შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი არჩევანი (თავი 6)


გუშინ, 13:48
ავტორი Tak.oo
ნანახია 91

პიცას ჭამენ,როცა ნოეს ტელეფონზე ვიდეოზარია.ნოე წარბებს ზიდავს წამიერად.რაც ანკას არ ეპარება მხედველობიდან.
_გისმენ დედა.
_ როგორ არის ჩემი ბიჭი? დე,როგორ მომენატრე და შენ კიდე არ მირეკავ.
_მაპატიე,აქ იმდენად მძიმე სიტუაცია დამხვდა,ცოტა გამიჭირდა მობილიზება,მაგრამ აი ეს მეხმარება._ კამერას ანკასკენ ატრიალებს.ანკა თვალების დაჭყეტვას ვერ ასწრებს,რადგან ეკრანიდან ულამაზესი ქალი უყურებს,რომელიც ნოეს ძალიან ჰგავს.
_გამარჯობა.უკაცრავად…_პიცის ნაჭერზე მიანიშნებს.გაფაღლილი დღის მერე ასე მოხდა. _ ეკრანს მიღმა ქალი იცინის.
_ჰო,არ მიკვირს ჩემი შვილისგან,დამღლელი დღე თუ გქონდათ.
_ნუ სამსახური უპირველეს ყოვლისა,ბატონი ნოეს დევიზია._იცინის ანკა.
_მეც აქ ვარ სხვათაშორის._ საუბარში ერევა ნოე._ ანკაა ეს დე.აქ ჩემი მარჯვენა და მარცხენა ხელიც და ხან ტვინიც…_იცინის.
_გჭირდება ხან ნამდვილად,ვინმემ შენს მაგივრად იფიქროს. მომწონს,რადგან ანკამ შეძლო და შენს მაგივრად ფიქრი შეძლო ე.ი. ძლიერი კანდიდატია.
_ნუ გამაწითლეთ._ იცინის ანკა.
_ არაუშავს,შემდეგ შეხვედრაზე უკვე შეჩვეული იქნები_ ეხუმრება ნოეს დედა._ რომ დაბრუნდებით აუცილებლად მეწვიეთ.გამიხარდება თუ პირადად გაგიცნობ ანკა.
_მადლობა._ მხრებს წევს ზევით.
_ რაა? _ უყურებს ნოე._ გგონია არ წაგიყვან?!
_მე არაფერი მითქვამს მსგავსი._ მშვიდად პასუხობს ანკა.
_ მაგრამ შენი ჟესტები.
_ ოჰ,ნოე,ისევ ბევრს ფიქრობ._ იცინის ანკა.
ეკრანიდან სიცილის ხმა ისმის.
_არა,ძალიან მომწონხარ ანკა.კარგი,კარგი,რომ დაბრუნდებით გელოდებით ჩემთან.

_ეს რა იყო ქალბატონო?_ იცინის ნოე.
_რაა? _ უდარდელად პიცის ჭამას აგრძელებს ანკა.
_იცი რაც…ნუ მეთამაშები._ ნოე ნელა,ძალიან ნელა უახლოვდება.
_არ შემეხო_იცინის ანკა.
_ნუ მიკრძალავ იმას რაც ასე ძალიან მინდა.
აქ ანკას სუნთქვა ერევა.ნოე გრძნობს რომ უპირატესობა მის მხარესაა და ეღიმება.ნოე ნელ_ნელა უფრო მეტად უახლოვდება ანკა უკან იხევს.ნოე თამაშშია და ეცინება.
_იცი რომ წინააღმდეგობას ვერ გაუძლებ?_იცინის ანკა.
_აჰ,მეე? ნუ აღვიძებ ღამის ნოეს,ისედაც მისი დროა.
ანკა კისკისებს და საწოლზე ხტება ფეხებით.
_მომეშვიიიი _და ხტუნვას იწყებს როგორც ბატუტზე.ნოე მომღიმარი უყურებს.უკვირს რანაირად იცვლება ასე უცებ მისი განწყობა და თან ძალიან მოწონს.იმდენად რომ მის გარეშე სახლში მარტო დაბრუნება არ უნდა.
_რამე არ იტკინო,ბატუტი არაა ეს.
_მეც ვიცი._იცინის ანკა.ჩერდება და ნოეს უყურებს თვალებში.ნოე უახლოვდება ხელს უწვდის.
_მოდი მოგეხმარები._ანკა ეჭვის თვალით უყურებს.ნოე წელზე ხვევს მკლავებს და საწოლიდან ძირს სვავს.ხელს აღარ უშვებს,პირდაპირ იხუტებს.
_ რატომ აქამდე არ გიცნობდი?
_და რას იზავდი?
_ დროს არ დავკარგავდი._ პასუხობს მშვიდად.
_ახლა არ დაკარგო.დარჩი ჩემთან._ ანკა თვალებში უყურებს.
_მეც მაგის შემოთავაზებას ვაპირებდი._ თმას უწევს სახიდან და ნაზად კოცნის შუბლზე.
_ნოეე…
_რა?
_ოღონდ უბრალოდ მშვიდი ღამე და ტკბილი ძილი შენს გვერდით კაი?
ნოეს ეღიმება.ზუსტად უხვდება სათქმელს.
_კი,სანამ შენ არ მთხოვ.

***
რადგან ოფისიდან შორს არიან,დილის ძილზე არცერთი ამბობს უარს.ნოე განსაკუთრებით.
დილით ანკას ტელეფონზე ზარია.ნოეს ჯერ ისევ სძინავს
_გისმენ დე,_ ანკა საწოლიდან არ დგება ისე პასუხობს. ხმა წყვეტილად ისმის._დე გესმის?
_კი დე,ალბათ ხარვეზია,ცოტა წყდება ხმა.
_როგორ ხართ? _კითხულობს ანკა.
_კარგად.შენ როდის ბრუნდები დე?
ნოე ირხევა,ცალ თვალს ახელს
_ანკა,ჩუუ…მეძინება.
ანკას ფერი ეკარგება.პირზე ხელს აფარებს.
_ანკაა,ან..კაა
_გისმენ დეე.
_წყდება ხმა დე,მერე დამირეკე.ამბობს დედა.ზარი სრულდება.
ანკა ბალიშს იღებს და სიცილით ურტყავს ნოეს. ნოე ხელს იფარებს და იღიმის
_ნორმალური ხარ შენ?! დედა იყო… მე რომელსაც საღამოს 10 საათზე გარეთ გასვლის პრობლემა მაქვს,მამაკაცთან ერთად საწოლში …ღმერთოო?! _ იცინის ანკა._ბოლო ღამე იყო ეს შენთვის მორჩა.
_ახლა აბრძანდი ვაჟბატონო,ეს დღე თავისით არ დაიწყება.
ნოე ტანით ზევით იწევა საწოლზე,ხელებს თავ ქვეშ იწყობს.
_იცი რამდენი ხანია ასე არ დამისვენია?
_დასასვენებლად არ ვართ აქ.
__ხო და ეგ მიკვირს მეც,მართლა დასასვენებლად რომ ვარ იქ ვერ ვისვენებ ასე.ვინ ხარ შენ? ასე რომ შეცვალე ჩემი ცხოვრება?! _იღიმის ნოე.
ანკას სახე უბრწყინდება,მაგრამ არაფერს ამბობს.
_მართალია მშვიდად არ დაიწყო დღე,მაგრამ…_ბალიშზე მიანიშნებს ნოე.
_დადგება დღე ოდესმე,როცა მშვიდად დაიწყება შენი დღე,მაგრამ ახლა აბრძანდი.საუზმე და შემდგომ ნიკასთან შეხვედრა.
_ისევ ნიკა…
_მორჩი._ხელოვნურად უბრაზდება ანკა.შემდეგ იხრება და ყელში მფეთქავ არტერიაზე კოცნის.
_ეგ აღარ გააკეთო. _ ანკას სახე ეცლება,დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით.ლამის თვალები აუცრემლიანდა.საწოლიდან სწრაფად ჩადის,ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავს.აბაზანაში შედის.ნოე უცებ დგება და აბაზანის კარის დაკეტვის საშუალებას არ აძლევს.თავისკენ ატრიალებს ანკას და მის აცრემლებულ თვალებს უყურებს.
_გეხუმრე პატარა…მართლა…მაპატიე._არ მეგონა ასე სერიოზულად თუ აღიქვამდი.ანკა,შემომხედე….
ანკამ თავი მკერდზე მიადო და სუნთქვის დასტაბილურებას ეცადა.
_მეწყინა…_ძალიან ჩუმად თქვა.
_ჰო,ვიცი,მაპატიე._თავზე კოცნის._ უბრალოდ ძალიან მომინდ…
ანკა ტუჩებზე ხელს აფარებს.
_ჩჩჩ…
ნოეს ეღიმება.

ანკა ნიკას ურეკავს სანამ საუზმეზე ჩავლენ.
_ანკა,ხვალ საღამოს მექნება მზად გეგმის გარკვეული ნაწილი და ხვალ შევხვდეთ კარგი?
_ხვალ საღამოს? კარგი,ვეტყვი ნოეს.ჩვენ წესით დღეს უნდა დავბრუნებულიყავით.მოგწერ ნიკა საბოლოო გადაწყვეტილებას.
_ნიკა,ვერ ასწრებს გეგმის დასრულებას და ხვალ საღამოს გადაიტანა შეხვედრა.როგორ ფიქრობ ეს პრობლემაა?
ნოე წარბს წევს.
_ხვალ შეხვედრა მაქვს თბილისში დილით.
_იქნებ გადაიტანო,ან ონლაინ ჩაერთო?თუ გვინდა რომ გამოვიდეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს.ონლაინ მოსმენა არ გამოგვადგება,უნდა დავრჩეთ.
_ასე მარტივად არ არის ყველაფერი.
_ვიცი, რომ არაა მარტივი.
მაგრამ სამი თვე გამოვითხოვეთ.
ახლა თუ პირველ ნაბიჯზე დავიხევთ, არ იმუშავებს.
ნოე დუმს.
_ ნოე,დარჩენა ჩემთვისაც პრობლემაა,მაგრამ…არ ვაპრობლემებ,ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ აქ შენს გვერდით ვიყო და დავიწყოთ ეს საქმე.გთხოვ,შეუძლებელი არაფერია.გადაწყვიტე რომელი უფრო პრიორიტეტულია წასვლა და ის შეხვედრა თუ აქ დარჩენა?
_კარგი, დავრჩეთ._ ამბობს ბოლოს.

***
_დაბლა ჩავალ,რამეს ამოვიტან,შენ რა წამოგიღო? _კითხულობს ნოე.
_რამე ტკბილი,შენი გემოვნებით.მადლობა.
ნოე იხრება და ანკას საფეთქელზე კოცნის.
_არ მოიწყინო.
ნოე ოთახიდან გადის.ანკა ტელეფონს იღებს და ანიტას ურეკავს.
_ როგორ ხარ ტუნი?? _ეკითხება ანკა
_კარგად,შენ ტუნიას გოგო? რას შვრები,სად ხარ? გამოდი ჩემთან რაა ალადებს ვაცხობ,ხომ გიყვარს?
_ბათუმში ვარ ტუნი,ხვალ ან ზეგ ჩამოვალ.
_მანდ რა გინდა ამ ზამთარში?
_ოოო,შენ ისეთი ამბები გამოტოვეე…_ინტრიგას უგდებს ანკა.
_მე არაფერი გამომიტოვებია,გამომატოვინე _ იცინის ანიტა_ გამოუშვი სანამ ფეხით ჩამოვედი.ჰო მართლა შენი ორი ნოე რას შვრება?
_ხომ გითხარი შერლოკი ხართქო… _იღიმოს ანკა. და ამ ღიმილს მაშინვე ხვდება ანიტა.
_მოიცაა,მართლა ერთი აღმოჩნდა?
_აჰაა… _ იცინის ანკა
_აი ეს მესმიის.ბედისწერაა ეს…_თვალები უფართოვდება ანიტას.
_უფრო ჩემი წერა_ იცინის ანკა,ანიტას სიცილის ხმა მეორე მხრიდან.
_ როგორია??_წარბს წევს ანიტა.
_საყვარელი._ იღიმის ანკა მეოცნებე თვალებით._თან ძალიან.
ზუსტად ამ დროს კარი იღება და ნოე შემოდის.
_ხომ არ მოიწყინე?
ტელეფონიდან ანიტას ხმა ისმის:
_ვაიმეეე, მოვიდა? ეგ არის? მაჩვენე!
ანკა თვალებს აფართოებს.
_ანიტა, გაჩუმდი ერთი წამი…
ნოე ჩერდება.
_ვინ არის?
_ჩემი დაქალი— ჩურჩულით პასუხობს ანკა. მერე უცებ იღიმის.
_მოდი აქ.
ნოე უახლოვდება. ანკა ტელეფონს მისკენ აბრუნებს.
_ნოე, ეს ანიტაა. ანიტა, ეს არის…
ანიტა არ აძლევს დასრულების საშუალებას
_ვიცი ვინც არის!
ნოე იცინის.
_იმედი მაქვს კარგი რეპუტაცია მაქვს.
_ჯერ ვაკვირდები, — პასუხობს ანიტა სერიოზული ტონით, მერე ხმამაღლა იცინის.
ანკა თავს აქნევს.
ნოე წარბს სწევს.
_ვგრძნობ, რომ გამოცდა მელის.
_გამოცდა კი არა, გასაუბრება, — პასუხობს ანიტა._ასაკი, ზრახვები?
ნოე ახლოს მოდის და კამერაში იყურება.
_ ზრახვები მშვიდობიანი.ასაკი ოცდათოთხმეტი.
მაგრამ ხასიათით ხანდახან ოცდარვას ვემთხვევი.
_სერიოზული ურთიერთობა გქონიათ? — ანიტა ისე კითხულობს, თითქოს საგამოძიებო კომისიაა.
ნოე წამით ჩერდება. ღიმილი არ ქრება სახიდან.
_მქონია.
პაუზა.
_მაგრამ პირველად ვგრძნობ, რომ ვიღაცასთან საკუთარ თავს არ ვასწორებ.
ანკა იღიმის მის პასუხზე.
_გამოცდა მეორე ეტაპზე გადავიდა. სამი სწრაფი კითხვა.
ნოე ხელებს იკრეფს.
_მზად ვარ.
_პირველი — შოკოლადი თუ ყვავილები?
_მისთვის? შოკოლადი. მერე თვითონ აირჩევს ყვავილებს.
ანკა ჩუმად იღიმის.
_მეორე — თუ ეწყინა, რას აკეთებ?
_ვუსმენ. სანამ თვითონ არ გაიცინებს.
ანიტა რამდენიმე წამით ჩუმდება.
_მესამე — იცი რომ მე ყოველთვის ვიცი ყველაფერი?
ნოე ოდნავ იღიმის.
_მაშინ უნდა ვიცოდე, რომ კარგი მხარე გიყვარს.
ანიტა ხმამაღლა იცინის.
_კარგი, დროებით მიღებული ხარ.კონტრაქტი საცდელი ვადით.
ანკა თავს აქნევს.
_ახლა ორივეს გაგთიშავთ.
_არა! — ერთდროულად ამბობენ ნოე და ანიტა.

ცოტახანში ზარის სრულდება.
რამდენიმე წამში კი შეტყობინება შემოდის.
ანიტა:
„კარგი, ოფიციალურად ვაცხადებ — მომეწონა.
მაგრამ იცოდე, თვალს ვადევნებ.
თუ გატირა, მისამართი უკვე ვიცი.“
ანკა სიცილით თავს აქნევს და პასუხობს:
„დამშვიდდი, დედოფალო.“
ანიტა:
„დედოფალი კი არა, უსაფრთხოების სამსახური ვარ.“
ანკა ტელეფონს დაბლა დებს, მაგრამ ღიმილს ვერ მალავს.
ნოე ჩუმად უყურებს.
_მაშ ასე, — ამბობს ნელა._გასაუბრება ჩავაბარე?
_საცდელი ვადით.
ნოე თავს აქნევს.
_ვგრძნობდი. ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს ბიოგრაფიას მიკითხავდა.
ანკა იცინის.
_ბავშვობიდან ასეთია. ერთხელ დაქალის შეყვარებულს სამი თვე ამოწმებდა.
ნოე თვალებს აფართოებს.
_სამი თვე?!
_და ბოლოს იმ ბიჭს თვითონ მოუნდა ჩვენთან მეგობრობა, — ანკა მხრებს იჩეჩავს.
ნოე უახლოვდება, ხმის ტონი მშვიდი აქვს:
_მაშინ ალბათ უნდა ვეცადო, რომ მეგობრობაც მოვიპოვო.
ანკა თითის წვერებზე იწევა და კოცნის მსუბუქად.

ნოე ფანჯარასთან დგას.
ანკა საწოლზე ზის, მუხლები შემოხვეული.
_კარგი, — ამბობს ნოე უცებ._დღეს არაფერი არ გვაქვს გეგმაში.
_ესეიგი? — ანკა თვალს წევს.
_დღეს ვაკეთებთ იმას, რაც სპონტანურად მოგვივა თავში.ერთი წესი არ შეიძლება გამოყენება სიტყვების „არ მინდა“.
ანკა ეჭვით უყურებს.
_მეშინია უკვე.
ნოე ბალიშს ესვრის.
_პირველი იდეა ჩემგან გავიდეთ ქალაქში ისე, თითქოს ტურისტები ვართ.
_ჩვენსავე ქალაქში?
_ხო. ვითომ პირველად ვართ.
ვიღებთ ყავას უცნობ ადგილას, შევდივართ მაღაზიაში და ვარჩევთ ერთმანეთს აბსურდულ სამოსს. ვინც უფრო სასაცილოს აარჩევს, მეორე მთელი დღე იმას ატარებს.
ანკა უკვე იცინის.
_შენთვის რაღაც ძალიან საეჭვოდ კომფორტულია ეს იდეა.
_ვერ ხვდები?მინდა ვნახო როგორ გამოიყურები ყვითელ ქუდში, რომელსაც წარწერა ექნება — „I Drama“.
_და შენ?
_მე? — ნოე ხელებს შლის._მე ყველაფერს მოვიხდენ.
ანკა იცინის. ფეხზე დგება, თვალებში ეშმაკობა უკრთის.
_კარგი. მაგრამ მერე ჩემი იდეა იქნება.
_მეშინია უკვე, — ნოე იმეორებს მის სიტყვებს.
_ჩემი იდეა უფრო მარტივია, — ანკა უახლოვდება._ვიპოვოთ ადგილი, სადაც ბავშვივით ვიცინებთ.სათამაშოების მაღაზია, ატრაქციონი, ან უბრალოდ პარკი და გადავიღოთ სულელური ფოტოები.
ნოე ჩუმდება წამით.
_იცი რა მომწონს?
_რა?
_შენთან რაღაცებს სერიოზულად არ ვუდგები.და ეგ ყველაზე სერიოზულია.
ანკა თითქოს ერთ წამს ჩერდება.
შემდეგ ღიმილით:
_დაიმახსოვრე ეგ ფრაზა. მერე გამოგადგება.
ნოე კარს აღებს.
_წავედით, ტურისტო.


ანკა და ნოე მაღაზიაში შედიან.ბრჭყვიალა კოსტუმები,დიდი ქუდები,ფერადი ფეხსაცმელები…
_მგონი სწორ ადგილზე ვართ_იცინის ნოე._ ჩემი ჩანაფიქრიც ეს იყო.მე ვიწყებ შენთვის შერჩევას.
ანკა ღიმილიანი სახით იქვე მიდის და საკიდიდან ოქროსფერ ბრჭყვიალა ჟილეტს ხსნის.
_მე მგონი მე უკვე ვიპოვე._ იცინის ანკა_ნოე,ეს მგონი ზუსტად გამოხატავს შენს შინაგან “მეფე ლომს”._ანკა იცინის ისე რომ სუნთქვა უჭირს.მისი ეს სიცილი ნოესაც ედება.
უზარმაზარ, ბრჭყვიალა ოქროსფერ ჟილეტს ართმევს ანკას და ირგებს.ორ წამში თავის თავს მეფედ გრძნობს.
_ეს… ჩემს შინაგან „მეფეს“ გამოხატავს, რა თქმა უნდა.
ანკა სიცილისგან წითლდება.
_ვაიმე,ვეღარ ვსუნთქავ._ამბობს ანკა.
_კარგი ქალბატონო,არ დაგრჩები ვალში.შენც ხომ უნდა გქონდეს რაღაც?! ანკა ეშმაკურად იღიმის.საკიდს უყურებს,რომლისკენაც ნოე მიემართება და უზარმაზარ, ვარდისფრად ბრჭყვიალა კაბას იღებს.
_აი ეს შენს შუქურასავით სუპერ გმირს მოუხდება!
_ოჰ,გმირადაც მონათლა თავისი თავი._ ტუჩს კვნეტს ანკა და ცინიკურად იღიმის._ შენ კი არა მე უნდა მომიხდეს.
_ჰო,მერე რა გინდა,შენ რომ მოგიხდება მეც მომიხდება გვერდით რომ მეყოლები.
_არა კაი,ნოე,ამ სისულელეებს მართლა ხომ არ შევიძენთ,მგონი თავადაც გაუკვირდებათ ამას რომ გაყიდიან.
ნოე იცინის.
_ მიზანიც ეს იყო,დღე მხიარულად უნდა გაგვეტარებინა.მომეცი ვყიდულობ,_კაბას ხელიდან ართმევს.ზომას აკვირდება._ მოგერგება ხომ?
ანკა თვალებს ატრიალებს.
_რატომ დაგთანხმდი?! _იცინის.
ყიდულობენ და მაღაზიას სიცილით ტოვებენ.

_ახლა ჩემი ჯერია._ამბობს ანკა._წავედით ატრაქციონებზე.
პირველი რაზეც ჯდებიან არის მანქანები.
ნოე ნელ–ნელა ეშვება საკუთარ მანქანაში.ანკა მოედანზეა უკვე და დადის შუაგულში.ნოე უახლოვდება.ანკა ხვდება რომ აპირებს დაეჯახოს.
_აუუუ,არ დამეჯახო ნოეე_იცინის და საჭეს გადაუკრავს.ნოე მაინც ახერხებს და ეჯახება.ანკა ჩერდება.
_ეს არ უნდა გექნა._ მანქანას ატრიალებს და ნოეს მისდევს,რბოლა გრძელდება.
_შენ პატარა ბავშვივით ხარ! – ყვირის ნოე, მაგრამ თვალებში იცინის.
_და შენ გგონია მე ვთამაშობ? – უბრუნებს ანკა.
ნოე სწრაფად აცნობიერებს, რომ ანკას ეს გეგმა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე თავდაპირველად წარმოედგინა.სრულდება რბოლა.
_მოიცა, ამას ისევ გავიმეორებთ? – ღიმილით ეკითხება ნოე.თან ხელს ხვევს მხარზე და მისკენ იზიდავს.
_კი! და ორჯერ უფრო საშინლად დაგამარცხებ! – პასუხობს ანკა.
ახლა ამერიკული მთებისკენ მიდის ანკა.
_ოჰ,შენ აღარ ხუმრობ პატარა ქალბატონო.დარწმუნებული ხარ?
_სავსებით._პასუხობს ანკა._თუ გეშინია არ დაჯდე შენ._ გამომწვევად უღიმის.
_რა დიდგულა ხარ._დასცინის ნოე და მის გვერდით იკავებს ადგილს.
ღვედებს უკრავენ და რთავენ ატრაქციონს.ნელა იწყებს ასვლას ზევით ვაგონი.
_თუ ცუდად იგრძნო თავი მითხარი._აფრთხილებს მზრუნველი ტონით.
_ჰაჰ,კი დამელოდე._ წინ რკინის სახელურს კიდებს ხელს ანკა და გარემოს ათვალიერებს_ როდოს დავეშვებით,რა ნელია.
_მართლა ბევრი ანკა ცხოვრობს შენში და მე ყველაზე მეტად ეს ბავშვური ანკა მიყვარს შენში._უღიმის ნოე და ხელს ხელზე კიდებს..
_უკვე გიყვარს? _დაკვირვებით უმზერს…მაგრამ დიდხანს ვერც პასუხს ისმენს,რადგან უკვე მწვერვალზე არიან და მატარებელი მთელი სისწრაფით ეშვება.ჰაერის იმხელა ნაკადთან ხდება შეჯახება სუნთქვა ძნელდება
_ვააააააააუუუუ….აააააა….მაგარიაააა….მატარებელმა გვერდი იცვალა,გადაყირავდა და თავდაყირა განაგრძო სვლა რამდენიმე წამი,შემდეგ ისევ სწორდება და ისევ ციცაბო აღმართს მიუყვება.
_ჯანდაბა ანკა ეს მართლა მოგწონს?!
_ჰა ჰაააა…. კიიიიიი…..
ნოეს თითები ანკას თითებში გადაიხლართა და ასე განაგრძეს რამდემიმე დაშვება.
საოცარი ენერგიით გამოვიდა ანკა.
_აუ,ხომ კარგი იყო?! ძალიან მომეწონა მეე.
_მე ჩემი სიტყვები მიმაქვს უკან,ვეღარ ვგრძნობ რომ ოცდარვა წლის ვარ,ისევ დავუბრუნდი ჩემს ასაკს.
_ კაი,ნუ იქცევი მოხუცივით._იცინის ანკა.
ნოე უბრალოდ უღიმის და მანქანისკენ მიდიან.

***
ნომერში ადიან,ანკა ფეხზე იცვლის,ქურთუკს იხდის, საწოლზე ეშვება და ჭერს უყურებს.
_დღეს მართლა ჩვენი დღე იყო._ ღიმილით ამბობს ანკა.
ნოე ფანჯარასთან დგას,ფარდას ოდავ წევს და გარეთ იყურება.შემდეგ ისევ ტრიალდება.ანკას თავთან ჯდება,მის თმაში თითებს აცურებს.
_მიყვარს შენთან ერთად გატარებული დრო.
ანკა იღიმის.
_ნოე,მართლა გიყვარს?...თუ უბრალოდ ატრაქციონმა აგალაპარაკა _ ისევ იმ ტონით,როგორც ატრაქციონზე ჰკითხა.არ მოასვენა პასუხ გაუცემელმა კითხვამ.ნოეს ეღიმება.
_ ეს არ არის გასართობი დღის ეფექტი.. მაგრამ რასაც შენთან ვგრძნობ… მიყვარს ის რაც ვარ შენს გვერდით.
ნოეს სიტყვების შემდეგ ანკა რამდენიმე წამი არაფერს ამბობს.
უბრალოდ უყურებს.
_ეს სახიფათო ფრაზაა, იცი? – ჩუმად ამბობს.
ნოე წარბს სწევს.
_რატომ?
ანკა მის ხელზე თითებს გადაატარებს.
_იმიტომ რომ როცა ვიღაცასთან ის გიყვარს, ვინც ხარ… მერე ძნელია მის გარეშე ისევ ჩვეულებრივად იყო.
პაუზა.
მაგრამ ამჯერად თვითონვე არღვევს.
_და საერთოდ… — ოდნავ ეღიმება_მე ზოგჯერ აუტანელიც ვარ.ცოტა სარისკოა,ნუ მიეჩვევი.
ნოე იცინის.
_მე რისკები მიყვარს.
ანკა წამით იყინება. ღიმილი ეპარება
_ჰო?
_ჰო…განსაკუთრებით ის რისკები, სადაც ადამიანი ირჩევს დარჩენას.
ამჯერად ანკა თვითონ წყვეტს დისტანციას.საწოლზე მუხლებით ჯდება ნოეს პირდაპირ.ხელებს კისერზე ხვევს.
_კარგი მაშინ, მეფე ლომო…მზად იყავი. მე მარტივი გამოწვევა არ ვარ.
ნოეს ეღიმება.
_საბედნიეროდ, მარტივი არასდროს მიზიდავდა.
ანკა ისევ იღიმის,მაგრამ მისი ღიმილი ნოეს თბილ ტუჩებში იკარგება.

საღამოს ვახშმობენ,ისე რომ სასტუმროდან არ გადიან.გვიან ბრუნდებიან ნომერში.ოთახში შუქი ნახევრად ჩამქრალია, ფანჯრიდან ქალაქის განათებები შემოდის.
ანკა საწოლზე ჯდება, ფეხებს იკეცავს და ნოეს უყურებს.
_ჰოდა… _იწყებს ვითომ უდარდელად, _ჩვენ ხომ მეორე ნომერი ტყუილად არ ავიღეთ?
ნოე წარბს წევს.
_რას გულისხმობ, ქალბატონო?
_ვგულისხმობ იმას, რომ წესით ახლა უნდა მითხრა: „ტკბილი ღამე, ანკა“ და მეზობლად გადახვიდე.
ცოტა პაუზა. მერე უმატებს:
_და არა ის, რომ აქ დგახარ და უკვე ბალიშს არჩევ.
ნოე იღიმის.
_ანუ ოფიციალურად მაგდებ?
_არა, ოფიციალურად წესებს ვიცავ. _ იცინის ანკა. _არაოფიციალურად კი…
ხელს უქნევს.
_მიბრძანდი ახლა, ბატონო, სანამ ძალიან არ შემომეკედლე.
ნოე ვითომ სერიოზულად თავს უკრავს.
_კარგი. წესები მნიშვნელოვანია. პატივს ვცემ.
კართან მიდის, სახელურს ეჭიდება.
_ტკბილი ღამე, ანკა.
_ტკბილი ღამე, ნოე._ ღიმილით პასუხობს.
კარი იკეტება.
ორი წამი სიჩუმე.
ანკა ბალიშს იღებს, საათს უყურებს, მერე კართან მიდის და ნელა აღებს.
ნოე ზუსტად იქ დგას, თითქოს არც წასულა.
_შენ რა… აქ იდექი?
_ვფიქრობდი, რამდენ წამში დამიძახებდი. მშვიდად ამბობს.
ანკა თავს აქნევს, ვითომ გაბრაზებული.
_ძალიან თავდაჯერებული ხარ.
_არა, _იღიმის ნოე, _ უბრალოდ უკვე კარგად გიცნობ.
ანკა გვერდზე იწევა, გზას უთმობს.
_კარგი, შემოდი. მაგრამ იცოდე ეს დროებითია.
_ყველაფერი დროებითია,_ პასუხობს ნოე,_ მაგრამ ზოგი დროებითი ყველაზე რეალური აღმოჩნდება.
ანკა არაფერს ამბობს, უბრალოდ კარს ხურავს… და შუქს აქრობს.ისევ მის მკლავებში ეძინება მშვიდად.

***

სამშენებლო სივრცეში ისევ ერთად დგანან.
ნიკა გეგმის კორექტირებულ ვერსიას აჩვენებს.
_პარკინგის შესასვლელი აქ გადავწიე, ამბობს ის.
ნოე მაშინვე ამჩნევს.
_ ეს ნიშნავს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები თავიდან უნდა დაიგეგმოს.
ნიკა თავს უქნევს.
_გადავამოწმე. შესაძლებელია.
ნოეს ტონი ოდნავ მკაცრდება.
_ “შესაძლებელია” საკმარისი პასუხი არ არის.
ჰაერი იძაბება.
ანკა ჩარევას ამჯობინებს მშვიდად:
_ ნიკა, დეტალური ხარჯთაღრიცხვა გვჭირდება ამ ცვლილებაზე. დღესვე.
ნიკა თანხმდება.ნოე ანკას უყურებს.ხედავს, რომ ის მხარეს არ ირჩევს.
არც მისას, არც ნიკას.
შეხვედრის შემდეგ
_ არ მომწონს, როცა სიტყვა “შესაძლებელია” მესმის, ამბობს ნოე.
_მეც არა, _პასუხობს ანკა._მაგრამ ამიტომ ვართ აქ რომ ზუსტი გავხადოთ ყველაფერი.
ნოე ჩუმდება.
_ შენ მართლა შეგიძლია შუაში დგომა ისე, რომ არავინ დაკარგო.
ანკა იღიმის.
_ შუაში არ ვდგავარ.გვერდით ვდგავარ.

***
_ნოე,მე მზად ვარ._ანკა ნოეს ნომრის კართან დგას.
_მეც._ნოე ჩემოდანს აჩვენებს.
_წავედით,დასრულდა ჩვენი ბათუმის ვოიაჟი.
_გული ხომ არ გწყდება? _ეღიმება ნოეს._ სამი თვის მანძილზე მიზეზი გვაქვს._წარბს ათამაშებს.ანკა უხვდება ნათქვამს და უბრალოდ იღიმის.

გზაზე მანქანა ჩუმად სრიალებს, ფარები გზის მოხრილ ასფალტზე თამაშობს. ანკა სავარძელში ჩასკუპებულივით ზის.ნოე მშვიდი სახით მართავს საჭეს.
_კმაყოფილი ხარ ნოე ბათუმში განვითარებული მოვლენებით?
_პროექტთან დაკავშირებით თუ შენთან? _იღიმის ნოე და წამიერად ანკას გადახედავს.
_კიდევ კარგი, რომ ორივე კარგად დასრულდა, — პასუხობს ანკა, თავს მისკენ ხრის სავარძელზე.
_შენთან?
_შენთანაც, რა თქმა უნდა, — ანკა ღიმილით უყურებს.
_იცი, — იწყებს ნოე ჩუმად, — მგონია, რომ ბათუმში მხოლოდ პროექტი არ მოვაგვარეთ.
_ჰოო? და რაც მოვაგვარეთ, ის რა იყო? — ანკა ინტერესით აცეცებს თვალებს.
_ჩვენი დრო, ჩვენი დღეები ერთად… ჩვენი ურთიერთობა…ეგ უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. — ნოეს ხმა ოდნავ იცვლება,რბილდება.
ანკა გზას უყურებს.
_იცი რა არის ყველაზე საინტერესო? — მშვიდად ამბობს ბოლოს.
_რა?
_ის, რომ ბათუმში მე არ მეშინოდა.
ნოე წამით წარბს სწევს.
_რის?
ანკა მხრებს იჩეჩავს.
_იმის, რომ შენთან ძალიან კომფორტულად ვიყავი,არ მეგონა …
პაუზა. მერე ოდნავ იღიმება.
_მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ ეს მოვაგვარეთ… მაშინ მეც კმაყოფილი ვარ ჩვენი „შეთანხმებით“.
მერე სავარძელს ეყრდნობა და ფანჯარაში იყურება.
_უბრალოდ ერთი რამის მეშინია, — ჩუმად ამბობს._ბათუმში ყველაფერი მარტივი იყო. თბილისში ნუ გამირთულებ.
ნოე წამით ჩუმდება. საჭეს ოდნავ უფრო მტკიცედ იჭერს.
_მე? — მშვიდად ეკითხება.
_არა მხოლოდ შენ… — ანკა ამოისუნთქებს_. გარემო,ოფისი,ნაცნობები,პასუხისმგებლობები. იქ ყველაფერი თვალში საცემია.
პატარა პაუზა.
_და ოჯახი? — ნაზად კითხულობს ნოე.
_ჰო,ჩემი ოჯახი ყოველთვის მაკონტროლებს.
მათთვის დრო, რომელსაც გარეთ ვატარებ… კონტროლირებადია.
ნოე წამით მისკენ ბრუნდება.
_რატომ?
ანკა მხრებს იჩეჩავს.
_იყო რაღაც წარსულში._ ნოე თავს აბრუნებს მისკენ_ ჩემთან არა,_ამატებს ანკა._ ეს ოჯახური თემაა…ამიტომ მათთვის ყველაფერი „გეგმაში“ უნდა ჩაეტიოს.
ვისთან ხარ,სად ხარ,როდის ბრუნდები,რატომ??
მერე ოდნავ ირონიულად იღიმება.
_და შენ მათ გეგმაში არ ყოფილხარ.
ნოე მაშინვე არაფერს ამბობს.
_და შენ?
ანკა მისკენ იხედება.
_მე პირველად არ მინდა ვიღაცას ვუხსნა, რატომ მინდა სადღაც დარჩენა.
მანქანაში რამდენიმე წამი მხოლოდ გზის ხმა ისმის.ნოე მშვიდად სუნთქავს.
_და არც ხარ ვალდებული, — ამბობს დაბალი, გაწონასწორებული ხმით._ზრდასრული ადამიანი ხარ.არჩევანი შენი უნდა იყოს.
ანკა მისკენ იყურება.
_ასე მარტივია?
ნოე ოდნავ იღიმება.
_არა. მარტივი არ არის.მაგრამ მარტივს არც ვეძებთ, ხომ?
ანკა არ პასუხობს.
_მე არ ვაპირებ შენს ცხოვრებაში ქაოსი შევიტანო, — ამატებს მშვიდად.
თუ რამემ უნდა გაუძლოს რეალობას, გაუძლებს. თუ ვერ ჯობია ახლავე ვიცოდეთ.
ანკა ჩუმად აკვირდება. მერე ოდნავ ეღიმება.
_შენ ძალიან საშიში ხარ, იცი?
_რატომ?
_იმიტომ რომ მშვიდად ლაპარაკობ. და მშვიდ ადამიანებს რთულია შეეწინააღმდეგო.
ნოე სუსტად იცინის.
_მე არ მინდა შემეწინააღმდეგო.მინდა გვერდით გედგე.
იღიმება.

მანქანაში სიჩუმე ნელ-ნელა მეფდება.
ანკა ჯერ ფანჯარას უყურებს, მერე თვალები ეხუჭება.
_არ დაიძინო, — ნახევრად ხუმრობით ამბობს ნოე.
_არ მძინავს… — ჩუმად პასუხობს ანკა, მაგრამ უკვე სიტყვები ეშლება.
რამდენიმე წუთში მისი სუნთქვა თანაბრდება. თავი ოდნავ გვერდზე ეცემა.
ნოე მუსიკას ხმას უწევს.
ფანჯრიდან შემოსული შუქები მის სახეზე მოძრაობს.
ერთი ხელით საჭეს მართავს, მეორეთი კი ფრთხილად უსწორებს თავს, რომ არ ეტკინოს კისერი.
თბილისის განათებები ნელ-ნელა ჩნდება ჰორიზონტზე.
მანქანა მის სახლთან ჩერდება.
ნოე რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებს.
მერე ნაზად ეხება მხარზე.
_ანკა…
ის ოდნავ ინძრევა.
_მმ… მოვედით?
_ჰო. სახლში ხარ.
ანკა თვალებს ნელა ახელს.
_გზაში ხომ არ მოიწყინე? სანამ მე მეძინა?
_ცოტა,მაგრამ მთავარია ჩემს გვერდით იყავი — მშვიდად პასუხობს ნოე.ანკა უღიმის,მისკენ იხრება და კოცნის
_მშვიდი ღამე მეფე ლომო.მომწერე,რომ მიხვალ.
ნოეს ეცინება.
_ნუ მიმაღლებ ეგოს.მშვიდი ღამე პატარა.
თბილისში ჰაერი სხვანაირია.ანკა გადადის მანქანიდან.
ნოე კიდევ რამდენიმე წამი ზის მანქანაში.
მერე ღრმად ამოისუნთქავს.
ბათუმი დასრულდა.
თბილისი დაიწყო.

***
ანკა ფეხაკრეფით შედის სახლში,რადგან იცის რომ ამ დროს ყველას სძინავს,მაგრამ არა,დედა მისაღებ ოთახშია და ტელევიზორს უყურებს.
_დეე,რატომ არ გძინავს? _ანკა დედასთან შედის და კოცნის.
_გელოდებოდი,რომ თქვი გვიან ჩამოვალო,ვერ მოვისვენე._იხუტებს გულზე მეგი შვილს.
_კარგი რა დედა,პატარა ხომ აღარ ვარ,რანაირად იქცევით?
_ვნახოთ,შენც გახდები დედა და მერე გნახავ თუ დაიძინებ ხოლმე._ეღიმება შვილიშვილების წარმოდგენაზე მეგის.
_ისე კარგად დავიძინებ.არა,ახლა მაგათ გამო მოვიკლებ ძილს და მოსვენებას._იცინის ანკა.
_მასე მეგონა მეც,მაგრამ კი ვზივარ აგერ ღამის 1 საათამდე და გელოდები.
_რა ხდებოდა აქ?
_არაფერი განსაკუთრებული.თომაც გელოდებოდა,მაგრამ ბოლოს ჩაეძინა და მამამ შეიყვანა დააწვინა.როგორ ჩაიარა ბათუმში საქმეებმა?
_კარგად.ჯერ-ჯერობით პროექტი შევინარჩუნეთ,გახსოვს ჩემი ჯგუფელი ნიკა,მერე ერთად ვმუშაობდით რამდენიმე პროექტზე…
_კი,მახსოვს.
_მაგას ჩავაბარეთ პროექტი,ვადები მოკლეა და ამხელა გზაზე ჩვენ გაგვიჭირდებოდა.თუმცა დასვენებაც მოვასწარი მაინც,მჭირდებოდა თურმე,სხვა ენერგიით ვარ.
მეგი შვილს ყურადღებით აკვირდება.
_მხოლოდ დასვენების ბრალია ეგ შენი ენერგია??
ანკას ეღიმება,ერთი წამით ყოყმანობს,გრძნობს ახლა რომ თქვას მერე შეკითხვები გაგრძელდება,თან შემდგომ მეტი კონტროლი…
_კი,გარემოს შეცვლა მომიხდა._უღიმის ანკა. _ახლა წავალ დავიძინებ,დამღალა გზამ.
_კაი მიდი დეე.მშვიდი ღამე.

***
ნოე საკონფერენციო ოთახში ზის. მაგიდაზე ბათუმის პროექტის გეგმებია გაშლილი.
დავითი ფურცლებს აკვირდება.
_ინვესტორების ვადის გაზრდაზე დაყოლიება მარტივი არ იქნებოდა, _ამბობს ბოლოს.
_არ იყო, — მშვიდად პასუხობს ნოე.
მაგრამ ალტერნატივა შევთავაზეთ.ეტაპობრივი ჩაბარება,არქიტექტორის იდეა იყო.
მამა თავს უქნევს.
_კარგად იმუშავეთ.არქიტექტორი ვინ იყო ადგილზე?
ნოე წამით ჩერდება.
_ანკა.
დავითი თვალს ზევით წევს.
_ის გოგო, ვისზეც მითხარი?
_ჰო.
_უნივერსიტეტიდან იცნობ?
_არა, უბრალოდ ასე გამოვიდა,რომ არჩევანი მასზე გავაკეთე.
დავითი ფურცლებს ხურავს.
ნოე მამას უყურებს და ამატებს.
_ჩემი გუნდის ნაწილია.
მამა ოდნავ იღიმება. გამოცდილი კაცის ღიმილია.
_როდის უნდა გაგვაცნო?
ნოე წარბს ოდნავ სწევს.
_პროექტის პრეზენტაციაზე შეგვიძლია.
_არა, — მშვიდად პასუხობს მამა._მანამდე. მინდა პირადად შევაქო.ასეთი ვადის პირობებში მუშაობას სიმტკიცე სჭირდება.
ნოე მშვიდად ამბობს:
_მაშინ დაგიგეგმავ შეხვედრას.
დავითი თავს უქნევს.
_კარგი. შენს გადაწყვეტილებებს ვაფასებ. უბრალოდ გახსოვდეს — საქმეში და ცხოვრებაში არჩევანი ყოველთვის პასუხისმგებლობაა.

***
ანკა მშვიდი ნაბიჯით შედის ნოეს კაბინეტში. ღია ცის ფერი ტილოს კოსტიუმი აცვია. თმა შეკრული აქვს ცხენის კუდად.
_გამარჯობა, — ამბობს მშვიდი ხმით.
დავითი თავს ოდნავ უხრის. ხელის ჩამორთმევა მტკიცეა, მაგრამ მოკლე.
_მოვისმინე, რომ ვადების გადანაწილების გეგმა თქვენი იდეა იყო.
ანკა არ ჩქარობს პასუხს.
_გუნდის იდეა იყო.
დავითი უყურებს პირდაპირ.
_რისკი მაღალი იყო. რატომ იფიქრეთ, რომ დათანხმდებოდნენ?
_დასაკარგი ვფიქრობ არაფერი აღარ იყო.ისედაც გასვლას აპირებდნენ პროექტიდან ინვესტორები,ამიტომ ეს რისკი არ იყო ჩემთვის.
ნოე ჩუმად უსმენს და თვალებში ეტყობა აღფრთოვანება.
დავითი გეგმას დახედავს.
_კონსტრუქციული ცვლილებები?
_დავამატეთ მესამე ეტაპი. ასე ფინანსური დატვირთვა თანაბრდება.ხარისხზე კომპრომისი არ წასულა.
პაუზა.
დავითი ბოლოს ფურცლებს ხურავს.
შემდეგ პირდაპირ უყურებს:
_კარგია.სიმტკიცე გაქვთ. ასეთ პირობებში გადაწყვეტილების მიღება ყველას არ შეუძლია.
ეს ქებაა. მოკლე,მაგრამ აშკარა.ნოე არ ერევა.ის უბრალოდ უყურებს — და იცის, ანკამ თავად დაიმსახურა ეს.
ანკა თავს ოდნავ ხრის.
_გმადლობ.
_ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა._კმაყოფილი ამბობს დავითი.მშვიდად დგება და კარიკენ მიემართება.
შეხვედრა ოფიციალურად სრულდება.
_კარგად ჩაიარა მგონი ხომ?— მშვიდად ამბობს.
ნოე მაგიდას ეყრდნობა, თვალს არ აშორებს.
_შესანიშნავად.
ანკა წარბს ოდნავ სწევს.
_შენს მამას რთული კითხვები უყვარს.
_მას უყვარს ადამიანები, ვინც კითხვებს არ გაურბის, — პასუხობს ნოე.
პაუზა.
_ნერვიულობდი? — ეკითხება ნოე.
_ცოტა, — გულწრფელად პასუხობს._შენი მამაა.
ნოეს ეღიმება.
_დღეს არქიტექტორი იყავი. სხვა არაფერი.
ანკას თვალებში წამით სითბო ჩნდება.
_და საკმარისი იყო?
ნოე უახლოვდება ერთი ნაბიჯით. არც ეხება. უბრალოდ სივრცეს ამცირებს.
_საკმარისზე მეტი.
სიჩუმე..
_მადლობა, — ამბობს ანკა მშვიდად.
_რისთვის?
_რომ არ ჩაერიე.
ნოე ოდნავ იღიმება.
_შენ არ გჭირდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

კარგია ძალიან,ველი გაგრძელებას❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent