შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი არჩევანი (თავი 1)


გუშინ, 17:53
ავტორი Tak.oo
ნანახია 33

შუა ღამეა,მაგრამ ისეთი ნათელი ღამე,შუადღე გეგონება.ცა მოჭედილია ვარსკვლავებით.სავსე ბადრი მთვარე ამოსულა ცის კაბადონზე და არე-მარე გაუნათებია.
აბურდული გრძელი თმით საწოლზე ბუდას პოზიციაში ზის გოგო,ცალ ხელში ყავით სავსე ფინჯანი უკავია,კალთაში ლეპტოპი უდევს,მის ლამაზ სახეს ეკრანიდან წამოსული მკრთალი სინათლე ანათებს. ლეპტოპი ჩართული იყო აპლიკაციაში „Two Voices“. Incoming Call – Unknown.
წარბები ოდნავ ზევით აზიდა,ღრმად ჩაისუნთქა,აკონტროლებდა საკუთარ გულისცემას.უპასუხა:
_გამარჯობა.
_გამარჯობა. _მეორე მხრიდან ისმის მამაკაცის მშვიდი,გაწონასწორებული ხმა.
პირველი რამდენიმე წამი სიჩუმემ დაისადგურა.სიტყვები თითქოს ეძებდნენ გზას.საუბარი ისევ ბიჭმა წამოიწყო
_ძალიან სიჩუმეა…რატომ მიჩუმდი? თუ უბრალოდ ჩემს ხმას აკვირდები?
_შეიძლება…ან უბრალოდ შენ გელოდები რა იტყვი. _ ცოტა ირონიულად პასუხობს გოგო.
_ოო,ეს უფრო საშიში ყოფილა,ვიდრე მეგონა. _იცინის_ ანუ არც აქ არის სიმშვიდე?!
_სცადე… _დამაინტრიგებლად პასუხობს გოგო.
ბიჭს ეღიმება და ახალ თემას იწყებს სასაუბროდ.
_ რა გიყვარს? მაგალითად ყველაზე უცნაური?
_ უცნაურად ჩაითვლება,თუ გეტყვი რომ ძველი წიგნების სუნი მიყვარს.
ბიჭს ეცინება,აშკარად ამხიარულებს გოგო და დაძაბულობას უხსნის.
_როგორი სუნი აქვს ძველი წიგნების ფურცლებს?
_ ვანილის,ტკბილი,აი რაღაცნაირი გემრიელი ტორტის…_თავად ეცინება მის ნათქვამზე._ კიდევ მიყვარს ძველი ადგილები,ცოტა შელახული ჟამთასვლისგან.ძველი კედლები… ჩაის დალევა მიყვარს,ძველ კაფეებში ოღონდ,რაღაცნაირი სიჩუმეა იქ…შენ რა გიყვარს?
_ყველაფერი საინტერესოა რასაც შენ ირჩევ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ვინც საინტერესოა მას ვირჩევ მე,რომ კარგად გავიცნო._ ცოტა ფლირტი იგრძნობა მის ხმაში.
_შენ ყოველთვის ასე საუბრობ? თუ იმიტომ რომ ახლა ღამეა და მარტო ვართ…
_არა შენთან გამოვიდა ასე… ხანდახან მკაცრი და საქმიანი ადამიანიც ხომ შეიძლება მოდუნდეს?
გოგო იცინის ხმამაღლა,თავშეუკავებლად
_ისე საუბრობ თითქოს მუდამ კონტროლის ქვეშ ხარ.აქ თავისუფლება ნახე?
_კი,ეს მე ვარ.ასეა იქ სადაც მე ვარ,საქმეების სამყაროში,მაგრამ ახლა შენთან სხვანაირად არის ყველაფერი…
საუბარი ნელ-ნელა უფრო ღრმა გახდა,შიგადაშიგ ფლირტიც ჩნდებოდა.ხან სიჩუმე და ამ სიჩუმეში ერთმანეთის მოლოდინი,სიცილი,ჩურჩული…
_ და კიდევ რაზე შეგიძლია იფიქრო საათობით?
_რაღაც განსაკუთრებულზე…ადამიანებზე რომლებიც რაღაც განსაკუთრებულს ქმნიან ან იწვევენ ჩემში…რაღაც იდუმალს. _გატაცებით საუბრობს უკვე გოგო.
_ჰო,ეს მეც… შეიძლება ჩვენსავე საუბარშიც ვეძებ განსაკუთრებულს…
გოგოს ჩაეცინა.
_ეს ზარი მალე უნდა დასრულდეს,მაგრამ იქნებ კიდევ გაგრძელდეს…
_ხვალაც შევძლებთ?
_ვინ იცის,იქნებ უფრო საინტერესოც კი გახდეს.

ზარის დასრულებისთანავე ორივე ცოტახანს სიჩუმემ მოიცვა.მათ გრძნობებში უკვე მკაფიოდ იგრძნობოდა სურვილი მომდევნო ზარის.ორივე კარგად გრძნობდა მათ შორის არსებულ ემოციურ კავშირს,ინტრიგას,ფლირტს,რომელიც რეალურ სახეს იღებდა.

ეკრანი ჩაბნელდა,ოთახი ისევ პირვანდელმა სიჩუმემ მოიცვა.
ლეპტოპი არ დაუხურავს.ყავა გაცივდა,მაგრამ ფინჯანი მაინც ხელში ეჭირა,თითქოს ეს ეხმარებოდა აზრების მოკრებაში.
_საინტერესოა. გაიფიქრა.
არა ის, რომ ლამაზად ელაპარაკებოდა.
არა ის, რომ ყურადღებიანი მოსაუბრე იყო.
არამედ ის, რომ არ ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას.
მასში იგრძნო რაღაც სტაბილური.
„რეალში ალბათ სხვანაირია… უფრო ჩაკეტილი ან მკაცრი.“
ამ ფიქრმა გააღიმა გოგო.
ტელეფონი აიღო, შეტყობინების დაწერა დაიწყო… მერე წაშალა.
კიდევ ერთხელ დაიწყო… ისევ წაშალა.
_ „ხვალ უკეთესი იქნება ალბათ,“ _ჩაილაპარაკა თავისთვის.
მაგრამ გულში უკვე იცოდა:
ხვალ აუცილებლად დაელოდებოდა.

ბიჭი
მის მხარეს ქალაქს არ ეძინა,ქალაქის ცენტრში უფრო მოძრაობა შეინიშნებოდა.
ფანჯრიდან მანქანების ხმაური ისმოდა.ის სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა, იდაყვები მუხლებზე ედო და ეკრანს უყურებდა — თითქოს ისევ მისი ხმა უნდა გამოჩენილიყო.
„ძალიან მარტივად დამიმსხვრია დღის დაძაბულობა,“ _ გაიფიქრა გაკვირვებით.
ეს მას იშვიათად ემართებოდა.
რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული ჰქონდა:
გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობა, ადამიანები, რომლებსაც მისგან მყარი პასუხები სჭირდებოდათ.
აქ კი… არავინ არაფერს ითხოვდა და აქ არავინ არაფერში იყო მასზე დაყრდნობილი,არ ელოდნენ მისგან პასუხებს,მითითებებს და გადაწყვეტილებებს.
_ „უცნაურია,“ _ჩაილაპარაკა, _„საერთოდ არ მკითხა, ვინ ვარ.“
და ეს მოეწონა.
არ იყო საჭირო თავის წარმოჩენა.
არ იყო საჭირო ახსნა.
ტელეფონი აიღო, საათს დახედა. გვიანი იყო.
მაგრამ მაინც გაიფიქრა:
„ხვალ ისევ დავურეკავ.
და თუ არ აიღებს… ცოტა გამიჭირდება.“
ამ ფიქრმა თვითონვე გააცინა.

***
მეორე ზარი.
მეორე დღეს ზარი უფრო მარტივად დაიწყო.
_დღეს ნაკლები სიჩუმეა… ალბათ უკვე მივეჩვიეთ ერთმანეთს.
_ან უბრალოდ აღარ ველოდებით იდეალურ ფრაზას.
_ეს კარგია. იდეალური ფრაზები ყოველთვის ტყუილია_ამბობს ბიჭი.
გოგომ გაიცინა.
_ან უბრალოდ საქმიანი ხალხის მოგონილია.
ბიჭი პაუზის შემდეგ
_შენ მგონი გიყვარს პატარა ირონია.
_მეხმარება ადამიანების ამოცნობაში.
ეს ფრაზა ბიჭს ჩაფიქრებულს ტოვებს.
_და მე? რას ამოიცნობ ჩემში?“
ოდნავ ფლირტით პასუხობს გოგო
_ რომ პასუხისმგებლობა გჩვევია… მაგრამ ამ ზარების დროს თითქოს ცოტა გარბიხარ მისგან.
ის არ უარყოფს.
_შეიძლება.
_ზოგჯერ კარგია, როცა არავინ გთხოვს, ძლიერი იყო.
სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ უკვე კომფორტული სიჩუმე.
_ხვალ ისევ დავრეკოთ?_კითხულობს გოგო
_შენ გინდა ეს?_ კითხულობს ბიჭი.
_და შენ? _ეძიება გოგო.
ბიჭი იცინის.
_კითხვის შემობრუნება არაა ძლიერი მხარე.თუმცა გეტყვი რომ კი მომწონს…
გოგოს გაეღიმა.ეს უკვე ნიშანი იყო იმის,რომ ორივეს ძლიერი სურვილი ჰქონდათ ამ ღამეების გაგრძელების.

***

მესამე ზარი უკვე აღარ იყო „უცნობების“.
_ერთი უცნაური კითხვა მაქვს…
_უცნაურ კითხვებზე უარს არ ვამბობ._იღიმის გოგო
_ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ ბევრს ველაპარაკებით და… ჯერ არც კი ვიცი,რა დაგიძახო,რა გქვია?
პატარა პაუზა.
_და თუ სახელი რაღაცას შეცვლის?
_არ ვიცი. შეიძლება გაგვხადოს უფრო რეალურები.
ბოლო სიტყვაზე აქცენტს აკეთებს ბიჭი და მის ხმაში პირველად გამოჩნდა მცირე დაძაბულობა.
_მაშინ დავიწყოთ მარტივად. მე…
გაჩერდა.
_კარგი, ჯერ შენ.
ბიჭი ჩაეცინა.
_ყოველთვის ასე ხარ? პასუხისმგებლობას სხვას აძლევ?
_არა,არასდროს,თუმცა აქ შენთან სხვანაირად გამოდის…
_მე ნოე ვარ.
გოგომ გაიმეორა ჩუმად, თითქოს საკუთარ თავთან.
_ნოე… უცნაურად გიხდება იცი?!
ბიჭს ეღიმება.
_და შენ?
ამჯერად აღარ იხევს უკან.
_ანკა.
მაგრამ ზარი თითქოს სხვანაირად გაგრძელდა.მცირე დაძაბულობა,თითქოს სიფრთხილემ გაიღვიძა მათში…
_იცი, სახელის გაგების შემდეგ ცოტა სხვანაირად გისმენ._ამბობს ნოე
_ეს კარგია თუ ცუდი?
_კარგი… და ცოტა საშიშიც.
ანკამ გაიცინა, მაგრამ გულში იგრძნო —
ეს საუბარი უკვე რაღაცას მოითხოვდა.
_რეალურ ცხოვრებაში ალბათ ნაკლებად ლაპარაკობ.
_რეალურ ცხოვრებაში ხშირად უნდა მოუსმინო
_და აქ?
_აქ შენს ხმას ვეძებ.
ეს უკვე აშკარა ფლირტი იყო.
ანკა ოდნავ დაიძაბა — არა იმიტომ, რომ არ მოეწონა, არამედ იმიტომ, რომ მოეწონა,თან ზედმეტად.

***

ანკას დილა არასდროს იწყებოდა საათით.იწყებოდა განწყობის შექმნით
მუსიკა ხმამაღლა, ფანჯარა ღია, ქალაქის ხმები შიგნით.მოსწონდა სიცოცხლის შეგრძნება.
ჩაი — ხანდახან ცივი რჩებოდა, რადგან სხვა რამეზე ეფიქრებოდა.
ის საკუთარ საქმეში თავისუფალი იყო.
არ უყვარდა მკაცრი ჩარჩოები, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდა.
იდეები უყვარდა — როგორ შეიძლება სივრცე, დეტალი ან პროცესი ადამიანისთვის კომფორტული და ცოცხალი გამხდარიყო.
დღის განმავლობაში ხვდებოდა ადამიანებს:
ვიღაც ჩქარობდა, ვიღაც ეჭვობდა, ვიღაც ყველაფერს აკონტროლებდა.
ანკა უსმენდა.
ყურადღებით,რადგან მისი საქმე ამას მოითხოვდა,თავად მხოლოდ ბოლოს აფიქსირებდა თავის აზრს.
მეგობრებთან სიცილი და გართობა უყვარდა.
საუბარი — თავისუფლად გამოსდიოდა.ბოლო დღეები საღამოსკენ, როცა საქმეები მთავრდებოდა,
მობილურს ისე იღებდა ხელში, თითქოს ელოდებოდა.
_„დღეს დამირეკავს?“
ეს კითხვა ცოტა აშინებდა.
რადგან პასუხი უკვე მნიშვნელოვანი იყო.

***
ნოეს დილა ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა.
არა იმიტომ, რომ უყვარდა რუტინა — უბრალოდ იცოდა, რომ წესრიგი ძალას აძლევდა.
06:45 — მაღვიძარა.
07:00 — ყავა, უშაქროდ.
ტელეფონს მხოლოდ მაშინ იღებდა ხელში, როცა უკვე ჩაცმული იყო.
შეტყობინებები მოკლე იყო.ზარები_ კონკრეტული.
_ „ეს დღეს უნდა მოგვარდეს.“
_ „გადაწყვეტილება საღამომდე მჭირდება.“
საოჯახო ბიზნესი სხვებისთვის შეიძლება „მემკვიდრეობა“ ჩანდა,ნოესთვის კი ყოველდღიური პასუხისმგებლობა იყო.
ადამიანები, ხელშეკრულებები, ვალდებულებები, ოჯახის მოლოდინები.
ოფისში შესვლისას ხმა ეცვლებოდა.
მკაფიო, მშვიდი, ოდნავ მკაცრი.
შუადღეს, შეხვედრებს შორის, ფანჯარასთან გაჩერდა.ქალაქს უყურებდა, მაგრამ რეალურად გუშინდელი საღამოს ხმა ესმოდა.ანკას სიცილი.
მისი პაუზები საუბარში.ის, როგორ არ ეკითხებოდა ზედმეტს.
ნოემ ტელეფონი ამოიღო, ეკრანს დახედა…
არ მისწერა.
— „სამსახური ჯერ,“ — უთხრა საკუთარ თავს.

***
კონფერენციის ოთახში დაძაბული სიჩუმე სუფევდა, სადაც ყველა ელოდება, ვინ დაიწყებს.ნოე ფანჯარასთან იდგა.დაბლა ქალაქში მოძრაობა აქტიურ ფაზაში იყო.
მაგიდასთან:
ფინანსური დირექტორი იჯდა,ოპერაციული მენეჯერი
და ბოლოს — მისი მამა.ბატონი დავითი ჭაღარა იყო, ამ მომენტისთვის მშვიდი,მაგრამ მკაცრი გამომეტყველებით.
ნოე შემოტრიალდა.
_ჩვენი სასტუმროები სავსე აღარ არის და პრობლემა ნომრების რაოდენობა არ არის.
ფინანსურმა დირექტორმა ჩანაწერს დახედა.
_მარკეტინგიც გავაძლიერეთ.
_და მაინც არ მუშაობს._ პასუხობს ნოე.
მამამ ნელა გადააჯვარედინა ხელები.გრძნობდა ეს საუბარი მნიშვნელოვან სახეს იღებდა.ნოეს,კარგად იცნობდა.
_დავით,ჩვენ ამ ბიზნესს ოცი წელია ასე ვმართავთ და მუშაობდა._მიმართავს დავითს ფინანსური დირექტორი,რადგან ხვდება ნოე შეუვალია.
ნოემ თავი დაუქნია.
_მუშაობდა დიახ,ახლა კი აღარ მუშაობს.დრო შეიცვალა და ამასთან ერთად ცვლილებებია საჭირო.ახალი ჯგუფი გვჭირდება არქიტექტორიების.
ოთახში ჰაერი დამძიმდა.
_არქიტექტორებთან რაც გვაქვს, ისინი ჩვენი ძველი პარტნიორები არიან.იცნობენ სივრცეს,ყველა დეტალი იციან…
_ზუსტად ამიტომ ვეღარ ხედავენ პრობლემას ბატონო ზურაბ._მშვიდად და მკაფიოდ პასუხობს ნოე.
მამამ წარბი ოდნავ ასწია.
_ნოე, ზედმეტად სწრაფად გინდა ცვლილებები._ამბობს დავითი.
ნოე არ დაჯდა.ეს იყო მისი პოზიცია.
_მამა,ჩვენ გვჭირდება ახალი არქიტექტორი. ახალი ჯგუფი.
არა იმიტომ, რომ ძველები ცუდები არიან,არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ვეღარ ართმევენ თავს.
სიჩუმე ჩამოვარდა.ეს უკვე ბრალდება იყო ნოეს მხრიდან.
_ეს ნიშნავს ხელშეკრულებების გაწყვეტას.
_და ნდობის დაკარგვას ნოე,ამდენ წლიან თანამშრომლობას ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დავასრულებთ.
ნოემ მამას შეხედა.
_ან ნდობის დაკარგვას,ან მომავალის დაკარგვას…
მამა წამით გაჩუმდა.
_შენ გგონია, ახალი ხალხი უკეთესად გაიგებს, ვინ ვართ?
_თუ სწორ ადამიანებს ავარჩევთ დიახ.
_ეს რისკია._ამბობს ფინანსური დირექტორი.
ნოემ თავი დაუქნია.
_ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს ახლა რისკის ქვეშ არის და სულ ასე მოვდივართ,ბიზნესი ყოველთვის რისკია.
მამამ ღრმად ჩაისუნთქა.
შემდეგ თქვა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ:
_მაშინ შენ იპოვი ამ არქიტექტორს და შენ აიღებ პასუხისმგებლობას ნოე.თანახმა ხარ?
ნოეს ოდნავ ჩაეღიმა.
_ზუსტად ამას ვაპირებ.
ეს დაძაბული მოლაპარაკება ისე წარიმართა,როგორც გეგმავდა.ნოე არ იყო პიროვნება,რომელიც მარტივად ყრის ფარ-ხმალს.ეს ხასიათი მამისგან ერგო და ხშირად კონფლიქტიც მოსვლიათ ამ ხასიათის გამო.


გამარჯობაა )) დავბრუნდი ახალი ისტორიით
ცოტა განსხვავებული,გავითვალისწინე რჩევები,მადლობა ამისთვის ჩვენს ერთ-ერთ ავტორს.
ველი თქვენს უკუკავშირს.გმირებზე,ისტორიაზე,წერის სტილზე...მოკლედ გელით 🩷




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent