შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ მე’ფერები მეორე თავი(IV ნაწილი)


გუშინ, 20:14
ავტორი ELOISE
ნანახია 63

ბედისწერა…
-ამასაც მოგაცილებ და წავალ…
სრულიად მარტო,მთელი ძალით ვგლეჯდი მიწიდან მწვანე,შხამიან მცენარეს.ყოველ კვირას აქ ვიყავი და არაფრის დიდებით არ შორდებოდა მამას.ყოველ კვირას ვგლეჯდი და ვანადგურებდი მათ,მაგრამ ისევ ისე მხვდებოდა.მათი ნატამალიც რომ აღარ დავტოვე,წელში მოხრილი და მიწაში ამოსვრილი გავსწორდი,ზემოდან დავაჩერდი გამოსახულებას.ენერგია გამომაცალა ფესვებზე ჭიდილმა, თითებით ვცდილობდი მათ ამოთხრას და გაქრობას.იმდენად მდუმარე იყო აქაურობა,ჯერ კიდევ ძალიან დიდ შიშს მგვრიდა აქ დგომა.
ვერ შევეჩვიე,ვერ შევეგუე.მთელს სხეულზე მიწის სუნი ამსდიოდა.მეზიზღებოდა,ვერ ვიტანდი.ბევრი უთქმელი სიტყვა ყელში გადავაგორე და აკანკალებული ხელით მოვიშორე ობოლი ცრემლი.
მიწიანი ხელები გაუაზრებლად გავისვი შავ კაბაზე და ისევ მასთან ჩავიმუხლე.ვინ იცის მთელი ძალით ვცდილობდი ჯერ კიდევ ფეხზე მყარად დგომას და რის ფასად მიჯდებოდა ეს.
-ოცნებად მიქციე შენი ცოცხლად ნახვა.
ვეღარ შევძელი.ვერ გავუსწორე თვალები მის გამოსახულებას.
ასე უსულოს,ასე მკვდარს…არ შემეძლო.
სუნთქვა გამიჭირდა,თვალები დავხარე და მიწას გავუსწორე.
-მოდი დავუჩქაროთ…-ცივად გავუღიმე მის გამოსახულებას,ისე თითქოს მართლა აქ იდგა,ჩემს წინ.-კარგი?-მერე ალბათ პასუხიც გამცა,როგორც სჩვევია,მდუმარედ.
-ისევ მოვალ.-გამეღიმა.აუცილებლად მოხვალ დაკო,კიდევ მოხვალ.თავი გადავაქნიე და მიწაზე დაგდებული ჩანთისკენ დავიხარე.ფეხზე ავდექი და ისედაც დასვრილი კაბის კალთები დავიფერთხე.
-ესეც დღევანდელი დღის კვალი.-ოხვრას მივაყოლე სიტყვებიც და კიბეებისკენ დავიძარი.
აქ ყოფნა მტკიოდა,მაგრამ არყოფნა უფრო.გული მწყდებოდა ყველაფრისთვის,რაც ვერ ვთქვი და რაც ვერ მოვასწარი.
ყველა უთქმელი სიტყვა მახრჩობდა…
გვიანი იყო,ძალიან დამაგვიანდა.ამას მაშინ მივხვდი,როცა მისი ხმა სრულიად დაავიწყდა გონებას.აღარ მახსოვს,აღარც მისი ხმა,აღარც სიცილი და გაბრაზება. მხოლოდ სახე,რომელიც მისსავე მარმარილოზე იყო გამოსახული.
დამძიმებულმა გავიარე ჩაბნელებული სადარბაზო და ლიფტს დაველოდე, როგორც ჩანს დაკავებულია.ზედმეტად დაღლილი ვიყავი იმისთვის რომ დამოუკიდებლად ავსულიყავი.როგორც იქნა,გაიღო კარები.დახრილი მქონდა თავი და კედელზე მიყრდნობილი ველოდი წამს,რომ მალევე შევსულიყავი ლიფტში.ნაბიჯის ხმა რომ გავიგე თავი მომენტალურად ავწიე და დავინახე,როგორ გამოვიდა ლიფტიდან.
ვიფიქრე მომეჩვენა,როგორც ეს სულ ხდება.თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეს,მაგრამ არ გამქრალა გამოსახულება,არ მეჩვენებოდა,ის იყო.სათვალეები ეკეთა,მაგრამ ვიცანი.
გიცანი ვიბლიანი.
შემამჩნია…დამინახა,მაგრამ თავი ამარიდა და ისე ამიარა გვერდი უკან არც მოუხედავს.
მწარედ ვიგრძენი მეორე და საშინელი იმედგაცრუება.გული დამეწვა ტკივილისგან.
ვერ ვხვდები,ასე რატომ აკეთებს?
როგორ ბედავს და არც მიმჩნევს.
ისე გაბრუნდა აღარც მოუხედავს და დამტოვა მარტო ქარიშხალში.
არ მომეჩვენებოდა,მართლა ასე იყო…მასაც ვძულდი!მანაც შემიძულა…
არ მახსოვს,როგორ ავაღწიე სახლში,როგორ მივყარე უაზროდ ნივთები და აბაზანაში ჩავიკეტე.ზედმეტად ჩუმად ვიყავი,აღარ გამოვხატავდი ბრაზს,ტკენას და სიძულვილს ნივთების მტვრევით და აურზაურის დაყენებით.აღარ მივცემდი ვინმეს უფლებას ასე მარტივად ეტკინათ. უკვე ისედაც საკმარისად მტკიოდა,ყველა გრძნობა.მტკივა ის ტკივილი,ყოველდღე რომ ვუძლებ.მირჩევნია დასრულდეს და შეწყვიტოს ყველამ!
თავი მუხლებში ჩავრგე,მორიგი ცრემლები შევიკავე უემოციოდ მოვიშორე სახეზე შემშრალი წვეთები.
არავინ იმსახურებს ასეთ მოპყრობას.
არავინ იმსახურებს იგნორს და დუმლს,ასეთ ტკივილს და სიმძიმეს, ყოველდღიურად რომ გიღრღნის გონებას და ემოციურად გშლის.ფეხზე ავდექი და სარკეში საკუთად თავს შევავლე თვალი,როგორ არ ვცადე,მაგრამ იქ მდგომი ქალი,ვერაფრით ვიცანი.
არ იყო დაკო ასეთი.თითქოს მარტო ყოფნას უნდა ეშველა ამ ყველაფრისთვის.აქამდე ვთვლიდი რომ ეს იყო საჭირო.სანამ გავაცნობიერე,რომ ყველაზე დიდი პრობლემა,თავად ვიყავი.
ცხელმა წყალმა გონზე მომიყვანა.
პირსახოცში გახვეული საწოლზე ჩამოვჯექი.ტელეფონი ხელში ავიღე, ეკრანს დავხედე და ისევ დავდე.ვიცოდი, რომ არც ერთი შეტყობინება არ დამხვდებოდა.
არც ერთი ზარი.
არც ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩემზე ფიქრობდა.საწოლზე წამოვწექი, ჭერზე გამიჩერდა მზერა.სიჩუმე მახრჩობდა.მძიმე, დამღლელი დუმილი,გიჟივით რომ გიღრღნის შიგნეულობას.
გაუაზრებლად დამათენდა თავზე.
-ეს რა წიგნია?-ჟურნალის მაგიდაზე დადებულ წიგნს შეეხო და გამომხედა.
ყავა მოვამზადე და გავიტანე აივანზე.
-ზღაპრებია.-კომფორტულად ჩამოვჯექი მის პირდაპირ და ხელში მოქცეული სიგარეტი ავართვი.-ხო გაგაფრთხილე აღარ მოწიო-მეთქი?!
-ვიცი,ვიცი.
-რახდება?-საფერფლეში ჩავსრისე ღერი.
-თუთა,კარგად არის?
-კარგადაა.ხასიათები აქვს ცუდი,მაგრამ ვიტან.-გადახედა.-ბოლო კვირებშია და…
-ნუ აზვიადებ ხოლმე.-ჩავილაპარაკე დაბალ ხმაზე.-მთავარია მოთმინება გამოიჩინო,ხო?
-გასაგებია.-გაეცინა გულწრფელად.-გავითვალისწინებ.
-ყოჩაღი ხარ,სწრაფად ითვისებ.
-ჰო?-ცალი წარბი აეწია.-რაღაცეებში მეც რომ მიჯერებდე კაი იქნებოდა.
-მაგალითად,დათა ბიძია?
-იხუმრე იხუმრე,ხო.-დამიბღვირა.
-ხომ მოდიხარ კეკეს ქორწილში?-ყავა მოვსვი და ფრთხილად დავაკვირდი.
-სიცოცხლეს გამიმწარებს რომ არ წამოვიდე.
-დარწმუნებული იყავი.
-რა გენაღვლება შენ,მეჯვარე ყოფილხარ.-ირონიულად ჩაიცინა და სიგარეტის კოლოფს დასწვდა.-ბოლოა ვფიცავ.
-ნუ გშურს შენ.-თვალები ავატრიალე მასზე.
-რა მშურს?-წარბები დამიქაჩა.-ისედაც არ მევასება იმის სასტავი.
-იმის სასტავი შენი მეგობრის,აწ უკვე ქმარია.ნუ მაჩხუბებ დათა.კეკესაც აწყენინებ ეგრე.
-ნუ მიბრაზდები გოგო.-გასწორდა სკამში.-კეკესთან მოვაგვარე.
-ხოდა დაწყნარდი,კეკეს ეხება ეგ ყველაფერი,არ აგრძნობინო.გასაგებია თუ არა?!
-დიახ უფროსო.-თავი დამიქნია და ფეხზე წამოდგა.-აარჩიე რას იცმევ?
-ლურჯ კაბას.
-იყიდე?აქ გაქვს?
-ვიყიდე.-ამოვიხვნეშე.-ისე დავიღალე, ლამის გადავიფიქრე.
-გეთქვა მაკასთვის და შეგიკერავდა.
-დედაშენის შეწუხება არ მინდოდა, სწრაფად მჭირდებოდა.შენ გგონია ვერ ვიპოვე ისეთი,როგორიც მინდოდა?
-ვინც ეძებს,ის პოულობს.
-ძალიან ლამაზია.
-ვნახავთ.-აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო.სიგარეტის ღერს მოქაჩა,წინ გადაიხარა და ჩუმად დააყოლა.-და კიდევ ბევრი ნახავს.
-მინდა მშვიდად ჩაიაროს ამ დღემ დათა. გაციებული ყავა მოვსვი და ფეხზე წამოვდექი.მოაჯირს მოვკიდე ხელები და გადავიხედე ქვემოთ.
-არ ვაპირებ ვინმეს თვალში გავეჩხირო.
-ისიც იქ იქნება?-ირიბად ახსენა.-მეტი არ მინდა,შეგაწუხოს.
-ტატოს მეჯვარე იქნება.-ჩუმად დავილაპარაკე და ამოვაყოლე სუნთქვაც.იმდენად მამძიმებდა ყველაფრის გაანალიზება და სიტუაციის მიღება,რომ ძალიან მიჭირდა რეალობისთვის თვალის გასწორება. თუმცა ვიცი,რომ ახლა ასეა უკეთესი.
-ვნახავთ.-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ისროლა სიგარეტი.
-მე რა გითხარი!
-ჩვევად მაქვს.-გამიღიმა და გაცივებული ყავა მოსვა.-ზეგ არის ქორწილი?
-ხო.
-მესტია რატომ მოინდომეს?
-კეკეს იდეა იყო.ძალიან უნდოდა.
-სასტუმრო დაჯავშნილი გაქვთ?
-ყველაფერი მზადაა,ჯვრის წერაც იქ იქნება.
-გადასარევია.ახლა სამივეზე მე უნდა ვიდარდო.-ხელები გაშალა ჰაერში.
-რაზე?-გამეცინა მასზე.
-თუთაზე და ბავშვზე.და კიდევ შენ.
-მე რა შუაში ვარ უკაცრავად?!
-მეშინია არ მომტაცონ შენი თავი,ხომ იცი იქ თავისი წესები აქვთ გოგო.-ჩურჩულით თქვა და თვალი ჩამიკრა.
-იდიოტო!-იდაყვი გავკარი და კარები გავუღე.
-დალურჯებულს ნუ გამიშვებ შენიდან. თორემ იეჭვიანებს თუთა და დაგადგება.-სანამ რამის სროლას მოვასწრებდი მანამ გავარდა კარებში და კიბეებზე შედგა.
-შორ გზაზე წამალი არ დაგავიწყდეს.შენი ცუდად გახდომის თავი არ მაქვს.-და ისევ.სანამ დავაწევდი საყვირალ სიტყვებს,მანამდე აორთქლდა ადგილიდან.გამეცინა მის სულელურ საქციელზე.კარები დავკეტე და ყავის ცარიელ ჭიქებს გავხედე.ჭიქები ნიჟარაში ჩავაწყვე და ონკანი მოვუშვი.წყლის ხმა უცნაურად მამშვიდებდა, დროებით ფარავდა თავში ატეხილ ხმაურს.სიგარეტის სუნი ისევ ტრიალებდა, მიუხედავად იმისა, რომ დათა დიდი ხანია წავიდა. ფანჯარა გამოვაღე, გრილმა ჰაერმა დამიბერა და ცოტა გამომაფხიზლა.
ტელეფონი ავიღე, ეკრანი ავანთე და ისევ ჩავაქრე.საწოლზე რომ ჩამოვჯექი დაღლილობა მაშინ მომეძალა,ისეთი, ძვლებამდე რომ აღწევს.ზედმეტად მადარდება მისი ასე შორს ყოფნა და ჩემთან ახლოს რომ იყოს ჭკუიდან შევიშლებოდი.
ასე ჯობია.ასე ყველაზე მართალია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.ერთ დღესაც დასრულდება ეს წყეული ტანჯვა და არ მსურს ჩემს გამო ვინმემ ზედმეტად იდარდოს.ასეა საჭირო.
ფარდები გადავწიე,შუქი ჩავაქრე და სიჩუმეში დავრჩი.ქორწილამდე ორი დღე იყო დარჩენილი.ორი დღე, რომ საკუთარ თავი წესრიგში მომეყვანა,როგორც წესი იყო.თვალები დავხუჭე და სიმშვიდეს მივეცი.
ცოტაც მოითმინე.
სულ ცოტაც.



ქორწილის დღე საკმაოდ ადრე დაიწყო. ისეთი დილა იყო,ასეთი ჯერ კარგა ხანია რომ არ ყოფილა.მესტიის ჰაერი ცივი იყო,მაგრამ ამინდი საკმაოდ კარგი გვქონდა ამ დღეს.ლურჯი კაბა საწოლზე მქონდა გაშლილი.
ქვემოთ უკვე ყველა ფუსფუსებდა.ყველა მზადებაში იყო გართული.ამ დღის მთავარი გმირი კი კეკე,უკვე სრულიად მზად მყოფი,ნანერვიულები თვალებით მაჩერდება.სარკეში ვიჭერ მის მზერას და თბილი ღიმილით ვამშვიდებ.ამ პროცესში თმაც მომიწესრიგეს და მსუბუქი მაკიაჟიც გამიკეთეს.სარკეში რომ შევათვალიერე საკუთარი თავი,მეუცნაურა ცოტა.მგონი, ძალიან დიდი ხანია რაც გრანდიოზულად არ გამოვპრანჭულვარ.არადა,ყველაზე მეტად ეს მიყვარდა.
-ვაიმე,რა ლამაზი ხარ.-თვალები უბრწყინავდა კეკეს.
-შენ ყველაზე ლამაზი და საუცხოო ხარ დღეს კეკე.-მოფერებით ვუთხარი.მისი ბედნიერება ყველაფერს მიფარავდა.
-მოდი უკვე ჩაიცვი ეს კაბა.-ვანიშნე საკიდზე ჩამოკიდებულ,უდიდეს კაბაზე,რომელიც თითქმის მთელ ოთახს იკავებდა.
-დამეხმარე.
-მოდი.-კაბის ჩაცმაში მივეხმარე და შევუკარი კაბის ღილები.
-ამის შეკვრა წამებაა და გახსნა წარმომიდგენია.-ეშმაკურად დავილაპარაკე.-ეჰ,წინ რა გელის ტატო…
-ვაიმე,შენ ვინც არ გიცნობს!-მუქარით დამიქნია თითი.-უყურე შენ ამას!
-რაა,მართალი არ ვარ?
-გაჩუმდი გოგო!
-მინდა მე პატარა გოგო!
-მერე გყავდეს შენი!-დამიბრიალა თვალები.-ადრეა ჯერ ჩემთვის.
-რაღა ადრე?შენ თხოვდები მე ხომ არა?-ჩავიფრუტუნე აწუწუნებულმა.
-მეჯვარედ რომ ხარ დაგინდობ.-კაბის კალთები ამიფრიალა სიცილით.-აუ,დაკო, ვნერვიულობ.-გადმომხედა ცოტახანში.
-არ ინერვიულო.-მხარზე ხელი დავადე.დავამშვიდე.
-დღეს ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდოდა,გპირდები.
-შენ რატომ ხარ ასეთი მშვიდი?-ეჭვით შემათვალიერა.-საეჭვოა.
-შენი ნერვიულობა ორივეს გვეყოფა.-საკუთარ კაბას დავწვდი და სხეულზე მოვირგე.
-იოანეს შეხვდი?-მკითხა უეცრად და უკან დამიდგა.ჟრუანტელმა დამიარა მის ხსენებაზე.
-ახლა საიდან გაგახსენდა?!-ვუსაყვედურე.
-არ ვიცი.-თმები გადამიწია.-უბრალოდ ვიფიქრე.-კაბის ელვა შემიკრა.
-არა.-შევბრუნდი მისკენ.-და ალბაც არც შევხვდები,ყოველ შემთხვევაში ვიცი,რომ მას არ ენდომება ჩემი ნახვა.
-ასე რატომ ფიქრობ?
-კეკე,რატომ ახსენებ ახლა მას?!
-უბრალოდ ვფიქრობ იმას უნდა შენი ნახვა.
-რომ უნდოდეს არ გაუჭირდება ჩემი პოვნა!-ლურჯი ქუსლებისკენ დავიხარე.
-არ ვიკბინები მგონი და ვისაც სურვილი აქვს არ ვუშლი ჩემთან მოსვლას,არც უკარება ვარ!-კეკემ მშვიდად ამოისუნთქა და სარკეში დამაკვირდა.
-და ვიბლიანი?
-მასზე საუბარი საერთოდ არ მინდა!-გაბრაზება შემამჩნია.
-მაინც არ ხარ გულწრფელი ბოლომდე.-მითხრა მშვიდად.
-ახლა არ არის ამის დრო.-ქუსლები შევისწორე და წამოვდექი.
-ზუსტად ახლა არის!-არ მომეშვა.-დღეს ვერ შეძლებ მაგ გრძნობების დამალვას. ქორწილია, დაკო…ხომ იცი,რომ გარდაუვალია მასთან შეხვედრა.
-არ მინდა კეკე,-შევაწყვეტინე.-ძალიან გთხოვ,არ მინდა ამაზე საუბარი,კარგი?!წარსულია,დავივიწყე.-ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე.მზერა ავარიდე.თავი რომ არ გამეყიდა აწყლიანებული თვალებით.
-როგორც ჩანს ის ასე ნამდვილად არ ფიქრობს.-ზედმეტად მომთხოვნი ჰქონდა ხმა.-და მეჯვარეობაზეც ტყუილად არ უთქვამს უარი,თორემ ტატო ნამდვილად მოკლავს თუ არაფერი გამოუვა.-სწრაფად მივატრიალე თავი მისკენ და დავაკვირდი. ვეცადე მოსმენილი გამენალიზებინა. ნამდვილად არ ხდებოდა კარგი რამ ჩემს თავში.კარები გააღო და კაბის კალთებს დასწვდა.
-ახლა კი დამეხმარე.-ერთ ადგილზე გაშეშებულს ხელი ამიქნია და გამომაფხიზლა.ნელა მივუახლოვდი.კარებში გავატარე და კაბის ბოლოები ხელებში მოვიქციე.ფრთხილად გავუსწორე და ახლაღა შევხედე თამამად.
-რას ნიშნავს უარი თქვა?!
-ზუსტად იმას რაც გაიგე!-მკაცრად მითხრა.-გაფრთხილებ,რომ დღეს აქ იქნება,რომ აუცილებლად მოვა.-აღარ ამომიღია ხმა.ჩუმად ვაკეთებდი რაც მევალებოდა.გარეთ გასულს უამრავი მანქანა და ხალხი დაგვხვდა.უპირველეს ყოვლისა ულამაზესი ფოტოები გადავიღეთ,რამდენიმე ლოკაციაზე და შემდეგ ეკლისიის გზას დავადექით.გზა ეკლესიამდე მოკლე იყო,თუმცა იქ გატარებული პირველი წუთებიც,საუკონოდ მომეჩვენა.გარშემო ყველაფერს ვათვალიერებდი და იმის მაგივრად,რომ ამ წუთებით მესიამოვნა თვალებით ვეძებდი მას.საოცარ ადგილას იყო ეკლესია.იდეალური იყო ყველაფერი. გარემო გინდოდა თუ ბუნება.ნაცნობებს და ნეფე-პატარძლის ნათესავებს გარეთ მოეყარათ თავი და იყო ჟრიამული.
-აბა,რთულია მეჯვარეობა?-გამოჩნდა დათა,თუთასთან ერთად.ხელი წელზე შემოეხვია მისთვის.გამეღიმა თუთას დანახვაზე.
-შეიძლება?-ვკითხე გოგოს და თანხმობა რომ მივიღე ფრთხილად მოვეფერე მუცელზე.-არ იკითხო,მომტყდა ფეხები!-ღიმილით ვუპასუხე და ავხედე თუთას.
-მერამდენე კვირაში ხარ?
-ოცდამერვე.-მიპასუხა მშივდად.საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა.ძალიან დაწყნარებული და დაქალებულიც. თავიდან რომ გავიცანი, ქარაფშუტა გოგოს შეხედულებას ტოვებდა.
-სქესი?
-მამას ბიჭია.-გაიჭიმა დათა.
-ბედნიერ დედობას გისურვებ.-გულწრფელად გავუღიმე და დათას გადავხედე.-აი,შენ რა გეშველება?
-რას მერჩი გოგო?!
-მართალა რა გეშველება?-ამყვა თუთაც და ერთი გემრიელად დასცინა დათას.
-თქვენ რა,პირი შეკარით?!-გადმოგვხედა ახლა ორივეს.-რას შემომიტიეთ ამ ქალებმა?!-ჩამოეხსნა თუთას და კეკესკენ წავიდა.-წავიდე ვნახო ის ქაჯი თორემ,ნამდვილად შემოვაკვდები. ავხარხარდით კვლავ მასზე მე და თუთა.
-რა იდიოტია?-ჩაეცინა თუთას.
-ძალიან.-დავეთანხმე.-შენ როგორ ხარ,როგორ მიდის ეს პერიოდი?
-რა ვიცი,ნორმალურად.-ერთად გავიარეთ გზა ეკლესიის კარამდე.საკმოდ დაგვითბა ურთიერთობა ამ პერიოდში.
-ნერვებს ხომ არ გიშლის ის, დაცენტრილი?-დათაზე ვანიშნე.
-ცოტას,ისე დაჭკვიანდა.-კიბეების ავლაში დავეხმარები და შესასვლელთან შევდექით.
-როგორი ლამაზია.-კეკესთვის გაუშტერდა თვალი.
-წამოდი.-ვანიშნე და მისკენ დავიძარით.
-ეს ვინ მოსულაა.-ღიმილით წამოვიდა კეკე მისკენ და გადაეხვია.-როგორი ლამაზი ხარ საყვარელო,ფეხმძიმე კიდევ უფრო.
-მადლობა.-მორცხვად გაუღიმა და ახლა ტატოს შეხედა.-შენ ნახე,შენ როგორი ლამაზი იქნები.-მის სიტვებზე გაწითლდა და გადაჭრელდა კეკე.ტატოს გადახედა.
-ვეთანხმები თუთას.-თბილად გაუღიმა და წელზე შემოხვია ხელი.ჩემს თვალში ათასჯერ და კიდევ უფრო მაღლდება ტატო,ასეთი მზრუნველი და თბილი რომ არის.
გულზე მიიხუტა და კისერში აკოცა გოგოს.
ჯვრისწერა დაიწყო.მხოლოდ მამაოს ხმა და მისი სიტყვები აღწევდა გონებამდე.
ულამაზესი დედოფლის გვერდით ვიდექი. ტატოს მხარეს გავაპარე თვალი.დაძაბული იდგა საბა, უფრო მეტად კი ტატო ნერვიულობდა,მაგრამ სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდა.კეკე ისე უსმენდა მამაოს, სწავლობდა ყველა წუთს მისი გონება.
განა არსებობს მასზე ლამაზი რამე?ბრწყინავდა,ამ დღეს განსაკუთრებით. ერთმანეთს შიგადადშიგ უღიმოდნენ წყვილი და უკვე ცოლ-ქმარი.უკვე ოჯახი. დასრულდა ყველაფერი,ყველა წესის დაცვით და ჩატარებით,ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს და ეკლესიიდან გამოსულს უკვე ოჯახი ერქვათ.ჟრიამული ატყდა,ყველა ულოცავდა მათ შეუღლებას და ამ განსაკუთრებულ დღეს.არც ჩვენს ფოტოგრაფს გამორჩენია ამ კადრების დაფიქსირება.დედოფლის გვერდით ვიდექი,დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი და რაღაც ძალამ მაიძულა თავი მარცხნივ მიმებრუნებინა.
ის იყო.
ოდნავ მოშორებით დავლანდე.თითქოს სპეციალურად არჩევდა ისეთ ადგილს,ასე შორს და ასე ახლოს რომ ყოფილიყო და სულ მთლად გავეგიჟებინე.შავი პიჯაკი ეცვა კლასიკურად,მე რომ ასე მიყვარდა,
სათვალეები მოერგო ისევ.მზე უფრო მეტად კვეთდა მის უნაკლო სახის მოყვანილობას.
ეს უფრო გამიჭირდა.
სუნთქვა შეკრულმა შევწყვიტე მისი თვალიერება და მოვარიდე მწველი მზერა.
ფეხებში ძალა გამომეცალა,გული ისე დამიმძიმდა სადაც იყო ემოციების ზედოზირებისგან ცუდად გავხდებოდი.
-იმედია არ მოერიდებით ერთმანეთს!-ტატო ამომიდგა გვერდით.
-მეჯვარეობაზე უარი რომ თქვა…
-ასე იყო საჭირო,კარგი?!-გამიღიმა თბილად.-ნუ გაწელავთ ძალიან,მეც მინდა ბედნიერს გხედავდეთ ორივეს.-ვეღარ გავუძლებდ მეტს.სანამ გული შემიწუხდებოდა მანამ გავედი ყველასგან მოშორებით და მანქანისკენ გავემართე.
წყ.ლის ბოთლს დავავლე ხელი და სულმოუთქმენლად დავცალე.იმდენად დიდი ძალისხმევა დამჭირდა,რომ სახეზე არაფერი დამტყობოდა საკუთარი თავის გამიკვირდა.
ამასაც გავუძლებდი.
მეშინოდა ამ თვითკონტროლის,ორი დღე რომ არის ძალით მეჭირა.
გულისცემა უკვე ყურებში მესმოდა.
რესტორანში მისულს ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხვდა.ბევრ ნაცნობ,თუ უცნობ ნათესავს და ახლობელს მოეყარათ თავი ერთ სივრცეში.მათთან ერთად აღინიშნებოდა ეს დღე.კეკეს გვერდით დამსვეს.კეკეს გვერდით ტატო,მის გვერდით კი საბა იჯდა.ყველაფერი კარგად მიდიოდა.ზედმეტად კარგად.
-ვაიმე,რა კარგია.-სიამოვნებით ილუკმებოდა კეკე.-ჭამე რამე.-გამკრა მხარი.მისი ხათრით ძალით გადავაგორე ყელში ლუკმა.ძირითადად ვსვავდი.
ჭიქას თითებს შორის ვატრიალებდი და უაზროდ მქონდა წითელ სითხისთვის მზერა გაშტერებული.მოგვიანებით საოცარი ცეკვა გვაჩუქა ნეფე და დედოფალმა.ჟრიამულით გაამხნევეს მაყურებელმა და ტაში დაუკრეს მათ საოცარ წყვილს.ყველა მათ შევყურებდით დამტკბარი.ქართული მუსიკა,რაღაც უფრო ნაზმა და მშვიდმა მუსიკამ ჩაანაცვლა.
ასე იცვლებოდა მანამ,სანამ…
-დაკო,-მომესმა სუსტი,მაგრამ ბოხი ხმა.
თავი ინსტიქტურად ავწიე.
-თქვენ ხართ მეჯვარე?-მკითხა სერიოზული სახით.
წამით დავიბენი.
-მე ვარ.
-მაშინ აუცილებლად უნდა გამომყვეთ.-მტკიცედ თქვა და ხელი გამომიწოდა.
-სად?-გაოცებულმა ვკითხე.
-ერთ ცეკვას არ მაჩუქებ?-ისე მითხრა, გამეღიმა მასზე.ძალიან საყვარელი ბიჭი იყო.ალბათ სკოლის მოსწავლე იქნებოდა.
კეკეს და ტატოს გადავხედე.ღიმილით დამიქნია ტატომ თავი და მანიშნა გავყლოდი.
-მე..
-არ დაგაძალებ.-შეამჩნია ჩემი ყოყმანი და არ დააიგნორა მისი სურვილის და მიუხედავად.
მომეწონა რომ შეამჩნია.დავაფასე.
-კარგი…-დავეთანხმე და ფეხზე წამოვდექი.-ოდანვ გაეღიმა ნასიამოვნებს და ჩემი მტევანი მოიქცია ხელებს შორის.
დარბაზის შუაგულში გამიყვანა, იქ სადაც უკვე რამდენიმე წყვილს მოეყარა თავი და თავისებურად ყვებოდნენ მუსიკას.
-უბრალოდ ერთი ცეკვა დაკო.-იმდენად გადამდები იყო მისი სიმშვიდე,რომ უნებურად გამეღიმა.უკანა ფონზე მშვიდი მუსიკა ისმოდა.მას ავყევით.ცეკვა საკმაოდ კარგად იცოდა,როგორც ჩანს.
არ გამიჭირდა ავყოლოდი.
-კარგად გამოგდის.-ვუთხარი.ხელზე დამატრიალა და გამიღიმა.საკმაოდ სიმპატიური იყო.
-მადლობა.-გამიღიმა.-შენც…
ცეკვა რომ დასრულდა,უკან სუფრასთან მიმიყვანა და თავის დაქნევით გადამიხადა მადლობა ცეკვისთვის.
ნაზად გავუღიმე და საკუთარი ადგილი დავიკავე.ცეკვამ ცოტა გამომაფხიზლა და ხასიათზე მომიყვანა.ხალხი რომ აყაყანდა მივხვდი,აღარ მინდოდა იქ ყოფნა. სასმლით სავსე ჭიქას დავწვდი და ისე რომ არავის შევემჩნიე ფეხზე წამოვდექი და დარბაზიდან ჩუმად გავედი.
ღია აივანზე გადავინაცვლე.
კარი ფრთხილად გამოვაღე.გრილმა ჰაერმა სახეში შემომიბერა და მესიამოვნა ახურებულ სხეულზე.
ღრმად ჩავისუნთქე.
მესტიის საღამო საკმაოდ მშვიდი გამოდგა.ვისურვებდი კიდევ დიდხანს და საერთოდ,მთელი ცხოვრება შემეძლო აქ ყოფნა.შავ კონტურებად მოჩანდა მთები ლურჯი ცის ფონზე,სადღაც შორს კი რამდენიმე ნათება მოჩანდა.მოაჯირს დავეყრდენი და თავი ოდნავ გადავხარე.
თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამით ვიდექი.ვუსმენდი საკუთარ გულისცემას. ნელ-ნელა მშვიდდებოდა.ვცდილობდი გამეთავისუფლებინა თავი იმ ფიქრებისგან,მთელი დღეა რომ არის მჭამდა.
და სწორედ მაშინ გავიგონე კარის ხმა…
თვალები არ გამიხელია.
მაგრამ ვიგრძენი,როგორ მომიახლოვდა და ჩემგან მოშორებით დაიკავა ადგილი.
ვიცოდი რომ ის იყო,არ მჭირდებოდა დასტური.ყველაში შემეძლო მისი გამორჩევა. მისი სუნთქვა ვიგრძენი, მაგრამ არც ისე ახლოს,რომ ჩემგან ხელის გაწვდენაზე ყოფილიყო,მაგრამ არც ისე შორს,რომ ვერ მეგრძნო.
ჩუმად იდგა.
სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა.
ვგრძნობდი მის სიახლოვეს,თითოეულ
მის მოძრაობას,სუნთქვას.
თვალები გავახილე და დავაკვირდი.
გულში ჩხველატა ვიგრძენი.
მის მზერას არ ველოდი.
ასე მომთხოვნს.ასე დაჟინებულს.
პირველმა მე დავარღვიე.
ვერ შევძელი.
-რატომ დაგჭირდა ამდენი ხანი რატი?!-თავი გვერდით გადავხარე.ძლივს ამოვთქვი სიტყვები.მისი სერიოზული სახე მწარე ღიმილმა ჩაანაცვლა.

გაგრძელება იქნება…

მოუთმენლად ველოდები თქვენს ემოციებს.
მოტივაციას თქვენ მაძლევთ გავაგრძელო.
თქვენი ELOISE<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent