შავი გედი (სრულად)
-ვაიმეე, გააჩერეთ მანქანა!.. - შეჰკივლა ორმოცდაათიოდე წლის ჭაღარა ქალბატონმა აღელვებული ხმით. -რას აკეთებს, კაცო?! - სათვალე მოიხსნა იქვე მდგომმა კაცმა. -არ აპირებს გაჩერებას?! - გადასჩურჩულა ახალგაზრდა ქალმა გვერდით მდგომ მეგობარს. სულ რაღაც სამ წამში, თეთრი შევროლეტი სიჩქარით გადაეშვა მტკვარში. -ვაიმე, დედა, ჩავარდა. დარეკეთ სამაშველოში! - აყვირდა კვლავ მოხუცი ქალბატონი. საშინელი ხმაური შეიკრა. შეიყარა ხალხი. ისე უყურებდნენ წყალში გადავარდნილ მანქანას, თითქოს ფილმში ყოფილიყო. სამაშველოს მოსვლამდე ორი ახალგაზრდა მოეგო გონს. დაუფიქრებლად გადაეშვნენ წყალში. იძირებოდა მანქანა. მიიწევდა ფსკერისკენ და თან მიჰყავდა ღვთის შვილი. უკანასკნელ წუთებში მის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს კითხულობდა და ერეოდა თავისი მარილიანი ცრემლები წყალს. ,,ჩემო პატარა, ხუთ წუთში მაქ ვარ.“ ,,მამამ მომენატრაო, გამოგივლი და მივიდეთ, კაი?“ ,,უცებ მითხარი, რომელ სართულზე ხარ გაკოცებ და წავალ.“ ,,ცუცა, პატარავ, ბოდიში, ცუდად გამომივიდა, გამოგივლი და ვილაპარაკოთ, კარგი?“ ,,მოვედი. გელოდები.“ ,,მიყვარხარ, ცუცა.“ ,,დღეს მამაშენს უნდა დაველაპარაკო ჩვენზე. ფეხები მიკანკალებს.” ,,მალე ჩამოვალ, გპირდები” ,,დღეს სახლის სანახავად მივდივართ, არ დაგავიწყდეს. გამოგივლი თორმეტისკენ.” … მანქანა სულ წყლით იყო ავსილი, ძლივს რომ გამოათრიეს ქალი. უკვე გონება დაკარგული ჰქონდა. -ვაიმე, მოკვდა? საკაცეზე მწოლიარე სასწრაფო დახმარების მანქანაში აიყვანეს. გულის მასაჟებს უკეთებდა ექთანი. ძალიან სუსტად ისინჯებოდა პულსი. ხუთი თვის შემდეგ. -არ ვიცი რა ვუშველო. შვილი თვალსა და ხელს შუა მეცლება ხელიდან და ვერაფერს ვაკეთებ. - იმედგაცრუებული სახითა და ხმით ჩაესვენა სავარძელში გაჭაღარავებული კაცი. -ილარიონ, რა ვუშველოთ? - უკვე მერამდენედ სდიოდა ქალს ცრემლები შვილის გამო. - ნოამ დამირეკა, ისევ სასაფლაოზე გაუთენებია. ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, უშველე ჩემ ბავშვს. - მაღლა აღაპყრო ხელები ქალმა. -ახლა სად არის? - ხმა აუკანკალდა კაცს. -ნოასთან. ევასთვისაც დაურეკავს. რა ვქნათ? რა მოვიმოქმედოთ?! არავისი აღარ ესმის. არც ნოეს უსმენს… ეჰ, დათი… შვილო… რა ადრე წახვედი… როგორ დამიტოვე შვილი… ოოჰ.. ჩემო გაწამებულო შვილოო… - გულამოსკვნილი ტიროდა ნატალია, თან მუხლებზე ირტყამდა ხელებს, მისი უძლური მდგომარეობით დაღონებული. -დაწყნარდი, ნატალი. - მასთან გადაჯდა ილარიონი და მხერბზე შემოჰხვია ცოლს ხელი. კაცის კისერში ჩარგო თავი და იქ გააგრძელა ტირილი. ნოა ცუცა კორინთელის ბიძაშვილი გახლდათ. ბავშვობიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გუშინ ღამითაც იმიტომ დაურეკა რომ მოეკითხა. არ უპასუხა. მერე ბიძას - ილარიონ კორინთელს დაურეკა. მის ოთახში შესულს არეული საწოლი რომ შერჩა ხელთ ანერვიულებულმა მიახალა ძმისშვილს სახლში არ არისო, ნოასაც ბევრი აღარ უმჭერმეტყველია თუ სად შეიძლებოდა წასულიყო ბიძაშვილი. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, სევდიანად მოავლო თვალი არემარეს და სასაფლაოებისკენ აიღო გეზი. ადგილისკენ, რომელიც ბოლო ხუთი თვე ცუცას სახლად გადაიქცა. ზემოდან იწვა ქვაზე. ეძინა. სულ ტალახში იყო ამოგანგლული. თავისი მოსასხამი ქვაზე გამოსახული მომღიმარი კაცისთვის შემოეხვია. მერამდენედ უყურებდა ამ სცენას ნოა კორინთელი. მერამდენედ აიყვანა ხელში გაყინული ბიძაშვილი საყვარელი კაცის საფლავიდან?!. ფრთხილად ჩააწვინა მანქანაში და თავისთან წაიყვანა. სახლში მისულმა ცუცას საუკეთესო მეგობარს - ევა ჩადუნელს დაურეკა. ისიც თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა სახლიდან. თავისი ხელით დაბანა. ნოას ტანსაცმელები ჩააცვა და თავისივე საწოლში ჩააწვინეს. ცუცას თავთან მჯდარი ევა თმაზე ეფერებოდა მეგობარს ნოაც რომ შემოვიდა. თავით ანიშნა გავიდეთო. აკოცა შუბლზე ევამ მეგობარსვ და ოთახიც დატოვა. -ყავას დალევ? - ევამ ჰკითხა დაღლილი ხმით. ისე ეძინებოდა თვალები ეხუჭებოდა უკვე. -აუ, მოადუღე, რა. - მასზე არანაკლებ დაღლილმა გადახედა და აივნისკენ გაეშურა პირდაპირ. უხეშად მიელამუნა სახეზე ცივი ჰაერი. გული ერეოდა თავის უღონო მდგომარეობაზე, ყველაფერს რომ ცდილობდა ბიძაშვილის დასაბრუნებლად და მაინც არაფერი გამოსდიოდა. მალევე ევაც შეუერთდა ორი ჭიქით ხელში. მოაჯირს ეყრდნობოდა ჩაფიქრებული ნოა და სიგარეტს ეწეოდა. მრგვალ, პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა ქალი და თავიდან ბოლომდე აათვალიერა ზურგით მდგომი კაცი. ფრთხილად მოსვა ყავა და მალევე აივნიდან გადაშლილ სივრცეზე გადაიტანა მზერა. კვლავ არ შემოტრიალებულა ნოა. -დალიე, თორემ გაცივდება. არ გიყვარს შენ ცივი. ჩაეღიმა ნოას. მიუჯდა ქალს გვერდით. -რა ვუყოთ ცუცას? - ჭიქას ორივე მტევანი ძლიერად შემოაჭდო ქალმა და გადახედა ნოას. -არ ვიცი. დათის ვერ გავუცოცხლებთ. -ვერ დავითანხმე ფსიქოლოგზე. გიჟი ვარ და მორჩაო. ძია ილარიონს დაურეკე? -ბიცოლას დავურეკე. -აქ იქნება? -ჰო, ცოტახნით ჩემთან იქნება. -შეიძლება მასთან დავრჩე? - შეპარვით იკითხა რამდენიმე წამში და მორცხვი მზერა ვერაფრით გაუსწორა. ისევ გაეღიმა ნოას თბილად. -დარჩი, ევა. და ნუ მეკითხები ეგეთ რაღაცებს. მალევე გაეღვიძა ცუცას. არ ამდგარა. ისევ გაახსენდა, ისევ ცრემლები. ბალიშში ჩარგო თავი და ატირდა. საშინელებაა გენატრებოდეს ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა. ყველაზე დიდი ტკივილი. სული სტკიოდა ძვლებიანად მის გახსენებაზე. ხმა, სახე, ხელები... ენატრებოდა კაცი. რა ექნა?! როგორ უნდა ეცხოვრა?! როგორ უნდა ეარსება მის გარეშე?! დღითიდღე უფრო მეტად გრძნობდა აუტანელ ტკივილს შემსუბუქების ნაცვლად. ყოველ დღე ხედავდა. გრძნობდა მის არსებობას, მის შეხებას, მის კოცნას. ახლა კი.. ახლა მისგან აღარაფერი იყო. წავიდა. მორჩა. დამთავრდა. გარდაცვლილზე იტყვიან ის უფრო ცოდოა, რადგან აქაურ ცხოვრებას გამოემშვიდობაო, ხოლო, რაც არ უნდა იყოს, ავად თუ კარგად, მისი მოკეთე ხალხი მაინც გაააგრძელებს ცხოვრებას. მაგრამ საწყალია მარტოდ დარჩენილი ადამინი. არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ეს ტკივილი დაგაძლევინოს. არსებობს სისუსტე, რომელსაც შუძლია მიგაჩვიოს სიმარტოვეს. ტყვიისგან გახვრეტილ გულზე ჰკოცნიდა. სისხლიც აღარ სდიოდა. ეფერებოდა კაცს თმებზე და ყურში ეჩურჩულებოდა. დაღამდა და იმის შემდეგ აღარც გათენებულა. დილაადრიან მოვიდნენ ილარიონი და ნატალია შვილის სანახავად. ხმა არ გაუცია არცერთისთვის, დიდად არც იკლავდა საუბრით თავს, მაგრამ ახლა არც საწოლიდან ამდგარა. გული ეფლითებოდა დედას ასეთი შვილის დანახვაზე. განა მარტივია? ყვავილივით, ცისარტყელასავით ფერადი არსება ჩაქვრა და უკუნით სიბნელედ იქცა. აივანზე საუბრობდნენ ნოა და ილარიონი. ევა სამზარეულოში ტრიალებდა. შუადღეს სახლში წამობრუნდნენ ცოლ-ქმარი. ევაც წავიდა. ლანგრით ხელში შევიდა ნოა ბიძაშვილთან. არ ეძინა. თვალები ჰქონდა დახუჭული ნოას მოსაშორებლად. საწოლზე ჩამოჯდა და საჭმლით დახუნძლული ლანგარიც იქვე დადო. -გაახილე თვალები. ვიცი, რომ გღვიძავს. - დაიხარა და ლოყაზე აკოცა ვითომ მძინარეს. - მე მატყუებ, ბოთე? გაახილა დიდი, აცრემლებული თვალები. -ჩამოჯექი. დაეხმარა წამოდგომაში. ლანგარი მუხლებზე დაუდო. -არ მინდა. - ძლივს ამოილუღლუღა. -გინდა. -ნოა.. -არ გადამრიო ახლა! გუშინაც არაფერი გიჭამია. დაიწყო ჭამა უგემოვნოდ, არა იმიტომ რომ შიოდა, არამედ იმიტომ, რომ ნოა ისე არაფრით მოშვებოდა. -რამდენ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას? -ისე მეკითხებით თითქოს მე ასე მინდოდეს. -ცხოვრება გრძელდება, ცუცა. -ნოე, დამანებე რა თავი და წაიღე ეს. - გვერდზე გადადო ლანგარი. -ნერვებს ნუ მიშლი, ცუცა. იცოდე ძალით გაჭმევ! -საერთოდ ვერ მამხნევებ, ნოა. ამოიხვნეშა კაცმა უღონოდ, იმედგაცრუებით. -რა გიყო, ცუცი? - ხმა დაუბრბილდა წამში. მიიწია უფრო ახლოს და მხარზე დაადებინა თავი. -არ შემიძლია, რა ვქნა… თორმეტი იქნებოდა საათი რომ გამოეღვიძა. ისევ დაესიზმრა, ისევ გადარჩენას სთხოვდა. წამოდგა, ფეხშიშველი გატანტალდა აბაზანაში, წყალი შეისხა სახეზე. იქიდან გამოსული მისაღებში გავიდა. ეძინა ნოას. საწყლად იყო მოკუნტული სავარძელზე. პლედი დააფარა და იქვე, მაგიდაზე მანქანის გასაღებს მოჰკრა თვალი. ზედმეტი ფიქრის გარეშე დაავლო ხელი და ფეხაკრებით გავიდა სახლიდან. არც ფეხსაცმელი ჩაუცვამს ამ ზამთარში და არც ქურთუკი. ფეხშიშველი მივიდა ლიფტამდე. ჩავიდა ქვემოთ. მალევე მოძებნა ნოას მანქანაც. ამჯერად მასთან არ მისულა. სასაფლაოებთან ცოტა მოშორებით დიდი, მიტოვებული შენობა იყო. მანქანა უკან დააყენა და იქიდანვე შევიდა. დადიოდა ამხელა შენობაში წინ და უკან და ოდნავაც არ ჰქონდა შიშის გრძნობა. საერთოდაც, ადამიანში ყველაზე ძლიერი შეიძლება მხოლოდ ტკივილი იყოს. შიშზე ძლიერიც კი, სევდიანი ადამიანსთვის ამ სამყაროსგან მოშორებით ცხოვრება, შესაძლოა, ახდენილი ოცნება იყოს. ან რა შეაშინებდა, როდესაც მის არსებობას ყველგან გრძნობდა?! ისევ მას ხედავდა. ყველგან მას ხედავდა. მხოლოდ ის იყო. დათი. სულ მალე განათდა გარედან შენობა. ჩატეხილი ფანჯრებისკენ მიატრიალა თავი და აღელვებულმა მიმოიხედა ირგვლივ მისამალი ადგილი რომ ეპოვა. ამ დროს აქ გიჟის გარდა სხვა ვის რა ესაქმებოდა? წუთი არ იყო გასული ათიოდე შავებში ჩაცმული კაცი რომ შემოვიდა. ცუცას მყუდროება დაურღვიეს და ეს აწუხებდა მხოლოდ. უჩუმრად შეათვალიერა შავებში გამოწყობილი კაცები. ნამდვილად არ სურდა ახლა უსიამოვნებაში გარევა, მათ რომ შეემჩნიათ ამის გარეშე კი ნამდვილად ვერ ჩაივლიდა, იაზრებდა ამას. მალევე ისევ განათდა შენობა და ისევ შემოვიდა, ამჯერად სამი კაცი. ერთი დაცვის ბიჭი იყო. ერთი შუახნის კაცი. ერთიც ახალგაზრდა. -სალამი, არჩილ! - მიესალმა უფროსი ახლად შემოსულებს. -გამარჯობა, ვახო! რამ შეგაწუხა ამ დროს?! - მკაცრი ხმა ჰქონდა არჩილს. -რამ შემაწუხა… იცი, რაც მაწუხებს, აგერ უკვე მეორე კვირაა. -აგერ უკვე მეორე კვირაა ერთსა და იგივეს გეუბნები და არ გესმის. ეს ჩემი ბრალი არ არის. -არჩილ... - ამრეზად ჩაეცინა კაცს. - არც ერთს არ გვაწყობს დროის უაზროდ გაწელვა. -მე ჩემი სათქმელი ვთქვი! მე რუსებთან არ ვთანამშრომლობ! რატომ ვერ გიხსნი შენთვის გასაგებად?! -არჩილ! - დაუყვირა ვახტანგმა. -მე მაქვს ღირსება და იმის კაცობა, რომ მაგ ქვეყანასთან ვითანამშრომლო კი არა ზედაც კი არ შევხედო! პრინციპები საქმეზეც, ფულზეც და ქონებაზეც მაღლა დგას ამ დროს. გასაგებია?! -ამზადებენ სატვირთოებს.. - კბილებში გამოსცრა გამწარებულმა ვახომ. -ფეხებზე! გააჯვი და შენ ეთანამშრომლე მოსკოვს! შენ ხომ კაცი არ ხარ… -ზედმეტი არ მოგივიდეს! შენ კაცობაზე არ უნდა მელაპარაკებოდე მე… -მამაჩემთან ცოტა ფრთხილად, მაგ თემაზე. - პირველად გაისმა მესამე პირის მკაცრი და ზედმეტად ბოხი ბარიტონი. გააკანკალა ძირში, ცივ იატაკზე მჯდომ ცუცას. -აკაკი… მამაშენს შეასმინე, რომ ბევრს კარგავს.. -ბატონო?! - ირონიულად ჩაეცინა აკაკის. - მამაჩემს ჩემი სწავლება არ სჭირდება, ვახტანგ. დააინტერესდა რატომღაც იქაური სიტუაციით. ადგა ცუცა და ეცადა უკეთესად დაენახა. ფრთხილად გაყო თავი იმ უცნაური ხმის პატრონის შესამოწმებლად. თვალი მოჰკრა აკაკიმ იქვე ახლოს უეცრად გამოძრავებულ სილუეტს, გაკვირვებით შეჭმუხნა წარბები. -არჩილ.. -თუ მხოლოდ ეს გქონდა სათქმელი, ჩვენ წავალთ. - მაშინვე გააწყვეტინა არჩილმა. -არა, არის კიდევ რაღაც. - ამჯერად მზაკვრულად ჩაეცინა ვახოს და თვალი მოავლო მამა-შვილს. -აბა, გისმენ. -შენს შვილს ყველგან ეძებენ და არც მოისვენებს პოლიცია, სანამ არ იპოვის. დაიძაბა არჩილი. რეაქცია არ ჰქონია აკაკის. -და?! -არაფერი, უბრალოდ გაგახსენე. -მაგით მემუქრები?!.. - წინ წაიწია არჩილი. -მშვიდად, მამა. - ხელით გააჩერა მამა აკაკიმ. - რაო, რა გვინდაო?! - ხელები უკან შემოიწყო და თავად წავიდა ვახტანგისკენ. -მე სატვირთოები მინდა! -მე არ მინდა. სხვა იპოვე. რა, შენნაირი სირები დაილია თბილისში, თუ რა ხდება? მე გიპოვი თუ გინდა. - ისევ დამპალი ირონია ხმაში... -მიფრთხილდი, აკაკი, იცოდე, ვის უთამაშებ ერთ ადგილს. - მუქარანარევი ხმა გაისმა და მეტად აღარც დარჩენილა - წავედით! - ბიჭებს შესძახა და შენობა დატოვა. თვალი გააყოლა დაცვის ბიჭმა გასულებს. -! - სახე დაეჯღანა არჩილს იმ არანორმალურის გახსენებაზე. -წავიდეთ შვილო ჩვენც. -შენ წადი. -შენ? - გაკვირვებით გადახედა შვილს. -ვნახავ. - სასაფლაოსკენ გააქნია თავი. -ამ დროს? - ეჭვიანი თვალებით ჩააშტერდა შვილს თვალებში, თუმცა აღაფერაფერი უთქვამს. - წავედით, ბაქარ. - თავის მძღოლს შეხედა და შენობა დატოვა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი აკაკიმ. -გამოდი. - ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მხოლოდ ოდნავი სიმკაცრე შეიმჩნეოდა. დაიძაბა ცუცა. ჯანდაბაო ჩაიჩურჩულა, თუმცა ადგილიდან არ განძრეულა. -ვიცი, რომ აქ ხარ, დაგინახე. გამოდი-მეთქი. - ამოხვნეშას ამოაყოლა სიტყვები. ძალიან დაღლილი იყო ლიპარტელიანი, რთული დღის შემდეგ დასვენების მეტი არაფერი უნდოდა ახლა. გამოვიდა ცუცა და მოშორებით დაუდგა მასზე ორი თავით მაღალ კაცს. კარგად ვერ ხედავდა აკაკი სახეზე. -მოიწიე აქეთ. - თითებით ანიშნა თავისკენ. -რა გინდა?! აი ამას კი ნამდვილად არ ელოდა. ქალის ხმა. შეცბა უცებ, წარბები მაღლა აღაპყრო გაოცებულმა. ამ შუაღამეს, ასეთ ადგილას, სასაფლაოებთან ახლოს… რა უნდა აქ ქალს?! -ამ დროს აქ რას აკეთებ? -რა შენი საქმეა?! -როგორც ჩანს, არის. ჩვენი საუბარი გაიგონე.. -არ მაინტერესებს! ჩემთვის ვიყავი მარტო და მყუდროება დამირღვიეთ! ძალიან გთხოვთ, დამტოვეთ მარტო. ფეხებზე დახედა ქალას. წარბები ასწია გაოცებით კვლავ. შეათვალიერა თავიდან ბოლომდე. მასზე ორი ზომით დიდი სპორტული შარვალი და ამავე ზომის მაისური ეცვა. გრძელი, მუქი ყავისფერი თმა აბურდული ჰქონდა. ერთი სიტყვით, საერთოდ არ ჰგავდა მდიდარ ოჯახში გაზრდილ ქალბატონს. გაჭირვებული ეგონა აკაკის. -დახმარება გჭირდებათ? -ბატონო?! - შეიცხადა ქალმა. -დახმარება გჭირდებათ? - იგივე ტონალობაში იკითხა აკაკიმაც. -გაჭირვებულს ვგავარ?! - ტონს აუწია ცუცამ. -კი. - თავის ქნევით დაეთანხმა აკაკი. წარბები შეჰყარა ქალმა, დაიხედა ტანზე, ფეხებზე. აღარაფერი უპასუხია, საიდანაც შემოვიდა ისევ იქიდან გავარდა. ნელა გაჰყვა უკან აკაკიც, მანქანის დანახვაზე კითხვის ნიშნებით გაევსო ტვინი. გაცხარებული ჩაჯდა ქალი მანქანაში. დაქოქა და ისე ახლოს ჩაუარა აკაკის გველნაკბენივით გამოხტა უკან. გაკვირვებული ძლივს მოეგო გონს. სასაფლაოებისკენ გასწია და მალევე გაეცალა იქაურობას. ნოას ისევ ეძინა. შხაპი მიიღო ცუცამ, თავისი ტანსაცმელი ჩაიცვა. ფურცელი და კალამი მოიძია სახლში და პატარა შეტყობინება დაუტოვა ბიძაშვილს: ,,სახლში მივდივარ, არ ინერვიულო.“ ფურცელი მაგიდაზე დაუდო და სახლი მეორედ დატოვა. > > > ნიშნობის ბეჭედი სულ თან დაჰქონდა, გულით. შავებს იცვამდა, არ იცინოდა, არ ჭამდა… ისე იქცეოდა, როგორც ქვრივი. სამსახურიც მიატოვა. ერთადერთი რაზეც ხელი არ ჩაუქნევია თავისი ბავშვთა სახლი იყო. თავისი ბავშვები. ბევრი ბავშვი უნდოდათ დათის და ცუცას, მანამდე კი ბავშვთა თავშესაფარი დააარსეს. სულ 50 ბავშვი იყო და ყველას საკუთარი მშობელივით უყვარდა ცუცა. თავად ისე ეპყრობოდა როგორც საკუთარ შვილებს. ერთადერთი, მათთან გრძნობდა თავს თავისუფლად, ისინი ავიწყებდნენ მომხდარს. რეალობა ქრებოდა და რჩებოდნენ - ცუცა და ბავშვები. თავშესაფარს ევაც უვლიდა. ხშირად დადიოდნენ ის და ნოა ბავშვებთან და ათასნაირი სათამაშო მიჰქონდათ. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, ცუცა განყოფილებაში მუშაობდა. მხატვარი იყო. ფოტორობოტებს ქმნიდა. დათის გარდაცვალების შემდეგ კი სამსახურზე კი არა სიცოცხლეზე ფიქრი შეწყვიტა. განყოფილების უფროსმა - ზაზა კალატოზიშვილმა მრავალჯერ სცადა მასთან საუბარი და ცუცას განყოფიბაში დაბრუნება. ამაოდ. არაფრის თავი, ნერვები და ენერგია არ ჰქონდა. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ ევამ კვლავ მიაკითხა ცუცას სახლში, ამჯერად კარგი ამბის მოსაყოლად. არ იწვა ცუცა. აივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. კვლავ შავები ეცვა. გაკრეჭილი მიუჯდა გვერდით ბავშვობის მეგობარი. -ცუცა, მაგარი ამბავი მოგიტანე! - ვერაფრით ვერ მალავდა ბედნიერებას ჩადუნელი. -რა მოხდა? - წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა. არც ადარდებდა დიდად რა იყო მეგობრის ასეთი ბედნიერების მიმზეზი. -ოო, მომისმინე, რა. - წყენით გახედა ქალმა და სახე მოექუფრა ცუცას სიცივის გამო. -გისმენ. გაბრაზდა ევა. წაიწია მისკენ და გამოართვა წიგნი. -რომ გეუბნები კარგი ამბავი მაქვს და მომისმინე-მეთქი, ესე იგი, უნდა მომისმინო! -ევა, შევწუხდი, ამოღერღე. -ვიღაც ბიზნესმენმა შენს თავშესაფარში… -ჩვენს თავშესაფარში. - მკაცრად გააწყვეტინა მეგობარს. გულში სითბო ჩაეღვარა ევას. ყოველთვის უსწორებდა ამ შეცდომას. -ჰო, ჩვენს თავშესაფარში თხუთმეტი ათასი ლარი ჩარიცხა. -რამდენი? - წამოიყვირა გაოგნებულმა ცუცამ და გადაიწია სკამზე მეტი ინფორმაციის მოსასმენად. -ჰო! თხუთმეტი! -რა მაგარია! - წამოდგა ფეხზე. - ვინ არის კი მაგრამ? -ვინმე აკაკი ლიპარტელიანი. გეცნობა? -აზრზე არ ვარ. - თავი გააქნია ჯერ კიდევ შოკირებულმა. -დღეს შევხვდით ერთმანეთს. და კიდევ.. - წამიერად დასევდიანდა ქალი, ყურები ჩამოყარა მაშინვე სევდიანი ამბის გახსენებისას. გაოგნებული იყო ცუცა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ასე მალ-მალე ემოციების შეცვლა, -რა? -დემეტრე წაიყვანეს. -პატარა დემე?! -ჰო.. - ცრემლი მოადგა თვალებზე. - ძალიან თბილი ოჯახია. მე თვითონ გავესაუბრე. კარგ ხელში მოხვდა. იცი… - სიტყვა გაუწყდა ევას. უხეშად მოიშორა ცრემლები სახიდან. -კიდევ რა? - სახეზე დააშტერდა ზემოდან. -კაი, დაიკიდე.. - ევაც წამოდგა და გასასვლელისკენ გაიწია მაჯაზე რომ ჩაავლო ხელი ცუცამ. -ევა, რა მოხდა?! -დათი იკითხა… - და კიდევ ჩამოუგორდა ობოლი ცრემლი. ხელი შეუშვა მაშინვე ცუცამ. მოაჯირს დაეყრდნო. -ხომ გახსოვს, როგორ უყვარდა დათი… ფეხბურთს ერთად თამაშობდნენ… დათი.. ოო, ღმერთოო… -გადი, გთხოვ. - არ შეუხედავს ისე ამოიჩურჩულა თვალდახუჭულმა. -ცუცა, მაპატიე… - მიუახლივდა მეგობარს. -ევა! გთხოვ, გადი! - ჩუმად, მაგრამ მკაცრად გადაუწყვიტა ქალს. წამოვიდა ევა. სადარბაზოდან ატირებული გამოვარდა ნოა რომ დახვდა ქვემოთ. -ეე, მოიცა. ევა?! რა გჭირს?! - მაჯაზე ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა ატირებული. ჩამოაშვებინა ხელები, ცრემლები მოსწმინდა თავისი ხელით. - ნუ ტირი, რა. - გულში ჩაიკრა, თმაზე მოეფერა, შუბლზე აკოცა ბავშვივით აღრიალებულს. - ცუცამ გითხრა რამე ცუდად?! -ა..რააა.. - პატარა ბავშვივით სლუკუნებდა და მჭიდროდ ხვევდა მტევნებს ზურგზე. -მე ვარ სულელი… მე.. გავახსენეე… -დაწყნარდი. - უკან გასწია და თვალებზე აკოცა. - დამშვიდდი, პატარავ, გთხოვ. - ისევ ჩაიკრა გულში. -დათი გავახსენე.. თავი ვერ შევიკავე და მეც... წამომცდაა.. -დათი ცუცას ყოველთვის ახსოვს. გესმის?! - შუბლზე აკოცა ისევ. დაწყნარდა ევა და თავლებზე ახედა პირდაპირ ნოას. გული კიდევ ერთხელ მოუკვდა ამის გააზრებაზე. მართლაც, დათი ცუცას ყოველთვის ახსოვდა და ვერც ვერასდროს შეძლებდა მის დავიწყებას. სული გაეყინა იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ სტკიოდა გული მასთან ერთად გაზრდილ ცუცას. -ახლა შევიდეთ. -არა, გთხოვ. მიდი შენ, მე უნდა წავიდე. -ევა.. -ნოა, კარგად ვარ. - თავადვე შეიმშრალა მორჩენილი ცრემლები სახიდან და სევდიანად გაუღიმა. -წაგიყვან მაშინ… -ნოა, ადი. - გაჯიუტებულ ქალს ვეღარ შეეწინააღმდეგა კაცი. ლოყაზე აკოცა და დაემშვიდობა. ორი დღის შემდეგ. -და შენ გგონია, რომ ამას ჩავიცვამ? -კარგი რა, ცუცა. რა აქვს ამ კაბას ზედმეტი? არც ზედმეტად ახსნილია არც… -ევა, შევწუხდი. და საერთოდ მე რა საჭირო ვარ? -ცუცი, კაცმა ქველმოქმედება გაიღო, ამხელა თანხა დაგვირიცხა თავშესაფრისთვის, ახლა რაღაც ღონისძიებას მართავს, დაგვპატიჟა და შენი აზრით, უხერხული არ იქნება რომ არ წახვიდე? - ლამაზად აუხსნა მეგობარს. -კარგი, ჰო. - დანებდა საბოლოოდ და ხელებში შეათამაშა გრძელი, შავი კაბა. მართლაც არ ჰქონდა დასაწუნი არაფერი. გრძელი მკალვები ჰქონდა. ერთადერთი რაც გამოუჩნდებოდა, მხოლოდ მხრები იყო. მუხლს ქვემოთ ჰქონდა ახსნილი კაბას. ეს იყო და ეს. ევამ შეარჩია. ორი საათი დარბოდა ამ კაბისთვის, იცოდა ზედმეტი დეტალი რომ ჰქონოდა, არ ჩაიცმევდა კიარა, ზედაც არ დახედავდა. ძლივს აარჩია ლამაზი, სადა კაბა. ცუცასთვის შესაფერისი. მისი მდგომარეობისთვის, ყოველშემთხვევაში. დილიდან დაადგა თავზე ევა ცუცას. წამოაგდო საწოლიდან. ღმერთო, როგორ სძაგდა მსგავსი საღამოები. რა გზა ჰქონდა? ადგა, მოემზადა. ტვინი გადაუჭამა ნატალიამ მთელი დღის განმავლობაში, ეგეთი დაბღვერილი ნუ ივლი ხალხში, ცოტა მაინც გაიღიმეო. შვიდი იყო საათი კაბა და მაღალქუსლიანები რომ მოირგო ტანზე. შავ გედს ჰგავდა ქალი. ამხელა სტრეს გამოვლილსა და გატანჯულს წამითაც არ ეტყობოდა გულზე დასმული დაღი. ადამიანს სულში უნდა ჩახედო მისი მდგომარეობა რომ გაიგო. გულზე დაკიდებულ ბეჭედს შეეხო და აკოცა თბილად. მხარს ქვემოთ პატარა ტატუ ჰქონდა. პატარა ბაბუაწვერა. სარკის წინ უყურებდა თავის აჩრდილს. ,,როგორ ბედავ?! არ გრცხვენია?! კაცი მიწაში არ გაციებულა და შენ რას სჩადიხარ?! რას იფიქრებს დათი?! შენი დათი“… გულში ცუცას მეორე მე გაგიჟებით გაჰყვიროდა მთელ ხმაზე. უკვე გადაფიქრებული ჰქონდა წასვლაც და საერთოდ ყველაფერი, ევა რომ შემოვიდა საპირფარეშოში. ისე უციმციმებდა გოგოს თავალები, ახლა როგორ უნდა ეთქვა მისთვის, რომ გადაიფიქრა? ხმა ვეღარ ამოიღო. ამჯერად მის უბედურებაზე წინ დააყენა ევას ბედნიერება. ნოამ მიიყვანა გოგონები დანიშნულების ადგილამდე. სარკიდან მზერას ვერაფრით აშორებდა ღიმილიანი სახით მჯდომ ევას და ას მადლობას უხდიდა, რომ შეძლო ამ ქალისთის კისრის მოტეხვა. როდესაც მივიდნენ ჭკვიანადო მიაძახა ბოლოს და თვალებით შეაცილა შენობაში. სასტუმროში ტარდებოდა ღონისძიება, სულ ბოლო სართულზე, ღია ცის ქვეშ. უკვე შეკრებილიყო ხალხი. გაფაციცებით ათვალიერებდა ევა ირგვლივ მყოფ მდიდრულად გამოწყობილ საზოგადოებას. ქველმოქმედებისთვის ტარდებოდა ეს ღონისძიებაც. ბევრს იცნობდნენ გოგონები. ბევრთანაც ჰქონიათ შეხება, ისევ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით. მწუხარებას გამოთქვამდნენ ნაცნობი პირები, გამძლეობას უსურვებდნენ ცუცას. ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტი იყო, ცუცა კორინთელს საქმრო რომ გარდაეცვალა, რამდენიმე თვის წინ. ეს ბეჭედიც გულზე… სევდიანი თვლებით შესციცინებდნენ. ეზიზღებოდა ყველა, ვინც სიბრალულის თვალით უყურებდა. უნდოდა კივილით აეკლო ყველა საკუთარი თავები შეიცოდეთო. ,,ნეტავ შენც ჩემთან იყო“. იქ მისვლის წამიდან ეს უტრიალებდა გონებაში. ირგვლივ მრგვალი, თეთრი, მაღალი მაგიდები იდგა. ერთ-ერთთან იდგნენ გოგონები. მალევე მაღალი სხეული მიუახლოვდა მათ მაგიდას. -საღამომშვიდობისა, ბატონო აკაკი. - ღიმილით ჩამოართვა ხელი ევამ. -გამარჯობა, ევა. - ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი. ზურგით მდგარ ცუცას საშინლად ეცნო ეს ბოხი ხმა... დენდარტყმულივით შემობრუნდა კაცისკენს. ჰო. ის იყო. მათხოვარი რომ ეგონა იმ მიყრუებულ შენობაში. ურეაქციოდ შეუთვალიერა კაცს სახე. ისევ ფეხებზე ეკიდა. აი აკაკიმ კი გაოცებით ასწია წარბები და ამას კვლავ არ ელოდა. -გაიცანით, ეს ცუცაა, თავშესაფრის დამაარსებელი. - წარუდგინა ევამ. -ცუცა.. - ჩუმად წარმოთქვა აკაკიმ და მთელი სხეული შეუთვალიერა ქალს. -ეს ბატონი აკაკია, ჩვენს თავშესაფარში ქველმოქმედება რომ გაიღო. - მეგობარს წარუდგინა კაცი ღიმილით. -სასიამოვნოა, ქალბატონო ცუცა.. - ცალყბა ღიმილით გაუწოდა მარჯვენა. -ჩემთვისაც, - სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა და ხელი უღიმღამოდ ჩამოართვა. ესღა აკლდა. რა უაზრო დამთხვევა გამოვიდა. მალევე ბოდიში მოიხადა ევამ და ახლად შემჩნეული ნაცნობისკენ დაიძრა. -აღარ ვარ გაჭირვებულის ვიდზე? კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალი თავიდან ბოლომდე აკაკიმ. -ბოდიშს ვიხდი ჩემი სიტყვების გამო. მაგრამ მაინც ვერ ვიგებ, იმ დროს იქ, რას აკეთებდით?! -კარგია, რომ რუსებთან საქმეს არ იჭერთ. - წაუყრუა კაცის გამოსვლას. გაეცინა აკაკის. -რატომ არ გეშინიათ, ცუცა? -მეშინია, რისი, რომ რამეს დამიშავებ? - ირონიულად გადახედა აკაკის. -საკმარისზე მეტი გაგიგიათ, პატარა ქალბატონო. - ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. -მაგარი ფეხებზე არ მეკიდოთ. - თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც შეძლო გაგება აკაკიმ. ისევ ჩაეცინა, ჯიბეებში ჩაიკრიბა ხელები და ნაბიჯი კვლავ უკან გადმოდგა, მალევე ღიმილით დატოვა ცუცა მაგიდასთან. ევა ხან იქით დარბოდა ხან აქეთ. მეგობრებთან თუ ახლობლებთან საუბრობდა. ცუცა იდგა უაზროდ, ძეგლივით მაგიდასთან და დროის მალე გასვლას ლამობდა. რომ შესძლებოდა დიდი სიამოვნებით გაეცლებოდა ამ ადგილს და დაკარგულ დროს დათისთან ლაპარაკში გალევდა. მსგავს ფიქრებში იყო გართული თავისი მობილური რომ ამღერდა. ზაზა იყო. მისი უფროსი. თვალები მობეზრებით გადაატრიალა და მხოლოდ მეორე ზარზე უპასუხა. -ბატონო! - ჩასძახა ბრაზმორეულმა. -ცუცა, საღამომშვიდობისა. ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. - აშკარად ცუდი ხმა ჰქონდა ზაზას. აღელვებული. -რა მოხდა, ზაზა? -სასწრაფოდ მჭირდები განყოფილებაში. ვერავინ ვერ ვიპოვე ამ მოკლე დროში, ცუცა, ვინც შენზე უკეთ ხატავს. ძალიან გთხოვ, ახლა ძალიან მჭირდები. გეფიცები, მეტჯერ აღარ გთხოვ. ღრმად ჩაისუნთქა ქალმა და ცოტახნის შემდეგ უპასუხა. -კარგი. მოვალ. -სახლში ხარ? ზურას გამოგიგზავნი.- ღიმილი დაეტყო ხმაში. -არ ვარ სახლში. მისამართი უკარნახა, ევას დაემშვიდობა, სიტუაცია აუხსნა და სასტუმრო დატოვა. მალევე მოაკითხა ზურამ. გვერდით მიუჯდა. მოიკითხა ძველი თანამშრომელი კაცმა. კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება. თავის ქნევით გადაუხადა მადლობა. მერამდენედ… განყოფილებაში მისულს გადაეხვია ზაზა და მადლობა გადაუხადა. მიიყვანა თავის ადგილას, ძველ კაბინეტში. უცნაური სახით, თითქოს ღიმილმორეული შეხვდა თავის კაბინეტს. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც დატოვა. მალევე შემოიყვანეს ორმოც წლამდე ქერათმინი ქალი. დაიწყო ქალმა სახის აღწერა. დაიწყო ცუცამაც გულმოდგინედ ხატვა. სანამ ბოლო დეტალიც არ მიუხატა, მანამ სჭამდა ეჭვები, ბოლოს კი… ბოლოს, როდესაც სრულყოფილად შეათვალიერა მისი ნახელავი, ნამდვილად დარწმუნდა, ის კაცი რომ დახატა, რამდენიმე საათის წინ რომ ესაუბრებოდა დიდი ირონიით.. დაუძახეს ზაზას და ისიც გამოქანდა მაშინვე ცუცას კაბინეტისკენ. მალევე მანაც იხილა კაცის პორტრეტი. -ჯანდაბა. დარწმუნებული ხართ, რომ ეს კაცი იყო? - გამოსტაცა ცუცას ფურცელი და ქალს დაუდო წინ. -აი, დიახ, ნამდვილად ეს არის! - წამოიყვირა მაშინვე. ფურცლიდან ლამაზი კაცი მოჩანდა. ლამაზი ნაკვთებით. გადაპარსული თავით. სწორი ცხვირით, შავი, უკუნითი თვალებითა და საშუალო ზომის ტუჩებით. ჰო, ნამდვილად ის იყო. -იცნობ? - ამოიღო ხმა ბოლოს ცუცამ. -ეს აკაკი ლიპარტელიანია. -რა დააშავა? -გუშინ ღამით, ვინმე გიორგი ბაუჩაძე ლამის სიკვდილამდე სცემა. წარმოგიდგენია? შუა ქუჩაში. კიდევ კარგი, გამოფხიზლდა ახლა. ქალბატონმა ლელამ შეძლო მისი დანახვა. დღეს რაღაც ღონისძიება ჰქონდა… -დასრულდებოდა უკვე. - გააწყვეტინა ცუცამ. -შენ საიდან იცი? - გაკვირვევულმა შეხედა ქალს. -მეც იქ ვიყავი. -შენც? - გაკვირვებულმა შეათვალიერა, თუმცა აღარ ჩასძიებია. - კარგი, სასწრაფოდ, ლიპარტელიანი მომიყვანეთ. დავკითხოთ ბატონი აკაკი. აბა, ვნახოთ ახლაც თუ გამექცევა. - თვითკმაყოფილი ღიმილი მოირგო ზაზა კალატოზიშვილმა. > > > მიაკითხეს აკაკის სახლში. ზედმეტი კამათისა თუ ჩხუბის გარეშე გაჰყვა პოლიციას. საშინლად იყო გაბრაზებული, თუმცა განყოფილებაში მაინც უდარდელი სახით შეაბიჯა. პირდაპირ დაკითხის ოთახში შეიყვანეს. გადაწვა რასაც ჰქვია რკინის სკამზე. მალევე შემოაბიჯა ფურცლებით ხელში კომისარმა ზაზამ. შემოჰყვა ცუცაც. სთხოვა მეც დავესწრები დაკითხვასო, არ შეწინააღმდეგებია, რახან შენ დაგაინტერესა, დაესწარიო. მესამედ ხედავდა ამ ქალს. მესამედ აღაპყრო წარბები გაოცებულმა. -ეს უკვე ბედია. - გადაიხარხარა ლიპარტელიანმა. ცივად მიუჯდა თავის სკამს ცუცა. თვალი არ მოუშორებია აკაკისთვის. ცოტა არ იყოს, გაოცებული ისმენდა თავის დანაშაულს აკაკი, ცოტაც დაიძაბა, მაგრამ მაგას შეიმჩნევდა მათთან?! მშვიდად და ირონიულ ნოტაზე დასრულდა დაკითხვა. წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩასვეს. გათენებული არ იყო გირაოთი რომ გამოუშვეს აკაკი, ფეხზე დააყენა მთელი საპატრულო განყოფილებ არჩილ ლიპარტელიანმა. მხოლოდ დილით შეძლო შვილის გამოყვანა. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ნათქვამია. დარჩა ისევ ხახამშრალი ზაზა. ცუცა გვიან მიიყვანა სახლში ზურამ. იმ ღამითაც დაესიზმრა. მთლიანად სისხლიანი იყო დათი. გაოფლილს გამოეღვიძა. ისევ მასთან წავიდა. ისევ იქ ეძინა. რამდენი დრო უნდა გასულიყო, რომ შეგუებოდა მის წასვლას? ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ტყუილად ცხოვრობდა. რა აზრი ჰქონდა? რისთვისღა უნდა ეცხოვრა?! ერთადერთი ბავშვები იყვნენ რომ ავიწყებდნენ რეალობას, მაგრამ, როდემდე შეუმსუბუქებდნენ ამხელა ტკივილს?! ამჯერად ბატონი ილარიონი წამოადგა თავზე ქალიშვილს. თავისი შვილის ამ მდგომარეობაში დანახვაზე უხეშად მოიშორა მოღალატე ცრემლი. გაიხადა ქურთუკი. ჯერ შემოახურა მერე კი ხელში აიყვანა, იქვე ხის სკამზე ჩამოჯდა და კალთაში ჩაისვა პატარა გოგონასავით. ვერ შემდგარი სიძის საფლავს გაუსწორა ამღვრეული თვალები. სითბოს შეგრძნებამ გააღვიძა ცუცა. დაბნეულმა მოავლო მზერა გარემოს. დახედა შვილს არჩილმა. გაისუსა. ხმა ვერ ამოიღო ცუცამ. თავი კვლავ ჩახარა და მამის მკერდს მიადო. -ბათუმში იყავი მაშინ, რომ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ეტყობოდა, როგორ ნერვიულობდა და ისიც შევატყვე, რა ალალი ხმაც ჰქონდა. არც ელოდა მე თუ დავურეკავდი. შენ გამოგართვი ნომერი წინა დღით, გახსოვს? შენც როგორი ბედნიერი იყავი.. - თავზე აკოცა შვილს - ჩვენთან დავიბარე. ალბათ ელოდა, რომ ტრადიციული ქართველი მამასავით, მის დაშინებასა და ,,ჩემს გოგოს არ გაეკაროს” დავუწყებდი. შვილივით მივიღე იმ წამიდან, როდესაც მისი სიყვარულით ანთებული თვალები დავინახე. წარმოგიდგენია? დავინახე და მივხვდი, ყურებამდე რომ იყო შეყვარებული. ეჰ.. ჩემი ცისარტყელა.. ასე როგორ გამიშავდი… ტიროდა ცუცა. ოცდაექვსი წლის ქალი ხუთი წლის ბავშვივით ქვითინებდა მამის კალთაში. -მამა, მენატრება.. ვერ ვძლებ.. აღარ შემიძლიაა!.. მამა, სიკვდილი მინ… -ენას ამოგაძრობ, ეგ მეორედ არ თქვა! - მამის უმკაცრეს ბარიტონზე უფრო მოაწვა ცრემლები და ხმამაღლა ატირდა. ასე იყო ბავშვობიდან. ვერ ეგუებიდა მამისგან დაყვირებასა და სიმკაცრეს. ყველაფერი მარტივად სწყინდა. - კარგი, დაწყნარდი ჩემო ფერია. - თავზე გადაუსვა ხელი შვილს, შუბლზე აკოცა თბილად. - დაფიქრდი გთხოვ, შვილო, ხომ ხედავ როგორ გვტანჯავს მე და დედაშენს ასეთს რომ გიყურებთ?! ჩვენი სხივი ხარ შენ. ჩვენი ყველაფერი... ვერ გიყურებ ასე განადგურებულს, მამა... მალევე წამოდგა და სასაფლაოც დატოვა, მიხუტებულ შვილთან ერთად. აკაკი ლიპარტელიანი იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, სახლში დაბრუნებული მოწესრიგდა და სვანეთის გზას გაუყვა. მოაგვარა პატარა, თითქმის უმნიშვნელო პრობლემა და იმ დღესვე დაბრუნდა თბილისში. უეცრად ძალიან მოუნდა იმ ბავშვების გაცნობა, ვისთვისაც ამხელა თანხა გაიღო. სახლისკენ მიმავალი მანქანა შემოატრიალა და ობლებისკენ გაუყვა გზას. ამჯერად ჩვეულებრივად ეცვა. შავი ფართე ჯინსი და ლურჯი მაისური, ზემოდან კი ტყავის მოსაცმელი. ბავშვები გარეთ დახვდნენ. გადმოალაგა მანქანიდან საჩუქრები. გადასცა იქ მომუშავე ქალებს, რათა ყველასთვის გაენაწილებინათ სათითაოდ. სიხარულითა და ჟრიამულით შეხვდნენ პატარები. სითბოს გარდა სხვა რა უნდოდათ ობლებს? თითქოს გრძნობდნენ კიდევაც პატარები უფროსებისგან წამოსულ დადებითსა და თბილ ენერგიას. ის იყო თავშესაფარში უნდა შესულიყო, mercedes g-classe-რომ შემოსრიალდა ეზოში. მალევე გადმოვიდა შავებში ჩაცმული ქალბატონი, სათვალე უმშვენებდა ლამაზ სახეს. პატარა, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა. ვარდისფერი ლოყები, დიდი, ბუნებრივად სისხლივით წითელი ტუჩები და უზარმაზარი თვალები. წამით თვალი გაუშტერდა აკაკის ქალის დანახვაზე. წარბშეკრული მიუახლოვდა ცუცა. -აქ რა გინდა?! - პირდაპირ შეუტია. -შენც გამარჯობა. - ცალყბად ჩაეღიმა აკაკის ქალის საქციელზე. -ასე მალე რატომ გამოგიშვეს? -არ გაგიხარდა? - ირონიული სახით მიუახლოვდა. ხელი ჰკრა ოდნავ, გულგრილად გადახედა და კიბეებზე აასწრო ავლა. თავის ქნევით მიჰყვა აკაკიც უკან. -ცუცააააააა! -ცუცააააა! როგორც კი შამჩნიეს ბავშვებმა მათი ,,დედა“ ყველა ქალისკენ გამოიქცა. წააქციეს ლამის ისე შმოეჭდნენ ირგვლივ. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაიღიმა ასე გულწრფელად. ოოჰ.. როგორ უხდებოდა მის მუდამ მოღუშულ სახეს ღიმილი. გაიფიქრა ლიპარტელიანმა. გაოცებული უყურებდა აღფრთოვანებულ ბავშვებს ამ ქალის დანახვაზე რომ აჟიტირდნენ ასე. -ცუცა, მოგვენატრე! - თმაზე წაეთამაშა მათ სიმაღლეზე დახრილ ქალს პატარა, კიკინებიანი გოგონა. -მეც ძალიან მომენატრეთ. -ხომ არ წახვაალ? -ხომ გვეთამაშები? ანთებული სახეებით შესციცინებდნენ ბავშვები. -რა ვითამაშოთ? -ფეხბურთიიი! -მე გეთამაშოთ ფეხბურთი? - ვითომ გაიოცა ცუცამ და გადახედა ახლად შემოსწრებულ ბიჭებს. -მეც აქ ვარ. - ხმა ამოიღო აკაკიმ და წარბაწევით დახედა ბავშვების სიმაღლეზე დაწეულ ქალს. უფრო აჟიტირდნენ ბავშვები. -აუუუ, წავიდეთ, ვითამაშოთ! ვითამაშოოთ! აკაკის ხელი ჩასჭიდეს პატარებმა და ლამის გაათრიეს უკანა ეზოსკენ. ცუცაც ასე. გაიხადა აკაკიმ მოსაცმელი. ახლაღა შეათვალიერა ქალმა კაცი ტანზე. -შენ სოლიდური ტანისამოსის გარდა, ჩვენებურადაც იცმევ? - ვითომ გაოცებული ხმით ჰკითხა. ჯერ ქალს გადმოხედა აკაკიმ, მერე საკუთარ სხეულზე დაიხედა. -თქვენებურად, ანუ? -ადამიანურად. - მკვახედ მიუგო და ბავშვებისკენ წავიდა. ღიმილით გააყოლა თვალი აკაკიმ. უცნაური ქალი იცო ცუცა კორინთელი. ითამაშეს ფეხბურთი მთელი სერიოზულობით. თითქოს აკაკიც დაპატარავდა და ისევ თორმეტი წლის ბავშვი გახდა. უხაროდათ ბავშვებსაც უფროსები მათ ჭკუაზე რომ დაჰყავდათ. მთელი ეზო აიკლეს პატარებმა მათი ხარხარით. ცუცა გოგონებთან ხის ძირში ჩამჯდარიყო ხის დიდ სკამებზე, გაუჩერებლად ეჭორიკნებოდნენ თითს ტოლა გოგონები. დაწვრილებით უამბეს ყველაფერი, მის არ ყოფნაში რაც მოხდა. -ძია დათიც გვეთამაშებოდა ხოლმე ფეხბურთს. - უცებ წამოიყვირა დაჩიმ, როდესაც გადაღლილები, ხის ძირში ჩამოსხდნენ დანარჩენებთან ერთად. და ისევ დაბრუნდა რეალობაში. გაღიმებული სახე ისევ მოეღუშა. ისევ გაახსენდა და ისევ დაადანაშაულა თავი, რომ რამდენიმე საათით მაინც შეძლო მისმა ტვინმა დათის გაქრობა. -ვინ არის დათი? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა აკაკიმ. დაჩიმ ცუცას შეხედა, თვალებით ანიშნა რაღაც ქალმა. -დათი ჩვენი მეგობარია. - ელენემ განუმარტა. -იყო! აღარ არის! - შეუბღვირა თორნიკემ და მკერდზე გადაიხლართა ხელები. -ცუცა, რატომ ამბობს ასე? - ტუჩები დაბრიცა ელენემ და ცუცას მიეკრო. ხმა ვერ ამოიღო ქალმა. ჩუმად აკვირდებოდა ბავშვებს აკაკი. ფრთხილად შათვალიერა სახეზე ცეცხლმოდებული ცუცაც. -იმიტომ ამბობს, რომ ის წავიდა! - ამჯერად ოთომ უპასუხა. -შეწყვიტეთ! - მკაცრად დასჭექა ცუცამ. გაისუსნენ ბავშვები. თავები დაბლა დახარეს. -ის არსადაც არ წასულა! ის თქვენს გულებშია! როგორც გინდათ ისე გაიგეთ, ის მანამ იქნება თქვენთან, სანამ თქვენ გემახსოვრებათ! - წამოხტა და გარეთ გავარდა. უკან მიჰყვა აკაკიც. მანქანაში ჯდებოდა მკლავზე რომ ჩააფრინდა და გააჩერა. -რატომ დაუყვირე ბავშვებს? გული ატკინე ყველას. - წარბშეკრულმა მიახალა პირდაპირ. უხეშად გააშვებინა ხელი. -შენ ვინ ხარ, რომ მასწავლო ჩემს ბავშვებს როგორ ველაპარაკო?! -შენი ბავშვები რომ არ არიან, ზუსტად მაგიტომ შემიძლია გასწავლო. გაგიჟდა ცუცა. მოუქნია მარჯვენა სახეში გასარტყმელად, რომ დაუჭირა ხელი აკაკიმ. -რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?! - წარბები შეკრა აკაკიმ მრისხანედ. -გამიშვი ხელი! -კარგად დაფიქრდი ხოლმე და მერე იმოქმედე აწი. - შეუშვა ხელი უხეშად და თავისი მანქანისკენ წავიდა. ჩაჯდა გაცეცეცხლებული ცუცაც. ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და ზაზას ნომერი მოძებნა. -ალო, გისმენ, ცუცა. - გადაღლილი ხმით უპასუხა ზაზამ. -ზაზა, განყოფილებაში ხარ? -კი, აქ ვარ. მშვიდობაა? -მოვალ მალე. -ცუცი, რა ხდება? -სამსახურში დაბრუნება მინდა! -ცუცა, ეს შენ არ გეხება, როგორ ჩაგრთო? -ზაზა, იურიდიულული მაქვს დამთავრებული. -არ გაქვს. -მაქვს! -აბა მანახე დიპლომი. -ოო, კარგი რა! ხომ დაგეხმარე გუშინ ღამით?! ხოდა ახლა ჩემ წილს ვითხოვ. თან ამდენიხანი შენთან ვმუშაობდი, ყველაფერში ვერკვევი. -ასე რატომ დაინტერესდი მისით? - თვალები დააწვრილა და ისე შეხედა დაეჭვებულმა ზაზამ. -კარგი, შეცდომა იყო. აღარ ვბრუნდები! - ჩანთას დაავლო ხელი და ასადგომად მოემზადა მაშინვე რომ შეაჩერეს ზაზას სიტყვებმა. -მოიცა! კარგი რა, ცუცა! ნამუსზე რატო მაგდებ?! -კი თუ არა? - ბოლოჯერ შეხედა კაცს. -ჯანდაბა შენს თავზე! კი! თვითკმაყოფილი ღიმილით ჩაეშვა კვლავ სავარძელში. გააგრძელა ისევ მუშაობა, ამჯერად მხატვართან ერთად უკვე ზაზას დამხმარედაც მუშაობდა. ზაზას უნივერსიტეტიდან იცნობდა. თავად ბიზნესზე ჩააბარა, რომლითაც ერთი დღეც არ უმუშავია. ტყულად გახარჯა ის დროც. ხატვაზე პატარაობიდან დაარბენინებდნენ არჩილი და ნატალია. კარგი მეგობრები იყვნენ უნივერსიტეტიდან, ამიტომ შეინარჩუნეს ურთიერთობა დღემდე. სუსტი წერტილივით იყო ცუცა ზაზასთვის. ვერაფერზე ეუბნებოდა უარს. მასაც შესტკიოდა გული ქალის მდგომარეობაზე. თავის საქმეზე უფრო, ის უნდოდა რომ ცუცას ცოტახნით მაინც დავიწყებოდა მომხდარი და საქმეებში ჩაფლულიყო. დათის საქმე მისი გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ დაიხურა. ფაქტობრივად, გაუხსნელად. სვანეთის ტყეებში იპოვეს სამი დღის მკვდარი. საშინელი ამბავი იყო მაშინ. პირდაპირ გულზე ჰქონდა ერთი ჭრილობა კაცს. დიდი გამართლება იყო ,,საღსალამათი“ მაინც რომ დახვდათ და ცხოველებმა არ დაგლიჯეს. არანაირი სამხილი. წარმოიდგინეთ, ფეხის კვალიც კი გამქრალიყო. არც ანაბეჭდები. არაფერი არ ჰქონდათ ხელში გამომძიებლებს. არანაირი ხელჩასაჭიდი. მთელი ტელეფონი გადაჩხრიკეს. არაფერი. როგორც ჩანს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ჰქონდა მკვლელს. ყველა დაკითხეს, ვისთანაც მცირედი შეხება მაინც ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში. სვანეთის მოსახლეობაც არ მოასვენეს ის დღეები. პასუხები არ იყო. ყველა იმას ამბობდა ,,რა კარგი კაცი იყო, წარმოდგენაც არ გვაქვს რა შეიძლება მოსვლოდაო”. მევალეებზეც იფიქრეს. ისედაც გაავებულმა, გადარეულმა ცუცამ ლამის თვალები დასთხარა ზაზას ამის გაფიქრების გამო. დათის არ ჰყავდა მევალეები! დათი კარგი იყო! დათი ცუცას თვალში უფრთო ანგელოზი იყო! ერთადერთი იმას იხსენებდა ცუცა, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთი კვირით ადრე თითქოს შეიცვალა, გაცივდა, ისეთი ღიმილიანი აღარ იყო, როგორც ადრე, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი მდგომარების შეცვლა კვლევა-ძიებად, როდესაც დათისგან მიიღო პასუხი, რომ ვითომ ქორწილის მოახლოება აფორიაქებდა ასე. ამას ნანობდა ყველაზე მეტად, ვერ დავეხმარეო. პასუხების არქონის, სამხილების არარსებობის, ეჭვმიტანილების არ ყოფნის, საერთოდ არანაირი ხელჩასაჭიდის არ არსებობის გამო, საქმე მალევე დაიხურა. შეიშალა ცუცა. ზაზას ევედრებოდა, იპოვე ჩემი ქმრის მკვლელიო. რას იზამდა ერთი ზაზა?! ვერც ვერაფერს გახდა. > > > განყოფილებიდან გამოდიოდა, ჩანთიდან ტელეფონი რომ ამღერდა. გაკვირვებულმა დახედა სენსორს, მის ზარს ახლა ნამდვილად არ ელოდა. მაგრამ მაინც უპასუხა. -ბატონო! -ცუცა, გამარჯობა. - ანერვიულებული ხმა ჰქონდა გოგოს. -გამარჯობა? -ცუცა, ჩვენთან უნდა მოხვიდე. -რა მინდა თქვენთან, ცისია? - სულ დაიბნა ქალი. გამოაღო მანქანის კარი. -სამეგრელოში ვიყავი ბებიასთან, ახლახანს დავბრუნდი სახლში… ცუცა, ყველა აქ არის.. - ცრემლები წამოუვიდა და ხმა გაუტყდა აფორიაქებულს. - დედა, ძია გივი, ნატუკა ბიცოლა, დათის ნათლია… მამა სამსახურშია, ვერ დავურეკავ.. ცუცა.. - ტუჩებზე იკბიტა რომ გაჩერებულიყო როგორმე. - გთხოვ, მოდი… არ მინდა რომ აქ იყვნენ… ამას რომ დათი ხედავდეს.. -დამშვიდდი, მოვდივარ. მე მაგათ ვაჩვენებ მკვდრის აბუჩად აგდებას. - ტელეფონი გათიშა და მეორე სავარძელზე მიაგდო. მალევე მიადგა კვირკველიების ორსართულიან ვილას. ღრმად სუნთქავდა ქალი. ბოლოს აქ დათის გარდაცვალების დღეებში იყო. როდესაც გაასვენეს დათი. ფეხების კანკალით გადმოვიდა მანქანიდან, ყველანაირი ძალა მოიკრიბა მის გამო და გაცეცხლებული შევარდა ეზოში. დაიწყო კარებზე ბრახუნი. დამხმარე პერსონალმა გაუღო კარები, რაღაცნაირად, შეშინებული სახე ჰქონდა. უთქმელად შემოატარა ქალი სახლში. მაშინვე თვალებ აწითლებულ ცისიას ჰკიდა თვალი. ჩაეკონა ქალს გულში, თვალებამღვრეულმა. თავზე გადაუსვა ხელი ცუცამ. -სად არიან? - გახედა იქვე უხერხულად აწურულ ქალს. -მისაღებში. - თითქმის ჩურჩულით ამოთქვა. შეუშვა ხელები გოგოს. გაემართა პირდაპირ მათკენ. ისმოდა სიცილ-ხარხარი. თავზე წამოადგა მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს გაავებული ქალი. გადმოხედა ყველამ ერთად ახლად მოსულს. -ოო, ჩემი ყოფილი სარძლო მოსულა, როგორ გიკითხოთ, ქალბატონო? - სიცილით ჩაილაპარაკა დათის დედამ - ირინამ. -ფუ, შენს ქალობას. - ზიზღით ამოთქვა ცუცამ და მკვლელი მზერა ესროლა სუფრის ბოლოდან, სუფრის თავში მჯდომ უთავმოყვარეო ქალს. - როგორ აკადრე აქ მოთრევა, ჯერ შენს უბადრუკ თავს, მერე კი ჩემ ქმარს?! -უზრდელო! - წაუხდა ხმაც და სახეც წამებში. -მე ვარ უზრდელი? შე, არაქალო. წაათრიე ეს შენი საყვარელი აქედან და მეორედ არ დამენახო! -როგორ წაგიგრძელებია ენა. - კბილებში გამოსცრა სუფრის თავში მჯდომმა დათის ნათლიამ - დავითმა. ირინას საყვარელმა. -ენა ბავშვობიდან გრძელი მქონდა. რა ნამუსით მოდიხარ ამ სახლში?! - სუფრის მეორე ბოლოში, ცარიელ ადგილას დაარტყა მაგიდას ორივე ხელი. -გეყოფა ეს მასკარადი და მოშორდი აქედან! შენ შენი თავი ისევ ჩვენი სარძლო ხომ არ გგონია?! მოკვდა დათი! ვინ მიგდიხარ, რომ აქ მოსვლას ბედავ და საქმეს გვირჩევ?! - დასჭექა ირინას ძმამ. ჩაეღიმა ირონიულად ქალს. როგორ ცდილობდა ახლა თავის შეკავებას. ჩაღუნა თავი. -ცუცა ვარ. კორინთელი. - მშვიდად ჩაილაპარაკა. მერე მაგიდის საფარს დაავლო ხელი და მთელი ძალით მოქაჩა. გველნაკბენებივით წამოვარდნენ სუფრიდან, გადაესხათ ნაირ-ნაირი კერძები მუხლებზე. თვითკმაყოფილი ღიმილით გადახედა ქალმა ყველას. - გემრიელად მიირთვით. - ცალყბა, ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა. -როგორ ბედავ?! - დაიწივლა ირინამ. -შენ ვინ ხარ, ჩემი საქმროს ოჯახში მოეთრიო, შენს საყვარელთან, ძმასთან და რძალთან ერთად და სუფრა გააწყო, - ძალიან ნელა საუბრობდა, ავისმომასწავლებლად. კედელზე აკრული ცისია თვალცრემლიანი შეჰყურებდა სანახაობას. -მე მისი დედა ვარ! - მტკიცედ შესძახა. -ჩემი ფეხები ხარ! ვის რაში სჭირდება შენნაირი დედა! როდის გაღიარა ჩემმა ქმარმა შენისთანა ქალი დედად! წაეთრიე აქედან, სანამ ნიკოლოზი მოსულა! - დაუღრიალა მთელ ხმაზე და კარებისკენ გაიშვირა აკანკალებული ხელი. -უტუხი გოგო! - ნატუკამაც დაიჩურცულა ბოლოს და გახედა ქალს, ირონიულად რომ შეჰყურებდა ამ არანორმალურ ხალხს. -წამოდი ირინა, წავიდეთ! - დაფრთხდა დავითი ნიკოლოზის ხსენებაზე. -დროზე! - შეხედა ცუცამ ქალს, ჯერკიდევ ყოყმანობდა. მალევე გაიკრიბნენ და დატოვეს სახლი. უკვე გადაშიშვლებულ მაგიდასთან დადგა და ხელებით ჩამოეყრდნო. თვალებ დახუჭული მძიმედ სუნთქავდა. მალევე იგრძნო მხარზე შეხება. ახედა ნამტირალევ ცისიას. როგორ ჰგავდა მის კაცს. წამით თვალწინ დაუდგა დათის გაბრწყინებული ცისფერი თვალები. საშინლად მოუნდა იმ წამს მის გვერდით ყოფილიყო... ცრემლები მოადგა ცუცას. სახეზე შეეხო ცისიას. დიდხანს უყურა დათის მსგავს თვალებში, გადმოუგორდა ცრემლი გოგონასაც. შუბლზე აკოცა ბავშვს. -არ დავუშვებ შენი ძმა იქ შეაწუხონ. გესმის? - ჩასჩურჩულა ყურში. თავი დაუქნია ცისიამ. მალევე მოშორდა გოგოს და გავარდა სახლიდან. აღარ შეეძლო აქ გაჩერება. სული ეხუთებოდა უკვე. ჩაჯდა მანქანაში სუნთქვა გახშირებული. ახლა მხოლოდ ის უშველიდა. არც დაფიქრებულა ისე გაუყვა სასაფლაოს გზას. ფრთხილად მიაბიჯებდა მიწაზე. გაუსწორა თვალი ქვიდან მომზირალ ლამაზ სახეს. გულაჩქარებულმა გადაუსვა ხელი ქვას. მერე თითქოს ხმაური შემოესმა. მოათვალიერა იქაურობა. სწრაფად წამოდგა, აკოცა ქვას და ხმას მიჰყვა, რაც უფრო მიუახლოვდა, უფრო მკვეთრად გაარჩია მოლაპარაკე კაცის ხმა. და ამ შუა სასაფლაოზე, არც მეტი, არც ნაკლები, აკაკი ლიპარტელიანი შერჩა ხელთ. წარბაშკრულმა შეათვალიერა მთვრალი კაცი. მიწაზე იჯდა, ქვაზე გამოხატულ ქალის ლამაზ სახეს შესცქეროდა და თავისთვის ბუტბუტებდა. ვისკის ბოთლი ეჭირა ხელში. მათი ბოლო შეხვედრიდან სამი დღე გასულიყო. არ ელოდა მის ამ მდგომარეობაში აქ ნახვას. საერთოდაც, სულ უდროოდ და არასწორ სიტუაციებში გადაეყრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. დამთხვევაც აღარ იყო ეს უკვე. ჩაახველა ცუცამ. გადმოხედა აყუდებულ ქალს აკაკიმ. ირონიულად ჩაეცინა. -შენ ვინ ყოფილხარ?! რა მომეწებე ტკიპასავით? -შენ ნორმალური ხარ? - უღიმღამოდ ჰკითხა. - მთვრალი, სასაფლაოზე.. მის სულს მაინც ეცი პატივი.. - საფლავისკენ აიქნია თავი. -დედას ყოველთვის უხარია თავისი შვილის ნახვა. ასეც და ისეც. ჩამოჯდა იქვე დასობილ მარმარილოს სკამზე. -ვიზიარებ. თავი დაუქნია სუსტად აკაკიმ. სიჩუმე ჩამოწვა. არაფრის მთქმელი. ერთი თავისას განიცდიდა, მეორეს თავისი სტკიოდა. ორი ადამიანი ერთი და იგივე ემოციით. იგივე განცდით. ორივემ დაკარგა, ყველაზე ძვირფასი. ადამიანები, რომლებიც საყვარელ ადამიანებს კარგავენ, ყველაზე მეტად მათ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის. იმ აფეთქების, რაც მათ ორგანიზმში ხდება. ქვიდან მზერა აკაკიზე გადაიტანა. სულ არ იმჩნევდა მის არსებობას, არხეინად მიწოლილიყო ქვას და თითქმის ჩაცლილი ბოთლი მოიყუდა. -რას ჩამომიჯექი? -რაიყო? არ შეიძლება? მტრული მზერით შეათვალიერა აკაკიმ. წამოდგა. საფლავის ქვას ძლივს მიუახლოვდა. სურათს მიეფერა. რაღაც ჩასჩურჩულა და მერე ვითომც არაფერი გასასვლელისკენ დაიძრა. -ამ მდგომარეობაში საჭესთან აპირებ დაჯდომას? - სურათისთვის თვალი არ მოუშორები ისე ჰკითხა ცუცამ. -და შენ რა? - გადმოხედა აგდებით. -რას მენაგლები? - წამოდგა ცუცაც, მხარი გაჰკრა და თვითონ გაიჭრა წინ. უკან მიჰყვა აკაკიც ბორძიკით. -რატომ დადიხარ ღამით აქ? ან ვისთან? - მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს ანათებდა ის საფლავი ვისთანაც დადიოდა ცუცა, რომ შეემჩნია. -არ არის ეგ შენი საქმე. - გააღო მანქანის კარი. აკაკი თავისას აეყრდნო კარებზე. - ჩაჯექი. - მკაცრად გადმოხედა კაცს. -ჰა?.. -ჯანდაბა.. - თავისთვის, ჩუმად ჩაილაპარაკა. - ასეთ მდგომარეობაში ვერ მართავ მანქანას. ჩაჯექი და მიგიყვან სადაც გინდა. რატომღაც, სრულიად უპრობლემოდ, უთქმელად შემოუარა ცუცას მანქანას და დაიკავა ადგილი მის გვერდით. კომფორტულად მოთავსდა სავარძელში. ოდნავ უკან ჩასწია. გაშალა ფეხები. მარჯვენა ხელით ჩამოწეულ ფანჯარას დაეყრდნო იდაყვით და სიგარეტი მშვიდად გააბოლა. ხმა არ ამოუღია. ჩაფიქრებული გასცქეროდა თბილისს. -სად მიგიყვანო? ერთი წამით გადმოხედა. შეათვალიერა საჭესთან მჯდომი ქალი. მანქანის მართვაც კი საშინლად უხდებოდა ამ ქალს. უკარნახა მისამართი. მშვიდად დასრულდა ის დღეც. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. თვალებდახუჭულმა მოიძია მობილური საწოლის მეორე მხარეს. -ჰოო.. - არც დაუხედავს ისე ჩასძახა. -გიორგი ბაუჩაძეს გაუღვიძია. უნდა დავკითხო. მოხვალ? ელვის სისწრაფით გადმოხტა ლოგინიდან. სწრაფადვე მოემზადა და პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. გარეთ იჯდა ზაზა. ჩაფიქრებული ეწეოდა სიგარეტს. მიაყენა მანქანა ქალმა, მოიკითხა მეგობარი და ორივემ ერთად შეაბიჯა საავადმყოფოში. გიორგის კარებთან ორი პოლიციის თანამშრომელი იდგა. თავის დაქნევით მიესალმნენ ზაზას და თავადვე გაუღეს კარები. ექიმის ნებართვით ხდებოდა დაკითხვა, თავისთავად. ეღვიძა გიორგის. სკამს დაავლო ზაზამ ხელი და საწოლის გვერდით დადგა. ცუცა იქვე აიწურა. წარბშეკრული დაჰყურებდა მწოლიარეს. -აბა, გიორგი, როგორ ხარ? -ახლა კარგად ვარ. გმადლობთ. -მე ზაზა კალატოზიშვილი ვარ. გამომძიებელი. ეს ჩემი თანაშემწეა. ცუცა. თავი დაუქნია გიორგიმ. -რა მოხდა ოცდაშვიდი იანვრის ღამეს? უხერხულად შეიშმუშნა კაცი. -მე… -ვიცით, რომ ლიპარტელიანმა გცემა. -მე მას არ ვუჩივი. -თავდახრილმა ჩაილაპარაკა. ერთმანეთს შეხედეს ცუცამ და ზაზამ. -ბექა! - ხმამაღლა დაიყვირა. შემოვარდა კარებთან მდგომი დაცვის ბიჭი მაშინვე. -გისმენთ, ბატონო ზაზა! -აქ ვინმე იყო შემოსული? -არა. -უცხო ნამდვილად არავინ არ ყოფილა?! - ხმას აუწია. -არა, ბატონო ზაზა, მხოლოდ ექიმი იყო. -კარგი, გადი. - გავიდა ბექა, შემოუტრიალდა მაშინვე გიორგის. - როგორ დაგაშინეს? ჰა?! რას ქვია არ უჩივი?! რანაირად შემოაღწიეს, გუშინს მერე აქ არიან ჩემი ბიჭები! ვიცი, რომ აკაკიმ გააკეთა ეს!.. -აკაკიმ? - გააწყვეტინა გაოცებულმა. - არ ვიცი ვისზე ამბობთ. -რა არ იცი, ბიჭო?! - ამაზე საერთოდ გაგიჟდა ზაზა. -ზაზა, დაწყნარდი! - მიუახლოვდა ცუცაც. - აკაკი ლიპარტელიანმა არ გცემა? -არა. -როგორ არა? ფოტორობოტიც გვაქვს. ვიღაცამ დაგინახათ და ზუსტად ის აღმიწერა! აკაკი! -არ ვიცი რაზე ამბობთ. -გავგიჟდები! - წამოვარდა ზაზა და თავზე გადაისვა ხელები. -კარგი. არ იცი, არ იცი. რატომ გცემა? კვლავ ჩახარა თავი. რომ არაფერი არ თქვა, გაცეცხლებული გამოვარდა პალატიდან ზაზა, შეეშინდა რამე არ დავუშავოო. გამოჰყვა ცუცაც. -მოიცადე, ზაზა! - მაჯაში ჩაავლო ხელი. -ახლა მე რა ვქნა?! -ჯერ დაწყნარდი! -ცუცა, დარწმუნებული ხარ რომ სწორად დახატე? - შეაპარა თითქოს. მკვლელი მზეით გადმოხედა ცუცამ. -რას მეუბნები?! იდიოტო! კაი მე შემეშალა იმ ქალმა ხომ თქვა ზუსტად ეგარიო?! -კარგი, ჰო, მაპატიე, ეგ დამავიწყდა. -ესე იგი, ხელს აფარებს? -აბა, როგორ?! ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ცუცამ. -კარგი, რაც არის არის. ახლა ევა და ნოა უნდა ვნახო. ჩვენს კაფეში მელოდებიან. წამოხვალ? -არ მცალია ცუცა. მოიკითხე ჩემგან. მკლავზე შემოჰხვია ცუცამ ხელი. -ყველაფერი კარგად იქნება, გესმის?! დაემშვიდობა და მანქანაში ჩახტა. ცისიას დაურეკა ნომერზე. არ გავიდა, გამორთული იყო. არ იყო ქვეყანაში. ვიდეო ზარით დაურეკა მერე. მალევე უპასუხა ღიმილიანი სახით. -დილა მშვიდობისა, ცისი, როგორ ხარ? -კარგად, ცუცი, შენ? -რავი, მეც ეგრე. არ ხარ აქეთ? -არა, რიოში ვარ. ცოტახნით მერისთან ჩამოვედი. ტვინი გადამეღალა მანდ. -კარგად მოგიფიქრებია. -შენ… შენ არ ჩამოხვალ? გიკითხა მერიმ. - მაინც უხერხულად ჰკითხა. -არა, ცისი, სად მცალია.. მთელი გზა ისაუბრეს, სანამ კაფეში არ შევიდა ცუცა. ახლობლების დანახვაზე მათკენ დაიძრა. ისე იყვნენ გართული საუბარში ნოა და ევა, რომ სანამ გვერდზე არ მიუჯდა მაგიდასთან, მანამ ვერ შეამჩნიეს. -რაო, გვრიტებო? -წარბების თამაშინ შეხედა ჯერ ერთს მერე მეორეს. თავი დახარა ევამ. ვეღარ გაუსწორა თვალი ვერც ერთს. ნოამ ამის შემხედვარე ხარხარი მორთო, გადაიწია სკამზე ბოლომდე. მაინც შეძლეს ცუცას გაღიმება. -შენ ავსული დედაკაცივით სულ მომენტს რატომ მიფუჭებ? - სიცილით აღმოხდა ნოას და მეორე სკამს გადაადო ხელი. თვალი ჩაუკრა ცუცამ და მიმტანს დაუძახა მისთვისაც ყავა რომ შეეკვეთა. ამჩნევდნენ ცუცას ცვლილებას. თანთადათ ბრუნდებოდა მათთან, ყველა ხედავდა ამას. უბრუნდებოდა სამყაროს ცუცა კორინთელი. რიო-დე-ჟანეირო ლაპა ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა გარეთ რომ სეირნობდა ცისია კვირკველია. ყურსასმენები გაეჩხირა ყურებში და განვლილ დღეებზე ფიქრობდა. ისე ჩვეულებრივად მიაბიჯებდა ლაპაში, თითქოს რიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო უბანი არ ყოფილიყო. დაჯდა საბოლოოდ ელემენტი უსადენო ყურსასმენების, უკმაყოფილოდ ჩააბრუნა ჩანთაში. პირველად მაშინ იგრძნო უკან რომ მიჰყვებოდნენ. გველნაკბენივით შეტრიალდა უკან. არავინ არ ჩანდა. აუჩქარა ფეხს. ,,ოხხ, ცისია, ხომ გითხრა გამოგყვებიო, რა ჯიუტი ხარ!“ გულში ლანძღავდა საკუთარ თვს, თან ჩანთა გულმკერდზე მიებჯინა და ისე ჩაჰხუტებოდა თითქოს პიროვნება ყოფილიყოს. ნაბიჯების მოახლოებაც იგრძნო. თვითონაც უმატა სიჩქარეს… წამოეწია და მალევეც იგრძნო მკლავზე ძლიერი ხელი რომ ჩაავლეს. შემოატრიალა ცისია, ერთი წამოიყვირა და გამზადებული წიწაკის სპრეი შეასხა თვალებში. მოაშორა ხელი მაშინვე. გაქცევას აპირებდა სახეზე რომ დააკვირდა კაცს და მალევე შეძლო მისი ამოცნობა. -ჯანდაბა! ცოტნე! - წამოიკივლა გაოგნებულმა. -შენ, გოგო, გადაირიე?! - ამწარებულ თვალებზე ისვამდა ხელებს. -მე რა ვიცოდი შენ თუ იყავი.. - ჩაიბურტყუნა თან ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო.- გაუშვი ხელი. გაახილე.. - ხელზე დაისხა და ისე მიეფერა თვალზე, სულიც შეუბერა.-კიდევ გეწვის? - ბავშვივით ჰკითხა და ახლად გახელილ თვალებში ჩააშტერდა. -მომენატრე. - ღიმილი შეეპარა კუთხეებში. ლოყაზე აკოცა მაშინვე. -დამპალო! შემაშინე წეღან! ისე მალულად რატომ მომეპარე!? - მხარზე დაჰკრა ხელი. ცისიას ხელები თავის ტორებეში მოიქცია და სათითაოდ დაუკოცნა ლამაზი თითები. -რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი? - მოლბა მაინც და დაულბა ხმაც ქალს. -შენს სანახავად ჩამოვედი, ცისი. მივდივარ დილით. -კარგი. - ბავშვივით გამობუშტა ტუჩები და თვალები თავის ფეხსაცმელს გაუშტერა. -ცისია… - უფრო მიუახლოვდა ღიმილით, ცისიას წითელი ლოყები თავის ხელებში მოიქცია, ჯერ ერთზე აკოცა, მერე მეორეზე, მერე პატარა ცხივრზე... - ხომ იცი, რომ ახლა არ ვარ კარგ მდგომარეობაში… -ვიცი და არც იმას მიხსნი რა ხდება შენს თავს. - ნაწყენი თვალები შეანათა ქალმა. -ამაღამ ჩემთან დარჩები? აღარაფერი უთქვამს. უხმოდ დაუქნია თავი. წაეტანა მონატრებულ ტუჩებს ცოტნეც. >>> არ გათენებულა მშვიდი დილა არჩილ ლიპარტელიანისთვის. დილიდან შეატყობინეს საშინელი ამბავი. განრისხებული, გაჭარხალებული მივარდა აკაკის ახლა რაღა ვქნათო. უამბო რაც ხდებოდა მათ თავს. მობეზრებით გააქნია უმცროსმა ლიპარტელიანმა თავი. მერამდენედო ჩაიბურდღუნა. შუადღე გადასული იყო ერთად რომ დაადგნენ სვანეთის გზას მამა-შვილი. უკვე კარგად ბნელოდა თბილისში რომ შემოვიდნენ. ვახტანგ გაზდელიანს შეეხმიანენ გზად. ისევ მიყრუებულ შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად სხვა ადგილას. ვახტანგთან ერთად ნიკოლოზ მახარაძე და იოანე მჭედლიშვილიც დახვდათ. ბაქოდან უნდა გამოსულიყო პირველ საათზე ტრანსპორტი ბათუმის მიმართულებით. იქ გაზდელიანის ძმა მიიღებდა საქონელს - ავთანდილი. ეშმაკური ღიმილითა და დიდი ღვარძლით ჩამოართვა ვახტანგმა ხელი არჩილს. დაემშვიდობნენ ერთმანეთს. განყოფილებაში, ზაზას კაბინეტში ისხდნენ. თავად ზაზა სავარძელში კომფორტულად იყო მოკალათებული და ჩაფიქრებულს თვალი გაეშტერებინა კედლისთვის. ცუცა კი მისი მაგიდის წინ მდებარე სკამზე იჯდა, წარბშეკრული დაჰყურებდა ფურცლებს. -იცი, რას დავაკვირდი?- გასწორდა, ერთი ხელით მაგიდაზე აათამაშა თითები მეორე ნიკაპზე მოისვა ხელი ზაზამ. -აბა? - არ ამოუყია თავი ისე ჰკითხა. -ძალიან ხშირად დარბის ეს ჩვენი აკაკი სვანეთში. -სვანია და აბა სად წავა. - არ მიუქცევია ყურადღება, აკაკის ძველი ,,კარგი საქმეების” შესახებ კითხულობდა. -დათის გარდაცვალებამდეც დავსდევდი, გითხარი ეს უკვე. ვითომ ჩვეულებრივი ბიზნესმენი, ქველმოქმედი.. არადა ხომ ვიცი, არა, რა ნაბო*არიცაა. ისე აკეთებს ყველაფერს, ერთ ნაგავს არ ტოვებს უკან. -დათი რატომ ახსენე? - თითქოს მხოლოდ ახლა დაინტერესდა ქალი. ამოყო თავი საბუთებიდან და ზაზას მიაჩერდა პასუხის მოლოდინში. -რატომ ვახსენე და ცხადია მაშინაც ვაკვირდებოდი. იმ დროს… - თვალები მოჭუტა და ისე დააკვირდა კედელს, თითქოს იქ იპოვიდა პასუხს. - იმ დროსაც აუხშირა სვანეთში სიარულს. მერე აღარ დადიოდა. ამ დრომდე. ეს რამდენიმე კვირა კი ისევ მოუხშირა. ფრთხილად დააწყო ფურცლები მაგიდაზე და ასევე ფრთხილად შეაბრუნა თავი ზაზასკენ. -ანუ? -არ ვიცი, ცუცა. საეჭვოა. სუნთქვა გაუხშირდა. ასე ემართებოდა ყოველთვის მის ხსენებაზე. ,,შენს შვილს ყველგან ეძებენ და არც მოისვენებს პოლიცია, სანამ არ იპოვის.“ ეს სიტყვები ამოუტივტივდა უეცრად თავში. ჭიქას დაავლო ხელი. წყალი დალია ხელის კანკალით.მერე კი ხელებში ჩარგო დამძიმებული თავი. -ცუცა, რა გჭირს?! - მის მუხლებთან იყო უკვე დახრილი. მაჯაზე მოხვია ხელები და ჩამოაწევინა სახიდან. - ცუცა? -არაფერია. -მაპატიე, გთხოვ. ძალიან დავიღალე ამ კაცის დევნით და მგონია, რომ ყველაფერში ის არის დამნაშავე... თითქოს ყველა ცუდ საქმეში მისი ხელი ურევია... მაპატიე, ცუცა. არ უნდა გამეხსენებია. - მის ხელებში მოქცეულ ცუცას თითებს მიაკრო ტუჩები. თავი დაუქნია ცრემლიანი თვალებით ქალმა. ჩვეულ რიტმში გაგრძელდა ცხოვრება. ყველასდა გასაკვირად ცუცა რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება მამის საუბარი იყო ამის მიზეზი, ან საზოგადოებაში დაბრუნება. დიდხანს მაინც ვერ იქნებოდა ჩკეტილი საკუთარ თავთან, შიშებთან მარტო. ოდესღაც ისედაც უნდა გაერღვია ეს მარტოობის ჯებირები, გადაელახა და თავიდან დაბადებულიყო მის გარეშე. როგორღაც, თავიდან უნდა ესწავლა ცხოვრება. დათის გარდაცვალების შემდეგ სულ მანამდე არსებულ პერიოდზე ფიქრობდა, ცხოვრებაზე, რომელიც დათის გამოჩენამდე არსებობდა. იქ არაფერი იყო საინტერესო. ყოველშემთხვევეში, ასე ეჩვენებოდა ცუცას. მუშაობა გააგრძელა კვლავ ჩვეულ რიტმში. მონატრებოდა ხატვაც და მთელი დღე ათასი სისულელით გაჰყავდა დრო. თბილ მზერას ვერ აცილებდნენ თანამშრომლები, თავისი კარგი ხასიათითა და სიკეთით ყველას დაამახსოვრა თავი, დათის პანაშვიდზეც კი მიაკითხეს დიდი ყვავილით მთელმა ჯგუფმა. რის გამოც თუ ვის გამოც დაიწყო სამსახური ის კი ნამდვილად აღარ გამოჩენილი მის ცხოვრებაში. კოშმარები კვლავ არ შეწყვეტილა მის ღამეულ ცხოვრებაში. სისხლიანი დათი გადარჩენას სთხოვს ცუცას. ისედაც დატანჯული, უარესად იტანჯებოდა რომ ფიქრობდა, თითქოს რაღაც აწუხებდა იქ განსვენებულ დათის. სწამდა, მთელი გულით სჯეროდა, რომ იქ სხვა სამყარო იყო და ადამიანი იქ მაინც უნდა იყოს მშვიდად, თუმცა, გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე, იქაც ვერ დაიდო მშვიდი ბუდე დათიმ. ზუსტად ორი თვე გასულიყო ყველაფრიდან და კოშმარები მაინც არ შეწყვეტილა. <<< -შვიდი თვე გავიდა შენი წასვლიდან. იცი, როგორ მენატრები? იცი, რომ ჩვენი გაცნობის შემდეგ, ამდენი ხნით არ დაგვიტოვებია არასდროს ერთმანეთი?! - ხმა გაებზარა მაინც ქალს. - რა გამიკეთე, დათი?! - ტუჩები აუცახცახდა სატირლად, აუკანკალდა ხმა. - ბოლოს რომ მომწერე, მითხარი მალე ამოვალ და გამზადებული დამხვდიო. იცი, რომ მთელი ღამე გელოდი? სამი დღის შემდეგ გიპოვეს. მე მოგაკითხე. მე ამოგიცანი… ამისთვის როგორ გამიმეტე?! ადრე ვიღაცასთან იჩხუბე. ტუჩი გამსკდარი გქონდა, წარბიც საშენელ მდგომარეობაში… გახსოვს, როგორ მიმალავდი, შენს ნაცემ სახეს? ის რატომ არ დამიმალე, დათ? ის რატომ დამანახე?! ის სახე.. ის.. ის ჭრილობა.. ღმერთო… რა დავაშავე?! - ხმით ტიროდა უკვე განადგურებული ქალი. - შენთან მინდა!.. რა ვქნა, როგორ ვუშველო ჩემ თავს?! და შენ?! შენ კარგად ხარ მაქ, ჩემ გარეშე?! არ გენატრები?! რატომ არ მესიზმრები ნორმალურად?! სიზმარში მაიმც რატომ არ მოდიხარ ძველებურად?! ასე რატომ გამიმეტე, დათი?! არ მავიწყდები! არასდროს არ მავიწყდები! ჩემი ტკივილი ხარ! უშნობა მტკივა! შენს გარეშე დაღამებული თითოეული ღამე მტკივა! ცუდი კაცი ხარ! არ შეასრულე პირობა! არც ჩემი და არც მამაჩემის! ხომ დაპირდი არ მივატოვებო?! ესააა შენი კაცობა?! - დაუღრიალა ქვას. უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს. მთელი ხმით ტიროდა ისტერიკაში მყოფი. ისევ ნერვული შეტევა ჰქონდა. მთელი ტანი უცაცხაცებდა. - არ უნდა დაგეტოვებინე... მე ხომ არ ვიცოდი შენს გარეშე ცხოვრება... როგორ გამწირე... მალევე იგრძნო ძლიერი მკლავების შემოხვევა სხეულზე. ჩაიკეცა. მუხლებზე დაემხო. ვეღარ უსწორებდა მის ლამაზ სახეს თვალს. ქვაზე ნახატს.. ხელოვნურს… -ჩშშ.. დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება. ამასაც გადავლახავთ. ერთად გადავლახავთ. - ნოაც ძირში იჯდა მასთან ერთად. მიხუტებული ჰყავდა მთელი ტანით. ყურში ეჩურჩულებოდა და თმაზე ეფერებოდა ბიძაშვილს. - ამასაც შევძლებთ. დაწნარდი. არ შეიძლება. არ უნდა იყო მასზე გაბრაზებული, კარგი?! არ უნდოდა მას შენი დატოვება, ცუცა. ეს ხომ იცი, არა?! - შუბლზე ჰკოცნიდა ბავშვივით აღრიალებულს. დაუმშვიდდა სუნთქვა. დაწყნარდა თითქოს. გაიაზრა თავისი სიტყვებიც. -წავიდეთ? დაუქნია თავი სუსტად. ააყენა ნოამ. უცებ მოშორდა კაცს და ფრთხილად მიუახლოვდა ქვას. აკოცა ზემოდათ. უჩურჩულა მაპატიეო და მის მიერ წამოროშილი სიტყვები ეტკინა ყველაზე მეტად. დაუბრუნდა ისევ ნოას მკლავებს. წავიდა. ისევ მიატოვა. იქ, სრულიად მარტო. ფეხები უკანკალებდა. მთელი სხეული უცახცახებდა. წინ და უკან დადიოდა და მოუთმენლად ელოდა კიდევ ერთ პასუხს. -ესეც დადებითია. ჯანდაბა, რაზე ფიქრობდი?! - წამოიყვირა მაშინვე მეგობარმა, როდესაც მესამე ტესტზეც კვლავ ორი ხაზი დაეხატა. თავადაც დახედა ტესტს. ცრემლები წასკდა უნებურად. -ახლა რა ვქნაა.. - ამოიტირა და დაეცემოდა კიდეც, მილენას რომ არ შეეშველა ხელი. სავარძელზე დასვა. ხელის შემშლელი თმები გადაუწია სახიდან. -კარგი, არარის ამხელა პრობლემაც. დაურეკე ცუცას? -როგორ დავურეკო?! გუშინ ჩემი ძმის გარდაცვალებიდან შვიდი თვე გავიდა. როგორ უნდა მეთქვა ახლა შენც მჭირდები და ჩემს გვერდზე იყავი-მეთქი?!. - სლუკუნებდა უკვე პატარა ბავშვივით. თავად დაურეკა მილენამ ცუცას და თავის ბინაში სთხოვა მისვლა. -ნეტავ რას იზამს რომ გაიგებს… - ჩაფიქრებული ჩაესვენა ცისიას გვერდით. - ღმერთო, ოცდამეერთე საუკუნეა და ამ ხალხმა კონდომის გამოყენება კვლავ ვერ ისწავლა. -მილენა! - შეუღრინა მაშინვე. ისედაც ცუდად იყო, მისი ნერვები ნამდვილად არ ჰქონდა. მალევე მოვიდა ცუცაც. გულში ჩაეკრა მაშინვე ატირებული. ცუცამაც თბილად შემოჰხვია ხელები. მასთან ერთად დაჯდა სავარძელზე. მილენას გადმოხედა წარბშეკრულმა, თავი გააქნია რა ხდებაო. მოარიდა თვალები ქალმა. -რა ხდება, აღარ იტყვით?! - მოიშორა ცისია სხეულიდან და ზემოდან დახედა. -ცუცა.. მე… მე, ორსულად ვარ… თვალები დაექაჩა გაოცებით. ცოტახნით ხმა ვერ ამოიღო. ხელები შეუშვა. -ვისგან? ახლა ცისიას ჩაუვარდა ენა. თავი დახარა ძირს. -ცისი, ვისგან? - შეუბრუნა კვლავ კითხვა. -არ იცნობ შენ. -და რატომ არის ეს ასეთი ტრაგიკული? რა გატირებს, ცისია? -არ ვიცი რა რეაქცია ექნება.. -არ იცის? -ახლა გავიგეთ ჩვენც. - მილენა ჩაერთო საუბარში, რომ ხედავდა როგორც უჭირდა მეგობარს ლაპარაკი. -მომისმინე, თუ კაცია მობრძანდება, პასუხისმგებლობას აიღებს და მოგხედავს, თუ არა და არ გვიჭირს ჩვენ ისე რომ ბავშვი ვერ შევინახოთ. უბრალოდ… ძია ნიკოლოზი როგორ გაიგებს. - გადმოხედა თავჩაღუნულ ცისიას, რომელიც ხმას ვერ იღებდა. - მოიცა, მოიცა, არ მითხრა რომ მოშორება განიხილება… -არა! - წამოიყვირა მაშინვე. - და ვუყვარვარ ცოტნეს. უბრალოდ ახლა ცუდი პერიოდი აქვს. -და რა სჭირს? - ცინიკური ხმა ვერაფრით დაიმორჩილა ცუცამ. -არ ვიცი. ზუსტად მეც არაფერს მიყვება. -და რატომ ჩერდები კაცთან, რომელიც არაფერს გიყვება? -მიყვარს და იმიტომ! აღარ გაუგრძელებია. თავი გადააქნია ოდნავ ამ ყველაფრის შემყურემ. ოხ ეს ბავშვები... სავარძელზე დაესვენა და თვალებიც დახუჭა. მენტალურად გადაიღალა უკვე ყველაფრისგან. დღეს თავად აკაკი ლიპარტელიანის დაბადების დღეა. 32 წლის გახდა ბატონი. მიიწვია ცუცა და ევა. ზუსტად ორი თვე გასულიყო, რაც ქუჩაშიც კი არ შეჰყრიან ერთმანეთს. ზედმეტი ფიქრის გარეშე დაიწყო საღამოსთვის კაბის არჩევა. დიდად არ ჰკლავდა მასთან შეხვედრის სურვილი, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო. რაც შეიძლება მეტი ინფორმაფია უნდა ჰქონოდა მასზე. დილიდან გავიდა უკვე მოფიქრებულ საჩუქარზე. არც ზედმეტად გადაპრანჭულა, გარდერობში მოიძია გრძელი, შავი კაბა. ქუსლიანებიც მოირგო. მაკიაჟს არასდროს ატარებდა. წითელი ტუჩსაცხი წაისვა მხოლოდ და თვალის შავი ფანქარი. ევას გარეშე მოუწია წასვლა. ნოასთან ერთად ვახშმობდა ქალბატონი. ბავშვობიდან ჰქონდათ სიმპათიები ერთმანეთის მიმართ და დღემდე ვერ მოუბიათ ურთიერთობისთვის თავი. რვა იყო საათი თავის მანქანაში რომ ჩახტა და აკაკის ერთ-ერთი სასტუმროსკენ აიღო გეზი. რა თქმა უნდა, დააგვიანა. ცუცა ხომ გიჟდებოდა დაგვიანებაზე. ხალხის ყურადღების ქვეშ ყოფნაზე. არჩილ ლიპარტელიანს ჰკიდა მალევე თვალი. მაშინვე იცნო. ჰგავდა აკაკი მამას. დაჰკრავდათ ორივეს სვანური იერი. ზრდილობიანად მიესალმა. გააცნო საკუთარი თავი და მალევე გამოჩნდა იუბილარიც. კლასიკურად ეცვა. არ ჰქონდა ამ კაცს დასაწუნი არაფერი. მშვენიერი პირი-სახე.. აღნაგობა... მიესალმა ყველას, ერთად თუ ცალ-ცალკე. შეამჩნია ბოლოს ის ქალიც, ვის მოსვლასაც ყველაზე ნაკლებად რომ ელოდა. დაპატიჟა, უნდოდა რომ მისულიყო, თუმცა მაინც ეგონა, რომ მხოლოდ ევას იხილავდა ამ საღამოს. წარბები მაღლა აღაპყრო და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა შავ გედს. დაუფარავად მოატარა მთელ სხეულზე თვალები. -საღამომშვიდობის! - გაუწოდა მარჯვენა ხელი. ახლოდან შეუთვალიერა წაგრძელებული კისერი, კიდევ ერთხელ მოატარა თვალები ბაბუაწვერაზე და იმ.. იმ დასაწვავ ბეჭდებზე… -გილოცავ, ლიპარტელიანო! - შეაგება თავისი მარჯვენაც. -მადლობა. სიმართლე გითხრა… არ გელოდი. - გვერდულად გაეღიმა კაცს. -დამპატიჟე და მოვედი. -ევა? -მომავალ ქმართან ერთად ვახშმობს. ბოდიში გადმოგცა. ღიმილით დაუქნია თავი და მალევე მოსცილდა. მერე იყო შუქების ჩაქრობა, ტორტის შემოტანა, სანთლების ჩაქრობა… ოცდათორმეტი წლის ვარ, რაღადროს ეგეთებიაო. თორმეტის მერე დაშლა დაიწყო საზოგადოებამ. აივანზე იყო კორინთელი. იმოქმედა შამპანიურმაც, ძირში იჯდა ჩაფიქრებული, ისე, რომ ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული და კაბას იჭერდა, ზედმეტი რომ არაფერი გამოსჩენოდა. ქუსლიანები იქვე მიეყარა. უბერავდა გრილი ნიავი. უწეწავდა თმას. რამდენი დრო უნდა გასულიყო რომ დავიწყებოდა? ყველგან მას ხედავდა, ყველაფერში, ყოველთვის.. სულ ის იყო. მხოლოდ დათი. ისევ გადავარდა მოგონებებში… ,,სუსხიანი ზამთარი იდგა სამეგრელოში. ყველაფრისგან გადაღლილებმა ცოტახნით განტვირთვის მიზნით კვლავ ამ გზას დაადგნენ. უყვარდა ცუცას სამეგრელო, თავისი კაცის მშობლიური ადგილი, ამიტომ ხშირადაც ჩამოჰყავდა დათის. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სოფელი სამუდამოდ მიატოვეს და გადმობარგდნენ თბილისში. ვერ ელეოდა დათი ამ ადგილს. ბავშვობას. ყველაზე ტკბილ წლებს. ჩამოდიოდა და თან მოჰყავდა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული. -ადე, გავაკეთოთ ხინკალი. - გაუქნია ბალიში კორინთელის ქალმა დივანზე წამოწოლილ კაცს. -რა მოუსვენარი ხარ, ცუცა. ახლა ხინკალი რომ არ ვჭამოთ მოვკვდებით? -შენი არ ვიცი, მაგრამ მე მოვკვდები! ხომ იცი, რომ მარტო ვერ გავაკეთებ?! იცოდე, რაღაცას მაინც ვიცოდვილებ და მერე არ გავიგო არ მინდა, არ შევჭამო! ძალით ჩაგტენი პირში! - საჩვენებელი თითი დაუქნია გამაფრთხილებლად. -ოჰ, წავედით, კაცო რაუნდა მაგას?! ხინკალი ვერმომიხვევია ამხელა კაცს?! - ელვის სისწარაფით წამოვარდა და სამზარეულოშიც კი შეასწრო შესვლა ცუცას მუქარით შეშინებული. ნამდვილად არ იყო სამზარეულო ქალის ძლიერი მხარე. - აღარ მოდიხარ? - გამოყო თავი კარების ჩარჩოდან. თავის ქნევით შეჰყვა კაცს უკან. -სიკვდილის ბოლო წუთამდე მეყვარები, ცუცი. - უცებ მოიქცია ცუცას პატარა სახე ხელებში, შუბლზე აკოცა მიხუტებულს. ყველაზე წმინდას მის ცხოვრებაში“. -ცუცა, კარგად ხარ? გამოფხიზლდა კაცის შეხებაზე. უცებ ახედა წელში მოხრილს. უხეშად მოიშორა ცრემლები და გააშვებინა ხელიც. ერთხანს უყურა სვანმა, მერე თავადაც ცუცას წინ ჩაჯდა ძირში. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ცივ იატაკზე. გაუსწორეს თვალები ერთმანეთს. უცნაური იყო მათი ქცევა ერთმანეთისადმი. მოიძია ჯიბეში სიგარეტი. ამოიღო ერთი და პირდაპირ თავის ბაგეებში მოიქცია. გაუწოდა ყუთი ქალსაც. არ მინდაო, გააქნია თავი. -ქმარი დაგეღუპა? - როგორი თავხედი იყო მაინც, მისთვის ასეთი მტკივნეული თემა ისე მიახალა, თითქოს ერთი ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. -საქმრო. - თვალი თვალში გაუყარა პირდაპირ ეშმაკურად. -სამწუხაროა. როგორ გარდაიცვალა? - გამოუშვა ბოლი პირიდან. -მოკლეს. - ჩვეულებრივი ხმით წარმოთქვა. წამით არ მოუშორებია თვალი. მოჭუტა თვალები. ისე დააკვირდა მის გაშტერებულ სახეს. -ვინ? ტუჩები გამობურცა და თავი გააქნია. -არ ვიცი. -ასე რატომ მიყურებ? -საჩუქარი მაქვს შენთვის. - იქვე მიგდებულ ჩანთას დაავლო ხელი. გახსნა და პატარა ყუთი ამოიღო. ოდნავ წაიწია და ხელში ჩაუდო პირდაპირ. ახადა მომცრო ზომის ყუთს თავი. ჯვარი იყო. ულამაზესი ჯვარი. შეეპარა ტუჩის კუთხეებში ღიმილი. -იმედია ათეისტი არ ხარ. -ამაზე ძვირფასი არასდროს, არავის, არაფერი არ უჩუქებია ჩემთვის. მადლობა, ცუცა. დაუქნია თავი უემოციოდ ქალმს. ჯვარი იქვე ჩამოიცვა კისერზე და პერანგის ქვეშ ჩაიგდო. -მაშინ.. იმ ღამეს.. ჩვენი გაცნობის დღეს.. -იმ დღეს უბრალოდ ფიქრი მჭირდებოდა, მაგიტომ ვიყავი შენობაში. - გააწყვეტინა მაშინვე. ფეხსაცმელები მოირგო, ჩანთას დაავლო ხელი და წამოდგა. ცოტახნით აივნის მოაჯირზე შემოაწყო ხელები და თვალებიც მიეხუჭა. ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი. რომ გაახილა აკაკი მის გვერდზე იდგა. წამით გაუსწორა თვალები. დაინახა, როგორ ჩააცურა კაცმა თვალები მისი ტუჩებისკენ. ასწია წარბები და წამში იგრძნო თავის ბაგეებზე შეხებაც. ოსტატურად შემოატრიალა აკაკიმ და წელზე შემოჰხვია ხელები. აჰყვა თავადაც გაუაზრებლად და ის იყო ხელების შემოხვევას აპირებდა აკაკის მხრებზე, რომ ტვინში განგაშის სირენები ჩაირთო. ,,დათი!.. დათი!.. დათი!..“ გველნაკბენივით მოსცილდა კაცს და საჩქაროდ გაეცალა ადგილს. გაჰყვა აკაკიც. შეასწრო ცუცამ ლიფტში შესვლა. გახშირებულად სუნთქავდა და გონზე მოსვლას ცდილობდა. ძლივს გაიგო მობილურზე მოსული შეტყობინება. უღიმღამოდ ამოიღო ჩანთიდან და დახედა მაინც გულაჩქარებულმა. ,,ცუცა, სასწრაფოდ ჩემთან მოდი.“ ,,რა ხდება?“ - დაუბრუნა პასუხი მაშინვე. ,,რაღაც გავარკვიე ლიპარტელიანზე. ჯანდაბა, მოდი, რა!“ ,,ზაზა, მითხარი და მოვდივარ.“ ,,დათის გარდაცვალების დღეს ლიპარტელიანი სვანეთში იყო.“ გაშრა. სახე გაუშტერდა ერთი წერტილისკენ. ,,რა ვქენი. ჯანდაბა, რა გავაკეთე“. გაიღო ლიფტის კარებიც. სირბილით გავარდა გარეთ, მანქანისკენ და დაუფიქრებლად დაქოქა. მალევე მოსწყვიტა შავი ჯიპი ადგილს. მიადგა კვლავ ამ შენობას. შემოჰხვია საჭეს ხელები ძლიერად. თავიც ზედ დაასვენა. მიარტა სუსტად რამდენიმეჯერმე. როგორ უნდა ჩაეხედა აწე თვალებში დათისთვის?! მისი ცხოვრება ვერასდროს ლაგდება.. გადავიდა მალევე და შეაბიჯა ფეხი განყოფილებაში. მიადგა ზაზას კაბინეტს და დაუკაკუნებლად შევარდა. ამოხედა მაშინვე საბუთებში ჩაფლულმა ზაზამ. შეათვალიერა ქალი. -სად იყავი? ჯანდაბა, საღამო ჩაგიშხამე… -ლიპარტელიანის დაბადების დღეზე ვიყავი. - გააწყვეტინა მაშინვე. სავარძელში ჩაესვენა და ქუსლიანებიც იქვე მიყარა. -რა? - სხვა ვერაფერი მოიფიქრა გაოცებულმა. -მომიყევი, რა. დაბნეულმა დახედა კვლავ საბუთებს. დაავლო ყველას ხელი, ცუცას წინ დაჯდა და ფურცლებიც პატარა მაგიდაზე მოაბნია. -იმ დღეებში.. დათი რომ მოკლეს, სვანეთში იყო ლიპარტელიანი. როგორც გავიგე დედამისის გარდაცვალების მეხუთე წლისთავი იყო და სვანეთში იყო ოჯახი შეკრებილი. -ვინ ოჯახი? -აკაკი, მამამისი არჩილი, ბიძამისი ილიკო, ილიკოს ცოლი მართა და ბებიამისი ნინელი. -და ამას რატომ უკავშირებ ერთმანეთთან? ,,შენს შვილს ყველგან ეძებენ და არც მოისვენებს პოლიცია, სანამ არ იპოვის.“ წამიერად ისევ ამოუტივტივდა თავში ეს სიტყვები. შეუმჩნევლად გადააქნია თავი და ზაზას მიაშტერდა პასუხის მოლოდინში. -ცუცა.. მგონი აკაკი და დათი ერთმანეთს იცნობდნენ.. დაეხუჭა თვალები. სავარძელზე აიტანა ფეხები. მუხლებზე დაიდო თავი. -სხვა არავინ ჰყავს აკაკის? -ძმა ჰყავს, რომელიც ათი წლიდან ბრაზილიაში ცხოვრობს, მამიდამისთან. არ მაქვს მასზე ინფორმაცია. -კიდევ რას მეტყვი? -დღეს მის საქონელს ვდარაჯობთ. ცოტახანში აიყვანენ ბიჭები სატვირთოს მძღოლებს, - მაჯის საათზე დაიხედა - როგორც ჩანს, აფხაზეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონია ჩვენს აკაკის. -საიდან? -აფხაზი დედა ჰყავდა. ლელა აციმბა. -ეგ აფხაზური გვარია? -ჰო. - მუხლებზე დაეყრდნო იდაყვებით და დაღლილ სახეზე ჩამოისვა ხელები. -ზაზა.. კიდევ არის რაიმე კავშირი მათ შორის?.. დაუქნია თავი ზაზამ. -მე ახლა ცისიასთან წავალ. რაღაცებს ვკითხავ. -არ ეცოდინება. -რატომ? -შენ არ იცი, არ უთქვამს არაფერი და შენი აზრით ცისიას ეტყოდა დათი? -დავიღალე. - ამოიხვნეშა გამწარებულმა. -წადი სახლში. ნელა, ჩაფიქრებულმა დაუქნია თავი. კიდევ ერთხელ ჩაიცვა ქუსლიანები და ზანტად წამოდგა. კარები გააღო, უცებ ჩაფიქრდა, შემოუტრიალდა კვლავ ზაზას და უთხრა: -მართალი იყო გამსახურდია, ადამიანს არასდროს არ შერჩება ხელში, რაც უყვარს.-გაიხურა კარები და წავიდა. დარჩა ზაზა თავის აურაცხელ ფიქრებთან ერთად მარტო. >>> სახლში რომ მივიდა ყველას ეძინა. იქვე მიყარა ფეხსაცმელები, ქურთუკი და უხმოდ შევიდა მისაღებში. დამძიმებული დაენარცხა სავარძელზე. უაზროდ გაუშტერა მზერა გათიშულ ტელევიზორს. ამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა მის თავს, ცოტა გასაკვირიც კია სრულ ჭკუაზე რომ არის. იქნებ, მათი ცხოვრება ბევრად მარტივია? გიჟების. თითქოს, მათ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. დაქვეითებული აზროვნება და რეალობას მოწყვეტილი, გრძნობების გარეშე… დილით მაინც წავიდა ცისიასთან. ჯერ კიდევ არ უთქვამს მამისთვის თავისი მდგომარეობა. არც თავისი და არც ბავშვის. თვალებ გაბრწყინებული შეხვდა ნიკოლოზი ცუცას. როგორ უყვარდა ეს გოგო. თავისი შვილის რჩეული. გასაოცარი იყო პირდაპირ, მისი სიძლიერე, ასეთი შვილი დამარხა და მაინც როგორ მყარად იდგა ფეხზე. მაინც როგორ არ დაღონდა და არ შეეგუა ბედს. საოცარი კაცი იყო ნიკოლოზ კვირკველია. ერთი დაკარგა, მაგრამ მეორესთვის უნდა ეცხოვრა. მეორე ჰყავდა ცოცხალი. მისთვის უნდა მიეხედა. ვაჟი ვერა, მაგრამ ქალიშვილი მაინც უნდა დაეცვა… ჰკითხა ცუცამ ლიპარტელიანზე. ხომ არ გეცნობაო, სტუმრად ხომარ მოდიოდა თქვენთანო, პასუხად მხოლოდ აღელვებული ცისია მიიღო. არ ვიცნობო, მხოლოდ ეს უპასუხა. რა ხდებოდა მის თავს? რატომ არ უთხრა დათიმ თავის დროზე ლიპარტელიანის შესახებ? ისინი ხომ ერთმანეთის ყველა მეგობარსა თუ ნაცნობს იცნობდნენ. ბოლობოლო დაქორწინებას აპირებდნენ. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ჰქონდა კორითელს. მეორე დღეს დიდი სირცხვილითა და მორიდებით დაადგა ამ გზას. სასაფლაოებთან მისულმა, მანქანა იქვე მიაყენა და დიდი ფიქრის შემდეგ გადმოვიდა. ერთხანს უკან გაბრუნებაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ გაწირა მთლად ასე საკუთარი თავი. სჭირდებოდა ახლა დათი. დათის ქვას რომ მიუახლოვდა თავდახრილმა ძლივს შეძლო თვალების გასწორება ქვაზე მოციმციმე, მომღიმარი კაცისთვის. ფრთხილად ჩამოუჯდა მორიდებით და ჩურჩულიც დაიწყო. -მაპატიე, გთხოვ. არ ვიცი როგორ მოხდა. რა დამემართა... რა მომივიდა... ნუთუ იცნობდი იმ საზიზღარ კაცს? რატომ არ მომიყევი მასზე? როდის მიმალავდი რაღაცებს შენ მე?.. გული მტკივა ყველაფრის გამო... რომ მცოდნოდა მასზე, ახლა ხომ არ ვიფიქრებდი მეც ზაზასავით. მისი საეჭვო წარსული მაიძულებს, რომ შენ დაგიკავშირო ყველაფერი... ღმერთო... - მუხლებზე დაყრდნობილი იდაყვებით ხელებში ჩარგო სახე. - ასეთი სულელი როგორ ვარ... მაპატიე გთხოვ... -რისთის ებოდიშები ამ მშვენიერ ყმაწვილს, გოგონა? - უეცრად მოხუცი ქალის ხმა შემოესმა და დენდარტყმული წამოვარდა ადგილიდან. გაკვირვებული მზერა მოავლო მასთან მისულ უცხო ქალს. სამოც წლამდე იქნებოდა ქალი. პატარ-პატარა ნაოჭები დასტყობოდა სახეზე, ხასხასა წითელი პომადა წაესვა ტუჩებზე და ღიმილით შესციცინებდა ახალგაზრდას. -არაფერია... - ჩაიჩურჩლა ცუცამ და გადმოვარდნილი ცრემლი მოიშორა სახიდან. მიუახლოვდა ქალი და მარმარილოს მაგიდასთან ჩამოჯდა. ძალიან თბილი მზერა ჰქონდა, რაღაცნაირი, კეთილი... -მიდი, მომიყევი, იმდენი გამოვიარე ცხოვრებაში, დამიჯერე, რჩევების მოცემა არ გამიჭირდება. თან შენც დამშვიდდები. ბავშობაში რაღაცას რომ გავაფუჭებდი მინდოდა, რომ ამის შესახებ ვინმესთის მომეყოლა, გასაკვირია, მაგრამ ასე ნაკლებად ვგრძნობდი თავს დამნაშავედ... იქნებ შენც მოგეშვას. - გაუღიმა წითელ პომადიანმა ქალმა და გაისუსა ცუცას მოლოდინში. ჩამოჯდა კვლავ ცუცაც და ამჯერად მიწაზე მიშტერებულმა დაიწყო საუბარი მძიმედ. -ეს ჩემი საქმრო იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით ერთად. მიყვრდა სიგიჟემდე, მასაც ვუყვარდი ძლიერ. ოჯახი უნდა შეგვექმნა, მაგრამ არ დაგვცალდა... არ დამაცადა სიკვდილის ჯადოქარმა მასთან ცხოვრება... ჩვენი გაცნობაც კი უცნაური იყო... თითქოს თავიდანვე დაწერილი იყო ჩვენი ბედი, თითქოს ღმერთმა დაგვიწერა ერთად ყოფნა, მაგრამ... 7 თვის წინ წამართვა ჩემი ცხოვრება. გადაიფიქრა, გადაწყვიტა, რომ მარტოობისთვის ვიყავი განწირული და მე ის წამართვა... ბოდიშს ვუხდიდი, რადგან... არ ვიცი რა დამემართა, გავითიში წამიერად... სხვას ვაკოცე... რამდენიმე წუთი ხმაამოუღებლად ისმენდა ქალი ცუცას ნაამბობს და გადახარშვას ცდილობდა. -მეც მომიკვდა ადრე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. - გაოცებულმა ახედა ცუცამ ქალს, - მაშინ მეგონა, რომ ჩემი ცხოვრებაც დასრულდა მასთან ერთად. არ მეგონა თუ შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას უმისოდ... მაგრამ, როგორც ხედავ, დღეს ცოცხალი ვარ, ვარსებობ და ვსუნთქავ... ახლა კი მისი საფლავიდან მოვდივარ.- თავადაც დანაღვლიანდა ქალი. - არც ის მეგონა თუ ვინმეს ისევ შევიყვარებდი. მაგრამ დღეს სამი შვილის დედა ვარ და 7 შვილიშვილის ბებია. ცხოვრება გრძელდება, ჩემო გოგო. ნუ იქნები წინააღმდეგი იმისა, რასაც ღმერთი გაძლევს. ერთი თუ წაგართვა მის ნაცვლად ასმაგად აგავსებს. არ ხარ ვალდებული დაივიწყო. მე საყვარელი კაციც მომცა და შვილებიც, თუმცა მას დღემდე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს მოხუც გულში. უბრალოდ, ორი დღის სიცოცხლეში საკუთარ თავს უფლება მიეცი ბედნიერი იყოს. ეს ბიჭიც ხომ იყო ბედნიერი შენთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე? -ხო, მაგრამ, ეს ასეთი მარტივი არ არის... მისი დავიწყება არ შემიძლია... მგონია, რომ შინაგანად ვიხრწნები მისი მონატრებით... -არ არის მარტივი. არც ჩემთვის არ ყოფილა იოლი ცხოვრება მის გარეშე, მაგრამ, როგორც ხედავ, დღეს აქ ვარ. - თბილად გაუღიმა ქალმა და ამღერებულ ტელეფონს დახედა, - როგორც ჩანს, ჩემი წასვლის დროა. - წამოდგა ქალი ნელა, მიჰბაძა ცუცამაც. ფრთხილად გადადგა ქალმა რამდენიმე ნაბიჯი ცუცასკენ და მისი ცივი ხელები თავის თბილ თითებში მოიქცია. - გახსოვდეს, მას არ ღალატობ შენი საქციელით. მალევე გაეცალა ქალი ცუცას. დიდხანს იჯდა კიდევ სასაფლაოზე ქალი. ხმაამოუღბლად ფიქრობდა მოხუცი ქალის სიტყვებზე და საკუთარ თავში ვერაფრით პოულობდა იმ ძალას, რომელსაც დათის დავიწყება შეეძლო. დილაადრიან გაეშურა განყოფილებაში ცუცა კორინთელი. შიგნით შესულს კი საშინელი აურზაური დახვდა. მკვლელობა მომხდარა კახეთის რომელიღაც სოფელში, მთელი განყოფილება ფეხზე იდგა. ზაზაც არეული დადიოდა მთელი დღე, ერთი სალამიც კი ვერ უთხრა ცუცას ისე აბნეული იყო. ქალიც ზედმეტად აღარ ეკეტებოდა ფეხებში, თავისი კაბინეტიდან არ გამოსულა მთელი დღე. საღამოს კუს ტბაზე გადაწყვიტა გასეირნება სამსახურიდან წამოსულმა. სულ უყვარდა ეს ადგილი. ადრე ევასთან ერთად მოდიოდა ხოლმე, საათობით დადიოდნენ და ათას სისულელეს იხსენებდნენ. უეცრად თვალი მოჰკრა აკაკი ლიპარტელიანის სხეულს. ახლა ამ კაცის დანახვა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. საშინელებაა, მასზე ინფორმაციას აგროვებდა, ყველანაირად ვცდილობდა სადმე მის გამოჭერას, თან ამავდროულად ზედმეტად უცნაური ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ფრთხილად გაპარვას აპირებდა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩუვარდა. როგორც კი შეამჩნია ლიპარტელიანმა ქალი, მაშინვე მისკენ დაიძრა, ლამის სირბილით. -ცუცა! დაგინახე უკვე! - გასძახა ქალს და დაწეულს მკლავზე ჩაავლო ხელი. მიიზიდა მისკენ. - ნუ გამირბიხარ, ცუცა! - დაუყვირა გაბრაზებულმა, მისი საქციელით გაღიზიანებულმა. -გამიშვი ხელი! - დაუყვირა თავადაც და ხელის მოცილება სცადა. -რომ გაგიშვა წახვალ... - უეცრად მოლბა კაცი და სევდიანად ამოილაპარაკა. -დიახაც წავალ! არაფერი მესაქმება შენთან! -ცუცა, რატომ იქცევი ასე?! უბრალოდ ლაპარაკი მინდა. -მე არ მინდა! წვიმას იწყებს თან, გამიშვი, უნდა წავიდე. წვიმას მართლა იწყებდა. პატარ-პატარა წვეთები მალე თხროშო წვიმად გადაიქცეოდა. მოიღრუბლა. ჩაშავდა ზეცა ავისმომასწავლებლად. გახშირებულად სუნთქავდა გამწარებული ცუცა, იმ ხელსაც აღარ იქნევდა ისე გამეტებით აკაკის ხელი რომ მოეშორებინა. თითქოს ისარგებლა კიდეც შექმნილი სიტუაციით აკაკიმ, მეორე ხელი წელზე შეუსრიალა ქალს. მის კისერში ჩარგო ცხვირი. გაუცნობიერებლად მიეხუჭა თვალები ცუცას. -დამელაპარაკე, ცუცა... ვხედავ, როგორ იტანჯები... კისერზე მიაწება ცხელი ტუჩები, მისი სურნელი შეიგრძნო იმ დღის შემდეგ რომ თან დაჰყვებოდა სულ. პატარა ბიჭივით ააცუნდრუკა და გადარია ამხელა კაცი. თავის წამოწევა აიძულა ცუცამ. ამღვრეულ თვალებში ჩახედა კაცს. გვარიანად დაესველებინა წვიმას ორივე. უყურებდა აკაკის თვალებში და სისუფთავის მეტს ვერაფერს ხედავდა. ,,უბრალოდ, ორი დღის სიცოცხლეში საკუთარ თავს უფლება მიეცი ბედნიერი იყოს.“ წამიერად ამოუტივტივდა გონებაში უცხო ქალის მიერ ნათქვამი სიტყვები და ისე მოუნდა კიდევ ერთელ გაესინჯა აკაკის ბაგეები, რომ მთელი სხეული მოიცვა ამ სურვილმა. აღარც უფიქრია ზედმეტად ისე დაეტაკა კაცის ბაგეებს. იგრძნო მთელ სხეულში როგორ აკიაფდნენ სიამოვნების სხივები. გონს მაშინ მოვიდა, როდესაც გაიაზრა, რომ დანაშაულის გრძნობის ნატამალიც კი არ უგრძვნია. <<< განყოფილებაში კვლავ ქაოსი იყო. შემდეგი ოთხი დღეც ასე გავიდა. საერთოდ არ ეცალათ ლიპარტელიანისთის ისეთ ამბებში იყვნენ. კვლავ არ უნახავთ ერთმანეთი. როგორ არ სცადა აკაკიმ მასთან დაკავშირება იმ ღამის შემდეგ, მაგრამ… ვერც ვერაფერი გაარკვიეს ცუცამ და ზაზამ. იმდენი ქნა ევამ, ბოლოს მაინც დაიყოლია ფსიქოლოგზე. უკვე თავადაც ამჩნევდა რა საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა ნერვული სისტემა. ამას ეს ახლი, აკვიატებული საქმეც და აკაკის ძველი საქმეებიც ემატებოდა. რაღაც უნდა ეღონა. ფსიქოლოგი კი ახლა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო. კლინიკიდან გეზი პირდაპირ თავისი ბავშვებისკენ აიღო. მოენატრა ყველა. იმ დღის შემდეგ არც მისულა მათთან. კვლავ ჟრიამულითა და სიყვარულით შეხვდნენ პატარები. ბავშვები ხომ ასეთები არიან? ყველაზე თბილები სამყაროში, არც ერთს აღარ ახსოვდა ცუცას ის მაღალი ტონი, მაშინ რომ ყველას ატკინა გული. კიდევ ერთი პატარა დამატებიათ. ორი წლის მაშო. როგორც აღმოჩნდა, სამი კვირის წინ დაუტოვებია ბებიამისს. ბავშვებთან თამაშით იყო გართული, უკნიდან ნაცნობი ხმა რომ შემოესმა. დაუფიქრებლად გახედა მათკენ მომავალ სხეულს. თვალებს ვერ აშორებდა აკაკი, უცნაური სხივები უკიაფებდნენ თვალებში. ჩამოჯდა აკაკიც მათთან ერთად. მონატრებოდათ ბავშვებს აკაკიც. ერთხელ მოვიდა და როგორ დაამახსოვრა ყველას თავი. ახლაც უამრავი სათამაშო და ტკბილეული მოუტანა. სანამ ბავშვები ახალი საჩუქრებით იყვნენ გართული, მანამ შეძლო იმ ქალბატონის დამარტოხელება, ეს ერთი კვირა მოსვენება რომ დააკარგვინა. ბაღში ისხდნენ კვლავ, დიდი კაკლის ხის ქვეშ. -მადლობა, ბავშვებს ასე რომ ანებივრებ. - არშეუხედავს ისე ამოღერღა, უსასრული სიჩუმით შეღონებულმა. -ისიც ასე აკეთებდა? -ვინ? თვალებით ყელზე მიანიშნა. დაჰფარვოდა ბეჭდები ისეთი სვიტრი ეცვა. ინსტიქტურად ყელზე მოისვა ხელი. -ის ყველას უყვარდა. - განგებ არ უთხრა დათის სახელი, ისევ ისე ჩააშტერდა თვალებში, თითქოს რაღაცის ამოკითხვას შეძლებდა. -რატომ გამექეცი? - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად ადარდებდა და აინტერესებდა ახლა. -არ მინდა მაგ თემაზე საუბარი. - მოაშორა თვალები მაშინვე. მაგიდაზე შემოაწყო ხელები აკაკიმ. -მე მინდა. -ეს ასეთი მნიშვნელოვანია? -აბა ტყულად გკითხე? - სიმკაცრე გაერია ხმაში. -დამანებე თავი. - წამოდგა და ის იყო წასვლას აპირებდა, მაჯაზე რომ სტაცა ხელი და თავის ადგილზე დააბრუნა. -რანაირად იქცევი? - წარბები შეჭმუხნა კაცმა. -არ მინდა-მეთქი შენთან ლაპარაკი! - უხეშად მოიშორა ხელი და გაეცალა მაინც საჩქაროდ. მიჰყვა აკაკიც. მანქანებთან შეეჩეხნენ ერთმანეთს. კარები გააღო ცუცამ. მაშინვე მიაჯახა აკაკიმ. -შენ რა, არ გესმის? რაიყო, პირველად აკოცე ქალს?! - შეუბღვირა და ამჯერად წარმატებით ავიდა მანქანაში. აღარ შეწინააღმდეგებია. ცუცას გასვლის შემდეგ, თავადაც უკან მიჰყვა მანქანით. საღამოს ყველას ერთად უნდა ევახშმა კორინთელების ოჯახში. ევას, ნოას და ნოას მშობლებს. გააწყვეს მაგიდა კორინთელის ქალებმა, ჩადუნელიც მალე შეუერთდა. თბილად შეხვდნენ ბიძა და ძმის შვილი ერთმანეთს. ეთერმაც საკუთარი შვილივით მოეფერა ცუცას. ნოეს და ცუცას სიყვარულმა მეტად დაახლოვა ძმები. ბავშვობიდან ისე იყვნენ ერთმანეთზე მიკედლებული, დღე არ გავიდოდა ერთმანეთი არ ენახათ. ევა სულ ცუცას გვერდით იყო. ასე დაახლოვდნენ ნოა და ჩადუნელიც. ბავშვობიდან ეტრფოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ევას ზედმეტი სიმორცხვისა და ნოას გაუტეხლობის გამო დღემდე ვერ მოაბეს თავი ვერაფერს. დათის გარდაცვალებამ კი კიდევ უფრო მეტად დააახლოვა. მთელი ღამე შესცინოდა ეთერი ევას. უჯიკებდა ხოლმე მალხაზსაც და ,,მომავალი რძლისკენ“ აიქნევდა თავს, როგორც ცუცა მიმართავდა ხოლმე წყვილს. არადა, კი არაფერი ჰქონდათ გარკვეული და ჩამოყალიბებული? უბრალოდ მოუხშირეს ერთად რესტორნებსა და კაფე-ბარებში სიარულს. ესიყო და ეს. მიეხმარა ევა მაგიდის ალაგებაში. მისაღებში ისხდნენ ყველანი. ბავშვები იყვნენ მხოლოდ სამზარეულოში. ცუცა ყავას აკეთებდა. -გიჟდება ეთო. - თვალი ჩაუკრა ბიძაშვილს ცუცამ. ეშმაკურად ჩაეღიმა სკამზე გადაწოლილს. ალმაცერად გახედა დახლთან მდგომმა ევამ ორივეს. - გადაწყვეტილია, ვსიო. მიგვყავს. - არ ჩერდებოდა ცუცა. -ვინ მიგყავთ? ჩაეცინა ნოას. -დროა სტატუსი შეგიცვალო, მეგობარო. - ევას მხარზე დაჰკრა ხელი ცუცამ. -რა? -სულელია, ნუ უსმენ. - ღიმილით გახედა ევას ნოამ. -ჰო, მე ვარ სულელი. შვილიშვილები რომ გეყოლებათ, მერეც არ გამოუტყდეთ ერთმანეთს. - თვალი ჩაუკრა ორივეს და ყავის ჭიკებით გავსებულ ფოდნოსს დაავლო ხელი. დატოვა წყვილი მარტო. -ნამდვილი გიჟია. - თვალი გააყოლა ევამ. თაროდან ჭიქა გადმოიღო და ონკანს მიუშვირა წყლის ასავსებად. მისი შემოტრიალება და ნოას წინ ასვეტება ერთი იყო. დაუჭირა ხელი, თორემ ზედ გადაასხამდა წყალს. - რას აკეთებ? შემოვა ვინმე. ჭიქა გამოართვა და დახლზე შემოაწყო ორივე ხელი. მოიმწყვდია მის მკლავებში ქალი. -ნოა… -გისმენ. -გადი.. შემოვა-მეთქი ვინმე.. -შემოვიდეს, ვისი გეშინია, ევა? - ლოყაზე აკოცა ნაზად . - ისედაც ყველამ იცის. - მეორე ლოყაზე შეახო ამჯერად ტუჩები. -ნოა.. გადი.. - მისი სურნელით გაბრუებულმა ძლივს წარმოთქვა და მკერდზე შეახო ორივე ხელი, მოსაცილებლად. წელზე შეუსრიალა ხელი და ის იყო მისი ბაგეებისკენ უნდა აღო გეზი, კარების ძლიერი მოჯახუნება რომ შემოესმათ. ახტა ევა შიშისგან. ნოაც მოშორდა დაფეთებული. -უი, ჩემი ბრალი არ არის. - კარებში აეყუდა ცუცა და მკერდზე გადაიხლართა ხელები. -ოხხ, ცუცა.. - გვერდი აუარა ბიძაშვილს შეჭმუხნული წარბებით და დატოვა გოგონები მარტო. -ეს სცენა რომ არ გამეფუჭებინა, დღეს ვერ ვიცოცხლებდი. - თავშეკავებული ღიმილით გავარდა ცუცა გარეთ, ევას სახის შემხედვარე. ღამის ორი იქნებოდა საათი გიჟივით რომ წამოხტა საწოლიდან. მთლიანად სველი იყო. გაოფლილი. თვეებია უკვე ამ სიზმარს ხედავდა. დათი შველას სთხოვდა. სისხლიანი დათი. სახეზე მოისვა ხელი, სველი თმა გადაიწია უკან და აბაზანაში შევიდა. ისეთი ოფლიანი იყო, დაბანის გარეშე ვერ მოიშორებდა ამ მარილიან სითხეს. როგორი კარგი დღეც არ უნდა ჰქონოდა, ღამით კოშმარები სტანჯავდა. თითქოს ჩვეულებრივი, მხიარული, მონატრებული საღამოს შემდეგ, კვლავ იგივე. არ უთქვამს ფსიქოლოგისთვის ეს ამბავი. არავისთვის არ უთქვამს. ცივი შხაპის შემდეგ, თეთრეული გადააძრო და ახალი გადააკრა მის ნაცვლად. ჩამოჯდა ბოლოს საწოლზე ჩაფიქრებული. ვერაფრით ვერ ხსნიდა განვლილ დღეებს. ვერ ხსნიდა აკაკის კავშირს, დათის მკვლელობასთან, ვერც იმ საშინელ სიზმარს, თვეები რომ სტანჯავს. უეცრად წამოდგა. გარდერობის ოთახში ყველაზე მიკუნჭულ, დიდ უჯრას მიადგა. სახატავი ატრიბუტები გადმოალაგა და ოთახში გაიტანა. მთელი ღამე ხატავდა. ჯერ დათის ცრემლიანი თვალები დახატა. მერე თავისი ამოუხსნელი სიზმარი გადმოიტანა რამდენიმე ფურცელზე… დილით ტრადიციულად განყოფილებას მიაშურა. მისდა გასაკვირად, ლიპარტელიანიც იქ დახვდა. ზაზას ესაუბრებოდა ირონიული ღიმილით. დაინახა, როგორ შევიდნენ ზაზას კაბინეტში. თავისი ნივთები მის ადგილას მიყარა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ზაზას კაბინეტისკენ. დაუკაკუნებლად შევიდა შიგნით. ლიპარტელიანი სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო, ფეხი ფეხზე გადაედო და დამცინავი მიმიკა აერტყა სახეზე. ზაზა თავის სავარძელში იჯდა მკაცრი მზერით. -დილამშვიდობის, ქალბატონო ცუცა. - არადა გუშინ რა სხვანაირი იყო. დღეს კი ისევ ირონიული და ცინიზმით აღსავსე სახე და ხმა დაებრუნებინა. -დილამშვიდობის.. - უცნაური მზერა არ მოუშორებია სვანისთვის. - რა ხდება აქ, ზაზა? რატომ არის ეს აქ? - ზაზას მიუტრიალდა ამჯერად და კარებიც უკნიდან დახურა. -ხელი ჰქონდა რაღაცაზე მოსაწერი, იმ ამბის გამო. - თავი აიქნია ზაზამ. -ოჰ, მე კიდევ ახალი საქმისთვის ვემზადებოდი უკვე. - ტელეფონი ხმაურით მოისროლა პატარა მაგიდაზე და ლიპარტელიანის წინ მოთავსდა. თვალები გაუსწორეს ერთმანეთს. ჩაეცინა აკაკის და შესწორდა სავარძელში. -ნუთუ? -ჰოო… - თვალმოუშორებლად დაუქნია თავი. -ეგეთი შეხედულება მაქვს? სახეზე მაწერია დამნაშავე რომ ვარ? - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, გადმოიწია ოდნავ ცუცასკენ. -ზოგადად, დამნაშავეებს ეტყობათ ეგ. -ანუ მეც მეტყობა? -გეყოფათ! - ვეღარ მოითმინა ზაზამ. - წადი აქედან. - აკაკის შეხედა - შენ, შენს კაბინეტში. - მერე ცუცას მიუტრიალდა. -თვით ზაზა კალატოზიშვილი მეუბნება, რომ განყოფილებიდან წავიდე. - ხელოვნული გაოცებით წარმოთქვა აკაკიმ. - რა გაეწყობა. კარგად ბრძანდებოდეთ. - წამოდგა და მანამ არ მოაცილა ქალს მზერა, სანამ კაბინეტი არ დატოვა. -. მაღიზიანებს. გამოხედა ცუცამ ზაზას და მალევე დატოვა კაბინეტი თავადაც. სამსახურის შემდეგ უეცრად ამოუტივტივდა ტვინში თვეების უნახავი სახლი. სახლი, რომელიც დათიმ იყიდა მათი მომავლისთვის. ხელების კანკალით გადაატრიალა გასაღები და გადადგა მარჯვენა ფეხი სახლში. ისე ძლიერად ჩაეჭიდა ჩანთას გადაუთეთრდა ხელი. აწყლიანებული თვალები მოავლო დამტვერილ სახლს. არ იდგა ავეჯი, არ ჰქონდათ ჯერ არჩეული. იქვე ჩამოჯდა ძირში, კედელს აეყრდნო ზურგით და თვალები პირდაპირ მის წინ გადაშლილ ხედს გაუსწორა. დიდი ფანჯრების იქით მომზირალ წაბლის ხეს გაუსწორა ამღვრეული თვალები. ერთად აარჩიეს სახლი. ნერვები დააწყდათ იმ დღეს იმდენი სახლი ნახეს და არც ერთი არ მოეწონათ. ხან ცუცა იწუნებდა, ხანაც დათი. ცუცას პატარა სახლი უნდოდა, დიდი გრძნობებით, დათი კი იმას გაიძახდა, შენთვის მხოლოდ დიდი მემეტებაო… ,,ახალ შემობრძანებული იყო წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დრო დედამიწაზე - შემოდგომა. ნაწვიმარ ქუჩას ხელჩაკიდებული მიუყვებოდა წყვილი. წინ სახლის მეპატრონე კაცი მიაბიჯებდა. ბუზღუნით შევიდა ცუცა ორ სართულიან სახლში. კი მოსწონდა მსგავსი სახლები, მაგრამ დიდად ეჯავრებოდა დასალაგებლად. თვალებანთებულმა მოავლა მზერა შემოსასვლეს ცუცამ. -ლამაზია. - მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა დათიმ და ცუცას მიაჩერდა სახეზე. სახლის მეპატრონეს დაურეკეს, ამიტომ ბოდიშებით გავიდა კვლავ გარეთ, დაუბარა თქვენ დაათვალიერეთო. -ჰო, ლამაზია. ლოყაზე აკოცა ქალს. -შევიდეთ. - არც გაუშვია ხელი ისე შეაპორწიალა მისაღებში. -აუ, რა ლამაზიაა… - ვეღარ გაუძლო ცდუნებას მის წინ დიდ ფანჯრებს რომ მოჰკრა თვალი, ჭერიდან იატაკამდე დაშლილს, ეზოდან კი საშუალო ზომის აუზი და ოდნავ მოშორებით წაბლის ხე უმზერდა. -რაო, ჩიტო, შეგეცვალა აზრი? -არა! მიდი და ალაგე წარამარა ამხელა სახლი! გავწყდები წელში! გადაიხარხარა კვირკველიამ. -ეგ იყო გოგო მიზეზი?.. - ძლივს ამოილაპარაკა გახალისებულმა. -იცინე, ჰო, იცინე.. რა გენაღვლება შენ. -დამხმარე ავიყვანოთ, ბოთე, - გაღიმებული მიუბრუნდა საყვარელ ქალს, ცხვირზე დაჰკრა ხელი და იქვე აკოცა. - ან მე აქ რისთვის ვარ?! მაქვს დალაგების გამოცდილება. -მიდი, რა… - გაეცინა ბოლოს მასაც, მხარზე გაჰკრა ხელი. მერე კისერზე შემოჰხვია ორივე ხელი, მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე და იქვე ამოილაპარაკა. - ავაშენოთ ბუდე და ვიცხოვროთ ერთად. თბილად ჩაეღიმა დათის. წელზე შემოხვეული ხელები უფრო მჭიდროდ მოუჭირა და ტუჩის კუთხესთან აკოცა. -ჩემი მზე გოგო ხარ, შენ… კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები ლოყაზე და მეპატრონეც გამოჩნდა. -აბა, რა ქენით, გადაწყვიტეთ?” -დაყრუვდი? - მხარზე ხელის შეხება იგრძნო თუ არა მაშინვე მოეგო გონს. ნამტირალევი თვალები გაუსწორა ორად მოკეცილ ლიპარტელიანს. მოგონებებში გადავარდნილმა ვეღარც ცრემლების შეკავება შეძლო. ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები. ხელის ზურგით მოიშორა ორივე, მაგრამ კიდევ უფრო უმატა ტირილს. მუხლებზე შემოიხვია ხელები და თავიც მუხლებში ჩარგო. გვერდზე მიუჯდა სვანიც, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაჰხვია ხელი და მიიკრა გულზე ბავშვივით ატირებული. -გეტკინება გული ამდენი ტირილით. გეყოფა. - თბილი ხმით უთხრა რამდენიმე წამის შემდეგ არაფრით რომ არ გაჩერდა ცუცა. თმაზე გადაუსვა ხელი. - ცუცა.. მკლავზე შემოაჭდო ცუცამ ხელები კაცს. ამოისლუკუნა ერთხელ კიდევ და თითქოს დამშვიდდა კიდეც. მთლიანად მის მკლავებში მიემწყვდია ლიპარტელიანს. -შენ აქ რატომ ხარ? - იატაკისთვის არ მოუშორებია მზერა ისე ჰკითხა. კიდევ დიდხანს რომ ვერ მიიღო პასუხი, ასწია თავი და ჩაწითლებული თვალები გაუსწორა კაცს, სიფიცხე რომ დასტყობოდა. - მითვალთვალებ? -დაწყნარდი.. - კვლავ მიეფერა თმაზე ღიმილშეპარული. -რატომ არ მეშვები.. - თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ მკერდზე დაადო თავი. -ვისი სახლია ეს? - თვალი მოავლო იქაურობას. -ჩემი.. იყო. -ახლა ვისია? -არ ვიცი. მეპატრონეს ჩავაბარებ გასაღებს და რაც უნდა ის უქნას. აკაკი, რატომ მითვალთვალებ? გინდა გიჩივლო? -არ გეცოდები, მერე? შენს ზაზას მეტი რა უნდა, სიხარულით მიმიღებს. -ასე რით გააძულე თავი? -არ ვიცი, პატიოსანი კაცი ვარ, თვითონ არის ზედმეტად აღრენილი ჩემზე. -ზაზა ტყუილად არავის ერჩის. -მე გამონაკლისი ვყოფილვარ. - თვალი ჩაუკრა ქვემოდან მომზირალს. -უნდა წავიდე. - უცებ შეაშვებინა ხელი და წამოდგა მალევე. აჰყვა აკაკიც. -სად მიდიხარ? გინდა მე წაგიყვანო? -რატომ ღელავ ჩემზე? ნუ ზრუნავ ჩემზე! დამანებე თავი და ნუ მითვალთვალებ! - დაჰყვირა ერთი გემრიელად და აღარ დალოდებია ისე გავარდა გარეთ. აკაკის გამოსვლის შემდეგ დაკეტა კარები და მანქანისკენ წავიდა. კვლავ მიჰყვა აკაკიც. გაღებული კარები თავად დახურა და ზემოდან დახედა თბილი მზერით. მობეზრებით ახედა ქალმა. -კარგი, იყოს ეგრე. - თავის ცივ ხელებში მოიქცია ცუცას თბილი ხელები. ნელა დაიხარა და ლოყაზე აკოცა ხანგრძლივად. - წადი ახლა. - სწრაფადვე მოშორდა, განზე გადგა და დაელოდა როდის დაძრავდა მანქანას მისი სურნელით გაბრუებული ქალი. ერთი შეხედა ლიპარტელიანს, შემდეგ კი მალევე მოსწყვიტა მანქანა ადგილს. >>> მიადგა კვირკველიების ჭიშკარს. ეზოს გარეთ მიაყენა მანქანა და დამძიმებული ნაბიჯებით შევიდა შიგნით. ძალიან ახლოს იყო კვირკველიების მამული მათ ბუდესთან. ფეხითაც მიხვიდოდი. სულ აქ სეირნობდა ხოლმე ცისია. მაშინ რომ გაიგო მათთან ახლოს აპირებდნენ სახლის ყიდვას მასზე ბედნიერი ქალი არ დადიოდა, ემუქრებოდა ცუცას სახლიდან ვერ მომიშორებთო... კარები დამხმარე ქალმა გაუღო. ნაზად გაუღიმა და მისაღებში შეუძღვა. საბედნიეროდ სახლში დახვდა ნიკოლოზიც. ვერგამხდარი მამამთილი. ნამდვილად არ ელოდა კაცი, გაოცება და ბედნიერება ერთად გამოეხატა სახეზე. გადადო წიგნი გვერდზე, წამოდგა და საყვარელი გოგონა ჩაიკრა გულში. -ჩემი გოგო.. როგორ დამივიწყე.. სად დამეკარგე, ძვირფასო?! - შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კი თავის გვერდზე დაისვა სავარძელზე. -მუშაობა დავიწყე და აღარ მცალია. როგორ ხართ, ძია ნიკოლოზ? -ისევ ისე. შენ როგორ ხარ? - წამში დაუსევდიანდა სახე. -რაღაც მოგიტანეთ. - ჩანთას დაავლო ხელი და სახლის გასაღები ამოაძვრინა. -ეს რა არის, შვილო? -ჩემი და… დათის სახლის გასაღებია. ვერ შევძელით. არ გამოგვივიდა იქ თბილი კერის აწყობა. ამის დასაბრუნებლად მოვედი. - გამოსწია გასაღებიანი ხელი კაცისკენ. -რას მეუბნები, ცუცა? - გააწევინა ხელი უკანვე. - ეს სახლი დათიმ შენ გაჩუქა. ამას როგორ მეუბნები?! -მე.. ძია ნიკოლოზ.. მე, არ შემიძლია. გთხოვთ. მე იქ ვერც ვიცხოვრებ და ვერც გამოვიყენებ. - ჩამოუგორდა მოღალატე ცრემლი. -გაყიდე. რაც გინდა ის უქენი. ეგ სახლი მე არ მეკუთვნის. -ვერ გავყიდი.. როგორ გავყიდო?.. - აწითლებული თვალები გაუსწორა კაცს. - გთხოვთ. თუ გინდათ გაყიდეთ, ვინმეს აჩუქეთ, დაიტოვეთ ან ცისიას მიეცით. მე არ შემიძლია. - ხელებში ჩაუდო გასაღები და მაშინვე წამოდგა. დაიძრა კარებისკენ. მერე უცებ შემოტრიალდა და ადგილზე მიყინულ კაცს დააკვირდა. - ბედნიერი ვარ რომ დათის თქვენნაირი მამა ჰყავს. - აღარ დალოდებია ნიკოლოზის სიტყვებს ისე გაეცალა იქაურობას. ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა მზერა ნიკოლოზს. მოგონებებში გადაკარგულს… 1 თვის შემდეგ. ნერვიულად დააბიჯებდა სახლში კვირკველიების ასული. თან მუცელზე ისვამდა ხელს ინსტიქტურად. უცებ შემოესმა კარებზე ბრახუნი და პირდაპირ შემოსასვლელისკენ გაქანდა. კარების გაღება და კაპიშონიანი კაცის შემოვარდნა ერთი იყო. მოწყურებული დაეტაკა საყვარელი ქალის ტუჩებს და კარები უკნიდან მიხურა. -ღმერთო, როგორ მომენატრე.. - ვერ სწყდებოდა ქალს. უცებ მოჰხვია ცისიამ ხელები მკერდზე და გაჩერებისკენ უბიძგა. -სალაპარაკო მაქვს. -მე ბევრი დრო არ მაქვს. - და ისევ შეეცადა ქალის მკლავებში მოქცევას, კვლავ რომ გააჩერა. -გეყოფა, ცოტნე! გითხარი სალაპარაკო მაქვს. დაჯექი! - უცებ აუწია ტონს და სავარძლისკენ მიუთითა. გაოცებულმა გადაიხადა ქუდი და გაწბილებული დაენარცხა სავარძელზე. ქვემოდან ამოხედა წარბშეკრულმა. -გისმენ. -ცოტნე.. - და წამში ისევ სუსტ გოგონად გადაიქცა. ხმაც აუკანკალდა და უაზროდ დაიწყო თითების წვალება - მე.. არ ვიცი, როგორ გითხრა.. აქამდეც მინდოდა, მაგრამ.. -ცისია, ამოღერღე. -ცოტნე, მე.. - გაუსწორა მზერა და პირდაპირ მიაყარა - ორსულად ვარ. - ერთი წუთის მანძილზე ხმა რომ ვერ ამოიღო და ლამის პირდაღებული უყურებდა, ისევ თავად გააგრძელა საუბარი. - სამი თვის ორსული ვარ და შენ ამას ახლა იგებ. არ ვიცი, რა ჯანდაბა პრობლემა გაქვს ამდენი მოუგვარებელი, მაგრამ მე ვიცი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. აღარ უყურებდა თვალებში. მუცლისთვის გაესწორებინა აწყლიანებული თვალები. -ცოტნე! თქვი რამე! - დუმილი რომ გაუსაძლისი გახდა, უცებ წამოიყვირა აცრემლებულმა. -მაპატიე, არ ვიცი რა ვთქვა. - ჯერკიდევ შოკირებულმა გააქნია თავი. რომ მიხვდა ცრემლებს ვერაფრით ვერ გაექცეოდა, ფანჯარასთან მივიდა და ულამაზეს ტყეს გადახედა. თითქმის ერთი წუთის შემდეგ მოეგო გონს ცოტნე. წამოდგა და საყვარელი ქალისკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით. მუცელზე შემოჰხვია ხელები, ცხვირი მის ყელში ჩარგო და ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი. -მამაშენმა იცის? -არა… არ მითქვამს ჯერ. ეგ რომ ვუთხრა, მერე დამაყრის კითხვებს, ვინ ხარ და სად ხარ.. არ ვიცი რა ვქნა. -მენდობი? -ცოტნე… - აღელვებული შეტრიალდა კაცისკენ და შეშინებული თვალები შეანათა სახეზე. -მენდობი თუ არა?! - აკოცა ლოყაზე ბავშვს. -ჰოო.. - ამოისრუტუნა და ხელის ზურგით მოიშორა ცრემლი. -ყველაფერს მოვაგვარებ. გპირდები. - სუსტად მოუჭირა მუცელზე ხელი, რომელიც სასწაულად გაზრდილი მოეჩვენა იმ წამს - გოგოა თუ ბიჭი? -არ ვიცი. - ღიმილი მოეფინა სახეზე წამში. - გინდა შენ ბავშვი? - კისერზე შემოჰხვია ხელები. -არ ვიცი.. ჯერ მზად არ ვარ.. ხომ გესმის… - პატარა ცხვირზე მიაწება ამჯერად ტუჩები. -მზად არც მე არ ვარ. ოცი წლის ვარ, ცოტნე.. სწავლაც არ დამისრულებია. გაგიჟდება მამა.. -კარგი, დაწყნარდი, მაპატიე. - შუბლზე აკოცა ერთადერთ სიყვარულს და კიდევ ერთხელ მიეფერა ლამაზ სახეზე. >>> ბევრი ფიქრის შემდეგ დაადგა ამ გზას. სვანეთი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი კუთხე. აქამდეც ყოფილა სვანეთში მეგობრებთან ერთად, მაგრამ ახლა, აპრილში, ყინვაში, სულ სხვანაირი ეჩვენა კუთხე. ყველაფერი თავიდან დაგეგმა. ყველაფრისგან გადაღლილმა სვანეთის მთებში გადაწყვიტა თავის შეფარება. ერთ ადგილიანი სასტუმროს ნომერი აიღო, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია, რადგან მანქანა გაფუჭდა, თან სასწაულებრივად პირდაპირ იმ ეზოს წინ, სადაც აკაკი ლიპარტელიანის ბებია ცხოვრობს. როგორ დაავიწყდა მანქანის შემოწმებაზე მიყვანა?! შენიშნა გარეთ მდგომმა მოხუცმა ქალმა უცხო მანქანის გაჩერება მისი ეზოს წინ. გადმოვიდა ცუცაც, ვითომ შეწუხებული სახით. მიაღწია მოხუცმა ქალმა თავის ჭიშკრამდე. -ხომ მშვოდობა გაქვს, შვილო? - სვანური აქცენტით დაიწყო ქალმა. -არა მგონია ამას მშვიდობა ერქვას. გაჩერდა, აღარ მიდის. - თავი მოისაწყლა და ძრავს სახურავი ახადა. დიდი პროფესიონალი ხელოსანივით ჩახედა შიგნით ქალმა. -იმედია დიდი პრობლემა არ აქვს. - კვლავ შიგნიდან საუბრობდა მოხუცი ქალი. - ვისი გოგო ხარ შენ? -დასასვენებლად ჩამოვედი, ბებო. აქაური არ ვარ. - გახედა წამით დაინტერესებულ ქალს. - ჯანდაბა! აკუმულატორს სჭირს რაღაც. - გაბრაზებულმა დაახეთქა კარები და ბოლთისცემა დაიწყო. -უიმე, რა იქნა, ბებია?! - კარები გამოაღო და კოჭლობით გავიდა ცუცასთან. -არა, არა, იყავით, თქვენ, ნუ წუხდებით. რაღაცას ვიზამ. -რას ამბობ, ბებია, ღამდება, საცაა დაბნელდება. რას იზამ შენით? ვერაფერი უპასუხა ცუცამ. საბარგულის კარები დაკეტა მეორედ. -წამოდი შენ ახლა ჩემთან და ბიჭები რომ ამოვლენ დაგეხმარებიან. -უი, არა, რას ამბობთ. ვერ შეგაწუხებთ. - დიდი აღშფოთებით შეიცხადია ცუცამ. -რას შემაწუხებ, ბებია, ისედაც მარტო ვარ. წამოდი-მეთქი, ასე როგორ დაგტოვო გარეთ ამ ყინვაში?! - ხმა გაიმკაცრა ქალმა. რაღას იზამდა, გაუღიმა ცუცამ და მის ნებას დაჰყვა. ეზოს, ტრადიციულად სახლთან ერთად, მაღალი კოშკი ამშვენებს. თვალები ააყოლა სიმაღლიდან მომზირალს. მზის ჩასვლისას, ულამაზესი მოეჩვენა იმ წამს კოშკი. ზოგადად, სვანეთი არის ისეთი მხარე, დილით, შუადღეს, საღამოს რომ უყურო, არ მოგბეზრდება. სვანეთი არის მიზეზი ბედნიერებისა. ეზოს შუაგულში ორ სართულიანი ქვის სახლი იდგა. პირველ სართულზე შეუძღვა მასპინძელი სტუმარს. ისეთი სითბო დაუხვდა სახლში, ლამის დასცხა კიდეც. -მოდი, ბებო, არ მოგერიდოს. - ძველებური ,,ფეჩისკენ“ მიუთითა ქალს. სახლი ჩვეულებრივ, ძველებურ სტილში იყო მოწყობილი, ერთი საწოლი იდგა კუთხეში, ,,ფეჩთან“ ახლოს უზურგო დივანი. დიდი მაგიდა, ირგვლივ შემოწყობილი სკამები, და უამრავი ,,ჯორკო“. თაროზე საპატიო ადგილს სვანური ქუდი ამშვენებდა. კედლებზე ძველებური, ორნამენტებით შელამაზებული ხალიჩა ეკიდა. ერთი სიტყვით, მშვენიერი გარემო იყო ადამიანისთვის, რომელსაც სიძველე იზიდავს. ღიმილით ჩამოჯდა ,,ფეჩთან“. სახლის თვალიერებით იყო გართული. -თქვენ რომ არა მანქანაში მომიწევდა დარჩენა, დიდი მადლობა. - ახედა მოფუსფუსე ქალს და თბილად გაუღიმა. -არ მოგიწევდა, ბებია. მე თუ არა, სხვა დაგინახავდა. აქ ყველა შეიფარებს გაჭირვებულ უცხოს. - ლაპარაკობდა, თან წყალი დაადგა ფეჩზე დიდ, ძველებურ ჩაიდანში, - ახლა ცხელ ჩაის გავაკეთებ, დავლიოთ და მერე ხაჭაპურებს დავაცხობ. -მადლობა ძალიან დიდი. -სვანეთის გზაზე მომავალმა მანქანა როგორ არ შეამოწმებინე ხელოსანს? -მეგობარს ვათხოვე ეს დღეები, მას უნდა წაეყვანა ხელოსანთან შესამოწმებლად, მაგრამ თქვენც ხედავთ რა შემემთხვა. ჩემი უყურადღებობის ბრალია, ალბათ ფიქრობთ, რომ სულელი ვარ. - წინასწარ მომზადებული ტექსტი ჩაურაკრაკა მოხუცს. -არა, ბებია, გეკადრება?! ასი წელი არ ვიკადრებ მაგას. არაფრით არ ვართ დაზღვეული, რა გქვია, შენ? -ცუცა. -რა ლამაზი სახელი გქონია. - თბილად გაეღიმა ქალს. -თქვენ რა გქვიათ, ბებო? -მე ნინელი მქვია. -მარტო ცხოვრობთ აქ? - უკვე დაიწყო შეპარული კითხვები. -თითქმის. ჩემი ბიჭები მაკითხავენ ხოლმე. მაგათ ხელში ვერც ვგრძნობ მარტო თუ ვარ.- კვლავ ის ღიმილი დასთამაშებდა ქალს სახეზე. ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩამოასხა. -მერე, მაგას რა ჯობია. - ფინჯანს შემოჰხვია ორივე ხელი ცუცამ. -აბა მე აქედან წამსვლელი არ ვარ. სულელი უნდა ვიყო ეს სახლ-კარი რომ დავტოვო, ეს მთები და ჰაერი და ქალაქში წავიდე. აღარაფერი უთქვამს სტუმარს. შეუდგა ქალი ხაჭაპურების ცხობას. -დაგეხმაროთ? - დაფაცურდა მაშინვე ცუცაც. -არა ბებია, დაღლილი იქნები შენ, ნამგზავრი. ჩემი შვილიშვილი გავაცილე დილას თბილისში, მითხრა საღამოს ამოვალო, ჩემმა ბიჭმა. ხოდა, თბილ ხაჭაპურებს დავახვედრებ, უყვარს ჩემ ბიჭს ბებიასი გამომცხვარი ხაჭაპური - შესცინა ქალმა ცუცას, თან გააგრძელა თავისი საქმე. გაშრა. სახეზე ალმური მოედო. რა გამოდის?! მალე აკაკი მოვა?! რა უნდა ეთქვა?! უცებ გაახსენდა აკაკის ბიძაც რომ ჰყავდა. საჩქაროდ ტელეფონი მოიძია, ზაზას ნომერი მოძებნა და შეტყობინება გაგზავნა: ,,აკაკის ბიძას შვილები თუ ჰყავს?” ზაზას პასუხმაც არ დააყოვნა: ,,კი ჰყავს. მშვიდობაა?” ,,გოგო? ბიჭი?” უეცრად გაიღო სახლის კარები და შემოვიდა შიგნით მაღალი სხეული. ,,ორი გოგო“. -ვაიმე, აკაკი, შვილო, მოხვედი, ბებია?! - ხელებგაშლილი, ფქვილიანი ხელებით მივარდა შვილიშვილთან ნინელი. გკვირვებულმა მოათვალიერა სახლი და მალევე, გარეთ მყოფი ნაცნობი მანქანის პატრონს რომ წააწყდა, წარბებიც დაექაჩა გაოცებისგან. თვალი არ მოუშორებია ცუცასთვის, ისე გადაეხვია ბებიას. -მოვედი, მოვედი. - ეჭვნარევ მზერავს არ აშორებდა კუთხეში ატუზულ, აღელვებულ ქალს. აკაკის მზერას გააყოლა თვალები ნინელიმ. -უი, ბებო, ეს ცუცაა, დასასვენებლად ამოსულა ბავშვი და მანქანა გაუფუჭდა. -აქ? ჩვენი ეზოს წინ? - თვალებმოჭუტული დააკვირდა ამჯერად. -აკაკი! - თვალები დაუბრიალა ქალმა. -უბრალოდ გაჩერდა მანქანა, საიდან უნდა მცოდნოდა ვისი ეზო იყო? - გამწარებული წამოვარდა სავარძლიდან და წარბშეკრულმა მტრული მზერა გაუცვალა ლიპარტელიანს. რაში ადანაშაულებდა ახლა?! ძალით ხომ არ გაუფუჭებია?! -არ ვიცი, არ იცოდი? -აკაკი, რაარის ეს?! - გაგიჟდა ქალი. მისი შვილიშვილისგან სტუმრის მიმართ ასეთმა სიუხეშემ ჭკუიიდან გადაიყვანა. -ბებია, ვიცნობთ ერთმანეთს… -შორიდან! - გააწყვეტინა მაშინვე. -უი, მართლა? - მოლბა მაშინვე და გაკვირვებული თვალები ჯერ ერთს მიაპყრო მერე მეორეს. -ხო, ძალიან, ძალიან, შორიდან. - ძლივს იკავებდა უკვე ღიმილს აკაკი. უეცრად ისე დაიქუხა, შიშისგან დაიკივლა ცუცამ. მალევე წვიმითაც დააჯილდოვა უფალმა ქვეყანა. ისეთი ამინდი იყო ტილიან ძაღლს რომ ვერ გააგდებ გარეთ. დააცხო ნინელიმ თავისი სანაქებო ხაჭაპურები. მთელი ეს დრო თვალებით ბურღავდა აკაკი ცუცას. თერთმეტს რომ გადასცდა საათი და ამინდის გამოკეთებაც რომ აღარ იქნა აღელვება დაეტყო ნინელის. -აკაკი, ბებია დაურეკე იმას? -წამოდი, ზემოთ ავიდეთ. - მაშინვე დაავლო ქალს ხელი და ზემოთ აარბენინა. გაუკვირდა ცუცას. თითქმის ათი წუთის შემდეგ ჩამოვიდა აკაკი. თვლემდა უკვე ცუცას. ფეჩის ძირში დაჯდა და ნაცრის ქექვას მიჰყო ხელი. ჭყიტა თვალები მაშინვე ცუცამ, მისი მოახლოება რომ იგრძნო. -ნინელი ბებია? -დაწვა. ბოდიში შემოგითვალა, არ შეუძლია ამდენხანს ყოფნა. ოთახი მოამზადა შენთვის. -რისი ბოდიში.. -აბა, მეტყვი რა გინდა? - გააწყვეტინა და მისკენ შეტრიალდა მთელი სხეულით. -რა მინდა? - შეიშმუშნა ქალი ადგილზე და იქით-აქეთ დაიწყო თვალების ცეცება. -სულელი არც მე ვარ და არც შენ. -ვერ ვხვდები, რა გინდა. -ცუცა, ერთი თვეა არ მინახიხარ, რატომ ცდილობ, რომ ძალით გამაღიზიანო? ხმა არ ამოუღია ცუცას. თავი დაბლა დახარა და ფეხებზე დაწყობილ ლამაზ მტევნებს დაუწყო წვალება. ნამდვილად არ ჰქონდა ეს გათვლილი. დღეს აკაკის აქ ამოსვლა წარმოუდგენელი იყო. ღამეები აღარ ეძინა რაღაცის ძებნისა და პოვნის წყურვილით დაქანცულს. დამნაშავედ გრძნობდა თავს აქამდე რომ ვერ მიაგნეს ვერაფერს და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მკვლელი გარეთ დასეირნობდა. -ცუცა.. -მერე, ვინ დაგიშალა მოსვლა? - ნაწყენი ხმით ძლივს ამოღერღა, ფეხები მაღლა აიკეცა და კუთხეაში მიიკუნჭა თავისთვის, მუხლებზე ხელებშემოხვეული. -რა? - ვერც კი მიხვდა, როგორ გაუბრწყინდა სახე და აენთო თვალები ბედნიერებისგან. - გინდოდა, რომ მოვსულიყავი? - უცებ გადაჯდა ისიც სავარძელზე. - აბა თავი დამანებეო? - მეტად მიუახლოვდა ქალს. ცუცა კი მეტად აეკრა კედელზე. - ნუ მითვალთვალებო?.. - ფეხზე წაეტანა ძლიერად, მიიჩოჩა თავისკენ და ზედმეტი ფიქრის გარეშე გადაისვა კალთაში. -რას აკეთებ, აკაკი? - უცებ მოეგო გონს. აფართხალდა აკაკის მუხლებზე გაავებული სახით. გონებადაბინდულმა წელზე შემოჰხვია ხელები, დაიჭირა უფრო მჭიდროდ. - როგორ ბედავ, ასე შეხებას?! ან ბებიაშენის მაინც მოგერიდოს.. -გაჩუმდი, გთხოვ... - ვედრებაც იყო და თხოვნაც მის მიერ ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები. მთელ სახეზე მოატარა მზერა ამღვრეული თვალებით. - ვერ ხედავ, როგორ... - თითქოს გონს მოეგო უეცრად, თავი გადააქნია შეუმჩნევლად და წამში დაუსერიოზულდა სახე.- რა გინდოდა სვანეთში, ცუცა? რას არკვევ და ვერ არკვევ, მითხარი. იქნებ მქონდეს პასუხები, შენს კითხვებზე… -არაფერსაც არ ვარკვევ. - შეუღრინა და პატარა, სათაგურში გამომწყვდეული თაგვივით დაიწყო კვლავ ფართხალი. -მიდი, მკითხე. გიპასუხებ, რაც არ უნდა იყოს. -გამიშვი ხელი.. - მის მკლავს მოეჭიდა, შეეცადა მოეშორებინა წელიდან. უფრო მჭიდროდ შემოჰხვია ამჯერად და ქვემოთ ჩაუცურა ძლიერი ხელები კაცმა. -მკითხე!.. - გაუმკაცრდა ხმა და სახეც აკაკის. - ცუც… არც კი აცადა დასრულება, ისე წაეტანა კაცის ტუჩებს. გაოგნებული აკაკი ძლივს მოეგო გონს, თეძოებზე შემოაჭდო ხელები ძლიერად. უკოცნიდა მონატრებულ ტუჩებს კაცი. მთელი გრძნობით, მთელი არსებით შეიგრძნობდა ცუცას. საკუთარი თავის გაუკვირდა. პატარა, თინეიჯერი ბიჭივით აუჩქარდა გული. თითქოს პირველად კოცნიდა გოგოს. პირველად ეხებოდა… გახელებული უკოცნიდა სახეს. ყელს.. და მისაკუთრებულ ტუჩებს. მხრებზე შემოჰხვია ცუცამ მკლავები, გადაპარსულ თავზე აუსვა ხელები. წამით შეჩერდა ორივე, ჰაერით მოწყურებული. თვალებდახუჭულ ცუცას მიადო თავისი შუბლი, ათრთოლებული ტუჩებით ეხებოდნენ მაინც ერთმანეთს. -აკაკი… -გთხოვ, არაფერი თქვა. -არ მინდა… არ მინდა, რომ ასე იყოს… - აქვითინდა პატარა ბავშვივით და მხარზე ჩამოადო თავი. -არ გინდა ჩემთან? - თმაზე გადაუსვა ხელი. ეს, მისთვის ბავშვი, მალე ჭკუიდან გადაიყვანდა ამხელა კაცს. აკოცა თავზე მრავალჯერ, კისერზე... მის თმებში თავჩარგულმა. -დაძინება მინდა. -დაიძინე მერე. - განაგრძობდა თმაზე ფერებას. -გამიშვი და წავალ.. - მოეგო გონს და წამოსწია თავიც აკაკის მკალვებში გამომწყვდეულმა. -გოგო.. შენ მე ჭკუიდან გადამიყვან. ასე იქცევი და მერე მაიძულებ გაგიშვა. - გაავებული სახით დააშტერდა ქვემოდან მომზირალს. - ასე ნუ ცდი სვანის მოთმინებას. დამშვიდდა თითქოს ცუცაც. მხრებზე დაებჯინა და ჩცურებული წამოიწია, უკეთესად მოთავსდა კაცის მუხლებზე. -ზაფხულში… აგვისტოში.. სვანეთში იყავი? -კი, ვიყავი. - ამოიჩურჩულა და ლოყაზე მიაკრო ტუჩები. ძალიან სარგებლობდა ახლა ამ სიტუაციით და მონატრებული გულის დაკმაყოფილებას ცდილობდა. ნელა გაუყვა გზას მისი ყელისკენ. - მერე? -მაშინ აქ… მკვლელობა მოხდა.. - ხმის კანკალით განაგრძო. აი აქ კი ჭყიტა თვალები ლიპარტელიანმა, დაეძაბა სხეულიც, ნელა წამოსწია თავი, შეხედა ამღვრეულ თვალებში. -მერე? -ზაზას მეგობარი იყო.. - დაუმალა მაინც სიმართლე. თავადაც ვერ იაზრებდა რას თამაშობდა და ვის ეთამაშბოდა ალბათ ამას ყველაზე მეტად ვერ ხვდებოდა. -მერე?! - გამოსცრა კბილებს შორის, მოუჭირა ხელები ძლიერად ბარძაყებზე. -მეტკინაა, - წამოიკივლასავით და განაგრძო კვლავ გულამოსკვნილი ტირილი. მიეხუტა ძლიერად კაცს და მის მკერდზე ატირდა ხმამაღლა. ძლივს მოიფიქრა ხელების შემოხვევა. შუბლზე აკოცა და ხელში აყვანილი წაიყვანა ზემოთ. ცუცასთვის გამზადებულ ოთახში შეიყვანა, ჩააწვინა ლოგინში, დააფარა საბანი და მიეხუტა კიდეც. არც უფიქრია ადგომაზე. თავზე გადაუსვა ხელი და ხელისშემშლელი თმა გადაუწია სახიდან. -წადი შენ… - ძლივს ამოისრუტუნა. -გააჩუმე ენა. აღარ შეწინააღმდეგებია, არც უნდოდა მისი წასვლა. შემოჰხვია ხელი წელზე და ნამტირალევი მალევე გადაეშვა სიზმრების სამყაროში. მთელი ღამე არ უძინია აკაკის. ან როგორ დაიძინებდა, მთელი ღამე ცუცას სიტყვებზე ფიქრობდა. რა შუაში იყო თვითონ? ან რას ფიქრობდა ცუცა? დილის ხუთი იყო საათი ფრთხილად რომ წამოდგა საწოლიდან. ტუჩებზე ეამბორა და დატოვა ოთახი. თავის ოთახში გასულმა, მაისური გაიხადა, იქვე მიაგდო და ფანჯარაში გაყო ცხვირი. შემოიჭრა მაშინვე ოთახში ზამთრის სუსხი და ცივი ჰაერი. რაფას დაებჯგინა ორივე ხელით. არც იყო ჯერ გათენებული. ტატუები უმშვენებდა ლამაზ სხეულს. უეცრად იგრძნო მუცელზე ხელების შემოხვევა. გააკანკალა, სიცივისგან თუ შეხებისგან… ზურგზე აკოცა მრავალჯერ ქალმა. ჯიბეში განათდა ტელეფონი. დაბნეულმა ამოიღო მობილური და სენსორს დახედა. ,,რა ხდება, აკაკი?! რატომ ცდილობთ დროზე ადრე მომინელოთ?! რას ნიშნავს შენი და იმ ქალის ურთიერთობა?!” ,,რას ამბობ, მამა.” ,,შვილო, ის ქალი პოლიციაში მუშაობს! კორინთელი! რას ცდილობ, ან რა ჯანდაბს აკეთებ?! სულ დაკარგე ტვინი?!” აღარაფერი უპასუხია, ისევ ჯიბეში ჩააბრუნა მობილური. ,,უკვე გვიანია, მამა,” თავისთვის გაიფიქრა და ცუცას ხელებს თავისი ხელები შეუერთა. >>> -შეიძლება შემოვიდე? - თავი შეყო გაღებულ კარში უმცროსმა კვირკველიამ. -შემოდი, მამი. - ღიმილით დაუქნია თავი და სათვალეც მოიშორა თვალებიდან. ნელა შემოაბიჯა ცისიამ მამის სამუშაო ოთახში. ნერვიულობდა საშინლად, მაგრამ უკვე დრო იყო. უნდა ეთქვა. მეოთხე თვეში იყო უკვე. მალე მუცელიც გაეზრდებოდა. -აბა, რამ შეაწუხა ჩემი პრინცესა? - თავისი სავარძლიდან წამოდგა და ცისიას პირდაპირ დაჯდა. -მამა.. რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.. - თვალებში ვერ უყურებდა მამას, თავი დაეხრა და თითებს იწვალებდა ნერვიულად. -გისმენ, შვილო. -მა.. გთხოვ, არ გამიბრაზდე, მე.. მე… - უკვე სუნთქვაც უჭირდა ბავშვს. -რა ხდება, მამა?! - წამოვარდა მაშინვე ნიკოლოზი, ჩაიმუხლა შვილის ფეხებთან. -მამა, მე ორსულად ვარ. - ამოიტირა და სახეზე აიფარა ხელები. გაოგნდა ნიკოლოზი. გაშტერებული სახით წამოდგა და ძლივს მიაღწია ფანჯრამდე. გამიაღო. ჩაისუნთქა ცივი ჰაერი. -ვისგან? - საშინლად დამძიმებოდა ხმა ნიკოლოზს. -მამა, გთხოვ, არ გამიბრაზდე.. - ღვრად ჩამოსდიოდა უკვე ცრემლები. -ვისგან-მეთქი ცისისა?! - ხმას აუწია კაცმა. ნერვიულობა დასტყობოდა ხმაში ყველაზე მეტად. ადგილზე შეხტა ცისია და ტირილს მეტად უმატა. -არ გემახსოვრება შენ… - ხმის კანკალით დაიწყო - დათის კურსელი იყო.. მეგობრობდნენ ადრე.. აქაც იყო ერთხელ.. მამა, შემიყვარდა.. ნუთუ ამის გამო ჩემზე უარს იტყვი?!. - ზურგიდან მიეკრო მამას. -ცისია, გეყოს. - ხელები შეაშვებინა და მისკენ შეტრიალდა წარბშეკრული. -მამა.. -რამდენი… რამდენი თვის ხარ? -მეოთხე თვეში... -აქამდე დამიმალე?! არ გრცხვენია, შვილო?! ეს რაარის, რა ხდება ჩემს თავს?! ვინ დამწყევლა ასე?! -მა… -რა?! კიდევ რომ ბედავს და ხმას იღებს! გადი დროზე აქედან! თვალით არ დამენახო! გამოვარდა კაბინეტიდან და თავის ოთახში შეიკეტა. ორ დღეს დარჩა სვანეთში. ვერაფერი ვერ გაარკვია. ერთი წუთით არ ტოვებდა მარტოს აკაკი ბებიამისთან, რამე არ დასტყუოსო. აკაკის მანქანით დაბრუნდნენ თბილისში, რომ დაიჩემა ჩემი მანქანით წამოვალო, ძლივს გადაათქმევინა, ორ დღეში სახლში მოგიყვან შენს მანქანასო შეჰპირდა ბოლოს. მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს. დაუწევდა სიმღერას აკაკი, ბოლო ხმაზე აუწევდა ცუცა. გათიშავდა აკაკი, ჩართავდა ცუცა. მეასედ აპირებდა ლაპარაკის დაწყებას უკვე, ცუცას მობილური რომ ახმაურდა. ნოა იყო. დაიწყო ცანცარი თავისებურად, სულ დამივიწყეო, სად გაქრიო… თურმე ზაზაც დაუთანხმებიათ და დასალევად მიდიან ამაღამ. იწუწუნა ცუცამ, დაღლილი ვარ და ჩემს გარეშე წადითო, მაგრამ ბოლოს, რაღა თქმა უნდა, დაითანმა. სახლამდე მიიყვანა აკაკიმ. გადმოსვლას აპირებდა ცუცა, კარები რომ ჩაკეტა აკაკიმ. გადაღლილი სახით გადმოხედა კაცს. -ჰო.. სწრაფად გადაიწია მის მხარეს, მისი სახე ხელებში მოიქცია და ბაგეებზე დააცხრა. ჰკოცნიდა ნელა. გაჰყავდა დროც. -წადი ახლა. - ლოყაზე გაუსვა ცხვირი და სწრაფადვე მოშორდა. ცხრის წუთებზე გავიდნენ სახლიდან ცუცა და ევა. მთელი სამეგობრო შეყრილა. გადაეხვივნენ მონატრებულ მეგობარს, იმ ამბების შემდეგ ნორმალურად აღარც ენახათ. შეიძლება ითქვას, რომ დათის დაკრძალვის დღეს ნახეს ბოლოჯერ. მერე საშინელება მოხდა. ცუცამ სცადა... შემდეგ იყო მისი დეპრესია, რომელსაც ძლივს დააღწია თავი. თუ შიძლება ითქვას საეთოდ, რომ დააღწია. ცუცა ყველას უყვარდა სამეგობროში. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეს. გულიც სტკიოდათ საყვარელ ადამიანს ასეთ დღეში რომ უყურებდნენ, მაგრამ მაშინ ევაც კი არ გაიკარა და სხვას მიუშვებდა ახლოს?! ადამიანმა მარტო უნდა გადალახოს დიდი დეპრესია, ტკივილი, ვინმეს დაკარგვა.. ვერც ვერავინ უმკურნალებს ადამიანს იმაზე კარგად, ვიდრე საკუთარ თავს… ყველაფერი დაავიწყა ერთმა ღამემ, აკაკიც, გამოძიებებიც, თავისი უიღბლო ცხოვრებაც, მაგრამ არა დათი. ფეხზე ძლივს დადიოდა ისეთი მთვრალი იყო. თავადაც ვერ გაიაზრა, როდის გამოიპარა შენობიდან. როდის ჩაჯდა ასეთი მთვრალი ნოას მანქანაში და დაადგა თავისთვის ყველაზე საყვარელ გზას. გიჟივით მართავდა მანქანას. ორ-სამჯერ გადაურჩა ავარიას. ამას არასდროს აპატიებდა ილარიონი ნოას. როგორც იქნა მიაღწია სასაფლაომდე. ტირილით გადმოვიდა მანქანიდან. უწვიმია აქაც, ატალახებული იყო მიწა. მალევე მიაგნო საფლავს, ტირილით დაემხო ზედ. უკვე გაუსაძლისი იყო. მთელ ხმაზე ტიროდა ქალი. საზარელი შასახედავი იყო. საფლავის ქვაზე დამხობილი მომტირალი ქალი. -დამიბრუნდი, გთხოვ, დამიბრუნდი. გევედრები. ვერ ვძლებ. ან მე წამიყვანე შენთან. გთხოვ.. გაწვიმდა. გაწვიმდა და მაინც ისმოდა მისი საზარელი ყვირილი. -წამიყვანე შენთან, დათი… ისმოდა… და ესმოდა იქვე შორიახლოს, დედის საფლავზე მოსულ კაცსაც. წვიმამ დაასველა სამივე. ცუცა. კაცი. და… დათიც… >>> თვალები რომ გაახილა, თავი ისეთი დამძიმებული ჰქონდა, ლამის ყვირილი დაიწყო ტკივილისგან. თავზე ხელებშემოწყობილი წამოჯდა ფრთხილად რბილ საწოლში. მოავლო ოთახს თვალი. არ ეცნო, თუმცა მინერალურ წყალს მოჰკრა თვალი და მაშინვე მისკენ გადაიწია. ხუთი წუთი არ იყო გასული, კარები რომ გაიღო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი აკაკი შემოვიდა. სულ შავები ეცვა. შავი მაისური, შავი კლასიკური შარვალი და შავი ფეხსაცმელები. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ცუცამ. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა. -შენ აქ რა გინდა? - გადავიდა მაშინვე შეტევაზე. -ჩემს ოთახში რა მინდა? - კარების ჩარჩოს მიეყრდნო მხრით. ასეთი სერიოზული, ბოლოს როდის ნახა, ნამდვილად აღარ ახსოვდა. -რა ხდება, აკაკი? რატომ ვარ შენს ოთახში? -ბოდიში, ძალიან წვიმდა გუშინ, სასაფლაოზე ვერ დაგტოვე მარტო. თავი დახარა მაშინვე. ნუთი ყველაფერი გაიგო? ნუთუ ისიც იქ იყო? -აკაკი, მე… -არ წაგიყვანა მასთან? -აკაკი… -მალე ჩაგეძინა, იქნებ, უფრო დიდხანს რომ გეხვეწა, შეცოდებოდი.. -აკაკი, გეყოფა!.. - გაებზარა მაშინვე ხმა, აცრემლებული თვალებით ახედა კაცს. - იცი, რომ ჩემთვის რთულია ეს თემა… -რთული? დღეს მე მკოცნი, ხვალ ყოფილ საყვარელს ნატრობ მიწაში.. -შენ.. შენ.. - წამოხტა მაშინვე და მის წინ აისვეტა. - შენ მე ვერ დამიშლი, გესმის?! დათი ჩემი სულის ნაწილი იყო.. მისით ვცხოვრობდი, ის მაძლებინებდა, ის მაძლიერებდა.. მე ის.. მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, გესმის?! ძალიანაც რომ მინდოდეს, რომც ვცადო, მაინც ვერ დავივიწყებ, არ შემიძლია.. ვერ ვიზამ.. -მე შენთვის არაფერი დამიძალებია. შენ კი მოღალატე ხარ. იმ კაცისაც, საფლავში რომ წევს და საკუთარი თავისიც. აღარ დალოდებია მის სიტყვებს ისე აქცია ზურგი. ასეთი რამ როგორ მოითმინა თავადაც უკვირდა.. საყვარელი ქალი, სხვა კაცზე ამბობდა, რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა… ცუცამ ისედაც იცოდა, რომ უკანასკნელი მოღალატე იყო. ტყეში იყვნენ. სადღაც შორს. ერთადერთი სახლი იდგა დიდი ხეებით შემკობილ სივრცეში. ზუსტად რომ ტყეში იყო ეს სახლი ჩაფლული. ორ სართულიანი, ლამაზი, კოხტა კოტეჯი. მეორე სართულზე მყოფი ოთახიდან, ბუნდოვნად მოჩანდა მწვანედ გადაშლილი ტყე, რომელსაც ცუცა შესციცინებდა ახლა გაოგნებული თვალებით. პირველ სართულზე ბუხარი, თბილი, ბუმბულებიანი ხალიჩა ეგო მის წინ და სარწეველა სკამი. მისაღებზე შეერთებული სამზარეულო… სანატრელი გარემო იყო. ადგილი, სადაც ნამდვილოდ იტყოდი, რომ დასვენება შეიძლება. შეშას ჩეხავდა აკაკი ცუცა რომ გამოვიდა გარეთ. აკაკის მოსაცმელი ჩაეცვა, რადგან თავისი სულ მიწით იყო დასვრილი. ნელა მიუახლოვდა კაცს და ხის მორზე ჩამოჯდა, აკაკისთან ახლოს. არ მიუქცევია ყურადღება, არც კი გაუხედავს მისკენ ფიქრებში გართულს. საშინელება ტრიალებდა ახლა მის თავში. ერთი იყო პოლიციაში მომუშავე ქალთან რომ დაიჭირა ურთიერთობა, მეორე კი ის, რომ ეს ქალი სხვაზე იყო შეყვარებული გაგიჟებით. როგორ აკადრა საკუთარ თავს მოღალატესთნ ურთიერთობა... გარემოს ათვალიერებდა ცუცა. -აქ რა გვინდა, ან სად ვართ? არაფერი უპასუხია. -ვის ველაპარაკები, მე?! - აუწია ტონს გაღიზიანებულმა, თუმცა კვლავ ვერ მიიღო პასუხი. - არამც! დაუყვირა და ფეხზე წამომდგარი სირბილით გავარდა ტყეში. მირბოდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა სად. გზა მაინც ერთი იყო, აკაკისკენ მიმავალი, რომელსაც ვერსად გაექცეოდა. 10 მეტრიც არ ჰქონდა გარბენილი გაოგნებული რომ გაჩერდა და შტრიალდა კაცისკენ, რომელიც ადგილიდან არ დაძრულიყო. თითქოს ადგილს მიჰყინვოდა აკაკი. იმედგაცრუებულ მზერას ვერაფრით აშორებდა. განაგრძო კვლავ ჩეხვა. ამოიხვნეშა ცუცამ დამნაშავესავით და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა კვლავ უკან. -არ დამელაპარაკები? - ამოიჩურჩულა ქალმა და დაბლიდან ახედა გაოფლილ კაცს. -რა გინდა რომ გითხრა?! - ისევ არ შეუხედავს ცუცასთვის. -მიდი, მეჩხუბე! ხომ გიღალატე! მიდი! ნუ ხარ ჩუმად! თქვი, რომ არასწორი ვარ! -შენ მე კი არა, საკუთარ თავს უღალატე. ნუ გერევა რაღაცები. და, როგორც ჩანს, არც ისაა შენი ბრალი მე ცოცხალს, ის მკვდარი რომ გირჩევნია. -აკაკი... ნუ მექცევი ასე... - კიდევ ერთი ახალი ცრემლთა ნაკადი გადმოსცვივდა თვალებიდან. -როგორ გექცევი, ცუცა? - წამით შეწყვიტა ყველაფერი, მიაგდო ის ცულიც იქვე და თვალებში ჩხედა პირდაპირ ქალს. - რას ვაკეთებ არასწორად, ცუცა? ვცდილობ გავარკვირო რა ხდება, რა ურთიერთობა გვაქვს, რას გრძნობ... მგონია, რომ შენც ცდილობ ჩემთან ახლოს მოსვლას... მეორე დღეს კი ვხედავ, ძველ სიყვარულს როგორ ეფიცები მის ერთგულებას.. როგორ ნატრობ.... ნუ თუ ვერ ხედავ მე როგორ... - და წამით ისევ დაბრუნდა რეალობაში, შეწყვიტა საუბარი. თავი გააქნია შეუმჩნევლად და სახლში შევიდა ჩქარი ნაბიჯებით. დატოვა თვდახრილი, ცრემლებად დაღვრილი ცუცა მარტო. კარგხანს აღარ შესულა სახლში. მის სიტყვებზე ფიქრობდა თან სახლს დაარტყა წრე რამდენჯერმე, როგორც ჩანს, ძალიან მოხვდა მისი სიტყვები გულზე. მეხუთდ რომ ჩამოუარა სახლის დიდ ფანჯრებს, თვალებით შეძვრა სახლში და ნათლად გაარჩია სავარძელში მჯდომი აკაკის სილუეტი, რომელიც მომღიმარი დიდი ყურადღებით საუბრობდა მობილურზე. წარბშეკრულმა გამოხსნა სახლის კარები და სამზარეულოსკენ გასწია პირდაპირ წყლის დასალებად. არ შეუმჩნევია აკაკის მისი შემოსვლა ზედმეტად, თვალები გააყოლა მხოლოდ უმნიშვნელოდ. გულისყურით უსმენდა მოლაპარაკე აკაკის ცუცა და ბოლოს მის ხმაში ქალის სახელიც რომ ამოიცნა წარბები კიდევ უფრო დაუახლოვა ერთმანეთს. ნამდვილად არ ჰგავდა ეს ოფიციალურ საუბარს. ,,შინაურულად“ საუბრობდა და ხშირად ეღიმებოდა. თვალი არ მოუშორებია აკაკისთვის ისე დაახეთქა ჭიქა ძირს გამწარებულმა. შეხტა აკაკი მოულოდნელობისგან და ცუცას მიაპყრო გაოცებული მზერა. არც უფიქრია ოთახის დასუფთავებაზე ისე აუყვა კიბეებს და შეძვრა მისაკუთრებულ ოთახში. რამდენიმე წუთში წარბშეკრული ლიპარტელიანი წამოადგა თავზე. -რა იყო ეს? -რა? - გაიოცა არაბუნებრივად და მტრული მზერა გაუცვალა კაცს. ფრთხილად შემოვიდა აკაკი ოთახში. მიუახლოვდა საწოლზე მჯდომს და მაღლიდან დახედა ქალს. -მოდი, ისე გავატარებ, თითქოს არაფერი მომხდარა და მე არ მიფიქრია, რომ იეჭვიანე. წამოდი ვჭამოთ. -ვიეჭვიანე?! თავი ვინ გგონია?! - წამოფრინდა მაშინვე შურაცხყოფილი სახით. -უბრალოდ ვჭამოთ. არ მინდა შენთან ჩხუბი. - სიმშვიდეს ინარჩნებდა სვანი. -არ მშია! წადი და მარტო ჭამე! - დაუყვირა და შეტრიალებას აპირებდა, მკლავზე რომ წაავლეს ხელი. -ცუცა! -დამანებე თავი! - დაიწიკვინა კვლავ და საწოლთან მიახლოებულმა ბალიშს დაავლო ხელი, თავში უნდა ჩაერტყა გამწარებულს რომ დაუჭირა აკაკიმ ხელი. -არ შეგიძლია, ერთხელ მაინც რომ არ მოიქცე ნამდვილი ქაჯივით?! ეშმაკი ხარ! - დაუყვირა გაცხარებულმა. შემოატრიალა თავისკენ და მხარზე მოიკიდა ტომარასავით. -ავადმყოფო! ქაჯი შენ ხარ! ეშმაკიც! როგორ მიბედავ?! მე ქალი არ ვიყო, თუ არ დაგიჭირო! ციხეში ამოგაყოფინებ თავს ადამიანის მოტაცების გამო!.. -გააჩუმე ენა. - უკანალზე მიარტყა ხელი სუსტად. -აააჰ! - სულ შეიშალა ამაზე, ხელები დაუშინა ზურგზე. - ამას არ შეგარჩენ. დაგიჭერ, აი ნახავ, თუ არ დაგიჭერ. ზაზას ვასეირებ ხელებზე ბორკილებს რომ დაგადებ… -მხატვარო, რა დღეში ხარ?! - გაეცინა მაინც მისი სიტყვებით გახალისებულს. რა იმედები ჰქონდა ამ გოგოს. - შენ უნდა დამიჭირო? დიდი-დიდი ფურცელზე დამხატო ბორკილებდადებული. -ოოხ!.. როგორ ნერვებს მიშლი! როგორ ვერ გიტან.. -ნეტავ მართლა ვერ მიტანდე და მოღალატის იერლიყი არ გეკრას. -გაეთრიე! მეზიზღები! დამპალო! მთელ ხმაზე გაჰყვიროდა გააფთრებული ქალი, მაგრამ აკაკი უკვე გარეთ გამოსულიყო და კარებიც გადაეკეტა. მიუბრუნდა კვლავ შეშას. მანამ ყვიროდა ცუცა, სანამ ენა არ დაეღალა. აკაკი ჩეხავდა შეშას მშვიდად. გადაიძრო მაისური გაოფლილმა და ისე განაგრძო. სრულ ჭაობში იყო, თავიდან ბოლომდე. ,,დათი ჩემი სულის ნაწილი იყო“ გაფუჭებული რადიოსავით ჩაესმოდა ყურებში. დათი… ნუთუ ის იყო? მეტისმეტად ბევრი დამთხვევა იყო მის ცხოვრებაში, დამთხვევები, რომლისიც არასდროს სჯეროდა. ერთი საათის შემდეგ, როგორღაც დაასრულა ჩეხვა. მე მგონი ზამთრამდე აპირებდა აქ დარჩენას იმდენი შეშა დაჩეხა. მკლავებში მოიქცია ღერები, კარები წვალებით შეაღო და სახლში შევიდა. სავარძელში იჯდა ცუცა, მუხლები აეკეცა და თვლემდა. მკვდარი ქათამივით აქნევდა თავს. არ მიუქცევია ყურადღება, ბუხართან დაყარა შეშა. გამობრუნდა, ერთი სავსე მკლავებით შეშა კიდევ შემოიტანა. გადაკეტა კარები ისევ და ბუხარს მიუჯდა დასანთობად. მერე სამზარეულოში გავიდა, ისე იქცეიდა, თითქოს მარტო იყო, პლედიც კი არ მიაფარა ბავშვს. წყალი დაადგა წინასწარ ნაყიდი ხინკლისთვის. გააცხელა ტაფა ქაბაბისთვის, დაჭრა კიტრი-პომიდორი სალათისთვის. მაგიდას აწყობდა უკვე, ცუცას რომ გამოეღვიძა. დაბნეულმა მოავლო თვალი სახლს, აკაკის, სუფრას… გაბუტული ბავშვივით მიჩოჩდა კუთხეში და ხელები გულზე დაიკრიფა. -არ დამეხმარები? ყველაფერი მე გავაკეთე, მაგიდა მაინც გამაშლევინე. - წამოადგა თავზე აკაკი. თავი შეაბრუნა სხვა მხარეს ცუცამ. ისევ თავად გააწყო სუფრა, გადანახული წითელი ღვინოც შემოიტანა და მადიანად მიუჯდა სუფრას. - ახლა მაინც მიკადრე. - სუფრაზე მიუთითა ცუცას. -თავს არ გამანებებ? -გამებუტე? - წარბები ასწია მაღლა. -არ მშია. -გშია. არაფერი გიჭამია. კვლავ დააიგნორა. დაიწყო ჭამა ლიპარტელიანმა. -ისევ არაფერს მკითხავ? -ასე ძალიან გინდა? - გაავებულმა შეჰყვირა. -ჰო, მინდა. ელვის სისწრაფით წამოვარდა სავარძლიდან. მოკალათდა მის წინ. შეწყვიტა აკაკიმ ჭამა. თვალებში მიაშტერდა ცუცას კითხსვის მოლოდინში. -ადამიანი მოგიკლავს, აკაკი? 4 თვის შემდეგ ისე გამწარებული დაჰნათოდა მზე ქალაქს, ალბათ გადაწვავდა მალე. ტურისტებს შეევსოთ ქვეყანა. გაჭარხალებულმა გამოაბიჯა ფეხი სახლიდან. შვილი მოჰყავდა თან ფრთხილად. პომიდორივით გაწითლებულიყო ნერვიულობისგან. -მტკივა, მამაა, ძალიან მტკივაა!.. - გამობერილ მუცელზე იჭერდა ხელებს, თან პინგვინივით მიაბიჯებდა მანქანისკენ. -ცოტაც, შვილო, ცოტაც. - ფრთხილად ჩასვა მანქანაში და სახლს გახედა - ნინელი! ჩქარა! - შეჰყვირა დამხმარე ქალს გაგიჟებულმა. ნინელიც თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა, ცალფეხზე არც ეცვა ქოში, ხელში ეჭირა და ისე მირბოდა მანქანისკენ. -აქ ვარ, შვილო, აქ, შენ არ ინერვიულო - გოგონას მიუჯდა უკანა სავარძელზე და ცალი ქოშიც ამოიცვა. -ჯერ ხომ ადრეაა.. - ტიროდა.. ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები.. - მამა, ჯერ არ უნდა დაიბადოოს… -დაწყნარდი, ჩემო პრინცესა. დაწყნარდი, გთხოვ.. თხუთმეტ წუთში მიაყენა მანქანა საავადმყოფოს წინ. შევარდნას უფრო ჰგავდა, ისე გიჟივით მართავდა ნიკოლოზი, გული უსკდებოდა არ დაეგვიანა, ან არაფერი მოსვლოდა... სასწრაფოდ სამშობიაროში გააქანეს. ადრე იყო ჯერ, ერთი თვე აკლდა პატარას დაბადებას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზედმეტად სულსწრაფი აღმოჩნდა. ეჩქარებოდა თურმე პატარას ახალ სამყაროში გამოღვიძება. ნეტავ იქიდანვე სცოდნოდა, თუ როგორი დაუნდობელი სამყაროსკენ მოისწრაფვოდა, ნეტავ იქიდანვე სცოდნოდა, რომ ეს სამყარო, თავისნაირ უცოდველსაც არ დაინდობდა. ბავშვის ტირილმა აიკლო მეორე სართული. ნერვიულობისგან გაგიჟებული კაცის სახეზე ბედნიერი ღიმილი ათამაშდა. სიხარულით მოიძია ტელეფონი ჯიბეში და საყვარელი გოგონას ნომერი აკრიფა: -დაიბადა. ბეატრისი დაიბადა, ცუცა! 4 თვის წინ. ჩაუვარდა ენა აკაკის. ხმა ვერ ამოიღო. თვალებში უყურებდნენ ორივე ერთმანეთს. არც ერთის მზერაში არ ამოიკითხებოდა სიძულვილის მსგავსი გრძნობა იმ წამს. იყო მხოლოდ სიყვარული. მეტი არაფერი. -ჩემში მკვლელს ხედავ, ცუცა? -მე… - კიდევ ერთხელ უნდა შეეტია, მაგრამ აღარ დასცალდა, ისე წამოვარდა კაცი სკამიდან. -რას მეკითხები ცუცა?! - ნერვიულად გაეცინა კაცს და თვალი გაუსწორა ქვემოდან მომზირალ ცუცას. -კარგი, არ უნდა მეკითხა... ავალ მე. - მიაყარა ერთბაშად სიტყვები და წამოფრინდა სკამიდან, თუმცა გასაქცევად მომზადებულს მკლავზე შემოეხვივნენ ძლიერი ხელები და სავარძელზე დაჯდომა აიძულეს. -მოიცადე. გეყოს ამდენი გაქცევა. ვისაუბროთ გულწრფელად და გავარკვიოთ საბოლოოდ ყველაფერი. - გვერდზე მიუჯდა თავადაც და ცუცას ხელები თავისაში მოიქცია. -აკაკი... -რაში მადანაშაულებ, ცუცა, მითხარი. -ყველაფერი ცუდად აეწყო... მე არ მიფიქრია... ზაზას უნდა შენი დაჭერა და ცდილობს ყველანაირი დანაშაულის უკან შენ წარმოგიდგინოს... -აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ზაზა, - ჩაეცინა ცალყბად აკაკის, შეუშვა ცუცას ხელები და მუხლებზე დადებული მკლავებით საფეთქლები დაიზილა. - უდანაშაულო ნამდვილად არ ვარ, ცუცა, მაგრამ როგორადაც ეგ ცდილობს რომ გამასაღოს, ეგეთი არაკაცი, ნამდვილად არ ვარ. შენ რისი დაჯერება გინდა?- თვალებში ჩახედა ამ კითხვის დასმასთან ერთად გზააბნეულ ქალს. -არ ვიცი, აკაკი, არ ვიცი... აღარ შემიძლია, დავიღალე... რამდენის ატანა მიწევს... არ ვიცი რისი უნდა მჯეროდეს... -მე ისეთს არაფერს გავაკეთებდი გააზრებულად, რაც შენ გულს გატკენდა. ნუ მებრძვი. დადექი ერთხელ ჩემ მხარეს, რა იქნება?! თავჩაღუნული ცუცას თავში სრული გადატრიალება მოხდა. ამ კაცის საუბარი იმაზე უფრო მეტად აბნევდა, ვიდრე უნდა გაეგო. ფრთხილად ასწია თავი და აკაკის პროფილს გაუსწორა მზერა. უემოციო თვალებს არ აშორებდა იატაკს. უეცრად მხარზე იგრძნო ქალის ნაზი ხელები და ნელა წამოსწია თავი. მეორე ხელით სახეზე მიეფერა კაცს და გაუცნობიერებლად დაიხარა მისი ბაგეებისკენ. ზედაპირულად შეეხო და კისერზე შემოჰხვია ხელი. მისკენ სრულიად შეტრიალებულმა აკაკიმაც შემოჰხვია ხელი კეფაზე და მეტად მიიზიდა მისკენ. თავად დააცხრა ამჯერად ტუჩებზე გაშმაგებით. გრძნობდა ქალის დაჭიმულ, აღელვებულ სხეულს. წამით შეჩერდა, თმაზე გადაუსვა ხელი, წამოდგა და ხელს გააყოლა ცუცაც. იქვე თბილი ადიალი მოიძია, ჯერ გაკვირვებული ცუცა დააწვინა დივანზე, მერე კი გვერდით მიუწვა. ხელი გადაჰხვია ქალს და მკერდზე დაადებინა თავი. ჩაეცინა აკაკის უცნაურ ქმედებაზე ცუცას. -ხომ არ გცივა? - თავზე კოცნის შემდეგ ამოაყლა სიტყვები. -არა... ამ მოუხერხებელ, ერთკაციან სავარძელზე იმაზე კომფორტულად ეძინა ამ ქალთან ერთად, ვიდრე ნებისმიერ რბილ და ფაფუკ საწოლში ძილს მოახერხებდა. -შემიყვარდი, ცუცა... - ძილისპირულში გადავარდნილს ყურში ნაზად შეუძვრნენ კაცის სიტყვები. იავნანასავით მოქმედნი... <<< მზიანი დილა გათენდა. ცუცაც ღიმილით შეეგება სამყაროს მიერ ნაჩუქარ კიდევ ერთ ,,ლამაზ დილას“. ხელი დაუსვა მკერდზე აკაკაკის და თავწამოყობილმა შეუთვალიერა ლამაზი პირი-სახე კაცს. ის იყო მისკენ დახრილი კოცნით უნდა გაეღვიძებინა ტელეფონის მომაბეზრებელი ბზუილი რომ გაისმა. უხმოზე იყო დაყენებული და ისე აზანზარებდა მობილური მაგიდას, მალე რომ არ გაეთიშა გააღვიძებდა კიდეც აკაკის. მოშორებით აღმოჩნდა მაგიდა სავარძლიდან, გადაიწია კარგად მობილურის ასაღებად, სულ ცოტაღა იყო დარჩენილი, გაუცნობიერებლად გადაწეული კი ისე აღმოჩნდა იატაკზე თავადაც ვერ გაიაზრა. ცუცას ღმუილზე წამოვარდა დაფეთებული აკაკი. მიიხედა იქით-აქეთ და იატაკზე გადავარდნილ, ბავშვივით წამომჯდარ, წარბშეკრულ ცუცას რომ ჰკიდა თვალი სიცილი ვერაფრით შეიკავა. ამაზე მეტად შეეკრა წარბები ქალს და მკერდზე ხელების გადახლართვაღა აკლდა სრული ბავშვურობისთის. სიცილით ჩაავლო ხელი წელზე და გვერდზე მიიწვინა კვლავ. -რამ დაუფრთხო ძილი ამ დილაუთენია შავ გედს?! -შენმა მობილურმა! -აუცილებლად გადავაგდებ ამ დაუდევრობისთის! -მიდი რა! - ხელი ჩაარტყა მკერდზე ძლიერად ახარხარებულ აკაკის. - წყალი მინდა. პირი მიშრება. და მშია! - წამოიყვირა ცუცამ და წარბების თამაშით დააკვირდა კაცს. -საწოლში მოგართვათ ქალბატონო?! გუშინ რომ გაგიმზადე და გეხვეწე, ყურიც არ მათხოვე! დღეს აღარ მოგიმზადებ არაფერს! - თვითკმაყოფილი ღიმილით გაანდო ქალს და თვალებიც დახუჭა მეტი დამაჯერებლობისთვის. -მაშიმშილებ? - წამოიყვირა ქალმა და სახეზე დახედა კაცს. - ჯერ მომიტაცე და ახლა საჭმელსაც არ მაჭმევ?! -ზუსტად! - თავი დაუქნი თვალდახუჭულმა და ლოყაზე რომ იგრძნო ცუცას ტუჩები გაახილა მაშინვე თვალებიც, თუმცა ცუცა სამზარეულოში გარბოდა უკვე - ცუცაა! მოგკლავ! სიცილით წამოდგა ლიპარტელიანიც და სავარძელზე მჯდომი წინა დღეზე ჩაფიქრდა, თუმცა არ დასცალდა. უეცრად გარედან ისეთი სროლა ატყდა, ტყვიების წვიმა წამოვიდა… მტრები ნამდვილად არ აკლდათ ლიპარტელიანებს. მეტიც, რაც არ აკლდათ მტერი და ფული იყო. მოგეხსენებათ, მტერიც ვაჟკაცი უნდა გყავდესო ნათქვამია. აი ეს კი ნამდვილად არ იყო ნათქვამი ვახტანგზე. უნამუსოდ შეყარა ხალხი, გაუძღვა ლიპარტელიანისკენ და სახლიანად ჩაცხრილა. რა წვალებით გამოათრია სახლიდან, როგორ ჩასვა მანქანაში, როგორ გაჰყვა მანქანის კვალს… ვერაფერს ვერ გეტყოდათ გადარეული კორინთელი. ისე ნერვიულობდა, ისე ტიროდა, ლამის სახეს იხოკავდა. ხელები უკანკალებდა მთელი გზა, საჭეზე შემოწყობილი. გადახედავდა ხშირად კაცს, შეეხვეწებოდა ცოტაც გაუძელიო მომტირალი. მიიყვანა საავადმყოფომდე. ისიც რომ დაეკარგა, საკუთარ თავსაც დაკარგავდა. სამუდამოდ. ყვირილით შევარდა საავადმყოფოში ფეხშიშველი. დამეხმარეთო გაჰყვიროდა. სულ სისხლიანი იყო თავადაც. ხელებიც სისხლიანი ჰქონდა. გადმოიყვანეს უგუნებოდ მწოლი კაცი საკაცეზე. საოპერაციოში გააქანეს მაშინვე. ორი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. -გადამირჩინეთ, გთხოვთ!.. ვერ დავკარგავ! მასაც ვერ დავკარგავ!.. მთელ საავადმყოფოს ესმოდა იმ დღეს ცუცას განწირული კივილი. <<< უფროსი ლიპარტელიანი გიჟივით შემოვარდა საავადმყოფოში. ყვირილით აიკლო იქაურობა, სად არის ჩემი შვილიო. მალევე მიასწავლეს გზა ცუცასთან, საოპერაციოსთან იატაკზე რომ ჩამომჯდარიყო და ცრემლებსაც ვეღარ ღვრიდა თვალებ გაშტერებული. მაშინვე მივარდა ცუცასთან. მხრებში ჩაავლო ქალს ხელი და მისთვის შხედვა აიძულა. -რა მოხდა?.. როგორ მოხდა... ყველაფერი მომიყევი!.. - ძლივს ლაპარაკობდა კაცი მომხდარისგან გადარეული. -მე ის შემიყვარდა... - ამოიჩურჩულა ცუცამ არჩილისთვის გაუგებარი სიტყვები. თვალებში ჩახედა კაცს, - არ დაუშვათ რომ მოკვდეს... 3 თვის შემდეგ. -ხომ გითხრა ექიმმა, არ შეიძლება შენთვის ამდენის დალევა, ჯერ. - არანაკლებ მთვრალმა გამოართვა ჭიქა და თავადვე გამოცალა. -მხოლოდ ორი ჭიქა დავლიე. მთვრალი შენ ხარ, პატარავ. - ღიმილ შეპარული სახე მიაპყრო დაბლიდან მომზირალს. მიიზიდა მეტად ახლოს. სახეზე შემოჰხვია ხელი. -ცუდი კაცი ხარ. დასათრობად ამომიყვანე შენთან. უნდა წავიდე. - მოიშორა სახიდან მისი ხელი. -სად უნდა წახვიდე, - ჩაეცინა აკაკის და ამჯერად წელზე შეუსრიალა ხელი. -სახლში… -ვინ გიშვებს?.. - მის ტუჩებზევე ამოიჩურჩულა. -აკაკი… -რატომ აღარ მკოცნი პირველი?.. ყოველთვის მე გკოცნი. -არც გაკოცებ.. საერთოდ როდის გაკოცე?! - გაკაპასდა ქალი მაშინვე. -გაგახსენო? - ყბაზე მიაკრო გახურებული ტუჩები. -მაიმუნობ.. -მიყვარს შენთან მაიმუნობა… თავადაც ჰკლავდა მისი ტუჩების შეხების სურვილი. მთვრალს არც ჰქონდა მეტი გონება, მოწყურებული დაეტაკა კაცის ტუჩებს. -ხომ შეგძლებია?.. - ღიმილით ამოიჩურჩულა და ამჯერად თავად დაუკოცნა ტუჩები. თვალები, ლოყები, ყელი… და უცებ დენდარტყმულივით მოშორდა. თმიდან ყელამდე ჩაასრიალა ხელები, დაიჭირა ყელსაბამი. მაგრამ არა უბრალო ყელსაბამი, ჩამოაცურა ხელი კიდევ და იგრძნო ბეჭდებიც. ტუჩზე იკბინა, გამწარებულმა, ისევ მიუახლოვა სახე, კვლავ ტუჩებზე დასჩურჩულა: -ეს მოიხსენი. გთხოვ... - ლამის ჩამოჰგლიჯა ყელსაბამი ბეჭდებიანად. ზედმეტი რეაქციის გარეშე წაიღო უკან ხელები. მოიხსნა ყელსაბამი. იქვე მიაგდო, ძირში და საბოლოოდ შემოჰხვია კაცს ხელები მხებზე. ხელში აყვანილი გაიყვანა ოთახში. ბედნიერების აფეთქება იყო იმ ღამეს. 2 თვის შემდეგ შემოდგომა. წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დრო. ბავშვობიდან სიგიჟემდე უყვარდა შემოდგომა. სკოლაში წასვლისას, ჩამომჭკნარ ფოთლებს მიუყვებოდა მინდორ-მინდორ. ფეხით ააფრიალებდა ფოთლებს. თუ ნოა მიაკითხავდა, ერთგვარი ნეტარება იყო. ათას თემაზე საუბრობდნენ. დარცხვენილი, გაწითლებულ ცხირს ჩამალავდა კაშნში… ამიტომ გადაწყვიტეს ერთხმად, ქორწილის შემოდგომაზე გაკეთება. ერთი დღე აკლდა მხოლოდ, ბავშვობის ოცნობის ასრულებამდე. ვერაფრით ვერ დაიძინა ღამე. ნოა უახლოეს ძმაკაცებთან ერთად რჩებოდა. ევასთან კი ცუცა გადმოსახლდა ორი დღით. როგორც იქნა გააჩუმა ევამ ენა და დასაძინებლად მოემზადა. ისეთი ბედნიერი იყო ცუცა მისი შემყურე, ისე ახარებდა თავისი გაწვალებული ხალხის, ასეთი ბედნიერი სახეების ყურება, რომ თავადაც ჭკუაზე არ იყო. ყველაფერი ისე კარგად აეწყო, თითქოს, სიზმარი ყოფილიყო. აკაკისთანაც დაალაგა ურთიერთობა. მას შემდეგ რაც ის ყველაფერი მოხდა, ყველაფერი შეიცვალა მათ შორის. ცუცა ზედმეტად მზრუნველი გახდა მის მიმართ. საავადმყოფოში ერთი წუთით არ ტოვებდა მარტოს. არჩილიც გაიცნო უკეთესად. ნიშნობის ბეჭდებს საბოლოოდ მოუძებნა მათი ადგილი. დათისთან გამოსამშვიდობებლად მისულმა დაუტოვა ორივე და დაიწყო მას შემდეგ ახალი ცხოვრებაც. საბოლოოდ დაუსვა წერტილი წარსულს. ეგონა, რომ დაუსვა. ევასა და ნოას ქორწილის წინა ღამეს, კვლავ დათი დაესიზმრა. იმედგაცრუებული სახით შესციცინებდა კაცი ქალს. თან დასისხლიანებულ სხეულზე, გულზე ისვამდა ხელს. ადგილზე, სადაც ტყვიამ გაუხვრიტა ლამაზი სხეული. <<< დილიდან დაიწყო სამზადისი. ცუცას გარდა, ყველას ბედნიერი სახეები ჰქონდათ. ჯერ კიდევ სიზმარში იყო ჩარჩენილი. მთელი 5 თვე არ დასიზმრებია. მთელი 5 თვე მის საფლავზე არ მისულა. ვერ წყვეტდა ფიქრს გუშინდელ სიზმარზე. მალევე შეამჩნიეს გოგონებმა ცუცას ასეთი ჩაფიქრება და უხასიათობა. რას ეტყოდა. არაფერია, მალე კარგად ვიქნებიო. აკაკიც იყო ქორწილში დაპატიჟებული. გააცნო ნოას. ძალიანაც გაუხარდა ნოას და ცოტა გაკვირვებითაც შეხვდა, ვერ წარმოედგინა, ცუცა თუ საბოლოოდ გადალახავდა ყველაფერს. ზაზა იყო ყველაზე მეტად აღშფოთებული მათი ამბით. დღემდე არ ესაუბრება უახლოეს მეგობარს. თავიდან ცდილობდა აკაკის ცუდი მხარეები დაენახა მისთვის. რომ არ გამოუვიდა, უბრალოდ შეეშვა. ქორწილშიც კი არ მივიდა. საშინლად ბრაზობდა ცუცა, პატივს მე თუ აღარ მცემს, შენ მაინც როგორ დაავიწყდიო, ნოას ებუზღუნებოდა. ადრე ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და კარგი მეგობრებიც იყვნენ. დათის სიცოცხლეში. ნოა, ევა, ცუცა, დათი და ზაზა. შემდეგ კი ზაზა გამოეყო მათ. საერთოდ ცუცას გამო დაიშალა. საცეკვაოდ იყვნენ ნეფე-პატარძალი გასული, ცუცა რომ დაიმარტოხელა აკაკიმ, ისე ლამაზად მიუჯდა გვერდზე, პატარძლის სკამზე. ყურადღება არ მიუქცევია ცუცას. მხოლოდ კუთხეებში გაეპარა, ვერ შეკავებული ღიმილი. -მამაშენი გვიყურებს. - თქვა და უფრო მიიწია თავხედურად ცუცასკენ. -ჩაგიჯდები ბარემ კალთაში. სად მოდიხარ? უტუხი! თან რომ მეუბნება მამაშენი გვიყურებსო! - გაკაპასებული მიუტრიალდა კაცს. -მოდი. - დაიტყაპუნა მუხლებზე ხელი. -გიჟია.. - მაინც წასკდა სიცილი. მხარზე მიარტყა ხელი სუსტად. კულულებზე წაეთამაშა აკაკი. -ჩვენი დრო როდის იქნება? - ფრთხილად შეაპარა და თვალებში ჩახედა. -ჯერ არა. - გულწრფელი ღიმილი გამოესახა ქალს სახეზე. არ უთქვამს გუშინდელ სიზმარზე. არ უნდოდა მისი განაწყენება. ჯერ კიდევ ახსოვს აკაკის სახე, ტყეში როდესაც უამბო თავის გრძნობებზე დათის მიმართ. მიხვდა როგორც ატკინა. ისიც იცოდა, რომ მასაც არაფერი დავიწყებია. კვლავ ზომაზე მეტი დალია. ყველას უხაროდა ბედნიერი ცუცა. არავინ არაფერს არ უშლიდა. ბოლოს მამამისთან ერთად დაინახა აკაკი. მშვიდად ესაუბრებოდა მისთვის გაურკვეველ თემაზე. მარტო გავიდა სუფთა ჰაერზე. ძლივს დადიოდა ქუსლიანებზე. კინაღამ გადაიბრუნა ფეხი. მიაღწია დასაჯდომამდე და დაღლილი დაენარცხა რკინის სკამზე. სთვლემდა, ამთქნარებდა და ეძინებოდა უკვე. უეცრად ახმაურდა ცუცას მობილური. ტყავის ქურქის ჯიბე მოიქექა. დიდი ასოებით ეწერა ეკრანზე ,,ზაზა“. -ალო! -საღამომშვიდობისა, ცუცა. -მშვიდობიანი ღამე! რა გინდა ზაზაა? -მთვრალი ხარ? -მთვრალი ვარ… სიყვარულით ვარ მთვრალი… - გადაიხარხარა ცუცამ. -შენს გვერდით არის ვინმე? - მანქანიდან ესაუბრევოდა აშკარად, სიგნალების ხმა ისმოდა ტელეფონიდან. -არა, მხოლოდ მე ვარ. -სად ხარ? -გარეთ. -იყავი მანდ, ორ წუთში გამოგივლი. -რატომ? მოგენატრე? - აგდებით ჰკითხა. -მანდი იყავი! - მკაცრად გამოსცრა და ტელეფონიც გათიშა. თავისთვის წაიბუზღუნა ცუცამ და აკაკის მასთან ყოფნა ინატრა კვლავ. უცებ გადაწყვიტა თავისთვის დღეს აკაკისთან დარჩენა. ისე მოუნდა იმ წუთას ის კაცი, რომ დაენახა იქვე ჩამოეკიდებოდა კისერზე. წარმოიდგენდა როგორ ეხვეოდა აკაკი, როგორ ათბობდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. წამოდგომას აპირებდა, ლამის მის ფეხებთან რომ გაჩერდა ნაცნობი მანქანა. ზაზა იყო. გადმოვიდა მანქანიდან ამაყად. ზაზა ყოველთვის თავაწეული დაიარებოდა. სხვანაირად არც შეეფერებოდა. დაუდგა წინ ცუცას. -რა დღეში ხარ? სადარი შენი მიჯნური? ასეთ მდგომარეობაში მარტო გიშვებს გარეთ? -ნუ გშურს შენ! - ენა გამოუყო კომფორტულად მჯდომმა. -ადექი, წავიდეთ. - თითქოს შეიცვალა. მეტად გამკაცრებულიყო ზაზა. -სად? მიეხმარა წამოდგომაში. -სალაპარაკო გვაქვს. ძალიან ბევრი. - თავად უნდა მიეყვანა მანქანის კარებამდე, ხელი რომ აუწია ცუცამ. -ავად კი არ ვარ! - დაუყვირა გაბრაზებულმა და მოიშორა მისი ხელები. თავადვე მივიდა კარებამდე, გააღო და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, ვიღაც კაცმა რომ ჩაირბინა რამდენიმე მეტრში. არარეალური იყო. არსაიდან გამოჩნდა და გაქრა. -აღარ ჯდები? - გამოსძახა მანქანიდან ზაზამ და მის მხარეს გადმოიწია. თვალები გაეშტერებინა ცუცას იმ ადგილის მიმართულებით. თვალებით ყველგან ეძებდა. ირგვლივ არავინ იყო. -დათი… - ამოიჩურჩულა და გაოგნებული ჩაჯდა მანქანაში. თითქოს ერთიანად გამოფხიზლდა. ეს რა მოხდა? როგორ მოეჩვენა?.. რა ხდება მის უბედურ თავს?.. რატომ არ აცდიან ბედნიერებას… თავადაც ეს არ უნდოდათ?!. თავისთან წაიყვანა ზაზამ. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. არც მაშინ მანქანიდან რომ გადმოვიდნენ და არც მაშინ სახლამდე რომ გაიარეს გზა. ორ სართულიანი, კერძო სახლი ჰქონდა ზაზას. ფიქრობდა ცუცა დათიზე. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა. თითქოს მუდმივი იყო ეს, რუტინული და აუცილებელი. ცუცას მუდამ დათიზე უნდა ეფიქრა. მისვლამდე შეამჩნია ყავისფერი კონვერტი კარის ძირში. გაკვირვებით შეკრა წარბები. ფრთხილად დაიხარა და აიღო ძირიდან. დიდი ასოებით ეწერა გარედან: ,,კეთილის მსურველი“ -ეგ რა არის? - ჩაეკითხა ცუცა და თავადაც ამოიკითხა ასოები. მაშინვე გააღო კარები და შიგნით შეატარა ცუცა, მერე თავადაც შევიდა. აანთო მისაღებში შუქები და კონვერტს მიუბრუნდა. ჩამოჯდა თეთრ სავარძელზე ცუცასთან ერთად. გახსნა კონვერტი. ფრთხილად ჩააცურა ხელი და რამდენიფე ფოტო ამოაყოლა თან. გახელდა ქალი სურათის შემხედვარე. სურათზე, არც მეტი არც ნაკლები, დათი და აკაკი იყვნენ გამოსახულნი. სვანეთის მთები უმშვენებდათ ფონს. წარბშეკრულნი საუბრობდნენ ერთმანეთში. ზუსტად ახსოვდა ცუცას დათის ეს ჩაცმულობა. თავად ამოიცნო კაცი ასეთ ფორმაში თავის დროზე. ეს ფოტოები დათის სიკვდილიდან, რამდენიმე წუთით ადრე იყო გადაღებული. შემდეგ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ სწვდა აკაკი დათის საყელოზე. შემდეგ ფოტოზე ძირში გდია დათი, აკაკი კი შემზარავად დაჰყურებს თავზე. ბოლო ფოტოში კი იარაღს უმიზნებდა ძირში გაშხლართულს. იმედგაცრუება. შიში. სიკვდილი. ყველაფერი იგრძნო იმ წამს ცუცამ. საყვარელმა კაცმა, თავისი საყვარელი კაცი მოუკლა. სხვანაირად ვერ იქნებოდა. შეუძლებელი იყო. ,,შენს შვილს ყველგან ეძებენ და არც მოისვენებს პოლიცია, სანამ არ იპოვის“. და კვლავ ამოუტივტივდა ტვინში ეს რამდენიმე საძულველი სიტყვა. თავში ჩარგო ხელები გაგიჟებულმა. ეს სინამდვილე იყო. აკაკიმ დათი მოკლა. დათი აკაკიმ მოკლა. -ჩემი დათი მომიკლა… - ამოიჩურჩულა სიგიჟის პირას მისულმა. ვერაფერი თქვა ზაზამ. გაეჩხირა თითქოს ყელში რაღაც. პირდაღებული, გაოგნებული მზერას ვერ აცილებდა სურათებს. უეცრად ზაზას შარვალში იარაღს მოჰკრა თვალი. უეცარი გააზრება და იარაღზე ხელის დავლება ერთი იყო. ამაზე სწრაფად ალბათ არასდროს უმოქმედია. სწრაფად დაუგდო ფეხებთან პატარა მაგიდაზე დადებული საფერფლე და გასაღებებს გიჟივით ეცა. ძლივს მოვიდა გონს გადარეული ზაზა. თუმცა უკვე გვიანი იყო. ხელის კანკალით ჩაკეტა ზაზა სახლში. თავად კი მის მანქანაში ჩახტა და მალევე მოსწყვიტა ადგილს. სანამ ზაზა გონს მოეგო და ფანჯრიდან გადახტომა მოიფიქრა, ცუცა მაგ დროს აკაკისთან რეკავდა უკვე. სადღა ახსოვდა სიმთვრალე? გიჟივით მართავდა მანქანას. ერთიანად გამოფხიზლებულიყო. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები. -რატომ!.. რატომ!.. - საჭეს ურტყამდა ხელებს ცუცა. ხელის კანკალით მოიძია ქურთუკში ტელეფონი. მაშინვე უპასუხა აკაკიმ. -ცუცა, სად ხარ? რამდენიხანია გეძებ. - ტელეფონიდანაც შეამჩნია, როგორი ნანერვიულები და გაბრაზებული ხმა ჰქონდა აკაკის. -რატომ მეძებ?! ვინ მოგცა იმის უფლება, რომ ჩემზე იდარდოო?! -დაუღრიალა გამწარებულმა. - დათი არასდრის დამტოვებდა მთვრალს მარტო! - აი აქ კი ტვინში სისხლი ჩაექცა აკაკის. ძლიერად მოუჭირა ხელი ტელეფონს - შენ… შენ… არ მიმსახურებ! არავის არ იმსახურებ! -სად ხარ, ცუცა. - კბილებში გამოსცრა აკაკიმ განრისხებულმა. ჰალსტუხი მოიშორა მარტივი მოძრაობით და თავისი მანქანისკენ დაიძრა. -იქ ვარ, სადაც ჩემმა დათიმ სახლი მიყიდა! - ძლივს სუნთქავდა მომტირალი. გათიშა მაშინვე ტელეფონი და მოისროლა ჯანდაბაში. ,,ჩემმა დათიმ.” გაეყინა აკაკის სისხლი. ასეთი იმედგაცრუებული არასდროს ყოფილა. თითქოს ისევ უღალატეს ამ სიტყვებით. რა თქმა უნდა, ახსოვდა აკაკის მათი სახლი. ნახევარ საათში მივიდა ცუცა ადგილზე. იარაღს დაავლო ხელი და ძირში ჩამოხტა განადგურებული. კრემისფერი კაბა ეცვა, გრძელი ატლასის, ბრეტელებიანი. მკერდზე ამოჭრილი. ფერიასავით იყო. გედს ჰგავდა ცუცა. ამჯერად თეთრ გედს. სხივებ დაბრუნებულ, ანთებულ გედს. მუდამ ყელმოღერებულს, თავაწეულს, ამაყსა და ძლიერს... თითქოს, ყველაფერი შეცვლილიყო მას შემდეგ. ცუცა.. ბედნიერებამ შეცვალა. აკაკიმ, სითბომ, სიყვარულმა… რაც არ უნდა გაეკეთებინა, მან უკვე წააგო ბრძოლა საკუთარ თავთან… მას კვლავ შეუყვარდა… დაღლილმა ქუსლიანები შორს მოისროლა ტირილით. ვერ ჩერდებოდა. ფოტოები რომ წარმოუდგებოდა თვალწინ, ცრემლებისა და ბრაზის ახალი ტალღა უვლიდა სხეულში. მალევე მოვიდა აკაკიც. გაოგნებული გადმოვიდა მანქანიდან. ვერ აშორებდა თვალს ასეთ ცუცას. განადგურებულს. -რა ხდება, ცუცა? - გაოცებული სახით მიუახლივდა, ხელში იარაღი რომ დაუნახა. დაუმიზნა იარაღი ცუცამ მოახლოებულს. და აქ მოკლა აკაკიც. -ცუცა.. - გახელდა კაცი ამ ქალის შემყურე. -მეზიზღები! მკვლელო! ჩემ სახელს ნუ წარმოთქვამ! -მკვლელო?..- წარბები დაექაჩა კაცს. ჩაეღიმა ირონიულად. ახლა უკვე მასაც აღარ მოეკითხებოდა ჭკუა. -არც გრცხვენია?!. ასე როგორ მომექეცი?! ასე როგორ მოექეცი ჩემ დათის?.. -გეყოფა! - დაუღრიალა მთელი ხმით. - გეყოფა ერთი და გივეს გამეორება! საკმარისია, ცუცა! გეყოფა! რით ვერ გადავლახეთ ეს?! რა შენი დათი, გოგო?! რა შენი დათიიი?! რატომ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო?!. -მტკივნეულია?.. მტკივნეულია, არა? და მე?! მე არ მტკივაა?! -არ ვიცი რა გინდა, რატომ იქცევი ასე?.. რა ჯანდაბა დაგემართა?! - მალევე დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და ერთ მეტრზე დაუდგა. -მეკითხები კიდეც?! მეკითხები, აკაკი?! ეს რატომ გააკეთე… - მაინც გატყდა ბოლოს, ჩამოუვარდა იარაღიანი ხელიც. - რატომ მომიკალი?.. რა გინდოდა.. -ვინ მოგიკალი, ცუცა? -დათი მომიკალი… ჩემი სიყვარული მოკალი, აკაკი… რა დაგიშავა ჩემმა დათიმ? ვერაფერი უპასუხა აკაკიმ. გაოგნებული მისჩერებოდა ქალს. ამ წამს ნამდვილად გიჟი ეგონა ცუცა. -რას ერჩოდი?.. რა დაგიშავა?! - კვლავ მიუშვირა იარაღი და ხმასაც აუწია. -გადაირიე, არა? მართლა გაგიჟებულხარ… -მეც მომკალი. - თავისი იარაღი შეაჩეჩა ხელებში და თავადვე მიიშვირა გულზე. - მიდი, მეც მომკალი, რაღა აზრი აქვს ჩემ სიცოცხლეს?! -გადაირიე, გოგო?! - ხელების მოშორება სცადა. -დამიმიზნე! - დაიღრიალა გაცხოველებულმა. -ავად ხარ… -და-მი-მიზ-ნე! -ეს გინდა, ჩემო ცუცა? ეს? - დამთბარი ხმით მიაჭირა იარაღი გულზე. -ჰო, მინდა.. მომკალი, გთხოვ… - შეევედრა ქალი. - მეც მომკალი… აღარ შემიძლია… არ ყოფილა დედამიწა ჩემთვის.. სულ მტკენ, აკაკი… -მწარე ყოფილა? - ურეაქციოდ ჰკითხა - გეტკინა? -გულთან აუსვა იარაღი. ამაზე უფრო ამოუჯდა გული. გააგრძელა ქვითინი. -შენ რომ მტკენ? ცუცა? - შუბლზე მიადო შუბლი. - მე რა ვქნა? -მე გტკენ?.. - გულზე მიარტყა ძლიერად ხელები და მოიშორა კაცი. - ნუღარ მეხები! -და რას გააკეთებ? როგორ შემაჩერებ? - მიუახლოვდა კვლავ. -დათი მომიკალი, აკაკი… -მე არავინ მომიკლავს. - ლოყაზე კოცნის შემდეგ, კვლავ შუბლზე მიადო თავი. ძალიან შორს მოისროლა იარაღი. -მაგრამ მე ფოტოები ვნახე.. -რა ფოტოები ნახე?.. -დათის სცემდი… შენ იყავი, აკაკი… სვანეთში... უეცრად მოვიდა გონს. მოშორდა ქალს გაოგნებული. -დათი… ჯანდაბა, დათი… ნუთუ ეგ ის დათია?.. - ბუტბუტებდა აკაკი თავისთვის. ახლა აკაკი უფრო ჰგავდა გადარეულს. სრულიად უეცრად შემოსრიალდა შავი მანქანა. შეშინებულმა მიაპყრო თვალი მანქანას ქალმა. კაპიშონიანი კაცი გადმოვიდა. ის აკაკის უყურებდა. აკაკიც მას უყურებდა. ვერ გაარჩია ცუცამ სახე, ჩამოფარებული ქუდის გამო. აღარ დასჭირდა ზედმეტად კისრის მოტეხვა, მისი სახის დასანახად. კაცმა ქუდი გადაიძრო და ცუცას დაენახა. -ღმერთო… გაშტერდა ცუცა. მის წინ, ორი იდენტური კაცი იდგა. ოთხი იდენტური თვალი უმზერდა ცუცას. პირდაღებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს. -გამარჯობა, ცუცა. მე ცოტნე ვარ. ცოტნე ლიპარტელიანი. აკაკის ტყუპისცალი. კვლავ ვერ მოსულიყო გონს ენაჩავარდნილი ქალი. -გთხოვ, ბოლომდე მომისმინე. - ხმის კანკალით მიმართა ცუცას, შემდეგ კი ძმას გაუსწორა მზერა. - დათი უნივერსიტეტში გავიცანი. კურსელები არა, მაგრამ უახლოსი მეგობრები ვიყავით. შენ მე არ მიცნობდი, რადგან ძირითადად ბრაზილიაში ვცხოვრობდი. მე… მე მისი დის გამო ვცხოვრობდი იქ. იქ გავიზარდე. სასწავლებლად აქ დავბრუნდი, გარკვეული მიზეზების გამო. შემდეგ, ისევ ბრაზილიაში მომიწია წასვლა. სწორედ მაშინ გავიცანი ცისია. დავვახლოვდით. მერე შეყვარებულები გავხდით. დათისთან ურთიერთობა მას შემდეგ გამიფუჭდა, რაც მე და ცისიას შემოგვისწრო ერთად. - თვალებს არ აშორებდა გაოგნებულ ცუცას ცოტნე ლიპარტელიანი. - არ მომცა მასთან ურთიერთობის უფლება. აი სად შეცდა, შენი ყოფილი საქმრო. არც ისეთი ანგელოზი იყო, როგორადაც თავს გაჩვენებდათ. ჰო, შეცდომა დავუშვით ორივემ, მაგრამ ის მართალი იყო? რატომ დაუშლის ნორმალური ძმა თავის დას ბედნიერებას? მეზიზღება დათი, რადგან ყველაფერი მის გამო მოხდა. მისი სიჯიუტის. ასე რომ არ გაგიჟებულიყო, მე ხომ… მე ხომ არაფერს დავუშავებდი… დავივიწყე ყველაფერი. ძმობაც და მეგობრობაც, ცისიას გამო. ჩემი სუნთქვა იყო ცისია… ჩემი ბედნიერება, მზის სხივი.. - მოიშორა ცრემლი და კვლავ განაგრძო - არ შემეძლო მის გარეშე წუთი მაინც მეარსება.. ამიტომ… იძულებული გავხდი… მისი ბრალია! ყველაფერი მისი ბრალია! ჩემი ეს მდგომარეობაც! მის გამო მიწევს დამალვა! მის გამო მიწევს ახლა ცისიასგან შორს ყოფნა… ჩემი შვილისგან.. ვეღარ შეიკავა თავი. დაეცა ძირს. აღარც ცრემლები სდიოდა და არც მათ უყურებდა. ცრემლებიც ამოუშრა თვალებიდან. ცუცა სრულ ჭკუაზე აღარ იყო. -მე ის მართლა შემიყვარდა, ძმაო... აკაკის გაუსწორა აცრემლებული თვალები ძმამ. -ყველგან მე ვიყავი... ყველაფერი ჩემი ბრალია სადაც გეგონა, რომ აკაკი იყო დამნაშავე. მან მხოლოდ ერთხელ დააშავა - რომ გაიგო კაცის მკვლელი გავხდი და პოლიციაში არ მიმათრია ყურებით. ეს დრო სვანეთში ვიყავი, აკაკი იქ საქმეების მოსაგვარებლად კი არა, ჩემს მისახედად ამოდიოდა ხოლმე, რადგან თვისუფლებას შეჩვეული ვერ ვჩერდებოდი ბებიასთან ჩაკეტილი შიდაპატიმრობაში და ხშირად ვიპარებოდა იქიდან. ვერ ვძლებდი ციასიას გარეშე. ყველაფერზე ვიყავი თანახმა ოღონდ მისი სახე ერთხელ დამენახა... თუ შეძლებ მაპატიე. მე სხვა გზა არ მქონდა, ცისიას გამო უნდა მებრძოლა... მიწაზე გაეშტერებინა მზერა. მუხლებით ჩაკეცილს ხელები ფეხებზე შემოეწყო და წინ და უკან ირწეოდა. ის იყო ძლივს მოატრიალა ენა რაღაცის სათქმელად აკაკიმ, ქალის განადგურებული ხმა რომ შემოესმა. -ძმა მომიკალი?. შენ მე ძმა მომიკალი?.. ნელა შეტრიალდა ცოტნე უკან და მაშინვე დაინახა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული. -ცისია… -შენ მომიკალი ძმა?.. ცოტნე.. -ცისია.. თვალი ჰკიდა ძირში დაგდებულ იარაღს. დაუფიქრებლად აიღო და დაუფიქრებლადვე გაისროლა. გულთან ძალიან ახლოს მიაყენა ჭრილობა საკუთარი შვილის მამას. ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს... განწირულმა ღრიალმა დაანგრია იქაურობა. აკაკი… აკაკი ბევრჯერ მოკვდა იმ დღეს. აღრიალებული მივარდა მომაკვდავ ძმასთან, თავი დაიდო მუხლებზე და გულზე დააჭირა ხელი ძლიერად სისხლის შესაჩერებლად... -ჩემი ადგილი აქ არ არის… მე ბედნიერებისთვის არ გავჩენილვარ. ვერც ღმერთმა შემიყვარა… - ჩურჩულდბდა ცისია თავისთვის. - ჩემ ბეას მიხედე, ცუცა… არ მოატოვო… არ აგრძნობინო უდედობა… - ამჯერად თავად დაიმიზნა შუბლზე იარაღი ცისიმ. -არა! ცისი! ცისიააა!… - აღრიალდა წამიერად გონს მოსული ცუცა. მუხლების თრევით წაიწია წინ თუმცა... -მალე შევხვდებით ჩემო სიყვარულო. იქ ვიქნებით ერთად… - ჩაეღიმა თბილად… უკანასკნელად... გამოჰკრა სასხლეტს თითი… ადგილზე გარდაიცვალა სასერინოდ გამოსული ცისია კვირკველია… გაისმა პოლიციის სირენების ხმაც. 5 წლის შემდეგ. სასაფლაო. რა შეიძლება ადამიანს გაახსენდეს პირველად სასაფლაოს ხსენებაზე? ან შეიძლება თუ არა ადამიანს გაჭირვებამ ეს ადგილი შეაყვაროს? უამრავ საფლავს შორის ფრთხილად მიიკვლევდნენ გზას. ძლიერად ჩაეკიდა ხელი პატარა გოგონასთვის. მისთვის სრულიად უმანკოსთვის, დაუცველისთვის... მელევე ამოიცნეს უამრავში მათი სისხლი და ხოხრცი. ხელი უშვა პატარა გოგონამ მაშინვე და ქვაზე გამოსახული კაცისკენ დაიძრა. მიიწია და ლოყაზე მიაკრო ტუჩები ქვიდან მოცინარს. -ძია, ხომ იგრძნობს ჩემ კოცნას? - მაშინვე შეუტრილდა კაცს და გულუბრყვილო თვალებით მიაჩრდა. -უკვე იგრძნო. - ჩაეღიმა უფროსს და ქვაზე დამჯდარმა კალთაში ჩაისვა გოგონა. -ძია, ხომ ვენატრები მამიკოს? -ყველაზე მეტად, ჩემო ფერია. -ხომ შეიძლება რომ ერთხელ მოვიდეს ჩვენთან, ჩამეხუტოს და მერე წავიდეს ისევ სუუულ... - ტუჩებ გამობუშტულმა გაავრცელა სიტყვა უსასრულოდ. -ეს შეუძლებელია. ის ვერა, მაგრამ ჩვენ მივალთ მასთან წლების შემდეგ. -ვერც დედა მოვა? - დანაღვლიანდა პატარა წამში და მხარზე დაადო პაწაწინა ხელი. -ვერც დედა. - კვლავ ღიმილით გააქნია კაცმა თავი. ის იყო კიდევ აპირებდა რაღაცის კითხვას ყვირილით რომ მოვარდა მათთან მისი ასაკის ბიჭუნა. -ბეა, გინდა მშობლები გააცოცხლო? - აჟიტირებული ხმით დაჰყვირა ბავშვს. თვალებიდან სიხარულს ასხივებდა პატარა კაცუნა. -ჰო! - აჟიტირდა გოგონაც და ჩამოხტა ბიძის ფეხებიდან. -მაშინ დრაკონის ქვა უნდა მოიპოვო! -დრაკონის ქვა? და რა ვქნა? - კიდევ უფრო როლებში შჭრილი აღფრთოვანებით ისმენდა პატარა ქალბატონი ბიჭუნას მიერ მოტანილ ამბავს. ღიმილს ვერაფრით იშორებდა კაცი სახიდან. -აქ უნდა დატოვო. -მერე რას იზამს? - კიდევ უფრო დაიბნა გოგონა. -რომ მოვალთ ცოცხლები დაგვხვდებიან. -მართლა? -ჰოო! - თავადაც აღელვებული უზიარებდა მის მიერ აღმოჩენილ ექსპერიმენტს. -ძია, მართალია?! - ყვირილით მიუტრიალდა ძიას მეტად გახალისებული არსება, მეტი სიზუსტისთვის. -ჩემო ბეა... დედა და მამა სულ ცოცხლები არიან და სულ აქ იქნებიან. - მასთან მიიზდა პატარა გოგონა და გულზე მიაბჯინა ხელი. მალევე გამოჩნდა სასაფლაოებს შორის ორსული ქალის სხეული. საოცარი ქმნილებაა ქალი. ყველაზე ლამაზი დედამიწაზე და მაინც ქალს ასე ორსულობა ალამაზებდეს... წარმოუდგენელია... ერთ ხელში პატარა, კიკინებიანი გოგონა ჰყავდა აყვანილი, მეორე ხელი კი მეორე იდენტური ქალიშვილისთვის ჩაეჭიდა. ღიმილით მოუყვებოდა გზას ქმრისკენ. როგორც კი შეამჩნია აკაკიმ ქალის ხელში ატატებული 3 წლის ანცი გოგონა მაშინვე გაიჭრა მათთან წარბშეკრული. გამოსტაცა ქალს ბავშვი და დახედა მაშინვე მუცელზე. -რამდენჯერ გითხარი. მძიმეა, ნუ აგყავს ხელში! -არაფრით არ მოვიდა ჩემთან შენი ქალბატონი! - დააბეზღა მაშინვე პატარა თათუ ცუცას უკან მომავალმა ახალგაზრდა ყმაწვილმა. -არ გინდოდა ძია ნოასთნ, მა?! - ღიმილით დახედა მკლავებში მოქცეულ გოგონას. იმანაც თავი გააქნია და მამას შემოაჭდო ხელები ძლიერად. -კი ბატონო! თებეაა მაშინ ჩემი! - გამაფრთხილებლად დაუქნია ბავშვს თავი ნოამ და მეორე დისშვილს დაავლო ხელი. ენა გამოუყო თან თავადაც პატარა ბავშვივით. -ნოა, რაც დრო გადის, მით უფრო ბავშვდები. - სიცილით მიუახლოვდა მეუღლე, ქალბატონი ევა ჩადუნელი კაცს. - ტყუპებზე მეტი ჭკუა არ გაქვს შენც. სიცილი ძლივს შეიკავა აკაკიმ ქალის სიტყვებზე. ხელი გადაჰხვია ცოლს და ერთად გააგრძელეს გზა ბეასა და ილიასკენ დიდის ამბით რომ საუბრობდნენ ერთმანეთში გაცხარებულნი. -ილია, დე, რაზე საუბრობთ ასე გამწარებული?! - თავზე აკოცა ჩადუნელმა ჯერ თავის ვაჟს მერე კი დამორცხვებულ ბეატრისს. მხრები აიქნია მხოლოდ ილიამ და გაჩუმდა კიდეც მაშინვე. გადაავლო თვალი ცუცამ ორ იდენტურ სასაფლაოს. უცნაური მზერით შეათვალიერა კაცის მომღიმარი სახე. ხოლო გვერდით, ქვაზე ამოტვიფრულ ულამაზეს გოგონას მიაჩერდა სევდიანი თვალებით უსასრულოდ და ჩამოუგორდა კიდეც ობოლი ცრემლი თვალებიდან. უჩუმრად მოიშორა და ფრთხილად მიუახლოვდა ქვაზე გამოსახულ სურათს ცუცა. ჩასჩურჩულა რაღაც და თვალების ცეცება დაიწყო სასაფლაოებს შორის. იმ ადგილზე გაუშტერდა მზერა სადაც ეგულებოდა წესით წარსულის აჩრდილი. ჩაეღიმა უნებურად ქალს და მისი მეუღლისკენ გადაიტანა მაშინვე მზერა. მალევე წამოიშალნენ ადგილებიდან და მანქანებს მიაშურეს ერთად. უკან მიჰყვებოდნენ ცუცა და აკაკი ჩამორჩენით. კაცს ხელი გადაეხვია მეუღლისთვის, მეორეთი კი კარგად წამოზრდილ მუცელზე ეფერებოდა თბილად. დასრულდა თითქოს ბრძოლა სიყვარულის წინააღმდეგ. ზეცაზე ლამაზ ღრუბლებს დაედოთ ბინა. ღიმილით გადმოჰყურებდა ანგელოზად ქცეული ღვთის შვილი ოჯახს. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



