუნავდა, ეს ხომ მათი პრესტიჟული სახე იყო. შემოსასვლელთან დაკიდებულ ჩემს ნამუშევარს შევხედე, რომელიც ხალხისთვის ყველაზე დიდებული ჩანდა, მაგრამ ყველაზე ნაკლები მე ამ ნახატს ვესაუბრე. ხომ არ გაგიკვირდეთ ჩემს ნამუშევრებს ვესაუბრები ხატვის პროცესში ყველაზე მეტად მათ ვესაუბრები. რადგან ისინი ჩემს შინაგან სამყაროს ისე იგებენ რაც სინამდვილეშია, მშობლებისგან განსხვავებით თვალებს არ იბრმავებენ. ისინი სინამდვილეში ჩემი ერთადერთი მეგობრები იყვნენ ლაშა- გიორგის შემდეგ.
სწორედ ამ დიდებული ნახატის წინ იდგა მამაჩემის მეგობრისა და კოლეგის შვილი ლევანი. რომელიც ნახატს თვალის მოუცილებლად და აღფრთოვანებით შესცქეროდა. ვიცოდი რომ საზღვარგარეთ სწავლობდა, მაგრამ ქვეყანაში როდის დაბრუნდა არ გამიგია. ზურგი შევაქციე რომ არ დავენახე.
- მარიტა. დამიძახა მან, მაინც შემამჩნია და დამიძახა. ჩემკენ წამოვიდა, მაღალი, ქერა გამოწყობილი შავ შარვალ კოსტუმში, მომავალი პოლიტიკოსის იმიჯით. ღმერთო როგორ ვერ ვიტან პოლიტიკოსებს და მათ შერჩევით სამართალს. ლევანს რომ ვუყურებ მასში მამაჩემს ვხედავ. მამაჩემის წარსულს.
მის გვერდით გამოჩენა ქვეყანაზე ყველაზე უკანასკნელი რამაა რაც ახლა მსურს, რადგან დარბაზი სავსეა უამრავი ჟურნალისტით და უსაქმური ხალხით. მაგრამ მაინც ზრდილობის გამო მისკენ შევბრუნდი.
- გამარჯობა ლევან. ვუთხარი და ჩამოსართმევად ხელი გავუწოდე, მეგონა ხელს ჩამომართმევდა, თუმცა მან მოულოდნელად ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მეამბორა. უცნობი ადამიანის შეხება, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყო ის ყოველთვის საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. თუმცა მან ეს გააკეთა...
- საოცარია, საოცრებებს ქმნი მარიტა... თქვა აღტაცებით.
მადლობა გადავუხადე და ვეცადე მისი ხელებიდან ჩემი ხელი ნაზად გამეთავისუფლებინა, თუმცა ის მაინც არ მიშვებდა ხელს.
- როდის დაბრუნდი?
- არ დავბრუნებულვარ...
- არ მეგონა მოგზაურობის შესაძლებლობა თუ გქონდა.
- არც მაქვს, გამოფენისთვის ჩამოვედი მხოლოდ.
ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, ის კი ამ წლების მანძილზე ერთხელაც არ დაბრუნებულა ამერიკიდან. მაგრამ მისი დამოკიდებულება ვატყობდი რომ ჩემს მიმართ ისევ იგივე დარჩენილიყო.
- შენი ნახვა გამიხარდა ლევან, შენთან საუბარი ძალიან მინდა თუმცა სტუმრებს უნდა მივხედო.
- არა მგონია აქ ვინმე შენს გამო სტუმრად ამერიკიდან ჩამოსულიყოს მარიტა.
რა უნდა მეპასუხა, საპასუხოდ სიტყვები ვერ ვიპოვე.... უბრალოდ თვალი ავარიდე და დარბაზში მიმოვიხედე. ყურადღება ისევ იმ ერთ ნახატს მივაპყარი რომელიც ბნელ კუთხეში დავკიდე სტუმრებს რომ არ შეემჩნიათ. მოვათვალიერე ხელახლა იქნებ ვინმემ შეამჩნია ვინც მე მჭირდება.
- რაღაც დაგავიწყდა ლევან.
- რა?
- გურამ თამაზაშვილის შვილი ვარ სამწუხაროდ და დამიჯერე საკმაოდ კარგად გიცნობ, მაგრამ მაინც მიხარია რომ დრო გამონახე, კეთილი იყოს შენი მობრძანება.
- გონია რომ ვიტყუები?
- არ ვიცი...
- მიუხედავად იმისა რომ მამაშენის მსგავსად პოლიტიკაზე იგივე შეხედულება მაქვს, შენ ჩემთვის პოლიტიკაზე მაღლა დგავხარ.
- ვერ გავიგე. ვუთხარი წარბშეკრულმა.
- მაშ ასე მხატვარო არ გინდა შენს ნამუშევრებზე მიამბო სათითაოდ?
რადგან ამ შემაწუხებელი საუბრის დასრულება მინდოდა ვუთხარი.
- მაპატიე თუ შეიძლება, სტუმრებს მივხედავ.
თუმცა წასვლის საშუალება არ მომცა და ხელით დამიჭირა, ზუსტად ამ დროს შევამჩნიე ბნელ კუთხეში ზურგით მდგომი შავ გრძელ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი როგორ შეჰყურებდა ჩემს ნამუშევარს. სწორედ ამ დროს ლევანსაც მობილურზე დაურეკეს. ღმერთო მადლობა!
- მაპატიე მარიტა ახლავე მოვალ ამ ზარს აუცილებლად უნდა ვუპასუხო. ხელი გამიშვა და გამეცალა.
სწრაფი ნაბიჯით დავიწყე პალტოიანი მამაკაცისკენ წასვლა. მალევე მივაღწიე კიდევაც მასთან, მადლობა ღმერთს გზად თვალით კონტაქტი არავისთან დავამყარე, და გაჩერება არ მომიწია, რამდენიმე ქალბატონის დაძახილი კი გავიგე თუმცა ყურადღება არ მივაქციე.
მის უკან გავჩერდი გული ისე სწრაფად მიცემდა, ხელი ჩემი ყელსაბამისკენ წავიღე და ვიკითხე.
- მოგეწონათ?
- არაჩვეულებრივია. თქვა მან.
- თუ ისეთი არაჩვეულებრივია როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი აზრით ეს ნახატი ბნელ კუთხეში რატომ კიდია?
- კარგს ყოველთვის თვალთახედვის არედან მალავენ, რადგან არ გამოჩნდეს. ან უარყოფთ რომ სპეციალურად შეარჩიეთ ეს კუთხე ამ ნამუშევრისთვის.
- აუცილებელია ისეთი ბრალდება როგორიცაა უარყოფა იმის მიმართ რაც სიმართლეა.
- დარწმუნებული ვარ სიმართლეა.
- პირველად ხელი მოაწერე? მართალიც აღმოჩნდა პირველად ხელი მოვაწერე. ერთდროულად შევხედეთ ერთმანეთს. შემდეგ ხელი გამომიწოდა და გამეცნო.
- ჩვენ ჯერ ერთმანეთს არ შევხვედრივართ მე გიორგი ვარ.
-მარიტა. ხელი ჩამოვართვი.
- მარიტა. გაიმეორა მან.
თითქოს ძველ მეგობარს ვერ ვაგვიანებდი მაგრამ მინდოდა ტომ მის თვალებში დიდხან მეყურებინა ამ მსგავსებისთვის რასაც მასში და ლაშა- გიორგის ბავშვობაში ვხედავდი. თვალები... თვალები თითქოს მის ნაირი ჰქონდა შავი და იდუმალი, შავი, ხშირი წამწამების ჯარი გარშემო შემოჰკვროდა მის იდუმალ თვალებს და შავი ხვრელივით ცდილობდა ჩემს შთანთქმას. იმდენად გავერთე ფიქრებით ვერც გავიგე როდის დამიძახა ხელმეორედ.
შემდეგ ისევ მას შევხედე დავაკვირდი, ვუყურებდი როგორ შესცქეროდა ჩემს ნახატს. მეკი მას ვუყურებდი როგორც ის უყურებდა ჩემს ნახატს თვალის მოუცილებლად.
- ბოდიშს გიხდი ვერ გავიგე რა მკითხე.
- ვიკითხე, ჯერ ხელი მოაწერე და შემდეგ დახატე?
- დიახ.
- რატომ ხელმოწერა ხომ ბოლოს უნდა გაკეთდეს დასრულების შემდეგ.
- ზოგჯერ ასეც ხდება...
- რატომ?
- როდესაც იმ კონკრეტული მომენტების გადმოტანას ვაპირებ ტილოზე რაც მე მეკუთვნის, მინდა რომ ტილოც მე მეკუთვნოდეს ამიტომ ხელს ხატვის დაწყების წინ ვაწერ. ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები რომელიც ჩემს კუთვნილებას გასცდა და სწორედ ამიტომ არის რომ ეს განცდა მეტად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნახატი ჩემთვის.
- არასწორი მიდგომაა. მითხრა მან.
- რატომ? ვკითხე მე.
- რადგან შავ ტილოზე თეთრად ხელი არასდროს უნდა მოაწერო. ჩემი ხელმოწერის ადგილს დახედა, და ხელახლა თქვცა
- კანონი უდანაშაულოებსაც კი არ იცავს.
- არასწორია. ვუთხარი მე.
- რატომ?
- რადგან კანონი და ხელოვნება ორი შეუსაბამობაა...
- მართალი ხარ. ყველაფერი სამართლიანობისთვის მტრულადაა განწყობილი, მეგობრობა შეუძლებელია ასეთ დროს მათი.
- ვინ ხართ გიორგი?
- ხელოვნების მოყვარული. ან სამართლიანობის მტერი, რომელიც გინდათ ის აირჩიეთ.
- ხელოვნების მოყვარულებს ვანიჭებ უპირატესობას.
- დამიჯერე სანამ იტყოდი გამოვიცანი. და გაიცინა. ძალიან ნაცნობი ღიმილით გაიცინა თუმცა ნაცნობი ღიმილის მსგავსად მასში გრძნობა აღარ იყო მხოლოდ ყინული.
- რატომ უყურებდი ამ ნახატს ამდენ ხანს? თქვენობითი ფორმა დავასრულე. და სერიოზული სახით ვკითხე.

არ მინდოდა გამომეტყველებაში რამე გამომრჩენოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მზერას თავს არიდებდა.

- რატომ გაინტერესებს ეს ასე ძალიან?
- იმიტომ რომ დღეს ამ ნახატს არც არავინ უყურებდა და უყურებს თქვენს გარდა.
- საიდან იცი?
- ვიცი იმიტომ რომ მხატვარმა ძალიან კარგად იცის ვინ რამდენად დააფასებს მის ნამუშევარს, თუ საკუთარ თავს დაუპირისპირდება.
- მაშ რატომ შექმენი ეს ნახატი? და რატომ არის ეს ნახატი აქ?
- ეს ჩემთვის გავაკეთე.
-ხო და მეც ამას გეკითხები, რატომ?
- იქნებ ვინმეს ვეძებ...
ეს წინადადება საკმარისი იყო . ვერ მოვახერხე იმის თქმა, ძალა აღარ მქონდა შევხვედროდი იმ ადამიანს რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლო ჩემი სულის ტკივილების დანახვა. ხანმოკლე შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც შეეძლო ამ სურათის ყურება, თუნდაც ერთი წამი, და ზუსტად ის ერთი წამი იქნებოდა საკმარისი რომ მეცოცხლა. ვერავისთან ვერ ვამბობდი რომ სიცოცხლის ძალა აღარ მქონდა. ერთი სიტყვაც არ მითქვამს იმაზე რომ ჩემს სულს აღარ სურდა ცემს სხეულში ყოფნა. რომელიც დღეს ოცდახუთი წლის გახდა.

დეპრესიის შესახებ არ მითქვამს. დახვეწილად მივანიშნე, რომ რაღაცას ვეძებდი, რასაც ჩავეჭიდებოდი.

- იპოვე?

- არ ვიცი... ვუპასუხე. ჩემი პასუხები დახურულ ყუთში დარჩა, მაგრამ შინაგანი ხმა მიმეორებდა. მგონი იპოვე მარიტა...
- შენ იპოვე? ვკითხე...
- რა?
- ნახატი რასაც რამდენიმე წუთია ეძებ?
- არ ვიცი... მე მას შევხვდი მას აუცილებლად უნდა ეთქვა რამე, უნდა ეთქვა რამე ნახატში ჩახატულ ტირიფის ხეზე...აუცილებლად უნდა ეტქვა რომ იმ ღამეებს მაინც დაესვენათ როდესაც მე ეს კითხვა მაწუხებდა...

მან ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. ბარათზე გიორგი გოგიძე ეწერა და მისი ნომერი...
- თუ პასუხის გაცემა შენივე კითხვაზე შენ მოგინდება, რადგან მე პასუხი არ მაქვს, შეგიძლია დამიკავშირდე და მითხრა.
- რა მოხდება პასუხი ჩემზე ადრე რომ შენ იპოვო?
- რაც არ უნდა მოხდეს დამიკავშირდი მარიტა. ბარათი გამოვართვი მან კი თავი დამიკრა დამშვიდობების მიზნით ზურგი შემაქცია და წავიდა...

თვალები დავხუჭე, ვცდილობდი მისი მზერა არ დამვიწყებოდა. გაურკვეველი იყო, ოდესმე კიდევ ვნახავდი თუ არა.


***



თითქმის 24 საათი გავიდა ჩვენი შეხვედრიდან, სამუშაო მაგიდაზე მისი ბარათი მედო და თვალის მოუცილებლად დავცქეროდი, მან ის ნახათი შეიძინა, გამუდმებით მტანჯავდა ფიქრები ნუთუ ის იყო... რამდენიმე წამი დამჭირდა მისი ნომერი ამეკრიფა, ზარი გავიდა, ეღტხელ, მეორედ მესამეზე გათიშვა გადავწყვიტე თუმცა მისი ხმა გავიგონე.
- ბატონო.

- ბატონო გიორგი... უბრალოდ ვთქვი. არა, სხვა სახელი უნდა მომეფიქრებინა და ტელეფონი გამეთიშა. ბარათიც ნაგავში უნდა გადამეგდო.
- დიახ ქალბატონო მარიტა.
- შენ?... თვალები დავხუჭე, ხმაზე მიცნო
- ხმით ადამიანს ადვილად ვცნობ...
- გასაგებია.
- დიახ გისმენთ.

- ტირიფის ნახატი რომ შეიძინეთ მადლობა მინდოდა მეთქვა. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე მეთქვა.

- ეს მხოლოდ ნახატია.
- არა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან. შეიძლება შევხვდეთ?
- დიახ...საღამოს 9 საათი შესაფერისია თქვენთვის?
რას ვაკეთებდი? როგორ ვერ შევიკავე თავი?
- დიახ შესაფერისია.
- კარგის ესემესის სახით გამოგიგზავნით მისამართს, დროებით მარიტა.
ტელეფონი სწრაფად გათიშა დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი.

***
თმიდან ბიგუძები ჩამოვიხსენი, თმა გავშალე, მსუბუქად და ლამაზად მქონდა დახვეული. შავი გრძელი კაბა ჩავიცვი რომელიც მარცხენა მხარეს კარგად იყო შეხსნილი. ფეხზე მოკლეყელიანი " კაზაჩოკები" ჩავიცვი, ნაჩქარევად გავიკეთე მსუბუქი მაკიაჟი. ახლა ჩემი მიზანი სახლიდან ჩუმად გაპარვა იყო. შავ პალტოს ხელი დავავლე და ჩემი ოთახის კარები გარედან ჩავკეტე და ჩუმად მივიპარებოდი ეზოსკენ. ეზოს გასასვლელისკენ მეორე კარებიდან გავედი, თუმცა მაინც დედაჩემს შევეჩეხე.
- სად მიიპარები მარიტა?
- არსად... სახელოსნოში მოლოდ. დავამატე სწრაფად.
- ლევანს უნდა შეხვდე?
- საიდან მოგივიდა ეს აზრი, ძალიან მაინტერესებს.
- დაგინახეთ?
- როდის ?
- გამოფენაზე ხელი გქონდათ ჩაკიდებული.
- არასწორად დაგინახავს. თუ შეიძლება რომ გამიშვა ახლა.
- დაცვა გაიყოლე.
- დედა გთხოვ მარტო მინდა დარჩენა.
- მამაშენს დავუძახებ.
- კარგი... კარგი ოღონდ მე ჩემი მანქანით წავალ.
- კარგი.
საკოცნელად გამოიწია თუმცა უკან დავიხიე. დედაჩემს ვერასოდეს ვაპატიებდი. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, ისიც მხოლოდ დედაჩემს...
-დროებით დედა.
დავემშვიდობე მანქანაში ჩავჯექი და წავედი. სახელოსნოში მივედი, კარი გავაღე, შუქი ავანთე , ცოტახანი გავჩერდი, საათს დავხედე მაგვიანდებოდა,
ეზოს კარებთან დაცვასთან მივედი პატარა ფურცელზე ჩამოწერილი სია მივაწოდე და ვთხოვე უახლოესი საკანცელარიო მაღაზიიდან აღნიშნული ნივთები მოეტანა. ფურცელი გამომართვა თავი დამიკრა და დაელოდა სახელოსნოში როდის დავბრუნდებოდი რომელიც ასევე ჩემი მეორე სახლი იყო, მეორე არა ერთადერთი... სადაც თავს შედარებით კარგად ვგრძნობდი.

მის წასვლას დაველოდე კართან, ჩაჯდა თუ არა მანქანაში მაშინვე ჩემი მანქანისკენ გავიქეცი გასაღები მანქანაში მქონდა ჩატოვილი მხოლოდ ტელეფონი წავიყოლე თან მანტო და ჩანთაც კი დამავიწყდა. მითითებულ რესტორანში მივედი, საათს რომ დავხედე მივხვდი რომ ნახევარი საათით დავიგვიანე. თუმცა დავინახე ჩემგან არც თუ ისე მოშორების, გიორგი მელოდებოდა, შავი შარვალ კოსტუმი ეცვა ისევ, რომ მივუახლოვდი ფეხზე წამოდგა... მარიტა დღეს ერთადერთი შანსი გაქვს გაიგო ნამდვილად ლაშა- გიორგია თუ არა, მხოლოდ თვალებით მსგავსება არ გაძლევს დარწმუნების საშუალებას.
- გამარჯობა. ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
- გამარჯობა, ვუთხარი და საპასუხოდ ხელი ჩამოვართვი.
ხელით სკამისკენ მიმითითა.
- დაბრძანდი თუ შეიძლება. დავჯექი და ჩემდა უნებურად წარმოვთქვი.
- აქ რატომ ვარ არ ვიცი სიმართლე გითხრათ. დაჟე აქ რომ მოვდიოდი ვფიქრობდი რომ თქვენ არ მოხვიდოდით, აქ არ დამხვდებოდით.
- რატომ იფიქრე ასე?
- რატომ? იმიტომ რომ ახლა აქ ჩვენს ყოფნას აზრი არ აქვს, ჩემი ნახატის წინ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ, მხოლოდ ეს იყო, განა რამდენად ვიცნობთ ერთმანეთს? და დიახ მინდა გითხრათ რომ არ მინდოდა ის ნახატი თვალსაჩინო ადგილას ყოფილიყო, იმიტომ დავდე ის ნახატი მხოლოდ ბნელ კუთხეში რომ არ მინდოდა მის წინ გამვლელებს შეემჩნიათ, რადგან ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს...
- უბრალო ნახატია...
- უკაცრავად... იმდენი რამის თმა მინდოდა მოლოდ ამ ერთმა წინადადებამ ენის წვერზე შემაყინა თითოეული სიტყვა რისი წარმოთქმაც მსურდა.
-უბრალო ნახატია, რა არის აქ გასაკვირი. მითხრა და ჩემ ყელსაბამს შეხედა შემდეგ ისევ მე.
- ასეთი მნიშვნელოვანია, ისეთი მნიშვნელოვანია, გამოფენის ყველაზე უბრალო ნახატი იყო ეგ შენი ნახატი.
- რას ამბობთ, აბა ამდენი ფული ტყუილად გადაიხადეთ?
- მე უბრალოდ, უბრალოებას ვაქცევ ყურადღებას, ვერ მიყურებ ახლაც აქ ვარ.
- თუ უბრალო ნახატია? ფულს ხვალ დილითვე უკან დაგიბრუნებთ, ნახატს მაშინვე დამიბრუნებთ. ბრაზისგან და იმედგაცრუებისგან მაკანკალებდა.
- ნუ ბრაზდები, მე მაგ უბრალო და მახინჯ,გაცვეთილ ყელსაბამშიც შემიძლია ფულის გადახდა.
- შენ ვის ესაუბრები იცი?
- დამიჯერე ვის ვესაუბრები საერთოდ არ მაინტერესებს.
- ჩემი ყელსაბამის შესახებ წესიერად ილაპარაკე.
- რატომ ძალიან ძვირფასია შენთვის? მიდი ფასი მითხარი მაგ ყელსაბამსაც ვიყიდი.
- მე შემიძლია შენ გიყიდო, მაგრამ შენ ამ ყელსაბამს ვერასოდეს იყიდი, გესმის ჩემი? ბრაზით მთელი სხეული მიკანკალებდა..
- ასე იგი თქვენ ყველაფერზე გყოფნით ძალაუფლება.
- დიახ, გვყოფნის, გონებაშიც ვერ წარმოიდგენ ისეთ რამეებზე გვყოფნის.
წასვლა გადავწყვიტე წამოვდექი თუმცა ხელი დამიჭირა და შემაჩერა.
- ყველაფრის გაქრობა შეგიძლიათ ანუ რაც თქვენ არ გაწყობთ?
- დიახ შეგვიძლია.
- უბრალო ნახატისა და გაქუცული ყელსაბამის გამოც?
- რამდენი ადამიანი გააქრეთ ასე? მომიყევი, ძალიან გულახდილი ხარ რამდენი ადამიანის ცხოვრება გააქრეთ ფულით და ძალაუფლებით? ძალიან მაინტერესებს...
ის ასეთ რამეებს რატომ მეუბნებოდა? რატომ აწუხებდა ასე?
- მიპასუხე მარიტა?
- გამიშვი! ელი გამოვტაცე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას. მანქანაში ჩავჯექი. ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა ალბათ დედაჩემმა გაიგო რომ დაცვას გავეპარე. უკანა სავარძელზე გადავაგდე, მანქანა დავქოქე და წავედი, სად მივდიოდი არ ვფიქრობდი გზები თვითონ მიჩვენებდნენ სავალ გზას.
არ მასვენებდა კითხვა " რამდენი ადამიანი გავაქერით", ნახატი ჩემი ბავშვობა იყო, ლაშა- გიორგისთან გატარებული ბავშვობა. ჩემი ბავშვობის მკვლელები ჩვენ ვიყავით. იმ ნახატზე არსებული ბავშვი ჩვენ გავანადგურეთ.

ისეთი სისწრაფით მივდიოდი, თითქოს სიკვდილისკენ მივიჩქაროდი. ისტერიულად ვტიროდი,0 შუქნიშანზე გადავედი და გავიგონე რამდენიმე მანქანა როგორ მისიგნალებდა და მათი მძღოლები მაგინებდნენ. ვიცოდი, სახლში არ მივდიოდი, იმ ადგილის წინ ვიდექი რომელსაც ოდესღაც სახლს ვუწოდებდი. ვტიროდი იმ სახლის წინ სადაც ჩემი ბავშვობა და ლაშა- გიორგი დაასამარეს. ტირილი ერთი წამითაც არ შემიწყვეტია. მანქანიდან გადმოვედი. ეზოს კარი შევაღე. იმ სახლში შევედი სადაც დავიბადე და სადაც ჩემი სული მოკვდა, ახლა სხეულმა იმ ადგილს მოაკითხა რადგან სულთან ერთად დასამარდეს. ალბათ უთვალავ ჯერ გავიმეორე მისი სახელი... ბავშვობის ხმები მესმოდა, ამ ტვირთთან ცხოვრება აღარ შემეძლო, ის ჩემთან ერთად იზრდებოდა ასაკის მატებასთან ერთად. გუშინ კიდევ ერთი წლით გავიზარდეთ ორივე და მგონი ამ ტვირთის ზიდვის ზღვარსაც მივაღწიე. ჭუჭყით სავსე აუზთან ვიდექი, ჩემს თვალებს წარსულის სისხლიანი სანახაობა ახსოვდათ, მე არ შემიძლია, ამ ტვირთან ერთად ცხოვრება, დედაჩემს, მამაჩემს , ჩემს ძმას კი მაგრამ მე არა. სუნთქვა აღარ მინდა. . .
ის ადამიანი სიმართლეს ამბობდა. რამდენი ადამიანი გავანადგურეთ. დამნაშავე თუ უდანაშაულო? ლაშა-გიორგი გავანადგურეთ. მისი პატარა სახე გამახსენდა ბავშვური თვალები, რომლებსაც ვერ გაეგოთ მის თავს რა ხდებოდა.
მარიტა დაასრულე ეს სისასტიკე. ამ ბაღში თამაშის ხმები ისევ ყურებში ჩამესმის, სიცილი და ტირილი ერთდროულად დავიწყე, ამ ბაღში ორი პატარა ბავშვი თამაშობდა. ისინი მკვდრები არ არიან მოგონებები ხომ ცოცხლობენ. მკვდარი მხოლოდ მე ვარ და ლაშა...
ფეხი ამიცურდა მაგრამ საერთოდ არ შემშინებია, ლაშა დამიჭერდა როგორც ბავშვობაში. ის ორი ბავშვი ისევ ხომ აქ თამაშობდა. და ლაშა ყოველთვის იჭერდა მარიტას წაქცევისას... ყინულივით ცივ წყალში ავღმოჩნდი. ფსკერზე დავჯექი ფეხებზე ხელები შემოვიხვიე და თვალები დავხუჭე.
სუნთქვა შემეკრა და ისევ წამოვიჩურჩულე დაასრულე მარიტა... თავი აუზის კედელს მივარტყი, წყალი ისეთი ცივი იყო, ლაშა ძალიან გაბრაზდებოდა ჩემზე. ჩემს თავს იავნანას ვუმღეროდი გონებაში და როცა ამ იავნანას დავასრულებდი ტკივილი გაქრებოდა ჩამეძინებოდა სამუდამოდ, დავბრუნდებოდი ბავშვობაში ამ ბაღში სადაც ორი ბავშვი თამაშობდა....
თავი ისევ ძლიერად მივარტყი. კიდევ მივარტყი. იქამდე ვურტყამდი რომ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ძალა აღარ მქონოდა...
გამეცინა. როგორც კი ჩემმა ოჯახმა ფიქრი დაიწყო რომ გამოვჯანმრთელდი დენის დარტყმასავით გაიგებდნენ ჩემი სიკვდილის ამბავს. მომიშორებდნენ. სინდისის ტვირთი აღარ ექნებოდათ.
ისევ თავი დავარტყი. სხეული მიკანკალებდა. ვგრძნობდი დასასრული ახლოს იყო, იავნანასაც ვასრულებდი, მაგრამ იავნანას დასრულება რაღაცამ შემაწყვეტინა. წყალში გავახილე თვალები ბუნდოვნად შევამჩნიე მაგრამ ვერ გავარჩიე ჩემკენ მოტივტივე შავი ფიგურა. შიშისგან გაქცევის შეგრძნება არ მქონდა, ან იქნებ ძალა. ხელები სწრაფად შემომხვია. წელზე ხელი მომკიდეს და როგორც კი წყლის სიღრმიდან ამომიყვანეს მეგონა ფილტვები გამისკდებოდა. გამოსახულება ბუნდოვანი იყო თუმცა ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები უზარმაზარი მოჩანდა. დაბუჟებას ვგრძნობდი, მთელი სხეული დაბუჟებული და თითქოს პარალიზებული მქონდა. ძალა არ მქონდა არაფრის.
- რას აკეთებ? მესმოდა მხოლოდ ყვირილი. გამოსახულებამ ხელი მომკიდა სახეზე და იგივე კითხვა გამიმეორა. სახიდან თმები გადამიწია. თვალები იგივე იყო შავი, ბნელი და მოციმციმე.
-მომეჭდიე. მითხრა მან.
- შენ? შენ აქ რას აკეთებ? ვინ ხარ ? უკან რატომ გამომყევი? ყურები მიწუოდა დაბუჟების შეგრძნება ისევ არ გამქრალიყო, ხელი ყელსაბამისკენ წავიღე, თუმცა ყელზე აღარ მეკეთა.
- ჩემი ყელსაბამი... ჩემი ყელსაბამი... ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი, მივხვდი რომ წამომაყენა.
- გამიშვი, გამიშვი ყელსაბამი არ მაქვს.
- არაა აუზში.

- სადაა? რესტორანში დამივარდა? ვიკითხე უამრავჯერ სასოწარკვეთილმა. ყველაფერს მივცემდი ის ყელსაბამი რომ მეპოვა, დაპანიკებულმა აქეთ იქით დავიწყე ყურება...
- ჭორფლიანო.. დამიძახა გიორგი ისე როგორც ლაშა-გიორგი მეძახდა ბავშვობაში. მხოლოდ მისი დაძახებული არ მწყინდა, და მხოლოდ ისე მეძახდა ყველას ავუკრძალე ჭორფლიანის დაძახება მხოლოდ მის გარდა. მან კი ზუსტად ისე დამიძახა მისნაირად... ნუთუ...
- რა დამიძახე?
- ამას ეძებ ჭორფლიანო? ჩემი ყელსაბამი დამანახა...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაი რა კარგი იყოო,სანამ ამ ისტორიას წავიკითხავდი პროფილის გვერდზე გადავედი და თქვენინისტორია ვნახე ისიც წაკითხული მაქვს,ძაან ვგულშემატკივტობდი იმ წყვილს დს კარგი ფინალი ძაან გამიხარდა. გამიხარდა თქვენი დაბრუნრბა ძალიან. ემოციურ ისტორიებს ქმნით..აი ჩემთვის თქვენი ნამუშევრები თითოეულ უჯრედს ეხება და ემოციით მავსებს.მგონი ამ საიტის მერე წიგნს ვეღარ ვკითხულობ. საოცარი დაწყება იყო, ბევრი ემოციით სავსე. მეგობრობა, უსამართლობა, გავლენა,წარმატება,შემოქმედება,სინდისი ყველაფერი ერთად იყო. გსმიგრძელდა კომენტარის დაწერა, თუმცა ჩემი აზრი მინდოდა დამეწერა. წარმატებებს გისურვებთ კიდევ და კიდევ ველი გაგრძელებას.იმედია დიდიხანს არ გვალოდინებთ. დასასრულამდე მიგყვებით.ეტაპობვირავ გაგიზიარებთ ჩემს ემოციებსაც.მადლობა ასეთი ისტორიების შექმნისთვის

 


№2  offline წევრი NakoNako

სტუმარი ანი
ვაი რა კარგი იყოო,სანამ ამ ისტორიას წავიკითხავდი პროფილის გვერდზე გადავედი და თქვენინისტორია ვნახე ისიც წაკითხული მაქვს,ძაან ვგულშემატკივტობდი იმ წყვილს დს კარგი ფინალი ძაან გამიხარდა. გამიხარდა თქვენი დაბრუნრბა ძალიან. ემოციურ ისტორიებს ქმნით..აი ჩემთვის თქვენი ნამუშევრები თითოეულ უჯრედს ეხება და ემოციით მავსებს.მგონი ამ საიტის მერე წიგნს ვეღარ ვკითხულობ. საოცარი დაწყება იყო, ბევრი ემოციით სავსე. მეგობრობა, უსამართლობა, გავლენა,წარმატება,შემოქმედება,სინდისი ყველაფერი ერთად იყო. გსმიგრძელდა კომენტარის დაწერა, თუმცა ჩემი აზრი მინდოდა დამეწერა. წარმატებებს გისურვებთ კიდევ და კიდევ ველი გაგრძელებას.იმედია დიდიხანს არ გვალოდინებთ. დასასრულამდე მიგყვებით.ეტაპობვირავ გაგიზიარებთ ჩემს ემოციებსაც.მადლობა ასეთი ისტორიების შექმნისთვის

მადლობა თქვენ, ემოციების გაზიარებისთვის, შინაარსის დანახვისთვის, თქვენი ყველა კომენტარი წინა ისტორიაზე მახსოვს, მაშინაც სტიმულის მომცემი იყო და დამერწმუნეთ ახლაც ღიმილით ვკითხულობ… მიხარია ზისტად ის რომ დაინახეთ რაც ამ ისტორიაშია. ცოტა განსხვავებული ამბავი გველოდება…

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent