სიჩუმით განადგურება.(სრულად)
-ალიკა, ალიკა...... ალიკა მიდიოდა დაფიქრებული და არავის ხმა არ ესმოდა ის ფიქრებით სულ სხვა სამყაროში იყო და ვერც ვერავის ამჩნევდა, დაფიქრებულმა შევიდა ოფისში და თავის კაბინეტის კარს შორიდან შეხედა ირონიულად ჩაიცინა თავი მაღლა ასწია და წინ წავიდა, გაბედულად შეაღო კარი და შევიდა მოულოდნელად კი მეგობრის ხმა გაიგონა და გაოცებულმა მიბრუნდა. -რაზე ფიქრობ, ალიკა მოდიხარ დაფიქრებული და გზა ისე გადმოკვეთე არც შეგიმჩნევია ორმა მანქანამ ლამის გაგიტანა. -შენ ხარ, არც შემიმჩნევიხარ. -ალიკა რა მოხდა, რა გჭირს რაზე ფიქრობ ან რა ფერი გადევს და ან რა სახე გაქვს. -რა მჭირს, გითხრა რაც მჭირს და რას მეტყვი საპასუხოდ რომ გითხრა მოღალატე არის ჩვენს შორის. -გამორიცხულია, შეუძლრებელია......... -საქმე რომელსაც ველოდით რომ მილიონი მოგება უნდა მოეტანა ბოლო წუთებში ვგებულობ რომ პარტნიორმა გეგმა შეცვალა და მოლაპარაკებებიდან გადის, რადგან მიიღო უკეთესი შემოთავაზება შენ კი მეკითხები რაზე ვფიქრობ და ახლა შენ დაფიქრდი. -რას ამბობ, ეს ვის უნდა გაეკეთებინა და ისიც შენთვის. არა, არა, ეს დაუჯერებელია და ვერც დავიჯერებ. -ვის თუ არა იმას ვისაც ყველაზე ძალიან ვენდობოდი, იმას ვინც ამ საქმის გარშემო ყველა წვრილმანი და ყველა დეტალი ერთად რომ გავთვალეთ. ვაკო შენი გათვლით ვინ არის ეს ადამიანი, ვინ იდგა ჩემს გვერდით აქამდე.....ვაკო თვალებში უყურებდა ალიკას და შემდეგ დაბნეულმა უთხრა. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი ვისზე უნდა ვიფიქრო რომ გღალატობს. -მე კი ვიცი და ველოდები...... -ელოდები და რას ელოდები.... -როდის აღიარებს თავად დანაშაულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცი რაც უნდა გავაკეთო ვაკო. სიჩუმე იყო ოთახში და ჩაფიქრებულმა კარის დაკეტვის ხმა გაიგონა, ოთახში მარტო იყო ვაკო უხმოდ წასულიყო კარს შეხედა ჩაიცინა ტელეფონი ამოიღო და ძალიან წყნარად თქვა. -ჩემთან შემოდი ახლავეს.... რამდენიმე წუთში კარი გაიღო და მაღალი წარმოსადეგი პიროვნება ალიკას წინ იდგა. -რა მოხდა, ალიკა მითხარი რა გჭირს.ალიკამ რამდენიმე ქაღალდი მისცა და უთხრა. -რომა გენდობი და რაც ამ ქაღალდზე არის დაწერილი ეს საბუთები მჭირდება ხვალ დილისთვის. რომამ ქაღალდი გამოართვა გადახედა ალიკას და წარბაწეულმა უთხრა. -ეს ყველა საბუთი ხვალისთვის უნდა გქონდეს? -კარგად გაიგონე და საქმეს შეუდექი........ -ალიკა.... -რომა ვიცი რომ რთულია და არა მარტო რთული ურთულესია ხვალ დილამდე ეს ყველა საბუთი შეაგვროვო, მაგრამ იმაზე მეტად რთულად არის საქმე ვიდრე წარმოგვედგინა, ამიტომ ეს საბუთები ხვალისთვის ხელთ უნდა მქონდეს. -როგორადაც არ უნდა ვეცადო, ვერ მოვასწრებ..... -ვერ მოასწრებ და ხვალ შეიძლება ეს ოფისი ჩვენი აღარ იყოს,გაგვყიდეს რომა და ჩვენ მე, შენ და ეს ოფისი ვიღაცამ შიგნიდან გაყიდა ეს უნდა გავიგოთ და ამის გაგებაში შენ უნდა დამეხმარო. -შევეცდები, მართლა შევეცდები რომ დილისთვის თუ არა შუადღემდე შევძლო, მაგრამ კარგი ადვოკატი გვჭირდება. -დაურეკე ოფისის ადვოკატს. -არა, დამიჯერე ამჯერად ის საქმის გარეთ დატოვე და სულ სხვა სრულიად უცხო და უცნობი ადვოკატი ავიყვანოთ. -გგონია ასე ადვილია სანდო ადვოკატის პოვნა? -ვიპოვით,მხოლოდ მოთმინება უნდა გვქონდეს, წავედი და შეგეხმიანები.რომა წავიდა, ალიკა საღამომდე ოფისიდან არ გასულა და დილით ელვის სისწრაფით მოედო ოფისს ავის მომასწავებელი ამბავი ალიკა თავისივე საცხოვრებელი სახლთან დაჭრილი იპოვეს და დაცვის თანამშრომელმა გადაიყვანა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ექიმმა შეხედა თუ არა ჭრილობას იქვე მდგარ ექთანს შეხედა და თქვა. -ღრმა ჭრილობაა სასწრაფოდ საოპერაციოში.... -ხომ გადარჩება ექიმო. თვალებში ცრემლი ჰქონდა დაცვის ბიჭს და ექიმს იმედით სავსე უყურებდა. -შევეცდებით გადავარჩინოთ შვილო... საოპერაციოს კარი მიიხურა და ბიჭი იქვე კედელთან ჩასრიალდა და ცრემლი სდიოდა, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ტირილით თქვა. -მოდი, სასწრაფოდ მოდი საავადმყოფოში ვარ ალიკა დაჭრილია.რამდენიმე წუთი რამდენიმე საათად გადაიქცა და რომა უკვე თვალცრემლიანი დაცვის თანამშრომლის წინ იდგა. -საბა, საბა რა მოხდა.... -როგორც ყოველთვის ჩემს დროზე მოვედი 8სთ-ზე შევცვალე დაცვადა,შემდეგ ალიკას მანქანა დავინახე და ჭიშკარი გავაღე შემოვათქო მაგრამ გაჩერდა და დაველოდე, მაგრამ რომ აღარ წამოვიდა ახლოს მივედი თვალებდახუჭული იჯდა გულზე ჰქონდა ხელი დადებული და ხელი კი სისხლიანი იყო ის დაჭრილია, რომა ალიკა ვიღაცამ სახლთან მოსული დაჭრა. -ექიმმა რა გითხრა, იცოცხლებსო ხომ გითხრა საბა. ხმა აუკანკალდა რომას და ორივე ხელები თავზე შემოიწყო. -ცოცხალია გონებაზე იყო რომ მოვიყვანეთ,მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა ჭრილობა არ ვიცი სად აქვს საშიშია თუ არა ისიც არ ვიცი, მაგრამ ექიმმა რთული ჭრილობა არისო. რომა...... რომამ შეხედა საბას და თავადაც უიმედოდ თქვა. -დამშვიდდი, გამოვა ექიმი და გვეტყვის რა მდგომარეობაც არის. -ბარბი, ბარბი მთავარი ექიმი საოპერაციოში გელოდება.... -რა მოხდა მძიმე პაციენტი არ გვყავს, მოიყვანეს ვინმე? -მოიყვანეს და ექიმმა რთული მდგომარეობა არის ბარბი გვჭირდებაო. -ხალათს ჩავიცმევ და ახლავეს მოვალ. ბარბიმ ხალათი აიღო და საოპერაციოსკენ წავიდა კართან რომა დახვდა და თვალებში ჩახედა ბარბის. -გთხოვთ მითხარით ახალი შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობა როგორია. -მეც არაფერი ვიცი თავად გავიგებ და აუცილებლად გეტყვით, მხოლოდ გთხოვთ დამშვიდდით. ბარბიმ რომას მკრთალად გაუღიმა და საოპერაციოს კარს უკან გაუჩინარდა, რომა კი ვერა და ვერ მშვიდდებოდა ფიქრობდა ვის უნდა ესროლა ალიკასთვის თუმცა უკვე ხვდებოდა ვინც იქნებოდა,როცა ალიკამ საბუთების გაკეთება სთხოვა სასწრაფოდ დარწმუნდა თითოეული საბუთის ამოძებნაზე ვინ იყო მოღალატე და ის იმ წუთიდან შეუდგა საბუთების გამზადებას. -გავიგებ, ყველაფერს გავიგებ და ნიღაბს ჩამოვხსნი ვინც შენ გესროლა თუმცა უკვე შორს ძებნა არც მჭირდება. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმი რომას წინ იდგა და რომამ რომ შეხედა მის დაღლილ თვალებს სწორედ იქ დაინახა უიმედობის ნაპერწკალი და ხმა ვერ ამოიღო,რადგან თავადაც შიშმა აიტანა. -ექიმო......... -ცოცხალია დამშვიდდი სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე და დარწმუნებით ვერაფერს ვერ გეტყვით ჭრილობა გულთან ძალიან ახლოს არის და დაზიანებულია გულის სარქველი დანის წვერი თითქმის შეხებულია გულზე ამიტომ უნდა დაველოდოთ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა უფალი უნდა ჩაერიოს.... -ექიმო სწორი პასუხი მჭირდება, გადარჩება? -მეც სწორად და პირდაპირ გეტვი, რომ არ ვიცი, მართლა არ ვიცი ხვალ როგორ იქნება. რომა კედელს მიეყრდნო და ალიკას გვერდით გატარებულმა ყველა წუთმა თუ დღემ გონებაში გაიარა და თვალზე ცრემლი მოადგა.მოგონებებს თვალი გაუსწორა და გაიხსენა როგორ მდგომარეობაში იყო როცა ალიკას დაუახლოვდა ის განადგურებული იყო მამა რომ გარდაეცვალა დედა და შვილი მამის ძმამ საკუთარი სახლიდან გამოაგდო იმ დღეს საშინელი წვიმა იყო ქარი ზუზუნებდა და ფეხებთან ერთი ტომარა დაუგდო დედა-შვილს და უთხრა. -არაფერი მოგიტანია და ვერც აქედან წაიღებ ვერაფერს, წადი აქ შენი ადგილი აღარ არის. ის წვიმიანი ღამე რომამ დედასთან ერთად საქონლის ბინაში გაათენა, რომა 8 წლის იყო და თავადაც თვალცრემლიანმა დედას თავისი პატარა ხელები მოხვია. -ნუ ტირი დედა გპირდები ამ ღამეს და ამ წუთებს ინანებს ბიძა და ბიცოლა, კარგად ვხედავდი მამა არცერთს არ უყვარდა და რადგან ის აღარ არის ჩვენც თავიდან მოგვიშორა. -გაჩუმდი, შვილო გაჩუმდი არავისზე ცუდი არ უნდა თქვა ეს ჩვენი ცხოვრების ტვირთია და უნდა შევძლოთ ეს ტვირთი ღირსეულად ვატაროთ. -ღირსეული ადამიანის შვილი ვარ დედა და პირობას გაძლევ მამას სახელს არასოდეს არ შევარცხვენ, შენ არა მაგრამ მე აქ დავბრუნდები მაშინ როცა ფეხზე მყარად დავდგები და როცა სახელოვანი პიროვნება გავხდები,განა მათი ქონება მინდა თვალებში უნდა ჩავხედო იმ ადამიანს ვინც ასე მოგვექცა დედა.იმ ღამით არცერთს არ ეძინა ან სად დაიძინებდნენ გარეთ კი დილამდე წვიმდა, ღამემ რომ პირი იბრუნდა და ცას სითეთრე შეერია დედა შვილმა დატოვა საქონლის ბინა და წვიმიან გზას დაადგნენ ხელი ხელ ჩაკიდებული, ადრე გამოსული მეზობლებს უკვირდა სად მიდიოდა მართა პატარა რომასთან ერთად ამ წვიმაში, მაგრამ მის ნამტირალებ თვალებზე და ნატანჯ სახეზე ყველამ შეატყო რა უგულო მაზლი ყავდა და სინანულით გააქნია ერთმა მამაკაცმა თავი. -აფსუს გუჯა ბიჭო შენს ცოლს და შვილს რომ ადამიანი ვერ მიხედავს.შემდეგ მართა შეაჩერა და მორიდებულად უთხრა. -მართა ნუ წახვალ ამ სოფლიდან, მთელი სოფელი შევიკრიბებით და სადაც თქვენი კუთვნილი მიწა არის იქ ჩავდგამთ ერთ ფიცრულს და იქ იცხოვრეთ დაო.... -მადლობა სანდრო მაგრამ ამ სოფელში ის ყველგან მოგვწვდება,ის მიწა გუჯამ რომ იყიდა ისიც დაისაკუთრა და წაგვართვა.მიუხედავად იმისა ჩემი ქმრის საფლავი აქ არის მაინც ვერ დავრჩები ჩემს თავს არ დავეძებ შვილს გამიუბედურებს და გზას აცდება, რომა ღირსეული ადამიანის შვილია და ღირსეული კაცი უნდა დადგეს. სანდრომ ცრემლი მოიწმინდა და რომას თავზე ხელი გადაუსვა. -თუ ოდესმე დაგჭირდე იცოდე ყოველთვის ღია იქნება ჩემი სახლის კარი შენთვის ჩემო ბიჭო, შენ ჩვენი გუჯას დანატოვარი ხარ და იქ იმ კერაზე უნდა გეცხოვრა,მაგრამ გაუმაძღარ ადამიანი რომ დაიბადება ის ყველაფრის მკარდრებელია ბაბუ და შენ კაცი უნდა დადგე ისეთი როგორიც მამაშენი იყო.მართამ თავი ჩაქინდრა და გზა გააგრძელა ისევ წვიმამ დაიწყო მაგრამ მიდიოდა დედა-შვილი სოფლის ტალახიან გზაზე ყველაფრის გარეშე და ერთმანეთის იმედად.სოფლის განაპირას ერთი ქოხი იდგა სადაც მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა ვისაც ხმის გამცემიც კი არ ყავდა არავინ და წვიმას იმ ქოხს შეაფარეს თავი,მაგრამ წვიმა ქოხშიდაც ჩამოდიოდა ალაგ ალაგ რომამ ჭერს ახედა და თავისი პატარა ხელებით როგორც შეძლო შეაკეთა სახურავი, მოხუცმა გაკვრით ჭორის დონეზე იცოდა მართას მაზლის ხარბი ცხოვრება და შეეცოდა ახალგაზრდა ქალი რაც ჰქონდა მიაწოდა დედა შვილს და დაღლილ რომას დედას გვერდით ჩაეძინა, დილით გადაწყვეტილი ჰქონდა მართას ისევ გზის გაგრძელება, მაგრამ მოხუცმა არ გაუშვა მათაც წასასვლელი არსად ჰქონდათ და დარჩნენ მოხუცთან რომა სკოლაში დადიოდა დედამ გაჭირვებით უყიდა ფეხსაცმელები ის კი სკოლაში მისვლამდე გზაში ფეხშიშველი მიდიოდა სკოლას მიუახლოვდებოდა და ჩაიცმევდა რადგან უფრთხილდებოდა მალე არ დახეოდა ფეხსაცმელი. დრომ სწრაფად გაიარა, რომა გაიზარდა არანაირ საქმეს არ თაკილობდა და შეძლო დედას და მოხუცებულს ერთი ძროხა უყიდა მართაც სიხარულით უვლიდა ამ ძროხას ყველიც ჰქონდათ უკვე და რძეც. რომამ ცხოვრების გზაზე ალიკა გაიცნო და ღარიბი ბიჭები დაძმობილდნენ,ცხოვრების ურთულესი გზა ერთად გაიარეს ახლა კი იდგა და ელოდა როდის გაახელდა თვალს მისი მეგობარი,დილამდე ელოდა სიახლეს,დილით რამდენიმე ზარი განახორციელა და სულ მალე გაიგო ვინ ესროლა ალიკას. -საბა აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდე, აქედან არსად არ გახვიდე ექიმი მოვა და გეტყვის ალიკას მდგომარეობას და თუ აუცილებლად ჩათვლი უნდა მოვიდე, საბა შენს ზარს ველოდები და დამირეკე. -აქ ვიქნები და დაგირეკავ. რომა წავიდა და ოფისში მისულმა ალიკას კაბინეტში შევიდა, ფანჯარასთან დადგა და დათოვლილ ხეებს უყურებდა შემდეგ ტელეფონი ამოიღო და თვალები დახუჭა როცა დედის ხმა გაიგონა. -დედა.......... -შვილო რა მოხდა, რომა კარგად ხარ? -კარგად ვარ დედა, უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა როგორ ხართ. -კარგად ვართ შვილო, წუხელ ამ თოვაში ჩვენმა ნოთამ იმშობიარა ტყუპი ბიჭები გააჩინა. -კარგია მიხარია, ტყუპები რა კარგია და თავად როგორაა. -კარგადაა, დილით ხბოები შეუშვი უკვე მოსაწოვად. -დედა შეშა ხომ გაქვს.... -კი შვილო შენ რომ დახერხე ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ გაზი გაითიშა და ორი დღე არ იქნებაო. -ხომ გვაქვს ბალონი და ფეჩიც არის თუ არადა ჩამოვალ ბალონს კიდევ მოგიტან.... -არა შვილო არ იდარდო ჩვენზე ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მხოლოდ შენი დარდი მაქვს დედას სიცოცხლე. -ჩემზე რატომ დარდომ კარგად ვარ დედა. -კარგად კი ხარ შვილო, მაგრამ არ ფიქრობ დაქორწინდე ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. -ვფიქრობ დედა და ისეთ დროს მოგადგები გულზე ლამაზი გოგონათი მეშინია სიხარულისგან გული არ წაგივიდეს. -რომა..........რომას გაეცინა, მაგრამ დედასთან საუბარმა ცოტა დაამშვიდა, არ უთხრა მართას ალიკას მდგომარეობა, ისევ სიჩუმეში იდგა და ისევ ალიკაზე ფიქრობდა კარის ხმა იყო და ფანჯრის ანარეკლში დაინახა ვინც შემოვიდა კაბინეტში არც კი შებრუნდა მისკენ ისე დაიწყო საუბარი. -ბავშვობოდან ვიცნობ ალიკას და ვიცი რომ სხვას არასოდეს არ დააზიანებს, თავისი მარტოობით ჩაანაცვლა ოჯახის სითბო როცა საყვარელი ქალი მისგან წავიდა,მას შემდეგ წლები გავიდა არ ვიცი ამ მხრივ რა მოხდა მის ცხოვრებაში, მაგრამ ვიცი რომ არაფლიდან დღეს ყველაფრის მქონე ამ სავარძელში ზის და შენ ვინ ხარ რომ ეცილები მის შექმნილ ბიზნესში. -რომა მე არ მისვრია ალიკასთვის... -შენ, შენს ესროლე ალიკას და შენ უღალატე იმ ადამიანს ვინც ჩაგაცვა, ვინც გაგაძღო, ოჯახით შეგიფარა და შენ როგორ გადაუხადე მას მისი გაკეთებული სიკეთე. -რომა დამიჯერე......... -ეს დღე არ უნდა დამდგარიყო და შენ აქ არ უნდა ყოფილიყავი, დღეს ვასო ამ სიტყვებს სხვას უნდა ვეუბნებოდე და არა შენ. -რატომ არ მისმენ. -რა უნდა მითხრა რომ მოგისმინო, მეტყვი როგორ ჩამოანგრიე და თავდაყირა დააყენე ეს ოფისი. ვასო რა გგონია, ალიკა თუ ვერ გამოვიდა საავადმყოფოდან შენ გამდიდრდები ან მშვიდად იცხოვრებ? რატომ გაღორდი, მეც სიღარიბიდან მოვდივარ და ყოველი ხელფასის აღებისას მახსენდება ის რთული და მძიმე წლები. ღმერთს მადლობას ვუხდი რომ ცხოვრების გზაზე ალიკას შევხვდი მე მასთან ყოფნით დედა გადავარჩინე და ამ ადამიანის მადლიერი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები, მაგრამ ადამიანი რომ იყო ადამიანობა უნდა გქონდეს. რომა გაჩუმდა ოთახი სიჩუმემ მოიცვა და ეს სიჩუმე ისეთი მძიმე იყო სწორედ ამ ხმას უნდა გაერღვია ეს ჩუმი და უტყვი წუთები, სროლის ხმა რომელმაც კედლებიც კი შეარყია. რომა ჯერ შეხტა მოულოდნელობისგან და შემდეგ უყურებდა სისხლში მწოლიარე ვასოს სხეულს, სისხლი გროვდებოდა იატაკზე და თავადაც გაშეშებული იდგა სროლის ხმაზე ყველა კაბინეტში შევიდა,რომამ ტელეფონი ამოიღო და პოლიციას დაურეკა მიცვალებული პოლიციამ წაიყვანა სასწრაფოთი რომამ კი იქვე მდგარ თვალცრემლიან მდივანს შეხედა. -სესილი დამლაგებელს დაუძახე და დაუბრუნე ოთახს პირვანდელი სახე.... -ეს, ეს რატომ გააკეთა... -მან იგრძნო თავისი ჩადენილი დანაშაული მძიმე იყო და თავის თავს გამოუტანა განაჩენი. დაელოდა როდის დაასუფთავებდა დამლაგებელი კაბინეტს და თავად ფიქრობდა. -იდიოტი ხარ ვასო ახლა ალიკა აიღებს თავის თავზე მისი შვილების დაცვას და გაზრდას, თუმცა ცოცხალი იყავი ძმაო და მეც შენს გვერდით ვიქნები... -მზად არის, ყველაფერი სუფთაა. რომამ კარი საგულდაგულოდ დაკეტა და საავადმყოფოში წავიდა, ალიკა ოპერაციის შემდეგ სპეციალურ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანეს სადაც ექიმი ბარბის მეტი ვერავინ ვერ შედიოდა,რომამ საბას მხარზე დადო ხელი და თვალებით იკითხა ალიკას მდგომარეობა. -მითხრეს რომ მდგომარეობა სტაბილურია, სპეციალურ ოთახში გადაიყვანეს. -ეს ვიფიქროთ რომ კარგის ნიშანია საბა.ღამე უსასრულოდ დიდი იყო ბარბი კი ისევ ალიკას საწოლთან იდგა და ამოწმებდა გულის სუნთქვას, წნევას,უცვლიდა ჭრილობაზე საფენს და ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ალიკას გული აუფრიალდა ბარბის პაციენტი კი უძრავად იწვა, ადამიანი ვის სახელის გაგონებაზე ყველა პარტნიორი ფეხზე იდგა ახლა უძლური იყო და მის მკლავებში უამრავი მილი იყო მიერთებული. რამდენიმე დღიანი სიჩუმე უკვე თვეებმა მიილია და პაციენტი ისევ უძრავად იწვა, ბარბი ექიმი ყველა ღონეს და ყველა შესაძლებლობებს ხმარობდა, მაგრამ შედეგი არ იყო და ერთ საღამოს მის საწოლთან მდგარმა ტირილი დაიწყო ალიკას უყურებდა და გაბრაზებულმა თქვა. -როდემდე გინდა ასე უძრავად იყო შენც დაიღალე უკვე უმოძრავობით მე კი შენი სიჩუმით დავიღალე, გაახილე თვალები. ვერც კი გაიაზრა რა გააკეთა და ალიკას გამომშრალ ბაგეებს ფრთხილად შეეხო, შემდეგ სახეზე დააკვირდა და ის გათეთრებული იწვა და თითქოს სიცოცხლის სურვილი საერთოდ არ ჰქონდა.სიჩუმე იყო ისედაც ოთახში და თითქოს აპარატების ხმაც გაჩერდა,ბარბიმ ხელზე ხელი მოუჭირა და თქვა. -ბოლოჯერ შემოვედი დღეს შენთან ხვალიდან სხვა მომვლელი გეყოლება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემნაირად მოგხედოს. ისევ შეეხო ალიკას გაყინულ უმოძრაო ბაგეებს და ოთახიდან გავიდა, მაგრამ სასწაული მოხდა ბარბის წასვლიდან რამოდენიმე საათში ალიკამ თვალები დაახამხამა და თითებიც აამოძრავა, მაგრამ იქ არავინ იყო რომ შეეხედა. თითქოს უმოძრაო სხეულმა იგრძნო ბარბის წასვლა და შფოთვა დაიწყო ექიმები გაოცებულები იყვნენ და ვერ აეხსნათ თუ რამ გამოიწვია პაციენტის გამოფხიზლება,რომამ კი სიხარულისგან იქვე მდგარ საბას გადაეხვია და ორივე ტიროდა შემდეგ ტელეფონი ამოიღო და დარეკა. -ოლიკო დაო დაგვიბრუნდა ალიკა. ყველა მიხვდებოდა რომ რომასთან ერთად მასთან მოსაუბრეც ტიროდა და როგორც იქნა რომამ ტელეფონი გათიშა, ექიმები კი ალიკას საწოლთან იდგა და ისევ დაკვირვებას აგრძელებდნენ მასზე ალიკამ კი ჩურჩულით თქვა. -აქ ვარ დავბრუნდი,მაგრამ შენ სად ხარ.ექიმმა რაღაც ჩანიშვნები გააკეთა და იქვე მდგარ ექთანს შეხედა. -ბარბი სად არის ნონა. -ბარბი წავიდა ექიმო.... -გასაგებია,წავიდა იქ სადაც მის ოცნებებს ფრთები შეესხმებნა, მაგრამ.... -ეს თავად გადაწყვიტა, ჩვენ... -მთავარია მისი პაციენტი უკეთესობისაკენ მიდის და ეს ბარბის ძალისხმევაა, ეს უნდა იცოდეს პაციენტმა. -დიახ ექიმო ბარბი დღე და ღამ აქ იყო მასთან, მის გვერდით.ალიკა ნელა ნელა დაუბრუნდა მის ცხოვრებას, რომამ შეამჩნია ის ხშირად იყო დაფიქრებული და ერთ საღამოს უთხრა. -ალიკა რთული პერიოდი გავიარეთ და შენც არაფერს ამბობ. -ყველაფერი ვიცი რომა და შენ რა უნდა გითხრა, როცა ჩემზე მეტი თავად იცი... -საიდან, როგორ.... -ვასო,ვასო იდგა ამ ღალატის უკან და მისით ჩაიშალა ჩვენი მილიონიანი პროექტი. -ვასო, ვასო იდგა და მან აღიარა დანაშაული... -სად არის, არც მოვიდა როცა რომ მისი მიზეზით ვწევარ აქ ამ საწოლზე. -ვასო აღარ არის მან თავის თავს სასტიკი განაჩენი გამოუტანა.... -სწორი გადაწყვეტილებაა...... -ახალი მივიღეთ ამ დღეებში,ჯერ ვაკვირდებით. -გასაგებია, კარგად გაიგეთ ვინ არის და რა ისტორიით ცხოვრობს. -ყველაფერს გავარკვევთ მიწიდან ამოვთხრი თუ კიდევ რამე მოხდება. ალიკა ჯერ კიდევ სუსტად იყო და ფეხზე გავლა უჭირდა დამოუკიდებლად, ამიტომ საქმეებს დროებით რომა უძღვებოდა და ახალ პარტნიორთან ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას ოთარი ჩიხლაძე წარმატებული ბიზნესმენი იყო,მაგრამ თავისუფალ დროს ის კაზინოში ერთობოდა რაც ძალიან აისახა მის ცხოვრებაზე და ამ თამაშის გამო წააგო მთელი თავისი ცხოვრებაც. ღმერთი არა,ნუ დაადანაშაულებთ უფალს და ნუ იტყვით რომ ცხოვრებამ არ გაგიმართლათ. უფალმა სული ჩაგბერა და სამყაროს მოგავლინა, მოგცა აზრი და გონება რომ ცხოვრების გზას დაკვირვებულად გაყვე, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვაგვიანებთ და ყველაფერს ვირთულებთ ძალით რადგან არ ვაფასებთ უფლის ნაჩუქარ სიცოცხლეს სწორედ რომ უფლის უმადური შვილი იყო ოთარი ის სასტუმროში დაბრუნდა ძალიან ნანერვიულები და აღელვებული. -რა მოხდა, რა სახე გაქვს არ მითხრა რომ ისევ ითამაშე და ისევ წააგე. -არ გამიმართლა არც დღეს, ეს ორი დღე არის სულ თარსზე ვარ. -რამდენია წაგებული.... -უკეთესია არ იკითხო. -ოთარი მომისმინე შენ იმ ასაკში არ ხარ ვინმემ ხელი ჩაგკიდოს და იმ მაგიდასთან ძალის გამოყენებით დაგსვას ან გიბრძანოს ითამაშეო, როდის გინდა გონს რომ მოეგო. -არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, მაგრამ ვალს როგორმე დავფარავ. -როგორ, როგორ გინდა კაზინოს ვალი დაფარო. -ლელი, ლელიზე უნდა დავქორწინდე. გაოგნებული უყურებდა ოთარის და ხმა ჩამწყდარმა უთხრა. -რას ამბობ, ოთარი ლელიზე გინდა დაქორწინდე და ჩვენ? -ნუცა ჩვენ არ არსებობს ეს თავშიდაც იცოდი და ახლა დრამა არ მჭირდება.გული ჩაწყდა, ცრემლი ყელში გაჩერდა სუნთქვაც გაუჭირდა და იქ ვეღარ გაჩერდა. -დაქორწინდები, მაგრამ არ ამბობ ჩვენ.....როგორ...... -ჩვენ მხოლოდ მაშინ შევხვდებით თუ შენი სურვილი იქნება,მხოლოდ დრო და დრო, მაგრამ ასეთ ცხოვრებას შეეცადე ვინმე იპოვო და გათხოვდე.... -გავთხოვდე, შენი თქმით არასოდეს გყვარებივარ რადგან ასე ადვილად მიშვებ ოთარ ასე არის? შენს გამო მე ყველაფერი მივატოვე, ჰაერში დავრჩი, მაგრამ არ მეშინოდა შენ მყავდი გვერდით და შენ დაგეყრდენი. -მე არასოდეს მითხოვია ყველა და ყველაფერი მიატოვე და ჩემთან მოდიმეთქი ან როდის იყო დაგპირდი რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით, შენ დროებით ჩემთან ყოფნაზედაც თანახმა იყავი რადგან სწორად თქვი ჰაერში იყავი და წასასვლელი არსად გქონდა. იცი და იცოდი რომ ლელი სკოლის მერხიდან მიყვარს ჩემი ცხოვრება და მომავალი მხოლოდ ლელის გვერდით წარმომიდგენია, ახლა კი მეტყვი მე ვინ ვარ შენთვისო და გეტყვი, შენ ხარ ქალი ყოველდღიური, მაგრამ დროებითი და ოჯახს შენთან ვერ შევქმნი ნუცა ეს არასდროს მიფიქრია და მხოლოდ ლელი თუ გადამარჩენს იმ პრობლემიდან რა პრობლემაც მე მაქვს. -მართალი ხარ მე რა მაქვს არც არაფერი რომ შენი ვალები ვიხადო, ლელის დიდი სახლი აქვს და ეკონომიურადაც კარგად დგას ჩემზე ძლიერია,წარმატებებს გისურვებ შენს ლელისთან ერთად და რაც შეეხება ჩემს გათხოვებას მინდა შეგახსენო, რომ შენს გამო დავთმე ადამიანი ვისაც თურმე ნამდვილად ვუყვარდი,მაგრამ რა გავაკეთე მივატოვე და შენთან მოვედი. -მაპატიე ძვირფასო, მაგრამ............ ნუცამ ცრემლიანი თვალებით შეხედა და კართან მისული ოთარის ხმამ გააჩერა. -მე არასოდეს დაგპირებივარ ცოლობას ნუცა...ნუცამ კარი გააღო და სიბნელეში გაუჩინარდა, ოთარი კი ლელიზე შეყვარებულმა თუ ლელის გამოყენების მიზნით მასთან დაქორწინებაზე დაიწყო ფიქრი და მასზე შეყვარებული გოგოს გულის მოგება არ აღმოჩნდა რთული, მხოლოდ თამრო აღუდგა წინ მათ სიყვარულს და ლელის უშლიდა ოთარის გვერდით ყოფნას,მაგრამ შეყვარებული ქალის გული ძალიან სასტიკია მას საკუთარ დედაზედაც კი ათქმევინა უარი და თავისი უბრალო ცხოვრება პრობლემებით სავსე ოთარის დაუკავშირა რომელიც კარგად მალავდა თავის სისუსტეს. ნუცა უხმოდ წავიდა ოთარის ცხოვრებიდან რაც ძალიან გაუკვირდა ოთარის და უიმედოდ დარჩენილს მხოლოდ შურისძიება წყუროდა ამიტომ ჩურჩულით ამბობდა. -ზოგჯერ გზა არ მთავრდება ისე როგორც თავად დაგეგმე და ამიტომ გზიდან გადახვევასაც უნდა ელოდო, დარწმუნებული ვარ ბედისწერას ერთ დღეს შეეგუები.ოთარიმ შეძლო ლელის დასაკუთრება და ქორწილის დღეც დაინიშნა,მაგრამ ქორწილი მოკრძალებულად აღნიშნეს თუმცა ლელი თავად მშვიდად იყო ეზო კი თეთრი ლენტებით გაალამაზეს და ლამაზი ყვავილები ცოცხლად იწონებდნენ თავს სტუმრების წინაშე სტუმრებიც ამ სილამაზით დამტკბარნი ბედნიერად იცინოდნენ. დიდი სახლის დიდი ფანჯრებიდან კაშკაშა შუქი მოდიოდა რაც ნუცას არ ესიამოვნა მოულოდნელად კედელში ჩაშენებულ სარკეში თავის თავს თვალი შეავლო და სარკიდან მომზირალი თვალებ ჩაცვენილი ქალი თავად არ მოეწონა და თავის თავს დაუსვა კითხვა. -რა გჭირს ნუცა შენ ხომ ძლიერი ხარ. ხალხს მოავლო თვალი და ისიც ხალხში გაერია სადაც ყველაფერი ძალიან ლამაზი, მოკრძალებული და ჰარმონიული იყო,მაგრამ ბედნიერ სტუმრებს შორის არავინ იცოდა რომ იდგა ქალი ვინც თავის სიყვარულს ემშვიდობებოდა და ვისაც თვალებში ცრემლები გული კი ბოღმით და ბოროტებით ჰქონდა სავსე.თამროს თავიდანვე არ მოწონდა ნუცა როცა ლილე სკოლაში დადიოდა, ნუცა ყველას დასცინოდა სკოლაში თუმცა ლელის ვერ უბედავდა და მასთან მეგობრობდა, ბავშვობის გახსენებამ ვერ მოხიბლა თამრო და ვერც ნუცამ გამონახა მასთან საერთო ენა ოთარის შეხედა და გულში გაიფიქრა. -ნუ ხარ დარწმუნებული რომ ცხოვრების ბოლომდე იქნები ამ ქალთან.ჩაიცინა და შამპანიურით სავსე ჭიქა ხელში აიღო ოთარის შორიდან მიულოცა და ჭიქა ბოლომდე დაცალა, შემდეგ ჭიქა ხმაურით დადგა და ცოტა შემთვრალი ლელის ღიმილით დაემშვიდოდა და ოთარის კი დამშვიდობებისას ჩუმად უთხრა. -დავბრუნდები მაშინ როცა უკვე გადაგავიწყდები, მაგრამ მე თავს შეგახსენებ. უფალი გვჩუქნის სიცოცხლეს და უნდა ვხარობდეთ იმ წლებით რაც უფალმა დაგვიწერა, სხვაგვარად ცხოვრება მალე დამთავრდება ან უაზროდ გაიწელება და მთელს ცხოვრებას წვალებაში გავატარებთ ასე იყო თამროც ნახევრად მშიერი, მაგრამ არასდროს არავის სთხოვდა ვერც ვერავინ გებულობდა როდის უჭირდა თამროს ის ყოველთვის ამაყად და მყარად იდგა ყველას თვალში,დიდი ფიქრის და კარგად დაკვირვების შემდეგ ერთ დღეს გადაწყვეტილება მიიღო და საუკეთესო მეგობარს გაანდო მისი ჩანაფიქრი მარინა არც დაფიქრდა ისე უთხრა თანხმობა და ორივე ერთად ერთ დროზე გადიოდა სახლიდან ჯერ ბაზარში დაიწყეს ვაჭრობა რომელმაც გაამართლა მათთვის და ღირდა წვალებად როგორადაც წვალობდნენ, თამრომ მოგვიანებით ერთ ერთ არც თუ მდიდარი ბიზმესმენისგან მიიღო შემოთავაზება რომ უყურებდა მის ენერგიას და ერთგულებას თამროც დათანხმდა და მის კომპანიაში დაიწყო მუშაობა მისი დაუღალავი შრომით და მოხერხებით სულ მალე კომპანიის სახე გახდა და რამდენიმე წელში ამავე კომპანიის უკვე ასაკოვან უფროსზე დაქორწინდა, დედაზე გაბრაზებულმა ლელიმ არც კი იკითხა დედის მდგომარეობა, მაგრამ თამრო რასაც აკეთებდა ყველაფერს ლელის სახელს არქმევდა და რამდენიმე წელიწადში მოხუცი გარდაიცვალა კომპანია კი თამროს სახელზე გადმოვიდა რაც თამრომ გაზარდა კომპანია და ქმარზე გაცილებით მეტის შოვნა შეძლო ლელიმ კი ეს ყველაფერი არ იცოდა და დედა როცა დაურეკავდა ზედაპირულად კითხულობდა მის ამბებს თუმცა ყოველთვის უკვირდა რომ დედა მას დახმარებას არასდროს არ სთხოვდა ის ხომ ისევ იმ ძველ სახლში ცხოვრობდა მისი გათვლით დიდი სახლი ლელის რომელსაც ოთარიმ თვალი დაადგა მამისგან ერგო და თამროს არანაირი წვლილი არ ჰქონდა იმ სახლზე. ლელი არასდროს ეუბნებოდა ოთარის რას საქმიანობდა და რით იყო მთელი დღეები დაკავებული, მაგრამ ის შეკვეთებს იღებდა და სამკაულებს აკეთებდა რომლებსაც ძალიან სარფიან ფასად ყიდდა ამიტომ მან გადაწყვიტა მისი სიჩუმით და სიჯიუტით დედა დაესაჯა მაგრამ თამრო მშვიდად იყო დარწმუნებული იყო ერთ დღეს ლელი დედას გაუგებდა და მიხვდებოდა რაოდენ დიდ რისკზე მიდიოდა დედა შვილის გამო, თამრომ მარინა ჩართო საქმეში და ორივე აწარმოებდა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, გარიგებებს და ოთარიზე ცნობების მოგროვების შემდეგ თამრო ანონიმრად თანამშრომლობდა მასთან თავისი ადვოკატის მეშვეობით ისე რომ თავად არ ჩანდა და დრო და დრო ოთარის ბიზნესმა როგორც იქნა კრახი განიცადა თამრომ მიზანს მიაღწია და ვალებიც გაიზარდა თუმცა ოთარი ამას არ იმჩნევდა ის სესხულობდა დიდძალ თანხას და თანამშრომლებს უხდიდა,ლელიმ მიხვდა რომ ქმარს რაღაც უჭირდა და ერთ საღამოს უთხრა. -რა ხდება ისე გადიხარ სახლიდან და შემოდიხარ საღამოს ხმას არ იღებ,არ საუბრობ და არაფერს ამბობ ადრე ასე არ იყავი ოთარ. -ადრე არ იყო პრობლემები ახლა კი პრობლემებია ლელი. -რა თქმა უნდა რომ პრობლემები გექნება ძვირფასო ძვირიანი სამკალები რომლებსაც ყიდლობ და სახლში არ მოგაქვს, ალბად გყავს სხვა რომ აჩუქო და შენ გგონია შენი ცოლი ისეთი ბრმა და ყრუ არის ვერაფერს ხედავს და ვერაფერს ხვდება? -ლელი ხომ ვილაპარაკეთ ამ თემაზე, გთხოვ ისევ ნუ დაიწყებ.... -არც ვიწყებ და არც ვასრულებ, მაგრამ დაიმახსოვრე სულ მალე ნახავ თავად თუ როგორი დიდი შეცდომა დაუშვი და რაოდენ მარტივად გაგაბა ვინც არის თავის დაგებულ ბადეში. ოთარი ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა ლელი კი თავის საძინებელში შევიდა, ოთარიმ კი ჩაილაპარაკა. -ეს დროებითია ვერავინ შეძლებს ჩემს დამცირებას ან დამარცხებას და გაკოტრებას. ოთარი დარწმუნებული იყო რომ პრობლემებს გაუმკლავდებოდა,მაგრამ ყოველი დღე უარესობისაკენ მიდიოდა და იძულებული გახდა ლელის დიდი სახლი ბანკში ჩაედო რომ დაგროვილი ვალები გადაეხადა ლელი ჩუმად იყო ვითომ ვერაფერს ხვდებოდა,მაგრამ ის მისი ადვოკატის მეშვეობით აკონტროლებდა ოთარის ეკონომიურ მდგომარეობას თამრო კი ოთარის აქციებს ყიდულობდა და ყიდულობდა და როცა ერთ დილით ადვოკატს შეხვდა სიხარულისგან გადაეხვია. -გაკოტრდა, ნოლზე დაჯდა თამრო შენი სიძე ისედაც წყალი ჰქონდა შემდგარი და თამაშმა ბოლო მოუღო. -ასეც მოუხდება, იმ კახპას ჰგონია რომ ოთარი კომპანიის მმართველია და ფული აქვს და ამიტომ ეწებება ცდილობს ძალიან ჩემს შვილს ოჯახი დაუნგრიოს, მაგრამ არ იცის და წარმოდგენა არ აქვს ლელი მისი სიჩუმით რამხელა სიმაღლეზე დადგება. -ლელი შეუმჩნეველი ამავე დროს ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ქალბატონია...... -ამიტომ ყავს ცნობილი და ხმაურიანი ქალბატონი, გვერდით რომ გაყვება ყველა მამაკაცი იტყვის რა ტემპერამენტიანი ქალია მასთან მეც მქონდა ველური სექსიო. -თამრო...... უთხრა ადვოკატმა და ორივემ გულიანად გაიცინა, მაგრამ თაია ცრემლიანი თვალებით თავის საძინებელში იჯდა მან მშობლების საუბარი მოისმინა და მამა ვინც მას ძლიერი საყრდენად მიაჩნდა სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა დაინახა კიდეც ერთხელ მაგრამ ეს მის საქმიანობას მიაწერა, მაგრამ ახლა დარწმუნდა რომ მშობლების 24 წლიანი ურთიერთობას ვიღაც ქალი ებღაუჭებოდა. მამა თაიასთვის ხატება იყო, მაგრამ სუსტი აღმოჩნდა რადგან ძალიან ადვილად მოექცა სხვისი გავლენის ქვეშ და ოთარიმაც უფლებებს გადააჭარბა უკვე ყოველ ღამით გვიან ბრუნდებოდა, თაია თვალს ადევნებდა და არ უნდოდა დედას ენერვიულა რადგან ლელი მშვიდი და წყნარი პიროვნება იყო გულში იხვევდა მის სათქმელს ამიტომ ის ოთარის ყოველთვის ფეხზე ხვდებოდა და გაბრაზებასაც არ მალავდა, ერთხელ ოთარიმ აღიარა მასთან მისი შეცდომა და პირობა მისცა რომ დაასრულებდა ამ ქალთან ყველაფერ ურთიერთობას და ოჯახს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ესეც ისეთივე პირობა დარჩა როგორც სხვა ნათქვამი პირობები. ოთარიმ მორიგი დაგვიანებისას ფრთხილად შევიდა საძინებელში და დარწმუნებული იყო რომ ლელი ამ დროს დაძინებული იქნებოდა, მაგრამ შეცდა როცა კარი შეაღო ლელი საწოლზე წამომჯდარი იყო და წიგნს კითხულობდა. -არ გძინავს, რატომ იღლი თავს და მელოდები ხომ იცი რომ წლის ბოლო არის და შეჯამება ხდება,ამიტომ ბევრი საქმე დაგროვდა.ლელიმ სათვალე მოიხსნა წიგნი გვერძე გადადო და ოთარის შეხედა. -პრობლემები, დიდი პრობლემები როგორც ყოველთვის. რამდენი ღამეა რომ ვერ ისვენებ, დგები საწოლიდან და ეწევი ბოლოს და ბოლოს იტყვი რა გემართება? ჩუმად ხარ და როცა ასე ჩუმად ხარ გონებით აქ არ ხარ შენ სხვაგან ხარ ან სხვასთან ხარ.შევამჩნიე რომ შენ და თაია მუდმივად კამათობთ, ოთარი ნუ გგონია რომ სიჩუმე სისუსტეა პირიქით რომ არ ელოდები და გგონია გაიმარჯვე ყველასთან სიჩუმე საიდანაც ხმაურს არ ელოდები სწორედ იმ სიჩუმიდან იგრძნობ დარტყმას და ის სიჩუმე გაგანადგურებს. -დამშვიდდი ყველაფერი რიგზე არის პრობლემები ნელა ნელა გვარდება,მაგრამ ამ პრობლემების მოგვარებამ გულს სერიოზული ზიანი მიაყენა. -რას ამბობ, გულის პროლემა გაქვს? უცნაურად შეხედა ლელიმ ოთარის, მაგრამ ოთარიმ ჩაიცინა და თქვა. -ესეც გაივლის. თქვა და საწოლიში შეწვა, ორივე ჩუმად იყო თითქოს მათი სიყვარული და ვნებიანი ღამეები დასრულდა მათ შორის მხოლოდ ყრუ კედელი იყო ჩაშენებული, დილით სახლი ახმაურდა და ლელის მოულოდნელი სტუმარი ეწვია რომელმაც გაახარა რადგან წლებია არ ენახა მეგობარი, მაგრამ უცნაური შეგრძნება ჰქონდა თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, მაგრამ სტუმარი მიიღო და ოთარის გააცნო. -ჩემი სკოლის მეგობარი ნუცა პაიჭაძე. ოთარიმ ნუცას შეხედა და ნუცამ ხელი გაუწოდა, თაია კი კიბეებზე იდგა და გაოცებული უყურებდა ქალს ვინც რამდენიმე კვირის წინ დაინახა მამასთან ერთად და ორივეს ბედნიერი ღიმილი ჰქონდათ სახეზე მიხვდა რომ ეს არ იყო საქმიანი შეხვედრა ეს ქალი მამას საყვარელი იყო. რამდენიმე დღე სიმშვიდე იყო, ნუცა წასვლაზე არ ფიქრობდა და თაიას ნერვებიც უკვე პიკზე იყო არც თამრო იყო ნაკლებ დღეში გოგოები დედას მეგობარს მტრული თვალით უყურებდა რასაც ნუცა კარგად ხვდებოდა, მაგრამ თითქოს ეს მას არც ეხებოდა უკვე ერეოდა ოჯახის საქმეებში და დაიწყო გოგოების გაკონტროლებაც რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო უკვე როგორც ლელისთვის ისე გოგოებისთვისაც და ერთ დილით როცა ლელი სამზარეულოში იყო და მზარეულს იმ დღის მენიუ გადასცა სალათების საკითხი ორივემ ერთად განიხილა და სალონიდან ხმამაღალი საუბარი შემოესმა სამზარეულო დატოვა და გაოცებული უყურებდა ოთარის რომელიც თამროს საყვედურობდა. -თამრო მითხრეს რომ ლექციებს ხშირად აცდენ და რატომ შვილო. -ხშირად არა ტყუილი გითხრა ვინც გითხრა, გუშინ კი ყველამ ერთად გავაცდინეთ ბ-ნო ოთარი. -რა მოხდა, რატომ უბრაზდები და საყვედურობ თამროს. -თავზე გადაუსვი კარგად ხელი და კარგი ნასწავლი შვილი გეყოლება. -თამრო გისმენ, რა ხდება..... -არ ინერვიულო გუშინ ყველამ ერთად შეთანხმებით დავტოვეთ უნივერსიტეტი და მე მარტო ვერ დავრჩებოდი, ერთი სტუდენტის გამო ლექციას არავინ ჩაატარებდა. -თუ ყველამ გააცდინეთ საღამომდე სად იყავი, როგორც ვიცი გვიან მოდი სახლში. -ჯერ ყავა მივირთვით ბიჭებმა გადაიხადეს, შემდეგ კი ტენისი ვითამაშეთ. -ცხოვრება კრუგს გირტყამს და უნდა აუწყო ცხოვრებას. -მე ცხოვრება წინ მაქვს ქ-ნო ნუცა და დარწმუნებული ვარ ფეხსაც ავუწყობ და გონებასაც, ასევე წარმატებულიც ვიქნები, მაგრამ თქვენ....... -მე ცხოვრებამ ბევრი რამ მომცა და კიდევ ბევრს ველოდები.... -აქ ჯდომით რას ელოდებით თუ ვინმეს არ ელოდებით. -თამრო............ გაბრაზებულმა უყვირა ოთარიმ თამროს და თამრომ ლელის შეხედა, დედას თვალი ჩაუკრა ლოყაზე აკოცა და თაიას უთხრა. -წავედით თაი. -ვფიქრობ დაუფიქრებელი სიტყვებისთვის ბოდიში უნდა მოიხადო თამრო.თამრო თაიამ შეაჩერა კართან და ნუცას მიუბრუნდა, ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და თქვა. -არის ზოგიერთი რამ რაზედაც არა სამკარისია მარტივი ბოდიში და ეს ზოგიერთი რამ რაც არის თავად უნდა მიხვდე, მე კი კიდევ გეტყვი ნუ ჩათვლი აქ ვინმეს დებილად.თაიამ ლელის შეხედა და ყველას გასაგონად თქვა. -ჩემო განსხვავებულო და განსაკუთრებულო ქალბატონო, შესაძლებელია ისევ მოგიტანონ ენა ცუდად ამიტომ ისევ მე გეტყვი, იცი და მიცნობ რომ შენი სიჩუმით არ ვსარგებლობ დედა და დღეს დამაგვიანდება ამიტომ არ ინერვიულო. -კარგი და დამირეკე რომ ვიცოდე სად ხარ შვილო.თაია გავიდა სახლიდან,ნუცამ კი ლელის შეხედა და უთხრა. -ძალიან გააფუჭე შვილები და დიდი თავისუფლება გაქვს მიცემული.ლელი მიუბრუნდა ნუცას და მშვიდად თან ძალიან გასაგებად უთხრა. -ნუცა მომისმინე,მე ჩემს შვილები ისეთ ადამიანებად ავღზარდე რომ მათ გაჩენას არასოდეს არ ვინანებ, შენ შენი შვილები აღზარდე როცა გახდები დედა და კიდევ ერთი რჩევა ჩემი გამოცდილებიდან შვილთან იმეგობრე თუ გინდა ყოველთვის იცოდე სად არის და რას აკეთებს ასე შვილი სულ შენს სიახლოვეს გეყოლება. ლელიმ დაასრულა და შებრუნდა, თაია კი არსად წასულა მისმა მოუსვენრობამ და ეჭვებმა რაღაცის შემოწმება გადაწყვიტა და სახლში უკანა კარიდან შევიდა ის ჩუმად იყო სამზარეულოს კართან ატუზული ისე რომ ვერავინ ამჩნევდა იდგა და ელოდა თუმცა რას ელოდა ეს თავადაც არ იცოდა, ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა და თამროს ზარს ჩუმად უპასუხა. -თაია სად ხარ თითქმის ერთად გამოვედით და ვერ გპოულობ,არ დამელოდე და ტაქსით წადი? -თამრო სახლში ვარ და გააგრძელე გზა რომ გამოვალ ყველაფერს გეტყვი,ახლა უნდა გაგითიშო.თაიამ ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო თამრო კი გაოცებული უყურებდა გათიშულ ტელეფონს შემდეგ მხრები აიჩეჩა და წავიდა თუმცა უკვე იცოდა დაგვიანებული იყო და გადაწყვიტა თაიას დალოდებოდა, თაია კი ისევ იქ იდგა იმ კართან და ლოდინით დაღლილმა წასვლა გადაწყვიტა რომ კარზე ზარი იყო კარი ნუცამ გააღო და კართან მდგარ თმაჭაღარა ქალბატონს უცნაურად თან ზიზღით შეხედა. -რამდენიმე დღეა გხედავ აქ დაიარები და ამ სახლს უყურებ,რა გინდა ბებერო. -არც მშია და არც მწყურია არც მათხოვარი ვარ რამე გთხოვო მით უფრო შენნაირ შეუბრალებელ და ცოდვით სავსე ადამიანს,მოვედი რომ შეგახსენო შენი ჩადენილი სიბოროტე.......ნუცამ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -ახლავეს წაეთრიე ამ სახლიდან შორს,შენი ზღაპრების მოსმენის დრო არ მაქვს. -თუ არ მომისმენ მწარედ ინანებ შენს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე ნუცა..... -გაქრი აქედან და ახლავეს.... -შენ უსისხლო და უსახო ადამიანო..... -ნუცა ვინ არის. გაიგონა ოთარის ხმა რომელიც თაიას წასული ეგონა და გაოცებული უყურებდა კიბეებზე ჩამომავალ მამას პერანგის ღილებს რომ იკრავდა გზა და გზა. -არავინ არის, სახლის ნომერი შეეშალათ და მივასწავლე ქალბატონს სწორი მისამართი. -კარგი, მე წავედი.... -დღეს რას უნდა ველოდო, ოთარ არ ფიქრობ რომ უკვე დრო არის ლელის სიმართლე უთხრა თუ ელოდები როდემდე ავიტან შენი უზრდელი შვილების გამოხტომებს. -ნუცა მომისმინე, ყოველთვის ცდილობ დაამცირო ჩემს თვალში ან ლელი ან ჩემი გოგონები და არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ ამ შენი გამოხტომებით, მაგრამ დროა ეს სახლი დატოვო და წახვიდე შენი გზა გაქვს მე წლების წინ დავტოვე ის გზა რომელსაც შენთან ერთად გავდიოდი მას შემდეგ 24 წელი გავიდა თუ კარგად იცი დათვლა. -მე გითხარი როცა არ მელოდები სწორედ მაშინ დავბრუნდებითქო და დავბრუნდი. -ისევ გაბრუნდები და წახვალ ნუცა მშვიდად და წყნარად ხმაურის გარეშე,როგორც მოდი. -დაგვიწყებია ნუცას პრინციპები, ნუცა არსად არ წავა სადამდე არ გააკეთებ იმას რაც უნდა გააკეთო და ვფიქრობ 24 წლის სიჩუმის გამო პატივისცემას ვიმსახურებ ოთარ. -შენ იმსახურებ პატივისცემას და ქალს ვინც ორი ანგელოზი გოგონა მაჩუქა არ უნდა ვცე პატივი,დასრულდა ის რაც იყო ჩვენს შორის და მე ოჯახი შევქმენი ლელისთან ერთად ის ლელია დღემდე ჩემს გვერდით ვინც სკოლის მერხიდან მიყვარს ნუცა და შენ ვერ შეცვლი მის ადგილს,გთხოვ დატოვე სახლი და წადი.რა გემართება ზოგჯერ რომ დაიწყებ აღარ გაჩერდები და მთხოვ წერტილი დავუსცა ჩემს რეალურ ცხოვრებას გგონია ეს ადვილი გასაკეთებელია? -მე შენი შვილები არასოდეს არ მიმიღებს..... -ასეთი დაცინვით და ირონიით რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ შეეწყობით ერთმანეთს. -არასოდეს არ შეეგუებიან იმ ფაქტს რომ მე ამ სახლში უნდა ვიცხოვრო, უკვე ფიქრითაც დავიღალე როგორ უნდა მივუდგე გოგოებს ისინი ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ არიან ორივე განა მხოლოდ თაია, თამროც და ეს შენი სიდედრიც რომ მიბღვერს რა უნდა აქ რატომ დადის. -შვილთან მოსვლა დავუშალო თუ რას ითხოვ, თამროს აქ მოსვლასთან ერთად მისი სუნთქვაც კი ხელს გიშლის ნუცა და ნერვებს გიწეწავს.ყველა წავიდა, გოგოები სასწავლებელში ოთარი სამსახურში ლელი სალონში და მას მისი საქმეებიც ჰქონდა მოსაგვარებელი და ნუცა დარჩა სახლში, თაია კი ჯერ კიდევ მოსმენილით გაოცებული იდგა და აანალიზებდა გონებაში მომხდარს და გაგონილს რომ კარზე ისევ ზარი იყო. -არა დღეს შეუძლებელია სამსახურში წავიდე, ეს ვინ ყოფილა. ნუცამ კარი გააღო და მის წინ ულამაზესი მასავით ცისფერთვალება ქერა თმებით გოგონა იდგა. -ნინო აქ რა გინდა შვილო ან როგორ მომაგენი. -შენ რატომ ხარ აქ დედა, დამირეკე ვბრუნდებიო შენ კი სახლში არ მოდი აქ მოდი და რატომ დედა, კარგად ერთობი? -კიდევ რამდენიმე დღე უნდა დამელოდო.... -რატომ ეს საიდუმლო, არ გინდა რომ მითხრა ვიცოდე აქ რატომ ხარ? -შენ შენი ცხოვრება გააგრძელე სასწავლებელში ივლი ისე როგორც დადიოდი. -სასწავლებელში არ წავალ.... -რატომ? -არ წავალ და ნუ მეკითხები ეს თემა აღარ განიხილება. -რას ქვია არ წახვალ და თემა არ განიხილება, ვინ ხარ შენ რომ შენი სიტყვა ჩემთვის კანონი იყოს. -გააკეთებ იმას რასაც გეტყვი ქ-ნო ნუცა. ნუცა გაოცებული უყურებდა და უსმენდა მის წინ სიბრაზით ანთებულ შვილს და ენის ბორძიკით უთხრა. -რა, რა, რა უნდა გავაკეთო... -ეტყვი შენს საყვარელს რომ თავის ბიზნესში ჩამსვას,სხვა ჩემზე იყოს... -რას ამბობ ჯერ ასაკი არ გიწყობს ხელს იქ იმუშავო და შემდეგ ოთარის ჯერ მისი შვილები არ ყავს ბიზნესში შენ როგორ ჩაგსვამს,გააფრინე? -შენ შეძლებ ეს გააკეთო და ორივესთვის კარგია,დაიმახსოვრე შენი შვილი შენზე უკეთესია გამოდის შენზე მეტი შეუძლია გააკეთოს ახალი მეთოდებით შენი მეთოდები მოძველდა ნუციკო. ნუცას ტელეფონი ახმურდა და ნინოს შეხედა. -შენი ლექტორი მირეკავს. -უპასუხე და რასაც ეტყვი დამაჯერებლად უნდა უთხრა დედიკო. -გისმენთ... -ქ-ნო ნუცა თქვენს შვილს ვეღარ ვაკონტროლებ და დღეს უკანასკნელ გაფრთხილებას ვაძლევ, კიდევ ერთი გაცდენა უხეშად მოქცევა სტუდენტების მიმართ და თქვენი შვილი დატოვებს სასწავლებელს უკვე ყველა ლექტორი მასზე საყვედურობს და მისი სასწავლებლიდან გარიცხვის საკითხი ერთობლივი შეთანხმებით მოხდება. -ეს ბოლო შანსი იყოს ქ-ნო ლექტორო და გპირდებით მდომარეობას გამოვასწორებთ მე თავად გავაკონტროლებ. ტელეფონი გათიშა და ნინოს მიუბრუნდა. -გაიგონე რაც მითხრა და გესმის როგორ მდგომარეობაში მაყენებ შვილო. -გააკეთე რასაც გეუბნები და ყველაფერი საათივით აეწყობა შენც ხომ ეს გინდა, ბებერი საყვარელიც ამიტომ აირჩიე ის მალე მოკვდება და ყველაფერი შენს ხელში დარჩება, მართლა არასოდეს მიკითხავს ვინ არის ჩემი მამა ნუთუ ეს ბებერი ოთარი? -ნინო წადი ახლავეს აქედან აქ აღარ მოხვიდე და გპირდები სულ მალე დასრულდება ყველაფერი. -წავალ, მაგრამ წასვლამდე ფული მომეცი. -ფული გუშინ ხომ დაგირიცხე შვილო. -გუშინ გუშინ იყო და უკვე წარსულია დღეს კი ახალი დღე არის ახალი ფიქრებით და ოცნებებით.ნუცამ თავში შემოირტყა ხელები და ბოლოს ჩანთიდან საფულე ამოიღო ნინომ კი ხელიდან ასტაცა საფულე და ყველა თანხა ამოიღო საფულე კი იქვე დივანზე მოისროლა ჩანთა მხარზე მოიგდო და სახლიდან გავიდა,ნუცამ კართან მივიდა გარეთ გაიხედა ისევ ის მოხუცი ნახა თუ ისევ იქ იყო, მაგრამ არ დახვდა და ჩაილაპარაკა. -ვინ ხარ ვინ გამოგაგზავნა და რა გინდა რომ შემახსენო, ღმერთო დამიფარე ოთარის დროს არ მოვიდეს.თაიამ გაბურბუსალებულმა დატოვა თავისი სამალავი და შეუმჩნევლად გავიდა სახლიდან,თამრო ვერ იპოვა და მიდიოდა დაფიქრებული რომ ისეც თავისი ტელეფონი აზუზუნდა უცხო ნომერით და გაუბედავად უპასუხა. -გისმენთ. -თაია საავადმყოფოში უნდა მოხვიდე,დედა არის შეუძლოდ. -დედა,დედას რა მოუვიდა.... არ ტიროდა,მიდიოდა და ცრემლები თავისით ჩამომდიოდა სახეზე ძლივს მიაღწია სააავადმყოფომდე,საავადმყოფოში შესული კედლებს ეყრდნობოდა მიდიოდა და თვალწინ შავი ლაქები დაცურავდა მხოლოდ ხელით მიიკვლევდა გზას და ისე მივიდა ექიმის კაბინეტამდე, ნერვიულად დედაზე ფიქრობდა და თავში ისევ ექიმის სიტყვები უტრიალებდა. -,,თაია დედა ცუდად არის უნდა მოხვიდე''. კაბინეტის კართან იდგა რომ კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა. -თაია უკვე მოხვედი.... -მოვედი და ექიმო დედას რა დაემართა.ცრემლები მოერია და ექიმს თვალებში უყურებდა. -შემოდი ვისაუბროთ შვილო. თაია ექიმმა კაბინეტში შეიყვანა და ჭიქით წყალი მიაწოდა, აკანკალებული ხელით აიღო ჭიქა და მოსვა ცოტა დამშვიდდა უკვე ექიმის წინ იყო და გაიგებდა დედას რა დაემართა. -თაია დედამ ბოლო დროს რამე სტრესი გადაიტანა? -დედას და ჩვენი იმ სახლში ყოფნა ყოველ დღე სტრესით იწყება და მთავრდება ექიმო. -ეს როგორ, კამათობენ? -არა,დედა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა მამას არასდროს საყვედურობს, მაგრამ ის სტუმარი რომ მოვიდა მის მერე ყველა სტრესშია თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში ვართ ყველა. -თაია დედას დასვენება ჭირდება მისი გული ძალიან გადაღლილია. -ყველა ტკივილს თუ სათქმელს გულში იდებს და ვფიქრობ გული დაამძიმა ამდენმა უთქმელობამ და შეაწუხა, ძია მამუკა რამე სერიოზულია? -არ მინდა შეგაშინო,მაგრამ ლელი რაღაცას განიცდის შინაგანად ამიტომ თავის თავთან მარტო დარჩენილმა ინერვიულა და გულზეც იმოქმედა ამ ნერვიულობამ სხვა მხრივ ლელი აქ არ მოვიდოდა და ისიც მარტო, სახლში ყველაფერი კარგად არის? -სახლში აღარაფერი აღარ არის კარგად, ჩვენს სახლში ყველაფერი არეულია და დედაც ამას განიცდის. არ ამბობს, მაგრამ ვხვდები მის გამოხედვაზე და მის უკმაყოფილო საუბარზე. მინდა რაღაც ვთქვა რაც მაწუხებს, მაგრამ იმისიც მეშინია რომ სიმართლე იყოს..... -ოთარი.... -ოთარი და ნუცა.... -გასაგებია,წაიყვანე დედაშენი გადასხმა დასრულებული იქნება და გთხოვ არ ინერვიულოს. -შევეცდები რომ ავარიდო ნერვიულობას, თუმცა როგორ ეს არ ვიცი. თაია მამუკასთან ერთად შევიდა ლელისთან და გული შეეკუმშა დედის გაფითრებულ და უფერულ სახეს რომ შეხედა ცრემლი ყელში მოაწვა და დედის ხელი ხელში მოიქცია. -დედა ძალიან მანერვიულე ასე აღარ შემაშინო,გთხოვ..... -კარგად ვარ შვილო მინდა სახლში წავიდე და ტაქსი გამოიძახე... -წავიდეთ, ერთად წავიდეთ მე მიგიყვან სახლში.თაიამ არავის დაურეკა და ლელი სახლში მიიყვანა, ნუცა გაოცებული უყურებდა ორივე დედა შვილს. -ლელი რა მოგივიდა სალონში მივდივარო მითხარი... -მაგრამ საავადმყოფოში მოხდა და არა სალონში... -რატომ,რა გჭირს. -რომ არ გიცნობდე ცოტაც და დავიჯერებ რომ ძალიან განიცადე დედას ცუდად ყოფნა. -თაია როგორ მელაპარაკები,რა თქმა უნდა განვიცადე.თაიამ არაფერი თქვა რადგან არ უნდოდა ლელის ენერვიულა, მაგრამ ნუცა თვალებით გაბურღა და ლელი თავის საძინებელში შეიყვანა. -დაისვენე დე და მე ჩავალ ჩაის მოგიმზადებ. -არაფერი მინდა შვილო წადი ლექციები გაქვს ნუ გააცდენ. -არ მინდა განერვიულო, მაგრამ გთხოვ ნუცას მოწოდებული არაფერი მიიღო დედა. -კარგი შვილო ბოლომდე არ ამბობ მაგრამ ვხვდები, წადი და მშვიდად იყავი. თაიამ დედას ფრთხილად აკოცა საძინებელი დატოვა,ნუცა სალონში იჯდა ფეხი ფეხ გადადებული სიგარეტით ხელში და თაიას სიბრაზე ისევ მოერია. -აქ სიგარეტს არ ეწევიან,გთხოვ გარეთ მოწიო და ფანჯრები გააღე რომ ჰაერი გაიწმინდოს, დედას მძიმე ჰაერი არ მოუხდება კიდევ უფრო ნუ დაამძიმებ ამ სახლში ჟანგბადს შენი სიგარეტით, თუმცა შენ ეს არც გადარდებს. -თაია არ გაქვს სურვილი ვისაუბროთ? -რაზე უნდა ვისაუბროთ ნუციკო მე და შენ ან რა თემა უნდა გამოვძებნო რომ შენთან საუბარი შევძლო,თუმცა მაგალითად ის რამდენი საყვარელი გყავდა ამ წლების განმავლობაში და მეტყვი სწორ პასუხს? ნუცამ ჯერ გაოცებულმა შეხედა შემდეგ თვალებში ცრემლი გაუჩნდა, თაიამ კი ჩაიცინა და უთხრა. -მეც დედა ვარ თაია და ძალიან მძიმე ისტორია მქონდა, პირველი შვილი დავკარგე 3 წლის ასაკში ბიჭი იყო, შემდეგ ნინი გაჩნდა და შიშით ვზრდიდი..... -ცხოვრება იოლი არ არის ცხოვრებაში სირთულეებიც ბევრი გვაქვს, მაგრამ როგორმე ვუმკლავდებით არავის ვახვევთ თავს ჩვენს ტკივილს,მართლა დილით აქ ვიღაც მოხუცი იყო კართან და იცი ვინ იყო ან რატომ მოვიდა ჩვენს კართან იდგა და ჩურჩულებდა..... -რას ჩურჩულებდა.... -ჩურჩულებდა რაღაც ბოროტებაზე, ცოდვაზე...ვიღაც ბოროტ ქალს ეძებდა და ვის ეს არ ვიცი,ამიტომ კარი ღიად არ დატოვო მოულოდნელად თავზე არ დაგადგეს ვინ იცის მაინც უნდა ვიყოთ ფრთხილად ან ამ სახლში ვინ ბოროტი უნდა მოძებნოს.იქნებ შენთან მოვიდა ან ვინმეში შეეშალე,ადრე არადროს მოდიოდა ასეთი ადამიანები ჩვენთან.... -არ ვიცი, მე არ დამინახავს.თაია წავიდა,ნუცა ჩაფიქრდა და თქვა. -ცხოვრება არ არის ისეთი რომ ყველაფრის გვჯეროდეს.... -თუ ყველაფრის გჯერა ოცნებებიც ახდება, რა მოხდა. -არაფერი, შენ რატომ ადექი ან რა დაგემართა დილით არაფერი გეტყობოდა ლელი. -არც მე ვიცი რა დამემართა.... -რამე გაწუხებს ჯამრთელობით ვერ ხარ კარგად თუ არ გინდა თქვა. -ყველაზე ბოლოს რასაც ვნერვილობ ეს ჩემი ჯამრთელობაა ნუცა. -პირველი შენი თავი უნდა გადარდებდეს და ჯამრთელობას მიხედე. -შენ რა გჭირს, ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს,ახლა ჩუმად ხარ რაც მოდი ხმას არ იღებ და არაფერს ამბობ არ გინდა რამე მითხრა? -ყველა რაღაცას მალავს, ყველა ადამიანს თავისი საიდუმლო აქვს ლელი. -ეს მართალია,გვგონია რომ ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ წლების შემდეგ აღმოაჩენ თურმე ის ვისაც ძალიან ენდობოდი საერთოდ არ გცნობია,მაგრამ აღმოაჩენ იმასაც რომ თურმე საიდუმლოებებით არის სავსე შენი გვერდით მდგომი და ტყუილებით გიჭედავს თავს. -ლელი რას ამბობ ჩემზე ამბობ? -შენზე ვამბობ ნუცა მითხარი შვილი გარდამეცვალაო.... -კი გარდამეცვალა 3 წლის შვილი და წლების შემდეგ გავაჩინე გოგონა.... -ეს არ გითქვამს და არ ვიცოდი თუ დედა იყავი, ზოგისთვის ცხოვრება ზღაპარია ზოგიერთებს კი ამ ზღაპრის გაქრობა უნდათ რადგან თავად ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში ყოფილიყვნენ თავიანთი ზღაპრის პრინცესები და ამიტომ არც სხვისი ზღაპრული ცხოვრება ადარდებთ. -ვერაფერი გავიგე შენი ნათქვამიდან. ნუცა ლელის უყურებდა ლელის კი თვალები დაეხუჭა და მძიმედ სუნთქავდა, მოულოდნელად ოთარი დაადგათ თავზე ლელის შეხედა და მისი ფერი არ მოეწონა, ფრთხილად შეეხო მხარზე. -საყვარელო რა გჭირს.... -არაფერი, არაფერი ჩემს გამო არ შეწუხდე დრო არ დაკარგი სხვა ბევრ შემოძალებულ საქმეებს მიხედე. -რას ამბობ, ლელი თვალი გაახილე და შემომხედე. -შემოგხედე ოთარ წლების უკან და შენ ის ოთარი აღარ ხარ, მაგრამ რას გიხსნი შენს გვერდით ვეღარც ცოლს ხედავ და ვეღარც შვილებს. არ ვიცი ვის ხედავ და ვის ხვდები, მაგრამ ვიცი რომ სხვას ხვდები.ნუცამ შეხედა ოთარის და ფეხზე წამოდგა, მაგრამ ოთარის ნუცასკენ არც გაუხედია ლელი ხელში აიყვანა და უთხრა. -წამოდი უნდა დაისვენო, თაიამ დამირეკა და მითხრა დღეს რაც შეგემთხვა, ექიმმა კი მითხრა უნდა დაისვენოსო. -დავისვენებ სულ მალე და ყველა დაისვენებთ ჩემგან.ნუცა ოთარის მიუახლოვდა და თქვა. -მე მოგხედავ .... მაგრამ ლელიმ ისეთი თვალებით შეხედა ადგილზე გააშეშა,ნუცამ კი ოთარის მიუბრუნდა და მიხვდა ოთარი არაფლის თქმას არ აპირებდა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა ოთარიმ კი ლელი ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში ნუცა კი გაბრაზებული უყურებდა ორივეს,რამდენიმე საათი გავიდა ლოდინში გოგოებიც დაბრუნდნენ და თავიანთ ოთახებში ჩაიკეტა ორივე ნუცა კი ისევ ელოდა ოთარის და უკვე შებინდებული იყო ოთარიმ რომ დატოვა ლელი ჩაძინებული,სალონში კი მხოლოდ ნუცა დახვდა რომელმაც გაბრაზებულმა შეხედა. -მოისიყვარულე და დაამშვიდე ცოლი. ოთარიმ შეხედა და უთხრა. -არ ფიქრობ რომ ზედმეტებში გადადიხარ და ძალიან მბრძანებლობ? -დრო იწურება საყვარელო... -რა დრო, მე არაფლის დრო არ მომიცია დღეს გასაგებად გითხარი რომ უნდა წახვიდე აქედან ნუცა და ვფიქრობდი თავმოყვარეობა გაგაჩნდა გაიგებდი და შეიგნებდი ჩემს ნათქვამს აქ არ დამხვდებოდი. -ასე ძალიან გინდა რომ წავიდე, გაქრა ის გრძნობა ოთარ რაც იყო შენში ჩემდამი. -მე გრძნობა მხოლოდ ჩემი ცოლის მიმართ მაქვს, გაიგე ადამიანო თუმცა შემომხედე და სიმართლე მითხარი დღეს დილით ჩვენს კართან უცნობი ქალბატონი იდგა და ისეთი რამ მითხრა რამაც ძალიან დამაბნია... ნუცა გაფითრდდა და ოთარის დაბნეულმა შეხედა. -ვიღაც მათხოვარი იქნებოდა.... -არა, არა ის მათხოვარი არ იყო ის შენ გიცნობს ნუცა და მან მითხრა რომ სიმართლეს შენზე იმ კაცისგან გავიგებ ვინც ციხეში ზის,ამიხსენი ვინ ზის ციხეში ან ვინ არის ის უცნობი ქალბატონი და რა საიდუმლოს მალავ ნუცა. -არ მესმის როგორ უნდა მოუსმინო და დაუჯერო ქუჩის მაწანწალას....... -გითხარი არ იყო ქუჩის მაწანწალა ის ქალბატონი იყო და შენ კარგად გიცნობს, მითხრა ასევე რომ ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი ჩემთვის და გისმენ, თან ის ქალბატონი თაიამაც ნახა და მარტო მე არ მინახია რომ თქვა მოგეჩვენაო..... -ნიკა არის ციხეში... -ნიკა, ვინ ნიკა.... -ნინის მამა რომელსაც დავშორდი. -რატომ დაშორდით რა იყო მიზეზი. -შენ, შენ იყავი მიზეზი. -მე,მე რა შუაში ვარ. -გახსოვს რომ შევხვდით ერთ ზაფხულს ბათუმში იყავი ცოლშვილით, მაშინ გაიგო ჩვენს შესახებ ჩვენი წარსულის შეხვედრები და შემდეგ გაახლებული შეხვედრაც ამოქექა ის ხომ ორგანოს მუშაკი იყო.... გაოცებული უყურებდა ნუცას ოთარი და შემდეგ ჩუმად იჯდა როგორც ნუცა და ორივე თავიანთ ბედზე ფიქრობდა, ნუცა უფრო წარსულის მოგონებებში დაბრუნდა. -შენ ჩემი ღირსება შელახე,გეგონა ვერ გავიგებდი ან როდემდე გინდოდა დაგემალა შენი სიბინძურე. -ვაღიარებ, მასთან შეხვედრა შეცდომა იყო... -შეცდომა შეიძლება ერთხელ დაუშვა და შეეცადო მის გამოსწორებას, მაგრამ შენ წლებია ამ შეცდომით ცხოვრობ და ყოველთვის პოულობ დროს ისევ და ისევ შეცდომით იცხოვრო, მასთან გაერთო და ისიამოვნო რა ვერ მოგეცი ნუცა რამ არ დაგაკმაყოფილა ჩემი მხრიდან. -მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, ვერ შევძელი მისი დავიწყება. -გიყვარს და გიყვარდეს დღეიდან განთავისუფლებ და როცა გინდა შეხვდი ისე რომ არც ტყუილები დაგჭირდება და არც გაპარვა რომ საძინებელი ჩამიწვეთო ჩაიში ან ყავაში დამაძინო და დილამდე გაერთო სხვის მკლავებში. -რას ამბობ, ნინი......... -ნინი, გინდა ნინით დამაკავო ან დარწმუნებული ხარ რომ ჩემი შვილი არის? -ის შენი შვილი არის ნიკა.... -არა ნუცა,ნინი ჩემი შვილი არ არის. -შენი შვილია. უკვე ტიროდა ნუცა,ნიკამ კი თეთრი ფურცელი დაუდო წინ და უთხრა. -ეძებე ვინ არის ნინის მამა ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ და ამას ეს დნმ-ის ანალიზიც ადასტურებს, მშვიდობით ჩვენი 4 წლიანი თანაცხოვრება დღეს აქ დასრულდა განქორწინებას ხელი მოაწერე. რამდენიმე ფურცელი დაუდო მაგიდაზე და თავად კალამი მიაწოდა, ნუცა გაშეშებული უყურებდა ქაღალდებს. -ამის გაკეთება არ შეგიძლია, ნიკა შენ არ ხარ ასეთი სასტიკი. -ნეტავ ვყოფილიყავი სასტიკი ვერსად ვერ შეძლებდი გაპარვას, მაგრამ მერე იმაში დამადანაშაულებდი მოძალადე ქმარი მყავსო ამიტომ მოაწერე ხელი და ასე ცივილიზებურად დავშორდეთ ერთმანეთს. ნუცას სხვა გზა არ ჰქონდა ხელი მოაწერა ქაღალდებს და ნიკას დაუბრუნა, ნიკამ კი შეხედა და უთხრა. -ვერაფერს მოითხოვ ნუცა..... -რა უნდა მოვითხოვო ან რას მომცემ. -მაგალითად იმას რომ ყოველთვის მსაყვედურობდი რომ მხოლოდ სახელი მაქვს ორგანოს მუშაკის, თუმცა ჩემს ანგარიშზე გარკვეული თანხა დევს რომელზედაც ხელი აღარ მიგიწვდება, ვერც გაასაჩივრებ რადგან ხელთ მაქვს შენი ღალატის ფოტოებიც, ვიდეოებიც და მამობის უარყოფითობის ტესტი ამიტომ დღეიდან შენ ინერვიულე მე კი მშვიდად ვიქნები და შევეცდები ახალი ცხოვრება დავიწყო,მაგრამ სხვასთან ერთად და არა შენთან.ნუცა ადგილზე გაიყინა და ნიკას უყურებდა, ნიკა საძინებელში შევიდა მისი ნივთები ერთ დიდ ჩემოდანში ჩააწყო, ზურგზე ზურგჩანთაც მოიგდო და კართან მისული ნუცას მიუბრუნდა. -არც იმდენად უნამუსო ვარ ქუჩაში დაგტოვო თუმცა იმსახურებ ამ სახლიდან შიშველი გაგაგდო და მე არ წავიდე, აქ გტოვებ და ნუ აქცევ აქაურობას სიბინძურის ბუდედ თვალს გადევნებ. რა მოხდა შეგეშინდა? ვერ დავიჯერებ შენ ხომ არავის და არაფლის გეშინია, მაგრამ შიში ეს ჯოჯოხეთური ნარკოტიკია და განთავისუფლდი შენში არსებული სიბინძურისგან, ბოროტებისგან თუ გინდა მშვიდად იცხოვრო.ნიკა წავიდა,ნუცას არ უტირია არც დარჩენა უთხოვია ჭიქაში წყალი დაისხა ბოლომდე დაცალა და ღრმად შეისუნთქა თავისუფლების სურნელი შემდეგ ფანჯრიდან გაიხედა სადაც უკანასკნელად შეხედა როგორ გავიდა მანქანით ნიკა ეზოდან და ჭიშკარიც დაიხურა. -განანებ დღევანდელ დღეს,შენ მე არ მიცნობ.რამდენიმე თვეში ნიკა დაიჭირეს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით რაც ვერ დაამტკიცა თავის სიმართლე და რამდენიმე წლით ჩასვეს, სასამართლოს დღეს როცა ციხეში გადასაყვანად გამოიყვანეს შეხედა ნუცას რომელმაც ღიმილით დაუქნია ხელი დამშვიდობების მიზნით მანქანაში ჩაჯდა და წავიდა თან გაიყოლა ნიკას გაოცებული გამოხედვა,ნიკამ იქვე მდგარ მის ადვოკატს შეხედა და უთხრა. -რამე იღონე, რამე გააკეთე ეს იმ ქუჩის ქალმა ჩააწყო და შური იძია ჩემზე რომ დავშორდი. -რაზე ფიქრობ, ნუცა სად წადი რატომ ზის ციხეში შენი ქმარი. -ნარკოტიკების გასაღება ედება ბრალად, ბარიგობა და ეს მე გავაკეთე, ვინც გზაზე გადამეღობება ყველა მწარედ აგებს პასუხს.ოთარიმ თავი შეიკავა რომ არ ეყვირა და წარმოუდგენლად დიდი იყო ის ძალა რაც ოთარიმ იმ დროს გამოიჩინა. -რა გააკეთე? -სიცოცხლე მწყუროდა, მან კი ყველაფერი შემიზღუდა,ამიტომ ჩემი ცხოვრება შეცდომებით გაივსო.სიყვარული მხოლოდ შენთან ვიპოვე შენ მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი სიყვარული დაგიმტკიცო, მაგრამ იგივეს ველოდები შენგან რომ ის სიტყვები შეასრულო თუ რამ გითქვია ჩემთვის. -რას ამბობ, აქ ამიტომ მოდი რომ ჩემი ოჯახი დაანგრიო და დაშალო? -შემომხედე, მე ქალღმერთს მიწოდებენ და შენ ახლა ამ ქალღმერთის მფლობელი ხარ მე კი ყველაფერს გავცემ რომ შენს გვერდით დავრჩე ბოლომდე რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი. შეშლილი სახით უსმენდა თაია ნუცას და მათ მოულოდნელად ქარიშხალივით ჩაიარა კიბეები ოთარის წინ დადგა მაგიდას ხელით დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო და თვალებში უყურებდა მამას ისინი კი გაოცებულები უყურებდნენ თაიას მათ გარშემო სრული სიჩუმე იდგა.ოთარის ხელები უთრთოდა, თაიას შეეცოდა ოთარი და ნუცას შეხედა. -დედას წლების უნახავო მეგობარო თურმე რატომ შემოგვეჭერი რომ მიზნად დაგისახავს ჩვენი ოჯახი დაანგრიო,რადგან გშურს დედას ბედნიერება.შეშინებული და ცრემლებით სავსე იდგა მათ წინ,ნუცამ ჩაახველა და თაიას მიუბრუნდა. -გთხოვ მომისმინო.... -რას მთხოვ ან რა უნდა მითხრა რომ მოგისმინო, გგონია რასაც მეტყვი გაგამართლებს? თუ შენზე ძალადობდნენ ჩვენ ვალდებულები ვართ გზა დაგითმოთ და ნება მოგცეთ შენ რაც როგორც გსურს ისე გააკეთო? აქ რა გინდა, თვეებია ჩაგვისახლდი შვილიც მარტო გყავს მიტოვებული თუმცა ისიც შენნაირი კახპა იზრდება რაც დედა ის შვილი. -თაია სიტყვები გააკონტროლე........ -რა, არ მოგწონს სიმართლე? -თაია...... -ბებერი საყვარელი მალე დაითრიე და ყველაფერი შენ დაგრჩება თუ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან მე ჩამსვას ბიზნესში და შენზე უკეთესი ვარ ახალი მეთოდებითო ხომ გითხრა, არ გაითვალისწინე მამას არ თხოვე შვილის დასაქმება? -თაია რას ამბობ შვილო........ -იმას ვამბობ რაც გავიგონე რომ მას შენი გაკოტრება და მერე მოკვლა აქვს დაგეგმილი გამოფხიზლდი,გესმის გამოფხიზლდიიიი. -თაია არ ვიცი როგორ გაიგე ნინის აქ მოსვლა, მაგრამ არასწორად გაიგე მისი ნათქვამი. -წადი, წადი,მამაც ამას გეხვეწება რომ წადი და თავი დამანებეო ჩვენი სიმშვიდე შეგვარგე, შენი ძალადობის და სისასტიკის გამო ყველაფერზე თავს ვერ დაგიხრით. -გაჩუმდი და მომისმინე ლაწირაკო..... იყვირა ნუცამ და თაია გაოცებული უყურებდა, შემდეგ არც დაფიქრდა ისე აწია ხელი და ნუცას ძლიერად გაარტყა სახეში რასაც არცერთი არ ელოდა, შემდეგ ოთარის მიუბრუნდა. -მეზიზღები რომ ამ ქუჩის ბოზმა დაგაჩმორა, დაიმახსოვრე შენს გადადგმულ ნაბიჯს და ამ ქალთან დაახლოვებას ინანებ, ძალიან ინანებ მამა.თაია სახლიდან გავიდა და ნუცამ ოთარის შეხედა. -რამე იღონე სიმართლე სხვებმაც არ გაიგოს, თაიას კი როგორმე გავაჩუმებთ. -როგორ გინდა გააჩუმო ის არ გაჩუმდება ძალიან მტკიცე ხასიათის არის,ასე ადვილი არ იქნება მისი გაჩუმება. -ეს მე მომანდე.......... -ნუცა რამე სიგიჟე არ გააკეთო. -წადი გაყევი. ნუცამ ტელეფონი ამოიღო და დარეკა, თაიამ ლელის მანქანა გაიყვანა და წავიდა ის ერთიანად ცახცახებდა,ტუჩები გათეთრებული ჰქონდა და სტრესი იმდენად დიდი იყო გაუკონტროლებელი სიჩქარიტ მიდიოდა ნელა ნელა თვალებშიც დაუბნელდა და სიშავეში ჩაიკარგა.ესმოდა ხმები,მაგრამ განძრევა არ შეეძლო. -კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ,ვინ ხარ ტელეფონი სად გაქვს. ტელეფონი ჯიბეში უპოვა და ოთარისგან უამრავი გამოტოვებული ზარები ნახა ერთ ერთ ზარს თავად უპასუხა უთხრა რაც მოხდა და შემდეგ თაია ხელში აყვანილი თავის მანქანაში გადაიყვანა,ოთარიმ კი მანქანა იმ მიმართულებით წაიყვანა როგორც უცნობმა უთხრა,ტელეფონზე კი ლელის ზარი დაფიქსირდა. -გისმენ ლელი... -ოთარ სად წადი ამ დროს ან თაია სად წავიდა. -მოგიყვან, გპირდები შვილს მოგიყვან ლელი მხოლოდ არ ინერვიულო.ტელეფონი გათიშა და ლელი ნუცასთან მივიდა. -რა მოხდა ნუცა ან ორივე სად წავიდა, იკამათეს? -იკამათეს მამა შვილს უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ და თავად გამოსწორდებიან. -ექიმო,გელოდებოდით. -გისმენთ. -როგორ არის გოგონა რომელიც მე შემოვიყვანე უგონო მდგომარეობაში. -ნათესავი ხართ? -არა, იქ ვიყავი როდესაც შეჯახება მოხდა. -კარგი იყო ვინმე ნათესავი მოსულიყო. -მოკვდა? უიმედოდ უყურებდა ექიმს და თვალებში ცრემლი ჰქონდა. -არა, არ მოკვდა, მაგრამ მან თავი დაარტყა დარტყმისგან კი არის დაძინაბული მთავარი ძარღვი. -უფრო იოლი ენით რომ ამიხსნათ. -მომისმინეთ, მთავარი არტერია რომელიც გონებას ამუშავებს და აფხიზლებს არის დაზიანებული,ოპერაციამ კარგად რომ ჩაიაროს მის გონზე მოსვლას დრო დაჭირდება. -გამოდის კომაში უნდა იყოს გაურკვეველი დროით. -სამწუხაროდ. -დრო? -დროს ვერ ვიტყვით რადგან დრო არავინ იცის, ეს მასზეა დამოკიდებული შეიძლება ერთ კვირაში,ერთ თვეში, ერთ წელში ან შესაძლებელია არასოდეს დადგეს ეს დღე. -მხოლოდ იმედი დაგვრჩა? -მხოლოდ იმედი რომელიც ყველაზე ბოლოს კვდება მეგობარო. -იოანე მიხარია შენი ნახვა. ახალგაზრდა მამაკაცს ექიმი მიუახლოვდა და ღიმილით გადაეხვია, შემდეგ იქვე მდგარ ექიმს შეხედა და უთხრა. -გოგონას მდგომარეობა ჯერ ჯერობით ისევ ისე არის? -თქვენც იცით მამუკა ექიმო რთული მდგომარეობა არის, მე ყველაფერს გავაკეთებ მისი გამოჯამრთელებისთვის. -ლაშა მომისმინე ეს გოგონა ჩემი ახლობლის შვილია, ყველა ღონე და შენი გამოცდილება დაიხმარე რომ თაია ფეხზე დადგეს ჯამრთელი. -თაია, მშვენიერი სახელია. თქვა იოანემ და გოგონას ოთახის კარს თვალს არ აშორებდა სადაც ექთნები შედიოდნენ და უხმოდ გამოდიოდნენ უკან. -სად არის, ვინ არის ჩემი ხელით მოვკლავ და არ ვაცოცხლებ.ექიმი გაბრაზებულ მამაკაცს წინ გადაუდგა და მკაცრად უთხრა. -აქ საავადმყოფო არის....... -მამუკა, მამუკა ჩემი თაია აქ არის ვიღაც არაკაცმა დაეტაკა და მიატოვა, როგორ არის ხომ გადარჩება, ხომ იცოცხლებს ჩემი შვილი. -ოთარ დამშვიდდი... -ხომ გადარჩება,მითხარი რომ იცოცხლებს ჩემი გოგო.... შემდეგ მოულოდნელად იოანეს მიუბრუნდა და მისკენ წავიდა. -შენ, შენ დაეტაკე ჩემს შვილს და პასუხს აგებ..... -დამშვიდდი რა გემართება ან ამ ადამიანს რას ერჩი დააშავა რომ იპოვა უგონო მდგომარეობაში და აქ მოიყვანა? -მან დაეტაკა......... -მან შეესწრო ამ შეჯახებას და აქ თავისი ხელით მოიყვანა...ხმას აუწია ექიმმა და იოანეს ხმამ რეალობაში დააბრუნა. -ექიმო რადგან მამა მოვიდა მე დაგტოვებთ... -იო მადლობა, დიდი მადლობა შვილო და გაუგე ნერვიულობს ის მამა არის. -ექიმო მთავარია გოგონა გამოვიდეს მდგომარეობიდან,რაც შეეხება ბ-ონ ოთარს როგორც თქვენ თქვით ის მშობელია და საკუთარ შვილზე ნერვიულობს.აღარ შეგაწუხებთ, დრო და დრო ვიკითხავ თაიას მდგომარეობას. -ყველაფრისთვის მადლობა იოანე.იოანე წავიდა,მამუკა ოთარის მიუბრუნდა შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -იოანე რომ არ ყოფილიყო იქ მიუვალ ადგილზე სადაც თაიამ ხეს შეასკდა შენი შვილი ბოლო ამოსუნთქვას იქ იმ ადგილზე დატოვებდა,ადამიანს მადლობა უნდა უთხრა რომ თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა და თაია აქ მოიყვანა,აქაც თავისი ხელით შემოიყვანა და განწირული ხმით ყვიროდა მიშველეთო.გესმის რა ვთქვი, რომ არა იოანე თაია მოკვდებოდა და შენ იქნებოდი დამნაშავე ყველაფერში და არა იოანე. -ვინ არის, დაბნეული ვარ გონება არეული მაქვს მამუკა. -შეგრცხვება რომ გაიგებ ვინ არის....ექიმი გაჩუმდა და ოთარის შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -რა მოხდა, ოთარ თაია რატომ მიდიოდა დიდი სისწრაფით.ოთარი დაიბნა და ექიმს თვალი აარიდა,შემდეგ კი ჩუმად უთხრა. -ვიკამათეთ.... -ნეტავ რატომ.... თქვა და თავი გააქნია,შემდეგ კი გაბრაზებულმა უთხრა. -სახლში წადი თაია კომაშია და თუ რამე შეიცვლება დაგირეკავ. -დედამისს რა ვუთხრა ან როგორ ვუთხრა რომ...... -სიმართლე, სიმართლე უთხარი ოთარ და ილოცეთ ორივემ რომ თქვენს ბინძურ და უმსგავსო საქციელს თაია არ ემსხვერპლოს ლელი ამას არასოდეს გაპატიებს.მამუკა თავის კაბინეტში შევიდა, შემდეგ სასწრაფო გამოძახებით საოპერაციოში ოთარი კი იდგა და ვერ რეაგირებდა. წავიდა დატოვა საავადმყოფო, მაგრამ ისევ დაბრუნდა რამდენიმე წუთში ისევ წავიდა და ბოლოს ძალიან გვიანი იყო სახლში რომ მივიდა ფიქრობდა ლელი დაძინებული დახვდებოდა, მაგრამ ყველა ფეხზე დახვდა ლელიმ კი რამდენჯერმე თაიას ტელეფონზე დარეკა ტელეფონი დუმდა, რამდენჯერმე კარი გააღო და გზას უყურებდა ნუცას ხმა რომ გაიგონა და მას მიუბრუნდა. -ძალიან დააგვიანდათ ნუთუ საათს ვერ ხედავს რომელი საათია ან ერთი ან მეორე. თქვა ნუცამ და თეთრი ღვინით სავსე ჭიქიდან ღვინო მოსვა.ისე თავისუფლად იყო თითქოს მის გამო არ მოხდა მამა-შვილს შორის შელაპარაკება,თამროს შეხედა ნერვიულობისგან ყველა თითზე ფრჩხილი რომ აღარ დარჩა და თქვა. -ასეთ დროს სახლიდან გასვლა და ისიც გოგოსი მოსაწონია? თამრომ ვეღარ შეიკავა თავი და ნაგროვები მოთმინება ამოანთხია,ნუცას შეხედა და არც ლელის მოერიდა გაბრაზებულმა უთხრა. -რა გინდა ან რას ეძებ თაია სად წავიდა სტუმრად ხარ შეირგე რასაც მოგაწოდებენ და გაჩუმდი, ოჯახის საქმეში ნუ ჩაერევი არავინ არაფერს გეკითხება. -თამო შვილო..... -ძალიან ცუდი აღზრდილი გყავს შვილები ლელი...... -შენ აღზარდე უკეთესად შენი შვილი და ჩვენ ნუ გვასწავლი როგორ რა უნდა გავაკეთოთ, არც აღზრდა გვაკლია და არც ყურადღება. -გაჩუმდი თამრო თავი მტკივა შვილო, ცუდი წინათგრძნობა მაქვს. -დამშვიდდი დე ყველაფერი კარგად იქნება და ორივე ღიმილით შემოვა ამ კარიდან. -თაიაზე ვნერვიულობ,ის ფიცხია და რაღაც არ მოეწონა რაღაც რაც მხოლოდ თქვენ სამმა იცით ნუცა. -პანიკაში ხარ მე ნუ გამრევ მამა შვილი ისევ ისე მხიარული ურთიერთობა ექნებათ, ცოტა ზედმეტები მოუვიდათ ერთმანეთთან, მაგრამ გაივლის. -რა ამბავია რა გაყვირებთ...ოთარიმ ქალებს გადახედა და ნუცას თვალებში ჩააშტერდა, შემდეგ კი ლელის მიუბრუნდა მის გვერდით დაჯდა მისი ხელი ხელში აიღო და უთხრა. -რა გჭირს ისევ ცუდად ხარ? ლელიმ დაღლილი თვალებით შეხედა ოთარის და უთხრა. -სად არის თაია ოთარ. -მომისმინე...... -ვერ იპოვე, ვერ გაიგე სად წავიდა? -ვიპოვე და ვნახე სადაც არის, მაგრამ ვერ მოვიყვანე.... -რატომ ვერ მოიყვანე,რატომაა ასეთი გაბრაზებული ან რატომ იკამათეთ რა მოხდა ოთარ თქვენს შორის.ოთარიმ დახუჭა თვალები და მათ წინ მჯდარ ნუცას უყურებდა,ისევ ტყუილი თქვა,ისევ ვერ გაბედა სიმართლე ეთქვა. -არ ვიცი რატომ წავიდა ასეთი დიდი სიჩქარით,მაგრამ მისმა სიჩქარემ კარგი რამ არ მოიტანა ის ავტო ავარიის მსხვერპლია და შემთხვევით გამვლელმა მიიყვანა საავადმყოფოში. ლელის თვალები გაუფართოვდა და ჯერ დაიბნა, მერე თამროს ხელი ჩაავლო და ოთარის უთხრა. -თაია საავადმყოფოშია და შენ აქ რა გინდა, ჩემი შვილი იქ დატოვე და წამოდი რომ დაისვენო და გამოიძინო, ასეთი რა დაგიშავა თაიამ ოთარი.ლელი ეს ჩუმი და წყნარი ადამიანი ხმას ვერ აკონტროლებდა,უყურებდა ოთარის და შემდეგ ნუცას შეხედა რომელიც ჩუმად იჯდა და ოთარის უყურებდა. -თქვი რა მოხდა ნუცა თქვენ სამივე ერთად იყავით,დარწმუნებული ვარ იცი თაიას სახლიდან წასვლის მიზეზი. -ლელი არაფერი არ ვიცი მე უბრალოდ შევესწარი მათ კამათს და რაზე კამათობდნენ ვერ გავიგე. თვალები რისხვით აენთო ლელის და არც დაფიქრებულა ნუცას ისე უთხრა. -გავიგებ, რა მოხდა ამ სახლში რამდენიმე საათის წინ მაინც გავიგებ და მერე არცერთს არ გაპატიებთ.თამრო გამოვიდა წყობიდან და ნუცას უყვირა. -ახლავეს დატოვე ჩვენი სახლი და წადი, ისე წადი რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდე. -რას ამბობ წავიდე ამ დროს და ისე მეუბნები როგორც ვიღაც ქუჩის მათხოვარი იდგეს შენს წინ, დედაშენის მეგობარი ვარ თამრო. -მეგობარი, რომელი მეგობარი ან როგორი მეგობარი ხარ მის ქმარს რომ უწვები და სადაც ნახავ კოცნი ეს როგორი მეგობრობაა ნუცა. -ვფიქრობდი ამ ოჯახის წევრად მთვლიდით..... -ოპა,ოპა, საიდა ან როგორ ამ ოჯახის წევრი. -საერთოდ არ მომწონს შენი გამოხტომები თამრო... -მე ხომ მომწონხარ,რატომ გაიქცა თაია თქვენ ორივეს შეგხედათ მამა და ვფიქრობ უნდა გრცხვენოდეს. -შვილო............. -რა შვილო, შვილი კომაში მყოფი მიატოვე და აქ მშვიდად მოდი რომ ნუციკოს არ ენერვიულა,მხოლოდ ნუციკო და როცა ეს ქალია აქ ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ გონებით სხვაგან ან სხვასთან ხარ.შენ არც დედა გაინტერესებს მოვალეობის მოხდის მიზნით ხართ ერთად და რატომ იტანჯებით ან შენ ნუციკო რატომ დარბიხარ ამ საძინებლიდან იმ საძინებელში წაიყვანე ამ სახლიდან ოთარი ჩიხლაძე და წადით.ოთარი ფეხზე წამოხტა და მისი მიქნეული ხელი თამროს მოხვდა შემდეგ ხელი გულზე მიიდო და დივანზე დაჯდა ლელის შეხედა და უთხრა. -მაპატიე საყვარელო.ლელიმ არც შეხედა ოთარის ძალა გამოცლილი ადგა თამროს ხელს დაეყრდნო და მისი დახმარებით თაიას ოთახში შევიდა, თვალცრემლიანი უყურებდა ყველა ნივთს,ხელი პირზე მიიდო რათა მისი სისუსტე ქვემოთ მყოფ ნუცას და ოთარის არ დაენახა და არ გაეგონა მისი ხმა მიხვდა რომ ოთარი უკვე მისი აღარ იყო თაიას ბალიში აიღო და გულში ჩაიკრა შემდეგ ცრემლით დაასველა და ნუცა კი ოთარის უყურებდა ბედნიერი ღიმილით და უთხრა. -იმედია ვერასოდეს ვერ გამოვა კომიდან შენი შვილი. -რას ამბობ ნუცა. -როგორ იფიქრე რომ ჩემზე ხელის გარტყმას შევარჩენდი იმ ლაწირაკს.შემდეგ მაღლა აიხედა და ბედნირმა თქვა. -სულ მალე მოვა ჩემი დროც თქვენ კი ამ სახლიდან წახვალთ. -შენ,შენ დაუშავე ჩემს შვილს ნუცა. გულზე მიიჭირა ხელი და დივნიდან ადგომას შეეცადა, მაგრამ მუხლებზე დაეცა და თვალებიდან ცრემლი დაედინა, ნუცამ კი ყვირილით დაუძახა თამროს და ლელის. -ლელი, თამრო, სასწრაფოს დაუძახეთ..... -თამრო სად ხარ შვილო... დაუძახა ლელიმ თამროს მაგრამ თამრო იქ არ იყო და სირბილით შევიდა დედასთან. -რა მოხდა,რატომ ყვირის ნუცა... -არ ვიცი........ -მამაშენი გულზე ჰქონდა ხელი ჩადი და ნახე. უთხრა და თავადაც წამოდგა ფეხზე და დაინახა ოთარი ძირს იყო ჩაჩოქილი, ნუცა კი ტირილით გაიძახოდა მის სახელს. -დაურეკე სასწრაფოს, დროზე დაურეკე ექიმი ჭირდება.... -ტელეფონი აქ გქონდა თუ დაგერეკა. უთხრა თამრომ ნუცას და თავად დაურეკა სასწრაფოს, ლელი მივიდა ოთარისთან და მასთან დაიმუხლა. -უკეთესია ახლა დაგემართოს რაც უნდა დაგემართოს თაიას რომ რამე მოუვიდეს არ გაპატიებ. სასწრაფო მოვიდა და ოთარი გულის მწვავე შეტევით და ჰაერის უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. -ლელი ოთარი იცოცხლებს თუ არა არცერთმა არ ვიცით, მაგრამ რადგან მან ვერ გითხრა სიმართლე მე გეტყვი ის გღალატობდა. -ვიცი რომ მღალატობდა ნუცა და ისიც ვიცი ვისთან მღალატობდა.ნუცა გაშეშდა და ლელის უყურებდა. -ვისთან გღალატობდა იმ ქალს იცნობ? -ბავშვობიდან ვიცნობ იმ კახპას და ის კახპა ახლა ჩემს წინ დგას,ეს შენ ხარ ნუცა. -კარგია, ჰოდა თუ ყველაფერს მიხვდი გამიადვილე სათქმელი,თქვენი ნივთები მოკრიბეთ და წადით ამ სახლიდან. -ოთარი ჯერ ცოცხალია,სახლში შემოგიშვი წლების უნახავი მეგობარი და გამიხარდა შენი ნახვა შენ კი ქმარიც წამართვი და სახლიც. -რა გულუბრყვილოც იყავი ისევ ის დარჩი ჩემო ლელი და უნდა გითხრა შენი ქმარი შენი არასდროს არ ყოფილა ის ჩემი ქმარია და ეს სახლიც მე მეკუთნის, ამიტომ უხმოდ წადი ამ სახლიდან. -ნუცა როგორც ხედავ უხმოდ მივდივარ, მაგრამ ამ სახლიდან ჩემი უხმოდ გასვლის გეშინოდეს, ჩემი სიჩუმის გეშინოდეს ნუციკო.გულუბრყვილო მიწოდე, მაგრამ ეს გულუბრყვილო მეგობარი გაგანადგურებს.რაც შეეხება ამ სახლს,ეს ლამაზი სახლი სიდიდით რომ ყველას მოწონს მის სახურავს იმდენი ვალი ადევს რომ მთელი ცხოვრება უნდა იხადო, გჩუქნი წაიღე შენი იყოს, მაგრამ ოთარი ცოცხალია და გგონია არ ვიცოდი რასაც აკეთებდით უბრალოდ ველოდი სადამდე დაეცემოდა შენი სიბინძურე და უკვე ვნახე. ნუცამ სიგარეტი ხელიდან გააგდო და ლელის შეხედა. -ვალი, რა ვალი ეს არაფერი არ ვიცი... -არ დააცადე ეთქვა თორემ ამასაც გეტყოდა.თქვა ლელიმ თამოს ხელი ჩაკიდა თავიანთი ნივთები ერთ ჩემოდანში ჩაალაგეს და სახლი დატოვეს. -დედა, დე რა ჩაიფიქრე და ახლა სად მივდივართ. -წამომყევი ყველაფერს გაიგებ და მინდა იცოდე, ადამიანთან სიახლოვე მხოლოდ ბედნიერი მომენტებით არ განისაზღვრება ის ყველაზე მტკივნეულ დროს გვაჩვენებს ვინ არის ის შენთვის სინამდვილეში. -გასაგებია დედა. ლელი და თამო წავიდნენ, ჯერ სასტუმროში დაბინავდნენ თავიანთი ნივთები დატოვეს და მერე საავადმყოფოში წავიდნენ თაიას სანახავად. -ლელი, თამო შვილო უკვე რამხელა გაზრდილხარ მიხარია თქვენი ნახვა. -მამუკა როგორ არი ჩემი შვილი,როგორია მისი მდგომარეობა. -ლელი პირდაპირ გეტყვი რადგან აქ ხარ თაიას მდგომარეობა რთულია და უნდა დაველოდოთ, გთხოვთ ორივეს ძლიერები უნდა იყოთ. -ვინ მოიყვანა აქ თაია უნდა ვიცოდე შვილი ვინ გადამირჩინა და ვინ არის ის კეთილი ადამიანი, რომ უცნობ გოგონას დაეხმარა. -ლელი ესაა ადამიანის ადამიანობა, რაც შეეხება მის ვინაობას იოანე მგონი რუხაძეა გვარად ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ თუ დაგჭირდეს უძლიერესი იურისტია. -სად შეიძლება რომ ვნახო და მადლობა გადაუხადო.ექიმმა გაუღიმა ლელის და უთხრა. -მას თაია არ მიუტოვებია აქედან წასვლის შემდეგ უკვე მეორედ იკითხა მისი ამბავი,ხვალ აუცილებლად მოვა.რამდენიმე დღე გადააბა ერთმანეთზე ლელიმ საავადმყოფოში თაიას ოთახის კართან,იდგა და ოცნებობდა იმ ოთახიდან თაიას ხმა გაეგონა. -,,დედა გავიღვიძე,ძალიან დიდხანს მეძინა და დავიღალე''. თამრომ თავი ჩამოადო დედას მხარზე და ცრემლებს გზა მისცა,შემდეგ კი ტირილით თქვა. -რატომ უნდა იტანჯებოდეს თაია ასე ვიღაც უნამუსო და უპასუხისმგებლო მძღოლის გამო, გაიქცა და მიატოვა დაიმალა ვირთხასავით. -დამშვიდდი, მამაშენს ინსულტი დაემართა და ძლიერია უავადმყოფო ორგანიზმი დაძლევს ამ სირთულეს.მიხარია რომ ცოცხალია მამაშენი, მაგრამ აღარ მაინტერესებს ჩემი შვილი მინდა დამიბრუნდეს, ჩემი თაია. -თაიაც ძლიერია დედა და გამოვა მდგომარეობიდან, მხოლოდ დრო უნდა როგორც ექიმმა თქვა და დაველოდოთ. -ლელი,ლელი შვილო.... -დედა, დედა აქ ამ დროს რას აკეთებ ღამის 4 საათია ან როგორ გაიგე... -ნუცამ, ნუცამ დამირეკა ტირილით და მითხრა რაც მოხდა ნახევარი ვერც გავიგე ტაქსი გამოვიძახე და წავედი დივანზე იწვა და მითხრა რომ ცუდად გახდა ვერ წავედი მათთან ერთადო, არ წამოვიყვანე იყავი და მე წავალ მათთანმეთქი და წამოვედი როგორია მდგომარეობა. -დედა ჩართე კამერა გთხოვ და ვნახოთ რას აკეთებს. -გაფუჭებულია კამერა შვილო უკვე მერამდენე დღეა და ვერ გავაკეთეთ. -არცერთი კამერა არ იყო გაფუჭებული გათიშული იყო დედა და ეს განგებ გააკეთა რომ შენ არ დაგენახა ის აღვირახსნილი ქალი რას აკეთებდა ჩვენს სახლში. ლელიმ კამერა ჩართო და სამივემ კარგად შეხედა ნუციკო მუსიკის ჰანგებზე ჭიქით ხელში ცეკვავდა და ერთობოდა. -ხედავთ როგორ ძალიან განიცდის,ლელის უკვე უნდა გაეთიშა კამერა რომ თამრომ შეხედა კომოდზე დადებულ ლელის და ოთარის ფოტოს ხელი კრა და გადმოაგდო ფოტო დაიმსხვრა შემდეგ კი სიცილით თქვა. -ლელი დასრულდა შენი პრინცესობა დიდ სახლში ახლა ჩემი დრო მოვიდა. -ვინ ხარ გველივით შემოსრიალდი ჩვენს სახლში და ჩვენი სიმყუდროვე დაარღვიე,გავიგებ ვინ ხარ და რა გამოძრავებს რა გინდა ჩვენგან.თამრომ ტელეფონი გამოართვა ლელის და ვიდეო თავის ტელეფონში გადაიტანა შემდეგ ლელის დაუბრუნა და უთხრა. -გეფიცები სიმართლეს გავარკვევ დედა. -შვილო მომისმინე ჯერ ყველა ჩუმად ვართ მშვიდად და წყნარად, რადგან დაველოდოთ თაიას და მამაშენის გამოჯამრთელებას, ოთარიმ უნდა აგვიხსნას რა უნდა ამ ქალს ჩვენგან. -თამრო დაწყნარდი და ჩუმად იყავი ბებო უფროსებს დააცადე ისინი ყველაფერს მოაგვარებენ თქვენი შენი და თაიას სასარგებლოდ, გპირდებით იმ სახლში დაბრუნდებით და იმ სახლს სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს არ დავთმობ რადგან იმ სახლში ბაბუაშენის ენერგია და ძალაა ჩადებული. -როდემდე ბე, როდემდე უნდა ვიყო ჩუმად. -სიჩუმის დარღვევასაც მისი დრო აქვს ეს სიჩუმე დაირღვევა ბებო და ჰაერში გასკდება ბომბივით,მაგრამ გპირდებით ჩვენ არ მოგვხვდება ბომბის ნამსხვრევები და არ გვეტკინება. -ბებო ჩემო ბებიკო ხმას არ ამოვიღებ თუ მეტყვი რა ბომბი გიჭირავს ხელში,გთხოვ მითხარი და ვიქნები შენი მესაიდუმლე შვილიშვილი. -ვერ გეტყვი შვილო რადგან მეც დრო მჭირდება ეს საიდუმლო ხმამაღლა ვთქვა, საიდუმლო რომელსაც 24 წელია ვინახავ და არ არის მარტივი თუმცა ისეთი ძლიერია ის რაც მე მიჭირავს ხელში მყინვარსაც კი დაადნობს. -კარგი არ გაძალებ, შენ უკეთ იცი.ლელი თვალებ დაწითლებული,უძილობისგან ძალა გამოცლილი და ნანერვიულები იდგა ფანჯარასთან და ჩურჩულით თქვა. -ჩუმად ვარ მაგრამ სიჩუმე სისუსტე არ არის,სწორედ ამ სიჩუმით მიჭირავს ყველა ხელში და ეს სიჩუმე არის ჩემი ხელშეკრულება. შენი არ არის ეს დიდი სახლი, ჩემია და ისევ მე დავიბრუნებ.შენ არაფერი ხარ და არაფერი გაქვს, მე განვაგებ მილიონიან სრულ პაკეტს სწორედ ეს არის ჩემი ღირებულება და თქვენ ვერც გულს ჩემსას და ვერც ჩემს ღირსებას ვერ წამართმევთ,ვერ დაიმისებთ და ვერც დამაჩოქებთ,ვერც დამამარცხებთ მე დაგაჩოქებთ და მე დაგამარცხებთ სიჩუმით გაგანადგურებთ. -დე,დედიკო ყოველთვის ჩუმად ხარ....ხელები შემოხვია თამრომ დედას და ლელიმ მისი თავი მკერდზე მიიდო. -როგორც ბებომ გითხრა გთხოვ მოითმინე და გთხოვ ჩუმად იყავი. -არ ვიცი რა იცით ასეთი თქვენ ორივემ ნუციკოს რომ დააჩოქებთ,მაგრამ პირობას გაძლევ რომ მე ჩუმად ვარ და ყველაფერს მოვითმენ,მხოლოდ უკადრებელს არ ვაკადრებინებ და ერთ დღესაც თმებით ვითრევ.... -შვილო დაიმახსოვრე თქვენ ორნი მყავხართ,მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე არასოდეს არ ყოფილან ჩემი მშობლები მდიდრები,მაგრამ ჩვენ გაგვაჩნდა ზნეობა,აღზრდა უნიკალური მივიღეთ მე და ჩემმა დამ მალუმ ჩვენ ორივეს დედა ყოველთვის გვინერგავდა ადამიანურ ღირებულებებს რომელიც დღემდე მომყვება და გთხოვ ნურასოდეს ნუ იფიქრებ რომ ადამიანის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ფული არის.არა, არა შვილო და ყველაზე დიდი საგანძური ეს პატიოსანად ცხოვრებაა.სიკეთეს უნდა ასხივებდე შვილო და სიყვარული ყველას მიმართ გქონდეს შენი მტერიც გიყვარდეს რადგან შენ შენმა მტერმა გამოგაფხიზლა,უფრო ძლიერი გაგხადა,უფრო ფრთხილი.ნუ გაბოროტდები რაც არ უნდა გაიგონო დღეიდან გთხოვ ძლიერი იყავი და ყველა განსაცდელს მტკიცედ დახვდი ის რასაც ბებია გეტყვის სიმართლეს გეტყვის არც მე ვიცი რა არის და რას მალავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იცის რაღაც რაც მას მეხს დასცემს და ჩვენ ტკივილს აგვარიდებს.სიმართლე მხოლოდ მან იცის და სანამ ის ამ სიჩუმის კალიდორს გაარღვევს შენც ჩუმად იყავი,გპირდები ისარი რომელსაც ბებია ისვრის შენ არ მოგხვდება არც მე და ჩვენ ორივე დავინახავთ ის ისარი ვის გულში გაერჭობა და ვის ატკენს. -დედა..... -აქ ვარ შენთან და თქვენთვის,გაჩუმდი და იყავი მშვიდად.ღამე ამშვიდებს ნერვებს გინდა მამაშენზე მოგიყვე? -მომიყევი მოგისმენ,მაგრამ მალუ ახსენე... -მალუ ჩემზე უმცროსი იყო და ის 3 წლის ასაკში დავკარგეთ ფილტვერბის ანთებით, ახლა კი მამაშენზე არ გინდა რაიმე მოისმინო. -მინდა და მოგისმენ დედა. -ჩვენ ერთმანეთის სასიამოვნო ნაწილი ვიყავით,წლების განმავლობაში ჩვენი სიყვარული ვერავინ დაშალა და დაამსხვრია თუმცა მამაშენს ქალები ყოველთვის თავზე საყრელად ყავდა. ბებიაშენი აღუდგა ჩვენს სიყვარულს და მამაშენი დღემდე არ უყვარს ამას ვაღიარებ რომ მან უფრო კარგად გაიცნო და შეიცნო მამაშენი,მე კი სიყვარულით დაბრმავებული ვერაფერს ვხედავდი და ვერაფერს ვამჩნევდი.ჩვენი ქორწინების ორი წელი სრულდებოდა თაიაზე რომ ვიმშობიარე და ვიცი იმ დღეს იმშობიარა ნუცამ და გამიკვირდა მას ქმარი არ ყავდა შემდეგ კი მითხრა რომ დაშორდა ქმარს თუმცა წლების შემდეგ შემთხვევით გავიგე რომ ტყუილი მითხრა,სწორედ ეს ტყუილი გამომჟღავნდება და ძვირად დაუჯდება ჩემი სიჩუმის და სიმშვიდის თავისად გამოყენებისთვის. -ლელი ექიმი მოვიდა შვილო.... ლელიმ დაღლილი თვალებით შეხედა დედას და შვილთან ერთად მივიდა ექიმთან.... -დაღლილი ხარ ლელი უნდა დაისვენოთ. -როგორ არის იმედი გვაქვს ექიმო. -ჯერ ჯერობით ვერაფერს გეტყვით საიმედოს თაიაზე და ოთარი გამოძვრება,ის გადალახავს ამ ტკივილს. -დამშვიდდი შვილო მოთმინება ეს ყველაზე დიდი წამალია,იმედი და მოთმინება.მამუკამ შეხედა მოხუცს გაუღიმა და უთხრა. -ჩემო ტკბილო თამრო დეიდა ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის უამრავი ადამიანისთვის ადამიანობის ეტალონი ხარ.ჩვენ მე ლელი და მალუ ერთად გავიზარდეთ,სამწუხაროდ ის ადრე გამოგვაკლდა,მაგრამ ჩვენ ერთად გამოვიარეთ ის რთული გზა რაც გამოვიარეთ,მაგრამ ყოველთვის გვასწავლიდი რომ ძლიერები უნდა ვყოფილიყავით და მივყოლოდით ჩვენს ოცნებებს მივყევი კიდეც და ექიმი გავხდი და როგორც ჩავიფიქრე ვინ უნდა ვყოფილიყავი დღეს სწორედ ის ადამიანი ვარ ქირურგი კარდეოლოგი. -წარმატებული ექიმი ხარ შვილო და მიხარია,გულით მიხარია შენი წარმატებები.ოჯახი შექმენი და არ გაგიმართლა ცხონებულმა მარინამ ძალიან ადრე დაგტოვა წავიდა თქვენს შვილთან ერთად შენ კი დღემდე პატივს ცემ მის ხსოვნას და მარტო ხარ. -რთულია ცხოვრების გზა რაც გამოიარე ისევ თავიდან გაიარო,ბევრი უღირსიც ვნახე ჩემს გზაზე და ბევრი ღირსეულიც,ყოველთვის ვფიქრობ ერთადერთი ადამიანი ვისაც შემიძლია ვენდო ეს შენ ხარ. -მე დავბერდი შვილო შეიცვალა დრო და შეიცვალა ყველაფერი... -შენ ხარ ერთადერთი ვინც ბევრჯერ მომნატრებია და რამდენჯერ დამჭირვებია შენგან რჩევა დარიგება,შენი მხარდაჭერა. -მოგონებებში ჩაძირული ორი ძველი მეგობარი.გაეცინა ლელის და სიყვარულით შეხედა დედას და მამუკას. მამუკამაც ღიმილით შეხედა ლელის თამრომ ამ ღიმილში დაინახა სითბო და სიყვარული ლელის გახედა და ჩაეცინა,ლელიმ კი დედას ხელი მოხვია და უთხრა. -ვერ დავაფასე შენი სიყვარული დე მაგრამ ვამაყობ რომ შენი შვილი ვარ,ვამაყობ რომ შენი შვილობა მხვდა წილად.მოხუცმა ორივეს მოხვია ხელი და თქვა. -თქვენ ჩემი შვილები ხართ და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ინატროს ადამიანმა. -შენ ყველაზე მდიდარი ადამიანი იყავი და ხარ დედა შენი ფიზიკური თუ მორალური სიძლიერით.მამუკამ შეხედა ლელის და თქვა. -დაისვენეთ გთხოვთ სამი დღეა უკვე აქ ხართ და ძალიან გამოიფიტეთ,სიახლე თუ გვექნება მე პირადად დაგირეკავთ. -წავიდეთ შვილო მამუკა მართალია დავისვენოთ დავიბანოთ სადაცაა სუნი აგვივა დაუბანლობით.მამუკას გაეცინა და თამროს ისევ ხელი მოხვია. -შენი იუმორი შეუცვლელია თამრო. -კარგი დედა წავიდეთ, მამუკა გთხოვ....... -წადი ლელი მე ამ ღამით აქ ვარ,იმედიანად იყავი და კარგად გამოიძინე.სამივე წავიდა, მამუკა კიდევ რამდენიმე წუთი იდგა ტელეფონში რაღაც გადაათვალიერა და შემდეგ ოთარის ოთახში შევიდა შეამოწმა მისი მდგომარეობა და კაბინეტში წავიდა,ლელი სასტუმროში მივიდა ჯერ წყალი გადაივლო შემდეგ კი მსუბუქი ვახშამი მოამზადა და თამროს შეხედა. -მითხარი სალაპარაკო გვაქვსო და გისმენ დედა. -რატომ ხარ სასტუმროში,რატომ სახლში არ მოდი ჩემთან შვილო 24 წელი გავიდა და შენ ისევ წყენას იკავებ გულში მე კი რაც გავაკეთე შენს გამო გავაკეთე. -ამ ეტაპზე ასე უკეთესია დედა.... -გამოდის ნუცას გამო გააკეთე ეს. -გამორიცხული არ არის არ მოგვძებნოს სად ვართ, ამიტომ აქ ვიქნებით. -გასაგებია და მაშინ მომისმინე თუ რამე მოხდა და დამემართა ყველა გასაღებს დავაწერე რომელი რა კარებს აღებს,ყველა საქაღალდე დავაწყვე და შევინახე. -დედა.......... -დამშვიდდი, კარგად ვარ და უკვდავი რომ არავინ ვართ ეს ყველამ ვიცით. -მაგრამ შენ ყველაფერი გადაგიწყვეტია..... -ჯერ არაფერი გადამიწყვეტია იმ სატანას სანამ პასუხს არ ვაგებინებ არსად არ მივდივარ, შენ კი ბიზნესში რომელშიც უნდა ჩაერთო დროა ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღო, ყველა საბუთი შენს სახელზეა შენ თუ ვერ შეძლებ გოგოებს შეასწავლე და ორივემ უხელმძღვანელოს იმას რაც მე შევქმენი, ოთარი ფეხზეც რომ დადგეს მას არანაირ ვალდებულებებს არ ვაძლევ ჩემი ბიზნესიდან მან ძალიან დააშავა ჯერ შენს წინაშე და მერე შვილების წინაშე.მან ვერ გაამართლა ის ფიცი რაც შენ მოგცა ეკლესიაში უფლის წინაშე, შემდეგ კი ჩემთან შეცდა და ძალიან შეცდა მან მე კუდიანი დედაბერი მიწოდა ამიტომ ძალიან ინანებს.კარგად დაიმახსოვრე რაც გითხარი ყველაფერს ჩემი ადვოკატი გადმოგცემს და კიდევ ნუ ფიქრობ რომ არ ვიცი რასაც საქმიანობ, მომწონს შენი ნაშრომი და ჩემგან ძალიან ბევრი ელეგანტური კლიენტი გყავს რომლებიც ყიდულობს შენს სამკაულებს. -დედა........ -ჩუმად, ეს ჩვენ ვიცით მხოლოდ. ლელის გაეცინა და მიხვდა რომ თამროს ვერავინ ვერაფერს დაუმალავს, თამროს როგორც უთხრა დედამ და ბებომ რომ ჩუმად უნდა იყოს ისიც ჩუმად იჯდა,მაგრამ ის გულში თავის გეგმას სახავდა, ამიტომ დილით ადგა თავი მოიწესრიგა და თავიანთ დიდ სახლში წავიდა რაც ნუცას ძალიან გაუკვირდა. -რა მოხდა თამრო რამე დაგრჩა წასაღები? -დიახ დამრჩა წასაღებიც და სათქმელიც.გვერდი აუარა ნუცას და თავის საძინებელში შევიდა, რამდენიმე მისი მნიშვნელოვანი ნივთი თავის ზურგჩანთაში ჩაიწყო და საძინებლის კარი გასაღებით გადაკეტა გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო ნუცასთან პირისპირ დადგა და უთხრა. -ბებო გამოუშვი საავადმყოფოში ღამის 4 საათზე გააღვიძე რადგან შენ თავს ცუდად გრძნობდი, ძალიან განიცადე მამას უეცარი ავადმოფობა.... -ეს დღეები მართლაც რომ ცუდად ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა განვიცადე.... -შენი თავი დააჯერე ჯერ შენს ტყუილებში,შენი სინდისი დაიწყნარე როცა იცი რომ ტყუი და ისიც რომ მთელი შენი ცხოვრება ტყუილზე გაქვს აგებული.იცი რომ არასწორი გააკეთე დედაჩემის წინ ნუციკო და ისიც იცი რომ ვირთხა ხარ დიახ ვირთხა ხარ რომელიც ოქროს ეტანება შენ კი ჩვენი ოჯახის ძვირფას ნივთს დაადგი თვალი და გულის სიღრმეში ფიქრობ რომ შენ გაიმარჯვე,მაგრამ დაიმახსოვრე დედაჩემის საუკეთესო მეგობარო ნუციკო სიჩუმე სისუსტე არ არის სიჩუმის უნდა გეშინოდეს და ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ ჩვენს ღირსებას იმ ღირსებას რომელიც შენთვის უცხოა,რადგან შენ ეს გრძნობა არც გაგაჩნია და კიდევ შენდა სამწუხაროდ მამა ჯერ კიდევ ცოცხალია და სუნთქავს. -გაეთრიე ჩემი სახლიდან... -შენი სახლიდან გავალ,მაგრამ შენს ცხოვრებაში ჩვენ ყველა მტკივნეულ ლაქად დავრჩებით რომ ჩემი, თაიასი და დედას შეხედვის გეშინოდეს. -განანებ ჩემთან დაპირისპირებას.... -რატომ, სიმართლემ ასე მწარედ გეტკინა? შენ ჩემს წყნარ და ჩუმ დედიკოს სიყვარული წაართვი,მაგრამ დედაჩემს უფრო მეტი სასიამოვნო მოგონებები აქვს მამასთან ვიდრე შენ,შენ გამოჩნდი და საიდუმლო შეხვედრებიც დაიწყო,მაგრამ თქვენი კავშირი არასოდეს იქნება უფლისგან დალოცვილი რადგან მოპარული სიყვარული მალე ორთქლდება,ბედნიერება უნდა მოიპოვო და არ უნდა მოიპარო, მაგრამ ამის უნარი შენ არ გაქვს ახლა კი უნდა დაგტოვო დრო არ მაქვს თორემ კიდევ ძალიან ბევრ რამეს გეტყოდი თუმცა ვინ ხარ შენ შენთან რომ დრო დავკარგო მაინც ვერაფერს ვერ შეიგნებ მაგ უტვინო თავში რაც არ უნდა გითხრა ჰაერში გაიფანტება ყველა სიტყვა. კარი გააღო და წავიდა,ნუცამ კი სიბრაზისგან ჭიქა აიღო და კარს ესროლა ჭიქის მსხვრევის ხმა თამრომ გარეთ გაიგონა და ჩაიცინა. -დაამსხვრიე ეს მინაა არა უშავს, შენ ოჯახი დაამსხრიე და ტკივილით აავსე,მაგრამ გპირდები პასუხს აგებ.თამრო მშვიდად დაბრუნდა სასტუმროში,ყველას ღიმილით მიესალმა და თავის ნომერში შევიდა,ლელიმ საათზე დაიხედა მერე შვილი შეათვალიერა და უთხრა. -სად იყავი ან როდის გადი ვერ გავიგე. -გეძინა დედა და არ გაგაღვიძე მე კი სახლში ვიყავი რამდენიმე საჭირო ნივთი წამოვიღე ჩემი კომპიუტერიც იქ მქონდა და მოვედი, აქ ვარ ხომ მხედავ. -კარგი მე უკვე მზად ვარ გავდივარ და შენ მოგვიანებით მოდი, დღეს სასწავლებელში წადი. -დაგირეკა ექიმმა? -არა, მაგრამ მივდივარ აქ ვერ დავჯდები იქ ვიქნები და უფრო მშვიდად ვიქნები. -მეც წამოვალ.... -თამრო რამდენი დღეა სასწავლებელში არ ყოფილხარ გაგიჭირდება შვილო გამოცდაზე... -კონსპექტებს მიგზავნის მეგობარი და ვსწავლობ, გეფიცები ყველა ლექციას ონლაინით ვესწრები. -კარგი წავიდეთ... -სამივე ერთად გავალთ.თქვა თამრო ბებომ და ასეც იყო სასტუმროდან სამივე ერთად გავიდა,იქვე ტაქსი აიყვანეს და საავადმყოფოში წავიდნენ. -საცოდავები ტაქსით დადიან და აქეთ მემუქრება.თქვა ირონიით ნუცამ რომელიც თამროს გამოყვა სახლიდან და გაიგო სად იყვნენ გაჩერებულები. -ეს სასტუმრო თუ ოთარის არის აქ ერთი წუთით არ გაგაჩერებთ,ჯერ უნდა გავიგო ვინ არის უფროსი რომ დაველაპარაკო. მანქანა სადგომზე დააყენა და სასტუმროში შევიდა,თვალი მოავლო კეთილ-მოწყობილ ვესტიბულს და თვალში სასიამოვნოდ მოხვდა იქ მომუშავე პერსონალის შეხვედრა, ღიმილი მათი და თავადაც ღიმილი არ დაიშურა მისთვის საინტერესო ინფორმაცია რომ გაეგო. -ახალია სასტუმრო გაოცებული ვარ აქ არასდროს არ ვყოფილვარ. -7-8 წელია რაც ფუნქცინირებს ქალბატონო ეს სასტუმრო. -მე წასული ვიყავი ქვეყნიდან და ამიტომ მეუცხოვება, უფროსი ვინ არის ამ სასტუმროსი მისი ნახვა მინდა. -სასტუმროს უფროსი აქ არ არის ქალბატონო,ჩვენც არ ვიცნობთ მას აქ მომსახურე პერსონალი რადგან ის უცხოეთში ცხოვრობს და მისი ნდობით აღჭურვილი პირი დღეს არ მოსულა. -ვინ არის ის პიროვნება ვისაც ენდობა ასე ძალიან. -ქ-ნი მალუ მებონია. -მალუ მებონია არ მსმენია არ ვიცი,კარგი ჩემო ძვირფასო დაგტოვებთ,მადლობა ინფორმაციისათვის.ნუცა წავიდა და თავის ადვოკატს დაურეკა,რადგან ძალიან უნდოდა გაეგო ვინ იყო მალუ მებონია. -გისმენ ქ-ნო ნუცა. -ჰოდა კარგად მომისმინე,ყველაფერი გააკეთე და გაიგე ვინ არის მალუ მებონია. -ვიცნობ მალუ მებონიას ის ერთ ერთი პრესტიჟული სასტუმროს მეპატრონე არის,მაგრამ ამბობს რომ მეპატრონე სხვა არის ის სხვა კი ვერავინ გაიგო ვინ არის თუმცა მალუ ხშირად აკეთებს გადარიცხვებს უცხოეთში და გადარიცხვებიც მის სახელზეა ის კი ყოველ სამ თვეში მიდის უცხოეთში ან ყოველ ექვს თვეში. -საიდან იცნობ და ან რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობს. -ნუცა მალუ უცხოეთში გაიზარდა და გასაკვირი არც არაფერია ასე ხშორად თუ მიდის ქვეყნიდან ან არც ისაა გასაკვირი აქ თუ სასტუმრო აქვს,ის როგორც ამბობენ შეძლებული ოჯახიდან არის. -გასაგებია, არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს საახლობლო წრესთან ან ოთარის ოჯახთან. -ოთარის ოჯახი საერთოდ არ იცის და არც ახლობლები ყავს აქ არც არავის ენდობა ადვილად, ამიტომ ის სასტუმროს თავად აკონტროლებს და თავად აკეთებს ყველაფერს თავისი საქმის სპეციალისტია, მისი სპეციალობა კი ფსიქოლოგია არის. -მინდა გავიცნო.... -გაგიჭირდება...... -ჩვენ ვცადოთ.... -რადგან არ იშლი და ასე ძალიან გინდა ვცადოთ, თუმცა ვერაფერს დაგპირდები.ნუცას წასვლის შემდეგ მალუმ ტელეფონზე დარეკა ის სათვალთვალო კამერებით ადევნებდა თვალს სასტუმროს შიდა წესებს და ტელეფონის ზარს კი ლუკამ უპასუხა. -გისმენთ სასტუმრო.... -შემოდი ჩემთან აქ ვარ...ლუკამ ტელეფონი გათიშა და მალუს კაბინეტისკენ წავიდა, კაბინეტთან მისულმა ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ დააკაკუნა კარზე. -შემოდი ლუკა. ლუკა შევიდა კაბინეტში და მალუს თვალებში უყურებდა,მალუმ შეხედა და უთხრა. -ვინ იყო ის ქალბატონი,ოთახი დაჯავშნა?' -არა ოთახი არ დაუჯავშნია, მაგრამ უცნაური კითხვები დასვა... -როგორც.... -ვინ არის აქ უფროსი,ვინ განაგებს საქმეს და ვფიქრობ აინტერესებდა სასტუმროს მფლობელის ვინაობა,მაგრამ ვუთხარი რომ უფროსი აქ არ არის და უცხოეთშია. -კარგად უპასუხე, მადლობა ლუკა. -აბეზარ და ზედმეტად ცნობისმოყვარე კლიენტებს ასე ვიშორებთ. -ვიცი რომ სანდო პიროვნება ხარ ლუკა და მინდა ბოლომდე გენდობოდე,იყო ჩემი მესამე თვალი აქ ამ სასტუმროში და ერთად განვიხილოთ ყველა წამოჭრილი თემა,ყველა უცნაური სტუმარი და მათი ქმედებები.ლუკა არ ელოდა მალუსგან ასეთ წინადადებას და დაფიქრდა, შემდეგ მალუს შეხედა და უთხრა. -თანახმა ვარ.... -მიხარია,ახლა კი თავისუფალი ხარ. მე გავდივარ,ხვალ ერთმანეთს შევხვდებით და ყველა საკითხს გადავხედავთ,ყველა მნიშვნელოვან საბუთს და მინდა ეს ქალი გავიგო ვინ არის ან რატომ დაინტერესდა ჩვენი სასტუმროთი. -როგორ გავიგებთ დეტექტივს ჩართავთ? -არა ჯერ ბებოს შევეკითხები მან ხომ ყველაზე ყველაფერი იცის და ასევე ყველას იცნობს. -რა თქმა უნდა ის ჩვენი ჯადოქარია,ბებო ჯადოქარი.გაიცინა ორივემ და ლუკა კაბინეტიდან გავიდა მის ჯიბეში აზუზუნებული ტელეფონი არ ჩერდებოდა და როგორც კი შეძლო უპასუხა. -გისმენ ინეზა ხომ იცი რომ როცა ვერ გპასუხობ დაკავებული ვარ. -ვერ მპასუხობ თუ არ პასუხობ ლუკა. -ინეზა შენი ეჭვიანობის სცენები უკვე ზღვარს სცდება,რა გინდა. -ლუკა ხვალ არ დააგვიანო,ბევრი საქმე გვაქვს ახლა წადი გიშვებ და სხვა დროს ტელეფონი გათიშე როცა ხალხთან გაქვს ურთიერთობა კლიენტებს ყურადღება ჭირდება.ლუკამ გაოცებულმა შეხედა მალუს და მალუმ თითით ანიშნა ტელეფონზე და თვალი ჩაუკრა,ლუკამ კი აღარ მიაქცია ყურადღება ინეზას ყვირილს და მალუს მიუბრუნდა. -რატომ გააკეთე ეს მალუ. -გაგანთავისუფლე მოსაბეზრებელი და ეჭვიანი შეყვარებულისგან,ვფიქრობ რომ უნდა გიხაროდეს და მეც მადლობას ვიმსახურებ.გასასვლელისკენ წავიდა ხელი აუწია დასამშვიდობებლად და უეცრად მიუბრუნდა. -ხვალამდე.....ლუკა იდგა გაშეშებული და მიმავალ მალუს თვალს არ აშორებდა,შემდეგ ორივე ხელები სახეზე ჩამოისვა და თქვა. -მალუ,მალუ გონებას მირევ და ჭკუას მაკარგვინებ. მალუ ხვდებოდა ლუკას მის მიმართ რომ გრძნობა ჰქონდა,არც თავად იყო გულგრილი ახალგაზრდა და სიმპატიური ლუკას მიმართ ყოველთვის ადევნებდა თვალს და ხვდებოდა ლუკა წნეხის ქვეშ იყო,ამიტომ შედეგიანი გამოდგა მისი ჩართვა ლუკას სატელეფონო საუბარში და ლუკა ინეზას დაშორდა რომელიც გადაჭარბებულად ეჭვიანობდა,მალუმ კი ტელეფონი ამოიღო და ბებოს დაურეკა. -ბებიკო სად ხარ უნდა გნახო. -საავადმყოფოში ვარ ბებო და აქედან წამოსული სახლში მოვალ,სალაპარაკო გვაქვს მე და შენ. თამრომ ტელეფონი გათიშა და ლელის შეხედა. -უნდა წავიდე, ტელეფონით გამაგებინე ამბები შენს ზარს ველოდები. -დედა გადასასვლელზე ფრთხილად გადადი შენ ნუ ნერვიულობ და ნუ წამოხვალ,მე თავად დაგირეკავ თუ აუცილებელი იქნება. -კარგი შვილო, მაგრამ გთხოვ არ ინერვიულო დედა შენს გვერდით იყო ყოველთვის და ახლაც ჩემს ადგილზე ვარ. -კარგი დედა კარგი,რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და არ ამბობ, თუმცა ვიცი დროს ელოდები. -სწორად მიხვდი, დროს ველოდები შვილო. გაეცინა თამროს და წავიდა, მაგრამ თამროს ხმა გაიგონა. -ბებო წამოვიდე? -არა,დღეს არ მჭირდები,მაგრამ სულ მალე დამჭირდება შენი დახმარება.თამრო ბებო წავიდა, დედა შვილმა ერთმანეთს შეხედა და თამრომ თქვა. -ბებომ რაღაც ჩაიფიქრა,დედა რა საიდუმლოს მალავს ბებო რომ ჯერ არ ამბობს. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი ჩვენ არ გვქონდა ხშირი მიმოსვლა რადგან ბებო წინააღმდეგი იყო მამაშენზე დავქორწინებულიყავი, მეც იმდენად ძლიერ მიყვარდა ოთარი დედას ზურგი ვაქციე და მივატოვე,გესმის დედა მივატოვე ისე რომ მის ამბავსაც არ ვკითხულობდი არც ის მაწუხებდა. -დედა........... -როცა თაიაზე ვიმშობიარე და პირველი შვილიშვილის დანახვისას ცრემლი დავინახე მის თვალებში, მივხვდი რომ ისევ ისე ძველებურად ვუყვარდი, მაგრამ ძალიან ამაყი ვიყავი ჩუმი და უთქმელი, მაგრამ გულდიდა ეს გულდიდობა კი აქამდე გამომყვა. ლელი და თამრო საუბრობდნენ თამრომ კი ტაქსი აიყვანა და ერთ ერთ დიდ სახლში მივიდა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში,ტაქსს თანხა გადაუხადა და ეზოში ღიმილით შევიდა,ჯერ ყვავილებთან იტრიალა მოეფერა თითოეულ მათგანს შემდეგ სახლში შევიდა მოსამსახურე გოგონას ღიმილით მიესალმა და უთხრა. -რაც მოგწერე ყველაფერი იყიდე? -ვიყიდე და ზოგი რამ მოვამზადე კიდეც და ცომიც მოვზილე ფაფუკი და რბილი, როგორც მასწავლე. -ცეცხლი ხარ ცეხლი და ყოჩაღი გოგო.თავადაც მოემზადა წყალიც გადაივლო,გამოიცვალა და სამზარეულოში შევიდა. -შენ ნელა ნელა მაგიდა გააწყვე და ეს რაა ზოგი რამ მოვამზადეო და ყველაფერი მოგიმზადებია თეკლა შვილო,მხოლოდ ხაჭაპური დაგვრჩა და მას მე მოვამზადებ ისეთს როგორც ჩემს გოგოს უყვარს თხელი და ბევრი ყველით. წინსაფარი გაიკეთა ცომი ააგუნდავა ხელში და რამდენიმე ბურთი გააკეთა, შემდეგ გამოხელა ყველი ჩადო და ცხობა დაიწყო პირველი ხაჭაპურიც გამოიღო ღუმელიდან რომ კარზე ზარი იყო. -გააღე კარი შვილო თეკლა.თეკლამ კარი გააღო და მისი ასაკის გოგონა იდგა კარში ორი ულამაზესი თაიგულით. -თეკლა ხარ მე მალუ ვარ ეს თაიგული კი შენთვის ვიყიდე,ეს ბებოსთვის და სად არის? -რა სილამაზეა დიდი მადლობა, ბებო სამზარეულოშია. -ვიცი,ვიცი სადაც იქნება მისი სპეციალურ ხაჭაპურით უნდა ისევ თავი რომ მომაწონოს. ორივეს გაეცინა,მალუმ ხელი მოხვია თეკლას და უთხრა. -იმედია ვიმეგობრებთ. -რატომაც არა, დაენახვე რომ მოდი თორემ აყვირდება დამივიწყეთ მე და ჭორაობა დაიწყეთო. -ჩემზე ჭორაობთ თუ რამე გეგმას ადგენთ როგორ მომიშოროთ თავიდან და განთავისუფლდეთ ჩემგან. -სად გინდა გაგიშვათ, არასად არ გიშვებთ ბებო. უთხრა მალუმ და მოეხვია მერე კი თაიგული გადასცა. -მომენატრე აღარ შემომიარე..... -ხომ გითხარი თაიასთან ვართ უკვე ოთხი დღე არის და არანაირი შედეგი არ არის, თუ ექიმმა ნება დამრთო თურქეთში გადავიყვან.ბებომ უკვე რამდენიმე ხაჭაპური გამოაცხო და თეკლას გასძახა. -თეკლა მაგიდა დაასრულე, მზად არის? -ყველაფერი გავიტანე,თქვენ დაბრძანდით და მე დავჭრი გამოვიტან ხაჭაპურსაც. -დასრულდა უკვე დასხედით თქვენ და მე ჩემი ხაჭაპურებით შემოგიერთდებით. -რა ხდება ბებო რატომ ეს განსაკუთრებული მაგიდა,ვერ ვხვდები. -დღეს განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ამიტომ წარბი გახსენი და კარგად მომისმინე. -მე საჭირო აღარ ვარ და წავალ, თქვენ ისაუბრეთ. -არსად არ წახვალ შენთანაც საქმე მაქვს, რასაც გეტყვი კარგად დაფიქრდი და პასუხი ისე მითხარი შენ კი ბოლომდე მომისმენ მალუ. -კარგი, მაგრამ ისე ოფიციალური ხმა გაქვს უკვე მაშინებ. -საშიში არაფერია,მხოლოს სერიოზულ თემაზე ვისაუბრებთ. მალუ და თეკლა მაგიდასთან დასხდნენ მალუმ შეხედა თეკლას და უთხრა. -ხვდები ან გაქვს იდეა რა უნდა გვითხრას? -მეც იგივე უნდა მეკითხა შენთვის, არაფერი არ ვიცი.თამრომ ლამაზად დაჭრა თავისი ნახელავი და თავისი ხელით გაიტანა გოგოებთან. -აბა დავსხდეთ,დავაგემოვნოთ თეკლას ნახელავი და თან ვისაუბროთ. სამივე ჩუმად იყო, თეკლა და მალუ თამროს ელოდა როდის დაიწყებდა და იტყოდა სათქმელს,თამრომ როგორც იქნა თეფში გვერძე გაწია და თეკლას შეხედა. -ძალიან გემრიელად ამზადებ და შემოთავაზება მაქვს შენთან თან იცოდე ამ საქმით რასაც ახლა გეტყვი მე მეხმარები, მხოლოდ ეს არ უნდა გაიგოს არავინ. -ეს როგორ, თქვენთვის თამრო ბებო ყველაფერს გავაკეთებ.... თამრო ადგა და ჩანთიდან ქაღალდი ამოიღო და თეკლას მიაწოდა,თეკლამ ქაღალდს დახედა და წაიკითხა. -ნუცა პაიჭაძე..... ვინ არის ან რა უნდა გავაკეთო, მე რატომ მომეცი ეს ნომერი და მისამართი. -როგორც გითხარი მე არ უნდა მახსენო,ეს კი გაზეთია სადაც ეს ქალბატონი მოსამსახურეს ეძებს და მინდა იმ სახლში მოხვდე თეკლა. -ბებო რას ამბობ არ იცნობს პიროვნებას და სად უშვებ.... -გარკვევით რომ გითხრა იმ სახლში ჩემი ადამიანი მჭირდება მალუ და თეკლა ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, ვენდობი და ვიცი არ მომატყუილებს.შემდეგ თეკლას მიუბრუნდა და უთხრა. -თეკლა უნდა შეაღწიო იმ სახლში მეტყვი რაც მოხდება, ვინ წავა ვინ მოვა ხელფასს ის რასაც მოგცემს მეც იმდენივეს დაგიმატებ და უნდა გამიგო სხვა გამოსავალი არ მაქვს ის სახლი ჩემი შვილის და შვილიშვილების არის და უნდა დავიბრუნო ამიტომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი. -შევეცდები თამრო ბებო ხვალ დავრეკავ და შედეგებს გეტყვი,ახლა კი დაგტოვებთ. -წადი უკვე თავისუფალი ხარ და შენს ზარს ველოდები.თეკლამ ორივეს დაემშვიდობა თავი მოიწესრიგა და წავიდა,ეზოდან გადიოდა შეხედა ტაქსი ელოდა და მიხვდა ტაქსი თამრომ გამოიძახა,მაგრამ ჩანთაში საფულე მოიძია და გაოცებული უყურებდა საფულეში თანხის რაოდენობას და უკან შებრუნდა,მაგრამ თამრო უკვე კართან იყო და ხელით ანიშნა. -არ დაბრუნდე,შენგან მხოლოდ კარგ ამბებს ველოდები შვილო.გაეცინა თეკლას და ხელით კოცნა გამოუგზავნა შემდეგ შებრუნდა და იქვე მდგარ ტაქსში მოკალათდა ხელში ეჭირა ქაღალდი სადაც ტელეფონის ნომერი ეწერა და ზარი გაუშვა,მაგრამ ზარს არავინ უპასუხა თამრო კი სახლში შებრუნდა და მალუს მიუბრუნდა. -მზად ხარ შენი ცხოვრების მთავარი საიდუმლო გაიგო შვილო. -მზად ვარ თან მეშინია, თან მინდა გავიგო რა საიდუმლო უნდა მითხრა რა ხდება და ვის ეხება ეს საუბარი. -დედაშენი ცოცხალია და ის არ მომკვდარა.......... -ცოცხალია, ცოცხალია და სად არის ეს წლები ან მამა, ვინ არის მამა ბებო. -მამა არ ვიცი ვინ არის,მაგრამ ვიცი დედა და ასევე ვიცი სად არის შენი ძმა შენი ტყუპის ცალი. -რას ამბობ ბებო აქამდე რატომ არაფერი არ ვიცოდი,ვინ არის დედაჩემი ან რატომ გავიზარდეთ ჯერ მისგან შორს და მერე რატომ დაგვაშორეს და ძმა ერთმანეთს.ცრემლით აევსო მალუს თვალები და თამრომ თვალი აარიდა მის ცრემლიან თვალებს. -გინდა გაიგო რატომ არ არის თქვენთან ერთად........ -ჩემი ძმა სად არის, ვინ არის ან როგორ ვიპოვო. -შენ იცნობ შენს ძმას.. -ვიცნობ? გაოცებული უყურებდა მალუ თამროს, თამრომ კი ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -ყველაფერს გეტყვი შენი ძმა ცნობილი იურისტია ისიც 24 წლის არის, მაგრამ დედათქვენმა მშობიარობის დღესვე თქვა თქვენზე უარი და გაგყიდათ ექიმებმა კი მკვდრად გამოგაცხადეს მე არ დავნებდი და ფული გადავიხადე წამოგიყვანეთ და შენი ძმა ჩემს უშვილო მეგობარს მივუყვანე შენ კი ჯერ ჩემთან იზრდებოდი მერე კი უცხოეთში გაგიშვი და იქ იყავი ზაფხულობით ჩამოდიოდი ჩემთან,მაგრამ შენ და შენი ძმა ზოგჯერ ხვდებოდით ერთმანეთს და ერთად თამაშობდით. -ბებო რას ამბობ 24 წელია ამ საიდუმლოს ინახავ შენი ოჯახიდან და რომ გაიგებენ რას გეტყვის შვილი ან შვილიშვილები. -მადლობას მეტყვიან რადგან თქვენ ორივე დედაშენის სასტიკი ცხოვრებისგან გიხსენით, როგორც შენ ისე შენი ძმა იოანე. -გვარი, ბებო გვარი მითხარი ჩემი ძმის. -იცი გვარიც თუ გახსოვს რა თქმა უნდა, იოანე მარინას შვილი. -იო, ჩემი მეგობარი იო წლებია აღარ მინახავს და ის ჩემი ძმა, ჩემი ტყუპის ცალი? უეცრად ფანჯარა ჩაიმსხვრა და სახლში ორი ნიღბიანი შემოვიდა,თამრო არც დაფიქრდა მალუს ისე გადაეფარა და გაბედულად დაუდგა წინ უცნობს. -ვინ ხართ,კარგი არ მეტყვით ვინ ხართ და მეც რას გეკითხებით,მაგრამ რა გინდათ. -რა უნდა გვინდოდეს ბებერო რა თქმა უნდა ფული.სამკაულები,ძვირფასი ნივთებიც.... -მობრძანდით,დასხედით ჯერ მიირთვით და შემდეგ ვილაპარაკოთ. -ხომ თქვი ამ სახლში არავინ ცხოვრობსო,შენ თავადაც არ იცოდი სიმართლე იდიოტო. -შვილო სუფთა თეფშები გამოიტანე და სტუმრები მაგიდასთან მივიწვიოთ.მალუ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში უნდა გასულიყო რომ ერთ ერთმა ნიღბიანმა უყვირა. -არ გაინძრე თორემ გესვრი..... -რაც გინდათ წაიღეთ ყველაფერი რაც მოგეწონებათ აიღეთ და წადით,რამდენიმე წუთში პოლიცია მოვა რადგან როგორც ხედავთ ყველგან კამერებია.ორივემ გაოცებულებმა შეხედეს ჯერ ერთმანეთს, მერე მოხუცს და მერე კამერებს ირონიულად შეხედა თამროს რაც კი მოეწონა ზურგჩანთაში ჩაყარა,თამრომ მაგიდის უჯრა გამოაღო და მოულოდნელად უცნობების წინ იარაღით დადგა,მაგრამ ერთმა მათგანმა შიშისგან ისროლა თამროს მხარში მოხვდა და მოასწრო მანაც გასროლა მასთან ახლოს მდგარს პირდაპირ გულში მოხვდა მეორეს კი შეეშინდა ჩანთა იქვე დააგდო და გაიქცა,დაჭრილი თამრო მალე ჩაიკეცა მალუმ სასწრაფო გამოიძახა სასწრაფოს კი პოლიციაც მოყვა ექიმებმა თამროს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება,მალუ შეშინებული იყო და აკანკალებული ხელით დაურეკა ლუკას. -გისმენ, გასული ვარ და მალე სასტუმროში ვიქნები. -მისამართს მოგწერ და მოდი,მჭირდები.ლუკამ თავისი ხმა ვერ გააკონტროლა და იყვირა. -რა მოხდა,მალუ ტირიხარ? -გელოდები....ლუკამ მიიღო თუ არა მისამართი წავიდა,მალუ შეშინებული იდგა პოლიციელების წინ და ლუკას დანახვამ ძალა მისცა,შემდეგ კი პოლიციელის ნათქვამი გაიგონა. -მოვიდა იოანე მთავარი გამომძიებელი.მალუმ შეხედა იოანეს და ლუკას მკლავებში გონება დაკარგა,ექიმებმა თამროსთან ერთად მალუს საავადმყოფოში გადაყვანა თქვეს და ლუკამ თქვა. -მე წამოვიყვან, უკან გამოგყვებით.იოანე კი ექიმთან მივიდა და უთხრა. -ერთადერთი მოწმე ეს გოგონა არის, უნდა მივხედოთ რომ გავიგოთ ამ სახლში რა მოხდა. -სახლი....... -მე დავკეტავ და გასაღებიც მე მექნება. უთხრა ლუკას იოანემ და ლუკა სასწრაფოს გაყვა უკან, მალუ შოკურ მდგომარეობაში იყო დამამშვიდებელი გაუკეთდა და რამდენიმე საათი დააძინეს,ლელი და თამრო გაოცებული უყურებდა ლუკას რომელმაც არ იცოდა რა მოხდა და მათ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. -გამარჯობათ, გამომძიებელი იოანე რუხაძე. -იოანე რა მოხდა, თამროს რა მოუვიდა.... -მეც მაგას ვიძიებ ექიმო... -გაოგნებული ვარ, ეს თამროს ოჯახია შვილი და შვილიშვილი თამრო და თაია კი იცი დღემდე კომაშია. -ვეღარ შემოვიარე,ექიმო როგორია გოგონას მდგომარეობა. -ჯერ კიდევ ველოდებით,იმედია დაძლევს და დაგვიბრუნდება. -თამრო ბებოს მდგომარეობა..... -მხარში არის დაჭრილი, საბედნიეროდ მარჯვენა მხარში სხვაგვარად აქამდე ვერ მოიყვანდა ექიმები ცოცხალს. -კარგია რომ იმედი არის.თქვა და იქვე მდგარ ცრემლებისგან დამშრალ ლელის მიუბრუნდა. -ვწუხვარ, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ. -შევეცდები შვილო,მაგრამ ჯერ რაღაც მინდა გითხრა. -გისმენთ. -ჩემს ირგვლივ სამყარო დაინგრა როცა გავიგე რომ თაია კომაში იყო, მის ოთახში შევედი და ხელით შევეხე მის ყველა ნივთს,მის ნაწერებს, მის ნახაზებს,მის ბალიშსაც კი რომელსაც მისი სუნამოს სურნელი ჯერ კიდევ აქვს.მიჭირს, ძალიან მიჭირს და მხოლოდ იძულებით ვარ აქ,იძულებით ვუღიმი ყველას,იძულებით ველოდები თითქოს კვლავ ისეთივე ვარ როგორიც ვიყავი, მაგრამ მისი ნახევარიც არ ვარ შვილო.ჩემი თამრო ცდილობს ტკივილი არ დამანახოს,მაგრამ მე ხომ ვხედავ მის თვალებში რაოდენ დიდია ტკივილი.ჩვენ თითქმის არც ვსაუბრობთ ერთმანეთში,მაგრამ ჩვენში არსებული სიჩუმე უფრო ხმამაღლა საუბრობს. შენ სრულიად იცხო ადამიანმა მოიყვანე აქ ჩემი შვილი და მადლობას გეტყვით რომ ჩემი შვილი თუ დაძლევს კომას ეს შენი გადარჩენილია,რაც შეეხება დედას არ ვიცით სად იყო,ვისთან იყო და რა მოხდა ორი საათის წინ აქედან წავიდა და ახლა ისიც უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს,იმედია გამოვა მდგომარეობიდან და გვეტყვის რა მოხდა.იოანემ ექიმს შეხედა და უთხრა. -უნდა ვნახო, უნდა შევიდე მასთან ისეთი შეგრძნება მაქვს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გავიგო. ექიმი იოანესთან ერთად შევიდა თამროსთან და თამრო გონზე მოსული იყო ექიმს შეხედა თუ არა უთხრა. -გოგონა, ჩემთან ერთად გოგონა იყო ექიმო.... -დამშვიდდი, ძალიან ნერვიულობდა და დამამშვიდებელი გაუკეთეთ ის რამდენიმე საათი მშვიდად იძინებს. -თამრო ბებო.....გაოცებული უყურებდა იოანე თამროს და თამრომ ახლა შენიშნა მის საწოლთან მდგარი იოანე. -შვილო იოანე რა კარგია შენ რომ ხარ დღეს ჩემს გვერდით,მაგრამ მალუს მიხედე გთხოვ. -მივხედავ მალუს შენ მითხარი რა მოხდა და ვინმეზე თუ გაქვს ეჭვი. -არ ვიცი, მიცნობ და იცი მტერი არ მყავს არავის ვერჩი და არავინ მერჩის შვილო ეს შენ უნდა გაიგო და გაარკვიო. -იმ სახლში რა გინდოდა..... -ის მალუს სახლი არის და მასთან სტუმრად ვიყავი. -გასაგებია, მაგრამ.... -იოანე გგონია ტყუილს ვამბობ? -არ მატყუილებ,მაგრამ გიცნობ და ვხვდები რომ ბოლომდე არ ამბობ სათქმელს. -მალუ გაიღვიძებს და იქ იყავი მერე ორივეს გეტყვით ჩემს სათქმელს,უკვე დრო მოვიდა სიმართლე გაიგო. -არ მომწონს შენი არეული და დაულაგებრელი საუბარი,ვფიქრობ რაღაც მართლა ძალიან სერიოზული უნდა მითხრა. -იოანე დავტოვოთ მარტო სუსტად არის. უთხრა ექიმმა და შეეცადა იოანე ოთახიდან გაეყვანა, იოანემ კი თამროს თვალებში ჩააშტერდა და უთხრა. -ახლა გავალ და მარტო დაგტოვებ დაისვენე, მაგრამ რადგან დაიწყე სათქმელი ბოლომდე უნდა თქვა და მითხრა რაც გაქვს გულში. იოანე არეული გონებით გამოვიდა ოთახიდან იქ მყოფთ დაემშვიდობა და წავიდა ჯერ თავის ოფისში მივიდა რამდენიმე საათი ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა აზრი ვერ გამოიტანა წაკითხულიდან შემდეგ საათზე დაიხედა და ფეხზე წამოდგა, გადაწყვიტა თამროსთან მისულიყო და წავიდა, საავადმყოფოში მისულს დაინახა თამრო და უნდოდა მასთან მისულიყო დალაპარაკებოდა,მაგრამ მის წინ მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს შეხედა და ორივე ერთად იქვე ბარში შევიდნენ იოანეს არ მოეწონა ის მამაკაცი იცნობდა მას ის ცუდი წარსულის და ცუდი ცხოვრების მამაკაცი იყო და თამროს უკან გაყვა ბარში შესულმა დაინახა რომ მამაკაცმა თამროს სასმელში რაღაც ტაბლეტი ჩაუგდო და გაბრაზებული წავიდა მათთან,მაგრამ შეჩერდა რადგან მან ბეჭედი ამოიღო რაზედაც თამრომ უკან დაიხია და გაკვირვებულმა უთხრა. -ჩემი და კომაშია, მამას ინფაქტი დაემართა დღეს ვიღაც არამზადებმა ბებია დაჭრეს და გგონია ყველა დავივიწყო მხოლოდ ჩემს ბედნიერებაზე ვიფიქრო? -ბეჭედი შენთან იყო პასუხი მოგვიანებით მითხარი,დღეს კი უბრალოდ ერთად გავატაროთ ეს ერთი დღე. -ვერ დაგპირდები. თამრომ ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა აიღო უნდა დაელია რომ იოანემ განგებ დაეტაკა და ჭიქა ხელიდან გააგდებინა,მამაკაცმა გაბრაზებულმა შეხედა იოანეს მაგრამ უკან დაიხია რადგან კარგად იცნობდა იოანეს,იოანემ თამროს შეხედა და უთხრა. -ბოდიში უნებურად მოხდა, ხომ არ შეცვლილა რამე ახალი გვაქვს? -ის გოგონა გონზე მოვიდა, ბებოც უკეთ არის. -კარგია,წამოხვალ? -წამოვალ.თამრომ ბოდიში მოუხადა იოანესთვის უცნობ მამაკაცს და ბარიდან გავიდა, იოანემ მკლავში ხელი მოკიდა თამროს და უთხრა. -მომისმინე არც შენს პირადულში ვერევი და არც ვიცი ვინ ხარ ცხოვრებაში პირველად გხედავ, მაგრამ იმ მამაკაცს ერიდე... -ვის გაგას? -დიახ გაგას ის ცუდი წარსულის და ცუდი ცხოვრების ტიპი არის შენ ვერ გაგაბედნიერებს, თამრო შენ ის არ გამოგადგება. -მან ბეჭედი მომცა.... -ჰოდა დაუბრუნე,იცოდე მშვიდი ცხოვრება არ გექნება და ბოლოს შენს მოგბეზრდება მერე კი ადვილად ვერ დააღწე თავს მისგან და ან მოგკლავს ან დაგასახიჩრებს. -ასე კარგად იცნობ მას? -ძალიან კარგად,შენ რომ წარმოდგენა არ გაქვს ისე კარგად ვიცნობ.თამრომ გაჩერდა და იოანეს შეხედა,შემდეგ კი ჩაეცინა და თქვა. -მადლობა, იოანე დიდი მადლობა და შეიძლება ასე უბრალოდ მოგმართო? -რა თქმა უნდა თავისუფლად იყავი და ნუ ხარ დაძაბული,ჯარში ვართ თუ რა ხდება. თამროს გაეცინა და პირზე ხელი აიფარა,იოანემ კი გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -ყავა მინდოდა და დამავიწყდა შენ შეგხედე იმ ტიპთან და თავში სისხლი ამივარდა, დამელოდე და მოვალ შენც მოგიტან, როგორ ყავას სვამ. -მე უშაქროს ცოტა რძით.... -კარგი აქ დამელოდე არ დამაგვიანდება. იოანე ბარში შევიდა ტიპი ისევ იქ იდგა ტელეფონზე საუბრობდა და იოანემ ფეხი შეიჩერა. -,,რაც გინდა გააკეთე ის გოგო არ უნდა დაკარგო,იმ გოგოზე უნდა დაქორწინდე''. -შეუძლებელია ეს გავაკეთო რასაც მთხოვ, ძლიერი ადვოკატი დგას მის გვერდით და ის მიცნობს, მან იცის ჩემი ცხოვრების ისტორია. -,,ფეხებზე ,გესმის''. -შენ შეიძლება ფეხებზე გკიდია, მაგრამ მე შენი კაპრიზების და შურისძიების გამო თავისუფლებას ვერ შევიწყვიტავ.მოგყვები,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერზე ვარ თანახმა. -,,გინდა ფული იშოვო ხომ ასე არის ჰოდა საქმეს მიხედე ან დაქორწინდი ან მოკალი ისიც და მისი ადვოკატიც''.ტიპმა ტელეფონი გათიშა და ერთი გემრიელად შეიკურთხა შემდეგ საჩქაროდ ადგა,მაგრამ მის უკან იოანე იდგა და ორივე ერთმანეთს უყურებდა. -თქვენ......... -დიახ მე და ყველაფერი მოვისმინე. -თქვენ რაც მოისმინეთ თქვენ არ გეხებათ და გზიდან ჩამომეცალეთ. -დაჯექი ადგილზე და ფეხი არ გაადგა ახლავეს მოვალ.იოანე სიბრაზისგან ცეცხლს აფრქვევდა, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდეს ბარმენს შეკვეთა მისცა და ისევ ტიპს მიუბრუნდა. -თუ არ გინდა ყველაფერი ის ძველი საქმეები ამოვქექო რაზედაც არ მჯდარხარ დარწმუნებული ვარ მინიმუმ 15 წელი გიკავია ხელში მეტი თუ არა და ამ ხალხის გამო,ამ ოჯახის გამო ყველაფერს გავაკეთებ რომ სამუდამოდ გამოგკეტო და ამოსუნთქვის საშუალებაც არ მოგცე შიგნით. გეფიცები გამკეთებელი ვარ, გასაგებია? -გასაგებია.... -ჰოდა მითხარი ვინ არის ის ქალი ვინც ეს საშინელი დავალება მოგცა და თან გიბრძანებს. -არავინ არის.... -როგორ თუ არავინ არის რამდენიმე წუთის წინ ჯვარზე გამცვა რომ თამროც და მეც უნდა მომკლა და მითხარი ვინ არის, მხოლოდ ამის გამო შემიძლია ახლავეს დაგაკავო,ამიტომ რომ ყველაფერში დამნაშავე არ გამოხვიდე და რაღაც დადებითი გქონდეს მითხარი ვინ არის. -ერთი შემთხვევით გაცნობილია ვინც დამეხმარა დედაჩემის ავადმყოფობისთვის თანხით, ნეტავ სულ არ შევხვედროდი უმრავლესობა რა დანაშაულიც მაქვს ჩადენილი მაგის ბრძანებით არის. -შენ კი ამბობ არავინ არისო, სახელი და გვარი მითხარი. -გვარი მართლა არ ვიცი სახელი კი ნუცა ჰქვია. -ნუცა,ნუცა გავიგებთ გვარსაც შენ კი გოგოსგან შორს დადექი არ მოგცემ საშუალება თამროს ტკივილი მიაყენო და ცხოვრება აურიო,გესმის? -თქვენი ყავა ბატონო.... იოანემ ბარმენს შეხედა თანხა გადაიხადა და ყავა აიღო,შემდეგ კი ისევ ტიპს მიუბრუნდა და უთხრა. -გაგა გქვია მახსოვს შენი სახელი,ორჯერ როგორც შემეძლო შეგიმსუბუქე სასჯელი,მაგრამ ამჯერად უმკაცრეს სასჯელს მიიღებ თუ ამ ოჯახს რამე დაუშავდა და ყველგან მოგძებნი დამალვას რომ შეეცადო იცი ეს ჩემთვის რთული არ არის.გაფრთხილებ ნუ დამიწყებ თამაშს, რადგან ჩემთან თამაში ძალიან წამგებიანი იქნება შენთვისაც და მით უფრო იმ ქალბატონისთვის. -იოანე.......... ბარში თამრო შემოვიდა და შეხედა იოანეს გაბრაზებულ თვალებს,შემდეგ გაგას და ისევ იოანეს. -დაგაგვიანდა და ამიტომ შემოვედი..... -წავედით.... თქვა ერთი სიტყვა და წინ წავიდა,არ ეგონა თუ თამრო უკან მოყვებოდა და უეცრად მიბრუნდა თამრო იოანეს მკერდს შეასკდა იოანემ კი შეეცადა ცხელი ყავა არ გადასხმოდა თამროს. -არ მეგონა თუ მომყვებოდი და ამიტომ შემოვბრუნდი. -ისეთი თვალებით შემომხედე იქ რა გამაჩერებდა.იოანეს სერიოზული სახე უეცრად გაიხსნა და გულიანად გაეცინა,თამრომ ჯერ გაოცებულმა შეხედა და მერე შვებით ამოისუნთქა. -ასე რა იოანე შემეშინდა რომ შეგხედე,რომ იცინი კი სულ სხვა ხარ უბრალო და არა სასტიკი. -სასტიკი და შეუბრალებელი ასევე დაუნდობელი მხოლოდ იმათთვის ვარ ვისაც კარგად ვიცნობ და ვიცი რაოდენ სიბინძურის გაკეთება შეუძლიათ და არა შენნაირი სუსტი უსური არსებებს ვაჩვენებ ჩემს სისასტიკეს.ყავა მიაწოდა და ერთად შევიდნენ საავადმყოფოში,მაგრამ თამრომ შეჩერდა და იოანეს გაოცებულმა უთხრა. -იოანე ეს შენი ყავა არის.. -ჩემი არცერთია ეს ერთი შენია და ერთი დედაშენის,მიუტანე ვერ ხედავ რომ გამომშრალი და გამოფიტულია. -მაგრამ შენ? -მე ყავას არ ვსვამ..... -შეუძლებელია, ვერ დამაჯერებ. -დღეს არ ვსვამ თამრო ვმარხულობ. -ესეც ახალი გაგონება,ვინც მარხულობს ყავას არ მიირთმევს? -მე არ ვსვამ და სხვებს შენ კითხე მე არ ვიცი. ამ საუბარში ორივე ლელის მიუახლოვდა და ორივემ შეამჩნია მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები ერთმანეთს შეხედა ორივემ და ორივეს ერთი კითხვა დაებადა. -რა მოხდა......... -თაია, თამრო შვილო თაია გონს მოვიდა. -დედა, დე,დედიკო როგორ გამახარე როგორ ველოდით ეს დღეები მისი თვალის გახელას. იოანესაც გადაედო მათი სიხარული და ექიმს შეხედა. -იოანე შენ გადაარჩინე თაია და გილოცავ, მან დაძლია კომა და დაგვიბრუნდა. -როგორაა მისი მდგომარეობა რამე ზიანი..... -ყველაფერი რიგზეა,მაგრამ ჯერ მისი დაკითხვა არ შეიძლება უნდა გადავდოთ კიდევ რამდენიმე დღე რომ მოძლიერდეს კარგად. -მეორე გოგონა როგორ არის. -დღეს მოყვანილი გოგონა ბევრად უკეთ არის,შეგიძლია ნახო.იოანემ ბოდიშის მოხდით წავიდა და მალუს ოთახში შევიდა,მალუ თვალდახუჭული იწვა და იხსენებდა რაც მოხდა არ ელოდა იოანეს შესვლას და შეეცადა საწოლიდან ადგომას,მაგრამ იოანემ მივიდა მასთან და ხელი შეაშველა მალუმ შეხედა და გული აუფრიალდა თავბრუც დაეხვა და საწოლზე ჩამოჯდა თვალები მაგრად დახუჭა რომ ცრემლები შეეკავებინა,გაუცნობიერებლად იოანეს ხელი აიღო და გულზე მიიდო შემდეგ თვალებში ჩახედა,იოანემ კი გაოცებულმა უთხრა. -მალუ, შენ მალუ ხარ რამდენი წელი გავიდა. -ბევრი, ძალიან ბევრი, მაგრამ გესმის და გრძნობ ჩემი გული როგორ ჩქარა ცემს შენს სიახლოვეს. -რას ამბობ,მალუ მომისმინე...... -იოანე შენს ხელს შევეხე და გულზე მივიდე,შეხედე ვიცი რომ გრძნობ როგორ ფეთქავს შენს შეხებაზე..... -მალუ თავი დაარტყი თუ რა გემართება,მომისმინე... -შენ მომისმინე და არ შემაწყვეტინო,გთხოვ კარგად გაითავისო ახლა რასაც გეტყვი ჩვენ მე და შენ ერთი ნაწილი ვართ გესმის, ერთი სხეულის ნაწილი,მაგრამ არც შენ და არც მე არ ვიცით სად არის ის ნაწილი და ვინ არის. -რას ამბობ, ვერაფერი ვერ გავიგე.... იოანეს თვალებში ცრემლი გაჩნდა სევდასთან ერთად, მის თვალებში მალუმ მარტოობა დაინახა,მაგრამ მარტოობის უკან სასტიკი და შეუბრალებელი ადამიანი იდგა.სხეული აუკანკალდა,სისხლის დინება შეწყდა და თავის მოთოკვა გაუჭირდა. -რა, რა, რა თქვი, შეიძლება გაიმეორო? -გავიმეორებ და კარგად დაფიქრდი რადგან შენი რექცია მაშინებს გთხოვ დამშვიდდი,მეც ძალიან გამიჭირდა დღეს ეს სიმართლედ მიმეღო არა ის რომ შენ ჩემი ტყუპის ცალი ხარ არამედ აქამდე რომ არ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ,მხოლოდ ბოლომდე ვერ გავიგე ვერ მოასწრო თქმა მერე ის ორი ბანდიტი დაგვესხა თავს. -თამრომ იცის სიმართლე? -რომ არა თამრო ბებო ჩვენ დღეს ცოცხლები არც ვიქნებოდით,მან ყველაფერი გააკეთა ჩვენი ჩემი და შენი კეთილდღეობისთვის.მართალია შორი შორს გავიზარდეთ,მაგრამ მან ყოველთვის იცოდა ყველაფერი ჩვენს შესახებ,იცოდა რომ შენ სანდო ადამიანის ხელში იყავი დეიდა მარინა თამროს მეგობარია და მან შენ გაგზარდა მე კი თამრომ მერე ქვეყნიდანაც გამიყვანა და ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. -ისევ ის ბავშვური სახე გაქვს მალუ ერთი ციდა,რაო რა თქვი ტყუპები ვართ? -ტყუპები ვართ.თქვა მალუმ ტირილით და იოანემ გულში ჩაიკრა მალუ ოთახში შემოსულმა ლუკამ კი ადგილზე გაშეშდა და მალუს უყურებდა როგორ ასველებდა მისი მდუღარე ცრემლი იოანეს მკერდს და არავინ იცოდა როგორ ეწვოდა იოანეს ის ადგილი სადაც მალუს ცრემლი დაედინა. -მომისმინე ახლა რა იქნება, თამროს უნდა დაველაპარაკოთ და სიმართლე გავიგოთ. -ერთად მივიდეთ და ერთად მოვთხოვოთ რომ სიმართლე ბოლომდე გვითხრას. -რომ ვნახე მივხვდი რაღაც სერიოზული რომ უნდა ეთქვა აბდა უბდად მელაპარაკა ვერაფერი ვერ გავიგე, შეგიძლია დამეყრდნო და მასთან მივიდეთ.მალუმ ახლა შეამჩნია ოთახში მყოფი ლუკა და მისკენ ხელი გასწია ლუკამაც მის ხელს ხელი შეაგება და მალუმ მის თვალებში ამოიკითხა ის რისი გაგებაც ლუკას სურდა. -ლუკა გაიცანი ჩემი ძმა ჩემი ტყუპის ცალი, რომელიც აქამდე არ მყოლია და ჩვენც ახლა გავიცანით ერთმანეთი 24 წლის ასაკში,იოანე....... გვარი მეც არ ვიცი და შენ რა გითხრა. -იოანე რუხაძე ვარ,იურისტი. -არასოდეს გითქვამს რომ ძმა გყავდა...... -არც ჩვენ ვიცოდით მეც ახლახანს გავიგე, იომ კი ახლა გაიგო ჩემგან..... -კარგი მერე გავეცნობით ერთმანეთს კარგად ახლა კი თამრო ვნახოთ და ვალდებულია ყველაფერი გვითხრას ან აქამდე რას ელოდა.ორივე თამროსთან მივიდა,მაგრამ კარგად მყოფი თამრო უეცრად ცუდად გახდა და ორივე გაშეშებული უყურებდა ექიმის სწრაფ მოძრაობას, მალუს ისტერიკა დაემართა და ყვირილი დაიწყო. -მოკვდა, არ უნდა მოკვდეს ბებო შენ უნდა იცოცხლო,გთხოვ თვალი გაახილე ვალდებული ხარ სიმართლე გვითხრა სათქმელი ბოლომდე თქვა.იოანე მალუს ამშვიდებდა, ლელი და თამრო გაშეშებულები იდგნენ არ იცოდნენ ვინ იყო მალუ და ვინ იყო იოანე. ისინი გაღიმებულები შევიდნენ თამროსთან რომ თაიას კომიდან გამოსვლა ეთქვათ,მაგრამ იქ სულ სხვა სურათი დახვდათ. -დამშვიდდით ყველამ, ყველამ უნდა ძალა მოიკრიბოთ და შეეგუოთ მდგომარეობას თამრო უეცრად შებრუნდა და უნდა გავიგოთ რა მოხდა მის ორგანიზმში. -სიმართლე მითხარით,ექიმო ხომ გადარჩება ბებო. -ქალბატონ თამარს აღმოაჩნდა რომ გულის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობა არასოდეს გაუვლია, მხოლოდ მისით ღებულობდა ერთ პრეპარატს კორსიზის ამასაც იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვა გაუჭირდებოდა. -დაუჯერებელია, ლელი შენ იცოდი რომ თამროს გული აწუხებდა? -არა მამუკა არაფერი არ ვიცოდი, არასოდეს დაუჩივლია მის ჯამრთელობაზე. -ოთახი გაანთავისუფლეთ მას რამდენიმე საათი სიმშვიდე ჭირდება,თამრო ძლიერია ის ამ სირთულესაც გადალახავს. -გადალახავს,კარგად იქნება და დაბრუნდება, უნდა დაბრუნდეს რადგან ბევრი რამ უნდა აგვიხსნას.დაბრუნდი, გესმის დაბრუნდი თორემ როგორც ძალიან მიყვარხარ ისევ იმ ძლიერი სიძულვილით შეგიძულებ.ლელი არ იცნობდა მალუს მაგრამ ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა,იოანე მიუბრუნდა ექიმს და უთხრა. -გთხოვთ ყველაფერი გააკეთეთ რომ ის ჩვენთან დარჩეს,გთხოვთ ექიმო. იოანემაც დატოვა ოთახი და კართან იდგა ცრემლით ევსებოდა თვალები და ვერც კი გაიგო ცრემლებმა როდის დაუსველა სახე, თამრო უყურებდა იოანეს და თავადაც ცუდად იყო. -იო რა მოხდა,ის გოგონა ვინ არის ან ბებოს საიდან იცნობდი გთხოვ გამარკვიე და სიმართლე მითხარი.იოანემ ორივე ხელით სახე მოიწმინდა და თამროს შეხედა, შემდეგ კი ჩუმად უთხრა. -ხშირად არ სტუმრობდი ბებოს თორემ აუცილებლად მეცოდინებოდი, წამოდი.ლელი ხან იოანეს უყურებდა და ხან მალუს,შემდეგ ისევ იოანემ თქვა. -სადმე დავსხდეთ ის რაც ახლა უნდა გითხრათ შოკისმომგვრელია და ყველას გვჭირდება დაფიქრება.ლელიმ გულზე მიიდო ხელი და იოანემ შეშინებულმა შეხედა. -გთხოვთ მშვიდად იყოთ ეს მე და მალუს გვეხება და არა თქვენ. -გასაგებია, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია შვილო ამას ვერ ვხვდები. -თამრო დეიდა არის შუაშიც,თავშიც და ბოლოშიც, მაგრამ გთხოვთ ერთმანეთს მოვუსმინოთ და ვერსიები შემდეგ განვიხილოთ.რაც შეეხება თაიას ვინც მას დაეტაკა იმ დღეს მე ვიპოვი, არის რაღაც მაგრამ ჯერ არაფლის თქმა არ შემიძლია სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები. -კარგი, გასაგებია და ახლა რას ვაკეთებთ. -ახლა სადმე დავსხდებით და დავილაპარაკებთ,რადგან მეც თავად შოკში ვარ დღევანდელიდან მოსმენილით და გაგონილით,წამობრძანდით.ყველამ დატოვა საავადმყოფო, მამუკას გაუკვირდა თამრო ცუდად არის და ასე ერთად სად მიდიანო,მაგრამ ისევ პაციენტს მიუბრუნდა,ლელი და თამრო კი გაოგნებული უსმენდა მალუს. -მოიცადე უნდა გამარკვიოთ რადგან ვერაფერი ვერ გავიგე, მალუ შენ და იოანე ხართ და-ძმა ტყუპები და იოანე შენ ეს დღეს გაიგე? -თამრო აქამდე სწორად გაიგე, გავაგრძელო? -კარგი გააგრძელეთ.თამრო დედას ხელზე ჩაეჭიდა და ლელიც ცუდ მდგომარეობაში იყო. -გუშინ ბებომ დამიბარა მასთან სახლში სალაპარაკოდ და მეც მივედი,საუბარი იყო თემაზე ჩემსა და იოანეს და-ძმობაზე,მაგრამ შემდეგ ბანდიტები შემოგვეჭრა და სათქმელი ვეღარ დაასრულა,მაგრამ მითხრა რომ ქალმა ვინც ჩვენ გაგვაჩინა იმშობიარა თუ არა მიგვატოვა და ექთნებს უთხრა ან გააშვილეთ ან გაყიდეთ საერთოდ არ მადარდებსო.ბებო იქ ყოფილა იმ დროს რადგან თქვენ იმშობიარეთ იმ დღეს თაიაზე ამიტომ თავის თავზე აიღო უსუსური ტყუპი და-ძმის სიცოცხლე და ექთნისთვის ფული გადაუხდია იოანე მის მეგობარს მიუყვანა რომელსაც შვილი არ ყოლია მე კი თავად გამზარდა ცოტა ხანი ვიყავი მასთან მერე საზღვარ გარეთ გამაგზავნა ახლობელთან და ზაფხულობით ჩამოვდიოდი. -შენ სად გაგზარდა შვილო სახლში არ მოუყვანიხარ. -სახლში თქვენც ახალშობილი გყავდათ ამიტომ ჯერ მარინა დეიდასთან ვყოფილვართ ყველა ერთად,მოგვიანებით წამიყვანა თავის დიდ სახლში. -ახლა გავგიჟდები, სად აქვს დედას დიდი სახლი.მალუ დაიბნა და ყველას სათითაოდ შეხედა,უყურებდა ლელის და გრძნობდა მისი გულის ხმას,მასაც მოერია ცრემლი და ყრუ ტკივილი იგრძნო სხეულის თავი დახარა და თქვა. -ტირილით არა ღრიალით მოგვავლინა სამყაროს იმ ქალმა მე და შენ,მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით ჩვენ სიყვარულში გავიზარდეთ და ცხოვრებამ მოგვცა ის რაც არ მოგვცა საკუთარმა დედამ იმ ქალმა ვინც გვშობა. -კარგი დამშვიდდი და შეეცადე სათქმელი დაასრულო. -რაც შეეხება ბებოს დიდ სახლს იქ უნდა წავიდეთ და თავად ნახეთ,ბებოს აგრეთვე ბიზნესი აქვს და მე იმ სასტუმროს მმართველი ვარ სადაც თქვენ ხართ დაბინავებული. -რას ამბობ შვილო, მითხრა ყველა საბუთი გავამზადე და ადვოკატს აქვსო არ ვიცოდი ასეთ დიდ საქმეში თუ იყო ვიცოდი ერთი სუპერ მარკეტი ჰქონდა საიდანაც ხშირად ღარიბებსაც ეხმარება ჯერ ჯერობით კარგად მიდის იმ მარკეტის საქმე და ეს ბიზნესი მართლა არ ვიცოდი. -მალუ იმ ქალის გარდა არ გითხრა მამა ვინ არის ან როგორ უნდა ვიპოვო, რამე მინიშნება მოგცა? -არა, მითხრა თავადაც არ იცის მამა ვინ არის იქ იმ დღეებში არავინ არ მოსულა მის სანახავად და თქვენ რომ დაიბადეთო არც კი შეგხედათ ძუძუც არ მოგაწოდათ მაშინ ყველა თქვენზე ლაპარაკობდა,მაგრამ მე ავიღე ჩემს თავზე თქვენი სიცოცხლეო. -სახელი არ გითხრა ვინ არის ის ქალი,ასე უსახელოდ როგორ მოვძებნო. -თუ კარგად მახსოვს ნუცა თუ ნუციკო მითხრა და მერე რა მოხდა არ მახსოვს წესიერად შიშისაგან ვყვიროდი და მე გადამეფარა,ჩემი მოსახვედრი ტყვია ბებოს მოხვდა. -კარგი, კარგი დამშვიდდი ბავშვებო რამე კვალს ვიპოვით..... -ვფიქრობ მამა ვინც არის ჩვენი მანაც არ იცის შვილების არსებობის შესახებ,გვშობა ქალმა ვისაც უნდოდა ჩვენგან განთავისუფლება და არც იკითხა რა ბედი ეწია მის უსუსურ პატარებს,უნდა ვიპოვოთ.... -როგორ,როგორ ვიპოვოთ იოანე.... -მალუ მართალია სწორად მსჯელობს,როგორ უნდა ვიპოვოთ. -მე, მე,მე ვიპოვი.თქვა იოანემ და მალუს შეხედა, შემდეგ ლელის გაუსწორა მზერა თამროსაც და თქვა. -ჩვენ ახლავეს სამივე გავიკეთებთ დნმ-ის ტესტს. -რატომ მოგივიდა ეს აზრი იოანე. -ძებნას ვიწყებ ამ წუთიდან და სადღაც რაღაც ხელჩასაჭიდი უნდა ვიპოვო,რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ჩვენიდან უნდა დავიწყოთ. -კარგი წინააღმდეგი არ ვარ,დედა შენ? -ნუცა,შენ თქვი რომ იმ ქალს ნუცა ჰქვია ასეა? -კი ნუცა ქვიაო ბებომ ასე მითხრა. -ნუცა,ნუცამ იმშობიარა იმ დღეს და წასვლის დღეს ვნახე თვალებჩაცვენილი იყო,მითხრა ბავშვი გარდაცვლილი დაიბადაო. -მოცადე იმ ტიპმა დღეს შენ რომ გელაპარაკებოდა მითხრა შენთან დაახლოვება ვიღაც ნუცამ დაავალა,იცნობთ ვინმე ნუცას? -ვინ ტიპმა, რა დავალება თამრო რას ამბობს იოანე თუმცა ეს შემდეგ იყოს ტესტის გაკეთებას თუ ისევ ფიქრობთ თქვენ გაიკეთეთ მე საჭირო არ ვარ. -დედა ფიქრობ რომ..... -გამორიცხული არაფერია და შემდეგ როგორმე ნუცას რამე ნივთს ავიღებთ. -თქვენც ახსენეთ ახლა ნუცა, გამოდის იცნობთ ამ პიროვნებას. -ვიცნობ ერთ ნუცას ვინც თავზე ხელაღებული,აღვირახსნილი, უღირსი და სხვის ქმრებზე მონადირე ქალია თუ ის ქალია დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ უნდა ვივარაუდო რომ მამა ჩემი ქმარი იყოს. -წავიდეთ ექიმს დაველაპარაკოთ.თქვა თამრომ და იოანეს მხარზე ხელი დაადო,იოანემ ახედა თამროს და თამრომ უთხრა. -უარს არ ვიტყვი შენნაირი ძმა მყავდეს,მაგრამ არ მგონია სიმართლე იყოს.ლელის ჩანთაში თამრო ბებოს ტელეფონის ზარი იყო და ლელიმ გაოცებულმა დახედა ტელეფონს და თქვა. -თეკლა,ვინ არის მალუ თეკლა შენ იცნობ? მალუმ ტელეფონი გამოართვა და უპასუხა. -თეკლა მალუ ვარ... -მალუ ბებო სად არის ან სახლში პოლიცია რატომ არის,ვერაფერი ვერ გავიგე. -გუშინ შენ რომ წადი თავს დაგვესხნენ,ბებოს გულის პრობლემა აქვს თან დაჭრილიც არის და შენ რა გაარკვიე.... -მე გუშინ დავრეკე არავინ მიპასუხა,დღეს კი თავად ნუცამ დამირეკა და შევთანხმდით შეხვედრაზე. -კარგი და თეკლა როგორც ბებომ გითხრა იმ სახლში უნდა მოხვდე,გვარი იცი იმ ნუცასი? -პაიჭაძე არის გვარად,ნუციკო პაიჭაძე ასე გამეცნო. -კარგი ბებო შენზე დიდ იმედს ამყარებს, მე არ დაგირეკავ ტელეფონი მე მექნება ბებოს გამოჯამრთელებამდე და შენ თავად დამირეკე როცა დროს იპოვი სხვა დანარჩენს შეგხვდები და მერე გეტყვი. -კარგი მალუ შედეგებს გაგაგებინებ. თეკლამ ტელეფონი გათიშა,მალუმ ლელის შეხედა რომელიც გაფითრებული იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა,თამროს ანიშნა ლელიზე და თამრომ ჯერ ხელით შეეხო დედას და შემდეგ უთხრა. -დედა, დედა ნუ მაშინებ.ლელიმ შეხედა თამროს და შემდეგ სხვებს მიუბრუნდა. -იქნებ სახელის და გვარის დამთხვევაა,არ მგონია ასეთი ცივსისხლიანი იყოს თუმცა ვიცი რომ ყველაფრის მკადრებელია,მაგრამ შვილებზე თუ ურს იტყოდა...... -მაშინ მოვიპოვოთ რამე ნივთი და გავაკეთოთ ტესტი მის ნივთზე,მაგრამ როგორ..... -თეკლა, თეკლას დავიხმარ შევხვდები და ავუხსნი აუცილებლად დამეხმარება. იოანემ შეხედა მალუს და თქვა. -მაშინ დაველოდოთ თეკლას თუ მიიღებს იმ სახლში მე კი უნდა გავიდე და გავიარო თავს ცუდად ვგრძნობ.ფეხზე წამოდგა თანხა გადაიხადა და წავიდა,ყველამ თვალი გააყოლა მალუ ფეხზე წამოდგა დაეწია მკლავში ხელი ჩაჭიდა და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -წამოვიდე შენთან ერთად? -არა, გთხოვ არ გეწყინოს მარტო მინდა ვიყო და დავბრუნდები. -კარგი, მეც იგივე მდგომარეობაში ვარ ახლა როგორც შენ. იოანე წავიდა, მაგრამ გონება არეული ჰქონდა სხეული მოუდუნდა საჭეს მართავდა,მაგრამ ხელები არ ემორჩილებოდა და ნელა ნელა სიბრაზისგან კონტროლი დაკარგა სიჩქარეს მოუმატა მის ემოციებთან ერთად, ცრემლები სდიოდა და მოულოდნელად არა ადამიანური ხმით იყვირა საჭეს ხელები დასცხო და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა უკან მანქანა მოყვებოდა და მძღოლს უთხრა გვერდით მყოფმა მამაკაცმა. -მძღოლს რაღაც უჭირს,ტირის და არეულად დადის გაყევი და იქნებ შევძლოთ გავაჩეროთ. -შეუძლებელია მთელი სიჩქარით მიდის სულ მცირე 220-ით მაინც თუ მეტით არა.უკან გაყვა და გაოცებული უყურებდა, შემდეგ გაბრაზებულმა თქვა. -რას აკეთებს აქვს უეჭველი გადაწყვეტილი.მძღოლმა ფერდაკარგულ მგზავრს შეხედა და უთხრა. -რემენი გაიკეთე კარგად და თავი შეიმაგრე უნდა გავაჩერო,ვერ მივცემ უფლებას თავი დაიღუპოს. -მიდი მე კარგად ვარ,უნდა შევაჩეროთ.უკვე საღამო იყო და მძღოლმაც მოუმატა სიჩქარეს ფარნები აუნთო იოანეს უკნიდან,მაგრამ ის არავის აქცევდა ყურადღებას,მოულოდნელად მძღოლი გაუსწორდა და ნელა ნელა შეავიწროვა ასე შეეცადა გზიდან გადაეყვანა და იოანეც გაჩერდა თავი საჭეს დაადო და ღრმად სუნთქავდა მოულოდნელად ვიღაცამ კარი გააღო და უცნობი დაინახა რომელიც შეშინებული თვალებით უყურებდა. -რას აკეთებ, შვილო სიცოცხლე მოგბეზრდა? იოანემ ცრემლიანი თვალები შეანათა უცნობს, ყოველი მისი ამოსუნთქვა მტკივნეული იყო,გული არა სული ტკიოდა. -შვილო რა გჭირს შემიძლია დაგეხმარო, ახლობელი დაგეღუპა? -დამეღუპა ძია 24 წლის წინ დედა გარდამეცვალა,მაგრამ მე ახლა გავიგე რომ ის ქალი ჩემთვის და ჩემი დისთვის თავიდანვე მკვდარი იყო. -ვერაფერი ვერ გავიგე..... -რატომ, რატომ, რატომ მე და ჩემი და ასე რატომ მოგვექცა თუ შვილები არ უნდოდა თუ დედობა არ უნდოდა რატომ გაგვაჩინა,რატომ გვატარა მისივე სხეულით 9 თვე. ღრიალებდა იოანე და უცნობმა შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ იოანე ხმით ტიროდა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა უცნობს შეხედა და მოულოდნელად უთხრა. -თქვენ, თქვენ რომ გაიგოთ სადღაც შვილები გყავთ რას იზამთ,რას გააკეთებთ თქვენც უარყოფთ შვილებს? უცნობი შებრუნდა არ უნდოდა იოანეს მისი ცრემლი დაენახა და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თქვა. -ქალი რომელიც შვილებს უარყოფს ის არ არის დედობისთვის გაჩენილი და მე რას ვიზამდი? ნეტავ ამ ასაკშიც გავიგო რომ სადღაც ჩემი სულის ნაწილი არის სამყაროს გადავაბრუნებ და მაინც ვიპოვი,მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება ეს ბედნიერება ჩემგან შორს არის შვილო. -ნეტავ ვიცოდე ვინ არის ის პიროვნება ვისთვისაც მამა უნდა დამეძახა და რატომ დედა, რატომ მხოლოდ ამ კითხვაზე მინდა გამცე პასუხი და მხოლოდ ამ პასუხის გამო მოგძებნი და ცხოვრებაში აღარასოდეს შეგაწუხებ 24 წელი ხომ ვიცხოვრე შენს გარეშე ახლაც ვიცხოვრებ იმ ადამიანთან ერთად ვინც არ გამწირა სასიკვდილოდ შვილად მიმიღო და ცხოვრების ავ კარგი მასწავლა. -კითხვაზე პასუხი რომ მიიღო ჯერ უნდა იპოვო. -ვიპოვი,რთული არ არის მისი პოვნა მამის პოვნაა რთული დედა ვიცი ვინც არის თუმცა არ ვიცნობ. -მაშინ წარმატებები უნდა გისურვო და ეს ჩემი სავიზიტო ბარათია გამომართვი და თუ დალაპარაკება გინდოდეს ან განმარტოვება, დამირეკე შემხვდი და ვისაუბროთ.იოანემ შეხედა უცნობს და თავადაც ამოიღო გულის ჯიბიდან მისი სავიზიტო ბარათი და მიაწოდა. -თუ დაგჭირდე დამირეკე,ნებისმიერ საკითხში ვიპოვით გამოსავალს.უცნობმა ბარათს დახედა შემდეგ ისევ იოანეს შეხედა და უთხრა. -იურისტი ხარ განათლებული და ნასწავლი,შენს ადგილზე იმ ქალს არც მოვძებნიდი და ცხოვრებას გავაგრძელებ იმ ადამიანთან ერთად არა ვინც სამყაროს მოგავლინა არამედ ვინც ეს სამყარო გაგაცნო,აღგზარდა და ყველაფერი გაიღო რომ კაცი ანუ ადამიანი დამდგარიყავი. -სწორედ რომ მასე ვფიქრობ,მაგრამ ნუცა პაიჭაძეს მაინც ჩავხედავ თვალებში რომ არა მისი პირიდან მისი თვალებიდან გავიგო იმ ერთი სიტყვის პასუხი რომელსაც დავუსვამ,,რატომ''. უცნობი გაშეშდა,ფერი დაკარგა და გულზე მიიდო ხელი იოანეს შეეშინდა და მძღოლს დაუძახა. -ცუდად არის,მგონი ცუდად გახდა. -ალიკა, ალიკა გესმის ჩემი? -მესმის,მესმის კარგად ვარ და წამიყვანე აქედან რომა. რომამ ხელი მოკიდა ალიკას და მანქანასთან მიიყვანა ჩასვა და ალიკამ უთხრა. -ბოთლით წყალი მიაწოდე, ვფიქრობ ცოტა შედარებით დამშვიდდა.რომამ წყლით სავსე ორი ბოთლი ამოიღო საბარგულიდან და ერთი ალიკას მისცა მეორე იოანეს მიუტანა და უთხრა. -უნდა წავიდე ძმიშვილო ალიკა თავს ცუდად გრძნობს, იმედია უკეთ ხარ და რამე სისულელეს კიდევ არ გაიმეორებ. -არა, არა უკვე დავმშვიდდი მასთან საუბარმა ჩემზე კარგად იმოქმედა. -დარწმუნებული ხარ მშვიდად ხარ რომ წავიდე? -წადი მადლობა და მიხედე მას ფერი არ მომეწონა მისი. -რამდენიმე კვირაა რაც სიკვდილისგან დავიხსენით, ასე რომ ჯერ კიდევ სუსტად არის. -მშვიდობით..... -მშვიდობით არა შეგრძნება მაქვს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ამიტომ ნახვამდის. -მაშინ ნახვამდის. უთხრა იოანემ და ღიმილით ჩამოართვა ხელი,რომა ალიკასთან დაბრუნდა ალიკა იოანეს უყურებდა და წასვლისას ხელის აწევით დაემშვიდობა იოანემ თვალი გააყოლა მიმავალ მანქანას და თავადაც გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო,ალიკამ რომას შეხედა და უთხრა. -ყველა საქმე გადადე და ნუცა პაიჭაძეზე ყველაფერი გაარკვიე,რომა გაიგე რა გითხარი ყველაფერი გაარკვიე მასზე. -ნუცა პაიჭაძე და ვინ არის ეს ქალი ან შენ.... -ქალი ვისაც ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ.თქვა და თვალები დახუჭა ცრემლი რომ დაემალა,მაგრამ რომამ გააჩერა მანქანა და ალიკას შეხედა. -რა მოხდა, ადამიანს აღარ გავხარ წარსულში დაბრუნდი? -24 წლის უკან დავბრუნდი წარსულში,როცა ის ჩემგან ჩუმად და აუხსნელად წავიდა ვეძებე და მის კვალს ვერსად ვერ მივაგენი,ვერ ვიპოვე ერთ დღეს კი წერილი ვიპოვე დაეტოვებინა ბალიშის ქვეშ მე კი სახლში აღარ შევდიოდი ღამეები არ მეძინა რას არ ვფიქრობდი,გავხსენი წერილი და წავიკითხე რომელმაც თავიც შემაზიზღა, თავადაც შემზიზღდა და ქალის სახელიც შემაზიზღა. -რა ეწერა წერილში ან ასე რატომ გაგიმეტა. -ღარიბი ვიყავი, რომა მხოლოდ შავი მუშა და შავ სამუშაოებს ვასრულებდი წერილში კი ეწერა. ,,აღარ მეძებო შენს მიმართ გრძნობა აღარ მაქვს და აღარც სიყვარული დარჩა,მე ქალღმერთი ვარ ვისზედაც ყველა მამაკაცი ოცნებობს და მეც მასთან მივდივარ ვისაც ქალღმერთის მოვლა და შენახვა შეუძლია''. ამ წერილის მერე ძებნას შევეშვი,მაგრამ სამყაროში სიყვარული არ ქრება ადვილად როცა გულით გიყვარს და გულში გყავს, გულით დაატარებ ყველგან.შევიზიზღე ვითომ,მაგრამ წლები ვიტანჯებოდი და წლების შემდეგ გავიგე რომ ის ჩემგან სიღარიბის გამო წავიდა სწორედ მის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ თავს არ დავზოგავდი და ფეხზე დავდგებოდი მყარად, დავიწყე რთული სამუშაოების შესრულება.დავიწყე ასევე ფულის დაზოგვა და რამოდენიმე წლის შემდეგ მივიღე მემკვიდრეობით დიდი ქონება მე კი კაპიტილი გავზარდე,ბიზნესში ჩავერთე მაშინ როცა ბიზნესის არაფერი გამეგებოდა და დღეს ვარ ის ვისაც მხედავ. -ალიკა შენი ნათქვამიდან გავიგე დედამისს იცნობ და ეს ბიჭი..... -ეს ბიჭი............... გაჩერდა ცრემლი მოერია და რომას შეხედა, შემდეგ გულიდან წამოსული ხმით იღრიალა და თქვა. -სმენა დამეხშო როცა ნაცნობი სახელი და გვარი თქვა, წუთიერად თვალებში დამიბნელდა რომა ჩემს წინ ჩემი შვილი იდგა,მაგრამ ისეთივე შორი და მიუწვდომელი როგორც უცხო. -დაუჯერებელია რასაც ამბობ.... -რამდენჯერ გამითევია მშიერს ღამე,ძველი ფერდაკარგული ტანისამოსი მეცვა არაფერს ვყიდულობდი რომ ჩემს დასახულ მიზნამდე მივსულიყავი. ბაზარშიც კი ვიმუშავე ზამთარში ყინვაში მწვანილებს ვრეცხავდი,ტვირთსაც ვეზიდებოდი, შეკვეთებიც მიმქონდა მისამართზე და ზოგჯერ ხორცს თუ ვიყიდდი რომ მეც ადამიანი ვიყავი შემეხსენებინა ჩემი თავისთვის. ბევრი ხალხი გავიცანი,მაგრამ ერთგული მეგობარი არ მყოლია არავის ვენდობოდი ერთ დღეს კი უცნობი პიროვნება მოვიდა ჩემთან და ყვითელი კონვერტი მომცა და თან მომცა ადვოკატის ნომერი რომ დამერეკა იმ ნომერზე თავად პიროვნება ამიხსნიდა რა ეწერა იმ კონვერტში თან მითხრა. -ყველაფერი კოორდინატები ვისთან უნდა მიხვიდე კონვერტში დევს ან როგორ უნდა მოიქცე ეს პიროვნება დაგაკვალიანებს.გაოცებულმა დავიტოვე კონვერტი მაგრამ არ გავხსენი მისი მოცემული ნომერზე დავრეკე და მეორე დღეს 12 საათზე დამიბარა,მისამართიც თავად მითხრა. მოუთმენლად დაველოდე დილი გათენებას, შედარებით ნორმალური ტანისამოსი ავარჩიე და 10საათზე უკვე მის ოფისში ვიყავი ზუსტად 12 საათზე ჩემი გვარი დაიძახეს ალექსანდრე ლიჩელი და მეც ფეხზე წამოვდექი. -გელოდებიან, შებრძანდით. შევედი დიდ კაბინეტში და სანამ თმაჭაღარა უცნობთან მივიდოდი ფეხები ამიკანკალდა, ოფლში დავსველდი უცნობი ფეხზე წამოდგა და გამიღიმა. -გაოცებული მიყურებ მეც და გაოცებული ხარ აქ მოსვლით, მაგრამ გპირდები თქვენს გაოცებას სიხარული შეცვლის და ასევე თქვენს ცხოვრებასაც,რადგან დღეიდან შეიცვლება შენი ცხოვრება შვილო. -სწორად მიმიხვდით გაოცებული ვარ და არ ვიცი ადვოკატი რისთვის მჭირდება, არაფერი დამიშავებია ჩემთვის ვარ და ვმუშაობ არავის ვნებ. -დავით ლიჩელი იცნობ ამ სახელის და გვარის მოხუცებულს, ხომ არ ვცდები. -ცნობით არ ვიცნობ ახლოს, რამდენჯერმე შევხვდი კიდევ მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვქონია,რა მოხდა ბატონო.... -სწორია, ახლო ურთიერთობა არ გქონდათ,მაგრამ შენ ის კარგად გიცნობდა,თან შენს სიახლოვეს იყო სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. -როგორ? -შვილო ოთახი სადაც ცხოვრობ და ქირას იხდიდი ის ქირა შენს პირად ანგარიშზე ირიცხებოდა,რადგან ცხონებული დავითი ჯერ გაკვირდებოდა და რადგან მისი მოგვარე იყავი და მას არავინ ყავდა გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ უფიქრია შენ დაგიტოვა მთელი მისი სიმდიდრე და შემოსავალი. -არა, არა, არა ეს ტყუილია. -პანიკაში ხარ თუ შოკში ხარ შვილო.... ალიკა გაჩუმდა და მის წინ სანდომიან მოხუცს უყურებდა. -დაიჯერო უნდა,რადგან სიმართლეა. -ვერ დავიჯერებ და ნუ მკითხავ რატომო,ვერ დავიჯერებ იმიტომ რომ ჩვენ არც კი ვესაუბრებოდით ერთმანეთს არც კი ვიცნობდით ერთმანეთს წესიერად. -შენ საკუთარ თავს ვერ იცნობ ისე კარგად როგორც დავითი გიცნობდა,ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და მთავრობაზე ჩუქებას შენ გადმოგცა მისი ნაშრომი რადგან შრომის ფასი იცი შვილო და გაუფრთხილდი ამ ყველაფერს. -რომა უყურებდი მოხუცს და ვერ გეტყვი რაც იმ წუთებში დამემართა,მე ვინც ბაზარში მწვანილს ვრეცხავდი ღამე,დღე მშენებლობაზე ვმუშაობდი და სანამ იმ პატარა სასტუმროს ვიპოვიდი არავინ შევაწუხე პლედი და ბალიში ვიყიდე და რამდენიმე ღამე ხიდის ქვეშ გავათენე. -ალიკა.......... -იმ დროს ვდგებოდი ხალხი სანამ დაიწყებდა მოძრაობას და მეც მშენებლობაზე მივდიოდი და მე ალიკა ლიჩელს როცა არაფერი მქონდა ნელა ნელა დანაზოგი გაიზარდა, მოხუცის ანდერძით მივიღე ის ბიზნესი რაც ახლა მაქვს და გავხდი მდიდარი ასევე ცნობილი პიროვნება შენ დაგირეკე და გვერდში დაგიყენე მას მერე მოვდივართ ერთად რომა. ვიღაც უცხომ შემიცოდა, მეგვარემ დამინახა დაინახა ჩემში ის რაც ვერ დავინახე ვერც მე და ვერც იმ ქალმა ვინც მიმატოვა და სიღარიბეს გაექცა. -არასოდეს გიცდია გეპოვა და პასუხი მოგეთხოვა? -აზრი, ქალი ვინც სიმდიდრის მაძიებელია იმ ქალიდან აზრს ვერასოდეს გამოიტან და სამწუხაროდ მეც ასეთი ქალი შემიყვარდა და მის გამო დავთმე ერთადერთი და ვინც რამდენჯერმე გამაფრთხილა,მშობლები,სამეგობრო და საახლობლო.სრულიად მოულოდნელად მე აღმოვჩნდი ამ დიდ სამყაროში მარტოდ მარტო და გადავდე ჩემი თავი რომელსაც შემხედა მხოლოდ ამ მოხუცმა .ალიკა გაჩუმდა და ჩაფიქრდა სიჩუმემ დაისადგურა და რომამ აღარ შეაწუხა ზედმეტი კითხვებით,ალიკა კი იმდენად ღრმად შევიდა წარსულის მოგონებებში თვალები დახუჭა და წარსულის ტკივილისგან გახსენებით ოფლში დასველდა, სახეზეც იწყო ოფლმა დენა,უკვე ბინდდებოდა დანიშნულ ადგილზე რომ მივიდა რომამ გახედა ალიკას და მისი ფერი არ მოეწონა ალიკას ფრთხილად შეეხო და ცდილობდა გამოეფხიზლებინა,მაგრამ ალიკას არ ეძინა ის წარსულში იყო,მაგრამ არა ტკივილში ის ბედნიერი იყო ორ ტყუპ შვილთან ერთად რომლებიც რეალობაში არ გააჩნდა.არ გააჩნდა დღემდე და დღეს გაიგო რომ ის 24 წელია მამა არის,მაგრამ სად არიან მისი შვილები.ვეღარ შეძლო ძლიერი როლის თამაში და ცრემლი დაედინა სახეზე,ჩუმი ქვითინი ღრიალში გადაიზარდა შეწუხდა რომა და ტელეფონზე დარეკა. -გამოდი გარეთ ალიკა ცუდად არის. რამდენიმე წუთში ლამაზი პირისახის ქალბატონი მიუახლოვდა და გაოცებულმა შეხედა ჯერ ალიკას და შემდეგ თვალებით იკითხა რა ხდებაო,მაგრამ რომამ შეხედა და უთხრა. -მომეხმარე სახლში შევიყვანოთ შენ დაგიჯერებს ნუ შემეკითხები ნურაფერს სათქმელს კი თავად გეტყვის,მაგრამ დღეს არ შეაწუხო კითხვებით დამშვიდება და თავად მოიკრებს ძალას სათქმელად. -კარგი,მაგრამ უნდა შემაყვანინო სახლში მარტო ვერ შევძლებ რომა. რომამ ალიკას მოეხმარა და იმდენად დასუსტებული იყო მხარში შეუდგა და თითქმის თავად ზიდა ამოდენა ტვირთი, სახლში შესულმა კი ბუხართან დივანზე დასვა და თავადაც ღმად ამოისუნთქა. -ოლიკო შემომხედე..... -გისმენ რომა. -არ გაბედო და დღეს არაფერი კითხო ძალიან დაშლილია ნერვიულობით.... -მაგრამ უნდა გაიხადოს... -დაცხება და თავად გაიხდის,კიდევ გაფრთხილებ არ შეაწუხო. -ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახია,რომა შენ მითხარი რა ჭირს ჩემს ძმას რატომ არის ასე დანგრეული თითქოს ვინმე ახლობელი დაკარგა.... -არ დაკარგა, იპოვა.... -იპოვა, ვინ იპოვა გასაგებად მითხარი. -წარსულს პირისპირ შეეჯახა ოლიკო და ძალიან რთული იყო.... -წარსულს, ნუცას შეხვდა და ამიტომ არის ასეთ მდგომარეობაში? -ნუცას არა საკუთარ ორეულს შეეჯახა მის ნაწილს. -ღმერთო ვერაფერი ვერ გავიგე.თქვა ოლიკომ და ისევ ალიკას შეხედა რომელმაც ტუჩები ააცმაცუნა და თქვა. -არ ვიცოდი გთხოვ მაპატიე უშენოდ გატარებული ყველა წუთი და წამი,დღე თუ წელი. -ამიხსენით რა მოხდა ჩემს ძმას რა ჭირს ან ვის უხდის ბოდიშს და ვის თხოვს პატიებას. -ოლიკო შვილებს თხოვს პატიებას, დღეს მის შვილს შეხვდა პირისპირ პირველად. -შვილებს? თვალებ გაფართოვებული უყურებდა რომას ოლიკო,რომას შეეშინდა ოლიკოს რექციის ხელი ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია. -არ გინდა ოლიკო გულის შეწუხებები მასაც უნდა გაუგო არც თავად არ იცოდა შვილების არსებობა და მას 24 წლის ტყუპი ქალ-ვაჟი ყავს,ბიჭს დღეს შეხვდა მოულოდნელად ისე რომ ერთმანეთის ვინაობა არცერთმა არ იცოდა,გოგო კი ჯერ არ ვიცით სად არის დამშვიდდება გაიაზრებს რაც მოხდა დღეს და იპოვის გზას მასთან შესახვედრად.ალიკა რომ წარსულის მოგონებებს ებრძოდა ნუცა იმ დროს გაგას შეხვდა და მკაცრად ესაუბრა. -რა გააკეთე, რა მამაკაცი ხარ გოგოს დათანხმება ვერ შეძელი.... -მომისმინე... -შენ მომისმინე თავი უნდა შეაყვარო შემდეგ შენი მიიღო და მიაგდო,ასეთი რთულია ეს გააკეთო? -ნუცა იმ გოგოს ვერ შევეხები მას ძლიერი დამცველი ყავს გაიგე და შეიგნე. -ვინ ყავს დამცველი ბებერი ბებიამისი სულს რომ ღაფავს საავადმყოფოში დღე დღეზე თუ ლენჩი დედამისი ორ სიტყვას რომ ვერ ამბობს გადაბმულად თუ გამოშტერებული მამამისი. გაგა გინდა არ გინდა ამ გოგოზე უნდა დაქორწინდე ყველაფერს წაართმევ და შემდეგ გაქრები, საქმის დასრულების შემდეგ მიიღებ თანხას არ გააკეთებ და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ თითო თითოდ დაკარგავ საყვარელ ადამიანებს.გაგამ თავი გააქნია და იოანეს განრისხებული თვალები წარმოუდგა თან მისი სასტიკი გაფრთხილება,ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო მისთვის სიმართლე ეთქვა სხვაგვარად ამ ქალისგან მიხვდა რომ თავს ვერ დაიხსნიდა,მაგრამ უეცრად ნუცას მიუბრუნდა და უთხრა. -ჩემგან რა გინდა,არ გეშინია რომ დაგაბეზღო პოლიციაში და შენგან გავნთავისუფლდე? -5 დღე გაქვს ამ დროში ამ საქმეს მოაგვარებ,თაია საავადმყოფოდან არ უნდა გამოვიდეს ის იქ უნდა მოკვდეს გასაგებია? გაგა საგონებელში ჩავარდა და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო მთელი ღამე ფიქრებში გაატარა, როგორც გაგას არც თამროს არ ეძინა და ყველას შეუმჩნევლად გავიდა სასტუმროდან ლელიც ადრე ადგა და უკვე ნომრიდან გავიდა და ლიფტში უნდა შესულიყო რომ ტელეფონი ახმაურდა გაკვირვებულმა დახედა ნომერს და უპასუხა. -თამრო,სად ხარ შვილო სარბენად გადი? -შენ სად ხარ დედა. -არ დამეძინა და მივდივარ უკვე ლიფტში უნდა შევსულიყავი. -არსად არ გახვიდე,დამელოდე. -რა მოხდა,რა ხმა გაქვს თაია........ -თაია კარგად არის დამელოდე,რამდენიმე წუთში შენთან ვიქნები. ლელი გაოცებული უყურებდა გათიშულ ტელეფონს და ნომერში შებრუნდა,თამროს ნერვიულად დაელოდა რამდენიმე წუთში თამროც მის წინ იდგა სიბრაზისგან მისი თვალები ელავდა ჩანთა ძირს დააგდო დედას შეხედა რომელსაც ვერ აეხსნა თამროს სიბრაზის მიზეზი და უყურებდა შვილს. -იცი სად ვიყავი, საავადმყოფოდან მოვდივარ და იცი იქ ვინ იყო მამას სანახავად. -ვინ იყო ან შენ რატომ გაბრაზდი ასე ძალიან. -როგორ არ გავბრაზდებოდი,ნუცა იყო დედა და მას შენი ქმარი ძალიან მშვიდად, აუღელვებლად და თავისიუფლად ელაპარაკებოდა. -ელაპარაკა,ოთომ ნუცას ელაპარაკა და როგორ თამრო რაღაც არასწორად გაიგე მამა ხომ ჯერ..... -ვიცი,ვიცი რომ სუსტად არის და რომ ჩვენც კი არ გვიშვებენ მასთან,მაგრამ მე ხელში ფაქტებიც მაქვს ვიცოდი რომ არ დამიჯერებდი. -საერთოდ გავითიშე,როგორ შვილო...... -მომისმინე,გუშინ ვერ დავიძინე მალუზე და იოანეზე ვფიქრობდი ასევე ბებიაზეც და მივხვდი რა საიდუმლოს მალავდა ბებო,დილით ძალიან ადრე ავდექი არ გაგაღვიძე ისე გავედი ნომრიდან და მაწონი ვიყიდე მინდოდა მამა თვალს რომ გაახელდა მასთან ვყოფილიყავი და დაველაპარაკებოდი მერე რა რომ ვერ მიპასუხებს ხომ მომისმენსმეთქი და ფრთხილად შევედი მის ოთახში შუქი არ ავანთე ფარდა ჩამოვაფარე მის საწოლს ფანჯრიდან შემოსულ შუქს რომ არ შეეწუხებინა და დაველოდე მის გაღვიძებას.... -მერე? -მერე,მერე ის რომ დედა ის სიმულირებდა სანამ ჩვენ მასზე ვნერვიულობდით და ვლოცულობდით მის გამოჯამრთელებას.ცრემლი მოერია თამროს ლელი კი გაოცებული უყურებდა. -რამდენიმე წუთში ნუცა შემოვიდა თვალი გაახილა და გაუხარდა მისი დანახვა,ისიც საწოლზე ჩამოუჯდა ჩუმად საუბრობდნენ და ვერ გავარჩიე რაზე საუბრობდნენ,მაგრამ განხილვის თემა ძირითად შენ და მე ვიყავით. -გავგიჟდები..... -დამშვიდდი და შეხედე ამ ფოტოებს შევძელი და მათი ტყუილი ავღბეჭდე ეს კი მტკიცებულებაა მისი არაკაცობის. -როგორ მოვიქცეთ.... -არ ვიცი, არ ვიცი მამაა ჩემი,მაგრამ აღარ მინდა ის კაცი ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს. -მამუკა, მამუკამ იცის ეს ყველაფერი და ნუთუ ისიც ამ თამაშის მონაწილე არის. -ეს აღარ ვიცი შენ გაარკვიე,მაგრამ მეშინია იქ თაიაც წევს და ბებოც იმ ქალმა მათ არაფერი დაუშავოს. ორივე დუმდა და ორივეს გული ძალიან მძიმედ,ხმაურიანად მუშაობდა.ლელიმ თვალები დახუჭა გულზე ხელი მიიდო რადგან ასე დაემშვიდებინა თავი,მაგრამ ვეღარ შეძლო ცრემლების შეკავება თამროს შეხედა და უთხრა. -ასეთი უშნო ვარ რომ სხვა ქალში ასე ადვილად გამცვალა, რა საჭირო იყო ეს თამაში ამდგარიყო და წასულიყო ეგონა დავაკავებდი? -ჩემთვის შენ სამაგალითო ქალი ხარ დედა და შენი სიჩუმით განადგურება იქნება მათთვის როცა ფაქტის წინაშე წარსდგება ორივე,ნუცა ნახავს მის შვილებს რომლებიც მას დედად არასოდეს არ მიიღებს და მამა მიიღებს იმას რაც დაიმსახურა.დედა მე მზად ვარ მივყვეთ ბებოს გეგმას,ხვალვე დაველაპარაკები იოანეს და ყველაფერს კარგად დავგეგმავთ. -თამრო როგორც აქამდე ახლაც ჩუმად ვართ და ჩვენს სიჩუმეს დიდი ფასი აქვს შვილო, რადგან სწორედ ჩვენი სიჩუმით ვიპოვით ბედნიერების ახალ გზას და თაიაც გამოვა მდგომარეობიდან, მოძლიერდება ისიც ჩვენ შემოგვიერთდება ის ყოველ დღე უკეთ და უკეთ არის.ლელიმ მამუკას დაურეკა და ამბავი იკითხა. -თაია უკეთ არის მაგრამ უკეთესია ჯერ ისევ აქ იყოს,ოთარისთან ახლა ვიყავი და ძინავს თუ რამე იქნება დაგირეკავ,ლელი დაისვენე დაღლილი ხარ.ლელიმ ტელეფონი გათიშა და დაფიქრდა,თამრო მის გვერდით იჯდა და ისიც თავის ფიქრებში იყო. მალუმ გააცნობიერა რაც მოხდა მის თავს და ფიქრობდა რომ ის რაც მოხდა ვიღაცისთვის თამაში იყო,მაგრამ გაახსენდა იოანეს არსებობა და გაეცინა მშვიდად დაეძინა იმ ღამეს დილით მზის სხივებმა შეაწუხა ადგა ყავა გაამზადა შემდეგ თავის სახატავი მოწყობილობა აიღო და ქალაქიდან შორს გავიდა,მიდიოდა და ათვალიერებდა გარემოს სადაც მშვიდად იქნებოდა მის მუზასთან ერთად და ერთ ძალიან ლამაზ მინდორთან გააჩერა თავისი ნივთები გადმოიღო მანქანიდან და ხატვა დაიწყო,ღიმილით ხატავდა მის ღიმილში თავისებური სითბო იყო და მის თვალებში კი ბედნიერება ციმციმებდა.ხატავდა ირგვლივ სიჩუმე იყო და ამ სიჩუმეში მხოლოდ ფუნჯის სრიალის ხმა ისმოდა,ძალიან ნელა და ფრთხილად მიუახლოვდა ვიღაც და ჯერ შორიდან უყურებდა როგორ აღტაცებით ხატავდა შემდეგ ჩაახველა და მიუახლოვდა, მალუს შეეშინდა თუმცა შეხედა უცნობს და მიხვდა საფრთხეს არ წარმოადგენდა მისი თვალებიდან სითბო მოდიოდა და გაუღიმა. -ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა,მალე დაღამდება კიდეც და უნდა წავიდე,მაგრამ თუ ნებას დამრთავთ თქვენი სახის მონახაზს გავაკეთებ რომ დაგხატოთ. -დამხატავ, არ ვარ წინააღმდეგი დამხატე. უცნობს გაეღიმა და მის ღიმილთან ერთად რამდენიმე წუთი უძრავად იდგა,შემდეგ მალუს ტელეფონი ახმაურდა და მალუმ ღიმილით უპასუხა. -გისმენ იოანე...... -სად ხარ გეძებ და ვერ გიპოვე. -სასტუმროში თუ ხარ დამელოდე 20 წუთში მანდ ვარ. -იოანე...... -დიახ იოანე ჩემი ძმა არის.ისევ დაიბნა, ისევ დაეკარგა ფერი და ისევ აუჩქარდა გული უკვე მისგან წასულ მალუს თვალი გააყოლა თვალებიდან კი ცრემლი სდიოდა. -გიპოვეთ, ორივე გიპოვეთ შვილებო.ალიკამ ტირილით გააცილა მალუ,მალუ კი მუსიკის თანხლებით გაუყვა გზას და როგორც იოანეს უთხრა 25 წუთში უკვე სასტუმროში იყო,მალუმ ღიმილით მიესალმა იოანეს და უთხრა. -რა მოხდა,რამე გაიგე? -პირველი, 5 წუთით დააგვიანე........ -მერე რა მოხდა, ჯარში ვართ და დამაგვიანდა ხაზზე დადგომა? ორივეს გაეცინა,იოანემ შეხედა და უთხრა. -დედას მინდა დაველაპარაკო და არ ვიცი როგორ,გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებს შენ როგორ მიუდგებოდი და როგორ ეტყოდი. -დედას,იმ ქალს დედად მიიღებ? იოანე შენ იმ ქალის ნახვა გადაწყვიტე, მითხარი მიხვალ და ნახავ? იოანე ფეხზე წამოვარდა და მალუს შეხედა. -რას ამბობ, იმ ქალთან რა მინდა ან გგონია მას ოდესმე დედად მივიღებ და დედას დავუძახებ? -მოიცა, მოიცა ამიხსენი წესიერად ...... -დედა,ვინც გამზარდა ისაა ჩემი დედა მალუ. -დაჯექი ვის გავხარ ასეთი მაღალი ან ტყუპები თუ ვართ მე რატომ არ ვარ შენი სიმაღლის.იოანეს გაეცინა და მალუს სიცილით უყურებდა... -რა გაცინებს... -კარგი,მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა სიმაღლე არც შენ გაქვს დასაწუნი თუმცა..... -იოანე რა არ გავიფიქრე უცებ გონებაში..... -მალუ მომისმინე, მე ვიცნობ ქალს ვინც თვალის ახელიდან ზრუნავს ჩემზე,მხოლოდ ის ქალი არის დედაჩემი და მის გამო გულსაც კი ამოვიღებ და იცი რატომ ის იმ დროს დგებოდა და გადიოდა სახლიდან როცა ქუჩები ჩაბნელებული იყო და ჩემს გაღვიძებამდე ბრუნდებოდა ბაზრიდან, ის თამროსთან ერთად მუშაობდა და ორივე ზრუნავდა ჩემზე და შენზე.ის ქალი უკან არასოდეს არაფერზე არ იხევდა და ყოველთვის ამბობდა რომ არანაირი შრომა სირცხვილი არ არის ამიტომ ის მე რომ მშია არ დამეძახა ყინვაშიდაც მუშაობდა თავად მშიერი, მაგრამ მის თვალებში იყო სიცოცხლის სხივი,სიმტკიცე, იმედი და სიყვარული.ის ორი ქალი არასოდეს დანებებულა და დღეს ხედავ მათმა დაუღალავმა შრომამ შენ სად დაგსვა და მე სად ვარ.შენ კი რა მითხარი იმ ქალის ნახვა თუ მინდა,რომ გითხრა იმ ქალის ნახვაც მინდა შენ არ იქნები ჩემს გვერდით? ჩვენ ორივე ერთად შევხვდებით და ორივე ჩავხედავთ თვალებში და იძულებით ვათქმევინებ ვინ არის ჩვენი მამა. -გვეტყვის? -უნდა გვითხრას, უნდა გავიგო ვინ არის. -იმ ქალის ნახვა სიმართლე რომ გითხრა მეც მინდა ვნახო, მეც მინდა თვალებში ჩავხედო და მის თვალებში დავინახო სიმართლე.მე და შენ როცა სხვის მკლავებში მშვიდად გვძინავდა და ჩვენს სიმშვიდეზე უცხო ადამიანები ზრუნავდნენ ის სად იყო იმ დროს,ნუთუ არასოდეს დაფიქრებულა სად წაიყვანეს ის ორი პატარა კნუტი თავად რომ 9 თვე ატარა მუცლით და მერე გააჩინა.და-ძმა ერთმანეთში საუბრობდა,გაგას კი ზიზღით შეხედა ნუცამ და უთხრა. -გავიდა 5 დღე შენ თუ არაფერს აკეთებ მე ვიმოქმედებ. -რა ადამიანი ხარ უდანაშაულო გოგოს ვერ დავუშავებ,ვერ მოვკლავ. -შენი საქმე შეასრულე გასამრჯელო აიღე და წადი,გაქრი. -მიკვირს თქვენი.... -რა გიკვირს..... -მიკვირს ის რომ გგონია ასე ადვილია ადამიანის მოკვლა და ისიც 24 წლის სიცოცხლით სავსე გოგოსი,თქვენც ხომ დედა ხართ ხომ გყავთ შვილი. -ჩემს შვილს შეეშვი იდიოტო და გამოუსადექარო თავად მივხედავ საქმეს,მოშორდი აქედან. თქვა და მანქანის კარი მიიხურა და წავიდა,გაგამ გაბრაზებულმა შეხედა და თქვა. -არა, არა,არ შეიძლება ფულის გამო სიგლახეს მივცე თავი, ეს ქალი დამღუპავს ყველა სიბინძურეს ამკიდებს ისედაც ბევრი შეცდომები მაქვს და ამიტომ იოანეს უნდა შევხვდე, რომ რამე გააკეთიოს არ მომისმენს და დამნაშავედ მე დამასახელებს თავს კი ვერ გავიმართლებ და ისევ ციხეში აღმოვჩნდები.ტელეფონი ამოიღო და იოანეს ნომერი აკრიბა. -გისმენთ. მოესმა იოანეს მტკიცე ხმა რადგან ნომერი უცხო იყო არ იცოდა იოანემ ვის ელაპარაკებოდა. -შეხვედრა მინდა თქვენთან ეს აუცილებელია,გაგა ვარ. -კარგი მიდი ჩემს ოფისში იცი სადაც არის და მეც მალე მოვალ,დამელოდე იქ ვისაუბროთ. -უკვე გზაში ვარ.იოანემ ტელეფონი გათიშა და მალუს შეხედა,მალუმ კი გაუღიმა. -საქმეები რომელსაც არ ელოდი..... -მართალი ხარ არ ველოდი და უნდა წავიდე, დარწმუნებული ვარ ამ ზარით რაღაც მნიშვნელოვანს გავიგებ. -კარგია წადი მაშინ და წარმატებები,დედას დაელაპარაკე იო.იოანე კართან მისული შეჩერდა მალუს მიუბრუნდა, გაუღიმა და უთხრა. -დაველაპარაკები აუცილებლად და კიდევ,მართალია ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა გავიგოთ ერთმანეთზე,მაგრამ თუ ვინმე შენს ცხოვრებას შეეხება შენი ნებართვის გარეშე იცოდე მაშინ დაინახავ შენ ძმას თუ როგორი უკონტროლო არის.მალუ უსმენდა შემდეგ იოანესთან მივიდა და ორივე ერთმანეთს მოეხვია,მალუმ მორცხვად დაუკოცნა ლოყები ძმას და იოანემ უთხრა. -ნუ გამანებივრებ და ნუ მიმაჩვევ მოფერებას,რადგან გამიჭირდება შემდეგ უშენოდ ყოფნა. მალუს გაეცინა და უთხრა. -დამირეკე შენს ზარს ველოდები.თვალი ჩაუკრა მალუს სათვალე გაიკეთა და წავიდა, რამდენიმე წუთში კი ლუკა ესტუმრა მალუს და უთხრა. -გავდივარ,რამე გჭირდება დაბრუნებისას წამოვიღო? -მჭირდება და თუ შეეცდები ზუსტად ისეთს მომიტან როგორიც მე მინდა...... -რამე უნდა ვიყიდო? -არა არაფერი არ იყიდო,მინდა შენს გულს გაუფრთხილდე რომ ის არასოდეს შეიცვალოს და ყოველთვის ის იყოს როგორიც დღეს არის,როგორც შემოგრჩა დღემდე. -მალუ...... -წადი ლუკა და შემდეგისთვის ვილაპარაკოთ. -მართლა მეჩქარება და მივდივარ,მაგრამ გპირდები გული რომელიც შენ გჭირდება ისეთივე დაბრუნდება შენთან და არასოდეს შეიცვლება.ლუკა წავიდა,მალუმ თვალები დახუჭა და ნეტარებას მიეცა,იოანე კი ოფისში შევიდა და ჩქარა გადმოვიდა მანქანიდან რადგან დააგვიანდა საცობების გამო გაგა კი ელოდა. -გაგა ბოდიში დამაგვიანდა... -არა უშავს მე დაგელოდებოდი თუნდაც საღამომდე ვერ მოგეხერხებინა მოსვლა. -გაგა უცნაურად მეჩვენები დაფიქრებული და თითქოს გადაწყვეტილება მიიღე,მაგრამ ვერ გადაგიწყვეტია ბოლოდე მიიყვანო სათქმელი. -იოანე გამჭრიახი თვალი გაქვს და ამიტომ ხარ კარგი ადვოკატი,მოსმენა იცი და მერე აკეთებ დასკვნას ამიტომ დღეს მე უნდა მომისმინო. -გისმენ დაიწყე.... -იოანე არ ვიცი საიდან დავიწყო შეიძლება არეულად ვთქვა სათქმელი,მაგრამ მომისმინე ბოლომდე და ერთად გავაანალიზოთ რადგან ის რაც უნდა გითხრა ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გაიაზრე რასაც გეტყვი. -გაგა უკვე მაშინებ.... -არა საფრთხე შენ არ გემუქრება საფრთხე სხვას ემუქრება და იმ სხვას კარგად იცნობ,მე ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში და ჯერ რა ვნახე არ მინდა ისევ იმ ადგილზე დავბრუნდე და თუ რამე მოხდება მინდა იცოდე რომ მე ამ საქმიდან გამოვედი,მაგრამ მემუქრებიან რომ თუ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან ჩემს საყვარელ ხალხს თითო თითოდ დავკარგავ. -გაგა ეს სერიოზული განაცხადია.... -ვაღიარებ რომ ჩემი ბრალია იმ ქალთან დაახლოვება და მას ავყევი, გაჭირვების გამო დავთანხმდი მის მოთხოვნების შესრულებაზე,მაგრამ მინდა დავასრულო და საზღვარი არ გადავკვეთო მე მკვლელი არ ვარ. მომიპარავს, მიცემია,ჯიბის ქურდიც ვიყავი,სასჯელიც მოვიხადე ამის გამო,მაგრამ არავინ მომიკლავს და ახალგაზრდა გოგოს ვერ მოვკლავ ამიტომ მოვედი შენთან და მინდა ყველაფერი გითხრა. იოანემ ჩამწერი პირველი წუთიდან ჩართო რადგან პროკურორისთვის უნდა წარედგინა და ეს სამხილად,ასევე გაგას გასასამართლებლად. -საქმეზე გადადი გაგა. -ბრძანება იყო თამროსთვოს ცუდი უნდა გამეკეთებინა თავი უნდა შემეყვარებინა მისთვის და მერე ყველაფერი რომ მოხდებოდა ურთიერთობაში მყოფი უნდა მიმეტოვებინა ეს იყო იმ ქალის ბრძანებაც და მოთხოვნაც,მაგრამ თამროს შეეშვა ახლა და უნდა თაია მოკვდეს მე უარი უთხარი და უნდა იყოთ ყურადღებით,ძალიან ფრთხილად რადგან შესაძლებელია სხვას გადაუხადოს და მოაკვლევინოს. დიდი თანხა შემომთავაზა მე სტუდენტი ვარ და მართალია მიჭირს ეკონომიურად,მაგრამ არ დავეცემი ისე რომ მკვლელი გავხდე ძლივს ჩემი ცხოვრება დავალაგე და უმაღლესშიც აღვიდგინე თავი. იოანე უსმენდა გაგას და ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ შეხედა და უთხრა. -ადამიანის სიღარიბე ჩემო გაგა არ არის ტრაგიკული, ტრაგიკულია ის რომ ასე დაეცემი სულიერად ადამიანის მკვლელობა შეუკვეთო იმის გამო რომ შენ ბედნიერად იცხოვრო, მადლობა რომ მოდი და ასე პირდაპირ მითხარი ყველაფერი ახლა კი წავალ საავადმყოფოში თამროსაც ვნახავ, მაგრამ მარტო არ წავალ ორივე ერთად ვნახავთ. -მეც წამოვიდე ეს აუცილებელია? იოანემ შეხედა გაგას და ოდნავ სიმკაცრით უთხრა. -აუცილებელია, გაგა თუ გინდა ცხოვრებაში სწორი გზით იარო და აღარ გადაუხვიო გზიდან სიტყვის ადამიანი უნდა იყო და ეს მტკიცედ უნდა გადაწყვიტო შენში, რომ თამროს იმ ქალმა არ ავნოს არც თაიას და შენ შენს ადგილზე დარჩე თუ გინდა თამრომ შემოგხედოს. გაგამ შეხედა იოანეს და დაფიქრდა, რადგან იქამდე მოვიდა რომ იოანეს ყველაფერი უთხრა გადაწყვიტა წაყოლოდა საავადმყოფოშიც. -კარგი წამოვალ... -ვინ არის ის ქალი იცნობ? -ის ქალი როგორც მითხრეს თამროს დიდ სახლში ცხოვრობს ნუცა ჰქვია.იოანე დაიბნა,გაგას უყურებდა და ტელეფონს დახედა რომელიც რეკავდა და მალუ იყო. -გისმენ მალუ.... -შენზე ვნერვიულობდი.... -მე კარგად ვარ ახლა საავადმყოფოში მივდივარ აუცილებელი სალაპარაკო მაქვს...... -თუ საჭირო ვარ თათბირი მქონდა, მაგრამ გადავდებ არც ლუკა არის აქ და წამოვალ. -კარგი როგორც შენ გინდა და იქ გნახავ რამდენიმე წუთში, ჯერ კიდევ ოფისში ვარ. ტელეფონი გათიშა და ისევ გაგას უყურებდა. -წავედით,არ ვიცი რას როგორ მოვაგვარებთ და რა გველოდება იმ სასტიკი ქალისგან.ორივე ჩუმად იყო და იოანე წამოდგა,გაგამ შეხედა და ისიც წამოდგა იოანემ კი მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -წავედით. პირველი იოანე გავიდა და უკან გაგა მიყვა, საავადმყოფომდე უხმოდ მივიდნენ და იქ მისულმა დაინახა თაიას ექიმი ხელში უამრავი ქაღალდების დასტა ეჭირა და დაღლილი მზერა შეანათა ახალმოსულებს. -ექიმო სიახლე გვაქვს, როგორ არის თაიას მდგომარეობა ან თამრო ბებო და თვით ბატონი ოთარი. -თამრო ბებო ყველაზე უკეთ არის,თაიას მდგომარეობა უცვლელია ერთხელ გაახილა თვალები და ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდა თუმცა უფრო რეაგირებს გული უფრო კარგად მუშაობს, ოთარი კი.... -მამუკა უნდა დაგელაპარაკო.... ლელიმ იოანეს შეხედა მიესალმა და ისევ მამუკას მიუბრუნდა. -კაბინეტში ვისაუბროთ,იოანე არ წახვიდე შენთანაც მაქვს სათქმელი.მამუკამ შეხედა ლელის და თვალებით დაუსვა კითხვა ,,რა ხდება'',მაგრამ იოანეს შეხედა და თქვა. -ჩემთან გინდოდა რამე? -პაციენტების მდგომარეობის გაგება,მაგრამ უკვე მითხარით. -კარგი,ჯერ სხვა არაფერია.თქვა და თავის კაბინეტში შევიდა ლელისთან ერთად. -რა მოხდა რა თვალებით მიყურებ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი აღარ გჯერა და აღარც მენდობი.ლელიმ ტელეფონი გახსნა და ფოტოები აჩვენა თან უთხრა. -როგორ გავიგო ეს ყველაფერი შეგიძლია ამიხსნა, ნუთუ შენს მიმართაც უნდა დავკარგო ნდობა მამუკა. -ეს რა არის ან როდინდელი ფოტოებია.გაოცებული უყურებდა მამუკა ფოტოებს და მერე ლელის შეხედა. -ეს შენ უნდა მითხრა შენ ხარ კარდეოლოგი მისი, ფოტოები კი როგორც ხედავ ახალია ამდილანდელი დილით თამრო მოვიდა მაწონით მამას ჩემი ხელით ვაჭმევო და ის ქალბატონი აქ დახვდა ისინი კი თავისუფლად საუბრობდნენ მამუკა. -გეფიცები მე არაფერი არ ვიცი ეს დღეები დატვირთული ვარ და სხვა ექიმს გადავაბარე ოთარის მდგომარეობა, მაგრამ გპირდები ვინც ეს გააკეთა პასუხს აგებს და სამსახურს დატოვებს. -ყველაფერი ამ ქალის ხელშია,ყველაფერს და ყველას ყიდულობს.გარედან ჩოჩქოლის ხმა შემოესმათ და ორივე გარეთ გავიდა,ექთანი კი მისკენ მორბოდა. -ექიმო გაიღვიძა,გოგონამ გაიღვიძა.მამუკამ და ლელიმ ერთმანეთს შეხედეს და ორივე ერთდროულად დაიძრა თაიას ოთახისკენ,მამუკა შევიდა პირველი და მის საწოლთან გაჩერდა. -თაია, თაია შემომხედე როგორ ხარ შვილო.თაიამ დაღლილი თვალებით შეხედა ექიმს და გაუღიმა. -ცოცხალი ვარ,მაგრამ ყველაფერი მტკივა. -გახსოვს ყველაფერი რაც იმ ღამით მოხდა. თაია დაფიქრდა და ექიმს შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -მამას და ნუცას ვეკამათე გაბრაზებული წამოვედი და არ მახსოვს რას დავეტაკე მახსოვს ვიღაცის ძლიერმა ხელებმა ამიყვანა ხელში და მახსოვს შეშინებული რომ მიყურებდა, სხვას ვერაფერს ვიხსენებ მერე სიბნელეა.მამუკას გაეცინა და ეს გაცინება ბედნიერების იყო რომ მან შეძლო თაიას დაბრუნება მისმა მოთმინებამ და მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო,გარეთ გავიდა და შეხედა ლელი მუხლებზე დამდგარი ლოცულობდა ჩურჩულით ცრემლები სახეს უსველებდა,მამუკამ მის წინ დაიჩოქა და ორივე ხელები მოხვია. -დასრულდა,თაია დაგვიბრუნდა ლელი და მას ყველაფერი ახსოვს იმ ღამიდან. -ახსოვს, მართლა ახსოვს?მამუკამ თავი დაუქნია და პირველი თავად წამოდგა შემდეგ ლელი წამოაყენა და თავის ხელით მიიყვანა შვილის საწოლთან,თაიამ შეხედა დედას ამ რამდენიმე დღეში რომ დასუსტებულიყო და ცრემლი მოერია. -შვილო, შვილო ჩემო ბედნიერებავ მე სხვა ბედნიერება არც მინდა თქვენი ბედნიერება ჩემთვის უმთავრესია. -დედა, დედა დასრულდა. -დასრულდა შვილო და ყველაზე მთავარი ჩვენ ერთმანეთი გვყავს. -დაგტანჯეთ დედა,თამრო..... -თამროც გარეთ არის და აქ ვართ ყოველ დღე,შენს გვერდით ერთი დღეც არ დაუტოვებიხარ თამროს მარტო. -მადლობა დედა და მამა, სად არის მამა.... -მამაც აქ არის,მაგრამ მასზე შემდეგ ვილაპარაკოთ. -მასთან მინდა საუბარი.... -ახლა არა შვილო ჩვენ ერთად ვილაპარაკებთ და ახლა ის პიროვნებაც აქ არის ვისიც ძალიან ბევრი მმართებს რომ შენი თავი ისევ მან მაჩუქა შენი აქ მოყვანით,შვილო ხელში აყვანილი მოგიყვანა აქ და ის რომ არა იმ დროს იქ გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდებოდა. -მახსოვს დედა, მე ყველაფერი მახსოვს.ლელი ოთახიდან გავიდა და იოანეს შეხედა, იოანემ კი ლელის მორიდებულად კითხა. -შეიძლება მასთან შევიდე? -შედი შვილო მას ახსოვს ყველაფერი. იოანე შევიდა თაიასთან შეხედა მის შავ თვალებს და გული აუფრიალდა, გაუღიმა და თითქმის ჩურჩულით უთხრა. -როგორ ხარ, თაია ძალიან შეგვაშინე ყველა. -მადლობა, მადლობა რომ იმ დროს იმ ადგილზე აღმოჩნდი ალბად მე რომ გადაგერჩინეთ. იოანეს გაეცინა და თაიას თვალებში უყურებდა,შემდეგ ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -შიშში და თქვენი დაბრუნების მოლოდინში გავიდა ეს რამდენიმე დღე,მაგრამ ამ მძიმე და რთულმა დღეებმა თქვენი ბრწყინვალება ვერ ჩაახშო,თითქოს მოგიხდათ კიდეც ეს ნაადრევი ნაოჭები თვალებთან ტკივილმა რომ დაგიტოვათ. -მართლა? უნებურად ხელი მიიდო თვალთან და იოანემ გულიანად გაიცინა,თაიამ შეხედა და თავადაც ღიმილით უთხრა. -კარგი რა შემაშინე.... -თქვენ უფრო შეგვაშინე ყველა ეს შიში არაფერია,თაია უნდა გავიდე და ისევ შემოგივლი ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. თვალი ჩაუკრა ხელზე ხელი მოუჭირა და ოთახიდან გავიდა, თაიამ თვალი გააყოლა და ღიმილით თქვა. -გამიგონია მამაკაცი ელეგანტური,სიმპატიური,მაგრამ ამდენად სიმპატიური? იოანეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი გარეთ თამროსთვის და ლელისთვის და გაგასთან მივიდა. -უთხარი,დაიცალე სათქმელისგან? -არა შენ გელოდი. ლელიმ და თამრომ შეხედა ჯერ გაგას და შემდეგ იოანეს და ორივემ ერთდროულად იკითხა. -რა მოხდა.....ლელის თვალებში ისევ შიში დაინახა იოანემ მაგრამ თავად იდგა მშვიდად, შემდეგ კი გაგას შეხედა და გაგამაც ყველაფერი ისე თქვა როგორც იოანეს უთხრა. თამრო უყურებდა გაგას და სისხლი აღარ მოძრაობდა მის ძარღვებში ის ერთნაირად გაყინული იდგა. -შენ,შენ, შენ გინდოდა რომ..... -დამიჯერე თამრო ძალიან ვნანობ. -იოანე იქნებ ეს ავარიაც მოწყობილია რაც თაიას შეემთხვა. -გამორიცხული არაფერია ისეთ სატანასთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ მასთან რადგან მისი ქმედებებით მას უნდა თქვენი ოჯახი გაანადგუროს. -ვიცი უკვე ცნობილია მისი ოცნება ჩვენი სახლი დაისაკუთრა და მას სიძულვილი ამოძრავებს ჩვენს მიმართ,სიძულვილი და ფული თან მამასთან ერთად. მას აქამდე შიგნიდან ჭამდა ჩვენი ბედნიერი ოჯახის ყოველდღიურობა,კარგი ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ და სწორედ ამიტომ იქცა არარაობად მას არ უნდა სხვა ბედნიერი იყოს. -სკოლიდან ერთად მოვდივართ, ბოლოს თაიაზე რომ ვიმშობიარე მაშინ ვნახე წლები გავიდა მოვიდა ჩვენთან წლების შემდეგ რამდენიმე დღით გავჩერდებიო და მე სიხარულით შევხვდი სკოლის მეგობარს, სტუმრად მივიღეთ მთელმა ოჯახმა,მაგრამ მისმა სტუმრობამ სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება დავკარგეთ სახლი სადაც ვცხოვრობდით ბედნიერები,მაგრამ ჩვენი მჭიდრო კავშირის დაშლა ჩემს შვილებთან ვერ შეძლო.დავტოვე სახლი უთქმელად და უჩხუბრად სადაც სავსე იყო ყველა კუთხე ჩვენი ბედნიერი წუთებით და სურნელით,ვიცი ის ახლა დგას თავხედური ღიმილით და გონია რომ გაიმარჯვა,მაგრამ არა ჯერ კიდევ არაფერს არ ვთვლი დაკარგულად იოანე. ლელის თვალები ცრემლებით აევსო,ცდილობდა თავის შეკავებას,მაგრამ ტკიოდა ის ნაწილიც რომ ქმარიც დაკარგა და ის სახლი სადაც შვილები დაზარდა,მის თვალებში ყველამ დაინახა სულის ტკივილი და ის იმ წუთში ყველას წინაშე იდგა იმედგაცრუებული,მაგრამ არა შვილებიდან არამედ საყვარელი ქმრისგან. -ქ-ნო ლელი ჩვენი ბრძოლა ახლა არ ეხება ბინას ეს ეხება თქვენს დამცირებას და თქვენს შეურაცყოფას, თქვენი შვილების უსაფრთხოებას.უნდა აღვადგინოთ თქვენში დამსხვრეული შინაგანი გრძნობა,გამომყევით ქ-ნო ლელი.ლელი უყურებდა იოანეს და შემდეგ თამროს შეხედა ხელი გაუწია შვილს და მაგრად ჩაეჭიდა,ისევ იოანეს მიუბრუნდა და მტკიცედ თქვა. -მოგყვებით იოანე და ვინც ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა ხმაურით ისეთივე ხმაურით წავა ჩვენგან,მაგრამ კანონით რომ დაისაჯოს. -რა თქმა უნდა კანონით,მაგრამ მინდა ჯერ ჯერობით ყველა ჩუმად ვიყოთ თამრო ბებომ არ მინდა გაიგოს რომ გული ისევ არ ეტკინოს და ამჯერად სავალალო შედეგით არ დასრულდეს. -მართალი ხარ იო ბებოს ისეთი გული აქვს ნამდვილად გაუჭირდება გაანალიზოს რაც მოხდა თუმცა ისიც ვიცი დარწმუნებით ჩვენ რომ არაფერი ვთქვათ მამას ბებო არ აპატიებს.იოანე გაგას მიუბრუნდა და უთხრა. -მადლობა რომ სიმართლე გვითხარი და ამიერიდან მინდა მის სიახლოვეს იყო და ვიცოდეთ რა გეგმები აქვს,რას ფიქრობს.რაც შეეხება თაიას ის ხვალ ან ზეგ უკვე სახლში იქნება და ვეღარ მიწვდება,თაიას ვეტყვით და ფრთხილად იქნება შენ კი დაუკვირდი ვისთან აქვს სიახლოვე და შეეცადე გაიგო მათი ვინაობა. -იოანე გპირდებით რომ თქვენს გვერდით ვიქნები და თამრო ბოდიში გულს აღარასოდეს აღარ გატკენ,მხოლოდ გთხოვ ამ ერთი შეცდომით ზურგს ნუ მაქცევ.თამრომ გაბრაზებულმა შეხედა გაგას და იოანეს გაეცინა გაგას თვალი ჩაუკრა,ლელი კი თითქოს იქ არ იყო ჩუმად იდგა მათთან მოშორებით და შემდეგ ექიმის კაბინეტში შევიდა,მამუკამ სათვალე მოიხსნა და ლელის გაფითრებულ სახეს შეხედა. -რა მოხდა, რა ფერი გადევს კიდევ რამე გაიგე? -სიმართლე მითხარი შენ იცოდი რომ ეს გულის შეტევა და რამდენიმე დღიანი კომაში ყოფნა ყველაფერი ტყუილი იყო? მამუკამ ღრმად ამოისუნთქა და ლელის თვალებში ჩახედა. -დაგვიწყებია როგორი მკაცრია შენი მეგობარი,შენ რა გგონია ეს რომ შემემჩნია მე დავთანხმდებოდი? რადგან ჩუმად ვარ ნუ გგონია რომ არაფერს გავაკეთებ,ველოდები იმ ექიმის მოსვლას ვინც ეს გააკეთა და სიცრუეში გვამყოფა ყველა მან თავის თავზე აიღო ოთარის გამოჯამრთელება და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ ეს წინასწარ დაგეგმილი სცენა იყო,მაგრამ სიმართლე გითხრა მე უფრო თაიაზე ვფიქრობდი და უფლის ნებით ორივე კარგად არის და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია.ლელი გაუშვი წავიდეს დამიჯერე მის გარეშე უფრო მშვიდი და წყნარი ცხოვრება გექნება,კარგად იცი რომ მათი ურთიერთობა არ დაწყებულა ერთი თვის უკან წლებია ისინი ერთად არიან და შენ ეგუები მათ ერთად ყოფნას, ამიტომ გათავხედდა. ლელიმ მოუსმინა მამუკას შემდეგ ადგა და თამროსთან შევიდა და დედას ესაუბრა,თამრომ ძალიან გაახარა თაიას მდგომარეობამ, კიდევ სამი დღე გააჩერეს თაია და შემდეგ ორივე ბებია-შვილიშვილი ერთ დღეს გაწერეს,იოანე კი მათი ხშირი სტუმარი იყო თაია კი ძალიან გააბრაზა მამის საქციელმა,მაგრამ ყველამ ერთხმად უთხრა რომ უნდა გაჩუმებულიყო.ყველაფერი თითქოს დამშვიდდა,მხოლოდ ოთარი ისევ საავადმყოფოში იყო მხოლოდ ლელი აღარ მიდიოდა მის სანახავად,მალუს კი დატვირთული დღეები ჰქონდა სასტუმროში და ერთ დღესაც სასტუმროდან გასულმა ტაქსის აუწია ხელი და იქვე მდგარ ტაქსმა მისკენ აიღო მიმართულება,მაგრამ შეჩერდა და ღიმილით უყურებდა მკისკენ მომავალ იოანეს. -არ დამირეკე, არ მითხარი რომ მოდიოდი..... -უცებ გადავწყვიტე,თამრო ბებოსთან მივდიოდი და ვიფიქრე შენც გნახავდი. -თამროს ჩაეძინა და მეც საქმეზე გავდივარ, თან ლუკას უნდა დაველაპარაკო სასტუმროს საქმეებზე. -კარგი წამოდი სადაც მიდიხარ მიგიყვან და მერე წავალ ჩემს საქმეზე... -მოიცადე უმანქანოდ რატომ ხარ? -ჩავაყენე,ხელოსნის ხელი დაჭირდა და რამდენიმე დღე უმანქანოდ ვიქნები. -კარგი წავიდეთ....იოანე შეჩერდა და მალუს შეხედა, შემდეგ კი გაუბედავად უთხრა. -მალუ ლუკას რამდენად ენდობი. -რა მოხდა, ლუკა რამეში შეამჩნიე? -მინდა ვიცოდე შენგან რამდენად სანდოა. -არ ვიცი აქ რასაც ვხედავ ძალიან წესრიგიანი პიროვნებაა. -მალუ ნუ ენდობი ლუკას ბოლომდე.... -არ მეუბნები სათქმელს იოანე... -გეტყვი,მაგრამ ჯერ ვერა და ახლა წავიდეთ.ორივე ტაქსში ჩაჯდა და რამდენიმე წუთში ორივეს ძილი მოერია ტაქსმა კი გზიდან გადაუხვია და უკვე დიდი სისწრაფით მიდიოდა,იოანე სიფხიზლეს ინარჩუნებდა და იგრძნო რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა თან ტაქსისტის საუბარიც ესმოდა,მან გარკვევით გაიგონა მისი სიტყვები. -ორივე ჩემთან არის,ბედად ორივე ჩამიჯდა ერთად და ცალ ცალკე არ დამჭირდა მათი მოშორება. -,,ვინ ხარ და ჩვენგან რა გინდა''.გაიფიქრა იოანემ და მანქანამ ცუდ გზაზე დაიწყო სვლა,იოანემ მიხვდა ისინი სადღაც მიუვალ ადგილებში იყო ამიტომ ცდილობდა არ გათიშულიყო და სუნთქვა გაეკონტროლებინა შიში კი ჰქონდა მალუს გადახედავდა ხშირ-ხშირად და ხელს ხელზე უჭერდა მძღოლის სახე კი მშვიდი იყო,მძღოლმა ტელეფონი ამოიღო და მტკიცედ თქვა. -გადასახდელი თანხა ჩემს ანგარიშზე დარიცხე სულ მალე დასრულდება მათი სიცოცხლე ან რას ერჩით ამ ორ ახალგაზრდას შვილები არ გყავთ? კიდევ რამდენიმე საათი იარა ტაქსმა მზე უკვე ჩადიოდა,მალუმ შეინძრა,მაგრამ იოანემ არ მისცა ხმის ამოღების ნება და მიხვდა მალუც რომ რაღაც ცუდი ელოდათ მძღოლმა მანქანა გააჩერა, იოანემ მოასწრო და მალუს უთხრა. -რაც არ უნდა მოხდეს ხმა არ ამოიღო,მომენდე გესმის? -კარგი.უთხრა მალუმ სუსტად და შეშინებულმა,მძღოლმა ჯერ იოანეს მხარეს გააღო კარი ბნელი იყო უკვე მაგრამ მძღოლის სახე კარგად გაარჩია გადმოიყვანა იოანე მანქანიდან და იქვე დააგდო,შემდეგ მალუს მიუბრუნდა და ისიც იოანეს გვერდით დააწვინა.შეხედა ძირს დაწოლილ გოგონას და ვნება მოერია ტუჩები ენით გაისველა და დაიხარა მალუსთვის კოცნა უნდოდა და ამ დროს ძლიერი დარტყმა იგრძნო,წამი გაიწელა სანამ მალუს გახელილ თვალებს შეხედავდა შემდეგ ტელეფონი ამოიღო და განყოფილებაში დარეკა აუხსნა პაატას რაც მოხდა და რამდენიმე საათი ელოდა იოანე ჯგუფის მოსვლას,მალუ მკერდზე მიეკრა იოანეს შეშინებული და ისევ ჩაეძინა რადგან მძღოლმა საძილე სპრეი გაუშვა მანქანაში მაგრამ იოანეზე დიდად არ იმოქმედა.საათები გავიდა ლოდინში და სიჩუმეში იოანემ გარკვევით გაიგონა მანქანის ხმა მძღოლის ტელეფონი აიღო ნივთმტკიცებად და მასთან მისულ კომისარს ყველაფერი აუხსნა,მალე სასწრაფოც მოვიდა და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს იოანე უყურებდა მალუს უძრავ სხეულს და ცრემლებით აევსო თვალები და უეცრად აღრიალდა. -რატომ,რატო, რატომ..... -იოანე..... -მალუ არ დანებდე ნუ მისცემ იმ სატანას გამარჯვების ზეიმის უფლებას.რამდენიმე საათში მალუ უკვე კარგად იყო მან გამოიძინა და იქვე მჯდარ იოანეს შეხედა რომ ცდილობდა დაძინებას,მაგრამ უნდოდა ფხიზლად ყოფილიყო. -იოანე.... იოანემ თვალი გაახილა და მალუს შეხედა,მალუს კი ცრემლი მოერია და უთხრა. -ხელი არასდროს არ გამიშვა. -არასოდეს გაგიშვებ და სულ ახლოს მეყოლები მალუ. -რა მოხდა,ბუნდად მახსოვს რომ მძღოლმა სადღაც წაგვიყვანა.იოანემ ორივე ხელები მოისვა სახეზე და თქვა. -მარტო რომ ყოფილიყავი რას გააკეთებდი ან თავს როგორ დაიცავდი. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი ბედად შენ მოდი ალბად იგრძენი რომ განსაცდელი მელოდა ხომ ამბობენ ტყუპები ყველაფერს გრძნობენ ერთმანეთის ტკივილს და სიხარულსო და მართალი ყოფილა.იოანემ ყველაფერი მოუყვა რაც შეემთხვათ,მალუ დაფიქრდა იოანეს შეხედა და უთხრა. -ფიქრობ რომ ესეც იმ ქალისგან არის დაგეგმილი? იოანე ღრმად სუნთქავდა თითქოს ოთახში მძიმე ჰაერი იყო,ტუჩის კუთხეში მწარე ღიმილით იდგა მალუს წინ და დახშული ხმით თქვა. -არ მინდა ვაღიარო,მაგრამ ჩვენი თავიდან მოშორების გეგმა მხოლოდ მას შეეძლო შეედგინა. -მაგრამ რატომ ის ჩვენ არც კი გვიცნობს,საიდან ასეთი დიდი ზიზღი. -რატომ,იოლია ამ ყველაფრის ახსნა შენ მას ეზიზღები იმიტომ რომ შენს პატარა ასაკში მართავ უზარმაზარ სასტუმროს და გაქვს ამის ნიჭი,შემართება და უნარი მას კი ეს არ აქვს არც შეუძლია ამიტომ ირჩევს მისთვის იოლ გზას ფულიან მამაკაცებს თავგზას უბნევს და ოჯახებს ანგრევს ეს უფრო გამოსდის და რატომ მე? იმიტომ რომ ლელის გვერდით ვდგევარ, გადავარჩინე სიკვდილს თაია რაც მის დამარცხებას ნიშნავს მისი გეგმის ჩაშლას და კიდევ ვიცავ თამროს აი ესაა მიზეზი მისი სიძულვილის და ზიზღის,მაგრამ არ ვიცი თუ იცის სინამდვილეში ვინ ვართ ჩვენ მისთვის და რა გვაერთიანებს მასთან. -მეზიზღება ის დღე რომ მან გამაჩინა. -გაგვაჩინა, მალუ ჩვენ მე და შენ იმ სატანა ქალმა გაგვაჩინა და ერთ დღეს წარვსდგებით მის წინაშე მე თავად მინდა დავინახო იმ წუთებში მისი სახე და მისი ბოლო სიტყვაც მინდა მოვისმინო.მას შეეძლო შვილები სიყვარულში გაეზარდა,ჩვენ ორივეს შეგვეძლო გვყოლოდა დედა,მაგრამ სამწუხაროდ მან არ მოინდომა ჩვენთან ერთად ცხოვრება. -დადგება ეს დღე,შენ რა ქენი დედას უთხარი რომ სიმართლე იცი? -მქონდა დრო? -წადი იო და დაელაპარაკე.ოთახში გაოცებული ბექა შემოვიდა რომელიც იოანეს უყურებდა. -რა მოხდა,პაატამ მითხრა რომ ტაქსისტმა გაგიტაცათ. -გაგვიტაცა და ჩვენი მოკვლა იყო დაგეგმილი. -ეს როგორ.....იოანემ ტელეფონი მისცა ბექას მძღოლის და უთხრა. -აქ ნახავ მტკიცებულებებს ვის ელაპარაკებოდა,ასევე შეამოწმეთ მისი მობაილ ბანკი მის ანგარიშზე უნდა დარიცხულიყო საკმაოდ სოლიდური თანხა ვინმე ნუცა პაიჭაძის გვარით ამობეჭდეთ ყველაფერი და დაურთეთ მტკიცებულებებს სხვა არაფერი გააკეთოთ მეც მალე დავბრუნდები. -იოანე ძალიან გადაღლილი ხარ და უნდა დაისვენო. -მართალს ამბობს თვალები ჩაწითლებული გაქვს, დაღლილი სახე და თითქოს ნაომარი ხარ. -ნაომარი ვარ,მაგრამ ფიქრებთან მალუ. -წადი სახლში ცოტა დაისვენე და გამოიძინე,ასე სადაც არ უნდა წახვიდე ვერაფერს გააკეთებ. -არ მაქვს ძილის დრო.... -გინდა წაიქცე და გულს ზიანი მიაყენო, მერე მე ჩემზე არ ფიქრობ? -დაისვენე იო ჩვენ ავალაპარაკებთ მძღოლს. -კარგი, წადი ბექა პაატასაც უთხარი და მიხედეთ საქმეს. ბექა წავიდა და ტელეფონზე გადარეკა. -პაატა ბექა ვარ იო ვერ მოვა დავითანხმე რომ დაისვენოს ცოტა ძალიან გადაღლილია და ის რომ იტყვის უნდა დავისვენოო მართლა გამოუვალ მდგომარეობაშია, თორნიკესაც უთხარი და ორივემ დამელოდეთ მოვდივარ. -კარგი ბექა აქ არის თორნიკე და გელოდებით.ბექა წავიდა განყოფილებაში,იოანემ სასტუმროში მიიყვანა მალუ და ლუკას შეხედა რომელიც გაოცებული უყურებდა ორივეს იოანემ კი გულზე ჩხვლეტა იგრძნო და ლუკას უთხრა. -რა მოხდა,ლუკა რატომ გვიყურებ ასე შეშინებული თან გაოცებული თითქოს პირველად გვხედავ. -არა არ გამკვირვებია შენი აქ მოსვლა, უბრალოდ დღეს არ გელოდი რადგან მალუ შეხვედრაზე უნდა მოსულიყო და არ მოვიდა. -არ მოვიდა და რატომ არ მოვიდა, დაურეკე გაიგე? -რამდენჯერმე დაურეკე და არ მიპასუხა,ვიფიქრე გადაღლილია და სახლში წავიდათქო. -კარგი,კარგი და მალუმ უნდა დაისვენოს არ გააღვიძო იძინოს და თავად მოგიყვება სადაც იყო წუხელ,მაგრამ არ იეჭვიანო ჩემთან ერთად იყო და ორივე კი საავადმყოფოში ვიყავით. -რას ამბობ საავადმყოფოში რა გინდოდათ იოანე. -გეფიცები ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და უნდა წავიდე დავიძინო,მალუ თავად გეტყვის ყველაფერს. ლუკა გაოცებული უყურებდა იოანეს და დაბნეულმა უთხრა. -მე გაგიყვან...... -ტაქსით წავალ.... -რა ტაქსით წახვალ გინდა ისევ ვინერვიულო? იყვირა მალუმ და იოანეს შეშინებულმა შეხედა რამაც ლუკა კიდევ უფრო შეაშინა,მაგრამ მალუმ შეხედა ლუკას და უთხრა. -წაიყვანე ნანერვიულები და უძილარია ჩვენ კი მერე ვილაპარაკოთ, ყველაფერს გეტყვი რაც გუშინ შეგვემთხვა და რა ღამე გავიარეთ. ლუკამ გასაღები აიღო და იოანე წაიყვანა გზაში ორივე ჩუმად იყო,ბინასთან რომ მივიდნენ შეხედა იოანეს და უთხრა. -მოვედით და დაისვენე,ასეთ მდგომარეობაში განყოფილებაში წასვლას ვერ შეძლებ. -ვერ შევძლებ, ასე მგონია ხვალ საღამომდე მკვდარი ვიქნები ვერაფერს გავიგებ და ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. -ჰოდა შენც დაწექი და მშვიდად დაისვენე.... -ლუკა მალუს ყურადღება მიაქციე, გუშინ ჩვენი მოკვლა სცადეს და ვერ აისრულეს ოცნება, მაგრამ დაგავალებ რომ ხშირად შეამოწმო მალუს მანქანა ვინმემ რამე არ ჩაუდოს როცა მარტო იქნება წასასვლელი და თუ რამე მოხდება შენ მოგთხოვ პასუხს. -მე რატომ,მე ..... -შენ ხარ მალუს გვერდით და მიფრთხილდი,არ გირჩევ ჩემთან გადაკიდებას მალუს თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს ციხეში დაასრულებ სიცოცხლეს და ვფიქრობ ეს არ გინდა გუშინ რაც მოხდა ამაზე სალაპარაკოდ მივიცლით. ლუკა დაიბნა,ფერებმა გადაუარა სახეზე და მაინც მშვიდად უთხრა იოანეს. -იოანე მშვიდად იყავი მალუს ყურადღებას მივაქცევ,მაგრამ მას ჩემგან საფრთხე არ ემუქრება. -ჩემს თვალში შენც და სხვაც უკვე საეჭვოა ლუკა....... იოანემ თვალებში ჩახედა ლუკას და შემდეგ მანქანიდან გადავიდა ბინაში შევიდა და სამზარეულოში მარინა დახვდა სახლში კი გემრიელი წვნიანის სურნელი იდგა, მარინამ ცრემლიანი თვალებით შეხედა იოანეს და ტირილით უთხრა. -სად იყავი შვილო რამდენჯერ დაგირეკე და არ მიპასუხე. -პირველი რომ კარგად ვარ,მეორე რომ ტელეფონი დამიჯდა და ამიტომ ვერ დამიკავშირდი და მესამე ძალიან,ძალიან რთული ღამე მქონდა დედა და ძალიან დაღლილი ვარ თან მშია. -კარგი,კარგი ასეთი პროფესია აირჩიე და ახლა ვეღარ შეცვლი ჭამე რამე და დაისვენე. უთხრა და თავისი ჩვეული სიჩქარით თეფშები გამოიღო,მაცივრიდან ცივი ლუდიც გამოიღო, მაგრამ იოანემ ლუდი გვერძე გაწია და უთხრა. -დედა წყალს დავლევ ლუდი არ მინდა. მაგიდაზე დადებული გრაფინიდან წყალი დაისხა ჭიქაში და სულმოუთქმელად დაცალა,გაახსენდა რომ გუშინს მერე წყალიც კი არ დაულევია ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე და გულში გაიფიქრა ან ახლა ან არასოდეს,მარინას მიუბრუნდა და უთხრა. -დედა........... -გისმენ შვილო....... -შენ არა დედა მე გისმენ.... მარინა იოანესკენ მთელი ტანით შებრუნდა ხელში ყველით სავსე თეფში ეჭირა და ხელები უკანკალებდა თან იოანეს თვალებში უყურებდა,თავადაც ვერ გაუძლო იოს გამოხედვას და ცრემლი მოერია. -დედა გისმენ და მინდა სიმართლე მითხრა.... -ვინ გითხრა.... -ამას მნიშვნელობა აქვს? -არა არ აქვს,მაგრამ მე ამ დღეებში ვაპირებდი შენთვის სიმართლის თქმას. -იცნობ ვინ არის? -გინდა რომ იპოვო? -მომისმინე,ვინც არ უნდა იყოს ის ქალი ვინც ჩვენ მე და მალუ გაგვაჩინა ჩემთვის დედა შენ ხარ დედა........ -მალუ, ესეც გაიგე? -გითხარი ყველაფერი ვიცითქო და ნუ ნერვიულობ, რა გგონია რადგან გავიგე მარტო დაგტოვებ კარებს გავიხურავ და წავალ? არა ეს არ მოხდება დედა,რადგან შენ მითევდი ღამეებს,შენ ამიყვანე პირველმა ხელში და შენ მკვებავდი.არ ინერვიულო ვიცი ვინც არის და გეტყვი რომ ის ქალი სატანაა და მას რაც ეკუთნის მიიღებს, გპირდები დედა ის მწარედ დაისჯება. -დამშვიდდი შვილო არავინ იცის რატომ დატოვა ორი შვილი,იქნებ უჭირდა..... -გაჩუმდი, გთხოვ ეს აღარ თქვა ეს დაუჯერებელია და არასოდეს დავიჯერებ რომ გაჭირვების გამო დაგვტოვა.მას არც მაშინ და არც ახლა არ უჭირს დედა და ის სატანა ქალი ცხოვრობს მხოლოდ თავის სიამოვნებისთვის,იცი წუხელ სად ვიყავი? -სად იყავი შვილო....შეშინებული უყურებდა მარინა იოანეს და იოანემ სკამი გამოუწია რომ ქალი არ წაქცეულიყო მოსმენილისგან. -საავადმყოფოში..... -შვილო, შვილო რა გინდოდა საავადმყოფოში დაჭრილი ხარ? -არა,არა კარგად ვარ,გუშინ იმ სატანა ქალმა ჩემი და მალუს მოკვლას შეეცადა,მაგრამ ვერ შეძლო არ გაუმართლდა იმედები. -ღმერთო ჩემო.... თქვა და ხელები შემოიცხო თავში.... -დამშვიდდი ორივე კარგად ვართ,დავისვენებ და მივხედავ ამ საქმეს და თამროსთან არაფერი თქვა ვიცი რომ ტელეფონით ჭორაობთ.... -კარგი,კარგი ჩუმად ვარ... -ახლა კი მაჭამე რამე ძალიან მშია სხვაზე კი არაფერზე არ ინერვიულო ჩვენს სიმყუდროვეს გპირდები ვერავინ ვერ დაარღვევს და ვინც შეეცდება, მწარედ აგებს პასუხს დედა.მარინა ფეხზე წამოდგა დაბნეული და იოანეს შეხედა,შემდეგ ორივე ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა. -შვილო 19 წლის ვიყავი მამაშენს რომ ჩუმად გავყევი რადგან სხვაზე მათხოვებდნენ, მისი პრობლემა ვიცოდი მხოლოდ მე რადგან თავიდანვე მითხრა რომ შვილი არ გვეყოლებოდა ეს ოჯახმა არ იცოდა ამიტომ წლები უშვილოდ ვიყავით და მისმა ძმამ ამ ბინიდან გასახლება დაგვიპირა რადგან უშვილოები ხართ და მე სამი ბიჭი მყავს ეს ბინა ჩემს შვილს ჰქონდეს და თქვენ ერთ ოთახიანიც გეყოფათ ჩვენ მოგხედავთ როცა დაგჭირდებათ მოხედვაო,მამამ კი გადაირია ბინა მისი ნაყიდი იყო რადგან თავდაუზოგავად შრომობდა და დიდი კამათის შემდეგ როცა მამაშენმა თავი ცუდად იგრძნო მითხრა. მარინა შენ წაგართმევს ჩემი ძმა ამ ბინას და მოდი შენს სახელზე დავწეროთ იქნებ ხვალ არც ვიყო ცოცხალი და მარტო ხარ ვერაფერს გააკეთებო მე შემეშინდა, მაგრამ დავთანხმდი ჩემზე 11 წლით დიდი იყო და რა თქმა უნდა ჩემზე მეტი იცოდა მეორე დღესვე წავედით და ნოტარიუსით ჩემს სახელზე დაწერა ჩვენი საცხოვრებელი ფართი.უკვე ცუდად გრძნობდა თავს თამრომ შენს შესახებ რომ მითხრა და ორივე დაუფიქრებლად დავთანხმდით, მოგიყვანეთ სახლში ხელში აგიყვანა დღე და ღამე შენს საწოლთან იჯდა და უკვე ფეხზე გავლას ეძალებოდი რომ გარდაიცვალა,მეც მისი სახელი დაგარქვი და ვამაყობ რომ ღირსეულ ადამიანად აღგზარდე შვილო. შენ, შენ რომ რამე მოგსვლოდა რა მეშველებოდა,გთხოვ ფრთხილად იყო ძალიან მეშინია შენი გასვლა სახლიდან იოანე. -ნუ გეშინია,დამშვიდდი ხომ მხედავ აქ ვარ შენს წინ შემეხე კიდეც და დარწმუნდი რომ მოჩვენება არ ვარ,მშია დედა.მარინას გაეცინა და რამდენიმე წუთში ორივე ერთად სადილობდა,იოანემ თეფში მისწია გვერძე და უთხრა. -ძალიან გემრიელი იყო,მაგრამ ტელეფონს ვთიშავ თუ ვინმემ დარეკოს სახლის ტელეფონზე არ გამაღვიძო უნდა დავიძინო რადგან თითქოს ძვლები მაქვს დამტვრეული ისეთი შეგრძნება მაქვს. -წადი შვილო და მე შენს სუნთქვას ვუდარაჯებ.იოანემ კიდევ ერთხელ მოეხვია დედას სიყვარული აგრძნობინა მასზე მლოცავ დედას,თავზე აკოცა ტელეფონი გათიშა იქვე დადო და თავის საძინებელში შევიდა რამდენიმე წუთში უკვე მშვიდად ძინავდა,რამდენჯერმე შეაკითხა მარინამ და გადამძვრალი პლედი შეუსწორა შემდეგ კი თავად ვერანდაზე გავიდა ტელეფონით თამროს დაურეკა. -თამრო როგორ ხარ ჩემო მეგობარო. -მარინა რა მოხდა. -არაფერი მომენატრე და დაგირეკე,შენზე ვნერვიულობდი. -უკვე ჩემს გოგოებთან ერთად ვარ სასტუმროში, კარგად ვარ არ ინერვიულო. -შენი ნახვა მინდა და მაშინ სასტუმროში მოვალ ახლა კი გეტყვი,რომ იოანემ სიმართლე იცის თამრო. -მალუმაც იცის სიმართლე,იციან რომ ტყუპები არიან და მარინა დავაგვიანეთ კიდეც თქმა. -იციან რომ დედამისი..... -იციან დედა რომ ის ალქაჯია,სხვას იოანე თავად მოაგვარებს. -კარგი თამრო და ჩვენ როგორ მოვიქცეთ. -ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით გავაკეთებთ ყველაფერს როგორც გვქონდა დაგეგმილი,მაგრამ ამ თემაზე ვფიქრობ ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ ჩვენს ადვოკატთან ერთად და დავილაპარაკებთ. -კარგია რომ ასე მარტივად მოგვარდა არადა როგორ მეშინოდა, კარგია რომ ყველაფერი იციან და ისიც უნდა გაიგოს ორივემ თუ როგორ ძალიან გააბოროტა ფულმა დედამისის სული.ფულმა, სიმდიდრემ და ამპარტავნობამ. -ყველაფერს მისი დრო აქვს მეგობარო და არ ვნერვიულობ,რადგან ჩვენ ის ორი მიტოვებული კნუტი და დედისგან უარყოფილი შვილები ღირსეულ ადამიანებად ავღზარდეთ და მიხარია რომ ჩვენმა შრომამ და მცდელობამ გაამართლა,მათი დედას კი არ ვიცი თუ გრძნობა აქვს და სინდისი გააჩნია ალბად ინანებს მის შეცდომას,მაგრამ არ მგონია არ ვარ დარწმუნებული. -ნუ დაელოდები თამრო მისგან ან პატიებას ან მონანიებას,მთავარია რომ ეს ორი უდანაშაულო ანგელოზი ნამდვილ ქართველ მამულიშვილებლად ავღზარდეთ. -ნამდვილად რომ ასეა მარინა. -კარგი თამრო იოს ძინავს და ვახშამი უნდა მოვამზადო. ტელეფონი გათიშა და ისევ იოანეს შეაკითხა, ისევ მშვიდად და ღმად ეძინა ფრთხილად დატოვა საძინებელი და კარიც დაკეტა იფიქრა რა გავაკეთოო და ხორცი გააკეთა ჩაშუშულად როგორც იოანეს უყვარდა ცხარე და ტომატიანი,მაგრამ იოანეს დილამდე გაუნძრევლად ეძინა, თვალი რომ გაახილა ადგა ტელეფონი ჩართო და 4 საა-თი სრულდებოდა. -კარგად მძინებია,მაგრამ ჯერ კიდევ ადრე არის თუმცა ისევ შევიდა და შეეცადა ისევ დაძინებას ვერ შეძლო და 5 სა-თი იყო რომ ისევ ადგა სამზარეულოში გავიდა ყავა უნდოდა ამიტომ ჩუმად მოძრაობდა,მაგრამ მარინა დაადგა თავზე და ღიმილით მიესალმა. -დილა მშვიდობის შვილო,კარგად გამოიძინე? -ტელეფონი რომ არ მქონოდა გათიშული ახლა აქ ვერ დამინახავდი,შენ რატომ ადექი ჯერ კიდევ ადრე არის დედა. -გავიგე რომ ადექი და მივხვდი ყავა გინდოდა, დაჯექი მოვამზადებ და ორივემ ერთად მივირთვათ,დიდი დრო გავიდა ასე ერთად არ დავმსხდარვართ ყავაზე ჩვენ ორნი. -მართლაც რომ დიდი დრო არის გასული, ამ საქმეს მოვამთავრებ და მერე გპირდები ყოველ დღე ერთად მივირთმევთ ყავას. -გუშინ შენი საყვარელი გემრიელი საქონლის ხორციც გავაკეთე შვილო.... -იყოს რომ მოვალ ერთად მივირთვათ. მარინამ ყავა მოადუღა და ორივე მშვიდად მიირთმევდა თან საუბრობდნენ,იოანემ ფანჯარაში გაიხედა და ისევ ღამე იყო,მაგრამ მარინას შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდე დედა შენ შეეცადე ისევ დაიძინო,გთხოვ.... -კარგი შვილო,მაგრამ ჯერ ხომ ადრე არის.... -კი მაგრამ მანქანა ხელოსანთან მყავს მას უნდა მივაკითხო თორემ უმანქანობა არ შეიძლება. იოანე ადგა თავი მოიწესრიგა და დედას როგორც ყოველთვის თავზე აკოცა, ღიმილით ჩაუკრა თვალი და ბინაც დატოვა.მარინამ ლოცვით გააცილა შვილი შემდეგ ვერანდაზე გავიდა და სანამ იოანე თვალს არ მიეფარა სახლში არ შესულა, ღიმილი ჰქონდა სახეზე სამზარეულოში შევიდა ყავიანი ფინჯნები დარეცხა და როგორც იოანემ უთხრა გადაწყვიტა ცოტა კიდევ დაესვენა,მაგრამ კარზე ზარი იყო და გაოცებული უყურებდა კარს იოანეს გასაღები ჰქონდა და გაიფიქრა. -ნუთუ გასაღები დარჩა და ამიტომ დაბრუნდა? უნდოდა ტელეფონზე დარეკა,მაგრამ კარზე ზარი არ წყდებოდა,იოანე კი უკვე ოფისში იყო და რამდენიმე საქმეს პაატასთან ერთად განიხილავდა პაატა კი გაბრაზებული უყურებდა. -გაგიშვით სახლში დაიძინებს და დაისვენებსთქო და ღამურა ხარ თუ ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა. -შენ, შენ რატომ ხარ აქ ამ დროს. -მე წუხელაც აქ ვიყავი და ახლა ვაპირებდი წასვლას. -ახლა ამ დროს უკვე მოდის თანამშრომლები ოფისში,ნუ ბუზღუნებ და გამარკვიე გუშინ რა გაარკვიეთ. პაატა იოანეს რომ უყვებოდა წინა დღის ამბებს,მარინამ კარი გააღო რადგან იოანე ეგონა დაბრუნდა,მაგრამ კარში ორი უცნობი იდგა და მარინას უყურებდნენ,მარინამ მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა და შეეცადა კარის დაკეტვას,მაგრამ უცნობმა ხელი კრა და ორივე სახლში შევიდა,ერთმა თმებში წვდა და ყვიროდა. -ფული სად გაქვს შენახული ბებერო. -ფული,თქვენს წასაღებ ფულს სახლში რომელი ჭკვიანი დადებს... -გასაგებია, ახლა წამოხვალ და ფულს მოხსნი ბოლო კაპიკამდე და ჩაგვითვლი,მაგრამ მშვიდად უნდა იმოქმედო შევთანხმდით? -მთელი ცხოვრება იმიტომ ვწვალობდი რომ ჩემი ნაშრომი თქვენ გაგატანოთ,არსადაც არ წამოვალ რაც გინდათ ის მიყავით. ერთმა სამზარეულოდან ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი გამოიტანა და მარინას ზურგზე დაარტა,მეორემ კი ხელი დაუკავა როცა მეორედ უნდა დაერტყა და უთხრა. -რას აკეთებ,დაგავიწყდა ვის ბინაში ხარ? -სწორედ ამიტომ რომ მან გაგვასწრო ეს უნდა დაისაჯოს და ის უნდა გამწარდეს.ისევ რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი და კარზე ისევ ზარი იყო მარინამ კი ღიმილით შეხედა ორივეს. -მოვიდა, ჩემი შვილი დაბრუნდა. -რატომ დაბრუნდა. შეხედეს ერთმანეთს და მარინას ერთმა პირი აუკრა მერე თმებით გაათრია სალონში კარი არავინ გააღო,შემდეგ სახლის ტელეფონი ახმაურდა და ისევ მარინას შეხედა ორივემ -უპასუხეთ ტელეფონს. თქვა მარინამ და ტელეფონს ვერცერთმა ვერ შეეხო,მარინას კი კიდევ რამდენჯერმე დაარტყა ძლიერად ზურგზე,შემდეგ თავში და მისი სისხლით იატაკიც კი შეიღება მარინამ გონი დაკარგა ტელეფონიც გაჩერდა და კარზე ზარიც აღარ იყო, სახლი მოჩხრიკეს ნიღბიანებმა და ორივე მშვიდად გავიდა ბინიდან,სამშვიდობოს გასულები ერთმანეთს უყურებდნენ. -ვინ გითხრა რომ სახლში დიდი თანხა ჰქონდათ,პასუხი უნდა მოთხოვო ამ ტყუილისთვის. -კარგი ტყუილი იყო,მაგრამ უნდა მოგეკლა? -სხვანაირად არ გამოდიოდა... -რატომ,რატომ არ გამოდიოდა. -პირვლი მისი შვილის მოკვლა იყო შეკვეთილი ის კი არ დაგვხვდა გვითხრეს რომ ისიც სახლში იქნებოდა,მეორე კი ჩემი ტატუ დაინახა ხელზე. -შენ არ იყავი ასეთი სასტიკი გუჯა. -შეიცვალა ყველაფერი და შევიცვალეთ ჩვენც თუ რამე ჩემს თავზე ვიღებ შენ არ გამოჩნდები, ახლა კი წავიდეთ.დიდი სისწრაფით მიდიოდა,რომ გვერდით მდგომმა იყვირა. -წინ იხედე, წინ იხედე რას აკეთებ რა გემართება. გვიან შეხედა ნერვიულობისგან არასწორად მიმავალმა ფეხით მოსიარულეს რომ დაეტაკა,მაგრამ შეხედა და მიატოვა.ძირს წაქცეულთან უცნობმა მამაკაცმა მივიდა და პულსი გაუსინჯა, ხალხს თვალი მოავლო და დაიყვირა. -ცოცხალია,ცოცხალია სუნთქავს.ვიღაცამ სასწრაფოს დაურეკა,ვიღაცამ ჭრილობაზე ხელი მაგრად დააჭირა და ვიღაცამ იქვე აღმოუჩინა პირველადი დახმარება გოგონას. -ტელეფონი,ტელეფონი უნახეთ და ვიღაცას დაურეკეთ. -გამიშვით, თამრო შემომხედე გესმის ჩემი?თამრომ ხელზე ხელი მოუჭირა მის მხსნელს და გაგა მუხლებზე დამდგარი შეშინებული უყურებდა თამროს რომელიც სუსტად სუნთქავდა, გაგამ არ დაელოდა სასწრაფოს და იქვე უცნობი მოქალაქის დახმარებით საავადმყოფოში წაიყვანა თამრო...დილა იყო,მაგრამ ანთებული ფარნებით მიდიოდა მძღოლი ტრასაზე როგორც შეეძლო,წვიმა კი მინას ეხეთქებოდა,ძრავა ღრიალებდა მძღოლი სარკეში უყურებდა ფერდაკარგულ გაგას გაგა კი მის მკლავებში უგონოდ მყოფ თამროს უყურებდა და გული უცნაურად უჩქაროდა.გაგას ცხოვრება ბავშვობიდან არ იყო მარტივი,მამა ძალიან პატარა ასაკში დაკარგა იმ დროს როცა უკვე სწავლობდა მამის გვერდიით ცხოვრებას,მაგრამ მუხანათია წუთისოფელი ახალგაზრდა მამა გამოეცალა გვერდიდან და ის დედამ გაზარდა.არ იყო მომთხოვნი ბავშვი რადგან ხედავდა დედა როგორ წვალობდა,შრომობდა და განიცდიდა. სკოლიდან მოსული ოჯახში დედას ყველაფერს გაკეთებულს ახვედრებდა შემდეგ 15 წლის ასაკში დაიწყო პატარ პატარა სამუშაოების ძებნა დედას რომ შეფარებოდა ზოგჯერ უმართლებდა ზოგჯერ ამუშავებდნენ და ფულს აღარ აძლევდნენ იმდენს რამდენიც ეკუთნოდა თუმცა არავის არაფერს ეუბნებოდა არ უყვარდა უფროსებთან კამათი,ერთ დღესაც მისი სიჩუმით ისარგებლეს და მოატყუეს ამ ტყუილით რამდენიმე თვე მოხვდა ციხეში, გაუძლო დამცირებას განთავისუფლდა და სკოლაც დაასრულა უმაღლეშიც მოეწყო,მაგრამ ორი წელი ისევ ციხეში მოხვდა და ბევრ წნეხს გაუძლო თუმცა არასოდეს შეშინებია ისე როგორც ახლა როცა მის მკლავებში უგონოდ მყოფი თამროსი რომ შეეშინდა. იწვა თამრო და გარეთ ჭექა ქუხილი სივრცეს აკანკალებდა,დახედა გათიშულ თამროს სახეზე ხელი მოუსვა და ჩურჩულით უთხრა. -სად მიდიოდი ამ დროს რა თავქარიანი ხარ,მაგრამ კეთილი გული გაქვს ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ იცოცხლო თამრო. საავადმყოფოში ღრიალით შესულმა თამრო საკაცეზე დააწვინეს და შეიყვანეს, თავად კი იოანეს დაურეკა. -გისმენ გაგა......გაგამ უთხრა რაც მოხდა და იოანე რამდენიმე წუთში საავადმყოფოში იყო, უყურებდა გათიშულ თამროს და სიბრაზე ყელში ჰქონდა, შემდეგ ექიმთან შევიდა გაგასთან ერთად და ორივემ ამოისუნთქა რომ ექიმმა უთხრა თამროს მდგომარეობა სტაბილური იყო ის შიშისგან გაითიშა და გონება დაკარგა. -კარგია რომ არაფერი დაუშავდა თუმცა დილით ვიღაც დაშავდა, როგორც მივხვდი ჩქარა მიდიოდა მძღოლი და გავიგებთ ვის დაეტაკა და შემდეგ მიატოვა ქუჩაში. -ვთქვი რომ არ მოისვენებს სანამ რამეს არ დაუშავებს..... -დამშვიდდი,შეიძლება უეცარი შემთხვევაა ყველაფერს იმ ქალს ნუ მივაწერთ არ იფიქრო რომ ვიცავ,არა შორიდან ვუვლი სიმართლე რომ გავიგო გაგა.იოანემ წასვლა დააპირა და გაგას მხარზე ხელი დაადო. -უნდა წავიდე,გაგა ვიხრჩობი საქმეში და რომელი დავიწყო პირველი ვეღარ გავიგე აქ იყავი მის გამოფხიზლებამდე და დამირეკე. -კარგი აქ ვარ არ ინერვიულო.იოანე შებრუნდა წასასვლელად და ტელეფონი აიღო თამროს ოჯახისთვის უნდა დაერეკა რომ მეზობლისგან ზარი დაფიქსირდა და გაოცებულმა უპასუხა. -გისმენ ძია ფრიდონი.... სახეზე ფერი დაეკარგა,ხმა ვეღარ ამოუშვა ყელიდან და ბოლოს იყვირა. -რაააააა,მოვდივარ. -რა მოხდა ადამიანს არ გავხარ იოანე. -თამროს არ მოშორდე და მასთან იყავი. გაგა უყურებდა როგორ შეიცვალა იოანე სულ რაღაც 1 წუთში თვალები ჩაუწითლდდა რისხვისგან,სიბრაზისგან, ტკივილისგან და ჩქარი ნაბიჯით დატოვა საავადმყოფო ვერ გაიგო ბინამდე როგორ მივიდა და როგორ აირბინა კიბეები მის ბინაში უამრავი ხალხი დახვდა მარინა კი ჯერ კიდევ იატაკზე იწვა უგონო მდგომარეობაში, ცრემლით აევსო თვალები და მარინასთან ჩაიმუხლა ხელით შეეხო ჯერ კიდევ თბილ სხეულს და ტირილით თქვა. -გეფიცები დედა არავის შევარჩენ შენ ვინც ასე მოგექცა,მე პირადად დავსჯი მათ.იოანე დედას ტიროდა თამრო რამდენიმე საათში გონს მოვიდა გაგა მის საწოლთან იჯდა და თამროს ხელი თავის ხელში ეჭირა,იოანემ გაგას დაურეკა და თამროს მდგომარეობა იკითხა გაგამ შეატყო ხმაზე რომ იოანეს რაღაც უჭირდა და გაიგო თუ არა რაც მოხდა შეშინებულმა შეხედა თამროს. -რას ამბობ იო მოვდივარ,მაგრამ მომწერე სად მოვიდე. -ფეხი არ გამოადგა არ ვიცით რა მოხდა და თამრო მარტო არ დატოვო.თამრო შეშინებული უყურებდა გაგას და ტელეფონი გათიშა თუ არა თამროს უთხრა რაც მოხდა,თამრო წამოჯდა საწოლზე და თავზე ხელები მოიკიდა რადგან თავბრუს ხვევა ჰქონდა,მაგრამ ადგომას მაინც შეეცადა. -თამრო არ შეიძლება შენი ადგომა.... -რას აკეთებთ, თქვენი მეუღლე სწორს ამბობს არ შეიძლება თქვენი ფეხზე დადგომა სულ მცირე საღამომდე მაინც.ექთანი შეეცადა თამრო საწოლში დაებრუნებინა,გაგა გაშეშებული იდგა და თამროს უყურებდა ექთანმა ის მის მეუღლედ ჩათვალა და ესიამოვნა ბედნიერებაც შეიგრძნო,მაგრამ თამროსთან მივიდა და უთხრა. -დაიჯერე თამრო იწექი დღეს და ხვალ ერთად მივიდეთ იოანესთან. -არა,არა, იოანე ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო ახლა მას უჭირს და მის გვერდით უნდა ვიყოთ. -თქვენ ვერ ხვდებით რომ თქვენს ჯამრთელობას საფრთხეს უქმნით. -თქვენ არ ხართ დამნაშავე,თქვენ არ დაგიშავდებათ მე დამიშავდება,მაგრამ ვერ გავჩერდები აქ უნდა წავიდე ჩემს მეგობარს უჭირს. -თქვენი ნებაა დარჩენაც და წასვლაც,მაგრამ არ შეიძლება .......თამრომ არავის დაუჯერა და აღარ გაჩერდა, თავისივე ხელწერილით დატოვა საავადმყოფო ჯერ სახლში მივიდა და თამრო ბებოს ტელეფონი ეჭირა ხელში ის გაშეშებული იდგა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა თვალწინ გაურბინა მარინასთან წლობის მეგობრობამ,როგორ შეეჭიდა ორივე ერთად ცხოვრებას,პატარა იოანეს მიყვანა მასთან და ბევრი უამრავი მოგონება აკავშირებდა მარინასთან,მაგრამ მოცდის დრო არ იყო მას უნდა ემოქმედა,მაგრამ ლელიმ მკაცრად შეხედა და წინ დაუდგა. -შენ ჯერ ისევ სუსტად ხარ და ვერ შეძლებ იქ წასვლას.თამრომ შეხედა ლელის და უთხრა. -ნუ მეტყვი რომ ვერ წავალ,მარინა ჩემი სხეულის ნაწილი არ არის ჩემი სულის ნაწილია იოანესთან ერთად და ახლა მის გვერდით უნდა ვიყო შვილო.გთხოვ ნუ იფიქრებ რომ ყველა მეგობარი მოღალატეა, არა მარინა ჩემი უახლოესი და უერთგულესი ადამიანია შენ არ გენდობოდი ისე ძალიან როგორც ვენდობოდი მას ამიტომ რომ მოვკვდე მასთან მისვლამდე მე იქ უნდა მივიდე მკვდარიც და ცოცხალიც. ლელიმ ვერაფერი ვერ უთხრა და ისიც თან გაყვა თამროს,ყველა გაგას მანქანით მივიდა და თამროს მისვლა იოანესთან დიდი ტკივილი იყო ვერ შეძლო თავის შეკავება და მეგობარი მდუღარე ცრემლებით დაიტირა მის ტირილზე კი ყველა იქ მყოფი ტიროდა. იოანე ტირილისგან გულდამძიმებული ზემოდან დაჰყურებდა მარინას და კარისკენ იხედებოდა. -იქნებ არ არის გვიან, იქნებ სასწაული მოხდეს ექიმი იგვიანებს.... -გზაში არიან შვილო საცობია იმ გზაზე ავარია მოხდა და ვეღარ გამოვიდნენ გზა გადაიკეტა, მაგრამ ვფიქრობ მოვლიან..... ნუცა იმ დილით განსაკუთრებულ ხასიათზე იყო და ყავა თავის ხელით მოიმზადა,თეკლა უკვე იმ სახლში მოეწყო და ჩრდილივით დადიოდა,მისი საქმე დასუფთავება იყო და ისიც სარკესავით ასუფთავებდა ოთახებს,აპრიალებდა ისედაც გაპრიალებულ მარმარილოს იატაკს და მერე თავადაც ღიმილით შეჰყურებდა სუფთა და მოწესრიგებულ გარემოს. ის იყო ჩუმი და უჩინარი,ისე ჩუმად მოძრაობდა მისი ფეხის ხმა არც კი ისმოდა,ნუცა ღიმილით გააყოლებდა თვალს და ჩურჩულით ამბობდა. -ერთადერთი უწყინარი არსება.თვალი გააყოლა თეკლას რომელიც სამზარეულოში შევიდა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა,თეკლა კი ნუცას ყველგან ყურს უგდებდა ვოისებს კი თამროს უგზავნიდა,მაგრამ თამროს ტელეფონი გათიშული იყო ის ცრემლს ვერ აკავებდა და მარინას ხელი ხელში ეჭირა. -იქნებ რამე იღონოთ და გთხოვთ გადაარჩინოთ. -რომელმა მხეცმა მოექცა ასე სასტიკად.თქვა ექიმმა და მარინას უყურებდა, შემდეგ კი თამროს შეხედა და თქვა. -მუშაობის საშუალება მოგვეცით ქალბატონო. მარინა გასინჯა და თავი უიმედოდ გადააქნია, მაგრამ მეორე ექიმს შეხედა რომელმაც გაოცებულმა შეხედა ექიმს და თქვა., -უნდა გადავიყვანოთ,იმედია საავადმყოფომდე მიგვყვება ცოცხალი....იოანემ ჯერ ერთს შეხედა მერე მეორეს და ღიმილ შერეულმა თქვა. -ცოცხალია, დედა ცოცხალია? -სუსტად სუნთქავს პულსიც აღინიშნება მართალია შეუმჩნევლად, მაგრამ ვფიქრობ ძლიერი ორგანიზმია აქამდე გული რომ არ გაჩერდა.... -საკაცე მოიტანეთ სასწრაფოდ. ყველამ გაიხარა, თამრომ ხელები აღაპყრო და უფალს მადლობას უხდიდა,იოანემ გაგას მისცა გასაღები და უთხრა. -კარი დაკეტე და შენ გქონდეს მე არ ვიცი აქ როდის დავბრუნდები. -კარგი იო არაფერზე არ ინერვიულო, აქ ყველაფერს მივხედავთ და ჩვენც იქ მოვალთ. გაგამ,ლელიმ და თამრომ სახლი გაასუფთავა თამრო მარინას გაყვა იოანეც მის გვერდით იყო და მარინას ხელი ხელში ეჭირა თითქოს ძალას აძლევდა აგრძნობინებდა რომ ისიც მის გვერდით იყო ის კი როგორც შეეძლო ცრემლებს იკავებდა თუმცა როცა სასწრაფო უკვე საავადმყოფოში მივიდა იოანემ მარინას სახე დაუკოცნა და ტირილით უთხრა. -გელოდები, დედა ნუ დამტოვებ და ნუ ჩამომიგდებ მხარს რომელიც ოდესღაც შენ გამიმაგრე. მარინა სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს რადგან მას სხეულის დაზიანებები ჰქონდა სისხლჩაქცევები ზურგის არეში,იოანე საოპერაციოს კართან იდგა და გაგას დაურეკა. -ჩემთან მოდი გაგა.... -დავასრულებთ აქ და გამოვალ იო.... -ჩემი მანქანა წამოიყვანე დამჭირდება, შენსას თამრო წამოიყვანს ან ლელი და აქ მოდი. რამდენიმე საათი დააგვიანდა გაგას, მაგრამ ყველა ერთად მასთან მივიდა იომ გაგას შეხედა და ბევრი ფიქრის შემდეგ უთხრა. -ვერ მეტყვი რომ ფულზე არაფერს გააკეთებ.... -რა მოხდა, ფიქრობ რომ..... -მომისმინე... -ოიანე არ მომწონს შენი არც გამოხედვა და არც ხმის ტონი.... -ვიცი რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი თუმცა ისიც ვიცი რომ ეს ადრე იყო რამდენიმე წლის თუ თვის უკან არ ვიცი ახლა თუ მართლა ცდილობ გამოსწორდე,გაგა დამანახე.... -როგორ, რა უნდა გავაკეთო.... -უნდა დაბრუნდე იმ წუმპეში და ჭაობში სადაც იმ ნაბიჭვრების ბუდე არის,გაგა გააკეთებ ამას ჩემს გამო არა იმ უდანაშაულო ქალის გამო ახლა რომ სიკვდილ სიცოცხლის ბრძოლაშია. -მესმის შენი და მითხარი რა გავაკეთო. -თანახმა ხარ დამეხმარო? -თანახმა ვარ,მაგრამ ვერ ვხვდები რა მოხდა. -გაგა დედაჩემი იქ იმ კარის მიღმა სასტიკი ნაცემი შეიყვანეს და არავინმა ვიცით გადარჩება თუ არა,ხელიდან მეცლება ადამიანი ვინც ჩემს გამო ყველაფერი გააკეთა შენ კი გევალება გაიგო ვინ შევიდა ჩემს ბინაში და ვინ ცემა დედაჩემი.გაარკვიე ვინ არის,ვინ დგას მის გარშემო და ვისი გეგმა იყო და რატომ პირდაპირ არ მოვიდა ჩემთან. გაგა წავიდა იოანესთან მალუ მივიდა და ტირილით მოეხვია იოანე მალუს, შემდეგ თაია მივიდა ვისაც არ ელოდა იოანე და გული გაუთბა,ასევე თამრო და ლელი იქ იყო,მაგრამ იოანე მაინც მარტოსულად გრძნობდა თავს.რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმი გამოვიდა იოანეს კი სხეული აუკანკალდა ექიმს თვალებში უყურებდა და ხელით ფანჯრის რაფას დაეყრდნო. -დედა ცოცხალია, გული აქვს ძლიერი და ამიტომ გაუძლო სხვა შემთხვევაში ექიმის მისვლამდე ვერ გაძლებდა რადგან გადავლახეთ და გული მუშაობს ყველაფერს გავაკეთებთ რომ დაგვიბრუნდეს შენი დედიკო. -დედა ცოცხალია..... თქვა ტირილით,მაგრამ ექიმმა შეაჩერა და უთხრა. -კიდევ რამდენიმე საათი მოგვიწევს ლოდინი შვილო...იოანე მდგუმარედ იდგა და თანახმა იყო კიდევ რამდენიმე საათი დალოდებოდა რომ ექიმის თქმით საბოლოოდ დარწმუნებულიყო დედის გამოჯამრთელებაში რომ უფლის ხელიც ურევია. -მალუ წადი საქმეს მიხედე,მაგრამ გთხოვ ფრთხილად იყავი. -იცი რას ვფიქრობ რაც ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ ვიღაცას ძალიან არ სურს ჩვენი ერთად ყოფნა და ვის, ვინ არის იო ვისაც ასე ძალიან ვძულვართ. -არ ვიცი, არ ვიცი მაგრამ.... -მეც იმავეს ვფიქრობ რაც ახლა გაიფიქრე.რამდენიმე საათმა დილამდე გასტანა და იოანე ეს რამდენიმე საათი არც დამჯდარა ის ნერვიულად გადი-გამოდიოდა,მისი მოუსვენრობით რომ არავინ შეეწუხებინა კიბეებზე უმიზეზოდ ადიოდა და ჩამოდიოდა სიბრაზისგან აბობოქრებული ზღვასავით იყო განრისხებული და ყველას ერიდებოდა რადგან თავის გაკონტროლებაც უჭირდა.საბოლოოდ დაიღალა დანებდა და შიგნით მაინც არ შევიდა გარეთ იჯდა სიცივეში მაინც ვერაფერს გრძნობდა თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა,ვიღაცამ მხარზე შეეხო და არ უნდოდა არავისთან საუბარი,მაგრამ თვალები გაახილა მის წინ გაღიმებვული ექიმი იდგა და ექიმის ღიმილიან სახეს რომ შეხედა გული აუფრიალდა.... -ექიმო..... -მდგომარეობა დასტაბილურდა,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეძლებ მის ნახვას გაღვიძებას უნდა დაველოდოთ. -თქვენ სასწაული მოახდინეთ ექიმო.... -მე არა შვილო უფალს არ უნდოდა შენი ცრემლებისთვის ეყურებინა და მეორე შანსი მისცა ქალს ვისაც გარეთ შვილი ელოდება,ყოჩაღ კარგი დედის კარგი შვილი ხარ იოანე. იოანე ექიმს გადაეხვია და ყელში მოწოლილი ცრემლებისგან ხმას ვერ იღებდა,ექიმმა მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -კიდევ ცოტაც და შეძლებ ნახო.იოანემ ვერც მეორე დღეს ვერ ნახა მარინა მან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გაიცინა ისე როგორც ჩვეოდა და ორი კვირის შემდეგ შევიდა დედასთან, მაგრამ ჯერ ექიმმა ინახულა მარინა. -მოგესალმებით.... მარინამ სუსტად გაუღიმა ექიმს და სვენებ სვენებით თქვა. -მესმოდა ყველაფერი ექიმო,მაგრამ მეშინოდა რომ თვალს გავახელდი და ისევ ისინი დამხვდებოდნენ. ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ ცემას ვუძლებდი სხეული პარალიზებული მქონდა და მირტყამდნენ მე კი გულის რევა დამეწყო, მთელ ორგანიზმში ცეცხლი ენთო სუნთქვაც გამიჭირდა რადგან ჰაერი აღარ მყოფნიდა ბოლოს გავიგონე.... -სუსტი პულსი აქვს.... -სუსტია პულსი, მაგრამ შევძლებთ გადავარჩინოთ მისი გული ძლიერია. -დიახ თქვენ გულმა არ გიღალატათ და ჩვენ გავიმარჯვეთ,ახლა შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. -აღარ ვნერვიულობ ჩემი შვილი აქ მყავს და მეც კარგ ხელში ვარ ექიმო. ექიმს გაუღიმა და ექიმმა მშვიდად უთხრა. -ჩვენ დავამარცხეთ სიკვდილი ქ-ნო მარინა და ამიერიდან ყოველი დღე უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ. ექიმი ექთანთან ერთად გავიდა და დაღლილი თვალებით დატოვა მარინა თავად კი გარეთ გასულმა ბედნიერად და გაბედულად შეხედა დარდისგან დაღლილ და თვალცრემლიან იოანეს. -ლოდინი ღირდა,მან ანუ ჩვენ ერთად სიკვდილი დავამარცხეთ და ის გადარჩა იოანე. -ცოცხალია და თქვენ ის გადაარჩინეთ,თქვენ ეს შეძელით და მადლობა ექიმო. -შეგიძლია ნახო,მაგრამ როგორც შევთანხმდით 2-3 წუთით. -კარგი, შევხედავ რომ დავრწმუნდე. იოანე ფრთხილად შევიდა ოთახში,მარინას თვალები ჰქონდა დახუჭული,მაგრამ ის ჩახშული და სუსტად ჩაკლული ხმით ტიროდა, იქ დაცულად იყო მაგრამ თითქოს მაინც ცუდის მოლოდინში იყო და ეშინოდა. -დედა, ჩემო ანგელოზო.... თვალები გაახილა და იოანეს ჯერ შეშინებულმა შეხედა და შემდეგ გაუღიმა. -შეგაშინე, არ მინდოდა..... -დედა სამყაროს დასასრულამდე რომ მომიწიოს გასვლა ამ გზას გავივლი და მაინც ვიპოვი შენს ფეხებთან მოვიყვან,გპირდები. -შენ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხებ,ასე არ გამიზრდიხარ შვილო და ფრთხილად იყავი იოანე ვიღაც ძალიან გმტრობს. -ვიცი დედა, ეს ბოლო თვეებია მეც ვგრძნობ ამას. -დაიფიცე რომ არ ავნებ და კანონით იმოქმედებ..... -შენს სიცოცხლეს ვფიცავ დედა ვიპოვი და მთელი ცხოვრება ციხეში გამოვკეტავ,ახლა დაისვენე არ დამტოვებენ შენთან დიდი ხნით,მაგრამ გარეთ ვარ დედა. -შენც დაისვენე შვილო ამ დღეების ნერვიულობით თვალები ჩაგიცვინდა,დამიჯერე მე უკეთ ვარ და ცოტა დაიძინე. იოანე დაღლილი იყო და დაუჯერა დედას წავიდა რომ ცოტა დაეძინა, გაგამ კი შეუდგა მისი გეგმის განხორცილებას.იოანე სახლში მივიდა ხელის კანკალით გააღო ბინის კარი და შიშით უყურებდა იმ ადგილს სადაც მარინა იწვა სისხლში ამოსვრილი გათიშული და გონდაკარგული,მაცივარი გამოაღო წყალი დაისხა ჭიქაში და სულმოუთქმელად დალია,შემდეგ შხაპი მიიღო ცოტა დაისვენა და ისევ წავიდა, წავიდა და გაგაზე ფიქრობდა როგორ რას გაართმევდა თავს გაგამ კი თავისი სიტყვის დასამტკიცებლად გადაწყვიტა იოანეს დახმარებოდა და ყველაფერი გაეგო ამიტომ ერთ ძველ უბანში წავიდა სადაც ნარკომანების ბუდედ გადაქცეულიყო ადგილი და ვითომ შეცდომით მოხვდა იმ ადგილზე,არ იცოდა ვინ ეძებმა კონკრეტულად ამიტომ თამაში გადაწყვიტა. -მეგობარო.... -გისმენთ. -გზა ამებნა და ამ გზით სად გავალ რომელ უბანში. -აქ მოსული ამ გზიდან მხოლოდ ბნელ უბანში მოხვდები მეგობარო და ძალიან დიდი დრო უნდა გვირაბის ბოლოში სინათლეში გასვლას. -ვერ გავიგე,გზა მიმასწავლეთ როგორ გავიდე და როგორ მოვხვდე მთავარ გზაზე. -მოდი,მოდი ჩვენც მაგ მთავარ გზას ვეძებთ.... გაიცინა ორმა, მხოლოდ ერთი მიუახლოვდა და უთხრა. -მე მივდივარ მთავარ გზაზე და გაგიყვან. გაგამ მიუახლოვდა ბიჭებს სამნი იყვნენ და სამივე გაგას უყურებდა. -რაო ძმაო საით გაგიწევია ან ამ ადგილზე როგორ მოხვდი... -მეც არ ვიცი აქ როგორ მოვხვდი ფიქრებში ვიყავი გართული და აქ აღმოვჩნდი. -დამშვიდდი ძმაო საკუთარ ქვეყანაში ხარ უცხოეთში ხომ არ ხარ გზა რომ აგერიოს და სახლი ვეღარ მიაკვლიო აქ ვარ გითხარი მე დაგეხმარები, მაგრამ ცოტა უნდა დამელოდო რაღაც სალაპარაკო გვაქვს ბიჭებს და წაგიყვან ან სადაც მეტყვი იქ მიგიყვან.გაგა მოშორებით დადგა, ერთმა შეხედა მეგობარს და გაბრაზებულმა უთხრა. -რას აკეთებ, აქ რომ მოგყავს იცი ვინ არის? -ვერ ხედავ რომ შეშინებულია,დახმარება გთხოვა სულ დაკარგეთ ადამიანობა თუ სულ ფულზე უნდა გაიყიდოთ თქვენც და თქვენი სინდისიც ვერ ხვდებით და ვერ აზროვნებთ რომ ფულს არ შეუძლია არც სიმამაცის და არც უმანკოების ყიდვა ადამიანობას გაკარვინებთ თქვენ ორივეს ეს ფული და ძალიან არ მომწონს ეს. -კარგი,კარგი რა ხდება ახალი იცი რამე? -თქვენ რა სულ გამოსირდით,გითხრეს რომ შეაშინეო და ვინ გითხრა ასე სასტიკად და დაუნდობლად ცემეთ მოხუციო ან მოხუცთან რა გინდოდათ. თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ ან ვინ არის ის ქალი ვინც ეს შეკვეთა მოგცათ,რამდენი გადაგიხადათ ასე რომ გაიმეტეთ ის ქალიც და თქვენც გადადეთ თავი. -ბევრი არაფერი.... -ბევრი არაფერი და არაფლის გამო სცემეთ ის უბრალო ადამიანი? იცით ვინ არის მისი შვილი მიწიდან ამოგთხრით ეს ვერ გათვალეთ,არც იკითხეთ და იმიტომ ხართ ახლა შეშინებულები. -შენ საიდან იცი მისი შვილი.... -მოსამართლე არის წინა საქმეზე მან დამკითხა,უთხარი რომ მე საქმეში არ ვყოფილვარ და ყველაფერი სიმართლე ვთქვი,მხოლოდ თქვენ არ გახსენეთ მენდო კარგი ადამიანია და ასე რატომ გაიმეტეს არ ვიცი. -პირადი მიზანსწორება უნდა იყოს იმ გოგოსგან.... -მას ვინმე გოგოსთან არასდროს არ შეეშლება რამე აქ სულ სხვა ამბავია,ეს თქვენ დაგაჯერეს ასე შტერები რომ ხართ მიხვდა იმ გოგომაც. -ვახო,ეს ვახო არის.ჩაილაპარაკა გაგამ და ისევ სიბნელეში დარჩენა არჩია,ვერ იცნო ძველმა მეგობარმა გაგა და არც ის გამოელაპარაკა ასე უკეთესი იყო,ყველაფერი გარკვეული იყო ვინ უნდა ეძებნათ და სად,მაგრამ ვინ იყო ქალი ვინც ეს საქმე გასცა ახლა ის უნდა გაერკვია. ვახო ფეხზე იდგა უკვე და მის წინ მდგარ ორ მეგობარს უთხრა. -გზა აბნეულ ადამიანს დახმარება დავპირდი გზაზე გავიყვან აქედან ფეხი არ მოიცვალოთ და არსად არ წახვიდეთ ვიცი დაქსაქსული არიან და დამნაშავეს ეძებენ არ მოყვეთ ბადეში იცოდეთ მომკითხავი და იქედან გამომყვანი არავინ გყავთ. -ის გოგო არ დაგვანებებს თავს,შენ არ იცნობ არც მას და არც დედამისს. -სხვა გზა არსებობს მათ შესაჩერებლად და სხვა შეაჩერებს, თქვენ კი ტელეფონს აღარ უპასუხებთ ამ ნომრებს ხვალვე გამოცვლით.ვახო შებრუნდა და იქვე ვმდგარ გაგასთან მივიდა და უთხრა. -წავედით გზაზე გაგიყვან. უხმოდ გაყვა,მაგრამ რამდენიმე წუთში ვახო მიუბრუნდა გაგას და უთხრა. -როგორ ხარ გაგა იმათთან ისე მოვიქეცი რომ თითქოს ვერ გიცანი არ მინდა იცოდნენ რომ ერთმანეთს ვიცნობთ. -მეც გიცანი,მაგრამ რომ არ გამომელაპარაკე მეც გავჩერდი. -გაგა აქ რატომ მოდი,მხოლოდ სიმართლე მითხარი რასაც მეტყვი. -გააჩერე მანქანა და მოდი გულახდილად ვილაპარაკოთ. ვახომ მანქანა გადააყენა გზაზე და გაგას მიუბრუნდა. -წლების წინ გავიცანით ერთმანეთი და სად იმ ნესტიან კედლებში ერთმანეთს ვიცავდით, ვახო ისევ რატომ ჩაერთე ამ სიბინძურეში... -არ ჩავერთე ჩემებურად რაღაცას ვიძიებ გაგა. -შეგიძლია მენდო,მითხარი თუ დახმარება დაგჭირდება ხალხი მყავს ისეთი დაგეხმარებით. -ბიძა მყავს რომელიც ნარკოტიკების ბარიგობაზე დააკავეს ადრე ორგანოს მუშაკი იყო და ვერ დაამტკიცა მისი სიმართლე მისი უდანაშაულობა, ეს მინდა დავამტკიცო თუმცა ახლოს ვარ სიმართლესთან. -მივხედავთ მაგ საქმეს,მხოლოდ კარგად მომისმინე თუ ამ საქმეში ხელი არ გაგისვრია და დამნაშავე არ ხარ გაუშვი ისინი მის გზაზე იოანეს დაელაპარაკე ის მოგისმენს და გაგიგებს, მაგრამ დედამისის ამ მდგომარეობაში ყოფნას და ასე სასტიკად ცემას არავის აპატიებს.გთხოვ ვახო ის ძალიან მეგობრულია,გამგები,მაგრამ ძალიან რთული ხასიათი აქვს სასტიკი და დაუნდობელია როცა ვინმე მისიანებს შეეხება,მხოლოდ ის არასდროს ერჩის უდანაშაულოს დამნაშავეს კი ვინც ამ საქმეშია თავს შეაკლავს და მაინც იპოვის, ნუ მოხვდები მის ხელში. -ნინი, ამ საქმის გამცემი ერთი გოგო არის ვისაც ნინი ქვია. -ვინ არის ნინი და რა საერთო აქვს იოანესთან. -არ ვიცი იოანესთან რა უნდა,მაგრამ საქმე მისგან გავიდა იოანეს დასახიჩრება უნდოდა და არა იმ ქალის ცემა და მოკვლა. იცოდა ნაკონით რომ იოანე იმ დილით სახლში იყო და ამიტომ შეიჭრნენ ისე ადრიანად, ეს მე ამ ორმა მითხრა. -მივიდეთ იოსთან ორივემ ერთად და დაველაპარაკოთ, დამიჯერე ყველაზე კარგი გამოსავალია. -კარგი გაგა შენ თუ ასე ფიქრობ და ასე ახლოს იცნობ ამ პიროვნებას წავიდეთ, იცი სად შეიძლება მისი ნახვა? -სერიოზულად ამბობ? -სერიოზულად ვამბობ, გაგა უკვე დავიღალე მათზე დევნით მეც მშვიდი ცხოვრება მინდა სულ რაღაც სამი თვის წინ ოჯახი შევქმენი და არ მინდა კიდევ იქ მოვხვდე, თუმცა ისიც ვიცი რომ არაკაცურ საქციელს ვაკეთებ. -არაკაცურს არაფერს აკეთებ,მეც გადავუხვიე გზიდან და რომ არა იოანე ახლაც ციხეში ვიქნებოდი.მშვიდი ცხოვრების მერე თავი აღვიდგინე უნივერსიტეტში და დავასრულე ის ცუდი ცხოვრება რადგან მეც სიმშვიდე მინდა,რაც შეეხება იოანეს ახლა თქმა ჯობია მერე თავად გაიგოს და სასჯელის გარეშე თავს ვერ დაიძვრენ,რატომ უნდა დაისაჯო იმ საქმისთვის რასთანაც კავშირი არ გაქვს.ვახო დაფიქრდა, მანქანა აამუშავა და ფიქრობდა და ნელა ნელა მიდიოდა. გარეთ წვიმდა თოვლსაც ურევდა ნელა ნელა წვიმა შეჩერდა თოვლმა კი უმატა ფიფქების დაყრას ირგვლივ ყველაფერი გათეთრდა რამდენიმე წუთში,ზამთრის ბოლო დღეები იყო და ზამთრის ქარი თოვლთან ერთად დაუნდობელი იყო,მძიმე თოვლისგან დამძიმებული ხის ტოტები ტკაცუნით ტყდებოდა ის მიდიოდა ამ თოვლში და როგორც შეეძლო ქარისგან თავს იკავებდა ღამის სიცივეში კი ქარი ღრიალებდა,მაგრამ ის ჩუმად იყო და იტანდა მტკივნეულ სიცივეს მაინც მიიწევდა წინ თითქოს სადღაც მას ელოდნენ და მიიწევდა ტყის სიღმისკენ ტყე ეძახდა,იხმობდა იქ რადგან რაღაც საშინელი რამ უნდა ენახა.მეგობრებს ჩამორჩა და თოვა შეჩერდა. მზემ მისი სხივები მოჰფინა გარემოს ააბრჭყვიალა სხივებმა თოვლი და სათვალე გაიკეთა მაინც არ შეჩერდა რადგან გზის შუაში იყო უკან ვერ დაბრუნდებოდა ისევ წინ წავიდა,ამიტომ გაჭირვებით მიდიოდა თავადაც დათოვლილი და თოვლში რაღაც შავი შენიშნა სწორედ ის ადგილი იხმობდა და გულის ფრიალით წავიდა იმ მიმართულებით, იმდენად დიდი იყო სურვილი იმ ადგილზე მისულიყო სადაც შავი წერტილი სითეთრეში გაიზარდა მიდიოდა და დაღლასაც ვეღარ გრძნობდა ან არ აქცევდა ყურადღებას კიდევ რამდენიმე ნაბიჯი უნდოდა იქ მისვლამდე და გაჩერდა რადგან გაოცებული უყურებდა იმ შავ წერტილს მის გარშემო მარადიული სიჩუმე დამკვიდრდა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და სვლა გააგრელა ნელა ნელა ნისლი გაჩნდა, ქარიც არ ჩერდებოდა და მის გარშემო დაძრწოდა,მან კი სამარისებულ სიჩუმეში დარჩენილმა დაიყვირა,მაგრამ პასუხი არსაიდან არ იყო.ნელა ნელა ქოშინით დაღლილი მივიდა იმ ადგილამდე და ადგილზე გაიყინა ის ადამიანის თავი იყო შავი წერტილი კი თმები რომელსაც ქარი აფრიალებდა,შეეშინდა კბილებმა კაწკაწი დაიწყო და ნაბიჯსაც უმატა როგორც შეეძლო მაინც მივიდა ბოლო ადგილამდე,მუხლებზე დაეცა თოვლში და თმები გადაუწია სახიდან და გულზე ჩხვლეტა იგრძნო მის წინ თოვლში მალუს გაყინული სხეული იყო რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.ტირილი აუვარდა ხელით გადაქექა თოვლი თან ხმით ღრიალებდა,ირგვლივ მიმოიხედა ისევ მარტო იყო სულ მარტო და რამდენიმე მეტრში მხოლოდ ბნელი ტყე იდგა,გზა კი თოვლის გამო უხილავი იყო.გიჟს დაემსგავსა, ტელეფონი ამოიღო,მაგრამ გამოუსადეგარი ისევ ჯიბეში ჩაიდო შემდეგ შიშველი ხელებით შეძლო მალუს ჯერ ლოყები დაუზილა გულს მოუსმინა ძალიან სუსტად ესმოდა გულის ცემა. -ცოცხალი ხარ,გესმის ჩემი ცოცხალი ხარ.სიხარულისგან თავადაც ტიროდა ცრემლები კი მალუს სახეზე ეცემოდა, შეძლო მალუს სხეული თოვლისგან გაანთავისუფლა ხელში აიყვანა და გზას გახედა უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო რადგან მისივე ნაკვალები ქარს უკვე ამოევსო ყველაზე კარგი წინ წასვლა და ტყეში შესვლა იყო იქ კი რამეს მოიფიქრებდა რადგან ტყეში იმდენი თოვლი არ იქნებოდა ცეცხლის დანთებას შეძლებდა იმედი ჰქონდა ბიჭები იპოვნიდნენ და ყველა ერთად იპოვიდა გამოსავალს უკან როგორ დაბრუნებულიყვნენ,მაგრამ ახლა მხოლოდ მალუს სიცოცხლის გადარჩენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის. -გადარჩები, შენ გადარჩები შვილო.ჩურჩულებდა თავისთვის და ფეხები თოვლში უსრიალებდა რამდენჯერმე წაიქცა კიდეც და სუსტად გაიგონა ხმები, მაგრამ არავინ ჩანდა შეჩერდა და ყური დაუგდო. -სად ხარ ალიკაააააა.ალიკამ სიხარულისგან შებრუნდა ხმის მიმართულებით და დაუსტვინა მის სტვენას ცნობდა რომა და პასუხად იგივე სტვენა მიიღო შებრუნდა იმედით სავსე და ტყისკენ წავიდა მის ხელში მალუს ზემოდან დახედა და უთხრა. -მთავარი ახლა გადაგარჩინო, სიცოცხლე შეგინარჩუნო აქედან გავიდეთ შვილო და შემდეგ მივხედავ იმას ვინც აქ დაგტოვა.ტყესაც მიუახლოვდა იქ გზა იყო და გზის კიდეზე დააწვინა ფრთხილად მალუ მალე ორი პიროვნება შეუერთდა რომლებმაც საყვედურით შეხედეს ალიკას. -სად გაუჩინარდი, შენი ჭკუით რომ დაადექი გზას და სულ სხვა მიმართულებით წამოვედით. -რომა ბედისწერამ წამომიყვანა ამ გზით და არც ვნანობ. -რა მოხდა, ის ვინ არის ამ თოვლში სად იყო ჩარჩენილი. გაოცებული უყურებდა რომა ალიკას. -რომა მალუ ვიპოვე თოვლში გათიშული,შევეცადოთ როგორმე მანქანა გავაჩეროთ ან მანქანამდე მივიყვანოთ. -აქ რთულია მანქანის გაჩერება,მოდი ხის ტოტებისგან გავაკეთოთ საწოლი და ვიაროთ ფეხით გაჩერება შეუძლებელია ის უმოძრაოდ წევს და გაიყინება. -მიდი ბიჭებო მე ცეცხლს დავანთებ და იქნებ შევძლო ოდნავ მაინც გავათბო. ალიკამ ცეცხლი დაანთო,რომამ და მათემ ხის ტოტები მოჭრეს და მყარი საწოლი შეკრეს მალუ ზედ დააწვინეს და ასე მიდიოდნენ. -ღამდება ყინვა მატულობს,როგორმე უნდა ვიჩქაროთ და დასახლებაში შევიდეთ.რამდენიმე საათი იარეს და ნისლში შუქი შეამჩნია მათემ ქარი არ ჩადგა ისევ შლეგივით უვლიდა მათ გარშემო. -შუქი ჩანს მივიდეთ ახლოს. თქვა მათემ და ალიკა არც დაფიქრდა შუქთან მივიდა და ხის სახლი აღმოჩნდა, კარზე კი ძლიერად დააბრახუნა კარი მაღალმა მოხუცმა გააღო და ალიკას უყურებდა,შემდეგ მის უკან მდგარ ორს და თქვა. -ასეთ ამინდში სად მიდიხართ,შეუძლებელია წასვლა შვილებო. -მოხუცო უნდა გვიშველო..... თქვა ალიკამ თითქმის ტირილით და მოხუცმა კარი ფართოდ გააღო,ალიკამ ბიჭებს შეხედა და მალუ სახლში შეიყვანეს,მოხუცმა შეხედა მალუს და თქვა. -პირველი სველი ტანისამოსი უნდა მოვაშოროთ სხეულს. შემდეგ ცხელი ჩაი დაასხა ჭიქებში და ბიჭებს მიუბრუნდა. -გათბით,ცხელი ჩაი მიირთვით მე გოგონას მივხედავ. მალუ საწოლზე დააწვინა და ყველაფერი გახადა,ტანი რაღაც სითხით დაუზილა და ზემოდან თხელი ზეწარი გადააფარა შემდეგ მათ მიუბრუნდა და თქვა. -გაგიმართლათ, ხვალიდან წვიმებია და ეს თოვლი წავა გზაც გამოჩნდება.ალიკას ხმა არ ამოუღია არც ცრემლები ჰქონია მხოლოდ მზერა, რომელიც რომას გასაგებად საკმარისი იყო თუ რას ფიქრობდა ის იმ წუთში და ერთიანად კანკალებდა,ხელი დაადო და უთხრა. -დამშვიდდი, გადარჩება მალუ კარგად იქნება და იმედია ამჯერად ეტყვი სიმართლეს. -ჯერ გადარჩეს,ჯერ თვალი გაახილოს და შემდეგ მივხედავ სხვას და სხვებს. ალიკამ მოხუცს შეხედა რომელმაც ჩაი პატარა ჭიქაში დაასხა და მალუს ნელა ნელა შეასვა, გაყინული სხეული ნელა ნელა გათბა ამოძრავდა და ეს ყველასთვის სასიხარულო იყო,ალიკამ მალუს სველი ტანისამოსი ცეცხლთან გააშრო და მშრალები საწოლთან დააწყო,შემდეგ მოხუცს შეხედა და უთხრა. -აქ მარტო ცხოვრობთ? -არ ვარ მარტო მე და ჩემი მეუღლე ვართ, დღეს ცუდად გრძნობდა თავს და საძილე ტაბლეტი მიიღო ამიტომ ვერ გაიგო თქვენი მოსვლა. -შვილები? -შვილები არ გვყავს მარტოები შემოვაბერდით ერთმანეთს და წუთისოფელსაც. -რთულია მარტო ცხოვრება. -ქალაქში ვცხოვრობდით ერთი ქალიშვილი გვყავდა და ყველა სურვილს უსრულებდით, ერთი სიტყვით მის სიტყვაზე ვცხოვრობდით და მეც მინდოდა ყველაფერი მიმეცა მისთვის ყველაფერი საუკეთესო,მაგრამ სწორედ აქ დავუშვი დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა როცა მარტო დავრჩით შემდეგ გავაანალიზე რა გავაკეთე. 17 წლის ასაკში იმშობიარა,მაგრამ სამწუხაროდ ტყუპები დაიღუპა ძალიან განვიცადე,მას შემდეგ 25 წელი გავიდა შვილო და ის აღარ გვინახია მე და ჩემმა ბებერმა ქალაქში ყველაფერი გავყიდეთ ნივთები აქ წამოვიღეთ და გავერიდეთ ყველას და ყველაფერს. -აქ როგორ ცხოვრობთ ან თავი როგორ გაგაქვთ. -ირგვლივ ტყეა შვილო გაზაფხულზე და შემოდგომაზე სოკოს ვაგროვებთ დიდ ნაწილს ვყიდით,მეორე დიდ ნაწილს ბანკებში ვინახავთ ზამთრისთვის ასევე საქონელი მყავს ხორცი არ გვაკლია პირიქით ვყიდით კიდეც,ყველს კვერცს და ცხოვრება არ გვიჭირს მარტოები რომ ვართ მხოლოდ ეს გვიჭირს.ჩემი დედაბერიც მოხუცდა თორემ ხმაურზე ის მე დამასწრებდა კართან მისვლას დილით ნახავთ როგორ მაგიდას გაგიშლით ეს გოგონა დილამდე ფეხზე დადგება, მაგრამ ექიმმა უნდა ნახოს აუცილებლად. ალიკა ჩაფიქრებული იჯდა და მოხუცს უყურებდა,შემდეგ კი რომას შეხედა და უთხრა. -შეამოწმე ტელეფონი.... -ცუდი ამინდია გაუჭირდება ტელეფონს ასეთ ამინდში ვინმეს დაუკავშირდეთ,ინტერნეტიც ითიშება ხაზები ძირს არის თოვლისგან დაწეული.მოხუცი ფეხზე წამოდგა და ალიკამ ტელეფონის ხმა გაიგონა,მაგრამ არ იყო მისი ტელეფონი არც რომასი ის მალუს ტელეფონი იყო და გახარებულმა შეხედა ჯერ მოხუცს და შემდეგ ბიჭებს, მალუს პიჯაკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა. -სად ხარ მალუ ორი დღეა შენ დაგეძებ. -მალუ არ ვარ, მაგრამ ჩემმა ბედისწერამ ამ გზაზე წამომიყვანა და მალუ უგონო მდგომარეობაში ვიპოვე გათიშული თოვლში. -სად არის ჩემი და ან თქვენ ვინ ხართ..... -დამშვიდდი იოანე მე ალიკა ვარ თუ გახსოვს სავიზიტო ბარათიც მოგეცი შენს ზარს ველოდი შვილო,მაგრამ არ დამირეკე იქნებ გადააგდე კიდეც ბარათი. -ალიკა, ალიკა გამახსენდა არა ბართი არ გადამიგდია, მაგრამ იმდენი რამ მოხდა ვეღარ დაგირეკეთ,ახლა სად ხართ. -მოგწერ სადაც ვართ,მაგრამ ძალიან ცუდი გზა არის და ნუ წამოხვალ ღამეში სადმე თოვლში გაჩერდები და დასახლებაც არ არის ვინმემ დაგეხმაროს,რაც შეეხება მალუს ახლა ძინავს და დილით დაგალაპარაკებ და დამშვიდდები თუმცა ახლაც უნდა დამშვიდდე რადგან შენი და კარგ ხელში არის მთავარია რომ ვიპოვეთ და ცოცხალია. -კარგი, გენდობით და მადლობა ან როგორ გადაგიხადოთ ეს სიკეთე მართლა არ ვიცი,თქვენ ჩემი დის სიცოცხლე გადაარჩინეთ,გულით გიხდით მადლობას. -დამშვიდდი მადლობა ახლოდან მითხარი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს შვილო და ერთ დღეს უნდა დავილაპარაკოთ, იმედია მომისმენ. -როცა თქვენ მოისურვებთ მე ყოველთვის მოგისმენთ. -ახლა დამშვიდდი, მალუს კი დილით დაელაპარაკები მშვიდი ღამე იოანე. იოანემ ამოისუნთქა ტელეფონი გათიშა და თავის თავს ვეღარ მოერია ყველას გაერიდა მანქამის გასაღები აიღო და მარტო წავიდა ერთ პატარა სკვერში შევიდა და იქ ხმით იტირა,ტირილით რომ გული იჯერა შემდეგ თაიას დაურეკა. -იოანე.... -თაია... -იოანე სად ხარ. -შენი ხმის გაგონება მინდოდა. -მითხარი სად ხარ,ვიცი რომ ძალიან გიჭირს და სადაც ხარ იქ მოვალ. -დაისვენე თაია მთავარია რომ მშვიდობა გვაქვს. -გთხოვ მითხარი სად ხარ კითხვებით არ შეგაწუხებ, უბრალოდ შენს გვერდით ვიქნები. იოანემ მისამართი ლოკაციით ჩაგდო და რამდენიმე წთში თაია ტაქსით მივიდა მასთან, უხმოდ მიუახლოვდა თვალები დახუჭული ჰქონდა და თაია მის გვერდით დაჯდა თავი მხარზე ჩამოადო და ასე იყო ორივე ჩუმად,იოანემ ხელი მხარზე მოხვია და თავი თავადაც თავზე დაადო,შემდეგ თავზე აკოცა და ჩურჩულით უთხრა. -მადლობა, თაი მადლობა რომ აქ ხარ ჩემს გვერდით. -რა გაიგე ასე რომ ანერვილდი,მალუ.... -მალუ სანდო ხელშია კარგად არის და დილით დაველაპარაკები,თაი ის ცოცხალია და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. -ორი დღეა ადამიანს არ გავხარ,თამროს გააგებინე? -არა... -ნერვილობს,დაურეკე...იოანემ ტელეფონი ამოიღო და თამროს დაურეკა. -გისმენ, იოანე ახალი გაიგე რამე? -დამშვიდდი დამირეკა სხვისი ტელეფონით და იქ სადაც არის ტელეფონი არ იჭერს ამიტომ ვერ შეძლო დაკავშირება, კარგად არის. -არგად არის მიხარია,მაგრამ რომ დაბრუნდება მე ვერ გადამირჩება. -კარგი თამრო ბებო დამშვიდდი და დაისვენე,ხვალ რასაც გავიგებ დაგირეკავ.იოანემ ტელეფონი გათიშა და თაიას შეხედა,ისევ თავზე აკოცა და უთხრა. -სახლში წაგიყვან.... -არ მინდა სახლში.... -გინდა ჩემთან წავიდეთ? თაიამ შეხედა იოანეს და იოანემ წარბი აუწია,გაუღიმა და უთხრა. -გადაწყვიტე ან სახლში ან ჩემთან. -წავიდეთ სადაც შენ იტყვი და მხოლოდ ვისაუბროთ.... -მხოლოდ ვისაუბროთ? -კი მხოლოდ ვისაუბროთ. -დილამდე ჩემს გვერდით ყოფნას ხომ არ ინანებ თაი. -შენს გვერდით ყოფნას არასოდეს არ ვინანებ. -მაშინ წავიდეთ.უთხრა იოანემ და თაიას ბაგეებს ჯერ თვალი დაასო შემდეგ კი ნაზად შეეხო და თაიაც აყვა კოცნაში,ხელი ხელ ჩაკიდებულები მივიდნენ მანქანასთან და იოანემ სასტუმროში მივიდა,მაგრამ არა მალუს სასტუმროში სულ სხვაგან ნომერი აიღო ორ საწოლით და დილამდე არცერთი არ დაწოლილა მხოლოდ საუბრობდნენ. უკვე ძალიან გვიანი იყო ქარი ჩადგა და ნელი წვიმა შხაპუნა წვიმაში გადაიზარდა,ალიკამ პიჯაკი ჩაიცვა და გარეთ გავიდა გარიჟრაჟი იყო და რამდენიმე მანქანას შეხედა რომ თოვლიან გზაზე ნელა მიდიოდა, სახლიდან პურის გემრიელი სურნელი გამოვიდა და ამ სურნელმა ყველა გააღვიძა,მალუმ ჯერ შეირხა და შემდეგ თვალი გაახილა ვერ მიხვდა სად იყო და ჩურჩულით თქვა. -სიზმარში ვარ თუ ცხადში. -გაიღვიძე ჩემო ლამაზო ცხადში ხარ.მალუ უყურებდა მის საწოლთან მდგარ მოხუცს და ტირილ ნარევი ხმით უთხრა. -სად ვარ, რა ხდება ჩემს თავს. ბებომ ტანისამოსი მიუტანა და უთხრა. -ჩაიცვი ჩემო ლამაზო და მალე გაიგებ სად ხარ ან როგორ მოხვდი ჩვენთან.მალუმ ჩაიცვა და ცხელ ღუმელთან არც ისე ახლოს დაჯდა,ცხელი პურის სუნი ესიამოვნა და გაახსენდა რომ რამდენიმე დღის უჭმელი იყო.შეხედა როგორ ფუსფუსებდა ბებო რომელმაც შეშის ფეჩზე ჩაიდანი დაადგა,მაგიდაზე კარაქი, ყველი, ჯემი და მურაბაც გამოიტანა და ღიმილით მიუბრუნდა მალუს. -მოდი შვილო ვინ იცის რამდენი დღის მშიერი ხარ ან როგორ წამოდი მარტო ამ მიუვალ ადგილზე.ძალიან საყვარელი იყო მოხუცი,ჭაღარა თმა კოხტად ჰქონდა გადავარცხნილი და უკან შეკრული ჰქონდა მალუს უყურებდა და თვალებში სევდა ჰქონდა. -მეც მყავდა შენნაირი გოგონა.... -გყავდათ, ახლა სად არის. -არ ვიცი,მას არ უნდა ჩვენთან ცხოვრება შენ გიყურებ და ჩემს შვილს მაგონებ მასავით ლამაზი შავი თვალები გაქვს.ის ძალიან ახალგაზრდა იყო და მისმა სილამაზებ გზას ააცდინა,17 წლის შემდეგ აღარ გვინახავს.არ ვიცით სად არის ან თუ ცოცხალია, არც ის კითხულობს ჩვენს ამბავს.თითქოს დავივიწყეთ,მაგრამ დედის გული სხვა რამ არის ბებო,გახდები დედა და მიხვდები ჩემი სიტყვების მნიშვნელობას. -გაიღვიძა ჩვენმა გოგომ.... მაღალი ჭაღარა მოხუცი შემოვიდა სახლში და მალუს შეხედა, ბებომ ცრემლი შეიმშრალა და მოხუცს შეხედა. -ყველაფერი მოილიე გარეთ... -მოვილიე, ცხოველები დავაპურე შუადღემდე მათ არაფერი უნდათ. -კარგია ჩაი მზად არის სხვებსაც უთხარი და საუზმე მიირთვან.სახლში ალიკა შემოვიდა და მალუს შეხედა, გაუხარდა ფეხზე ამდგარი რომ დახვდა. -ბიჭები სად არიან შვილო.... -ადრე იყო რომ წავიდნენ იქნებ როგორმე ხმა მიაწვდინონ ჩვენებს.შემდეგ მალუს შეხედა და უთხრა. -როგორ ხარ, სხეულის ტკივილი ხომ არ გაქვს. -კარგად ვარ,მაგრამ ზოგჯერ ეს გვერდი მტკივა და ტკივილი გაუსაძლისია თუმცა ახლა ის მაინეტრესებს სად ვარ. -მალუ მითხარი შვილო ამ მიუვალ ადგილზე როგორ მოხვდი,ვინ მოგიყვანა. -დამიჯერებ რომ გითხრა არ ვიცი ის პიროვნება ვინ იყო, სასტუმროში მოვიდა და რამდენიმე დღე იქ ცხოვრობდა კარგად მესალმებოდა და სანდომიანი სახე ჰქონდა,შემდეგ ერთ დილით ვჩქარობდი ფეხი გადამიბრუნდა მან შემომთავაზა ექიმთან წაგიყვან მარტო არ გაგიშვებო ფეხს ვერ ვადგამდი ძირს მეც მადლობა მოვუხადე და გავყევი, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩამეძინა თვალი რომ გავახილე სადღაც მიუვალ ადგილზე ვიყავი,წვიმდა შემდეგ თოვამ დაიწყო გზა ამებნა ჩემს გარშემო ყველაფერი ცივი იყო და ქარი ძლიერად ქროდა. ბევრი ვიარე მტკივანი ფეხით, მაგრამ გზა ვერ ვიპოვე.დავიწყე ყვირილი,ტირილი,მაგრამ ხმა ვერავის მივაწვდინე შიშისგან გონება დავკარგე და არ ვიცი რამდენი საათი ვიყავი ასე გულწასული თვალი რომ გავახილე ისევ თოვდა შევეცადე ფეხზე ადგომას,მაგრამ ვერ შევძელი სიცივეში ფეხი კიდევ უარესად ამტკივდა სიცივისაგან კი კბილებს ვერ ვაჩერებდი ტელეფონი არ მუშაობდა მეც მხოლოდ ვტიროდი,ვღრიალებდი და გული ისევ წამივიდა აქ როგორ მოვხვდი არ ვიცი. -შენ სადაც გიპოვე სულ ცოტა რომ განზე გასულიყავი უზარმაზარ ხევში გადაიჩეხებოდი,ეს ჰქონდა განზრახული მას ვინც იქ მიგიყვანა და დაგტოვა. -არ ვიცი,მართლა ვერ ვხვდები ვინ იყო. -შეგვიძლია გავიგოთ ვინაობა სასტუმროს კამერებიდან ეს არაა რთული,მაგრამ მნიშვნელოვანი ისა რომ სანადიროდ წამოსულმა შენ გიპოვე და შენ დღეს ცოცხალი ხარ, შენ არ იყავი სიკვდილისთვის განწირული... -თქვენ მიხსენით სიკვდილისგან თქვენთან ვალში ვარ.... -არა შვილო,გიყურებ და გული გამითბა რომ ერთი სიცოცხლე სიკვდილისგან ვიხსენი ახლა კი იოანეს დაურეკე და უთხარი რომ კარგად ხარ ძალიან ნერვიულობს. მალუმ კომოდის თავზე ძველი ალბომი ნახა და გადაშალა ისე გაიტაცა ფოტოების თვალიერებამ ერთი ფოტო ხელში აიღო და დიდხანს აკვირდებოდა ალიკამ შეამჩნია და ფოტო მანაც ნახა,ორივემ გაოცებულმა შეხედა ერთმანეთს,ბებოს გაეცინა და თქვა. -ეს ჩემი მოხუცია ახალგაზრდობაში.... -ოჰ სად იპოვეთ ეს ფოტო.გაეცინა მოხუცს და ალიკას შეხედა. -სპორტსმენი იყავით? -არა,აკრძალლ ჭიდაობაში ვჭიდაობდი.ჩემს ცხოვრებაში შვილო ბევრი უხილავი და გაუსაჯაროებელი შეხვედრები იყო საიდანაც დიდი ფული მოდიოდა,მაგრამ დიდ დროს ვუთმობდი მაშინ თავს.წლების მანძილზე ასე ვიყავი და დიდძალი ქონებაც დავაგროვე, მაგრამ ჩემი ჯამრთელობის ფასად.მოთმინება მქონდა ასევე რწმენა და მიზანი,მიზნის მიღწევას კი ჩემი ძალა და ენერგია მივუძღვენი აკრძალულ ბრძოლებს,მაგრამ შემდეგ ცხოვრების გზაზე შევხვდი ჩემი ოცნების და ცხოვრების ქალს და მისი თხოვნით შევეშვი ამ საქმეს თუმცა ზოგჯერ ვიპარებოდი და სად მიპოვიდა თუ არა საავადმყოფოში გაბრაზდებოდა, მაგრამ სიბრაზე დიდი ხნით არ იცოდა ისევ ჩემზე ზრუნავდა.როცა მითხრა რომ მამა გავხდებოდი,ბევრი აღარ მიფიქრია საკმაოდ მქონდა უკვე დაგროვილი დანაზოგი და მეც ადამიანური ცხოვრება დავიწყე 45 წლიდან კი აქ ვცხოვრობ და ჩვენ ერთმანეთის პატივისცემამ, ნდობამ და სიყვარულმა გაგვაძლებინა აქამდე შვილებო.ამ ფოტოს გადაღების შემდეგ მრავალი წელია გასული და მე როცა ჩემს თავთან დავრჩები მარტო ვმოგზაურობ ჩემს წარსულში,ვბრუნდები უკან და ვფიქრობ რაოდენ დიდი იყო ჩემი ძალისხმევა და ვინ ვარ მე დღეს. -თქვენ ხართ ადამიანი პიროვნება ვინც სხვას მისცემს სწორ მაგალითს და აჩვენებს გზას თუ როგორ უნდა იყოს ის ცხოვრებაში.მე ძალიან ბევრი ვისწავლე ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, ვიგემე ღალატი საყვარელი ქალისგან,მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ რადგან ვიპოვე ცხოვრებაში ის ვისი არსებობაც არ ვიცოდი სწორედ მათი პოვნის შემდეგ დავრწმუნდი რამდენად მგრძნობიარე გამხადა წლებმა და დადგება დღე რომ მათ ვეტყვი ძლიერები უნდა იყონ და ასევე საკუთარ თავში თავდაჯერებულები რომ ის რასაც ისინი დაკარგულად თვლიან სულაც არ ყოფილა დაკარგული, რომ მათ ყავთ მყარი და ძლიერი კედელი.ამ ფოტოზე თქვენ ხართ,მაგრამ ეს ფოტო მე ჩემს ერთ ნაცნობს მაგონებს და ერთ დღეს მასთან ერთად მოვალ აქ თქვენთან.მალუ უსმენდა ალიკას და სხეულში თბილმა ჟრანტელმა დაუარა, ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და უნდოდა გაეგო რა ან ვინ იგულისხმა ალიკამ და ისევ ფოტოს შეხედა,შემდეგ ფანჯარაში გაიხედა და წვიმა შეწყვეტილიყო, ადგა და გარეთ გავიდა სახლის გარშემო სადაც თოვლი არ იყო მიწის სუნი იგრძნო ნელა ნელა გაიარა გაკვალული ბილიკი და იქვე დიდ ქვაზე ჩამოჯდა თავი ჩაქინდრა და ჩაფიქრდა რომ არა ეს ხალხი ვინ იპოვიდა მას. -ამ ფოტოსთან რაღაც კავშირო გვაქვს მეც და იოანესაც. თქვა ჩურჩლით და ვერ გაიგო მის გვერდით როგორ დაჯდა ალიკა. -მეც ვიგრძენი რაღაც უხილავი..... -თქვენც..... -დიახ მეც, რადგან ვიცნობ იოანეს და ვიცი რომ შენი ძმა არის შენი ტყუპის ცალი და ამ ფოტოს რომ შევხედე მეც იოს სახე წარმოვიდგინე.მალუ დაიმახსოვრე რომ ზოგჯერ ძალიან უმნიშვნელო რამ შეცვალოს შენი ბედი,მხოლოდ არ უნდა იჩქარო დრო ყველაფერს უჩვენოდ დაალაგებს თავის ადგილზე. -რას გულისხმობთ..... -დაურეკე იოს....ალიკა ადგა და სახლში შევიდა,მალუმ თვალი გააყოლა და შემდეგ ტელეფონი ამოიღო ჩართო და იოს ნომერზე დააჭირა თითი. -მალუ, მალუ როგორ ხარ დაო... -იო კარგად ვარ,მალე შევხვდებით. -კარგი,კარგია რომ დამირეკე გელოდებოდი. სახლთან მანქანა გაჩერდა და ალიკა ღიმილით გამოვიდა სახლიდან ჯიბეში რაღაც ჩაიდო და ბიჭებს შეხედა. -დაგაგვიანდათ.... -წვიმამ შეგვაყოვნა გზაზე წყალდიდობაა. -ახლა როგორი მდგომარეობაა, შეგვიძლია წასვლა? -თუ დილამდე დაველოდებით ვფიქრობ არ უნდა გავიჭირდეს გასვლა რადგან წვიმა გზაზე თოვლს დაშლის, ახლა გვიან არის ისევ არ ჩავრჩეთ სადმე დილით კი ადრე გავიდეთ მალუც მოძლიერდება და დიდი გზაა ვფიქრობ გაუმკლავდება. ალიკამ შეხედა მალუს და ტელეფონი გამოართვა. -იოანე ალიკა ვარ დილით ადრე გამოვალთ გზაზე წყალდოდობებია და ღამე საშიშია წამოსვლა, ვერ გავრისკავ მალუ ჯერ კიდევ სუსტად არის. -კარგი გასაგებია, მაგრამ დილამდე გაგიჭირდებათ თუ ისევ ტყეში ხართ. -არა, არა ერთ ქოხს შევაფარეთ თავი აქ ყველაფერი გვაქვს მოხუცი წყვილი ცხოვრობს სხვას კი ახლოს რომ გნახავ გეტყვი. -კარგი,მადლობა რომ თქვენ ზრუნავთ ჩემს დაზე ამ სიკეთის დავიწყება შეუძლებელია,ახლა კი მხოლოდ მადლობა შემიძლია გითხრათ. -დედა როგორ არის არ უთხრა მალუზე ინერვილებს. -დედა უკეთ არის და სიმართლე გითხრა დედაზე აღარც ვნერვიულობდი მალუ რომ ვერ ვიპოვე მასზე გადავერთე, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა თქვენით. -დამშვიდდი, მე ყოველთვიოს თქვენს გვერდით ვიქნები. -რა ვთქვა მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ტელეფონი გათიშა და მალუს შეხედა. -დასრულდა მტკივნეული მომენტები,ვერ ვიტყვით რომ ამ მოულოდნელი გასერინებით ეს სუფთა ჰაერი ცუდი არის. რაც იყო იყო მთავარია მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი და ახლა უნდა შევაგროვოთ ეს სიმშვიდე და სუფთა გარემო,რადგან ქალაქში ვერ ნახავ მალუ ასეთ სუფთა თოვლს.მალუს გაეცინა შიშველი ხელებით გუნდა გააკეთა და ალიკას ესროლა, ალიკამ ჯერ გაოცებულმა შეხედა და მალუმაც ეშმაკურად უთხრა. -უნდა შეირგოთ ეს თოვლი,რადგან ქალაქში ვერ ნახავთ საგუნდაო თოვლს.ალიკას გაეცინა და უთხრა. -ეშმაკი გოგო ხარ,სუსტად რომ არ იყო იმ დიდ თოვლში ჩაგდებდი და მე შორიდან გიყურებდი.... -არ მინდა,საკმარისი საათები ვიყავი დიდ თოვლში დაფლული და თქვენი დახმარებით ვარ ახლა აქ. -მალუ იოანეზე ვფიქრობ, როდის ან როგორ უნდა უთხრათ სიმართლე ან როგორ გავიგოთ ეს ჩვენი ფანტაზიაა თუ ნამდვილად ისეა როგორც ჩვენ ორმა გავიფიქრეთ. -ერთი აზრი დამებადა რადგან მეც იოზე ვფიქრობ და თან ვნერვიულობ,მოდი რამე წავიღოთ მათი ნივთი რომ დნმ-ის ანალიზი ავიღოთ,ჩვენ ხომ ტყუპები ვართ ჩემს ნივთზე გავაკეთოთ და დაველოდოთ შედეგებს თუ დადებითი პასუხი იქნება შემდეგ უთხრათ იოს. -კარგი აზრია მომწონს და გონივრულად იფიქრე,პასუხის გაგებამდე კი იყოს ჩვენი საიდუმლო..... -კარგი, იყოს საიდუმლოდ.... გაეცინა მალუს და კარი გაიღო მოხუცი გამოვიდა გარეთ და ალიკას უთხრა. -შემოდით ჩემო სტუმრებო მაგიდა მზად არის.ყველა შევიდა თბილ სახლში და გაოცებული უყურებდნენ მაგიდას. -ბებო ამდენი გემრილობები ვინ უნდა ჭამოს. -შეგერგოთ ბებო, ჩემი სახლი მუდამ სტუმრებით იყო სავსე კარი თითქმის არც იკეტებოდა, მაგრამ რომ გაგვიჭირდა და გვერდში დგომა დაგვჭირდა ყველა დაიკარგა, ამდენი წლის სიჩუმე კი თქვენმა სტუმრობამ დაარღვია და მიხარია ბებო.ყველა მაგიდას შემოუსხდა, მათემ ალიკას შეხედა და ღიმილით უთხრა. -ეს ზამთარი აქ ვიყოთ უზრინველად ვიქნებით.... -ეს ყველაფერი უშრომელად არ არის ძმაო.... -პირობას ვდებ,ქალაქში რომ მომწყინდება თქვენთან მოვდივარ. ყველას გაეცინა და მოხუცმა სიხარულით დაეთანხმა. -მოდით შვილებო როცა გაგიხარდებათ, ზაფხულში მოდით ვინადიროთ ტახზე ტყეში...ყველამ გემრიელად ივახშმა და თავიანთ საწოლებზე დაისვენეს მხოლოდ ალიკას და მალუს არ ეძინა, დილით უძილობისგან თვალებდაწითლებულმა შეხედა ორივემ ერთმანეთს. -არც შენ დაგეძინა მალუ.... -ვფიქრობდი და არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ. -იპოვე ისეთი რამ რაც ანალიზისთვის გამოგვადგება? -ვიპოვე კბილის ჯაგრისი არ ვიცი ბებოსია თუ ბაბუსი, მაგრამ ნიშვნელობა არ აქვს ორივეს ნივთი იგივე შედეგს მოგვცემს. -კარგი მომეცი მე ჩავიდებ ჯიბეში და გავაკეთებ ანალიზს, შენი თმაც მომეცი.დილით ბებომ ისევ გემრიელი მაგიდა გაუწყო სტუმრებს, შემდეგ კალათაში ჩაუწყო ყველაფერი ლამაზად და გაატანა, შემდეგ კი სახე მოეღრუბლა და თვალზე ცრემლმაც გაიბრწყინა. -ბებო გპირდებით მოვალთ და გინახულებთ.... -ვინც მოვიდა წასვლისას ყველამ დამპირდა მოვალთო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა.თქვენ იყავით ბებო კარგად და ჩვენ მივეჩვიეთ მარტოობას ლოცვით ვწვები და ლოცვით ვდგები უკვე ასაკში ვარ და ცოტა კიც მეშინია სიბერე ძნელია შვილებო.ალიკამ მხარზე ხელი მოხვია მოხუცს და ტკბილად უთხრა. -პირობას ვტოვებ და ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, მეც და მალუც აუცილებლად დავბრუნდებით,მხოლოდ ჩაწყნარდეს ეს ამინდებიც შემდეგ კი თავს არ მოგაწყენთ. -კარგი,ისეთი ენთუზიაზმით მპირდები მჯერა რომ სიტყვას შეასრულებ და მეც ანუ ჩვენც აქ დაგხვდებით. ალიკამ ტელეფონის ნომერი დაუტოვა მოხუცს თავადაც ჩაიწერა მათი ნომერი და ორივეს ტკბილად დაემშვიდობა. გული დაწყდა მოხუცებს დაცარიელებულ სახლში რომ შებრუნდნენ,მაგრამ ბაბუმ შეხედა გულჩათხრობილ მეუღლეს და გაუბედავად უთხრა. -ის გოგონა ისე ახლოს მოვიდა გულთან თითქოს ჩემი ნაწილი იყო,ეეეჰ ასე უპატრონოდ და მარტოები როდემდე უნდა ვიყოთ მოხუცო. -ღმერთის ნებით და უფლის დალოცვით ხდება ყველაფერი, ჩვენც მის ნაბოძებ სასწაულს დაველოდოთ, აქამდე ხომ ველოდით კიდევ დაველოდოთ და იქნებ ვინმეს გავახსენდეთ. -ეს სიჩუმე და მარტოობა გაგვანადგურებს,სიჩუმით განადგურება კი ყველაზე ცუდია. -ტელეფონი შეამოწმე ხომ დატენილია ალიკამ დაგირეკავთ რომ ჩავალთო და არ მგონია დავავიწტყდეთ. მოხუცები იმედით ელოდნენ ალიკასგან ზარს,ალიკამ კი რომას უთხრა. -რომა საავადმყოფოში მიდი ექიმმა უნდა ნახოს მგონი სიცხე აქვს მალუს ძალიან დასუსტდა და ცხელი აქვს შუბლი თუ ყველაფერი კარგად იქნა ვიტამინებს მისცემს და მიიღებს.რომამ ქალაქში შესვლამდე საწვავით აავსო ბაკი და მალუს შეხედა, მიხვდა რომ ალიკა არ აჭარბებდა და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა,ალიკა მალუს უყურებდა და უთხრა. -მალუ სიცხე გაქვს შვილო და ექიმმა უნდა გნახოს, კარგია თუ ყურადღებას არ მოვადუნებთ დილით კარგად იყავი ახლა კი უღონოდ ხარ იქნებ ანთება გაქვს და მიზეზი დაგიტოვა თოვლში ყოფნამ -მაციებს, ვერ ვთბები და მაღალი სიცხე მაქვს. ალიკამ მოეხმარა მალუს მანქანიდან გადმოსვლაში და მიმღებში შესულმა ექიმი იკითხა,მედდამ შეხედა და უთხრა. -ექიმი წავიდა, მაგრამ წუთი წუთზე მოვა მორიგე ექიმი და მოგხედავთ ჩვენ კი გოგონას წავიყვანთ. -სიცხე აქვს და აციებს.... -მივხედავთ ბატონო.... მალუს ელოდა უეცრად ნაცნობი და ნანატრი ხმა რომ გაიგონა და თვალები დახუჭა, გაახსენდა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. ,,გაიღვიძე,მე მოვედი''. შემდეგ კოცნა ის ალიკას ბაგეებს შეეხო და გაყინუილი სხეული გაუთბო,მაგრამ შემდეგ წავიდა და გაუჩინარდა.წავიდა და ფიქრობს დღემდე რომ ალიკამ მისი კოცნა ვერ გაიგო, სწორედ რომ მისმა კოცნამ დააბრუნა ის ისევ ჩვენს სამყაროში. -მას შემდეგ გეძებ და სადაც არ ველოდი შენს ნახვას იქ გიპოვე. ალიკა იმ ოთახის კართან მივიდა სადაც მალუ ექიმთან ერთად იყო და უეცრად კარი გაიღო და ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. -მიცანი..... -გიცანით,მაგრამ.... -მიცანი, კი მე ვარ ჩემს გოგონას თქვენი დახმარება ჭირდება ექიმო. -თქვენს გოგონას.... თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ორივემ თავიანთი თავი ერთმანეთის თვალებში დაინახეს. -გიპოვე ბარბი.... -მიპოვე, მაგრამ ახლა რა მოხდება თქვენ ხომ შვილი გყავთ,ოჯახი..... -ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ,ჯერ ვისაუბროთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ შემდეგ კი მივიღოთ გადაწყვეტილება. -საიდუმლოებების გარეშე.... -რა თქმა უნდა,საიდუმლოებების გარეშე. -თქვენი რამდენიმე თვიანი სიჩუმე..... -სიჩუმე სისუსტე არ არის ბარბი.... სიჩუმე ძალიან ბევრის მთქმელია.არ ვიცი რამდენად მართალია,მაგრამ ამბობენ სიჩუმეს თუ მოუსმენ სწორედ სიჩუმე მოგიტანს ცხოვრებაში დიდ სიურპრიზს,მაგრამ ზოგჯერ სიჩუმეში იბადება სიყვარულიც რომელიც ორ გულს აერთიანებს. -პაციენტების შემოვლა უნდა გავაკეთო და თუ გადაუდებელი რამ არ მოხდა ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ. -რომ გავიდეთ ცოტა ხნით... -დღეს მარტო ვარ და გასვლით ვერსად ვერ გავალ. -კარგი მეც მალუს ვერ დავტოვებ,მასზე რას მეტყვი რამე სერიოზულია? -ალბად წვიმაში მოყვა ანთება აქვს და დასაწყისია ჯერ, კარგია რომ დროულად მოხდა სამედიცინო ჩარევა ამიტომ დღეს აქ იქნება გადასხმას დაუდგამთ და ხვალ უკეთ იგრძნობს თავს. -კარგი,მასთან შევალ.ალიკამ ბარბი დატოვა და მალუსთან შევიდა,ფრთხილად მოძრაობდა მალუს დახუჭული ჰქონდა თვალები და უკან უნდა გაბრუნებულიყო რომ მალუმ უთხრა. -დაურეკე იოს მოვიდეს მისი ნახვა მინდა. -კარგი დაურეკავ და თუ რამე გინდა მითხარი შვილო და მოგიტან,რაც შეეხება შენს სისუსტეს ანთებითი პროცესი არის დაწყებული ექიმის დროული ჩარევით ხვალ უკეთ იქნები,ახლა კი გავალ და იოს დაურეკავ.ალიკა კართან იყო მისული რომ ისევ მალუს ხმა გაიგონა,მალუს მიუბრუნდა და მოუსმინა. -მოხუცებს დაურეკე რომ ჩამოვედით მშვიდობით ინერვიულებენ და ჩვენგან ზარს ელოდებიან. -ვიცი,მახსოვს და მათაც დაურეკავ. ალიკა ღიმილით გავიდა ოთახიდან და მოხუცებს დაურეკა პირველი რადგან იოანესთან ბევრი სალაპარაკო ჰქონდა,მოხუცები ელოდნენ ზარს და პირველივე ზარზე უპასუხეს ალიკას. -გელოდებოდი და რომ დაგაგვიანდა ვინერვიულე შვილო. -ჩავედით,მაგრამ მალუ საავადმყოფოშია ანთებითი პროცესი განვითარდა და მალე უკეთ იქნება. -კარგია რომ მიიყვანე ექიმთან.... -დასუსტდა ძალიან გზაში და სიცხეც მისცა, ამიტომ პირდაპირ ექიმის ნახვა აუცილებელი იყო. -კარგი და მადლობა რომ დარეკე, მეც მაქვს ნომერი და დაგირეკავ გოგოს ამბავს ვიკითხავ. ალიკამ ტელეფონი გათიშა და იოანეს დაურეკა,იოანე კი თაიასთან ერთად იყო და საუბრობდნენ,ტელეფონის ხმაზე ნომერს დახედა და არც დაფიქრდა უპასუხა. -სად ხართ, თქვენს ზარს ველოდი. -იოანე საავადმყოფოში ვართ მალუს ანთებითი პროცესი განუვითარდა,გაცივდა წვიმაში და თოვლში. -სერიოზულია რამე? -ამ წუთში მხოლოდ გაცივებაა და ანალიზების პასუხი გვეტყვის ხვალ მის მდგომარეობას. -მომწერე სად ხართ რომელ საავადმყოფოში და მოვდივარ. იოანემ ტელეფონი გათიშა თაიას შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდე, თაი ბოდიში..... -მეც მოვდივარ იქნებ რამე ჭირდება მალუს და შენ ვერ გითხრას.იოანეს ჩაეცინა და თქვა. -ეს არ მიფიქრია,წავედით. იოანემ ხელი ჩაკიდა თაიას და ასე ხელჩაკიდებული მივიდნენ მალუსთან, იქვე ალიკა იდგა ჩაფიქრებული და პირველი მასთან მივიდა. -შეგაწუხეთ,საქმეს მოგაცდინეთ და მადლობა როგორ გითხრათ ისიც კი არ ვიცი რადგან მადლობა ძალიან ცოტაა,მაგრამ თუ ოდესმე დაგჭირდეთ..... -იოანე იმ დღეს იმ ადგილზე და იმ მომენტში ყველა ჩემნაირად მოიქცეოდა როგორც მე მოვიქეცი,ვერავინ შეძლებდა იქ დაეტოვებინა ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანი. -იქ როგორ მოხვდა ან მალუ რატომ იყო იმ გაუვალ ადგილზე, ვფიქრობ და ვერ ვხვდები. -სიმართლე გითხრა ისეთი შეშინებული იყო არ მიკითხია რადგან ავერიდე ტკივილი რაც გაიარა ისევ თავიდან განეცადა,თავად კითხე და გეტყვის,მაგრამ ეს რაც მოხდა საყურადღებოა ვიღაც ძალიან გემტერებათ. -მტერი გვყავს ეს უკვე მეც შევამჩნიე და იმედი მაქვს ვიპოვით ვინ არის,რადგან ეს ამოუცნობი და ამოუხსნელი საიდუმლო მძიმე ტვირთად მადევს მხრებზე.საუბრობდნენ რომ იოანემ მალუს ოთახისკენ გაიწია,მაგრამ ალიკას ხმამ შეაჩერა. -ძინავს, სუსტად არის ნუ გააღვიძებ. -კარგი დაველოდები. ჩაფიქრებული იდგა სამივე,ექიმი მალუსთან შევიდა და მალუს შეხედა, მალუმ სუსტად გაუღიმა ბარბის და უთხრა. -როდის გამიშვებთ სახლში ექიმო. -მალუ ხუმრობ ალბად, ასეა? -არა არ ვხუმრობ, სახლში მინდა წასვლა. -ვწუხვარ,მაგრამ რამდენიმე დღე აქ იქნები. -ასე სერიოზული არის მდგომარეობა? -მალუ უნდა მომისმინო ყურადღებით, შენებსაც დაველაპარაკები მაგრამ მდგომარეობა მართლა რომ სერიოზულია. -ძალიან დიდი როლი ითამაშა წლევანდელმა ზამთარმა ჩემს ჯამრთელობაზე ექიმო. -კიდევ რამდენიმე ანალიზი გვჭირდება,რომ დავრწმუნდეთ ბოლომდე რამდენად სერიოზულია შენი ჯამრთელობა,მაგრამ ახლავეს უნდა დავიწყოთ მკურნალობა, თემა მალუ შენს ღვიძლს ეხება. -გამოდის ღვიძლის პრობლემა მაქვს.... -დიახ ორგანო რომელიც ადამიანის ერთ ერთი სასიცოცხლო ორგანოა რადგან ის ფილტრავს სისხლს და ორგანიზმიდან დევნის ტოქსიკოზებს, შენც ამ ორგანოს პრობლემა გაქვს. -ექიმო შეიძლება შემოვიდე? მალუმ იოანეს ხმა გაიგონა და ექიმს შეხედა,ექიმმა კი იოანეს უთხრა. -დამელოდეთ.... -ექიმო არავის არაფერი არ უთხრა.... -ვინ არის.... -ჩემი ძმა არის,ტყუპის ცალი...ექიმს თვალები გაუბრწყინდა სიხარულისგან და მალუს შეხედა. -დაელაპარაკე, მალუ შენი ძმა დაგთანხმდება და შენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება ამ შანს ხელიდან ნუ გაუშვებ. -დაველაპარაკები,მაგრამ დრო მჭირდება. -დრო არ გაქვს ეს მინდა იცოდე, უნდა იჩქარო. ექიმი გავიდა მალუს თვალები ცრემლებით აევსო და არ უნდოდა იოანეს დაენახა ცრემლიანი, შეეცადა მხიარული ყოფილიყო,მაგრამ ვერ შეძლო. -მალუ შენ რა ტირი? -გამიხარდა რომ დაგინახე.... -კარგი დამშვიდდი ახლა აქ ვარ,მაგრამ მომიყევი იქ როგორ მოხვდი. -მეც არ ვიცი და შენ როგორ რა გითხრა იო. -შეეცადე გაიხსენო,არაფერი გახსოვს? -ყველაფერი მახსოვს, ჩემი მანქანა სახელოსნოშია ამიტომ ერთ დილით ფეხი გადამიბრუნდა სიჩქარისგან და სასტუმროში დღეების მანძილზე ცხოვრობდა ერთი პიროვნება სიმპატიური მამაკაცი იყო კარგი მისალმებით ვიცნობდი მეტი არაფერი და მან დამინახა იმ დილით ფეხი ძალიან მტკიოდა, მითხრა ექიმთან წაგიყვან იქნებ ძვალია გაბზარული და თაბაშირი დაგჭირდესო მეც სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი,სწრაფად მიდიოდა სანამ საღი აზრი მქონდა ვაკონტროლებდი გზას და საწორად მიდიოდა მერე ნელა ნელა არ ვიცი სად ან როგორ და აღმოვჩნდი მიუვალ ადგილზე სადაც სიცივემ გამაღვიძა, სიცივემ და თავის ტკივილმა ირგვლივ სიბნელე იყო საით წავსულიყავი არ ვიცოდი, თან არაფერი მქონდა ტელეფონი ვნახე ჯიბეში და მკვდარი იყო არ იჭერდა.ჩემი ნივთები სად დავტოვე არ ვიცი, მაგრამ მახსოვს რომ თან მქონდა იქ კი აღარ მქონდა.მალუ დაფიქრდა და მოულოდნელად იოანეს შეხედა. -გთხოვ მიდი სასტუმროში ისე რომ არ დარეკო,არ გააფრთხილო მოვდივარო და ლუკას უთვალთვალე თან გადახედე იქ შენებურად ყველაფერს,არ მოეშვან და იგრძნონ რომ სასტუმრო უყურადღებოდ არ არის. -ლუკაზე ფიქრობ რამეს? -ეს ბოლო დრო არ მომწონდა მისი ქცევები. -მეც არ მომწონს მალუ ლუკა..... -ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ,მაგრამ გადამოწმება და სიმართლეში დარწმუნება არ გვაწყენდა. -კარგი,მივალ და შენ არ ინერვიულო სხვა არაფერი არ გინდა? -მინდა მაგრამ.... -ვიცი რაც გჭირდება,მაგრამ მე თუ ვერ მეტყვი თაია არის გარეთ შემოვა და უთხარი წავალთ და ყველაფერს გიყიდით მერე ექიმთან შევალ და დაველაპარაკები და გავიგებ როდის შეგვეძლება წაგიყვანოთ სახლში,მაგრამ ამჯერად ჩემთან წამოხვალ და ჩვენ მოგხედავთ. -კარგი არ გედავები, ძალა არ მაქვს გეკამათო მაინც როგორც შენ გინდა ისე იქნება. -სხვა გამოსავალს არ მიტოვებ მალუ. -ახლაც წამოვიდოდი იო მაგრამ აქ მშვიდად ვარ და დაე იფიქრონ რომ თავიანთი გეგმა ბოლომდე მიიყვანეს, შემდეგ კი გამოვჩნდები მათთვის მოულოდნელად. -კარგია მომწონს შენი ჩანაფიქრი და მეც არ მოგეძალები,აქ იყავი და მეც მშვიდად ვიქნები. იოანემ თვალი ჩაუკრა მალუს და ოთახიდან გავიდა თაიას დაელაპარაკა და ორივე ერთად წავიდა ალიკამ თვალი გააყოლა მიმავალ იოანეს და ცრემლი მოერია როგორ უნდოდა მოხვეოდა და გულში ჩაეკრა,ჯერ კიდევ თავის ფიქრებში იყო ბარბი რომ მიუახლოვდა და უთხრა. -თავისუფალი ვარ მეორე შემოვლამდე,გინდა ვილაპარაკოთ? -ვილაპარაკოთ,ბარბი ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. -მეც, მეც მინდა გითხრა რაც მალუს ჯამრთელობას ეხება და კარგად უნდა დავფიქრდეთ რას როგორ გავაკეთებთ. ალიკამ გაოცებულმა შეხედა, მაგრამ ბარბიმ თავის კაბინეტის კარი გააღო ყავა შეუკვეთა ორზე და ალიკას წინ მშვიდად დაჯდა. -ბარბი გისმენ და პირველი უნდა მითხრა მალუს შესახებ. -რატომ გაინტერესებს ალიკა ეს გოგონა ასე ძალიან. ალიკას ჩაეცინა და ბარბის თვალებში ჩააშტერდა. -მალუ და იოანე ტყუპები არიან და არიან ჩემი შვილები ბარბი. -შვილები, ალიკა მე..... -დამშვიდდი მათ არ იციან რომ მე მათი მამა ვარ... -როგორ.... დაიბნა ბარბი და გაოცებული უყურებდა ალიკას,ალიკამ კი წყალი დაისხა ჭიქაში და თვალები აევსო ცრემლებით,წყალი მოსვა და ბარბის ყველაფერი მოუყვა. -ეს რა მესმის, ალიკა ფიქრობ მალუს იმ თოვლში დატოვება იმ ქალის გაცემულია? -უნდა დავრწმუნდე ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი,მითხარი მალუს რა ჭირს და რით შემიძლია დავეხმარო. -ალიკა მალუს მდგომარეობა სერიოზულია,მას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. -მე ვიქნები დონორი და ეს მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება, მათ სიმართლე არ იციან და მე თავად ვეტყვი როცა დრო მოვა. -კარგი იყოს ასე მხოლოდ მალუს სიცოცხლეზე ვიფიქროთ და გადავარჩინოთ,შემდეგ კი უთხრათ სიმართლე. -კარგია რადგან შევთანხმდით მეც აქ ვარ შენ კი ყველაფერი გააკეთე რაც მას დაჭირდება,ახლა კი შენ გისმენ მინდა შენზე მომიყვე. -არ მქონია ალიკა იოლი ცხოვრება ჩემი ოცნება იყო მხოლოდ ექიმი ვყოფილიყავი და ეს ერთადერთი ოცნება ამიხდა,მამა სანამ ცოცხალი მყავდა ბედნიერი გოგო ვიყავი მამა კი გულით გარდაიცვალა მოულოდნელად და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა.40 რომ გადაუხადეთ მამას მეორე ცოლმა ანუ დედინაცვალმა ჩემზე ბევრად უფროსს მამაკაცზე დამაქორწინა,ჩემი ოცნება რომ ექიმი გავხდებოდი და სხვის სიცოცხლრეს გადავარჩენდი ოცნებად დარჩა, რადგან მან სახლში ჩამკეტა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. არ ვიცი ალბად თვით უფალსაც შევეცოდე ტანჯვისთვის და ერთ დილით მითხრეს რომ ჩემი მეუღლე თავის ოფისში თავის სავარძელში გარდაიცვალა ჰაერის უკმაროსობით საავადმყოფოში გადაყვანასაც აზრი აღარ ჰქონდა,მეც მაშინ გავიგე რომ მას ჰქონდა ფილტვების კატასტროფული მდგომარეობა მისი ფილტვების 34% მუშაობდა მხოლოდ, ამიტომ ის დღე და ღამე ჟანგბადზე იყო და ნერვიულობისგან გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.რაც შეეხება ქონებას მას ხუთი შვილი ყავს და ქონება მხოლოდ ჩემზე იყო ანდერძით დაწერილი მე კი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ მხოლოდ ერთი ბინა და მანქანა დავიტოვე უნივერსიტეტში თავიდან ჩავაბარე და სწავლა დავამთავრე,ოცნება ავისრულე ექიმი გავხდი. -შვილები... -არა, არ მყავს შვილები..... -მის შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვს.... -ნორმალური ურთიერთობა მაქვს გოგოებთან, რადგან მათ ყველაფერი მივეცი რაც უნდოდათ მხოლოდ ერთი ვაჟი ყავს მამამისივით შეშლილია და ვერ მიყურებს კარგი თვალით,მამოწმებს აქ მოდის და ისიც კი მითხრა თუ გათხოვდები არ გაპატიებ რადგან მამაჩემის ხსოვნას შეურაცყოფო. -აშკარად ავადმყოფია.... -ზუსტად რომ ასეა,ახლა ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით..... -ბარბი ჯერ მალუს მივხედოთ და პირად ცხოვრებაზე მერე ვიფიქრებ,მაგრამ იცოდე აზრს არ შევიცვლი. თავიდანვე მომეწონე და შენმა კოცნამ იქ იმ საწოლზე სიცოცხლე დამიბრუნა ნუ გგონია რომ არ მახსოვს.ბარბიმ სახეზე აიფარა ხელები ალიკას თვალებშიც ვერ უყურებდა და თქვა. -არ ვიცი იმ დღეს რა დამემართა..... -გრძნობა გადმოეცი რომელიც ვერ გააკონტროლე. ალიკა ფეხზე ადგა ბარბის მიუახლოვდა და ორივე ხელებით მხრებზე შეეხო,ორივე ერთმანეთის წინ იდგა და ერთმანეთის სუნთქვას ახლოდან გრძნობდნენ,ალიკამ ფრთხილად შეეხო ბარბის ბაგეებს და არც ბარბის უთქვია კოცნაზე უარი,როცა ერთმანეთს მოწყდნენ ალიკამ უთხრა. -შენს პირველ კოცნას მე ვერ ვუპასუხე კოცნით,მაგრამ აქამდე ვერ დავივიწყე ეს მარწყვივით ტკბილი გემო ახლა იგივე შენც განიცადე და ეს კოცნა კი იქნება ერთმანეთის დამაკავშირებელი ძაფი. -ალიკა...... -დამშვიდდი, გიპოვე და აღარასოდეს დაგკარგავ ახლა კი მალუსთან შევალ და იქ ვიქნები თუ არ ძინავს. -როდის ეტყვი სიმართლეს. -ვეტყვი,მაგრამ დროს ველოდები ჯერ დედამისი უნდა ვნახო და უნდა დაველაპარაკო.ბარბიმ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი გაამზადა,ყველა ანალიზში იგივე პასუხი იყო რისიც ეშინოდა ბარბის და ალიკას წინ შეშფოთებული დადგა. -რა მოხდა, შენი გამოხედვა არ მომწონს ბარბი. -ალიკა რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ გთხოვ სიმშვიდე შეინარჩუნო. -რა მოხდა, მინდა ყველაფერი მითხრა ბარბი. -მალუ ნაცემია, მას სხეულზე სილურჯეები აქვს შეხდე მე ფოტოები გადავიღე რომ ვინმესთვის მეჩვენებინა წესით კი პოლიცია უნდა გამოვიძახო. -რას ამბობ,ბარბი ეს მიზანდასახულად არის გაკეთებული ჯერ კარგად დაგეგმეს მისი გაქრობა გათიშეს და ცემეს კიდეც, იქნებ ის კიდეც გააა..... -არა, არა, ეს არ არის რაც გაიფიქრე და ვინც ეს გააკეთა ის ახლობელია მალუსთან რაღაც შური ჰქონდა სხვაგვარად ვერ ვიფიქრებ. -ეს იოანემ უნდა გაიგოს აუცილებლად.... ალიკას თვალები ჩაუსისხლიანდა და ბარბის მიუბრუნდა. -კიდევ მინდა შენი დახმარება. -მითხარი თუ რამ შემიძლია გავაკეთებ... -სასწრაფოდ მჭირდება დნმ-ის ანალიზი და რომ არ მოვიცადოთ 10-15 დღე შენ უნდა დამეხმარო. -დნმ-ის ანალიზი რატომ გჭირდება შენ და მალუ ხომ..... -აი ეს ნიმუშები,ეს მალუს თმა არის ეს კიდევ ჩემი და ეს კიდევ ერთი პიროვნების რომელიც მალუს თმაზე უნდა გაკეთდეს და დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი, ეს ჩემი და მალუს საიდუმლო არის და პასუხები ორივეს გვაინტერესებს.რას იზამ,დაგვეხმარები? -რა თქმა უნდა დაგეხმარები ჯერ იმიტომ რომ დავრწმუნდეთ ნამდვილად თქვენს მამა-შვილობაში და ეს შანსი მოგეცა,ეს პიროვნება კი...... -ეს პიროვნება ჩვენი ვარაუდით მალუს და იოანეს პაპა არის ან ბებო არ ვიცით კბილის ჯაგრისი რომლის არის,მაგრამ სიმართლის გაგებაში ერთ ერთი გვჭირდება და ის ერთი ჯაგრისიც აქ გვაქვს. -ესე იგი უნდა დავამტკიცოთ იოანე და მალუ თუ არიან ტყუპები,სწორად გავიგე? -ეს უტყუარი არის ისინი ტყუპები არიან, ახლა ეს ანალიზები სამ ადამიანზე კეთდება და სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. -ამდენს რომ აკეთებ არ ფიქრობ რომ იოანემ სიმართლე უნდა გაიგოს? -უნდა იცოდეს,მაგრამ ყველაფერს მისი დრო აქვს. -კარგი წავიღებ ნიმუშებს და ჩავაბარებ. -ჩვენს ჩანაფიქრს დავლოცავ ბარბი. თქვა ალიკამ და ყავის ბოლო ყლუპიც შესვა. ბარბის გაეცინა და უკვე შებრუნდა წასასვლელად რომ ალიკამ შეაჩერა. -გინდა წამოგყვე? -როგორც გინდა. შებრუნდა და ალიკასთან ერთად წავიდა ნიმუშებით ხელში, ის მეგობარს სიხარულით შეხვდა ვისი იმედიც ჰქონდა. -ლაშა, ლაშა რა კარგია ჯერ კიდევ აქ ხარ. -ბარბი, რა მოხდა აქ რატომ ხარ. გაოცებული უყურებდა ბარბის მეგობარი და შემდეგ ალიკას შეხედა,ბარბიმ კი ყველაფერი აუხსნა ლაშა კი დაფიქრდა. -ბარბი შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ,მაგრამ შენც იცი ზოგჯერ შეუძლებელია დაუგეგმავად გავაკეთოთ ის რაც ზემოდან მოწოდებული არ არის. -ლაშა გადავიხდი რაც არის გადასახდელი,მხოლოდ სასწრაფოდ გვჭირდება პასუხები. ლაშამ ალიკას შეხედა და ალიკას არ დარჩენია შეუმჩნეველი თუ როგორ უყურებდა ლაშა ბარბის და მისთვის ყველაფერი გასაგები იყო,ბარბის მკლავში ხელი ჩაავლო და უთხრა. -წავიდეთ, სხვა გზას ვიპოვით ბარბი. ბარბი არ ელოდა უარს ლაშასგან რამდენი რამ ჰქონდა მისთვის გაკეთებული და მისმა ქცევამ გული ატკინა, მიყვებოდა ალიკას და ტელეფონის ზარს გაბრაზებულმა უპასუხა. -ბარბი დაბრუნდი და მოიტანე ნიმუშები. -რაო ლაშა სინდისმა შეგაწუხა ასეთი გაწბილებული რომ გამომიშვი თუ დრო გამოძებნე ჩემთვის ან შეიძლება გაგახსენდა მე ყოველთვის ვპოულობდი დროს შენთვის და უკან არ ვიხევდი არც საყვედურის თქმას უშინდებოდი მხოლოდ მეგობარს დავხმარებოდი და შენ დღეს ახალგაზრდა გოგონა სიკვდილისთვის გაწირე,დიახ სწორად გაიგონე შენ დღეს ხელი მოაწერე მის სიკვდილს რადგან ეს ნიმუში იყო 24 წლის გოგონასი ვინც ამ წუთში სიკვდილს ებრძვის სიცოცხლე რომ გააგრძელოს.არასოდეს შემაწუხო,ლაშა შენ ჩემთვის დღეს დასრულდი.ალიკას ჩაეცინა -ბარბი.... ბარბიმ ტელეფონი გათიშა, ალიკამ ბარბის შეხედა და უთხრა... -დიდი ხანია ბრძოლობს შენს დასაკუთრებას შენი მეგობარი ბარბი. ბარბიმ გაოცებულმა შეხედა ალიკას და უთხრა. -რას ამბობ, არასოდეს მიმიცია არც შანსი და არც იმედი. -სწორედ ეს აგიჟებს მას ბარბი. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი. -ამ ნიმუშებს მე წავიღებ,შენ ხომ შეეცადე ახლა მე შევეცდები და იმედია გამომივა ამჯერად. -კარგი წაიღე და გელოდები.ალიკა წავიდა და შემოსასვლელში იოანეს შეხვდა თაიასთან ერთად. -მიდიხართ უკვე? -მივდივარ,მაგრამ დავბრუნდები და უნდა დავილაპარაკოთ. -კარგი აქ ვიქნები და დაგელოდებით, ექიმს ვნახავ თქვენს დაბრუნებამდე. -ერთად ვნახავთ ექიმს იოანე რადგან ჩვენ სერიოზულ თემაზე უნდა დავილაპარაკოთ,ეს მალუს და მის ჯამრთელობას ეხება გადაწყვეტილება კი შენ უნდა მიიღო. -რამე სერიოზულია, უკვე ვნერვიულობ. -სერიოზულია და ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუგოთ და მოვუსმინოთ.იოანე გაშეშდა,ალიკა კი აღარ გაჩერდა და წავიდა მან რომას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა. რომა მალე მივიდა ალიკასთან, მოუსმინა ალიკას ნიმუშები გამოართვა და შეხედა. -გასაგებია, ყველაფერს გავაკეთებ და შენც დარწმუნდები სიმართლეში ალიკა. -მალუს უნდა დავეხმარო ეს ღვიძლია, მაგრამ გულიც რომ დაჭირდეს მე მზად ვარ გულიც ამოვიღო და მივცე,რადგან 24 წელი მათ გვერდით არ ვყოფილვარ და მოვიდა ჩემი დრო მათ გვერდით დავდგე ვიგრძნო რომ მეც მამა ვარ და მათთვის რაღაც შემიძლია,ის ორი ჩემი სხეულის, გულის და სულის ნაწილებია რომა. -დამშვიდდი,ვიცი ერთი რომ მისი საქმის პროფესიონალია მხოლოდ ძვირს იღებს, რადგან მის საქმეში დარწმუნებულია. -წავიდეთ თუ წახვალ..... -წავალ,უკეთესია მარტო მივიდე. -წადი და თანხა რაც გითხრას გადაიხადე,კიდევ დაუმატე რომ რაც შეიძლება პასუხები მალე იყოს,რომა ოპერაცია დროულად უნდა ჩატარდეს და მე ამ ანალიზის პასუხს ველოდები. -კარგი წავედი და ჩემს ზარს დაელოდე. -მე უკან დავბრუნდები და იქ დაგელოდები. რომა წავიდა, ალიკა უკან დაბრუნდა,მაგრამ საავადმყოფოში მისვლას არ ჩქარობდა რომა კი ძველ მეგობართან მივიდა. -რომა წლებია აღარ შევხვედრილვართ,რამ გაგახსენა ჩემი თავი რაღაც სერიოზულია თორემ.. -კარგად მიხვდი,მაგრამ ნუ დაგავიწყდება წლებია წასული ხარ და რადგან აქედან წახვედი აღარ ფიქრობდი დაბრუნებაზე შენც გაწყვიტე კავშირი ამიტომ სხვას ნუ დაადანაშაულებ იფიქრე ღარიბია რომ შევეხმიანო დახმარებას მთხოვს და რატომ ავიკიდო ვიქნები მარტო და უფრო მყარად დავდგები ფეხზეო. -რას ამბობ რომა..... -სიმართლეს მეგობარო, სიმართლეს და ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული. -ვეღარ გცნობ.... -მე ისევ ის ვარ ვინც დამტოვე მხოლოდ სამოსი გამოვიცვალე დახეული და დაკერილი აღარ მაცვია, შენ კი მართლა შეცვლილი ხარ. -მომისმინე.... -შენ მომისმინე, მოკლედ დახმარება მჭირდება და პასუხიც დღესვე მინდა უარს არ მივიღებ. -შენ ჩემზე ბრაზობ,მე შენზე ვბრაზობ და მოდი მითხარი რაში გჭირდება ჩემი დახმარება. -ეს ნიმუშები და აწერია რა უნდა გააკეთო მე აქ დაგელოდები ნუ იფიქრებ რომ უფულოდ ვარ მოსული გინდა ბარათზე დაგირიცხავ გინდა ქეშად მოგცემ, მხოლოდ პასუხები დღესვე მჭირდება. -ფულზე არ მაქვს საუბარი უბრალოდ რთულია დღესვე პასუხები, მაგრამ შევეცდები. -დაგელოდები.... -აქ არა გარეთ დამელოდე,მე თავად გამოვალ. რომა გარეთ გავიდა და ელოდა,მაგრამ გასვლამდე მაგიდაზე ფული დადო და უთხრა. -დღესვე მჭირდება პასუხები გაბრიელ და ეს პასუხები დამოკიდებულია 24 წლის გოგონას ჯამრთელობაზე ამ ანალიზით შენ მას აჩუქებ სიცოცხლეს და ცხოვრების ხალისს დაუბრუნებ. რომა გავიდა, გაბრიელმა მაგიდაზე დააწყო ნიმუშები და შემდეგ მაგიდაზე დადებულ თანხას შეხედა,ჩაიცინა გადათვალა და თქვა. -ვხედავ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პასუხები დღესვე მიიღო და შევეცდები.რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გაბრიელმა პასუხები კონვერტში ჩააწყო და რომასთან გავიდა,ღიმილით მიუახლოვდა და უთხრა. -იმედია დაგეხმარე და პასუხები მზად არის. უთხრა და კონვერტი გაუწოდა. -მადლობა გაბო ეს ჩემი ნომერია ნუ დავიკარგებით თუ ფიქრობ რომ ჩემი სიღარიბე გხევს უკან ნუ გეშინია აღარ ვარ ისეთი ღარიბი ბინაც მაქვს და კარგი სამსახურიც,ასე რომ შეგიძლია შემაწუხო. თვალი ჩაუკრა ძველ მეგობარს და ლაბორატორია დატოვა,უკვე გზაში იყო და საავადმყოფოს უახლოვდებოდა ალიკას რომ დაურეკა ალიკამ კი პირველივე ზარზე უპასუხა. -მოვდივარ ალიკა და პასუხები მომაქვს,მანდ ნახავ? -კარგია, მხოლოდ მალუს და ჩემი ანალიზის პასუხი მომეცი მეორე შეინახე იოანემ არ უნდა ნახოს. ალიკა ისევ დაბრუნდა,იოანემ შეხედა და დაიძაბა. -გელოდებოდით, გისმენთ. -ექიმთან შევიდეთ შვილო და იქ ვისაუბროთ,მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ქაღალდს ველოდები და იმ ანალიზის პასუხზეა დამოკიდებული ჩვენი საუბარიც. -მითხარი რა არის ასეთი მნიშვნელოვანი.....ალიკამ ტელეფონი ამოიღო და რომას უპასუხა. -უკვე მოხვედი, კი ზემოთ ვარ ახლა ამოვედი და აქ მოდი. რომა რამდენიმე წუთში ალიკას წინ იდგა და კონვერტი გადასცა,ალიკამ კონვერტს შეხედა იოანეს გახედა და უთხრა. -ექიმის ნახვის დრო არის, მზად ხარ? -არ ვიცი რა არის,მაგრამ მზად ვარ და წავიდეთ.ალიკამ რომას შეხედა თვალი ჩაუკრა და უთხრა. -ოფისში დაბრუნდი იქ შენ მჭირდები და მხოლოდ შენ გენდობი რომა. -კარგი,მშვიდად იყავი იქ მივხედავ საქმეებს.... ალიკა იოანესთან ერთად ექიმის კაბინეტთან მივიდა ფრთხილად დააკაკუნა კარზე და ბარბის ხმაც გაიგონა,ალიკამ კარი გააღო ბარბიმ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -უკვე პასუხიც გვაქვს და დღესვე? -გახსენი და პასუხი ერთად ვნახოთ,თუმცა არ ვიცი პასუხი დადებითია თუ უარყოფითი. ბარბიმ აკანკალებული ხელით გახსნა კონვერტი და ფურცელი ჩაათვალიერა თუ არა ალიკას შეხედა ღიმილით და უთხრა. -დადებითია, შენ შეგიძლია მალუს დონორი იყო ალიკა. იოანე გაშეშდა, ბარბის ხმა მისთვის უცხო იყო რასაც მოჰყვა ქოშინი და მისთვის თითქოს დრო გაჩერდა, როგორც იქნა ხმა ამოიღო და გაბრაზებულმა თქვა. -ამიხსენით რა ხდება, რა დონორი და რატომ ჭირდება მალუს დონორი. ფეხზე იდგა და ორივეს ცალ ცალკე უყურებდა,ბარბიმ მშვიდად აუხსნა მალუს მდგომარეობა, იოანეს ცრემლი მოერია შემდეგ კი ალიკას შეხედა და უთხრა. -ბევრი გააკეთეთ მალუსთვის, ჩვენთვის და მისი ტყუპის ცალი ვარ ასე რომ მე შემიძლია ვიყო მისი დონო,თქვენ...... -იოანე ეს გრძელი ისტორიაა და აუცილებლად გაიგებ,მაგრამ მოდი ჯერ მალუს მივხედოთ შვილო. -შვილო. ჩაილაპარაკა იოანემ და ალიკას თვალებში ჩახედა, ახლოს მივიდა მასთან და აკანკალებული ხმით უთხრა. -იმ დღეს შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და ეს ის დღე იყო როცა გავიგე რომ ტყუპის ცალი და მყავდა,თუმცა 24 წელი მარტო გავიზარდე.ასევე იმ დღეს გავიგე ვინ იყო ქალი ვინც ჩვენ გვშობა,მაგრამ იმ დღესვე უარი თქვა ჩვენზე და მიგვატოვა, ამიტომ გავიზარდეთ ცალ ცალკე. გაჩუმდა რადგან ხმა წაერთვა არც ცრემლებს მალავდა, თაიამ მკლავზე შეეხო, მაგრამ იოანე მხოლოდ ალიკას უყურებდა. -არც თქვენ იცოდით რომ შვილები გყავდათ და ამიტომ გახდით ცუდად, ხომ სიმართლეს ვამბობ. -ასეა, 24 წელია ნატვრაში ვარ რომ მეც მყოლოდა შვილები.... -გყავს,ტყუპი ქალ ვაჟი გყავს და შენ ხარ ჩვენი მამა.... ალიკამ თვალებში ჩახედა იოანეს და თავადაც ცრემლი დაედინა სახეზე,არ ელოდა მაგრამ იოანე მასთან მივიდა და ტირილით უთხრა. -ვეძებდი იმ ადამიანს ვისთვისაც ეს წლები მამა უნდა დამეძახა და მყოლია საუკეთესო მამა, ჩვენ განგებამ შეგვახვედრა ერთმანეთს მამა და ჩვენ სამივე ერთი ქალის მსხვერპლნი ვართ. ალიკამ ვეღარ გაუძლო იოანეს ხმას და ორივე ხელები მაგრად მოხვია როგორ ნატრობდა ამ ჩახუტებას და ამ სითბოს,ორივე არა ბარბის კაბინეტში ოთხი ადამიანი ცრემლად იღვრებოდა. -დამშვიდდი შვილო ახლა მთავარია მალუ გადავარჩინოთ და ამას ჩვენ შევძლებთ,მაგრამ ჯერ საიდუმლოდ უნდა დარჩეს ჩვენი მამა-შვილობა. -რატომ? -მინდა პირისპირ შევხვდე მას და თქვენთან ერთად უნდა უთხრა ჩემი სათქმელი. -კარგი იყოს ისე როგორც იტყვი და ახლა რას ვაკეთებთ. -მომისმინე, მალუ ნაცემი არის.... -ნაცემი არის? გაოგნებული უყურებდა იოანე ალიკას და ბარბიმ ფოტოები აჩვენა სხეულზე სილურჯეები რომ ჰქონდა ბარბის და თვალებში დაუბინდდა სიბრაზისგან. -მივხედავ, ვხვდები ვინც ურევია ამ საქმეში და ამას მე მივხედავ შენ აქ იყავი კიდევ ერთი რამ რაც თავად მალუმ მითხრა და მისი აზრი მომეწონა. -გისმენ, თქვი ჩვენც რომ ვიცოდეთ. -მალუ აქ დარჩება რადგან იფიქრონ რომ გეგმამ გაამართლა, მიუშვათ მათ ჭკუაზე შემდეგ კი როცა გამოჯამრთელდება მოულოდნელად გამოჩნდება. -ეს კარგი აზრია, ძალიან რომ მომეწონა. -სხვას რას ვაკეთებთ, რა არის შემდეგი ნაბიჯი. -როგორც მალუს ექიმი ამ ყველა ანალიზს დნმ-ის ანალიზთან ერთად მთავარ ექიმთან შევიტან და რადგან დონორი გვყავს ის გადაწყვიტავს როდის გაკეთდება ოპერაცია. -იოანე არ გვინდა ხმაური,ვთქვათ რომ მალუ გაურკვეველი დროით წასულია ქვეყნიდან. -კარგია ასე უკეთესია, მე წავალ რადგან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და უნდა მოვაგვარო, თაია შენ აქ იყავი მალუსთან მას დაჭირდები.ალიკა ფეხზე წამოდგა და იოანეს თვალებში შეხედა. -რა საქმეა, მე გჭირდები? -არა, ეს მე უნდა მოვაგვარო სასტუმროს ეხება მალუმაც მითხრა. -გასაგებია, იმედია რომ რამე დამირეკავ. -აუცილებლად,ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ.გაუღიმა იოანემ ალიკას თაიას კოცნით დაემშვიდობა ბარბის ხელი ჩამოართვა და საავადმყოფოდან წავიდა,ისე იყო უკვე სიბრაზეს ვერ აკონტროლებდა და პირდაპირ სასტუმროში მივიდა სადაც ხმაური დახვდა და გაოცებული უყურებდა იქ შეგროვილ ხალხს. -რა ხდება, აქ რა ხმაურია. იკითხა და ყველას მოავლო თვალი სათითაოდ,მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა როცა ლუკა იდგა ხალხის ბრბოში და ყვიროდა. -სასტუმრო თავშესაფარი არ არის ან გადაიხდით ან პოლიციის ძალით აქედან გახვალთ. იოანე ყელში წვდა ლუკას და გაუწონასწორებელი ხმით იყვირა. -შენ ვინ ხარ აქ კანონებს რომ ადგენ და მალუს გამზრდელ ბებიას აქედან აგდებ,შენ ვინ მიგდიხარ ჩემს ოჯახს რომ შეეხე.იოანეს ხმაზე ყველა გაშეშდა,ლუკამ ხელი მოუქნია იოანეს და უთხრა. -აქ როცა მალუ არ არის მე ვარ,ის როცა არ არის მე მეხება აქ ყველაფერი და ჩემი კონტროლით მოვიდა ეს სასტუმრო დღემდე. -გადავხედავ დღესვე რას აკეთებ და რა გააკეთე ამ რამდენიმე დღეში და მალუს შეუთანხმდი რასაც აკეთებ,მან იცის? -მალუ არ არის და არც არავინ იცის როდის ინებებს დაბრუნებას ან თუ დაბრუნდება, ესეც საკითხავია. -გამოდის მხოლოდ შენ იცი მალუ სად არის რადგან მე ვერ მივაკვლიე ტელეფონი გათიშული აქვს, ასეა? -იოანე უკან დაიხიე, ეს უკვე თქვენ აღარ გეხებათ ეს უკვე ჩვენი საქმეა. იოანემ უკან მიიხედა და მის უკან რომა იდგა რამდენიმე მამაკაცთან ერთად,რომამ კი იოანეს მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -ალიკამ დამირეკა და მითხრა სადაც იყავი, ყველაფერს მივხედავთ შენ კი აქ მიხედე საქმეს ვხედავ ხალხი შეშინებულია,მალუ კი მალე დაბრუნდება და თავად გააგრძელებს. -გასაგებია.უთხრა იოანემ რომამ თვალი ჩაუკრა და ყველაზე ბოლოს გავიდა სასტუმროდან მისმა ხალხმა კი ლუკა გაიყვანეს რომელიც ყვიროდა. -არ შეგარჩენ იოანე ჩემს ხელით შეხებას,მკვდარი ხარ იცოდე. იოანემ გაიწია ლუკასკენ მაგრამ თამრომ მკერდზე მიადო ხელი და უთხრა. -შენ მისი დონის არ ხარ იოანე და დამშვიდდი, კარგია რომ დროზე მოდი.იოანემ თამროს და ლელის ხელი მოხვია და უთხრა. -ვერავინ დაგამცირებთ სანამ მე ცოცხალი ვარ.ლელიმ შეხედა იოანეს და უთხრა. -მადლობა შვილო, თაია ან მალუ სად არის. -ერთად არიან ამ წუთში,ავიდეთ ნომერში და იქ გეტყვით. ნომერში შებრუნდა ყველა, ბარგი რომელიც ლუკამ გარეთ გამოყარა იოანემ იქვე მდგარ ბიჭებს მიუბრუნდა და თქვა. -ნომერში აიტანეთ ბარგი, შემდეგ კი ყველა შეიკრიბეთ უნდა ვილაპარაკოთ. ლელი უყურებდა იოანეს და მისი სახე დაღლილი და გამოფიტული მოეჩვენა, სახეზე ხელი ჩამოუსვა და უთხრა. -იოანე რა ხდება,სად არიან გოგოები ან ამ რამდენიმე დღეში შენ ასე რატომ შეიცვალე გახდი და თვალები ჩაგიცვინდა. იოანეს ცრემლი მოერია და ყველაფერი უთხრა ლელის, ბოლოს კი თხოვნით მიმართა მათ. -ეს არავინ არ უნდა გაიგოს,რადგან ამ სიჩუმით მალუს დავიცავთ. -ჩვენ ჩუმად ვართ,მაგრამ რადგან ასეთი გასაიდმლოებულია მალუს ჯამრთელობის მდგომარეობა ვერც მის სანახავად წავალთ. -არა,არსად არ წახვალთ შესაძლებელია და გამორიცხულიც არ არის რომ გითვალთვალებდეთ ის სატანა ქალი ყველგან არის და რაც შეეხება თამრო ბებოს უნდა დავაჯეროთ რომ მალუ კონფერენციაზე არის წასული სპეციალური მიწვევით რამდენიმე დღით, შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებთ. -კარგი ყველაფერი გასაგებია და დარწმუნებული ვარ მალუ კარგად იქნება,ის მალე დაგვიბრუნდება.იოანე დაღლილი ყველაფრისგან ჩაფიქრებული და თვალებდახუჭული იჯდა,ლელიმ პლედის მიფარება გადაწყვიტა იფიქრა ჩაეძინა ამდენი ნერვიულობა გაიარა და ფეხზე წამოდგა რომ თამრომ ცივი ხმით შეჰკივლა რაზედაც იოანე ფეხზე წამოდგა. -რა მოხდა, თამრო კარგად ხარ? -ფეხი გადამიბრუნდა, ღმერთო როგორ ძალიან მტკივა. -წამოდი ექიმთან წავიდეთ, იქნებ ძარღვი დაიჭიმა. -არ მინდა ექიმი შენ წადი..... იოანემ გაოცებულმა შეხედა ჯერ ლელის და მერე თამროს. -შენ გადაგიბრუნდა ფეხი და მე წავიდე ექიმთან,ჩემი ფეხი ვაჩვენო? თამრო უყურებდა იოანეს და იცინოდა, იოანესაც გაეცინა და ლელის მიუბრნდა ისიც იღიმოდა და იოანემ უთხრა. -ნუ დააგვიანებ ტვინის ექიმი ჭირდება რადგან ფეხი არა და ტვინი აქვს გადაბრუნებული. -დაძაბული ატმოსფერო განვმუხტე,იოანე იცი რომ ღიმილი გიხდება და ძალიან სიმპატიური ხარ? იოანეს ისევ ჩაეცინა და უთხრა. -რომ არ ვიცოდე ვინ ხარ ვიფიქრებდი რომ ჩემს შებმას ცდილობ,მაგრამ მაინც არაფერი გამოგივა რადგან ჩემს გულში მხოლოდ ერთი ქალი არის და ის ქალი შენი და არის თამრო. თვალი ჩაუკრა და კარისკენ წავიდა,მაგრამ თამრომ შეაჩერა. -მიხარია ეს რომ მესმის, მაგრამ მაინც ასეთ ღიმილიანი სახით მინდა დაგინახო, არ მინდა კიდევ დაგინახო გაბრაზებული ძალიან შემეშინდა დღეს შენი იოანე. -კიდევ კარგად შევიკავე თავი თამრო და ვინც ჩემიანს შეეხება დაზოგვა არ ვიცი მისი. -ლუკას რა ბედი ეწევა. -მას მიხედავენ მე არც ჩავერევი ისე გაუსწორდებიან და არის კიდევ რაღაცეები რაც გასარკვევია მასთან, საერთოდ ვერ ვიტან მამაკაცს ვინც ქალს დაამცირებს და მალუს დამცირებას მითუმეტეს ვის შევარჩენ. კარგი უნდა წავიდე, სხვა რაც გაინტერესებს სხვა დროს იყოს თამრო ახლა მართლა არ მაქვს დრო, თუ რამე რამდენიმე საათით მალუს კაბინეტში ვიქნები. თვალი ჩაუკრა და წავიდა, თამრომ ღიმილით შეხედა ლელის და ლელიმ კი საყვედურით უთხრა. -ცუდად მოიქეცი შვილო.... -არა დედა, იოანეს ხასიათის გამოკეთება მინდოდა ეს ადამიანი თავიდანვე კარგად მოგვიდგა და ღირსეული მამაკაცია მე ვფიქრობ რომ ასეთი ადამიანები იშვიათები და განსაკუთრებულები არიან.როგორ ძალიან გაუმართლა ჩემს დას დედა და ეს ძალიან მახარებს, თაიაც მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა უხდებიან ერთმანეთს. იოანემ ნომრიდან გავიდა თუ არა თაიას დაურეკა მალუს ამბავი იკითხა თაიას კი იოს ხმა არ მოეწონა. -რა მოხდა, იო სად ხარ მოვდივარ. -არ წამოხვიდე, თაია ვერ მიპოვი.თაიამ არ დაუჯერა და ალიკას უთხრა. -უნდა წავიდე იოანეს ხმა არ მომეწონა. ალიკამ გაუღიმა და უთხრა. -კარგი შვილო წადი და იყავი მის გვერდით. თაია ტაქსით წავიდა და იოანე ნაცნობ ბარში იპოვა,ნერვიულობისგან მარტო იჯდა და ვისკიანი ჭიქა წინ ედგა თითქოს ფიქრობდა დაელია თუ არ დაელია,თაიამ ჭიქა აიღო და იოს შეხედა. -გინდა ამ სასმელით გაუმკლავდე შენს ტკივილს და პრობლემებს, შემომხედე.შემომხედე, ახლა უფრო ძლიერი უნდა იყო მალუს შენ ჭირდები და წავიდეთ აქედან, გთხოვ. -არ მინდა სახლში მივიდე, არ მინდა ასეთი დამინახოს დედამ,მაგრამ ინერვიულებს. -წამოდი,მენდე აქედან გავიდეთ და მოვიფიქრებთ სად წავიდეთ. -ფეხით შემოვიაროთ თბილისი ღამით,გამომყვები? -გამოგყვები,სამყაროს დასასრულამდე შენთან ერთად ვივლი მხოლოდ ადექი და აქედან გავიდეთ იოანე. თაიას უკვე ნელა ნელა გაბრაზება ეწყებოდა და ეს უკვე იოანეს ახალისებდა, ხელი მოხვია თაიას და მასთან ერთად დატოვა ბარი და ის გაკრასკული და გაშპაკლული გოგოები ჩასაფრებულები რომ იყვნენ და ელოდნენ როდის გამოთვრებოდა ალკოგოლით ეს სიმპატიური მამაკაცი, მაგრამ თაიამ გადაარჩინა და აარიდა დიდ შეცდომას იოანე იმ ღამით. მიდიოდნენ ორივე ერთად მხარ და მხარ და არც სახლში მისულან არც სასტუმროში,თაიას ოთახი ჰქონდა ნაქირავები სადაც საჭირო შემთხვევაში აფარებდა თავს, სწორედ იქ მიიყვანა იოანეც და ორმაგი ყავა გაუკეთა, მაგრამ იოანეს დაღლილმა სულმა ვეღარ გაუძლო კიდევ ფხიზლად ყოფნას და ჩაეძინა თაიამ კი მის გვერდით გაათია ღამე, დილის სიცივემ გააღვიძა იოანე თვალი გაახილა და შეხედა თაია იჯდა თავის პატარა მაგიდასთან და თავის რვეულში ჩანაწერებს აკეთებდა. -თაია მთელი ღამე ასე დამჯდარმა გაათენე? -როგორ ხარ,იმედი მაქვს თავს უკეთ გრძნობ. -შენ რომ შეგხედე რა თქმა უნდა უკეთესად ვარ,მაგრამ ჩემს თავს დატეხილ სირთულების მიუხედავად ჩემი ცხოვრება შენთან ერთად სიყვარულით და სითბოთი არის სავსე რაც უფრო დიდ ძალას და ენერგის მაძლევს. -მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ტკივილშიც და სიხარულშიც. -ვცდილობდი ტკივილი დამემალა,მაგრამ ვერ შევძელი მიუხედავად იმისა უზარმაზარი მოთმინება შემიძლია, მაგრამ მალუს შესახებ რაც გავიგე დამანგრია და დამამსხრია.თაია დუმდა,მაგრამ ეს სიჩუმე უფრო მეტის მთქმელი იყო იოანესთვის,რადგან იცოდა თაია ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა. -უნდა დაისვენო იოანე ძალიან დაღლილი ხარ. -შენთან ერთად ვარ დაღლას ვერც კი ვგრძნობ,მალუს ამბავი იკითხე? -ვიკითხე ალიკას ველაპარაკე და მითხრა დღეს ექიმებს თათბირი აქვთ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ როდის გაკეთდება ოპერაცია,მოგვიანებით თუ ვერ წავალთ ისევ დავრეკავ და გავიგებ.იოანემ დივანზე წამოჯდა და თაიას შეხედა,თაიამ მიხვდა იოანეს რაღაც აწუხებდა და სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა მის სიმშვიდეს ვერ დაინახავდა. -რა გაწუხებს, შეგიძლია დამელაპარაკო. -უნდა წავიდე.....მაგიდაზე დადებულ ტელეფონს შეხედა, თაიამ ტელეფონი მიუტანა და უცნობი ზარი რომ დაინახა უცებ წამოდგა ფეხზე. -გისმენთ.... -იოანე რომა ვარ ალიკამ მომცა ნომერი და უნდა მოხვიდე, აუცილებელია შენი აქ მოსვლა. -მოვდივარ,მისამართი გამომიგზავნე სად მოვიდე.... ტელეფონი გათიშა და თაიას შეხედა. -როგორც ხედავ დასვენების დრო არ მაქვს.... -უნდა წახვიდე, მე მალუსთან წავალ... -თაია ჩემი მანქანით წადი მე ტაქსით წავალ თუმცა უკვე ტაქსით სიარულიც საშიშია.... -კარგი,კარგი,მაგრამ.... -გასაღები აიღე და წადი მე თავს მოვიწესრიგებ და წავალ, მხოლოდ გთხოვ ან დამირეკე ან მომწერე... -კარგი,მაშინ დაგელოდები და ერთად გავიდეთ.... -შენ წადი ნუ დააგვიანებ წასვლას.თაია წავიდა,მაგრამ უკვე კარში გადიოდა რომ იოანემ შეაჩერა მასთან მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -მადლობა.... -რისთვის იოანე... -მადლობა რომ უსიტყვოდ გესმის ჩემი.... -ერთმანეთის თუ არ გვესმის როცა გვჭირდება გვერდით დგომა,მაშინ ცხოვრებასაც ვერ ავაწყობთ ერთად იოანე. -სწორედ ამიტომ მიყვარხარ და სწორედ ამ სიყვარულისთვის გიხდი მადლობას. უთხრა და თაიას ბაგეებს შეეხო მათი კოცნა ვნებაში გადავიდა,მაგრამ თაიამ მკერდზე ხელით შეეხო და შეაჩერა. -იო ორივეს გვეჩქარება,შენც გელოდებიან. -მართალი ხარ,მაგრამ რა ვქნა რომ მიზიდავ თაია. -ერთად ყოფნის დროც მოვა რომ ერთმანეთი შევიგრძნოთ, რომ ერთნი გავხდეთ და სულ ერთად ვიყოთ,ამიტომ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. თაიამ თავად შეეხო იოანეს ბაგეებს და იოანე ვერც კი მოვიდა აზრზე თაია ისე გაერიდა, კარს მიეყრდნო და ჩაიცინა. -მაგიჟებს შენთან სიახლოვე.შემდეგ გონს მოვიდა მოემზადა და კართან მისულს შეტყობინება მოუვიდა, ტელეფონი გახსნა და წაიკითხა. -,,გასაღები მაგიდაზე დევს შენ დაგიტოვე მე მაქვს ჩემი, ამიტომ კარი კარგად დაკეტე ზოგჯერ ჯიუტდება და მოსინჯე თან ორჯერ გადაატრიალე გასაღები საკეტში''. ბოლოს სიცილის სმაილი და იოანესაც გაეცინა. -კარების დაკეტვას მასწავლის შეტყობინებით, გადარეული. კარი ღიმილით გადაკეტა და რომას მიერ გაგზავნილ მისამართზე ტაქსით მივიდა, მძღოლმა ერთ ერთი ოფისის სარდაფში მიიყვანა და გაოცებული უყურებდა იქ მყოფ რამოდენიმე უცხო მამაკაცს და ბოლოს შეხედა ლუკას რომელიც ხელებშეკრული იჯდა და მის წინ რომა იდგა. -ინანებ ჩემთან დაპირისპირებას.... უთხრა ლუკამ და რომასგან ძლიერი დარტყმა მიიღო, იოანემ კი ტელეფონს უპასუხა. -გისმენ გაგა...... რომამ უცებ წამოდგა სკამიდან იოანეს ტელეფონი ხელიდან აართვა და გაგას თავად დაელაპარაკა. -მისამართს მოგწერ მეგობარო და მოდი ამ მისამართზე ყველა აქ ვართ, შენი მოსვლა კი აუცილებელია. იოანეს გათიშული ტელეფონი დაუბრუნა მანაც ჯიბეში ჩაიდო და რომას შეხედა, შემდეგ კი გაოცებულმა უთხრა. -რა მოხდა,გაგას რა საქმე აქვს ლუკასთან. -ყველაფერს გაიგებ რამდენიმე წუთში იოანე და იმედია გაიგებ ვის უნდა ენდო,ვინ დგას შენს გვერდით ძმიშვილო. რამდენიმე წუთში გაგა ვახოსთან ერთად მივიდა მისამართზე, რომამ ლუკას შეხედა შემდეგ კი გაგას. -გისმენთ ბიჭებო რადგან აქ ხართ და ერთად მოდით რაღაც სერიოზული გაქვს სათქმელი იოანესთვის და თქვით, მხოლოდ იომ არ იცის რაც უნდა თქვათ ჩვენ კი ყველაფერი ვიცით. იოანეს უკვე მოთმინება ეწურებოდა და მასში მრისხანება იკიდებდა ფეხს,გაგას მიუბრუნდა და თავშეკავებული სიბრაზით უთხრა. -რა ხდება გაგა ან ეს ვინ არის. -ვახო ჩემი ძველი მეგობარია მან იცის სიმართლე ვინ დაგეგმა დედაშენის ცემა,ვინ დგას ამ გეგმის უკან.შემდეგ ლუკას შეხედა და ახლოს მივიდა მასთან,ლუკამ კი არც დაფიქრდა გაგას ისე შეაფურთხა და გაგასგანაც ძლიერი დარტყმა მიიღო.ვახომ ყველაფერი აღიარა,იოანეს ყველაფერი მოუყვა და ბოლოს მანაც ლუკას შეხედა. -ლუკამ შეკრიბა ის ბიჭები,ლუკამ იცოდა რომ იმ დილით შენ სახლში იყავი და მან მიიყვანა ისინი შენს კარზე და ყველა ბინძური საქმის ლიდერი ლუკა არის რადგან ძალიან დიდი თანხა მიიღო საქმის მიმცემისგან და იმ ქალის მიზანი შენი და შენი დის გაქრობა იყო. მანამდე კიდევ თქვენი ერთად ავარიაში მოხვედრა და თაიას ავარია ეს ყველაფერი ერთი ქალისგან არის დაგეგმილი, მაგრამ იმ ქალის ვინაობა მე არ ვიცი თავად გეტყვის. -მალუს გატაცება.... -მალუს გატაცება და უადგილო ადგილზე მიტოვება,ესეც მათი გეგმის ნაწილია ძმაო. იოანეს თვალები ჩაუწითლდდა სიბრაზისგან პიჯაკი მოიხსნა და ჯერ დააცადა რომამ სიბრაზე აღმოეფხვრა შემდეგ კი წინ გადაუდგა და უთხრა. -გეყოს, ასე ხომ მოკლავ შენ მის გამო მკვლელი არ უნდა გახდე მას პოლიციას გადავცემთ და იქ შიგნით ბიჭები მიხედავს ისე რომ ხელს არცერთი ჩვენგანი არ გაისვრის. რომამ გაარიდა ლუკას იოანე, მაგრამ უეცრად რომას ხელებიდან გაექცა იოანე მხეცივით დაიღრიალა და ასე ღრიალით მივიდა ლუკასთან მისი შეჩერება კი ვერავინ შეძლო,მან ყელში წვდა ლუკას და ღრიალებდა. -მალუ მოგანდე, მას თავი შეაყვარე მისი სიყვარეული ფარად გამოიყენე და ყოველთვის მძიმე დროს თამაშობდი ჩვენთან ერთად განიცდიდი თითქოს გადარდებდა მალუს ბედი სწორედ მის ტანჯვას არ გაპატიებ .შენს გამო, შენს გამო ვერ მივედით ბოლო წერტილამდე რადგან ერთი ნაბიჯით გვასწრებდი წინ იცოდი ჩვენი გეგმის შესახებ.არ გაპატიებ დედაჩემის შეხებას,რომელი ხელით შეეხე მითხარი რომელი ხელი დაარტყი დედაჩემს. იოანემ ხელი ამოუტრიალა და გადატეხა ეს არ იკმარა იმავე ხელზე ხელის მტევანიც მოტეხა და უკვე გიჟს დამსგავსებული იოანე სამმა მამაკაცმა დააკავა ლუკა კი განწირული ხმით ყვიროდა და ტკივილისგან მიწაზე ფორთავდა. -მალუ ნაცემია, შენ ცემე? ლუკა ღრიალებდა,იოანე კი არ ჩერდებოდა. -შენ ცემე,ჰოდა მიიღე..... -საკმარისია, საკმარისია იოანე მაგალითი მიღებულია ვინც შენ დაგიპირისპირდება არ ვურჩევ არავის შენ წინააღმდეგ წავიდეს.პოლიციამ ლუკა წაიყვანა,როცა მანქანაში სვამდნენ გაგას შეხედა და უთხრა. -ტრუპი ხარ დაიმახსოვრე....ლუკას დაკავების შესახებ სასტუმროს თანამშრომლებმა ტელევიზიით გაიგო და ყველა გაოცებული იყო, რადგან ის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად დაასახელეს,იოანე კი ჯერ კიდევ გაცოფებული იყო როცა გაგას მიუბრუნდა და ვახოს შეხედა. -ყველაფერს მომიყვები,ყველაფერს ვახო. ვახომ ისევ ყველაფერი მოუყვა ამჯერად მისი უდანაშაულოდ დაჭერილი ბიძაც ახსენა და იოანემ შეხედა. -გამიგონია ეს საქმე და ისიც ვიცი რომ უცებ ჩაფარცხესო, ვინ არის სახელი და გვარი მითხარი. -ნიკა,ნიკოლოზ ალიანი ორგანოს მუშაკი იყო. -თუ დარწმუნებული ხარ და ის უდანაშაულოდ დააკავეს და ვიღაცის მსხვერპლია, გპირდები მე შევხვდები მას და დაველაპარაკები.გაგამ თვალი ჩაუკრა ვახოს და უთხრა. -გითხარი იოანეს დაელაპარაკეთქო და მართალიც ვიყავი, ასე რომ ეს საქმეც მოგვარდება ვახო. -ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ შევეცდები. იოანემ რომას პირადად გადაუხადა მადლობა და შემდეგ სასტუმროში წავიდა ის ჯერ კიდევ სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა ამიტომ ყველა თანამშრომელი შეკრიბა და მათ დაელაპარაკა. -არავის ვაპატიებ ამ დაწესებულებაში იყოს და ორმაგი თამაშით გვეთამაშოს ან შეურაცყოფა მიაყენოს დამსვენებელს,მალუ გენდობათ და თქვენს იმედად დატოვა სასტუმრო თქვენ კი რას აკეთებთ უხეშად ექცევით აქ მცხოვრებლებს და ვის მალუს ოჯახს,მის გამზრდელ ბებოს. -ბ-ნო იოანე..... -არ გაბედოთ თავის მართლება დღეიდან მალუს დაბრუნებამდე დაინიშნება ახალი უფროსი და მის გარეშე ვერცერთი ვერ მიიღებთ უმნიშვნელო გადაწყვეტილებას, გასაგებია? იოანემ შეხედა თანამშრომლების გაოცებულ სახეებს და ხმა დაირბილა. -ვხედავ ყველა გაოცებული მიყურებთ,მაგრამ ლუკას შემდეგ ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდით მეც და მალუც რთულია ისევ ვენდო აქ ვინმეს და ალბად ის უფრო გიკვირთ რატომ ვაძლევ თავს დიდ უფლებას თქვენს წინაშე დავდგე და ვისაუბრო მალუს მაგივრად, მაგრამ გეტყვით მე და მალუ ტყუპები ვართ და ჩვენ 24 წლის შემდეგ ვიპოვეთ ერთმანეთი, ამიტომ არავის არ მივცემ უფლებას მალუ ტყუილში აცხოვროს.იმედია გასაგებად აგიხსენით, კაბინეტში ვარ და შემომიტანეთ ამ დღეების აღრიცხა. შეკრება დაიშალა, იოანე კაბინეტში შევიდა შეამჩნია რომ ხელები უკანკალებდა და შეეცადა დამშვიდებულიყო, ახლა მხოლოდ თაიას ხმა დაამშვიდებდა და ტელეფონი აიღო. -იო სად ხარ,როგორ ხარ. -სასტუმროში ვარ აქ ძალიან არეულია ყველაფერი, გადავხედავ ამ დღეების შემოსავალს და წამოვალ, მოგვიანებით ვიქნები თქვენთან სახლშიდაც არ მივსულვარ დედასთან მასაც მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები. -დამშვიდდი,ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანს. -ექიმები რას ამბობს,ოპერაცია.... -ოპერაცია ორ დღეში დაინიშნა,მოაგვარე მანამდე მანდ ყველაფერი. -მალუ როგორ არის. -ძალიან დაეტყო ეს რამდენიმე დღე თვალები ჩაუცვივდა და ყოველ კარის გაღებაზე შენ გკითხულობს,ლუკაც იკითხა. -ლუკაზე არაფერი არ უთხრა მე თავად ვეტყვი და თუ კიდევ იკითხა უთხარი რომ სასტუმრო გადაჭედილია და დრო არ აქვს. -კარგი, როგორც მეუბნები ისე ვეტყვი,მხოლოდ შენ დამშვიდდი არეული ნერვბით სადღაც შეცდომას დაუშვებ. თაიამ ტელეფონი გათიშა და ალიკას მიუბრუნდა, ალიკამ მხრებზე მოხვია ხელი და უთხრა. -ძლიერია ჩემი შვილი და კარგად იქნება. იოანე კი დაფიქრდდა და შემდეგ თქვა. -როგორ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი, ახლა მხოლოდ მალუს ჯამრთელობაზე ვფიქრობ და ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენ კარგად მყავდეთ,არავის მივცემ უფლებას ჩემი ბედნიერება ჩამოინგრიოს თავისდა გაუთვითცნობიერებლად ცრემლი ჩამოუგორდა და უხმოდ ატირდა, მაგრამ ტირილი ღრიალში გადაიზარდა და ვერ მიხვდა როგორ დაადგა თავზე ბექა რომელმაც გაოცებულმა შეხედა. -იოანე ასეთ მდგომარეობაში მარინა დეიდა რომ ცუდად იყო მაშინ არ ყოფილხარ, მითხარი როგორ დაგეხმარო. იოანემ ბექას შეხედა და მალუს მდგომარეობა უთხრა,ბექა გაშეშდა და უთხრა. -წადი მასთან აქ მე ვიქნები და ყველაფერს გავაკონტროლებ. -ყველაფერი უნდა გააკონტროლო და ამათ ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცე,შეძლებ? -შევძლებ და შენ წადი მალუს გვერდით იყავი. იოანე იმედით წავიდა და პირდაპირ საავადმყოფოში მივიდა, თაია არ ელოდა იოანეს გვიან ღამემდე და ძალიან გაუხარდა, იოანე კი პირდაპირ მალუსთან შევიდა მასთან ილაპარაკა და გარეთ სახე გაღიმებულიც გამოვიდა, მხოლოდ რომა იდგა გაოგნებული და ჩაფიქრებული ალიკამ ჯერ უყურებდა და შემდეგ რომას სიჩუმეს მიუჩვეველმა მასთან მივიდა. -რა მოხდა, რა გჭირს რაზე ფიქრობ თან ფერი არ გადევს სახეზე,კარგად ხარ? -არ ვიცი როგორ ვარ,თავს უცნაურად ვგრძნობ.... -ჰოდა მითხარი რა ხდება შენს თავს და რას ვერ ამბობ. -ალიკა ეს რამდენიმე დღეა უცნაური შეტყობინებები მომდის ტელეფონზე ჯერ არ მივაქციე ყურადღება,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი მართალი რომ იყოს,მართლა რომ სინამდვილე იყოს? -არეულად მელაპარაკები და მაჩვენე ტელეფონი.რომამ ტელეფონი მისცა ალიკას და თავად ისევ დაფიქრდა ალიკამ კი შეტყობინება წაიკითხა. -,,რომა სადღაც და შეიძლება სულ ახლოს შენთან შენი სხეულის ნაწილი სუნთქავდეს''. -ეს რას ნიშნავს, რომა სერიოზული ან აკრძალული სექსი გქონდა და შვილი გყავს? -მეც ეს მაოცებს და მაფიქრებს ძმაო. -ვიღაც ღადაობს ეს არ იქნება სიმართლე. -რომ იყოს სიმართლე, როგორ უნდა ვიპოვო ალიკა.გაოცებული უსმენდა იოანე ალიკას და რომას უნდოდა ჩარეულიყო,მაგრამ რომას ნათქვამმა გული ატკინა. -შენამდე ერთი უბრალო ბიჭი ვიყავი დაკერებული ქურთუკით და შარვლით, შენ გამომიწოდე დახმარების ხელი და რაც ერთად ვართ კარგად იცი ჩემს ცხოვრებაში ქალისთვის სერიოზულადაც არ შემიხედია თუმცა იყო გატაცებები,მაგრამ ყველა მოკლე მოკლე ვადებით ან მქონდა კი დრო მეფიქრა ან სიყვარულზე ან სქესზე? მათ იოანე მიუახლოვდა და რომას უთხრა. -შეიძლება ვნახო რა შეტყობინება არის,იქნებ გამოსავალი ვიპოვოთ. რომამ ტელეფონი აჩვენა და მანაც წაიკითხა შეტყობინება,შემდეგ დაფიქრდა და თქვა. -შესაძლებელია ვინმემ თქვენი გამოიყენა, სხვანაირად შეუძლებელია ეს მომხდარიყო თუ არ გქონიათ სხეულის სიახლოვე ვინმე ქალთან. -ეს შესაძლებელია? გაოცებული იყო როგორც ალიკა ისე რომაც. -როგორ არა მქონდა ასეთი შემთხვევა ერთხელ და უკვე მეორედ აგერ თქვენთან და ნუ გიკვირთ, ჩასახვით შვილის გაჩენა ეს ახალი მეთოდი არ არის წლებია რომ ამ პროცესს მიმართავს იმ კატეგორიის ქალბატონები ვისაც ბიოლოგიურად არ შეულია დაორსულება, აქაც ეს შემთხვევაა ვიღაცამ ჩასახვით თქვენი შვილი გააჩინა და შესაძლებელია მამამ არც იცოდეს რომ ის ბავშვის ბიოლოგიური მამა არ არის და თავადაც შოკირებული დარჩეს. -იოანე გთხოვ გაარკვიე ყველაფერი და იქნებ ვიპოვო ვინ არის. -მალუს მივხედოთ დასრულდეს ოპერაცია და შემდეგ ამ საქმეს მივადგები. -შეიძლება მეც დაგეხმარო ამ საქმეში? -გინდა გამოცდილება მიიღო? გაეცინა იოანეს და თაიას სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა, შემდეგ კი უთხრა. -თაია ეს არ იქნება მარტივი პროცედურა,დრო ჭირდება ვიპოვოთ ვინ არის რომას შვილი. -დამიჯერე ქალური ინტუიცია სულ სხვა რამ არის და გული მიგრძნობს, რომ ვიპოვით ვისაც ვეძებთ. -თაია შენ ერთ კითხვაზე მიპასუხე,მზად ხარ ერთად ვიცხოვროთ? -შენ, შენ, შენ მთავაზობ ერთად ვიცხოვროთ დაქორწინების გარეშე? -აუცილებელია დაქორწინება? უთხრა იოანემ და ჩაეცინა თაიას გაოცებულ თვალებს რომ უყურებდა, ალიკას თვალი ჩაუკრა და თაიას აღარ ეცინებოდა გული ეტკინა მის წინ იდგა მამაკაცი ვინც თავის თავზე მეტადაც კი უყვარდა,მაგრამ თითქოს მას არ ჰქონდა სერიოზული ზრახვები თაიას მიმართ და თვალები ცრემლით აევსო იოანემ კი ბეჭედი ამოიღო და თაიას თითზე გაუკეთა. -რა იფიქრე დაქორწინების გარეშე გაიძულებდი ჩემთან ყოფნას? -შენ, შენ, შენ ისეთი სერიოზული სახე გქონდა შემაშინე..... -დაიჯერე ზოგჯერ არასერიოზულიც შეიძლება ვიყო და პასუხს ველოდები. -შემიძლია უარი ვთქვა და მე თავად დავამსხვრიო ჩემი ბედნიერება? -მაშინ.... -მაშინ თანახმა ვარ და სანამ სიყვარული იარსებებს სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.თაია გახარებული დაბრუნდა სახლში,ლელიმ შეხედა თუ არა შვილს მის თვალებში ამოიკითხა ბედნიერება და უთხრა. -კითხვის დასმაც არ არის საჭირო,რადგან ასხივებ ბედნიერებას და მიხარია რომ კარგი ადამიანი გყავს ცხოვრების თანამგზავრად. -დედა.... -დედა ილოცებს შენი ბედნიერებისთვის,რადგან მიდიხარ დედასგან შენი ბუდის მოსაქსოვად, მინდა ის ბუდე ძალიან თბილი იყოს რომ არასოდეს შეგცივდეს რადგან იქ სიყვარული იბუდებს. -დედა მიყვარხარ,მივდივარ მაგრამ სამუდამოდ ხომ არ გტოვებთ ისევ მოვალ და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. -რა თქმა უნდა შვილო მოხვალ და გავიხარებთ ისევ ყველა ერთად ვიქნებით,მაგრამ შენი გული ყოველთვის იქით გაგიწევს სადაც შენი ხელით შექმნილია ყველა კუთხე და იცი იქ გელოდება შენი დიდი სიყვარული. -შენ რას იზამ, არ შეხვდები მამას და არ დაელაპარაკები? -აზრი არ აქვს შვილო რადგან სიყვარული აღარ არის და ამიტომ აზრიც არ აქვს ცხოვრების ნარჩენების შეგროვებას ან წლების მანძილზე იმედგაცრუებული ყოფნის აღდგენა დამალული ღიმილით ეს ძალიან დამღლელია შვილო და არ მინდა ამ გზის კიდევ თავიდან გავლა. ცხოვრება ისე უნდა განვლო გოგოებო წლების შემდეგ რომ დაფიქრდებით უნდა თქვათ რომ გიღირდათ ამ გზაზე სიარული და მადლობას ეტყვით საკუთარ თავს, რომ სხვას არ დაუჯერეთ და წინ იარეთ თქვენი ცხოვრების დასაცავად. როცა შენი სხეული უძრავად იდო საწოლზე მე შენს დასთან ერთად შენი ოთახის კართან ვიდექით საავადმყოფოს ცივ შენობაში გაშეშებული და ორივე ვკანკალებდით, ვკანკალებდით შენი დაკარგვის შიშისგან და ჩუმად ვჩურჩულებდი ლოცვას ღმერთს ვევედრებოდი შენს გადარჩენას და მამაშენი მეორე ოთახში საყვარელთან შესახვედრად ემზადებოდა შენ კი უამრავ მავთულზე იყავი შეერთებული და იმდენი მავთულის ქვეშ შენი სხეული აღარც კი ჩანდა და უხილავი იყო ჩვენ კი შორიდან გიყურებდით და ვერაფერს ვაკეთებდით, მადლობა უფალს რომ დამიბრუნდი. შენ გადარჩი და ახალი ცხოვრებისთვის ემზადები,მინდა რომ ბედნიერი მყავდე თაია. თაიამ დედას ჩაეხუტა და შემდეგ თამროსთან ერთად თავის ნივთები ჩაალაგა და იოანეს ლოდინში მშვიდად საუბრობდა დედასთან და დასთან, თამრო კი ხელშეხვეული იჯდა თავის სახლში ლელი კი მასზე გაბრაზებული დედას არ ურეკავდა თამრო კი იქეთ ბრაზობდა შვილზე. -დედა ბებოსთან არ წახვალ მან ხომ ჩვენს გამო გააკეთა ყველაფერი. -წავალ, როგორ არ წავალ,მაგრამ ჯერ კიდევ ვბრაზობ. სამივე ჩაფიქრებული იყო და თაიამ ხმამაღლა გაიფიქრა. -ეს მამა როგორ დაამსხვრიე ის რაც წლები აშენეთ და რატომ,რატომ მამა. -ადვილად მოერია ნუცა რადგან მიხვდა ადვილად მოექცეოდა მისი გავლენის ქვეშ. თქვა თამრომ მაგრამ ლელიმ ჩაიცინა და თქვა. -არა გოგოებო ნუცა არ არის დამნაშავე კაცი უნდა იყოს ძლიერი,რომ ქალმა არ დაგიმონოს, მისმა ცბიერმა ღიმილმა არ უნდა მოგხიბლოს და თუ ოჯახს აფასებ თუ ოჯახი გიყვარს არ უნდა ჩაგითრიოს ინტრიგებმა,როცა სუფთა ხარ ვერც ვერავინ შეგბოჭავს მამაშენი კი გამოიჭირა და გამოიყენა მისი სისუსტეც. -დედა სიყვარული ტკივილის მიღების შემდეგ უფრო ღრმავდება,იქნებ მისცე ერთი შანსი მამას. -არასოდეს....კარზე ფრთხილი კაკუნი იყო და კარი თამრომ გააღო კართან იოანე იყო და თამროს თითით ანიშნა გაჩუმდიო,რადგან ტელეფონზე საუბრობდა. -მოვდივარ საყვარელო თაიას წამოვიყვან და წამოვალ, მინდა საავადმყოფოს კედლებიდან მოგიტაცო რამდენიმე საათი და გაგასეირნებ....ტელეფონი გათიშა და ღიმილით შევიდა ნომერში,თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა და პირველი ლელისთან მივიდა. -ქ-ნო ლელი პირობას გაძლევთ რომ თქვენი შვილი ბედნიერი იქნება და თუ გაგიკვირდა რატომ დავაჩქარე ეს საქმე მიხვდებით რომ ეს მალუს გამო გავაკეთე, რომ მის მდგომარეობაში მყოფმა გაიღიმოს. -ვიცი შვილო და არც არაფერს ვამბობ,მხოლოდ ვილოცებ თქვენი ბედნიერებისთვის რაც დარწმუნებული ვარ იქნებით ბედნიერი და სამაგალითო ოჯახს შექმნით ეს თქვენს თვალებშიდაც ჩანს რადგან ორივეს თვალებში ვხედავ ღრმად ჩამჯდარ ბედნიერებას. -მადლობა და მაპატიეთ, უნდა წავიდეთ დედასთან უნდა შევიარო და შემდეგ მალუსთან წავიდეთ რადგან გველოდება. იოანემ თამრო გულში ჩაიკრა,ლელისაც გადაეხვია და შემდეგ თაიას ჩანთას ჩაეჭიდა უეცრად გაოცებულმა შეხედა თაიას და უთხრა. -რა ჩაალაგე სასტუმროს ნივთები მოგაქვს გინდა რომ დამიჭირონ,ესაა შენი სიყვარული? თაია გაოცებული უყურებდა იოანეს და მთელი სერიოზულობით უთხრა. -რა სასტუმროს ნივთები ჩემი წიგნები და ნამუშევრები დევს,დადე ჩანთა და ნახე რომ დაიჯერო.იოანეს გაეცინა და თაიამ გაბრაზებულმა შეხედა ცრემლიანი თვალები მიანათა და უთხრა. -იოანე..... -წავედით... -აღარ მოვდივარ. თქვა და გაბუტული დაჯდა,იოანემ შეხედა და უთხრა. -კარგი ჩანთას წავიღებ და შენ როცა მოგინდეს მოდი.... ხუმრობა უნდა მიიღო თაია. თვალი ჩაუკრა და შემდეგ ჩანთით ხელში გავიდა ნომრიდან,თაიამ დედას და თამროს ჩაეხუტა და ღიმილით დატოვა საყვარელი ადამიანები,იოანე უკვე მანქანასთან იყო საბარგულში მოათავსა მძიმე ჩანთა და თაიასთან ერთად დედასთან მივიდა,კარზე ზარი მისცა და კარი მომვლელმა ქალმა გაუღო იოანემ მიესალმა და ჩუმად უთხრა. -როგორ არის,რამე გჭირდებათ? -ყველაფერი გვაქვს იოანე მხოლოდ შენ გნატრობს,მაგრამ იმასაც ამბობს თუ როგორი დატვირთული ხარ სამსახურში. -მართალია, მიცნობს დედაჩემი.ახლა სად არის, ძინავს? -არა სამზარეულოშია დღეს ქათმის სუფი მთხოვა და ის გავუკეთე,რაც შეეხება მის ჯამრთელობას დღითი დღე უკეთ არის. -მიხარია ეს შენით არის ლუი შენი ყურადღებით.იოანე ღიმილით შევიდა სამზარეულოში, მარინა არ ელოდა და თვალები გაუნათდა სიხარულისგან და კიდევ უფრო გაახარა თაიას ნახვამ. -დედა ძალიან გამაბედნიერე აქ რომ გნახე ეტლის გარეშე ჩემო ძლიერო და უშიშარო,მაგრამ მეც უნდა გაგახარო და ვიცი რომ ბედნიერებისგან შეიძლება იტირო კიდეც. -გისმენ შვილო..... -თაია.... -თაიას ვიცნობ ძალიან ლამაზი ბავშვი იყო თამროს აქ მოყავდა ზოგჯერ ერთ ადგილზე რომ დასვამდა წასვლამდე იქ იყო მეორე,რა ქვია მეორე გოგოს... -თამრო,ბებოს სახელი ქვია... -თამრო გამახსენდა მთელ სახლს შემოივლიდა და რომ შეუჩნდებოდა თამროს წავიდეთო არ დააყენებდა სანამ არ წავიდოდნენ, მერე და მერე მივხვდი ასე იმიტომ იქცეოდა რაღაც ჰქონდა გაფუჭებული ან შენი რამე ნივთი მიჰქონდა. -ჩემი ნივთები უყვარდა? გაეცინა იოანეს და მარინამ გულიანად გაიცინა. -ერთხელ გაუხდია თავისი შარვალი და შიგნით შენი ზაფხულის შორტი ჩაუცვია,ვეძებე ვეძებე და ერთხელაც მოიყვანა იმ შორტით თამრომ შენ დაინახე და გახადე უკან აღარ გაატანე. -ღმერთო რა გიჟი ყოფილა ბავშვობიდან ეს გოგო.... -ეს რაა დაყრიდა ყველაფერს ძირს და მერე თამრო რომ თვალებს დაუბრიალებდა თავად მოხვეტავდა და მეუბნებოდა, ხომ ხედავ სახლი დაგილაგეო.მარინას მონაყოლზე იცინოდა იოანე და თაიაც აყვა სიცილში. -მერე დაიკარგეთ ერთმანეთში,ისინი სხვა სკოლაში დადიოდნენ შენც სულ წიგნებში იყავი და ვეღარ იცლიდით შესახვედრად. -მაგრამ ახლა შეიცვალა მდგომარეობა დედა თაია ზოგჯერ არ მოვა ჩვენთან,ის მუდმივად ჩემს გვერდით იქნება და ჩვენ სამივე ერთად ვიცხოვრებთ.მარინა ხან იოანეს უყურებდა და ხან თაიას თვალზე ცრემლი მოერია და ისევ იოანეს შეხედა და უთხრა. -შვილო თქვენ ანუ შენ და თაია..... -ხო დედა მე და თაია დავქორწინდებით,შენ მგონი უარზე ხარ? -რას ამბობ შვილო შენ მე გამაბედნიერე,შენ მე უფრო კარგად გამხადე ჩემო ერთადერთო.... -ვიცი რომ გაგიხარდა,მაგრამ ჯერ ვერ ვიქორწინებთ მალუს გამო... -მალუ,რა ჭირს მალუს იოანე....იოანემ ხელზე ხელი მოუჭირა მარინას და უთხრა. -მალუ ავად არის დედა,სერიოზული ავადმყოფობა აქვს და მალე ოპერაციას გაუკეთებთ. -რას ამბობ შვილო.... -ამიტომ არ შემეძლო მოსვლა ეს დღეები მასთან ვარ საავადმყოფოში,მაგრამ თამრომ არ იცის და ჯერ ჯერობით გვინდა საიდუმლოდ დარჩეს შენ კი ამ საიდუმლოს შეინახავ და არაფერს ეტყვი.ხომ არ ეტყვი, მას გულის პრობლემა აქვს დედა. -არა, არა არ ვეტყვი,მაგრამ იოანე ის ნერვიულობს რამდენი დღეა არ დაურეკიაო გუშინ მითხრა. -დღეს დაურეკავს და ეტყვის რომ ქალაქიდან არის გასული,ოპერაცია ორ დღეშია დაგეგმილი წინ რთული დღეები გვაქვს დედა და რომ არ დაგირეკო არ ინერვიულო ვიცი რომ გამიგებ. -კარგი შვილო, კარგი მე ზოგჯერ მოგიკითხავ და მოკლედ მითხარი მალუს ამბავი, წადი ახლა და მის გვერდით იყავი. -კარგი წავალ,მაგრამ თაიას ჩანთას დავტოვებ ოთახში დედა.მარინამ ღიმილით დაუქნია თავი იოანეს და თაიასაც თვალებით მოეფერა,კიდევ რამდენიმე წუთი იტრიალა თავის ოთახში თაიასთან ერთად და შემდეგ ორივე გავიდა სახლიდან,რამდენიმე საათში კი საავადმყოფოში იყვნენ და ალიკას ძლიერად გადაეხვია. -როგორ ხართ,მალუ როგორ არის. -თითქოს დღეს უკეთესად არის უფრო მოცოცხლებულია სიცხეც არ აქვს და ექიმმაც უკეთესობისკენ მივდივართო. -კარგია მიხარია და თუ ექიმი ნებას დამრთავს მინდა გავასეირნო,გავიყვანო ამ კედლებიდან. -კარგი აზრია დაველაპარაკები ექიმს,გინდა ერთად შევიდეთ მასთან და რას გვეტყვის იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. -კარგი შევიდეთ.ორივე წავიდა ექიმთან და ალიკამ კარზე დააკაკუნა,შემდეგ შეაღო და ბარბის უთხრა. -დაკავებული ხარ თუ შემოვიდეთ.... -შემოდით, თუმცა ვიცი მალუს მდგომარეობა გაინტერესებთ, ხვალისთვის გადაწყდა ოპერაცია და ალიკა შენ დღეს მოგამზადებენ და ვილოცოთ იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. -გასაგებია, სახლში წავალ და დავბრუნდები იოანეს კი სურს გაასეირნოს მალუ გარეთ გაიყვანოს. -წაიყვანე, მხოლოდ ორი საათის მეტს ნუ გაჩერდებით გარეთ შემდეგ დაბრუნდებით და უნდა მოვამზადოთ. -მან იცის ვინ არის დონორი? -არა,მკითხა და უთხარი რომ ვინაობა უცნობია და მთავარია რომ მას ესაბამება მისი ორგანო. -კარგია არ მინდა ინერვიულოს ოპერაციის წინ,წაიყვანე დღეს ის ორი საათიც მისთვის კარგია ცოტა განიტვირთება მეც მოგვიანებით დავბრუნდები. -მაშინ დროს ნუ დავკარგავთ და წავიდეთ.ალიკა იოანესთან ერთად შევიდა მალუსთან, მალუს გაუხარდა იოანეს დანახვა და უსაყვედურა კიდეც. -სად ხარ,გუშინ და დღეს აღარ გამოჩნდი. -საქმეები მალუ და ხომ იცი რთული სამუშაო მაქვს. -სამუშაო რთული შენს პროფესიას აქვს ძმაო... -დამაგვიანდა მოსვლა, მაგრამ სამაგიეროდ კარგი ამბით მოვედი და სწრაფად უნდა წამოხტე ფეხზე რომ ქორწიულში ერთად ვიცეკვოთ. -ქორწილში,რა ხდება ვისი ქორწილია და შენ რატომ ასხივებ ბედნიერებას. უთხრა მალუმ და ალიკაც ბედნიერი იყო წლების შემდეგ შვილებს ერთად უყურებდა,მაგრამ მალუმ ჯერ სიმართლე არ იცოდა. -გეტყვით, ყველაფერს გეტყვით და პირველი ისაა რომ ვიპოვე ვინ ცემა დედაჩემი და ისიც გავიგე ვისგან იყო გაცემული საქმე,ვინ შევიდა ჩემს ბინაში. -იპოვე რა კარგია, იცნობ? -ვიცნობ და უკვე საჭირო ადგილას არის. -მეორე რა არის, ვფიქრობ მაგრამ..... -არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მე და თაია ვქორწინდებით.მალუმ გაოცებულმა შეხედა იოანეს და დაუფიქრებლად თქვა. -ვისზე ქორწინდები,თაიაზე? თაიას შეეშინდა და მალუს უყურებდა სადაც იყო ატირდებოდა, მალუ კი ჩუმად იყო და მათ აღარ უყურებდა რამაც გააოცა სამივე. -რა მოხდა,რატომ გაჩუმდი არ მითხრა რომ თაია რძლად არ მოგწონს....მალუმ შეხედა იოანეს და უთხრა. -ვერ გიტან იოანე. იოანეს გაეცინა და უთხრა. -რატომ ვერ მიტან,პირველი შენ რომ არ გითხარი? -მიზანში გაარტყი,მაგრამ გამახარეთ და გილოცავთ საჩუქარი რა გიყიდოთ? -ჩვენი საჩუქარი შენი კარგად ყოფნაა და ჩვენი ერთად ყოფნა,სხვას არაფერს არ ვნატრობ დაო. -იოანე,თაია გილოცავთ შვილებო ბედნიერი იყავით და ერთმანეთს მოუსმინეთ,ერთმანეთის გვერდით იყავით ყოველთვის,ერთად გიხაროდეთ და ერთად გტკიოდეთ ეს არის წყვილის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი,იცხოვრეთ სიმართლით რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ერთად ყოფნას.ალიკამ იოანე გულში ჩაიკრა და ცრემლი მოერია,შემდეგ თაიას შეხედა და უთხრა. -გილოცავ შვილო.ვეღარ დაასრულა სიტყვა თვალცრემლიანმა დატოვა ოთახი მალუმ გაოცებულმა გააყოლა თვალი და იოანეს უთხრა. -საოცარად თბილი ადამიანია ძალიან ერთგული,მაგრამ მისი თვალები ყოველთვის სევდიანია -მალუ მას ოჯახი ყავდა,ყავდა საყვარელი ქალი მაგრამ ქალი ერთ დღეს ადგა და წავიდა უბრალოდ გაუჩინარდა რადგან ის ღარიბი ბიჭი იყო ახლა კი ერთ ერთი ცნობილი კომპანიის მმართველია და მდიდარი პიროვნებაა. -ვერ ვიჯერებ, სიღარიბის გამო მიატოვა საყვარელი მამაკაცი? -სიღარიბის გამო მიატოვა და ვფიქრობ მარტო ეს არ იყო არ უყვარდა ისე როგორც ალიკას უყვარდა ის ქალი, სხვაგვარად მასთან ერთად შეებრძოლებოდა სიღარიბეს და მყარად დადგებოდნენ ფეხზე,რომ არ წასულიყო დღეს მდიდარი კაცის ცოლი იქნებოდა ალიკას კი არ ყავს არც ცოლი და არც შვილი,მაგრამ საიდუმლოდ გეტყვი მგონი ბარბი მოსწონს. -ბარბი ჩემი ექიმი? -შენი ექიმი დიახ,მე კი ვფიქრობ რომ კარგი წყვილი იქნებიან. -მოიცადე შვილები თქვი, მას არასოდეს უხსენებია რომ შვილები ყავს. -აქამდე არ იცოდა რომ ყავდა,მაგრამ ყავს.... -იოანე რა შორიდან უვლი სათქმელს.... -ადექი დროს რატომ მაკარგვინებ დღეს გარეთ უნდა გაგიყვანო,ხვალ ოპერაციის დღე არის და კიდევ რამოდენიმე დღე მოგიწევს ამ საწოლზე კოტრიალი. -სათქმელს გვერდს უვლი და ბოლომდე არ ამბობ.მალუ დაფიქრდა და იოანე მიხვდა მალუ ეჭვებში იყო,თაიამ იოანეს შეხედა და გამოხედვით აგრძნობინა რომ ზედმეტი მოუვიდა იოანემ კი მალუს შეუმჩნევლად კოცნა გაუგზავნა და გარეთ გავიდა. თაიამ მოეხმარა მალუს ჩაცმაში და სამივე ერთად გავიდნენ გარეთ,ადრიანი გაზაფხული იყო უკვე მაგრამ თოვლი აქა იქ მაინც იყო, თუმცა გაზაფხულს თოვლი არ აშინებდა და მისი სურნელი დატრიალებდა გარშემო,იოანემ მალუ მის გვერდით დასვა,მალუმ კი ცრემლიანი თვალებით შეხედა ქალაქს. კარგად გრძნობდა თავს, თუმცა მალე იღლებოდა და ერთიანად იმსხვრეოდა მისი გონება კი ტკივილ გამაყუჩებლებით იყო დაბინდული. -რა ხანმოკლეა ცხოვრება,როცა ბედნიერი ხარ და გინდა იცოცხლო სწორედ მაშინ სრლდება სიცოცხლის წლებიც. იოანემ მანქანა გააჩერა,მალუს ჩაწითლებული თვალებით შეხედა და უთხრა. -ყველაფერი კარგად იქნება,ხვალ დასრულდება შენი ტკივილი მალუ. -იოანე დონორი ვინ არის.... -არ ვიცი,არ გვითხრა ექიმმა რადგან თავადაც არ იცის თქვა რომ არ ისურვა ვინაობის გამხელა და ვინ იცის იქნებ დადგეს დრო ჩვენც გავიგოთ ვინ არის რომ მადლობა მოვიხადოთ მის წინაშე. -გასაგებია. თქვა და გაჩუმდა. -რა არის გასაგები...მალუ ჩუმად იყო,იოანემ ერთ ერთ მაღაზიაში შეიყვანა გოგოები მალუს ძალიან არ უნდოდა, მაგრამ იოანეს დაჯინებული თხოვნით იყიდა კაბა ასევე თაიამაც და ისევ საავადმყოფოში დაბრუნდნენ. ყველა ღელავდა მოახლოებულ ოპერაციის დროს,მაგრამ არცერთი არ იმჩნევდა. -დასრულდება ეს დღეებიც აქედან ყველა ღიმილით წავალთ და ამ კაბას ჩვენს ქორწილში ჩაიცმევ. -ქორწილი,მერე ძმიშვილი იქნება,მაგრამ ვიქნები მე? თქვა და დიდი ხნის შეკავებულ ცრემლებს გზა მისცა,იოანემ ხელები მოხვია და ორივე ტიროდა. -რა გატირებთ, უნდა გიხაროდეთ რომ დონორი გვყავს ხვალ ყველაფერი დასრულდება და ეს დღეები წასულში დარჩება.დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ ასეთია რომ გაგიჭირდება დაჯერება,ადამიანებისგან მიტოვებულს უფალს არ მივუტოვებივარ და შევძელი ის ვინც ვარ დღეს, ეს ყველაფერი კი ჩემო გოგო უფალმა და ჩემმა მოთმინებამ შემაძლებინა. -გულის ტკივილი არასოდეს დასრულდება და ეს ყველაზე მეტი რთულია,როცა იმედი გაქვს მაგრამ უიმედოდ რჩები ნელა ნელა ცარიელდები, სიცარიელე კი ერთი დიდი სევდაა. -მომისმინე,შენ ძალიან პატარა ხარ ჯერ რომ იმედი დაკარგო. მე 50 წელს მიღწეულმა დავკარგე იმედი,მაგრამ ერთ დღეს სასწაული მოხდა და ვიპოვე ის ვინც ჩემს ცხოვრებას აკლდა.მალუ მხოლოდ ხვალამდე გმართებს კიდევ მოითმინო და თვალს რომ გაახელ სულ სხვა თვალით შეხედავ შენს ცხოვრებას,შენს სამყაროს. შენ ყველა ტკივილს გადალახავ ჩემო გოგო ათასნაირ სირთულეს ჩახედავ თვალებში და როცა გზის ბოლოს გახვალ რომ აღარ გემუქრება დაბრკოლება სწორედ მაშინ გამოჩნდება რაღაც ახალი და ამ ახალს რომ გაუმკლავდე გინდა ძალა, გინდა ენერგია და ბრძოლას კი ყოველთვის მოაქვს შედეგი. დიახ უნდა იყო ძლიერი რომ შენი პრობლემის წინაშე არ დადგე წაშლილი,არ დადგე დამსხვრეული და არ დადგე უიმედოდ.ყველა შანსი უნდა გამოიყენო და არ უნდა დაცარიელდე,არ უნდა გამოშრე.გასაგებია? -მადლობა, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, ჩვენთან ხარ და ასე მიმაგრებ მხარს,მაგრამ თქვენს თვალებში დიდ დარდს და სევდას ვხედავ. -დარდად დარჩა ჩემს თვალებში ის დღე როცა მიღალატეს და მარტოობისთვის გამწირეს, ვერაგ მტრებსაც შევებრძოლე რამდენიმე წლის წინ და აღარ ველოდი თუ ფეხზე დავდგებოდი უფალს მივენდე შვილო დაე იყოს ისე როგორც დაწერე ჩემი ცხოვრების ისტორიამეთქი, მაგრამ ყველაფერი გადავლახე და ფეხზეც მყარად დავდექი. ყველაფერი კარგად დასრულდა და როგორც მხედავ აქ ვარ და მას შემდეგ იმედი აღარასოდეს დამიკარგავს.სიმძიმე დააწვა მკერდზე თითქოს უეცრად გაეხვია ბედის მანტიაში და ფანჯრიდან შემოსულმა სუფთა ჰაერმა შეაზანზარა,მაგრამ გრძნობდა რომ იმედი სივრცეში გაიფანტა მინის ნამსხვრევებივით.მას ტკივილი შიგნიდან უჭერდა მარწუხებივით თუმცა არც უცდია ცრემლებით შეპუებოდა ტკივილს,ყველას გახედა სათითაოდ და ექთანიც შემოვიდა. -უნდა გახვიდეთ,პაციენტი უნდა მოვამზადოთ....ალიკამ მალუს ხელი აიღო ხელში და უთხრა. -გთხოვ ძლიერი იყავი,დღეს აქ ვარ ოპერაციის შედეგებს გავიგებ და უნდა წავიდე ალბად ორი სამი დღე ვერ გნახავ,მაგრამ ტელეფონზე გვექნება კონტაქტი.მალუმ ხელზე ხელი მოუჭირა ალიკას და ჩუმად უთხრა. -დნმ-ის შესახებ რა გაარკვიე. -უკვე გავაკეთე და ყველაფერი კარგად არის როგორც ვივარაუდეთ ისე არის,ასე რომ აქედან როცა ადგები მეც ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და იოანესთან ერთად წავიდეთ.მალუს სახე ბედნიერმა ღიმილმა გაანათა,ალიკამ შეხედა და ღიმილით უთხრა. -აი ასე გიხდება ღიმილი რადგან სულ სხვანაირი ხარ, გთხოვ შეინარჩუნე ეს ბედნიერი წუთები. -იო ლუკა, ლუკა ეს დღეები გაქრა არც დღეს მოვა? იოანემ ხელები მომუშტა,მაგრამ მალუს გაუღიმა და უთხრა. -ტურისტები მოეძალა სასტუმროს და ვერ გამოდის სასტუმროდან.... -გასაგებია.ყველა გავიდა ოთახიდან,ალიკამ იოანეს მიუბრუნდა და უთხრა. -მარტო არ ხარ, რომა აქ არის თუ რამე დაგჭირდეს მას უთხარი. -კარგი გასაგებია და შენ არ ინერვიულო.... -მთავარია მალუ იყოს კარგად შვილო მე უკვე გავიარე ჩემი სამყოფი წლები,ახლა თქვენ უნდა იყოთ კარგად და დარწმუნებული ვარ მალუ კარგად იქნება. ალიკა გაიყვანეს მოსამზადებლად,იოანე ნერვიულობდა მის გარშემო დამთრგუნველი სიჩუმე დადგა მისი გული კანკალებდა თაიას ხელი ეჭირა ხელში და თითქოს მისგან დიდ ძალას ღებულობდა. -იოანე..... იოანე შებრუნდა და რომა იდგა მასთან ახლოს და შეხედა,რომამ მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -ალიკას და მალუს ოპერაციის შემდეგ ვნახავთ,უნდა დაისვენოთ წინ რთული რამდენიმე საათი არის და ძალა გვჭირდება ძმიშვილო. -ვერ წავალ, რომ რამე დაჭირდეთ ან ერთს და ან მეორეს.... -მათ აქვთ ტელეფონები ჩემიც და თქვენიც,ხვალ კი დამშვიდებული ნერვები გვჭირდება ყველას. -მართალი ხართ, ხვალ უფრო რთული დღე გველოდება და უკეთესია თუ დავისვენებთ დამშვიდებული ნერვრები რომ გვქონდეს.იოანემ ხელი ჩაჭიდა თაიას და წავიდა რომა კი დარჩა და თავის ფიქრებში იყო როცა კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო. -,,ძალიან ახლოს ხარ იმ ქალთან ვინც შენი შვილი გააჩინა''. აირია, სისხლი მოაწვა სახეზე და გაბრაზდა, მაგრამ არაფლის გაკეთება არ შეეძლო,მოულოდნელად მის წინ იოანე გაჩნდა და გაოცებულმა შეხედა. -რა მოხდა,რატომ დაბრუნდი. -რომა მივხვდი რომ რაღაც გიჭირს,თაია სასტუროში დავტოვე აქვე ახლოში და დავბრუნდი შენთან, მოდი გულახდილად ვილაპარაკოთ დრო გვაქვს.რომამ ტელეფონი ამოიღო და იოანეს გაუწოდა,იოანემ შეტყობინება წაიკითხა და დაფიქრდა შემდეგ რომას შეხედა და უთხრა. -არ ვიცი როგორ,მაგრამ მე მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი მაქვს და მოდი ერთ კითხვაზე გულახდილად მიპასუხე. -გისმენ ძმიშვილო და თუ რამე არსებობს ამ მდგომარეობიდან გამომიყვან შენთვის მოვკვდები. -ოდესმე შენი ჩაგიბარებია? -..... -ადრე ითხოვდნენ ახალგაზრდა მამაკაცებისგან ასევე გოგოებისგან და ვისაც უჭირდა ეს კარგი გამოსავალი იყო რადგან თანხას უხდიდნენ და იმ ს ყინავდნენ შემდეგ კი ჩასახვას აკეთებდნენ მათზე ვინც ვერ ორსულდებოდა ეს იმ დღესაც გითხარი და თუ ეს ოდესმე გაგიკეთებია მივაგნებთ აუცილებლად ჰაკერის მეშვეობით. -კი გამიკეთებია იოანე მხოლოდ ერთხელ...... -მაშინ წავიდეთ ვიცი ვისთან უნდა მივიდე ძვირი დაგიჯდება გადაიხადო,მაგრამ სიმართლე რომ გაიგო და იცოდე სადღაც შენი შვილი სუნთქავს ღირს ამ თანხის გადახდა ერთხელ და დედა-შვილსაც იპოვი. -წავიდეთ,მაგრამ ამ დროს..... -საქმე როცა მაქვს ჩემთვის დრო არ არსებობს რომა, წავედით.რომა გაოცებული მიყვებოდა უკან იოანეს,იოანემ კი ტელეფონი ამოიღო და დარეკა პაატას ნამძინარევ ხმაზე გაეცინა და რომას თვალი ჩაუკრა. -ღამურა ხარ ასე ადრე რომ დაწექი? -იოანე თუ რამე სერიოზული საქმე არ გაქვს ჩემი გაღვიძებისთვის ძვირად გადაიხდი. -გადავიხდი,გადავიხდი შენ ადექი წყალი შეისხი სახეზე გამოფხიზლდი შენთან მოვდივარ შაურმებით და ლუდი ლომისით შენ რომ აბოდებ. -შაურმები მოგაქვს და არ მეღადავები? -არა არ გეღადავები მხოლოდ გამოფხიზლდი,ფხიზელი მჭირდები მეგობარო.რომას გახედა ღიმილით იოანემ და რომამ ცერა თითი უჩვენა თან თვალი ჩაუკრა მასაც მოეწონა იოანეს იდეა და გაახსენდა რომ მთელი დღე არაფერი უჭამია მარტო ყავაზე იყო. -როგორ კარგად მიცნობ ჩემი სუსტი წერტილებიც იცი და ასე მიჭერ ყოველთვის,რა გინდა, რა არ გასვენებს და რის გაგებას ცდილობ, რა მოვამზადო. -არქივი გახსენი ჩაბარებულ ზე. -რა მოხდა სადმე შვილი გამოიჩეკა შენი? -ჩემი არა ჩემი მრეგობრის და წლების წინ უნდა დაბრუნდე, სახელს და გვარს მოგწერ. -გასაგებია ეს სერიოზული თემაა და დახურული ეს შენც კარგად იცი იოანე,მაგრამ მაინც არ მომეშვები და ისევ დავიწყებ შენს მოსვლამდე ძებნას და ვნახოთ რას მივაგნებ თუ მაინდამაინც შევეცდები. -კარგი დაიწყე, შენც მიცნობ და ამიტომ უსიტყვოდ მნებდები. -იოანე..... -ჰო კარგი ჩუმად ვარ.... უთხრა სიცილით და გაუთიშა, შემდეგ რომას შეხედა და უთხრა. -რაღაც გამოვა მისი საქმის პროფესიონალია. -იო მოდი ასე გავაკეთოთ, მეც მშიერი ვარ და შენც მოდი ვიყიდოთ შაურმები სასმელსაც ვიყიდი წვენებს ვგულისხმობ და ჩვენს იქ მივირთვათ. -კარგი წავიდეთ ვიცი სად უნდა ვიყიდოთ კარგი და გემრიელი შაურმა,მაგრამ მომისმინე რომა თანხა წინასწარ არ მისცე სანამ საქმეს არ დაასრულებს, ვიცნობ და ვიცი წინასწარ აღებულ თანხაზე მერე ეზარება საქმის ბოლომდე მიყვანა,გამიკეთა ერთხელ ასე და ლამის მივახვჩე მის მერე აღარ ვენდობი. -როგორც მეტყვი გადარიცხვით უნდა თუ ქეშად უნდა პრობლემა არ მაქვს და არც შეგარცხვენ. -კარგი, მაგრამ გიმეორებ ნუ ვიჩქარებთ.იოანე რომასთან ერთად გადავიდა და რომამ შეუკვეთა ათ ცალამდე შაურმა თავისი კოკა კოლებით და ლუდით შემდეგ იოანეს შეხედა. -კიდევ დავამატო რამე? -არა, წამოდი საკმარისია. -მაშინ წავედით,მაგრამ მადისამღძვრელი სურნელი აქვს. იოანემ მანქანა აამუშავა და უკვე რამდენიმე წუთში ნაცნობ მისამართზე იყო,კარზე ზარი მისცა პაატამ კარი გააღო და იოანეს ღიმილით შეხედა,მაგრამ პირველი შაურმებით სავსე ჩანთა ჩამოართვა მაგიდაზე დადო და ერთი შაურმა უკვე ხელში ეჭირა გაოცებულმა რომ თქვა. -ეს ყველა ჩემია? -არა, ჩვენც გვშია და ერთად მივირთმევთ, შენ რა გააკეთე რამეს მიაკვლიე? -წლევანდელი წლიდან და შევყევი არქივს ათი წელი უკვე გავიარე,მაგრამ ჯერ სასურველ სახელს ვერ მივაგენი. -ვიპოვით? -ვიპოვით, ჩაუყვები ასე და სადღაც დავიჭერ.შემდეგ რომას შეხედა და უთხრა. -როდის ჩააბარე დაახლოებით გახსოვს? -თუ კარგად მახსოვს დიდი დროა გასული სადღაც 16-17 წელი მაინც თუ მეტი არა. -გასაგებია, მივყვები ისევ ჩემი ხერხით ასე ვარაუდით ვერ ვიპოვი იო. -შენ იცი რა როგორ უნდა გააკეთო, მანამდე კი თანხა გვითხარი რომამ რომ იცოდეს რამდენია გადასახლელი. -არ გრცხვენია? შეხედა გაბრაზებულმა იოანეს მაგრამ გულში კი ჰქონდა მისი ციფრი რაც უნდა მოეთხოვა,მაგრამ დაელოდა და იომ თვალი ჩაუკრა რომას და ჩურჩულით უთხრა. -ვიცი რომ ძვირი ღირს ეს საქმე 2000 შეაძლიე თუ შეხედავ რომ გული დაწყდა მერე დაუმატე. -კარგი, ყველაფერს ხუთიანზე გავაკეთებ მხოლოდ ვიპოვო ვინ არის და სად არის. უკვე შუაღამე იყო და პაატა ისე გაიტაცა არქივში ხეტიალმა მისთვის ბევრი საინტერესო მასალა ამოიწერა,შაურმა გაუთავდა და დილამაც ფარდებში სუსტად შემოანათა ადგა და მაცივარში ჩაციებული ლუდით ყელი ჩაიგემრიელა,გადახედა მის სტუმრებს დივნის ერთ კუთხეში იოანეს ჩასძინებოდა მეორე კუთხეში რომას დილის შუქი კი ოქროსფრად ეცემოდა მისაღებში იატაკს.რომამ თვალი გაახილა და შეხედა პაატა ისევ იქ იჯდა და გაუკვირდა, მაგრამ მშვიდად დაელოდა იოანეს გაღვიძებას ჩუმად იჯდა დაჭიმული ნერვებით და რაღაც ახლის მოლოდინში,რომ პაატამ გაუთვითცნობიერებლად იყვირა. -ვიპოვე,გაიღვიძეთ ბიჭებო ვიპოვე.რომა დაიბნა და ადგილიდან ვერ დაიძრა,იოანემ შეხედა ჯერ კიდევ მძინარე თვალებით პაატას და უთხრა. -რა გაყვირებს..... -ბოდიში რომ გაგაღვიძე უფროსო,მაგრამ ვიპოვე ვისაც ვეძებდით.... -ვინ არის სახელი და გვარი ასევე მისამართიც ამოიწერე. -ესმა თორდია ჯოხაძე.....იოანე გაოცებული წამოჯდა და რომას შეხედა. -ერთი ესმა თორდია ექთნად მუშაობს ბარბისთან.....რომა ხმას ვერ იღებდა,იოანემ მხარზე შეეხო ხელით და უთხრა. -დაიბენი,გაიღიმე რომა შენს შვილს იპოვი მალე. -ვიპოვი,მაგრამ ოჯახს ხომ არ დაუნგრევ დედამისს. -დაიცადე, გავიცნოთ და ყველაფერს გავიგებთ. -ჩემო ძმაო მე გეტყვი რადგან ვიპოვეთ და ვიცით ვინაობა რა თქმა უნდა პირდაპირ ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი შენ ჩემი შვილი ხარო,ჯერ უნდა გაიგოთ რატომ გაიკეთა ჩასახვა. ზოგი ქალი იკეთებს ჩასახვას ისე რომ ქმრებმა არც კი იციან და სხვისი სპერმით გაჩენილი ბავშვი მისი ჰგონია,ამიტომ აუცილებელია გაიგოთ რატომ გაიკეთა ჩასახვა იქნებ ქმარი უნაყოფო არის ან სულაც არ იცის ქმარმა. -პაატა მართალია ახლა წავიდეთ და ყველაფერს გავარკვევთ,მხოლოდ რამდენიმე დღე მომეცი მეგობარო. -წავიდეთ. თქვა რომამ და პაატას შეხედა ჯიბიდან საფულე ამოიღო და 3000ლ დაუწყო მაგიდაზე,პაატამ გაფართოებული თვალებით შეხედა რომას და დაბნეულმა უთხრა. -მეგობარო ეს,ეს.... -დააფასე შენი შრომა ეს თანხა შენ დაიმსახურე დილამდე აქ ზიხარ და იპოვე რასაც მე წლები ვერ ვიპოვიდი თუნდაც ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო,მაგრამ შენი დახმარებით მე უკვე ვიპოვე ჩემი შვილი. პაატამ შეხედა და თვალებ აციმციმებულმა უთხრა. -გოგონა არის 17 წლის და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. -გასაგებია, ფრთხილად უნდა მივუდგე მასთან დაახლოებას.... -გოგონა არ გიცნობს მას რომ გაუკვირდება და იტყვის არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არისო, სხვა პედოფილად ჩაგთვლის და იტყვიან რომ პატარა გოგოებს აწუხებ, ამიტომ ძალიან სიფრთხილე გმართებს. დაემშვიდობა ორივე პაატას და უხმოდ მივიდნენ საავადმყოფოში, რომა ფიქრობდა იოანე ეძებდა გზას სად,როდის და როგორ შეძლებდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას,რომა კი ფიქრობდა რას ეტყოდა ქალს ვინც მისი შვილი გააჩინა ან როგორ შეხვდებოდა შვილს და რას ეტყოდნენ ერთმანეთს. იოანემ ფიქრებს დაეხსნა და ბარბის სანახავად წავიდა,კაბინეტის კართან მისულმა ინსტიქტურად უკან მიიხედა და რომას შეხედა რომელსაც არც გაუგია იოანეს ადგომა და წასვლა,თავი გააქნია გაეღიმა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა შემდეგ კი შეაღო,მაგრამ ბარბი იქ არ დახვდა თუმცა ბარბი მის უკან იდგა და ღიმილით თან ხმადაბოხებით უთხრა იოანეს. -ექიმი გასულია ყმაწვილო..... იოანე შებრუნდა და ბარბის ღიმილზე მასაც გაეცინა და უთხრა. -როგორ არიან პაციენტები ექიმო... -მათთან ვიყავი და იქედან მოვდივარ, დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ უნდა შეძლოთ და დაისვენოთ,რადგან მათ ორივეს მშვიდად ძინავს,ხვალ კი რთული დღე არის და დასვენება ნამდვილად რომ გჭირდებათ. -არსად არ მივდივარ აქ ვიქნებით,გავუძლებთ. -იოანე თუ არ წახვალთ ცარიელი ოთახი არის და ორივემ ახლავეს იქ შედით იქ კი არავინ შემოვა,დილამდე დაისვენეთ. -კარგი ბარბი იქნებ შევძლოთ და თვალი ცოტა მაინც მოვატყუოთ. -რამდენი ღამეა ნორმალურად არ დაგიძინიათ და დაისვენეთ,თქვენ გაგიჭირდებათ ხვალ არ ივარგებთ ადამიანებად.იოანე შებრუნდა და რომას უთხრა ბარბის ნათქვამი,რომა არც კი ლაპარაკობდა უხმოდ გაყვა და ორივე ბარბის მითითებულ ოთახში შევიდნენ,ძალიან შეეცადა ორივე დაძინებას და ვერცერთმა ვერ შეძლო თუმცა ორივე ჩუმად იყო იოანეს კი ესმოდა რომას ჩუმი ოხვრა ერთი საათის შემდეგ რომა ადგა და სიგარეტით ხელში ჩაიარა კიბეები, მაგრამ რომ არ ელოდა შეხედა უკან იოანე მოყვებოდა და გაოცებულმა უთხრა. -სად მიდიხარ ან რატომ ადექი. -ვერ დავიძინე, იმ საწოლზე ვერ მოვისვენე იქნებ ღამით დავიძინო წამოდი გავიაროთ ასე ერთ ადგილზე დგომით გაგვიძნელდება დღის დასრულება. ორივე გავიდა ქალაქში ერთ ბარში დასხდნენ და ყავა მიირთვეს ბევრ რამეზე ისაუბრეს და უფრო ახლოს გაიცვნეს ერთმანეთი,შემდეგ უკვე ბინდდებოდა საავადმყოფოში რომ დაბრუნდნენ,მაგრამ რომა არ ჩქარობდა შიგნით შესვლას და იოანეს სიგარეტი აჩვენა. -მე სიგარეტს მოვწევ,მაგრამ შენ აქ რას გააკეთებ წადი ისევ ოთახში შედი. -მე შენ გიყურებ მარტო არ დაგტოვებ.... -ნუ გეშინია თავს არ მოვიკლავ... უთხრა სიცილით და სიგარეტიც აანთო ნელა ნელა ჩაიწვა ღერი და ბოლო ნაპასიც დაარტყა სიგარეტის ნამწვი გადააგდო და ორივე კიბეებს აუვა ნელა ნელა,მაგრამ ორივემ კარგად გაიგონა ქალის გულსაკლავი ტირილი და ორივემ ერთმანეთს შეხედა,იოანე ახლოს მივიდა ოთახის კართან და ბარბის ხმაც გაიგონა. -დამშვიდდი,ესმა შენი ვერ გამიგია რა გახდა იმ სახლიდან წამოსვლა წლებია გაუსაძლისს პირობებში ცხოვრობ როდემდე გაუძლებ ქმრის დამცირებას,დედამთილის ირონიას. -შვილის გამო,ბარბი ჩერმი შვილის გამო გაუძლებ მის სახეზე ღიმილს რომ ვხედავ მეც ბედნიერი ვარ,მხოლოდ ის ერთადერთია ვისაც ჩემი ესმის და ბევრჯერ ჩემს გამო მანანომ ბებიამისს ეჩხუბა კიდეც. -ძალიანაც კარგი ის კუდიანი ვიღაცამ უნდა მოსვას თავის ადგილზე და გააჩუმოს, არა უკეთესი იქნება უფრო დაამუნჯოს.ორივე იცინოდა,მაგრამ ბარბიმ შეხედა ესმას და უთხრა. -იმ კაცს როგორ გაყევი მასში რა მოგეწონა შენ ხომ ძალიან კარგი ხარ და საერთოდ არ შეეფერებით ერთმანეთს. -თითქოს მე შემეკითხა ვინმემ,8 წელი შვილი არ გვეყოლა და არ დავორსულდი დედამისი კი მე მომდგა უნაყოფო ხარო. -ამიტომ მიიღე გადაწყვეტილება ჩასახვა გაგეკეთებინა და კარგადაც გააკეთე, დღეს 17 წლის შვილი გყავს დაე იცოდნენ რომ მათი ნაწილი არის. -ბარბი მეშინია..... -რისი ან ვისი.... -მეშინია, რაც უფრო იზრდება მით უფრო ვშიშობ ვაი და უეცრად გზაში შეხვდეს მამას ან ვინმე მისიანს. -მომისმინე, ნორმალური პიროვნება თუ იქნება მიატოვებ მათ და ნამდვილ ოჯახს იპოვი, ესმა მე შენს ადგილზე არც დავფიქრდებოდი იმ სახლიდან წასვლაზე და ახალი ცხოვრების დაწყებაზე. გოგოები გაჩუმდნენ ორივე ფიქრობდა და ბარბის ფიქრებში ჩაეძინა,ესმა კი წარსულის მოგონებებში დაბრუნდა კართნ კი რომა და იოანე გაოცებულები იდგნენ და ორივემ მეტყველება დაკარგა, ესმა კი მწარე ღიმილით იხსენებდა მის ტკივილიან წარსულს, წარსულს რომელიც ყველაზე მძიმე და დაუნდობელი დრო მის ცხოვრებაში.იმდენად ტკივილიანი იყო მისი წარსული ღრმად ამოისუნთქა თითქოს უკანასკნელი იყო ეს ამოსუნთქვა მისთვის,მაგრამ მისი ცხოვრება ყოველთვის წყვდიადი და უხილავი იყო რადგან სხვის სიტყვას ემორჩილებოდა ის შიშში გაიზარდა მამამისის შიშით რადგან ის დაუნდობელი და შეუბრალებელი იყო რადგან ყოველთვის ფიქრობდა რომ ცოლი და შვილი ქმრის და მამის მორჩილი უნდა ყოფილიყო ის ბრძანებდა მხოლოდ და სხვები მის ბრძანებას ემორჩილებოდა, მაგრამ ესმას სწავლა უნდოდა თუმცა ვერ ბედავდა თქმას. ერთ დღესაც სკოლიდან მოსული სახლთან უცხო მამაკაცს შეხვდა და უცნაურად შეხედა,მამამ დაინახა თუ არა ესმა გაუღიმა რამაც გააკვირვა ესმა და მამამ უთხრა. -საკმარისია სკოლაში სიარული, ესმა შენ უნდა გათხოვდე. -რა უნდა ვქნა? -უნდა გათხოვდე შვილო.... -მამა მე ხომ მხოლოდ 17 წლის ვარ წელს სკოლასაც დავამთავრებ და წავალ ვისწავლი, გთხოვ ეს არ გააკეთო, მას არც კი ვიცნობ.... -სწავლა რომ გააგრძელო ეს ადამიანი დაგეხმარება, ჰოდა ამიტომ მას უნდა გაყვე.... -შენ მე გამყიდე და რომელ საუკუნეში ცხოვრობ მამა.....სიჩუმე იყო მამას ნიკაპი აუკანკალდა თითქოს ეს მტკიცე კაცი უმწეო გახდა შვილის წინაშე და შვილს თვალებში ვერ უყურებდა,მაგრამ თავი მოთოკა და გაბრაზებული ხმით თქვა. -ჩემი ფირმა დაიკეტა მე ვეღარ გადავიხდი სკოლის გადასახადს,მან კი პირობა მომცა რომ სკოლას დაამთავრებ და სწავლას გააგრძელებ ესმა.მამასთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და სულ მალე რამდენიმე დღეში გულნატკენმა დატოვა საკუთარი სახლი, წლები გავიდა და იმ სახლში აღარ მისულა.ქმარმა პირობა შეასრულა ესმამ სკოლა დაამთავრა საექთნოც დაასრულა და ფიქრობდა ექიმობაზეც, რადგან ქმარს უყვარდა უარს არაფერზე ეუბნებოდა,მაგრამ არ უყვარდა დედამთილს და ყოველთვის ცდილობდა მიზეზი ეპოვა,ესმამ ვერ შეიყვარა ქმარი და მისი სიყვარული მის ერთადერთ შვილს მისცა.ცხოვრება ადამიანებს არსებობას გვაძლევს,მაგრამ ბედნიერებას ნატრული ვერასოდეს ეღირსა ესმა ბედნიერებას. -ღმერთო როგორ დავიღალე, ფულს შეუძლია ყველაფერი იყიდოს გარდა გატეხილი გულის განკურნებისა.თქვა და ცრემლებმა იპოვა გზა მის სახეზე,გაოცებულები შევიდნენ ოთახში და რომამ იოანეს მიუბრუნდა. -ფიქრები ამერია,ვფიქრობდი საიდან უნდა დამეწყო ძებნა და ეს ხომ ბედის ორონიაა. -ვიპოვეთ,დილით ბარბის დაველაპარაკები ვფიქრობ დაგვეხმარება და რომა ყველაფერი მოგვარდება, შვილს იპოვი. შემდეგ ჩაფიქრდა და მოულოდნელად რომას მიუბრუნდა. -როგორც მივხვდი თავისი ქორწინებით არ არის ბედნიერი.....კარი ღიად ჰქონდათ და იოანემ ხმაურზე გაიხედა, პირდაპირ ოთახიდან იოანემ შეხედა მოწესრიგებული მაღალი ქალი გრძელი შავი თმებით და სავსე მკერდით გამოვიდა მათ მიუახლოვდა ღიმილით და ორივეს მიესალმა რომამ შეხედა და ქალთან სიახლოვემ ძვლებამდე შეაცივა და სამყარო თითქოს გაჩერდა მიხვდა რომ მისი ცხოვრების სამუდამოდ შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა უფალი. -დილა მშვიდობის, მალე შემოვლა დაიწყება თუ შეგიძლიათ გარეთ რომ გახვიდეთ ან ეს კარი დავკეტოთ და არავინ შეგაწუხებთ. -კარის დაკეტვა უკეთესია არ მგონია გაგვიმეტო გარეთ სიცივისთვის.უთხრა რომამ და ესმას თვალი ჩაუკრა,ესმა არ ელოდა რომასგან ასეთ სითამამეს და წარბი აწია გაოცებისგან მარჯვენა ხელი კი აჩვენა რომ ბეჭედი ეკეთა თან სიცილით უთხრა. -დაქორწინებული ვარ მეგობარო..... იოანე ბარბის კაბინეტში ღიმილით შევიდა რამაც გააოცა ბარბი,მაგრამ იოანემ ყველაფერი უთხრა ბარბის რამაც ძალიან გაახარა და დახმარებაც კი დაპირდა,იოანემ ღიმილით დატოვა ბარბის კაბინეტი და რომასთან მიდიოდა რომ შეხედა ორივეს საუბრობდნენ და ფეხი შეიჩერა,მაგრამ მოულოდნელობისგან გაშეშდა როცა გოგონას ხმა გაიგონა. -დედა............ -მანანო აქ რა გინდა შვილო ამ დროს. -დედა ბებიას ვეკამათე და შენთან წამოვედი...... -ამ დილით იკამათეთ ჯერ არ გათენებულა? -დავიღალე დედა,მამა ყოველთვის ბებიას მხარეს იჭერს და არასოდეს უფიქრდება რომ ჩვენ თუნდაც შენ ტკივილს გაყენებს. -დამშვიდდი ახლა არ მცალია.......... რომა იდგა გაშეშებული და მისი მზერა ისეთი გამჭირვალე იყო ნებისმიერ მყარ კედელს გაარღვევდა, რომელიც მისი შვილის გარშემო იყო აგებული.მუხლები აუკანკალდა და ხელით კედელს მიეყრდნო იოანემ შეხედა და მიხვდა რომას სისუსტეს,ვერაფერი მოიფიქრა და რომასკენ წავიდა მაგრამ უეცრად მისკენ შებრუნებულ გოგონას შეასკდა გოგონაც დაიბნა და უეცრად რომამ შეაშველა ხელი და წაქცევას გადაარჩინა, იოანემ ჯერ ესმას შეხედა შემდეგ გოგონას და ღიმილით თქვა. -დამნაშავე ვარ ვაღიარებ სიჩქარეში ვერ განვსაზღვრე ჩემი სიჩქარე და როგორ გამოვასწორო დანაშაული, მზად ვარ დაო.... -არა უშავს მესმის თქვენი, დაძაბული დღეები გქონდათ და მითუმეტეს დღეს.უთხრა ესმამ იოანეს და შვილს ხელი მოხვია. -ჯერ კიდევ გვაქვს დრო, გოგონა სკოლაში არ მიდის რადგან დღეს შაბათია და ამიტომ რამდენიმე საათით გავიტაცებთ თქვენს შვილს.თქვა რომამ და ღიმილით მდგარ მანანოს თვალი ჩაუკრა. -რა თქმა უნდა თუ დედა მოგვცემს თანხმობას.... -ესმა სად ხარ კაბინეტში შემოდი სასწრაფოდ. ბარბი მიუახლოვდა ესმას და გაოცებულმა შეხედა იქ მანანოს შემდეგ რომას შეხედა და დაბნეულმა თქვა. -მანანო ამ დროს აქ რატომ მოდი, ხომ მშვიდობა არის შვილო. -გაგიკვირდა ბარბი დეიდა,მაგრამ ნაცნობი თემა რომელიც არასდროს არ ჩაწყნარდება. -ისევ ის კუდიანი და მისი გაუთავებელი საყვედურები,ბრალდებები. -ისევ ის და ისევ მისი ეჭვიანობა,როცა დედა მორიგე არის მამას ტვინს ურევს. -კარგი დამშვიდდი, იმედი მაქვს რომ ერთ დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. -ექიმო თქვენს შემოვლამდე მანანოს ყავაზე დავპატიჟებ...... ბარბიმ თვალი ჩაუკრა იოანეს და უთხრა. -არ იქნება ცუდი აზრი მანანოც მარტო არ იქნება და წამოსვლისას ორი ყავა წამოიღე,ვალად ავიღებ თქვენგან რომა. -ყავა უკვე მოვიტანე ექიმო მიირთვით თუმცა არ ვიცოდი როგორს მიირთმევთ და იმედია ჩემს გემოვნებას არ დამიწუნებთ. -შენი გემოვნება ნამდვილად რომ კარგია თაია ასეთი ბიჭის მეუღლე ხარ,ფრთხილად იყავი გოგოები დღეს იოანესნაირ ბიჭებზე ნადირობენ. -ვერავინ წამართმევს.....თქვა სიცილით და იოანეც ღიმილით მიუბრუნდა. -ასე ადრე რატომ ადექი...... -შენ აქ ხარ და ვფიქრობ ჩემი ადგილი შენს გვერდით არის,წავიდე უკან? -არა რას ამბობ გამიხარდა რომ მოდი. ესმამ და ბარბიმ ყავით სავსე ფინჯნები ჩამოართვეს თაიას და რომამ თქვა. -რადგან ყავა აღარ გვაქვს წავიდეთ და კაფეში დავსხდეთ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი,მე რომა ვარ..... -იოანე და ეს კი თაია ჩემი საცოლე,სულ მალე ქორწილში გეპატიჟები განსაკუთრებული მოსაწვევით.....მანანოს გაუხარდა მათ გვერდით ყოფნა და ღიმილით უყურებდა სამივეს. -დედას იცნობთ? გაოცებული იდგა მანანო და იოანემ უთხრა. -ბარბის ვიცნობთ დაო ის მამაჩემის საცოლეა ასე რომ..... ბარბიმ გაოცებულმა შეხედა იოანეს და არა ნაკლებ გაოცებული იყო ესმა მოსმენილით,იოანემ კი ბარბის თვალი ჩაუკრა და უთხრა. -აქ რა გაჩერებს ორი ადამიანი ჩაგაბარე,დღეს შენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე.ბარბი გაოგნებული იდგა,იოანემ ხელით უბიძგა წადიო და ესმას შეხედა. -წაიყვანე, არ მომწონს დაბნეულობა მისი და შეხედე ჩემი ორი საყვარელი ადამიანის სიცოცხლე ვანდე თქვენ კი მას გაბარებთ.ესმას გაეცინა,რომას კი გული აუფრიალა ესმას ჯადოსნურმა ღიმილმა რაც მანანოს შეუმჩნეველი არ დარჩენია და დედას თვალი გააყოლა შემდეგ ინტერესის გამო გაყვა მათ ყავაზე რომას ყველა სიტყვას,ქცევას თუ მოქმედებას აკვირდებოდა და გულში გაიფიქრა. -მამა რომ ასეთი ყურადღებიანი იყოს დედას მიმართ რა ბედნიერი ოჯახი ვიქნებოდით. რომას ხმაში და საუბარში ტკივილი და მონატრება ერთდროულად იგრძნობოდა,მაგრამ რომას ვერ აეხსნა როგორ გრძნობდა თავს მის წინ სიმართლე იდგა,სიმართლე რომელიც 17 წელია მისგან შორს იყო.ისინი საავადმყოფოსთან პატარა კაფეში შევიდნენ სადაც თბილი გარემო ავსებდა სივრცეს და ეს სივრცე კი ყავის სურნელით იყო ავსილი,მოულოდნელად ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და თვალებგაფართოებული წაიკითხა ტელეფონი კი იოანემ აართვა და ისიც გაოცებული დარჩა. -,,რომა მანანომ იცის რომ დემეტრე არ არის მისი ბიოლოგიური მამა,შეგიძლია ზოგაგად თქვა რაიმე მონატრებაზე და შვილზე რომელსაც არც კი იცნობ''. იოანემ ტელეფონი დაუბრუნა და რომამ ჩურჩულით თქვა. -,,ის ჩემი შვილია''. -შენი შვილია, მაგრამ ჯერ ესმას უნდა დაელაპარაკო. რომა ერთიანად კანკალებდა და იოანემ ფეხზე ხელი დაადო და თვალებში ჩახედა. -დაწყნარდი, სულ ამოვარდი კალაპოტიდან ასე შეგამჩნევს მანანო და მიხვდება... -დღესვე,დღესვე დაველაპარაკები... -მანანო.მამაკაცის ხმაზე ყველა უკან მიიხედა,მანანომ კი უკმაყოფილოდ გააქნია თავი და თქვა. -მამა აქ რას აკეთებ.... -სად არის დედაშენი.... -დედა ოპერაციაზე შედის ახლა და არ მიხვიდე არ მოუშალო ისევ ნერვები და რამე შეცდომა და დააშვებინო,აქ ნუ დადგამ უფასო სპექტაკლს სახლში არ ხარ,გესმის? -წამოდი სახლში..... -მე და დედა ერთად მოვალთ როცა დაასრულებს მორიგეობას და არ არის საჭირო ჩვენი კონტროლი,რაც უფრო კარგავ შენს თავმოყვარეობას მით უფრო შორდები დედას და ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ მარტო დარჩი ბებიასთან ერთად. -როგორ ლაპარაკობ ბებიაშენზე ის ხომ სულ მარტო არის.... -რომ არ იყოს მარტო სისულელეებით არ უნდა გამოგიჭედოს თავი შენც გჯერა მისი ყველა ნათქვამი და გახსოვს რამდენი წლიანი ქორწინება გაკავშირებთ და ჯერ კიდევ ვერ იცნობ საკუთარ ცოლს,ახლა კი წადი და პატაკი ჩააბარე ოჯახის უფროს უთხარი რომ დედა-შვილი ერთად მოვლიან.უყურებდა რომა და იოანე ხელით აკავებდა რომ არ წამომდგარიყო,მანანო შემობრუნდა და ღიმილით მიუახლოვდა მათ მაგიდას. -ბოდიში, მამა ყოველთვის აჭარბებს მის უფლებებს,მაგრამ..... -არა უშავს, დამშვიდდი ის წავიდა,მანანოს ცრემლით აევსო თვალები და წასვლა დააპირა, იოანემ მანანოს შეხედა და უთხრა. -მანანო დაჯექი და მომისმინე, ჩვენი შეხვედრა დღეს არ ყოფილა შემთხვევუითი შესაძლებელია დღევანდელმა დღემ ბევრი რამ შეცვალოს შენს ცხოვრებაში და არა მარტო შენს ცხოვრებაში დედას ცხოვრებაშიც და არის კიდევ ერთი ადამიანი ვისაც შენმა არსებობამ ცხოვრება თავდაყირა ამოუყირავა. -რა ხდება,გთხოვთ სათქმელი პირდაპირ მითხარით მე ვიცი რომ მამაჩემი ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის თუმცა მან არ იცის სიმართლე დედამ კი ყველაფერი მომიყვა და მითხრა მისი ცხოვრების შესახებ და იმდენად ვაფასებ დედას რომ არ შემიძლია საყვედური უთხრა ის ხომ ძალიან ბევრს ითმენს და ძალიან რთულ მდგომარეობაში ცხოვრობს,მაგრამ თუ რამე არის რომ ჩვენც ცხოვრებას შეცვლის მე ვიზრუნებ პირადად დედას ბედნიერებისთვის.რომამ თვალები დახუჭა და ცრემლები სახეზე ჩამოუვიდა 17 წელი შვილისგან შორს და არ დანახული მისი პირველი ნაბიჯები,თითქოს შეირყა გონს კარგავდა,მაგრამ იოანემ ხელი შეაშველა. -რა გჭირს, რომა ახლა სისუსტის დრო არ არის გოგონა კარგად უნდა გაიცნო და დაამყარო მასთან კარგი ურთიერთობა.რომამ ჩაახველა, მანანოს თვალებში შეხედა და ხმის კანკალით უთხრა. -17 წელი ცარიელ წლებში ვცხოვრობდი,ვცხოვრობდი სიმარტოვეში და ახლა ვხვდები რამდენი რამ დამიკარგავს ამ 17 წელიწადში.მანანომ ხელი სახეზე აიფარა და თავის ხელებში ჩამალა მისი ცრემლიანი თვალები,შემდეგ რომას შეხედა და გაუბედავად უთხრა. -თქვენ, თქვენ ხართ ჩემი მამა? -მე ვარ შენი ბიოლოგიური მამა და დღეიდან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება ჯერ შენთან ერთად და მერე დედიკოსაც დაველაპარაკები. -როგორ ვეძებდი ეს წლები ადამიანს ვისაც ვგავდი,როგორი რთული მეგონა იქნებოდა თქვენი პოვნა და რა უცებ მოულოდნელად დავდექით ერთმანეთის პირისპირ,წარმოიდგინეთ და არ მჯერა. -დღეს არ გჯერა, ხვალ უფრო დაიჯერებ კიდევ ზეგ და ყოველ დღე მოგემატება იმედი იმისა რომ ძლიერი საყრდენი გყავს ჩემი სახით,ახლა კი მომიყევი შენზე. -რა მოგიყვე ჩემს გარშემო სულ სევდა და ტკივილია,ცრემლიც კი.დედა ძალით გაათხოვეს მისთვის უცნობ პიროვნებაზე,მამა კარგი ადამიანია მაგრამ ძალიან ჯერა ბებიასი და მისი ნათქვამი ყველა სიტყვა კანონივით არის.წლების განმავლობაში შვილი არ ყავდათ,ამიტომ ბებო დედას უჯიშოს და უნაყოფოს ეძახდა დედამაც მიიღო გადაწყვეტილება შვილი ჩასახვით გაეჩინა და მისი ჩანაფიქრიც შეასრულა.სანამ არ წამოვიზარდე სახლიდან არ გასულა, სკოლაში რომ შევედი მუშაობაც დაიწყო მაგრამ ბებო სულ უკმაყოფილო არის მისი გაგებით ვინც მუშაობს და სახლიდან ყოველ დღე გადის ყველას საყვარელი ყავს.ერთხელაც მამამ დიდი ვალი აიღო და ვალში დარჩა მალე სამსახურიც დაკარგა,სახლის პროცენტები რომელიც ბანკში ჩადო დედამ დაიწყო გადახდა და ასე ნელა ნელა დაფარა სახლის ვალი ბანკიდან დაიხსნა.სანამ ვალს იხდიდა სიმშვიდე იყო ჩვენს სახლში,დასრულდა ვალის გადახდა და ბებომ ისევ დაიწყო თავისებურად მამას ყოველ ღამე უმტკიცებდა რომ დედა ღამით განგებ არ მოდიოდა სახლში რომ აღარ უყვარდა და თავისი ცხოვრება უნდა შეეცვალა,ამის გამო ბევრჯერ ვიკამათეთ და სულ დედას ადანაშაულებს რომ თითქოს დედა მამხედრებს მის წინააღმდეგ.როცა დედამ თავისი ისტორია მომიყვა და სიმართლე გამიმხილა მე ის უფრო მეტად დავაფასე, არ ვიცი მე რას ვიზამდი,მაგრამ ასეთ ადამიანების გვერდით ნამდვილად გამიჭირდებოდა ცხოვრება. -გამოდის დედას რომ დავუახლოვდე წინააღმდეგი არ იქნები. -არა,არ ვიქნები რადგან ეს ბოლო დღეები როგორც გავიგე მამამ დედის რჩევა გაითვალისწინა და სხვას ხვდება დღეს ამიტომ მოვედი აქ მამა წუხელ სახლში არ მოსულა და ბებია ფრინავდა სიხარულისგან.... -მანანო სახლი ვის სახელზეა. -დედა იხდიდა ბანკის ვალს და თუ არ ვცდები მის სახელზე არის,მაგრამ ის ისეთი გულუბრყვილოა მხოლოდ იმ კედლებიდან გამოვიდეს დააღწიოს თავი იქ არსებულ აურას და სახლსაც მათ დაუტოვებს,ბებია მერე მეზობლებში იტყვის რომ რძალი სახლიდან გააგდო ცუდი ყოფაქცევის გამო, მაგრამ მე არ დავუტოვებ. -შენ ვერაფერს ვერ იზამ რადგან მისი კანონიერი შვილი არ ხარ,ვერაფერს გააკეთებ და ამიტომ არ ჩაერიო განზე გადექი და დედა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მის გვერდით დადექი.უთხრა იოანემ და თვალი ჩაუკრა მანანოს,მანანოს კი ცრემლი მოერია და თქვა. -ჩემზე უკეთ არავინ იცის რაოდენ დიდ დამცირებას იტანს დედა მათგან,ყოველთვის იმის იმედით რომ ახალი თვე იმედით იქნებოდა,მაგრამ იმაზე მეტი არასდროს იყო რაც გვქონდა. ცრემლები მოიწმინდა და ღიმილით შეხედა რომას,რომა კი ჩუმად იჯდა და მანანოს ნათქვამ ყველა სიტყვას აანალიზებდა,მაგრამ შემდეგ ისევ მანანომ გაიცინა და თქვა. -ერთხელ სკოლამ ექსკურსია მოაწყო კახეთში ორი დღით 200 ლარი უნდა მიმეტანა და დედას არ ჰქონდა,ბარბი დეიდა ყოველთვის ხელს გვიწყობდა მაგრამ მოხდა ისე რომ იმ დროს არც მას ჰქონდა და მოულოდნელად სკოლიდან დაღონებული მოვდიოდი და გზაში საფულე ვიპოვე,გავხსენი და შიგ უამრავი ფული იდო ბანკის ბარათებთან ერთად,გავიხედე და გამოვიხედე არავინ იყო რომ იმ საფულეს პატრონად ჩამეთვალა და დავღონდი, ექსკურსიის ფული ვერ მივიტანე,მაგრამ არ მიფიქრია რომ საფულე მიმეთვისებინა იქვე დაველოდე ვიღაც შენიშნავდა რომ დაკარგა და დაბრუნდებოდა,ნამდვილად არ იყო საფულეში პატარა თანხა და სამი საათის ლოდინის შემდეგ უცხოური ტიპის ავტომობილი გაჩერდა ჩემგან არც ისე შორს და ახალგაზრდა ორი მამაკაცი გადმოვიდა კარგად ჩაცმულები და ერთმანეთში საუბრობდნენ. -აქ ვიყავით, სწორედ ამ ადგილზე გაგვიფუჭდა მანქანა და ხელოსანი გამოვიძახეთ,მახსოვს რომ ხელოსანს თანხა გადავუხადე შემდეგ არ მახსოვს რა მოხდა განა ფულს ვდარდობ შიგ ბანკის ბარათები მაქვს.მოვისმინე მათი საუბარი და მათთან მივედი ერთ მათგანს კოსტუმზე დავქაჩე მე ხომ პატარა ვიყავი ორივემ ჩამომხედა და შემდეგ ერთმანეთს შეხედეს. -რა დაკარგეთ,საფულე? -შენ იპოვე ჩემი საფულე? -მე ვიპოვე საფულე,მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე რომ თქვენია.გაოცებული მიყურებდა ორივე და შემდეგ კი ისევ ვკითხე. -რა ფერის არის თქვენი საფულე. -კაკაოს ფერი, გიყვარს კაკაო? -კაკაო მიყვარს პირველი კითხვა სწორია,მაგრამ თუ მეტყვით ზუსტად რა გიდევს საფულეში დაგიბრუნებ თუ ვერ მეტყვი პოლიციას მივუტან.ერთს გაეცინა და თქვა. -დოლარი დევს შვილო ბევრი დოლარი სადღაც 5000$-ამდე. -მანქანის კარი გამიღეთ და აქ დამელოდეთ. კარი გამიღო გაოცებულმა და მე გასაღები გამოვართვი შიგნიდან ჩავკეტე იქ მშვიდად დავთვალე თანხა და მანქანიდან გადმოსულმა საფულე მივეცი და წასასვლელად შევბრუნდი,მაგრამ ერთმა ღიმილით შემაჩერა და მითხრა. -დარწმუნდი რომ არ ვტყუი? -არ ტყუით და თუ ტყუით უფალი ოდესღაც გაზღვევინებთ,მე კი არ მომიპარავს ვიპოვე და დავაბრუნე.საფულე გახსნა და 500$ ამოიღო და მომცა მე კი უკან დავიხიე და გაოცებულმა შევხედე. -ეს ფული რომ სახლში მივიტანო დედა მცემს,რადგან ეს ჩემი ფული არ არის და სიკეთეს იმიტომ არ ვაკეთებ რომ სამაგიეროს ველოდები. -შენ სწორად აღზრდილი შვილი ხარ,გამომართვი ეს თანხა და შენ მოიხმარე. მე ისევ უკან დავიხიე და ამ დროს შეშინებული დედა მოგვიახლოვდა. -მანანო სად ხარ შვილო დაგაგვიანდა და შემეშინდა,ვინერვიულე.მამაკაცმა ყველაფერი აუხსნა დედას იმ 500$-ს კიდევ 500$ დაამატა და დედას ხელში ჩაუდო დაგვემშვიდობა და წავიდა,დედამ ექსკურსიის ფული მეორე დღეს მოიტანა სკოლაში და სახარჯო ფულიც მომცა, იმ ფულიდან მხოლოდ მე მახარჯებდა როცა დამჭირდებოდა რამე.რომა ჩუმად იყო და იოანეს თვალებში უყურებდა,შემდეგ კი უთხრა. -ის უცნობი იოანე მამაშენი იყო მეორე კი მე ვიყავი,გუშინდელივით მახსოვს ეს დღე და წლების შემდეგ ხედავ სად და ვისგან მესმის ეს ისტორია. -შეუძლებელია.... -ამიტომ გავშეშდი ესმა რომ დავინახე ის სახე ჩემთვის ნაცნობი იყო,მამაშენი კი საუცხოო ადამიანია. -ბიჭებო ოპერაციას ვიწყებთ 15 წუთში.მათ თავზე ბარბი დაადგათ და სათითაოდ შეათვალიერა ყველა,იოანეს შეხედა და თვალებით კითხა ,,რა ხდება'' იოანემ კი გაუღიმა და ხმამაღლა უთხრა. -ყველაფერი კარგი ბარბი მამა-შვილმა ერთმანეთი იპოვა,დედა როგორ შეხვდება მათ და ამ ახალ ამბავს ეს არცერთმა არ ვიცით. -დედა მე და მანანოს მოგვადეთ დავასრულოთ ოპერაცია და შემდეგ დიდი საქმე უნდა გავაკეთოთ, დროა ესმაც იყოს ბედნიერი.ბარბიმ თვალი ჩაუკრა მანანოს და ბედნიერი თან კმაყოფილი ღიმილით გაბრუნდა უკან, ღიღინით შეაღო კაბინეტის კარი და შეხედა ესმას გაოცებული უყურებდა თავის ტელეფონს,ბარბი ისე შევიდა არ გაუგია. -რა მოხდა,ესმა შევდივართ ოპერაციაზე დადე ტელეფონი და სხვაზე არაფერზე არ იფიქრო. -საყვარელი ყავს, გესმის ბარბი დემეტრეს საყავრელი ყავს. -გასაგებია და იცი მანანო დღეს დილით რატომ მოვიდა? -არ ვიცი, ვიცი მხოლოდ რომ იკამათეს ბებიამ და შვილიშვილმა. -სწორედ მაგის თქმა უნდოდა,ის პატარა გოგონა აღარ არის ესმა რომ ჯიბით კამფეტი მიუტანო და გააჩუმო,სწორედ ახლა გაქვს შანსი იმოქმედო... -ღმერთო ასეთი დაბნეული არასდროს არ ვყოფილვარ. -ეს ბედისწერისგან დაწერილი სცენარია ესმა თითქოს ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო,რომ საკუთარი თავის ფასი გაგეგო და რას მისტრი დემეტრეს ოდესმე ეს წლები იყავი მასთან ბედნიერი ან სიყვარულით სავსე? -სიყვარულით სავსე არ ვყოფილვარ,მაგრამ ჩემი კუთხე და ჩემი სამყარო მქონდა.ჩემმა საკუთარმა მამამ იმ ფარდის უკან მომისროლა სადაც ტკივილი განვიცადე და მეტი არაფერი, მაგრამ დემეტრემ მომცა სწავლის საშუალება მხოლოდ ამის მადლობელი ვიქნები მისგან ცხოვრების ბოლომდე. -შეეშვი ესმა თვით გვემას,გავდივართ და ამოიგდე ყველაფერი თავიდან. კაბინეტიდან გავიდნენ და ბარბიმ იოანეს უთხრა. -თითქმის შემზადებულია სიახლისთვის,თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვერ გეტყვით და ვერც იმედს ვერ მოგცემთ. -ბარბი მადლობა.... ბარბიმ იოანეს შეხედა და უთხრა. -მე ვიცი ესმას ცხოვრება იოანე ის ვერ გააბედნიერა დემეტრემ და ვერ მისცა ის რასაც მისი ცოლი იმსახურებს სხვას კი მალე გაიგებთ თავად ესმასგან,ახლა ვერ დავიძაბები წინ რამდენიმე რთული საათი მაქვს და მშვიდი ნერვები მჭირდება. -წარმატებები და უთხარი ორივეს რომ აქ ველოდებით.ბარბიმ თვალი ჩაუკრა იოანეს და საოპერაციო ბლოკის კარში გაუჩინარდა,მას უკან ესმა მიყვა და შეამჩნია როგორც იოანემ ისე რომამ ესმას ცრემლიანი თვალები. -ის ტირის და რატომ? -გავიგებთ როცა ოპერაცია დასრულდება.მანანო ბარბის კაბინეტში იყო და რაც მის გარშემო მოხდა იმ დილით აანალიზებდა,იოანე და სხვები კი ნერვიულობდნენ.მალუმ მიიღო იოანეს კოცნა ბარბიმ რომ გადასცა და ბარბის ხელზე ხელი მოუჭირა,ბარბიმ კი ღიმილით შეხედა. -გთხოვ მშვიდად იყო ანალიზები საუკეთესო გაქვს და ასე რომ შიშის მიზეზი არ გაქვს. -გთხოვ მითხარი,მინდა ვიცოდე დონორი ვინ არის..... -არ ვიცით ვინაობას.... -არ იცით თუ არ მეუბნებით,ბარბი.... -არა არ ამხელს ვინაობას და ჩვენ ჩავეძიოთ ამის უფლება არ გვაქვს იქნებ ოდესმე გავიგოთ, მაგრამ არა ახლა. მალუ ნელა ნელა ძილში წავიდა და ექიმები დარწმუნდა თუ არა რომ ორივეს ძინავდა ოპერაციაც დაიწყო,სამი საათი მიმდინარეობდა ოპერაცია და სამი საათი არ დამჯდარა იოანე ასევე სამი საათი ფეხზე იდგა რომა და თაია გულში ლოცულობდა. იოანე რომ არ ელოდა მოულოდნელად მის წინ იდგა ლელი, თამრო და თამრო ბებოც. -გინდოდა მარტო გამკლავებოდი შვილო ამ დიდ ტკივილს და განსაცდელს,ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ.იოანემ სიხარულისგან თამრო გულში ჩაიკრა და თითოეულ მათგანს მოეფერა, მადლობას უხდიდა ლელის ამ სიურპრიზისთვის.ლოდინისგან დაღლილი იოანემ პირველმა დაინახა ბარბის ღიმილიანი სახე და მისკენ წავიდა,ბარბის ხმამ კი ყველა მისკენ მიაბრუნა. -გილოცავთ ნერვიულობა და სტრესი დაივიწყეთ,ყველაფერმა კარგად ჩაიარა. -როდის შევძლებთ ბებო მის ნახვას. -დღეს ვერ ნახავთ ორივე რეამინაციაში დარჩება,ხვალ მობრძანდით და ნახავთ დღეს მათ სიმშვიდე ჭირდებათ. -გასაგებია, ვერც შორიდან შევხედავთ. -ვერა ბებო ბოდიში,მაგრამ ეს შეუძლებელია.იოანემ ყველას მოავლო თვალი და რომას მიუბრუნდა. -მაშინ წავიდეთ, მთელი ღამის უძილოები ვართ დღეს დავისვენოთ და ხვალ აქ ვიქნებით. -კარგი გადაწყვეტილებაა,დაისვენეთ დღეს და ხვალ მოდით. ყველა წავიდა,იოანემ თაიას ჩაკიდა ხელი და ისინი თავიანთ ბუდეში წავიდნენ,ბინაში მისულებმა მარინას დაურეკა და ოპერაციის წარმატებით დასრულება აცნობა. -არ მოხვალ დედა სახლში? -შესაძლებელია მოგვიანებით,დედა უძილო ვარ და უნდა დავისვენო. -კარგი შვილო როცა მოხვალ აქ ვიქნები.იოანემ ტელეფონი გათიშა და სააბაზანოში შევიდა შხაპი მიიღო თაიამ სადილი გაამზადა და ორივემ ერთად მიირთვა, მათი ერთად ცხოვრების პირველი დღე იოანემ კალენდარზე აღნიშნა თაიას ხელი მოხვია და პირველად გაბედულად შეეხო თაიას სხეულს ის ღამე მათი გაერთიანების ღამე იყო,თაიას ჩაეძინა იოანემ თმები გადაუწია სახეზე და ჩურჩულით უთხრა. -შენთან ერთად მინდა დავბერდე თაია.... შენთან ერთად მინდა გავთეთრდე და შენთან ერთად მინდა ბევრი შვილი მყავდეს საყვარელო...თაიამ ახედა იოანეს და უთხრა. -მეც იგივეს გეტყოდი....ორივეს ერთმანეთზე ჩახვეულებს ჩაეძინათ,მაგრამ გვიან ღამით თაიას სლუკუნდა გააღვიძა და გაოცებულმა შეხედა. -თაია, თაია რა მოხდა საყვარელო.... -არ მომეკარო,არ შემეხო შენი ხელებით....ცივი ხმით იკივლა და იოანე გაშტერებული უყურებდა. -რა მოგივიდა არ მეტყვი? -მტკივა.... -რა გტკივა, წამოდი ექიმთან წავიდეთ. -ვერ ავდგები მტკივა, საოცრად მტკივა.თქვა ტირილით და მოკუნტული იწვა,ფრთხილად შეეხო და დამნაშავესავით შეხედა. -პირველი აქტის შემდეგ იცის სხეულმა ტკივილი ხვალ აღარ გეტკინება,გპირდები არასოდეს აღარ გატკენ. -მომშორდი არც ხვალ და არც ზეგ არ შემეხები.იოენეს გაეცინა და ბარბის დაურეკა შერცხვა, მაგრამ აუხსნა მისი მდგომარეობა და ბარბიმ სერიოზულად გააფრთხილა. -იოანე ძალიან სერიოზულია როცა ქალიშვილი გოგონას პირველი აქტი აქვს მამაკაცთან,ვიცი რომ გიყვარს და ფრთხილად მოექცევი,მაგრამ ერთმა უხეშმა მოპყრობამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს საშვილოსნოს და ვერასოდეს გააჩინოს შვილები,ვერასოდეს გახდეს დედა და ეს შენც გულს დაგწყვიტავს,ამიტომ ტკივილმა უნდა ჩაცხრეს რომ შემდეგ პრობლემები არ შეიქმნას. -გასაგებია და მადლობა ბარბი. -ხვალ გნახავთ,წარმატებები.იოანემ ფრთხილად შეეხო თაიას და თბილი აბაზანა მიაღებინა, შემდეგ ისევ საწოლში ჩააწვინა და თავად მალინის ჩაი მოამზადა. -თაი ჩაი მოგიმზადე კარგია ტკივილს დაგიამებს,გთხოვ შემომხედე. თაიამ საბნიდან ამოყო თავი და იოანეს გაბრაზებულმა შეხედა,რაზედაც იოანეს გაეცინა და უთხრა. -რატომ მიბრაზდები,საყვარელო ესაა წყვილს შორის სიყვარული და ნუ ბრაზობ სულ მალე შენ თავად მომეფერები დაღლილი რომ მოვალ სამსახურიდან. -ნუ მესმის შენი ხმა იოანე ჯერ კიდევ ვბრაზობ. -დამიჯერე ტკივილი დაგიამდება და ისევ ჩამეხუტები, მე არ მოგეკარები,მაგრამ თავად ვერ მოითმენ და უჩემობა გაგიჭირდება.თაიამ ჩაი ნელა ნელა მიირთვა და ტკივილი დაუამდა, შემდეგ იოანეს შეხედა ტელეფონზე ლაპარაკობდა და როცა ტელეფონი გათიშა თაიამ უთხრა. -ახლა რა მოხდება, იოანე მალუმ არ უნდა გაიგოს ვინ არის ალიკა თქვენთვის? -ალიკამ მე ვეტყვიო და ეტყვის თავად შეურჩევს დროს, შენ როგორ ხარ. -ჩაი მომიხდა.უთხრა თაიამ და მორცხვად შეხედა,იოანემ კი თვალი ჩაუკრა და ორივეს გაეცინა,რამდენიმე სატელეფონო ზარი კიდევ ჰქონდა და შემდეგ თავადაც დაწვა,მაგრამ ძილი არ ეკარებოდა ფიქრიბდა და იგივე მდგომარეობაში იყო რომა შუაღამე გადასული იყო რომა რომ იდგა სიგარეტით ხელში და ფიქრობდა ესმაზე ფიქრობდა შვილზე,ესმამ როგორც იქნა მორიგეობა დაასრულა და წასასვლელად მზად იყო მანანომ რომ უთხრა. -დედა მართალია სიმართლე ვიცი და მადლობა რომ გულახდილად მესაუბრე შენი მესაიდუმლე გამხადე, მაგრამ უცნაური შეგრძნება მაქვს.... -რა ხდება მანანო. შეშინებული უყურებდა ესმა შვილს, მანანომ შეხედა ესმას და უთხრა. -უეცრად რომ გავიცნო უცხო მამაკაცი და მითხრას შენი მამა ვარო.....ესმა დაიბნა,ბარბის შეხედა და შვილს პასუხი ვერ გაცა,მხოლოდ დაბნეულმა შეხედა და უთხრა. -რამე ხდება და მე არ ვიცი? -არაფერი არ ხდება დამშვიდდი,მაგრამ გავიზარდე დედა და მინდა ვიცოდე ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მამა. ესმამ შუბლი მოისრისა,ბარბიმ შეხედა და წყნარად უთხრა. -ესმა მე არ ვერევი შენს პირადულში,მაგრამ მანანო მართალია ის გაიზარდა და ლოგიკური არის აინტერესებს მისი ბიოლოგიური მამა იქნებ ძმები ყავს ან იქნებ სულაც მარტოხელა მამაკაცია. -დამიჯერეთ მეც ბევრჯერ მიფიქრია მაგ საკითხზე,მაგრამ ახლა მეტად მნიშვნელოვანი რამ უნდა განვიხილო ჩემს ქმართან. -რა მოხდა დედა....ესმამ ვიდეო აჩვენა მანანოს და მას ჩაეცინა ესმამ კი გაოცებულმა შეხედა. -არ გაგიკვირდა,გამოდის იცოდი. -მეც გუშინ გავიგე და ამიტომ მოვედი დილით შენთან, მამამ მიხვდა რომ მივხვდი რასაც აკეთებდა და შეეშინდა შენთვის არ მეთქვა ამიტომ აქაც იყო მოსული,მაგრამ ბავშვი აღარ ვარ მის მოფერებით ყველაფერზე თვალი დავხუჭო. -შეუძლებელია აქაც მოვიდა.... -იცი რას გეტყვი,საკმარისია დედა და ვფიქრობ უნდა მიხედო შენს ცხოვრებას.ესმა ჩაფიქრდა და შორს დაბრუნდა გაახსენდა დემეტრეს ხშირი მივლინები, სასამართლო პროცესები, ტყუილები რომ საქმიან შეხვედრაზე არის და დააგვიანდება ასეთი რამდენი დაუგეგმავი არ მოსვლა სახლში ნელა ნელა ესმამ შეამჩნია რომ დემეტრე ყოველ დღე აგვიანებდა,მაგრამ მანანოს შეხედა და თქვა. -სიყვარულით არ დავქორწინებულვარ დემეტრეზე,მაგრამ შეუძლებელია ის მღალატობდეს, შეუძლებელია ნანგრევებად იქცეს ის რაც აქამდე ერთად ვაშენეთ. -კარგი დედა შენ იცი რაც უნდა გააკეთო,მაგრამ კარგი იქნება თუ უფრო ყურადღებით იქნები. ესმა და მანანო წავიდა,მთელი ღამის უძილოს თვალები დასიებული ჰქონდა და სახლში შევიდა თუ არა დედამთილი კართან დახვდა დოინჯებით და უთხრა. -კარგია სახლი რომ მოაგენი ამ სახლში არც საუზმე არც სადილი და არაფერი არ არის მის დროზე,არადა აქ მოვედი უფრო მომხედავს ჩემი შვილი და რძალითქო,მაგრამ რძალს ვხედავ სახლში საერთოდ? -ბებია სახლში ხარ მარტო მთელი დღეები და ხომ შეგიძლია გაიკეთო რაც გინდა,რაც შენ გსიამოვნებს ის მოიმზადო და მიირთვა დედა დღე და ღამე ფეხზე დგას ვერ ხედავ როგორი დასიებული აქვს ფეხები? -არავინ აძალებს იმუშაოს ქმარი ყავს რომ შემოიტანოს და მან ქმარს და შვილს მიხედოს. -ასევე დედამთილსაც და შენი მონა გახდეს ამის თქმას ცდილობ,მაგრამ ვერ გაბედე. -ესეც მისი ვალდებულებაა.... -გამოდის დასვენების უფლება საერთოდ არ მქონია და სამსახურიდან დაღლილმა მოსულმა შენ უნდა გემსახურო და დაფასება? -მომისმინე რძალო.... -ახლა თავად მომისმინე დედამთილო, წლებია ჩუმად ვარ და წლებია ჩემი სიჩუმე მევე მანადგურებს. ხმას არ ვიღებ, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია მოგიტანო გააკეთე და მიირთვი არც ისეთი დავარდნილი ხარ კარტოფილი ვერ გათალო და კვერცხი ვერ შეწვა.საკმარისია შენი ბრალდებები და შენი უკმაყოფილო სახის ყურება,რაც არ უნდა გავაკეთო მადლობელი არასდროს არ ხარ. -როგორ ბედავ და ჩემს სახლში ჩემს წინააღმდეგ უწევ ხმას....ისტერიკაში ჩავარდა ლენა და უპი კივილი მორთო. -წადი, ახლავეს წადი ამ სახლიდან.....მისი ხმა არ იყო ნორმალური ადამიანის ხმა მან გამოავლინა უზარმაზარი ზიზღი ესმას მიმართ და მანანოს გააკანკალა შიშისგან. -სახლიდან წავიდე და შენ მე ჩემივე სახლიდან მაგდებ, წავალ ამ სურვილს შეგისრულებ დიდი სიამოვნებით რომ შენ აღარასოდეს არ შეგხედო,მაგრამ წავალ მაშინ როცა შენი შვილი იმ თანხას დამიბრუნებს რაც მისი ვალები ვიხადე შვიდი წელი. -აუტანელი ხარ,თავიდანვე ვერ გიტანდი შენ რა ჩემი შვილის შესაფერი იყავი,მაგრამ გააბრიყვე დაალევინე საწამლავი და მოწამლე ახლა კი თავზეც აზიხარ და ამბობ ვმუშაობო ვინ იცის რას აკეთებ,ვერც კი ხვდები ქმარი რამდენ რამეს გპატიობს.ესმა ჩუმად იდგა, მაგრამ სისხლმა აასხა თავში და გიჟს დაემსგავსა დანას ხელი დაავლო და გაუთვითცნობიერებლად იყვირა. -ახლავეს გაეთრიე ამ სახლიდან კუდიანო დედაბერო, ახლავეს წადი თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია ცოდვიანო, რამდენ ცოდვას ამბობ ნუთუ სირცხვილი სულ დაკარგე. ლენას შეეშინდა თავის ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა,მანანო შეშინებული იდგა და ესმას უყურებდა მან პირველად დაინახა დედა სიბრაზისგან ზღვარს გადასული.რამდენიმე წუთში კი დემეტრემ დაურეკა და ტელეფონში უყვიროდა ესმას,მაგრამ ესმამ დააცადა და შემდეგ უთხრა. -სანამ ბოდიშს არ მომიხდით დედაც და შვილიც ამ სახლის კარში ვერცერთი ვერ შემოხვალთ, ვერცერთი ვერ დაბრუნდებით ეს სახლი თავიდან ვიყიდე და შვიდი წელი სისხლი ამომწოვეთ პროცენტების ხდაში კეთილი ინებე თანხა დამიბრუნე და უსიტყვოდ ვტოვებ სახლს. ტელეფონი გათიშა და იქვე მდგარ მანანოს შეხედა რომელმაც ტაში დაუკრა ესმას და უთხრა. -დედა ვერ გიცანი რაოდენ დიდი ძალა გქონია და აქამდე რომ ასე ამოგეღო ხმა არავინ დაგამცირებდა,ვერცერთი ვერ დაგჩაგრავდა.დედა-შვილი ერთად საუბრობდნენ რომ კარი გაიღო და დემეტრე გაბრაზებული უყურებდა ესმას. -რა გააკეთე.... -რა გავაკეთე...... -დედაჩემი სახლიდან გააგდე ქუჩაში და ჩანთა კარიდან ესროლე, ხელიც კი აწიე დასარტყმელად.... -რა გავაკეთე? გაოცებული უყურებდა დემეტრეს ესმა. -ნუ იკვირვებ,მეზობლები მოწმე არის რაც გააკეთე ესმა. -მეზობლებმა დაგიმოწმეს რომ მე დედაშენი სახლიდან გავაგდე და მერე ჩანთაც ვესროლე კარიდან და რომელი მეზობელია მოწმე მინდა მეც მითხრას ის რაც შენ გითხრა ჯერ დედაშენმა და მერე მეზობელმა, წამოდი. -ასე მითხრა დედამ და გულსაკლავად ტიროდა... -ახლა აქ დაჯექი და ამ ვიდეოს უყურე რაც მოხდა ამ სახლში თავად დარწმუნდი,შეხედე როგორი გაიძვერა და მატყუარაა დედაშენი ვინც სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქცია შენ კი ერთხელაც არ გითქვია მისთვის საყვედური. დემეტრემ ყველა კამერა გახსნა და უყურა როგორ ზიზღით ელაპარაკება ესმას დედამისი,შემდეგ ესმას შეხედა და უთხრა. -შენ მართლა იგულისხმე ამ სახლში რაც პროცენტები გადაიხადე უკან დაგიბრუნო? -უკან დამიბრუნებ და მე დავტოვებ ამ სახლს,სხვაგვარად თქვენ ორივე წახვალთ ამ სახლიდან დემეტრე რადგან მე თქვენ დამღალეთ,ორივემ დამღალეთ. დამღალა თქვენმა ყოველდღიურმა ბრალდებებმა და რომ მე შენი შესაფერი არ ვარ,რომ მე ღარიბი ვარ,რომ მე უნაყოფო ვარ და კიდევ რამდენი რამ. დემეტრე მე გთხოვე წამიყვანე და დავქორწინდეთქო? რა გინდათ, რას ითხოვთ, რატომ გეზიზღებით ასე ძალიან. -ესმა ის მოხუცია.... -დემეტრე ის 62 წლის ადამიანია და არც ისე მოხუცი რომ ვერ აცნობიერებდეს რას აკეთებს, მაგრამ მას სიბოროტე სულში აქვს და ჩემზე გადატეხა ყველა ჯოხი რადგან მე ჩუმად ვარ იფიქრა არასოდეს აუწევდი ხმას მის წინაშე. -ესმა.... -კარგი მოხუცია, მაგრამ ენით მშხამავს და მე უნდა დაუთმო, ამის თქმა გინდა? -ის დედაა ესმა და რა გავაკეთო.... -დედა შეუცვლელია დემეტრე მაგრამ დედას დედის ადგილი აქვს,ცოლს ცოლის ადგილი და შვილს შვილის და შენ დედა ისე გყავს გაღმერთებული მისი ყველა ტყუილი გჯერა და ვერ ხვდები როგორ გაჯერებს და გარწმუნებს მის ტყუილებში. -კარგი,კარგი დამშვიდდი..... -მშვიდად ვარ და ამ ვიდეოზე რას მეტყვი დღეს მივიღე მაშინ როცა ოპერაციაზე შევდიოდი, არ ველოდი შენგან ღალატს დემეტრე. დემეტრე გაჩუმდა და ესმასთან თავის მართლებას შეეცადა,მაგრამ ესმამ არც კი მოუსმინა. -წადი, წადი დემეტრე და დედაშენთან იცხოვრე რადგან შენ თავად დაამსხვრიე ჩვენი ქორწინება რაზედაც დიდი ხანია ოცნებობს დედაშენი და გაახარე დედაშენი ოცნება ხომ აუსრლე შვილმა. დემეტრემ უყურა ესმას და უხმოდ წავიდა,ესმამ შეხედა მანანოს და თქვა. -ხომ შეხედე ისე წავიდა არც უცდია ეთქვა დედაჩემი მის ბინაში იქნება და ჩვენ ვიცხოვროთ ერთად სამივემო,ხომ თავად შეხედე. -მე ერთ რამეს გეტყვი,დედა დაწერე განცხადება განქორწინებაზე.რამდენიმე დღე დედა შვილი წყნარად იყო,მაგრამ რამდენიმე დღეში მანანო გაბრაზებული დაბრუნდა სახლში.... -რა მოხდა,ადრე დაბრუნდი დღეს. -არ ვყოფილვარ სკოლაში.... -რატომ, რატომ გააცდინე სკოლა დღეს და რატომ არ მითხარი მანანო. -დილით წავედი სკოლაში,მაგრამ ბებომ დამირეკა ატირებულმა სასწრაფოდ მოდიო და იქ წავედი,მაგიდაზე უამრავი წამლები იყო წინა ღამით სასწრაფო ყოლიათ გამოძახებული... -რატომ რა მოხდა,რა ჭირთ... -მამას იმ ქალთან ერთად ბანკის საერთო ანგარიში გაუხსნია და ფულს აგროვებდნენ რომ მერე ქვეყნიდან ერთად გასულიყვნენ,კარგი სოლიდური თანხა ქონიათ, მაგრამ ფული გაქრა.. -როგორ თუ გაქრა.... -იმ ქალს ყველა თანხა მოუხსნია და წასულა ქვეყნიდან, მაგრამ არა მამასთან ერთად მის საყვარელთან ერთად გაქცეულა. ესმა ჯერ მანანოს სერიოზულად უყურებდა და შემდეგ გაეცინა მის სიცილზე კი მანანომაც გაიცინა და როცა გული იჯერა ესმამ შვილს შეხედა და უთხრა. -შენთან რა უნდოდა,რატომ დაგირეკა... -აქ დაბრუნება უნდათ რადგან მამას სამსახური აღარ აქვს, ბებიას პენსია კი ორივეს არ ეყოფა.... -გასაგებია მათ ფული აღარ აქვთ,მამაშენს სამსახური აღარ აქვს,დედაშენი ბებიაშენს ქირას აღარ უხდის ესმამ უნდა შეინახოს და კიდევ უსმინოს ბებერი კუდიანის ლანძღვას.არა, არა და არა, მე დავასრულე მათთან ყველაფერი. -დარწმუნებული ხარ დედა. -კარგად მომისნინე,მანანო ამ ოჯახში 17 წლის ვიყავი რომ შემოვედი ჯერ კიდევ ბავშვი, მამაჩემმა ისე გამყიდა ჩემს მომავალზე არ დაფიქრდა და ისე გავბრაზდი მას შემდეგ წლები გავიდა მე ისინი არ მინახავს,ისინი ჩემთვის იმ დღეს მოკვდნენ როცა მე ის სახლი ტირილით და ცრემლით დავტოვე.მოვედი ოჯახში და ბებიაშენმა მაიძულა 17 წლის ბავშვს მემუშავა და ერთ ერთ ყავის სახლში ფინჯნების მრეცხავად დავიწყე მუშაობა,ვრეცხავდი ჭუჭყიან ჭურჭელს დღე და საღამოს ვსწავლობდი მე ჩემი შემოსავალი მქონდა და მათ არასოდეს ვთხოვდი ფულს თუ რამე მინდოდა.თავიდან შემიძულა და ვერ შეძლო ჩემი შეყვარება თუმცა მე შევეცადე მასთან სიახლოვეს და დედაც კი დავუძახე,მაგრამ ისეთი სახით შემომხედა და ისეთი ცივი ხმით მითხრა ,,მე შენი დედა არასოდეს ვიქნები''-ო მას შემდეგ ვეღარ შევძელი დედა დამეძახა თუმცა ბევრჯერ შევეცადე.წარჩინებით დავამთავრე სკოლა, შემდეგ საექთნოს კურსები და მას შემდეგ ვმუშაობ დღეც და ღამეც რომ მეც შემეტანა რაღაც წვლილი ჩემი ოჯახის გადარჩენაში. 8 წელი ვცდილობდი ორსულად დავრჩენილიყავი ვერ შევძელი და ბოლოს როცა საფრთხე დაემუქრა ჩემს ქორწინებას მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებ,მაგრამ ვნანობ რომ აქამდე მათ შევაჭამე ჩემი ნერვები,ახლა უკვე დედაშენი გამოფხიზლდდა და ისეთი ძლიერი დგას რომ არასოდს არ ყოფილა ასეთი ძლიერი.ტელეფონი ამოიღო და ნაცნობ ხელოსანს დაურეკა რამდენიმე წუთში ისიც უკვე მათ წინ იდგა და ესმას უსმენდა,მან რამდენიმე კარზე საკეტი გამოცვალა ეს კი უკვე სერიოზული გადაწყვეტილება იყო ესმას მხრიდან,ხელოსანმა საქმე დაასრულა და წავიდა ესმა კი ჩაფიქრებული იჯდა, მოულოდნელად მან ტირილი დაიწყო მანანოს შეებრალა დედა და ხელი მოხვია. -დედა ვიცი რომ რთულია ეს ყველაფერი.... -არასოდეს მითქვია არც შენთვის და არც მამაშენისთვის იმდენად დიდი იყო ზიზღი ჩემს მიმართ ბებიაშენში როცა დემეტრე დილით სამსახურში წავიდოდა ჩვენს ოთახში შემოიჭრებოდა და ცივი ხმით მაღვიძებდა. -სამსახურში წასვლამდე იატაკი მოხეხე.მეც ავდგებოდი და მუხლებზე დამდგარი ვხეხავდი იატაკს ჩოთქით მაინც არ მოწონდა მისი გამოხედვა კი ციცი და ცარიელი იყო როცა მე მუხლებზე ვიდექი და ის თავზე მადგა,შემდეგ საათს დახედავდა და უკვე დრო იყო უნდა წავსულიყავი მეც დაღლილი და გასავათებული მივდიოდი ოღონდ იმ სახლიდან გავსულიყავი დაღამომდე იქ ვიყავი შემდეგ ღამის სკოლაში მივდიოდი და იმდენად კარგად მოქმედებდა ჩემზე იქ ყოფნა ზოგჯერ იქ ვმეცადინეობდი და 12 საათამდე სახლში არ ვბრუნდებოდი, რადგან ვიცოდი ისევ საქმე იქნებოდა ნიჟარა სავსე ჭურჭლით და მეც ვრეცხავდი, ღამის 2-3 საათამდე დალაგებას უნდებოდი შემდეგ შხაპს მივიღებდი ესეც იმ შემთხვევაში თუ მას ეძინა დილით კი ისევ იწყებოდა ჩემი საქმე სახლში 7 საათიდან. -მამა რას ამბობდა.... -ერთხელ გავბედე და უთხარი მან კი მხოლოდ სიბრალულით შემომხედა და მითხრა რომ უნდა მოვითმინო, მოვითმინო რადგან სულ მალე გადავალთ ჩვენთვის მარტო ვიცხოვრებთ და მეც ვითმენდი იმის ლოდინში როდის გადავიდოდით ცალკე სახლში,მაგრამ ეს წლები გრძელდებოდა შენ რომ დაიბადე მაშინ ავიღეთ ეს სახლი გირაოთი მეპატრონემ გირაო ვერ დააბრუნა ვერ შეძლო და აქ დავრჩით,შემდეგ კი გითხარი რაც მოხდა 7 წელი ვიხადე პროცენტები,ცალკე ბებიაშენს კი ქირას უხდიდი რომ აქ ვცხოვრობდი მის შვილთან ერთად. -ეს როგორ,რას ამბობ დედა ქირა რატომ უნდა გადაგეხადა როცა შენც ამ ოჯახის წევრი იყავი. -მაგრამ ბებია ასე არ თვლიდა,მე ყოველთვის უცხო ვიყავი მისთვის. -გავგიჟდები და რატომ,რატომ დედა აქამდე როგორ იცხოვრე მასთან ერთად. -სად უნდა წავსულიყავი მქონდა კი სადმე წასასვლელი ან ვინ შემიფარებდა,ვინ გადამისობდა თავზე ხელს მე ხომ ბავშვი ვიყავი. შენ ახლა შენს ასაკში ძალიან ბევრი იცი, მაგრამ მაშინ სხვაზე ვიყავი დამოკიდებული და წასვლა არ შემეძლო თუმცა ახლა შემიძლია და უკან არ დავიხევ დაე გაიგონ გვიან მაინც რომ მეც ვიყავი ოჯახის წევრი მათთვის. -დედა........ -კარგი დავასრულეთ წარსულზე საუბარი და დღეიდან ვცხოვრობთ მომავლოს უკეთესი მოლოდინით. მანანო მე მივდივარ გასაღები მხოლოდ ორი გვაქვს და სათადარიგოც არ გვაქვს ამ სახლში კი მხოლოდ მე და შენ ვართ, გასაგებია? -გასაგებისა დედა და მეც უკვე გავდივარ.... -მეც გავდივარ, მაგიდას მივხედავ და გავალ. მანანო წავიდა, ესმამ მაგიდა მიალაგა ჩანთა აიღო და საავადმყოფოში წავიდა, ღიმილით შეხვდა ბარბის მაგრამ ბარბი მიხვდა რომ ესმას რთული ღამე ჰქონდა. -რა მოხდა,ესმა ისევ იკამათეთ? -არა, მშვიდად და წყნარად გავუშვი დედა-შვილი ჩემი ცხოვრებიდან. -სწორი გადაწყვეტილება მიიღე ესმა და უკან აღარ დაიხიო,წინ ბედნიერი დღეები და წლები გელოდება. -მხოლოდ ჩემი შვილის ბედნიერება თუ გამაბედნიერებს ბარბი. -შენს თავზე არ ფიქრობ ესმა შენ ხომ ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აღუდექი, გაუძელი უსამართობასაც, ყველა დაბრკოლება გადალახე,შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორი ძლიერი ადამიანი ხარ და მხოლოდ ერთ შესწორებას მოგცემ და თუ გინდა მინიშნებად მიიღე. -გისმენ ბარბი.... -შენი თავის ყოველთვის გჯეროდეს,ასევე შენი შესაძლებლობების და ყველაფერს კარგად გადალახავ. -დავასრულოთ ჩემზე,მითხარი .... -უკაცრავად შეიძლება? ორივემ გაიხედა და კარებში მაღალი სიმპატიური მამაკაცი იდგა. -დამიანე,რა მოხდა აქ რატომ ხარ..... -ბარბი უნდა დაგელაპარაკო.... -გისმენ,ჯამრთელობის.... -არა, არა, პირადულია და გთხოვ მომისმინო...ესმა ფეხზე წამოდგა და ხალათი ჩაიცვა, შემდეგ ბარბის შეხედა და უთხრა. -მე გავალ და პაციენტებს შევხედავ, მერე კი ერთად განვიხილოთ თითოეულის საკითხი. -კარგი ესმა მეც მალე შემოგიერთდები.ესმა გავიდა, დამიანე ბარბის წინ დაჯდა და ჯერ უყურებდა ბარბის მისი ხმა აღარ იყო მკაცრი,აღარ იყო უხეში და რაც მთავარია არ უყურებდა ბარბის ზიზღით შემდეგ კი გაუბედავად შეხედა ბარბის და უთხრა. -ბარბი ბოდიში მინდა მოგიხადო და ბოდიში რომ წლები დამჭირდა გამეგო რომ შენ უსამართლოდ გექცეოდი, თვეებია ჩემს თავს ვებრძვი როგორ მოვსულიყავი შენამდე და დღეს გავბედე მოსვლა. -რატომ ხარ ასეთი დაძაბული თუ ვინმემ რამე გითხრა, ალბად იმიტომ რომ ჩვენს შორის... -არა, არა, არავინ მჭირდება იმის გამო შენზე რამე მითხრას მე თავად გადევნებდი თვალს და დიდი შეცდომა დაუშვი, ბარბი შენი ცხოვრება შენია და არავის არ აქვს უფლება ის შეგიზღუდოს არც მე და არც სხვას. -გინდა მითხრა.... -მოვედი და მინდა გითხრა მადლობა რომ შენ ჩვენს ცხოვრებაში იყავი, მადლობა რაც გააკეთე ჩემთვის და ჩემი დებისთვის,მადლობა რომ მომისმინე და ამიერიდან თუ ისურვებ და შევხვდებით ერთმანეთს მხოლოდ მეგობრულად. -დამიანე....ბარბის ცრემლი მოერია, დამიანე ადგა და ბარბიც ფეხზე წამოდგა დამიანე მასზე მეტად მაღალი იყო და ორივე ხელები შემოხვია. -მადლობა,რომ ასე თავისუფლად ვისაუბრეთ პირველად არ იყო ჩვენს შორის ზიზღი,არ იყო დაძაბულობა და იყო მხოლოდ საუბარი.... -მონანიების,ბევრი რამ გავთვალე და ბევრ რამეს დავუფიქრდი ახლა როცა მიყვარს და მალე ოჯახს შევქმნი არ მინდა მამაჩემის ნაირი ქმარი ვიყო. -მართლა, გამახარე და მინდა ბედნიერი იყო. -აქ არ სრულდება ჩვენი ნაცნობობა,მინდა ყოველთვის ვიყო შენი უმცროსი ძმა არა სისხლით, არამედ სიყვარულით და თუ ისევ მომიწევდა არჩევანის გაკეთება რომ მამა ისევ დაქორწინდეს მის რჩეულად ისევ შენ აგირჩევდი,ბარბი ჩვენ გავაგრძელებთ მეგობრობას თუ ეს შენი სურვილიც იქნება და მინდა რაღაც გადმოგცე. -რა უნდა გადმომცე,დამიანე არაფერი მინდა მართლა არც გული მწყდება არაფერზე მე ბედნიერი ვარ რომ ჩემი სამსახური მაქვს.... -არა ბარბი ეს მამაჩემის უკანაკნელი სურვილი იყო და ეს მხოლოდ მე ვიცოდი,მინდა ის ვილა დაგიბრუნო რომელიც წლებია დაკეტილია და შენ გელოდება. -არა, არა, არ მინდა შენ გქონდეს, შენ მოიხმარე. -ეს საბუთები და მხოლოდ შენი ხელის მოწერა აკლია სხვა ყველაფერი მოგვარებულია რომ მე ჩემი სინდისი დავიმშვიდო და შენთანაც თავისუფლად ვიყო დაძაბულობის გარეშე,გთხოვ უნდა მიიღო. -არც დაფიქრების დრო არ მაქვს? -დიდი ხანი ვფიქრობდი ბარბი შენს მაგივრადაც და რომ გადავხედე ყველაფერს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, ვფიქრობდი რომ სწორი მამაკაცი ასე იქცეოდა მისი ცოლის მიმართ, მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი ჩემს შეცდომას არ დაგიმალავ რამდენიმე ვიდეო ვნახე სადაც ყოველთვის თვალცრემლიანი ხარ,სადაც არ გაქვს არაფლის უფლება და ხარ მხოლოდ მამაჩემის გვერდით მოვალეობის მოხდის მიზნით.ამ ვიდეოს ყურების შემდეგ მივხვდი,რომ შენ მამას გვერდით იყავი თოჯინა სადაც დადებდნენ ამ თოჯინას იქ იყო სანამ ადგილს არ მოუცვლიდნენ და სწორედ ამის შემდეგ მივხვდი თუ რაოდენ უსამართლო იყო შენს წინაშე ჯერ მამა და მერე მეც ზემოდან დაგიმატე იმაზე მეტად ცუდად მოგექეცი და მომეცი საშუალება ჩემი შეცდომა გამოვასწორო მართალია გვიან,მაგრამ როცა გინდა სწორად გააკეთო რამე გვიან არასდროს არის.ბარბიმ ვერაფერი უთხრა,მხოლოდ შეხედა და თქვა. -როცა საუბარი მოგინდეს ყოველთვის მოგისმენ და მიხარია ჩვენს შორის ყველაფრის გარკვევა,სიმართლე გითხრა მეშინოდა შენი რომ სადმე შემხვედროდი ამიტომ არსად არ გავდიოდი..... -სწორედ ამიტომ მინდა თავისუფლად იყო და შენი ცხოვრება ააწყო, არ მინდა მარტო დარჩე ბარბი.... -რომ გითხრა არის ვიღაც.... -ჯერ დარწმუნდი და როცა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ მეც გავიცნობ, მინდა ვიცოდე ვის ხელში იქნები რადგან ჩვენ ყველა შენზე ვფიქრობთ,გოგოებს ძალიან უყვარხარ. -დამიანე თავი სიზმარში მგონია და მადლობა. -ახლა წავალ არ მეგონა ამდენ ხანს თუ გავჩერდებოდი, იცოდე ტელეფონი ისევ ის ნომერია ზოგჯერ დამირეკე. ბარბის გაეცინა და დამიანე ღიმილით გააცილა, ესმამ შეხედა მიმავალ დამიანეს რომ იღიმოდა და ბარბისთან შევიდა. -ბარბი..... -დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის, დამიანემ ბოდიში მომიხადა ესმა რასაც არასდროს არ ველოდი. -რა კარგია, მიხვდა მის შეცდომას. ბარბიმ მოუყვა ესმას მათი საუბარი და ესმამ უთხრა. -მოაწერე ხელი და მიიღე რაც დაგიბრუნა ბარბი. -ჯერ არა, დაველოდები ალიკას ადგომას მასაც დაველაპარაკები და ალიკასთან ერთად შევხვდები დამიანეს და გოგოებს. -ესეც კარგი გადაწყვეტილებაა, ახლა რას ვაკეთებთ. -ახლა პაციენტებთან გავიდეთ შემოვლაზე,მაგრამ დამაცადე შევირგო ეს ბედნიერი წუთები... -არ მითხარი როგორ არის მალუ და ალიკა.... -მინდა დღეს ისევ რეამინაციაში დარჩნენ, რადგან სიმშვიდე არის საჭირო და ცოტა მოძლიერდეს,რაც შეეხება ალიკას ის უკვე დილით ფეხზე დადგა და საღამოს ვფიქრობ დატოვებს რეამინაციას მალუს გარეთ დახვდება.... -შეიძლება ექიმო.... კარი რომამ შემოაღო.... -შემოდი რომა წუხელ ღამეც არ წასულხარ როცა რომ არ ჭირდებოდი მათ დღეს კი წადი დაისვენე საღამომდე, ალიკა საღამოს გამოვიყვანთ რეამინაციიდან. -გასაგებია, საღამომდე დაველოდები და მერე წავალ.... -რომ დარწმუნდე მის კარგად ყოფნაში რამეს მოვიფიქრებ და ესმა წაგიყვანს მასთან,მაგრამ მოგვიანებით. -კარგი,გარეთ ვარ და დაგელოდებით. რომა გაღიმებული სახით გავიდა ბარბის კაბინეტიდან, მაგრამ ღიმილი ჩამწარდა მას მისთვის უცნობი პიროვნება გადაუდგა წინ და რომამ გაოცებულმა შეხედა. -ვინმეს ეძებთ თუ ვინმეში აგერიეთ.... -თქვენ რომა ვირსალაძე ხართ, ვფიქრობ არ ვცდები. -არა, არ ცდებით ჩემი სახელი და გვარი იცით,მაგრამ მე ვერ გცნობთ. -ბაკური ბილაძე ვარ.... -ბაკური ბილაძე არაფერს მეუბნება თქვენი არც სახელი და არც გვარი.... -კარგად მომისმინეთ ბ-ნო რომა თქვენს უფროსთან მინდა შეხვედრა ეს აუცილებელია გთხოვთ შემახვედრეთ მას ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხს ეხება, ის მიცნობს... -მომისმინეთ ჩემი უფროსი არ არის იმ მდგომარეობაში შეხვედრა შეძლოთ მასთნ,ამ წუთში ის რეამინაციულ განყოფილებაში წევს რთულ მდგომარეობაში მითხარით რა გინდათ მისგან. -მას, მას, მას ცუდი რამ ემუქრება,მას მოკლავენ. -რას ამბობთ,ვინ ემუქრება და ვინ უნდა მოკლას. გაოცებული უყურებდა რომა უცნობს, უცნობი კი ისევ თავისას გაიძახოდა. -უნდა ვნახო, უნდა დაველაპარაკო დამიჯერეთ ეს აუცილებელია.... -შეუძლებელია ამ წუთში მისი ნახვა ცუდ მდგომარეობაში არის. -გთხოვთ გაუფრთხილდით მას, მე მისი დამხარება მინდოდა. უცნობი უცებ შებრუნდა და რომა გაბრაზებული უყურებდა მიმავალ უცნობს,მაგრამ მის გამოხედვაში იგრძნობოდა გულწრფელობა. -არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ გავიგებ. როცა თავი მარტო იგრძნო ტელეფონი ამოიღო და იოანეს დაურეკა,იოანემ პირველივე ზარზე უპასუხა. -გისმენ რომა მალე ვიქნები თქვენთან, რამე წამოვიღო? -არა, არაფერი მინდა მხოლოდ იპოვე ვინ არის ბაკური ბილაძე. -ბაკური ბილაძე და ვინ არის... -არ ვიცი, მოვიდა და მამაშენთან უნდა შეხვედრა მითხრა რომ ფრთხილად ვიყო რადგან საშიშროება ემუქრება ალიკას რაც შეუძლებელია, თუმცა ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ ერთხელ მოხვდა მტრისგან საავადმყოფოში და დაგვიბრუნდა,ახლა ვინ არის ეს პიროვნება უნდა გავიგოთ. -კარგი გავივლი პაატასთან და ვეტყვი მერე მანდ მოვალ. -ველოდები შენგან სიახლეს.იოანემ როგორც უთხრა ჯერ პაატასთან მივიდა,პაატამ გაოცებულმა შეხედა და პირველი კითხვა მალუს შესახებ იყო. -დღეს არ გელოდი,მალუ როგორ არის. -ოპერაციამ კარგად ჩაიარა,მაგრამ ჯერ რეამინაციაში რჩება აქ შენთან მოვედი მინდა იპოვო ვინ არის და რას საქმიანობს ვინმე ბაკური ბილაძე. -ბაკური ბილაძე და უნდა მითხრა რატომ ასეთი ინტერესი... -პაატა მამაჩემს სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან და ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს... -კარგი,კარგი იოანე და რასაც შევძლებ ვიპოვო შევაგროვებ მასალას ვინ არის ეს პიროვნება და ვილაპარაკოთ. -კარგი,ხაზზე ვიქნები რა დროც საჭირო ვიქნები დამირეკე და შენთან ვარ.იოანე წავიდა და რომას ზარს უპასუხა. -ჯერ ვერაფერს გეტყვი მეც უცნაურად მომეჩვენა რომ ალიკას მტერი ყავდეს,მაგრამ ადამიანებს არ ვიცნობთ რომა და ფრთხილად უნდა ვიყოთ,გთხოვ.... -აქ ვარ და ვფიქრობ ბარბის დაველაპარაკები შენს მოსვლამდე და ალიკას სახლში წავიყვან ჩემთან,ასე უკეთესია. -ეს ყველაზე კარგი იდეა არის მეც გეთანხმები, უკეთესია სახლში იყოს...ტელეფონი გათიშა და პირდაპორ საავადმყოფოში წავიდა,რომა კი ბარბისთან შევიდა და პირდაპირ უთხრა სიმართლე. -რომა რას ამბობ ეს შეუძლებელია... -ვიცი რომ შეუძლებელია, მაგრამ რადგან არ ვიცით ვინ უპირებს ალიკას მოკვლას იოანესთან შეთანხმებით ალიკას სახლში წავიყვან,ბარბი დამიჯერე ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. -დავიბენი,მართლა არ ვიცი რა გითხრათ. -დამთანხმდი და თუ ამ სიკეთეს გააკეთებ ისევ და ისევ შენი ბედნიერება რომ დაიცვა, ალიკას გამო და სახლში რომ მშვიდად ვიყოთ ესმას წავიყვანთ რომ მის ჭრილობას შეხედოს, ყურადღება არ მოაკლდეს და მის სიახლოვეს იყოს. ბარბიმ ესმას შეხედა და უთხრა. -ესმა უნდა დათანხმდე.... -ესმა ანაზღაურებნა იქნება.... -ვიცი რომა მაგრამ ბარბის გამო ფულზე საუბარი არ მაქვს,მე მანანო.... -მანანოც წავიყვანოთ და ისიც შენთან ერთად იქნება. რომამ იოანეს ზარს უპასუხა და უთხრა. -ბარბის კაბინეტში შემოდი.... -დაგთანხმდა? -ვფიქრობ დაგვთანხმდება სხვა გამოსავალი არ არის და რაც შეიძლება დროულად წავიდეთ აქედან. იოანემ ბარბის კაბინეტის კარი შეაღო და ლამაზად შეფუთული ყუთი მაგიდაზე დადო,რომამ ხელი წაუწია ყუთს,მაგრამ იოანემ ხელზე ხელი დაარტყა რაზედაც ესმას გულიანად გაეცინა იოანემ კი რომას შეხედა და უთხრა. -შენთვის რომ ყოფილიყო შენ გადმოგცემდი ეს გოგოებისთვის არის, მაგრამ რადგან ესმა ჩვენ გამოგვყვება ეს ბარბის დარჩება და ყავაზე მიირთმევს დილაობით. -ტკბილი არ მიყვარს ვნახავდი რა მოიტანე. იოანეს გაეცინა და ბარბის მიუბრუნდა. -გულდასმით ავარჩიე ეს ტკბილი და მოგიტანე,ახლა კი წადი და ალიკას საქმე მოაგვარე მის სანახავად კი სადაც იქნება იქ მიბრძანდები და იქ მოისიყვარულეთ ერთმანეთი. -იოანე..... -არ ვარ თქვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი და დროს ნუ ვკარგავთ, იქ მისული მალუსთან შედი და ჩემგან აკოცე, იჩქარე.... -იოანე ყველაფერი დააკანონე ისე მე.... -ბარბი რადგან ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა შესაძლებელია ვინმე ფულზე დახამებული ექთნის დახმარებით მკვლელი ალიკას მიუახლოვდეს თეთრ ხალათში გამოწყობილი და მერე რას იზამ....ბარბი ფეხზე წამოდგა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი,ალიკასთან კი მართლაც მივიდა ვიღაც მაღალი სუსტი მამაკაცი თეთრ ხალათში გამოწყობილი პირბადით რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა და ალიკას კისერში ხელი წაუჭირა, ალიკამ თვალები გაახილა და ვერ იცნო უცნობი მამაკაცი. -მითხრეს რომ ცუდად არისო,მე კი ვფიქრობ უფრო ცუდად გახდები თუ ამ ქაღალდებს ხელს არ მოაწერ.....მამაკაცმა ცალი ხელით საწოლზე გაშალა რამდენიმე ქაღალდი და ალიკას ხელში ავტოკალამი დააჭერინა თან კარისკენ იხედებოდა,ბედად კარი გაიღო და ბარბი შემოვიდა ორ დამხმარეათან ერთად,მაგრამ უეცრად სამივე გაჩუმდა და ბოლოს ბარბიმ იყვირა. -რას აკეთებ ან ვინ ხარ აქ როგორ შემოდით.მამაკაცმა საწოლს გადაახტა მის წინ მდგარ ბარბის ხელი კრა და გაიქცა,ბარბი საწოლის შუა წაიქცა,მაგრამ ყვიროდა. -არ გაუშვათ, დაიჭირეთ ის მკვლელია. ბარბის ხმა რომამ გაიგონა რომელიც იმ წუთში ტელეფონზე საუბრობდა და ბარბისკენ გაიქცა,ბარბიმ შეხედა რომას და უთხრა. -რომა, რომა შენ მართალი იყავი.... -შეხედე სახეზე ვინ იყო? -პირბადით იყო,მაგრამ ცისფერთვალებაა მაღალი და სუსტი აღნაგობის.... -რა მოხდა, ბარბი... იოანე შეშინებული იდგა მათ წინ, მაგრამ რომამ უთხრა იოანეს რაც მოხდა, იოანემ ბარბის შეხედა და უთხრა. -კარგი, ახლა ვინ არის მასთან... -გამოიყვანებენ,მაგრამ იქ რაღაც ქაღალდები დარჩა რომელზედაც ხელის მოწერას აიძულებდა ის პიროვნება, მაგრამ შენ ნახე რა არის იმ ქაღალდებზე.იოანემ მოკრიბა ქაღალდები არც არავის არ ენდო და რომამ თავის მანქანით წაიყვანა სოფელში ესმასთან და მანანოსთან ერთად, უკან კი მიყვებოდა იოანე და თაია დრო და დრო იოანე ქაღალდებში იყო თავჩარგული,სოფელში მისულებმა ალიკა სიხარულით მიიღო რომას ოჯახმა მხოლოდ ვერ ხვდებოდა რა მოხდა ალიკა და იოანეს შეხედა იოანემ კი უთხრა. -ვიცი რაც გაინტერესებს,მაგრამ არც ჩვენ ვიცით. -ვინ იყო არ ვიცი ან რა უნდოდა ჩემგან არც ის ვიცი. -მომისმინე ეს ქაღალდები რომელიც იურიდიულად დამტკიცებულია და ვიღაც ადვოკატის ხელმოწერაც არის ზედ იაგო არხაიძე პირველად მესმის ეს სახელი და გვარი მე წავიკითხე, უბრალოდ თვალი გადავავლე... -რა ქაღალდებია ჩემი სიცოცხლის ფასად რომ მთხოვდა ჩემს ხელმოწერას.... -ხელი უნდა მოგეწერა შენს კუთვნილ ქონებაზე ვისაც შენი თანხმობით გადაცემდი ვინმე გულთამზე კანდაძეს, იცნობ ვინ არის? -აზრზე არ ვარ ვინ არის ეს გულთამზე ხალხო.... -კარგი არ ინერვიულო ყველაფერი გაირკვევა,ფეხზე უნდა დადგე და ძლიერი უნდა იყო. -მაგრამ... -რა მაგრამ თქვით ბოლომდე.... -მამა ბიზნესში ხარ და გამორიცხული არც არაფერია რომ მტერი გყავს,უხილავი მტერი და გმტრობს ისეთები ვინც იცის რომ ვერ მოგერევა ამიტომ მიმართავენ მათთვის იოლ ხერხს მკვლელობას. მხოლოდ რამდენიმე დღე მომეცი და ყველაფერი გაირკვევა, უკვე მუშაობენ ამ საკითხზე მალუც მალე გამოჯამრთელდება და მე პირადად გავაკონტროლებ ყველაფერს. -აქ როდემდე გინდათ გამაჩეროთ, მალუსთან უნდა წავიდე. -ეს ორი დღე ვერ წახვალ შენც იცი,ესმაც ამიტომ წამოვიყვანეთ. -როდემდე გინდათ აქ დამკეტოთ... -აქ კარგ ჰაერზე ხარ ყველაფერს ბიოლოგიურს მიიღებ მადლობა უნდა გვითხრა ბ-ნო ალიკა აქ რომ მოგიყვანეთ, რაც შეეხება მალუს ვეტყვი რომ ქალაქიდან ხარ გასული მერე რომა მივა სანახავად რომ დარწმუნდეს სინამდვილეში. ალიკა უყურებდა იოანეს მაგრამ მალუზე ფიქრობდა,იოანეს გაეცინა და უთხრა. -აქ ხარ ჩვენს წინ,მაგრამ გონებით მალუსთან ხარ, მხოლოდ ორი დღე უნდა მოითმინო და ნახავ შენს ქალიშვილს. -იოანე აქ ორ დღეზე მეტს ვერ გამაჩერებ.... -არის უფროსო ეს ორი დღე იყავი აქ და სხვაზე მერე დავილაპარაკოთ.იოანე ესმას მიუბრუნდა, თვალი ჩაუკრა მანანოს და უთხრა. -გინდათ ერთად წადით, გინდათ ჩამოუწერეთ რომას რა გჭირდებათ და ყველაფერს მოგიტანთ საღამოს კი ბარბიც მოვა. -გითხრა რომ მოვა? იკითხა ალიკამ და იოანეს უყურებდა, იოანემ კი რომას მიუბრუნდა. -მოვა აუცილებლად და თქვენ კი მარტო დატოვეთ გვრიტები,გარეთ გაიარეთ და ეს სილამაზე აჩვენე მათ სად უნდა ცხოვრობდეს მშვიდად ხალხი რომ იცოდნენ. -მოვიდეს ბარბი და მეც მაგ ფიქრები მქონდა. -წავედი და სიმშვიდეს ვტოვებ, სანამ ალიკა აქ არის შენც აქ იქნები რომა. -სად მიდის რომა სტუმრები ასე გინდა გაუშვა შენი სახლიდან? გაოცებული უყურებდა დედა რომას და თან ესმას აკვირდებოდა, მანანოს ბევრჯერ შეავლო თვალი და რამოდენიმეჯერ მოეფერა კიდეც ისე რომ არც იცოდა მისი ნაწილი რომ იყო ეს ანგელოზი.დედამ ლამაზი სუფრა გააწყო რომამ დაურეკა დილით და უთხრა რომ სტურები მოყვებოდა, ალიკას დანახვა ძალიან გაუხარდა და შემდეგ ყველაფერი უცებ გააკეთა სახელდახელოდ დამცხვარი მისი ხაჭაპურებიდან ყველი რომ გადმოდიოდა იოანემ გემრიელად დააგემოვნა და თაიასთან ერთად დატოვა სოფელი,წასვლამდე კი ალიკას უთხრა. -მეორედ რომ მოვალ წელში გასწორებული დამხვდი ფეხზე მდგომი,მალუს ამბავს დაგირეკავ და მოგახსენებთ უფროსო.იოანე წავიდა,მიდიოდა და მისი სახე ღიმილით ანათებდა თან ბრაზობდა,ბრაზობდა ნუცაზე,ბრაზობდა ლუკაზე და ბრაზობდა ყველაზე ვინც მათ ერჩოდა, მაგრამ უკვე დამშვიდებული იყო საავადმყოფოში რომ მივიდა მალუს ოთახთან მისულმა კი ღრმად ამოისუნთქა კარი შეაღო და მათი თვალბი ერთმანეთს შეხვდა ორივეს თვალებში სიხარულის ნაპერწკალმა გაიელვა,მალუ საწოლზე იჯდა იოანეს შეხედა თუ არა შეეცადა ამდგარიყო, მაგრამ იოანემ სწრაფი მოძრაობით მასთან მივიდა ორივე ხელი მხრებზე მოხვია და გულზე მიიკრა. -როგორ გამახარე ასეთ მდგომარეობაში რომ დამხვდი. -სად ხართ..... -ჩვენ აქ ვართ და სხვებიც მოვლიან ამიერიდან კი სულ ერთად ვიქნებით,ვფიქრობ მოგწყინდეთ კიდეც. იოანემ გული რომ იჯერა მალუსთან საუბრით და მოფერებით ტელეფონი ამოიღო და ალიკას დაურეკა,ალიკა კი ელოდა იოანეს ზარს და პირველივე ზარზე უპასუხა. -გისმენ იოანე...... -როგორ ხართ.... -ჩვენ კარგად ვართ, მალუ როგორ დაგხვდა. -მალუ კარგად დამხვდა საწოზე დამჯდარი იყო და ადგომას ცდილობდა, თქვენ რას შვრებით ვერ მოაგვარეთ კიდევ თქვენი საქმეები? -კიდევ რამდენიმე დღე მჭირდება და მეც თქვენს გვერდით ვიქნები.იოანემ მალუს მისცა ტელეფონი და მალუმ ღიმილით მოიკითხა ალიკა,ალიკა კი არ ელოდა მალუს და გაოცებისგან იქვე მდგარ რომას შეხედა რომელმაც ანიშნა დაელაპარაკეო და ხმის კანკალით მოიკითხა მალუ. -მალუ როგორ ხარ შვილო,მაპატიე რომ ასეთ დროს მარტო დაგტოვე.... -სულ ჩემთან იყავით და არც ვალდებული ხართ რაც გააკეთეთ, თითქოს საკუთარი მამა იყავით ჩემი და ძლიერად ვიყავი იმედით სავსე,ყველაფრისთვის მადლობა. ალიკამ ვეღარ უთხრა ვერაფერი და უცებ მოიფიქრა. -მეძახიან უნდა გავთიშო.ტელეფონი გათიშა და ცრემლები მოერიოა, რომამ წყალი მიაწოდა და ცოტა რომ დამშვიდდა თქვა. -მისი ხმა თითქოს სიზმრიდან მოდის შორეული სიზმრიდან, ისეთი ნაზია პირდაპირ უსასრულობისაკენ და უკვდავებისკენ მიდის როგორც აღსარების დროს წამოსული ცრემლი სინანულისა ეს ხმა გახრჩობს და თან ეს ხმა გაცოცხლებს. -ალიკა ცოტაც კიდევ მოითმინე ძმაო და მალუც გაიგებს სიმართლეს მერე აღარ იქნები ასეთი შებოჭილი და დათრგუნული მის წინაშე,შენ რომ არა მალუ და იოანე თავად მოთხოვს ნუცას პასუხს ისე რომ შენი ჩარევა საჭიროც არ იქნება. ალიკა რომ ცრემლად იღვრებოდა მალუმ ტელეფონი დაუბრუნა იოანეს და ჩაფიქრდა, შემდეგ იოს შეხედა და უთხრა. -იოანე რატომ მივიღე ალიკა ასე ძალიან ახლოს ის თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, ფასდაუდებელია მისი გვერდით დგომა გაცნობის დღიდან დღემდე და რომ ჩაუღმავდი ჩემს ფიქრებს თუ როგორ მიპოვა და როგორ მდგომარეობაში ყოველ გახსენებაზე ვტირი,რომ არა იმ დღეს სრულიად უცნობი ადამიანი არც აქ ვიქნებოდი და არც სიცოცხლისთვის ვიბრძოლებდი,ამიტომ მე ბედნიერებისგან შემიძლია ვიტირო. -მართლაც რომ დავფიქრდები ბრაზს ვერ ვიკავებ,მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა, შევეცდები გავიგო ვინ არის დონორი და დაისვენე მე ექიმს ვნახავ, შემდეგ კი თაიას გავიყვან სახლში და ისევ აქ მოვალ. მალუმ გაუღიმა და იოც გავიდა ოთახიდან, მალუმ მიხვდა ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა არ იქნებოდა ადრინდელივით და უნდა მორიდებოდა გადაღლას, დაღლილობას,სწრაფ მოძრაობებს და უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარება საყვარელ ადამიანებისათვის. რეამინაციიდან გამოსვლის მეორე დღესვე ფეხზე დადგა და მისი ყოველი გადადგმული ნაბიჯი გამარჯვებულად ითვლებოდა.ყოველ დღე გრძნობდა უკეთესობას,იოანე კი სიხარულით ხტუნავდა როცა მალუ ფეხზე დადგებოდა და მის მხარს დაეყრდნობოდა მისი ეს სიხარული კი მალუს მოტივაციას აძლევდა,იცოდა რომ იოანეს ძლიერ მხარზე დაყრდნობილს ის არასოდეს არ მისცემდა დანებების უფლებას მაშინაც კი როცა გზა ჯერ კიდევ უსასრულო ჩანდა. ალიკა ძლიერი ბიზნესმენი იყო მისი პატარა ბიზნესი უცხო მოხუციდან ნაწყალობევი იმპერიად აქცია,მაგრამ არასოდეს ყოფილა უკადრისი პიროვნება ის ეხმარებოდა ყველას თუმცა არ შეეძლო დახმარებოდა 24 წლის შემდეგ ნაპოვნ შვილს რომელიც საავადმყოფოს ერთ ერთ ოთახში მშვიდად იწვა ზედმეტად სუსტი და ზედმეტად ფერმკრთალი. მალუსთვის სამედიცინო განაჩენი დაუნდობელი იყო,თუმცა ალიკა არც დაფიქრებულა ისე თქვა თავისი სხეულის მნიშვნელოვანი ორგანო მიეცა შვილისთვის. -ალიკა დარწმუნებული ხარ? -არ არსებობს იმაზე მეტი დიდი ტკივილი როცა წლების შემდეგ შემთხვევით იგებ რომ თურმე მამა ხარ,პოულობ შენი სხეულის ნაწილს და ხედავ მის გაფერმკრთალებულ სახეს და რას ვაკეთებ მე რატომ უნდა გავჩერდე როცა დაუფიქრებლად შემიძლია მივცე ის ნაწილი რომელიც მას ჭირდება რომ ამ ტკივილისაგან ვიხსნა,ბარბი დარწმუნებული ვარ რასაც ვაკეთე და არ გადავიფიქრებ, დონორი მე ვარ. გაახსენდა ყველაფერი და თვალზე ცრემლი მოერია,მალუ კი ისიც ალიკაზე ფიქრობდა, ლუკაზე ფიქრობდა და ლუკას გახსენებამ ზიზღის გრძნობა დაუტოვა. ღალატი, რამდენად უპატიებელია ღალატი და რამდენნაირი ღალატი არსებობს,ღალატი წყვილებს შორის, ღალატი მეგობრის, ღალატი მშობლის,ღალატი შვილის და ზოგი ეგუება ღალატს ზოგი კი თვითმკვლელობამდეც კი მიდის,მალუს შემთხვევაში კი სულ სხვაგვარად იყო ღალატი ლუკასგან და მან მშვიდად მიიღო ის გამართულად იჯდა და არ იმჩნევდა,მაგრამ მოსმენილისგან ფერი დაეკარგა და ტუჩები აუკანკალდა. იოანე უყურებდა და შეეშინდა მისი სიფერმკრთალე რომ დაინახა,თუმცა მის სიმშვიდეზე გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -რატომ არაფერს ამბობ შენ მან სასიკვდილოდ გაგიმეტა, დახარბდა სასტუმროზე და მის შემოსავალზე შენს იქ არ ყოფნაში ცხოვრების სულ სხვა ნიღაბი მოირგო.მალუმ შეხედა იოანეს და მშვიდად უთხრა. -გახსოვს რომ გითხარი სასტუმროში გაუფრთხილებლად მიდითქო, მე ვიცოდი ეს ღალატი. -იცოდი, ხვდებოდი და არაფერი თქვი ან როდემდე გინდოდა მას ეუფროსა ეს რომ არ მომხდარიყო რაც მოხდა შენს თავს ისევ აუფროსებდი და ალბად შენს ადგილსაც დაუთმობდი. თვალები შუბლზე აუვიდა იოანეს გაოცებისგან,მაგრამ მალუმ შეხედა და უთხრა. -ცხოვრება არასოდეს მიდის გეგმის მიხედვით, მაგრამ ზოგჯერ ფიქრობ რომ ყველაზე რთულ მომენტებში ცოტაოდენი იმედი იპოვო,მაგრამ რაც უფრო ვაკვირდებოდი იმედიც დამეკარგა. ერთ დღეს კი მითხრა მოულოდნელად რომ დავქორწინებულიყავით,მაგრამ ქორწილის გარეშე მხოლოდ ხელი მოგვეწერა ყველასგან მალულად ისე თითქოს დამნაშავეები ვიყავით და ვემალებოდით საზოგადოებას ის პასუხს ელოდა თუმცა ვერ გათვალა კარგად ჩემი პასუხის მიცემამდე ეს ამბავიც მოხდა და ალბად ყველაფერის დაკარგვისგან სწორედ ამ გატაცებამ მიხსნა ძმაო. მალუმ ლუკას წინააღმდეგ მტკიცებულებები ყველაფერი თავის თვალით წაიკითხა და თავს კოშმარში გრძნობდა,მაგრამ იოანეს მადლიერი თვალებით შეხედა და უთხრა. -იოანე იდეა მაქვს მაგრამ შენი დახმარება მჭირდება. -გისმენ,მითხარი და მოგისმენ დავფიქრდებით და ზომებსაც მივიღებთ შენი იდეის განხორციელებისათვის. -ძალიან მინდა დავაარსო ორგანიზაცია ქალებისთვის ვინც ტყუილის,ძალადობის და ღალატის მსხვერპლნი არიან. -იდეა კარგი არის, მაგრამ შეძლებ? -შევძლებ,იოანე სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ის ვინც ტყუილით ცდილობს ცხოვრებას ყოველთვის იხდის მისი შეთხზული ტყუილებისთვის ფასს.მალუ შეცვალა გადატანილმა სტრესსმა და ღალატმა ძალიან ფრთხილი გახადა, რადგან აღარავის ენდობოდა ძალიან.რამდენიმე დღეში ის უკვე სახლში იყო და ერთ საღამოს კარზე ზარის ხმამ შეაშფოთა შეშინებულმა შეხედა კარს არ იცოდა ვინ იქნებოდა კართან,მაგრამ ტელეფონზე იოანეს ზარმა დაამშვიდა და გაბედულად მივიდა კარის გასაღებად,ის არ იცნობდა ბექას ვინც მისი ავადმყოფობის დროს სასტუმროს განაგებდა და მოულოდნელ სტუმარს მკრთალად გაუღიმა ბექაც ღიმილით შეხვდა მალუს და მორიდებულად უთხრა. -ვფიქრობ არ არის ძალიან გვიან გაუფრთხილებლად რომ მოვედი. -არა, არა მობრძანდით, იოანესგან ვიცი მან დამირეკა და გამაფრთხილა. -თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემი მოსვლა უფრო მართებული იყო თქვენთან, რადგან ერთად გადავხედოთ სასტუმროს შემოსავალს და გასავალს თქვენს არ ყოფნაში ჯერ საერთოდ და შემდეგ რა დამხვდა მე როცა ჩავიბარე სასტუმრო და რას ჩაგაბარებთ მე ამ ორ თვეში. -კარგია და როგორც ვიცი დრო გვაქვს.... -დრო გვაქვს კი ასე უცებ ვერც წაიკითხავთ და ვერც დავიანგარიშებთ... -ჰოდა დრო გვჭირდება ეს ყველაფერი ბოლომდე გავაანალიზოთ, ამიტომ იდეა მაქვს... -გისმენთ.... -ჯერ სახლში შემობრძანდით და გთხოვთ თავისუფლად. ბექა სახლში შევიდა,მალუმ კარი დაკეტა და სტუმარს სალონში შეუძღვა შემდეგ კი ღიმილით შეხედა. -დაბრანდით მარტო კაცი ჭამაშიდაც ცოდო არისო და მოდი ვივახშმოთ თქვენც სასტუმროდან მოდიხართ მოშიებული ხართ ვერ უარყოფთ და თან საქმეზე ვილაპარაკოთ.ბექა გაოცებული უსმენდა მალუს და არ ელოდა მისგან ასეთ შინაურულ მიღებას მას ხომ არ იცნობდა, ამიტომ თავადაც ღიმილით უთხრა. -თუ არ შეგაწუხებთ..... -მოდი ,,თ'' მოვაშოროთ რადგან ერთ საქმეში ვართ და ამიერიდან ხშირი შეხვედრაც გვექნება,როგორც იცით ჯერ სამსახურში გასვლას ვერ შევძლებ თუმცა დრო და დრო მოვალ, რომ თავი შევახსენო იქ მომუშავე პერსონალს და არ დამივიწყონ. -კარგი, როგორც იტყვი მალუ..... მალუ სამზარეულოში გავიდა ყველაფერი გამოალაგა მაცივრიდან და რამდენიმე წუთში გამზადებულ მაგიდას გადახედა, შემდეგ კი თავის თავის კმაყოფილმა სტუმარიც მიიპატიჟა. -მობრძანდით სტუმარო..... ბექა შევიდა სამზარეულოში და უთხრა. -ხომ ვთქვით რომ...... -დიახ, მაგრამ მხოლოდ დღეს და თანდათან კონტაქტში რომ შემოვალ თქვენთან მეტ თავისუფლება მივცემ საკუთარ თავს თუმცა მოკრძალებულს მხოლოდ დღეს მხედავთ,შემდეგ მოსვლაზე კი შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ რადგან დიდი კულინარი არ ვარ სულ გარეთ ვარ და სახლში გვიან ვბრუნდები ზოგჯერ სულ არ ვბრუნდები. -გასაგებია და რით დავიმსახურე ასეთი ყურადღება... -იოანესგან გაქვთ კარგი დახასიათება ასე რომ ჩემს ძმას თუ ვენდობი, თქვენც გენდობით. -მალუ ეს დღეები მე რაც გავაკეთე გულით გავაკეთე და მოდი პირდაპირები ვიყოთ, ძალიან კარგად მიდიოდა სასტუმროს საქმე როცა თავად განაგებდი და აკონტროლებდი, შემდეგ ავადმყოფობის პერიოდი დაემთხვა და ძალიან შენელდა შემოსავალი, თუმცა მუშაობა და დატვირთვა ისევ ისეთი იყო როგორიც ადრე მაგრამ თანხა არ შემოსულა ბიუჯეტში და არც მომსახურე პერსონალს აუღია კუთვნილი ხელფასი იმ ორ თვეში. -ეს როგორ, ხელფასს არასდროს ვაგვიანებდი.... -თქვენ არ აგვიანებდით ხელფასებს,მაგრამ ლუკამ ყველა თანხა მიითვისა და არ ვიცი რა ცხოვრებით ცხოვრობდა ეს პიროვნება,მაგრამ კარგი ცხოვრება რომ არ ჰქონია ეს აშკარად ჩანს თუმცა მე ნაწილობრივ გადავიხადე ხელფასების ვალი და ასე გავაკეთებ ამ თვეშიდაც რომ მომსახურე პერსონალის ვალი უნდა დავფაროთ ვინ იცის ზოგს როგორ ჭირდება კუთვნილი თანხა და ამ ვალის გადახდის შემდეგ მივყვებით ჩვეულებრივად გასწორდება ყველაფერი, ასევე გავიგებთ რამდენად ვიყავით უკან და რამდენად წავედით წინ. -მომწონს შენი მუშაობა ბექა და თუ დროს დამითმობ მინდა იყო ამ პოსტზე...ბექა მალუს უყურებდა და თითქოს დრო გაჩერდა სულ სხვა გრძნობით და თვალით შეხედა მალუს, მალუმ კი თვალები დახუჭა და თავის გადაწყვეტილებაში უფრო ღრმად დარწმუნდა როცა ბექას ჩანაწერები ნახა და ყველაფერი გულდასმით გადაამოწმა, რაც შეეხება ალიკას მან ყველაფერზე თქვა უარი გადადო მნიშვნელოვანი შეხვედრებიც პარტნიორებთან, ინვესტორებთან ასევე შეაჩერა მოლაპარაკებები და ყველაფერი რომას მიანდო თავად კი თავისი ცხოვრება მალუს მიუძღვნა და მალუ გარკვეული თვეების შემდეგ საგანგებოდ ემზადებოდა სასტუმროში წასასვლელად, ამიტომ ბევრი იარა და მისი მოსაწონი კაბა მსოფლიოს ვერცერთმა დიზაინერმა ვერ შეკერა და როცა თვალები ცრემლებით აევსო იმედიც კი დაკარგა სწორედ მაშინ შეამჩნია ერთი უბრალო,მაგრამ ელეგანტური კაბა რომელიც შეუმჩნევლად იყო კაბებს შორის თითქოს ისიც მალუს ელოდა და დაინახა თუ არა კაბებს შორის გამოჩნდა რადგან მხოლოდ ის მოერგო მალუს სხეულს და თითქოს საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი სწორედ ამ დღისთვის. ახლოს მივიდა ხელით შეეხო შინდისფერ ქსოვილს ის ძალიან მსუბუქი და ნაზი იყო ნატიფი საგანგებოდ გამოყვანილი დეტალებით ის არც დაფიქრდა არც ფასი იკითხა ხელში აიღო გულზე მიიკრა და გასახდელში შევიდა იქვე ჩაიხედა სარკეში და თავის თავს გაუღიმა ბედნიერი ღიმილით. -ვიპოვე რასაც და როგორსაც ვეძებდი,გიპოვე რადგან შენ გეძებდი დილიდან და უკვე ჩემთან ხარ საყვარელო. სიხარულით ფრთებშესხმული მივიდა სახლში კაბა საკიდზე დაკიდა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, შემდეგ კი ღიმილით უპასუხა ტელეფონს. -გისმენ იო..... -იო არ ვარ ალიკა ვარ, არ მიმიღებ? -როგორ არა,მობრძანდით..... -კართან ვარ.... მალუმ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საოცნებო კაბას და კარი ღიმილით გააღო კართან კი ალიკა,ბარბი, იოანე და თაია იდგნენ ტორტით ხელში,მალუს ღიმილი გაოცებაში გადავიდა და შემდეგ ცრემლიც კი მოერია იოს გახედა და იომ დაასწრო. -25 წელი შეგვისრულდა დღეს ორივეს დაო და ეს ჩვენი პირველი ერთობლივი დაბადების დღე არის.მალუ ორივე ხელებით ჰაერში აიტაცა და პირველი შევიდა სახლში მალუსთან ერთად უკან კი სხვები შემოყვნენ ანთებული ტორტით,რამდენმიმე წუთში კი მათ ბექა შეუერთდა სულ ცოტა ხანში კარზე ისევ ზარი იყო თამრო ბებო ლელი და თამროც ესტუმრა მალუს.იოანემ თამროს შეხედა თაიას თვალი ჩაუკრა და მათ მხიარულ მაგიდას კიდევ ერთი სტუმარი მიემატა გაგას ღიმილთან ერთად, თამროს თვალები გაუბრწყინდა და დილამდე ისმოდა მხიარული ხმები,წასვლისას კი იომ შეხედა მალუს და უთხრა. -ხვალ 3სთ-ზე სასტუმროში ავღნიშნავთ,გელოდები მანქანას გამოგიგზავნით....მალუმ თავი ჩაღუნა და ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, -რა ჩაიფიქრე მითხარი და მოვალ..... -მაინც მოხვალ და თუ 3 სთ-ს გადააცილებ მოვალ და როგორც იქნები სახლში მხარზე შეგისვამ და ისე წაგიყვან, შემდეგ ნახე ფოტოებში როგორ ფორმაში შეხვდი სტუმრებს შენს დაბადების დრეზე. -ამას არ გააკეთებ..... -ნუ გამომცდი რადგან ჯერ კიდევ არ მიცნობ მალუ.თაიამ იოანეს შეხედა და უთხრა. -არ ამბობ სერიოზულად.... -არც შენ მიცნობ და ამიტომ მიფრთხილდი მეუღლევ.... ბექამ ჩაიცინა და ყველას გასაგონად თქვა. -ჩემსავით არცერთი არ იცნობთ და ამიტომ უკეთესია აქედანვე მოემზადო რომ ხვალ დათქმულ დროზე იქ იყო. სტუმრები წავიდნენ, ძალიან ბედნიერი იყო ამ მოულოდნელი სტუმრობით და არეული სახლი მიალაგა, დასარეცხი დარეცხა და როცა სახლი მოაწესრიგა შეეცადა ცოტა დაძინებოდა გაახსენდა ბექას სიტყვები. -,,შემსრულებელია რასაც ამბობს,ამიტომ უკეთესია თუ დათქმულ დროზე სასტუმროში იქნები''. ჩეცინა და დაწვა,რადგან თვალები უძილობისგან დასიებული ექნებოდა. დილით ცოტა დამშვიდებული ადგა და თავის მოწესრიგებას შეუდგა, ალიკამ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრო თუმცა გონებით ის სრულიად სხვაგან იყო და მისი გული სხვების შეუმჩნევლად სწრაფად ფეთქავდა,მისი ცხოვრების ბოლო ეპიზოტებმა თვალწინ გაურბინა და ჭრილობა რომელიც ჯერ კიდევ ტკიოდა ხელი მიიდო რომამ შეამჩნია და ფეხზე წამოდგა შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა და მდივანს უთხრა რომ სხვა შეხვედრა აღარ შედგებოდა და გაეუქმებინა,რამდენიმე წუთში კი სასტუმროში იყვნენ სადაც ბაბრი, ესმა და მანანო უკვე მისულები დახვდათ ისიც ღიმილით შეხვდა მათ გარეთ კი ცივი და წვიამი დღე იყო ალიკამ საათზე დაიხედა 2 შესრულებულიყო სასტუმროს კარი გაიღო და იოანე თაიასთან ერთად მათ შეუერთდა სხვებიც ნელა ნელა მოვიდნენ და უკვე დრო ახლოვდებოდა მალუს მოსვლის, იოანემ საათზე დაიხედა და უკვე წუთი წუთზე უნდა შემოსულიყო მალუ და ალიკამ უჩურჩულა. -დააგვიანებს? -არ მგონია, მძღოლი დროულად წავიდა. -ვნერვიულობ,წადი გარეთ დახვდი და ერთად შემოდით დღეს თქვენი დღეა.იოანემ თაიას ხელზე ხელი მოუჭირა და თაიამ მიხვდა სადაც მიდიოდა და ღიმილით გააყოლა თვალი იოანე გარეთ გავიდა და მისი გაგზავნილი მძღოლიც მის წინ გაჩერდა, თავად გაუღო კარი მალუს და ღიმილით უთხრა. -ხომ მხედავ სად ვარ არ მოხვიდოდი და უკვე მოვდიოდი. -ტვინი გაქვს ნაღრძობი.უთხრა სიცილით და იოანეს მკლავზე ხელი დაადო,ორივემ ერთმანეთს მიულოცა მათი დღე და ორივე ერთად შევიდა სასტუმროს დიდ ვესტიბულში. ქარმა კულულები აუფრიალა მალუს და მისი გული ძალიან სწრაფად ძგერდა,მაგრამ მისი მაღალი ყელით და მტკიცე ნაბიჯებით სასტუმროს სიღრმისკენ გამომწვევად მიიწევდა მიუხედავად დაღლილი და რთული დღეების გადატანისა ის იდგა მყარად იოანეს მკლავზე დაყრდნობილი.ბროლის ჭაღები მკვეთს შუქს აფრქვევდნენ,ყველგან თეთრი ორქიდიები და წითელი ვარდები იყო მაღალყელიან ჭიქებში კი შუშხუნებდა შამპანიური ამ ყველაფრის შუაში იდგა ტყუპი და-ძმა და ისინი იღიმოდნენ ბედნიერი ღიმილით. -თავი სიზმარში მგონია. თქვა მალუმ და მოულოდნელად სასტუმროს მაღალი ჭერიდან უამრავი ფერადი ბუშტები დაეშვა და ეს იყო წუთები მისი რეალურად სიცოცხლის დაბრუნების,ის სავსე იყო სიყვარულით და ყველას მადლიერებით,თავად იდგა და გულში იკავებდა ემოციებს იოანემ კი ჩურჩულით უთხრა. -ყველაფერს გავაკეთებ რომ რაც გამოიარე დაგავიწყო და გაგანთავისუფლო ტკივილიდგან, გპირდები შენს გვერდით ვიქნები და შენს ხელს დავიჭერ მანამ სანამ ნამდვილ სიყვარულს არ იპოვი.მალუ შენს გამო ყველას დავუპირისპირდები, ყველას ვინც ტკივილს მოგაყენებს. -შენმა არსებობამ ძალა შემმატა და იმ მძიმე წუთებშიც შენზე ვფიქრობდი,ვერ გავუძლებდი იმ ყველა სირთულეს რომ არა შენ ჩემო სულის და გულის ნაწილო,ჩემო ტყუპისცალო. -ჩემო ერთადერთო ჯოჯოხეთი გამოიარე,მაგრამ არ შეცდე და არ გაბოროტდე ყველა თავის მისაღებს მიიღებს შენ კი მათ შენი სიჩუმით გაანადგურებ,სიჩუმით განადგურება კი ყველაზე მტკივნეულია. -გპირდები რომ არ გავბოროტდები მაგრამ ცოტა უხეში გავხდები. -უხეში უნდა იყო,მაგრამ ზომიერად და ვისთან უნდა იუხეშო ესეც გაითვალისწინე. -გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ.აღფრთოვანებული უყურებდა საახლობლოს და სამეგობროს მათი ტაშის ხმა ყიჟინმა გადაფარა,ალიკამ ხელის აწევით გააჩუმა ხალხი და იუბილარებს მიუბრუნდა. -აქ ვინც მოვიდა დღეს ყველა გულით გილოცავთ თქვენს დღეს,თაია შვილო დღეს შენც იუბილარი ხარ და შენი ქმრის გვერდით დადექი.თაიამ გაოცებულმა შეხედა ჯერ ალიკას შემდეგ იოანეს და იოანემ ხელი გაუწოდა თაიას და ისიც მის გვერდით დაიყენა ალიკამ კი წყვილს საგზური გადასცა და უთხრა. -ეს თქვენი საქორწილო საჩუქარია ჩემგან და ბარბისგან, რაც შეეხება მალუს მინდა ეს საქაღალდე გადავცე და ხელი მოაწერე შიგ არსებულ მნიშვნელოვან საბუთს,რადგან მხოლოდ შენი ხელმოწერა აკლია შენი ოცნებების ასრულებას. -რა ხდება, მე თქვენთვის...... -ჩემთვის არასოდეს გითქვამს შენი ოცნებების შესახებ, მაგრამ გავიგე და როგორ ამას ნუ იკითხავ მხოლოდ ხელი მოაწერე და მიზანი ავისრულოთ. მალუ გაოცებული უყურებდა ალიკას და ვერ ხვდებოდა ეს ადამიანი მის გარშემო რატომ ბრუნავდა,მასზე რატომ ზრუნავდა და იხარჯებოდა ბოლომდე. ხელის კანკალით მოაწერა ხელი ქაღალდს საჭირო ადგილზე და ფურცლები ორივე ხელებით მაღლა ასწია სახეზე კი ცრემლები სდიოდა,მალუს თამრო ბებო მიუახლოვდა და მალუმაც ძლიერად მოეხვია. -მადლობა რომ ყველაფერი გაიღე და შენ გამზარდე შენ ხარ ჩემი დედაც,მამაც და ყველაფერი.თამრო იდგა ღიმილით ყველას წინაშე ბედნიერი და აღფრთოვანებული. -არცერთმა თქვენთაგანმა არ იცით როგორი ბედნიერი ვარ დღეს და ვერცერთი თქვენთაგანი ვერ მიხვდებით თუ რას გრძნობს და განიცდის ჩემი გული, მე თქვენს წინაშე მდგარი იმედით და ღირსებით სავსე.ბედი სასტიკია შვილო, მაგრამ ყველასთვის არა მე აღმოვჩნდი იქ იმ დროს რომ თქვენი სუნთქვისთვის მომესმინა და მოგისმინეთ ამიტომ ვერ გაგიმეტეთ ტანჯვისთვის. ვაღიარებ ერთმანეთს დაგაშორეთ, მაგრამ წლების შემდეგ ერთად ხართ და არაფერია დაკარგული.მე ვამაყობ თქვენით, რადგან გაიზარდეთ ადამიანური გრძნობებით და ხართ ადამიანში ადამიანის გულით აღზრდილი შვილები. ბედნიერი და ამაყი უნდა ყოფილიყო დღეს ის ქალი თქვენით ვინც თქვენ გაგაჩინათ,მაგრამ დამიჯერეთ ის ყველაზე უბედური ქალია რადგან მან არ იცის სად და როგორ არიან მისი შობილი შვილები.იოანემ თავი სწავლისთვის გადადო და თავის ოცნება აისრულა და არის დღეს ის პიროვნება ვინ ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო, გილოცავ შვილო და ვლოცავ შენს გამზრდელ დედას რომ მიუხედავად მისი გაჭირვებული ცხოვრებისა შენ ადამიანად გაგზარდა და აღგზარდა. -ჩვენ ორივე თქვენ უნდა გიმადლოდეთ ჯერ და მერე დედა მარინას რომ მის მკლავებში და მისი ნანინათი გავიზარდე. იოანემ თამრო გულში ჩაიკრა შემდეგ მარინასთან მივიდა მის ეტლთან დაიხარა მუხლებზე დადგა და თავი მკერდზე მიადო,მარინამ ორივე ხელები შემოხვია და თავი თავზე დაადო ცრემლები დაედინა სახეზე და ხმის კანკალით უთხრა. -მადლობა რომ გამიმართლდი და ის ტანჯული დრო ახლა შენით ტკბილად მახსენდება,ვიცი რომ ბევრი რამ შენთვის მიუწვდომელი იყო რადგან მე სულ გარეთ ვიყავი,ბინა გვქონდა მაგრამ გვქონდა გადასახადები რომლებიც უნდა გადაგვეხადა და ზოგჯერ მცირედით თავს უფლებას ვაძლევდი თუ ხაჭაპურს გამოგიცხობდი და ხორციან სუფს გაგიკეთებდი,კატლეტი გიყვარდა და ზოგჯერ მის გაკეთებასაც ვახერხებდი,მაგრამ ეს არ იყო შენთვის მთავარი მთავარი შვილო ის სიყვარული იყო რაც ჩვენს შორის დამყარდა.რომ წამოიზარდე შენც მეხმარებოდი მატყუებდი ვიმეცადინეო და ღამე კითხულობდი სანთლის შუქზე შუქის გადასახადი დიდი რომ არ მოსულიყო.შენ გამხადე ბედნიერი ქალი და შენით გავხდი ბედნიერი დედაც შვილო,მაბედნიერებს თქვენი არსებობა და თუ ერთ დღესაც როცა თვალებს დავხუჭავ ვიცი მშვიდად წავალ რომ არ გაგაწვალო და იქ მაღლა ჩემს ქმარს შენს შესახებ მოვუყვე რადგან შენ მისი სახელს ატარებ როგორც ის იყო ღირსეული შენც ღირსეული შვილი ხარ შვილო.იოანე ხმით ტიროდა,ალიკამ ვერც კი გაიგო როდის დაედინა ცრემლი სახეზე და იგრძნო ვიღაცამ ხელი ძლიერად ჩაჭიდა მოიხედა და ცრემლიანი თვალებით შეხედა მის გვერდით მდგარ ოლიკოს რომელმაც იმ დღეს პირველად ნახა ძმიშვილები ის რომამ მოიყვანა ისე რომ ალიკამ არ იცოდა და გაოცებულმა შეხედა რომელმაც თვალი ჩაუკრა და მანაც გაუღიმა მეგობარს მადლობის ნიშნად,ოლიკოს შეხედა და ჩურჩულით უთხრა. -დატკბი ძმიშვილების ყურებით დაო..... -გოგო შენ გგავს, ალიკა მას შენი ღიმილი აქვს.ცრემლი მოერია ოლიკოს და უჭირდა თავის გაკონტროლება,მაგრამ ალიკას ხმამ ის გონზე მოიყვანა. -დამშვიდდი,მალუმ სიმართლე არ იცის....ოლიკომ თავი დაუქნია მხოლოდ ის ემოციებისგან ხმას ვერ იღებდა კანკალებდა და ცდილობდა თავის გაკონტროლებას. -მწარედ უნდა დაისაჯოს, როგორ შეეძლო ეს დაემალა..... -დამშვიდდი, ყველაფერს მისი დრო აქვს ოლიკო.ალიკამ ბექას შეხედა და ბექაც მალუს გვერდით დადგა,მალუმ შეხედა ბექას და იოანემ უთხრა. -ბექა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას ძალადობის მხრივ დაზარალებულ ადამიანებზე უშენოდ გადავწყვიტეთ, მაგრამ ვფიქრობ უკეთესი კანდიდატი შენც არ გყავდა. -არა, კარგი გადაწყვეტილებაა არ ვარ წინააღმდეგი. -მალუ შენ როგორც ფსიქოლოგი და შენი სპეციალობით არ მუშაობ შენი ძალა და ენერგია ამ სასტუმროს მოახმარე, სწორედ ახალ სამსახურში გთავაზობთ დახმარებას რომ შენ იქ იქნები ფსიქოლოგი. -თანახმა ვარ ეს ჩემთვის დიდი პატივია.მოულოდნელად მალუმ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო უცხო ნომრიდან და ღიმილით გახსნა,მაგრამ ღიმილი ნელა ნელა გაქრა და სახეზე ღიმილი სიბრაზემ შეცვალა,იოანე თვალს ადევნებდა და ტელეფონი ხელიდან აართვა შეტყობინება წაიკითხა სადაც მალუს ფოტო იყო ბედნიერებით სავსე ბექას გვერდით. -,,ბედნიერი ხარ და მიხარია შენი ბედნიერება,მაგრამ ფრთხილად იყავი ეს ბედნიერება ხანმოკლე არ აღმოჩნდეს და ეს ღიმილი ცრემლებმა არ შეცვალოს.დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო''.იოანეს სახე დაეჭიმა ბექას შეხედა და შემდეგ შეტყობინება ფოტოსთან ერთად პაატას გადაუგზავნა,ბექამ გაოცებულმა შეხედა იოანეს,იოანე კი მასთან მივიდა და ღიმილით უთხრა. -ვიღიმი რადგან არ მინდა სიბრაზე შემამჩნიონ, ხვალვე გაიგე ვისგან უნდა იყოს გადმოგზავნილი ეს შეტყობინება, აქ კამერებიდან შეიძლება ამის დადგენა ბექა აქ ვიღაც არის ვინც მალუს ემუქრება.... -ლუკა..... -ლუკა გამორიცხე ის ვერ შელებდა, არის სხვა ვიღაც და ის უნდა ვიპოვოთ. -მალუს უნდა დაველაპარაკოთ იქნებ იცის ვინ შეიძლება იყოს.... -არ ეცოდინება,რაც მალუ აქ აღარ არის ძალიან შეიცვალა აქაურობის შიდა წესები და აქ უნდა ვეძებოთ, ვინ არის შეტყობინების გამომგზავნი.იოანე აირია,ღიმილით მოხვია ხელი მალუს და უთხრა. -ყურადღება არ მიაქციო ვიღაც შენზე დაბოღმილი და ბოროტებით სავსე პიროვნება ცდილობს ეს დღე ჩაგამწაროს, მაგრამ შენი გონიერების იმედი მაქვს და შენს სასიამოვნოდ და მათ სატკენად საღამოს მხიარულად გაატარებ. -კარგი იოანე მაგრამ შორს არ წახვიდე. უთხრა მალუმ და ძმას გაუღიმა, იოანე კი უკვე ფიქრობდა საიდან და როგორ გაეხსნა კვანძი,მოულოდნელად კამერას შეხედა და ბექსს მიუბრუნდა. -ბექა შენ უნდა იპოვო ვინ მიიღეთ ბოლოს აქ სამუშაოდ, გამოიკვლიო მისი ისტორია და როგორც ვიცი აქ ყველა ერთმანეთს პატივს სცემდა ამიტომ დამნაშავე უნდა ვეძებოთ ახლებში და არა ძველებში. -არის სამი თუ ოთხი გოგონა და დილით გადავხედავ მათ მონაცემებს. -კარგია და ხვალიდან შეუდექი ახლა ნუ მივიქცევთ ზედმეტ ყურადღებას მალუ თვალს არ გვაშორებს, არ მინდა გაიგოს და რაც შეიძლება მოვარიდოთ სტრესს. გაითვალისწინე რომ აქაც ვერ მოვა ყოველდღიურად, აქ შენ იქნები ბექა. -კარგი დამშვიდდი,მე ყველაფერს გავაკეთებ და იმ ახლებსაც გადავამოწმებ.საღამომ დაძაბულ მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან ლამაზად ჩაიარა, ბედნიერები ისხდნენ თამრო და მარინა და წლების შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდნენ თავიანთ გაკეთებულ სიკეში რომ მიტოვებულ და დედისგან უარყოფილ ორ ტყუპს სიცოცხლე ამ ორმა შეუნარჩუნა დიდი გაჭირვებით გაზარდეს,მაგრამ ,,ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი'' სწორედ ასე გამოუვიდათ. მალუ სიხარულით აღფრთოვანებული დაბრუნდა სახლში,დივანზე დაჯდა და თავიდან წარმოიდგინა გონებაში მთელი დღის ლამაზი კადრები, სივრცეს უღიმოდა მოულოდნელად კარზე ზარი იყო არავის ელოდა ამ დროს,მაგრამ ღიმილით წავიდა კარის გასაღებად კარი გააღო კართან კი არავინ იყო მხოლოდ კარის ზღრუბლზე ლამაზი ყუთი იდო წითელი ბაფთებით შეკრული და ღიმილით აიღო ყუთი იოანესთვის უნდოდა დაერეკა,მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო და ბანტები შეხსნა ყუთს თავი ახადა და ღიმილი გაოცებამ შეცვალა ყუთში ხორცის სისხლიანი ნაჭერი იყო ზედ კი წერილი ედო. -,,მეორე გადანერგვა აირჩიე რომელი ორგანო დაგჭირდება, გადანერგვას კი პირადად მე გავაკეთებ რადგან დონორიც მე ვიქნები''. მალუს ხელები აუკანკალდა,წამით გონებაში ვერაფერი აღიქვა უნდოდა იოანესთვის დაერეკა,მაგრამ ალიკას დაურეკა ალიკაც შეშინებული რამდენიმე წუთში მის კართან გაჩნდა,კარზე ზარი მისცა მაგრამ არავინ გაუღო შემდეგ კი ტელეფონზე დაურეკა მალუს. -მოვედი, კარი გამიღე. მალუმ კარი გააღო ალიკას გული შეეკუმშა მიხვდა რომ მალუს მოესტო უკვე ტირილი და მაგიდაზე დადებული ყუთისკენ წავიდა,ალიკამ ყუთთან მივიდა ზემოდან ჩახედა და მალუს უთხრა. -შეეხე რამეს? -არა არაფერს, ისე ძალიან შემეშინდა უკან დავიხიე. -კარგია. თქვა და იოანეს დაურეკა,რამდენიმე წუთში იოანე ბექასთან ერთად უკვე მალუსთან იყო და პირველი მალუს ტირილისაგან დაწითლეული თვალები მოხვდა თვალში, ალიკამ კი ყუთზე ანიშნა იოანეს და ისინი ორივე ყუთთან მივიდა,ოროვემ ჯერ ყუთში ჩაიხედა და შემდეგ ერთმანეთს შეხედეს. ბექამ ქაღალდი ამოიღო ყუთიდან და წაიკითხა. -ეს ვინც გამოაგზავნა იქ იყო გითვალთვალებდა შეგხედა რომ დავიშალეთ და უკან გამოგყვა ყუთიც კართან დაგიტოვა,მე სხვა ვერსია არ მაქვს დამნაშავე სასტუმროში უნდა ვეძებოთ შენ კი დამშვიდდი ხომ გჯერა ჩემი ვიპოვი დამნაშავეს,აუცილებლად ვიპოვით.მალუმ შეხედა იოანეს და ღიმილით უთხრა. -შენი თუ არ მჯერა ვისი უნდა მჯეროდეს ძმაო. -ჰოდა დამშვიდდი,ვიპოვით ვინც არის მაქსიმულ სამი დღე ან ორი და ყველაფერი გაირკვევა. ბექა მშვიდად მიუდგა საქმის გამოძიებას და რამდენიმე დღე აკვირდებოდა ბოლო დროინდელ აყვანილ სამ გოგონას, სამივეს ისტორია კარგად შეისწავლა ორი სტუდენტი იყო და ლექციების შემდეგ სასტუმროში მუშაობდნენ ბინაც იქვე ჰქონდათ ორივეს ერთი პატარა ოთახი,რადგან რაიონიდან იყვნენ მალუმ მისცა მათ პატარა ოთახი. მესამე გოგონა კი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო და ბექას გაუკვირდა როცა დატვირთული გრაფიკით მოითხოვა მუშაობა, გოგონას თვალს ადევნებდა,მაგრამ შეუძლებელი იყო ასე კამერებით მისი გაკონტროლება და იოანესთან შეთანხმებით თავისი მეგობარი აიყვანა დაცვის სამსახურში ვისაც მიანდო სართულებზე გოგოების კონტროლი და განსაკუთრებით უნდა ედევნებინა თვალი ვინმე ინეზა დვალისთვის. -მომისმინე, არავინ არ უნდა გაიგოს რისთვის ხარ აქ და ფრთხილად უნდა იმოქმედო. უკეთესია განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინო მის მიმართ,როგორმე გაიგე მისი ტელეფონის ნომერი და ჩვენ ავიყვანთ მოსმენაზე ვის ეკონტაქტება იქნებ ვინმემ შემოაგზავნა და გავიგოთ ვინ დგას მის უკან. -გასაგებია.... -თომა შენ განდობ ამ გოგოზე მუშაობას.... -კარგი ყველაფერი გასაგებია და ჯერ შევხედავ,ერთი შეხედვით რაღაცას უნდა მივხვდე და გეტყვი ღირს თუ არა თვალთვალის გაგრძელება. -კარგი გავიდეთ და იქ ყველას გასაგონად გეტყვი რომ ახალი თანამშრომელი ხარ და დღეიდან აყვანილი ხარ სამსახურში,წარგადგენ მათ წინაშე ხვალიდან კი დილიდანვე აქ ხარ მხოლოდ ფორმით დღეს ყველაფერს შეიძენ ეს თანხა გამომართვი ვფიქრობ საკმარისია. თომას გაეცინა ბექსას შეხედა და სიცილით უთხრა. -უარი რომ გითხრა ვიცი არ გამომივა თან გამიბრაზდები, მაგრამ მეც ავიღებ ამ თანხას და ხომ იცი ფული ზედმეტი არასდროს არ არის მეგობარო. -იდიოტი ხარ.უთხრა ბექამ სიცილით და თომასთან ერთად გავიდა კაბინეტიდან, ყველას ყურადღება ითხოვა ბექამ და ახალი დაცვის თანამშრომელი ყველას გააცნო თომას კი მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -უკვე აქ მუშაობ,დღეს თავი მოიწესრიგე და ხვალ დილას 8 სთ-ზე აქ უნდა იყო. -გასაგებია,მადლობა უფროსო იმედია გავამართლებ თქვენს იმედებს.ბექამ შეხედა თომას და უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ შებრუნდა და წავიდა ტელეფონზე კი შეტყობინება გაუგზავნა თომას. -,,თომა არ გვექნება ახლო კონტაქტი არ მინდა იცოდეს სხვებმა რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ,ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ''. -,,კარგი ნუ ბრაზობ,ხვალ შენზე ადრე მოვალ ჩემს პოსტზე და საერთოდ აქ არა მარტო თანამშრომლებს უფროსებსაც გავაკონტროლებ''. ბექამ წაიკითხა შეტყობინება და გაეცინა, თომამ კი იყიდა ყველაფერი რაც ჭირდებოდა და დილით 8 საათზე უკვე ადგილზე იყო, სმენა შეცვალა და დაიწყო უკვე მისი სმენა ფოტოები რომლებიც ბექამ აჩვენა ორი ნაშუადღევს მოდიოდა ერთი უკვე ადგილზე იყო და მუშაობდა,თომამ თითქოს არ იცოდა ვინ იყვნენ და ყველა თანამშრომელს პირადობას სთხოვდა,გოგოები რომლებიც შუადღით მოვიდნენ გაოცებული უყურებდნენ თომას. -ჩვენ აქ ვმუშაობთ,თქვენ ახალი ხართ და ჯერ არ იცნობთ ყველა აქ მომუშავე პერსონალს. -გასაგებია გააგრძელეთ და რომელი სართული გაბარიათ? -ჩვენ ორივე ერთად ვართ და ამიტომ მესამე და მეოთხე სართული გვაბარია. -თქვენ? მიუბრუნდა თომა იქვე მდგარ გრძელთმიან გოგონას. -მეორე სართულზე ვარ და ვერ გავიგე ჩვენ უნდა გვაკონტროლო თუ პოსტზე უნდა იდგეთ. -რატომ ბრაზობ, ცუდად მოგმართე? -არა,მაგრამ...... -კარგად მიხვდი სართულები მაბარია და ჩემი მოვალეობაა გავაკონტროლო ყველაფერი და ყველაფერთან ერთად თქვენც,გავეცი პასუხი თქვენს კითხვას? გოგონა გაბრაზებული შებრუნდა და თქვა. -შენღა აკლდი ამ სანაგვეს. -რას ჩურჩულებ საქმეს მიხედე, ასე მუშაობთ აქ ცალ ფეხზე ჩამოსვენებით საქმე არ კეთდება. გოგონა გაბრაზდა და წავიდა,თომამ იქვე მდგარ დაცვის წევრს მიუბრუნდა და უთხრა. -ეს გოგონა ახალია და არ იცის აქ მუშაობის წესები? -არც ისე ახალია,მაგრამ თავისებური ჩაკეტილი გოგონა არის არავისთან კონტაქტობს,ვერავის ვერ შეეწყო და სულ მარტო არის,სულ დაფიქრებულია და სულ ტელეფონზე ლაპარაკობს და თან გაბრაზებული. -გასაგებია, ამიერიდან მუშაობის საათებში ტელეფონის გამოყენებას ავკრძალავ, ამ საკითხს დღესვე დავსვამ და შევათანხმებ უფროსთან. მისი სახელი იცი? -თუ არ ვცდები ინეზა ქვია,კი ინეზა დვალი.თომამ იმდენი შეძლო ინეზა ორ დღეში აალაპარაკა და ერთ დღეს ჩუმად საიდუმლოც გაანდო. -ინეზა დაიღალე თუ მორჩი საქმეს. -მოვრჩი საქმეს, დასვენების უფლებაც არ მაქვს? -დაისვენე, მეც აქვე ჩამოვჯდები და გინდა საიდუმლო გაგანდო? -საიდუმლო გინდა გამანდო და მე რატომ უნდა განანდო შენი საიდუმლო? -გოგო ჩემს საიდუმლოს არავის ვანდობ,ისევ შენს საიდუმლოს გეტყვი თუ გინდა თუ არ გინდა ხმასაც არ ამოვიღებ.ინეზას ჩაეცინა და თომას შეხედა თან აოცებდა თომას უცნაურობები და უთხრა. -გისმენ,მითხარი რა საიდუმლო გაქვს. -თუ არ ვცდები და კარგად გავიგონე, მგონი დაწინაურების კანდიდატი ხარ. -დაწინაურების, მე და რატომ? -ალბად კარგი მუშაობისთვის, ჩუმი ხარ და მშვიდი ეს კი სამსახურში ძალიან კარგი თვისებებია. არ ვიცი,მაგრამ შენ შენებურად ჩუმად გააგრძელე..... ინეზა ჩაფიქრდა და შემდეგ თომას შეხედა. -დღეს დილამდე ხარ თუ იცვლები..... -რატომ მეკითხები, გინდა პაემანზე დამპატიჟო? ორივეს გაეცინა, თომამ კი შეხედა ინეზას და უთხრა. -აქ ვარ,მაგრამ რამდენიმე საათით შემიძლია გავიდე გინდა სადმე დავსხდეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ? -ცუდი იდეა არ არის, მაგრამ დღეს ვერა.... -გასაგებია,სხვა დროს იყოს... ინეზა წავიდა თომამ თვალი გააყოლა და ჩურჩულით თქვა. -დაე იფიქრე რომ წავედი ვხვდები რომ რაღაცას ეძებ, მაგრამ რას ამასაც გავარკვევ. თომამ საათს შეხედა და სართულების შემოვლა დაიწყო,მშვიდად ადიოდა კიბეებით და მეორე სართულზე ასულს ინეზას ხმა მოესმა. -,,არ წამოვალ აქედან სანამ ამ სასტუმროს სამარცხვინო ჩირქს არ მოვცხებ და დიდ სკანდალში არ გავხვევ,ვიპოვე ერთი იდიოტი ვინც გამომადგება ამ საქმეში და შენ ნუ ნერვიულობ ჩემს გეგმაზე, როგორც დავსახე გეგმა სწორედ ისე მივდივარ''. -აი თურმე რატო ხარ აქ წანკლა და რატომ აკეთებ ამ ყველაფერს ამასაც მალე გავარკვევ. -,,არ წამოვალ, გესმის არ წამოვალ ლუკას გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი,ამ სასტუმროს მე დავხურავ და გავაუქმებ''. თომა უკან დაბრუნდა ისევე ჩუმად და ბექასთან შევიდა,ბექამ შეხედა თომას და ფეხზე წამოდგა. -რა მოხდა, რა ფერი გადევს თომა..... -ლუკა, ლუკას გამო შურის საძიებლად არის აქ შემოსული ის გოგო ბექა. -შენ საიდან იცი რომ შურის საძიებლად არის შემოსული. თომამ ყველაფერი უთხრა,ბექა კი დაფიქრდა. -საიდან მოგაფიქრდა რომ დავაწინაურებ..... -რამე მოიფიქრე ეს გოგო უნდა შევაჩეროთ ბექა და არა მარტო ვინც მასთან ერთად არის ისიც უნდა დააკავოთ. -კარგი, მთავარია კვანძი გაიხსნა და ახლა იოანეს დაურეკავ რასაც გადავწყვიტავთ გეტყვით, შენ კი ყურადღებით იყავი მაინც.თომა კაბინეტიდან გავიდა, ბექამ იოანეს დაურეკა. -უნდა ვილაპარაკოთ სერიოზული თემა წამოიჭრა. -მანდ მოვიდე თუ.... -არა ჩვენს ბარში მიდი და იქ მოვალ.... -კარგი და გამოვდივარ იქ დაგელოდები.ბექა გავიდა, თომამ შეაჩერა კიბეებზე ჩამავალი და უთხრა. -გადი გარეთ და ისევ დაბრუნდი თითქოს რამე დაგრჩა, შემდეგ კი კაბინეტის კარი ღიად დატოვე სხვას ნუ იკითხავ მე მომანდე.ბექამ ყველას დასანახად გაუღიმა თომას და უთხრა. -გავდივარ, აქ შენ ხარ ჩემთვის ესეც საკმარისია. -დაბრუნდებით უფროსო? -არ ვფიქრობ დავბრუნდე,რატომ კითხულობ? -უნდა ვიცოდე წავიდე თუ დავრჩე, როცა აქ არ ხართ როგორ წავიდე. -შენ შენი დრო გაქვს თომა და წადი,შენი თავისუფალი დრო შენი პირადისთვის გამოიყენე ვინმე კარგი გოგო იპოვე და ქორწილში გვაქეიფე.თვალი ჩაუკრა და წავიდა ბექა მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა ჩქარი ნაბიჯებით გაიარა ყველას წინაშე და კაბინეტში შევიდა უკან კი საქაღალდით ხელში გამოვიდა,თომას ხელის აწევით საქაღალდე აჩვენა და კიბეები ჩაირბინა თომამ კი ყველას გასაგონად მიაძახა. -უფროსო სიყვარულმა ტვინის დაბლოკვა იცის და ფრთხილად იყავი. -ჩვენი უფროსი შეყვარებულია? იკითხა ინეზამ თომას შეხედა,შემდეგ ისევ ბექას გააყოლა თვალი. -ყველას აქვს სიყვარულის უფლება მეც, შენც და მასაც. ინეზამ არაფერი თქვა უხმოდ დატოვა ყველა და რამდენიმე წუთში ახლახან დატოვებული ნომრის დასუფთავება დაიწყო,თომა თვალს ადევნებდა და როცა მიხვდა რომ ინეზა საქმით იყო დაკავებული ჯიბეში საგანგებოდ ნაყიდი ვიდეო თვალი მოსინჯა და ბექას კაბინეტში შევიდა იქ ძალიან კარგ ადგილზე დაამაგრა და კოდიც ტელეფონში შეიყვანა მშვიდად დატოვა კაბინეტი და გავიდა კარი ისევ ისე დარჩა ღიად როგორც დატოვა ბექამ. ინეზამ თავისი საქმე მოილია და შეხედა თომა ტელეფონში იყო თავჩარგული და როცა დარწმუნდა თომა მას არ უყურებდა კაბინეტის კარი მოსინჯა და გაუხარდა ღიად რომ დახვდა და დასუფთავება გააგრძელა, ჩურჩულით კი თქვა. -კაბინეტიდან დავიწყებ,ჯერ ლუკაზე შეკერილი საქმე ვიპოვო და გავაუქმო.როგორც იქნა მოახერხა კაბინეტში შესვლა,მალუს ფოტოებს ზიზღით შეხედა და ერთ ერთ ფოტოს დანა დაასო თან უთხრა. -არ გაპატიებ ლუკას ტანჯვას..... შემდეგ კომპიუტერი გახსნა და შევიდა,ტელეფონზე დარეკა და უთხრა. -კაბინეტში ვარ..... -დატოვე კაბინეტი და გადი კაბინეტიდან ეს ხაფანგია. -მითხარი რა გავაკეთო,რა მოვძებნო აქ მაგიდაზე არაფერი დევს რომ შენს საქმეს გამოადგეს უფროსი წასულია და აღარ დაბრუნდება ასე რომ მომეცი რამე ნიშანი რას ვეძებ რომ ვიპოვო. -შენ ვერ დაეხმარები მას და საერთოდ წადი მაგ ადგილიდან....თომამ ყველაფერს შეხედა და ბექას დაურეკა რომელიც ის ის იყო უკვე იოანეს შეხვდა და თომას ზარსაც უპასუხა. -გისმენ თომა.... -შენს კაბინეტშია როგორც ვივარაუდე.... -მოვდივარ ახლავეს, კართან დადექი არ გაუშვა. -შიგნით შევდივარ.... -არ შეხვიდე შურისძიებითაა შეპყრობილი და არ იცი რას იზამს.... -კარგი რა ერთი სუსტი გოგო არის რა უნდა მიყოს... -თომა არ შეხვიდე,დამელოდე ან დაცვას დაელოდე.... -რა გითხრა, რა ხდება ბექა.... -წამოდი, სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ.შემდეგ ისევ თომას მიუბრუნდა და უთხრა. -ტელეფონი არ გათიშო ჩართული გქონდეს.იოანეც სასწრაფოდ უკან გაყვა და ორივე ნერვიულობდა თომაზე, თომა კი კაბინეტში შევიდა და ინეზას შეხედა რომელიც კომპიუტერში რაღაცს ეძებდა დიდი სისწრაფით, მოულოდნელად თავი ასწია ინეზამ და თომას შეხედა რომელსაც იმ წუთში იქ არ ელოდა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ თომამ კი მშვიდად უთხრა. -მითხარი რას ეძებ და იქნებ შევძლო შენი დახმარება, გისმენ. -მითვალთვბალებ? -ჩემი მოვალეობა რაც არის იმას ვაკეთებ. - მითვალთვალებ,მაგრამ ვერ შემაჩერებთ ლუკას გამო არცერთს არ გაგახარებთ. თქვა და იარაღი ამოიღო რომელიც შარვლის სათავეში ჰქონდა დამალული, თომას არ შეშინებია და გაბედულად დახვდა სახე აშლილ ქალს რომელმაც თავადაც არ იცოდა რას ეძებდა და ან რას აკეთებდა. -მიდი მესროლე, შურისძიებით ხარ შეპყრობილი იმ ნაბიჭვარმა ლუკამ ტვინი აგირია შეიძლება მიხვდე კიდეც რამდენად დიდ შეცდომაში შეგიყვანა, მაგრამ შესაძლებელია შენი სინანული გვიანი იყოს. -ყველა აგებთ პასუხს.... -მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის იმ ნაძირალასთან პასუხი რომ ვაგო, მან დააშავა და დამნაშავემ სასჯელიც უნდა მოიხადოს და გგონია შენ თუ მესვრი აქედან თავისუფლად გახვალ? ბექამ დაცვას დაურეკა და აუხსნა მდგომარეობა რაც ხდებოდა მის კაბინეტში,დაცვაც უკვე კართან იდგა სროლის ხმა რომ გაიგონა ყველამ, ბექამ კი დიდი სისწრაფით შეიჭრა სასტმროს ეზოში და ყვირილით გადმოვიდა მანქანიდან. -თომა, თომაააააა.... ბექას უკან იოანეც მოყვა და ორივე ერთდროულად შევიდა კაბინეტში, თომა ნელა ნელა ჯერ ცალ მუხლზე დავარდა და შემდეგ უკან გადავარდა,ინეზა მივიდა და ზიზღით უთხრა. -არ უნდა ჩარეულიყავი შენ დამნაშავე არც ყოფილხარ. დაცვამ ინეზა დააკავა და პოლიციას დაურეკეს,ბექა და იოანე თომასთან ჩაიმუხლა და ბექამ თითქმის ტირილით უთხრა. -სასწრაფო მოდის, შენ კარგად იქნები. -ვიცი კარგად ვიქნები,გულს აცდა მეგობარო... -მაგრამ ახლოდან არის ნასროლი და არ გაინძრე,თვალები არ დახუჭო გესმის?.... -ექიმი მოვიდა..... ვიღაცამ დაიყვირა და ბექამ კარში შემოსულ ექიმს შეხედა. -ექიმო უნდა გადაარჩინოთ....ექიმმა შეხედა ნატყვიარს და თქვა. -რადგან ახლოდან არის ნასროლი ტყვია ღრმად არის და ამიტომ უნდა გადავიყვანოთ. -იცოცხლებს, ხომ იცოცხლებს. -იცოცხლებს, რადგან გულს ზემოთ არის და გაგიმართლათ რომ მიზანში ვერ მოარტყა.თომა საავადმყოფოში გადაიყვანეს,ბექას ხელით ანიშნა. -ჩემს ტელეფონში ვიდეო გახსენი და ნახე, იქ ყველაფერია..... -ვიდეო, რა ვიდეო.... -ნუ მიყურებ გაოცებული მე დავაყენე დღეს ვიდეო კამერა შენი წასვლის შემდეგ.... -კარგი დამშვიდდი აქ მაქვს შენი ტელეფონი.ტელეფონი იოანეს გადასცა და იოანემ ვიდეო თავის ტელეფონში გადააგზავნა ეს კი უტყუარი საბუთი იყო დამნაშავის დასაკავებლად. თომას ტყვია ამოუღეს და სტაბილური იყო მისი მდგომარეობა,მაგრამ არც იოანე და არც ბექა არ წასულა მთელი ღამე ერთად იყვნენ დილამდე და საქმეს განიხილავდნენ. -ხომ გითხარი არ შეხვიდე დაცვას დაელოდემეთქი, შენ კი შიშველი ხელებით შედი მასთან. -რას წარმოვიდგენდი იარაღი თუ ექნებოდა....თითქმის თენდებოდა იოანეს ტელეფონზე უცნობი ზარი რომ დაფიქსირდა, ტელეფონს უპასუხა ხმაც უცნობი იყო და მის სერიოზულ ხმაზე ბექა და თომა მიხვდა ისევ რაღაც მოხდა. -გისმენთ..... -ბ-ნო იოანე ინეზა დვალის მამა ვარ გთხოვთ არ გამითიშოთ, შეხვედრა მინდა თქვენთან. -ვფიქრობ კარგი ადვოკატის პოვნა უფრო გჭირდებათ რომ დაგეხმაროთ თუ შეძლებს დახმარებას რაც ჩემი თვალთახედვიდად გამორიცხულია დახმარებაზე ფიქრი. თქვენი გათამამებული შვილი სამყაროს მბრძანებელი რომ ჰგონია თავისი თავი და მის სიტყვაზე ყველამ უნდა დაიჩოქოს,დარწმუნებული ვარ სასჯელს ვერ აცდება. კონტროლი დაკარგა იოანემ და უცნობმა ვერაფერი ვერ უთხრა,გარდა იმისა რომ შეხვედრა მაინც თხოვა. -განყოფილებაში შეგხვდებით.....ტელეფონი გათიშა და ბიჭებს გადახედა. -მამამისმა დარეკა უნდა წავიდე, ალბად უნდა ფულით ჩარეცხოს შვილის დანაშაული. -გინდა წამოვიდე? -არა, მარტო გავართმევ თავს შენ აქ იყავი.იოანე წავიდა და განყოფილებაში მისულს განადგურებული მშობლები უკვე იქ დახვდა და კაბინეტში შევიდა მათთან ერთად, მოემზადა მათ მოსასმენად რომ მის ტელეფონზე თაიას ზარი დაფიქსირდა. -თაია ვერ მოვედი წუხელ თომასთან ერთად ვიყავით მე და ბექა ახლა კი საავადმყოფოდან პირდაპირ განყოფილებაში ვარ... -იოანე მთელი ღამის უძილო ხარ.... -ვიცი საყვარელო, მაგრამ საქმე თომას ეხება და მდგომარეობა რთულია, მოვრჩები თუ არა შემოვირბენ სახლში შენ დაისვენე.ტელეფონი გათიშა და ბოდიში მოუხადა სტუმრებს რომლებიც ჩუმად უსმენდნენ. -სახლშიდაც არ მივსულვარ და შეეშინდათ, გისმენთ. -ბ-ნო იოანე სიტყვებს ვერ ვპოულობ და რა ან როგორ ვთქვა არც ის ვიცი, თქვენ მითხარით რა მოხდა. იოანემ ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ კი ტელეფონი ამოიღო ვიდეო გაშალა და მათ აჩვენა,დედამ ტირილი დაიწყო მამამ კი იოანეს შეხედა და უთხრა. -როგორც მივხვდი თქვენი საუბრიდან მდგომარეობა რთულია, ჩემი შვილის ნახვა მინდა. -ახლა ეს ფოტოები ნახეთ, დაბადების დღეს საჩუქრად ეს გაუგზავნა ჩემს დას იმ სასტუმროს მფლობელს სადაც თავად მუშაობს და თქვენ თავად გაეცით პასუხი ამ ყველაფერს, თქვენს შვილს რომ ვინმე ასე მოექცეს რას გააკეთებდით თუმცა ვიცი რასაც გააკეთებდით არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდით და არ დაინდობდით ის კი ჩემი და არის ჩემი ტყუპის ცალი ვინც ასე გაიმეტა და გაამწარა. თქვენ აქ ჩემთან არ უნდა მოსულიყავით ის ბიჭი უნდა გენახათ პირველად ვინც დაჭრა და მილიმეტრებით აცდა გულს ტყვია,სასიკვდილოდ გაიმეტა ნარკომანი და კრიმინალი დამნაშავე ლუკას გამო. -რა გააკეთე შვილო, ვის გამო დაიღუპე თავი. -უნდა დამეხმაროთ, უნდა ვნახო თუნდაც უკანასკნელად.იოანემ ბადრაგს დაურეკა და დაკავებულის შემოყვანა სთხოვა,რამდენიმე წუთში შემოიყვანეს თავაწეული არანაირი დანაშაულის გრძნობა რომ არ ჰქონდა და მშობლების წინ დადგა. -რა გააკეთე, ვის გამო გაიუბედურე ცხოვრება შვილო. -მე დაგტოვებთ,15 წუთში შემოვალ.... -არა, არა არსად არ გახვალთ მინდა თქვენც მოისმინოთ. შემდეგ ფეხზე წამოდგა და შვილის მიუბრუნდა. -ჩემი ცხოვრების 52 წელი ღირსეულად ვიარე როსტომი დვალის ვერავინ შეაგინებს და ვერავინ იტყვის აუგს და შენ ჩემი შვილი ვერ მომისპობ სიცოცხლეს, გხედავ და ვერ ვიჯერებ რომ ასე გადაგვარდი მიყურებ უტეხად არც გრცხვენია იმის რაც ჩაიდინე. -სამართლიანად მოვიქეცი.....იოანემ შეხედა ინეზას და გაბრაზებულმა უთხრა. -რას ეძახი შენ სამართალს ის დამნაშავე იყო დააკავეს სასჯელს მოიხდის და ისევ ის არაკაცი გამოვა, ისევ ნარკომანი იქნება და იცი რატომ იხდის სასჯელს? მან სასიკვდილოდ გაწირა ჩემი და და არა ერთხელ,სამჯერ სცადა ჩვენი მოკვლა დარწმუნებული ვარ თავი შეგაცოდა რომ უდანაშაულოდ დაისაჯა,რომ წამალი ჩაუდეს, რომ ეს მალუს გამო იყო,რომ ყველაფერი დააბრალეს და ასე შემდეგ,მაგრამ ვერ ხვდები ცხოვრების გზას როგორ აგაცდინა და როგორ დაგინგრია შენი სამომავლო გეგმები. ინეზას ფერი დაეკარგა,მან სულ სხვანაირად იცოდა ლუკასებურად ნათქვამი სიმართლე და იოანეს თვალებში შეხედა. -მას წამალი უპოვეს.... -არ უნდა გაგკვირებოდა,დიახ წამალი უპოვეს რადგან მომხმარებელი იყო... -ეს არ არის სწორი... -შენ გჯერა ერთი არა კაცის და ჩემი არ გჯერა ვისაც შეუძლია გადაგარჩინოს და ამ კედლებს აგარიდოს? -არ მჯერა..... -წამლის გარდა კიდევ რა გითხრა.... -მითხრა რომ ყველაფერი მალუმ მოაწყო.. -მისულიყავი მალუსთან და გეკითხა, გაგეგო სიმართლე... -რა გააკეთე შვილო,ხომ გითხარი აღარ შეხვედროდი იმ ნარკომანს.ინეზა ჩუმად იყო და მიხვდა რომ ის ლუკამ მწარედ მოატყუა,მან კი ლუკას გამო საკუთარი ცხოვრება გაწირა. ინეზა გაიყვანეს, როსტომი იოანეს მიუბრუნდა და უთხრა. -არ ვიცი რა გითხრათ,მითხარით როგორ მოვიქცე გთხოვთ დამარიგეთ. -მე ვერ დაგეხმარებით,მაგრამ გეტყვით კარგი ადვოკატი გჭირდებათ თუმცა რა შეიცვლება ეს არ ვიცი,მომხდარი უკვე ყველამ გაიგო და ტელევიზიაც გააშუქებს ახალ ამბებში. -ტელევიზიას მე შევაჩერებ, მხოლოდ მითხარით თუ აქვს აქედან გასვლის შანსები. -კარგი დავმალავთ ჩემი დის მიმართ მუქარას იმ საჩუქარს რომელიც გაუგზავნა, მაგრამ დაჭრილს რა ვუყოთ როგორ დავმალოთ საავადმყოფოში სასწრაფოთ მივიყვანეთ ჩართულია პოლიცია და მედ პერსონალი დაკითხულია ან რა ვუყოთ იარაღს, როგორ ანდეთ იარაღი შვილს. -სეიფიდან აუღია......თქვა როსტომიმ და იქვე მობუზულად მჯდარ ცოლს შეხედა, შემდეგ ისევ იოანეს მიუბრუნდა. -მითხარით რა გავაკეთო თქვენთვის... -მე არაფერს გთხოვთ,ის ჩემი მეგობარია და ესეც რომ არა უკანონოდ არასდროს მიმოქმედია, დაჭრილი ინახულეთ და მხოლოდ მას შეუძლია დაგეხმაროთ გამოიტანოს საჩივარი მალუს დაველაპარაკები თუმცა 100%-იან დაპირებას ვერ მოგცემთ. -მადლობის მეტი რა მეთქმის არ ვიმსახურებთ,მაგრამ ადამიანურად მიმიღეთ და დამელაპარაკეთ.შემდეგ ცოლს მიუბრუნდა და უთხრა. -საავადმყოფოში წავიდეთ....როსტომი მეუღლესთან ერთად დაემშვიდობა იოანეს და განყოფილება დატოვა. -ახლა, ახლა რა იქნება. -ახლა ის იქნება რაც არასოდეს არ გამიკეთებია, მაგრამ დღეს გავაკეთებ.სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მისი სიმშვიდე ფარული იყო ფოლადის ბირთვივით, რომელიც ცდილობდა არ აფეთქებულიყო რომ ნაწილებად არ დაშლილიყო. -ცოტა იმედი მომცა იოანესთან შეხვედრამ,ვფიქრობ არ გაგვწირავენ და ჩვენს შვილს გამოვიყვანთ. -ჩვენი შვილი თავნება გაზრდილია დალილა და ვფიქრობ მიხვდება მის დანაშაულს რაც ჩაიდინა თუ ამ საქმიდან უხმაუროდ გამოვძვერით და ავიცილეთ ის რისიც ასე ძალიან მეშინია ჩემი ერთადერთი შვილია,მაგრამ უნდა მოვაშორო აქაურობას და ვიცი რასაც გავაკეთებ თუ არ დაიჯერებს და მაინც თავის ჭკუაზე დაიწყებს გასვლას ყველა დახმარებას შეუწყვიტავ და სწავლის თანხასაც თავად გადაიხდის....... -როგორ,ის როგორ გადაიხდის როსტომ.როსტომიმ მანქანა გააჩერა და მის გვერდით მჯდომ დალილას გახედა. -მეკითხები როგორ გადაიხდის სწავლის თანხას და ამას სერიოზულად კითხულობ დალილა? -თუ არ დავეხმარეთ..... -იმუშავებს, ისე როგორც მუშაობს რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები და იმ სასტუმროში ხომ იმუშავა ერთი თვე დამლაგებლად იმის გამო რომ ის უდანაშაულო ადამიანი დაეჭრა და ვის გამო,იმ ნარკომანის გამო ვინც ფსიქიკა დაუმახინჯა. -ძალიან მეშინია როსტომ..... -არასოდეს, არასოდეს მომიხდია ბოდიში არავისთვის არც ისე გამიკეთებია რამე რომ საბოდიშოდ გამეხადა თავი, დღეს კი იმ ადამიანის წინაშე თავიც უნდა დავხარო და ბოდიშიც მოვიხადო.აქამდე მეგონა ძლიერი, ურყევი, თითქოს დროს მიღმა მდგომი ვიყავი და ის ერთადერთი იყო რომელიც მაშინაც მაძლიერებდა, როცა ჩემს გარშემო ყველაფერი ინგრეოდა. დალილას თვალები ცრემლებით აევსო და გაბრაზებულმა თქვა. -მადლობა უფალს რომ დაიჭრა და არ მოკვდა. -სწორედ რომ ესაა მთავარი და მართლა მადლობა უფალს რომ დაიჭრა და არ მოკვდა,მკვლელი არ გახდა მერე არც ბოდიში გიშველიდა და არც ცრემლები.მანქანა სადგომზე დააყენა ღრმად ამოისუნთქა და გადავიდა, შეხედა დალილას ამ ერთ ღამეში ისიც ძალიან გაეტეხა ტკივილს და კიდევ საყვედურის სათქმელად თავი შეიკავა.მხოლოდ მხრებზე მოხვია ხელი და უთხრა. -წამოდი დალილა ჩვენ ჩვენი მცდელობა არ დავაკლოთ, სხვა უფალმა იცის.გულის ფრიალით მივიდნენ თომას ოთახამდე ისევ დალილას შეხედა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა,კარი ბექამ გააღო და მიხვდა ვინც იყვნენ უცხო სტუმრები იოანედან იცოდნენ რომ მივიდოდნენ და ამიტომ უხმოდ დაუთმო გზა თომამდე თავისუფლად მისულიყვნენ,მაგრამ თომამდე მისასვლელად ბექას ხელში მიაწოდა ტკბილით სავსე ჩანთა და თომას მიუბრუნდა. -პირველ რიგში გადარჩენას მოგილოცავ..... -მადლობა მაგრამ.... -ვიცი რომ ვერ მიცანით და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ინეზას მშობლები ვართ და გუშინვე უნდა მოვსულიყავით შვილო და აქ ვიყავი,მაგრამ სირცხვილით ვერ მოვედით. ახლაც შენს წინაშე ვდგევარ და მუხლები მიკანკალებს როგორ უნდა გთხოვო პატიება,როგორ უნდა გთხოვო შეიბრალე ჩემი შვილი ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის, მაგრამ მამა ვარ შვილო და მაინც მოვედი მის მეტი არავინ მყავს ისიც აყვანილია და მთელი ჩვენი ცხოვრება მას მივუძღვენით ორივემ. ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას სახეზე,დალილამ თომას საწოლთან მივიდა და როსტომის გაოცებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია ის თომას საწოლთან მუხლებზე დადგა და ტირილით უთხრა. -შვილო გთხოვ ნუ გაგვწირავ ნურც ჩვენ და ნურც ჩემს უაზრო შვილს გაწირავ, რომელმაც არც კი იცის რა გააკეთა. -გთხოვთ ადექით,ძალიან გთხოვთ და ნუ ტირით ცოცხალი ვარ მთავარი ეს არის. -მადლობა ღმერთს რომ ცოცხალი ხარ და ეს რაოდენ დიდი სიხარულია შენთვის და ჩვენთვის.როსტომი საწოლზე ჩამოჯდა და თომას შეხედა,შემდეგ დალილას ხელი მოკიდა და თქვა. -ყველას წინააღმდეგობას გვერდი ავუარე,მკერდით დავხვდი მათ უარს და 18 წლის ასაკში დავქორწინდით. ოჯახმა უარმყო რადგან არ გავითვალისწინე მათი სიტყვა, ასევე დალილაც უარყო მისიანებმა და ჩვენ 18 წლის ბავშვებმა დავიწყეთ ახალი ცხოვრება არაფლიდან ყველას გარეშე. ჩვენ ორივემ იმავე წელს მოვეწყვეთ უნივერსიტეტში, ნახევარ განაკვეთზე ვიშოვეთ სამუშაო და ორივე ვმუშაობდით,ერთ დღეს როცა დაღლილები მოვდიოდით სახლში უკვე საღამოს საათები იყო ერთ მოხუცს დავეხმარეთ გზის გადაკვეთაში და მძიმე ჩანთები მივატანინეთ გაჩერებამდე, როცა წასვლა დავაპირეთ ხელი ჩამავლო და მითხრა რომ თავს ცუდად გრძნობდა და სახლამდე მიმეყვანა ჩვენც მივიყვანეთ სახლამდე და როცა დავრწმუნდით რომ უკვე კარგად იყო ფეხზე წამოვდექი რომ უნდა წავსულიყავი სახლში დაღლილი და მშიერი ვიყავი. შემომხედა და ცრემლიანი თვალებით მითხრა. -არ დამტოვოთ მარტო,მეშინია. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი და მოხუცს შევხედე. -კარგად ხართ უკვე წნევა სტაბილურია და თქვენების დაბრუნდებიან,მარტო აღარ იქნებით. -არავინ დაბრუნდება, სულ მარტო ვცხოვრობ და მინდა ჩემთან იყოთ ნუ მიყურებთ გაოცებულები ჯერ ჯერობით საღი მაქვს გონება. -ორივე გაოცებულები ვიყავით საერთოდ დაგვავიწყდა შიმშილიც და მოხუცს თვალები სავსე ჰქონდა ცრემლით, მან შემოგვხედა და ნაღვლიანად თქვა. -მე ვიცი თქვენ ვინც ხართ,ისიც ვიცი რაც მოხდა და ოჯახმა რომ ზურგი გაქციათ.შვილებო მეც მოვიქეცი ასე დაუფიქრებლად და დავკარგე ჩემი შვილი, ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ სანამ გეტყვით მინდა გითხრათ ვინ ვარ მამაშენის მამიდა ვარ შვილო და მამაშენმა ჩემი მაგალითი გაიმეორა და ის არ გაითვალისწინა რომ ჩემმა მეტიჩრობამ და ქედმაღლობამ შვილი სამუდამოდ დამაკარგვინა. -ეს როგორ,მამას.... -არასოდეს უთქვამს რომ მამიდა ყავს,ვიცი რომ ამას გააკეთებდა მე ყველამ ზურგი მაქცია. მეც ასე გავთხოვდი მიყვარდა და უარი ვერ მათქმევინეს ჩემს სიყვარულზე, ჩემი ქმარი 4 წლის წინ დავკარგე და მეც დავიკარგე მასთან ერთად,ჩვენ ორივე კი ერთად მოვკვდით იმ დღეს როცა ჩემი ერთადერთი ინეზა დავასაფლავეთ.მას შეუყვარდა ღარიბი ბიჭი და მე წინააღმდეგი დავდექი ის კი ჩემზე მეტი ჯიუტი იყო და მაინც გაიტანა მისი მას გაყვა მე კი რა გავაკეთე არ წავედი, არ ვნახე, არ დავლოცე და ერთი თვის შემდეგ გამთენიის 5 საათზე დარეკეს რომ ორივე ავარიაში მოყვა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა გადარჩა მხოლოდ მათი მეგობრები რომლებიც უკან ისხდნენ და მათ მითხრეს რომ მისი უკანასკნელი სიტყვა იყო ,,დედა'' მამაშენი კი იმდენად გულდიდა იყო არც მაშინ მოვიდა ჩემამდე. -ვერ ვიჯერებ რომ მამა ასეთია,ასეთ დროს როგორ არ მოვიდა. -ვერ მოვიკალი თავი ვერც მე და ვერც ჩემმა ქმარმა და ცხოვრება გავაგრძელეთ,გინდა არ გინდა როცა ცოცხალი ხარ ყველაფერი გჭირდება,მაგრამ ჩვენ ორ ადამიანს სულ ცოტა გვჭირდებოდა და გაგვქონდა თავი. არავინ მყავს და სულ მარტო ვარ,მინდა აქ მოხვიდეთ აქ იყოთ და ერთად ვიცხოვროთ.ხვალ წავიდეთ და ხვალვე გაგიფორმებთ ჩემს ცხოვრებას, ორივე ერთმანეთის გვერდით დადექით და გაუძეხით ერთად რაც დატოვა ჩემმა ქმარმა მემკვიდრე თქვენ იქნებით,ბიზნესი კი პატრონს ითხოვს რაღაც კაპიკები მოაქვთ ჩემამდე აღარ იხდიან თანხას სრულყოფილად. -მაგრამ მე.... -მომისმინე,ვიცი რომ ჯერ ბავშვები ხართ,მაგრამ დასაწყისში ჯერ კიდევ შემიძლია მე დაგდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გასწავლით ორივემ ერთად იყავით შვილებო და როცა პატარები გვეყოლება მე დავზრდი პატარებს.სამწუხაროდ პატარები არ გაგვიჩნდა, ერთ დღეს დალილა ტირილით მოვიდა სახლში მას დედაჩემი შეხვედრია გზაში და უთქვია ,,ისე დაგწყევლე დედა ვერასოდეს გახდები, რადგან შენ წამართვი და გულზე მომწყვიტე ჩემი შვილიო'' და მართლაც საკუთარი შვილი არ გვეყოლა,მაგრამ ერთ მხატვარს დავახატინე დალილას ფოტო თითქოს ის ორსულად იყო და დედაჩემს გაუგზავნე მას კი უტირია,თუმცა მე ისინი არ მივიღე და გადავწყვიტეთ შვილის აყვანა,მაგრამ მოულოდნელი სიხარული გვეწვია ჩვენი ქორწინების 7 წლის შემდეგ დალილამ თვალცრემლიანმა მითხრა რომ ორსულად იყო ჩვენ სამივე ვტიროდით სიხარულისგან,ბედნიერებისგან უფალმა ჩვენთვისაც გამოიმეტა ბედნიერი წუთები რომელიც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე აბედნიერებს, მაგრამ ორსულობა მხოლოდ ექვს თვემდე მივიდა ნაყოფმა ზრდა შეწყვიტა და ჩვენ შვილი დავკარგეთ 5 წელი კიდევ ლოდინში გავიდა და დალილა ისევ დაორსულდა ბიჭი შეგვეძინა ერთი წლის გახდა და წითელა დაემართა ვერ გაუძლო,ვერ გადაიტანა და დავკარგეთ.ჩემს გარშემო სამყარომ არსებობა შეწყვიტა,დალილა ცუდად იყო აღარც ჭამდა,აღარც სვამდა და ჩვენი დღეები იყო უფერული მხოლოდ ცარიელი ფურცლების შრიალი ჩემს მაგიდაზე. ოთახში შესული საწოლს ვუყურებდი სადაც ჩემი პატარა კაცი იძინებდა ახლა მხოლოდ მისი ტანისამოსი იყო ჩაწყობილი და სანამ გავცემდით ტანისამოსს თავისი საწოლით იმ ტანისამოსის სუნით ვცხოვრობდი. -არც ამ ტკივილის დროს მოსულა თქვენებიდან ვინმე? -როცა საავადმყოფოში ვიყავი იქ შემთხვევით ვნახე ბიძაშვილი და მან იცოდა ჩემი მდგომარეობა მისულა მამასთან და უთქვია ჩვენი ამბავი,მაგრამ ის ჩემამდე არ მოსულა იმდენად დარცხვენილი იყვნენ და მეც სამუდამოდ დავხურე კარი მათთვის, დალილა რომ არ დამეკარგა ის ერთადერთი არსება ვინც მხარში მედგა გადაწყვეტილება ორი წლის შემდეგ მივიღე შვილი ამეყვანა მის გარეშე მოვაგვარე ყველაფერი და ერთ საღამოს სახლში პატარა ეტლით მივიყვანე და მათ წინ დავდგი ეტლი,გაოცებულები მიყურებდნენ ორივე და მე კი ღიმილით ვთქვი. -გაიცანით ეს ინეზა არის მხოლოდ ხუთი დღის და ჭირდება სითბო,სიყვარული რაც დიდი იმედი მაქვს არ მოაკლებთ. ნანა ბებო გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა მისი შვილის სახელი რომ გაიგონა ადგა თავის ოთახში შევიდა და პატარას ოქროს სამაჯური შეაბა და ასეთ სიყვარულში გაიზარდა ჩვენი გოგო.ახლა შენს წინაშე ვდგევარ 52 წლის ადამიანი ამდენი რამ გამოვიარე და არც ბოდიში მომიხდია არც პატიება არავისთვის მითხოვია 18 წლიდან დღემდე კაცური ცხოვრებით ვცხოვრობ და გთხოვ სიბერეს ნუ გამიმწარებ,ახლავეს არ გთხოვ მიპასუხო და თუ ღირსად ჩამთვლი მე მაპატიო ჩემი შვილის შეცდომა აი ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკე მე მეორედ დავიბადები იმ დღეს თუ ვერ შეძლებ მაპატიო სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს და არც იფიქრო ვინმე მოვისყიდო დამნაშავემ დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს და არც შენ გსაყვედურობ შენ შენი სიმართლე გაქვს შვილო.ფეხზე წამოდგა დალილას შეხედა და ორივე ცრემლიანი თვალებით გავიდა ოთახიდან ოთახში კი დარჩა ორი დადუმებული ადამიანი თომა და ბექა,როსტომი კი კედელზე მიეყრდნო მას სახეზე ფერი არ ჰქონდა და დალილას შეეშინდა. -ცუდად ხარ, ექიმს დავუძახებ.... -დამშვიდდი საყვარელო კარგად ვარ,დღეს აქ არა ჩემი შვილის ჩემი ბედი უნდა გადაწყდეს და დაველოდოთ უფლლის განაჩენს.ბექამ მოისმინა როსტომის ბოლო სიტყვები და თომას შეხედა. -რას ფიქრობ და რას გააკეთებ ასეთი გულწრფელი საუბრის შემდეგ. -სიმართლე გითხრა მე შემრცხვა ამხელა კაცი ჩემს წინაშე დაპატარავდა და დაჩიავდა,ბექა რა გავაკეთო. -თავად უნდა გადაწყვიტო მე ვერაფერს ვერ გეტყვი. -იოანე,იოანეს დაურეკე მოვიდეს.ბექამ იოანეს დაურეკა და ისიც უკვე რამდენიმე წუთში მათთან იყო ბექამ მოუყვა მათი საუბრის შესახებ და ბოლოს დაფიქრებულ იოანეს შეხედა თან კითხა. -შენ რას იზამდი იო. -მე რას ვიზამდი,ვაპატიებდი. -აპატიებდი? ბექა გაოცებული უყურებდა,რადგან იცნობდა იოანეს და იცოდა მისი მრისხანება, მაგრამ იოანემ შეხედა მას და უთხრა. -ჰო ვაპატიებდი,მაგრამ ჯერ მას შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი. -მეც მასე ვფიქრობ ის არ მეცოდება გეფიცებით,მისი გამოხედვა და ზიზღით ნათქვამი ის სიტყვები სულ მემახსოვრება,მაგრამ ეს გულალალი ხალხი შემეცოდა. -ვერც მე და ვერც ბექა ვერაფერს ვერ მიგითითებთ თომა ეს თავად უნდა გადაწყვიტო და თავად უნდა გააკეთო,დრო ხვალ საღამომდე გაქვს და თუ ზეგ დილით განცხადება პროკურორთან შევიდა საქმე თავისთანად სასამართლოს გადაეცემა და მერე ვერც ჩვენებას შეცვლი და ვერც ვერაფერს შეძლებ,ამიტომ თავად კარგად დაფიქრდი. -ბავშვი გოგოა 18 წლის და შეიძლება მისი შემობრუნება. თქვა თომამ და ბიჭებს შეხედა, ბექამ მიხვდა თომას გულშიც რა ხდებოდა და იოანეს თვალი ჩაუკრა შემდეგ თომას მიუბრუნდა და სიცილით უთხრა. -ბავშვი გოგო არის და თავად შეგიძლია გამოზარდო. -ბექა ნუ მაიმუნობ ტელეფონი მომეცი.ბექამ თავად აკრიბა როსტომის ნომერი და თომას მისცა თან უთხრა. -დაელაპარაკე.... -ვის დაურეკე, ვის დაველაპარაკო,ბექა......გაოცებული უყურებდა თომა ბექას და როსტომის ხმაც გაიგონა ამიტომ ვეღარაფერი თქვა. -გისმენ შვილო რასაც ახლა მეტყვი ის იქნება ჩემი განაჩენიც, სასჯელიც და საჩუქარიც. -ძია როსტომ ვიფიქრე თქვენი წასვლის შემდეგ ჩვენს საუბარზე და გადაწყვეტილება მივიღე მეგობრებთან ერთად,გამოვიტან განცხადებას და სასამართლოს აცდებით თუმცა ვფიქრობ გირაოს გადახდა მოგიწევთ. -გადავიხდი შვილო გირაოს და საჩუქარი ჩემზე იყოს, საავადმყოფოს ხარჯებსაც მე გადავიხდი დღეს უნდა გადამეხადა,მაგრამ ცუდად გავხდი და ვეღარ შევძელი ხვალ კი აუცილებლად მოვაგვარებ. -არა, არა ამიტომ არ ვაკეთებ ამას ხარჯების გადახდას თავი ავარიდო ჯერ სულ ბავშვი გოგო არის და არ მინდა გაუბედურდეს,ციხეში ნამყოფი ადამიანი სულ სხვა ფსიხიკით ბრუნდება უკან მას კი მომავალი წინ აქვს და იმედია ისწავლის ამიერიდან გაარჩიოს მტერი და მოყვარე. -მართალი ხარ შვილო და მადლობა,მარტო მადლობას არ დაგაჯერებ ჩემს კაცობას და ადამიანობას დაგანახებ შვილო.ტელეფონი გათიშა და იოანემ შეხედა თომას შემდეგ ბექას გადახედა თვალი ჩაუკრა და თქვა. -დღეს დილით აქ მოსვლამდე ჩემთან იყო ვილაპარაკეთ, როგორც მივხვდი დიდი ბიზნესი აქვს ვინ იცის რას ფიქრობს რა დაგეგმა მის გულში მოდი და მისი ბიზნესის თავში დაგაჯინოს ცუდი იდეა არ არის მის გოგოს კი შენ გამოზრდი. -წადით და მომშორდით, არ მინდა თქვენი აქ ყოფნა ნერვებს მიშლით ორივე. აყვირდა თომა და ამ დროს ექიმიც შემოვიდა თომამ შეხედა ექიმს და უთხრა. -ექიმო აუკრძალე ამ ორს აქ შემოსვლა,გთხოვთ სიმშვიდე მჭირდება. ექიმს ჩაეცინა და ბიჭებს მიუბრუნდა და თავადაც ღიმილით თქვა. -კარგია რომ იუმორის გრძნობა გვაქვს და ვიღიმით,მაგრამ პაციენტს მართლა დასვენება უნდა,წადით და დაისვენეთ თუ რამე დაჭირდება ექთანი მიხედავს. -დღეს გაუძელი ძმაო და ხვალ თავად იმას მოგიყვან ვინც აქ გამოგიშვა რამდენიმე დღიანი საგზურით. -ბექა წადი და მომშორდი.ბექა გავიდა თომამ იოანეს შეხედა და უთხრა. -განცხადება გამოიტანე, გადახიე და დაასრულე ეს საქმე. -როგორ, არ დაიჭერთ ვინც გესროლათ? იკითხა ექიმმა გაოცებულმა და თომამ კი თქვა. -ეს შემთხვევით მოხდა,მას არ უნდოდა ასე მომხდარიყო. -თქვენი საქმე თავად იცით,მაგრამ......წავიდა ბიჭები თომა კი მარტო დარჩა თავის ფიქრებთან ერთად და ჩაეცინა, შემდეგ კი ნელა ნელა თვალები დახუჭა და ჩაეძინა დილით კი ალიკა მივიდა მასთან და საყვედურებით აავსო როგორც ბექა ისე თომა. -რატომ არაფერი არ მითხარით, რატომ არ დამირეკეთ. თომამ ყველაფერი უთხრა და ალიკამ შეხედა. -დიდსულოვანი ადამიანი ხარ კარგია რომ პატიება შეგიძლია და კარგს აკეთებ, ის ჯერ ბავშვია სხვამ აურია გონება და ნუ გავაუბედურებთ ნუ დავუნგრევთ ბავშვობას. დალილა და როსტომი სიხარულისგან ტიროდნენ, დილით ადრე კი უკვე საავადმყოფოში იყო როსტომი და თომას ნახვამდე საავადმყოფოს ხარჯები გადაიხადა შემდეგ თომასთან შევიდა და ახლოდან მოუხადა მადლობა შემდეგ კი უთხრა. -მისი სასჯელი მოვიფიქრე აქ მოვიყვან და შენ მოგხედავს. -არ არის საჭირო მისი აქ მოყვანა..... -მან უნდა იგრძნოს რომ დამნაშავეა და დანაშაული ჩაიდინა. მომისმინე, უამრავ სიბოროტეს შევებრძოლე ცხოვრებაში და ვიცი როგორ უნდა მოვექცე ადამიანებს, მაგრამ ჩემი შვილის წინ ყოველთვის უძლური ვიყავი. ჩემი ერთადერთია და ყველა სურვილს უსრულებდი რომ დავფიქრდი სწორედ ესაა ჩემი დანაშაული,ამიერიდან კი მე როგორც ვიტყვი ისე იქნება და კიდევ, თომა მინდა ბიზნესის სათავეში შენ ჩადგე მეც იქ ვიქნები,მაგრამ ძირითადად შენ იქნები უფროსი და ნელა ნელა დაგიტოვებ ყველა უფლებებს. -რას ამბობ მე ერთი უბრალო მშენებელი ვარ ბექას მეგობარი და მან მთხოვა დახმარება ის დღეები ამიტომ ვიყავი დაცვის ფორმაში რადგან სანდო ადამიანი ჭირდებოდა,მე რა გამეგება ბიზნესის და კომპანიის მართვის. -ისწავლი შვილო,მე კი ვიცოდი რამე? -მომისმინეთ, ვიცი სიკეთე გინდათ გამიკეთოთ,მაგრამ არც თანახმა ვარ თქვენს შემოთავაზებაზე და ვერც შევძლებ. -რა მოგივიდათ ან რატო კამათობთ.ოთახში იოანე და ბექა შემოვიდა თან გაოცებული უყურებდნენ ორივეს იოანემ კი თომას უთხრა. -რა მოგივიდა რა სახე გაქვს,მოხდა რამე? როსტომიმ ყველაფერი უთხრა ბიჭებს და ორივემ ჯერ ერთმანეთს შეხედეს და მერე ორივეს გაეცინა, თომა ბრაზობდა მათზე,მაგრამ სიცილით რომ გული იჯერეს როსტომის შეხედა და უთხრა. -ეს თემა გუშინ განვიხილეთ,გეფიცები..... -მივხვდი რაც იფიქრეთ,მაგრამ უარზე არის ვერ გავაკეთებო. -რას ვერ გააკეთებ,ძალიან კარგი იდეა არის მე მომწონს ჩვენ გვერდში დაგიდგებით ის გოგოც ახლოს დაიყენე და ცხოვრება ასწავლე,ხომ გინდა რომ ამ ჭაობიდან ამოიყვანო და არ გაუბედურდეს ცხოვრება არ დაინგრიოს ასე არ თქვი გუშინ და განცხადებაც ამიტომ გადამახევინე თან ვინ იცის ერთმანეთის გვერდში დგომით იქნებ ურთიერთობაც ააწყოთ. -იოანე რას ამბობ ბიზნესის უფროსად რომ გამოვეცხადო იქედან გამოსულს იმ დღეს არ გაუმართლა ვერ მოარტყა მიზანში და არც დაფიქრდება ისე მესვრის და მეორედ მართლა გაუმართლებს და გამისტუმრებს მაღლა ღრუბლებში მე კი ჯერ არ მინდა სიკვდილი 23 წლის ვარ არაფერიც არ მინახია წვალების გარდა.ყველას გაეცინა თომას ამ უეცარ განცხადებაზე, როსტომი ფეხზე წამოდგა და ბედნიერი ღიმილით შეხედა სამივეს. -მივდივარ და ისევ აქ დავბრუნდები მასთან ერთად, დიახ აქ მოვიყვან რომ ბოდიში თავად მოგიხადოს და რაც ვთქვი ყველაფერი ისე დარჩება, შენს კაბინეტში ჩემი შვილი დამლაგებლად იმუშავებს და მოგემსახურება. -ღმერთო იცი რომ არაფერს ვითხოვ არ მინდა არაფერი და არც მასთან მინდა პრობლემები, ძალიან გთხოვთ ეს ფიქრები თავიდან ამოიგდეთ.როსტომი წავიდა,მიდიოდა და ღიმილი სახიდან არ შორდებოდა განყოფილებაში მისულს იოანეც უკან მიყვა და მხარზე ხელი დაადო,როსტომიმ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -უკან გამომყევი? -უჩემოდ რამეს გააკეთებ? -სულ დავიბენი რომ შენ ხარ თავი და თავი.... -აქ დამელოდე შევალ რას მეტყვიან და მერე ვილაპარაკოთ. -თომამ რომ თქვა განცხადება.... -განცხადება გუშინ გადავხიე ეს უკვე არაა სანერვიულო, მოგვარებულია.იოანე დაბრუნდა და რამდენიმე წუთში ღიმილით დაბრუნდა,როსტომის ქვითარი დაუდო და უთხრა. -გირაო უნდა გადაიხადო და დღესვე გაიყვან აქედან,იმედია გონზე მოვა. -იმედი მაქვს, იოანე ისეთი გეგმა მაქვს. -ჩემს კაბინეტში შევიდეთ,სანამ ფორმალურად მოგვარდება ყველაფერი მინდა ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და დაგელაპარაკოთ. როსტომი დათანხმდა და იოანესთან ერთად შევიდა კაბინეტში,იოანემ შეხედა როსტომის და უთხრა. -ყავა მეც არ დამილევია დილით, შევუკვეთო თუ პირდაპირ ვისაუბროთ. -რადგან ყველაფრი მოგვარდა, შეუკვეთე მე გადავიხდი.იოანემ ტელეფონით ორი ყავა შეუკვეთა და ყავის მოტანამდე როსტომის შეხედა,შემდეგ საუბარი ნელა და მშვიდად დაიწყო, ყველაფერი მოუყვა და სანამ საუბარი არ დაასრულა არ შეუხედია მის წინ მჯდარი როსტომისთვის,იოანემ ბოლოს შეხედა თვალებში და უთხრა. -და მაინც ვპატიობ თქვენს შვილს და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება ჩემი დაც ვინც ძალიან ბევრი ტკივილი გაიარა ისიც იმავე აზრზე არის,რომ თქვენმა შვილმა ამ ასაკში არ გაიმრუდოს ცხოვრების გზა ის მსხვერპლია ერთი არაკაცის და ჩვენ უფლება არ გვაქვს ის ყველამ გავრიყოთ და უპატრონოდ მივატოვოთ.წარმოიდგინეთ, რომ არა თქვენ როგორი ცხოვრება ექნებოდა მას ის იქნებოდა ასეთი გათამამებული მამიკოს გოგო? არა და ნუ დაუნგრევთ ამ ბავშვურ ილუზიას,ჩვენ კეთილი განზრახვა გვაქვს და თქვენი აზრი მართლა მომწონს თომას გვერდით ის უსაფრთხოდ იქნება ეს ერთი და მეორე თავს იგრძნობს ბედნიერ ქალად თუმცა ამ აზრზე რომ მივიდეს ჯერ დრო უნდა მათ შორის გრძნობა უნდა გაჩნდეს. თქვენ უკეთ იცით რასაც აკეთებთ და მე ბოლოს გეტყვით,რომ თომა ძალიან უბრალო ადამიანია და თქვენ მის გვერდით უნდა იყოთ რომ ჯერ ბევრი რამ უნდა ისწავლოს მტრებმა არ გადაუაროს გამოუცდელს.კარზე ფრთხილი კაკუნი იყო შეკვეთილი ყავაც მოიტანეს და როსტომიმ გადაიხადა თანხა,მაგრამ ვერაფერს ამბობდა იოანეს თვალს ვერ უსწორებდა და ბოლოს გაუბედავად უთხრა იოანეს. -იოანე შვილო გისმენ და ის რაც მითხარი გაოგნებული ვარ, ჩემი შვილი პატიებას არ იმსახურებს. -არა, თქვენ არასოდეს არ მოიხადოთ ბოდიში მის გამო მან უნდა მოიხადოს ბოდიში და უნდა გაიაზროს ის რაც გააკეთა.როსტომი ფეხზე წამოდგა და თვალცრემლიანმა თქვა. -თქვენს გვერდით ვიქნები ბოლომდე და მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.ბადრაგმა ინეზა შემოიყვანა და ისიც მამის წინ თავდახრილი დადგა,როსტომიმ ცრემლი მოიწმინდა,მაგრამ არ გაიწია შვილისკენ თუმცა ძალიან ენატრებოდა შემდეგ კი მკაცრად უთხრა. -ამ ხალხს უთხარი მადლობა რომ თავისუფლება გაჩუქა, ესენია ის ხალხი ვისი მოკვლაც რამდენჯერმე სცადეს,მაგრამ შენ რომ თავისუფალი იყო და შენი ახალგაზრდობა ნესტიან კედლებში არ დაასრულო გპატიობს ორივე და-ძმა შენს შეცდომას და ასევე გპატიობს თომა და დიდი იმედი მაქვს გაითვალისწინებ.ამიერიდან კი რასაც გეტყვი და როგორც გეტყვი ისე გააკეთებ, შენ თავად უნდა გქონდეს გააზრებული რომ ისეთი თავისუფლება აღარ გექნება როგორც გქონდა სადაც გინდოდა რა დროც იქნებოდა იქ მიდიოდი.ბოდიში, მაგარამ ახლა იმუშავებ და შენი სწავლის თანხას თავად გადაიხდი გასაგებია? ინეზა თავდახრილი იდგა და როცა მამამ შეხედა შვილს უნდოდა იქვე წაქცეულიყო, ინეზას თვალები ცრემლით სავსე და ჩაწითლებული იყო სიტყვა ვერ წარმოთქვა ერთიანად კანკალებდა და როგორც იყო შეძლო. -ბოდიში მამა ასე რომ განერვიულეთ დედა,დედა..... ვეღარ დაასრულა სიტყვის თქმა და გონება დაკარგა....იოანემ ხელები დაისველა და სახეზე მოუსვა, შემდეგ წყალი მიაწოდა და სკამზე დასვა მისი ხელები ხელში აიღო და წყნარად,მშვიდად უთხრა. -უშეცდომო არავინ არის მთავარია რომ გრძნობ შენს ჩადენილ დანაშაულს, შენ დიდი შეცდომა დაუშვი,მაგრამ ყველა შეცდომებზე ვსწავლობთ და შენც ისწავლი.ინეზამ იოანეს ხელზე ხელი მოუჭირა და ხმის კანკალით უთხრა. -დიდი შეცდომა დაუშვი,მომეცით დრო რომ ჩემში დაინახოთ სულ სხვა ადამიანი, ადამიანი ვინც ვარ სინამდვილეში და არა ის ვინც შექმნა გარეწარმა ლუკამ. -დრო გაქვს, დაუჯერე მშობლებს და ცხოვრების სტილი შეცვალე,რეალობას დაუბრუნდი ინეზა. -დავბრუნდები, რამოდენიმე დღე მომეცით რომ გავიაზრო ყველაფერი და შემდეგ თქვენც გაგიკვირდებათ ჩემი ასეთი შეცვლა.გპირდებით, რომ თქვენდამი ნდობას გავამართლებ. -რომ დაგიჯერონ და რომ გირწმუნონ პირველი ნაბიჯი ახალი ცხოვრებისთვის დღესვე უნდა გადადგა და ეს პირველი გადადგმული ნაბიჯი თომამდე მიგიყვანს. -არა, არა, არა, დღესვე მის ნახვას ვერ შევძლებ,ვერ მივალ მასთან. -შემომხედე,ინეზა შემომხედე. ინეზამ თვალებში ჩახედა იოანეს და იოანემ მკაცრი გამოხედვით და მტკიცე ხმით უთხრა. -შეძლებ,უნდა შეძლო რომ მას პატიება სთხოვო და მისგან მოისმინო ეს ერთი სიტყვა თორემ შენივე სიჩუმე გაგანადგურებს და შენვე დაიტანჯები,ამიტომ უნდა შეძლო. -შევეცდები....იოანემ შეხედა იქვე მდგარ როსტომის და უთხრა. -უფროსთან უნდა შევიდე თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ,მაგრამ ყოველ კვირაში აქ უნდა მოვიდეს პირადად ჩემთან და ხელს მოაწერს ქაღალდებს რომ ქალაქიდან არ არის გასული. იმედია გასაგებად ავხსენი,ინეზა გასაგებია? უთხრა ინეზას და როსტომის თვალი ჩაუკრა, როსტომიმ მიხვდა ყველა მის გვერდით რომ იდგა და არ უნდოდათ ახალგაზრდა გოგოს ჩაძირვა, იმედი მიეცა რომ იოანეს დახმარებით შვილს გამრუდებული გზიდან სწორ გზაზე გადმოიყვანდა. -კარგი იოანე ყველაფერს გავითვალისწინებთ ახლა კი თომასთან წავალთ და ინეზა მას პირადად ნახავს, სალაპარაკო აქვს მასთან. -გასაგებია, საქმეებს მოვრჩები და მეც იქ მოვალ.ინეზამ თავდახრილმა დატოვა იოანეს კაბინეტი და საავადმყოფომდე მისვლამდე ორივე ჩუმად იყო,როცა როსტომიმ საავადმყოფოს სადგომზე მანქანა გააჩერა ინეზას შეხედა მას სახეზე ფერი არ ედო და შეეშინდა. -შვილო კარგად ხარ? ინეზამ შეხედა მამას და ცრემლი მოერია. -მაპატიე ვერ წამოგყვები,მამა ძალიან მრცხვენია. -ეს კარგია შვილო რომ გრცხვენია მასთან შეხვედრა,მაგრამ მივიდეთ და ახლოდან ვნახოთ. იცი რომ შენ ცხოვრებამაც არა იმ ნარკომანმა გაგაბოროტა,მაგრამ უფალმა დაგიცვა არ დაუშვა რომ მკვლელი გამხდარიყავი გულში რომ მოხვედროდა გგონია ასე მშვიდად დაგელაპარაკებოდა იოანე? ისიც ცოცხალია და შენც უფალმა დაგიცვათ და ვალდებული ვართ მასთან მივიდეთ და პატიება ვითხოვოთ.ინეზამ ცრემლები მოიწმინდა და აკანკალებული მუხლებით გაყვა მამას რომელმაც თომას ოთახთან მისული შეჩერდა და ისევ შვილს მიუბრუნდა. -მოვედით და მხრებში გაიმართე, მზად ხარ? -არ ვიცი,არ ვიცი მამა რას ვიტყვი,მაგრამ როგორმე შევძლებ და ბოდიშს მოვუხდი. -კარგი როგორც შეძლებ ისე გააკეთე.... კარი ნელა შეაღო და კართან ბექა იდგა თომა კი საწოლზე იყო წამოწოლილი სპორტულ ფორმაში და ინეზას გაოცებულმა შეხედა,გაუკვირდა მისი დანახვა და შეეცადა ფეხზე წამოდგომას ბექამ მივიდა თომასთან და მოეხმარა საწოლიდან ამდგარიყო,ინეზა კი მიხვდა თომას გაოცებას ძალა მოიკრიბა და უთხრა. -არ შემაჩერო, თუ გავჩერდი ვერაფერს ვიტყვი და გთხოვ,გთხოვ ბოლომდე მომისმინე დავასრულო ჩემი სათქმელი რასაც ვფიქრობ და მერე რაც გინდა ის მითხარი. თომამ ფეხზე ადგა და ინეზას წინ დადგა,ბექამ როსტომის თვალი ჩაუკრა და ტელეფონი ჩართო მაგრამ თომამ მიუბრუნდა და უთხრა -ბექა ტელეფონი გათიშე სანამ გადაგაყლაპე..... -ნუ ბრაზობ მოუსმინე გოგოს რაღაც აქვს სათქმელი. თომა ინეზას უყურებდა და წარბაწეულმა უთხრა. -მოგისმინო თუ ჯერ ვნახოთ იარაღი თუ გაქვს.... -არა არ მაქვს და არ ვიცი რა დამემართა იმ დღეს თუმცა მე სულ სხვანაირად ვიცოდი მალუს ისტორია,ვიცოდი რომ ლუკა მალუს დაბეზღებით დაიჭირეს რადგან ეჭვიანობდა როცა შენ მირეკავდი და გელაპარაკებოდიო, თუმცა იოანეს დახმარებით გვიან გავიგე როგორც იყო სინამდვილეში ამიტომ პატიებას გთხოვ.თომამ სპორტული ზედა ერთი ხელის გაკვრით ჩაიხსნა და ინეზას გაბრაზებულმა შეხედა. -შეხედე სად არის ჭრილობა,რამდენიმე მისხალი არის დაშორებული გულთან და შიგ გულში რომ მომხვედროდა მაშინაც მოხვიდოდი პატიებას მთხოვდი და დარწმუნებული ხარ გიპასუხებდი? -მართალი ხარ,რაც არ უნდა თქვა სიტყვა არ მაქვს სათქმელი,მაგრამ შენ ცოცხალი ხარ მეც მკვლელი არ გავხდი და გთხოვ მაპატიო.რაც გინდა მთხოვე თუ მეტყვი აქაც დავრჩები და რაც დაგჭირდება გავაკეთებ..... -აქ არ მჭირდები შენი ნერვები არ მაქვს.... -გთხოვ მაპატიო თომა.... -გამოდის გინდა დაწვა ის ხიდი რომელიც შეცდომით გადმოიარე და ალბად რასაც ამბობ გააზრებული გაქვს, რომ ბოდიშის მოხდის მერე უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს. -არ დავბრუნდები, იმ გზით სიარული აღარ მინდა ჩემმა შეცდომამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და მინდა ჩემი შეცდომები გამოვასწორო. მინდა ისევ მენდობოდეს ადამიანები და მეც თავიდან ვისწავლო მათი ნდობა,მივხვდი თომა რომ გაბოროტებულზე მოქმედება ყველაზე საშინელი რამ არის,მაგრამ მე ერთხელ დავეცი და მინდა ამ დაცემის შემდეგ ადგომაც ვისწავლო. -გისმენ და მაოცებ მიკვირს შენი, მაგრამ ამ რამდენიმე დღეში ცხოვრება დაგიფასებია. -დიახ ბევრი რამ ვისწავლე და უფრო ძლიერი ვარ და უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. -კარგია, მართლა მიხარია ასე მშვიდად და ლოგიკურად რომ საუბრობ.როსტომის არ სჯეროდა რაც ესმოდა თუ ამ ყველაფერს მისი შვილი ამბობდა,რადგან ეშინოდა აქამდე მოსვლა და თომასთან შეხვედრა და ახლა დარწმუნდა რომ მართლა ნანობდა მომხდარს. უხაროდა, რომ გზა რომელიც უნდა გაევლო მის შვილს იქნებოდა ღირსეული და გაიაზრა რომ მისი ცხოვრება ჯერ არ დასრულდება, დღევანდელი დღე იყო პატარა ნაბიჯი ინეზას ახალი ცხოვრების დასაწყისი სადაც ისევ შეძლებდა სიყვარულს და მიიღებდა ადამიანისგან პატიებას რომელიც ასე ძალიან ჭირდებოდა. -მეგონა უკვე ყველაფერი გადავიტანე რაც ცხოვრებას შეეძლო და მეგონა აღარ არსებობდა იმაზე მძიმე რამ ვიდრე შენთან პირისპირ შეხვედრა,დღეს სულიერად არ ვიყავი მზად ამ შეხვედრისთვის და დამიჯერე, არაფერია იმაზე მტკივნეული როგორც ეს წუთები თუ მაპატიებ გავნთავისუფლდები დარდისგან თუ ვერ შეძლებ ამასაც გაგიგებ და შევეცდები ჩემი ქცევით მივიღო შენგან პატიება დღეს,ხვალ თუ არა ზეგ მაინც თუმცა ვიცი რომ დრო დამჭირდება.თომას ჩაეცინა და ინეზას შეხედა, შემდეგ მისგან ორი ნაბიჯით უკან დაიხია და უთხრა. -არ გეუბნები რომ გპატიობ,ინეზა მე ცხოვრების შანსს მოგცემ და შენი ქცევა მეტყვის გაპატიო თუ არ გაპატიო. ინეზამ შეხედა თომას და მის თვალებში ბედნიერმა სხივმა გაიბრწყინა რაც თომამაც შეამჩნია,მიხვდა თომამ რომ ინეზას მასთან მისვლით დაკარგული ღირსების აღდგენა იყო და ინეზა არც დაფიქრდა ახლოს მივიდა თომასთან და ჩაეხუტა ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი ინეზასთვის და მან პირველად იგრძნო ამ ტანჯული დღეების შემდეგ თავისუფლება. თომამ ტკივილისაგან სახე შეჭმუხნა,მაგრამ ცალი ხელი მაინც შემოხვია მის გულზე ატირებულ გოგოს და უთხრა. -დამშვიდდი, ყველაფერი დასრულდა სახლში წადი დედა ნახე ძალიან ნერვიულობს შენზე. ინეზამ მორცხვად დაიხია უკან და თომას შეხედა, ცრემლი მოიწმინდა და უთხრა. -წავალ, თავსაც მოვიწესრიგებ და ისევ მოვალ იმედია უარს არ მეტყვი. -არა,არა მე უკვე გამწერენ ხომ მხედავ კარგად ვარ და ფეხზე ვდგევარ. -რატომ ატყვილებ ჯერ ანალიზების პასუხები არ მოსულა და აქ უნდა იყო კიდევ რამდენიმე დღე.უთხრა ბექამ და როსტომის თვალი ჩაუკრა,როსტომი კი გულში ხარობდა ამ ბიჭების გვერდით ყოფნას,ბოლოს ახლოს მივიდა შვილთან და უთხრა. -წავიდეთ შვილო და ისევ მოგიყვან, თომას გადაღლაც არ შეიძლება სიმშვიდე ჭირდება. -წავიდეთ მამა. ორივე გავიდა ოთახიდან,ბექამ დარწმუნდა რომ მამა შვილი წავიდნენ თომას მიუბრუნდა და უთხრა. -რას იპრანჭები ვერ გამიგია დედისერთა შვილი არის ბიზნესს სათავეში ჩაუდგები და ისე გადიდკაცდები რომ შესაძლებელია მეგობრებიც კი დაგავიწყდეს.თომამ შეხედა ბექას სერიოზულ სახეს და თავადაც სერიოზულად უთხრა. -ეს რაც თქვი გაიაზრე და ისე თქვი? -უაზროდ ვლაპარაკობ როცა რამეს ვამბობ? -ბექა წადი გთხოვ და მარტო დამტოვე. -მე წავალ,მაგრამ ისევ მოვალ. ფეხზე წამოდგა ბექა და წასასვლელად მზად იყო იოანეც რომ შემოვიდა ოთახში სახე გაფითრებული ჰქონდა და კანკალებდა,თომამ და ბექამ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ბექა იოანეს მიუბრუნდა. -რა მოხდა, იო...... -ის, ის, ის არის ამ სართულზე.... -ვინ, ვინ არის ვერ მივხვდი თუ როსტომის გულისხმობ.... -არა, არა, თაიას მამა და მისი საყვარელი ნუცა..... -რას ამბობ სად არის უნდა ვნახო....ვერცერთმა ვერ გაიგო ოთახში როგორ შემოვიდა ალიკა და გაბრაზებული უკან გაბრუნდა უნდოდა ნუცა ენახა,მაგრამ იოანემ შეაჩერა და მკლავში ხელი ჩაავლო. -მამა არ გინდა აქ არ უნდა გაიგოს ჩვენი ყოფნა, თომა უნდა დავიცვათ და რაც შეეხება ნუცას სერიოზული ახალი სამხილები ჩნდება მის გარშემო და ამას ველოდებით. დამიჯერე, სულ მალე უტყუარი სამხილებით წავრსდგები მის წინაშე და გპირდები ის ჩვენი მიტოვებისთვის და მოყენებული ტკივილისთვის მიიღებს იმ სასჯელს რაც დაიმსახურა, გპირდები. ალიკა ნერვიულობისგან კანკალებდა რაც იოანემ შეამჩნია შეეშინდა და იქვე სკამზე დასვა,ბექამ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და ალიკამ უთხრა. -არ მინდა წყალი კარგად ვარ რა მაქვს სანერვიულო თქვენ მყავხართ,თქვენი ამბავი მომიყევით. შეხედა თომას და ბექამ უთხრა თომას ამბები შიგა და შიგ ალიკას თვალს უკრავდა რაც ალიკასთვის მისახვედრი იყო ბექა როგორ აბრაზებდა მეგობარს,მაგრამ თომას შეხედა და უთხრა. -თომა შვილო ბექა ხუმრობს,მაგრამ რომ დაფიქრდე ცუდი იდეა არ არის რაც შეეხება შენს პირადს ეს შენი გადასაწყვეტია თუმცა არც ეს არის ცუდი ვარიანტი ეს შენმა გულმა უნდა გითხრას და არა შენმა მეგობრებმა მიგითითოს.თომა დაფიქრდა,ბექა უყურებდა დაფიქრებულ თომას და შემდეგ მის საწოლთან მივიდა თომამ ახედა და უთხრა. -რა გინდა, რა მოიფიქრე ამჯერად, ისე მიყურებ თითქოს პირველად მხედავ. -მივხვდი შენი დაფიქრების მიზეზს. -ბექა.... -ქალი ვისზედაც ახლა შენ ფიქრობ ის დედისერთა გოგო არის,ხომ სწორად გამოვიცანი. -აქედან დღესვე მინდა წავიდე რომ შენ აღარ დაგინახო,რომ შენი უაზრო აზრების მოსმენა არ მაიძულო რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს.ალიკა უყურებდა მეგობრებს და მიუხედავად რთული და დაძაბული დღეებისა ისინი ხუმრობდნენ,იოანე გარეთ გავიდა უნდოდა დამშვიდებულიყო მაგრამ ნუცას შეხედა და სიბრაზისაგან ხელები ისე მომუშტა გაულურჯდა და ტკივილი თითების გულამდე მივიდა მისი თვალები ისეთი ცივი იყო იმ წუთებში თითქოს ადამიანსაც თვალებით განგმირავდა,ნუცა კი ტელეფონზე ლაპარაკობდა და გულიანად იცინოდა შემდეგ კი თქვა. -ექიმთან არის შესული და მე გარეთ ველოდები,უკვე ვიცი ექიმი რასაც ეტყვის ამიტომ ჩემი იქ ყოფნა საჭიროდ არ ვთვლი.იოანეს ტელეფონმა დაურეკა და ნუცასთვის თვალი არ მოუშორებია ტელეფონს ისე უპასუხა და გაფითრებულმა უთხრა. -მოვდივარ...... ოთახში შებრუნდა ბექას შეხედა და შემდეგ ალიკას მიუბრუნდა. -მივდივარ, წამოხვალ თუ რომა მოვა. -უნდა მოსულიყო აქამდეც ალბად ვერ მოახერხა,წამოვალ. ორივე გავიდა ოთახიდან და ნუცამ მოულოდნელად შეხედა მამა შვილს და გაშეშდა,მაგრამ ისინი თვალს მიეფარა და მანაც ტელეფონზე საუბარი გააგრძელა, მაგრამ აღარ იყო ისეთი მხიარული ის ჩააფიქრა ორიოდე წუთის წინ ნანახმა ნაცნობმა სახემ.იოანემ ალიკა თავის ოფისში მიიყვანა თავად კი განყოფილებაში მივიდა სადაც მანანო დახვდა ატირებული.იოანე მიდიოდა და მძაფრი გრძნობა ჰქონდა მანანო რატომ ელოდა განყოფილებაში და თან ტიროდა,ცქარობდა ამიტომ მოზომილი,მაგრამ ნაბიჯებით შევიდა განყოფილებაში და იქვე დაინახა მანანო ტირილისგან თვალებდაწითლებული, მასთან მივიდა და მანანომ ტირილით უთხრა. -იოანე მამა დააკავეს. -რატომ, იცი რამე? -მკვლელობაში დებენ ბრალს. -მანანო ეს რთული ბრალდებაა..... -არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს სხვები ეს სიმართლე არ არის შენც იცი, ვიღაცას ასე აწყობდა იოანე. -სამყარო ერთ წამში შეიძლება ჩამოგიშალოს ვიღაცამ რადგან ეს მას ასე სურს, გავარკვევ ყველაფერს მანანო და გეტყვი. მოულოდნელად მანანოს შეხედა და უთხრა. -მანანო რომა დააკავეს თუ..... -იოანე რომა დააკავეს..... იოანე გაფითრდდა და მანანოს შეხედა თითქოს არ სჯეროდა რაც გაიგონა. -რომა მკვლელი, ეს ხომ დაუჯერებელია. პროკურორს რომასთან შესვლა სთხოვა როგორც მისი ადვოკატი და შევიდა, რომა ჯერ კიდევ დასაკითხ ოთახში იყო თავი ორივე ხელებში ჩაერგო და ფიქრობდა ოფლი კი სახეზე წვეთავდა, მთელი სხეული სტრესით იკუმშებოდა და თავი თითქმის შიგნიდან ფეთქავდა ტკივილისგან. -რომა რა მოხდა.....რომამ თავი ასწია და იოანეს შეხედა, შემდეგ ჩაიცინა და უთხრა. -მკვლელი ხარო,მაგრამ მეც არ ვიცი რა მოხდა ან ვინ მოვკალი და შენ რა გითხრა. -მომიყევი. რომა ბრაზისგან უკვე კონტროლს კარგვავდა და შინაგანად დაანგრია ამ ბრალდებამ, იოანეს თვალებში ჩახედა და თქვა. -დარწმუნებული ვარ ვიღაცამ შემომიგზავნა... -ყველაფერი მომიყევი რა როგორ მოხდა. -წუხელ ბარში წავედით მე და ალიკა ცოტა დავლიეთ და შემდეგ რატომღაც სასტუმროში წავედი განმარტოვება მინდოდა.......... -სახლში მარტო ხარ რომა და ეს სასტუმრო საიდან მოგაფიქრდა.... -ალბად შარს ვეძებდი და მეც ვიპოვე, მაგრამ ნასვამი ვიყავი და არა მთვრალი ყველაფერი მახსოვს არ ვიცი როგორ ან რა დროს დილით ვიღვიძებ და ჩემს გვერდით წევს უცნობი ქალი მის გვერძე კომოდზე კი ნარკოტიკის ფხვნილი ეყარა,ტელეფონი ავიღე შენთვის უნდა დამერეკა და ნომერში რამდენიმე პოლიციელი შემოიჭრა..... -წუხელ იმ ქალს შეეხე, სექსი გქონდათ? -არა რა სექსი ტანისამოსით ვიწექი,იოანე არ გჯერა ჩემი? -შენი მჯერა და უკვე ყველა მიხვდება რომ დაგეგმილი მახე არის,მაგრამ მე რა მჯერა ეს არაა მთავარი, როგორ გამოვძვრეთ ამ საქმიდან ეს არის მთავარი. -რა გავაკეთო უდანაშაულო ვარ გეფიცები,ნარკოტიკი ცხოვრებაში არ მიმიღია...... -დამშვიდდი შენ დამნაშავე არ ხარ ეს კარგად იცი ვერავინ ზეწოლას ვერ მოახდენს რამე აღიარო აქ რაღაც არის ჩახლართული, ახლა გავალ და რამეს გავიგებ თუნდაც იმას ვინ არის ის ქალი და როგორ შემოვიდა შენამდე თუ ვინმე შემოვიდეს იცი ადვოკატის გარეშე არც ხელი მოაწერო რამეს და არც არაფერი თქვა, დუმილის უფლება გამოიყენე.იოანე გავიდა და მის კაბინეტში ალიკა დახვდა, გაოცებულმა შეხედა იოანეს და უთხრა. -რა ხდება,წუხელ ერთად ვიყავით.იოანემ უთხრა რაც მოხდა და ალიკა დაფიქრდა. -ისევ ვიღაცა მებრძვის უჩინრად იოანე და ახლა რომას მოუწყვეს ეს რაც დაუჯერებელია, დარწმუნებულები არიან რომ რომას ციხეში არ გაუშვებ.იოანემ ყველა ფეხზე დააყენა და რამდენიმე წუთში განყოფილება დატოვა ის ისევ საავადმყოფოში მივიდა,მაგრამ არა თომასთან ის ერთ ერთი ოთახთან გაჩერდა კარი ღიად იყო და შეხედა ქერა ქალი მისთვის უცნობ მამაკაცს გაბრაზებული ელაპარაკებოდა რამაც მიიქცია იოანეს ყურადღება. -მეორედ არ გამხვიო ასეთ შარში..... -სამაგიეროდ დიდ თანხას გამოკარი ხელი.იოანე კართან იდგა და მათი საუბარი გადაიღო და კარს მოცილდა უცნობის წასვლას დაელოდა და ისიც რამდენიმე წუთში ღიმილით გამოვიდა დამშვიდებული ოთახიდან ტელეფონი ამოიღო და სიცილით თქვა. -ყველაფერი რიგზეა თანხა გადავეცი ის ჩუმად იქნება და თუ არ გაჩუმდება იცის რაც მოელის ან მას ან მის ოჯახს. მამაკაცი წავიდა, იოანემ დარწმუნდა რომ ნამდვილად წავიდა და ოთახის კარზე დააკაკუნა პასუხსაც არ დაელოდა შევიდა და ქერას მიესალმა. -გამარჯობათ.... -გამარჯობათ....პასუხი დაუბრუნა ქერამ იოანეს და მისთვის უცნობ მამაკაცს უყურებდა. -რამდენიმე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ....ქერამ ამოიოხრა და იოანეს უთხრა. -ჩვენება უკვე მივეცი.... -ვიცი რომ მიეცით ტყუილი ჩვენება მე კი სიმართლის თქმას მოვითხოვ,ვინ დაგავალათ რომას განადგურება. -ვერ გავიგე....იოანემ ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე წუთის წინ გადაღებული ვიდეო აჩვენა ქერა დაიბნა,იოანე კი წელში გაიმართა და უთხრა. -თუ სიმართლეს მომიყვები დაგიცავ თუ შეეცდები რაიმე ზღაპარი შეთხზა ახლავეს დავრეკავ და განყოფილებაში გადაგიყვანებენ, იქ კი იტყვი სიმართლეს. -მომკლავენ.... -ვინ მოგკლავს,ვინ არიან ასე რომ გაანადგურეს უდანაშაულო ადამიანი ასე ადვილია თქვენთვის სხვას ცხოვრება დაუნგრიოთ? -მომკლავენ ან ჩემს შვილებს რამეს დაუშავებენ. -გპირდებით რომ დაგიცავთ თქვენც და თქვენს შვილებსაც,მხოლოდ სიმართლე თქვი. -არ ვიცი ვინ არიან დიდი თანხა გადამიხადეს ეს გეგმა ბოლომდე რომ მიეყვანათ,რამდენიმე დღეა უთვალთვალებენ და როგორც იქნა გუშინ ღამით დამირეკეს საქმე ჩემით მიიყვანეს ბოლომდე მეც დამუქრებით მიმიყვანეს სასტუმროში დღეს კი თანხა მომიტანა და ამ საქმეს უკვე ჩამოვშორდი. -ეს შენ ფიქრობ რომ ჩამოშორდი,მართლა ასე გგონია საქმე დასრულდა, გააკეთე რაც გითხრეს და მორჩა? იცი რომ ყველა დღე მოგიწევს დაკითხვაზე სიარული განყოფილებაში და საბოლოოდ გატყდები რადგან შეუძლებელია ყოველ დღე ერთი და იგივე ჩვენება მისცე სხვადასხვა ჩვენების მიცემა კი ეჭვის ქვეშ დაგაყენებს, საბოლოოდ სინდისი შეგაწუხებს რომ შენი დახმარებით უდანაშაულო ადამიანი დაადანაშაულეს. -არ მინდოდა დამემუქრნენ.... -გასაგებია, ექიმს ვნახავ და დავბრუნდები.იოანე გავიდა, ქერა ადგა და თავისი ნივთები ჩანთაში ჩაყარა უნდოდა წასულიყო იოანეს დაბრუნებამდე,მაგრამ იოანემ იქვე ნახა ექიმი და პაციენტის შესახებ კითხა. -ნათესავი ხართ? -ადვოკატი ვარ მისი და სრული უფლება მაქვს ვიცოდე მისი ჯამრთელობა როგორ მდგომარეობაში არის.იოანემ თავისი პირადობა აჩვენა და ექიმმა უთხრა. -მდგომარეობა სტაბილურია მას საფრთხე არც ემუქრებოდა რადგან ნარკოტიკის მომხმარებელი არ არის და შეუძლია წავიდეს. -ჯამრთელობის საფრთხე არ ემუქრება ექიმო მას სხვა მხრიდან ემუქრება საფრთხე და რადგან უკეთესია მდგომარეობა უმჯობესია წავიყვანო.ექიმმა თანხმობა მისცა იოანეს და როცა იოანე საბუთით ხელში დაბრუნდა ქერა ფეხზე დახვდა და უკვე წასავლელად ემზადებოდა, იოანემ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -ერთი სიტყვაც თქვენი დასაჯერებელი არ არის,ამიტომ ახლავეს განყოფილებაში გადაგიყვან და ცრუ ჩვენებისთვის მოიხდი სასჯელს . -არა, არა ყველაფერი სიმართლე გითხარი. -უდანაშაულო ადამიანი გაწირეთ თქვენი ბინძური გეგმის გამო და ისიც არ გინდა სიმართლე აღიარო, ფულზე გაყიდული სულგაყიდულიც არის. გაბრაზებულმა პროკურორს დაურეკა საქმეში ახალი მასალების პოვნა აცნობა და ორი პოლიციელის თანხლებით მატყუარა და სულგაყიდული ქერა განყოფილებაში გადაიყვანეს, იოანემ პროკურორს წარუდგინა მისი მოპოვებული ყველა სამხილი რომას უდანაშაულობის შესახებ და რომა უდანაშაულოდ ცნო პროკურორმა,მაგრამ ალიკა იყო ყველაფერზე თანახმა რომას დასახსნელად და ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო რასაც ითხოვდა მისთვის უხილავი და უცნობი მტერი გაცნობოდა მის მოთხოვნებს და იოანესთან შეუთანხმებლად თანხმობა მიეცა რომას ციხიდან დასახსნელად. იოანე რომ პროკურორის წინ იჯდა ალიკას ოფისში რამდენიმე იურისტი და ფინანსური მრჩეველი ალიკას ელოდნენ როდის მოაწერდა ხელს მათთვის მომგებიან საბუთებს,მაგრამ ალიკა ამ ხელის მოწერით დაკარგავდა მისი ბიზნესის გარკვეულ ნაწილს.ატმოსფერო დაძაბული იყო ვეღარ უძლებდა მათ ზეწოლას ხვდებოდა რომ მის ძალაუფლებას ძალა აღარ ჰქონდა ვიღაც ჩაერია მის ცხოვრებაში და ახლა მხოლოდ ის უნდოდა რომა დაეხსნა რომ მის გამო არ მოხვდეს იმ ნესტიან კედლებში და თავისუფლად უნდა იცხოვროს. ყველას სათითაოდ შეხედა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო კალამი ხელში აიღო თანმიმდევრობით დაწყობილ ფურცლებზე ხელი უნდა მოეწერა და კარიც გაიღო კაბინეტში იოანე რომასთან ერთად შემოვიდა და რამდენიმე პოლიციელიც თან ახლდა, ყველამ გაოცებულმა შეხედა მათ წინ მდგარ რომას რომლებიც მის იქ ყოფნას არ ელოდნენ იოანემ კი დაიყვირა. -ხელი არაფერს მოაწერო მამა...... -იოანე, რომა.... -მამა.....რამდენიმე მამაკაცმა წარმოთქვა და ჯერ იოანეს შეხედეს და მერე ალიკას,მაგრამ არცერთს არ მიუქცევია მათთვის ყურადღება იოანე კი იდგა და ალიკას უყურებდა გაღიმებული. -ყველაფერი დასრულდა რომა უდანაშაულო არის და ვინც დამნაშავეა ის ჩავსვით დღეს რომას ადგილზე,მაგრამ ვხედავ სხვებიც მიუსხდება იმ ქერას გვერდით.უცნობ მამაკაცს ფერი დაეკარგა და ყინულივით ცივი გახდა, მხოლოდ ალიკა იღიმოდა და იოანეს ბედნიერი უყურებდა შემდეგ ხელები გაშალა და შვილს ჩაეხვია, უცნობს უნდოდა მომენტით ესარგებლა და კაბინეტრიდან გაქცეულიყო,მაგრამ ვერ შეძლო გარეთ კიდევ ორი პოლიციელი დახვდა და დააკავეს ალიკა კი იქვე მდგარ მის ადვოკატებს მიუბრუნდა. -აფსუს რომ ეს წლები თქვენს გვერდით ვიყავი და ყოველთვის ვფიქრობდი რომ ერთგული ადამიანები მყავდა გვერდით.იოანემ შეხედა მისთვის უცნობ ადვოკატებს და მკაცრად უთხრა მათ. -არ ვერევი მამაჩემის ბიზნესში,მაგრამ მის დასაცავად სამყაროს წინ აღუდგები ამიტომ თქვენ აქ ვეღარ იმუშავებთ განთავისუფლებულები ხართ დაკავებული თანამდებობიდან და ეს თემა აქ არ დაიხურება მოგიწევთ სიმართლე აღიაროთ და პასუხიც აგოთ ჩადენილ შეცდომებზე. -რას აპირებ იოანე. იოანემ არ შეხედა ალიკას და ისევ ადვოკატს უყურებდა, არც გაუხედია გვერძე მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა. -წაიყვანეთ.....დაპატარავებულები და მხრებჩამოყრილები დატოვეს ალიკას კაბინეტი პოლიციელებთან ერთად ამას კი არც ალიკა ელოდა და იოანეს შეხედა იოანემ კი მშვიდად უთხრა. -იცი ხშირად რაზე ვფიქრობ,ვფიქრობ რისთვის ჩნდება ადამიანი ნუთუ იმისთვის რომ სრულყოფილებას მიაღწიოს თუ იმისთვის რომ იცხოვროს თავისუფლად არც მას ავნონ და არც თავად ავნოს სხვას შენ რა გგონია ჩემს გარშემო ყველა ერთგულია, არა მამა. ზოგჯერ მგლების ხროვაშიც მიწევს შესვლა და ასე უფრო ახლოს ვარ მტრებთან და ორპირ ადამიანებთან ამიტომ ვარ სულ მუდმივად ცხოვრებასთან ბრძოლაში. ჩემს საქმეებს ხან ვიწრო გზა აქვთ გასავლელი ხან კი ოკეანე, იცი ბევჯერ შემშინებია თუმცა როცა საქმეს აკეთებ მას შიშიც დაყვება, შენ კიდევ ისწავლე ბოლოს და ბოლოს ვისთან მუშაობ და ვინ არის შენს გვერდით. ზოგჯერ უარი თქვა რამეზე, დამიჯერე ეს სირცხვილი სულაც არაა და ამიერიდან უფრო ფრთხილად უნდა იყო რადგან მტერი ახალ გეგმას შეიმუშავებს და არ გაჩერდება სანამ არ მიიღებს იმას რაც უნდა, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით და ისწავლე სიტყვა ,,არა'' თქვა. კარი გაიღო და გაღიმებული მანანო რომას ჩაეხვია,შემდეგ იოანეს და ალიკას. -როგორ ვინერვიულე..... -კარგად ვარ, თუმცა რთული იყო ორი დღე გავატარე არ დავმალავ რომ შემეშინდა, შემეშინდა განა ჩემი თავის თქვენი დაკარგვის შვილო. -არ დამკარგავ არც დედას დაკარგავ,მხოლოდ დროა სიმართლე უთხარი. -დღესვე ვეტყვი სიმართლეს რადგან არავინმა არ იცის ხვალ ვიქნებით თუ არა ცოცხალი. -რას ამბობ,წადი საქმეს მიხედე და საქმე ბოლომდე მიიყვანე მე გიშვებ დღეს შენ იმსახურებ ბედნიერი იყო რომა.რომამ მანანოს ხელი მოხვია მხრებზე და მეგობრებს შეხედა, ალიკას თვალი ჩაუკრა და ღიმილით უთხრა. -დავიმსახურეთ დღეს ერთად დავსხდეთ და ვისადილოთ, გადადე დღეს თუ რამე გაქვს დაგეგმილი შენც ინერვიულე ძალიან და წავიდეთ მოვეშვათ და გნვდევნოთ ჩვ ენგან ეს დაძაბულობა. -გუშინ ქერას გამო მოხვდი განყოფილებაში დღეს კი წითური წაგიყვანს,გაგიტაცებს და ხვალ შავგვრემანი. იცინოდა იოანე და ალიკაც მას აყვა სიცილში,შემდეგ კი თქვა. -მე თაიას დაურეკავ შენ ბაბის დაურეკე მანანო შენ დედაშენს და დავსხდეთ ერთად.თვალი ჩაუკრა რომას და თაიას დაურეკა რომელმაც უხასიათოდ უპასუხა რაც იოანეს გაუკვირდა, მაგრამ თაიამ ეშმაკურად ჩაიცინა და მისვლას დაპირდა. -გამომიგზავნე მისამართი სად იკრიბებით,მოვალ.იოანემ სხვებთან შეთანხმებით მიწერა თაიას სად უნდა მისულიყო და წავიდნენ,ოფისიდან გამოსულმა ალიკამ იქვე ახლოს უცხოური მარკის ავტომობილი დაინახა მაგრამ არ თქვა დარწმუნებული არ იყო ვინ იყო და თუ მათ უთვალთვალებდა,რომა ალიკასთან და მანანოსთან ერთად წავიდა იოანე კი ტელეფონზე საუბრობდა და მათ უკან მიდიოდა,მაგრამ რესტორანში ერთად მივიდნენ რამდენიმე წუთში ბაბი ესმასთან ერთად მივიდა და ცოტა მოგვიანებით თაიაც მათ გვერდით იყო,ქალებმა ერთმანეთი მოიკითხეს და ბაბიმ თაიას უთხრა. -წონაში მოიმატე, ძალიან გიხდება.რომამ შეკვეთა მისცა და თაიამ ღიმილით შეხედა წარბები აუთამაშა და უთხრა. -მწვანილიც შეუკვეთე, ბევრი მწვანილი რომა. -მწვანილი, კერძოდ რა გინდა რომ მოიტანონ. -მწვანე რაც გაქვთ ყველაფერი მოიტანეთ,ვთქვათ მწვანილის ასორტი. ყველამ გაოცებულმა შეხედა თაიას, თაია ვითომც არაფერი მშვიდად იყო,მაგრამ ბარბიმ ხელი კრა თაიამ კი იოანეს მზერას ვეღარ გაუძლო და გაეცინა. -ნუ მიყურებ გაოცებული ჯერ მშვიდად იყავი გაოცდები მაშინ, როცა სულ პატარას დაიჭერ ხელში თან ხელში აყვანაც რომ შეგეშინდება რამე არ ვატკინოო. -თაია.......... ხმა ვეღარ ამოიღო იოანემ და ორივე ხელები შემოხვია,ბედნიერებისგან ტიროდა,ალიკა დაიბნა და გაოცებულმა თქვა. -ბაბუა უნდა გავხდე,ბარბი მე ბაბუა უნდა გავხდე გესმის? -მესმის საყვარელო პატარა გვეყოლება სულ რაღაც 8 თვეში. -გვქონია შეკრების მიზეზი და იოანე დაურეკე მალუს ისიც მოვიდეს.იოანემ ბექას დაურეკა და ბექა რამდენიმე წუთში მალუსთან ერთად მათ გვერდით იყო, ხალისობდა და ყველა ბედნიერი იყო,მაგრამ რესტორნის გარეთ იყო პიროვნება ვინც მათ გარეთ გასვლას ელოდა და ეს წუთებიც დადგა სადილი ვახშმად გადაიქცა და როგორც იყო ყველა წამოდგა ფეხზე,რომა ძალიან ბედნიერი იყო ესმა და მანანო მის გვერდით იყო. -რომა ესმა და მანანო შენ წაიყვანე მე ბარბის მანქანით წავალ.უთხრა ალიკამ და ბარბის მანქანისკენ წავიდა, რომ გასროლის ხმამ ყველა ადგილზე გააშეშა და შემდეგ მანანოს სასოწარკვეთილი ყვირილიც გაიგონეს. -მამააა,მამაააააა,რამე გააკეთეთ სასწრაფოს დაურეკეთ. -რომა..... ალიკა მუხლებზე დავარდა,მანანოს სასოწარკვეთილი ხმა კი ზეცას წვდებოდა. -მამააა,მამიკოოოო.გაოცებული უყურებდა ესმა მანანოს და მათ წინ იარაღით მდგარ დემეტრეს რომ დემეტრემ იარაღი ასწია ესმასთვის უნდა ესროლა,მაგრამ მეორე გასროლის ხმამ დემეტრე წააქცია,ბექა მივიდა დემეტრესთან და იოანეს დაუძახა. -ცოცხალია სასწრაფოს დაურეკეთ და ორივე გადავიყვანოთ. სასწრაფო მოვიდა რომა არ იყო რთულ მდგომარეობაში ის მხარში იყო დაჭრილი,მაგრამ დემეტრეს მდგომარეობა უფრო რთული იყო.სასწრაფო მოვიდა და ორივე გადაიყვანეს უკან მიყვებოდა ყველა, მანანო ტიროდა ესმა კი გაშეშებული იჯდა და ვერაფერს ამბობდა. -ჩემი შვილი,სად არის ჩემი შვილი.მანანომ შეხედა თმაგაშლილი იდგა ბებია მათ წინ, მან კი შეხედა და უყვირა. -შენ, შენ ხარ დამნაშავე შენ მიიყვანე ჩემი შვილი რომ მკვლელი გამხდარიყო,დამშვიდდი? ესმა ფეხზე წამოდგა და დედამთილს შეხედა. -მე არა შენ მიიყვანე ის მვლელობამდე და ნუ მართავ კონცერტს,შორს დაიჭირე ჩემგან თავი, გასაგებია? შეხედა ესმას და ასეთი ესმა მას არასოდეს არ ენახა,აღარ იდგა მის წინ მისი მორჩილი და უთქმელი,ჩუმი ესმა როგორც უნდოდა ისე რომ ჩაგრავდა ამიტომ მათგან მოშორებით იჯდა და ექიმის გამოსვლას ელოდა.ერთ საათში რომა გამოიყვანეს და მანანოს უნდოდა მასთან მისულიყო, მაგრამ ესმამ ხელით დაქაჩა და თვალით ანიშნა ბებიამისზე ამიტომ ვერ შეხვდა რომას მხოლოდ მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს და რომას გაუკვირდა მანანოს სიჩუმე,მაგრამ ალიკამ უთხრა რატომაც არ მივიდა მანანო მასთან და თვალი ჩაუკრა მანანოს, ელენე კი ყველას თვალს ადევნებდა ერთ საათში დემეტრე შეიყვანეს ოთახში სადაც მარტო იყო და მის კართან ორი პოლიციელი იდგა როგორც მკვლელობის მცდელობის მიზანი და მხოლოდ ადვოკატს შეეძლო მისი ნახვა.იჯდა მოკუნტული და მძიმედ ეჩვენებოდა სულ ოდნავი ხმაურიც,თითქოს სამყარო მის წინააღმდეგ განეწყო ნელა ნელა წამოდგა და დემეტრეს ოთახის კართან მივიდა, შემდეგ პოლიციელს შეხედა და ტირილით უთხრა, მაგრამ ხმა თანდათან სუსტდებოდა დაღლილობისგან და ნერვიული სტრესისგან. -მაჩვენეთ ჩემი შვილი, გთხოვთ შემიშვით მასთან. მხოლოდ სამი წუთი გაუღო კარი პოლიციელმა ელენეს და დემეტრეს საწოლთან მივიდა. -შვილო, ჩემო ერთადერთო...... -დედა..... -აქ ვარ შვილო,დედა შენთან არის მხოლოდ დედას ედარდები და სხვას არავის. -დედა გაჩუმდი.....მთელი ცხოვრება იმას აკეთებდი რაც გიხაროდა,ყოველთვის ფიქრობდი, რომ შენნაირი დედა და ქალი არ არსებობდა.შენი ოცნება იყო ესმას წასვლა ჩემგან და აისრულე ოცნება დამშვიდდი,მე და ესმა საბოლოოდ დავშორდით. -ძალიან კარგი,არ იყო ის შენი ღირსი...... -გაჩუმდი..... -ყოველ ღამე სახლში არ მოდიოდა და ვინ იცის ვისთან გღალატობდა შენ კი არაფლის მოსმენა არ გინდოდა მასზე, გიყვარდა და ისიც შენი სიყვარულით სარგებლობდა. -გაჩუმდი,გესმის გაჩუმდი ახლა მაინც ნუ წამლავ შენი შხამით ყველას. -როგორ ესაუბრები დედას შვილო...... -უნდა გაიგო, რომ ესმას გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.შენ და შენმა ეჭვიანობამ, ზიზღმა, სიძულვილმა მიმიყვანა ამ ნაბიჯამდე ახლა დამშვიდდი? -უნდა დატოვოთ ოთახი, ქალბატონო..... ელენი გაფითრებული გამოვიდა დემეტრეს ოთახიდან არც კი შეხედა სხვებს ნელა ნელა გაუყვა გზას კედელ-კედელ და მოულოდნელად მანანომ მოკიდა მკლავზე ხელი. -მე წამოგყვები..... ხელი ცივად გააშვებინა და უთხრა. -მამაშენთან დარჩი, დედაშენს კი თვალი ადევნე მაინც გამონახავს დროს საყვარელთან შესახვედრად. მოულოდნელად ესმამ ხელი კრა მანანოს და ესმას წინ დადგა. -კარგად მომისმინე და ასევე კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი,მინდა სიტყვა სიტყვით ჩაიბეჭდო თავში და შენს ბებერ ტვინში თითოეული სიტყვა,რომ ჩემი სახელი აღარასოდეს აღარ ახსენო შორს დადექი ჩემთან და ჩემს შვილთან,სხვას შენი შვილი რომ გამოჯამრთელდება შემდეგ გეტყვი.ელენეს უკვე ეშინოდა ესმასი და იქ აღარ გაჩერდა,რომას ფეხზე დადგომას კი რამდენიმე დღე დაჭირდა ერთ საღამოს ესმა შევიდა მასთან და შორიდან უყურებდა,რომამ თვალი გაახილა და შეხედა ესმა მასთან იყო მიხვდა რომ საუბრის დრო იყო რადგან ესმას ბევრი რამ აინტერესებდა,რომამ თვალებზე ხელი მოისვა და ესმას შეხედა ესმას არ შეუცვლია დგომის პოზიცია და რომა შეეცადა ადგომას,მაგრამ ესმამ არ დაანება და უთხრა. -გისმენ...... -შენ მისმენ თუ მე უნდა მოგისმინო,ვფიქრობ შენ უნდა ამიხსნა როგორ და რანაირად ჩემი შვილი შენთან ესმა. -რატომ,რატომ გამოჩნდი ამდენი წლის მერე. -ღმერთო მიშველე, მე უნდა ვბრაზობდე და შენ ბრაზობ თუ დამასწარი..... -ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი საიდუმლო მქონდა და ვფიქრობდი მხოლოდ ჩემს თავთან შემეძლო ამ თემაზე საუბარი,მაინტერესებს შენ როგორ ან ვისგან გაიგე,როგორ გვიპოვე. რომამ ისევ შეეცადა ადგომას,მაგრამ ესმამ შეხედა და უსაყვედურა. -რა არ გასვენებს გინდა აქ დაგაბა თუ მოისვენებ და დაიწყებ საუბარს. -ვგიჟდები ბავშვებზე და როცა ვხედავ პატარებს ვოცნებობ მეც მყავდეს შვილები, ოცნება ამიხდა შვილი მყავს,მაგრამ დედამისს არ ვიცნობ,არ შევხებივარ და როგორ ფიქრობ იმის შემდეგ რომ ვიღაცამ თვალი ამიხილა სადღაც შვილი მყავს არაფერს მოვიმოქმედებდი? -არ გადანაშაულებ სიმართლე რომ გაიგე,მაგრამ უკვე თვეებია რომ გიცნობ უნდა გეთქვა ჩემთვის და უნდა მცოდნოდა,რომ..... -ახლა ხომ იცი რას გააკეთებ,მე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო რომ დაუკითხავად გააჩინე ჩემი შვილი,მაგრამ როგორ შემიძლია გისაყვედურო როცა საოცარი ქალიშვილი მყავს და მინდა გულახდილად გითხრა ძლიერი ქალი ხარ შენ მარტო შეები ამ ყველაფერს და შეძელი ის რაც გინდოდა, რაც გსურდა, რაც შენი ოცნება იყო. -რთული იყო ჩემი ცხოვრება..... -ყველაფერი ვიცი ესმა და მინდა ვიცოდე რას ფიქრობ ახლა, როცა სიმართლე გაიგე და მეც მიცნობ ზედმეტ ნაკლებად. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა გითხრა,მაგრამ გეტყვი რომ დემეტრე არც მამა იყო კარგი და არც ქმარი. ჩვენს შორის არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ გთხოვ იყავი კარგი მამა მანანოსთვის. -მანანოსთვის ყველაფერს გავაკეთებ ესმა მაგრამ შენთვის ვინ ვარ,რას გრძნობ ჩემს მიმართ. -გუშინ გავიგე რომ ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ხარ და გინდა დღეს გითხრა რომ შენზე ვფიქრობ, მიყვარხარ და უშენოდ გამიჭირდება ცხოვრება? ამას არ ელოდები იმედია და არც დაიჯერებ რომც გითხრა, ამიტომ აქედანვე ნუ მთხოვ რამე გითხრა ისეთი იმედი რომ გქონდეს ეს მომავლის საკითხია. -პირდაპირი ხარ,რასაც ფიქრობ ამბობ. -ექიმი,ექიმი ჩქარა მოვიდეს....ორივემ გაიგონა ქალის განწირული ხმა, ესმამ რომას შეხედა და თქვა. -ეს ელენეს ხმა არის დემეტრეს რაღაც დაემართა უნდა გავიდე. თქვა და ოთახიდან გავიდა,ელენემ შეხედა და ზიზღით უთხრა. -ასეც ვიცოდი შენი ქმარი სიკვდილს ებრძვის მარტო არის ოთახში და შენ შენს საყვარელს ვერ ტოვებ, მასთან ხარ ნუთუ არ გრცხვენია.ესმამ არ მოუსმინა ელენეს და დემეტრესთან შევიდა,დემეტრე იწვა და ცრემლები სდიოდა. -დემეტრე..... -ვიცოდი რომ მოხვიდოდი, ესმა მაპატიე..... -რა უნდა გაპატიოს მან გიღალატა და შენ პატიებას სთხოვ? ესმამ ვეღარ დაიმორჩილა თავი და ელენეს გაუწონასწორებელი ხმით დაუკივლა. -გაქრი, გაუჩინარდი,ვინ ხარ ასეთ ზიზღს რომ აფრქვევ შენ დაანგრიე შენი შვილის ცხოვრება, შენ ხარ დამნაშავე დემეტრე ამ მდგომარეობაში რომ არის. -მე ვცდილობდი შენგან დამეცვა ჩემი შვილი,რადგან მხოლოდ მე მიყვარს ის და სხვას არავის. -სწორედ მაგ ეგოისტობამ დაგღუპა რომ შენი შვილი სხვას უყოფდა სიყვარულს დღემდე ვერ შეეგუე,მეორე ადგილზე ჩამოგაგდეს და ვერც ამას ვერ შეეგუე,სწორედ შენმა დაცინვამ და შენმა ზიზღმა რომ მე არ ვიყავი შენი ოჯახის წევრი თვეში ქირას მახდევინებდი რომ იმ სახლში სადაც ჩემი ქმარი ცხოვრობდა მე ღამე გამეთია,8 წელი ვცდილობდი დედობას და მჭამდი უშვილო ხარ უშვილო ხარ უნაყოფო ხარ შვილი გადამიშენეო სწორედ შენ მაიძულე გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე.. -რა გააკეთე,დემეტრე...... -დემეტრეს თავი დაანებე მე შემომხედე რადგან უნდა მოემზადო ყველაზე დიდი საიდუმლო ახლა უნდა გითხრათ რომ მანანო არც შენი შვილია დემეტრე და არც შენი შვილიშვილი ქალბატონო დედამთილო. გაგიკვირდა,მაგრამ ნუ გიკვირს შენი შვილი უნაყოფოა მას არ შეუძლია შვილების გაჩენა მანანოს ბიოლოგიური მამა ის არის ვინც მეორე ოთახში წევს, მაგრამ ეს პიროვნება მეც პირველად ვნახე რამდენიმე თვის წინ. -რას ამბობს...... -დიახ,მანანო ჩასახვით დაიბადა და ჩემი შვილია და რომას შვილია, მაგრამ მაინც მხოლოდ ჩემი შვილია. -რას ბოდავ გინდა შვილიშვილი წამართვა? -ხომ გინდოდა სიმართლის მოსმენა ჰოდა სიმართლეს გეუბნები დაიჯერებთ არ დაიჯერებთ ეს თქვენი გადასაწყვეტია,რაც შეეხება ჩემს უსინდისობას არასოდეს,არასოდეს მიღალატია შენი შვილისთვის,მაგრამ შენ ავად ხარ და უნდა იმკურნალო.ავად ხარ,შენ სხვისი ღიმილი გხდის ავად,ავად ხარ რომ სხვას მოუწამლო ცხოვრება,შენ მხოლოდ ეს გაბედნიერებს. -დემეტრე უნდა შვილი წაგართვას შვილო..... -წადით, ყველამ წადით და მარტო დამტოვეთ. -არსადაც არ წავალ მე აქ უნდა ვიყო.... -აქ თუ გინდა იყო მაშინ მეც მომისმინე, ესმა მართალია ვიცოდი რომ უნაყოფო ვიყავი, ვიცოდი რომ მანანო ჩასახვით გააჩინა და ვიცოდი ყველაფერი,ვიცოდი ექიმიც ვისთან დადიოდი შენი ვიზიტის შემდეგ მე შევდიოდი მასთან და შენს მდგომარეობას ვეცნობოდი, რამოდენიმეჯერ ვიზიტის თანხა არ გადაგახდევინა, რადგან მე ვიხდიდი თანხას რომ ყურადღება მოექცია შენთვის ესმა და გგონია უყურადღებოდ მყავდი? არასოდეს დამიტოვებიხარ მარტო, მხოლოდ არ ვჩანდი და ფიქრობდი მარტო უმკლავდებოდი ყველაფერს, მაგრამ შენ დედა გშურდა ჩემი ბედნიერების და შენ დაანგრიე ჩემი ოჯახი. წადი, წადი არ მინდა გხედავდე.მათი ხმა ყველას ესმოდა გარეთ,რომაც კი წამოდგა ფეხზე, მაგრამ ალიკამ არ გაუშვა ბარბი კი გარეთ ელოდა ესმას და ისიც გაფითრებული გამოვიდა დემეტრეს ოთახიდან ბარბის შეხედა და თქვა. -დასრულდა ყველაფერი და ჩემი გულიც განთავისუფლდა ბარბი..... -რთული დღე გქონდა,მაგრამ კარგად უთხარი ყველაფერი და შენ ახლა ხარ თავისუფალი. ესმა შენი ცხოვრება შენ გეკუთნის შენ კი მანანოს ცხოვრება და არასოდეს არ ინანო ის რაც გააკეთე,რომას რაც შეეხება საუკეთესო ადამიანია და დროა შენც იყო ბედნიერი თქვენ ხართ ნამდვილი ოჯახი ის ნერვიულობს შენზე. -გაიგონა? -შენი ხმა მე გავიგონე დაბლა სართულზე ესმა და რომა აქ არის გვერდით ოთახში,შედი მასთან.ესმა შევიდა რომასთან, რომა ფეხზე იდგა შეხედა თუ არა ესმას ღრმად ამოისუნთქა ესმამ კი გაოცებულმა შეხედა. -რატომ ადექი,ჯერ ადრეა შენი ადგომა. -შენთან მოვდიოდი,მაგრამ ალიკამ არ გამომიშვა. -არ იყო საჭირო იქ შენი მოსვლა,შემიძლია თავის დაცვა. -ვიცი და შენი სიბრაზის უნდა მეშინოდეს შევეცდები არ გაგაბრაზო თუ გაგაბრაზებ ვიცი როგორც შემოგირიგო. ესმა გაოცებული უყურებდა რომას, რომამ კი თვალი ჩაუკრა,შემდეგ ცალი მკლავი შემოხვია და უთხრა. -ნუ ცდილობ ჩემგან გაიქცე,ესმა ამიერიდან ვერავინ ვერ შეძლებს დამაშოროს შენთან და ჩვენს შვილთან. -არ შემიძლია, რომა უნდა გამიგო.... -რა არ შეგიძლია, ესმა არ შეგიძლია თუ დრო გჭირდება თუ არ მოგწონვარ....... -რომა არ ვამბობ რომ არ მომწონხარ,კარგად მიხვდი დრო მჭირდება. -დრო გაქვს ესმა კარგად დაფიქრდი რადგან ბავშვი არც მე ვარ რომ არ ვიცოდე რა მინდა და ვინ მინდა იყოს ჩემს გვერდით. -მოიცადე რა თქვი როგორ გავიგეო? -ვიღაცამ შეტყობინება გამომიგზავნა მერე კი გეძებეთ და მოგაკვლიეთ..... -გაბრიელი, მხოლოდ მან იცოდა ჩემი საიდუმლო... -გაბრიელი,რომელი გაბრიელი ანალიზატორი? -ექიმმა მასთან შეთანხმებით მიპოვა რომ მინდოდა ჯამრთელი მამაკაცისგან გამეჩინა შვილი.რომა გაოცებული იდგა და ესმას შეეშინდა მისი რექციის. -რა მოხდა,რატომ დაფიქრდი.... -ვიცნობ გაბოს მეგობრები ვართ,მაგრამ რატომ პირადად არ მითხრა ამას როცა ვნახავ მაშინ ვეტყვი,ბოლოს რომ ვნახე ჩემი ტელეფონი დაუტოვე და სწორედ მეორე დღიდან მომივიდა შეტყობინება.გაბო,გაბო შეგეძლო პირდაპირ გეთქვა და ასე არ მენერვიულა, ახლა კი მართალია ამ ტყვიას არ ველოდი,მაგრამ თითქოს ჩვენს სასიკეთოდ მოხდა ეს ყველაფერი. რომამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ესმას ბაგეებს შეეხო რაც არც ესმას გაუპროტესტებია, მაგრამ თავისი თავი გააკონტროლა და რომას ჩურჩულით უთხრა. -უნდა წავიდე..... -წადი,მაგრამ შორს ვეღრ გამექცევი ესმა.ესმამ დატოვა რომას ოთახი არეული ნაბიჯებით გაიარა მისთვის ნაცნობი დერეფანი სადაც წამლების სუნი იდგა და ცრემლებით სავსე თვალებით შევიდა ბარბისთან,ბარბიმ და ალიკამ გაოცებულმა შეხედეს ესმას და ორივე ფეხზე წამოდგა. -ესმა ფერი არ გადევს ცუდად ხარ? -ვიხრჩობი,მიშველეთ ჰაერი...... თქვა და იქვე დივანზე გულწასული დაეცა, ალიკას შეეშინდა და ბარბის უყურებდა როგორ ჩქარა მოძრაობდა და ყველაფერი გაუკეთა,როდის როდის გაახილა თვალები და ჯერ უაზროდ უყურებდა ბარბის,ბარბიმ კი ცოტა ხმამაღლა უთხრა. -გონზე მოდი რა გემართება რეალური ცხოვრებას უბრუნდები აღარაა შენს ცხოვრებაში ის ვინც ყოველთვის გამცირებდა და აბუჩად გიგდებდა,ესმა დასრულდა შენი რთული ცხოვრება. -ბარბი წლები სიბნელეში ვიყავი,მიჭირდა ძალიან,მაგრამ ღალატი გულში არასოდეს გამივლია მარტო შევებრძოლე იმ რთულ მისიას რომელიც დავისახე მიზნად და დემეტრემ მითხრა რომ იცოდა უნაყოფო რომ იყო,იცოდა ჩასახვა რომ გავიკეთე,ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდა ბარბი. -დამშვიდდი, ესმა შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია შვილი გინდოდა და გააჩინე სიცოცხლე მიეცი ერთ არაჩვეულებრივ გოგონას.კარზე ფრთხილი კაკუნი იყო და კარიც გაიღო და თვალებ გაფართოვებული უყურებდა სამივე კარში მდგარ რომას. -რატომ ადექი ან აქ როგორ შეძელი ჩამოსვლა. -სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ჩემო ბარბი. შემდეგ ესმას შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -იმ ქალთან როგორ შეძელი და გაჩერდი,აქამდე ყვირის და მისი შხამიანი ენა მოკლავს მის შვილს. -ხომ დაატოვებინა ოთახი და უთხრა წადიო..... -შენც დაიჯერე რომ წავიდოდა....ალიკამ შეხედა რომას და უთხრა. -იყვიროს იმ ქალმა,რომა რას ფიქრობ დემეტრეზე. -არაფერს არ ვფიქრობ, ალიკა ის ერთი საცოდავი ადამიანია რომელსაც მართავდა დედა და მეტი არაფერი,მე დაველაპარაკები თუ დამიჯერებს თავის თავისთვის უკეთესი იქნება თუ არ დაიჯერებს ესმას არ დაუთმობ მას კი დედამისის ბუზღუნი და საყვედურები გულს გაუხეთქავს. -ესმამ თავისი სათქმელი უთხრა. -ბარბი წადი და უთხარი რომ არ ვუჩივი..... -მე წავალ და დაველაპარაკები, ბარბის რა საქმე აქვს დემეტრესთან. -შენც წადი, ორივემ წადით. -შენ ესმასთან თუ გინდა მარტო დარჩე როდის მერე გრცხვენია რომ გიჭირს თქმა.რომას გაეცინა ესმას შეხედა და შემდეგ სერიოზულად უთხრა. -ესმა მინდა დავქორწინდეთ და ოჯახი გავხდეთ,მინდა ჩემი ცოლი იყო შვილის დედა ისედაც ხარ,არ მინდა დავიჯერო რომ ვერ ხვდები რას ვგრძნობ შენს მიმართ....კარი გაიღო და კარში მანანო იდგა,ესმას შეხედა და უთხრა. -მე თანახმა ვარ,მაგრამ ზეწოლას ვერ მოვახდენთ ვერც მე და ვერც მამა ძალას ვერ დაგატანთ საბოლოო გადაწყვეტილება შენზეა.მანანომ თვალი ჩაუკრა რომას და არც დაფიქრდა ისე ჩამოუჯდა ფეხზე. -მანანო რას აკეთებ..... -ხელი ტკივა დედა მამას და არა ფეხი თან არც ისე მძიმე ვარ 48 კილო ვარ სულ,შენ საფიქრალი სხვა გაქვს იფიქრე პასუხს ველოდებით. -დრო მჭირდება უნდა დავფიქრდე.... -17 წელი განა ცოტა იყო ფიქრისთვის,ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხარ ბავშვი რომელიც შენ გააჩინე მისი მამა ოდესღაც გამოჩნდებოდა. -მანანო რომ გაიზარდა მერე დამეწყო შიშები და ერთხელ რომ მითხრა გზაში უცხო მამაკაცმა რომ მითხრას შენი მამა ვარო სულ მეშინოდა რომ დააგვიანდებოდა,ხომ არ იპოვა ვინმემ და ხომ არ გაიცნო მამათქო,მაგრამ თურმე კიც გაუცვნია და მამაც კი დაუძახია ესმა შენ კი გძინავს.....გაეცინა რომას და მანანოს, შემდეგ კი რომამ უთხრა. -ახალი ცხოვრება დავიწყოთ ერთად და ვინ იცის იქნებ კიდეც გაგვიჩნდეს შვილები არა ჩასახვით, ბიოლოგიურად. -გგონია ეს 17 წელი მე ბედნიერი ვიყავი.... -წავიდა და გაიარა ამ ტკივილმა და რთულმა დრომ, ახლა არაფერი გემუქრება ისეთი გპირდები რომ ბედნიერი ქალი იქნები.ესმა გაჩუმდა, რომა მასთან მივიდა ახლოს და ესმას ხელი თავის ხელში აიღო. -შეგხედე თუ არა ვთქვი რომ ჩემი ცხოვრების ქალი შენნაირი იქნებოდა და შენნაირი არა, შენ ხარ ჩემი ცხოვრების ქალი გესმის ესმა და არ დავუშვებ რომ დაგკარგო. -მეც მეთქმის რამდენიმე სიტყვა მალე 18 წლის გავხდები, გავიგე რომ შვილი ჩასახვით გააჩინე,მაგრამ უფლება მაქვს ვიცოდე ვისთან ვიცხოვრებ. -მანანო გრცხვენოდეს შვილო.... თქვა ესმამ და ცრემლი მოერია,მანანომ კი თითი მიიდო გულზე და თქვა. -მე რატომ უნდა შემრცხვეს ამ ისტორიაში მე რა ადგილი მიკავია დედა.რომა მანანოს მიუბრუნდა და უთხრა. -შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გაქვს ორივეს გულში შვილო.ალიკა და ბარბიმ ოთახში შევიდა და ალიკამ რომას უთხრა. -დემეტრეს შენი ნახვა უნდა რომა..... -ჩემი,ჩემთან რა უნდა ან რა უნდა მითხრას. -არ ვიცი თავად მიდი და ნახე. -ვერ მივალ მასთან.... -აქ ხომ ჩამოდი ერთი სართულით დაბლა ესმა რომ გენახა, აქამდე დემეტრე ესმას ქმარი იყო მიდი და ნახე.რომამ ესმას შეხედა და თქვა. -წავალ,მაგრამ საინტერესოა რას მეტყვის. კართან მისულს ალიკამ უთხრა. -მეც მოვდივარ. ალიკა გვერდით მიყვებოდა,დემეტრეს ოთახთან მისულმა ალიკას მიუბრუნდა და უთხრა. -მიახლოებითაც არ იცი რაზე უნდა დამელაპარაკოს? -არ ვიცი შედი და დაელაპარაკე.რომა შებრუნდა კარი უნდა გაეღო რომ მის გვერდით ესმა დადგა,რომამ შეხედა და უთხრა -რატომ გამომყევი გგონია ვიკამათებთ? -ერთად შევიდეთ....ორივე ერთად შევიდა დემეტრესთან მას თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ იგრძნო კარის გაღება და თვალი გაახილა რომას შეხედა მის გვერდით ესმას და ჩაეცინა. -არ მინდა ტკივილით დატვირთულმა გავატარო დარჩენილი ჩემი ცხოვრება,რომა ისწავლე ჩემი შეცდომებისგან და იყავი შენი შვილისთვის ისეთი მამა რომელიც მე არ ვყოფილვარ მისთვის,ჩემგან საშიშროება აღარ გემუქრებათ მე ჩემს გზას ვიპოვი და აქედან საერთოდ წავალ.შემდეგ ესმას გახედა და უთხრა. -შენ ოჯახიდან ზეწოლის გამო მიიღე ეს გადაწყვეტილება და სწორი გააკეთე არ გადანაშაულებ, თუმცა ის კარი რომელიც შენ დახურე ჩემთვის დახურულად დარჩა,მხოლოდ მადლობას გიხდი რომ არ გაახმიანე და არავისთან თქვი შენი ქმარის უნაყოფობა.მადლობა ესმა და ეს რაც გავაკეთე სიბრაზით გავაკეთე,ვფიქრობდი რომ შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს,მაგრამ შევეგუები უშენოდ ცხოვრებას.ცოდვა რომელიც დედაჩემმა დაიდო და ჩვენს შორის სიბოროტე ჩამოაგდო ამ ცოდვას ის ცხოვრების ბოლომდე ზიდავს.რომამ ახლოს მივიდა დემეტრესთან და უთხრა. -ჩემი ადვოკატი მოაგვარებს ყველა საბუთს,მადლობა რომ სიმართლე იცოდი და შენც ჩუმად იყავი ისე ზრუნავდი ჩემს შვილზე მამობა გაუწიე თუმცა სიმართლე იცოდი. დემეტრემ ყელში მოწოლილი ცრემლები უკან დააბრუნა რომამ მხარზე დაადო ხელი და ოთახი დატოვა, ოთახიდან გამოსულმა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა ესმას შეხედა და უთხრა. -თამაშობს თუ ასეთი მშვიდი იყო ყოველთვის. -დრო გვიჩვენებს მიიღო თუ არა მშვიდად განქორწინება. ალიკამ რომას შეხედა და საათზე დაიხედა შემდეგ კი უთხრა. -რომა უნდა წავიდე დღეს თომას პირველი დღეა კომპანიაში მისვლის და მის გვერდით უნდა ვიყოთ..... -ყველა მიდიხართ? -იოანე და ბექა აუცილებლად იქ უნდა იყოს,მათთან ერთად კი მეც. -კარგი ეს ერთი დღე იყოს ჩემს გარეშე,მაგრამ ყველაფერს მომიყვები.... -აუცილებლად უფროსო. უთხრა ალიკამ და ესმას მიუბრუნდა რომელსაც სიცილით უთხრა. -თუ არ დაგიჯეროს რამე იპოვე ისეთი დააბი და პირიც აუკარი. -ბარემ უთხარი რომ მომკლას..... ალიკას გაეცინა და ორივე დატოვა, ოფისში მისვლამდე კი ინეზა და მამა სერიოზულად კამათობდნენ ეს რამდენიმე დღე და თავის ოთახში იყო ჩაკეტილი მის გარშემო სიჩუმე იყო,მაგრამ ერთ დილას გაიღო ოთახის კარი და თავად გამოვიდა ოთახიდან ის მზად იყო მამასთან სასაუბროდ,მაგრამ როსტომიმ შეხედა და უთხრა. -ნუ დამიდგები წინ იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ მოთხოვნები წამომიყენო და მე როგორც ვიტყვი ისე იქნება შენი შეცდომებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება ეს შენს გამო შვილო,დრო გავა და მიხვდები რომ შეცდომას არ ვაკეთებ დასრულდა შეცდომები, ისწავლე შენს შეცდომებზე როგორც გითხრა თომამ და ვფიქრობ კარგად უნდა დაფიქრდე შენს მეტი მე და დედაშენს არავინ გვყავს და გაიგე რომ ცუდი არცერთს არ გვინდა შენთვის,გვინდა რომ ბედნიერი იყო. -მამა..... -გინდა არ გინდა შენ ბიზნესს თომა ჩაუდგება სათავეში.... -მე, მე რას ვაკეთებ მამა და რა ადგილს მაძლევ შენს ბიზნესში..... -შენს ადგილს თომა გადაწყვიტავს... -გასაგებია. -გასაგები თუ არის მოემზადე უნდა წავიდეთ. -მომზადებული ვარ. -ასე მოდიხარ? გაოცებული უყურებდა შვილს,ინეზამ სარკეში ჩაიხედა შეხედა თავის თავს შემდეგ დაფიქრდა სასწრაფოდ მოემზადა და მშობლებს გაყვა ისე მიდიოდა თითქოს ძალით მიათრევდნენ და ცრემლები ახრჩობდა ოფისში მისულებმა ყველას ღიმილით შეხვდნენ და როსტომი კაბინეტში შევიდა იოანე და ბექა კლასიკურად გამოწყობილები იდგნენ და თომას ელოდებოდნენ,თომა კი მათზე გაბრაზებული ნელა ნელა არჩევდა რომელი პერანგი ჩაეცვა იოანე კი საათზე იხედებოდა და როგორც იქნა ჩაცმული გამოვიდა თავისი ოთახიდან იოანემ ხელები გაშალა და თქვა. -როგორც იქნა დაასრულე ჩაცმა,წავედით.ბექამ შეაჩერა ორივე და მაგიდაზე სამი ჭიქა დადგა წყლით სავსე. -ეს რა არის ბექა. -როცა სერიოზულ საქმეზე გადიოდა ბებია სახლიდან ყოველთვის აკეთებდა,რომ ერთი ჭიქა წყალი დაელია შემდეგ ჩამოისვენებდა ცოტა ხნით და წავიდოდა.ახლა კი ჩვენც ამას გავაკეთებთ,საწამლავი არ არის ნუ გეშინიათ წყალი არის და დასხედით მიირთვით და მშვიდად გავიდეთ. -ეს აუცილებელია? -შენთვის იქ წასვლაც არ არის აუცილებელი თომა. გაბრაზებულმა შეხედა ბექას თომამ და ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა. -სასწაული მოხდება დღეს. ჩაილაპარაკა და წინ წავიდა, იოანემ ბექას შეხედა და ვეღარ შეინარჩუნა სიმშვიდე და გულიანად ახარხარდა ბექამ კი იოანეზე გაბრაზებულმა თომას მიყვა უკან,რამდენიმე წუთში იოანემ მუცელზე მიიდო ხელი და ბექას შეხედა სერიოზული გამომეტყველებით. -ბექა რა დაგვალევინე, წყალში რა გაურიე სიმართლე თქვი. თომა გაოცებული უსმენდა იოანეს და თავადაც ბექას შეხედა,იოანემ დრო იპოვა და ბექას თვალი ჩაუკრა ბექამ კი სათვალე გაიკეთა და მანქანის კარი გამოაღო შემდეგ კი თომას გაბრაზებულმა უთხრა. -რას მიყურებ დაჯექი და წავიდეთ თუ დაელოდები როდის აგტკივდება მუცელი შენც. -მართლა რაღაც დაგვალევინა,ბექა..... -ვაიმე ცუდად ვარ თომა შეხვედრა რომ დაიწყება ტუალეტი მოგინდება..... უკვე სამივე იცინოდა და ბექამ თქვა. -ნუ ბოდიალობ იოანე ამას ჰგონია მართლა რაღაც დავალევინე, შეხედე როგორ მიყურებს. ბევრი იცინეს და რამდენიმე წუთში უკვე როსტომის ოფისში იყვნენ,სამი ერთმანეთზე უკეთესი მამაკაცმა ნაბიჯ აწყობილებმა გაიარეს როსტომის კაბინეტამდე მისასვლელი გზა და უამრავი გოგოს თვალიც თან გაიყოლეს,ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა უცნობების ვინაობას, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა.თომა უეცრად შეჩერდა და ბიჭებს მიუბრუნდა.... -არა, არა ეს ყველაფერი სიგიჯე არის,თქვენ გესმით რომ მე ბიზნესის მართვის არაფერი არ გამეგება? -ხალხი გაოცებული გვიყურებს და შებრუნდი ახლავეს, გველოდებიან. უთხრა იოანემ გაბრაზებულმა და თომაც შებრუნდა,მაგრამ კართან მისვლამდე როსტომი თავად გამოვიდა კაბინეტიდან და სიხარულით ხელებგაშლილი შეხვდა ბიჭებს. -პუნქტუალურობა თვით ბიზნესის მმართველისთვის აუცილებელი პრიორიტეტია და თქვენც ზუსტ დროზე მობრძანდით. თომამ კაბინეტში შესვლისას ინეზას შეხედა და თვალი ჩაუკრა ყველას შეუმჩნევლად,როსტომიმ კი თომა ყველას წინაშე წარადგინა როგორც მისი ბიზნესის ახალი მმართველი რაც პარტნიორებში გაოცება გამოიწვია. -როსტომი არ ვფიქრობ რომ ჯამრთელობის პრობლემა გაქვს ასე ადრეულად რომ გვტოვებ ამდენი წლის შემდეგ და კომპანიას,ფირმას და მთლიან ბიზნესს უცხოს ანდობ. -კენჭი გვეყარა მეგობარო და ჩვენში აგერჩია მმართველი.როსტომი დაიბნა,მაგრამ ყველას ამაყად გადახედა შემდეგ თომას ხელი გადახვია და თვით თომას გასაოცრად ამაყად თქვა. -არასად არ მივდივარ მეც აქ ვარ,მაგრამ თომა უცხო არ არის ის ჩვენი ოჯახის წევრია და სულ მალე თომა და ჩემი ქალიშვილი დაქორწინდებიან ამიტომ მე ყველაფერს მათ ვუთმობ. ყველა გაოცებული დარჩა მით უფრო თომა, იოანე და ბექა და ინეზაც იგივე მდგომარეობაში იყო.თომა აწრიალდა,მაგრამ ბექამ მკლავზე მოუჭირა ხელი და მანაც უცებ მოირგო უფროსის როლი მისმა სიტყვა პასუხმა კი მეგობრები დატოვა გაშეშებული იოანე ბექასთან ახლოს დადგა და ჩუმად უთხრა. -იცოდი რომ შენი მეგობარი ასეთი ორატორი იყო? -წარმოდგენა არ მქონდა ეს მართლაც კაბინეტის ვირთხა იქნება, დაიმახსოვრე გარეთ ვეღარ გამოვიყვანთ.თომამ გადახედა ყველას, მეგობრებს თვალი ჩაუკრა და ერთი გადახედვით არ მოეწონა როსტომის პარტნიორები ყველასგან ცუდი აურა იგრძნო თითქოს გამოხედვით გააფრთხილეს თომა ჩვენს ხელში ხარ უკვეო,მაგრამ თომამ ამაყად დადგა და თქვა. -ყველას მოგესალმებით,დღევანდელი შეკრება გაცნობის იქნება და აქვე ავღნიშნავ რომ არ მაინტერესებს რა იყო და როგორ იყო დღემდე ფირმის საქმეები,მაგრამ დღეიდან ჩვენს ფირმაში უნდა დამყარდეს დისციპლინა არ განვიხილავ დაგვიანებას და მით უფრო გაცდენას ასევე ნუ შეწუხდებით აქ წარმომიდგინოთ ტყუილი ბიულეტინები ეს გადამოწმდება და ექიმსაც პრობლემები შეექმნება და თქვენ კი დატოვებთ სამსახურს.რაც შეეხება მდივანს, მინდა ვუთხრა რომ სამსახურში შიშველი ნუ ივლის უკეთესია ჩაიცვით და სხეულის დემონსტრირება სადმე სხვაგან თუნდაც ღამის ბარში შეგიძლიათ აქ წესიერი საზოგადოება არის და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. ვიქნები ლმობიერი და ვიქნები მეგობრული,მაგრამ ტყუილს ვერ ავიტან ტყუილის მთქმელი იგივე მტერი არის ფირმის და ჩვენი ამიტომ შანსი აღარ ექნება აქ დარჩეს და იმუშავოს რადგან ნდობა მისი აღარ მექნება.დღესისათვის ეს არის ნელა ნელა გავეცნობი საქმეს და ასევე თანამშრომლებს, ხვალ კი მდივანთან და ადვოკატ იოანე რუხაძესთან ერთად გადავხედავ ფირმის ყველა მნიშვნელოვან საბუთებს. -ფირმას ყავს ადვოკატები ..............თომამ შეხედა ერთ-ერთ მამაკაცს და თქვა. -ვიცი რომ ყავს,მაგრამ მე სუფთა მუშაობა მინდა და არა გაურკვევლი რიცხვები დახტოდეს ჩემს გარშემო და უვიცად მთვლიდეთ, ვიცი რაც ხდება და როგორც ხდება. შემდეგ მდივანს გახედა და უთხრა. -ახლავეს შემოიტანე მნიშვნელოვანი საქაღალდე,მუშაობას დღესვე ვიწყებთ.ყველამ დატოვა კაბინეტი და როსტომი გაოცებული იდგა, ბექამ კი თომას მიუბრუნდა. -აკი ვერ შევძლებო.....თომამ როსტომის შეხედა და უთხრა. -ბოდიში თუ უფლებებს გადავაჭარბე,მაგრამ იმ კაცის და მდივანის გადახედვა ერთმანეთში არ მომეწონა ამიტომ რომ რამე არ გადაასწორონ და გადმოასწორონ დღესვე მირჩევნია ის მნიშვნელოვანი საბუთები აქ იყოს და ამ კაბინეტს ჩემსა და ინეზას მეტი არავინ არ შეეხება. -ასეთი მკაცრი რომ ვყოფილიყავი ჩემზე მეტად არ გამდიდრდებოდნენ ეს არაკაცები, კარგად დაიწყე და იმედია ასე გააგრძელებ. ყველა ჩუმად იყო და ბოლოს ისევ თომამ გაბრაზებულმა შეხედა როსტომის და უთხრა. -ეს დაქორწინება საიდან მოიტანე..... -რა მეთქვა შვილო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.ბექამ ტაში დაუკრა და სიცილით თქვა. -მეშინიაო კართან მოსული უკან ბრუნდებოდა ძალის ძალით მოვიყვანეთ მე და იომ აქამდე და გაოცებული დაგვტოვე შენი გამოსვლით,მაგრამ მდივანს რას ერჩოდი თომა. -შენ ან რომელიმეს მოგწონთ მისი ჩაცმულობა? შემდეგ როსტომის მიუბრუნდა და უთხრა. -ეს როგორ აიყვანე სამსახურში თუ...... -არა, არა, არაფერი არ იფიქრო გაუშვი რაც გინდა ის გააკეთე ეს შენი საქმეა. მდივანმა რამდენიმე საქაღალდე მოიტანა და მაგიდაზე დადო,თომამ გადახედა საქაღალდეებს და მდივანს შეხედა. -ბოლო წლის საქაღალდე არ არის და არც სამი წლის წინანდელი, მოიტანე ახლავეს. -ადვოკატის კაბინეტშია ის კი წავიდა........ -როგორ თუ წავიდა, ჯერ სამუშაო საათები დასრულდა? -წავიდა.......... -დაურეკე, მოვიდეს და საქაღალდე მოიტანე.მდივანი გაბრაზებული გავიდა თომამ კი თქვა. -ვხედავ ყველა მისი ჭკუით დადის და მისი გადაწყვეტილებებით ასე კი არ გამოვა ბ-ნო როსტომ პირველ რიგში ეს თქვენი უპატივცემულობაა და მეორე რიგში ფირმა მათთვის მეორე ხარისხოვანია აქ ხელფასს იღებენ და დრო გაყავთ მხოლოდ ეს არის ეს გადახურული მათთვის. -სათარიგო გასაღებები უნდა ჰქონდეს ფირმას.....თქვა იოანემ და თომას შეხედა. -შენ რაღაცას ფიქრობ იო.უთხრა ბექამ და თომას შეხედა,თომამ კი როსტომის მიუბრუნდა. -მოატანინე დაცვას სათადარიგო გასაღებები და ადვოკატის კარი გავაღოთ. -ჯერ მდივანი ნახე რას გეტყვის.თქვა იომ და მდივანიც შემოვიდა. -ვწუხვარ ადვოკატი სოფელში წავიდა დედა ყავს მძიმე ავად და ვერ დავბრუნდებიო. -გასაგებია. თქვა თომამ და როსტომის შეხედა,როსტომიმ კი დაცვას დაურეკა. -გისმენთ ბ-ნო როსტომ. -შემომიტანეთ მეორე სართულის ადვოკატთა სათადარიგო გასაღებები. -თუ გვაქვს ახლავეს..... -როგორ თუ გვაქვთ,როგორც ვიცი გვაქვს. -ბ-ნო როსტომ ადვოკატმა ბ-ნმა მიშამ ორი წლის წინ ხელოსანი მოიყვანა და საკეტი გამოცვალა კარზე,აქ ასე არის აღნიშნული და სათადარიგო გასაღები კი არ გვაქვს. -მაშინ ხელოსანი გამოიძახეთ, ახლავეს. -ვიძახებ. -აქ ჩახლართული ამბავია და არ მომწონს ეს ყველაფერი,იოანე შენ რას იტყვი. -გეთანხმები თომა აქ რაღაც იმალება და არ უნდა ის საბუთები გაჩვენოს, რადგან დიდ გაყალბებას ექნება ადგილი.მათ საუბარში ხელოსანიც მოვიდა და ადვოკატის კარი რომ ნახა როსტომის შეხედა და უთხრა. -ამ კარზე გასაღები მე გამოვცვალე..... -შეგიძლია გასაღებით გააღო რომ არ გავტეხოთ? -შემიძლია ისე გავაღო არაფერი დააჩნდეს თუ ვინმე არ გაგცემთ თავად ვერ შეამჩნევს კარზე ვერაფერს. -მაშინ გასაღებით გამიღე მამა შვილურად....კარი წუთში ღიად იყო იოანემ თავად მოძებნა რა საბუთებიც ჭირდებოდათ და ერთად გადახედა ყველამ საოცრება იყო განსხვავება ციფრებს შორის იმდენად დიდად შესამჩნევი იყო. -შეუძლებელია ამ მლიქვნელის და ქურდის თავისუფლად გაშვება, ბ-ნო როსტომ თქვენ მან ფაქტობრივად გაგქურდათ.ინეზა კაბინეტიდან გავიდა და შეხედა მდივანი ძალიან ნერვიულობდა,მასთან მივიდა და წყნარად უთხრა. -ყავა გაუმზადე ყველას კლასიკური,ოდნავ შაქრიანი და მამა იცი როგორსაც მიირთმევს. -კარგი,რამდენიმე წუთში მზად იქნება. ინეზა დაბრუნდა უკან და მამას შეხედა. -არ ვიცი რას განიცდის,მაგრამ ძალიან ნერვიულობს მდივანი. -არაფერი უთხრათ ჯერ მას არ ვეხებით, რადგან მისგან შეიძლება გავიგოთ რამე ინფორმაცია ან როგორმე გამოვიჭიროთ მხოლოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ მასთან. -ხელოსანი წავიდა? იკითხა თომამ და როსტომის შეხედა. -არ იქნება წასული თუ გჭირდება დავაბრუნებ. -დააბრუნე ამ კარზე საკეტი გამოვცვალოთ,რადგან აქ ვიღაც შემოდის და დილამდე მუშაობს ამიტომ ხვალ ვიდეო კამერას მოვიტან და დავაფიქირებ, რომ გავიგო ვინ შემოდის. -თომა წავიდეს ხელოსანი და კამერა დააფიქსირე თუ საკეტს გამოცვლი ვეღარ შემოვა ის ვინც შემოდიოდა და ასე გზას ჩაკეტავ.თქვა ალიკამ რომელიც აქამდე ჩუმად ადევნებდა მათ თვალს, იოანემ ალიკას შეხედა მისი აზრი მოეწონა და უთხრა. -მაშინ დღესვე უნდა დავდოთ კამერა მამა და პაატას დაურეკავ, მოვატანინებ..... -არ გინდა პაატა მე გავალ და რამდენიმე წუთში დავრუნდები შვილო.ალიკა გავიდა, თვალში მოხვდა გოგოების შეკრებილი გუნდი ჩუმად რომ იცინოდნენ და გვერდი აუარა ყველას, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა და ისევ კაბინეტში ჩაიკეტა სხვებთან ერთად. -თომა გააკეთებს მაგი არის კამერების დამყენებელი...თქვა ბექამ და თომას კამერა გადასცა კოდი კი თომას ტელეფონში შეიყვანა და უკვე ყველაფერი მზად იყო. -ყველაფერი კარგად არის, ჩვენც გავიდეთ და დაუთმოთ კაბინეტი მათ ვნახოთ ვინ გვესტუმრება,ვის მოვენატრებით ასე ძალიან. ყველა დაიშალა,თომაც დაღლილი მივიდა ბინაში და დაწვა არც გაუგია დილამდე როგორ ეძინა რომ კარზე ზარის ხმამ გამოაღვიძა ბუზღუნით ადგა კარი გააღო და კართან გაღიმებული დედა იდგა. -დედა,სიზმარში მნახე თუ ასე ადრე რატომ მოდი. -რამდენი შეტყობინება მოგწერე გუშინ და სად იყავი არცერთზე რომ არ მიპასუხე. -მეძინა დედა,სიმშვიდე მინდოდა და ტელეფონი გავთიშე. -ვინ მოგიშალა ნერვები ვისგან გარბიხარ,სიმშვიდე უნდა ბიჭს. შენ მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ,ჩემზე ვინ ფიქრობს. -ნუ ყვირიხარ თავი მტკივა. -მთვრალი იყავი,ასეა? -არა, მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა გუშინ პარტნიორებთან და დავიღალე. -რა შეხვედრა, ვისთან იყავი და ვის შეხვდი.თომამ ღრმად ამოისუნთქა და პერანგი გადაიძრო პირსახოცი გადაიკიდა მხარზე და აბანოში შევიდა,დედამ შეხედა გულთან ახლოს ჭრილობას და იკივლა. -თომააააა....... -რა გაყვირებს ადამიანო..... -ეს რა არის,ჭრილობა? -უკვე გამიარა და ნუ პანიკიორობ. -მე რატომ არ ვიცი, მე სად ვიყავი. -სახლში იყავი დედა და რატომ არ იცი სწორედ ამიტომ არ იცი რომ იქ კონცერტებს დადგამდი.თომამ წყალი მოუშვა და წყლის ხმაში აღარ ესმოდა დედის ხმა, შემდეგ გამოვიდა გვერდი აუარა და თავის საძინებელში შევიდა ისევ ისე კლასიკურად გამოეწყო და გაოცებული უყურებდა დედა. -თომა სად მიდიხარ შვილო. -ერთად ვცხოვრობდით და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდი,ბინა ვიყიდე ცალკე გამოვედი და არც აქ მასვენებ ახლა კი სამსახურში მივდივარ დედა იქ მაინც დავისვენო. -როდის მერე დადიხარ მშენებლობაზე ასე კლასიკურად ჩაცმული შვილო.კარზე ზარი იყო კარი თომამ გააღო,ლიამ შეხედა კარში მდგარ ბექას და თქვა. -გადამრევს ეს ბიჭები,შენ სად მიდიხარ ამ დილა ადრიან შვილო შენც კლასიკურ ფორმაში ჩაცმული. -ვმუშაობთ დეიდა ლია. -შენ კარგი გავიგე სასტუმროში მუშაობ ეს სად მუშაობს ამ ფორმაში რომ მიდის.... -საიდან იცი ბექა სად მუშაობს.... -ყოველ შემთხვევაში შენგან არა,ვგებულობ ამბებს შენს გარეშეც. ბექამ ტელეფონი ამოიღო და ლიას აჩვენა წინა დღის გადაღებული ფოტოები და ვიდეოები,ლიას ცრემლი მოერია თომას შეხედა თომა კი ბექას უყურებდა გაბრაზებული -ვიდეო გადაიღე გუშინ? -გუშინდელ დღეს ვიდეოს გარეშე ვერ გავმაზავდი ძმაო. -შვილო, თომა ამ გოგოზე უნდა დაქორწინდე? -ბექა ვერ გადამირჩები.უთხრა თომამ და სახლიდან გავიდა არადა კიბეები ღიმილით ჩაიარა, ლიამ კი ბექას მკლავზე ჩაეჭიდა და არ გაუშვა მანამ სანამ ფოტოები და ვიდეო თავის ტელეფონში არ გააგზავნინა. -ჩემი შვილი ისეთია არაფერს ამბობს,არაფერი მითხრა. -დააცადე შეეჩვიოს ახალ პროფესიას და ყველაფერს გეტყვის რჩევასაც გკითხავს დედა ხარ მისი შენ უფრო კარგად იცნობ მას ლია დეიდა. -25 წლის ვიყავი მამამისი რომ წავიდა სახლიდან და სულ მარტომ გავზარდე,არავინ მყავდა გვერდში დამდგომოდა.თქვა ლიამ და ცრემლი მოერია,ბექამ ტელეფონი ამოიღო და გაოცებულმა უპასუხა. -გისმენ პაატა მოხდა რამე? -სად ხარ მჭირდები ბექა. -მოვდივარ რა ხმა გაქვს, იოანე სად არის. -არ მინდა იოანე შენ მოდი ეს დამცინის .ბექამ ამოისუნთქა,მაგრამ ლიას სერიოზულად შეხედა. -უნდა წავიდე კარი ღიად არ დაგრჩეს თუ გინდა შვილი საბოლოოდ არ დაკარგო და არც მის ნივთებს შეეხო,მე გაგაფრთხილე და მივდივარ. -წადით,წადით ყველამ გაიქეცით. ლია დატოვა აბუზღუნებული და წავიდა მანქანასთან მისვლამდე კი იოანეს დაურეკა. -იოანე რა მოხდა. -მოდი,მოდი პაატას ვკარგავთ. მიხვდა ბექა პაატა ისევ რაღაც შარში გაეხვია და ეს შარი არ იყო ძალიან სერიოზული თორემ იოანესთან ახლოსაც ვერ მივიდოდა,რამდენიმე წუთში უკვე ბექა იოანესთან იყო და ყველას თვალი მოავლო თაია დივანზე იჯდა და იცინოდა,იოანემ კი ბექას ანიშნა დაჯექიო და ისიც დაჯდა ამ დროს პაატას ტელეფონი ამღერდა და არ უპასუხა, ბექამ გახსნა და მამაკაცის გაბრაზებულმა ხმამ დააფრთხო. -,, მელინას აღარ შეხვდე თორემ შენი სახლის კართან შენს თავს დავახვედრებ დედაშენს''. ბექამ გაოცებულმა შეხედა პაატას და უთხრა. -სად იყავი გუშინ, გუშინ წინ და საერთოდ ეს დღეები სად დადიხარ ვინმეს ხვდები და ისიც ქმარშვილიანს, შენ შიგ ხომარგაქვს ბიჭო. -შვილი არ ყავს,მითხრა არ მყავსო. -ქმარი ხომ ყავს იდიოტო. -არ ვიცოდი,მართლა არ ვიცოდი. -იდიოტი ხარ, ქალს ხვდები ამხელა დეტექტივი კაცი და მისი ინფორმაცია არ მოიძიე? -ახლა რას ვაკეთებთ ის მითხარით, რაც იყო ვიცი. -რაც იყო უკვე ჩვენც ვიცით,მაგრამ არ ვიცით როგორ გაერთე კარგი იყო? -ბექა....... -კარგი პაატა რამ შეგაშინა უბრალოდ გცემენ და ესაა,დააშავე და უნდა აიტანო ერთი ცემა. -მადლობა დაო როგორ დამამშვიდე,თქვენგან ვერაფერს სასარგებლოს ვერ მივიღებ. -მე მოგცემ ერთ რჩევას თუ მომისმენ და თუ გამიგებ.თაიამ სერიოზულად შეხედა პაატას, პაატამ კი მის გვერდით დაჯდა და დიდი იმედით უყურებდა თაიას. -უნდა დაქორწინდე...... -დავქორწინდე და ვისზე უნდა დავქორწინდე თაია. -იოანე თაია კარგად ამბობს დამლაგებელი რომ გყავდათ ოფისში რა ქვია იმ გოგოს, შემახსენე.... -ვერა, ვერონიკა და კარგი იდეა არის ხვალ ვნახავ და დაველაპარაკები არ გვეტყვის უარს რამდენიმე დღით რომ გათხოვდეს. თქვა სერიოზული ხმით იოანემ და პაატას ლამის გული შეუწუხდა, შეხედა იოანეს თითქმის ცრემლებამდე მისულმა თქვა. -დასერიოზულდით რა გჭირთ..... -ხვალ გადაწყდება შენი ბედი მეგობარო და შენი დაქორწინება გიხსნის სიკვდილისგან.იოანემ ბექას შეხედა და თავადაც უნდოდა გაცინება,რადგან ბექა თავს იკავებდა არ გაცინებოდა, ამიტომ შეცვალა სასაუბრო თემა და უთხრა. -ჩვენი ბიზნესმენი როგორ არის, დღეს გაიგე რამე? -დღეს დილით 8სთ-ზე გამოწყობილი უკვე ფირმაში მიდიოდა... -ღადაობ.... -არა გეფიცები,წავიდეთ? -წავიდეთ,მაინტერესებს რა მოხდა დღეს. შემდეგ პაატას შეხედა და სიცილით უთხრა. -წამოდი პაატა თომას კარგი დიდ ძუძუებიანი მდივანი ყავს და გეფიცები ნერვიულობა სულ დაგავიწყდება,თომა ჩაგიწყობს საქმეს მასთან. -თქვენი გამოსწორება არ იქნება.თქვა პაატამ და ფეხზე წამოდგა თაიას შეხედა და უთხრა. -მადლობა დაო მასპინძლობისათვის,მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ ამ ორს სადმე არ გაყვე არც ენდო ეს ორი უნდობი პიროვნებაა.იოანემ და ბექამ გულიანად იცინა და პაატას ორივემ ერთდროულად თვალი ჩაუკრა,პაატამ კი ხელი ჩაიქნია და ჩაილაპარაკა. -ორივე მეზიზღებით.... -როდის მერე გაიგე ამ ზიზღის შესახებ? -დღეს შემძულდით ორივე.პაატა წავიდა,იოანემ კიდევ დიდხანს იცინა და შემდეგ ბექას მიუბრუნდა. -მალუსთან რა ხდება,იყავი? -ვიყავი,შევაჯამეთ შემოსული და გასული ხარჯები,ყველაფერი კარგადაა. -აქეთაც კარგად არიან,ესმამ როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება და ერთად ცხოვრობენ უკვე ნამდვილი ოჯახი არიან,დემეტრე კი საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. -დედამისი?გაოცებულმა შეხედა თაიამ იოანეს,იოანემ კი შეხედა და უთხრა. -რაც დაიმსახურა ის მიიღო,შვილი საერთოდ დაკარგა ესმამ კი ნამდვილი ოჯახი ააწყო სადაც ბედნიერი იქნება შვილთან შვილის მამასთან ერთად. -კარგია მიხარია ესმას ამბავი,დედამთილი კი ახლა დააფასებს ესმას გაიგებს რომ საუკეთესო რძალი ყავდა და ვერ მოუარა,თავისი ზიზღით დაანგრია შვილის ბედნიერება. -კარგი იყო თქვენთან,მაგრამ დრო გავიდა და მე უნდა წავიდე.ფეხზე წამოდგა და წასასვლელად იყო მზად თომას ნომერი რომ დაფიქსირდა მის ტელეფონზე და გაეცინა. -გისმენ ბიზნესმენო რატომ შეწუხდით მოკითხვით ახლოს მოვიდოდით და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ,მაგრამ გუშინ მშრალზე დაგვტოვე და ვახშამი გმართებს ნუ გადაგაგვარებს რბილი სავარძელი. -ბექა ბევრს ლაპარაკობ და რამე აზრიანი რომ თქვა მოგისმენდი არ შეგაწყვეტინებდი,მაგრამ ახლა მე მომისმინე თაიას ნომერი არ მაქვს და კითხე იოანეს თაია ვინმე რუსო შენგელიას თუ იცნობს და შემდეგ ორივე მოდით აუცილებელი საქმე მაქვს იოანესთან. -მე იოსთან ვარ ახლა და ვეტყვი თაიას.ბექა თაიას მიუბრუნდა და უთხრა. -თაი ვინმე რუსო შენგელიას თუ იცნობო თომამ. -როგორ არ ვიცნობ ჩვენთან მუშაობდა ახალგაზრდა გოგო არის 28-29 წლის,მაგრამ ჩვენ რომ წამოვედით კარგი ხელფასი მაქვს და დავრჩებიო რადგან სამუშაო ძალიან ჭირდებოდა. -გასაგებია თაია,ბექა აქეთ მოდით გოგო გაუჩინარდა თვეზე მეტია და ვერ პოულობენ. -რას ამბობ,მოვდივართ. -ჩვენი ტვინიკოსა დაგვჭირდება, ბექა დაურეკე. -შენ გააბრაზე და შენ დაურეკე.მიხვდა იოანე ბექა არ დაურეკავდა პაატას და ისევ თავად დაურეკა,პაატამ კი გაბრაზებულმა უპასუხა როცა რომ არ ელოდა იოანე თუ უპასუხებდა და ჯერ გაეცინა,მაგრამ იოანეს სერიოზულმა ხმამ პაატა მოალბო და უცებ გაჩუმდა. -თომას ახალ ფირმაში მოდი.... -რატომ? -პაატა ოფისი იცი სადაც არის სერიოზული საქმე არის, ჩვენც იქ მივდივართ ახლა და რამდენიმე წუთში ვიქნებით ადგილზე. -იოანე თუ მარტყუილებ.... -არა,არა სერიოზული საქმე გამოგვიჩნდა ტელეფონში არ ითქმება,ამიტომ იქ მოდი. -კარგი მოვდივარ და იქ დაგელოდებით.იოანემ ტელეფონი გათიშა და ბექას შეხედა,ბექამ კი გაოცებულმა შეხედა. -რატომ მიყურებ.... -არ ელოდი რომ მიპასუხებდა.... -არა,მართლა არ ველოდი და მინდოდა გაწბილებული დარჩენილიყავი. -გველი ხარ.უთხრა იოანემ და ორივე იცინოდა,ბექამ კი მოულოდნელად გულიანად გაიცინა და თქვა. -პაატაზე მეცინება სად გადაეყარა იმ ქალს. -მე რა ვიცი არადა მისი ქმარი მაფიოზი არისო თავად თქვა და მგონი მართლა დარხეული აქვს თუ მართალია, ის კაცი არ აპატიებს არც ცოლს და არც საყვარელს მის დაცინვას. -პაატამ საიდან იცოდა რომ ქმარი ყავდა. -წავედით, შენ არ ინერვიულო პაატა არა ერთი საქმიდან გამომძვრალა და აქედანაც გამოძვრება, ჩვენ უფრო დიდი საქმე გვაქვს და პაატას დახმარებით ვიპოვით იმ გოგოს. იოანეს და ბექას წასვლიდან კარზე ზარი იყო და თაიამ მუცელზე ხელის დადებით კარისკენ წავიდა,რადგან იფიქრა იოანე დაბრუნდა რაღაც დარჩაო თუმცა ისიც გაუკვირდა მას ხომ გასაღები აქვსო,მაგრამ კარი გააღო და მის წინ ნუცა იდგა. ხელები უთრთოდა, სუნთქვა გაუხშირდა სახე შიშისგან ნაცრისფერი გაუხდა და ხმის კანკალით თქვა. -ნუცა აქ რას აკეთებ... -შენთან მოვედი. -ჩემთან და რატომ,რა გინდა ან რა არ გასვენებს. -მე და შენ ხომ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა,ამიტომ მოვედი რომ გათხოვება მოგილოცო დავაგვიანე კიდეც ვხედავ მალე დედა გახდები,მამაშენმა კი არაფერი არ იცის. -მამა შენ ჩამოგვაშორე შვილებს,ხომ მიიღე ის რაც გინდოდა რისთვისაც იბრძოდი რისთვისაც სასიკვდილოდ გამიმეტე მეც, ჩემი დაც კიდევ ვინ იცის რა სიბოროტეები გაქვს გაკეთებული. -რას ვეძებ გაინტერესებს, მაგრამ მე არაფერს ვეძებ უნდა იკითხო ვის ვეძებ და ვისაც ვეძებდი ვიპოვე კიდეც. -მერე ჩემთან რა გინდა.... -შენ გეძებ,მეზიზღები და უნდა დაიტანჯო.თაიას ცრემლები მოერია იცოდა მარტო იყო და ნუცას ვერ გაუმკლავდებოდა,ამიტომ ორივე ხელებით მუცელი დაიფარა თითქოს ასე დაიცავდა შვილს,მაგრამ ნუცამ ფეხზე წამოფრინდა და მკლავში ხელი ჩაავლო მოიქნია და თაია მაგიდას დაეტაკა ტკივილმა სხეულში დაუარა და ნუცას შეხედა. -წადი,წადი თორემ ინანებ აქ მოსვლას.ტკივილისგან სუნთქვა ეკვროდა,ნუცამ კი ირონიული ღიმილით ჩახედა თვალებში და კიდევ ერთხელ მიახეთქა კედელს თაიამ თავი ვერ შეიმაგრა წაბორძიკდა და დაეცა თავი კი მაგიდის კიდეს ჩამოარტყა,მხოლოდ კვნესა აღმოხდა და ნელა ნელა სრულ სიბნელეში აღმოჩნდა.ნუცამ გარედან ხმაური გაიგონა და შეშინებულმა კარს უკან დადგა,ღიად დარჩენილ კარში ალიკა და რომა გაოცებულები იდგნენ ნუცამ კი მათი დაბნევით დრო იპოვა და შეუმჩნევლად გავიდა კარიდან. -რომა სასწრაფოს დაურეკე...... თაია,თაია შვილო.თაია გონს მოვიდა თავის ძლიერი ტკივილით,ალიკამ რომას შეხედა და უთხრა. -იოანესაც დაურეკე,მოვიდეს.... თაიამ ალიკას შეხედა და სუსტი ხმით უტხრა. -არ დაურეკოთ აუცილებელ შეხვედრაზე არის დაიბნევა და შეხვედრას მიატოვებს, როცა თავად მოიცლის დარეკავს.მალე სასწრაფოც მოვიდა,თაიამ ექიმთან ერთად დაკარგა გონება და ექიმი არც დაფიქრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს,ალიკა და რომა სასწრაფოს უკან მიყვებოდა სახე გაფითრებულები და შეშინებულები შევიდნენ საავადმყოფოში ექიმმა შეხედა თაიას და მის მდგომარეობაში მყოფი სასწრაფოდ გადაღებაზე გაუშვა ყველას შეშფოთებული სახე ჰქონდა,რამდენიმე წუთში ექიმი ალიკას წინ იდგა და თქვა. -შეშინებულია და ვერ ვიტყვი რომ რთულია მდგომარეობა, მაგრამ უკეთესია თუ აქ დარჩება ეს ღამე. ნაყოფი ისე წყნარად იყო შეგვეშინდა,მაგრამ კარგად არის ის ძლიერი ბიჭია. -თავად როგორ არის.... -გონს მოვიდა, თუმცა სისუსტე აქვს და გადასხმას დაუდგამთ.თაია ოთახში შეიყვანეს ალიკა მასთან შევიდა ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -ყველაფერი კარგად იქნება ჩემო გოგო,ჩვენი ბიჭი ძლიერია და გართულების გარეშე დაიბადება. თაიამ სუსტად გაუღიმა და უთხრა. -საიდან იცი რომ ბიჭია.... -ჩემი შვილიშვილია და ამიტომ ვარ დარწმუნებული. -გეტყოდი იყოს ისე როგორც შენ ამბობთქო,მაგრამ ვიცი რომ ბიჭია იოანეს სიურპრიზად დავუტოვე რადგან ძალიან უნდა რომ ბიჭი იყოს...თქვა ღიმილით და თვალები დახუჭა,მას ნუცას ზიზღით თვალები ედგა წინ და კარის გაღების ხმაზე შეშინებულმა გაიხედა თუმცა კარში ექიმი იდგა და თაიას საწოლთან მივიდა. -აქ უნდა იყო დღეს და ხვალ ვნახოთ როგორ იქნებით. -ჩემი პატარა.... -პატარა რომ ძლიერი იყოს სწორედ ამიტომ უნდა იყო ხვალამდე აქ ჩვენთან ერთად. -გასაგებია. თქვა თაიამ და თვალები მილულა,ალიკა კედელზე მიყრდნობილი იყო ფერდაკარგული ექიმმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -დამშვიდდით, ყველაფერს გავაკეთებ რომ ორივე კარგად იყოს. ალიკა ფიქრობდა მას რომა მიუახლოვდა და ჩურულით უთხრა. -რაღაც მინდა გითხრა.ალიკამ შეხედა და რომამ თვალი გაუსწორა. -შენ გჯერა რომ თაია თავად წაიქცა? ალიკამ გაბრაზებულმა შეხედა რომას და მტკიცედ თქვა. -არა, იქ რაღაც მოხდა დამნაშავემ ჩვენი ერთდროულად სახლში შესვლით ისარგებლა და გაიქცა,მაგრამ ვინ იყო თაია არ ამბობს,ალიკას ექთანი მიუახლოვდა და უთხრა. -თქვენი აქ გაჩერება არ შეიძლება ის დილამდე იძინებს,ამიტომ უკეთესია წახვიდეთ. ალიკამ რომას შეხედა და თაიას ტელეფონი გახსნა შეამოწმა იოანემ თუ დარეკა,მაგრამ იოანეს ზარი არ დაფიქსირებულა ისინი საავადმყოფოს ეზოში იყვნენ თაიას ოთახში თეთრ ხალათიანი რომ შევიდა და ფორთოხლის წვენი დაუტოვა კომოდზე,რამდენიმე საათის შემდეგ თაიამ თვალი გაახილა წყუროდა ძალიან და იქვე დადებული ფორთოხლის წვენი მოსვა არ მოეწონა და უკან დადგა რამდენიმე წუთში კი ცუდად გახდა ანალიზები თავიდან აუღეს და ექიმი შოკში იყო ვერ ხვდებოდა ეს ცვლილება ორგანიზმში როგორ უნდა მომხდარიყო შემდეგ ეჭვით შეხედა იქვე დადებულ ფორთოხლის წვენის ქაღალთის ყუთს და ალიკას უთხრა. -ეს წვენი სად იყიდეთ, ვადაგასულია. -მე არ მიყიდია და არ მომიტანია, რომ გავედი აქ არ იყო არ ვიცი ვინ შემოიტანა.ექიმმა წვენი წაიღო და თქვა. -სასწრაფოდ შეამოწმეთ და მომიტანეთ,მხოლოდ მე უნდა ვნახო შედეგები.რამდენიმე საათში ექიმს მაგიდაზე შედეგები დადო სხვა ექთანმა და ექიმმა ინტერესით გაშალა პასუხები წაიკითხა და გაოცებულმა შეხედა ექთანს. -ვიღაცას ორსული გოგოს მოწამვლა უნდა,მაგრამ ვის. -რა მოხდა,რამ გამოიწვია ცვლილებები იპოვეთ რამე მნიშვნელოვანი? -წვენში შერეული პრეპარატი რომელიც სისხლს ათხელებს და ასევე იწვევს სისხლდენას. მომაკვდინებელი არ არის,მაგრამ ორსული ქალისთვის საშიშია და ტრომბის გამომწვევია კიდევ კარგი რომ ბოლომდე არ დაცალა ეს წვენი თუმცა რაც მიიღო ხედავ როგორ ცუდად გახადა.ალიკა გაოცებული იყო და ფიქრობდა ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა,რამდენჯერმე ტელეფონი მოსინჯა მაგრამ თაიას სიტყვები ახსენდებოდა ,,მნიშვნელოვან შეხვედრაზეა არ დაურეკოთ''.ალიკამ რომას შეხედა და უთხრა. -იოანე მართლაც რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზეა აქამდე რომ არ დაურეკა თაიას. -დაველოდოთ და როცა დარეკავს უთხრათ სადაც ვართ.იოანე თომას კაბინეტში იჯდა დაფიქრებული და ყველას სათითაოდ უსმენდა, თომასთან ასაკოვანი ქალბატონი დახვდათ ტირილისგან თვალებ დასიებული თომამ ინეზას შეხედა და უთხრა. -არავინ შემოვიდეს,სერიოზულ თემაზე უნდა დავილაპარაკოთ გააფრთხილე მდივანი და თუ კიდევ ისე არის ჩაცმული გაუშვი,ინეზა სერიოზულად ვამბობ არ მინდა ეს ქალი აქ იყოს. -კარგი,გასაგებია გავალ და ვეტყვი.ინეზა გავიდა,მაგრამ მდივანი ადგილზე არ დახვდა რამდენიმე წუთი ელოდა თუმცა უშედეგოდ მდივანი გასული იყო და ტელეფონზე ჩუმად ჩურჩულებდა შემთხვევით კი ინეზა ტუალეტისკენ წავიდა და გაიგონა ჩურჩულის ხმა. -ძალიან მკაცრია,ძნელი იქნება მასთან დაახლოება არ გავს იმ ბუნდურა რობერტის ჩაცმა დამიშალა ამოღებულების,მაგრამ მე მაინც ისე მოვედი როგორც მოვდიოდი ჯერ არაფერი უთქვია თუ გაჭედა მერე ვიცი რაც უნდა გავაკეთო.ინეზამ პირზე ხელი აიფარა და უკან ფეხაკრებით დაბრუნდა კაბინეტში შევიდა და თომას შეხედა,თომას არ მოეწონა ინეზას არც გამოხედვა და არც ფერი ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა. -რა მოგივიდა,მდივანი სად არის. -თომა.... -რა მოხდა, მოკალი? -რას ბოდიალობ..... თომას გაეცინა,მაგრამ ინეზამ უთხრა. -მდივანი შემოგზავნილია.... -საიდან იცი ან როგორ გაიგე. -მისი საუბარი მოვისმინე ტელეფონზე და მივხვდი. -გასაგებია,გავიდეთ გარეთ.კაბინეტიდან ორივე გამოვიდა და შეხედა თავადაც მდივანი ადგილზე არ იყო,თომამ კი ინეზას შეხედა და უთხრა. -დღესვე გამოაქვეყნე მდივნის ვაკანსია თუმცა ჯერ იოანეს დაველაპარაკები ვეტყვი სანდო მჭირდება აქ რომ ვენდო ინეზა. მდივანი ტანის რხევით მოდიოდა და მისი ღრმა დეკოლტედან მკერდი ამოვარდნას ლამობდა,თომამ ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა დაუდგა წინ და უთხრა. -რადგან ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინე,შენთვის არაფერია ის რაც მე მოვითხოვე თქვენი ბეიქი დატოვეთ ჩანთა აიღეთ და ახლავეს დატოვეთ ფირმა. -რას ამბობთ...... -რას ვამბობ,მე როსტომი არ ვარ ტანს რომ ურხევდი ცხვირისწინ მე თომა ვარ და აქ რასაც ვიტყვი და როგორადაც ვიტყვი ისე უნდა იყოს და კიდევ,ვინც აქ შემოგაგზავნა გადაეცი რომ ძალიან ფრთხილი ვარ და ძალიან რთულია ჩემთან მოახლოება. -არ შეგიძლიათ ასე გამანთავისუფლოთ.... -რატომ, ხომ არ ელოდები კონპესაცია გადაგიხადო საკმარისად გაქვს შეჭმული შენს პარტნიორთან ერთად და ამიტომ ახლავეს დატოვე აქაურობა სანამ დაცვას დაუძახე.... -რაც თქვენ აქ მოდით თანამშრომლებს ეშინიათ თქვენი....ხმა აიმაღლა მდივანმა,მაგრამ თომა ახლოს მივიდა მასთან თვალებში ჩააშტერდა და უთხრა. -უკეთესია ჩემი ეშინოდეთ და არა ვინმეს ვეცოდებოდე,აი შენ კი საცოდავი ხარ რადგან სხვა გმართავს და თავი ვიღაცის სათამაშო გაიხადე მცირედის გამო.მშვიდობით,აქ აღარ მუშაობ. უთხრა და კისრიდან ბეიჯი თავის ხელით მოხსნა,შემდეგ ინეზას მიუბრუნდა და უთხრა. -ახალი ვაკანსია არის საჭირო,მანამდე შენ იქნები მდივნის ადგილზე. -კარგი,მაგრამ დამშვიდდი.თომამ შეხედა ინეზას და გული აუფრიალდა შემდეგ თავი თავზე მიადო და უთხრა. -არავინ შემოვიდეს თემა სერიოზულია და შესაძლებელია ამ საქმეში ლუკა იყოს გარეული გავიგებთ,რაც შემეხება მე მშვიდად ვარ როცა ვიცი რომ იარაღი არ გაქვს. -თომა.... -დამშვიდდი,ვხუმრობ. -მერე მეტყვი? -გეტყვი,ჯერ გავარკვიოთ რა ხდება. -კარგი, რამე გინდათ ან შენ ან სტუმრებს? -არ ვიცი თუ უნდათ ყავა შესთავაზე,მაგრამ შეძლებ რომ გააკეთო? -როგორ არა, ახლავეს. -მე უშაქრო და მგონი იოანეც უშაქროს სვამს, ბექა ვიცი ცოტა შაქრით. -თქვენ ორს სრულიად უშაქრო? -სრულიად უშაქრო,საკმარისია როგორი გულით მოამზადებ დაატკბობს გულით მომზადებული. ბოლოს ცხვირზე ჩამოკრა ხელი თვალიც ჩაუკრა და კაბინეტში შევიდა,იოანემ და ბექამ შეხედა თომას და თომამ იქვე მჯდარ მოკუნტულ ქალბატონთან მივიდა მის წინ დაიხარა მისი ხელები აიღო ხელში და უთხრა. -ლიდა დეიდა ჩემი მეგობრები ყველაფერს გააკეთებს და რუსოს კვალს მივაგნებთ. -რა ხდება თომა..... -იოანე ხდება რაღაც სასწაული,ლიდა დეიდას ყავს ერთადერთი შვილი რუსო და რუსო უკვე თვეზე მეტია არ ჩანს დედას არ ეხმიანება ბოლო შეტყობინება მიიღო ერთი თვის უკან რომ დაიღალა ასეთი ცხოვრებით და მიდის ქვეყნიდან რომ თავისი ცხოვრება უკეთ მოაწყოს რაც გამორიცხულია დედა-შვილი მარტო ცხოვრობს აქვთ თავიანთი ბინა და რუსო მუშაობდა რომ დედას მკურნალობის ხარჯები გაიზარდა და ვეღარ უთავდებოდა მარტო. ახლა კი თქვენ რას ფიქრობთ და რას ვაკეთებთ.კარზე ფრთხილი კაკუნი იყო და პაატაც მოვიდა,პაატას აუხსნეს საქმის ვითარება და იოანემ შეხედა პაატას. -პაატა საიდან ვიწყებთ. პაატა დაფიქრებული იყო,შემდეგ თავი ასწია და თქვა. -ტელეფონი გათიშულია ვერაფერს გავიგებთ რა თქმა უნდა სოციალურ ქსელშიდაც არ იქნება, მაგრამ უნდა ვნახოთ ბოლოს როდის შემოვიდა და ვის დაეკონტაქტა. -ეს როგორ იქნება ისე გააკეთებ..... -ვერავინ გაიგებს რომ ხაზზე ვიქნები, რუსოს ფეისს გავტეხავ და შევალ არავის არაფერს მივწერ ვერავინ დამინახავს რადგან ანთებული არ ვიქნები მინდა გავიგო ვის მიწერენ მისი გვერდიდან და რა ხდება მის ფეისში. -გასაგებია.თქვა იოანემ და ბექას შეხედა. -მეორე,ბექა აუცილებლად უნდა გადამოწმდეს აეროპორტები თუ არის ქვეყნიდან გასული,მე პროკურორთან შევალ და მოვახსენებ საქმის ვითარებას შემდეგ კი თქვენთან ერთად ვიმოქმედებ. -იქნებ მაპოვნინოთ ჩემი შვილი იმედიც დამეკარგა რომ ცოცხალს ვნახავ,მაგრამ მკვდარი მაინც ვიპოვო რომ საფლავი მქონდეს შვილის. -ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენზეა,რაც კანონს ემორჩილება და ექვემდებარება.... -გთხოვთ, გთხოვთ.... -მომიყევით თქვენს შვილზე,როგორია რუსო აგრესიულია,ფეთქებადი ხასიათი აქვს თუ მშვიდია და მორჩილი. -ჩემი რუსო მშვიდი გოგონაა მშვიდ გარემოში გაიზარდა,17 წლის ვიყავი რომ გავაჩინე და 40 დღის იყო ქმარი რომ გარდამეცვალა მის მერე მარტოები მოვდივართ მე და ჩემი შვილი. სამი წლის წინ მძიმე ავადმყოფობა დამიდგინდა და რუსომ გადაწყვიტა ემუშავა მალე იპოვა საქმე დამხმარედ და დათანხმდა,რადგან კარგი ხელფასს იძლეოდნენ ხალხიც კარგი იყო თითქმის მისი ტოლა გოგოები იყვნენ და ეხმარებოდნენ რუსოს ტანისამოსსაც აძლევდნენ, მაგრამ მოხდა ისე რომ ის ხალხი წავიდა იმ სახლიდან რუსო ახალმა სახლის მეპატრონემ დაიტოვა ეს თვეების წინ იყო და რადგან ხელფასი იგივე დაუტოვეს დარჩა ახალი დიასახლისის თხოვნით,მაგრამ მარტო ვერ უმკლავდებოდა ამიტომ საქმე ცოტა შეუმსუბუქა და მისი გაუჩინარებამდე რამდენიმე დღე არეული მოდიოდა თითქოს შეშინებული იყო მის თვალებზე ვხედავდი რომ მასში რაღაც შეიცვალა,მაგრამ რა ეს ვერ გავიგე ვერ ვათქმევინე შემდეგ სახლში მოსვლა დააგვიანა,რამდენიმე ღამე არ მოვიდა შეტყობინებას მიგზავნიდა ,,ვერ შევძლებ დღეს მოსვლას წამლების დალევა არ დაგავიწყდეს,არ დამელოდო დაიძინე და გახსოვდეს დე რომ მიყვარხარ''. -ეს შეტყობინებები -ტელეფონში მაქვს არ წამიშლია.... -შემდეგ.... -შემდეგ მოხდა ისე რომ ერთ საღამოს გვიან მოვიდა ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო და ძალიან დაღლილი იყო, თითქოს ......თქვა და ტირილი აუვარდა, თომამ ჭიქით წყალი მიაწოდა და მის დამშვიდებას დაელოდა,როცა დამშვიდდა თომას შეხედა და ისევ ტირილით თქვა. -ისეთი შეგრძნება მაქვს ჩემს შვილს ვიღაც აწამებდა, იქნებ კიდეც ......ღმერთო არ მინდა ვთქვა, ცოცხალი იყოს დამიბრუნდეს და ერთად გადავიტანთ ყველა ტკივილს. -დამშვიდდით, ყველაფერი გაირკვევა და დამნაშავე დაისჯება.იოანე წამოდგა და ყველას გადახედა. -გავდივართ და ამ შეხვედრაზე არავისთან არაფერს იტყვით,საქმის ძიება ჯერ დახურულად დაიწყება შედეგებს კი თომას მეშვეობით გაგაცნობთ.ინეზამ ყავა შემოიტანა ყველასთვის, თომამ ყავის ფინჯანი აიღო და მოსვა წარბი მაღლა ასწია და ინეზას შეხედა შემდეგ კი ბიჭებს მიუბრუნდა. -გავარკვევთ რამეს? -ვერ ვიტყვი რომ იოლი იქნება საქმე რთულია,მაგრამ მიზიდავს სირთულეები. თქვა იოანემ და პაატას შეხედა. -ჰაკერი აგერ გვყავს თუ დროებით დაივიწყებს ღამის ბარში სიარულს და ქმრიანი ქალების ბინაში აყვანას, ვფიქრობ თავს მოვაბავთ ამ საქმეს. თქვა და ყველას გაეცინა. -ეპატიება დაქორწინებული არ არის არც საცოლე ყავს და რა ქნას თუ სიამოვნების მიღება მოუნდა,ქალს ხომ არ ეწერა შუბლზე რომ ქმარი ყავდა.იოანე იცინოდა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ის უკვე ფიქრობდა ახალ საქმეზე დაემშვიდობა ყველას და განყოფილებაში წავიდა მან სასწრაფოდ პროკურორთან შესვლა ითხოვა და პროკურორმა მოუსმინა იოანეს მისი ვერსიაც უთხრა რასაც ეჭვობდა და პროკურორი ჯერ დაფიქრდა შემდეგ კი იოანეს შეხედა და უთხრა. -იოანე ბიჭი არ მყავს და რომ მყოლოდა ვისურვებდი შენნაირი ყოფილიყო, იცი რომ ძალიან მიყვარხარ და შვილივით გიყურებ.შვილო მტერი არ გვაკლია,მაგრამ ახლა უფრო დიდ მტერს უნდა შეებრძოლო და ეს უნდა გაითვალისწინო. -ვიცი და ფრთხილად ვიქნები,მაგრამ კიდევ რაღაც მინდა გთხოვოთ. -მითხარი თუ რამე შემიძლია.... -უნდა დამინიშნოთ შეხვედრა ვინმე ნიკოლოზ ალიანთან, გეცნობა ეს სახელი და გვარი? -ნიკოლოზ ალიანი ორგანოს მუშაკი იყო პირადად ვიცნობდი,რა მოხდა. -ნიკოლოზ ალიანი დაპატიმრებულია უკვე წლებია და მან მისი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცა, მინდა პარალელურად ეს საქმე ავიღო,გთხოვ ნუ მეტყვი უარს. -მითხარი რა ხდება.... -ეს ადამიანი ერთადერთი სამხილია ნუცას გამოასაშკარავებლად,დამიჯერე ნუცას ჩაწყობით დაიჭირეს ეს ადამიანი და მან თავიდან მოიშორა რადგან ნიკა სძულდა რატომ ეს არ ვიცი, მაგრამ გავიგებ. -ბევრს ეჭიდები ერთად და........ -გთხოვ, გთხოვ საქმე გამოითხოვე და გამოძიებას თავიდან დავიწყებ ისე ნუცასთან შეხვედრა არ დამჭირდება. -რომ დაგიშალო და უარი გითხრა ვიცი მაინც შენსას გააკეთებ, იმოქმედე შვილო, მაგრამ ფრთხილად. -უფ ამოვისუნთქეე.თქვა და პროკურორს დაემშვიდობა, მხრებ გაშლილი და გაღიმებული გამოვიდა კაბინეტიდან ისევ ბექასთან უნდა დაერეკა რომ ჯერ საათს შეხედა და გაუკვირდა თაიასთან არ დაურეკია დღეს დილიდან,ღიმილით აკრიბა ნომერი და ბედნიერი ხმით უთხრა. -ღიპუცა ვიცი რომ გაბრაზებული იქნები,მაგრამ ახლა განვთავისუფლდი როგორ ხარ და რა წამოგიღო. -იოანე ალიკა ვარ შვილო. -მამა, რა მოხდა თაია სად არის. -არ ინერვიულო საავადმყოფოში ვართ და აქ მოდი. -რატომ,რა მოხდა.... -აქ მოდი შვილო....იოანეს ცრემლი მოერია და ალიკას ტირილით უთხრა. -როგორ არის სიმართლე მითხარი. -მოულოდნელად მოვედი თქვენთან და დროზე მივუსწარი,ახლა კი ორივე კარგად არიან სხვას აქ გეტყვი.იოანე გიჟს გავდა საავადმყოფოში სახე შეშლილი მივიდა, რომ ტელეფონზე ისევ თომას ნომერი დაინახა და ანერვიულებულმა უპასუხა. -გისმენ თომა. -იოანე რაღაც მინდა გკითხო თამროს შეუძლია მდივნად იმუშაოს ის ხომ ბიზნესის მართვას სწავლობს და ბოლო კურსზე არის,დაიწყოს მდივნის პოზიციიდან და შევხედოთ სად ავა მისი მონდომებით. -არ ვიცი თომა უნდა დაველაპარაკო ან ტელეფონის ნომერს მოგცემ თავად დაურეკე ჩემი სახელით. -კარგი გამოგზავნე, სანდო ადამიანი მჭირდება იო. -ვიცი და თამრო სანდო პიროვნებასა.ტელეფონი გათიშა და თამროს ნომერი გაუგზავნა, თამროს გაუკვირდა თომას ზარი, მაგრამ გაუხარდა რა საქმეც შესთავაზა და დათანხმდა,რაც შეეხება პოლიციას კვირეების განმავლობაში მუშაობდნენ კვალი ვერ იპოვეს თუმცა ნუცას არ დარჩენია გაუგებელი რომ პოლიცია უკვე რუსოს ეძებდა,ამიტომ ბიჭებთან საუბრის შემდეგ დედამ შეტყობინება მიიღო შვილისგან. -,,დედა ვმუშაობ,მაგრამ ტელეფონს ხშირად ვერ ვხმარობ,ფულს გიგზავნი და კოდს გწერ ეს კოდი ბანკში მიიტანე და თანხა აიღე როცა შევძლებ კიდევ მოგაწვდი''. გახარებულმა ლიდამ ტელეფონი თომას აჩვენსა,თომამ იოანეს გაუგზავნა და იოანემ პაატას შეხედა. -პაატა აიყვანე კონტროლზე ტელეფონი,ოდესღაც ის გამოვა კონტაქტზე. -არ მწერს სად არის ან როგორ არის,ფული არ მინდა მისი მე შვილი მინდა დამიბრუნდეს. -დაბრუნდება, ის აუცილებლად დაბრუნდება ლიდა დეიდა ძიება უკვე დაწყილია. -მაგრამ შედეგი? -გვექნება შედეგიც.... -როგორ,როგორ შემიძლია გავაგრძელო ცხოვრება როცა არ ვიცი ჩემი შვილი სად არის.ლიდა ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო თომა და ინეზა ყოველთვის მის გვერდით იყო და მათი დახმარებით ცდილობდა სუნთქვას ტკივილისგან დაბეჩავებული დედა.იოანემ მიაღწია იმას რომ პროკურორმა ციხეში შესვლის ნებართვა მისცა და ისიც წავიდა ნიკას სანახავად,ნიკა არავის ელოდა და გაოცებული გავიდა მნახველთა ოთახში მისთვის უცნობ მამაცს ხელი ჩამოართვა და უყურებდა ცდილობდა ამოეცნო ვინ იყო,მაგრამ ვერ შეძლო მისი ცნობა და ბოლოს კითხა. -ვინ ხართ ან რატომ მოდით ჩემთან.... -იოანე რუხაძე ადვოკატი და მოვედი თავიდან განვიხილო თქვენი საქმე... -ვინც დაიწყო ჩემი საქმის განხილვა ყველამ მიატოვა და ბოლომდე ვერავინ მივიდა... -მე მივალ,რადგან მე არ ვიყიდები.ნიკამ თვალებში ჩახედა იოანეს და უთხრა. -თუ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვან ჩემს კაცობას დაგანახებ... -საქმესაც ბოლომდე მივიყვან და სამსახურშიც აღდგები ასევე როცა უდანაშაულოდ გამოცხადდები სწორედ იმ პიროვნებიდან მიიღებ კონპესაციას ვინც ფარველობს იმ ადამიანს ვინც ფარცხავს ყველა გამოძიებულ საქმეს. იოანე უყურებდა ნიკას და ნიკას არ სჯეროდა თუ ვიღაც გამოჩნდა რომ მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა,მაგრამ იოანემ შეხედა და უთხრა. -მენდე და არ ინანებ. -გენდობი,პირველად ვამბობ ამ სიტყვას და შენ გენდობი ასეთი ნდობით არცერთ აქ მოსული ადვოკატისთვის არ შემიხედია. -მაშინ დავიწყოთ, ჩაამომიწერე იმ პიროვნებების სახელ-გვარები ვიზედაც ეჭვი გაქვს და ვინც თქვენს გარშემო იყო იმ დროს ნუცა პაიჭაძის გარდა.ნიკამ შეხედა იოანეს და უთხრა. -ნუცა, ნუცას იცნობ? -მთელი ცხოვრება ჩემი აჩრდილია,მაგრამ ახლა გავიგე რომ ის ჩემი დედაა. -რაააააა,როგორ თუ დედა.... -ნიკა მოდი ასე შინაურულად მოგმართავ, ბევრი რამ უნდა გაიგო და მოდი ნელა ნელა გაიგებ ყველაფერს,მაგრამ გეტყვი ნუცა ჩემი ბიოლოგიური დედაა და მყავს ტყუპის ცალი დაც ჩვენ ორივე მიგვატოვა ნუცამ დაბადებისთანავე და ახლა კი რამდენჯერმე ჩვენი მოკვლა სცადა,მაგრამ არ გაუმართლა ასე რომ მარტო შენი არა ნუცა ჩემი მტერიც არის ამიტომ ვერავინ ვერ მომისყიდის, არავის ფულზე არ დავხარბდები უნდა გავანადგურო და ციხეში უნდა დავალპო.ნიკამ ღრმად ამოისუნთქა და იმედი რომელიც მიეცა უფრო გაუღრმავდა, შემდეგ რამოდენიმე პიროვნების სახელები ჩამოწერა და მისცა. -არის კიდევ ორი,მაგრამ ისინი ცოცხლები აღარ არიან და აზრი არ აქვს მათ გამოჩენას. -კარგი,ამ ხალხიდან დავიწყებთ. -გარეთ ვინ გყავს ვინ იქნება ჩემს გვერდით აქ ყოველთვის ვერ მოვალ სანამ ოფიციალურად არ დავმტკიცდები შენს ადვოკატად ეს კი ჯერ არ მინდა დავაფიქსირო, რადგან ბევრი ხელის შემშლელი პრობლემები წამოიჭრება. -მესმის,იოანე ძალიან კარგი ადვოკატი ხარ საქმის ერთგული და ძალიან განსხვავდები იმათგან ვინც აქ მოსულა ჩემთან. -მადლობა,მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. -აღიარე ოდესმე რომ დამნაშავე ხარ? -არა, რაც თავიდან ვთქვი ისევ იმ აზრზე ვარ. -კარგია, ეს ძალიან კარგია რომ ვერ გაგტეხეს. -გამოვა ვითომ რამე? -არ გეტყვი შევეცდებითქო, გეტყვი რომ ყველაფრისთვის იყავი მზად. -არ ვიცი რა გითხრა, არ მჯერა რომ საქმეს ბოლომდე მიიყვან. -მივიყვან. -იოანე მთელი ცხოვრება ვისწავლე ჩემს გარშემო მაღალი, სქელი და უხილავი კედლების აშენება რომლებიც მიცავდა საკუთარი თავისგან და ზედმეტი პრობლემებისგან.ორგანოში ვმუშაობდი და კარგად ვიცნობდი ადამიანების სახეს,მაგრამ ვერ შევიცანი საკუთარი ცოლი. მან ჩემს სულს ლაქა დააჩინა და შიგნიდან დამშალა,ამიტომ ის ქალი არც მოგონებებში მინდა მყავდეს. როდესაც გავიგე მღალატობდა დავშორდი და ის შვილიც ჩემს შვილად უნდოდა გაესაღებინა, რომელიც თავად არ იცოდა ვისგან ჰყავდა. -ნინი, ნინი თქვენი შვილი... -არა, ის ჩემი შვილი არ არის.იმ ღამეს იანვარის ცივი ღამე იყო ისეთი ცივი რომელიც მხოლოდ სხეულს კი არა ფიქრებსაც რომ ყინავს, ყინვები ხეებზე ჰაერში მძიმე მასასავით ეკიდა და სახლიდან გამოსული ჩემოდნით ხელში თითქოს დრო თვითონ გაჩერდა,მაგრამ უკან არ მიმიხედია თუმცა უკვე ვიცოდი რაც ჩაიფიქრა და ყოველთვის ფრთხილად ვიყავი, მაგრამ მაინც დამცა ბეჭებზე და მომერია.იოანე შეხება არ მაქვს ნარკოტიკთან,მან საბოლოდ დაკარგა ქალის სახე ჩემს თვალში და ეს მისგან იყო დამტკიცება რომ სიბოროტეში ბადალი არ ყავს.დამიჯერე, მრავალწლიანი მოლოდინი მქონდა,რომ ვიღაც გამოჩნდებოდა და ახლა თითქოს უსასრულო და მიუწვდომელ მწვერვალს შევეხე, მაგრამ ამავე დროს საშიში და ბუნდოვანი სამყაროში უნდა გავიაროთ ორივემ და მეც მოგყვები...ორივემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და იოანემ იმედით სავსე დატოვა პატიმარი რომელიც უდანაშაულო დამნაშავედ არის გამოკეტილი,საკანში მიყავდა ბადრაგს და იცინოდა და მისი სიცილის ხმა გულიდან მოდიოდა ეს ხმა იყო ცოცხალი და ახალგაზრდული მის თვალებში კი ყველამ დაინახა გამორჩეული ინტერესი და თავისუფლება, თითქოს იოანეს მასთან მისვლით შეივსო და სიცოცხლე წვეთავდა მისი სხეულიდან მის ცხოვრებას კი აზრი მიეცა.მას სურდა მომავალი და მიეცა შანსი მასაც შეეძლო მომავალზე ფიქრი,იმ წუთებში მის სიხარულს და განცდებს ვერავინ აღიქვამდა მისებურად როგორც თავად ნიკოლოზ ალიანი ნუცასგან გაუბედურებული პიროვნება რომელიც რისხვად დააცხრება ნუცას თავზე იოანესთან ერთად და იოანემაც ძალიან მტკიცედ მიუდგა ნიკოლოზის საქმეს,მას ეშინოდა, ეშინოდა რომ ვერ შეძლებდა, მაგრამ თენდება და ის კიდევ იქ არის კაბინეტში სადაც მისი კაბინეტის დიდი ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი სამყაროს ხედი, მაგრამ შიგნით თვითონ კაბინეტში ყველაფერი სუფთა იყო მის ადგილზე ლამაზად დაწყობილი. მაგიდაზე უდიდესი საქაღალდეები ეწყო თითოეულ დოკუმენტს კი თავის ადგილი ჰქონდა მითითებული და როცა მუშაობას მორჩა ფურცლებს საბოლოოდ გადაავლო თვალი და იგრძნო უცნაური სიმშვიდე, რაც სრული კონტროლის შეგრძნებით მოდიოდა მისგან და იცოდა რომ თითოეული ნაბიჯი და მოძრაობა დაკვირვებული, გამოცდილი, მიზანმიმართული იყო.ასევე იყო თომა რომელიც ძალიან კარგად მოერგო საქმეს ის ცდილობდა უფრო და უფრო ძლიერი ყოფილიყო ცდილობდა ქონების გაზრდას რაც როსტომის ახარებდა და ყოველთვის ამბობდა რომ არ შემცდარა არჩევანში,მხოლოდ ბოლო დროს შვილს ცვლილება დაეტყო ის სულ დაფიქრებული დადიოდა და ზოგჯერ თავისთვის უცინოდა რაღაცას ეს რამდენჯერმე შეამჩნია დალილამაც და დიდი სიფრთხილით კითხა. -შვილო არ გინდა დამელაპარაკო დღეს მარტო დედა შვილი ვართ სახლში. -რაზე უნდა დაგელაპარაკო დედა. -შენზე,შენს სამსახურზე თუნდაც თომაზე და მასთან ურთიერთობაზე. -ძალიან მკაცრი და მომთხოვნია,მდივანი დაითხოვა მისი ჩაცმულობის გამო და ყველა შეშინებულია მალე ფირმაში მონაზონივით ჩაცმული ივლის ყველა ქალი რადგან სამსახური ყველას ჭირდება.ფირმაში რომ შემოვა ყველა შიშით უყურებს,ზოგ თანამშრომელს მოწონს ზოგს არა....... -ყველას მოსაწონი ვერ იქნება უფროსი შვილო..... -ზოგი წარბაწეული უყურებს როცა თომა დავალებას აძლევს,ზოგჯერ როცა ხედავს დახმარება ჭირდება თავადაც პიჯაკს მოიხსნის და მუშებთან ერთად თავადაც მუშაობს ჯიბეებში ხელჩაწყობილი არ დგას და არ უყურებს მათ.ზოგიერთი მოვლენებს წინ არ უსწრებს და ელოდება რა იქნება ხვალ ან საერთოდ მომავალში. -მე მომწონს თომა და მისი სიმკაცრე,მკაცრი უფროსი უფრო გააკონტროლებს თანამშრომლებს ერთი რომ დაისჯება მეორე იგივეს ვეღარ გაიმეორებს. -თომა პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია,მაგრამ მაშინებს მისი უკონტროლო ხასიათი და გაუწონასწორებელი ცივი ეფექტით ქმედება ის ზოგჯერ ძალიან სასტიკი და შეუბრალებელია მისთვის ცრემლი და ემოცია სულ სხვა რამ არის თითქოს თავად უემოციო იყოს,მაგრამ ამ დროს ძალიან უბრალო და ღიმილიანია,ძალიან თბილი.იცი ყველაზე მეტად რამ გამაოცა, გავიგე რომ ის ყველას ეხმარება თუმცა დედა ის არსად არ ჩანს არ უყვარს თავის თავის გამოჩენა გმირად. როსტომი სახლში შემოსულა და დედა შვილს ყურადღებით უსმენდა, შემდეგ კი დიდი სიამაყით თქვა. -თომამ იცის თუ როგორი რთულია მშენებელი ადამიანის ცხოვრება,ის თვისებები თომაში რაც შენ ჩამოთვალე მე ძალიან მომწონს,რადგან სამშენებლო და ფინანსური სექტორი სიმკაცრის გარდა არ არსებობს,მე არ ვიყავი ასეთი მკაცრი და ასეთი მომთხოვნი ქვითარსაც არ ვთხოვდი პრარაბებს და მერე გავიგე ისინი ცალკე ყიდნენ ცემენტს რაც უნდა მიეცათ არ აძლევდნენ და ორი ბინა ისეთი ამიშენეს ლამის ციხეში გამიშვეს,მაგრამ როგორღაც მოვაგვარე და ისინი ყველა დავითხოვე სამსახურიდან,მტრები არ მყოლია შვილო ბოროტი ხალხი მყავდა გარშემო რომლებიც თომამ უცებ მოიშორა. -სწორედ მაგის მეშინია ვინმემ რამე არ დაუშავოს მამა. -მან იცის რას აკათებს და სიმართლე რომ გითხრათ ასეთ სიღრმეს,ასეთ თანაგრძნობას და ასეთ პროფესიონალურ სიზუსტეს ერთ ადამიანში არ შევხვედრილვარ არასდროს და ვამაყობ რომ არჩევანში გამიმართლა.იოანე მოუსვენრად იყო თაიას თვალებში უყურებდა, მაგრამ თაია ჩუმად იყო და არაფერს ამბობდა. ეშინოდა,ეშინოდა რომ იოანე არ აპატიებდა ნუცას და ამიტომ იკავებდა თავს,მაგრამ იოანე ეჭვის თვალით უყურებდა თაიას. -როგორ დაეცი ფეხი წამოკარი რამეს თუ უეცრად მოხდა. -არ ვიცი დივანთან ვიდექი,მაგრამ თვალი რომ გავახილე კედელთან ვიყავი იქ როდის მივედი არ მახსოვს და იდეაც არ მაქვს. -კარგი, გონება გაგეთიშა გავიგეთ,მაგრამ კარი რატომ იყო ღიად. -ალბად რომ გადი არ დაკეტე,რადგან შენი გასვლიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული ეს რომ მოხდა. -არეულად ამბობ თაია და კარგი არ გეძიები,მაგრამ ერთ დღესაც გავიგებ სიმართლეს. -ყველას და ყველაფერს შეეშვი გთხოვ, იოანე მთავარია რომ ორივე კარგად ვართ.იოანეს ტელეფონზე დაურეკეს და თაია სასტიკად გააფრთხილა რომ კარი არავისთვის გაეღო თუ ვინმე მოვიდოდა ტელეფონზე დაურეკავდნენ,წავიდა მაგრამ თაიაზე ფიქრობდა და მთელი ღამე ნიკოლოზის საქმეზე მუშაობდა იოანე და პაატა საკმაოდ გვიანი იყო საათს რომ შეხედა საათის ისრები ღამის ორს გადაცილებული იყო ნიკოლოზის საქმეზე მუშაობამ მთლიანად გამოაცალა ენერგია,მაგრამ პაატამ რაღაც ხელჩასაჭიდს მიაკვლია და სიხარულით ანთებული თვალებით შეხედა იოანეს... -ვიპოვე ვისაც ვეძებდით... -ვინ არის, სად უნდა ვნახოთ. -შვიდი კაციდან მხოლოდ ეს ერთია საქართველოში, ამასაც ფეხი სტკივა თორემ ალბად ესეც წავიდოდა უცხოეთში... -იციან რაც გააკეთეს და გაიქცნენ,მაგრამ ოდესღაც მაინც მოეთხოვებათ. -კარგი ეს ერთიც არ დავკარგოთ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, ლილოს ბაზრობაზე დგას ტყავებზე მუშაობს და როგორც კლიენტი ისე უნდა მივიდეთ. -კარგი წავიდეთ,მაგრამ როგორც კლიენტი იქ ღამით უნდა წავიდეთ და მაშინ წავიდეთ ახლა მხოლოდ სახლში უნდა შევირბინო თაიას ვნახავ. -კარგი წავიდეთ და მე არ ამოვალ დაგელოდები ქვემოთ, უკვე სამი დაიწყო ჩვენ სადღაც 4 საათისთვის ვიქნებით ადგილზე და ვნახოთ დღე თუ გაგვიმართლებს დაღლას საერთოდ არ ვახსენებ.ორივე წამოდგა,იოანემ კაბინეტი დაკეტა და ორივე ერთი მანქანით წავიდა როგორც თქვა ბინასთან გააჩერა და სახლში შევიდა ფრთხილად გააღო კარი თაიას დასძინებოდა მაგიდაზე კი მისი ვახშამი ჰქონდა ლამაზად დალაგებული და ზემოდან გადაფარებული, ჩაეცინა იოანეს მაგიდიდან მჭადი და ყველი გაახვია ტილოში და წერილიც დაუტოვა. -,,შენი მომზადებული ყველაფერი გემრიელია,მოვედი და ისევ მივდივარ საყვარელო რთულ საქმეს შევეჭიდე და ვიცი ახლა რასაც ამბობ და გიპასუხებ ფრთხილად ვიქნები რადგან აქ შენ მელოდები,უსასრულობამდე მიყვარხარ''.კარი ფრთხილად გამოკეტა და მანქანაში როგორც კი მოიმგვანა თავი პაატას შეხედა. -არ გშია? -როგორ არ მშია მუცელი მიმეწება დღეს ხერხემალზე შენ კი შიმშილის გრძნობა არ გაქვს როცა საქმეს შეეჭიდები,სადმე გააჩერე რამეს ვიყიდი სანამ გული შემიწუხდება.იოანემ კი დაიწყო მჭადის და ყველის ჭამა და პაატა უყურებს. -რას ჭამ.....ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გაეცინა. -რას ვჭამ გგონია მარტო ჩემთვის წამოვიღე,აიღე თაიამ მაგიდაზე დამახვედრა თავად დაძინებლი იყო. -აუ რა მაგარია და როგორ მიყვარს,რა გემრიელიაააა.... -ამხელა ბაზარში ენრიკე ტვილდიანი როგორ უნდა ვიპოვოთ იო. -ხომ თქვი ტყავებზე მუშაობსო,ჰოდა მივიდეთ სადაც ტყავებს ვნახავთ ერთი არ იქნება მეორე იქნება,მესამე იქნება,მეოთხე და სადღაც ვიპოვით. -პირდაპირ ვერ ვეტყვით რამე უნდა მოვიფიქროთ. -გაქვს რამე გეგმა? -ვეტყვი რომ ტყავი მინდა და ვეტყვი როგორიც მინდა,მომიტანს დამირეკავს და ვეტყვი რომ ბინაზე მომიტანოს და ერთი სიტყვით ჯერ გავიგოთ რომ ნამდვილად ის არის და სხვას მოვაგვარებ. ხალხი უკვე ირეოდა ლილოს ბაზარზე რომ მივიდნენ საქონელი გამოტანილი ჰქონდათ სავაჭროდ,პაატამ ერთს შეეკითხა რაღაც მანაც მიასწავლა ტყავების ადგილი სადაც იყო და ისინიც წავიდნენ ბევრი თვალიერების და ძებნის შემდეგ მიაგნეს ენრიკეს თმაში ჭაღარა შერეოდა უკვე და ფეხს დაათრევდა, ტკივილისგან კი ზოგჯერ ჩამოჯდებოდა და ხელით იზელდა ნატკენ ფეხს. -იო ნახე მოგწონს? -გავიაროთ ჯერ და სხვები ვნახოთ. -მოდით ბიჭებო იყიდეთ, დაგიკლებთ. -თქვენი სახელი ძია.... -ენრიკე მქვია და წლებია შევაბერდი ამ ადგილს... -მინდა ვიყიდო,მაგრამ მე როგორიც მინდა ისეთი ვერ ვიპოვე. -როგორი გინდა მითხარი და მოგიტან,მაგრამ დღეს ვერ შევძლებ. -თუ გაქვთ კატალოგი შევარჩევ....ენრიკემ ცოლს დაუძახა და მანაც მოუტანა კატალოგი პაატამ კი დაკვირვებით დაათვალიერა მოდელები და ერთ ერთს დაადო ხელი. -ეს მომწონს, ასეთი გაქვთ? -მაჩვენე....ენრიკემ შეხედა და თქვა. -ციცო მგონი უნდა გვქონდეს ეს მოდელი,აბა ნახე. ციცომ ფოტო ნახა და პაატას შეხედა. -უკვე გავყიდე სულ რაღაც ნახევარი საათიც არ არის და სამი წაიღო ერთად,მაგრამ შეგვიძლია მოგიტანოთ. -თუ მომიტანთ ზუსტად ასეთს სუფთა ტყავს ვიყიდი,ძალიან მომწონს. -კარგი დამიტოვეთ თქვენი კოორდინატები.პაატამ ნომერი დაუტოვა და ყოველი შემთხვებისთვის შეეკითხა. -შესაძლებელია ბინაზე რომ მიიტანოთ? -როგორ არა კლიენტებს ვემსახურებით ბინაზედაც,დაგვიტოვეთ ბინის მისამართი. -საქმე ისაა რომ სახლში არასდროს არ ვარ,ვმუშაობ და სამსახურის მისამართს დაგიტოვებთ რა თქმა უნდა გზის თანხასაც დავამატებ. -გასაგებია და სახელი... -პაატა,ასე უბრალოდ პაატა. -კარგი შვილო.პაატამ საფულე ამოიღო და ენრიკეს შეხედა. -გენდობით და ბ-ს დაგიტოვებთ,როდისთვის უნდა ველოდო. -დაგირეკავთ და გეტყვით როდის მოვალთ. -რა კარგია ვიპოვე ისეთი როგორიც მინდოდა სად წადი, სად ხარ, მეგობარი რომ მახლდა წავიდა? -ათვალიერებდა და ალბად წავიდა ნელა ნელა.... უთხრა ღიმილით ციცომ და პაატამ ტელეფონი ამოიღო და იოანეს დაურეკა. -სად ხარ, გელაპარაკები მოვიხედე და არ ხარ. -გამოყევი გზას და წავიდეთ,გზაში მითხარი რა გააკეთე. -ვიპოვე,წავედი და ველოდები თქვენს ზარს.პაატა ჩქარი ნაბიჯით წავიდა იოანეს წამოეწია და უთხრა. -მოვა განყოფილებაში და თავის ფეხით შემოსული დარჩება ადგილზე,ისე უნდა შევაშინო თავად აღიაროს სიმართლე. -ვნახოთ,დაველოდოთ მის ზარს თუ არ მოვა ვიცით სადაც მუშაობს და იქ გავაგზავნი ჯგუფს, ახლა კიდევ სხვა საქმე მაქვს წავედით ცოტა დავისვენოთ და შემდეგ კიდევ ერთი საქმე მაქვს ის უნდა მოვაგვარო. -კიდე რამეს არ მოედო იო.... -ეს იმ გოგოს საქმეა პაატა და გეტყვი მერე ვინც უნდა ვნახო. -აააა,კარგი გასაგებია. იო მე ბინასთან დამტოვე არსად წამსვლელი არ ვარ ვთიშავ ტელეფონებს და კარებზე ზარები არ ამიტეხოთ, არ გავაღებ. -კარგი,მეც სახლში მივდივარ.მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობა და იოც თავის ბინაში წავიდა,უკვე კარგად გათენებული იყო რომ მივიდა და თაიას ისევ ეძინა,იომ ფრთხილად გაიხადა და სააბაზონოში შევიდა იქედან გამოსულს კი თაია გაოცებული უყურებდა. -რომელ საათზე მოდი ვერ გავიგე,უკვე მიდიხარ? -სად მივდივარ თაია ახლა მოვედი,მეძინება. უთხრა და ისიც შეწვა და საყვარელ ცოლს ჩაეხუტა,მაგრამ დაძინებამდე შეტყობინება გააგზავნა რომელზედაც პასუხი მიიღო და სიხარულით თანხმობა მიწერა,მაგრამ რამდენიმე წუთში დაღლილს და ძალა გამოცლილს ჩაეძინა თუმცა მისი ძილი არ გაგრძელებულა საათები ერთ საათში ადგა და ისევ შეტყობინება გააგზავნა,შემდეგ თაიას შეხედა და უთხრა. -ჩაიცვი,გავდივართ. -სად მივდივართ. -რომ მივალთ გეტყვი. -რომ მივალთ მეც დავინახავ სადაც მივალთ.რამდენიმე წუთში ერთ ერთ ბარში შევიდნენ სადაც მალუ,თეკლა და რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პაატა დახვდა. -შენ აქ რა გინდა ბინასთან დაგტოვე... -რაც შენ გინდა თეკლასგან ის მინდა მეც მოვისმინო.... -თეკლა როგორ ხარ,გადაღლილი სახე გაქვს არ გინდა რამე სხვა საქმე აკეთო და იმ სახლიდან წამოხვიდე? -იოანე ვფიქრობდი წამოსვლას,მაგრამ მებაღებ სასტიკად გამაფრთხილა საიდუმლოდ გამანდო თუ წასვლა გინდა შვილო უხმოდ წადი არ უთხრა ქალბატონს რომ მიდიხარ თორემ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს ყველგან მოგძებნისო და შემეშინდა. -ეს სიტყვები რატომ გითხრა,რამე იცის მებაღემ? -ვერ გეტყვი იოანე მართლა არ ვიცი.იოანე დაფიქრდა და დარწმუნდა,რომ იმ სახლში რაღაც ხდებოდა და ოდესღაც დიდ საიდუმლოს ახდიდა ფარდას. იოანე მათ საუბარში ჩაერთო, მაგრამ თიკოსთან საუბრის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ ჩარჩა გულში. -როდემდე გინდა იყოს დამალული შენი სიბინძურე,გგონია რომ ძალა გაქვს იცავ კიდეც შენს უსაფრთხოებას,მაგრამ ვერ ხვდები უხილავად რომ გამოდიხარ ნელა ნელა სინათლეზე და როგორც ვხედავ გეშინია სინათლის,ამიტომ მე გამოგიყვან მზის მკვეთრ შუქზე. საკვირველი იყო ენრიკის ცხოვრება ეს ტკივილით მოსიარულე ადამიანი იყო ყველასთვის შეუმჩნევლი,მაგრამ მას უამრავი ფული ჰქონდა და ეს არავინ იცოდა.მის გვერდით ყოველთვის იყო მეგობრები და ოჯახი, ატარებდა უბრალო ტანსაცმელს, ძველ ფურგუნს და ჩუმად ცხოვრობდა ხმაურის გარეშე.უნდოდა ყველას დაეჯერებინა, რომ უბრალო ადამიანი იყო და იდგა ბაზარზე რომელიც ძლივს იხდიდა ხარჯებს, მას მოსწონდა ასე და მშვიდად იყო არავინ აწუხებდა და არავის აწუხებდა,თუმცა ზოგჯერ გულის ტკივილით გაიხსენებდა მეგობარს რომელიც გაყიდა ფულის გამო და ამოიოხრებდა,შვილები არ ყავდა მხოლოდ ცოლი და ცოლის ძმიშვილისთვის შრომობდა რომელიც ყოველ დღე ლუდის საყიდლად ბაზარში მიადგებოდა და ფულს ართმევდა მერე კი წავიდოდა და ნარკოტიკით გაბრუებული სადღაც მიეგდებოდა როცა გამოიღვიძებდა ბანცალ ბანცალით მიდიოდა სახლამდე თუ სახლს მიაგნებდა თუ ვერა ისევ სადღაც მიწვებოდა.უყურებდა და გული უკვდებოდა ნიკოლოზი ვინც ნარკოტიკს ცხოვრებაში არ გაკარებულა ციხეში იჯდა ვითომ ნარკოტიკის მოხმარების გამო და ვინც მართლა მომხმარებელი იყო ის გარეთ თავისფლად დადიოდა. -ენრიკე ორ დღეში ჩამოვა ტყავები და წაუღე იმ ბიჭს ხომ არ დაგიკარგავს ნომერი. -არა ტელეფონში მაქვს,ბაჩო რომ წავიდეს ვერ მიუტანს? -რას ამბობ ბაჩო იქ ვერ მივა.... -რომ დააკავონ იქნებ ცოტა აზრზე მაინც მოვიდეს,ვწვალობთ მეც და შენც და ვის გამო იმ ნარკომანის გამო? -ნუ დაიწყებ ისევ თავიდან, კლინიკაში დავაწვენ და გამოვა მდგომარეობიდან....ენრიკემ ტავარი ჩაიბარა შემდეგ სახლში წავიდა გამოიცვალა და რადგან სახლში იყო სარდაფში ჩავიდა იქ თავისი ნაგროვები ფული ჰქონდა და უხაროდა რომ უყურებდა,პაატამ და იოანემ ენრიკეს შესახებ ვახოს უთხრეს ვახომ გაგას დაელაპარაკა და დაადგინეს ყველაფერი სად ცხოვრობდა და როცა ენრიკემ ტყავის ქურთუკი მანქანაში ჩადო და პაატას დაურეკა სად უნდა მისულიყო ვახო და გაგა სახლთან ახლოს იდგა და მისი წასვლის შემდეგ სწორედ იმ სარდაფში ჩავიდა ვახო სადაც რამდენიმე წუთის წინ ენრიკე იყო იქ კი უამრავი ფული ნახა და ძვირფასეულობა,მაგრამ ხელი არ ახლო ძვირფას ნივთებს ფული კი აიღო და თქვა. -არ უნდა ვაკეთებდე,მაგრამ ამ ფულის გამო გაყიდე ბიძაჩემი და ისევ ამ ფულს მის გარეთ გამოყვანას მოვახმარ სხვებს თუ ვერა შენ მაინც გაგანადგურებ. შეუმჩნევლად დატოვეს ადგილი და წავიდნენ,როცა სამშვიდობოს იყო უკვე იოანეს კი დაურეკა ტელეფონზე და უთხრა რომ ენრიკე უამრავ ძვირფასეულობას ინახავდა სარდაფში.ენრიკე დიდი ხნის განმავლობაში ილუზიაში ცხოვრობდა და მისი ილუზია კი განყოფილებაში მისვლის დღეს დაინგრა და დაიშალა,როცა ადგილზე მისულმა გააცნობიერა სად მივიდა დაძაბული ჰაერი იყო და მოულოდნელად ვიღაცამ საყელოში წვდა და გაბრაზებულმა უყვირა. -წლებია დაგეძებთ შენს და შენს ნაბიჭვარ მეგობრებს და ვერ გპოულობთ, მიცანი ვინ ვარ? ენრიკე დაიბნა და უცნობ მამაკაცს უყურებდა და უთხრა. -ვერ გიცანი არ ვიცი ვინ ხართ. -ვერ მიცანი, ჩემი ტყუპის ცალი ნიკოლოზი ხომ გახსოვს ნარკოტიკის გამო ჩვენება რომ მიეცი და წლებია ციხეშია,ფულის გამო გაყიდე შენთან ერთად გაზრდილი მეგობარი? განყოფილებიდან პოლიცია გამოვიდა და პაატა შეებრძოლა უცნობს. -რას აკეთებთ ის ჩემთან მოვიდა, ვინ ხართ თქვენ. -პროკურორს ვეტყვი ვინც ვარ,მაგრამ ესეც ჩემს გვერდით უნდა იყოს. -მე არაფერი არ ვიცი,გეფიცებით მე დამნაშავე არ ვარ. ვახო მოვიდა და მამამისს თავი დაუქნია,ენრიკემ შეხედა პაატას და უთხრა. -მოგიტანე პიჯაკი თანხა არ მინდა აიღე გამომართვი და წავალ.პაატამ პიჯაკი ჩამოართვა, მაგრამ პოლიციამ ის განყოფილებაში შეიყვანა. -შვილო ............ -რომ მეთქვა პოლიციაში ვმუშაობო არ მოხვიდოდით როგორც ამას წლებია აკეთებთ და თქვენი ნაცნობის საშუალებით გარეთ ხართ,მაგრამ შეიცვალა მდგომარეობა და გამოძიება განახლებულია ბ-ონ ნიკოლოზ ალიანის საქმე სადაც თქვენც ფიგურირებთ. -არაფერი არ ვიცი.... -მომისმინეთ სამი დღის წინ გნახეთ და სხვა სიახლოვე არ გვაქვს,მაგრამ თუ გინდათ დაგეხმაროთ ტყუილების გარეშე უნდა თქვა რა მოხდა იმ დღეს და ვის აწყობდა,ვისი ბრძანება იყო ნიკოლოზის დაკავება,ვინ იდგა ამ ბრძანების უკან მხოლოდ ეს გვინდა რომ გვითხრა.ისიც ვიცით რომ ოჯახში თავად გყავთ ნარკომანი,დღეს მასაც აქ მოვიყვანთ თუ სიმართლეს გვეტყვი აქედან გახვალ თავისუფლად. -იმ ასაკში ვარ ჩემი თავის ტარება მიჭირს შვილო და სიმართლეს გეტყვით რაც მოხდება მოხდეს, წლებია ჩემივე სინდისს ვემალები ნიკოლოზის გამო ის მართლა ტყუილად დააკავეს არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,მაგრამ ვიცი რომ ის რომ განქორწინდა მისი დაკავებაც სულ მალე მოხდა ყველა ამბობდა ცოლმა გაუჩალიჩაო,მაგრამ ვერ ვიტყვი დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცი რომ ნიკოლოზი ნარკოტიკის მომხმარებელი არასოდეს არ ყოფილა პირიქით გმობდა მას და სძულდა ყველა ის ვისაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ კი არა ნასვამსაც რომ ნახავდა. -ის არ სვამდა სპირტიან სასმელებს? -არა, არც ლუდი უყვარს და არც არაყი მათი სუნიც კი სძულდა. -თქვენ რატომ უღალატეთ მეგობარს. -ფეხი მტკიოდა და ჩქარა ვერ დავდიოდი ის კი მიცვალებულის ტვირთს მეძახდა, გაბრაზებული ვიყავი მასზე და რადგან შანსი მომეცა შური ვიძიე. ტელეფონზე ციცოს ზარი დაფიქსირდა და იოანეს შეხედა. -შეიძლება უპასუხო ჩემი ცოლი არის დამაგვიანდა და ანერვიულდა. -უპასუხეთ,გაიგოს სად ხართ რადგან შესაძლებელია დღეს ვერ წახვიდეთ.ტელეფონი ამოიღო და უპასუხა. -გისმენ ციცო. -სად ხარ ენრიკე... -განყოფილებაში ვარ ქურთუკი მოვუტანე იმ ბიჭს... -განყოფილებაში რა გინდოდა..... -აქ მუშაობს, პოლიციელი ყოფილა.... -ღმერთო ჩემო ეს რა არის, ენრიკე სარდაფია გატეხილი გესმის ენრიკეეეეე სეიფიც გახსნილია. -რას ამბობ ადამიანო, დავიღუპეთ.... -ენრიკე ყველაფერი წაიღეეეეს... არ უნდოდა ეთქვა,მაგრამ გარეთ ვერ გავიდოდა და ჩურჩულით უთხრა. -თუ რამეა სეიფში დარჩენილი შეინახე.... -აღარაფერია,ყველაფერი წაღებულიაააა...რამდენიმე წუთში განყოფილებაში ზარი შემოვიდა რომ პიროვნებამ უამრავი ოქრო მიიტანა ოქრომჭედელთან და პოლიცია ადგილზე გააგზავნეს, ენრიკეს ფერი დაეკარგა როცა დაინახა ციცოს ძმიშვილი ვალერა განყოფილებაში მოიყვანეს ოქროსთან ერთად.ოქრო ჩაიბარა პოლიციამ აწონეს და 2კ-გრ ოქრო რაც შეუძლებელია უბრალო ოჯახს ჰქონდეს და საიდან ენრიკეს სწორედ ეს უნდა გამოეძიათ და ენრიკე წასვლას რომ ფიქრობდა ის და ციცოს ძმიშვილი წინასწარ დაკავების საკანში შეიყვანეს. ენრიკემ ბევრი იყვირა რომ უდანაშაულო არის,მაგრამ ვერაფერს გახდა შემდეგ ვალერას მიუბრუნდა და უთხრა. -ოქროსთან ერთად ფული იყო სად წაიღე ამდენი ფული .... -ფული არ მინახია რაც ვნახე ის ავიღე, მე მიმალავდი ამდენ სიმდიდრეს და რად გინდოდა დამტვრეული ფურგუნით რომ დადიოდი თუ მოიპარე მოგეხმარა მაინც მაგრამ ხარბი ხარ, უყურებდი ფული რომ გქონდა და ხარობდი.ენრიკე გაბრაზდა ვალერას ხელი მოუქნია, ვალერამ თავი ვერ შეიმაგრა დოზაში მყოფმა რკინას მიარტყა თავი და ადგილზე გარდაიცვალა ბევრი ეხვეწა ენრიკემ ადექი დამელაპარაკეო,მაგრამ ვალერა აღარ სუნთქავდა ენრიკემ კი აღიარა სიმართლე დაასახელა ყველა ნუცას გარდა ვინც იყო მის გვერდით და თავად სასამართლომ სასჯელი 8 წელი გამოუტანა ნიკოლოზი კი რომ არ ელოდა გაანთავისუფლეს. სასამართლოს შემდეგ კიდევ რამდენიმე საათის ლოდინი დაჭირდათ და უკვე თავისუფალი ჩანთით ხელში მას ვახო,მისი ტყუპის ცალი დაჩი,იოანე და გაგა დახვდა. ნიკოლოზმა პირველად იოანეს გადაეხვია და უთხრა. -თავიდანვე იმედი მომეცი და ეს იმედი თავისუფლებად მაჩუქე,მადლობა იოანე. -აქაც სიურპრიზით დაგხვდი იმედია არ მიწყენ. -არ მითხრა რომ აქ ნუცა..... -არა, არა, მას სათოფეზეც არ მივიკარებ. თქვა და ორივემ გულიანად გაიცინა,მაგრამ იოანემ ჩანთა გახსნა იქედან ქაღალდი ამოიღო და ნიკოლოზს გადასცა. -ეს თქვენი სამუშაოზე აღდგენის საბუთია პროკურორიდან,ეს კი რა კონპესაციაც გეკუთნით აქ არის აღნიშნული და მოკლედ რაც დაგპირდი შესრულებულია. -არ მჯერა, მართლა არ მჯერა თუ ეს სიმართლეა. შემდეგ ძმას გადაეხვია და ვახოს რომელიც ხშირად ნახულობდა ბიძას და ამბებს უყვებოდა, სწორედ ვახომ უთხრა იოანეს შესახებ და ვახოც დარწმუნებული იყო რომ იოანე ამ საქმეს მოიგებდა. -მხოლოდ გთხოვ რომ ფრთხილად იყო.... -იოანე შენც ფრთხილად უნდა იყო,ჩვენ ერთი მტერი გვყავს და თუ რამეში დაგჭირდი იცოდე რომ თქვენს გვერდით ვარ. -დამჭირდები,მაგრამ როდის ამას გეტყვი და იმ დღეს სადაც არ უნდა იყო ჩემს გვერდით უნდა დადგე რადგან ძალიან დამჭირდები და შენც საჭირო ხარ იმ დღეს იმ ადგილზე იყო სადაც მე ვიქნები. -შენს ნომერს გავიგებ თუ ვერ გავიგებ განყოფილებაში მოვალ და იქ გნახავ და რა დროც იქნება საჭიროდ ჩამთვლი ერთი ზარი და მოსული ვარ.დაიშალნენ, იოანე კმაყოფილი წავიდა ერთი საქმე მოაგვარა ახლა წინ კიდევ ორი და მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა და დიდი იმედი ჰქონდა მასაც მოაგვარებდა. ცხოვრება რთულია უბრალოდ არსებობს დღეები როცა რაღაც გაბედნიერებს,რაღაც გიხარია ან ტირიხარ ტკივილისგან,მაგრამ ადვილი არასდროს არაფერი არ არის თუმცა ვცდილობთ რომ ჩვენში არსებული ტკივილი სხვას არ გადავდოთ რადგან ჩვენი ტკივილის მიზეზი ის სხვა არ არის და რაც უფრო მეტია სირთულე მით უფრო მეტია დიდება მის გადალახვაში. მძიმე და რთული დრო არ არის მარტო ის რომ ფული შემოგვაკლდა, მძიმე დროა როცა სულს კარგავს ადამიანი და მისი ოცნებები იშლება თუმცა ოცნებები თომასი არ დაშლილა გაიზარდა და საქმეც უფრო მეტი გახდა იმდენად დატვირთული გტრაფიკით მუშაობდა ბექას სიტყვები გამართლდა, რომ ის ისეთი გახდება კაბინეტის ვირთხა იქნებაო რადგან მეგობრებს შორის ძალიან იშვიათად ჩნდებოდა უამრავი საქმეების გამო და როცა თამრო საათს შეხედავდა უკვე გვიანი იყო წასვლით ვერ მიდიოდა თამრო მას მონსტრს ეძახოდა რაზედაც ინეზა ჩუმად იცინოდა.თომა და ინეზა ცდილობდნენ ურთიერთობის დალაგებას,ერთ დღესაც ინზა ძალიან გაიხსნა და თავის ოცნებებზე ელაპარაკა უნდოდა მისი მიტოვებულ სწავლაზე ეზრუნა და თავი აღედგინა,ასევე ელაპარაკა მის იმედგაცრუებაზე,ღალატზე თომამ კი მიუბრუნდა შეხედა და უთხრა. -სწავლას გააგრძელებ და ხელს შეგიწყობ,მაგრამ აქ იმუშავებ და შენი საქმე ამ ოთახის დასუფთავება იქნება. ინეზა გაბრაზდა, ჩანთა აიღო და კართან მისულმა თომას მიუბრუნდა. -შენი უხეშობით შენს გარშემო ყველას დაკარგავ,შენ მხოლოდ ძალაუფლება არ გინდა დაკარგო რომელიც შენ შენს გარშემო შექმენი და იყავი ასეთი უხეში,ასეთი ცივსისხლიანი ვერასოდეს დაეუფლები სიყვარულს და იქნები სულ მარტო.ცრემლი მოერია და ოთახიდან გავიდა, თომამ კი ჩაიცინა და ჩურჩულით თქვა. -უნდა ისწავლო ცხოვრება და ეს ცხოვრება უნდა ისწავლო შენს შეცდომებზე,ასევე უნდა მიხვდე რაოდენ დიდი იყო ის ტკივილი რომელიც შენ მომაყენე.შენი რისხვით და სიბრაზით ანთებული თვალები ახლაც ჩემს თვალებშია და ვერ შევძელი დავიწყება,არ ვიცი თუ შევძლებ იმ წუთებში გადმოცემული ზიზღის დავიწყებას.ინეზას საუბრის შემდეგ დღეები გავიდა და თითქოს შეიცვალა აღარ იყო ისეთი ცივი უხეში და მიუკარებელი,თამრო უყურებდა თომას და უკვირდა მისი ასეთი შეცვლა. -თომა რამ შეგცვალა თუ ვინ შეგცვალა ეს უნდა ვიფიქრო, რაღაც უეცრად გახდი ყურადღებიანი მშვიდი და თბილი. -გინდა ისევ შევიცვალო? -არა, არა, უკეთესია ასეთი დარჩე. -შენი დაქალი სად არის, დღეს აგვიანებს. -უკვე სტუდენტია და უნდა შეეგუო მის დაგვიანებას. -დამლაგებლის სტაჟს შენ შეითავსებ? -რა დამლაგებლის სტაჟი,თომა შენ კარგად ხარ? -მაშინ ერთმანეთს ხელი შეუწყვეთ რომ ისწავლოთ და ორივემ დაალაგეთ ჩემი კაბინეტი ერთმანეთის შეთანხმებით,ჩემს კაბინეტში ჩვენი სამის გარდა არავინ არ შევა..თვალი ჩაუკრა თამროს და კაბინეტიდან გასვლა დააპირა,თამრომ კი შეაჩერა და უთხრა. -სად მიდიხარ ამ დროს,სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულა უფროსმაც უნდა გაითვალისწინოს ეს თომა...... თომა მიუბრუნდა და უთხრა. -შენ არ შეგიძლია მე დამიშალო წასვლა მე კი შემიძლია არ გაგიშვა იქ სადაც შენი ბიჭი გელოდება. -რა,რა თქვი? -დღეს ადრე გიშვებ გაგა გელოდება,მითხრა იცის სადაც უნდა მოვიდესო. -თომა მადლობა,ნამდვილი მეგობარი ხარ.თამრო წავიდა, თომამ სიცილით გააყოლა თვალი სირბილით მიმავალ თამროს რომელსაც ეშინოდა არ დამიძახოს და უკან არ მიმაბრუნოსო და თავად დაფიქრდა,შემდეგ სარკეში ჩაიხედა ბევრი ფიქრის შემდეგ დატოვა ოფისი და მანქანაში ჩამჯდარმა თავის თავს პირობა მისცა რომ თავისივე რისხვისგან დაეცვა ყველა, უნდოდა წარსულის ტკივილი აღარ გაეხსენებინა ყველაფერი უკან დაეტოვებინა და მყარი მომავალი აეგო ინეზასთან ერთად. აუჩქარებლად მიდიოდა შემდეგ ჩაეცინა და მანქანა ყვავილების მაღაზიასთსან გააჩერა წითელი ვარდების თაიგული იყიდა და უნივერსიტეტში წავიდა ინეზა უკვე თავისუფალი იყო გოგოებთან იდგა და გაოცებული უყურებდა თომას რომელიც მანქანასთან იდგა სიგარეტით ხელში და არც დაფიქრებულა მისკენ წავიდა და უთხრა. -თომა მოხდა რამე? -შეშინებული რატომ მიყურებ, შენ მოგაკითხე. -რატომ? -თამრო არ არის დღეს და კაბინეტი ძალიან არეულია,უნდა დაალაგო მე დაგელოდები. -ამის გამო მოდი აქ არ შეგეძლო დაგერეკა? -უფრო სწორად სხვა რამ მინდოდა მეთქვა,მაგრამ ეს რაც გითხარი მიზეზი იყო შენი გაბრაზების. -გამოგვიდა კიდეც..... -მაშინ გამოვასწოროთ. -როგორ, ვერ გავიგე რას ფიქრობ და რას აკეთებ.თომამ მანქანის კარი გააღო და ვარდების დიდი შეკვრა გამოიტანა ინეზას მისცა და უთხრა. -დღეიდან ვცადოთ თითქოს დღეს გავიცანით ერთმანეთი,მე თომა ვარ.ინეზას გაეცინა და უთხრა. -მე ინეზა ვარ შენი მკვლელი და დამლაგებელი.ორივეს გულიანად გაეცინა,თომამ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -გულთან მესროლე,მაგრამ ყური დაუგდე როგორ ჩქარა ცემს შენს სიახლოვეს შენგან ნატკენი გული. ინეზას გაეცინა და მართლაც თომას გულზე თავმიდებულმა იგრძნო არა მარტო თომას გული თავისი გულიც ხმარიანად ცემდა და ვერცერთმა ვერ შეძლო ამ ხმის იგნორირება, მოულოდნელად თომა ინეზას ბაგეებს შეეხო ინეზა კი გაოცებული იყო მომხდარით.თომამ მიხვდა მის გაოცებას და უთხრა. -ვერ შევძელი შეცვლა მანამ სანამ არ მივხვდი თუ როგორ დამაკლდი და როგორი მნიშვნელოვანი იყო შენთან ერთად ყოფნა ერთ ოთახში თუნდაც მდუმარედ და ერთმანეთს თვალს ჩუმად რომ ვადევნებდით. -დარწმუნებული ხარ? -როგორ ფიქრობ, ჩემს გრძნობებში რომ არ ვიყო დარწმუნებული ახლა აქ ვიქნებოდი? -არ ვიცი,თუმცა ვხედავ დღეს ჩემს წინ სულ სხვანაირი თომა დგას და თავი სიზმარში მგონია. -გინდა გამოგაფხიზლო რომ რეალობა დაიჯერო? -როგორ? თომამ წელზე შემოხვია ხელები თუმცა ვარდები უშლიდა ხელს ამიტომ ვარდები მანქანის კაპოტზე დადო და ისევ ინეზას მიუბრუნდა და ისევ მის ბაგეებს შეეხო, არცერთს არ უფიქრია იმ დროს რამდენმა გადაიღო მათი ვიდეო და სოციალურ ქსელში აიტვირთა, ვიდეომ კი რამდენიმე წუთში მილიონობით ნახვა დააგროვა და შემთხვევით დალილამაც ნახა რომ სიხარულისგან იყვირა, მისმა ხმამ შეაშინა როსტომი და დალილასთან წყლით სავსე ჭიქით მივიდა აჩქარებული გულით,მაგრამ წყალი თავად დალია ბოლომდე ვიდეოს რომ უყურა და თქვა. -ზუსტად ეს ჩავიფიქრე. -გაგიმართლა შენმა ჩაფიქრებულმა საყვარელო.....თომამ და ინეზამ გადაწყვიტა მოულოდნელად წვეოდა მშობლებს და გამოუვიდათ მათი სიურპრიზი როსტომი გაოცებული უყურებდა ორივეს და ბოლოს როგორც იქნა სახე გაეხსნა თუმცა თომამ გამოიყვანა მდგომარეობიდან. -ვიცი რომ არ მელოდით ახლა ან საერთოდ თუ დადგებოდა ეს წუთი,შევეცადე ძალიან ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ვფიქრობ ყველა არის ბედნიერების ღირსი და მე ჩემს ბედნიერებას თქვენი შვილის გვერდით ვხედავ, ამიტომ მოვედი რომ თქვენი შვილის ხელი გთხოვოთ. -მინდოდა ჩემი შვილი დამესაჯა მისი შეცდომისთვის, მაგრამ ვხედავ სასჯელი შეიცვალა სიყვარულით და რადგან ერთმანეთში იპოვეთ საკუთარი თავები თქვენი დალოცვის მეტი რა დამრჩენია და გლოცავთ შვილებო შენ კი თომა არა მარტო ჩემს შვილს განდობ,განდობ ჩემს სიცოცხლეს და განდობ ყველაფერს რაც კი დღემდე შემიქმნია.ცრემლები მოიწმინდა იქვე მდგარ სიხარულისგან ჩუმად მდგარ დალილას შეხედა და ღიმილით უთხრა. -არაფერს იტყვი, ჩუმად ცრემლების ყლაპვას მიულოცე ბავშვეს და ქორწილზე ვიფიქროთ. დალილამ გულში ჩაიკრა ორივე და შემდეგ სადილისთვის მზადება დაიწყო,ინეზაც მის გვერდით იყო და ორივე ღიმილით ტრიალებდა სამზარეულოში თამრო კი გაგასთან ერთად იყო და ხარობდნენ ერთმანეთით. -თამრო არ ვარ იმის ღირსი რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში,დროში აცდენილი ვიყავი სანამ შენ არ გაგიცანი და იოანე არ გადამიდგა გზაზე.შენ მაშინაც მიყვარდი როცა მაძალებდნენ შენთვის ცუდი გამეკეთებინა, შენ ვისაც უყვარს ნამდვილი სიყვარულით. შემიყვარდა ქალი ვინც არ ქედმაღლობს მისი სიმდიდრით და ქალი ვისაც არ აქვს გულში ბოროტება. -გაგა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს,მაგრამ არავინ მიცნობს სინამდვილეში როგორი ვარ და შენ,მხოლოდ შენ დაინახე ჩემში ის რასაც ვერ ხედავს ვერავინ ან არ უნდათ დაინახონ. -არ უნდათ დაინახონ საყვარელო ის დადებითი თვისებები სხვაში რაც არ გააჩნიათ თავად, თამრო მიყვარხარ და შენ ხარ ადამიანი ვინც დამავიწყა ყველა და ყველაფერი ცუდი,ძილიც და ჭამაც კი უცხოა უკვე ჩემთვის მინდა ერთად ვიყოთ და მინდა ერთად შევებრძოლოთ ჩვენს წინააღმდეგ მდგარ ბოროტებას. თუმცა ბოროტება ბობოქრობს და ბატონობს სამყაროში სანამ სიმართლე ჩაავლებს ხელს და გამოაშკარავებს,ნუცა გაოცებული უყურებდა წელში მოხრილ ოთარის და ხელით შეეხო მხარზე ოთარიმ დაღლილი თვალებით შეხედა და ნუცამ შიშნარევი ხმით უთხრა. -რა გემართება, ეს დღეები მაშინებ ძვირფასო. -კარგად ვარ, უბრალოდ ჭვალამ დამიარა გულზე. -საყვარელი ძალიან ბევრს ფიქრობ,ვიცი ბოლო დროინდელი პრობლემებთან გამკლავება რთული იყო შენთვის და ჩემთვის, ყოველ დღე სტრესში ყოფნა კი დაგასუსტებს,ამიტომ ამოიგდე თავიდან ფიქრები და მხოლოდ უნდა დაისვენო.ოთარი ძალიან განიცდიდა დაშვებულ შეცდომას და ნუცასთან ერთად ყოფნას,ნუცას გამოხედვაში ოთარიმ შეამჩნია რომ რაღაც იდუმალი იმალებოდა. ნუცას მიმართ ერთ დროს რომ იზიდავდა ეს ქალი ის გრძნობა დაიკარგა, თვით ნუცაშიდაც ცვლილება იყო ის ავტომატურად იღიმოდა და არა სიყვარულით.რაც დრო გადიოდა ლელისგან და შვილებისგან შორს სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა,პრობლემა შეექმნა მხედველობაზედაც დაეწყო ასევე თავის ხშირი ტკივილები და როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა ნუცამ იკადრა და ექიმთან წაიყვანა სადაც ექიმმა თავის თანაშემწესთან ერთად დაკვირვებით გასინჯა ანალიზებიც იქვე აუღეს და როგორც იქნა ექიმმა საბოლოოდ ღიმილით შეხედა მის წინ მჯდარ შეშინებულ პაციენტს და უთხრა. -განიცდი,ნერვიულობ ჩემო კარგო,მაგრამ უნდა დაგამშვიდო ანალიზები სუფთა გაქვს საშიშიც არაფერია და ჩემი დასკვნაა უნდა მოერიდო სტრესს.ოთარი მიხვდა რაღაც არ იყო წესრიგში უნებურად შეხედა რომ ექიმი და ნუცამ თვალებით გაესაუბრა ერთმანეთს თუმცა ვერცერთმა ვერ შეამჩნია რომ ოთარიმ ისინი შემჩნია ორივე მშვიდად იყო არავითარი შეშფოთება მათ არ ემჩნეოდა თუმცა ნუცა რაღაცას ელოდა,მაგრამ რას.ოთარიმ ღრმად ამოისუნთქა და ექიმს ღიმილით შეხედა,შემდეგ ფეხზე წამოდგა და უთხრა. -ექიმი თქვნ ხართ მე პაციენტი ანალიზები თქვენ გააკეთეთ ჩემს გულს თქვენ მოუსმინეთ მე უნდა გენდოთ და დაგემორჩილოთ,თქვენ ხომ ფიცს არასოდეს გატეხთ და არ უღალატებთ თქვენს პროფესიას ამიტომ მშვიდად მივდივარ.ხელი ჩამოართვა ექიმს და კაბინეტიდან გავიდა, მიდიოდა თავისთვის დაფიქრებული რომ ნუცამაც დატოვა ექიმი,მაგრამ მოულოდნელად კარებშივე გაშეშდა მის წინ მდგარ მამაკაცს გაოცებული უყურებდა. -ალიკა........ -ნუცა.....უყურებდნენ ერთმანეთს და ალიკას თვალწინ მთელმა მარადისობამ გაიარა,ნუცას თვალებში კი მხოლოდ გაოცება,შიში უნდოდა დაენახა,მაგრამ მან ალიკა აათვალიერა და ირონიულად დამცინავად უთხრა. -არც ისე დიდად შეცვლილხარ, სიღარიბიდან დაგიღწევია თავი თუ დღევანდელი დღისთვის ინათხოვრე რაც გაცვია.ალიკას გულიანად გაეცინა,მაგრამ ნუცასთან ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა. -სილამაზის ქალღმერთი, სიღარიბე ვერ აიტანა და ვფიქრობ შესაბამისად ცხოვრობ,როგორც ეს სილამაზის ქალღმერთს შეეფერება. -ზუსტად რომ ქალღმერთის შესაფერისად მდიდრულ სახლში ვცხოვრობ და შენ,შენ ისევ იმ ქოხში ცხოვრობ? -ქოხი წლების წინ დავტოვე, მაგრამ ზოგჯერ მივდივარ და ვუბრუნდები ჩემს ძველ ცხოვრებას ისევ ის ძველი ტანისამოსი მაცვია და ისევ ის უდარდელი ბიჭი ვარ არანაირი პრობლემა რო არ ჰქონდა და უხაროდა ცხოვრება,მაგრამ ახლა ჩემი მაცვია ყველაფერი რასაც ხედავ გარეთ ფორცვაგენი რომ დგას ისიც ჩემია და არავის არ მეშინია რადგან არ წამირთმევია არავისთვის, არც მომიპარია შენ კი მოპარული ქმარი გყავს გვერდით და ის მდიდრული სახლიც სხვისია თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სულ მალე დარწმუნებული ვარ რაც გაცვია შემოგადნება ტანზე რადგან შეძენით ვერაფერს ვერ შეიძენ იქ სადაც უნდა წახვიდე მოდებზე ჩაცმა აღარ დაგჭირდება.ნუცა გაფითრდდა ალიკამ გვერდი აუარა ექიმის კაბინეტში შევიდა სკამი ხმაურით გამოწია და ექიმს თვალებში უყურებდა. -შეხვედრა გვაქვს დანიშნული? იკითხა ექიმმა და ალიკას შეხედა,ალიკამ ორივე ხელებით დაეყრდნო მაგიდას ექიმს თვალებში ჩახედა და პირდაპირ უთხრა. -რას ერჩი იმ ადამიანს,ნუცამ კარგად გადაგიხადა თქვენც მოგისყიდათ? -რას ამბობთ,ვერ ვხვდები. -კარგად ხვდები რასაც ვამბობ,მაგრამ არ გინდა რომ მიხვდე ექიმო და სანამ კიდევ დრო გაქვს ამ ქალს ჩამოშორდი თავს დაიღუპავთ ის კი როგორც ყოველთვის არსად არ გამოჩნდება თქვენ კი კარიერას დაკარგავთ. მე ჩემი გითხარით, ამიერიდან თქვენი საქმე თქვენ იცით თუ რამეში გაგხვიათ სასჯელს ვერ ასცდებით. ექიმი დაფიქრდა ალიკა კი წავიდა და კიბეები ჩვეული სიდინჯით ჩაირბინა თავის მანქანასთან მივიდა და კარი გამოაღო, იგრძნო ვიღაც უყურებდა გაიხედა ნუცას ხელის აწევით დაემშვიდობა და წავიდა უკან კი დარჩა მძიმე სიჩუმე და ქალი, რომელმაც პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ ნამდვილად ღარიბი იყო არა ფულის უკმარისობის გამო, არამედ ღირსების დაკარგვის გამო, რომელსაც ვეღარასოდეს იყიდდა,რადგან ღირსება რომ გქონდეს ღირსეული უნდა იყო უღირსებს კი ღირსება დაკარგული აქვთ. ალიკა კი ღიმილით მიდიოდა და წვიმა ისეთი ძალით ცვიოდა თითქოს ცა ორად გაიყო და მსხვილი წვეთები საქარე მინას ეხეთქებოდა, წყლის ნიაღვარი კი დაუნდობლად ავსებდა ქუჩას და ისე გამეტებით ჩამოდიოდა დედამიწაზე თითქოს მთელი სამყარს თავიანთი მძვინვარებით დაახრჩობდა.იდგა წვიმაში ჩუმად და ჩურჩულებდა, ცრემლებით სავსე თვალები ისევ გზას გაჰყურებდა გულში უჭერდა, თითქოს მთელი მათი მოგონება ტკივილად დაგროვილიყო მასში და ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა. -გისმენთ ექიმო.... -ჩემთან აღარ მოხვიდეთ, დავფიქრდი და თქვენი მეუღლე ჩემი პაციენტი არ არის და ეს თქვენც კარგად იცით. -ექიმო გინდათ უკან დაიხიოთ? -იპოვეთ ისეთი ექიმი ვინც დაგეხმარებათ,ჩემგან კი შორს დადექით და აღარ დამირეკოთ. ნუცა გაბრაზდა და ჩუმად იჯდა ოთარის გვერდით ისე მივიდნენ სახლამდე ნუცა ჯერ კიდევ ფიქრობდა, მაგრამ ვისზე ექიმზე,ოთარიზე თუ ალიკაზე. -უნდა დავისვენო ჩემს ოთახში ვიქნები. -დაისვენე დაღლილი ხარ მე კი გავიგებ ვახშმისთვის რა გვაქვს. ნუცამ პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და იქ მოფუსფუსე თეკლას შეხედა. -აქ ხარ რა კარგია შენ მჭირდებოდი საყვარელო.თეკლამ უცნაურად შეხედა ნუცას და უთხრა. -გისმენთ ქ-ნო....... -დღეს მინდა რამე მსუბუქი მოვამზადოთ რადგან ოთარი ეს ბოლო პერიოდი ძალიან დაძაბულია.თეკლა დაფიქრდა და ნუცას შეხედა. -თქვენ რას ფიქრობთ რა ესიამოვნება ბ-ონ ოთარის. -მინდა რაღაც წვნიანი გავაკეთოთ და ვფიქრობ ქათამი პამინდორის წვენში.....თეკლა ისევ დაფიქრდა და ნუცას აღიზიანებდა მისი სიჩუმე, მაგრამ თავს იკავებდა რომ არა მისი მზაკვრული გეგმები თეკლას გარეთ მოისვრიდა, თეკლამ კი შეხედა ნუცას და თითქოს გამარჯვებულად უთხრა. -მე კი ვფიქრობ ქათამი ლიმონით ძალიან ესიამოვნება. -კარგი გეთანხმები და დღეს მოდი შენი გემოვნებით მოვამზადოთ ვახშამი....თიკოს ძალიან არ მოწონდა ნუცას მშვიდი სახე და ეს უცნაური ღიმილი,ამიტომ ისიც მშვიდად დაეთანხმა და ნუცას უთხრა. -მოვამზადებ ჩემი გემოვნებით.... -გენდობი და როცა მზად იქნება მითხარი ერთად გავანაწილოთ თეფშებზე,დღეს საღამოს კი მინდა შენც ჩვენთან ერთად ივახშმო.თეკლამ მიხვდა ნუცას რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ყურადღებით უნდა ყოფილიყო,ამიტომ საჭიროდ ჩათვალა ოთარისთვის ყველაფერი ეთქვა, მაგრამ როგორ თუმცა ბევრი ფიქრი არ დაჭირვებია ნუცა ჩანთით ხელში გავიდა სახლიდან თეკლამ კი დრო არ დაკარგა და კიბეები სირბილით აირბინა და გულამოვარდნილი შევიდა ოთარის საძინებელში,ოთარი სააბაზანოდან იყო ახალი გამოსული და გაოცებული უყურებდა თეკლას. -რა მოხდა შვილო შეშინებული ხარ.თეკლამ ყველაფერი უთხრა ოთარის და ისიც ყურადღებით უსმენდა. -თეკლა შვილო, კარგად მომისმინე შენ კარგად მიხვდი მას რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ეს რომ გავიგოთ შენ უნდა დამეხმარო. -როგორ,როგორ დაგეხმაროთ მე.... -ერთად გავარკვიოთ ფაქტები გვჭირდება და როგორ შეხედე მე ამ ვიდეო თვალს მოგცემ და შენ სამზარეულოში დაამონტაჟე,შეძლებ? -არ ვიცი,შევძლებ? -მაშინ წამოდი ერთად გავაკეთოთ და გავიგოთ რის მიღწევას ცდილობს ქალბატონი.ოთარიმ სასწრაფოდ ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა,ერთად დააყენეს ვიდეო თვალი და ოთარიმ ტელეფონს შეუერთა კოდი ასე რომ ტელეფონით შეეძლო ნუცას გაკონტროლება,შემდეგ კი თქვა. -რატომ აქამდე არ მოვიფიქრე.... -მეშინია რამე შარში არ გამხვიოს..... -ნუ გეშინია აი რა გვაქვს ხელთ.შემდეგ თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა. -ისევ ოთახში ავალ აქ არ ჩამოვსულვარ,ვითანამშრომლოთ....ოთარი წავიდა,თეკლამ თვალი გააყოლა და შემდეგ მაცივრიდან ქათამი გამოიღო და ჩქარა ჩქარა აქნა სასურველ ნაჭრებად, თითქმის დასრულებული ჰქონდა კერძის მზადება რომ ნუცაც დაბრუნდა პირველი სამზარეულოში შევიდა და თეკლას შეხედა. -საოცარი სურნელი დგას,ოთარი ჩამოვიდა მაღლიდან? -არა, არ დამინახავს ან არ ვიცი რადგან აქ არ შემოსულა. -კარგი გადავანაწილოთ თეფშებზე და შემდეგ დაუძახე,მე დაგელოდები.ნუცამ თავად გადაანაწილა თეფშებზე და თეკლამ უეცრად თვალი მოკრა ოთარის თეფშზე რაღაც წვეთები დაასხა, მაგრამ არ შეიმჩნია თუმცა გული გამალებით უცემდა. -ესეც ასე მაგიდაც მზად არის....თქვა და თეკლას ღიმილით შეხედა,თეკლამ კი პურის თეფში დადგა მაგიდის შუაში და ნუცას მიუბრუნდა. -თქვენ ნახეთ ბ-ნი ოთარი უხერხულია მე რომ შევიდე მასთან ქ-ნო ნუცა. ნუცამ გაუღიმა და უთხრა. -მართალი ხარ საყვარელო მე ავალ და ერთად დავბრუნდებით.ნუცამ მხიარულად ღიღინით აიარა კიბეები და საძინებელში შევიდა ოთარიმ უკვე ყველაფერი დაინახა,მაგრამ ნუცას მშვიდად შეხედა. -საყვარელო როგორ ხარ დაისვენე ცოტა... -დავისვენე და უკეთ ვარ,მომშივდა რა გვაქვს ვაშმად.. -საოცარი წვნიანი გვაქვს ქათამი ლიმონით, დღეს ჩვენი მზარეულის გემოვნებას მივანდე ჩვენი მენიუ და ვნახოთ როგორი გემოვნებიანი მზარეული გვყავს.თეკლამ ნუცამ საძინებლის კარი მიიხურა თუ არა ოთარის თეფში გამოცვალა და კერძი ახალი დაასხა ახლა უკვე მშვიდად იყო და ფიქრობდა რომ დიდი პრობლემაც აიცილა თავიდან,ნუცა და ოთარი კი ღიმილით შევიდა სამზარეულოში ოთარის თვალებში უყურებდა უნდოდა ნიშანი მიეცა რომ მშვიდად ყოფილიყო,მაგრამ ოთარიმ თავად მისცა ნიშანი თეკლას და თვალიც ჩაუკრა,თეკლამ კი მშვიდად მიუბრუნდა ნუცას და უთხრა. -მე დაგტოვებთ,გემრიელად მიირთვით.... -ჩვენ ხომ ვთქვით ერთად ვივახშმებდით თეკლა. -სხვა დროს იყოს თუ ნებას დამრთავთ წავალ.....ნუცას ეს არ ჰქონდა გეგმაში ამიტომ ოთარიმ დაასწრო და თეკლას ღიმილით უთხრა. -წადი შვილო შენ ამ სახლში ყოფნის გარდა სხვა საქმეებიც გაქვს და გიშვებთ, თავისუფალი ხარ.თეკლამ ღიმილით მოუხადა მადლობა ოთარის და წავიდა,ნუცამ კი გაბრაზებულმა გააყოლა თვალი და როცა თეკლამ კარი მიიხურა ოთარის უსაყვედურა. -რატომ გაუშვი,მაგიდას მიალაგებდა და შემდეგ წავიდოდა. -ორი თეფში არის მოსარეცხი ნუცა და ეს წელში გაგწყვიტავს თუ რა მოხდა,შეგიძლია ეს შენც გააკეთო რადგან რთული არ არის. ნუცას სახე დაემანჭა თვალები კი რისხვით აენთო, მაგრამ სიჩუმე იყო უკეთესი რამ იმ წამს და ნაძალადევი ღიმილით მიუჯდა მაგიდას. ოთარიმ პურის ნაჭერი აიღიო და კერძის დასრულებამდე არ შეუხედია ნუცასთვის არც ხმა ამოუღია და როცა თეფში გვერძე მიწია ღრმად ამოისუნთქა და თქვა. -შესანიშნავი გემოვნება ჰქონია პატარა გოგოს,ყოჩაღ მას ძალიან მესიამოვნა.ნუცა გაოცებული უყურებდა ოთარის და ფიქრებით სულ სხვაგან იყო რომ უეცრად ოთარიმ გულზე ხელი მიიჭირა და თქვა. -ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავ.ნუცა მშვიდად იჯდა,ოთარიმ ხველება დაიწყო და შემდეგ სკამიდან ძირს გადავარდა,ნუცამ კი ტელეფონი აიღო და სასურველი ნომერი აკრიბა. -შესრულდა, წამალმა იმოქმედა. -სასწრაფო არ გამოიძახო და ასე მცირე დოზები მიეცი ყოველ დღიურად,რამდენიმე დღეში შენც მიიღებ სასურველ შედეგს რომელიც გულის გაჩერებას დააფიქსირებს.ოთარი უსმენდა ნუცას და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი პოზა და ბოლომდე მოესმინა მისთვის,მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა ლელის მიმართ და ვის გამო უარყო მისი მშვიდი ცხოვრება,მაგრამ ახლა გადაწყვიტა ბოლომდე ეთამაშა მისი როლი თან როგორ ძალიან გაუმართლა რომ თეკლამ გააფრთხილა და თვალები აუხილა უეცრად კარი გაიღო და სახლში თამრო შემოვიდა რომელსაც ნუცა გაოცებული უყურებდა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ოთარისკენ ყვირილით წავიდა. -რა გჭირს, ოთარ შემომხედე გესმის ჩემი? თამრომ გაიგონა ნუცას ხმა და მამასთან დაიჩოქა შეშინებული უყურებდა,ოთარის თვალებში კი სიხარულის და ბედნიერების სხივი აციმციმდა და გულში გაიფიქრა. -,,მადლობა უფალო დავრწმუნდი რომ გყვარებივარ''. -მამა,მამა რა გჭირს როგორი ფერი გადევს,ცუდად ხარ? -ოთარი სასწრაფოს უნდა დავურეკო ვეღარ გავჩერდები და აღარც შენ მოგისმენ.თქვა ნუცამ და ტელეფონი ხელში აიღო,ოთარიმ კი გააჩერა. -არ დაურეკო კარგად ვარ. -მამა, შენ რა ცუდად ხარ გონება დაკარგე? -არა თავბრუ დამეხვა შვილო,სიმართლე გითხრა ეს დღეები ვიყავი შეუძლოთ და არ ვიცი რა მემართება. -ადექი ექიმთან წავიდეთ. -დამშვიდდი,ვიყავი ექიმთან. -საინტერესოა რა იფიქრე,გგონია მიხარია ოთარის ავადმყოფობა?თამრომ შეხედა ნუცას და გაბრაზებულმა უთხრა -არ გამოვრიცხავ რომ მამას თავიდან მოშორების გეგმა შეიმუშავო, ეს ხომ შენი მიზანია და ალბად მიზანს ბოლომდე მიიყვან. -უკეთესი იქნება ისწავლო როგორ უნდა ესაუბრო შენზე მეტად უფროსს ადამიანს. -რაო ნუციკო სიმართლე არ მოგეწონა და ხომ არ ფიქრობ ბოდიშიც მოგიხადო. -როგორ შემოდი ამ სახლში, რა ვერ გაიგე რომ აქ თქვენი აღარაფერი არის და ასე თავისუფლად ვერც შემოხვალთ. -მე კი ვფიქრობ რომ ამიერიდან მამას ხშირად უნდა მოვაკითხო,რადგან თვალებში იმდენად დიდი ბოროტება გაქვს შეუძლებელია რაღაც გეგმა არ გქონდეს შემუშავებული. -ოთარი არაფერს ეტყვი? -მე შენ გეტყვი რომ არ გაქვს უფლება აქ მოსვლა ჩემს შვილებს დაუშალო.... -მართლა, იქნებ დედამისიც მოვიდეს და ერთად დაწვეთ.... -არ ვიქნები წინააღმდეგი და თუ საჭირო გახდება თუმცა ვიცი რომ ეს აუცილებელიც არის მუხლებზე დავდგები და პატიებას ვთხოვ, რომ ჩემი დიდი და უზარმაზარი შეცდომა მაპატიოს. -რას ამბობ...... -რას ვამბობ და რასაც ვამბობ რატომ გაიკვირვე, მან დუმილით და სიჩუმით გამანადგურა შენ კი ხმაურით მანადგურებ.ნუცა გაბრაზდა და თამროს შეხედა რომელიც ხელის კვრით მიიყვანა კართან და გარეთაც გააგდო, შემდეგ ოთარის მიუბრუნდა და საზარლად დაუღრიალა. -ხმა არ ამოიღო და შენს ოთახში ადი მე გაჩვენებ ვინ არის აქ უფროსი,შენ აღარაფერს წარმოადგენ ოთარ საერთოდ არაფერს.თამროს ესმოდა ხმა შიგნიდან,მაგრამ ბიძგი იმდენად ძლიერი იყო ზურგით დაეცა კიბეზე რაც ძალიან მტკივნეული იყო,მაგრამ უეცრად ვიღაცის ხელმა ის ჰაერში აიტაცა და მის წინ ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი იდგა. -კარგად ხართ? თამრო ფეხზე წამოაყენა და კარები გაიღო ნუცას უნდოდა თამროსთვის ისევ ეყვირა და ეზოდანაც გაეგდო,მაგრამ უცნობმა გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -რას აკეთებთ,რა დაგიშავათ გოგონამ ასეთი რისხვა რომ დაიმსახურა. -ის ამ სახლშიც და ჩემს ცხოვრებაშიც ზედმეტი არის. -სცდებით ქ-ნო ნუცა მგონი თქვენ ხართ ზედმეტი ამ სახლში და თქვენ ვიღაცამ უნდა შეგაჩეროთ. -რას გულისხმობთ.... -კარგად ხვდებით რასაც ვგულისხმობ, ახლა კი ბ-ნი ოთარი გამოვიდეს უნდა დაველაპარაკო. -ოთარი ავად არის მე მითხარით რაც გაქვთ სათქმელი..... -თამრო, თამრო შვილო....გარეთ ოთარი გამოვიდა და უცნობ მამაკაცს შეხედა,შემდეგ თამროს და ბოლოს ნუცას. -ბ-ნო ოთარი თქვენთან ვარ და რაც შეეხება გოგონას თუ არ ვცდები თავს კარგად გრძნობს, თუმცა დაცემა ისეთი ძლიერი იყო ექიმს უნდა ეჩვენოთ. -კარგად ვარ და მადლობა,მამა მე წავალ მაგრამ ისევ მოვალ შენს სანახავად. -კარგი შვილო,თქვენ...... -ცალკე მინდა დაგელაპარაკოთ,მე და თქვენ.... -შემობრძანდით,ჩემს კაბინეტში დავსხდეთ და ყავაც მივირთვათ..... -არა, არა უფრო ვისურვებდი ეზოში ვიყოთ სუფთა ჰაერზე.თქვა უცნობმა და ნუცას შეხედა, ნუცას კი ფერი დაეკარგა არ იცნობდა სტუმარს პირველად ხედავდა,მაგრამ მისი მოსვლის მიზეზი ხვდებოდა რომ თავად იყო,ოთარი კი გარეთ გავიდა და ნელი ნაბიჯებით მთავარი გასასვლელისკენ წავიდნენ უცნობმა ხელში დაჭერილი საქაღალდე გახსნა და ოთარის რაღაც ქაღალდი აჩვენა ოთარიმ ქაღალდი გამოართვა და წაიკითხა სადაც გარკვევით ეწერა რომ მის მოწამვლას იშვიათი საწამლავით შეეცადნენ რომელიც არ ჩანს და ფიქსირდება გულის გაჩერებით. -ეს როგორ,სად და როდის. -დღეს ბ-ნო ოთარი... -დღეს..... -დიახ,ანალიზის პასუხი იმ კერძიდან ავიღეთ რომელიც დღეს უნდა მიგერთვათ,მაგრამ თქვენთან დღეს თქვენი მფარველი ანგელოზი გყავდათ სახლში და მან დაგიცვათ,მან გადაგარჩინათ. -თეკლა..... -დიახ თეკლა ის ჩემთან მოვიდა, კერძი მომიტანა თან ამიხსნა თუ რა ეჭვებიც ჰქონდა და მეც კერძიდან ნიმუში ავიღე,ანალიზის პასუხმა რა შედეგიც მომცა თავად კითხულობთ. -დიახ მან მოახერხა და მითხრა რომ ნუცას რაღაც შენიშნა მეც მისი დახმარებით ვიდეო თვალი დავაყენე და ვაკონტროლებ. -გოგონამ უნდა გააგრძელოს აქ მუშაობა და ის ჩვენ მოგვაწვდის ინფორმაციას თუ თქვენ თანახმა ხართ თქვენს მეუღლეს დღესვე ავიყვანთ ადამიანის სიცოცხლის განზრახ შეზღუდვისთვის,ეს ძალადობაა და ეს დაგეგმილი მკვლელობაა დღეს თქვენ გაგიმართლათ და ხვალ,ვინ გადაგარჩენთ ხვალ,მაგრამ კიდევ არის რაღაც... -მითხარი,მინდა ყველაფერი ვიცოდე..... -იძებნება გოგონა თქვენთან მუშაობდა რუსო..... -რუსო ვიცი,მაგრამ ის ემნიგრაციაში წავიდა როგორც მე მითხრეს. -არა ბ-ნო ოთარი ის დაიკარგა..... -საკვირველია ძალიან კარგი გოგონა იყო მოწესრიგებული,არ ვიცი რა ვთქვა. -ეჭვი კი თქვენს მეუღლესთან მოდის,მითხარი როგორ მოვიქცეთ..... -გასაგებია,მომეცი ცოტა დრო. -როგორც თქვენ იტყვით ეს ჩემი სავიზიტო ბარათი და თუ აუცილებლობას ჩათვლით რა დროც იქნება დამირეკეთ,მე თქვენთან მოვალ.უცნობი წავიდა,ოთარი რამდენიმე წუთი იდგა ერთ ადგილზე ვერც კი გაიგო ნუცა როგორ მიუახლოვდა და მის წინ დადგა თვალებში უყურებდა უნდოდა ოთარის თვალებში დაენახა ის რისხვა რასაც ელოდა იმ წუთში და შიშით იდგა,მაგრამ რისი შიში ჰქონდა გაქცევის შიში თუ შიში იმისა რომ მისი გეგმა ბოლომდე ვერ მიიყვანა. -რა მოხდა,ვინ იყო ან რა უნდოდა.ოთარიმ შეხედა ნუცას და არ შეეძლო სიმართლე ეთქვა, ამიტომ იმ წუთში რაც მოიფიქრა არც შეხედა ნუცას ისე უთხრა. -ბევრი შევეცადეთ,მაგრამ ჩემი ბიზნესი ჩაიძირა ნუცა.... -არა, ეს შეუძლებელია... -სამწუხაროდ რომ სიმართლეა. -არა, არა ნუ იმეორებ..... -გავკოტრდი,აღარაფერი აღარ დამრჩა. -ვიცოდი, ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა ეს იმ ჩუმალა ქალის გეგმა არის.ოთარიმ შეხედა ნუცას და გაბრაზებულმა უთხრა. -არ გაბედო და არც ჩემს შვილებს და არც ლელის არ შეეხო,არც ახსენო მისი სახელი. -გული ახლაც შეგტკივა შენს ყოფილზე? -როგორ შევძელი,როგორ დავრბმავდი და მას შენთან ვუღალატე ჩემამდე არ დადის ეს შეცდომა როგორ დავუშვი,კარგად იცი რომ მისი თმის ღერსაც არ შეველევი შენთვის და არც შეგადარებ მას რადგან ის შეუდარებელი და ყველასგან განსხვავებულია, სამწუხაროდ გვიან მივხვდი ჩემს შეცდომას. -ასე ძალიან გიყვარს, შენ ისევ მას მისტირი.... -არ უარვყოფ, ჩემი სიყვარული ლელი არის და ჩემი გულიც მასთან არის დღემდე. -მე ვინ ვარ შენთვის.... -არავინ ხარ ნუცა,მაგრამ ხარ ქალი ვინც მისი ეშმაკობით დამათმობინა ჩემი ბედნიერება და შენ ხარ ქალი ვისთანაც ვიკმაყოფილებ ვნებას, სურვილებს და უქალობას,მაგრამ უკვე აღარც ვნება დარჩა და აღარც სურვილი შენს მიმართ,რადგან დაკარგე უკვე ქალის სინაზე და სინატიფე.შებრუნდა და წავიდა,ნუცა კი დარჩა ეზოში გაშეშებული და სიბრაზისგან რა გაეკეთებინა არ იცოდა,რაც მოიფიქრა იმ წუთში ერთადერთი ის იყო როგორმე კიდევ ჩაესხა საწამლავის წვეთები ჩაიში რომ ოთარისთვის რაც შეიძლებოდა მალე მოეღო ბოლო,მაგრამ ოთარიმ თავის ხელით დააყენა ჩაი და სანამ არ დალია ჩაის ფინჯანისთვის ხელი არ გაუშვია და ფიქრობდა რომ არა თეკლა იმ დღეს როგორ დასრულდებოდა მისი ცხოვრება და სწორედ იმ წუთებში მიიღო გადაწყვეტილება უნდა დაებრუნებინა ლელი და მისი ოჯახი,მაგრამ ლელის უნდოდა კი მასთან დაბრუნება.მომხდარით გულნატკენს თვალები აეწვა ვერც კი გააცნობიერა როდის მოერია ცრემლი რაც უფრო ღრმად ფიქრობდა მომხდარზე გადაწყვეტილება მისი კიდევ უფრო ურყევი იყო,თავი შეუძლოდ იგრძნო ჩაის ბოლო ყლუპიც შესვა და ნელი ნაბიჯით თავის ოთახში წავიდა,ნუცამ თვალი გააყოლა და ჩურჩულით თქვა. -არ მოგცემ ჩემი დამცირების უფლებას,მე ვინც დამამცირა წლებია უკვე ციხეში ზის და შენ უფრო უარესი გელოდება.ოთარიმ მიხურა თუ არა კარი ის სამზარეულოში შევიდა რადგან იქ თავს დაცულად გრძნობდა და ტელეფონი ამოიღო. -მომისმინე უკვე გაიგო რომ ბიზნესი ჩაიძირა,ყველაფერი მზად არის თანხა რაც კი არსებობდა ჩემს ხელშია მჭირდება ახალი პასპორტი და შენგან ზარს ველოდები მანამდე ამ სახლსაც გავყიდი...... -შევძლებ, მოვახერხებ ნუცას დაუძლეველი და შეუძლებელი არაფერია და მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს ოთარი რაღაცას ხვდება წამალმა რომ არ იმოქმედოს ისე როგორც გავთვალეთ უნდა გავასწროთ. -რა თქვი, როდის ან როგორ....... -ვინ არის ის ადვოკატი ვინც ნიკა გაანთავისუფლა.... -გაიგე, მისი ყველა კოორდინატი მინდა ვიცოდე გავანადგურებ......ტელეფონი გაბრაზებულმა გათიშა და ნერვიულად დაიწყო იქით აქით სიარული,ოთარიმ ყველაფერი მოისმინა და ჩურჩულით თქვა. -სხვისი დამცირებით ვერასოდეს ამაღლდები და ვერ გახდები ძლიერი,შენ არ იცი ნამდვილი ძალა ის დიდი ძალა რომელიც ადამიანების პატივისცემაშია.ძალიან შეიცვალა ოთარი,უკვე ეშინოდა სახლში ყოფნა და სამზარეულოში თუ თეკლა არ იყო არც იხედებოდა და ნუცას მიწოდებულს ეჭვის თვალით უყურებდა,ამიტომ ნუცამ მიხვდა და შეაჩერა წვეთების მიცემა, რაც შეეხება თეკლას ოთარი სულ ღიმილით ხვდებოდა მას და მხოლოდ მის მიწოდებულს ენდობოდა,მაგრამ თეკლა ყოველთვის შორს იდგა მისგან როცა ნუცა სახლში იყო რადგან ნუცამ ეჭვის თვალით დაუწყო ყურება რამაც ძალიან შეაშინა.თამროც შეშინებული იყო და ნუცას თეკლას მეშვეობით აკონტროლებდა და მთელი ყურადღებით ოთარისკენ იყო ამიტომ ნერვიულობისგან უნივერსიტეტში აჩრდილივით დაიწყო სიარული,ყველა ამჩნევდა მის ცვლილებას და შიში რაც ნუცასგან მიიღო ბევრ რამეზე დააფიქრა.ერთ დილით სასწავლებელში მისულმა მეგობარს გაუღიმა და დაბადების დღის აღსანიშნავად პატარა საჩუქარი გადასცა. -მაი რადგან ვერ მოვალ საღამოს იცი რომ ვმუშაობ ეს ჩემგან ძვირფასო. -მადლობა თამრო ძალიან გამახარე. უთხრა სიხარულით აღფრთოვანებულმა მაიამ და თამროს გადაეხვია,მაგრამ ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაეტაკა და კედელს მიანარცხა, თამრომ შეხედა მის წინ მდგარ ქერა გოგონას რომელსაც პირველად ხედავდა და სიბრაზით უთხრა. -სინაზე არ გაწყენდა გოგო ხარ.გოგონამ კი დამცინავი სიცილით შეხედა და ირონიით უთხრა. -როცა მე მოვდივარ გზა უნდა დამითმო,გასაგებია?დაძაბულობამ იმატა,თამრო გასწორდა გოგონასთან მივიდა და თვალებში ჩახედა. -პირდაპირ მითხარი რა გინდა.....თამროს გამოხედვაც იმ წუთში ყინულივით ცივი იყო, გოგონამ შეხედა და მიხვდა რომ ძლიერი მეტოქის წინ იდგა რადგან ყველა თამროს უყურებდა და იცოდა ყველამ თამროს აფეთქებას რაც მოყვებოდა. -ძალის დემონსტრირება თუ გინდა აქ არ არის ამის ადგილი,მაგრამ.....ამჯერად ქერამ ჩახედა თვალებში თამროს და უთხრა. -ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ადგილზე და სხვა ვითარებაში..... -სადაც გინდა და როცა გინდა.....უთხრა თამრომ და მეგობარს მიუბრუნდა,ყველამ შვებით ამოისუნთქა როცა ქერამ უკან დაიხია და საბოლოოდ დატოვა სასწავლებელი მაიამ კი თამროს უთხრა. -ძალიან უზრდელი გოგო არის.... -ვინ არის,პირველად ვნახე. -პირველ კურსელიაო თქვეს .... -არ არის სტუდენტი ვიღაც მეოთხე კურსელთან მოვიდა და უნდოდა თავი გამოეჩინა, ვიღაც იდიოტია საერთოდ ნუ იფიქრებ მასზე. -რას ამბობ მაი მასზე რომ ვიფიქრო რა საფიქრალი დამელია? -პირველ კურსელია,მაგრამ მგონი გარიცხვის კანდიდატია რადგან ლექციებს აცდენს თუმცა მდიდარი დედიკოს ფულებით მაინც დაამთავრებს სასწავლებელს. -დაამთავრებს,მაგრამ თავში რა ექნება ესაა მთავარი. -გოგოებო მისი სადარდებელი ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ? თამროს უცებ გამოუკეთდა ხასიათი და ლექციების შემდეგ თომას ფირმაში ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა,მაგრამ ქერა მანქანის გაუჩერებელი სიგნალით შევიდა ეზოში და პირდაპირ სახლის წინ დააყენა წითელი ლაპლაპა პორზე,ნუცა გაოცებული უყურებდა შვილს და შემდეგ გაბრაზებულმა უთხრა. -ვისია ეს მანქანა.... -ჩემი... -სად გქონდა თანხა პორშე რომ იყიდე. -რატომ გიკვირს მე ხომ შენი შვილი ვარ დედიკო.... -ნინი არ გამაბრაზო თორემ იცი რასაც გავაკეთებ და უკან არ დავიხევ. -რაო დედიკო, მეც სარდაფში ჩამკეტავ? -რას ამბობ გაჩუმდი. -აქამდე შენ გბაძავდი,მაგრამ ახლა მრცხვენია შენი შვილი რომ ვარ. -ნინო....ნუცამ უყვირა და ნინის სახეში ხელი გაარტყა, თეკლამ ყველაფერი გაიგონა და სახლში ნუცას შეუმჩნევლად შევიდა შიშისგან კანკალებდა და იოანეს შეტყობინება გაუგზავნა რამაც იოანე ძალიან გაახარა და ახალი სამხილები პროკურორს შეატყობინა,პროკურორმა მასთან ერთად განიხილა საკითხი და გაფრთხილებაც მისცა იოანემ კი ღრმად ამოისუნთქა და ბედნიერი სახით შეხედა პროკურორს. -დადგა მნიშვნელოვანი დღე რომელსაც ველოდი თვეებია და მინდა ჩემს გვერდით ნიკა იყოს,მისი იქ ყოფნა იმ ქალს კიდევ უფრო დააბნევს და ღირსება რაც შერჩენილი აქვს იმასაც დაკარგავს. -მიხედე საქმეს იოანე.იოანე მნიშვნელოვანი ქაღალდებით გამოვიდა პროკურორის კაბინეტიდან და ბექას აცნობა ახალი ამბავი,შემდეგ კი ალიკას დაურეკა,მაგრამ ალიკა ბარბისთან ერთად რესტორანში იყო და მათ წინ დანიელი იჯდა მის დებთან ერთად. -მიხარია რომ ახლოდან გაგიცანით და მადლობა რომ დაგვთანხმდი შეხვედრაზე. -შეუძლებელი იყო აქ არ მოვსულიყავით,რადგან ეს ბარბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ რამეზე ისაუბრეს და საბოლოოდ ყველამ ერთად აღიარა რომ ბარბისთან ყველა ცდებოდა,თუმცა ყველა ცდილობდა შეცდომის გამოსწორებას.სადილი დასასრულს უახლოვდებოდა რომ ალიკას ტელეფონზე იოანემ დაურეკა. -ბოდიში უნდა ვუპასუხო. -იოანე გისმენ შვილო.... -მამა დადგა მნიშვნელოვანი დღე და დღეს დიდი სახლის აღება შტურმით რომ მომიწიოს ნუცას დღეს დავაკავებთ. -ძალიან გამახარე თქვი შევძლებო და შეძელი,მოვდივართ ჩვენც შენს გვერდით ვართ რადგან ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია. ტელეფონი გათიშა და ბარბის ღიმილით შეხედა. -უნდა წავიდეთ დღეს მნიშვნელოვანი დღე არის,იოანემ გაიმარჯვა და მოიპოვა ის რისთვისაც იბრძოდა ეს თვეები. -გამოდის დღეს ყველაფერი დასრულდება.... -დასრულდება საყვარელო და მალუც დღეს გაიგებს სიმართლეს.ბარბიმ ყველას სათითაოდ გადახედა და თქვა. -მნიშვნელოვანი ზარია და უნდა დაგტოვოთ,ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.ყველას დაემშვიდობა და დანიელმა ალიკას ხელი მაგრად ჩამოართვა. -წარსულს არ ვიხსენებთ,მომავალში კი ბარბის თქვენ გაბარებთ და გაუფრთხილდით მას ის იშვიათი ადამიანია სამწუხაროდ მე გვიან გავაცნობიერე,მაგრამ...... -სჯობს გვიან ვინემნ არასდროს,ნახვამდის და შეხვედრამდე.ალიკამ ბარბის მოსასხამი მოახურა და რესტორნიდან ორივე ღიმილით გამოვიდა,დანიელმა თვალი გააყოლა წყვილა და თქვა. -ბოლოს და ბოლოს ბედნიერი იქნება ბარბიც და ეს მიხარია. რა ხდებოდა ლელისთან,ლელი რომელიც ისედაც გულჩათხრობილი და უთქმელი კიდევ უფრო ჩუმი გახდა და ერთ ღამით როცა ფიქრებმა ისევ არ დააძინა და თავის ძლიერი ტკივილისგან იტანჯებოდა ადგა სარკეში ჩასიხედა და გადაწყვეტილება მიიღო, მას არ უნდოდა ნუცას წინაშე დამარცხებული ყოფილიყო. ნუცამ ვისაც მეგობრად თვლიდა წაართვა ყველაფერი და ახლა უკვე დრო იყო უკან დაებრუნებინა წართმეული,ნუცამ ჯერ ბზარი გაუჩინა მის ბედნიერებას მერე კი შეძლო და ის ყველაფერი რასაც წლები ჰქმნიდა შუაზე გახლიჩა, დიდი სახლიდან წასვლის შემდეგ თან დასდევს სიმარტოვის სურნელი და მისი სიმარტოვე მწარე მოგონებებს აღვიძებდა მასში. არავის უთხრა, დილით ადგა თავი მოიწესრიგა და წავიდა თვეების შემდეგ კი იმ დიდი სახლის წინ იდგა ოდესღაც ეს სახლი ყველას მაგალითი რომ იყო ერთგულებით,სიყვარულით და სითბოთი. ახლა კი ცივი და უცხო იყო მისთვის ეს კედლები, იდგა და უყურებდა დიდ შესასვლელს სადაც ჰაერშიდაც კი იგრძნობოდა დაძაბულობა ლელის მისვლა იმ სახლში იმდენად მოულოდნელი იყოს კედლებმაც კი სუნთქვა შეაჩერა. ამ დღეს ელოდა, ეს დღე იყო როცა ნუცას დაამარცხებდა და ორივე ბეჭზე დადებდა.მოულოდნელად ჰაერის ნაკადი შეწყდა და მის გარშემო ცივი სიჩუმე დადგა, როცა წინ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მთავარი შესასვლელი ღიად დახვდა და ძალა უფრო მოემატა რადგან თავისუფლად შევიდა სახლში სადაც ხმაური იყო და მისთვის უცხო ხალხი ირეოდა როგორც სახლში ისე ეზოშიდაც, სამზარეულოდან გამოსული კერძების არომატი სტუმრებს მადას უმძაფრებდა.ეს დღე ნუცას დღე იყო,დღეს მისთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული 48 წლის მანძილზე, მაგრამ ნუცამ ჯერ შიშისაგან შეხტა და შემდეგ გაოცებულმა შეხედა ლელის რომელმაც მისდა მოულოდნელად სქელი საქაღალდე მაგიდაზე ხმაურით დაახეთქა და ოთარის თვალებში ჩახედა მისი ხმა კი ზარივით მოედო კედლებს სიჩუმეში და ყველა სტუმარი გაისუსა. -ოცნება აგისრულდათ ნუცამ გაიმარჯვა,მაგრამ როდემდე იქნება გამარჯვებული ეს არ ვიცი სულ მალე დარწმუნებული ვარ მის სახეს უნიღბოდ დაინახავ და მიხვდები ვის გამო დაანგრიე შენი ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება, ახლა კი ხელი მოაწერე ჩვენს განქორწინებას ჩვენ საერთო აღარაფერი გვაქვს. ოთარიმ მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა შეძლო წინ და ლელის შეხედა,შემდეგ ცრემლებამდე მისულმა ხმის კანკალით თქვა..... -ლელი იქნებ დაფიქრდე..... -დავფიქრდე და რაზე დავფიქრდე პატიებაზე თუ როგორ გაპატიო? დავფიქრდე და დავივიწყო თუ როგორ ერთობოდი ჩემს სახლში ჩემს საწოლში ჩემს ვითომ მეგობართან და ვითომ საუკეთესო დაქალთან? დავფიქრდე და თვალები დავხუჭო ყველაფერზე, იმ პირველ ღალატზეც პირველივე დღიდან რომ მღალატობდი? -ლელი..... -ხელი მოაწერე.....მტკიცე იყო ლელის ხმა და ოთარიმ ვეღარ შებედა სიტყვა,მხოლოდ უყურებდა შემდეგ ხელის კანკალით აიღო საქაღალდე და საჭირო ადგილზე ხელი მოაწერა, ლელიმ საქაღალდე დაიბრუნა და ნუცას არც კი უყურებდა ოთარის უთხრა. -ახლა კი თქვენი ნივთები აიღეთ და სახლი დატოვეთ რჩეულთან ერთად,დრო რამდენიმე წუთი გაქვთ. -რას ამბობს,ოთარი შენ უნდა წახვიდე ამ სახლიდან თუ ის უნდა წავიდეს. ოთარიმ ხელი კრა ნუცას გაბრაზებულმა და ისევ ლელის მიუბრუნდა. -ხელი მოვაწერე იმიტომ ჩემს შეცდომას ვაღიარებ, ლელი..... -ნუ ცდილობ გადამაფიქრებინო, ამ სახლში არც თავიდან ყოფილა შენი არაფერი და არც ახლა არის ასე რომ უფლება არ გაქვს მიმითითო რას როგორ გავაკეთებ. -მაგრამ...... -ისევ მაგრამ.....მაგრამ ეს სახლი რომელიც ჩემს გარეშე ბანკში ჩადე და ფული მაგ ქალბატონს მოახმარე დედაჩემმა ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტანდი ამ სახლში ეს სახლი დაიხსნა და შენი ვალი გაანულა,ეს საქაღალდე მარტო იმისთვის არ მომიტანია მხოლოდ განქორწინების ფურცელი ჩამედო შიგ სხვა მნიშვნელოვანი საბუთებიც არის და როგორც ხედავთ თეთრზე შავით წერია პროცენტების რაოდენობა ვალის გადახდა მარტო ეს არა, ბიზნესი რომელიც ჩაიძირა და ვინ ჩაძირა შენმა რჩეულმა დედაჩემმა შეისყიდა გაკოტრებას ელოდა შენი ქალბატონი,მაგრამ ბიზნესი რომელსაც თაია ჩაუდგა სათავეში ყვავის უნდა გაგხარებოდა შენი შვილი სულ მაღალ და მათალ საფეხურზე ადის თუმცა შენ შენს სამყაროში ცხოვრობ შვილები არც კი გახსოვს,მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა ბოლო რამდენიმე წელია უცნობი პატრტნიორი გყავს ვინც შენს წინაშე არასოდეს გამოჩენილა,პარტნიორი ვინც ძალიან ბევრჯერ დაგეხმარა ეკონომიურად ის პარტნიორი კი მე ვიყავი და როგორც გაიგე ბიზნესიც და სახლიც უკვე ჩემს საკუთრებაშია, რატომ მიყურებ გაოცებული აქედან მიბრძანდით ახლავეს. -შენ,შენ ვერ გააკეთებდი ამ ყველაფერს.......ოთარის ხმა გატეხილი იყო და სულ მალე არაფლის მქონე ცარიელი ჯიბით დატოვებდა დიდ სახლს. -გაგიკვირდა და ვიცი რატომაც,ჩემი სიჩუმე რომელიც ასე ძალიან მოგწონდა სწორედ ამ სიჩუმით გაგანადგურე და ეს ყველაფერი მაშინ გავაკეთე როცა შენ დაკავებული იყავი სასიყვარულო და ვნებიანი წუთებით მაგ ქალბატონთან,სწორედ შენ შემიწყვე ხელი ამეშენებინა შენს გარეშე ჩემი იმპერია და ჩემი ბიზნესი სწორედ იმ სამკაულების შექმნაა რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა შენ რომ სასაცილოდ უყურებდი,დამცინოდი კიდეც,მაგრამ ვხედავ ჩემი ყელსაბამი შენი საყვარლის ყელს ძალიან კარგად ამშვენებს და ეს მოდელი ყველაზე ძვირიანი მოდელია ჩემს სამკაულებში ესეც შენი ფულით ნაყიდი ალბად.ლელი ნუცასთან მივიდა და სამკაული ყელიდან ჩამოგლიჯა,ნუცას სახე სიბრაზისგან გაწითლდდა მისი ჩანაფიქრი მისივე თვალისწინ განადგურდა და ცივი გამოხედვით უყურებდა მასზე გამარჯვებულ ლელის და ერთიანად კანკალებდა. -ნუცა რატომ კანკალებ,ავად ხარ? -ლელი მორჩი თეატრს და დატოვე ჩემი სახლი. -ასე ფიქრობდი თავიდანვე როცა ამ სახლში სტუმრად მიგიღე,მაგრამ კარგად უნდა შეგემჩნია რომ ეს სახლი სიყვარულით,სითბოთი და ერთმანეთის პატივისცემით იყო შეკრული.არ ვიცი შენ როგორ აღიქვი ჩემი ოჯახი,მაგრამ მე ასე ვხედავდი ჩემს თავს ჩემივე სახლში.შენ ყოველთვის ყველას ზემოდან უყურებდი და ამ დიდ სახლშიდაც სადაც გათლილი ქვის კედლებიც კი წარმოუდგენლად თბილი იყო შენი აქ ჩასახლების შემდეგ მართლაც რომ წარმოუდგენლად გაცივდა და რატომ, ამ სახლის მაღალ ფანჯრებს ოდესღაც თეთრი გამჭირვალე ფარდები ამშვენებდა და შენ როგორც თავად ხარ შავი ფანჯრებიც შავი ფარდებით შემოსე ეს შეიცვლება და გამოსწორდება შენი წასვლის შემდეგ.სახლში სრული ქაოსი შემოიტანე საიდუმლო სატელეფონო ზარები,კართან უცხო ადამიანები მოდიან და გაშანტაჟებენ როგორ შეგიძლია იცხოვრო ასეთი დაძაბული ცხოვრებით ვგულისხმობ როგორ ცხოვრობ სულ შიშში.მიზანი დასახე ნუციკო მაგრამ შენმა მიზანმა არ გაგიმართლა შენი ჩუმი და უწყინარი მეგობარი შენზე მეტი აზრიანი ყოფილა ასე რომ თქვენ მასწავლეთ სიჩუმით განადგურებ-ის მეთოდები და ჩემმა შედეგმა კი 100-იანში გაარტყა.ვიცი გიკვირთ და არ ელოდით ფუნდამენტალური ცვლილება დაინახეთ ჩემში,მაგრამ მადლობა თქვენ ეს ცვლილება თქვენით არის, თქვენი წასვლის შემდეგ ეს სახლი არავისთვის აღარ იქნება ციხე არც მოსამსახურეებისთვის და არც შიგნით მცხოვრებლებისთვის,სიცოცხლე გრძელდება ძვირფასებო ამ სახლში მაგრამ უთქვენოდ. -შენგან ვერ წარმოვიდგენდი ასეთ დარტყმას ლელი.... -სწორედ ეს არის შენი პრობლემა რომ შენ მე არ მთვლიდი ქალად და ყოველთვის ყველგან მღალატობდი რადგან ჩემმა სიჩუმემ სითამამე შეგმატა,ფიქრობდი ლელის ჩემს იქით გზა არ აქვს ორი ბავშვით ვერ გაუძლებს მარტოობას,მაგრამ სიჩუმე არ არის დანაშაული და არც სისუსტე..... -მაგრამ.... -მაგრამ დრო გაგყავს კარი იცი სადაც არის და აქედან გაეთრიეთ,ორივემ...... -ლელი გთხოვ..... საბოლოოოდ..... -საბოლოოდ რა,რა უნდა მითხრა მეც ვიცი შეხსენება არ მინდა როგორ მამცირებდი და მანადგურებდი,თქვენ ორივემ სამომავლო გეგმები დასახეთ ავადმყოფობაც მოიგონე ამ დონეზეც დაეცი,გაეთრიეთ ამ სახლიდან თქვენი აქ ყოფნით აბინძურებთ ამ სახლს,გაეთრიეთ ჩვენი ცხოვრებიდან. -მაგრამ ჩვენ ოჯახი ვართ..... -ვიყავით ოჯახი როცა შენი მჯეროდა,მჯეროდა შენი შემართების,სიყვარულის,მაგრამ როცა ეს კახპა და ქუჩის ქალი ჩვენს ოჯახში მივიღეთ იმ დღესვე მივხვდი შენს გამო იყო მოსული და აქ დაიწყო მისი ახალი თავგადასავალიც შენც მის ბადეში გაები უკვე მეორედ და შენც გვერდით დაიყენე მოდურად ჩაცმული თუმცა ის არ იცი ამ კახპა ქალს ორი შვილი ორი ტყუპი ქალ-ვაჟი მიტოვებული და მიგდებული რომ ყავს აქ კი თავს იწონებს მისი ქალობით და ადამიანობით, ამასაც თუ ქალი ჰქვია. -რას ბოდავ....ნუცას თვალები გაუფართოვდა,ლელი კი არ ჩერდებოდა. -რას ვბოდავ და თუ ვბოდავ ისინიც სულ მალე აქ იქნებიან.... -ეს გაგიჟდა, აიჭრა, მას ექიმი ჭირდება.თქვა ნუცამ და პანიკაში მყოფი ოთარის შეშინებული უყურებდა. -ეტყობა ექიმი ვისაც ჭირდება,აქედან გაეთრიეთ და გზაში არკვიეთ სიმართლე. -ეს ტყუილია, ყველაფერი ტყუილია თავად მოიგონა ასე როგორ დაეცი ლელი..... -შენგან შორს მეორედ დაიბადნენ ის ბავშვები და შენ არ ხარ იოანესნაირი შვილის ღირსი ის ღირსეული ადამიანია ისე როგორც მალუ და მოემზადე შვილები კითხვას დაგისვამს თუ რატომ მიატოვე ისინი და გაეცი კითხვა ,,რატომ''-ს პასუხი თუ პასუხი მოგეძებნება ამ კითხვაზე. შემოსასვლელი კარი ღია იყო,მაგრამ კარზე ზარი მაინც დაირეკა და ნუცამ შეშინებულმა შეხედა თეკლას რომელიც კართან მივიდა და ცივი ხმით იკივლა.... -არ გააღო კარი....მაგრამ თეკლამ თავადაც გაუღიმა კარში მომღიმარ თამრო ბებოს რომელიც პირველი შემოვიდა სახლსი მის უკან კი მალუ და იოანე მოყვა,შემდეგ ვახო და გაგა, სულ ბოლოს ნინო შემოვიდა რომელსაც ნუცა გაბრაზებული უყურებდა,მაგრამ ნინოს მისთვის არც შეუხედია. -რა კარგია ყველა ერთად ვართ სტუმრებიც გყოლიათ და მიხარია,მაგრამ ვწუხვარ რომ მარინა ვერ მოვიდა მისი მდგომარეობა ყველამ იცით იმ თავდასხმის შემდეგ მას დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლი ის ინვალიდად დარჩა. -მადლობა მინდა გადაუხადო იოანე რუხაძეს რომ იმ დღეს ჩემი თაია გადაარჩინმა და დღეს ისინი წყვილი არის პატარასაც ელოდებიან,დაგლოცავთ შვილებო. -ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილზე ქ-ნო ლელი.უეცრად მათთვის მოულოდნელმა ხმამ ჰაერი გაკვეთა და ყველამ ხმის მიმართულებით მიბრუნდა. -არა შვილო ნუ გგონია რომ ყველა შენსავით მოიქცეოდა,არიან ადამიანები სხვისი ტკივილით რომ იკვებებიან,რამდენჯერმე იმ ბოროტმა ადამიანმა შენ და მალუც გაგიმეტათ სასიკვდილოდ და ვინ საკუთარმა დედამ იოანე.ყველა ალიკას უყურებდა რომელიც ყველაზე ბოლოს შემოვიდა სახლში ბარბისთან ერთად, ოთარი კი გაოცებული იდგა და ასეთი დამცირებული არასდროს არ ყოფილა არავისგან,თაიას ჩაეცინა და ოთარის უთხრა. -ახლოს დადექი მასთან დედოფალი არ წაიქცეს..... -თაია....უყვირა ოთარიმ და ყველას თვალი მოავლო,ბოლოს ალიკას შეხედა და უთხრა. -ეს ტყუილია,ეს შეთქმულებაა რომელიც თქვენ მოაწყვეთ. -გამოდის რომ მე ტყუილს ვამბობ რომ ნუცა ჩემი ყოფილი ცოლია და ეს ორი ტყუპი მისგან შობილი და მიტოვებული ჩემი შვილებია,რომელია ტყუილი თქვენი აზრით თქვით,მაგრამ ვერ იტყვით რადგან არც ერთი და არც მეორე ტყუილი არ არის ეს იოანე არის ადვოკატი ვისი განადგურებაც უბრძანე რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე ეს კი მალუ არის სასტუმროს მმართველი და სასიკვდილოდ გაამეტებინე იმ ადამიანს ვინც მალუს უყვარდა რა დედა ხარ შენ ვინ ხარ საერთოდ და რატომ გაქვს ამდენი სიბოროტე ცხოვრებამ თუ არ გაგიმართლა ვის ემართლები ან რატომ ბრძოლობ რომ სხვას წაართვა მისი შექმნილი რაც კი უშრომია? სილამაზის დედოფალი ვარო და დამტოვე რადგან შენ მე ვერ მაცხოვრებო,დიახ მე ღარიბი ბიჭი ვარ და არ მრცხვენია ამის თქმის,რომ სიღარიბიდან მოვდივარ, მაგრამ შენ ვინ ხარ დღეს სილამაზის დედოფალი თუ მაფიის ბოსი.ნუცა ალიკას უყურებდა მკერდი ხელით ეჭირა თითქოს ვიღაც გლეჯდა გულს ნაწილ ნაწილ,უყურებდა ალიკას და სახე ეწვოდა ტკივილისგან ნამსხვრევებად იქცა ყველა მისი ჩანაფიქრი.სხეული ეწვოდა და კანკალებდა სიბრაზისგან, დამცირებისგან და ირონიისგან,ალიკას ირონიული გამოხედვა კლავდა,ალიკა კი მიუბრუნდა და ზიზღით უთხრა. -არასოდეს ყოფილა ჩემი ძალა შურისძიებისთვის დამეთმო,ყოველთვის ვცდილობდი მტკიცე ვყოფილიყავი,რომ ვყვარებოდი გარშემო ყველას ადამიანებს და არა შენსავით არაადამიანებს, რადგან მივხვდი სიყვარულმა გადამარჩინა როცა სიცოცხლეში ყველაფერი წამართვეს და მე მდიდარი ვარ შენ კი ცარიელი ხარ და მარტოსული.სიღარიბის გამო გამიმეტე,შვილების არსებობა დამიმალე და გააჩინე ამისთვის მადლობა,მაგრამ მიატოვე ღვთის ანაბარად რომ არა ეს კეთილი ადამიანები ვინ იყო მათი შემცოდე შენ დედამ საკუთარი შვილები სასიკვდილოდ გაიმეტე რისთვის ზიდე 9 თვე ეს ტვირთი თუ არ გინდოდა ისინი,რატომ თავიდან არ მოიშორე როცა ორსულობა გაიგე,მაგრამ მიტოვება ადვილი იყო და წლების შემდეგ ვიღაც ნარკომანისგან გააჩინე ეს გოგო რომელსაც შენი სიბოროტე ასწავლე და ჩაუნერგე შენზე უკეთესი გამომძალველი უნდა გამხდარიყო. -რას ბოდავ,ნინი ბოროტი არ არის.... -არ არის ეს შენ გგონია რომ არ არის,არის და ეს შენი დამსახურებაა მან გასცა ბრძანება იოანე ეცემათ,მაგრამ იოანე არ დახვდა და მისი გამზრდელი დედა ცემეს. -ნინი ეს,ეს,ეს...... -გაგიკვირდა,რატომ ეს ხომ შენგან მიღებული და ნასწავლი გაკვეთილია. -მე არ მითქვია და არ მისწავლებია.... -თქმა რად უნდა როცა ხედავს რას აკეთებ,ოჯახში შემოგიშვეს მიგიღეს,მოგასვენეს და შენ რა გააკეთე მეგობარს ოჯახი დაუნგრიე მას ქმარი წაართვი და მის შვილებს მამა შენ რა ქალი ხარ ნუცა და ვინ ხარ,შენ საერთოდ რა ადამიანი ხარ. -მე,მე,მე, ოთარი სანამ ლელის გაიცნობდა ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.....ალიკა ოთარის მიუბრუნდა და უეცრად რომ არავინ ელოდა ძლიერად მოქნეული ხელი ცხვირში მოხვდა და სისხლმაც არ დააყოვნა. -შენ ჩემი ოლიკოც გიყვარდა ჩემი ერთადერთი და რომელიც დღემდე შენ გელოდება,მაგრამ შენ ის მიატოვე რადგან იცოდი ოლიკოს არაფერი ჰქონდა გარდა მისი პატიოსნებისა და მისი ღირსებისა,ორივე ფულის ხარბები ხართ ორივემ ფულის გამო მიატოვეთ ღარიბი ადამიანები,შემდეგ იოანეს და მალუს მიუბრუნდა თვალცრემლიანი და ტირილით უთხრა. -მაპატიეთ, მაპატიეთ შვილებო რომ საკუთარი ცოლი ვერ შევიცანი სიყვარულმა ისე დამაბრმავა მხოლოდ მისი გარეგნული სილამაზით ვტკბებოდი მისი მჯეროდა, მისი ნათქვამი სიტყვა მიყვარხარ ძალას მმატებდა,მაგრამ ყველა სიტყვა ყალბი იყო ისე როგორც ის იყო თავად ყალბი.ერთ დღეს როცა პირველი ხელფასი ავიღე და სახლში დატვირთული მივედი და ასევე ვიყიდე ოქროს ბეჭედიც მინდოდა გამეხარებინა.თქვა და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო ნუცას შეხედა და თქვა. -შენ გიყიდე რომ შენს სახეზე ღიმილი დამენახა, რომ გაგხარებოდა,მაგრამ მაგიდაზე წერილი დამხვდა. -,,მაპატიე,მაგრამ მივდივარ,მე ქალღმერთს მიწოდებდა ყველა და აქ ამ სიღარიბეში ვერ ვიცხოვრებ,არც მეძებო შეგან სამუდამოდ მივდივარ''. -წავიდა და თქვენც თან წაგიყვანათ,წავიდა და ჩემგან შორს დაიბადეთ,გაგაჩინათ თუმცა სხვამ მიგიკრათ მკერდზე და სხვამ შეგიკედლათ კიდეც იზრუნა თქვენზე და ადამიანებად გაგზარდათ.მინდა იმ ორ ქალბატონს ხელები დავუკოცნო რომ თქვენ დღეს ცოცხლები ხართ,შენ კი არ ხარ დედობის ღირსი და ამ ღირსეული შვილების დედა შენ ვერასოდეს ვერ იქნები და არც მიგიღებენ ისინი არასოდეს დედად, რადგან შენ უარყავი ისინი სულ ჩვილები და პატარები ახლა კი ზრდასრულები არიან და თავად განაგებენ თავიანთ ცხოვრებას სადაც შენ ვერასოდეს ვერ ჩაერევი.შემდეგ შვილებს მიუბრუნდა და ორივეს შეხედა.მალუმ ხელებგაშლილი გაიქცა ალიკასთან და მაგრად მოეხვია. -ვიცოდი,ვგრძნობდი,მაგრამ არცერთმა არ მითხრა რომ შენ იყავი ჩვენი მამა,ადამიანი ვინც სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა მამა. -მაპატიე,მაპატიე საყვარელო რომ ჩუმად ვიყავი ალბად მიხვდი რომ ამ წუთებს ველოდი დაგენახა დედაშენის ნამდვილი სახე.შემდეგ იოანეს შეხედა და უთხრა. -დრო მოვიდა დაუსვათ კითხვა რომელ კითხვაზედაც პასუხი გაინტერესებთ,მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ რასაც გეტყვით სიმართლე არ იქნება.იოანემ ნუცას შეხედა და მასთან ახლოს მივიდა,ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთი სიტყვა გაიგონა ყველამ. -რატომ,იქნებ პატარა ასაკის იყავი და შეგეშინდა ვალდებულებების აღება ან შეგაშინა ორმა პატარა მტირალა ბავშვმა შემიძლია გაგიგო,მაგრამ ვერ გაგიგებ 23 წლის იყავი და ზრდასრული ყველაფერი გააზრებულად გააკეთე ორი უსუსური არსება მიატოვე უცხო ექთანთან და უთხარი გინდა გაყიდე გინდა გადააგდე და გინდა გააჩუქე როგორ შეძელი ეს გეთქვა,მაგრამ თავიდანვე სიბოროტით იყავი ავსილი და კითხვაზეც ვერ მიპასუხებ არ გაქვს პასუხი რომ მიპასუხო.მითხარი რატომ..... -არ ვიცი.იყო პასუხი და ნუცა წაიქცა თუმცა მისკენ არავინ გაქცეულა,ალიკამ გადადგა ნაბიჯი მაგრამ შეჩერდა და ჩაიღიმა. -მსახიობია,კარგი მსახიობი.ოთარიმ წამოაყენა ფეხზე ნუცა და იქვე დივანზე დასვა,ნუცამ თვალი გაახილა და მის წინ პირდაპირ მჯდარ თამროს შეხედა ისევ დახუჭა თვალები და თამროს გაეცინა. -როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა......მალუმ იოანეს მკლავზე მოუჭირა ხელი და ტირილით უთხრა. -ბედნიერი ვარ რომ ალიკა არის ჩვენი მამა იო. -მეც ასეთი რექცია მქონდა როგორც შენ დღეს მალუ.თავზე აკოცა მალუს და შემდეგ ალიკას თვალი ჩაუკრა ალიკა შვილებთან მივიდა მალუ არც დაფიქრდა ისევ ჩაეხვია და ტირილით უთხრა. -ამიტომ გადადე თავი და ჩემს გვერდით იყავი მე კი ვერ მივხვდი,მაპატიე.... -მე მაპატიე შვილო რომ უჩემოდ დაიზარდეთ. მალუმ ალიკას მკერდიდან თავი აიღო და ნუცას შეხედა, ახლოს მივიდა და წყნარად უთხრა. -ნუ ელოდები იმას რომ გაპატიო,მაგრამ მადლობას გეტყვი რომ ორსულობა არ შეწყვიტე და გაგვაჩინე თუმცა მეც და იოც სხვამ გაგვზარდა და უფრო მეტი სიყვარული მივიღეთ რასაც არ მივიღებდით საკუთარი დედისგან,მე სულ სხვა რამ მაინტერესებს ახლა რომ იმ კარში ბებო შემოვიდეს ის ბებო ვინც შენ წლების წინ მიატოვე და დღემდე შენს ნატვრაში ცხოვრობს დარწმუნებული ვარ არც მათ არ შეხედავ რადგან ამ დღეს,ამ წუთებს და ამ მომენტს არ ელოდი,არასოდეს არ გაგითვლია შენი სიბოროტე სადამდე მიგიყვანდა და ერთ დღეს ყველა ერთად მოგთხოვდა პასუხს. -დედაჩემი?..... -დედაშენი,გახსოვს კი ის საბრალო ადამიანები,მაგრამ საბრალო ახლა შენ უფრო ხარ ვიდრე ისინი. -სად არის,სად არის დედაჩემი.... -იქ სადაც მიმატოვე ტყეში გაუვალ ადგილზე თოვლში,წვიმაში,სიბნელეში გულწასული რომ ადვილად მოვმკვდარიყავი ეს არ იკმარე ჩემი თავიც აცემინე მათ ვინც დაიქირავე..... -რას ამბობ შვილო მალუ. შეშინებული უყურებდა თამრო მალუს და ალიკამ დაასრულა. -დიახ ქ-ნო თამარ შემთხვევით მოვხვდი იმ ადგილზე მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასული სანადიროდ,ნადირობა ჩემი ერთ ერთი განტვირთვის საშუალებაა იმ დღეს კი გზა ამერია თოვლში მეგობრებს ჩამოვრჩი და სულ სხვა გზით წავედი,სულ სხვა მიმართულებით და ვიპოვე თოვლში ჩაფლული და გაყინული მალუ რომელსაც თავზე სისხლი ჰქონდა შემხმარი. -რას ამბობ შვილო..... -ვვარაუდობ რომ ვინც იმ ადგილზე მიიყვანა თავში ჩაარტყა სისხლი დაინახა და იფიქრა დავალება შეასრულა,მაგრამ არ გამოუვიდა არც დამქირავებელს და არც შემსრულებელს თავიანთი დასახული გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს... -მალუ შემთხვევით მამამ იპოვა და გადარჩინა რაც თქვენთვის უარესი ქ-ნო ნუცა,ადამიანის განზრახ დაზიანება,ადამიანის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა,უაამრავი ტყუილი,თაიას მოკვლის ბრძანება და ეს ყველაფერი თქვენ ჩაიდინეთ და როგორ მეზიზღება ის დღე როცა გავჩნდი და შენი ბინძური სხეულიდან გამაჩინე ქალმა ვისაც სხვის ბედნიერებაზე ალერგია აქვს,ქალი ვინც სხვისი ტკივილით იკვებება და ასეთი ადამიანის ადგილი ციხეში არის,თქვენ კი რა გითხრათ ბ-ნო ოთარ ამ უმსგავსო ქალ-ის გამო შესანიშნავი ოჯახი დაკარგეთ იმედია ათვითცნობიერებთ თქვენს დანაშაულს და შეცდომას.ოთარი თავჩაქინდრლი იდგა და ვერცერთ იქ მყოფთ თვალებში ვერ უყურებდა,მიხვდა აღარც ბრძოლას ჰქონდა ადგილი და აღარც მისი ადგილი იყო იქ და ცრემლიანი თვალებით შეხედა ჯერ თამროს შემდეგ კი თაიას და ბოლოს ლელის და სულ ბოლოს ნუცას მიუბრუნდა. -ვინ დავთმე შენს გამო და ვინ ხარ შენ..... -არ ვიცი ახლა ვინ ხარ,მაგრამ შენ იყავი მზრუნველი ქმარი,ერთგული მამა,ბრწყინვალე პროფესიონალი ბიზნესმენი.ყოველთვის როცა ერთად მივდიოდით შეკრებებზე ამაყად ვიდექი მე ჩემი ქმრის გვერდით,მაგრამ ახლა ვხედავ გაყინულ მზერას,დგეხარ თავდახრილი და არ ვიცი გაანალიზე შენი დაშვებული შეცდომა თუ ჯერ კიდევ თამაშობ. -ლელი...... -არ გინდა ოთარ ყველაფერი ნათქვამია,ჩვენი გზები გაიყო და ჩვენი ქორწინება დაიმსხვრა, დაიშალა.ყველასთვის მოულოდნელად ოთარი მუხლებზე დადგა და ლელის შეხედა. -არ მრცხვენია ბოდიშის მოხდის,არ მრცხვენია შენს წინაშე მუხლებზე დავდგე და პატიება გთხოვო.ლელი გთხოვ ბოლო შანსი მომეცი და ერთად გავიაროთ დარჩენილი გასასვლელი ხიდი,ჩვენი ცხოვრების ხიდი.თაიას ცრემლი მოერია უყვარდა მამა,მაგრამ გაახსენდა მის გამო რაც გადაიტანა. -ჩემო ოთარ ქორწინება სიმართლეზე,გამძლეობაზე და სიყვარულზეა აგებული რომელიც ყველა განსაცდელს წინ ეღობება,მაგრამ შენ სიმართლე დაივიწყე,გამძლეობა და მოთმინება წამართვი და სიყვარულზე რა ვთქვა როცა გვერდით ვერ ამჩნევდი ქალს ვინც შენი სიყვარულით დნებოდა და იფერფლებოდა შენ კი მას საკუთარ სახლში,საკუთარ საძინებელში და საკუთარ საწოლში ღალატობდი,ამიტომ არ შემიძლია პატიება და რომ გაპატიო შენთან ერთად ვერ ვიცხოვრებ უკეთესია აქ დასრულდეს ის რაც იყო ჩვენს შორის ბავშვები აღარცერთი აღარ ვართ როგორმე გადავიართ ჩვენი ცხოვრების ჩატეხილ ხიდს. ოთარიმ ვეღარაფერი ვეღარ თქვა და ფეხზე ადგა, მაგრამ გაოცებული უყურებდა სახლში შემოსულ რამდენიმე პოლიციელს. -მოგესალმებით,კარი ღია იყო და შემოვედი კარგია რომ სტუმრებიც დაესწრება სახლის ჩხრეკას. -ბატონო,სახლის ჩხრეკა რატომ აქ ვინმე დამნაშავეს ხედავთ კომისარო.ოთარი იდგა პოლიციელების წინ და ნუცაც მის გვერდით დადგა. -რა მოხდა ოთარ.... -არ ვიცი ეს შენ უნდა გკითხო,რადგან შენ უნდა იცოდე.... -სახლი უნდა შევამოწმნოთ ქალბატონო....წამით გაქვავდა მოსმენილისგან და შემდეგ კომისარს უტეხად შეხედა თვალებში. -რატომ,რა მოტივით.... -მოტივები განყოფილებაში განვიხილოთ აქ კი ჩხრეკას ჩავატარებთ, რადგან ბრძანება ასეთია. -არ ვარ თანახმა, ჩემს სახლს ვერავინ ვერ შეეხება თუ არ გავიგე რატომ ხართ აქ. -უამრავი საჩივარია თქვენზე შემოსული...ადგილზე გაშეშდა, გული ისე ძლიერად უცემდა, რომ გრძნობდა რაღაც უნდა მომხდარიყო და მისი ეპოქაც დასრულდებოდა,მაგრამ რაღაც იმედებს ებღაუჭებოდა. -რა საჩივარი,რა ბრალს მდებს მომჩივანი. -თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე ქ-ნი ნუცა პაიჭაძე მაგრამ ორგანომ გამოიძია თქვენი ვინაობა და თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე და ეს უნდა გადავამოწმოთ. -რა სისულელეა,ვიღაცამ გადაწყვიტა დღეს ჩემთვის მნიშვნელოვან დღე ჩამიშხამოს,მაგრამ არა უშავს მობრძანდით და გადაამოწმეთ რომ დარწმუნდეთ თქვენც თქვენივე შეცდომაში.შიშს არ იმჩნევდა,თუმცა კომისარს ცივი ღიმილით შეხედა და კომისარმა შეამჩნია ნუცა პანიკის ზღვარზე იყო სტუმრები კი გაოცებულები უყურებდნენ სახლში შესულ რამდენიმე ფორმიანს და ნუცამ მოულოდნელობისგან შეჰკივლა მის წინ ნიკოლოზ ალიანი იდგა და ხმას არ იღებდა, იოანემ კი თვალი ჩაუკრა თუმცა არც იოანეს არ გამოეპასუხა ის კომისარისგან ბრძანებას ელოდა და ოცნებობდა რასაც ეძებდა მას ენახა და თავად დაედო ხელ-ბორკილები ნუცასთვის ეს მისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნებოდა.თეკლამ იცოდა პოლიცია რასაც ეძებდა ჰაერში დიდი საიდუმლოს სუნი ტრიალებდა და თეკლამ თამროს თვალი ჩაუკრა თამრომ კი გაგას შეხედა, როცა თეკლამ მოწამლული კერძი წაიღო და ანალიზი გააკეთა მან მის მეგობარს დაელაპარაკა რომელმაც პირადად ინახულა ოთარი და რადგან ოთარიმ თეკლაში დიდი ნდობა დაინახა იმ სატელეფონო ზარზეც დაელაპარაკა და თეკლამ უთხრა. -ეს საქმე მე მომანდეთ,მხოლოდ თუ ვიდეო თვალი სარდაფშიდაც გაქვთ უნდა გათიშოთ თითქოს გაფუჭდა. -კარგი,ხვალ საღამოს საერთოდ გავთიშავ ვიდეო კამერებს ყველგან გარდა სამზარეულოსა თითქოს პრობლემაა, როცა ყველაფერს მოაგვარებ მანიშნე და ჩავრთავ.როგორც თქვა ოთარიმ მეორე დღეს კამერები გათიშა თეკლამ დრო იპოვა და სარდაფში ჩავიდა და ყველაფერი ნახა, შემდეგ თამროს შეხვდა და თავისი გეგმა აუხსნა ღამით როცა ნუცას და ოთარის ეძინა თეკლა და თამრო გაგასთან ერთად სარდაფში შევიდა და დიდი თანხა გაიტანეს,თამრომ საკმაოდ ოქროც ამოიღო ყუთიდან და თეკლას მისცა. -ეს შენი იყოს,შენ დაიმსახურე მეტი აიღო რაც აქ ხარ სულ რისკში ხარ და შიშში ცხოვრობ. -პასპორტები? -ხელით არაფერს შეეხოთ.გააფრთხილა გაგამ გოგოები და ჩურჩულით თქვა. -პასპორტები აქ დავტოვოთ ამას ხვალ პოლიცია ნახავს და იმ ძუკნას თავის ადგილს მიუჩენს. თამრო ჩაფიქრდა და სინანულით თქვა. -ვინ ხარ,რას მალავ და ჩვენგან რა გინდა. -ეს უკვე პოლიციის საქმე არის,ჩვენ ავიღეთ რაც გვინდოდა და წავიდეთ. -იდეა მაქვს. თქვა თამრომ და ეშმაკურად შეხედა ორივეს. -თამრო არ მინდა ნუცამ აქ გვნახოს იცოდე სამივეს ადგილზე დაგვტოვებს. -არა მომისმინე,დოლარი და ევრო წავიღოთ სხვა ქვეყნის ფული დავუტოვოთ დამიჯერეთ ვერაფერს ვერ იტყვის სანამ ნახავს რომ ფული გაქრა პოლიცია წაიყვანს.სამივე იცინოდა და როგორც თამრომ თქვა ისე გააკეთეს და ამის შემდეგ სამივემ დატოვა სარდაფი, მეორე დილით როცა თეკლა დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილას ოთარის ნიშანი მისცა ოთარიმაც კამერები ჩართო და ნუცამ თქვა. -ოთარი მუშაობს კამერა შემოსასვლელში.... -ვიცი,მოვიყვანე სპეციალისტი და გააკეთა გუშინ შენ რომ გასული იყავი ხარვეზი იყო.ნუცამ დაიჯერა რადგან სარდაფში ჩასულს ყუთი ისევ იქ დახვდა,უნდოდა თავი აეხადა და ენახა თავისი ქონება,მაგრამ ოთარის ხმა გაიგონა და სარდაფი დატოვა.გაახსენდა ის ღამე თეკლას და ღიმილი ჰქონდა სახეზე ასევე თამროს და გაგას მკლავზე ჩაეჭიდა, პოლიციამ სახლში ვერაფერი ვერ იპოვა, მაგრამ კომისარმა ტელეფონზე შეტყობინება მიიღო და ერთ-ერთ პოლიციელს შეხედა, მაგრამ წინ ნუცა დახვდა ირონიული ღიმილით. -რაო კომისარო ვერაფერი ვერ იპოვეთ? -ვიპოვით,სარდაფი უნდა ნახოთ ბიჭებო. ნუცას სახე აერია და კომისარს თვალებში უყურებდა, კომისარმა კი პოლიციელებს უთხრა. -რას ელოდებით სარდაფში ნახეთ.... -ვერც იქ იპოვით ვერაფერს კომისარო.... -ჩვენ დავალებას ვასრულებთ და ვამოწმებთ რამდენად სამართლიანია მიღებული ზარი თუ ვერ ვიპოვით სიმშვიდის დარღვევისთვის ბოდიშს მოვიხდით და წავალთ,ამიტომ უკან დაიხიეთ ჩვენი გადასაწყვეტია როდის შევწყვიტავთ ჩხრეკას.პოლიციელები სარდაფის კიბეზე იყვნენ ნიკოლოზმა რომ შეაჩერა ისინი, კომისარს შეხედა და უთხრა. -მე ჩავალ პირველი კომისარო....კომისარმა თავი დაუქნია და ნიკოლოზი მძიმე ნაბიჯებით ჩავიდა სარდაფის კიბეებზე,რამდენმმე წუთში ერთ-ერთი პოლიციელი კომისართან მივიდა და ჩურჩულით უთხრა. -ზარის სიმართლეში დავრწმუნდით,კომისარო რაღაც ვიპოვეთ ეს თავად უნდა ნახოთ. კომისარმა ნუცას თვალი გაუსწორა და პოლიციელს არც კი შეხედა ისე უთხრა. -კარებთან დადექით სოსო.შემდეგ კიბეებზე ჩავიდა და ნიკოლოზს უთხრა. -ნიკა შიშველი ხელებით არაფერს შეეხოთ.ნინო გაოცებული უყურებდა შეშინებულ დედას და უთხრა. -დედა რა ხდება,რატომ შეგეცვალა ფერი რას მალავ ან რას ეძებს პოლიცია შენს წინააღმდეგ. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი. ხელები გაუოფლიანდა,ძალიან არ უნდოდა ახლა აქ ლელის და მისი შვილების ყოფნა,თამრომ გაოცებულმა შეხედა ნინის და უთხრა. -სად გაქრა შენი ირონია ქერავ.... ნინომ შეხედა თამროს და გაბრაზებულმა უთხრა. -შენი დრო ნამდვილად არ მაქვს და მომეშვი. -თითქოს მე მახარებს შენი ნახვა ჩემს სახლში. -შენ,შენ ოთარის.... -დიახ ქერა მე იმ კაცის შვილი ვარ ვისაც მამა წაართვით,მაგრამ არა უშავს ახლა დაინახე დედაშენის ნამდვილი სახე თუ რა ძუკნა და ქუჩის ქალია არც შენ ჩამორჩები მას შენც მისი სისხლი გაქვს მას ჰგავხარ.შენ მომიგზავნე ის ნარკომანი სასწავლებელში,მაგრამ ვერაფერი ვერ შეძელით თუმცა ჩემგან ეს უნდა მიიღო.უთხრა თამრომ და ჰაერში აწეული ხელით ნინის სახეზე დააჩინა ხუთი თითი რამაც ძალიან კმაყოფილი დატოვა და ნუცამ დაუკივლა. -რას აკეთებ .... - აქ გყავს თვალის წინ ნუციკო და იცი რას გეტყვი არ უნდა ინერვიულო იმის გამო რომ მე შენს შვილს გავარტყი,შენ ინერვიულე იმაზე რომ შენნაირი კახპა გაზარდე შენი შვილი რასაც უყურებდა დედას შვილმაც იმ მეთოდებით ისწავლა ცხოვრება აქ გასარკვევიც არაფერია. -ენა ჩაიგდე გველის წიწილო.....ისევ იკივლა ნუცამ და თამროსთვის სახეში უნდა გაერტყა ხელი რომ გაგამ დაუჭირა ხელი ჰაერში და გაბრაზებულმა უთხრა. -არ გაბედო შენი ბინძური ხელით თამროს შეეხო,ერთი მოწმე მე ვარ რომ სამუდამოდ ციხეში გაგიშვა.ნუცამ მიხვდა რომ ცუდი დღე დადგა მისთვის და სტუმრებს მიუბრუნდა. -წვეულება გადაიდო სხვა დროისთვის რაღაც გაუგებრობაა და პოლიცია გაარკვევს, ნამდვილად რაც ხდება ამ სახლის წინა მობინადრეებს ეხებათ რაც დღეს ჩვენც შეგვეხო და წვეულება შეგვაჩერებინეს. -ამ სახლის წინა მობინადრეები ჩემი ოჯახია ნუცა არ დაგავიწყდეს და ლელის არა თუ პოლიციასთან, არავისთან არასოდეს არ ჰქონია უთანხმოება. -ოთარ არასწორად გაიგე არც მე მქონია არასდროს პოლიციასთან საქმე.გაოცებულმა შეხედა ოთარის და დამცირებულად გრძნობდა თავს,კომისარი კი სარდაფში ჩავიდა იქ ხის ყუთი იპოვა ფულით სავსე სხვადასხვა ქვეყნის ვალუტასთან ერთად,მაგრამ ფულთან ერთად რამოდენიმე ცალი პასპორტი იპოვა ერთი ფოტოთი და ეს ერთი ფოტო ნუცას ეკუთნოდა. -დასრულდა ვიპოვეთ ბიჭებო რასაც ვეძებდით იოანე მართალი იყო მან დადგა მტკიცედ და ცრუ ინფორმაცია რომ გვეგონა გამოეხმაურა გამოიძია და რომ არა ის ჩვენ სარდაფში არ ჩამოვიდოდით და ამ ქალს ბოდიშს მოუხდიდით შეწუხებისთვის თან ხელს შეუწყობდით ქვეყნიდან გაქცევაში.იოანე ნერვიულობდა ის პაატას ელოდა და ისიც მალე მოვიდა მასთან მოგროვებული მოპოვებული მტკიცებულებებით,აუდიო ჩანაწერებით,ფულადი გზავნილები ამოღებული იყო ყველა ბანკიდან და ყველაფერი ეს კომისარს გადასცა ნუცა უყურებდა საქაღალდეს კომისარის ხელში სადაც მისი დასასრული იყო.კომისარმა ყველასგან განმარტოვებით გავიდა და საქაღალდე გაშალა დაკვირვებით კითხულობდა,ალიკა კი თავის თავს ვერ ერეოდა იმდენად ნერვიულობდა. -ყოველ ღამით იმ კარს უყურებდი რომელიც შენ გაიხურე და იმედი მქონდა რომ დაბრუნდებოდი,მაგრამ არ დაბრუნდი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა.სიღარიბეს რომელსაც შენ გაექეცი ის სიღარიბე დადგა მაგალითად ჩემს გონებაში ამიტომ ფეხზე რომ მყარად დავმდგარიყავი ბევრჯერ ქუჩაშიც გამითევია,მშიერიც ვყოფილვარ,მაგრამ არაფერი მომიპარია არც გავბოროტებულვარ ყველაფერს გავუძელი,გადავიტანე და მადლობა რომ ეს ძალა შენ მომეცი.შენ ცოცხლად დამმარხე, გამანადგურე,მაგრამ შენმა წასვლამ მაქცია კაცად როგორიც ვარ დღეს მე ვინც თავის გადარჩენაც მოვახერხე და ფეხზეც მყარად დავდექი. გაგიკვირდება ნუცა მაგრამ უმაღლესიც დავამთავრე წარმატებით ბიზნესის განხრით,მაგრამ ბედი ყოველ ჯერზე როცა რაღაც ძალიან მიხარია მცდის და ისევ შენ გამოჩნდი ჩემს წინ,დიდი იმედი მაქვს იმიტომ არ მიბრძოლია და მითმენია შენ ისევ ჩემს გვერდით გიხილო ამას არც ჩემი შვილები არ მოინდომებს შენი ადგილი სადაც არის უკვე მიდიხარ და გზას დაგილოცავ შეუძლებელია იქედან გამოხვიდე შენი დანაშაულების სია იმდენად დიდი და გრძელია. დააგვიანდათ შენი დაკავება,მაგრამ მიიღე ის რაც დაიმსახურე და ყველაფერს რომ გადავუსვა ხაზი თაიას ცემას არ შეგარჩენდი თაიამ გაჩუმდა იოანეს გამო გაჩუმდა,მაგრამ მე არ გავჩუმდებოდი.იოანე გაოცებული უსმენდა ალიკას და ალიკამ შეხედა და უთხრა. -ნუცას გამო იწვა თაია საავადმყოფოში,მან კრა ხელი და გაიმეტა შენი ცოლი და შვილი სასიკვდილოდ,მაგრამ ბედად მე და რომა მივედით და საავადმყოფოში გადავიყვანეთ წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოდგენაც არ მინდა იქ რა სურათი დაგხვდებოდა რომ მიხვიდოდი საღამოს. -უსირცხვილო ქალი ხარ ორსულ ქალს როგორ შეეხე...იოანეს წინ თაია დადგა და სახეზე ხელი მოკიდა. -მე შემომხედე,გაიარა ყველაფერმა და კარგად ვართ.... -თქვენ რომ რამე მოგსვლოდათ.....ხელი მოხვია და გულზე მიიკრა,თითქმის ყველაფერი დასრულდა,მაგრამ დასაასრული მაინც არ იყო დასასრული რომ თიეკლამ კომისართან მივიდა და უთხრა. -კომისარო სარდაფში უნდა დაბრუნდეთ..... -რატომ,იცი რამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია? -არ ვიცი რა არის,მაგრამ იქ ერთი ოთახი დაკეტილია და მისი გასაღები მხოლოდ ნუცას აქვს,ვიცი რაღაც იმალება იმ ოთახში... -სათავსო იქნება,მაგრამ მაინც ვნახოთ... -კომისარო მე ვაცნობე პოლიციას დაკარგული გოგონას შესახებ და ვფიქრობ იქ არის ეს მისმა შვილმა უთხრა ნუცას სარდაფში გოგო გყავსო და მეც ამიტომ ავიღე ეჭვი. -დიახ,დიახ გამახსენდა ეს ზარი ახლავეს.კომისარმა რამოდენიმე პოლიციელთან ერთად ისევ ჩავიდა სარდაფში და იქ დაკეტილი ოთახის კარი ნიკოლოზმა ერთი დარტყმით შეამტვრია სადაც საშინელი სურათი დახვდათ გოგონა საწოლზე იწვა ხელებ შეკრული ის ძალიან დასუსტებული იყო მან კომისარს შეხედა და ცრემლი მოერია,ნიკოლოზს თვალებში დაუბნელდა და გაითიშა წუთიერად, თავს სძლია და ბურუსიდან ნელა ნელა გამოვიდა გოგონას მიუახლოვდა და ხელები აუხსნა ჩურჩულით კი თქვა. -ღმერთო ეს ქალი სატანისგან არის გამოგზავნილი,ეს როგორ შეეძლო. -კომისარო.....კომისარმა შეხედა ნიკოლოზს და სარდაფში შევიდა უკან იოანეც მიყვა და გაოცებული უყურებდნენ გოგონას შემდეგ ხმის კანკალით კითხა. -რუსო,შენ ხარ რუსო.რუსომ თავი დაუქნია და მისუსტებული ხმით ატირდა კომისარმა თითქმის იღრიალა რაც ყველამ გაიგონა ზემოთ. -სასწრაფოს დაურეკეთ ჩქარა..... იოანემ თომას დაურეკა და ანერვიულებული ხმით უთხრა. -თომა ვიპოვეთ.... -იოანე... -რუსო ვიპოვეთ თომა.... -ცოცხალია? -ცოცხალია,მაგრამ საავადმყოფოში გადავიყვანთ ძალიან დასუსტებულია.თომამ ტელეფონი გათიშა და კაბინეტიდან გავარდა თან ყვიროდა. -ლიდა დეიდა,ლიდა დეიდა.... -შვილო რუსო....თქვა ლიდამ და გული შეუწუხდა,თომამ წყლით მოასულიერა და ღიმილით უთხრა. -ძალა უნდა მოიკრიბო და ძლიერი უნდა იყო ჩემმა ბიჭებმა რუსო იპოვა,გესმის რუსო ცოცხალია.უამრავი ხალხი შეიკრიბა მათ გარშემო თანამშრომლებმა იმ დღეს პირველად დაინახეს გაღიმებული და თან ატირებული თომა რომელსაც გულში ჰყავდა ჩაკრული ტკივილით სავსე ქალი რომელიც 47 წლის ასაკში გაუსაძლის ცხოვრებას დაებერებინა ძალიან ადრე. -წამიყვანე შვილო მასთან ან მითხარი რა მოხდა. -რა მოხდა არც მე ვიცი,წაგიყვან და ერთად გავიგებ როგორ იპოვეს.თომამ იქვე მდგარ ინეზას შეხედა და უთხრა. -მომიტანე ტელეფონი და მანქანის გასაღები,კაბინეტის კარი გადაკეტე და წავიდეთ. -თამრო რომ არ არის,დააგვიანდა.... -თამრო დღეს არ მოვა გზაში გეტყვი რატომ... რუსო ხელში აყვანილი ამოიყვანა სარდაფიდან ნიკოლოზმა რომელსაც გაოცებული უყურებდა იქვე მყოფი სტუმრები,ნუცამ სახეზე აიფარა ხელი და ვერ გაიქცა თორე დიდი სიამოვნებით გაიქცეოდა ლელიმ შეხედა და სახეში შეაფურთხა. -შენ სატანა ხარ სატანაზეც უარესი..... იოანემ ხელები მოხვია ლელის და ნუცასგან შორს დადგნენ,რუსო სასწრაფოს ექიმმა გასინჯა და კომისარს უთხრა. -სასწრაფოდ გადასაყვანია გოგონა ძალიან დასუსტებულია ან როგორ გაძლო აქამდე და ცოცხალია საკვირველი ეს არის. ნიკოლოზმა ალიკას შეხედა და ვერცერთი ვერაფერს ამბობდა. -მეგონა ვიტირებდი, ვიყვირებდი, მაგრამ მხოლოდ სიბრაზე მახრჩობს.კომისარის ხმა გაიგონა ნიკოლოზმა და მასთან მივიდა,თვალებში ჩახედა და უთხრა. -ეს მე უნდა გავაკეთო კომისარო,გთხოვთ.კომისარი გვერძე გადგა და ნიკოლოზი ნუცასთან მივიდა ხელებზე ხელბორკილები დაადო და უთხრა. -რას გრძნობ, როდესაც წლების განმავლობაში აშენებული სამყარო ყველას თვალწინ ინგრევა. არ ელოდი დღეს ჩემს აქ ყოფნას,მაგრამ შენ მე უდანაშაულოდ დამადანაშაულე მე კი განყოფილებაში დამნაშავედ მიგიყვან და კარგად შეისუნთქე ეს ჰაერი რადგან თავისუფლებას ვეღარ ეღირსები ამაზე მე პირადად ვიზრუნებ შენი საკუთარი შვილიც იმავე აზრზე არის ვერც გავამტყუნებთ.ნუცა გარეთ გამოიყვანეს ნიკოლოზმა მანქანასთან მიიყვანა და ალიკა ჩააშტერდა თვალებში ერთ დროს სიყვარულს რომ კითხულობდა მის სიღრმეში და იდგნენ ერთმანეთის წინ ნუცა უკვე შეშინებული ალიკა ძლიერი და ბედნიერი მის გვერდით კი მისი შვილები იდგა,სწორედ ახლა დაიწყება ალიკას ცხოვრება უფრო ნათელი ფერებით შევსებული ვიდრე ოდესმე.კომისარმა ნინიც თან წაიყვანა,ბევრი იყვირა და იტირა,რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნუცას საქმეებთან,მაგრამ დაადანაშაულეს თანამონაწილედ.სტუმრები გაიკრიფა ნელა ნელა, ოთარიც წავიდა დატოვა დიდი სახლი, მაგრამ ის თავაწეული მიდიოდა და უხაროდა რომ ლელი გამარჯვებული დადგა ნუცას წინაშე, ლელი კი იდგა და არავის ხმა არ ესმოდა ჯერ კიდევ მთავარი შემოსასვლელის კარს უყურებდა საიდანაც საბოლოოდ შემოხედა ოთარიმ და გავიდა.სიჩუმე იყო და არავინ ხმას არ იღებდა,შემოსასვლელ კარში კი რამდენიმე წუთში ნიკოლოზი შემოვიდა და ლელის შეხედა. -შურისძიება რთული ფორმით დაგეგმეთ ქ-ნო ლელი და როგორც გავიგე არავინ არ ელოდა ამ რთულ დარტყმას თქვენგან. -შურისძიება არ არის სასამართლოში სირბილი და ქრთამის გადახდით მოსყიდული მართლმსაჯულები რომ მიზანს მიაღწიო,შურისძიება ისაა სადაც შენი ყოფნა არ უნდათ და შენ მაინც იქ ხარ სადაც არ გელოდებიან გამარჯვებული,თავაწეული და არა წაქცეული და განადგურებული.თაიამ ლელის ხელი მოხვია და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -დედა,ნანობ რაც გააკეთე? -სიმართლეზე არ ვნანობ ეს ყველაფერი კანონით მოხდა მე უკანონოდ არაფერი არ გამიკეთებია,მაგრამ ვნანობ რომ მან ჩემი სიჩუმით და ჩემი ნდობით ისარგებლა თუმცა ჩემი სინანული ჩემი სისუსტე არ არის ეს გაკვეთილია თქვენი და ყველასი რომ თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა,თქვენც არ დაგემართოთ ის რომ ძალიან,ძალიან არ ენდოთ დაქალს ან მეგობარს და თუნდაც თქვენს საყვარელ ადამიანს.შემდეგ გაჩუმდა და თამროს გვერდით მდგარ თეკლას შეხედა, გაუღიმა და ორივე ხელები გაშალა. -მოდი უნდა ჩაგეხუტო შენ ყველაზე რთული როლი გქონდა ამ დიდ სახლში და ყველაზე საპასუხისმგებლო,ყველაზე სარისკო,მადლობა თეკლა რომ დღეს მე ამ სახლში ამაყი ვიდექი როცა ისინი პოლიციელებმა გაიყვანეს ამ სახლიდან. -თამრო ბებოს და მალუს ეკუთნის ეს მადლობა.... -როგორ მალუს....მალუმ ღიმილით შეხედა ლელის და ყველაფერი მოყვა როგორ შემოიყვანეს თეკლა ამ სახლში და მისით ყველა ინფორმაცია ჰქონდათ,თამრომ ეშმაკურად გადახედა ყველას და თქვა. -ასე ერთად კიდევ როდის შევიკრიბებით ვახშამიც მზად არის და მოდით, ყველამ ერთად ჩვენი გამარჯვება ვიზეიმოთ.ყველას გაეცინა და თანხმობაც მიიღეს,თეკლას მოეხმარა მაგიდის გაშლაში და მხიარულად დაიძახა. -მაგიდა მზად არის კერძები თქვენ გელოდებათ.ლელი იდგა და დიდი სახლის დიდ ფანჯრებს უყურებდა რომლებიც შავ ფარდებს დაეფარა და თქვა. -ხვალვე ვიყიდი ახალ ფარდებს,ჩემს სახლში მუქი ფერები უნდა გავაქროთ.ის საღამო ყველამ ერთად გაატარა,ბევრი რამ ისაუბრა ალიკამ შვილებთან ერთად,მალუ სიყვარულით უყურებდა იოანეს და ალიკას მათ შუაში ჩამჯდარს,იოანემ კი ბექას შეამჩნია თვალებში ვარსკვლავების ციმციმი როცა მალუს უყურებდა და ჩაეცინა,მაგრამ ბექას მოჩვენებით სიბრაზით გახედა და ტელეფონით შეტყობინება გაუგზავნა ბექამ ტელეფონი გახსნა და შეეცადა ხმამაღლა არ გაცინებოდა. -,,რაღაც ზედმეტად გიციმციმებს მაგ თვალები''.ბექამ თვალი ჩაუკრა იოანეს და უთხრა. -,,ერთ დროს როგორც შენი თვალები ციმციმობდა და მე რატომ მიშლი ბედნიერების გამოსხივებას'' ყველა ბედნიერი და კმაყოფილი დაშორდა ერთმანეთს,ნიკამ ლელის ხელი ჩამოართვა და უთხრა. -ძლიერი ქალი ხარ.... -დავიღალე,ძალიან დავიღალე,მაგრამ ჩემი სახლის დაბრუნებისთვის ღირდა ეს დაღლა. -ნამდვილად. ერთმანეთს დაემშვიდობნენ,მთელი ღამე არ დაუძინია ლელის ყველაფერი მოაწესრიგა და დილით ახალი ფარდებიც შეუკვეთა ასევე ახალი თეთრეული და ნუცას ტანისამოსი კი დიდ უზარმაზარ ჩანთებში ჩააწყო თეკლას შეხედა და უთხრა. -რაც მოგეწონოს გადადე...... -არა, მე არ მომწონს ამ ქალის გემოვნება. -არ გეუბნები შენთვის დაიტოვო ვინმეს წაუღე და სიკეთის კეთება სირცხვილი არ არის, წაიღე მას მაინც არ დაჭირდება ესენი.თეკლამ საკმაოდ ბევრი ტანისამოსი გადააწყო და ლელის უთხრა. -საკმაოდ ბევრია როგორ წავიღო. -როგორმე წაიღებ,ვახო მოგეხმარება დაურეკე სხვას ეკლესიაში მივიტანთ დავტოვებთ და ვინმე წაიღებს.რამდენიმე დღე მოუნდა ლელი სახლის მოწესრიგებას,ყველა შოკში იყო მომხდარით ლელი კი დაღლილი იჯდა ბუხართან და წიგნის კითხულობდა კარზე მოულოდნელმა ზარმა შეაშფოთა საათს შეხედა რადგან არავის ელოდა და კარის გაღების ხმაც გაიგონა. -ქ-ნი ლელი? -ახლავეს ვეტყვი რომ მობრძანდით.ლელის ესმოდა თეკლას საუბარი წიგნი გვერძე გადადო და ფეხზე წამოდგა, თუმცა ხმაზე იცნო ვინც იყო ღამის სტუმარი და ღიმილით შეხვდა მოულოდნელ სტუმარს. -მამუკა ასეთ დროს..... -ვიცი არ მელოდი,მაგრამ დღეს ვიპოვე დრო მენახე და თუნდაც რამდენიმე საათი შენთან ერთად ვყოფილიყავი.ლელიმ წარბი აწია და ზედმეტად მკაცრად შეხედა მისი ბავშვობის მეგობარს,მაგრამ არაფერი თქვა და მიიპატიჟა ბუხართან. -მოდი ბუხართან დავსხდეთ და ცხელი ჩაიც მოგიხდება გარეთ ჯერ კიდევ სიცივე არის რადგან ზამთრის სუსხი ჯერ არ წასულა,ისევ დათოვს მგონი გაზაფხულის პირზე. -ჩაი კარგია, შენ როგორ ხარ ლელი. -კარგად ვარ ჩემს სიჩუმესთან და სიმარტოვესთან ერთად.მამუკამ შეხედა ლელის უჭირდა საუბრის იმ თემაზე დაწყება რისთვისაც მივიდა მასთან,ჩაის ფინჯანი პირთან მიიტანა ხელის კანკალით რაც ლელის შეუმჩნეველი არ დარჩენია მან კი ღიმილის დასაფარად ჩაი მოსვა და თვალი ბუხარში ანთებულ ცეცხლს გაუსწორა,მამუკამ ძალა მოიკრიბა ფინჯანი მაგიდაზე დადგა ლელის შეხედა და უთხრა. -ლელი მიყვარხარ.ლელი არ გაოცებულა,არც თვალები გაფართოვებია მოსმენილისგან იჯდა მშვიდად და ისევ ცეცხლს უყურებდა რამოდენიმე წუთიანი სიჩუმე ისევ მამუკამ დაარღვია. -არაფერს მეტყვი ლელი..... -გეტყვი მამუკა მაგრამ ვფიქრობ საიდან დავიწყო ჩემი სათქმელი, თუმცა უნდა გითხრა რომ ვიდრე გიყვარს და უყვარხართ თურმე ახალგაზრდად გრძნობ თავს,ჩემთვის კი ეს გრძნობა დასრულდა. -რატომ ფიქრობ უარყოფითად და რატომ ხარ ასე უიმედოდ,გგონია რომ შენი ასაკი უფლებას არ მოგცემს იყო ბედნიერი? -გგონია მაქვს ძალა ახალი ცხოვრება დავიწყო და სიყვარულობანა ვითამაშო,არა მამუკა და ვიცი რომ გიყვარვარ,მაგრამ მე ყოველთვის ჩემს საუკეთესო მეგობრად გთვლიდი ჩემს ძმად და არ შემიძლია შენს გრძნობას მეც იგივე გრძნობით უპასუხო,ვერ შევძლებ და იმედია გამიგებ. -ლელი..... -მიყვარხარ,ბავშვობიდან მიყვარხარ,მაგრამ ჩემი სიყვარული განსხვავდება შენი სიყვარულისგან....მამუკა ფეხზე წამოდგა,ლელის თვალებში ჩახედა და უთხრა. -მთელი ცხოვრება შენ გელოდი,ჩემს გულს მხოლოდ ერთი ქალი შეუყვარდა და ეს ქალი შენ ხარ სხვა ქალი ჩემს სიახლოვეს არ იქნება თუმცა შევეცადე მეც ამეწყო ცხოვრება შენი გათხოვების შემდეგ და რაც მოხდა იმედია გახსოვს შენ კი ორი შვილი გააჩინე,მაგრამ ოჯახი რომელსაც ზედ ყვებოდი და შენთვის წმინდათა წმინდა იყო მაინც ვერ დაიჭირე ბოლომდე და თქვენი ოჯახი დაიშალა,დაინგრა და რატომ ლელი ვერ ხვდები? ჩვენი ბედი ზეცაში დაიწერა გვიან,მაგრამ მაინც ერთად ვიქნებით.... -მამუკა.... -ახლა არა,ახლა გთხოვ დაფიქრდე. -რამდენი დროც უნდა დაინიშნო ნუ დაელოდები ჩემგან დადებით პასუხს.... -ლელი ვიცი რაც გადაიტანე ყველაფრის მოწმე ვარ,ჩემს მხარზე ჩამოდებდი თავს და შენი ტკივილი მეც მტკიოდა,შენმა სიჩუმემ გაგხადა ძლიერი ძალა მოგცა და დაიმახსოვრე სიჩუმეს სისუსტედ ნუ ჩათვლი სწორედ შენი სიჩუმით და შენი სისუსტით იზრდება შენი ძალა რომელიც შენ გამოიყენე და შენც შენს სიმაღლეზე დადექი ამაყი და თავაწეული.მამუკამ შუბლზე აკოცა ლელის და წავიდა,კართან მისულმა კი უთხრა. -რამდენიმე დღეში მოვალ და საბოლოო პასუხს ჩემი განაჩენივით დაველოდები.მამუკა წავიდა და ლელი დარჩა თავის ფიქრებთან ისევ მარტო რომ ოთარის ქმედებებმა დაანახა საკუთარი ძალა და თავდაჯერებულობა,მისთვის ადამიანის ღირსება ყველაზე მთავარია ასევე ძლიერი სულიერი თავისუფლება კი სიმშვიდეშიც გაცხოვრებს. -დედა......ისე იყო ჩაფიქრებული ლელი თამროს მისვლა ვერც კი გაიგო და ისიც დედას წინ დაუჯდა,უყურებდა ლელის და როგორი ამაყი იყო ამ ჩუმი და სუსტი ქალით,ლელიმ კი ღრმად ამოისუნთქა და თამროს გაღიმებულმა შეხედა. -დედა გავიგონე თქვენი საუბარი.... -თამრო მე.... -დედა შენ ჯერ ხომ ახალგაზრდა ქალი ხარ სიცოცხლით სავსე,რატომ არ გინდა ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალო -თამრო დავიღალე შვილო და უნდა დავისვენო. -დაისვენე,მაგრამ იფიქრე გთხოვ.... -მომისმინე,ცხოვრებას სასტიკი და დაუნდობელი გზა აქვს რომ გინდა არ გინდა ეს გზა უნდა გაიარო, გზას კი რთულად თუ მარტივად გავივლით მაინც ნაკლები ვიცით იმ ადამიანების შესახებ ვინც გვგონია რომ ვიცნობთ. -მესმის რასაც ამბობ დედა გავიზარდე და მეც მესმის ეს ცხოვრება ასე თუ ისე,მაგრამ მამას გამო სიცოცხლის ხალისს ნუ ჩაკლავ შენში. -განა ჩემი ბრალია რომ გული აღარ იხსნება,თან ისევ იმედგაცრუებას ვერ შევეგუები. -ნუ დაკარგავ იმედს.... -ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, რომ გგონია რომ ბედნიერი ხარ ერთ დღესაც როცა არ ელოდები თავზე ჩამოგენგრევა იმედით ნაშენები შენი ბედნიერება,შენი სამყარო რომელიც აღარ არსებობს და ეს არ მინდა კიდევ განვიცადო უკეთესია მარტო ვიყო და თქვენთან ერთად.მათ თეკლა მიუახლოვდა უკვე მზად იყო წასასვლელად და ჯერ თამროს შეხედა, თამრომ მიხვდა თეკლას რაც უნდოდა და თვალები დაუბრიალა,მაგრამ თეკლამ ლელის შეხედა და უთხრა. -რაღაც მინდა გითხრათ..... -თეკლა იცოდე მაბრაზებ....ლელიმ შეხედა თამროს და შემდეგ თეკლას მიუბრუნდა. -რა მოხდა,რატომ კამათობთ.თეკლამ თამროს აღარ შეხედა და ლელის ყველაფერი უთხრა ოქროსა და ფულის შესახებ,ლელი დაფიქრდა და თქვა. -საიდან ჰქონდა ამდენი ოქრო..... -ან ვინ დგას მის უკან რა საინტერესოა. -ეს ჩვენ არ გვეხება,რაც შეეხება მაგ ოქროს და თანხას გამოიყენე შენ დიდ რისკზე იყავი წასული რომ შეემჩნია ჩვენთან ინფორმაცია მოგქონდა რუსოზე მეტი დაგემართებოდა და რუსოზე რა ისმის გაიგეთ რამე? -რუსო კლინიკაში წევს და ფსიქოლოგიურად ცუდად არის,ის ჯგუფურად გააუპატიურეს და ეს ნუცამ ყველაფერი იცოდა იმ ლუკას კი 15 წელი ჰქონდა და ვფიქრობ იოანე არ აპატიებს და დაუმძიმებს სასჯელს, მუდმივში გაუშვებს. -როგორ გაუმართლა მალუს რომ ლუკას არ დაუჯერა.... თქვა ლელიმ და გოგოებს შეხედა. -ფრთხილად იყავით გთხოვთ.....შენ კი საყვარელო, თუ გინდა აქ ყოფნა იყავი,მაგრამ როგორც ვიცი სწავლობ და მინდა სწავლას მიხედო თუ მოახერხო ზოგჯერ მოდი ხოლმე სხვა შენი პირადი ცხოვრებისთვის მოიხმარე საკმაოდ იყავი ამ სახლის მოსამსახურე ახლა მინდა საპატიო სტუმრებში დაგინახო და შენი სილამაზით დაატკბო ყველა.ლელიმ ორივე ჩაიკრა გულში და თავის საძინებელში წავიდა, თამრომ შეხედა თეკლას და უთხრა. -ასეთ დროს არ გაგიშვებ დაურეკე დედას რომ გვიან არ გიშვებენ და აქედან წადი დილას სასწავლებელში, მე კი ხვალ დილიდან უნდა ვიყო ფირმაში თომა უცხოელ სტუმრებს ელოდება. თიკო დარჩა,დედასაც დაურეკა და გოგოებმა დილამდე იჭორავეს დილით კი ორივე თავიანთ გზაზე წავიდნენ.თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა და თავის ადგილზე დადგა, ყველასთან სიმშვიდე იყო მაგრამ ოთარი ვერ იყო მშვიდად ის დიდი სახლიდან ერთ პატარა ბინაში გადავიდა სადაც სულ მარტო ცხოვრობდა და ფიქრობდა განვლილ შეცდომებზე. მხოლოდ ახლა დარწმუნდა რაოდენ ძლიერ ყვარებია ლელი მისი ორი ქალიშვილის დედა, ქალი ვინც ვერ დააფასა და დამსახურებულადაც დაისაჯა,ყველას თვალში დარჩა არა კაცი არამედ კაცუნა.ნუცას დაკავების შემდეგ ოთარი თავს უკეთესად გრძნობდა,ორგანიზმში ჯერ კიდევ იყო შხამი რომელსაც ექიმის დახმარებით ცდილობდა გაწმენდას და განდევნას, მადლობელი იყო თეკლასი რომ მან სიმართლე უთხრა და თავიც გადაირჩინა.ფიქრებისგან გადაიღალა,უნდოდა ისევ ენახა ლელი და ისევ ეცადა თუმცა არ იცოდა როგორი იქნებოდა მათი შეხვედრის ბოლო ამიტომ შეხვედრა გადაიფიქრა და წერილის დაწერა გადაწყვიტა. -,,ცარიელ ფურცელზე წერა დავიწყე,მაგრამ მეც არ ვიცი რას დავწერ არ მინდა წავიკითხო, არ მინდა ვიცოდე რა მოგწერე თუმცა ვიცი ტკივილისგან როგორ დაგამსხვრიე,როგორ დაგანგრიე და ისიც ვიცი რომ პატიების ღირსიც არ ვარ,მაგრამ მაინც გავბედე და გთხოვ პატიებას თუმცა ვიცი რომ სასწაულებს არ უნდა ველოდო რადგან მახსოვს როგორ გადავედი ზღვარს,მახსოვს როგორ მხრებჩამოყრილი დატოვე შვილებთან ერთად შენი დიდი სახლი, სახლი რომელიც სიგიჟემდე გიყვარდა და მე არაფერი გავაკეთე ამიტომ იყო ის ასეთი ამაყი რომ მივეცი იმ ქალს გამარჯვების უფლება ვინც დაანგრია ჩემი ბედნიერი და მყუდრო ბუდე, ბუდე რომელიც მე და შენ სიყვარულით ავაშენეთ.ლელი გვიან,ძალიან გვიან მივხვდი ისევ ისე ძალიან მყვარებიხარ როგორც ადრე სკოლის პერიოდში და როგორ ძალიან მინდა ისევ შენს გვერდით ვიყო. ვწერ ამ წერილს და პასუხს არ ველოდები თუმცა ვინ იცის მაინც მოლოდინში ვიქნები, მაგრამ გახსოვდეს ზოგჯერ დაშორდე ადამიანს სიბრაზის გამო ეს გაქცევა არ არის ეს საკუთარი თავის დასჯაა.''დაწერა წერილი და კურიერის ხელით გააგზავნა და იცოდა იმ დღესვე მიიღებდა,ნერვიულობდა რადგან ძალიან უნდოდა შორიდან მაინც დაენახა ლელის სახე ლელი კი ისევ მარტო იჯდა და წიგნს კითხულობდა კარზე ზარი რომ იყო,კარი ახალმა მოსამსახურემ გააღო კურიერმა კი შეკრული და დახურული კონვერტი გადასცა წითელი ვარდების თაიგულთან ერთად, მოახლემ ხელი მოაწერა ქვითარს და ბუხართან მჯდარ ლელის ღიმილით მიუტანა ლამაზი თაიგული. -ირინა ვისგან არის ნახე? ირინამ მხრები აწია და ლელიმ თავად ნახა თაიგული,მაგრამ არანაირი მინიშნება არ იყო,პაკეტი გახსნა და წერილი გაშალა რომელიც თვალცრემლიანმა ჩაიკითხა შემდეგ კი თვალი ცეცხლს გაუშტერა არ უფიქრია პასუხის დაწერა და რამდენიმე დღე მხოლოდ ამ წერილზე ფიქრობდა.ლელის ყოველთვის მშვიდი სახე ჰქონდა,მაგრამ შინაგანად დაძაბული იყო თითქოს რაღაც არასასიამოვნოს მოლოდინში,მხოლოდ მეოთხე დღეს თამრომ თვალცრემლიანმა დაურეკა და ტირილით უთხრა.... -დედა..... -თამრო რა მოხდა,რატომ ტირი შვილო...... -დედა......დღეს დილით მამა..... -რა მამა, რა მოუვიდა მამას.იდგა ლელი და ხელი უნებურად ჯიბისკენ წაიღო სადაც ოთარის გამოგზავნილ წერილს ინახავდა,უყურებდა მის ხელში სიფრიფანა ქაღალდს და ცრემლები სახეზე ჩამოდიოდა,ჯერ კიდევ შოკში იყო რომ კარზე ზარი იყო ისევ ირინამ გააღო კარი სახლში იოანე ბექასთან ერთად შემოვიდა და ორივე ლელის უყურებდა თითქოს რაღაც ჰქონდათ სათქმელი და ვერ ამბობდნენ ან არ იცოდნენ საიდან უნდა დაეწყოთ. -მოეშვით ნუ ხართ დაძაბულები, ვიცი..... -ვინ გითხრა... -თამრომ დამირეკა ეს წუთია.... -დაჯექი რაღაც უნდა გითხრათ,რაღაც მნიშვნელოვანი.ლელიმ გულზე მიიდო ხელი და თქვა. -იოანე...... -ლელი ცუდი რამ მოხდა უნდა დაგელაპარაკოთ. -დაიწყეთ,გისმენთ.... -მიცვალებული ვნახეთ მე და იოანემ და მას სხეულზე სილურჯეები აქვს ეს სილურჯე კი არ არის ავარიის შედეგად მიღებული,ლელი ის ნაცემია..... -რას ამბობ ოთარი ვის უნდა ეცემა,იოანე რას ამბობს ბექა.თვალებგაფართოებული უყურებდა ორივეს ლელი მაგრამ იოანე ისევ ისე იჯდა ჩუმად და ლელის თვალებში ჩახედა,შემდეგ კი უთხრა. -არ ვიცი ეს ვინ გააკეთა,მაგრამ შენ ფიქრობ ვინმეზე ან გაქვს ეჭვი? ლელი ჩუმად იყო ცრემლები ახრჩობდა,ხელი ჯიბისკენ წაიღო და წერილი ამოიღო იოანეს აჩვენა. -პასუხს ელოდა ჩემგან,მაგრამ....... -ვინმეს უთხარი ამ წერილის შესახებ? -მხოლოდ მამუკას მან იცოდა,ბავშვებისთვის არ მითქვია. თქვა გაუბედავად,მაგრამ იოანეს თვალებში შეხედა და იოანემ თვალი აარიდა ლელის. -იოანე თვალს ვერ მისწორებ,რა მოხდა. -გეტყვი რაც მოხდა, ლელი ოთარიმ ჩემს ხელებში ამოისუნთქა საბოლოოდ და სანამ გაითიშებოდა ყველაფერი მითხრა. -მითხარი ის ყველაფერი რაც ოთარიმ გითხრა,გთხოვ. -მამუკამ ყველაფერი იცოდა... -რა ყველაფერი, რაზე მეუბნები.... -ოთარის ავადმყოფობა, მოგონებული ინფაქტი როცა თაია იწვა კომაში მყოფი ყოველ საღამოს ნუცა მასთან რჩებოდა,დილით კი ისევ კომაში იყო ამიტომ არ უშვებდა არავის ოთარისთან და ეს ყველაფერი ნუცამ მამუკასთან შეთანხმებით მოაწყო და თანხა შესთავაზა,მაგრამ მამუკამ უთხრა ოთარი შენ გყავდეს და ლელი ჩემთვის მჭირდება ესენი დაშორდებიან ერთმანეთს და ჩემთვის ესეც საკმარისი არისო, თუმცა გულის პრობლემები მართლა ჰქონია მხოლოდ ეს გააბუქა მამუკამ დამამშვიდებლებს უკეთებდა რომ მთელი დღე მშვიდად ყოფილიყო შენს წინაშე კი თამაშობდა უდანაშაულოს. -არ მჯერა,მამუკა ამას არ გააკეთებდა. -ქ-ნო ლელი ავარია არ ყოფილა უბედური შემთხვევა,ოთარის მანქანაზე მუხრუჭები იყო გადაჭრილი და ეს ვიღაცამ განგებ გააკეთა. -გამოდის ოთარი მოკლეს და თავიდან მოიშორეს. -არ გამოდის,ის ნამდვილად მოკლეს და ვინ ძიება უკვე დაწყებულია. -რატომ ხართ დარწმუნებული რომ ეს მამუკამ გააკეთა ან როგორ გავიგებთ რომ ის არის. -ავარიის დროს მას გონება არ დაუკარგავს სასწრაფო თავად გამოიძახა და სასწრაფოს რომ გადაყავდა საავადმყოფოში დამირეკა მეც რამდენიმე წუთში იქ ვიყავი,კარგად იყო ჩვეულებრივად ვსაუბრობდით,მაგრამ შემდეგ სუნთქვა გაუხშირდა და მეც ექიმს დაუძახე იქ მამუკა მოვიდა რამდენიმე ექიმთან ერთად ყველამ ერთად ნახა პაციენტი როგორც ხდება ხოლმე და ანალიზებიც ნახეს კარდეოლოგმა,ნევროლოგმა,ტრავმატოლოგიც მოვითხოვე მოტეხილი ხომ არაფერი აქვსმეთქი და იქ სასიკვდილო არაფერი იყო მხოლოდ სუნთქვის გაუარესების შემდეგ რამდენიმე წუთში მამუკა მოვიდა ჩემთან და მითხრა. -რთული მდგომარეობაა,არ ვიცით დილამდე რა მოხდება.ენა ჩამივარდა,რამდენიმე წუთში მეორე ექიმი გამოვიდა ოთარის ოთახიდან მან სულ სხვა რამ მითხრა. -დამშვიდდი მეგობარო,შეტაკება არც ისე რთულად იყო და საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. -მაგრამ როგორ..... -როგორ და არც მოტეხილობა აქვს და არც სხვა პრობლემები,ასე რომ როგორც მამუკა ექიმმა თქვა დღეს აქ იყოს დავაკვირდებით და ხვალ კი გავუშვებთ. -მადლობა ექიმო. ღიმილით დავემშვიდობე და ოთახში უნდა შევსულიყავი რომ მამუკა გამოვიდა,მხარზე ხელი დამადო და მითხრა. -დაველოდოთ,თუმცა იმედს ვერ მოგცემ.... -წავიყვან სახლში და სახლში გავაგრძელებთ მკურნალობას.... -ეს შეუძლებელია. შემომხედა გაოცებულმა და მის გამოხედვაში შიში დავინახე თითქოს მას ეშინოდა.ლელი ვიგრძენი მას ჩემი შეეშინდა რომ ოთარი სახლში არ წამომეყვანა,მეც დავიბენი, მაგრამ გვერდი ავუარე და ოთარისთან შევედი იქ კი სულ სხვა ოთარი დამხვდა ძალა გამოცლილი და გაფითრებული,სწორედ მაშინ მითხრა მამუკაზე სიმართლე. -იქნებ ინსულტმა გაუმეორა ამჯერად რთულ ფორმაში. -არა,არა,არა და ვიცი არ გინდა დაიჯერო,მაგრამ ოთარი მამუკამ მოკლა და მე დავამტკიცებ რომ ის მკვლელი არის. -შეუძლებელია..... -ლელი ოთახში რომ შევედი იქ ტუმბოზე იყო შპრიცი ერთჯერადი მე ის შპრიცი ავიღე და ჯიბეში ჩავიდე,რამდენიმე წუთში მამუკა შემობრუნდა ოთახში და შპრიცი უნდოდა,მაგრამ მე დავასწარი და შემდეგ ბაბის მივუტანე ვთხოვე ანალიზი აეღო მან რამდენიმე საათში დამირეკა და მითხრა წამალი რომელიც ოთარის ორგანიზმში შეუშვა მამუკამ არღვევს ნერვულ სისტემას და კვალს ტოვებს ისე თითქოს ინსულტით გარდაიცვალა,ოთარისაც სწორედ ეს სიპტომები ჰქონდა როგორც იმ წამალს ახასიათებს კუნთების მიკრო შეკუმშვა და გულს სისხლი აღარ მიეწოდა თუმცა ბაბიმ ყველაფერი გააკეთა დილით ოთარი უკეთ იყო მამუკა კი გაოცებული უყურებდა გამოცოცხლებულს და ისევ აზრიანად მოლაპარაკეს რომ შეხედა გაოცებულმა დატოვა ოთახი მეც თაიას დავურეკე უთხარი რომ ოთარი უკეთ იყო და სულ რამდენიმე წუთი დავტოვე,რომ დავბრუნდი ისევ იგივე მდგომარეობა დამხვდა გულმა კი ამჯერად ვეღარ გაუძლო წამებში მომასწრო წამლის შეშვება ვენაში და ვეღარ გადავარჩინე ეს კი მამუკამ გააკეთა მე მაქვს შპრიცი სადაც მისი თითების ანაბეჭდებია დაფიქსირებული და საქმეს დაურთე ნივთმტკიცებად. -მე რა გავაკეთო,მითხარით როგორ მოვიქცე. -ხვალ სასამართლო არის და უნდა დავესწროთ,ნუცას გაასამართლებენ და ხვალ მამუკაც ნუცას გვერდით დაიკავებს ადგილს თუმცა შენ უნდა მითხრა გინდა რომ დაისაჯოს ოთარის მკვლელობისთვის თუ გააკეთებ ისე რომ არაფერი არ მომხდარა და დათანხმდები შენი საყვარელი ადამიანის მკვლელს მასთან ერთად იყო შენი დარჩენილი სიცოცხლე ლელი. -მან წერილი წაიკითხა და გაიცინა შემდეგ კი მითხრა რომ ეს აფსურდია,რომ ის ისევ ტყუის, რომ მას ისევ რაღაც გეგმა აქვს და ასეთი ბევრი რამ.მან ისიც იფიქრა რომ მე ოთარის ვაპატიებდი,ამიტომ მომაშორა რომ თავად გზა თავისუფალი ჰქონებოდა,მაგრამ მე ვიყავი კი თანახმა მის შემოთავაზებაზე ეს არ გათვალა.იოანემ ბექას შეხედა და თქვა. -ლელი სწორედ ეს დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ მე და ბექამ. -იოანე მამუკამ მასთან ცხოვრება შემომთავაზა,მაგრამ მე ეს არც ადრე მიფიქრია და არც ახლა ამიტომ გააკეთე ყველაფერი რაც საჭიროდ მიგაჩნია,მე მისთვის შანსი არ მიმიცია და როცა კითხვა დამისვა მომეფიქრებინა პასუხი რას ვეტყოდი საბოლოოდ ვთქვი რომ პასუხს ნუ დაელოდებოდა რადგან თანახმა არასდროს ვიქნებოდი.მამუკასთვის როგორც მამაკაცისათვის არასოდეს შემიხედია ის ჩემი ბავშვობაა ჩემი მეგობარი და იცოდა მე ოთარი მიყვარდა,მან მატკინა, დამამცირა,მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდი თუმცა ძალიან მძიმე იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა როცა ეს სახლი დატოვა აქ ჩვენ ბედნიერი 26 წელი გავატარეთ. -დამშვიდდი, უნდა გაიგო ჩვენ რატომ მოვედით ის შენთან მოვა აუცილებლად და გთხოვ ჩაიწერე მისი საუბარი. -მთხოვთ ვითამაშო ის როლი რომელიც ჩემთვის ძალიან რთულია,მაგრამ შევეცდები, შევეცდები იოანე რომ დამნაშავე ერთად ვამხილოთ. -თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის გააკეთეთ ეს რასაც არასოდეს გააკეთებდით,მაგრამ ახლა ეს საჭიროა რომ დამნაშავე დაისაჯოს ჩვენ კი თქვენ დაგელოდებით. ბექამ შეხედა იოანეს და ორივე ფეხზე წამოდგა,კარებში გასვლისას კი ირმას უთხრა. -მომისმინე, დღეს აუცილებლად ექიმი მოვა ლელისთან. -მამუკა ექიმი? -კარგია რომ იცნობ,მაგრამ გთხოვ ყურადღებით იყავი და უნდა მოახერხო მათი შეხვედრა და მათი საუბარი გადაიღო... -მაგრამ... -გთხოვ, ირმა ლელი საფრთხეშია და ის უნდა დავიცვათ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ და უნდა შეძლო,უნდა დამეხმარო რომ ლელის არაფერი დაუშავდეს. -კარგი,რადგან ასე არის შევძლებ....იოანეს გაუხარდა და ბექასთან ერთად წავიდა,ლელი ჩაფიქრებული იყო და რამდენიმე წუთში იოანეს წასვლიდან გადაწყვეტილება მიიღო საჩქაროდ მოემზადა და წასვლას აპირებდა რომ კარზე ზარი იყო,ირმამ კარი გააღო და კართან მამუკა იდგა საგრძნობლად ემჩნეოდა რომ ნერვიულობდა ის ლელისთან მივიდა და უთხრა. -სადმე მიდიოდი და მე შეგაჩერე? -შენან მოვდიოდი...... სახე გაუნათდა და ენა დაება მამუკას. -ჩემთან,ალბად პასუხი გაქვს მზად,მაგრამ მე.... -ვიცი რომ ოთარი გარდაიცვალა და მინდა მითხრა რა გითხრა გარდაცვალების წინ. -ვწუხვარ, ოთარი არ მოუფრთხილდა გულს მიუხედავად იმისა იცოდა რომ პრობლემა ჰქონდა და ბოლო დროინდელმა მომხდარმა კი ძალიან იმოქმედა მასზე, ბოლოს ვერც მოასწრო რამე ეთქვა მხოლოდ შენი სახელი წარმოთქვა და სულ ეს იყო.....ვწუხვარ ლელი.... -ვიცი რომ გეწყინა მეგობრები იყავით,ისეთი მეგობრობა იცი რომ მის ცოლს თვალი დაადგი. -ლელი რას ამბობ.... -რატომ, რატომ მოკალი ხელს გიშლიდა, გზაზე გადაგიდგა, მე პირობა მოგეცი, შანსი მოგეცი? რატომ, რატომ ის ხომ წავიდა ჩემგან მე გავუშვი იმ შეცდომებისთვის რომელი შეცდომის თანამონაწილეც შენც იყავი.... -რას,რას, რას ამბობ ლელი..... -სიმართლეს ვამბობ,სიმერთლეს მამუკა... -მე რაში მადანაშაულებ ვერ ვხვდები... -მამუკა შენ ყველაფერი იცოდი, ხელი შეუწყვე ნუცას და ძალა მიეცი რომ ჩემი ოჯახი დანგრეულიყო და რის მიღწევას ფიქრობდი ამით,ნუცა მეტი ახლობელი იყო შენი თუ ჩვენი მეგობრობა,მაგრამ მალე მიხვდები რომ დიდი,ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. -რა შეცდომა,მითხარი სად დავუშვი შეცდომა. -თავადაც კარგად იცი სად დაუშვი შეცდომა,მაგრამ თავს ისე მაჩვენებ თითქოს უდანაშაულო ხარ,მაგრამ ის შპრიცი რომლითაც ოთარის გაუკეთე წამალი და არ უნდა მიგეცა რადგან იცოდი რომ ცუდად იმოქმედება მასზე თუმცა განგებ გაუკეთე შპრიცი უკვე გამოძიებაშია და დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე სასჯელი მოგისაჯო ამ ყველაფერს სასამართლოზე იტყვი რომ შენ ჩაიდინე მკვლელობა. -ჩუმი ხარ შეუმჩნეველი,მაგრამ სასტიკი ქალი ხარ ლელი. -აღიარე,აღიარეეეე და თქვი აქ რისთვის მოხვედი.... -ვაღიარებ ხო ეს მე ჩავიდინე,მთელი ცხოვრება შენ გელოდები და როგორ გგონია ამ შანსს დავკარგავდი? -რას ამბობ, რას ამბობ,რომელ შანსზე მელაპარაკები რა იძალადებდი ჩემზე? შენ მკვლელობა ჩაიდინე, მკვლელობა.... -იმ წერილის მერე თავში ის აზრი მიტრიალებდა რომ აპატიებდი,დაუბრუნდებოდი და ისევ მის მკლავებში აღმოჩნდებოდი. -ნეტავ,ნეტავ მეპატიებია, ნეტავ დამერეკა და აქ მოსულიყო შენ აგცდებოდა და სიკვდილს შენი ხელიდან ასცდებოდა როგორ გაბოროტდი,როგორ დაემსგავსე ნუცას და რატომ,რატომ მამუკა. -შენს გამო გავაკეთე.... -გაჩუმდიიიიი,შენც ადექი და მოკალი ვინ ხარ რომ ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტე ღმერთი, მსაჯული თუ მოსამართლე განაჩენი რომ გამოუტანე, მეზიზღები, მძულხარ, ვერ გიტან.... გაეთრიე ჩემი სახლიდან, შენი დანახვაც არ მინდა... -შენს გამო,შენს გამო გავაკეთე,შენს გამო საკუთარ სიცოცხლესაც გავწირავ და სხვისი სიცოცხლე გამეწირა ეს შანსი არ დავკარგე,მაგრამ შენ ამ ყველაფერს არსად არ იტყვი.... -ნუ ხარ დარწმუნებული... -დარწმუნებული ვარ რადგან ასე ღიად ვილაპარაკე შენც ოთარისთან წახვალ... -ვერ გავიგე... მამუკამ მოულოდნელად ლელის ხელი დაარტყა და ლელი დარტყმას არ ელოდა და მოულოდნელობისგან წაიქცა თავი ბუხრის კიდეს დაარტყა და გონება დაკარგა, მამუკამ სახლს მოავლო თვალი და შეხედა მათ გარდა სახლში არავინ იყო და ქურდივით დატოვა სახლი,მაგრამ ირინამ ყველაფერი გადაიღო და შემდეგ სასწრაფო გამოიძახა ლელი საავადმყოფოში გონება დაკარგული მიიყვანა სასწრაფომ ბარბიმ ჩაიბარა პაციენტი და ყველაფერი გაუკეთა,როცა ყველაფერი დასტაბილურდა და ლელი გონზე მოვიდა იოანეს დაურეკა რამდენიმე წუთში იოანე და ბექა უკვე ბარბისთან იყო და ირმამ მათ ვიდეო აჩვენა,იოანემ კი ვიდეო პაატას გადაუგზავნა პაატამ მიიღო თუ არა ვიდეო პროკურორთან შესვლა ითხოვა და პროკურორი გაოცებული დარჩა პაატას შეხედა და უთხრა. -პაატა.... -იოანემ მომაწოდა და მითხრა თქვენთვის მეჩვენებინა.. -იოანემ დიდი საქმე გააკეთა ამ ოჯახის წინაშე,ჯგუფი აიყვანე და ახლავეს დააკავეთ ექიმი. -გავდივართ უფროსო.პაატამ საუკეთესო ბიჭები შეკრიბა და რამდენიმე შეიარაღებული ფორმიანი საავადმყოფოში შევიდნენ,მამუკა ოპერაციაზე იყო და 6 საათიანი ოპერაციის შემდეგ დაღლილი თავის კაბინეტში იჯდა მის ტელეფონზე მნიშვნელოვანი ზარი რომ დაფიქსირდა, კართან მდგარი პოლიციელი შეჩერდა და გარკვევით მოისმინა ექიმის საუბარი რომელსაც გაბრაზებულზე ხმის გაკონტროლება არც უცდია ამიტომ მეგობარს ტელეფონი გამოართვა და საუბარი ჩაიწერა ეს კიდევ ერთი მძიმე დანაშაული იყო ექიმის მხრიდან. -ხომ გითხარი ტელეფონზე ამ თემაზე არ დამირეკავდი და არ ვისაუბრებდით,მაგრამ მარტო ვარ და გეტყვი,უნდა მენდო რომ ყველაფერი კარგად იქნება. -??? -დამშვიდდი და ასე რომ ნერვიულობ შეგამჩნევენ,დღეს მე ვარ პასუხისმგებელი რომ იარაღი თურქეთში გადავა და ეს შიშიც გაქრება. -??? -არა,არა, განა პირველია ამ გადაზიდვას რომ ვაკეთებთ, ამიტომ ყველაფერი გათვლილია და არც შიში მაქვს რადგან გამოცდილი ბიჭები მყავს. -??? -გემი დაიტვირთება ბარგით და თურქეთში გადავა იქ ჩემი ხალხი გაატარებს უპრობლემოდ, კარგი ვთიშავ. პოლიციელმაც გათიშა ტელეფონი და ჩაიცინა, იოანესთან მივიდა და უთხრა. -ეს ერთი და მნიშვნელოვანი სამხილია ექიმის წინააღმდეგ. -კარგი,მიდით და გამოიყვანეთ. პილიციელმა კარზე დააკაკუნა და თან კარიც შეაღო, რამდენიმე პოლიციელმა გაიყვანა ექიმი და ყველა გაოცებული უყურებდა ერთმა კი დანანებით თქვა. -რაღაც შეცდომაა და იმედია მალე გაირკვევა.ექიმი გაუძალიანდა პოლიციას,მაგრამ პოლიციელმა მკაცრად შეხედა და უთხრა. -ნუ დაიღლით თავს კითხვებით რაც გაინტერესებთ განყოფილებაში გაიგებ თუმცა კარგად იცი რატომ აგიყვანეთ.მამუკა გაჩუმდა იოანეს შეხედა რომელიც მისკენ არც კი გაწეულა, მაგრამ იოანემ მაინც მივიდა მასთან და უთხრა. -შენდა სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ ლელი კარგად გრძნობს თავს, ის გადარჩა და ხვალ დილით სასამართლოში ვიქნებით. -იოანე..... -კარგი ადვოკატი დაგჭირდება და კარგად იცი ეს მე არ ვიქნები,მე არ შემიძლია დავიცვა ის ადამიანი ვინც ჩემს საყვარელ ქალს მამა მოუკლა.მამუკა წაიყვანეს რამდენიმე ექთანმა ცრემლიც კი გააყოლა მათთვის საყვარელ ექიმს ვისაც ზოგჯერ სასწაულებიც კი მოუხდენია, მაგრამ მან თავად დაასრულა მისი კარიერა.ლელი გონს მოვიდა,იოანე იქვე იყო და დაამშვიდა. -გოგოებმა არ იციან,თაიას მის მდგომარეობაში მყოფს ვერ ვუთხარი. -კარგია რომ არ უთხარი,ექიმი? -ექიმი წაიყვანეს, უკვე დაკითხვაზეა... -როგორ თუ დააკავეს, მტკიცებულება მე არაფერი ჩამიწერია.... -ნუ ნერვიულობ,ხელთ ირმას გადაღებული ვიდეოს გარდა კიდევ გვაქვს უფრო მძიმე სამხილი მის მიმართ და ციხეში დაჯდება აუცილებლად,მან მისი კარიერა ცუდად დაასრულა და ეს მისი არჩევანი იყო. -როგორ ვენდობოდი,როგორ ვიყავი მასზე მიყრდნობილი და მჯეროდა მისი. -დამშვიდდი,ხვალ სასამართლოზე ასეთ მდგომარეობაში ვერ წახვალ. -სახლში უნდა წავიდე,სახლში უფრო კარგად ვიქნები იოანე. -ექიმს ვნახავ და მშვიდად იყავი საფრთხე აღარ გემუქრება, ირმაც აქ არის შენთან...იოანემ ექიმს დაელაპარაკა და ექიმმა კიდევ ერთხელ ნახა ლელი დარწმუნდა რომ ყველაფერი კარგად იყო და უთხრა. -გიშვებ,მაგრამ დღეს უკეთესია თუ წოლით რეჟიმს შეინარჩუნებ.ლელი სახლში წაიყვანა იოანემ და ის დღე საწოლში გაატარა როგორც ექიმმა დაარიგა, არ უძინია იმ ღამეს მძიმეთ გათენდა და დილით ირმას დახმარებით მოიწესრიგა თავი,მაგრამ თავბრუსხვევა ისევ ჰქონდა. -შეგიძლიათ რომ ადგეთ თქვენ ისევ სუსტად ხართ. -დღეს სასამართლოა, აუცილებლად უნდა ვიყო იქ. იოანეს არ შეეძლო და ლელის წასაყვანად ნიკოლოზი მივიდა ვისაც არ ელოდა ლელი. -თქვენს წასაყვანად მოვედი იოანეს დრო არ ჰქონდა. -გასაგებია, მაგრამ თაია? -თაიას ალიკა მოიყვანს,სხვებიც მოვლიან.თამრომ კიბეები ჩამოირბინა და ღიმილით მიესალმა ნიკოლოზს და ნიკოლოზმაც თვალი ჩაუკრა,თამროს ჩაეცინა და დედას მანქანის წინა კარი გაუღო ლელიმ გაბრაზებულმა შეხედა, მაგრამ თავად უკან მოთავსდა და კარიც მიიხურა ლელი კი ნიკოლოზმა მის გვერდით დასვა მანქანაში როცა უკვე მზად იყო წასასვლელად თამროს სარკეში შეხედა და ორივეს გაეცინა,ერთ საათში უკვე ყველა სასამართლოს დიდ დარბაზში იყვნენ ალიკამ შეხედა ბარბის და მიხვდა კიდევ რაღაც იყო მომხდარი ბარბიმ კი ანიშნა მერე გეტყვიო და ყველა სასამართლოს დარბაზში შევიდა რომას გვერდით ესმა და მანანო იყო,ყველამ მისი ადგილი დაიკავა და მოსამართლის შემოსვლას ყველა ფეხზე დგომით შეხვდა,მოსამართლე კი უხეში და სიტყვა ძუნწი იყო მან ყველა მოწმეს მოუსმინა და ბოლოს დარბაზზს გადახედა,მაგრამ ვერ დაინახა პიროვნება ვისაც ელოდა. -მთავარი მოწმე ბ-ნი ოთარი..... -სამწუხაროდ ბ-ნი ოთარი გუშინ დილით გარდაიცვალა. თქვა ერთ ერთმა მოსამართლემ და ნუცამ გაოცებულმა შეხედა მის ადვოკატს რომ სიმართლეში დარწმუნებულიყო. -მეც ამ დილით გავიგე და ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო.სასამართლო რამდენიმე საათით გაგრძელდა და იოანეს ტელეფონზე უცნობისგან მიდის შეტყობინება მუქარის და გაოცებულმა შეხედა მხრებჩამოყრილ ნუცას და თვალებიდან სიბრაზეს ასხივებდა დარბაზში კი სიჩუმე იყო რომას ჯიბეში ტელეფონი რომ აზუზუნდა და ტელეფონს ჩურჩულით უპასუხა. -გისმენ,მაგრამ ვერ დაგელაპარაკები სასამართლოზე ვარ. -კარგი და მომისმინე,სოფელში სადაც სახლს ეძებდი ერთი სახლი გაყიდვაშია შეგიძლია დაურეკო ვინმეს და დაადასტურო შემდეგ შენი გადაწყვეტილებით ვიმოქმედოთ. -კარგი,მადლობა.ტელეფონი გათიშა და სასამართლომ შესვენება გამოაცხადა, რომამ ისარგებლა ამ შემთხვევით და ტელეფონზე დარეკა სადაც არავინ ელოდა მის ზარს. -გისმენთ..... -გამარჯობათ... -გაგიმარჯოს შვილო რომელი ხარ...... -ვიცი რომ ვერ მიცნობთ ხმაზე და გეტყვი ვინც ვარ სანდრო პაპა რომა ვარ გუჯას დანატოვარი, მახსოვს როცა დედასთან ერთად წვიმაში სოფლიდან წამოვედი მითხარი თუ დაგჭირდე ოდესმე შემეხმიანეო... -გენაცვალოს ჩემი თავი,როგორ გამახარე თითქოს ჩემი გუჯა მელაპარაკება,შვილო მითხარი რაში დაგჭირდა ჩემი დახმარება. -მინდა სოფელში სახლი ვიყიდო და ვიცი მაქვს ინფორმაცია ერთი სახლი იყიდება ჩვენს სახლთან ახლოს თქვენს პირდაპირ არის თუ კარგად მახსოვს და ძალიან მინდა იმ ადგილს დავუბრუნდე სადაც მამა დააბიჯებდა,მაგრამ ეს საიდუმლოდ უნდა გამიკეთო. -მაგარი კაცი ხარ გვესმის შენი ამბები და ყველას გვიხარია შვილო,მაგრამ ახლა ძალიან გამახარე მოდი ახლოს ჩემამდე რომ ახლოდან ჩაგეხუტო და იმ გულზე გაკოცო გუჯას გული რომ გაქვს ბაბუ. -მომიგვარე ეს საქმე და ჩემი ადვოკატი ყველაფერს გადაიხდის,როცა ყველაფერს მოვაგვარებ მე ჩემი ცოლშვილთან და დედასთან ერთად მოვალ და ქორწილსაც მანდ გადავიხდი. -შენს გვერდით ვართ უბანი შვილო,ეს რა კარგი რამ მითხარი ველოდები შენს ადვოკატს. -ძალიან გაგიხარდა და გთხოვ საიდუმლოდ შეინახე ვინ არის მყიდველი, რადგან ჩემს სახელზე არ იქნება ჩემი შვილის სახელზე გავაფორმებ და ასე ყველასთვის უცხოდ დავრჩებით. -მე და ჩვენ ყველა შენს გვერდით გვიგულე.....დაემშვიდობა სანდრო პაპას და ტელეფონი გათიშა,შემდეგ სასამართლომ სხდომა განაახლა და შიგნით შევიდა,მაგრამ სანამ მოსამართლე რამეს იტყოდა იოანე გაოცებული იდგა და ტელეფონი ეჭირა ხელში სადაც კითხულობდა. ,,ძალიან დიდ თანხას მიიღებ თუ გააყალბებ ყველა მტკიცებულებას და გპირდები გავქრები თქვენი ცხოვრებიდან,საერთოდ წავალ ქვეყნიდან ჩემს შვილთან ერთად წინააღმდეგ შემთხვევაში აქედანაც არ მოგასვენებ და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთ ყველას''.იოანემ თვალები მაგრად დახუჭა და როცა უკვე საბოლოო შედეგი უნდა გამოცხადებულიყო მან ხელი აწია მსაჯულები შეაჩერა და ყურადღება ითხოვა,შემდეგ ნუცას მიუბრუნდა და მტკიცე შეუვალი ხმით უთხრა. -დღეს დარბაზში ვარ,მაგრამ იქ იმ მართლმსაჯულების შორის როგორც ხედავ ერთი სკამი ცარიელია და ეს ცარიელი სკამი ჩემია,არ ვიცი რა განაჩენს გამოიტანს მართლმსაჯულება თქვენთვივის დღეს ყველა მტკიცებულებას რომ ნახავს,თუმცა დარწმუნებული ვარ სასჯელი რასაც მოგისჯიან ყველას დააკმაყოფილებს ვისაც ატკინე,ვინც გაამწარე და ცრემლით ატირე. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დამნაშავე კი დღეს შენ ხარ ქალი და დედა,ჩემი დედა ვინც მე გამაჩინა მაგრამ არ გიყურებ ვერ გიყურებ დედად და ამიტომ სასჯელი სამართლიანად უნდა მიიღო, ეს მუქარა კი სულ რამდენიმე წუთის წინ რომ გამომიგზავნე არ ვიცი ვისი ხელით და ამასაც გავიგებ მე არ მაშინებს, რადგან მე ბრალი არ მიმიძღვის თქვენს წინაშე.თქვენ მე გამაჩინეთ მალუსთან ერთად,მაგრამ არც კი შემოგვხედე ისე დაგვტოვე საავადმყოფოშივე გასაყიდად ეს ტკივილი არ იყო საკმარისი ორი უსუსური ბავშვისთვის და ჩვენი მოკვლაც შეუკვეთე.შენ დედამ საკუთარი შვილების მოკვლა შეუკვეთე თან არა ერთხელ და ახლა რამ შეგაშინა ციხის ცივმა კედლებმა თუ იქ შესულს კიდევ ერთი სასამართლო რომ გელოდება, თუმცა აქ ამ სასამართლო დარბაზში დამნაშავე უმაღლესი სასჯელით ისჯება და კიდევ ერთი საინტერესო თქვენი თანამონაწილე ექიმი თქვენს გვერდით იქნება,თქვენ ხომ ერთმანეთთან შეთანხმებით ნელა ნელა კლავდით ოთარის მან იცოდა რასაც აკეთებდი და შენი ბინძური გეგმა ბოლომდე მიიყვანა აგისრულა ოცნება,მაგრამ ოცნება გაგრძელდება ციხის კედლებში ქ-ნო ნუცა''. ტელეფონში შემოსული შეტყობინება მოსამართლეს აჩვენა და ყველა მოსამართლე გაოცებული დარჩა,ისინი იცნობდნენ იოანეს და იცოდნენ რომ იოანე მისი საქმის ერთგული, უღალატო და პროფესიონალი იყო ამიტომ სასამართლომ და მართლმსაჯულებამ ერთხმად სცნო დამნაშავედ ნუცა და მათი გამოტანილი სასჯელი არ გაითვალისწინებს არანაირ შემამსუბუქებრელ გარემოებას ასევე მოსამართლემ მკაცრი გაფრთხილება მისცა ყველა მის კოლეგას რომ დამნაშავეს არ შეუმცირდება სასჯელი და მას სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო მიესაჯა.ნუცამ თვალი გაადაავლო ყველას ლელის გვერდით ნიკოლოზი იდგა, თამრო გაგას გვერდით იდგა და ამაყად უყურებდა ნუცას, თაიამ იოანესთან ერთად მის ახლოს ჩაიარა და ნუცასთან შეჩერდა. -შეეცადე და ვერ მომკალი,შენ კი ის მიიღე რაც დაიმსახურე. -სამწუხაროა რომ ჯერ კიდევ სუნთქავ.ჩაისისინა ნუცამ და მის გასაყვანად ორ პოლიციელს შეხედა,მაგრამ ნიკოლოზი მიუახლოვდა ნუცას თან ლელის ხელი მის ძლიერ ხელში ეჭირა და თვალებში ჩახედა ნუცას. -ცხოვრება ზოგჯერ ისე სწრაფად აგიყვანს კიბის მაღალ საფეხურზე რომ სამყაროს მბრძანებელი გგონია თავი ამიტომ ზოგჯერ იმ ცოტას უნდა დავჯერდეთ რომ ბედნიერებს სულ ჩვენს გვერდით იყოს,შენ ძალიან ზედმეტად ბედნიერები გინდოდა ყოფილიავი და მიიღე ის რასაც ეძებდი.სასამართლოდან წასულები დასაფლავებაზე წავიდნენ და ყველა დაღლილი იყო ემოციური დღით, მაგრამ კმაყოფილები. რამდენიმე დღეში კი მამუკას სასამართლო იყო მან აღიარა დანაშაული და 15 წლით შეზღუდული თავისუფლება მიიღო მან ნუცას დახმარებისთვის თავისი კარიერა დაამსხვრია,რაც შეეხება ალიკას ბარბიზე დაქორწინდა და ბედნიერად ცხოვრობდნენ ქალაქიდან მოშორებით მშვიდად სადაც მალუ ხშირად მიდიოდა მათთან ერთ დღესაც ბექასგან უცნაური შეტყობინება მიიღო რამაც ძალიან ააღელვა და თვალები ცრემლებით აევსო,ალიკამ შეხედა მალუს და გაოცებულმა იკითხა. -რა მოხდა,შვილო ფერი არ გადევს ცუდად ხარ? -ბექა,ბექა..... -მალუ,მალუ აზრზე მოდი ბექას რა შეემთხვა.... -ის,ის, ის საავადმყოფოშია უგონო მდგომარეობაში.... -რას ველოდებით სასწრაფოდ წავიდეთ.სამივე საჩქაროდ გამოვიდა სახლიდან და ერთ საათში საავადმყოფოში იყვნენ,ალიკამ იოანეს დაურეკა მან არაფერი არ იცოდა და საავადმყოფოში დახვდა მათ. -რა მოხდა რა გაიგე ბექაზე. -ვერაფერი ვერ გავიგე,მეც გაოცებული ვარ განყოფილებაც ფეხზე დგას. -მე შევალ ექიმთან და გავიგებ. თქვა ბარბიმ და ექიმთან შევიდა იქედან კი სახე არეული გამოვიდა, მალუმ შეხედა ბარბის და გულზე ხელი მიიდო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. -მალუ ექიმმა შენი შესვლა ითხოვა...... -მკვდარია,ბექა აღარ არის....თქვა ტირილით მალუმ და იქ შევიდა სადაც ბექა იწვა,იოანე გაოგნებული იდგა და ცრემლები აწვებოდა თვალებში მალუ კი ტირილით დაემხო საწოლს სადაც თეთრი ზეწარით გადაფარებული იწვა ბექა. -შემომხედე,შემომხედე იმ თვალებით როგორც მიყურებდი ყოველთვის..... -რომ შემოგხედო ცოლობაზე დამთანხმდები? გაიგონა ბექას ხმა და გაოცებულმა შეხედა ტირილთან ერთად სიცილი დაიწყო,ოთახში ღიმილით შემოვიდა ექიმი და სხვები გაოცებული იდგა,იოანემ ხელი კრა მალუს და ბექას თავზე დაადგა და გაბრაზებულმა უთხრა. -მართლა რომ მოგკლა ხომ იმსახურებ ახლა დაგადუმო მაინც გამზადებული ხარ.... -რა მოხდა ინერვიულე, ვყვარებივარ ჩემს მეგობარსაც.თქვა ბექამ და იოანემ ორივე ხელები მოხვია. -ვერ წარმოიდგენ რა წუთები გავიარე, იდიოტო ეს რამ მოგაფიქრა..... -უკან დაიხიე მე პასუხს ველოდები. -რა პასუხს ელოდები ჯერ მომკალი და ახლა პასუხს მთხოვ? -მალუ..... -როგორ შემაშინე,ღირსი ხარ პასუხის გარეშე დაგტოვო,მაგრამ მეც რომ მიყვარხარ როგორ უარვყო ეს გრძნობა. -ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო რამ ჩემთვის შენთან ერთად გატარებული ყველა წუთი და წამია,მინდა ერთად გავარძელოთ ამიერიდან ბედნიერი დღეები და წლები. მალუმ თანხმობა მისცა და ეს ბედნიერი დღე ყველამ ერთად რესტორანში აღნიშნა სადაც კიდევ ახალი ამბით გახარებული დარჩა ყველა თაიას და იოანეს პატარას კიდევ ერთი პატარა მიემატება რამდენიმე თვეში, ბარბიმ ალიკას ორსულობის შესახებ უთხრა რამაც ძალიან გაახარა და ბარბი ხელში აიყვანილი ყავდა რამდენიმე წუთი თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა,მალუმ იოანეს შეხედა და უთხრა. -საუკეთესო წლები დაკარგა მამამ ჩვენი დაბადების არ ცოდნით,იცი მშურს იმ პატარასი ახლა რომ დაიბადება თუმცა ბედნიერი ვარ ასეთი კარგი მამა გვყავს.ალიკამ ორივე გულში ჩაიკრა და ტირილით თქვა. -ვიცი ახლა რაც იგრძენით,მაგრამ თქვენ ჩემთვის იმ დღეს დაიბადეთ როცა გიპოვეთ თქვენ ჩემი პირველი აღმოჩენა ხართ. -მთავარია ყველაფერი დასრულდა და მშვიდი ცხოვრება გვექნება ამიერიდან.რომას ტელეფონზე ნაცნობი ზარი დაფიქსირდა და ყველა გააჩუმა ხელის აწევით,გახარებული უყურებდა ალიკას და ტელეფონში ყველას გასაგონად თქვა. -შაბათს ქორწილია, არაფერზე თქვენ არ იზრუნოთ ყველაფერი გამზადებული მოვა სანდრო პაპა და უბანი დამიპატიჟე მხოლოდ საიდუმლო საიდუმლოდ რჩება.ტელეფონი გათიშა და ესმას ხელი მოხვია. -დღეს სამშაბათია და ქორწილი შაბათს არის ვფიქრობ ეს დრო გეყოფათ მოსამზადებლად გოგოებო, მამაკაცებო ჩვენ სხვა საქმეები გვაქვს და ჩემს გვერდით ხართ? -ყველა შენთან ვართ რომა. თქვა იოანემ და ყველამ გაინაწილა საქმე,მართამ არაფერი არ იცოდა მხოლოდ პარასკევ საღამოს რომა გვიან მივიდა სოფელში და დედას ყველაფერი ახალი მიუტანა რომ მის გვერდით ეს დატანჯული ქალი ღირსეულად დამდგარიყო. -რა ხდება შვილო ვერაფერს მივხვდი. -დედა ქორწილი მაქვს ხვალ. -რას ამბობ,ესმა? -დიახ ესმა დედა,მანანო ჩემი შვილია ეს დიდი ისტორიაა და ამას ოდესმე მოგიყვებით მაგრამ ახლა ხვალ მზად უნდა დამხვდე რომ ერთად მივიდეთ ჩვენს ახალ სახლში იქ სადაც არავინ გველოდება, იქ სადაც მამა ხშირად დააბიჯებდა და იქ სადაც ჩვენი შეხედვა ჩვენს მტებს ყოველ დღიურობად გადაექცევათ. -რომა ნუ მაშინებ..... -დედა საშიში არაფერია ხვალ ქორწილი მაქვს და ყველაფერი მზად არის,მხოლოდ გაიღიმე დედა შენი შვილის ბედნიერების დღე არის. -ღმერთო რა ბედნიერი გამხადე.... -ვიცი რაც გაიფიქრე,მაგრამ მამა ზეციდან დაგვლოცავს ის ჩემი და შენი მფარველი ანგელოზია. რომა წავიდა,მართას სიხარულისგან აღარ დაეძინა და დილით როცა ოჯახს მოუარა უკვე თავის თავის მოწესრიგებაც დაიწყო,რამდენი ხანია თავის თავისთვის წესიერად არ მოუვლია ახლა კი მისი შვილის ბედნიერების დღე არის და მის გვერდით უნდა დადგეს უნდა ანათებდეს და ბრწყინავდეს.კაბა გაშალა და მუქი ლურჯი კაბა იყო ერთიანი წელში გამოყვანილი რაც მის სუსტ სხეულს გამოკვეთილად აჩენდა თითქოს შერცხვა კიდეც ამ კაბის ჩაცმა,მაგრამ ეს რომას არჩეულია და უარს ვერ ეტყვის რამდენიმე საათში სიგნალის ხმა გაიგონა და უკვე საბოლოოდ შეხედა თავის თავს სარკეში და სახლის კარიც გამოიხურა რომას უკვე გზაზე დახვდა,ალიკა იჯდა მძღოლად მანქანა გააჩერა და თავად გადმოვიდა ჯერ მოეხვია მართას და შემდეგ რომას გვერდით დასვა,რომამ ხელი მოხვია დედას და გულზე მიიკრა თვალზე კი ცრემლი ჰქონდა მხოლოდ ალიკა ხვდებოდა რომას გულში რა ცეცხლი ენთო იმ წუთში და სარკეში შეხედა მეგობარს შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა. -იცი რას ვფიქრობ, კარგია რომ ასე მოხდა შენს და ჩემს ცხოვრებაში,სხვაგვარად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიპოვიდით ახლა კი წავედით.თქვა და სიგნალით წავიდა თქმა არ უნდოდა სად უნდა მისულიყო ხალხის ნაკადით მიხვდა სიძის მოლოდინით ყველა გარეთ რომ იყო, სანდრო პაპამ თოფი გამოიტანა და ისროლა შემდეგ კი ხმამაღლა ომახიანად დაიძახა. -ჩვენი გუჯას ცოლ-შვილი დაუბრუნდა ჩვენს სოფელს მეზობლებო.არავინმა არ იცოდა ახალი მეზობლის ვინაობა და ყველა ეხვეოდა მართას,რომას და გულით ულოცავდნენ ბედნიერებას მართამ შოკოლადით და თაფლით მიიღო შვილები ახალ ბუდეში და გულით დალოცა,როცა ყველამ დაასრულა მილოცვა რომამ შეხედა ბიძას რომელმაც სახლიდან გააგდო და მისკენ მიბრუნდა. -გეგონა დავიკარგებოდი,გეგონა გზას ავცდებოდი,ქურდი გავხდებოდი ან ყაჩაღი და შენც ეს გინდოდა მერე რომ გეტრაბახა ამიტომ არ გავაჩერე ჩემს სახლში ვხედავდი რა თვალებზე იხედებოდაო,არა ბიძაჩემო მე ღირსეული კაცის შვილი ვარ და მის საფლავს მის სახელს არასოდეს შევარცხვენ.მე გამზარდა ქალმა ვინც სახლიდან ფეხშიშველი გამოაგდეთ,მაგრამ როგორც ხედავთ არ დავკარგულვარ და ცხოვრებაში კაცობის და კარგი ადამიანობის გარდა არაფერი მიკეთებია.მეზობლებო დავბრუნდი და ამიერიდან ვერავინ ვერ შეეხება ჩემს ოჯახს, ჩემს დედას და ჩემს ცოლ-შვილს.ახლა კი მაგიდასთან დავსხდეთ და მოვილხინოთ,მე მეზობლებს სტუმრად არ ვთვლი თქვენ ჩემი ოჯახი ხართ და ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ცხოვრების ბოლომდე,სტუმრებო თქვენ მობრძანდით.ორი დღე გრძელდებოდა ქეიფი, ქალაქიდან წამოსულ სტუმრებს წასვლა აღარც კი უნდოდათ ნიკოლოზი ძალიან ბედნიერი იყო ლელის გვერდით უკვე ყველასთვის შესამჩნევი იყო მათი ურთიერთობა,თამრომ ლელის უჩურჩულა. -დედა მეც მალე ჩემს ბუდეს შევქმნი და მიხარია რომ მარტო არ იქნები. -თამრო..... -რა თამრო,სიმპატიური მამაკაცია შეხედე კარგად დააკვირდი....ნიკოლოზი იცინოდა თამროს ყველა სიტყვაზე,თამრომ კი ყურში უჩურჩულა. -გააბედნიერე და ის ნატკენი გული მოურჩინე.... -ყველაფერს გავაკეთებ ტკივილი დავავიწყო...ყველა კარგად ერთობოდა,მალუმ ალიკას და იოანეს შუაში დადგა და ალიკას ეშმაკურად გადახედა. -მამა ჩვენი პირობა,არ დადგა დრო რომ პირობა შევასრულოთ? -რა პირობა,რას გულისხმობთ. -იოანე ჩამქრალი ნაკვერჩხალი გამოუდეგარი ნაცრით რომ ებჯინება მიწას დროთა განმავლობაში იმ ნაცრის არსებობა ქრება და იკარგება,მაგრამ ზოგჯერ ნაცარში ნაკვერჩხალი ისევ იწყებს გაღვივებას. -ვერაფერი ვერ გავიგე,მამა პირდაპირ მითხარით რისი თქმაც გინდათ ორივეს. -უნდა წავიდეთ და ბებია და ბაბუა ვნახთ,ისინი ჩვენ გველოდებიან პირობა მივეცით რომ ვნახავდით თან შენთან ერთად. -ბებია და ბაბუა გვყავს? კითხა მალუს და მანაც ღიმილით დაეთანხმა,იოანემ კი ალიკას შეხედა და უთხრა. -როდის წავიდეთ? -ახლავეს აქედანვე თუ თანახმა ხარ და ქეიფიდან ქეიფში გადავალთ. -წავედით,შენ წინ წადი ჩვენ უკან მოგყვებით ვინც წამოგყვება წამოვიდეს. მხიარულად გადანაწილდნენ მანქანებში და ალიკა წინ მიდიოდა,წარმოიდგინა მოხუცების სიხარულით ანთებული თვალები და განგებ არ დაურეკა მათ წინასწარ,უკვე ბინდდებოდა სოფელს რომ გაცდნენ და კიდევ რამდენიმე საათი იარეს ტყის პირას ხით ნაგებ სახლთან გაჩერდა ალიკა მოხუცი პაპა გარეთ იყო და გაოცებული უყურებდა მის სახლთან გაჩერებულ რამდენიმე მანქანას,მაგრამ შემდეგ ღიმილმა გაუპო ბაგე და სიხარულით წავიდა ეზოში შესულ სტუმრის შესაგებებლად. -აღარ გელოდით,ვფიქრობდით რომ აღარ მოხვიდოდით. -მე ხომ დაგპირდით მოვალთქო და როგორც ხედავ მარტო არ მოვსულვარ,შეხედე სტუმრებიც მოგიყვანე. -მობრძანდით,როგორ გამახარე ჩვენი გოგო როგორ არის. -კარგად არის ახლა,აქედან წასულმა რთული ოპოერაცია გაიკეთა და ყველაფერი უფლის ჩარევით მშვიდობიანად დასრულდა ახლა კი ქორწილისთვის ვემზადებით პაპა და თქვენც გეპატიჟებით ქორწილში, რადგან თქვენი იქ ყოფნა აუცილებელია. -მე რა საქორწილო ვარ შვილო,კბილი აღარ მაქვს თვალშიც ვეღარ ვიხედები და მუხლებმაც მიღალატა არც ჩემი დედაბერი ჩამომრჩა და მასაც უჭირს სიარული. -პაპა როგორ ხართ,მოვედით და დანაპირები შევასრულეთ მხოლოდ გვაპატიე რომ დაგვაგვიანდა. -მთავარია რომ მოხვედით,როგორ ხარ ჩემო ფერია გოგო ძალიან კი შემაშინე იმ დღეს. ყველას თავისი ჩვეული ღიმილით შეხვდა და შემდეგ იოანეს დაადგა თვალი რაც ალიკამ შეამჩნია მისი გაოცება და უთხრა. -განსაკუთრებული სტუმარი მოგიყვანე და სახლში შევიდეთ,რადგან სერიოზულ თემაზე უნდა დავილაპარაკოთ. -რა მოხდა, ალიკა ის ახალგაზრდა...... -წარსულში უნდა დაგაბრუნო პაპა.... -წარსულში და რომ გითხრა არ მინდა იქ დაბრუნებათქო. -ყველაფერი ვიცი და დღეს ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ და ჩვენ ვიცით ის რაც თქვენ ორმა არ იცით,ამიტომ ბებოც ჩვენთან ერთად მოგვისმენს. -გული ცუდს მიგრძნობს ალიკა.... -მაგრამ მადლობას მეტყვი ისეთი ამბით მოვედი თქვენთან. -თვალები გიცინის და იმედია სასიხარულო ამბავი მომიტანე. -ორი ამბავი მაქვს კარგი და ცუდი რომლით დავიწყო მითხარით და დავიწყებ თქვენ კი მომისმენთ. პაპამ სტუმრებს გადაეხვია და რაღაც უცნაურს გრძნობდა,მაგრამ მაინც მხიარულად შეხვდა მისთვის უცხო ადამიანებს. -მობრძანდით,წლებია ველოდები ასეთ ახმაურებულ სახლს და ეზოს,გამაბედნიერა თქვენმა მოსვლამ და ამ ხმაურმა.ყველა სახლში შევიდა ბებო მალუს ეფერებოდა და ალიკას მიუბრუნდა. -გუშინ გახსენებდით და დღეს აქ ხართ,ვისაც უყვარხართ თქვენც გრძნობთ მათ სიყვარულს, მაგრამ უნდა დაგერეკა რომ მოვმზადებულიყავი. -სწორედ ამიტომ არ დავრეკე,ახლა დასხედით და მომისმინეთ ჩვენი შეხვედრა უცნაური იყო ტკივილით და შიშით სავსე,მაგრამ გპირდებით ამიერიდან მალ მალე გინახულებთ რადგან ჩვენ უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის. -უცნაურად დაიწყე ალიკა..... -მალუ ძალიან რომ შეგაშინა იმ ღამით,მაგრამ არ გამოხატე და ლოცვას ჩუმად ჩურჩულებდი ასე რომ მიიტანეთ გულთან ორივემ მისი ამბავი და ნერვიულობდით გაგიკვირდებათ,მაგრამ ის თქვენი შვილიშვილია და ჩემი ქალიშვილი იოანე კი მისი ტყუპისცალია ასე რომ თქვენს წინ თქვენი ტყუპი შვილიშვილები დგას. -რას ამბობ,ალიკა შენი შვილები ამბობ რომ ჩემი შვილიშვილებია და სად არის ჩემი შვილი რატომ არ არის თქვენს გვერდით. -სწორედ ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. -გარდაიცვალა? -არა, არა, ის ცოცხალია,მაგრამ ჩვენთან ერთად არ არის და არც არასდროს არ იქნება. -რატომ,სად არის თქვენც დაგტოვათ? -24 წლის შემდეგ შემთხვევით გავიცანი ჩემი შვილები,24 წლის შემდეგ გავიგე რომ მამა ვარ ორი ტყუპი ანგელოზის და მე არ მიგრძვნია მამობრივი სითბო,სიყვარული და არც მათ იციან მამის სიყვარული რაც აერთიანებს მამას და შვილებს.მიყვარდა თქვენი შვილი,მაგრამ ჩემი შვილების ცხოვრება საიდუმლო აღმოჩნდა.იდუმალებით მოცულია თქვენთვის ვიცი ეს ყველაფერი,მაგრამ უნდა დაიჯეროთ თქვენმა შვილმა სიღარიბის გამო დამტოვა და მიმატოვა, უფრო მეტი არც მითხრა რომ მამა გავხდებოდი თუმცა დედობა გაეწია შვილებისთვის არც ეს იკადრა და თოთოები,დაუცველები,სულ ჩვილი ბავშვები საავადმყოფოში ექთანს დაუტოვა გასაყიდად. -როგორ თუ დატოვა და ისიც გასაყიდად..... -იმშობიარა,დედის ის ტკივილი გაიარა რასაც ყველა დედა გადის 9 თვის მანძილზე მერე მშობიარობის დრო და მათი ამ სამყაროს მოვლენა მან ეს ტკივილი ზიდა,მაგრამ შვილები თან ტყუპები მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო და არც შეხედა შვილებს ადგა და წავიდა რომ არა კეთილი ადამიანები დღეს არც მალუ და არც იოანე ცოცხლები არ იქნებოდა ან იცოცხლებდნენ და ვერასოდეს ვერ ვიპოვიდით ერთმანეთს. -სად არის ნუცა.ხმა გაებზარა პაპას და ალიკას ცრემლიანი თვალებით უყურებდა,ბებოს მალუს ხელი ეჭირა ხელში და თავად ცახცახებდა. -ნუცას გუშინ კანონის და მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით სასჯელის მუდმივი პატიმრობა მიესაჯა და დამიჯერეთ, ეს სასჯელი მან დაიმსახურა.რამოდენიმე წუთი ყველა ჩუმად იყო,პაპამ დაარღვია სიჩუმე და თქვა. -როგორი მწარეც არ უნდა იყოს მინდა სიმართლე ვიცოდე,გისმენთ.ალიკამ ყველაფერი მოყვა იმ დღეს მალუს იქ აღმოჩენა და უკაცრიელ ადგილზე მიტოვება ნუცას მიერ დაგეგმილი იყო და კიდევ უამრავი ბოროტება,ვერცერთმა ვერაფერი თქვა მხოლოდ წყალი დაისხა ბებომ და ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა შემდეგ ალბომი გადმოიღო და ჩუმად დაიწყო საუბარი. -ნუცა 19 წლის ასაკში გათხოვდა და ჩვენ მშობლებს როგორც ერთადერთი შვილი გვყავდა დიდებული ქორწილი გვინდოდა ვალდებულიც ვიყავით როგორც მშობლები და ყველაფერი საუკეთესო შევარჩიეთ რესტორანიც,დიზაინერები და დარბაზი საუცხოოდ მოვრთეთ, მისი თქმით ყველაფერი ელეგანტური უნდა ყოფილიყო რადგან ვიცოდით სიძე ობოლი,მაგრამ კარგი წარმოსადეგი პიროვნება იყო თან ორგანოს მუშაკი.ლელიმ და ყველამ ნიკოლოზს მიაპყრო მზერა ნიკა კი თავდახრილი იდგა და ჯერ უსმენდა მათ,იოანემ მხარზე დაადო ხელი რომ მხნედ ყოფილიყო,ბებომ კი გააგრძელა. -ქორწილის დღეს ორივე ძალიან ვღელავდით ნუცა მშვიდი იყო ჩვენ გვეგონა რომ მშვიდი იყო,მაგრამ ჩვენ არცერთი არ ვიცნობდით საკუთარ შვილს.ქორწილი დაიწყო და ნუცამ მამა გვერძე გაიყვანა და უთხრა რომ ჩვენ მისმა მშობლებმა ამდენი რამ გავაკეთეთ თურმე არ ვიყავით იმ დონის ადამიანები რომ სიძის მოწვეულ სტუმრებს შევხვედროდით და იმდენად გაგვაბრაზა მისმა ქმედებამ და მისმა სიტყვებმა ჩვენ ქორწილი დავტოვეთ,მაგრამ თვეები გავიდა და გავიგეთ შვილიშვილი შეგვეძინა ჩვენც ჩვენს სიამაყეს გადავაბიჯეთ და როგორც მშობლები ხელდამშვენებულები მივედით მასთან,მაგრამ მის თვალებში დავინახეთ ზიზღი, უზარმაზარი ზიზღი და არ შევიმჩნიეთ ბავშვს საწოლში საჩუქარი ჩაუდეთ ოქროს სამკაული და უთხარი რომ სულ ატაროს და როცა გაიზრდება იცოდეს რომ ეს ნივთი ბებიამ და ბაბუამ აჩუქა,შემობრუნდა და გაუაზრებლად მიყვირა. -ჩემმა ქმარმა შვილს იმდენი რამ გაუკეთა და შენ ეს ერთი ბეწო სამკაული მოიტანე და გინდა ამ ნივთით თავი მოაწონო სიძეს?გავშეშდი,უყურებდი ჩემს შვილს და ვეღარ ვცნობდი. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო პატარა,მაგრამ გაუსაძლისად ახველებდა აღმოჩნდა რომ მას თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა და ვეღარ გადაიტანა 5 თვის გარდაიცვალა ნუცა ჭკუაზე გადავიდა და რამოდენიმე თქვე ქმარმა კლინიკაში დააწვინა,იქედან გამოსულმა კი მოვიდა და სამკაული მესროლა თან მითხრა. -შენ, შენ მოკალი ჩემი შვილი..... -მე,მე როგორ მოვკალი საკუთარი შვილიშვილი რას ამბობ შვილო.....ნერვიულობისგან გულზე მწარე ჩხვლეტა მომივიდა,მდგომარეობა რომ დასტაბილურდა ისევ მოვიდა და ისევ ბრალდება წამიყენა რომ ჩვენ მისთვის არასოდეს არაფერი არ გაგვიკეთებია ქმარი უსმენდა ბოლოს ადგა ბეჭედი თითიდან მოიძრო მაგიდაზე დადო და უთხრა. -შენ არ შეგიძლია დააფასო შენი მშობლები და არ გიყვარს ეს ხალხი, როგორ შემიყვარებ მე და როგორ შეიყვარებ ჩემს სანათესაოს ან საახლობლოს. წავიდა ის ადამიანი,ნუცა კი ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა და ისევ ჩვენ დაგვადანაშაულა,მხოლოდ მაშინ ადგა განრისხებულმა ჩემმა ქმარმა და ერთადერთი შვილი სახლიდან გააგდო. -კარი იცი სადაც არის ჩვენ შენთვის არ ვარსებობთ და არც შენ არსებობ ჩვენთვის,შენ ექიმი გჭირდება რომ ბოლომდე განიკურნო შენი ამ ქცევით ვერასოდეს ვერავისთან ვერ ააწყობ ცხოვრებას.ნუცა წავიდა,მეორე დილით კი ვახომ ადგა ნოტარიუსში წავიდა ანდერძი შეცვალა ნუცა მემკვიდრეობიდან მოხსნა და რამდენიმე დღეში ეს ადგილი იყიდა ბინა დავკეტეთ, შემდეგ გავაქირავეთ და ჩვენ აქ გადმოვსახლდით.რამოდენიმე წელი გავიდა 6 თუ 7 წელი და გავიგეთ რომ ნუცა ქმარს შეურიგდა გაგვიხარდა რა თქმა უნდა რომ ცხოვრება არ აერეოდა, თუმცა მის მერე ჩვენ ის აღარ გვინახავს. -გამოდის ჩემგან წასული შეურიგდა ყოფილ ქმარს.ჩაილაპარაკა ალიკამ.... -მე მჯერა შენი რასაც ამბობ შვილო, ალიკა მას მხოლოდ თავისი თავი უყვარდა და სხვა ყველა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო.რატომ გაიზარდა ასეთი ნამდვილად არ ვიცი,იმდენად მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ორი თვე სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი აპარატზე შეერთებული,იმედი აღარ არსებობდა ჩემი დაბრუნების და როცა იმედი აღარ იყო მაშინ დავბრუნდი გავახილე თვალები და ყველაფერი მახსოვდა ვინ შემოვიდა,ვინ რას ამბობდა,მხოლოდ ვერცერთ მათგანს ვერ ვპასუხობდი,ვერც ვმოძრაობდი,მაგრამ გონება არ იყო გათიშული.მე ბოლო ბოლო დავბრუნდი და ექიმების გაოცებული თვალებიდან მივხვდი რომ მდგომარეობა ურთულესი იყო და ეს იყო იმ სტრესიდან რაც ჩემი შვილის გამო მივიღე.სწორედ მაშინ მიიღო ვახომ გადაწყვეტილება გავცლოდით ქალაქის ხმაურს და მას შემდეგ ვართ აქ მშვიდად,წლები გავიდა შვილო შვილმა დაგვივიწყა,მაგრამ მოვიდა შვილიშვილები და ვინც რას იმსახურებს იმას მიიღებს ის ბოროტებამ დააბრმავა და სწორედ ბოროტების გამო მოხვდა იმ ადგილზე. -ერთი შეკითხვა..... -ვიცი რა კითხვაც გაქვს თუ ვნახავ,მინდა ვნახო ის ჩემი შვილია სამყაროში აქამდე მას გარდა არავინ მყავდა ის ჩემი სხეულის ნაწილია და ვლოცულობდი ჩუმად გულში სიკვდილამდე ერთხელ მაინც მენახა,მაგრამ მან ჩვენ ფულზე გაგვყიდა,მდიდარი ქმარი ყავდა მოსიყვარულე და მას შემდეგ კიდევ გათხოვილა კარგი ვერ ააწყვეს ცხოვრება, მაგრამ კიდევ ხომ ცადა ბედი ადამიანი ყავდი გვერდით და თავად არა ადამიანობა გააკეთა რომ მივიდე რა უნდა უთხრა რომ მომენატრა? კი მენატრება,მაგრამ გული გაქვავდა შვილო მით უფრო ახლა როცა ამ ანგელოზებს ვხედავ და საკუთარმა დედამ სასიკვდილოდ გაიმეტა არა,არ ვნახავ ის მარტო იყო დღემდე და მარტო დარჩება ჩვენ კი ვიყოთ ერთმანეთის იმედი და ხიდი შვილებო. შვილიშვილები გულში ჩაიკრა და მალუს შეხედა, შემდეგ ბექას მიუბრუნდა და წარბაწეულმა უთხრა. -შენ მიპირებ სიძეობას შენ უნდა წამართვა ჩემი პრინცესა ჰოდა დაგლოცავთ ბაბუა და იყავით ბედნიერები, მაგრამ მის თვალზე ცრემლს ვნახავ თუნდაც შევხედავ მის სახეს მოწყენილს ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,იცოდე მიფრთხილდი სიძევ ბატონო. -გპირდებით რომ არ გაგაბრაზებთ და მალუ ბედნიერი იქნება,აქ კი ხშირად მოვალთ. ბაბუამ მოულოდნელად შეხედა მალუს და ღიმილით თქვა. -ვინ დაგარქვა მალუ იმ ადამიანმა იცოცხლოს შენს დიდ ბებიას ანუ ჩემს დედას ქვიოდა მალუ და როგორ ფიქრობთ ეს დამთხვევაა თუ ბედის ირონია. -სასწაულია, ეს ხომ ბედის ირონიაა.თქვა ლელიმ და მალუს ხელი მოხვია და ისევ შეხედა ბედნიერმა მოხუცებს. -რამდენიმე თვეში თქვენც დიდი ბებია და ბაბუა გახდებით, შვილთაშვილი შეგეძინებათ. -რას ამბობთ.....თაიას შეხედა ბედნიერმა და იოანემ თაიას ხელი მოხვია შემდეგ კი ხმამაღლა თქვა. -დარწმუნებული ვარ ბიჭი დაიბადება და ის პატარა ვახო იქნება,ის ბაბუსნაირი სასახელი ადამიანი უნდა გაიზარდოს რადგან შენი სახელი ერქმევა. ვახომ თაიას შეხედა და შემდეგ მის მოხუცს მიუბრუნდა. -მოხუცო სიძე და რძალი გვესტუმრა ერთად უნდა დავტრიალდეთ,ახლა არ მითხრა მუხლებს ვერ ვმართავო ეს არ გამოგივა,დღეს ყველანაირი ტკივილი უნდა დაივიწყო და უნდა გაახალგაზრდავდე თქვენ კი ბიჭებო მე წამომყევით საკლავი უნდა დაიკლას დღეს სახლს ჭერი უნდა ავხადოთ. ყველა წამოიმართა,ალიკამ ნიკოლოზს შეხედა და ნიკამ ყველას ერთად უთხრა. -ვერ მიცნო მოხუცმებმა რადგან ახლო ურთიერთობა არ გვქონია სულ ორჯერ ვართ შეხვედრილი და ნუღარ ვიტყვით ვინც ვარ, დავტოვოთ ისე როგორც არის. -მართალი ხარ კიდევ უფრო ნუ ვატკენთ,მაგრამ შენზე მათ ცუდი არ უთქვიათ არაფერი. -კარგი გავიდეთ გარეთ.ალიკა,ნიკა და რომა ბაბუას მოეხმარა საკლავის დაკვლაში,გოგოებმა ბებიასთან იფუსფუსეს,ესმამ ცომი მოზილა,ბარბიმ სალათები მოამზადა,თაია იჯდა რადგან უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცლით იყო ბებია კი ყოველ გავლა გამოვლაზე კოცნიდა და ეფერებოდა,ლელიც მათთან ერთად იყო მალუმ და მანანომ მაგიდა გააწყო ლამაზად. იოანე, ბექა და გაგა ქალაქში დაბრუნდნენ და უამრავი რამ მოიტანეს,ბებო ღვთისმშობლის ხატთან დადგა და ტირილნარევი ხმით შესთხოვდა მას. -ღვთისმშობელო დედაო შენც ხომ დედა ხარ,გთხოვ დამილოცე ჩემი შვილიშვილები და მოგვეცი მშვიდობა რომ პატარა მშვიდობით მოევლინოს,უფალო აქამდე მარტოობაში მოვედით ორივე და კიდევ ცოტა დრო მოგვეცი უყუროთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს და დავტკბეთ მათი ყურებით მერე წამიყვანე განა ბევრს ვითხოვ კიდევ რამდენიმე წელი რომ ეს პატარა ჩემს კალთაში გავზარდო და ბაბუას მხრებზე შემოსკუპტეს შევიგრძნოთ შვილთაშვილის ყოფნა და მათი სურნელი ისე დავიმახსოვრო რომ თქვენთან მოსული ის სურნელი თან გამომყვეს. -ბებო რას ჩურჩულებ.თაიამ ხელები შემოხვია ბებოს,ბებია მიუბრუნდა და უთხრა. -შენს მშვიდობიან მოლოგინებას შვილო და თქვენს კარგად ყოფნას,კიდევ ცოტა ხანი მამყოფოს თქვენთან ერთად არასოდეს ვაწუხებდი ჩემი სურვილებით და იმედია ამ თხოვნას შემისრულებს. -შეგისრულებს ბებო ცხოვრებას ბევრი ტკივილები მოაქვს და მე ვფიქრობ არც ცხოვრებას ექნებოდა აზრი თუ სირთულე და პრობლემები არ იქნებოდა,პირიქით ყველა პრობლემა უფრო აახლოებს წყვილს ერთმანეთთან სხვაგვარად ცხოვრება სირთულის გარეშე მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა. -დღეს ყველაზე ბედნიერი არა უბედნიერესი ქალი ვარ,დღეს ჩემში უცნაური გრძნობაა თითქოს ტკივილიც და ბედნიერებას ერთმანეთს ებრძვის და ვცდილობ და მინდა რომ ბედნიერებამ გაიმარჯვოს.დღეს მე ბედნიერი ვარ და სავსე დიახ სავსე და მაინც არ მყოფნის რაღაც ბებო თითქოს ქარიშხალია ჩემში და ამ ქარიშხალს ვებრძვი მან მე გამანადგურა თავისი სიჩუმით თავისი დუმილით გამანადგურა და მე დღემდე ვუძლებ ამ ტკივილს სიჩუმით განადგურება ყველაზე მეტი მტკივნეულია.ყველა თავის საქმეს აკეთებდა,ბებიამ თვალზე ცრემლი მოიწმინდა ეს სიხარულის ცრემლი იყო და გავიდა გარეთ უყურებდა იოანეს და უკვე შეპყრობილი იყო მისი ღიმილით,მისი აღნაგობით,მისი სიტყვა პასუხით და ალიკას თქმით რომ იოანე ადამიანში ადამიანია უფრო მეტიც ხედავდა და დარწმუნებული იყო რომ იოანე მარტო გული იყო საყვარელი ადამიანების მიმართ.იოანეც იდგა და აღფრთოვანებული უყურებდა ბაბუას შემდეგ ალიკას შეხედა და ბარბის ორივე გულიანად რომ იცინოდა,წარმოიდგინა ნუცა ბარბის ადგილზე და სახიდან ღიმილი გაუქრა გულში კი გაიფიქრა. -არა, არ იქნებოდა სურათი ასეთი ბედნიერი ნუცა აქ რომ ყოფილიყო და არა ჩვენთან სულ ხმაური უნდა იყოს ჩვენ სიჩუმით ვერავინ გაგვანადგურებს,ჩვენ ვერავინ მოგვერევა რადგან სულ ერთად ვიქნებით ჩვენი შვილები ჩვენგან ნასწავლ სიყვარულში უნდა გაიზარდოს. უეცრად სახლიდან თაიას ხმა გაიგონა და შეშინებული შევარდა სახლში,თაია იდგა და მის ფეხებთან წყლის გუბე იდგა. -იოანე ბავშვი მოდის..... -ჯერ ხომ ადრე არის თაი.შეშინებული უყურებდა თაიას და ბოლოს ხელში აიყვანა და მანქანისკენ გაიქცა უკან მოყვა ყვირილით ალიკა. -ხმაურით მოდის პატარა ვახო.... -გამრავლდით შვილებო და შვილიშვილებო.თქვა და ცრემლი მოიწმინდა,ლელი ძალიან განიცდიდა ნიკოლოზმა ხელები მოხვია და ჩურჩულით უთხრა. -ბებია ხდები მაგრად უნდა იყო,ახალგაზრდა ბებია კი მალე ჩემი ცოლი გახდება.ყველა ნერვიულობდა, საავადმყოფოს დერეფანში ხმაური იყო და იოანესთან ერთად სუნთქავდა თაიაც ისინი თითქოს ერთ დიდი მკერდის ნაწილი იყო, რომელიც ღრმად და ფრთხილად ქანაობდა. ჰაერი შეიცვალა,სუნთქვა გახშირდა და შუქი უფრო ხალისიანი გახდა როცა დაიბადა პატარა ძლიერი ტირილით და ყველაფერი გართულების გარეშე ექიმების თვალებში მეტი დაღლილობა იყო, მაგრამ მეტი თანაგრძნობა, ერთგვარი სითბო იოანეს რომ შეხედეს მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა პატარა ხელში აიყვანა და თავისი ხელით დაუწვინა დედას გულზე შემდეგ რამდენიმე წუთი სიჩუმე და ბედნიერი უყურებდა დედა-შვილს. ეს პირველი პატარა იყო ყველამ რომ აიტაცა და პრინცად მიიღო სიხარულისგან აღფრთოვანებულები პატარას ვეღარ შორდებოდნენ,ერთ დღეს კი ნიკოლოზმა ყველასთან ერთად ხელი სთხოვა ლელის და ისიც დათანხმდა რადგან ამ ადამიანში დაინახა სინამდვილე და რეალური მისი სახე,გაუღიმა და უთხრა. -ნაცნობი გრძობით დამცალე ისევ,ადამიანები ყველაფერს გაექცევიან..... -მაგრამ სიყვარულს ვერსად გაექცევი..... ლელი შემთხვევითობაა ჩვენი შეხვედრა და ვფიქრობ ბედისწერაა ჩვენი ერთად დარჩენა ეს შენ უნდა გადაწყვიტო.... -დავტოვეთ წარსული წასულად და ვიაროთ ერთ ხაზზე, მაგრამ აღარ მინდა სიჩუმე, აღარ მინდა დუმილი.... -სიჩუმით არ გაგანადგურებ, მე სიყვარულით გაგაბრუებ და სიყვარულში მეყოლები მთელი ცხოვრება.ყველა ბედნიერი იყო,ყველამ მის ბუდეში დაიდო ბინა,შეკრებით ისევ ერთად იკრიბებოდნენ ერთად უხაროდათ და ერთად სტკიოდათ და თვეების შემდეგ როცა არავინ არ ელოდა ლელიმ ვახშამზე დაპატიჟა ყველა მიზეზი არც ნიკოლოზმა არ იცოდა მხოლოდ ლელი იდგა მაგიდის თავში და ნერვიულობდა,შემდეგ ნიკას შეხედა და უთხრა. -48 წლის ვარ და ამ ასაკში ძალიან მეშინია,მაგრამ რისკზე მივდივარ რადგან ვხედავ როგორ აფასებ ჩემს შვილებს, ჩემს სიძეებს,დედაჩემს და ჭკუაზე გადაგყავართ ორივეს როცა თამროსთან ერთად შენც გიჟდები.ნიკოლოზ სწორედ ამიტომ მივიღე ეს რისკიანი გადაწყვეტილება და მინდა შენი ბედნიერება სრულყოფილი იყოს,მინდა შენც შეიგრძნო მამობრივი სიყვარული.ნიკა დაიბნა, ფერი დაეკარგა, ოფლით დაეცვარა სახე და ლელის უყურებდა,მხოლოდ იდგა ვერ დაინძრა ადგილიდან ლელი იცინოდა და თავად მივიდა მასთან. -ლელი........... -ზუსტად 8 თვეში მამა გახდები საყვარელო.... -ჩვევათ გაქვს სიჩუმით გაანადგურო და დაშალო ადამიანი,მაგრამ ეს სიჩუმე ამჯერად სასიამოვნო სიჩუმე იყო და უბედნიერესი ვარ შენ რომ შეგხვდი მგონი ნუცას მადლობა უნდა ვუთხრა შენთან რომ დამაკავშირა.ყველას გაეცინა და ყველა ბედნიერი ულოცავდა ლელის მესამედ შეეგერძნო დედობის სითბო და სიყვარული. დასასრული. 12,24,2025. ავტორი- მ.ფერაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



