ალქაჯის სიზმარი (სრულად)
¨ყოფნა, არ ყოფნა. საკითხავი აი ეს არის." -ჰამლეტი, უილიამ შექსპირი. *** ეიმიმ დილას რომ გაიძვიძა მზე ჯერ არ იყო ამოსული, ბინდი მოსდებოდა მდელოებს მისი სასახლის გარშემო. სასახლედ ვერასდროს აღიქვამდა იმ დიად შენობას სადაც ცხოვრობდა, მისთვის ეს იყო სახლი და არ იცოდა სხვებს სად როგორი ცხოვრება ჰქონდათ, ამიტომ ერთად-ერთი სახლი მისთვის ეს სასახლე იყო რომელიც ათობით მაცხოვრებელს იტევდა, მოსამსახურეებზე და პირუტყვზე ხომ საუბარიც აღარ ღირდა. ეიმისთვის მისი ოჯახის წოდება ბევრს ვერაფერს ნიშნავდა, არ იცოდა რატომ გიჟდებოდნენ მათი რეგიონის მოსახლეობა მამამისზე და დედამისზე, ქალბატონი და ბატონი რომ იყვნენ იმ მიწების კი იცოდა მაგრამ არ ესმოდა ეს რას ნიშნავდა, არ ესმოდა ორ ადამიანს როგორ შეეძლო ამდენი ხალხის მართვა, არც უნდოდა გაგება. მისთვის ისიც უცნაური იყო რომ სახელებამდე წოდებებს ეძახდნენ, მაგალითან ეიმის არავინ ეძახდა, მხოლოდ პატარა ქლბატნი ეიმი იყო მისი მიმართვის ფორმა და სხვა არაფერი. არ მოსწონდა ეს, ნატრობდა ის დღე გათენებულიყო ვინმე სახელით რომ მიმართავდა, მრიდების და თავის დახრის გარეშე შეხედავდა თვალებში და მასში ადმიანს დაინახავდა. მამამისი და დედამისი შვილოთი მიმართავდნენ, ეს იყო მისი სახელიც და წოდებაც მათთვის. აი მისი ასაკის ხალხი კი რატომღაც სულ უცნაურად იქცეოდა მის გარშემო. ვერ გაეგო ეიმის მათ მეგობრობა უნდოდათ თუ თავს აწონებდნენ, ხან რა მიზეზით და ხან რა. მაგრამ ის კი იცოდა რომ არისტოკრატიული საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან რომლებიც წესით მისი მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ თითქმის არაფერი საერთო არ ჰქონდა. და-ძმაც არ ჰყავდა, სულ მარტო დადიოდა, ხალხთან სიახლოვეზე არც კი ოცნებობდა, არ აწუხებდა მარტოობა. უკვე ორი კვირა ცივ ოფლში ეღვიძებოდა, ვერ გაეგო ასე ერთი და იმავე სიზმარს როგორ ხედავდა ყველ ღამე. ტყეში იდგა, ხან სახლში ხანაც ქუჩებში და შორს მოურიდებლად მდგარ მგლების ხროვას უცქერდა, სულ ხუთნი იყვნენ, სიზმარშიც კი გრძნობდა მათ ძლევამოსილ სიახლოვეს და საშიშ აურას, თუმცა შიშის ნაცვლად ინტერესი იყო ის რასაც მისი არსება მოეცვა. სასახლის ექიმსაც კი ჰკითხა ერთი სიზმრის ბევრჯერ ნახვა რამე ავადმყოფობის მომასწავლებელი ხომ არ არისო, მაგრამ პასუხად უარის ნაცვლად დაბნეულობა რომ მიიღო მიხვდა რომ ამ საქმეში საკუთარი თავის გარდა ვერავინ დაეხმარებოდა. დღეები მონოტონურად გადიოდა, დედამისთან ერთად კაბების კერვას, მაქმანების ლამაზად ამოქარგვას, საჭმლის მზადებას სწავლობდა. კითხულობდა ძალიან ბევრს და არასდროს ბეზრდებოდა მუსიკალური ბენდის მიერ აჟღერებული ლამაზი ჰანგების მოსმენა და მათი სიმშვიდით ტკბობა. მაგრამ მერე ღამდებოდა და მისი მაღალი ფანჯრებიდან შემოსული მთვარის სინათლის შემხედვარეს მხოლოდ ღმერთი თუ ეიმედებოდა. რჩებოდნენ ის, მთვარე და მისი სიხმარი ხუთი მხეცის შესახებ. -ღმერთო დიდებულო, გთხოვ დამეხმარე. ღამე მათი ნახვა, თუნდაც სიზმარში აუტანელია, არ შემიძლია სხვა არაფერზე ფიქრი გარდა მათი წითელი თვალებისა. ნადირების და მონსტრების არასდროს შემშინებია, ახლა კი მინდა ვიცოდე რატომ ვხედავ ამ სიზმარს. მხოლოდ ის მინდა ან სიმართლე დამანახო, ან ეს სიზმრები უკან წაიღო. - იდგა დაჩოქილი სანთლების წინ, ღია ფანჯრიდან მთვარის შუქი ლამაზად ეცემოდა მის თეთრ საღამურს და ლოცულობდა მთელი გულით. ლოცვას რომ მორჩა ფანჯრიდან გადაიხედა, რაფაზე ჩამოდო მკლავი და ისე ახედა მტვარეს, მოშორებით მოფენილ ტყესაც შეავლო მზერა და ტანში შემზარავმა შიშმა დაუარა როცა ხეებთან, ტყის შესასვლელში ასეთი ნაცნობი და უცხო ჩრდილები ამოიცნო. სიზმარში არ იყო, ისევ ეღვიძა, იცოდა რომ ეღვიძა. მაშ რატომ ხედავდა მისი კოშმარების მთავარ საგანს ასე ცხადად და რატომ უყურებდა მათ აალებულ თვალებს, რატომ იდგნენ იქ, რატომ იყვნენ ნამდვილები და რა ხდებოდა მის თავს? შუაში მდგარმა შავმა, უზარმაზარმა მგელმა თავი აწია და სავსე მთვარეს შეხედა, ეიმის ბასრი ეშვები დაანახა და ტყეში შევიდა, მას დანარჩენი ოთხიც უკან მიყვა, სწორედ ისე როგორ ხროვის წევრები აედევნებოდნენ ეიმის. შიშისგან აკანკალებულმა სანთლები აანთო, ყველა ჯვარი რაც კი ჰქონდა საწოლტან დაიწყო და წმინდა მარიამის პატარა ფიგურით ჩაწვა საწოლში. სიზმარშიც კი ლოცულობდა, სიზმარში სადაც ფანჯრიდან ისევ ხედავდა აწ უკვე ნაცნობ მგლებს. "ისე ვბრაზობ საკუთარ თავზე, რადგან არ შემიძლია გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მსურს; ასეთ დროს ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს ხელ-ფეხშეკრული ღრმა, ბნელი ჭის ფსკერზე ეგდოს, სრულიად უმწეო." ვინსენტ ვან გოგი *** -ეიმი, მამაშენის მეგობარი ლორდი ანტონი გახსოვს? ჩვენთან რამდენიმე წლის წინ იყო სტუმრად. - უამრავი კერძით, სანთლებით და ყვავილებით მორთული სუფრის სათავეში მჯდომ დედამისს უსმენდა და მამამისის მეგობარ ლორდ ანტონს უღიმოდა. ეიმის მშობლებს ხშირად სტუმრობდნენ მნიშვნელონი ხალხი, მაღალი წოდებებითა და ნაირ-ნაირი ძვირფასი საჩუქრით. ერთხელ მეფეც კი იყო მათთან სტუმრად. ეიმის ვერა და ვერ გაეგო რა განსხვავება იყო სტუმრად მოსულ თავად-აზნაურსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის, ვერ აღიქვამდა იმ ქონებას რაც ამ ორს შორის განსხვავების მიზეზი იყო და ეგონა რომ ძალიან ამორალური იყო ყოველივე ეს განცალკევება. -გამარჯობა, იმედია თქვენი აქ ყოფნის დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. - უპასუხა უბადლო თავაზიანობით ეიმიმ. -თქვენს მამულს დამათვალიერებინებთ? მოგეხსენებათ ბოლოს წლების წინ დავდგი აქ ფეხი, მეხსიერება არ მწყალობს. - საშუალო ასაკის ლორდ ანტონს წესით მეხსიერების პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ აღარაფერი თქვა ეიმიმ. დედამისის მკაცრი გამოხედვა რომ დაინახა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავაზიანობა: -დაგათვალიერებინებთ ჩვენს მამულს. ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ ტყის მხარეს ახალი ბაღჩა აყვავდა, მე და დედამ დიდი ხანი ვიმუშავეთ მასზე. -რა სასიამოვნოა ასეთი დელიკატური საქმით რომ ხარ დაკავებული, პატარა ქალბატონო. - საპასუხოდ მოურიდებელი ღიმილი აჩუქა ანტონმა, მისი გაყვითლებული კბილები და აქა-იქ ამოსული წვერი მახინჯად მოეჩვენა ეიმის, თვალები მოარიდა. -კარგი მაშ ასე, სანამ ოთახებს გაამზადებენ ანტონისთვის, მანამ ჩვენი ლამაზი სამფლობელო დაათვალიერებინე შვილო. - უბრძანა ეიმის მამამ და მანაც თავი დაუქნია ნაზი ღიმილით. მალევე ეიმი ტყესთან იდგა და ყველაფერს უყვებოდა ლორდ ანტონს, უყვებოდა როგორ გააღვივეს მიწა, რამდენი მეღახჩე მოიყვანეს დედაქალაქიდან და რამდენი ცხოველი მოაშენეს ბოლო წლებში. -ტყეც ასეთივე ლამაზია როგორც ეს ბაღჩა? ეიმიმ შესთავაზა ცოტა ტყეშიც გაესეირნათ რაზეც თანხმობა მიიღო, ტყეში შესულებს ისევ დიალოგი გაებათ ლამაზ გარემოზე. როდესაც საკმარისად მოშორდნენ სასახლის ბაღჩებს, როდესაც მხოლოდ შორიდან ისმოდა ხალხის დახშული ხმები ლორდ ანტონმა მოულოდნელად პირზე ხელი ააფარა ეიმის და ბალახზე დააწვინა. შიშისგან აუკანკალდა სხეული ეიმის, მისი გამხდარი მკლავებით ცდილობდა მოეშორებინა გააფთრებული კაცი რომელიც პირიდან ხელს არ აშორებდა, ყვირილს უხშობდა და კაბას ფეხებზე სულ მაღლა და მაღლა უწევდა. თავიდან ეიმი ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ როცა ცივი ხელის მწარე შეხება იგრძნო ბარძაყის შიდა მხარეს და ზემოთ აუყვა, ინატრა იქვე მომკვდარიყო. გამოძრავება არ შეეძლო. მისი შიდა ტანსაცმელიც კი დახია კაცმა რომ შიშველ კანზე უკეთესად შეხებოდა, ფეხები გადააშლევინა და ის იყო უფლების გარეშე უნდა დაწაფებოდა მის აცახცახებულ, სუსტ სხეულს რომ ცხოველის ღრენა გაიგო. დიდი ზომის მგელმა ხკიბელი ჩაასო ანტონს მხარში და სისხლიანი და აყვირებული მოაცილა შეშინებულ ეიმის რომლის წინაც საზარელი სცენა გადაშლილიყო. ხუთი მგელი დასეოდა ანტონის სხეულს და მისი ყვირილის ფონზე ნაკუწ-ნაკუწ გლეჯდნენ. ეიმის მგლების არ შეშინებია, მაგრამ იმ უმოწყალობას უნდა მოშორებოდა რაც მის თვალწინ ხდებოდა. ყველგან სისხლი იყო, სიწითლე და მგლები რომლებიც ამის მიზეზი იყვნენ ძალიან ეცნო, რის გააზრებაზეც უკან მოუხედავად გაიქცა სასახლისკენ. კარიბჭეში შევარდნილს ცრემლები ღვარად სდიოდა, ვერ აწყნარებდა ვერავინ, ვერც ნაცნობი მოსამსახურეებ და ვერც დედამისი, ბლოს და ბოლოს მოახერხა ხმის ამოღება. -მგლები დაგვესხნენ თავსნ, ლორდი ანტონი ცოცხლად დაგლიჯეს. - მხოლოდ ეს თქვა, მამამისმა მაშინვე მონადირები გამოძახა და აღელვებული ქალების შემხედვარემ ის გაიხსენა ლორდი ანტონი რას უპირებდა და ცრემლები ხელახლა წასკდა. ლორდი ანტონი გააუპატიურებდა რომ არა ის მგლები რომლებიც ხსნად მოევლინენ. მადლიერება მოეძალა, იმ ღამეს მუხლებზე დამხობილი ქვითინით უხდიდა მადლობას იმ მგლებს რომ იხსნეს წყევლისგან რომელიც ფიზიკურ და მორალურ ლაქად დარჩებოდა მთელი მისი ცხოვრება. იმ ღამესაც მგლები ნახა სიზმარში, ამჯერად ხელგაშლილი შეეგება ამ კოშმარს. "ნუ იპოვება შენს შორის... მისანი, მსახვრალი, გრძნეული, მჩხიბავი, მუცლითმეზღაპრე, მჩხერალი, მკვდართა გამომკითხველი. რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი..." -ბიბლია, მეორე რჯული 18:10-12 *** უმოწყალო ღამის შემდეგ ორი კვირა შეუჩერებლად წვიმდა. ორი კვირა რომლის ღამეებიც ტანჯვის ნაცვლად სიხარულში ილეოდა ეიმისთვის, სიზმარში მგლების ნახვა ახლა უკვე კარგთან ასოცირდებოდა, მისი მხსნელები იყვნენ და სულ მადლობელი იქნებოდა. სასახლეში მონადირეები მოდიოდნენ რეგიონის ყვლა კუთხე-კუნჭულიდან, ყველას გაეგო საზარელი მგლების გავეშებული თავდასხმის ამბავი და ყველა კაცს საკუთარ თავზე აეღო მათი მოკვლა და მათი გატყავებით მოტანილი სიამაყის მოლოდინში ტყეს არაერთმა მონადირემ მიაშურა. ეიმი კი ახლა სხვა შიშის პირისპირ იდგა, არ სურდა ის მგლები მოენადირებინა ვინმეს, არ სურდა მათი თვალების უსიცოცხოდ ხილვა. დედამისთან ერთად დიდ მისაღებში იმყოფებოდა, გემრიელად მოეკალათებინა მდიდრულ დივანზე და ხელში წიგნი ეკავა რომელიც კათოლიკური რელიგიის თეიზმზე მოუთხრობა, ალქაჯებზე, გრძნეულებზე და მჩხიბავებზე წერდა ავტორი, მათ ცოდვებზე წმინდა ღმერთთან და როგორი შეურაცმყოფელი იყვნენ ალქაჯი ქალები. პირველი მეფეთა 15:23: "რადგან ურჩობა იგივეა, რაც მკითხაობის ცოდვა, ხოლო ჯიუტობა იგივე კერპთაყვანისმცემლობა." ეიმი თვალს აყოლებდა ხაზებს და ჟრუანტელი უვლიდა, აინტერესებდა მართლა თუ არსებობდნენ ალქაჯები და გრძნეულები. ალბათ არსებობდნენ, აბა სხვა რატომ იქნებოდა რელიგია ასეთი წინააღმგი მათი საქმიანობისა და მათი მოწოდებების. მეორე დღეს სეირნობდა სასახლის ბაღჩაში, ისევ წვიმდა, მაგრამ სუსტად. არ ეშიონდა ტყეში სეირნობის მაგრამ დედა და მამა უშლიდნენ, მგლებს ძლივს დააღწიე თავი და ისევ არ გადაეყარო, ტყეში ფეხის შედგმა არ გაბედოო, გამოუცხადეს მშობლებმა. მაგრამ სინამდვილეში მაშინ როდესაც ანტონს გლეჯდნენ და მისი სისხლით ლამაზ ბეწვს ისვრიდნენ, მგლებს ზედ არ შეუხედავთ ეიმისთვის და ეიმიმ ძალიან კარგად იცოდა რომ მათი მხრიდან საფრთხე არ ემუქრებოდა. თავი გიჟი ეგონა, ფიქრობდა სულ დავკარგე ჭკუაო. ამიტომ ყოველ საღამოს ღმერთს დაჩოქილი შვებას სთხოვდა , ევედრებოდა გონება გამიხსენი და დამეხმარე ასეთი არარეალური ფიქრები არ დამებადოსო, მაგრამ ამაოდ. ლოცვის დროსაც არ ავიწყდებოდა მისი მხსნელი ცხოველები და მათი უსაფრთხოებისთვისაც ლოცულობდა, შესთხოვდა წმინდა მარიამს და ყველა სხვა ანგელოზს ვისი სახელიც ახსენდებოდა რომ ის ცხოველები დაეცვათ მონადირეებისგან რომლებმაც სამუდამო სირცხვილისგან და შეურაცყოფისგან იხსნეს. ჩურჩულებდა "ღმერთო, შენ მაინც იცი ანტონი რასაც მიპირებდა, რომ არა მგლები, არც კი მინდა წარმოვიდგინო ახლა რა დღეში ვიქნებოდი. შენ გამომიგზავნე? შენი გამოგზავნილები არიან, არა? სწორედ ამიტომ არ შემაშინეს, სწორედ ამიტომ არ მაძლევ უფლებას მათი მეშინოდეს." ის დღეები ალქაჯებზე და კათოლიკებზე კითხვაში განვლო, კითხულობდა ყველაფერს რაც გრძნეულებზე იპოვნა სასახლის ბიბლიოთეკაში, მათი აღმოცენების ისტორიაც, გაიგო მათი სასჯელის სიძლიერეც და ახლა უფრო დარწმუნდა რომ მართლაც უღმერთონი უნდა ყოფილიყვნენ, თანამოქალაქეები ცეცხლზე ცოცხლად დასაწვავად რომ იმეტებდნენ. ყოველ ღამე კი ძილის წინ ხელში სანთელი ეკავა და ლოცვებში ღმერთს მადლიერებას წირავდა მის ცხოვრებაში იმ ხუთი მგლის გამოგზავნისთვის და შესთხოვდა რომ მონადირეებს კიდევ ერთი წარუმატებელი ექსპედიცია ჰქონოდათ. "თქვენ, ვინც აქ შედიხართ, დაუტევეთ ყოველი იმედი!" -ღვთაებრივი კომედია, დანტე ალიგიერი *** თვეზე მეტი იყო გასული ლორდი ანტონის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ და არაერთი მონადირეთა ჯგუფი ბრუნდებოდა წარუმატებლად. მთელი ტყე გადაიარეს, ღამ-ღამობიდაც სტუმრობდნენ დაბურულ ტყეს რომ იქნებ ღამით მაინც მოეძებნათ მგლების ის ხროვა რომელსაც ასეთი შიში გამოეწვია ქალაქის მაცხოვრებლებში და რომლებიც დღის სინათლეზე არსად ჩანდნენ. ეიმის სასახლის საზღვრებს გარეთ გასვლას უკრძალავდნენ, რამდენჯერმე ბაღჩაში მჯდომი გამოიჭირა მამამისის ვეზირმა და ენა მიუტანა მის მშობლებს რის შემდეგაც ბაღჩასთან მიკარებაც აეკრძალა, მხოლოდ სასახლის ეზოში შეეძლო ჩასვლა. დედამისი დაშინებული იყო, არ სურდა ერთად-ერთი ქალიშვილის გვამი სისხლიანი ეპოვნა, ნადირების მიერ დაჭმული. ეიმისგან განსხვავებით შიში ჭამდა ყველას, მისი ასაკის ხალხი სულ კიტხვებით ავსებდნენ იმის შესახებ თუ როგორ გამოიყურებდონენ ეს მგლები, რამხელები იყვნენ ფიზიკურად და როგორ დააღწია მან თავი, ყველაფერი აინტერესებდათ ეიმის კი არ ეხამუშებოდა პასუხების გაცემა. ეიმი კი იჯდა, სულ ხალხით გარშემორტყმული და მხოლოდ იმის ეშიოდა რომ მონადირეები ერთ დრეს გაიმარჯვებდნენ და ცხოველების კარკასებს მოიტანდნენ სასახლეში. მაგრამ ულევი წარუმატებლობის შემდეგ მამამისმა დედაქალაქში, მეფესთან წერილი გაგზავნა და მოითხოვა ყველაზე გამოცდილი რაინდების დახმარება. მეფემ იცოდა მომხდარი ამბის შესახებ და შეცბუნებული რეგიონის დასახმარებლად მართლაც რომ ყველაზე გამოცდილი და გონება გამჭრიახი რაინდები და მონადირეები აირჩია. ამ ამბის გაგებამ თავზარი დასცა ეიმის და გაახარა ყველა დანარჩენი რეგიონში. სანამ დედაქალაქიდან ჩამოვიდოდნენ მანამდე უნდა მოესწრო მათი თავიდან მოშორება, მხოლოდ ერთი რაც შეეძლო იყო ლოცვა, ისიც ამას აკეთებდა. როგორც კი სასახლის ეპისკოპოსი ლოცვას დაიწყებდა ისიც მასთან ალოცავში იდგა და ყველა ლოცვას მონდომებით იმეორებდა, შესთხოვდა ღმერთს მეომართა და მონადირეთა ჯგუფი არ ჩამოსულიყო. ყოველ დღე ერთსა და იმავე რამეს ნატრობა ღმერთის წინ, რომ რამე მომხდარიყო და წარმატებისთვის ვერ მიეღწიათ. მაგრამ ამაოდ, ამდენიმე დღის შემდეგ სასახლეს მოადგა ცხენოსანთა ჯგუფი, შეიარაღებულები და აბჯარ ასხმულნი. მიხვდა რომ მისმა ლოცვამ შედეგი არ გამოიღო, ღმერთი არ უსმენდა და უნდოდა რომ მგლებზე ენადირათ და დაეხოცათ. ერთად-ერთი რაც მოაფიქრდა ეს იყომოეძებნა ალქაჯთა ჯადო, რამე რაც დაიცავდა იმ ხუთ ცხოველს რომელიც ეიმის ყოველ ღამე ესიზმრებოდა და რომლებმაც კაცთან შედარებით ბევრად უფრო დიდი შეწყალება გამოიჩინეს მისდამი. სანამ რაინდები და მონადირეები ემზადებოდნენ მანამდე ეიმიმ გადაქექა წიგნები და იპოვნა ის რასაც ეძებდა "შელოცვები და ჯადოები" იყო წიგნი რომელიც ყველაზე შორეულ თაროზე იდო, დამტვერილი და ხელუხლებელი. როდესაც დასაცავი შელოცვა იპოვნა მაშინვე ინგრედიენტების შეგროვება დაიწყო ყველალსგან საიდუმლოდ, კაბის ქვეშ მალავდა მცენარეებსა და საჭირო ნივთებს. იმ ღამესვე შეასრულა შელოცვა და საწოლზე მწოლიარეს მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა რომ ხვალ აუცილებლად დაიცავდა მისი საქციელით მგლებს. მეორე დღეს სანადიროდ გავიდნენ მონადირეთა ორი ჯგუფი და რაინდები. სამივე სხვადასხვა მიმართულებით წავიდა და ეიმი მათ დაბრუნებამდე, საათების განმავლობაში ადგილს ვერ პოულობდა. საკუთარი საქციელის სისწორეში მაშინ დარწმუნდა როცა სასახლის ეზოში მონადირეთა ჯგუფი დაბრუნდა, ორი მონადირით ნაკლებნი. ერთ-ერთი მკვდარი იყო და მისი სხეული დაესვენებინათ ეზოში, მეორე კი მგლებს დაეგლიჯათ და ვერავინ უახლოვდებოდა სხეულის გამოსახსნელად და მოგვიანებით დასამარხად. ეიმიმ ზუსტად იცოდა რომ იმ გრძნეულტა ჯადოს დამსახურება იყო ეს, მონადირეებს გაალებით უსმენდა და ყოველ სიტყავზე რომ მგლებს ვერაფერი დაუშავეს და უფრო საშიშები არიან ვიდრე ეგონათ სიხარული იპყრობდა. იმ საღამოს სხვა ჯადოებსა და შელოცვბსაც გადახედა ეიმიმ ინტერესით და ლოცვის შემდეგ ტკბილად დაიძინა, ნაცნობი სიზმრის მოლოდინში. "მონადირეს არ სძულდა მგელი. მგელს არ სძულდა ცხვარი. თუმცა ძალადობა მათ შორის მაინც გარდაუვალი ჩანდა. შესაძლოა, გავიფიქრე მე, ეს იყო წუთისოფლის წესი; ის ინადირებს შენზე და მოგკლავს მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ." -ფრანკენშტეინის ქმნილება, ფრანკენშტეინი 2025 *** ეიმის დიდი სიხარულის მიუხედავად ინტერესი მაინც არ ტოვებდა, უნდოდა საკუთარი თვალით ენახა როგორ იყვნენ მგლები, მართლაც ისე მხნიერად როგორც მონადირეები ამბობდნენ? მონადირეების და რაინდების ხელცარიელმა დაბრუნებამ უფრო შეაშფოთა მოსახელობა, ვერ იჯერებდნენ რამდენიმე ცხოველის მოკვლა როგორ ვერ მოეხერხებინა ამდენ ადამიანს, მაგრამ გამბედაობას და იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ, ყოველ დღე ბრუნდებოდნენ ტყეში იმის იმედით რომ იმ დღეს მაინც მოხდებოდა გარდაუვალი და მოინადირებდნენ მონსტრებს. დედები ბავშვებს გარეთ აღარ უსვებდნენ, ეპისკოპოსი ეკლესიის ზარებს რომ რეკდა ყოველ სამ საათში და ლოცვას რომ კიტხულობდა, ასევე ყვებოდა ქალების უმრავლესობა მას. სახლში ხატების წინ დაჩოქილი შესთხოვდნენ ღმერთს მფარველობას. მონადირეთა დაბრუნებიდან მესამე ღამეს როდესაც ყველა კარგა ხნის ჩაძინებული იყო, სასახლიდან გაიპარა, ტყეში გზას მთვარის შუქით ინათებდ, მშვიდად მიაბიჯებდა ბილიკზე ტყის სიღრმეებისკენ, სასახლისგან უფო და უფრო შორს. მალევე უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა, მერე გაორმაგდა და გასამმაგდა ეს ხმა და უკან მიხედილს თვალწინ სასურველი სურათი დაუხვდა. ხუთივე მგელი თვალებანთებული უყურებდა ეიმის და ნელა უახლოვდებოდნენ. მათ შორის ყველაზე შავი, თითქოს უფსკრულისფერი წინ დაუდგა ეიმის, როდესაც ერთი ნაბიჯიღა აშორებდა შეხებამდე შეჩერდა და ნელა წაეტანა წხვირით მის ხელს. ეიმის გაეღიმა, ახლა საბოლოოდ დარწმუნდა რომ მათ შორის კავშირი არ ყოფილა ფანტაზიის ნაყოფი და ყველაფერი რასაც განიცდიდა და ვარაუდობდა სინამდვილეს შეესაბამებოდა. ეს ცხოველები არ ავნებდნენ, პირიქით! მისი ხსნა და მისი მფარველები იყვნენ. -დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ, ვიცი არ გესმით მაგრამ დიდი განსაცდლისგან მიხსენით. - გაუხეშებულ შავ ბეჭვზე ეფერებოდა მასზე ბევრად მაღალ ცხოველს. ახლა როცა ასე ახლოს, პირისპირ ხედავდა მათ ესმოდა თუ რატომ ვერ კლავდნენ მონადირეები და მით უმეტეს მებრძოლები. უზარმაზარი ცხოველები იყვნენ, ორ მეტრს სცდებოდნენ, ბასრი ეშვებით, დიდი ტორებითა და დაგეშილი თვალებით. ცხადია ეს დიდი შიში რომელიც მის რეგიონს დაატყდა თავს რაციონალური იყო. შავ მგელს მოშორდა და ახლა ნაცრისფერს, ყავისფერს და დანარჩენ ორსაც მოეფერა თბილ ბეწვზე. ღიმილს ვერ წყვეტდა, ვერც მათთან საუბრის სრვილს იქარწ....ბდა: -ყველა შეაშინეთ, თქვენი გამოჩენიდან ყველა სიფრთხილეს იჩენს, თვალების ცეცებით დადიან ქალაქში, ტყეს აღარავინ უახლოვდება. არადა, რომ იცოდნენ რა დროსაც დამეხმარეთ... შავ მგელი გერდიდან არ სცილდებოდა, მის ხელს ცხვირ-პირით ეხებოდა და დაბალ ხმაზე ყეფდა. -მეთანხმები არა? მაგრამ რას ვიზამთ, უკვე სამეფოს ხალხიც შეყარეს, იცით? რამდენიმე დღის წინ დედაქალაქიდან ჩამოსული მონადირეები დახოცეთ. ნაცრისფერი მგელი მიწაზე დაწვა და ისე განაგრძო ეიმის მოსმენა. -მათიც მესმის და თქვენიც, მათ ეშინიათ, თქვენ კი სიკვდილი არ გინდათ. - საპასუხოდ შავმა მგელმა, რომელიც ერთი წამით არ შორდებოდა, ხმამაღლა დაიყეფა და მშვიდად მიაჩერდა გოგონას თვალებში. -საიდუმლოს გაგანდობთ, ეს ნადირობა იქამდე არ დასრულდება სანამ რომელიმე მხარე არ იზეიმებს გამარჯვებას. მე კი მინდა რომ მათ გადაურჩეთ, თქვენს მხარეს ვარ. ის კიდევ დიდი ხანი იჯდა ახლად ნაპოვნი კომპანიონების გვერდით და უყვებოდა ამბებს ყველაფერსზე და ყველაზე, დილის საათები რომ მოახლოვდა სასახლეში ისე ჩუმად შეიპარა როგორც გამოიპარა, საწოლში ჩაწვა და გადაღლილს მაშინვე ჩაეძინა. ვერც კი შენიშნა რომ მისი ცხოვრების მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ლოცვის გარეშე დაეძინა. "ადამიანს სიკვდილის კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ იმის, რომ მან შეიძლება საერთოდ არ დაიწყოს ცხოვრება." -მარკუს ავრელიუსი *** დღეები გადიოდა ეიმი კი უფრო და უფრო უშინაურდებოდა მგლებს, მათთან ერთად გატარებული ყოველი საათი უდიდეს ბედნიერებას სძენდა გოგონას. სხვა აღარაფერი ახსოვდა გარდა ამ უცნაური მეგობრებისა და მათთან გატარებული დროისა. ტყე რომელიც ალბათ ათასჯერ ჰქონდა ნანახი ახლა სხვანაირი ეჩვენებოდა, ყველა ხე, ყველა ბუჩქი და პატარა მინდორი ორმაგად ლამაზი იყო მის თვალში, ახლა ტყე მისთვის მოგონებების სახლი იყო, იმ მოგონებების რომელიც ადამიანთან ერთად არასდროს გაუზიარებია და რომელიც სხვა არც ერთ ადამიანს არ ექნებოდა მის გარდა. ყოველივე ეს თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად აგრძნობინებდა. უყურებდა პატარა მდინარეს და ორი კკვირის წინანდელ მოგონებას ხედავდა, მგლები მზეს ეფიცხებოდნენ და წყალში გრილდებოდნენ, როდესაც ერთ-ერთმა წყალი შეასხა და დაასველა, მერე ერთმანეთში დაიწყეს თამში და იმდენი ხანი მხიარულობდნენ მდინარეზე რომ ვერც კი შენიშნა როგორ მოსაღამოვდა. დედამისი კი თავიდან ხან სად ეძება ეიმის ხან სად, მაგრამ ეიმიმ ლამაზი და სხარტი ტყუილი მოიფიქრა, ამტკიცებდა რომ იპარებოდა ეკლესიაში და თავი მოჰქონდა ვლოცულობდი, აქ ვარ ყოველ დღეო, არ მინდა ხალხმა იფიქროს რომ მეშინია და სწორედ ამიტომ არ ვენახვბი არავის, მაგრამ ძალიან მეშინიაო, ამბობდა მათი უსართხოებისთვის წმინდა მარიამის სახელზე ვლოცულობო.დედამისსაც სჯეროდა რომ ყოველ დღე, მუხლებზე დამხობილი ლოცულობდა საათების განმავლობაში, ამაყობდა კიდეც მისი ამ საქციელით და სასახლეში მჯდარს თავი მოჰქონდა ამ საშინელმა ტრაგედამ ხალხის ნამდვილი სახე დაგვანახა, ეიმი ნამდვილი ანგელოზია, ყველასთვის მომლოცველიო, თან ამაყობდა ქალიშვილის საიდუმლოს რომ ინახავდა, ტრაბახი არ უნდა და ალბათ ამიტომ დადის ჩუმადო, ისედაც ლოცვა ხომ მხოლოდ ღმერთის და ერთი ადამიანის საქმეაო. ერთ დღეს, ნაცნობ ტყეში, ნაცნობ ცხოველებთან ერთად იჯდა და შავ მგელს ბეწვზე ეფერეოდა, მგელი უხმოდ აცდიდა გოგონას ის გაეკეთებინა რაც სურდა. ეიმის დააინტერესდა მისი ეშვები ახლოდან რამენად დიდი იყო და პირზე წაეტანა, მგელმაც უხმოდ პატარაზე გააღო პირი და ეიმიმ კბილზე დადო თითი, მართლაც ძალიან დიდი ეშვი ჰქონდა მგელს, გაიფიქრა ალბათ როგორი მტკივნეულია მისი ნაკბენიო და ინსტიქტურად საჩვენებელი თითი წვეტიან კბილზე უფრო მაგრად დააჭირა, წამში სისხლი ჩამოედია ხელზე და მგელს კბილებზე და ენაზე, მაგრამ არ სტკენია, ოდნავი ნაკაწრი იყო და უბრალოდ ინტერესმა სძლია. რაღაც რიგზე ვერ იყო, მგელს თვალები გაუფართოვდა, სიშავე სიწითლემ ჩაანაცვლა და ეს მომენტალური თვალის ფერის შეცვლა ისე ეუცხოვა გოგონას რომ კანკალმა აიტანა, ეს წამიერი ცვლილება რაღაც არაბუნებრივს უფრო ჰგავდა. უარესად შეეშინდა როცა მგელმა უკან დაიხია, დამაყრუებელი ყმუილი ამოუშვა და უცნაურად დაიწყო მოძრაობა. თითქოს მისი ორგანოები გარეთ ცდილობდნენ გამოღწევას, ძვლების მტვრევის ხმა და ხორცის გაგლეჯვის სცენები ერთმანეთში ირეოდა, რამდენიმე წამიანი წვალების შემდეგ მგელი ერთ ადგილზე გაშეშდა და მოულოდნელად, სწრაფი მოძრაობით გარდაიქმნა ცხოველი ადამიანად. ეიმის თვალწინ ნაცნობი მგლის მაგივრად უციბი კაცი იდგა, შავი თმით, შავი თვალ-წარბით და ძლიერი სხეულით. ეიმის მისჩერებოდა გაოცებული სახით და ადგილიდან არ ინძრეოდა, თითქოს არ სურდა უარესად შეეშინებინა ისედაც შეცბუნებული გოგონა. ეიმის გული წაუვიდა. ვერ შეესწრო დანარჩენმა მგლებმაც როგორ განიცადეს იგივე ტრანსფორმაცია და მხოლოდ მშინ მოვიდა გონს როდესაც ხუთივე ადამიანის ფორმაში იყო და თვალ გახელილს თავზარი დაატყდა ხუთი უცხო კაცის დანახვაზე. არსად იყვნენ მისი ძვირფასი მეგობარი ცხოველები, მათი ადგილი ადამიანებს დაეკავებინათ. ეიმის კი ვერ გაეგო რა ხდებოდა, ვერ გაერკვია სიზმარი იყო ეს თუ ცხადი. "რისგანაც არ უნდა იყოს ჩვენი სულები შექმნილი, მისი და ჩემი ერთნაირია." -ქარიშხლიანი უღელტეხილი, ემილი ბრონტე *** როგორც კი გაახსენდა რის გამო წაუვიდა გული და რა მოხდა მის თვალწინ, როგორ გარდაიქმნა უზარმაზარი მგელი კაცად, როგორ არსად ჩანდნე მგლები, მაშინვე ფეხზე წამოდგა, ნელა შეტრიალდა სასახლის მიმართულებით რომელიც ისე ეშორა რომ გული შეუწუხდა. თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ისე სწრაფად როგორც შეეძლო, უკან არ იყურებოდა, რომ სდომოდა ვერ გაბედავდა. მაგრამ სანამ შორს მოახერხა გაქცევა მანამდე წამოეწია შავთმიანი ბიჭი და წელზე ძლიერად შემოხვია ხელი, მაშინვე გააჩერა, შეშინებულმა ეიმიმაც დაუჯერა და როცა მიწაზე დაჯდა სულის მოსათქვავად, დანარჩენებიც მათ შეუერთდნენ. -სანამ გაიქცეოდე, არ გაინტერესებს რა ხდება, ეიმი? – კითხა შავთმიანმა, ეიმის გაახსენდა გაუჩერებლად რომ ელაპარაკებოდა მათ მაშინ როცა მგლები იყვნენ და ახლა იმაზე მეტი იცოდნენ ვიდრე სხვა ნებისმიერმა ადამიანმა მის შესახებ. ამ ფიქრმა არაკომფორტული შეგრძნება მოგვარა, მაგრამ რას იტყოდა, ისედა იმდენი ფიქრები და კითხვები უტრიალებდა გონებაში რომ ვერ გაერჩია პირველი რომელზე ერჩივნა პასუხის მოსმენა. -კი, მაინტერესებს და თან ძალიან. – უპასუხა ჩურჩულით. -არ შეგეშინდეს, თვითონაც იცი რომ არაფერს დაგიშავებთ. – დანარჩენებს გადახედა ეიმიმ და მაშინვე შეამჩნია რომ მათი ამოცნობა ეგრევე მოახერხა, თითოეული მათგანი ძალიან გავდა იმ მგელს რომელთაგანაც გარდაიქმნენ, სწორედ ისე როგორც შავთმნიანი ბიჭი გავდა შავ ბეწვიან მგელს. -ჩემი სახელია ჯაქსი, ესენი ჩემი ხროვის წევრები არიან, ლენოქსი, მაქსი, ბეაუ და რიჩი. -ხროვის? რას ნიშნავს ხროვის? -მაქციების ხროვა, არ გაგიგია არასდროს ეს რას ნიშნავს? -კი გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი მართალი თუ იყო... მე ლეგენდა მეგონა... -დიდი ხნის წინ ჩემს ხროვაში უამრავი წევრი იყო, ეს ტყე ჩვენი სახლი ხოლო ერთმანეთი ჩვენი ოჯახი იყო. -აქამდე რატომ არ გარდაიქმენით? თვეზე მეტია სულ ერთად ვართ, არც კი მიფიქრია რამე მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო. -იმიტომ რომ წყევლის ქვეშ ვართ, უფრო სწორად ვიყავით. -ეს რას ნიშნავს? -მაშინ როცა ჩემი ხროვა ბედნიერად ცხორობდა, ყველაფერი კარგად იყო და წარმატების ზენიტში ვიყავით, საშინელება დატრიალდა. ერთ-ერთმა ხროვის წევრმა მგლის ფორმაში ყოფნის დროს თავი ვერ გააკონტროლა და ადამიანი დაგლიჯა, ჩვენ ამ ამბის გაგებისას მაშინვე განვაძევეთ ის ხროვიდან და განვაგრძეთ ცხოვრება. მაგრამ იმ ადამიანის დედა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი გრძნეული, მაშინვე გაარკვია რა ცხოველმა მოკლა მისი შვილი და როგორც კი ღრმა ტყეში ჩვენს საცხოვრებელს მოაგნო, ყველა ჩვენგანი დაგვწყევლა. -მაგრამ სულ ხუთნი ხართ, ყველა მამრები. – უსმენდა ინტერესით ეიმი და რაც უფრო მეტს ისმენდა მით მეტი აინტერესებდა. -ყველამ ვერ გაუძლო წყევლას, ყველ მდედრი პირველივე წელს მოკვდა, მამრებიც უკან მიყვნენ, მხოლოდ ჩვენ დავრჩით. წყევლა ასეთ იყო: ყველა მაქცია ჩვენს ხროვაში დარჩებოდა მგლის ფორმაში იქამდე სანამ სხვა, ძლევამოსილი გრძნეული თავისი სურვილით არ გაიღებდა სისხლს და არ გაგვანთავისუფლება ამ წყევლისგან, ეს წარმოუდგენელი იყო რადგან მგლის ფორმაში ლაპარაკი არ შეგვიძლია და ვერც ვერავის ვიპოვნიდით ვინც მსგავს რაღაცას მოახერხებდა. ვიცხოვრეთ ასე ათი წლის განმავლობაში, შენს გამოჩენამდე. როცა კბილზე წამეტანე და ხელი გაიჭერი მე შენი სისხლი გავსინჯე და ეს წყევლის მოსახსნელად საკმარისი აღმოჩნდა. -ანუ ჩემმა შემთხვევითმა საქციელმა გიხსნათ? -ასე გამოდის, მაგრამ საქმე იმაშია რომ არა მგონია ეს მთლად შემთხვევითი ყოილიყო. სიზმარში რომ გნახე თავიდნ, მაშინვე მივხვდი შენ უნდა ყოფილიყავი ის ვინც ამ ჯადოს მოგვაშორებდა. მაგრამ არ ველოდი ჩვენი დახმარება რომ დაგჭირდებოდა და არც იმას ველოდი რომ დაგვიახლოვდებოდი და შიშით არ გაიქცეოდი იმ წამსვე როცა დაგვინახავდი, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი. -ანუ, გულისხმობ რომ გაუაზრებლად მაგრამ მაინც რაღაც მიზეზის გამო მოხდა ეს ყველაფერი. -ეს მიზეზიც ვიცი რა არის. -მითხარი – როცა ხმა არ ამოიღო ეიმიმ დაიჟინა -ჯაქს! -შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ, მე თუ ჩემი ხროვის ალფა ვარ, შენ ლუნა ხარ და სწორედ ამიტომ მოხდა ყველაფერი ისე როგორც მოხდა. განგებამ შენამდე ამ წყევლით მომიყვანა, ჩვენ შენ გადაგარჩინეთ, შენ კი ჩვენ. -მეორე ნახევარი? ეს რას ნიშნავს? -იმას რომ ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალია, იმიტომ რომ მე და შენ ერთმანეთის მეტი არავინ გვენდომება. "ნუთუ ჩემი გული აქამდე სიყვარულს იცნობდა? არა, თვალებო! რადგან ნამდვილი სილამაზე მხოლოდ ამ ღამით ვიხილე." -რომეო და ჯულიეტა, უილიამ შექსპირი *** იმ ღამეს და მას შემდეგ მთელი კვირა ფიქრში გაატარამ არ ეჯერა ჯაქსის სიტყვები, თავს არ გრძნობდა ვიღაც ძლიერ გრძნეულად ან ალქაჯად მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, მის თვალწინ გარდაიქმნა ცხოველი ადამიანად. ერთი პატარა სისხლის წვეთი აღმოჩნდა საკმარისი იმისთის რომ ყველაფერი ის რისიც არასდროს სჯეროდა ცხადში ეხილა, პატარა სისხლის წვეთი და ცხოვრების პარტნიორი ყავდა რომელიც ადამიანიც კი არ იყო. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ასპექტი ამ ამბისა, მაქციებზე ყველა ლეგენდა, ყველა თქმულება და ყვლა ლექსი წაიკითა რაც კი სასახლეში მოძებნა მაგრამ ვრსად ნახა ახსნა თუ რას ნიშნავდა მეორე ნახევარი მაქციებისთვის. ქორწინებას? შეიძლება სიყვარულს, ან იქნებ მეგობრობას? უამრავი კითხვები ჰქონდა, ღმერთსაც ვერ შესთხოვდა დახმაებას, ამაოდ ეჩვენებოდა მას შემდეგ რაც მოხდა. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად არ დაივიწყა ჩვევა და მუხლებზე მდგომმა ილოცა ყველაფერს თავისი ადგილი ეპოვნა და გაურკვევლობა არ დარჩენილიყო მის ცხოვრებაში. მწოლიარე ადგილს ვერ პოულობდა რომ კარგად ეგრძნო თავი, ულევი წრიალის შემდეგ კი წამოჯდა და სანთლით ოთახი გაანათა. გვიან ღამეს ისეთ გამაყრუებელ სიჩუმეს მოეცვა სასახლის კორიდორები რომ ეიმის ეუცხოვა, ყველას ეძინა გარდა კარის კაცებისა რომლებიც ახლად შეძენილ მოვალეობას, არე-მარის მგლების გამო კონტროლს პირნათლად ასრულებდნენ. მოულოდნელად ეზოდან მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგო ეიმიმ და ფეხზე წამოდგა, ფანჯრიდან ნელა გადაიხედა და ადგლზე გაშეშდა როდესაც უცნიბ ფიგურაში ჯაქსი ამოიცნო, მან იმ წამსვე თვალებში შეხედა გოგონას და სისხარტით აცოცდა აგურის კედელზე, მალევე ეიმის წინ იდგა, სახეზე მშვიდი ღიმილით. -აქ რას აკეთებ? -მოვედი რომ მიგახვედრო ყვეაფერი შეგვიძლია გვქონდეს რაც მოგვესურვებდა. - ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მაგრამ მომლოდინედ იდგა ხმის ამოუღებლად, ჯაქსმა გრძელ გაშლილ თმაზე ხელი ჩამოუსვა, ეიმის ეს შეხება ძალიან ნაზი მოეჩვენა, თითქოს შეუფერებელიც კი იმისთვის რაც, თუ ვინც, ჯაქსი იყო. -მაგას ახლა როგორ მიმახვედრებ? - მიმოიხედა, სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა როდესაც საკუთარ სივრცეში ჯაქსი არ ეუცხოვა. საპასუხოდ ჯაქსს ხმა არ ამოუღია, სიტყვების ნაცვლად კოცნა აჩუქა. ეიმის არავისთვის არ ჰქონდა ნაკოცნი, იცოდა რომ ეს მხოლოდ დაქორწინებული ქალის საქმე იყო და უკადრებელი ყველა დანარჩენისთვის, მაგრამ იმ სიამოვნებას ვერ ეწინააღმდეგებოდა რასაც გრძნობდა, ჯაქსის ტუჩები ნაზად ეამბორებოდა და ნელ-ნელა ითრევდა მის ზებუნებრივ სამყაროში. ტუჩებზე კოცნას არ დაჯერდა ჯაქსი, ამჯერად გოგონას სუსტ ყელს, მხრებს და მკლავებს ეამბორა, ეიმის თვალები მიეხუჭა და ბიჭს აცდიდა გაეკეთებინა ყველაფერი რაც მოესურვებოდა, საკუთარ თავს ვერ ცნობდა, არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში მაგრამ არ ელოდა რომ ასეთი სასიამოვნო და მომაჯადოვებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუ მხოლოდ ჯაქსის გამო გრძნობდა ყოველივე ამას? -მთელი სხეული გიკანკალებს - უთხრა ღიმილით ჯაქსმა. -ჰო, არ ვიცი რა მჭირს, გთხოვ არ გაჩერდე. -ხედავ? ამ ყველაფერს იმიტომ გრძნობ რომ მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. -საიდან იცი, თან ასე დაზუსტებით? -ვგრძნობ, ყველა ინსტიქტი იმას მეუბნება რომ ხელი არასდროს გაგიშვა, სულ გვერდით მყავდე და ყველა საფრთხისგან დაგიცვა. გული მკარნახობს რომ ყველა გრძნობა შენ გაჩუქო რომელიც მასში დაიბადება, გონება კი მიმითითებს რომ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც საჭირო იქნება, როგორც შენთვის უფრო ხელსაყრელი გამოდგება. ჩემი სხეული კი მხოლოდ ერთს მთხოვს, შენთან სიახლოვეს. -დანარჩენებიც იპოვნიან თავიანთ ცხოვრების მეგზურს? იმ იდეალურ მეორე ნახევარს? -კი, თან აუცილებლად და როგორც კი მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება მაშინვე მიხვდება რომ სწორედ ის გოგოა ის ვისაც ამ ხნის მანძილზე ელოდა. სწორედ ისე როგორც მე, შენი ლამაზი თვალების შემყურე. -ყველა მაქციას ასე სჭირს? -ავადმყოფობა არ არის, "სჭირს" რომ ვუწოდოთ, მაგრამ კი, ასე ვპოულობთ ცხოვრების მეგზურს, განგება ისეთ ვინმეს არჩევს ჩვენთვის ვინც ყველაფრით შეგვერეფრება და შეგვეწყობა. -ამიტომ ვგრძნობ თავს ასე? - ეიმის მორცხვობა არ სჩვევია, არც ახლა მორიდებია თვალებში მომთხოვნად შეეხედა ჯაქსისთვის, მანაც არ დააყოვნა "კი" უპასუხა და მის ტუჩებს უფრო ვნებიანად დაეწაფა., უფრო გაბედულად და მერე ცხოველურას, ეიმიმ იფიქრა, ეს უფრო შეეფერება მას-ო. ის ღამე ეიმის ყოველთვის ემახსოვრება, ის სიამოვნება, ვნება და სისწორის შეგრძნება რომლებიც ჯაქსის სიტყვებში ერთი ათად არწმუნებდნენ სხვა ყველაფერზე ძლიერი იყო. გაურკვევლობას აღარ გრძნობდა, არც დაბნეული იყო და ახლა იცოდა, ყველა კითხვის პასუხი ხელის გულზე შეეძლო ჰქონოდა, ეიმი თუ ჯაქსის გვერდით დარჩებოდა, ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მათ სურდათ. "ჭეშმარიტ სიყვარულის გზას არასდროს უვლია სწორად;ხან სისხლით იყო სხვაობა ო, მწარე ბედი! ზედმეტად მაღალი დაბლისთვის;ხან წლებმა ვერ შეათავსა ო, ჯავრო! მოხუცი ახალგაზრდისთვის;ხან მეგობართა არჩევანზე იდგა საქმე ო, ჯოჯოხეთო! როცა სიყვარული სხვისი თვალით უნდა აირჩიო." -ზაფხულის ღამის სიზმარი, უილიამ შექსპირი (მთარგმნელი: ივანე მაჩაბელი) *** მას შემდეგ რაც პირველად აჩუქეს ერთმანეთს ხორციელი გრძნობები ეიმიმ და ჯაქსმა, სულ ერთად იყვნენ. ეიმი ვეღარ ახერხებდა ტყეში წინანდელი სიხშირით გაპარვას მაგრამ ჯაქსი სხარტად უვლიდა ყველას მხარს და ეიმის ოთახს ყოველ ღამე სტუმრობდა. დედამისს იმ ტყუილის რომ მთელ დღეებს ეკლესიაში, მუხლებზე მდგარი ლოცვაში ატარებდა აღარ სჯეროდა, სწორედ ამიტომ რამდნიმე დღის მანძილზე ერთხელ ნახულობდა ხუთივეს, სამაგიეროდ ჯაქსი არ ტოვებდა მის საწოლს. ამ კვირების განმავლობაში ეიმიმ უამრავი რამ ისწავლა და გაიგო მაქციებსა და მგლების შესახებ, მაგალითად რომ მითია ის ფაქტი რომ ლიდერს თვალდახუჭული ემორჩილება ყველა, უბრალოდ მისდამი დიდ პატივისცემას გამოხატავენ და ყველა საჭირო გადაწყვეტილებაში დანარჩენებიც ისევე იღებენ მონაწილეობას როგორც მათი ალფა. ერთ დღეს, წინა საღამოსგან ბედნიერებით მოსეირნეს მამამისმა დაუძახა, იხმო სერიოზულ საქმეზე სასაუბროდ, ეს საუბარი კი იმაზე შემზარავი აღმოჩნდა იმისთვის ვიდრე წარმოედგინა. ახალი ამბის გაგებისთანავე ტყეში გაიქცა, მოთქვამდა გოგონა, ჯექსმა როგორც კი მისი მოახლოვება იგრძნო ისიც იგრძნო როგორი შეშინებული და დასევდიანებული იყო. მაშინვე მივარდა, სახიდან პანტა-პუნტით ჩამოცვენილ ცრემლებს გამალებით უმშრალებდა. -რა მოხდა ლამაზო, ასე რატომ ტირი? -გათხოვების ასაკს დიდი ხანია მიაღწიეო, მამაცემმა ეს მითხრა, შენი მომავალი ქმარი და მისი ოჯახი ჩამოდიან და ხვალ ქორწილი შედგებაო - ჯაქსს ბრაზი და ზიზღი მოაწვა. -ამის გამო ტირი? შენ არავის ცოლი არ იქნები, ჩემს გარდა არავისი იქნები. -მამას სიტყვას ვერ გადავუხვევ... -შენ უკან დაბრუნდი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. - დაამშვიდა ჯაქსმა, მოესიყვარულა და დაემშვიდობა. ეიმიმ მისი სიყვები მთელი გულით დაიჯერა, იმეორებდა რომ ის არავის ცოლი არ იქნებოდა, მხოლოდ ჯექსთან უნდა ყოფილიყო. სასახლეში დაბრუნებულს დედამისი ოთახში დახვდა, ეჩხუბა, ტყეში წასული აღარ დაგინახოო, უსაფრთხო არ არის და თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეშიო. მეორე დღეს კი მართლაც ულამაზეს თეთრ კაბაში იდგა ეკლესიის შესასვლელში, ლამაზად მორთულ მოკაზმული სტუმრებს გვერდი ჩაუარა და მომავალი მეუღლის გვერდით დაიკავა ადგილი, დადგა ხატების და მამაოს წინ, წმინდა მარიამის ნაცნობი ხატი იმედიანი თვალებით უყურებდა, ამცნობდა რომ ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც ჯაქსი დაპირდა, სწორედ ამიტომ არ შეშინებია. ზუსტად მაშინ მამაოს ლაპარაკი რომ უნდა დაეწყო, ბიბლიითა და სანთლით ხელში მდგომს სიტყვა გაუწყდა როდესაც კარში მგლები შემოცვივდნენ, ყველა ვისი სუნიც ეუცხოვათ სამიზნედ ისინი ამოიღეს. შავმა მგელმა როგორც კი დაინახა ეიმის წინ გმირულად გადამდგარი ახალგაზრდა კაცი მისკენ აიღო გეზი, წამი არ დაუკარგავს ისე ეცა, წაქცეულს კბილები ძლიერად ჩაასო და გული საგულედან უმოწყალოდ ამოგლიჯა, ეიმის თეთრი კაბა წითლად შეღება. ნაცრისფერმა მგელმა კი მამაო არ დაინდო, ყელი გამოღადრა, ეიმიმ ძირს დავარდნილ ბიბლიას შეხედა და მოეჩვენა რომ წიგნი უიმედობის ჟამსაც კი ხელშეუხებელი რჩებოდა, ერთი წვეთი სისხლი მასზე არ დაცემულა. თეთრებში ჩაცმული ეიმი იქაურობას ათვალიერებდა, გვამები ყველგან ეყარა, ხალხის ყვირილს მოეცვა გარემო, მგლები კი უმოწყალოდ უსწორდებოდნენ უცხოებს, ქორწილში სტუმრად ჩამოსული ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ. ქორწილი დიდ ტრაგედიად იქცა, ეიმის მშობლები თავზარდაცემულნი უყურებდნენ როგორ აკვირდებოდა შავი მგელი ეიმის წითლად აგიზგიზებული თვალებით, იქამდე სანამ ეკლესია არ დატოვა დანარჩენებთან ერთად და ტყეს არ მიაშურა. "სანამ ჭეშმარიტება ფეხსაცმლის ჩაცმას ასწრებს, სიცრუე ნახევარ მსოფლიოს შემოივლის" -მარკ ტვენი *** ტრაგიკული ქორწილის შემდეგ ხმა დაირხა პატარა ქალბატონ ეიმის დემონები თან სდევენ, მის გვერდით მდგარ კაცს არ აცოცხლებენ, არავის ინდობენ და მხოლოდ ეიმის არ ეკარებიანო. ზოგი იმასაც ამბობდა ალქაჯია, იმ ხალხს კლავს ვინც არ უყვარს და ამას დემონების დახმარებით აკეთებსო, ბევრს სჯეროდა რომ გოგონა ღამ-ღამობით ჯადოქრობას, გრძნეულობას და ალქაჯობას არ ერიდებოდა, წყევლიდა იმ ხალხს ვინც სურდა რომ მკვდარი ენახა და ვარაუდობდნენ რომ მას მგლები მოეჯადოვებინა, სწორედ ამიტომ იყო რომ ცხოველებიც დაგეშილებივით იქ ჩნდებოდნენ სადაც ეიმი იყო. დედაქალაქამდე ჩააღწია ხმამ, დიდი სისხლისღვრა ყველას სალაპარაკო გახდა, ყველა თვალი ეიმის მისჩერებოდა, ყველა ყური მის თითო სიტყვას ელოდა. სასახლეში შეკრებილი მონადირეები და მებრძოლები კი არ ჩერდებოდნენ, ახლა ასმაგად გახელებულიყვნენ და ღონეს არ იშურებდნენ, ყოველ დღეს დილიდან-საღამომდე ტყეში ატარებდნენ, ღამ-ღამობით მაინც ერიდებოდნენ დარჩენას, ათობით ადამიანი დაეგლიჯათ მგლებს და ეშინოდათ სიკვდილისა იქამდე სანამ ამ დემონებს არ გაუყენებდნენ ჯოჯოხეთის გზას. ერთ დღეს შეკრებილმა მონდარიეებმა გადაწყიტეს რომ ტყე გადაეწვათ და ასე გამოეტყუებინათ მგლები, ეიმიმ როგორც კი ეს გაიგო მაშინვე მოსაღამოვებას დაელოდა რომ ჯაქსი გაეფრთხილებინა, მაგრამ ჯაქსი იმ საღამოს არ გამოჩნდა. შეშინებულმა ეიმიმ კი სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, გადაწყვიტა თავად მისულიყო ჯაქსთან და დანარჩენებთან. ტყის ნაცნობ სიბნელეში მშვიდად მაგრამ მაინც სიფრთხილით მიაბიჯებდა, არ სურდა ეხმაურა. მალევე მივიდა ხროვის სამალავთან რომელიც უბრალო ხეებს შორის, არც ნამდვილი სამალავი გახლდათ და არც არაფერი მსგავსი, უბრალოდ მათი შეკრების ადგილი. -ეიმი - ძლიერად ჩაიხუტა გოგონა და კისერზე ბევრჯერ აკოცა. -დანარჩენები სად არიან? -სანადიროდ. -შენ რატომ არ წაყევი? -ვიცოდი მე რომ არ მოვედი, შენთვითონ მოხვიდოდი და გელოდი. -ანუ ასე - გაეღიმ ეიმის და ბიჭის მიმზიდველ ტუჩებს წაეტანა, ისე უყვარდა მისი ვნება და შეხება რრომ ჭკუას კარგავდა, სხვა არაფერზე ეფიქებოდა გარდა ბიჭისა. -რაღაცის სათქმელად მოვედი, ხვალ მონადირეები ტყეს გადაწვას უპირებენ, ფრთხილად იყავით, თქვენი გამოტყუება უნდათ. -ჩემს ტყეს ვერავინ დააკარებს ხელს, ეს ტყე ცეცხლის შესაჭმელად არ აყვავებულა. - თქვა ჯაქსმა და მის ხმაში გაჟღერებული სიმკაცრის ნოეტბი საკმარისი იყო იმისთვის რომ ეიმი დამშვიდებულიყო. ჯაქსმა გოგონას ხელი ჩაკიდა და წინ გაუძღვა, მდინარის ერთ-ერთ დაგუბებასთან შეჩერდა და წყალთან ახლოს დააწვინა გოგონა, მთვარის სინათლე ისე ლამაზად დანათებდა მას რომ თეთრი სამოსი ვერცხლისფრად უბრჭყვიალებდა, შეპყრობილი იყო ჯაქსი, მისი სურნელით, გემოთი, მისი გამოხედვით და მისი შიშველი სხეულით, რომელსაც იმ ღამეს არაერთხელ დაეუფლა. ადრიანი დილის საათები იდგა როდესაც ეიმი სახლში დაბრუნდა, უხაროდა ისევ ყველას რომ ეძინა, მაგრამ ოთახში შესულს თავზარი დაეცა როცა დედამისი დაინახა საწოლზე მჯდარი. -სად იყავი? -ა-არსად. -ეიმი, სად იყავი?! სანამ მამაშენს გაუგია, მიპასუხე და ტყუილი არც კი გაიფიქრო! -მე, მე ტყეში ვიყავი. - ვერც დედამისმა და ვერც ეიმიმ შენიშნეს ორი მოსამსახურე გოგონა რომლეიც მათი ქალბატონების ხმაზე კარებთან უჩუმრად იდგნენ და მიეყურადებინათ. -როგორ გაბედე მანდ შესვლა, არ გეშინია?! არ იცი როგორი მონსტრებითაა სავსე?! -მონსტრებით? -ოთახიდან გამოსვლას გიკრძალავ. არავის უთხრა სადაც იყავი თორემ ისეთებს იტყვიან შენზე რომ ახლა ნათქვამი მონაგონი იქნება. -მე არ ვარ ალქაჯი, არც გრძნეული და არც ჯადოების კეთება მეხერხება. - იცრუა გოგონამ. -მე ვიცი ეგ ყველაფერი, მაგრამ აბა იმ გაბრბოებულ შეშინებულ ხალხ დაუმტკიცე გარეთ რომ გელოდებიან? -უბრალოდ მშვიდად გასეირნება მინდოდა. -ამიერიდან ფეხს ვეღარსად გაადგავ. - ეს იყო დედამისის ბოლო სიტყვა, ოთახიდან სანამ გავიდოდა ბოლოჯერ შეხედ ქალიშვილს და კიბეებზე ჩასულმა მაინც ვერ დაინახა ორი მოსამსახურე რომლებიც ეიმის ოთახის კარს შეშინებული, ზიზღნარევი და ავისმომასწავლებელი თალებით მისჩერებოდნენ. "ბოლოს, იმედია, მე და შენ ვიქნებით, სიბნელეში მე შენ არასდროს მიგატოვებ, დღის სინათლეზე შენ მე ვერასდროს მიხილავ, უკვე ძალიან გვიანია, დრო დადგა." -სიმღერიდან Dracula, Tame Impala *** მოსამსახურეებმა ჭორი გაიტანეს სასახლიდან ეიმი ტყეში დადის ყოველ ღამე, დედამისი უშლის ის კი მაინც ტავისას არ იშლისო. ამის გამგონე ხალხი კი უფრო დარწმუნდა იმაში რომ ეიმი გრძნეული იყო. ერთმა ეიმის ტოლა გოგონამ მოყვა, სასახლეში რომ ვიყავი სტუმრად ის თითებზე დამდნარ სანთელს ისხამდა, ამბობდა მომწონს ეს ტკივილიო, კიდევ ერთი ამტკიდცება რომ სასახლის სახურავზე ნახა შუა ღამისას, როგორ მიშტერებოდა მთვარეს და როგორ აკვირდებოდა ყველას მაღლიდან. არაერთ მსგავს ისტორიას იგნებნენ და ყვებოდნენ, ვერავინ ვერ გაარკვევდა რა იყო მართალი და რა მონაგონი ისეთი აურზაური მოყვა ყოველივე ამას და ისსეთ ამბებს ყვებოდა ხალხი. ეიმის დედამ ამ ჭორების გამგონემ გადაწყვიტა ერთ დღეს შვილის ოთახში რამე ისეთი მოეძებნა რაც დაადასტურებდა მის ალქაჯობას, ეჭვობდა რომ რამე უღმერთოს ჩადიოდა მისი შვილი. დიდი ხანი არც დასჭირვებია ოთახში ქექვა, წიგნებს წააწყდა ალქაჯებზე, ჯადოქრებსა და მჩხიბავებზე რამაც საბოლოოდ დაარწმუნდა ხალხის აზრის სისწორეში. მეუღლეს დაელაპარაკა და მანაც ეიმის წინააღმდეგ აჯანყებული ხალხის დასამშვიდებლად და ეიმის საშველად მოიფიქრა რომ ეკლესიაში განემარტოვებინათ გოგონა ეპისკოპოსთან ერთად. ეიმიმ ბევრი ეხვწეა მშობლებს, არ ჩამკეტოთ ეკლესიაში, ჩემით ვივლი და საათების მანძილზე არ წამოვალ იქიდანო მაგრამ ამაოდ. მაინც ჩაკეტეს, იდგა შუა ეკლესიაში ხატების და ქანდაკებების წინ და ლოცულობდა, ოღონდ არა იმაზე რაზეც ეპისკოპოსი მიუთითებდა. ლოცულობდა რომ ჯაქსს რამე არ გაეკეთებინა, რამე რაც უარესად შეაშინებდა მაცხოვრებლებს და უფრო დაგეშავდა მონადირეეს. ეშინოდა, ეკლესიიდან ხომ ვერ დაეხმარებოდა. როდესაც დღეების განმავლობაში არ გამოჩნდა ეიმი, არც სასახლეში ოთახში დახვდა და მხოლოდ ეკლესიისდან გრძნობდა მის სუნს, მიხვდა რომ ეიმი ეკლესიაში იყო, მაგრამ არ იცოდა რატომ, გასარკვევად ხალხში გაერია, ისმენდა მათ ნათქვამს და მონაყოლს და ვერ იჯერებდა რომ ხალხს იმდენად ეშინოდათ მისი ხროვის რომ ეიმის აბრალებდნენ ყველაფერს, ვინ დაიჯერებდა იმას რომ ერთი გოგო მართავდა ცხოველებს? მაგრამ ვერ აიტანა ის რომ მისი ძვირფასი ეიმი ახლა ჩაკეტილი იყო იქ სადაც ყოფნა არ სურდა და ამდენიდღის უნახავი ენატრებოდა, ამიტომ გადაწყვიტა წამოეყვანა. ეკლესიაში ჩუმად შეიპარა, ისევ კედლებზე აცოცება მოუწია მაგრამ მაინც შეუმჩნევლად მოახერხა ეს, ჩრდილივით მოძრაობდა, ეიმის სურნელს მიჰყვა და მალევე დაინახა სალოცავის ცენტრში მუხლებზე დამხობილი თავსაბურ წამოფარებული გოგონა, ცრემლები ღვრად რომ ჩამოსდიოდა ნაზ კანზე და წინ ეპისკოპოსი რომ ედგა. ბევრი არ უფიქრია უჩუმრდ მივიდა ეპისკოპოსთად და წინ დაუდგ, ეიმიმ ჯაქსის დანახვაზე შვება იგრძნო, იფიქრა რომ საბოლოოდ დააღწევდა ამ ჯოჯოხეთს თავს. -შენ ვინ ხარ? -მე ის ვარ ვისიც ასე ძალიან გეშინიათ, ვის გამოც ეიმი აქ გყავთ გამომწყვდეული. - თავი აღარ შეიწუხა ბევრი ლაპარაკით ჯაქსმა, კისერში წვდა და წამსი მოკლა ეპისკოპოსი. ეიმის დაავლო ხელი და იქიდან გაიყვანა საიდანაც შემოვიდა, ტყეში მის მკლავებში, ბედნიერებას გრძნობდა ეიმის, ნათელ მთვარეს და ცის კაბადონს უმზერდა და მათი მშვენებით ტკბებოდა, მაშინ როცა ჯაქსი გოგონას უყუებდა და მისი სილამაზით გართულს სხვა არავინ და არაფერი ახსოვდა. -შენ ჩემგან ვერავინ ვერ დაგმალავს. -ხალხს ალქაჯი ვგონივარ, ჯადოქარი. -ხარ და იმიტომ. -მათ ხომ ეს არ იციან. -ხალხი ყველაფერ ცუდს მარტივად დაიჯერებს შენზე, ბევრი დარწმუნება არ დასჭირდებათ, ეს შენც ხომ ნახე? -მაგრამ მე არაფერი დამიშავებია. -ჩვენ დავაშავეთ, შენს გამო. -თქვენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა. -არ ინერვულო, ჩვენ სულ შენს გვერდით ვინქბეით, განსაკუთრებით კი მე. დილას ეკლესიაში შესულ მომლოცველებს საშინელი სურათი დაუხვდათ. ეპისკოპოსი კისერ მოტეხილი ეგდო, თვალ გახელელი სიცარიელეში იყურებოდა და სისხლი სდიოდა პირიდან, ეიმი კი არსად იყო, ყველაფერი გადაქექეს, მაგრამ ის არსად ცანდა. ამის გარდა სხვა დასტური რაღა საჭირო იყო? ეიმი ჯადოქრად შერაცხეს, ახალმა ეპისკოპოსმა გამოაცხადა რომ ის უღმერთო იყო და არანაირი ღმერთის შეწყალება არ უშველიდა. იმ დღესვე ააგეს პლატფორმა რომ ეიმი ზედ დაებათ და ცოცხლად დაეწვათ. "ადამიანები ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ ტყდება გული, მაგრამ არასოდეს ამბობდნენ, როგორ ეკიდა სული უტყვად იმ პაუზაში, სიცარიელესა და შიშში, რომელიც ცოცხლებსა და მკვდრებს შორისაა; როგორ გაივლიდა შიშველი სული ; სამოსგლეჯილი და განძარცვული , პირდაპირ ჯოჯოხეთის ხახაზე. იქ ერთხელ მოხვედრილს უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა; იქ სულს ყველაფერი ახსოვდა, თუმცა გულს ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც." -ჯეიმს ბოლდვინი, წადი აუწყე მტებს. *** ეიმის მშობლები, რეგიონის ბატონი და ქალბატონი ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას, მოსახელობას ეიმის დასაწვავად ყველაფერი გაემზადებინათ, ხელში სამკაპები, ცეცხლწაკიდებული ჩირაღდნები და ნაჯახები ეკავათ. ეიმის დედის ცრემლები არავის აიმტერესებდა, მამამისი კი ჩუმად მჯდარი თავს გაპროტესტების უფლებასაც არ აძლევდა, ფიქრობდა მასაც უღმერთოდ ჩათვლიდნენ ხმა რომ ამოეღო. უკვე მეორე დღე იწურებოდა რაც ეიმის ტყეში ეძებდნენ, იცოდნენ რომ მგლებთან ერთად იქნებოდა და მონადირეები დიდი მონდომებით მოძრაობდნენ ხეებს შორის, დიდი ხნის სიარულის და ძებნის შემდეგ შორიდან დალანდეს გოგონა რომელიც ერთ მგელთან ერთად იდგა. ბეაუ მშვიდად უსმენდა ეიმის რომელიც გაუჩერებად უყვებოდა ყველაფერს რაც მოხდა, სანადიროდ წასულიყვნენ დანარჩენები და ბეაუმაც გადაწყვიტა რომ ადამიანის ფორმაში მყოფი ისე ეფექტურად ვერ დაიცავდა სასახლიდან გამოქცეულ ლუნას როგორც მგლის ფორმაში და ასე განაგრძო მისი მეგობრის მოსმენა, რომლისთვისაც სულ ერთი იყო ადამიანის გარეგნობაში მოუსენდა ბეაუ, თუ მგლის. მონადირეთა შორის საუკეთესო მეისრემ მოიმარჯვა მშვილდი, მოულოდნელად ნასროლ დიდ ისარს როგორ აარიდებდა თავს ბეაუ? წინა ფეხშიან მოხვდა, ყეთან იმდენად ახლოს რომ ეიმის შეეშინდა ფატალური არ ყოფილიყო ეს ჭრილობა. მაშინვე თავს დაესხნენ მონადირეთა რაზმი, ეიმის წამში დასტაცა ერთ-ერთმა ხელი და ისე გადაიკიდა მხარზე და სასახლისკენ გზას გაუდგა რომ აღარ გაუხედავს უკან აღრიალებული, დაჭრილი ცხოველისკენ რომელსაც თავს დაესია ყველა დანარცენი, ეიმი ბეაუს უყვიროდა რომ გაცეულიყო და თავი გადაერჩინა მაგრამ ბეაუს მხოლოდ ის უნდოდა მისი ლუნა ეხსნა. ბეაუმ არაერთი მონადირე მოკლა,არაერთს უკბინა და შეაშინა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა ის ერთი ყველა მათ წინააღმდეგ. ერთბაშად ურტყავდნენ დანებს, ხმლებს, სამკაპებს და ბეაუმაც, ბევრი წვალების შემდეგ სამუდამოდ დახუჭა ალისფერი თვალები. მონადირეები სიხარულის შეძახილებს მოყვნენ, გადაწყვიტეს რომ მგლის გვამიც ეიმისთან ერთად დაეწვათ, პომპეზურად და ისე როგორც გამარჯვებულებს შეშვენოდათ. მონადირემ გოგონა სასახლის ეზოში დააგდო, ეიმის სიტყვები არ ამოსდიოდა, ყელში გაჩხეროდა ყველა ნოტი რომელითაც უნდა ეტირა. მან ძალიან კარგად იცოდა რომ ამჯერად ვერავინ უშველიდა, ვერავინ დაიხსნიდა იმისგან რაც ელოდა. დედაომ თეთრი კაბა ჩააცვა, ლამაზი თმა გუშალა და გზას გაუყენა ამაღლებული პლატფორმისკენ, ხალხი ორად გაიყო და წინ გზა გაუნტავისუფლა მომავალ ეიმის რომელსაც ცრემლები სცვიოდა. ყველა ზიზღით უყურებდა, მისი თანამოქალაქეები რომლებიც მხოლოდ სიკეთით შემოსილები ახსოვდა ახლა პატარ-პატარა ქვებს ესროდნენ, საშინელ სიტყვებს ეძახდნენ და ეშმაკისეულს ძაღლადაც არ აგდებდნენ. ეიმის მშობლეს ეპისკოპოსის, მოსამართლისა და სხვა მაღალჩინოსნების გვერდით დაეკავათ ადგილი, სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და სეირს ასე ადევნებდნენ თვალს. დედამისმა ცრემლიანი თვალებით შეხედა და მხოლოდ ეს იყო მისი რეაქცია, ეიმის მთელი არსება შიშმა მოიცვა. ბოძზე მიბმული ნებისმიერ წამს ელოდა ცეცხლის აგიზგიზებას მაგრამ არ ჩქარობდნენ, მერე ტყიდან მომავალი მონადირეები რომ დალანდა და მათ ხელებში მოქცეული ნაცნობი ცხოველი, მკვდარი და სისხლიანი, იფიქრა ეს არის დასასრულიო. ბეაუს მგლის სხეული, უსიცოცხლო და უმწეო ეიმის გვერძე დააგდეს და ცეცხლი გაუკიდეს პლატფორმას. ეიმის სასჯელით დაინტერესებლებმა, აყვირებულებმა და კმაყოფილებმა ვერ შენიშნეს ტყიდან გამოვარდნილი ოთხი ცხოველი რომლებიც ერთბაშად შეესივნენ ხალხს. ¨ყოფნა, არ ყოფნა. საკითხავი აი ეს არის." -ჰამლეტი, უილიამ შექსპირი. *** როგორც კი ტყეში მონადირეების სუნი იგრძნეს დრო აღარ დაუკარგავთ და უკან დაბრუნდნენ, ჯაქსის ბრაზი უმოწყალო მაშინ გახდა როცა აგილზე სადაც ბეაუ და ეიმი ელოდათ მათ მაგივრად მიწაზე დაღვრილი სისხლი და იქვე მიყრილი სისხლიანი იარაღი დაინახა. სასახლისკენ წამში გაიქცნენ, არც შემცდარა და ყველაფერი ისე დახვდა როგორც წარმოედგინა. პლატფორმას სადაც ეიმი მიებათ და ბეაუს უსულო ცხედარი მიეგდოთ ცეცხლი წაჰკიდებოდა, მაგრამ არ გიზგიზებდა სუსტი ალი. ჯერ დრო ჰქონდა მას და მის ხროვას. ვერ არჩევდა დიდს და პატარას, ქალსა და კაცს, ყველას კბილი გაკრა ვინც წინ გადაეღობა, ვერ გრძნობდა მოხვედრილი ისრების ტკივილს და მხოლოდ ერთი რამ სურდა, იქმადე მიეღწია სანამ ცეცხლი ბოლომდე გაეკიდებოდა ხის ნაგებობას. მაგრამ არც უფრო უახლოვდებოდა მას, მით უფრო მეტი ადამიანი ეღობებოდა წინ, მონადირეები არ იშურებდნენ შუბებს, ისრებსა და დანებს, ტანზე ექაჩებოდნენ, პირს თოკით უხურავდნენ და რაც უფრო მეტ დროს აკარგვინებდნენ თავის განთავისუფლებაში, მით უფრო უახლოვდებოდა ეიმი სიკვდილს. ლენოქსი, მაქსი და რიჩიც არ იშურებდნენ ძალას, ხან ერთი წვდებოდა კბილებით მონადირეს და კისერს წამში მოსტეხდა ხან მეორე ხანაც მესამე, ყველა მათგანს ერთი მიზანი ჰქონდა, რომ ეიმიმდე მიეღწიათ სანამ ეს ძალიან გვიანი იქნებოდა. ხალხი ყველა მიმართულებით გარბოდა, არ უნდოდათ სიკვდილი დაგეშილი ცხოველების ყბებში, არც ის სურდათ რომ ამ არეულობაში მოსვლოდათ რამე. მგლები არ ცხრებოდნენ, ერთი-ათად გავეშებულნი ებრძოდნენ ყველას მათ გარშემო. როგორ კი ამძვინვარებულ ცეცხლს მიუახლოვდა გადახტა და ადამიანის ფორმა მიიღო, მხილველები თვალებს ვერ უჯერებდნენ, ეგონათ ნამდვილი დემონის განსახიერებაა ეს ქმნილებაო, ყვირილს უმატეს, მონადირეთა ნაწილიც კი შეშინებული უკან დახევას ფიქრობდა. ჯაქსმა ეიმი სასწრაფოდ გაანთავისუფლა, ცეცხლიდან გამოიყვანა და მოშორებით მუხლებზე დაცემულმა გოგონას უგონო სხეული ჩაიხუტა, ჯერ ისევ ცოცხალი იყო მაგრამ ხელი, ფეხი და მხარი დამწვარი ჰქონდა, სუსტად უცემდა გული, სუსტად და გაორმაგებულად. ჯაქსს გაკვირვების დროც არ ჰქონდა, ხელი მუცელზე დაადო მომაკვდავს და ახლა უფრო ნათლად შეიგრძნო მეორე, ბევრად უფრო სუსტი გულის ცემა. იცოდა ჯაქსმა, კარგად იცოდა რომ ვერც ერთი გადარჩებოდა და ვერც მეორე მაგრამ შეშლილივით არ კარგავდა იმედს. შეპყრობილი იყო, მისით და ყველაფრით რაც ეს გოგო იყო. -გთხოვ, თვალები გაახილე - ეხვეწებოდა ის, ეიმიმ დაუჯერა, ბოლო ძალები მოიკრიბა და ბიჭს ცრემლიანი მზერა აჩუქა. გოგონას საბოლოო მოგონება მისი საყვარელი ადამინის ცრემლიანი სახე იყო. ეიმიმ თვალები დახუჭა და სამუდამოდ მიეცა ალქაჯის სიზმარს. მასთან ერთად შეჭყდა მეორე გულისცემაც. ჯაქსმა კი ყველაფერი დაკარგა რაც გააჩნდა, გარშემო რომ მიმოიხედა მერეღა დაინახა მხოლოდ მაქსი რომ იდგა ფეხზე და უმოწყალოდ ავრებდა ყველას მუსრს, ახლოს ვერ ეკარებოდნენ და ვერც გაურბოდნენ. "თქვენ ჩემი ეიმი მოკალით, ჩვენი შვილი მოკალით." მხოლოდ ამას ფიქრობდა, ეს იყო ერთადერთი რამ მის გონებაში მაშინ როდესაც მაქსს შეუერდა და ულმობლად დაგლიჯა ყველა ვინც დაინახა. მონადირეები რომლებსაც სასახლისთვის შეეფარებინათ თავი ინანეს ეს გადაწყვეტილება როდესაც ორივე კარებში შევარდა, გიგანტური მეტალის კარი ანჯამებიდან ამოაგდეს და ოთხ-კედელს შორის გამომწყვდეულები აღმოჩნდნენ დემონურ ნადირებთან ერთად. ვერავინ გადაურჩა ჯაქსს და მაქსს. მაგრამ ვერც ჯაქსი გადარჩა, აქამდე მოხვედრილი ისრები, ბრძოლაში მიღებული ჭრილობები და გულმკვდარს არც ადარდებდა იცოცხლებდა თუ არა. იცოდა ისიც იქ მოკვდებოდა სადაც მისი სიყვარული. დანებების ნიშნად ადამიანად გადაიქცა ისევ და შეშინებულ, დაბნეულ და არეულ რამოდენიმე მომაკვდავ ადამიანს ზედ არ შეხედა, ყველა გაშეშდა, მაქსიც კი რომელიც მის ალფას აკვირდებოდა. -აქედან წადი, წადი და იცოცხლე. შენი ადამიანი გყავს მოსაძებნი. - მაქსმა ყმუილი დაიწყო, ადამიანად არ გადაიქცა, საკუთარ თავს უფლება არ მისცა რომ არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. -მაქს, წადი! - ჯაქსმა უბრძანა, უბრძანა ისე რომ მაქსი ვერ შეეჭინააღმდეგა. ერთად გავიდნენ სასახლის ეზოში, ერთმა ეიმისკენ აიღო გეზი, მეორემ კი ტყისკენ. ჯაქსმა ხელში მოიქცია მისი სხეული, ბოლოჯერ აკოცა ჯერ ისევ თბილ ტუჩებზე და თითქოს იგრძნო როგორ შემოჰხვია სიკვდილმა ცივი ხელები, ეიმის შემყურემ დალია სული. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



