სიმარტოვე ...
როცა სიმარტოვით ზიხარ გატრუნული, ყველა გაღიმება კედლებს ეხეთქება. როცა წვიმის შემდეგ სახლში გაწუწული უნდა დაბრუნდე და არვინ გეგებება - მაშინ წიგნებიც კი აღარ საუბრობენ, ზარებს უღმერთონი რეკენ კამარაზე. იმას მიეტმასნენ ვისაც გაურბოდნენ მე კი გავურბივარ ვინც მე არ მაფასებს. ყველა ამოსუნთქვა ჭირსაც წაუღია, როცა ტკივილისგან ცხედარს ემსგავსები. როცა შავთეთრობ და ცა კი კვლავ ლურჯია, როცა ხელს ჩაგაჭკნა ლურჯი კესანები. ვეღარ გააგრძელებ ყოფნას ძველებურად, ვეღარ გააღიმებ თვალებს ზაფხულისებრ. გულში დაიტიო ქარიშხლები თუნდაც თვალებს ვერ წაართმევ სევდის ნაგროვ ნისლებს. უნდა გაეცალო ამგვარ სიმარტოვეს, უნდა მოახიო წიგნებს ყველა გვერდი - სადაც არ დაგინდეს ისე მიგატოვეს, როგორც წყლის გარეშე ციცქნა თეთრი გედი. დროა ყველა სევდა ტალღებს გაატანო, თუნდაც ზღვა შეასკდეს გრძნობებს ნაქანდაკარს. შენი სიყვარული არვის არ აკმარო სხვისმა სიყვარულმა არასოდეს დაგწვას. ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.