შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი არჩევანი (თავი 4)


გუშინ, 23:13
ავტორი Tak.oo
ნანახია 51

***
დღის მეორე ნახევარში ანკა თავის სამუშაო კაბინეტს ტოვებს და ნოესთან მიდის.რადგან ერთად განიხილონ ის რაც ანკამ მოასწრო და შეცვალა ამ დღეებში.
ნოეს კაბინეტთან მისულს ხმები ესმის ისევ.კარზე აკაკუნებს და შედის.
ანდრია,თორნიკე და მარიამი არიან ისევ.
_გამარჯობა_ ფრთხილად ამბობს ანკა.
ღიმილით ესალმება ყველა.
ნოე ფანჯარას შორდება და მისკენ მიდის.
_გამარჯობა.როგორ ხარ? _ეგებება ანკას.
ანკა დაფიქრებული უყურებს.
_მე კარგად,შენ?
_მშვენივრად._ღიმილით პასუხობს ნოე._მიხარია,რომ მოხვედი.მოდი.
_ოჰ… ანდრია შეგნებულად ამბობს.
ნოეს ეღიმება.
_რა არის ანდრია? _ ინტერესით კითხულობს ნოე.
_არაფერი _პასუხობს ანდრია. თორნიკე იცინის.
_გართობის დროა.
_გართობა შემდგომ,ჯერ საქმე. _ამბობს ნოე._ნუ შიგადაშიგ შეგვიძლია,მთლად რომ არ ჩავკლათ მეგობრული გარემო.
მაგიდასთან ახლოს ჯდებიან,ამჯერად გვერდი-გვერდ და არა პირისპირ.განიხილავდნენ ანკას შეთავაზებულ სიახლეებს.
ნოე ინტერესით და დაკვირვებით უსმენდა.ანკა გატაცებით საუბრობდა.ნოეს მოწონს მისი ენთუზიაზმი,ჩართულობა.
_მომწონს._იძახის ბოლოს ნოე._მაგრამ ერთი საკითხი. ვადებში ჩატევას შეძლებ ამ გეგმით თუ ვიმოქმედებთ?
_დაიწყო ისევ კონტროლი._ იცინის ანდრია.
ანკა იჭერს ანდრიას ნათქვამს.კონტროლი…ანკას უცნაურად ეჭიმება მხრები.
ეს სიტყვა ზედმეტად ნაცნობად ჟღერს.
_ანკა…_ რეალობაში აბრუნებს ნოეს ხმა.
_კი,ეს გეგმა ამ დროის შესაბამისად მაქვს გაწერილი.ნუ იქნება პატარ-პატარა აცდენები,თუმცა ვფიქრობ საბოლოოდ უნდა ჩავეტიოთ.
_კარგი,ამ ეტაპზე ეს რაც არის მე მომწონს,თან ძალიან.
_ნოეს მოწონს,მთავარი ესაა._იცინის თორნიკე.
_რა მოწონს? _ კომპიუტერიდან თავს ზევით წევს მარიამი და ინტერესით კითხულობს.
_ვინ იცის?! _სიცილით ამატებს ანდრია.
პაუზა.
ნოე უყურებს მეგობრებს,თვალებში პაწაწინა ნაპერწკლები შეინიშნება.
_როდის გაიზრდებით?
ანკას ეს კომენტარები ცოტა ძაბავს.ფაილების ალაგებას იწყებს,უნებლიედ ნოეს მაგიდაზე დაყრდნობილ მკლავს ეხება,ეს შეხება კიდევ უფრო ძაბავს და ძირს უცვივა ფაილები.
“რა მჭირს” _ანკა ფიქრობს და ძირს იხრება.ნოე თითქოს მის ფიქრებს კითხულობს.
_არაუშავს,მე დაგეხმარები._ ნოე მასთან ერთად კრეფს მაგიდის ქვეშ და მის გარშემო მიმოფანტულ ფაილებს.უნებლიედ ერთ-ერთ ფაილს ერთდროულად კიდებენ ხელს,სადაც მათი თითები ერთმანეთს ეხება.წამიერად ორივე თვალებს ზევით წევს და ერთმანეთის თვალებს აწყდებიან.
_შენია,_ უღიმის ნოე და ძალიან მშვიდად უთმობს ანკას ფაილს.
ანკა წელში სწორდება და ახლა მაგიდაზე აგრძელებს ფაილების გასწორებას,მაგრამ თითქოს ხელი ეწვის,რაღაც დარჩა იმ შეხებისგან,წამიერი შეხებისგან…
_აი აიღე,ესეც ბოლო ფაილი._ აწვდის ნოე ანკას.
_მადლობა._ არა მყარად უღიმის ანკა.ნოე რამდენიმე წამით მზერას ანკაზე აჩერებს,უღიმის.
_კარგი,თუ სხვა არაფერი,მაშინ დაგტოვებთ.
_დროებით._მშვიდად,ღიმილით პასუხობს ნოე.
ემშვიდობებიან ნოეს მეგობრებიც.ანკა ოდნავ ჩქარი ნაბიჯით ტოვებს კაბინეტს.კარს აქეთ თითქოს ჰაერი მსუბუქდება.

***
_ნოე,ამ გოგოსი მხოლოდ მართლა მარტო გეგმა მოგწონს?_ კითხვას სვავს ანდრია.მარიამს ღიმილს ჰგვრის ეს კითხვა.თორნიკე ნოეს აკვირდება.
ნოე კი უბრალოდ ფანჯარასთან დგას,ხელებით ფანჯრის რაფას ეყრდნობა და ნისლიან ქუჩას გადაყურებს.დაბლა ქუჩაში,ხედავს როგორ ჯდება ტაქსში ანკა.ნოე გაუაზრებლად იმ ხელს კრავს რომელზეც ანკა შეეხო რამდენიმე წუთის უკან.

***
ანკა ტაქსს ტოვებს,სწრაფი ნაბიჯით შედის ოფისში და თავის კაბინეტს აფარებს თავს.ფიქრს ვერ წყვეტს.რა იყო ეს? არაფერი განსაკუთრებული.შემთხვევითი შეხება…მაგრამ რატომ დარჩა ამდენ ხანს ჩემთან?!
ლეპტოპიდან მეილზე შემოსული შეტყობინების ხმა ისმის.ანკა ხსნის მეილს. ნოე


To: ანკა
Subject: პატარა დავალება
„ანკა, დღეს გაკეთებული ცვლილებები მომწონს. თუ გინდა, ხვალ ორიოდე წუთით შევხედოთ ერთად, მაგრამ არ არის სასწრაფო. — ნოე“

ანკამ თვალები გადაატრიალა.მარტივი სიტყვებია,მაგრამ გული ცოტა უცნაურად უცემს.საქმეა ანკა,საქმე.
სრფად კრეფს ტექსტს და გზავნის.


To: ნოე
Subject: RE: პატარა დავალება
„კარგი, ნოე. მადლობა.ხვალ შევხედავთ ერთად, როცა შენთვის მოსახერხებელია.“


ანკა ლუკას ხვდება,რამდენიმე მითითებას აძლევს ჯგუფთან დაკავშირებით,რომლებიც ხვალ უკვე ადგილზე სჭირდება,რათა დროულად დაიწყონ საქმე და ვადებში ჩაეტიონ.
შემდეგ დგება და მიდის.
სახლში ემოციურად დაღლილი ბრუნდება.ოჯახი ვახშმისთვის ემზადება.
_ანკა,დე არ ივახშმებ?
_დღეს არა,დაღლილი ვარ,ადრე მინდა დავიძინო.
_რამე ხომ არ მოხდა?
_არა,ყველაფერი რიგზეა.
_კარგი მაშინ.


***

ანკა ოთახში შედის და პირდაპირ საწოლზე წვება,ჭერს უყურებს და გრძნობს როგორი დაჭიმული აქვს სხეული.
ვერ კი ხვდება როგორ მოუდუნდა სხეული და ჩაეძინა.მოგვიანებით,როცა ქალაქს სძინავს,ანკას ტელეფონი ვიბრირებს.ანკას ეღვიძება,ცოტა უჭირს გამორკვევა ძილიდან,მაგრამ მაინც პასუხობს.მშვიდი ჩახლეჩილი ხმით
_გისმენ.
_შენ რა გეძინა? _ თბილი მზრუნველი ტონით ეკითხება ხმა.
ეს ხმა,ეს ტონი…დღეს უკვე მოისმინა
“მე დაგეხმარები” ჰოო,ნოემ როცა ფაილები ააკრეფინა იატაკიდან.
_ანკა,აქ ხარ?
_რაა? ჰოო…
_გეძინა? _კითხვას უმეორებს ნოე.
_ჰო.ცოტა დამღლელი დღე მქონდა…შენ? შენი დღე როგორი იყო? _ და პასუხის მოლოდინში სიცივე იგრძნო.
_მშვიდი და საინტერესო…
_საინტერესო?
_ჰოო_ ეღიმება ნოეს.
_ნოე,_ ხმაში ეჭვი უჩნდება ანკას,ეს ნოეს არ ეპარება.
_რა? _ მშვიდი ხმით პასუხობს.
_შეგიძლია კამერა ჩართო?_ ძლივს უყრის თავს სათქმელს ანკა.
_ანუ ვიდეო ზარზე გადავდივართ?_უკვირს ცოტა ნოეს.
_ჰო,თუ შეიძლება.
_ მოდი მაშინ ერთდროულად ჩავრთოთ_ იცინის ნოე._ ეს რაღაც ახალია…სამი,ორი და ერთს რომ ვიტყვი ჩავრთოთ კაი?
_კაი._ სუნთქვა შეკრული ეუბნება ანკა.
_მაშინ ვიწყებთ. სამი,ორი _ნოე პაუზას აკეთებს._ ერთი.
კამერას რთავს ორივე.
მათი თვალები ერთმანეთს უმზერს.ცოტა გაოგნებული,თუმცა მშვიდი,რაღაც სხივი ჩნდება ნოეს თვალებში.
_გამარჯობა ანკა._მშვიდი თავდაჯერებით ამბობს ნოე.
_ანუ შენ ხარ?!_ თითქოს თავისთვის ამბობს ანკა.
_ჰო,მე ვყოფილვარ…_იღიმის ნოე.
_არ მეგონა,უფრო სწორედ ვერ ვიჯერებდი…ხმაში ოდნავ დაბნეულობა,სიცივე ეპარება.
_როდის მიხვდი?_ეკითხება მშვიდად ნოე.
_დღეს ეჭვები გამიმძაფრდა…ახლა რა უნდა ვქნათ?_ჩურჩულით ამბობს თითქოს თავისთავს ეკითხება და პასუხისაც ეშინია.
_ახლა?... _ნოე,ოდნავ იღიმის._ ახლა,ვუყუროთ ერთმანეთს და ვნახოთ რამდენი ნაპერწკალი შეიძლება გაჩნდეს.
_ნაპერწკლები... ჰოო…_ ეცინება ანკას მომხდარზე._ნოეე,ცუდად ვგრძნობ თავს…_ ანკა ხელებს იფარებს სახეზე.
ნოეს ეღიმება გოგოს სიმორცხვეზე.
_რატომ? მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი._ ამბობს ნოე დამაჯერებლად.
ანკა ხელებს იშორებს სახიდან.იცის,რომ თავადაც მოწონს,მაგრამ,ოფისის ნოესთან სხვა პასუხისმგებლობა აქვს და ეს თითქოს კედელივით არის აღმართული.
_ჰო,მაგრამ ოფისის ნოესთან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
ორივე ჩუმად არის.ერთმანეთს უყურებენ.
_რატომ? გეჩვენება რომ აქ არანაკლები ნაპერწკლებია თუ იქ არის ნაკლები?_ იცინის ნოე.
_შენზე საერთოდ არ იმოქმედა??_იცინის ანკა და თან ინტერესი ერევა ხმაში.
_სასიამოვნო დამთხვევას დავარქმევდი მე.გამოდის, რომ ერთ ადამიანს ორჯერ ვეფლირტავე და არცერთხელ არ ვიცოდი? _ეღიმება.
_ანუ მეფლირტავები შენ მეე? და ოფისის ნოეც? _ ეთამაშება ანკა.
ნოე თვალს არ აშორებს.
_არ ვიცი…შეიძლება იმ ადამიანს ვეფლირტავებოდიი, ვინც ღამით მესაუბრებოდა._წამით ჩერდება.
_და შეიძლება იმასთანაც, ვინც ოფისში თავს იკავებს, მაგრამ თვალებით ბევრად მეტს ამბობს._ოდნავ წევს თავს გვერდზე.
_შენ რას ფიქრობ, ანკა? ერთი ადამიანია… თუ ორი?
_არ ვიცი… _ ეღიმება ოდნავ.
იქნებ ერთი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა გამბედაობას პოულობს.ან იქნებ უბრალოდ თამაშია? შენ როგორ ფიქრობ ნოე, თამაშობ?
_მე იმაზე მეტი ვთქვი,ვიდრე თამაშის დროს…ამას უფრო რისკიანი თამაში შეიძლება დავარქვათ.როგორ ფიქრობს ღირს რისკი?
_მშვიდად ეკითხება ნოე.
ანკას გული გამალებით ცემს.
_მე რისკი არ მიყვარს…მაგრამ თუ შენ რისკი ხარ… მაშინ მგონი ღირს.
_”სახალისო რისკი” მშვენიერია,გავრისკოთ ერთად._ დამამშვიდებლად იღიმის ნოე.
_ნოე,დავიშალოთ ახლა,ღამის ორ საათს გადასცდა უკვე დიდი ხანია.ხვალ სამსახური გველოდება და პასუხისმგებლობები.
_ჰო,რა თქმა უნდა.თან შენი პროექტის უფროსი როგორც ვიცი დიდი კონტროლის მოყვარული ვინმეა._იცინის ნოე.
_უნდა დაგეთანხმო,ზედმეტად თავდაჯერებული,კონტროლის მოყვარული და ცივი. _ იღიმის ანკა გამომწვევად.
_ცივიი? ეს უკვე ბრალდებაა! ამას არ ვაღიარებ,ვაპროტესტებ და დაგარწმუნებ ამაში შენც! _იცინის ნოე.
_წარმატებებს გისურვებ! ახლა კი ძილინებისა ნოე.
_მშვიდი ღამე _ ძალიან თბილი მზერით ემშვიდობება ნოე.

***
მეორე დილით ორივე ელოდა პირისპირ შეხვედრას,ორივეს გული გამალებით ცემდა.თუმცა ნოე,კონტროლის მოყვარული,საკუთარ თავზეც კონტროლს ამყარებდა და არცერთი წამით არ იფიქრებდა ვინმე, რომ რაღაც გარდამტეხი მოხდა ღამით მის ცხოვრებაში.
როგორც შეთანხმდნენ ანკა მივიდა ნოესთან ოფისში.კართან მდგომს ისევ შემოესმა ხმა,პატარა სიცილი,საუბარი…ალბათ ისევ ისინი…გაიფიქრა ანკამ.
კარზე დააკაკუნა და კარი შეაღო
_გამარჯობა._ღიმილით ესალმება ანკა გუნდს.
_გამარჯობა ანკა._ ესალმებიან.ნოე გამოეყო გუნდს და ანკას უახლოვდება,ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს სახეზე.ანკას უახლოვდება და მხოლოდ მაშინ ეკითხება ძალიან მშვიდი,რბილი ხმით
_როგორ ხარ?
_მე კარგად,შენ? _ანკა ცდილობს არ შეიმჩნიოს წუხანდელი ღამე.
_შესანიშნავად._ახლა უკვე მაცდურად იღიმის ნოე.
_მიხარია._ მსუბუქი ირონიით და ოდნავ გასაგონად პასუხობს ანკა.რაზეც ნოეს ტუჩის კუთხეს აპობს ღიმილი.
_დავიწყოთ?
_კი._ ანკა მხრებში სწორდება და ენერგიულად სწევს სკამს.ნოე ამჯერადაც ანკას გვერდით ჯდება.
_პირველ რიგში გეტყვი იმას რომ,ჩემი გუნდი დღეს ობიექტზე მივიდა,მუშაობა განახლდა.
_მშვენიერი სიახლეა.მომწონს.
_არის რამე რაც არ მოგწონს ნოე შენ …? აქ პაუზას შეგნებულად აკეთებს ანდრია,რომ მიახვედროს რასაც გულისხმობს.ნოე იღიმის,მაგრამ კომენტარს არ აკეთებს.მარიამს მსუბუქი ღიმილი გადაკრავს სახეზე.ანკა გულში იცინის,მაგრამ სახეზე სტაბილურად მშვიდი გამომეტყველება აქვს.”რაო ნოე,აშკარად ვერ აკონტროლებ სიტუაციას,ან ანდრიას” იცინის ანკა გულში.
ანკა ფაილებს მაგიდაზე ალაგებს.

_აი ეს ნახე ნოე,_უწვდის ფაილს და ნოე თითქოს შეგნებულად ანკას ხელს ეხება.ანკა გრძნობს ამ ჟესტის მიზეზს და ნოეს დაკვირვებით შეხედავს წამით.ნოე არ არიდებს მზერას და მსუბუქი ღიმილი აქვს სახეზე.ანკა ამჩნევს ამას და ლოყები ეფაკლება.
_მომწონს…_ჩურჩულებს ნოე.ეს ბოლო კომენტარი აშკარად ანკას ახალისებს და თან ცოტა ძაბავს.ანკა მშვიდი სახით უყურებს და სუსტად,ძლივს შესამჩნევად ეღიმება.
_ამ დეტალზე რას იტყვი? გადახედე და თუ თანხმობას იტყვი,შემდეგი დავალება ეს იქნება ჩემი გუნდისთვის.პირველი რაც უნდა გაკეთდეს შესრულებული სამუშაოს შემდგომ ეს ჭერია.
ნოე ფაილს ართმევს,ყველა დეტალს აკვირდება.ცოტახნის პაუზის შემდგომ თავს უკრავს.
_მშვენიერია.ასე გააგრძელე.
ტელეფონი რეკავს,ანდრია ბოდიშს იხდის და გადის კაბინეტიდან.
_მე დავასრულე ნოე,მეილზე გადმოგიგზავნე და გადახედე,როცა დრო გექნება._ამბობს მარიამი და ის და თორნიკე ნოეს კაბინეტს ტოვებენ.
ამ ორისთვის თითქოს ჰაერი მძიმდება.ნაპერწკლები თავისით იზრდება.
_ვფიქრობ,ჩემი წასვლის დროც არის._ იძახის ანკა.ფაილებს ერთმანეთზე აწყობს.
_ჰოო? _მაცდურად იღიმის_ ონლაინ ანკა ასე არ ჩქარობს ხოლმე,ჩემს მიტოვებას._ეშმაკურად ეღიმება.
_ონლაინ ნოე კი უფრო გულწრფელია,ახლა კი ზედმეტად აკონტროლებ…
_შენ ფიქრობ რომ რამეს ვმალავ?_ ნოეს ღიმილი სახიდან ქრება და სერიოზულდება.
_არა,მე ეს არ მიგულისხმია,უბრალოდ აქ მეტად ფრთხილი ხარ.
ანკა მაგიდის კიდეზეა მიყრდნობილი და ხელები მაგიდაზე აქვს ჩამოდებული.ნოე მანძილს ფარავს მათ შორის,მის წინ დგება.
_იმიტომ რომ აქ შედეგები რეალურია.
_და ონლაინ? _ეკითხება ანკა.
ნოე თვალს არ აშორებს.
_იქ შენთან მარტო ვარ.
_აქაც მარტო ხარ,ახლა._მშვიდად პასუხობს ანკა
_არა,აქ რისკია.
_მე რისკი ვარ?
ნოე,უფრო მეტად ასუსტებს მანძილს მათ შორის.
_ შენ ის ხარ ვისთანაც არ მინდა შეცდომა დავუშვა.
_ და თუ ეს შეცდომა არ არის?
ნოე წამით ჩერდება.მისი ხელი მაგიდის ზედაპირზე ჩერდება ანკას ხელთან ახლოს,ისე რომ არ ეხება…
_მაშინ…_ ნელა ამბობს ნოე._უნდა შევწყვიტო ფრთხილად ყოფნა.
_მე აქ ვარ. _ ამბობს ანკა.
ორივე ჩუმდება.ნოე თვალებში უყურებს ანკას,თითქოს მისი სიტყვების სიზუზტეს ამოწმებს.ძალიან ნელა ხელს წევს მაგიდის ზედაპირიდან და ანკას ხელს ეხება ნაზად.ეს აღარ არის შემთხვევით შეხება.
_მაშინ…არ წახვიდე._დაბალი ხმით ეუბნება ნოე.
ანკას სუნთქვა იცვლება.ასე დგანან რამდენიმე წამით.ნოეს მეორე ხელი იგივე მოქმედებას იმეორებს და ანკას მეორე ხელს ეხება,ასე ვიწროვდება მათ შორის მანძილი და რამდენიმე სანტიმეტრი რჩება სივრცეში თავისუფალი.
_მე არც ისე მშვიდი ვარ,როგორიც გგონია._ ჩუმად ამბობს ნოე.
_ვიცი._ თვალებში უყურებს და ისე პასუხობს ანკა.მაგრამ მათ შორის მინიმუმამდე შემცირებული მანძილი კონტროლს აკარგვინებს.ქვედა ტუჩს უნებლიედ კბილებს შორის იქცევს.მაშინვე ხვდება რას აკეთებს,მაგრამ გვიანია.ნოეს არ ეპარება ეს ჟესტი,მისი მზერა წამით ანკას ტუჩებზე ჩერდება,შემდეგ ისე თვალებში უყურებს.
_ასე ნუ მიყურებ,მე ისედაც მიჭირს შენს გვერდით კონტროლის შენარჩუნება._ეღიმება ნოეს.
_კონტროლის მოყვარული შენ ხარ._ იცინის ანკა.
ნოე თავს ხრის მისკენ,ისე რომ ანკა მის სუნთქვას გრძნობს.
_და შენ? შენ რას აკონტროლებ ახლა?_ეკითხება ნახევრად ღიმილით.
_ალბათ…არაფერს._პასუხობს ანკა გულწრფელად.თავს ოდნავ დაბლა ხრის.
ნოე ხვდება რომ ეს არის სურვილი,ოღონდ შეკავებული.
მისი ხელი ისევ ანკას ხელზეა.
ცერა თითი ძალიან მსუბუქად გადაატარებს მის კანს. ინსტინქტურად.
და მაშინვე ჩერდება,თითქოს ახსენებს თავს სად არიან.
_თუ ახლა არ გავჩერდები… — ამბობს ჩუმად.
ანკა სუნთქვა ეკვრება.
_გაჩერდები?
ნოე თვალს არ აშორებს რამდენიმე წამი.
შემდეგ ნელა აშორებს ხელს.
ერთი ნაბიჯით უკან იხევს.
არა იმიტომ, რომ არ უნდა.
_დღეს არა, _ამბობს მშვიდად, მაგრამ დაბალი ხმით._მე მინდა ეს მომენტი მაშინ, როცა არ დაგვჭირდება თავის შეკავება.
ანკას თვალებში პატივისცემა ჩნდება.
ის ხვდება რომ ნოე არ გარბის წინ.უბრალოდ გარემოებას აფასებს სწორად.
ანკა ფაილებს იღებს, მაგრამ კართან მისული ჩერდება.
_კარგად ნოე — ამბობს მშვიდად.
და გადის.

***
ღამით,როცა ძილი ართმევს ქალაქს თავს,ტელეფონზე ზარია.ჩვეულებად ქცეული.ანკა სითბოს გრძნობს უკვე გულში.თითქოს მის ზარს სხვა ხმა აქვს.ჩვეული ზარი,მაგრამ ახლა მხოლოდ ხმა აღარ არის,ახლა მის ღიმილს ხედავს,მის თვალებს სადაც ბევრი ნაპერწკალი ჩნდება…
_ჰოუ…_ მხიარულად,მაგრამ სინაზით პასუხობს ანკა.
_ როგორ გრძნობ თავს?
_კარგად,შენ? როგორ ჩაიარა დღემ? დაკარგე კონტროლი საბოლოოდ თუ…??
_ჯერ არა… მაგრამ ვაღიარებ, დღეს რამდენჯერმე ძალიან ახლოს ვიყავი.
_ანუ საშიში მდგომარეობაა? — ეღიმება ანკას.
_საშიში კი არა… საინტერესო. შენ რომ მახსენდები, კონტროლი ცოტა სხვანაირი ცნება ხდება.
ანკა წამით ჩუმდება.
_შენ ძალიან მარტივად ამბობ ასეთ რაღაცეებს…
_ხომ იცი შენთან მარტივია. — მშვიდად პასუხობს ნოე.
_ეგ ალბათ შენთვის,მე ჯერ მაინც მიჭირს…_გულახდილად პასუხობს ანკა.
_რატომ?
_მგონი ოფისის ნოე მაფერხებს._ეღიმება სინაზით.
_ვითომ?! _იცინის ნოე._ მაგას ვერ ვიტყოდი მე.მგონი ოფისის ნოე უბრალოდ ხმამაღლა არ ამბობს იმას, რასაც ღამის ნოე ფიქრობს და ამბობს.
რამდენიმე წამი სიჩუმეა.ანკა იღიმის.
_ანუ ღამის ნოე უფრო გულწრფელია?_მშვიდად ეკითხება.
_შეიძლება, _პასუხობს ნოე, დაბალი ხმით.
ანკა ოდნავ ჩერდება, თითქოს არჩევს სიტყვებს.
_მაშინ უნდა ვაღიარო…
ნოე სუნთქვას იკავებს.
_რა?
_რომ მე ღამის ნოე უფრო მომწონს.
სიჩუმე.ანკა იღიმის და ამატებს.
_ის ნაკლებად მაფერხებს.
ნოე ჩუმად იცინის, მაგრამ ამ სიცილში უკვე აშკარაა, რომ სიტყვებმა მიზანს მიაღწია.
_საშიში არჩევანია, — ამბობს ბოლოს.
_რატომ?-ეკითხება ანკა.
_იმიტომ, რომ ღამის ნოე ბევრად ნაკლებად ფრთხილია.
ნოე მშვიდად სუნთქავს.
_და შენ მაინც მას ირჩევ?_ჩაეკითხა ნოე.
ანკა ღიმილს ვერ მალავს.
_შეიძლება.
_მაშინ მოდი გავარკვიოთ ერთი რამ.
_რა?
_ღამის ნოე ნაკლებად ფრთხილია… მაგრამ არასდროს აკეთებს იმას, რაც შენ არ გინდა.
სიჩუმე.
ანკას თითები ინსტინქტურად ეჭიდება ტელეფონს.
ნოე აგრძელებს
_ასე რომ, სანამ შენ ასე მშვიდად მეუბნები, რომ ის უფრო მოგწონს…
მე შემიძლია კიდევ უფრო ნაკლებად ფრთხილი გავხდე.
ანკას სუნთქვა ოდნავ ეცვლება.
_მემუქრები? _ ეღიმება, მაგრამ ხმა რბილია.
_გაფრთხილებ, _მშვიდად პასუხობს ნოე._
შენ დაიწყე ეს თამაში.
ანკა რამდენიმე წამით ჩუმდება.
იცის, რომ ახლა შეუძლია გაჩერდეს.
მაგრამ არ ჩერდება.
_და თუ არ მინდა, რომ გაჩერდე? — ამბობს თითქოს მსუბუქად, მაგრამ ანკას ხმაში გამოწვევაა.
მეორე მხარეს სიჩუმე დგება.
_მაშინ უნდა ვიცოდე, რამდენად მზად ხარ იმისთვის, რასაც ითხოვ.
ანკა იღიმის.
_ეს ხომ მხოლოდ თეორიაა?
_შენთვის შეიძლება, — ამბობს ნოე მშვიდად._ მაგრამ მე თეორიებსაც სერიოზულად ვუდგები.
ანკას გული ოდნავ უჩქარდება.
_და რას გააკეთებდი?
ნოე არ ჩქარობს.
_ჯერ ხმას შეგიცვლიდი.
_ხმას? _ანკას სიცილი ეპარება.
_ჰო. იმიტომ რომ შენ როცა მეხუმრები, ხმაში სიმამაცე გაქვს და მაინტერესებს, როგორ ისაუბრებ, როცა მართლა აგერევა.
ანკა წამით ჩუმდება.
_შეიძლება ვერ ამირიო, — ამბობს მაინც.
ნოე ოდნავ იცინის.
_მაშინ გამოდის, რომ შენ ბევრად ნაკლებად ფრთხილი ხარ, ვიდრე მე.
ანკა მშვიდად პასუხობს:
_შეიძლება._აშკარა გამოწვევა იგრძნობა მის ტონში.ნოე ამას გრძნობს.
_კარგი, — ამბობს ნელა. — მაშინ წარმოვიდგინოთ.
ანკას სუნთქვა ღრმავდება.
_რა?
_რომ ახლა შენ წინ ვდგავარ. არა ოფისში. არა სხვების თვალწინ…მხოლოდ შენ და მე.
ანკა თვალებს ხუჭავს წამით.
_და?
ნოეს ხმა დაბალია, მაგრამ მშვიდი.
_და შენ ისევ ისე მიყურებ, როგორც დღეს მიყურებდი. თითქოს არაფერია… მაგრამ ყველაფერია.
ანკას ტუჩზე ისევ ის უნებლიე მოძრაობა ჩნდება.
_შენ ძალიან თავდაჯერებული ხარ შენს წარმოსახვაში.
_მე დეტალები მახსოვს, — პასუხობს ნოე. _ როგორ კბენ ქვედა ტუჩს, როცა ნერვიულობ.
ნოე არ ჩქარობს.
_მერე? _ეკითხება ანკა
_მოვიდოდი შენთან ახლოს,მაგრამ არ შეგეხებოდი.
_რატომ?
_არ შეგეხებოდი._ამბობს ნოე მშვიდად_პირველ რიგში უბრალოდ დაგაკვირდებოდი. იმიტომ რომ შენ მაშინ ყველაზე მეტად გერევა, როცა გრძნობ, რომ ვაკონტროლებ სიტუაციას.
_მგონი ცდები.
_არაა_იცინის ნოე
_მშვიდად ნოე.
_მე არასდროს ვიქნები მშვიდად შენთან,უბრალოდ კარგად ვმალავ.
ორივე ჩუმდება და თითქოს ერთმანეთის სუნთქვას უსმენენ.
ანკა ხმადაბლა ამბობს:
_მგონია, რომ ამ ზარებს დავეჩვიე.
ნოე ნაზად ეკითხება:
_ცუდია?
_საშიშად, _ ეღიმება ანკას. _ თუ ერთ ღამეს არ დამირეკავ, ალბათ ვერ დავიძინებ.
ნოე ამჯერად არ ხუმრობს.
_მე არ მაქვს ისეთი ღამე, რომ შენზე არ ვიფიქრო.
ანკა ბალიშზე გადაბრუნდა ტელეფონი ყურთან უფრო ახლოს მიაქვს.
_შენ იცოდი, რომ ონლაინ უფრო თამამი ვარ?
_ვიცი.
_და რეალში?
_რეალში შენ თვალებით ლაპარაკობ.
ანკას ხმა რბილდება.
_შენ როგორ იძინებ?
_ალბათ ისე, რომ წარმოვიდგენ, შენ უკვე გძინავს.
_და რას წარმოიდგენ?
ნოე აღარ აჩქარებს.
_რომ შენ მშვიდად ხარ და რომ ღამის ნოე დღეს ზედმეტი არ იყო.
ანკა ჩუმად იცინის.
_ღამის ნოე… ძალიან ზუსტია.ნოე_ ეძახის ძალიან ნელა.
_ჰო?
_ხვალ ისევ დამირეკე.
_ყოველ ღამე.
ანკას გულში უცნაური სიმშვიდე ჩნდება.
_მაშინ ახლა დავიძინოთ.
ნოეს ხმა რბილია.
_დაიძინე. და თუ ღამის ნოე დაგესიზმრება… ნუ გამაჩერებ.
ზარი არ წყდება მაშინვე.
ორივე რამდენიმე წამი ისევ ჩუმად არის.
თითქოს არც ერთს არ უნდა პირველმა გათიშოს.

***
ეკრანზე ბათუმის სასტუმროს პროექტის გეგმაა გაშლილი. ოთახში საქმიანი, მაგრამ დაძაბული სიჩუმეა.
_ინვესტორი საბოლოო პასუხს ელოდება. ან ვაგრძელებთ, ან ოფიციალურად ვხურავთ._პროექტის მენეჯერი
_ ადგილზე შეფასების გარეშე გადაწყვეტილება რთულია… მაგრამ ახლა იქ წასვლას რა აზრი აქვს?_ფინანსური მენეჯერი.
ნოე სკამში ოდნავ იწევა. თითები მშვიდად აქვს გადაჯვარედინებული.
_აზრი აქვს._ამბობს ნოე
_ რა შეიცვლება?_კითხულობს პროექტის მენეჯერი
_ უნდა ვნახო, სად დავუშვით შეცდომა,იქნებ გამოსწორება შეიძლება._ ამბობს ნოე.
_ანუ ისევ ბრუნდები იმ პროექტზე?_ფინანსური მენეჯერი
_ კი.
_მარტო?
_ არა.
_ დეტალური ანალიზი გვჭირდება. გეგმების ადგილზე გადამოწმება.
_ვინ მიდიხართ?
ოთახში წამიერი სიჩუმეა.
_გადავწყვეტ.ჯერ არ ვიცი.

***

ნოე კაბინეტში ბრუნდება.ტელეფონს იღებს და ანკას პირად ნომერზე რეკავს.რამდენიმე ზარის შემდგომ ანკას ცოტა გაკვირვებული ხმა
_გისმენ ნოე.
_ანკა,შეგიძლია ოფისში მოხვიდე ჩემთან?გთხოვ
ეს ტონი ანკას აბნევს.
_ახლაა?
_ჰო,თუ შეგიძლია.პირადად მინდა გაგესაუბრო.
_ნოე… კარგი,მოვალ.

***
ნახევარი საათის შემდგომ ანკამ ნოეს კაბინეტის კარი შეაღო.ნოე მაგიდაათან იჯდა და ფაილებს ჩაყურებდა.კარის ხმაზე თავი ასწია.თვალებში სიხარულის ნაპერწკლებმა გაუელვა.
_მადლობა,რომ მოხვედი. მოდი…_წამოდგა და მის გვერდით სკამი მოამზადა ანკასთვის.ანკა მიუახლოვდა,ნოე მისკენ იხრება და ნაზად ეხება ანკას ლოყას.ანკას გულში სინაზე ეღვრება. უკან იწევა,ნოეს ხელები ისევ მის მხრებზეა.
_რა მოხდა?_უღიმის ნაზად.
_ ეს პროექტი,რომელზეც შენ მუშაობ…მსგავსი ჩავარდნილი პროექტი არის ბათუმშიც.დრო იქაც ფაქტობრივად აღარ რჩება,ინვესტორები გასვლას აპირებენ პროექტიდან.ძალიან ცოტა დრო დარჩა.ამიტომ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე ბათუმში,ვნახოთ ადგილზე რა შეიძლება გაკეთდეს ამ მცირე დროში.
_ნოე,შენ ფიქრობ,რომ შევძლებთ? აქაც,ბათუმშიც?
_უნდა ვცადო… ოღონდ შენთან ერთად,შენ სხვაზე ადრე ამჩნევ დეტალებს და ეს არის რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ამ პროექტს და მე.
_შენც?
ნოეს არ ეპარება ანკას დასმულ კითხვაში ორ აზროვანი ხმის ტემბრი.ეღიმება
_ჰო,მეც.
_კარგი,მხოლოდ იმიტომ რომ შენც… _იღიმის ანკა. ნოე თავს აქნევს და ეცინება.

***
სახლში საღამოს ადრე ბრუნდება ანკა.დედა სამზარეულოშია.მამა სამსახურიდან არ დაბრუნებულა.
_დე,რაღაც უნდა გითხრათ შენ და მამას.სამსახურიდან ორი დღით ბათუმში მიწევს წასვლა._დედის სახის დანახვაზე ანკა ამატებს_ აუცილებელია,ასე რომ არ იყოს,კარგად იცი არ გეტყოდით.გთხოვ,მამასაც გაესაუბრო და გაგებით შეხვდით ამ ამბავს.მე უნდა ჩავალაგო მგზავრობისთვის საჭირო ნივთები.
_ანკა,იცი მამაშენი როგორც შეხვდება ამ ამბავს._შეწუხებული პასუხობს დედა.
_დედა,ძალიან გთხოვთ.ეს ჩემს საქმიანობაზე ცუდად აისახება შემდგომ,თუ ამ პროექტზე უარს ვიტყვი.ნუ შემწირავთ წარსულის ჩრდილებს,დავიღალე.
_მასე ნუ ლაპარაკობ,მამაშენთან არ გაბედო მასე საუბარი.
_მაშინ ნუ მიზღუდავთ ჩარჩოებს,მიჭერს უკვე._ბოლო წინადადებას გაბრაზებული ტონით ამბობს და საძინებლისკენ მიდის.
დედა ღრმად სუნთქავს და მიაძახებს
_მამა,რომ დაბრუნდება ესაუბრე ანკა.

***
გიორგი გვიან ბრუნდება სახლში,ანკას მამა.ანკა კარის ხმაზე იგებს რომ მამა სახლშია,ცოტას აცდის და შემდგომ გამოდის.
_საღამომშვიდობის მამიკო._ესალმება გიორგი ანკას.
_საღამომშვიდობის მა. _ანკა თითქოს უღონოდ არის,შინაგანმა ბრძოლამ უკვე გადაღალა,თუმცა იცის მაინც იბრძოლებს იმისთვის,რომ წავიდეს.
_მამა,შენთან საქმე მაქვს.ხვალ სამახურიდან ბათუმში მიწევს წასვლა ორი დღით.მინდა რომ მშვიდად შეხვდეთ ამ ამბავს.
მამა წარბებს ზევით ზიდავს.
_ჰოო… ორი დღე? ანკა, კარგად იცი როგორ ვაფასებ შენს პროფესიონალიზმს, მაგრამ სახლიდან ასე წასვლა… _ტონი მკაცრია, მაგრამ სითბოც ეტყობა.
_ ვიცი, მამა, სწორედ ამიტომ გთხოვ, რომ დამეთანხმო. პროექტი არ შეიძლება გაჩერდეს, ინვესტორები უკვე თანმიმდევრულად ელოდებიან ჩვენს გადაწყვეტილებას. _ ანკას ხმა რბილია, მაგრამ სიმტკიცე აქვს.
_ კარგი… შენ ზრდასრული ხარ, და ალბათ მართლა აუცილებელია. უბრალოდ გთხოვ, სიფრთხილე გამოიჩინე. დამირეკე პერიოდულად. — მამა ცოტა არბილებს ტონს.
_რა თქმა უნდა.კარგი,გავემზადები ახლა.
ესეც მოგვარებულია.ფიქრობს ანკა გულში.

***
ანკა ბოლო ნივთებს ალაგებს.ჩანთას კრავს და იქვე იატაკზე დებს.ტელეფონს იღებს და ნოეს ურეკავს.
_ ოჰ,როგორც წესი მე ვრეკავ ხოლმე._ხმაში ღიმილი ეპარება ნოეს.
-ჰოო,მაგრამ წესები ყოველთვის არ მუშაობს ჩემთან ნოე,შეეგუე ამას._ გამომწვევად იცინის ანკა
_ შენს ამპლუაში ხარ…გასაგებია._ იღიმება ნოე.
_ხვალ რომელზე გავდივართ?
_შვიდზე.
_ნოეე,ჯერ ისევ ბნელა მაგ დროს.ძალიან ადრეა.
_სამაგიეროდ შორი გზაა.
_მაშინ ახლა დაგემშვიდობები,თორემ დილით ვერ ავდგები
_ჯერ ძალიან ადრეა,მაგრამ თუ ასე გინდა…
_ არ მინდა,მაგრამ არც ის მინდა დილით დაგაგვიანო.
_როგორი პასუხისმგებლობაა_ იღიმის ნოე.
_ჰო აბა,კაი მშვიდი ღამე ნოე…
_ შენც ანკა…_ამბობს ნელა_ მშვიდი ძილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent