სულ მე’ფერები თავი პირველი(IV ნაწილის დასასრული)
გიზიარებთ საკმაოდ გაწელილ და ბევრისთვის დავიწყებულ ისტორიას.თავის მართლებას ნამდვილად არ აქვს ახლა მნიშვნელობა უბრალოდ მე აქ ვარ და ვაგრძელებ მათთვის ვინც საკმაოდ დაინტერესებული იყო გაგრძელებით და საბოლოო ნაწილით.ამ ეტაპისთვის ეს ისტორია მეოთხე ნაწილით დასრულდება.მადლობა მათ ვინც კითხულობს და ინტერესდება ისტორიით რომელიც არაფრის მომცემია გარდა დროის გაყვანისა და სიამოვნებისა. მადლობა მკითხველს… თანხა გადავიხადე,ტაქსის მძღოლს მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი. დეკემბრისთვის დამახასიათებელი,მორიგი სუსხიანი ღამე იყო.ცარიელი სიჩუმე კიდევ უფრო სიმძაფრით შევიგრძენი და იმავე დუმილით გავუყევი გზას.უჩვეულოდ არეული მქონდა სუნთქვა.მჭიდროდ მოვიხურე თბილი მანტო და გაყინული ხელები ჯიბეში ჩავიწყვე. თითები ისეთი გაყინული მქონდა ვეღარც ვგრძნობდი,მაგრამ არ მაინტერესებდა ეს. მე ხომ სულ ჩემი ნებით გავაჩერე ტაქსი სახლიდან მოშორებით.მხოლოდ სიარული და მხოლოდ ეს სიჩუმე მინდოდა ახლა რომ მქონდა.მაინც არ მინდოდა ტაქსით სახლამდე მისვლა,თერაპია იყო ჩემთვის სიარული.ქუსლების კაკუნი კვლავ ფანტავდა სიჩუმეს.ყველაფერი გაჩერებული იყო,ყველა გზად შემხვედრ მაღაზიებში ჩამქვრალი იყო შუქები. სწორედ ეს დრო მიყვარდა,ყველა და ყველაფერი რომ იძინებდა და მეც შემეძლო, ამით სიამოვნების მიღება. წამით შევჩერდი,უკან მივიხედე,მერე ცას ავხედე და ღრმად ამოვისუნთქე.არც ერთი ვარსკვლავი არ ჩანდა ღრუბლების ფონზე,მაგრამ სავსე მთვარე მაინც კარგად ჩანდა.სწორედ ამ დროს,როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი,ნაბიჯების ხმა მომესმა. კანტიკუნტად მიმოფანტულ განათებებს შორის მხოლოდ ერთი წერტილი ანათებდა მუდმივად პატარა, თითქმის შეუმჩნეველი წიგნების მაღაზია. ის ერთადერთი წიგნების მაღაზია ანათებდა მკრთალად ჩაბნელებულ ქუჩას იმ საღამოს.იქიდან გამოვიდა იმ წამს მაღალი სხეულიც.წიგნი იღლიაში ამოიდო და შავი მანტოს ჯიბეში ჩაიწყო ხელები. არ ჩქარობდა, არც ცარიელ ქუჩაში გარბოდა შიშისგან.თითქოს იცოდა,რომ ვინმე გზად შეხვდებოდა. ინსტიქტურად შევანელე სვლა. არაფრის მეშინოდა და მით უმეტეს ამ ადამიანის,უბრალოდ ეს უცნაური გრძნობა მიღრღნიდა გულს. მანძილი მკვეთრად შევამცირეთ ერთმანეთს შორის. ვიცნობდი,ორი აზრი არ იყო. თუმცა ისე ამიარა გვერდი წამის მეასედებეში გავიაზრე სიტუაცია.პირველი და მტკივნეული იმედგაცურება სწორედ აქ ვიგრძენი.მომენტალურად,უსწრაფესად შევტრიალდი ქუსლზე და დავაკვირდი მიმავალს.თითქოს მოჩვენება ვიყავი ისე ამიარა გვერდი.უკვე ვიფიქრე,რომ მეც უბრალოდ მომეჩვენა ასეთი სიახლოვე სრულიად გაურკვეველი პიროვნების მიმართ.რაღაც უფრო მეტს განვიცდიდი და ვერ ამოვხსენი ასე,რატომ მომაწვა ყველაფერი ერთიანად. თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად, ყველანაირი ფიქრი გავდევნე გონებიდან და გზას გავუყევი.გასაღები გადავატრიალე, სახლში შევედი თუ არა უჩვეულო სიცივე ვიგრძენი.მანტო გავიხადე და თან გავაყოლე სითბო.ქუსლებიც იქვე დავაწყვე და თხელი წინდებისამარა,ფეხის წვერებზე შევედი აბაზანში.სხეულიდან ყველაზე შემაწუხებელი შავი,ტანზე მოტმასნილი ტანსაცმელი გავიძრე და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩავწექი.გმინვა აღმომხდა დაღლილს,მაშინვე გავინაბე ორთქლ ავარდნილი წყალი რომ ვიგრძენი და მოვდუნდი. -მიდი,მიდი სწრაფად ჩაიცვი და ჩემთან გამოდი.-აჟიტირებულმა მოაყარა სიტყვები ერთიანად კეკემ და არც უცდია სიტუაციაში გავერკვიე.უბრალოდ ჩაყვირა ტელეფონში, სასწრაფო საქმეაო და გამითიშა. ზლავზვნით გადავდევი ტელეფონი საწოლის გვერდით მდგარ ჟურნალის მაგიდაზე. ჩუმად ამოვიგმინე და გვერდი ვიცვალე თბილ საწოლში.თვალი ჭერისთვის გამიშტერდა,მკრთალად ანათებდა ფანჯრებიდან შემოხწეული სხივები შუშის ჭერს.ჩემი თავი შევათვალიერი,ნახევრად შიშველს თმა წელამდე მწვდბოდა და ძვალზე გადაკრულ ტყავს მიგავდა სხეული. ბოლო პერიოდში კარგა გვარიანად იკლო სასწორზე გამოსახულმა ციფრებმა,რაც ნამდვილად არ მადარდებდა,უბრალოდ იმ სისუსტეს ვჩიოდი საგრძნობლად რომ წამერთვა.გრძელმკლავიანი მაისურისამარა დავაბოტებდი სახლში.ყავა არც დამილევია,მალევე გავემზადე და კეკესთან გავედი.ჩემო გოგო ყველაზე კარგ ყავას აკეთებდა მთელს დედამიწაზე. -აუ,როგორ მომენატრა.-სიამოვნებით მოვსვი სასიამოვნო ნარკოტიკი და კომფორტულად მოვკალათდი სავარძელზე. კეკე მიყურებდა და აშკარად,რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ელოდა,ჩემთვის რომ მოეხსენებინა ის,რაღაც გასაოცარი ამბავი,რის გამოც დილის შვიდ საათზე მოურიდებლად ამაყენა ფეხზე. თვალებში შემომციცინებდა,მგონი დაიჭირა ოქროს მომენტი. -ხელი მთხოვა!-ყავა გადამცდა მოსმენილისგან გემრიელად გაოცებულს. ცხელი სითხისგან დათუთქულ ტუჩებზე ხელსახოცი მივიშველე და დაქაჩული თვალებით ვანიშნე, ედროვა გამეაზრებინა მოწოდებული ინფორმაცია.დიდხანს არც გამიწელია ეს მომენტი,ისე ავდექი და სავარძელშივე მივეტმასნე მთელი სხეულით. ატირდა.ჩემ პატარას გული ძალიან აუჩუყდა. გულში ვიკრავდი,ტკბილ სიტყვებს ვეჩურჩულებოდი და ვაიგნორებდი ცრემლებს,უსაზღვრო ემოციების ფონზე რომ ვერ შევიკავე. -ჩემი დიდი გოგო…ასე,როგორ მოასწარი გაზრდა?-თავზე მოვეფერე და ვეხუტე. -შენ..შენ ხომ იქნები ჩემი მეჯვარე?-აცრემლიანებულმა მკითხა,უსაშველოდ თბილი თვალებით,თავი ვერ შევიკავე და ისე ჩავეხუტე კინაღამ გავგუდე. -სულელო…როგორ იფიქრე,რომ უარს გეტყოდი მაგაზე?!-დავტუქსე და უსაზღვროდ ბედნიერს ვარდისფერი ლოყები დავუკოცნე. -სად არის სიძე?-ახლა გამახსენდა ტატო.მოვათვალიერე მისაღები,არც მანამდე შემიმჩნევია სახლში.-ასე ჩუმად,როგორ მოახერხა მაგ სვანმა ხელის თხოვნა?არავის რომ არაფერი გააგებინეთ!-დავუბრიალე თვალები. -არც მე არ ვიცოდი,ძალიან მოულდნელი იყო ყველაფერი.-ცრემლები მოიწმინდა და უსაზღვროდ ბედნიერმა გამიღიმა.ზუსტად ვიცი ამ წამს,როგორი გულით იხსენებდა იმ ერთ-ერთ,ბრწყინვალე მომენტს ცხოვრებაში.-ჩვეულებრივი დღე იყო, უბრალოდ მითხრა ჩემს მშობლებთან ავიდეთო.ცოტა მეუცნაურა,თითქმის მთხოვა რომ გავყოლოდი,არც მე გამიჭიანურებია, ძალიან შემაყვარეს თავი მათმა მშობლებმა. -ტატოს მშობლები მართლაც კარგი ხალხია.-დავეთანხმე და გამახსენდა ის მომენტი,როცა ის ორი,გასაოცარი ადამიანი გავიცანი. -შუა გზაზე ვიყავით საცობში,ზედმეტად მოულოდნელად….ხმა უკანკალებდა ემოციებისგან. -ასე მითხრა,კეკე ვეღარ ვითმენ,სანამ ჩავალთ ალბათ ჭკუიდან გადავალო და ხელი მთხოვა.-იყვირა ბოლოს გახარებულმა და მეც მასთან ერთად,ჩვენ ორი,ჰაერში ვხტოდით ბედნიერებისგან. -ახლა რას აპირებთ?-დავსი ყველა სულელური და ჩემთვის ყველაზე საჭირო კითხვა. -ახლა…ახლა უკვე ყველამ იცის.ასე ვთქვათ მისი მშობლები პირველები იყვნენ ვინც გაიგეს ეს ამბავი.ახლა შენც იცი,ტატომ ალბათ ყველას გააგებინა ისეთი აჟიტირებული იყო,აქამდე არც მახსოვს ასეთი. -ქორწილი?ქორწილი ხომ იქნება? -ტატოს დაჟინებული სურვილია,მე პატარა სივრცეში მინდოდა ძალიან მცირე წრეში,მხოლოდ ახლობლებთან,თუმცა ვიცი რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მას მივანდე ეს ამბავი. -როდის გეგმავთ?-ვიკითხე აჟიტირებულმა. -მალევე…ტატოს და ჩემს ოჯახს ამ თემაზე საუბარი უკვე მოუსწრიათ.-გაეცინა. -ახლა…ახლა ყველაზე მთავარი კაბაა, სასწრაფოდ უნდა ვნახოთ ულამაზესი საპატარძლო კაბა!ისეთი,რომ უნდა ბრწყინავდე,ხომ გესმის ჩემი!-სერიოზულად დავიყენე ხმა და მთელი ჩემი არსებით მოვეკიდე სიტუაციას.-თუმცა შენ ყოველთვის ბრწყინავ,კაბა გჭირდება ასეთი! არ ვიცი,რა ძალა ან ენერგია ჩავდევით ხუთმა ადამიანმა კეკეს საპატარძლო კაბის ძიებაში,მაგრამ ერთმა თვემ რომ საოცრად დიდი სისწრაფი გაირბინა,ძალიან გვიან მივხვდი.ყველამ მთელი სერიოზულობით დავიწყეთ ჩვენი პატარძლისთვის ისეთი კაბის ძიება,აქამდე ასეთი არავის რომ არ ცმია ჯერ.თქვენი აზრით რა გამოვიდოდა ბოლოს თუ არა,რაღაც შთამბეჭდავი,რაღაც აბსოლუტური სასწაული,პირდაპირი მნიშვნელობით შოკი. ვუყურებდით კეკეს,სარკის წინ,სწორედ იმ საპატარძლო კაბაში გამოწყობილს,რომელზეც აქამდე მქონდა საუბარი და რომელიც აქამდე არავის, არასდროს არ უნახავს.ბრწყინავდა კეკე იმ დღეს,იმ კაბაში,ბრწყინავდა და საოცრად უხდებოდა კი არა,აკვდებოდა კაბა ზედ. მე წარმოდგენაც არ მაქვს,რა აბსოლუტური შოკი იქნება კეკე ქორწილის დღეს და მოდით ამაზე მერე,ახლა კი დავტკბეთ ჩვენი უბედნიერესო გოგოს სილამაზით.ზოგადად ხომ ბედნიერი ადამიანი უფრო მეტად ტკბილი,უფრო მეტად ლამაზია?ასე არაა? ხომ ვთანხმდებით. -ეს კაბა სახლში მიგვაქვს!-ბრძანებლური ტონით იყვირა ელენემ და იდეალურად დააიგნორა გარშემო მყოფების წყვილი თვალი,ისე ეცა კეკეს და მთელი გრძნობით მოეხვია.ეს გოგო ასხივებს დადებით ენერგიას და მეტს არაფერს. -კეკე,სასწაული ხარ.-ნიაკო თავისი ჩვეული აფაკლული ლოყებით იღიმის და ეხვება პატარძალს. -ასეთი ლამაზი პატარძალი თუ არ ვიქნები,არ გავყვები იკას.-ნიცას კომენტარზე ისეთი სიცილი მოვრთეთ,სულ დაგვავიწყდა რომ უზარმაზარ მაღაზიაში მარტო არ ვიყავით. -ზუსტად ისაა,რასაც ვეძებდით.-მივუახლოვდი კეკეს,ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. -არ იტირო...-თითის ბალიშებით ნაზად მოვწმინდე სახეზე ცრემლები და შუბლზე ვაკოცე. -მეშინია დაკო… -რისი სულელო.-გამეცინა მასზე და მოვეხვიე გულაჩუყებულს.-ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ხარ კეკე,როგორ დავიჯერო რომ ერთ კვირაში ქორწილი გაქვს? -მიყვარს დაკო…ისე ძალიან,ისე უსაზღვროდ. -ვიცი,პატარავ.-თავზე ვაკოცე აცახცახებულს და დავეხმარე კაბის გახდაში. ამ დღის ჩათვლით,ეს დღეც ისტორიას დარჩება,იმ ისტორიას,ასეთი მნიშვნელოვანი რომ არის ბედნიერი ადამიანებისთვის. და მეც ამაზე ნაკლები არ მემეტება მათთვის,ჩემთვის მნიშვნელავნი ადამიანებისთვის. სამ დღეში ქორწილი იყო..სალონშიც ვიყავი ჩაწერილი ვიზაჟისტთან და სტილისტთან. ყველაფერი თითქმის მზად იყო,თუმცა უაზროდ დიდი დროისდა მიუხედავად კაბა ჯერ კიდევ არ მქონდა. ..და ესეც მე,ვდგავარ კაბების უზარმაზარ სექციაში და ვეძებ,რაღაც ისეთს,რაც ჩემს ყურადღებას მთელი არსებით მიიქცევს.უკვე კარგად ბნელა გარეთ და სადაცაა დაიკეტება ყველა მაღაზია,მე კი ისევ ვდგავარ და უაზროდ ვათვალიერებ თითქმის ერთნაირ კაბებს.რას ველოდები მე თვითონაც არ ვიცი,ნეტავ არ მიწევდეს,რაღაც გრანდიოზულის შერჩევა და უბრალოდ კლასიკური,შავი კაბის ჩაცმა შემეძლოს, თუმცა კეკეს,ლურჯ კაბიანი მეჯვარე სურს და მეც ამ თხოვნას რა თქმა უნდა შევუსრულებ. დრო ათ საათს გადაცდა,მაღაზია დაიკეტა და მეც დაღონებული გამოვედი მორიგი ძებნის შემდეგ.ახლა იფიქრებთ ამდენ ძებნას,თავისი სურვილით შეეკერა ისეთი,როგორიც უნდოდაო,მაგრამ ახლა აღარც ამის დროა რომ ვიდარდო და აღარც თავი მაქვს სიმართლე გითხრათ.სახლის გზას გავუყევი ისევ ფეხით,ისედაც ორი ფეხის ნაბიჯზე ვცხოვრობდი და არ მაწყენდა ცოტა გავლა.თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო,მაგრამ გზად ისევ ის შუქებ აბდღვიალებული წიგნების მაღაზია მომხვდა ყველაზე მეტად თვალში.სურვილმა მძლია ნაბიჯი გადამედგა და შევსულიყავი ამ პატარა,მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელ მაღაზიაში,რომელიც უდიდეს ინტერესს აღძრავდა ჩემში.ინსტიქტს მივენდე და მაღაზიის კიბეებს ავუყევი.კარებზე გარკვევით ეწერა ჩამოკიდებულ აბრაზე „ღიაა” სახელურს ვარაუდით დავექაჩე,არ ვიცოდი მინდოდა თუ არა ამ პატარა სამყაროს ხილვა,რაც შიგნით მელოდა. -გამარჯობა.-გაუბედავად დავიძახე და განათებულ სივრცეს თვალი მოვავლე,ისეთი სითბო იყო აქ მაშინთვე ვიგრძენი,რაღაც ძალიან ახლობლური.ნაბიჯი გადავადგი და წინ წავიწიე,საოცრად კარგად იყო მოწყობილი,აღფრთოვანებულიც კი დავრჩი ლამაზად მოხატული კედლების სილამაზით,ასევე იმ თაროების ზედ უამრავი ამბავი რომ ეწყო.თვითონ მაღაზია პატარა იყო,მაგრამ სადაც ადგილი იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წიგნებით იყო „გადატენილი” თაროებს შორის დიდი დაშორება არ და ვერ იყო,ვიწრო სივრცის გამო და არამგონია ერთ ადამიანზე მეტს შესძლებოდა გავლა. -არავინ არის?-დავიძახე ახლა უფრო თამამად და ჩამწკრივებული თაროებიდან ერთ-ერთს მივუახლოვდი.უამრავ საინტერესო წიგნს მოვკარი თვალი წამებში და უსაზღვრო ინტერესის გამო ერთ წიგნს დავავლე ხელი,რომელიც ყველაზე ფერადი და ლამაზი იყო.არ მაინტერესებდა რა ეწერა შიგნით ან რაზე იყო,უბრალოდ ძალიან თვალში საცემი იყო და ესეც საკმარისი აღმოჩნდა.სალაროსკენ დავიძარი გადასახდელად,თუმცა არავინ ჩანდა. ნუთუ ასე მიატოვეს? -ვინ გაწირავს ამ ადგილს ასე?-ჩავიბურტყუნე ჩემთვის და გარშემო მიმოვიხედე.ჭერს ავხედე,მაგრამ ნათებამ იმდენად მატკინა თვალები,სწრაფად ავიფარე ხელები და მოვაცილე მზერა. -რა გნებავთ?-ერთი იყო ხმის გაგონება და წამში ავიხლართე სრულიად უცხო ადამიანის ფეხებში. -უკაცრავად.-შერცხვენილმა დავხარე თავი,ხელებში მოქცეულ ფერად წიგნზე გამიშტერდა მზერა.მერე სწრაფადვე გავსწორდი და ხელში შევაჩეჩე უცნობს ეს ჩემი ფერადი წიგნი. -რა არის ეს? -წიგნი. -ვხედავ რომ წიგნია,მაგრამ საბავშვო წიგნი რად გინდათ?-გაკვირვებულმა ამომხედა დანაოჭებული სახით.არ ქონდა ცუდი გარეგნობა,პირიქით სანდო მოხუცს გავდა. -მე…-თავზე ხელი მოვისვი გაურკვევლობა რომ დამეფარა.-მომეწონა…უბრალოდ ლამაზი იყო და.. -ლამაზი?-დაათვალიერა საბავშვო წიგნი და ამომხედა ისევ.-ამდენ წიგნში,მხოლოდ ამან დაიმსახურა შენი ინტერესი? -დიახ.-დაჩგრული ბავშვივით ვიყავი აყუდბული კედელთან და მრცხვენოდა კიდეც საბავშვო წიგნზე მეტი რომ არ ავარჩიე რამე,თუნდაც მცენარეებზე. -არ იყიდება ეს.-ინტერესით შემათვალიერა მოხუცმა და სალაროს მაგიდასთან დადო წიგნი.მერე მოუარა მაგიდას და სკამში ჩაესვენა. -სხვა აარჩიე. -მე ეს მინდა.-თითი გავიშვირე მაგიდაზე დადებულ ფერად წიგნზე. -კიმარა ამდენ წიგნში,რაღა ეგ შვილო?ეს წიგნი არ იყიდება,ჩემი შვილიშვილის საბავშვო ზღაპრებია,რად გინდა შენ? -მინდა.რამდენად აფასებთ?-არ ვიცი,რატომ დავიჟინე ამ შუაღამისას საბავშვო წიგნის ყიდვა,მაგრამ ახლა პრინციპულად არ დავრუნდებოდი სახლში მის გარეშე. ხელში მოვიქციე და დავაკვირდი უფრო მომთხოვნად.არ გამოპარვია მოხუცს,ოდნავ წამოიწია. -ეგ ჩემ შვილიშვილს კითხე რომ მოვა,ახლა კი,რაიმე სხვა აარჩიე.აქაურობა სავსეა ათასი სხვადასხვა ჟანრითა თუ ისტორიით,დარწმუნებული ვარ რაიმე საინტერესოს აუცილებლად ნახავ.-მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.პირველივე თაროს მივუახლოვდი და პირველი წიგნს დავავლე ხელი ისე რომ მისთვის ზედაც არ შემიხედავს.სალაროს მაგიდაზე დავუდე. -ეს ორი თუ შეიძლება.-საფულე ამოვიღე გადასახდელად გამზადებულმა.-რა ჯდება? -არაფერი. -როგორ? -არაფერი,უბრალოდ აიღე და წაიღე.-ხელი აიქნია უინტერესობის ნიშნად და სათვალე მოირგო სახეზე.რომელიღაც,უფერადო წიგნს დასწვდა და კითხვა განაგრძო შუიდან. მხრები ავიჩეჩე გაოგნებისგან.აღარ შემიშლია მისთვის ხელი ისე დავტოვე ტკბილი კამფეტები მაგიდაზე მადლობის ნიშნად და მხოლოდ საბავშვო ზღაპრების წიგნით გამოვედი აბდღვიალებული მაღაზიიდან.ქუჩას დავუყევი და სადარბაზოს მივადექი, მაღაზიიდან მომავალი სინათლეებიც იმ წუთას გაქვრა.თითქოს საბოლოო კლიენტსაც მოემსახურა მაღაზია და დაისვენა.გასაღები მოვარგე კარებს და სახლში შევედი.ისეთი სიცივე მქონდა მთელ ბინაში რომ პირველი,გამათბობელი და ჩაიდანი ჩავრთე.ეს უბრალოდ მე ვარ ძალიან მცივანა,თორემ ახლა ხომ აპრილის დასასრულია.მანამ სანამ სახლი გათბა და წყალი ადუღდა,გამოცვლაც მოვასწარი და ცხელი ყავით ხელში სავარძელში მოვკალათდი.გვერდით ის წიგნი დავიდე, სულ უფასოდ რომ მაჩუქა მოხუცმა.ერთხელ კიდევ დავაკვირდი ფერად ზღაპრებს და გადავშალე.თვალები შუბლზე ამივიდა შიგნით ისეთი ლამაზი იყო,სულ მთლად პრინცესებზე და გამოგონილ პერსონაჟებზე ეწერა პატარა მოთხრობები.იმდენად საინტერესო და შემთრევი აღმოჩნდა ეს ზღაპრები პრინცესებზე და მათ რჩეულებზე,რომ გაუაზრებლად დამათენდა თავზე. გაგრძელება იქნება… მადლობა ყურადღებისთვის<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



