შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმა

29-03-2017, 22:37
ნანახია 2 162

ნიკუშ,
უმოწყალოდ ბევრი მეფიქრება
ღმერთზე.
ამ ბოლო დროს გავხდი სასაცილო.
ახლა რომ ვკვდებოდე,
ასე არ იქნება,
ახლა ცოცხალი ვარ
და
ვის დავაჯერო,
რომ
დრო გავაჩერე ისე ჩემებურად,
რომლის
ვერ იღებენ,
ფორმას ეს ისრები,
ჩემთვის ყველა თეთრი ფარდა ჩაიბურა,
ვგრძნობ,
რომ
შენ გიყვარვარ
და
მათ ვეზიზღები,
ვისაც დავუშავე ძმაო არაფერი,
ვიცი
რომ
ამ ლექსსაც მაჯებს გამოღრღნიან,
იყოს რაც არის
და
იყოს დანარჩენიც,
რადგან
ეს ქალაქი მაინც საღორეა,
ვიდრე ჩიტის ბუდე,
ანდა მგლის გალია,
თითქოს ასუქებენ,
ყველას დასაკლავად,
თუმცა, გიჟი ვარ
და
მაინც მიხარია,
რომ
მზე ამოდის
და
ღამე არ კანკალებს.
ნიკუშ შენი ძმა ვარ,
ძმა
და
დანარჩენი,
ალბათ როგორც წესი ხდება სისულელე
და
თუ შენ ვერ შეძლებ,
ვერც მე გადავრჩები,
ვიცი ცოტა კარგს
და
ბევრ ცუდს გვისურვებენ,
მოდი,
ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს,
ხელგადახვეული ვარ მეც შენს სუსტ მხარზე,
ალბათ ეს ცხოვრება ტკივილს მოუმატებს,
მაგრამ ამ ტკივილსაც იქნებ შევუყვარდეთ.
გული რა გულია,
თუ არ აგვიფეთქდა,
არანორმალური ძალით ძგერისაგან,
იყოს ქრისტე ჩვენი ბოლო გაფიქრება,
მკვდარი შეშლილების ლოცვის მთელი სახე.
თუმცა ჩემი ყველა ძვალი დაღლილია,
თუმცა ნერვები ჩანს ჩემი თვალებიდან,
ახლა სისხლი ისე მაგრად მიღრიალებს,
სივრცეს გადავიმტვრევ მხრებზე თუ მომინდა,
ვიცი შემრაცხავენ ბიჭად რაღაცნაირ,
ალბათ აღარც არის დრო,
რომ
დაგვიანდეს,
ისევ ჩავისუნთქავ შორი მთების ჰაერს,
ისევ ლაშა ვარ
და
ისევ მარგიანი.

ავტორი: ლაშა მარგიანი.

პ.ს. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი არაფერია ლაშა მარგიანის გარეშე და პირიქით, არაფერია ლაშა მარგიანი ნიკოლოზ ტოტოღაშვილის გარეშე!!

№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ ჩავისუნთქავ შორი მთების ჰაერს,
ისევ ლაშა ვარ
და
ისევ მარგიანი.

№2  offline მოდერი bla.ell

ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები...აი ახლა ვტირი.აი უბრალოდ რო ვუყურებ მათ მეეგობრობას ხოო აი კიდევ უფრო მიყვარდებიან...ბოლო მინაწერიც მომეწონა აი ეს ადამიანები აი არ ვიცი უსაყვარლესები არიან ❤❤❤

№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

terooo
ისევ ჩავისუნთქავ შორი მთების ჰაერს,
ისევ ლაშა ვარ
და
ისევ მარგიანი.

kissing_heart kissing_heart

bla.ell
ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები...აი ახლა ვტირი.აი უბრალოდ რო ვუყურებ მათ მეეგობრობას ხოო აი კიდევ უფრო მიყვარდებიან...ბოლო მინაწერიც მომეწონა აი ეს ადამიანები აი არ ვიცი უსაყვარლესები არიან ❤❤❤

ხო... მეც საოცარი ემოციებით ავივსე როცა ვკითხულობდი... ჩემთვის ეს ორი არის მეგობრობის სიმბოლოდ ქცეული heart_eyes აღფრთოვანებული ვარ მათი ადამიანობით, გრძნობებით, განცდებით... საოცრებები არიან❤❤

№4  offline მოდერი bla.ell

ონლაინ გოგონა

დიახ ეგრეა ნამდვილად...აი სხვები ხო ვინმე ცნობილის და ძალიან პოპულარულის გაცნობას ნატრობს აი მე კი სიამოვნებით გავიცნობდი მაგათheart_eyesუმაგრესები არიანheart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent