შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 13. შუა მინდორი


3-02-2026, 22:18
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 180

ღამე მძიმე იყო. ანამ რამდენჯერმე გამოიღვიძა. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სიზმარს ხედავდა. ნიკა იდგა მდინარის პირას, თოვლი ფეხებთან ეყარა, ხელში რაღაც ეჭირა - ალბათ იარაღი, მაგრამ, როცა ანამ მიახლოება სცადა, ყველაფერი წყალმა დაფარა. საშინელი სიცივე იგრძნო და თვალები გაახილა. ოთახი ბნელში იდგა. ფანჯარაზე წვიმის წვეთები ეცემოდა. ცოტა ხანს ჭერს უყურებდა, მერე წამოდგა, ტანსაცმელები დაინახა ტუმბოზე დაწყობილი, როგორც ჩანს ნინომ შემიოტანა. წყალი ჩამოისხა, მაგრამ ხელი მაინც უკანკალებდა. გონებაში ისევ ნიკას სახე ტრიალებდა, როგორც მაშინ, ბოლოს რომ ნახა.

„ნუთუ მართლა შეეძლო?..."

გაიფიქრა. მერე თავზე შალი გადაიფარა და ფანჯარასთან დაჯდა. გარეთ ქარი ჩუმად დასრიალებდა, მთის ზემოთ კი შორიდან თეთრი ღრუბელი ჩამოდიოდა, თითქოს თოვლი ისევ ბრუნდებოდა. დილამდე ვეღარ მოისვენა. სამზარეულოში ჩაიდანი დადგა, მაგრამ ჩაიც კი არ დაულევია. ჩუმად გამოვიდა სახლიდან. გზაზე ჯერ კიდევ ნამი იდგა, ქარი თმაზე ეფინებოდა, ოდნავი ნიავიც კი არხევდა მის სხეულს, გამხდარი იყო და ნერვიულობამ სულ მთლად დაღუპა მისი სხეული.

ნინო ეზოში იდგა. დილა იყო, ქალი სიმინდს უყრიდა ქათმებს.

- დილა მშვიდობისა,- უთხრა ანამ მშვიდად.

ნინომ მოიხედა, გაუღიმა.

-ადრიანად გაგიღვიძია, ანა. ცუდად გეძინა?- ანამ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს არაფერს არ იმჩნევდა.

- ცუდი სიზმარი ვნახე და ვეღარ დავიძნე,- მხრებს იჩეჩს ანა,- ის ადგილი... სადაც ალეკო მოკვდა, სადაა?

ნინო წამით შეჩერდა, შემდეგ თავი დახარა.

- რად გინდა იმ ადგილის ცოდნა?

- უბრალოდ... გუშინ დარიკომ რაღაც მითხრა. რაღაცას ეძახით თურმე მაგას.

ნინომ სიმინდი გვერდზე გადადო და ამოიოხრა.

- მდინარისკენ რომ ჩამოხვალ, იქ ბორცვია. ხის ძველი ჯვარი დგას. იქ. იმ ღამეს იქიდან ისმოდა ტყვია. იმ ადგილას არავინ არ დადის, რაც კი სიკვდილი მინახავს ყველა მანდ, შენც ნუ წახვალ.

ანამ ჩუმად დაუქნია თავი.

- მადლობა, ნინო,- ქალს აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ შეხედა, თითქოს უნდოდა რაღაც დაემატებინა, მაგრამ ვერ გაბედა.

ანა ნელა შებრუნდა, ოთახში ავიდა, როგორც ჩანს გაგი სახლში ისევ არ იყო, ბიჭი გუშნდელის მერე აორთქლდა. როგორც კი ნინო თვალს მიეფარა ცხენზე შეხტა და ბილიკს გაჰყვა. ფეხქვეშ მიწა ნესტიანი იყო, ჰაერში ნამისა და ძველი ფოთლების სუნი იდგა. მზე ნელა ამოდიოდა, ჩრდილები გრძელდებოდა  და ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა - რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ადგილს, მით უფრო იძაბებოდა სიჩუმე მის შიგნით. მდინარე ჯერ შორიდან ჩურჩულებდა. წყლის ხმა თითქოს უხმოდ იძვროდა ხეობაში, თითქოს თვითონაც რაღაცას ინახავდა. ანა ნელა მიუყვებოდა ბილიკს. ცხენი მშვიდად მიაბიჯებდა, თათქუნის ხმას მთები უკან ექოდ უბრუნებდნენ. ჰაერი ნესტით იყო გაჟღენთილი. მდინარის ნაპირას თეთრი ნისლი დაბლა ჩამოწოლილიყო და ყოველ ნაბიჯზე უფრო სქელი ხდებოდა, თითქოს გზას უნდოდა გადაკეტვა. როცა მდინარეს მიუახლოვდა, ცხენი გააჩერა. წყალი სწრაფად მიექანებოდა ქვებზე, კენჭებზე ცივი მზე ირეკლებოდა. ანა ჩამოხტა, ხელით ჩაეჭიდა ტოტს და მდინარის პირას ჩაიმუხლა. თითებში ცივი შხეფი იგრძნო. თვალებით ზედაპირს გაჰყვა - იქვე, წყლის თავზე ბორცვი იწყებოდა და სადღაც შორიახლოს ჯვარიც ჩანდა. ის იყო ნინოს მიერ ნახსენები ადგილი. გული ოდნავ აუჩქარდა. ცხენი იქვე დააბა და  ფეხით დაიწყო ბორცვზე ასვლა. ბალახი სველი იყო, თოვლი იდო, თუმცა ზოგ ადგილას ჯერ ისევ მოჩანდა მოტიტვლებული მიწა. ფეხსაცმელი ისხლიტებოდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. თითოეულ ნაბიჯზე მიწა ოდნავ ირხეოდა, თითქოს ბორცვი სუნთქავდა. ზემოთ რომ ავიდა, ქარმა თმა სახეზე გადმოუყარა, იქიდან მთელი ხეობა მოჩანდა. მდინარე ვერცხლის ზოლივით იდგა, ტყეები კი ნელა იძირებოდნენ ნისლში. ბორცვის თავზე მიწა ოდნავ ამობურცული იყო. თითქოს რაღაცას ინახავდა. ანა გაჩერდა. იმ ადგილას სიმძიმე იგრძნო - არა ისეთი, რომელიც თვალით ჩანს, არამედ ისეთი, რომელიც გულში ჯდება. მუხლებზე დაემხო და ფრთხილად შეეხო მიწას.  ბორცვის ძირში, ჯვართან ახლოს მოტიტვლებულ მიწაზე, მიწის წვრილ ბზარში, მზემ რაღაც მოელვარე აჩვენა. ანა ფრთხილად დაიხარა, თითებით მიწა და თოვლი გადასწია და ნივთი ამოიღო - მუქი, ჟანგით დაფარული, ტყვია იყო. ისეთი პატარა იყო რომ შეიძლება ვერც შეემჩნია დაკვირვების გარეშე ადამიანს. მხრებში დაძაბულობას გრძნობდა. ქარმა უფრო მაგრად დაუბერა, თითქოს მთას რაღაცის თქმის სურვილი ჰქონდა, მაგრამ სიტყვები ვერ შეეკრა. ანა იდგა ბორცვზე, ხელში დაჟანგებული ტყვია ეჭირა და გრძნობდა, როგორ უხმოდ იძვროდა წარსული მისკენ - ნელა, მაგრამ შეუჩერებლად. მიხვდა რომ ეს ვერ იქნებოდა უბრალო შემთხვევა.

შორიდან მდინარის ხმა ისმოდა.

- ნიკა... - ჩუმად თქვა ანამ და თავი დახარა,- რა დაგემართა მაშინ, რას მალავ...

წვიმა ისევ დაიწყო - ნელა, როგორც მაშინ, იმ ღამეს.

და პირველად მას ეჭვი გაუჩნდა.

"იქნებ ნიკა დანელია მართლა უდანაშაულოა?"

ისევ იმ ნაჭერს დახედა. ცივ ხელზე ეკალივით ეკვროდა.

"ყველაფერს გავიგებ"

ისევ წვიმდა, ანას გული არ თბებოდა.  ჯიბეში ჩაიდო ნაჭერში გახვეული ტყვია, ერთი წამით ირგვლივ შეხედა და ნელა წავიდა. მთები ზემოდან იდგნენ - სველი, სქელი, თითქოს ყველაფერი იცოდნენ და მაინც არაფერს ამბობდნენ.

სოფელში რომ დაბრუნდა, შუადღის მზე უკვე მწვავედ ანათებდა. სველი მიწა ორთქლივით ადიოდა და კედლებზე ნათელი შუქის კვალი იშლებოდა. ეზოებში ბავშვების სიცილი ისმოდა, წყლის ხმები, ჭიშკრების ხმაურიც კი სხვანაირად ისმოდა - თითქოს აქ არაფერი იცოდნენ, თითქოს ის მინდორი არც არსებობდა. ანა ფშვინავდა - თითქოს ისევ იქ იყო, მიწაში ჩაფლული ტყვია ჯერ კიდევ თითებზე აეკრო. სახლში შევიდა, ფეხსაცმელი მოისროლა და სარკის წინ გაჩერდა. წვიმასთან ერთად გამოსული მზის სხივი თმებზე ეცემოდა, და თითქოს ყველაფერს გამჭვირვალეს ხდიდა - ოთახს, ფარდას, თვითონ ანასაც. ჯიბიდან ნაჭერი ამოიღო, მაგიდაზე დადო. გარედან დედაკაცების ხმა შემოვიდა - წყაროსთან იდგნენ, საუბრობდნენ იმაზე რომ ერთი ცხენი ტყეში დაიკარგა. ანამ ფარდის კიდე ოდნავ აწია და ფრთხილად გახედა მათ. ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. ჩვეულებრივად... მაგრამ მასში რაღაც შეიცვალა. საღამოს სოფელში სიჩუმე ჩამოწვა - ისეთი, რომელიც მხოლოდ მთებში იცის: როცა ხმები ჩერდება, მაგრამ სმენას მაინც რაღაც ესმის. შორიდან მდინარის გუგუნი მოდიოდა და ფანჯრიდან სინათლე ციმციმებდა. ანა ვერ ისვენებდა. მაგიდასთან იჯდა, წინ ის რკინა ედო, გვერდით ჩაი და წიგნი, მაგრამ თვალს ვერაფერზე ამახვილებდა. მერე უცნაურად მოეჩვენა - თითქოს იმ ადგილს ისევ ხედავდა. თითქოს ახლა იქ იდგა ვიღაც, ხელებში იარაღით და ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა ერთი ხმა - რკინის და ქარის შერეული. სწრაფად თავი გააქნია, თითქოს ფიქრი მოიშორა, მაგრამ ვერ შეძლო.

საღამოს სიჩუმეში ანას მოესმა ცხენის ხმა - ნელი ნაბიჯებით მოდიოდა. 

გულის სიღრმეში მიხვდა - გაგი იყო.

ცხენის ბაკანი სულ უფრო ახლოდან ისმოდა. ანამ ფარდა ოდნავ ჩამოწია - მთვარის შუქზე მკაფიოდ ჩანდა გაგი, შავ ცხენზე მჯდომი, მხრებგაშლილი. ხელში არაფერი ეჭირა, მხოლოდ ქუდი ეკავა და მზერა ჰქონდა ჩაფიქრებული.

- გვიანია, - თქვა ჩუმად, ისე, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.

- მელოდებოდი?- გაგიმ გაიღიმა.

ანამ სიჩუმით უპასუხა. ქარს მის თმაში ბალახის სუნი შემოერია, სველი და ცივი.

- რა მოხდა? - იკითხა ბოლოს გაგიმ, თითქოს არაფერი უგრძვნია, მაგრამ თვალებით მაინც რაღაც ეძებდა.

- არაფერი. უბრალოდ მინდორზე გავიარე დღეს, - თქვა ანამ და მზერა მოარიდა.

- რომელ მინდორზე?

- იმ მინდორზე, მდინარესთან,- გაგი წამით დადუმდა.

- მანდ აღრა წახვიდე ანა, ძლივს მიწყნარდა ეგ ამბავი და ისევ თუ ატყდნენ, შენი აქ ყოფნაც ვეღარ გვიშველის,- ხმა რბილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც მოზღვავებული იგრძნობოდა შიგნით. - მაგ ამბავში სიმართლეს ბევრი არ ამბობს.

- გარეთ მინდა გასვლა, აქ უკვე სული მეხუთება,- თითქოს თემას ცვლიდა. 

გაგი წამოდგა, ცხენი მოატრიალა.

- წამო, თუ არ გეშინია ღამის,- ანამ ზურგზე თხელი ქურთუკი მოიცვა და თავისი ცხენისკენ წავიდა. ზემოთ მთვარე ამოიწია - ხეები ბზინავდნენ და ყოველი ტოტი ისე მოძრაობდა, თითქოს სუნთქავდა. ტყის ბილიკი ნელა ჩადიოდა ხევისკენ. ცხენების ჩუმი ნაბიჯები მიწის ზედაპირზე ფრთხილად ისმოდა და მხოლოდ შორს ჩხრიალებდა წყალი. გაგი წინ მიდიოდა, ხანდახან უკან მოიხედავდა. ანა უკან მიჰყვებოდა და გულში იმ ფიქრს ატარებდა, რომელსაც ხმამაღლა ვერ იტყოდა. ტყის შუაგულში გაჩერდნენ. ბალახზე ნამის ბზინვარება იყო, ქარის მოძრაობით ხეები ერთდროულად ირხეოდნენ. გაგი ჩამოხტა ცხენიდან, იქვე პატარა ნაპრალს შეხედა - ქვემოთ მდინარე იშლებოდა, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე.

- ეს ჩემი ადგილია, - თქვა ჩუმად,- როცა რაღაც ვერ გამოდის, აქ მოვდივარ. თითქოს ეს ხეები გისმენენ, მაგრამ არ განგსჯიან.

ანა ჩამოხტა, ფრთხილად მიაყენა ცხენი ხესთან. 

- აქ სიმშვიდეა, - თქვა. გაგიმ თავი დაუქნია,- სიმშვიდე კი არა, მარტოობაა.

ისევ სიჩუმე ჩამოწვა. შორიდან რაღაცამ ჩაიფრინა, ტოტები ოდნავ შეირხა. ანამ ხელები ჯიბეში ჩაიყო და თითებით ისევ იგრძნო რაღაც. გაგიმ შეამჩნია, როგორ შეეცვალა ანას სახე.

- რა მოხდა?

- არაფერი,- სწრაფად თქვა.

-ეჩვევი აქაურობას?

- თუ გგონია რადგან ნორმალურად გელაპარაკები შევეგუე - ცდები.

- მაინც, ვცადე...

- ნიკა რომ დამნაშავე არ აღმოჩნდეს მე რა მელის?- ლოდინის გარეშე ეკითხება, პირდაპირ.

- ვერ გავიგე,- დაიბნა უცებ გაგი,- რას გულისხმობ?

- არაფერი, დაივიწყე,- წამოდგა ფეხზე ანა,- დავბრუნდეთ, ცივა უკვე.

გაგიმ უცნაურად ჩაათვალიერა, მერე ფეხზე წამოდგა, ანამ გვერდით ჩაუარა, მისი ტკბილი სურნელი ეცა ცხვირში, წამით გაინაბა, თვალები მიელულა.

- წავიდეთ? - იკითხა ანამ ისევ. გაგი ცხენზე შეხტა.

- ხვალ მინდორზე აღარ წახვიდე, - თქვა გაგიმ უეცრად.

- საიდან გაიგე რომ იქ ვიყავი?- წარბებს კრავს ანა,- ოღონდ ახლა არ მითრა რომ მითვალთვალებ თორე შინ მხოლოდ მე დავბრუნდები.

- არა,- გაგის გაეცინა,- ტყეში ვიყავი სანადიროდ და დაგინახე წამოსვლისას.

- ზამთარში სანადიროდ ვინ დადის?- გაბრაზდა ანა, ჯერ კიდევ ეგონა რომ მას უთვალთვალებდა.

- ანა მეც ადამიანი ვარ და მჭირდება ცოტახნით ყველაფრისგან მოშორება, რადგან მშვიდად გელაპარაკები არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი რაც ხდება ფეხებზე ,- გადაატრიალა თვალები გაგიმ.

- არ მეგონა ბატონ გაგი ხერგიანს ასეთი სუსტი გული თუ ჰქონდა.

- ახლა დამცინი?- ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა ხერგიანმა.

ანა გაჩუმდა. აღარაფერი თქვა. მათ ზურგს უკან ტყე ისევ ირხეოდა. დილას ანა სამზარეულოში ჩავიდა, ყავა მოოიდუღა. ცოტახნით გასაცივებლად დადგა, სანამ რამე მოიმზადებდა, საშნლად შიოდა, რამდენიმე დღეა ნორმალურად არც უჭამია, უკვე მუცელი ახსენებდა თავს. მეორე ჭიქაც დადგა დარიკოსთვის, ცოტათი ტკბილი. იცოდა რომ ეს არ უნდა ექნა, რომ არ იყვნენ სვანები საერთოდ შეხედვის ღირსები, უბრალოდ ეს ქალი ზრუნავდა მასზე და ანა ამას ხედავდა, არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა, ქალს სადარდებლად სიიც ეყოფოდა რომ თავისი შვილიშვილი ნამდვილ სიყვარულს ვერასდროს გამოცდიდა, რადგან ანას გული სიყვარულისთვის უკვე მკვდარი იყო.

- დილამშვიდობისა,- გაისმა გაგის ხმა და იქვე მდგარ ყავის ჭიქას წაავლო ხელი.

- მოიცა ეგ...- ანას სიტყვა ჰაერშ გაუწყდა,- ჯანდაბა, ეგ ჩემი იყო.

- ასეთ მწარეს როგორ სვამს?- მანჭავს სახეს გაგი,- მაგიტომაც გაქვს მწარე ენა. მეგონა დარიკომ გამიმზადა.

- შენით ვერ გაიმზადებ?-აბუზღუნდა ანა,- გქონდეს ეგ და ჩაიყარე თუ გინდა ხუთი კოვზი შაქარი.

ხელახლა დაიწყო ყავის მომზადება.

- როგორი მწარე ხარ დილიდან, ჯერ არ გიჭამია?- გაგიმ საუბარი მიატოვა ანას მკაცრი მზერა რომ დაინახა.

- საქმე არ გაქვს?- მიუბრუნდა დანით ხელში.

- ისე მიყურებ, რომც არ მქონდეს, მაინც ვიპოვი რამეს,- უკან იხევს ხერგიანი,- დამჭრი მაგით.

- გამკეთებელი ვარ,- უახლოვდება ანა.

- მანიაკი ხარ,- ნინო სამზარეულოში შემოვიდა, ანამ თავი დახარა.

- ჯერ არ გისაუზმიათ?- მშვიდად იკითხა ქალმა და გარედან მოტანილი თბილის ფუნტუშები მაგიდაზე დაალაგა. 

- ახლა ვაპირებდი, მაგრამ ვიღაცამ დილიდან ამიმწარა ენა,- ეშმაკურად უმზერს ანას.

- ყავას ვაკეთებ, დალევ?- უყურადღებოდ დატივა გაგის ნათქვამი და ნინპს მიუბრუნდა, თუმცა ქალისგან უარი მიიღო. გაგიმ მინდორშ მივდივარო და სამზარეულოდან გავიდა, თან ერთი ფუნტუშა გაიყოლა. სიჩუმე ჩამოდგა. მერე ნინომ ოდნავ ჩაახველა და ჩაი დაასხა.

- შენ სულ სხვანაირი ხარ, ანა. სხვანაირად უყურებ ყველაფერს,- დაიწყო ნინომ.

- როგორ სხვანაირად?

- თითქოს ყველგან პასუხს ეძებ, სადაც სხვები უბრალოდ გაივლიდნენ.

ანამ გაიღიმა, მაგრამ შიგნით რაღაც ჩასწყდა.

- ალბათ იმიტომ რომ რაღაც კითხვები არ მასვენებენ,- ნინომ თავი დაუქნია და ფანჯარაში გაიხედა. იქით მხარეს მთის ზოლი იდგა - სვანეთისკენ.

- ჩემი მხრიდან რომ ჩამოვედი, ეგრე ვფიქრობდი მეც. აქ კი... ხალხი სხვანაირად ცხოვრობს. კითხვებს მალავენ, იმიტომ არა რომ არ იციან, არამედ იმიტომ რომ იციან პასუხს ვერ მიიღებენ და სჯობს არ გაჩუმდნენ.

ანას აღარაფერი უთქვამს.

- გცივა? - ჰკითხა ნინომ მშვიდად.

- ცოტა, - თქვა ანამ.

ნინომ პლედი მხრებიდან მოიხსნა და ანას მოაფარა, თმებზე მოეფერა და მშვიდად უთხრა.

- ბედნიერება ხშირად მოულოდნელად მოდის, ან ხშირად ცხვირწინ გვაქვს და ვერ ვამჩნევთ ხოლმე,- და სამზარეულოდან გავიდა.

ფანჯრიდან ქარი ისევ შემოვარდა და გარედან ცხენის ხმა მოისმა - ალბათ გაგი დაბრუნდა. შორიდან უმზერდა მინდორზე მდგარ უზარმაზარ ცხენს და მასზე ამხედრებულ ბიჭს, გაგი იღიმოდა, თან ვიღაცას ესაუბრებოდა. ბედნიერი იყო, ან უბრალოდ ეს ბედნიერება წამიერი იყო მისთვისაც.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ მომწონს და ველოდები ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent