თბილი მელანქოლია (სრულად)
თუ დასვენებას გადაწყვეტთ,იტალია ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. მიუხედავად იმისა,რომ გაუსაძლისი სიცხეა,გარემო ისე მოგჭრით თვალს,სულ დაგავიწყდებათ ოფლისგან ტანზე მოწებებული ტანსაცმელი.ისეთი ქვეყანაა, ვფიქრობ,ნებისმიერ ადამიანს გააოცებს ძველი შენობებით,სამზარეულოთი, კულტურით,ცეკვა-სიმღერითა და ხალხით. სწორედ ამიტომ,შესანიშნავი ადგილია გასართობად თუ დასასვენებლად. ჩემი ბებიადა ბაბუა იტალიელები არიან,ისინი რეგიონ ტოსკანაში ცხოვრობენ უამრავი კარგი ადამიანის მეზობლად,სადაც მუდამ ხალისი და ჟრიამულია. პატარაობისას იქ ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი,მაგრამ მას შემდეგ,რაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ სამ წელიწადში ერთხელ თუ ვეწვეოდი მათ,ისიც რამდენიმე დღე.ასე და ამგვარად,ბოლოს ისინი ორი წლის წინ ვნახე,ახლა კი, სანამ დამამთავრებელი კლასი დაიწყებოდა,გადავწყვიტე იტალიაში წასვლა,ისინი უზომოდ ბედნიერები იყვნენ ჩემი ხილვით და ხშირად მეხვეოდნენ, გამიმართლა,რომ ინგლისურის კარგი მცოდნეები არიან,რადგან იტალიურს საერთოდ არ ვფლობ,სიმართლე ვთქვა დიდი სურვილი არც მაქვს. მათი დიდი,ორსართულიანი ქვის სახლი სამოთხეს ჰგავს.ქვის კედლებს მწვანე ფოთლები ამშვენებს მთელ სიგრძეზე,უზარმაზარ ეზოში სხვადასხვა ჯიშის ხეებს გადააწყდებით,მაგიდა და რკინის თეთრი სკამები,სადაც ადრე მთელი ოჯახი ერთად ვსაუზმობდით, ნაჭრის ჭრელი ჰამაკი,ირგვლივ ბევრი ფერადი ყვავილი და ეზოს სულ ბოლოში,დიდ ხეზე ჩამოკიდებული პატარა საქანელა,თოკისა და ხის ნაჭრისგან დამზადებული. მახსოვს შვიდი წლის ასაკში ბაბუამ გამიკეთა.ჩემ ლამაზ კაბებს ხელი დავსტაცე,რამდენიმე საყვარელი წიგნი იღლიაში ამოვიჩერი,ჯიბეში MP3 ფლეიერი ჩავიტენე და სიეტლიდან პირდაპირი რეისით გადმოვფრინდი.მამაჩემი ამ ამბით გახარებული იყო,რადგან ისინი მისი მშობლები არიან,დედაჩემს კი რეაქცია არ ჰქონია. ეს არის ადგილი,სადაც მუდამ სიხარულით მეგებებიან.არ არსებობს აქ ბარიერები, უხერხულობა და ცუდი შეგრძნებები.ვხედავ მათ სიყვარულს,მზერა რომელსაც მათგან ვგრძნობ იმხელა სითბოს ატარებს,რომ ლამისაა ძვლები გამითბოს.ყველაზე კომფორტული ადამიანები ამ დედამიწაზე ჩემთვის ჩემი ბებია და ბაბუაა.აგათა და ალესიო, მყუდრო საცხობი აქვთ საიდანაც მუდამ თბილი და სასიამოვნო სურნელი გამოდის.შეუძლებელია ვერ შეამჩნიო ის,თუ როგორ ცდილობენ მუდამ ჩემს გაბედნიერებას სულ მცირე დეტალებითაც კი. ვისურვებდი ზუსტად ისე დამებრუნებინა ეს ამაგი მათთვის,როგორადაც მინდა, რადგან ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. მთელი დღე ჰამაკიდან არ ავმდგარვარ,დილით საუზმობის შემდეგ შიგ,რომ ჩავწექი ჩემს წიგნთან ერთად,მას შემდეგ არ შემირხევია სხეული.სამჯერ მომაკითხეს რამე შეჭამეო,თუმცა სამივეჯერ უარით გავისტუმრე ისინი.მზის ცხელი სხივები შიშველ მკლავებზე მელამუნება და ნაზი,თბილი სიო გაშლილ თმას ოდნავ მირხევს.საუკეთესო დასვენების საათი მოვიწყვე,შემდეგ ავდექი, ოდნავ გავიზმორე,შიშველი ტერფებით გამთბარ,რბილ ბალახს შევეხე და სიამოვნებისგან ტანში გამცრა.რამდენიმე წამს დავყავი ასე,მერე კი სახლში შევედი,რომელიც შიგნიდან იმაზე დიდია,ვიდრე გარედან ჩანს. წიგნი ყავისფერ, ტყავის სავარძელში ჩავაგდე და ბებიას მოძებნას შევუდექი. სამზარეულოს კარები არ გვაქვს,ცენტრში დიდი მაგიდა დგას,ირგვლივ სკამები,ფანჯრები მუდამ ღიაა და როგორი სიცხეც არ უნდა იყოს სიო მაინც უბერავს ხეების გამო,ატმისფერი ფარდები კი პეიზაჟს უფრო ლამაზს ხდის. -არც ახლა შეჭამ რამეს?-ბებიას ხმა უკნიდან მომესმა,შევბრუნდი და წინსაფარში გამოწყობილი,ფქვილით დასვრილი დამხვდა.ოდნავ გავუღიმე -საერთოდაც ახლა წიგნების მაღაზიაში ვაპირებდი წასვლას,მაგრამ არ მახსოვს სად არის. ვიფიქრე გზას მიმასწავლის ან სულაც თავად წამომყვებოდა,მაგრამ ნაცვლად ამისა სახლის ტელეფონზე ციფრების აკრეფა დაიწყო,შემდეგ ცოტა იტალიურად ისაუბრა,ყურმილი დაკიდა და ღიმილით შემომხედა. -მარისა ხომ გახსოვს?მას ვესაუბრე და შეუძლია გამოგყვეს. თავიდან გაპროტესტებას ვაპირებდი,რადგან მარისა ორი წელი აღარ მენახა და ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს შეწუხება,თან თუ უხერხული სიჩუმე უნდა ყოფილიყო მთელი გზა,მაგრამ რამდენიმე წუთში მარისა ჩვენს ეზოში გაჩნდა და ისე მეგობრულად გადამეხვია,ყველა უაზრო ფიქრი ღრუბლებივით გამეფანტა. მას შავი მოკლე თმა და ლურჯი თვალები აქვს, სიმაღლეშიც გაზრდილიყო და საკმაო კილო-გრამებიც დაკლებული ჰქონოდა,კარგად ესწავლა ინგლისური და ძალიანაც გალამაზებულიყო.მის მშობლებს ყვავილების მაღაზია აქვთ,როგორც მახსოვს. -გამარჯობა ევანჯელინ,როგორ ხარ?-მომიკითხა მას შემდეგ,რაც ბებია სახლში შებრუნდა. -კარგად,შენ?ძალიან გალამაზებულხარ და შეცვლილხარ.-გავუღიმე და ვეცადე მის მიმართ სასიამოვნო ვყოფილიყავი,კიდევ უფრო დიდზე გამიღიმა,რამაც დამარწმუნა, რომ გამომივიდა. -შენც ძალიან დახვეწილხარ და მოგიკლია წონაში,თითქოს საუკუნეა არ მინახავხარ. როგორც აღვნიშნე ბოლოს აქ ორი წლის წინ ვიყავი,მაშინ კი ძალიან მსუქანი ბავშვი გახლდით არეული კბილებით,დიდი წონითა და გაუხეშებული,მახინჯი თმით. სწორედ ასეთი ვახსოვდი მას. -არადა მხოლოდ ორი წელი გავიდა.-აღარ მინდოდა უაზრო საუბრის გაგრძელება, რომელიც არაფრის მომცემი იყო და კარგად ვიცოდი მხოლოდ ზრდილობა გვალაპარაკებდა,ამიტომ ვთხოვე რაც შეიძლებოდა მალე გამყოლოდა მაღაზიაში. გრძელ,ვიწრო გზას გავუყევით.მარისა მიყვებოდა რა ხდებოდა აქ,როგორ ცხოვრობდა, როგორ ერთობოდა და ა.შ მე კი ვუსმენდი და გარემოთი ვტკბებოდი.უამრავ მაღაზიას გამოვცდით,უამრავი ადგილობრივი და ტურისტი ისე ირეოდა ერთმანეთში,თითქმის შეუძლებელი იყო მათი გარჩევა. -შეგიძლია შენც შემოგვიერთდე.-მოღიმარმა შემომთავაზა რაღაც,ვთხოვე გაემეორებინა. -ბავშვები საღამოობით ერთმანეთის სახლებში დავდივართ, კარტს ვთამაშობთ,ვმღერით და ვუკრავთ,ასევე შუადღით ტბაში ვცურაობთ და პიკნიკებს ვაწყობთ.შეგიძლია შემოგვიერთდე!ტულიო და ალეხანდრო ხომ გახსოვს?-მკითხა აღტაცებულმა. -რა თქმა უნდა,ორივე მახსოვს,ბოლოს ისინი,რომ ვნახე მგონი სასწავლებლად საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას. ეს ბიჭები მართლაც სასიამოვნო პიროვნებები იყვნენ,განსაკუთრებით კი ტულიო. ის ყავისფერთმიანი საყვარელი ბიჭი იყო,რომელიც მუდამ ცანცარებდა და ესპანეთში აპირებდა წასვლას.ალეხანდრო კი ქერა,თაფლისფერთვალება ტულიოსთან შედარებით სერიოზული,მასთან ახლო ურთიერთობა არასოდეს მქონია.ბოლოს,რომ ვნახე თხუთმეტი წლის ვიყავი ის კი ჩვიდმეტის. -არ ვიცი,ვნახოთ,თუმცა მადლობა დაპატიჟებისთვის.-ვთქვი თუ არა წინადადება, მარჯვენა მხარეს გავიხედე და არც თუ ისე დიდი წიგნების მაღაზია დავინახე, ღიმილიანი სახით შევედით შიგნით და ინგლისური წიგნების სექციისკენ ავასწრაფე ფეხი,წარმოდგენა არ მქონდა რისი წაკითხვა მსურდა.მარისა იტალიურ ენაზე დაწერილი წიგნების განყოფილებაში ათვალიერებდა რაღაცებს,მოულოდნელად შევხედე წიგნს,რომლის წაკითხვაც დიდი ხანი მინდოდა,ზედმეტი ფიქრის გარეშე ავიღე "თამაში ჭვავის ყანაში".უკან მალევე გამოვბრუნდით და სახლამდე ამომაცილა მარისამ, მიუხედავად იმისა,რომ ვუთხარი საჭირო არ იყო,რადგან გზა მახსოვდა.მადლობა გადავუხადე,სამზარეულოში ცოტა წავიხემსე და ეზოში,ჩემ საყვარელ ჰამაკს დავუბრუნდი. ის საღამო,მომდევნო და კიდევ მომდევნო საღამო არაფრის კეთებაში გავლიე. მთელი დღეები უხასიათოდ და უაზროდ დაღლილი ვიწექი,ან ვჭამდი და ბევრ ცივ ყავას ვსვამდი.საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი და წიგნს ვკითხულობდი,ზოგჯერ კიდევ სარწეველა სკამს დავიდგამდი ჩემი ოთახის ფანჯრის წინ და მთელს ტოსკანას გადავყურებდი. საათობით ვიჯექი მარტო და ვფიქრობდი.მზის ჩასვლის ცქერა კი ერთი დიდი სიამოვნება იყო. ერთ საღამოს,ბებიაჩემს სახლში ვიღაც ბიჭი შემოჰყვა.აგათას თავისი მძიმე ჩანთების წამოღებაში ეხმარებოდა,მე ეზოში ჰამაკში ვნავარდობდი წიგნით ხელში,ბებია მის მიმართ კეთილგანწყობილი ჩანდა,რადგან უღიმოდა და ისიც გავიგონე დიდი მადლობა,როგორ გადაუხადა.მის სახეს ვერ ვხედავდი,რადგან არც თუ ისე ახლოს ვიყავი,თუმცა ნათლად დავინახე მისი ოქროსფერზე ბრწყინავი,კულულა,მოგრძო თმა. შეგრძნება მქონდა,რომ თითქოს სადღაც,ძალიან ადრე ნანახი მყავდა,მაგრამ ვერაფრით გავიხსენე.შემდეგ ბებიამ ჩემკენ გამოახედა,ღიმილით უთხრა რაღაც და მანაც იმავეთი უპასუხა.ჩემი მიმართულებით დაიძრა,ვუყურებდი როგორ მოდიოდა დინჯი ნაბიჯებით,ლომივით,აუჩქარებლად.თეთრი,ოდნავ ფართე,ნახევრად შეხსნილი პერანგი ეცვა, რომელიც ვაღიარებ,რომ ძალიან უხდებოდა.ტანად არც ისე სუსტი იყო,ვფიქრობ წელს ზემოთ შიშველი,რომ მენახა აუცილებლად ექნებოდა რამდენიმე კუბიკი. ხორბლისფერი კანი ჰქონდა,ლამაზი გრძელი ხელები,ნორმალური ზომის ტუჩები და ჰორიზონტივით სწორი,თავთუხისფერი წარბები. -გამარჯობა ევანჯელინ.-ინგლისურად მომმართა და თბილად გამიღიმა.აშკარა იყო,რომ მიცნობდა ან ჩემზე რამე გაეგო.-ასეც ვიფიქრე,რომ ვერ გამიხსენებდი.-ჩაიცინა,თვალები მოჭუტა და თავი სიცილით ჩაქინდრა.ისევ მდუმარედ ვუყურებდი,რადგან მის გარეგნობას ვსწავლობდი და ვცდილობდი ვინაობა დამედგინა,ამასობაში მან თვალები გაახილა და დავინახე მისი ღია,თაფლისფერი თვალები,რომლებიც ოქროსფრად მიყურებდნენ. -ალეხანდრო.-გავუღიმე,იმავეთი მიპასუხა და მტევნები შემომხვია.ისეთი თბილი და გულწრფელი ჩახუტება მაჩუქა,მხოლოდ ჩემს ბებიასა და ბაბუას,რომ შეუძლიათ. -ჩანს გახსოვარ.-მითხრა და მომცილდა.არ ვარ ჩახუტების მოყვარული ადამიანი,ჩემი სურვილით ამას თითქმის არასდროს ვაკეთებ,თუმცა ეს არაკომფორტული არ იყო. -ძალიან შეცვლილხარ,ძლივს გიცანი. -იგივე შემიძლია ვთქვა შენზე.-ერთხანს მიყურა,თვალებში ჩამხედა.-ძალიან გალამაზებულხარ.-გულწრფელად მითხრა,მაგრამ შემდეგ სახე შეეცვალა და უცბად დაამატა.-არა ადრეც ლამაზი იყავი,უბრალოდ,ხომ ხვდები. გამეცინა მის ქცევაზე,ის საგრძნობლად შეცვლილიყო.ალეხანდრო,რომელიც მე მახსოვს არ იყო ასეთი ხალისიანი ან თუნდაც ზრდილობიანი.მისით მოხიბლული დავრჩი და კარგი შეგრძნება დამეუფლა. -გავიგე.-მეც ჩავუცინე და სახეზე აშკარად ამოსუნთქვა დაეტყო. -ბებია აგათამ მითხრა,რომ ოთხი დღის წინ ჩამოსულხარ. რატომ არ გამოდიხარ გარეთ? -რავიცი,-მხრები ავიჩეჩე.-სახლში ვიყავი,მხოლოდ მარისა ვნახე. -ისიც არ მინახავს ორი დღეა,თორემ აუცილებლად მეტყოდა შენი ჩამოსვლის ამბავს. იმის გამო,რომ მხოლოდ ერთი ჰამაკი იყო შევთავაზე სახლში შევსულიყავით ან ეზოში ტერასაზე დავმსხდარიყავით,მან უარი მითხრა მთხოვა უბრალოდ გაგვესეირნა. თავიდან ვიორჭოფე,მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი.ბებიას ვუთხარი გასვლის შესახებ, რამაც ძალიან გააბედნიერა.მეზიზღება ჩემი თავი იმის გამო,რომ მათ ღელვის საშუალებას ვაძლევ.მე და ალეხანდრომ ისევ იმ გზის გავლა გადავწყვიტეთ,რომელიც მარსასთან ერთად გავიარე რამდენიმე დღის წინ. -აბა,როგორ მოხდა,რომ ჩამოსვლა გადაწყვიტე?-მკითხა და გამვლელ კაცს მიესალმა.საოცარი ხმა ჰქონდა,ბოხი,მამაკაცური და როცა იტალიურად იტყოდა რამეს თავბრუ მეხვეოდა. -ძალიან სპონტანურად,მაისის ბოლოს ზაფხულს დაგეგმვა დავიწყე და როდესაც ტოსკანა,ბებია და ბაბუა გამხსენდა,ვიფიქრე ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. წარმოდგენა არ მაქვს რატომ,მეორე დღესვე ჩამოვბარგდი.-სიმართლე ვუთარი. -ანუ გულმა წამოგიყვანა აქეთ? გამიღიმა. -წასვლას როდის აპირებ? —ჯერ არაფერი ვიცი,საერთოდ არაფერი.შენ რაზე სწავლობ ცხრამეტი წლის ხარ არა?-ვკითხე, რადგან მის შესახებ რაღაცები მაინტერესებდა.ყოველ შემთვევაში დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტი მოსაყოლი ექნებოდა. -კი და არქეოლოგიაზე ვსწავლობ.-სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. -ვაუ!ეს ძალიან მაგარია!-გულწრფელად ვუთხარი. -კი,მართლა კარგია.მივხვდი,რომ ჩემი სფეროა და თანაც ამ წელს იმდენი გამოვიმუშავე მთელი ზაფხული და შემოდგომა მეყოფა,ასე ვფიქრობ. ორი საათი შეუსვენებლად ვსეირნობდით,ჟელატოზე დამპადიჟა,რომელსაც ნაყინი დავუძახე და ლამის მომკლა,გემრიელად გამეცინა.შემდეგ უნივერსიტეტის ამბებს მიყვებოდა,ვკითხე ყველაზე მაგარი რა გაქვს ნაპოვნი-მეთქი და მან მიპასუხა,რომ ეს გაუკრვეველი ჯიშის ცხოველის,ძალიან დიდი ეშვი იყო,ამ აღმოჩენის გამო კარგადაც გადაუხდიათ მისთვის,ტულიოზეც ვკითხე და მისი გიჟობების ამბავი მომიყვა,როგორ გადაწვა მეზობლის მოსავალი შემთხვევით და როგორ დალეწა მილიონ ნაწილად მამისის მანქანა.მარისაზეც მომიყვა,თურმე ისევ ყვავილების მაღაზიაში მუშაობს და თავის პატარა და-ძმას უვლის.ამისდა მიუხედავად,ისინი თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებიან გასართობად,როგორც გოგონამ მომახსენა.ალეხანდროს მშობლებს კარგად მომუშავე საკონდიტრო აქვთ,წლებია შეუსვენებლად და წარმატებით ამუშავებენ. მათი დამცხვარი ტორტები და მაფინების გემო,ბავშვობის შემდეგ ისევ მახსოვს. ბოლოს,როდესაც სახლამდე მომაცილა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მითხრა ხვალ აუცილებლად მომიყვანდა ტულიოს, ღიმილით დავეთანხმე და ვუთხარი,რომ ველოდებოდი. სახლში მისულს ბაბუა და ბებია შინ დამხვდნენ,ცოტა ხანს მათთან ერთად ვიჯექი სუფრასთან,სადაც,რა თქმა უნდა,ბაბუამ ტკბილეულობა მოიპარა,ვერ ხვდება,რომ მის სასიკეთოდ ვუკრძალავთ.მახსოვს ადრე ცუდად გახდა და საშინლად ვიყავი,შიში იმისა, რომ მათ ერთ დღეს დავკარგავ ისეთი ძლიერია,არც კი ვფიქრობ.გარგი განწყობის მიუხედავად,ისევ მოვიწყინე და მათ დავემშვიდობე.ოთახში როგორც კი შევედი,მაშინვე საწოლზე ზურგით დავწექი,თეთრ,ძველ ჭერს ურეაქციოდ მივშტერებოდი და გაბზარულ ადგილებს ვითვლიდი,ასე რამდენ ხანს ვიყავი არ ვიცი,მაგრამ ვიგრძენი როგორ დაბნელდა. მაინც არ გავნძრეულვარ საწოლში,ფიქრი რა მჭირს და რატომ ვარ ასეთი,ჩემი დღის ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს.ის რაც ჩემ შიგნითაა არ არის შური, არც ბრაზია და ზიზღი,შეიძლება ცოტათი,მაგრამ იმდენად არა,რომ ეს იყოს მიზეზი.არ ვიცი რა არის,არ ვიცი რა მინდა,ვისთან მინდა,რატომ მინდა.იქნებ არც არაფერია?,მხოლო შავი სიცარიერე და უსასრულობაა,თუმცა გრძნობა,რომელიც მუდამ თან დამდევს,წამითაც არ მტოვებს და ბედნიერ,ხალისიან წუთებს მიფუჭებს სევდაა.თბილი მელანქოლია,რომელიც ისეა ჩემში,რომ მგონია ადამიანი კი არა, მთლიანად სევდა ვარ, დარდი, ვარამი, ნაღველი.არ ვიცი რატომ,ან როდის შემომეპარა ეს გრძნობა და როდის დაიდო ჯერ ჩემს სხეულში ბინა,ან როგორ მაქცია ერთ-ერთ მათგანად. კითხვა,რომელსაც მუდამ ვუსვამ საკუთარ თავს არის ის,თუ რატომ ვარ ასეთი და ხოლო,რომელსაც ყოველთვის სხვები მისვამენ არის,თუ რა მჭირს. მერწმუნეთ, რომ ვიცოდე დაუფიქრებლად ვიტყოდი. უამრავი კარგი მეგობარი მყავს,მოსიყვარულე მშობლები,რომლებიც არაფერს მაკლებენ,საოცარი ბებია და ბაბუა,მაგრამ მაინც არის რაღაც,რაც არასოდეს ტოვებს ჩემს სხეულს.მარტოობა,რომელიც ადამიანებთან ერთად ყოფნის დროს,კი არ ქრება,არამედ სადღაც იმალება,ღამით ან სულაც მარტო საკუთარ თავთან ყოფნის ყოველ წამს მეძახის, ის კი არ იცის,რომ უკვე ერთ-ერთი მათგანი ვარ.მე ვარ თვითონ სევდა,მარტოობა და მელანქოლია. ფიქრებში როდის ჩამეძინა ვერ გავიგე,დილით კი სიცხემ და მზის სხივებმა გამაღვიძა.რამდენიმე წუთი კატასავით ვიწექი და სიამოვნებას ვიღებდი ამით,შემდეგ კი როცა ესეც მომბეზრდა ავდექი,ლურჯი შორტი ამოვიცვი და ქვევით დავეშვი,საათს გავხედე,თერთმეტი საათი მიჩვენა.მივხვდი მარტო ვიყავი ამიტომაც,თავად გავაკეთე საუზმე და მოწესრიგების შემდეგ მივირთვი.ბებიას ფერადი,ქოთნის ყვავილები სიამოვნებით მოვრწყე და ეზოში ჰამაკს დავუბრუნდი ჩემი ფლეიერით.სიმღერებმა ცოტა არ იყოს უკეთეს განწყობაზე დამაყენა და ცეკვა მომანდომა.სიცხე გაუსაძლისი გახდა და სახლში,დიდ მისაღებ ოთახში დავბრუნდი,სადაც დიდი შავი ფორტეპიანო დგას. ადრე მასზე მამაჩემი უკრავდა,მისი წასვლის შემდეგ კი თავაუხდელი დარჩა. ნოსტალგიისგან თავის დასაღწევად ტელევიზორი ჩავრთე,ნამდვილად კარგ ფილმს წავაწყდი.ორ საათიანი ყურების შემდეგ,ყავისფერ დივანზე ჩამთვლიმა. * სახეზე ნაზი შეხება და კისკისის ხმა მაფხიზლებს,რომელიც თითქოს შორიდან მესმის.თვალებს ვახელ და ჩემ წინ მარისას,ალეხანდროსა და ტულიოს ვხედავ,ის მაშინვე ვიცანი.მხოლოდ თავი გადაეპარსა,ლამაზი ღიმილით მიყურებდა და დივანთან ჩაცუცქულიყო.რამდენჯერმე დავახამხამე თვალები,მეც გავუღიმე და გადამეხვია. -ევანჯელინ!რამხელა გაზრდილხარ!-ჩახუტებული მეუბნება,მისი ხმა დაბოხებულიყო და მკლავების სიგანეც გაზრდოდა. -შენ კი დაკაცებულხარ.-ჩავუცინე და წამოვდექი.ალეხანდროს ცისფერი,შეხსნილი პერანგი ეცვა,მაგიდის კიდეს მიყუდებულიყო და ხელები გადაეჯვარედინებინა. -ის ჰკითხე ჭკუა თუ მოემატა.-დასცინა ოქროსფერთმიანმა,რაზეც მარისა დაეთანხმა. ტულიომ კი შეუბღვირა. -თქვენს საქმეს მიხედეთ!-უსაყვედურა მეგობრებს და შემდეგ მე მომიბრუნდა.-გარეთ გავიდეთ,მომიყევი შტატებში რა ხდება.-ზურგზე ხელი მომხვია და გამიყვანა. ტერასაზე, მაგიდის ირგვლივ დავსხედით,ბებიამ მათ ხილი და ნაყინი გამოუტანა,ალეხანდრო ჩემ წინ იჯდა და მაკვირდებოდა,მის გვერდით ტულიო,რომელიც მარისას უყურებდა.თავდაპირველად მოვუყევი,როგორი მოსაწყენია ამერიკა,ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი,შემდეგ მან განაგრძო საუბარი. -ახლა უფრო მეტად გავერთობით,რატომ აქამდე არ გამოხვედი ჩვენს სანახავად? წარმოდგენა არ გაქვს როგორ ვერთობით. -ის აქ დასასვენებლად არის ჩამოსული იდიოტო,შენი სისულელები არავის აინტერესებს.-უთხრა მარისამ და ვაშლის ჭამა განაგრძო.ტულიომ თვალები გადაატრიალა. -მისის სერიოზულობა,როგორი მოსაწყენი ხარ.-გააჯავრა ბიჭმა და შემდეგ მათ კინკლავი თავიან ენაზე დაიწყეს,მე და ალეხანდროს სულაც ვერ გვამჩნევდნენ.კულულას შევხედე. -ყოველთვის ასე არიან? -სულ.-ჩამიცინა.-შეწყვიტეთ!ან სხვაგან განაგრძეთ,ყელში ამოხვედით!-უსაყვედურა მათ და მართლაც გაჩუმდნენ,მარისა მართლა განაწყენებული ჩანდა,ტულიოს კი წამსვე გადაუარა კინკლავმა და ისე გააგრძელა საუბარი,თითქოს არც არაფერი მომხდარა. -ახლა უკვე არა,მაგრამ ხვალ ტბაზე ჩვენთან ერთად წამოდი.ვიბანავებთ,საჭმელი წავიღოთ,გავირუჯოთ და კარტი ვითამაშოთ. -აუცილებლად წამოვალ.-დავეთანხმე,რადგან მართლა მინდოდა მათთან ერთად გართობა,სახლში ყოფნა ცოტა არ იყოს მომბეზრდა და თანაც უარესად მოქმედებდა ჩემს განწყობაზე. დარჩენილი 3 საათიც საუბარში გავატარეთ,მე ვუყვებოდი სიეტლში რა ამბები ხდებოდა(არაფერი),ისინი ტოსკანას ამბებს მიყვებოდნენ,რომლებიც მართლა საინტერესო იყო,ბევრი ვიცინეთ,ცოტა ხანს ბაბუაჩემიც შემოგვიერთდა,ბიჭების ზრდილობით აღტაცებული დავრჩი,რადგან ამას ყველგან ვერ ნახავ.მარისა სკოლის შესახებ ყვებოდა და ტულიო განძრახ აღიზიანებდა,წამით ვიფიქრე რამეს ხომ არ გრძნობს მის მიმართ-მეთქი,ალეხანდრო არქეოლოგიის შესახებ გვიამბობდა ბევრ ფაქტს, სიამოვნებით ვუსმენდი.შემდეგ მზე მთვარემ ჩაანაცვა,ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა და ისინიც სახლში წავიდნენ,თან შემპირდნენ ნაშუადღევს გამომივლიდნენ. ბებიას სუფრა ავალაგებინე და დასაძინებლად წავედი,კარგ ხასიათზე მყოფს რთულად,თუმცა ტკბილად ჩამეძინა.დილით ისევ მზემ გამაღვიძა, ბედნიერმა გავახილე თვალი,მახსოვდა დღეს ტბაზე უნდა წავსულიყავი მათთან ერთად.კოტრიალის გარეშე ავდექი,საწოლი გადავალაგე,ხელ-პირი დავიბანე,ვისაუზმე და ჩანთის ჩალაგება დავიწყე.შიგ პირსახოცი,სათვალე,მზის დამცავი ჩავდე,საცურაო კოსტიუმი კი მაშინვე ჩავიცვი,ზემოდან ჭრელი სარაფანი გადავიცვი და ტელევიზორის ყურება დავიწყე ბავშვების მოლოდინში.დიდი დრო არ იყო გასული,რომ ეზოდან მათი ხმა გავიგონე,სიხარულისგან მუცელი ამიწრიალდა და დენდარტყმული გავვარდი. მარისას ჩემ მსგავსად ეცვა და ხელთ ლურჯი,ნაჭრის ჩანთა ეჭირა,ტულიოს ყავისფერი მოგრძო შორტი და წელს ზემოთ არაფერი,იგი ალეხანდროზე სუსტი იყო,თუმცა მაინც კარგი ფიგურა ჰქონდა,მარჯვენა ხელში ხილით სავსე კალათი ეკავა.ალეხანდროს მუქი ლურჯი შორტი ამშვენებდა და ხორცისფერი, ფართე პერანგი,რაღა თქმა ნახევრად შეხსნილი. -წავედით პატარავ!-ტულიომ შემომძახა და რომ არ ჩამეცინა არ შემეძლო.ალეხანდრომ თვალები გადაატრიალა.მათკენ გავემართე,ჩემი ეზოდან გავედით და დაღმართს გავუყევით,15 წუთი ვიარეთ,სადღაც ხეებში შევედით,შემდეგ კი სამოთხეს წავაწყდი. პეიზაჟი იმდენად თვალისმომჭრელი იყო,რომ გაშეშება მომიწია.გრძელი,ხისგან გაკეთებული ბილიკი,რომელიც თავიდან ვიწრო და გრძელია,მაგრამ მერე სიგანეზე ფართოვდება, მწვანე,კამკამა ტბა,რომელიც ისეთი სუფთაა შორიდანაც ვამჩნევ ფერად კენჭებს,დიდი და პატარა ხეები ირგვლივ კიდევ უფრო ალამაზებენ აქაურობას, მოშორებით კი,ძველი ნავი დგას.ერთი,ყველაზე დიდი ხე,ხის ბილიკთან ძალიან ახლოს არის,მსხვილ ტოტზე კი სქელი თოკი კიდია და ვხვდები უკვე ამით,რასაც აკეთებენ. აქაურობა იდეალურობის განსახიერებაა,არც სიცხეა და ადგილებში ჩრდილიცაა. -ვიცი,საოცრებაა.-ალეხანდრომ ჩემი სახის გამომეტყველება,რომ დაინახა მაშინვე მითხრა.-წამოდი,გავერთოთ.-ხელი გამომიწოდა,მის ხელს რამდენიმე წამი ვუყურებდი, შემდეგ თვალებში ჩავხედე,რომლებიც ოქროსფერნი იყვნენ, ისევ მის ხელს შევხედე,მზის ყვითელი სხივები პირდაპირ ხორბლისფერ კანზე ანათებდა,ჩემი მტევანი გავუწოდე და ჩვენი ხელის გულებიც ერთმანეთს შეეხო.სითბო ვიგრძენი, სიამოვნება და კიდევ არ ვიცი რა.წინ მივყავდი,ტულიო უკვე ტბაში ბანაობდა,მარისა იხდიდა.ხის ბილიკზე სანამ მივიდოდით,მანამდე მინდორზე დავსხედით. -ჩანთა აქ დადე,ცოტა მზე ადგება,მაგრამ არაუშავს.-მითხრა და პერანგი გადაიძრო, მზის მკვეთრი სხივები სხეულზე ეხეთქებოდა და გამიჩნდა ფიქრი იმისა,რომ მზე დასდევდა.მკრთალი,მაგრამ დაკუნთული სხეული გამოუჩნდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ვიფიქრე.მისი ოქროსფერი,ხვეული თმა მზემ ისე გაუნათა,თვალი მომჭრა, თავი გააქნია,რამაც მისი კულულების შერხევა გამოიწვიაა.წამით ცაში აიხედა,სინათლეს მიეფიცხა,მერე მე გამომხედა თაფლზე უფრო ოქროსფერი თვალებით.ვიღაცას მაგონებდა. -აქილევსს გავხარ.-გაუბედავად ვუთხარი. -რა? -გითახარი,რომ აქილევსს მაგონებ.-გავუმეორე და მქონდა შეგრძნება,რომ ამ მომენტიდან აღარაფერი იქნებოდა ისე,როგორც მანამდე. -ბერძნული მითოლოგია მოგწონს?-მკითხა ღიმილით. -ძალიან. -მეც!არ მჯერა,რომ ასეა.-წყალში ჩასვა გადაეფიქრებინა და გვერდით მომიჯდა. -რატომ არის ეს ასეთი დაუჯერებელი?-მართლა მაინტერესებდა. -არ ვიცი,არ გავხარ მაინდამაინც მითოლოგიის მოყვარულს.-მხრები აიჩეჩა. -თეთრ მატერიას ვერ შემოვიხვევ და ვერც დაფნის გვირგვინით ვივლი.-ჩავუცინე და მანაც გაიცინა.-არც შენ გავხარ,დიდად. -ჰო,მართალი ხარ. წამით წარმოვიდგინე,როგორ მოუხდებოდა თეთრი სამოსი და თავზე დაფთნის გვირგვინი,ან სულაც ოქროსფერი რკინის მუზარადი.შესაძლოა აქილევსს მწვანე, ზურმუხტისფერი თვალები ჰქონდა,მაგრამ ის მაინც ძალიან მაგონებს მას. -ოდესმე ჩამოხვალთ?-ტულიომ ტბიდან დაგვიძახა და მეც მივხვდი ცოტა დიდხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი. -შემდეგ გავაგრძელოთ,ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთ.-მითხრა და ადგა,მეც დამეხმარა. -ნებისმიერ დროს. თავიდან მხოლოდ ხიდის კიდეზე ვიჯექი და მუხლამდე მისველებდა წყალი ფეხებს,მაგრამ როგორც კი შევხედე როგორ ერთობოდნენ,ძალიან მომინდა ამ ბედნიერების ნაწილი ვყოფილიყავი,არ მაცალა ტულიომ.ზურგიდან მომეპარა და წყალში ჩამაგდო,შემდეგ თვითონაც ჩახტა.წყალი სულაც არ იყო ღმა და კისრამდე მწვდებოდა.მისი ქცევით არ გავღიზიანებულვარ,პირიქით ძალიან მესიამოვნა გავარვარებულ სხეულზე ცივი წყალი.ვიცურავეთ,ტულიო მუდამ აწვალებდა მარისას, ხან წყალში ვითომდა გუდავდა,ხან სახეში ასხამდა.ის მართლა ბრაზდებოდა,ალეხანდრო ეუბნებოდა,რომ გაჩერებულიყო,ბოლოს კი მართლაც გაჩერდა. არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვინავარდეთ წყალში,წასახემსებლად მინდორზე დავსხედით.ტულიო გაწვა,ეტყობოდა მართლა დაღლილი იყო.მარისაც მის გვერდით დაჯდა და მოკლე თმას იწურავდა,ალეხანდრომ ატამი მომაწოდა,უნებურად გავუღიმე და ჭამა დავიწყე. -მარისა ბალი მაჭამე გეთაყვა.-ტულიომ მიმართა შავთმიანს. -ადექი და თავად ჭამე.-უხეშად უთხრა მან. -ძალიან დაღლილი ვარ. -რამ დაგღალა?! -შენმა წვალებამ,სულ მთლად წამართვა ენერგია.-თვალები არ გაუხელია,ისე უთხრა. მარისას ცოტა აკლდა აფეთქებამდე,ეს მის სახეზე წავიკითხე,ამიტომაც კალათაში ჩალაგებული ხილი,სულ მთლად შეაყარა სახეში.ამაზე ბიჭი საერთოდ არ გაბრაზებულა,იღიმოდა.ერთი ბალი,რომელიც თვალის ქუთუთოზე ედო, კმაყოფილმა აიღო და შეჭამა. -გმადლობ. მარისას აღარაფერი უთქვამს ან გაუკეთებია,მინდოდა მისთის რამე მეთქვა ,მაგრამ თავი შევიკავე.ალეხანდრო ატამს ჭამდა და მზეს ეფიცხებოდა,მისი სველი სხეული ისე ბრწყინავდა,როგორც ზღვის ზედაპირი,როცა მზე დაჰყურებს. ის ყველაზე ოქროსფერი ბიჭი იყო დედამიწაზე,ვინც კი ოდესმე მენახა.ნუშის გულივით თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები და იმ ატმისფერი ტუჩები ჰქონდა,რომელსაც ჭამდა.ოდნავ კეხიანი ცხვირი,ჰორიზონტივით სწორი,თმაზე მუქი წარბებითა და ყველაზე თაფლისფერი თვალები. იმასაც ვატყობდი,რომ განათლებული უნდა ყოფილიყო.ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ თუ რამეს თქმას დააპირებდა ძალიან აზრიანი იყო.იდუმალი მზერა ჰქონდა და გამოხედვა,ვერ მიხვდებოდი რას ფიქრობდა ან რის გაკეთებას აპირებდა.ზრდილობიანი და გამგები ადამიანის შთაბეჭდილებას,ვფიქრობ,ნებისმიერს უტოვებს.შესაძლოა ტულიოსავით ჰიპერაქტიული არ არის,თუმცა მასაც კარგად შეუძლია გართობა,ჯერ კარგადაც არ ვიცნობ და უკვე კომფორტულად ვარ მის გარშემო. როდესაც ცოტა წავიხემსეთ,ტულიომ კარტის თამაში შემოგვთავაზა.უარი ვუთარი, რადგან მართლა არ მქონდა ამის გაკეთების სურვილი.ოცდა ათი წუთი თამაშობდნენ ბიჭები,მარისა ნაპირთან იწვა და რუჯს იღებდა.მოულოდნელად ტულიომ მითხრა. -პიროვნება ჩაიფიქრე და შევეცდები გამოვიცნო.-ალეხანდროს გავხედე და პირველი, ვინც გონებაში წარმოვიდგინე აქილევსი იყო,თანაც არამგონია მას ამის ამოცნობა შეძლებოდა. -ჩავიფიქრე.-ღიმილით ვუთხარი,რადგან ვიცოდი დიდი შრომა დასჭირდებოდა გამოსაცნობად. -კაცია?-მკითხა,რაზეც თავი დავუქნიე.-კარგი,ცოცხალია?-უარის ნიშნად გავაქნიე ახლა.-მსახიობია?-ისევ უარი. მწერალი? -არა.-ალეხანდროც დაინტერესებული გვისმენდა,მაგრამ ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა და ტულიოსთის მომესმინა. –ისტორიული გმირია?-რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა. -კი -ჯანდაბა ბევრია!-თავი ჩაქინდრა.-რომელიმე ცნობილ ომში მონაწილეობდა? -კი -ხანში შესული გარდაიცვალა? -არა,ძალიაა ახალგაზრდა.დაფიქრდი,დარწმუნებული ვარ იცი.-შევაგულიანე. -ალექსანდრე მაკედონელი? -არა,თუმცა კარგი პასუხი იყო. -ღმერთო ვინ ჯანდაბაა!?-ნერვებმოშლილმა ბალახი მოპუტა და გადაყარა. -აქილევსი.-თქვა ალეხანდრომ და თბილი მზერით შემომხედა.ტულიომ მე დამიწყო ცქერა,აინტერესებდა მართალი იყო თუ არა მისი მეგობარი.თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე,ოქროსფერმა ბიჭმა კი გამარჯვებულის სახე მიიღო და გაიბადრა. -ღმერთო ჩემო!რა საჭირო იყო ასე შორს წასვლა!-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა. -არ დაგიწესებია ბარიერები,შენ მითხარი ნებისმიერი.-ნიშნისმოგებით ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე.-შემდეგში გაგიმართლებს.-შევაგულიანე, თუმცა,ვფიქრობ, უფრო ირონიულად ვუთხარი.ალეხანდროს ძალიან მოეწონა ჩემი პასუხი,მისი მზერით მივხვდი. -გამოწვევა მიღებულია!ამ თამაშში ყველაზე ძლიერი მოთამაშე ვარ! -მომავალ თაობას უნდა დავუთმოთ ჩენი ადგილი.-მეგობარმა დასცინა. -ევანჯელინ!-მარისამ დამიძახა.-გთხოვ ეს ხშირად გააკეთე.-შემომძახა ნაპირიდან და მე მივხვდი,რაც იგულისხმა. ოდნავ,რომ ჩამობნელდა და გაუსაძლისმა სიცხემ იკლო,ჩვენი ნივთები მოვაგროვეთ და წამოვედით.რადგანაც ტულიოსა და მარისას სახლი გავიარეთ, ისინი აღარ გამოგვყვნენ,მე და ალეხანდრო ვიწრო,ქვისგან ნაგებ ქუჩებს მივუყვებოდით და სასიამოვნოდ ვსაუბრობდით მანამ,სანამ ჩემი ორსართულიანი საცხოვრებელიც არ გამოჩნდა.არ მინდოდა დამშვიდობება ,რადგან ვიცოდი ისევ უაზრო სევდას მივეცემოდი,რომელსაც ვერ ვაკონტროლებ.მაჯის საათს დახედა,შევხედე ჯერ მხოლოდ 8 საათი იყო,ამიტომ ჩემთან ეზოში დაჯდომა და ლაპარაკი შევთავაზე,რასაც ძირითადად არასოდეს ვაკეთებ.ის დამეთანხმა,ორივეს შეგვშრობოდა სისველე და სახლში შესვლის გარეშე დავსხედით ტერასაზე. -კარგად გავერთე,ცივი წყალი ძალიან მესიამოვნა.-ვუთხარი და წყლისგან დახვეული თმა,ზურგს უკან გადავიყარე. -კი კარგი იყო,ხვალაც მოვიფიქროთ რამე.-გამიღიმა,არაფერი მითქვამს,ამიტომ ისევ მან განაგრძო.-ბერძნული მითოლოგიით როდის დაინტერესდი? -ალბათ ბოლო 2 წელია,თავიდან პატარ-პატარა ცნობებით დავიწყე და ფილმებით, შემდეგ "ილიადა" წავიკითე და "ჰომეროსის სამყარო",ბოლოს კი თავიდან ვერ ვიგდებ წიგნს "სიმღერა აქილევსზე",ვფიქრობ,შედევრია.-გულწრფელი პასუხი გავეცი. -შენი ჩამონათვალიდან მხოლოდ ბოლო არ ვიცი,ახალია?-მკითხა მე კი თვალები ვჭყიტე. -კი ახალია, უნდა წაიკითხო,საოცრებაა,თავიდან ბოლომდე მხატვრული ლიტერატურაა,სიეტლიდანაც კი წამოვიღე არ შემეძლო მისი იქ დატოვება. -აუცილებლად ვნახავ..-ერთხანდ მიყურე,მივხვდი რაღაცაზე ფიქრობდა,გამჭოლი მზერა ჰქონდა.-რომელია შენი საყვარელი ქალღმერთი? -ალბათ ათენა.-მოულოდნელად ვუთხარი.-ის ბრძენია,მისი ბევრი თვისება მომწონს.ჰერა მეზიზღება,რადგან მგონია ძალიან..-სიტყვის მოძებნას შევეცადე.-უთავმოყვარეოა. -არ შემიძლია არ დაგეთანხმო.კაცი ღმერთებიდან,რომელი მოგწონს? -ალბათ ჰერმესი და პოსეიდონი?მათ გარდა აქილევსი და ოდისევსი მიზიდავს. -ჭკვიანი,ეშმაკი ბიჭები გიზიდავს?-სიცილით მკითხა,ვერ მივხვდი რა იგულისხმა. -რა? -ვფიქრობ ათენა მოგწონს იმიტომ,რომ გინდა მასავით ჭკვიანი იყო,ჰერა გეზიზღება, რადგან იგი კაცს უთავმოყვარეოდ დასდევს,რასაც შენ არასოდეს გააკეთებ,ჰერმესი გიზიდავს...ესე იგი ცოტა მოფლირტავე,მხიარული,ბიჭები მოგწონს.შესაძლოა ოდისევსის გამჭრიახობა?მაგრამ ვერ ვხვდები აქილევსი რატომ?-ჩაფიქრდა მე კი შოკირებული ვიყავი.რამდენიმე წამი ხმას ვერ ვიღებდი,რაც მან თქვა ყველაფერი სიმართლე იყო.-მეცნობა ეს მზერა,დიახ მე შემიძლია გაგიცნო შენ,შენი საყვარელი პერსონაჟებით.-ნიშნის მოგებით მითხრა და თვალი ჩამიკრა. -და შენ ვინ მოგწონს?-ვკითხე. -ჰექტორი,არესი,აპოლონი.-მხრები აიჩეჩა. -გასაგებია,მათი საწინააღმდეგო მეც არაფერი მაქვს.შენ მართლა ძალიან გავხარ აქილევსს,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ წინა ცხოვრებაში სწორედ ის იყავი...შენი მშობლები როგორ არიან?-სწრაფად შევცვალე თემა. -კარგად,მუშაობენ.მამაჩემი ჩემი არჩეული პროფესიით ცოტა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ახლა ოდნავ გაუარა. -იმედგაცრუებული?-გამიკვირდა.-რატომ? -მას სურდა მისი ბიზნესი გამეგრძელებინა,მე კი ტკბილეულის ცხობა დიდ სიამოვნებას ვერ მანიჭებს.არ მინდა მთელი ცხოვრება,ყოველ დილით ერთი და იმავე გზა გავიარო სახლიდან სამსახურამდე,მუდამ ერთ ინტერიერს ვუყურო და სულ ერთი და იგავე საქმე ვაკეთო.მოსაბეზრებელია,მიკვირს თავად როგორ მოსწონს ეს,თუმცა მისი ცხოვრებაა და მე არავინ არაფერს მეკითხება. ადამიანმა თავისი დანიშნულება უნდა იპოვოს,საქმე რომელიც მოსწონს,რადგან როდესაც რამე სიამოვნებას განიჭებს არასოდესაა დროის კარგვა.მე კი ყოველი ჩემ მიერ გამომცხვარი ტორტი დროის ფლანგვად მიმაჩნია.-მითხრა და არ შემეძლო არ დავთანხმებულიყავი.-შენ?სამომავლოდ რა გსურს? -წარმოდგენაა არ მაქვს...რთულია,ბოლომდე კარგი არაფერში ვარ.-მისი გულწრფელი საუბრის შემდეგ,თავი დაცულად ვიგრძენი,რათა სიმართლე მეთქვა.-თითქოს..არაფერში ვარგივარ ისეთი შეგრძნება მაქვს.ვმღერი და მომწონს,მაგრამ არა იმდენად კარგად, რომ წარმატება მომიტანოს.ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე,თუმცა ბოლომდე არც ეს გამომდის,ასევე ცეკვა.მათემატიკა საერთოდ არ გამომდის,ტვინში არ მაქვს ის უჯრედები,რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან..კითხვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა,მაგრამ არც მასწავლებლობა მინდა.არ ვიცი რა მინდა,არ მაქვს მიზანი და თავს ფუჭად ვთვლი.-ვუთხარი და ვგრძნობდი ამაზე საუბარი აღარ მსურდა,რადგან მეტად მიძნელდებოდა.ის ყურადღებით მისმენდა. -მესმის და არა უშავს,ამ პრობლემით არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.ყველაფერი კარგად იქნება,იმისა მიუხედავად,რომ რთულია.ერთ დღეს ყველას უწევს ამ დილემის წინაშე დგომა. -და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას?-ვკითხე -ისე,როგორც შეგვიძლია.-მიპასუხა. ალეხანდრო ჩვენი დიალოგის შემდეგ,მალევე წავიდა და მთელი დარჩენილი საღამო ვერ ვიგდებდი თავიდან მის პასუხს,რომელიც ერთდროულად არაფრის და ყველაფრის მთქმელი იყო.იგი თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად ბევრს ხვდებოდა. მჯერა,რომ ის არის ადამიანი,რომელთანაც ნებისმიერ თემაზე საუბარი შეგიძლია. სანამ დასაძინებლად წავიდოდი,ცოტა ხანს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ტელევიზორს ვუყურე,საათმა თორმეტ საათს,რომ ჩამოკრა მათ დავემშვიდობე და ჩემს ოთახში ავედი,კარგა ხანს ვფიქრობდი და თან სიმღერებს ვუსმენდი ფლეიერით. "Beatles" თერთმეტი წლიდან ჩემი საყვარელი ჯგუფია,თავდაპირველად ის შემთხვევით აღმოვაჩინე,მაშინვე მოხიბლული დავრჩით მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი. ყოველთვის,როცა ცუდად ვიყავი ან ბედნიერი მათ ვუსმენდი,არავინ იცის რამდენჯერ გადამარჩინეს მათ,რამდენი რამე მასწავლეს და რამდენს ნიშნავს თითოეული ბიჭი ჩემთვის,შემდეგ რაღაც პერიოდი იმდენმა პრობლემამ მოიყარა თავი ჩემს ცხოვრებაში, სულაც აღარ ვიყავი მათი აქტიური მსმენელი მანამ,სანამ ერთ მძიმე დღეს ისევ არ გადავწყვიტე მათი მოსმენა,მათმა ისევ მომცეს თვალების გახელის უნარი..სამუდამოდ მადლიერი ვიქნები,ისინი ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი მაგრძნობინებენ რამეს.შესაძლოა ვტიროდე, მათ სიმღერას ვუსმენდე,უფრო მეტად ამატიროს ტექსტმა და მელოდიამ,თუმცა სინამდვილეში მეხმარებიან.ადამიანებმა უნდა ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი გამაყუჩებელი,არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება: ხატვა, ძერწვა,ცხობა, სიმღერა,ცეკვა, ფილმების ყურება,წერა,განტოლებების ამოხსნა,კითხვა თუ სხვა რამ.უბრალოდ,რაღაც,რაც შეგვიმსუბუქებს ცხოვრებისგან გამოწვეულ,აუტანელ ტკივილს. იმისდა მიუხედავად,რომ ყველა ადამიანს ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს,მაინც ყველა სხვადასხვაა.ამიტომაც ვართ ყველანი ერთნაირები და ამავდროულად განსხვავებულები,თუმცა ჩემი ფავორიტი აზრი ამ ყველაფერში ისაა,რომ შეუძლებელია განიცადო ის,რაც აქამდე სხვას არ გამოუცდია.შენ არ შეგიძლია გამოიგონო რამე ახალი გრძნობა,ტკივილი,ფიქრი და ა.შ ჩვენ ზოგჯერ თავს განსხვავებულად და განსაკუთრებულად იმიტომ ვგრძნობთ,რომ ყველა ადამიანს თავისი ლექსიკონი აქვს,სიტყვათა მარაგი. ვგულისხმობ,პიროვნება,რომელსაც უამრავი წიგნი აქვს წაკითხული, განათლებულია და შეუძლია სიტყვების პოვნა თავისი მდგომარეობის გადმოსაცემად,მაღალფარდოვანი სიტყვებით შეძლებს ახსნას როგორ გრძნობს თავს,მაგრამ ადამიანს,,რომელსაც არ აქვს ეს შესაძლებლობები, მოკლედ და ჩვეულებრივად მოახერხებს.სწორედ ესაა მიზეზი,სინამდვილეში კი ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. * მეორე დღეს დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე ჩემი სიზმრის გამო,რომლის გახსენებაც კი მზარავდა.მუდამ ვხედავ ოცნებებს ღამით,სადღაც წავიკითხე, რომ ეს მარტოსულებს ხშირად ემართებათ,თუმცა ჩემი სიზმრები ხშირად ისეთი სასიამოვნო და ტკბილია,დაე. სამზარეულოდან ხმამაღალი შეპასუხების ხმა გამოდიოდა,თავიდანვე ვიფიქრე ეს კამათი იყო და ასეც აღმოჩნდა.ბაბუა მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობდა შოკოლადის აღებას,ბებია მას წინააღმდეგობას უწევდა. მე მესმის, რომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს ტკბილეულისადმი,მაგრამ სულ მიკვირდა და მიკვირს,რატომ ვერ აცნობიერებს იმას,თუ რა შეუძლია ამან მის სხეულს დამართოს. ბაბუას დიაბეტი აქვს. დამინახეს თუ არა გაჩაღებული ჩხუბი,რომელიც ოთახს ჰაერივით ავსებდა შეწყვიტეს,რომ არ გამეცინა არ შემეძლო. -ხომ იცი,რომ არ შეიძლება?-ვუთხარი მას,სკამი გამოვწიე და მასზე დავჯექი. -დღეს რას აპირებ?-თემა შეცვალა და აღარც მე ვისურვე გაგრძელება. -არ ვიცი,ალბათ ისევ ტბაზე წავალთ.-მხრები ავიჩეჩე,მათ სახეებს შევხედე და მივხვდი პასუხმა არ დააკმაყოფილა ისინი.-გუშინ ძალიან კარგი იყო,ვიბანავეთ,ხილი წავიღეთ, აქაურობა კარგია.-გავუღიმე ისე თბილად,როგორც შემეძლო. -ჰო,სულელი უნდა იყო კაცი ეს ადგილი,რომ მიატოვო.-წყენით თქვა ალესიომ და გამჭვირვალე ჭიქიდან წყალი დალია,მივხვდი,ვინც იგულისხმა.-კარგი მე წავედი, მოგვიანებით შენც მოდი,-ცოლს უთხრა.-შენი დახმარება დამჭირდება.-შემდეგ გავიდა, ისეთი ატმოსფერო დადგა დარჩენილი მცირე სიხარულიც მტვერივით გამიქრა,ვიცოდი ამ ფრაზას არ უნდა ემოქმედა,მაგრამ თავი ვერ შევიკავე.ბებიამ არ იცოდა რა ეთქვა,ამიტომ არაფერი გაუკეთებია.მხოლოდ ის მითხრა საუზმეს დაგიტოვებ და წავალო,მე კი ჩემს ოთახში ავბრუნდი და საწოლზე სახით დავვარდი.მეზიზღება ჩემი ხასიათის ცვლილება,ის თუ როგორ ვერ ვმართავ და როგორ ვეხვევი კაეშანში.შესაძლოა არც ისეთი მტკივნეული იყოს მიზეზი,რის გამოც სევდიანი ვხდები,მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცუდი მახსენდება,რაც ჩემსა და სხვის ცხოვრებაში მოხდა.მძულს ეს გრძნობა და ჩემი თავიც მძულს,ისიც მძულს როგორი კომფორტული ხდება და ვეჩვევი.ადამიანს შემგუებლობის საოცარი უნარი აქვს.ის რაც არ მოგწონს უნდა შეცვალო,თუ ვერცვლი, თავი შორს დაიჭირო და თუ ვერც ამას ახერხებ არ ვიცი...ალბათ,უნდა შეეგუო. -ევანჯელინ?-მესმის ნაცნობი ხმა და დენდარტყმული ვიღებ თავს საწოლიდან, მერე კი უკან ვბრუნდები.ალეხანდრო შუა კარებში დგას და ცოტა გაოცებული თვალებით მიყურებს,ჩემი თავის მადლიერი ვარ,რომ ტირილი არ მოვისურვე,თორემ ასეთი,რომ ვენახე საშინლად შემრცხვებოდა.კარი,რომ დამეკეტა აუცილებლად დააკაკუნებდა, მაგრამ არ დამიხურავს. -კარგად ხარ?-მკითხა ისე,თუმცა ადგილიდან არ განძრეულა. სწრაფად ავდექი. -ბებიაშენმა შემომიშვა,მითხრა,რომ ოთახში იყავი. -ჰო კარგად ვარ,გმადლობ.ცოტა თავი მტკიოდა,ამიტომ წამოვწექი.-გავუღიმე,რადგან ვატყობდი უხერხულად იყო.ღია ფერის მწვანე პერანგი ეცვა,მის ოქროსფერ თმასა და თვალებს ძალიან უხდებოდა.მინდოდა კომპლიმენტი მეთქვა,თუმცა ვერ შევძელი. -ბებია უკვე წავიდა?-წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვკითხე,არადა ვიცოდი რომ კი. -კი,რამე გჭირდება?-მზრუნველად მკითხა,არ დაიჯერა ის,რაც ვუთხარი.საწოლზე ჩემ გვერდით ჩამოჯდა. -მართლა კარგად ვარ,მადლობა.აქ ასეთ დროს რამ მოგიყვანა?-ყურადღების გადასატანად ვკითხე. -დღეს ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება,ამიტომ ტბაზე ასვლას დილიდან ვაპირებთ.შენს გასაფრთხილებლად მოვედი,რომ მალე მომზადებულიყავი.-ამიხსნა. თავიდან ვიფიქრე,ხომ შეეძლო დაერეკა-მეთქი,მაგრამ რადგანაც მისი ჩანთა შევნიშნე მივხვდი პირდაპირ გამომიარა..ჩემს ფიქრებში გართულმა,ალეხანდრომ ოთახს თვალი მოავლო და მაგიდაზე დადებულ ჭადრაკის დაფას შეხედა. -თამაშობ? -მხოლოდ სვლები ვიცი,მარტო ვთამაშობ ხოლმე.-მხრები ავიჩეჩე და უხერხულად ჩავიცინე,შეიძლება იმასაც ფიქრობს გიჟივით მარტო,რატომ თამაშობსო,ამიტომ ვინანე რაც ვუთხარი. -შეგვიძლია ერთად ვითამაშოთ.-გამიღიმა.საოცრად ლამაზი და თბილი ღიმილი ჰქონდა,შემეძლო დაუღლელად მეყურებინა.-ეს წიგნი ვიცი.-იქვე დადებულ წიგნზე მიმითითა "თამაში ჭვავის ყანაში."-მომეწონა,წაკითხვად ღირდა. -ჰო მართლა,რადგან აქ ხარ,რაღაცას მოგცემ.-ვუთხარი გახარებულმა და ჩემი ჩემოდნისკენ წავედი,რომელიც ძირს,ოთახის ბოლოში მედო.ცოტა ხანს ვეძებე, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა,რაც საქმეს მირთულებდა და სანამ სამჯერ არ წავიკითხე სათაური,მანამ ვერ დავრწმუნდი სისწორეში.წიგნი გავუწოდე და წამით ყდაზე შეხედა, შემდეგ გაიღიმა და ამომხედა. -აუცილებლად წავიკითხავ.-ხელში აათამაშა. -ჩემი შენიშვნებიცაა შიგნით,მაგრამ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო.-საწოლზე ჩამოვჯექი,თან ფიქრი დავიწყე რამე სისულელე ან შემარცხვენელი ხომ არაფერი მეწერა შიგნით. -კიდევ უკეთესი. მომზადება დავიწყე,ახალი საცურაო კოსტუმი შიგნით ჩავიცვი და ზემოდან ისევ ჭრელი სარაფანი გადავიცვი.ჩემი ხორცისფერი ჩანთაც ჩავალაგე და ქვევით ჩავედით, ალეხანდრომ მკლავზე გადაკიდებული,სავსე ჩანთა გამომართვა და მითხრა მე წამოვიღებო,ვერ შევეწინააღმდეგე.მარისა და ტულიო გზაში შეგვხვდნენ,ისევ ხილით დატვირთულნი და ვიფიქრე იქნებ შემდეგისთვის მეც წამეღო რამე.კარგ ხასიათზე იყვნენ,ტბაზე მივედით და ბიჭი მართალი აღმოჩნდა,გუშინდელთან შედარებით კიდევ უფრო ცხელოდა,მაგრამ ცივმა წყალმა ისეთი სიამოვნება მოგვანიჭა სულ არ შევუწუხებივართ მაღალ ტემპერატურას.შედარებით მშვიდად ვიყავით,მარისა წიგნს კითხულობდა და არც ტულიოსთან ეკამათა მთელი შუადღე,ბიჭები სქელი თოკით, რომელიც ხის ტოტზე ეკიდა წყალში ხტებოდნენ.ვერაფრით დამიყოლიეს,ტლანქი არ ვარ, უბრალოდ,ამ აქტივობის ხასიათზე არ გამოვდექი.წინა დღესთან შედარებით, მეტად ადრე წამოვედით.მოვილაპარაკეთ,რომ მოწესრიგების შემდეგ ტულიოსთან შევიკრიბებოდით,მარისამაც გამომიარა,რადგანაც მისი სახლის გზა არ ვიცოდი და 7 საათზე ყველანი იქ ვიყავით. ტულიოს ჩემსავით დიდი სახლი და ლამაზი ეზო ჰქონდა.თითქმის ყველა მაცხოვრებელი ასე ცხოვრობს აქ.სახლის უკანა მხარეს ერთი დიდი ხე იყო,სადაც ჩრდილი კარგად ადგებოდა.სწორედ იმ ხის ქვეშ ვისხედით, ალეხანდრომ სასიამოვნოდ გამაკვირვა,როდესაც მეგობარმა გიტარა გაუწოდა და მანაც გამოართვა. -უკრავ?-ვკითხე მოხიბლულმა და ხორცისფერ გიტარას შევხედე.თავი დამიქნია. -აბა,რა ვიმღეროთ?-ტულიომ ხელის გულები ერთმანეთს შემოკრა და გაუხახუნა. შესაძლოა ვმღერი,თუმცა მათთან ერთად სიმღერა მაინც მერიდება,ეს გრძნობა მქონდა მანამ,სანამ პირველ აკორდებს არ მოვუსმინე,რომელმაც სიამოვნებისგან გაჟრჟოლვა მაიძულა. ალეხანდროს ტკბილმა ხმამ კი საერთოდ შემასხა ფრთები. -Hey Jude,dont make it bad. Take a sad song and make it better. Remember to let her into your heart, Than you can start,to make is better.-თან უკრავდა და მღეროდა,თან მე შემომომხედა. ვიცი, რომ არ იცოდა თუ ჩემი საყვარელი ბენდი იყო,მაგრამ მაინც ძალიან გავბედნიერდი. იმ წამს ისევ დავრწმუნდი როგორ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ადამიანის განწყობა. მთელი დღის სევდამ გადამიარა და ღიმილი დავიწყე. ამ სიმღერის თითოეული სიტყვა ისე წყვდება ჩემს გულს,მგონია ძარღვებშიც კი ვგრძნობ.ტულიომ მასთან ერთად დაიწყო სიმღერა,მარისამაც უდარდელად გადაწყვიტა ბიჭებზე აყოლა და მათ შორის მეც აღარ მქონდა ჩუმად ყოფნის სურვილი. ალეხანდრო თლილი თითებით აგრძელებდა სიმებზე შეხებას და შეუძლებელი იყო ვერ შეგემჩნია სიამოვნება,რომელსაც იგი ამით იღებდა. როდესაც გიტარას დახედავდა ხოლმე,კულულა თმა ჩამოეყრებოდა და მხრები ეჭიმებოდა.საოცრად ლამაზი იყო იმ მომენტში,შესაძლოა მზის სხივები მის ღვთიურ სახეს აღარ ეფიცხებოდა, მაგრამ არც სჭირდებოდა.ის ისედაც უნაკლო გახლდათ. დავასრულეთ თუ არა სიმღერა,ყველამ გავიცინეთ და ერთმანეთს გადავხედეთ. ტულიომ კალათში ჩალაგებულ მარწყვს დასტაცა ხელი და გემრიელად მირთმევა დაიწყო, მარისასაც გაუწოდა,მე და ალეხანდრომ უარი ვუთხარით. -არ ვიცოდი ასე კარგად თუ მღეროდი.-მითხრა ყველაზე ოქროსფერმა ბიჭმა დედამოწაზე და თბილზე უფრო თბილი ღიმილით დამასაჩუქრა. -გმადლობ,მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი ადრე.-მხრები ავიჩეჩე.ტულიო და მარისაც დაეთანხმნენ მას.მხოლოდ ერთი სიმღერა ვიმღერეთ,მაგრამ საკმარისი იყო გასაბედნიერებლად,აღარც დაღლილობას ვგრძნობდი და გულის რევას,აღარც თავი მტკიოდა.ხის ძირას ვისხედით,ხილს ვჭამდით,ვიცინოდით და სულელურ ამბებს ვყვებოდით,თავს თინეიჯერად ვგრძნობდი.მხოლოს მსგავს დროს შემიძლია ვისიამოვნო ამით,როდესაც ჩემს ტოლებთან ერთად ვერთობი და არ მიწევს მოვიტყუო. მზის ჩასვლა იმაზე მეტად ლამაზი აღმოჩნდა,ვიდრე ველოდი.ირგვლივ ყველაფერი ჩამობნელდა და ჭრიჭინების საამო ხმამ ყველაფრის დატკბობა დაიწყო.სიცხემაც იკლო, ოდნავ ნიავსაც იგრძნობდი. იმ საღამოს სახლში ძალიან კარგ გუნებაზე მყოფი დავბრუნდი,ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ტრადიციულად ვუყურე ტელევიზორს,შემდეგ ოთახში ავედი, წიგნის კითხვაც არ მოვინდომე ისე მოვემზადე დასაძინებლად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ძალიან მალე ჩემეძინა. კარგი სიზმარი ვნახე,თითქოს მე და ალეხანდრო ტბაში ვცურავდით,მახსოვს როგორ მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა,დილით საოცარ ხასიათზე გავიღვიძე. ბლინები მოვამზადე,შოკოლადი მოვასხი და მარწყვითა და ბანანით მოვრთე, ფორთოხლის წვენიც მივაყოლე.სწრაფად მოვემზადე,ჩანთა ავიღე და ეზოში ბავშვების ლოდინში 10 წუთი დავყავი,მხოლოდ ტულიო და მარისა მოვიდნენ,მაგრამ მითხრეს ოქროსფერთმიანიც მალე შემოგვიერთდებაო.ტბაზე მივედით,ჩანთა ძირს დავდე, გოგო და ბიჭი პირდაპირ წყალში ჩახტნენ,მე სარაფანი გადავიძრე და უკან გავიხედე. ალეხანდრო ლომივით, დინჯი ნაბიჯებით,წელს ზემოთ შიშველი მოაბიჯებდა. მარჯვენა ხელში საზამთრო ეჭირა,რომელიც ნახევრად ბეჭზე ედო .ლურჯი,ძალიან მუქი შორტი ეცვა,ოქროსფერი დალალები ზემოთ-ქვემოთ უხტოდა,დაკუნთული მკერდი და მუცელი ისე უელავდა მზის სხივების გამო,თვალს მჭრიდა.ჰორიზონტივით სწორი წარბები, მოჭუტვოდა,ბროწეულის ყვავილის ფერი ტუჩებით კი მიღიმოდა.ის საშინლად ჰგავდა საბერძნეთიდან გამოქცეულ ღმერთს,უფრო კონკრეტულად აპოლონს.მიქელანჯელოს ქმნილებას უფრო წააგავდა,ვიდრე ადამიანს.სანამ ჩემამდე მოვიდოდა საზამთრო ძირს დადო,ზურგი შემაქცია,ამიტომაც მისი დაჭიმული და საშინლად სექსუალური ზურგიც ვიხილე. სუნთქვა შემეკრა და ღმერთს ვევედრებოდი ფეხზე დგომის უნარი არ წაერთმია. შემობრუნდა,მისი თავთუხისფერი თვალები ბრილიანტებივით აკაშკაშდნენ. -წყალში რატომ არ ხარ ევანჯელინ?-მკითხა.ის თუ როგორ უფრო მომწონს ჩემი სახელი, როცა ის ამბობს გასაგიჟებელია.ჩემ წინ დადგა,იმისათვის,რომ მისთვის კარგად შემეხედა თავის მაღლა აწევა დამჭირდა.მხოლოდ ახლა გავიაზრე რამდენად მაღალი იყო ჩემზე. -ახლახანს მოვედით.-მხოლოდ ეს ვუთხარი.ისევ გამიღიმა,რატომ იღიმის ასე გასაოცრად?-ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს.-გაუაზრებლად ვუთხარი,მაგრამ არ მინანია.კიდევ უფრო დიდზე გაიღიმა და წამით სხვაგან გაიხედა,ბაგეები ენით დაისველა. -გმადლობ,ვისურვებდი შენიც უფრო ხშირად მენახა.-კიდევ უფრო მომიახლოვდა. თავისი ლამაზი თვალებით ჩემსაში ჩაიხედა,ჯერ ერთს შეხედა,მერე მეორეს.-შენ კი ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. მინდოდა მოვმკვდარიყავი,არა იმიტომ,რომ ცუდად ვგრძნობდი თავს.პირიქით, ძალიან დიდი ეიფორიის ქვეშ მოვექციე.მადლობაც ვერ ვუთხარი,სწრაფად გავეცალე და ტბაში მყოფ ბავშვებს შევუერთდი.დაძაბული არა,თუმცა უცნაურად კი ვიყავი.თავს ვიიმედებდი,რომ ჩემი სულელური ოცნებების გამო მეჩვენებოდა ალეხანდრო ასეთი... სხვანაირი.თითქოს მას შემდეც,რაც ერთმანეთს ქათინაურები ვუთხარით,სხვანაირად შემომხედა და ამას ვგრძნობდი.ვგრძნობდი როგორი მწველი მზერით მიყურებდა ცურვისას, სიცილის დროს,ნაპირზე მჯდომს და ა.შ ვერ ვიტყოდი,რომ ეს თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა,მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა იყო.მარისა უამრავ რამეზე მელაპარაკებოდა,თავს სულელივით ვუქნევდი,რადგან არ შემეძლო მისი მოსმენა.რამდენჯერაც არ უნდა გამეხედა მისთვის,მუდამ მიყურებდა და უსირცხვილოდ მიღიმოდა,ვფიქრობ,მოსწონდა ის,რასაც მიკეთებდა. -გოგონებო ამოდით!საზამთრო დაჭრილია!-ტულიომ ხეებიდან დაგვიძახა, იძულებულნი ვიყავით ცივი წყლიდან ამოვსულიყავით.მეგონა პატარა კუბიკს მომცემდა,თუმცა მთელ სიგრძეზე გაჭრილი ნაჭერი,რომ გამომიწოდა მწვანე ქერქით გამეცინა,გამოვართვი.პირველი რაც გამახსენდა ის იყო,რომ ძალიან ჰგავდა ღიმილს, ამიტომაც სახეზე,ჩემი ტუჩების ადგილას მივიდე და მათ დავანახე.სიცილი დაიწყეს ისევე როგორც მე. -არ გაინძრე!-დამიძახა ალეხანდრომ და ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო,მერე ტელეფონი ამოიღო და ფოტო გადამიღო.არ შევწინააღმდეგებივარ,სულაც არ მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი.კიდევ დიდხანს ვიცინეთ ამაზე,შემდეგ კი მართლა მივირთვით ხილი,რომელიც შაქარზე უფრო ტკბილი აღმოჩნდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,სიმწვანე გარს მერტყა და ყველა მხრიდან შთაგონებას მაძლევდა,ცივი ტბა და საზამთრო,ცარიელი ნავი,ხის ხიდი,სქელი თოკი,რომლითაც ბიჭები წყალში ხმაურიანად ხტებოდნენ,მზე,რომელიც თავისი სითბოთი ძვლებს მითბობდა.ეს სამოთხეა,საიდანაც წამოსვლა არასოდეს მომინდება.მარჯვნივ გავიხედე,ყველაზე ოქროსფერ ბიჭს გავხედე,ის მე მიყურებდა. -დღეს ასე რატომ მიყურებ?-ვკითხე. -როგორ?-ისე შემომეპასუხა,აშკარად შევატყვე მიხვდა, რაც ვიგულისხმე. -არ ვიცი…უცნაურად. -მე იმ დღიდან მოყოლებული გიყურებ ასე,რაც ჩამოხვედი.-გაურკვველი მზერა ჰქონდა, ვერ ამოვიცანი -არა,არ მიყურებ.-ჯიუტად გავაგრძელე წინააღმდეგობის გაწევა. -იქნებ მხოლოდ დღეს შეამჩნიე.-მხრები აიჩეჩა და წყალში თავით გადაეშვა.გაოცებული დამტოვა,ფიქრის საშუალებაც არ მქონდა,ისე მკრა ტულიომ ხელი ძლიერად და მეც ტბაში მიკრა თავი.ძალიან მოულოდნელი იყო და წყალიც გადავყლაპე,რა თმა უნდა, არ ვუსაყვედურე და სიცილშიც ავყევი .ისევ ვინავარდეთ,მაგრამ ალეხანდროსგან შორს ვიჭერდი თავს.ნაპირზე ავედით ტულიომ კი საუბარი წამოიწყო. -დღეს ბარში არ წავიდეთ?-იკითხა. -კი!რამდენი ხანია ერთად აღარ წავსულვართ,კარგი იქნება.-მარისაც აყვა და აქილევსმაც თავი დაუქნია მათ თანხმობის ნიშნად. -ევანჯელინ ხომ წამოხვალ?-შავგრემანმა ბიჭმა მკითხა და სამივემ მე შემომხედა. -მე..კი. ტბიდან 5 საათზე წამოვედით,შემდეგ ცოტა კიდევ წავიხემსე სახლში,რადგან ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ფეხებიდან ენერგია.შხაპი მივიღე,თმა ბუნებრივად გავიშრე,რის გამოც ჩემი სწორი თმა ტალღოვნად იქცა.კარადა გამოვაღე და კაბების თვალიერებას შევუდექი,ვღელავდი,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ.მსურდა იმაზე უფრო ლამაზი ვყოფილიყავი,ვიდრე ჩვეულებრივ.ჩემი მეგობარი ელენა,რომ აქ ყოფილიყო,აუცილებლად მირჩევდა რამეს,თუმცა ასე არ არის.ბევრი ძებნის შემდეგ თეთრი,მოკლე,ერთიანი კაბა ვიპოვე წვრილ ტისმებზე,ჩავიცვი და მომეწონა.გარუჯულ კანზე თეთრი ფერი ისე ჩანდა,თითქოსდა ანათებდა.თმის წინა ნაწილი თითებით დავიხვიე და უკან ყვავილის თმის სამაგრით შევიკარი,მეჩვენებოდა,რომ სახე უფრო კარგად გამომიჩნდა,მაჯებზე ფერადი სამაჯურები გავიკეთე,ყელი მოშიშვლებული დავტოვე,ფეხზეც თეთრი კედები ამოვიცვი.ხორცისფერი,დაწნული,პატარა ჩანთა ავიღე და შიგ საფულე და მობილური ჩავდე.ქვევით სიხარულით დავეშვი. -ევანჯელინ,როგორი ლამაზი ხარ ძვირფასო.-ბებიამ შემაქო და ლოყებზე ხელის გულები დამადო,რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია. -მადლობა?უბრალოდ კაფეში დავსხდებით.მალე დავბრუნდები. -ალესიო,ნახე შენი შვილის შვილი,როგორ ლამაზად გამოიყურება!-დაუძახა ბაბუას,რომელმაც თავი მალევე გამოყო სამზარეულოდან. -ბებია!-ვუთხარი და თვალები დავუბრიალე. -მართლაც,ფული გჭირდება?-მკითხა ბაბუამ და ჩემკენ წამოვიდა.ვუთხარი,რომ არა თუმცა მაინც გამომიწოდა.ამ დროს გავიგონე მარისას ხმა,როგორ მეძახდა და იძულებული ვიყავი მალე გავსულიყავი სახლიდან. კარები დავკეტე და უკან გავიხედე,მარისას მწვანე ძალიან ლამაზი კაბა ეცვა,რაზეც კომპლიმენტი ვუთხარი,მანაც იმავე გამიმეორა.ტულიოს შავი მაისური და შორტი,ალეხანდროს კი თეთრი,ნახევრადშეხსნილი პერანდი და შავი შარვალი. ვგონებ, ყველა პერანგი მისთვისაა შეკერილი დედამიწის ზურგზე.შემომხედა,სწორედ ამ დროს დამატრიალა ტულიომ. -რა ლამაზი ხარ გოგონი!სულ ასე უნდა ჩაიცვა.-მითხრა და გამიღიმა,მესიამოვნა მისი ქათინაური,ველოდი,რომ ალეხანდროც მეტყოდა რამეს,თუმცა შევცდი.სწრაფად დავადექით გზას. საღამოს ქუჩები განსაკუთრებით ლამაზი მეჩვენა.უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში და უამრავი მაღაზია მუშაობდა,ხმაურიც იყო,სიცილის ხმები თითქოს ექოდ ისმოდა,ლამპიონები ყვითლად ანათებდნენ,მაგიდები,სკამები გარეთ ათობით იდგა და ძირითადად ტურისტები მიირთმევდნენ საჭმელს.ყველაფერს იყიდდით აქ, ტანსაცმლით დაწყებული,რესტორნებით დამთავრებული იმდენი რამ იყო,ძალიან უნდა გეცადა გზა არ აგბნეოდა.ველოსიპედებითა და სკუტერებით მოძრაობდნენ ძირითადად. ჩვენ ბარში შევედით,აშკარა იყო ბავშვები იცნობდნენ მეპატრონეს,რადგან საუკეთესო ადგილას დავსხედით,სიცილით ლაპარაკობდნენ იტალიურად, შესაბამისად, ვერ გავოგე რაზე.მალე პიცა და კოქტეილები ისე შემოგვამატეს,ვერც გავიგე. პიცა საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა და არც გემომ გამიცრუა იმედი,ჩემი საყვარელი მოჰიტო გემრიელად დავლიე და უამრავ საინტერესო თემაზე დავიწყეთ საუბარი.ბევრი ვიცინე,ხალხი ნელ-ნელა უფრო იმატებდა და მეტად ხალისიანიც ხდებოდა ატმოსფერო.ცოტა ალკოჰოლმა დაძაბულობა მომხსნა და კიდევ უფრო კარგ გუნებაზე დავდექი.მარისა უკვე ძალიან მთვრალს ჰგავდა,ბიჭებს კი არაფერი ეტყობოდათ.ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა და ტულიოს საცეკვაოდ უპრობლემოდ გავყევი,ალბათ ორ სიმღერაზე ვიცეკვეთ,უკვე დაჯდომას და დასვენებას ვაპირებდი,რომ ნაცნობი ჰანგები გავიგონე.Gipsy kings "Volare".დენდარტყმულმა ავწიე დაღლილი თავი მაღლა და ტულიოს შევხედე,მასაც ის მზერა ჰქონდა რაც მე.თითქოს ჩვენი ენერგიები ერთმანეთს დაემთხვნენ და სასწრაფოდ გავვარდით ხელჩაკიდებულები საცეკვაოდ. უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებდით და ვმღეროდით,უამრავი ადამიანი ცეკვავდა ჩვენს გარშემო.ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში,მეგონა გაფრენაც შემეძლო. -ვოლარეე!-ვყვირით უღმერთოდ და მატრიალებს,ჯერ მარჯვნივ,მერე მარცხვნივ. თავბრუ მესმის,თუმცა არ მაინტერესებს.უამრავი ფერი გვენათება სახეზე განათებები გამო,ხანდახან კი შუქიც ქვრება.არ გავს რეალურს რაც ხდება.ლათინურ მოძრაობებს ვაკეთებთ და ვიცინით. ორივეს ძალიან გვსიამოვნებს განცდილი გრძნობები და ბოლომდე ვათავისუფლებთ მათ.სიმღერის დასასრულს ხელში ავყავარ და დიდზე მაბზრიალებს,სიცილით ლოყები მტკივა,არ მინდა ეს დამთავრდეს.ბოლოს მეხუტება და მეც იმავეთი ვპასუხობ.უფრო მშვიდი მუსიკა იწყებს დაკვრას,რის გამოც სუნთქვა არეულები ვუბრუნდებით ჩვენს ადგილებს. -ეს საოცარი იყო!ვიდეოც გადავიღე!-მარისა თავის ტელეფონს ჰაერში წევს და მანახებს.-არ ვიცოდი ასეთი რამის გაკეთება თუ შეგეძლო ევანჯელინ.-მიღიმის.შემდეგ ალეხანდროს შევხედე ის არ ჩანდა მარისასავით ბედნიერი,თუმცა ამას ჩემთვის განწყობა არ შეუცვლია. -ეს სიგიჟე იყო!კიდევ უნდა გავიმეოროთ!-მიყვირის ტულიო მუსიკის ხმის დასაფარად,რომელიც ხმამაღალია და თვალებში მიყურებს.ლამაზი ყავისფერი თვალები ჰქონდა. -შენ ყველაზე მხიარული ადამიანი ხარ,ვინც კი ოდესმე შემხვედრია.-ვეუბნები მას. ალეხანდროს გავხედე,ისევ ისე იჯდა,როგორც მოსვლისას.საერთოდ არ ამდგარა ფეხზე.-შენ რატომ ხარ უხასიათოდ და რატომ არ შემოგვიერთდი?-ვეკითხები და თან ვერ ვიჯერებ ეს მე ვცდილობ მის ხასიათძე მოყვანას. -არ ვცეკვავ.-მხრები აიჩეჩა. -რა სისულელეა!-მარისამ და ტულიომ ერთდროულად შემოძახეს. კიდევ ვიცეკვეთ,დავლიეთ,მაგრამ ის მაინც ვერ დავძარით.გეგონებოდა წებოთი იყო მიწეპებული სკამს.ისინი კიდევ უფრო კარგად გავიცანი და წარმოდენა სრულიად შემეცვალა კარგის მხრივ.დავაპირე აღარასოდეს მეთქვა მათთვის სადმე წასვლაზე უარი და მეტიც,მეც გამომეჩინა ზოგჯერ ინიციატივა.ზუსტად არ ვიცი როდის წამოვედით, მაგრამ გვვიანი იყო.მარისა ძლივს დადიოდა ტულიოზე ჩამოკიდებული,ბიჭი კი მას დასცინოდა,მაინც მგონია ხულიგან ბიჭს მისდამი გრძნობები აქვს,გოგოსაში კი არ ვარ დარწმუნებული.მე მთელი გზა ღიმილს ვერ ვიკავებდი და თავში ისევ ის სიმღერა და ცეკვა მიტრიალებდა.ალეხანდრო ჩუმად მოგვყვებოდა უკან. -მას მე წავიყვან სახლში.-ტულიომ მარისაზე გვანიშნა,რომელიც მის ხელებში იყო მოქცეული.-ევანჯელინს გააცილებ?-ძმაკაცს ჰკითა. -საჭირო არ არის თავად წავალ,არ ვარ მთვრალი.-ვუთხარი. -რა თქმა უნდა.-მეგობარს უპასუხა და ტულიომაც თავი დაუქნია.მაგრამ ისე არ წასულა,რომ არ ეთქვა ძალიან გავერთეო და მეც დავეთანხმე. -რატომ ხარ უხასიათოდ?-ვკითხე მას შემდეგ,რაც ისინი თვალს მიეფარნენ.ჩვენ წინ სვლას ვაგრძელებდით. -არ ვარ.-მაშინვე უარყო. -ყველამ კარგი დრო გავატარეთ შენს გარდა,მეგონა შენც იცეკვებდი. -ჩემთან ერთად ცეკვა გინდოდა?-ღიმილით მკითხა,ეს ის არ იყო რაც ვიგულისხმე, მაგრამ მისი ღიმილის გამო გადავწყვიტე დავთანხმებოდი. -რატომაც არა?არ მეგონა თუ ასეთი კარგი იქნებოდა.-გულწრფელად ვუთხარი. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და გვერდს ისე მიმშვენებდა.-ძალიამ მომწონს შენი თმა.-ვუთხარი, რადგან შეზარხოშებული ვიყავი.ისე გაწელა ატმისფერი ტუჩები და თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.რატომ არის ასეთი ლამაზი?შეუძლებელია მას ნაკლი უპოვო,კეხიანი ცხვირიც ისე ამშვენებს და ხიბლს სძენს მის გარეგნობას...რთულია იპოვო სიტყვები,რომლითაც ამის აღწერას შეძლებ. -გმადლობ,დღეს რაღაც ძალიან ბევრ ქათინაურს ვიღებ შენგან.-მომიახლოვდა. - მე არ შემიმჩნევია.-მოვატყუე და სხვაგან გავიხედე. -რატომღაც ეს დღეებია ბევრ რამეს ვერ ამჩნევ...-მითხრა და ჩემი სახლის სახურავიც დავინახე,მივხვდი მოგვიწევდა საუბრის შეწყვეტა.-ან არ გინდა,რომ შეამჩნიო.- დაამატა. ვერ ვხვდები გამოცანებით რატომ მელაპარაკება,ხომ შეუძლია თუ რამეს თქმა სურს პირდაპირ მითხრას?დავაიგნორე. -თუ გინდა ხვალ საღამოს მოდი,ჭადრაკი ვითამაშოთ.-შევთავაზე. -მოვალ.-მიპასუხა და გავიაზრე უკვე ჭიშკართან ვიდექით,დავემშვიდობე და უკვე უნდა შევსულიყავი,რომ დამიძახა.-ევანჯელინ.-ბოხი ხმით თქვა ჩემი სახელი,უკვე ვაღიარე როგორ ძალიან მომწონს,როდესაც მეძახის?-ეს კაბა ძალიან გიხდება და ამ საღამოს ძალიან ლამაზი ხარ,იმიტომ არა,რომ თვალისმომჭრელი კაბა გაცვია,იმიტომ რომ ბედნიერი ხარ.-თვალებში ჩამხედა.ლამპიონების სინათლე პირდაპირ მის ხორბლისფერ კანს ეცემოდა და მეგონა კაშკაშებდა. -მადლობა,შენც ძალიან სიმპათიური იყავი.-თბილი ღიმილი ვაჩუქე და სასიამოვნო საღამოსგან ღონემიხდილმა შევაბიჯე ეზოში. * ხშირად მიფიქრია და უკითხავთ ჩემთვის რა არის მეგობრობა.სადღაც წავიკითხე, რომ ნამდვილ ურთიერთობას მიზეზები არ სჭირდებაო,არ ვიცი ვეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას,რადგან თუ საერთო ინტერესები არ გვაქვს,სასაუბროც ხომ არ გვექნება? ვფიქრობ,რამე მიზეზი აუცილებელია. თავიდან ყველაფერი ინტერესით იწყება,შემდეგ დროთა განმავლობაში გადადის ეს უსაზღვრო სიყვარულში.გყავდეს მეგობარი ეს ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია,გაუზიარო შენი დარდი და ნაღველი,ერთად იცინოთ, იტიროთ, საყიდლებზე წახვიდეთ,იჭორაოთ და იმღეროთ. ვფიქრობ საუკეთესო მეგობარი,უბრალოდ მეგობარზე მეტია,რადგან ის საუკეთესოა. ეს ნიშნავს,როდესაც მისი პირველი არჩევანი ხარ,თუმცა თუ ეს გრძნობა ორმხრივი არ არის მთელი ცხოვრება დაგტანჯავს და ჩანაცვლების შიშით მოგიწევს გალიო წლები. გამიგია,რომ ამ საპასუხისმგებლო ტიტულს ისეთ ადამიანს მიაკრავენ,რომელთანაც მახინჯად გამოჩენა რცხვენიათ,არასოდეს უტირიათ მასთან ერთად,უმალავენ პატარა დეტალებს ერთმანეთს,რათა თავი უხერხულად არ იგრძნონ და ფარავენ თავიანთ თავებს.ეს მეგობრობა არაა,არც ამხანაგობა. რატომ უნდა მოვიტყუო მასთან?პიქირით,ყველაზე რეალური სწორედ მასთან უნდა იყო. ჩემი აზრით,საუკეთესო მეგობრობაა,როდესაც არ უფიქრდები რა ისაუბრო,არ გეშინოდეს რას იფიქრებს,არც დაძაბული ხარ შენი ქცევებით,არ გრცხვენია ღიმილის როგორი მახინჯიც არ უნდა იყოს, არ უნდა განგსაჯოს, მხოლოდ რჩევა მოგცეს.არ გეტყვის ყველაზე ცუდ სიტუაციებში "ხომ გეუბნებოდი",არამედ გაგამხნევებს.შესაძლოა რამე გაწყენინოს შემთხვევით,თუმცა პატარა რაღაცებს არ უნდა მივცეთ უფლება ნდობაზე აგებული ცათამბჯენი მტვრად აქციოს.არავინაა შეუცდომელი,ყველას ეშლება და ერთი არასწორი,გაუაზრებელი ნაბიჯის გამო არ უნდა შევიქმნათ ტყუილი წარმოდგენები.შენ არ შეგშლია?პატიება ძალიან რთულია,იმისდა მიხედვით,თუ რამხელაა დანაშაული,მაგრამ არ აპატიებ ერთს, მეორეს, მესამეს და რა?წადი და იცხოვრე ტყეში ან მთვარეზე მარტო. ისეთი ადამიანი არ იმსახურებს შეწყალებას,რომელსაც არ ანაღვლებს რა დააშავა,უხსნი და ყურსაც,რომ არ დაგიგდებს.ჩვენ კი ძირითადად ისეთ ადამიანებს ვპატიობთ,რომლებიც ზუსტად ასეთები არიან,ნამდვილებს კი ისე ვტოვებთ,როგორც გველი თავის გამოცვლილ კანს. ამიტომაც, ვფიქრობ,საუკეთესო მეგობარი მხოლოდ ერთი ან ორი თუ გეყოლება. შეგიძლია თავი მოიტყუო,მაგრამ ღამე ძილის წინ,დაღლილზე შენი ქანს გამძვრალი ტვინი მუდამ სიმართლეს გეტყვის,ამიტომაც არიან დაღლილი ადამიანები მუდამ გულახდილები. გულის ტკენისგან დაზღვეული არასოდეს იქნები,ისე დაგატყდება უბედურება და თან ისეთი ადამიანისგან,მომხდარსაც ვერ დაიჯერებ. მსმენია,საკუთარი თვალებით თუ არ ვნახე ვერ დავიჯერებო,ზოგჯერ კი არც მათი გვჯერა. მეორე დღეს ტბაზე არ წავსულვართ,ალეხანდრო შუადღის სამ საათზე მესტუმრა. -მართლა არაფრის გაკეთება იცი?-დაიწყო ჩემი დაცინვა. -შემიძლია მაკარონი მოვხარშო ან..-სათქმელი არ დამასრულებინა,წარბები მაღლა აზიდა. -არა საყვარელო,ერთადერთი,ვინც ამ სახლში პასტას გააკეთებს მე ვარ.-ხელები გადაიჯვარედინა,სამზარეულოში შევიდა და გაკვირვებული ვუყურებდი,როგორ იცოდა ყველა ინგრედიენტის ადგილი.-მე იტალიელი მამაკაცი ვარ,ფიქრობ მაკარონს შენ გაგაკეთებინებ?-თავის თავს უფრო უთხრა,ვიდრე მე. მესიამოვნა მისი პირიდან ჩემი მიმართულებით ამოსული ტკბილი სიტყვა, ვხვდებოდი რაც დრო გადიოდა,მით უფრო მიახლოვდებოდა.საშინლად სიმპათიურად გამოიყურებოდა საჭმლის მზადების დროს,ეტყობოდა იცოდა რასაც აკეთებდა იმდენად თავდაჯერებული ჩანდა.შემეძლო საათობით მეყურებინა ასე მისთვის და მისი ზურგისთის.თეთრი მაისური ეცვა,ვფიქრობ ძალიან უხდება ეს ფერი.მის ოქროსფერ კულულებსა და თაფლზე უფრო ტკბილ თვალებს სწორედ ეს ფერი ამშვენებთ. პარალელურად სხვადასხვა ამბებს მიყვებოდა,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ვუსმენდი თუ არა ისე ვიყავი მისი საზამთროსფერი ტუჩებით გატაცებული,სხვა დღეებთან შედარებით მისი სუნამოს სუნიც უფრო მკვეთრად ვიგრძენი,შეიძლება იმიტომ ვერ ვამჩნევდი ხშირად,რომ ბანაობისას წყალი აქრობდა.თავბრუ დამახვია. -მიირთვი!-მითხრა და პასტით სავსე თეფში წინ დამიდო.მადისარმძვრელად გამოიყურებოდა,სუნიც საოცარი ჰქონდა,მუცელი წამომენთო. -ახლავე.-ჩანგალი შიგ მოვათავსე,სამჯერ დავატრიალე,პირში მოვიქციე და დავღეჭე. თვალები სიამოვნებისგან მიმენაბა და ალეხანდროს ჩაცინებაც გავიგე.-საოცრებაა! -ვიცი.-მხოლოდ ეს მითხრა და უთბილესი ღიმილი მაჩუქა. თავად არ ისურვა ჭამა,ამიტომაც მე დამელოდა.შემდეგ ეზოს ბოლოში გავედით,იქ, სადაც ბაბუამ ადრე საქანელა გამიკეთა.ხის ძირას დავჯექით და ჭადრაკის თამაში დავიწყეთ.ის მუცლით იწვა და იდაყვებს ეყრდნობოდა,მე ზურგით ხეს.როცა თავს მაღლა,ჩემს შესახედად წევდა მზე პირდაპირ სახეზე ეფინებოდა.თაფლისფერი თვალები ზღვის ზედაპირივით უკაშკაშებდა და ოქროსფერი თმის თითოეული ღერი უბრწყინავდა. -მეგონა მხოლოდ ფიგურათა სვლები იცოდი.-წარბის აწევით მითხრა,როდესაც ლაზიერი მოვუკალი.გავუღიმე,ცოტა ჩავიცინე კიდეც. -მეც ასე მეგონა... -აზრი არ აქვს,წაგებული მაქვს.-ხელი ჩაიქნია და ზურგზე გადაწვა,თვალები დახუჭა და ცას მიეფიცხა.კანი კიდევ უფრო გარუჯვოდა,შესაძლოა ოქროსფერი თმა ჰქონდა,მაგრამ არ იყო ისეთი ტიპური კანი თეთრი,რომ არის და მარტივად იწვება,არამედ მუქი ხორბლისფერი,ხელებზე პატარა თმის ღერებიც კი უბრწყინავდა. -რას ვიზამთ,ყველა სხვადასხვა რაღაცაშია კარგი.-ფიგურების ჩალაგება დავიწყე,რომ დავამთავრე გვერდით დავდე და მეც მას მივუწექი ახლოს ყოყმანის შემდეგ.ბალახი იმაზე თბილი და კომფორტული აღმოჩნდა,ვიდრე ველოდი ან იქნებ იმის ბრალიც იყო,რომ გვერდს ალეხანდრო მიმშვენებდა.სახე ცისკენ გვქონდა აღმართული და ცოტა ხანს არაფერს ვამბობდით,მე მასზე ვფიქრობდი,ის კი,არ ვიცი... -როგორი გრძნობაა ეს?-შეპარვით მკითხა დუმილის შემდეგ. რა? -დეპრესია.-მიპასუხა.წამით ჩემმა გულმა ყირამალა გააკეთა და დავიძაბე,მაგრამ უცებ მოვძებნე ჩვენი დიალოგის განმუხტვის გზა. -დეპრესია არ მაქვს.-არც ახლა ვახელდი თვალებს,არ ვიცი რატომ.თითქოს რაღაცის მეშინოდა. -ევანჯელინ,ჩვენ ორივემ ვიცით,რომ შენ,უბრალოდ,ჩაკეტილი გოგონა არ ხარ. -არა,უბრალოდ..სევდიანი ვარ.-თვალები გავახილე. -ყოველთვის? -ყოველთვის. -მატყუებ?-მკითხა —გულახდილი ვიქნები და გეტყვი,რომ არ ვიცი. -და როგორი გრძნობაა?-მართლა ინტერესით მეკითხებოდა. -არ ვიცი,ცუდი. -მწერალი,რომ იყო..როგორ აღწერდი ამას?-მშვიდი ხმა ჰქონდა,მინდოდა მეთქვა არ ვარ პოეტიმეთქი,თუმცა ამის სანაცვლოდ დავფიქრდი. -თითქოს..იხრჩობი,ნაპირს ხედავ,მაგრამ არ ან ვერ მიცურავ. -რატომ ვერ? -რადგან ცურვა არ იცი. -და რატომ არ? -რადგან წყალში ყოფნას შეეჩვიე.-თვალები დავხუჭე. -წარმოდგენაც არ მინდა,როგორია ეს.- მიპასუხა და თავისი დიდი ხელით ჩემსას შეეხო. -ნუ გენდომება.-გულწრფელად ვუთხარი. ზოგჯერ მართლა ისე იძირები ამ წყალში და ფსკერისკენ ისე მიდიხარ,ვერც იაზრებ როდის მოხდა ეს.ასეთ დროს,როდესაც ძალიან ცუდად ვარ,ვიხსენებ,რომ სხვა ჩემზე უფრო მეტად იტანჯება.მაგალითად ობლები,რომლებსაც არასოდეს მიუღიათ სიყვარული.ბავშვები,რომლებსაც მშობლები მუდამ სცემენ,ადამიანები,რომლებიც საჭმელს ქუჩაში ეძებენ.მათ პრობლემებს ჩემსას ვადარებ,თავიდან მშველის,მაგრამ როცა მაინც ვაგრძელებ ნერვიულობას,შემდეგ სინდისის ქენჯნა მტანჯავს.ისე მღრღნის, როგორც მატლი ხეს და ისე მირტყამს ძვლებში,როგორც კოდალა ხეს.ყველაფერს ვიაზრებ,ცოტა ხანს ვტირი,შემდეგ ვიხსენებ რაღაცებს,რითაც მადლიერი უნდა ვიყო: ჩემი მშობლები,ბებია და ბაბუა,მეგობრები,სახლი და ა.შ ცოტას ესეც მშველის,მერე მახსენდება,რომ ცხოვრების მიზანი არ მაქვს,არაფერში ვარ ნორმალურზე კარგი, საუკეთესოზე ხომ აღარ მაქვს საუბარი,ამ ტკივილსაც,რომ მოვინელებ საუკეთესო მოგონებებების გახსენებას ვიწყებ და იმ ყველაფრის,რაც მიყვარს. ზღვა. მზე. წიგნები. ყავა. მუსიკა. საყიდლები. ღამე სეირნობა. ვარსკვლავები. ცურვა. მზის ჩასვლა. ფერადი ყვავილები. ცეზარის სალათი. ხის ქვეშ ჯდომა. ფუმფულა საწოლი. ბერძნული მითოლოგია. ტალღების ხმა. ნაყინი. კითხვა. ხილი. ფორთოხლის წვენი. მარწყვის ჩუპაჩუპსი. სიცილი მეგობრებთან ერთად. ფეხბურთი ცეკვა. სიმღერა. უეცრად ყველაფერს აზრი მიეცემა და სამყაროსგან მოგზავნილი დაბრკოლება მტვრად გადაიქცევა,ცუდია,რომ მხოლოდ ცოტა ხნით.ბოლოს მაინც უსასრულო კაეშანში ვეხვევი და მელანქოლია ისე მჭიდროდ მხვევს ხელებს,მგონია ჩემი ნუგეში უნდა და მეხუტება. ჩემ მარჯვენა იდაყვს დავეყრდენი და ალეხანდროს გავხედე,თვალები დახუჭული ჰქონდა და ჰორიზონტივით სწორი წარბები შეკრული.ჩემი ჩრდილი გადაეფარა მის სახეს და შემომხედა.გამიღიმა,ლამაზ ტუჩებზე შევხედე მინდოდა მეკოცნა.შემდეგ მის თმას,რომელიც ისევ ბრწყინავდა. -შეიძლება შენს თმას შევეხო?-ვკითხე. -რა თქმა უნდა.-ტუჩები ენით დაისველა და გამიღიმა.ჩემკენ გადმობრუნდა, მომიახლოვდა და თავი ოდნავ ჩაქინდრა,მარცხენა ხელით შევეხე.იმაზე რბილი აღმოჩნდა,ვიდრე ჩემს ოცნებებში იყო.ფაფუკი,საშუალო სისქის,რბილი.ერთი კულული თითზე დავიხვიე,შემდეგ გავუშვი.პრუჟუნას ჰგავდა და ოდნავ გამეღიმა.მერე მთლიანად ხელის გულით შევეხე და ფერება დავუწყე,ოღონდ არ ვიცი,რომელს უფრო გვსიამოვნებდა ეს.უკვე უნდა გავჩერებულიყავი,რადგან მეგონა ვაწუხებდი,რომ ბოხი ხმით შემომაშველა სიტყვა. -არ გაჩერდე,ძალიან გთხოვ.-გაგუდულად გავიგონე,რადგან სახე ძირს ჰქონდა.კიდევ უფრო თამამად შევუცურე ხელი თმაში,არ ვიცი რამდენ ხანს გავაგრძელე ასე. -მოგწონს როდესაც თავზე გეხებიან?-ვკითხე,რადგან მართლა ნასიამოვნები ჩანთა თავისი დუმილით. -არა,ვფიქრობ,მხოლოდ შენი შეხება მომწონს.-თავი ასწია და ღიმილისგან დაწელილი ტუჩებით შემომხედა.-ახლა შენი ჯერია.-მითხრა და წამოხტა,ვერ გავიგე რა იგულისხმა. სახეზეც შემატყო.-მოდი..-ხეს ზურგით მიეყუდადა ხელები თავის კალთაზე დაიტყაპუნა.ყოყმანით ვუყურებდი.-კარგი რა,არც მასეთი ცუდი იქნება.-შემაგულიანა და დავუჯერე,ჩემი თავი მის ფეხებზე მოვათავზე.დიდი ხელი გადამისვა თავზე და ვიგრძენი სიამოვნებისგან კატასავით როგორ გავიტრუნე.-ხო მართლა,წიგნი დავამთავრე.-მითხრა თუ არა თვალები გამინათდა. -მერე?რას მიფქრობ?-ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. -ერთ-ერთი საუკეთესოა,რაც კი ოდესმე წამიკითხავს,უდავოდ საოცარია.-გულწრფელად მითხრა და თან თმაზე მოფერება განაგრძო.-ახლა კიდევ უფრო ვხვდები რატომ მადარებ აქილევსს ასე ძალიან. -მართლა ძალიან ჰგავხარ. —კარგი ვიქნები შენი აქილევსი,თუ შენ იქნები ჩემი პატროკლუსი.-მითხრა თუ არა,გავშრი.ამას ნამდვილად არ ველოდი,გაოცებისგან მუცელი ამიკანკალდა,თვალს არ მაშორებდა.პირდაპირ გუგებში მიყურებდა და ღმერთმა იცის რას ფიქრობდა. -კარგი,ვიქნები.-ვუთხარი და უცნაურად გამიღიმა,შემდეგ თლილი თითები წარბებზე გადამატარა,ქუთუთოები უნებურად მიმენაბა,სიამოვნების მორევში გადავეშვი,მერე ლოყაზე ამატარა საჩვენებელი თითი და იტალიურად თქვა რაღაც. -Bellissimo. არ მიკითხავს რა თქვა,არ მჭირდებოდა ცოდნა.ისეთი სინაზითა და სათნოებით მითხრა,არც კი მინდოდა სიტყვის განმარტება.მზე ჩადიოდა,ნარინჯისფერი და ვარდისფერი ხდებოდა მისი ღმერთივით სახე,მართლა ოლიმპოს მთიდან გამოქცეულს ჰგავდა,მაგრამ მისი შეხება,რომელიც რეალური იყო მის არსებობაში მაჯერებდა.თავზე დაფნის გვირგვინი ისე დაამშვენებდა,როგორც ზამთარში მთებს თოვლი. -წიგნს ხვალ დაგიბრუნებ.-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა. -არა,მინდა შენ გქონდეს.გჩუქნი.-ვუთხარი და შევეცადე მასსავით თბილად გამეღიმა. იმ დღეს ალეხანდროს წიგნთან ერთად ჩემი გულიც გავატანე საჩუქრად. მთელი საღამო იქ გავატარეთ,მზის ჩასვლა ისე მომეწონა თალს ვერ ვაშორებდი, შევატყვე აქილევსიც მოხიბლული იყო.ისე მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა, სულელი არ ვარ და ვხვდებოდი ისიც იმავეს გრძნობდა,ამას ვხედავდი.ყველგან და ყველაფერში,მისი სიტყვები,ქცევა და მზერა.შემეძლო უფრო მეტიც მეცადა,მაგრამ ვიცი არაფერი გამოვა,რადგან სექტემბერში უკვე სიეტლში უნდა ვიყო,ორივესთვის ძალიან რთული იქნება,მე ავიტან,თუმცა ის ამ ტკივილისათვის ოდნავადაც არ მემეტება,არადა არც მისგან თავის შორს დაჭერა გამომივიდოდა და არც მსურდა,ივნისი ისედაც მალე მიილევა,ვხვდები რაოდენ კარგად ვგრძნობ თავს ამ ადამიანებთან და მინდა სამუდამოდ ასე გაგრძელდეს,ალბათ,რომ მოვკვდები ისევ იმ ტბაზე დავბრუნდები,მათთან ერთად, ხილით სავსე კალათითა და ხორცისფერი გიტარით. ვამჩნევ,ის რაც აქ ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება. არასოდეს არავის უკითხავს ალეხანდროს მსგავსაც მქონდა თუ არა დეპრესია,ძირითადად ისინი მეკითხებიან:"როგორ ხარ?" და მეც ვპასუხობ "კარგად",რადგან ახსნას აზრი არ აქვს, მუდამ ერთსა და იმავეს გაიძახიან სულელი ადამიანები მაგალითად "ღმერთო ჩემო, მეც მასე ვარ!" ან კიდევ "ვიცი ჰო.",სიმართლე ვთქვა მეორე ვარიანტი მირჩევნია,ნალკლებად მაღიზიანებს.ვიცი უამრავი ადამიანია ცუდად და იტანჯება,თუმცა ძალიან მინდა მათ ბოლო ხმაზე ვუღრიალო და ვუთხრა:ოდესმე ისე ცუდად გამხდარხარ,რომ გული აგრევია და გონება დაგიკარგავს?ისე შეგზიზღებია შენი თავი,რომ კანი,რომელიც გაკრავს გინდა მოიშორო?საწოლში პირზე ხელი აგიფარებია, რადგან არ გინდოდა ტირილის დროს ვინმეს შენი ხმა გაეგონა?(მათ შორის შენც),ყოველთვის დაღლილი ყოფილხარ?თავს მუდამ გამოუყენებლად და უსარგებლოდ გრძნობ?ამის გამო კი ვერ ხვდები,ვინ ხარ,რა ხარ, რა გინდა,რატომ გინდა და რისთის.უეცრად ალები გქონია?შეკრთომა?მაშინაც კი,როდესაც მეგობრებთან ერთად ერთობი და ბედნიერი ხარ,ან თავის,წარბების ტკივილს ისე თუ შეუწუხებიხარ,რომ მთელი ღამე ვერ დაგიძინია?ან იქნებ მთელი ღამე არ გძინავს? უძილობისგან კი მოჩვენებები დაგწყებია და იდიოტივით იხედები ირგვლივ,რათა გაიგო რეალობაა თუ სიზმარო,რასაც ხედავ.ან იქნებ ჭამის შემდეგ გული ხელოვნურად აგირევია და შემდეგ ვარჯიში დაგიწყია?შენი თავისთვის ფიზიკური ტკივილი მიგიყენებია,რომ დარწმუნდე კიდევ გრძნობ რაღაცას,იქნებ ტირილიც აღარ გშველის და ახლა უსულო საგანივით დევხარ?უამრავია...შინაგანი ტკივილი,როდესაც იმხელაა,რომ შენი სულიერი სამყარო ვეღარ იტევს,გარეთ გამოდის და შემდეგ შენი სხეულის დალპობას იწყებს,ჯერ ნელა...რამდენიმე სინპტომს შეგაპარებს,ყურადღებას არ მიაქცევ. თავიდან უბრალოდ თავისა და გულის ტკივილს დააბრალებ,შემდეგ ყურადღება გაგეფანტება,იმ აქტივობებზე იტყვი უარს,რომლებიც შენი სიცოცხლის აზრი იყო,რადგან აღარ გსიამოვნებს.მერე დაძინება გაგიჭირდება, შემდეგ კი საერთოდ ვეღარ დაიძნებ,მოჩვენებები დაგეწყება,ყველგან დაინახავ იმ შავ ჩრდილებს,რომლებიც არ არსებობს,გეგონება შენს თავს შიგნიდან უყურებ და არაფერია რეალური.მერე უბრალოდ ნაბიჯები დაგიმძიმდება,მადა მოგემატება ან გაგიქრება,სახეზე გამოგაყრის, ყველას ნახვაზე უარს იტყვი და საწოლზე,შენ საყვარელ,თბილს საწოლში წევხარ. წევხარ და წევხარ,მუდამ. არაფერს აკეთებ,უაზროდ მიშტერებიხარ ჭერს ისე,თითოქს პირი აქვს და რამეს გეტყვის (ან რა იცი,შეიძლება გითხრას).სიმარტოვეს შეეჩვევი და მეტიც იმდენად კომფორტული გახდება,შეგიყვარდება.შენს სევდაში,ნაღველსა და ვარამში ისე ჩაიძირები,როგორც გემის ღუზა ზღვაში.შეიცვლები,შენი გარშემო მყოფებიც შეამჩნევენ, თუმცა პასუხი არ გაქვს რატომ და უბრალოდ ამბობ:"არ ვიცი." ან რა აზრი აქვს ახსნას?ისინი მაინც ვერ მიხვდებიან და შენს დადანაშაულებას გააგრძელებენ,ისინი შენზე ნერვიულობენ და შემდეგ შენც სინდისი გქენჯნის,რადგან გიყვარს ის ადამიანები.შენი თავი გემეტება ის უსასრულო კაეშანში გასახვევად, მაგრამ ისინი არა.შეიძლება ყოველ დღე ასე არ იყო,იყოს კარგი დღეები,კვირები,თუმცა მხოლოდ რაღაც პერიოდი.ბოლოს ისევ იმ მდგომარეობას უბრუნდები და ასე ბრუნავ ბორბალივით უსასრულოდ. ბევრს ვფიქრობდი რატომ გვემართება ადამიანებს ასე,განუსაზღვრელი ასაკისა თუ სქესისა.პასუხს მაინც ვერ მივაგენი,მაგრამ,ვფიქრობ,ჩვენი ყოველდღიურობა განაპირობებს ამას.გულისტკენა,ოცნებები,რაღაცით გამოწვეული სტრესი,სოციუმი და ა.შ შესაძლოა ყველა ადამიანი ერთნაირია,მაგრამ ფსიქიკა,ფიზიკური თუ მენტალური ამტანობა ყველასი სხვადასხვაგვარია.სინპტომები კი ერთი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამას,მედიკამენტები სამუდამოდ ვერ გვიშველის,მაგრამ ასეთ ადამიანებს,ალბათ ვეტყოდი,რომ მარტო არ არინ და ყველაფერი კარგად იქნება,მომწონს ის ფაქტი,რომ ვერავინ ვერაფერ ახალს ვერ გამოცდის,რადგან ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ერთხელ,მეგობარმა მკითხა,როგორ ვუძლებდი ამას.მაშინ ვერაფერი ვუთხარი ფიქრებში კი გავივლე,რომ ყველა ვეჩვევითმეთქი,რადგან ადამიანს შემგუებლობის საოცარი უნარი აქვს,მაგრამ ახლა,როდესაც ალეხანდრომ მიპასუხა:"ისე,როგორც შეგვიძლია",ვფიქრობ პასუხი ვიპოვე. * მომდევნო დღეს,გადავწყვიტეთ ალეხანდროსთან წავსულიყავით.მისი სახლი ასევე ძალიან ჰგავდა ჩემსას,დიდი ეზო,ქვის სახლი მწვანე ფოთლებში გახვეული, გარეთ თეთრი მაგიდა და სკამები,ჰამაკი,მინდორზე ფერადი ყვავილები და საოცარი სუნი. შიგნით,რაც თვალში პირველი მომხვდა კედელზე მიდგმული ყავისფერი პიანინო იყო,თავზე ოჯახური ფოტოები ეწყო და მაგნიტოფონი.ცდუნებას ვერ გავუძელი და ერთ-ერთ ჩარჩოს ხელი მოვკიდე,ის იყო მშობლებთან ერთად.იგი მათ შუაში იყო მოქცეული,ოქროსფერი თმა მამამისისგან ერგო,ხოლო თაფლისფერი თვალები,აშკარად დედისგან.ორივენი ძალიან ლამაზად გამოიუყურებოდა ფოტოზე,სავარაუდოდ აქ ათი წლის იქნებოდა პატარა ბიჭი. -ძალიან ლამაზი მშობლები გყავს.-ვუთხარი ღიმილით. -მადლობა,მათ შენზე საკმარისად ვუამბე.-ეშმაკურად გამიღიმა და ტულიოსთან წავიდა სამზარეულოში,მარია ღია ფერის დივანში იჯდა და ხელთ ტელევიზორის პულტი ეჭირა.ბიჭებმა ლაზანიას კეთება დაიწყეს,მე სახლს ვათვალიერებდი.დიდი მაგიდის შუაში,ყვავილებით სავსე ლარნაკი იდო, ფანჯრის რაფაზე კი ყავისფერ ქოთანში ჩალაგებული სხვადასხვა ფერის ცოცხალი ყვავილები. კედლები ქვის იყო,შესაბამისად სიცხე არ გვაწუხებდა.მათზე სხვადასხვა ნახატები ეკიდა,ძირითადად პეიზაჟები.სამზარეულოც დიდი იყო,თითქმის ჩემნაირი.მივხვდი აქაურ სახლებს სულ მსგავსი არქიტექტურა ჰქონდათ.ფანჯარაში გავიხედე,ხედით თითქმის იგივე იყო,როგორიც ჩემი ოთახიდან მოჩანს. -ალბათ მზის ჩასვლა საოცარი იქნება.-ხმამაღლა ვთქვი,რაზეც ალეხანდრო დამეთანხმა. -ევ,დღესაც ხომ იმღერებ ჩვენთან ერთად?-ტულიომ ჩემი სახელის შემოკლებული ვერსია თქვა,ამაზე კომენტარი არ გავაკეთე,რადგან არ გავღიზიანებულვარ. -გააჩნია რას იმღერებთ.-სკამზე ჩამოვჯექი და ღმერთკაცს დავუწყე ყურება,რომელიც ზურგშექცევით იდგა. -ბითლზი რა თქმა უნდა!-გაიცინა რა დროსაც სამზარეულოში მარისა შემოვიდა,მაგიდაზე თეფშების დალაგებას შეუდგა,ვიფიქრე,დავეხმარებიმეთქი, მაგრამ იუარა.კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ მუსიკაზე,საბოლოოდ ისეთი მადის აღმძვრელი სუნი დადგა,ლამის გული წამივიდა.როგორ შეუძლიათ?გემომაც გაამართლა და ფორთოხლის წვენიც ზედ დააკვდა.ასე გემრიელად ცხოვრებაში არ მეჭამა,თუ ბებიაჩემის კერძებს არ ჩავთვლი.ბევრი ვიცინეთ,ტულიოს გამო ლამის დავიხრჩვით სამივენი,თუმცა გადავრჩით.მერე მისაღებში გადავინაცვლეთ და ლამის ყბა ჩამომივარდა,როდესაც ალეხანდრომ თავისი ნატიფი თითები შეახო კლავიშებს, ტულიომ კი გიტარა მოიმარჯვა. -და ჩვენ შევასრულებთ:"Beatles,All my loving"-ოქროსფერმა ბიჭმა ბოხი ხმით თქვა და ყავისფერი პიანინოს აჟღერებას შეუდგა.გულმა რეჩხი მიყო და ვიგრძენი სახეზე,როგორ წამოვხურდი.მიუხედავად იმისა,რომ ალეხანდროს სახეს ვერ ვხედავდი,მის ყველა მიმიკას ვგრძნობდი,მისი დაკუნთული ზურგი კიდევ უფრო მიმზიდველი იყო.ტულიოს ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა შემოდებული და იმავე ფეხზე ედო გიტარა,საოცარ მიმიკებს იღებდა სიმღერის დროს,თან უკრავდა და იღიმოდა.მარისას ხმაც მესმოდა,მისითაც მოხიბლული დავრჩი.აქილევსი და ტულიო ყველაზე ხმამაღლა მღეროდნენ,ზოგჯერ ერთმანეთს გადახედავდნენ და იცინოდნენ,თან არც დაკვრასა და სიმღერას წვეტდნენ, მეგონა ბითლზის კონცერტზე ვიყავი,ოღონდ ეს უკეთესი იყო. -All my loving,darling I will send to you,All my loving darling I'll be true!-ალეხანდროს ხმა ისეთი ჟღერადი და სასიამოვნო იყო,ჟრუანტელი მივლიდა,თან დაკვრისას ხელებს აქეთ-იქით ამოძრავებდა,ტულიო კი წინ და უკან ირხეოდა.შეუძლებელი იყო მათი ხმების ერთობლიობა არ მოგწონებოდა,ბედნიერებისგან მსურდა მეტირა.ჩემი ხმის შეშველება ვერ გავბედე,არ მინდოდა ჩავრეულოყავი იმდენად იდეალური იყო,საგულდაგულოდ ვცდილობდი თითოეული დეტალის დამახსოვრებას,რადგან ვიცოდი უკვე ბირთვი მოგონება გახდებოდა.შეუძლებელი იყო ვერ შეგემჩნია რამხელა სიამოვნებას იღებდნენ იმით,რასაც აკეთებდნენ.მარისამ პულტი მიკროფონას აქცია და ბიჭებთან ახლოს მივიდა.სიმღერაც დაასრულეს და სიცილი დაიწყეს. -ყოველთვის ასე რატომ აკეთებ?-ალეხანდრომ ხმამაღლა უთხრა ბიჭს. -ხომ იცი,რომ როლში ადვილად ვიჭრები.-უპასუხა სიცილით და გიტარა კედელს მიაყუდა,თავად კი დივანზე ნასიამოვნები წამოსვა,ოქროსფერმა ბიჭმა პიანინოს მრგვალი სკამიდან არც ამდგარა,ისე შემობრუნდა და შემომხედა. -რატომ არ იმღერე?-მკითხა და ეჭვისთვალით შემომხედა.ვიფიქრე მოვატყუებმეთქი, მაგრამ სიმართლე ვუთხარი. -ისეთი კარგები იყავით,მხოლოდ თქვენი მოსმენა მსურდა.-თვალებში ჩამხედა,ისეთი თბილი იყო,სწორი წარბები შეეჭმუხნა.-სიმართლეს გეუბნები. -უნდა წავიდე!5 საათზე მაღაზიაში უნდა ვიყო.-მარისამ გულის წყვეტით თქვა და მძიმედ ადგა სავარძელიდან. -მეც წამოვალ,საქმე მაქვს.-ტულიოც დენდარტყმული წამოხტა და მარისას აედევნა. -შენ ხომ დარჩები?-ალეხანდრო მომიახლოვდა და ლამის მისი მკერდით შემეხო,ზემოდან დამხედა,მინდოდა მეთქვა სჯობს წავიდე-მეთქი,მაგრამ თავბრუ ისე დამახვია ვერ შევეწინააღმდეგე.-ძალიან კარგი,წამოდი ჩემს ოთახს განახებ.-ხელი ჩამკიდა და მეორე სართულზე ასასვლელი კიბისკენ წამიყვანა.მინდოდა მთელი ცხოვრება ასე სჭეროდა ჩემი ხელი,თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო.-რა პატარა ხელები გაქვს,მთლიანად ვფარავ.-ჩაიცინა და ჩვენს ახლართულ ხელებს დახედა. -ჩემი ხელები ნორმალური ზომისაა,შენია ძალიან დიდი.-ვუთხარი პატარა ბავშვივით და გაშვება ვცადე,მაგრამ არ მომცა ამის უფლება და ისე მოიქცა,თითქოს ეს არც მომხდარა.მუცელში სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა და ვიგრძენი ფეხებში როგორ გამაკანკალა.მის ოთახსაც მივაღწიეთ. დიდი საწოლი ჰქონდა,თეთრი ზეწრებით,წამით წარმოვიდგინე,როგორ იქნებოდა დილით მასში გახვეული და სუნთქვა შემეკრა,მერე მთელ ოთახს მოვავლე თვალი,წიგნების კარადა სულ სავსე ჰქონდა.კუთხეში გიტარის სადგამი ედო,რომელიც ცარიელი იყო,ასევე სამეჯადინო მაგიდა,რომელზედაც ფურცლები ეყარა ნახაზებთან ერთად,ეტყობოდა ძველი იყო.კიდევ ფანჯარა,რომლის რაფაზეც შავი,სქელი, ტყავის ბლოკნოტი ედო,გარშემო წვრილი თოკით შემოკრული,და იმავე ფერის შავი ფანქარი. კედელზე რუკა ჰქონდა გაკრული,ოღონდ რისი ვერ ვიცანი,ტანსაცმლის კარადა ხის იყო, ასევე წითელი,დიდი,ფუმფულა პუფი ედო ოთახის ბოლოში,ჩემი ყურადღება ასევე,მაგიდაზე დადებულმა შავმა სათვალემ მიიქცია,წარმოვიდგინე როგორ ეკეთა წერის ან კითხვის დროს. -აბა,რას ფიქრობ?-მკითხა და წინ გადამიდგა. -საოცარი ოთახი გაქვს და ვფიქრობ,ძალიან ლამაზი იქნება აქედან მზის ჩასვლის ყურება.-ფანჯარაში გავიხედე,ხელების გულები რაფას დავადე და თვალდახუჭულმა ჩავისუნთქე ჰაერი.მერე გავახილე,ხეებიც მოჩანდა,გზაც,სადაც მანქანები მოძრაობდნენ,მაგრამ სიმწვანე მეტად ჭარბობდა.-ძალიან მყუდრო. -მალე მზე ჩავა,შეგვიძლია ვუყუროთ.-შემომთავაზა,რამაც დიდად გამახარა. მის რბილ საწოლზე ჩამოვჯექი,გვერდით მომიჯდა.-როგორ ხარ?-მკითხა,თავიდან ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა,მერე კი გავიაზრე. -რატომ გგონია,რომ დეპრესია მაქვს?-გულწრფელად ვკითხე. -მმ..-კეფა მოიქვა.-დეიდაჩემს მთელი თავიცი ცხოვრება ტანჯავდა შფოთვა,ახლა კი, როდესაც შენ გიყურებ,ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ იმავეს ვხედავ. -ახლა როგორ არის? -მან თავი მოიკლა...-ჩუმად მითხრა. -საშინელაბაა,ვწუხვარ...-წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა.-თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი,რომ ს არ ვაპირებ.-ჩავიცინე და მანაც გამიღიმა. -რა თქმა უნდა.უბრალოდ,მაინტერესებდა რა გრძნობაა ეს.ყოველთვის უბედური არ იყო, მაგრამ...თითქმის სულ მარტო იყო.-ვხვდებოდი სიტყვებს ეძებდა და თავს მაინცდამაინც კომფორტულად არ გრძნობდა. -ვიცი ეს ნაცნობი გრძნობაა... და რთული ასახსნელია.-მას შევხედე,სევდიანი თვალები ჰქონდა.თავი დამნაშავედ ვიგრძენი და ვფიქრობდი,როდის მნახა ასეთ მდგომარეობაში. -ალეხანდრო...-დავიწყე დაუბარი. -მომწონს,როცა სახელს მეძახი.-გამიღიმა.გულმა რეჩხი მიყო,რადგან მეც იმავეს ვგრძნობდი,ნუთუ ჩვენი გრძნობები მსგავსია? -კარგი..-ჩავიცინე.-ამის მართვა ძალიან რთულია,მაგრამ შენთან ერთად ყველაზე კარგად ვარ.-თალები გაუბრწყინდა და ატმისფერ ტუჩებში ღიმილი გაუკრთა. -სიმართლეს გეუბნები,ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ.მადლიერი ვარ,რომ აქ ჩამოვედი,წამოსვლისას არ ვიცოდი,რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ან საერთოდ რატომ მოვდიოდი,მაგრამ ახლა ვიცი და თამამად ვამბობ,ცხოვრებაში რაც კი გამიკეთებია,ეს ყველაზე სწორია.შენ..ძალიან კარგი ბიჭი ხარ..-სიტყვებს ვეძებდი. -არასოდეს მიზიდავდნენ შენნაირი ბიჭები,შენ თბილი ხარ,გამგები,ყურადრებიანი და ღმერთო შენ მართლა საოცრად ჰგავხარ აქილევსს!-ორივემ ხმამაღლა გავიცინეთ.-ზოგჯერ მგონია ოლიმპოსის მთიდან გამოიქეცი და მე შემხვდი,ახლა ვხვდები სწორედ შენნაირი ადამიანი მჭირდება გვერდში,მაგრამ..შენ არ გჭირდება ჩემნაირი.-სახე შეეცვალა.-შენ ყველაზე ოქროსფერი ბიჭი დედამიწაზე.-გულწრფელად ვუთხარი. -და ძალიან ლამაზი თვალები გაქვს,ისევე როგორც თმები.მე უბრალოდ მიყვარს ისინი. -შენ უფრო ლამაზი ხარ.-ისე მითხრა,თვალით კონტაქტი არ შეუწყვიტავს.გულმა ყირამალა გააკეთა და იძლებული ვიყავი სხვაგან გამეხედა.-ნეტავ შენც ისე ხედავდე შენს თავს,როგორც მე გიყურებ.-თმა ყურს უკან გადამიწია.-როგორც ყველა ბიჭი გიყურებს.-დაამატა. -გმადლობ,მართლა...-ტუჩები ენით დავისველე. -რაღაც მინდა განახო,-დაიჩურჩულა და შავი ბლოკნოტი,რომელიც ფანჯრის რაფაზე იდო,აიღო.თოკი შემოხსნა და იქედან ფურცელი ამოიღო,სხეულში ელექტროობამ დამიარა,როდესაც გავაანალიზე მე ვყავდი დახატული.თმა გაშლილი მქონდა, ნახევრად კი შეკრული,ლამაზი კაბა მეცვა,მერე კი ვიცანი,ავხედე,რომ მეთქვა,მაგრამ გამაწყვეტინა.-ჰო ეს ის დღეა,როდესაც ბარში წავედით.ძალიან ლამაზი იყავი,არ შემეძლო არ დამეხატა.-მხრები აიჩეჩა.ყოველთვის მინდოდა ვინმეს დავეხატე, მხატვარი მეგობრებიც მყავდა,მაგრამ ვერავის აიძულებ ეს გააკეთოს მათი სურვილის წინააღმდეგ,ამიტომაც არასოდეს მითხოვია.ახლა კი,ბიჭი,რომელიც თავბრუს მახვევს მანახებს ნახატს,რომელზედაც მე ვარ და თან მისი შესრულებულია. -ალეხანდრო...რა მაგარია!ძალიან მომწონს.-გავუღიმე და არ შემეძლო მისთვის ლოყაზე არ მეკოცნა.ბაგეები ლოყაზე მივაწებე და მისი პატარა,ჩეუმჩნეველი წვერიც ვიგრძენი.სულაც არ იყო გამაღიზიანებელი,პირიქით,არადა არ ეტყობა.ნასიამოვნებმა გამომხედა. -შეგიძლია დაიტოვო,კიდევ ბევრის დახატვას ვაპირებ. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ წიგნებზე,თან თვალს არ ვაშორებდი ფურცელს,რომელიც ხელში მეჭირა.მისი ბიბლიოთეკაც დავათვალიერე და ძველი ნაშრომებიც მანახა. -მოდი,მზე ჩადის.-ფანჯარასთან მივედით და მზით ტკბობა დავიწყეთ.მზე ხეებში ისე ჩადიოდა,ზღვა გეგონებოდა,ნელ-ნელა მიდამო ვარდისფერი გახდა,ალეხანდროს გავხედე,სახე ნარინჯისფერად ჰქონდა შეღებილი,მისი ჰორიზონტივით სწორი წარბები თავად ჰორიზონტს უმზერდა,მზისფერი თვალებით მზეს უყურებდა და საზამთროსფერი ტუჩებით კი, მე მიღიმოდა.-ასე რატომ მიყურებ?-მკითხა და შემომხედა. -უკვე გითხარი,რომ ღმერთს ჰგავხარ?-სერიოზული ვიყავი. -ჰო,რაღაც მაგდაგვარი მახსოვს.-ამყვა. -დარწმუნებული ხარ,რომ ოლიმპოს მთიდან არ გამოქცეულხარ?-ისევ განვაგრძე. -კი,დარწმუნებული ვარ.-ამოიხვნეშა -და კიდევ,იმედია გახსოვს,რომ აქილევსი ოლიმპოსზე არ ცხოვრობდა.-თითი ამიქნია. -რა თქმა უნდა,-შეურაცხყოფილი სახე მივიღე.-ის მთლიანად ღმერთიც არ იყო, მომიტევეთ ფთიიდან გამოიქეცით?-ყალბად ვუთხარი,ბოხი ხმით გაიცინა. -ოლიმპოს მთა სჯობს.-ფანჯარაში გაიხედა,მეც გავიჭყიტე,თითქოს მართლა ღმერთების სამყოფელს ვუყურებდით. ცოტა ხანს ისევ ვისაუბრეთ,ხედით დავტკბით,რამდენიმე წიგნი განვიხილეთ,მისი აზრები გავიზიარე,რომელიც მართლა ჯანსაღი იყო. -რატომ გგონია,რომ არაფერი გამოგივა?-მკითხა მომავალზე საუბარს,როდესაც შევეხეთ.-შენ ჭკვიანი ხარ,ლამაზი,გონიერი,ხელოვნებისკენ მიდრეკილი.შენ მღერი,უკრავ,წერ,კითხულობ...კიდევ იმდენი რამეა,რისი გაკეთებაც შეგიძლია და არც კი იცი.შენ...-ამოისუნთქა.-შენ თვითონ ხარ ხელოვნება.-თბილი თვალები შემომანათა და იმედით ამავსო. -არ მგონია,რომ ბევრ რამეს ვიმსახურებ.-თვალი ავარიდე.-იცი ახლა რაზე ვფიქრობ?-ვკითხე.რაზეო მანაც მკითხა.-უშენოდ როგორ გამიჭირდება... რამდენიმე წუთი ორივენი ჩუმად ვიყავით,ბევრი რამ მქონდა სათქმელი, თუმცა არ ვიცოდი საიდან დამეწყო,შემდეგ,როდესაც სულ მთლად დაბნელდა სახლში წასვლა გადავწყვიტე,გაგაცილებო,არ შევწინაღმდეგებივარ.მის ეზოში ჩავედით,უეცრად გაჩერდა,ძირს დაიხარა,ვარდისფერი ყვავილი მოწყვიტა და მარცხენა ყურზე გამიკეთა. ისე მესიამოვნა მისი ეს ჟესტი,ვიგრძენი როგორ ეხებოდა მისი ოქროსფერი თითები ჩემს ყავისფერ თმას,მადლობა გადავუხადე,მხოლოდ ეს ვუთხარი,არადა იმდენი რამ მადგა პირზე.გზა განვაგრძეთ. -ჯერ ჩვიდმეტი წლის ხარ,ყველაფერი წინ არის და ყველაფერი კარგად იქნება.-თბილზე უფრო თბილი ღიმილი მაჩუქა და სიყვარულზე უფრო ცხელი მზერით შემომხედა. -ასეთი პატარა ხარ და...ასეთი...-სიტყვებს ვერ ვპოულობდი.-ასეთი კარგი საუბარი რატომ იცი?ან ასეთი ჯანსაღი აზრები საიდან გაქვს?-კეფა მოვიქავე.-ვიცნობ შენი ასაკის ბიჭებს და ისინი საპირისპიროები არიან,თითქოს ორმოცი წლის ხარ. -ჩვენ,იტალიელი მამაკაცები,სულ სხვაგვარად ვიზრდებით.-მხრები აიჩეჩა.-იქნებ ვარ კიდეც ორმოცი წლის...ვინ იცის? -იცი კიდევ ვის მაგონებ?-სიცილით ვკითხე. -ახალი პერსონაჟი გვყავს?მოდი გამოვიცნობ,ალექსანდრე მაკედონელი? -მასაც!მაგრამ ამჯერად სხვა ვიღაც გამახსენდა. -მითხარი!-პატარა ბავშვივით მიყურებდა დედას,რომ კანფეტს სთხოვს. -პატარა პრინცს.-თბილად ვუთხარი,ოდნავ ჩაიღიმა,სხვაგან გაიხედა.-რა? -შედარებები შენი ძლიერი მხარეა არა?-მომიახლოვდა თან წინ მივდიოდით,ლამპიონები მის თმას აკაშკაშებდნენ.შეიძლებათქო ასე ვუთხარი. -პატარა პრინცი...-ჩაფიქრდა.-ცუდი არ არის. -ცუდი არ არის?მიყვარს!-შეირაცხყოფილი ვიყავი,ხელი გულზე დავიდე,თითქოს ძალიან მეწყინა.გადაიხარხარა,პორველად გავიგონე მისი ასეთი სიცილი,მეგონა გულში ყველა ყვავილი ერთდროულად ამიყვავდა. -ვხუმრობ,მეც ძალიან მომწონს. არარაფერი მითქვამს,ისევ მისი სიცილი ჩამესმოდა ყურებში,ხანდახან მის გაბრწყინებულ თმას შევხედავდი,გულს გამიხარებდა,მერე ისევ გზას და ასე მივდიოდით ჩემს სახლამდე.ბოლოს ჭიშკარიც დავინახე,არ მინდოდა მასთან განშორება, თუმცა მომიწევდა,ახლა თუ არა მერე მაინც.დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე ნახატისთვის,ყვავილისთისა და მოცილებისთვის,უკვე შიგნით უნდა შევსულიყავი,რომ დამიძახა,ჩემი სახელი ისევ ისეთი სინაზით თქვა მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა და წავიქცეოდი,ასეც იქნებოდა კარებისთვის,რომ არ მქონოდა ხელი მოკიდებული. -არავის,არასოდეს არ მისცე უფლება გითხრას,რომ არ იმსახურებ იმას,რაც გინდა.გააკეთე ის,რაც მართლა გსურს და სიამოვნებას განიჭებს.-ვიცი რაც იგულისხმა ამაში, მართლა ვიცი.-ხელოვნება მარადიულობის ერთადერთი საშუალებაა,ამიტომ ის გააკეთე,რაც მთელი გულით გინდა. -ვეცდები. -არ ეცადო,გააკეთე. ძალიან დამაფიქრა მისმა სიტყვებმა,ოთახში ავედი თუ არა საწოლზე ზურგით დავწექი და ჭერში პასუხების პოვნა დავიწყე,შეგრძნება მქონდა,თითქოს ვთევზაობდი, მართებული ფიქრები უნდა დამეჭირა.ჩემი სატყუარა კი,არც თუ ისე,კარგი აღმოჩნდა. მერე ფანჯრის რაფაზე სიგანეზე შემოვჯექი,თავი კედელს მივადე,მარჯვნივ გავატრიალე და იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის ღამის ხედით გავაგრძელე ტკბობა.უამრავი რამე გავიხსენე,ძველი სკოლის დღეები,ძველი ზაფხული,ნოსტალგია კოღოსავით დაბზუოდა ყურის გარშემო.ძალიან,ძალიან გვიანი,რომ გახდა ჭრიჭინების სასიამოვნო ხმაზე უარი ვთქვი და საწოლში დასაძინებლად დავწექი, გამიჭირდა ტვინის გათიშვა,ბევრი ვიწრიალე,ვიხვნეშე,მერე ალეხანდროზე დავიწყე ფიქრი.მისი სხეული ცხადად წარმოვიდგინე:ოქროსფერი,კულულა თმები,თაფლზე უფრო ტკბილი თვალები,კეხიანი ცხვირი,საზამთროსფერი ტუჩები,ჰორიზონტივით სწორი წარბები,მუქი,ხორბლისფერი კანი და დიდი ხელები.ისე ცხადად მომივიდა ამ სხეულის წარმოდგენა,თითქოს ჩემს გვერდით იწვა.ისე კი არა,როგორც ალექსანდრე მაკედონელი, პატარა პრინცი ან აქილევსი,ამ სულაც აპოლონი,არამედ როგორც ალეხანდრო.ყველაზე ოქროსფერი ბიჭი დედამიწაზე,თითქოს ჩემს მელანქოლიით სავსე საწოლში იწვა.წამში ჩამეძინა. ბევრჯერ დავფიქრებულვარ სიკვდილზე, სიმართლე ვთქვა იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა.მთრგუნავს სიკვდილზე ფიქრი,თავს ცუდად მაგრძნობინებს. ხშირად წარმომიდგენია როგორ მოვკვდები,თუმცა ფავორიტი სცენაც მაქვს.საწოლში,ძილში, უმტკივნეულო,ჩუმი სიკვდილი.დილით ვიღაც გამოწმებს და ნახულობს მკვდარი ხარ, არავის აწუხებ და ანერვიულებ დიდი ხნის განმავლობაში,შენთვის მადლიანად კვდები. საშინელებაა საყვარელი ადამიანის სიკვდილი,არ არსებობს სიტყვა,რომელსაც ამ საზიზღარი გრძნობის აღწერა შეუძლია,ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონიათ,მაგრამ ასეთ დროს სიტყვა სასოწარკვეთა,ვფიქრობ,უხდება და შეძლებისდაგვარად გადმოსცემს შინაგან არეულობას.ადამიანი გიყვარს,მასთან ბევრ დროს ატარებ,შენი ცხოვრება ხდება,მის გარეშე არ შეგიძლია,მუდამ ესაუბრები და უცებ ქრება...ეს საშინელი გრძნობაა. მახსოვს,როგორ ცუდად იყო ჩემი ნაცნობი,როდესაც მისმა საუკეთესო მეგობარმა თავი ჩამოიხრჩო.ვერ ვხვდები თუ ტკივილში ხარ,გამოსავალს ვეღარ ხედავ და სიცოცხლის დასრულება გსურს,თავის დახრჩობის ხერხს რატომ მიმართავ?როდესაც შეგიძლია ნაკლებად მტკივნეული ვარიანტი შეარჩიო,თუმცა ალბათ გადაფიქრების ეშინიათ.ვგულისხმობ,როდესაც ბევრ წამალს დალევ თავის მოსაკლავად გაქვს დრო გადაიფიქრო,საავადმყოფოში წახვიდე,თავის წყალში გაგუდვას თუ გადაწყვეტ სუნთქვაშეკრული ფილტვები მექანიკურად მოგთხოვს ამოყვინთვას,მანქანას წინ თუ დაუდგები,შეიძლება ფეხებმა უკან გადმოგიყვანოს.ხოლო,თუ თოკზე ხარ ჩამოკიდებული და სკამს ფეხი გაკარი,უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია.საშინელი გზაა თავის მოკვლისთვის ეს ხერხი. ზუსტად მაინც არ ვიცი რას ვფიქრობ,ადრე მინდოდა სიკვდილიანობა არ ყოფილიყო,თუმცა ახლა გადავიფიქრე.აუცილებელია,რადგან ადამიანებს,რამე შემაკავებელი მექანიზმი უნდა გაგვაჩნდეს.თუ სამუდამო სიცოცხლე გვექნება ყველას, მაშინ მუდამ არეულობა იქნება სამყაროში,ადამიანები იმაზე უფრო ცუდად მოიქცევიან, ვიდრე ახლა.ზოგმა შეიძლება იფიქროს,სამარადისო სიცოცხლე ყველაფერს გამოსაწორებს და დედამიწას სიმშვიდეს მოუტანს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი აზრი ერთხელ ღიად ვთქვი ამ თემასთან დაკავშრებით,ისე შემომხედეს,თითქოს გიჟი ვიყავი,არადა თავად მთხოვეს ჩემი მოსაზრების დაფიქსირება,კამათი დამიწყეს,ჭკუის სწავლება და ახსნა რატომ ვარ მცდარი.არ ველოდი,რომ დამთანხმდებოდნენ,მაგრამ იმაზე გავბრაზდი,რომ თავად სურდათ ამის გაგება. ადამიანებს კი ხშირად ავიწყდებათ რა არის სიტყვის თავისუფლება,მკითხეს და ვთქვი ჩემი აზრი,უფლება აქვთ არ დამეთანხმნონ,მაგრამ არ შეუძლიათ ჩემი პოზიციის შესაცვლელად ყველაფერი გააკეთონ.რატომ ავიწყდებათ ადამიანებს,რომ შეიძლება ყველა ერთნაირად არ ფიქრობდეს?მაშინ ხომ სამყარო ძალიან მოსაწყენი იქნებოდა? * -არ გინდა ველოსიპედებით გავისეირნოთ?-მკითხა ალეხანდრომ და აპოლონისფერი თმები მზეს შეუშვირა,ოდნავ სველ თმას კიდევ შერჩენოდა წყლის წვეთები და ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ,თვალი მომჭრა. -ახლა აპოლონს ჰგავდი ძალიან.-სიცილით ვუთხარი და ფეხები ტბაში ჩავყავი,ცივი წყალი ახურებულ ტერფებზს მალამოსავით მომედო. -ვერც კი ვხვდები საიდან იგონებ ამდენ შედარებას.-თავის თავს უფრო ჰკითხა,ვიდრე მე. გვერდით მომიჯდა და ფეხები მანაც ჩაყო წყალში,-კითხვაზე არ გიპასუხია. -სიამოვნებით,საღამოს შეიძლება.თანაც ვნახავ ბაბუაჩემის ველოსიპედი ისევ არის თუ არა მწყობრში.-გავიცინე.წყალში ჩახტა,ტულიო და მარისაც უკან მიჰყვნენ მას,ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ და ახრჩობდნენ,სახალისო საყურებელი იყო,როგორ ცდილობდა მარისა ტულიოსგან თავის დაღწევას,მერე ალეხანდრო ეხმარებოდა შეშინებულ გოგონას და უკვე ის ხდებოდა ტულიოს რისხვის მსხვერპლი.ეს ბიჭი ბერძენი ღმერთი,რომ ყოფილიყო,ვფიცავ,ჰერმესი იქნებოდა არესის ნაზავით.ჰერმესის პიროვნება და არესის გარეგნობა.მარისა კი არ ვიცი,აფროდიტეც მოუხდებოდა. კიდევ იჩხუბეს,მერე ტულიო საზამთროს დასაჭრელად ავიდა ნაპირზე და მარისაც მას მიჰყვა, ალეხანდრო ტბიდან ამოვიდა,გვერდით დამიდგა,თავი გააქნია,რის გამოც დავსველდი. ეტყობოდა ამას ძალით აკეთებდა და ჩემთან ერთად ხალისობდა.ფირუზისფერი შორტი ეცვა,საოცარი ფერი,არც მწვანე,არც ცისფერი.ისე უხდებოდა მის ხორბლისფერ, გარუჯულ კანს.მკერდზე და მუცელზე წყლის წვეთები ნელ-ნელა ჩამოსდიოდა და ტორსოს ქვეშ უჩინარდებოდნენ.მზის სხივები პირდაპირ მის ბრდღვიალა სხეულს ეხეთქებოდა და ღმერთის შთაბეჭდილებას ქმნიდა.ჰომეროსის შექმნილი იყო, ოლიმპოს მთიდან გამოქცეული,აპოლონისფერი თმითა და სხეულით,თაფლზე უფრო ტკბილი თვალებით,ჰორიზონტზე უფრო სწორი წარბებით,ხშირი წამწამებით,საზამთროსფერი ტუჩებითა და მომაჯადოებელი ღიმილით.ყველაზე ოქროსფერი ბიჭი დედამიწაზე. -რა იყო?-მეკითხება და თან ზემოდან დამყურებს. -რა?-სულელივით ვეკითხები და თვალებში ვუყურებ,რომლებიც მზის გამო ოდნავ მოჭუტული აქვს. -რაღაც დიდხანს გაგიგრძელდა ჩემი ყურება,რამე უცნაურს ხედავ?-ღიმილით მკითხა და სველ ბაგეებზე ენა გადაისვა.მინდოდა მეთქვა,რომ ჰო.მაგრამ ვერ შევძელი.გული ამიჩქარდა და ენა მაინც ვერ მოვაბრუნე,მისი სხეულის თითოეული ადგილის შეხება მსურდა,ყველა წერტილზე კოცნა. -არა,უბრალოდ,ძალიან ლამაზი ხარ.განსაკუთრებით თუ მზე განათებს.-სიმართლე ვუთხარი.უცნაური გამომეტყველება მიიღო,ვერ გავიგე რა იფიქრა. -ევანჯელინ.-თავი გააქნია და ქვედა ტუჩზე იკბინა.-წამოდი ვჭამოთ. მაინც ვერ მივხვდი რა გაიფიქრა და მთელმა შუადღემ ამაზე ფიქრში დამტანჯა მომისაჯა,ვერ ვხვდები რატომ არ მოსწონთ ბიჭებს,როდესაც ეუბნებიან,რომ ლამაზები არიან?აუცილებლად სიტყვა სიმპატიური უწოდო მათ?ალეხანდრო ყველაფერია, არასოდეს მეყოფა მის აღსაწერად სიტყვები და დრო,თუმცა იმ წამს,როდესაც მას ვუყურებდი და მასზე ვფიქრობდი,პირველი,მარტივი სიტყვა,რომელიც გამახსენდა ეს იყო.ლამაზი. საღამო ხანი,რომ დადგა ალეხანდრომ პირობა შეასრულა და თავისი ველოსიპედით მომაკითხა.მხოლოდ ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ გასეირნება,თავი ცოტა დამნაშავეს ვიგრძენი ამის გამო,მაგრამ მალევე გადამიარა.ტოსკანას ულამაზეს ქუჩებში, სადაც უამრავი ადამიანი ირეოდა და ყაყანი იყო მშვიდად დავსეირნობდით.ქალაქი,რომ მოვიარეთ,მითხრა მშვიდი ადგილებიც კარგად ვიციო,ამიტომ მის უკან ამოვდექი ჩემი ველოსიპედით და გავყევი.ლამაზი ზურგი ოდნავ ერხეოდა,ოქროსფერ თავზე ლურჯი კეპი უკუღმა ეფარა,პატარა კულულები კი მის ქვემოთ იყო მოქცეული.საშინლად უხდებოდა.ცოტა ჩამოღამდა,ცა ვარდისფერი გახდა და სულ სხვა ფერი დაედო სამყაროს.გაშლილ თმას ნაზი ნიავი და ველოსიპედის სიჩქარე ჰაერში მიფრიალებდა, თუმცა არ მაწუხებდა.თითქმის არ გვილაპარაკია,ორივენი გარემოთი ვტკბებოდით. ხანდახან გამომხედავა,თავის ღვთიურ ღიმილს მაჩუქებდა და მერე ისე განაგრძობდა გზას,თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.გონებაში ჩემს საყვარელ სიმღერებს ვატრიალებდი და თავსაც ვაყოლებდი ხოლმე. -აქ დავსხდეთ,ცოტა შევისვენოთ.-მითხრა და დიდი ხისკენ გაიშვირა ხელი. დარწმუნებული ვარ ამ ზაფხულის შემდეგ,ხეზე,მუდამ ალეხანდრო გამახსენდება. განსაკუთრებით კი ჭადრის.ჩემი საყვარელი.დავუჯერე და ველოსიპედები ძირს დავაწვინეთ,ახლოს მდგომი ხის ქვეშ დავჯექი და ზურგითაც მივეყრდენი.ამოვისუნთქე, მხოლოდ ახლა ვიგრძენი შეპარული დაღლილობა.ისე მესიამოვნა მოდუნება თვალები უნებურად დამეხუჭა,ის დაჯდომის ნაცვლად ძირს წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. -ვფიქრობ,სჯობს დიდხანს არ გაგვიგრძელდეს შესვენება,რადგან ღამდება.გზას ვერაფერი გაგვინათებს.-ვთქვი და მას გავხედე,თავი დამიქნია,თვალები დახუჭა. -გუშინ ღამე ბევრს ვფიქრობდი.-დუმილის შემდეგ მითხრა.ვკითხე რაზემეთქი.-ყველაფერზე.-მიპასუხა.ვერაფერი გავიგე,არის მომენტები,როდესაც მასთან ყოფნისას თავს საოცრად ვგრძნობ,მაგრამ აგრეთვე არის წამები,როდესაც თავი იდიოტი მგონია. -კარგია ყველაფერზე ფიქრი...-სისულელე ვთქვი.ჩაიცინა,არ შემიხედავს,მაგრამ ხმა გავიგონე.-სერიოზულად ალეხანდრო,უნდა წავიდეთ.-ირგვლივ მიმოვიხედე,ხეები მეგობრულად აღარ მიყურებდნენ და სულ გაშავებულიყვნენ.ცას ლურჯი ფერი დაედო, ნამგალა მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა,ბილიკი კი,რომლითაც აქ მოვედით,თითქმის ღამეს ჩაეყლაპა.მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი,თუმცა აქ ყოფნის იდეა არ მხიბლავდა.დამეთანხმა და წამოდგომაში დამეხმარა,ველოსიპედებს შემოვაჯექით,გზა იმაზე უფრო ჩუმი გამოდგა,ვიდრე თავდაპირველად.მე ნელა დავდიოდი,ის კი ჩვეულებრივი ტემპით,არაფრის ეშინოდა,მივხვდი იმდენჯერ ექნებოდა ეს გზა გავლილი,ალბათ უკლებლივ ყველა კენჭის მდებარეობაც ეცოდინებოდაა.მთავარ ქუჩაზე გავედით,ისევ დავინახეთ ლამპიონებით განათებული ქუჩა და ხალხი.ერთ-ერთ სანაყინესთან თავად გაჩერდა.მითხრა დამელოდე ახლავე დავბრუნდებიო,უკან რამდენიმე წუთში კი ნაყინებით დაბრუნდა. -ნაყინი.-მხიარულად ვთქვი და დიდ ვაფლში ჩასხმული შოკოლადის ტკბილეული გამოვართვი.თავად ვანილის დაიტოვა. -ეს ნაყინი არ არის,ჟელატოა!-ამიხსნა მე კი თვალები გადავატრიალე.მერე რა,რომ ნაყინზე უფრო სქელი მასაა და მეტად გემრიელია?მადლობა გადავუხადე,ცოტა ხანს ერთ-ერთი სახლის კიბეზე ჩამოვსხედით,რომელსაც სამი საფეხური ჰქონდა,კარები კი კვასკვასა წითელი,თითქმის სისხლისფერი. -მომწონს აქაურობა.-ვუთხარი და თვალი ქუჩას მოვავლე.-საყვარელი ადგილი გახდა,ვნანობ რატომ გამოვტევე ამდენი ზაფხული.-დანანებით ჩავილაპარაკე. -როგორ ფიქრობ,უფრო მეტი დრო,რომ გაგეტარებინა აქ რამე შეიცვლებოდა?-მკითხა და ვანილის ჟელატოს ჭამა განაგრძო.დავფიქრდი.ალეხანდროს ადრეც ვიცნობდი,მაგრამ მასთან ასეთი ურთიერთობა არასოდეს მქონია,სიტუაცია,რომელშიც ვიმყოფებით ვერასოდეს წარმომედგინა.ის ნამდვილად კარგად მაგრძნობინებს თავს და მგონია ადრე,რომ ასეთი ურთიერთობა გვქონოდა,ბევრი რამ სხვანაირად წარიმართებოდა. -კი.-ვუპასუხე,სახეზე ღიმილი გამოესახა,ის ღიმილი მე,რომ ძალიან მიყვარს.-რატომ იღიმი?-ვკითხე და მეც უნებურად გამეცინა,ყველა კბილი გამოუჩნდა. -უბრალოდ. -უბრალოდ?-არ დავუჯერე. -ჰო,უბრალოდ. ნამდვილად სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა,თავისი სკოლის წლებზე მიამბო, ცოტა რამ მეც მომაყოლა,ვცდილობდი ისე მომესმინა მისთვის,რომ ყურადღება მისი სხეულის რომელიმე ნაწილისკენ არ მიმემართა,რაც ვფიქრობ გამომივიდა.სახლამდეც მიმაცილა და დამემშვიდობა,უკვე უნდა შევსულიყავი,რომ ბებიამ ჩემი მაღაზიაში გაშვება გადაწყვიტა,ბაბუამ გადააფიქრებინა გვიანიაო,მაგრამ თავი ცუდად ვიგრძენი და ვუთხარი ისედაც მინდოდა ტკბილეულის ყიდვა-მეთქი,ამიტომ მარტო მომიწია წასვლა. მიუხედავად იმისა,რომ ტოსკანა მშვიდი ადგილია,საღამოობით ტურისტები მაინც ერთობიან,მთლად ნიუ-იორკი არ არის,რომელსაც არასდროს სძინავს,თუმცა არც ჩამოუვარდება.რაც საჭირო იყო ვიყიდე,ჩემთვის შოკოლადები და საღეჭი რეზინი ავიღე,გადავიხადე,მაღაზიიდან გამოვედი და აღმართს ავუყევი,თავში ბითლზის სიმღერებს ვატრიალებდი,რომ შემთხვევით გრძელ სკამზე მჯდარი მარისა დავინახე. თავიდან ვერ შემნიშნა,ძალიან ჩაფიქრებული ჩანდა,შემდეგ მივუახლოვდი და დავუძახე. -აქ რას აკეთებ?-მკითხა. -მაღაზიაში ვიყავი,მარტო რატომ ზიხარ?-ისე ვკითხე ვითომ თავად არასოდეს გამეკეთებინოს მსგავსი ან უარესი რამ.-მოწყენილი ჩანხარ,ყველაფერი რიგზეა?-წარბები შევკარი და გვერდით ჩამოვუჯექი. -ჰო,ცოტა დაღლილი ვარ.აქ ჯდომა მომწონს.-ირგვლივ მიმოიხედა.უკან კედელი ჩანდა ქვებოთ სავსე და აქა-იქ ბალახები ეკრა.არასოდეს შემიმჩნევია ეს ადგილი. -ვალდებული არ ხარ რამე მკითხო ან აქ ჩამომიჯდე.-მითხრა. -ჰო,მაგრამ მინდა.-თბილად გავუღიმე,ვიცოდი მარისაც იმავეს გააკეთებდა ასეთი,რომ ვენახე.-გინდა ლაპარაკი? -რთულია იყო უფროსი ქალიშვილი.-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა.-ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობაა,მე კი მეზიზღება პასუხისმგებლობის შეგრძნება.მიყვარს ჩემი დედმამიშვილები,მაგრამ...რთულია.-კიდევ გაჩერდა.-კიდევ სამუშაო,მძულს იქ ყოფნა, მთელი ცხოვრებაა ამას ვიტან,ახლა კი ჩემს უბედურ ცხოვრებას ტულიო ისე ემატება,თითქოს საქმე არ მქონდეს.-ხელის გულები საფეთქლებს მიადო.-ვიცი,რომ საშინელი ადამიანი ვარ..-გავაწყვეტინე. -არა არ ხარ.შენ უბრალოდ გოგო ხარ.-ვუთხარი. -გეფიცები ეს მე არ დამიწყია,ვერც კი ვიფიქრებდი ამას. -შენი მჯერა,გარდა ამისა,კარგად ვხედავ ყველაფერს,ტულიო შენდამი რაღაცას გრძნობს.რთულია ეს ვერ შეამჩნიო თუ მაგაზე ღელავ. -არა,ვიცი,რომ ჩემდამი გრძნობები აქვს და სწორედ ესაა პრობლემა,მხოლოდ მე,რომ მომწონდეს ამას ავიტანდი,ხომ იცი,გოგონებს შეგვიძლია იმ ბიჭთან მეგობრობა,რომელიც მოგვწონს,მაგრამ მათ.. -არ შეუძლიათ.-დავასრულე მისი წინადადება,თავი დამიქნია.-შენ კი გეშინია,რომ თუ მის გრძნობებს დადებითად არ უპასუხებ შენი მეგობარიც აღარ იქნება? -ზუსტად.-ხელები ბრაზით გაშალა და ღრმად ჩაისუნთქა. -და პრობლემა რა არის?-ვერ მივხვდი თუ ერთმანეთი მოსწონდათ,რატომ არ შეეძლოთ ერთად ყოფნა?საუკეთესო მეგობრები ხომ საუკეთესო წყვილები არიან? -ის,რომ მას მთელი ჩემი ცხოვრებაა ვიცნობ.თავიდან ყველაფერი კარგად იქნება,ყოველ საღამოს გვექნება პაემანი,ერთმანეთს გავაწვალებთ,ბევრს ვიცინებთ,დამანახვებს,რომ დედამიწაზე კარგია,სექსი გვექნება,იმედებს მომცემს,შემდეგ კი როდესაც ზამთარი დადგება ყველაფერი დამთავრდება,რადგან მოვბეზრდები.მას ვიცნობ,არასოდეს ყოფილა ურთიერთობაში და არც უნდა,თანაც ვერც ჩემს სევდიან მხარეს შეეგუება,მერე მუდამ ვიკამათებთ,დავშორდებით და მეგობარიც აღარ მეყოლება.-სწრაფად ლაპარაკობდა და მართლა გულნატკენი ჩანდა. -იქნებ ასე არ იყოს?იმას ვგულისხმობ,რომ ამ ყველაფრის გამოცდის გარეშეც შეიძლება მისი დაკარგვა,როგორ ფიქრობ თუ უარს ეტყვი და მის გრძნობებს უარყოფ ისევ შეძლებს შენს მეგობრობას?ან შენ კომფორტულად იქნები?როცა გეცოდინება მას უყვარხარ შენ კი ვიღაც ბიჭებზე დაუწყებ ლაპარაკს,თავს უხერხულად იგრძნობ.თავიდან შეიძლება არც ერთმა არ შეიმჩნიოთ,მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენი შეხვედრის სიხშირე ისე ჩამოვა ნულამდე,ვერც კი მოასწრებ გააზრებას.-ავუხსენი. -და რას მირჩევ? -იმას,რომ სადამდეც შეძლებ შეიკავე ეს გრძნობა,მანამ სანამ,თავად არ გადმოდგამს პირველ ნაბიჯებს და თავად არ გეტყვის თავის სათქმელს,შემდეგ კი ზრდასრული ადამიანებივით დაილაპარაკეთ.უთხარი შენ რას ელი თქვენი ურთიერთობიდან,მისი აზრიც გაიგე,შესაძლოა ტულიოს დიდი ხანია არ ვიცნობ,თანაც ისე,როგორც შენ მას, მაგრამ სხვა ბიჭებს ვიცნობ და ვფიქრობ,ის რომ სერიოზულად არ გიყურებდეს ამდენ ხანს არ გაწელავდა ამ სპექტაკლს,ალბათ ისიც იმავეს ფიქრობს რასაც შენ და ეშინია. -სერიოზული ლაპარაკი მასთან?-ჩაიცინა-და ეშინია?მას არაფრის ეშინია,რამეს გაკეთება,რომ უნდოდეს ძალიან კარგად გააკეთებდა.ცოტა ხანს იფიქრებს ჩემზე, გადაუვლის.-უფრო თავისი თავის დასამშვიდებლად თქვა.-მსგავსი სიტუაცია გქონია?-მკითხა. -რაღაც მხრივ...-კეფა მოვიქავე.მისი სახის გამომეტყველებამ მიმანიშნა,რომ არ დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა.-საშინელებაა შერეული სიგნალები,როდესაც ვერ ხვდები მართლა მოსწონხარ თუ გეჩვენება,განსაკუთრებით კი თუ ეს ახლობელი ადამიანია. შეიძლება იფიქრო,რომ ასეა და გამოუტყდე გრძნობებში,მაგრამ არ გაქვს იმის გარანტია, რომ დაგთანხმდება,შეიძლება დაგცინოს და ყველაფერი გააფუჭო.თავისი თავის დასაცავად გითხრას,რომ მოგეჩვენა ყველაფერი. -ზუსტად.-თავი ხელის გულებში ჩარგო.-ღმერთო,როგორ უნდა გავუმკლავდე ამას?-ტკივილით ამოილუღლუღა. -ისე,როგორც შეგიძლია.-ვუთხარი ალეხანდროს სიტყვები. -ჰო,მართალი ხარ.მე არაფერს გავაკეთებ,თუ თავად მოიმოქმედებს რამეს,მაგას მერე მოვიფიქრებ რას ვიზამ,ახლა ისედაც არ შემიძლია ამაზე ფიქრი.-ეს კი მითხრა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ძილის წინ,მაინც ამაზე იფიქრებს და ყველა შესაძლო მომენტში.-ზეგ ალეხანდროს დაბადების დღეა და სჯო ს იმაზე ვიფიქროთ.-თვალები დავჭყიტე. -რა?4ივლისს მისი დაბადების დღეა?-შევიცხადე. -ჰო,ოცი წლის ხდება.არ მიკვირს,რომ არ გითხრა,კარგი იქნება რამეს თუ მოვიფიქრებთ.-მხრები აიჩეჩა. თავი ცუდად ვიგრძენი,რადგან დრო ცოტა იყო.მსურდა მისთვის საჩუქარიც მეყიდა და ყველაფერი იდეალურად გამეკეთებინა მის გასაბედნიერებლად.მხოლოდ ხვალინდელი დღე მქონდა,შესაბამისად ამ ღამეს უეჭველი მასზე ფიქრში გავატარებდი.ერთის მხრივ მიხაროდა,რადგან ეს სასიამოვნოა,მეორეს მხრივ კი, წარმოდგენა არ მაქვს რას ვიზამ.მინდა რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ.თავიდან ვიფიქრე იქნებ ჩემი სახლის ეზოში მოვუწყო რამე-მეთქი,თუმცა შემდეგ უკეთესი იდეა მომივიდა. -იქნებ ტბაზე მოვაწყოთ რამე?-ვკითხე მარისას აღტაცებულმა.-ხეზე გირლანდები და ბუშტები ჩამოვკიდოთ,მაგნიტოფონი წავიღოთ,რათა მუსიკის ფონზე ვიცეკვოთ, კიდევ…-დავფიქრდი.-შემიძლია ბლინები დავაცხო,ხილი წავიღოთ. -საოცარი იქნება,მართლა მოეწონება!ეს ძალიან ჰგავს მას.როგორ მალე მოიფიქრე,მე ალბათ ვერასოდეს გავახორციელებდი მსგავს გეგმას. -გმადლობ,ახლა წავალ,შეიძლება სახლში ინერვიულოდ.საჩუქარსაც მოვიფიქრებ და ხვალ დილით ადრე წავიდეთ მაღაზიებში.-აღტაცებულმა გავაჟღერე წინადადება. მიხაროდა,რომ სახალისო საქმე გამომიჩნდა. -კარგი,დილით გამოგივლი. -ღამე მშვიდობის. -შენც ასევე და გმადლობ. მარისა,როგორც კი წავიდა მთელი გზა და ღამე ოქროსფერი ბიჭის საჩუქარზე ვფიქრობდი.თავდაპირველად წიგნი განვიძრახე,მაგრამ ვერ ავარჩიე კონკრეტულად,რომელი ან ინგლისური თუ იტალიური,მაგრამ იტალიური არ ვიცოდი,შემდეგ თავიდან ამოვიგდე ეს აზრი და გამოვრიცხე.პერანგიც კი ვიფიქრე,სამაჯური,სახატავიც,თუმცა არც ერთი არ მომეწონა გონებაში.საგონებელში ჩავარდნილს გამთენიისას ჩამთვლიმა. * დილით მოკლეთმიანი გოგო,დაპირებულ დროს მოვიდა და საუკეთესო საჩუქრების მაღაზიაში გავიქეცით.ჯერ ფერადი ბუშტები ვიყიდეთ,ლამაზი წვეტიანი ქუდები,გირლანდა, რომელზედაც ეწერა:“გილოცავ დაბადების დღეს” ,ცოტა ბავშვური კი მომეჩვენა მისთვის ამდენი რამ,მაგრამ მსურდა ყველაფერს უნაკლოდ ჩაევლო.თანაც მწვანე გარემოს საოცრად შეეხამებოდა ეს ყველაფერი,მარისამ მითხრა ტორტს თავად გამოვაცხობო,რისი დიდი მადლიერიც დავრჩი,ტულიო ხილს კისრულობდა,როგორც თავად მითხრა.მე კი ბლინების მისთვის მომზადება არანორმალურად მინდოდა. ყველაფერი რომ ვიყიდეთ,გოგოს სახლში გავატანე და თანაც მოვილაპარაკეთ,რომ მთელ დღეს ტბაზე გავატარებდით,დილით ადრე კი იქაურობას მოვაწყობდით.იგი წავიდა,ჩემი საჩუქარი კი ისევ მოუფიქრებელი იყო.უამრავ მაღაზიაში ვიყავი,მაგრამ ყველგან მსგავს სუვენირებს წავაწყდი,რომლებიც ძირითადად ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი. დავღონდი,საკუთარ თავზე გავბრაზდი და მზად ვიყავი მეტირა კიდეც,რადგან ალეხანდროს გახარება ყველაფერზე მეტად მინდოდა.საბოლოოდ,ერთი მაღაზიაც ვცადე. უამრავ ნივთს მოვავლე თვალი,გადავათვალიერე,შემდეგ კი შავი ყავისფერი ტყავის ბლოკნოტი დავინახე, თითქმის ისეთი,როგორიც მას აქვს,რომელშიც დამხატა და ჩანაწერებს აკეთებს.მახსოვდა,მასში ბევრი ცარიელი ფურცელი აღარ დარჩენოდა.სასწრაფოდ დავავლე ხელი ტყავის მატერიას ისე,თითქოს ვინმე მართმევდა დ გულში გიჟივით ჩავიკარი.ტყავის თოკი ჰქონდა,რომელიც სიგანეზე სამჯერ იყო შემოხვეული,პატარა,ძალიან პატარა შავი ღუზის ემბლებაც ჰქონდა ჩამოკიდებული.სასიამოვნო მატერია იყო,თითქოს ხელში არაფერი მეჭირა,უყოყმანოთ გადავწყვიტე მისი ყიდვა.გამყიდველს საგულდაგულოდ შევაფუთიე ჯერ მუქ ყუთში,შემდეგ კი ყავისფერ ქაღალდში გავახვევინე.უდიდესი მადლობა გადავუხადე მოლარეს,გამოსვლისას კი საოცრებას წავაწყდი.დაფნის,გვირგვინი,რომელიც ოქროსფრად ელავდა.გეგონებოდა ნამდვილი ფოთლებისგან იყო დამზადებული,იმდენად ჰგავდა რეალურს,ხელით შევეხე,ერთმანეთზე გადაბმული ფოთლები მყარი მასალის იყო,შემდეგ კი ვიღაც დალოცვილს აპოლონისფრად შეეღება.ეს ალეხანდროსთვის იყო შექმნილი,მას უნდა ეტარებინა სამუდამოდ. ერთადერთი ცალი იყო,შეშინებული ვიყავი.მეგონა ვინმე მის წართმევას დააპირებდა, აკანკალებული ხელებით მივიტანე გამყიდველთან,რომელიც მიღიმოდა.იტალიურად საუბრობდა,ვერაფერი გავიგე,ამიტომ ზრდილობიანად გავუღიმე. -ის ამბობს,რომ ადამიანი,რომლისთვისაც ეს მიგაქვს,უდავოდ ძვირფასი უნდა იყოს შენთვის.-ინგლისური,ნაცნობი სიტყვების გაგონებისას გვერდით მივიხედე.თინეიჯერი ბიჭი,ჩემი თარჯიმანი გამხდარიყო.თმა კუპრივით შავი ჰქონდა,ალბათ თხუთმეტი წლისა გახლდათ. -ნამდვილად ასეა.-გავეთანხმე და მყარ პარკში ჩადებული საჩუქრები ბედნიერმა გამოვართვი. გზაში ჟელატო მივირთვი,თუმცა აქილევსის გარეშე დიდად ვერ ვისიამოვნე.სახლში ძლივს შევაბიჯე დაღლილმა და საწოლზე მკვდარივით დავემხე.საღამო ბებიასთნ და ბაბუასთან ერთად გავატარე,ტელევიზორს ვუყურეთ,ლოტო ვითამაშეთ და ალეხანდროს დაბადების დღის შესახებაც ვუამბე მათ. -კარგად მოგიფიქრებიათ,საოცარი ბიჭია.-ბაბუამ თქვა და დაამთქნარა,შემდეგ საათს გახედა. -არ მჯერა,თითქოს გუშინ დაიბადა და უკვე ოცი წლის არის.-ბებიამ სევდიანად ჩაილაპარაკა და სუფრის ალაგება დაიწყო. ვიფიქრე ღამითაც ხომ არ დავადგეთ-მეთქი,მაგრამ გადავიფიქრე.არ მინდა ზედმეტი მომივიდეს,თავი მოვაბეზრო,ჩემი გრძნობები მკაფიოდ გამოვხატო ან მსგავსი რამ.ამიტომ დასაძინებლად მთელი ოჯახი ერთად გავეშურეთ,ფიქრითა და უძილობით დაღლილს თვალების დახუჭვისთანავე დამეძინა. საოცარი სიზმარი ვნახე,არ მახსოვს რა მოხდა,სად ვიყავი ან ვისთან ერთად,თუმცა გრძნობა ისე მკაფიოდ დამამახსოვრდა,ეჭვი შემეპარა მეძინა თუ რეალურად მოხდა ეს. ჩემი ორგანიზმი კარგად დასვენებული იყო,არც თავი მტკიოდა,არც გულის რევის შეგრძნება მიფუჭებდა დილას და სხეულშიც მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი.წამოვფრინდი,ბებო დავიხმარე და ყველანაირად შევეცადე ლამაზი ფორმის ბლინები დამეცხო,აგათამ შემომთავაზა ბელგიური ვაფლის აპარატი გვაქვს,გამოიყენე დროშიც მოიგებო,მაგრამ მსურდა ჩემი ხელებით გამეკეთებინა,ამიტომ ვიუარე.ბევრი ბლინი გამოვიდა,ზემოდან ზოგს შოკოლადი დავასხი,ზოგს კი თაფლი.ჟოლოთი,მარწყვითა და ბანანით მოვრთე,ლამაზ კონტეინერში საგულდაგულოდ ჩავაწყვე და წამში მარისაც გაჩნდა ჩემ გვერდით. -ალეხანდროს ტულიო მოიყვანს,ჩვენ კი იქაურობა დავალაგოთ.-მითხრა და დიდი ყუთი მაგიდაზე დადო,ვკითხე ეს რა არის-მეთქი.-ტორტი!შოკოლადის მისი საყვარელია,ცოტა ხილიც ვუქენი,წარწერა გავუკეთე ისე,როგორც შევძელი.საკონდიტრო მას აქვს და კონკურენციას ვერ გავუწევ,თუმცა გამოდგება.-ჩაიცინა და თავზე ახადა თეთრ მუყაოს. ყავისფერ ტორტს,თეთრი მაქმანები ჰქონდა დართული კიდეებზე,”გილოცავ” წარწერა, ასევე მარწყვითა და ბანანით მორთული და ფერადი,წვრილი კანფეტები უსწორმასწოროდ მიმოფანტული. -ძალიან ლამაზია. ტბაზე ძლივს მივიტანეთ ყველაფერი,გვეშინოდა რამე არ დაზიანებულიყო, ფრთხილად ვმოძრაობდით.სიცხემ ძალიან შეგვიშალა ხელი და ლამის ოფლად გავიწურეთ.რომ მივაღწიეთ,ცოტა ხანს გაუნძრევლად ვისხედით,შემდეგ ავდექი და ხის გრძელ ტოტს სიგანეზე გირლანდა ჩამოვკიდე,რომელსაც ეწერა:”გილოცავ დაბადების დღეს”,შემდეგ ფერადი ბუშტები გავბერეთ და გავკნანძეთ,ზოგი ძირს დავაგდეთ,ზოგიც ტბაში გავუშვით, ცოტა ხის ტოტებშიც გავჭედეთ.ძირს წითელი პლედი დავაფინეთ,თეთრი ზოლებით, მასზე ტორტი დავდეთ ზუსტად შუა გულში,გვერდით ჩემი ბლინები,რაზეც მარისაც შემაქო, ერთჯერადი თეფშები და ჩანგლები,ხილი:საზამთრო,ნესვი,მარწყვი,ატამი,ბანანი.ცოტა ხანში ტულიომ შემოიარა მაგნიტოფონი ბალახზე დადო და აღატაცებულმა დაღლილი გოგონები გაგვამხნევა,სასმელებიც მოიტანა.ყველაფერი იდეალური იყო,ჩემი საჩუქარიც იქვე მედო, გადავწყვიდე იუბილარისთვის თავზე წვეტიანი ქუდი კი არა,ის გვირგვინი დამეფარებინა, რომელიც ვუყიდე.ლურჯი,მოტკეცილი,მოკლე,ერთიანი კაბა მეცვა,რომელიც რუჯზე ძალიან მიხდებოდა.თავს ლამაზად ვგრძნობდი,თმა გაშლილი მქონდა და ყურების უკან გადაწეული. მარისას ყვითელი მაისური ეცვა,თეთრ შორტთან ერთად.ტულიოს კი წითელი პერანგი.მის გარუჯულ კანს აგრეთვე უხდებოდა. -ყველაფერი იდეალურადაა!-მარისამ თქვა და კიდევ მოვავლეთ თვალი ჩვენ შექმნილ დეკორს.კმაყოფილი დავრჩი,ვიმედოვნებდი მასაც მოეწონებოდა,პირადად ჩემთვის,რომ ვინმეს ასე ეშრომა უბედნიერესი ვიქნებოდი. ცოტა ხანიც მოვიცადეთ და ისიც გამოჩნდა.თეთრი,მოკლე მკლავიანი,ნახევრად შეხსნილი პერანგი ემოსა,მუქ,ხორბლისფერ კანზე მისი ტანსაცმელი მზესავით ანათებდა.ყელზე ოქროსფერი ჯაჭვი ეკიდა,რომელსაც ჯვარი ჰქონდა ჩამოკიდებული.თმები ელვასავით უელავდა,ჰორიზონტივით სწორი წარბები მოშვებული ჰქონდა,საზამთროსფერ ტუჩებში კი ღიმილი შეპარვოდა.ღმერთს ჰგავდა,გრძელი ხელები თმაში შეიცურა,კულულები გაისწორა. ყველაზე ოქროსფერი ბიჭი დედამიწაზე.ალეხანდრო. -გილოცავთ!!!”-ერთხმად დავუყვირეთ,როდესაც ძალიან მოგვიახლოვდა.თაფლისფერ თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები უხტოდა და ციცინათელასავით ანათებდა მისი ტკბილი თვალები.აპოლონის მოციქულია-მეთქი,ვფიქრობდი.მარისა და ტულიო მას გადაეხვივნენ,მე კი ქვასავით ვიდექი.ბოლოს თითქოს,რაღაცამ მიკბინა და ოქროსფერი დაფნის გვირგვინი თავზე დავადე,მისი თმა უფრო ღია იყო ვიდრე დიადემა. -გილოცავ.-მხოლოდ ეს ვუთხარი. -გმადლობ,ძალიან ლამაზია.-მითხრა და გამიღიმა.თავზე ხელი მოიკიდა.-ეს რა?-დაბნეულმა იკითხა შემდეგ კი გაიცინა.-არ მჯერა!-თავი გააქნია.-ახლა მართლა ვგავარ. -გვირგვინი არ გჭირდება.-ვუთხარი და ლოყაზე სიყვარულით ვაკოცე,მერე კი მოშორებით დავდექი.თვალი გამომაყოლა,მეგონა ვიწვოდი,მხრებსა და ზურგზე ცეცხლი მეკიდა. -იცი?ევანჯელინმა ბლინები შენთვის გამოაცხო.-მარისამ ბლინით სავსე თეფში ალეხანდროს ცხვირ წინ მიუტანა,ტულიომ პატარა ბავშვივით სტაცა ხელი და პირში გაიქანა.-ცხოველო! პატარა ბავშვი ხარ!-დაუყვირა მას გოგონამ. -მშია!-ღეჭვა განაგრძო.-სხვათა შორის,გემრიელია,-კიდევ გააგრძელა.-თან ძალიან.-თვალები გაუფართოვდა. -გმადლობ,მიხარია,თუმცა მინდა იუბილარმა გასინჯოს.-ვუთხარი.ალეხანდრომ მეორე ნაჭერს ხელი მოკიდა და პირში ჩაიდო,ნასიამოვნები სახე ჰქონდა. -არ ველოდი,მაგრამ გემრიელია.-წარბის აწევით თქვა,მხარზე მუჭი დავარტყი,შემდეგ კი ყველამ გავიცინეთ. -საზიზღარო!აღარ გაგიკეთებ!-ვითომ ნაწყენმა ვუთხარი. -ჩემუ ტორტი?შეხედე ეს მე გავაკეთე!-მარისამ ხელი ძირს გაიშვირა.მასაც დიდი მადლობა გადაუხადა. -ასე რატომ დაიხარჯეთ.-თქვა ბიჭმა და ყველანი ძირს დავსხედით.ვიცოდი თავადაც იმავეს გააკეთებდა ნებისმიერი ჩვენგანისთვის.მარისამ მას ყურთსასმენები აჩუქა,ვიცი გაგიფუჭდაო და წითელი ნაქსოვი სამაჯური,ტულიომ ბოლო მოინდომა საჩუქრის გადაცემა,ამიტომ გოგონას შემდეგ ჩემი ყუთი გადავეცი.ნატიფი თითებით შეეხო ყავისფერ ბლოკნოტს,მერე კი მე ამომხედა.საოცარი მზერა ჰქონდა,პირდაპირ მიქელანჯელოს ნამუშევარი გეგონებოდათ. გულწრფელად ბედნიერი ჩანდა,მადლობა გადამიხადა და ლოყაზე თავისი ატამის ტუჩებით მაკოცა,ტაომ დამაყარა და თავი უცნაურად ვიგრძენი,მუცელში თბილმა გრძნობამ დამიარა. საოცარი პეიზაჟი გვქონდა წინაც და უკანაც,ირგვლივ.ალეხანდროს უკან ჭადრის, წიწვის, ნაძვის ხეები მეგობრულად არხევდნენ ფოთლებსა და ტოტებს.ჩვენი მორთული გარემოთი უფრო გაფერადდა ჭრელი გარემო,ტბა მზის სხივების გამო ზღვასავით ლივლივებდა და კამკამებდა?შორიდანაც დაინახავდი თითოეულ,სხვადასხვა ფერ კენჭს.ძველი ნავი,ისევ ისე ნელა ირწეოდა,როგორც ბავშვის აკვანი.აქილევსს მზისფერ თმაზე,თავთუხისფერი გვირგვინი ისე უხდებოდა,უდავოდ ოლიმპოსის ბერძენ ღმერთს ჰგავდა.მისი თეთრი პერანგი ამას უფრო რეალურად წარმოაჩენდა,სახის ნაკვთებიც. -ახლა კი ჩემი ჯერია.-ფიქრი ტულიომ შემაწყვეტინა და წინ ბიჭს თეთრი კონვერტი დაუდო. ყველანი ძალიან დავიბენით,მე და მარისამ ერთმანეთს გადავხედეთ,ალეხანდრომ კი კონვერტი შეათვალიერა.-მალე გახსენი,მინდა შენი სახე რაც შეიძლება მალე ვნახო.-თავმომწონედ თქვა და ხელები გადაიჯვარედინა. ბიჭმა თვალები გადაატრიალა და მეგობარს დაუჯერა,იქედან ოთხი ქაღალდი ამოიღო. შავი,წვრილი წარწერები ჰქონდა.მან ორჯერ გადაიკითხა წინადადებები და გაფართოვებული თვალებით შეხედა ძმაკაცს. -როგორ მოახერხე?!-ისევ გადაიკითხა.-ვერაფრით ვიშოვე,ყველა ბილეთი გაყიდული იყო! -მე ხომ საოცრება ვარ,ასე არ არის მარისა?-ნერვების მოშლა დაიწყო. -მოკეტე.-უპასუხა გოგომ. -ეს რა..-საუბარი დავიწყე და ალეხანდროს ერთი ბილეთი გამოვართვი.თვალები მეც ვჭყიტე.-ეს რა ბარსელონასა და იუვენტუსის თამაშის ბილეთებია?!-ტონს ავუწიე.-ვაუ!რა მაგარია!მეც მინდოდა ამ თამაშზე წასვლა,მაგრამ ყველა ბილეთი გაყიდული იყო.-ვაღიარე. ზუსტად გამახსენდა,როგორ ვამოწმებდი კომპიუტერით თამაშის ადგილებს და გული დამწყდა,რომ ყველა დაკავებული აღმოჩნდა. -ფეხბურთი მოგწონს?-სამივემ მკითხა. -რა თქმა უნდა.-ვუპასუხე. -ძალიან კარგი,შენზე ვეჭვობდი,არ მეგონა სპორტის მოყვარული თუ იყავი.-ტულიომ მითხრა. -არც ვარ,უბრალოდ,ფეხბურთი გამონაკლისია.-მხრები ავიჩეჩე. -მიხარია,რომ ყველა ერთად წავალთ.-იუბილარმა ბილეთები კონვერტში ჩაალაგა. -გინდათ მამაჩემის მანქანით წავიდეთ?-სერიოზულად იკითხა ტულიომ. -არა!-ერთდროულად თქვა მარისამ და ალეხანდრომ,ჩამეცინა. -ჩემით წავალთ.ახლა თუ შეიძლება იმღერეთ,რომ სანთლები ჩავაქრო. თეთრი სანთლები ჩავარჭვეთ მრგვალ ტორტში და სიმღერა დავიწყეთ,მერე თვალები დახუჭა,სამი წამით გაუნძრევლად იყო თვალებმოჭუტული,მერე სული შეუბერა სანთლებს. ტაში დავუკარით,პირველი მე შემომხედა.უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი,ამას მთელ სხეულში ვგრძნობდი,ყველა კუნჭულში.ასეთია სიხარული,ალბათ ყველა ასე გრძნობს, სხეულს ცისარტყელასავით ედება და ანათებს,ბრაზსს ყოველთვის თავში,კისერსა და ხელებში ვგრძნობ.შიშს ფეხებსა და მტევნებში,ზიზღს სახის მიდამოებში,შფოთვას გულში,ასევე შინაგან ორგანოებში,მაგრამ სევდა და მელანქოლია ამ გრძნობას ყველგან ვგრძნობ.ხავსივით მედება სულზე და ტვინის უჯრედებით დაწყებული წამწამებით დასრულებული ყველგან ვცნობ.ჩემთვის მისი კონტროლი ყველაზე რთულია,როცა უნდა მაშინ მსტუმრობს და თითქმის არასოდეს მიდის. ტორტი დავაგემოვნეთ,უგემრიელესი გამოვიდა.შემდეგ ტულიომ სიმღერები ჩართო მაგნიტოფონში და ბევრი ვიცეკვეთ,ალეხანდრო სხეულზე მეხებოდა და მუხტს ყველგან ვგრძნობდი.მისი ლამაზი თეთრი კბილები ჩემთვის იკრიჭებოდნენ,დიდი ხელები კი ჩემთვის მოძრაობდნენ,ბითლზის სიმღერებიც შევასრულეთ,რა თქმა უნდა,შემდეგ ვიცურავეთ და ხილი მივირთვით.საუკეთესო დღე გამოვიდა,რის გამოც ოქროსფერმა ბიჭმა დიდი მადლობა გადაგვიხადა. -ხვალ,როდესაც დავბრუნდებით ტბაზე.გეგმები დავაწყოთ,როგორ წავალთ თამაშზე.-მარისამ სველი,მოკლე თმა ხელის გულში გაიწურა და გვერდით ჩამომიჯდა. -ჰო,ერთი კვირა გვაქვს იქამდე,მაგრამ მაინც მოვიფიქროთ.მგონია უკეთესი იქნება თუ მატარებლით წავალთ არა?-ტულიომ თქვა და არ შემეძლო არ დავთანხმებულიყავი. -გეთანხმები,უფრო გავერთობით.-მხარი ავუბი,მან თვალი ჩამიკრა.-მანქანით მოსაწყენი იქნება.-ალეხანდროს გავხედეთ,ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი. -როგორც გინდათ.-მხრები აიჩეჩა და გვირგვინი,რომელიც მე დავადგი შეისწორა.შემომხედა, თვალებში ჩამხედა და ეშმაკურად შემომხედა,ისე,როგორც ალბათ ჰერმესი იზამდა.მარისა და ტულიო საუბარში გართულიყვნენ,ის მომიახლოვდა,გვერდით ჩამომიჯდა მიწაზე და საუბარი გამიბა.-დღეს საღამოს ჩემთან მოხვალ?-მკითხა. -კი,მაგრამ რატომ?-გავიკვირვე,მხოლოდ მე რატომ მეპატიჟებოდა?თანაც ასე ჩუმად. -უბრალოდ,-პატარა ბავშვის სახე აიკრა.თაფლისფერ თვალებში ხბოს მზერა ამოვიკითხე. ის რა ჩემით მანიპულირებს? -კარგი?…-ვუპასუხე.სახე გაებადრა და ჯვარი,რომელიც კისერზე ეკიდა ხელში აათამაშა. -მომწონს შენი ჯვარი,პირველად დაგინახე გაგეკეთებინოს. -ჰო…ძველია.განსაკუთრებულ მომენტებში ვიკეთებ,მაგრამ დღეიდან გადავწყვიტე მუდამ ვატარო.-ისევ აათამაშა. დიდხანს აღარ გავჩერებულვართ,მარისას ეჩქარებოდა,ტული მამამისს სათევზაოდ მიჰყავდა,ოდნავ გაღიზიანდა,როცა დაურეკეს და ამის შესახებ აცნობეს,თუმცა უარი ვერ უთხრა,კიდევ რაღაც გაეფუჭებინა ოჯახში.ალბათ შუადღის ოთხი საათი იქნებოდა,როდესაც წამოსვლა გადავწყვიტეთ.ალეხანდრომ ისევ შემახსენა ჩვენი გეგმა და მოღიმარო გაუდგა სახლის გზას,საჩუქრებით ხელში. მე ბებია დამხვდა ეზოში,ჩემ საყვარელ ჭრელ ჰამაკში იჯდა და წიგნს კითხულობდა. არ დავენახვე,რადგან არ მინდოდა ხელი შემეშალა.ოთახში ავედი,შხაპი მივიღე და საწოლზე გულაღმა დავწექი.თეთრ,გაბზარულ ჭერს დავუწყე ცქერა. არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო,არ მინდა ალეხანდროს მოვწონდე,რადგან არაფერი გამოგვივა.უამრავი მიზეზი შემიძლია ჩამოვთვალო,თუ რატომ.არ მინდა მას ეტკინოს, რამე სასიამოვნო წარმოიდგინოს,შემდეგ კი მისი ან ჩვენი გეგმები მინასავით დაიმსხვრეს.თუმცა ამავდროულად,მინდა რამეს გრძნობდეს ჩემ მიმართ,სიმპათია ან სულ ერთია,ოღონდ სასიამოვნო.შესძლოა ახლა ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობთ,ვლაპარაკობთ,ვიცინით, ვცეკვავთ,ვჭამთ,ვმღერით,მაგრამ მალე გვინდა თუ არა ეს შეიცვლება.მე ვიცი როცა ეს დასრულდება გატეხილი ვიქნები,იმაზე მეტად,ვიდრე ახლა.არ მინდა ის გატყდეს.ძლიერი ბიჭია,მაგრამ ვხვდები ისიც იჩენს ბევრ საკითხში ინიციატივას.ზოგჯერ არ მჯერა,რომ არსებობს,ადამიანებს,რომლებსაც მე ვიცნობ არ არიან ასეთები.ან იქნებ საცხოვრებელი ადგილის ბრალია და ალეხანდრო მართალია იმაში,რომ იტალიელი მამაკაცები სხვაგვარად იზრდებიან.არ ვიცი,პასუხი არ მაქვს. მისი ყურება მომწონს,დროის ერთად გატარება,ცურვა,ჯელატოს ჭამა და სხვა უამრავი რამ,რასაც მუდამ ვაკეთებთ.ის ჩემთვის კარგია,თუმცა მე მისთვის არა.ეს იმას ჰგავს დაობებული ატამი,რომ მწიფესთან ახლოს დადო,ისიც დალპება.არ მინდა ეს შეწყდეს,მსურს სამუდამიდ ჩვიდმეტი წლის გოგო ვიყო,რომელიც იტალიაში ატარებს ზაფხულის არდადეგებს,ბებიასა და ბაბუას სახლში.ასე,რომ იყოს ალეხანდროს აუცილებლად შევიყვარებდი. საშინელი პროცესია განკურნება,ის რაც მე მომავალში მელოდება.არ ვიცი ოქროსფერი ბიჭი ამას,როგორ გაუმკლავდება,ჩემი ამბავი კი კარგად მომეხსენება.ხანდახან თავი ის ცარიელი ყავის ჭიქა მგონია,რომელიც ნიჟარაში დევს და წყლით ივსება,ძირში დაგროვილი ნალექი,კი ნელ-ნელა ღიავდება.ალბათ ასეთია განკურნება,გადაადგილება ჩაციკლული მდგომარეობიდან. ვიცი ალეხანდრო სიგიჟემდე მომენატრება.ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა,რაც აქ ვარ. წარმოდგენა არ მინდა მომავალში რა იქნება,რა თქმა უნდა,შეგვიძლია ტექსტური შეტყობინებებით შემოვიფარგლოთ,მაგრამ ეს არ მინდა,რადგან არ იქნება საკმარისი. თავებს მოვიტყუებთ,მეტად გავაწამებთ და უარესად გავხდებით. რაღაცები უკვე შეიცვალა,ჩემს ცხოვრებაში.მარტოობის წინააღმდეგი ისევ არ ვარ,მაგრამ ახლა ალეხანდროც მინდა გვერდით. * შხაპი მივიღე და გულაჩქარებულმა გამოვაღე კარადა,მინდოდა ლამაზად ვყოფილიყავი. ვერ ვხვდები მის მიმართ რას ვგრძნობ,მისი გარეგნობა ისევე მომწონს,როგორც მისი გარეგნობა.საოცარი მოსაუბრეა,ყველანაირად კარგი ბიჭია,მინდა ჩავეხუტო,მზის ჩასვლას ვუყუროთ,დრო გავატაროთ,ვისეირნოთ,ჟელატო ვჭამოთ,ვიცუროთ,ვაკოცო,მაგრამ არ მინდა ჩემი შეყვარებული იყოს.ვიცი ძალიან შორს მივდივარ,თანაც საოცრად,მაგრამ მიყვარს მომავალზე ფიქრი.ვერ ვხვდები ეს რა მდგომარეობაა.გოგონები,როდესაც ასე არიან, მათ სურთ ბიჭები,რომელთა მიმართაც გრძნობები აქვთ,მათი შეყვარებულები იყვნენ,თუმცა მე არა.არ მინდა ურთიერთობა,ალეხანდრო არაფერ შუაშია,ნებისმიერ ბიჭზე ასე ვიფიქრებ.ის იმ ყველაფერს იმსახურებს,რაც მე არ მაქვს და არ ვარ.ყველაზე ოქროსფერ ცხოვრებას. ვარდისფერი სარაფანი გადავიცვი და სველი თმა ბუნებრივარ გავიშრე,დახვეული თმა მხრებს უკან გადავიწიე.მაჯებზე სამაჯურები გავიკეთე და ქვევით ჩავედი.კიბის საფეხურები ხტუნვითა და ღიღინით ჩავიარე.სამზარეულოდან მესმოდა ხმა,როგორ ლაპარაკობდა ბებია ტელეფონზე.შიგნით შევედი,მაგიდიდან ატამი ავიღე და ჩავკბიჩე. -ევანჯელინ,ალეხანდროა.გთხოვს მასთან მიხვიდე.-მითხრა და ყურმილი დაკიდა. -კარგი,ცოტა ხანში წავალ.-ისე ვუთხარი ვითომც არაფერი,არადა სხეულში უცნაურმა ტალღამ დამიარა. -რამე განსაკუთრებულს გეგმავს?-მკითხა და ფქვილით დასვრილი ხელების დასაბანად შებრუნდა. -არ ვიცი,არაფერი მითხრა.უბრალოდ თავისთან დამიბარა,დარწმუნებილი ვარ ყველა იქ იქნება.-მოვატყუე,რადგან არ მინდოდა რამე ეფიქრა,თითქოსდა რამე ხდებოდა ჩვენ შორის. -კარგი,გაერთე.მაგრამ დღეს ჭექა-ქუხილია გამოცხადებული,ამიტომ ნუ დაიგვიანებ. -მართლა?-გავიკვირვე.-საოცარი ამინდია.-ფანჯარაში ისევ გავიხედე.მზე ისევ ისე ანათებდა და საერთოდ არაფერი ეტყობოდა ზეცას. -იმედია.ზაფხულის ცუდი ამინდი,საშინელებაა.-მხრები აიჩეჩა. ფეხზე თეთრი კედები ამოვიცვი და ალეხანდროს სახლის გზას ჩაფიქრებული დავადექი. დარწმუნებული ვიყავი,რომ არც კი გაწვიმდებოდა.შეუძლებელია ასეთი ოქროსფერი ბიჭის დაბადების დღეზე ცუდმა ამინდმა იჩინოს თავი.პატარა ბავშვები ქუჩაში სხვადასხვა გასართობით ერთობოდნენ,ზოგი ფეხბურთს თამაშობდა,ზოგი ფერადი ცარცებით ხატავდა ასფალტზე რაღაცას,ზოგი რეზინობანას,მოხუცები ნარდს.ყველა ბედნიერი ჩანდა,ყველას ჰქონდა საქმე,რომლის გაკეთებაც უხაროდათ. აქილევსის სახლს,რომ მივადექი იგი ეზოში დამხვდა.არ ვიცი მე მელოდებოდა თუ რას აკეთებდა,მწვანე,ხასხასა მინდორში იჯდა და ხეს მიყუდებულიყო,ცალ ხელში პატარა, მინდვრის,ვარდისფერი ყვავილი ეჭირა,რომელსაც ათამაშებდა.დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. -დაგაგვიანდა.-მითხრა. -კონკრეტული დრო არ გითქვამს და თანაც მარტო რას ვაკეთებ აქ?-ვკითხე და სახლში შემავალ გზას დავადექით. -ისეთს არაფერს.ჩემი დაბადების დღეა! მეგონა მარტო ბავშვებთან ერთად ვიქნებოდით,მაგრამ შიგნით მისი მშობლები დამხვდნენ,მამამისისნაირი თმა ჰქონდა,თვალები კი დედასი.არ ველოდი მათ ნახვას, ორივე მე მიმზერდა,ჩანთები კი ხელში ეჭირათ.მარტივად მივხვდი უკვე წასვლას აპირებდნენ,თავი დავწყევლე ათი წუთით გვიან მოვსულიყავი-მეთქი,ამ სიტუაციას თავს ავარიდებდი. -გამარჯობა.-ზრდილობიანად ვუთხარი მათ და ისე თავაზიანად გავუღიმე,როგორც შემეძლო. -გამარჯობა ევანჯელინ.-ქალი ჩემკენ წამოვიდა და გადამეხვია,იტალიურად მომესლმა, როგორც ჩანდა ინგლისური არ იცოდნენ.ქალმა ისე თბილად შემომხედა,მეგონა ალეხანდრო მიყურებდა,იმავე გამოხედვა ჰქონდა.მამამისი კი იმაზე ახალგაზრდა ჩანდა,ვიდრე ვიფიქრებდი. ალბათ 40 წელს მეტის არ უნდა ყოფილიყო,იმავეს თქმა შემიძლია დედაზე. კაცმა რაღაც მითხრა,ვერ გავიგე,ამიტომ ალეხნდროს გავხედე. -გეუბნება,რომ ძალიან გაზრდილხარ და უხარია შენი ნახვა.-მითხრა.-ორივეს.-დაამატა. -უთხარი,რომ მეც.-ისევ გავიღიმე.ვფიქრობ ღიმილი კარგი შთაბეჭდილების დატოვების ერთ-ერთი უტყუარი გზაა. მათ რამდენიმე წინადადება გაცვალეს და შემდეგ კარებიდან ჩანთებით დატვირთულნი გავიდნენ.ორივე დამემშვიდობა,მე კი ხელი დავუქნიე. -სად წავიდნენ?-მათი ბარგის გამო ვიკითხე,ჩანდა დიდი ხნით მიდიოდნენ. -ბიძაჩემი ცოტა ცუდად არის,რამდენიმე დღით მიდიან.-მიპასუხა. -მერე შენ?შეძლებ თავის მიხედვას?-სიცილით ვკითხე. -ეჭვიც არ შეგეპაროს,მე ხომ დიდი ბიჭი ვარ.-მანაც გაიცინა. -რა უნდა გავაკეთოთ? -შემიძლია იტალიური სამზარეულოს მასტერკლასი ჩაგიტარო ან…-ფიქრი დაიწყო. -ან სჯობს. -კარგი მაშინ ან გავაკეთოთ.-გაიცინა,ყველა კბილი გამოაჩინა.სიმღერის ჩასართვად წავიდა, პიანინოს თავზე შემოდებულ მაგნიტოფონში სიმღერას არჩევდა,კარგმა მელოდიან გაიჟღერა, არ მეცნო,თითქოს სადღაც მონასმენი მქონდა,ოღონდ ძალიან,ძალიან ადრე. -არა მაინც მინდა რამე გავაკეთო.-მოუსვენრად თქვა.-ორცხობილებზე რას იტყვი?ან ბრაუნი?-შემომთავაზა. -კარგი.-თვალები ავატრიალე.-იცოდე მე არაფერში დაგეხმარები.-ფეხზე ავდექი და სამზარეულოში გავყევი. -რომ გაიძულო?-სერიოზულად მითხრა და მაგიდას ხელის გულებით დაეყრდნო,ეშმაკურად შემომხედა,ჩემ პირისპირ იდგა. -ვერ მაიძულებ.-მეც მის პოზაში დავდექი.ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით,სულ ცოტაც და ჩვენი ცხვირები ერთმანეთს შეეხებოდა,მიუხედავად იმისა,რომ ჩემზე მაღალი იყო. -დარწმუნებული ხარ?-წარბები შეკრა. -სავსებით. -ვნახოთ. უკან შებრუნდა,თაროები გამოაღო და სხვადასხვა პროდუქტის გამოღება დაიწყო,მერე მაგიდაზე დაალაგა,კლასიკური ორცხობილების გამოცხობა გადაწყვიტა,პატარა შოკოლადის კუბიკებით.ყავას ძალიან უხდებაო.ვუყურებდი როგორ ყრიდა ფქვილს ჯამში,წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებდა,მაგრამ ძალიან მომწონდა ყურება,ნაზი მელოდია კი,რომელიც მის მოძრაობებს ერთვოდა თავს ზღაპარში მაგრძნობინებდა.სიმღერა შეიცვალა,ახლა Harry James “it’s been a long,long time” გაჟღერდა. -ძალიან მიყვარს.-მუსიკაზე ვუთხარი,თვალები გამიბრწყინდა.მეცო მიპასუხა და თხელი მასის მორევა განაგრძო,ხელები დაჭიმვოდა,ვენები შესამჩნევად ეტყობოდა,ჩემდა გასაკვირად შავი მაისური ეცვა,დაკუნთულ ბიცებსე მჭიდროდ მოტმასნოდა.არის რამე,რაც ამ ბიჭს არ უხდება?მელოდიამ სამზარეულო მაგიური ატმოსფეროთი აავსო,თავი დისნეის,რომელიმე მულტფილმში მეგონა და არა დედამიწაზე.შემდეგ მოულოდნელად წვიმა დაიწყო,ჩამობნელდა კიდეც. -ვიცოდი,რომ ასე მოხდებოდა.ჩემს დაბადების დღეზე მუდამ წვიმს.-თქვა ალეხნდრომ და ყალიბში გადანაწილებული ცომი ღუმელში შედო.საოცრად მალე გამოცხვა,ყავა მოადუღა,ლამაზ ჭიქებში ჩამოსხა,ორთქლი ადიოდა ჭიქებს,უკვე კარგად ბნელოდა,რომ შუქიც გაითიშა და წვიმამ იმდენად მოიმატა სახურავზე წარმოქმნილი ხმები გვესმოდა გეგონებოდა სათლიდან ასხამდა ვიღაც.ორცხობილები,რომლებსაც საუცხოო სუნი ასდიოდა თეფზე გადაანაწილა,უკვე ვერაფერს ვხედავდით,ამიტომ უჯრიდან ორი სანთელი ამოიღო და აანთო.შემდეგ შემომიბრუნდა და მომიახლოვდა. ჩემი ხელები მისაში მოაქცია და საცეკვაოდ გამომიწვია,საყვირის ხმამ ერთიანად შემავსო და დავთანხმდი.თავი პარიზის ერთ-ერთი რესტორნის მსტუმარი მეგონა,მელოდია ძვლებში გამდიოდა,მისი სხეულის ენერგიას ჩემსაზე ვგრძნობდი.ჩვენი მუცლები ერთმანეთს ეხებოდა,ცალი ხელი წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა,რის გამოც მუცელში პეპლები ამიფარფატდნენ,მეორე ხელი კი ჩემსაში მოაქცია და რწევა დავიწყეთ.რომანტოკული გარემო შეიქმნა,სამზარეულო ვარდისფერ ფერს მოეცვა წითელი სანთლების გამო,ყავისა და ორცხობილების სუნი ალეხანდროს ოდეკოლონს ერწყმოდა და ჭკუიდან მშლიდა.სიმღერის ამაღელვებელ მომენტში დამატრიალა,რამაც ჩემი კისკისი გამოიწვია.შემდეგ მკერდზე ჩამოვადე ლოყა და თვალები დავხუჭე,მინდოდა ეს მომენტი და გრძნობა სამუდამოდ დამემახსოვრებინა,რათა ბირთვი მოგონება გამხდარიყო და რთულ პერიოდში გამეხსენებინა. ვიგრძენი თავზე როგორ მაკოცა,მერე კი კიდევ უფრო მომიზიდა მისკენ,მასზე აკრული ვიყავი. -მინდა ასე სამუდამოდ ვიყოთ.-გულწრფელად ვუთხარი და წვიმის ხმასაც დავუგდე ყური, ალეხანდროს გულის ცემა,რომ ანეიტრალებდა. -მეც.-მისი პასუხის გამო ვიბრაცია ვიგრძენი.ეს უკვე ზედმეტი იყო,ამდენი კარგი რამ ერთად. ეს მაშინებს.ისევე,როგორც ყველაფერი ეს სიმღერაც დასრულდა და ჩვენი აკრული სხეულებო ერთმანეთს ძლივს მოშორდა.თვალით კონტაქტს არ წყვეტდა,თმა ყურს უკან გადამიწია,სუნთქვა გამიხშირდა,ფეხებში ძალა აღარ მქონდა.წვიმამ კიდევ იმატა და იმატა, საშინელება ხდებოდა გარეთ,მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ აქ ოქროსფერ ბიჭთან ერთად ვიყავი,თავს დაცულად და ყოვლისშემძლედ მაგრძნობინებდა. -თავი პარიზში მგონია.-ღიმილით ვუთხარი. -გინდა მართლა მანდ გაგრძნობინო თავი?-მკითხა და მაგნიტოფონისკენ წავიდა,სიმღერის შეცვლას ცდილობდა,ამასობაში ფანჯარაში ვიხედებოდი და ბნელ გარემოს ვუყურებდი.ღამე იყო და ცა ნაცრისფერზე მუქი გამხდარიყო. ნაცნობი ჰანგები გავიგონე,Louis Armstrong “La vie en rose”.ბედნიერი შემომიბრუნდა და ისევ იმავე პოზიციაში დამაბრუნა,როგორც წინათ.ჩვენი თითები ერთმანეთში აიხლართა,მუსიკა დაბალ ხმაზე,მაგრამ საკმაოდ ისმოდა,წვიმის ხმა ახშობდა ზოგიერთ მომენტს.მისი სუნთქვაც მესმოდა,პირდაპირ ტუჩებზე მეცემოდა,ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვაანალიზებდი უფრო და უფრო როგორ მიახლოვდებოდა,შემდეგ ჩვენი ცხვირის წვეროები,ბოლოს ტუჩებიც მომაწება.ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ბაგეზე ნაზად შემეხო.მუცელში სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა და ვიგრძენი ფეხებში მუხტი,თითქოს ელექტროობამ დამიარა.გულმა იმაზე სწრაფად დაიწყო ფეთქვა,ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი,რომ შეეძლო.ბიჭმა დიდი ხელები ლოყებზე შემომხვა და ისევ მაკოცა,მოულოდნელად იმხელაზე გაიელვა და ისე იქუხა,ორივემ ერთდროულად გავხედეთ ფანჯარას. -მგონი ზევსი გაგვიბრაზდა.-მითხრა ალეხანდრომ და ეს რეპლიკა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,რომ ორივე ავხარხერებულიყავით.ლოყები სიცილისგან ისე მეტკინა,ხელებს ვკიდებდი.თავიდან არ ამომდიოდა კოცნა.თაფლისფერი თვალებით შემომხედა,მისი ფაფუკი ბაგეების შეხებას ახლაც ვგრძნობდი.არ ვიცოდი რა მეთქვა… -წამოდი სანამ გაცივდა ყავა დავლიოთ და ორცხობილები ვჭამოთ.-მითხრა და ყავის ჭიქები მისაღებში გაიტანა.გაკვირვებული,თუმცა მადლიერი დავრჩი მისი ამ ქცევით.ახლა დარწმუნებით ვიცი,რომ ჩემდამი გრძნობები აქვს.ორცხობილებით სავსე თეფშს ხელი დავაე სანთლებთან ერთად და უკან გავყევი.პატარა მაგიდაზე დავალაგეთ ჭურჭელი,სანთლებიც. მან მაგნიტოფონი გამორთო,ახლა მხოლოდ წვიმის ხმას გაიგონებდი. -ალბათ ჩემები ინერვიულებენ.-დივანში ჩავესვენე,ისიც მომიჯდა. -იქნებ შუქი მოვიდეს,რომ მათ დაურეკო.შემიძლია მანქანით წაგიყვანო,მაგრამ მაინც საშიშია. ელვა უფრო და უფრო ძლიერდება,ალბათ,დილამდე არ გადაიღებს.-დამაიმედიანა. -ცუდია,სახლში მაინც უნდა წავიდე.-ვუთხარი,რადგან მასთან დარჩენის იდეა არ მხიბლავდა. -ვერ წახვალ,უნდა დარჩე.-განაჩენი გამომიტანა.-მათ იციან,რომ ჩემთან ხარ.მე კი ძალიან სანდო ბიჭი ვარ.-ხელი გულზე დაიდო.გამეცინა.-თანაც ოცი წლის. -არ შემიძლია. -მოდი ასე მოვიქცეთ.მთელი ღამე არ დავიძინოთ,ყავაც გვაქვს და საჭმელი.უბრალოდ, ვისაუბროთ.გპირდები,როგორც კი ოდნავ გადაიღებს ან ჭექა-ქუხილი შეწყდება მანქანით წაგიყვან,რა დროც არ უნდა იყო.-ისე დამამშვიდა თავისი სანდომიანი ლაპარაკით და მზერით მეტი,რომ არ შეიძლებოდა. -დარწმუნების დიდი უნარი გაქვს არა?-ღიმილით ვუთხარი. -რავიცი,მაქვს? -როგორც ჩანს,კი.-თავი დავუქნიე და მაგიდიდან ფინჯანი ყავა ავიღე.დავაგემოვნე და გემრიელი აღმოჩნდა,ნაკლებს არც ველოდი.ორცხობილები კი იმაზე უკეთესი და ტკბილი იყო,ვიდრე ველოდი.-ახლა რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი.-საუბარი დავიწყე, ინტერესიანი თვალებით შემომხედა.-ტულიოს მარისა მოსწონს? -საიდან მოიტანე?-მიპასუხა და ორცხობილის ჭამა დაიწყო. -სიმართლე!-თითი დავუქნიე.მან კი ისეთი სახე მიიღო,რომელიც ამბობდა დავნებდი. -ეს არ არის ჩვენი საქმე და დანამდვილებით არც ვიცი.-კეფა მოიქავა.-რატომ გაგიჩნდა ეგ აზრი? -ის მუდამ აწვალებს მას და აღიზიანებს,მაგრამ არ ეზიზღება.ვგულისხმობ,ჩანს,რომ სიყვარულით აკეთებს. -ბიჭი თუ გოგოს აწვალებს მხოლოდ მაშინ ნიშნავს,რომ მოსწონს? -არა,მაგრამ ვიცი ის რასაც აკეთებს.უბრალოდ,გეკითხები იცი თუ არა რამე ამის შესახებ. -ასეთი დაინტერესებული რატომ ხარ?-მკითხა და ყავა მოსვა.სიმართლე ვთქვა არც მე ვიცოდი,ალბათ,მარისას დახმარება მინდოდა. -გეტყობა რაღაც იცი.-არ ვეშვებოდი.თავი ხელებში ჩარგო და ამოიოხრა. -კარგი!-კისერი დივნის საზურგეს გადაადო.-შეიძლება რაღაც გრძნობები აქვს, თავს ვერ დავდებ.ჩემთვის არაფერი უთქვამს.მეც შენსავით ვხვდები. -ფიქრობ მართლა მოსწონს?ერთად თუ იქნებიან გულს არ ატკენს ან რამე? -არ ვიცი,ის ტულიოა.-სიმართლე მითხრა. -ვერ ვიტან არაპროგნოზირებად ადამიანებს.მგონია,რომ მათი ნდობა არ შეიძლება.-ციტა ხანს გავჩუმდი.-მაინც ვფიქრობ,რომ მოსწონს.-ჩემსას ვიჯინებდი. -რატომ? -ის ისე უყურებს და ისე ერთობა,როდესაც მას აწვალებს.ჩემთან ასე არ არის,მჯერა არც სხვა გოგოებთან.შეიძლება იცის და მეგობრობის გაფუჭება ენანება ან თავადაც კი ვერ ხვდება ჯერ.-მხრები ავიჩეჩე. -შენ რომ მარისა იყო რას გააკეთებდი?-მკითხა და სერიოზული მზერით შემომხედა. -შენ,რომ მეგობარი გყავდეს,რომელთან ერთადაც იზრდებოდი და უცებ შეუყვარდი,რას გააკეთებდი?უპასუხებდი მის გრძნობას? ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ის ტულიოსთან აპირებდა ენის მიტანას მე კი მარისასთან. -არ ვიცი,გააჩნია მე რას ვგრძნობ. -მსგავს სიტუაციაში ოდესმე ყოფილხარ?-ყავა მოსვა. -რაღაც მხრივ…და თან არა.-ვუპასუხე.-არა,არა. -მაგ არა,არას არ მომიყვები? -არა. -კარგი რა!ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათია წინ იმდენი დრო გვაქვს,მინდა,რომ მომიყვე და მე ჩემი ყოფილი შეყვარებულის ამბავს მოგიყვები.-თვალი ჩამიკრა. -კარგი?-გავიკვირვე.-შეყვარებული?შენი შეყვარებულის ამბავი საინტერესო იქნება. -ყოფილი!-გამაფრთხილა. -კარგი ყოფილი.-ჩავიცინე.-მიდი მომიყევი. -არა,ჯერ შენ. -ჰმმ…-ამოვიხვნეშე და თავი წამით უკან გადავაგდე.ეჭვის თვალით გავხედე. -გისმენ. -მე და ჩემმა მეგობარმა ურთიერთობა ძალიან მოულოდნელად გავწყვიტეთ. არ ვიცი რატომ, რა მოხდა,ვისი ბრალი იყო,უბრალოდ,ასე მოხდა დ ეს ძალიან განვიცადე.უკვე ორი წელი გადის ამ ამბიდან,მაგრამ დღე არ გავა,რომ არ გამახსენდეს.ყოველთვის მასევდიანებს ეს. თავს ცუდად ვგრძნობ და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო…-დავღონდი.-რა თქმა უნდა ბევრი რთული პერიოდი მქონია ცხოვრებაში,თუმცა…საუკეთესო მეგობრის დაკარგვა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.-მკაცრი მზერით მიყურებდა და ეტყობოდა მართლა მისმენდა.-ადამიანთან რომელთან ერთადაც მთელ დღეს ვატარებდი,ყველა იმ აქტივობას ვაკეთებდით,რასაც ნორმალური პიროვნება,დღე არ გადიოდა კონტაქტი არ გვქონოდა, შემდეგ კი…ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა.ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი. -რა შეიცვალა?ერთ დილას გადაწყვიტა შენი მეგობარი აღარ ყოფილიყო?-მკითხა და ყურის ბიბილოზე გამეთამაშა,შემდეგ ყბაზე ამისვა საჩვენებელი თითი. -არ ვიცი,არა.თავიდან მე გავბრაზდი,რადგან მასზე ნაწყენი ვიყავი და მეგონა შემომირიგებდა,თუმცა ასე არ მოიქცა.არც მე შევეხმიანე ჩემი თავმოყვარეობის გამო და ახლა ასე ვარ.მას აღარც კი ვახსოვარ. -ესე იგი არასწორი ადამიანი იყო. -გაზეპირებული მაქვს მსგავსი წინადადებები ალეხანდრო,-თვალები ავატრიალე.-მაგრამ არ შემიძლია,მხოლოდ მასზე ფიქრი შემიძლია.ეს კი მტკენს. -საშინელებაა. -საჭირო არ არის რამე მითხრა,მე მოვრჩი.მეტის მოყოლა აღარ მინდა,რადგან ის რასაც წვიმა გარეთ აკეთებს,მე აქ მოვაწყობ.-ჩავიცინე. -ალისად გადაიქცევი?-მკითხა. -აი ხომ ხედავ,შენც დაიხვეწე შედარებებში.-ორივემ გავიცინეთ. -მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული ერთად თითქმის ერთი წელი ვიყავით.-პაუზის შემდეგ თქვა.-როდესაც უნივერსიტეტის მიღებები ვნახეთ,მან ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა,რადგან კარგი შეთავაზება მიიღო.ბოლო დროს ისედაც არეული გვქონდა სიტუაცია,იშვიათად ვხვდებოდით და ვატყობდი მეც მიქრებოდა გრძნობები,წარმოდგენა არ მქონდა ეს როგორ უნდა მეთქვა მისთვის.-ისევ გაჩერდა.-მაგრამ…ვფიქრობ,თავადაც იმავეს გრძნობდა. მადლიერი ვარ,რომ ჩხუბითა და კამათით არ დავშორებულვართ.ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და საზღვარ გარეთ გავაცილე,სიმართლე გითხრა გამიხარდა მისი წასვლა, დაშორების შემდეგ არ ვიც რამდენად გვექნებოდა ერთმანეთის ნახვის სურვილი. -ვაუ,დრამასა და ინტრიგებს ველოდი.-იმედგაცრუებულმა ვთქვი და ყავა მოვსვი. -ბოდიში,რომ იმედები გაგიცრუე.-ჩაიცინა,-მშვიდი ცხოვრების მოყვარული ვარ. -კარგია,მე ყოველთვის გული მიტყდება.თავიდან ყველაფერი,ყოველთვის კარგად არის, თუმცა ბოლოს ისე იცვლება…არ ველი.-ღრმად ჩავისუნთქე.-კი ვამბობ მოულოდნელად რატომ ხდება-მეთქი,მაგრამ,ალბათ,ყოველთვის მასე სჯობს,რადგან მზად არასოდეს ვიქნები.-მას შევხედე.-არასოდეს ვიქნებით. -ხიბლიც ეგ არის,როდესაც არაფერი იცი. -არ ვიცი,ალბათ.-წამით ისევ ჩავფიქრდი,ალეხანდროს თავი მცხარზე დავადე და წვიმის ხმას დავუგდე ყური.-შეგინიშნავს?ზოგჯერ ადამიანები გვიყვარს,მაგრამ არ მოგვწონს. -რა?-მითხრა დაბნეულმა,თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე. -ჰო,შეიძლება ადამიანი გიყვარდეს,თუმცა არ მოგწონდეს.-გავუმეორე,ფიქრობდა.-ვგულისხმობ,ჩემს მშობლებს ვუყვარვარ,მაგრამ არ მოვწონვარ.მათ არ მოსწონთ ჩემი ხასიათები,ჩემი ქცევები და ყოველდღიური მდგომარეობა.მუდამ ღიზიანდებიან ჩემ ურიაქციობაზე,იმაზე,თუ როგორ არ შემიძლია გრძნობების გამოხატვა.სძულთ,რომ მუდამ ჩემს ოთახში მინდა მარტო ყოფნა,ან მეგობრებს ვარჩევ მათ თავს.ეზიზღებათ ჩემი ზერელე დამოკიდებულება და მეუბნებიან,რომ უმადური ვარ.მაიძულებენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას,რადგან ვერ იტანენ ჩემს უმოქმედობას,მათ ვუყვარვარ,ამას ვგრძნობ,მათი შვილი ვარ.-წელში გავსწორდი.-თუმცა არ მოვწონვარ. -მგონი მართალი ხარ,დეიდაჩემის ყველაფერი მძულდა.მუდამ ვბრაზდებოდი,რომ ასე იქცეოდა,ვფიქრობდი,რომ ჩვენზე არ ფიქრობდა და მუდამ თავის საკეთილდღეოდ იღებდა გადაწყვეტილებებს,შემდეგ თავი მოიკლა და….ჰო,მართალი ხარ.-თავი საზურგეს მიაყრდნო. -ჩემი მეგობარიც…მეზიზღება მისი უზარო ნიჰილიზმი და ის,რომ ყურადღებას არ მაქცევს. არ მომწონს მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი,რომელიც მუდამ ცუდად მაგრძნობინებს თავს.თავს იმ გოგოდ ვგრძნობდი,რომ ეშინია შეყვარებულმა არ მიატოვოს,ჩვენ კო ერთადაც კი არ ვყოფილვართ,მსგავსი არაფერი ყოფილა…მაგრამ საშინლად მიყვარს.-სხეული მოვადუნე და მეც მივეყრდენი თავით დივნის საზურგეს.-უნდა გავუძლოთ,ისე როგორც შეგვიძლია. -ჰო,-თავი ჩემკენ გადმოაბრუნა.-როგორც შეგვიძლია. * საყვარელი ადამიანის მონატრება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გრძნობაა.ამაზე ვერავინ ვერავის შეედავება და ვერც ვერავინ შეძლებს საპირისპიროს დამტკიცებას.უამრავი სახისაა ეს ადამიანიც და მონატრებაც. შეიძლება ისე გენატრებოდეს,რომ დარწმუნებული იყო ისიც შენზე ფიქრობს და იმავეს განიცდის,ვფიქრობ,ეს ცოტათი გამშვიდებს და ტკივილს ოდნავ მაინც ამსუბუქებს,თუმცა ზოგჯერ ისე ხდება,რომ ჩვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას არათუ ვენატრებით,შესაძლოა, საერთოდაც არ ვახსენდებოდეთ დღისა თუ კვირის განმავლობაში. მაშინ რა უნდა ვქნათ?როგორ უნდა ვებრძოლოთ დავიწყებისაგან ტკივილს,რომელიც შენ ვერა და ვერ გეახლა.შენ მუდამ მასზე ფიქრობ,ტირი,ბევრს ან საერთოდ ვერ ჭამ,ძველ სურათებს ათვალიერებ,რომ მისი სახე არ დაგავიწყდეს,ვიდეოებს დაუსრულებლად ატრიალებ,რომ ხმა არ დაივიწყო,მის ნაცვავ ქსოვილებს ეხები,რათა სუნი,რომელიც ერთ დროს შენმა ნესტოებმა იგრძვნეს დავიწყებას არ მიეცეს.არ შეგიძლია გაუშვა,რადგან გიყვარს,ან გსურს,რომ გაუშვა და არ შეგიძლია. არ აქვს მნიშვნელობა ეს შეყვარებული იქნება,ოჯახის წევრი თუ მეგობარი,მაინც საზიზღარი გრძნობაა.უარესი კი გაურკვევლობაა,როდესაც არ იცი შენზე რას ფიქრობს, საერთოდ ფიქრობს კი?შეგიძლია უამრავი საქმით დაკავდე მთელო დღე,მასზე ბევრად უკეთეს ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა,მაგრამ ოცდა ოთხი საათის განმავლობაში ერთხელ მაინც,განსაკუთრებით კი ღამე,მაინც გაგახსენდება,მაინც გეტკინება და მაინც მილიონი კითხვის ნიშანი შემოგეპარება ტვინში. გაივლის,არავინ იცის,როდის.ვერასოდეს გავიგებთ,მხოლოს ის დაგვრჩენია იმ მადლიან დღეს დაველოდოთ გრძნობები,რომ გაგვიქრება,მანამდე კი ერთმანეთს წარმატებები ვუსურვოთ. ყველაზე ცუდი ისიცაა,საკუთარ თავს ტკივილს ისეთი ადამიანის გამო,რომ ვაყენებთ, რომელიც არ იმსახურებს.შენ კი ვერასოდეს გაიგებ როდის გიგონებდა იგი,თუ საერთოდაც მართლა აკეთებდა ამას. ტკივილის შესაჩერებლად,ხშირად,ვერაფერს ვაკეთებთ,შეიძლება გონს მოეგო,თუ ასეა იღბლიანი ყოფილხარ და ღმერთის რჩეული,ხოლო თუ ვერასოდეს ისწავლი ჭკუას,ძალიან ვწუხვარ. ერთი კვირა მალე გავიდა,ბიჭებმა ისე დაგეგმეს ყველაფერი სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.ყველას სურვილი იყო მატარებლით წასვლა,ამიტომაც ალეხანდრომ იყიდა ბილეთები და გვითხრა მე გეპატიჟებითო,ვეღარაფერი გავაწყვეთ.ბებია და ბაბუა სიხარულით დამთანხმდა და მეტიც თავადაც ისურვეს წამოსვლა,ისინიც დიდი გულშემატკივრები არიან ფეხბურთის.თამაში სხვა ქალაქში ტარდებოდა,შესაბამისად ღამის გასათევიც ვიპოვეთ,პატარა,ლამაზი სასტუმრო სტადიონის ახლოს დავჯავშნეთ.დიდ ჩანთაში სამი ხელი ტანსაცმელი ჩავაწყვე და ზურგზე მოვიკიდე. -ტულიო ნუ გძინავს!-უსაყვედურა ალეხანდრომ მესამედ,რადგან მატარებლის მოლოდინში მას სკამზე სამჯერ მაინც ჩაეძინა.-თამაშის საყურებლად მივდივართ! -დილის შვიდი საათია,გინდა,რომ ვიხტუნო?მეძინება!-ისევ დადო თავი თავის ჩანთაზე. -თავი დაანებე,-უთხრა მარისამ.-იდიოტია. -მარისა არ ამაყენო!-შეუღრინა ბიჭმა. -კარგი,რამდენ ხანში ჩავალთ?-დაძაბული გარემოსგან თავის დასაღწევად საუბარი წამოვიწყე. -სავარაუდოდ ოთხ საათში,შემდეგ სასტუმროში დავბინავდებით,გავისეირნოთ,ვჭამოთ, ფოტოები გადავიღოთ და საღამოს სტადიონზე.-მიპასუხა და ოქროსფერ თმას ნატიფი თითებით შეეხო. -არ მჯერა,რომ მესის ვნახავ.-ვთქვი ჩუმად.ამის გაფიქრებაზე გული ამიჩქარდა და გაუაზრებლად გამეღიმა. -ალეხანდრო ბიანჩი!-ტულიომ მკვეთრად წარმოთქვა.-საერთოდ რატომ გიყიდე ეგ ბილეთები ან რატომ არ მოდის ეს წყეული მატარებელი? -მოკეტე ან დარჩი!არ მინდა შენი წუწუნის მოსმენა!-იმავე ტონით უპასუხა აქილევსმა. მივხვდი ტულიოს ნამდვილად ეზიზღებოდა დილით ადრე ადგომა და ირგვლიბ ყველას უშხამებდა გუნებას გაუაზრებლად.მე ვერ გამაბრაზა,ალეხანდრო გვერდით ჩამომიჯდა, ლამაზი პერანგი ეცვა,თავი ისე ჰქონდა გატრიალებული,მის ზურგსა და კეფას ვხედავდი. კულულები მაგნიტივით მიზიდავდნენ და შეხებას მევედრებოდნენ,არ შემეძლო,ისედაც ვერ ვიგდები თავიდან ჩვენს კოცნას,რომელიც რამდენჯერმე დამესიზმრა.მგონია ყოველ წამს ვგრძნობ ამას ან ისე მინდა განვიცადო ისევ,მეჩვენება.კოცნაზე აღარ გვისაუბრია,არც მსურს. იმაზე მეტად ავირიე,ვიდრე აქამდე ვიყავი.ახლა დანამდვილებით ვიცი,რომ მოვწოვარ,რაც უფრო ართულებს ყველაფერს.მეშინია საუბრის დაწყება,არ ვიცი რა ვუთხრა. ფიქრებში გართულს შემომხედა,მის თაფლზე უფრო თბილ თვალებს შევხედე და ჰორიზონტივით სწორ წარბებს ჩემი შევახვედრე. -რა?-მკითხა და საზამთროსფერი ტუჩებით გამიღიმა. -არაფერი,-ვუპასუხე.-საერთოდ არაფერი. -კარგი,მაგრამ მაინტერესებს ეს საერთოდ არაფერი.-მხრებში გასწორდა და თავი ისე ახლოს მომიწია მეგონა ყველას თვალწინ მაკოცებდა.-თანაც ოთხი საათი გვაქვს არაფერზე სასაუბროდ.-თქვა თუ არა მატარებელი სადგურში შემოვიდა და ირგვლივ ყველა ფეხზე ადგა,ჩვენ ისევ ერთმანეთს ვუყურებდით,საბოლოოდ კი მათ მივბაძეთ. ბიჭებმა ბარგი აგვატანინეს და შემდეგ ოთხ კაციან ადგილას დავსხედით,გამიხარდა, რადგან ზუსტად ისეთი გარემო დამხვდა,როგორიც ფილმებში.კუპეში ჩვენ ოთხნი ვისხედით და მატარებლის გასვლას ვუცდიდით,მე და მარისა გვერდიგვერთ,ბიჭები კი ჩვენ წინ ისხდნენ.ალეხანდროს საფეთქელი ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიდებული და გარეთ იხედებოდა,მე მას ვუყურებდი და თავით საზურგეს მივეყრდენი,შემდეგ კი წამით თვალები დავხუჭე. ოდნავმა ბიძგმა მაიძულა თავი ტკბილი ძილისთვის წამერთმია და აზრზე მოვსულიყავი. ოქროსფერი ბიჭი ჩვეულ ფორმაში იჯდა და ისე მიცქერდა,როგორც მე ვუმზერ ხოლმე მას. -ჩამეძინა არა?-ვკითხე და თავი ღიმილით დამიქნია.-დიდი ხნით?-ვიფიქრე ვაი თუ იმდენ ხანს მეძინა სასაუბრო დრო აღარ გვაქვს-მეთქი. -ორი საათი. -ტულიო და მარისა სად არის?-ვკითხე,რადგან ისინი არ ჩანდნენ. -ძველი,დიდი ხნის უნახავი ნაცნობი შეხვდათ და მასთან არიან გვერდზე რიგში.-მიპასუხა და ტუჩები გაილოკა.აღარ ვიცოდი რა მეთქვა,გაშლილი თმა ყურს უკან გადავიწიე და მხრებში გავსწორდი,გარეთ მწვანე ხეებს დავაკვირდი.ერთმანეთს ადგილს ძალიან სწრაფად უცვლიდნენ და გადღაბნილად ჩანდა ყველაფერი. -მომწონხარ.-მითხრა ძალიან სწრაფად.გავშლი და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ელექტრო შოკი გამოიყენა ჩემზე ვინმემ ან მეძინა და ჩემი შენჯღევა გადაწყვიტეს.ენა მუნჯივით ჩამივარდა.-ძალიან მომწონხარ ევანჯელინ.-ისე მითხრა თითქოს სალამი ყოფილიყო. -ახლა ამას რატომ მეუბნები?-ვკითხე და ხელები ნერვიულობისგან მუხლებზე დავიწყვე,ჩვენ შორის ყავისფერი ხის მაგიდა იდგა,რომელზედაც წიგნი და კალამი ედო. -რადგან საჭიროა.-იდაყვები მაგიდას დააყრდნო და მომიახლოვდა.-ვფიქრობ შენც მოგწონვარ.-თვალი ჩამიკრა.გაოცებისგან პირი დავაღე. -როგორ შეგიძლია ასეთი პირდაპირი იყო?-ვკითხე და თვალები გავაფართოვე.მხრები აიჩეჩა, მოფლირტავე ღიმილი აიკრა სახეზე ისეთი,როგორიც ჰერმესს ჰქონდა ხოლმე ჩემს გონებაში. -იმას გეუბნები რასაც ვფიქრობ,შენც იმავე მინდა გააკეთო. -მნიშვნელობა არ აქვს. -ანუ არ უარყოფ,რომ ჩემდამი გრძნობები გაქვს?-საეჭვოდ თავდაჯერებული იყო.ეს ყველაფერში ეტყობოდა,საუბრის ტონი,სხეულის ენა და ქცევები,გამოხედვა. -გგონია ყველა ბიჭთან ისეთი ურთიერთობა მაქვს,როგორიც შენთან?-წარბები შევკარი.-თავიდან ვერ ვიგდებ იმ ღამეს!არამარტო იმ კოცნას,საერთოდ,ყველაფერს რაც მოხდა! ტბაზე გატარებული დღეებით დაწყებული ჩვენი სეირნობებით დასრულებული. -ვიცოდი. -ჰო მეც.-გავჩერდი,ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა,კმაყოფილი და არ მინდოდა ამის გაფუჭება.-მაგრამ ხომ იცი,რომ ჩვენ წყვილი ვერ ვიქნებით.-სახე შეეცვალა,ფითქოს კაშკაშა ოქროსფერი ელფერი,რომელიც ცისარტყელასავით უნათებდა სახეს ახლა ღრუბელმა გადაფარა და ნაცრისფერი გამხდარიყო.ვიცი სისულელეა,მაგრამ მომეჩვენა ვითომ მის თმასაც დაეკარგა ეშხი. -რატომ?ყოველთვის ასეთი პესიმისტი რატომ ხარ!?-მისაყვედურა. -არ ვარ!მე არ ვარ ალეხანდრო შენი შესაფერისი…-საუბარი გამაწყვეტინა. -მომწონს შენთან,შენ მომწონხარ! -ჰო მეც!მაგრამ არა ჩემს თავს არ მივცემ მაგის უფლებას.არ შემიძლია შენი ოქროსფერი აურა,რომელიც სხივივით დაგდევს გავაქრო.წარმოდგენაც არ გაქვს რა მელოდება,როდესაც სიეტლში დავბრუნდები,-ღრმად ჩავისუნთქე.-შენ აქ ხარ მე კი იქ!ვიცი ეს როგორც სრულდება,არ მინდა შენი მეგობრის სახით დაკარგვა,არ მინდა ჩემი შეყვარებული იყო,მინდა მეგობარი იყო! და ჰო,მინდა გაკოცო,ჩაგეხუტო,შენთან ერთად დავიძინო,თუმცა ეს იმ ფაქტს არ ცვლის,რომ…-ვიგრძენი როგორ მომეძალა ყელში ბურთი,ამიტომ გავჩუმდი და თავი ხელებში ჩავრგე. -ბოდიში. -არა,ნუ იხდი ბოდიშს.მხოლოდ ის მითხარი რას ფიქრობ. -მინდა,რომ გაკოცო.-ისევ იმ მზერით შემომხედა,ის დაწყევლილი მზერა,მზეს რომ წაუგავს და თაფლზე უფრო ტკბილი. ფეხზე სწრაფად წამოდგა და გვერდით მომიჯდა.ჩვენი თეძოები ერთმანეთს შეეხნენ და ვფიცავ ორივემ ვიგრძენით მუხტი.ხელები ლოყაზე შემომხვია,მე კი მაჯებზე მოვეჯიდე.ცერა თითით ლოყაზე მომეფერა,შემდეგ კი ზედა ბაგეს შეეხო.თვალები სიამოვმებისგან უნებურად დამეხუჭა და მაშინვე ვიგრძენი მისი ახურებული ტუჩები ჩემსაზე.ხელები თმაში შევუცურე და იდეალურ კულულებში ავუხლართე.მისი ხშირი სუნთაქვა თავბრუს მახვევდა და ძალას მაკარგვინებდა,მთელი ზურგით ავეყუდე ნახევრად ფანჯარას და ნახევრად მუქ კედელს.ტორები გადაანაცვა და ახლა ერთი მოშიშვლებულ კისერზე შემახო მეორეთი კი კეფა დამიჭირა.ხან ზედა ბაგეზე მეამბორა,ხან ქვედაზე,მისი გავარვარებული ენა ჩემსას შეერწყა თუ არა უფრო მეტად იფეთქა სხეულში თრთოლვამ და ვიგრძენი ვენებში სისხლი,როგორ მიჩქებდა.დაბნეულმა ხელები დაკუნთულ მხრებზე მოვკიდე და მოვუჭირე.ოხვრა ამომხდა ნასიამოვნებს პირიდან,მისი ტუჩები მომშორდა თუ არა თვალები უკმაყოფილოდ გავახილე,მის სახეზ ვერ შევხედე,შემდეგ კი მკერდზე ვიგრძენი მისი თავი.ხელი კი ხელზე მომხვია,პატარა ბავშვივით მეხუტებოდა მანამ, სანამ მისი კოცნისგან გამოწვეულ ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვიმშვიდებდი.თმებში ისევ ავხლართე თითები და ზემოდან დავუწყე ცქერა,თან მწვანე ხეებს გავხედე. -ვიცი რაც უნდა ვქნათ.-მითხრა ალეხანდრომ ამომხედა. -გისმენ. -ის გავაკეთოთ,რაც გვინდა.-ტუჩებუ დაისველა,მივხვდი რახ იგულისხმა. -ამბობ,რომ…-დაეჭვებით ვკითხე,რადგანა ამის თქმა მე არ მინდოდა. -ჰო,შეყვარებულებივით მოვიქცეთ,მანამ სანამ წახვალ,თუმცა პირობას დავდებთ,რომ მეგობრები ვიქნებით,რაც არ უნდა მოხდეს.ცოტა სულელურად ჟღერდა,მაგრამ თან ისე მინდოდა მისთვის ისევ მეკოცნა და თანაც მაშინ როცა მომინდებოდა.ეშმაკი მეუბნებოდა დათანხმდი და საუკეთესო მოგონებები შეიქმენიო პასუხისმგებლობების გარეშე,მეორეს მხრივ კი ვხვდებოდი ეს არ იყო სწორი.ყველა აზრი ერთად მომივიდა და საბოლოო პასუხი ვერაფრით ჩამოვაყალიბე,ბრინჯივით დავიბენი,ვიცოდი ახლა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო,ორივე ცუდად იმოქმედებდა ჩემზე,განსხვავებ ის იყო რომელი იფრო დიდხანს მატკენდა.უარის შემთხვევაში მთელი დარჩენილი ივლისი და აგვისტო მომიწევდა მისი სურვილით დავტანჯულიყავი,შესაძლოა მთელი მომდევნო ცხოვრებაც მენანა ეს,მეორე კი… სამომავლოდ გამანადგურებდა.სწორი თუ მარტივი,ეს იყო ჩემი ორი გზა. -კარგი.-დაძაბულმა ვუთხარი.-პასუხისმგებლობების გარეშე და რაც არ უნდა მოხდეს, პირველ რიგში,მეგობრები ვართ. -რა თქმა უნდა.-მოფლირტავე ღიმილით შემომხედა,ეშმაკურად აკიაფებული თვალები დამიხამხამა და ისევ მკერდზე დამადო თავი. ის თუ,როგორ ეხება მისი თბილი სხეული ჩემსას,გულს მიჩქარებს და მუცელძი უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს,სამუდამოდ შემიძლია მასთან ერთად ამ ვაგონში ყოფნა. ჩემი აქილევსი,ჩემი ალეხანდრო. ვიცი,რომ რეალურად სულაც არ არის ჩემი და ეს ყველაფერი ზაფხულის დასასრულს ისე გაქრება,როგორც ფიფქი ხელის გულზე.არ ვიცი რა მოხდება,სინანული არის გრძნობა, რომელიც მეზიზღება და ვაი თუ ვინანო რატომ არ მივეცი საკუთარ თავს უფლება დარჩენილი დრო სიყვარულში გამეტარებინა-მეთქი.წლები,რომ გავა და გამახსენდეს ეს დრო,რომელს უფრო ვინანებ?თანხმობას თუ უარყოფას?ზოგჯერ ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რომელი სჯობს რაღაც დროის პერიოდი ბედნიერი იყო,სიცოცხლით აღსავსე და შემდეგ გული ისე გაგიტყდეს ყველაფერი სანანებელი გაგიხდეს,თუ არც არაფერი მოხდეს? თუ ამ კითხვას საკუთარ თავს დავუსვამ,ვეტყვი,რომ უკეთესია,არც განიცადო ის ამაღლებული გრძნობები,მაგრამ თუ სხვა მკითხავს იმავეს,ჩემი პასუხი საპირისპირო იქნება. ვეტყვი,რომ სჯობს უამრავი შერეული გრძნობა იგემოს,მოსაგონებელი ჰქონდეს რამე, შეცდომაზე ისწავლო. ალბათ ასე ყალიბდება ნოსტალგიური ადამიანი.გინდა ძველ დროში დაბრუნდე,კი არაფერი შეცვალო,უბრალოდ,ისევ იგრძნო ის,რაც მაშინ.თვალებს ხუჭავ და იმ ადამიანთან ხარ ერთდროს რომ იყავი და მარტო კი არ იყავი,როგორც სულიერი არსება ან სხეულიარამედ საუკეთესოდ. შენი თავის ყველაზე სასაცილო,ჭკვიანი და მხიარული ვერსია.პიროვნება,რომელსაც ის ყველაფერი უხაროდა,რაც ახლა აღიზიანებს ან არანაირ ემოციას არ იწვევს მასში.იმ ადამიანად იქცევი,რომელიც გიყვარდა. რთულია ასე ცხოვრება,უყურო,მოუსმინო და იფიქრო მარტო წარსულზე,როგორი მშვენიერიც არ უნდა იყოს იგი.წარსული,რომელიც მომავალს ხელს უშლის და საშუალებას არ გაძლევს ნაბიჯის წინ გადადგმის,უსარგებლოა. * ჩვენი სასტუმრო ძალიან საყვარელი და პატარა აღმოჩნდა,ზუსტად ისეთი,როგორიც კატალოგზე.მე და მარისა ერთ ოთახში ვიყავით,ორი პატარა საწოლი იდგა თეთრი თეთრეულით,შუაში ყავისფერი კომოდით,რომელზედაც სანათი ყვითლად ანათებდა. კიდევ ერთი დივანი იდგა ღია ფერის,საშუალო ზომის მაგიდა,ფანჯრები კი ლამაზ ქუჩებს გადაჰყურებდა. დილის თერთმეტი საათი მიჩვენა კედელზე დაკიდებულმა საათმა,გეგმაში ჯერ საუზმე, შემდეგ კი ქალაქის დათვალიერება გქვონდა.ერთი სული მქონდა ორივეს როდია გავაკეთებდი. ჩანთები საწოლებზე დავყარეთ და ჩვენც ზედ დავესვენეთ. -ძალიან მშია.-დაიკნავლა მარისამ. -მეც.-დავეთანხმე და მშიერმა მუცელზე ხელი მოვისვი.სწორედ ამ დროს შემოვიდნენ ოთახში ბიჭები.ტულიოს ეტყობოდა ხასიათი გამოსწორებული ქჰონდა,რადგან იღიმოდა. -სწრაფად წავიდეთ და რამე კაფე ვიპოვოთ,ისე მშია,ალბათ,ერთ ქათამს მარტო მოვერევი.-გვითხრა და ჯიბეში საფულე ჩაიდო.მარისა და მე იმწამსვე ავდექით,დიდი სიამოვნებით შევჭამდი პასტას და ცივ სასმელსაც დავაყოლებდი. თეთრი კარები კარგად გადავკეტეთ და გასაღები მარისას ჩავაბარე.დერეფანი გავუარეთ, ლიფტში შევედით და გარეთაც გამოვაღწიეთ.ძალიან ცხელოდა,სათვალე ცხვირზე დავიკობსე,გაშლილი თმა კი ცხენის კუდად შევიკარი.რამდენჯერმე შევუხვიეთ ვიწრო ადგილებში და საბოლოოდ მივაგენით საკვებ ობიექტს,რომელიც კარგად გამოიყურებოდა. გარეთ თეთრ სკამებზე დავსხედით და მენიუს თვალიერებას შევუდექით,ყველამ პასტა შევუკვეთეთ,ტულიოს გარდა,მან ლაზანია ისურვა. კაფე უამრავ ტურისტს იტევდა და ინტერიერიც ლამაზად იყო გაფორმებული ყვავილებით.ცოტათი საბერძნეთს წააგავდა იქაურობა,მაგრამ კარგის მხრივ.გემრიელად მივირთვით,ცივი სასმელი მალამოსავით მესიამოვნა ცხელ სხეულზე.ალეხანდროს თვალს ვერ ვაშორებდი,ჩვენი ბოლო კოცნა იმაზე მღელვარე და მოულოდნელი იყო ჩემთვის,ვიდრე სულ პირველი. -ცოტა გავისეირნოთ,შემდეგ დავბუნდეთ სასტუმროში.-მარისამ თქვა და შევსებული მუცლებით ავდექით სკამებიდან.ცოტა ხანს უაზროდ ვიბოდიალეთ,ვიცინეთ,მერე ჟელატოები მივირთვით,მე კარამელის ვარჩიე,ტულიომ მანგოსი,მარისამ შოკოლადის, ოქროსფერმა ბიჭმა კი ვანილის. -შეხედეთ!-დაიყვირა ტულიომ მაშინ,როდესაც აქილევსის ყურებით გართული ვიყავი. ყველამ ერთი მიმართულებით გავიხედეთ,სადაც იგი უთითებდა. -ვაუ!-ალეხანდრომ აღნიშნა.ჩვენს წინ ფოტოების გადასაღები ჯიხური იდგა,წითელი ფერის და ეტყობოდა კიდეც ძველი იყო.-იმედია მუშაობს. ახლოს მივიწეიეგ,ვაფლდი ისევ გვქონდა დარჩენილი ცოტა ჟელატო და ხელს არცერთი ვუშვებდით.შიგნით შევიხედეთ,პატარა სკამი იდო,მხოლოდ მე და მარისა დავეტიეთ მასზე ბიჭები კი უკან ამოგვიდგნენ.ტულიომ ხელი რაღაც ღილაკს დააჭირა და ხურდაც ჩააგდო. მარისამ დაიყვირა გადაღებას იწყებსო და ოთხივემ სწრაფად დავიწყეთ ღიმილი.ტულიო გოგოს თავისი თითებით,ხან ყურებს უკეთებდა თავზე,ხანაც შუა თითებს სწევდა,ა. ლეხნდრომ კი ხელები მეჭებზე ირგვლივ შემომხვია და სამო მომიახლოვა,მის სუნთქვას ყურთან ვგრძნობდი და რთული იყო ისე მოვქცეულიყავი,თითქოს არაფერი.დამთავრდა ეს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი წამები თუ არა დაბლა კუთხეში პატარა ქაღალდიც გამოვარდა. -მაგარია.-თქვა და ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გამოსახულების დათვალიერებას შეუდგა.შავ-თეთრი სურათი იყო,რამაც გამახარა.ბოლოს სათითაოდ გადავინაწილეთ და მე ჩემი საყვარელი შემხვდა,ოქროსფერი ბიჭის მკლავებში მოკალათებული,თუმცა მასაც მსგავსი ფოტოს აღება მოუწია,რადგან ხუთ წამზე მეტხანს ვიყავით იმ მდგომარეობაში.განსხვავება ის იყო,რომ ნაწილი,რომელიც მას შემხვდა იქ უფრო თავისუფალი სახე მაქვს,ჩემსაში კი მისი შეხებისგან გამოწვეული დაბნეულობა და ეიფორია შეუძლებელია ვერავინ შეამჩნიოს.არ დამიწუწუნია.თბილად გამიღიმა და სასტუმროს გზას დავადექით.დავიკარგეთ,გზა აგვებნა,თუმცა საბოლოოდ მივაღიწეთ დაღლილებმა შენობას და ჩვენს ოთახებში მოვკალათდით.ისევ ჩამთვლიმა,საწოლზე დავწექი თუ არა ქუთუთოებზე თითქოს ლოდი დამაწვა და მაიძულა დახუჭვა.მარისამ გამაღვიძა და მითხრა სადილი გამომიტოვებია და უკვე წასასვლელად უნდა მოვმზადებულიყავით.სწრაფად ავდექი,სააბაზანოში არეულო თმა დავივარცხნე და შემდეგ შევიკარი.ამასობაში ტულიოც შემოვიდა ჩვენთან და აცანცარებულმა მარისას საწოლი აუნგრია,შემდეგ კინკლაობა დაიწყეს. მაისური გამოვიცვალე და ჯინსის შორტი ამოვიცვი კედებთან ერთად. -მზად ვარ.-ვუთხარი მათ და მხარზე ნაჭრის ჩანთა გადავიკიდე.ალეხანდროც შემოსულიყო უკვე,თეთრი მაისური ეცვა და ოქროსფერ კულულა თმაზე შავი სათვალე ეკეთა.ყველაფერი უხდებოდა,ყველაფერში იდეალურად გამოიყურება,ვერ ვხვდები,როგორ. კარები ჩავკეტეთ და გასაღები,რა თქმა უნდა,მარისას ჩავაბარე.ტაქსის დავუწყეთ ლოდინი, თამაშის გამო ვიყავი გახარებული თუ ალეხანდროსთან მომხდარი ცვლილებები გამო, ვერაფრით გამეგო.ტულიო გაუთავებლად ლაპარაკობდა,ალეხანდრო კი,ვფიქრობ,არც კი უსმენდა.რამდენჯერმე გამომხედა და ისეთი ღიმილი მაჩუქა,როგორიც იცის ხოლმე. ნაყინივით დავდნი და ვარდივით ამომივიდა კვირტები. დიდიხანს არ გვივლია,რამაც ძალიან გამახარა.რიგში კი უამრავი ადამიანი იყო.ზოგს ბარსელონას მაისური ეცვა,ზოგს კი იუვენტუსის.ჩვენ ჩვეულებრივად ვიყავით გამოწყობილნი.ირგვლივ მოხატულ სახეებს ვხედავდი,ძირითადად ლურჯი და წითელი ფერი ჭარბობდა.როგორც კი შემოწმება გავიარეთ ადგილების ძებნა დავიწყეთ,არც თუ ისე, მაღლა მოგვიწია დაჯდომა და თითქმის მეკარის კარის უკან ვიყავით.ტულიომ რა ვქნა,მეტი უკეთესი ვერ შევძელიო და მეტიც შემდეგ ხუმრობდა ბურთი თავში არ მომარტყანო.კარგად გვაცინა და კიდევ დამაფიქრა,როგორი პოზიტიური პიროვნებაა. -ლუდს არ დალევთ?-ალეხანდრომ იკითხა და შემომხედა.ყველამ თანხმობა განვაცხადეთ, ძმაკაცს ხელი მოჰკიდა და ორივენი თვალს მიეფარნენ.არ მინდოდა მარისა უხერხულში ჩამეგდო ან სხვა რამე,თუმცა მასთან საუბარი მაინც წამოვიწყე. -შენ და ტულიო როგორ ხართ?-ისე ვკითხე მინდვრისთვის თვალი არ მომიშორებია. -უკეთესად.ახლა მეც იმავეთი ვპასუხობ…-ცოტა ხანს გაჩერდა.-ვგულისხმობ ცოტას ვეფლირტავები.-შემომხედა და როცა ჩემი გაღიმებული სახე დაინახა,თავადაც ჩაეღიმა და ტონს აუწია.-გეფიცები ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ,თუ მისგანაც ვგრძნობ. -მჯერა და არ გადანაშაულებ,რატომაც არა?-მხრები ავიჩეჩე. -შენ და ალეხანდრო?-მკითხა და თავზე ელვასავით დამეცა თითქოს რაღაც.სუნთქვა შემეკრა და ვეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა. -რას გულისხმობ?-ისე ვკითხე,ვითომდა არ მაინტერესებდა. -კარგი რა.-გაიცინა.-გგონია ვერაფერს ვხვდები?ან მე ან ტულიო. -ეს ასეთი აშკარაა?!-თვალები მაგრად დავხუჭე და ვეცადე ცუდი გრძნობებისგან თავი დამეღწია. -არა,თუმცა ჩვენ ვერ მოგვატყუებთ.-ჩაიხითხითა.-მართლა ეტყობა,რომ მოსწონხარ და დარწმუნებული ვარ შენც. -მე…-დავფიქრდი,რადგან არ ვიცოდი რამდენად კარგი იქნებოდა მასთან ამ თემის განხილვა.-სისულელეა,არაფერი გამოვა.სიეტლში დავბრუნდები და ორივეს ყველაფერი დაგვავიწყდება.-მოვიტყუე. -როგორც იტყვი.-მითხრა და მივხვდი არ დამიჯერა,მადლობელი ვარ აღარ გაუგრძელებია ამ თემაზე საუბარი. ის კარგი გოგოა და ვერ ვიტვი,რომ არ ვენდობი,უბრალოდ,მასთან არ მინდა ამ თემის განხილვა.სახლში ჩასვლისას აუცილებლად ვუამბობ ჩემ ახლო მეგობრებს დაწვრილებით ამ იტალიურ რომანს,რომელიც რომანი არც არის.ისინი გაიცინებენ,მეტყვიან,რომ სულელი ვარ, რადგან მეტი არ გავაკეთე,ალეხანდროს ისევე გააღმერთებენ,როგორც მე მას და სათაურსაც დაარქმევენ ჩვენს ურთიერთობას.ალბათ ჩემს წინადადებას გამოიყენებენ და იტალიურ რომანს დაუძახებენ,მე კი დავამატებ,რომანის გარეშე. რამდენიმე წუთში ბიჭებიც დაბრუნდნენ,ლუდის გამო მადლობა გადავუხადე ცოტა მოვსვი.აპლონისთმიანი ბიჭი ჩემს გვერდით იჯდა და მარჯვენა მხარს თავისი სიკაშკაშით მიმშვენებდა.თამაშიც მალევე დაიწყო და ყველა ის ემოცია,რაც თვეების განმავლობაში მქონდა დაგროვილი,ერთიანად გავატანე.საუცხოო თამაში იყო,მთავარი კი ისაა,რომ ჩვენი, ანუ ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა,ანგარიში მესიმ გახსნა და სუარესის გოლით გამარჯვებაც მოვიპოვეთ.ასეთი მყვირალა ალეხანდრო პირველად ვნახე,იტალიურად ამბობდა სიტყვებს,ისეთი მიმზიდველი იყო მთლად დამავიწყდა თამაში და მას დავუწყე დაკვირვება.ტულიო საერთოდ ჭკუიდან გადავიდა და მოგების ჟამს მაისური გაიხადა, რომელსაც ჰაერში ცალი ხელით ატრიალებდა.ვერ განვსჯი,თავადაც იმავე სურვილი მქონდა. -რა სიგიჟე იყო!-მარისამ დაცლილი ლუდის პლასტმასის ჭიქა ურნაში გადააგდო.უკვე გავცდით მოედანს და ხალხსაც ვეღარ ვხედავდით თითქმის.ცოტა ხანს ისევ ვისაუბრეთ საიცარ თამაშზე. -კარგი და ახლა რა ვქნათ?-ალეხანდრომ იკითხა და სამივეს გადმოგვხედა.ღამის თერთმეტი საათი იყო,მაგრამ სასტუმროში წასვლა არ მინდოდა. -მე რაღაც არ მინდა არსად გასვლა,დასვენება მირჩევნია.-თქვა ტულიომ და შოკირებულმა შევუმოწმე სიცხე ხომ არ ჰქონდა. -მეც იგივე.თქვენ წადით,ჩვენ კი წავალთ.მაინც ხშირად ვართ აქ და ყველაფერი ნანახი გვაქვს.-მარისამ მხარი აუბა და მივხვდი რამდენად მომგებიანი იყო ორივე ჩვენგანისთვის ეს. ის და ტულიო მე და ალეხანდრო.პროტესტი არც ერთს გამოგვიცხადებია,ისინი ტაქსიში ჩასხდნენ და გავაცილეთ ჩვენ კი ერთმანეთს შევხედეთ. -აბა…-მოფლირტავე ხმი მითხრა და მომიახლოვდა.ვგიჟდები,როგორ შეუძლია წამში შეიცვალოს. -აბა…-გავაჯავრე.-სად უნდა წავიდეთ? -რომში ვართ.კოლიზეუმი ვნახოთ,თანაც ღამეა,უკეთესი ხედი იქნება. -კარგი,შორია? -კი,მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით წავალთ.-მითხრა და ხელკავი გამომდო.-ვილაპარაკებთ. -რაზე?-სიარულისას ვკითხე. -არაფერზე.-გაიღიმა. -არაფერზე? -ჰო,შენ ხომ გიყვარს არაფერზე საუბარი?-თვალი ჩამიკრა და უკვე მართლა ვეღარ ვიმორჩილებდი სხეულს,მეგონა ცოტაც და წავიქცეოდი. -მოიცადე!-გავაჩერე.-მსგავს რაღაცებს ნუ აკეთებ.-გავაფრთხილე. -რას?-ისე მკითხა ვითომ ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე. -იცი რაც! -არა არ ვიცი. -ნერვებს ნუ მიშლი!-შევუღრინე მან კი ჩაიღიმა.-აი კიდევ! -არ შემიძლია,შენთან ყოფნისას დიდი სურვილი მაქვს ასე მოვიქცე.-სიარულის გაგრძელება მაიძულა. -ღმერთო!მომეცი ძალა.-ცაში ავიხედე.მისი ხითხითი მომესმა,რომელსაც არა და არ წყვეტდა. მსურდა სამუდამოდ ასე გვევლო რომის ქუჩებში და გავეწვალებიე.გზაში სენდვიჩები ვიყიდეთ და მივირთვით,შემდეგ ჟელატოც შეგვხვდა,რა საკვირველია,არც ის გამოვტოვეთ. -იცი ყველაზე მეტად რა მომენატრება აქედან წასვლისას?-ვკითხე და ისევ დავაგემოვნე ჩემი წილი. -მე? -აი ეს.-ვუთხარი და სახესთან ტკბილეული ავუფრიალე.თვალები გადაატრიალა.-რა?-ვკითხე ისე,რომ ჭამა არ შემიწყვიტავს.ჩემი შოკოლადის იყო,მისი ვანილის,ტრადიციულად. -მეგონა ჩემს სახელს იტყოდი. -ეგ ხომ ისედაც იცი.-ჩუმად ვთქვი. -მერე რა. აღარაფერი მითქვამს,ირგვლივ მოსიარულე ხალხს დავუწყე ყურება.იქაურობა არ ჰგავდა ტოსკანას,აქ ფართე ქუჩებია და სხვა გარემო.ლამპიონები ჩაბნელებულ ქუჩებს ვარსკვლავებთან ერთად ანათებდნენ,ჩვენც დაგვყურებდნენ თავზე.პატარა პრინცი გამახსენდა.მას გავხედე,ისეთი ლამაზი იყო. -პატარა პრინცს გავხარ.-ვუთხარი ღიმილით. -ვიღაცამ ადრეც მითხრა მსგავსი რამ,მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ.-გამაჯავრა.მუჯლუგუნი გავკარი,მანაც იმავე გააკეთა,შემდეგ მე უფრო ძლიერად დავარტყი მუჭი მხარზე,წამით ორივენი გავშეშდით,მერე კი ერთი ხელით მიმაკრა მის სხეულს და ჩამიხუტა,არაფრით არ მიშვებდა თან სიცილს ვერ ვიკავებდი და ვცდილობდი ჩემი ჟელატო არ გადამვარდნოდა. -თქვი,რომ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ვარ დედამიწაზს და გაგიშვებ!-თან იცინოდა თან მიჭერდა. -არ ხარ!-მოვატყუე,რადგან არ მინდოდა გაემარჯვა. -თქვი! -არა!-გავუძალიანდი რის გამოხ უფრო მეტად მომიჭირა ხელი და მეტად ავეკარი მის ტანს.ზემოდან დამყურებდა.-კარგი კარგი ხარ!-დავნებდი.თან მივხვდი ჟელატო ხელში აღარ მეჭირა. -რა ვარ?-არ ნებდებოდა. -ყველაზე სიმპათიური მამაკაცი დედამიწაზე!-დავიყვირე და შემდეგ ვიგრძენი მისი ტკბილი ტუჩები ჩემსაზე.სხეულები მოგვიდუნდა და გულმაც რეჩხი მიყო.არ მინდა,რომ ეს დასრულდეს.არასოდეს.ზედა მაგეზე ნაზად შემეხო,მერე ქვედაზე,მისი ცხელი ენაც ვიგრძენი,რომელიც ოდესმე ჩემი სიკვდილის მიზეზი გახდება.ხელები თმებში შევუცურე, მან კი თავისი წელზე შემომხვია. -ვანილის გემო გაქვს.-ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე. -შენ ვანილზე უფრო ტკბილის.-საუკეთესო კომპლიმენტი მითხრა და ისევ მაკოცა მოწყვეტით.-ყველაზე ლამაზი გოგო ხარ დედამიწაზე,არავინ არ გჯობს,საერთოდ არავინ. არც ახალი და არც ძველი საუკუნეებიდან.აფროდიტეც ვერ შეგედრება.-გულწრფელად გამიღომა და შუბლზე მაკოცა. დამუნჯებულმა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,თითქოს იატაკში ჩასობილი ლურსმანი ვიყავი,ვერაფერი მოვიმოქმედე. -რომელი ფერია შენი საყვარელი?-მოულოდნელად მკითხა,ავხედე,ისებ ჩახუტებულები ვიყავით.აქამდე ალბათ ვარდისფერს,ლურჯს,მწვანეს ან იასამნისფერს ვეტყოდი,მაგრამ ახლა, როდესაც მას ვუყურებ და არაფერი მახარარებს მის გარდა,არ შემიძლია არ ვთქვა ჩემი ახალი საყვარელი ფერი სამუდამოდ. -ოქროსფერი.-დიდზე გავუღიმე და მართლაც,რომ ოქროსფრად აკიაფებულ ეშმაკურ თვალებში ჩავხედე.-შენი?-ვკითხე,ისევ ვეხვეოდით ერთმანეთს მთელი ტანით. ლამის ცხვირის წვეროებითაც შევეხედეთ ერთმანეთს. -ვერცხლისფერი.-მიპასუხა,ნამდვილად არ ველოდი. -რატომ? -მთვარე ვერცხლისფერია შენ,კი მთვარეს გავხარ. -შეწყვიტე ასეთი რაღაცების თქმა. -უკვე გითხარი,რომ არ შემიძლია. მას მოვშორდი,ზედმეტად იდეალურად მომეჩვენა ჩვენი მდგომარეობა.უამრავი ემოცია მაქვს სხეულში და ვერ ვხვდები, რომელი,რას მეჩურჩულება. -ჩემი აიღე.-თავისი ჟელატო გამომიწოდა,რადგან ჩემი ძირს ეგდო.უყოყმანოთ გამოვართვი და გზა გავაგრძელეთ.მისი სიახლოვიყ გაბრუებული ვიყავი და გარშემო ვეღარაფერს აღვიქვამდი.უამრავ თემაზე ვისაუბრეთ,მითხრა თურმე ბავშვობაში ცუდი ტიპი ყოფილა,რაც ვერ დავიჯერე.არ გავს იმ ადამიანს სხვას,რომ დაჩაგრავს ან გამიზნულად დაუშავებს რამეს. შემდეგ კი რახ წიგნების კითხვა დაუწყია,სრულებით შეცვლილა და მეტიც,თავის მეგობრებს უამრავ რჩევას აძლევდა. -ეს გოგო ძალიან ცუდად იყო,ადრე ჩემს სკოლაში სწავლობდა.შეყვარებულმა უღალატა და პრობლემას საკუთარ თავში ეძებდა.არ ვიცი რატომ მაგრამ გულზე მომხვდა,მივედი და დაველაპარაკე.ისეთი გულგატეხილი იყო,მაშინვე გადამიშალა გული.საკუთარ თავს იდანაშაულებდა ალბათ მე დავუშვი სადღაც შეცდომა და ნაკლი მაქვსო.-დაიწყო მოყოლა.-მე ვუთხარი,რომ თუ ვინმემ გიღალატა პრობლემა შენში კი არა,ესეიგი,მასშია,რადგან შენ კი არა მან გაქცია ზურგი-მეთქი.ვერაფრით დავაჯერე,გამუდმებით იმეორებდა,რომ იმ ბიჭისთვის საკმარისი არ იყო.რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო ახალ გოგოსთან დაუწყია ურთიერთობა მის ყოფილს,ჩათვალო ის გოგო მასზე ლამაზი იყო.მუდამ ედარებოდა, ოღონდ თავის თავში ნაკლი ეპოვნა და სხვა არაფერი უნდოდა.არ ვიცი რატომ ჩავაჯინდი,ჩემი არავინ იყო კლასელის გარდა,უბრალოდ,მინდოდა კარგად ყოფილიყო,სახლში დეიდაჩემის შემხედვარე მოღიმარი ადამიანები მენატრებოდნენ.-წამით შეჩერდა.-ჩვენი ბოლო შეხვედრისას კი ვუთხარი.არ აქვს მნიშვნელობა ახლა როგორ გტკივა-მეთქი, ერთ დღეს გაიღვიძებ და შენთვის აღარ იქნება ეგ ისეთი მნიშვნელოვანი,როგორიც ადრე, შეიძლება ეს ორშაბათი იყოს,პარასკევი ან შაბათი,მაგრამ დამიჯერე ეგ დღე დადგება და ნაკლებად მტკივნეული იქნება,შემდეგ კი საერთოდ გაქრება-მეთქი. -ახლა როგორ არის?-ვკითხე. -წარმოდგენა არ მაქვს,იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს.-ჩაიცინა.-მგონი საშინელება ვუთხარი და მდინარეში გადახტა.-თქვა და ვერაფრით ვერ შევძელით სიცილის შეკავება.დიდი ხანი ვიცინეთ,მუცელი ისე მტკიოდა ძლივს ვიმართებოდი.მერე სიჩუმე ჩამოწვა ჩვენ შორის და უბრალოდ ქალაქის ხმებს ვუსმენდი.ადამიამების ლაპარაკს,ფეხისა და მანქანების ხმას ,ბარებიდან გამოსული მუსიკის ჰანგები,ძაღლების ყეფა,ქუჩის მუსიკოსების პერფორმანსები. პარალელურად ალეხანდროს ნაამბოვზე ვფიქრობდი და მივხვდი მართალი იყო,რაღაცები, რაც ერთ დღეს შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,შესაძლოა მალევე გაქრეს და თანაც ისე,რომ ან აღარც გახსოვდეს,ან გახსენება არ გინდოდეს.ისევე,როგორც გრძნობები და მოგონებები,ადამიანებიც ერთმანეთს ცვლიან.ძველი,უმნიშვნელო მოგონებებივით ვივიწყებთ და ახლის ძიებით ვკავდებით. ცუდი კი ის არის,რომ მაშინ გტკივა.არ აქ მნიშვნელობა მომავალში როგორ აგდებითაც არ უნდა გაიხსენო ან სიცილით,ერთ დროს ხომ მაინც გტკიოდა და განიცდიდი.ფიქრობ, ვერასოდეს დააღწევდი თავს იმ პერიოდს,როდესაც არაფერი გიხაროდა,რაც ადრე მოგწონდა ამ სიამოვნებას განიჭებდა.საოცრებაა,მერე ერთ დღეს იღვიძებ და თითების გატკაცუნებასავით ქრება და ნელდება ტკივილი.უარესი კი ისაა,სხვა ახალი და უფრო ძლიერი,რომ ანაცვლებს.განკურნება რთულია.რამდენი რჩევაც არ უნდა გასცე თუ სისრულეში არ მოიყვანე ფასი არ აქვს. -სათქმელად ყველაფერი მარტივია,ქმედებით დადასტურებაა რთული.-ვუთხარი მას. -ყველაფრის თქმა ადვილი სულაც არ არის.-არ დამეთანხმა.-შენი აზრით რატომ უჭირთ ადამიანებს სიყვარულში გამოტყდომა?რატომ ერთულება ექიმს პაცინტის დაკარგვის შესახებ ოჯახისთვის თქმა?რატომ არ შეგიძლია მუდამ ის თქვა,რასაც ფიქრობ?-შემომხედა. ბოლო კითხა საკუთარ თავზე მივიღე.ვეღარაფერი ვუთხარი.ისევ დუმილში გავატარეთ ცოტა ხანი,არ ვიცი რა დრო გავიდა,მაგრამ განათებული კოლიზიუმის დანახვისას გულიც თავიდან ამენთო. წინ გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და ლამაზ ხედს დავაკვირდით,ისეთი შესანიშნავი იყო ირგვლივ ყველაფერი.თავი სიზმარში მეგონა,სწორედ ასეთია ჩემი სიზმრების უმეტესობა. იდეალური. -როგორ ფიქრობ ახლა მარისა და ტულიო რას აკეთებენ?-ვკითხე. -ალბათ სექსი აქვთ.-ზედმეტად გულახდილად მიპასუხა. -ღმერთო ჩემო!იმედია არა. -რატომ? -არ ვიცი,ისინი მეგობრები არიან. -მეგობრებს სექსი არ აქვთ? -არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.-გადაჭრით ვუთხარი. -რატომ?შენ იმ შენს მეგობართან არ გექნებოდა?გული გატკინა,მაგრამ აშკარაა, რომ გიყვარს. -რა სისულელეა!-გაოცებისგან პირი დავაღე.-ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიყავით და მსგავსი არასოდეს არაფერი მომხდარა. -კარგი რა!-წარბები შეკრა. -რა?!შენ საიდან იცი მას არც კი იცნობ და არც ერთად არ გინახივართ.-მისკენ მკვეთრად შევბრუნდი.თვალები გადაატრიალა.-შეწყვიტე!გითხარი,რომ არ მიყვარს და მსგავსი არაფერია! -რატომ ბრაზდები?-მკითხა. -არ ვბრაზ…-გავჩუმდი,როდესაც მივხვდი ხმამაღალი ტონით ვსაუბრობდი.ღრმად ჩავისუნთქე.-არ მინდა მასზე საუბარი.-საზურგეს მივეყრდენი. -ზოგჯერ ის კი არ უნდა გავაკეთოთ რაც გვინდა,არამედ რაც გვჭირდება.-თმა ყურს უკან გადამიწია. -გული ძალიან მეტკინა.ყველასგან წარმოვიდგენდი ამას,ოღონდ მისგან არა. -მისი სახელი მითხარი.-მის ხელებში ჩემი მოაქცია. -კილიანი. -გაგივლის. -ვიცი,დრო მჭირდება.მთავარი ეს არ არის,მთავარი ის არის,რომ საკუთარ თავზე ვბრაზდები. -რატომ?შენც თავს იდანაშაულებ? -არა,თავდაპირველად კი.-კეფა მოვიქავე.-მეგონა მე დავუშვი შეცდომა,ალბათ რამე კარგად ვერ გავაკეთე,თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი,პრობმემა ჩემში არ მდგომარეობს.არც მას ვაბრალებ მთლად ყველაფერს,მე ბატკანი ვერ ვიქნები.გული მწყდება,ძალიან მწყდება ასეთი უერთიერთობის გაფუჭებისთვის.დღე არ გავა არ გამახსენდეს,ისედაც არ ვიყავი აქტიური ან სიცოცხლისუნარიანი და ამ ამბავმა,სულ მთლად…ალბათ დამანგრია? მომტეხა? დეპრესიაში ჩამაგდო?არ ვიცი,ვერ აღვწერ.რთული ადამიანს ყოველ დღე ეკონტაქტო, გიყვარდეს და უყვარდე,უეცრად კი ჰოპ და არაფერი.ისე ქრება თითქოს არც არასოდეს ყოფილა.სურათები და მისი ნაჩუქარი ნივთები კი დასტურად გრჩება იმისა,რომ ეს მართლა მოხდა. -რომ შეგეძლოს არც არასოდეს გაიცნობდი?-მკითხა. -იცი…არა.-მხრები ავიჩეჩე.-დიდი ხანია მაწუხებს კითხვა,ღირს იყო ცოტა ხანი ბედნიერი, შემდეგ კი საშინლად უბედური განცდილი სიამოვნების გამო,თუ უკეთესია არც არაფერი მოხდეს.-გავიღიმე.-როგორ ფიქრობ,რომელი სჯობს? -პირველი.-მითხრა და გამიღიმა. -მეც ასე ვფიქრობ,რადგან ჩვენც იმავეს ვაკეთებთ ახლა და ჩვენც იგივე გადავწყვიტეთ დღეს დილით მატარებელში.არჩევანი ამ კითხვაზე მაშინ გავაკეთე,მე კი ახლა გავაცნობიერე. -მე მთელი ცხოვრებაა მაგ არჩევანს მივსდევ.-ლოყაზე ცერით მომეფერა.-ზოგჯერ მიზეზი რატომაც ვერ ვუშვებთ რაღაცებს,რაც ძალიან სევდიანს გვხდის,არის ის,რომ ერთ დროს ყველაზე ბედნიერს გვხდიდა.ის რაც შენი არ არის,ადამიანი იქნება ეს თუ ნივთი,აუცილებლად წავა,რადგან არ გეკუთვნის,ხოლო თუ შენია…არასოდეს მიგატოვებს. -ვიცი,მე კი მინდა ისეთი ვინმე არ რამე იყოს ჩემი,რაც არ არის. -მხოლოდ შენ არა. -ყველაზე მეტად ის მაბრაზებს,რომ მიწევს განვიკურნო იმისგან,რაც ჩემი ბრალი არ არის, პირიქით გამოსასწორებლად ყველაფერი გავაკეთე.გულს ისიც მიკლავს,რომ კილიანი ვერასოდეს გაიგებს მის გამო,როგორ ცუდად ვიყავი.ვერასდროს მიხვდება. -უნდა გაუძლო ისე,როგორც შეგიძლია. მინდოდა მეთქვა,ვაი თუ,არც შენ ხარ ჩემი და ყველაფერი იმაზე უარესად დამთავრდეს, ვიდრე ოდესმე-მეთქი.კიდევ უამრავი წინადადება მინდოდა ამომსვლოდა პირიდნ,მაგრამ სანაცვლოდ გავჩუმდი.ანთებულ კოლიზიუმსა და ლამპიონებს შევავლე თვალი,მოსიარულე მანქანებსა და ხალხს,მერე კი ალეხანდროს საზამთროსფერ ბაგეებს ვეალერსე. * თუ ადამიანის გულმა პირველად იგრძნო ის,რაც არასოდეს უგემია, მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებს.არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება:პირველი სიყვარული,პირველი კოცნა, პირველი მეგობარი.ალბათ,იმიტომ,რომ პირველია.ზოგადად გვჩვევია იმ რაღაცების ჩანაცვლება,რაც დავკარგეთ.ხშირად, ვიცით ეს შეუძლებელია,წარმოუდგენელიც,რადგან არაფერი რჩება საბოლოოდ შენთან. ნივთები თუ ადამიანები,მზის სხივებივით უცებ გამოჩნდებიან,გაგათბობენ,შემდეგ კი თითქოს ღამდება და…თოვლის ფიფქივით გადნება ხელის გულზე,ვითომ არც არასოდეს ყოფილა იქ,მაგრამ კვალს ტოვებს,ფიფქის დადნობის მერეც ხელზე წყლის წვეთი გვრჩება,რომელსაც უღიმღამოდ ვიშორებთ,გული გვწყდება და ხელს რამეს ვუსმევთ, ცივი წყლის მოსაშორებლად. სიმართლე კი ისაა,რომ ვერაფერს ჩანაცვლებ.განსაკუთრებით ადამიანს,შეუძლებელია ერთი და იმავე ადამიანშიც კი,ის პიროვნება იპოვო,რომელსაც იცნობდი.რაც შენია არასოდეს წავა შენგანო,მაგრამ ბოლომდე არ ვეთანხმები. ვფიქრობ,ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ.უმოქმედოდ არ უნდა ვისხდეთ იმის მოლოდინში,რომ ვინმეს შენთან მთელი ცხოვრების გატარება მოუნდება.მთავარია ოქროს ზღვარი დავიცვათ,რომელიც მიგვანიშნებს სად გადის ზღვარი ბრძოლასა და ძალდატანებას შორის. როდესაც ამჩნევ ადამიანს შენთან ყოფნა აღარ სურს,შენ კი ცუდი არაფერი ჩაგიდენია, საკუთარი თავის დადანაშაულება და შეცვლა დანაშაულია.არ ღირს აქ ბრძოლა,ეს უკვე ძალდატანებაა მეორე პიროვნებისთვის.ორივე მხრიდან უნდა იყოს ეს სასურველი. აქ უშვებენ ხშირად შეცდომას,არ იციან როდის და როგორ უნდა შეწყვიტონ გარჯა,როდის მოეშვან. რა თქმა უნდა,შეგიძლია უამრავი ხერხი გამონახო,ძალით დაიტოვო ვინმე გვერდით, შენი სიყვარული აიძულო,საკუთარი თავი კი მოიტყუო,თუმცა რა?ისევ შენ გიწევს იმაზე შიშში ცხოვრება ვაი და ახლა არ მიმატოვოსო. ამას ვერავინ შეცვლის,სჯობს შევეგუოთ,რადგან ასეთია ცხოვრება.ადამიანებიც წელიწადის დროებივით იცვლებიან. ტოსკანაში ისე დავბრუნდით,განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.მთელი გზა ალეხანდროსთან გატარებულ დროსა და დიალოგებზე ვფიქრობდი.იგი გამოგონილი მგონია, რადგან ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი კარგი იყოს.მის გვერდით ყოფნისას,თითქოს სამყარო ოქროსფერი ხდება და კაშკაშს იწყებს.მისი თბილი და ტკბილი თვალები,ყველაზე ლამაზია დედამიწაზე,ორი ხორბლისფერი დიდი ხელი,რომელიც ჩემთვის ერთდროულად საბანი და სახლია. -წყალში არ ჩამოხვალ?-ფიქრი შემაწყვეტინა და სველი თითებით ლოყაზე გამეთამაშა. -ჰო,ახლავე.-ადგომაში დამეხმარა და ცივ ტბაში ერთად ჩავედით.ახურებულ ტანზე მალამოსავით მომედო და დამამშვიდა,მხოლოდ ჩვენ ვიყავით.ცოტა ხილი წამოვიღეთ და მარტო გადავწყვიტეთ შუა დღის გატარება. -მიყვარს აქ ყოფნა,-ამოყვინთვის შემდეგ მითხრა და ხელის გულებით, მოგრძო თმა უკან გადაიწია.წყალი მკერდამდე გვწვდებოდა,დაკუნთულ მკერდზე წვეთები უმისამართოდ ჩამოსდიოდა,თვალს ვაყოლებდი ყველა მიმართულებას,შეამჩნია ჩემი მზერა,თუმცა არაფერი უთქვამს.მხოლოდ შემომხედა,ნიკაპი ზევით ამაწევინა და ღაწვებზე შემომხვია ხელები. ატმისფერი ტუჩები უფრო გამუქებოდა და ბროწეულის ფერს წაუგავდა,ჰორიზონტივით სწორ წარბებზე თითები გადავუსვი,ელვისფერი თმა მზის სინათლის გამო,იმაზე მეტად უელავდა,ვიდრე ჩვეულებრივ,აპოლოსიფერი სხეული კი მაგნიტივით მიზიდავდა. -საოცარი სხეული გაქვს.-ვერ მოვითმინე,ვუთხარი.ისე ჩაიცინა,როგორც იცის.უცნაურად, ეშმაკურად და სანახევროდ.თვალებში პატარა ჭინკები ნაპერწკალივით უკრთოდა. -შეწყვიტე ჩემთვის კომპლიმენტების თქმა.-მითხრა და ტუჩებზე მაკოცა,მის მკერდს ამაკრო. -არ შემიძლია,ბერძენ ღმერთს გავხარ. -შენ უფრო ლამაზი ხარ.-ცხვირის წვერი ჩემსაზე გაუხახუნა. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემს გარეგნობაზე რას ფიქრობდა,ისე მხატვრულად ადგენს წინადადებებს,როგორც მე?მაგრამ მეეჭვება.ყველაფერთან ერთად,როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის,მაინც კაცია,მამაკაცები,კი მსგავსად,ხშირად,არ ფიქრობენ. -ეს ასე არ არის.-შევეწინააღმდეგე და წარბები შევკარი. -მომისმინე ევანჯელინ.-ჟრუანტელმა დამიარა,ჩვენი ხელები წყლის ქვეშ ერთმანეთს შეეხნენ. -მე ვერ გეტყვი,რომ ისეთ შედარებებს,როგორებიც შენ შეგიძლია.-ამოისუნთქა.-ვგულისხმობ, რომ შემიძლია ამის გაკეთება,მაგრამ არ მინდა.-თავი გააქნია.-არავის მინდა ჰგავდე,მხოლოდ ევანჯელინი უნდა იყო.ვერცხლისფერი გოგო,ლამაზი წაბლისფერი თვალებითა და თმით. საყვარელი ღიმილით,მუდამ ჩაფიქრებული მზერით.შენ უნდა იყო.-ისევ მაკოცა. გულმა რეჩხი მიყო,მარტო რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიტირებდი.ყელში უსაშველო სიმძიმე მომაწვა და ლამის დამახრჩო.ვერაფერი ვუთხარი.ან რა უნდა მეთქვა? ცურვა განვაგრძეთ და მალე ნაპირზეც ავედით. -გამომართვი.-საზამთროს ნაჭერი გამომიწოდა,რაზეც მადლობა გადავუხადე.უკვე პირში უნდა ჩამედო მოსაკბეჩად,რომ წვენი,რომელიც დიდ ნახევრად გაჭრილ ხილში ესხა, ტანზე შემომასხა.გაოგნებულმა შევხედე ის კი იცინოდა. -არამზადა!ეს რატომ გააკეთე?!-ხმამაღლა ვუთხარი და ჩემი ნაჭერი ვესროლე,აიცილა, შემდეგ ისევ ერთი ახალი პორცია აიღო და იმით გამომეკიდა.-ალეხანდრო შეწყვიტე! სულ გავიწებებით!-ვუყვიროდი,მაგრამ ყურს არ მიგდებდა,ისევ და ისევ მომსდევდა,უამრავი ხე გავიარეთ,შიშველი ტერფები ამტკივდა და შენელება მომიწია,ამით მან ისარგებლა და ძირს დამაგდო.თან სიცილს ვერ ვწყვეტდით ვერცერთი.საზამთროს თავზე დამაწურა და სახეზე წამისვა.-ღმერთო! -აი ასე!ვარდისფერი ხარ.-გამიცინა და ჩემს სხეულს ზემოდან დააწვა.აბიბინებულ მინდორში ვიწექით ორივენი.ბოლოს გაჩერდა,მწვანე კადი გვერდზე გადააგდო და გაშმაგებული დამაცხრა ტუჩებზე.საზამთროს გემო ჰქონდა,ხელებით ყველგან მეხებოდა,მისი ცხელი ენა ჭკუას მაკარგვინებდა.ყველა წერტილი დამიკოცნა,გატკბილული კისერი მისმა თავმა დამიფარა.არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს,დრო წამში გავიდა. -საზიზღარი ხარ.-ვუთხარი კოცნებს შუა. -ვიცი.-გამიღიმა და ზემოდან დამხედა. ორივე სწრაფად ვსუნთქვდით,ისედაც მაღალი ტემპერატურა,უფრო მეტად გახურდა. სხეული სასიამოვნოდ დაჟრუებული მქონდა,ვხედავდი,როგორ უყურებდა ჩემს მკერდს, რომელზედაც საზამთროს წვენის წვეთები დაცურავდნენ.ვეღარ ვუძლებდი,მეგონა ვერც ავდგებოდი. -ეს რა საჭირო იყო?-ვკითხე და ადგომისკენ ვუბიძგე. -არ ვიცი,ინსტიქტურად გავაკეთე.თავს ცუდად გრძნობ?-მკითხა და მეც ამაყენა. უკან დასაბრუნებელ გზას დავადექით. -არა,არა,უბრალოდ გამიკვირდა.არ გჩვევია ასეთი უეცარი მოქმედებები.-გავუცინე. ზოგჯერ მისი რაღაც ნაწილი ტულიო ხდება. -ჰო,მემართება ხოლმე.-გამიცინა და თვალებში უამრავი ვარსკვლავი აუკიაფდა. მთელი შუა დღე მშვიდად გავატარეთ, თავი სამოთხეში მეგონა.მე, მწვანე კამკამა ტბა, ტკბილი ხილი,ცხელი მზე, ფეხქვეშ ქვიშა,ნაზი სიო,მობიბინე მინდორი,ჭადრის ხეები,რომლებიც ზემოდან დაგვყურებდნენ და რაც მთავარია დედამიწაზე ყველაზე ოქროსფერი ბიჭი. თავი ასე მშვიდად ბოლოს როდის ვიგრძენი-მეთქი დავფიქრდი,მერე მივხვდი ასე არც არასოდეს,რომ არ ვყოფილვარ და გავაანალიზე არ ვიცოდი სიმშვიდის მნიშვნელობა.გრძნობა, რომელსაც ფესვები ისე ღრმად გაედგა ჩემს სხეულში თითოეულ მათგანს ვეხებოდი,გული წინასწარ მტკიოდა მათი ამოძირკვის დრო მალე რონ დადგებოდა. ისევ ნოსტალგიად გამახსენდებოდა ეს ყველაფერი და სავარაუდოდ,მხოლოდ სიზმრებში მექნებოდა მათი შეგრძნების შესაძლებლობა. მეორე დილით,გაღვიძებისას უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო.თეთრ თეთრეულში,მარცხენა იდაყვს დავეყრდენი ნახევრად მწოლიარე და გაანალიზებას შევუდექი. თითქოს სანაპიროზე ვიჯექი და ლურჯ ზღვას ვუყურებდი,ისევ ისე ვგრძნობდი თავს,როგორც მაშინ ტბაზე.უეცრად წინ ალეხანდრო დავინაზე,ზურგით ცოტა შორს იდგა ჩემგან.განსხვავებული გახლდათ,მეტად განიერი მხრებითა და ფეხებით,თმა ისევ ისეთი ჰქონდა, ელვისფერი,დაგდებული და კულულა. აქილევსივით მედგრად იდგა,მზე ეფიცხებოდა და სხეულიც აპოლონსფრად უკაშკაშებდა.შეგრძნება მქონდა,თითქოს გაზრდილიყო,დაკაცებულიყო და დროც გასულიყო.რაღაცას ყურადღებით აკვირდებოდა,ხელის გულები შუბლთან ჰქონდა მიტანილი და ისე იდგა,მხოლოდ ცეცხლისფერი შორტი ეცვა,შემდეგ ბოხი ხმითა და იტალიური აქცენტით დაიძახა:“ელიო!” ყურადღება არ მივაქციე,საკუთარ ხელებს დავხედე,ცალ ხელში წიგნი მეჭირა,მეორეში კი პატარა ბავშვი.არ ვიცი გოგო იყო თუ ბიჭი,იმდენად პატარა ჩანდა,ვერ გავარჩიე.ხილით სავსე კალათაც შევამჩნიე. ზემოთ ავიხედე,ახლა სხვა სურათი დამხვდა.ალეხანდროს პატარა ბიჭი ჰყავდა ხელში აყვანილი,ორივე ზურგით იდგა,მათ სახეებს ვერ ვხედავდი.ალბათ ოთხი წლის იქნებოდა,ერთნაირი ხუჭუჭა თმა,ოღონდ ბავშვს შედარებით უფრო მუქი,თავთუხისფერი ჰქონდა.ზღვას გაჰყურებდნენ,ალეხანდრო მარცხენა ხელს ჰაერში სწევდა და თოლიებისკენ იშვერდა,პატარაც აკვირდებოდა,თან რაღაცად ეუბნებოდა.თითქოს შენელებული კადრი იყო ეს ყველაფერი. ბიჭი ხელიდან დაუსხლტა მას,ჩემსკენ გამოიქცა და ბედნიერი სახით მითხრა რამდენიმე სიტყვა,მხოლოდ დედა გავიგე, რადგან იტალიურად დამელაპარაკა,ჩემს პასუხს არ დაელოდა ისე გაიქცა უკან და პლაჟზე ჩამოფრენილი ჩიტების აფორიაქება დაიწყო,ალეხანდრო უკან გაეკიდა თან ეძახდა:”ელიო!ელიო!ელიო!” მათი ცქერით ვტკბებოდი,ჰაერში აგდებდა პატარა ბიჭს მზეჭაბუკი და ორივენი იცინოდნენ,მეც ვიღიმოდი და ზღვაც მშვიდი იყო,ნაპირზეც თამაშობდნენ ერთმანეთს წყალს ასხამდნენ,ზემოდან ცარცისფერი თოლიები დაგვყურებდნენ,სანაპირო თითქმის ცარიელი იყო,მხოლოდ ტალღებისა და ბიჭების სიცილი ავსებდა იქაურობას. გაღვიძებისას სევდა შემომაწვა, რამდენიმე საათი გავატარე კიდევ საწოლში დაღონებულმა,ის მენატრებოდა,რაც არასოდეს მქონია ან ჩემი იყო.იდეალური მომენტი იყო,სწორედ ამიტომაცაა სიზმარი. გულსაწყვეტილმა სლუკუნი პატარა ბავშვივით დავიწყე,აღარ მახსოვდა მისი სახე,ხმაც მავიწყდებოდა და უკვე მავიწყდებოდა კიდეც სიზმარი. თავიდან ვერ ვიგდებდ ალეხანდროსა და ჩვილ ბავშვს ხელში,რომ მეჭირა.თან იმაზე ფიქრი მტანჯავდა,ნეტავ რა მითხრა პატარა ელიომ ასეთი ბედნიერი სახით. * რამდენიმე თვის წინ ავტობუსის გაჩერებაზე ორი მოხუცი შემხვდა,პირველი შემთხვევა არ იყო,მათ მესამედ თუ მეოთხედ გადავაწყდი,სავარაუდოთ,ცოლ-ქმარი. კაცს ჯოხი ეჭირა ხელში,რკინის სათვალე,ნაჭრის კლეჩატი ქუდი და თბილი ქურთუკი.ქალს გრძელი მოსასხამი ემოსა ხვლიკისფერი,ნაქსოვი ქუდი,პატარა ჩანთაც.ხელკავით დადიოდნენ წინ და უკან,ავტობუსის მოსვლას ელოდებოდნენ,ძალიან ციოდა,კანკალმა ამიტანა,ნიკაპი მოსაცმელში ჩავყავი,მძიმე ჩანთამ კიდევ მხარი ისე მატკინა ვეღარც ვგრძნობდი.ოცი წუთი ვიდექი,სუსხიანმა ქარმა მთლად გამითოშა სახე და ფეხები,სახლში ყოფნას ვნატრობდი,მუსიკის მოსმენით ვცდილობდი ყურადღების გადატანას,თან ყველანაირად ვარიდებსი მოხუც წყვილს თვალს. საბოლოოდ მოაღწია ავტობუსმა და უამრავი ადამიანი შევარდა შიგ,არც შემიმჩნევია ამდენი თუ ვიყავით.ადგილი ბაბუს გვერდზე გამოვნახე და მივუჯექი.ვლოცულობდი მოხუცი აღარავინ ამოსულიყო,რადგან მხარი და ფეხები ისე მტკიოდა ადგომა შეუძლებლად მომეჩვენა.ვიფიქრე,როგორც კი გათავისუფლდება ადგილი გადავჯდები-მეთქი,უამრავი სკამი დაცარიელდა, თუმცა ადგომა ვერ გავბედე. მეგონა თუ ასე მოვიქცეოდი ბაბუას ეგონებოდა,თითქოს მის გამო გადავჯექი და მასთან ყოფნა არ მინდოდა.არავინ არ იყო ის კაცი ჩემი,ცოლი წინ ეჯდა,ჩვენ საპირისპირო მიმართულებით,ზურგით მივყვებოდით გზას და ნაწვიმარ საქარე მინას ვუმზერდით.წვეთები ცრემლებივით ჩამოსდიოდა. გულის რევის შეგრძნება მქონდა უკუღმა სიარულით,ჩემს გაჩერებამდე კიდევ კარგა ხნის გზა იყო,მაგრამ მაინც არ ავდექი.ჩემი თავის ამბავი,რომ ვიცოდი ვეღარ მოვისვენებდი,ღამეებს თეთრად გავატარებდი ამაზე ფიქრში, თითქოს მოხუცს ვაწყენინე და ვაგრძნობინე მის გვერდზე ჯდომა არ მინდოდა. ვაკვირდებოდი მათ,ორივე მოწესრიგებული გახლდათ,საფასურიც გადაიხადეს.არ უსაუბრიათ,ქალს საოცრად თბილი თვალები ჰქონდა,კაცს კი უზომოდ სქელი ლინზებიანი სათვალე ეკეთა.არ ვიცი რა დამემართა,მათდამი არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრა,დიალოგიც არ მქონია,მაგრამ გულში სევდამ წყაროსავით ჩამიარა.მადლიერი ვარ საკუთარი თავის,რადგან არ ავდექი,გავუძელი გულის რევასაც,უხერხულად ჯდომას და ცოტა ზეწოლას. ღირდა.ჩემი ბებია და ბაბუაც გამახსენდა,ტირილი მომინდა,ძლივს ვიკავებდი თავს.მინდოდა მეკითხა სად მიდიოდნენ ამ დროს,მართლა იყვნენ თუ არა ცოლ-ქმარი და კიდევ უამრავი რამ. როცა ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა და ავდექი,ბაბუამ გამომხედა,თავი ოდნავ მოატრიალა და იმედი მაქვს დაინახა ჩემი გაჩერება,რომ იყო და არ იფიქრა სხვაგან გადავჯექი.ხოლო მაშინაც კი თუ მან ეს ვერ შეამჩნია,მოხუცი ქალის იმედი მაქვს,რომელიც სიმართლეს ეტყვის. არ ვიციამდენ ხანს რატომ ვფიქრობდი იმ მოხუცებზე,ფიქრი შემომაწვა სიბერისა და მარტოობის,კიდევ მოხუცი ალეხანდრო წარმოვიდგინე.მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ალბათ როგორი საინტერესო იქნებოდა. ტოსკანაში ივლისის ბოლო იდგა,მე ჩემს საყვარელ ჭრელ ჰამაკში ვნარნარებდი ფიქრებით დახუნძლული და სიოს ვუსმენდი.ორი დღე ბებიასთან და ბაბუასთან გავატარე,საღამოს ჟამს კაფეში დავსხედით,მაინცდამაინც არ გვილაპარაკია ბევრი, მაგრამ ზუსტად ეს მგვრიდა შვებას.მიყვარს მოხუცებთან ერთად ყოფნა,ისინი მშვიდები, გაწონასწორებულები არიან და რაც მთავარია საოცარ რჩევებს იძლევიან,თან მოსაყოლიც ბევრი აქვთ.ჩემნაირი ადამიანისთვის კი,რომელსაც ხმაური აწუხებს მათთან დროის გატარება საოცარი საშუალებაა. სარკეში უამრავი ცვლილება შევატყვე საკუთარ თავს გუშინ ღამე დაწოლისას,მეტად დასუსტებული მეჩვენა სხეული,ლავიწები კარგად მემჩნეოდა.თმა იმაზე მეტად ღია გამხდომოდა,ვიდრე ჩვეულებრივ,კანი გამმუქებოდა. მართლა ყოველ დღე ვფიქრობდი იტალიაში ცხოვრებაზე,მაგრამ იქნებ ახლა აქაუროა სამოთხედ იმიტომ მეჩვენება,რომ თვალი არ მაქვს შეჩვეული,ან იქნებ სულაც არარის ეს ქვეყანა ასეთი მაგიური და ალეხანდროს გამოა ყველაფერი ასე?მილიონი კითხვა მიტრიალებდა თავში,ბოლოს ყველას ოქროსფერი ელფერი გადაეკრო და მეც მიმეძინა. მომდევნო საღამოს ალეხანდროს რესპუბლიკის მოედანთან კიბეზე შევხვდი, ყოველთვის აქ ვსეირნიბდით სახელი კი ახლა გავიგე.დიდი საათი ჩვენს უკან თითქოს მახსენებს,რომ არაფერია სამუდამო და არც ეს ზაფხული.ალეხანდრო და მე იმ ქვის საფეხურებზე ვისხედით ახლა,სადაც რამდენიმე დღის წინ ქუჩის ბაზრობა იყო გამართული. -ტულიომ და მარისამ ეს არ იცის ჯერ,მინდა შენ გითხრა.-დაიწყო საუბარი.-ჩემი მეგობარი დიდხანს გეგმავდა ამ ტურს,მაგრამ ქვეყნიდან უწევს წასვლა,ამიტომ მე მთავაზობს...ყველა ბილეთი ნაყიდია,მარტო წასვლა არ მინდა,რას იტყვი რამდენიმე დღე ქალაქიდან გასვლაზე?ყველანი ერთად. -მაინც სად?-ვეცადე ის აღტაცება დამემალა,რომელიც ჩემა გულმა გამოხატა ალეხანდროსთან ერთად წასვლის თაობაზე. -თუ სწორად მახსოვს ამალფი,ტაორმინა,ვერონა და სიენა. -უნდა მოვიფიქრო,თუმცა ყოველთვის მინდოდა ამალფის სანაპიროზე გასეირნება. * მთელი საღამო ვფიქრობდი მოგზაურობაზე,სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.მახარებდა კიდევ უფრო მეტი ადგილის ნახვა,თუმცა გამოვტყდები ალეხანდროს მიუძღვის დიდი როლი ამაში.დილა ამაზე უკეთ ვერც დაიწყებოდა,ჯერ დედამ დამირეკა და ანგარიშზე ფული დამირიცხა,მერე მამამ და სამმაგი ოდენობის თანხა გამომიგზავნა.თავისუფლად შემეძლო ახლა უკვე წასვლა ისე,რომ აგათასა და ალესიოს არაფერს მოვთხოვდი.ბილეთებსა და სასტუმროს ხომ მაინც გადახდილი იყო.თავი ზღაპარში მეგონა და კალენდარშიც ამაყად ვიხედებოდი,რადგან აგვისტოს ბოლომდე დრო იყო.ტულიომ და მარისამ წამოსვლა გადაწყვიტეს,ჩვენი მატარებლის ჯავშანი აგვისტოს დასაწყისს აჩვენებდა,ბებიამ და ბაბუამაც სიხარულით გამომიცხადეს თანხმობა მას შემდეგ,რაც გეგმაში ალეხანდრო ვახსენე.ისინი მას ძალიან ენდობიან ეს დღესავით ნათელია. ყოველი წამის მეშინოდა.მეგონა რამე ისეთი მოხდებოდა,რომ ვეღარ წავიდოდით.არ მჯეროდა რაც ჩემს თავს ხდებოდა,ან როგორ უნდა გამეაზრებინა ეს?ყველაფერი ზედმეტად ზღაპრულად ჩანდა,მომავლის შიში არ მტოვებდა და ისე მაძრწუნებდა აწმყოში მიშლიდა ხელს.გამუდმებით ვარწმუნებდი საკუთარ თავს დღევანდელი დღით მეცხოვრა,თუმცა მაინც მიქროდა ფიქრები სადღაც სხვაგან,სადაც არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ჯერ.მერამდენე წიგნს ვკითხულობდი სათვალავი ამერია,პრობლება ის იყო, რომ დიდი სიამოვნებას არ მანიჭებდა. აგვისტოსი მეშინია ისე,როგორც არაფრის. ეს ორი თვე ისე სწრაფად გავიდა,გააზრებაც მიჭირს.ჩემი სული ალბათვ ერასოდეს მოახერხებს ამ ადგილის დატოვებას,წასვლა არ მინდა,მაგრამ ზაფხული გავა! დადგება დღე,როცა წასვლა,უკან დაბრუნება მომიწევს ჩემნაირ ნაცრისფერ ქალაქში,აქედან ძალიან შორს. დაღლილი გაბზარულ ჭერს მივშტერებივარ და წიგნი მკერდზე მიდევს,ტყავის სავარძელში ვწევარ.ღია ფანჯრების მეშვეობით ქარს ვგრძნობ,ატმისფერი ფარდები ირხევიან,მზე ჩადის,მწვანე მთებსა და უსასრულოჰორიზონტს ვხედავ.ვოცნებობ,ჩემი აქ ყოფნის პერიოდიც ზუსტად ასეთი იყოს,ზოგჯერ ვნანობ სიეტლის დატოვებას და ალეხანდროს გაცნობას,მაგრამ მერე ვიაზრებ რამდენ რამეს გამოვტოვებდი. ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულ ოქროს საათებს,საუკეთესო სამზარეულოს,ტულიოსა და მარისას,თვალწარმტაც პეიზაჟებს,მშვიდად გატარებულ დღეებს და ალეხანდროს,ყველაზე ოქროსფერ ბიჭს დედამიწაზე. -რაზე ფიქრობ?-მესმის სასიამოვნო ხმა და დაბურული ფიქრებიდან გამოვყავარ,თავს გვერდზე ვატრიალებ სადაც ჩემი მზეჭაბუკი დგას.ლომივით დინჯად და მშვიდად. -ამდენს რატომ კითხულობ?მიმოიხედე სად ხარ,რატომ სხვა რამით არ დაკავდები? -ჩემი მიზეზი მაქვს.-მხრები ავიჩეჩე და წამოვჯექი,მზის სხივები პირდაპირ მის სახესა და სხეულს ეხებოდა,ირგვლივ კი უფრო და უფრო ბნელდებოდა.ხვეული თმა ჩვვეულ ფორმაში ჰქონდა.მოულოდნელად წამოვდექი და ვეცადე ზუსტად წინ დავმდგარიყავი, მკერდზე,სადაც მზის სამი სხივი ნაზად ეხებოდა,სწორედ იქ შევეხე.ახლა ჩემს ხელს შევხედე და ვიფიქრე ალეხანდროს რაღაც ნაწილი მეხებათქო.ამითაც კმაყოფილი გახლდით,მიუხედავად იმისა,რომ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებდა შეხებას ვერ ვბედავდი.მინდოდა,ღმერთმანი სული მიმდიოდა და თავბრუც მეხვეოდა,თუმცა ამას არ ვაკეთებდი.დაზაფრული შველივით ვიდექი მის წინ და ვცდილობდი თვალებს ან სხეულის ენას არ გავეცი შემთხვევით თუ რას ვგრძნობდი.ხელს ვატრიალებდი, მსიამოვნებდა სხივთან თამაში.-როგორც კი მოხვედი მაშინვე მზის სხივები გამოჩნდნენ. -აქამდეც აქ იყვნენ.-მიპასუხა. -არა,არ იყვნენ. სიჩუმეში ვიდექით,არ ვიცი რატომ,მაგრამ ვერც ერთი ვიღებდით ხმას.მინდოდა მეთქვა;ალეხანდრო იმდენი რამის თქმა მინდა-მეთქი,მაგრამ მუნჯს ვგავდი.ყველა იმ სიტყვის წარმოთქმა მსურდა,რომლებიც თავში ამ ორი თვის განმავლობაში მქონდა. ნიავის ხმა ჩამესმოდა,ფარდების ფრიალის,მეორე სართულზე ღია ოთახის კარების ჭრაჭუნი,მაგრამ ვერც ერთი ფარავდა ჩემს გულის ცემას.თვითონ აქილევსივით მარდად იდგა,მხრებგამართული.მე კი შეგრძნება მქონდა თითქოს უფრო და უფრო ვპატარავდებოდი.ჰორიზონტივით სწორი წარბები მოსდუნებოდა,თაფლზე უფრო ტკბილი თვალებით მაკვირდებოდა სახეზე,მერე კი ბროწეულისფერი ბაგეები ჩემსას ჩაახუტა,ისევ იმ ჯადოსნურმა გრძნობამ გამიელვა სხეულში.გრძელი ხელი წელზე შემომხვია და ახლა არც ის სანტიმეტრები გვაშორებდა,ილუზიებში მყოფმა ხელი ნაზად შევუცურე ჩემ საყვარელ კულულებში,ეს აპოლონისფრად დალოცვილი თმები.ნაზი იყო,ყველაფერი.პიტნის სუნი ასდიოდა მის სხეულს,თითქოს შორეულ ნოტებში ვანილიც დავლანდე,მაგრამ ზმანებას მივაწერე. მოვშორდით თუ არა ერთმანეთს ღმერთივით გადმომხედა ზემოდან და შუბლზე მეამბორა,მერე გულში ჩამიკრა და გაშლილ თმაზე სათუთად გადამისვა ხელი. მე წელზე შემოვხვიე,არ ვლაპარაკობდით.უფრო და უფრო ბნელდებოდა,მაგრამ ხედვა არ მიჭირდა,რადგან ალეხანდრო ანათებდა.ჩემი ვარსკვლავ ბიჭუნა. -რატომ მოხვედი?-სრულიან შეუსაბამო რამ ვკითხე.თან არ ვუშვებდი ხელს,არ მინდოდა ამ მომენტის დასრულება. -ზეგ უკვე წავალთ,თუ რამეს ყიდვა ან მომზადება გინდა დრო გაქვს,მანამდე კი კინოს ორი ბილეთი მაქვს.ხომ წამოხვალ? -მჰმ...-თავი გავაქნიე. -მინდა ასე ყოფნა გავაგრძელოთ,მაგრამ დაგვავიანდება ევ. გულმა ყირამალა გააკეთა,პირველი იმის გამო,რომ მიხვდა ასე ყოფნა მომწონდა,ოდნავ შემრცხვა მინდა მუდამ თავშეკავებული ვიყო.მეორე კი იმზედმეტსახელის გამო,რომელიც დამიძახა.არასოდეს არავინ არ მეძახის ჩემს სახელს შემოკლებით,ძირითადად გვარით მომმართავენ ან სრული სახელით. -ბოდიში.ახლავე გამოვიცვლი და წავიდეთ. -ნუ მებოდიშები,შეგვიძლია კინო გადავდოთ.-მხრები აიჩეჩა. -არა!ახლავე ჩამოვალ.-ვუთხარი და გავიგონე როგორ ჩაიცინა,სანამ მე კისრის ტეხვით ავრბოდი ოთახში.კარადა გამოვაღე და პირველი ხელში რაც მომყვა ლამაზი სარაფანი იყო.ჩაცმისას ვფიქრობდი როგორ მძულდა ადრე მსგავსი ტიპის კაბები,ახლა კი სიამოვნებით ვიცმევ და თავიც მომწონს მათში. ნაკლებს არც ველოდი,ალეხანდრომ შავ-თეთრი ფილმი,კერძოდ კი "რომაული არდადეგები" აარჩია.მიუხედავად იმისა,რომ ნაყურები მქონდა დიდ პატივად და სიამოვნებად მივინიე ბიანჩისთან ერთად გამეორება.ოდრი ხომ საერთოდ საოცარია. მთელ ფილმს ხმა ამოუღებლად ვუყურეთ,ყველა სკამი შევსებულიყო,ქუჩაც სულ სავსე იყო,გამიხარდა მოხუცების რაოდენობას როდესაც დავაკვირდი.გარეთ ჯდომამ კიდევ უფრო მეტი ხიბლი მისცა ყველაფერს და კატასავით გატრუნული ვიჯექი -როდესაც დასრულდება გვისეირნოთ ხო? თავი მაშინვე დავუქნიე,ხალხმა წამოშლა რომ დაიწყო ჩვენც ავდექით შავი სკამებიდან. ქუჩას გავუყევით,მაღალი ლამპიონებიდან ყვითელი შუქი ეცემოდა ირგვლივ ყველაფერს,ნელ-ნელა სკუტერებიანმა ადამიანებმაც იკლეს და ხმაურიანმა ბარებმაც. წამით ალეხანდრო მეგონა გაუჩინარდა,ფიქრებში გართულმა ვერ შევნიშნე მისი ჩამორჩენა,როდესაც უკან მივიხედე კი ვარდისფერი მიხაკების თაიგულით დამხვდა, ქუჩაში ერთადერთი ფლორისტი დავინახე ოდნავ მოშორებით. -აქამდე უნდა გამეკეთებინა,მაგრამ იმედია არც ახლაა გვიან.-გამიღიმა და ვარდისფერი ყვავილები გამომიწოდა. -გმადლობ,ულამაზესია.მიყვარს ვარდისფერი,თან ყვავილები.-გულში ჩავიკარი და ვეცადე რამე მეთქვა. -ვიცი.ახლა კი...რამე მომიყევი,ამ ბოლო დროს მოვიწყინე.-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისე გავაგრძელეთ ვიწრო გზები. -რა გინდა,რომ მოგიყვე?-თვალს ვერ ვწყვეტდი თაიგულს.მიპასუხა,რაც გინდაო. -სათქმელი არაფერი მაქვს...მიხარია,რომ მივდივართ.ოთხივე ერთად კარგად გავერთობით,ბევრ ახალ რამეს ვნახავთ,ფოტოებს გადავიღებთ. -დღეს,რომ ამბობდი მიზეზი მაქვსო,რას გულისხმობდი?-სრულიად დააიგნორა რაც ვთქვი და თემა მალევე შეცვალა. -ახლა ღრმა საუბრები უნდა გვქონდეს?-ვუთხარი და გამვლელ წყვილს დავაკვირდი. ორივემ გაგვიღიმა,აშკარად ჩვენც წყვილი ვეგონეთ. -რატომ არა? -კარგი,მე მაქვს ერთი კითხვა. -ნებისმიერი. -რატომ მოგწონვარ?რატომ ატარებ ჩემთან ერთად სიჩუმეში დროს,როდესაც შეგიძლია ვოგის გარეკანიდან გადმოსულ გოგოებთან გაატარო დრო.ამას ვერ ვხვდები. -მაბრაზებს ეგ ფაქტი.-თქვა და გვერდზე გაიხედა,თვალი ამარიდა.უფრო და უფრო მაღლა ავდიოდით. -რა ფაქტი? -ასე რატომ ფიქრობ საკუთარ თავზე?ამას რატომ უკეთებ?-მშვიდად მკითხა.შემომხედა და გაკვირვება რომ შემამჩნია კიდევ გააგრძელა.-შენ რატომ მოგწონს ჩემს გვერდით ყოფნა?-აქეთ მომიბრუნა კითხვა,ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა,პასუხს თავს არიდებს?-აქ დავსხდეთ.-მიმითითა გრძელ სკამზე და თავი დავწყევლე აქამდე,რომ ვერ შევამჩნიე სად ვიყავით.მთელი ტოსკანა ხელის გულივით მოჩანდა,პატარა,წვრილი განათებები სასწაულად ერწყმოდა პეიზაჟს,გაკვალული გზები.ხალხი ჭიანჭველებივით მოაჩანდა, ჩვენ მათ ზემოდან ვუყურებდით და მქონდა შეგრძნება,ტიტქოს უძლეველი ვიყავი. -შენ კარგად მაგრძნობინებ თავს.-წინ ვიყურებოდი.-კიდევ უფრო მშვიდად ვარ შენთან, რადგან გაწონაწორებული ადამიანი ხარ.იცი სად რა უნდა გააკეთო,არ განმსჯი,არაფერს მაიძულებ.თავს...დაცულად ვგრძნობ.კიდევ უამრავი რამეა. -ზუსტად.მომწონს შენთან ერთად ჩუმად ჯდომა,ესეც საკმარისია.მშვიდი ხარ,მაგრამ გართობაც შეგიძლია,არასოდეს დამავიწყდება იმ დღეს ბარში შენ და ტულიო როგორ ცეკვავდით,ხალისიანი ჩანდი.ჭკვიანი ხარ,ლამაზი...ძალიან,ძალიან ლამაზი და ვფიქრობ მიგებ.არ ხარ მუდამ სევდიანი ევ,შენ მშვიდი ადამიანი ხარ,რომელსაც ხმაური და შემაწუხებელი ხალხი არ უყვარს,ადამიანები ასეთები არიან.ყველას არ მოსწონს ხშირი და გამუდმებული კონტაქტი საზოგადოებასთან,ზოგს მარტო ყოფნა ურჩევნია და შენ ასეთი ხარ.ეს ტრაგედია არაა. -და შენ ეს მოგწონს?ასე მარტო ყოფნა,რომ მინდა ხშირად? -რა მნიშვნელობა აქვს მე რა მომწონს?არ ვარ ინტროვერტი,მაგრამ ხშირად მინდა მარტო ყოფნა...ოღონდ შენთან ერთად. ვგრძნობდი როგორ დამცხა და სუნთქვა შემეკრა. -მე კი მარტო ყოფნა აღარ მინდა,ეს მაგიჟებს.ამიტომაც ვკითხულობ მუდამ,ან ტელევიზორს ვუყურებ,ჭადრაკს ვთამაშობ,სუდოკუს.ერთადერთი რასაც ვაკეთებ ფიქრია,ზოგჯერ მგონია ტვინი ამიფეთქდება,მჭირდება ერთი კონკრეტული რაღაც,რაზეც ვკონცენტრირდები.-ამოვისუნთქე.-მაგრამ შენთან ყოფნა ყველაზე მეტად მომწონს. ბებიასთან და ბაბუასთანაც კი არ ვატარებ ამდენ დროს.-გავიგონე როგორ დაიწყო სიცილი.-რა ჯანდაბა გაცინებს?საერთოდ არ მომწონს ეს. -კარგი მაშინ ის მითხარი რაც მოგწონს,-ახლოს მოიწია,ხელი მხარზე გადამხვია და მიმიხუტა,ყვავილები გვერდზე გადავდე და თავი მხარზე დავადე,სურნელი ხარბად შევისუნთქე და მაშინვე მოვდუნდი.-ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ არ შემიძლია.-თვალდახუჭულმა ვთქვი. -ისე მითხარი,როგორც შეგიძლია. ვინატრე ნეტავ უკნიდან ვინმემ ფოტო გადაგვიღოს-მეთქი.ფილმის კადრში ვიყავი. სიბნელე,გრძელი სკამი,სულისშემკვრელი ხედი ყვითელი განათებებით,ვარდისფერი მიხაკების თაიგული გვერდზე,ჩემი თავი ალეხანდროს ბეჭზე,მიხუტებული,ახურებული სხეულები,ვფიცავ ყურში ბითლზის რომელიღაცა მელოდიაც კი ჩამესმოდა,ეს ყველაფერი კი ზაფხულის ერთ-ერთ საღამოს,იტალიაში. კარგად ვცდილობდი ამ სურათისა და გრძნობის დამახსოვრებას.იმდენად იდეალურად იყო ყველაფერი. -შენ გვერდით ყველაფერი ასეთი მშვენიერი რატომ არის?-ამოვილუღლუღე. -იმიტომ,რომ ერთად ვართ. -არ მითხრა ასეთი რაღაცები გთხოვ... -რატომ? -უბრალოდ არ მითხრა,ასე უფრო მარტივი იქნება ორივესთვის. -აბა,როგორ გამოვხატო რას ვგრძნობ შენს მიმართ?-მკითხა და თავისი ხელის გული ჩემსას მოაბჟინა,შემდეგ თითები გადაკვანძა. -ისე,როგორც შეგიძლია.-ნიშნის მოგებით ვუთხარი და მელანქოლიურად გავუღიმე,მან კი თბილად,ფრთხილად მაკოცა ტუჩებზე და დამეფიცება ეს ყველაზე თბილი მელანქოლია იყო,რაც კი ცხოვრებაში მიგრძვნია. პირველად ამ დროის განმავლობაში,ოქროსფერმა ბიჭმა მელანქოლიური კოცნა მაჩუქა,რომელსაც არასოდეს დავივიწყებ და სამუდამოდ გავუფრთხილდები. * მგზავრობამ იდეალურად ჩაიარა,ტულიომ ისე გაგვართო მთელი გზა,რომ სულ ვერ გავიგე დანიშნულების ადგილს როდის მივაღწიეთ,რამდენიმე საათი გაუჩერებლად გვაცინებდა,მარისას კი ნერვებს ისე უშლიდა გოგო მზად იყო იქვე გამოეჭრა მისთვის ყელი ან,როგორც თვითონ თქვა:"იცოდე,თუ არ მოკეტავ ამ მატარებლის რილსებზე შენს გვამს იპოვნიან!" გაცხოველებულმა უთხრა,თუმცა მერე დავფიქრდი ნეტავ ალეხანდრო ოდესმე ასე თუ მომექცეოდა.ნამდვილი ჯენტლმენივით გამომართვა ჩანთები და ნაქირავებ ბინაში აიტანა.სასტუმროების ნაცვლად სახლები დაგვხვდა,რამაც მეტად გამახარა. ჩვენი პირველი გაჩერება ვერონა აღმოჩდა. მხოლოდ ერთი დღით,თუმცა დილით ადრე დავიწყეთ მოგზაურობა და შუა დღის ორი საათისთვის უკვე ბევრი ეკლესია და მუზეუმი გვენახა,ჯულიეტის აივანი კი ბოლოსთვის შემოვიტოვეთ.მახსოვს ბავშვობაში ვვოცნებობდი ამ ადგილზე,ხშირად მიფიქრია წერილში რას დავწერდი,თუმცა ახლა, როდესაც ხელში კალამი და დიდი ვარდისფერი ფურცელი მეჭირა,არაფერი მაგონდებოდა.ვუყურებდი როგორ წერდნენ გამწარებული ტურისტები ფრაზებს,ზოგიც არ ჩქარობდა,ეტყობოდათ სათქმელი ჰქონდათ,მე კი ირგვლივ ვათვალიერებდი გარემოს,ოღონდაც რამე სიტყვა მეპოვნა,რათა რამე დამეწერა. -არაფერი გაგონდება?-მკითხა ტულიომ. -არა,არადა მინდა რამე დავწერო.-მხრები ავიჩეჩე და მარისას გავხედე,უკვე მეხუთე ფურცელს,რომ აკრავდა კედელზე. -მაინც არავინ გიპასუხებს,ამიტომ რაც პირველი მოგაფიქრდება ის დაწერე.-თვალი ჩამიკრა და ისე გამეცალა,თითქოს არც არასდროს მოსულა. წერას,რომ მოვრჩი ალეხანდრომ წერილი გამომართვა და მითხრა მე გავაკრავო.არ შევეწინააღმდეგე,თავად არაფერი დაუწერია.დარჩენილი საღამო პატარა ბარში გავატარეთ,სადაც ბევრი მოჰიტო და აპეროლი დავლიეთ,ცხელი კარბონარა კი ისეთი იყო,გაუსაძლისი ტემპერატურის მიუხედავად დამშეულივით ვჭამე. საღამოს არენას გარშემო ვსეირნობდით.დაღამებამდე ვიჯექით პატარა ბარში,ჩვენს უკან უცნობი ბიჭები მილანის თამაშს უყურებდნენ,სიგარეტის სუნი და კვამლი ჰაერში იეროდა,მეც ვეწეოდი ვანილის სიგარეტს,წინ ტირამისუ მედო,მილიონ ხალხს ვაკვირდებოდი და მომენტით ვიღებდი სიამოვნებას. მეორე დღეს სიენაში წავედით,პიაცა-დელ-კამპო და ტორე-დელ-მანჯა ვნახეთ,სიმართლე ვთქვა ტოსკანას ძალიან ჰგავდა,ამიტომ დიდხანს აღარ გავჩერდით. ტულიო გამუდმებით წუწუნებდა და თავი აგვატკია,მე კი ვიცოდი მალე სანატრელო გამიხდებოდა ეს წუთები და მაქსიმალურად ვცდილობდი მომენტით ტკბობას. სევდა მეძალებოდა,ისე ვუყურებდი ირგვლივ ყველაფერს,თითქოს მალე უნდა მოვმკვდარიყავი და თითოეული დეტალის იმქვეყნად წაღება მსურდა.ალეხანდრომ ეს შეამჩნია და დამამშვიდა,ჩემი უსიტყვოდ ესმოდა,ყველაფერი წინ არისო. -მანჯარე!მანჯარე!მანჯარე!-გაჰკიოდა ტულიო და იტალიურად ელაპარაკებოდა მოხუც კაცს,მანაც რაღაც მიმართულება მისცა და ყველანი გავყევით უკან. ყველგან იტალიური საუბარი მესმოდა,უკვე კარგადაც გავიგე.ჩემი მზეჭაბუკის პირიდან წამოსული სიტყვები კი სულ სხვაგვარად მნუსხავდა,დარეტიანებული ან მოჯადობული ვუსმენდი,ისე აღმაშფოთებლად კარგად საუბრობდა,მინდოდა მთელი დღე ელაპარაკა,ოღონდაც რამე ეთქვა,მერე რა რომ ყველა სიტყვას ვერ გავიგებდი? -მოვკვდები ამდენი პასტის ნაჭამი.-ორი დღის განმავლობაში პირველად დავიწუწუნე. სამივეს ჩაცინება გავიგონე. -მე კი აპეროლის სმისგან გავფშიკავ ფეხებს,თუმცა წინააღმდეგი არ ვარ.-ტულიომ კიდევ მოსვა სტაფილოსფერი სითხე უზარმაზარი ჭიქიდან და კატასავით გაიტრუნა. -ერთი სული მაქვს სიცილიაში,როდის წავალთ!ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ იქ.ყველაზე სიმპათიურ და აღვირახსნილ მამაკაცებს იქ ვნახავთ ევანჯელინ!-მარისამ თვალები და მხრები ეშმაკურად აათამაშა. -ჰო,აბა რა!სცადეთ.-ტულიომ გააჯავრა და კამათი დაიწყეს. -შემახსენე,რომ მომავალში მარტო წავიდეთ.-ალეხანდრომ მობეზრებით თქვა და ჩემი სიცილი დააიგნორა. -სად? -სადაც წავალთ,ოღონდ ესენი არ წამოვიდნენ.-კაფეს თვალი მოვავლეთ. -შენი დაპატიჟებულები არიან.-მხრები ავიჩეჩე და პიცის კიდევ ერთი ნაჭერი შევჭამე. -რადგან ვიცოდი მარტო არ წამომყვებოდი,-თქვა და ხველება ამიტყდა,არც მაშინ მოუქცევია ყურადღება ტულიოსა და მარისას,ალეხანდრომ კი თავისი ჭიქა მომაწოდა,რომელშიც წყალი ესხა.-არადა მარტონი,რომ ვიყოთ უკეთესად გავერთობოდით და მეტსაც ვისიამოვნებდით.-უმწიკვლო მზერა მსტყორცნა. -გაჩუმდი!-თვალები დავუბრიალე,სინამდვილეში კი ვგიჟდებოდი მის ასეთ ქცევასა და სიტყვებზე.მოულოდნელად,რომ აკეთებდა და გაგიჟებულს მტოვებდა.მეტ ხიბლს სძენდა ჩვენს ურთიერთობას. -არადა მოგწონს ასე,რომ ვიქცევი.-თვალს არ მაცილებდა. საღამოს ბინაში ისეთი დაღლილები ავედით,ყველაფერი ძირს დავყარეთ.მალევე ჩაგვეძინა,მარისა მშვიდად სუნთქავდა ჩემს საწოლში მე კი შუა ღამეს კარგად,რომ გადაცდა მაშინ გამომეღვიძა.აქა-იქ თუ გაიგებდით ვინმეს ფეხის ხმას ქუჩაში,ვარდისფერი საღამურით გადავწყვიტე პატარა აივანზე გასვლა,სადაც ალეხანდრო დამხვდა.თავად ვერ მხედავდა,სიბნელეში მხოლოდ ყვითელი ლამპიონი ანათებდა ქუჩიდან,ხის სკამში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა ნელა,თან ფიქრობდა.მერე ადგა შავ,რკინის მოაჯირზე იდაყვები დააწყო და ოდნავ გადაიხარა,კვამლმა ნაზი სიოს მიმართულებით დაიწყო გზის გაკვლევა,ყელში ბურთი მომეძალა და ტირილის სურვილმა ხელები ძლიერ შემომხვია.ნეტავ ყოველი დილა და ღამე ასეთი ყოფილიყო. შიშველი ფეხებით გავედი ცივ ასფალტზე,მეამა.ალეხანდრო ისეთ ჩაფიქრებული იყო ვერც შემამჩნია და ერთ წერტილზე მიშტერება გააგრძელა.ხელები შიშველ სხეულზე უკნიდან შემოვხვიე,გავირინდე,თითქოს ცხელ ჯაკუზში ვიწექი.არ შემხტარა,მხოლოდ სიგარეტი გადააგდო. -რატომ არ გძინავს?-ბოხი,დაღლილი ხმით მკითხა,თუმცა ეშმაკური ნაპერწკლები მაინც შევამჩნიე. -არ ვიცი,გამომეღვიძა.შენ?რაზე ფიქრობ? შემობრუნდა და ხელები ახლა თავად შემომხვია.თავისი ცხვირის წვერო ჩემსას გაუხახუნა,არ ვიცი რატო,მაგრამ სევდიანი მომეჩვენა.თითქოს ჩემგან გადაედო. -მიყვარს ღამე,ნეტა მარტოები ვიყოთ.ნერვებს მიშლიან,მათი აქედან გაყრა მსურს!-მითხრა ბრაზშეპარული ტონით და თავისი ხელის გულები ლოყებზე დამალაგა. -ჯერ კიდევ გვაქვს დრო.-დავამშვიდე,თითქოს ადგილები გავცვალეთ.სკამზე დაჯდა. კალთაში გვერდულად ჩამიჯინა და პატარა ბავშვივით გამახვია მის უდიდეს მარწუხებში.სიზმარზე მინდოდა მომეყოლა,თუმცა ვერ ვბედავდი.ლოყა მკერდზე დავადე,ის კი ნიკაპით დამეყრდნო თავზე.თან მეფერებოდა,შიშველ ფეხზე სათუთად მისმევდა ხელს,თავისი თლილი თითების მეშვეობით ზენიტში ვგრძნობდი თავს. ლავიწზე გადავუსვი ხელი,თითქმის შიშველი სხეულებით ვეჭიდებოდით ერთმანეთს და ვცდილობდით ამ სიმხურვალეს არ გავეგიჟებინეთ.მასთან ერთად ძილი მსურდა, თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით. -ვიცი.-დაიჩურჩულა ჩემს ყურთან და ბიბილოზე ნაზად მაკოცა. -მეც ვიცი.-ავხედე და ტუჩებზე მოწყურებული მივეწებე.მოკლე საღამური კიდევ უფრო მაღლა ამიწია და დიდი ხელებით მეფერებოდა თეძოებზე,მე ხელები კისრის გარშემო შემოვხვიე და ნაზად ავუხლართე მოზრდილ ხვეულებში.არ მინდოდა შეწყვეტა,არც მე,არც მას,თუმცა უნდა გავჩერებულიყავით,მაგრამ როგორ?სურვილი ერთმანეთის დაუფლების იმდენად დიდი და ღრმა იყო,მეგონა ნებისმიერ წამს შემოგვეძარცვებოდა დარჩენილი ტანსაცმელი და დივანზე აღმოვჩნდებოდით. -ალეხანდრო...-ძლივს ამოვიკნავლე და უფლება მივეცი ჩემს კისერში ჩაერგო თავი. სხეულს და ფიქრებს კი არა,საერთოდ ვერაფერს ვაკონტროლებდით,ვგრძნობდი როგორ უჭირდა ჩემსავით.ამიტომ,ვფიქრობ,რომ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,თუ რატომ არ მეხებოდა ასე ხშირად.გაჩერება შეუძლებლად მიგვაჩნდა. მომდევნო დილა იმაზე დამღლელი აღმოჩნდა,ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ვიფიქრებდით.ტულიოც კი ხმაამოუღებლად იჯდა და თვალებს საწყალი ბავშვივით ისრესდა,მარისას მის კალთაზე ეძინა და ისე საყვარლად ჩანდნენ,უცხო თვალს შეხმატკბილებული წყვილი ეგონებოდა.მე და ალეხანდრო კი ჩუმად ვისხედით გვერდიგვერდ და დარწმუნებული ვარ ორივენი გუშნდელზე ვფიქრობდით. ბინის დაცლისას დანანებით მოვავლე თვალი აივანს და ვეცადე მელანქოლიისა და ნოსტალგიისგან ტირილი არ დამეწყო. საღამოსკენ ჩავაღწიეთ სიცილიაში და დავდგით თუ არა ფეხი ტაორმინაში დაღლილობა სადღაც გაუჩინარდა,დავყარეთ ჩვენი ჩანთები სახლში და პირველივე სანაპიროს პირველივე კლუბში შევვარდით.დალევა ახლა ისე მჭირდებოდა,როგორც არასდროს,ამიტომ რამდენიმე ჭიქა არაყი კოქტეილის გარეშე დავლიე.თავბრუ დამეხვა თუ არა მაშინვე შემესხა ფრთები და თავდაჯერებულმა ავაყოლე სიმღერებს თეძოები. თავდაპირველად ალეხანდრომ იუარა სასმელი,მაგრამ მინდოდა ორივენი კარგად შევზარხოშებულიყავით,იქნებ მეტის უფლება მიგვეცა ჩვენი თავებისთვის.მილიონმა ნაცნობმა თუ უცნობმა სიმღერამ გაიჟღერა და არცერთი არ გამოგვიტოვებია,უცნობ ბიჭს ისე ვეცეკვებოდი,ვითომ ერთად გაზრდილები ვყოფილიყავით,არადა მხოლოდ ის ვიცოდი,რომ მარკუსი ერქვა. ვიგრძენი როგორ დამავლო ალეხანდრომ მაჯაში ხელი და გარეთ გამიყვანა,სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა და მთვრალი გზას ძლივს მივიკვლევდი.ზუსტად ეს მინდოდა!ეჭვიანობა!მისი უხეში მხრის დანხვა მსურს და ამას ვერაფერს ვუხერხებ. -არ მინდა,რომ სხვა ბიჭს ეცეკვო!-მითხრა და ქვის კედელზე არც თუ ისე ნაზად ამაკრო, მისი მუცელი ჩემსას მოაბჯინა და ალკოჰოლის სუნიც ვიგრძენი.კარგად ვცდილობდი დამემახსოვრებინა თითოეული დეტალი,შორიდან წამოსული სიმღერა,ცივი კედელი, რომელიც მალამოსავით მედება ახურებულ სხეულზე,ვანილის,პიტნისა და არაყის სუნი. ირგვლივ ბედნიერად მოხეტიალე მთვრალი,კაიფში მყოფი ახალგაზრდები,ბოლოს კი რაც მთავარია ალეხანდრო,ჩემი იტალიელი მამაკაცი,აპოლონისფერი თმითა და აქილევსივით მყარი დგომით,ძუ ლომივით გაბრაზებული.ლაპარაკი არ ვაცადე ისე დავეწაფე ბაგეებზე,უხეშად მიპასუხა.-წავიდეთ?-მკითხა,ჰორიზონტივით სწორ წარბებში მრისხანება შეჰპარვოდა.თავი მალე დავუქნიე.შავი მოტკეცილი კაბის ქვეშ საცურაო კოსტუმი მეცვა,ისიც ვიცოდი მასაც,რომ ეცვა,ამიტომ ნაპირისკენ წავედით. -ბოდიში.-დაშოშმინების შემდეგ ვუთხარი,სანაპიროს მივუახლოვდით.არაფერი მითხრა,ვიფიქრე მართლა ხომ არ ვაწყენინეთქო.-ალეხანდრო!-პატარა ლეკვივით ავედევნე,ნაბიჯს რომ მოუჩქარა.ქვიშის გამო კიდევ უფრო მიჭირდა სიარული,ის კი ვეებერთელა ფეხებით დააბოტებდა.-მოიცადე!-ისევ არ მომისმინა.-იცოდე უკან დავბრუნდები და მარკუსთან ცეკვას დილამდე გავაგრძელებ!-დავუყვირე და წამში გაჩერდა. -ძალიან გაბრაზებული ვარ.-მითხრა და წინ დამიდგა.-მარკუსი არა?-ნერვიულად ჩაიცინა. -არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი,ბოდიში.-დანებებით ვთქვი.მაინც განაწყენებული ჩანდა,მისკენ მივიწიე და ვეცადე მივწვდომოდი.ფეხის წვერებზე ავიწიე და უდიდესი ლოცნა ვაჩუე,მინდოდა ისეთივე მცხუნვარე ყოფილიყო,როგორსაც თავად მჩუქნიდა.მერე ვიგრძენი როგორ მოუდუნდა სხეული და კოცნაში ამყვა. -იცოდე მეორედ მსგავსი რამ არ გააკეთო!გაიგე?-თავი სწრაფად დავუქნიე.-ოდესმე ღამე ზღვაში ყოფილხარ?-მკითხა,თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-შიშველი?-ეშმაკურად აათამაშა წარბები,თალებში ვარსკვლავები აუკიაფდა,ღიმილით კი ორივემ მარცხნივ გავიხედეთ,სადაც პატარა ტალღები ერთმანეთს რიტმულად ერწყმოდნენ და ადგილებს უცვლიდნენ. ერთმანეთის ალერსი მანამ არ შეგვიწყვიტავს, სანამ წყალში მყოფებს თავზე ჰელიოსის გამოგზავნილი მზე არ დაგვადგა. * სიცხისგან გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა,მაგრამ ეს მაინც არ მიშლიდა ხელს იმაში,რომ ალეხანდროს მკლავს ლერწამივით არ შემოვხვეოდი.ზოგჯერ ნაზად მოვეფერებოდი,ისიც აი ისე გამომხედავდა,როგორც იცის.მზის სხივები თავს არ ანებებდნენ,საუცხოოდ ანათებდა,თვალს ვერ მოწყვეტდით,ყველაფერი იცოდა. წამდაუწუმ მაკვირვებდა თავისი შესაძლებლობებით,ხმაურიან ქუჩას მივუყვებოდით მე კი მხოლოდ მისი გულისცემის ხმაზე ვფიქრობდი.არ მაინტერესებდა,რომ სიცილიაში ვიყავი,იმასაც ვხვდებოდი მაქსიმალურად რომ უნდა დამეთვალიერებინა ირგვლივ ყველაფერი,სუვენირები შემეგროვებინა,საჩუქრები მეყიდა,თუმცა არაფერი მინდოდა, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად ვიქნებოდი.სიცილია,ტოსკანა,სიენა,ტაორმინა თუ ნებისმიერი რამ.მხოლოდ ალეხანდროს ცქერა მსურდა,ჩემი მზე,ბერძენი ღმერთი,მცველი და ყველაზე ოქროსფერი ბიჭი დედამიწაზე,ოღონდ ჩემი. ვნატრობდი ეთქვა,წამოდი და მხოლოდ ერთ ოთახში ვიყოთ სამუდამოდო.თან ვიცოდი არ მეტყოდა,ალბათ არც დავთანხმებოდი.ღრუბლებივით გამეფანტა თითოეული ჯანსაღი აზრი,სწორი ფიქრი.სული ერთდროულად დამიმძმდა და თან სიყვარულით ამევსო,მინდოდა მეთქვა ამ გულსაც და სულსაც შენ შემოგწირავ ჩემო ალეხანდრო,ჩემო მზეჭაბუკო,აპოლონისფერი კულულებით,მაგრამ რა თქმა უნდა,მუნჯივით დავდუმდი და ენა ვერ დავატრიალე. დრო კი მიდის,შეიძლება ის გრძნობები,რომლებიც ახლა გვაქვს გაგრძელდეს,მაგრამ ზაფხული დასრულდება. კაეშანში გახვეულმა თავი გავაქნიე,ღრმად ჩავისუნთქე და საუცხოო ღიმილი ვაჩუქე. თავად ცისფერი პერანგი ეცვა და მომეჩვენა,თითქოს მართლაც ცის სუნი ასდიოდა უდრეკ მხრებზე. შენ შემოგწირავ იმ ყველაფერს,რაც გამაჩნია-მეთქი,გავივლე თავში და ვინატრე ჩემს ფიქრებს ხმა ჰქონოდათ,რათა გაეგონა.რთულია ყველაფრის თქმა,ამიტომ საერთოდ არაფერს არ ვიტყვი. -მანჯარე მინდა!-ხასიათი ტულიოს სასოწარკვეთილმა ხმამ გამომიკეთა. -რა ჯანდაბაა მანჯარე?-ვკითხულობ სიცილით და პირსახოცს მხარზე ვიკიდებ. -შია!სხვა რას იტყვის ეს იდიოტი!-მარისამ გამაგებინა. -კარგით რა,წამოდით სადმე ვჭამოთ.-შეგვეხვეწა. -აქ სადმე სასადილოს ხედავ?მხოლოდ ორი საათი გავიდა წინა კვებიდან.-თვალები აატრიალა ალეხანდრომ. -მერე რა!თავად წავალ.-გაბრაზებულმა თქვა და ნაბიჯს აუჩქარა. ოქროსფერ სანაპიროს გავუყევით,უამრავი ადამიანი ირეოდა ირგვლივ,თითქმის არ იყო თავისუფალი ადგილი.მილიონი ჭრელი ქოლგა და ძირს დაფენილი პირსახოცები,უამრავი ტურისტი,ბარებიდან გამოსული ხმამაღალი სიმღერები,მწველი მზე. -ჩვენი ტბა მომენატრა,ის იმდენი ხალხი არ იყო.-ჩუმად ვთქვი,მაგრამ ვიცოდი ალეხანდრო გაიგონებდა. -იქ ჩვენს გარდა არავინ იყო,ხვალ მაინც წავალთ,ამალფი ყველაზე საინტერესო იქნება დამიჯერე,ამიტომ ცხვირი არ ჩამოუშვა,ტკბილი ლუკმა ბოლოს.-ეშმაკურად ჩამიცინა. -მგონი ეს კარგი ადგილია,ნაპირთან ახლოს ვართ.-მარისამ ჩანთები ძირს დაყარა და შორტის გახდა დაიწყო,ამასობაში ტულიო მოვიდა ბედნიერი სახითა და უზარმაზარი ჭიქებით. -მოჰიტო ქალბატონს.-მე გამომიწოდა.-შენ სექსი პლაჟზე.-მარისას ვარდისფერი ჭიქა მისცა.-ჩვენ,მამაკაცებს კი ცივი ლუდი!-ალეხანდროს მუქი ყავისფერი ბოთლი გაუწოდა. -ამდენი მოჰიტოს სმით კუჭი გამისკდება.-ამოვიხვნეშე,მაგრამ სიამოვნებით მოვსვი მჟავე სითხე. -სანამ აქ ვართ,ყველაფრის გაფუჭება უნდა მოვასწროთ,თუნდაც ეს შენი კუჭი იყოს.აბა, მე რითი დავიწყო?-ისეთი სახე მიიღო ვითომ ფიქრობსო,მერე მარისას წვდა და ხელში ატატებული გააქანა წყალში,თავიდან კივილი დაიწყო,მაგრამ შემდეგ დაემორჩილა.მე ალეხანდროს გავხედე. -გინდა ასე მოგექცე?-მაცდურად მკითხა და სარაფნის გადაძრობაში დამეხმარა.თეთრი საცურაო კოსტუმი მეცვა,ვიფიქრე რუჯზე მომიხდებათქო,თავად წითელი. -არც იფიქრო,ჩვენ ხომ ასეთები არ ვართ.-ცხვირი ავიბზუე. -ხო,მართალი ხარ.-დამეთანხმა,თუმცა რამდენიმე წამში მეც მარისასთან აღმოვჩნდი. -ვერ გიტან!-ვუთხარი და წყალში ხელის მოქნევა დავიწყე სახეზე რომ შემესხა მისთვის. -დაგიჯერე.-გამაჯავრა.წყალი წელამდე გვწვდებოდა,სხეული სულ დასცვაროდა წვეთებით და ხორბლისფერ,მკვრივ კანს მეტ მიმზიდველობას სძენდა.ყელზე ოქროს ჯვარი ეკიდა,აი ის,რომ არ იხსნის და სულ თან დაატარებს თილისმასავით.მგონი ნათესავმა აჩუქა,ზუსტად აღარ მახსოვს.სველი თმა მეტად დაგრძელებოდა,ვუყურებდი და თავში ლომის მეტი არაფერი მაგონდებოდა.ახოვანი ტანით მომიახლოვდა და საუბარი დაიწყო.-საერთოდაც სხვაგან მინდა წავიდეთ. -სად? -აქ ადრე ნამყოფი ვარ,ალბათ ათი წლის ვიყავი,იმ კლდეს ხედავ?-ჩემ უკან გამახედა და ნამდვილად გამოჩნდა ხისფერი კლდე,საიდანაც ახალგაზრდები სიცილით ხტებოდნენ. -ძალიან მინდოდა იქედან გადმოხტომა,მაგრამ მშობლებმა არაფრით მომცეს უფლება,ახლა რადგანაც დიდი ბიჭი ვარ,თავს უფლებას მივცემ და საწადელს ავისრულებ,ოღონდ თუ შენც წამომყვები.-თვალებში მიყურებდა,თავისი დალოცვილი ელვასავით მოელვარე თაფლისფერი თვალებით. -გინდა,რომ იქედან გადმოვხტე?შანსი არ არის!-აღშფოთებით ვუთხარი.-ცურვა ასე კარგად არ ვიცი. -შენთვის არ მითქვამს გადმოხტითქო,უბრალოდ,წამოდი.მინდა, როცა ამას გავაკეთებ იქ იყო.-მშვიდად მითხრა. -კარგი და ტულ...-სიტყვა გამიწყდა,რადგან ხელის გული პირზე ამაფარა და თავისი საჩვენებლი თითი ტუჩებთან მიიტანა. შორიდან რომელირაც ოთხმოციანების სიმღერა მესმოდა,ყურში სასიამოვნოდ გაიარა და მეტი ელფერი შესძინა ჩვენ მდგომარეობას.უხმოდ წავყევი,აბა რას ვიზამდი.რეალურად,ისიც ვიცოდი რომ ეთხოვა გადმოვხტებოდი კიდეც.გამიხარდა, რომ გამანდო მისი ოცნება და უნდოდა ახდენის მომსწრეც გავეხადე.ძლივს ავაღწიეთ და გაუკვალავი გზა ხელჩაჭიდებულებმა ავიარეთ. ზემოდან გადავიხედე,იმაზე უფრო მაღალი აღმოჩნდა,ვიდრე ველოდი. -დარწმუნებული ხარ?საკმაოდ მაღალი ჩანს. -ეს ამად ღირს.-თითქოს თავის თავს უთხრა. ირგვივ მოვიხედე,მხოლოდ გოგო-ბიჭები დავლანდე.ისიც რამდენიმე,ალეხანდრო მარტო დავტოვე წამით,კლდიდან იყურებოდა,ლურჯ ზღვას გადაჰყურებდა და კაცმა არ იცის რაზე ფიქრობდა. -შეყვარებულთან ერთად ხარ?-მკითხა ვიღაცა გოგომ ინგლისურად.არა უნდა მეთქვა,რომ დავეთანხმე.ერთი ადამიანისთვის მაინც მინდოდა მეთქვა ჩემი შეყვარებულიათქო.საყვარლად გამიღიმა.-თუმცა რას გეკითხები.-ჩაიცინა.-ამ კლდიდან მხოლოდ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები ხდებიან. -რატომ?-ვკითხე დაბნეულმა. -რათა მუდამ ერთად იყვნენ!-მითხრა და გამცილდა. ვერაფერი გავიგე,თუ ეს რამე ტრადიციული კლდე იყო,მაშინ მარტო რატომ გადაწყვიტა გადმოხტომა ალეხანდრომ?იქნებ არ იცოდა?მაგრამ მან ყველაფერი იცის და ყველაფერს გამიზნულად აკეთებს.ირგვლივ მართლა მხოლოდ წყვილები იდგნენ,უფრო და უფრო მეტი ნაკადი მოდიოდა. მერე დავფიქრდი,იქნებ გადმოვხტე მეც მასთან ერთად და სამუდამოდ ერთად ვიყოთთქო,სასოწარკვეთილი ნებისმიერ ნაპერწკალს ვებღაუჭებოდი და ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა.სიმართლე რომც არ ყოფილიყო ეს ყოველივე,დავფიქრდი,რამხელა ნაბიჯსა და მშვენიერ წამს მივუმატებდი იმ ულამაზესი მოგონებების სკივრს ჩემს ოქროსფერ ბიჭთან ერთად,რომ შევაგროვე.ისევ იქ იდგა,ნეტა მის ფიქრებსაც ჰქონოდა ხმა,რათა გამეგო რაზე ფიქრობდა.მივუახლოვდი და ხელი ჩავჭიდე. -მეც შენთან ერთად მოვდივარ.-ვუთხარი.იმხელაზე გაიღიმა გული სითბოთი ამევსო, თვალებმა სულ სხვანაირად დაუწყო ციმციმი და შეუკავებელი ემოციისგან გვერდზე გაიხედა. -არ გეშინია?-მკითხა. -შენთან ერთად,არაფრის.-მტკიცედ გავეცი პასუხი და კიდევ უფრო მოვუჭირეთ ერთმანეთის ხელისგულებს.მერე მივიწიე და საზამთროსფერ ბაგეებზე ვეამბორე.ძირს ერთად ჩავიხედეთ,ადრენალინმა ორივე აგვიტანა.ღრმად ჩავისუნთქეთ და კამკამა ზღვაში გმირებივით შეუპოვრად გადავეშვით,ოღონდ ერთად.ხელი არც მაშინ გაუშვი,როცა წყალში ჩავვარდით და არც მაშინ,ზემოთ,რომ ამოვყვინთეთ. სიცოცხლეს განდობ ალეხანდრო. ხელები და ფეხები მის სხეულს შემოვხვიე წყალქვეშ.კისერზე ჩამოვეკიდე და აღტაცებულმა დავიყვირე. -ასეთი გიჟური არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში! გადაიხარხარა. -მე კი მილიონჯერ მაინც გადმოვმხტარვარ აქედან.-ისე თქვა ვითომ არაფერი.წამით არაფერი მითქვამს,მერე გავიაზრე,რაც მითხრა და გაბრაზებულმა მუშტების კონა დავცხე. -შე !-სიცილს ვერ იკავებდა.-შენს გამო გადმოვეშვი ამხელა ქარაფიდან! რატომ მომატყუე?!ალბათ სხვა გოგოებთან ერთად ხტებოდი! -არა,მარტო. -რატომ მომატყუე?შენი აღარ მჯერა. -შენთან ერთად მინდოდა. -ჩემი ნებით გადმოვხტი,შენ არაფერი გითქვამს!საიდან იცოდი,რომ წამოგყვებოდი?-ისევ დავარტყი მხარში,მაგრამ ძვრა არ ჰქონია. -ვიცოდი,რომ წამომყვებოდი.თანაც შენი სურვილით უნდა გაგეკეთებინა,ისე რა აზრი ექნებოდა?-ისევ იცინოდა,მე დამცინოდა. -არ მესმის!რომ არ წამოგყოლოდი? -წამოხვიდოდი,წამოხვიდოდი...აბა რას იზამდი,მჯეროდა შენი.-ტკბილად მითხრა, საჩხუბრად გამზადებული ხელები თავისით გამიკავა და ვნებიანად მაკოცა. -არასდროს...-კოცნებს შორის ამოვილაპარაკე.-აღარასოდეს აღარ ამოგიდგები მხარში.-ისევ მაკოცა და უზარმაზარი მკლავები წელზე შემომხვია.-სულ,რომ ვინმე გცემდეს ამ დანით მოგზდევდეს არც მაშინ.-ისევ მაკოცა.-ნერვებს მიშლი!-სიცილს აგრძელებდა. -გინდა კიდევ გადმოვხტეთ?-დუმილის შემდეგ მკითხა უცოდველი სახით. -ალეხანდრო!-დავუყვირე,მისმა ღვთიურმა სიცილმა კი სიცილიის სანაპირო მთლიანად მოიცვა. * -რა უნდა გავაკეთო,რომ მაპატიო?-მკითხა და უკან ლეკვივით ამედევნა.ოთახში ვიყავით,სველ თმას პიტნისფერი პირსახოცით უხეშად ვიმშრალებდი.-ევი... -ჟელატო მიყიდე და რამე სასიამოვნო მითხარი.-მხრები უმანკოდ ავიჩეჩე. -ბესამე,ბესამე მუჩოო...-წაიღიღინა ჩემს ტუჩებთან და ცხელი სურნელი მომაფრქვია. -გავიგე. -ვიცი.-მითხრა და ბაგეებზე მეამბორა,სიამოვნებისგან სუნთქვა შემეკრა,პირსახოცი ჯანდაბაში მოვისროლე და ხელები მკერდზე დავალაგე,თავად წელზე შემომხვია და უფრო ახლოს მიმიკრო,თავის მომაჯადოვებელ ქარიზმაში გამახვია და უკან ამოსაბრუნებელი გზა მომიჭრა.ამ დროს ტულიომ დაგვიძახა,საღამოს გასვლის შესახებ გვაცნობა,სწრაფად გადავიცვი ბრჭყვიალა ვერცხლისფერი კაბა და სველი,დახვეული თმით გავყევი მათ გარეთ.აქილევსმა პირობა შეასრულა და ტირამისუს ჟელატო მიყიდა,ასე გემრიელად ჯერ არაფერი მიჭამია,თითოეული ლუკმა ვიგრძენი და ნეტარებაში ამოვყავი თავი.მარისა საუცხოო ხასიათზე გახლდათ,ლურჯი კაბა ეცვა,რომელიც სასწაულად უხდებოდა და მის ცისფერ თვალებს უფრო მეტად კვეთდა. -სასწაული კლუბია!-ტაში შემოკრა და კარებში გაგვიძღვა.მინდოდა მეტი სანახაობა და ადგილი მენახა,მუზეუმები,ეკლესია-მონასტრები,თუმცა ასეც კარგად ვგრძნობდი თავს,თანაც მთელ ჩვენ დროს წაიღებდა გზა და აქეთ-იქით მოძრაობა,არც ტულიოს წუწუნის მოსმენა მსურდა. ერთი დიდი სიამოვნება იყო ირგვლივ ხალხის ყურება,ძირითადად სამეგობრო წრეებს შეამჩნევდით.ლამაზად გაპრანჭულ გოგონებს ფერადი კაბები ეცვათ,ლამაზი სანდლები,დიდი ფოტოაპარატებიტაც,ამდენი აპეროლი ცხოვრებაში არ მინახავს,არადა თავად არ მიყვარს.მქონდა შეგრძნება,რომ არავინ იყო უბედური ან სევდიანი.მოწყენილ სახეს ვერ დაინახავდით,რაც ჩემზე დადებითად მოქმედებდა. კლუბზე მეტად ბარს დავარქმევდი.ფერადმა ლაზერებმა თვალი მომჭრა,ჰაერიც უფრო დაგუდული გახდა და მეტად ჩამოცხა,ჩემი ვერცხლისფერი კაბა იმაზე ლამაზი გახდა,ვიდრე აქამდე.გზაში შემშრალ თმაში,ალეხანდროს მორთმეული ვარდისფერი ყვავილი მივიმაგრე. -პაროლე,პაროლე,პაროლეეე!-ტულიო სიმღერას აჰყვა და საცეკვაოდ გამიწვია,ნაზად ვირხეოდით,ცოცხალი სიმღერა მეტად მოსწვდა ჩემს ყურებს და საკმარისი აღმოჩნდა სიმშვიდე მეგრძნო.ალეხანდრო მარისასთან ერთად ცეკვავდა,თვალი ჩამიკრა.ტულიომ დამატრიალა და მუსიკაც დამთავრდა.-შეგიძლია შენს კაცთან დაბრუნდე.-მითხრა და ლოყაძე მიჩქმიტა.შევბრუნდი თუ არა იქ დამხვდა,ჩემი ოქროსფერი პრინცი. -ასეთი რა გითხრა?-მკითხა და ნელი მუსიკის ფონზე მუცელზე მიმიკრა. -არ გეტყვი.-გავაწვალე. რამდენიმე ჭიქა არაყი დავლიეთ,ლაიმიც მივაყოლეთ.უამრავმა ჩქარმა მელოდიამ გაირბინა,ჩვენი სხეულების პოზა კი არ იცვლებოდა.კარგად ვიმახსოვრებდი ყველაფერს,მძულდა ის მელანქოლია სულ თან,რომ მსდევდა. -ბავშვებო,გაიცანით,ეს რომა არის,რომიდან!-დაგვიყვირა ტულიომ მუსიკის ფონზე,რომ გაგვეგო.ძალიან ბედნიერი და მთვარი სახე ჰქონდა. -ჩაო!-გვითხრა ბიჭმა და ხელი ჩამოგვართვა.ბიჭი ტულიოზე ოდნავ დაბალი და სუსტი გახლდათ,მაგრამ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა.მოგრძო ყავისფერი თმა კოსად შეეკრა, მოშიშვლებულ მხრებს კი სხვადასხვა გაურკვეველი ტატუ ამშვენებდა. -ვინ არის?-ალეხანდროს უნდოდა თავაზიანად ეკითხა,თუმცა გაღიზიანებული ჩანდა და მიხვდა ტულიო ტყუილად არ გაგვაცნობდა,რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. -რო-მა რო-მი-დან!-დამარცვლა. -იცი რასაც გეკითხები!-მკაცრად შეხედა,მერე იტალიურად ისაუბრეს და რომა,ტულიო,მარისა ერთად წავიდნენ.მე და ალეხანდრომ გარეთ,შეზარხოშებულზე სეირნობა ვამჯობინეთ. დიდხანს მოგვიწია სიარული სანამ მშვიდ ქუჩებამდე მივაღწევდით,ზარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი,მაგრამ არ მაინტერესებდა,მთავარია ერთად ვიყავით.მშვიდად ვსაუბრობდით განვლილ დროზე,ბევრი მაცინა,მუცელი ისე დამეჭიმა ფეხზე ძლივს ვიდექი,ჩემი ვერცხლისფერი კაბა ყვითელ შუქებზეც გასაოცრად ბრწყინავდა,ცოტა ხანში ქუჩაში უცხო,მოცეკვავე ხალხს შევუერთით,ბევრჯერ მინახავს მსგავსი ვიდეო, ხშირად მიოცნებია ნეტავ მეც გამომავდევია ეს სიტუაციათქო ახლა კი თავი ზღაპარში მეგონა,არაფერი ჰგავდა რეალურს. ხარხარით გავუყევით ისევ ქუჩას,კიდევ მოგვეცა საშუალება ცარიელი ქუჩებით დავმტკბარიყავით.ისე თბილად მიყურებდა,სულს ვღაფავდი.უკვე საუბარი უნდა დამეწყო,რომ ხის სკამებზე ჩამომჯდარი ადამიანები დავინახე,ძირითადად მოხუცები, რამდენიმე ახალგაზრდა წყვილიც დავლანდე.ქუჩაში ჩელენტანოსა და ორნელას ფილმს შესცქეროდნენ. -რა მაგარია!-ჩემთვის ვთქვი და ცოტა ხანს დავრჩით.იტალიურად ვუყურეთ ნახევარ ფილმს,თავი მის მხარზე მედო და დაღლილს თვალები მენაბებოდა.-მიყვარს იტალია! არ მეგონა ასეთი იდეალური დღეები თუ შეიძლებოდა ადამიანს ჰქონოდა.-გულახდილად ვუთხარი და ამოვიხვნეშე,რომ გამახსენდა რა ძვირად დამიჯდებოდა ეს დღეები მომავალში. -კარგია ზაფხული.-დამეთანხმა. -არადა არასოდეს ყოფილა ჩემი საყვარელი სეზონი.-გამოვტყდი.-მუდამ შემოდგომა მიყვარდა,ახლა კი ყველაფერს გავაკეთებ,ოღონდ სექტემბერი არ მოვიდეს.-თან ფილმს ვუყურებდით. ვდუმდით.ხმა ამოგვიღია,მისი მელანქოლიის სუნიც მცემდა,მინდოდა წამეგლიჯა ეს კაეშანი მისი სხეულიდან და ის სიკაშკაშე დამებრუნებინა,რომელიც მუდამ ასე სჩვეოდა. უკანაც მალე წამოვედით,თითქოს აღარ მზინავდა ჩემი კაბა ისევ ისე.აღარც ქუჩები აღარ მომეჩვენა ისეთი სრულყოფილი.დარდმა ამიტანა და მარტო,ხის ძირას ჯდომა მომინდა. -მაპატიე,-დუმილის შემდეგ მითხრა.-ხასიათი მიფუჭდება,რომ მახსენდება უნდა წახვიდე.-ხელები ჯიბეებში ჩაილაგა. -ჰო,მაგრად დრო კიდევ გვაქვს.-შევაგულიანე,ახლა კი,მაგრამ მერე,როცა დრო აღარ გვექნება რას ვეტყვი?რით ვანუგეშებ?-თანაც მხოლოდ ცხრა თვით წავალ,იქნებ ახალ წელსაც ჩამოვიდე,ან შენ ჩამოხვიდე,მაგრამ ვერაფერს მსგავს ვერ გპირდები,რაც აქ ხდება.-ჩავიცინე. -რატომ?მანჰეტენის ნახვაზე არ ვიტყოდი უარს,ცენტრალ პარკშიც სიაოვნებით გავისეირნებდი და იმ იხვებს დავაკვირდებოდი ჰოლდენს,რომ მოსწონს. მივხვდი,რაც იგულისხმა. -შეიძლება,მაგრამ იქ ყველაფერი ნაცრისფერია.სიეტლი განსაკუთრებით,არა... მიყვარს იქაურობა,მაგრამ აქ ყოფნის შემდეგ როგორ უნდა დავუბრუნდე ძველ ცხოვრებას წარმოდგენა არ მაქვს. -შენს დაქალებს მოუყევი შენი იტალიური,ცეცხლოვანი თავგადასავლები და შურისგან გასკდებიან.-სიცილით მითხრა. -მაგას ისედაც გავაკეთებ. -კარგი,მომიყევი შენი ერთი დღე.-გზას ისევ ვაგრძელებდით,ტალღების ხმა მესმოდა, დაბნელებულზე ზღვა სულ არ ჩანდა და ის დღე გამახსენდა,შიშვლები,რომ ვბანაობდით. -არაფერი.დილით სკოლაში წავალ,რეპეტიტორებთან,სულ ვიმეცადინებ.ისედაც მაგას ვაკეთებ,მაგრამ ახლა,როდესაც აქედან წავალ,ვიცი უარეს დეპრესიაში ჩავვარდები და მეტი ყურადღების გადატანა დამჭირდება.თავიდან ყველასთან გავწყვეტ ურთიერთობას და რომაულ მოგონებებს გავიხსენებ,დაახლოებით სამ ან ოთხ თვეში,დავიღლები ჩემი მეგობრების წუწუნით და გასართობათ გავყვები,ოღონდ,რა თქმა უნდა,ვერ გავერთობი. დედაჩემი კითხვებით ამიკლების თუ რა მჭირს...ბოლოს გაბრაზდება და თავს დამანებებს,მამაჩემთან სიარულს მოვუხშირებ,რადგან ბევრს მუშაობს და ვერ დამინახავს.კიდევ...-ჩავფიქრდი.-არ ვიცი...ყველა ფოტოს დავათვალიერებ,რაც კი გადაგვიღია,ჩვენს სიმღერებს მოვუსმენ,სარაფანებს ხელს გადავუსმევ,შენს დახატულ ნახატს კედელზე გავაკრავ.მაგრამ მაინც ბედნიერი და მადლიერი ვიქნები.-დავასრულე და გავუღიმე. -რატომ? -რადგან ყველაფერი მემახსოვრება და თუ დამავიწყდება გამოდის,რომ ძვირფასი არაფერი მომხდარა. ისევ ჩუმად მივიკვლევდით მილიონჯერ გავლილ გზას.ვკითხე შენ რას იზამ მეთქი. -არ ვიცი,შენსავით კარგად არ ვიცნობ საკუთარ თავს და ზუსტ ნახატს ვერ დაგიხატავ,მაგრამ...შენ ნაჩუქარ წიგნს ვიცი,რომ ბევრჯერ წავიკითხავ.რომში გადავალთ მე და ტულიო და შენზე ლაპარაკით არ მომაწყენს.არ ვიცი როგორ ვიქნები შენი წასვლის შემდეგ,მსგავსი არასოდეს არაფერი გადამხდენია ცხოვრებაში,ერთადერთი,რაც დანამდვილებით ვიცი,ისაა რომ არ მინდა წახვიდე. არც ის მინდა ისე იყო,როგორც თქვი. -ყველაფერი კარგად იქნება.-ვუთხარი. -მეჩვენება თუ როლები გავცვალეთ?ახლა შენ მანუგეშებ?-ხმამაღლა გაიცინა. -ისე,როგორც შემიძლია.-მხრები ავიჩეჩე. -შეიცვალე და ეს მომწონს,მეტად იღიმი,აღარც სევდიანი თვალები გაქვს და ეს კაბაც საოცრად გიხდება,მომნუსხველად გამოიყურები. -მოკეტე!-დარცხვენილმა ვუთხარი და მუჯლუგუნი გავკარი. -მართლა! არადა მართალი იყო.არასოდეს მყვარებია კაბები,არც ვარდისფერი ყოფილა ჩემი საყვარელი ფერი.აქ ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი,მის გვერდით სურვილი და მოთხოვნილება მაქვს გოგოსავით მოქცევის.თითქოს ჩემს ცხოვრებას ახალი ფერები შეემატა,განსაკუთრებით კი ოქროსფერი.რა თქმა უნდა,ჭირივით არ მინდოდა აქედან წასვლაზე ფიქრი,მაგრამ ახლა ალეხანდროზე უფრო დავიწყე დარდი,არასოდეს დამავიწყდება როგორ სევდიანად იდგა მაშინ აივანზე,მე ეს გრძნობა ვიცი,ჩემთვის უცხო არ იქნება,მაგრამ ის?ამიტომაც ვერ მეუბნება ზუსტად როგორ იქნება ჩემი წასვლის შემდეგ,არ მემეტება ამ ტკივილისთვის,ნეტავ შემეძლოს თავიდან ავაცილო ეს და მე დავუხვდე თითოეულ ტყვიას მის ნაცვლად.სიცარიელე ორივეს გაგვანადგურებს და ალბათ,სხვა ადამიანებში დავიწყებთ ერთმანეთის პოვნას,უშედეგო მცდელობებით კი საშინლად დავიღლებით.ჩემო მზე ბიჭო,ჩემო ალეხანდრო. * იტალიაში გატარებული დღეების მეშვეობით მივხვდი,რომ შეგიძლია ნებისმიერ ადგილას წახვიდე,მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ გაექცევი. აივანზე ვიჯექი და ისევ ვფიქრობდი და ვფიქრობდი,ადამიანების სასჯელი და ჯილდოც ხომ ეგაა არა?ფიქრი. ზოგჯერ არც მათ ვენდობი,მაგიჟებს. მარტონი ვიყავით,რადგან ტულიომ რომასთან ერთად გადაწვიტა სადღაც წასვლა,მარისაც გაიყოლა.ალეხანდროს დივანზე ეძინა,მარტონი ვიყავით.აივანზე ფეხაკრებით,შიშველი ტერფებით გამოვედი და გადავიხედე რამდენიმე წყვილი დავლანდე,ადრე თვალს ისე ავარიდებდი თითქოს არც შემიმჩნევია ახლა კი თითქოს ვიცი რას გრძნობენ და პატარა ღიმილით ვეხმიანები. მაგიდაზე დადებულ სიგრეტსა და ასანთს შევხედე,მარტო მელანქოლიურად ყოფნა მომინდა ისევ.წავუკიდე და ვიგრძენი როგორ დამახვია თავბრუ ერთმა ნაფაზმაც კი. იდაყვები შავ აივანს დავადე და ოდნავ წინ გადავიწიე,საქსაფონი ჯონ ლენონის სიმღერას უკრავდა,ჩამეღიმა. შეგრძნება მაქვს,რომ ჩემი თავი აღარ ვარ,შევიცვალე,მაგრამ მე ისევ მე ვარ.თითქოს სულ აქ ვიყავი,სულ ასეთი ვიყავი და არ ვიცოდი. იქნებ ალეხანდროს კი არ შევუცვლივარ, არამედ ჩემი რეალური თავი მაპოვნინა. შეიძლება არ ვარ სევდიანი,ჩუმი გოგო. არასწორ ხალხში ვიყავი ასეთი,არასწორ ხალხს ვგონივარ.მომწონს იდეა,რომ ისეთი ვარ, როგორიც აქ,იტალიაში,ალეხანდროსთან. -რაზე ფიქრობ?-მესმის მზეჭაბუკის ხმა და ვიგრძენი როგორ ამომიდგა გვერდით. -მადლიერი ვარ.-მშვიდად ვუპასუხე. -რისთვის?-ისიც იდაყვებით დაეყრდნო,ქუჩას ზემოდან გადახედა და სიგარეტი პირიდან ამაცა. -ყველაფრისთვის.იტალიისთვის,ჩემი ბებია და ბაბუისთვის,ჩემი მეგობრებისთვის, ამ მოგზაურობისთვის.-პაუზის შემდეგ დავამატე.-შენთვის,ყველაფრისთვის რაც გამაჩნია.-თვალებში ჩავხედე და გულწრფელად ვუთხარი. -კარგია,როცა ადამიანს მადლიერების შეგრძნება აქვს,ეს ბევრს რამეში გეხმარება. -ნამდვილად. როცა ცუდად ვარ ყოველთვის ვიხსენებ რამდენი კარგი გადამხდენია თავს.თავს დაჯილდოვებულად ვგრძნობ,რომ მყავს ირგვლივ ადამიანები,რომლებსაც ვუყვარვარ, ჩემი დაკარგვის ეშინიათ. ასევე არ მაქვს საფიქრალი ხვალ რას შევჭამ, თავზე ჭერი მაქვს,ორი ხელი და ფეხი. ამის გახსენების შემდეგ ცხოვრება ისეთი ცუდი აღარ არის,როცა იმ მომენტში თავს,რომ უბედურად გრძნობ. იტალიაში გატარებული დროის შემდეგ კი საწუწუნოც არ მექნება. -ამალფის სანაპიროზე ვართ,ყველა ერთობა. რას არ აკეთებენ,შეუძლებელი არაფერია ჩვენ კი აივანზე ვდგავართ,ვეწევით და ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ.-მხრები აიჩეჩა მე კი დიდზე გამეცინა. -მადლიერებაზე!-შევუსწორე.-სადმე წასვლა გინდა?-ვკითხე. -არა,იქ მინდა სადაც შენ ხარ.რა მნიშვნელობა აქვს სიცილიაში ვიქნებით,ტოსკანაში თუ მარსზე?-ჩამწვარი ბიჩოკი გადააგდო და ბოლი ჩემს სახესთან ახლოს გამოუშვა. ჩემი ფიქრები გამახსენდა,ზუსტად ასეთი რომ იყო. -დღეს რა რიცხვია?-ვკითხე და ვიგრძენი უკნიდან როგორ მომეხვია. -არ ვიცი და არც მაინტერესებს. ვგიჟდებოდი როგორ ორივეს გვიფუჭდებოდა ხასიათი ამის გახსენებისას. -ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ჩვენი დრო დათვლილია.თითქოს რაღაც ვადა გვაქვს. ქვიშის საათში მგონია თავი,ვნატრობ მარცვლები რას შეიძლება ნეტა გადმოიყაროს,მაგრამ ოდესმე ხომ დაიცლება არა? -მე მგონია ძალიან ვატრაგიკულებთ ამ სიტუაციას. -რას გულისხმობ? -იმას,რომ...-მისკენ შემაბრუნა.-მოვიდეს ეს დაწყევლილი შემოდგომა მერე რა?-ცხვირი ცხვირზე მომადო.-სულ ზამთარი ხომ არ იქნება არა?მზე მაინც ამოვა. წელზე ხელები შემომხვია და მაკოცა. -ჰო.-არც თუ ისე თავდაჯერებულმა ვუთხარი. ხვალ უნდა წავიდეთ. გული ორად მეხლიჩება,სუნთქვაც მიჭირს და ვგრძნობ როგორ ვძიმდები უფრო და უფრო. -მომდევნო ზაფხულს სად წავიდეთ?თუ ისევ იტალიაში გავატაროთ ცხელი დღეები?-მკითხა და ძირს დავჯექით,ქვის კედლებს ზურგებით ვეყრდნობოდით და ერთმანეთს პირისპირ ვუყურებდით. გული ამიფანცქალდა,ტაომ დამაყარა, ისე გამიხარდა...ესეიგი ჩემთან კიდევ ერთი ზაფხულის გატარება უნდა,ამის თქმის კი არც ეთაკილება. -არ ვიცი...საბერძნეთი?იქნებ ოლიმპოსზე დაგაბრუნო.-ჩავიცინე და თმა ხელის გულიყ გვერდზე გადავიწიე. -მაგაზე საუბარს არასდროს შეწყვეტ არა?-მანაც სიცილით მომიგო.მერე გავჩუმდით, რაღაც ორივე ჩავფიქრდით და მომდევნო ზაფხულზე დავფიქრდი. -არავინ იცის რა მოხდება მომდევნო ზაფხულს.-ვერ დავძლიე შიში და ვთქვი! -ჰო,მაგრამ ამაზე საუბარი მაინც სასიამოვნოა.-ნაწყენმა შემომხედა. ქუჩაში ისევ ბითლზები უკრავს! -მაშინ ვისაუბროთ,საფრანგეთზე რას ფიქრობ?პარიზი!ჩვენი პირველი კოცნაც ხომ ფრანგული სიმღერის ფონზე მოხდა? გულისამრევად რომანტიკული იყო!-სიცილისგან მუცელი ამტკივდა და ხელები მივიჭირე. -არ ვარ ნამყოფი,ძალიან მაინტერესებს. პირობას გაძლევ უშენოდ არ წავალ. -არა,შანსი თუ გამომიჩნდება აუცილებლად წადი,მე ნუ დამელოდები.არ დამელოდო.-ჩუმად ვუთხარი ბოლო სიტყვები.შევატყე როგორ მოიღუშა,ამიტომ მისი ხასიათის გამოსწორება მოვინდომე.-წარმოიდგინე ტულიო პარიზში.-და ვთქვი თუ არა მისი ბაგეები ღიმილმა გააპო. -ოღონდ ეგ არა,მარტო წავიდეთ ძალიან გთხოვ.მისი სიფათის დანახვა არ მინდა! მისკენ მივიწიე,ფეხებშუა ჩავუჯექი და ზურგით მის მკერდს მივეყრდენი,სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი.ცოტა ოდეკოლონი,ცოტა ზღვა,ცოტა სიგარეტი და წამით მომეჩვენა ცის სუნიც ხომ არ ასდისთქო ჩემს ალეხანდროს,ოღონდ არ ვიცი ცას როგორი სუნი აქვს. აი ისეთი სუნი ასდის ალეხანდროს დილით,ძალიან ადრე ბუნებაში,მზის ამოსვლისას, რომ ფანჯარას გააღებ და ახალი,სუფთა ჰაერი გეტაკება ნესტოებში. ასეთი სუნი აქვს მას. ვერ აღვწერ,მხოლოდ რამდენჯერმე შევიგრძენი ეს სუნი ტოსკანას სახლიდან,როცა ფიქრებით ღამე გადავათენე და მზესთან ერთად წამოვდექი საწოლიდან,მერე ფანჯარა გამოვაღე,ატმისფერი ფართები გადავწიე და ჰაერი ხარბად შევისუნთქე ყველაფრით დაღლილმა. შვება ვიგრძენი,იმედი და სწორედ ეს სუნი ასდის ალეხანდროს მხრებსა და თმებს. -ექსპედიციაში როდის მიდიხარ?-ვკითხე -არ ვიცი,შეიძლება არ წავიდე.-ყოყმანით მითხრა. -რას ნიშნავს არ იცი?მეგონა გადაწყვეტილი გქონდა.-გავიკვირვე -რთული ასახსნელია. -ისე ამიხსენი,როგორც შეგიძლია. -მამაჩემს საკონდიტროში სურს ვიმუშაო, რესტორნის გახსნაც უნდა,მარტო ამდენს ვერ შეძლებს.-წყენით ლაპარაკობდა. -ხო მაგრამ შენ ხომ არ გინდა არა? -არა,არასოდეს მდომებია.მიყვარს მომზადება,მაგრამ არ მინდა მამაჩემისნაირი ცხოვრება, ოცდაათი წელია ერთი და იგივე გზას გადის ყოველ დღე, ერთი და იგივე გარემო,საქმე.მე ასეთი არ ვარ, სიახლეები მჭირდება,უბედური ვიქნები, მაგრამ... -თუ არ დაეხმარები ის იქნება უბედური? -ჰო.-თავზე მომეფერა. -დედაშენი რას ამბობს? -არაფერს,მასაც უნდა შვილი რომ გვერდით ჰყავდეს,მაგრამ არც იმას ამბობს არ წახვიდეო.მამაჩემის მესმის,ერთადერთი შვილი ვარ,ჩემს გარდა მემკვიდრე არ ჰყავს და მისი იმედი ვარ,საქმის გამგრძელებელი, ოღონდ არ მინდა ამის კეთება!აღმოჩენები მიყვარს,ცვლილებები,ახლის სწავლა და არა ერთი და იგივე გზის წლობით ტკეპნა და დესერტების სერვირება! -ძალიან რთულია,მაგრამ მიზანზე ხელი არ ჩაიქნიო.-ოცნება სპეციალურად არ ვახსენე.-მერე ინანებ,მამა გაპატიებს,მისი შვილი ხარ. საპატიებელი არც არაფერია,მაგრამ მაინც. გთხოვ ალეხანდრო,სისულელე არ გააკეთო და ექსპედიციაში წადი! -არ ვიცი.-ისევ შეყოყმანდა. -რას ნიშნავს არ იცი?-წამოვიწიე და მისკენ შევბრუნდი.-ახლა დაგარტყამ!მეგონა თავში ტვინი გქონდა!მამაშენის წინაშე ვალდებული არ ხარ!ეს პროფესიაა,რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა გასტანო!იმას ნუ გააკეთებ,რაც გძულს.ეს საკუთარ თავს არ გაუკეთო.-თმაზე მოვჩიჩე,დაიჭყანა. -ჩემს შრომას შედეგი გამოუღია.-ღიმილით მითხრა ბაგეებზე მეამბორა.ნიკაპზე ცერით მეამბორა. -გთხოვ,დამპირდი რომ წახვალ.-ლამის ამოვიტირე მის ტუჩებში.არაფერი მითხრა.-დამპირდი და მეც დაგპირდები,რომ პარიზში უშენოდ არ წავალ. -გპირდები. მეორე დღეს დილას მოგვიწია გამგზვრება, გულდაწყვეტილებმა დავტოვეთ აღმაშფოთებლად ლამაზი ამალფი, ტულიოს განსაკუთრებით გაუჭირდა რომას დატოვება რომიდან,მე თან მიხაროდა ტოსკანაში დაბრუნება ბებია-ბაბუის ნახვა,ჩვენი ტბა, ჩემი ოთახი გამახსენდა. მთელი გზა ალეხანდროს გვერდით ვიჯექი, მკლევზე ვაზივით შემოვეხვიე და წამით არ მოვშორებივარ.მარისაც მსგავსად იჯდა, თითქოს ახლა ოთხივე ჩვენგანი უფრო გახსნები ვიყავით,თან დაღლილები და მდუმარეთ გავატარეთ საათები. გვიან ღამით ჩავედით სახლში და მაშინვე დავიშალეთ,ბებია და ბაბუა არც მინახავს ისე ავედი ოთახში და ძალაგამოცლილი ნანატრ საწოლს დავემხე. ყველაფრის მიუხედავად ვერაფრით დავიძინე,მილიონჯერ ვიცვალე გვერდი, ალეხანდროც წარმოვიდგინე ჩემს გვერდით, თუმცა ამაოდ. ხან წიგნის წაკითხვა ვცადე,მაგრამ პირველივე სიტყვასაც კი ვერ ვგებულობდი, ჩემი ფიქრები თითქოსდა ოქროსფერად იღებებოდა და ოლიმპოს მთისკენ მიფრინავდა. ტირილი მომინდა,ოღონდ ძალა არ მეყო, ავდექი და ატმისფერი ფარდები ნაზად გადავწიე.ჩაბნელებულ მთებსა და გზებს გავხედე,რაფაზე შემივჯექი და მუხლებზე დავიდე საფეთქელი,ისე დამათენდა ვერც გავიგე. ბევრი ვიფიქრე,თვალების წვას ვგრძნობდი მხოლოდ,სხვა არაფერი მიგრძვნია. აზრზე მაშინ მოვედი კარებზე პატარა კაკუნი რომ გავიგე. -ძვირფასო,როდის ჩამოხვედი?ან რატომ არ გძინავს?-ბებია ტკბილად მეუბნება და ოთახში შემოდის. -ძილი გამიტყდა,არადა დაღლილი ვარ.-მკრთალად ვუღიმი. -როგორი დრო გაატარე?-მეკითხება და თავზე ხელს მისმევს. -მშვენიერი,საუკეთესო დღეები მოვიწყვეთ, მაგრამ აქაურობაც მომენატრა.-არ მომიტყუებია. -რაფაზე ნუ ზიხარ,არ გადავარდე.ჩამოდი და ვისაუზმოთ.-გამიღიმა და გასვლა დააპირა. -მალე ჩამოვალ.-ვუთხარი. ვიგრძენი კარი როგორ გაიხურა და ჩემს ფიქრებთან დამტოვა მარტო. თვალი ისევ გზას გადავავლე,მზე წვერს ნელ-ნელა ყოფდა და ნარინჯისფრად მოჩანდა ცა. ფეხები ჩამოვწიე,მესიამოვნა ცივი იატაკი ამ სიცხეში. შემდეგ თავში რაღაცამ დამარტყა,საცურაო კოსტუმი ამოვიცვი,ზედ ვარდისფერი სარაფანი გადავიცვი და ტბაზე წავედი(ბებიამ მაინც მასაუზმა). წყალში ნელა,თვალდახუჭული შევედი და მთელი სხეულით დავიფარე,ისე მესიამოვნა უკუკნით სიჩუმეში ყოფნა,წამით სუნთქვაც დამავიწყდა,არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, მახსოვს ამოსვლა არ მინდოდა,თითქოს ჩამეძინა კიდეც და მოვითენთე,მაგრამ მერე ალეხანდრო გამახსენდა და მზე,შუქი დავინახე წყალში,გავიაზრე რისკენაც მივდიოდი და უმალ ამოვწიე თავი. ნაპირზე ავედი,ხის გრძელ ბილიკე მარტო ვიჯექი და ვფიქრობდი. არ მინდოდა ეს სევდა და ტკივილი ასეთ კარგ დროს,თუმცა თავს ვერ ვერეოდი,მელანქოლია მეხუტებოდა და ჩემს გაშვებას არ ლამობდა. ოღონდ ახლა თბილი იყო ეს,ვარამით სავსე, მაგრამ მაინც თბილი. ირგვლივ მიმოვიხედე და ყველაფრის ისევ დამახსოვრება ვცადე,გახსენება,მეშინია,რომ რამე დამავიწყდება. თითოეული წამი მინდა მახსოვდეს.ვერ ვიმეტებ რომელიმეს დასავიწყებლად,გული მეკუმშება,ყველგან ჩვენს სილუეტებს ვხედავ და ხმაც ჩამესმის. როგორ ვითამაშეთ მე და ტულიომ გამოცნობანა,გაჭრილი საზამთრო,ალეხანდროს გამოკიდება და მისი დაბადების დღე,გიტარა და კარტი, ხილი,ტულიოზე გაბრაზებული მარისა, ძველი ნავი,რომელიც ნაზად ირწევა,კამკაბა ტბა, ფერადი ქვები,ჭადრის ბუმბერაზი ხეები და სიმშვიდე ირგვლივ. არ ვიცი რამდენს ხანს ვიყავი იქ,მზემ რომ კარგად დააცხუნა მაშინ წამოვედი და ბაბუაც ვნახე. დრო მათთან გავატარე,ლოტო ვითამაშეთ, კროსვორდის შევსებაში დავეხმარე,კიდევ აღნიშნა როგორი ჭკვიანი და ლამაზი შვილიშვილი ვყავარ და ა.შ საღამოს ბავშვების სანახავად წავედი. * -ახლა რაღაცას გეტყვი.-მაფრთხილებს ალეხნდრო.-მამაჩემს ნეაპოლში მივყვები რამდენიმე დღით,საკონდიტროს ხსნის იქ და ცოტა ხანს უნდა მოვეხმარო.-მიხსნის და სახეზე მაკვირდება,რა თქმა უნდა,არ მეხამუშა ეს აზრი,მაგრამ არ შევიმჩნიე. -რამდენ ხანს მიდიხარ?-ვკითხე წყენით და საკუთარი თავის უსუსურობაზე გავბრაზდი. -ალბათ,სამი მაქსიმუმ ოთხი დღე.აუცილებლად უნდა წავყვე,ტულიო არ მოგაწყენს,ისე მალე ჩამოვალ წასვლასაც ვერ გაიგებ.-მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა, რამაც ჩემი სიცილი გამოიწვია. -ვიცი რომ ტულიო გამართობს,შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე.-მხრები ისე ავიჩეჩე,ვითომ არ მაინტერესებდა. -ასე არა?-თითქოსდა შეურაცხყოფილმა თქვა.-კი ბატონო.-მითხრა და მოღუტუნება დამიწყო. -არა!...ალეხანდრო!...გაჩ..ერდი!!!-ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთზე და წამში ბალახზე აღმოვჩნდით,კიდევ კარგი ტულიო და მარისა გართულნი იყვნენ ტბაში რაღაცის ძებნით,ბინდში კი ხეებს შუა არ ვჩანდით, ან რა უნდა ეთქვათ?მაგრამ არ მსურდა ეს ვინმეს დაენახა. -დაიმსახურე.-მკაცრად თქვა და ისევ განაგრძობდა თავის საქმეს,მერე ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა და ბაგეებზე მეამბორა, ალბათ ვერასდროს დავნაყრდები მისი კოცნითა და ამბორით. -ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებ.-ვუთხარი -ზოგჯერ არაუშავს.-სხარტად მომიგო და თვალი ჩამიკრა. -ჩვენც აქ ვართ!-ტულიომ მაინც დაგვინახა და კომენტარის გაკეთებისგან თავი ვერ შეიკავა. -მოვკლავ.-ამოიგმინა ალეხანდრომ.-სულ ასე აკეთებს. -მე კიდე მიყვარს.-გავაწვალე,თვალები აატრიალა. -რა ჯანდაბა გინდა?!-იტალიურად უთხრა,მაგრამ გავიგე. -მანჯარეს დროა!-დაიყვირა. მივედით,ძირს დაჭრილი საზამთრო იდო. -ნუ გეშინია ევანჯელინ,არ მოგაწყენ, ალეხანდროს ჩანაცვლებას როგორმე შევძლებ.-მითხრა და კოცნა გამომიგზავნა. -გულისამრევი ხარ.-უთხრა მარისამ და გულის რევის იმიტაცია გააკეთა. -ერთ დღეს მოგკლავ.შენივე ანკესზე წამოგაცმევ!-დაემუქრა ალეხანდრო. -ვნახოთ...-თქვა ტულიომ და ნანაყრი მანჯარე შეჭამა. * ალეხანდროს სამი-ოთხი დღე ცამეტ დღედ გადაიქცა. ნეაპოლში ცამეტი დღე გაატარა,თავიდან გაბრაზებულ გულზე,გაბრაზებულ სამყაროზე ტირილი დავიწყე,ლამის სული დავლიე,მაგრამ მივხვდი ეს ჩემ სასიკეთოდ მოხდა. ახლა თუ მიჭირდა ალეხანდროს გარეშე ასეთ მშვენიერ ადგილას ყოფნა,სიეტლში რას ვიზამდი? ამიტომ ცრემლები გულმოსულმა მოვიწმინდე,შორტი ამოვიცვი და მარისასთან ერთად გოგოშკური დღეები მოვიწყვე. უკეთ გავიცანი იგი,სილვია პლათსა და ვირჯინია ვულფს მაგონებდა,ასევე ძალიან მომწონდა მისი ლურჯი თვალები და მოკლე შავი თმა,ასე ძალიან რომ მაგიჟებს ქალებში. თავად არასოდეს მქონია,დიდი სურვილისდა მიუხედავად. ყვავილების მაღაზიაში ვეხმარებოდი,იმდენი რამე მასწავლა,მართლა სიამოვნებით ვუწოდებდი დახმარების ხელს. მიხსნიდა თითოეული ყვავილის სხვა ქოთანში გადატანის წესს,რომელ ყვავილს რა რაოდენობის მზე და მორწყვა სჭირდება, რა სად ხარობს უკეთვ და ა.შ ასტრომერიები მიხაკის შემდეგ ჩემი ფავორიტი გახდა. მთელ დღეს მაღაზიაში ვატარებდით,ბიჭებს პაემნისთვის თაიგულებს ვუკეთებდით,რაშიც მეც გავხდი პროფესიონალი.ფერების შეხამება და ლამაზად აწყობა ვისწავლე,ისე მომეწონა ეს საქმე მართლა დავფიქრდი ჩემი მოწოდება ხომ არ არისთქო ფლორისტობა. შუა დღეს თუ დედამისი შეცვლიდა მარისას ტბაზე გავდიოდით,საღამოს ჭადრაკს ვთამაშობდი მარტო,წიგნებზე სულ ავიღე ხელი,გულს ვეღარ ვუდებდი,მერე მივხვდი რა ამბავს უნდა დავეენტერესებინე,როცა ასეთი ისტორია მხდებოდა თავს თავად. ამდენი გაყიდული თაიგულის შემდეგ მარისას დედამ ბიანკამ პირველი ხელფასით დამასაჩუქრა და ბარში წავედით,ტულიოს არ ვუთხარით,მხოლოდ გოგოების საღამო იყო და ბევრი დავლიეთ.ჩემთან დარჩენა შევთავაზე,მარტოობის სიყვარულის მიუხედავად მინდოდა მარისაც ყოფილიყო იმ ოთახში. -სიტყვები არ მაქვს,ყველაზე იღბლიანი გოგო ხარ დედამიწაზე.-მეუნება მას შემდეგ,რაც გულმა არ მომითმინა და ჩვენი ამბის უმეტესი ნაწილი მოვუყევი,როგორც გოგოებმა ვიცით. მე ალეხანდროს ყველაზე ოქროსფერ ბიჭს ვეძახი დედამიწაზე,მარისა კი მე ყველაზე იღბლიანს. -არ ვიცი თავს იღბლიანად ვგრძნობ თუ არა. ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი. -გრძნობ!როგორ არა!გრძნობ ევანჯელინ! ეს ისეთი ლამაზი ისტორიაა,ნეტავ წაკითხვა შემეძლოს.-დანანებით თქვა და თვალი ჩემს ოთახს მოავლო. -ტულიო როგორ იქცევა?-ვკითხე დუმილის შემდეგ. -ერთმანეთს ვაკოცეთ...-თქვა.-ისევ...-თავი გააქნია.-რა აზრი აქვს.-მხრები აიჩეჩა და შევამჩნიე თვალები როგორ აუცრემლიანდა. რაფიდან ჩამოვხტი და მის გვერდით დავჯექი საწოლზე. -შეიძლება ძალიან ლამაზი ზაფხული გვაქვს და კარგი ისტორია დაიწერებოდა ამაზე, მაგრამ რთულია.ყველაფრის მიუხედავად,რაც ახლა ხდება,ის რაც მომავალში იქნება ამ აწმყოს გამო...რთულია.-ვთქვი. -ჰო,მაგრამ ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ.ეს ჩვენი არჩევანია.-მპასუხობს. მარისა მართალი იყო,ახლა რომ ვიტანჯები და მერეც რომ დავიტანჯები ჩემი ბრალია. იმ წყეულ მატარებელში მოვაწერე ხელი ამას, პირველად რომ გამომიტყდა ალეხანდრო გრძნობებში. -ჩვენი არჩევანია.-გავიმეორე მისი სიტყვები. ისევ ვდუმდით,საშინელი აურა ტრიალებდა ირგვლივ.შევცდი როცა მეგონა მარისას აქ მოსვლა ჩემს მელანქოლიას გააქრობდა, თავადაც ჩემნაირია,ისიც გოგოა,რომელიც კაეშანშია გახვეული და არ იცის რა გააკეთოს. ორივე ერთნაირები ვიყავით. ყველანი ერთნაირები ვართ. -მგონი მიყვარს.-დასძინა ჩუმად,თითქოს რცხვენოდა აღიარების.-არ მინდა,რომ მიყვარდეს,თუმცა,ვფიქრობ,ასეა.-თვალები ცრემლებით აევსო,მეც ამევსო.-რა ვქნა ევანჯელინ?-მკითხა და ტირილი დაიწყო,-რა გავაკეთო? მეც დავიწყე ტირილი,ორივენი ვტიროდით, სულიერი დებივით ვიზიარებდით თითქოს ერთმანეთის ტკივილს,ოღონდ არ ვიცოდით რა გვერჩია ურთიერთისთვის. ხან ხელებს შემოვხვევდით ერთმანეთს და ისე ვტიროდით,ხან თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს,შუა ღამეს,ჩაბჟუტულ ოთახში მხოლოდ ქუჩის შუქი შემოდიოდა,ძლივს ვხედავდით ერთმანეთს,ოღონდ მაინც ვამჩნევდით აცრემლებულ თვალებს. ის ღამე,მეორე და მესამე ღამე ასე გავატარეთ თვითგვემაში.თან სიგარეტის კოლოფებს ვაცარიელებდით. ვიწექით,არსად გავდიოდით და დეპრესიას ვებრძოდით. ტირილით რომ გულს ვიჯერებდით ჩვენს საყვარელ მოგონებებს ვყვებოდით,ის ტულიოზე მომიყვებოდა რამეს,მე ალეხანდროზე,მაიკლზეც ვუამბე რაღაცები მერე ზოგადად ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით. ასე ვიყავით სამი დღე და ღამე.მერე რა რომ მილიონჯერ ვყვებოდით ერთი და იგივეს? არ გვბეზრდებოდა არც მოსმენა და არც გახსენება,ჩვენი გასაჭირი გვაერთიანებდა. იმაზეც მწყდებოდა გული წასვლის წინა დღეებში,რომ დავუახლოვდი მარისას ყველაზე მეტად. ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს დრო დავკარგე.სულ ამის შეგრძნება მაქვს. -როგორ ფიქრობ მომავალ წელს,ამ დღეს სად ვიქნებით?-მეკითხება მარისა და მზის სათვალეს იხსნის სახიდან,ტბაზე ვართ. -არ ვიცი,კაცმა არ იცის რა იქნება ერთ წელში. -ცოტა მაინც დამამშვიდე.-ჩაიცინა. -რეალისტი ვარ,არ მინდა ოცნებები.-ამოვიხვნეშე.-უნივერსიტეტი როდის გეწყება?-ვკითხე -სექტემბერში,ჩალაგებას ვიწყებ უკვე და მერე წავალ რომში.-მხრები აიჩეჩა. უნდა მეთქვა ჯერ რა გეჩქარებათქო,მაგრამ ტელეფონის ეკრანს დავხედე და ძლივს გავიაზრე დღევანდელი თარიღი. ოცდახუთი აგვისტო. გულმა რეჩხი მიყო და მივხვდი,როგორ მომეძალა ცრემლები. რაღა დარჩა? პირველ სექტემბერს უკვე სიეტლში ვიქნები. -ჰო,რომი კარგია.-ვუთხარი ნაძალადევად. ჩავფიქრდი,არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, დედამიწაზე ნაცნობმა და თბილმა შეხებამ დამაბრუნა. სუნთქვაშეკრულმა გავაბრუნე უკან თავი და ეხანდრო დავინახე. ჩამოვიდა. ჩემი ოქროსფერი ბიჭი ჩემთან. * -რაღაც მინდა გთხოვო.-ვუთხარი ალეხანდროს.მისი ჩამოსვლიდან ორი დღე გასულიყო. -გისმენ. -დიდი ხანია ამის თქმა მინდა...სანამ წავალ, შეგიძლია ღამე ჩემს ოთახში გაატარო?-ვკითხე.-მინდა შენთან ერთად დავიძინო.ოღონდ ჩუმად,ისე რომ არავინ გაიგოს. ეშმაკურად გაიცინა და თავი ღიმილის შესაკავებლად გვერდზე გაატრიალა. -გინდა ერთად დავიძინოთ?სახლიდან გამოვიპარო?-მეკითხება. -შეგიძლია თქვა,რომ ტულიოსთან რჩები.-მხრები ავიჩეჩე. -ტყუილიც მომიფიქრე უკვე?-დამცინა -დაივიწყე!არ უნდა მეთქვა!-ვითომ გავბრაზდი და ჰამაკიდან ადგომა მოვინდომე.წელზე შემომხვია ხელები და უკან დამაბრუნა. -რა თქმა უნდა,ევი!მაგაზე უარს როგო გეტყვი?-თბილად მითხრა.-მიხარია რომ მითხარი.-შუბლზე მაკოცა.-ყველაფერი ჩაალაგე? -ჰო,რამდენიმე ნივთი დამრჩა,უმნიშვნელო. ჩემი თავის მიკვირდა ასე მშვიდად როგორ ვიყავი,ჩემი სახლის ეზოში ჰამაკში ვნავარდობდით. -ანუ დღეს ღამე?-ეშმაკურად მითხრა და თითი ბეჭზე ამისვა. -ხვალ! და იდიოტი ხარ! მერე ბევრი ვიცინეთ. მეორე დღეს,გვიან ღამით,როდესაც ბებიამ და ბაბუამ დაიძინა,ალეხანდრო ოთახში ფანჯრიდან შემოიპარა,დავაიგნორე ის ფაქტი,რომ ყოველთვის მინდოდა ბიჭი შემომძვრალიყო ჩემს ოთახში ფანჯრიდან და ჩხუბი დავუწყე. -გაგიჟდი?!კარებიდან შემოსულიყავი! -კარგი რა,ასე უფრო რომანტიკული და დასამახსოვრებელია.-თქვა ისე ვითომც არაფერი. -მართლა იდიოტი ხარ!-თეთრი ბალიში ვესროლე. ბალიში საწოლზე დააბრუნა და მაგიდაზე დადებულ ძველ მაგნიტოფონს მიწვდა. -ახლა ჯაზის მოსმენის ხასიათზე არ ვარ.-გულახდილად ვუთხარი. -არც მე,მაგრამ ვფიქრობ ახლა ზუსტად ჩვენი სიმღერა უკრავს.-ხმას აუწია და უკან შემობრუნდა. ნაცნობი ჰანგები გავიგონე და გული სითბოთი ამევსო. Yesterday All my troubles seemed so far away Now it looks as though they're here to stay Oh, I believe in yesterday. -გთხოვ...-ვუთხარი მუდარით და ვეცადე ტირილი არ დამეწყო. -ყოველი გუშინდელი დღე გაიხსენე ევი.-ჩემსკენ მოდის,ხელებს მხვევს და ცდილობს ნაზად მეცეკვოს.-Suddenly I'm not half the man I used to be There's a shadow hangin' over me Oh, yesterday came suddenly-ამბობს და მიყურებს,ისე როგორც იცის,თბილად,გულით,ამბორით. -ალეხანდრო...-ვჩურჩულებ მუსიკის ფონზე,თავს მკერდზე ვადებ,სიმღერა ხარვეზით ისმის,რადგან მაგნიტოფონი ძველია,მაგრამ ოქროსფერი ბიჭის მელოდიური ხმა მესმის. ჩახუტებულები ვირწევით.ნაზი სიო შემოდის ატმისფერი ფარდებიდან,პატარა შუქი ანათებს ოთახს,არ მინდა ეს წუთი დასრულდეს. -Why she had to go, I don't know, she wouldn't say I said something wrong, now I long for yesterday-ამბობს და ვხვდები,როგორ მხვდება გულზე ეს სიტყვები. იქნებ ჩვენთვის დაიწერა ეს სიმღერა მართლა? ზუსტად ვიცი რამდენჯერად სადმე წავაწყდები სულ ეს მომენტი და ალეხანდრო გამახსენდება. -Yesterday Love was such an easy game to play Now I need a place to hide away Oh, I believe in yesterday-მიყურებს და მკოცნის,წელზე შემოხვეული ხელით მეფერება.-Mm mm mm mm mm mm mm-ისევ ღიღინებს. მერე ჩუმად ვართ,არაფერს ვამბობთ,რადგან არ ვიცით რა ვთქვათ. ორივე ერთნაირად ვართ,ამას ვგრძნობთ, შეწყვეტა არ გვსურს,მაგრამ ეს სიმღერა ზუსტად ისე ეფემერულად დამთავრდა,როგორც ეს ზაფხული და სხვა ყველაფერი. -დავიძინოთ.-მეუბნება ბოლოს ღონემიხდილი. ნაჭრის შორტსა და თხელ მაისურს ვიცმევ, იმდენჯერ მიფიქრია და წარმომიდგენია ეს გონებაში,ამაზე ოცნებაში ვიძინებდი ეს ზაფხული.ახლა კიდე,როცა რეალურია არ მჯერა. შევეხე თუ არა ალეხანდეოს სხეულს მაშინვე კატასავით გავიტრუნე,სიცხის მიუხედავად ჩახუტებულები გახლდით. -მაპატიე ამდენ ხანს,რომ მომიწია წასვლა.-ამბობს.მის გულზე მიდევს თავს და ვისმენ გულის ცემას,ასე არასოდეს ვყოფილვარ კაცთან. -არაუშავს,მარისასთან ერთად გავატარე დრო. ის მტირალა დღეები გამახსენდა და გამცრა ტანში. უფრო მივეკარი მის სხეულს,თავად შემომეხვია და თავზე გადამისვა ხელი, ყურებში ბითლზის სიმღერა ჩამესმოდა. -მეძინება,არადა არ მინდა დაძინება. იმდენი ღამე გავატარე თეთრად და მაინცდამაინც ახლა,როცა შემიძლია ალეხანდროს რეალურად აქ ყოფნით დავტკბე,ვგრძნობ როგორ ვითენთები და ვიღაც მორფეოსის სამყაროში მიმათრევს. თან რაღაც უცნაური ხმა მესმის,ვერ ვარჩევ რა არის. -წვიმს. ამბობს ალეხანდრო და ისევ მეფერება,მგონია რამე რბილ ზედაპირზე ვწევარ და შიგ ჩავეფლობი,ოღონდ აპოლონისთმიანი ბიჭის სხეულია,ოქროსფრად მოელვარე. მესმის როგორ იმატებს წვიმა და ლამისაა ჭერი ჩამოანგრიოს,ის დღე გამახსენა მასთან რომ ვიყავი და პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს. ბოლო ენერგია მოვიკრიბე,თავი ავწიე, პატარა ბავშვივით მივბობღდი მის ტუჩებთან და ძლივს ვაკოცე. მერე მკერდზე დავადე თავი და ისე ჩამეძინა,თითქოს ყველა იმ გათენებულ დღეს ვინაზღაურებდი.ამაზე კარგი გრძნობა ქვეყნად არ მეგულება,ვიდრე საყვარელ ადამიანთან ერთად ჩახუტებული ძილია. ცის სუნი ასდიოდა ალეხანდროს,არ ვიცი როგორ,ალბათ მეჩვენებოდა. მეორე დილით მზის სხივებმა გამაღვიძა, პირდაპირ თვალებში შემომიჭყიტნეს. ზანტად გავახილე ქუთუთოები და რეალობას გავუსწორე თვალი,ალეხანდროს ისევ ისე ჰქონდა შემოხვეული ზორბა მკლავები ჩემს გარშემო,მის ტორსოსე გადავძვერი და ზემოდან მოვკალათდი,მუცლებით ვეხებოდით ერთმანეთს,ოდნაც ფშინავდა,პირი შეეხსნა,ხვეული თმა აპოლონისფრად უელავდა და ხორბისფერი შიშველი კანი მეტად მიმზიდველს ხდიდა. ჩემი მზეჭაბუკი. მისი გაღვიძება არ მინდოდა,ნეტავ სამუდამოდ გაგვეტარებინა დრო ასე,მისი სითბო მეგრძნო. ათასი ადამიანის გაცნობასა და სხვა ცხოვრების მორგებას მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას ყოფნა მერჩივნა. ვუყურებდი მძინარეს და ყველა დეტალის საგულდაგულოდ დამახსოვრებას,მოგონებების სკივრში გამოკეტვას ვცდილობდი.ლამაზი ბროწეულის ყვავილისფერი ტუჩები, ჰორიზონტივით სწორი წარბები, რამდენიმე ხალი მის სხეულზე,ვარსკვლავებივით რომ აქვს მიმობნეული სხეულზე(აქამდე არ შემინიშნავს),ღვთიური სხეული,დალოცვილი თმა,მომნუსხველი ხელები. ფარნჯრიდან ქარი შემოდის,ატმისფერი მოკლე ფარდები წინ და უკან ნელა ირხევა, თეთრ თეთრეულში გახვეული მზეჭაბუკი კი აუღელვებლად წევს,ეტყობა მშვიდად გრძნობს თავს. მისი შეხება მამშვიდებს,მისი კანი,რომელიც ჩემსაზეა მოწებებული. იმდენი რამის დამახსოვრება მწადია,იმდენი რამის თქმა. მერე იღვიძებს,თვალებს ნელა აფახულებს და ტუჩებს ღიმილი უპობს. -დილა მშვიდობისა ლამაზო.-თავზე მისმევს ხელს,გაშლილ თმას ყურს უკან მიწევს,ტანში ელვა მივლის. -დილა მშვიდობისა,როგორ გეძინა?-ვეკითხები. -ასე კარგად არასოდეს მძინებია,მალე გათენდა.-დანანებით ამბობს. არაფერს ვამბობ,ან რა უნდა ვთქვა?ვხვნეში. ცოტა ხანს ისევ მოვიკალით სულები ერთმანეთის ალერსში,გული მაინც ვერ ვიჯერეთ,არც არის შესაძლებელი,არასოდეს გვეყოფა ეს დრო.არც სამი თვე,არც სამი წელი...აბა რამდენია საჭირო? კარების სახელურის ხმა რომ გავიგე დენდარტყმულები წამოვვარდით საწოლიდან.მადლობა გადავუხადე ღმერთს და საკუთარ თავს,რომ კარები ჩაკეტილი დავტოვე. -ახლავე!-გავძახე ბებიას ან ბაბუას.-საწოლის ქვეშ!-ჩუმად ვუყვირი ალეხნდროს და ისიც ძლივს ძვრება შიგ,ტანსაცმელს იქვე ვუყრი და საწოლს ვალამაზებ,რადგან ეტყობა მარტო მე არ მეძინა იქ. კარებს ვაღებ და ბებია მხვდება. -თითქმის შუა დღეა!სანამ გაწვიმდება მალე მოასწარი აეროპორტში წასვლა,ქვევით გელოდებით.-მეუბნება და თავზე მკოცნის. -კარგი,ვემზადები და ჩამოვალ.-უკვე კარები უნდა მივიხურო,რომ ბებია საუბარს აგრძელებს. -ალეხანდრო დილა მშვიდობისა! შოკისგან თვალები ლამის გადმომივარდეს, პირს ვაღებ რამის მოსაფიქრებლად,მაგრამ ბიჭი მასწრებს. -დილა მშვიდობისა აგათა. ბებია თავს აქნევს და მიდის,მე კარებს დარცხვენილი ვხურავ ის კი ძლივს-ძლივობით ძვრება საწოლის ქვემოდან. -ჯანდაბა!-ვამბობ და თავში ხელს ვირტყამ. -კარგი რა!ყველამ ყველაფერი იცის.-უდარდელად ამბობს და პერანგს იცვამს -რა?რა სისულელეა!-უარვყოფ. -ევანჯელინ,არავინ არ არის ბრმა.განსაკუთრებით კი შენი აგათა და ალესიო.მათ თვალწინ გავიზარდეთ. -მაინც გამიკვირდა.-ჩუმად ვთქვი,მომიახლოვდა,ჩემი ლოყები მის ხელის გულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა. -დაბადების დღის სურვილი ამისრულდა.-ანაზდად დასძინა. -რა? -შენთან ერთად ღამის გატარება ჩავიფიქრე.-ბაგეებზე მეამბორა,ჯერ ქვევით,მერე ზევით, ბოლოს შუბლზე მაკოცა და მკერდზე მიმიკრო. ახლა გამახსენდა სანამ სანთლებს ჩააქრობდა,როგორ გამომხედა. -ცუდია,რომ ჩემს დაბადების დღეზე აქ არ ვიქნები. -არაუშავს,მე ყველგან ვიქნები,მე ხომ მზე ვარ?-სიცილით მითხრა და მეც ამიყოლია, მაინც გამამხიარულა. -სანამ წავალ მნახავ არა?-ვეკითხები საწყლად. -რა თქმა უნდა,ახლა სახლში გავიქცევი და მერე ისევ მოვალ შენთან.-ლოყაზე გამეთამაშა. წასვლა დააპირა,ფანჯრისკენ გაიწია,მაგრამ უცებ ვუთხარი. -მეეჭვება ახლა ფანჯრიდან გადაძრომა საჭირო იყოს.-და ისევ გავიცინეთ. * დიდ ჩემოდანს საბოლოოდ შევკარი და წამოვაყენე. ვფიქრობდი,როგორ გავხდი ყველა ის ადგილი,რომელიც თავად შემოვიარე. იტალია,ეჰ ჩემო იტალია.როგორ მტკივხარ და როგორ მომენატრები!სამუდამო ნოსტალია ხარ ჩემი. მარისამ და ტულიომ ალეხანდროზე ადრე შემომიარეს,თანაც მზე გადავიდა და ცაზე ნაცრისფერ ღრუბლებს შეევსოთ ადგილი. მარისა გავამხნევე,სევდიანი თვალებით მიყურებდა,იცოდა და ვიცოდი. ტულიომ მხიარულად დამატრიალა და მითხრა. -მომავალ ზაფხულს გელოდებით!ძალიან კარგად გავერთეთ არა? -ტულიო,იცოდე მარისას გული არ ატკიონო,თორემ ზაფხული კი არა,ჩემი სახელი აღარ ახსენო!-მკაცრად ვუთხარი და თითი ავუქნიე,გამომეტყველება დაუთბა, თითქოს ისიც მიხვდა,რომ მივხვდი. -ჰო,ვიცი,არ ვატკენ.-ჩამეხუტა,ზურგზე ხელი ამისვა.-ძალიან მომენატრები ევი,აქაურობა უშენოდ ასეთი კარგი კი არ არის.მეც მინდა რაღაც გითხრა. -გისმენ. -ზღვაში ბევრი თევზია.-თბილად გამიღიმა. -ჰო,მაგრამ მე თუ ჩემი ოქროს თევზი მინდა?-ვკითხე. -მაშინ კითხე იქნებ სამი თუ არა,ერთი სურვილი მაინც შეგისრულოს. -ვკითხავ.-შევპირდი. სამივე ერთად ჩავეხუტეთ ერთმანეთს,ობოლი ცრემლი მაინც გადმომივარდა. -მოუსვით აქედან!თქვენთვის არ მცალია! ქვეყნის საქმე მაქვს!-მოჩვენებითი ღიმილით ვუთხარი და სახლიდან კინწის კვრით გავყარე. ჩემს ოთახს მოვავლე თვალი,აღარ ანათებდა,აღარც ნივთები იდო იქ.ცარიელი სევდა სუფევდა,მელანქოლიამ ისევ შემომხვია ხელები მჭიდროდ და ყელში ბურთი გამიჩხირა. აღარაფერზე აღარ მინდოდა თვალის შევლება,მხოლოდ ფანჯრიდან გადავიხედე, ხედი ისეთი თვალწარმტაცი აღარ იყო,წვიმდა,ნისლი იდგა,ნაცრისფერი მოსაცმელი მეცვა,ოღონდ არ მათბობდა. -რაზე ფიქრობ?-მეკითხება ბაბუა და ოთახში შემოდის. -წასვლა არ მინდა.-გამოვუტყდი და ორივე იდაყვებით დავეყრდენით ფანჯრის რაფას, გარეთ ვიხედებოდით. -არაუშავს ევანჯელინ.როგორც არ უნდა იყო ახლა,არაუშავს.ყველაფერი კარგად იქნება ჩემო გოგონა,მერე რა რომ ზაფხული დასრულდა?ზამთარიც დასრულდება და გაზაფხული მოვა,ეს კანონია და ვერაფერი შეცვლის ამას,ჩვენი მისიაა ზაფხულამდე მივაღწიოთ,ვიცოდეთ რისთვის გადავრჩეთ. შენ ალეხანდრო,მე და ბებია აქ სულ დაგელოდებით,ამიტომ ნუ გეშინია. დროებითია ყველაფერი,მაგრამ ამ ამბის დასრულებამდე ბევრი დროა,არ იჩქარო. აქ როცა საჭირო იქნება,მაშინ დაბრუნდები. უცაბედად,ისე რომ შენც ვერ გაიგე ხომ მოდი არა?ბედისწერა იყო,ხოდა როცა დრო მოვა ისევ დაბრუნდები, არავინ იცის როდის,მომდევნო ზაფხულს, იმის შემდეგ თუ ხუთი წლის მერე,მაგრამ გარანტიას გაძლევ,ისეთი რაღაცები,რომლებიც ამ ზაფულს შენ გადაგხდა უკვალოდ არ იკარგება. ახალგაზრდა და ლამაზი ხარ,ასეც რომ არ იყოდ ყველაფერი კარგად იქნება, აქ გატარებული თითოეული წამი გაიხსენე და გაუძელი. -როგორ? -ისე,როგორც შეგიძლია.-მიპასუხა და თავზე მაკოცა. ტირილი დავიწყე,ბაბუას მოვეხვიე და ლურჯი მაისური ცრემლებით დავუსვარე. -ჩემო პატარა გოგონა,ეს გამომართვი.-ჯიბეში ხელი ჩაიყო.-დრო აქ დაითვალე. პატარა ოქროსფერი საათი გამომიწოდა,თხელი და ნაზი,ყველაფერი ოქროსფერი ჰქონდა,მაჯაზე გამიკეთა. -ძალიან ლამაზია. -გამყიდველმა ასე მითხრა,დრო ამ საათთან ერთა უფრო მალე გადისო.-გამამხიარულა და ორივეს გაგვეცინა.-წამოდი ალეხანდრო გელოდება ქვევით. -მადლობა.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. -მამაშენის ასლი ხარ,მასაც ასე უჭირდა აქედან წასვლა. -ჰო,მაგრამ ხომ წავიდა არა? -და აღარ დაბრუნებულა,მის შეცდომებს ნუ გაიმეორებ.ასი წელი ძალიან ცოტაა იმისთვის,რომ ყველა შეცდომა დაუშვა,შემდეგ კი გამოასწორო,ამიტომ უნდა ისწავლო სხვისაზე.-დანანებით მითხრა და კიბეზე ერთად ჩავედით. ქვევით ალეხანდრო ზურგით იდგა,ხელში პატარა ყუთი ეჭირა. ბაბუა წამში გაქრა,შავ როიალთან დიდ მისაღებში მხოლოდ ჩვენ ვიდექით. -ალეხანდრო.-დავუძახე.გამომხედა და ლამაზი თვალები შემომანათა,ოღონდ მისი თვალები აღარ იყო თაფლისფერი,არამედ შემოდგომის ფოთლებისფერი დასდებოდა. ჩემო ბიჭო... -ევი...-ფეხის თრევით მოიწია ჩემსკენ.-ეს შენი დაბადების დღის საჩუქარია.-პატარა კოლოფი გამომიწოდა.-ვერონაში ვიყიდე. გახსნა და იქ ყელსაბამი დავინახე. მზე,ოღონდ ვერცხლისფერი. ყველაზე ოქროსფერმა ბიჭმა დედამიწაზე, ვერცხლისფერი მზე მაჩუქა. თვალში მოგხვდებოდა მისი ბზინვარება, თვალი მომჭრა. -ულამაზესია,არ მოვიხსნი.-შევპირდი და უმალვე გავაკეთებინე კისერზე.იქვე მაკოცა. თავს თუ აქამდე ბერძენი მეომარივით ვიკავებდი ახლა ერთიანად დავიშალე, ვიგრძენი ცრემლებმა ღვრა როგორ დაიწყო უმისამართოდ. -მაპატიე,არ მინდოდა.თავს ვერ ვიკავებ, მგონია ვიშლები,წასვლა არ მინდა,შენთან მინდა!-პატარა ბავშვივით დავჩივლე,მერე ავტირდი და მხრებში სნეულივით ჩავუვარდი. -გთხოვ.-ვერც ის ამაბდა თავს სათქმელს, ვგრძნობდი როგორ უჭირდა.მე კი ვტიროდი და ვტიროდი,ისევ და ისევ,ხმითა და გოდებით.-ხომ ჩამოხვალ?-იგრძნობოდა მის ხმაში სასოწარკვეთას. ვერ ვხვდებოდი,რატომ არ ვეთანხმებოდი, თუნდაც მომეტყუებინა,ვერ ვეუბნებოდი კის! არადა იმდენი რამე მქონდა სათქმელი. თავი ძლივს დავუქნიე,დასველებულ ქუთუთოებზე მაკოცა,თავის ნაჩუქარ მზეს შეეხო. -შენ ყოველთვის მადარებდი მე მზეს,რომ თითქოს შენი მზე ვარ,მაგრამ ვფიქრობ, ეს პირიქითაა.შენ ხარ ჩემი მზე და გოგონა, რომელიც საშინლად მელანქოლიურია,კიდევ ქოქოსის სუნი ასდის და ძალიან ჭკვიანია, ყველაფერი შეუძლია,ოღონდ ცურვა უჭირს.-ორივემ გავიცინეთ.-გოგო,რომელიც ჟელატოს ნაყინს ეძახის,მელანქოლიური რომ ხარ ეგ ვთქვი?-მიღიმის. -კი,ეგ უკვე აღნიშნე.-თავს ვუქნევ და მის ლიმონისფერ თმებს ვეხები.-ჩემი მელანქოლია არ მოგწონს?აღარ არის ისეთი ცივი,როგორიც აქ ჩამოსვლამდე იყო.გათბა. -მაშინ მოუარე მაგ შენს თბილს მელანქოლიას და ეცადე არ გააცივო.-საჩვენებელი თითი ამიქნია. -ვეცდები. -არ ეცადო,გააკეთე.-მკაცრად მითხრა. ბებიამ დამიძახა,შემახსენდა,რომ ჩემი წასვლის დრო იყო. გული შემეკუმშა,ფეხები უკან მრჩებოდა თან ალეხანდროს თბილ სხეულს ვერ ვშორდებოდი,არც ის მიშვებდა. -მადლობა,ყველაფრისთვის.ეს რომაული არდადეგები დაუვიწყარი იყო,სამუდამოდ ვალში ვიქნები შენთან ალეხანდრო ბიანჩი. -ასევე.-მითხრა და ისევ მაკოცა. მერე რა მოხდა?ბებიამ ისევ დაიძახა.თავი ისე გავაქნიე,თითქოს გაქრობას ან დროის შეცვლას შევძლებდი,ის ცამეტი დღე გამახსენდა ალეხანდროს გარეშე გატარებული. კიდევ ის პირველი სამი დღე,სულ თავიდან რომ ჩამოვედი. -ნახვამდის.-ვუთხარი ჩურჩულით. -დროებით.-შემისწორა მან. ბოლოჯერ ვეამბორე მის ღვთიურ ბაგეებს, უკან გამოვბრუნდი წასასვლელად,ჩემს სახლში ახლა ის რჩებოდა. მინდა შევუბრუნდე და ყველაფერი ვუთხრა,არაფერზე ვიფიქრო,ნეტავ პირის გაღება და თავში მოსული ყველა აზრის ხმამაღლა,ცხადად თქმა შემეძლოს,რა იქნებოდა?მერე ვფიქრობ ყველაფრის თქმა სჯობს თუ წასვლა?მაგრამ ლაპარაკი სიკვდილის ტოლფასია,ამიტომ ჩუმად ვრჩები და მივდივარ. ეს მომავალი ტანჯვა იქნება საფასური ალეხანდროსთან გატარებული დროის. უცებ მისი ძახილი მესმის. -პარიზი არ დაგავიწყდეს მომავალ წელს!-მახსენებს,თაფლზე უფრო ტკბილი თვალებით შემომხედა,მზეზე უფრო თბილი ღიმილი მაჩუქა,აი ისეთი,როგორიც სჩვევია,ეშმაკური, სანახევრო და გულწრფელი. ჩემოდნები უკვე დევს მანქანაში,ბებიას ვემშვიდობები,ბაბუას მივყავარ აეროპორტში,სიკვდილი მინდა. ჩუმად,ხმაამოუღებლად ვჯდები ლურჯ მანქანაში, წინ ბაბუა ზის,გვერდით მე, ნაცრისფერი მოსაცმელი მაცვია,ოღონდ არ მათბობს.წვიმს,ცა ჩამოდის ძირს,აღარაფერი აღარ არის ისეთი,როგორიც მაშინ. შევადარე ის დღეები,როცა პირველად ჩამოვედი და ახლა,როგორ ვბრუნდები უკან. ვტირი,ბაბუა არაფერს მეუბნება,მიხარია რომ არ მიმჩნევს. ყველაფერი მახსენდება. თან მივდივართ. ხეს ხე ცვლის,ხალხი თითქმის არ არის გარეთ. მანქანაში გაფუჭებულ მაგნიტოფონში ბითლზის yesterday უკრავს და მჯერა, დანა ხელთ რომ მქონდეს საკუთარ თავს რამეს დავუშავებდი. მერე ვერ ვიხსენებ ბოლოს ტბაზე როდის ვიყავი.ბარში პირველი საღამო მახსენდება, მე და ტულიომ რომ ვიცეკვეთ და ალეხნდრომ პირველი ქათინაურით დამასაჩუქრა. მზეჭაბუკის სახლში ლაზანიას ჭამა და მისი და ტულიოს შესრულებული სიმღერა,ჭადრაკის თამაში,როცა პირველად შევადარე აქილევსს,როდესაც ნახატი მაჩუქა მის ოთახში,მისი დაბადების დღე,ველოსიპედებით სეირნობა,ჟელატოს ჭამა,საოცარი მატჩი რომში,ჯიხურში გადაღებული ფოტოები,პირველი კოცნა,ტბაზე გატარებული თითოეული დღე,აივანზე როგორ იდგა ჩაფიქრებული და სიგარეტს როგორ ეწეოდა,შიშვლებმა რომ ვიბანავეთ ზღვაში,პაპანაქება სიცხეში ცივი მოჰიტო,კლდიდან გადმოხტომა,ვანილის სიგარეტი ვერონაში,ვარდისფერი ყვავილები,წიგნები,ბერძნული მითოლოგია, ტულიოს ყოველი დაძახებული მანჯარე და რომა რომიდან,მარისას ფლორისტულ მაღაზიაში გატარებული თითოეული საათი,ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ლოტოს თამაში,ტელევიზორის ყურება,ჩემი ოთახი,ალეხნდროსთან გატარებული ბოლო ღამე. ყველაფერი მახსენდება. ყველაფერი. ყველა'ფერი. გული მეკუმშება და პატარა ბავშვივით ვქვითინებ,მუჭში მაგრად ვიჭერ ვერცხლისფერ მზეს და ჩემს ყველაზე ოქროსფერ ბიჭზე ვფიქრობ. ისევ. რა მნიშვნელობა აქვს ზაფხული ისევ დადგება თუ არა?რამდენჯერაც არ უნდა მოვიდეს,ზოგიერთ რამეს ცხოვრებაში ვერ გაამეორებ,როგორ ძალიანაც არ უნდა ეცადო, რადგან ერთხელ ხდება. * დაღლილმა თვალები მოვიფშვნიტე და ამ კვირაში უკვე მეოთხე წიგნი გადავდე გვერდზე დასრულებული. საწოლიდან ავდექი,კარადა გამოვაღე და ოდნავ შეციებულზე ძველი ნაცრისფერი მოსაცმელი მოვიცვი. ფანჯარასთან დავდექი და თოვლით სავსე ქუჩას მოვავლე თვალი. ტანში გამცრა,ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე, რათა ოდნავ მაინც გამთბობოდა,შიგნით რაღაც უხეში მომყვა,ამოვიღე და ფურცელი აღმოჩნა. გაკვირვებულმა გავხსენი,ალეხანდროს კალიგრაფია ვიცანი და სუნთქვა შევწყვიტე. გაყინულს რამდენიმე წამი დამჭირდა გასააზრებლად,მერე გავიარ-გამოვიარე. ისევ გავხსენი ფურცელი და ტირილი დავიწყე, კარებს მივეყრდენი და ღონემიხდილი ნელა ჩავიკეცე ზურგით,ფურცელი გავშალე და ღრმად ჩავისუნთქე.ქაღალს ცის სუნი ასდიოდა. ძვირფასო ევანჯელინ, მაპატიე,რომ დაუკითხავად ავიღე შენი წერილი,რომელიც ჯულიეტისთვის იყო განკუთვნილი,მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. არ მეგონა ამდენი კითხვა თუ გექნებოდა თავში იმის შემდეგ,რაც ჩვენს შორის მოხდა.შესაძლოა,ეს ჩემი ბრალია,მაპატიე. ზუსტად ვერ გავიგე რა იგულისხმე იმ წერილში,რომელ ერთს გავუსვა ხაზი და რა გიპასუხო,მაგრამ რაც არ უნდა იყოს შენი კითხვა ან უბრალოდ სათქმელი მინდა,გითხრა რომ ჩემიც ის არის და კი. ყველაფერში გეთანხმები და ჰო,კიდევ ყველაფერი ვიცი.არ არის თქმა საჭირო, ვიცი და მეც. ერთი სული მაქვს კიდევ როდის გნახავ, ჩემო ევანჯელინ,ჩემო ლამაზო. შენი მზისფერი ბიჭისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ და გპირდები, რასაც დაგპირდი ავასრულებ,როგორი რთულიც არ უნდა იყოს,ოღონდ შენც უნდა შეასრულო პირობა და მოუარო შენს თბილ მელანქოლიას,ყველასი თბილი კი არ არის... ყველაფერი კარგად იქნება ევი,ყველაფერი წინ არის,მე სულ აქ ვიქნები. გაუძელი ისე,როგორც შეგიძლია, რადგან მეც მაგას ვაპირებ.ერთხელ მითხარი თუ ის,რაც აქ მოხდა დამავიწყდება,მაშინ ღირებული არაფერი მომხდარაო,ხოდა როცა დრო მოვა მოდი ჩემთან...მოდი და მითხარი,რომ ყველაფერი გახსოვს. შენი ოქროსფერი ბიჭი 29.08.2013 პარალიზებული ვიჯექი რაღაც პერიოდი, წერილი მკერდთან მივიხუტე და სიჩუმეში თვალები მაგრად მოვხუჭე,ყველაფერი გამახსენდა,თუმცა რომ დამავიწყდეს? ფანჯარას ავხედე,მზის სხივს ვეძებდი საკოცნელად.მზისა და სითბოს ნატამალიც კი არსად იყო... მერე მაგიდაზე დადებულ კალამსა და შავ ბლოკნოტს შევხედე,პირველი აზრად რაც მომივიდა ის გავაკეთე,ავდექი და ლურჯ სკამში მოწყვეტით ჩავჯექი,კალამი ავიღე (რომელსაც ბერძენი მეომარი ეხატა) და იმის შიშით, რამე არ დამვიწყებოდა წერა ზუსტად იმ წინადადებით დავიწყე,რითაც ყველაფერი დაიწყო. "თუ დასვენებას გადაწყვეტთ,იტალია ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. მიუხედავად იმისა,რომ გაუსაძლისი სიცხეა,გარემო ისე მოგჭრით თვალს,სულ დაგავიწყდებათ ოფლისგან ტანზე მოწებებული ტანსაცმელი.ისეთი ქვეყანაა,ვფიქრობ,ნებისმიერ ადამიანს გააოცებს ძველი შენობებით,სამზარეულოთი, კულტურით,ცეკვა-სიმღერითა და ხალხით. სწორედ ამიტომ,შესანიშნავი ადგილია გასართობად თუ დასასვენებლად." * ტბა ლურჯად კამკამებს,ნავი ნაზად ირწევა, ჭადრის ხეები ჰარმონიულად შრიალებენ, ჩიტების ჭიკჭიკი აქა-იქ ისმის. გარემო სამოთხეს ჰგავს,გიჟი უნდა იყო რომ არ მოგეწონოს. ალეხანდროს პიტნისფერი შორტი აცვია, მარტო ზის ხის ქვეშ,ცისფერ ჰორიზონტს გაჰყურებს ჰორიზონტივით სწორი წარბებით,ფიქრობს.გვერდით ხილი უდევს კალათით,მაგრამ არ ჭამს,ვერ ჭამს,უნდა უბრალოდ უყუროს,ან ვიღაცას ელოდება, თავადაც არ იცის. ფეხზე აქილევსივით მარდად დგება,აპოლონისფერ თმას მზეს უფიცხებს, სველი,ხორბლისფერი კანი ბრილიანტივით უბზინავს და ვერავინ იტყვის რომ მზეჭაბუკს არ ჰგავს. მშვიდად სუნთქავს,თითქოს არაფერი აწუხებს,ვარფისფერ ყვავილს ათამაშებს ხელში,ხან იქეთ ატრიალებს,ხან აქეთ,გვერდით მაგნიტოფონი უდევს და უცებ ბითლზის yesterday უკრავს,ალეხანდროს ეღიმება,მელანქოლიაც ეპარება,მაგრამ არაუშავს,რადგან ის თბილია და არ სტკივა. და ის,ვინც ეს ამბავი იცის,მიხვდება,რომ ალეხნდროს ყველაფერი ახსოვს. ყველაზე ოქროსფერ ბიჭს დედამიწაზე. დასასრული გამარჯობა!იმედია ნახევრად მაინც გამოვიდა ის,რაც მინდოდა. ასეთი გულწრფელი და ნამდვილი არაფერი დამიწერია,ალბათ ვერც დავწერ.მადლობა იტალიას იმ ღვთიური დღეებისთვის,მადლობა თქვენ ბოლომდე წაკითხვისთვის! მიყვარხართ! სიყვარულით ვანილის გოგო<3 21.02.26 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



