შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(11)


გუშინ, 02:48
ავტორი ELPI
ნანახია 171

სიჩუმეში მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმოდა. ევას ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და თან ცდილობდა სწრაფად დაბრუნებულიყო მეგობრებთან. თან თავის თავზე ეშლებოდა ნერვები საერთოდ რატომ წარმოიდგინა, რომ აჩისნაირ უცნაურ ბიჭთან შეიძლებოდა ურთიერთობა? ან საერთოდ, რატომ ელაპარაკება ამ დრომდე? ის საშინლად უხეშია, და როდესაც უხეში არაა, მით უფრო ბევრ დაბნეულობას იწვევს ევაში.

თავი გააქნია გოგონამ, უკვე შეწუხებული ფიქრებით, და როდესაც მზერა წინ გაასწორა, უკვე დაინახა მისი მეგობრები, როგორ საუბრობდნენ. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ და ყალბი ღიმილით შეეცადა ყურადღება გადაეტანა. როდესაც ახლოს მისული ევა შენიშნეს, გაკვირვება დაეტყოთ სახეზე.

— სად იყავი? კითხა ლიკამ, როდესაც შეატყო მეგობარს უხასიათობა.

ევამ ცოტა ხანს მზერა გაუსწორა მეგობარს, შემდეგ კი თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.

— უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავისეირნე,
გაუღიმა ისევ და ახლა სხვა მეგობრებს გადაავლო თვალი. — აბა, რას შვებით?შეეცადა არ დასტყობოდა ის იმედგაცრუება, რომელიც ახლა იგრძნო. მიხვდა, რომ აჩი არ დაბრუნებულა. შინაგანად ჭამდა იმის სურვილი, გაეგო, სად იყო ბიჭი. უკვე გაქცევის პირას იყო საერთოდ ვერ ისვენებდა ბუნებაში პირიქით, უარესი სიმძაფრე დაემატა მის სხეულს.

— ჩვენ არაფერს არ ვშვრებით, ევა, მაგრამ მართლა ყველაფერი რიგზეა? გამოაფხიზლა ლიკას შეკითხვამ, რაზეც უბრალოდ ისევ თავი დაუქნია.
— ჩაის დალევ? ჰკითხა ნიკამ და საეჭვოდ შეავლო თვალი გოგონას. აშკარა იყო, ყველა ხვდებოდა მის უხასიათობას.

— კი, პატარა ღიმილი აჩუქა ბიჭს, რაზეც ნიკას წამოდგომა მოჰყვა საპასუხოდ.

— ძალიან კარგია ბუნება, მშვიდად ვგრძნობ თავს, თქვა ლიკამ და ბედნიერი სახით თბილად მოკალათდა სკამზე.

— კი, ძალიან კარგია, დაეთანხმა ირაკლი.

— იკა, როგორ მოხდა, რომ არ გვახვევ შენს პოზიტივს თავზე? შეეცადა თემა გადაეტანა ევას, რაზეც ბიჭიც გაღიმება შეძლო.

— არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ შენც არ ხარ ხასიათზე.

— მე არ…

— არც კი გაბედო უარყოფა, თითის თამაშით შეაწყვეტინა ბიჭმა, რაზეც ევამ გაიღიმა. ახლა კი ეს ღიმილი ნამდვილი იყო.

— კარგი, მართლა რა გჭირს? აჩიმ ხომ არ გაწყენინა გუშინ? თუ გინდა, დღეს ჩემთან დაიძინე.

საზიზღარი დაძაბულობა იგრძნო აჩის ხსენებისას. ძალიან სურდა ლიკასთვის ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ არა აქ.

— არა, რა სისულელეა, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, ალბათ ამინდის გამოა, უთხრა ევამ, შემდეგ კი მხარზე გადაუსვა მეგობარს ხელი.

— აი, შენი ჩაი, ღიმილით გაუწოდა ფინჯანი ნიკამ.

— ნიკა, მადლობა, ევამაც გაუღიმა და ფინჯანი გამოართვა. სითბოს შეგრძნებამ უფრო გააჟრიალა, შემდეგ კი თბილად მოკალათდა სკამზე. ჩაის ცოტა ხანს ჰაერს უბერავდა
არ იცოდა რატომ უფრო ბავშობიდან დარჩენილი ჩვევა იყო, რომლითაც ახლაც აჯერებდა თავს, თითქოს ასე ჩაი მალევე გაგრილდებოდა. შემდეგ ჩაი მოსვა და სიტკბოსგან თვალები დახუჭა.

— ნიკააა, უგემრიელესია, გაუღიმა მეგობარს, რაზეც საპასუხოდ თმის აჩეჩვა მიიღო.

— კაი, ვჭამოთ რა, დაიწუწუნა ირაკლიმ.

— მეც მშია, დაეთანხმა ევა.

— კარგი, სენდვიჩებს გავაკეთებ, წამოდგა ლიკა ფეხზე და კარვისკენ წავიდა, სადაც საჭმელი უკვე მომარაგებული ჰქონდა.

— გავიგე, დღეს ანანო მოდის ჩვენთან, ჩააკვეხა ნიკამ უცებ სიჩუმეში.

ანანოს ხსენებაზე ევამ წამიერი გაღიზიანება იგრძნო. გულში რაღაც მოეკუმშა. ნეტავ ამის გამო დაიკარგა აჩი? გაიფიქრა და თავი გააქნია, თითქოს უნდოდა ფიქრები გაეფანტა.

— რატომ? ვინ დაპატიჟა? იკითხა ირაკლიმ, აშკარად შეწუხებული ტონით.

— ალბათ აჩიმ, ჩაიცინა ნიკამ და ევას გახედა. — ევა, შენ რას ფიქრობ?

— რავი, არაფერს… რა მინდოდა მეთქვა მარტო არ დაიძინებ ალბათ, მიუგო უცებ ევამ, თითქოს გულგრილად.
— არა, შენთან ერთად დავიძინებ, აბა რა გგონია? წყვილი დაიშლება? ისევ გაიცინა ნიკამ, თითქოს სიტუაციის დამამშვიდებლად.

— ხომ მართალი ხარ, ყალბად გაიღიმა ევამ, თუმცა გულში სიცარიელე იგრძნო. ახლა მართლაც გაახსენდა, რომ აჩი მასთან აღარ დარჩებოდა. არ იცოდა, უნდა გახარებოდა ეს, თუ უფრო ნაწყენი ყოფილიყო ფაქტიურად, ბიჭი მას აიგნორებდა.

— ლიკა რო გაიგებს, გაგიჟდება! სცენარის წარმოდგენაზე აჟიტირდა ირაკლი.

— გეყოფა, ნერვებს ნუ აუშლი, ვითომ მკაცრად მიუგო ევამ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაიფხუკუნა, რაზეც სამივეს სიცილი მოჰყვა.

— რა გაცინებთ? გაისმა ლიკას ხმა.

მეგობრებმა მისკენ გაიხედეს ხელში უკვე მზად ჰქონდა სენდვიჩების თეფშები, და გვერდით ფრიც მიეწყო. როცა მიუახლოვდა, ყველას დაურიგა თავისი წილი, თვითონ კი სკამზე ჩამოჯდა. უკვე უნდა ჩაეკბიჩა, როცა ნიკამ ახალი ამბავი აცნობა

— დღეს ანანო ჩამოდის.

ლიკას პირთან მიტანილი სენდვიჩი ჰაერში გაუშეშდა. თვალები გაუფართოვდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება.

— რაა? რატომ?! იკითხა გაღიზიანებულმა.

— ალბათ აჩიმ უთხრა, დაამატა ირაკლიმ და უდარდელად მოკბიჩა თავისი სენდვიჩი.

ევა მშვიდად ჭამდა და ცდილობდა, ისედაც გაფუჭებული ხასიათი უარესად არ გაეფუჭებინა.

— ევა, ნინიც რომ წამოვიდეს, რა ვქნა? იკითხა შეშფოთებულმა ლიკამ, თითქოს სიტუაცია უკვე კონტროლს კარგავდა.

— დაიკიდე, მოდი კარგი? არ მიაქციო ყურადღება. ევა ცდილობდა მეგობრის დამშვიდებას, თუმცა თვითონაც გრძნობდა, როგორ ეძაბებოდა მის გარშემო ჰაერი.

— არა რა… აქ დასასვენებლად ჩამოვედი და უარესად მშლიან ხასიათზე, დაიწუწუნა ლიკამ და ჭამა დაიწყო.

— იდიოტო! ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ დაუყვირა ნიკას, რომელიც აშკარად რაღაცის წამოძახებას აპირებდა.

— ისე, აი, რატო გეზიზღება ეგ ორი? იკითხა ირაკლიმ, გულწრფელი ინტერესით.

ლიკამ წარბი მაღლა ასწია, სენდვიჩი თეფშზე დადო და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ თქვა

— იმიტომ რომ არ ვენდობი არც ერთს. ისინი ნიღბით დადიან.

— ეგრე მგონი ყველა ადამიანი დადის, ლიკა. მგონი აზვიადებ, ჩაიცინა ნიკამ.

ლიკამ ამოიოხრა, მერე პირდაპირ შეხედა.
— არა, ნიკა, არ ვაზვიადებ. ადამიანები ხშირად ნიღბით დადიან, რომ სევდა დამალონ სხვაზე იზრუნონ, და არ დაანახონ, რომ ცუდად არიან. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამას თავისი მოტივების გამო აკეთებს. მე კი როცა ვგრძნობ, რომ მათ რაღაც მოტივი აქვთ… უფრო სწორად რომ ვთქვა, შურიანები არიან, ხო? დაამატა გაბრაზებულმა და პასუხს დაელოდა.

მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ჩაის ორთქლი იფანტებოდა ნელა ჰაერში, თითქოს თვითონ ცდილობდა დაძაბულობის მოხსნას.

— კარგი, ხო, მართალი ხარ, ხელი აიქნია ნიკამ და შეეცადა, აურა განემუხტა. — ევა, შენ რას ფიქრობ?

ევა უბრალოდ უსმენდა მათ საუბარს და აანალიზებდა, რომ ლიკა მართალი იყო. მგონი ზედმეტად ენდობოდა ნინის, გაიფიქრა.

— მე მგონია, რომ ვერ გაიგებ და ვერ იგრძნობ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი. შეიძლება ადგე და თავი დაიცვა, მაგრამ მაინც მოულოდნელად დაგემართოს ის, რასაც ემალებოდი. ან პირიქით, მოლოდინში საერთოდ დაგავიწყდეს, რას ელოდი. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერს დრო სჭირდება.

— აი, მე ამ ვერსიას ვემხრობი, დაამატა ირაკლიმ და თვალი ჩაუკრა ევას, რაზეც გოგონას ჩაეცინა.

— ძალიან გემრიელი გამომივიდა, აღიარება სცადა ლიკამ, თემის შესაცვლელად.

— გეთანხმებით! ხელები აიწიეს მეგობრებმა სიცილით.

— ხოდა, რომ შეჭამთ, დამეხმარეთ, ავალაგოთ ყველაფერი და სასეირნოდ გავიდეთ, აცნობა ლიკამ, რაზეც თანხმობა მიიღო.

ხუთი წუთში უკვე ყველა ფეხზე ვიდექით და ვალაგებდით. ცოტა მოსაღამოვდა, უარყოფითი განწყობა მქონდა მერჩივნა თბილად დამეძინა კარავში, მაგრამ ბავშვებს დაგეგმილ ამბავზე აღარ გავუწიე წინააღმდეგობა.

— არ წავიდეთ? დაღამდა, ლამის უკვე ამოიწუწუნა ირაკლიმ და საკუთარ თმებს შეეხო.

— კი, მოვრჩი უკვე, დაეთანხმა ლიკა და გვანიშნა, გავყოლოდით მას.

— რომელ საათზე ჩამოვლენ? იკითხა ირაკლიმ.

— ალბათ მალე,უპასუხა ნიკამ, რომელიც გარემოს ათვალიერებდა.

— ნუ, ჩვენ არ შეგვაწუხონ, რაც უნდათ, ის უქნიათ, ამოიბუზღუნა ლიკამ, რაზეც მე ჩამეცინა და საპასუხოდ ხელზე დარტყმა მივიღე.

ალბათ ნახევარი საათი ვსეირნობდით. ჰაერს ღრმად ვისუნთქავდით და სხვადასხვა სახეობის სოკოებს ვეძებდით, უბრალოდ სანახავად. როდესაც უკვე მოღამდა, შიშმა ჩემში იმატა. მეგობრებს ვთხოვე, წავსულიყავით, რაზეც მითხრეს, რომ წინ წავსულიყავი და დამეწეოდნენ.

კარვებიდან ოდნავ მოშორებით ვიყავით. ფანარი ავანთე და შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. სიბნელე, ტყე… უკვე პანიკაში ვვარდებოდი.

— მშვიდად, ევა, აქ არაფერია, ეს უბრალოდ წარმოსახვაა, ეს… ვამშვიდებდი საკუთარ თავს.

ვაიმეე, ღმერთო!ბოლო ხმაზე ვიყვირე, როდესაც ნაბიჯების ხმა გავიგე. სწრაფად შევატრიალე შუქი ხმისკენ.

— ჯანდაბა, ევა, ჩაწიე ეგ შუქი! თვალებთან მიიტანა ხელი აჩიმ და შეეცადა ფანარი გამოერთო.

მე კი, გაბრაზებულმა და ერთდროულად შეშინებულმა, გულზე ხელი მივიდე და ხმაც არ გამიცია. ისე გავედი წინ ამჯერად თამამად. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმოდა, და ის ფაქტი, რომ უკან აჩი მომყვებოდა, მამშვიდებდა.

რა სულელი ხარ, ევა… რა სულელი! ვკიცხავდი საკუთარ თავს ჩუმად.

სწრაფი ნაბიჯებით ჩავედი აღმართზე და, როცა განათებულ ადგილს მოვკარი თვალი, ბედნიერი გავეშურე მისკენ. არც კი გამიხედავს უკან ვიცოდი, ვინც მომყვებოდა.

კარავი გავხსენი, შიგნით შევედი, პლედი გადმოვიღე და მოვიხვიე. კარავის დასაკეტად ხელი რომ წავიღე, აჩის სილუეტი დავინახე ახლოს იყო. მივხვდი, რომ მასაც შიგნით უნდოდა შესვლა, ამიტომ სწრაფად გამოვეცალე და სკამებისკენ წავედი.

ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი არა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებდა, უბრალოდ მინდოდა დრო გამეყვანა, სანამ ლიკა, ირაკლი და ნიკა დაბრუნდებოდნენ. ნაცნობ ფოტოებს ვუყურებდი, ზოგზე კი თავისით მეღიმებოდა.

უცებ კარვის დაკეტვის ხმა გავიგე ხმამაღალი და მკვეთრი. არ გამიხედავს, არ მინდოდა. მინდოდა ეგრძნო, რომ ხანდახან მის უხეშ სიტყვებზე დაფიქრება სჯობს.

ნაბიჯების ხმა შემომესმა. უფრო დავიძაბე. შემდეგ ჩემს წინ სკამი გაიწია და ხმაც გაისმა ახლა მართლა ავნერვიულდი. რა უნდა? რამე მკითხოს? დამელაპარაკოს? მაგრამ აჩიც დუმდა.

ასე ვიყავით ორივე სიჩუმეში, სადაც მხოლოდ მძიმე აურა ტრიალებდა ჩვენს შორის.

— ღმერთო, ევა, სად ჯანდაბაში წახვედი?! უეცარმა ყვირილმა შემაკრთო. სწრაფად გავიხედე ლიკა იყო.

— იცი, რამდენი ვინერვიულე? მეგონა, დაიკარგე! ღრმად ამოისუნთქა გოგონამ.

გავუღიმე მშვიდად.
— მაპატიე, კარგად ვარ.

ლიკამ საპასუხოდ თავში წამომარტყა.
— ანუ ეს პატიება იყო? ჩავიხითხითე და მხარზე ხელი დავადე.

— ოხ, ეს ვინ გამოჩენილა! გაისმა ირაკლის ხმა.

იგი აჩის მიესალმა, რაზეც ბიჭმა მხოლოდ მკრთალი ღიმილი დაიძალა საპასუხოდ.

უეცრად აჩიმ მზერა ჩემზე გადმოიტანა. ჩვენი თვალები რომ გადაეყარნენ, წამში ავარიდე თავი და ნიკასკენ გავიხედე. სხვა რამეზე იფიქრე, ევა, ვეუბნებოდი საკუთარ თავს ჩუმად, მაგრამ გულისცემა მაინც გამალებით მიცემდა.

გარემო თითქოს ისევ ჩადგა ცეცხლი შუშხუნებდა, და იმ სიჩუმეში, რომელიც თითქოს მშვიდად ჩანდა, რაღაც დაუმთავრებელი ისევ ჩვენს შორის ტრიალებდა.

— გამარჯობა, მოკლედ მოუჭრა ნიკამ აჩის, შემდეგ კი ღიმილით თმა ამიჩეჩა.

— და ანანო და ნინი დაგრჩა? გაეხუმრა ირაკლი აჩის. მგონი ირაკლი იყო ერთადერთი, ვინც ამ ეტაპზე პოზიტივს ასხივებდა.

— მოვლენ მალე, მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი აჩიმ.
ირაკლიმ ღიმილით დაუქნია თავი.

მე კი შინაგანად მღრღნიდა აზრი, რომ მალე ალბათ მარტო მომიწევდა ღამით ძილი კარავში შუა ტყეში… ღმერთო!

კარვიდან რომ გამოვიდა ლიკა, საჭმელი წამოიყოლა. ჩვენც მივეხმარეთ მაგიდის გაწყობაში თერმოსიდან ჩაი დავასხით, თეფშებზე ბუტერბროდები და ფუნთუშები დავალაგეთ. როცა უკვე ყველა მოვკალათდით საჭმელად, მოულოდნელად ჩვენკენ მომავალი ორი გოგონა დავინახეთ.

— ჯანდაბა… ჩაიფხუკუნა ლიკამ. მე კი მის დასამშვიდებლად ხელი მოვკიდე.

— როგორ ხართ? გვკითხა ნინიმ და სათითაოდ ყველას გადაგვკოცნა.

— ვაუ, არ გელოდით, იცრუა ირაკლიმ და ცდილობდა ძალით გაეღიმა.

— ხო, სიურპრიზი მოვუწყვე ჩემს ბიჭს, თქვა ანანომ.

მაშინვე შევხედე აჩის მხოლოდ წამიერად. ის მშვიდად იჯდა, თითქოს ყველაფერი ნორმალური იყო. მე კი უცნაურად ვგრძნობდი თავს. საერთოდ რატომ მანაღვლებს? გავიფიქრე და ისევ ჩაის ფინჯანზე გადავიტანე ყურადღება.

— ევა, რა გჭირს? მკითხა მომღიმარმა ნინიმ.

— ა, არაფერი, მეც გავუღიმე და თავი არიდება ვცადე.

— კარგი, აბა, ჩვენ სად შევიტანოთ ტანსაცმელი? იკითხა ანანომ და ჩანთებზე მიგვანიშნა.

— შენ ალბათ აჩისთან დარჩები, ევა ჩემთან, ნინი კი… ოო, აი ნინი ალბათ ჩემთან და ევასთან, გაიკრიჭა ნიკა.

მის ამ პასუხს აჩის ირონიული ჩაცინება მოჰყვა. მე კი უცნაურად გავხედე თითქოს მინდოდა გამეგო, რას ფიქრობდა. ის ისევ მიყურებდა, თან ჩაის სვამდა მშვიდად, თითქოს არაფერი ხდებოდა.
ღმერთო, რა უნდა საერთოდ ამ ბიჭს? გავიფიქრე საკუთარი დაბნეულობის გამო.

— აჰაჰა, მე მაწყობს, თქვა ანანომ და აჩის ლოყაზე აკოცა.
ახლა მართლა ვარწყევდი შიგნიდან ისე ამეწვა ყველაფერი, ძლივს შევიკავე გამომეტყველება.

— ჩვენ დავეტევით? ეჭვნარევად იკითხა ნინიმ, ჩუმად, თითქოს ცდილობდა, სიჩუმე არ დაერღვია.

ლიკამ თვალები გადაატრიალა, ნიკამ სიცილით ჩაილაპარაკა რაღაც, მე კი უბრალოდ ჩაის კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი თითქოს ამით ყველა ემოცია დავმალე
საიდანღაც ქარმა დაუბერა, ცეცხლმა კი ნაპერწკლები ჰაერში ააფრქვია და იმ წამს ვიგრძენი, რომ ეს ღამე ჩვეულებრივი აღარ იქნებოდა.

— კარგი, მაშინ წამოდი, ანანო, დავტოვოთ ჩანთები და ვჭამოთ ჩვენც.

კარვებისკენ დაიძრნენ. აჩი ისევ იმ სკამზე იჯდა და, მგონი, საერთოდ არ აპირებდა ადგომას.

— ბიჭი, რას შვები? ჰკითხა დამცინავად ლიკამ. — არ აპირებ მიაცილო შეყვარებული?

აჩიმ უბრალოდ შეხედა უთქმელად და ჭამა დაიწყო. ლიკამ კი მე გადმომჩურჩულა

— ამას რა ჭირს? გუშინ ენა მოაჭერი თუ ისეთი ღამე გქონდათ, რომ…

— ჩუმად, ნუ სულელობ! უცებ შევაწყვეტინე და მხარზე ვუჩქმიტე, აწითლებულმა.

რაზეც გაიცინა, მაგრამ როგორც კი ნინი და ანანო მოგვიახლოვდნენ, მზერა ისევ დაუსერიოზულდა. გოგონებმა პლედი დაბლა გააფინეს და იქ დასხდნენ, საჭმელი კი ორ თეფშზე გადაინაწილეს.

— დღეს მალე დავწვეთ, შეგვატყობინა ლიკამ.

დარწმუნებული ვიყავი, რატომაც.

— მე თანახმა ვარ, დაეთანხმა ნიკა.

— ძალიან ბედნიერი ჩანხარ… რა მოხდა? შეეკითხა აჩი ნიკას.

მისი ცივი და ბოხი ხმის გაგონებაზე ლამის ლუკმა გადამცდა.

— არაფერი, მხრები აიჩეჩა ნიკამ.

აჩი მაინც თვალებით „ჭამდა“. რატომ ჰგონია, რომ ადამიანებს ასე უნდა ჩააციკლდეს?
მაგრამ უი… ხო, ევა, ეს შენ ხარ, ვინც ასე იქცევა.

— კარგი, ავალაგოთ მაგიდა. ხვალ ვისაუბროთ, დაძაბულ სიტუაციაში ჩაეჭრა ირაკლი და თეფშების ალაგება დაიწყო.

მეც მივეხმარე და ხუთ წუთში ყველაფერი, რასაც ქვია, დავაწკრიალეთ.

— კარგი, ნიკა, წამოდი, დავწვეთ, მივმართე მეგობარს მთქნარებით.

-უი… უცებ წამარტყა თავში
ჩემი საღამურები კარავშია.
გადმოვიტან ახლავე.

სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი კარვისკენ და გამოვაღე. შიგნით შესულს თბილი ჰაერი მესიამოვნა. ტელეფონის შუქი გავანათე და საღამურების ძებნა დავიწყე. როცა ვიპოვე, ხელებში მოვითავსე და გასასვლელად შევტრიალდი, რა დროსაც აჩი შემოვიდა კარავში.

— უი… ბოდიში, გავდიოდი, მკვახედ მივუგე და წინ ნაბიჯი გადავდგი.

თუმცა ძლიერმა ხელის მოჭერამ, შემდეგ კი მოულოდნელმა შემოტრიალებამ, ინერციით ძირს დამაგდო. შოკირებული ვიყავი. ავხედე აჩის.

— შენ რა, სულ გააფრინე, იდიოტო?! რას აკეთებ?! მთელი ბრაზით დავუწყე ყვირილი და ფეხზე წამოვდექი.

— სად მიდიხარ? ღრმად სუნთქავდა და თვალს არ მაშორებდა…

— დასაძინებლად… და გაიწიე, ვუთხარი, თუმცა ის ადგილიდან არ იძროდა.

მისი ეს ქცევა საშინლად მაღიზიანებდა.

— აჩი, გაიწიე უკვე! გაბრაზება და გაუგებრობა ერთად მებრძოდა.

— არა. შენ აქ იძინებ, მითხრა და ვითომც არაფერი, ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.

— რას ქვია, აქ ვიძინებ?! აქ ანანო იძინებს, მე კი ნიკასთან…

ყურადღებას არ მაქცევდა. ისევ თავის საქმეს აგრძელებდა. როცა მაისური იპოვა, ჩემკენ შემობრუნდა.

— არა. შენ იძინებ აქ. სადმე გაიგონე თანხმობა იმაზე, რომ ანანო აქ რჩებოდა?

მეთამაშებოდა. ვფიცავ, უბრალოდ მეთამაშებოდა მისი ამ საუბრით.

— აჩი, გეყოფა უკვე! მაღიზიანებს შენი ქცევები. საერთოდ რა გინდა?! უკვე ნაწყენმა მივუგე. აშკარა იყო, ვცდილობდი გამეგებინებინა, რომ მასზე გულნატკენი ვიყავი.

— რამეს გთხოვ? უბრალოდ კარავში დაწექი, სადაც გუშინ დარჩი. ანანო და ნინი ნიკასთან დარჩებიან. რატომ ქმნი პრობლემას? მითხრა და გამოცვლა დაიწყო.

უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი. ან სულელი იყო, ან უემოციო იდიოტი, რომელიც ვერაფერს ხვდებოდა.

— იცი რა? დავიღალე, ევა.
ბევრს ნუ კითხულობ, ევა.
პრობლემას ნუ ქმნი, ევა.
ნუ ბავშვობ.

ეს უკვე ზედმეტი იყო.

— შენ ყველაზე ცუდი ბიჭი ხარ, ვინც კი ოდესმე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში! შენ თვითონაც კი არ იცი, რა გინდა!

ვცდილობდი არ მეტირა და მის წინაშე მყარად ვმდგარიყავი, თუმცა ჩემი სხეული საპირისპიროს აკეთებდა.

— ანუ ნაწყენი ხარ და ამიტომ მაიგნორებ მთელი დღეა? ამიტომ გინდა, რომ ნიკასთან დაიძინო? ჩემთან ახლოს მოიწია და პასუხს დაელოდა.

მე კი უჰაერობა ალბათ მომკლავდა.

— კი, ნაწყენი ვარ. შენ მთხოვ, დაგაიგნორო, არ შევქმნა რაიმე ისტორიები ლამაზი ყვავილებით და მზით… შენ დამაკარგინე უკვე სურვილი. ამიტომ ნუ ელი მეტს.
ახლა კი გამატარე.

ისევ წინ გადავდგი ნაბიჯი… და ისევ უკან გადამაგდო. ამჯერად თავი იატაკს დავარტყი.

— აუჩ! წამოვიყვირე და აცრემლიანებულმა თავის ზელვა დავიწყე.

— ბოდიში… ბოდიში… არ მინდოდა… უცებ ჩაიმუხლა ჩემთან. ხელები თავზე შემახო. მაპატიე…

მისი ხმა თბილი იყო. ზედმეტად თბილი ამ ყველაფრის შემდეგ.

— აი, ესაა შენი პრობლემა, ვუთხარი სლუკუნით. — ხან მზრუნველი ხარ, ხან უხეში .

მისი ჩაცინება გაისმა.

— არ მეცინება! ვუთხარი და ავხედე გაბრაზებულმა.

მან კი ხელის მოძრაობით მანიშნა, რომ პირი დაკუმა…

„ევაა!“ — გაისმა ნიკას ძახილი.

აჩის სხეული მაშინვე დაიჭიმა საპასუხოდ. როცა წამოვდექი, თითზე თითი ძლიერ ჩამჭიდა. გაკვირვებულმა შევხედე. შემდეგ კი გამიშვა, ცრემლები მოვიწმინდე და კარავი გავხსენი.

— რას აკეთებ, არ მოდიხარ? მკითხა ნიკამ და სახეზე დამაკვირდა. — რა გჭირს?

— არაფერი… აქ მირჩევნია ყოფნა, თავი მოვიქექე უხერხულობისგან, თუმცა ტკივილს მაინც ვგრძნობდი.
— ევა რა მოხდა არ დამიმალო იტირე? მკითხა ნიკამ და ჩემსკენ ახლოს მოიწია
— არ ვიცი… —
ხმა ჩამწყდარი მქონდა, გულში კი ტკივილი ისევ მიტრიალებდა. — უბრალოდ… დღეს ძალიან ბევრი მოხდა.

— კარგი… ნიკამ თავი დამიქნია.კარგი, ტკბილიძილი. უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, რომ აქ ხარ… და რომ კარგად ხარ გამიღიმა ნიკამ და უკან გატრიალდა.

— ტკბილიძილი! მივაძახე მეც. იმედი მქონდა, არ გავანაწყენე.

ბოლოჯერ შევხედე და კარავი დავკეტე. შემდეგ უკან შევტრიალდი აჩი პატარა ღიმილით მაკვირდებოდა.

— რა? ვკითხე უხეშად და ჩემს საღამურებს დავსტაცე ხელი.

— არაფერი, მხრები აიჩეჩა.

— უნდა ჩავიცვა, ვუთხარი შეტრიალებულმა.

— კარგი, მითხრა, შემდეგ სწრაფად მაქცია მანაც ზურგი.

ჩავიცვი ტანსაცმელი და თბილ საბანში ჩავწექი. ზურგი ვაქციე და შევეცადე, არც კი შემემჩნია მისი არსებობა. იდიოტი, მის გამო ლამის ტვინი გავასხი.

ვიგრძენი, როგორ მომიწვა გვერდზე მდუმარედ.

— არ გეგონოს, რომ შენს გამო დავრჩი. უბრალოდ მართლა აქ მაქვს ყველაფერი, ვუთხარი თავის დასაცავად.

მისი სიცილი ვერ გავიგე, მაგრამ ერთი იყო ვგრძნობდი რომ იღიმოდა სწრაფად მივტრიალდი მისკენ და ხელით ვანიშნე

— ნამდვილი იდიოტი ხარ, აჩი.

შემდეგ ისევ შევტრიალდი.

— ტკბილი ძილი, ევა. ბევრს ნუ ფიქრობ. უბრალოდ დაიძინე, მითხრა მშვიდად და გადატრიალდა.

შემდეგ საბანი ტანზე უფრო მივიბჯინე, ფეხები ავკეცე და თვალები მოვხუჭე.

მთელი დღის ემოციების ფონზე მალევე ვიგრძენი სიმშვიდე.


მგონი იანვრის ამინდივით არის ეს ბიჭი რა უნდა ვერ გაიგო :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent