ჩვენი არჩევანი (თავი 3)
ზარი გვიან შედგა. _სახლში ხარ? _სახლში._ ადასტურებს ნოე_ ანუ ჩემს სახლში. _საინტერესო ხაზგასმა იყო._ ეცინება ანკას,მისი სიცილი ნოესთვისაც გადამდებია._ დამოუკიდებლობის აღმნიშვნელი. _შენ? _ კი,მეც სახლში ვარ,ოღონდ მე მშობლებთან ვცხოვრობ.რამდენი წლის ხარ? _ საკმარისად დიდი რომ ვიცოდე რა არ მინდა._ პასუხობს ღიმილით,მოწონს ეს თამაში._შენ? _ მე საკმარისად პატარაა,რომ ისევ ვინტერესდებოდე. ნოეს თავშეუკავებლი სიცილი ისმის. _სახიფათო კომბინაციაა._ამატებს ღიმილით. _შენთვის? _ჩაეკითხა ანკა. _ორივესთვის. კარგია რომ არსებობ… _ ამატებს ბოლოს. _ჰო. შენც… ორივეს ღიმილი უპობს ბაგეს.პატარა პაუზის შემდეგ,რომელიც მათთვის აღარ არის უხერხული. _ანკა…_ იძახის ისე თითქოს მისი ფიქრრბიდან გამორკვევა სურს._ იცი რა მაინტერესებს? ანკა საწოლზე წამოიწევა,თითქოს ემზადება,მეტად მობილიზდება.ტელეფონს ხელით იკავებს ყურთან,რომელიც აქამდე მხრით ჰქონდა მიბჯენილი. _გამოუშვი,თუმცა მეშინია ხოლმე ასე რომ ვიწყებთ,ცოტა ფილოსოგ ფიურში გადაგვდის ხოლმე,ან დაკითხვა… _არც ერთი.უბრალოდ რა არ მოგწონს შენს ხასიათში? ანკა ფიქრდება. _ოჰო,ეგ უკვე ღამეს,რომ შეეფერება ისეთი კითხვაა._ეღიმება_ ალბათ ის რომ მალე ვბრაზდები,ნუ ხან არ ვიმჩნევ გარეგნულად,სამაგიეროდ შიგნიდან ვდუღვარ._იცინის._ კიდევ დამოუკიდებელი ვარ,ანუ ეს იცი უფრო რაში გამოიხატება,საქმეში.დახმარება არ მიყვარს.მინდა რომ მარტომ ვაკეთო და ყველასგან ამას მოვითხოვ. _მერე ეგ ცუდია? _კი,ხანდახან. _ჰმ._ნოეს ჩაეცინა._ მე საპირისპირო პრობლემა მაქვს.მომწონს კონტროლი რომ ჩემს ხელშია და ვბრაზობ მაშინ როცა ისე არ მიდის საქმე,როგორც დავგეგმე. _დიქტატორი ხარ_ იცინის ანკა _არა,არაა_ აყვა სიცილით ნოე._ უბრალოდ მიჭირს სხვაზე დამოკიდებულება,ეს თავისთავად მოხდა,ასე გამომიმუშავდა.ამის გამო რაღაცნაირი ცივი ვჩანვარ,არადა ასე არაა. _საინტერესოაა.ახლა როგორი ხარ,ცივი? _ახლა?_ იღიმის ნოე_ ახლა ძალიან კომფორტულად ვარ,შენთან ასე ხდება. ანკა ჩუმდება,მაგრამ ძალიან მოწონს ეს ყველაფერი. _ იცი რა მომწონს შენში? _არ ვიცი,თუმცა ის ვიცი რომ მომწონს ეს თამაში.მითხარი _ იცინის ნოე. _ ზოგჯერ მგონია,რომ იდეალურად გაქვს დალაგებული ყველაფერი,ცოტა მაფრთხობს ეგ მომენტი. _არა,ეგ საქმეში მაქვს დალაგებული ყველაფერი.სხვა მხრივ არა,უბრალოდ ისე ვფუთავ რომ არეული არ ჩანდეს. _მგონი ყველა მასე ვართ. _კიდევ ერთი კითხვა. ანკას ეცინება _ გისმენ. _როცა ვიღაც ძალიან მოგწონს რას აკეთებ? _ ოჰ,გულახდილი უნდა ვიყო ხომ?! ვითომ არაფერს… იცინის_შენ? _ ვცდილობ არ შევიმჩნიო,მაგრამ ცუდად გამომდის… საუბრის დასრულების შემდგომ ნოე ფანჯარასთან მიდის და ღამის ქალაქს უყურებს.დაღლილი დღის შემდგომ ანკა ახერხებს და მას სრულად ავიწყებს ამ დაძაბულობას.ანკას ხმა ჩაესმის ისევ ყურებში,მოწონს ეს გოგო,კარგად მოქმედებს მასზე,თავისი პასუხი ახსენდა და ფიქრობს “ნამდვილად ცუდად გამომდის” ეღიმება. ტელეფონს იღებს ხელში და წერს “ სხვათაშორის შენ ვითომ არაფრის კეთება,აშკარად არ გამოგდის” უნდა გაგზავნოს,მაგრამ ბოლო წამს შლის.არ უნდა რომ იჩქაროს. *** დილით მზის სხივი აღვიძებს ანკას,რომელიც თვალებზე ანათებდა.ანკა ზანტად ახელს თვალებს.პირველი რაც ახსენდება არა სამუშაო დღე,არც დღევანდელი შეხვედრები.არამედ ხმა… “ახლა ზედმეტად კომფორტულად ვარ შენთან” გაეღიმა. ტელეფონს იღებს,შეტყობინება არ არის.ცოტა გული სწყდება,თუმცა ისედაც არ ჰქონდა მოლოდინი. სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა ისმის. _ანკა,არ დაგაგვიანდეს. _ მღვიძავს უკვე დე. ანკა სარკის წინ დგას და თმებს ისწორებს.ნოეს ხმა ისევ ჩაესმის “მიყვარს,როცა კონტროლი ჩემს ხელშია” ანკა ტელეფონს იღებს და წერს “დილამშვიდობის.იმედია დღეს კონტროლი შენს მხარეს იქნება” ეღიმება და აგზავნის. *** ნოე დილით ადრე იღვიძებს,შხაპს იღებს.აბაზანიდან გამოსულს ტელეფონის ხმა ესმის.ამოწმებს ტელეფონს “დილამშვიდობის,იმედია დღეს კონტროლი შენს მხარეს იქნება” გაეღიმა,გულიდან გაეღიმა. “ჭკვიანი ხარ” _ღიმილი არ შორდება სახიდან. ის უსმენს,აშკარად კარგად უსმენს. საწოლზე ჯდება,სველ თმაზე ხელი გადაისვა. უცნაურ სიმშვიდეს გრძნობს გულში და თან ცოტა მღელვარებაც ერევა. “ დილამშვიდობის.კონტროლი? შენ რომ მწერ უკვე ირღვევა” ჩერდება,არა აზედმეტად აშკარაა. შლის.თავიდან წერს. “დიალმშვიდობის.დღეს რთული დღე მაქვს,დღის ბოლოს გავიგებთ ვის მხარეს იქნება კონტროლი” რამდენიმე წამში ისევ ტელეფონს უყურებს.ეღიმება თავის თავზე,რომ მოლოდინი აქვს.ტელეფონი ვიბრირებს,მაგრამ ეს ანკა არაა ნოეს მდივანია დღის განრიგს უგზავნის. *** ანკა ტაქსით მგზავრობს დღეს.ცოტახანში ტელეფონის ხმა ესმის.გულის ცემა ავტომატურად უჩქარდება.რასაც ჯერ ვერ ხვდება,რადგან საჩქაროდ იღებს ჩანთიდან მობილურს,მოლოდინი აქვს ნოეს შეტყობინების მოლოდინი. “დიალმშვიდობის.დღეს რთული დღე მაქვს,დღის ბოლოს გავიგებთ ვის მხარეს იქნება კონტროლი” ეღიმება,ეს უკვე გამოწვევაა. „კონტროლი შენი სფეროა. მე მხოლოდ კომენტარს გავაკეთებ საღამოს.“ ტაქსი ჩერდება.ანკა ოფისში შედის. რთული დღე აქვს ნოეს,საღამოს აუცილებლად კითხავს,როგორ ჩაიარა დღესმ,არა ფორმალურად,არამედ მართლა. *** ნოე კაბინეტში შედის.ტელეფონი ვიბრირებს. „კონტროლი შენი სფეროა. მე მხოლოდ კომენტარს გავაკეთებ საღამოს.“ ტუჩის კუთხეში ეღიმება.ვნახოთ ანკა,ველი საღამოს შენს კომენტარს _გულში ფიქრობს და ეღიმება. დაძაბული დღეა.მამასთან კამათი უწევს. _ ეს ცვლილებები საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს.ძველი ჯგუფი გაართმევს თავს._ ამბობს დავითი მკაცრად. _ვერ გაართმევს,ვადები დარღვეულია და ხარისხიც_მშვიდად და არგუმენტირებულად პასუხობს ნოე. _ძალიან სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას,ასე არ შეიძლება. “თვითონ რამდენჯერ მოითმინა?! მოთმინებაზე მე მეუბნება” _ფიქრობს ნოე. _ეს მოთინების საკითხი არაა,ეს პასუხისმგებლობაა. დავითი ჩუმდება და ნოეს აკვირდება.ამით სრულდება საუბარი.ნოე კაბინეტში ბრუნდება.კარს ხურავს,ღრმად სუნთქავს. ტელეფონს იღებს,არ აპირებდა დარეკვას,მაგრამ გრძნობს სჭირდება მისი ხმა ახლა. რეკავს… *** ანკა თავის კაბინეტშია,თავი დახრილი აქვს და გეგმებს ჩაყურებს.ტელეფონი რეკავს ნოე… რამდენიმე წამი ყოყმანობს,თუმცა მაინც პასუხობს. _ჰო? _ღიმილი ერევა ხმაში,არ ელოდა ამ დროს და თან სიამოვნებს. _დაკავებული ხარ?_ მშვიდად ეკითხება,თუმცა რაღაც დაძაბული ნოტი იგრძნობა მაინც მის ხმაში. _ნაკლებად.როგორ მიდის შენი კონტროლის საქმე? _ცოტა დამივარდა._ ეცინება ჩუმად. _ოჰ,სერიოზულია რამე? _ რავიცი,იცი რა ხან დამღლელია და რთულია,როცა უნდა ამტკიცო რაღაც მუდმივად. _ვის უმტკიცებ? _ოჯახის თემაა. _ჰო,ოჯახში ხდება ხან ასე.ხან შენს ნაბიჯებს როგორც დიდ შეცდომას ისე აღიქვამენ. _ შენც გრძნობ ხოლმე? _ზოგჯერ კი. _ანკა,იცი რატომ დაგირეკე? _არა,მითხარი…_ იღიმის _იმიტომ,რომ შენთან არაფრის დამტკიცება არ მიწევს. _ეგ კარგია,მაგრამა ნუ მიეჩვევი ძალიანაც. _რატომ? _ იმიტომ რომ საღამოს უფრო მკაცრი კომენტარის გაკეთება მომიწევს. ნოე თავისუფლად იცინის. _მაშინ ველოდები საღამოს შემოწმებას. _მზად იყავი. ზარი წყდება. *** საღამოა. ოფისში მხოლოდ ნოე და მამა არიან. _ ეს საბოლოოა? _მამა დოკუმენტს ხურავს. _ კი. _მშვიდად პასუხობს ნოე. _პროექტს ახალი ხედვა სჭირდება. დრო აღარ გვაქვს. _ ახალგაზრდა არქიტექტორია. _ზუსტად ამიტომ. _ შენ მას იცნობ? პაუზა. _ საკმარისად, რომ ვენდო პროფესიონალიზმს. მამა რამდენიმე წამი უყურებს. _თუ ჩავარდება? _მაშინ პასუხისმგებლობა ჩემზე იქნება. დავითი აღარ ეკამათება.თავს უქნევს _კარგი.მაშინ დაამტკიცე. *** თბილისთან ახლოს,სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია,მაგრამ მშენებლობა შეჩერებულია.მშენებლობის სუნი და ნესტის,რომელიც ჰაერში იგრძნობა ერთმანეთში არის არეული. ანკა რომ მივიდა,ნოე ადგილზე დახვდა. _გამარჯობა. _გამარჯობა ანკა.ვფიქრობ სჯობს ადგილზე ნახო ყველაფერი,რას იღებ საკუთარ თავზე,თუ დათანხმდები ჩემს შემოთავაზებას. ანკა თავს უხმოდ უქნევს.გარემოს ათვალიერებს,ეხება კედლებს,ფანჯრიდან ხედს ათვალიერებს. _ძველი ჯგუფი რას გეგმავდა? _ბევრ რამეს,მაგრამ ახლა დრო აღარ არის. _შენ ფიქრობ რომ მე შევძლებ? _ კი. ანკა ნოესკენ ტრიალდება. _ეს ნდობაა თუ რისკი? _ვფიქრობ ორივე. ღიან ფანჯრიდან ქარი უბერავს,ანკას თმა ეწეწება,ნაზი ფრთხილი მოძრაობით ცდილობს სახიდან მათ გადაყრას.ნოე წამიერად უყურებს დაკვირვებით. ანკა აგრძელებს _ვადებში ჩავეტევი,მაგრამ გუნდს თავად შევარჩევ კარგი? -კი,თავისუფალი ხარ ამ საკითხში.მთავარია ხარისხი და დრო. _ანუ უკვე გადაწყვიტე ჩემი აყვანა? _თუ შენ თანახმა ხარ,კი. _თანახმა ვარ._ ამბობს ანკა დარწმუნებით,რაც ნოეს მოწონს. *** _მე გაგიყვან,თუ წინააღმდეგი არ ხარ._ სთავაზობს ნოე. _მადლობა._ანკა მანქანაში ჯდება და იძახის_შემდეგი სამი არ იქნება მარტივი,თუმცა შევძლებ. _მომწონს შენი შემართება და ის რომ რისკზე წასვლა არ გაშინებს._ღიმილით ამატებს ნოე _კი,როცა რაღაც მინდა ასეა._თავდაჯერებით იძახის ანკა. _და ახლა გინდა ეს?! _რატომაც არა?! კიდევ ერთი სერიოზული სახის პროექტი,ისეთი დიდი კომპანიისგან როგორიც თქვენია,რატომ არა?! _მომწონს შენი ამბიცია._კმაყოფილი აღნიშნავს ნოე.ეს თან უმტკიცებს აზრს,რომ სწორი არჩევანი გააკეთა,როცა ანკა აირჩია. *** მანქანა შემოდგომის თბილისის ქუჩებს მიუყვება.კარგა ხანია შებინდდა,ქუჩებს ლამპიონები ანათებს.ანკა დაღლილი შედის სახლში,თუმცა ის დადებითი ენერგია მაინც მოსდევს რაც სამუშაო დღის მანძილზე განვითარდა. _ვინ იყო? _საუბარს დედა იწყებს. _სამსახურის უფროსი. _გვიან საღამოს უფროსები სახლში აცილებენ თანამშრომლებს? _ახალი პროექტია,დეტალები და რაღაც მსგავსი წვრილმანები. _ ხო,მაგრამ გვიანი საღამოა,იცი მამას არ მოწონს და არც მე როცა გვიან ბრუნდები. _დედა, მხოლოდ 8 საათია. _სამსახურისთვის უკვე გვიანია. _გესმით,რომ ეს პროექტი ჩემთვის მნიშვნელოვანია.ზოგჯერ იქნება ისეთი დღეები,როცა დამაგვიანდება,განსაკუთრებით ეს ეხება შემდგომ სამ თვეს და გაგებით მოეკიდეთ გთხოვთ. _იმედია ეს არც ისე ხშირად იქნება._ ამბობს მამა. _დრო გვიჩვენებს._ანკა თავის ოთახში გადის. *** ანკა შხაპს იღებს,დატვირთული დღის შემდეგ.საწოლზე ჯდება და ფიქრობს. ცოტა ქაოსურად ჩნდებიან ფიქრები.ეს პროექტი…ხვალიდან კონტრაქტს გადმომიგზავნის ნოე და ოფიციალურად უნდა შევუდგე საქმეს.ვადები…მე მგონი ძალიან ცოტა დროა და მთელი ენერგია უნდა ჩავდო,მაგრამ ახლა აქ სახლშიც რომ არ ჩერდებიან.როდემდე უნდა მიწევდეს ორ ზღვა შუა ბრძოლა?!” ფიქრს ზარი აწყვეტინებს. ნოე…გულში სითბოს გრძნობს,ახლა ის დაავიწყებს ამ გადაღლილობას და დაეხმარება მოდუნებაში. _გამარჯობა. _ესალმება ანკა _კიდე გამარჯობა._არ აყოვნებს ნოე. _აბა როგორ ჩაიარა დღემ? იყო შენი ძლიერი მხარე კონტროლი დღეს? _ არ დაგავიწყდა ხომ?! _ეღიმება ნოეს._ თან იყო და თან არც იყო. შენ როგორი დღე გქონდა? _დამღლელი,თუმცა ნაყოფიერი.ცოტა ფიქრები წამომყვა სამსახურზე… _დამღლელი? _ჰო…უახლოესი რამდენიმე თვე ასე იქნება ალბათ. _შეცვლიდი შენს სამსახურს ანკა? _არა,მიყვარს.უბრალოდ,როგორ გითხრა,სახლს და სამსახურს ერთად ვერ ვათავსებ… _არ მოწონთ? _ჰო,რაღაც მსგავსი.პროფესიას არ ერჩიან ცალსახად.გრაფიკს უფრო… _ზრდასრული ხარ,თუ არც იმდენად რომ…როგორ თქვიი? _იხსენებს ღიმილით… ანკას ახსენდება მათი საუბარი ასაკზე.ეღიმება. _წესით იმდენად დიდი ვარ და დამოუკიდებელი,ჩვეულებრივ შემიძლია დამოუკიდებლად ვიყო,მაგრამ,ზოგჯერ მგონია, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ სიტყვაა. რეალურად კი მაინც ყველას უნდა აუხსნა სად ხარ, როდის დაბრუნდები და რატომ დაგაგვიანდა. – ანუ თავისუფალი ხარ, მაგრამ კონტროლიც თან დაგყვება. საინტერესო კომბინაციაა. – ჰო, რაღაც ეგეთი. თითქოს საკუთარი ცხოვრება მაქვს, მაგრამ სხვის განრიგში უნდა ჩავეტიო._ოდნავ ირონიით იძახის ანკა. – და არ გაბრაზებს ეს? – ადრე უფრო. ახლა… უფრო მაბნევს. ვერ ვხვდები სად მთავრდება ზრუნვა და სად იწყება კონტროლი. – ეგ ზღვარი ყველასთვის სხვადასხვა ადგილას გადის. შენი სად გადის? _ ინტერესით ეკითხება,იცის პასუხს მნიშვნელობა აქვს. – ალბათ იქ, სადაც უკვე ტელეფონი რეკავს კითხვით: „მალე დაბრუნდები?“_ სიცილით პასუხობს ანკა. _მგონია რომ დღეს ემოცირად დაღლილი ხარ?! _რატომ გგონია? _ იმიტომ რომ,როცა სამუშაოთი დაარლილი ხარ მაინც სხვანაირი ენერგიული ხარ,ხუმრობ.ეს თავად მითხარი გახსოვს?! სწრაფად საუბრობ მაგ დროს.ახლა კი ფრთხილად არჩევ სიტყვებს… _ოჰო…დაკვირვებული ხარ. _უბრალოდ გისმენ და მერე ეს შესამჩნევია. _ჰო,ხანდახან დამღლელია არა მარტო სამსახური,ყველაფერი ერთად და ეს მტკიცებითი ფორმები…ძალიან მღლის. _ვის რას უმტკიცებ? _ყველას და ალბათ საკუთარ თავსაც… _ანკა,შენ იმ პიროვნებას ჰგავხარ,თავად რომ იღებს პასუხისმგებლობას და მერე უკვირს რატომ დაღლილა?! _ასეთი უსიამოვნო სიზუსტითაც ნუ დამახასიათებ._იცინის ანკა. _ კარგი მაშინ ოფიციალურად გეუბნები,ნურავის ნურაფერს ნუ დაუმტკიცებ. _ეს ბრძანებაა?_ იცინის ანკა. _არა შეთავაზება.არ მომწონს როცა ესეთი ხმა გაქვს,როგორც ახლა,შენ უფრო მსუბუქი ტონი გიხდება. _შენ საიდან იცი რა მიხდება? _ უბრალოდ ასე მგონია,არ ვიცი. _ნოე,თუ მართლა ემოციურად დაღლილი ვარ რას მირჩევ? _ დღეს ადრე დაიძინე,ხვალ იმაზე ძლიერი და ენერგიული იქნები ვიდრე გგონია.ნუ აიღებ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიდრე საჭიროა. _საინტერესოა… შენ რატომ ზრუნავ? _ იმიტომ რომ არ მომწონს შენი ეს ვერსია. _რომელი ვერსია? _ჩაეღიმა ანკას. _რომელიც გადაღლილი,საკუთარ თავზე გაბრაზებული,შენ უფრო ის ვერსია გიხდება რომელიც დაიკარგა დღეს. _მგონი სტანდარტები დამიწესე… _არა,უბრალოდ მე რომელიც მირჩევნია იმას ვამბობ. _და შენ? შენს რომელ ვერსიას ვერ იტან? _ჰკითხა ანკამ. ცოტახნით პაუზა.ფიქრობს… _იმ ვერსიას რომელიც კონტროლის აღებას ცდილობს._გულახდილად პასუხობს ნოე. _რატომ? _ იმიტომ რომ როცა ეს კონტროლი ჩვევაში გადადის,ვეღარ ხვდები სად მთავრდება პასუხისმგებლობა და სად იწყება სიჯიუტე. _ანუ ჯიუტი ხარ? _საკმაოდ._მშვიდად პასუხობს ნოე. _მომწონს_ანცი ბავშვივით პასუხობს ანკა._ იდეალური ადამიანები მოსაწყენები არიან. _მადლობა,რომ იდეალური არ გამხადე._ასევე ეცინება ნოეს. _ნუ გამხიარულდები ნაადრევად,მაინც ვფიქრობ რომ ძალიან თავდაჯერებული ხარ. _ჰო და ეს ცუდია? _ეცინება ნოეს. _არა ცუდი არაა,თითქოს არასდროს კარგავ წონასწორობას,მუდამ მობილიზებული ხარ. _არა,უბრალოდ არ მიყვარს როცა ვკარგავ წონასწორობას. _ფრთხილად, ნოე…მე პასუხისმგებელი არ ვარ სხვის ბალანსზე._ ანკა უცებ ცვლის და შეტევით თამაშზე გადადის. _კარგი… იცინის ნოე._ აბა რაზე ხარ პასუხისმგებელი? _საკუთარ თავზე. _ანკა მიწვევ._ იცინის ნოე. _არა განწყობას ვიმაღლებ და შენც გიმაღლებ._ განაგრძობს ანკა მხიარულებას. *** დილით მხოლოდ დედა ხვდება სამზარეულოში ანკას. _დე,_ მიმართავს ნანა ანკას,_ ვინ იყო გუშინ ის? ანკას ეღიმება. _ დედა,ხომ გითხარი.ახალი კონტრაქტორია,მის კომპანიასთან ვიწყებ მუშაობას.უბრალოდ ობიექტზე ვიყავით ერთად და რადგან გვიანი იყო გამომიყვანა.ასეთი ფაქტები შეიძლება მოხდეს აწი.სამ თვეში მაქვს დიდი პროექტი დასასრულებელი.ხშირად დავაგვიანებ და გთხოვთ გაგებით მოეკიდეთ. _კარგი,კარგი.უბრალოდ მოიწერე ხოლმე. _კარგი დედა,წავედი ახლა.ყავას ოფისში დავლევ. ანკა ტაქსით მიდის სამსახურში.გზაში ტელეფონზე ზარია. ანიტა _ანიტუნი,დილამშვიდობის,როგორ ხარ? _მე კარგად და შეენ? _მეც კაეგად,ცოტა სამსახურეობრივ მოვალეობებში გადავარდნილი. _ვხვდები კი,მაგრამ ისეთი ინტრიგა დამიტოვე წინა საუბრის დროს… ანკას ეცინება. _ოო,კიდევ შემიძლია გავზარდო ეგ ემოცია… _ნუ მეთამაშები ქალბატონო,_კისკისებს ანიტა._ როდის გნახავ? _დღეს თუ ყველაფერი დროულად დავასრულე ვეცდები,მართლა მომენატრე.ახლა გემშვიდობები,ოფისში შევდივარ. _დროებით ძვირფასო. *** ანკა ჯერ თავისთან ოფისში მიდის,სადაც ლუკას ხვდება,ანკა უყვება წინა დღის ამბებს. _ანუ ოფიციალურად უკვე შენია ეს პროექტი. _ოფიციალურად ჯერ არა,საბუთზე ხელი არ მომიწერია._ იცინის ანკა. _კაი,კაი …ხუმრობა იქით იყოს,მშვენიერია ანკა,შენ ეს შეძელი,მათ კომპანიასთან თანამშრომლობა ხომ იცი ადვილად მისაღწევიც არ იყო… _ლუკა,სერიოზული გუნდი გვჭირდება,სამ თვეში უნდა დასრულდეს ეს პროექტი,დროში შეზღუდულები ვართ.ეს საქმე კი შენთვის მომინდვია.დღეიდან,ამ წუთიდან დაიწყე გუნდის შეკრება. *** შუადღეს ნოეს მდივანი უკავშირდება ანკას და საღამოს შეხვედრაზე იბარებს ნოესთან. ანკა დროულად მიდის,მაგრამ ნოეს კაბინეტიდან ხმები ისმის სიცილის,საუბრის.მის კარზე აკაკუნებს.ნოე რამდენიმე ადამიანია ოთახში.თვითონ ნოე ფანჯრის რაფაზეა მიყუდებული,პერანგის მკლავები აკეცილი აქვს,თმა ოდნავ არეული. იღიმის და ანკას ესალმება. _გამარჯობა ანკა. ჩემი მეგობრები და გუნდის წევრები,მოდი გაგაცნობ. ანკა ნაზად იღიმება.თვალს ავლებს იქ მყოფთ. _ანდრია,ჩემი ბავშვობის მეგობარი და ჩვენი გრაფიკული დიზაინერი ანდრია ესალმება. _ეს თორნიკე,ჩვენი გუნდის წევრია,მონაცემთა ანალიზს აკეთებს. _კეთილი იყოს ჩვენს გუნდში შენი შემოსვლა. _მარიამი,ჩვენი PR სპეციალისტია. მარიამი უღიმის ანკას და ესალმება. _მოხარული ვარ რომ შეგხვდი. _ახლა ყველამ გაციცანით ერთმანეთი და დროა საქმეს მივხედოთ.ამბობს ნოე და მაგიდას უბრუნდება.ანკა მის წინ ჯდება.ნოე ფაილებს შლის. _მოკლედ ეს არის პროექტი,რომელიც გაიჭედა.ჩანაფიქრი იყო თანამედროვე,მინიმალისტური,მაგრამ ახლა სივრცე ითხოვს სხვას.რასაც ძველი გუნდი ვეღარ ართმევს თავს. _მინიმალიზმი კი არა,ცივი საოფისე ლობი გამოვიდა. _მადლობა მხარდაჭერისთვის ანდრია_ ღიმილით მიუბრუნდა ანდრია. ოთახში მსუბუქი სიცილის ხმა გაისმა. _ძალიან მაღალი,ჭერის დატვირთვა სწორად არ არის გამოყენებული. _შენც შეამჩნიე ეგ?_ თორნიკე ამბობს _რთულია არ შეამჩნიო,სასტუმროში პირველ შთაბეჭდილებას ლობი ქმნის,აქ კი დაკარგულია… ნოემ თვალევი დააწვრილა,არა იმიტომ რომ არ მოეწონა,პირიქით ინტერესით. _რას შეცვლიდი? _მეტი სიმყუდროვე,ნათელი ფერები,ხის ელემენტები,განათების ფენებად დაყოფა.სივრცე უნდა “გეხუტებოდეს”. _ ეს ფრაზა მომწონს._აღნიშნავს მარიამი. ნოეს ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. _ანუ საბოლოოდ ვჯერდებით რომ ვადებში ეტევი. _რა თქმა უნდა თუ გვერდში დამიდგებით. _მზად ვართ._ერთხმად პასუხობენ. _ანუ არ რისკავ?! _ არა,შანსს ვიყენებ._ მშვიდად პასუხობს ანკა. ნოე კმაყოფილია მისი პასუხით. შეხვედრა ნელ-ნელა დასრულდა. დეტალები დაიხურა, დროები ჩამოყალიბდა. ანდრიამ საათს დახედა. _კარგი, მე გავიქეცი. საღამოს თუ ისევ ოფისში დაგვტოვებ, წინასწარ გეტყვი პიცას შენ კისრულობ. _სამი თვე გვაქვს, ანდრია, — მშვიდად თქვა ნოემ. _აქ ექსკურსიაზე კი არ მოვედით. _ვიცი, ვიცი. მაგრამ გუნდის მორალიც ხომ მნიშვნელოვანია_ ჩაუკრა თვალი და უკვე კარისკენ დაიძრა. თორნიკე ანკას მიუბრუნდა: _მოგვიწევს ბევრჯერ შეხვედრა. მზად იყავი, ჩვენ მარტივები არ ვართ. _არც მე, _პასუხა ანკამ ღიმილით. მარიამმა ღიმილით დაამატა: _ეს მომწონს. კარი რომ დაიხურა და სამივე გავიდა. კარის მიღმა ანდრიას ხმა გაისმა ჩუმად, მაგრამ აშკარად გასაგონად: _სერიოზული არჩევანია, ნოე. _ჰო. და არამარტო პროფესიულად._ამატრბს თორნიკე. _დაწყებულია უკვე?_ეს მარიამია სიცილი. ნოემ თვალები დახუჭა ნახევარი წამით. _ბავშვები… ჩაილაპარაკა თავისთვის. ოთახში მხოლოდ ანკა და ნოე დარჩნენ. ნოემ მაგიდას შემოუარა და ფანჯარასთან გაჩერდა. _არ მოუსმინო მათ. ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ. _მომეწონა მათი ენერგია, — თქვა ანკამ._ცოცხალი გუნდია. _ხანდახან ზედმეტად ცოცხალიც კი._ღიმილით ამატებს ნოე. *** ანკა პირდაპირ ანიტას სანახავად მიდის კაფეში ხვდებიან ერთმანეთს.ანიტა უკვე ზის და ელოდება.თავი მპბილურში აქვს ჩაყოფილი და სქროლავს. _აჰა, მოვიდა ქალბატონი „უბრალოდ პროექტი“. ანკა თვალებს ატრიალებს,ანიტას კოცნის და სკამზე ჯდება. _შენ საერთოდ არ იცი გაჩერება, ხო? _მე? მე უბრალოდ ვაკვირდები. შენს ხმაში ბოლო დღეებია რაღაც სხვანაირი ტემბრია. _გადაღლილობის ტემბრია. _არა. გადაღლილი ადამიანი არ იღიმის ისე, როგორც შენ ახლა იღიმი._იცინის ანიტა. ანკა უცებ აცნობიერებს რომ მართლა იღიმის და სწრაფად სვამს ყავას. _ნუ აჭარბებ. _მომიყევი როგორი იყო დღეს. ანკა ცდილობს პროფესიული ტონით დაიწყოს. _ნორმალური. პროექტი დიდია. სერიოზული. ვადები ცოტა მჭიდროა. _და ის? _ვინ ის? _აუ, ანკააა… ანკა ამჯერად არ იცავს თავს ისე მყარად. _ნორმალურია. საქმიანი. მაგრამ… _მაგრამ? ანიტა წინ იხრება. _სხვანაირია მეგობრებთან. საყვარელი ანიტას ღიმილი ფართოვდება. _აჰა. ანუ შენ ნახე ის, რასაც სხვები ხედავენ. _რას ნიშნავს ეგ? _ნიშნავს რომ უკვე არ უყურებ მხოლოდ როგორც „კომპანიის წარმომადგენელს“. _აუუ,აი შენმა შერლოკობამ დამღალა,ყველგან რაღაცას ეძებ._იცინის ანკა.ანიტა წარბებს ათამაშებს. _და ის?? ვისაც ესაუბრები,თუ ერთიდაიგივეზე მიყვები? _ არაა ის სხვაა ანიტა ჩუმდება წამით. მერე ნელა იღიმის. _სხვა… როგორ? _სხვა უბრალოდ სხვაა._ანკა ჭიქას აწვალებს თითებით. _მას არ ვიცნობ. არ ვიცი როგორ გამოიყურება, როგორ მოძრაობს, როგორ იცინის… და მაინც რაღაცნაირად მარტივია მასთან. _ანუ ერთს ხედავ და მეორეს გრძნობ? – თვალს არ აშორებს ანიტა. _ნუ ფილოსოფოსობ, _იცინის ანკა, მაგრამ მის ხმაში მცირე თავდაცვა იგრძნობა. _ერთი არის კონკრეტული პროექტი, ვადები, კონტრაქტი. მეორე… უბრალოდ საუბარია. _უბრალოდ?_ ანიტა წარბს სწევს._ ღამით? რეგულარულად? და იმ ტონით, რომლითაც ახლა ახსენებ? ანკა ამჯერად ხმამაღლა იცინის. _შენ მართლა უნდა შეგემოწმებინა გამომძიებლის კარიერა. _არ გადამიყვანო თემიდან.ჰე,მიდი ახლა, შეიძლება რომ ერთი და იგივე იყოს? ანკა უცებ სერიოზულდება. _არა._პასუხს ზედმეტად სწრაფას სცემს. ანიტა ამას ამჩნევს. _რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ანკა ჩუმდება. მერე მხრებს იჩეჩავს. _იმიტომ რომ ასე მარტივად არ ხდება.მე უბრალოდ არ მინდა ავურიო ყველაფერი. ანიტა ჭიქას მაგიდაზე დებს. _მაშინ ერთი რამ დაიმახსოვრე. თუ ოდესმე იგრძნობ, რომ ეს „სხვა“ ადამიანი გიზიდავს ისე, როგორც სამსახურის უფროსი არ უნდა გიზიდავდეს_ მაშინ შერლოკობა აღარ დამაბრალო. ანკა თვალებს ატრიალებს. _დავიღალე შენით. _დაიღალე, მაგრამ მაინც მიყვები, _იცინის ანიტა. ანკა ამჯერად ჩუმად იღიმის. *** ანკა საწოლში წვება,ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში. ანიტას სიტყვები ისევ ტრიალებდა თავში — “შეიძლება ერთი და იგივე იყოს?” სისულელეა. თვითონვე ჩაილაპარაკა. ნოე — მკაფიო, კონკრეტული, პერანგის მკლავებაკეცილი, ფანჯრის რაფაზე მიყუდებული, ხმამაღლა მომღიმარი. მეორე ნოე — ხმა, ხმის ტემბრი,თითქოს გავს ერთმანეთს. სიტყვებს შორის პაუზები. ერთნაირი ენერგია არ აქვთ… არა? თითქოს რაღაც დეტალი არ ემთხვეოდა. ან პირიქით — ზედმეტად ემთხვეოდა. გული ოდნავ აუჩქარდა. თუ მართლა ერთი და იგივეა? ტელეფონი ზუსტად ამ დროს აინთო. ნოე. ანკას უნებლიე ღიმილი დაეხატა. რა დამთხვევაა… პასუხობს. *** _გამარჯობა._ პასუხობს ანკა მშვიდად. ხმა გაქვს. _ პასუხობს ნოე. _შენ რაღაც ძალიან იმახსოვრებ ტონებს. _შესაძლოა.რას ებრძოდი დღეს? _გრაფიკს.ვერ ვიტან როცა ვერ ვასწრებ რამეს და ვჩქარობ._პირველად აღიარებს დაძაბულობას. _ჰო,ეგ ცუდია.კონტროლს კარგავ. _აჰა ისევ კონტროლი.ეს შენ ხარ კონტროლის მოყვარული._ იცინის ანკა. _შენ რა კონტროლს ვერ იტან?_ ღიმილით კითხულობს ნოე _ ვიტან,უბრალოდ მე არ ვემორჩილები. _ და თუ მორჩილებას არ გთხოვს,უბრალოდ თანადგომას…_აპარებს ნოე. _თანადგომა სხვაა ნოე. _საინტერესო ხარ. _შენც… ანკა ფიქრობს. _ანკა? _ჰო,გისმენ._პასუხობს ანკა. _რაღაცას ფიქრობ _უბრალოდ ვფიქრობ… _იმედია ხელს არ გიშლი…ისე რაზე ფიქრობ ჩემზე?_ ანკას ეღიმება. _ნუ დაიმედდები_იცინის ანკა._ როგორი ამბიციური ხარ ისე._ ცოტა ირონიას ურევს,თითქოს ამით თავს იცავს. მეორე მხარეს სიცილი ისმის. _ ამბიცია ცუდია მერე? _ გააჩნია. _ მაშინ მშვიდად ვარ. პაუზა. _ მაგრამ შენ რატომ გეჩხირება ეგ სიტყვა? ანკა წამით იბნევა. _ იმიტომ, რომ ძალიან დარწმუნებული ჩანხარ ხოლმე. — დარწმუნებული იმაში, რა მინდა._მშვიდად პასუხობს ნოე._ და შენ? კითხვა მარტივია.ანკას გული ოდნავ უჩქარდება. _ მე? _ ჰო. შენ იცი, რა გინდა?_ნოე პაუზას აკეთებს._ ამბიცია მაშინ მოდის, როცა რაღაცის დაკარგვა არ გინდა. ანკას თითები უნებლიედ იკუმშება. _ რა მაგალითად?_ კითხულობს ანკა,თითქოს სუნთქვა შეკრული. ისევ პაუზა. _წონასწორობას. მერე,ამატებს: _ ან ადამიანი, რომელიც ამ წონასწორობას და ბალანსს გირღვევს. ანკას გული უცემს. _ საინტერესო თეორია გაქვს._ ცდილობს ნეიტრალური ტონი დაიჭიროს ანკამ — მე თეორიებს არ ვიგონებ, _მშვიდად პასუხობს ნოე. _ უბრალოდ ვამჩნევ. _მე შენს ბალანსს ვარღვევ? _ მოულოდნელად ეკითხება. _შესაძლოა._ მსუბუქად იღიმის ნოე და სწრაფად ამატებს_ მაგრამ არ ვფიქრობ რომ ეს ცუდია. _ფრთხილად ნოე.მე შენს ბალანსზე პასუხისმგებელი არ ვარ. _ვიცი._სერიოზულად პასუხობს_ თუმცა იმას რასაც ჩემში იწვევ…ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. ნოე ჩუმდება.პაუზა _და რას ვიწვევ? ნოე არ ჩქარობს პასუხის დაბრუნებას. _ინტერესს. ცოტა გამოწვევას… _გამოწვევები შენ გიყვარს ნოე._ ეღიმება ანკას. _ჰო,მომწონს_აღიარებს ნოე._ რომ ვაკონტროლებ ამ გამოწვევებს. _ისევ კონტროლი ნოე. ამაზე ეცინებათ.პაუზა _ ხომ გითხარი ეს ჩემს ყოველდღიურობაშია. _ჰოო… დაფიქრებული ამბობს ანკა. *** ოთახში სიჩუმეა.ზარი დასრულდა. „ერთიდაიგივეა?“ — ანიტას სიტყვა ისევ ესმის. _ სისულელეა… _ ჩურჩულებს საკუთარ თავთან ანკა. უბრალოდ სახელი აქვთ საერთო. სხვა არაფერი. ის — თავდაჭერილი, ოფიციალური, ზომიერი. ეს — თავისუფალი, ირონიული, ზედმეტად პირდაპირი ხანდახან. …თუმცა. დღეს ოფისში მეგობრებთან სულ სხვა იყო. მკლავები აკეცილი. სიცილი ხმამაღალი. კონტროლი ჰქონდა, მაგრამ … ონლაინაც ასეა… მკაცრი — კი. მაგრამ თამაშობს კიდეც. _ არა. არა, ანკა, გაჩერდი. — თვალებს ხუჭავს. ეს უკვე ფანტასტიკის ჟანრია. თბილისი პატარაა, მაგრამ არა იმდენად. სხვა და სხვაა. უბრალოდ დამთხვევაა. …მხოლოდ დამთხვევა. მაგრამ რატომ არ მეშვება ეს აზრი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



