გულის გავლით სულამდე (სრულად)
მეგობრებო ამ საიტზე ვინ იცის უკვე მერამდენე წელია ვარ და ვინ იცის მერამდენე წელია მუზა მაქვს დაკარგული. თითქოს თავიდან დავიბადე როცა რამდენიმე კვირის წინ როცა წერა დავიწყე. ველი თქვენს შეფასებებს, ყველანაირ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ. -------------------- ეს ღამე იმაზე ბნელია ვიდრე ოდესმე ცხოვრებაში მენახა. ამბობენ ყველას თავისი სიმართლე აქვსო, მე ჩემსას ვერ ვპოულობ. სიბნელეა. აივნიდან ხელოვნურად განათებულ ქუჩებს ვუყურებ ყვითლად რომ ანათებენ ამ ჩაბნელებულ ქუჩებს. ცივა. შუა იანვარია და ძალიან ცივა. თითქოს ზამთარი შვებას ბნელ ღამეში პოულობს. ზამთარსაც კი აქვს თავისი კომფორტის ზონა, სიმშვიდის ნაპერწკალი. არ დაგინდობს, თუ გაუთამამდი მაშინვე გაგყინავს, ზამთარმა თუ შეგიყვარა ყველაზე ბედნიერი ხარ. ოთახში მინდა შესვლა, თუმცა ამ სუსხს ვერ ველევი. მე მიყვარს ეს სეზონი, მიყვარს მისი სიცივე, თითქოს მის სუსხს ჩემი დარდები მიაქვსო. ეზოში სილუეტი გამოჩნდა სიგარეტით ხელში. ვიყინები თუმცა ზამთარში ღამის ოთხზე მამკაცის სილუეტი ჩანს განადგურებული სახით,მისი ტკივილი მეტკინა, ღმერთო მის სახეზე ტკივილი გულზე ეკალივიტ მომესო ისე მეტკინა, ვხედავ უკან ნახევრად შიშველი მომტირალი გოგონა როგორ მიჰყვება და პატიებას სთხოვს. ამ სანახაობას თვალს უბრალოდ ვერ ვაშორებ. რამდენი ადამიანის ურთიერთობა ინგრევა უბრალო წამიერი ვნების გამო? ნუთუ უღირთ ეს წამიერი გრძნობა ცხოვრების გასანადგურებლად? მამაკაცი აშკარად არ იღებს ხმას, გაჩერდა და გოგონას წინ დადგა. ეს გოგო თავისი სიმართლის ახსნას იწყებს აშკარად, მამაკაცი კი თითქოს არც უსმენსო, ცაში იყურება, ეს გოგო კი მთელი მონდომებით უხსნის თავისას. მის თვალებს შევეჩეხე, სული ამიფორიაქა, დამეფიცება ვიცოდი ეს თვალები და ამ წამს იმასაც ვხედავდი, რომ მასში გაბრაზების ნაპერწკალიც არ იყო. გოგონამაც ამოიხედა, დამინახა, მის თვალებში კი სიბრაზე იყო, ნეტა თვითონ რაზე ბრაზობდა, რომ შეუსწრეს? რომ ვერ დამალა თავისი ამბავი? თუ ის ბიჭი ამ მომენტში მას საერთოდ რომ არ უსმენდა? სანამ გოგონა მიყურებდა და ცდილობდა გაეგო ვინ ვიყავი ბიჭმა ადგილი დატოვა და გოგოს გაკვირვებული სახე რომ ვნახე გამეცინა. ეს ღამე უფრო დაბნელდა. ნუთუ მართლა ასეთი ბნელია დღევანდელი ღამე? გრძნობსო თითქოს. ლამაზი გოგო იყო, ისევ ამომხედა და ერთ-ერთი ბინის ერთ-ერთ სადარბაზოში გაქრა მისი სილუეტი. კიდევ რამდენიმე საათი დავრჩი აივანზე, სასიამოვნოდ მციოდა, ძალიან სასიამოვნოდ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ ვიხილე ზამთრის მზის ამოსვლა, რომელმაც ამ ბნელ ღამეში ლამაზი სხივები შემოიტანა და ბნელს ნათელი მოჰფინა. ოთახში რომ შევედი მხოლოდ მაშინ მივხვდი რამდენად ძლიერად ციოდა გარეთ, თუმცა მაინც, ზამთრის სიცივე მერჩივნა ამ მომენტში ვიდრე ხელოვნურად შექმნილი სითბო ოთახში. საწოლი მივალაგე, რომელშიც მხოლოდ ორი საათი ვიწექი. ისედაც დალაგებულ სახლს ისევ გადავავლე ხელი და სახლიდან გავედი. მანქანაში ჩავჯექი, უცებ მობილური რომ აზუზუნდა. გამეღიმა. -ჰო სან- არადა მინდოდა ხმა გამეკონტროლებინა, თუმცა სევდამ მაინც მძლია, ვერ დავიმორჩილე, ძმასთან მაინც გავტყდი, ან განა შესაძლებელია ძმა მოატყუო? ვიგრძენი სუნთქვა რომ აუჩქარდა, ვერ ვხედავ თუმცა დარწმუნებული ვარ ხელის ძარღვებიც დაებერა და ახლა სავარაუდოდ ცდილობს დაიმშვიდოს ტონი და ისე მესაუბროს -ლინ იცოდე თუ ისევ რამე მიქარა მოვკლავ-მოგუდული და დაძაბული ხმა აქვს. მეღიმება -დამთავრდა სან-როგორ ავხსნა ის გრძნობა რასაცა ხლა ვგრძნობ? მეღიმება მაგრამ აშკარად მტკივა -მოხვალ? -სამსახურის მერე გამოგივლი -კარგი ლინ, მე სულ აქ ვარ... შენთან-გათიშა, ძლივს შეკავებულმა ცრემლებმაც გაიკვლიეს თვალებიდან ღაწვებისკენ გზა. მანქანა არ დამიქოქავს. ველოდები ცრემლები შეჩერდეს, რომ სამსახურის გზას დავდგე და ეს გრძნობები ცოტა ხანს დავივიწყო, თუმცა ისინი დენას არ წყვეტენ, მეღიმება. აი რა გრძნობაა ეს ღმერთო? რა ჰქვია ამ გრძნობას? რითი აიხსნება? წინ გაშეშებულად ვიყურები ისევ იმ გოგონას რომ ვხედავ რომელიც გუშინ ვნახე, უკან კი სხვა მამაკაცი მოყვება, ახლა გულიანად მეცინება და აწ უკვე შეჩერებული ცრემლების წყალობით მანქანას ვქოქავ და სამსახურისკენ მივდივარ. ნამდვილად გამომდის სამსახურში გულის გადაყოლება. რამდენიმე საათში კი სანდროს გზას დავადექი, ჩემგან საკმაოდ შორს ცხოვრობდა. გზაში არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ გზას ვუყურებდი და ინსტიქტურად მივდიოდი, ჩემს ერთადერთ ხსნასთან რომელიც დამრჩა, ჩემს ძმასთან მივდიოდი. კარზე უნდა დავაკაკუნო უცებ რომ მიღებს სრულიად უცხო და ნაცნობი სილუეტი კარს. რა პატარაა სამყარო არა? ზუსტად ეს ნაცნობი უნობი. ამბობენ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვსო, მე კი ვერაფერი გავუგე სამყაროს. კარს ფართოდ აღებს და გვერდით იწევა, მანიშნებს შემოდიო. გამიკვირდა, მან გამაკვირვა. -სანდრო ჯერ არ არის, თქვა დამაგვიანდებაო- ეტყობა მამაკაცი ახალი გაღვიძებულია, ფანჯარას აღებს და სიგარეტს უკიდებს. ისევ მეღიმება -სანდროს საიდან იცნობთ, რაკი თავის სახლში მარტოს გტოვებთ დიდი ხნის ნაცნობები უნდა იყოთ- სამზარეულოში ყავას ვიმზადებ და ველოდები ეს უცნობი გუშინ ღამით რომ ვნახე პასუხს როდის გამცემს -თან რამდენი ხნის-სრულიად გაოცებული ვარ მისი პასუხით. ჩემი ერთადერთი ძმის მეგობარს არ ვიცნობ. ნუთუ ეს მართლა ხდება? მეტის თქმას აშკარად არ აპირებს, არც მე ვიწუხებ თავს რაიმე ვკითხო. ის ეწევა, მე კი ყავას შევექცევი რომელიც ერთ დროს მიყვარდა, თუმცა ახლა მისი გემოც კი მძაგს, თუმცა სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. დივანზე გემრიელად მოვკალათდი, მის საზურგეს თავი გადავადე, თვალები დავხუჭე და ხელებში თბილი ჭიქა გემრიელად მოვიქციე. ვფიქრობდი ამ მამაკაცის დარდზე და არა ჩემზე, რა ირონიულია არა? თითქოს ჩემი არ მქონდეს სადარდებელი, ნუთუ ასე ვცდილობ ჩემს რეალობას გავექცე? ეს ჰომ მე არ მახასიათებს, თუმცა მთელი დღეა ასე ვიქცევი. მეღიმება და ჩემთვის არასასიამოვნო სითხეს შევექცევი, ვხედავ როგორ არის ისიც ფიქრებში დაკარგული და კიდევ უფრო მეღიმება იმაზე თუ როგორ ვერ ამჩნევს თავის დარდში გახვეული ირგვლივ ვერაფერს. რა დასანანია ცხოვრება, არ გვიქმნის იმის საშუალებას რომ მშვიდად ვისუნთქოთ. იფიქრებ რა კარგად მიმდის ყველაფერიო და უცებ ყველაფერი თავზე გენგრევა. კარის ხმა ისმის, მაშინღა ფხიზლდება მამაკაცი და მიყურებს. ღიმილს უბრალოდ ვერ ვიკავებ, პასუხად კი მის ჩაღიმებას ვიღებ, თუმცა სახეს მალევე ასწორებს და ბინაში შემოსულ სანდროს ეგებება. -როგორც იქნა მოხვედი -რას შვრება ჩემი გოგო? ჰო არ გამიბრაზე?-ეგრედწოდებულ ძმაკაცს გადახედა და მე თავზე მაკოცა -რა გაგიბრაზე ძმა, ზის თავისთვის-ნერვიულად იცინის და თავზე ხელს ისვამს -ლინ ყავას რატო სვამ?-აშკარა გაკვირვება ეტყობა და შემდეგ ვხედავ როგორ ენთება გაბრაზების ნაპერწკლები თვალებში-რა გაგიკეთა? არ დავინდობ შენს თავს ვფიცავარ -უბრალოდ ღამე არ მეძინა სანდრო, არ გშია?-ვუღიმი ძმას და საკვებს ვთავაზობ რომელიც გასაკეთებელია -მშია კი არა ცოტნე გახსოვს?-მამაკაცისკენ იშვერს ხელს -ცოტნე?-გული მიჩქარდება დარჩენილ შავად შეღებილ უკვე გაციებულ სითხეს ყავის მაგიდაზე ვდებ -ჰო ცოტნე ჩემო ლამაზო -მე.... არ ვიცოდი-ხელი გავუწოდე, მანაც ჩამომართვა და შესამჩნევად გაეღიმა -მე აბაზანაში შევალ, მოვწესრიგდები- აშკარად და-ძმის მარტო დატოვება სურდა, რასაც სანდრო მიხვდა და არც შეუჩერებია ბავშვობის მეგობარი რომელიც სასწაულად მონატრებული მყავდა -ლინა... -ქალი დააორსულა-გავაწყვეტინე და ამდენი ხნის დაგროვილიმა ემოციებმა კვლავ იწყეს თვალებიდან დენა. ვეღარაფერს ვხედავდი, მხოლოდ თვალების წვასა და სანდროს ემოციებს ვგრძნობდი, რომლებიც მზად იყვნენ აფეთქებულიყო და ის კაცი მიწაში ჩაედო რომელმაც მისი ერთადერთ თალის ჩინის გაფრთხილება ვერ შეძლო. -ანუ გღალატობდა..... ერთი ხელით შეხებას ვერ ბედავდა ის არაკაცი, სხვა ყველაფერს აკეთებდა- ჩუმად ვიყავი, რა აზრი ჰქონდა რამის თქმას, ამით საკუთარ ძმას უარესს ვუზამდი, შესაძლოა მოეკლა კიდეც -რა ვქნა ლინა-დივანზე დაეშვა და სახეზე ხელი ჩამოისვა- მინდა რომ გავაქრო, მინდა რომ მიწაში ისე ჩავდო ვითო არც იცნობდი, მინდა ვაწამო, მაგრამ რა ვქნა რაა, ვერ გადახტები, ვერ ვიზამ ისე ისევ რომ გეტკინოს- ისევ ცრემლები, ისევ ღიმილი და საბოლოოდ ღიმილიანი ცრემლები -ამის დედაც ლინა კანკალებ- რას ვშვრები? ხელებზე რომ დავიხედე აშკარად მართალი იყო, კანკალს ავეტანე, გულიც მტკიოდა და ამას მხოლოდ ჩემს ძმასთან ვბედავდი. ეს იყო ადამიანი ვისთანაც უბრალოდ შემეძლო მე ვყოფილიყავი. ვხედავ როგორ დაავლო გასაღებს ხელი და ის იყო უნდა გასუხლიყო, კარს ცოტნე, რომ გადაეფარა -ახლა გაჩერდი და ცივ გონებაზე წადი მერე თუ გინდა -მოვკლავ -ვერ აზროვნებ -რა ვიაზროვნო ცოტნე, ორი წლით დავტოვე და, და ნახე როგორი დამახვედრა -დაწყნარდი და თუ მაინც მოსაკლავად წახვალ მეც გამოგყვები-იყო ცოტნეში რაღაც, რაღაც რაც სიმშვიდეს აფრქვევდა. ცრემლებმა დენა შეწყვიტეს, სითხე აღარ აქვს თვალებს. სასწაული გრძნობაა ემოციებისგან რომ იცლები. არ შეეძლო ძმას თავისი დის ასე ყურება, ერჩივნა მომკვდარიყო, თუმცა ისიც იცოდა ცოტნე რომ მართალი იყო, არც ის სურდა და მარტო დაეტოვებინა და არც ის ავიწყდებოდა მეგობარსაც ანალოგიური პრობლემა რომ შეემთხვა. -რა გჭირთ თქვენ ჩემი კაი, რა ჯანდაბა გჭირთ, პარტნიორის არჩევა მე გასწავლოთ ამხელა ხალხს?- ნერვიულად ისვამდა და ოთახში წინ და უკან დადიოდა, სიცილი წამსკდა იმის გახსენებაზე რომ მამაკაცსაც უღალატეს. სამყაროვ რას ითხოვ ნეტა ჩვენგან -აჰაა, და გამიგიჟდა. რა გაცინებს გოგო-კარს რომ მოშორდა ცოტნეც ჩვენსკენ დაიძრა -უბრალოდ-დივანზე გავწექი და იდაყვის შიდა ნაწილი თვალებზე დავიფარე, თუმცა თბილი იყო და არ მესიამოვნა. ხელი მოვიშორე და ჭერს ღიმილით ავხედე-მგონი ფსიქოლოგი გვჭირდება იცი?-ძველ მეგობარს გავხედე რომელიც არ მახსოვდა -ჩემი თავიც მეყოფა რა-აშკარად მასაც ეღიმებოდა, სანდრო კი დამშვიდებულს ჰგავდა -მშია ლინა-იცოდა რომ სტრესს გამიქარწ....ბდა, მან უბრალოდ ყველაფერი იცოდა. სამზარეულოში შევედი, ვინ იცის რას ვაკეთებდი, გზადაგზა ვიგონებდი და ვხალისობდი ამ პრიცესზე, ბოლოს რომ არ იცი რა გამოდის მაგრამ მაინც გემრიელად ჭამ. იქით ოთახიდან ბიჭებიც სამზარეულოში შემოვიდნენ და გაკეთებაში მეხმარებოდნენ. აშკარად ეტყობოდათ რომ თვითონაც სჭირდებოდათ ეს პროცესი. -რამე გამოვაცხოთ-ისე წამოვჭერი ეს თემა თითქოს ამაზე სერიოზული სადარდებელი არ გვქონოდა -ნამცხვარიო არ თქვა ახლა -არა რამე მაფინები გავაკეთოთ-ამყვა ცოტნეც -გამოვაცხოთ ჩემო ლამაზო, მე რა გავაკეთო -ასე რა ვიცი, მოვიგონოთ გზაში-ვინ ვერ შეამჩნევდა ჯაჭვლიანის გაღიმებას, მე შევამჩნიე როდესაც პატარა მაფინებიც გამოვაცხვეთ ყველაფერს ერთად შევექციეთ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჭამაზე დიდი სიამოვნება თვითონ პროცესით მივიღეთ. -დღეს დარჩი ლინ, ხვალ ჰო ისვენებ ჩემო ლამაზო, არც უნი და არც სამსახური ჰო? -არვი სან-ვორჭოფობდი, რადგან მთელი ღამე დავდივარ და ნამდვილად არ მინდა ჯაჭვლიანს ჩემი სიარულის გამო არ დაეძინოს -მიდი მიდი, მარტო არ გაგიშვებ, თან ცოტნეც ძლივს ჩამოვიდა ამერიკიდან და გავერთობით -კარგი-ჭამის შემდეგ ტელევიზორთან დავჯექით სანდრომ რომ დაიწყო -გახსოვთ სოფელში ლინას ერთი ბიჭი მოსწონდა, მე და ჯაჭვლიანი ჩუმად დავყვებოდით უკან რამე რომ არ მიექარა, მაშინ შენ მეათეში იქნებოდი ლინ, არ მოგვწონდა მე და ცოტნეს ეს ბიჭი შენთვის და გამოცდა ჩავუტარეთ. ტყეში ფეხებით დავკიდეთ და მის სახესთან ხან რა მწერი მიგვყავდა ხან რა, ბოლოს გვაგინებდა და ვინაა ეს ლინა გამაგებინეთო რომ გვითხრა მანდ შოკი გვქონდა, ვიფიქრეთ სხვა ბიჭი ხომ არ დავიჭირეთ-თქო და თურმე უბრალოდ სულელი იყავი და ისე მოგწონდა ბიჭი არც კი იცნობდი -მე უკეთესი მახსოვს-ჯერ ერთი ამბავი არ მქონდა გადახარშული ახლა ცოტნე რომ იწყებდა-შენ ლინას ეუბნები ბაყაყი ამ სახლში რომ დავინახო სახლიდან წავალო და ლინა ძაან გააბრაზე, ლინა ჩემთან მოვიდა და ეს მითხრა, მერე ბაყაყები დავიჭირეთ და შენი საბნის ქვეშ დავმალეთ-ამ ამბის გახსენებაზე მართლა გულიანად გამეცინა. ეგ დღე ზუსტად მახსოვს, სანდრომ ისე გამაბრაზა ცოტნესთან მივედი სამაგიერო უნდა გადამახდევინო-თქო -აუ ის გახსოვს? სოფელში რაღაც კონცერტი ტარდებოდა და იქ ვიყავით გასულები, სანდრომ რომ დაგვკარგა, გვირეკავდა სად ხართ ვერ გხედავთო და ვიღაც ბავშვს ბუშტი მოპარა, ამ ბუშტს გამოყევითო. მეორე დღეს დედასთან მოვიდა მაგ ბავშვის დედა და ამხელა ვირი როგორ გაზარდეთო-ცოტნეს ვეუბნები და სიცილს ძლივს ვიკავებ -ეგ როგორ არ მახსოვს, მაგის მერე მთელი სოფელი ვირს ეძახდა-მართლა გავერთეთ, კიდევ ბევრი გავიხსენეთ და ოთახებში დავიშალეთ. საკმაოდ დიდი ბინა ჰქონდა სანდროს, სამივეს ცალცალკე საძინებელი გვერგო, ერთი ისედაც ჩემთვის იყო განკუთვნილი, ერთიც ჩემი ძმისთვის და ერთი სტუმრისთვის, რომელშიც ბატონი ჯაჭვლიანი შევიდა. ეს საღამო არ არის ისეთი ბნელი, როგორიც წინა იყო. მაინც ვერ მოვისვენე. სამზარეულოში გავედი, არეული იქაურობა რომ დამელაგებინა, ოთახში ცოტნე რომ დამხვდა, აშკარად ჩემი ძმის სასმელების კოლექციას ერთ-ერთი სასმელი მოაკლდა. შემომხედა, წამიერი გაკვირვება გამოიხატა მის თვალებში, შემდეგ კი ხელით მანიშნა გინდაო? ახლა ვფიქრობ ძალიან დამეხმარება ალკოჰოლი, მეც თავი დავუკარი და ჭიქა მივუტანე დამისხი-თქო -რატომ არ გძინავს?-ხრინწინაი ჰქინდა ხმა -რატომაც შენ-ნაღვლიანად ვთქვი და ახლად დასხმული სასმელი ერთიანად გამოვცალე, გაეღიმა -რომ ჩამოვდიოდი მას არ ვუთხარი და სიურპრიზი დამახვედრა-სასმელს დახედა და მანაც ერთი ამოსუნთქვით გადაუშვა მწარე სითხე ყელში-ორსულადაა-საოცრად გამიკვირდა -გიყვარდა?-არ ვიცი რატომ დავსვი ეს კითხვა, წარმოდგენაც არ მაქვს, უბრალოდ დავსვი, მას კი გაეღიმა -ამას მე მეკითხები ლინა თუ საკუთარ თავს? -კიდევ დამისხი-ჭიქა გავუწოდე და ისიც დამმორჩილდა, ჩუმად ვსვამდით. სხვას რომ დავენახეთ იფიქრებდნენ ესენი რა ლოთები არიანო, თუმცა ჩვენ ჰომ ვიცოდით რომ დარდი იყო ის რაც ახლა გვაერთიანებდა. -მიყვარდა ცოტნე, მაგრამ ბოლო ერთი წლის მანძილზე იმდენი გააკეთა თავი გადამაყვარა-მაინც ამოვთქვი. კი ის ბავშვობის ნაცნობი იყო, მაგრამ ამიტომ არ ვეუბნებოდი, რაღაც მაიძულებდა მისთვის გამენდო- სანდროსთვის არ მითქვამს მაგრამ ხელიც აწეული აქვს, იფრო სწორად რომ აწია ეგრევე დაწია რას ვაკეთებ ჰო არ გამოვ**ევდიო- ხელში არსებული სითხეც გამოცალა -რა ქნა?-ჭიქას თითებს უჭერდა, მეგონა მალე შემოეფერფლებოდა ეს მინის ჭიქა -ძალიან შეცვლილი ხარ, გუშინ ვერც კი გიცანი-კითხვა დავაიგნორე, რადგან ვიცი ის როგორიცაა, მას სხვანაირად ესმის, სანდრო ძმაა და ვერ შეუძლია ჩემი ტკივილის ატანა, მას კი ვუყვები, სულ ვუყვებოდი, რადგან ესმოდა და მეც მეშვებოდა -შენც ლინა, საოცრად შეცვლილხარ..... გუშინ მინდოდა მენახე..... -ჰო მნახე -მასე არა ლინა-გაეღიმა და კიდევ ერთი ჭიქა დაისხა -უშენოდ რთული იყო -უშენოდაც ლი-თვალები ამემღვრა, ის დრო გამახსენდა, ბავშვობაში სანდროს რომ ჩაეძინებოდა, ცოტნესთან როგორ ვიპარებოდი, მის საწოლზე მის გვერდით როგორ ვწვებოდი, ორივე ჭერს ვუყურებდით და ერთმანეთს ამბებს რომ ვუზიარებდით. ხმა ჩამიწყდა, ყელში ბურთი მომაწვა ის დრო რომ გავიხსენე როგორ ვუთხარი ცოტნეს თუ ოდესმე კიდევ გაბედავ ჩემთან ლაპარაკს ამით ცხოვრებას დამინგრევ-თქო, ნეტა სულ არ გამეცანი-თქო -ცოტნე-თითქოს აზრები წაიკითხაო-ჩაეცინა, აშკარად ელოდა, აინტერესებდა რას ვიტყოდი. კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე-იმ საღამოს უბრალოდ სანდრო რომ ვნახე მასეთ მდგომარეობაში ჩავთვალე, რომ შენ ვერ დაიცავი,ავტომატურად ყველაფერი შენ დაგაბრალე -დარწმუნებული ხარ რომ მაგიტომ მითხარი ყოველივე?-მისი კითხვა რაღაცნაირია. დამაფიქრებელი -ახალი ბოთლი გავხსნათ ჰომ? -დავწვეთ ლინა-ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს გაუკიდა -მასწავლე მოწევა-მივუახლოვდი და ისე დავუდექი ჩემს იქით გასახედი რომ არ ჰქონოდა არსად -დაბინდული გაქვს გონება ლი-ძალიან თბილი ბარიტონი ჰქონდა მამაკაცს, ბოლო ნაპასი ჩაუშვა ფილტვებში და სიგარეტის ბიჩოკი ჩაწვა საფერფლეში-მენატრებოდა, ის მეგობარი მენატრებოდა მთელი ეს წლები რომ მყავდა და ჩემი უაზრო სიტყვების გამო დავკარგე. იქნებ სამყარომ თავიდან გამოგიგზავნა ერთმანეთის თავი რომ ამ დარდს ერთად გავუმკლავდეთ? საათს გავხედე, ისევ ღამის ოთხია, გამეღიმა. საერთოდ არ ვიცი რას ვაკეთებ, მცხელა, ისე მცელა გარეთ გავდივარ სასეირნოდ და ზუსტად ვიცი რომ ბავშვობა გამომყვება, რომელიც მე დავანგრიე და ახლა როცა ერთად დაგვანგრიეს, აშენების დროც მოვიდა. მკითხველო მთვრალი ვარ, მთვრალი ვარ და ვგრძნობ თვალები როგორ მებინდება, მე კი მაინც გარეთ მინდა. -რას აკეთებ ლინა? -წამო გავისეირნოთ-ის იყო კარში გავდიოდი ისიც გამომყვა, ვიცოდი. ზუსტად ვიცოდი, გარეთ გასვლა და ჩემი კითხვა ერთი იყო -რას ფიქრობ იმსახურებ პატიებას?-გაეღიმა, იცოდა რასაც ვამბობდი, ვიცი რომ იცის, მან სულ იცის -გულის გასვლით სულამდე -ყველაზე მაღლა იყავი ჩემს ცხოვრებაში, შენ კი სანდრო ისეთ მდგომარეობაში მოიყვანე იმ დღეს სახლში, ისეთი იყოს ვერც ვიცანი ნამდვილად იყო თუ არა სანდრო და წახვედი მაშინვე-დამებინდა თვალები-სად მიდიოდი სად ჯანდაბაში? სამი დღე საავადმყოფოში გავატარეთ, არც იცოდნენ თუ გადარჩებოდა -მას მივსდევდი ვინც სანდრო ჩააგდო იმ დგომარეობაში ლი- ისევ სიგარეტი, საერთოდ როდის დაიწყო მოწევა? სასწაულად უხდებოდა ბავშვობის მეგობარს ეს მავნებლობა -და შენს იმ საქციელს ისიც დაამატე, რომ ხუთი წლით საერთოდ გადაიკარგე-თითქოს მისი საუბარი არც მესმოდაო-შენს გარეშე როგორ ჭირდა არც იცი-სასმელი თავისას შვრებოდა, ჩემი გადამრჩენლის დაკარგვას კი მას ვერ პატიობდა -ლინა ნუ მთხოვ რომ ის სიტყვები დავივიწყო რაც შენ მე მითხარი, შენ იცი რა დამმართე!? დაზე მეტი იყავი, გულში ისეთი სათუთი ადგილი გეჭირა შენ უცებ დაანგრიე- გამაჩერა, სიგარეტი მოისროლა, მისკენ შემაბრუნა და ისე მელაპარაკებოდა. მის თვალებს ჩემს თვალებს ვერ ვაშორებდი -ჩემს იარებზე რას იტყვი ცოტნე-მისი ხელი გულზე მივიდე, რომელიც მთვრალი ადამიანის კვალობაზე საკამოდ ჩქარა ფეთქავდა-სასწაულად მინდა დავივიწყო, მინდა ისევ მყავდე აქ-მან ჰომ არ იცის რომ არ წასულა, წარმოდგენა არ აქვს რამდენჯერ მიოცნებია ჩემთან ტოფილიყო რომ მისთვის ამბები მეამბო, მეთქვა ვინ იყო ჩემს ცხოვრებაში, რჩევა მიმეღო მისგან, ვინც მთელი ცხოვრება მიცავდა, სანდროსთვისაც კი მისი სიტყვა იმდენად დიდი იყო ვერასოდეს აბიჯებდა მას. -მთვრალი ხარ ლი-ხელი გულიდან ჩემს თმაზე გადაიტანა-როგორ გაგზრდია, სულ არ იჭრიდი? -ძალიან იშვიათად. ბოლო ორი წელი თითქოს მიგივიწყე, აღარც მახსენდებოდი და უცებ ჩემს ძმასთან მხვდები, ჩემი ისტორიის გაიგივებული ისტორიით. მინდა რომ დაბრუნდე და აღარ წახვიდე-მისი თვალები. რაღაც ახალი გაჩნდა, ვხედავდი და არ ვიცოდი რა იყო ეს, ვერ ვხსნიდი -არ მივდივარ, აქ ვარ, ნახე. მიყურებ კარგად?-ორი მთვრალი მონატრებული მეგობარი, შუა ღამე და ზამთარი -გაპატიო? -წესით მე უნდა გპატიობდე-ფართოდ იღიმის და სახეზე ხელებს მისვამს -.....-არ ვიცი რა ვუთხრა, ვიცი რომ ესმის, მე კი მისი მესმის, არ ვიცი ახლა მტკივა თუ მიხარია, რა გრძნობას განვიცდი ისიც კი არ ვიცი -იცოდე ყველგან რომ თვალებში გაგეჩხირები და ყველა მხრიდან ჩემი ატანა მოგიწევს მერე არ მითხრა წადიო -მე არც მაშინ მითქვამს წადი-თქო-გაეცინა -შენ მაშინ უარესი მითხარი-მიდიოდა და მივყვებოდი, იმდენად დიდი გრძნობაა ის რასაც ახლა განვიცდი-მასწავლი მოწევას ჰო?-სახლის კარიც გავაღეთ, სხვანაირი სითბო იყო სახლში, არ იყო ხელოვნურად შექმნილი, ზამთარს შეწინააღმდეგებული -არ გასწავლი პრინცესა -რაღა დროს ჩემი პრინცესობაა, დავბერდი უკვე -ბებრი პრინცესა ხარ-შუბლზე მაკოცა და ქურთუკი გამხადა -იცი რამდენი გამოტოვე? -ვიცი -რატო იცი-წყენა მქონდა, მან ყველაფერი იცოდა ჩემზე, მე კი არაფერი მასზე -ასე მალე როგორ თვრები ლი? ადრე უფრო მეტს სვამდი და არ თვრებოდი -ლევანი ყველაფერს მიკრძალავდა, სულ ვჩხუბობდით, თვითონ რომ ძმაკაცებთან გადიოდა მე დაქალებთან გასვლის უფლებაც არ მქონდა, ალბათ ეშინოდა მეც არ მეღალატა -დაიძინე ლინა- ხმა დაბოხებოდა და კარისკენ მიმითითებდა, მისი ლინა კი გულს ხვდებოდა -ლის რომ არ მეძახი მგონია რომ გაბრაზებული ხარ-თითქოს გულში ჩადებური ბავშვური წყენა გავანდეო, ისევ გაეღიმა -სულ ასე იყავი, ჯიუტი და თავნება -რატომ შენ სულ გიჯერებდი, მოჯაჭვული ვიყავი შენზე ისე მიყვარდი -ვიცი ლი, მეც მიყვადი -აღარ გიყვარვარ? -ისევე როგორც შენ -მე მიყვარხარ -ისევე როგორც მე-საძინებელში შემიშვა და მეც ლოგინზე მივწექი მაშინვე, ისედაც პიჟამოთი ვიყავი გასული. ბევრი აღარ მიფიქრია, რომ დავწექი თვალები დამეხუჭა და მიმეძინა. მეორე დილით რომ გავიღვიძე და ყველაფერი გამახსენდა, ადამიანების უმეტესობა სირცხვილს იგრძნობდა, მე კი მეგობრით დაბრუნებულ ბედნიერებას ვგრძნობდი, ეს ბიჭი ჩემთვის როგორ ავღწერო არ ვიცი, სულის ნაწილი? არა კიდევ ცოტაა, ფერთა აღქმის სასუალებაა. სანდრო არასდროს ცდილობდა შევეზღუდე, მაგრამ მასთან, მასთან სრულიად თავისუფალი ვიყავი. კი სანდროს ვუყვებოდი ყველაფერს, ჩემი გულის ნაწილია ეს უკანასკნელი მაგრამ ცოტნე? ეს ის გრძნობაა როცა იცი, რომ არ გაგკიცხავს, არ გაგცემს, დაგიცავს და გაგიღიმებს. რამდენჯერ ერთმანეთის ობიექტები ჩუმად გვითვალიერებია და დასკვნები გამოგვიტანია ვინ იცის. სააბაზანოში გავედი, უკვე შუადღის ორი გაქმხდარიყო, ასე დიდი ხანია აღარ მძინებია და ზუსტად ვიცოდი რომ ჯაჭვლიანის დამსახურება იყო. აბაზანიდან გამოსულს არცერთი დამხვდა სახლში. სანდროს სახლი ძირფესვიანად დავალაგე, ყველა წერტილი და კუთხე, მასეთ განწყობაზე ვიყავი და მეც საკუთარ ძმას სახლი დავულაგე, ვიცი რომ ამაზე დმცინებს მაგრამ მინდოდა. წვნიანი გავაკეთე და დესერტად გუშინდელი მაფინი დავაყოლე. უკვე ხუთი გამხდარიყო. ჯერ სანდრო მომსვლელი არ იყო, გასაღებით ჩავკეტე კარი და სახლში წავედი, რაღაცნაირი სიმყუდროვე იდგა ჩემს მანქანაში ან შესაძლოა უბრალოდ მე მეჩვენებოდა ასე, თითქოს დღეც უფრო წყნარი მეჩვენა ვიდრე ჩვეულებრივ. სახლში საკმაოდ მშვიდად ავედი და დივანზე წამოვწექი, ისევ მეძინებოდა თუმცა სამეცადინო მქონდა ტონა. დღე მეცადინეობაში გაილია. საღამოხანს უცხო ნომერმა დამირეკა. ვუპასუხე. -რას შვრები ლი?- გული გამიჩერდა -ფილმის ყურებას ვაპირებ, შენ? -ერთად ვუყუროთ -მოდი-ტელფონი გათიშა, ავფორიაქდი, ღმერთო რა მაფორიაქებდა? არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, მაგრამ დიდი დრო გასულიყო, ნუთუ მართლა ბრუნდება ძველი ურთიერთობა? მაქვს მაგის უფლება? მაქვს იმის უფლება ისევ მისი მეგობარი მერქვას? ამდენი წელი გამოვუტოვე, ამდენი წელი მის გვერდით არ ვიყავი, არ ვწერდი, არ ვიკითხავდი. ამ ფიქრებში სწრაფად ავალაგე წიგნები დივნიდან და კარზე კაკუნიც გაისმა. გავაღე. წინ შავ სპორტულებში გამოწყობილი ცოტნე მედგა, რომელსაც რამდენიმე პარკი ეჭირა ხელში. -შემომიშვებ?-გავიწიე და შემოვატარე -მოდი -რას ვუყურებთ?-თან მესაუბრებოდა და თან სამზარეულოსკენ მიიწევდა. დამეფიცება პირველად იყო ამ ბინაში, საიდან იცოდა სად იყო სამზარეულო?-ლინააა-ხელი ამიქნია ფიქრებში გართულს, გაეღიმა -არ ვიცი, ავარჩიოთ რამე-ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ ვერაფერი რომ ვერ ავარჩიეთ იმხელა დავიწუწუნე ცოტნეს სიცილი აუტყდა -ფრენდებს ვუყუროთ- აშკარად მხიარულ განწყობაზე იყო -კარგი- იდეით მოწონებული მის მოტანილ ჩიფსს დავწვდი და სანამ ის ჩვენს სერიალს ჩართავდა რომელსაც მთელი ბავშვობა ვუყურებდით მე ჭამა დავიწყე. გვერდით მომიჯდა, ფეხები ყავის მაგიდას შემოაწყო და საზურგეს გემრიელად მიეყრდნო -იცი ვინ ვნახე? -არა-ტუჩის კუთხეში ჩაეცინა ჯაჭვლიანს -მანაგაძე -დათო?- ისეთი გაკვირვება მქონდა, საერთოდ არ ველოდი რომ საქართველოში იქნებოდა -ჰო, ცოლი მოუყვანია, პირველ ბავშვსაც ელოდებიან -ვაიმე კიდევ კარგი თორე მწვავდა უკვა- ოსტატურად მივიდე ხელები გულზე და სახე დავმანჭე, მასაც გაეღიმა-ისეთი გაუკეთა სანდრომ მეშინოდა უშვილოდ არ დარჩენილიყო -ვიცი ჰო -საიდან იცი- ტელევიზორიდან როსის და რეიჩელის ჩხუბი ისმოდა, აქ კი მე დავიმკაცრე ხმა-რატომ იცი ყველაფერი? -მე სულ ვიცოდი ლი სად იყავი და როგორ, არცერთი შენი ნაბიჯი არ გამომიტოვებია-სევდიანად შეხედა გოგონას და მის ლამაზ თმას დააკვირდა -როგორ- აშკარა აღშფოთება გაეპარა მშვენიერ ქალბატონს თავის ხმაში, მამაკაცი კი ისევ შეფარულად იღიმოდა -თავიდან იმდენად ნაწყენი ვიყავი შენზე რომ არ ვინტერესდებოდი ლი, მერე უშენობა რთული გახდა და ასე ვცდილობდი შემევსო ადგილი რომელიც დაცარიელდა- სანუკვარ თმას მამაკაცის ხელი შეეხო და გაისუსა ორივე, მხოლოდ ტელევიზორის ხმა არღვევდა მათ სიმყუდროვეს, თუმცა ორივეს მოსწონდა ეს ფაქტი, ეს სერიალიც ჰომ მათი ბავშვობა იყო? -ამერიკაში გოგო მეგობრები ვერ გაიცანი? -გავიცანი-არ ეშვებოდა მამაკაცი მის თმებს, მისი სუნიც იზიდავდა, ის ბავშვობის დაკარგული სურნელი -მერე? -გადავიცანი- გაეღიმათ, რაზე ეღიმოდათ ნეტავ თუ იცოდნენ. ტელეფონი აბზუილდა და ცოტნეც იძულებული გახდა მისი ხელი ქალის თმიდან მოეშორებინა. ტელეფონს უპასუხა, სანდრონ რეკავდა. . -გისმენ -ცოტნე რაღაც გავაკეთე- მთელი სხეული დაეჭიმა, მიხვდა მეგობრის გასაჭირს. იგრძნო მისი ტკივილი -სად ხარ -ბენდელიანის ბინაში -მოვდივარ-მოკლედ მოუჭრა კაცმა მისაღებში შევიდა, ლინას მიძინებოდა. ტელევიზორი გამორთო და ლინა საწოლში ჩააწვინა, შუბლზე აკოცა მონატრებულ მეგობარს და დატოვა ქალბატონი თავის ბინაში მარტოს. გზაში ხვდებოდა რაც შეიძლება გაეკეთებინა სანდროს, შეიძლება შემოკვდომოდა ხელში. ჰომ იცნობდა, სხვა თუ არა ის ყველაზე კარგად იცნობდა ბავშვობის მეგობარს, იცოდა მისი ხასიათი, იცოდა დის გამო რაზე იყო წამსვევლი, თავად კი კბილებით იჭერდა რომ სისულელე არ გაეკეთებინა. ლევანის სახლს მიუახლოვდა. მანქანიდან გადავიდა და პირდაპირ მის ბინაში ავიდა. გაოცდა მამაკაცი, ყველაფერს ელოდა მაგრამ არა ამას. ერთად ისხდნენ კანდელაკი და დასისხლიანებული ბენდელიანი და ეწეოდნენ. ოდნავ ამოისუნთქა მამაკაცმა. არ მოუკლავს, ეს იყო მისი პირველი გაფიქრება და გაეცინა კიდეც რომ ასე იფიქრა. ის დრო გაახსენდა ცოტნეს დასაცავად სანდრომ ერთ-ერთ ხულიგან ბიჭს დანა რომ გაუყარა და გაეღიმა. სანდრო მისთვის ძმაზე მეტი იყო. -მოხვედი-ბიჭის ხრინწიანმა ხმამ გამოარკვია ცოტნე ფიქრებიდან -მოვედი -ეს ლევანია -ვიცი-იმდენად ამრეზად მოეჩვენა ცოტნეს იმ წამს ლევან ბენდელიანი, მასზე უარესი ამ სამყაროში ის ერთადერთი ქალიც ვერ იქნებოდა საყვარელთან რომ შეუსწრო რამდენიმე დღის წინ. -შენ ვინ ხარ -იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონია-გაეღიმა და მამაკაცებს მოწევაში შეუერთდა. ცოტა ცნიანი დუმილი იყო ოთახში, შემდეგ კი საუბარი ბენდელიანმა დაიწყო -არ მინდოდა ასე გამოსულიყო-ამოიოხრა კაცმა და სიგარეტის ბიჩოკი საფერფლეში ჩასრისა. სანდროს ძარღვები დაებერა, ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყო, ცოტნემ თავით რომ ანიშნა არ გინდაო. ისიც დამორჩილდა და ბრაზი მოთოკა -ლევან შენ ის არ გიყვარს-თითქოს თავს ეუბნებოდაო სანდრო -მიყვარს სანდრო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს -ალბათ სხვას რომ აორსულებდი მის სახეს წარმოიდგენდი-ჯაჭვლიანის ირონიულობას იმ მომენტში საზღვარი არ ჰქონდა. გაახსენდა როგორ უთხრა ქალმა ხელი აჭღმართაო და მთელი სხეული აუთრთოლდა იმ სურვილით რომ კაცი მიწაში ჩაეტანა. ამის წარმოდგენა და ჯაჭვლიანის სიამოვნება ერთი იყო -შენ არ გესმის-ამოხედა კაცს -მე ყველაზე მეტად მესმის-თვითონაც სიგარეტის ნამწვავი მოისროლა ფანჯრიდან და სანდროს გახედა წავედითო, გასვლამდე კი რამდენიმე სიტყვა დაუტოვა ბენდელიანს -ორსულ გოგოს მიხედე და იყავი ღირსეული მამა-ამით ყველაფერი ნათქვამი იყო მისგან. ისიც კი რომ ლინას არ უნდა შეხებოდა. ის ღამე ბიჭებმა თეთრად გაათენეს. . ლინას იდეალურად ეძინა. რამდენიმე კვირა ძალიან კარგად მიდიოდა მისი საქმეები სამსახურში, უნივერსიტეტში. ცოტნეც ხშირად სტუმრობდა და საუბრობდნენ, სანდრო თითქმის სულ მუშაობდა. ლევანიც არ გამოჩენილა, ოდნავ მონატრებას გრძნობდა თუმცა აიგნორებდა. იანვრის ბოლოც დამდგარიყო და ლინას ფინალურებიც კარს უკაკუნებდნენ. საოცარ სამზადისში იყო, სულ მეცადინეობდა. დღესაც ჩვეულებრივ სახლში იყო, მეცადინეობდა სანდრომ რომ დაურეკა -რაო სან -ერთი გოგოო, მომეწონააა, ანგელოზს ჰგავდააა-წაიმღერა ბიჭმა და გოგონას სახეზე მაშინვე ღიმილმა დაისადგურა -რაო? მომესმა ჰო? -იცი რა ლამაზია? -ვინაა? -სამსახურში ახალი თანამშრომელია. ერთი კვირაა ვცდილობ პაემანზე დავიყოლიო და ძლივს დამთანხმდა და იმას დაქალი მოყავს წარმოგიდგენია? -ადექი და წაუყვანე შენც ვინმე-სიცილით ვუთხარი -ვინ წავიყვანო გოგო, მათეს და გიორგის რო ვუთხრა მაგათი შეყვარებულები ამკუწავენ და ცოტნე ქალაქში არაა-ამოიოხრა -არაა?-გავიოცე, ჩემთვის არაფერი უთქვამს -ჰო. კაი წავე დაგიკავშირდები პაემნის მერე -მიდი მიდი-ხასიათი წამიხდა, ვეღარც მეცადინეობას დავუდე გული, ტელეფონი მოვიმარჯვე და ცოტნეს დავურეკე -გისმენთ?-ქალის ხმა ისმოდა ტელეფონის მეორე მხრიდან-ალო? გესმით? -ცოტნე სადაა-გამკაცრებია ტონი, ვერც გაიაზრა პატარა ქალბატონმა -აბაზანაშია... გადავცე რამე?-ის იყო უნდა გამეთიშა ცოტნეს ხმა გავიგე როგორ ეუბნებოდა რომ არ ჰქონდა უფლება თავის ტელეფონზე ეპასუხა -ჰო ლი-რაღაცნაირი ხმა ჰქონდა, არც თბილი, არც ცივი, აი რაღაცნაირი. -შეგეძლო გეთქვა ქალაქიდან რომ გადიოდი-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა რაც თავში პირველი მოაფიქრდა ის უთხრა. ნაწყენი და გაბრაზებული იყო -უცებ გადაწყდა-ღიმილი შეერია მამაკაცს -მეც უცებ გადავწყვეტ რაღაცეებს-ტელეფონი გაბრაზებით გათიშა და იქვე დივანზე მიაგდო. ქალის ხმა რომ ახსენდებოდა ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. მთელი დღე მეცადინეობდა. საღამოს სანდრომ მიწერა გამოვალო, ისიც ადგა და ჩაის იდუღებდა უცებ რომ გაახსენდა ბექა. ბავშვობის რომეო, სულ რომ ეტრფოდა ქალბატონს, რომ წამოიზარდნენ ძალიანაც დამეგობრდნენ. კარზე ზარი იყო, ღიმილით მივარდა და გამოაღო თუ არა ეგრევე აჯახა ჯერ კიდევ დაუნახავ ნაცნობს ბექაო, წინ ჯაჭვლიანი რომ შერჩა ხელთ -ბექა ვინაა?-მარტივი შესამჩნევი იყო მამაკაცის ტონში ინტერესი -ის ქალი ვინ იყო?-არც აცია არც აცხელა მანაც კითხვა რომ დაუბრუნა-მამაკაცს გაეღიმა -ეჭვიანი ცოლივით იქცევი -ცოლი არ ვიცი მაგრამ მეგობრის წოდება მაქვს შენს ცხოვრებაში და მინდა ვიცოდე ვინ იყო ის ქალი -ანუ ეჭვიანი?-ფართოდ იღიმოდა მამაკცი და ამით ქალბატონი ლინას გულსაც იგებდა -ბექა ის ბიჭია ლექსებს რომ მიძღვნიდა სკოლაში და რომეოსავით რომ მეტრფოდა-ჯაჭვლიანს სიცილი მოშორდა სახიდან, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ლოდივით იქცა -და მას ელოდი?-ხმაც გაყინვოდა -შენ პასუხი მიიღე, მე ვერა-ცოტა ხანს ოთახში დაძაბული სიჩუმე იდგა სანდრო რომ შემოვიდა ბინაში დაუკაკუნებლად. -წარმოიდგინე ვერავინ ვიპოვე ვინც გამომყვება.... შენ ჩამოხვედი? ჰოდა წამომყვები-შვებით ამოისუნთქა მამკაცმა და თავისი სიცილით დაძაბულობას განმუხტა -სად მოგყვები? -ძმა ორი დღით იყავი გასული ქალაქიდან და რამდენი გამოტოვე, ჩამორჩი მოვლენებს-სიცილით ეუბნებოდა სანდრო ძმადნაფიცს-ლინაკო ხორციანი ბლინები მოვიტანე და შემიწვი გთხოვვ-მუდარის ნიშნად ყელი დამიქაჩა, მეც ღიმილით დავუქნიე თავი -შევწვი, მოხვალთ?-სამზარეულოდან გავძახე -როგორ არ მოვალ, სუ ყველა ჰო შეწვი, მგონი ორი კილო მოგიტანე -ღორი ჰო არ ხარ ჩემო ძმაო, ყველას რა გაჭმევს, ნახევარიც არ შემიწვავს -არ მეყოფა ეს, შეწვი რა კიდე-გამოტენილი პირით ლაპარაკობდა- იცი რა ლამაზია? თაია ჰქვია, მწვანე თვალები და ქერა თმა აქვს. ისე მოხდენილად აცვია ხოლმე ლინ, ისე მოკრძალებულად, იმდენად უბრალო და განსხვავებულია- ცოტნეც ისმენდა ამბავს და ეღიმებოდა მასზე-შენ რას დამცინი, ზეგ პაემანზე მივდივართ -წავიდეთ ჰა-უდარდელად აიჩეჩა მხრები და თვითონაც დაიწყო ბლინების ჭამა. ლინამ სულ სამი შეჭამა და მართლა მოუხდა ორი კილოს სრულიად შეწვა -რანაირები ხართ, კუჭი გაქვთ თუ კომბაინი -ზედმეტს ნუ ლაპარაკობ და მიდი რამე კიდე გაგვიკეთე, რა გეგონა აბა? ამის ჩამოსვლა და ჩემი დახვედრა გაორმაგებას ნიშნავს ლინაკოო -შენს ანგელოზს მიხედე შენ, არ გაგიფრინდეს სადმე -ეგრე რატო ამბობ ლინაკო, არ მოგწონს?-გამომცდელი თვალები ჰქონდა ძმას დის მიმართ, მისი აზრი იმდენად დიდი იყო მისთვის, შეეძლო ყველაფერზე და ყველაზე ეთქვა უარი და ეს ლინამაც მშვენივრად იცოდა -ჯერ არ ვიცნობ ადამიანო და როგორ გითხრა რამე-ოდნავ მოეშვა უფროს კანდელაკს, და-ძმის დიალოგს კი ჯაჭვლიანი მშვიდად უსმენდა. -ჰე ჯაჭვლიანო შენ ხომ გყავს ჩემი გოგო ნანახი, ჰოა ღვთაება-გაბრწყინებული თვალებით შეხედა უფროსმა კანდელაკმა, უმცროსმა კი თვალები გააფართოვა და ძმას მიუბრუნდა -შე უმადურო, ჯერ ამას როგორ გააცანი და მერე მე როგორ მაგებინებ-ხელში მოხვედრილი შოკოლადი ესროლა ძმას-მერე მოდის და აზრს მეკითხება, პაემანზეც ეს მიყავს, ჩამინაცვლოს ბარებ ადგილი და მე წავალ-გაგულისებული იყო ქალბატონი -ჰა?-აშკარად შოკში იყო კანდელაკი-ქალური დღეები გაქვს?- თავის სიმართლეში მაშინ დარწმუნდა კიდევ ერთი შოკოლადი რომ მოხვდა თავში, ჯაჭვლიანი მათი შემხედვარე ბედნიერდებოდა. უყვარდა და-ძმის ურთიერთობა, ერთმანეთისთვის ყველაფრისთვის მზად იყვნენ და ჩხუბის დროსაც კი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ -რა ჩემი ბრალლია ლინ, იმ ანგელოზს ვესაუბრებოდი ეს რომ შემოვარდა ჩემს კაბინეტში -მე უარესს გაგიკეთებ იცოდე, მერამდენედ ხდება ჩემზე ადრე ეს-მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი-რომ იგებს ყველაფერს-ტირილი აუვარდა პატარა ქალბატონს და ორმა გაშტერებულმა კაცმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს მერე გაეცინათ, სანდრო მთელი ხმით იცინოდა აი ჯაჭვლიანს შეფარული ღიმილი ჰქონდა -ნახე რა მესაკუთრე და მყოლია და არ ვიცოდი? მაშინ მე არ ვიყავი ერთადერთი შენ რომ ამასთან დაძვრებოდი სახლში და მე მტოვებდი მარტოს? ეს დაგარბენინებდა ყველგან და მე სულ არ გახსოვდი, ამის ყველა ქალს იცნობდი და მე ვინ მაცნობდა ვინმეს-სიცილით ყვებოდა უფროსი კანდელაკი ამბებს-მერე წავიდა და ძლივს დავისვენებ თქო ერთი ერთი მხრიდან მჭამდით, მეორე მორედან, ვიყავი შუაში გაჩხერილი რაა, ახლა მაინც შემეშვით თუ ძმები ხართ, ძლივს გოგო მომეწონა. საერთოდ არ ვაპირებდი მე თქვენთვის გაცნობას-გამოტყდა კანდელაკი და დამშვიდებულ გოგონას შეხედა, უკვე ღიმილი რომ გადაკვროდა სახეზე, მოსმენილით ნასიამოვნებს -არ ვარ მესაკუთრე-მაინც ამოიბუსხა ძმის წინაშე -არა ჩემო ფერია, შენ არაა-თმაზე გადაუსვა პატარა ბავშვივით ხელი და სრულიად არ იმჩნევდნენ იქ ჩუმად მჯდომ ჯაჭვლიანს. -ფერია იმ შენს სატრფოს დაუძახე -იმას ანგელოზს ვეძახი -შემეშვი რა-ხელი აუქნია ძმას და ჯაჭვლიანს მიუჯდა გვერდით-შენ ჰომ გამაცნობ მე შენს სატრფოს პირველს-თვალებში შესციცინა ბიჭს -ახლა მოიცააა, ჩემი რომ ამან გაიცნო პირველმა? მეც პირველი უნდა ვიყო ჰო ცოტნიკ?-ორი კანდელაკი და ორივე მას უყურებდა, ორივეს ერთი და იგივე სურვილი ჰქონდა და ამ ბავშვებზე ხალისობდა, მანაც სიტუაციის გახალისება გადაწყვიტა -მყავს უკვე და არცერთი იცნობთ-ღიმილით მიაჩერდა ორივეს -ვიცოდი-თავი დააქნია თავდაჯერებით-დღეს დავურეკე და ვიღაც ქალმა მიპასუხა წრიპინა ხმით-მაშინვე ჩაუშვა მეგობარი ძმასთან, სანდროს კი ეჭვიანი თვალები ჰქონდა, ზუსტად ვერ გეტყვით რა იეჭვა მაგრამ ეჭვობდა -დაგერხა ცოტნიკ ამას უკვე არ მოსწონს, გაგაწამებს შენც, იმ ქალსაც და მეც ზედ მიმაყოლებს-ამოთქვა და დის ნასროლი შოკოლადი ჩაკბიჩა -ეს რა ღორია რა -ვინაა?-სანდრომ გამოცდელად შეხედა ძმაკაცს და იმან რო მზერით ანიშნა არავინო ამასაც გაეღიმა, თითქოს მათზე ადრე ხვდებოდაო და მაინც ვერაფერს ხვდებოდა. -სანდრო ეგ შოკოლადი დამიტოვე, ან წადი და მომიტანე, მინდოდა მე ეგ-ტირილით ამოთქვა ქალმა -შენ გოგო პერიოდი გაქვს თუ ორსულად ხარ-გაეცინა და ბოლო შოკოლადი დას გაუწოდა -კი აი ტყუპებს ვაჩენ და ერთ-ერთს შენს სახელს ვარქმევ -მართლა?-ვითო ვერ მიუხვდა ძმა ხუმრობას -აუ შემეშვი რა-ჯაჭვლიანის მხარს მთლიანად მიეკრო და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. მამაკაცმაც მკალვი მოხვია და თმაზე მიეფერა. უმცროს კანდელაკს კვლავ რაღაცამ გაკრა გულში -კაი წავედი მე-ხელი დაუქნია ძმამ დას და სახლიდან გავიდა. ვერ გეტყვით რას გრძნობდა იმ მომენტში უფროსი კანდელაკი მაგრამ ცუდი გრძნობა არ ჩანდა ეს მისთვის. -სანდროსთვის ბექა მინდოდა გამეყოლებინა პაემანზე-შეწუხებულმა გოგონამ წარმოთქვა და კისერზე ცხვირის წვერი გაუხახუნა, არ გამორჩენია ქალბატონს მამაკაცის კანზე დაყრილმა სიამოვნებამ როგორ იჩინა თავი. კაცმაც გულზე მიიხუტა პატარა ქალბატონი და მის თმებში ჩარგო სახე -ეს თმა არასოდეს შეიჭრა -მართლა? არადა ამ დღეებში ვაპირებდი -არა გთხოვ-იმდენად დიდი ხვეწნა ამოაყოლა მამაკაცმა ამ სიტყვებს როგორ გაბედაბდა კანდელაკების გოგო თმის შეჭრას? -არ მეტყვი ვინ იყო ის ქალი? -არ გეტყვი, მერე რომ იეჭვიანო ჰო არ გვინდა-გაუცინა ქალბატონს და ყელში აკოცა, გასცრა ქალს, რაღაც არაამქვეყნიური იგრძნო, მამაკაცს კიდევ უფრო გაეღიმა, უყვარდა ქალზე რომ მოქმედებდა და ისიც კი ავიწყდებოდა ზოგჯერ მისი ნანატრი მეგობარი რომ იყო -ცო-აბურდული თვალები მიაბყრო მამაკაცს -რაო ლი-ეღიმებოდა და ამ ღიმილს ვერსად მალავდა -ანუ ჩემზე სანდროსგან იგებდი? -არამარტო, შენ კი თურმე ცდილობდი გაგეგო-ისევ კისერში ჰქონდა მამაკაცს ტუჩები, არ კოცნდიდა თუმცა ლაპარაკისას მის კანს ეხებოდა, მის სურნელს ღრმად სუნთქავდა და გრძნობდა გოგოს აჩქარებულ გულისცემას, თვითონაც უჩქარდებოდა და ამ ყოველივეზე კიდევ უფრო ეღიმებოდა -ცოტნე- ძლივს ამოთქვა ქალმა -ჰო ლინა-მამაკაციც არა და არ წევდა მისი კისრიდან მის თვალებამდე თავს -არ შეიძლება-ვინ იცის რამდენად ძვირად დაუჯდა ეს სიტყვები ქალბატონს, მამაკაცმაც თითქოს გამოიღვიძაო მაგრამ არ შეეძლო, უნდოდა იმ წამს დრო გაჩერებულიყო -არ შეიძლება-იმეორებდა თვითონაც გოგოს ნათქვამს და ახლა ყბის ძვალს უკოცნიდა. ძლივს მოშორდა სასურველ მეგობარს და შუბლი შუბლზე მიადო, ორივე თვალდახუჭული სუნთქავდა, ერთმანეთს უსმენდნენ და ორივეს ესმოდა- წავიდე? -წახვალ? -უნდა წავიდე -მაშინ წადი -არ შემიძლია -თუ არ გინდა-მის პასუხზე გაეცინა მამაკაცს, შუბლზე აკოცა და ისევ მარტო დატოვა ფიქრებში გახვეული გოგონა. მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა და დადგა დღე უფროსი კანდელაკი რომ უნდა წასულიყო პაემანზე თავის ანგელოზ თაიასთან ერთად. . -მზად ხარ ჰო?- ტელეფონში ჩასძახა ძმაკაცს სანდრომ -მე რა გამზადება მინდა სანდრო, შენ უნდა გაეპრანჭო მაგ გოგოს მე კი არა-გაეღიმა ჯაჭვლიანს -მიდი გამოდი, მისამართს მოგწერ.. მოიცა მოიცა არ გათიშო -გისმენ? -ლინა სადაა ჰომ არ იცი, ვურეკავ და გათიშული აქვს-გაეღიმა ჯაჭვლიანს, ძმა დის ამბავს მას ეკითხებოდა. ესიამოვნა. -გამოცდაზეა -მნომწეროს მერე ჰო შეიძლება, გადამიქანდა გული კაცს, მიდი მალე გამოდი, ერთ საათში მანდ იქნებიან. ტელეფონი გათიშა და უცებ ამოიცვა შავი შარვალი, ბაცი ცისფერი პერანგი ჩაიცვა, მკერდთან ოდნავ შეიხსნა ღილები და კლასიკური რებიანები გაიკეთა. გარეთ ციოდა მაგრამ მზიანი ამინდი იყო, ეს უკანასკნელი კი სიცივეს ვერასოდეს გრძნობდა. მისამართზე მივიდა, სანდრო უკვე მაგიდასთან იჯდა ვარდების თაიგულებთან ერთად და ცქმუტავდა. უყურებდა როგორ ანერვიულებდა ერთი პაწაწინა გოგო თავის ოცდაექვსი წლის ძმაკაცს და ეცინებოდა. მივიდა და გვერდით სკამზე ჩამოუჯდა. -მოხვედი? -მოვედი -ვნერვიულობ -ინერვიულე-გაეღიმა ჯაჭვლიანს და როგორც მოელოდა დაახლოებით ნახევარი საათით დააგვიანეს გოგონებმა. იცოდა ქალების ფსიქოლოგია და ამაზე რეაქცია არ ჰქონია. მოვიდნენ გოგონები, ღიმილიანად გადაკოცნეს ბიჭები. სანდრომ ორივეს გაუწოდა ვარდები და შეამჩნია თაიას დაქალმა თავი როგორ დაუკრა თაიას. გაეღიმა -მე ცოტნე ვარ-ჯერ თაიასკენ გაიშვირა ხელი, შემდეგ კი უცნობი გოგონასკენ -სასიამოვნოა მე ელენე ყველამ ერთმანეთი გაიცნო და მშვიდად დაიწყეს ვახშმობა, ამ დროს კი ვერავინ ამჩნევდა კუთხეში ჩუმად მჯდარ პატარა კანდელაკს, მაგიდას რომ უყურებდა. . კარგად იცოდა სადაც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ლინაკომ, თავიდან არ აპირებდა მაგრამ ამ მომენტს ვერ გამოაკლდებოდა. გამოცდიდან როგორც კი გამოვიდა მაშინვე სახლში აირბინა შავი სპორტულები ჩაიცვა, შავი კეპი დაიხურა და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. კუთხის მაგიდასთან დაჯდა, იქ სადაც ვერავინ შეამჩნევდა მაგრამ ყველას დაინახავდა. ჩუმად დააფიქსირა შეხვედრის მომენტი და უნდა აღიაროს რომ ორივე გოგო მართლაც საოცრად კარგები იყვნენ. თაია მართლა ანგელოზივით სუფთა ჩანდა, მოხიბლული იყო ძმის არჩევანით. არც ის გამოპარვია ბიჭი როგორ ნერვიულობდა და საშველი თვალებით ძმაკავს უყურებდა. ყველაფერს აფიქსირებდა, დაქალებს, ძმაკაცებს და მათ გაერთიანებებს. არაფერი ესმოდა, თუმცა ყველაფერს ხედავდა, უცებ ვიღაც რომ დაადგა თავზე. დარეტიანებულივით აიხედა მაღლა და ბექა რომ დაინახა ამოისუნთქა, გულზე ხელი მიიდო და ჩუმადო ანიშნა ხელის მოძრაობით -პაპარაცობ ლინაკო? -აბა ისე არ მივყავარ იმათ არსად და....-თავი გადააქნია დანანებით და მომენტი დააფიქსირა სადაც თავისი ძმა თაიას ხელზე ეამბორება. საოცრად იყო კმაყოფილი ლინა თავისი თავით ეს მომენტი რომ დააფიქსირა. ბექაც ავტომატურად იყურებოდა იქით და ნაცნობ თვალებს რომ გადაეყარა ლინას მიუბრუნდა -ლინა მგონი გამოგააშკარავე-დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა, სულ არ გაუგია ლინას მისი ხმა, ისე იყო გართული მაგიდას მჯდარი წყვილის ფოტოების გადაღებით. ის იყო ფოტო ცოტნესთვის უნდა გადაეღო, კამერაში რომ გამოჩნდა როგორ უყურებდა ცოტნე ლინას. გაკვირვებულმა ამოიხედა ლინამ კამერიდან და ცოტნეს შეხედა მუდარის თვალებით და თითი ტუჩებზე მიიდო გაჩუმების სათხოვნელად, მანაც თავი გადააქნია ღიმილით და არაფერი შეიმჩნია -ეს ის არაა მე რომ მარიგებდა როგორ მოვქცეულიყავი შენთან მერვე კლასში?-ბექამ ყურთან უჩურჩულა გოგონას -გარიგებდა? რატო-გაეცინა გოგოს -თოთხმეტი წლის ბიჭი ვიყავი ლინაკო, ოცდაორი წლის ბიჭი რომ მოვიდა და მეუბნებოდა ჩემს გოგოს არფერი აწყენინოო -სულ მაბრაზებდი და რა მექნა, მასთან ვჩიოდი-გაეცინა გოგონას -შენს ძმას რატო არ ეუბნებოდი? -ჩემი ძმა გცემდა-ისევ გაეცინა გოგოს -შენს ძმაზე მეტად ცოტნესი ეშინოდათ იცი? -ვიცი კი -მაგის შიშით ვერავინ გეკარებოდა-გამეცინა და მკლავზე ვუჩქმიტე ბავშვობის მეგობარს -აქ მარტო ხარ?-ახლა სრულიად ბექასკენ ვიყავი შეტრიალებული, რადგან მაგიდასთან არაფერი ხდებოდა საინტერესო -წესით პაემანი მქონდა და გადამაგდეს -ოჰოოო ბექა ახვლედიანი გადააგდეს -ნუ დამცინი რა-მიმტანს ანიშნა აქ მოეტანა მისი შეკვეთა, მანაც მალევე შამპანიური და სანთელი მოიტანა ჯერ-სანთელი არ გვინდა წაიღე-ცივად უთხრა მიმტანს და ისევ მომიბრუნდა -შენთან რა ხდება? ლევანს რომ დაშორდი გავიგე, მიზეზიც გავიგე, მე მაშინაც გეუბნებოდი არ გინდათქო ეგ ბიჭი -არაუშავს, შეცდომებზე ვსწავლობთ ჰო იცი-მაგიდიდან დაინახა როგორ ადგა ჯაჭვლიანი და გოგოს ანიშნა გამომყევიო. მამაკაცს რაღაც წითელი უელავდა თვალებში. განა ბექამ ვერ შეამჩნია? -მოდი ნიზლი ეჭვიანობს-დადო დასქვნა ახვლედიანმა -არამგონია-თავი გააქნია ღიმილით ქალბატონმა -არ გაყვე და გავაგიჟოთ- უფრო გათამამდა ბექა -გაგიჟდება- ღიმილით დავეთანხმე -ჰოდა გააგიჟე, ნუ იქნები მარტივი ძმურში, მენდე-იღიმოდა ახვლედიანი და გოგონას გადაწყვეტილებას მორჩილად ელოდა -ზედმეტად არ უნდა გაგიჟდეს იცოდე-გაეცინათ, თხუთმეტ წუთში ცოტნე გაბრაზებული დაბრუნდა, ქალბატონს შეხედა და ირონიულად გაუღიმა, მაგიდასთან მისულმა კი ყველამ მათკენ გამოიხედა -ხედავ? ახლა ყველა მიხვდება -უბრალოდ ამყევი- მიენდო მამაკაცს, იცნობდა და იცოდა მისი მეგობრომა ლინასთან მიმართებაში, ამიტომაც ენდობოდა, ამიტომაც ყვებოდა სისულელეებში-ადექი მათთან მივდივართ. -ლინა? აქ რა გინდა- გამომცდელად შეხედა დას უფროსმა კანდელაკმა და შემდეგ კიდევ უფრო ეჭვნარევად გადახედა ბექას -გზად შემხვდა და აქ დავპატიჟე, ძველი დრო გავიხსენეთ, ხო ლინაკო- თმა ყურსუკან გადაუწია. შეამჩნია ახვლედიანმა ჯაჭვლიანის ანთებული თვალები, ეჭვიანობას თავს რომ ვერ აჯერებდა და გაბრაზება ეგონა, მის თმას როგორ ეხებიო. -მე ლინა ვარ-გოგონებისკენ გაიშვირა ხელი ჩამოსართმევად, მათაც მშვიდად შეაგებეს ღიმილი, მაგრამ ვერ გაერკვიათ ვინ იყო გოგონა და ორივეს თვალებში ოდნავი ეჭვიანობაც კი იკითხებოდა, გაეცინა ლინას -მე სანდროს და ვარ, ხოლო ცოტნეს ბავშვობა- ის იყო გოგონებს რაღაც უნდა ეთქვათ კლასიკური მუსიკა რომ ჩაირთო დარბაზში -დაგტოვებთ ჩვენ-ბექამ წელზე შეუცურა ხელი გოგონას და ახლა მხოლოდ ჯაჭვლიანის კი არა უფროსი კანდელაკის გაბრაზებული მზერაც დაიჭირა-მგინი დღეს დავიბრიდები-უჩურჩულა გოგონას ყურში -მე გაგაფრთხილე ზედმეტი არათქო-გეღიმა გოგონას და დარბაზში ცეკვა დაიწყეს. ერთადერთი წყვილი იყო რომელიც ცეკვავდა, არადა ბიჭს ისეთი დახვეწილი კლასიკური სამოსი ეცვა, გოგონას კი სპორტულებით უწევდა ცეკვა, მაგრამ მაინც ულამაზესები იყვნენ, ყველას წყვილი ეგონა. . ამ სანახაობას დაძაბული უყურებდა სანდრო და კიდევ უფრო განრისხებული ჯაჭვლიანი. მალევე შეუერთდნენ წყვილები ცეკვაში, ჯაჭვლიანმა ხელი კრა სანდროს გადით საცეკვაოდო. -მეცეკვები ლამაზო ქალბატონო?-ღიმილით ჰკითხა ქალბატონს და ცდილობდა ის დაძაბულობა გაექრო რაც მასში საკუთარმა დამ გამოიწვია. მაგიდასთან ელენე და ჯაჭვლიანი დარჩნენ. მამაკაცი გაურკვეველ სივრცეს უყურებდა, არ უნდოდა ლინა სხვასთან დაენახა. ფიქრობდა, რომ მას ვერავინ გაუფრთხილდებოდა. -ვინმე გიყვარს?-წამოიწყო გოგონამ -არა-მოუჭრა მამაკაცმა და ანიშნა საუბრის გაგრძელება არ მინდაო -მაშ თავისუფალია თქვენი გული?-აგრძელებდა ქალბატონი -არც მასე-გაეღიმა ჯაჭვლიანს და მაზოხისტივით უყურებდა მოცეკვავე და მხიარულ ლინას -ვიცეკვოთ?-გაუღიმა გოგონამ, არ სურდა ცეკვა, მაგრამ სანდროს ხათრი ჰქონდა -ვიცეკვოთ-ისინიც შეუერთდნენ საცეკვაო დარბაზსს. ტვინში სისხლი ასხამდა ახვლედიანის ხელებს გოგოს წელზე რომ ხედავდა, იმასაც ხედავდა როგორ ეჩურჩულებოდა გოგონას. მოკვდებოდა და ამ გრძნობას არ შეიმჩნევდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ამ გრძნობას ეჭვიანობა ერქვა? სომღერის დამთავრება და ჯაჭვლიანის აივანზე გასვლა ერთი იყო, სუფთა ჰაერი უნდოდა. სიგარეტს გაუკიდა და ფილტვებში ნიკოტინი ღრმად შეუშვა. მალევე მის გვერდით ბექა დადგა, სიგარეტი გაუწოდა, მანაც მშვიდად გაუკიდა და ეწეოდნენ ასე ერთ აივანზე. არცერთს ამოუღია ხმა, ბოლოს ბექამ დაარღვია სიმშვიდე -მიყვარს-არ უყვარდა, მაგრამ უნდა ეთქვა. ბავშვობის მეგობარს ამაზე უკეთესს რას გაუკეთებდა, ის ჰო კაცი იყო, იცოდა კაცების ლოგიკა, მათ უბრალოდ დაკარგვის შიში სჭირდებათ. ჯაჭვლიანს ხმა არ ამოუღია, გულში ახვლედიანი ბოლო ხმაზე იცინოდა მაგრამ იქ იმ წამს ისეთი სერიოზული ჩანდა ვერავინ შეიტანდა მის სიტყვებში ეჭვს, თვით ჯაჭვლიანიც კი. ხედავდა ახვლედიანი მის დაძარღვულ მკლავებს, კისერზე დაბერილ ვენებს, ჩაწითლებულ თვალებს და მაინც არ ჩერდებოდა -ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიყვარს, ადრე შენზე ვეჭვიანობდი, ახლა კი ზუსტად ვიცი რომ არ მაქვს საეჭვიანო-ნიშნისმოგებით დაუდგა წინ მამაკაცს და დაელოდა მის პასუხსხმას არ იღებდა ჯაჭვლიანი. პირველად ცხოვრებაში არ იცოდა რა ეთქვა, მეორე ღერსაც გაუკიდა და უკნიდან დ=სანატრელი ხმაც გაიგონა. . მოცეკვავე წყვილს ფოტოებს უღებდა უცებ აივანზე ახვლედიანი და ჯაჭვლიანი რომ ნახა ზუსტად იცოდა არაფერი მოხდებოდა, მათ საუბარს უსმენდა ჩუმად, ბოლოს გავიდა, ბექას გეგმას მიჰყვებოდა უბრალოდ და თვითონაც არ იცოდა ან რა უნდოდა ან რას ელოდა. -ბექა წამიყვან სახლში? -წაგიყვან რა პრობლემაა, მაგრამ შენი ძმის ხელებში მოვკვდები მერე-გაეცინა და თვალებით ცოტნესკენ ანიშნა, ჯაჭვლიანი ჰორიზონტს გაჰყურებდა და სიგარეტს აბოლებდა. ბექამ თვალი ჩაუკრა ლინას და ადგილიდან გაიძურწა ჩუმად იდგნენ აივანზე ცოტნემ რომ უთხრა -წამოდი წაგიყვან-ისიც დამორჩილდა, თავჩახრილი მიყვებოდა მანქანამდე მამაკაცს. გაწვიმდა, ძლიერ გაწვიმდა, მანქანაში სამარისებური სიჩუმე იდგა. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. არცერთმა იცოდა რა უნდა ეთქბ]ვა, ორივეს უნდოდა თმა და სიტყვას ვერცერთი პოულობდა. არ გადასულან მანქანიდან, მამაკაცმა ქალის კეფას ხელები მიადო და მისკენ მისწია, ყელი გადაუწია და იქვე მისი ცხელი, სველი კოცნა დაუტოვა. ხარბად ისუნთქავდა მის ჰაერს, თითქოს ვინმე ეწილებოდაო. კრინტი არ დაუძრავს არცერთს, ისევ ისე იყო ცოტნე ამირეჯიბი ლინა კანდელაკის კისერში ჩაფლული და მისით სუნთქავდა -გულის გავლით სულამდე-მხოლოდ ეს თქვა და მოშორდა პატარა ქალბატონს. ისიც გადავიდა მანქანიდან და წვიმას შეუშვირა სახე.გგონიათ ჯაჭვლიანი მანქანაში დარჩა? სულმა სძლია, სულის სურვილმა სძლია, ძლიერი წვიმის ქვეს ქალს წინ დაუდგა და აიხდინა იმ წამის სწადელი, ის სურვილი სულს რომ უჭამდა, მის ბაგეებს თავისი მხურვალე შეაგება. ტუჩებს უკოცნიდა და მისი დათმობა ძალიან უჭირდა, არ უნდოდა მოშორება თუმცა მოშორდა. ისევ უსიტყვო მზერა, უხმო სიტყვები, მზერის მიცვლა-მოცვლა, თითქოს დიალოგი ჰქონდათო. გოგონა გულზე მიიხუტა და სველ თავზე აკოცა. მანქანაში ჩაჯდა და ისე გაქრა ადგილიდან, თითქოს რამდენიმე წუთის წინ გოგოს ბაგეებს არ ეხებოდა. რამდენიმე თვე გავიდა, ჯაჭვლიანი კი არ ჩანდა, უნდოდა რამე გაეგო, სანდროსთვის ეკითხა თუმცა რამდენჯერაც ცოტნესკენ წაიყვანდა საუბარს, უფროსი კანდელაკი მაშინვე ცვლიდა თემას. ბოლოს რომ ვეღარ მოითმინდა დასახმარებლად ბექას დაურეკა -ბექა -ჰმმმ-ნამძინარევი ხმა ჰქონდა -გძინავს? -მჰმ-ახლა დახედა საათს ღამის ოთხი ყოფილიყო, ეს დრო უკვე ჩვევად ექცა -ბექა....აღარ მეხმიანება, რა გავაკეთო-ლამის ამოიტირა გოგომ -მე რას მირეკავ მერე, ადექი და დაურეკე იმას -მე არ დავურეკავ -შენ და შენი თავმოყვარეობა -რა ვქნა მითხარი -ღამის ოთხია ლინა -ვიცი, ეს ჩვენი დროა -და ამ თქვენ დროს რატო მირეკავ მე?! -ბექა გთხოვვ, რამდენი დრო გავიდა, ორ თვეზე მეტი გავიდა და არ გამოჩენილა, მალე აპრილი იქნება, იმ საღამოს მაკოცა იმ წვიმაში და დამტოვაა -გაკოცა? ლინა რატო არ თქვი რომ გაკოცა-სწრაფად აიმაღლა ხმა -და რა მნიშვნელობა აქვს მაგას -როგორ არააქვს, ეგ თავშია. ის სხვანაირი კაცია, ჰგონია სხვის ქალს, მისი ბავშვობის მეგობარს აკოცა, ახლა იფიქრებს რომ სანდროს უღალატა, შენ გიღალატა, თავის თავს გადააბიჯა და ჩემი ვითო აღიარების მერე ჩემთანაც მიქარა. არ იცი მაინც ის როგორია? -მე რა ვიცი -შენ ყველაზე მეტად იცი -ალბათ -დაურეკე ლინა დაურეკე და უთხარი შენთან მოვიდეს. მოვა. მერე თვითონ მიხვდებით რაც უნდა ქნათ და მე შემეშვი. ეს რა შარში გავყავი თავი, რა მინდოდა რა- ბუზღუნებდა ბიჭი, ლინას კი მეგობრის რჩევაზე ეღიმებოდა. დაურეკა. პირველივე ზარზე აიღო. არცერთი მხარე იღებდა ხმას, ერთმანეთის სუნთქვას ისმენდნენ -მოხვალ? -მოვალ-ბოხი ჰქონდა ხმა, მტკივნეულიც კი. მოვიდა. ჩავიდა. ერთმანეთის წინ იდგნენ. მონატრებოდათ ერთმანეთი. -ისევ უშენოდ მტოვებ -ისევე როგორც შენ -მე უშენობა არ მინდა -ისევე როგორც მე -მაშინ რატომ -რატომაც შენ -არ შემიძლია ცო ასე-სევდიანი თვალებით შეხედა მამაკაცს -როგორ ასე? -როგორც შენ-გაეღიმა მამაკაცს, ამდენი თვის მანძილზე ვინ მოახერხებდა მის გაღიმებას თუ არა უმცროსი კანდელაკი -ჩემთვის შენ მზის სხივი იყავი ლინა რომლის შეხებაც მწვავდა და ვერიდებოდი-სიგარეტს გაუკიდა და პირველი ნაპასის ბოლი ზეცაში გაუშვა -შენ კი სანთლი გეჭირა და ისე იკაფავდი გზას, როცა მე ზუსტად შენს გვერდით ვიყავი-ისევ გაეღიმა -არასდროს მციებია, მაგრამ უშენობა სულს გულის გავლით ყინავდა -და რატომ იცივებდი თავს როცა გათბობა შეგეძლო ცოტნე-ხმა გას[center]ტყდომოდა უმცროს კანდელაკს -შენ უკეთესს იმსახურებ ლინა -ნუ მიწყვიტავ-ხელიდან სიგარეტი აართვა და თვითონაც სცადა ნიკოტინის ფილტვებში ჩაშვება, ხველა რომ აუტყდა. გაეცინა მამაკაცს, დაიბრუნა სიგარეტი და რაც იყო დარჩენილი ერთბაშად ჩაუშვა ფილტვებში. ნამწვავი მოიოსროლა და გოგონას ხელზე შეეხო -ჯერ პატარა ხარ ლინ და კიდევ უფრო პატარა მახსოვხარ, სულ შოკოლადებს მპარავდი, მე კი მათ შენთვის ვყიდულობდი- მის კულულებს ეთამაშებოდა ქარი. მამაკაცი ქარსაც კი გაუბრაზდა. -ამოხვალ? -არ ამოვალ. შენც იცი რომ არასწორია. სწორად უნდა შეგყვარებოდა ლი -მიყვარხარ? -გიყვარვარ- მიუახლოვდა ქალს- ჩემი გამოცდა ხარ- ღიმილით უთხრა და მის ლავიწებს თითები გადაატარა -ჩემი სხივი რომ სხვამ დაიჭიროს მერე არ ინანებ? -არ დავაჭერინებ ლი -არც შენთან ყოფნის საშუალებას მაძლევ და არც სხვასთან-გაეღიმა მამაკაცს, თვითონაც კარგად ხვდებოდა ამ ფაქტს, თუმცა ქალბატონისგან ნათქვამი იმდენად ესიამოვნა ტანში გაცრა -სანამ დაგირეკავდი ბექას ველაპარაკე-უფრო გაეღიმა მამაკაცს, აღარ ეჭვიანობდა, საერთოდ არ ბრაზდებოდა -რაო მერე ბექუნამ- როგორც სჩვეოდა, კისერში შეუცურა ხელები და სახე მანდვე ჩამალა -უნდა გეთქვა რომ გაკოცაო-მაშინვე ცხადი გახადა მამაკაცისთვის ყველაფერი -ჭკვიანი მეგობარია -კარგი ბიჭია -ვიცი ლი. წასვლა მიწევს-აქ კი ლინას გულისცემა გაჩერდა -წასვლა გიწევს? -დიდი ხნით- კისერში აკოცა და ნელნელა ლავიწებისკენ მიიწეოდა -სად -ამერიკაში......ალბათ სამი წლით- ქალს შუბლი შუბლზე მიადო და მის ბაგეებს დააცქერდა, რომლებიც ათრთოლებულიყო -არ აპირებდი ჩემს ნახვას -არ ვაპირებდი-სევდიანად გაუღიმა ბიჭმა -როდის მიდიხარ -ორ დღეში - არ დაგელოდები -არ დამელოდო -არცერთი წამით -ყოველი წამით-კოცნას აპირებდა მამაკაცი, ისე სწყუროდა ქალის ბაგეები, გოგონამ არ მისცა უფლება და მისი მკლავებიდან დაიხსნა თავი -როცა ჩამოხვალ -როცა ჩამოვალ -მე არ შეგხვდები -ვიცი -არც გაგაცილებ -ვიცი ლი-ბიჭს სევდა ედგა თვალებში, რადგან ზუსტად იცოდა ამის გამკეთებელი იყო ქალბატონი. არ გადააბიჯებდა იმ თავმოყვარეობას რაც გააჩნდა და არცერთ წამს არ გამოყოფდა რომ მამაკაცი მოეკითხა ერთი ესემესით მაინც. . ცოტნეს წასვლის დღე იყო. არ წავიდა. არ გაჰყვა სანდროს. სტკიოდა მაგრამ არ იზამდა, მოკვდებოდა და იქ, იმ აეროპორტში არ მივიდოდა. აეროპორტში სანდროს თაია გაჰყვა, ბექაც კი მივიდა. ხედავდა ბიჭი ყველას გარდა იმ ერთისა, რომლის მოსვლის იმედი ალბათ გულს მაინც ჰქონდა, თუმცა ტვინმა ზუსტად იცოდა რომ ის იქ არ იქნებოდა. ცოტნემ წყვილს ღიმილით გადახედა -სანდრო იცოდე სარძლო არ გამიბრაზო-ნაზად ეამბორა ქალის ხელს და ძმაკაცს გადახედა. თვალებში შეხედვის ერიდებოდაო გაიფიქრებდით. სანდრომ იცოდა. ჯერ კიდევ თვრამეტი წლიდან იცოდა. ხმას არ იღებდა, ახლა კი ძმადნაფიცს ასე ვერ გაუშვებდა -მე მას დავიცავ და გავუფრთხილდები, მაგრამ შენ რას გააკეთებ იქიდან -შენ მოგენდობი-სევდიანი ღიმილით შეხედა იმ ერთადერთს ვისი იმედიც სულ ჰქონდა -ცოტნე-ბექა მივიდა მათთან, ხელი ჩამოართვა სამივეს. წყვილმა ეს ორი მარტოს დატოვეს-ჩვენს შორის არაფერია ჰომ იცი -ვიცი-გაუღიმა ბიჭს, რომლის არაერთი პრობლემა ფარულად ჰქონდა მამაკაცს მოგვარებული-არადა რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა. თქვენ ერთმანეთს იმსახურებთ-ბიჭი გაკვირვებული უყურებდა მამაკაცს -მე მას ცუდისგან დავიცავ, მაგრამ სხვა თუ შეუყვარდა ვერ ავუკრძალავ-დამნაშავესავით საუბრობდა ბიჭი და მამაკაცს ეცინებოდა მის ქცევაზე -კარგი გოგო აარჩიე ბექა და რომ ჩამოვალ ქორწილში დამპატიჟე-თავზე ხელი გადაუსვა ახვლედიანების ვაჟს და თვითმფრინავში ავიდა. . წავიდა. გულიც წაიღო. საყვარელი გოგოს სული მასთან ერთად გაფრინდა. ეტკინა. ისწავლა. შეერკინა. დამარცხდა. ფეხზე დადგა. გრძნობა მოიშორა. ცხოვრება გააგრძელა. ვინ იცის ამ ყოველივეს რამდენი ხანი მოუნდა, ერთი წელი? ოდნავ მეტიც. ლინა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობდა. ბოლო კურსის ბოლო სემესტრი ჰქონდა უნივერსიტეტში. ბედნიერი იყო. -სან -რაო ლინ? -სადაა თაია, ვურეკავ და არ პასუხობს -ელენესთან ერთადაა გასული მოლში -აჰ კაი, მერე დავურეკავ -რაო ლინ, რამე გინდოდა? -შენთან არაფერი ძამიკო, გოგოშკური საქმეები-ღიმილით ესაუბრებოდა ძმას და ღიმილითვე დაუკიდა ყურმილი. იმ დღეს განსაკუთრებულად მოემზადა. მთლიანი მოკლე სარაფანი ჩაიცვა. კრემისფერი ატლასის იყო. არ იყო მოყვანილი, მაგრამ არც მოშვებული იყო. ზურგი ნახევრად ამოღებული ჰქონდა. ამავე ფერის ჩექმები ჩაიცვა მაღლებზე, თმა დაიხვია ლამაზად და მაღლა აიწია. ძალიან სადა მაკიაჟი გაიკეთა და ყველას ვისაც საჭიროდ თვლიდა მოსაწვევი გაუგზავნა. ცერემონიას აწყობდა. ცერემონიას, რომ თაიას ხელი ეთხოვა მისი ძმისთვის. ეცინებოდა ამ გიჟ გოგოზე, რომელმაც თავი საოცრად შეაყვარა. ულამაზესად მორთო მრგვალი ლამაზი ბაღი მდინარის პირას -რას შვრები აბა? -ჰმმ, რავი სან საქმეები მაქვს დღეს -მისმინე, ძაან სერიოზული საქმე მაქვს -რა ხდება-ანერვიულდა გოგო, ძმის ეს ტონი ძალიან სერიოზული მოეჩვენა -ამ საღამოს ძალიან დიდი რამ ხდება -რა ხდება- გულში გოგო ფიქრობდა ვაიმე ჰო არ მიხვდაო -ხელი უნდა ვთხოვო საყვარელ ქალს -ჰა?-გამოშტერდა, გაეცინა, აღარ იცოდა რა ექნა -არ ვიცი სად ვთხოვო, ბეჭედი უკვე ვიყიდე -რატომ მაინც და მაინც ამ საღამო? -შემაგულიანეს-გაეცინა ბიჭს -მისამართს მოგწერ, ერთი ულამაზესი ადგილი ვიცი -მართლა? -ჰო -ჩემი მშველელი ხარ ლინნ-ტელეფონი გათიშა და იცინოდა საღამოს ყველა ახლო ადამიანი, დაქალ-ძმაკაცები მოშორებით იდგა, ჩუმად ორი დამალული ფოტოგრაფი და დრონის მმართველიც მანდვე იყვნენ. ალბათ ათნი თუ იქნებოდნენ სულ. გამოჩნდა წყვილი. ერთმანეთი მიჰყავდათ მდინარემდე. ლინა ვიდეოს უღებდა და სიცილით გაიგუდა ორივე რომ ჩაიმუხლა და ერთმანეთს ბეჭდები დაანახეს. ჯერ გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს, მერე სიცილი აუტყდათ და ერთმანეთს ბეჭდები გაუკეთეს. ტაშის ხმა არ წყდებოდა, შეძახილები და ოვაციები ისმოდა ირგვლივ. ყველა ბედნიერი იყო. უცებ დაბნელდა. ის ნახა. ხმაც შეწყდაო თითქოს. თვალები. სუნთქვა. მანძილი. გამოღვიძება. ლინამ დააიგნორა იქ მდგომი მამაკაცი და წყვილს ბედნიერმა მიულოცა -ეს რა გააკეთე ლინა?-სიცილით ამბობდა თაია -მე რა გავაკეთე, ორივეს ერთნაირი ჭკუა გაქვთ-დავცინე მეც და ალაფუშეტზე დადებულ ჭიქას დავწვდი -მეგობრებო, ამ ჭიქით ჩვენს ბედნიერ წყვილს გაუმარჯოს-ჭიქა მაღლა ავწიე და ყველამ ღიმილიანი სახით მომბაძა. ისე ვიქცეოდი თითქოს ის იქ სულ არ იყო. იცოდა რომ ასე მოვიქცეოდი. უნდა სცოდნოდა. მდინარის წინ დავჯექი ბექაც რომ მომიჯდა. -ლინაკოო -ჰო ბექნუუუ-სიცილით ვუპასუხე -დღეს ღვთაება ხარ-გამეცინა-ნუ აიგნორებ იმას -ხმას ნუ იღებ ბიჭო, წადი შეყვარებული არ აეჭვიანო, ისედაც არ მოვწონვარ-ღიმილით გახედა მეგობარს -ძალიანაც მოსწონხარ ლინაკო, უბრალოდ იცის რა მშვენიერი ხარ-თვალი ჩაუკრა მეგობარს და სიცილით წავიდა შეყვარებულისკენ. მალევე კი ის უკანასკნელი მივიდა, ადგომას და წასვლას აპირებდა კანდელაკის ქალბატონი მამაკაცმა სიგარეტი რომ ამოაძვრინა და უთხრა -დარჩი-ხრინწიანი ხმა ჰქონდა, ტკივილიანი. დარჩა. უნდოდა მასთან, მაგრამ მონატრებას საკუთარ თავს არ უტყდებოდა. -დავრჩი-ცას ახედა მამაკაცმა და ქარის მოტანილი ქალის სურნელი ხარბად შეისუნთქა -მტკივხარ ლინა-ლინას ხმა არ გაუცია, თუმცა მამაკაცის ტკივილი ეტკინა. ისევ მამაკაცი აგრძელებდა-მენატრებოდი-ხმა ჩაუწყდა -წავალ -წადი-უნდოდა ეთქვა დარჩიო, მთელი არსესბით სურდა მაგრამ არ ჰქონდა უფლება. ქალბატონიც ადგა და წავიდა ის დღე ყველასთვის ბედნიერად დამთავრა იმ ორის გარდა. ყველა აღნიშნავდა, ის ორი კი უერთმანეთობას ეგუებოდა. დაიშალნენ, ყველა სახლში წავიდა, მხოლოდ ეს ოთხი დარჩა. დაძაბული ჰაერი ტრიალებდა. სანდრომ თაიას ანიშნა წავედითო, იმანაც ღიმილით დაუკრა თავი და გაიპარნენ. დრჩა ეს ორი. ლინაც შებრუნდა, უნდა წასულიყო, მამაკაცმა რომ მოაბრუნა და მის ბაგეებს დააცხრა, ქალისგან რეაქციაც ვერ მიიღო. გული გაეყინა. -რა გინდა ჩემგან ცოტნე-დაღლილი ხმა ჰქონდა ქალს -ნუ მაიძულებ უშენოდ ცხოვრებას -მე ნუ შემაწერ-ხელით გასწია ქალმა მამაკაცი- სულ შენ მტოვებ. არცერთხელ მე არ დამიტოვებიხარ, ის ბოლო იყო ამერიკაში რომ დაბრუნდი, მეტის უფლებას არ მოგცემ. უსმენდა ცოტნე და ხვდებოდა რომ ისევ იყო ის მის სულში, არცერთს დაუტოვებია ერთმანეთის სულიდან ადგილი, და არ დაუთმიათ სხვისთვის. მაგრამ ეს ღრმად იყო, შეუმჩნევლად შესამჩნევი იყო. შეტრიალდა ქალბატონი და წავიდა. მიჰყვებოდა უკან მამაკაცი, ჩუმი, ნელი ნაბიჯებით. -ბევრი გამოვტოვე?- ისევ მამაკაცმა დაიწყო -შენ აღარ გეხები-ისეთი ცივი იყო პასუხი სხვას რომ მოესმინა იფიქრებდნენ გაშორებული ცოლ-ქმარნი არიან რომელსაც სიყვარული აღარ აკავშირებთო. გააცივა ჯაჭვლიანი მისმა პასუხმა-მე შერ არ დაგაბრუნებ ჩემს ცხოვრებაში ჯაჭვლიანო, აღარასოდეს!- შეუვალი და მტკიცე იყო მისი სიტყვები. გატყდა მამაკაცი. მის წინ სრულყოფილი ქალი იდგა რომელიც დაკარგა. დაიშალნენ. . მამაკაცი სახლში შევიდა. ძმადნაფიცის დანიშვნის აღსანიშნავად იმაზე ადრე ჩამოვიდა ვიდრე გეგმავდა. ნანატრი იხილა და გულიც მოუკლა. იქვე დივანზე მიესვენა ღვინის ბოთლი გამოიღო და ლოთივით გამოცალა. მისიანობა არ შეეძლო ისევ მისთვის, მაგრამ უმისობით სასუნთქიც არ ჰქონდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, გული ძგერას წყვეტდა და ცხოვრებიდან არსებობის რეჟიმზე ერთვებოდა ჯაჭვლიანი. არ უნდოდა მეგობრისთვის დღის გაფუჭება, არადა ახლა მეგობარი სჭირდებოდა. კარზე ზარია. გააღო ჯაჭვლიანმა. ნეტავ იგრძნო? ძმადნაფიცს ვინ არ იგრძნობს. ორი ბოთლი ღვინით ხელში იდგა უფროსი კანდელაკი კარის ზღურბლს მიღმა და განადგურებული მეგობრის დანახვისას სევდამ გადაურბინა სახეზე. უხმოდ შემოატარა მეგობარი სახლში -დრო მიეცი -ახლა რომ დრო მივცე მერე საერთოდ დამივიწყებს- ამოთქვა მამაკაცმა და მოყუდებული ღვინის ბოთლი კიდევ ერთხელ მოიყუდა. -ძალიან გიყვარს -გულის გავლით სულამდე -მასაც უყვარხარ -არ გადააბიჯებს სიამაყეს -ჩემზე მეტად შენ გცნობია ჩემი და-გახუმრება სცადა უფროსმა კანდელაკმა -ეს ისედაც იცოდი-მაინც გადაჰკრა ღიმილმა სახეზე -ეჰჰ... იმ ქალებს გაუმარჯოთ ჩვენი გული რომ უკავიათ ხელებში და მათ ხელშია გაისრისება იგი თუ ბედნიერებით ძგერას დაიწყებს -გაუმარჯოს- სევდიანი ღიმილით ასწია უკვე ჭიქა და ვინ იცის მერამდენედ მოიყუდა ღვინო -სიმართლე გეთქვა ცოტნე -არ არის საჭირო თავის მართლება, რამდენჯერ გასწავლე- ღიმილი გაერია ხმაში მამაკაცს -თავის მართლებაა დედაშენი ბიჭო -რა მნიშვნელობა აქვს, მე ის დავტოვე სანდრო -არ იცვლები -რა შემცვლის -ის შეგცვლის -ან მე შევცვლი. ნუ გემეტება შენი და ჩემთვის -შენთვის თუ არა ვისთვის გავიმეტო მითხარი. ასე მარტივად როგორ ამბობ მასზე უარს ცოტნე. შენ მისთვის არ ბრძოლობ -არ ვიცი. არ მინდა. დავღლი. გულს მოვუკლავ. არ ვარ მარტივი. მარტივი იყო როცა ვმეგობრობდით, ის ბავშვობის წლები იყო კარგი სანდრო. ახლა, ახლა ყველაფერი რთულადაა -შენ ბიჭო იქ ჰო არ გაქ მართლა ჰა? გოგო ორჯერ მიმიტოვე, ახსნას არ აპირებ, ბრძოლას არ აპირებ და კიდე იმას წუწუნებ რომ რთულია? აწიე ახლა ტრა*ი და დროზე ჩემს დასთან -ასე ვერ წავალ -მე წაგიყვან. ჩქარა!-შეუვალი იყო კანდელაკის სიტყვები. როგორ ჰგავდნენ და-ძმა ერთმანეთს, გაეცინა კიდევ. უხმოდ მიიყვანა უფროსმა კანდელაკმა თავის დასთან მთვრალი ჯაჭვლიანი -იცოდე თუ იქიდან ისე არ გამოხვალ როგორც მე წარმომიდგენია მერე მე არ გაგაკარებ ჩემს დას. ჯერ არ დაბადებულ შვილს გეფიცები- სახე გაებადრათ -გილოცავ-იმდენი სიხარული წამოვიდა ამ ერთი ჯაჭვლიანის სიტყვიდან, ალბათ მთელი ცხოვრება რომ ვერ იტყოდა -ჰე ახლა. ჩქარა. უფროსი კანდელაკი კაცს არ დალოდებია, ზუსტად იცოდა წყვილი მოგვარდებოდა. სახლში მივიდა და თავის მძინარე ორსულ ცოლს გვერდით მიუწვა და ისიც მასთან ერთად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში . იმდენი იტირა მიეძინა ბოლოს. კარზე გაუჩერებელი კაკუნი იყო. წითელი თვალებით წამოდგა და კარის გაღებამდე იგრძნო მისი სურნელი ალლკოჰოლთან შერეული. გააღო. ერთმანეთს უყურებდნენ -იტირე- მის თვალებს უყურებდა და გული კიდევ უფრო ეკუმშებოდა -ვიტირე -შემომიშვებ?-ოთახისკენ ანიშნა მამაკაცმა -შემოდი-ქალიც გაიწია და გზა დაუთმო. შუა ოთახში გაჩერდა მამაკაცი, თვალები სულ ამღვრეოდა -მაპატიე-გოგონას გული შეეკუმშა. ჰო ამდენი წელი იცნობდა და ეს სიტყვა არ გაუგია მისი პირიდან არასოდეს. მის ლექსიკონში მსგავსი სიტყვა თუ არსებობდა ვერც წარმოიდგენდა -რა გაპატიო-მაინც არ აძლევდა პატარა ქალბატონი გულს იმის უფლებას რომ ასე მარტივად ეპატიებინა -უერთმანეთოდ გატარებული ყოველი წამის მეასედი -ვერ გაპატიებ-ორივეს ამღვრეული ჰქონდა თვალები, ნისლი იდგა ორივესაში, სითბო და მონატრებაც მკაფიოდ იკითხებოდა მათში -არადა უკვე მაპატიე ლი. ერთხელაც გთხოვ... კიდევ ერთხელ გადააბიჯე მაგ თავმოყვარეობას ჩემს გამო -და რა...-ხმაც გაებზარა, არადა არ აპირებდა ასე -აღარ წავალ-ირონიულად ჩაეცინა გოგონას -წადი -სად მიშვებ-სევდის მეტს ახლა ჯაჭვლიანის ხმაში ვერაფერს ამოიკითხავდა ადამიანი, სრულიად უცხოც კი -სადაც იყავი, ან მიდიხარ, მე არ მეხება. -რატომ მექცევი ასე ლი -შენ უარესად არ მექცევი? მოდიხარ ცოტნე აქ და ულტიმატუმს მიყენებ ან შემირიგდი ან წავალო, ჰოდა გიშვებ -ეგრე არ მითქვამს -ზუსტად ეგ თქი. არ მაქვს ახლა ამ დიალოგის თავი. თუ მიდიხარ წადი-ცოტნეს გული იყინებოდა და ტყდებოდა თუ პირიქით ვერ გეტყოდით, თვითონაც არ იცოდა იმ მომენტში -ახლა მე თუ აქედან წავალ არ დავბრუნდები ლინა-ხმა აღარ ჰქონდა, აღარც გული ჰქონდა, მხოლოდ ტკივილი დარჩენოდა -ჩემგან რას ითხოვ რასს-უკვე ყვიროდა გოგო-წადი გიშვებ-ცრემლები სდიოდა, მამაკაცი კი კარისკენ მიდიოდა. კარი უნდა გაეღო უცებ ლარნაკი რომ შეამსხვრია ქალბატონმა კარს და იქვე დივანთან ჩაიმუხლა ცრემლებით. მამაკაცმა ჰაერი იგრძნო. სუნთქავდა. ფილტვებში იგრძნო რომ რაღაც იყო და ჰაერის უკმარისობას არ განიცდიდა. მაშინვე შეტრიალდა და საყვარელ ქალთან ჩაიმუხლა, მისი სახე ხელებში მოიქცია და სველ ბაგეებს დააცხრა. იმ მომენტში თავიდან დაიწყო სუნთქვა ქალაქმა, ამ ორი უკანასკნელი ადამიანის გულებმა ძგერა. ტუჩებიდან ნელ-ნეკა მკერდისკენ გაიკვლია გზა. ჯერ კიდევ მთვრალი იყო და მისი სიყვარული უარესად ათრობდა მამაკაცს. გოგონა მუცელზე შეისვა და საძინებლისკენაც გაიკვალა გზა. იმ მომენტში ყველაფერს ფერი მიეცა -მიყვარხარ-კოცნებს შორის ამოთქვა მამაკაცმა -გულის გავლით სულამდე? -ზუსტად მასე -ისე როგორც მე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


