შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 რამ, რაც იტალიელებისგან უნდა ვისწავლოთ


2-10-2015, 21:41
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 16 307

დოლჩე ვიტას მოყვარული იტალიელებისგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ, მაგალითად, როგორ გავილამაზოთ ცხოვრება, დავტკბეთ ყოველი წამით და თავი დავაღწიოთ უსიამოვნო სიტუაციებს. გთავაზობთ რამდენიმე დაუწერელ კანონს, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ:
საჭმელი სიამოვნებაა, ჭამა - რიტუალი

იტალიელებს განსაკუთრებული განრიგი აქვთ: დილით ყავა და ფუნთუშა, ლანჩი - ოჯახთან ერთად, აპერიტივი - 17:00-19:30-ზე, ვახშამი კი 20:00-21:00-ზე შინ ან რესტორანში. მათთვის გზადაგზა წახემსება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, გამორიცხულია. ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული საჭმელი საუკეთესოა, ჭამა კი სიამოვნება, რომელიც აუცილებლად ვინმესთან უნდა გაიზიარო და შთაბეჭდილებები გაცვალო. ეს საჭმელს უფრო გემრიელს ხდის, - თვლიან იტალიელები.

ურთიერთობა სიცოცხლის მამოძრავებელია, საუბარი - ხელოვნება

იტალიელებს შეუძლიათ უცნობ ადამიანთან ყველა საკითხზე ისაუბრონ - ამინდსა თუ ციტრუსის მოსავალზე, ვენეტოსა და აბრუცოს რეგიონების ღვინოებზე და ემილია-რომანიას არქიტექტურაზე. ასეთი ურთიერთობა აფართოებს ცოდნის საზღვრებს...

იჩქარე ნელა, იცხოვრე ახლა და აქ!

იტალიელები, დაგვიანების მიუხედავად, ყველაფერს ასწრებენ. ტემპის შენელება საუკეთესო გზაა ცხოვრების მაღალი ხარისხისა და სხვადასხვა სფეროში სწრაფი პროგრესის მისაღწევად.

ხარისხი - პრიორიტეტი #1. არავითარი კომპრომისი

იტალიაში ხარისხიანად ცხოვრებისთვის ყველაფერია შექმნილი. დილით აქვთ დრო ჭიქა ყავისა და გაზეთის წასაკითხავად... დღისით - ოჯახთან სადილობასა და ბავშვების ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანასაც ასწრებენ. საღამოს - მეგობრებთან რესტორანში ვახშმობენ. არ იცხოვრო სამსახურისთვის, იმუშავე ცხოვრების მოსასწრებად, საამური ცხოვრების მოსასწრებად! ასეთია იტალიელების დევიზი.

გაუწიე საკუთარ თავს ანგარიში. "რატომაც არა?" - ეს ცხოვრებისეული ფილოსოფიაა

იტალია სავსეა ცდუნებებით: გემრიელი ყავა ყოველ ნაბიჯზე, საუცხოო დესერტები, კარგი ღვინოები, ნაყინი, აქსესუარების პატარა მაღაზიები, საიდანაც შენაძენის გარეშე ძნელია გამოსვლა. ასე რომ, რატომაც არა?! არ უთხრა თავს უარი სიამოვნებაზე. და ასე ყოველდღე...

ოჯახი
- ციხესიმაგრეა

როდესაც ფული გამოგელევა, დავიწყებას მიეცემა შენი კეთილი საქმეები და მეგობრებიც მიმოიფანტებიან, გრჩება მხოლოდ ოჯახი. პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, რაც იტალიას ისტორიულად ახასიათებს, ოჯახი ყოველთვის ის ადგილია, სადაც ყოველთვის მიგიღებენ და არ გიღალატებენ. კვირა დღის ვახშმის ტრადიციაზე, სადაც "ყვავი-ჩხიკვის მამიდა" ნათესავებიც კი იკრიბებიან, თავად იტალიელებიც ხუმრობენ, თუმცა მაინც მყარად იცავენ. ხმაურიანი იტალიელების, აუტანელი დეიდებისა თუ მამიდების ქაქანის და ბებიის უკვე ყელში ამოსული კერძების მიუხედავად, ოჯახი ციხესიმაგრეა.

ბავშვებთან ერთად სიარული ყველგან

იტალიელები ბავშვებთან ერთად ყველგან დადიან: ძვირად ღირებულ რესტორნებში, სილამაზის სალონებში, ბუტიკებში, კაფეებში, ტრატორიებსა თუ მაღაზიებში. თქვენ უმალვე მოგიტანენ სპეციალურ საბავშვო სკამს, გაეთამაშებიან ბავშვს და მოუძებნიან გასართობს. ბავშვთან ერთად თქვენთვის კარი ყველგან ღიაა.

ცხოვრების ჯანსაღი წესი ცხოვრების სტილია

ამიტომაც პასტა და პიცა არ გასუქებს. საშუალოსტატისტიკური იტალიელი წელიწადში 26 კგ პასტას მოიხმარს და М ზომის ტანსაცმელს ატარებს. თქვენ, ფაქტობრივად, ვერ იპოვით დიეტით დატანჯულ იტალიელს, ყოველდღიური რაციონია - თავად დიეტა. წესი მარტივია: დააბალანსე ბოსტნეული/ცომეული/ცილოვანი საკვები/ხილი, მოამზადე საჭმელი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან, გამოიყენე მარტივი რეცეპტები, გააკონტროლე ულუფები.

წესი #2: ფეხით სიარული ან ველოსიპედით გასეირნება. მანქანა - მხოლოდ მასშტაბური შოპინგებისთვის ან თუ სამსახური სახლიდან შორ მანძილზეა. საყიდლები -

კვირაში ერთხელ სუპერმარკეტის ურმის გავსება კი არა, ყოველდღიურად პატარა მაღაზიებსა თუ ბაზარში სიარული ახლად დაჭერილი თევზის, ახლად გამომცხვარი პურის საყიდლად. შეხვედრა მეგობრებთან პარკში ან ზღვის სანაპიროზე...

ტანსაცმელი ალამაზებს ადამიანს

იტალიელები მეტისმეტად ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ გარშემომყოფებზე. და თქვენ იცით, ეს კარგია. ეს ლამაზია. ქუჩაში ხალხის თვალიერება სასიამოვნოა. მათ აქვთ ტანსაცმელი ყველა შემთხვევისთვის: იტალიელები არ ჩაიცვამენ პარკში იმავე ტანსაცმელს, რაც ეცვათ ბაზარში ან მეგობრებთან შეხვედრისას.

შორტებში, ჭრელი პერანგებსა და რეზინის "ჩუსტებში" შემოსილი იტალიელი რომსა თუ ფლორენციაში - ნონსენსია. ამ ფორმაში მხოლოდ ტურისტებს თუ ნახავთ. იყო კარგად (არ არის აუცილებელი, ძვირფასად), სიტუაციის შესაბამისად ჩაცმული - ეს საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემას ნიშნავს. აქსესუარების მორგებაში კი იტალიელებს ბადალი არ ჰყავთ.

კარგი მანერები ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის

სადაც უნდა მიხვიდეთ, ყველგან გაუღიმეთ იქ მყოფთ. როდესაც პატარა სუპერმარკეტში შედიხარ, გესალმება ყველა - სალაროსთან მომუშავე თუ მეპატრონე. ადამიანთან საუბრისას მუდმივად უყურეთ თვალებში და მზერით შეინარჩუნეთ კონტაქტი. თუ შემთხვევით ხელი გკრეს, პირველმა მოუხადეთ ბოდიში და ინციდენტი კომპლიმენტების გაცვლა-გამოცვლად გადაიქცევა. მავანს ეს ყველაფერი სოციალურ შირმად მოეჩვენება, მაგრამ ყოველდღიური ყოფის შელამაზებით ცხოვრება უფრო მშვენიერი ხდება.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან საინტერესო და სასარგებლო ცნობებია love იტალიაში წასვლა უფრო მომანდომა :დ <3 იქ მაინც იმ ცხოვრების წესით თუ ვიცხოვრე კი დავჯდები იტალიელის ფორმაზე :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
ძალიან საინტერესო და სასარგებლო ცნობებია love იტალიაში წასვლა უფრო მომანდომა :დ <3 იქ მაინც იმ ცხოვრების წესით თუ ვიცხოვრე კი დავჯდები იტალიელის ფორმაზე :D

love

 


№3 სტუმარი tea Tsiklauri

Movkvdi sicilit :D

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

tea Tsiklauri
Mov wink kvdi sicilit :D

wink

 


№5  offline მოდერი Nude

აუ, იტალია... sad საოცრად მომენატრა იქაურობა და იქაური ხალხი! ისე, ყოველთვის გაოცებული ვაკვირდებოდი მათ ყოველ ქმედებას და ჰო, ამ ცნობას და მათ შორის, ძალიან დიდი საერთოა. love love
--------------------
bailey

 


№6 სტუმარი ნინ

მიყვარს მე ჩემი იტალია და იტალიელები.vi voglio bennnneeeeee.❤❤❤❤❤

 


№7 სტუმარი იზა

მახსოვს ბავშვობა სწორედ რომ ასეთი მქონდა სოხუმში ოღონდ ჩვენ ქართველები ცუდისკენ შევიცვალეთ , იტალიელები კი პირიქით უკეთესობისაკენ . დასანანია !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent