შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედონი (IV თავი)


გუშინ, 03:36
ავტორი ნაამა
ნანახია 45

ჯერ ისევ ნახევარი აკლდა ექვსს როცა სადარბაზოში ნახევრად ჩაცმული თხელი ქურთუკითა და კეტებით გამოვვარდი. ჩანთა მხრიდან მივარდებოდა, ფეხზე თასმებს ვიკრავდი და ქურთუკი ცალხელზე მეცვა. სწორედ ამ ფორმაში ჩავედი სადარბაზოს გასასვლელთან და მის წინ მანქანაზე მიყრდნობილი ერეკლე დავინახე. წამით გავშეშდი, მას კი ჩაეღიმა. ცალი ხელი შარვლის ჯიბეში ედო, მეორეთი კი წითელ მალბოროს ეწეოდა. თმა სახესა და მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი. უბრალო ლურჯი ჯინსი ეცვა, ზევით კი ლურჯი მაისური და მის შუგნით ცისფერი პერანგი ეცვა. მისი გარეგნობის უბრალოება მომწონდა. ფრჩხილებზე ისევ შავი ლაქი ესვა, თუმცაა ცალ ხელზე მხოლოდ არასა და შუა თითზე ესვა. ისეთი კაშკაშა იყო მისი ღიმილი ,როცა მე, ასეთ უცნაურ ფორმაში კიბეებზე ალქაჯივით მორბენალს მხედავდა , რომ მეგონა ვერავინ შეძლებდა მისთვის ნამდვილი მწუხარება ეჩვენებინა. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა გონს მოვედი თასმის შეკვრა დავასრულე და მისკენ წავედი, თან ქურთუკს ვიცმევდი.
-საყვარელი სანახავი ხარ, როცა გობლინივით მირბიხარ სიჩქარეში.
თვალები ლამის დამეხუჭა როცა თმაზე სულ ოდნავ ჩამომისვა ხელი და ჩემზე მაღალმა ნიკაპზე ცერი ამომდო მისთვის რომ ამეხედა. მოჩვენებითი ბრაზით შევჭმუხნე წარბები.
-ანუ იმდენად მახინჯი ვარ რომ გობლინს გაგონებ?
-როგორ გეკადრება საყვარელო. ძალიან ლამაზი ხარ, ასეთ უბრალო ფორმაშიც კი.
-იგივეს თქმა შემიძლია შენზეც.
მონუსხულმა ვუთხარი და თავი ცალ მხარეს ოდნავ გადავაგდე. ერეკლე ღიმილს არ წყვეტდა, არც ჩემი ნიკაპისთვის გაუშვია ხელი და თვალებში ლამის კოსმოსამდე მაშტერდებოდა.
-არ წავიდეთ?
ბოლოს მაინც მე გავტყდი პირველი. ის ხომ ასეთი სექსუალური იყო და ჩვენს შორის ისეთი ქიმია იდგა რომ ამას დიდხანს ვერასოდეს გავუძლებდი.
-ხო წავიდეთ.
ღრმად ამოისუნთქა და მომშორდა. მანქანის კარი თავად გამიღო, მაგრამ სანამ ნებას მომცემდა მასში ჩავმჯდარიყავი სავარძლიდან რაღაც აიღო. როცა მოტრიალდა გამეღიმა. ხელში თეთრ-წითელი მიხაკების თაიგული ეჭირა და გამეღიმა, რადგან ისინი ათასერთ წითელ ვარდს მერჩივნენ. მხოლოდ ერთიც კი საკმარისი იყო ჩემს სახეზსე ღიმილი რომ დაგენახა. პატრა ბავშვივით ამიცრემლიანდა თვალები და ერეკლეს გაეცინა.
-თუ უნდა გეტირა არ გიყიდდი.
-ძალიან დიდი მადლობა. ულამაზესია.
-მაშინ რა გატირებს?
-ის რომ მაინც და მაინც მიხაკები აარჩიე და არა ყველას მსგავსად წითელი ვარდები.
-მე ხომ მურტალო არ ვარ რომ ყოველ თვე ერთი კალათა წითელი ვარდები გაჩუქო.
-ნამდვიალდ არა.
თავით მანიშნა დაჯექიო, ყვავილები უკანა სავარძელზე დადო და კარი თავად მომიხურა. მერე მანქანას მოუარა და სავარძელი დაიკავა. შევნიშნე აივანზე , ნახევრად შიშველად, გადმომდგარი ილია როგორ გვადევნებდა თვალს და თავი დანანებით გავაქნიე. ორი წუთის შემდეგ ერეკლესკენ შევბრუნდი ზედა ტანით და ინტერესით დავაკვირდი მის ნაკვთებს.
-მითხარი, საიდან იცოდი?
-რა?
-ჩემი მისამართი, ან მიხაკებზე.
-მისამართი მარტივი გამოსაცნობი იყო, რადგან ვიცოდი რომ ილიას მეზობელი იყავი, მიხაკებზე კი გამიმართლა.
-იმიტომ რომ ისინი შენი ფავორიტიცაა?
-კი.
ამას რომ ამბობდა იღიმოდა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ერთად-ერთი რაზეც ვისაუბრეთ კიტას მიერ წამოჭრილი იდეა იყო, სადმე დასასვენებლად წასვლის შესახებ. მერე როცა კაფესტან მივდიავრთ გაჭირვებით ვპოულობთ ასასვლელს.
-მეც სულ მერევა ხოლმე როგორ უნდა შეხვიდე. მოიცა აქ ფრთხილად ცოტა ყანყალებს კიბე.
-მოსაკლავად მოგყავარ ხო?
-ხო , იმისთვის რომ წარმატებული ვიყო მსხვერპლებს ვწირავ ხოლმე დემონებს.
ისეთი სერიოზული სახით და ხმით მითხრა რომ სიცილის მაგივრად საშინელი , ნამდვილად დემონის მსგავსი ხმები აღმომხდა და ლამის კიბეებზე დავგორდი, მას რომ მაჯაში ხელი არ ეტაცა და გავეჩერებინე.
-მართლა შენი სიკვდილი კი არ მინდა. ფრთხილად. ცოტა უცნაური იქნება პირველივე პაემანი ასე რომ დასრულდეს.
-ნამდვილად. მერე რომ მკითხავენ როგორ მოვკვდი საინტერესო მოსაყოლი იქნება.
-კი ვხედავ რატომ და როგორც ხარ ილიას მეგობარი.
-კი ხო?
ღიმილით ვუდასტურებ და ისიც თავს მიქნევს. შენობაში შესვლისას იქაურობას თვალს ვავლებ. მრგვალი მაგიდები დგას, ძველი სტილის შპალერია კედლებზე გაკრული და უამრავი ფერწერული ტილო. პატარ -პატარა ქანდაკებებითა და ვინტაჟური ნივთებით გაფორმებული გარემო. მაგიდებზე აბაჟურები დგას. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს გასულ საუკუნეში ვარ და ბებიას ვესტუმრე, ან იქნებ მამიდას. ყოველ შემთხვევაშ თავს სახლში ვგრძნობ.
-სად გირჩევნია? აქ თუ გარეთ?
-არ ვიცი შენ აირჩიე.
-მაშინ გარეთ, იქ არავინაა.
გამეღიმა. კარი გამიღო და გამატარა. შეიძლება პრინცესასავით არ მექცეოდა და იმ მცირედს აკეთებდა რაც უნდა გააკეთო, მაგრამ ესეც საოცრად სასიამოვნო იყო. ყურადღების მსგავსი პატარა დეტალებით გამოხატვა ხომ ძალიან ლამაზია, მაგრამ თან რთულად შესამჩნევი. ერთმანეთის პირისპირ დავსხედით და მოსაცმელები ჩემს ჩანთასთან ერთად გვერდით სკამზე დავდეთ. მიმტანმა გათბობა ჩაგვირთო და მენიუ მოგვიტანა.
-გთხოვ მითხარი რომ სხვა გოგოებს არ გავხარ და არ დაიწყებ არ მშიაო.
-არა ნუ ღელავ.
-მაშინ რა ვჭამოთ?
-რას იტყვი, პიცაზე?
-კარგი იყოს პიცა. პეპერონი თუ მარგარიტა?
-შენ რომელი გინდა?
-მე შენ გკითხე ნისიმე.
-მარგარიტა.
-მაგიტომ მომეწონე.
მის აშკარა აღიარებაზე გვერდულად ჩამეცინა და თვალი ავარიდე. საბოლოოდ საფერავსა და პიცაზე შევჯერდით.
-ახლა უყურე.
ეშმაკურად მომღიმარი ნახევრად წამოდმგარი მიყურებდა და საჩვენებელი თითი ამიწია. მერე ფეხზე წამოდგა, ნაბიჯში გაჩნდა კართან და ძველებური ტელეფონი აიღო. ის რომელიც უნდა დაგეტრიალებინა ნომრების ასაკრეფად , ხომ გახსოვთ? ყურმილი ყურზე მიიდო და რამდენჯერმე დაატრიალა რომ ციფრები აეკრიფა.
-ეგ მუშაობს?
-ნახავ.
იმ მომენტში ისე მოწმონდა გამათბობლის წითელი განათების ფონზე, ძვლებური ტელეფონით ყურზემიდებული ერეკლეს სილუეტი რომ თავი ვერ შევიკავე ჩანთიდან მობილურის ამოღებისა და მისთვის ფოტოს გადაღების. როცა შეამჩნია რომ ვუღებდი პოზირება დაიწყო, მეცინებოდა, რაღაც გიჟივით.
-გამარჯობა შეკვეთის მოცემა გვინდა... დიახ.
ყურმილი დადო და თავის ადგილს დაუბრუნდა ჩემს წინ.
-მანახებ?
-რას ?
-რაც გადაიღე რა თქმა უნდა.
სანამ მიმტანი მოდის და ერეკლე შეკვეთას ეუბნება, მე ტელეფონს ვხსნი და გალერიაში მის ფოტოებს ვეძებ.
-მარცხნიდან მარჯვნივ გადაყევი.
-გეშინია რომ რამე შენსას ვნახავ?
-დასამალი არაფერი მაქვს ყოველ შემთხვევაში.
ერეკლე თავის თავს უყურებს და ეღიმება. მერე ჩემს ტელეფონს მიბრუნებს და ჯიბიდან თავისას იღებს.
-სამართლიანობა მოითხოვს რომ შენ თუ ჩემი ფოტოები გაქვს მე შენი მქონდეს.
ნათვამის გააზრებას ვერც ვასწრებ ისე სწრაფად მიღებს ფოტოს და ღიმილით აბრუნებს მას ჯიბეში.
-ეგ რა წესია, შენ შეგეძლო მომზადებულიყავი.
-მოულოდნელი ფოტოები ყველაზე ბუნებრივი და ლამაზია ხოლმე.
-კარგი სიტყვაზე გენდობი.
ორივე ვჩუმდებით, ხედს ვუყურებ და მეღიმება რადგან ყველაფერი იდეალურად აარჩია. როგორღაც ისიც კი გაითვალისწინა რომ ხალხმრავლობა არ მიყავრს. ეს უკვე ვიცი როგორც გაიგო. მაშინ ვთხარი ტელეფონზე რომ ვსაუბრობით რომელიღაც დღეს.
-რამე მომიყევი.
-რა მოგიყვე ერეკლე?
- არ ვიცი, რამე შენს ბავშვობაზე? იმას უკვე მივხვდი რომ ინტროვერტი ხარ.
-ამიტომ მომიყვანე აქ?
-ხო.
გავუღიმე და მაგიდის ქვეშ ფეხი ფეხზე გადავიდე. თან ხელებით სკამის მკალვებს ვეყრდნობოდი.
- ოქეი, დავფიქრდეთ რა არის საინტერესო... არ ვიცი მაგალითად ილიას ბაღში ყოფნისას კაბებს ვაცმევდი ხოლმე და დედაჩემის მაკიაჟით ვტყაპნიდი.
ერეკლეს სიცილისას მხრები უთრთის.
-სერიოზულად?
-კი, საკმაოდ საზიზღარი ბავშვი ვიყავი. ყველა გარაჟის თავზე, ყველა პირველის ართულის აივანსა და გისოსებიან დანჯრებზე, მანქანებზე, ხეებზე. ყველგან მე და ილია ვიყავით. ზაფხულის ფავორიტი გასართობი ფეხბურთის მოედნის გისოსებზე აძრომა, ზედ შემოჯდომა და იქიდან თამაშის ყურება იყო. არ მკითხო გადმოვარდნის რატომ არ მეშინოდა.
-წარმომიდგენია როგორ მიცოცავ.
-შემიძლია განახო, ჯერ ისევ მაქვს ეგ უნარი.
-არა იყოს არ მინდა რამე იტკინო.
- როგორი მზრუნველი ხარ.
-მე და ილია როგორ შევხვდით იცი?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ისიც ჩემსკენ ოდავნ გადმოიხარა, მაგიდაზე ხელები დაალაგა და ერთმუშტად შეკრა.
- ზაფხული იყო, დაახლოებით 11-12 წლის ვიქნებოდი . მამიდაჩემთან სვანეთში სტუმრად წავედი.
-მეგონა შენც სვანი იყავი.
-ვარ, უბრალოდ იქ არასდროს მიცხოვრია. მოკლედ ერთ მშვენიერ არც ისე ცხელ დღეს, როცა ძვირფასმა მამიდამ გადაწყვიტა რომ მის მეგოაბრთან გავეგზავნე რაღაცის მოსატანად , ულამაზეს გარემოში ნელა ჩემთვის მივბოდიალებდი და საშუალო სიმაღლის კოშკის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ილია თავში პირდაპირი გაგებით დამეცა.
სიცილის შესაკავებლად პირზე ხელი ავიფარე.
-არაა? სულ ვიცოდი რომ ნაგიჟარი იყო , მაგრამ არც მაგდენად.
ამის მერე ჩვენი საჭმელი და ღვინოც მოიტანეს. ერეკლე მიყურებდა და ხმას არ იღებდა. მსგავსი მომენტიც კი ისეთი სასიამოვნო იყო რომ არ ვიცოდი როგორ უნდა წავსულიყავი დღის ბოლოს სახლში. ერეკლე ყველაზე წარმოუდგენელ ისტორიებს მიყვებოდა ილიასთან ერთად გადახდენილს. მიყვებოდა თავის უფროს დაზე, რომელსაც საერთოდაც არ სჭირდებოდა გვერდით ვინმე ძლიერის ყოლა, რადგან ეს ძლიერი ადამიანი თავადვე იყო, თუმცა ერეკლესგან ისეთი მუხტი მომდიოდა დარწმუნებული ვიყავი საყავრელი ადამიანებისთვის იასონიც გახდებოდა, დავითიც და ორფევსიც.
-დედაჩემი კლასიკის გიჟია და მაგის გამო რამდენიმე წელი ვიოლინოსა და პიანინოს გაკვეთილებზე მატარა.
-გამოდის დაკვრა იცი?
-რა თქმა უნდა.
-ცოატ უცნაურია როცა ვიოლინოდან სეტზე გადადიხარ. უი მართლა როდის ვნახავ შენს ჩანაწერს?
-ამ დღეებში დაიდება და გამოგიგზავნი.
-მოუთმენლად ველოდები. არ ვიცი როგორ აგიხსნა, იქ რომ დგახარ მგონია რომ ყველას დამორჩილება შეგიძლია.
-მართლა? მე კიდე სახესაც ვერ ვიმორჩილებ.
-სამაგიეროდ ვინმეს დაკვრა ასე უხდებოდეს არასოდეს მინახავს.
პიცის ნაჭერი ავიღე და თვალებში მივაშტერდი.
-მართლა მიხარია რომ მოგწონს. პაემანზე მოსაყოლი თემა არაა ალბათ მაგრამ, მამაშენს რა მოუვიდა?
ღრმად ჩავისუნთქე და ღვინით ნახევრად სავსე ჭიქა ბოლომდე გამოვცალე, როგორმე მომხდარის გასახსენებლათა და ხმამაღლა სათქმელად გამბედაობა რომ მომეკრიბა. ამ თემას მუდამ გავურბოდი ხოლმე, განსაკუთრებიტ ახალგაცნობილ ადამიანებთან მოყოლისაგან.
-კარგი დაწყნარდი, არ მოყვე თუ გინდა, უბრალოდ ...არ ვიცი მაინტერესებდა?
-არა მოგიყვები. მერვე ან მეშვიდე კლასში ვიქნებოდი ავარიაში რომ მოყვა. თავის ბიძაშვილთან მიდიოდა და ავტობანზე მომავალი ტრაილერი დაეჯახა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, რამდენიმე დღე უგონოდ იყო, თუმცა ყველაფერი რიგზე ჰქონდა. მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები და დალურჯებები. მეცხრე კლასს ვამთავრებდი, როცა სახლში მისულმა გონებადაკარგული ვიპოვნე. დაპანიკებულმა სასწრაფოს როგორ გამოვუძახე არ მახსოვს, მოვიდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ანალიზები აუღეს. თუმცა არსად არაფერი ჩანდა ისეთი , რის გამოც შეიძლება ცუდად ყოფილიყო- მის სახეზე მწუხარებასა და ინტერესს ვკითხულობდი. ვიცოდი რომ მართლა მისმენდა და ეს მომწონდა- ეს ყველაფერი ალბათ ოქტომბრამდე გაგრძელდა. ის გონებას აკრგავდა, ერთხელ საჭესთან მჯდომიც კი გაითიშა და ავარიაშ მოვყევით. სწორედ ამის მერე აღმოვაჩინეთ რომ პირველი ავარიის შემდეგ ტვინში ანევრიზმა გაუჩნდა. ამის გამო გამუდმებით თავი სტკიოდა და ღებინება აწუხებდა. ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა თუმცა ექიმმა უარი თქვა რადგან იმდენად დიდი ზომის იყო შეიძლებოდა საოპერაციო მაგიდაზე დაეკარგა. მახსოვს როგორ იწვა ბოლო კვირას საწოლში და ვუვლიდით. ყველაზე ცივად კი ის მომენტი ამხსოვს როცა უკანასკნელად მომეფერა, გულში ჩამიკრა, მერე შუბლზე მაკოცა და მითხრა მიყვარხარო. ამის მერე გადაბრუნდა და დაიძინა.
-ძალიან ვწუხვარ. არც კი შემიძლია წარმოვიდგინო რას განიცდიდი.
-იმედი მაქვს ვერც ვერასდროს გაიგებ. მაგრამ ეს ძველი წლების წინანელი ამბავია.
-და დედაშენი ? ის როგორაა?
-დედა შვედეთშია.
-მართლა?
-კი მე დაახლოებით 19 წლის ვიყავი ან შეიძლება უკვე 20-ის ვხდებოდი როცა სამსახური შესთავაზეს და წავიდა. ფაქტობრივად ილიას მშობლები მივლიდნენ.
-მომწონს.
-რა?
-ის რომ იცი დამოუკიდებლად როგორ იარსებო.
-ხო მეც.
ამის მერე ერეკლე თავის ბავშვობასა და უფროს დაზე ისტორიების მოყოლას აგრძელებდა. მერე აღმოვაჩინეთ , რომ მის უკან ძველიებური მაგინტაფონი იდგა, წინ დალაგებული კასეტებით. ფეხზე დაინტერესებული წამოვდექი და ერეკლეს ზურგს უკან მთებად დალაგებულ დისკებს შევავლე თვალი.
-რამის ჩართვა გინდა?
-შენ არა? მეგონა მუსიკა გიყვარდა.
-რა თქმა უნდა მიყვარს- ერეკლე ნახევარი ტანით იყო ჩემსკენ მობრუნებული და ხელებით საზურგეს ეყრდნობოდა. ცოტახანს მიყურა, სანამ კასეტების წარწერებს ვკითხულობდი რამე რომ ამერჩია. მერე ფეხზე ადგა და ჩემს უკან აისვეტა. ლამის წავაქციე როცა სიხარულისგან შევხტი ჩემი საყავრელი ჯგუფის აღმოჩენისას, უფრო სწორად ჩემი საყავარელი ჯგუფუს, ფავორიტი მუსიკის აღმოჩენისას. -ღმერთო მშვიდად.
-არც კი მჯერა რომ აქვთ.
-მანახე.
კასეტა გამოამრთვა, რომ წარწერა წაეკიტხა და თვალები გაუნათდა.
-შენიც?
-არ მითხრა რომ...
-რა თქმა უნდა. ყველას ვისაც როკი უყვარს ავტომატურად ისინიც უყავრს. მაგრამ მთლად ეს არაა ჩემი ფავორიტი.
-სამაგიეროდ ჩემია. ჩავდო?
ზურგსუკან მდგომს ქვემოდან ავხედე და გავუღიმე. ვგრძნობდი მისი ხელი მხარზე როგორ მეხებოდა.
-როგორც გინდა.
-მგონი ჩვენს პაემანს მოუხდება.
გავუღიმე და მაგინტაფონი გავხსენი რომ შიგ კასეტა ჩამედო.
-იცი როგორ უნდა ჩართო?
-კი ბავშვობაში მქონდა მსგავსი.
-იმედია მეზობლები არ გკლავდნენ.
-არა. ეგრე ხმამაღლაც არ ვუსმენდი.
ცოტახანში როცა როგორც იქნა კასეტა დაკვრას იწყებს, რადგან ხარვეზი ჰქონდა, შესაძლოა ხელახლა ჩასახვევიც კი იყო, მეღიმება და ერეკლეს ვუყურებ. ორივენი ვსხდებით და pink floyd-ის “ wish you were here”-ის ფონზე წითელ ღვინოს ვსვავთ. ერთმანეთს საკუთარ თავებზე უფრო და უფრო მეტს ვუყვებით და სწორედ მაშინ, ჩემი საყვარელი სიმღერის ფონზე, უკვე საკმაოდ შემთვრალი ვეკითხები.
-სულ მაინტერესებდა.
-გისმენ.
-იმ რაღაცით ხომ უკრავთ მუსიკას...
-სეტს გულისხმობ?
თავი ოდნავ გვერდით გადააგდო და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
-არ ვიცი რაც არის, აი დისკივით რო ტრიალებს და ყველაფერი.
-ხო. მერე?
-წინასწარ ჩაწერილს უშვებთ თუ ადგილზე აწყობთ?
-მეხსიერების ბარათზე გვაქვს ტრეკები რომლებიც გვგონია რომ ერთმანეთს მოუხდება, გასწავლი მერე როგორ დაუკრა.
-სერიოზულად? გახსოვს ხო რომ უსმენო ვარ და გიტარაზე დაკვრაც ძლივს ვიცი.
-მახსოვს, მაგრამ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ გასწავლი.
-მადლობა.
-ჯერ არაფერი გამიკეთებია. წინასწარ კი მადლობის თქმა ცოტა უაზრობა მეჩვენება. გინდა აქედან რომ წავალთ სადმე გავიაროთ?
-შეიძლება , რატომაც არა?!
-ვგულისხმობ, სახლშ ხომ არ გეჩქარება?
-საერთოდ არა.
ხელს დავეყრდენი და მას მივაშტერდი. მაგნიტაფონში მეოთხე წრეზე წასული ჩვენი მუსიკა გამოირთო. ერეკლემ გამომხედა, მერე ფეხზე ადგა და კასეტა ამოიღო. ცოტახანს მთად დადგუმლ სხვა ჩანაწერებთან იდგა, მერე სასურველს მიაგნო და ჩადო, თიმცა ვერა და ვერ ჩართო. მის წარუმატებელ მცდელობებზე მეცინებოდა.
-რატო დამცინი?
-იმიტომ რომ არასწორად აკეთებ.
-მაშინ მოდი და მაჩვენე სწორად როგორ უნდა გავაკეთო.
-მოდი.
ისევ ავდექი და მის გვერდით მდგარი მაგინტაფონისკენ დავიხარე. ვხედავდი როგორ მიყურებდა და დარწმუნებული ვიყავი, მშვენივრად იცოდა როგორც უნდა ჩაერთო, უბრალოდ ხანდახან ჩემს გასართობად თავის გამოშტერება უყავრდა და იმის მტკიცება რომ რამე არ იცოდა, რაც ჩემზე ბევრად უკეთ გამოსდიოდა. მუსიკა რომ დაიწყო და “ loverman” ამოვიცანი.
-იცი რა?
-აბა რა ნისიმე?
- შეიძლება ბევრი რამე არა მაგრამ აი ეს- საჩვენებელი თითით მაგნიტაფონი და კასეტების პატარა მწკრივები წრეში მოვაქციე და მას ავეხდე- ნამდვილად საერთო გავქვს.
-და ეს ძალიან ძალიან მაგარია. კიდევ ხომ არ დავლიოთ ერთი ჭიქა?
- არ ვიცი.
-ცუდი სიმთვრალე გაქვს?
-ეგ შენ მითხარი? რომ გამიცანი იმ დღეს არ მოგეწონე?
-როგორ არა.ანუ კიდევ ერთი ჭიქა.
ისევ იმ ძველებური ტელეფონის გამოსაყენებლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ტუჩზე ვიკბინე. მისი მოძრაობა, უბრალოება და თან მაინც ასეთი თავდაჯერებულობა ისეთი მომხიბვლელი იყო შეგეძლო ამის სანახავად ისევ და ისევ გაბრუებულიყავი ათასი სხვადასხვა წამლით, ნება მიგეცა ყველასთვის ფეხქვეშ გაეთელე ოღონდ ისევ გენახა. ვერ დავიჯერებდი , რომ ერეკლეს თაყვანისმცემლების რიგი არ ედგა და რომ გოგოები მასთან მხოლოდ „გამარჯობას“ სათქმელად ერთმანეთს არ ხოცავდნენ. სამაგიეროდ ის ახლა მე მყავდა. ვერაფერს იტყვი მუდამ შემეძლო პოპულარული ბიჭების გარემოცვაში ყოფნა, მათ გვერდით დგომა და იმით ტკბობა როგორ შურდათ სხვებს ჩემი. იმის ყურება თუ , როგორ უნდოდა გარშემო ყველას ჩემს ადგილას მდგარიყო თუმცა მე იქ შემთხვევით მოხვედრილი გოგო ვიყავი.
Loverman-ს night moves მოჰყვა, მერე For What It's Worth, I Was Made For Lovin' You, საბოლოოდ კი You Give Love A Bad Name-ით დავასრულეთ მაგნიტაფონის გამოყენება , რადაგნ დარჩენილი სიმღერები ის არ იყო რისი მოსმენაც მოგვწონდა ან ვიცოდით.
კაფიდან 10 საათისთვის წამოვედით, კიბეებზე რომ ჩამოვედით და სადარბაზოს აკრი გამიღო ღიმილით ავხედე და ქუჩაში გამოვედი. ნაბიჯი მანქანისკენ წავდგი,მაგრამ ნაკანმა ხელი მაჯაზე მტაცა და მის სხეულს მსუბუქად მივეჯახე.
-მანდ არა
ამჯერად თვალები მართლაც დავხუჭე როცა წინ ჩამოშლილი თმა ყურსუკან გადამიწია და მეც 4 ჭიქა წითელი ღვინის და მისი სიახლოვისაგან გონება არეული , ნაკანის გაზაფხულის მსგავს მწვანე თვალებში ჩავიკარგე.
-სად მივდივართ მაშინ?
-ფეხით გავისეირნოთ.
თავი დაუფიქრებლად დავუქნიე. მისი ხელის სულ ოდნავი შეხებაც კი მაჰიპნოზებდა და ტრანსის მსგავს მდგომარეობაში გადავყავდი. მახსოვს სანამ ქუჩას გავუყვებოდით, ბარდიურის შუაში მდგომი მიმატოვა და მანქანიდან რაღაც აიღო. რომ მომიახლოვდა მერე შევამჩნიე რომ ჟაკეტი ეჭირა ხელში. არც კი მიგრძვნია ისე გამეღიმა.
-შევნიშნე როგორ კანკალებდი აივანზე ჯდომისას, მოდი ეგ მოსაცმლეი მომეცი.
არც კი დაუცდია ჩემთვის. თვითონ გამხადა და ჟაკეტის ჩაცმაშიც მომეხმარა, მერე ქუდი წამომაფარა და ჩემი მოსაცმელი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ყველაზე უცნაური და სასიამოვნო ის იყო რომ მას თან ჟაკეტი ჰქონდა, რომელიც ჩემს ჩაცმულობას არა თუ აფუჭებდა,არამედ პირიქით. შეიძლება ისიც რომ პირველ პაემანზე არცერთმა თავი არ გამოვიდეთ და კლასიკურ სამოსს ყოველდღიური ჩაცმულობა ვარჩიეთ.
-მადლობა.
-ეს ხომ არაფერია.
ვერც კი გავიაზრე ისე უცბად მომაწება ტუჩები შუბლზე და მერე წინ წავიდა. როცა შენიშნა რომ არ მივყვებოდი მოტრიალდა, თუმცა უკან უკან სვლა გააგრძელა.
-არ მოდიხარ ნისიმე?
-მოვდივარ ნაკანი.
თავი გადავაქნიე და ჩემგან საკმაოდ დაშორებულისკენ სირბილით წავედი. ნაკანმა ჩემი ხელი დაიჭირა როცა გვერდზე უნდა ჩამექროლა და ტაბიძის შესახვევამდე სირბილით გავედით. მახსოვს მერე დიდხანს დავბოდიალებდით. აფხაზის ქუჩას მივუყვებოდით ერეკლემ რომ მკთხა.
-ცნობისმოყავრეობის გამო გკიტხავ. ვინმეს ხვდები? ან მოგწონს? ან რაიმე სიტუაციურ ურთიერთობაში ხარ?
ერეკლეს გავხედე და სახეზე გაკვირვება დამეწერა. არ ველოდი ამას რომ მკითხავდა, რადგან მე მას პაემანზე გამოვყევი. თავი გავაქნიე და ბავშვიან ქალს გვერდი ავუქციე.
-არა. რა თქმა უნდა არა. ასე რომ იყოს პაემანზე არ წამოგყვებოდი. არავინ მომწონს, არავის ვხვდები. შენ?
- არა.
რამდენიმე ნაბიჯი ჩუმად გადავდგით მერე ერეკლემ ლაპარაკი დაიწყო. მიყვებოდა თავის ძველ მეგოაბრთან ერთად ქართლის დედასთან მდებარე ტაძრის ეზოში როგორ ადიოდნენ და სბოლოოდ იქ ასვალზეც შევთანხმდით. მე ჩემსა და ილიაზე ვუყვებოდი. აფხაზის ქუჩა ბოლომდე ჩავიარეთ და მერე პატარ-პატარა, ადრე უნახავი ქუჩებით ავბოდიალდით ეკლესიის ეზომდე. აღმართს რომ მივყვებოდით სწორედ მაშინ ვუყვებოდი ერეკლეს.
-სკოლაში სულ თავიდან მხოლოდ მე და ილია ვიყავით მეგობრები, სანამ თალია და თაკო გადმოვიდოდნენ.
-თაკო?
-არ იცნობ, გაგაცნობთ არ იდარდო.
გავუღიმე და მუხლებს დავეყრდნეი რადგან აღმართებზე სიარული აღარ შემეძლო.
-ვეღარ ვსუნთქავ. აშკარად არ მიშველა სიგარეტისთვის თავის დანებებამ.
ის უკვე ჩემს წინ იდგა ავხედე და გამეცინა, რადგან დოინჯშემორტყმული მელოდა როდის გავაგრძელებდით გზას.
-მიდი ცოტა დარჩა და დავსხდებით.
-არავითარი ფეხით აღმართებზე სიარული შემდეგ პაემანზე.
თითი გამაფრთხილებლად ავუწიე და მანაც დანებების ნიშნად ხელები ასწია.
-როგორც იტყვით მილედი.
კიდევ რამდენიმე წამს ვიდექი მსგავსად, მერე გავსწორდი და უკან გავყევი თან ამბის მოყოლა გავაგრძელე.
-მოკლედ მერვე კლასმდე მხოლოდ მე და ილია ვიყავით, რა თქმა უნდა მას სხვა მეგობრებიც ყავდა. კლასის ბიჭები, უფროს კლასელები და ასე შემდეგ. მერვეში თაკო და თალია რომ გადმოვიდნენ ერთ პატარა ჯგუფად ჩვენ ოთხნი შევიკარით სწორედ მაშინ დაიწყეს ჩვენმა მასწავლებლებმა უცნაური სახლებეის შერქმევა ჩვენთვის.
-მაგალითად?
-უიღბლოები, მიუხედავად იმისა რომ სკოლის ყველაზე პოპულალური სამეგობრო ვიყავით.
მხრები ავიჩეჩე.
-სერიოზუალდ? უცნაურია.
-მაგას არ გიყვებოდი-სიცილით გავაწყვეტინე, იმის თქმა მინდოდა, რის გამოც დავიწყე.- მერე გუკა გადმოვიდა და მეთერთმეტე კლასიდან ბოლომდე უიმედოებს გვეძახდნენ. როცა რამე სჭირდებოდათ ჩვენს სახელებს უიმედოს აყოლებდნენ.
-როგორც უიმედო ნისიმე?
-და უიმედო ილია, უიმედო თაკო... ასე შემდეგ მოკლედ.
-ღმერთო ძალიან სახალისოა. დერეფანში რომ მიდიხარი და მასწავლებელი ჰეი უიმედო ნისიემ მოიხედე!
-ახლა უკვე დამცინი.
-ნიქნეიმად უნდა დაგაწერო.
-ნაკანი!
-ერეკლე!
-ნაკანი!
-ერეკლე მეთქი.
-არა ნაკანი.
-ერეკლე!
წარბები შევჭმუხნე და ისიც ჩემსკენ შემოტრიალდა.
-სახელს რატომ არ მეძახი?
-იმიტომ რომ შენი გვარი ძალიან მომწონს. თან სახელივით ჟღერს ჩემთვის.
ერეკლეს გაეღიმა. ამასობაში ეკლესიის ეზომდეც მიევდით და რადგანაც ყველა სკამი დაკავებული იყო, განცალკევებით მოაჯირთან ჩამოვდექით. მას რომ მივეყრდნი და განათებულ ღამის თბილისს გავხედე ერეკლე გვერდით ამომიდგა, თუმცა ქალაქისკენ ზურგშექცევით. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და სანამ გაუკიდებდა მკიტხა.
-შეიძლება?
-ის რომ მე არ ვეწევი არ ნიშნავს რომ არც შენ უნდა მოწიო.
- აღარ ვეწევიო მემგონი ხო?
თავი დავუქნიე.
-რატომ?
- რაღაც დროის მერე მივხვდი რომ ადრე სიკვდილი საერთოდ არ მინდა.- ხელებით მაჯირს ჩავეჭიდე და ტანით უკან გადავიხარე, თან ოდანვ უკან გადაგდებული თავით უკეთ ვხედავდი ნაკანის სიმპათიურ ნაკვთებს.- იმდენი რამეა ამ სამყაროში რისი გაკეთებაც მინდა. იმდენი რამე რაც მინდა რომ ვცადო და თუ მალე მოვკვდები გული ძალიან დამწყედება რომ ვერ შევძელი.
-ვერ გაიგებ.
-შეიძლება, ან შეიძლება გავიგო კიდეც. აგნოსტიკი ვარ ასე რომ ყველა შესაძლებლობა უნდა დავუშვა.
-საინტერესოა. მაგალითად რისი გაკეთება გინდა?
ჩავფიქრდი და მერე ღიმილით შევხედე.
- road trip ის მოწყობა მთელი თვით, რციგურებზე სრიალის სწავლა, იდეალური კოცნა, პაემანი პრადოს მუზეუმში. არ ვიცი კიდევ ძალიან ბერვი რამ არის. შენ არაფერი გინდა მუსიკის გარდა?
-მგონი შენი გეგმები მომწონს.
მწვანე თვალები პირდაპირ ჩემს კამკამა ცისფერ თვალებს მოანათა, რომელიც ლამის სიბნელეში ანათებდნენ.
-ძალიან კარგი.
ერეკლე მოაჯირის ქვეშ ბეტონზე დაჯდა და მეც გვერდზე მივუჯექი. ეს გავაკეთე თუ არა თითქმის მაშინვე სიგარეტი მოისროლა და თავი კალთაში ჩამიდო. სულ წამით ან შეიძლება ორით გაოცებული ვუყურებდი, მერე მექანიკურად შევუსრიალე თითები თმაში და დავიანხე როგორ ჩაეღიმა.
-მგონი ვიღაც დაიღალა.
-საერთოდაც არა. ჯერ ისევ შემიძლია შენთან საუბარი და შენი სახლამდე მიცილება როცა აქედან წავალთ.
-გინდა წავიდეთ?
-არა. ხომ არ გცივა ისე? შეგვიძლია მანქანასთან ჩავბრუნდეთ და გათბობას ჩავრთავ.
-არ მინდა.
მისკენ ვიხრები და თავს მხარზე ვადებ. ისე ახლოს ვარ რომ მის სურნელს გაჭირვებით, თუმცა მაინც ვარჩევ. ასე დიდხანს ვსხედვართ. ერეკლე მიყვება რას აპირებს თურქეთში მოგზაურობისას და მეც სიამოვნებით ვუსმენ, თითქმის ოცი წუთის შემდეგ სწორდება და ზურგით მპაჯირს ეყრდნობა. სიაგრეტს უკიდებს. იმ მომენტში ისე ძალიან მინდა მოწევა , რომ თავს ვერ ვიაკვებ.
-მომაწევინებ?
-არა.
-გთხოვ.
-შენ ხომ ნაადრევად სიკვდილი არ გინდოდა? გეგმებს რა მოუვიდა?
-ერთი ღერი რა.
-კარგი, მხოლოდ ერთი, მაგრამ დამპირდი რომ მოწევას არ დაიწყებ.
მხოლოდ თავს ვუქნევ, რადგან იმ პირობებს არასდროს ვდებ რაზეც ეჭვი მეპარება შესრულდება თუ ვერა. ღერს მიწვდის და სანთებელის ანთებას ცდილობს,არაფერი რომ გამოდის ცალი ხელით თავს მიკავებს და თავის ღერიდან მიკიდებს. კვამლის გამოშვებისას ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და თვალებს ვერ ვაშორებ. თავს ვიჭერ როგორ გამირბის ხოლმე მზერა მისი ტუჩებისკენ და მოშიშვლებული ყელისკენ, მაგრამ ვახსენებ რომ ეს მხოლოდ პირველი პაემანია და სიჩქარე კარგს არაფერს მომიტანს.
უხმოდ მოვწიეთ და მერე კიბეებზე დავეშვით. იქიდან რომჩამოვედით ერეკლემ, რომელიც როგორც აღმოჩნდა არც ისე იყო მორცხვი, თუმცა სასმელთან ერთად სულ უფრო თამამდებოდა და თამამდებოდა , ხელი მომკიდა და დამატრიალა,. მეც სიცილით ავყევი ცეკვის მსგავს მოძრაობებში და ასე გავიარეთ ის რამდენიმე მოკლე ქუჩა გუდიაშვილის პარკამდე. მერე კაფემდე გზა ისე გავაგრძელეთ თავისუფლებაზე აღარ გადაგვიხვევია, თუმცა ერეკლე ლამის ყოველ ნაბიჯში ცდილობდა რაიმე მოულოდნელი გაეკეთებინა. ხან მატრიალებდა, ხან ხელს მკიდებდა და მირბოდა ხან ფოტოს მიღებდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ორ მთვრალ არანორმალურს, რომლებმაც ყველაფერზე, მაგრამ საბოლოოდ არაფერზე ისაუბრეს და ყველაზე სასიამოვნო პირველი პაემანი გაატარეს რაც კი შეიძლებოდა.
მანქანაში ჩავსხედით თუ არა ნაკანმა გათბობა და მუსიკა ერთდროუალდ ჩართო. ჩემგან განსხვაევბით მის playlist- ში როკი არცისე ხშირი იყო, სამაგიეროდ რითმული მუსიკა ჭარბობდა. უფრო მეტად დისკო და ელექტრო.
-ვფიქრობ ეს უნდა მოგეწონოს.
სასიამოვნო უცნობი ინსტრუმენტისა თუ საგნის მონოტორული ხმები და აპარატურით დამშავებული რითმები მაიძულებდნენ ხელით ან თუმდაც ფეხით ავყოლოდი. შიგადასიგ სიტყვებიც ისმოდა და მე ერეკლეს თვალს არ ვაშორებდი. ტუჩები გაოცებისა და სიამოვნებისგან ერთმანეთისგან დაშორებული მქონდა. ის იღიმოდა და საჭეზე ხელებს ათამაშებდა. მისი მოზრდილი ხვეული თმები მომწონდა, მისი ელფის ხმაც და გრძელი თითებიც. შეიძლება ნახევარ ღმერთი იყო, ან დემონი. ვინ იცის?! მთავარი ის იყო რომ თვეზე ნაკლებში მომხიბლა და მინდოდა რაც შეიძლებოდა ხშირად მესაუბრა მასთან, მეტი დრო გამეტარებინა და მისი შეხება ისევ მეგრძნო. საოცრად უცნაურია როცა მსგავსი მიჯაჭვულობა, თუ დამოკიდებულება, ასე მალე გიჩნდება. სახიფათოც კია, რადგან ასეთ დროს თვალებს ვიბმავებთ და სათვალეებს ვიკეთებთ ვითომ ბრმანი ვიყოთ.
-ძალიან მომწონს. იცი? მგონი ჩემი music dealer გახდები მომავალში.
-ესიგი მოგეწონა?
-მომეწონა. სახელს არ მეტყვი.
-ერეკლე
სიცილით გამომხედა და მეც გამეცინა მის საქციელზე.
-იდიოტო-მხარზე ხელი ოდნავ მიავრტყი- რაც მომასმენინე იმის
-მეტკინა!
-სულაც არა!
-დიახაც მეტკინა.
-კარგი რითი გამოვისყიდო?
-რომ ჩამოვალ მერე მოვიფიქრებ.
-კარგი როგორც გენებოს, ანუ სახელს მაინც არ მეუბნები?
-flying away with you
ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფოდ მოვძებნე რომ არ დამვიწყებოდა. ერეკლეს მომღიმარ სახეს ვარჩევდი.
-იცი მგონია რომ როცა სახლში მიდიხარ წარმოიდგენ იმ დღეს რა მუსიკა მოუხდებოდა.
-უფრო მომენტებს, მაგრამ საერთო ჯამში კი. ყველა მოვლენას თავის მელოდია აქვს.
-მე კიდე მგონია რომ სიტყვებიც ძალიან მნიშვნელოვანია.
-არც იმდენად. - თავი გააქნია და შემომხედა.
-შეიძლება არ ვიცი. სამაგიეროდ მე პირიქით, მელოდიის მოსმენნისას თვალწინ რაღაცეები მიტრიალებს ხოლმე.
-მართლა?
-მართლა. მაგალთად შენ რომ გამომიგზავნე წიანზე, მისი მოსმენისას თვალწინ ზაფხულის კადრები მედგნენ, ის რამეები რაც ჩემს მეგობრებტან ერთად გამიკეთებია, ან არც. უბრალოდ უფრო თბილი ფერები და ემოციები მოაქვს.
-საინტერესოა, ასე არასოდეს შემიხედავს მგონი.
არა და მოგვიანებით გამომიტყდა რომ იმ საღამოს იცრუა. მასაც მსგავსი ემოციები ეღძვრებოდა როცა იმ მუსიკას უსმენდა. სახლთან რომ გამიჩერა ქურთუკის გახდა დავაპირე.
-რას შვები?
-ჟაკეტს გიბრუნებ.
-გქონდეს და მერე დამიბრუნე.
-რომ შეხვედრისთვის მიზეზი გქვონდეს?
-ჰეი ეგ ის სიმართლეა ყველამ რომ ვიცით მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობთ.
პირზე ხელი ავიფარე, თან მეცინებოდა.
-ღმერთო ბოდიში, ეგოზე დაგარტყი?
-გიჟი ხარ ნისიმე.
-ვიცი, არც შენ ხარ დალაგებული. ანუ დავიტოვო?-თავი დამიქნია.
სანამ გადმოვიდოდი ხელი უკან გადაიწვდინა და ჩემი მიხაკები მომაწოდა.
-ეს არ დაგრჩეს.
-არავითარ შემთხვევაში. მადლობა საღამოსთვის.
გავუღიმე და ბევრი არც მიფიქრია მისკენ ისე გადავიხარე, ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი. სადარბაზოში რომ შევედი მეგონა უკვე წასული იქნებოდა, თუმცა სახლში ასულმა სამზარეულოში შესვლისას დავინახე როგორ წავიდა იმ წამს როცა შუქი ავანთე. მის ქცევებზე მეღიმებოდა.
ყვავილები ლარნაკში ჩავლაგე და ჯერ ისეeვ ტანსაცმლით საწოლზე გავწექი.მ მეორე დღეს არსად მივდიოდი, შემეძლო იქმადე მეტრიალებინა კადრები თავში და იმდენჯერ, რამდენჯერაც მომინდებოდა. ერეკლესგან შეტყობინება მივიღე.
„ შენი music dealer-ისგან."
Hamatsuki - Sea Of Nothingness ჩამიგდო.
„ რა მალე დაიწყე.“
„ შენ უბრალოდ ითხოვე და ...“
„ მგონი ვიცი ამ საღამოს მთელი ღამე რას მოვუსმენ“
„ აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ეს საღამო“
„არა მადლობა“
სანამ კიდევ ერთ მესიჯს მივაყოლებდი დარწმუნებული ვარ გულის შეტევაც კი დაემართა ნაკანს.
„ სხვანაირი საღამოები მჭირდება, მრავალფეროვანი და არა მოსაწყენი.“
„ცუდად მეთამაშები. „
„კარგი ღამე ნაკანი, ბოლოს და ბოლოს ხვალ ხომ ფრენა გაქვს“
„ტკბილი ძილი“
გულში გავიფიქრე იმედია ერთმანეთი დაგვესიზმრება-თქო. მერე ავდექი. საღამურები ჩავიცვი, გათბობას ავუწიე და საწოლში შევწექი. გვერდზე ბალიშზე დადებული მობილურიდან კი კიდევ ერთი მუსიკის ხმა ავსებდა სახლს, რომელიც ნაკანთან მაკავშირებდა და მაიძულებდა მთელი საღამო ისევ და ისევ გამეხსენებინა, სიზმრებშიც კი. წარმოვიდგენდი როგორ მეხვეოდა სხეულზე და სანამ მის „შეხებას“ ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent