შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდული 7:ჩრდილოვანი სისტემა. (თავი 2-პირველი კვალი)


7-03-2026, 18:03
ავტორი M_stories
ნანახია 51

მარიამმა ტელეფონი გათიშა. დათას სიტყვები - „უკვე გითვალთვალებენ“ - ოთახში მძიმე ექოსავით დარჩა. მან ფარდა ფრთხილად გასწია. შავი ავტომობილი კვლავ იქ იდგა, ქუჩის ლამპიონის მკრთალ შუქზე მისი კონტურები ძლივს ჩანდა.

მარიამი მიხვდა, რომ მის მიერ ფაილების პოვნა ზედმეტად მარტივად ჩანდა. ლუკა, რომელიც თურმე წლების განმავლობაში სისტემურ კორუფციას იკვლევდა, ასე დაუცველს არ დატოვებდა ყველაზე მთავარს. ის კვლავ მიუჯდა სერვერს. როდესაც “Truth”-ის გახსნა სცადა, ეკრანზე წამით გამოჩენილი დოკუმენტები გაქრა და მათ ნაცვლად გაუგებარი კოდების ნაკადი წამოვიდა.

-კონტეინერია, - ჩაილაპარაკა თავისთვის და მძიმედ ამოიხვნეშა. - ფაილი კი არ იხსნება, ის შიფრავს საკუთარ თავს ყოველი მცდელობისას.

-თამაში გინდა არა ლუკა? კარგი მაშინ ვითამაშოთ

ლუკამ ის „სათამაშოდ“ მიიწვია. ეს არ იყო მხოლოდ მონაცემები; ეს იყო გზა, რომელიც მარიამს ფიზიკურად უნდა გაევლო.


დილით მარიამი „ხიდის“ საინფორმაციო ცენტრისკენ გაემართა. ეს იყო გრანდიოზული, მინისა და ლითონის ნაგებობა, რომელიც პირდაპირ სამშენებლო მოედანს გადაჰყურებდა. აქ უნდა შეხვედროდა კაცს, რომლის სახელიც სიაში პირველი ეწერა - ალექსანდრე ვარდოსანიძეს - პროექტის მთავარ არქიტექტორს.

ცენტრში ხალხმრავლობა იყო. პიარ-მენეჯერები ჟურნალისტებს ხიდის მაკეტებს აჩვენებდნენ. ჰაერში ძვირფასი სუნამოსა და ახლად დასხმული ბეტონის სუნი ერთმანეთში ირეოდა.

-მოგესალმებით, მე მარიამ ახალაია ვარ, ლუკა ახალაიას და, ბატონი ალექსანდრე ვარდოსანიძის ნახვა მსურს. - უთხრა იქვე, მიმღებში მგომ გოგონას მარიამმა.

-ბატონი ალექსანდრე ძალიან დაკავებულია, - უთხრა ახალგაზრდა ასისტენტმა მარიამს, - მაგრამ რადგან ლუკა ახალაიას და ხართ... ხუთი წუთი გაქვთ.

ვარდოსანიძის კაბინეტი ბოლო სართულზე იყო. ლიფტის კარი რომ გაიხსნა, მარიამს პირველად სიჩუმე ეცა თვალში - ისეთი სიჩუმე, რომელიც მხოლოდ ძალიან ძვირიან ოფისებში არსებობს. იატაკზე მუქი ხის პარკეტი იყო დაგებული, კედლებზე კი თანამედროვე არქიტექტურული პროექტების დიდი, შავ-თეთრი ფოტოები ეკიდა.

კაბინეტის ცენტრში უზარმაზარი მინის მაგიდა იდგა, ზედ კი ხიდის დეტალური მაკეტი - მინიატურული მანქანებითა და განათებით. მაკეტის ქვეშ პატარა ლითონის დაფა იყო მიმაგრებული:

„პროექტი აღორძინება — ქალაქის მომავლის ხიდი.“

მარიამმა მაკეტს თვალები რამდენიმე წამით გაუშტერა. ყველაფერი იდეალურად ჩანდა - სიმეტრიული, ძლიერი, თითქმის სრულყოფილი.
მაგრამ ახლა, როცა ლუკას ფაილები უკვე ნანახი ჰქონდა, მისთვის ეს ხიდი უფრო დეკორაციას ჰგავდა, ვიდრე რეალურ კონსტრუქციას.

თავად არქიტექტორი, დაახლოებით სამოცი წლის, თმა შევერცხლილი, დახვეწილი მანერების მქონე კაცი, ფანჯარასთან იდგა და მშენებლობას გადაჰყურებდა.

-ლუკა ნიჭიერი იყო, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი,- თქვა მან ისე, რომ მარიამისთვის არ შეუხედავს. - ის ეძებდა იმას, რაც არ არსებობს. ხიდი შენდება, მარიამ. ეს ფაქტია. დანარჩენი კი... ჭორებია.


-ჭორები, რომლებიც 'მოდულ 7'-ს უკავშირდება? -მარიამმა ხმაში სიმკაცრე შერეული ტონით ჰკითხა.

ვარდოსანიძე წამით გაშეშდა. მარიამმა შეამჩნია, როგორ დაეჭიმა არქიტექტორს ხელი მაგიდის კიდეზე. ეს იყო წამიერი რეაქცია, რომელსაც ჩვეულებრივი თვალი ვერ შეამჩნევდა, მაგრამ მარიამი ყველა დეტალს აკვირდებოდა.

-არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ, - ცივად მიუგო ვარდოსანიძემ. - ხიდს აშენებს კონსორციუმი. სახელმწიფო აკონტროლებს ყველაფერს. თქვენს ძმას ალბათ... პირადი პრობლემები ჰქონდა. ხომ იცით, ჟურნალისტებს ხშირად უჭირთ რეალობასთან შეგუება.

კაბინეტიდან გამოსულ მარიამს გული გაფანტულად უცემდა. ვარდოსანიძე არ იყო მკვლელი, ის ზედმეტად „სუფთა“ ჩანდა ამისთვის. ის უფრო ნიღაბს ჰგავდა, რომლის უკანაც სხვები იმალებოდნენ.

******************

ვარდოსანიძის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ მარიამმა იგრძნო, რომ შენობის შუშის კედლები მისკენ ზედმეტად დიდხანს იყო მიმართული. თითქოს თითოეული კამერა მის ნაბიჯებს ითვლიდა.

მან სწრაფად გაიარა ფოიე და გარეთ გავიდა. ნოემბრის ცივი ჰაერი სახეში დაეჯახა.

მარიამმა ტელეფონი ამოიღო და დათას ნომერი აკრიფა.

ორი ზარის შემდეგ გაისმა დათას დაღლილი ხმა.

-მარიამ?

-ვარდოსანიძეს შევხვდი, - თქვა მან პირდაპირ.

მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე იყო.

-ეგ არ უნდა გაგეკეთებინა, - დაბალი ხმით თქვა დათამ. - ასეთ ხალხთან შეხვედრა ყოველთვის ნიშნავს, რომ შენ უკვე მათ რადარზე ხარ.

-უკვე ისედაც ვიყავი - უპასუხა მარიამმა.

დათამ მძიმედ ამოისუნთქა.
-მაშინ დრო აღარ გვაქვს. აქ არ შეგხვდები. საღამოსკენ ძველ ავტოფარეხებთან მოდი, ავჭალის გზაზე. იქ კამერები აღარ მუშაობს.

-და თუ ვიღაც მოგვყვება? - იკითხა მარიამმა.

-ნუ გეშინია, შენ წამოდი, დანარჩენზე არ ინერვიულო - უპასუხა დათამ და ზარი გაწყდა.

მარიამმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უკან აღარ მოუხედავს.

******************

საღამოს მარიამი და დათა ერთ-ერთ მივიწყებულ ავტოფარეხთა კომპლექსში შეხვდნენ. დათა სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, თვალების ქვეშ უძილობისგან ჩაშავებული უპეებით.

-ვარდოსანიძესთან იყავით, - თქვა დათამ არა როგორც კითხვა, არამედ როგორც ფაქტი. - ეს სარისკო იყო. მის კაბინეტში კედლებსაც კი ყურები აქვს.

-მან იცის 'მოდულ 7'-ის შესახებ. რეაქცია ჰქონდა, - მიუგო მარიამმა. - დათა, რატომ არ მაძლევთ საშუალებას, რომ პოლიციას გადავცე ფაილები?

დათამ მწარედ ჩაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. - რომელ პოლიციას? ჩემს უფროსს, რომელიც გუშინ ვარდოსანიძესთან ერთად ვახშმობდა? თუ პროკურატურას, რომლის შენობის რემონტიც იმავე კომპანიამ დააფინანსა, რომელიც ხიდს აშენებს? მარიამ, თქვენ გგონიათ, რომ ეს დანაშაულია. სინამდვილეში ეს ეკოსისტემაა. ისინი ერთმანეთს კვებავენ.


ცოტახანში დათამ მარიამს ძველი, გაყვითლებული ფოტო მიაწოდა. - ეს ლუკამ მომცა გაქრობამდე ორი დღით ადრე. დახედეთ.

ფოტოზე ხიდის საძირკველი იყო აღბეჭდილი. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მარიამმა, რომელსაც გეომეტრიული სიზუსტე უყვარდა, დაინახა, რომ არმატურის განლაგება არ ემთხვეოდა ოფიციალურ ნახაზებს.

-ეს ხიდი ვერ გაუძლებს დატვირთვას,- ჩაიჩურჩულა მარიამმა. - ისინი მასალას იპარავენ, მაგრამ არა მხოლოდ ფულისთვის... ეს ხიდი განწირულია ჩამონგრევისთვის.

-სწორედ ეგ არის მთავარი, - თქვა დათამ.

-დაზღვევა. ხიდი უნდა ჩაინგრეს, რომ მერე კიდევ უფრო მეტი მილიონები გამოიყოს მის აღსადგენად. ეს არის დაუსრულებელი ფულის მანქანა. მაგრამ არის რაღაც უფრო მძიმეც - ლუკამ მიაგნო იმას, თუ ვისი სისხლით არის ეს ბეტონი მორწყული.

უცებ, ავტოფარეხის სიახლოვეს ძრავის ხმა გაისმა. დათამ მარიამს ხელი მოჰკიდა და სიბნელეში შეიყვანა. - წადით. აქ აღარ მოხვიდეთ. და კიდევ ერთი - ლუკას რედაქციაში არის ვიღაც, ვინც ინფორმაციას გარეთ ყიდის. ელენეზე მეტრეველზე რას იტყვით?

მარიამი გაშეშდა. ელენე ლუკას ყველაზე ახლო მეგობარი იყო.

წასვლამდე მარიამი დათას მიუბრუნდა - რატომ მეხმარებით?

-ლუკა ჩემი მეგობარი იყო, გარდა ამისა ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებდა-სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.

**************

სახლში დაბრუნებულმა მარიამმა კვლავ ჩართო სერვერი. დიდხანს უყურა ფაილს და მასში მოციმციმე კოდების ჯაჭვს,
ამჯერად მან სულ სხვა კუთხით შეხედა ფაილს.

-“ფოტო” -გაიფიქრა მარიამმა და მან შეიყვანა არა სიტყვები, არამედ იმ ფოტოს კოორდინატები, რომელიც დათამ მისცა.

ეკრანზე ახალი ფანჯარა გაიხსნა. ეს აღარ იყო დოკუმენტები. ეს იყო აუდიო-დღიური.
„დღე 114-ე,“ - გაისმა ლუკას ხმა, რომელიც ახლა უფრო დაღლილი და შეშინებული ჩანდა. - „დღეს გავიგე, ვინ დგას 'მოდული 7'-ის უკან. ეს ის ადამიანია, ვინც მეგონა, რომ ყველაზე მეტად მიცავდა. თუ ეს ჩანაწერი წყდება, ესე იგი მან გაიგო, რომ მე ვიცი.“

ჩანაწერი ხმაურით შეწყდა. მარიამმა იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები. მან სია გადაშალა. მეხუთე სახელი, რომელიც მანამდე ბუნდოვანი იყო, ახლა მკაფიოდ ჩანდა.

ეს იყო მათი ბიძა, გიორგი ახალაია, კაცი, რომელმაც ისინი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გაზარდა.

ქუჩაში კი, შავი ავტომობილიდან კაცი გადმოვიდა და მარიამის სადარბაზოსკენ ნელი ნაბიჯით გაემართა.

უცნაური იყო მხოლოდ ერთი რამ - მის მოძრაობაში არ ჩანდა დაძაბულობა. ის ისე მიდიოდა, თითქოს ამ სახლს კარგად იცნობდა.


—————————————
პირველი კვალი ნაპოვნია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ყველაფერი წინაა.

მადლობა რომ კითხულობთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent