შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუღწეველი [ 1 ]


დღეს, 10:00
ავტორი Mall0ra
ნანახია 22

"რამდენჯერაც არ უნდა ეცადო, დაიმახსოვრე, რომ გაქცევა შეუძლებელია."

შესავალი:

მამის სიკვდილით გამოწვეულმა დარდმა მთლიანად შთანთქა მარიტა. სიჩუმე ქალაქს ბურუსივით მოედო, რომელსაც მხოლოდ მგლოვიარე ქალის ტირილის ხმა არღვევდა. სამყარო ძალიან ცარიელი იყო...ცივი.. დაუნდობელი და წარმოუდგენლად საშიში, მას შემდეგ,რაც აღარავინ ჰყავდა. აღარავინ - ვინც დაიცავდა, მხარში ამოუდგებოდა..

სანამ ის არ გამოჩნდა.

იდუმალებით მოსილი დავითი. არსაიდან,ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზივით. თუმცა კი, ანგელოზისა არაფერი ეცხო. ზამთარივით ცივი და უხეში მამაკაცი,რომელიც ქალს მფარველობას ჰპირდებოდა.

მარიტა უნდობლად იყო მისადმი განწყობილი. ყველა ინსტინქტი ყვიროდა, რომ გაქცეულიყო ძალიან შორს, მაგრამ ქალაქი, რომელიც ოდესღაც ნაცნობი იყო, ახლა მას ყველა ბნელი ქუჩითა და ჩიხით ემუქრებოდა. რაც მეტად სძულდა იმის იდეა,რომ გაყოლოდა დავითს, მით უფრო იზრდებოდა მარტოობის შიში, და ტანჯვა მომლოდინე განსაცდელისა.

-არ მჭირდება შენი მფარველობა! - წამოიყვირა მარიტამ, შიშისა და მრისხანებისგან კანკალებდა.

დავითი მიუახლოვდა და მათ გარშემო ჰაერი თითქოს უფრო საშიში და მძიმე გახდა. მტკიცედ და მბრძანებლურად მოუჭირა ხელი მაჯაზე:

-მორჩილება შენი არჩევანი არ არის, - თვალისმოუშორებლად თქვა მან,-ეს შენი გადარჩენის ერთადერთი შანსია.

მარიტა სასოწარკვეთას მიეცა. მამამისის მკვლელობამ ცხოვრება კოშმარად უქცია და მაინც, საფრთხის შუაგულში, მან იგრძნო ზეწოლა დავითის მხრიდან, რომელსაც ვერც წინააღმდეგობას უწევდა და ვერც ებრძოდა.

ეს აღარ იყო ცხოვრება, რომლის კონტროლიც თავად შეეძლო.

ეს იყო სიცოცხლე, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა და ისეთი მიეღო,როგორიც იყო.

სიცოცხლე სიბნელის პირას.

და დავითი... დავითი იყო იდუმალი კაცი სიბნელიდან, რომელსაც იგი ვერ გაექცეოდა.


პერსონაჟების აღწერა:

/მარიტა/

მარიტა ახალგაზრდა ქალია, რომელიც მამის მკვლელობისგანაა შეძრული და ამ სამყაროში ყველასგან მარტოა დარჩენილი. უმანკო, მაგრამ ამასთანავე ჯიუტი მარიტა არასდროს ყრის ფარ-ხმალს, მისი ძალა სწორედ ბრძოლის ჟინშია,რომელიც არასდროს ელევა. ოდესღაც თბილ და ოცნებებით სავსე გულს მამის მკვლელობამ ნაიარევი დაამჩნია. ზურმუხტისფერ თვალებში მრისხანება და შიში იგრძნობა , მოულოდნელად ყველაფერი მისადმი მტრულად განეწყო, მარიტას გონებაში ქაოსია. იგი ჯიუტია, ზედმეტად ამაყიც იმისთვის, რომ სისუსტე გამოავლინოს, თუმცა მისი რისხვის ქვეშ მეამიტი გოგონა იმალება, რომელსაც მარტოსული ცხოვრების სასტიკად ეშინია. რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება დავითის გადაწყვეტილებას, მით უფრო მეტად აიმედებს უსაფრთხოება, რომლის შეთავაზებაც მხოლოდ არსაიდან გამოჩენილ კაცს შეუძლია - უსაფრთხოება, რომელიც ისეთივე საშიშად გამოიყურება, როგორც სამყარო, რომლიდანაც სამუდამოდ აორთქლება სურს.

გარეგნობა:

გრძელი მუქი ფერის თმა, რომელიც აბრეშუმს წააგავს,იმდენად ნაზია; მეტყველი თვალები, მშვიდი მწვანედან - ქარიშხლიან ნაცრისფერში რომ გადადის, როდესაც ის გაბრაზებულია ან შეშინებული; ნაზი, მაგრამ მკვეთრი ნაკვთები.

თვისებები:

დამოუკიდებელი ქალი, თუმცა კატასტროფულად ეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

ხისტი,ჯიუტი ხასიათით, მაგრამ თანამგრძნობი, ემპათიური და გამგები.

ნდობასა და ეჭვს შორის გახლეჩილი, გაორებული.

ძლიერი ინტუიციის მქონე, ხშირად ლოგიკის ნაცვლად ინსტინქტით ხელმძღვანელობს.

/დავითი/

იდუმალი, დისციპლინირებული და სახიფათოდ მშვიდი დავითი არის მამაკაცი, რომელიც ხალხს ხმის აუწევლად,ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მართავს. მისი მუქი თვალების ამოკითხვა ძალიან რთულია,თითქმის შეუძლებელი. სახეზე, მარცხენა თვალს ქვემოთ იარა საფრთხისმომცველ წარსულზე მიანიშნებს. ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, ბევრიც წაართვა და ბევრიც მისცა ჯილდოდ. მარიტასთვის ის ერთდროულად მცველიცაა და მტანჯველიც. კაცი, რომელიც აიძულებს გადარჩეს და ცხოვრება გააგრძელოს. ბატონი კახისადმი (მარიტას მამა) ერთგულება მას მარიტასთან აკავშირებს, თუმცა ქალის მიმართ არსაიდან გაჩენილი გრძნობები საფრთხეს უქმნის მკაცრ კონტროლში, რომელსაც ის ყოველთვის ინარჩუნებდა.

გარეგნობა:

მაღალი, ფართომხრებიანი,საშიშად მომხიბვლელი იერით. მისი ხმა მბრძანებლურია, ბოხი, ხოლო მოძრაობები ზუსტი, თითქმის მტაცებლური, წამში გათვლილი.ყოველთვის მუქ, კლასიკურ ტანსაცმელს იცვამს და ფორმაშია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.მუდამ მზადყოფნაშია მსხვერპლზე თავდასხმისთვის,მტრისადმი შეცოდების გრძნობა არ გააჩნია.

თვისებები:

პიროვნება,რომელსაც ხალხის კონტროლი და მათზე მბრძანებლობა უყვარს, დაუნდობელი და დაუძინებელი მეტოქე.

დანაშაულის გრძნობითა და წარსულის საიდუმლოებებით შეპყრობილი.

ემოციებს სისუსტეებად აღიქვამს, მაგრამ ღრმად განიცდის მათ.

ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ მარიტას სიცოცხლე დაიცვას.


თავი I

სამნი ისხდნენ ოთახში: შავგვრემანი, თვალებში სიცოცხლეჩამქრალი ახალგაზრდა გოგონა, სახელად მარიტა. მოხუცი, თმაში ჭაღარაშერეული მამაკაცი, რომელიც გახლდათ მარტიას ბიძა და ასე დაახლოებით, 27 წლის ვაჟი - დავითი, რომელსაც ხელში დოკუმენტები ეკავა. საუბარი მძიმე საკითხს ეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი - მარტას მამის მოულოდნელ გარდაცვალებას, რომელი ამბავიც ბურუსით იყო მოცული.

-ყველაფერს გამოვიძიებთ, იქამდე კი, მარტო ვერ დარჩები.

-ვერ მივხვდი, საითკენ მიგყავს საუბარი...მე აქ იმისთვის მოვედი, რომ გავიგო, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, რა დროს ჩემს თავზე ფიქრია? და საერთოდაც, ვინ არის ეს?-მარიტამ ხელი დავითისკენ გაიქნია და ბიძას მიაჩერდა.

-ყველაფერს აგიხსნით, დამშვიდდი.-მკვახედ მიუგო ბიძამ.

-დავმშვიდდე?-მარიტა აფეთქდა.-გუშინ მამა დავასაფლავე, ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და მეუბნები,რომ დავმშვიდდე?! მეუბნები, რომ მოვითმინო, სანამ გავიგებ, რა მოხდა და რით გარდაიცვალა?! ან თქვენ ორნი..-მარიტამ თითი ჯერ ბიძამისისკენ გაიშვირა, შემდეგ კი დავითისკენ,-რაღაცას მიმალავთ, ან კიდევ არაფერიც არ იცით და მასულელებთ! ახლავე მჭირდება ყველაფრის ცოდნა, სხვა შემთხვევაში - ამ ოთახიდან ვერც თქვენ გახვალთ და ვერც მე, სანამ მთელს ამბავს არ მოვისმენ.-მოხუცმა თავი ხელებში ჩარგო და სავარძლიდან დავითს ახედა, რომელიც მარიტას უკან იდგა და კედელზე იყო მიყრდნობილი ზურგით. ხელში ისევ დოკუმენტები ეჭირა და მათ ჩაჰკირკიტებდა.

-დავით,-მხოლოდ ამ სიტყვაზე ამოყო თავი დოკუმენტებიდან და მზერა მოხუცს მიაბყრო,-მოიტანე, რაც ხელში გიჭერია.-შავგვრემანი მისკენ დაიძრა.

-ვინ არის ეს?-გაიმეორა კითხვა მარიტამ და უნდობლად ახედა დავითს, მისგან პირველად დაიმსახურა ცივი და გამჭოლი მზერა, რამაც არც თუ ისე კარგი განცდა დაუტოვა სხეულში.

-შენი დაცვა.-მოკლედ მოუჭრა სოლომონმა.

-შენ ალბათ, ხუმრობ! დაცვა რა ჯანდაბად მინდა...საერთოდ, რა კავშირი აქვს მამაჩემის გარდაცვალებას და-

-ბატონი კახი არ გარდაცვლილა, ის განგებ მოკლეს.-გააწყვეტინა სიტყვა დავითმა და სიმართლე პირში მიახალა მარიტას. ქალს გაბრაზებული სახე სწრაფად შეეცვალა სასოწარკვეთილებისგან და შიშისგან. ფერი სუმთლად დაკარგა და კანკალი დაეწყო. ტუჩების თრთოლვით ძლივს იკითხა:

-რატ...ომ?....ვინ...ვი..ნ ჩაიდ...ინა ეს?

-ჯერ არ ვიცით.-მიუგო დავითმა. დაჟინებული მზერით იკვლელვდა ქალის ყოველ მოძრაობას.-ბატონმა კახიმ სიკვდილამდე ფიცი დამადებინა დოკუმენტის სახით, რომ თუ რაიმე მოუვიდოდა, თქვენი დაცვა მე დამევალებოდა სიკვდილის ბოლომდე.-დავითმა მაგიდაზე დოკუმენტი დადო.-ამიერიდან, თქვენი დაცვა ვიქნები.

-ეს აბსურდია!-მარიტა სავარძლიდან წამოხტა და დოკუმენტი მაგიდიდან მოისროლა.-არცერთ თქვენგანს არ ვენდობი, მით უმეტეს - შენ...-მარიტამ მრისხანე მზერა დავითს მიანათა,-არსაიდან გამოჩნდი და მიმტკიცებ, რომ მამაჩემთან დადე ფიცი...რისიც წამითაც არ მჯერა! შენ კი - ყოველთვის დავა გქონდა მამასთან და არცერთის მოსმენას არ ვაპირებ....ახლოს არ მომეკაროთ! ჩემს ცხოვრებას მევე გადავწყვეტ.-მარიტამ ქურთუკის ჩაცმა დაიწყო.

-მარიტა,შენივე კეთილდღეობისთვის სჯობს დაუჯერო დავითს!-მიაძახა სოლომონმა, მაგრამ გოგონა დიდი ხნის წასული იყო და მობრუნებას არც აპირებდა.-ჩუმად გაყევი, ისე რომ ვერ შეგამჩნიოს.-ბრძანება მისცა დავითს და ისიც წასასვლელად გაემზადა.

-ჭკუა ვასწავლო?-იკითხა დავითმა და სოლომონის პასუხს დაელოდა.

-არ დაგჭირდება, მალე მუხლისჩოქებზე შეგვთხოვს რომ დავიცვათ, რადგან ვინც ეს ჩაიდინა, უბრალო მკვლელი არ ჩანს, მას რაღაც მეტი უნდა, ვიდრე ჩემი უბედური ძმის მკვლელობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს....-სოლომონმა ამოიოხრა და დოკუმენტებს ჩახედა.

-დროებით.

-დროებით, დავით. თვალი ადევნე და არ მოშორდე.

-გასაგებია.

------------------

სახლში შესვლისთანავე მარიტამ თავი ძალიან მარტოსულად იგრძნო. როდესაც მამა ყავდა, შიში არაფრისა ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი ბნელი და საშიში ჩანდა, საკუთარ სახლშიც კი, რომელიც ერთდროს მყუდრო ადგილიდან, ჯოჯოხეთად იქცა. გოგონა შესასვლელშივე ჩაიკეცა და ცრემლებს გზა მისცა მისი ღაწვები დაესველებინათ. ცხოვრებაში ამდენი არასდროს უტირია. თვალის უპეები გამომშრალიღა ჰქონდა და ეწვოდა ყოველ დახამხამებაზე.

-თავი ხელში უნდა ავიყვანო...-ჩაიბურტყუნა ქალმა და ფეხზე წამოდგა. სახლში სინაათლეები აანთო,რათა ეს ცივი აურა და განწყობა ოდნავ მაინც შეეცვალა. თავის ოთახამდე ლასლასით მივიდა და საწოლზე დაეხეთქა. მეორე დღე იყო,რაც ნორმალურად არ ეძინა, დღე და ღამ მამამისის სიკვდილზე ფიქრობდა და ეჭვები არ ასვენებდა. ახლა უფრო მეტი ჰქონდა საფიქრალი, რაც გაიგონა, რომ ეს ბუნებრივი გარდაცვალება არ ყოფილა, არამედ დაგეგმილი და კარგად გათვლილი მკვლელობა.

მარტოსულობისა და დაუცველობის განცდამ კიდევ ერთხელ მოანდომა ტირილი,მაგრამ მარიტამ თავი ძლივს შეიკავა და გადაწყვიტა მოესვენა. სწრაფად ჩაიცვა სახლის ტანსაცმელი, შორტები და წვრილბრეტელებიანი მაისური, შემდეგ კი საბანში გაეხვია და შიგ ჩაიმალა. იმდენად გულისწამღები სიჩუმე სუფევდა ოთახში, რომ მარიტამ მოსვენება ვერ შეძლო და სანათი აანთო. ეშინოდა...რისი? ყველაფრის. მარტო ყოფნის...ამ ბნელი ოთახის, რომელიც არც თუ ისე უსაფრთხოდ გამოიყურებოდა მამის სიკვდილის შემდეგ...ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, გადაკეტა თუ არა კარები და საწოლში აწრიალდა. თავისი ოთახის კარებიც ჩაკეტა და ფანჯარასთან მივიდა, შეშინებულმა გადაწია ფარდა და ქუჩას თვალი მოავლო. დაღამებულიყო, გარეთ არავინ ჩანდა. ღრმად ამოისუნთქა და ისევ საწოლზე მიწვა. ტელეფონი აიღო ხელში და გულის გადასაყოლებლად ფოტოების დათვალიერება დაიწყო. ისევ ცრემლები მოაწვა თვალებზე და ტელეფონი სწრაფადვე გამორთო. ცდილობდა გონება დაემშვიდებინა,მაგრამ არ გამოსდიოდა. ის იყო, თვალები უნდა მიეხუჭა,რომ ფანჯარაზე რაღაცის მინარცხების ხმა გაისმა. მარიტა დაფეთებული წამოხტა საწოლიდან და ერთ ადგილზე გაქვავებული განძრევას ვერ ბედავდა. გულისწამღებმა სიჩუმემ დაისადგურა ისევ და მარიტა ხოხვით დაიძრა ფანჯრისკენ, თან ფეხს ითრევდა, მეორე ნაწილი უკან ექაჩებოდა. ამჯერად ფანჯარას კიდევ მოხვდა რაღაც და მთლიანად ჩაამსხვრია. მარიტამ ბოლო ხმაზე შეჰყვირა. მის წინ დიდი ქვა ეგდო, ზედ ქაღალდის წარწერით:

"შემდეგი შენ ხარ."

ამის დანახვაზე ქალმა მეორედ შეჰყვირა და ოთახიდან გავარდა. კიბეებზე კინაღამ დაეცა, ფეხი ძლიერად მიარტყა მოაჯირს და კოჭლობით გაემართა მამამისის კაბინეტისკენ,სადაც იარაღი ეგულებოდა სანდოდ გადანახულ საიდუმლო ყუთში,რომელიც კახიმ უანდერძა ქონებასთან ერთად.

კარებზე ზარის ხმა გაისმა. მარიტას ცივმა ოფლმა დაასხა, ნატკენ ფეხს ძლივს მიათრევდა ოთახამდე. აკანკალებული ხელებით ეცა ყუთს და იქიდან იარაღი ამოიღო. კარზე ზარის ხმა არ წყდებოდა, სწორედ ამ რიტმში ფეთქავდა ქალის გულიც, ლამის ამოვარდნაზე იყო. დამალვას აზრი არ ჰქონდა. ისევ მისაღებისკენ დაიძრა და კარებს ძალიან ნელა მიუახლოვდა. ის თუ მკვლელი იყო, რომც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, უნდა მოემოქმედებინა რამე, სულ მხოლოდ მამამისის გამო მაინც. მაგრამ შემდეგ დაფიქრდა...რატომ დარეკავდა ზარს მკვლელი? ეს ხომ აბსურდი იყო, იმის შემდეგ, რაც მოხდა მის ოთახში. ქალი ძალიან ფრთხილად, ფეხისწვერებზე დაიძრა ჭუჭრუტანისკენ და რომ გაიხედა, ვინ დაინახა თუ არა ის უცნობი შავგვრემანი, რომელიც სოლომონთან ერთად იყო დღეს. შვებისგან ამოისუნთქა,მაგრამ ვეღარავის ენდობოდა. ამიტომაც ძალიან ფრთხილად გატრიალდა,რომ პოლიციისთვის დაერეკა.

-კარები გააღე,მარიტა.-მოესმა დავითის ცივი ხმა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.-თორემ შემოვაგნრევ...-არცთუ ისე კარგად ჟღერდა მისი ბოლო სიტყვები.

-მარტო დამტოვეთ! პოლიციაში ვრეკავ!-დაუყვირა კარის იქიდან ქალმა.

-საფრთხეში ხარ, კარები გააღე!

-არ მჭირდება შენი მფარველობა! - წამოიყვირა მარიტამ, შიშისა და მრისხანებისგან კანკალებდა.

მოულოდნელად საკეტს რაღაც მოხვდა და მისი გატეხვის ხმაც გაისმა. კარებიდან დავითი შემოვიდა, არე-მარე მოათვალიერა და რა წამსაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ქალს მიუახლოვდა, მათ გარშემო ჰაერი თითქოს უფრო საშიში და მძიმე გახდა. მტკიცედ და მბრძანებლურად მოუჭირა ხელი მაჯაზე:

-მორჩილება შენი არჩევანი არ არის, - თვალისმოუშორებლად თქვა მან,-ეს შენი გადარჩენის ერთადერთი შანსია.

-შენ არავინ ხარ, რომ მიბრძანო!-მარიტა სასოწარკვეთას მიეცა. მამამისის მკვლელობამ ცხოვრება კოშმარად უქცია და მაინც, საფრთხის შუაგულში, მან იგრძნო ზეწოლა დავითის მხრიდან, რომელსაც ვერც წინააღმდეგობას უწევდა და ვერც ებრძოდა.

-ვინ ლაპარაკობს...ვისაც ცოტა ხნის წინ სიკვდილით დაემუქრნენ? და თუ საფრთხეში არ ხარ, იარაღი რაღად გინდა?-დამცინავად ჰკითხა დავითმა და მის გამორთმევას შეეცადა,მაგრამ მარიტამ ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და უკან დაიწია.

-არ მომიახლოვდე! შეიძლება შენ ხარ მამაჩემის მკვლელი და ცდილობ, გამაცურო. შენს აბსურდულ ტყუილებს არ დავიჯერებ!-მარიტამ იარაღი დავითს დაუმიზნა და უკან დახევა დაიწყო.

-ასეთი სულელი გგონივარ? მე რომ მკვლელი ვყოფილიყავი, უკეთესად გავთვლიდი ყველაფერს. ნუთუ, ასეთის შთაბეჭდილებას ვტოვებ...-სარკაზმით ჩაილაპარაკა დავითმა და ქალს ერთი ნაბიჯით მიახლოვდა, ამჯერად უფრო სერიოზული იყო მისი მზერა.-ის, ვისაც შენი მოკვლა სურს,მამაშენის ქონებას დასდევს, ამისთვის ერთადერთი მემკვიდრე, რომელიც კახის დარჩა, ესე იგი შენ - უნდა მოკვდეს. თუ გინდა, რომ ეს არ მოხდეს და შენც მამაშენივით სასტიკად მოკლული არ გიპოვონ სადმე ჩიხში, მე დამემორჩილები და იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი...მორჩა შენი მბრძანებლობა, ქალბატონო მარიტა, გასაგებია?!-მკაცრად დააბოლოვა დავითმა და მაგიდას ხელი დაარტყა. ქალი შიშისგან შეკრთა და იარაღი ხელიდან გაუვარდა. დავითს ჩაეცინა და მიუგო:

- და შენ აპირებდი საკუთარი თავის ასე დაცვას, როდესაც ერთ შეყვირებაზე იარაღი ხელიდან გივარდება?

-მოკეტე...და ის კარების საკეტი შეაკეთე.

- ეს თანხმობას ნიშნავს?-მარიტას რაღაც სურდა ეთქვა,მაგრამ დავითმა გააწყვეტინა,-ააა, სულ დამავიწყდა, შენი თანხმობა არც მჭირდება.-კარებისკენ დაიძრა და საკეტს დახედა.-ეს არ მოხდებოდა, რომ არ გეჯიუტა და გაგეღო კარები,როგორც ამას აკეთებენ ნორმალური ადამიანები.

-ფანჯარაც შესაცვლელია.-დავითს ჩაეცინა.

-მინდა შეგახსენო,რომ მე შენი დაცვა ვარ და არა ხელოსანი.

-თუ ჩემი დაცვა ხარ, მაშინ ნორმალურად დამიცავი და შეაკეთე ეს წყეული საკეტი და ჩემი ოთახის ფანჯარაც! დღესვე!-მარიტა ადგილს მოსწყდა და კიბეებზე სირბილით აიჭრა.

-ჭირვეულიც ამას ჰქვია...

ამის თქმის შემდეგ, დავითი საქმეს შეუდგა. ძლივს იპოვა საწყობში გადანახული საჭირო ნივთები საკეტის შესაცვლელად, რადგან ძველი ნაწილებად იყო დაშლილი. შემდეგ კი ყუთი აიღო და კიბეებისკენ დაიძრა, რათა ენახა , რა მდგომარეობაში იყო ფანჯარა. კარებზე დააკაკუნა.

-რა გინდა?-მოისმა მარიტას აკანკალებული ხმა. დავითი მიხვდა, რომ ქალი ტიროდა და ამიტომაც ჰქონდა ასეთი ტონი.

-საკეტი გამოვცვალე, ფანჯარა უნდა ვნახო. შეიძლება შემოვიდე?-თავაზიანად იკითხა ვაჟმა.

-შემოდი.-გაისმა მარიტას ხმა. დავითი ოთახში შევიდა და იქაურობა მოათვალიერა. ქალი საწოლზე იჯდა და საბანში იყო გახვეული, ტელეფონში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა, ვითომ ვაჟს ყურადღებას არ აქცევდა.

-ნამდვილად შესაცვლელია ესეც...ხვალამდე ვერ ვუშველით.

-რა? არ არსებობს! დღესვე უნდა შეიცვალოს, ვინმე იპოვე...ან საერთოდაც შენ შეცვალე.

-ღამის 4 საათია, შენი აზრით, ხელოსანს ახლა ვიპოვით?-სარკაზმით მიუგო დავითმა და თავი მოიქექა,-ყველაზე მეტი,რაც შემიძლია გავაკეთო, არ ის ,რომ გატეხილი ხვრელი ამოვქოლო, მაგრამ მაინც საშიშია ამ ოთახში შენი დარჩენა. სხვა ოთახი არ გაქვთ?

-სტუმრების ოთახში დავიძინებ.-მარიტა საბნიანად კარებისგენ გაემართა.

-მოიცადე,-ამ სიტყვებზე ქალი კარებში გაჩერდა,-მე სად დავიძინებ?

-სახლში მხოლოდ სამი საძინებელია, ერთი ჩემი, მამაჩემის - სადაც შესვლის უფლებას არავის მივცემ და სტუმრებისთვის განკუთვნილი,სადაც მე ვაპირებ დაძინებას და არც კი გაიფიქრო, რომ ჩემთან ერთ ოთახში დაძინების უფლებას მოგცემ. მისაღებში დივანია.

-როგორი ხელგაშლილი ხარ.-ჩაიცინა დავითმა.

-დილით შეკეთებული უნდა დამხვდეს ჩემი ოთახის ფანჯარა. ღამე მშვიდობის.-მარიტამ კარები ხმაურით გაიხურა.

-არა....ეს ჭირვეულზე უარესია...-თქვა დავითმა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა. ერთი სული ჰქონდა, სოლომონისთვის ეთქვა, რომ ყველაფერი მისი ბრძანების მიხედვით მიდიოდა და როგორღაც მოახერხა მარიტას დათანხმება.

სატელეფონო ზარის შემდეგ მისაღებში დაბრუნდა და ფეხებზე გაიხადა. იმდენად დაღლილი იყო, ტანსაცმელი არც გამოუცვლია, დივანზე მიწვა და მალევე მიეძინა. რამდენიმე საათი გავიდა ასე, რომ ძილბურანში მყოფმა უკნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაიგონა,შემდეგ კი მსხვრევის ხმა და ამან ფეხზე წამოახტუნა. მაშინვე იარაღს დაავლო ხელი და იქითკენ წავიდა, საიდანაც ხმაური მოესმა. ძალიან ნელი ნაბიჯით მიახლოვდა სამზარეულოს და კედელს აეკრო. როგორც კი ნაბიჯების ხმა გამეორდა და მოახლოვდა, თავდასასხმელად მოემზადა და უცნობს ყელზე შემოაჭდო ხელები. საპასუხოდ არა უცნობის, არამედ მარიტას ყვირილის ხმა მოესმა. იძულებული იყო პირზე ხელი აეფარებინა,რადგანაც ქალი ბოლო ხმაზე წიოდა.

-დამშვიდდი....დამშვიდდი...მე ვარ...-საიდანღაც მოესმა მარიტას და ყვირილიც შეწყვიტა. უხეშად გაითავისუფლა თავი დავითისგან და წყლიანი ჭიქა კინაღამ სახეში გაუქანა.

-ნორმალური ხარ?!-განრისხებით შეჰყვირა მარიტამ.

-მეგონა, სახლში ვიღაც შემოიპარა და მსხვრევის ხმაც გავიგონე...ვიფიქრე, საფრთხეში იყავი. ბოდიში შეშინებისთვის.-დააყოლა ბოლოს დავითმა და იარაღი უკანა ჯიბეში დამალა,მძინარე თვალები მოიფშვნიტა.

-მეორედ ახლოს აღარ გამეკარო. გაფრთხილებ!

-თუ ახლოს არ ვიყავი შენთან, რანაირად დაგიცვა?-გამომწვევად ჰკითხა დავითმა და ჩაიცინა.

-შენი მფარველობა არასდროს მითხოვია!

-მართალია, რადგანაც ეს არასდროს ყოფილა შენი გადასაწყვეტი.-მოგებით მიუგო შავგვრემანმა.

-რაც გინდა ის თქვი, მე დასაძინებლად მივდივარ.-მარიტა ადგილს მოსწყდა და წყლიანი ჭიქაც თან გაიყოლა. სამზარეულოში დარჩენილმა დავითმა თმები აიჩეჩა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. რაც უფრო ნერვებს უშლიდა ქალის სიჯიუტე, მით უფრო უნდებოდა მისი მოთვინიერება და ერთი სული ჰქონდა, ამას როდის იხილავდა. იქამდე კი ძალიან, ძალიან გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი.

წარმოუდგენლად გრძელი და თავგადასავლებით სავსე..

დავითმა ღრმად ამოისუნთქა და საათს დახედა - თითქმის გათენებულიყო, დილის შვიდი საათი სრულდებოდა. სახლი ისევ ჩუმად იდგა, მაგრამ ეს სიჩუმე აღარ იყო მშვიდი.. ეს იყო სიჩუმე ქარიშხლის წინ. ზედმეტად „მარტივი“ ჩანდა ეს ნაბიჯი მკვლელისგან. ქვა, ზედ წარწერა, გატეხილი ფანჯარა… ზედმეტად რისკით მომცველი და ცოტა არ იყოს, სულელურიც. გახუმრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე დაშინებას.

დივანზე ჩამოჯდა და კისერი საზურგეს მიაყრდნო. თვალებდახუჭული ადუღებულ გონებას ასვენებდა. რამდენიმე წუთში ზემოდან ჩუმი ნაბიჯების ხმა მოესმა.

მარიტა კიბეებზე ჩამოდიოდა, ხალათში გახვეულს თმა უწესრიგოდ ჩამოშლოდა მხრებზე. აღარ ჰგავდა იმ მრისხანე გოგოს, რომელიც ცოტა ხნის წინ იარაღს უქნევდა. ძალიან უძილო და დაღლილი ჩანდა.

- ვერ დავიძინე,-ჩაილაპარაკა უხერხულად თავისთვის ქალმა და დავითისგან მოშორებით დაჯდა.

დავითმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ დივანიდან წამოიწია და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. ისინი პირისპირ ისხდნენ. ვერცერთი ბედავდა თვალის თვალში გასწორებას. ორივენი უმიზეზოდ აქეთ-იქით იყურებოდნენ.

რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი სიჩუმე, რომელიც არ იყო საშიში, არამედ უფრო ისეთი, ფიქრებში რომ გადაგისვრის.

-რატომ აკეთებ ამას? - მოულოდნელად იკითხა მარიტამ და თვალები არ აუწევია,ახლა იატაკს მიჩერებული სხვაგან იყო ფიქრებით.-ფიცის გამო? თუ სინდისის?-დაუმატა მან.

ჩაფიქრებულმა დავითმა ამოისუნთქა. თავი მაღლა აწია და მარიტას მიაშტერდა.

-ფიცის გამო.-მოკლედ მიუგო დავითმა. თუმცა კი, იცოდა, იტყუებოდა,რადგან მხოლოდ ფიცი არ იყო, რაღაც ძალა არ აძლევდა უფლებას ქალი მარტო დაეტოვებინა ასეთ საშინელ ვითარებაში.

მარიტამ მწვანე თვალები მიაბყრო ვაჟს. მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა და ამჯერად დავითის თვალები აღარ იყო მხოლოდ ცივი - მათში რაღაც უფრო ამოუხსნელი და გაურკვეველი ეწერა.

-შენ არ მენდობი,- განაგრძო მან,-და არც გთხოვ, რომ მენდო,მაგრამ როცა გეუბნები, რომ საფრთხეში ხარ… მერწმუნე, ეს ხუმრობა არ არის. ეს სერიოზული გაფრთხილებაა.

მარიტას ტუჩები აუკანკალდა. იმაზე ფიქრიც კი, რომ მამამისის მკვლელი ახლა მის კვალში იყო, თავს უსუსურად , უმწეოდ აგრძნობინებდა.

-აღარ ვიცი, ვის შეიძლება ვენდო,-თითქმის ჩურჩულით თქვა ქალმა,- მამაჩემის შემდეგ… თითქოს საყრდენი მიწა გამომეცალა.-სიტყვის დასრულებაზე ქალს თვალიდან ცრემლი ისე გადმოუვარდა, ვერც იგრძნო. სასწრაფოდ მოიწმინდა ლოყა და თავი ფანჯრისკენ გაატრიალა. შერცხვა ასეთი უმწეოობის მამაკაცის წინაშე.

დავითმა ინსტინქტურად დააპირა წამოდგომა , მერე შეჩერდა. თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. ბოლოს უბრალოდ ამოიოხრა და ისევ იგივე პოზას დაუბრუნდა.

-ყველაფერს გავარკვევთ ბატონი კახას სიკვდილის შესახებ და მკვლელსაც დავიჭერთ. ამას გპირდები!-ამის თქმაღა მოახერხა მან.

მარიტას რეაქცია არ ჰქონია. ძალიან ეძინებოდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ისევ, სულ რამდენიმე საათი მოახერხა ძილი და მაშინაც კოშმარმა გამოაღვიძა.

-შენ რა, საერთოდ არ გძინებია?-მოესმა შორიდან დავითის კითხვა. უძილობამ სულ გააბრუა. ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, მაგრამ მოახერხა ჩახლეჩილი ხმით ეთქვა "არა". - ხელოსანი მალე მოვა, შენს ოთახში ფანჯარას შევაკეთებთ და კარების საკეტიც გამოსაცვლელია, ასევე განსახილველია რომ ფანჯარაზე რკინის გისოსები დამაგრდეს, მეტი უსაფრთხოებისთვის, თუ ნებას დაგვრთავ, დავიწყებთ რემონტს. მთავარი კარებიც შეიცვლება. მაქსიმალურად უნდა მივიღოთ მკაცრი და სწორი ზომები იმისთვის, რომ დაგიცვათ.

-მმმ...-ძილბურნიდან დაეთანხმა მარიტა.

-ეს თანხმობას ნიშნავს?-დაიბნა დავითი.

-ხო, რაც გინდათ, ის ქენით. მე ვეცდები დავიძინო.

-ერთადერთი ადგილი , სადაც დაძინებას შეძლებ მისაღები ოთახია, რადგან ყველა სხვა ოთახი უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს საკეტები, ფანჯრები და კარებები. ვწუხვარ...

-შენ რა, მეხუმრები? მისაღებ ოთახში დავიძინო და ხელოსანმა ასე ირბინოს სახლში? ვერ ვენდობი ვერავის...ვერ ვიძინებ კარების ჩაკეტვის გარეშე.

-მე აქ ვიქნები! მორჩი ჯიუტობას.-მარიტა რაღაცნაირად დამშვიდდა,მაგრამ მაინც არ დაიშალა სიჯიუტე.

-და როდის ვთქვი, რომ შენ გენდობი? არცერთი მამაკაცი არ იმსახურებს ქალის ნდობას, რადგან ბოლოს მაინც ფეხქვეშ გათელავენ.-მკვახედ მიუგო ქალმა და გაბრაზებული დივანზე ჩამოჯდა. დავითს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ტელეფონმა რეკვა დაიწყო.

-მე ხელოსანს უნდა დავხვდე, შენც რაც გინდა ის ქენი, ან როგორც გინდა ისე დაიძინე.-ესღა თქვა ვაჟმა და ტელეფონს უპასუხა. ხელოსანი გარეთ იცდიდა. მარიტამ ფეხები დივანზე შემოაწყო და ერთი მხრით საზურგეს მიაწვა. გადაღლილობამ მაინც თავისი ქნა. რამდენიმე წუთში გათიშულს მიეძინა და ვერც გაიგო, როგორ მიაფარა თბილი პლედი დავითმა, დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო და კვლავ ხელოსანთან გაიქცა.

ძილის დროს, მარიტა რაღაცნაირად სიმშვიდესა და სითბოს გრძნობდა.

ვინ იცის, რატომ...

იქნებ იმიტომ, რომ დავითმა უთხრა: "მე აქ ვიქნები..."




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent