შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული სიმართლე ( თავი 10)


დღეს, 09:52
ავტორი Tak.oo
ნანახია 182

ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა,იმ დღემ როგორ გადმოვიდნენ ჩვენს წინ ბინაში,როგორ ვესტუმრეთ მე,მამა და დედა და გავიცანით.როგორ მეთამაშებოდა კარტს…
როგორ მაცილებდა დამყვებოდა რეპეტიტორებთან…
მხოლოდ კარგს ვიხსენებ,იმ დღეს არა,მაშინ ხომ ის-ის არ იყო.
ახლა ვხვდები,იქნებ მაშინაც რამე დალია,ან რაიმეს ზემოქმედების ქვეშ იყო…მახსენდება მისი უცნაურად მოელვარე თვალები…დილით შემოსული რომ ნანობდა…კი,ნამდვილად ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ქვეში იყო,სხვა შემთხვევაში არ გამიმეტებდა.არასდროს ზედმეტად არ შემხებია,იმ დღის გარდა…
იმიტომ მერიდებოდა მის მერე…ღმერთო,მე დავღუპე…
მხოლოდ ის დღე იყო,იმ დღემ დაგვღუპა ორივე გიორგი…
ვუყურებ მის სახეს და როგორ შეცვლილა ვფიქრობ,ისიც გამხდარა ჩემსავით,თვალის უპეები ჩაცვენია,იქნებ იმიტომ რომ მკვდარია… ღმერთო…
რაღაც რაც კიდევ ალბათ ცოცხლობდა ჩემში ისიც კვდება და თვითგვემას ვეძლევი…

***
ისევ ნაცრისფერი დღეები,გამწარებული დედის ტირილი.დაკრძალვის წინა ღამე.
ვდგავარ მის ჩასასვენებელთან და ვფიქრობ როდის გაიყო გზები,როდის დაიწყე მარტომ სიარული იმ არასწორ გზაზე?! რატომ ვეღარ შემობრუნდი?! ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით სანამ მამა ცოცხალი იყო?! მამა…იქნებ შენ რომ არ მომკვდარიყავი,მეც გადავრჩენილიყავი,გიორგიც,ცისიაც და დედაც… თურმე შენ ერთს რამდენის სიცოცხლის ხსნა შეგეძლო მაა…იქნებ რომ მეპატიებინა,ახლა აქ არ წოლილიყავი გიორგი?! ან შენ რატომ გამწირე ასე და მერე მე რატომ დაგსაჯე?!.
ცისია მიახლოვდება.ხელს ხელზე მკიდებს.
_გემუდარები ანა,აპატიე.ნუ გაუშვებ მის სულს ასე იმ ქვეყნად._ცრემლები შეუჩერებლივ სცვივა.
_ვაპატიე ცისია,დიდიხანია.
_მადლობაა,მადლობა შვილო. _ იმუხლება და ტირის,ოღონდ ეს არ არის უბრალოდ ტირილი,ეს არის გულმოკლული დედის გოდება და მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამაში,მე მიმიძღვის ბრალი გიორგის სიკვდილში!..
წყეული იყოს ანა შენი სილამაზე,ან განა რა სილამაზე მაქვს ასეთი?! მძულს საკუთარი თავი…
ამ ჭაობიდან ვეღარ ამოვალ…მე მის სიკვდილში ხელი მირევია.

***
არც მიწისა ვარ,არც ცისა… სადღაც შუაში ვარ,დამჭკნარი,გამოფიტული,ცხოვრების სურვილს მოკლებული,ჩემი ტრავმებით…არ მენანება ცხოვრება,რომ გადის ასე ჩაკეტილ სივრცეში.სადღაც სიბრტყესა და უსასრულობაში გაიყინა ჩემი ყოფა.არც კი მახსოვს როდის ვცხოვრობდი,ეს ისე დიდი ხნის უკან მგონია რომ იყო...არადა ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ…მხოლოდ 2 თვე ვიცხოვრე გათხოვილი ქალის სტატუსით და უკვე ქვრივი ქალის სახელი მაქვს…

***
ცისიას დაჟინებული მოთხოვნით,გავდივარ გარეთ,მზე თვალებს მჭრის,ასევე ხალხის მზერა.თითქოს სიარულს ხელახლა ვსწავლობ ქუჩაში,მაგრამ ცისია არ მეშვება.ყოველ დღე დამავლებს ხელს საღამოს შებინდებულზე და გარეთ გავყავარ.ვსეირნობთ.
_აუცილებელია ანა ჩემთვის და შენთვისაც.სახლში გული გამისკდება.
მეც მორჩილად დავყვები,რადგან ამბობს რომ მისთვის აუცილებელია.,თუმცა ახლა ვხვდები ყველაფერი ჩემთვის იყო,უბრალოდ ასე დამიყოლია მარტივად.
_გამოცდებზე უნდა გახვიდე ანა! ეს არ იყო თხოვნა ან სურვილი.ეს იყო მოთხოვნა.
_არა,მე არ შემიძლია…
_შეგიძლია,გაიხსენე მამაშენს რას პირდებოდი და რას გეუბნეოდა დავითი! შენ არქიტექტორი ანა ნუცუბიძე იქნები.გიორგისაც უნდოდა რომ გესწავლა…მართლა.ეჰ,ანაა… ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის რომ ხელი ჩაიქნიო ცხოვრებაზე,თუ ვერ პოულობ ძალას როგორ შეებრძოლო ცხოვრებას,უბრალოდ დინებას მიყევი…მიენდე და ის თავად მიგიყვანს რაიმეს სათავესთან ან ბოლოსთან…ეს შენთვის მაინც საწყისი იქნება.

***
გამოცდებზე გავედი,იმ ცოდნით რაც მანამდე მქონდა,სკოლაში საკმაოდ სანაქებო მოსწავლე ვიყავი.ეს 4 თვიანი პაუზა დიდი დანაკლისი არ აღმოჩნდა,მითუფრო ბოლო კვირებში გადავავლე თვალი საგამოცდო პროგრამას,ოღონდ სახლიდან.
იმედები არ გამიცრუებია,დაფინანსებაც ავიღე.
ერთი წელი ბათუმში ვისწავლე,თუმცა სხვა არაფერი იცვლებოდა.
_გაუშვი ლია.უნდა გავუშვათ.ხელიდან გვეცლება იცოდე.არ დავაგვიანოთ!_მესმის ცისიას აკანკალებული ხმა.
_ ეს ერთი მყავს,სად გავუშვა ცისია.უარესი არ დაემართოს.
_გაყევი.
_ იქ რით დავეხმარო? აქ მაინც ვმუშაობ,არა ცისია არ გამოვა.
_ლია,გაჩერდი.ეგოისტობ ახლა შენ.როგორც შვილმკვდარი დედა გეუბნები,იმას რომ ასე დაჭკნეს მე ვერ ვუყურებ.გავარიდოთ ბათუმს.თბილისში არავინ იცნობს,იქ სხვა ცხოვრებას დაიწყებს.ამდენი დრო გავიდე,ფაქტია ვერ გამოდის მდგომარეობიდან.მაქვს თბილისის გაყიდული ბინიდან გარკვეული თანხა,ცოტა შენ გამონახე და ვუყიდოთ სახლი.გადავა იქ,ახალ ცხოვრებას დაიწყებს…სიახლე სჭირდება,აუცილებელია მისთვის.
ასე გადაწყვიტეს ჩემი ბედი,უფრო ცისიამ.მე მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები…

***

“ბოდიშს გიხდი,ვიცი მხოლოდ სიტყვებია,მაგრამ გულის სიღრმიდან ამოთქმული.არ მინდოდა ყველაფერი ასე დასრულებულიყო,სწორედ ამის მეშინოდა.მაპატიე რომ ნდობა არ გაგიმართლე და იმედი გაგიცრუე.მე საკუთარ თავს გავუცრუე იმედი პირველრიგში.ბევრი რამის თქმა მინდა,თუმცა თავს უფლებას ვერ ვაძლევ,მეშინია...ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს და ბოდიშს გიხდი ამ დუმილისთვის,მე არ მეყო ძალა მეთქვა შენთვის სიმართლე,თუმცა მქონდა მიზეზი დუმილის,თუ მომისმენ,იქნებ გამიგო? ირაკლი,გთხოვ მომისმინე,დაგელოდები”
ვწერ,თუმცა პასუხი არ დამიბრუნა,არც იმ დღეს და არც შემდეგ…
***

მეორე დილით მიუხედავად რომ დეპრესიულ განწყობაზე ვიყავი,თავს ძალა დავატანე და ავდექი საწოლიდან.ჩავიცვი და სამსახურში წავედი.
ფოიეში ზურა შემხვდა.
_რა გჭირს?_ ზურა გულში მიკრავს.მის ამ ჟესტზე გული მიჩუყდება და ვტირი.
_ანაა,შენთან ვარ…მთელი სიძლიერით მიკრავს გულში და თავზე მკოცნის.ჩემს კაბინეტში შევდივართ,დივანზე ვჯდებით.
_არ ვარ ცუდი მსმენელი,თუ გინდა ვცადოთ. _მიღიმის ზურა.
_არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
_ბოლოდან _ ცდილობს იხუმროს.
_ბოლოდან თუ დავიწყებთ ის არის რომ მე და ირაკლი დავშორდით.
_საბოლოო გადაწყვეტილებაა? ასე ხშირად კამათობენ წყვილები... რა მოხდა?
_წლების უკან მოხდა ზურა,მაგრამ ახლაც მომყვება …
_რა მოხდა,ან რა კავშირი აქვს ირაკლისთან?
_მე ოჯახი მქონდა.გათხოვილი ვიყავი.მომიტაცეს თექვსმეტი წლის,ნუ სულ ორი თვე,მაგრამ…
ზურას სახე მოებრიცა გაოცებისგან,ლოყაზე ხელი მსუბუქად მივარტყი.
_ასეთი შოკის მომგვრელი ისტორიაა??_სახე გაასწორე თუ ღმერთი გწამს.
_არაა, შოკის მომგვრელი უფრო ის არის რომ ამდენი წელია გიცნობ და არასდროს გიხსენებია თუ ოჯახი გყავდა.მალავდი?
_კი.აქამდე რომ გეკითხა გიპასუხებდი რომ უბრალოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი,თუმცა დღეს ვხვდები რომ ეს იყო დამალვა.
_ნათიამ იცის?
_რა თქმა უნდა.აქ მხოლოდ ნათიამ, ჩემ მოძღვარმა და ფსიქოთერაპევტმა...გუშინდელიდან შეიცვალა რაოდენობა,ირაკლიმ გაიგო...
_მერე რა?
_შენ მასე ფიქრობ?
_ანუ რა ხდება,გუშინ გაუმხილე სიმართლე?
_მე არა,სხვისგან გაიგო...
_ოუ...ტეხავს.ძალიან ცუდია სიტუაციაა.შენ რატომ არ უთხარი?
_ვაპირებდი გუშინ,მაგრამ სანამ მე ვთქვი,დამასწრეს.მანამდე კი ძალებს ვიკრებდი,სუსტი აღმოვჩნდი ზურა,უნდა მეთქვა სანამ ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა,მაგრამ ვაღიარებ იმდენად უცებ მოხდა ჩვენთან ყველაფერი,ისე მალე გამიჩნდა გრძნობა,შემეშინდა მერე მისი დაკარგვის,როცა მივხვდი რომ დრო იყო და ცოტა დაგვიანებულიც სათქმელის,შემეშინდა და გადავდე,მიზეზები არ მელეოდა.ბოლოს კი ის მოხდა რისი ღირსიც ვიყავი.
_ვერაფერს იზამ,უნდა დაელოდო,დაფიქრდეს,გააანალიზოს ყველაფერი,მარტივი არ არის გაიგო რომ ამდენი ხანი შეგნებულად გატყუებდა ის ვინც გიყვარს.ნდობის მოპოვებას დრო უნდა,ნელ-ნელა აშენებ და ამყარებ,მაგრამ როგორც კი არასწორ მოქმედებას ჩაიდენ,ანგრევ ამ წლების მანძილზე ნაშენებს და ნალოლიავებს.შენ ეს ნდობა დაუნგრიე,აცადე იქნებ სიყვარულმა აჯობოს,თუ ძლიერია გრძნობა,შეძლებს შენს მოსმენას,იქნება გაგიგოს კიდეც და გაპატიოს.
_გმადლობ.
_რისთვის? კაი რაა _ მიღიმის.
_მოსმენისთვის,გაგებისთვის.
_ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
ზურასთან საუბარი ერთგვარი თერაპია იყო.სამსახურში არანაირი საქმე არ იყო,უაზროდ ვაწვალებდი კურსორს,ვერაფერს დავუდე გული.შუადღეს ნათიას დავურეკე.
_რატომ არ იყავი დღეს,მშვიდობაა?
_კიი,ცოტა დავლიეთ და დამეზარა დილით ადგომა.შენ რას შვრები,იყავი ირაკლისთან,როგორ ჩაიარა?
_არ მკითხო ჯობია
_რატომ? მოუყევი?? _ნათიას დაინტერესებული ხმა შემომესმა
_უარესი...
_ანაა,მითხარი.არ მაქვს გამოცანების თავი ისედაც თავი მისკდება.
_გამოდი ჩემთან რაა და მოგიყვები.
_ოოო... გიყვარს ჩემი წვალება._ ჩაიბუზღუნა,თუმცა,მივხვდი გამოვიდოდა. _ კაი მოვდივარ.სახლში ხარ?
_ახლა გამოვდივარ სამსახურიდან.
გზად ერთ-ერთ ქსელურ სუპერმარკეტში შევიარე.სალაროსთან ნაცნობი ხმა შემომესმა.ელენე და ლიზა იყვნენ.მისალმების დასრულებისთანავე ლიზამ ჩვენი მგზავრობის ამბავი იკითხა.
_გუშინ როგორ იმგზავრეთ შენ და ირაკლიმ?
_კარგად.
_ სად იყავით,გამთენიას მოვიდა? ეღიმება ელეს…
_არსად რავი…წავედი ახლა,მეგობარს უნდა შევხვდე,გამიხარდა რომ გნახე.
_დროებით.
სახლთან ნათიას ავტომანქანა იდგა.გავაჩერე მანქანა და ნათიას ხელი დავუქნიე.
_ დაიწყე დროზე,დამელია სული.
სახლში შევედით,დივანზე მოვთავსდით და დავიწყე…
_ოხ,ანა,გაართულე ყველაფერი.თავიდანვე უნდა გეთქვა…
_ჰო,ახლა მეც ვნანობ.დავკარგე თავი და აწმყო წარსულის გამო.ვერ გამოვედი,ვერ დავეხსენი იმ მარწუხებს,იმდენი საშინელება მოხდა ჩემს ცხოვრებაში,პატარა ასაკში…ვერ დავძარი ამდენი ტვირთი,ვერ გავუძელი მენტალურად და ამან ძალიან იმოქმედა ჩემს პიროვნებაზე.არა,განა თავს ვიმართლებ,ან ვამართლებ ჩემს საქციელს… თუმცა ჰოო,ასეა ყველაფერს აქვს თავისი საწყისი.ჩემი ხასიათის,ჩვევების უმეტესობა კი მომხდარმა განსაზღვრა…რომ არა ის ყველაფერი,სხვა ადამიანი ვიქნებოდი მეც ალბათ …
_არის რამე რაც არ ვიცი? _ მკითხა ნათიამ,შეწუხებული ხმით.
დუმილი...
_კი _ხმა ჩახლეჩილმა ვუპასუხე. ისევ სიჩუმე...
_თუ არ გინდა ნუ ვისაუბრებთ..._თანაგრძნობით მიპასუხა.
_შენთვის დაწვრილებით არასდროს მომიყოლია რა მოხდა,შენთვის კი არა არავისთვის,არა გატყუებ,ფსიქოლოგმა იცის.მოკლედ როცა მომიტაცა თექვსმეტი წლის ვიყავი,რომ არ მიყვარდა ეგეც იცი. ბოლო პერიოდში წამალზე დამოკიდებული გახდა.არ ვიცი მაგ ღამითაც თრობის ქვეშ იყო ასე ვფიქრობ,ხუთი დღე გამომკეტა სადღაც,ბოლო დღეს როცა ცდილობდა აეხსნა ჩემთვის,რომ ვუყვარდი და მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი.მე ბავშვურმა სიჯიუტემ და პირდაპირობამ დამღუპა…ასე მგონია,შეიძლება ვცდები… ახლა ამ ჭკუით ვფიქრობ უნდა მომეტყუებინა დავთანხმებოდი,იქნებ ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო… მოკლედ მაგ ღამით ძალის გამოყენებით დაამყარა ურთიერთობა ჩემთან და როცა გამოფხიზლებულმა მნახა მისთვისაც დიდი სტრესი იყო,რადგან მანამდე არასდროს ზედმეტად არ შემხებია,სიტყვა არ უთქვამს უხეში,ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე.მისდა უნებლიედ ასე მოხდა,მამა რომ გარდაიცვალა მაგ ეტაპზეც სულ გვერდით მედგა,შემდგომაც დედას თხოვნით სულ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. მე როგორც დედისერთას,დედა ფიქრობდა რომ მჭირდებოდა დაცვა.იმ ღამით კი არ ვიცი რა დაემართა…როგორც გითხარი ბოლო დროს წამალს მოიხმარდა და ნუ რაღაც მსგავსის ზემოქმედების ქვეშ იყო,როცა ეს ჩაიდინა.მერე ორი თვე ვიცხოვრე მის სახლში,მის სიკვდილამდე და არც ერთხელ თვალი აღარ მომიკრავს მისთვის…სულ ვერიდებოდით ერთმანეთს,მე მისი დანახვა არ მინდოდა მომხდარის გამო,მაგრამ…ნუ ალბათ ისიც ამიტომ მერიდებოდა …ვერ გაუძლო ვერც მან ასე მგონია.რამდენიმე დღე სახლში არ მოდიოდა,იკარგებოდა.ასე უსისხლოდ ბოლო მოვუღეთ ერთმანეთს,თუმცა ალბათ უფრო მე,რადგან მსხვერპლი მაინც მე ვიყავი იმ ეტაპზე,მოძალადე კი ის გამოვიდა.მგონი სწორედ ეს ვერ აიტანა,რეალურად არ იყო მოძალადე,მაგრამ დაღუპა არასწორმა არჩევანმა მეგობრების და წამლების მოხმარებამ.
მერე გარდაიცვალა. ეს ჩემს სინდისზეა გარკვეულწილად.შემეძლო მისი გადარჩენა,მართლა შემეძლო,რომ მეპატიებინა არ მივიდოდა იმ ზომამდე.ფსიქოლოგიურად ვიძალადე მეც,ახლა რომ ვაცნობიერებ.ორი თვე ვიცხოვრეთ ერთ სახლში ისე რომ თვალით არ ვენახებოდი.ასე ვტანჯავდი და ვახსენებდი იმას რაც გამიკეთა. თავი შემძულდა.ჯერ მძულდა და თან მრცხვენოდა,იმის გამო,რომ სუსტი აღმოვჩნდი,არ მეყო ძალა შემეჩერებინა იმ ღამით,ვერ ვპატიობდი თავს,მეგონა მეტი შემეძლო და არ გავაკეთე.შემდეგ კი ეს სირცხვილი ზიზღში გადამივიდა.საკუთარი სხეული მძულდა.
ბევრი გარდამტეხი რამ მოხდა მაშინ …ერთი რაც მახსოვს არის ის რომ ყველაფერში დამნაშავედ ჩემი თავი მიმაჩნდა და დღესაც ასე ვარ გარკვეულწილად.ურთიერთობების შიში მქონდა ძალიან დიდხანს.ამიტომ არის რომ შენ,ზურა და რეზი ხართ ჩემი მეგობრები მხოლოდ.შემდეგ ირაკლი გამოჩნდა და კი დაარღვია ყველა ბარიერი,რაც კი მანამდე მქონდა _ მეღიმება,როცა ჩვენი ურთიერთობა მახსენდება._ ისევ ვარ მასზე დამოკიდებული,ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება.ამ რამდენიმე თვეში სრილული ტრანსფორმაცია მოხდა ჩემი და ჩემი ცხოვრების,მაგრამ ესეც ხომ არაა სწორი.ადიქცია არცერთ შემთხვევაში არ არის კარგი.
***
ერთფეროვანი დღეები დადგა ჩემს ცხოვრებაში,იმდენად მიჭირდა ამ ერთფეროვან და მდორედ მიმავალ დღეებთან შეგუება,ვფიქრობდი როგორი იყო ჩემი ცხოვრება ირაკლის გარეშე? ბევრი დღე ვერ გამოვარჩიე,იყო რამდენიმე გამორჩეული,მაგრამ ირაკლის გამოჩენის შემდგომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.სულში სიმშვიდის და სილაღის განცდამ დაიბუდა.ბედნიერება მუდმივი თანამგზავრი იყო ჩემი ცხოვრების,ნახევარი წელიწადი მე უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობ ეს დასასრული იყო.საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი.როგორ დავუშვი მსგავსი შეცდომა?!მოვატყუე,ამდენი ხნის მანძილზე ვატყუებდი,რაზე ვფიქრობდი?! თვითონ რომ მსგავსი რამ დაემალა,რას ვიზავდი? ვაპატიებდი? მუდმივად ეს კითხვა მიტრიალებდა თავში.
არ გაამართლა ზურას სავარაუდო პროგნოზმა,არც რამდენიმე დღეში გამოჩნდა და არც რამდენიმე კვირაში.ჩემში ნელ-ნელა ყველა იმედი კვდებოდა რომ ისევ დაბრუნდებოდა.
თებერვლის თვიდან შედარებით აქტიური ფაზა დაიწყო სამსახურში.შეკვეთებმა ცოტა იმატა,თუმცა თავისუფალი დრო მაინც ბევრი მქონდა და მტანჯველი ფიქრებიც ამ დროს მეტად აქტიურდებოდნენ,ღამით კი,ღამე საერთოდ არ მპატიობდა…
მზის სხივებს ძალა და ენერგია დაუბრუნა გაზაფხულმა.გარეთ ყველა და ყველაფერი ხარობდა გაზაფხულის მოსვლას.თბილი ამინდები დაგვიყენა მარტმა.კვირტებმა იფეთქეს,გარშემო ყველგან იებით ხელში მოსიარულე ახალგაზრდა წყვილები მხვდებოდნენ.რა ლამაზია შეყვარებული წყვილი,მათი ენერგია და მუხტი გადამდებია.
_გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. _საგანგებოდ მათთვის შეძენილი იების კონა გადავეცი ორივეს.
_ჩვენც გილოცავთ _ერთხმად მომილოცეს.
_დღეს საჩუქარი გაგვიკეთეს ბიჭებმა და რესტორანი დაჯავშნეს.საღამოს ვიკრიბებით
_ვაა,მშვენიერია.
დიდად საზეიმო და სადღესასწაულო განწყობა არ მქონია,თუმცა არ მინდოდა მათი განწყობა ჩემი უჟმური ხასიათით გამეფუჭებინა.
საღამოსთვის მზადება დავიწყე.არჩევანი შავ კაბაზე გავაკეთე,ვიცვამ და ცოტა თავისუფლად მაქვს,როგორც ჩანს გავხდი.ბოლო დროს აღარ მაინტერესებს,როგორ გამოვიყურები,სარკეშიც იშვიათად ვიყურები,გაპრანჭვის მიზნით.ნაცნობი ეპიზოდია ჩემი ცხოვრების…
_მშვენიერი არჩევანია ბიჭებო._ შევაქეთ ყველამ,ზურა,ალექსი,რეზი და თორნიკე,ჩვენი ახალი თანამშრომელი.
ეზოში კიბეებით ადიოდი და გარშემო ლამაზი მარადმწვანე ხეები,ყვავილები იყო.ვერანდა მტკვრის სანაპიროს გადაყურებდა.შენობაში მაგიდები თითქმის დაკავებული იყო,ჩვენი კუთვნილი მაგიდა დავიკავეთ.სასიამოვნო მუსიკა იღვრებოდა.თუმცა მალე ქართული შოუბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა შეცვალეს და მეტად ხალისინი განწყობა შემოიტანეს.რამოდენიმე საათში თავი უკვე მტკიოდა,ხმამაღალი მუსიკისგან,გარეთ გავედი ვერანდაზე,მოაჯირს დავეყრდენი და მდუმარედ მიმავალ მტკვარს ჩავყურებდი.ნაბიჯების ხმა შემომესმა,შევტრიალდი და ზურა მიახლოვდებოდა.
_რატომ განმარტოვდი?
_თავი მტკივა.
_გინდა წამალს გიშოვი?
_არა,გმადლობ.ცოტახნით გავჩერდები კიდევ და წავალ.
-_გაგიყვან მე. _სიგარეტი ამოიღო,მოუკიდა,გააბოლა,ნიავმა ჩემსკენ წამოიღო ბოლი და შევტრიალდი.რესტორნიდან წყვილი გამოვიდა,ბიჭმა ხელი შეაშველა გოგონას,რომელიც ჩემსავით მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა.კიბეებს ჩამოუყვნენ.გოგონას ფეხი გადაუბრუნდა,მაგრამ ბიჭმა იმარჯვა და დაცემას გადაარჩინა.
-ფრთხილად,ამდენი არ უნდა დაგელია,მოდი. _წამში გოგონა ბიჭის მკლავებში მოექცა და ხელში ატაცებული ჩამოუყვა კიბეებს. სისხლი მეყინება ძარღვებში…ხმა,რომელსაც ყველგან გამოვარჩევ…
ეზოში მკრთალი განათება იყო,ჩვენთვის გვერდის ავლას რომ აპირებდა ჩვენსკენ გამოიხედა,ჩვენი მზერა გადაიკვეთა.
-ირაკლი...ჩავიჩურჩულე. ჩემს ხმაზე ზურა შემობრუნდა.ირაკლიმ ახალა მას გახედა,შემდეგ კი უემოციოდ კიბეებს ჩაუყვა და გზა გააგრძელა.იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი,გონებამ მისი აღქმა და გააზრება ვერ მოასწრო.საშინელი სიცივის შეგრძნება დამიტოვა უემოციო შეხვედრამ.გულნატკენი,იმედგაცრუებული,სევდიანი შევტრიალდი სანაპიროსკენ,გაჭირვებით გადავყლაპე ყელში გაჩხერილი წყენა,რა მძიმე იყო...
ზურა თანაგრძნობით მიყურებს,ვგრძნობ მის მზერას.
_ნუ მიყურებ მასე გთხოვ.
_მაპატიე._მიხუტებს და ძლივს ვიკავებ თავს არ ავქვითინდე.
ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა,საშინელ განწყობაზე დავდექი.ალბათ ნახევარი საათი თუ გავჩერდი და ტაქსი გამოვიძახე.
_ნათი,მე მივდივარ,თქვენ გაერთეთ. _ყურში ვუჩურჩულე
_კაი რაა,რატომ,ჯერ ადრეა?!
_თავი მტკივა.ხვალ გნახავთ. შენობა დავტოვე და კიბეებს ჩავუყევი,სადაც ცოტახნის უკან ირაკლიმ და გოგონამ ჩაიარეს. „ნეტავ ვინ იყო??“ ვეჭვიანობ.ჩემს წინ სილუეტი გაჩერდა,ფიქრში გართულმა ვერ შევნიშნე და მისმა უცაბედმა გამოჩენამ შემაშინა.
-უიი,უკაცრავად…
-მე ვარ,შენი შეშინება არ მინდოდა. _ ჩემს წინ ირაკლი იდგა.
-გვიან შეგნიშნე. _ მის წინ ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა,ან საერთოდ უნდა მეთქვა თუ არა რამე,ცოტა ხნის უკან ჩემთვის სულიერად მოკავშირე ადამიანი გაუცხოებული იყო.იქნებ არც იყო,მაგრამ რაღაც ცივი,უფერო კედელი აღმართულიყო ჩვენს შორის და მხოლოდ მე არ შემეძლო ამ სივრცის გარღვევა.
ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა,რა მემოქმედა,ბოლოს სიჩუმე ისე მან დაარღვია.
_მიდიხარ?
_კი _ სწორედ ამ დროს ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე.
_დიახ... გამოვდივარ,გმადლობთ. _მობილური ჩანთაში დავაბრუნე.
_კარგად.
_კარგად._ რაღაც ჩამწყდა გულიდან და მთელს სხეულში ტკივილად ჩაიღვარა.გვერდი ავუქციე და კიბეებს ჩავუყევი,უკან მოვიტოვე.გონებაში სულ ვფიქრობდი ჩვენს შეხვედრაზე,მაგრამ არა ასეთზე.ცივზე და უემოციოზე.თუმცა რას ველოდი?!
-ანა... მომესმა მისი ხმა ზურგს უკან.შევტრიალდი.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ყველანაირად მესმის ანას ტკივილის,ძალიან რთულია იმდენი რამე გადაიტანა ბავშვურ ასაკში,ბევრი ვერ გაუძლებდა ასეთ სტრესს და ვერ ვუგებ ირაკლის,იმდენად გაწონასწორებული ,მშვიდი ადამიანია რომ წესით უნდა მისულიყო და დაინტერესებულიყო ანას ისტორიით თუ უყვარდა ,კარგი თავი იყო ნამდვილად თუმცა არ მეყო,

გელოდები მოუთმენლად ,მაინტერესებს ირაკლის შემდეგი ნაბიჯები რა იქნება 🙈🙈

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent