შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 21.


2-02-2019, 04:35
ავტორი zia-maria
ნანახია 2 378

-ლუკა რა გითხრა,რა უნდოდა.
-თავად შემეხმიანება,როცა დრო მოვა ან რომ ჩავალ ვნახავ.
-ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი,თათამ იცოდა რომ დიდი დრო არ ჰქონდა და ყველაფერი დაგეგმა?
-თათამ იცოდა რომ ავად იყო ეს მეც ვიცი,მაგრამ ის ვერ გავიგე ეს გასაღები რა არის და რას გვეუბნება.მილენას თითქოს რაღაც გაახსენდა,ფეხზე წამოდგა და თქვა.
-მე მივდივარ,შეგეხმიანებით.გაოცებულმა გააყოლა სამივემ თვალი და ისიც კარებში გაქრა,ნიცა ცოტა ხნით გაჩერდა შემდეგ საათზე დაიხედა და ისიც გაიქცა.
-მენაბდეეეეე,შე ღორო გამოდი გარეთ და თვალებში შემომხედე.მოესმა მენაბდეს ქალის ხმა და გაოცებულმა წამოდგა ფეხზე.
-რა მოხდა,ვინ ყვირის.გარეთ გავიდა მენაბდე და მის წინ მდგარ ქალს გაოცებულმა შეხედა და შემდეგ თაცადაც იყვირა.
-შენ? შენ აქ რა გინდა,რა გაყვირებს.
-იცოდე თუ ჩემს რძალს რამე დაემართება შენი ხელიდან,მე ვიქნები შენი პირველი არა,მაგრამ უკანასკნელი მტერი.
-აქედან წადი სანამ რამე სისულელე არ ჩავიდინე.
-არსად არ წავალ სანამ არ მეტყვი სად არის ნინი.
-გაიყვანეთ აქედან.ბრძანება გასცა და ანერვიულებული ქალი დაცვამ სახლიდან გაიყვანა,გაბრიელის დედა იქ მყოფ დაცვის წევრებს მიუბრუნდა და უთხრა.
-რატომ იღუპავთ თავს შვილებო,მოშორდით ამ სატანას თქვენი ფეხით ჩაბარდით თორემ ბოლო თქვენი მაინც სიკვდილია,თუ აქედან წასვლას იფიქრებთ,თქვენს გვამებსაც ვერ ნახავთ თქვენი მშობლები.
-წადი დეიდა,წადით ძალიან გთხოვ.უთხრა ერთ ერთმა დაცვის წევრმა რომლის თვალზე ცრემლიც კი გაბრწყინდა.ტირილით,მხრების ცახცახით გაბრუნდა წელში მოხრილი ქალი და ნელა-ნელა დატოვა დაწყევლილი სახლი,გურამი მიახლოვდა ბიჭებს და უთხრა.
-სად დამარხეთ მკვდარი,მოიყვანეთ და ეზოს კუთხეში დამარხეთ ზემოდან კი ყვავილების ბაღი გააკეთეთ და ისე უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი რომ კვალი არ უნდა დარჩეს.
-გასაგებია უფროსო.
-და კიდევ,მოგვიანებით მისი ქმარიც მიუწვინეთ გვერდით.
-დარწმუნებული ხართ უფროსო?
-დარწმუნებული ვარ,მან ბევრი რამ იცის და არ უნდა ალაპარაკდეს,მიხედეთ საქმეს.
-ქალბატონო მადლებ გვიან მომიწია თქვენი შეწუხება,მაგრამ უნდა დამერეკა.
-გისმენ საყვარელო როგორ ხარ.უპასუხა ზარს მადლენმა და თან კართან დადგა რადგან მისი ეს სატელეფონო საუბარი გურამმა არ მოისმინოს.
-ქალბატონო მადლენ ყველაფერი მზად მაქვს რაც მთხოვეთ.
-უკვე? არ გელოდი ასე მალე.
-დიახ უკვე და სად გადმოგცეთ.
-ნამდვილად ყველაფერი ხელთ გაქვს,რაც გურამს გაანადგურებს?
-ყველაფერი ის რაც თქვენ გჭირდებათ,მე ხელთ მაქვს.
-კარგი,დილით მე თავად მოგაკითხავ და წამოვიღებ.
-ვის ელაპარაკები მადლენ ასეთ დროს?
-მეგობრისთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა როდის მოგიკითხავს და მშვიდობიან ღამეს გისურვებს.
-შენ მეგობრებოც გყავს?პირველად გავიგონე,უცნაურია.
-ისე როგრც შენს მეგობრებს მეც ვერ ვხედავ და მეც უცნაურად ჩავთვალო ეს?
-უცნაური ის არის,რომ ჩემო მადლენ ამ ბოლო დროს თავად იქცევი უცნაურად.
-რას გულისხმობ,ეჭვიანობ?
-ვეჭვიანობ? საიდან მოიტანე,მე შენ გენდობი.
-ჰოდა თუ ასეა,ნუ სვამ ისეთ კითხვებს რომელიც გულს მტკენს.
-ანდრეა ვიპოვეთ გაბრიელის მეუღლე.ბესოს ხმა უცნაურად მოეჩვენა ანდრეას და უპასუხა.
-ბესო მართლა?
-მართლა.
-ცოცხალია? რატომ არ ურეკავს გაბრიელს გიჟს ჰგავს ადამიანი.
-ვერ დარეკავს ანდრეა ეს შეუძლებელია.
-რატომ,საავადმყოფოშია?
-არა,ანდრეა გაბრიელის მეუღლე მკვდარია.
-რააააა? დარწმუნებული ხართ ის არის?
-დარწმუნებული ვართ,მასთან ერთად დამარხულია მისი ჩანთაც და ტელეფონიც.]
-შეუძლებელია,ეს შეუძლებელია მენაბდემ მოგვასწრო.
-მე თუ მკითხავ,გაბრიელმა როცა შეამჩნია ცოლის წასვლა სახლიდან,ის უკვე მკვდარი იყო ანდრეა.
-რა ვქნათ,რას ვაკეთებთ.
-წამოდი მაქედან,არ დაგინახოს მენაბდეს ხალხმა თორემ შენც მის გვერდით დაგაწვენს.მოდი განყოფილებაში და აქ ვისაუბროთ,გეგმა გვჭირდება თითქმის საქმე დასრულებულია და სხვა გზა არ არის მენაბდე ჩვენია,ჩვენ უკვე შეგვიძლია მისი აყვანა.
-ალიკა ჩემს კაბინეტში შემოდი.
-მოვდივარ უფროსო.გურამმა კაბინეტში შევიდა,მაგიდაზე შავი დიდი ჩანთა დადო და ალიკას შეხედა.
-ეს ჩანთა მიუტანე გაბრიელის დედას,მიეცი და ჩემი შეტყობინება გადაეცი,რომ ან ჩანთაში რაც ფულია ვყიდულობ მისი და მისი შვილის სიჩუმეს,სხვა გვარად მთელ ოჯახს ამოვხოცავ და გავანადგურებ,არ დავინდობ მის შვილიშვილსაც სადაც არ უნდა გადამალოს,ჩემი მიუგნებელი არ არსებობს არავინ და არაფერი.ალიკა ვგრძნობ ჩემს სახელს ძალა ეკარგება,ამიტომ ყველა და ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ,უნდა ახსოვდეთ რომ მე ბებერი მენაბდე ვარ და ჩემთან თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს.მე თუ ჩავარდები ბევრი,ძალიან ბევრი მომყვება უკან.ალიკა წავიდა,ფული ადგილზე მიიტანა და შემდეგ მადლენთან მივიდა,რადგან იცოდა ამ დროს ის ყოველთვის მარტო არის სახლში.
-შეიძლება შემოვიდე ქალბატონო მადლენ?
-ალიკა? შემოდი გურამმა გამოგგზავნა?
-არა,თქვენთან მოვედი უნდა დაგელაპარაკოთ.
-ჩემთან? დახმარება გჭირდება?
-არა,კარგად იცით თქვენს ქმარს ვემსახურები უკვე ერთი წელია და ამ ერთ წელში თქვენი თხოვნაც ბევრჯერ შემისრულებია,თქვენს მიერ ჩადენილ ბინძურ დანაშაულებებს საზღვარი არ აქვს,მე ისინი ყველაფერი კადრებზე მაქვს აღბეჭდილი.
-მერე?
-მოვიდა დრო მეც გამოვფხიზლდე,ისე როგორც სხვები და თქვენგან ვითხოვ 500,000$-ს
-რატომ,შეიძლება გავიგო? ვინც დანაშაულს დაფარავს,ისიც რომ დამნაშავეა ეს ხომ კარგად იცი ალიკა.
-ფულს მომცემ შეკითხვების გარეშე.
-თუ არ მოგცემ რა მოხდება.
-თქვენს საიდუმლოს გაიგებს ყველა,ყველაში კი არ შედის მარტო თქვენი მეუღლე.შვილი გყავთ რომელიც გაიგებს,რომ მენაბდე მისი ნამდვილი მამა არ არის,მეცოდება მათე ის ძალიან კარგი ადამიანია და თქვენგან როგორც დედა არ იმსახურებს ამოდენა ტკივილს.
-რას ამბობ,გესმის რას ამბობ?
-ის ძალიან კარგი სახელით ცხოვრობს,თქვენ კი შეულახავთ მას თავმოყვარეობას.წლებია უფრთხილდებით ამ საიდუმლოს რომ ვერავინ გაიგოს,არც ის გინდათ თქვენი ნამდვილი სახე დაინახოს საკუთარმა შვილმა,თუ ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში.
-ახლავეს წადი ჩემი სახლიდან.ფეხზე წამოდგა მადლენმა და კარებისკენ უბიძგა ალიკას.
-მე წავალ,მაგრამ დავბრუნდები და ფული მზად გქონდეს.წამოვიდა ალიკა და მადლენი უკვე გეგმას ადგენდა,თუ როგორ ჩამოეშორებინა ალიკა მისთვის,ალიკა კი ტელეფონზე საუბრობდა და ყველაფერს დეტალებში ყვებოდა,როცა მენაბდეს მანქანა დაინახა და შეხედა დაცვის ბიჭებს გაცხარებული რაღაც დავალებას აძლევდა,მენაბდე ისე შევიდა სახლში ალიკა არ დაუნახავს და მანაც გააგრძელა თვალთვალი,ახლოს დადგა დაცვის ბიჭებთან და ყური დაუგდო მათ საუბარს.
-რა ვქნათ,აქ უნდა მოვიტყუოთ.
-ვერ მოვერევით ის ძლიერია.
-ხომ გვითხრა,მე გაგიადვილებთ სამუშაოსო იქნებ თავად ითავოს და მოკლას გაბრიელი და ჩვენ კი დავასაფლავოთ.გაოცებული უსმენდა და მიხვდა,რომ მენაბდემ გაბრიელის სიკვდილი გადაწყვიტა.დედამიწა ჩვენ ჩვენი ცოდვებიანად გვზიდულობს,მაგრამ ჩვენ ადამიანები უმადურები ვართ და ერთ დღეს მოულოდნელად ჩამოგვექცევა თავზე ყველაფერი ჩვენი ყველა ცოდვისთვის.მილენამ სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა გზა და მივიდა იქ სადაც ერთი პატარა ყუთი იყო,რომელსაც შეეძლო გაეხსნა და ამოეხსნა ერთი დიდი საიდუმლო.ხელის კანკალით ამოიღო გასაღები და ყუთი გახსნა,იქ კი გაოცებული უცქერდა ერთ დიდ ლურჯ საქაღალდეს,აიღო ხელში ეს საქაღალდე და წერილიც ნახა.
,,ეს ყველაფერი რაც აქ არის,თქვენს კითხვაზე გასცემს პასუხს და საიდუმლოც ამოიხსნება,მენაბდის დაკავების კიდევ ერთი უზარმაზარი სამხილი კი თქვენს ხელთაა''. ხელის კანკალით დაკეტა ყუთი და გულზე ახუტებული საქაღალდით აცახცახებული მივიდა მანქანასთან,წყალი დალია და როცა იგრძნო ცოტა დამშვიდდა სახლში წავიდა.მარტო იყო,მაგიდაზე დადებულ ლურჯ საქაღალდეს შორიდან უცქერდა და გახსნა ვერ გადაეწყვიტა,დივანდე დაჯდა და ფიქრობდა,ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამოაღიძა,კარი გააღო და ნიცა დაინახა.
-არ შემომიშვებ?
-მოიცალე ჩემთვის?
-კარგი ჰო,ვაღიარებ დამნაშავე ვარ და აი მოვედი რომ დღეს შენთან ერთად გავატარო საღამო.
-შემობრძანდი.გზა დაუთმო მილენამ და თავადაც გაეღიმა.
-კარგი იქნებოდა სესილიც აქ იყოს.თქვა ნიცამ.
-ისედაც ვაპირებდი დარეკვას,დაურეკე ლუკაც წამოიყვანოს და აქ მოვიდეს სასწრაფოდ.მილენამ საქაღალდეს ხელით შეეხო,გახსნა და უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვან საბუთებს წააწყდა მენაბდის წინააღმდე,ამ ყველაფერთან ერთად კი ინახებოდა ერთი სიდი.
-ეს რა ჯანდაბაა,ან ვინ გამოაგზავნა და საიდან ამდენი ინფორმაცია მენაბდეს შესახებ.ნიცამ სესილის დაურეკა,მილებამ კი ბესოს და უთხრა.
-სახლში მოდი,მჭირდები შენც და ანდრეაც.
-რა მოხდა,კარგად ხარ?
-არა,არ ვარ კარგად და სახლში მოდი აქ მჭირდები ბესო.
-მოვდივარ,ანდრეას დავურეკავ და მოვალ.სულ ცოტა ხანში ლუკა და სესილი მოვიდნენ,ბესომაც შემოაღო კარი ანდრეასთან ერთად და ყველამ ერთად შეხედა მილენას რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,შემდეგ ყველას მოავლო თვალი და თქვა.
-მე არ ვარ გიჟი,მართლა არ ვარ გიჟი მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს ყველაფერი მალე გამაგიჟებს.
-მილენა რა მოხდა,დაწყნარდი და თქვი რა მოხდა სახე არეული გაქვს.ბესომ ხელი მოკიდა და შეეცადა დივანზე დაესვა,მაგრამ მილენამ ხელი გასწია და ლურჯ საქაღალდეს შეეხო.
-გახსენით,წაიკითხეთ და აზრი თავად გამოიტანეთ,მაგრამ სანამ წაიკითხავთ ეს წაიკთხეთ.ჯიბიდან ის პატარა ფურცელი ამოიღო სადაც წერილი ეწერა,ლუკამ იცნო თათას ხელწერა და გაოცებულმა თქვა.
-ეს თათას ნაწერია,ექსპერტიც არ სჭირდება მის ხელწერას ისე ვიცნობ.ლუკამ,ანდრეამ და ბესომ ყველა ფურცელი გადაიკითხა და ბოლოს ანდრეამ თქვა.
-დასრულდა მენაბდე შენი პარპაში,უვადო პატიმრობა არ აგცდება.
-ისევ თათამ მოგვეხმარა მენაბდის დაკავებაში,მაგრამ არის კიდევ ერთი რამ და არც მე არ ვიცი ეს სიდი რა საიდუმლოს ინახავს,ყველა ერთად ვნახავთ,მაგრამ მე უკვე დიდი ხანია ჩემით ამოვხსენი ერთი საიდუმლო და პასუხიც მაქვს ეს ნატას ეხება,ჩვენი ნატა არ არის ბახვას შვილი.
-რააააააააააააა.ფეხზე წამოიჭრა სესილი.
-სესილი ბახვას შენთვის არასდროს უღალატია.
-შენ რა იცი,რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული.შეეკითხა სესილი.
-გახსოვთ ნატამ რომ ბახვას ფოტო ნახა და თქვა,ეს დედას მეგობარია და მას ბახვა ჰქვიაო.
-მახსოვს,ყველას გაგვიკვირდა მაშინ მისი სიტყვები.
-შენს დაუკითხავად დნმ-ის ანალიზი გავაკეთე და მეც დავრწმუნდი,რომ თათას ბახვასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, გარდა მეგობრობისა.
-თქვი,თქვი ნატა ვისი შვილია,ვინ არის მისი მამა.
-მე ვიცი ვინ არის ნატას მამა,მაგრამ ვფიქრობ ეს სიდი გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს და ყველამ ერთად მოვისმინოთ.ლუკამ სიდი გამოართვა მილენას და ჩართო,ისე დადგნენ რომ ყველას შეძლებოდა შეხედვა,ლუკამ ცრემლი ვერ შეიკავა როცა მონოტორი გაიხსნა და თათას ჩაშავებულ თვალებს შეხედა.
-ეს თათა არის?
-ღმერთო ეს თათაა მაგრამ როდის არის ვიდეო გადაღებული.
-რა მნიშვნელობა აქვს როდის გადაიღო ვიდეო,მთავარი ის არის რა უნდა გვითხრას.
,,ჩემო საყვარელო მეგობრებო,ვიცი რომ თქვენთან ვალში ვარ და ახსნას ელოდებით,ბევრ კითხვაზე მაქვს პასუხი გასაცემი,სიმართლის თქმა კი ასე უფრო გამიადვილდებოდა,რადგან როცა ეს ჩანაწერი თქვენამდე მოვა,მე აღარ ვიქნები.ლუკა ჩემო ერთადერთო და ერთგულო მეგობარო,როგორც შენ ისე გოგოებმაც იციან,რომ ცხოვრებაში მხოლოდ ბედნიერება მინდოდა,ვიყავი კიდეც ბედნიერი იმით რომ თქვენ მყავდით,მეგონა ეს ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა,მარადიულად,მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული,თუნდაც უზარმაზარ და უსასრულო გალაქტიკაში.იმ საბედისწერო დღემდე მე ვცხოვრობდი და ვცოცხლობდი სივრცისა და დროის მიღმა,სიცოცხლით სავსეს მეგონა ცხოვრების ჭუჭყი არასდროს შემეხებოდა,მაგრამ ერთ დღეს შეწყდა ეს ყველაფერი და ჩემთვის დედამიწაც გაჩერდა.ჩემთან გაუფრთხილებლად შეწყვიტა ცეკვა და ჩემი ბედნიერი ზღაპარიც დასრულდა,ჩემს ზღაპარს არ აქვს კეთილი ბოლო,ჩემი ზღაპრის ბოლოს წერტილის დასმა დამვიწყებია,მაგრამ მივხვდი რომ წერტილის დასმის შემდეგაც თურმე ცხოვრება გრძელდება და ის არავის ელოდება.ცხოვრება ახლაც იმ სვლით მიუყვება წლების ბილიკებს,მეც ძალა უნებურად გავყევი ყვავილებით მორთულ ულამაზეს ბილიკებს და ამ ბილიკზე სვლის დროს შემიყვარდა,ძალიან შემიყვარდა მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი,მაგრამ ჩემს სიყვარულსაც დაესვა წერილი.ალბად გაინტერესებთ ვინ იყო ის ადამიანი ვინც ასე თავდავიწყებით შემიყვარდა,გეტყვით მაგრამ არ გამკიცხოთ,ჩემი დიდი სიყვარული რომელიც მე საფლავშიც მიმყვება მათე არის,მათე მენაბდე.ვიცი გაგიკვირდათ,მაგრამ ეს სიმართლეა.როცა მათემ ხელი ჩამკიდა და მის მშობლებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უთხრა,გურამი გაგიჟდა ისე როგორც მადლენი და მათეს მკაცრად დაელაპარაკა,რომ მისი შვილობიდან მოჰკვეთავდა მას.მათე გაბრაზდა და სამი თვით სახლიდან წავიდა,მე კი მის ბინაში ვიყავი და იქ ველოდებოდი,არც ფული მქონდა და არც საჭმელი,მაგრამ ველოდი.ერთ დილით კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა და მეგონა მათე დაბრუნდა,მაგრამ შევცდი,კართან გურამი იდგა.სახლში შემოვიდა,აგდებულად და დამცინავად დამიწყო საუბარი,მერე მეჩხუბა,შემდეგ კი ხელი გამარტყა და საწოლზე დამაგდო,შემომახია ყველაფერი და გამაპატიურა,არ ვიცი რა დრო გავიდა დღე იყო თუ ღამე გონს საავადმყოფოში მოვედი და ჩემს საწოლთან ბახვას ჩასძინებოდა,როგორ შემდეგ გავიგე მან შემოვიდა ბინაში როცა გურამი მისი საქმით იყო გართული,მამა უცემია და მე საავადმყოფოში წამოუყვანივარ.ამის შემდეგ მე მათე აღარ მინახავს,საქართველოც დავტოვე და მიზეზი მამა-შვილს შორიოს თუ რატომ ვერ იტანდა ბახვა მამას სწორედ ეს არის,მან კი მეც შემიძულა და მახსოვს მისი სუტყვები სესილისაც ასე უდიერად მოექცეოდა როგორც მე,სესილი კი ბახვამ დაიცვა და ეს ტკვილი აარიდა.ერთი თვის შემდეგ გავიგე,რომ ჩემში ახალი სიცოცხლე ცდილობდა სიცოცხლისთვის ბრძოლას,ძალა მომემატა ბახვამ გვერდით დამიდგა და გადამატანინა ყველა ის სირთულე რაც გადავიტანე.მაპატიეთ რომ ისე წავედი თქვენგან არაფერი არ გითხარით,ლუკა ჩემო მეგობარო და ჩემო ძმაო მაპატიე შენი უამრავჯერ თხოვნის მიუხედავად მეთქვა ვინ იყო ნატას მამა,მაინც არ გითხარი.ეს დიდი პასუხისმგებლობა ბახვამ აიღო თავის თავზე და ჩემი შვილი შვილად დაიწერა,გვარი მისცა,მაგრამ არც ბახვა და არც მათე არ არის ბავშვის მამა,ჩემი შვილის მამა ის ადამიანი ვინც ყველაზე მეტად მეზიზღება,ვინც გრძნობები გამითელა,ვინც აზრი და წარმოდგება დამაკარგინა მამაკაცის მიმართ,ეს ადამიანი კი გურამ მენაბდე არის.ახლა კი გთხოვ,გთხოვ უმორჩილესად ლუკა შენ გაუწიე მამობა ჩემს შვილს და არ მისცე საშუალება მენაბდეს მიუახლოვდეს ნატას.სესილი ჩემო ძვირფასო,ჩემო თოჯინა მინდა შენ იყო ნატას დედა და ვიცი რომ შეძლებ,ვიცი რომ ყველა დაბრკოლებას გაუძლებ,მიყვარხართ და მშვიდობით''. სიჩუმე ჩამოვარდა,ვერცერთი ვერ იღებდა ხმას და ბოლოს მილენამ პირზე ხელი მიიფარა,რადგან დაემალა ტირილისაგან აკანკალებული ნიკაპი და თქვა.
-ღმერთო,ეს რა საშინელებაა,ეს რა დიდი ტკივილი გაუვლია და ჩვენ არაფერი არ ვიცოდით.
-რცხვენოდა,ამიტომ დაიკარგა და წავიდა,წასვლაში კი ბახვა დაეხმარა.თქვა სესილიმ.
-უნდა ეთქვა,არ უნდა დაეფარა ჩვენთვის და ეს ტკივილი უნდა გაეზიარებია სესილი.თქვა ნიცამ.
-ალბად ეშინოდა,გურამის ეშინოდა.
-რაღაც მინდა ვთქვა,ბახვამ დაიცვა თათა მაგრამ ნამუსი შეუნახა მამამისს და პასუხი არ მოთხოვა,ასე შერჩა მენაბდეს ეს დანაშაული და რომ არა ისევ ბახვა იგივე ტკივილს გაივლიდა სესილი და შესაძლებელია თქვენ ორივე,რადგან მენაბდე ვერ იტანს თქვენს ოთხეულს,განსაკუთრებით სესილის.თქვა ბესომ და გოგოებს შეხედა.
-ბესო მართალია,ბახვა დამნაშავეა შეიძლება ისე არა როგორც მამამისი,მაგრამ ის დამნაშავეა არ უნდა დაეფარა ეს დანაშაული.ანდრეამ სიგარეტს მოუკიდა,ერთი ღრმა ნაპასი დაარტყა და თქვა.
-რა გითხრათ არ ვიცი,გაოგნებული ვარ.
-სად ხარ მანიაკო,ყველაფერს მოველოდი შენგან მაგრამ არა ამას.
-რამ გაგაგიჟა,რა გაყვირებს მადლენ.
-ბინძურო ღორო,ჩემივე ხელით მოვსპობ შენს სიცოცხლეს.მეზიზღები და როგორ მეზიზღება ის დრო,ის წლები შენთან რომ გავატარე.
-დედა,დედა რა მოხდა თქვენი ხმა ქუჩაში ისმის.
-შენი შვილი მოვიდა,უთხარი შენს შვილს რა გაქვს ჩადენილი.
-რა მკოხდა დედა,ასე რამ გაგაგიჟა.
-მამაშენმა,მამაშენმა თათა გააუპატიურა.ნატა,შვილო ნატა მისი შვილია და არა ბახვასი.მათემ გაოცებულმა შეხედა მენაბდეს რომელსაც ორივე ხელებში ჩაედო თავი და არავინ იცოდა იმ წუთში რას გრძნობდა,ნანობდა? არა,ის გეგმებს ადგენდა როგორ გაქცეულიყო და წასულიყო,როგორ გაქცეოდა მათეს თვალებს.
-მამა ეს სიმართლეა?
-შვილო,არ ვიცოდი ის პატარა ჩემი შვილი თუ იყო.
-იცოდი,ხვდებოდი და ამიტომ აკეთებდი ყველაფერს სესილი გაგემწარებინა და ბავშვი წამოგეყვანა,გაზრდიდი აქ როგორც შვილიშვილი,მაგრამ ის შენი ქალიშვილი რომ იყო მხოლოდ შენ გეცოდინებოდა.
-მათე..........
-ნურასოდეს იტყვი,რომ შვილი გყავს მე ისედაც არ გთვლი უკვე დიდი ხანია მამად.
-არ მიმატოვოთ,ყველაფერი უკუღმა დატრიალდა ჩემთვის.მათე მადლენთან ერთად გამოვიდა სახლიდან და უკან არც მიუხედავთ,მაგრამ მათემ დიდი გულისტკივილით თქვა.
-რა სასტიკი ხარ სამყაროვ,ქვეყანას მომავლინე და მამად გურამი მენაბდე მიბოძე,ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა იყოს ადამიანისათვის.
-წავიდეთ შვილო,გავეცალოთ ამ დაწყევლილ ბუდეს.მილენას სახლიდან წამოსული იმ ვიდეოს ყურების შემდეგ სევდიანი მიუყვებოდა ქუჩას,ფეხით გაიარა რადგან დარდი შემოაწვა გულზე და წარსულის მოგონებებმა გაიღვიძა მასში.მისდა უნებურად ნიცას სახლთან მივიდა,აზრი არ ჰქონდა კარზე ზარის დარეკვას ის ხომ მილენასთან დატოვა,იქვე დაჯდა კიბეზე და ერთი საათის ლოდინის შემდეგ მხარძე ხელის შეხება იგრძნო,ქვემოდან ახედა და ნიცა მოსულიყო,ნიცამ კი უთხრა.
-გაცივდები,წამოდი სახლში შევიდეთ.უთხრა ნიცამ მშვიდად,სახლში შევიდნენ ნიცამ ჩაი მოადუღა და ანდრეას მიუტანა,ანდრეა კი ბუხარში ცეცხლს უცქერდა და ფიქრობდა.ნიცამ არ შეუშალა ხელი და როგორც ჟურნალისტი ანდრეას სიჩუმით ისიც ჩუმად იყო გადაწყვიტა დილისთვის ახალი სიუჟეტის მომზადება,მაგრამ უეცრად ანდრეას ხმა გაიგონა.
-ნიცა ცუდად ვარ.ნიცა მასთან მივიდა და შეეკითხა.
-რა გჭირს,რა მოგივიდა ანდრეა
-უნდა დაგელაპარაკო,თორემ გული გამიგჯება უთქმელობით აღარ შემიძლია დუმილი.
-თქვი,ანდრეა შეგიძლია ჩემთან დაიცალო და გული გაინთავისუფლო დარდისგან,მე მოგისმენ.
-ბებო მყავდა დედის მხრიდან,მას შვილი და რძალი ავტო-კატასტროფაში დაეღუპა 7 წლის გოგონა დარჩა თეონა ჰქვიოდა,მაშინ მეც მისი ასაკის ვიყავი.ნელა ნელა გავიზარდეთ და თეონა ულამაზესი გოგონა დადგა,მაგრამ მისი სილამაზე 16 წლის ასაკში შეწყდა.ხშირად ვაკითხავდი ბებოს და თეონას და ვხარობდი ის ასეთი კარგი რომ მყავდა.ერთ დღეს მივედი მათთან და სახლში არ დამხვდა,მთელი დღე ველოდი,საღამომდე რომ არ მოვიდა ავნერვიულდი.არ ვიციდი სად წავსულიყავი და ფეხით გაუყევი გზას,არ ვიცი როგორ ან რატომ მივედი კუს ტბასთან,მაგრამ წინ გზა უსასრულოდ დიდი მომეჩვენა,სიარული გამიძნელდა,გული კი წინ მიიწევდა დასვენების საშუალებას არ მაძლევდა.ფეხზე გავიხადე და ფეხშიშველმა ვიარე სისხლი მდიოდა ფეხის გულებიდან,მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ,ცრემლიც კი მომერია ტკივილისგან.ვგრძნობდი,გული გრძნობდა რომ წინ დიდი გულის ტკივილი მელოდა.ჯერ კიდევ შორიდა დავლანდე ადამიანის სილუეტი,ჯერ ერთი იყო,შემდეგ ორი და იქ მისვლამდე რამოდენიმე კაციც შეგროვებულიყო,მეც მივედი და იქ მათეს შევხედე რომელიც გაშეშებული იდგა და ძირს დაჰყურებდა მიწას,როგორც იყო ახლოს მივედი და ჩემთვის იმ დღეს დასრულდა სამყაროს არსებობა ნიცა.
-დამშვიდდი,შეეცადე მშვიდად იყო მე მოგისმენ შენ თუ შეძლებ ბოლომდე დაიცალო.
-მტკივა,ძალიან მტკივა ჯერ კიდევ ეს ტკივილი და მგონია რომ არც არასოდეს გაივლის.ის სიღარიბეში გაიზარდა და არავის არაფერს უშავებდა,მისი ერთადერთი დანაშაული მისი სილამაზე იყო მისთვის.ვიცოდი მათეს რომ უყვარდა,მასაც უყვარდა მაგრამ.............
-მაგრამ..................
-მომიკლეს და მეც მომკლეს მასთან ერთად,იმ დღეს ჩემს ულამაზეს თეონას მათე დაჰყურებდა გაშეშებული.შევხედე და მის წინ მუხლებზე დავეცი,ხელში ავიყვანე და ასე ხელით ისევ ფეხშიშველმა გავიარე ისევ ის გზა ისე რომ ფეხის გულებში ტკვილიც აღარ მიგრძვნია.ნიცა მენაბდემ,მენაბდემ მოკლა ჩემი თეონა და კიდევ ასეთი ახალგაზრდის რამდენი ცოდვა აწევს კისერზე ამ ადამიანს.
-ეს რა სადისტი ყოფილა,როგორ მეცოდება მათე ასეთი მამა რომ ჰყავს.
-მოვიდა დრო მენაბდემ პასუხი აგოს ყველაზე,ვინც კი მისი ხელიდან წავიდა და ასე სადისტურად დატოვა სიცოცხლე.
-ანდრეა სად ხარ,სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი.
-რა ხდება, მელინა მანდ რა გინდა ამ დროს.
-გაბრიელი,გაბრიელი გასაჭირშია,სანდო წყარიდან შეტყობინება მივიღეთ.ანდრეამ ნიცას შუბლზე აკოცა და სახლიდან გავიდა.ყველა ფეხზე იდგა,გაბრიელი კი გაქრა,არსად ჩანდა.მოსასმენი რომელიც დაამაგრეს აღარ ისმინებოდა.მაიორმა ყველას შეხედა და თქვა.
-მზად ხართ?
-მზად ვართ მაიორო.
-დროა იქ მივიდეთ და მენაბდეს პირდაპირ მოვთხოვოთ გაბრიელი სად არის.ყველა მოთავსდა მანქანებში და მაიორმა მოულოდნელ ზარს უპასუხა,რომელსაც გაოცებული უსმენდა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,უნდა მოუსწროთ თორემ გარიელი დაიღუპება.
-წავედით,წავედით და დროა იქ მივიდეთ სადაც გაბრიელის მეუღლეა დასაფლავებული.მათესთვის მოულოდნელი იყო ანდრეას ზარი,როცა დაურეკა და სახლში მისვლა სთხოვა,ეგონა მენაბდეს რამე დაემართა როცა სახლთან პოლიციის მანქანები დაინახა ჩამწკრივებული,უამრავი ცნობისმოყვარეები იდგნენ და აინტერესებდათ რატომ მოვიდა პოლიცია მენაბდეებთან.მათეს გვერდით შეშინებული მადლენი იდგა,მაიორთან და კომისართან მივიდა და შეეკითხა.
-რა ხდება მაიორო.
-ვწუხვარ ძალიან,მათე კარგად გიცნობ მაგრამ უბედურება მოხდა.
-რა მოხდა,მამაჩემს შეემთხვა რამე? არ აღიარებდა მამად გურამს მაგრამ სადღაც გულში ყრუდ იგრძნო ტკივილი.
-არა,მამათქვენს ეძებენ ის დაგვისხლტდა ხელიდან,ახლა კი თქვენის ნებართვით ეზო უნდა დავათვალიერით,მათე თქვენს ეზოში მიცვალებულია და თან ორი.
-რაააა? შეუძლებელია,რაღაც შეცდომაა.ვიცი რომ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი,მაგრამ ვერ დავიჯერებ ასეთი არაკაციც რომ იყოს.
-მაპატიე,ვწუხვარ მათე ჩვენ ჩვენს დავალებას ვასრულებთ.ბიჭებო არცერთი მტკაველი არ დატოვოთ შეუმოწმებელი.პოლიცია ეზოში გაიფანტა და რამოდენიმე ახალ გაკეთებულ ბაღთან მივიდა,ერთს რბილი მოეჩვენა მიწა და თქვა რომ ის ადგილი უნდა გაეთხარათ,ყველამ იქ შეიკრიბა და უცნაური სურათი დახვდათ როცა ერთ მეტრი სიღმე გაითხარა,ერთ-ერთმა პოლიციელმა შავ ტომარაში გახვეული გაბრიელი ნახა და მეშოკი გახია რათა გაბრიელს ჰაერი ესუნთქა,მაგრამ გაბრიელი სუსტად სუნთქავდა ის გათიშული იყო.ცოტა ქვემოთ კი პოლიციელმა ჩანთა ამოიღო და ნინის გვამიც ფრთხილად ამოიღეს მიწიდან,სასწრაფო გამოიძახეს და ნინი ექსპერტიზაზე და გაბრიელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
-დღეს საბოლოოდ დასრულდა შენი პარპაში მენაბდე,ვეღარაფერი და ვერავინ ვერ შეძლებს შენს დაცვას და გადარჩენას.ჩვენი ოჯახის წურბელა ხარ და შენი ადგილი ციხეშია.
-მათე აქ რა ხდება შვილო.მადლენი ამოუდგა გვერდით შვილს,მაგრამ რომ შეხედა იქ რაც ხდებოდა,გული წაუვიდა.გაბრიელს რომ იტყვიან სიკვდილიდან დაიხსნესო სწორედ ასე იყო,ბესომ და ანდრეამ მოინახულეს მეგობარი და მათ დადარდიანებულ სახეებს რომ შეხედა გბრიელმა იგრძნო ცუდი რამ უნდა გაეგო,მაგრამ ჩახლეჩილი ხმით უთხრა მათ.
-ვიცი რაც უნდა მითხრათ,არ იცით როგორ მითხრათ ის რაც მოხდა,მაგრამ ვიცი რომ ნინი ცოცხალი აღარ არის ეს თავად მენაბდემ მითხრა.
-გითხრა? გაკვირდა ანდრეას.
-მითხრა და ისიც მითხრა,რომ მეც მალე წავიდოდი მასთან.
-მერე რა მოხდა არ გახსოვს არაფერი?
-რაღაც სასმელი დამისხა,დღეს სურვილი მაქვს შენთან ერთად დავლიოო და რამდენიმე წამში ვიგრძენი სისუსტე,ნელ-ნელა კი მხედველობა ამერია,მაგრამ მახსოვს თავისი ამაზრზები ხმით მითხრა.
-კარგი ცოლი გყოლია გაბრიელ და მშურს შენი,რომ მხოლოდ შენ შეგეძლო მასთან გართობა,ერთ ღამით მეც გავერთე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.სიბრაზე მომერია,მინდოდა ავმდგარიყავი მაგრამ ვერ ავდექი იმდენად დამასუსტა იმ სასმელმა,შემდეგ გავითიშე და აღარაფერი მახსოვს,თვალი რომ გავახილე აქ ვიყავი.
-ვიპოვეთ გაბრიელ შენი ნინი მაგრამ მენაბდე გაგვექცა,სად წავა ყველგან გადაცემულია,ყველგან ვეძებთ და დიდი იმედია მალე დავიჭერთ.გარეთ წვიმდა,გაბრიელის გულშიდაც წვიმდა კოკისპირულად,დედამიწაც ტიროდა მასთან ერთად.მენაბდემ მოკლა,ცოცხლად დამარხა და სხეულის ნაწილიც მოაგლიჯსა და გამოუსადეგარ ნივთად აქცია.



№1  offline წევრი Takk.22

ძალიან პასუხისმგებლიანი მწერალო ხარ ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent