დამალული სიმართლე (თავი 4)
ოთახის კარი იღება და ნათია შემოდის,საწოლზე ჯდება. ან,რა გადაწყვიტე ტოსკანაში წავიდეთ თუ ვენეცია? არ ვიცი… წავიდეთ,მე მინდა…. მართლააა?? - თითქოს ამის მოსმენა მინდოდა,ვიღაცას ებიძგა,რომ მერე ჩემი ნამუსიანი მეორე მე ჩამეხშო. კი. მატარებლით მივდივართ ტოსკანაში.მგზავრობა ღამით იყო,ამიტომ გამთენიას ჩავედით.კოტეჯი შესანიშნავ ლოკაციაზე იყო,სახლი ძველებური სტილის,ქვით ნაშენი.ლამაზი გამწვანებული ეზო,ხასხასა მწვანე მოლი,სიწყნარე,აქა- იქ ჩიტების ჭიკ-ჭიკი თუ დაარღვევდა იდეალურ სიჩუმეს.სტუდიოს ტიპის მისაღები,უკანა კარით კი ვერანდაზე გადიოდი აუზთან. სამი საძინებლიდან ერთი საძინებელი მე და ნათიას დაგვითმეს.ნივთები ამოვალაგე,საწოლზე დავეშვი და მზერა ჭერს მივაპყარი. ყველაზე გამორჩეული ზაფხულია ჩემს ცხოვრებაში…ნათია ზევიდან დამყურებს.ვიღიმები -რას ფიქრობ? - მეკითხება ნათია - იმას რომ,ამ ზაფხულს გამოვარჩევ,ჩემი განვლილი ცხოვრებიდან,როგორც ყველაზე ბედნიერი შვებულება. - იცი,როგორ მიხარია ამის მოსმენა შენგან?! და იმასაც ვხვდები რომ ეს მთლად ჩემი და იტალიის დამსახურება არაა - ხითხითებს და ზევიდან მაწვება და მეხუტება.თმა მეწიწკნება. -ააა,თმააა,ველურო- ორივე ვკისკისებთ,მე უფრო ბედნიერებისგან,მიხარია ჩემს გვერდით რომ არის ის ადამიანი ვისაც ჩემი ასე ესმის და მიგებს. თუმცა ჩემს კიბოს ხასიათს რას გაუგებს ადამიანი,წამში მეცვლება ხასიათი,უცებ ვიწყენ და სახეზე გამომეტყველება მეცვლება.ნათია მიყურებს. -რა მოხდა? -მეშინია…. -დაკვირვებით მიყურებს,ტუჩის კუთხეები ეშვება. - ხომ იცი რომ შენს თავშია პრობლემა?! შენ როგორც უყურებ სამყაროს,გარემოს და ადამიანებს,ანალოგიურად ხდება ყველაფერი.როდის გაწყვეტ მაგ ძაფს?! წარსულთან აღარაფერი გაკავშირებს,მოგონებების გარდა.მიეცი შენს თავს თავისუფლება,რატომ ებრძვი არ გღლის ეს ყველაფერი?! - ნათიაა,რა რთული ასახსნელია ყველაფერი იცი?! ვიღლები,ეს ის სიტყვა არაა,რაც ჩემს მდგომარეობას გადმოსცემს.ვიფიტები,მაჭკნობს,მაშრობს,არ ვიცი უღონო და უუნარო ვხდები,ამდენი ბრძოლით საკუთარ თავთან.იმდენი ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს,მანგრევს და ნაწილაკებად მაქცევს,მაგრამ შიშს ვერ ვერევი,ველი გარდამტეხ მომენტს,რომ ეს უკანასკნელი გადავლახო… -ნუ ელი ნურაფერს.ეგ შენს თავშია,მანდ უნდა მოხდეს ეგ გარდატეხა,მაგრამ ამასობაში რამდენი წელი გავიდა ანა,ყველაზე ძვირფასს დროს კარგავ. -ვიცითქო,გეტყვი,მაგრამ ეს არ იქნება გააზრებული.შეგნებული რომ მქონდეს ეს დიალოგიც არ იქნებოდა საჭირო. -ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვცდილობ უარყოფითი ფიქრები და ენერგია გავფანტო,ეს დღეები ჩემგან შორს.ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდება ეს ყველაფერი.აი ისევ ჩემი უცნაური ხასიათის გამოხატულება,თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ ტიპიური კირჩხიბი ვარ.ისევ ვიღიმი და თვალებანთებული ვეკითხები ნათიას - ძალიან მეტყობა? -ეშმაკურად ვიღიმები და ხვდება,რომ თემა შეცვლილია. -ოჰ,არა.ახლა მაგაზე ნუ იღელვებ. გარედან ჟრიამულის ხმა ისმოდა,გამოვედით და სანდრო უკვე თავით არის გადაშვებული აუზში. -ჩამოდით - გვეპატიჟება.ბექა იქვე დგას და ხელს იქნევს - მეცხრე კლასის მერე არ გაზრდილა ეს. ჩემს უკან მოძრაობას ვგრძნობ,თავს ვაბრუნებ და ირაკლი ნათიას ეპარება.ჩემს გამომეტყველებაზე ნათია თავს აბრუნებს,მაგრამ გვიანია ირაკლის უკვე ხელში ჰყავს ატაცებული და აუზისკენ მიარბენინებს. -ვაიმე,ლაშხი დამსვი,თორემ სულს გაგაფრთხობინებ,ტელეფონი ვაიმეეე… ირაკლი წამში ჩერდება.-ანა,გამოართვი რაა. ვუახლოვდები, ტელეფონს ვართმევ ნათიას და წამში წყლის წვეთები მესხმევა,ნათია აუზშია,გალუმპული.მეცინება მათ სიგიჟეზე.- რაო ანა,ხომ არ გგონია,შენ მშრალი დარჩები?! -თვალები უთამაშებს ირაკლის და ჩემსკენ იწყებს მტაცებლურ მოძრაობას. -არ მომეკარო.- ხმა გაბზარული მაქვს,თავადაც ვხვდები,რომ ჩემს სიტყვებს მნიშვნელობას არ მიანიჭებს,დამაჯერებლობა აკლია,ასე რომ ჯობია გავიქცე.რა თქმა უნდა ასეც ვიქცევი და გავრბივარ,კოტეჯის წინა მხარეს,ჭადრის ხესთან მივრბივარ და ასე ვუვლით ხეს ორივე წრეს. -არ მომეკარო,მომეშვი.- გული ამოვარდნას მაქვს,სირბილისგან, ხმამაღლა ვსუნთქავ და ვერ ვარეგულირებ სუნთქვას. - ვიღაც როგორც ჩანს ჯანმრთელ ცხოვრების წესს არ იცავს,ასე 10 მეტრის გარბენა არ უნდა გღლიდეს,ჯერ ისევ ბავშვი ხარ. - თავდაჯერებული მშვიდი სუნთქვა,რა ენაღვლება,ვფიქრობ. -ხოდა რას გადამეკიდე ეს მოხუცი,მომეშვი,ჩემს დევნაში ძვალი არ იღრძო. -ამ მოხუცს იმაზე მეტი შეუძლია,ვიდრე წარმოიდგენ შენს ყველაზე ველურ ფიქრებში. -შენი ამბიციურობა მკლავს. - არადა ჩემი შესაძლებლობების 1% არ იცი შენ ჯერ,დამიჯერე პატარავ. -თვალებში მიყურებს და რომ არ ველი,მოულოდნელად ჩემსკენ იხრება წამში ხელს მავლებს და მიჭერს,ვცდილობ დავუსხლტე,მაგრამ აზრი არ აქვს.მის ძლიერ მკლავებში ვარ მოქცეული,ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.მისი ხელები ჩემს ზურგზეა და მბოჭავს. -კაიი,გამიშვი. - ავწუწუნდი. -აქ ვიღაც ჩემს ასაკზე ხუმრობდა,როგორც მახსოვს… - გამომწვევად,ნიშნის მოგებით მიღიმის. - არა,როგორ ვიკადრებდი მაგას,მოგეჩვეეენაა… ბოლო ბგერები უკვე ჰაერში,მის ზურგზე მოკიდებულმა დავასრულე. -ირაკლიიი,დამსვი ახლავე… - გზას აგრძელებს მშვიდად და აუღელვებლად- ირაკლიი,უხერხულად ვარ …-ამან გაჭრა როგორც ჩანს,მაგრამ არაა,უბრალოდ ახლა ორივე ხელში ატატებული ვყავარ,პატარა ბავშვივით და ისე აგრძელებს გზას.აუზს მივუახლოვდით. -არ ჩამაგდო! -ვაფრთხილებ,იცინის და ამ სიცილს ჭკუიდან გადავყავარ. -აბა რატომ გატარე ასე ხელით,შენი აზრით? -ხელებს კისერზე ვხვევ და ნიშნის მოგებით ვუღიმი. -ტელეფონი ხომ არ გაქვს ჯიბეში? -არა.-ვპასუხობ მშვიდად და პასუხის გაგებისთანავე ჩემთან ერთად ხტება აუზში.წამიერად თვალებს ვხუჭავ და როგორც კი წყლის ზედაპირზე ამოვდივარ თვალებს ვახელ,ფეხზე ვდგები,თუმცა წელზე მაინც მხვევს ხელს წონასწორების შესანარჩუნებლად.ხელს მკლავზე ვკიდებ და ვაწევინებ,მემორჩილება.სწრაფი მოძრაობით ვიწყებ მის გაწუწვას და სახეში ვასხამ წყალს.ხელს შლის თვალებს იფარავს წყლისგან,მე კი ჯიუტად განვნაგრძობ წყლის შესხმას სანამ თავადაც არ ამყვა… საღამოს გადავწყვიტეთ ტერასაზე ავღნიშნოთ ჩემი დაბადები დღის დადგომა.ირაკლი,ნათია და სანდრო მიდიან რომ წვეულებისთვის შეიძინონ პროდუქტი.მანამდე დედას ვესაუბრები,შემდეგ ტერასაზე ვჯდები და მე და ბექა ვსაუბრობთ ზოგად თემებზე,ბექა სანდოობას იწვევს ჩემში. -მე და ნათია სტუდენტობის დროს დავმეგობრდით,მის მერე ერთად ვართ,შემდგომ მამამისმა გადასცა ფართი სადაც საკუთარი კომპანია გახსნა და მის მერე წლებია ერთად ვმუშაობთ… თქვენ? -ჩვენ ბაღიდან მგონი. -გვეღიმება. -მართლაა?? -ჰო,მართლა,რაც თავი მახსოვს,სანდრო და ირაკლიც მახსოვს.სულ ერთად ვიყავით უბანში,ბაღში,სკოლაში.ნუ უნივერსიტეტი სხვადასხვა იყო ჩვენს შემთხვევაში.სანდროს ბავშვის ნათლიები ვართ მე და იკა. -რა მაგარია.მე ბავშვობის მეგობარი არ მყავს.ზოგადად ბევრი მეგობარი ისედაც არ მყავს,ცოტა ინტროვერტი ვარ. -რატომ? -რავიცი,სკოლის პერიოდში ვისთანაც ვმეგობრობდი მომატყუა და ძალიან ცუდად მოიქცა,მისი ქცევა ღალატის ტოლფასი იყო და მის მერე,რაღაცნაირად ჩამოვშორდი და ურთიერთობებიც გავწყვიტე.ცოტა გრძელი ამბავია,არასასიამოვნო… -უი,საწყენია.თუმცა ერთის გამო ასე არ უნდა შეიცვალო. -ბევრი გარდამტეხი მოვლენა მოყვა მის საციელს და…ზოგადად არ ვსაუბრობ მაგ საკითხზე,არ მიყვარს გახსენება.ანუ იმისთქმა მინდა რომ სადღაც რაღაც ახდენს ზეგავლენას და წარუშლელ კვალს და დაღს გასვავს ადამიანს,მერე მსგავსი მოვლენები ხდება ჩვენი ბევრი ხასიათი და ქცევის საწყისი.ჩემი ინტროვერტობაც მგონია მაქედან არის… -ალბათ,მაგრამ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.არასდროს არ მიეჩვიო იმას რაც არ მოგწონს,არ მიიღო ისე როგორც არის.ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია,მთავარი სურვილია. -მართალს ამბობ,მაგრამ საქმე ისაა მე სურვილი არ მაქვს,მის მერე,რომ სამეგობრო წრე მყავდეს დიდი. სახლიდან ხმა მოისმა,როგორც ჩანს დაბრუნდნენ. -სასიამოვნი იყო შენთან საუბარი,ახლა წავალ დავეხმარები…მოვუბოდიშე და ოთახისკენ წავედი. მზე უკვე კარგახნის გადაწვერილიყო,ადგილის უთმობდა მის მეორე ნახევარს.მალე სავსე მთვარე აკიაფდა ცაზე,რაღაცნაირი ღამე იყო,განთიადს ჰგავდა. გადაწყვიტეს გვიანი ვახშამი გვქონოდა,რადგან 12 საათის მერე შევხვედროდით ჩემს დაბადების დღეს.მიუხედავად პატარა ჩემი პროტესტისა,რომ 10 საათის მერე ძალიან მეძინებათქო,არ შეისმინეს ჩემი. დახმარებაზე უარი მითხრეს,ოთახში გამიშვეს შენ გაიპრანჭე და ჩვენ დაგიძახებთ საჭირო დროსო.მეც დავემორჩილე.საღამოსთვის ისევ ის კაბა ჩავიცვი რაც ტრევის შარევანზე ჩემი და ირაკლის სეირნობის დღეს.მსუბუქი მეიქაფი გავიკეთე და ველოდი მათ მოწვევას,მანამდე კი ტელეფონი ავიღე და საძიებელ ველში ვწერ ირაკლი ლაშხი ოჰოო,გამომწერების სიუხვე თვალს მჭრის და მათი უმეტესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.მისი ფოტოები,ჰმ… კარგად იცის როგორ წარმოაჩინოს თავი,საკმაოდ მაცდური და როგორც თვითონ აღნიშნა გლამურული ფოტოები აქვს. ვათვალიერებ და უფრო მეტად მხიბლავს,რთულია გაუძლო მის შარმს,მამაკაცური და მაცდური გარეგნობა აქვს…ვაიიჰ,აშკარად გულის ცემა იცვლება და ამ ოთხ კედელს შორის გაჩერება აღარ შემიძლია,კარი გამოვაღე და ვკითხულობ -კიდე არ გამოვიდე? -ეცინებათ ჩემს საცოდავ ხმის ტემბრზე. -აღარ ხარ დასჯილი გამოდი. - მრთავს ნებას სანდრო. -შენ გაიხარე,უკვე მეძინებოდა მოწყენილობისგან. ნათია და ირაკლი სად არიან? -კითხვა დასრულებული არ მაქვს ნათია შემოდის. -მშვენიერი,ჩვენც მოვრჩით. -თავით მიმანიშნა გარეთ საქმიანობას ეხებოდა. -თუ შეიძლება ვნახავ. -მიბრძანდი,მეც გადავიცმევ და გამოვალ. გარეთ გავდივარ.მაგიდა აუზთან შორიახლოს დაუდგამთ,რა საყვარლები არიან სანთლებიც შეუძენიათ და ეზოში ის ორიოდე ყვავილიც მოუწყვეტიათ და ვაზაში დევს…ირაკლი სანთებელას აჩხაკუნებს სანთლებს ანთებს.ხმაზე იხედება და მიღიმის.მაგიდას ვუახლოვდები,სანთლები აანთო.ორ ნაბიჯში ვჩერდები და გაღიმებული ვუყურებ მათ მზაობას. -მადლობა ძალიან ლამაზია. -იმ ორიოდე ნაბიჯსაც ფარავს და მიახლოვდება.წელზე ხელს მხვევს,ლოყაზე მეკვრება,მისი წვერი მჩხვლეტს,მაგრამ თავს მაინც არ ვწევ,რაღაცნაირი ჩახლეჩილი ხმით მეუბნება -ძალიან მომწონხარ ამ კაბაში. უკნიდან ნათიას ხმა მესმის - იდილიას ხომ არ დაგირღვევთ,რომ გამოვიდეთ?- უღიმის - მობრძანდით ქალბატონო,თქვენ როგორც ყოველთვის იქ ყოფთ ცხვირს სადაც არ გეკითხებიან.მოგხედავთ საქართველოში მე და დავითი. -ენა ლაშხი,რაც ბავშვობაში დაგაკელი ახლა აგინაზღაურებ იცოდე.- ემუქრება ნათია. -მაგიდა გაიწუწება,თორე კიდე გაგაგრილებდი აუზში. -ვაიმე გეყოთ…ბექა და სანდრო გამოდიან,სანდროს ღვინო უკავია -მგონი დროა საღამო გახსნილად გამოვაცხადოთ ხომ? -კი,სანდრო,მე გრთავ ნებას. - ვიღებ ჩემს თავზე. - მრგვალი მაგიდაა,ერთ მხარეს ირაკლი მიზის გვერდით,მეორე მხრიდან ნათია.პირველი ჩემს ბოკალს ავსებს ნახევრად ღვინით.იშვიათად ვსვამ ალკოჰოლს,თუმცა დღეს,მომინდა და გამონაკლისიც დავუშვი.შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი,მეც და სუფრის წევრებიც,ისეთი მყუდრო,მხიარული,მეგობრული ატმოსფერო შეიქმნა ჩვენს შორის,ვერავინ იფიქრებდა რომ სულ რამდენიმე დღის გაცნობილ ადამიანებთან ერთად ავღნიშნავდი ჩემს დღეს. თორმეტ საათზე ნათიამ პაწაწინა ტორტი შემოიტანა,ისეთი საყვარელი და ლამაზი,არ ვიცი ნასვამი თვალებით მეჩვენებოდა ასე თუ … ?? რა თქმაუნდა დაბადების დღის მისალოცი სიმღერაც მიმღერეს შეძლებისდაგვარად და ტორტის ჩაქრობის დროც მოვიდა. -სურვილი ჩაიფიქრე აუცილებლად. _მითხრა სანდრომ. -კაი. _დავფიქრდი,რა მინდა ყველაზე მეტად,რას ვისურვებდიი? _ არაფერი პირადული,მინდა ყველა ძალიან,ძალიან ბედნიერები ვიყოთ. შევუბერე და ჩავაქრე. -გი ლო ცავთ! _ ერთხმად შესძახეს. -ეს შენ. _ირაკლიმ პატარა კოლოფი მომაწოდა.საჩუქარს არ ველოდი,გული ამითრთოლდა.გავხსენი და ვერცხლისფერი ყელსაბამი,პაწაწინა ანგელოზის ფორმის კულონითურთ. -რა ლამაზია,ძალიან დიდი მადლობა.-ხელს ვხვევ ყელზე და ვკოცნი. -ანუ საჩუქრების გადაცემას გახსნილად ვაცხადებთ- იღმის სანდრო და მაწვდის საჩუქარს.ბექაც მაწვდის და აყოლებს - ფოტოს მე შეგირჩევ,ჩემი ტელეფონიდან.საქართველოში დაგიბეჭდავ,აქ ფიზიკურად ვერ ვნახე - დაეჭვებული ვუყურებ და ხელის შეხებით ვხვდები,ის ჩარჩოა მე რომ მომეწონა რომში? -თავს მიქნევს და იღიმის.- აუ ბექაა,მადლობაა.რანაირები ხართ,გინდათ რომ ამატიროთ? თან დავლიე და მარტივად ამიჩუყდება გული - მეცინება. -კაი მე ოთახში მოგცემ,რომ თუ რამე იქ იტირო - იცინის ნათია. -უღრმესი მადლობა,მართლა გულით.ნათიამ კი იცის,რომ სიმართლეს ვამბობ ჩემს სიცოცხლეში პირველად ყველაზე გამორჩეული შვებულება და დაბადების დღეა.მადლობა თქვენ ამისთვის. - თითქმის ბოლომდე ვსვამ და მაჟრიალებს. -მგონი გეყოფა ანა.-მეუბნება ხმადაბლა ირაკლი და ჩემს მუხლზე დადებულ ხელზე მეხება.დავყურებ ჩვენს ხელებს და არ მინდა რომ გამიშვას. -მუსიკა რატომ არ გვაქვს? -ვკითხულობ მე.ისე რომ არ ვიმჩნევ ირაკლის ხელს,ხვდება ალბათ და არც თვითონ არ მაშორებს ხელს. -ვინ თქვა რომ არ გვაქვს - ამბობს სანდრო და ტელეფონში რთავს მაქსიმალურ ხმაზე პირველივე შემხვედრ მუსიკას,თუმცა ახლა სულ არ მადარდებს რა მუსიკაა,მთავარია არის რაღაც,რაც ჩემს ხმას სჯობს. ვდგები,ირაკლის იმავე ხელით ვიწვევ,რომელიც ჩემთვის აქვს ჩაკიდებული და ვეუბნები: -მეცეკვე…- ისიც დგება მორჩილად,წელზე ხელს მხვევს და მე მის მკლავებში ვაგრძელებ ხტუნვას რიტმს აყოლილი,იმედიანად ვარ,რომ არ წავიქცევი.ლ მის მკლავებში მოქცეული.რამდენიმე სიმღერამ განვლო,ახლა უკვე თავი მის მხარზე მაქვს ჩამოდებული და გაურკვევლად მესმის ნათიას,სანდროს და ბექას საუბარი. -უკვე გვიანია,ჯობია დაიძინო ანა.-მეჩურჩულება ყურში - არ მინდა ძილიიი -ჭირვეული ბავშვივით ვბლუყუნებ. - ეღიმება -აბა რა გინდა? - თავს მაწევინებს მისი მხრებიდან,შუბლზე ჩამოშლილ თმას მიწევს.თვალებში ვუყურებ და ვშეშდები,თუმცა ჩემი მეორე მე მაინც არ დამთვრალა სათანადოდ,ამიტომ ეს მონსტრი,ცდილობს თავი არ დავკარგო და მახსენებს,რომ წესიერად მოვიქცე,თუმცა ახლა მაგრად არ მაინტერესებს ამისი რეპლიკები და ვაქვესკნელებ.ისიც სიღრმიდან ამომძახის, კაი ხვალ მოგხედავ. -რაა მინდააა და რაა.. მმ… ცეეეკვაააა…. -ვცეკვავთ უკვე… -მიღიმის -არ იცი შენ კარგი ცეკვა - ვაპირებ სანდროსკენ და ბექასკენ მივტრიალდე და ისინი დავპატიჟო,ირაკლი ხვდება ჩემს ჩანაფიქრს,მატრიალებს მისკენ და ტუჩებზე ხელს მაფარებს. -ანა,გეყოფაა.წამოდი დაგაწვენ კაი- ისე მეუბნება,დამაჯერებლად ვერ ვეწინააღმდეგები,თუმცა არც მაქვს თავი,მხოლოდ თავს ვუქნევ.წელზე ხელს მხვევს,მე თავს ვადებ მხარზე და მივდივართ…მთვრალი ვარ,მაგრამ ნათიას რომ ჩავუარეთ გვერდი მის მომღიმარ სახეს ვამჩნევ და თავს ვამხნევებ,ალბათ ცუდი არაფერი ჩამიდენია… *** დილით 5 საათზე აღარ,მაგრამ არც ძალიან გადავაცდინე ჩვეულ დროს, 6 საათი სრულდებოდაა რომ საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა.საზიზღარი შეგრძნება მქონდა,საწოლში ვეღარ ვისვენებ,ვდგები და ფეხაკრეფით გამოვდივარ ტერასაზე. ვხედავ პუფში ირაკლი ზის,ვუახლოვდები და ვესალმები.მიღიმის,გვერდით იწევა და მანიშნებს მის გვერდით დავჯდე.ავტომატურად ვასრულებ მის სურვილს,ვჯდები და თავს მხარზე ვადებ. -საშინლად ვარ… -ხმა შეცვლილი მაქვს.თავს ოდნავ ატრიალებს და თავზე მკოცნის. -ბახუსი… -დედამიწასავით ტრიალებს ჩემი თავი… -არადა ბევრი არ დაგილევია.იცი “მალალიტრაშკა” ხარ. - დამცინის -არ ვსვამ საერთოდ ალკოჰოლს.მაქსიმუმ ერთი ჭიქა ღვინო ნელ-ნელა გავწრუპო.პირველად დავლიე მართლა ცხოვრებაში ამდე… -ანა,რამდენი რამ ხდება შენს ცხოვრებაში პირველად? სად იყავი აქამდე? -თავს ვწევ,ვერ ვხვდები დამცინის თუ მართლა მეკითხება,თვალებში ვუყურებ და ვცდილობ გავერკვე,ჩემს სახეს მის ძლიერ ხელებში იქცევს და მეკვრის ტუჩებზე,ბაგეს მისივე გრილი ტუჩები მიპობს.მკოცნის ვნებით,მისი თითები ჩემს თმებში იკვლევს გზას,ნელი ნაზი მოძრაობით ყელისკენ ინაცვლებს.ჩერდება…თუმცა არ მშორდება,ნიკაპზე მკოცნის.შუბლით შუბლზე მეხება,სახე ისევ მის ხელებში მაქვს,გული გამალებით მიცემს,უკვე ყელში ვგრძნობ პულსაციას… თვალებს დაბლა ვხრი,ვერ ვუყურებ თვალებში.ღრმად სუნთქავს,თუმცა მშვიდად და სტაბილურად,ჩემგან განსხვავებით. - ესეც პირველად არის… -ვჩურჩულებ,თუმცა იგებს -ღმერთო ანა,რატო მაგიჟებ? -ვახერხებ და თვალებს ვუსწორებ მის მზერას. -არ ვიცი… -სამაგიეროდ მე ვიცი.-მიღიმის და ოდნავ მეამბორება ამჯერად ტუჩებზე - არასდროს არ შემხვედრია შენი მსგავსი არავინ,ყველაზე ბავშვური,წრფელი და სუფთა ხარ ურთიერთობებში.- უცებ წუხილს ვგრძნობ -არა,მასე არააა. -ჩჩჩჩ…ვიცი რასაც ვამბობ… თავს ვითავისუფლებ მისი ხელებიდან და პუფში ვეშვები ისევ.აი ახლა აპირებს იერიშს ჩემი მეორე,მაგრამ ვაჩერებ მასაც… -თავი მტკივა…- თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ. -გინდა ჩაის გაგიკეთებ? - თვალებს ვახელ და ვეკითხები - არ გეზარება? - ოღონდ იმ ხმით რომ ხვდება,არ უნდა დაეზაროს თუნდაც ეზარებოდეს.იღიმის,ეს ღიმილია ღმერთოო,რომ გონებას მაკარგვინებს.სექსუალური,მაცდური,მაჯადოებს,რამდენჯერაც ასე იღიმის მინდა მის ეს ღიმილი ჩავახშო… - არ მეზარება.ლიმონი გვაქვს რაც მთავარია.-მეღიმება რამდენიმე წუთში ჩაის ფინჯნით ხელში ბრუნდება.ძირს დებს ფრთხილად. -ცხელია,ცოტა გაგრილდეს.-ისევ ჩემს გვერდით ეშვება პუფში.ხელს მხვევს და ნახევრად მის მკერდზე მიხუტებს.თავს მის ყელთან ვდებ და მის სურნელს ვისუნთქავ.ხელი რომელიც ჩემზე აქვს მოხვეული მეფერება შიშველ მკლავზე.მინდა დრო გაჩერდეს,ფიქრებმა შეწყვიტოს მოზღვავება.უბრალოდ დავრჩეთ მე და ის,გაიყინოს დრო ერთ ადგილზე ცოტახნით და შევიგრძნო ყველა ნაწილით ეს ბედნიერი წამები.თვალებს ვხუჭავ და ვიძირები უსასრულობაში.მეორე ხელს მხვევს და ნაზად მისმევს მკლავზე –არ შეგცივდეს. - თავს ოდნავ ვამოძრავებ უარის ნიშნად.ინტუიციით ვხვდები რომ ტუჩის კუთხეს ღიმილი უპობს.თავზე მკოცნის. – ჩაი გაგიცივდება. საიდან არ ვიცი ფიქრები ირევა…ანა,იცი რამდენ გოგოს დასძინებია მის მკერდზე,რამდენს მოფერებია და უკოცნია მისთვის?! რას აკეთებ,რას!!! გაკივის ჩემი თავი.სასწრაფოდ წამოვჯექი და ორივე ხელი საფეთქლებთან მივიდე. -რა მოხდა? - ისიც ჯდება და ახლა წელზე მხვევს ხელს. -არასწორია ეს ყველაფერი.გაწიე გთხოვ,ხელი.- ხელს ნელა მაშორებს. -რა არის არასწორი? - თან ჩაის მაწვდის.ვართმევ და თბილ ფინჯანი ჯერ თითებს სიამოვნებს,შემდეგ სხეულს.ცხელმა სითხემ სასიამოვნოდ დამიარა. - რა არის არასწორი ანა? -ხმა მშვიდი აქვს,თუმცა რაღაც ბზარი შეინიშნება. - უცხოები ვართ,ლტოლვაა ეს ყველაფერი,არასწორია მისი აყოლა… - მოვუყარე თავის სათქმელს. -ლტოლვა ბევრის მიმართ გიჩნდება? -მეე? - დაბნეული ვეკითხები. - არაა…არა.ხომ გითხარი პირველი…ეს საუბარიც არასწორია… -ნუ მაცინებ.რა გჭირს?! პატარა ბავშვივით ლაპარაკობ… -ნუ მარცხვენ,გაჩერდი. - ფინჯანს ძირს ვდებ და თავს მუხლებზე ვდებ. -ანა,გულახდილად მითხარი რა ხდება?! არ მოგეწონა? - რაას გულისხმობს?! ვფიქრობ რა არ მომეწონა? როგორ შეიძლება არ მომწონდეს ირაკლი,ვერც კი ვხვდები… -რა არ მომეწ… - როგორც იქნა ჩემი გონება იწყებს ფუნქციონირებას.კოცნას გულისხმობს დებილო,ვეუბნები ჩემს თავს და მეღიმება. ხელს ვაცეცებ ისე რომ თავს ჯერ კიდევ არ ვწევ,რომ ვერ ვაგნებ მის ხელს,ნელა ვატრიალებ თავს,მიყურებს.ხელს ვკიდებ ხელზე,ისე მიყურებს,იუმორის მოზღვავებას ვგრძნობ,წამის მეასედში ვმხიარულდები - მაპატიე,მაგრამ არა,არ მომეწონა. - დაეჭვებული მიყურებს და ეღიმება. -მორჩი მაიმუნობას,თორემ კიდევ გაკოცებ. - ფინჯანს ვიღებ და სასწრაფოდ მიმაქვს ტუჩებთან. -გემრიელი ჩაი არის.ხომ არ გინდა? -ვუწვდი ფინჯანს,მიყურებს თვალებში და ფინჯანს მართმევს,სწრაფად დებს ძირს,ჩემსკენ იხრება და ისევ ტუჩებზე მეწაფება.ამჯერად უფრო დიდხანს და ვნებიანად მკოცნის,აზრზე მისი ხელის შეხებას მოვყავარ,რომელიც მაისურის ქვეშ მიიკვლევს გზას მკერდისკენ.ხელს ვუჭერ მაისურის ზევიდან,ტუჩზე მსუბუქად ვკბენ.იღიმის -მოისვენე - ვეჩურჩულები. -რა გინდა ანუშკი? რატომ მაჩერებ? -მაგის არც დროა,არც თავი მაქვს და არც ის ურთიერთობა გვაქვს რაც საჭიროა! -ოჰოო,რა ჩამოაყალიბა. - იცინის -გცემ -ვემუქრები -ცემა მორევაზეა. - როგორც ჩანს ძალიან მხიარულობს მისი ეგო,სახიდან ღიმილი არ შორდება. მეღიმება და თავს ვხრი.ჩემს თითებს დავჩერებივარ. -ანა - იწყებს მშვიდი,სერიოზული ხმით. - მესმის შენი,ვაცნობიერებ სიტუაცია,რომ სრულიად ახალი შემდგარია ჩვენი ნაცნობობა,მაგრამ ელენეს თავს ვფიცავარ,ჩემი დაა- სწრაფად აყოლებს და მეღიმება მის სიტყვებზე - პირველივე წამიდან რომ დაგინახე,ძალიან მომეწონე.მერე შენი საუბარი,გამოხედვა,სიჯიუტე,მაგრამ ამავე დროს მორცხვობა.-იღიმის.- მართლა ძალიან მომხიბლე.პატარები ხომ არ ვართ,მეც ვიცი რა მინდა და შენც…ზრდასრულები ვართ… წამომყევი უღრთიერთობაში,თუ გაქვს ამის სურვილი…ვიცი მოულოდნელია ალბათ მაინც,მაგრამ 1 კვირაა ერთად ვართ,თითქმის 24/7-ზე.ბევრ რამეს სხვანაირად ვხედავ და ვაფასებთ ერთად ყოფნის დროს ადამიანები,ამას იმიტომ გეუბნები,რომ მიხვდე მე მართლა ბევრი რამ დავინახე შენში ის რაც მაგიჟებს,მაოცებს და რაც ზოგადად მომწონს საპირისპირო სქესში…ვცადოთ,რა დაშავდება? ვფიქრობ,დიდი თავი გამოვიდა ამჯერად და იმედია ისიამოვნებთ 🤍 გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი ემოციები პერსონაჟების და მოვლენების მიმართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


