უსასრულოდ. თავი 2
ნელა დინჯი ნაბიჯებით მოდიოდა. ჩემს მანქანაში მხოლოს ჩემი გულის ძგერა ისმოდა. სხეული გამეყინა და მის მოქმედებას ველოდი, საშუალოზე მაღალი მამაკაცი იყო, ლურჯი თვალები ქონდა და წმინდა სახე. მომიახლოვდა, ჩვენ მხოლოდ ერთი მინა გვაშორებდა თავი არ შემიტრიალებია ჯიუტად ისევ იმ გოგონას ვუყურებდი. მის მზერას ვგრძნობდი და სახეს მწვავდა. მინაზე მომიკაკუნა სიფრთხილით მაგრამ ისე, რომ უნდოდა მისკენ მიმეხედა, მის ლურჯ თვალებს შევხვდი კიდევ ერთხელ. თავი ნაზად დამიქნია და მინის ჩაწევისგენ მიბიძგა, არვიცოდი რა მექნა მე იმ წამსვე გაგქცევა მინდოდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო რა შეიძლებოდა მომხდარიყო? რას მეტყოდა? იქნებ მეც რამეს მიპირებდა? უმრავი კითხვა მიტრიალებდა თავში ვერ ვბედავდი მინის ჩაწევას ის ჩემს მოქმედებას ელოდა...საბოოლოდ ის გავაკეთე რაც მითხრა და მის სიტყვებს ველოდი. – არ შეგეშინდეს… – ხმა ნაზი იყო, ჩურჩულით, მაგრამ მთლიანად დამაჯერებელი მოულოდნელად მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს მოძრაობაზე იყო დამოკიდებული. თვალებში მიყურებდა, თითქოს ელოდა, რას ვიზამდი. – მე… უბრალოდ… – ძლივს ამოვთქვი, სიტყვები ყელში მეჭიმებოდა. -უბრალოდ რა? -დავინა... -ჩუმად, შენ არაფერი დაგინახავს... -კი მაგრამ ის გოგო?- და მზერა ისევ წინ მანქანაში უძრავ გოგოზე გადავიტანე. -მისთვის არაფერი დამიშავებია, დაიძინებს ცოტახანს..-პაუზა ქონდა, ისევ მიატრიალა თავი იმ გოგოზე და ხმადაბლა მითხრა-მან ეს დაიმსახურა... მან აღარაფერი თქვა. კიდევ ერთხელ გახედა იმ უძრავ გოგოს, მერე ნელა შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მერე მეორეთი.თავი ოდნავ დამიქნია, ისე, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა. შემობრუნდა და ჩუმად წავიდა სიბნელეში გაუჩინარდა. მე ადგილზე გაყინული დავრჩი, ხელები ისევ საჭეზე მქონდა ჩაჭიდებული. მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი, რომელიც ყურებში გუგუნებს. და მხოლოდ მაშინ მივხვდი — ის წავიდა… მაგრამ რაც აქ დარჩა, ბევრად მძიმე იყო. თვალს არ ვაშორებდი მანქანას, სანამ ის სიბნელეში ბოლომდე არ გაუჩინარდა. ნეტა ნიაკო თუ იცნობდა რომელიმეს, მაგრამ მას არაფერს ვეტყოდი და ამ ამბავს მხოლოდ ჩემთვის შევინახავდ, ცოტა დავწყნარდი და ამასობაში ნიაკოც გამოვიდა. მანქანა დავძარი და ისევ ის წამები მეორდებოდა თავში უწყვეტად. -რატო აღარ შემოხვედი?-მკითხა ნიაკომ ღიმილით.-და ფიქრებიდან გამომაფხიზლა -ხმამაღლმა მუსიკამ თავი ამატკია, ხომ იცი არ მიყვარს. -ერთ ბიჭს ვეცეკვებოდი ძაან სიმპატიური იყო, იქ რო ყოფილიყავი გაგაცნობდი შენც. -ოდესმე ყოფილხარ ისეთ ადგილას, სადაც არავის მოწონებიხარ?-სიცილით ვკითხე.-როცა სადღაც ვართ სულ აღტაცებული მოდიხარ იქიდან. -ჩემთან ხო არ დარჩები დღეს?-შემომთავაზა ნიაკომ, როცა მის სახლთან მოვედით. -არა გოგო ძაან დავიღალე. -მადლობა ჩემო საყვრელო რო მომემსახურე. -არაფრის.-გავუღმე და წამოვედი. სახლში რო მივედი ცოტახანი ისევ ისე ვიჯექი თითქოს ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყოს, მაგრამ არა, მე ისიც მიკვირდა ის ბიჭი რატომ იყო მასეთ მშვიდი და გაწონაწორებული ხმით რატომ მესაუბრებოდა. ან იმ გოგომ რა ჩაიდინა ისეთი რომ მასე ასე საუბრობდა. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, როგორ მეზარებოდა იმ დღეს ყველაფერი. საწოლიდან ადგომაც არ მინდოდა. ტელეფონი ავიღე და კალნდაძის დაბადების დღის სურათებით იყო გატენილი მთელი გვერდი. ნიაკოსაც უამრავი ფოტო ედო. კალანდაძეს ტექვესთიც მოსულიყო, მადლობას მიხდიდა. აშკარაა, რომ არავინ არაფერი იცოდა გუშინდელის შესახებ,მხოლოდ მე ვიცოდი და მაგიტომ გამაფრთხილა იმ ბიჭმაც. ავდექი დიდ თეთრ სამზარეულოში გავედი საუზმე მობიმზადე და თან ჩემი ოჯახის ფოტოს ვუყურებდი. დედისერთა, გათამამებული ბავშვი ვიყავი. ჩემები სოფელში ცხოვრობდნენ,თითქმის ყოველთვის ჩავდიოდი და უყურადღებოდ არასდროს ვტოვებდი. იქ გავიზარდე, დედაჩემის გვერდით, სახლში სადაც სითბო და სიმყუდროვე იყო ბავშვობა გავატარე. ეზოში თამაში, ბაღში სეირნობა, სოფლის ბუნება ეს ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მუდამ ცნობისმოყვარე ვიყავი, ყველაფრის ახსნა მინდოდა. ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა, არასდროს ვგრძნობდი, რომ ყურადღება მაკლდა. ტელეფონი აწრიალდა ოთახში გავედი ბუზღუნით, ხომ შეიძლება ცოტახანი დამაცადონ. -რა ხდება ნიაკო? -გოგო დღეს არ გინდა გავიდეთ სადმე? -აუ დღეს არა გთხოვ თავი მისკდება.-ვუთხარი ბუზღუნით. -კარგი ხვალ იყოს.- და გამითიშა. ცოტახანში ტელეფონმა ისევ დარეკა აღარ დამიხედია და ისე ვუპასუხე ნიაკოს. -გისმენ ნია, რახდება? -გამარჯობაა?-მომესმა ვიღაც ბიჭის ხმა დაბნეული იყო. ახლა დავხედე ტელეფონს და მაშინ შევამჩნიე უცხო ნომერი რო იყო.. -უკაცრავად, გისმენთ? -ელენე მინდოდა... -გახლავართ, გისმენთ-ვუპასუხე დაბნეულმა. -მე გუშინდელზე მინდა თქვენთან ლაპარაკი, ოღონდ არა ტელეფონით. აქ უკვე ჟრუანტელმა დამიარა, ყველაფერი ზედმიწევნით გამახსენდა, გული ისევ ამიჩქარდა და ყელში რაღაც მომებჯინა. რამდენიმე წამი ვერაფერი ვუთხარი, მხოლოდ ტელეფონი მეჭირა ხელში და ვუსმენდი. ვიგრძენი, როგორ დამიბრუნდა გუშინდელი შეგრძნება ერთ წამში, თითქოს ისევ იქ ვიყავი. მერე ძლივს ამოვთქვი: -რას გულისხმობთ?... -მე ის ვარ, რომ გესაუბრე იმ ამბის მერე, არ შეგეშინდეს, უბრალოდ შენთან მინდა საუბარი. -მემგონი სასაუბრო არაფერია. -უკვე ხმის ჩახლეჩას ვგრძნობდი. -კი ბატონო მესმის, თქვენი რეაქცია, ცალკე შეხვედრას არ გთხოვ შემიძლია სადმე კაფეში შეგხვდეთ, თუ ეს დაგაწყნარებთ.-მშვიდი დინჯი ხმით მესაუბრებოდა. -არა... მართლა არ მგონია რამე დაგვრჩენოდა სალაპარაკო. -გასაგებია, არ დაგაძალებ. უბრალოდ ვიფიქრე, პირადად საუბარი ჯობდა. თუ გადაიფიქრებ, თვითონ მომწერე. ტელეფონი გავთიშე, ხელები მიკანკალებდა და ვცდილობდი სუნთქვა დამელაგებინა. ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ გუშინდელი ამბავი თავიდან აღარ მშორდებოდა. ვიცი რომ ასე არ დამთავრდებოდა, სამზარეულოში გავედი წყალი დავლიე, ცოტა დაწყნარდი და გადავწყვიტე, რომ მაინც მსურდა მასთან საუბარი. ტელეფონი ხელში ავიღე, ცოტა ხნით შევფიქრდი, გავერკვიე რა მინდოდა მეთქვა, მერე ნაზად მივწერე შეტყობინება, რომ მზად ვიყავი საუბრისთვის. გულიც უცნაურად მიცემდა, ცოტა აღელვებული კი ვიყავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მჭამდა. ერთერთი კაფის მისამართი მომწერა, უმრავ კაფეში ვიყავი მაგრამ აქამდე პირველად გავიგე მისი სახელი ან თუნდაც არსებობა. გული გამალებით მიცემდა, მოვემზადე მუქი ტანსაცმელი ჩავიცვი და მივადექი კაფეს, უფრო რესტორანს გავდა, მანქანას ვაჩერებდი და დავინახე როგორ იდგა შავი მერსედესი G-Class ბრენდით. გადმოვედი და კაფე/რესტორანში შევედი, რესტორანი დიდი და მყუდრო იყო, ძირითადად წითელი ტონებით შემოსილი. კედლები ღია ნარინჯისფერი და ღვინისფერი ნაზად იყო შერწყმული, განათება თბილი, მაგიდები ხისა და მინისგან იყო, თითოეულს პატარა სანთელი ან წითელი ყვავილი ამშვენებდა. ცარიელი იყო, მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა ერთი მამაკაცი, მისი ლურჯი თვალები შემომანათა ადგა და გამიღიმა. ნელნელა მიუვახლოვდი სკამი თავაზიანად გამომიწია და თვითონ ჩემ წინ მოთავსდა, გუშინდელთან შედარებით თბილი და თავაზიანი ჩანდა. მამაკაცი საშუალო სიმაღლის იყო, მუქი, მოკლე წვერით, რომელიც სახე კარგად გამოჰყავდა. თვალები ლურჯი და მკაფიო ჰქონდა, მზერა კი ერთდროულად ჩაფიქრებულიც იყო და ყურადღებიანიც. ხელებით ნაზად ეყრდნობოდა მაგიდას, მოძრაობა მშვიდი, მაგრამ ბუნებრივი ჰქონდა, თითქოს თითოეული ქცევა განზრახ და უნებლიედ ერთდროულად ჰქონდა. ყურადღებიანი და მშვიდი იყო. -მე ანდრია მქვია.-მომიგო მშვიდი ტონით. თავი დავუქნიე -სასიამოვნოა, ანდრია. ჩემი სახელი კი იცი.-მის მიმართ ჯერ მხოლოდ უხეშით გამოვირჩეოდი. -ჩემთვისაც. -გისმენ, ცოტა დრო მაქვს.- ურცხვად მოვიტყუე და თვალებში შევხედე. მის თვალებში ვიძირებოდი ისეთი ფერის ჰქონდა, მაგრამ გაკვირვებული არ ვიყავი არც მე ჩამოვურდებოდი, ჩემი მწვანე და ცისფერი თვალებით. -როგორც ჩანს, გუშინ ძალიან შეგაშინეთ... -სულაც არა, განაგრძეთ..-გავაწყვეტინე და ისევ ჯიუტად მივუგე. -დარწმუნებული ხარ?-და გამიღიმა -დიახ, შენობით ლაპარაკზე გადასულხართ ბატონო ანდრია. -გადავალ თქვენიბითზე ისევ თუ პრობლემა გაქვს. -არა, მალე დაასრულეთ რის თქმასაც აპირებდით. -არაფერს მიირთმევ?-და მიმტანს დაუძახა. საყვარელი გოგონა ეგრევე ადგილზე გაჩნდა პატარა სენსორული პლანშეტით. -არა, მადლობა. -ორი ჩემი საყვარელი კერძი მოიტანე. ნახევრად მშრალი რქაწითელით.-მიუგო ანდრიამ. ისე რომ ჩემი ნათქვამი საერთოდ არ გაუგია. მივხვდი რომ ეს ჩემზე ჯიუტი იყო. -ესეიგი, აქ ხშირად დადიხარ ასე, რომ იციან შენი საყვარელი კერძი. გულიანად გაიცინა. -რა გაცინებს?-ვკითხე ცალ წარბ აწეულმა. - ეს ჩემი რესტორანია, შენ როგორ გგონია, მარტო ჩვენ რატომ ვართ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



