შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მას...


30-01-2016, 11:51
ნანახია 1 565

თვალებს აყრიან მიწას,
სახეს ატყვია სევდა,
ხელებს მიწაში ასველებს წვიმა,
ღამეს კი მისი სუნი ჭკუიდან რევდა.

სხეული მიწაში, ქორფაა კანი,
კუბოა ხის, შეკერილია წითელი ბანტით,
ცრემლები გალურჯდნენ, თეთრია ტანი,
დუმს სახე, კიდობანში წუთებიც დუმდება წამით.

მიწაში ხელები, ამოსვლას ხორცი ვერ ბედავს,
სულია კუბოს კიდეზე ზის მორცხვად,
გამოსვლა უნდა, მაგრამ მესაფლავე ხედავს,
ეფერება ნათელი თითები საფლავის ქვას ურცხვად.

მზეში დამარხულს მაინც მიწაში მალავენ,
ასე იციან, კვდებიან და ნებდებიან,
მდუმარე სახეები, მათი ცრემლები დუმილს ნამავენ,
წუთებმაც იციან, სივრცეში ახალგაზრდულად ქრებიან.

მიწაში კაცდები, ჩონჩხია ჭაღარა,
შავები ტანზე, ცხოვრება რიტმებს აქრობს,
სულში ნათდები, სამოთხეში გიკრავენ დაფსა და ნაღარას,
შენი თვალები, მოგონების სიტკბოს ფესვებამდე აშრობს.

დღეები მიწაში, საფლავთან ქარია,
ჩამოვხტე მინდება, მარტოობის ძილი ჩუმია,
შენმა სიშორემ ცამდის გზები სულ არია,
და ეს გზებიც საშინლად მუქია.

სულს ჩახუტება უნდა კანის,
მოენატრა სხეული მისი,
გულს დადუმება, ძვლებია მხოლოდ ტანის,
მოელანდა ეული სულს მიწაში სხივი.


ბალახი ედება მიწის შრეებს,
სუნია მიწის, შენი გემო აქვს სამარეს,
იგონებ სადღაც ჩამომჯდარი ალბათ შენებს,
თუ მათი იმედები როგორ უცებ დაასამარე.

უყურებ როგორ გეცლება კანი,
ჭიები დაგიხტიან ქორფა სხეულზე,
ლამის დაძიძგნეს, შეგიჭამეს ტანი,
და უმოქმედობა შეგეყინება ჩონჩხში გამქრალ გულზე.

სანთელს გინთებენ, უყურებ როგორ იწვება ალი,
გინდება კვლავ სიცილი, ყვირილი და სევდა,
შენ მოკვდი ოღონდ ცოცხალი,
და ეს ფიქრები ზეცაშიც ჭკუიდან გრევდა.

რატომ თენდება შენი მოგონება,
დროში ზმანებით კვლავ მოიპარები,
ცდილობ დაძაბო ახლაც გონება,
მაგრამ კვლავ ისევ ისე უთქმელად იპარები.

ზეცის გადაღმა, მთების სილაზე,
შენი ფეხებით კვალი ამჩნდება,
სხვების მზერა, მანდაც აკვირვებთ შენი სინაზე,
და ეს შენი ფერები არა,არ ქრება.

მიწის სუნია, სული სამარესთან ფიქრობს,
ცა გიყურებს, შენ კი სახეებს ხედავ,
გესმის ვიღაცა როგორ გიხმობს,
მაგრამ დაბრუნებას ვერა ვერ ბედავ.

მიწას დაჩიჩქნი, შენი სახეც მოგენატრება,
სანამ კანი შეგრჩენია გინდა დახედო,
საღამო შენს სულსაც უცებ მოეპარება,
სადღაც გიხმობენ, არა, მათ არ ენდო.

ვხედავ ქარში შენს სევდიან სახეს,
მიწის სუნი გამქრალა უკვე,
ვეღარ გისწორებ ჩუმად მოტირალ თვალებს,
მე შენ უკვე გიგლოვე საფლავთან წუხელ.

ყველა ასეა, სამარის პირას ჩუმად ვირწევით,
სხვები მონატრებას ჩუმად ითმენენ,
ამ დროების ქარში ჩვენც მალე გავიპნევით,
და შენთან ერთად მივეძალებით სულიერ ვნებებს.



№1  offline წევრი გიჟი გოგონა :)

სასიამოვნო წასაკითხი იყო ჩემთვის feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent