შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდამავალი წამი ( სრულად )


12-03-2026, 13:46
ავტორი Edna
ნანახია 2 982

მესამე დღეა ტარხუნის სენდვიჩით იწყება დილა, ორ ნაჭერს შორის სიცარიელე ახლად გარეცხილი ტარხუნით ამოვავსე. უკვე მაგვიანდება, ამიტომაც თან ვჭამ, თან წითელ ტუჩსაცხს ვიღებ ჩანთიდან და სახლს ვტოვებ.. კიბეები ჩავირბინე, ეზოში გამოვედი თუ არა სენდვიჩის ბოლო ლუკმაც გემრიელად მივირთვი, თან სარკეში ვიხედები და ვცდილობ არ შევანელო სვლა და ისე წავისვა არ გამეთხაპნოს..
ამასობაში ზარი არ წყდება, წასმას როგორც კი ვასრულებ, იმ ჩანთაში ვეძებ ტელეფონს სადაც შესაძლოს შექსპირის ორიგინალი ხელნაწერი, ლეონარდო და ვინჩის რომელიმე დაკარგული ნახატი ანდაც, რომაელი ლეგიონერის ხმალსაც შეიძლება გადააწყდეთ.. ყველაფერია და თან არაფერი..
-დარია.. სად ხარ..? - დამავიწყდა ჯერ მენახა ვის ვუპასუხე და ტელეფონს დავხედე.. რა ვქნა, დაფიქრებისთვის დრო არ მაქვს..
-ოლღა, ამ დროს რატომ მირეკავ..? მშვიდობაა..?
-იასამნისფერი მართლა არ მიხდება თუ მეექვსე კლასში ხათუნამ, რომ მითხრა არ გიხდებაო, მაგიტომ ამოვიჩემე..?
-მთელი დარჩენილი კვირა იასამნისფერი არ გეცვა..?
-ხათუნას ვუფრიალებდი, რათა მეგრძნობინებინა, რომ მის აზრს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა..
-ახლა რამ გაგახსენა..?
-იასამნისფერი არ მოიპოვება ჩემს გარდერობში, ახლა შემხვდა უსაყვარლესი სავარჯიშო სეტი და ეგ გამახსენდა..
-იყიდე მერე, რაზე ფიქრობ..?
-ახლა რომ ვიყიდო, იმიტომ ვიყიდი, მართლა მინდა თუ გულის სიღრმეში ისევ ხათუნაზე ვიოხებ გულს..?
-თავს იტკივებ სულ ტყუილად, გაისინჯე და თავს როგორც იგრძნობ იმის მიხედვით აარ...ვაიმე...
-რა მოხდა..
-ფეხი დამიცდა და კინაღამ მანქანამ გამიტანა, მგონი ფეხსაცმელი გავუქლასუნე კიდეც.. არა დიახ კარგად ვარ მადლობა.. კი კი გადავრჩი.. აბა თქვენ იცით, ბედნიერად..ოჯახი მომიკითხეთ..
-ვის ელაპარაკები, ნაცნობი შეგხვდა..?
-ვიღაც უცნობი იყო.. მოკლედ მეტროში ჩავდივარ და გამაგებინე რას იზამ..
-მადლობა სიხარულო, ამ გაწამაწიაში მყოფმა, ჩემთვის დრო გამონახე.. როგორმე დღესაც გადარჩი და შევხმიანდეთ..- გამითიშა, მე კი სირბილით ჩავიარე ესკალატორი, ერთ ადამიანს პარკი გავაგდებინე ხელიდან, მეორე კინაღამ თავად დავაგორე.. წამიერად უკან მოვიხედე, იქნებ რამე დავაშავე და ვერ გავიაზრე თქო, ზუსტად ამ დროს გაჩერდა და შევედი კიდევაც.. ამ სიჩქარეში მყოფი, ვერ დავმშვიდდი, მეჩქარება მე კი გაქცევის საშუალება არ მაქვს, ჩემს მაგივრად მეტრო მიქრის და მგონია ვთაღლითობ..
როგორც კი მეტრო ჩემთვის სასურველ გაჩერებას ასახელებს, პირველი გავრბივარ, უკვე ვეღარც ვიჯერებ ცოცხალმა გამოვაღწიე და არ გავიჭყლიტე.. ამ სირბილში ყავისთვის ვჩერდები, სამწუხაროდ რიგია და კიდევ მიწევს დავყოვნდე.. ყავის აპარატი არ გაფუჭებულიყო ოფისში და აქ არ ვიქნებოდი, საკუთარ თავებს დააბრალონ ჩემი დაგვიანება.. შემდეგ ისევ ვირბინე, სულ ცოტა და საბოლოოდ მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე..
-არ მითხრა ახალი მოსული ვარო..
-არ გეტყვი.. - კესო თავს აქნევს, არც უკვირს და არც მედავება ამჯერად..- გაამზადე რაც გთხოვე..?
-კი აქ უნდა მქონდეს..
-ჯერ შენ მანდ რისი მპოვნელი ხარ და მეორეც გგონია შენს ნაწერს გავიგებ..? არ ამობეჭდე..? -ჩანთა მთლიანად ამოვაყირავე, ყველაფერი მაგიდაზე გაიშალა, ზოგი რამ იატაკზე აღმოჩნდა..
-აი..აი აქაა სცენარი.. მოდი უცებ ავკრეფ და გადმოგიგზავნი..
-კიდევ კარგი სწრაფი ხელი გაქვს, თორემ ვერ გადამირჩებოდი.. -ამაში ნამდვილად გამიმართლა, დიდი დრო არ მჭირდება დავალებულის შესასრულებლად.. გადაგზავნიდან მალევე შენიშვნებით ავსებული ფაილი მიბრუნდება უკან, მეც ვასწორებ და ვასწორებ.. დრო ისე გადის ვერც ვიგებ..თითქმის სრულდება სამუშაო საათები, როდესაც კესო ბრუნდება.- სერიოზული სალაპარაკო გვაქვს..
-დაგვიანება ჩემი ბრალი არ იყო მართლა..
-მაგაზე არ ვსაუბრობ, თუმცა გასათვალისწინებელია, მერე მივუბრუნდეთ..
-აბა რა ხდება..?
-არაჩვეულებრივი სცენარისტი ხარ, მართლა, მაგრამ ბოლო დროს რაღაც ისე არაა, სხვა ყველასგან ვერაფრით ვერ გამოარჩევო თითქოს ისეა, შენი ხელი აღარ ეტყობა.. ამიტომაც ამ სერიალისთვის აღარ უნდათ შენ იყო სცენარისტი..
-ასე უბრალოდ აღარ..?
-რაც გეკუთვნის იმას მოგცემენ, მაგრამ რაც ახლახან გადმომიგზავნე ბოლო იყო.. ჩემი აზრით შესვენება არ გაწყენდა..
-მუშაობა შევწყვიტო..? რაიმე ახალი პროექტი..
-შემიძლია ამაზე ზრუნვა დავიწყო, თუმცა მართლა არ ფიქრობ, რამდენად გადაიღალე..? რამდენად, მშრალია შენი ნამუშევრები..? მობილიზება გჭირდება. არ მინდა ისე მიიღო, თითქოს სამსახური დაკარგე, ახალ შესაძლებლობად მიიღე, იცი როგორც გაფასებ, მაგრამ დროა საკუთარ თავს დაუბრუნდე.. -ვერაფერი ვეღარ ვუთხარი, არც იმაზე მიფიქრია საკუთარი ნამუშევრები დამეცვა, რადგან გულის სიღრმეში ვგრძნობ მართალია, ამის აღიარება არ მინდა.. მთელი გული, ჩამედო, რამე გამაჩერებდა..? კესო, გავიდა ოთახიდან, მე შენობიდან..
როგორ ვგრძნობ თავს..? რამეს რომ დააშავებ და მშობელი შენს ოთახში გიშვებს დანაშაულზე საფიქრელად, შენ კი ამის ნაცვლად უფრო ბრაზდები, უსამართლობის განცდა გაქვს.. მაგრამ არ შემიძლია ყურები ჩამოვყარო, გამოვიგლოვო სერიალი, რომელზეც ამდენი ხანი ვმუშაობდი, კი ვერ ვიტყვი ეს არ მასევდიანებს მეთქი, მაგრამ ეს ხომ ემოციაა, გაივლის და მალე შეცვლის კარგით.. ახლა მასთან გასამკლავებლად დროის დახარჯვას არ ვაპირებ.. არც ახალ იდეებზე ფიქრს, სამომავლო პროექტებზე.. დღეს არაფრის გაკეთებას ვაპირებ ამასთან დაკავშირებით.. პანიკას ვერ მივცემ კონტროლის საშუალებას.. ცოტა დრო მჭირდება გავიაზრო, რა მოხდა ახლახან..
ქარი უარესად მიწეწავს ისედაც აწეწილ თმას, ვერასდროს ვერაფერს ვუხერხებ.. იდეალურად გამოყვანილი ხველები, რომ მქონდეს და არა თავის ნებაზე მიშვებული.. რამე შეიცვლებოდა..? უკეთესად ვიგრძნობდი თავს..? არადა მიყვარს ჩემი თმა, ხან დასწორებით, რომ ვემუქრები და ხან რუტინის ჩატარებით, რომლებიც ხვეულების გამოკვეთას მოიაზრებს.. არა, რეალურად აქაც არ მიმართლებს, არც სწორი მაქვს, არც ხუჭუჭა, მეტი ვიდრე ტალღოვანი, მთლად ტალღოვანს, ვერ უწოდებ..
იქნებ ჩემს შესახებ თმა მაინც დარჩენილიყო, ზედმეტი ახსნა, არ მჭირდებოდეს..? უბრალოდ სიმარტივე.. "დიახ სწორი თმა მაქვს" სანამ ახსნას ვასრულებ უკვე ვკარგავ მსმენელს, აი ახლაც კინაღამ ასე დამემართა.. მორჩა, ამჟამად დავასრულე თმაზე საუბარი..
საერთოდ რას ვაკეთებ..? აა, მართალია, უკვე უცნაურად ჩანს ამ შენობასთან დგომა, სხვა თუ არაფერი უნდა მოვშორდე.. ტელეფონს ვპოულობ, ნომერს ვკრეფ და ვიმედოვნებ ზარი გავა.. არც მაცდის რაიმეს თქმას მპასუხობს..
-ყველაფერი მოვაგვარე, ფერების კორექცია შევიტანე, კიდევ არის რამე..?
-კიდევ არის..
-დარია..? უცებ ჩემი კლიენტი მეგონე, ტელეფონზეა ჩამოკიდებული.. რით შემიძლია დაგეხმარო..?
-დროს თუ დამითმობ, ვიკრიბებით ყველა..
-არ ვიცოდი..
-თინა, სპეციალური მოსაწვევი არ გჭირდება, როგორმე უნდა მოახერხო.. შაბათია ბოლო-ბოლო
-თავად შაბათს არ მუშაობ..?
-უკვე აღარ..-სანამ ჩამეკითხებოდა დავამატე.- მეგობრებს ეახელი და იქნებ გაიგო ახალი ამბავი
-თითქმის დავასრულე, როგორც კი შევძლებ მოვალ..მირეკავენ, უნდა გაგითიშო..- სახლში მისვლაზე არც კი ვფიქრობ, ტაქსის ვიძახებ, ნაცნობ მისამართს ვუთითებ და მშვიდად ვჯდები მანქანაში.. არც ეს გადატვირთული გზები მიშლის ნერვებს, არც თავისთვის მოლაპარაკე ტაქსისტი.. მთავარია ბოლოს მიაღწია დანიშნულების ადგილამდე..
მანქანიდან გადმოვედი თუ არა ზუსტად მაშინ შესასვლელთან აინთო " Lighthouse " ეს დამთხვევა უაზროდ უზომოდ მესიამოვნა და გაღიმებულმა შევაბიჯე შენობაში, ნაცნობ სახეს ვხედავ და მისკენ მივდივარ..
-ჩირაღდანი აანთე, შენი სიგნალი მივიღეთ და მეც აქ ვარ -არსაიდან ვარდს აჩენს მაწვდის და მითითებს დავჯდე.. მეცინება, როგორც ჩანს ჩემი მეგობარი ფორმაშია..- მშვენივრად გამოიყურები, მაგრამ აშკარად დაღლილი ხარ..
-კიტა, დანარჩენები არ მოსულან..?
-მე კი გამოვიქეცი პრინცესას სახსნელად, მაგრამ ყველა ჩემნაირად სხარტი კი არაა, აცადე და მოვლენ..
-ამ ილუსტრაციების ხატვამ ისე გაგიტაცა, მგონი თავი მართლა მეკობრე გგონია..
-თუ როლში არ შევიჭერი, ისეთი არ გამოვა.. გამიკვირდა ამ დროს მოიცალე, ჩათში, რომ დაწერე " შუქურასკენ აღმართეთ იალქნებიო " ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენა თქო..
-ცოტა მერე მოგიყვებით..
-მართლა მოხდა რაღაც.. კარგი, დაგელოდები.. დღეები, თვეები, წლები.. შენს სამსახურში ვიქნები..- ამ დროს ერთად შემოვიდნენ, თინა და ოლღა..
-თქვენ ერთად რამ მოგიყვანათ ?
-ცოტა უნდა დავლიო და დღეს ჩემი მძღოლი თინა იქნება.. შეუკვეთეთ რამე..? - ჩვენ არ გვიყურებ ოლღა ისე გველაპარაკება, ჯერ გარემოს ათვალიერებს..
-გელოდებოდით..- ვუთხარი და კიდევ უფრო მოვკალათდი ჩემს ადგილას..
-ბარემ ჯარჯიც მოვიდეს და მერე შევუკვეთოთ..- ამის თქმის შემდეგ ნამდვილად მივიქციე ოლღას ყურადღება..-მაგის "როგორც ყოველთვის "-ს შევუკვეთ, თქვენ რა გინდათ..?
-ჩვენი შეკვეთა არ უნდა იცოდე..? - ვითომ გაკვირვებულმა ახედა თინამ..
-თქვენს თავებს მიხედეთ რაა..- ბოლოს დანარჩენებმა ჩამოვთვალეთ ვის რა გვინდოდა..
-მეც წამოვალ თორემ, მარტო რისი მომტანი ხარ..-წამოდგა კიტა და თან გაჰყვა ოლღას..
-ლეჟავაც მობრძანდაა.. -თავის დაკვრით მოგვესალმა..
-რას ინებებ..? - ვეცადე ისე მეთქვა არ გამცინებოდა..
-როგორც ყოველთვის..-ყველას გაეცინა, ოლღა ამაყად იყურებოდა, ხომ გითხარით სახით.. ჯარჯი კი ვერ მიხვდა, ახლახან მოსული დაცინვის ობიექტად გადაქცევა როდის მოასწრო.. ყურადღება არ მოგვაქცია და მისკენ გადადგმული ჭიქა აიღო..
-ყველა აქ ვართ, არ იტყვი რა მოხდა..?
-ისეთი არაფერი, დროებით გამომიშვესავით სამსახურიდან..
-ეგ რას ნიშნავს.. გამომიშვესავით როგორ უნდა გავიგო..?- წარბების აწევით, იკითხა თინამ..
-ოფიციალურად არ გამოვუშვივარ, მაგრამ სერიალზე აღარ ვიმუშავებ..დასვენება გჭირდებაო, ვინ იცის მგონი მართალია..
-ასე მშვიდად როგორ იღებ..? შენს ადგილას გავგიჟდებოდი.- ოლღა ამ წამს ისე გამოიყურება თითქოს ის გაუშვეს სამსახურიდან და არა მე.. მისთვის დამახასიათებელია, აი შეიძლება შენ ვერც კი აღიქვა ან დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭო რამეს, პატარა უსამართლობას, პრობლემას და ამ დროს უყურო როგორ ბრაზდება შენს მაგივრად ოლღა.. მეგობრის პრობლემას თავისად აღიქვამს მეტად მძაფრადაც ვიდრე საკუთარ შემთხვევაში.
-ბოლოს უკვე ისეთ საშინელ რეჟიმში ამყოფე შენი თავი, არც მიკვირს, სულ ცოტახნით დასვენება არ გაწყენდა..
-თინანო ამას შენ ამბობ..?-გაეცინა კიტას და თან მიუტრიალდა..- შენ საერთოდ ცოცხალი როგორ ხარ, ამოუხსნელია ჩემთვის.. წამი და წუთიც კი გათვლილი გაქვს..
-ორგანიზატორი ვარ და სხვანაირად არ გამოდის, ჩემზეა ყველაფერი, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერი რამდენად იდეალურად ჩაივლის.. იმდენად მივეჩვიე ამ მოცემულობას, უკვე ბუნებრივად მეჩვენება..
-სწორედ ეგაა პრობლემა.. იმის ნორმალიზება არ უნდა ხდებოდეს რაც გავნებს..-ჯარჯი იმდენად იყო ფიქრებში გართული, არც ვიცოდი თუ გვისმენდა..
-ასეთი სამსახური თავად ავირჩიე, საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს, რას ვიზამ.. რაცაა ესაა და საერთოდაც არ ვარ უკმაყოფილო.. დრო მიაქვს..
- დრო უცნაური რამეა, გახსოვდეთ პარკინსონის კანონი მეგობრებო.. თუ მთელი დღე გაქვს სამუშაოს შესასრულებლად, მთელი დღეს მოანდომებ, მაგრამ თუ მხოლოდ ორი საათი გაქვს, გზას იპოვი, რომ ორ საათში დაასრულო..
-ლეჟავა და მისი კანონები, წესები.. ან საიდან იზუთხავ, რანაირად იხსენებ.. - მობეზრებულმა გადაილაპარაკა ოლღამ..-ძაღლების ქცევის სპეციალისტი შენ არ ხარ..? მიდი და ასწავლე ორ საათში, ის რასაც მთელი კვირა ანდომებ..
-არ მითქვამს ყველაფერზე ვრცელდება მეთქი ჩემო ბარბი..
-არა, მე ჯარჯის ვეთანხმები, არის ლოგიკა მაგ შენს კანონში..- თავის დაქნევით ვაჩვენე, მხარს ვუჭერ, თან გამეცინა..
-მე ასე ვერ გავწერ დროს, მხოლოდ ის ვიცი, სიამოვნებას თუ არ მივიღებ დახარჯული დროით, ესე იგი ტყუილად გამიფლანგია..-კიტა..
-ნეტავ შენი უდარდელობა მომცა კიტა..
-აიღე თინანო, სულ შენი იყოს, კი არ მენანება..-გაგვეცინა..
-მეგობრებო სულ დამავიწყდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში სასამართლოში მიჩივიან..-კინაღამ სასმელი გადამცა, ოლღას ნათქვამის გამო..
-არ გამაგიჟო, დროზე თქვი რა ხდება..
-თინაა, ნუ დასერიოზულდი უარესად, ისეთი არაფერი.. იოგას ინსტრუქტორი ვარ ამდენი ხანია და გამომიჩნდა ვიღაც უთავმოყვარეო, მარტო გოგონებისთვის გაქვს შენი სტუდია დისკრიმინაციააო.. მეც მინდა და და სხვებსაცო..
-არ გავგიჟდე.. მართლა გიჩივლა ვიღაც სულელმა მაგის გამო..? -სიმწრისგან მეცინება უკვე..
-დარო, თავიდან მეც გამეცინა, მაგრამ კი მიწევს სასამართლოში მიბრძანება.. პირველივე განხილვისას დასრულდება ვიცი და არ ვნერვიულობ.. არა, წარმოიდგინე, გოგონები მშვიდად ვერასდროს ვართ, ქუჩაში დავდივართ იმის შიშით ვიღაც არ აგვეკიდოს, რამე არ მოგვივიდეს.. ვერც იფიქრებ ისეთ დროს და ადგილას შეიძლება შეგავიწროონ.. მე კი მინდოდა ისეთი ადგილი მომეწყო სადაც გოგონები უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს.. კიდე მე გამოვედი დამნაშავე, გჯერათ..?
-მოგვარდება აი ნახავ.. სასამართლოში ჩვენს გარეშე წასვლა არც გაბედო..
-კიტა, ასე სერიოზულად არაა საქმე, მირჩევნია მარტო..
-შენთან ერთად მოვდივარ, საუბარი განხილვას არ ექვემდებარება..-კიტა.
-კიტას გარდა არავინ წამოვა, მეტი უკვე ზედმეტი იქნება..-გადმოგვხედა ყველას გამომცდელად.. რადგან კიტას დათანხმდა და სულ მარტო არ მიდის აღარ გავასაჩივრეთ..-ჰოო მართლა დარო, ბოლოს ვიყიდე, მერე გაჩვენებ როგორ მიხდება..
-დარწმუნებული ვარ იდეალურად გაქვს..-გავუღიმე.. სხვებს გადავხედე, დღე არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, მაგრამ მშვენივრად სრულდება.. ვინ იცის როგორ მჭირდებოდა მათთან ყოფნა, სულ დამავიწყეს სადარდებელი..
. . .
აღარ ვიცი თავს ვიკავებ თუ ცრემლები უბრალოდ უარს მეუბნებიან თავიანთი თავშესაფარი დატოვონ, გათავისუფლდნენ.. საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვათვალიერებ სარკეში, თავს ვაქნევ იმის ნიშნად, რომ უარყოფით გრძნობებს საშუალებას ვაძლევ დარჩნენ.. აბაზანიდან გამოვდივარ და იქ მივდივარ სადაც ჩემი ფირსაკრავი მეგულება, თვალებს ვხუჭავ და ვანილის ფირფიტებს ვატარებ თითებს, თან ვჩურჩულებ ოღონდ რამე სევდიანზე არ გავაკეთო არჩევანი თქო.. რამდენიმე წამში თვალებს ვახელ, ჯერ ფირფიტას ზედ არ ვუყურებ.. ფირსაკრავში ვათავსებ და ველოდები როდის ჩაირთვება.. ეს ჩემი რუტინაა დილაობით, ყოველთვის როცა შესაძლებლობა მაქვს და სადღაც არ გავრბივარ ვინ იცის რისთვის.. მოიცადე თუ ყოველდღე არ ვაკეთებ, მთლად რუტინის ნაწილი არ გამოდის არაა..? რაც არის არის.. სულ რაღაც 5 წამი მჭირდება იმის გასააზრებლად VAN HALEN - someody get me A doctor ამირჩევია.. 3 წამშიც გამოვიცნობდი, მაგრამ ჯერ კიდევ დილაა და ნახევრად მძინავს.. ამას დავაბრალოთ..
სამზარეულოში ვინაცვლებ, თაროდან ჭუჭყიან ვარდისფერ ჭიქას ვიღებ და წყალს ვადგამ ყავისთვის.. დილაობით არ ვსაუზმობ, თორემ ჩემი ფერადი, ათასგვარი დიზაინის თეფშიდან სიამოვნებით მივირთმევდი რამეს.. დიახ, მხოლოდ ფერად ჭიქებს არ დავჯერდი და ჭურჭელი თუ კი რამე მომეპოვება სახლში, სხვადასხვა ფერის, დიზაინის გახლავთ.. დღისა თუ ცხოვრების გასახალისებლად..
თან გაუთვითცნობიერებლად ვყვები ტექსტს..
“ you better call me a doctor
feelin’ no pain
overloaded,
down the drain
somebody get me a doctor “
ამასობაში ყავის გაკეთებას ვასრულებ და დავაგემოვნე კიდევაც. მადლიერი ვარ ოლღასავით ყავა ჩემს გულზე, იმდენადაც არ მოქმედებდეს დალევისგან თავს ვიკავებდე.. ახსენეო და მირეკავს კიდევაც.. ამჯერად ვიდეო ზარით..
-დილა მშვიდობისაა..- ვეუბნები ღიმილით და თან ყავით სავსე ჭიქით ვაბზუებ..
-შენთვის არც ისე მშვიდობიანი დილაა ჩემო კარგო..-რადგან ყავაზე კომენტარი არ გააკეთა, ანუ ისეთი რაღაც ხდება, საცოდავ მდგომარეობაში მე ვარ და არის ის..
-იქცევა ქვეყანაა.. რა ხდება..?
-ოტია უდარანი საქართველოში დაბრუნდა, დღეს ვიკრიბებით..
-არააა, ოღონდ ეს არა.. არ იყო იქ ბედნიერად რატომ ბრუნდება..? კარგი რა ოლღა, ისე კარგად მიდიოდა ჩემი დილა..
-სჯობს თავიდანვე მოემზადოს ფსიქოლოგიურად მეთქი ვიფიქრე..
-აა, მე იმის დასახვედრად არსადაც არ წამოვალ, დახვდით სამეგობრო და გაერთეთ..
-შენს მაგ სამეგობროს ნაწილი რომ ხარ ოტიასთან ერთად, ეგ არაფერი..? ერთი მითხარ ჩვენთან ყოფნაზე აწი უარს იტყვი..?
-ამდენი წელია ვუძლებ და აწიც გავუძლებ მაგ თავხედს, მაგრამ დახვედრით არ დავხვდები და მორჩა..
-თავადაც იცი სამუდამოდ არ წასულა, მუშაობა დაასრულა და დაბრუნდა..
-ფილმი გადაიღო და არის ბედნიერად არაა, არც კი გაბედოთ იმის თქმა სამსახურიდანაა წამოსულიო, თორემ არ ვიცი რას გიზამთ..
-უკვე დაბეჭდეს შენზე სერიალის სცენარისტი აღარ არისო, თავადაც გაიგებდა უკვე..
-აი ახლა მართლა კრიზისულ მდგომარეობაში ვარ.. მშვიდად უმუშევრობასაც აღარავინ გაცდის..
-აქამდე არ გაინტერესებდა, წარბიც არ შეგიხრია და როცა ოტიას დაბრუნების შესახებ გაიგე ანერვიულდი..?
-ვის დასცინი გოგო, მე დამცინი.. ?
-სასაცილო ხარ და დაგცინი.. რაო სამსახურის პოვნას ხომ არ იწყებ უკვე..?
-თავი დამანებე რაა.. მიდი წაბრძანდი და განაგრძე ბედნიერად ცხოვრება..
-მართლა არ წამოხვალ..?
-არანაირ შემთხვევაში.. ეგღა მაკლია..-გავუთიშე.. ახლა მინდა ვიყვირო, მაგრამ მეზობლებისგან საყვედურს არ ავცდები.. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს თითქოს მშველოდეს.. ამასობაში ყავა ისეთ ცხელი აღარაა და ფიზიკურად ვეღარ დავლევ..
ჩემს ფერად, მშვიდ ბინაში, თითქოს იმ არსების უფერულობა იცავს წამით ყველაფერს, არა ეს დაუშვებელია.. ამის უფლებას არ მივცემ..
დარია ხომ შევთანხმდით არაა.. მეტად მშვიდი..გაწონასწორებული უნდა დახვდე მეთქი, თუმცა ისე გავერთე სამუშაოთი, ჩემი პატარა თავსატეხებით ყოველდღიურად, იმ თავხედის არსებობა სულ დამავიწყდა.. ნუთუ ამ მოპოვებულ სიმშვიდეს უნდა გამოვემშვიდობო..? არ მინდა მისი ნახვაა, საერთოდ ჩემი უახლოესი ადამიანები რას აკეთებ იმ არსებასთან ვერ ვხვდები.. არა დარია, ჯერ არც გინახავს და რა დღეში ხარ..? არაფერიც არ იქნება, როგორც ყოველთვის შეძლებ მასთან ერთად ერთ სივრცეში არსებობას, თანაც ყოველთვის ხომ არ მოიცლის არა..? რამეს მოვიფიქრებ აუცილებლად.. იქნებ მალევე გამოუჩნდეს ახალი პროექტი და წაბრძანდეს..? აი ასე დადებითზე უნდა ფოკუსირდე..
დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გააზრებას, გონების გადატანა მჭირდება სხვა რამეზე, ამიტომაც მშვენიერი იდეაა ფილმი.. ამდენი ხანია ახალი არაფერი მინახავს, რატომაც არა.. დავიწყე კლასიკით, ზოგადად ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს, ფილმი რაც არ უნდა ძალიან მომეწონოს, ეს ფაქტი იმას არ განსაზღვრას მეორედ ყურება შემიძლია თუ არა.. ზოგჯერ საოცარი ფილმი ცხოვრებას რომ ამოგიტრიალებს, დაგაფიქრებს რა გაქვს შესაცვლელი, შეიძლება მხოლოდ ერთხელ ვნახო.. მაგრამ ისეთი ფილმი, რომელიც განსატვირთადაა, დიდად არც ღრმა აზრით გამოირჩევა, უამრავჯერ მქონდეს ნანახი.. ჰოდა რას ვამბობდი, ეს ფილმი გამონაკლისია, მერამდენედ ვუყურებ ვინ იცის.. კი ვთქვი რამე ახლავს ვნახავ მეთქი, მაგრამ აი ამ ფილმის მერე დავფიქრდები რაიმე ისეთის ჩართვაზე, რაც აქამდე არ მინახავს..
რატომ მიყვარს ეს ფილმი..? გაჩვენებს, ცხოვრების რამდენად ცუდ ეტაპზეც არ უნდა იყო, როცა გგონია შენი არსებობა არავის ცხოვრებაში არაფერს ცვლის.. ის კი არადა ფიქრობ შენს გარეშე ყველა უკეთესად იქნებოდა.. ამ აზრს საერთოდაც გიცვლის და გაფიქრებს რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენი საყვარელი ადამიანებისთვის ანდაც სრულიად უცხოებისთვის.. შენ ქცევას, შენს სიტყვას რამხელა ფასი ჰქონია სინამდვილეში.. რამდენი რამ შეიცვლებოდა საერთოდ რომ არ დაბადებულიყავი.. უბრალოდ ფიქრი, კარგია რომ ხარ.. იქ სადაც ხარ და ვისთან ერთადაც ხარ.. იმედით გავსებს.. მჭირდებოდა ამ ფილმის ნახვა.. 130 წუთი ისე გავიდა როგორც არაფერი..
როგორც კი დავასრულე, მაშინვე დავიწყე ახალი ფილმის ძებნა და მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავაწყდი " COPE " 6 წუთი და 40 წამი ამაზე იდეალურად არ გამომიყენებია.. საოცარ მესიჯს ატარებს ეს ფილმი.. კიდევ გესაუბრებოდით, რისთვის, რატომ ,როგორ ,მაგრამ ზარი მაწყვეტინებს.. უფრო კონკრეტულად დედაჩემი..
-გისმენ დეე..
-რატომ არ მითხარი უმუშევარი დარჩენილხარ..? სხვისგან უნდა ვიგებდე ამ ამბავს..? არ ვიმსახურებ გეთქვა..?
-რა ხმა გაქვს, ვინ გითხრა საერთოდ..?
-რა მნიშვნელობა აქვს..?
-ასეც ხდება ხოლმე თანაც უმუშევარი არ ვარ, ერთ პროექტზე აღარ ვაგრძელებ მუშაობას.. დედა ქვეყანა არ დაქცეულა..
-ფული გჭირდება..? მოგცემდი..
-არა დედა, არ მჭირდება.. სანამ პანიკაში ჩავარდები, ათას სცენარს წარმოიდგენ მანამდე დამირეკე ხოლმე.. მოვინდომო დღესვე დავიწყებ ახალ პროექტზე მუშაობას, არ მიჭირს და ტყუილად ნუ ინერვიულებ ძალიან გთხოვ..
-თავიდანვე გეუბნებოდი რამე ნორმალური სამუშაო ნახე თქო, აიჩემე ეს სცენარისტობა თუ რაცაა.. იქნებოდი უფრო სტაბილურად..
-არც მაგ შენს ვითომდა სტაბილურ სამსახურებშია ხალხი სტაბილურად, როდის გაგათავისუფლებენ, ზოგადად რა შეიცვლება ვერ გაიგებ.. მე კი იმ საქმეს ვაკეთებ რაც მიყვარს, რაც მშვენივრად გამომდის და დედა.. შენ წარმოიდგინე ძალიან კარგადაც მიხდიან.. შენ კი არ უნდა მეუბნებოდე ფული მჭირდება თუ არა, აქეთ მეც შემიძლია თქვენი დახმარება აუცილებლობის შემთხვევაში..
-რატომ ბრაზდები ასეთი არაფერი მითქვამს.. ისევ შენთვის ვამბობ..
-მადლობა ჩემზე ზრუნვისთვის და ფიქრისთვის.. მერე შემოგეხმიანები კარგი..?
-თავს გაუფრთხილდი, თუ მაინც გადაიფიქრე, ვეტყოდი მამაშენს და..
-დედა..
-კარგი კარგი.. თავს გაუფრთხილდი..-გავთიშე.. ვინ იცის მერამდენედ ვუხსნი, ყოველ ჯერზე ის იწყებს საუბარს თითქოს ამ თემაზე პირველად ვსაუბრობთ.. დავიღალე ახსნით, წრეზე სიარულით.. ჩემებზე ფიქრს უნდა შევეშვა, არც ისე სახარბიელოდ მოქმედებს ამ მომენტისათვის..
სანამ დრო როგორღაც გავიყვანე ათას რამეს მოვედე, სახლის მილაგების დროს აღმოვაჩინე, წელი გამიკავდა.. კი ამ ახალგაზრდა, წესით ჯანით სავსე გოგო ფაქტობრივად ვერ მოძრაობს.. საიდანღაც მაზი ძლივს გამოვნახე, როგორღაც წავისვი და წელზე ძველი შარფი შემოვიხვიე, ნეტა თუ შველის არ ვიცი.. ვერც ასე გავძელი დიდ ხანს, საშინლად მომინდა ვანილის ბურბუშელა.. სულ ვყიდულობ ხოლმე და მაინცდამაინც ახლა არ მომეპოვება სახლში.. ამიტომაც მეცხრე სართულზე მყოფმა გადავწყვიტე სახლიდან გავსულიყავი და ჩემი საყვარელი ბურბუშელა მეყიდა.. გავემზადე, აქ კი მოსაცმელიც აღების იქით არაფერი იგულისხმება, მაინც აქვე ვარ ჩასასვლელი.. გამოვედი, ვიფიქრე ლიფით უცებ ჩავირბენ თქო, შენც არ მომიკვდე.. აწერია გაფუჭებულიაო, ამან როდისღა მოასწრო გაფუჭება ერთი ეგ გამაგებინა.. არა, იმედია არ ფიქრობთ შიგნით შევიდა, წამოწვა და ისვენებსო.. როგორც წესით უნდა მოვქცეულიყავი.. კიბეებით ძალზედ ნელა დავიწყე ჩასვლა.. არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდა ჩასასვლელად, მაგრამ ფაქტია უკვე იწყებს შებინდებას..
გაკავებული წელით არც ისეთი ახლო აღმოჩნდა როგორც ვფიქრობდი.. ახლა დაშორდა ჩემს კორპუსს ეს მარკეტი თუ რა ხდება გამარკვიეთ.. მივლასლასებ.. სადაცაა მარკეტისკენ უნდა გადავუხვიო, ვხედავ გზას აგებენ, გვიანღა დავიხედე დაბლა და მივხვდი ფაქტობრივად ნაბიჯს ვერ ვდგამ.. იმ რაღაცას როცა ასხამენ, აი რომ გეწებება, ეგ მეწებება და ცხელია ვგრძნობ.. უკან ვიყურები და საერთოდ აქამდე მოვედი გასაკვირია.. ახლა რა ვქნა..? გავიჭედე, ფეხსაცმელებს თუ გვიხდი, ვერ გავივლი.. ის უცხო ადამიანები შორიახლოს თავისთვის მუშაობენ და ეს საწყალი გოგო სულ არ აინტერესებთ.. სანამ საშველად რომელიმე მეგობარს დავურეკავდე, ერთ-ერთი უკვე რეკავს, იგრძნეს ჩემი გაჭირვება თუ რა ხდება..?
-მე მეუბნებოდი მოსაწვევი არ გჭირდებაო და თავად სად ბრძანდები..? მართლა არ მოდიხარ..? -თინას ხმა გავიგე თუ არა ოდნავ დავმშვიდდი..
-რომც მინდოდეს ფიზიკურად ვერ წამოვალ..
-მოხდა რამე..? -როგორც კი ჩემი სიტუაცია ავუხსენი და ვახსენე, რომ არამარტო წელი გამიშეშდა არამედ ახლა უკვე მთლიანად გავშეშდი და ადგილიდან ვერ ვიძვრი.. თინას..დიახ თინას სიცილი წასკდა.. მე კი ველოდები როდის გაჩერდება და უკვე მეც მეცინება.- მანდ გაჩერდი, არსად წახვიდე და მოვალთ..
-როგორი სასაცილოა..-გამითიშა, არც ისე ცუდი ამბავია თინას გაცინება თუ მოვახერხე.. ამ ფიქრებში წასულმა ორი ცრემლის გადმოგორება როდის მოვასწარი..? ისე ვიწმენდ ვერც გავიაზრე რომელ მომენტში მოხდა.. ან ეს საწყალი ორო წვეთი ცრემლი რაღაა, ან უნდა იტირო გემრიელად, გული იჯერო, ანდაც ვითომ არაფერი გაატარო.. მითხარით კინკილა ცრემლებს რა ვუყო.. მადგებოდეს მაინც რამეში..სცენარისტობიდან მსახიობობაზე ხომ არ გადავსულიყავი..? უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემს ნიჭიერებაში, იმდენად კარგად განვასახიერებ ადამიანს, რომელიც საკუთარი ნებით გაჩერდა, ვითომც არაფერი..
ამასობაში ველოდები თინას ხმას როდის გავიგებ, ან რომელიმესას, უკვე გაუსაძლისია ასე ყოფნაა.. მეც რანაირად გავიარე ახლად დასხმულზე.. არა მაინც ვერაფერს შევცვლი და ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს..
-კუდბაწარაა..-მითხარით მეჩვენება..-შეგიძლია მოიხედო..? მომიტევე სულ დამავიწყდა, არ შეგიძლია.. -ჩემს წინ გადმოინაცვლა.. კმაყოფილი სახე აქვს, რა უჭირს ასეთ მდგომარეობაში მხედავს და უხარია..
-თავხედი..
-სიტყვების შერჩევაზე ხომ არ დაფიქრდებოდი..? შენი ერთადერთი და განუმეორებელი მშველელი მე ვარ..
-მირჩევნია აქ დავრჩე ვიდრე შენგან მივიღო დახმარება..
-დარწმუნებული ხარ, თავს უსაფრთხოდ გრძნობ და საერთოდ არ გეშინია..?
-მე თინას დავურეკე და არა შენ.. აქ რა ჯანდაბას აკეთებ ამიხსენი..
-შენს სანახავად მოდიოდნენ, მაგრამ ყველამ დალია ვისაც მართვის მოწმობა აქვს..ჩემს გარდა.. ეტყობა გულმა მიგრძნო ხიფათს ფიზიკურად ვერ ასცდებოდი..
-უცხო ადამიანი გისმენდეს, ეგონება გრძნობები გაგაჩნია, თბილი კეთილი ადამიანი ხარ..
-შენთვის აღარც დრო მაქვს და აღარც თავი.. მომიტევე..- როდის მოასწრო ჩემი აყვანა და გზის მეორე მხარეს გადაყვანა ვერ გეტყვით, თუმცა იმდენად სწრაფად მოხდა ვერც გავიაზრე.. თუმცა ეს ხომ ბუნებრივია, ტრავმის დროს გონება ზოგჯერ ასეთ მოგონებებს შლის..
როცა გონს მოვეგე, გახლდით გაფუჭებული ფეხსაცმლით, ვანილის ბურბუშელის გარეშე, წელ გაკავებული.. ამ ყველა სიკეთესთან ერთად ოტია მართლა დაბრუნდა.. დილანდელი სიმღერას როცა ვარჩევდი გული მიგრძნობდა როგორ განვითარდებოდა დღის დარჩენილი ნაწილი..? ვინ იცის.. მოიცადე თქვენი აზრით, ამ თუ არა სხვა მაღაზიაში არ ექნებათ ვანილის ბურბუშელა..? მაინც ამხელა გზა გამოვიარე..
. . .
-რატომ დამცინით ყველა..? რაიმე სასაცილო ვთქვი..?
-დარია, სერიოზულად თქვი და არ გიხუმრია..?- ცოტა დაეჭვებით გადმომხედა თინამ..მე კი თავი დავუქნიე..
-სოფლიდან წამოსულმა, ვიღაც უცხო გოგოსთან და მძღოლთან ერთად წახვედი ფეხბურთის სანახავად..?
-და დასალევად თინა.. ეგ იყო მთავარი აზრი..
-გუშინ ფეხბურთი იყო და არ ვიცი..?
-ლეჟავა შენ მარტო ეგ მოისმინე, ამის მონაყოლიდან..? არაფერია გასაკვირი..?
-დარიასგან არა..
-რაღაც კომპლიმენტივით არ ჟღერდა, მაგრამ გავატარებ..
-საერთოდ საიდან დაიწყო ყველაფერი..?
-ჩემი ბრალი მართლა არ იყო, კინაღამ გამიტანა, უი ოლღა გახსოვს, როცა გელაპარაკებოდი, იმდენად ახლოს ჩამიარა მანქანამ მგონი ფეხსაცმელი მოვუქლასუნე მეთქი..?
-მახსოვს..
-ეგ იყო, ოღონდ ამჯერად მარშუტკას ატარებდა, - ფიქრობთ შევცდი და არასწორად გამოვიყენე მაგრამ რა, ნამდვილად მარშუტკა ვიგულისხმე - რა დამთხვევა არაა.. რას ვამბობდი..? აა ჰო, მოკლედ ამჯერადაც კინაღამ გამიტანა, მომიბოდიშა, მერე სად მიდიხართ წაგიყვანო და იმდენად შეშინებული გახლდით ავედი .. ჩემი ტრანსპორტი არ ჩანდა მაინც..
-კაცმა კინაღამ გაიტანა და მის მძღოლობაზეც არ აქვს პრეტენზია, ყოჩაღ როგორი ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლია..-ოტიას მივუბრუნდი, მზერით ვაგრძნობინე საერთოდაც მას არ ეხება ეს ისტორია და კომენტარის გამოთქმის საშუალება არ აქვს..
-ჰოდა , შემდეგ გაჩერებაზე, საკაცეთის ჯგუფი ამოვიდა, ახალგაზრდობაში ერთად ვუკრავდითო ძველ დროს იხსენებდნენ, ერთ-ერთმა უთხრა ამ მძღოლს, ძმურად მე ჩავრთავ მაგარ რაღაცასო.. ამ მძღოლმაც გაიგო ადრე მუსიკოსები ყოფილან ენდო, როგორ რანაირად არ დამინახავს, წარმოიდგინეთ რა ჩართო.. მეტალიკა.. დიახ ძველად ასე ჩვენც ვუკრავდითო მითხრა და ხელით მაჩვენა როგორ უკრავდა გიტარას, ამ მოძრაობებიდან გამომდინარე ერთ დროს ცუდი გიტარისტი არ უნდა ყოფილიყო.. მთვრალები არ იყვნენ, ცოტა დალეული ექნებოდათ.. დანარჩენი გზა მეტალიკის ფონზე გავატარე იმათ კიდევ ისეთი სახეები ჰქონდათ თითქოს ბეთჰოვენის ულამაზეს სონატას უსმენდნენ..
-დარია სიზმარს ჰყვები თუ მართლა მოხდა..? - ოლღა
-მტკიცებულებებიც მაქვს, გაჩვენებთ მერე.. ჯერ დამაცადე.. ჰოდა ეს არაფერი არ იყო უნდა გავაგრძელოთ დალევაო, აფსუს რამე წამოგვეღო დავლევდით აქო.. მე მაქვს კონიაკიო ერთმა, ისე არ დავიშლებით უნდა გაგასინჯოთო, სულ ამაზე საუბრობდნენ ვის უფრო მაგარი სასმელი ეგულებოდა სახლში და ვისთან წასულიყვნენ, ისე მაინტერესებს ბოლოს ვისთან წავიდნენ ეგ ვეღარ გავიგე..
-მიდი გვანახე მტკიცებულება თორემ ცოტა დაუჯერებლად ჟღერს..-ტელეფონი ამოვიღე, ვიდეო ჩავრთე და მათკენ მივატრიალე..
-მეტალიკის ფონზე ჩიტო გვრიტოს რატომ მღერით ?
-დაიწყეს და არ ავყოლოდი..? - თან სიცილს იკავებენ თან აღარც იკავებენ და უკვე ხმამაღლა დამცინიან მეც და ჩემს მეტალიკ ძმაკაცებს..
-მერე რაო...
-ჩამოვიდნენ, ჩვენ კიდე გვქონდა გზა დარჩენილი, იმაზე ვმსჯელობდით ამ სამეგობროდან ვის ჰქონდა შესაძლო ყველაზე კარგი ვარიანტი დანარჩენებს დალევა გაეგრძელებინათ, ისე დალევდა კაცი რამესო.. ბოლოს მოვიფიქრეთ ჩვენ წავიდეთო, რა თქმა უნდა არ მოხერხდა..და აი ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო სიძედ კი არადა.. ასე დავრჩი ფხიზელი..
-როდის იყო თრობამდე სვამდი..
-დათრობა არც მქონდა გეგმაში, რამე კარგის დალევა მინდოდა.. ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ რამე დამალევინოთ..-უნდა ვეცოდებოდე თუ დამცინონ ვერ გაუგიათ..
-ოტია შენს სახლში ვართ და რამე არ მოგვეპოვება..? დარიასი არ იყოს მეც დავლევდი - კიტა..
-თავად მოძებნე..-ისე მიყურებს, ავის მომასწავებლად და ნერვების მომშლელად.. მაინც მე ვიწყებ ბოლოს..
-რამის თქმა თუ გინდა პირდაპირ მითხარი..
-განა რამდენი ხანი ვიყავი წასული, დალევაც დაგიწყია ყველა სიკეთესთან ერთად, აი ზუსტად ეგღა გაკლდა..
-აქამდე არ გითხრეს..?- გარშემომყოფებს გადავხედე.-იმდენად მენატრებოდი სასმელში გადავწყვიტე შვება მეპოვა.. თორემ რა გაუძლებდა რამდენიმე თვეს უშენოდ
-საერთოდ არ გიყიდია შოკოლადის ტორტი ჩემი წასვლის აღსანიშნად..
-გეწყინა რადგან არ შეგხვდა../? შენს გარეშე მივირთვით უგემრიე..მოიცადე საიდან გაიგე..?
-ჩვენს ჩატში ფოტოები შენ არ ჩაყარე..?
-მერე კიტა, როდის იყო ეს არსება რამეს კითხულობდა და წერდა.. საერთოდ რატომ გყავთ დამატებული არ მესმის..
-შენ გინდა თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს..
-დარო, აირჩიე რა დავლიოთ..
-არა კიტა, ამისი არ მინდა, მე უფრო ძველი და გემრიელი მომეპოვება..
-მერე რას გვიმალავ დაგვალევინე ჩვენც..
-შემდეგისთვის იყოს, სასწაული რაღაცაა..
-შენი მუსიკოსი ძმაკაცებივით აჭიკჭიკდი იციი- არც გამიხედია, თითქოს ნათქვამი ვერ გავიგე..ძლიერი სურვილი მიპყრობს მისი არსებობის დაიგნორების, თუმცა ამ სურვილს მისი გამწარება, პასუხის გაცემის სახით გადაწონის ხოლმე..
-სოფელში ჩვენ გარეშე რატომ წახვედი..? მეც მომინდა..-ოლღა
- პაპაჩემის და ბებიის გარეშე..? ცარიელ სახლში რა გინდათ..?
-ერთად ვიქნებოდით მაინც..-თინა
-ახლა მივხვდი იმდენად გადავყევი საქმეც, სახლი მოუწესრიგებელია, როცა შევძლებ უნდა წავიდე..
-თუ გინდა სახლს უარესი არ დამართო, შენ ნუ დააკარებ თითს.. რამე სხვა მოიფიქრე..
-ჩემი სახლია და თავად გადავწყვეტ რას ვიზამ ჩემო ძვირფასო..
-ისევ დაიწყეს..?-ლეჟავამ ვითომ ჩუმად გადაულაპარაკა თინას..
-რა გააჩერებდათ..
-აი დარო, ჩვენ დაგეხმარებოდით არ გინდა..? სახლი გავალამაზოთ..-რაღაც ამ იდეამ ძალიან მოხიბლა ოლღა..
-არა, ჯერ თავადაც არ ვიცი რას ვიზამ, მადლობა შემოთავაზებისთვის.. თანაც ახლა ყველა დაკავებულია..
-შენ კი ხარ ჩიტივით თავისუფალი არაა.. ძვირფასო..
-შენ რას მიკეთებ ერთი.. ?
-ერთი საწყალი სერიალი გქონდა მობარებული და ვერ გაუმკლავდი, ეგ კითხვა შენ თავს უნდა დაუსვა..
-ამდენი ხანი რომ არაფერი თქვი თავი როგორ შეიკავე..? თუ აქაოდა ჯოკერი მაქვს შემონახული და კარგ დროს გამოვიყენებო იფიქრე.. თუ გინდოდა მწყენოდა შეცდი.. ძალიან მაგარი პროექტით დავბრუნდები, შენი ნორვეგია მონაგონი იქნება ისეთით..
-ოცნებებში ნუ გადაეშვი მთლად..- გარშემო მყოფები არც იმჩნევენ ყველა თავის სტიქიაში და საუბრობენ.. მე მინდოდა ამ თავხედის დაიგნორება და მასთან ერთად მომაყოლეს უჩინარობის კონკურსში..
-სახლში, როგორ დარჩი, თუ ამდენად ცუდ დღეშია..?-ლეჟავა
-სახლში არ დავრჩენილვარ.. შევიარე მხოლოდ..
-ამხელა გზა ერთ დღეში გაიარე..? რისთვის..
-არ გამაგიჟო და არ მითხრა, იმ შენ უბადრუკ ნათესავებთან იყავი თორემ გავგიჟდები..
-თი კარგი რაა..
-ფული ასესხე არა..? ამჯერად რით მოახერხეს შენთვის თავის შეცოდება..
-ბავშვი..
-მერამდენედ გოგო.. იმ საწყალ ბავშვს შენს ხარჯზე ზრდიან და შენ ვერც კი ხვდები, ბოლოს მადლობასაც არ გეტყვიან და იამაყებენ შვილი რა კარგად აღვზარდეთო..
-ავუხსენი მეტად ვეღარ დავეხმარები, მოდი ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ..
-ახლა არც მუშაობს და იმათ.. არა გამაგიჟებ..
-დანაზოგი მაქვს, მანამდე ისე არ დავრჩები ხომ იცი.. - ვცადე, გავიღიმე.. -კარგი, საკმარისია, სხვა თემაზე ვისაუბროთ..
-როგორც გინდა..- ვიცი ჩემს გამო დარდობს, ამის გამო ბრაზდება და ვეღარაფერს ვეუბნები.. სამზარეულოში გავდივარ, თარო გამოვაღე ჭიქისთვის, როგორ მოახერხა და ერთი ჭიქა მაინც ვერ იყიდა, უფერული, შავი ნაცრისფერი არ ყოფილიყო.. თითოეული მათგანს წყალზე მეტად ფერი სწყურია.. კინაღამ დალევა გადავიფიქრე, ნაცრისფერს ისევ გამჭვირვალე ჭიქა ვარჩიე..
ვისურვებდი ოტიასთან არ უყვარდეთ შეკრება, თუმცა შეკრების ადგილად გადაიქცა ჩემთვის შეუმჩნევლად, ამის შეჩერება ვერც მოვახერხე.. ნუთუ მართლა უნდა გამოვემშვიდობო მის გარეშე გატარებულ დღეებს..? აქ ყოფნაც კი ცუდად მხდის, იმდენად ამჩნევია ყველაფერს ოტიას უფერობა და კომპლექსური სიმარტივე..
-ყველაფერი რიგზეა..? -ჯარჯის ხმის გაგონებისას კინაღამ შევხტი..
-რატომ არ უნდა იყოს..?-გავუღიმე..
-ეგ შენ უნდა მითხრა.. -თუნდაც დარწმუნებული იყოს პრობლემის არსში, გადაჭრის სამი სავარაუდო გეგმა რომც ჰქონდეს არაფერს მეტყვის.. თუ არ ვთქვი, იშვიათია ადამიანი, რომელსაც მასავით შეუძლია მოსმენა..
-ახლა არა, აქ არა..
-კარგი, ამაზე ვისაუბრებთ..-ოთახიდან გადის, მე კი, კიდევ ერთ ჭიქა წყალს ვისხამ, თუმცა დალევა გადავიფიქრე, მის სახლში წყალსაც საშინელი გემო აქვს.. სახეს უნებურად ვმანჭავ და ოთახს ვტოვებ..
-ჩემი ტუჩის ფანქარი ხომ არ გინახავთ..?
-თინა, სულ როგორ კარგავ..
-იცი თუ არა//-ოლღამ თვალები გადაატრიალა, არაფერი უთქვამს..
-სად წავიდოდა, ვნახავ თუ დარწმუნებული ხარ სახლშია..- თვალების გადატრიალება ფიზიკურად ვერ გამოხატავს ჩემს გაღიზიანებს და თავსაც არ ვიწუხებ..
-აშკარად არ ჩანს, კარგი დაივიწყე, თუ რა თქმა უნდა, არ გამოჩნდა.. აუცილებლად გადამინახე..-ის თავხედი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად.. მე კი მაქსიმალურად შორს ვიკავებ მისგან ადგილს..მინდა მეგობრებთან გატარებული დრო გამოვიყენო, მათთან ყოფნით ვისიამოვნო, მე კი კონცენტრირებას ვერაფრით ვახერხებ.. იმდენ რამეზე მეფიქრება ერთდროულად, თუმცა აქ მაინც უნდა შევიკავო თავი ფიქრისგან, პრობლემებს მაინც ვერ მოვაგვარებ.. მიდი დარია, გაიაზრე სად ხარ, ვისთან ერთად, რაზე საუბრობენ..
-დარია შენ რას ფიქრობ..?
-კიტა, რა გინდოდა, ძლივს გაჩუმდა და იყო თავისთვის..- ლიზღის ნათქვამი მთელი გულით მინდა დავაიგნორო..მართლა მინდა..
-ჩემს გაჩუმებას, ვერასოდეს ვერ ეღირსები.. მაინც მოვძებნი გზას შენს გასამწარებლად.-გაღიმებული კიტას გავხედე..- შეგიძლია გაიმეორო..?
-ოლღა ამბობდა ჯეინ ოსტინის რომელიმე ფილმს ვნახავ სახლში, როცა მივალო..
-აღარც მიკვირს..
-ჰოდა შენ რომელი გირჩევნია, წიგნი თუ ეკრანიზაცია..?
-ჯეინ ოსტინის..?
-ჯეინისაც და ზოგადადაც..
-სრულიად სხვადასხვა სამყაროა.. რეჟისორმა რამდენადაც არ უნდა ეცადოს ის გადმოსცეს რაც ავტორს სურდა, მისი ხედვით იხელმძღვანელოს მაინც სძლევს ხოლმე საკუთარი ხედვა, იმაზე ამახვილებს ყურადღებას რაც თავად მიაჩნია მნიშვნელოვნად.. ასე რომ, ვერც კი ვადარებ იმდენად სხვადასხვა პოლუსებია..
-თავად რეჟისორი რას გვეტყვის..? რომელიმე წიგნის ეკრანიზაციას არ გადაიღებდი..?
-კიტა თავადაც იცი მე წიგნებს არ ვეხები, ეკრანიზაცია ჩემი სფერო არაა.. ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მე მინდა, თითოეული დეტალი, მაყურებელი კი ტექსტის ზუსტ ასახვას მოითხოვს, იმ განცდების ხელმეორედ განცდას რაც კითხვის დროს მიიღეს, მე კი ამის შეთავაზება კი არ შემიძლია, უბრალოდ არ მინდა..
-რომ მოგენდომებინა თითქოს გამოგივიდოდა.. - ჩემთვის ჩავილაპარაკე და მაინც გაიგო..
-პროცესიც კი არ იქნება სასიამოვნო, არ მოვინდომებ და მაგას ვერასდროს გავიგებთ რა გამოვიდოდა..
-ისე დარო, შენ არ იმუშავებდი სცენარზე ეკრანიზაციისთვის..?
-გააჩნია, ავტორს წიგნს, რეჟისორს.. გადამჭრელი პასუხი არ მაქვს, აუცილებლად დავფიქრდებოდი..
.-რაც არ უნდა იყოს, თქვენ რამეს გადაიღებთ თუ არა, დაწერთ თუ არა არ ვიცი, მე სახლში მივდივარ დავიღალე..-ოლღა წამოდგა..
-შენ გამოგყვები რაა..-მეც წამოვდექი.. და თინაც მომყვა..-შენი მანქანით არ ხარ..?
-ოლღას უნდა გავყვე..
-ბიჭებო, ჩვენი წასვლის დროა, ძალიან მოიწყენთ ჩვენს გარეშე, მაგრამ გაძელით ცოტახნით როგორმე.. -ოლღა
-ადიოს ამიგოს..- გავუღიმე კიტას და ჯარჯის.. თინამ მხოლოდ ხელი დაუქნია სამივეს, აღარაფერი უთქვამს და წამოვედით..
-დარო თუ აქ არ გინდოდა დალევა, ჩვენ დავლიოთ..
-არა, ჩემო გოგო, არაფრის თავი არ მაქვს, დავიღალე და სახლში მინდა..
-ისეთი დღე გქონია, დაიღლებოდი..
-თინა..
-ხმას არ ვიღებ, მაინც არ მისმენთ არცერთი..- ჯერ მე დამაბინავა, დავემშვიდობე ორივეს და მანქანიდან გადმოვედი.. ძლივს მივაღწიე ჩემს სართულამდე, ჩემს კარამდე..
აღარც გამოცვლის, აღარც მოწესრიგების.. აღარაფრის თავი არ მაქვს.. მაგრამ სხვა გზა არაა, ისე ვერ მოვისვენებ.. მინიმალური პროცედურების შემდეგ დასაძინებლად გავემზადე, თუმცა იმდენად დაღლილი ვარ ვერც ვიძინებ.. მთელი დღის ნაგროვები და შეკავებული ემოციები არ მაძლევს მოსვენების საშუალებას.. ვერც სოფელში შევძელი ტირილი, ვერც გზაში, ვერც მეგობრებთან.. ვერ მოვიცალე ტირილისთვის.. ახლა კი უძლური ვარ შევეწინააღმდეგო..
როგორია უყურებდე იმ სახლს, რომელშიც ბავშვობა გაატარე და ვეღარ იცნო..? გაძარცული, დანგრეული.. მხოლოდ მოგონებებიღა ასულდგმულებს და მათაც იმდენად დაედება მალე მტვერი, თავად სახლიც გაცამტვერდება და ამ მოგონებების მტვერს შეერევა..
ვუყურებდი სახლს, ეზოს.. ვერ შევედი, მინდოდა და ვერ შევედი.. ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი ისე გამოვბრუნდი.. არც კი ვიცი კარგია თუ ცუდი, რომ წავედი.. მე ამ სახლს ვერ გავარემონტებ, ამის რესურსი არ მაქვს.. ჩემები უკვე კატეგორიულად ითხოვენ სახლი გავყიდო, მათ სახელზე იყოს დიდი ხნის წინ გაყიდდნენ.. მაგრამ მე დამიტოვეს.. მე კი ვერ მოვუარე, ჩემი ბრალია და ამ უყურადღებობის საფასურს ვიხდი..
თითქმის მთლიანი დანაზოგი დავთმე, ამიტომაც ისე არხეინად ვეღარ ვიჯდები.. სამწუხარო კი ისაა დაბრუნებისთვის მზად არ ვარ.. რა გავაკეთო..? ამ ყველაფერზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, გამოსავალი კი არ ჩანს..
. . .
-კიტაა, რამ გაგახსენა ჩემი თავი..? -ღიმილით შევეგებე ძმობილის ზარს..
-რა მაკადრა, დამავიწყდა თურმე.. შენ რა დღეში ხარ მანდ..?
-ვის ელაპარაკები..? -მიატრიალა კამერა სადაც ოლღა გამოჩნდა, ხელი დამიქნია და მომესალმა..- დილიდან ვსაქმიანობ სხვათა შორის, ნახე რამდენი მარწყვი ვიყიდე..
-რა ამბავია გოგო, მაგდენს დაძლევ..?
-სულ კი არ უნდა ვჭამო, კომპოტის გაკეთების მცდელობაა..
-შენ და კომპოტი..? მოდი არ გინდა რამე არ მოიწიო..
-ოლღა კარგი რაა.. ბებო როგორც აკეთებდა ზუსტად ისეთს გავაკეთებ.. გავარჩიე, გავრეცხე.. სასწაული გამოვა..
-სად იშოვე გაფიცებ..
-შავ ბაზარზე, სად ვიშოვიდი..
-მოგისწრია, აღარც მეგონა თუ კიდევ იყო..
-თქვენ რასა იქმთ..?
-სასამართლოდან ახალი გამოსულები ვართ, დიდი არაფერი არ იყო, მაგრამ გამარჯვება გამარჯვებაა.. - გამიღიმა, იმ ღიმილით, ახლახან რომ მოიშორე სადარდებელი და ხელს აღარაფერი გიშლის.. კი ამბობდა ისეთი არაფერიაო, მე ხომ ვიცი როგორ ნერვიულობდა..
-ხელს აღარ შეგიშლით, თუმცა შემოგვეხმიანე ხოლმე, გავიგოთ ცოცხალი ხარ და არაფერი გიჭირს..
-ვეცდები.. გკოცნით, გემრიელობის გარეშე არ დამტოვოთ..
-საღამოს შევიკრიბებით რომელიმესთან..-სპეციალურად არ ახსენა კიტამ იმ არსების სახელი, რათა თავიდანვე გული არ ავიცრუო..-მოდი და რამეს მოვიფიქრებ..
-შეხვედრამდე..-ზარი გაწყდა, მე კი ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი.. რა უცნაურია, არასოდეს გამიკეთებია კომპოტი, გავიღვიძე და იმდენად ვიყავი შეპყრობილი ამის სურვილით, ჩემი თავისთვის უარი რატომ უნდა მეთქვა..? გავიქეცი, ვიყიდე მარწყვი შაქარი.. ბანკები არ მქონია და მაგაზე ცალკე გავიქეცი.. ერთი გზაში გამიტყდა, სახლამდე ვერც მიაღწია.. მთელი გულით ვისურვე ეს ბოლო ყოფილიყო.. ამის გამო ხასიათი არ გამიფუჭებია..
ახლა რა ეტაპზე ვარ..? მარწყვი გადავანაწილე ბანკებში, შაქარი დავაყარე.. სიმართლე ვთქვა, ამ სივიწროვეში არაა მარტივი კეთება..
ადუღების შემდეგ მოხუფვის მცდელობისას გამიტყდა, როგორ გადავრჩი..? ნაწილობრივ, უკან კი გადავხტი ინსტინქტურად, მაგრამ ადუღებულმა წყალმა მოაღწია ჩემამდე, ამას დამატებით ნამსხვრევები.. სანამ დავიმუშავე, მივალაგე.. ერთი ძლივს გადავარჩინე.. შემდეგ დამავიწყდა და შიშველი ხელი მოვკიდე ბანკას, მალევე მოვაშორე, თუმცა დამეწვა.. არა დამეწვა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ცივი წყალი მოვუშვი და კარგა ხანს ასე ვიყავი..
ახლა კი, ახალ პარტიას ველოდები როდის ადუღდება, დრო დავინიშნე და სამზარეულოდან გამოვედი..
ფილმი ჩავრთე, გაწყვეტილი მაქვს და მოვასწრებ დასრულებას.. ისე შევყევი დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე.. როცა დასრულდა გავიფიქრე, დავიჯერო არ გავიდა დრო თქო..? სწორედ ამ დროს გავიგე აფეთქების ხმა.. წამიერად მეგონა ომი დაიწყო და პატარა ბომბი შემომიგდეს სახლში.. ტელეფონს დავხედე და თურმე დაწყებისთვის არ დამიჭერია და წამმზომი არ ჩართულა და დავრჩი ესე.. სამზარეულოსკენ გავიქეცი, ნაომარს დაემსგავსა ამასობაში.. ნამსხვრევები, ცეცხლი, დამწვრის სუნი.. სანამ პანიკაში ჩავვარდები, კიდევ კარგი რაც მოვიფიქრე, სახანძროში დარეკვაა.. ძლივს ავკრიფე ნომერი, ხელის კანკალით.. ისეთმა ბიჭმა გამაგონა, კინაღამ დამავიწყდა რაზე ვრეკავ..
-თქვენი სახელი.. უკაცრავად ჩემი გესმით..?
-დიახ..დიახ.. დარია ლორთქიფანიძე.. - ისეთი ამაყი ვარ, ჩემი სახელის გახსენება როგორღაც მოვახერხე.. აი მისამართზე ისევ გავიჭედე , მანდაც გადავრჩი ბოლო წამს გამახსენდა.. დავღალე ეს ბიჭი..დავტანჯე..
-არ ინერვიულოთ, ეკიპაჟი გზაშია..- ალბათ არ გაგიკვირდებათ, ეს ზარი და ეკიპაჟის დანახვა ჩემს მეზობლებს საერთოდ არ გაჰკვირვებიათ ამაში დარწმუნებული ვარ, შეიძლება თავიდან იკითხეს რა ხდებაო, თუმცა როგორც კი გაიგებდნენ მე გამოვიწვიე, თავიანთ საქმეს ისე გააგრძელებდნენ ვითომ არაფერი..
იმდენად მეშინია, სამზარეულოში ფეხი ვერ შევადგი, მქონოდა მაინც ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა.. თავი გავაქნიე, შეიძლებოდა მომეხერხებინა სიტუაციის გაუარესება..
ამ დროს კიტას ზარს ძლივს ვუპასუხე..
-ჩემი მესიჯები არ ნახე..? სად ხარ, გელოდებით..
-არ მცალია..
-გააკეთე შენი კომპოტები..?-კამერა უკან მივატრიალე და კიტას გაკვირვებამ, არ დააყოვნა.. ამან სხვების ინტერესი გამოიწვია და კითხულობდნენ რა მოხდა, სანამ ტელეფონი მათ მხარეს არ მიაბრუნა და დაინახეს ჩემი საყვარელი სამზარეულო..
-სახანძრო ეკიპაჟი უკვე გზაშია, არ ინერვიულოთ, როგორც ცეცხლს ჩააქრობენ შემოგიერთდებით, აი ხმა ისმის არ მცალია.. დამელოდეთ..-გავუღიმე და გავუთიშე.. მართლაც შემოვიდნენ, დამაინტერესა ნეტა თუ ვიცნობ რომელიმეს თქო და მათ ღიმილზე მივხვდი მიცნობდნენ.. რადგან აქ გახლდნენ, მე უკვე ზარალზე ვფიქრობდი და ბინის მეპატრონეზე.. როცა სამზარეულოდან გამოვიდნენ, სიცილს ძლივს იკავებდნენ..
-როგორ გიკითხოთ..- უხერხულად გავუღიმე.. მათაც მომიკითხეს, მათთვის კარგად ნაცნობ სახეს უყურებენ ბოლო-ბოლო..
-გადარჩი კიდევ კარგი მალევე დარეკე..
-როგორი სიტუაციაა..?-სამზარეულოზე მივანიშნე..
-უარესიც შეიძლებოდა.. მაინც მოგიწევს გაკეთებაზე ფიქრი..-დავემშვიდობე და წავიდნენ.. ზუსტად ამ დროს როდესაც გავაცილე, მეგობრები დამხვდნენ კარებთან.. ხელი დავუქნიე გახარებულმა, გადავრჩი და სამზარეულოს პატარა კუთხეს არ გასცდენია ცეცხლი..
-ცოცხალი ხარ..? სანამ აქამდე მოვაღწევდით კინაღამ გადავირიე..-თინა..
-როგორ მოახერხე მითხარი..-ოლღა..
-გადავრჩი..-საყვედურები დამაყარეს, გაბრაზებულები არიან ჩემს მორიგ დაუდევრობაზე.. მე კი ვარწმუნებ ყველაფერი რიგზეა..
-ყოჩაღ, სახლი არ გქონდა გაუბედურებული და ესეც მოახერხე.. რას აკეთებდი..? ყურადღება რატომ არ მიაქციე..- უტიფარის შეკითხვებს დავაიგნორებდი, თუმცა სხვებიც ინტერესიანი საით მიყურებენ..
-ფილმს ვუყურებდი..- იმდენად დავიმორცხვე, აქეთ-იქით მიმოვიხედე, კუთხეს ვეძებ რათა იქ დავდგე დასჯილი ბავშვივით.. ვუთხარი როგორ მეგონა წამზომი ჩავრთე, ეს ის.. უკვე თავის მართლებაზე გადავედი და ვთქვი ისეთი არაფერი იყო..
-კარგად ხარ..? - როცა თინა შევიდა სამზარეულოს მისალაგებლად, რადგან მითხრეს სანდო არ ხარ ისევ რამეს დაიმართებო.. დანარჩენები კი დავსხედით, ჯარჯიმ მკითხა დაბალი ხმით თან ყველასთვის გასაგებად..
-ვიქნები.. მეპატრონეს უნდა გავაგებინო, მისი სახლის გალამაზება მიწევს..
-რამდენი ბანკა გადარჩა..? - ამ შეკითხვას ოტიასგან არ ველოდ, მაგრამ გამეცინა.. ამაზე არც მიფიქრია.. პასუხი კი ოლღამ გასცა..
-4.. დავითვალე..-ყველას გაეცინა..
-როცა დრო მოვა გაგასინჯებთ..
-არა..-ერთდროულად გამცეს პასუხი..რა გასაკვირია საკუთარ თავებს უფრთხილდებიან.. მე კი ვფიქრობ, როდის მოვა გახსნის და გასინჯვის დრო.. ნეტა როგორი გამოვიდა..?
. . .
პირველი წინაღობა, კარების სახით რომელიც ძლივს გაიღო გადალახულია.. ეზოში შევაბიჯე და ველოდები როდის მოვიკრებ გამბედაობას თვალების გასახელად.. ღრმად ჩასუნთქვის მერე თვალებს ვახელ და ვუყურებ დიდ სახლს, ეზოს.. სადაც ოდესღაც პატარაობაში დავრბოდი, ვთამაშობდი.. მაშინ ამდენად ცარიელი არ იყო აქაურობა, რა არ ჰყავდათ, ძაღლი, ქათმები, ცხვრებიც კი .. იმდენად გამწვანებული, ფერადი მახსოვს, ასეთს ვერ ვეგუები..
სასუსნავებიც მეგულებოდა და ვერ ვამჩნევდი მარტო ყოფნას.. ვნახულობდი გასართობს..
სახლში შევედი, რომელშიც ავეჯი თითქმის აღარაა, ძველი ფარდები, მეორე სართულზე კარადა, რომლითაც დედაჩემი არ გააფუჭებს სახლის ესთეტიკას და აქ დატოვეს.. პირდაპირ მეორე სართულზე ავედი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, რამდენად კარგად მაგას ნუ ვიკითხავთ, თუმცა პაპაჩემს პრეტენზია არ ჰქონია.. უხაროდა ჩემი აქ ყოფნა და პირიქით მაგულიანებდა..
კიდევ ერთი კარი შევაღე, სადაც რამდენიმე ყუთი ალაგია, წიგნები, ჟურნალები.. ახლოს მივედი, ზოგი გადმოვალაგე.. მოიცადე, ნუთუ ეს.. ჩემი ძველი სცენარები..? მეგონა გადავაგდე.. კითხვა ვერც დავიწყე, ერთი სიტყვაც საკმარისი გახლდათ ყველაფრის გასახსენებლად.. მხოლოდ ეს პატარა ყუთი გავიყოლე თან და გამოვედი..
საქმე მქონდა, რამდენიმე საათი კიდევ დავყავი და გამოვბრუნდი, გზაში კიტამ დამირეკა, შეპირებული გემრიელობა უნდა გაგასინჯოო.. აღარ მიმიქცევია ყურადღება ვის სახლში მეპატიჟება.. სახლში აღარ წავსულვარ პირდაპირ მითითებულ ადგილას მივედი.. კარი ოლღამ გამიღო, შიგნით შევედი და გამიკვირდა, როცა ყველა დამხვდა მის გარდა, მისივე სახლში..
-გვარგო პატივი და არ ბრძანდება..?
-იმედი უნდა გაგიცრუო, არადა წამიერად როგორ გაბედნიერდი..-ვითომ ეწყინა..
-რეჟისორობა არ გამოგდის დიდად და მსახიობობას ხომ არ სცდიდი..? - გაეცინა.. კი არ გაიღიმა გაეცინა.. ობიექტური უნდა ვიყო და ვიტყვი უხდება, თუმცა ეს ნაკლებად თავგასულს არ ხდის..- კიტა ჩემი გემრიელობა სადაა..?
-მართლა მაგის გამო მოხვედი..?
-სოფლიდან მოვდივარ, სახლში არ მივსულვარ და რა გგონია..?
-სოფელში რაღა გინდოდა..?
-საბუთების მოგვარება იყო საჭირო, მაკლერს ვაჩვენე.. უამრავი რამ, მოკლედ დავიღალე..
-რას ნიშნავს.. მოიცადე შენ რა..- ოლღა
-ვყიდი.. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ..
-გიყვარდა იქაურობა, თანაც როგორ..
-მერე თინა, ახლაც მიყვარს თანაც როგორ.. თუმცა სახლი ფაქტობრივად ჩამონგრეულია, ის რაც მახსოვს იქიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი.. მე ვერ ვუვლი, იქნებ ისეთმა იყიდოს ვინც სიცოცხლეს დაუბრუნებს და ისე გამოიყენებს იქაურობას როგორც საჭიროა..
-გაკვირვებული ჩანხარ..-ოტია
-უკაცრავად..
-ამდენი ხანია მიატოვე ის ადგილი, ბოლოს როდის ჩახვედი.. გეგონა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში დაგხვდებოდა როგორც დატოვე..?
-შენი აზრით მინდოდა ასე მომხდარიყო..?
-აქ იმაზე არ ვსაუბრობთ რა გინდოდა და რა გააკეთე.. წესით დასაწყისშივე უნდა ყოფილიყო ცხადი, შეგეძლო თუ არა მოვლა.. თუ იცოდი მოვლას ვერ შეძლებდი, თავიდანვე რატომ არ გაყიდე..?
-გგონია არაფერი გამიკეთებია..? რაც შემეძლო იმას ვაკეთებდი.. დასაწყისზე გინდა საუბარი..? იცი მაინც რა მდგომარეობაში ვიყავი ბებიაჩემის და პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ..? კი რა თქმა უნდა, ამ დროს სახლზე უნდა მეფიქრა.. როცა სრული სურათი არ გაქვს რა მარტივია დასკვნების გაკეთება არაა..?
-შენი მდგომარეობის მიუხედავად შენებთან ხომ ისაუბრე.. არ აგიხსნეს რა სირთულეებთან მოგიწევდა შეჭიდება..?
-ბავშვებო საკმარისია, ახლა არ აქვს აზრი იმაზე საუბარს რა იქნებოდა, წარსული წარსულია.. თუ ასე ჩათვალე საჭიროდ, ასეც იქნება.. -თინა..
-დარო.. თინა მართალია, ახლა ისეთ ჩიზქეიქს გაგასინჯებ, ყველაფერს დაგავიწყებს..-თავად კიტამ მომაწოდა ჩემთვის განკუთვნილი ნაჭერი.. გავუღიმე მადლიერების ნიშნად.. ამ სიფერადეს, ეს უფერული თეფში თუ შეგიშლიდა მხოლოდ აღგექვა ადამიანს, რამდენად გემრიელი რამ გიდევს წინ..
-ჩემი ნება იყოს, მხოლოდ ამ ბოლო ნაწილს შევიძენდი, მაგრამ ეგრე ვინ აკეთებს..
-შენ ჩიზქეიქი არ გყვარებია..-გამომესარჩლა.. ვინ..? მჭირდება დავასახელო..? მზაკვარი..
-რადგან ბოლო ნაწილი მიყვარს, გამოდის ზოგადა ჩიზქეიქი არ მიყვარს..?
-შენ ძირი გიყვარს.. ნამცხვრის ნაწილი..
-ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა..- თინამ ჩაილაპარაკა..
-ისე დარო, გზაში არაფერი შეგემთხვა..? ან ის მძღოლი ხომ არ შეგხვდა..?
-როგორი სასაცილოა არაა..? ახალი ჭურჭელი ვიყიდე სანამ აქ მოვიდოდი.. განახოთ..? უსაყვარლესი ჭიქააა.. მოიცა..ჩანთიდან ამოვიღე მრავალგზის შეფუთული ჭიქა.. გახსნის დროს კინაღამ გავტეხე, და ხელიდან გამივარდა, თუმცა ეგ არაფერი.. საბოლოოდ ვაჩვენე.. -ნახეთ.. ცოტა დიდია, მაგრამ შიგნით პატარა ბიბლიოთეკაა, წიგნები ხატია.. ცენტრში პატარა საყვარელი დათვი პედინგტონი ზის.. გარშემო რამდენი ფერადი წიგნია.. აი ხომ სისაყვარლეა..?
-ნამდვილად, იცი რაა მე არც მხვდება მსგავსი რამეები.. შენ კი როგორ ახერხებ სულ ახლის აღმოჩენას..- ჯარჯი..
-რაც მოგწონს იმას ამჩნევ.. რისკენაც შენი ყურადღებაა მიმართული, ის გხვდება თვალში და დამთხვევა გგონია.. არადა შენმა გონებამ გამიზნულად აირჩია.. რაღაც შენი ღერძი ხდება და იმის გარშემო ტრიალებ..
-სიყვარულზე საუბრობ თუ ჭიქებზე..?- ოლღას ნათქვამზე ყველას ჩაეცინა.. მასაც კი..
-აი მაგალითად ჯარჯის..
-კარგი რაა მაინცდამაინც მე უნდა გამხადო დასაცინი ობიქეტიი..
-არა, შენი წესები და კანონები რომლებსაც ყველა სიტუაციას უსადაგებ..
-სიტუაციას ერგება და იმიტომ..
-არა შენ არგებ ამ წესებს სიტუაციებს და ცხოვრებას, იმიტომ რომ ეს წესები მოგწონს და ის თუ როგორ ერგება ცხოვრებას.. შენ ხარ მიზეზი ამ წესებსა და ამ სიტუაციებს შორის.. გგონია უბრალოდ დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან..? ამაზე მაქვს საუბარი.. შენი ინტერესის სფერო შენი სათვალე ხდება, რომლის მეშვეობითაც ყველაფერს ხედავ..
-შენს შემთხვევაში..?
-მთავარი სცენარებია.. როგორღაც ყველაფერი იმას უკავშირდება რას დავწერ, დიალოგი რომელსაც შემთხვევით მოვისმენ, სრულიად უცხო ადამიანები, ყველაფერს სცენარებს ვუკავშირებ.. “როგორ მოხდა, წეღან ბიჭმა ყავა შეუკვეთა, ჩემი პერსონაჟიც სწორად ამას გააკეთებდა " ხომ ხვდებით.. მოიცადე ეს ყველაფერი რას მოვაყოლე..?
-ჭიქებს..
-ამმ.. ცოტა შორს წავედი არაა..
-ცოტა..? - არც კი შემოუხედავს, ჩაეცინა მხოლოდ..
-მთავარია მიხვდით რისი თქმაც მინდოდა.. შენც კი უნდა მიხვედრილიყავი.. თუ მაგდენს ვერ ჩასწვდი.. დავიჯერო ყველაფერს რეჟისორის თვალით არ ხედავ..?
-ვიყო რეჟისორი ჩემს მთელ ცხოვრებას არ განსაზღვრავს, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები.. დამღლელი იქნებოდა..
-ეგ არ მიგულისხმია.. -ჭიქა მაგიდაზე დავდე.. ზუსტად ამ დროს გაისმა ჩაიდნის ხმაც.. ოლღა წამოდგა და მითხრა გავყოლოდი.. ჩემი ჭიქაც თან გავიყოლე..
-დარის.. დღეს უბრალოდ კი არ შედიხარ ოტიასთან პოლემიკაში, იწვევ..
-მე ვიწვევ..? კარგი, შეიძლება მართალი ხარ..
-ყურადღების გადატანას ხომ არ ცდილობ სახლის გაყიდვის გამო..-ვერ ვუპასუხე..- ნორმალურია რასაც გრძნობ..
-მაგრამ როგორ გამოვხატავ არა.. კარგად ვარ..ვიქნები..
-შენს გვერდით ვართ, თუ დაგჭირდა დახმარება..-გავუღიმე..თაროდან სანამ ჭიქას გადმოვიღებდი ჩემს ახლად ნაყიდ ჭიქას მაცდურად გავხედე, უცბ გავრეცხე და ყავა იქ დავისხი.. შეიძლება დამცინოთ მაგრამ უფრო მეგემრიელა, იმ ნაცრისფერ ჭიქიდან მიღებულ კოფეინს ათასჯერ ჯობია.. სცადეთ..
-სულ დამავიწყდა მეკითხა რა გინდოდათ.. -მე სხვებით ვეღარ ვინტერესდები, იმდენად ვარ გართული ჩემი ყავის ჭიქით.. თავად ყავით.. პატარა წიგნების მოყვარული დათუნიათი..
-ლიმონი გაქვს..?-ოტიას გახედა, მან თავი დაუქნია არც ისე დარწმუნებულმა..-ჩაის გამიკეთებ..?
-მე თავად გავიკეთებ ყავას.. -წამოდგა ოტია.. ალმაცერად გავხედე, ის და მისი მწარე ყავა.. გახსენებისასაც კი ვგრძნობ სიმწარეს და უსიამოვნო განცდას მიტოვებს.. დანარჩენებისგანაც მიიღო ოლღამ შეკვეთა და სამზარეულოში გავიდნენ..
-რა გაცინებს..?- კიტას შეკითხვისას ლამის უკან მივიხედე, ხომ მე მელაპარაკებათქო..
-რძე ვიყიდე ვანილის, დღეს უნდა დავტესტო.. ყავაზე გამახსენდა.. ან ყველაზე გემრიელი იქნება ან კრახი.. ვნახოთ..
-სახლში მისვლისას კიდევ ყავის დამლევი ხარ..?
-თინნ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ხომ არ გეპარება..?
-მე უკვე მაფიქრებს შენი გულის მდგომარეობა.. ზედმეტად ძლიერ ყავას სვამ, ზედმეტად ხშირად-მისაყვედურა ჯარჯიმ, როგორც ყოველთვის.. მე და ყავის ურთიერთობას საეჭვოდ უყურებს..
-არაფერი მომივა..- დრო შეუმჩნევლად გავიდა, სანამ სახლამდე მივიდოდი უკვე იწყებდა ამინდი გაუარესებას, თანდათან უმატა, წვიმის ხმა თანდათანობით ახშობს ქალაქის ხმაურს.. გული დავიმშვიდე, რა კარგია თავის დროზე გამოვედი თქო..
წვიმის ხმაური ნეტა ჩემს ფიქრებსაც ახშობდეს, ახლა უფრო მკაფიოდ ჩამესმის ოტიას სიტყვები, ჩემს უპასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.. იმის მიუხედავად წარსულს ვერაფერს მოვუხერხებ, მის მუდმივ ანალიზში ვფლანგავ დროს, არადა ხომ ვიცი რამდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე.. ბოლოს მაინც მოგონებების ყუთს მივუბრუნდი.. სცენარები, რომლებიც ჩემს იმდროინდელ ასაკს სცდება და იმაზე მძიმე, ტრაგიკული და რეალობასთან ახლოა ვიდრე ვისურვებდი.. რამდენიმე წამიც არ დამჭირდა რამდენიმე ფურცლის მოსანაკლისებლად.. ოტიასთან მისვლისას ზუსტად ვიცი ადგილზე იყო, დარწმუნებული ვარ.. იქ ჩამოვარდა..? რანაირად ვერ შევამჩნიე.. ახლავე წავიდოდი ეს ამინდი ხელს არ მიშლიდეს.. თავად ვერც კი შეამჩნევდა იმედია.. არანაირი სურვილი არ მაქვს წაიკითხოს.. დავურეკავდი კიდეც მისი ნომერი რომ მქონდეს..
. . .
ეს დღეები სულ ასეთი არეული ამინდებია და ახლა როცა ვიყურები ფანჯრიდან, სიმშვიდე უფრო მაფორიაქებს.. სულ სოფლის სახლის საქმეებზე დავრბივარ და ჩემი სცენარის წამოსაღებად ვერ მოვიცალე.. ჩემი ფერადი საყვარელი ჭიქაც დამრჩა..
მეგონა ჯერ კიდევ დიდი დრო მქონდა სანამ სახლს გამოვემშვიდობებოდი, აი კიდევ ერთხელ ვინახულებ მეთქი და აღარ დამცალდა.. გაიყიდა, ბოლოს ისე გამოვიდა აღარ მიმესვლებოდა.. მეგონა ვიგრძნობდი, ტვირთი მომეხსნა თქო, მაგრამ საერთოდაც არა.. უფრო დამძიმებული ვარ..
ფანჯრიდან ყურებაში იმდენად გავერთე, კინაღამ გამომრჩა შემომავალი ზარი, სწრაფად ვუპასუხე..
-დარია ლორთქიფანიძე მინდოდა..
-გისმენთ..
-არც მინდა ასე ტელეფონით ვისაუბროთ, თუმცა მოკლედ გეტყვით, თქვენთან თანამშრომლობით ვართ დაინტერესებული.. თქვენი სცენარის ნაწილი წავიკითხე და დანარჩენ ნაწილსაც სიამოვნებით წავიკითხავდი.. საინტერესო პროექტი გამოვა დარწმუნებული ვარ..
-რომელ სცენარზეა საუბარი..
-გამოუქვეყნებელი..- საუბარი გააგრძელა თუ არა გავიყინე.. ზუსტად იმ ნაწილის კითხვა დაიწყო, ოტიასთან, რომელიც დამრჩა.. ნუთუ.. არა შეუძლებელია.. ვეღარ მოვუსმინე, მალევე დავემშვიდობე, აუღელვებლად გავემზადე, ცისფერი თვალის ჩრდილი და წითელი ტუჩსაცხი არ დამვიწყებია.. შემდეგ გასაკვირი არ იქნება სად წავედი.. ბრაზის გამო ვერ გავიგე რამდენად მალე აღმოვჩნდი ოტიას სახლის წინ.. ვაბრახუნებ კარებზე, წუწუნა მეზობელივით და ველოდები როდის გაიღება კარები.. წამიერად ვიფიქრე იქნებ სახლში არაა თქო, მაგრამ გამახსენდა ჯერ ძალიან ადრეა.. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო..
-აქ რას აკეთებ..?
-სალაპარაკო გვაქვს..-დაუკითხავად შევედი შიგნით, რაც არ მჩვევია, თუმცა აზროვნების უნარი წამერთვა..
-ამ დროს ასეთი გადაუდებელი რა ხდება, სწრაფად მითხარი და დავშალოთ.,
-იცი შენს სახლში, ჩემი სცენარი დამრჩა..?- წამიერად ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდი და მიმოიხედა..
-სადღაც აქ უნდა იყოს, წაიღე მერე, დატოვებას არც ვაპირებდი..
-როგორ გაბედე, ჩემგან უკითხავად ვინმეს წააკითხე..?
-მართლა ვერ ვიგებ რაზე საუბრობ და პირდაპირ მითხარი, უკვე დამღალე..
-რატომ მირეკავენ შემოთავაზებით..? საინტერესო პროექტი გამოვა, დანარჩენ ნაწილსაც წავიკითხავდითო.. ვის წააკითხე გამაგებინე ან რა უფლებით..
-არავისთვის წამიკითხია..
-ჩემი გამოუქვეყნებელი სცენარი დაესიზმრათ..? შენ გაქვს მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯი, სხვაგან არსად მოიპოვება.. -მეჩვენება თუ მართლა დაბნეულია
-მეგობარი მყავდა სტუმრად, ფურცლებს წააწყდა და გადაიკითხა, ყურადღება არ მიმიქცევია და არც მეგონა თუ დაგირეკავდა..
-უფლება მიეცი წაეკითხა..?
-მანამდე არ მიმიქცევია ყურადღება საერთოდ რა იყო, არ ვიცოდი.. რადგან გაირკვა რა მოხდა აიღე შენი ფურცლები და შეგიძლია წახვიდე..-ფურცლები გამოძებნა და მომაწოდა..-შენი ჭიქაც არ დაგავიწყდეს..
-ჭიქა რჩება..
-რას ნიშნავს რჩება..? ჩემი სახლია და..
-რჩება, მე აქ ყოფნის განმავლობაში შენი ნაცრისფერი და მსგავსი ფერის ჭიქიდან არაფრის დალევას აღარ ვაპირებ.. ჰოდა აქ დარჩება, გაფრთხილებ არაფერი მოუვიდეს, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.. -პასუხის მოსასმენად აღარ ვჩერდები, რადგან არ ვიცი რას უნდა ველოდო მისგან, უკვე მენანება ჩემი ჭიქა, რამ მათქმევინა ვტოვებთქო, შეიძლება საერთოდაც გადააგდოს..
სახლიდან გამოვედი თუ არა კესოს ზარიც შემოდის, რაც იმას ნიშნავს საქმე სერიოზულადაა.. გამწარებული მივაბიჯებ და თან ვპასუხობ..
-რით შემიძლია დაგეხმარო..?
-დარია ვერც წარმოიდგენ რა მოხდა..
-შეიძლება წარმოვიდგინო კიდეც..
-ასეთი შემოთავაზებას თუ მივიღებდი რას წარმოვიდგენდი, იცოდე ხელიდან გასაშვები..
-თავად არ მითხარი დასვენება გჭირდებაო..? პროექტი შემოგთავაზეს და უცებ ყველაფერი რიგზეა..?
-არ მისმენ, იმას არ ვამბობ ახლავე დათანხმდი მეთქი.. ვალდებული ვარ გითხრა..
-ვალდებული არაა.. ამდენი ხანია არ დაგირეკია, ახლა არც კი მომიკითხე, როგორ ვარ..
-არასწორად გამ..
-რა თქმა უნდა, მე გავიგე არასწორად..
-შეგიძლია მოხვიდე, ვისაუბროთ..
-არა მგონია ამ ეტაპზე მოსვლა აუცილებელი იყოს, მეილზე გამომიგზავნე ინფორმაცია..
-მარტო ეგ ხომ არაა..
-მარტო ეგაა დამიჯერე.. იმედს ნუ მისცემ დიდად დაინტერესებული არ ვარ ამ პროექტით.. -დავემშვიდობე და გავუთიშე.. ახლა იმდენად გაბრაზებული ვარ კესოს ნახვა არასწორი იქნება ვიცი.. ჯერ უნდა დავმშვიდდე.. სანამ გავემზადე, იქ წავედი.. დრო გასულა და როგორც ჩანს მალე მოსაღამოვდება..
ახლა კი სად წავიდოდი თუ არა იმ ადგილას, რომელზედაც არავინ იცის და ვიცი ოდნავ მაინც მშველის იქ წასვლა.. როცა მივაღწიე ადგილამდე, მოსაღამოვდა.. ამიტომაც შესასვლელთან ანათებს " Overexposed " ჩემთვის მრავლის მეტყველია და მომენტისთვის ისე ვიგებ როგორც ვარ და მაწყობს.. ხანდახან მგონია შესასვლელი უბრალოდ შესასვლელი კი არა, პორტალია წარსულსა და ახლანდელ დროს შორის.. მოხატულია, როგორც კი შედიხარ განსხვავება აშკარაა, თავად შენც იმუხტები ძველი ნოსტალგიური გარემოთი.. მარჯვნივ ძველი კარადა თავისი სარკით, რომელში ჩახედვასაც თავს ვარიდებ.. თბილი ფერის განათებაც მამშვიდეს, გარშემო სანათების ადგილმდებარეობას ვუყურებ და ვრწმუნდები რამდენად სწორადაა შერჩეული. გარშემო ნახატები ავსებს სიცარიელეს.. ძველებური სტილის ავეჯი, მუქი წითელი სკამები.. თაროები წიგნებით და რაც მთავარია ფირფიტებით სავსე, რომლის ყიდვაც საბედნიეროდ შეგიძლია..
ყველა ერთმანეთს ესაუბრება, მუსიკას უსმენს.. წიგნს კითხულობს.. არავის უჭირავს მობილური, არავინ იღებს ფოტოს.. გაუგებარი მიზეზით დაუწერელ კანონად მიიღო ყველამ ასე მოქცეულიყვნენ, არადა ეს არავის დაუწესებია..
ბართან ვჯდები, ჯერ არც გადამიწყვიტავს რას დავლევ..
-რა გნებ.. დარია..? არ გელოდი აქ თუ იქნებოდი.. აქ არასდროს ჯდები..
-დღეს აზრი შევიცვალე..
-რას ინებებ..?
-მოჰიტოს ბიძაშვილი..
-Old Cuban.? - თან ეღიმება.. ცოტა დამცინის და ცოტა არჩევანს მიწონებს.. თავად მხოლოდ ზედმეტად იაფი ვერსიის გაკეთება გამომდის.. არადა გაკეთებას რა უნდა, შეიძლება მთლად ასეც არაა, ერთი შეხედვით ძალიან მემარტივება.. პრობლემა ისაა, სახლში არც რომი მომეპოვება, არც ბითერი.. ამ ლაიმით და პიტნით მაქსიმუმ ჩაი გავიკეთო, ბებიაჩემს რომ უყვარდა..
დაგვიანებით ვიაზრებ, სიმღერა შეცვლილა.. “everything happens to me “ - chet baker
წესით უნდა მეცინებოდეს, მაგრამ ფიზიკურად არც გაგეცინება ისეთი მელოდია და ტექსტი აქვს.. ზუსტად ამ დროს აცურებს სასმლის ჭიქას ჩემსკენ, გასაკვირია და არც ის იღიმის..
აი ასე ხან სიმღერას ვუსმენ ხან საკუთარ თავს, ამიტომაც სრულად ვერ აღვიქვამ..

“ I guess I'm just a fool, who never looks before he jumps
Everything happens to me “

მხოლოდ ეს სიტყვებიღა ტრიალებს სიმღერის დასრულების შემდეგ, ისეთი განცდა მაქვს ვიღაც დამცინის..
ამ წლების განმავლობაში, ჩემს ყუთს იმდენმა ჩაუარა, იმდენს ჰქონდა შესაძლებლობა დაინტერესებულიყო და არავინ მიეკარა, არავის უკითხავს რა იყო, ვისთვის, რისთვის.. ახლა კი არსაიდან უნდათ გაცოცხლების საშუალება მივცე..? გონებაში ვხედავ სიტყვები როგორ შეიძლება გარდაიქმნას კადრებად და სანამ დასრულებულ ვარიანტს წარმოვისახავ ვჩერდები.. რატომ ახლა..? არის კი სწორი დრო..? მზად ვარ ამისთვის..? უამრავი კითხვა მაქვს და პასუხები არ ჩანს..
თან თითქოს არსაიდან მესმის შეკითხვა თუ საერთოდ არ მსურდა მიეგნოთ, აღმოეჩინათ, ადამიანებამდე მისულიყო, საერთოდ რატომ დავწერე..? მაგრამ მე უფრო მეშინია არასწორ ადამიანებამდე მივიდეს, უარესი.. მომიწონონ.. მათ თავს როგორ ავარიდებ..? ან ეს საერთოდ თუა შესაძლებელი..
არა მოიცადე, ამ ყველაფერზე რატომ ვფიქრობ..? მე ხომ საერთოდაც არ მქონია გეგმაში პროექტზე დავთანხმებულიყავი.. მაშინ რაღაა საფიქრალი და გადასაწყვეტი..?
და თუ მათთან მიაღწევს ვისაც სჭირდება..? იქნებ ამის საშუალებას არ ვაძლევ მათ, ჩემი შიშების გამო..
ისევ წვიმს და როდის გავაღწევ აქედან არავინ იცის, ან საერთოდ თუ მინდა გაღწევა..
. . .
-დიდი ხანია სტუმრად არ მოსულხარ..-ლეკვის ფერებაში ისე გავერთე, ჯარჯის მოსვლა ვერ შევნიშნე..
-ეს პატარა როდის მოიყვანე..? არ მახსოვს..-თან ავხედე..
-ახალია..
-უკვე დაიწყე ვარჯიში..?
-ჯერ მე შემეჩვიოს, იცოდეს ჩემი ნდობა შეიძლება და ეგეც მალე იქნება..
-ასე ნუ მიყურებ..
-როგორ..
-ელოდები საუბარს როდის დავიწყებ და თავად არაფერს ამბობ..
-აა სალაპარაკოდ მოხვედი..? როგორ ვერ მივხვდი..
-ნუ დამცინი..-მეც გამეცინა..
-ზოგადად ბევრს ფიქრობ სანამ ახალ პროექტზე დაიწყებ მუშაობას, მაგრამ უკვე რეკორდი მოხსენი.. რისი გეშინია..?
-რისი არ..
-ანდაც საერთოდ რაზეა საუბარი..?
-წაკითხული არ გაქვს.. არავინ იცის..
-ამას არ ველოდი.. როდის იყო შენს სცენარებს არ მაკითხებდი..?
-ძალიან ძალიან დიდი ხნის წინაა დაწერილი.. როგორც კი დავწერე იმის მერე არც კი წამიკითხავს..
-დღევანდლამდე..
-დღევანდლამდე..
-შეხვდი..? პროექტზე ისაუბრე..?
-არა, ზოგადი ინფორმაცია მაქვს მეილის მეშვეობით..
-აუცილებელი არაა ახლავე მიიღო გადაწყვეტილება, ხომ გახსოვს ფოლკლენდის კანონი, თუ რაღაზაზე გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი არაა, მაშინ საერთოდ ნუ მიიღებ გადაწყვეტილებასო, მაგრამ ჩემი აზრით შეხვედრა დაგეხმარებოდა უკეთ გაიგო, გინდა თუ არა დაწყება.. უფრო სწორედ ღირს თუ არა დაწყება..
-არ ფიქრობ უფრო დიდი ხანი მჭირდება ძალების აღსადგენად..?
-მე არც მიფიქრია თუ გჭირდებოდა.. არა, რამდენიმე დღე შეიძლება, მაგრამ შენ კესოს ნათქვამი სხვანაირად გაიგე..
-რას გულისხმობ..?
-რადგან მან გითხრა შესვენება გჭირდება, იმ სერიალიდან გაგათავისუფლეს, ზედმეტად მოერგე ამ სიტუაციას.. არც დაფიქრებულხარ, მოიცადე მართლა მჭირდება..? რამდენი ხანია რაც აღარ წერ .. უბრალოდ გეშინია თუ მართლა დაღლილი ხარ.. უმუშევრის როლს იმაზე კარგად მოერგე ვიდრე ვიფიქრებდი..
-ოუჩ.. -გამეცინა..-ვიფიქრე თუ შესვენებას ავიღებდი, ამის მერე უფრო კარგად დავწერდი, ახლა კი ვშიშობ ისევ იმავე შეცდომებს გავიმეორებ და ჩემი ტექსტი არ ევარგება.. ეს საერთოდ გვერდით გადადო, წლების წინანდელ ტექსტზე მომიწევს მუშაობა, თუ დავთანხმდი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო..
-იცი არეულობასაც აქვს თავისი ხიბლი, შემდეგ მის დალაგებასაც.. - ლეკვის მოფერება ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელე.. ჯარჯის ჩემთვის აღარ ეცალა, კლიენტი მოვიდა და მისკენ გადაიტანა ყურადღება.. ამასობაში დავფიქრდი.. ჯარჯი მართალია, დასვენებასაც თავისი დრო აქვს, უკვე უენერგიობა კი არა შიში არ მაღებინებს კალამს.. დასაწყისისთვის რაც შემიძლია გავაკეთო, ახალ პროექტზე მოლაპარაკებაა..? ეს მართლა დამეხმარება..
-დარია.. ოლღა გირეკავს გამწარებული და იქნებ გააგონო..- თავი დავუქნიე, ისევ წავიდა მე კი ოლღას ზარს მოვასწარი და ამჯერად ვუპასუხე..
-გადამირჩი, ეს შენი ბოლო შანსი იყო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებდი..
-ასეთი რა მოხდა..?
-ჯარჯიზე გაბრაზებული ვარ.. არა ნაწყენი.. სად ხარ..? გნახავდი..
-თუ გეტყვი სად ვარ არ მოხვალ..
-იმასთან ერთად ხარ არაა..? კარგი.. გადაეცი არ ველაპარაკები, არც კი დამირეკოს.. -გამითიშა, სერიოზულად არც მივიჩნიე.. ხანდახან ისეთი ბუტიაა მტრისას.. საბედნიეროდ შემორიგება არც ისე რთულია.. სწორედ ამ დროს დაბრუნდა ჯარჯი..
-რა ჩაიდინე..? ჯარჯ რატომ იღიმი..?
-ჩემზეა არაა გაბრაზებული.. გაბუტული..
-მერე, ეგ არის სასიხარულო..?
-ჩემზე თქო ვერ გაიგე..? ჩემზე..
. . .
საკუთარი თავი არ მიყვარს..? რას ვერჩი გამაგებინეთ.. შეხვედრაზე შევთანხმდით, ყველაფრის არჩევა მე მომანდეს, ოღონდ შევხვდეთ და დრო ადგილი საათი.. როცა გაწყობთ ისე მოგერგებითო.. მეც გახალისებულმა კი ავარჩიე, მაგრამ რად გინდა.. მოიცადე სანამ მოგიყვებით რა მოხდა და რატომ აღარ მყოფნის ნერვები ამ ახალგაზრდა გოგოს, გეტყვით თეთრი ფეხსაცმელი, ცისფერი კოლგოტი და ისევ თეთრი ზედა მოვირგე.. თვალებზე ცისფერი თვალის ჩრდილი არ დამვიწყებია.. რატომ იყო ამის თქმა აუცილებელი..? დაგვჭირდება ამის ცოდნა და არ დაგავიწყდეთ..
როგორც კი გავემზადე, ტაქსი გამოვიძახე, მოდი ამჯერად ჩემს თავს გავანებივრებ თქო, იმდენად მომწონს დღევანდელი ჩაცმულობა თქო.. როგორც იქნა მოაღწია ტაქსიმ, რომელსაც ბოლო ხმაზე უსმენდა სიმღერას, არც კი შეუწუხებია თავი ეკითხა, მეც ეგრე მინდოდა თუ არა.. თან ხმამაღლა მესაუბრება, ყვირის ფაქტობრივად და არც ჩაწევა უნდა.. ამას დავაბრალე, როცა გააჩერა მანქანა და ვერ მივხვდი რატომ.. დავიჯერო მითხრა გაჩერებას აპირებდა..? მე მაგვიანდება და ამის დრო არ მაქვს.. სიმღერისთვის არ ჩაუწევია, ამასობაში დაბრუნდა ტყემლებით ხელში...
-უნდა იცოდე ეს რა საოცრებაა.. -თან ატარებს და აწ უკვე ტყემალზე მესაუბრება.. -არ გჯერა ხომ, გამომართვი..
-მჯერა მჯერა, საჭირო არაა.. -თავსახური მოხსნა და ბოთლი ჩემკენ გადმოწია..
-უსუნე.. მარტო სუნზე ეტყობა რაცაა..-ფაქტობრივად ცხვირთან მომიტანა და რა მექნა..
-კი ნამდვილად კარგია..-ზუსტად ამ მომენტში დაამუხრუჭა და რა თქმა უნდა, საამაყო ტყემლით სავსე ბოთლი მთლიანად ჩემზე ჩამოიცალა.. ის ტანისამოსი რომელსაც ამდენად გავუფრთხილდი, დაისვარა.. სასწაულად გავბრაზდი, გარეგნულად კი არ შევიტყვე.. აქეთ დავამშვიდე მძღოლი და დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე ჩამოვედი.. შენობის წინ ვდგავარ, ხან ჩემს თავს ვუყურებ, ხან შენობას და საშინლად არ მინდა შესვლა.. ახლა უკვე მძაფრად ვგრძნობ ტყემლის სუნი ამდის, ის სანაქებო სუნამო ვიღას ახსოვს, დიდის ამბით მიპკურებული..
დრო აღარ ითმენს, შენობაში შევედი, საპირფარეშოში კი ვცადე მაქსიმალურად გამომესწორებინა სიტუაცია, თუმცა მგონი უარესი გავაკეთე.. საბოლოოდ კი სხვა გზა აღარ დარჩა.. დავაკაკუნე და შევედი..
-უნდა მომიტევოთ..მე.. ოტია..
-დარია..-თავადაც გაკვირვებულმა, ჯერ მე შემომხედა, შემდეგ მაგიდის მოპირდაპირედ მჯდომს..-აქ რა ხდება..? ბუბა..
-ყველაფერს აგიხსნით.. გთხოვთ ჯერ დაბრძანდით..-ჩემი მიმართულებით გამოიხედა და მანიშნა დავმჯდარიყავი.. ოტიას გვერდით.. მეც დავჯექი..- ძლივს დაგითანხმეთ შეხვედრაზე ორივე და მიხარია..
-ეს ყოველივე არ მომწონს..-აშკარად იცნობს ამ ბუბას, თორემ ასე არ ისაუბრებდა..
-ჯერ მომისმინეთ.. მოკლედ, როგორც იცი თქვენს სცენარს გადავხედე, ნაწილს რომელიც ხელთ მომხვდა.. რაც წავიკითხე საკმარისი იყო, ყურადღება მიეპყრო.. ჩემს კოლეგებსაც გავაცანი.. უკვე იცით რამდენად ვართ დაინტერესებული ამ სცენარით.. ამიტომაც გვინდა თქვენც სერიოზულად განიხილოთ..
-თქვენობით საუბრის გარეშე თუ შესაძლებელია..-თავი დამიქნია..-შეიძლება ვიკითხო, რას აკეთებს..?
-ოტია..?-თავი დავუქნიე..
-ამაზეც გადავალ.. ის ნაწილი რაც გამოგზავნე, როგორც იცი კოლეგებსაც გავაცანი, მაგრამ არამარტო კოლეგებს.. ვინაობას ვერ დავასახელებ თუმცა სპონსორი უკვე გამოვნახე..
-ამდენად ადრე..? უკვე სპონსორი..?
-როგორც კი სცენარი გავაცანი, რეჟისორად ოტია მოითხოვა..
-მე..? გამორიცხულია..
-რატომ ფიქრობ, მე მინდა შენთან ვითანამშრომლო..? სხვა ვარიანტი არ გვაქვს..?
-თავადაც იცი როგორი რთულია დაფინანსება, თუ გვინდა კარგი ხარისხიანი ფილმის გადაღება.. სხვა ყველაფერთან ერთად გვინდა თუ არ გვინდა ფულია საჭირო, სპონსორის ერთადერთი მოთხოვნა თქვენი ერთად მუშაობაა.. ორივე მაქსიმალურად უნდა იყოთ ჩართულები, თუ არადა არა მგონია, ამ სცენარმა დღის სინათლე ნახოს.. შეიძლება მე ვხედავდე მომავალს, თუმცა სარისკოა..
-მე და აი ეს დღეკრული..
-დღეკრული..?
-მე და ოტია ერთად ფიზიკურად ვერ ვიმუშავებთ.. მხოლოდ სცენარი დავწერო ჩემთვის საკმარისი არაა.. და თუ ამაზე დავთანხმდი, იცი მაინც რამდენი დროის გატარება მომიწევს მასთან..? არა შეუძლებელია
-გარეთაც მეყოფა, სამსახურშიც მას არ ვხედავდე..
-ვიცი რამდენად რთულია ახალი ინფორმაციის მიღება, მაგრამ მოდი ნუ ვიჩქარებთ.. ჩემი დიდი თხოვნაა უბრალოდ დაფიქრდეთ..-ორივე თავს ვაქნევთ უარის ნიშნად.. მე ვემშვიდობები და გამოვდივართ..
-ამაზე არც კი იფიქრო..-გამაფრთხილებლად მიყურებს..
-გთხოვ..? არა.. ეს არცერთს გვინდა.. არანაირად არ ვემთხვევით ერთმანეთს, ჩვენი გემოვნება რადიკალურად განსხვავებულია.. ამრიგად გირჩევ მშვიდად იყო..
-კუდბაწარა თუ მთხოვს მშვიდად ყოფნას, აბა რას ვიზამ.. -ზედაც აღარ მიყურებს, გზას განაგრძობს.. სულ რამდენიმე წამით ადგილიდან არ ვიძვრი, ბარემ წავიდეს, დატოვოს შენობა.. მოკლედ თავს ვიზღვევ აღარ გადავაწყდე..
ტაქსი გამოვიძახე, უკვე შეშინებულმა, კიდევ რამე ინციდენტი არ მოხდეს მეთქი, ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა.. კიდევ კარგი ხელში მეჭირა ტელეფონი, თორემ ვერ გავიგებდი შემომავალ ზარს..
-თინ..
-აბა, როგორ ჩაიარა შეხვედრა.?
-მერე მოგიყვები..
-ეგეც უნდა მეთქვა, ჩვენს ადგილას ვიკრიბებით და ბარემ იქ მოდი..
-შუქურასთან ახლოს ვარ.. კარგი მერე დაგელაპარაკები.. უკაცრავად, შეგიძლიათ გადაუხვიოთ და..
-აუ ჩემი.. ხომ შეგეძლო თავიდანვე მიგეთითებინა სადაც მიდიოდი..? ამისთვის მცალია ახლა მე..?
-ახლა დამირეკეს..
-რა ჩამოუყალიბებელი ხალხია..
-შეგიძლიათ..?-ძლივს დავითანხმე, ამას უკვე ვერ ვამშვიდებ და მცდელობაც არ მაქვს.. გადმოსვლისას დარჩენილი დღის ბედნიერად გატარებას ვუსურვებ.. ვლოცავ ფაქტობრივად და ვანამუსებ.. იქნებ მიხვდეს მაინც ცუდად მელაპარაკა.. გადმოვდივარ და შუქურას როგორც კი ვხედავ ცოტა ვმშვიდდები.. შიგნით შევდივარ და შემდეგ მახსენდება ტყემალში, რომ ვარ ამოთანთხლული.. მიწევს ჩემებს ამ ფორმაში მივუახლოვდე.. ისიც იქაა სამწუხაროდ..
-დარო რა დაგემართა..? - მოკლედ მოვუყევი ტაქსისტის ისტორია.. რაზეც გემრიელად კი გაიცინეს, თუმცა მაინც მათ შევრჩი ასეთი გალამაზებული ბოლოს..-იცი რა..? მანქანაში მაქვს სათადარიგოდ, წამოვიღებ და გამოიცვალე, ასე ხომ არ იქნები..
-ოლღაა, შენ არ მყავდე..- მართლაც პარკით ხელში ბრუნდება და მაწვდის.. მეც მივდივარ გამოსაცვლელად.
მთლიანად შავი სავარჯიშო სეტი მოვირგე.. რაც ძალიან უცნაურია, რადგან ჩემი ტანისამოსისგან რადიკალურად განსხვავდება.. კონტექსტიდან ამოვარდნილს ვგავარ..
-აუ მაპატიე, სხვა არაფერი მქონდა თან, თუმცა გიხდება..
- 60-იანი წლების ფრანგული ფილმის პერსონაჟად ვერ აღგიქვამ, უცნაურია..
-თინა ასე მხედავ..?
-ვეთანხმები ჩემი ანა კარინა ხარ..
-კიტას ვერ დავეთანხმები.. თუმცა სულ ოდნავ მსგავსებას კი ვხედავ.. შენ უფრო ნათელი ხარ..
-კარგი ჩემი ვიზუალის განხილვას შევეშვათ, როგორმე გადავიტან დღევანდელ დღეს...
-ხომ მითხარი მოგიყვები როგორ ჩაიარა შეხვედრამო.. რა ბოლოს აიღე ახალი პროექტი..?
-საშინლად..აი ამაზე საშინლად ვერ ჩაივლიდა..
-რა მოხდა ასეთი..-ოტიას გავხედე..
-დაინტერესებულნი არიან, თუმცა რეჟისორად აი ამ ჭმახეს ხედავენ, რაც ჩემს უარს ნიშნავს.
-მე ხომ თანახმა ვარ რას ამბობ..
-არ არსებობს..? თქვენ ორს თანამშრომლობა შემოგთავაზეს..?-გაეცინა ოლღას..
-მარაზმია.. რას ვიზამ.. მხოლოდ იმას ვერ ვხვდები ჩემი სცენარის წაკითხვის შემდეგ, რომელ ჭკვიანს გაახსენდა ოტია უდარანი..
-მომისმინე, ახალი შემოთავაზება ახსენე, იმაზეა საუბარი..?- კიტას შეკითხვა აშკარად მისი მიმართულებით გაჟღერდა.. მან კი თავი დაუქნია..- შენ არ ამბობდი დეტალებიღაა დასაზუსტებელიო..? მე მეგონა სერიოზულად ფიქრობდი..
-სულ ოსკარის დაჯილდოებაზე გავიდე, მიღირს კი თუ კუდბაწარასთან ერთად მომიხსენიებენ..?
-მადლობა უნდა თქვა ჩემთან ერთად მოგიხსენიონ.. მაგრამ ვერ ეღირსები.. ფიზიკურად არ გამოგივა ამ სცენარის გაცოცხლება როგორც საჭიროა..
-მაგას შენ განსაზღვრავ..? ასე ძალიან თუ გინდოდა რეჟისორობა, გამოსულიყავი, ვინ დაგიშალა..
-მართლა ფიქრობ შეძლებ..? კარგი შესაძლებლობებს თავი გავანებოთ, შენთვის შესაფერისია..? შენი რეჟისურისთვის დამახასიათებელი სცენარი არაა..
-რა გგონია, copy paste ყველაფერი რასაც ხელს ვკიდებ..? სრულიად ახლის ცდა მოვინდომო, შემიძლია, მაგრამ ასე რომც არ იყოს, არ ვიცოდე შენი დაწერილია, ვიფიქრებდი არც კი წაუკითხავს მეთქი.. ჩემი სტილისთვის დამახასიათებელიც არაჩვეულებრივი გამოვიდოდა..
-აა რის გაკეთებას აპირებდი..? დროში ხტუნაობას, რამდენადაც შეიძლება დიალოგის შემცირებას, შენ ხომ სულ იმაზე აკეთებ ფოკუსირებაც რაც არ თქმულა..
-როგორ ზეპირად გცოდნია ჩემი ფილმები, კომპლიმენტად მივიღებ..
-თუ ამაზე არცერთი ხართ თანახმა, რაზე დავობთ..? - თინას ლოგიკური შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა.. მე და ოტიამ წამიერად ერთმანეთს შევხედეთ, თუმცა თინას კითხვაზე პასუხი არ გაგვიცია.. თითქოს ორივე ვეჭიდებოდით თოკს ვინ გადაწევდა და იმ მომენტში უბრალოდ ხელი გავუშვით..თუმცა არც ის იძვრის ადგილიდან, არც მე და მითუმეტეს არც თოკი..
ამასობაში ვცდილობ ფიქრები არ გამექცეს, ფილმთან დაკავშირებით, ჩემს თავს ვახსენებ, ამ კონკრეტულ დროზე ფოკუსირდი მეთქი, ბოლოს იმდენად ვარ ფოკუსირებული ამის გამეორებით წესიერად მაინც ვერაფერს ვისმენ..
რეალურად არასდროს მიჭირდა დამეწერა საკუთარ გამოცდილებაზე, არც იმაზე მქონდა გართულება ეს გადაეღოთ, ისიც მაინტერესებდა რეჟისორი ჩემს სიტუაციას როგორ დაინახავდა და მაყურებელი როგორ გაიგებდა.. ახლა კი იმიტომ მაფიქრებს ეს სიტუაცია, რომ საქმე მხოლოდ მე არ მეხება.. ეს არის რეალობას შერწყმული ჩემი ფანტაზია და არ ვიცი სად გადის ზღვარი.. აი რა მაშინებს რეალურად.. რადგან, თუ ამაზე წავალ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება, შეიძლება ჩემს და არამარტო ჩემს სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.. ვუყურებ ოტიას და არ ვიცი ამ ყოველივეს თუ იაზრებს.. იფიქრა იმაზე რა მოხდება შეცდომას თუ დაუშვებს..? მზად არის ამ ყველაფერზე წავიდეს..? თუ ეს მხოლოდ მორიგი ფილმია მისთვის, უბრალოს საინტერესო სცენარით.. უფრო დიდი შეკითხვა ისაა, მენდომებოდა თუ არა ოტია უდარანი რეჟისორად, ის ის არ იყოს.. აი ავიღო ვინმე მისი უნარებით, ტექნიკით.. მხოლოდ მისი სახელი ჩამოვაშორო.. მენდომებოდა..? ამაზე ფიქრი არ მინდა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, ისეთ პასუხს მოვისმენ, როგორიც მინდა..
-დარია გახსოვს ოტიას შეშის ნაჭერი ესროლე და..
-შემთხვევით.. ამას ხაზი გავუსვათ, იმის მიუხედავად წარმოდგენა არ მაქვს ეგ რამ გაგახსენა..
-მაშინ ტყემლით სავსე ბოთლები არ გატეხე..?
-ისევ შემთხვევით, თუმცა ეგრე იყო.. ჯერ იქიდან დავიწყოთ, მეზობლებს შეშის შეზიდვაში ვეხმარებოდი და მეთქი მოდი შორს მოვისროლო თქო, ვერ გავთვალე და ჩემს უკან მყოფს მოხვდა, დიდი არაფერი დაშავებულა..
-რა ისტერიკა მოაწყვე არ გახსოვს..? მეორე შეშის ნაწერი შიშისგან ისროლე და ეგრეთ წოდებულ მეზობლებს, რომლებიც რეალურად შენი მეზობლები არ იყვნენ, ზამთრის მარაგი გაუნადგურე..
-მოიცადე რას ნიშნავს ამის მეზობლები არ იყვნენ..? აბა ვის ეხმარებოდა..
-უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე დავინახე და გამოვეცნაურე.. ისე შევყევი ბარემ მივეხმარები თქო..
-მოიცა მიიცა ოტიას რაღა უნდოდა..
-ერთად არ ვსწავლობდით, რა დაგემართა თი..
-ჩემი კურსელი ცხოვრობდა ახლოს და მისთვის უნდა გამევლო..
-მაგის მერე ერთად არ გაგანაწილეს ჯგუფში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად..?
-კიტა რა მოგონებების გახსენება მოგინდა..? ძლივს დაშოშმინდნენ..
-ამ საშინელ მტანჯველ პერიოდს ნუ გამახსენებ..მართალია ოლღა..
-შენთვის მტანჯველი იყო არაა..? გამაწამე..-ოტია
-ეე ეგ ფილმი დევს ხომ ინტერნეტში..? -მე და ოტია ერთნაირად მივტრიალდით კიტასკენ... ოღონდ ის არ თქვას რაც მე მგონია..- ხომ არ ვუყუროთ..?
-კიტა, ახლა უკვე მართლა მოსაკლავი ხარ..-ოტია
-სახლში მაინც ვიყოთ, ბალიშს გამოგიქანებდი..
-მე ვეთანხმები კიტას..-ოლღამ გვამცნო ღიმილით.. ჯარჯს გადავხედე, რომელიც აქ აშკარად არაა, უყურებს ოლღას ღიმილს და საერთოდ არ აინტერესებს, რამდენად დიდ განსაცდელში ვარ..
გზაში სულ მცირე იმედი მოვიტოვე, სანამ დანიშნულების ადგილას მივაღწევთ, იქნება გადაავიწყდეთ მისვლის რეალური მიზეზი , თუმცა რაღა თქმა უნდა ატყდა კიტა და აჰყვა ოლღაც, ჩემთვის კი ვფიქრობდი ვის ხელში ჩავარდი დარია ლორთქიფანიძე თქო.. გზა კი გაიწელა, მაგრამ რად გინდა დასასრული ხომ აქვს ? იქნებ სჯობს კიდეც მალე ვნახოთ და გადავაგოროთ თინეიჯერი დარიას გადაღებული ფილმი, კარგი ხომ იმ გაკადინერებულსაც აქვს წვლილი..
მანქანა გაჩერდა და ოტიას სახლამდე მივლასლასდი, რაღა სახლამდე, სანამ აქ ვიქნები ალბათ ვილასლასებ..
-მიდი მალე ჩართე და დატკბი, არ მაქვს შენი თავი..
-ძმობილო, ძალიან ცდები თუ ყოველი წამით არ ვისიამოვნებ, საღამოს ნუ აფუჭებ რაა.. შენს სახლში ვართ, თქვენი ფილმი უნდა ვნახოთ, ბარემ გაამზადე ყველაფერი..-წამიერად გახედა ოტიამ კიტას, თუმცა აღარაფერი უთქვამს, შესაძლოა არ უნდა რამე გააფუჭოს, მისი მინი კინოთეატრი ხელშეუხებელია.. აბსოლუტურად თითოეული დეტალი ფილმის სიამოვნებით სანახავად, შესაბამის განწყობას, რომ გიქმნის.. ცოტა არ იყოს ვისურვებდი, მაგრამ არც ფართი მაქვს, არც აპარატურა და უკვე აღარც ფული..
-მოიცადე, ახლა გამახსენდა, თქვენ ხომ სახელი არ იცით, მიდი და გაიგ..
- " გაბზარული ფირფიტა ".. ასე მოძებნე კიტა.. - თვალებგაფართოებულმა გავხედე თინას, მინდა რამე ვუთხრა და სიტყვებს ვერ ვპოულობ.. მეგობარმა გამცა..-კარგი რაა, გავერთობით ცოტა.. კომფორტულად მოეწყე, ეგრე ხომ არ იდგები..
-ყავას გავიკეთებ და მოვალ, არცერთმა არ მთხოვოს მომზადება, განსაკუთრებით თინამ..
-თინანოს რას ერჩი, საქმე საგრძნობლად გამიმარტივა..- კიტამ ისე გაიკვირვა თითქოს ვერ ჩასწვდა სიტუაციის არსს..თავი გავაქნიე იმის ნიშნად, ამ აბსურდს უნდა მოვშორებოდი ცოტა ხნით მაინც, სამზარეულოში გადავინაცვლე.. უკვე მეცინება არსებულ მდგომარეობაზე..
მაშინ დარია ვერც კი წარმოიდგენდა, ახლა იმ ფილმს მეგობრებთან ერთად თუ უყურებდა, თანაც ვის სახლში..
მაშინდელ ჩემს თავს ვიხსენებ, ყველაფერს თავიდან იწყებ, სწავლობ..
მომავალზე ფიქრობ, გეგმებს აწყობ.. ნეტავ აი ახლა პატარა დარიას, რომ შევხვდე, რას მეტყოდა, მომიწონებდა მიღებულ გადაწყვეტილებებს..? მე მოვეწონებოდი..? რა რეაქცია ექნებოდა მის შეცვლილ გეგმებზე, ოცნებებზე.. არა ყოველთვის მინდოდა ფილმის ინდუსტრიაში ყოფნა, უბრალოდ არ მეგონა სცენარისტობას თუ გავყვებოდი, ნეტავ მაგაზე რაღას იტყოდა.. იმდენი რამ მინდა ვკითხო.. თან არ მინდა პასუხების მოსმენა, მეშინია, იმედი არ გავუცრუო საკუთარი თავის პატარა ვერსიას, აბსურდულად ხომ არ ჟღერს..? არადა მე ამაზე ხშირად მეფიქრება, სანამ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ, გონებაში მას აზრს ვეკითხები, რადგან ერთადერთი ადამიანია, რომელსაც არაფრის დიდებით არ მინდა იმედი გავუცრუო, ვინაიდან არ მახსენდება ადამიანი ამ პლანეტაზე მოსიარულე, იმედი არ გამეცრუოს.. ვაზვიადებ..? ვინ იცის შეიძლება, მთავარი ისაა, ამაზე ფიქრის დრო აღარ მაქვს.. ვეძებ ჭიქას ყავისთვის, მახსენდება ჩემი ჭიქა და შიში მიპყრობს, არ გადააგდებდა ხომ..? ფრთხილად გამოვაღე კარადა, თვალებზე ხელები ავიფარე, თითქოს სიტუაციას რამეთი ეხმარებოდეს.. მაგრამ არა, ჩემდა გასაკვირად ჭიქა ადგილზეა.. ეს სიხარული საკმარისი არ იყო, იცით რა აღმოვაჩინე..? ოტიას ყავის ბოლო კაფსულა მე უნდა დავლიო, დილისთვის ესე ცარიელს ვტოვებ, ეს ყოველივე სრულყოფილი იქნებოდა, მისი სახის დანახვა, შემეძლოს როცა გაიაზრებს ყავის გარეშე დარჩა, თუმცა არანაირი წუწუნი, ამას ვჯერდები.. არა, ზუსტად ვიცი უფრო გემრიელად დავლევ ყავას.. მზადააა.. ყავა დავისხი და მათთან დავბრუნდი
-დრო თუ გაგყავდა და გეგონა ფილმს შენს გარეშე ჩავრთავდით ძალიან ცდები, ისედაც მოკლემეტრაჟიანია.. დაჯექიი..
-ოლღაა.. ყავას ველოდებოდი.. მოდი უბრალოდ ჩართეთ.. - მუშაობას როგორც კი მოვრჩით, ოფიციალური ჩვენების მერე არ მინახავს.. რა მაშინებს ვერ ვხსნი, თითქოს ან ჩემი ან ოტიასი აქამდე არაფერი ენახოთ..
დაწყებიდან დასასრულამდე შერეულმა განცდებმა არ მომასვენა, იქ ვიყავი, მე ვმუშაობდი, მაგრამ აი ახლა თითქოს სრულიად სხვა ადამიანის ფილმს ვუყურებდი.. ზოგადად რაც არ უნდა გავაკეთო, რაღაც დროის გასვლის შემდეგ მეფიქრება, რას შევცვლიდი უკვე მეტი გამოცდილებით, ახლანდელი შეხედულებებიდან და სხვა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.. რაც არ უნდა იყოს არაფერს შევცვლიდი, ის ის არ იქნებოდა, მე რომ ოდნავ მაინც სხვანაირად გამეკეთებინა..
-არ მჯერა, ნუთუ ეს სტუდენტობისას გადაიღეთ.. სულ სულ თავიდან.. - ოლღა..
-თუ გავითვალისწინებთ, როდის, როგორ და რამდენად რთულ პირობებშია გადაღებული..-ოტიამ თქვა და თან გამომხედა.. რთულ პირობებში მე მგულისხმობს..?
-შენ რომ არა, იდეალურად კარგ დროს გავატარებდი გადაღებებზე.. ერთადერთი წევრი იყავი კონტექსტიდან ამოვარდნილი..
-ისიც არ გამოვიდოდა რაც გამოვიდა, მე მაინც რომ არ გყოლოდი..
-ისე ამბობ თითქოს ყველაფერი შენ გააკეთე.. ერთად გადავიღეთ თუ გახსოვს..
-სწორად გაუსვი ხაზი.. ერთად.. რამეს თუ ამბობ ფილმზე ეს შენც გეხება..
-ხომ იცოდა შედეგი, რაღატომ ბრუნდებოდა მასთან ? -ოლღა
-შველა სჭირდებოდა..
-დახმარების მიღება არ უნდოდა - კიტა
- რაღაც კუთხით მართალია, როგორ შეიძლება დახმარება აღმოუჩინო მას, ვისაც ამის მიღება არ შეუძლია? ამდენი მცდელობა რეალურად დამღლელია..
-ოტია, რას ამბობ რომ უნდა დანებდე ამ დროს..? თუ უარი გითხრა, როდესაც იცი შეგიძლია დახმარების ხელი გაუწოდო..?
-რამდენჯერ.. თორემ კი..
-იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება..
-ყოველთვის ასე არ ხდება, ხანდახან ისე ხარ, თითქოს ვალდებულად თვლი ყველას პრობლემა საკუთარ თავზე აიღო...
-მირჩევნია ზედმეტი მომივიდეს, ვიდრე დამრჩეს განცდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო..
-შენს თავსვე აზარალებ..-ამდენად ხშირადაც არ შემოდის ხოლმე დიალოგში, ოტია იმაზე კარგ ხასიათზეა ვიდრე ჩანს..
-ჩემზე რას იტყვით..? ჩემზეც ხელი უნდა ჩაგექნიათ..?- ცოტა არ იყოს გაუკვირდათ, არ ელოდნენ ამ თემას თუ შევეხებოდი..
-მაშინ შენს თავს შენვე უშველე, ჩვენ მხოლოდ ის გავაკეთეთ რაც შეგვეძლო..-თინა
-ამ ფილმის მთელი აზრიც ეგ იყო, ამ გადმოსახედიდან ასე ვხედავ..
-და მაშინ...
-კარგი არ გვინდა მაგაზე საუბარი, ფენტეზის ჟანრში მინდოდა რამე გაგვეკეთებინა.. მანდედან წამოვიდა იდეა..
-მაშინდელ თქვენს ვერსიებს ტაშს ვუკრავ, იმსახურებენ..- ჯარჯის ნათქვამზე გამეცინა, ახლა რომ ვუყურებ არ მერთულება გადაღება, მაგრამ მაშინ..? გადაღების დასრულების შემდეგ მეგონა შეუძლებელი შევძელით.. ახლა თუ დავფიქრდები კარგა ხანია ასეთი განცდა არ მქონია, საკუთარ თავს გამოიწვევ, დაუმტკიცებ თურმე შეგძლებია.. სასწაულად მომინდა ასეთი განცდები ახლა, მაგრამ მაგ განცდებსაც დამსახურება, შრომა და გამბედაობა სჭირდება.. განა ვიმსახურებ ? ისევ შემიძლია? ნეტავ იცოდეთ როგორ მეშინია, გავცე პასუხები ამ კითხვებს.. საკითხავია ასეთი მშიშარა როდის გავხდი..
. . .
-ესმა დიდი პატივისცემის მიუხედავად შენს შვილთან ერთად ფილმზე მუშაობა არ მინდა..
-თითქოს მე მინდოდეს..- იმ იშვიათი შემთხვევიდან ერთ-ერთია მე და ოტია რომ დავემთხვიეთ მის მშობლებთან სტუმრობას.. ეს ის მშვიდობიანი ზონაა სადაც თითქმის არც კი ვკამათობთ..
-გამიკვირდებოდა კიდევაც, რომელიმე დათანხმებოდით.. ყავა გინდათ რომელიმეს..?
-მე სახლში აღარ მომეპოვება და თუ დამალევინებ, მადლიერი დაგრჩები..-ოტიას ნათქვამზე ჩამეცინა, ამ დრომდე არ დაულევია და ცოცხალი როგორაა მიკვირს..
-დაგალევინებ თორემ კი გადაგივიდა ხასიათში..
-ძვირფასო მეუღლევ მე ასე მტოვებ..? - ესმამ ისეთი სახით გადახედა ქმარს, მზერით ანიშნა ამის კითხვა როგორ გაბედეო..
-მალხაზ საკმარისი ყავა მიიღო შენმა ორგანიზმმა, თავს უნდა გაუფრთხილდე..
-უსამართლობას აქვს ადგილი..
-კარგი, სუსტს გაგიკეთებ, ოღონდ დღეს აღარ დალიო მეტი..
-ნახეთ რაა, ზოგი თავის ქმარს ალკოჰოლზე ედავება აღარ დალიოო და ჩემი ცოლი კოფეინს მიკონტროლებს..
-ლოთი ქმარიღა მაკლდა.. - ესმამ სამზარეულოში გადაინაცვლა.. მალხაზი ჩვენ მოგვიბრუნდა..
-დედაშენი რომელ ფილმზე ლაპარაკობდა..? მე რატომ არ ვიცი..
-მე და თქვენს უძვირფასეს შვილს შემოგვთავაზეს ერთად მუშაობა.. ზღაპარია არ მოხდება და ესმამაც არ გითხრათ ალბათ..
-უნივერსიტეტში თქვენი ერთად გადაღებული ფილმის მერე, სიამოვნებით ვნახავდი საერთოს კიდევ.. რატომაც არა..
-არ არსებობს, გახსოვთ..? ახლახან ვუყურეთ ერთად..ჩვენებთან ერთად..
-ზედმეტად სერიოზულად უყურებთ ერთად მუშაობის საკითხს, ერთი ფილმზე ორ პროფესიონალს ვერ გიმუშავიათ..? პირადი გვერდით ვერ გადაგიდიათ..? გადამრევთ..
-მარტივი არაა..
-რომელი პროფესიისაც არ უნდა იყო, უმნიშვნელოვანესია შეგეძლოს განასხვაო, პირადი და საქმე ერთმანეთისგან, ისე არაფერი გამოვა..
-ჯერ ფილმის გადაღება მითხარი, როგორი კომპლექსური პროცესია და შემდეგ ამ..კუდბაწარასთან ერთად.. გინდა ჭკუიდან შევიშალო..?
-აბა მე შემომხედე, შვილო, მხოლოდ ჩემს პირად შეხედულებებს ვუყურებდე, მე ექიმი მერქმეოდა..? არ მომწონს ეს ექიმი და იმასთან ერთად ოპერაციას ვერ ჩავატარებ მეთქი..? ეს ვთქვა აბა წარმოიდგინე.. როდესაც ადამიანი ჩემი პაციენტი ხდება, პრიორიტეტი მისი ჯანმრთელობაა, ვინც არ უნდა იყოს და ვისთან ერთადაც არ უნდა მომიწიოს მუშაობა მის გადასარჩენად..
-შენს პროფესიას ჩემსას ადრი..? შენი ადამიანების სიცოცხლეს ეხები..
-და გგონია შენ არა..? მაშინ არც ისეთი კარგი რეჟისორი ხარ, როგორც მეგონე..-ამ დროს დაბრუნდა ესმა, ყავა ჩამოგვირიგა თითოეულს, თავად არ სვამს მაგრამ შესანიშნავად ამზადებს..
-მადლობა..
-მხოლოდ იმას ვერ ვხდები, ერთად საერთოდ რატომ მოგვიაზრეს..
-როგორც შენ ამბობ ხოლმე, ასეთი ხედვა აქვს ალბათ იმ პიროვნებას.. შენც ასე ხარ, სანამ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც გინდა არ ეშვები და გზას მაინც ნახულობ შენი გეგმის განსახორციელებლად..-საუბარი სხვა თემაზე გადავიდა, ამასობაში ყავა დავლიეთ, მე კი დავემშვიდობე და წამოვედი.. შვილთანაც ხომ უნდა გაატარონ ცალკე დრო, მე როცა მისული ვიყავი ოტია არ იყო მოსული, შემდეგ მოვიდა.. მოკლედ საკმარისი დრო დავყავი უდარანებთან.. წამოვედი და გზას გავუყევი..
მიყვარს მათთან ყოფნა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სულ ვფიქრობდი სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანებს, როგორ შეეძლოთ ოტიას გაგება, მისი მხარდაჭერა და ჩემებს საერთოდ არა.. ექიმები რეჟისორს უჭერენ მხარს, ისე თითქოს ისინიც კინო ინდუსტრიაში მოღვაწეობდნენ და ესმოდეთ ყველაფერი, ჩემები კი ჩემს პროფესიას დღემდე ახირებად მიიჩნევენ, დღემდე იმედოვნებენ ერთ დღესაც თვალი ამეხილება და "ნორმალურ" სამსახურში დავიწყებ მუშაობას..
ესმას და მალხაზიც დამოკიდებულება ერთი შეხედვით ჩემს მიმართაც გასაკვირია, წესით უარყოფითად უნდა იყვნენ განწყობილნი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად ვერ ვიტან მათ შვილს, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტს აიგნორებენ და იმდენ სიყვარულს და სითბოს მაძლევენ, დაუმსახურებელი მგონია, თუმცა ვეგოისტობ და მაინც ვიღებ ისე თითქოს მეკუთვნოდეს..
ის კი მაფიქრებს, ნეტავ რამე შეიცვლებოდა..? ჩემი მშობლები მხარს რომ მიჭერდნენ.. განსხვავებული სცენარისტი ვიქნებოდი..? უფრო კარგი..? ვინ იცის, არ მგონია ამას რამე შეეცვალა, იმედი მაქვს ასე არაა..
. . .
- მეგობრებო ვიცი უკვე მითხარით უარი, თქვენს აზრს პატივს ვცემ, თუმცა ვალდებული ვარ სიახლე გაცნობოთ..
-სიახლე..? -გაუგებარია რა სიახლეზე უნდა იყოს საუბარი, განაღა არის კიდევ რამე სალაპარაკო..?
-24 საათი გაქვთ.. შეგიძლიათ დათანხმდეთ და ფილმზე დაიწყოთ მუშაობა, ან არადა ეს სპონსორი აღარ დაგაფინანსებთ.. შემდეგ რომც მოინდომოთ ფილმის გადაღება სახსრების მოძიება დამოუკიდებლად მოგიწევთ.. გთხოვთ ახლა არ მითხრათ პასუხი, უბრალოდ კარგად დაფიქრდით და გამაგებინეთ..- აი ამას ნამდვილად არ ველოდი, ჯერ ასეთ სპონსორს არ შევხვედრილვარ..
-კარგი ბუბა გასაგებია, დაგიკავშირდები..თ..-წესით ახლა მხოლოდ ფილმზე უნდა ვფიქრობდე, თუმცა სულ სხვა რამ მაფიქრებს..
-სვანური გუფთა მინდა ისე, ვკვდები გონია..
-სვანური გუფთა..? - ისე გამომხედა თითქოს რაღაც სასწაული მეთქვას..
-სვანეთში სვანმა გამიკეთა და ჩემთვის სვანურია.. ასეთი გემრიელი არასოდეს გამისინჯავს-წესით ახლა მხოლოდ ფილმზე უნდა ვფიქრობდე თუმცა სულ სხვა რამ მაფიქრებს.. დილას მოსული შეტყობინება, რომელიც არად ჩავაგდე, ისიც კი ვიფიქრე ვიღაცას შეეშალა და სხვას უგზავნიდა მეთქი.. ტელეფონი ამოვიღე ჩანიდან და კიდევ ერთხელ გავხსენი
" შენთვისვე აჯობებს შემოთავაზება დავიწყო და ცხოვრება მშვიდად განაგრძო, თუკი საერთოდ გინდა სიმშვიდე " წაკითხვის შემდეგ ოტიას ავხედე.. მისგან არაა დარწმუნებული ვარ, რასაც ფიქრობს იმას ამბობს, ანონიმური შეტყობინებები არ სჭირდება.. ჯერ არ მინდა ფიქრებით შორს წავიდე, ისიც არ ვიცი შემოთავაზებაზე რას მოვიფიქრებ.. მოიცადე მე მკაცრად არ მაქვს გადაწყვეტილ უარი..? ამაზე ვფიქრობ კიდეც ?
კარგი ამაზე ფიქრს მივუბრუნდები, გასაკვირი მხოლოდ ისაა, როდესაც შეტყობინება მივიღე შემოთავაზების შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი.. ამაზე ფიქრს ღამის სამ საათზე განვაგრძობ, მძიმე ფიქრებისთვის ამ მშვენიერ დღეს ხომ არ გამოვიყენებ არაა.. შუა ღამეს, მთვარე როცა შემოგცქერის, უფრო სწორედ მთვარეზე წამოწოლილი კაცი და თევზაობს, მაშინ არ ჯობია იფიქრო, იტირო და იგლოვო ?
-ვინმე სვანს გამოგიძებნიდი, მხოლოდ იმ პირობით თუ იქიდან აღარ ჩამოხვალ..-სანამ რამეს ვუპასუხებდე თავადვე პასუხობს საკუთარ თავს-არა იქ ისეთებს დაატრიალებ გამოგაგდებენ, ცოტახნით დასვენების გამო მოძმეს ვერ გავწირავ..
-სვანებიც თუ ვერ ამიტანენ, ცუდად მქონია საქმე..- რა უცნაურია სვანეთზე შეყვარებულ ადამიანს, სვანზე არასდროს მიფიქრია.. არაა ცუდი აზრი ხომ იცი..
-აქამდე არ იცოდი ?
-არა დაიცადე მოვიხილბე მაგ აზრით..
-სვანეთში წასვლაზე და იქიდან აღარ დაბრუნებაზე..?
-ერთი სვანი ბრგე მამაკაცი არ იქნებოდა ურიგო..-ჩემივე ფიქრებზე გამეცინა, ხმამაღლა გაჟღერებული ორმაგად დასაცინი მომეჩვენა.. აი ოტიას საერთოდაც არ ეცინება, ალბათ მართლაც არ უნდა მოძმის გაწირვა..
როგორ დავემშვიდობე აღარც მახსოვს.. ფიქრებში ისე გავერთე მივხვდი ტვინი ავტომატურ რეჟიმზე მქონდა გადართული და ისე დამიწყია სეირნობა ვერ გავიგე.. დანიშნულების ადგილი არა, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა შევცვალე.. ერთი ადგილის ტკეპნას ხომ ჯობია არა ? თან გარემოს ვაკვირდები და თან ადამიანებს.. ყველა თავის სამყაროშია, ჩქარობენ ისე თითქოს ქვეყნიერების დასასრული მხოლოდ კი არ მოგვადგა, უკვე გააღო და მალე შემოაბიჯებს კიდევაც.. თავი ის გიგანტი მქონია, მასთან შედარებით ადამიანები წერტილები რომ არიან და ძალიან ძალიან ნელა მოძრაობს.. მე შევანელე სვლა თუ ყველა დანარჩენმა ააჩქარა ჯერ ვერ გავიგე.. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა ახლა არ აქვს, მთავარია რა მოცემულობა გვაქვს..
ამ ყველაფერს კიდევ ჩემს სცენარზე ფიქრი ბრუნდება, ფილმად გადაიქცეს, აი ჩემს წინ მიმავალმა უცნობებმა, ნახონ.. მოეწონებოდათ, ახლა გახსენებოდათ რა რეაქცია ექნებოდა ? მიმიკა შეეცვლებოდა ? სიარულს მანერა ? დაამძიმებდა თუ პირიქით ტვირთს ჩამოაშორებდა..
სცენარს სულ რამდენიმე გრადუსით მაინც თუ შეუძლია მათი ცხოვრების შეცვლა ? ამ კითხვაზე მჭირდება პასუხის მიღება..
კარგი დარია ჯერ კიდევ დრო გაქვს, საათები მხოლოდ ამაზე თუ ვიფიქრე ტვინი ამიდუღდება.. ასეც არ შეიძლება..
მარკეტში შევიარე, მხოლოდ ვანილის ბურბუშელა ავიღე, ძალიან დიდ რიგში ჩავდექი და დავიწყე ლოდინი.. ისე რა უცნაურია, გვგონია საკუთარი თავის პატრონები მხოლოდ ჩვენ ვართ, ჩვენ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას, შემდეგ ამ ჩვენს სამფლობელოს, სახლს ვტოვებთ, სადაც მართლაც შეიძლება გვეთქმოდეს სიტყვა, გამოვდივართ ქუჩაში და თითოეული გადადგმული ნაბიჯი გიმტკიცებს, რამდენად უსუსური ხარ რეალურად, საკუთარ ორ ხელს დახედავ, ორ ფეხს, იცი რეალურად რა შეგიძლია და მაინც ზემოთ რომ ამოიხედავ, ხვდები რამდენსაც არ უნდა იბრძოდე ხანდახან უბრალოდ არაფერი შეგიძლია.. ლოდინისა, მოთმინებისა.. ახლაც მესმის ხალხის ჩემს გარშემო, ხმამაღლა გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მაგრამ თუნდაც ხმას აუწიონ, რაც არ უნდა მოიმოქმედონ არაფერი შეუძლიათ, ეს მათზე არაა დამოკიდებული, იმ აპარატზე და მოლარეზეა, რომელიც რეალურად თავის მაქსიმუმს აკეთებს და შინაგანად ვინ იცის ამ სტრესის ფონზე სახლში გაქცევა და ტირილი უნდოდეს.. ჩემი დროც დგება..
-მხოლოდ ეს ? - განა მეტია საჭირო ?
-დიახ..-თავს ვუქნევ.. ვეუბნები რით გადავიხდი და ბარათს ვიღებ საფულიდან..
-ბოდიშს გიხდით, რაღაც შეფერხებაა..
-არაფერია.. - ნაცნობი სურნელი შევიგრძენი თუ არა, დავაზუსტე ის ესხა თუ არა რაშიც 100% დარწმუნებული ვარ.. თავი დამიქნია, მე სუნამოც ვაქე და ეს გოგოც ასეთი კარგი გემოვნებისთვის.. როდესაც ჩემი გადახდა დადასტურდა, დავემშვიდობე და კარგი დღე ვუსურვე.. გამიღიმა, დაგვიანებით გაიაზრა რაც ვუთხარი და თქვენცო, ასევე მომაძახა.. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, ვიღაცის დღის გახალისება ეგოისტობასთან ახლოსაც არაა, არადა ვერც წარმოიდგენთ ესეც მხოლოდ იმას ემსახურება, მე რომ ვიგრძნო თავი კარგად.. თუ სხვისი ღიმილი მახარებს, რომელიც მე გამოვიწვიე, რეალურად სხვას იმიტომ ვაღიმებ, რომ ეს ისევ მე გამიხარდეს.. არც ამას მინდა ჩავუღრმავდე, თორემ თავს ისევ ყველაზე საშინელ ადამიანად ვიგრძნობ და არ მინდა..
სახლში ფეხით ვბრუნდები, უმანქანობას ზედმეტადაც მივეჩვიე, ჩემი მეგობრების სახეებს არ ვხედავდე, როდესაც დათქმულ ადგილას ფეხით მისვლას ვთავაზობ, ვერც მივხვდებოდი რეალურად რამდენად შორია.. გასაკვირი აღარა გარეთ გავიხედავთ თუ არა ყველგან მანქანაა.. ფეხით სიარულთან დაკავშირდებით რამდენჯერ უთქვამთ, მანქანა არ გყავს ? სიარული.. ის რომ ორ ფეხი გიმუშავებს ადამიანს, სიღარიბესთან რატომ უნდა ასოცირდებოდეს გაურკვეველია..
უკვე საღამოა, სახლში შევდივარ თუ არა სანათებს ვანთებ, ტანისამოს ვიცვლი და ფირფიტას ვარჩევ.. მელოდია ირთვება თუ არა აჩქარების შეგრძნება ქრება, ყველაფერი კალაპოტში დგება.. თანდათან კი უფრო ნელდება კიდევაც.. ამოვისუნთქე..
მაგიდაზე დადებულ წიგნს გავხედე.. სილვია პლათის " ზარხუფი ".. ბავშვობაში მქონდა წაკითხული.. სოფლის სახლიდან წამოვიღე.. მაშინ კითხვისას გამახსენდა ლეღვის ხე, რომელიც ეზოში გვედგა.. არანორმალურად გამიხარდა და კითხვა ხის ქვეშ განვაგრძე.. თავისთავად სიმბოლური იყო, ვარომანტიზებდი კითხვის პროცეს, თუმცა მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ჩავწვდი, რაც ასაკიდან გამომდინარე გასაკვირი საერთოდაც არაა..
ამიტომაც გადავწყვიტე უკვე ამ ასაკში მეორედ წამეკითხა..
არც წიგნი შეცვლილა, არც მასში დაწერილი, თუმცა ახლა თითქოს თვალები უფრო ფართოდ გავახილე და მეტის დანახვის საშუალება მომეცა, სრული სურათის.. რამდენი იცვლება მაშინ როდესაც პირადად შენს გულს ხვდება ? წაკითხვის შემდეგ მაინც გამეფიქრება ხოლმე, სიუჟეტზე, პერსონაჟზე.. თუმცა ყველაზე მეტად რაზეც ვფიქრობ ლეღვის მაგალითია.. თითოეული ლეღვი, რომლის მოწყვეტის საშუალება პერსონაჟს აქვს, სხვადასხვა ცხოვრების გზას განასახიერებს, რომელსაც შეუძლია გაჰყვეს, მაგრამ ვერ ირჩევს.. ირჩევ ერთს, კარგავ მეორეს.. არ ირჩევ და ცხოვრება შენს მაგივრად აირჩევს..
ახლა კი როდესაც დღე თითქმის მიიწურა, როდესაც ყველა ფიქრი ბოლოსთვის შემოვიტოვე, ის ხდება ხოლმე რაც ნაკლებადაა სასურველი, ყველა ერთნაირად გიტევს და გაპანიკებს.. თუმცა ამ კონკრეტული მოცემულობით, პრიორიტეტი ფილმთან მიმართებით უნდა ავირჩიო, რადგან დრო მეწურება…
რეალურად არ მინდა ყველა მოიხიბლოს, თუ ასე მოხდა ეს პირიქით ცუდის ნიშანია.. მაგრამ სანამ ხეს არ დარგავ, მანამდე ვერ გაიგებ როგორ ნაყოფს გამოიღებს და უკვე შენზეც აღარაა დამოკიდებული ჩავლისას მხოლოდ თვალს შეავლებენ, ახლოს მივლენ და მოწყვეტენ თუ არა.. თუმცა ეს არჩევანი რომ ჰქონდეთ, ხე ხომ უნდა არსებობდეს თავისი ნაყოფით ?
ამ ფიქრში ვანილის ბურბუშელა გავაქრე.. ალკოჰოლი მომინდა საშინლად, ერთ ჭიქას დალევდა კაცი.. ზუსტად ამ დროს მოვიდა ახალი შეტყობინება..
" ფიქრი საჭირო არაა, უარი თქვი.. თუ რა თქმა უნდა, არ გინდა წარსული განმეორდეს და ვინმე დაზარალდეს "
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, უნდა დავმშვიდდე, ახლა პანიკის დრო ნამდვილად არაა..
ცოტა დრო მაქვს, ეს დრო კი ისე უნდა გამოვიყენო როგორც საჭიროა.. ტანსაცმელი გამოვიცვალე, სახლიდან გამოვედი და თან ვრეკავ.. არც კი მჯერა ამას ვაკეთებ..
-გისმენთ..-თუ გავთიშავ ვერ მიხვდება, მე ვარ? არა დარია, ამის დრო არაა..
-ოტია მინდოდა..- ვინმეს სჯერა ეს სიტყვები ჩემი პირიდან ამოვიდა ? სახე დამემანჭა ამის გააზრებისას, თუმცა უკვე გვიანია..
-აი მოვიდა კიდეც.. გადავცემ..
-კარგი..
-რომელი ხარ ?
-დარია ვარ.. ახლა სად ხარ ?
-რატომ მირეკავ ? ან რატომ უნდა გითხრა..
-საქმე მაქვს.. სად შევხვდეთ ? - პასუხი მოვისმინე და გავთიშე, გამოძახებული ტაქსი ადგილზე დამხვდა და ჩავჯექი კიდეც.. გამიმართლა იმაზე ადრე მივედი ვიდრე მეგონა, გასაკვირია ის უკვე ადგილზე დამხვდა..
-შევხვდით ნეიტრალურ ადგილზე.. გისმენ..
-პირდაპირ გეტყვი.. ფილმი უნდა გადავიღოთ.. გადაიღო.. ამაზე უნდა დათანხმდე, ვიცი რამდენად არ გინდა ჩემთან ერთად მუშაობა და ეს არც მე მახარებს, თუმცა ასეთი შანსი შეიძლება აღარც მოგვეცეს გესმის ? თავიდან ხომ მოგეწონა სცენარი, სანამ გაიგებდი ჩემი იყო.. სცენარზე იფიქრე და იმაზე რა შეიძლება გამოვიდეს.. ოღონდ იცოდე, მე მხოლოდ სცენარის გადმოცემას ვერ დავჯერდები, მთლიანად ამ ყველაფრის ნაწილი უნდა ვიყო.. გამოგადგები კიდეც.. მხოლოდ სცენარისტი არ ვარ.. მოკლედ სანამ დროა დაფიქრდი..
-კარგი..
-კარგი..?
-გადავიღოთ ფილმი.. -ველოდებოდი კამათის ახალ ტალღას, მის უარს, არგუმენტებს და ის ასე უბრალოდ დამთანხმდა ? ხომ კარგადაა..
-ასე მარტივად მთანხმდები ?
-რატომ ფიქრობ მარტივად დაგთანხმდი ? - თითქოს ბრძოლა უბრძოლველად მომეგოს და იმდენად არ მესიამოვნა, როგორც მეგონა.. ახლა რა იქნება ?
. . .
-ოლღა იცი რამდენად საშინლად ხვრინავ ?
-მე..? მე ვხვრინავ?
-შენთან დარჩენაში ისევ შევცდი, წესიერად ვერ დავიძინე..
-ცივ ყავას გიკეთებ დაწყნარდი..
-კარგი დავივიწყებ რაც მოხდა..
-მართლა ესე საშინლად ვხვრინავ ?
-მოდი ამაზე საუბარი არ გვინდა და ექიმი ნახე..
-გადავალ ჭკუიდან, რა დროს ხვრინვა იყო..
-შენი გულის სწორი შენს ხვრინვასაც აიტანს არ იდარდო..-მე მეცინება ოლღას აღარ.. ყავის კეთებას განაგრძობს.. ძალიან მალე დაასრულა, დივანზე წამოვწექით, ყავის ჭიქებით ხელში, ვანილის ბურბუშელა გვერდით დავდე .. შუაში საერთო სასუსნავები.. ვანილის ბურბუშელა რატომღაც არავის მოსწონს ჩემ გარდა, რეალურად თუ დავფიქრდები ობსესია ზედმეტად დიდხანს გაიწელა, რაღაცას თუ ამოვიჩემებ რამდენიმე თვეში ახალი ანაცვლებს.. ამჯერად რაღაც ისე არაა.. მოკლედ პირველი ყლუპის შემდეგ მართლაც გადამავიწყდა გათენებული ღამე ოლღას ხვრინვის გამო და მართლაც სიყვარულით გადავხედე..
ხვრინვიდან, ცივი ყავიდან იმდენ თემაზე გადავედით, ხან სად გადავუხვიეთ და ხან სად..
-ეჰ დაო ახლაც ისე მწარედ მახსოვს, სახლში მისვლა დააგვიანე, მოიცა მამაშენი რას გეუბნებოდა..?
-სილა რომ, გამაწნა მანამდე თუ შემდეგ..- ბოლო ხმაზე ვიცინით და თან ცრემლებსაც ვეღარ ვიკავებთ.. ოლღა იმ მოგონებას აცოცხლებს, რომელიც მე აღარ მახსოვს არადა ჩემზეა..
-ჯამებს შენი სისხლით ავავსებ, არ გაბედო და მეორედ აღარ გამორთო ხმა ტელეფონზეო..-ხელმეორედ აგვიტყდა სიცილი..
-მართლა ესე მითხრა..? - თავი დამიქნია, მე კი ისე გავიკვირვე თითქოს მიკვირდეს.. რა უცნაურია ასეთი მწარე სიტყვები არ გახსოვდეს მშობლისგან..
-რა გამოვიარეთ გჯერა..? სულ ჩვენი დასათმობი როგორ იყო ყველაფერი.. - მინი სპექტაკლი დადგა თავისი მანერებით, ტემბრით.. ვყვებოდით ჩვენს ბავშვობის მწარე მოგონებებზე და გულიანად ვხარხარებდით ამავდროულად.. ვიღაც გვისმენდეს იფიქრებდა სრულ ჭკუაზე მყოფი არცერთი არააო, მაგრამ რა გინდა რომ ქნა..? ჩამოჯდე და იტირო ? იმ საშინლად გასახსენებელ მოგონებებს გადაჰყვე ? არა, არც ბოლომდე დავიწყება ვარგა.. გახსენებასაც სწორი ფორმულირება სჭირდება.. რომელიმე ადგილას დასათვალიერებლად ხომ ყოფილხართ ? დიდი დურბინდი რომაა, საკმაოდ დიდ მანძილზე შეგიძლია გახედვა, მიახლოება.. თუმცა მიხვედი და ჩაიხედე ხომ არაა სულ? ჯერ სწორი რაკურსია შესარჩევი, საით გინდა ყურება, რას გინდა უკეთ დააკვირდე..
ადრე ეს მტანჯავდა, ახლა მხოლოდ მეცინება, ცოტას ვტირი და საკუთარი თავით ვამაყობ, იმის გამო რაც გამოვიარე.. ერთია ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი გაუმკლავდე, მეორე ბავშვი..თინეიჯერი..
ახლა როდესაც წარსულს უყურებთ, რა გრძნობები გეუფლებათ ? თავს ისევ მსხვერპლის როლში ხომ არ ხედავთ ? ამაზე უარესი რა უნდა იყოს.. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს წარსულს, ჩემი მართვის საშუალება აღარ მივცე, დასაწყისისთვის დავასუსტო მაინც..
-გასაღების გადატრიალების ხმაზე თავები წამოვყავით.. ერთმანეთს გადავხედეთ და ამასობაში კარებიც გაიღო..
-რა სახეებით მიყურებთ.. ქურდს ხომ არ ელოდებოდით ? -თინათინის ხმის გაგონების შემდეგ ამოვისუნთქეთ.. -ყავა მეც მინდა..
-სულ დამავიწყდა მოდიოდი და გული გამისკდა.. ნაყინის და რძის გარეშე ხომ ?-თინამ თავი დაუქნია და ხელთ რაც ჰქონდა ყველაფერი დააწყო..-შენი ჯანი მომცა რაა, რანაირად ახერხებ ამ ყველაფრის თრევას..?
-საქმე მოითხოვს..
-როგორ მოხდა მოიცალე?- ვკითხე, თან ჩემი ყავის დალევა გავაგრძელე, თან ყინულები დავამატე..
-დიდიხნით არ გამოვსულვარ, მიხედავენ დანარჩენს.. როცა დამირეკავენ წავალ..
-ახლა თუ დაგირეკეს..?
-სამსახურზე ნუ მალაპარაკებ ცოტახნით რაა.. მადლობა ყავისთვის.. - არც კი ვიცი როგორ ახერხებს თინა სამსახურის და პირადის ამდენად გამიჯვნას, როდესაც ჩვენთანაა მისთვის სამსახური თითქოს არ არსებობს, სამსახურთან დაკავშირებით არ საუბრობს, არ წუწუნებს რამდენადაც დაღლილი არ უნდა იყოს.. კონცენტრაცია აწმყო დროში აქვს მიმართული და მომავალი არანაირად არ აშინებს, რადგან ყველაფერი დაგეგმილი აქვს, გეგმის მიხედვით, რომც არ წავიდეს რამე ყოველთვის არსებობს გეგმა ბ და დანარჩენი გ, დ, ე ვ ზ და ას,შ.. არ დაილევა.. ყველა სიტუაციიდან შეუძლია გამოსავალი მონახოს..
-ბავშვობას ვიხსენებდით თინა.. მერე იცი რა გამახსენდა..?
-რა გაგახსენდა..?
-მე და ოლღა, პირველად რომ შეგვხდით.. გახსოვს..?
-რა დამავიწყებს..


სადღაც წარსულში..


-დარია რას იძახი, შენებმა ეგ გაიგონ, იცი რას გიზამენ..? მოიცა მოიცა მართლა ჰგონიათ ბიზნესი გეწერა პირველ და იქ ჩააბარე..?
-კარგი რაა ოლღა, შენი აზრით მომცემდნენ საშუალებას ის ვისწავლო რაც რეალურად მინდა..? ეგ გრძელვადიანი გეგმა იყო, ბოლო წამს კი არ გავხდი მორჩილი, დიდი ხნით ადრე დავიწყე, ნელ-ნელა ვითომ დავთანხმდი და ისე მოვიქეცი როგორც მათ უნდოდათ.. დაიჯერეს.. ძალიან ცუდად ვგრძნობ ამის გამო თავს, თუმცა მართლა ვერაფერი მოვიფიქრე, შემეშინდა.. ეს არ მამართლებს, თუმცა ვეღარც შევცვლი რაც ჩავიდინე..
-კარგი ახლა ასე ცუდად..არა ვერც გამხნევებ, წასულია შენი საქმე.. როდის უნდა უთხრა..
-როცა დავამთავრებ..?
-დარია..
-კარგი ჰოო, ვეტყვი..
-გამოგყვე..?
-რო წახვალ მაინც უნდა გამასწოროს მიწასთან და რა აზრი აქვს.. არა უშავს, მე დავაშავე და უნდა ავიტანო კიდეც..
-მიდი მაშინ სანამ დრო გაქვს ისიამოვნე ცივი ყავით..
-ჩემი შეკვეთა მოვა სადაცაა..
-რამე საჭმელი შეუკვეთე..?
-არა, ერთი გოგოა როზმარინის ზეთს და კიდევ რაღაცებს ყიდის.. შენთვისაც შევუკვეთე..
-რამდენი ხანია მინდაა.. რა კარგი გოგო ხარ.. მალევ მოვა..? არ გამოგვეპაროს
-დიდად არავინაა შუქურაში და შევამჩნევთ..-ზარის ხმა გაისმა, ვუპასუხე..
-კი კი შუქ.. კი არა და lighthouse.. შემოდი..-მალევე შემოვიდა ნაცნობი სახე, რომელიც მხოლოდ ფოტოდან მახსოვს..
-დარია ლორთქიფანიძე შენ უნდა იყო..
-კი კი მე ვარ.. შენ რა გქვია..?
-თინათინ ჩადუნელი.. ესეც შენი შეკვეთა-ფული გავუწოდე და მოუთმენლობისგან ყუთი გავხსენი.. სანამ გავიდოდა გავაჩერე..
-მოიცადე თინათინ.. აქ აშკარად ზედმეტია, ეს ყველაფერი მე არ შემიკვეთია..
-აჰჰ სულ დამავიწყდა.. ჩემს მცირე ბიზნესს ვხურავ.. ისე არ მიდის ყველაფერი როგორც მინდოდა და რეალურად არც მინდა სისტემატურად ამის კეთება.. ბოლო შეკვეთებს თან საჩუქრებს ვამატებ..
-ახლა კიდევ უნდა მიიტანო სადმე..?
-არა დავასრულე.. თქვენი შეკვეთა სულ სულ ბოლო იყო..
-მერე სად გეჩქარება, ჩამოჯექი ყავაზე დაგპატიჟებ..
-რას ამბობ..
-ჩამოჯექი რაა, ამ სიკეთეს როგორ დაგივიწყებ..
-ეს რა სიკეთეა.. მაგრამ კარგი ისე ცხელა გარეთ უარს ვერ გეტყვი..
-ისე იდეა საიდან გაჩნდა, რის გამო წამოიწყე..
-უნივერსიტეტში ჩავაბარე, კი სტიპენდიით თუმცა იმდენი ხარჯია ბებოს შევეშველები თქო ვიფიქრე..
-რაზე ჩააბარე..?
-ბიზნეს ადმინისტრირება..-ყავა გადამცდა.. ოლღას გადავხედე და სიცილი აგვიტყდა.. თინათინი დაიბნა სანამ არასწორად გაიგებდა ამ სიცილში ძლივს ვუთხარი..
-ახლა რა უნდა მოგიყვეთ.. შეიძლება თინა დაგიძახო..?
-დამიძახე..
-მოკლედ..

სანამ ჩვენი შეხვედრა გავიხსენეთ, გემრიელადაც ვიცინეთ.. ამასობაში სამივეს ტელეფონი ერთდროულად აწკრიალდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჩატში დაიწერა რაღაც..
-რაო კიტამ რა მინდაო..-წარბის აწევით ავხედე თინას
-საიდან იცი ვინაა.. ?
-სხვა ვინ იქნება..
-ფოტოები ჩააგდო, სადღაც გადამთიელშია.. მოიცადე ახლა წერს.. " ადრე გამოვაგზავნე და ახლა დაიჭირა" "რა იყოს ემოციის გამოხატვა გენანებათ ? კარგი სად ხართ ? თქვენკენ მოიჩქარის გული.."
-მე მივწერ გვეახლოს..-ოლღა
-ბარემ ჯარჯისაც მიწერე.. შევიკრიბოთ დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი..-ჩემს ნათქვამზე გამეცინა, თითქოს მართლა დიდი ხანი გავიდა
-ოტიას ვისთან მიტოვებ ერთი.. -რაოდენისამე წამში ოლღას მესიჯიც გამოჩნდა, მოსაწვევი აქ არ მყოფთათვის.. დამადასტურებელი სმაილებით გვაცნობეს მოდიან..
ჯერ ჯარჯი გვეახლა, ოლღას საყვარელი ჯანსაღი სასუსნავები მოიტანა, ცერად გავხედე.. მეორე პარკიც გამოაჩინა სადაც დანარჩენი მოკვდავებისთვისაც მოიძებნებოდა რაღაც.. მალევე გამოჩნდა კიტაც..
-თითქმის ერთად მოვედით ძმაო ჩემო და რანაირად ავცდით..? აბა აქ რა გვაქვს..? -კითხვა დასვა კიტამ, რომელზე პასუხიც დიდად არ აინტერესებს, ჯარჯის კი კარგად ეხერხება ადამიანების წაკითხვა, მითუმეტეს მეგობრის, ამიტომაც პასუხიც არ დაუბრუნებია.. მიუხედავად იმისა, ძაღლების ექსპერტია, მგონია ზუსტად ეს ეხმარება ადამიანების გაგებაში..ძაღლების მოსმენა ისწავლა როდესაც მათ ერთი სიტყვაც არ დაუბრუნებიათ მისთვის, ადამიანები კი ლაპარაკობთ, მაგრამ ამაზე მეტია საჭირო ერთმანეთის გასაგებად, ეს კი ჯარჯიმ მშვენივრად იცის..
-ძაღლის აყვანას ვფიქრობ..-გვაცნობა ოლღამ, თუმცა ეს უფრო ჯარჯის მისამართით იყო განკუთვნილი..
-ფიქრობ თუ აპირებ..-ვკითხე მე..
-ვფიქრობ დავაპირო თუ არა.. შევძლებ ? ან ჯიში..-სანამ წუწუნებდა რამდენად ერთულებოდა ძაღლის აყვანა და რამდენად უნდოდა, ოტიაც მოვიდა.. დიდად არ შემიმჩნევია მისი მოსვლა, ისევ ოლღაზე მაქვს ყურადღება გადატანილი, როდესაც ჯარჯის ყურადღება ვერაფრით მიიქცია და მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ვერაფრით ვეღარ მოითმინა და უთხრა..
-არაფერს მეტყვი..?
-შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა ძაღლი, დანარჩენი მე მომანდვე.. მენდობი ბარბი..?..-თავი დაუქნია.. ამას არ დასჯერდებოდა, ტელეფონის შეტყობინებას არ მიექცია ყურადღება.. გაკვირვებულმა ჯერ მე გამომხედა,შემდეგ ოტიას, ისევ მე .. ისევ ტელეფონს ჩახედა..
-თქვენ რა ერთად ფილმს იღებთ..?..-ახლა მე გადავხედე გაკვირვებულმა ოტიას.. ისევ ოლღას გავხედე..
-შენ რა იცი..
-ანუ მართალია..?
-რა წაიკითხე..
-ნაცნობმა ჩამიგდო და როგორც ჩანს უკვე მთელმა თბილისმა.. არა მთელმა საქართველომ გაიგო ამის შესახებ.. თქვენ ორის ფოტოა, შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ რაზე შეიძლება მუშაობდეთ.. მსახიობებსაც განიხილავენ.. მთელი ამბებია.. გავგიჟდები..
-მთლად მანდ დაწერილს ნუ ენდობი ..
-დარია, მთელს ქვეყანაში შენი მეგობრები უკანასკნელი არ უნდა იყვნენ, ვინც ამის შესახებ უნდა იგებდეს.. არ აპირებდით თქმას..?
-ვაპირებდი, რა თქმა უნდა, ჯერ არც ველოდი თუ გავრცელდებოდა..
-დაუჯერებელია, რანაირად..-კიტა..-ერთმანეთში არ ჯდება.. ვერ ვაკავშირებ, შენ და შენ, არა მხოლოდ ერთ სივრცეში, არამედ სამუშაოდაც.. ? აღარ მეგონა რამე თუ გამაკვირვებდა მაგრამ..ვცდებოდი
-რას უნდა ველოდეთ..? კატასტროფას..? - თინა თუ ხუმრობს საქმე ცუდად გვაქვს და ამის გააზრება არ მინდა.. თითოეული თავის აზრს გამოხატავს ჯარჯის გარდა, ჯერ არ გვილაპარაკია და ვგრძნობ აქედანვე ესმის ჩემი..
-ეს ერთხელ გამოგვივიდა და კიდევ გამოგვივა..-ვთქვი მე
-მაშინ სტუდენტები იყავით, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეთ ვაივაგლახით..-თინა
-სამაგიეროდ ახლა გაიზარდნენ თინანო..გამოცდილება შეიძინეს.. -კიტა
-ოტია არაფერს გვეტყვი..?-ოლღა
-არავის დარწმუნებას არ ვაპირებთ, შედეგს კი როცა იქნება, ნახავთ..
-ჩვენ უბრალოდ თქვენი ერთად მუშაობა გვაფიქრებს თორემ ცალ-ცალე თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება..-ოლღა
-საქმე განსხვავდება, მე თუ ხელი მოვკიდე ბოლომდე მივიყვან კი იცით.. - ალბათ ყველას გაახსენდებოდა, როგორ პირობებში არ ყოფილა, რამდენად ექსტრემალურ სიტუაციაში, დაბალი ბიუჯეტით, თუმცა საბოლოოდ ფილმის დასრულებას ყოველთვის ახერხებს.. რამდენადაც არ უნდა მომწონდეს, ამას ვაფასებ, ბრმა ხომ არ ვარ ბოლო-ბოლო..
რამდენჯერაც საუბარი სხვა თემაზე გადავიდა, იმდენჯერ მივუბრუნდით ფილმის გადაღებას, ვიცი ზედმეტი მოგვდის ხოლმე მე და ოტიას კინკლაობა, თუმცა აქამდე ასე ნათლად არ გამიაზრებია როგორ გვხედავენ ჩვენი მეგობრები..შეუმჩნეველ მეგონა, უფრო სწორედ ნაკლებად შესამჩნევი, არც ისე მნიშვნელოვანი.. კითხვის ნიშნები მატულობს, შევძლებთ..? ჩვენს თავებს გადავაბიჯოთ..? სხვა გზა ფიზიკურად აღარ გვაქვს, ამაზე ნერვიულობასაც არ აქვს აზრი..
-კარგი ჩემი დრო ამოიწურა, უნდა წავიდე..
-თინაა უკვე მიდიხარ..?-თავი დაგვიქნია, თან ადგა და თან ნივთები აიღო..
-მანქანის გაჩერება აქ როგორ მოახერხე ისე, ძლივს გამოჩნდა ჩემთვისაც ადგილი..
-მანქანით არ ვარ, სამსახურის გამო აქვე ვიყავი და..მოკლედ გრძელი ამბავია.. უნდა წავიდე..
-წამოდი თინანო გაგიყვან, ისედაც მივდიოდი..-წამოდგა კიტა..
-სწრაფად თუ არ ატარებ..- ილუსტრატორი რომ არა, ფორმულა 1 ის მძღოლის პოტენციალი ნამდვილად აქვს, ამიტომაც სრულიად ლოგიკური შეკითხვა დასვა თინამ, კიტას საეჭვოდ გაეცინა, თუმცა დაეთანხმა ფრთხილად ვივლიო და წავიდნენ..
ჩემი და ოტიას ტელეფონები ერთდროულად ახმაურდა.. ვუპასუხეთ..
-დარია..ოტია..ერთად ხართ..?-დავეთანხმე..ოტიას გაუთიშა, რამაც ოტია აიძულა ჩემთან ახლოს დამჯდარიყო..-ორივეს გირეკავდით.. ერთი წუთი.. შეგიძლია წახვიდე ერთად ყოფილან..დავბრუნდი.. მოკლედ მეგობრებო, არც კი ვიცი ამდენად სწრაფად როგორ გავრცელდა ფილმის გადაღებას ვაპირებთ, ზარები არ წყდება მას შემდეგ რაც ინფორმაცია განვათავსეთ, ბევრს უნდა ითამაშოს.. მარტივი არ იქნება.. მეილზე გადმოგიგზავნით ვიდეო ჩანაწერებს, იქვე დაყოფილია ფაილები პერსონაჟის სახელებით უფრო მარტივი რომ იყოს გასაგებად.. ზედაპირული გადარჩევაც ბევრის მომცემია გავიგებთ რას ვეძებთ.. რას ეძებს რეჟისორი..
-თითოეულ პერსონაჟში დარწმუნებული უნდა ვიყო ბუბა, მათში პერსონაჟი უნდა დავინახო..
-ზუსტად იმ მონაკვეთს წაიკითხავენ რაზეც შევთანხმდით, ეს პირველი ნაბიჯია.. დარია შენთანაც მაქვს სალაპარაკო.. მოგვიანებით დაგირეკავ..-მალევე გავუთიშე..და მალევე დავიშალეთ კიდევაც.. ჩემი ბურბუშელათი ეზოში როდის აღმოვჩნდი ვერც გავიაზრე..ოტია დაგვემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა, ნუ ჯარჯის დაემშვიდობა და მე მოვალეობის მოხდის მიზნით შემიმჩნია..
-აბა სახლში უნდა წაგიყვანო თუ რამე საქმე გაქვს..? ასე რატომ მიყურებ ?
-არც კი გიკვირს ეს გადაწყვეტილება მივიღე..?
-ოტიას გულისხმობ..?
-რა თქმა უნდა, იმ დამშთვარს ვგულისხმობ..
-რაღაცამ მიგიყვანა მაგ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, ასე უბრალოდ შენი ნებით არ დათანხმდებოდი.. რა არის საკითხავი..? მხოლოდ ერთი პროექტია, გადაიტანთ როგორმე..
-რომელიც ვინ იცის რამდენ ხანს გასტანს..
-ვადები ხომ გაქვთ..
-ამ შემთხვევაში ვადები ფორმალობაა, მარტივი არ იქნება..
-მთელი აზრიც ეგ არაა..? ხიბლიც მაგაშია, ყველა ვერ დაწერს, ვერ გადაიღებს, მითუმეტეს არა ისე როგორც თქვენ..
-უცნაური კომბინაცია გამოვდივართ..
-ზოგჯერ უცნაური კომბინაციები გვაკვირვებენ, რამდენად წარმოუდგენელია, თუმცა რატომღაც მუშაობს.. ვიმედოვნოთ თქვენც ასე იქნებით..- სანამ ჯარჯის ნათქვამზე ჩაფიქრებას მოვასწრებდე, შეტყობინება მომდის..
-ჯარჯი მარჯვნივ გადაუხვიე..
-რა ხდება..?
-მარჯვნივ გადაუხვიე..საქმე.. წეღან ხომ ამბობდი რამე საქმე ხომ არ გაქვსო.. თურმე.. კი არადა მაქვს..მარჯვნივ გადაუხვიე და თან გიკარნახებ საით უნდა წახვიდე..
-უბრალოდ მისამართი მითხარი..-როგორ უნდა ვუთხრა, მისამართი არ ვიცი..? ასე უბრალოდ მომდის შეტყობინება საით უნდა წავიდე.. მე კი მივყვები.. რადგან არ ვპასუხობ აღარაფერს ამბობს.. მე კი ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გული.. სად მივყავარ უცნობ ადამიანს..? რომელსაც ვინ იცის რა გეგმები აქვს.. ჭკუიდან შევიშლები..
. . .
overexposed-ში უსაქმურად ვარ თუ დაკავებული, მაინც აქ ამოვყოფ ხოლმე ბოლოს თავს.. ბოლო სიტყვა მე არ მეთქმის, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც აბსოლუტურად ყველა ვიდეო ვნახე, ვინც გამოაგზავნა ფილმში თამაშის სურვილისადა გამო.. თავიდან მხოლოდ იმ კუთხით შევხედე, რამდენად შეუფერებელნი არიან როლისთვის, საერთოდაც რამ აფიქრებინა რომელიმეს რომ ამ პერსონაჟის განსახიერებას შეძლებს მეთქი, თუმცა შემდეგ მათი თვალებითაც ვცადე დამენახა, თავად მათ რა დაინახეს, თუნდაც პერსონაჟში ან საკუთარ თავში ისეთი, რის გამოც წაიკითხა სცენარი, გადაიღო ვიდეო, გააგზავნა..
ზოგადად ჩემი ხასიათის, სტილის გამო, ძალიან შემწყნარებელი, მშვიდი ადამიანი ვგონივარ უმეტესობას, თუმცა როდესაც ეს სამუშაოს ეხება, არ ვიცი როგორ, თუმცა ყველაფერი შეიძლება მიწოდო მშვიდის გარდა.. და მაინც ახლა კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამ ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივ.. ზედმეტად კრიტიკული ვარ მსახიობების მიმართ თუ ეს ნორმალურია არც კი ვიცი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა მე ვინ მომეწონა და ვინ არა, მთავარი მაინც იმ დაღნიოშებულის აზრია და ამის თქმისას, საკუთარი საკუთარი თავი უფრო მძულდება..
რეალობაში ვაბრუნებ საკუთარ თავს, ბარმენისთვის რაღაცის თქმა დავაპირე, როდესაც გავიაზრე ჩემგან ოდნავ მოშორებით, სულ რაღაც რამდენიმე სკამის იქით ვიღაცას უღიმის და შეკვეთას იღებს..ყველას ველოდი სამყაროში ოტია უდარანის გარდა, სამწუხაროდ ჩემს ფიქრებს ზედმეტად დიდი ძალა აქვთ, მასზე წამიერად გავიფიქრე და აქ გაჩნდა.. აქ რა ჯანდაბას აკეთებს..? ჩემს ადგილას რა უნდა..? როგორც იქნა ბარმენმა მოიცალა ჩემთვის..
-გავიმეორებ..-ჩემს წინ ცარიელ ჭიქაზე მივუთითე, თავი დამიქნია, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე..-იცნობ..?
-კი, რა მოხდა..?
-აქ რას აკეთებს..?
-რასაც შენ..
-აქ როდიდან დადის..?
-რაც თავი მახსოვს..-მე მეგონა მეტყოდა პირველადააო, ან მეორედ.. რაც თავი ახსოვს..? როგორ შეიძლება ამდენი ხანი აქ დადიოდეს, ჩემს საყვარელ ადგილას და მე პირველად ვხედავდე..? რატომ მაინცდამაინც ახლა..? თურმე აქამდე როგორ მიმართლებდა და არ ვიცოდი.. მის იგნორში ზედმეტად დიდ ენერგიას ვხარჯავ, აქ ყოფნა სიმშვიდეს აღარანაირად არ მაძლევს, წავიდე..? 100% იფიქრებს იმის გამო მივდივარ, რაც მართალიც იქნება და არც ესაა სასიამოვნო.. რაც არის ეს არის არ შევიმჩნიო, ისე მოვიქცე თითქოს აქ არაა და შემდეგ..
-კუდბაწარა..- იქით გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა და ვინატრე ის არ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა მშვენივრად ვიცანი.. რატომ მახსოვს იმ ადამიანის ხმა, რომელიც უკანასკნელია ვისი არსებობაც უნდა მახსოვდეს, არათუ ხმა.. -აქ არ გელოდი..
-შენ..შენ არ მელოდი მე აქ..? ჩემს ადგილას..
-შენი ადგილი როდიდანაა..?
-გახსნის დღეს არ ვიყავი ერთი, იმის მერე სულ დავდივარ..
-მშვიდად ყოფნას არ მაცლი..
-თავად გადმოჯექი, ჩემს გვერდით..
-მეგობრები მოვიდნენ, ერთად სურდათ დასხდომა და გადმოწევა მთხოვეს.. ჩემი ბრალი არაა..
-როგორი კეთილი ხარ..- ზუსტად ერთდროულად ჩვენი შეკვეთები გამოგვიცურა..თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად..- მსახიობებზე რა ისმის..?
-არჩევა ასე არასდროს გამჭირვებია, კარგებიც ვნახე, თუმცა ეს საკმარისი არაა, უფრო მეტია საჭირო..
-რას აპირებ..?
-მოვიფიქრებ რამეს, არ იდარდო სამუშაოს გარეშე არ დარჩები..
-მხოლოდ მე გადარდებ და ჩემზე ზრუნავ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე კი არა, თავისთავად..
-მე გადარჩენა არ მჭირდება..
-დარწმუნებული ხარ..? ..- არგუმენტი საერთოდაც გადამავიწყდა, როდესაც სიმღერა შეიცვალა, წამიერად მეთქი ხომ არ მეჩვენება თქო, მაგრამ არა.. 101 დალმატინელი ყველას გეცოდინებათ, მაშასადამე კრუელაც და ის ცნობილი სიმღერაც.. CRUELLA DE VIL მაგრამ ახლა უბრალოდ ამ სიმღერას კი არ ვისმენ არამედ ჯაზის ვერსიას.. ეს ანიმაცია გამორჩეულად მიყვარდა და მიყვარს, ალბათ ესაა მიზეზი რატომაც ვარ აღფრთოვანებული მოსმენისას..
არ მინდა აღიარება რამდენად მიყვარს კრუელა, ხანდახან მავიწყდება, ბოროტი პერსონაჟი რომაა, რას აკეთებს რეალურად.. ზედმეტად კარგად დაწერილი პერსონაჟია, ისე შეიძლება ამ პერსონაჟის სიყვარულის გამო დიდად არ გამაკრიტიკონ, თუმცა ჩვენდა უნებურად რეალობაშიც გადმოგვაქვს ეს ცუდი ჩვევა, რომელიც გასაკიცხია.. თვალებზე ხელებს ვიფარებთ, ვერ ვხედავთ და უმეტესად ვითომც არ გვესმის რეალობა, რომელიც ჩვენს წინაშეა.. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ვამართლებთ, გარემოებას თუ ორივეს ერთად..
კი სიმართლეა, რამდენადაც არ გვინდა მორალს, კარგი და ცუდი ჩვენთვის თეთრი და შავივით იყოს, მთლად ასე არ გამოდის ხოლმე, მიზეზშედეგობრიობის გამო გვინდა თუ არ გვინდა ადამიანის მდგომარეობაში შევდივართ, რატომ გააკეთა ის რაც გააკეთა.. თუმცა სადღაც მოვისმინე და სხვანაირად შევხედე ამ აზრს, რადგან გვესმის არ ნიშნავს ვეთანხმებით.. ის რომ იმ ადამიანის მდგომარეობაში შედიხარ, გესმის რამ იქონია ზეგავლენა, თანაუგრძნობ, ეს არ ნიშნავს რომ მის არასწორ ქმედებას ეთანხმები ან ამართლებ.. იქნებ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ კარგი ადამიანი ხარ, გინდა სხვებში კარგი დაინახო..
-რაღაცით ჰგავხარ ხომ იცი..-იმდენად გავერთე ფიქრებში, ოტიას ნათქვამი გვიან გავიაზრე..
-ვგავარ..? კრუელას..?-თავი დამიქნია და ჩაეცინა- კომპლიმენტად მივიღებ.. მის დამოკიდებულებას თუ არ ჩავთვლით ძაღლებთან მიმართებით, რატომაც არა..
-სიკეთის განსახიერებას კრუელა რამ მოგაწონა../?-ერთი შეხედვით ცუდი რა მითხრა არაა? არ უჭირს მსგავსი კომპლიმენტები უდარანს..
-შენზე მეტი დადებითი თვისება აქვს, იცოდე მაინც.. -კრუელას კარგი ადამიანობის მჯერა და რამდენად ცუდადაა ჩემი საქმე წარმოგიდგენიათ..? მარაზმში გადამდის და არ ვიმჩნევ.. მაგრამ მჯერა და ამას რა მოვუხერხო..? - მისმინე ვიცი შეიძლება ფიქრობდე, დრო საკმარისი არ გვაქვს, სვანეთშია ნახევარი ფილმი გადასაღები და სანამ შეგვიძლია უნდა მოვასწროთ, მაგრამ მსახიობების არჩევა არ დააჩქარო, ერთი პერსონაჟიც კი არასწორმა მსახიობმა განასახიეროს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება..აბსოლუტურად ყველაფერი..
-რატომ გგონია ავჩქარდები, ანდაც არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებ..? სანამ საქმეს ხელს მოვკიდებდი ყველაფერზე ვიფიქრე, ყველაფერი გადავხარშე, საკუთარ შესაძლებლობებში თუ არ ვარ დარწმუნებული, მაშინ ამ სფეროში არაფერი მესაქმება.. მე კი ზუსტად ვიცი ჩემი შესაძლებლობები, ვიცი რასაც ვაკეთებ და რატომ..
-ყველაფერი ნამდვილად არ იცი, კი, სცენარი წაიკითხე, მოგეწონა.. გგონია ზუსტად იცი რაზეა, მაგრამ ასე არაა..
-თუ გგონია მე.. რეჟისორს არ მესმის, რაღატომ მთხოვე შემოთავაზებას დავთანხმებოდი, რამე აზრი აქვს საერთოდ..?
-ყველაზე ახლოს შენ ხარ გაგებასთან, მომწონს..მინდა ეს თუ არა..
-იმიტომ, რომ უდარანი ვარ..?-გაეცინა, იმის დაფარვას ცდილობს ამ ხუმრობით, რაც ისედაც მესმის..
-იმიტომ, რომ ოტია ხარ..
. . .
ისევ იმ დღეზე მეფიქრება, ჯარჯისთან ერთად მივდიოდი და სრულიად უცნობს ავყევი თამაშში.. ჯერ არ ვარ დარწმუნებული ეს კარგი გადაწყვეტილება იყო თუ არა, მაგრამ ადგილზე გრანდიოზული არაფერი მომხდარა, უცნობის შეკითხვას გაეცა მხოლოდ პასუხი.. ავყვებოდი თუ არა, მე კი ავყევი.. არც დავფიქრებულვარ, თუნდაც წამიერად, ეს მაშინებს.. უნდა მეფრთხილა, უცნობს არ უნდა ჰქონდეს ჩემზე ამხელა ზეგავლენა..
-დარიაა, აქ ხარ..?
-კი ოლღა, ჩავფიქრდი.. რაო აბა ვერ აარჩიე..?
-ამ საყელოს ვუყიდი, მოუხდება..
-მაინც არ მჯერა, შენ თუ ეს პასუხისმგებლობა აიღე, დარწმუნებული ხარ ძაღლის მოვლას შეძლებ..?
-შევძლებ.. ჯარჯი დამეხმარება..
-ჯარჯის არ გააზრდევინო შენი..შენი..რა დაარქვი..?
-სახელზე ვმუშაობ..
-რაც არ უნდა იყოს..
-შენ ჯარჯიზე არ იდარდო.. მივხედავ ჩემს ბიჭს.. ძაღლი ვიგულისხმე, ბიჭია..
-მივხვდი როგორღაც- სიცილი ვეღარ შევიკავე, ოლღასაც გაეცინა..
-არა მართლა, არც კი მითქვამს რეალურად რამდენი ხანია ამაზე ვფიქრობ და მესმის ჩემი პასუხისმგებლობა.. დახმარებას რაც შეეხება კი, უკვე აღარც ვიცი რამდენი ხანია მესმის, ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გავაკეთოთ, თითქოს დახმარების თხოვნა დანაშაული იყოს და შენს გაკეთებულ საქმეს აუფასურებს.. გარკვეულწილად მესმის კიდეც მაგრამ, ნამეტანია..
-აქ იმაზე ხომ არ ვსაუბრობთ, როდესაც აუცილებელიც კია მარტომ გააკეთო..
-დავალების გადაწერაზე ან გამოცდის დაწერაზე არ მაქვს საუბარი ნამდვილად.. აი როგორც შენმა მეგობარმა, იმის ნაცვლად რაღაც მარტომ გააკეთო, როდესაც მე შემეძლო დაგხმარებოდი, გვერდში დაგდგომოდი, შემემსუბუქებინა ტვირთი.. შენ კი პირობითად, გაგეფიქრა მოდი არ შევაწუხებო.. მეწყინება, გავბრაზდები.. რისთვის ვარ ეს ოხერი მეგობარი .. მარტო დროის კარგად გატარება ხომ არ არის არაა..
-დახმარების თხოვნა მარტივი არაა, როდესაც ტვირთის განცდით გაქვს ცხოვრება განვლილი.. როდესაც ხშირად გიწევს ამის მიღება..
-უნდა გავიზარდოთ, როგორღაც მაგ მდგომარეობიდან და საკუთარ თავს გადავაბიჯოთ.. მე საშუალება უნდა მქონდეს კარგი მეგობარი ვიყო და შენ ამაში ხელი არ უნდა შემიშალო, მხოლოდ იმიტომ რომ მოგერიდა, ან რაიმე მსგავსი სულელური მიზეზისადა გამო..
-მაგასაც ეგოისტობაში ჩამოგართმევენ..
-ჩამომართვან, ბოლომდე ტყუილი არცაა, მეგობარს თუ დავეხმარე თავს კარგად არ ვიგრძნობ თუ რა მეწყინება..? - ჯარჯთან გადავინაცვლეთ ამასობაში.. პირველად ვნახე ოლღას უსაყვარლესი ლეკვი.. ჯერ ისევ ჯარჯს ჰყავს ხელში აყვანილი, ოლღას უნდა აიყვანოს და ვერ ბედავს.. ეს როგორ გამოეპარებოდა ჯარჯის, ოლღას მიუახლოვდა, არც უთქვია არაფერი, არ გაჟღერებული დასტურის შემდეგ ნელა გადაულოცა..
-ყველაფერი რიგზეა, მშვიდად..- მართლაც ის სიმშვიდეც ჯარჯის ერგო, რაც ოლღას საერთოდ არ აქვს და მის მოპოვებას ცდილობს ამდენი წელია..
-თუ მჯეროდეს სახლში უნდა წავიყვანო..
-კარგი არჩევანი გააკეთე, ყოჩაღ ჯარჯის..
-მე ტყუილად მაქებ, თავადაც მშვენივრად იცოდა რა უნდოდა..
-ნუ აუბრალოებ ხოლმე კომპლიმენტს და შეირგე თუ შეიძლება..- მკაცრად საერთოდაც არ ჟღერდა, თუმცა ოლღამ იგულისხმა.. ჯარჯისთვის კი უმნიშვნელო ცვლილებაც ზედმეტად უცნაურად აშკარაა რატომღაც..
-მეც დამაჭერინე რა იქნება..არ ჩამივარდება ოლღა..-აღარ ეთმობა, თუმც როგორც სანდო ადამიანს, ფრთხილად მაწვდის უსაყვარლეს არსებას, მე სიარულს ვიწყებ თან გარემოს ვათვალიერებ, თან ლეკვს ვეფერები.. არც შორს წავსულვარ, მათი საუბარიც მესმის მშვენივრად.
-მადლობა, შენს გარეშე ვერ მოვაბამდი თავს და კიდევ რამდენი ხნით გადავდებდი ვინ იცის..
-არაფერია, ფაქტობრივად არაფერი გამიკეთებია..-მათკენ მივბრუნდი..
-გააკეთე როგორ არა..- ჯარჯის უახლოვდება და ეხუტება..-მადლობა..
-არაფ..არაფერია მართლა..მთავარია გილბერტის კანონი არ დაგავიწყდეს..- არ იცის სად წაიღოს ხელები, მეცინება.. ეს არ იყო საკმარისი ოლღა შორდება, თუმცა სანამ საბოლოოდ მოშორდება ლოყაზე კოცნის.. ზედმეტად მადლიერია ჩემი დაქალი რას ვიზამთ..
ვუახლოვდები, არც ვიმჩნევ თითქოს არაფერი მომხდარიყოს, რეალურად არც მომხდარა რამე განსაკუთრებული.. აქამდე განა არ ჩახუტებია ოლღა ჯარჯის, განა არ უკოცნია ლოყაზე.. ოლღასგან ეს არავის უკვირს.. თუმცაღა ეჭვი მაქვს სხვა დატვირთვა ეძლევა, წესით ჩვეულებრივ არაფრის მომცემ გამოხედვასაც..
-დარია, მე უნდა წავიდე, წამოხვალ თუ..
-დავრჩები ცოტახნით კიდევ..წადი შენ..-ოლღა გვემშვიდობება, ხელს გვიქნევს და თავის ჯერ კიდევ უსახელო ლეკვთან ერთად მიდის.. ჯარჯი კი თვალს არ აცილებს მაშინაც კი როდესაც მისი კვალიც აღარ ჩანს..
-დალევ რამეს..? - მომიტრიალდა და წინ წავიდა..
-თავისთავად..
-რატომ თავისთავად, სალაპარაკო გაქვს..?
-მეგონა შენ გქონდა..
-რომელი თეორიის არარსებობას ვამტკიცებთ ?
-თეორიები, მითები შენი საქმეა და არა ჩემი ხომ იცი..- ჩემი კუთვნილი ყავა დამიდო წინ, თავისთვისაც დაისხა..
-არ მინდა თეორიის განხილვა..
-რატომ..? გეშინია მხოლოდ თეორიად დარჩეს..?
-იცი ყველაფერი რაღა გინდა..
-მე მხოლოდ ის ვიცი რაც ვნახე, ჩემი ვარაუდები ჩემი ვარაუდებია და მეტი არაფერი
-ვისურვებდი სალაპარაკოდ მქონდეს საქმე დარია, მოსაყოლი მქონდეს რამე..
-როგორც ვატყობ ეს ყავაზე გასარჩევი არ იყო, უფრო მძიმე არტილერიაა საჭირო..-გაეცინა..
-დალევის ხასიათზე არ ვარ..
-ამდენად მძიმედაა საქმე..? რა იყო, მეგობრობის გაფუჭების გეშინია..?
-ძალიან არასწორი ვარ, საერთოდაც ამაზე ფიქრისთვისაც კი.. ეს საუბარი კი..
-რეალურს ხდის..?
-ამდენად მეტყობა..? ჯანდაბა სადამდე მოვედი.. ისედაც ვცდილობდი მაქსიმალურად თავი ამერიდებინა და ახლა..
-დახმარების შეთავაზება, ამისთვის კარგი გამოსავალია არა..? დროის ერთად გატარება..
-უარი როგორ მეთქვა.. ახლაც კი..აღარ ვიცი..
-შენი დახმარების იმედი აქვს..
-ვიცი, მე კი აქ ვარ.. ყოველთვის.. ოლღასთვის უარის თქმის ძალა არ შემწევს..
-მაინც ვერ ვხდები, რატომაა ასეთი არასწორი და რატომ გაწირე შენი თავი ფიქრებით.. რა იცი რა მოხდება..?
-მე და ოლღა ერთად ვერ ვიქნებით დარია.. არ გამოვა.. ოლღასთან კი იმას ვერ დავიწყებ, რაც ვიცი არცერთისთვის დასრულდება კარგად.. ესეც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არის.. გადამივლის..
-რომ არ გადაგიაროს რას აპირებ ერთი.. იმ ადამიანს როგორ დაივიწყებ ვისთან ერთადაც თითქმის ყოველდღე ხარ..? ამის გულწრფელად გჯერა..?
-არ მიყვარს..
-რაღა გიკლია შეყვარებამდე.. ჯარჯი, შენს თავს შეხედე..
. . .
-სულ გადაირიე..? ეს მსახიობი მართლა მოგეწონა..?
-დარია ნუთუ ვერ ხედავ..? არა იმ როლისთვის, რომელიც უნდოდა, თუმცა სხვა როლისთვის გამოდგება.. რადგან შენ ვერ ხედავ პოტენციალს არ ნიშნავს რომ არაა..
-ჩემში ყოფილა პრობლემა..
-შენშია, აბა სხვაგან ეძებდი..? ზედმეტად იჭრები სადაც შენი ადგილი არაა.. ახლა შემდეგი მსახიობი შემოვა, შესაბამისად მოიქეცი თუ შეიძლება..- თავისი იდუმალი ჟურნალი მოიმარჯვა, რომელიც რაც თავი მახსოვს თან აქვს.. არც ისე პატარაა და მაინც სულ მიკვირს რატომ არ უჩანს ბოლო.. ამდენს წერს და არა და არ სრულდება.. ფეირივითაა ჟურნალის განხრით..
მალევე შემოვიდა ახალგაზრდა გოგო, მსახიობი ყველასთვის ცნობილი.. ინტერესით გავხედე ოტიას, დავიჯერო ვერ იცნო..? არაფერი ეტყობა..
-დაიწყეთ თუ შეიძლება..-ბუბას ხმამ გამომარკვია, მსახიობისკენ მივაპყარი მზერა..
- " მე არ ვაპირებ ჩემი სოფლის მიტოვებას, მე არ მაქვს გასაქცევად საქმე, დაგიმტკიცებთ.."- ოტიამ ხელის აწევით ანიშნა გაჩერებულიყო..
- სიდონია ამ მომენტში თავს უმწეოდ არ თვლის, პირიქით თავის ხასიათს ამჟღავნებს, რამდენად მამაცია, შეუპოვარი.. კი არ ეშინია, მხოლოდ იმაზე ფიქრობს თავისი სიმართლე დაამტკიცოს.. ეცადე ეს მხარე წარმოაჩინო..- თავს უქნევს და თავიდან იწყებს.. ოტია ისევ რაღაცას ინიშნავს, მსახიობი ასრულებს, ვემშვიდობებით და გადის..
-ოტია კარგი იყო არა..? წარმოიდგინე ამ მსახიობის აყვანის შემდეგ, ინტერესი როგორ გაიზრდება, რომც არ აინტერესებდეთ მაინც მოვლენ სანახავად..
-ბუბა, კარგი იყო მაგრამ არა საკმარისი.. ხასიათი ბოლომდე ვერ დაიჭირა.. და რეიტინგზე არ იდარდო.. მაგას მოევლება შენს საქმეს თუ სათანადოდ შეასრულებ..- სათვალავი ამერია, იმდენი მსახიობი შემოვიდა და გავიდა.. გონება აღარ მიმუშავებს, აი ოტიას კი დაღლის არაფერი ეტყობა..
-დღეს სულ ესაა..-სანამ ბუბა წამოდგებოდა ოტიამ ფურცელი გაუწოდა..
-შემოვხაზე, ვისაც უნდა დაუკავშირდე, მაგრამ აი ეს ბიჭი სრულიად სხვა როლში უფრო მაინტერესებს..
-გასაგებია..მოვაგვარებ..- ბუბა გვტოვებს..
- როგორ ხვდები, როდესაც პერსონაჟისთვის შესაფერის მსახიობს პოულობ..? - .. წარბები ოდნავ მაღლა აწია, ნივთების ჩალაგება დაასრულა და მომიბრუნდა..-ახლა არ მითხრა უბრალოდ გეცოდინებაო, თორემ გავგიჟდები..
-შენივე კითხვაშია პასუხი დარია.. როდესაც პერსონაჟს კარგად იცნობ, მისი ამოცნობა მსახიობში არც ისე რთული ხდება..
-მითითებებს რაღატომ აძლევ თუ დავიდანვე ვერაფერს ხედავ..?
-რადგან მე ვხედავ, არ ნიშნავს ამას თავად მსახიობიც ხედავს.. ზოგჯერ თავად მსახიობსაც სჭირდება იპოვოს პერსონაჟი..-ჩემი ჩანთა ავიღე..-პასუხით კმაყოფილი არ ჩანხარ.. სხვა რამეს ეძებდი..?
-კითხვა არ ყოფილა ჩემი მხრიდან მართებული..
-რატომ..?
-მოტივი არ მქონია სწორი თურმე.. შენი აზრის გაგება კი არა, ის მინდოდა ჩემსას დათანხმებულიყავი..
-როდიდან ეძებს დარია ლორთქიფანიძე მაამებელ პასუხებს..?
-არ ეძებს, ამიტომაც იყო კითხვა უმართებულო..
. . .
როდესაც ცხოვრების ხალისს კარგავ, იცი რაზე უნდა იფიქრო? მახინჯ პომიდვრებზე.. ახლა რომ იდეალურად მრგვალი ფორმის ალაგია დახლებზე, მაგაზე არ ვსაუბრობ ცხადია.. აი ისეთი მათემატიკოსს.. განსაკუთრებით გეომეტრიაში ერკვევა კარგად მასაც, რომ გაუჭირდებოდა ფორმის დადგენა.. უცნაურად დიდი, ხინკალზე მეტი ნაოჭით..
ფიქრიც კი გამოგაცოცხლებს და სურნელმა შეიძლება ცოცხალმკვდარი მოაბრუნოს..მე მომაბრუნებდა ზუსტად ვიცი.. თუმცა ახლა ჯერ სეზონი არაა, თეფშები კი მაქვს პომიდვრები ახატია, თუმცა ამ თეფშებზე სალათი თუ არაა, აზრი მითხარი.. მომშივდა.. საკუთარ თავს გავუჩალიჩე, საჭმელზე არ მეფიქრა მომშივდებოდა..? არა უშავს კიტა დამანაყრებს.. გზად თუ მოხვდები შეიარეო.. ჩანთების ყიდვა დამავალა.. გადავლახე ხალხის ზღვა, გამომლანძღა ორმა ქალბატონმა, დავასწარი სასურველის აღება, სხვაც იყო კიდევ, თუმცა რატომღაც რაც მეჭირა ის უნდოდათ.. არც მახსოვს როგორ გამოვაღწიე.. საბედნიეროდ საღ-სალამათი მივედი კიტამდე..
-შე ამაას.. იცოდი ხომ ჩემთან მოდიოდი..? თუ კიდევ გაქვს დაგეგმილი რამე.. პაემანი რამე რუმე..
-პაემნების თავი სად მაქვს.. აბა მოგეწონა შენი ჩანთები..?
-კი, მადლობა არ დაიზარე, თორემ ვეღარ ვასწრებდი...
-ჯარჯის რა აიკიდე.. ეს ჩანთები რად გინდა..?
-ჯარჯის მივყვები..
-რა..? კემპინგისთვის გცალია..?
-ჩემს შემოქმედებით მხარეს წაადგება ნამდვილად.. ყველა სიკეთესთან ერთად..
-მარტო ეს ჩანთები არაა საკმარისი, იმედია ჯარჯიმ გაგაფრთხილა..
- ყველაფერი მაქვს არ იდარდო..
-იმედია სახლში საჭმელი მოგეპოვება..
-მაცივარი შენს ხელთაა, რამეს იპოვი..
-რანაირად ახერხებ..? მაცივარი ან სავსეა ისეთი რაღაცებითაც კი, კაცს არ მოაფიქრდება, ანდაც საერთოდ ცარიელია.. შუალედი არ გაქვს..?
-დღეს გაგიმართლა და შეირგე ცხოვრება.. - ყველაფერი აქვს მახინჯი პომიდვრის გარდა, უცებ კი გავაკეთე სალათა, თუმცა იმის სურვილს როგორ მომიკლავს რაც რეალურად მინდა.. ჩანაცვლების მცდელობა კრახით სრულდება..
-ისე, რამე ახალზე მუშაობ ? ბუნება ფიგურირებს ალბათ, წასვლა თუ გადაწყვიტე
-ეგ დამატებითი პლუსია, სიახლე მჭირდება..
-იქ შენს მოლბერტს გაიყოლებ და ხატვას დაიწყებ დავიჯერო..? მოიცლი მაგისთვის..?
-შენც ასე იქცევი ხოლმე და რა გიკვირს ? მხოლოდ ჩემი მეხსიერებას ვენდო, ჩამოვიდე და აქ დავიწყო ხატვა ? ყველაფერს ეკარგება აზრი..აი გახსოვს მე და შენ ავატარს ვუყურებდით..
-რომელ ავატარს..?
- აანგი.. მოკლედ სოკა როცა გაიაზრებს, სხვებისგან განსხვავებით ძალა არ გააჩნია და ხმლის გამოყენებას იწყებს, გახსოვს მისი მასწავლებელი რას ასწავლის ? წამიერად შეახედებს პეიზაჟს, შემდეგ თვალებს აუფარებს და ეუბნება დახატოს რაც დაინახა.. კი მას გამოადგება გადარჩენისთვის, იმ სიტუაციაში როდესაც დანახვა არ შეეძლება მაგრამ არა ჩვენ, მიუხედავად იმისა შეიძლება შევძლოთ კიდეც საქმე ამაში არაა, პროცესშია, დეტალებში..დაკვირვებაში..
-მეც ასე ვიქცევი ? არ ვხატავ..
-მაგრამ წერ.. შენს პერსონაჟებს ქმნი, იკვლევ, ისეთ რაღაცებს აკეთებ რასაც ისინი, რათა მათ მდგომარეობაში შეხვიდე.. გახსოვს შუა ყინვაში ტბაში რომ გადახტი, ჩემი პერსონაჟი აკეთებს იმავეს და მეც უნდა გამოვცადოო, მისი გაგება მინდაო.. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება..
-მერე იტყვიან ანიმაციები მხოლოდ ბავშვებისთვისააო..
-ავატარი შედევრია, ანიმაციური ყველაფერი მიყვარს, თუნდაც მხოლოდ ბავშვებისთვის იყოს..
-ილუსტრატორი ხარ კიტა, უცნაური იქნებოდა არ გიყვარდეს..
-უმეტესობას აქვს სამსახური, რომელიც არ უყვარს.. ამაში გასაკვირი არაფერია.. თუმცა მადლიერი ვარ ეს არ მეხება.. მოიცა და როგორ მოხდა დღეს თავისუფალი ხარ ?
-არ ვარ, შემოგიარე..
-და საქმე როგორ მიდის..?
-მგონი ოტია იმ საქმეს შემაჯავრებს, რომელიც მიყვარს..
-აზვიადებ..
-მართალი ხარ, ოტიას მიმართ უარყოფით გრძნობები ძლიერდება, ჩემი სამსახური საერთოდ რა შუაშია.. ახხ დამამშვრალი ვარ, არადა ჯერ ახლა დაიწყო..
. . .
-თინათინი თქვენ ბრძანდებით..?
-დიახ..
-ორგანიზატორი არა..? -თავს ვუქნევ, ამ კაცის ტონი საშინლად არ მომწონს, სასიხარულოს თქმას არ აპირებს ეტყობა.. - დღეს ვერ შეძლებთ გაფორმებას..
-რატომ..?
-ხვალ თქვენს ჯავშანს ვერ ვხედავ..
-მე შემიძლია თქვენი ჩანაწერები გაჩვენოთ, გადახდის ჩეკი.. აბსოლუტურად ყველაფერი იმის დამდასტურებლად, რომ არა მხოლოდ ხვალ, ეს ადგილი ახლაც ჩემს განკარგულებაში უნდა იყოს ათ წუთში, ან ახლავე გაარკვიეთ რა ხდება, ანდაც ასეთი თავაზიანი დიდხანს აღარ ვიქნები..-უკმაყოფილოდ აქნევს თავს და ზარს ახორციელებს.. საქმე გაჭიანურდა და ხუთი წუთი დამაკარგვინეს, თუმცა ბოლოს მითხრეს ყველაფერი თქვენს განკარგულებაშიაო..
-საერთოდაც ეს საქმე რატომ ავიღეთ, დრო ცოტა გვაქვს..
-ზუსტად ამის გამო აიღებ ორმაგს ჩემო კარგო, წუწუნის დრო არაა, უკვე განვიხილეთ დეტალები, ეზო უმნიშვნელოვანესი ნაწილია, კარგი ფოტოები სჭირდებათ.. სანთლები, ყვავილები, ფარდები, ბუშტები.. ყველაფერი გვაქვს ხომ..?-თავს მიქნევს..-მაშინ საქმეს მივხედოთ..
-გასაგებია..- ჩემს დილას ვიხსენებ, თან ვფიქრობ რამდენად წარმოუდგენელია ჩემი თანამშრომლებისთვის ჩემი არეული სახლი, რომლის დალაგებისთვისაც პირადად ვერასდროს ვერ მოვიცალე, მიწევს პროფესიონალების დაქირავება იმ განცდით, ჩემზე უკეთ ვერავინ დაალაგებს თქო..
არეული სახლი, არეული ცხოვრება და აბსოლუტური კონტროლო სამსახურში მშვენიერი პარადოქსია.. არადა დავფიქრდე, სახლში როდის ვარ არევას ვასწრებდე, მაგრამ როგორღაც მაგასაც ვასწრებ ყველაფერთან ერთად..
ალბათ ახლა ფიქრობთ რამდენად მარტივი დღე მელის, თუმცა მწარედ ცდებით.. დღის განმავლობაში გეგმები რამდენჯერ შეიცვალა არც დამითვლია, ხან ბუშტები არ გამოდგა, ხან დიზაინი შეცვალეს, დიზაინის შეცვლას კი გაფორმების შეცვლაც სდევს თან და აქეთ-იქით დავრბივარ..
-უკვე დავრეკე, მიხვალ ეტყვი მე გამოგაგზავნე, ყუთს გამოართმევ და უკან დაბრუნდი.. მე მეორე ლოკაციაზე უნდა წავიდე, აქაურობას შენ გაბარებ, ხვალ შევამოწმებ დასრულებულ სახეს, თუ რამე დამირეკე..-მანქანაში ვჯდები, ყველაფერი უკვე მაქვს, გაჩერება არ მიწევს.. როგორღაც მეორე ლოკაციასთან მივაღწიე კიდეც, მანქანიდან პარკების გადმოტანას ვიწებ, როცა ვიაზრებ რაც გამომრჩა.. ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა... შინაგანად ყვირილი მინდა, ახლა მაგის დრო არაა.. რაც თან მაქვს, იმ პარკებიანად შიგნით შევდივარ.. ყველას ვესალმები და თან ნომრის აკრეფას ვიწყებ.. ვრეკავ..
-თინანო.. გისმენ..
-კიტა ორი წუთი გცალია..?
-გისმენ.. რა ხმა გაქვს..?
-იმ დღეს ოლღას სახლიდან გამოვედით და რაღაცები ვიყიდე სამსახურისთვის მინდა თქო, გახსოვს..?
-მახსოვს..
-შენთან დამრჩა ერთი პარკი.. ახლა სად ხარ..? მოვიდოდი და..
-შენ სად მოხვალ, მითხარი სად ხარ და მოგიტან..
-არ იწვალო..
-თინანო..-კამათს არც აზრი არ აქვს და არც ამის დრო მაქვს.. მისამართს ვწერ.. ღიმილის ემოჯს მიგზავნის.. მეც მეღიმება, თავს ვაქნევ.. საქმეს ვუბრუნდები, ყველა დეტალს ვამოწმებ, გეგმის მიხედვით მიდის..
როგორც კი კიტა მირეკავს გარეთ გავდივარ.. ჯარჯის მანქანას რატომ ვხედავ..? არ ვიცი, მაგრამ მანქანიდან კიტა გადმოდის პარკით ხელში..
-დავაგვიანე..?
-არა, და მადლობა გადამარჩინე.. აქ რა ხდება..? რა ფორმაში ხარ..?
-კემპინგი და რამე.. შენთან რა ხდება..?
-საქმე საქმე და საქმე..
-რავა მისდღემჩი ქვტები..-მეცინება..
-სხვანაირად არ გამოდის..-მანქანას ვუახლოვდები და ჯარჯის ვესალმები..
-შენც ხომ არ გაგიყოლოთ..?
-თინანოს განრიგში ჩვენი ადგილი არაა, უფრო ადრე უნდა ჩაეწერო..-პასუხის გაცემას კიტა მასწრებს, თუმცა ვერც ვეწინააღმდეგები, მართალია..
-კარგი უნდა დაგემშვიდობოთ, კიდევ ერთხელ მადლობა..-მიდიან მე კი საქმეს ვუბრუნდები..დღის ბოლოს ფეხზე ვეღარც ვდგავარ ისეთი გადაქანცული ვარ..თუმცა, როგორც კი გოგონების მესიჯი მხვდება მათკენ მივდივარ..
-დღეს ბიჭების გარეშე ვართ..? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ოლღამ..-კიტას რა კემპინგი მოუნდა..?
-რა გიკვირს..? ადრე ხომ მიდიოდა ხოლმე..
-ადრე, საუკუნეა არ წაჰყოლია..სიახლე მჭირდებაო.. ზოგჯერ ძველი ახალზე ახალია..
-ჩვენც წავიდეთ მერე..- ოლღას ნათქვამი, დიეტა ორშაბათიდან სავით ჟღერს..
-თი დღეს ასეთი რა დაგრჩა..?
-რაზე ამბობ..?
-ჯარჯის ველაპარაკებოდი, უკვე გავედით გავცდით თბილისსო, მერე მითხრა უკან მივბრუნდითო..
-მოიცადე უკვე გასულები იყვნენ და ჩემ გამო მობრუნდნენ..?
-არ იცოდი..? თბილისში შემობრუნდნენ, კიტასთან წავიდნენ, მანქანიდან შენი რაღაც აიღეს და შენ მოგიტანეს..
-არც კი ვიცოდი თუ მიდიოდნენ..
-სამეგობროს ჩატს კითხულობდე გეცოდინებოდა..
-დარია, ხომ იცი, დღის განმავლობაში ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე, როგორ ვაწვალე..
-კარგი არაუშავს რა იცოდი.. რომ არ შესძლებოდათ, არც გააკეთებდნენ..
-ცუდად გამოვიდა..
-ნახე ჩატში ფოტოს აგდებს..ჯარჯის აშკარად ნერვებს უშლის.. -ერთ რამდენიმე მოჰყვა, ახლა უკვე ყველაფერს ვნახულობ.. მეღიმება.. რატომღაც კემპინგი არც ისე ცუდად ჟღერს ახლა..დივანს ვეყრდნობი.. ენერგიების აღდგენა მჭირდება
. . .
-დრევჟი ქამჩუ ჯიღლი..- ნეტავ საერთოდ არ მიწევდეს ამ დროს ოტიას მოსმენა, თუმცა მიწევს.. სანამ კასტინგი დაიწყება ბუბას და სხვებს ყავას ვუყიდი მეთქი ვიფიქრე, შემდეგ სანამ რიგს გავცდი, სანამ დაამზადეს დრო გამეპარა.. რატომღაც ოტიას გადავეყარე და რადგან იმდენად დამაგვიანდებოდა, დღევანდელ ნაწვალებს აზრი ეკარგებოდა, გაუჟღერებელ შემოთავაზებას წავეყვანე დავთანხმდი.. ახლა კი არც ისე გახარებულია ლოდინით და მეუბნება დროზე გარეთ გელოდებიო..-ამ ყველაფრის წამოღებას შენით აპირებდი..? მანქანის გარეშე..?
-შენგან განსხვავებით მანქანის გარეშე ვფუნქციონირებ ამდენი ხანია..
-ფუნქციონირების ხარისხსაც ხომ გააჩნია არაა..
-ყავას ვერ ეღირსები..
-ჩემს წილზე თავად ვიზრუნე უკვე, შენ ტყუილად არ იდარდო..- მისასვლელად ნახევარზე მეტი გავიარეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გზა გადაკეტილი დაგვხვდა, აშკარად რაღაც გათხრები მიმდინარეობს.. შემოვლითი გზა ძალიან დიდ დროს გვაკარგვინებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მანქანა გაეჩერებინა და ფეხით მივსულიყავით..
-გადათხარეს აქაურობა და არავინაა..?
-შესვენებაა ალბათ..- ასეთი რა გაფუჭდა, ამდენი ორმო რა უბედურებაა.. და როდესაც ფაქტობრივად უკვე სამშვიდობოს ვიყავით გადმოსულები, ერთი დიდი ორმო დაგვხვდა, დალაგებული ფიცრები, ან ამ ეგრეთ წოდებულ ხიდზე უნდა გავიაროთ, ან უკან მივბრუნდეთ, რაზეც ფიქრიც არც ისე სახარბიელოდ მეჩვენება..- ძალიან ფრთხილად გადავალთ გასაგებია..? არ იჩქარო..
-ნეტავ როდის მოასწრეს.. ნეტავ დღეს როგორი დღე იქნება..? იმედი მაქვს ვიპოვით და..- ფრთხილად კი გადავდიოთით, თუმცა როგორც აღმოჩნდა არცისე საიმედო აღმოჩნდა ფიცარი, მითუმეტეს ორი ადამიანისთვის და კიდევ უფრო მაშინ თუ ამ ორიდან ერთი საშინლად მოუხელთებელია, თავს ვერ შეიკავებს ჩავარდება და შიშისგან მეორეს მოეჭიდება.. მეორესაც თან წაიყოლებს, ჭიქებით სავსე ყავები კი ორივეს გადაესხმება.. აი ასე მარტივად..
-რა თქმა უნდა, როგორ შეიძლებოდა შენთან ერთად ვიყო და რამე არ მოხდეს..
-ჩემი რა ბრალია, მე გადავთხარე ეს ქუჩა..?
-ორი ნაბიჯი ვერ გაგივლია ისე წონასწორობა შეგენარჩუნებინა..
-ნახე რამდენი რამ მეჭირა..?
-ოთხი ჭიქა ყავა..? ამან დაგამძიმა..? არა მართალი ხარ, როგორ ვერ გავთვალე, თავისთავად ჩემი ბრალია.. შენს შესაძლებლობებში უნდა დავეჭვებულიყავი..
-თავად თქვი შესვენებააო, მოვლენ მალე..
-იაზრებ მაინც რამდენი ადამიანის მიმართ ვიჩენთ უპატივცემულობას..? რამდენმა გამოყო დრო მოსასვლელად, მოსამზადებლად..
-კი, რა თქმა უნდა, ეს მინდოდა შენი აზრით..? ასე გამოვიდა.. რამდენადაც ვისურვებ არ მომხდარიყო, მოხდა.. ვერ შევცვლი..
-ახლა ვერ შეცვლი, მაგრამ იქნებ შენს ცხოვრებას გადახედო, ისწავლო ის ელემენტარული გაკვეთილი, რომელსაც სიარული ჰქვია..? კი თავიდან ყველა იქცევა წამოდგომისას, თუმცა შემდეგ როდესაც სწავლობენ..
-სერიოზულად..? ახლა ამ წამს ამ მდგომარეობაში მოგინდა..? სხვათაშორის რამდენადაც კარგად არ უნდა ისწავლო სიარული, მაინც უამრავჯერ შეიძლება, წაიქცე, ფეხი დაგისრიალდეს, მოიტეხო..
-ეგ შენ არ გესწავლება, მაგის მეტი არც არაფერი გიკეთებია, ხომ მართალი ვარ..?
-დიახ ალბათ ყველა ძვალი მომიტეხავს რაც კი მაქვს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ცოცხალი ვარ..
-საკუთარ თავს რას ერჩი..?
-შეიძლება ხელები კარაქით მაქვს სავსე, თუმცა ასეთი ხელებით მოვედი აქამდე და როგორმე გავაგრძელებ..
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..
-შენ რაღა გინდა, ეს შემთხვევა იყო და არა შეცდომა.. არ შეგიძლია მიიღო..? რა გავაკეთო მითხარი ? რამის გაკეთება შემიძლია და არ ვაკეთებ..? - დრო გადის და არც არავინაა დაგვეხმაროს, ალბათ ჩვენს გარდა არც არავის მოაფიქრდა გადაკეტილ, გადათხრილ ქუჩაზე ფეხით გამოვლა..? მოვთქვა, ეს რა დამემართაო რა აზრი აქვს.. ლოდინის გარდა არაფერი შეგვიძლია.. ოტიას ტელეფონი მანქანაში დარჩა, მე თან მაქვს მაგრამ დამჯდარი..
დრო გადის, არავინ არ ჩანს თან წვიმას იწყებს.. ოტია აღარ მელაპარაკება, მაგრამ თვალებით მლანძღავს შიგადაშიგ..მეც ვუბრუნებ მაგრამ რა მამული..
იმდენად დაუშვა უკვე აღარც მაქვს იმედი ვინმე გამოჩნდება, ვერ გააგრძელებენ მუშაობს და აბა აქ რა უნდათ არაა..? ზუსტად ამ მომენტში გავიგეთ ხმა, კიდევ კარგი კაცი იყო და არა კატა.. თუ კატას ვუყვიროდი უკაცრავად მანდ ვინმე ხომ არ არის, ვერ დაგვეხმარებით მეთქი, ცოტა უხერხული იქნებოდა..
-ეს რა დაგმართვიათ შვილო..-კიბის დახმარებით ამოვდივართ, გზაში უარესად დალტობილები ვბრუნდებით ბუბასთან.. არაა რა ახლოს ვიყავით.. ბუბა შემოსასვლელში გვხვდება..
-თუ მჯეროდეს ახლა გხედავთ, მშვიდობაა..? არცერთი არ მპასუხობდით..
-გრძელი ამბავია..- უპასუხა ოტიამ..
-არც ისე, ორმოში ჩავვარდით..-დავურთე მე..
-ორმოში..? სერიოზულად..? აა მოიცადე, გზას, აგებენ მაგ ქუჩით წამოხვედით..? გასაგებია.. როგორც არ უნდა იყოს, მიხარია ორივე კარგად ხართ
-სინჯებს რაც შეეხება..
-მაგაზე არ იდარდოთ, რაც არ გამოჩნდით, მივხვდი რაღაცაში იყო საქმე და ნახევარ საათში ყველა გავუშვი..
-მართლა არ მინდოდა, ესე გამოსულიყო..
-დარია, არა უშავს.. არ იდარდო.. ცოტა წვიმამაც გადაიღოს, მოწესრიგდით გაშრით და მერე დავიშალოთ..
-არ..არ დაიშალოთ..ჯერ..-როდის გაჩნდა ეს გოგო, ვერცერთმა გავიგეთ.. არ ვიცი რა შეემთხვა, თუმცა ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია, საინტერესოა ორმოში ჩავარდნაზე უარესი რა შეიძლებოდა დამართოდა..
-ოფიციალურად კიდევ მაქვს 15 წუთი კასტინგის ..დასრულებამდე..
-აქ კასტინგისთვის ხარ..?
-შენობა..არა არ შემშლია..
-გადავდე კასტინგი ხვალისთვის, შეტყობინება უნდა მიგეღოთ..
-არა, არა.. ჯანდაბა..გთხოვთ თუ შესაძლებელია, აუცილებლად დღეს უნდა გავიარო..
-ხვალაც შეგიძლიათ..
-მოიცადე.. დღეს რატომ, ასეთი აუცილებელია..?-ეკითხება ოტია..
-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.. ყველაფერი გავაკეთე აქ მოსასვლელად, 11 საათია გზაში ვარ, აქაურობას ძლივს მოვაგენი.. უბრალოდ შანსს ვითხოვ, მეტს არაფერს..არა შანსიც მნიშვნელოვანია, მე მხოლოდ..
-კარგი..-პაუზით მიანიშნა მისი სახელი ეთქვა..
-გურანდა..არდაზიანი..- ოთახში გადავინაცვლეთ.. გურანდას სუნთქვა ჯერ კიდევ არ დარეგულირებია..
-დამშვიდდი, დრო ჯერ კიდევ გაქვს.. არ აჩქარდე, როდესაც მზად იქნები დაიწყე..- ბუბა მოწესრიგებული, მშრალი, აუცაიდერივით გვიზის გვერდით.. ჩვენ სამი გალუმპულები, გადაღლილები.. არანაირად ვიმჩნევთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა.. ამ დროს გურანდა იწყებს..
-" ლეთ ლადეღ ეშხუაგის ხაჩრავა ..მიჟ"- ყველაფერს ველოდი ამ ნაწილის გარდა, ეს სცენა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, როდესაც სიდონია მღერის..-" დოშდულ ეშხგვარიშდ ხეწდენი..
-კარგი, შეგიცლის მეორე სცენაზე გადახვიდე..?- თავს უქნევს, ერთი წუთით ჩერდება.. და ისევ იწყებს..
-" ამას არ მთხოვდი, რომ მიცნობდე.. შენშიც როგორ შევცდი.."- ცრემლები.. ამ მდგომარეობაშიც არ იკარგება.. აგრძელებს.. ოტიას რამდენიმე თხოვნას ასრულებს.. შემდეგ სთხოვს ცოტახნით ოთახიდან გავიდეს..
-სჯობს პირდაპირ უთხრა თუ თვლი საკმარისი არაა, ან არ მოგწონს.. ნუღარ ალოდინებ ძალიან გთხოვ..-ბუბას ნათქვამზე მეღიმება.. მაგრამ მეორე ნაწილზე ვეთანხმები, ოტიას გავხედე, შემომხედა.. მალევე ბრუნდება გურანდა, ნერვიულობას ვერ მალავს..
-გურანდა, ვიცი ამხელა გზა გამოიარე აქამდე მოსასვლელად და აღარ მინდა გაწვალო, ვფიქრობ მეორედ კასტინგისთვის მოსვლა აღარ დაგჭირდება..რადგან შენ..ჩვენი სიდონია ხარ..
-რა..მართლა..? -ჩაიმუხლა, ცრემლებს ვეღარ იკავებს, თუმცა აშკარად არ უნდოდა რეჟისორის თვალწინ ეტირა, ერთდროულად რცხვენია და უხარია.. -უღრმესი მადლობა..
-დეტალებს მოვაგვარებ..-გვეუბნება ბუბა..
დღევანდელი დღის დაჯერება მიჭირს, ბოლომდე ვერც ვიაზრებ რა მოხდა, წარმომიდგენია მის თავს რა ხდება..
ვისურვებდი ასე ბედნიერად დასრულებულიყო, მაგრამ საღამო გრძელდება, რამდენადაც კარგი არ უნდა ყოფილიყო გურანდას გამოსვლა, ტალახიანი ვარ, ტანსაცმელი სველი მაქვს და წვეთები, რომელიც იატაკს ეცემა ზედმეტად ხმაურიანია.. ჩანთას ვიღებ, აღების პროცესში ჩანთა ვაზას ეხება და ვაზა ვარდება.. დიდი დრო არ დასჭირვებია დამსხვრევას.. შეშინებულმა წამოვიყვირე..
-ორმო არ გეყო..?
-როგორც ჩანს არა.. - ნამსხვრევებს ვკრეფ, ნაგავში ვუყრი თავს და ბუბასკენ მივდივარ..-იმედია ძვირი არ იყო..
-დარია, კარგი რა.. გამოვწერეთ, სადღაც 5 ლარი დაჯდა, შენი სადარდებლის სიას, ვაზას ნუ შემატებ..
-გურანდა სად წავიდა..?
-მეგობარმა მოაკითხა, ამ წამს გავიდა.. - შენობას ჩვენც მალევე ვტოვებთ, ბუბა გვემშვიდობება და თავის გზაზე მიდის.. შემოვლითი გზით ვბრუნდებით მანქანასთან..
-ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩავჯდები..
-ჩემს მანქანაზე ფიქრი შენს მოვალეობაში არ შედის, ჩაჯექი..-ტელეფონი ურეკავს..- მანქანაში დამრჩა.. კი კი ჩემთანა.. ტელეფონი დამჯდარი აქვს.. ჩემს სახლთან ხართ..? მალე მოვალთ..გასაღები ხომ გაქვს, შედით..
-ვინ იყო..?
-კიტა.. ჩემთან არიან, სახლში მიგიყვანო თუ..
-მეხუმრები..? სადაც ჩემი მეგობრები იქაც მე, თუ შეიძლება..-ზედმეტად იწელება, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში.. საბედნიეროდ ადგილამდე მივაღწიეთ.. ოტიამ კარები გააღო, შემატარა.. შიგნით ჩვენების სიცილი მესმის.. ვუახლოვდებით და სიცილი წყდება, როგორც კი გვხედავენ..
-რა დღეში ხართ..? - ოლღა
-ომი გამოიარეთ..? - თინას კითხვას ოტიას მოკლე პასუხი მოჰყვა, რომელიც დამაკმაყოფილებელი არაა და მიწევს ყველაფერი მოვყვე.. სერიოზული სახეები მალევე ინაცვლებს სიცილში..
-თქვენ გქონიათ დღე თუ გქონიათ.. ოტია რას იზამ, დარია გვერდით ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მსგავსი თავგადასავლებისთვის მზად უნდა იყო..-კიტას ხუმრობებზე ზოგადად მეცინება ხოლმე, თუმცა ახლა არა..
-კარგი გაცივდებით, სულ ასე ხომ არ იქნებით..-იმდენად გადავერთე იმაზე ფიქრში, რომ დამღლელი დღის შემდეგ ჩემი მეგობრები უნდა მენახა, ტანსაცმელზე აღარ მიფიქრია.. ჯანდაბა..
-ტყუილად მიყურებ სიხარულო, ამჟამად მე ვერ გიშველი..-ოლღა ჩემი ბოლო იმედი იყო, ოტიას კი მანქანაც ეყოფა.. სახლსაც იმავე მდგომარეობაში ვერ ჩავაგდებ
-ზედმეტად აშკარაა დარია, ოტიას უნდა ეთხოვო ტანსაცმელი..
-გამორიცხულია..
-აბა ასე იდგები..?
-რამე არ გაქვს, დედაშენის, შენი გარე ბიძაშვილის ან რა ვიცი.. ოღონდ შენი არა..
-წამომყევი..- არანაირად არ დავუშვებ, ფილმის კლიშე გამართლდეს, გოგო ბიჭის ტანსაცმელს, იცვამს და რაღაც საყვარლობა სცენა გამოდის.. კარგი, ვაღიარებ სხვა დროს შეიძლება მესაყვარლებოდეს და ვხითხითებდე, დღეს არა.. -დიდად არჩევანი არ გაქვს ვაღიაროთ.. ერთადერთი რაც ამ სახლში, რომელშიც შენი ნებით წამოხვედი, ჩემი ტანსაცმელი არაა.. არც ერთხელ არ მცმია ესაა..
-რომაელი ჯარისკაცის კოსტიუმი..?გადავირევი..
-დიდი ამბავი, როგორმე აიტან ჩემს ზედას თუ..
-არა მადლობა, რომაელი ჯარისკაცის კოსტიუმიც წავა.. - კი წყალი გადავივლე, აი ეს რომ დამეშვა ჩემს გონებაში, რისი გავლა მომიწევდა სახლში წაყვანას ვითხოვდი.. თუმცა გვიანია.. არც მეტი არც ნაკლები ამ კოსტიუმით წარვდექი მეგობრების წინაში, რა თქმა უნდა, მთელი ატრიბუტით.. თუ კოსტიუმია კოსტიუმი იყოს თქო.. რას ვჩივი ყველა გავახალისე, ვეღარ ჩერდებიან..
-რა არის სასაცილო, წითელი მიხდება..- მეც ვეღარ ვიკავებ სიცილს..
-შეგეძლო მარტივად, მაისურით გამომძვრალიყავი..-ოლღა..
-რომაელი ჯარისკაცის კოსტიუმი ათასჯერ ჯობია.. თავი ვინ მგონია იცი..? ღამე მუზეომში პატარა რომაელი.. არ გახსოვთ..?
-ამდენი ფილმია და სხვა არცერთი გაგახსენდა, რომაელი ფიგურირებდეს?.-ოტია..
-შენ წარმოიდგინე არა მარტო გამახსენდა, ბევრი მაქვს ნანახი, თუმცა ჩემი საყვარელი მაინც ესაა და ეს ვთქვი..
-იმედია გაციებას გადაურჩებით..ორივე..-თინა
-ცხელი ყავა არ მაწყენდა, დღეს ჩემი წილი ვერ მივიღე..
-ორმოში ჩავარდნისას გადაისხი, ხდება ხოლმე არაა..-ოტიას ნათქვამს აღარ მივაქციე ყურადღება,
სამზარეულოში გადავინაცვლე.. კიტა შემომყვა თან..
-შეგიძლია გაიცინო..
-არასდროს მინახავს რომაელ ჯარისკაცს ყავა გაეკეთებინოს, სულ ესაა..- გაგვეცინა-როგორ ხარ, მართლა..?
-არ ვიცი, ალბათ კარგად..
-ალბათ..?
-გიჟური დღე იყო.. წარმოგიდგენია, იმ მოლალესთან ერთად რამდენი ხანი ვიყავი..? ეს იყო წამება.. ტრავმირებული ვარ ფაქტობრივად..
-დღე ხომ კარგად დამთავრდა, მთავარი ესაა..
-ყველა მაგას ამბობს, წიგნებში, ფილმებში.. მთავარი კარგი დასასრულია, თუმცა ეს ხომ არ ცვლის რაც მოხდა... რამდენი კარგიც არ უნდა დაამატო, ცუდი ხომ არსად წასულა.. შეიძლება გმირი ორი საათი იტანჯებოდა, მაგრამ თუ ბოლო ათი წუთი რაღაც კარგი ხდება, ის რაც მანამდე მოხდა უნდა დავივიწყოთ და გავაუბრალოოთ ?
-ყველაფერი შედარებითია.. ბოლო ორ საათს დამატებული, ის ათი წუთიც მტანჯველი ყოფილიყო სჯობდა ? -ჩემი ჭიქა გადმოვიღე და ყავა ჩამოვასხი..
-ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა დღეს ადამიანები მხოლოდ დასასრულის მნიშვნელობაზე არიან ფოკუსირებულნი და არა ისტორიაზე..
-მიკვირს ამის შენგან მოსმენა, მგონი ზედმეტად დიდ დროს ატარებ ოტიას გვერდით..
-ოტია რა შუაშია..?
-ზოგჯერ არც კი გინახავს ფილმი, ცუდი დასასრულის გამო, როდის გაუფერულდა ეს შენთვის..
-გადამიდია ყურება, საერთოდ უარი კი არ მითქვამს, ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყო.. მე არ ვამბობ, არ მიყვარს კარგი დასასრულები, როდესაც ვიცი პერსონაჟი ბედნიერია, მე ვამბობ იმას, რომ ბოლო ათი წუთი ორ საათიანი ტანჯვას არ აქრობს.. წამოდი ფეხზე ვეღარ ვდგავარ..უნდა დავჯდე..
-ომი ადვილი გეგონა..?
-რაზე საუბრობდით..?- ოლღა..
-დასასრულზე..ფილმის მაგალითად, როდესაც ბედნიერად სრულდება..დარია ამბობს, ბოლო ათი წუთია ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და მანამდე რაც ხდება უფერულდებაო..
-როგორ შეიძლება მანამდე მომხდარი გაუფერულდეს, როდესაც თითოეული დეტალს მივყავართ ბოლო ათ წუთამდე..? ყველაფერ ამას უძღვის წინ, რაც მანამდე ხდება, ესაა შედეგიც..-ოტია..-თუმცაღა ჩემი ხედვით ზოგიერთ ფილმში ბედნიერი დასასრული დაძალებულიც კია, საერთოდ არ საჭიროებდა და მე რომ გადამეღო სხვანაირად დასრულდებოდა..
-მაგალითად..?
-” ზეცის შვილები”..
-მოიცადე იმ ფილმზე საუბრობ, და-ძმა ფეხსაცმელს რიგ-რიგობით, რომ იცვამს, რადგან ამ ბიჭმა დის ფეხსაცმელი დაკარგა და მამას ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს..?
-ზუსტად..
-რანაირადაა აქ ბოლოს ნაჩვენები სამწამიანი იმედის კადრი დაძალებული, არ გადამრიო..
-ეს როგორც შენ თქვი მაყურებლების დასამშვიდებლად იყო გადაღებული, რეალურად ეს არ მოხდებოდა.. თანაც უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო რეჟისორის, ბოლოს გოგონასთვის ახალი ფეხსაცმელებს თუ არ გამოაჩენდა..
-ამის თქმა როგორ შეგიძლია..
-ასე ვფიქრობ და ძალიანაც მარტივად..
-კარგი რაა ოტია, შენი აზრით დავიძინებდი, ცუდად რომ დამთავრებულიყო ეგ ფილმი..? შეგვარგე ბედნიერი დასასრული..-ოლღა
-ბედნიერ დასასრულსაც ვერ უწოდებ ბოლომდე..- ჯარჯი..- ფეხსაცმელი მათ ცხოვრებას ვერ შეცვლის..
-ვერც კი წარმოიდგენ რისი გაკეთება შეუძლია, ლამაზ ვარდისფერ ფეხსაცმელს და იმედს.. ფილმი შედევრია და ძალიან გთხოვთ ცუდ დასასრულს საერთოდ ნურც განიხილავთ თორემ ვიტირებ..-ოლღა..
-მაინცდამაინც ტრაგიკულად უნდა დასრულდეს, თორემ შენ ფილმს რა მოგაწონებს.. - მივმართე ოტიას
-საიდან მოიტანე ეგ სიბრძნე..
-შენივე გადაღებულ ფილმებს გადახედე, ბოლოს ბედნიერად რომელი დასრულდა..
-რეალისტურად დასრულდა..
-რატომ არ შეიძლება ბედნიერება რეალისტური იყოს..?
-შეიძლება..
-მაგრამ არა შენს ფილმებში..?
-რადგან კონკრეტულ დასასრულს ვირჩევ პირადად მე, არ ნიშნავს, საყურებლადაც იმავეს ვამჯობინებდე. მოიცადე, მეგონა ჩემს ფილმებს არ უყურებდი.. დიდად არ გაინტერესებდა, შეიცვალა რამე..?
-მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით და მეტი არაფერი, ხომ უნდა ვიცოდე ვისთან ერთად მიწევს მუშაობა.. თანაც ყურება საჭირო არაა დასასრულის გასაგებად..
-მთლიანი ისტორია თუ არ იცი უფლება არ გაქვს განსაჯო..-ოტია..
-რომც იცოდე არც მაშინ არ გაქვს მე თუ მკითხავ..-ვუპასუხე..
-გემოვნებაზე არ დავობენო, მსგავსად არ ჟღერდა..? კარგით რაა, ყოველთვის ყველა ყველას ყველგან განსჯის და თუ ვინმე ფიქრობს ასე არაა, ტყუილში ცხოვრობს.-თინა
-და შენ განსჯი..? სხვებს..
-სხვებზე ფიქრისთვის დრო არ მაქვს..-თინა
-სხვებზე ფიქრის მეტს რას აკეთებ..-კიტა..
-ეგ სამსახურია, ჩემი მოვალეობაა.. ფულს იმაში მიხდიან მათზე ვიფიქრო.. მაგრამ სამსახურის იქით, რატომ უნდა დავხარჯო მაგ სისულელეში დრო არ მესმის..
-გგონია შენნაირი ადამიანები არ არიან..?
-იშვიათია ადამიანი თავის მანკიერ ბუნებას ებრძოდეს, ცდილობდეს მაინც..
-მე არ გეთანხმები.. იმაზე მეტი კარგი ადამიანი დაიარება ვიდრე ფიქრობ, შემჩნევა და დაფასება სჭირდება მხოლოდ..-კიტა
-ჩემთვის ადამიანებს დიდად არ აქვს მნიშვნელობა, ძაღლები ჩემს გვერდით არიან რაც არ უნდა იყოს და არცერთი არ განმსჯის..-ჯარჯი//
-ჩვენზე რას იტყვი..? ძაღლებზე წინ არ უნდა გახსენდებოდეთ..? შენს გვერდით არ ვართ თუ რაა ვერ გავიგე..-ოლღა- დაფიქრდა... დაინახეთ..? არც კი შემეწინააღმდეგა..
-შენს ძაღლს ადამიანები არ გირჩევნია..?.. ახლა ვინ დაფიქრდა..მოკლედ კაცია და გუნებაო..
-ოლღა შენ იმან დაგამწუხრა, ჯარჯის შენ რომ არ გაახსენდი თუ ესე კოლექტიურად აღელდი სამეგობროზე..-თინა..
-მე ჩემს მეგობრებს დიახაც უნდა ვადარდებდე, ოჯახის მერე ტოპეულში მაინც შემიყვანეთ ხალხო, ბევრს ვითხოვ..? - ახლა წარმოვიდგინე ჯარჯის ფიქრები, ევერესტზე ჰყავს გოგო აყვანილი და ეს იმაზე ფიქრობს ტოპ ათ ადამიანში თუ შედის..?
-კიტა რა გაცინებს..?
-რაღაცაზე ვსაუბრობთ და მერე დარიას როცა ვუყურებ, სერიოზულად ვეღარაფერს აღვიქვამ..
-სხვა რომაული კოსტიუმებიც უნდა მოვირგო, აშკარად ჩემია..
-იდეებს ჩვენ მოგაწვდით, არ იდარდო..-კიტა.. არადა მართლა მიხდება..თქვენ მაინც დამეთანხმეთ..
. . .
“იმიტომ ხართ ტკბილები, რომ მწარედ გაჩნდით..” ოტიას დედის ესმას ნათქვამი მიტრიალებს გონებაში არადა დაახლოებით 5 წლის წინ გვითხრა, როდესაც მასთან ვიყავით გოგონები..ვერაფრით ვერ ვიხსენებ კონტექსტს, თუმცა ეს სიტყვები აღარც დამავიწყდება..
-დარია რაზე ჩაფიქრდი..?
-რა სახე გაქვს..?
-ვერ გაიგე ქალბატონმა თინათინმა რა თქვა..?- ოლღა სრული სახელით მიმართავს, ეს კარგის ნიშანი ნამდვილად არაა
-მაპატიე რაა, ვერ გავიგე, გამეორდები..?
-ახალი..ახალი საქმე ავიღე და ოლღა მიბრაზდება..-ამან კიდევ უფრო დამაბნია..- ჩემი ყოფილი საქმროს ქორწილის ორგანიზატორი ვარ..
-რაა..? თინაა, ეს შენთვისაც კი ნამეტანია.. რატომ დათანხმდი საერთოდ..?
-არ ვიცი.. მართლა არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ახლა უარს ვეღარ ვიტყვი..
-მაშინდელი ამბები დაავიწყდა ეტყობა..
-არაფერიც არ დამვიწყებია, შემოთავაზება მივიღეთ, მისი საცოლე დამიკავშირდა, გვიან გავიგე და მოკლედ..
-სრული საგიჟეთია..
-ხომ იცი თინა თუ საქმეს მოკიდებს ბოლომდე მიიყვანს კიდეც..
-შეძლებ თავი სრულფასოვნად გაართვა, 100% პროფესიონალი იქნები..?
-კი, ჩვეულებრივი ქორწილია..
-რომელიც შენ უნდა აქციო გამორჩეულად, ეს ხომ შენი მოვალეობაა..
-დარია ეგ არ მიგულისხმია, ეს მილიონჯერ გამიკეთებია.. თავს გავართმევ..
-შენ თუ ასე ამბობ, ასეცაა.. შენი გვჯერა და შენს გვერდით ვართ.. ეს არ დაგავიწყდეს..- თავი დამიქნია, ეცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა, თუმცა ოლღამ არაფრით არ დააცადა, მთელი დრო მხოლოდ ამაზე მოგვიწია საუბარი.. და შესვენებაც დასრულდა.. კაფედან გამოვედით თუ არა ყველა ჩვენს ჩვენ გზაზე წავედით.. ტელეფონი ამოვიღე და ნომერი ავკრიფე..
-გისმენთ..
-დედა მე ვარ..
-დარია..? ვეღარც შევხედე ვის ვუპასუხე.. როგორ ხარ დე..?
-კარგად..
-რატომ მირეკავ, მშვიდობაა..?
-ისე მოგიკითხე..
-დარწმუნებული ხარ არაფერი ხდება..?
-დედა..
-კარგი კარგი.. მამასთვის არ დაგირეკავს..?
-არა..არც ვაპირებ თუ ეს გაინტერესებს..
- შენთვის კარგი უნდა, ეს ხომ გახსოვს..?
-მთელი ცხოვრებაა მაგას მიმეორებ..
-მერე იქნებ მოგესმინა, რა იქნებოდა..? გეცადა მაინც..
-ახალ ფილმზე ვმუშაობ დედა, ჩემთვის მნიშვნელოვანიაა, ამაში ვაპირებ მთელი გულის ჩადებას, დრო არ მაქვს ფიზიკურად იმაში გავფლანგო, რაც ზუსტად ვიცი ჩემი არაა..
-რაც გინდა ის ქენი, რაღა გიყო.. მიდი მიდი, მამაშენი მეძახის, მგონი სტუმრები გვყავს..
-კარგი დედა ნახვამდის..- ჯერ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ უფრო ხშირად არ ვეხმიანები დედაჩემს, შემდეგ ვურეკავ და მახსენდება რატომ არ ვრეკავ, როგორც ვისურვებდი საკუთარ დედას ვურეკავდე..
გზას გავუყევი, კიდევ კარგი დღეს შორს წასვლა არ მომიწია.. შენობაში შევედი, შემდეგ ლიფტში და სასურველ სართულზეც მალევე აღმოვჩნდი..
-ბუბა რა ხდება აბა/..?
-გახსოვს გურანდას შესაძლო პარტნიორის რამდენი ჩანაწერი ვნახეთ და შემდეგ რამდენმა გაიარა კასტინგი..?-თავი დავუქნიე-უკვე იმდენმა გაიარა გურანდასთან ერთად დიალოგი, თან არ ვიცი რა არის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ასეთი.. ჰოდა, ერთი კიდევ დაიბარა და მეორედ სრულიად სხვა სცენას გაივლიან ერთად..
-ახლა..?
-გინდა ამის ნახვა..?-თავი დავუქნიე და შიგნით შევყევი.. მეგონა მაგვიანდებოდა, თუმცა რაღაც ხარვეზების გამო გვიან დაიწყო.. მათ საუბარს ვუსმენ, წესით საუბარი უნდა მესმოდეს და არ მესმის, რაღაც მელოდია ჩამესმის მხოლოდ, მათ შენელებულ კადრს ვხედავ.. მანერას, ღიმილს, თვალით კონტაქტს..
ზუსტად იმ მომენტში ვბრუნდები, როდესაც ამ პერსონაჟებზე ვწერდი, როდესაც პირველად ჩაისუნთქეს ჰაერი, ახლა კი ვუყურებ როგორ გადაინაცვლეს ფურცლიდან რეალობაში.. წესით ბედნიერებისგან სიხარულისგან უნდა დავხტოდე.. მე კი მეშინია, რატომ მეშინია..? ნორმალურია მეშინოდეს..?
. . .
მრცხვენია, საშინლად მრცხვენია, ყოფილი საქმროს ქორწილის ორგანიზატორობა, თავს უსუსურად ვგრძნობ.. თუმცა თავი ისე უნდა მოვაჩვენო, თითქოს არანაირად არ მადარდებს და ჩემი საქმე შევასრულო..
-რა კარგი გარემოა, თუ ავირჩევთ ჩვენს გარდა არავინ იქნება ხომ..?
-ფოტოსესიისთვის ეს ადგილი მხოლოდ თქვენს განკარგულებაში იქნება..-გავუღიმე..-გავაგრძელოთ დათვალიერება..?
-დიახ, რა თქმა უნდა.. -შენობის შიგნით დათვალიერებას მოვრჩით, სანამ გარეთ გამოვიდოდით გამაჩერა..-შეიძლება ორი წუთით მარტო დავრჩეთ..?
-დიახ..მე ეზოში დაგელოდებით..-თურმე რამდენად მჭირდებოდა სუფთა ჰაერზე გამოსვლა, ამოვისუნთქე.. თვალები მაგრად დავხუჭე.. იმაზე რთული იქნება ვიდრე მეგონა, მაგრამ რატომ..? რეალურად არის რთული თუ მე ვართულებ არც კი ვიცი.. აღარ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, დიდი ხნის წინ იყო.. რა მჭირს..? თვალებს ვახელ და ჩემკენ მომავალ კიტას ვხედავ, თუმცა თავად ის არ მიყურებს, ხელში ფანქარი და სკეჩბუქი უჭირავს, არ ვიცი რას ხატავს და რას აკეთებს აქ ამ დროს..
-თინანო.. აქ საიდან..? -მომიახლოვდა გადამკოცნა..- გამარჯობა..
-გამარჯობა..-გამეღიმა..-საქმეზე, ადგილს ვათვალიერებინებ.. იმათ.. წყვილს..შენ რას აკეთებ აქ..?
-ახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელშიც დაახლოებით მსგავსი ადგილია აღწერილი, სკეჩებს გავაკეთებ და ამის მიხედვით კარგი ილუსტრაცია უნდა გამოვიდეს, თუ არადა ეს ხომ მხოლოდ მცდელობაა..წინ რა უდგას..
-მაჩვენებ..?- სკეჩბუქი გამომიწოდა, ჯერ მის ჩანახატს დავხედე და შემდეგ გარემოს.. - აი ეს მომწონს, მეტად ჩანს დეტალები და უფრო ლამაზია.. მეტი დეტალიზირებაც შეიძლება რაა..? როცა სახლში დაიწყებ გაკეთებას..
-შეიძლება.. საქმე რასაც მომთხოვს, სადაც წამიყვანს..
-თინათინ..-საერთოდ გადამავიწყდა, წესით სამსახურზე უნდა ვიყო ფოკუსირებული, მე კი კიტას მის ჩანახატებზე ველაპარაკები..
-მომიტევეთ, მე უბრალოდ..
-შეყვარებულთან ერთად როდესაც ხარ დროს ვერ ამჩნევ, ბუნებრივია..კიტას გავხედე, მათ მზერას დავუბრუნდი.. ხმას რატომ არ ვიღებ..? ეს ხომ უნდა უარვყო.. თინა ხმა ამოიღე, რამე თქვი..- განვიხილეთ და ვფიქრობთ დღეისთვის საკმარისია, ეს ადგილი ძალიან მოგვეწონა, თუმცა სხვა ადგილებსაც ვნახავთ..
-კარგი, მაშინ სხვა ვარიანტებს გაჩვენებთ, რომლებიც მოგეწონებათ ვნახოთ, თუმცა რა უფრო მალე მოვაგვარებთ უკეთესია, დაჯავშნისას პრობლემა, რომ არ შეიქმნას..
-კარგი ჩვენ წავალთ, მადლობა დღევანდელი დღისთვის, საღამოსვე შეგეხმიანები.. ნახვამდის.
-ნახვამდის..
-ეს რა იყო..? შენ რა.. მოიცადე მომეჩვენა..?
-ასე მოხდა, არ ვიცოდი ის თუ იყო და მოკლედ რა..
-შეყვარებული არაა...
-არ მითქვამს..არ დავთანხმებულვარ..
-არც უარი გითქვამს და საერთოდ თუ გჭირდებოდი, საჭირო იყო მხოლოდ გეთქვა..
-ასე არაა..
-კარგი რა მნიშვნელობა აქვს, წასვლას არ აპირებ..?
-მაგდებ..? თავად რას აპირებ..?
-კიდევ ცოტახნით უნდა დავრჩე..იმ მხარეს არ ვყოფილვარ.. წამოხვალ..?
-სად მეპატიჟები..?
-გაგდებო დამაბრალე და ეს ბრალეულობა რამით ხომ უნდა გავაქარწყლო.. წამოხვალ თუ არა..?
-წამოვალ..წამოვალ.. ტარების თავი არ მაქვს..-სიარული დავიწყეთ..
-საქმე არ გაქვს..?
-მათთან მეტი დრო მქონდა განსაზღვრული, ალბათ რამე საქმე გამოუჩნდათ.. მოკლედ ჯერ დრო მაქვს..
-მშვენიერი.. -თან თავის ჩანახატებს უყურებს, გარემოს და მე..
-მაშინ ჩემთვის ეთქვათ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი არაფრით არ დავიჯერებდი..
-არ ვიცით წინ რა გველოდება.. ეს კი ნამდვილად კომიკური სიტუაციაა..
-დამცინე და მე მომიწევს მათთან ერთად დროის გატარება, ქორწილი.. არა ქორწილიი.. მათ ქორწილში ჩემი ყოფნა წარმოგიდგენიაა..?
-ხმა გაავარჯიშე.. მე ვარ წინააღმდეგის სათქმელად..-გამეცინა..
-არაა ცუდი იდეა..
-როგორი გოგოა..? ასეთი წარმოგედგინა მის გვერდით..?
-არავინ არ წარმომედგინა, მე როცა ვასრულებ ვასრულებ.. არც რეალურად ვუბრუნდები ადამიანს და არც ფიქრებით..
-ეგ საერთოდ შესაძლებელია..?
-საკმარისი ვიფიქრე, საკმაოდ დიდხანს.. მეტს დროს ვეღარ დავკარგავდი..
-ახლა მოგიწევს ფიქრი..
-სამსახურია, არ ითვლება.. არაკომფორტულია, ნეტავ თუ იცის მისი ქმრის ყოფილი რომ ვარ..? სხვის ურთიერთობაში არ მინდა გარევა, დრამებიღა მაკლდა..
-შენ თუ არ გინდა არც იქნება, ცუდი ადამიანი არ ჩანდა..
-ვნახოთ, ყველაფრისთვის მზად ვიქნები..
-დარიასავით რომაელი ჯარისკაცის აბჯარს ნუ აისხამ ახლა.. ისეც შეიძლება მოგვარდეს..
-ფოტოები ვინმემ გადაუღო..? ისე არ დაგვეჯერება..
-რა მაკადრე, ხომ იცი მე გადავიღებდი..
-რა კარგია, ხატვა შეგიძლია, ვისურვებდი შემეძლოს..
-გიცდია..? რა იცი არ შეგიძლია..?
-კარგი რაა.. სკოლაში მოსაწყენი გაკვეთილს დროს რვეულის უკანა ფურცელზეც კი ვერ ვხატავდი ვერაფერს..
-ეგ არ ითვლება, საღებავები, ფუნჯი ჩემზე იყოს.. დრო გამოგიჩნდება შენს გვერდით მიგულე..- გამეღიმა..
. . .
-აი ზუსტად ამ კუთხიდან, მჭირდება მაყურებელმა იგრძნოს, რომ სიდონიას თვალებიდან იყურებიან.. სინათლე მხოლოდ ფანჯრიდან უნდა შემოდიოდეს, ფარდა ბოლომდე გაწეული არაა, თითქოს გაწევის დროს ვიღაცას დარჩაო, გარეთ კი მხოლოდ ხის ტოტების, ფოთლების შრიალი უნდა ჩანდეს.. წვიმა არ დაგვავიწყდეს..- შორიდან ვუყურებ ოტიას, რომელიც კამერის გვერდით დგას, აქამდე ეს არ შემიმჩნევია სხვა რეჟისორებში.. სადაც კამერაა იქაა ოტიაც, ყველაფერი, მისი კონტროლის ქვეშაა.. კამერა ტრიალდება ნელა, ისე რომ გამოჩნდეს როგორ უყურებს ფანჯარას, შემომავალ სინათლეს..- კარგია..კარგია.. გურანდა აქ უნდა გამოჩნდეს ყოყმანობ, არ გინდა სინათლეს თვალი გაუსწორო.. დაბლა დაიხედე.. ისევ გახედე ფანჯარას.. ნელა წამოდექი.. რაც ხელთ მოგხვდება ის მოიცვი ამაზე არ იფიქრო.. ყველაფერი რიგზეა..?
-კი, ჩავრთო ეს სცენა..?-ოტიამ კამერის წინ მყოფს მიუთითა გვერდით გაწეულიყო, რათა უკეთ დაენახა.. ის კამერას უყურებს მე კი მას, მიიღო ის შედეგი რაც უნდოდა..? რადგან ეს წესით უბრალო სცენა, რომელსაც დიდი ხანი არ უნდა დასჭირვებოდა იმაზე დიდი დრო მიაქვს ვიდრე ვიფიქრებდი..კამერას შორდება, გვერდით მყოფს თავს უქნევს..
-გადაღებულია.. შევისვენოთ.. -ყველა იფანტება მის გარდა, ხან კამერაში იყურება, ხან სცენას უყურებს.. ბოლოს კი თავის წიგნაკში წერს რაღაცას..
-დარია..
-გურანდა, რა სახე გაქვს ყველაფერი რიგზეა..?
-შენი აზრით სწორი ვარ ამ როლისთვის..? იმდენს წერენ რამდენად არასწორი არჩევანი გააკეთა ოტიამ, ის მსახიობი ერჩივნათ ჩემს თავს..
-ამ ყველაფერს საერთოდ რატომ კითხულობ..?
-არ მინდოდა, მაგრამ..
-მომისმინე, წარმოდგენაც არ გაქვს რამდენს უნდოდა ეს როლი, რამდენი ადამიანი იყო სინჯებზე, თუ გგონია ამაზე კარგად არ დაფიქრებულა ძალიან ცდები.. ოტიას ფილმები ნანახი გაქვს..? -თავი დამიქნია..- როდესაც უკვე დასრულებულ ნამუშევარს ხედავენ შემდეგ მოსწონთ მაგრამ მანამდე, კიცხავენ რეჟისორს არჩევანისთვის, იცი რატომ..? მათ არ აქვთ ხედვა, ოტიას გონებაში უკვე მთლიანი ფილმი აქვს წარმოდგენილი, მასში კი შენ ხარ, მხოლოდ საშუალება უნდა მისცე, შეიქმნას სიდონია, ისეთად როგორადაც ის გხედავს.. ეს კი დამერწმუნე საუკეთესო ვარიანტია..
-როგორ მოვახერხო, რა შემიძლია..
-ასე უბრალოდ არ იღვიძებ, უკვე გათავისებული პერსონაჟით.. ნაბიჯებია იქამდე გასავლელი, პირველი ნაბიჯები ყველაზე ძნელია, სიდონია უნდა გაიცნო კარგად, შენზე კარგად არავინ უნდა იცოდეს როგორ მოიქცეოდა, რას იტყოდა, მისი მანერები.. აქ მხოლოდ სცენარზე არ მაქვს საუბარი.. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია დაბალი თვითშეფასება დაგღუპავს, კი არ ეცადო, საერთოდაც არ წაიკითხო კომენტარები.. აქაურობაზე კონცენტრირდი.. არასდროს არ დაგავიწყდეს, პირველი დღე, შენი სულისკვეთება, ამაზე იფიქრე..
-მადლობა, არც კი ვიცი რა დამემართა.. მანამდე ისეთი დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, აქამდე მოვედი და შემეშინდა..
-ეს ნიშნავს, პასუხისმგებლობას გრძნობ, ეს კარგია, თუმცა არ უნდა მისცე საშუალება ხელი შეგიშალოს..-თავი დამიქნია, გამიღიმა.. მალევე წავიდა, ალბათ ყავის დასალევად..
-დარია სცენარი სადაა..-ბუბას მოახლოება ვერც კი შევნიშნე..
-სცენარი..?
-29 გვერდი..
-აა..კი ახლავე ვნახავ..- ყველაფერი გადავქექე, უკვე იმ ადგილებშიც დავიწყე ძებნა სადაც ვიცი არ იქნებოდა, ბოლოს კი გამახსენდა.. იმ ოთახისკენ დავიძარი სადაც ყველანაირ შესაძლო ნივთს ინახავენ, რაც შეიძლება გადაღების დროს საჭირო გახდეს.. ოთახში შევედი, ყუთებით სავსე ოთახში, თან თითოეულს წარწერები ამშვენებს, დამწერს აშკარად ეჩქარებოდა.. აქ როგორ დამრჩა..? თუმცა მაშინ რისთვის შემოვედი აღარც მახსოვს.. კი ვიცი აქაა, მაგრამ კონკრეტულად სად..? სცენარს კი ვეძებ, თუმცა ჩემი ფიქრები მაინც სხვაგანაა..
იცით როგორ რეჟისორებთან მიმუშავია..? პროფესიონალიზმის განმარტება საერთოდ თუ იცოდნენ არც კი ვიცი, გარშემო მხოლოდ მოვალეობის გამო ჰყავდა ხალხი, ყველას ერთი სული ჰქონდა როდის შეწყდებოდა გადაღება, ყველაფრით უკმაყოფილო, თითოეული სიტყვა უნდა შეარჩიო საუბრისას, რას როგორ გაიგებს არ იცი.. იმას გავალებს რაც შენს მოვალეობაში საერთოდ არ შედის.. აი ამაზე უარესებიც და მაინც თავს მათთან უფრო კარგად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა არ მომწონდნენ.. როდესაც ერთი არ მომწონდა, ვამბობდი ამაზე უარესი ვინღა უნდა შემხვდეს თქო, მხვდებოდა.. და ყველა მათგანი ერთ ადამიანში რომ გავაერთიანო, იმ ადამიანს ავირჩევდი ვიდრე ახლა ოტიასთან.. მიუხედავად იმისა ვაღიარებ პროფესიონალია თავის საქმეში, ამის გამო კი ვერ ვიგებ ასე რატომ ვგრძნობ თავს..
არ ვარ საკმარისად პროფესიონალი..? არა დარია, შენს თავში ეჭვის შეტანის არც დროა და არც ადგილი.. ეს უკვე გავიარეთ, შეგიძლია აქ ყოფნა.. უბრალოდ კი არ შეგიძლია ეს გინდა..
სცენარი ვიპოვე ბუბას მივუტანე..
-დარია, შეგიძლია დამეხმარო..? ვეღარ ვასწრებ, სულ მაღლა თაროზე წვერი აწერია.. საგრიმიოროში შემომიტანე რაა..-თავი დავუქნიე და ოთახს დავუბრუნდი, სულ რამდენიმე წუთის წინ სადაც გახლდით.. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი, ყუთი დავინახე და შესაბამის ადგილას გამოვწიე კიბე.. ეს ყუთი ამდენად არ მეშორებოდა როგორმე უნდა გამოვწიო წინ, ან ასე ვინ მისწია..? კარი გაიღო, დაბლა დავიხედე..
-მანდ რას აკეთებ..?- ამ კითხვას მე უნდა ვუსვამდე..
-შენი აზრით..? მთხოვეს და მიმაქვს..-ვეღარც შევხედე რისი ქექვა დაიწყო ყუთებში, თავად რატომ ეძებს..? ვერსად ვერ გავექცევი..? აქაც კი..? კარგი რაა.. არადა მთელი გულით მინდა გადაღებას თვალი ვადევნო, ყველაფერს მინდა მე ვაკეთებდე, ვეხმარებოდე მაინც.. მისი არსებობა კი ცოტა არ იყოს ყველაფერს ართულებს..
ძლივს გამოვწიე ყუთი, მაგრამ წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და ჩემი კიბიანად ოტიას დავეცი.. როდესაც გავიაზრე რა მოხდა, ჩემი ტკივილი საერთოდ დამავიწყდა და ოტიას შევხედე, ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა..
-რაც ეს დღეები არაფერი ჩაგიდენია ერთიანად ინ..ინაზღაურებ არაა..-ამ მომენტში როგორ ახერხებს გაიღიმოს.. გავგიჟდები.. ძლივს წამოვდექი.. მინდა კიბე ავწიო, რომელიც ხელზე აწვება, თუმცა ძვრა არ აქვს..
აღარ მახსოვს რა მოხდა მგონი საშველად გავედი ოთახიდან, თუმცა ის ვიცი ახლა საავადმყოფოში ვართ.. ახლოს არ მივდივარ მასთან, იქვე ვტრიალებ ყველაფრის გასაგებად..
-მოტეხილია..?
-არა, რენტგენი გვიჩვენებს, გაბზარულია.. საშიში აღარაფერია თუმცა მაინც საჭიროებს თაბაშირს..-ხელის შეხვევა დაუწყო, მე კი ჩემს ხელებს დავხედე, კანკალებს და ვერ ვაჩერებ.. მალევე შეუხვიეს ხელი..
-გადაღებებს გადავდებ, უნდა..
-არა გადაღებები არ გადაიდება, გგონია მაგის დრო გვაქვს..?
-ასეთ მდგომარეობაში..
-რაც გასაკეთებელი იყო გააკეთა ექიმმა, წავედით..-ოთახიდან გამოვიდნენ, ოტიას ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.. უსიტყვოდ გავყევი ორივეს უკან.. სულ ჭკუაზე ნამდვილად არაა, მართლა აპირებს დაბრუნებას..? ასე უბრალოდ..?
ადგილზე მალევე დავბრუნდით, ყველა ადგილზეა, თითქოს არც ჩვენ წავსულვართ არსად..
-მეგობრებო, ბოდიშს გიხდით გაუთვალისწინებელი ინციდენტის გამო, აღარ მინდა დავყოვნდეთ.. შეგვიძლია გავაგრძელოთ..? - იმდენად გაკვირვებულნი არიან, ვერავინ ხმა ვერ ამოიღო, თუმცა ერთობლივად ახმაურდნენ და თავს ადგილებს დაუბრუნდნენ.. - სათვალეების ყუთი მომიტანეთ თუ შეიძლება, რაც უკეთია არ მომწონს, რაიმე უკეთესი ვარიანტით უნდა ჩავანაცვლოთ..
-კახი შეგიძლია მოხვიდე..?
-რა თქმა უნდა..
-ეგ სათვალე მოიხსენი, ზედმეტად დიდია.. აბა სხვა რა ვარიანტები გვაქვს..? -სათვალეებით სავსე ყუთმაც არ დააყოვნა.. რამდენიმე ამოალაგა, სთხოვა გაესინჯა.. -რაღაც ისე არაა..
-ჩემი აზრით ეს ჯობია, არც ზედმეტად დიდია, არც პატარა.. - გურანდამ გაუწოდა სათვალე.. ეს სათვალეც მოირგო კახიმ, ცოტახანს უყურა ოტიამ.. გურანდასაც გახედა, ისევ კახის დაუბრუნდა..- გურანდას შემოთავაზება მომწონს, მოდი ეკრანზე ვნახოთ როგორ გამოჩნდება..
ოტიამ სანამ ეკრანს შეხედავდა საკუთარი სათვალე ამოიღო და მოირგო, კახის გავხედე, ისევ ოტიას და ზედმეტად ჰგავს ეს ორი სათვალე ერთმანეთს..
დღევანდელი გადაღებები დასრულდა, ბუბას ველოდები როდის დაასრულებს, რათა სახლში წამიყვანოს.. ჩემთვის ვზივარ და ჩემს წინ ცარიელ გადასაღებ მოედანს ვუყურებ.. იქნებ სჯობდა ამ სცენარის მუშაობაზე დასაწყისშივე უარი მეთქვა, უბრალოდ არ დამეწერა.. ახლა ხომ აქ არ ვიქნებოდით..? მაგრამ თუ მაშინ არ დავწერდი, ვერ შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას.. ბოლო წერტილის დასმისასღა ამოვისუნთქე.. თუმცა რად მიჯდება ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, არც კი ვიცი, ღირს კი საერთოდ ამად..?
ბუბას კაბინეტიდან ოტია გამოდის, ჩემი მიმართულებით რატომ მოდის..?
-ბუბა კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის, მე წაგიყვან..
-საჭირო არ..
-კამათის თავი არ მაქვს დარია, უბრალოდ სახლამდე მიგიყვან..
-მითუმეტეს თუ..
-ისევ აგრძელებ..? რამეს მოგვცემს ეს საუბარი..?
- ხელი თაბაშირში გაქვს და ახლა კიდევ შენ უნდა მიმიყვანო სახლამდე..?
-ერთი ხელითაც თავისუფლად ვატარებ მანქანას თუ ეს გაწუხებს..
-კარგად იცი რასაც ვგულისხმობ.. უბრალოდ ახლავე მითხარი რისი თქმაც გინდა..
-რეალურად გაინტერესებს რას ვფიქრობ..?-თავი დავუქნიე..- თავს დამნაშავედ გრძნობ მომხდარის გამო, ამიტომაც გინდა გეჩხუბო, რათა თავი უკეთ იგრძნო.. ეს არ მოხდება, რადგან ამის არანაირი სურვილი არ მაქვს..
-შეიძლება ქვეცნობიერად მინდოდა შენთვის რაიმეს დაშავება და ამიტომაც ვეღარ შევიკავე წონასწორობა.. რადგან რეალურად არაფერს გავნებ, რამდენადაც არ უნდა მქონდეს ამის სურვილი, შენს გამო ცუდი ადამიანი არ გავხდები.. არადა ამის სურვილი დიდია..
-უკეთესი გეგმა გაქვს მოსაფიქრებელი, შემდეგში ეცადე სტაფის დანარჩენ წევრებზე იფიქრო და მათი ძვირფასი დრო ტყუილად არ გაფლანგო..
-გულწრფელად მადანაშაულებ..?
-თავად წამოიწყე საუბარი.. განზრახ მოხდა თუ შემთხვევით ამას მნიშვნელობა არ აქვს..
-ჩემთვის აქვს.. განსხვავებას ვერ ხედავ..? იცი რამდენად მნიშვნელოვანია შემთხვევით გადმოვარდნასა და იმას შორის შენთვის სპეციალურად მომეყენებინა ზიანი..?
-დარია, რადგან განსხვავება შემიძლია, ამიტომაც აღარ გეუბნები არაფერს, შენ კი გინდა ხუთ წუთიან ინციდენტზე საათები ვილაპარაკოთ..
-ჩემი ნება იყოს, საერთოდაც არ მექნებოდა შენთან არანაირი კომუნიკაცია..
-მიჰყევი შენს ნებას.. არავინ გაიძულებს..
-დიახაც იძულებული ვარ, სხვა რეჟისორთან არც კი დავფიქრდებოდი.. მოდი ისეთი არაფერია, არ დაველაპარაკები, ამის განხილვა რა საჭიროა, მასთან საუბარს ავიცილებ თქო.. შეიძლება აქ მაინც მხოლოდ სცენარისტი და რეჟისორი ვიყოთ..? ჩუმად არ ვიქნები, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ შენ ხარ.. კი საუკეთესო ვარიანტში საუბარი არ მოგვიწევდა, მაგრამ ფილმისთვის ეს საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არაა..
-შენ გინდა ასე და ფილმის კეთილდღეობას დააბრალე კიდევ.. გავიხედავ ხან საგრიმიოროში, ხან განათებასთან, ხან ედითრუმში.. ყველგან სადაც საჭირო არ ხარ..
-რა იცი, რომ საჭირო არ ვარ..?
-მე ვწყვეტ ვინაა აქ საჭირო და ვინ არა..კი როგორც სცენარისტი გარკვეულწილად საჭიროა აქ იყო, თუმცა იმის იქით ყველგან ყოფ ცხვირს..
-თვალის დევნა ცხვირის ჩაყოფა არაა..
-ჩემს მსახიობს როდესაც ელაპარაკები, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ჩემთან, რა უნდა გააკეთოს როდესაც ნერვიულობს, როდესაც საქმე პერსონაჟს ეხება.. ეს შენი აზრით ცხვირის ჩაყოფა არაა..?
-მოიცადე შენ საიდან.. რა ვუთხარი არასწორი, პირიქით შენზე..
-არ აქვს მნიშვნელობა.. პირადად ჩემთან უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია, ამ პროცესში თავად უნდა მენდოს და არა იმიტომ რომ შენ უთხარი ასე.. ეს თავად უნდა დაინახოს.. დაძალებით არაფერი გამოვა.. რადგან არ გეუბნები არ ნიშნავს ვერ ვამჩნევ.. შემდეგისთვის სანამ აზრს იკითხავ, კითხვას დასვამ, კარგად დაფიქრდი ნამდვილად გინდა თუ არა პასუხის მიღება, რადგან ვერ შეგპირდები მოგეწონება რასაც მოისმენ..
. . .
მთელი გულით იცინიან, არა მთელი გულით დამცინიან მე და ჩემს მოუხელთებლობას.. ეს კი მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ ოტია კარგადაა და არაფერი უჭირს..
-როდესაც გეტყვიან რა დაგემართაო, როგორ უპასუხებ..? - კიტა..- ისეთი არაფერი დარია გადმოვარდა კიბიდან, არადა კიბეებიანად და უფს მეც იქვე ვიყავიო..?
-არავისთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ვაი და აუცილებელი გახდა.. -ოტიას რა უჭირს, ხალისობს მათი კომენტარებით, მე ვიკითხო.. არ ვიცი რა უფრო გამაღიზიანებელია, ოტიას სიცილი თუ დანარჩენების კომენტარები მომხდარზე..
-რას ვიზამთ დარო, ამას მხოლოდ შენ თუ მოახერხებდი..-ოლღა..
-ამიტომაც არ უნდა იყო იქ სადაც შენი ადგილი არაა, იმ ოთახში საერთოდაც რას აკეთებდი..?-ჩაეცინა..
-იმდენად აბსურდია პასუხის ღირსიც არაა.. ყავა უნდა დავლიო, ხომ არ გინდათ რომელიმეს..?-ოტია
-მე მინდა..-ჯერ თავად ოტიამ, შემდეგ კი დანარჩენებმაც გადმომხედეს ეჭვის თვალით..- მიდი მიდი, იმედია დიდიხნით არ მომიწევს ლოდინი.. თავი მისკდება..
-ოტიას მომზადებულ ყავაზე თანახმა ხარ..? დარია ხომ კარგად ხარ..?-თინა
-აპარატი ამზადებს, ოტია ხომ არა..სამსალას ჩაყრას ხომ არ გეგმავ..?-ალმაცერად გადმომხედა..-ხედავ არ აპირებს.. ზედმეტად ბევრი მოწმეა..
-მართალი ხარ, როდესაც შანსი მქონდა მაშინ უნდა გამომეყენებინა..
-სამსალა რას ნიშნავს..?
-დარიას ძველი ქართული რით ვერ დაამუღამე კიტა, საწამლავს ხომ არ ჩამიყრისო ანუ..-თინა..
-თქვი ბარემ საწამლავი შე კაცო..
-რაც მომივიდა თავში, ის ვთქვი..
-გონებაში პირველი სამსალა, მოგდიოდეს და არა საწამლავი.. რა ვიცი, რა ვიციო-ამასობაში ოტიამ სამზარეულოში გადაინაცვლა, მალევე დაბრუნდა, თავისი ნაცრისფერი ჭიქით, რომელიც მაგიდაზე დადო, ისევ გაბრუნდა და ჩემი ფერადი ჭიქა ოლღას მიაწოდა, ოლღამ კი მე მომაწოდა.. ეს თავადაც შეეძლო, თუმცა აშკარად ასე უკეთესია..
-დარიუსს მიაწოდე..
-ეს ზედ მეტსახელი საიდან მოიტანე ერთი, ვინ მოგცა უფლება..-თვალებით მის თაბაშირიან ხელზე მანიშნა..
-რამე პრობლემა გაქვს..? - კარგი დარია, ამ ერთხელ გაატარე როგორმე, შენს გამო აქვს ადამიანს თაბშ..
-კი მაქვს.. ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის.. ის შენი კოსტიუმიც ხომ არ მოვირგო ბარემ..
-არ იქნებოდა ურიგო..
-ჯერ კუდბაწარაო, ახლა დარიუსიო, საყვარელი ზედმეტსახელებით განებივრებული ხარ..-კიტა..
-ვერ მოვაშლევინე და მივხვდი აზრი არ აქვს..
-დარიაა, ძალიან გიხაროდა ახალი ფილმი უნდა ვნახო დროში მოგზაურობაზეო, რაო ნახე..?- ჯარჯი
-სრული კრახი, რატომ არ შეუძლიათ, კარგი ფილმების გადაღება დროში მოგზაურობაზე არ მესმის..
-უკვე ნახე ყველა და რეჟისორებს უნდა მივაწვდინოთ ხმა ახალი ფილმი გადაიღონ დროში მოგზაურობაზე.. -კიტა..
-რაც თავი მახსოვს დროში მოგზაურობაზე ობსესიას არ გადაუვლია, ეტყობა თავადაც გკლავს ამის სურვილი, გეტყოდი რა გაქვს სანანებელი, რას შეცვლიდი თქო, თუმცა შენს მთელ ცხოვრებას ერთი მოგზაურობა ვერ უშველის..- ოტიას კომენტარზე გამეცინა..
-ზუსტად ვიცი როდის სად წავიდოდი.. 1997 წლის 23 მაისი, კალიფორნია..
-კარგი ასეთ დელატიზირებასაც არ ველოდით.. და რატომ..?
-fleetwood mac-ი და მათი სიმღერები როგორ მიყვარს ხომ იცით.. დროში მოგზაურობა, შემეძლოს იმ ცნობილ შესრულებას როგორ გამოვტოვებდი.. ლაივში იმღერეს silver springs.. არ მოგისმენიათ.?. ეს შესრულება არც კი გინახავთ..? კარგი ამის ნახვის დრო არ გვაქვს, თუმცა თუ გეცოდინებოდათ, რა მოხდა მათ შორის.. უბრალოდ ჩაწერეთ silver springs fleetwood mac live 1997.. ნეტავ პირველად მოსმენა შემეძლოს.. რაზე ვსაუბრობდით..? აა, გამახსენდა, მოკლედ რომ ვთქვა აუცილებლად მოვისმენდი ლაივში..აუცილებლად.. თქვენ სად რას გააკეთებდით, დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ..?
-ამაზე შენნაირად სიღრმისეულად კი არ მიფიქრია..-თინა..
-კარგი რაა დაფიქრდით.. დავიჯერო არაფერია ისეთი..? რასაც ნანობ..-კიტა.
-ყველაფერს თავისი დრო და ადგილი ჰქონდა, რაღაც სანანებელი გქონდეს გარკვეულწილად პრივილეგიაა..ახლაც შესაძლებლობა მომცენ შეცდომის დაშვების გარეშე ვიცხოვრო..? დასაფიქრებელია..
-კარგი და არ დაბრუნდებოდი ისე მაინც..? ხელახლა შეიგრძნო განცდები..
-მეგობრებო წარსულში ცხოვრება ჩემი არაა, ბედნიერებას მომავალში ვეძებ, ადრე თუ რაღაც კარგი მოხდა, ეს იმას ნიშნავს მომავალშიც მოხდება.. ისე კიდევ თუ დამჭირდა კარგი წარმოდგენის უნარი მაქვს და დროში მოგზაურობა არ მჭირდება..
-ჯარჯ..შენ..?-ვკითხე თუ არა მზერაში ამოვიცანი პასუხი..ნეტავ არ მეკითხა..
-შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებდი..
-რისი..?-ოლღა
-დროში მოგზაურობის, რა თქმა უნდა.. - ჯერ მას ახედა, რომელიც დივნის კიდეზე ჩამოჯდა, მის გვერდით.. შემდეგ მე შემომხედა.. ვანიშნე ყველაფერს მივხვდი და შენს გვერდით ვარ თქო..
-ჩემი ბავშვობა იმდენად მენატრება, არც მაქვს ბევრი ფოტო.. ალბათ პატარა ოლღას მოვინახულებდი..
-ჩემი აზრით, დარიუსი კალიფორნიის ნაცვლად ძველ რომში უნდა გავამგზავროთ.. კოსტიუმს საერთოდ გაჩუქებდი, თუ უკან დაბრუნებაზე უარს იტყვი.. - ყველას გაეცინა ოტიას ხუმრობაზე//
-კარგი შესახედაობის რომაელს თუ ვნახავდი დაფიქრდებოდა კაცი..
-მოდი გავიხსენოთ, დროში მოგზაურობის მანქანა არ გვაქვს და დავბრუნდეთ რეალობაში..
-მოიცადეთ კიტა სად დაბრუნდებოდი..?
-ზუსტად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.. ჯერ-ჯერობით არსად წასვლა არ მინდა..
-ფანტაზია ჩართეთ ხალხო, რა გჭირთ.. - თან გამეცინა თან გავბრაზდი.. საუბრის თემა შეიცვალა, ჩემი ყავის დალევა გავაგრძელე და უკვე წამოსვლისას გავიაზრე, ოტიას პასუხი არ მომისმენია, ნეტავ როგორ გამოიყენებდა დროში მოგზაურობის მანქანას..? თუმცა ალბათ რამე მოსაწყენი პასუხი აქვს, ანდაც საერთოდაც ამაზე არც უფიქრია..
. . .
-თინანო, ჯერ არ გელოდი.. შემოდი. მოიცადე ეგ რა ყუთია.-კიტას კარის ზღურბლს როგორც კი გადავაბიჯე, გამახსენდა რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ..
-როზმარინის ზეთია, გოგონებს დავუმზადე..არც კი მჯერა ამაზე დაგთანხმდი..
-მიბრუნებაზე არც იფიქრო, თანაც შეთანხმება შეთანხმებაა.. მოიცადე ბებიაშენის რეცეპტით და რამე ხომ..? მეც ხომ არ დამიმზადებ..
-თუ გინდა რატომაც არა..
-ერთხელ უნდა დავტესტო აუცილებლად..-თავი დავუქნიე..
-არასდროს არ გამომდიოდა ეს ხატვა, რაც ჩემი არაა ჩემი არაა...
-ჯერ ეს ერთიც, ყველაფერი პრაქტიკა და მეცადინეობაა.. მონდომება თქვი და ისწავლიდი.. კურსების გავლას კი არ გთავაზობ.. ერთი დღე ხატვის თერაპია უნდა მოგიწყო..
-კურსების გავლა მოვინდომო, გამატარებ..?-გამეცინა..
-დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და კურსებზე მერე ვისაუბროთ.. მოიცადე ასე აპირებ ხატვას..?
-რა პრობლემაა..?-ჩემს ტანსაცმელს დავხედე..-ფანქარი დამსვრის..?
-შენ რა გგონია შავი ფანქარი უნდა გამოიყენო..?
-არასწორად გავიგე..?-გაეცინა..სხვა ოთახში გავიდა, შემდეგ კი ტანსაცმლით ხელში დაბრუნდა..-კომბინეზონი და მაისური..?
- დამიჯერე შენთვისვე აჯობებს მოირგო.. თუ არადა შენს საყვარელ კლასიკურ ტანსაცმელს დაემშვიდობე..
-გინდა შემაშინო..? ეგ არც ისე მარტივია.. რა გაეწყობა..-თავადაც არ მჯერა, თუმცა ნამდვილად მოვირგე კიტას მოცემული ტანისამოსი..-აბა როგორია..? მოიცა რა სახე გაქვს.. სარკეში ჩამახედე..
-შენი სტილისგან რადიკალურად განსხვავდება..
-თანაც დიდი ზომაა..
-მხოლოდ ჩემი ტანსაცმელი მომეპოვება სახლში რა გიყო.. მოკლედ წამოდი ჩემი სტუდიაში უნდა შეგაჭყიტო..
-მოიცადე ტილოზე უნდა დავხატოთ..? მეგონა ტილოს დაემშვიდობე..
-უმეტესად ციფრულზე გადავედი, თუმცა არ ნიშნავს ტილოზე უარი ვთქვი.. -ამ ოთახში არასდროს ვყოფილვარ და არც ვარ დარწმუნებული კიტას გარდა ვინმეს შეუდგამს ფეხი.. ჩემდა გასაკვირად მისი სახლის დანარჩენი ნაწილისგან სრულიად განსხვავებულია.. სახლი თუ ფერადია, აქ ნათელ ფერს ვერ დაინახავ.. ოთახი ნახატებითაა გავსებული, თუმცა ნახატები შავ-თეთრშია შესრულებული..
-ძალიან ბევრი ადამიანი.. მათი სახეები დახატული არ გაქვს.. ალბათ რომ დაგეხატა მთლიანად აზრს დაკარგავდა..
-ასე ფიქრობ..?
-თითქოს შუაღამეა და მხოლოდ მათი სილუეტის დანახვაღაა შესაძლებელი.. მათ სახეებს ვხედავდეთ.. ამ უსინათლოობასაც დაეკარგებოდა აზრი..
-სიმართლე გითხრა, არ მეგონა თუ მოგეწონებოდა..
-მაშინ რატომ მაჩვენე..?
-აქ შენთვის ვართ და არა ჩემი ნახატისთვის, მითუმეტეს ამ ნახატის კომპლიმენტებისთვის..
-თუ გეტყოდი არ მომწონს არცერთი შენი შესრულებული ნამუშევარი მეთქი..? ამას მნიშვნელობა არ აქვს..?
-რომც ჰქონდეს მნიშვნელობა, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, არ მოსწონდეთ რასაც აკეთებ.. ამაზე არანაირად არ უნდა იყო დამოკიდებული, პროცესისგან გამოწვეული სიამოვნება დაიკარგება.. და თუ ეს დაიკარგა რაღა აზრი აქვს ..
-შედეგს მნიშვნელობა როგორ არ აქვს.. ?
-პროცესია ყველაფერია, შედეგს ვერ შეედრება.. ეს არ ნიშნავს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, თუმცა მთავარი მაინც ისაა, როგორ მიხვედი იქამდე..დავიწყოთ..?
-რა გავაკეთო..?
-ტილო შენს წინაა.. ფერი აირჩიე..
-ეს რა საღებავია..? დარწმუნებული ხარ რემონტს და კედლების შეღებვას არ აპირებ..? ამხელა საჭიროა..?
-ფერი აირჩიე..
-ამ ოთახში ფერის გამოყენება მეუხერხულება..-კიტას გაეცინა.. ერთ-ერთ ყუთს ხუფი მოხსნა..-მოლურჯო..?
-ამით დავიწყოთ..?
-ჩემი საყვარელი ფერია..
-ვიცი.. გგონია მეგობარს არ ვიცნობ..?
-კი მაგრამ ამაზე არაფერი მითქვამს..
-თქმა საჭირო არ იყო, თვალები მაქვს.. - ერთადერთი საყურე მაქვს მოლურჯო, ისიც ხშირად არ მიკეთია..-მოდი საღებავთან ახლოს, არ იკბინება..
-ნუთუ.. მითითებებს არ მომცემ..?
-ხომ გითხარი პროფესიონალური კურსისთვის ჯერ ადრეა..
-ფუნჯი მაინც მომაწოდე.. ფუნჯს რა არ იყენებ..?
-შიგადაშიგ..
-ფუნჯის გარეშე როგორ ხატავ..?- თითები აათამაშა.. მაგიდას მივუახლოვდი, საღებავს დავხედე..თითები ავათამაშე.. ხელი საღებავში ჩავყავი, რაც შევძელი ამოვიღე, ტილოსთან მივედი..საღებავიანი ხელი შევახე და სადამდეც გამყვა ტილოს სიდიდე და საღებავის რაოდენობა, გადავუსვი..-რას იტყვი..?
-ამაზე უკეთეს დასაწყისს ვერც ვინატრებდი..-იგივე მოძრაობებით აიღო შავი საღებავი და ჩემს მოლურჯოს შეურია..
. . .
-მორზეს კოდი იცი..? - ოტიამ ჩაილაპარაკა შემდეგ კი გაკვირვებულმა ამომხედა
-პერსონაჟმა იცის, რომელზეც ვწერდი, საჭიროდ ჩავთვალე მეც მცოდნოდა..
-რატომ..?
-ვიფიქრე უკეთ შევძლებდი წერას, პერსონაჟის გაცნობას.. უფრო თუ დავკონკრეტდები შემომესწავლა..
-მორზეს კოდი ვერ შემოგესწავ..
-ოტია, ერთი წუთით..- მზერა არ მოუშორებია, ისე უთხრა ახლავე მოვალო..წუთით დაყოვნდა..- ამ სცენაზე რატომ არ დაკონკრეტდი..? მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რომელი ემოცია გვესაჭიროება..
-ვიფიქრე, თამაშისას ემოცია ბუნებრივად მოვიდოდა და ვნახავდით..
-ამ დღეს თუ არ ჩავთვლით, იცი შემდეგი გადასაღები სცენები.. სცენარი გადააკეთე, შენს გონებაში წარმოდგენილი იმპროვიზაციები ამოიღე.. შენიშვნებს გამოგიგზავნი, მეტი კონკრეტიკა, მეტი დეტალი.. - პასუხის გაცემა აღარ დამაცადა, გაბრუნდა იქითკენ, სადაც საჭირო გახდა..
-დარია.. მეორე სართულზეა გადაღების ძირითადი ნაწილი, კიბეზე ჩასვლისას კი დაინახავ, ჩატეხილია.. ფრთხილად იყავი..- სტუდიის გარეთ მიმდინარეობს გადაღება, არ ვიცი ეს სახლი ვისგან იქირავებს, ვინ ცხოვრობს, თუმცა ამაზე ხშირად მეფიქრება ხოლმე.. ახლა კი ვიცი ყველაფერი ოტიას გემოვნებით და ჩემი სცენარის მიხედვითაა განპირობებული.. სად რა დევს, დიზაინი.. თუმცა აქ მცხოვრებ ადამიანს როგორ აქვს მოწყობილი..? ახლანდლისგან რადიკალურად განსხვავებულია..?
ჩემმა ახლო ნათესავმა, შორიდან მოიყვანა ცოლი, ყოველ შესაძლებლობაზე ცოლეულებში მიდიოდნენ და რადგან პატარა ვიყავი და იქ მამიდაშვილის ცოლის ახლობლებთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მეც მივყვებოდი ხოლმე.. რას არ მოვიფიქრებდით ხოლმე, გვიან ღამით რის გამო არ გავსულვართ, ერთად როცა რეალურად საჭირო არ იყო..
არც ბოლო სართულზე, მაგრამ საკმაოდ მაღალი სართულიდან გვიწევდა ჩასვლა, ღამით კი ჩაბნელებულ კორპუსში სინათლე არასდროს მუშაობდა, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებიდან მომავალი სინათლე აუცილებლად მოგჭრიდა თვალს.. როდესაც ყურადღება მალევე გადამქონდა სხვა რამეზე, ღამით საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ფანჯრიდან ვუყურებდი ბინას, თითოეულ ფანჯარას, აივანს.. დეტალებს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი წარმომედგინა, რამდენი ადამიანს შეიძლებოდა ეცხოვრა, როგორი იყო ოჯახის თითოეული წევრი.. ზედმეტად ვუღრმავდებოდი დეტალებს.. შემდეგ ვფიქრობდი ისინი რას იფიქრებდნენ ჩემზე.. აი ზუსტად იმ მომენტში ფანჯარა რომ გამოეღოთ, ჩემთვის შემოეხედათ და დავენახე..
ეს ყველაფერი რას მოვაყოლე..? აა მოკლედ საკმაოდ ადრიანად ვაკვირდები ადამიანებს, ეს ხშირად დაკვირვებას ცდება და დიდი ალბათობით სრულიად სხვა ადამიანად ვაყალიბებ ჩემს გონებაში და იქვე ვაცხოვრებ კიდეც.. ჩემი საყვარელი მომენტია როდესაც წარმოდგენა რეალობას ცდება.. მიყვარს იმედის გაცრუების შესაძლებლობა თუ მეძლევა.. საუკეთესო სცენარით ვხვდები ადამიანს, მიხარია მხოლოდ ჩემი წარმოდგენის ფრაგმენტად თუ არ რჩება..იქნებ ის ადამიანიც გავიცნო აქ ვინც ცხოვრობს..?
-დარია შენ რომ წიგნს დაატარებ ყოველთვის ხომ იცი..? მიდი რა ეგ მოიტანე,
-ოტიამ მოითხოვა..?
-სულ რაღაც ორი წამით ჩანს რა წიგნს კითხულობს და ვერაფერი მოვაწონეთ.. ამ წიგნებს კახის პერსონაჟი არ წაიკითხავდაო..მიდი შენი წიგნი მოიტანე..- ძლივს მოვძებნე ჩემი ჩანთა, მითუმეტეს წიგნი, რომელსაც ყოველი შემთხვევისთვის ვაი და კითხვის შანსი გაჩნდეს თქო თან დამაქვს.. უმეტესად ვერ ვახერხებ თუმცა იმედიც რაღაცაა.. მეორე სართულზე ავირბინე.. ოტიას გავუწოდე..
-ეს რა არის..?-გამომართვა, გადაშალა, დამავიწყდა მთლიანი წიგნი ჩემი ჩანაწერებითაა გავსებული, წიგნის ნახევარი ყავისფრადაა შეფერადებული რადგან ყავა გადამესხა.. ოტიამ წარბები მაღლა ასწია, გადააბრუნა გადმოაბრუნა. შემომხედა..-შენი წიგნია..?
-ჩემია.. კახი.. ეს აიღე..
-”ანტონიო და დავითი “..? სულ მინდოდა წაკითხვა..
- არ წაგიკითხავს..?-გურანდას აღმოხდა გაკვირვება..-მთელი გულით მშურს..
-კარგით გადაღების დაწყებამდე გავიმეოროთ.. მაგიდასთან ზიხარ, კამერა მის გარშემო ტრიალდება, ფანჯრისაკენ იყურები, კამერას ფანჯრისკენ ვატრიალებთ.. სანამ კამერა დაბრუნდება, თან გადავაწყობთ აქაურობას, დროის გასვლის ილუზია უნდა შეიქმნას.. ამიტომაც მოდი გამეორება დავიწყოთ ვინ რას აკეთებს, სად დგას..- სანამ გადაღების დღე დაინიშნებოდა მანამდეც მიმდინარეობდა გამეორება, თუმცა რადგან კიდევ უნდა გამეორება, რაღაცით უკმაყოფილოა..? თუმცა პატარა შეცდომაც და გადაღება ახლიდან უნდა დაიწყოს..ეს კი საქმეს ართულებს..
მე კი ამასობაში ხან გრიმიორს დავჭირდი, ხან გამნათებელს.. ხან ვის და ხან ვის.. მეც დავრბოდი ზემოთ ქვემოთ.. ერთხელ გადავრჩი ჩატეხილ ადგილს, მეორეთაც..მესამედ კი წამაბარბაცა, არ შევიმჩნიე..
ახლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ეს ნახატი, მეორე სართულამდე ავიტანო.. ვითომ არაფერი, ისე დამამძიმა თითოეული კიბის გადალახვაც დიდი საქმეა.. კი მიკვირს რატომ ისმის ხმაური და სიჩუმე რატომ არაა.. ყველა იმდენად გასუსული იყო, ნივთების გადაადგილების მინიმალური ხმის გარდა არაფერი ისმოდა.. ახლა კი საუბარი, ხმაური არ წყდება.. კარის გაღების ხმა გავიგე თუ არა, ოტიაც გამოვიდა.. ჩემი მიმართულებით წამოვიდა.. იმედია ამ თაბაშირიანი ხელით მოხმარებას არ ეცდება.. უცებ ვერ მივხვდი გამომეტყველება რატომ შეეცვალა და ნაბიჯებს რატომ აუჩქარა, შემდეგ განათდა, იმ ჩატეხილ ადგილს ვერ გადავურჩები.. მე კი დავნებდი, კიბეებიდან გადავეშვები, ნეტა ახლა რომელი დაზიანებით მომიწევს საავადმყოფოში წასვლა თქო.. თუმცა ცალი ხელი ნახატზე გამაშვებინა, მისკენ მიმიზიდა და წელზე მომხვია ხელი..
ერთი ხელი თაბაშირში აქვს ჩემს გამო და ახლახან მეორეჯერ მოახერხა ჩემი დაჭერა.. კიდევ კარგი თან არ გადავიყოლე და მეორეც არ დავუზიანე.. ამის გამო მადლობელი ვარ..
მე და ოტიას შორის ნახატია, რომელიც კედლად გაევლო, ამის გამო აღარც მემძიმება დაე მეჭიროს
-არ გაგაფრთხილეს..? თუმცა იმდენი უნდა გამეთვალა შენ მაინც მოახერხებდი თავისთვის რამე დაგეშავებინა..
-ხელი გამიშვი..-მზერა საკუთარი ხელისკენ გადაიტანა, თითქოს ისევ იყოს ჩემი გადავარდნის შიში და სინამდვილეში სამშვიდობოს არ გამოგვიღწევია, ხელი მოადუნა..ისევ მე შემომხედა და თან ხელი გამიშვა..-უკვე გადაიღეთ..?
-რაღაც ისე არ წავიდა და ახლიდან უნდა დავიწყოთ, თუმცა სანამ დავიწყებთ ცოტას შევისვენებთ.. იმდენჯერ გავიმეორეთ, აღარ იციან რას აკეთებენ..
-თავიდან ბოლომდე ასეთ ფილმს გადაიღებდი..?
-უწყვეტი კადრით..? საშინლად რთული იქნებოდა..წარმოდგენითაც კი..
-არადა ზუსტად საშენოა.. ნაბიჯიც კი გაწერილი გაქვს, იმპროვიზაციებს ვერ იტან..
-უწყვეტი კადრით გადაღებულშია უხვად იმპროვიზაციები, რომ იცოდე მაინც და ვინ გითხრა ვერ ვიტან მეთქი, თუ გამოჩნდა ისეთი იმპროვიზაცია, რომელიც ვთვლი ღირებულია დავტოვებ, თუმცა თუ ჩემს ხედვას არ გადმოვცემ, ისე როგორც მე მინდა, ჩემს ყოფნას რაღა აზრი აქვს..?
-იმდენად ჩაკეტილი გაქვს ეს მხარე, არ აძლევ საშუალებას და თუ ფანჯარა არ გააღეს, ხედსაც ვერ დაინახავენ..
-იმპროვიზაციის განმარტება მეგონა იცოდი.. რა ასე უნდა დადგნენ და ახლა რა გავაკეთო სცენარის იქითო მაგაზე დაიწყონ ფიქრი..? არა, ეს მოდის,შუაგულ თამაშში.. - სხვები გამოვიდნენ, პირველ სართულზე აპირებენ დასვენებას..
-ვაი დიაა მაი ნერვარჟი ხიშდრალლ.
-კიდე მე ვთამაშობ შენს ძვირფას ნერვებზე..?-ჩაეცინა..ოტიას აღარც ვაქცევ ყურადღებას, დანარჩენებს ვუყურებ.. თუმცა შეიძლება ორი ფურცლის წაკითხვაც მოვასწრო.. არა ყავს დავლევ დანარჩენებთან ერთად..საერთოდაც აპირებენ ყავის დალევას..? - შენი წიგნი დღეს დაგვჭირდება..? წინააღმდეგი ხომ არ ხარ..?
-თუ მხოლოდ დღეს..
-ზუსტად არ ვიცი, შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს.. რადგანაც უკვე გამოჩნდა დაზიანებული წიგნის ვარიანტი, წიგნს ვერ შევცლი, ყავა გადასხმული, დაჭმუჭნილი..წარწერებით სავსე.. დანარჩენ შესაძლო სცენებში ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორც ამ სცენაში.. თუ სურვილი არ გაქვს მითხარი და ახლავე დაგიბრუნებ..
-არა იყოს, თუ ფიქრობ პერსონაჟს უხდება..
-ხედავ..? სულ კი არ აშავებ რამეს, ამტვრევ, აფუჭებ..
-ზუსტად იმიტომ მოგწონს, რომ “გავაფუჭე”..
-შენი მოუხელთებლობა ხანდახან გამოსადეგია რა გინდა..
-დარია, ყავას გიკეთებ იცოდე.. ორ წუთში ჩამო..-დაბლა გავიხედე..
-მოვდივარ ნუცი..-სანამ შევტრიალდებოდი, ოტიამ ნახატი გამომართვა
-თავს რამეს მოუწევ.. შეგიძლია წახვიდე ამას მე მივხედავ..- ზედმეტი სიტყვების, კითხვების გარეშე გამოვბრუნდი..რაც მთავარია მე აღარ მიწევს ნახატის თრევა.. ახლაც უცებ ჩარბენა მინდოდა, მაგრამ მეთქი დარია მართლა რამე არ დაიმართო თქო და ნელა ჩავიარე კიბეები..
-დარია.. ეს ფურცელი შენს წიგნში იყო და არ დაიკარგოს თქო ვიფიქრე..-კახის გავუღიმე და ფურცელი გამოვართვი.. მაგრამ არ მახსოვს წიგნში რამე ფურცელი ჩამედოს.. ფურცელი გავშალე..-დარია..კარგად ხარ..?
-რა..? კი კარგად ვარ, მადლობა..-ნელი ნაბიჯებით წავედი ნუციკოსკენ..თან ფურცლის ნაგლეჯს ვუყურებ..” სხვის სახლში დაუპატიჟებლად ყოფნას, გიჯობს შენი სახლისკენ გაიქცე.. “
სანამ მოვიფიქრებ რა გავაკეთო, მეზობელი მირეკავს.. ძლივს შევძელი პასუხის გაცემა..
-დარია სახლში ხარ..?
-არა რა მოხდა..?
-კარგა ხანს ისმოდა მსხვრევის ხმა შენი ბინიდან.. ახლა არაფერი ისმის, მაგრამ რა ვიცი შვილო.. გინდა მე ავიდე..? კი ვიფიქრე შევამოწმო რა ხდება თქო, მაგრამ დაუკითხავად ხომ არ შევიდოდი..
-არა არა.. არ გინდათ.. გადმოვარდა ალბათ რამე და.. არა მგონია რამე სერიოზული იყოს.. დავბრუნდები თავად მივხედავ..
-როგორც გინდა ჩემო გოგო. ვინმე ხომ არ შეიპარა.-ტელეფონი გავთიშე..
-ჩემს სახლში ვინ უნდა შეპარულიყო.. დამშვიდდით დარწმუნებული ვარ არაფერია.. რომც ყოფილიყო ვინმე რას იპოვიდა..-ვცადე ხუმრობაში გამეტარა..-მოკლედ მადლობა შემატყობინეთ.. როცა დავბრუნდები მივხედავ..
-შენს სახლში ვიღაც შეიპარა..?-როდის გაჩნდა ოტია ასე ახლოს ვერ გავიგე..
-არა..არა..-კი სახლი გამიტეხეს, წესით უნდა გავრბოდე, თუმცა არ შემიძლია.. იქნებ მელოდება.. ჯანდაბა რა გავაკეთო..?
-დარწმუნებული არ ჩანხარ..
-მნიშვნელოვანი არაფერია.. ნუციკო ყავა მზადაა..?
-ინებე სიხარულო..- გავუღიმე და გამოვართვი.. კარგი დარია, მომხდარს აღარაფერი ეშველება, ნერვიულობას აზრი არ აქვს.. ახლა მხოლოდ აქაურობაზე კონცენტრირდი, სახლში წასვლაზე, ძილზე და დანარჩენზე ფიქრი მერეც გეყოფა.. ნერვიულობა გადავდოთ..
-ოტია შენ არ გინდა ყავა..?
-თუ არ გეზარება დავლევდი..მადლობა..-დანარჩენებმაც გაიმზადეს რაც სურდათ და ყველამ ერთად დავიწყეთ დალევაც და ბაასიც..
-გადაღების მერე არ წავიდეთ სადმე..?
-რამის თავი თუ გვექნება..- დროც გავიდა და გადაღებაც დაიწყო.. რამდენჯერმე გაჟღერდა ის სიტყვა, რისი მოსმენაც არავის სურდა “თავიდან” რადგან სულ რაღაც ხდებოდა.. თუმცა მაინც მივედით სანატრელ შედეგამდე..
-მეგობრებო ყველას დიდი მადლობა დღევანდლისთვის.. კარგად ვიმუშავეთ.. ვიცი რამდენად დაღლილები ხართ და აღარც შეგაყოვნებთ.. ვეცადოთ ძალები აღვიდგინოთ.. მალე შევხვდებით..- იმდენად დაღლილია ყველა, სადმე გასვლა აზრადაც აღარ მოსვლია არავის.. მალევე დავტოვეთ ეს შენობა..ადგილი და ყველა თავის გზას გაუყვა..
ისევ ოტიასთან ერთად მიწევს მგზავრობა, ამჯერად ჩვენთან ერთად სამი კაცი მგზავრობს, ჯერ მათ მივიყვან და შემდეგ შენო მითხრა სანამ ისინიც მოვიდოდნენ..
-ის ნახატი, რომ გეჭირა ისეთი ლამაზი იყო და ისე მოგიხდა.. ნეტავ სახლში წაგეღო..
-სიამოვნებით, თუმცა რაც ჩემი არაა, არ გამოდის.. მოიცადე გიხდება რას ნიშნავს..
-შენ გგავდა, არც კი ვიცი როგორ ავხსნა
-იმ ფოტოგრაფერს ხომ არ გულისხმობ.. ზუსტად არ მახსოვს.. სტეფან..დრაშ..დრაშანი.? არც კი ვიცი სწორად ვამბობ თუ არა.. მუზეუმში კონკრეტულ ნახატს დარაჯობდა, შემდეგ კი ელოდებოდა ისეთ დამთვალიერებელს, რომელიც ამავე ნახატს ჰგავდა და ფოტოს იღებდა..- ძალიან მიყვარს ამ ადამიანის გადაღებული ფოტოები, ასევე გამახსენდა
-მაგ ადამიანზე არც კი მსმენია თუმცა დაახლოებით ეგ აზრი იდო ჩემს სიტყვებში
-stefan draschan : double take.. მსგავსი ფოტოების მთელი სერია აქვს.. - თავიდან გამიკვირდა, თუმცა ოტიამ ამაზე იცოდეს პრინციპში რა გასაკვირია..- იმ ნახატს დარია არანაირად შეესაბამება.. ერთობაში არ მოდის..
-ვითომ რატომ..ძალიანაც ლამაზი ნახატი იყო და დარიაც ულამაზესია..
-რაღაც აკლდა.. დარიამდე.. -ყველა მიიყვანა დანიშნულების ადგილამდე, ისე არ მინდა მისვლა ამას ისევ ოტიას გვერდით მირჩევნია ყოფნა.. ის ადამიანი ამდენი ხანი არ დამელოდებოდა ხომ..? ახლა ავალ და სახლში არ იქნება.. რამე წაიღო..? თუმცა ჩემ სახლში რაა წასაღები.. რისი ხმა გაიგო მეზობელმა..? პირველად არ მინდა სახლში მისვლა ასე ძალიან..
-დარია..დარიაა..დარია..
-მე..უკვე მოვედით../? მადლობა მოყვანისთვის..
- ” სხვის სახლში დაუპატიჟებლად ყოფნას, გიჯობს შენი სახლისკენ გაიქცე.. “ ..-გადასასვლელად მოვემზადე, კარგი გავაღე..და ამ სიტყვების მოსმენისას გავიყინე.. ვერც მისკენ ვტრიალდები და ვერც გადავდივარ..-შეგიძლია კარები დაკეტო..?
-შენ საიდან გაიგე..?
-წიგნი თავად მომაწოდე არ გახსოვს..? როცა გადავშალე მაშინ დავინახე ფურცელი, ყურადღება არ მივაქციე შენი მეგონა.. შემდეგ კახის გადაღებისას ჩამოუვარდა, მე გამოვართვი და სანამ გვერდით გადავდებდი დაკეცილი ფურცელი გაიშალა..მაშინ წავიკითხე..
-ვიღაც დამემუქრა.. ისეთი არაფერია..
-დარია სულ გადაირიე ხომ..? შენ მუქარას ეხუმრები..? შენი მეზობლის ზარსაც მოვკარი ყური, რომ იცოდე.. ასე უბრალოდ ადიხარ სახლში..? არ გამეგონა, ჩვეულებრივ წახვიდოდი ვითომ არაფერი მომხდარა..?
-მუქარაა ალბათ ვიღაცამ ცუდად..
-მატყუებ კიდეც..?
-რას ნიშნავს გატყუებ კიდეც..- კაბინა ჩამოწია.. ფურცელი გამომიწოდა.. იგივე ხელწერა
-მარტო შენ არ გემუქრებიან დარიუსს..
-ერთი წუთით..მოიცადე.. არა.. გინდა მითხრა შენც, ზუსტად..არა..-მანქანიდან გადმოვედი..ოტიაც გადმოვიდა..-მეგონა მარტო ვიყავი..
-სანამ რამეს არ დაგიშავებდა, ასე ბედნიერად უნდა მიგეღო მუქარები..? რატომ გაჩუმდი..
-ვის რას ეუბნები.. შენც არ გითქვამს არავისთვის არაფერი.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ახლაც არ ვიცი..
-მხოლოდ მუქარას აღარ ჯერდება..
-შენი აზრით ისაა..?
-დანაშაული არ დაუმტკიცდა..
-მოიცადე მას არ თვლი..?
-ეგ არ მითქვამს.. რომც მეგონოს ვერაფერს დავამტკიცებთ.. ხელთ არაფერი გვაქვს..
-სხვას ვის უნდა უნდოდეს ფილმის გადაღება ჩაიშალოს..? ერთადერთი ახნა ესაა..
-წარსულს არაფრის დიდებით მოეშვი, მაგ შენი ნაცარქექიაობით სადამდეც მივდივართ ფაქტია.. გგონია ვისზე დაყრდნობითაც.. არა, ვისზეც ეს სცენარი დაწერე, იმათ ყურამდე არ მივიდოდა ეს ამბავი..? გგონია ვინმეს აწყობს..?
-შენ რა გგონია მე მინდოდა..? მე მინდოდა ეს ფილმი გადაღებულიყო მითუმეტეს შენი ხელებით ოტია..? უკანასკნელი რასაც ვისურვებდი ეს იყო..
-რა შეიცვალა..?
-მე მეკითხები რა შეიცვალა..? თავად დამთანხმდი, შენი დარწმუნებაც არ მომიწია.. ასე უბრალოდ..-მისი ნათქვამი გამახსენდა..-ხომ მითხარი უბრალოდ არაფერი ხდებაო..
-თუ ის გვემუქრება ვინც გვგონია, ასე უბრალოდ არ დაგვემუქრებოდა, გამოდის ჩვენში საფრთხეს ხედავს.. გამოდის სულ მცირე შანსი მაინც არსებობს ამასობაში ვინაობა გაამჟღავნოს ყველასთვის.. არაფერი ჯდება ლოგიკაში.. არც კი ვიცი.. აქამდე რაც ვცადე არაფერი გამოვიდა..
-წერის დროს, წამიერადაც არ გამიფიქრა, სცენარი ფილმად იქცეოდა.. . ჩემი სიმწრით ადუღება, დაუფიქრებლად გადავასხი ფურცელს, რომელიც წესით უნდა განადგურებულიყო.. არ მეგონა თუ გაუძლებდა.. სხვის დასჯაზე კი არა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი..
-სხვები ასე არ ფიქრობენ.. ყველაფერი ზედმეტად საეჭვოა.. აქ საუბრის გაგრძელება არ ღირს.. საერთოდ არ უნდა დაგვეწყო..წამოდი..
-ჩემს სახლში მეპატიჟები..?
-თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რასაც მთელი დღე გაურბიხარ..- მალევე გადავინაცვლეთ ლიფტში..
-ახლა რა დენი გაითიშება.. ჩავვარდებით..რამე ესეთს არ ელოდები..? - ასეთ მომენტში შეიძლება მომესმინა, ზედმეტად ბევრ ფილმს უყურებო, თუმცა ჩემს გვერდით მდგომმა რეჟისორმა, ეს მითხრას, ცოტა უხერხული ხომ არაა..?
-შენთან ამაზე უარესის მოლოდინში ვარ ყოველთვის..მე მივეჩვიე უკვე და ამდენი ხანია საკუთარ თავთან ხარ.. შენ ვერ მიეჩვიე..?
-თუ..
-არ გინდა.. ისედაც იმაზე მეტი ვისაუბრეთ არა საჭირო ადგილას..
-ჩემს სახლს თვლი უსაფრთხო ადგილად..?
-ვინ გითხრა შენს სახლში ვაპირებდე ბასს..-კიდევ დავაპირე რაღაცის თქმა და გამაჩერა..-შენს სართულზე ვართ.. გასაღებით გაღება არ კმარა უნდა შეაღო კიდეც..
-ნუთუ.. მოდი შენ შეიჭყიტე და შემამზადე..
-იმაზე უარესი რა უნდა იყოს, რაც წარმოიდგინე ამ საათების განმავლობაში..? მიდი კარები შეაღე და შედი..-მის სიტყვებს მივყევი.. ნელა მივაბიჯებ..მორჩა დარია თვალები გაახილე, რაც არ უნდა იყოს გაუმკლავდები.. თვალებს ვახელ..- ამას ნამდვილად არ ველოდი დარიუსს..
-ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში დავტოვე, როგორც ახლა ხედავ..-მისკენ მივბრუნდი..-ეს უფრო მაშინებს..
-დარწმუნებული ხარ..? ეს რა არის..?
-ოღონდ ეს არა.. -რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დაბლა დავიხარე..ნამსხვრევებისკენ წავიღე ხელი.. იმდენად დამსხვრეულია, რომ არ იცოდე რა იყო ვერც მიხვდები..
-ემილისგანაა არა..?
-მის სიკვდილამდე ცოტახნით ადრე მაჩუქა..
-ხელი არ შეახო, მე ავიღებ..- სამზარეულოში გავიდა და პარკში ჩაყარა..
-არ გადააგდო..
-არც მიფიქრია..-კარების გაღების ხმა გაისმა.. ერთმანეთს გავხედეთ..
. . .
-ადგილს თუ გავითვალისწინებთ, კი შემოგთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, თუ სხვა რამ გსურთ არაა პრობლემა, უბრალოდ რაც უფრო მალე მეცოდინება, შემეძლება თადარიგი დავიჭირო და მასალაზე ვიზრუნო..
-ერთი ვარიანტიდან რაღაც მომეწონა, მეორიდან სხვა რაღაც და არ ვიცი რამდენად კარგი გამოვა.. ვიცი გაწვალებ თინათინ მაგრამ..- ჩემს მაგივრად დათის გახედა..დათიმ კი მზერა მე მომაპყრო..
-მაგაზე არც იფიქრო, აქ ზუსტად მაგისთვის ვარ, პირიქით უნდა მითხრა რა მოგწონს და რა არა, შენნაირი ადამიანებით მოხიბლული ვარ,ზუსტად იციან რა სურთ და ამის გაჟღერების არ ერიდებათ..-საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, შეხვედრის დასასრულამდე ძლივს მივაღწიეთ.. ეს უხერხულობა შემჭამს სადაცაა
-ჩასწორება შემეძლება ხომ..?
-დღეს საღამოსვე გამოგიგზავნი მაქსიმალურად მიახლოებული ფოტოს, ამ ყველაფრის მიქსი, როგორი შეიძლება გამოვიდეს.. თუ რამე არ მოგეწონება, ჩავასწორებ..
-ხედავ რა კარგია, შენი წამოსვლა..? შენს გარეშე გამიჭირდებოდა, ახლა ნაკლებად დავიზაფრე მოგეწონება არჩევანი თუ არა..
-ემთხვევა ჩვენი გემოვნება და არ იქნებოდა პრობლემა, თანაც მინდა ზუსტად ისეთი დღე გამოვიდეს როგორსაც ნატრობ, თუმცა თუ ეს დაგამშვიდებს..აქ ვარ..
-დარწმუნებული ვარ საბოლოოდ ორივე კმაყოფილნი დარჩებით..
-თქვენში დარწმუნებული ვარ თინათინ, იმდენად რთული იყო თქვენთან ჩაწერა, როგორც მითხრეს ვიღაცამ თანამშრომლობა შეწყვიტა და ამიტომ მოვახერხეთ, თორემ კიდევ თვეები შეუძლებელი იქნებოდა..
-ქორწილი ჩაიშალა..
-რას ამბობთ მართლა..? ნეტავ რატომ..?
-არ ვიცი, რაც ჩემს საქმეს არ ეხება, არ ვერევი..
-სულ მეშინოდა მსგავსი რამ არ დამმართოდა.. თუმცა ყველა შიში გამიქრო შეხვედრის დღიდან..
-ჩემი მხრიდან გპირდებით ყველაფერი იდეალურად იქნება..
-თინათინ, გულწრფელად უნდა გითხრა თავიდან ვორჭოფობდი შენს ორგანიზატორობაზე, ძალიან კი მინდოდა შენ დაგეგეგმა, თუმცა თქვენს წარსულ ურთიერთობას თუ გავითვალისწინებთ, მაინც მაფორიაქებდა ეს საკითხი.. მალევე დავრწმუნდი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ისედაც დარწმუნებული ვარ თქვენსა და დათის შორის არაფერია, თუმცა კიტას გაცნობის შემდეგ იმაშიც დავრწმუნდი, თქვენც დაასრულეთ ყველაფერი..
-ასე რომ არ იყოს დამერწმუნეთ ახლა აქ არ ვიქნებოდი.. არ მიყვარს პირადის და საქმის არევა, თუმცა არც დაწყებულის მიტოვება მჩვევია..თქვენ თუ რაიმე სახის პრობლემა არ გაქვთ ან გექნებათ მე მხოლოდ ჩემს საქმეს შევასრულებ, თუ მოხდა და მე აღარ გინდოდეთ მყავს გამოცდილი თანამშრომლები, რომელიც საქმეს გადაიბარებენ და დამერწმუნეთ საუკეთესოდ გაართმევენ თავს..
-არა რას ამბობთ, ან თქვენ ან არავინ..
-კარგით მაშინ დაგემშვიდობებით..-ვდგები.. ამ დროს კი ვხედავ კიტას, რომელიც მეორე სართულიდან ჩამოდის..როგორც ჩანს მარტო არაა, გოგო მოჰყვება თან.. კარებს უახლოვდებიან, კიტა უცინის და შემდეგ მოულოდნელად მე შემომხედა..მზერა ისევ იმ გოგოსკენ გადააქვს, ემშვიდობება და ჩემკენ მოდის..
-თინანო, უკვე დაასრულე..? -წელზე მხვევს ხელს და ლოყაზე მკოცნის..თან მეჩურჩულება-მეჩვენება თუ თვალებით ახლახან დახმარება მთხოვე..
-არ მოგეჩვენა ძვირფასო..
-ბატონო კიტა როგორ გიკითხოთ..?- ფეხზე დგება და კიტას ესალმება.. დათი თავის დაკვრით და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლება..
-კარგად მადლობა, გამიხარდა თქვენი დანახვა.. აბა როგორ მიდის საქმეები..?
-როდესაც თინათინია ჩემი ორგანიზატორი საწუწუნო არაფერი მაქვს.. ჩვენ გვეჩქარება დაგტოვებთ..-კიტა ემშვიდობება, ისინი კი მიდიან..
-ხედავ თინანო..? ძალიან მარტივი იყო..
-რა იყო მარტივი..?
-დახმარების თხოვნა, რაო დაიქცა ქვეყანა..?
-თითქმის..
-რა შეიცვალა..? შენ ხომ აპირებდი თქმას მე და შენ ერთად არ ვართ და ის დღე მხოლოდ გაუგებრობა იყო..
-ახლახან ახსენა რამდენად ამშვიდებს ის ფაქტი, მე და შენ ერთად ვართ.. აღარ მინდა საქმის გართულება, ქორწილი გადავაგორო როგორმე.. შენ რომ დაგინახე.. მოიცა მზერაში როგორ ამოიცანი დახმარებას გთხოვდი..?
-ამდენ წლიანი.. ცნობა ერთმანეთისა, გვაძლევს ამის საშუალებას..რა მომენტში, რას რატომ როგორ.. უკვე ხვდები ყველაფერს..
-აქ რას აკეთებდა კიტა ტურაშვილი..?
-შენი გავლენაა როგორც ჩანს, აბა საქმიანი შეხვედრა მეც აქ რატომ დავგეგმე..?
-საქმიანი..? -გაკვირვებულმა გადმომხედა..
-რა გეგონა, პაემანზე ვიყავი..?
-რატომაც არა..
-ასე მივატოვებდი გგონია..?
-არ ვიცი რა უნდა მეგონოს, პაემნებზე კი არ დაგყვები..
-ეგ უკვე ჩემი შეცდომაა, მართალი ხარ..
-რა..?-გაეცინა და მიბიძგა წინ წავსულიყავი მხოლოდ ამ მომენტისათვის ვიაზრებ წელიდან ხელი არ მოუშორებია.. კარებს აღებს, მატარებს..
-ახალ წიგნზე ვიწყებ მუშაობას..
-ამიტომ ხარ გახარებული..?
-ძალზედ სასურველი პროექტია.. ხელში ჩავიგდე ფაქტობრივად..
-მიხარია..
-შენ რამ მოგაწყინა..? ამდენად გიმძიმს ქორწილის დაორგანიზება..?
-ქორწილი რა შუაშია.. ჩემები ჩამოვიდნენ
-აკი დაბრუნებას აღარ აპირებდნენ..
-მაგათ რას გაუგებ.. სადაცაა ჭკუიდან შევიშალო..
-წამოდი..
-სად მეპატიჟები..?
-სახლში წასვლა ხომ არ გინდა, ჰოდა არ წახვალ..ისე როგორ მოხდა შენ თავისუფალი დრო გამოგიჩნდა..?
-ყველაფერი ადრიანად მოვაგვარე, ჩემების ამბავი ხომ იცი.. ათასი რაღაც უნდა დამავალონ, ყველაფერი ახლა მოუნდებათ.. წინასწარ შევემზადე მსგავსი სიტუაციებისთვის..
-ჯერ არ გირეკავენ დავიჯერო..?
-ისვენებენ.. გაიღვიძებენ, გამოფხიზლდებიან.. შემდეგ მომიკითხავენ..
-მანქანა სად გააჩერე..?
-მათ დავუტოვე..-ზარი გაისმა და გავაგონე..-ფერების კომბინაცია არ მომწონს და რა ვაჩვენო გამაგებინე..არა..არა.. არ მაინტერესებს დრო თუ ცოტაა დარჩენილი, მოაგვარეთ როგორმე.. რისთვის დაგტოვე მანდ.. ამას მიხედე და შენს დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით..
-რა მკაცრი უფროსი ხარ თინანო..
-საქმეს სჭირდება.. მაიძულებენ თორემ მე კი არ ვკვდები შენიშვნების მიცემის სურვილით.. რამდენჯერმე არ უნდა გესაჭიროებოდეს გამეორება, პირველივეზე თუ არა, მეორეზე მაინც ითვალისწინებდნენ ნეტავ, რამდენ დრო დამაზოგვინებდნენ ვინ იცის..
-არ ფიქრობ ზედმეტს ითხოვ..?
-ყველაფერს ვაცნობ რისი გაკეთება მოუწევს, რა სიტუაციებთან გამკლავება, საცდელი პერიოდით და რა ვიცი კიდევ.. სანამ სამსახურს დაიწყებენ, იციან ზუსტად რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ.. არ უნდათ და გზა თავისუფალია..
-წამოდი წამოდი.. ჩემი მანქანა აქვეა..
-არ გქონდა შენ იმ გოგოსთან საქმე..? დარწმუნებული ხარ გცალია..?
-სხვას ეუბნები გამეორება არ უნდა სჭირდებოდეთო და შენვე, რომ გჭირდება ეგ არაფერი..?
-რა შუაშია..?
-შენთვის შენთან სულ მცალია თინანო.. ამ წვრილმანებზე დარდს კი გირჩევნია მანქანაში ჩაჯდე..-კარი გამოაღო და მანიშნა დავმჯდარიყავი.. მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე..
-რატომ შეწყვიტე საუბარი..?
-ქე ვიცი როგორ გიყვარს ჩემი მოსმენა მაგრამ, სულ ტელეფონზე ხარ ჩამოკონწიალებული, სანამ ეს სიმშვიდის შესაძლებლობა გვაქვს, ისე ვიმგზავროთ, როგორც ამჯობინებ..
-რა იცი მე რას ვამჯობინებ..?
-არ გიყვარს საუბარი მგზავრობისას, შესაბამისი მუსიკის დართვისას მითუმეტეს.. თუ ვცდები მითხარი.. მე საუბარი კი არ მეზარება..-გამიღიმა
-შენ შეგიძლია მესაუბრო..უბრალოდ კი არ შეგიძლია ასე ვამჯობინებ კიდეც -გამომხედა, იშვიათად მინახავს კიტა ტურაშვილი დაბნეული, ამ წამს შეეტყო რამდენად არ ელოდა ჩემს ნათქვამს..
-ამას… მე.. -ამ დროს მომივიდა მესიჯი დედაჩემისგან..
-ჯანდაბა..
-რა მოხდა..?-ტელეფონი მასთან ახლოს მივიტანე..-ყველაფრის სიაა რაც დღეისთვის უნდა გავაკეთო.. მგონი იქ მხოლოდ იმიტომ გაჩერდნენ ამდენი ხანი, ამ სიას ადგენდნენ..
-რაც დღეისთვის უნდა გავაკეთო..თ ჩემო თინანო..
. . .
-დარია სულ გადაირიე ხომ..? შენი აზრით ეს ყველაფერი ნორმალური იყო და ყურადღება საერთოდ არ უნდა მიგექცია..?
-როცა გაჟღერდა, რამე შეიცვალა..?
-შენ არაფერიც არ გაგიჟღერებია, ჯერ ეს ერთიც, ესეც შემთხვევით გავიგონე, შენი შეცდომაა..
-მე მედავები, თავად თქვი რამე..? წერილებს შენც იღებდი.. მე კარგი, სულ გადავირიე და გადავედი ჭკუიდან, საკუთარ თავზე იტყვი რამეს..?
-მეგონა მხოლოდ მე მერჩოდა..
-წარსული გაქრა შენი მეხსიერებიდან..? სულ დაგავიწყდა იქ მეც ვიყავი..? ამდენი ხანი ზუსტად ეს მაშინებდა, თუმცა ყველანაირი რისკის მიუხედავად, ვიფიქრე დრო იყო ყველას გაეგო სიმართლე..
-სანამ დავთანხმდებოდით, ორივემ კარგად გავიაზრეთ რა შეიძლებოდა ამ ფილმის გადაღებას მოჰყოლოდა.. თურმე ვცდებოდი.. არ მეგონა ამდენად მალე თუ გადმოვიდოდა შეტევაზე..
- კიდევ დაფიქრდი, რაც გინდა ის გააკეთე, შენ რომც უარი თქვა ამ ფილმს მაინც გადავიღებ, ყველაფრის თავიდან დაწყება რომც იყოს საჭირო მაინც..
-შენ რა გგონია შენს სცენარამდე არაფერს ვაკეთებდი..? იცი რამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დამემტკიცებინა..რაც მოხდა იმ ღამეს..? გგონია ეს პირველი მუქარებია..?-მაგიდაზე მიმოფანტულ წერილებზე მანიშნა..- აქამდეც მიმიღია, ზუსტად მაშინ როდესაც ახლოს მივდიოდი, რაიმეს გაგებასთან.. თუმცა აქამდე ზიანის მოყენება არავის უცდია.. არ ვიცი რა შეიცვალა..
-მხოლოდ ის ენიშნებოდა, მე და შენ ერთად მუშაობაზე დავთანხმდით.. არ იცის რას ელოდოს ჩვენგან, როცა ერთ მახრეს ვიბრძვით... ნუ ესე ჰგონია ალბათ, არ ვამბობ მე და შენ..
-სხვა გზა არ გვაქვს დარია, მისი იმედები ნაწილობრივ უნდა გავამართლოთ..
-რას გულისხმობ..?
-ჰგონია ძალები გავაერთიანეთ..? ასეც უნდა მოვიქცეთ.. ისე ჩვეულებრივ ვეღარ გავაგრძელებთ გადაღებებს, ვითომ არაფერი ხდება, მითუმეტეს კიდეც შეიძლება რამის მოწყობა და ზიანის მოყენება მინდომოს..
-უნდა დავჯდე.. ამას მართლა ვაპირებთ..? მე და შენ ერთ გუნდში წარმოგიდგენია..? აბსურდი, მარაზმი.. იქნებ ასე უფრო გავაფუჭოთ ყველაფერი..
-სადაც ფილმზე მუშაობას ვახერხებთ, ამასაც მოვახერხებთ როგორმე.. დამეგობრებას არც ველი და არც მაქვს სურვილი, თანაც ორივემ კარგად ვიცით რეალურად ეს რას მოემსახურება - გარშემო მიმოვიხედე..
-არც შენი სახლი მგონია მთლად უსაფრთხო იყოს..
-ჩემს უსაფრთხოებაზე იმაზე მეტად ვზრუნავ ვიდრე შენ.. ესეც უნდა შევცვალოთ.. კამერა, განგაშის სიგნალი, საკეტი.. რაც საჭირო გახდება ყველაფერზე ვიზრუნებ..
-შენ ?
-შენ რამე გაგეგება..? ეს უკვე გამიკეთებია..- გავიდა და ჩემი ყავის ჭიქით დაბრუნდა..არც მითხოვია, არც შემოუთავაზებია, თუმცა უკვე გამზადებულ გემრიელ ცხელ ყავაზე რომელი ნორმალური იტყვის უარს.. ჩემგან ცოტა მოშორებით ჩამოჯდა და დივანს მიეყრდნო.
-უცნაურია..
-რა არის უცნაური..?
-რამდენი სცენარი წარმოვიდგინე, თანაც ყველაზე საშინელი, თუმცა ვერცერთი მაიძულებს უკან დახევას.. არადა იმდენად მეშინია გაგრძელებაზე აღარც უნდა ვფიქრობდე..
-რომ არ გეშინოდეს ეგ იქნებოდა ლოგიკიდან ამოვარდნილი..
-შენ არ გეშინია..?
-რა აზრი აქვს.. რამეს ვუშველი რომც მეშინოდეს..?
-შიში ოხერიაო თქმულა..
-აზროვნების უნარს გართმევს, თუ მაინც ხვდები სახიფათო სიტუაციაში.. მოკლედ მირჩევნია მეტი შანსი მქონდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად..
-ნდომაზე რომ იყოს მარტივად ვიტყოდი უარს, ჩემზე არაა დამოკიდებული.. კარგი ამას დიდად არ აქვს მნიშვნელობა..
-მარტივად არა, მაგრამ შეგიძლია მინიმუმამდე დაიყვანო, შენს თავზე საკმარისად თუ იმუშავებ..
-მე მინდა მეშინოდეს არაა..გგონია ამაზე არ ვმუშაობ..?
-არაფერს ვამტკიცებ დარიუს..თუმცა საკუთარი თავი გემძიმება ხელში ასაყვანად..
-შენ რა იცი ჩემი სიმძიმე, როდის დამიჭ..- მისი შეხვეული ხელისკენ გამექცა მზერა და დავაპაუზე.. არადა რაღაც კუთხით მართალია, მხოლოდ მე მემძიმებოდეს ჩემი თავი კიდევ აიტანდა კაცი.. ჩემი არსებობა ადამიანის ცხოვრებაში, ნიშნავს ტვირთს..არა ყოველთვის, მაგრამ რამდენადაც არ უნდა ვცდილობდე კარგი გავაკეთო, დავეხმარო, რამდენადაც კეთილი განზრახვა არ უნდა მამოძრავებდეს ყველაფერს ვაფუჭებ ხოლმე, ჩემი სიმძიმეებით.. რამდენჯერ მინატრია სიმსუბუქე.. სიმარტივე.. სიმშვიდე.. შავი ხვრელივით ვიზიდავ არასასურველს.. არც მსუბუქი ვარ, არც მარტივი და ვეღარც მშვიდი..
-მძიმე არ ხარ, უაზროდ იმძიმებ არასაჭირო ტვირთით თავს..- ტელეფონს დახედა.. გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ კარგი არაფერია..-კიტას შემოუკრებია ყველა და აქ მოდიან..
-და მე აქ დავხვდე..? არ ეუცნაურებათ..? ახლა ხომ არ წავალ.. თუ მეტყვიან..
-კუდბაწარა, ჯერ ეს ერთიც შენს აქ ყოფნაში არ.. არა მართალია უცნაურია, თუმცა დიდად მნიშვნელობა არ აქვს.. ჩვენ ხომ საქმე გვაერთიანებს.. ნაკლებად უცნაურს ხდის..
-იმედია ამ თემაზე არაფრის თქმას არ აპირებ მათთვის..
-არაფრის მომცემი ნერვიულობას და ფორიაქს ვერიდები.. მეტად არ უნდა გავრცელდეს, რაც ნაკლებს ეცოდინება, უკეთესია..სანამ ისინი მოვლენ, შენი ბინის გასაღები დამიტოვე..ასე რატომ მიყურებ.. ხვალ, მაქსიმუმ საღამოს ჩაგაბარებ, მანამდე დარჩი რომელიმესთან..
-მაგ ხელით რას გააკეთებ ერთი..
-ხვალ დილით ვიხსნი თაბაშირს .. რომც არ ვიხსნიდე, არც ეგაა გამოუვალი სიტუაცია.. -გასაღები ამოვიღე, ჩემი უზარმაზარი ყველაფერჩიკი ჩანთიდან.. მაგიდაზე დავდე და მისკენ გავაცურე.. გასაღების ასხმას ალმაცერად შეხედა პატარა დათუნია პედინგტონთან და უამრავ ბრელოკთან ერთად..
-სახლის გასაღები ესაა.. გაუფრთხილდი..
-რომც მინდოდეს ფიზიკურად ვერ დავკარგავ.. მაგაზე არ იდარდო..
-აბა შენნაირი მოსაწყენი გასაღები მქონოდა..?
-რა დანიშნულებაცაა აქვს, არაფრის მომცემი ბრელოკების გარეშეც მშვენივრად ასრულებს..-კარზე ზარის ხმა გაისმა და თან გაიღო კიდევაც..
-ოტიაა, მოვედით..
-დარია..? ჩატი არ გინახავს, მეგონა ვეღარ მოახერხებდი..
-მოვახერხე..
-მოიცადე შენ რა ყავის დალევაც მოასწარი..? ყოჩაღ შენ..- თინა
-ცოტა ადრე მოგიწია მოსვლა..?-ჯარჯის თავი დავუქნიე.. გონებაში მადლობა გადავუხადე უნებლიე გადარჩენისთვის..
-ჰო და ჩემო ძვირფასებო.. რა გავიგეე..- ოლღას შევხედე და გამეცინა, ახალი ამბავი აქვს, ან მეზობელზე ან ნათესავზე..რას ვიფიქრებდი ოლღას ჭორებს თუ ოდესს გულს გადავაყოლებდი..
- მე გაგიკეთო ? ადექი და გაიკეთე, გეხათრება თუ რა..?
-შენ შემთხვევით, თაბაშირი ხომ არ აგივარდა თავში..?- კიტა
. . .


სადღაც წარსულში.. ვანილის ექსტრაქტი


-ნაყინი ხომ არ..
-ეგ სცენა საერთოდ გადასაღებიც არაა მე თუ მკითხავ... დროს დავკარგავთ..
-მაინცდამაინც ამასთან ერთად რატომ გამანაწილეს..-ოტია
-ისედაც ჩახლართულია, ეს სცენა კიდევ უფრო დამაბნეველი იქნება..
-სწორი ინტონაცია გვაქვს დაჭერილი, ამ გზას უნდა გავყვეთ.. თანაც აუცილებელი არაა ბოლომდე გაიგონ..
-მაყურებელმა თუ ვერ გაიგო, რა აზრი აქვს..?
-ბავშვებო..-ემილი
-შენს ცხოვრებაში მომხდარი ყველაფერი გასაგებია, თითოეულ მოვლენას, გრძნობას სახელი აქვს.. ? ხანდახან მხოლოდ განცდები რჩება..
-აქ მთავარი..
-ზუსტად შეიძლება გახსოვდეს ვიღაცამ გაწყენინა, თუმცა წყენის მიზეზი ვერ გაიხსენო.. ადამიანის გონება უცნაური რამეა.. დაე იყოს დამაბნეველი, სამაგიეროდ ეს მაყურებელს დააინტერესებს, პერსონაჟთან ერთად გაივლის გზას, მათ გვერდით.. ზემოდან კი არ დააკვირდება, ზუსტად იცოდეს, სად არის ჩიხე და სად გასასვლელი..
-მომაქციეთ ყურადღება დავიღალეე..-ემილის გავხედეთ..- უკვე საათებია რაც აქ ვართ.. აქ გაჩერებას აზრი აღარ აქვს.. ხვალ შევიკრიბოთ.. დასვენებულ გონებაზე.. საცაა გადაღებები დაიწყება, თქვენ თუ ასე გააგრძელეთ ვერაფერსაც ვეღარ მოვასწრებთ..
-შენ თუ კობას ნახვა გინდოდა გეთქვა პირდაპირ..
-ნუ სულელობ..გონება აღარ მიმუშავებს.. თქვენ ცალკე მიმატებთ..
-მომიტევე ჩემო ძვირფასო.. რაო ნაყინი ახსენე წეღან..?-ოტია
-მისმენდი..?
-მოვკარი.. ახლა ამოტივტივდა.. გინდა გიყიდო..?
-კობას მივწერე..საცაა..აი მოვიდა კიდეც.. ის მიყიდის.. თქვენგან დასვენება მჭირდება..
-ეს რა ხალხიი, რაო ააყვავეთ ქართული კინო..? თუ ჯერ ვერა..
-გზაში ვართ.. როგორ გიკითხო..?
-უმაგრესად.. ეს მყავს და სხვანაირად როგორ.. კარგი აბა ახლა გაქცევაზე ვარ მეჩქარება.. წესიერად გნახავთ ამ დღეებში..-დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ..
-პოსტერიც გვჭირდება..
-რა დარწმუნებული ხარ, ჩვენს ფილმს გაიტანენ ფესტივალზე..?
-ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.. გითხარი პოსტერი გვჭირდება თქო..
-ჯერ ფილმი გადავიღოთ, რა დროს ეგაა..
-აქედანვე უნდა დავიწყოთ, ორ დღეში კი არ გაკეთდება.. ნეტა ძვირი დაგვიჯდება..?-ვხვდები, მე აღარ მისმენს.. მის მზერას გავაყოლე თვალი..
-ეს ჟიგული სად იშოვე გაფიცებ..?
-რავა რაია გრეხიააა..? ძაან მოპეწკილი არაა..?
-ამით გინდა წავიდეთ..? დადის თუ უნდა გადამჩეხო სადმე..?
-ჩაჯექი თუ ჯდები..მოიცადე არ უნდა გამაცნო..?
-შენი მეგობრის კურსელი, დარია ლორთქიფანიძე..
-კიტა ტურაშვილი.. სასიამოვნოა..გინდა გაგაყოლო..? საით მიდიხარ..?
-თუ არ შეგაწუხებ..
-შეგვაწუხებ თანაც ძალიან..
-ოტია არ გრცხვენია..? გოგოს როგორ ესაუბრები..
-დამიჯერე, ეს სხვა მოვლენაა..-კარები ვერ გავაღე, კიტამ გამიღო და ჩავჯექი..უკან.. ჩემს გვერდით სავსე პარკი ახლაღა შევამჩნიე..
-ეს რა არის..?
-ოტიას სახლიდან წამოვიღე თავად დამავალა.. -ოტია შემოტრიალდა, უკან გადმოიხარა და პარკი აიღო..პარკიდან ბურბუშელა ამოიღო, გახსნა და გამომიწოდა..
-ოღონდ შენ გაჩუმდი..
-მე არ გავჩ.. ვანილის გემოთია..? გავგიჟდები..
-დარია, არ გითქვამს თუ მე ვერ გავიგე საით მიდიხარ..
-მეგონა გითხარი..აუ რა გემრიელია.. ჯერ ბურბუშელა როგორ მიყვარდა და ახლა ვანილი..
-დარია..-ოტიას ხმა
-აა ხო.. შუქურასთან წამოვალ..
-შუქნიშანი..?
-შუქ.. კაფეა lighthouse.. აი სადაც მოახერხებ გამიჩერე..აბა მადლობა კიტა.. ამ ბურბუშელას გავიყოლებ..
-მშვიდობიანი დღე..
. . .
Abby Powledge - The Way That I Am
ჩაირთო თუ არა თვალები მიმელულა სიამოვნებისგან, ახლა ამ სიმღერას სადმე ლამაზი ხედის ფონზე მოვუსმენდი, და არა ამ ქაოსში, სიარულიც, არ ჰქვია, მივრბივარ ფაქტობრივად..თუმცა სადამდეც შეიძლება დაგავიწყდეს, ქაოსში მყოფს, რამდენად დიდ არეულობაში ხარ, ამას ახერხებს..
გონებაში ტექსტს ვყვები..
Someone will love me
The way that I am
The curves of my body
and both callused hands..


ზუსტად ახლა ვფიქრდები ჩემს გარეგონაზე, არადა დილის მერე რა ჩავიცვი, როგორ, რატომ აღარც გამხსენებია..წამიერად თავს ვხრი და ჩემს ვარდისფერ კოლგოტს ვავლებ თვალს, შავი სარაფანა, შავი ტყავის ქურთუკთან ერთად და.. ვარდისფერი ქუდი.. ვარდისფერი ჰალსტუხი..
გარშემო ვიყურები და ამოვარდნილი ვარ კონცეფციიდან..


Someone will choose me
As more than a friend
I won't have to settle
Or straighten my hair


ჩემს მოკლე, მაგრამ არც ისე მოკლე თმასაც გავლით მოვკარი თვალი ვიტრინაში, ტალღოვანია, რადგან დასწორება ვერ მოვასწარი, უკვე ძალიან მაგვიანდებოდა..ისევ..
ნეტავ ყველას ჩემსავით აგვიანდება ? ვის სად ეჩქარება..?


It's completely my fault
I've been searching this long
'Cause I won't get involved
Unless it'll last long


I'm protecting my heart
But I'm bearing the cost
And each day it gets
Harder to see


წლებია სცენარებს ვწერ, მათ შორის რომანტიკული სახის ურთიერთობას ორ ადამიანს შორის, ვალაგებ, როგორ იწყებენ, როგორ გრძელდება და როგორ მიდიან ბედნიერ თუ არც ისე ბედნიერ დასასრულამდე.. ამის გამო ფიქრობენ, წესით ადამიანს უნდა ემარტივებოდეს ურთიერთობები, თუ წერ, რეალურ ცხოვრებაში იმავე სიტყვების, თქმას, ისევე მოქცევას, როგორც შენი პერსონაჟები იქცევიან, რაღა უნდაო.. მეცინება ხოლმე, მართლაც ასეთი მარტივი, რომ იყოს.. ჩვენს გონებაში წარმოსახულ სცენარს რეალურად არავინ მიყვება, არც ჩვენ..უმეტეს წილად იმპროვიზაციაა, რომლის ამოჭრა და ახლიდან გადაღებას ვერ ვახერხებთ..
გამეღიმა უნებურად, რამდენი ხანია თავად არავისით დავინტერესებულვარ.. ბოლოს პაემანზე როდის ვიყავი არც მახსოვს.. ვამბობ არ მცალია დაკავებული ვარ-თქო, თუმცა მეც კარგად ვხვდები უბრალოდ თავს ვარიდებ.. და ეს რას მაძლევს…? მართლა ვიცავ საკუთარ თავს გულის გატეხვისგან..?


Someone will love me
The way the I am
And speak to me softly
And stand where I stand


Someone will hold me
With all that they can
And think that I'm funny
And then make me laugh


It's completely my fault
I've been single this long
I make up all my songs
If I'm honest for once


I've been nobody's crush
While my friends find the one
I don't know what I want
But I know,


იმაზე ფიქრობდი როგორ არ დადიხარ პაემნებზე.. ახლა წამიერადაც კი ოტია რატომ ამოტივტივდა გონებაში..? მასთან მიდიხარ დარია და აბა ვისზე გაიფიქრებდი.. მასთან სამსახურში..უბრალოდ სამსახურში მიდიხარ.. რა დონის სასოწარკვეთილი ვარ სიმღერის დროსაც არავისზე, მეფიქრება და ვოცნებობ..


Someone will love me
The way that I am
The music I make
The songs that I've bled


Someone had told me
A couple years back
That if I'm just patient
I'll find my person


I'm not falling behind
By waiting for them


დასრულდა თუ არა მივედი კიდეც დანიშნულების ადგილას..ყურსასმენებს ჩანთაში ვაბრუნებ..
-დარია კიდევ კარგი მოხვედი.. ოტიამ უკვე მეორედ გიკითხა.. დაგირეკავდა ახლა, მაგის ზარს..გადარჩენილი ხარ..
-კარგი ნუცი, შენც გეძახიან.. მიდი გნახავ მალე..-ვემშვიდობები და ოტიასკენ მივდივარ, რომელსაც ფურცლებში თავი არ უჩანს.. ფურცელზე შავი ფანქრით პატარა ადამიანებს ვამჩნევ.. რაღაც წაშალა და ხატვა თავიდან დაიწყო..
-დარია სად.. როდის მოხვედი..?
-ახლახან.. რამე პრობლემა..?
-ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია და რაღაც არ ჯდება..- მეგობრებო თავიდან ვცადოთ, რაღაც არ მომწონს და უნდა ვიპოვოთ.. ყველა თავის ადგილზე დადგეს.. გურანდა კამერა შენთან ახლოს იქნება.. აი აქ.. კახი ფეხზე დგომის ნაცვლად დაჯექი გურანდას უკან..მას უყურებ.. ის ჯერ ფანჯარაში იყურება და შემოგხედავს.. ზედმეტად ჩქარია, ცოტა შევანელოთ.. მაყურებელს ეს მომენტი არ უნდა გამორჩეს.. კარგი ნუცი გვესაჭიროება..
-აქ ვარ..
-ორივეს მიხედე, არანაირი სიმკვეთრე, რაც შეძლება მინიმალური.. როგორც გითხარი..
-გასაგებია.. შეგატყობინებ, როგორც კი მოვრჩები..
-დარია, გამომყევი..-ოთახის კარებს ხსნის და მიმითითებს შევიდე.. მეც მივყვები.. ფურცელს მაწვდის..-კარგად დააკვრიდი, ამ სცენაში სიდონია როგორ იქცევა, რა გადაწყვეტილებას იღებს..შეიძლება დასაწყისში ასე მოქცეულიყო, თუმცა ნელ-ნელა ხომ ვითარდება.. ეს არ უნდა დაეტყოს შენი აზრით..? შესაბამისად არ უნდა მოიქცეს..?
-მთელი აზრიც ეგ იყო, მიუხედავად ვიზრდებით, ვვითარდებით, ასე ერთბაშად ახალ სიტუაციებთან გამკლავებისას მაინც ვუბრუნდებით ჩვენს წარსულ ვერსიებს და რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს ახალმა ვერსიამ გაიმარჯვოს, ვერ იმარჯვებს... დროა საჭირო, გასათავისებლად.. დამიჯერე, ვფიქრობ ეს რეალური ვარიანტია.. გინდა სცენარი გადავაკეთო..?
-მაშინ, შენც ასე მოიქეცი..?
-რა..? რას გულისხმობ..?
-სიდონიასავით გაჩუმდი..? ყველაზე საჭირო მომენტში..?
-თავადაც მშვენივრად იცი, ეს ფილმი..სცენარი ჰაერიდან არ მომიტანია.. რაღაცები შევცვალე თორემ.. ჩვენი წარსულია.. და კი, შესაძლოა სიდონიას მივეცი ჩემი სიჩუმე, თუმცა დღემდე არ ვიცი როგორ უნდა მოვქცეულიყავი მაშინ.. ავირჩიე მარცხნივ წასვლა, ეს გზაც ვიცი და შედეგიც. თუმცა არავინ იცის მარჯვნივ წასულს როგორი გზის გავლა მომიწევდა და შედეგი რა იქნებოდა..
-მაგ ფიქრებით ამართლებ შენს თავს..?
-ვცდილობ 19 წლის დარიას გავუგო.. მოკლედ, რეჟისორი შენ ხარ, მითხარი რა გავაკეთო..?
-იმ მოცემულობას მივაწვდით რაც გვაქვს.. რადგან ასეა, იყოს ასე.. თუმცა რაც წინაზე დაგავალე ბოლომდე ჯერ კიდევ არ მიმიღია..
-კვირის ბოლოს მზად იქნება..- თითქოს მთელი ეს წლები იმაზე ფიქრში არ გამეტარებინოს რა იქნებოდა სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი.. წამიერად მომინდა ეთქვა სცენარი შევცვალოთო, გზის გასაყარზე დამაყენებდა თავიდან და იქნებ მომეკრა კიდეც თვალი რა იქნებოდა მარჯვნივ თუ წავიდოდი.. ისევ ხელმეორედ უნდა გამატაროს ეს გზა.. ჩემი ნებით მივყვები მე სულელი..
. . .
სადღაც წარსულში..


-კიტა შეძლებს.?
-კიტა თუ ვერ შეძლებს, ვერც ვერავინ შეძლებს დარია..
-თავად თუ დაგთანხმდა..?
-მეორე მხარესთანაც ისურვა მოლაპარაკება..შენთან..
-ემილი სადაა..?
-ლექტორთან.. არ ვიცი რის გამო დარჩა..-აქამდე თვალს ვარიდებდი, თუმცა გავხედე..
-წავალ შევაკითხავ..
-მერე ორივეს მე უნდა გეძებდეთ.. მოიცადე და გამოვა..-უკან გავიხედე თითქოს ემილის დავინახავდი..-მარტო როგორ დავტოვე, ეს როგორ გამომრჩა..ჯანდაბა..ჯანდაბა..ჯანდაბაა..-ქალბატონი ლალი დიდხანს არ გააჩერებს, ალბათ რაღაც საქმე აქვს.. რა იყო თავად სულ აგვიანებ და სხვისმა დაგვიანებამ ამდენად შეგაწუხა..?
-ლალისთან დარჩა..?
-შენ ვინ გეგონა.. აი მოდის ემილიც..ყველაფერი რიგზეა..?-ემილი თავს უქნევს და მე მიყურებს..
-კობასთან ვართ მიწვეულები არაა..? რაო ხომ არ ღელავ..?
-პირველად კი არ მივდივარ..
-უკვე გაშინაურდი და რამე..? სად შეგვიძლია..- მაღაზიაში გავჩერდით, რაღაცები ვიყიდეთ და კობას სახლისკენ გავემართეთ..ტაქსით მოგვიწია მგზავრობა, თორემ ვეღარ ვასწრებდით..
-ზე პუნქტუალ კაცს, რომ დაგაგვიანებენ რაა.. -კობა სიცილით შემოგვეგება, ჯერ ემილი მოინახულა და ოტიას ხელი ჩამოართვა..-დარია როგორ გიკითხო...?
-რა მიჭირს, კარგად ვარ.. თავად..?
-რა გითხრა.. ნელ-ნელა.. დაღლილები იქნებით.. წამოდით დაგაპურებთ...
-როგორ შეწუხებულხართ..
-ემილი, ჩემო გოგო..-კობას დედა უნდა იყოს, ისე ჰგავს..-როგორ გამიხარდა, მოახერხე მოსვლა.. აბა შენი მეგობრები გაგვაცანი..
-დარია ლორთქიფანიძე..
-ოტია უდარანი.. სასიამოვნოა..
-ემილის მეგობრების გაცნობა ნამდვილად სასიამოვნოა.. ნუღარ დგახართ, დასხედით..-სუფრა გაშლილი დაგვხვდა, ჩამოვსხედით, კობას დედამ გიტარა გამოიტანა და ემილის მიაწოდა..
-მიდი ჩემო სიხარულო დაუკარი, გულმა მიგრძნო ეტყობა როცა ვიყიდე, თორემ ამ ოჯახში შენს გარდა ვინ იცის დაკვრა..- ემილიმ გიტარა დაიჭირა თუ არა ხელთ, მალევე ავმღერდით ყველა.. უდარანიც კი შემოგვიერთდა დაგვიანებით.. კარგი საღამო გამოვიდა, თუმცა დიდხანსაც ვეღარ გავჩერდებოდით, კი გვთხოვეს გაჩერება, თუმცა კიტა უკვე იცდიდა გარეთ..
-ემილი შენ არ წამოხვალ..?
-ხომ იცით აქვე ვცხოვრობ.. კობა გამაცილებს, ცოტახნით კიდევ ვიქნები..-დავემშვიდობეთ და ისევ აღმოვჩნდი კიტას ჟიგულში..
-დარიას ვახლავარ..? როგორ გიკითხო..?
-კიტა, მე კარგად, მაგრამ ამას მძღოლად რატომ დავყვები ვერ მეტყვი..?
-გამოსული ვიყავი, თან მეზობლები ვართ.. ერთი გზა გვაქვს და გვექნება სულ..
-ამან მითხრა..
-სახელი მაქვს მგონი ხომ..?
-ჩემთანაც ისურვე მოლაპარაკება..
-დიახ, შენ გიფიქრია პირველს და შენ უნდა თქვა ბოლო სიტყვა.. რა გინდა გავაკეთო..?
-ყველაფერი და არაფერი უნდა ჩაატიო..იდეები უამრავი მაქვს და შენ აგვარჩევინე ესთეტიკურად, როგორ ჯობია..
-დაფიქრება შეიძლება, თუმცა შენც უნდა დამეხმარო რაღაცაში..
-თუ შემიძლია დახმარება, არ დაგზარდები..
-პატარა გამოფენის მოწყობა მინდა, სიმართლე გითხრა ბაბუისთვის უფრო, სადმე თუ ყოფილა ჩემი ნახატი, იმ ერთი ნახატისთვის არ დაზარებია და წამომყოლია, ვერ იყო ეს ბოლო პერიოდი კარგად და.. ეს გაახარებს ვიცი, სულ მეუბნება შენს გამოფენაზე როდის წავალო.. ჰოდა რა მოვაყოლე.. ოტიამ ახსენა უნივერსიტეტში ღონისძიებაზე დაგხმარებია შენი მეგობარი.. რა ჰქვია..?
-თინათინ ჩადუნელი..
-შეუძლია დამეხმაროს..? ადგილის შერჩევაში, მოსაწვევებში და მსგავს რაღაცებში..? ვერ ვერკვევი და არც მაქვს დრო.. სწავლა, მუშაობა.. სახლი..შეძლებს შენი აზრით..?
-მე ვიცი შეუძლია, მაგრამ ხომ უნდა ვკითხო.. თუ თანახმა იქნება, ნომერს გამოგიგზავნი და დანარჩენზე თავად შეთანხმდით..
-დარიაა, მაგარი ვიღაცა ხარ, მადლობა წინასწარ..მოკლედ შევთანხმდით..წინასწარ დაპატიჟებული ხარ იცოდე..
-შენც..? შენი მეგობარი თვლის, ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ შენ უნდა დაგპატიჟო წინასწარ..-თან წინასწარ ემზადება, თან არ იმჩნევს..
-სად ეპატიჟები ერთი..
-ჩვენი ფილმის ჩვენებაზე..
-რომელიც ჯერ არ გადაღებულა და კაცმა არ იცის გაუშვებენ თუ არა ფესტივალზე..-მე და კიტას გაგვეცინა.. მანიშნა, რომ მიიღო ჯერ არ გადაღებულ ფილმზე მოსაწვევი..
. . .
-შოთა ბაბუ.. სახლში ხართ..?- რამდენი ხანია ამ სახლში არ ვყოფილვარ, სადაც წლების წინ კიტა ცხოვრობდა..
-რომელი ხარ შვილო..
-თინა ვარ..
-თინა..? -კარები გააღო..-უცებ ვერ გიცანი ხმაზე, კიტას თინანო ვარო, ვერ მითხარი..?
-კიტასთვის თინანო ვარ, მაგრამ კიტას თინანო არ ვარ..
-ჯერ..
-რა მითხარით..?
-არაფერი შვილო, შემოდი მაგრამ კიტა აქ არაა..
-თქვენთან მოვედი..-სახლში შემიპატიჟა..
-რამ შეგაწუხა, მოხდა რამე..?
-არა რა უნდა მომხდარიყო, დიდი ხანია არ მოვსულვარ და ვიფიქრე შევუვლი თქო..
-ბოლოს ასე, როცა შემომიარე რამდენიმე თვით გაუჩინარდი და გავიგე საფრანგეთში ყოფილხარ..
-საქმე მქონდა მნიშვნელოვანი, ვეღარც გითხარით რაღაცნაირად..
-ჩაის დალევ..?-თავი დავუქნიე..-ეს რამდენი რამ მოგიტანია, რა საჭირო იყო..
-ისეთი არაფერია.. მომიყევით როგორ ხართ, როგორ მიდის საქმეები..
-კიტას ხელში რა უნდა მიჭირდეს..მაგრამ ასაკი მაინც თავისას გიკეთებს ადამიანს, მოხუც კაცს ხან რა გაწუხებს და ხან რა.. შენ როგორ ხარ..?
-გადარბენაზე როგორც ყოველთვის..
-ყველაფერს კი მოასწრებ ისეთი გოგო ხარ, მაგრამ რის ხარჯზე.. ცოტა შენს თავზეც უნდა იფიქრო.. შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება..
-აღარ ვარ დარწმუნებული, ჩემი გეგმების არევას ყოველთვის ახერხებენ..
-ხანდახან არეული ჯობია დამიჯერე..-გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა და ღიღინით შემოვიდა კიტა..
-შოთიკო, მანქანა გაგიკეთე აწი შეგიძლია ქალაქში გრიალი გააგრძელო,თან ვიყიდე შენი საყვარელი.. თინანო..? აქ რას აკეთებ..?
-მესტუმრა რას უნდა აკეთებდეს, და დაგასწრო ნამცხვრის ყიდვა სხვათა შორის.. წყალი ცხელია, ჩაის დაგისხამ..
-ხომ ხარ ჯანზე..? წნევის წამალს ხომ სხვამ..?
-ვსვამ ვსვამ დამშვიდდი..-სამზარეულოში გავიდა, კიტა კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა..
-ასე რატომ მიყურებ..?
-როგორ..? ძალიანაც ჩვეულებრივად გიყურებ.. არ გელოდი..
-უფრო ხშირად უნდა ვინახულო, გული დამწყდა როცა გავიაზრე ბოლოს აქ როდის ვიყავი..
-ვინახულოთ უფრო ხშირად, რა პრობლემაა..
-შენი წამოყოლა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ბაბუა კი არაა..
-ამდენი წელია გიყოფ და ერთხელ არ დამცდენია საყვედური.. ერთი შვილიშვილის ნახვას, ორი შვილიშვილის ერთად ნახვა არ ჯობია..?
-მაიმუნი ხარ..-შოთა დაბრუნდა და წინ ჩაი დაუდო..
-შეთანხმდით თქვენ ორი..? რანაირად დაემთხვიეთ..
-არა, არა დიდი ხნით ადრე დავგეგმე, სხვა არაფერი გამოჩენილიყო.. კიტასთვის არ მითქვამს..
-ასე ცალ-ცალკე სიარულს, ერთად მესტუმროთ რა დაშავდება..?
-შოთა ბაბუ კარგით რაა.. კიტა სტუმარია ამ სახლში..?.-შოთას გაეღიმა..
-არც შენ ხარ მასე სტუმარი..
-გესტუმრებით ხოლმე შოთიკო, აბა რას ვიზამთ..
-უნდა აიყოლიო თორემ ვერ იცლის ჩემთვის, შენი თინანო..
-მეტად ნუღარ მარცხვენთ რაა.. შენიშვნა მიღებულია..
-მშვენიერი, მიდი და ერთი ნაჭერიც გადაიღე..
-არა მეტი არ მინდა მადლობა..მოიცადეთ, ეს ახალი ფოტოებია..?
-კიტას დავაბეჭდვინე და ჩარჩოში ჩავასმევინე რამდენიმე.. ტელეფონში ვერ ვათვალიერებ კარგად..-წამოვდექი და პიანინოზე დალაგებულ ფოტოებს მივუახლოვდი..-ეს რა გამოფენაზე გადაღებული ფოტოა..? აღარც მახსოვდა, ამ ფოტოს არსებობის შესახებ..
-კარგი ფოტოა..-შოთა ბაბუ, კიტა და მე.. რამდენი წელი გავიდა.. არ ველოდი არც ამ ფოტოს და არც დანარჩენებს, სადაც მეც გახლდით.. ასეთი ემოციური არ ვარ ხოლმე, რა მემართება.. თვალები რატომ მიცრემლიანდება..? არა თინა თავი ხელში აიყვანე.. ჩემს ადგილას დავუბრუნდი..
დრო ისე გავიდა ვერ გავიგეთ, თუმცა წამოსვლის დროც დადგა.. დავემშვიდობეთ შოთას და გამოვედით სახლიდან..
-თინანო, რა დაგემართა..? შენ რა ტირი..?
-საიდან მოიტანე..-შევტრიალდი მია საპირისპიროდ..-ჩვენი ფოტო რატომ ამოგაბეჭდვინა..?
-ხომ იცი როგორ უყვარხარ.. წასული როცა იყავი, მაშინ ამომაბეჭდვინა..-ვეღარ შევიკავე თავი.. მანქანაში როცა ჩავჯდები მერე დავიცლები ცოტას თქო, მაგრამ.. -თინანო..შეგიძლია შემომხედო..?
-ასე ძალიან გინდა..? ვტირი ისეთი არაფერია.. შეგვიძლია დავიშალოთ..
-ნუ ჩქარობ.. - ხელი წამოიღო ჩემკენ, ალბათ თმის გადაწევა დააპირა.. მე კი უნებურად უკან დავიხიე.. შევხედე..ხელი უკან წაიღო.. - შეიძლება გავიგო რამ იმოქმედა შენზე..? რატომ ტირი.. ცუდად რატომ ხარ..?
-ისეთი არაფერია.. მართლა..მნიშვნელობა არ აქვს..
-ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.. თუ ამდენად უმნიშვნელოა, რატომ არ მეუბნები..? - რატომ გამიჩნდა სურვილი სიმართლე ვუთხრა..? აქ და ახლავე ყველაფერს მოვუყვებოდი..მაგრამ არა თინა, ძლიერი უნდა იყო, სადაც ამდენს გაუმკლავდი, უთქმელობასაც გაუმკლავდები.. იმაზე იფიქრე, რომც უთხრა ამას რა მოჰყვება.. არ ღირს..არ ღირს..არ ღირს.. - თინანო..
-მე..მხოლოდ..ფოტოებმა იმოქმედა ასე, ისეთი არაფერია თქო გითხარი..
-ასე არაა და ეს შენც კარგად იცი, რაღაცას არ მეუბნები..
-კიტა..
-თინანო..თუ თქმა არ გინდა ნუ მეტყვი, მაგრამ იმას მაინც ნუ იფიქრებ, იმ დონეზე არ გიცნობდე ვერ ვხვდებოდე როდის ხარ კარგად, როდის ცუდად.. როდის ამბობ სიმართლეს და როდის არა.. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მოგვიანებით..
-არ ვისაუბრებთ.. არ მინდა საუბარი..
-მანქანით ხარ..?
-ჩემებს დავუტოვე..
-ისევ..?
-ისევ..
-წამოდი გაგიყვან.. - მის მანქანას მივუახლოვდით, კარები გამიღო და ჩავჯექი.. მთელი გზა ხმა არ ამოუღია.. დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მანქანიდან გადმოვედი და სახლში ავედი..
-თინათინ სად ხარ ამდენი ხანი..? - დედაჩემი მომეგება..
-რა მოხდა..? დაიქცა ქვეყანა..?
-კვირის ბოლოს რესტორანში მივდივართ, შენც მოდიხარ..
-რას ნიშნავს მოვდივარ, მე არ მეკითხები მინდა თუ არა..?
-ჩვენი ოჯახის პატივსაცემად იკრიბება ამდენი ადამიანი და შენ იქ არ იყო..? გადადე ყველაფერი, არ მაინტერესებს.. ჩვენზეც იფიქრე სულ საკუთარ თავზე, რომ ფიქრობ.. იყავი გამოსადეგი..
-შვილო..-მამაჩემი გამოვიდა ოთახიდან..- ჩვენ როცა არ ვართ, ესეთი აშვებული გაქვს შენ..? რომელი საათია, სად არის ამ დროს ნორმალური ოჯახის შვილი..? თავის დროზე მოდი ხოლმე.. უთხარი რესტორანზე..?
-ვუთხარი, მაგას ველაპარაკები უნდა წამოვიდეს..
-ცოტახნით გავჩერდები და მალევე წავალ.. მხოლოდ ამ პირობით წამოვალ..
-პირობებს შენს მშობლებს უყენებ..? ყოჩაღ შენ..
-დათიც და მისი ოჯახიც იქნებიან.. მის საცოლესთან ერთად.. შენი ბავშვური ურთიერთობის გამო ესეთ კარგ ოჯახთან ურთიერთობას ვერ გავწყვეტ
-არ მაქვს პრობლემა არანაირად.. მალე უნდა წამოვიდე მეთქი მე გაფრთხილებთ.. ახლა კი წყალს გადავივლებ და უნდა დავიძინო.. არ შემაწუხოთ..-კიდევ გააგრძელეს საუბარი, თუმცა დავაიგნორე და აბაზანაში შევედი..
დავიღალე..ძალიან დავიღალე.. მათთან გამკლავების ძალა აღარ შემრჩა.. აბაზანიდან გამოსული სანამ ჩემს ოთახში დავბრუნდებოდი, მათი საუბარი გავიგე..
-ეს თავისით არაფერს იზამს, ხომ ვიცნობთ იმ ოჯახს, ცუდი შვილი რატომ უნდა ჰყავდეთ.. გავაცნოთ ერთმანეთი, იქნებ რამე გამოვიდეს და ჩვენც მოვისვენებთ..
-იქნებ არა, უნდა გამოვიდეს..-ჩემს ოთახში დავბრუნდი..მოვწესრიგდი და წამოვწექი.. მალე გათენდეს, სახლიდან მინდა გავიდე.. კიდევ კარგი იმდენი საქმე მაქვს, ფიქრის დროც აღარ მექნება
შეტყობინების ხმაზე ტელეფონს დავხედე.. ამ დროს ვინ უნდა იყოს.. კიტა..? კიტა რატომ მწერს.. " ვიცი საუბარი არ გინდა, მაგრამ აშკარაა რაღაც გაწუხებს.. გთხოვ თუ დახმარება შემიძლია უბრალოდ მითხარი.. "
არა, თინა ტირილის გარეშე.. ხვალ მუშაობ, დასივებული თვალებით აპირებ სამსახურში წასვლას..? ტელეფონი უნდა გადამედო, კიდევ მოვიდა შეტყობინება.. " შენს გვერდით ვარ, თინანო.."
. . .
-რონი, იცოდე როგორც დაგარიგე.. შესაბამისად უნდა მოიქცე კარგი..? თუ დამიჯერებ ერთად ვირბენთ ხოლმე დილაობით..შენც გაწყობს და მეც.. -მანქანა გავაჩერე, რონი ჩამოვსვი მანქანიდან, საყელო დავუმაგრე და წავედით.. სანამ სირბილს დავიწყებდე, საათს დავხედე.. ამ დროს რჩება ხოლმე ჯარჯი სირბილს.. რა ხდება ნეტავ..? დავიჯერო დღეს არ ურბენია..? რონი მანიშნებს წასვლის დროა, ვეღარ გავჩერდები მეტად..
ამ დროს გვერდით ვიხედები და, ჯარჯს ვხედავ ჩემკენ მომავალს.. საათს კიდევ ერთხელ ვუყურებ.. ის რა ახლა მოვიდა..?
-რონის სალამი..-მისკენ იხრება და ეფერება, ესეც ინაბება, მგონი სიარული სულ გადაავიწყდა..
-შენ რა ახლა მოხვედი..? დასამშვიდობებლად ვემზადებოდი..
-რატომ..?
-რას ნიშნავს რატომ, მე რომ ვიწყებ შენ უკვე მიდიხარ ხოლმე.. ახლა რა შეიცვალა..?
-არ შეიძლება..?
-მე ვინ მეკითხება, როცა გინდა მაშინ უნდა ირბინო.. დავინტერესდი უბრალოდ..
-გადავწყვიტე ბარბის დავემთხვევი მეთქი..
-მე..? მეგონა მარტო გერჩივნა
-მარტო სირბილსა და შენთან ერთად სირბილს შორისს, შენთან ერთად ვამჯობინე.. სხვა დროს არ შეგიშლი ხელს..
-არ მითქვამს ხელს მიშლი მეთქი..
-მაშინ წავიდეთ..
-რონის ზედმეტად მოსწონხარ..
-მარტო შენ უნდა მოსწონდე..?
-მე ვუყვარვარ..ჯერ ვეპრანჭები, სიყვარულთან ერთად ძალიან მინდა მოვწონდე..
-მისი მესმის, ვიცი როგორ ვესაუბრო, მხოლოდ ამიტომ მოვწონვარ..
-რაღა მხოლოდ.. ეგ ყველაფერია ძაღლებისთვისაც და ადამიანებისთვისაც..ისეთი ადამიანები უნდა გყავდეს ახლოს შენი, რომ ესმით.. საკუთარი თავის ახსნისგან, რომ არ გამოიფიტო..
-ადამიანები გიყვარს, მათთან კომუნიკაცია, სიახლეები.. მათი გესმის..
-ჩემი არ ესმით სამაგიეროდ.. დასაწყისში ყველაფერი ყოველთვის სხვანაირადაა.. კლოდ მონეს ნახატებივით.. შორიდან ყველაფერი ლამაზია, მშვენიერი.. რაც უფრო ახლოს მიდიხარ მით უფრო ირევა.. ერთხელ დანახულ არეულობას, შორს წასვლა ვერ შველის.. რაც დაინახე შენს თავშია და ისე ვეღარ იქნება როგორც დასაწყისში..
-ახლოს მისვლის მთელი აზრიც ეგ არაა..? მხოლოდ შორიდან დაკვირვება, საკმარისი, რომ იყოს, აღარავინ ეცდებოდა ახლოს მისვლას და დეტალებში ჩაძიებას..
-მზად თუ არ ხარ..? თუ არ იცი რა დაგხვდება.. ?
-მე თუ მკითხავ მზად არავინ არასდროსაა, არც სწორი დრო არსებობს..
-თუ ასეა ან ნაბიჯს რა აიძულებთ ან უკან დახევას..
-არ იცი რა დაგხვდებაო თავად არ თქვი..? მთელი ხიბლიც ესაა..
-არ ვიცი რა გითხრა, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, ურთიერთობები ჩემთვის არაა განკუთვნილი.. წარმოუდგენლად მიმაჩნია შეყვარებული ოლღა ერისთავი ბედნიერი იყოს..
-ეგ არ იცი..
-ჩემი სიმშვიდე და ცხოვრება რისკად არ მიღირს.. მარტო ყოფნის იდეას დიდი ხანია შევეჩვიე და მომწონს კიდეც.. ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, გაიზრდები, აი ნახავ მალე შეხვდები ვინმეს და სხვანაირად აჭიკჭიკდებიო.. თქვენს პირს შაქარი მეთქი და ვერავინ ამაჭიკჭიკა..-გამეცინა..-შენ რატომ არ გჰყავს ვინმე..? რამდენი ხანია არავისზე მსმენია..
-მგონი მომიწევს შენს გზას გავყვე..
-შენც არ გჯერა..?
-მჯერა.. ეგაა მთელი პრობლემა..
-სიყვარულის რომ გჯერა..? მერე მაგას რა ჯობია.. პირიქით იპოვი შენს ადამიანს, რასაც ეძებ იმას პოულობ..
-საპოვნელი არავინ მყავს ოლღა.. მთელი პრობლემის არსიც ესაა..
-მოძებნაც თუ არ გინდა, კარებს კი არ შემოგიხსნის შენი სიყვარული..-ჩაეცინა..


სადღაც წარსულში..


-დარია, ამ დროს რატომ გღვიძავს, მშვიდობაა..?- უკვე გასასვლელად მომზადებულს დამავიწყდა, წყლის ბოთლი მრჩებოდა და სამზარეულოში გავბრუნდი.. არც ამივსია.. მხარზე დავიდე ტელეფონი, ყურთან ახლოს მივიტანე და თან წყლის ჩამოსხმა დავიწყე..
-მარტო უნდა გადავიდე რაც შეიძლება მალე.. აღარ შემიძლია ოლღა.. ვეღარ ვუძლებ ამ სახლში ყოფნას.. სულ დაძაბული ვარ, ცოტახანს მშვიდადაა, მერე იფეთქებს, სანამ არ დაიცლება და არ მოშხამავს მთელს ოჯახს არ ისვენებს.. მართალი ვარო გაიძახის და გამოხატვის ფორმა სულ არ აინტერესებს.. მეგონა მარტო ერთხელ მეჩხუბებოდა და გადაივლიდა.. ისევ ოჯახის შემარცხვენელს მეძახის და//
-რა გააკეთა..?
-გამარტყა.. თუმცა ეს კარგია..
-რა არის კარგი, არ გადამრიო..
-ცოტახანს თავს დამნაშავედ იგრძნობს და დავისვენებ.. მორჩა მარტო უნდა გადავიდე.. ამაზე ისედაც დიდი ხანია ვფიქრობ..-კარები დავკეტე და სახლიც დავტოვე..
-რამდენჯერ შემოგთავაზე, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად მეთქი..
-კარგი რაა შენები რას იტყვიან..
-ჩემებს მაგრად არ აინტერესებთ.. რას ვაკეთებ, როგორ ვარ, რამე ხომ არ მიჭირს.. თუ მაინცდამაინც ეგ გაწუხებს, დროებით გადმოდი, სანამ წესიერ სამსახურს იშოვი და სანამ ფეხზე დადგები.. შენზე მაინც აღარ ვიდარდებ ყოველდღე.. წამოდი რაა..
-არ მინდა ტვირთად დაგაწვე..
-ნერვებს ნუ მიშლი.. ჩაალაგე ბარგი და დღესვე ჩემთან გაჩნდი..
-მომკლავს..
-ვერ მოგკლავს.. ელემენტარული წამოიღე და წამოდი.. ყველაფერი მაქვს.. ტაქსით შეძლებ..? წამოღებას რაღაცების.. მაგრამ აქამდე ძვირს გეტყვის..
-კიტას ვთხოვ..
-კიტა ვინღაა..
-ოტიას მეგობარია.. ნუ უკვე ჩემიც.. უარს არ მეტყვის.. ახლა ტაქსის მძღოლი ვინ იქნება, მაგაზე ვეღარ ვიდარდებ.. დავურეკავ..
-ეგ ის ბიჭია თინა, რომ უგეგმავს რაღაც გამოფენას..?
-ეგაა კიი.. გაგაცნობ მაგარი ვინმეა.. აუ მოგაცდინე ხოო, სარბენად მიდიხარ..?
-მაგას უფრო სეირნობა ჰქვია, მაგრამ ხომ სარბენად მივდივარ.. და არ მაცდენ..
-ოლღა.. მაპატიე რაა, ჩემი პრობლემები მოგახვიე თავს და არც მიკითხია როგორ ხარ, შენებთან რა ხდება თქო..?
-კარგი რაა, ჩემი პრობლემები შენთან რა მოსატანია..
-ნუ ადარებ.. შენც მნიშვნელოვანი ხარ და შენი პრობლემებიც.. მიდი სანამ მიხვალ მომიყევი ცოტა.. საღამოს გავაგრძელოთ..
-რა იცვლება თუ მოვყვები..? ორივეს თავიანთი ცხოვრება აქვს მოწყობილი, სხვადასხვა ქვეყანაში, ორ კაპიკს მომიგდებენ ხოლმე და დანარჩენი არ აინტერესებთ, თავის ვალს ხომ იხდიან რაც მთავარია.. ახლა ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე ბოლოს ან ერთი როდის ვნახე და ან მეორე..იქნებ ასე უკეთესიცაა, აღარ ვიცი უკვე..კარგი მორჩა, მათზე აღარც ფიქრი მინდა და აღარც საუბარი..მოკლედ მე წავედი, როგორც შევთანხმდით არ გადაიფიქრო იცოდე, გელოდები..-დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გავთიშე.. დანიშნულების ადგილას მივედი.. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი..
რამდენადაც ვერ უნდა ვეჩვეოდე დილით ადგომას და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ადგომა, ამ მომენტში ჩემს თავს მადლობას ვეუბნები, როგორღაც თავს, მოერია..
მიეჩვევი და გაგიმარტივდებაო.. არაფერიც არ მარტივდება, თუმცა აქ ვიცლები.. უარყოფითი ფიქრებისგან, ნეგატივისგან.. სასიამოვნო დაღლას არაფერი სჯობს..
ამ სიმღერების მოსმენაში ისე გავერთე, ვეღარც დავითალე მერამდენე წრეზე.. ვიღაც დამეჯახა..
-წინ აღარ უნდა იყურებოდეთ..?..-ვეღარ ვდგები.. უცნობმა კი თვალი შემავლო და როგორც კი დარწმუნდა ცოცხალი ვიყავი, არაფერი უთქვამს, არც ბოდიში არც წამოყენება უცდია..
-კარგად ხართ..? ხომ არ დაგეხმაროთ..?-არ ვიცი როდის გაჩნდა სრულიად სხვა ადამიანი, ამ უცნობის დახმარებას თუ ვერ მივიღებ, ვიცი მთელი დღე აქ მომიწევს ყოფნა..თავი დავუქნიე და იქვე ახლოს სკამამდე მიმიყვანა.. ძლივს ჩამოვჯექი..-ფეხი გადაგიბრუნდათ..?
-არ ვიცი, აშკარად ცუდად დავეცი..
-მგონი სერიოზული არაფერია, თუმცა აჯობებს სირბილის გაგრძელებაზე არ იფიქროთ და მაინც გადაიკონტროლოთ..
-ვრჩებოდი ისედაც, მაგრამ.. ჯანდაბა.. თუ სირბილს ვეღარ შევძლებ იმ ვიღაცას ვიპოვი და.. აუ ჯანდაბა..-გვერდით ჩამომიჯდა..
-შემიძლია საავადმყოფოში წაგიყვანოთ, ან თუ არაკომფორტულია ტაქსით..
-არა ნუ შეწუხდებით, მოულოდნელი იყო და ამის ბრალია.. გადამივლის, თუ არადა მივალ აბა სად წავალ..
-მერე დაგვიანებული არ იყოს..
-თქვენ..სახელი..
-ჯარჯი ლეჟავა..-ხელი გამომიწოდა..მეც გავუწოდე..
-ოლღა ერისთავი..
-სასიამოვნოა, თუმცა სხვა ვითარებაში ურიგო არ იქნებოდა..
-უკვე დამეხმარეთ, მგონი ხელს გიშლით.. გააგრძელეთ სირბილი არაა პრობლემა..
-ხელს ნამდვილად არ მიშლით.. ბოლო წრე იყო..მეც ვრჩებოდი..- სახლში ტაქსით დავბრუნდი, მას შემდეგ ეს ჯარჯი ხშირად მხვდებოდა სირბილის დროს.. ხან მე მივდიოდი ის უკვე მოდიოდა.. ხან პირიქით.. მისალმებით შემოვიფარგლებოდით.. მანამ სანამ..
-მინდოდა მეკითხა, მარათონში არ იღებთ მონაწილეობას..?
-მარათონი..? ამაზე არც კი მიფიქრია..? ეს ხომ პროფესიონალებისთვისაა, მე კი ისე დავრბივარ, თუ ამას სირბილი ჰქვია...
-მშვენივრად დარბიხარ ოლღა, მარათონზე იფიქრე დამიჯერე.. მომზადება სჭირდება, მაგრამ თავისუფლად შეძლებ..
-როგორ უნდა მოვემზადო..? ამაზე არაფერი ვიცი..
-მიმიღია მონაწილეობა რამდენჯერმე.. თუ გადაწყვეტ და დახმარება დაგჭირდება, შემიძლია დაგეხმარო.. მეც უნდა დავიწყო მომზადება..
-მართლა ფიქრობ შევძლებ..?
-რატომ ვერ უნდა შეძლო..? შეძლებ თუ სათანადოდ მოემზადები..
-არ ვიცი, დავფიქრდები.. მადლობა შემოთავაზებისთვის.. ნახვამდის..
-მშვიდობიანი დღე..ოლღა..
. . .
-თითქმის მოვრჩით.. ჯარჯ გახსოვს მაინც ბოლოს ერთად როდის ვირბინეთ..?
-მარათონის დღეს ფინიშის ხაზი, რომ გადავკვეთეთ.. მას შემდეგ ერთად არ გვირბენია..
-რა კარგი დრო იყო.. ის სიხარული და სიამაყის განცდა ახლაც მომყვება.. მადლობა შენ..
-მე რა შუაში ვარ, კარგი რაა..
-შენი წყალობით გადავლახე ის ხაზი.. იმ პერიოდში დავინტერესდი იოგათი.. ვარჯიშით და, რატომ ამოვიღე ჩემი რაციონიდან სირბილი არც კი ვიცი.. თურმე მომნატრებია..
-მადლობა რონის, შეხსენებისთვის არა..?
-ნამდვილად..მადლობა რონის..-დავხარე და მოვეფერე..
-ვერც მალავ, მითხარი რა იდეა გაქვს..
-რა იცი..
-ასეთი სახეს იღებ ყოველთვის.. რაო რაზე გაიფიქრე..?
-მარათონში აპირებ მონაწილეობის მიღებას..?
-შენ რა.. მარათონში გინდა მონაწილეობის მიღება..? ისევ..?
-აპირებ თუ არა..
-მშვენივრად იცი, შანსს არ ვუშვებ ხელიდან..
-გვიანია ახლა, თუ შემოგიერთდები..?
-ჩემი მომზადება არ გჭირდება, თავადაც მშვენივრად გაართმევ თავს..
-მარტო მალე დავკარგავ მოტივაციას, შენ კი არ მომცემ საშუალებას უკან დავიხიო.. მაქვს საკმარისი დრო../?
-რატომ გიყვარს რიტორიკული შეკითხვების დასმა ასე ძალიან../? თავადაც მშვენივრად იცი..-გავუღიმე..
-დავგეგმოთ ყველაფერი..აუუ რა მაგარიაა, ძველ დროს გავიხსენებთ..
-როცა ერთმანეთი გავიცანით..
-როცა ერთმანეთი გავიცანით…უხხ რამდენი წელი გავიდა..
. . .
ბოლო წუთას მოტოვებული საქმემ მიწია.. ჯერ ძლივს დავიწყე და ახლა არ გავჩერებულვარ სანამ არ დავასრულე.. დარია ხომ შეგეძლო გადაგენაწილებინა დრო..? არა.. ახლა კი შედეგს თავადაც ხედავ.. ტვინი მიდუღს, თითებს შუა ყინვაში ძლივს ამოძრავებ, თითქოს შენელებულ კადრს უყურებდე ისე ვარ.. წერტილი დავსვი თუ არა ძლივს წამოვდექი და დივნამდე ძლივს მივაღწიე..
რატომ მივიყვანე საქმე აქამდე..? ალბათ აღარ მინდოდა მიბრუნება, მაშინ როცა ვწერდი, წარსული არ იყო.. დავიცალე.. ახლა კი წარსული გავიარე, განვიცადე იმაზე მეტად ვიდრე მეგონა.. თურმე ჭრილობას, რომელიც მთელი ეს წლები ვამუშავებდი, არ მოშუშებულა და უფრო სიღრმეში წასულა..
დარია, ერთხელ დანებდი და იცი სადამდეც მიგიყვანა ამან.. ვერ დაუშვებ იქ დაბრუნებას..
ძალიან გინდა არა დანებება, ასე ძლიერ, რომ შემოგიჭდია ხელები თოკისთვის, შენკენ ექაჩები მთელი ძალით და გინდა გაუშვა არა..? მოგცემ დანებების საშუალებას, მაშინ როცა ფილმის გადაღებები დასრულდება, მაშინ როცა ყველა ნახავს ფილმს და გაიგებენ რა მოხდა რეალურად.. მაშინ შეგეძლება, მაგრამ ჯერ ადრეა.. შეძლებ კიდევ ცოტახანს გაუძლო..?
მოულოდნელობისგან ვხტები, როცა ოტიას სახეს ვხედავ, როგორ დამჩერებია..
-აქ რას აკეთებ..? სი დეშ ხარი ხოჩაამდ..
-კიდე მე ვერ ვარ..ჩამოვიღე კარები, არ გესმოდა..? რა არ ვიფიქრე..
-იქნებ ნიშანიაო გაგეფიქრა და გაბრუნებულიყავი.. ეს ვარიანტიც განგეხილა..-წამოვჯექი..
-რა გატირებს..?
-მე არ ვტირი..-ხელები სახესთან მივიტანე, მოვიწმინდე და ხელი უკან გავწიე.. მე რა მართლა ვტიროდი..?..-აქ რატომ ხარ..?
-დარწმუნებული ხარ კარგად ყოფნაში..? რაღაც არ ჩანხარ..
-ძალიანაც მშვენივრად..-თან ვეცადე წამოდგომა და როგორც კი სისუსტე ვიგრძენი ფეხებში.. ისეთი განცდა დამეუფლა, საცაა უნდა ჩავიკეცო მეთქი.. თუმცა ოტიამ შემომაშველა ხელი და ისევ დივანს დავუბრუნდი..
ჭიქა წყალი მალევე შემომაშველა.. მხოლოდ ახლა გამახსენდა, მთელი დღე არც მიჭამია, არც წყალი დამილევია.. დიდად არც გუშინდელი დღით დავიკვეხნი..-მადლობა..
-საერთოდ რაზე ფიქრობ..? შენს თავზე ნამდვილად არა.. რა გემართება..? ასე თუ გააგრძელე, სადამდე მიხვალ ხვდები მაინც..? ეს გინდა..? საერთო არ გიჭამია დღეს არაფერი.. წყალსაც არ იღებ.. შემთხვევით ხომ არ გგონია ადამიანური კანონზომიერების ნორმებში არ ჯდები და საერთოდ არაა იმის საჭიროება საკუთარ თავს მოუფრთხილდე..? ერთ დღესაც გამაგიჟებ და ეგ იქნება..- წამოდგა და გავიდა..
-სად მიდიხარ..?
-გაქვს საჭმელი თუ მაცივარიც ცარიელია..
-არ ვიცი..
-არ იცის..-სენდვიჩისთვის ინგრედიენტები თუ მომეპოვებოდა არც მეგონა..
-აქ რატომ ხარ..?
-ჯერ ჭამე, ცოტა აზრზე მოდი..-ტელეფონი რეკავს, ჩემია, რა თქმა უნდა..ოტიამ მომაწოდა და გავაგონე.. მამაჩემის ყვირილზე მოშორებით დავიჭირე..
-რა ხდება..? მშვიდობა..?
-ვიცოდი ეგ შენი ფილმები არაფერ კარგს, მოგიტანდა.. ეს რა ხდება შენს თავს დარია.. რას წერენ შენზე, მაგ თქვენს ფილმზე.. ასეთად გაგზარდე..? პატივისცემა სულ დაკარგე, ხომ..? თუმცა შენგან რას უნდა ველოდებოდე, აქამდე მქონდა იმედი გაიზრდება, მიხვდება რაც ხდება, როგორ მუშაობს ეს ქვეყნიერება მეთქი.. შენსას აგრძელებ მაინც..?
-მე ისეთი არაფერი ჩამიდენია შემრცხვეს.. ყოველთვის ჩემს საქმეს გავაკეთებ.. არ ვიცი რას წერენ, შენ რა წაიკითხე.. იქნებ წუთიერად მაინც გეფიქრა ჩემზე, ჩემში დარწმუნებული იყო..არ აქვს მნიშვნელობა, დაიჯერე ის რაც გინდა.. დაე გრცხვენოდეს შენი ქალიშვილის..-გავუთიშე და იქვე დივანზე დავდე..თვალები მაგრად დავხუჭე..-ამისთვის ხარ არა..? რა მოხდა..?
-ათასი საშინელება დაწერეს, შენზე, ჩემზე.. ფილმზე..
-მხოლოდ მაგისთვის არ მოხვიდოდი..
-ვცდილობ გავიგო ვინ წამოიწყო..
-მაგას რა აზრი აქვს..?
-კუდბაწარა ვერ ხვდები..? ფილმის გადაღების ჩაშლას ცდილობენ.. ესეც ერთ-ერთი ხერხია.. თუ პირველწყაროზე გავალთ, მათ მივუახლოვდებით.. გავიგებთ ვინ გვებრძვის..
-ხომ ვიცით ვინც გვებრძვის..
-ვისი საშუალებით, უნდა ვიცოდეთ ვის ზურგსაა ამოფარებული..
-კვალი წყდება..? ვისზე გახვედი..
-რევაზ ლიჩელი.. გეცნობა..?
-რევაზი რა შუაშია..? შენი აზრით რამეშია გარეული..? გამორიცხულია.. მე დაველაპარაკები..
-ჩემზე ათასი უბედურება შენ გაავრცელეო..? უარს იტყვის..?
-უნდა დაველაპარაკო, ასე კი არ მივახლი.. მაგრამ ზუსტად ვიცი მივხვდები..
-ასეთი მარტივი გგონია..?
-არის რამე რისი გაკეთებაც შეგვიძლია../? არაფერიც არ დაშავდება ძველ მეგობარს თუ დაველაპარაკები.. მგონი ნომერი ისევ უნდა მეწეროს, მოიცადე.. ნომერი არ არსებობს ან არასწორადაა აკრეფილიო.. რაღაც ისე არაა..
-ბოლოს როდის შეხვდი, კარგი რაა.. ჟურნალის რედაქტორად ახლახან დანიშნეს.. მომისმინე..-სახე მისკენ მივატრიალე..
-გადაივლის, მაგრამ მანამდე..
-ამდენად ცუდადაა საქმე..?
-თავში რაც მოგივა აზრად, ყველაფერს გვაბრალებენ.. ერთიანი შემოტევაა, ყველა მხრიდან.. დროა საჭირო, ჩაწყნარდეს სიტუაცია..
-შენებმა რა თქვეს..?
-არაფერი არ უთქვამთ..
-არ ნახეს..?
-ნახავდნენ, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ჩათვლიდნენ როდესაც..
-სიმართლეს არ შეესაბამება…- ჯგუფის ჩატის ზარი იმას მოწმობს, ყველამ ნახა..თუმცა მანამდე, უამრავი ადამიანისგან გამოგზავნილმა შეტყობინებამ მომჭრა თვალი.. ხელის კანკალით გავხსენი, ერთ-ერთი მათგანი.. ვისთან ყოფნა არ დამაბრალეს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, სტატიების სათაურში, იმდენი კუთხით ეცადნენ ჩემზე ცუდი დაეწერათ, ვერც ვახერხებ ინფორმაციის გადახარშვას..
-დარია, არ გააგონებ..? შენზე ნერვიულობენ..
-ამ ყველაფრის ხალხს მართლა სჯერა..? ჰგონიათ მე ამ ყველაფრის გამკეთებელი ვარ../? მე კარგი მიწასთან გამასწორეს, ათასი ტყუილი მომიგონეს.. ფილმზე რას წერენ წარმოგიდგენია..? მარაზმი.. ეს..გჯერა..? წარ..წარმოგიდგენია..-ტელეფონი მისკენ მივატრიალე.. წამოვდექი.. ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდები..
-ისინი არ გიცნობენ და ხალხს მეტი რა უნდა, მიეცათ სალაპარაკო თემა..
-ამ სტატიების, პოსტები ქვემოთ.. კომენტარები.. აქამდე ვუყვარდი და ახლა საძულველი სცენარისტი გავხდი, თურმე არც არასდროს მოსწონდა არავის რასაც ვაკეთებ.. გულისამრევი, საზიზღარი.. -წამოდგა და მომიახლოვდა..
-შენგან ზუსტად ეს უნდათ, შენზე ზეგავლენა იქონიონ, დაგასუსტონ.. არ მისცე ამის საშუალება.. შეწყვიტე ამ სისულელეების კითხვა.. შეეშვი.. შენმა უახლოესმა ადამიანებმა იციან ვინც ხარ, როგორი ხარ.. რაც მთავარია შენ იცი ვინ ხარ, შენ გაქვს შენი სიმართლე და ამას დავამტკიცებთ.. ამას ასე არ დავტოვებ..- ჯგუფის მერამდენეღაც ზარს ვუპასუხებ.. ვჩერდები, ღრმად ვისუნთქავ ჰაერს..
-დარია, კიდევ კარგი.. მისმინე.. უკვე ნახე..?-ოლღა
-ყველაფერი ვნახე, თუ ამის გამო მირეკავთ..
-კიტასთან ვართ..მე და თინა.. წამოგიყვანთ შენც, ახლა მარტო არ უნდა იყო..
-საჭირო არაა..
-გავაფრენ უკვე.. რა საჭირო არაა, წამოგიყვანთ..
-ჩემით მოვალ მაშინ..ოტიაა ჩემთან..წამომიყვანს..
-ახლა ვურეკავდი.. გავთიშავ მაშინ.. მიდი აქ გაჩნდით, რაც შეიძლება მალე-კიტა..
-მიდი სიხარულო, არ დააგვიანოთ..-ოტიას მივუბრუნდი..
-წავედით..-მოსაცმელი მოვიცვი და სახლიდან გავედით..-ჩემებთან შევივლი ორი წუთით კარგი..?
-როგორც გინდა.. -მათთან მალევე მივედით, საბარგულიდან პარკები გადმოიღო და მე მომიბრუნდა..
-არ მოდიხარ..? ორი პატარა პარკი დამრჩა, ბარემ გადმოიტანე, შევიტანოთ და მალე წავალთ..-მანქანიდან გადმოვედი, ორი პარკი ავიღე და შევყევი..
-ესმაა, ეს სად დავალაგოთ..?
-დეე..-ოტიას შევხედე, ველოდი მისკენ წავიდოდა, მაგრამ ჩემთან მოვიდა..-ჩემო გოგო, გაგანერვიულეს არა..? წამოდი ჩამოჯექი ცოტახანს..
-მალე უნდა წავიდეთ.. გველოდებიან..
-ცოტახანს თქო ვახსენე..-მისაღებში ჩამოვსხედით..-დეე, შენ ამაზე არ ინერვიულო კარგი..? გულთან ახლოს არ მიიტანო.. სიმართლე არ დაიმალება.. აი ნახავ..
-ესმა მართალია შვილო..-მალხაზი მომიტრიალდა..- ეს ყველაფერი გადავლის, სამაგიეროდ შენ აღარ შეგრჩება ნერვები.. ჯანმრთელობა უკან არ დაგიბრუნდება.. შენს თავს შემოუძახე როგორმე.. ჩვენს აქ არა ვართ..?
-მარტო კი არ ხარ დე..-ესმა გვერდით მიზის, თან მეფერება..
-მადლობა, ვერც წარმოიდგენთ თქვენი სიტყვები ჩემთვის რამდენს ნიშნავს..ბავშვები გველოდებიან, უნდა წავიდეთ..
-როცა გინდა გვესტუმრე კარგი..? არანაირად არ მოგერიდოს..-ორივეს გადავეხვიე, დავემშვიდობე და წამოვედით..როგორღაც მივაღწიეთ კიტას სახლამდე..
-სად ხართ ამდენ ხანს..?
-ჩემებთან შევიარეთ..
-განუკითხაობაა გეფიცები.. არ ვიცი, მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს..-ოლღა..
-მოდი ჩამოჯექი..-თინამ გვერდით დამისვა და ჩამიხუტა..-ამასაც გადავიტანთ.. აი ნახავ..
-შენ როგორ ხარ..?-კიტა მიუბრუნდა ოტიას..
-ნორმალურად, რამდენადაც შესაძლებელია..-ჯარჯი შემოვიდა..
-დიდი ხანია მოხვედით.. ?
-ამ წუთას..-ოტია ნახა და შემდეგ ჩემთან მოვიდა..
-უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი..
-ჩვენ დაგაბრუნებთ, შენ მაგაზე არ იდარდო..
. . .
-ოლღამ ძლივს დაითანხმა წასვლაზე.. მასთან დარჩება.. მეც ვეტყოდი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მაქვს სიტუაცია..ასე ჯობია//
-ჩაის დალევ..?
-მალე უნდა წავიდე..
-მოასწრებ..-კიტას თავი დავუქნიე.. საერთოდ აღარ მინდა სახლში დაბრუნება, მგონი მალე საკუთარი სახლიდან წამოვალ..
-რამ ჩაგაფიქრა..შენების ამბავია..?
-ომისთვის ვემზადები..
-ახლა რაღა მოხდა..
-სანათესავო, საახლობლოს შეკრებაზე არ მივდივარ..
-რატომ..?
-ჩახლართულია..ვერ დაიჯერებ რა მოიფიქრეს..-სამზარეულოში შევდივარ და მაგიდას ვეყრდნობი..- ვიღაცას მირიგებენ..
-სწორად გავიგე..?
-ჩემთვის კი არ უთქვამთ.. შემთხვევით გავიგონე.. მეც არ გამიკვირდა, ასე მონდომებულები რატომ არიან ჩემს წასვლაზე თქო.. თან მეცინება, თან მეტირება სიმწრისგან.. ამას დამატებით მახარეს დათი მისი ოჯახით და საცოლით იქნებიანო..
-შენ არ მიდიხარ.. ეს მართლა ომს ნიშნავს..
-აბა რა გავაკეთო კიტა.. ხვდები რა სიტუაციაში მომიწევს ყოფნა..? ისევ იმათთან ომი მირჩევნია//
-რთულია მესმის..
-ახლა გავიაზრე.. დათიმ რომ რამე თქვას..? იქნებ თავის ოჯახს უთხრა და მერე იმათ ჩემებს..
-რა უნდა უთხრან.. ?
-ჩვენზე კიტა..ჩვენზე..დათის და მის საცოლეს ერთად ვგონივართ.. ვიამე ამაზე არ მიფიქრია.. -ახალი თავსატეხი დაგვემატა..
-შენ რომ მართლა ჩემი შეყვარებული იყო წარმოგიდგენია..? ჩემების სახეები და დანარჩენი ყველასი, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდათ..რამეს მოვიფიქრებ..
-გინდა გამოგყვე..?
-გამომყვე..? მე ვიხუმრე.. ამას როგორ გთხოვ..
-რატომ ვერ მთხოვ..?
-ერთი საათი თავს ჩემს შეყვარებულად მოაჩვენებ და მერე დავიშლებით სიტუაცია კი არაა კიტა.. ჩემების ამბავი არ იცი..? მითუმეტეს თუ სანათესავო გაგიცნობს, სიძედ აღგიქვამენ.. როგორ მიგიღებენ ეგ ცალკე საკითხია..ამას ვერ მოგთხოვ, მათთან გამკლავებას..
-შენ თუ ეს სიმშვიდეს, მოგიტანს, არ მაქვს პრობლემა..
-გადავირევი, შენ რა ამაზე მართლა ფიქრობ..?
-ასეთი დაუჯერებელი რა არის..?
-ჩემები..
-შენი მშობლები არიან, რთულები, მაგრამ შენები არიან.. მათთან ბრძოლას კი არ ვაპირებ..
-ამაზე საკუთარი ნებით როგორ თანხმდები..? წარმოუდგენელია.. ჩემთან სახლში კი არ გეპატიჟები. იმდენი ადამიანი იქნება, იმდენჯერ მოგიწევს გაცნობა, ჩვენი არარსებული ისტორიის მოყოლა.. -ჩაი დამისხა და მაგიდაზე დადო..
-ჯერ ცხელია, ცოტა გაცივდეს..
-მადლობა..
-თინანო, მისმინე.. მე კი არ გაძალებ რამეს, უბრალოდ შემოგთავაზე ვარიანტი.. თუ არ წასვლას, გირჩევნია მე გყავდე გვერდით, გეყოლები კიდეც.. დაფიქრდი, ისე მოიქეცი როგორც შენთვის უკეთესი იქნება..-ახლახან აღებული ჭიქა დავდე..კიტას მივუტრიალდი..მე რა ახლა ამ წამს ჩახუტება დავაპირე..? საერთოდ რას ვაკეთებ..არა რატომაც არა, მადლობის ნიშნად.. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი..საშინლად უხერხულად გავუღიმე და მივეხუტე-თინანო..
-მადლობა..-სანამ უკან დავიხევდი.. მისი ხელი ვიგრძენი ზურგზე.. თვითონაც მიმიხუტა..-ჩემს გვერდით ყოფნისთვის.. ეს შემოთავაზებაც ბევრს ნიშნავს..
-მაგრამ..-უკან დავიხიე, მთელი ერთი ნაბიჯით..
-უფრო ძლიერი არ უნდა ვიყო..? თუ პრობლემას ხედავ, აგვარებ.. თითქოს არაფერი იყოს.. შემიძლია თქო თავადაც გავუმკლავდე და გაძლევ საშუალებას.. არა ეს ცუდად ჟღერს.. იმის თქმა მინდა, რომ.. არ მინდა ამას მივეჩვიო, პირველი ფიქრი შენ არ უნდა იყო როდესაც გამიჭირდება..”კიტა ხომ მყავს” “არა კიტა დამეხმარება”..
-არადა იცი რა კარგად ჟღერს..?
-რა ჟღერს კარგად..?
-შენს პირველ ფიქრად ყოფნა..
-კიტა ხუმრობის დროა..? რას გიხსნი შენ კიდევ..
-მისმინე, უდავოდ ძლიერი შემდგარი ქალი ხარ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ჩემი დახმარება ამ ყველაფერს რისთვისაც გიშრომია, არ აბათილებს..
-მერე უფრო გამიჭირდება.. ამიტომაც მირჩევნია თავიდანვე არ ჩაერიო..
-რის მერე.. შენი ცხოვრებიდან მაგდებ და არ ვიცი..? -მშვენივრად მიხვდა რაც ვიგულისხმე.. მიხვდა და ხმამაღლა მაინც ვერ გავაჟღერე..ფიქრში მაინც გააჟღერე თინა რა გემართება..-ფიქრობ იმიტომ ვაკეთებ რაღაცას, მგონია შენით ვერ შეძლებ..? მგონია ვერ მოაგვარებ..? ზუსტად ვიცი შეგიძლია.. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას არ მინდა თავის ტკივილი მოგაშრო, რამდენადაც დიდი ან პატარა არ უნდა იყოს.. მე კი თუ რამე შემიძლია, გავაკეთებ..შენთვის მითუმეტეს თინანო..
-ჩადუნელების სიძე გახდები ცოტახანს ?.- ხელი თავისაში მოაქცია, მისკენ წაიღო,დაიხარა და მაკოცა..
-ჩემთვის პატივია..
. . .
-ბუბა შეიძლება ? -დავაკაკუნე და შევედი.. - არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა, მოგვიანებით..
-არა, შემოდი დარია..შეგიძლია ჩამოჯდე..?
-კიდევ მოხდა რამე..?-ჩამოვჯექი...
-გამარჯობა, მე მანჩო შელია ვარ..
-გამარჯობა.. -ბუბას გავხედე..
-დარია ძალიან გთხოვ, ორი წუთით მოუსმინე.. მეტს არაფერს ვითხოვ..
-შეიძლება ვიკითხო, ვინ არის ან რა უნდა..?
-ეგ არ ვიცი.. მაგრამ ვეჭვობ რაც არ უნდა იყოს, უნდა იცოდე.. შეიძლება მარტო დაგტოვოთ..?-თავი დავუქნიე.. როგორც კი გავიდა და კარები მიიხურა, შელიას მივუბრუნდი..
-წესიერად ამიხსნით რა ხდება..?
-მე რევაზ ლიჩელთან ვმუშაობ.. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ვიწვალე მასთან მოსახვედრად. თავიდან ახდენილი ოცნება იყო, მაგრამ შემდეგ.. არც კი ვიცი რა მოხდა, ისეთ დავალებების მოცემა დაიწყო.. ისეთი სახის ინფორმაციის გამოქვეყნება.. უნდა იცოდეთ ის, რაც თქვენს შესახებ, ბატონ ოტიაზე და ამ ფილმზე გავრცელდა.. ყველაფრის თავი რევაზია.. შემდეგ კი როგორც ხდება სხვა ჟურნალებმაც აიტაცეს..
-მასთან თუ მუშაობთ, ამას რატომ მიყვებით..?
-პირადად მე გამოვაქვეყნე.. ჟურნალისტიც არ ხარ, რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო, ამდენ წლიან შრომას წყალში ჩაგიყრიო.. გვიან გავაცნობიერე რა ჩავიდინე, მივხვდი არ მიღირს ეს ყველაფერი ამად.. ეს კი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი.. ვიცი რამდენად დიდი ზიანი მოგაყენეთ, ამიტომაც, სამსახურიდან წამოსვლამდე, იმ მასალას გამოვაქვეყნებ, რის მეშვეობითაც ხალხი სიმართლეს დაინახავს..
-შენს საქციელს ნამდვილად ნანობ..? - თვალებში ვერ მიყურებს.. ყველაფერს აკეთებს იმისათვის სხვაგან იყუროს.. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად..
-სამსახურიდან არ წამოხვიდე..
-რა..? რას ამბობთ..?
-ეგ ინფორმაცია, მასალა რასაც ფლობ მე გადმომეცი, ისე შენზე ეჭვი ვერ აიღონ.. შენ უნდა დარჩე..
-ვიცი რამდენად კეთილი ხართ, მაგრამ სხვა სამსახურს ვიშოვი.. რაღაცას ვიზამ.. მე..
-მომისმინე მანჩო.. შენ თუ სამსახურიდან წახვალ, მხოლოდ ჩემს სიმართლეს დაამტკიცებ, მაგრამ უამრავი ადამიანი, რომელსაც ეგ თქვენი ჟურნალი სიცოცხლეს უმწარებს.. ვერავინ დაეხმარება.. ვფიქრობ იმასაც კარგად ხვდები რევაზი მთავარი არაა ამ საქმეში.. მის უკან ვიღაც დგას..
-ყველაფერი გასაიდუმლოებულია.. ვერაფერი გავარკვიე..
-შენ უნდა დამეხმარო გარკვევაში.. ამისათვის კი მჭირდება დარჩე.. მეტად ყურადღებიანი გახდე და რევაზ ლიჩელის თითოეული ნაბიჯი ზეპირად იცოდე.. მაგრამ თუ ეს არ გინდა, უბრალოდ წამოდი სამსახურიდან.. და ეგ იქნება..
-მართლა ფიქრობთ, შევძლებ თქვენს დახმარებას..?
-შენ ხომ ჟურნალისტი ხარ, ეს შენი საქმეა..
-ყველაფერ გავაკეთებ, რაც შემიძლია..
-ჩემი ნომერი გეცოდინება.. დამიკავშირდი, როგორც კი რაიმეს გაიგებ.. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო.. გასვლისას ბუბას უთხარი შემოვიდეს..- დამემშვიდობა და ოთახი დატოვა..მალევე შემოვიდა ბუბაც..- მანჩო შელიას საიდან იცნობ..?
-ჩახლართულია.. თავის საქმეს გადაყოლილია, ყველაფერს აკეთებ ინფორმაცია პირველმა მოიპოვოს. განსაკუთრებით რაც ფილმების სამყაროს, მსახიობებს ეხება.. მასთან ვალში ვიყავი და უარი ვერ ვუთხარი, შენთან შეხვედრა როცა მთხოვა.. უნდა მომიტევო..
-შეგიძლია მისი ნომერი გადმომიგზავნო..?
-კი, რა თქმა უნდა.. მშვიდობა..?
-იქნება აუცილებლად.. ახლა უნდა გავიდე.. მოგვიანებით ვისაუბროთ..-ოთახი დავტოვე, რომელ ოთახზეც გამიელვა ცარიელი იქნება თქო შევედი.. მაგიდას ვეყრდნობი, წონასწორობის შესანარჩუნებლად.. გამაყრუებელი წუილის ხმა უფრო და უფრო ძლიერდება.. გულის დარტყმების ხმასთან ერთად.. ფეხი მიბუჟდება, ვეღარც ვგრძნობ.. ნელ-ნელა ვიმუხლები და იატაკზე ვჯდები..სუნთქვა მიხშირდება, უშედეგოდ ვცდილობ დავირეგულირო..
ვერაფერს ვაკონტროლებ ჩემს გარშემო.. ვეღარც საკუთარ თავს.. საათს დავხედე, რამდენიმე წუთი უსაშველოდ რატომ იწელება..? როცა დავრწმუნდი, სამყარო თავზე არ მენგრევა, არ ვკვდები.. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ჩემს გონებაში იყო.. თვალებს ვხუჭავ.. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ნელა ვცდილობ წამოვდგე.. კარებს ვუახლოვდები.. ხელი სახელურთან მივიტანე.. არა დარია, აღარ განმეორდება.. უბრალოდ კარი გააღე.. მიდი შენ ეს შეგიძლია.. მე არ ვაღებ, თუმცა კარი იღება და ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ..
-ყველგან გეძებდი..
-ოტია..
-კარგად ხარ..? რა სახე გაქვს..?
-არაფერია.. - შეუძლებელია მიხვდეს.. წლების წინ გნახა იმავე მდგომარეობაში, საიდან მიხვდება.. არა, არ ეხსომება.. ვერ დააკავშირებს.. მაშინ სხვა სიტუაცია იყო.. ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო და..
-კუდბაწარა.. აქ ხარ..?
-კი კი.. რას ამბობდი..?
-ბუბასთან იყავი..?
-ვერ დაველაპარაკე..
-რატომ..?
-მოგიყვები..შუა დერეფანში არა..
-შევიდეთ მაშინ..
-არა..აქ არა..
-ცარიელია..
-მოდი, საქმეს მივხედოთ.. მოგვიანებით მოგიყვები რაც მოხდა..
-მეორე საქმეს ეხება..?-თავი დავუქნიე..უკან დაიხია და ზღურბლსაც გადავაბიჯე.. ნუცისკენ დავიძარი, როცა შევედი, ოთახში მარტო ის დამხვდა..
-ჩემი გოგო როგორ არის..?
-დარიაა, კიდევ კარგი მოხვედი, მოიტანე რაც გთხოვე..?
-თვალის ჩრდილების ის პალიტრაა, შენ რომ გინდოდა.. -მაგიდაზე დავუდე და ჩამოვჯექი..
-უღრმესი მადლობაა, ფიზიკურად ვერ ვიშოვე, შენს სად მოიხელთე ერთი..
-ჩემი კავშირები მაქვს ხომ იცი..-გაგვეცინა..
-ახლახან მოვრჩი საქმეს და აქაურობა ცოტა თუ არ მივალაგე..
-მოგეხმარო..?
-არა, სად რა უნდა წავიღო მე ვიცი და ესე უფრო მალე მოვრჩები..მადლობა შემოთავაზებისთვის
-კარგი მე წავალ, შესაძლოა შემოგიაროო..
-ჩემი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, ხომ იცი..-ნუციკოს ოთახი დავტოვე..
-დარია..
-ნიკუშ, როგორ გიკითხო..?
- მე კარგად, შენ როგორც ყოველთვის ანათებ ხომ..? აუ ბოდიში რაა, წინაზე გთხოვე დაგეტოვებინე.. როცა მასალას პირველად ვუყურებ, მჭირდება, მარტო ვიყო, ხომ ხვდები..
-არაა პრობლემა მაგაზე ნუ იფიქრებ..
-მე უნდა გავიდე, შეგიძლია ოტიას უთხრა, მალე დავბრუნდები, თან ბოლო სცენაზე უნდა დაველაპარაკო..
-ისე სულ მაინტერესებდა.. რეჟისორთან თანამშრომლობა როგორც მემონტაჟეს თვალთახედვიდან რთულია თუ მარტივი..
-რეჟისორს გააჩნია, ოტია კონტროლირებადი არაა..
-ოტია არაა..? დარწმუნებული ხარ..?
-თანამშრომლობა კარგად გამოსდის, იცის რა უნდა, მაგრამ შენი აზრითაც ინტერესდება და გისმენს, იმ სხვა ვარიანტსაც განიხილავს, რომელიც შესაძლოა უკეთესი იყოს.. ზოგი კიდე ხომ იცი როგორია, ჰგონია მათ უფლებებში იჭრები, ასეთებს თავს ვარიდებ.. კაი მეჩქარება, მერე გავაგრძელოთ საუბარი.. - ნიკუშას დავემშვიდობე და გადასაღებ მოედანს დავუბრუნდი.. როგორც ჩანს ახლახან დასრულდა სცენის გადაღება..
-ნიკუშა ცოტახნით გავიდა, უთხარი უნდა დაველაპარაკოო..-ოტია თავს მიქნევს და წიგნაკს ჩაჰკირკიტებს..
ტელეფონი მირეკავს, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თუმცა ვალის მოხდის მიზნით მაინც დავხედე.. თვალები მიფართოვდება, როდესაც რევაზ ლიჩელს ვკითხულობ.. ოტია იმდენად ფოკუსირებული გახლდათ, მეგონა ვერც შემამჩნევდა, თუმცა მიყურებს.. ტელეფონო მისკენ მივატრიალე..
-წამოდი..- გაუთვითცნობიერებლად მივყვები ოტიას და ტელეფონს თვალს ვერ ვაცილებ.. გარეთ გავდივართ..-რატომ არ პასუხობ..?
-ეს უნდა მეთქვა.. -სწრაფად მივაყარე და რამდენადაც შემეძლო მოკლედ ვუთხარი, რა მოხდა.. მეორე ზარი სანამ გაწყდებოდა, ვუპასუხე და ხმამაღალზე ჩავრთე..-გისმენთ..
-დარიაა, ჩემი ნომერი აღარ გიწერია..?
-ვცადე ამას წინათ დარეკვა, მეგონა შენ აღარ გეწერა ჩემი ნომერი..
-ის ერთი ნომერი გავაუქმე, ეს მაქვს.. რატომ მირეკავდი..?
-ძველი მეგობარი მოვიკითხე, არ შეიძლება..?
-შეიძლება მაგრამ, რამე ხომ არ გაუჭირდა თქო ვიფიქრე..
-გაიგებდი რა ამბები დატრიალდა ჩემს გარშემო..
-გავიგე..
-მაგ სფეროშია და იქნებ რამე იცის თქო.. არც კი ვიცი საიდან გავრცელდა ამდენი ტყუილი..
-არ ვიცი, იქნებ გავარკვიო რამე.. უნდა შევხვდეთ ჩვენ, გავიხსენოთ ძველი დრო..
-აუცილებლად..კარგი ახლა ვმუშაობ, შენც დაკავებული იქნები..
-კარგი აბა, ნახვამდის..
-ნახვამდის..
-ამ არამზადას დამიხედეთ რა დღეშია.. აბა წესიერად მითხარი.. რევაზის თანამშრომელი მოვიდა, რომელმაც გაავრცელა ყველაფერი, სიმართლის გავრცელება შემოგთავაზა, შენ კი უთხარი დარჩენილიყო..?
-რევაზამდე და იმის ზემდგომთან როგორმე ხომ უნდა მივიდეთ..
-იცი ეს იმ გოგოსთვის რამდენად საშიშია..?
-არჩევანი გააკეთა.. კი უსაფრთხო არაა, მაგრამ.. არ ვიცი სხვა რამე ვერ მოვიფიქრე..
-სანამ ამდენად სერიოზულ წინადადებას შესთავაზებ ვინმეს, ჯერ ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონო.. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე..
-კარგი ეს საშიშია, მაგრამ იმ გოგოზე გინდა მეფიქრა.? მის უსაფრთხოებაზე..? იცი მაინც რას ვგრძნობდი, როდესაც მის წინ ვიჯექი, ის კი მიყვებოდა როგორ გაავრცელა ჩემზე ამდენი საშინელება.. გარეთ ვერ გავდივარ წესიერად.. მეშინია არ მიცნონ, რამე არ მომაძახონ.. ყველგან ჩვენ ვართ, ჩვენზე საუბრობენ.. შენზე როგორ არ მოქმედებს ეს ყველაფერი გამაგებინე.. ამდენად უგრძნობი ხარ..?
-ვინ გითხრა არ მოქმედებსო.. შენ რა ჩემთვის მარტივი გგონია..? არ არის მარტივი.. თუმცა იმ ადამიანების დაწერილ კომენტარს, ვერ ჩავაშხამებინებ ჩემს დღეს, რომელსაც არ ვაინტერესებ, არ მიცნობს.. დღის ჩასაშხამებლად შენც მყოფნი თუ გაინტერესებს..
სტატიიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას მოჰკრეს თვალი, არც კი გადაამოწმეს ინფორმაცია და ახლა ვერ მიტანენ..? დაე ვერ მიტანდნენ, გადავიტან როგორმე.. სიმართლე არ დაიმალება..
-იმ მანჩო შელიასაც არ ვიცი რამდენად უნდა ვენდო, ყველაზე კარგ შემთხვევაში სიმართლე რომც გამჟღავნდეს, ეს სიძულვილი, რომელიც მივიღე სად წავა..? ისე იქნება, თითქოს მთელმა საქართველომ მიწასთან არ გაგვასწორა, არაფრის გამო..?
-ეს უკვე შენზეა, რას მოუხერხებ.. მაგრამ ძალიან უნდა იფრთხილო, არასწორი გადაწყვეტილება და ფატალურად შეიძლება დამთავრდეს..
-შენს სიძულვილსაც ძლივს დავატარებ, მთელი საქართველოს სიძულვილს ვერ ვზიდავ..- მან რა ახლა ხმამაღლა გაიცინა..?
-რამაზმა ახლა გაარკვია შენ იცოდი თუ არა რამე, ვერ უნდა მიხვდეს შენ რა ინფორმაციასაც ფლობ..
-იქნებ მანჩო იმან გამოგზავნა..?
-მაგის დაბალი შანსია, ამ ყველაფრის თქმა რომ ეს მან ჩაიდინა, რაში დასჭირდებოდა..? ჩვენ ვიფრთხილოთ და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები.. მთავარია მტკიცებულებები გადმოგცეს, შემდეგაა საჭირო სწორად გათვლილი ნაბიჯები.. და შენ რა გქონდა მხედველობაში, შენი ნებით ინფორმაციის გავრცელებაში..?
-ვიცნობ ერთ გოგოს, აქამდეც დავხმარებივართ ერთმანეთს.. საიმედოა.. დამიჯერე ისე მიხედავს ამ ამბავს, ვერავინ მოასწრებს აზრზე მოსვლას..
-ვინ არის..?
-ჩვენი კურსელი მირზა გახსოვს..?
-მახსოვს აბა..
-მირზას მამიდაშვილია..
-მირზამ იცის ეგ ამბები დავიჯერო..?
-ვინდოუსს გადააყენებინებს მაქსიმუმ, რა ვიცი აბა.. შენ რამე არ წამოგცდეს..
-მირზა ბოლოს როდის ვნახე არც მახსოვს. რა უნდა წამომცდეს..
-კარგი წავიდეთ, შესვენება დამთავრდა..
. . .
სიცილით მივდივარ კარებისკენ, არა ჯერ არ ვიცი ვინ დამხვდება, მაგრამ თან რონის დავცინი, სათამაშოს მოტანისას გაცურდა იატაკზე და მაინც აგრძელებს სირბილს.. კარი გამოვაღე..
-დიახ, გისმენთ..
-ოლღა ერისთავი..ხარ..თ.. ოლღა ხარ არა..?
-დიახ, შემიძლია დაგეხმაროთ..?-ძალიან დაბნეული ჩანს, რაღაცის თქმა უნდა და ვერ ამბობს..
-მე ირაკლი ვარ..ერისთავი..
-რამეს უნდა მეუბნებოდეს..? არ გიცნობთ.. უკვე ძალიან დავიბენი, შეგიძლიათ ამიხსნათ რა ხდება..?
-ოლღა, მე შენი ძმა ვარ..
-მე ძმა არ მყავს..-ქუჩისკენ გაიხედა, თითქოს იქ იპოვიდა პასუხებს..-ეს რა ხუმრობა..? ვერ გავიგე.. სახუმაროდ არ მცალია..
-შეიძლება შემოვიდე, ყველაფერს აგიხსნი.. - გაუაზრებლად შევატარე, სახლში სრულიად უცნობი ადამიანი.. მივუთითე მისაღებისკენ წასულიყო.. დავსხედით.. მეხუმრება არა..? ნებისმიერ დროს იტყვის, ხუმრობს და ძალიან ვეჩხუბები..- არც კი ვიცი საიდან დავიწყო..
-რას ნიშნავს ჩემი ძმა ხარ..? ჩემი ორივე მშობელი.. არცერთს, არაფერი უთქვამს..
-პირველად შენი ფოტო როცა ვიპოვე.. 15 ის ვიყავი..
-ახლა რამდენი წლის ხარ..?
-18.. მამას ვკითხე ვინ არის მეთქი.. -გაჩერდა..
-რა გითხრა..?
-ნათესავიაო, ახლობელიო.. გამაცანი მეთქი, დავეჭვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი რეაქცია.. საუბარი გადაიტანა.. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვარკვევდი, ვინ იყავი რეალურად.. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. დედაჩემთან კამათისას, წამოსცდათ.. მაგრამ ამ თემაზე საუბარი ამიკრძალეს.. აქაც არ მიშვებდნენ.. როგორც კი 18 წლის გავხდი, საბუთების მომზადება დავიწყე და წამოვედი..- ფოტოები ამოიღო, ერთი ჩემი ძველი ფოტოა, ალბათ ამ ფოტოზე საუბრობდა.. მეორეზე მამამისთან ერთადაა.. არ ხუმრობს.. ჩემი ფოტო გადმოვაბრუნე, წარწერა აქვს, დედაჩემის ხელწერაა..
-არც კი ვიცი რა ვთქვა.. პირველად მესმის..
-ვიცი, რამდენად მოულოდნელია, დაუჯერებელი.. არაფერს ველოდები შენგან.. დრო გჭირდება ალბათ.. ამიტომაც მე წავალ, აღარ მინდა მეტად შეგაწუხო.. ეს ჩემი ნომერია, როდესაც შესაძლებელი იქნება, გთხოვ აუცილებლად დამირეკე ან მომწერე.. არ აქვს მნიშვნელობა..-ვეღარც წამოვდექი, ისე დატოვა სახლი.. კარების დაკეტვის ხმამ გამომაფხიზლა.. ეს ყველაფერი მართლა მოხდა..? რას მოვისმინე სიმართლეა..? მაგიდაზე ფოტოები მარწმუნებს არაფერიც არ მომჩვენებია..
რა უნდა გავაკეთო..
ზარია, საათს გავხედე.. ჯარჯის უნდა შევხვედროდი.. კარებთან მივედი და გავაღე.. მართალი ვიყავი, ჯარჯია..
-შემოდი..
-ყველაფერი რიგზეა..?
-არა, შემოდი..
-აღარ გავდივართ..?
-ყველაფერი დაივიწყე..-ხელი მოვკიდე და დივნამდე მივიყვანე..-დაჯექი.. ვერ წარმოიდგენ რა მოხდა..? არა, თავადაც არ მჯერა.. ვაიმე ჯარჯი..კიდევ კარგი მოხვედი..
-ასეთი რა მოხდა.. არ იტყვი..?
-ძმა მყავს..
-ეს რამე ახალი ხუმრობა და არ ვიცი..?-მაგიდაზე დალაგებულ ფოტოებზე მივუთითე..
-ეს რა არის..? ეს კაცი მამაშენი არაა, ფოტოებიდან მახსოვს.. გვერდით ვინც უდგას..
-ახლახან იყო მოსული.. ოლღა ერისთავი ხარო..? ირაკლი ერისთავი ვარო.. გავგიჟდები.. ეს რა დღე გამითენდა.. ამდენწლიანი ძლივს ნაშენები სიმშვიდე წარსულში უნდა დავტოვო..?
-დამშვიდდი.. ყველაფერი გაირკვევა.. ეს ინფორმაცია უნდა გადავხარშოთ როგორმე..
-27 წელი გავატარე ფიქრში, რომ მეგობრების გარდა მე ოჯახი არ მყავდა.. ახლა კი არსაიდან ვიგებ რომ.. პატარა ძმა მყავს..? რა გავაკეთო..
-რამდენი წლისაა..?
-18.. წარმოგიდგენია..? ჩემს არსებობაზე 15 წლიდან იცის.. 18 გახდა თუ არა საქართველოში დაბრუნდა.. ნეტავ მისები რას ამბობენ.. თუმცა სადაც ამდენი წელი არ მეუბნებოდნენ, ახლა ალბათ გაცოფებული არიან, რადგან ჩამოვიდა არაა..?
-შენთან ჩამოვიდა..?
-არა, ჯარჯ ეს არ შემიძლია, ალბათ როგორი მოლოდინებით მოვიდა ჩემამდე, და დახვდებოდა, რომელიც დიდი სიყვარულით მიიღებდა და მე ამას ვერ გავაკეთებ.. დაძმობის ცნება სრულიად სხვა რამაა.. ერთად იზრდებიან, ერთმანეთის გაზრდას უყურებენ.. სიყვარული აქვთ.. მე ამ ადამიანის არსებობის შესახებ დღეს გავიგე.. იმედები გაუცრუვდება, თუ უკვე არ გაუცრუვდა.. უმჯობესი არ იქნება ახლავე თუ დაბრუნდება..?-ჯარჯი წამოდგა, მომიახლოვდა, მხრებზე ხელები მომკიდა და გამაჩერა..
-ერთი წუთით მოიცადე.. მოვლენებს წინ იცი როგორ უსწრებ..? 18 წლის ბიჭმა რამხელა რაღაც გააკეთა, ხვდები მაინც..? ქვეყანა დატოვა, მშობლები, გარემო.. ოჯახის წევრის საპოვნელად.. შესახვედრად..
-მას უკვე ჰყავს ოჯახი..
-გამბედაობა მოიკრიბა და შენამდე მოვიდა.. მე რომ ვიცოდე, ანტარქტიდაზე მყავს და ან ძმა, ალბათ დღესვე გავფრინდებოდი..შენ კი არავინ არ გთხოვს დობა გაუწიეო, ამ ფიქრამდე ჯერ ნუ მიხვალ..
-აბა რა გავაკეთო..?
-გაიცანი როგორც ადამიანი.. ირაკლი გაიცანი და არა ირაკლი ერისთავი..
-არა მგონია, შევძლო..
-დღესვე ვერ გადახარშავ რაც მოხდა.. ეცადე დამშვიდდე, ყველა კითხვაზე პასუხის მიღებას ახლავე ნუ ეცდები.. ნაბიჯ-ნაბიჯ კარგი..?
-მართალი ხარ.. ნაბიჯ-ნაბიჯ.. არ არის აუცილებელი ყველაფერზე პასუხი ახლავე მივიღო არაა..?
-არ არის..
-გთხოვ წავიდეთ რაა... სახლიდან გასვლა მჭირდება..
-წავიდეთ..
. . .
-კიტა, სანამ შევალთ..
-გისმენ..
-შეგიძლია ჩათვალო, ჩემი აქ მოყვანითაც ბევრი გააკეთე.. თუ ოდნავ მაინც გეთანაღრება გული..
-ისევ ამას ვუბრუნდებით..?
-არ მინდა ის გააკეთო, რაშიც არ ხარ დარწმუნებული..
-აქ იმაზე არაა მე რა მინდა, აქ შენთვის ვართ თინანო.. მე დარწმუნებული ვარ, რას რისთვის და როგორ ვაკეთებ..
-რატომ არ ნერვიულობ..?
-სანერვიულო სხვებს უნდა გავუჩინოთ, ჩვენ არ გვაქვს სანერვიულო.. წამოდი წამოდი..-გამიღიმა და შენობაში შემატარა.. ერთი გრძელი მაგიდა, სადაც ყველა ჩემი ნაცნობი იმყოფება, მალევე შევამჩნიე.. ერთი ცარიელი ადგილი უცნობი მამაკაცის გვერდითაც თვალში მოსახვედრია..
მამაჩემმა ზუსტად ამ მომენტში გამოიხედა ჩემკენ, სხვებსაც არ გამორჩენიათ ჩემი შესვლა და მათთვის უცნობი მამაკაცი ჩემს გვერდით.. ერთმანეთს უყურებენ გაკვირვებულნი.. ღიმილით, თითქოს ამაში გასაოცარი არაფერი იყოს, მათ ვუახლოვდებით..
-მოგესალმებით.. საცობის გამო ცოტა დავაგვიანეთ..
-თინათინ, არ გაგვაცნობ..? ვინ გყავს გვერდით..
-ჩემს გვერდით კიტა ტურაშვილია..
-მოგესალმებით.. შემოგეჭერით ვიცი, თუმცა იმედი მაქვს არ მიწყენთ.. -იმ უცნობის გვერდით კიტა დაჯდა, კიტას გვერდით მე..
-ეს რას ნიშნავს თინათინ..-დედაჩემმა გაწბილებულმა გადმომიჩურჩულა..სანამ რამეს ვეტყოდი, კიტამ ჩემი ხელი თავისაში მოაქცია.. გავხედე..
-ყველაფერი კარგად იქნება..
-მოიცადე ის კიტა ხარ..? ილუსტრატორი ხომ..?-ჩემი პატარა დეიდაშვილის წამოძახილზე მისკენ გავიხედე..- ყველა შენს ახალ წიგნზე საუბრობს..
-როგორც ჩანს ზიზი გიცნობს.. ჩვენც რომ გაგვეცნო თუ შეიძლება..
-ილუსტრატორი ხარ..? ეს რას მოიაზრებს..?
-ვხატავ წიგნებისთვის, ეს შეიძლება მხოლოდ წიგნის ყდა ან მთლიანი წიგნის ილუსტრირებას მოიაზრებდეს.. . ახლა უკვე მუსიკალური ალბომებისთვისაც..
-კარგი სამსახურია ალბათ..- რაც იმას ნიშნავს ფულს კარგად თუ შოულობო.. სანამ რამეს ვიტყოდი ზიზი გამოესარჩლა ერთ-ერთ ნათესავს..
-კიტა ტურაშვილზე ვსაუბრობთ მეგობრებო.. იცით მაინც რამდენად მაგარ მწერლებთან უმუშავია..? არა მარტო საქართველოს მასშტაბით.. კარგი კი არა, მაგარი სამსახურია.. - ზიზიმ იცის ჩემი მეგობრების შესახებ, თუმცა კიტაზე თუ იცოდა კონკრეტულად რას საქმიანობდა არ ვიცოდი..
-მოიცადე შოთა ტურაშვილის ვინმე ხომ არ ხარ..?- მამაჩემი კიტას მოუბრუნდა..
-ბაბუაჩემია..
-რას მეუბნები, შოთას შვილიშვილი ხარ..?
-გახლავართ..
-რა კაციი.. მომიკითხე აუცილებლად, თუმცა მალე თავადაც შევხვდებით ვატყობ - საღამო ტრადიციულად გაგრძელდა, საუბრებით, სადღეგრძელოებით.. კიტას სადღეგრძელოს მერე, რომელიც აქამდე მხოლოდ ხუმრობის სახით მომისმენია, მამაჩემი ცოტა დაამშვიდა.. ნამდვილად ასეაო, გაუმარჯოსო და ასეთი ფრაზები, როცა მოჰყვა..
-ასეთ კარგ ბიჭს როგორ გვიმალავდი თინათინ, კარგი რაა..
-შენს გოგოზე დარდში, რომ ხარ, ხომ ხედავ სადარდებელი არ გქონია თურმე..- შემდეგ სიმღერები, ცეკვები.. საბოლოოდ კიტამ ყველას გული მაშინ მოიგო, როგორღაც დედაჩემს რომ გააშლევინა ხელი აჭარულზე..
დროც გავიდა, ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს.. ზიზის გავყევი ეზოში ჰაერზე..
-ეს რა ხდება შენს თავს თინა..? ამას მიმალავდი..?
-ყველაფერი ისე არაა როგორც გგონია..
-ადამიანს შენს მეგობრად ვიცნობდი და სანათესავოს შეკრებაზე აცნობ ყველას.. ყველას.. დათის საცოლე ასეთი სიყვარულით რატომ გიყურებთ მთელი საღამოა, ეგ ვერ გავიგე..
-მისი ქორწილის ორგანიზატორი ვარ და იმიტომ..
-რა..? იცის..?
-იცის.. არაა პრობლემა როგორც ჩანს..
-წამოდი შევიდეთ, აუცილებლად მომიყვები ყველაფერს, დეტალურად იცოდე.
-შედი შედი..- კიდევ გავიდა დრო და საბოლოოდ, დავრჩით მე, კიტა და ჩემი მშობლები..
-კარგი საღამო გამოვიდა ნამდვილად..-დედა
-კი, მიხარია, შევძელი, თქვენთან შეხვედრა..
-ეს აქამდეც შეგეძლო..
-ვფიქრობდი ზედმეტად ადრე იყო, თუმცა ამ შეკრების გაგებისას, დავფიქრდი და ვიფიქრე ახლა ნამდვილად სწორი დრო იყო ყველასთან შესახვედრად..
-ახლა ძალიან გვიანია, სანამ ჩვენ წავალთ.. კიდევ მოგვიწევს შეხვდეთ.. კარგად უნდა ვიცოდე, ვინ ჰყავს ჩემს ქალიშვილს გვერდით..
-რა თქმა უნდა..
-წავედით..
-წინააღმდეგი თუ არ ხართ, მე მოვიყვან თქვენს ქალიშვილს სახლში..-მამაჩემმა თავი დაუკრა და შენობა ერთად დავტოვეთ.. ისინი უკვე გზას დაადგნენ, ჩვენც ჩავსხედით მანქანაში..
-თუ მჯეროდეს დღევანდელი საღამო..
-არაჩვეულებრივი შეყვარებული გყავს თინანო, უნდა აღიარო..
-ნამდვილად, მინდა გითხრა შეუძლებელი შეძელი..
-მაგრამ..
-სახლში რა დამხვდება არ ვიცი.. გეგმა ჩაეშალათ, იმ ბიჭის გვერდით იჯექი, ვის გვერდითაც წესით მე უნდა ვმჯდარიყავი..
-არაფერიც არ მოხდება, აი ნახავ..-სახლამდე მიმიყვანა.. მანქანა გაჩერდა..- მომწერე კარგი..? როგორ ჩაივლის..
-მოგწერ..
-არ შეალამაზო, ან გააბათილო..
-მადლობა დღევანდლისთვის..
-მადლობა საჭირო არაა, სიმართლე გითხრა კარგი დრო გავატარე.. ზიზის უთხარი ჩემს პროფესიაზე რამე თუ აინტერესებს, არ მოერიდოს და დამეკონტაქტოს.. მაგარი ვინმეა..
-ვეტყვი..-ღვედი მოვიხსენი.. მისკენ გადავიხარე, ლოყაზე ვაკოცე.. გავუღიმე, ამ მომენტში მხოლოდ მისთვის თუ მემეტება ღიმილი.. დამიბრუნა ღიმილი საპასუხოდ..
-შეხვედრამდე თინანო..
-შეხვედრამდე კიტა..-მანქანიდან გადმოვედი.. ამ სიჩქარეში ჩემი სახლის კარამდეც მივედი.. ღრმად ჩავისუნთქე სანამ კარს შევაღებ.. რაც არის არის.. კარი გავაღე.. შიგნით შევედი..
-თინათინ..
-გისმენთ..
-თუ ვიღაც იყო შენს ცხოვრებაში, აქამდე არ უნდა გაგეცნო..? იქ ისე შევრცხვი როცა..
-კიტასი ვერ შეგრცხვებოდა მამა.. რამ შეგარცხვინა კი მაგრამ..
-რომ მცოდნოდა სხვანაირად დავგეგმავდი საღამოს..
-მშვენიერი საღამო გამოვიდა, კიტა ყველას მოეწონა.. რას დაგეგმავდი სხვანაირად..?
-სხვას შევპირდი შენც გაცნობას.. შენ კი შენი შეყვარებულით მოხვედი..
-ვის უპირებდი ჩემს თავს მამაჩემო.. რატომ არ დაეკითხე ქალიშვილს, საერთოდ უნდოდა თუ არა ვინმეს გაცნობა..
-კარგი ბიჭია დედა და ვიფიქრეთ..
-უამრავი კარგი ბიჭი დადის დედა.. ეს არ ნიშნავს რომელიმესთან ყოფნა მინდოდეს.. შეიძლება თქვენთვის არაფერს წარმოვადგენ, თუმცა იმ გადაწყვეტილებას, ვინმე მეყოლება თუ არა გვერდით და ვინ მეყოლება, ჩემი გადასაწყვეტია და არა თქვენი, როგორც მშობლებს რამდენადაც არ უნდა გცემდეთ პატივს..
-შენ გვცემ პატივს..? ამხელა ხარ უკვე და ვერასდროს აკეთებ რაღაცას ისე, როგორც საჭიროა.. ცხოვრების რამე გაგეგება ..? ნახე შენი შვილი როგორ გვესაუბრება..? - დედაჩემმა მამაჩემს გადახედა
- კიტა კარგი ოჯახის შვილია.. მის ოჯახს ვიცნობდი წლების წინ.. მაგრამ თინათინ.. რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო, სანამ უკეთ არ გავიცნობთ.. უნდა დავრწმუნდე, ღირსეული ოჯახის, ღირსეული წარმომადგენელი არის თუ არა..
-სანერვიულო არაფერია.. წავედი, უნდა დავისვენო.. ხვალ ვმუშაობ..- ჩემდა გასაკვირად არაფერი მოუძახებია დედაჩემს.. ჩემს ოთახში შევედი.. სანამ თავს მოვიწესრიგებდე ტელეფონი დავდე, თუმცა გამახსენდა კიტას შევპირდი მიწერას.. ისევ ავიღე.. აკრეფა დავიწყე..
-" მგონი ისევ შოთამ გვიშველა "
-" გამოდის ყველაფერმა კარგად ჩაიარა..? შოთას მადლობას შევუთვლი.. "-გამეცინა..
- " უნდა დავრწმუნდე, ღირსეული ოჯახის, ღირსეული წარმომადგენელიაო.."
- " ცხრა მთა და ცხრა ზღვა მაქვს გადასალახი..? ჩემს გეგმებში ჩასვამ აუცილებლად "
-" გგონია ჩემებისთვის ეგ საკმარისია ?"
- " მთავარია შენთვის იყოს საკმარისი.. "
-" ჩემთვის დასამტკიცებელი არაფერი გაქვს, საკმარისზე მეტი ხარ ხომ იცი "...- მესიჯი გავაგზავნე თუ არა, ზარიც შემოდის..მე ჯერ კიდევ საღამოს კაბაში ჩანთით და ქუსლიანებით გახლავართ..
-მნიშვნელოვანი არაა მაქვს თუ არა.. შენთვის დავამტკიცებ.. შენი მშობლები დაინახავენ..
-რას..?
-რომ კიტა ტურაშვილი, თინანო ჩადუნელის ყველაზე სწორი არჩევანია..
-როლში ზედმეტად ხომ არ იჭრები..?
-რას ამბობ.. როლში შესვლას ახლა ვიწყებ.. -ქუსლიანები გავიხადე.. ჩანთა დავდე.. -თინანო..
-გისმენ კიტა..
-მართლა კარგად ხარ..? რამე ისეთი ხომ არ უთქვამთ..?
-სხვანაირად კომუნიკაცია არცერთს არ შეუძლია, მაგას უკვე მივეჩვიე.. სხვა დიალოგებთან შედარებით, ეს ნამდვილად ნორმალური იყო და უნდა გამხარებოდა კიდეც..
-არ არის ეგრე.. მაგას არ იმსახურებ..
-მშობლებს არ ვირჩევთ.. არ აქვს მნიშვნელობა ვიმსახურებ თუ არა..
-აქვს.. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს..
-ეს მოცემულობა მაქვს.. რამდენიც არ უნდა ვიბრძოლო შესაცვლელად, უკეთესობისკენ.. ჩემი სიმართლისთვის, კარგად ყოფნისთვის, სიმშვიდისთვის.. აზრი არ აქვს, მე კი დავიღალე.. აი ის დიალოგი ცოტახნის წინ მათთან რომ მქონდა, ეს რომ გასახარია, თავზე რომ არ დამანგრიეს დღევანდელი დღე, ორი შხამიანი წინადადებით შემოიფარგლნენ..ეს რომ გასახარია ჩემთვის, ეს არის მთელი ტრაგედია.. მე კი..-კიდევ უფრო დავუწიე ხმას..-ძალიან დავიღალე..
-ჩემო თინანო.. მე ვიბრძოლებ შენი სიმართლისთვის, კარგად ყოფნისთვის და სიმშვიდისთვის..
-ძალიან დაგამძიმებ.. მე კი არ მინდა კიდევ ვინმესთვის ვიყო ზედმეტი..
-მინდა რომ დამამძიმო, გამიზიარო ის რასაც საკუთარ თავს თუ ანდობ მხოლოდ.. ეს შემამსუბუქებს..
-ჩემი სიმძიმეები როგორ შეგამსუბუქებს..?
-შენი ტკივილები თუ ჩემი გახდება..
-მაშინ შენი ტკივილებიც უნდა გახდეს ჩემი კიტა.. იცი ეს რას ნიშნავს..?
-ვიცი, მაგრამ ამაზე ტელეფონით საუბარი არ მინდა..
-დაგემშვიდობო..? დღეს უკვე მეორედ..
-არ გამითიშო.. მელაპარაკე..
-ჩემს ფიქრებთან, არ მტოვებ მარტოს..
-არ დაფიქრდე რაა, ყველაფერი გაანალიზო და მიხვიდე იმ დასკვნამდე, კიტა ცუდი ბიჭიაო, მერე რა ვქნა..-ხმამაღლა გამეცინა..-შენს სიცილზე სასიამოვნო მოსასმენი არაფერია ამ ქვეყნად..
-კიტა.. შეგიმჩნევია ჩემთვის თინათინი.. თინა არასდროს დაგიძახია..? აქამდე ამაზე არ მიფიქრია..
-ჩემთვის ყოველთვის თინანო იყავი და იმიტომ..
-იქნებ შოთა მართალი იყო..
-რასთან დაკავშირებით..?
-შენთვის თინანო კი არა.. შენი თინანო ვარ..
. . .
-შენი წამოყოლა არანაირად არ მესაჭიროება..
-სხვა ნებისმიერს არ დასჭირდებოდა დარიუს, მაგრამ შენ ხომ იშვიათი გამონაკლისი ხარ, ამ პატარა გზაზე იმდენი რაღაც შეიძლება მოიწიო, კაცს აზრად არ მოუვა.. მირჩევნია დავრწმუნდე ეგ შენი USB მეხსიერებას, უსაფრთხოდ მივიტანთ.. რა ჰქვია იმ გოგოს..?
-მერამდენედ გითხარი..ირინკა.. -მალევე მივედით დათქმულ ადგილას.. კარგად არ ვიცნობდე, ვერც მივხვდებოდი ირინკაა ჩემს წინ..
-გამარჯობა..
-სალამი..
-როდის შეიცვალე ადგილი..
-ხომ იცი ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები.. შენ ოტია უნდა იყო..
-გახლავართ..
-აბა, მომიტანე..?- გავუწოდე..
-მალე მოგვარდება..?
-ფილმებში როგორც გვარდება რეალურ ცხოვრებაში ეგრე არა,ა ორი დაკლიკებით პენტაგონის გატეხა არაა შესაძლებელი.. ჯერ ფაილები უნდა შევისწავლო კარგად, შემდეგ რა ინფორმაციაცაა გავრცელებული, იმის მიხედვით მივაწოდო ხალხს..
-მაგას როგორ აპირებ..?
-საჭირო უნარ-ჩვევებით და კონტაქტებით..
-დაგვირეკავ როცა გადახედავ..?
-დარეკვა რაღა საჭიროა, ამ არეულობას ავალაგებ და წავალ.. დარია მშვიდად იყავი.. ამაზე არეული დალაგებულა ხომ იცი, მე კიდევ ეგეთები არ მეშლება.. მოკლედ, მე წავედი.. ძაან თუ არ გაგიჭირდათ ცოტახნით არ დამეკონტაქტოთ.. -დაგვემშვიდობა და წავიდა..
-სულ ეს იყო..?
-სხვას რას ელოდი..
-არც კი ვიცი..
-სვანეთში წასვლა ხომ არ გადაგვედო..?
-რატომ უნდა გადავდოთ..
-ხომ იცი რა ამბებია, ცუდად თუ შემხვდებიან, ვერ გადავიტან.. აქ კარგი მომაძახონ რაც გინდა, მაგრამ იქ.. დამიჯერე არ გამოვა ისეთი გადაღების პროცესი, შედეგი არ დაიდება კარგი.. მათ ალბათ ჰგონიათ, მათ წინააღმდეგ ვართ.. მათი წარმოჩენა გვინდა ცუდად ან არ ვიცი..
-კუდბაწარაამ ხომ არ გავიწყდება, ჩემს სახლში მივდივართ, იქ ჩემი სიტყვა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ამ ხალხის გავრცელებული სიცრუე.. მათ თვალწინ გავიზარდე, იციან ვინც ვარ, რა გამიკეთებია.. შენც გიცნობენ, გგონია შენი იქ გატარებული დღეები, შენი დამოკიდებულება, დაავიწყდებოდა ვინმეს..? არ ვიცი ეს გოგო რას იზამს, როდის რა იქნება.. მე სვანეთში წასვლას, ამის გამო ვერ გადავდებ.. ეს დიდი ხნით ადრეა დაგეგმილი.. რაც დრო გვაქვს უნდა მოვასწროთ, შემდეგ ზამთარში გაჭირდება ყველაფერი..
-სვანეთმაც თუ უარმყო, დავრწმუნდები მართლა სამთებელი გავხდები..
-მაქსიმუმ თემიდან მოგკვეთენ..
-შენ რა სახუმაროდ გაქვს საქმე..?
-მაქვს თანაც როგორ.. შუქურაში მივდივართ ხომ..? - გადაღებები დასრულდა და პირდაპირ აქ წამოვედით.. ახლა კი სამეგობროს შეკრებაზე მივდივართ..მანქანაში ვჯდები, მანქანა დაიძრა და რადიოს ხმაც გაისმა..
-რატომ არ შეგიძლია, როგორც ნორმალურმა ადამიანმა მგზავრობისას მუსიკას უსმინო..
-ვუსმენ ხოლმე.. აი ახლა რადიოს მოსმენა მინდა და დამაცადე..
-ათას რაღაცას არეკლამებენ, ამის მოსმენა, საინტერესო რატომ უნდა იყოს გაუგებარია..
-და დიახ გიბრუნდებით მეგობრებო, ჩვენთან კი ისევ კესოა.. შეგახსენებთ, ჩვენ განვიხილავდით იმ აქტუალურ ამბებს, რომელიც ბოლო დღეებია დიდი განხილვის საგნად იქცა.. კესო, როგორც ვიცით, როგორც ჩვენთვის ცნობილია.. დარია ლორთქიფანიძე შენთან მუშაობდა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.. სიმართლეა არა..?
-სიმართლეა..
-რას გვეტყვი, იმ აჟიოტაჟზე, რომელიც მის გარშემო წამოვიდა.. შენი აზრით რამდენად შეესაბამება, სიმართლეს, იმ გამოცდილებიდან, რომელიც დააგროვე მასთან მუშაობის პერიოდში.. თუმცა სანამ ამ თემებს შევეხებით, რატომ აღარაა თქვენთან ორი სიტყვით ახსენოთ?
-დარიას ვაფასებ როგორც ადამიანს, თუმცა სიმართლე თუ გაინტერესებს, მე ვურჩიე შესვენება აეღო..
-რას გულისხმობ..?
-თავს ზედმეტად იტვირთავდა, ეს კი მისი სამუშაოს ხარისხზეც აისახა.. ამიტომაც ვურჩიე დროებით შეესვენა.. ის კი საერთოდ წავიდა სამსახურიდან..
-ცუდად დაასრულეთ..?
-მე მასთან გასაყოფი არაფერი მაქვს, მისი მხრიდანაც არაფერია.. ვფიქრობ იმაზე ადრე დაბრუნდა ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო.. სერიალის სცენარისტთად მუშაობა სხვა არის და ფილმის სცენარზე როდესაც მუშაობ სხვა.. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ზედმეტად დიდ რაღაცას შეეჭიდა, არ მინდა გული გაუტყდეს.. მის შესახებ ჭორებს რაც შეეხება, ვინ იცის.. სამსახურის იქით ადამიანი რას აკეთებს მე ნამდვილად არ მეხება..
-იმაზე რას იტყვით, მისი წასვლის მერე, სერიალის ნახვების რაოდენობამ დაიწია, ამ ამბების ფონზე ნაწილი მის დაბრუნებას ითხოვს..
-ვფიქრობ დარიამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ახალი სცენარისტი მალე დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს..
-კარგით მეგობრებო, ახლა კი დროა..-სხვა არხზე გადავრთე..
ახლა უბრალოდ ოტია კი არ ისმენდა ამ ყველაფერს.. იმ ფილმის რეჟისორი, რომლის სცენარისტიც მე ვარ.. შენი რეჟისორი, რომ ისმენს ამ ყველაფერს, არც კი ვიცი ეს რამდენად საწყენია, იმ ადამიანისგან მითუმეტეს, რომელსაც მხოლოდ თანამშრომლად კი არა, მეგობრად ვთვლიდი..
მანქანა გაჩერდა, როგორც ჩანს დანიშნულების ადგილამდეც მივედით.. გადმოვედი.. ოტიაც გადმოვიდა.. სანამ შუქურაში შევდიოდით გამაჩერა..
-იმედია ამ სისულელეს რაც ახლახან მოისმინე, შენზე გავლენას არ მოახდენს.. მაყურებელს კარგავს და გაბრაზებულია, იმდენად ამაყია, არ გთხოვს დაბრუნებას.. ამით გულს იოხებს.. ამიტომაც დაფიქრდი, ვისზე ფიქრში აპირებ ენერგიის დახარჯვას და წუხილს..- შუქურაში შემატარა.. მალევე დავინახეთ ყველა..
-მეგობრებო როგორ გიკითხოთ..?
-თქვენ გელოდებით რამდენი ხანია..
-და რატომ..? რამე გაქვთ სათქმელი..? -ოლღამ ჯარჯის გახედა..-რა ხდება გამაგებინეთ
-ჩემო ძვირფასებო.. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, რას ვიზამ, რას გავაკეთებ, მაგრამ უნდა იცოდეთ..
-უკვე გულს მიხეთქავ..-კიტა
-ახლახან გავიგე, რომ თურმე 18 წლის ძმა მყავს..
-ვერ გავიგე.. რას ნიშნავს ძმა გყავს..? ძმა..? -თინა
-ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ჩემი ძმაა... ამდენი წელი მიმალავდნენ ამ ამბავს, თუმცა მალევე დამირეკეს შენს გამო ჩამოვიდა და იმედია კონტაქტი არ გექნება, მანდ არაფერიც არ ესაქმება, მალე უნდა დაბრუნდესო..
-ვინ არის საერთოდ..? რა ჰქვია, რას საქმიანობს..
-მხოლოდ ის ვიცი, ირაკლი ერისთავია.. ერთხელ შევხვდი..
-მასთან შეხვედრას არ აპირებ..?-ვკითხე მე
-არ ვიცი..რაღა მე აღმოვჩნდი..და..
-მე შენს ადგილზე ძალიან გამიხარდებოდა..ჩემები წასულები არიან, იშვიათად ვნახულობ.. მაგრამ მარტო მათი არსებობითაც ბედნიერი ვარ..-თინა..
-მაგას ვამბობ, შენ მათთან ერთად გაიზარდე, დაგვიანებული არაა..?
-დაგვიანებული არასდროსაა..? ზოგი სიბერეში იგებს თურმე და ან ძმა ჰყოლია, მაშინ იწყებენ ერთმანეთის გაცნობას.. შენ კი კარზე მოგიკაკუნა და უნდა გაუშვა..? ყველა ასაკში გჭირდება და-ძმა.. 18 წლისაა, ფაქტობრივად ახლა იწებს ცხოვრებასთან შეჭიდებას.. ის პერიოდები რაც ჩვენ გავიარეთ, ისიც გაივლის.. რაც გამოტოვე გამოტოვე.. მისი დარჩენილი ცხოვრებაც უნდა გამოტოვო..?- ვუთხარი მე.. აღარაფერი უპასუხია, რაც იმის მანიშნებელია სალაპარაკო თემა უნდა შეიცვალოს.. მე წამოვდექი, სასმელი შევუკვეთე, ავიღე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი..
-მეც უნდა გითხრათ რაღაც.. ნუ ჩვენ..
-თქვენ..? შენ და თინამ..?
-სიტუაციამ და საჭიროებამ მოიტანა, სანამ განსჯით სიტუაციას..ფიქტიურ ურთიერთობაში ვართ..
-რაო..?-ჯარჯი
-რა ხდება..? რა ურთიერთობაშიო..?-ოლღა
-ხომ იცით ჩემი ყოფილის ქორწილის ორგანიზატორი, რომ ვარ.. ყველაფერი მანდედან დაიწყო.. ობიექტს ვაჩვენებდი, ქორწილისთვის.. იქ იყო კიტაც და ერთად როცა დაგვინახეს იფიქრეს ერთად არიანო.. ეს გავატარე, თუმცა მერე, ვნერვიულობდი, მაგრამ კიტასთან ერთად დაგინახე და მივხვდი სანერვიულო არ მქონიაო.. ამიტომაც ის რაც დაიჯერა, არ ვუარყავიი.
-მთავარს არ იძახი თინანო..
-ჩემი სანათესავოს წლიური შეკრება ხომ იცით..
-ვიცით მერე..
-კიტა წავიყოლე და გავაცანი..
-ვაიმე რა დღეში ხართ ხალხო, არ გადავირიო..
-ჩახლართულია..
-შენებს თუ გააცანი უკვე სიძეა და ეგაა.. არ იცი ეგენი როგორ არიან..?-ოლღა
-ვიცი, მაგრამ დათიც იქ იყო და ვიღაცისთვის აპირებდნენ ჩემს გარიგებას.. ცოტახნით შემეშვებიან და მერე ვნახოთ რა იქნება..
-ერთი წუთით.. აბა ერთად დასხედით..დარია ადექი ორი წუთით..
-ჩემგან რაღა გინდა..აჰა ავდექი..
-მიდი კიტა, მიუჯექი თინას..
-თქვენი ბავშვი ნამეტანი ქერა იქნება..
-რა ბავშვი ოლღა.. ბავშვი საიდანღა მოიტანე.. მართლა ურთიერთობაში კი არ ვართ.. ეს ისე გითხარით, სასხვათაშორისოდ.. და მე და კიტას ბავშვი ქერა რანაირად იქნება..
-ადრე ხომ ქერა იყავი..
-საიდან მოიტანე მე სულ მუქი ფერის თმა მქონდა..
-ვის ატყუებ, შენი ბავშვობის ფოტოები მაქვს ნანახი.. ქერა იყავი.. ორივე მშობლის გენი, რას გვიჩვენებს..? აღარ არის სადაო..
-ძალიან პატარა ვიყავი, მალევე გამიმუქდა.. რას მიხსენებ..
-ძაან მაგარი იდეა მაქვს.. ხელოვნურ ინტელექტს დახმარებით გავიგებთ როგორ გამოიყურება თქვენი შვილი...
-ეს სულ გადაირია.. საერთოდაც არაფერი არ უნდა გვეთქვა..
-სადმე გვნახავდნენ ხელჩაკიდებულს და ესე უნდა გაგეხეთქა ადამიანებისთვის გული..?
-ჩვენ ხელჩაკიდებულები სად უნდა გვნახონ..
-აი ნახეთ..-ოლღამ ტელეფონი შემოატრიალა, ყველას აჩვენა თინას და კიტას შორის მართლაც ქერა პატარა საყვარელი ბავშვი..
-არ არსებობს..-კიტამ აიღო ოლღას ტელეფონი, თინას ხელი გადახვია და ეს ტელეფონი მიუტრიალა..-რას იტყვი აბა, რა დავარქვათ..
-დაუბრუნე ოლღას ტელეფონი და დაბრუნდი შენს ადგილზე..
-კარგი რაა თინანო, ნუ მიბრაზდები.. თან აღიარე, ძალიან საყვარელი ბავშვია..
-ბავშვები ზოგადად საყვარლები არიან და რა გგონია, ეგ შენი ხელოვნური ინტელექტი როგორს დაგიხატავდა..
-მივუთითე რომ მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო და თქვენი სახის აგებულებიდან გამომდინარე რეალური ფოტო შეექმნა..
-მადლობა ოლღა დახმარებისთვის..
. . .
-არ ვიცი შენთვის რამდენად ხელსაყრელია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვახერხებდით შეხვედრას.. 2 საათი შესვენება მაქვს, ამ დროს სახლში არ ვბრუნდები ხოლმე, ზედმეტად დამღლელია და დიდი დრო მიაქვს..
-არა, პირიქით.. მიხარია, რომ მომწერე..
-შევიდეთ..?
-ანუ, ეს შენია..?
-შენობას არ ვფლობ სამწუხაროდ, თუმცა აქ ვმუშაობ.. იოგას ინსტრუქტორი ვარ..დაჯექი..
-არ ვიცი, შეიძლება მაშინ არ უნდა მოვსულიყავი.. მოწერა ვიფიქრე, თუმცა არა მგონია სერიოზულად ჩაგეთვალა..
-რეალურად გნახე, მაგის დაჯერება გამიჭირდა და მოწერილს ალბათ ვერც დავიჯერებდი.. სწორად მოიქეცი..
-არც დაგაცადე, პასუხის გაცემა.. ფაქტობრივად გავიქეცი, მთელი ამ დროს განმავლობაში მეგონა მზად ვიყავი ნებისმიერი რეაქციის, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, სიმართლე გითხრა იმ მომენტში მივხვდი.. ვცდებოდი..
-მესმის.. მაგაზე არ იდარდო.. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ჩემმა ახლო მეგობარმა დამარწმუნა.. სანამ ზედმეტად შორს წავალ ჩემი ფიქრებით.. უბრალოდ გაგიცნო, როგორც ირაკლი.. იმედია მიმიხვდი, რისი თქმაც მინდა..
-ვხვდები.. მეც მინდა გიცნობდე..
-არ ვიცი აქამდე რას ფიქრობდი, შენ უფრო მეტი დრო გქონდა დაფიქრებულიყავი, ჩემზე წარმოდგენები შეგქმნოდა.. უბრალოდ არ მინდა იმედები გაგიცრუვდეს, ამიტომაც მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.. მომიყევი, როგორ იყავი.. როგორ ცხოვრობდი მთელი ეს დრო..
-სრულიად ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვობა მქონდა.. ყოველთვის დავდიოდი რომელიმე სპორტზე მაინც.. შეჯიბრებების გამო, ხშირად მიცდებოდა სკოლა, თუმცა მაძლევდნენ საშუალებას ამენაზღაურებინა.. სულ იმას გაიძახოდნენ, ნათელი მომავალი გექნებაო, თუმცა ეს ოცნებები ჩემი ოჯახისთვის, გარშემომყოფებისთვის დაინგრა.. არც კი ვიცი, რა მოხდა, ყველაფრის მიმართ დავკარგე ინტერესი, რადგანაც ის სპორტსმენი აღარ ვიყავი, ხალხიც ჩამომშორდა.. სკოლაში ვიხდიდი ჩემს მოვალეობას.. დავამთავრე თუ არა, მალევე წამოვედი..
-მეგობრები..?
-სიმრავლით არ გამოვირჩევი.. ჩემს ნათესავთან ვარ ახლოს, ერთად გავიზარდეთ.. ერთი ქართველი ბიჭია, იქ დავუმეგობრდი, თუმცა ოჯახთან ერთად დაბრუნდა.. კონტაქტი არ გაგვიწყვეტია.. შენზე რას მეტყვი../?
-რაც მშობლები გაშორდნენ, ცოტახნით დედასთან ერთად, შემდეგ.. რაც თავი მახსოვს მარტო ვცხოვრობ, სახლში, რომელიც თავად ნახე..
-თუ რამე გიჭირდა..
-ბავშვობიდან მყავდა, დარია.. ჩემი მეგობარი.. შემდეგ დაემატნენ.. სიტყვა მეგობრები მეცოტავება.. ჩემი ოჯახის წევრები არიან..
-ამდენად ახლო ხარ მათთან..?
-მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.. დაკავებული ცხოვრების რიტმის მიუხედავად სულ ვიკრიბებით, ერთად დროის გატარების შესაძლებლობას არ ვუშვებთ ხელიდან.. ახლა ნებისმიერთან რომ დავრეკო, არც ვუთხრა რისთვის მჭირდება.. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ.. აქ გაჩნდებიან.. ეს კი ბუნებრივად ხდება.. ძალდატანების გარეშე..
-კარგად ჟღერს ასეთი სამეგობროს ყოლა.. შენი პროფესიით ყოველთვის გატაცებული იყავი..?
-არა რას ამბობ.. იმის პოვნა რაც გიყვარს ასეთი მარტივი, რომ იყოს.. რაღა გვიჭირდა.. მანამდე ბევრი რამ ვცადე.. მალევე გადავდიოდი ახალ რამეზე რადგან, იმის გაფიქრებაზე ყოველდღე ის რაღაც უნდა მეკეთებინა, მხოლოდ ფიქრიც კი მზარავდა.. სირბილით სკოლის პერიოდიდან დავრბოდი, დაახლოებით შენს ასაკში შევხვდი ჯარჯის..
-ჯარჯის..?
-მეგობარს.. ერთად დავიწყეთ სირბილი, მითხრა მარათონში ვიღებ მონაწილეობას და შენც შეგიძლიაო.. დამეხმარა და მართლა მივიღეთ მონაწილეობა.. ბოლომდე გავედი კიდევაც.. იქ ადამიანები გავიცანი, ერთ-ერთი იოგათიც იყო გატაცებული, აქამდე მსმენია, მაგრამ არ მიცდია.. არც ამას ვაპირებდი, ჯარჯიმ შემაგულიანა.. დავიწყე და დავიწყე.. სხვა სამსახურს, შევეშვი.. კარგად შევისწავლე, სხვადასხვა კურსებიც გავიარე რაც დამჭირდებოდა და ჯერ სხვაგან დავიწყე ინსტრუქტრობა.. ბოლოს მივხვდი ეს თავადაც შემეძლო და აი აქ ვარ..
-ნეტავ მეც ვიპოვიდე ჩემს საქმეს..
-შენს თავის ძიებას როცა დაიწყებ, საქმეც მოვა..
-არ მინდა მოგაცდინო..
-ცოტა დრო კიდევ გვაქვს, თან მხოლოდ დღევანდელი ხომ არაა..? ისე სად რჩები..?
-მეგობართან
-იმ ქართველთან..-თავი დამიქნია..
-შენი მეგობრის მხრიდან პრობლემა არა მგონია იყოს, მაგრამ მისი ოჯახი რას ამბობს..
-სოფელში არიან წასულები, სანამ ჩამოვლენ..
-როდის ჩამოდიან..
-ორ დღეში..
-მერე რას აპირებ..
-რამეს მოვიფიქრებ..
-ასე არ გამოვა..
-დიდი ოჯახია და ფიზიკურად არ გამოდის, მე ვიგრძნობ თავს ცუდად, თორემ არ იქნებოდა პრობლემა.. რამეს მოვიფიქრებ..-და ვთქვი ის რისი გაჟღერების შემდგაც, საკუთარ თავს არ დავუჯერე..
-ჩემთან დარჩი..
-რა..? არა.. რას ამბობ..
-დილიდან გასული ვარ.. დავრბივარ.. შემდეგ აქ ვარ.. ჩემს ოთხფეხა მეგობართან თუ არ გაქვს პრობლემა, შეგიძლია ჩემთან დარჩე..
-ამას მართლა ამბობ..? არ მინდა, შეგაწუხო ან არ ვიცი შენს სივრცეში ზედმეტად შემოვიჭრა.. მეორედ შეგხვდი..
-დაკავებული ვარ-თქო, ხომ გითხარი.. მოიცადე, საქართველოში რამდენი ხნით აპირებ დარჩენას..
-წამოსასვლელი ბილეთი ვიყიდე მხოლოდ.. ჩემებს უნდათ უნივერსიტეტში ჩავაბარო, უნივერსიტეტს არაფერს ვერჩი, მაგრამ არაფერი არ მაინტერესებს იმდენად პროფესიად ვაქციო.. სულ მინდოდა საქართველოში ცხოვრება.. არა ისე კი არ გამიგო თითქოს შენთან..ანუ..
-მოდი ასე მოვიქცეთ.. სანამ შეძლებ სიტუაციაში გაერკვე, გეგმებს დაალაგებ.. შეგიძლია დარჩე..
-მეგობარი მეხმარება, დროებითი სამსახურის მოძებნაში.. სანამ მოვიფიქრებ რა მინდა..
-მშვენიერი.. კარგი, ახლა გაკვეთილი მეწყება, თან ეს მხოლოდ გოგონებისთვისაა განკუთვნილი და არ მინდა აქ დაგინახონ.. მოკლედ, მე დილით ადრიანად უკვე ფეხზე ვარ.. გამაგებინე როდის მოხვალ სახლში, რომ დაგხვდე.. -წამოდგა, გავყევი გასაცილებლად..
-შეხვედრამდე ირაკლი
-შეხვედრამდე ოლღა..-უკან მივბრუნდი და ჩამოვჯექი.. ეს რა ველაპარაკე რა ვუთხარი... სასწრაფოდ ავკრიფე ნომერი.. ზარი გავიდა..
-გისმენთ..
-ჯარჯ.. ვერ წარმოიდგენ რა მოხდა..?
-რა ჩაიდინე..
-ხომ იცი დღეს ირაკლის უნდა შევხვედროდი..
-მერე..
-ვსაუბრობდით ჩვენს ბავშვობაზე.. სხვადასხვა რაღაცაზე და.. მეგობართან ვრჩებიო, ოჯახი ჩამოსდიოდა.. მერე რამეს მოვიფიქრებო და..ჩემთან დარჩენა შევთავაზე..
-შენ..? ჯერ შეხვედრასაც არ აპირებდი, რომელ დარჩენაზე მელაპარაკები არ გადამრიო..
-ბუნებრივად მოხდა.. აი ისე ვთქვი არც გამჭირვებია.. არასწორად მოვიქეცი..?
-მაგაზე ფიქრი გვიანი ხომ არაა..
-ჯარჯიი..
-შეხედე სიტუაციას.. თუ პრობლემა გახდება, როგორც გადმოვა, ისე გადავა..
-ასეთი პრობლემური არ ჩანს..
-თანა ცხოვრებაში ბევრი ნიუანსი გამოჩნდება ხოლმე, აქამდე რომ არ გიფიქრია.. ბარბი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი კარგად იქნება, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს..
-მადლობაა.. კარგი გოგონები მოდიან უნდა წავიდე..
-აბა შენი იცი.. რაც შეიძლება მალე უნდა გავიცნოთ იცოდე..თუ რამეა აქ ვარ..თ..-გავთიშე.. ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს.. ყველაფერს ეშველება..
-მოგესალმებით.. აბა დღეს როგორი განწყობა გვაქვს..?
. . .
გულო ჩემო მღელვარევ,
სულო ჩემო მყივარო -
ერთი დღეც არ გქონიათ
მშვიდი, უსატკივარო.
-გალაქტიონი


სულ პირველად სვანეთის გზაზე მიმავალი ჩემი თავი მახსოვს, წუთით ვერ მოვხუჭე თვალი.. მეშინოდა ვერ გამართლებული მოლოდინების.. თითოეულ დეტალზე ვფიქრობდი, რა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო.. რა წამს მიწაზე ფეხი დავდგი, ჰაერი ჩავისუნთქე, ყველაფერი გადამავიწყდა.. მას შემდეგ რამდენჯერ ვყოფილვარ და ახლა როდესაც ისევ ამ გზას დავადექი, ეს მოგონებები მიტრიალებს გონებაში..
-ზედმეტად მშვიდად ხარ..-წარბ აწეულმა გავხედე, გვერდით მჯდომ ოტიას..
-რას ნიშნავს ზედმეტად.. აბა როგორ უნდა ვიყო..?
-არ იტყობ დავიჯერო..?
-რა გინდა ადამიანო.. ჩემთვის ვარ ჩუმად ხომ..? და რას არ ვიტყობ ერთი..
-შინაგანად ფორიაქობ.. ნერვიულობ.. ეს ვიცი.. იმას ვერ ვიგებ რატომ არ გამოხატავ..
-არაფერიც არ იცი.. საერთოდ რა აუცილებელი იყო ჯერ მე და შენი წამოსვლა..
-აგიხსენი უკვე, სანამ დანარჩენი წევრები ჩამოვლენ.. მე და შენ გასარკვევი გვაქვს გადაღებასთან დაკაშვირებით რაღაცები და დასაზუსტებელი დეტალები..
-ნიკუშას დაელაპარაკე.?
-ნიკუშა რამ გაგახსენა..
-დეტალების დაზუსტებაზე გამახსენდა.. რა მნიშვნელობა, აქვს დაელაპარაკე..?
-დაელაპარაკე..
-რაო მერე..სხვათა შორის გაქო.. საერთოდ შენ რომ ნიკუშა გაქებს წარმოგიდგენია..?
-მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს შესაქებად ან გასაკრიტიკებლად კი არა, თავისი საქმის შესასრულებლადაა, რასაც ნამდვილად მშვენივრად ართმევს თავს..
-ბოლოს გადაღებულ მომენტზე უნდა დაველაპარაკოო, რა გადაწყდა..?
-გააჩნია აქ როგორ წავა საქმეები, შეიძლება ან ამოვიღოთ, ანდაც ახლიდან გადავიღოთ..
-ამდენად უბრალოდ დათანხმდი..?
-არაფერზე არ დავთანხმებულვარ, ვიმსჯელეთ რა იქნებოდა უკეთესი და მივედით დასკვნამდე.. რა რის გასაკვირი.?
-თითოეული დეტალი გაქვს ხოლმე გათვლილი და ჩაჰკირკიტებ იდეალურად გამოვიდეს.. ამოღებასაც როგორ უშვებ..?
-პროცესის ნაწილია, ყველაფერი რაც კამერაზე აღიბეჭდება, არ ნიშნავს დატოვებად ღირს, რაღაცაზე რამდენიც არ უნდა იწვალო, რამდენი დროც არ უნდა მოახმარო.. უნდა გაუშვა..როცა საჭიროა..
-ზედმეტად მარტივად გაშვებაც არაა კარგი რომ იცოდე..მარტო ფილმის კადრებზე არ ვამბობ..
-ყველაფრის შენახვას ვერ შეძლებ, პრიორიტეტები თუ არ გექნება დალაგებული, ხელებში მოაქცევ თუმცა ვერ შეინარჩუნებ და რაღაც დაგივარდება.. საბოლოოდ შეიძლება ის შეგრჩეს, რომელიც გაშვებად დაგენანა და არა ის რომელიც რეალურადაა საჭირო..
-შენთვის მაინც არ ინახავ..?
-რას..?
-სცენებს, რომელიც მაყურებლამდე არ მივა.. რომელიც ჩათვალე აუცილებელი არ იყო.. არ ინახავ.. თუ უბრალოდ შლი..
-წაშლა ნიშნავს წაშლას, ქვე კონტექსტის გარეშე..-დიდი ხნის მანძილზე ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის.. შესვენებების გარდა, როცა მანქანა ჩერდებოდა.. მაპს ჩავხედე, ახლა სად ვართ და რა მანძილი დაგვრჩა მეთქი.. და უცებ..
-რა ახლოს ვართ.. არ მჯერა..
-ასე ახლოსაც არ ვარ საკმაოდ მანძილი დაგვრჩა..
-ენგურის წყალსაცავთან ვართ ახლოს..წავიდეთ რაა..
-რა ენგურის წყალსაცავი არ გადამრიო..
-არ მინახავს არასდროს, რაღაც პატარა წყალსაცავი ვნახე ექსკურსიაზე, აქ ვეღარ წამოვედი ჩემი კლასელები როცა წამოვიდნენ.. მიდი რაა ბარემ აქ ვართ..
-დროს ვკარგავთ..
-ნანახი გაქვს..?
-წყალსაცავი როგორ არა..
-როდის.. კარგი თუნდაც გუშინ ყოფილიყავი.. მაქსიმუმ ორი საათი, მიდი მოდი დათვალიერება.. დიდ დროს არ დავკარგავთ.. ნახვა მინდა რამდენი ხანია, ვერაფრით ვერ მოვახერხე.. მე არ უნდა მქონდეს ნანახი..? რომ მეტყვიან ენგურის წყალსაცავი ხომ გაქვს ნანახიო, რა ნამუსით ვუთხრა უარი.. უცხოელმა თუ მკითხა ხომ შევრცხვი და ეგაა
-დამიჯერე ეგ კითხვა არ გემუქრება.. როცა დავბრუნდებით..
-ახლა მინდა.. აი ახლა.. მერე რა აზრი აქვს.. ვის ეცლება მაგისთვის.. ახლა წავიდეთ..
-შენ არაფრის დიდებით არ დამასვენებ დარჩენილი გზა არაა..-ჩემი ტელეფონის ქეისის მხარე მივაბრუნე მისკენ, სადაც კოლაჟია საქართველოს თემატიკით.. წარწერები, ნახატები.. საჭმელი და ვაჟა-ფშაველა..
-ვაჟას ჩახედე თვალებში.. რას იტყოდა.. რომელ გადაწყვეტილებას მოგიწონებდა..-ჯერ მე გამომხედა, შემდეგ ვაჟას შეხედა, თავისთვის კუთხეში მყოფს.. ისევ მე და..სიჩუმის შემდეგ ხმამაღლა გაეცინა.. რა კარგი ღიმილი აქვს ამ ოხერს..
-წავალთ, მხოლოდ იმის გამო, წლებია არ ვყოფილვარ..
-მშვენიერიი..
-ვაჟას უმადლოდე..
-ისედაც ვემადლიერებოდი აქამდე, ახლა ენგურითაც გავიხსენებ..-შესვენებაც დამთავრდა და გზას გავუყევით წყალსაცავისკენ.. პატარა დარიას, რომლის დიდი მუდარის შემდეგაც ვერ წავიდა კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე, სახლში იჯდა და შემდეგ უყურებდა ფოტოებს და ვიდეოებს, თუ როგორ გაერთო ყველა.. ალბათ გაუხარდებოდა ჩემი დანახვა, თუმცა არც სურვილის ასრულებაა ყოველთვის ისეთი კარგი როგორიც წარმოგვიდგენია და ერთადერთი მინუსი ოტია უდარანია.. ოლღასთან ერთად უნდა ვყოფილიყავ მაშინ წლების წინ და არა ახლა ოტიასთან ერთად.. თუმცა რას ვიზამთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს..
გასაჩერებელი მარტივი მოსაძებნი აღმოჩნდა, ანუ ხალხი ნაკლებად იქნება.. მანქანიდან გადმოვედით.. ბილეთების საყიდლად, სალაროს მივუახლოვდით..
-აქეთ თავისუფალია..გისმენთ..
-ორი ზრდასრული..-სანამ დავამთავრებდი სათქმელს ოტიამ მიაწოდა ბარათი..
-მე უნდა გადავიხადო..-ჩემი ბარათი შემრჩა ხელთ..
-უკვე გავატარე..
-მადლობა..-ბარათი დაიბრუნა..
-იქით მიბრძანდით სპეციალურ ჟილეტს და ვიზიტორის ბეიჯს მოგცემენ..- მარჯვნივ გავიხედეთ.. და თან დავიძარით მათკენ..
-გამარჯობა..ბილეთი მაჩვენეთ თუ შეიძლება.. კი ბატონო ეს თქვენ.. მიბრძანდით..
-ჩემი იდეა იყო და მე მინდოდა გადახდა..-ალმაცერად გადმომხედა..
-ასეთი მნიშვნელოვანი არაა.. მივუახლოვდით საცაა შენს წყალსაცავს, მოიცვი ეგ ჟილეტი..-დიდი მანძილი არ გაგვივლია სანამ ხედს მივუახლოვდებოდით..
-თუ მჯეროდეს.. შეხედე.. - როცა მივტრიალდი ოტია არ დამხვდა, დურბინდთან მისულა და იხედება..
-გადაიღებდა კაცი..
-რას.. როგორ ინგრევა და მიაქვს ყველაფერი..? მეც სიამოვნებით ვნახავდი..
-შენ რა იცი..
-წყალსაცავს როცაა უყურებ, ერთადერთი ლოგიკური აზრია რაც შეიძლება მოგივიდეს..
-ეგ ნორმალური არაა.. სხვები ეგრე არ ფიქრობენ..
-აბა წყალსაცავს, როცა უყურებენ რაზე უნდა ფიქრობდნენ..?
-გააჩნია ადამიანს..
-მე მგონია ყველას მაინც გაეფიქრება .. თან რამხელაა, ქვემოთ გაიხედე, მანქანები რა წერტილებად ჩანან.. ისე ახლა შიგნით, რომ ჩავვარდე, გადარჩენის არანაირი შანსი არ მაქვს დავიჯერო..?
-მიდი აბა სცადე, ვნახოთ გადარჩები თუ არა.. თან ნახე..-დურბინდზე მიმანიშნა..მე აქ ვიქნები და გიყურებ..
-არ გადაიღებ..?
-ამის ხილვით დავტკბებოდი..
-გამოიწიე და მეც გამახედე..
-სხვებიცაა..-მაინც გადმოვაგდე ადგილიდან და გავიხედე..
-შეგიძლია დაბრუნდე..
-სულ ეგ იყო..?
-მთლიანი სურათის ყურება უფრო მომწონს.. - უცხო ენაზე საუბარი მომესმა, თუმცა გვიან გავიაზრე ჩვენ გვესაუბრებიან.. მივიხედე და კამერა უჭირავთ.. მივხვდი ფოტოს გადაღება უნდათ.. გამოვართვი, დადგნენ სადაც უნდოდათ და ფოტოები გადავუღე.. ძალიან საყვარელი წყვილია.. უკან მივაწოდე და ჩემს ადგილს უნდა დავბრუნებოდი.. რაღაცას მანიშნებს თუმცა ვერ ვხვდები, რისი თქმა უნდა.. ჯერ ოტიასკენ გაიშვირა ხელი, შემდეგ ჩემკენ და კამერისკენ.. ხელებს ვაქნევ უარის ნიშნად, მაგრამ აზრი არ აქვს.. ალბათ ჰგონია მერიდება.. ვაჩვენებ ტელეფონი გამორთული მაქვს, ოტიას მიუბრუნდა..
-კარგი ერთი ფოტო გადაიღონ..-ამას ოტია მეუბნება..? ტელეფონს აწვდის.. ისინი კი გვანიშნებენ უფრო ახლოს მივიდეთ ერთმანეთთან.. ჩვენც ვუახლოვდებით.. რამდენიმე ფოტოს გვიღებენ სხვადასხვა რაკურსიდან.. ოტიას ტელეფონს აწვდიან, თავს ვუხრი მადლობის ნიშნად და მიდიან.. ამოვისუნთქე, ცოტა გვერდით გავიწიე.. სილამაზის აღქმასთან ერთად, უკვე სცენარის იდეები მაწუხებს, რას როგორ გავაკეთებდი..
-კარგი გადასაღები მასალაა, რაც მართალია მართალია.. -კიდევ გავჩერდით ცოტახანს და დავიძარით ფილმის სანახავად.. შენობაში შევედით..
-როგორც იცით 15 წუთიანი ფილმის ნახვა შეგიძლიათ, როგორ აშენდა ენგურის წყალსაცავი, ასევე ამჟამად გვაქვს გამოფენა, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ.. გამოფენა უფასოა..
-მე გამოფენაზე შევალ..
-მეც მაინტერესებს.. -ვუპასუხე და გვერდი ავუარე.. -რაო ვისი გამოფენაო..?
-არ გამიგია..-ოთახში შევედით..
-ნახე აქ წერია.. ქეთი მელქაძის გალერია..
-მავთულებისგან შექმნილი კაცი..? საინტერესო კონცეფციაა.. ეს წარწერა რას ნიშნავს, ხელში რაც უკავია..?
-" In art veritas".. ხელოვნებაშია ჭეშმარიტება.. - დათვალიერება დავიწყეთ და გაოცებული ვარ, თემატიკათა მრავალფეროვნებით.. რამდენიმეს გადავუღე ფოტო, კიტას მოეწონება ძალიან..
-" ქართული კუთხე " რა ლამაზია..- პატარა ფიროსმანის ფიგურას უყურებს, თან მარგარიტას ნახატით ხელში..ნიკოს ზემოთ ავიხედე..ოდნავ მარცხნივ.. ვაჟას დანახვისას ისევ ოტიას გავხედე..
-ხედავ..? ნამდვილად მოსასვლელები ვიყავით..-ჩემს ქესისზე გამოსახულ ვაჟას შევხედე.. ისევ ნახატს დავუბრუნდი და როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.. ქეისზე ყველასათვის ცნობილი ვაჟაა, წვერით, ქუდით..აქ კი, ალბათ უფრო ვინც იყო ლუკა რაზიკაშვილი..- ეს ვინ არის, ვერ ვიცანი..
-გალაქტიონი ვერ იცანი..?
-შეტრიალებულია, შენ რანაირად იცანი..
-იისფერი ფერი არაფერს გეუბნება..?
-იისფერი თოვლი..-უკვე ყველაფერი ცხადი, რომ ხდება, მაშინ რატომ ვცნობთ მანამდე შეუმჩნეველს..? დეტალები ჩვენს ცხვირ წინაა და ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ..
თვალიერება გავაგრძელეთ და გავედით კიდეც ბოლოში.. ახლა უკვე გადავინაცვლეთ ფილმის სანახავად.. ჩაბნელებულ ოთახში, განათებული ეკრანის ფონზე ვიპოვეთ ადგილები ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს, მიუხედავად ცარიელი ადგილთა რაოდენობისა..
-თქვენს გარდა ჯერ არავინ ჩანს, მოდი მაშინ ჩავრთავ..- ოთახიდან გავიდა.. საათს დავხედე და მართლაც მალევე დასრულდა კიდეც..
-ინფორმატიული იყო, რა გინდა მეტი.. წავიდეთ, დრო ისედაც გაგვეპარა..
-მოკლე ტური ავირჩიეთ.. რომელი დრო გაგვეპარა..- წამოვდექით, მივიდა და კარის სახელური ჩამოსწია.. არ იღება..მე გადმომხედა..- ასეთი მზერით რატომ მიყურებ ვითომ..? ჩემი რა ბრალია..
-არა, შენ რა შუაში ხარ რას ამბობ..-ირონიული ტონი არ შევიმჩნიო..?
-იმ.. თანამშრომელმა დაკეტა..
-შენთან ერთად სულ რაღაც როგორ ხდება.. ვიცოდი აქ წამოსვლა ცუდი იდეა იყო..
-რატომ იყო ცუდი იდეა.. არ ისიამოვნე..? დრო საინტერესოდ არ გაგიტარებია..? 5 წუთი მოითმინე როგორმე, განა რამდენი ხანი უნდა გავიდეს ის თანამშრომელი..
-იმ ორმოში ჩავარდნის შემდეგაც იმას იძახდი განა რამდენი ხანი უნდა იყვნენ თანამშრომლები წასულებიო და მთელი საღამო იქ გავატარეთ..
-ახლა არ გველოდებიან მაინც..
-გულმა მიგრძნო ეტყობა, შენ რომ ადრე ჩამოგიყვანე..
-ეგ რა შუაშია..? არა, სერიოზულად მადანაშაულებ../?
-შენ რომ არა აქ არ ვისხდებოდით..
-მე რომ არა, ვერც შენს კაშხალს ნახავდი და ვერც გალერეას.. კარგი დაინახო ასეთი რთულია..?-უკვე ჩამომჯდარს მივუახლოვდი..
-ჩამოჯექი ჩამოჯექი.. გგონია ამდენად მალე გავალთ..?..- არა მთელი დღე, მაგრამ მთლად 5 წუთშიც არ გავსულვართ.. საათზე ცოტა ნაკლები მოგვიწია გაჩერება.. არ ვიცით ამ კარს რა დაემართა, ბოდიშს გიხდითო.. სასაჩუქრე ბილეთები გადმოგვცეს სამაგიეროდ..
-ხედავ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე..-ბილეთები ავუფრიალე..
-რაში გამოგადგება..
-ვინმეს ვაჩუქებ.. ვიღაცას აუცილებლად გაუხარდება..
-კაშხლის ნახვა შენნაირად ვინმეს უნდოდეს ? მეეჭვება..
-წინასწარ ნუ მიშხამებ გეგმებს.. წავიდეთ..-გზას დავადექით.. ცოტა ნერვებაშლილი კი ვარ, ამ არსების გამო, თუმცა თან ნასიამოვნები.. ამასაც ხომ მოეშალა ნერვები..?
რადიო ჩართო, თან ვუსმენდი და თან მაქსიმალურად ვეცადე წინ მეყურა.. დროც გავიდა.. როცა ფიქრებიდან სამყაროს დავუბრუნდი, ნაცნობი ადგილები აღვიქვი.. ისევ რადიოს ხმა ჩამესმის.. დარია დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა.. იქ იმ ჩაბნელებულ ოთახში, როცა კაცმა არ იცოდა რამდენი ხნით ჩაიკეტე, იქ არ მოგსვლია არაფერი და ამ დღისით მზისით გინდა შენი დაიმართო..? გთხოვ.. გემუდარები.. თავი ხელში აიყვანე.. რადიოს ხმაც თითქოს შორიდან მესმის და უკვე ოტიასიც.. მელაპარაკება..? მისკენ მივტრიალდი..რადიოს დაუწია..დაუწია.. გამორთო..? პირის მოძრაობით ვხვდები მეკითხება, ხომ კარგად ვარ.. თავს სწრაფად ვუქნევ..
-კუდბაწარა..ჩემი გესმის..?


სადღაც წარსულში..


-დარია.. ასე არ შეიძლება.. ყველაფერს აკეთებ ოღონდ ფიქრის საშუალება არ მოგეცეს..
-რა გინდა გავაკეთო.. ვიჯდე და ვიფიქრო, ჩემი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მეგობარი, როგორ დევს მიწაში..?
-დედამისმა მის სახეს ნაჭერი გადააფარა, ასეთ დამახინჯებულს ვერ ვუყურებ, არ მინდა ჩემი შვილი ასეთი მახსოვდესო.. შენ კი..
-მკვლელმა დამიმახინჯა ჩემი სათნო მეგობარი.. მისი ბრალია..? ამის გამო აღარ შემეხედა მისთვის..? ოლღა ამაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ.. - ფეხზე ჩავიცვი და სახლი დავტოვე.. უნივერსიტეტში როგორ მივაღწიე აღარც მახსოვს, იმდენად მივეჩვიე მექანიკურად რაღაცების კეთებას.. აი ასე შუა საქმის კეთებაში აღმოვაჩენ ხოლმე ჩემს თავს.. ხან ვიხსენებ იმ საქმემდე, ადგილამდე როგორ მივედი.. ხან ვერა.. მაგრამ ვაგრძელებ, დაწყებას ხომ აქვს მიზეზი.. ჰოდა ვაგრძელებ..
აუდიტორიაში შესულს მხოლოდ ოტია უდარანი დამხვდა.. ვეღარც გავბრუნდი უკან..
რატომ არ მოდის არავინ..? ლექტორიც კი.. უკვე სული მეხუთება.. მისი ყოფნა ზედმეტად მძიმე ასატანია.. ჩანთიდან რვეული ამოვიღე.. მოიცადე სემინარი გვაქვს თუ ლექცია..? სამსახურში არ დამაგვიანდეს.. სულ ბოლო ფურცელზე გადავშალე.. რატომ ჟღერს გადაფურცვლა ამდენად ხმაურიანად..?
ლექცია გვაქვს.. სემინარი მეგონა.. ნელ-ნელა უკან ვბრუნდები.. მარცხნივ ვფურცლავ.. თითქოს რაიმე საინტერესოს ვიპოვიდე.
წამოდგა.. რაღაცას აკეთებს.. ნივთებს ალაგებს..? მე ისევ ვფურცლავ და.. ეს გინდოდა დარია..? წარწერას ვაშტერდები "მე მიყვარს ემილი" მისივე ხელით დაწერილი, ლექციის დროს.. უსაქმურობის ფონზე.. მაშინ გამეცინა.. ჩემი და ოლღას საუბარი მახსენდება.. ეს კი მაიძულებს უკან წავიდე.. ემილის სახეს შევხედო.. იმდენად ცხადად თითქოს ჩემს თვალ წინ იყოს ამ წამს..
სუნთქვა რატომ მიხშირდება..? რა ხდება..? რა მემართება..? თვალებიდან ვეღარ ვიყურები წესიერად.. წამოდგომას ვცდილობ.. მაგიდას ვეყრდნობი.. ოტიამ ჩამიარა.. წამიერად გამომხედა..გაბრუნებას აპირებდა მაგრამ გაჩერდა.. ჩემკენ მობრუნდა..
იმდენად ამიჩქარდა გულის ცემა.. ძალიან შორიდან, ფაქტობრივადაც მესმის რას მეუბნება.. თვალებს მაგრად ვხუჭავ.. არ ვკვდები.. შეუძლებელია ახლა ვკვდებოდე.. იქნებ ვკვდები კიდეც..
მხრებზე ხელი მომხვია და მიბიძგა დავმჯდარიყავი.. ძალაც არ მაქვს რამე ვთქვა ან შევეწინააღმდეგო.. ჩაიმუხლა.. ჩემს წინ ჩაიმუხლა.. თვალები ამიცრემლიანდა, თუმცა ცრემლები ადგილზე რჩებიან.. ცრემლებმა მაინც არ დამტოვონ მარტოს.. არ შეიძლება მალე დასრულდეს..? თუ ვკვდები მოვკვდე.. შევხედე.. ოტიას შევხედე.. ნეტავ არ შემეხედა.. როგორ შეიძლება უკანასკნელი ადამიანი იყოს ვისთან ერთად ყოფნასაც ვისურვებდი, ჩემს სიკვდილს მან უნდა უყუროს..? ხალხს როგორ მოუყვება.. ორივე კი დავისვენებდით ერთმანეთისგან..
-დარია.. ღრმად ჩაისუნთქე.. აი ასე.. კარგად იქნები..
_______________
-კარგად არ ვარ.. შეგიძლია გააჩერო ცოტახნით.. ჰაერი მჭირდება..- პარკთან ახლოს აჩერებს.. მანქანიდან გადმოვდივარ და რაც შეიძლება ახლოს თავისუფალ სკამზე ვჯდები.. წყლის ბოთლს სანამ მომაწვდის, თავად ხსნის ხუფს..- გზამ იმოქმედა, ორი წუთი მჭირდება..
-არ გაჩქარებ.. - არ მინდა პანიკური შეტევები დამიბრუნდეს.. ერთჯერადი იყო და აღარ განმეორდება ხომ..? მითხარით.. მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნები.. მოლოდინიც არაა ნაკლები, ფაქტობრივად იგივე გადამაქვს..
მალევე ვბრუნდებით მანქანაში და დანიშნულების ადგილასაც..
-როგორც გითხარი სანამ სხვები ჩამოვლენ ჩემებთან დავრჩებით.. შემდეგ მათ შევუერთდებით..-მანქანიდან გადმოდის და ჭიშკარს აღებს.. ეზოში მოხუც კაცს ვხედავ, ოტიას დანახვაზე, თვალები აუციმციმდა..
-ნიდა, გამოდი.. შენმა ვაჟკაცმა დაგვდო პატივი და ჩამოვიდა..-სანამ ნიდა გამოვიდოდა, თავად წამოვიდა ჩვენკენ.. ოტიასკენ და გადაეხვია..
-კირილეს ვახლავარ.. როგორ ბრძანდებით..
-შენმა ფილმებმა წაგიყვანეს აქედან და მათვე დაგაბრუნეს..? ასეც მოგიხდება..
-ბებიკო, ჩამოხვედი..? - გადაეხვია.. შვილიშვილის სიყვარულით როცა იჯერა გული გამომხედა..-მოიცადე, დარია..? ნამდვილად, დარიაა არ მეჩვენება.. ამდენადაც არ დავბერებულვარ..
-დარიაა დარია..-ოტია
-ბებიკო არ უნდა გაგეფრთხილებინე..? რას იფიქრებს გოგო ჩემზე, არ დამხვდაო კარგად..
-რას ამბობთ.. -ჩემკენ წამოვიდა და გადამეხვია..-ხომ ხარ კარგად ჩემო სიხარულო, რამდენი ხანია ჩვენკენ არ ყოფილხარ..
-რა ხდება ასეთი თქვენ ორი ერთ ჭერქვეშ ყოფნაზე იყოთ თანახმა.. მესამე მსოფლიო ომი ხომ არ იწყება შვილო..-კირილეს ნათქვამზე გამეღიმა..
-ფილმზე ვმუშაობთ ერთად პაპაჩემო.. ფილმის სცენარისტია..
-თქვენ მუშაობთ ერთად..? რაღა გვიჭირს..
-ბავშვებს რას ალაპარაკებ, დაღლილები იქნებიან.. შემოდით შიგნით..
-ბებო..-მომიტრიალდა..- გუფთას ხომ გამიკეთებ..?
-აბა რას ვიზამ შვილო..
-ამდენი ხანი ბებიაჩემის გუფთას მისტიროდი..?
-თქვენ ინატრეთ ბავშვებო და გაუჩინარს გაგიჩენთ.. რაღამაც გხედავთ ჩემი თვალები..
. . .
-ჯარჯ გუშინ რატომ არ იყავი..? რა მოხდა..?
-რა იცი რამე მოხდა თუ არა../?
-შენთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, სიზარმაცე არც განიხილება.. რაღაც საპატიო მიზეზი გექნება..
- მზად ვიყავი, თუმცა ერთ-ერთი ძაღლი გახდა ცუდად და ვეტერინართან წაყვანაში დავეხმარე.. თავად ისე ნერვიულობდნენ, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ..
-ყველაფერი რიგზეა..?
-იქნება.. შენ ის მომიყევი ირაკლისთან რა ხდება..?
-მეგობარ ბერდიასთან ერთად მოვიდა.. გამაცნო..
-როგორ..?
-რას ნიშნავს როგორ..? როგორ წარმადგინა..?-თავი დამიქნია..- ისეთი არაფერი.. გაიცანი ეს ოლღაა.. ეს კი ბერდია ჩემი მეგობარიო..
-ალბათ უნდოდა ეთქვა, ეს ჩემი დაა ოლღა..
-შენ რა იცი, რისი თქმა უნდოდა..
-მეგობარსაც არ გაუსვამდა ხაზს.. დავიჯერო ეგ ვერ დაინახე..? კარგი შემდეგ რა მოხდა//
-ბერდიაც შევიპატიჟე.. ყავა დავლიეთ.. დიდი ხნით არც გაჩერებულა..
-როგორი მეგობარი ჰყავს ირაკლის..?
-ძალიან კარგი ბიჭი ჩანს.. იმედია ასეცაა.. ყურადღებიანია.. მხიარული.. შემდეგ კი რა ვიცი.. არაფერიც არ ხდება მას მერე.. მინიმალურად ვცვლით სიტყვებს.. ცოტა სხვანაირად წარმომედგინა სიტუაცია..
-ოლღა, შენთან დაიწყო ცხოვრება..შენს სახლშია, არ უნდა შეგაწუხოს.. ზედმეტად იგრძნოს თავი.. ცოტა მეტად შენ უნდა გამოიჩინო ყურადღება.. როგორც კი ჩავარდება სიტუაცია, თავს ნუ აარიდებ..
-დღეს დავასრულეთ..-სკამიდან წამოვდექი.. ისიც წამოდგა..-არ მჯერა ამდენი ხანი სირბილის გარეშე ვიყავი.. თურმე მომნატრებია, თუმცა ისეთ ფორმაში არ ვარ როგორც მაშინ..
-იქიდან ვერ გააგრძელებ სადაც გაჩერდი.. ხელახლა უნდა გაიარო გასავლელი.. მაგრამ მალე მიხვალ.. აბა შენ იცი, ყურადღებით ატარე..
-შენც.. -ჯარჯის დავემშვიდობე..შემდეგ მე ჩავჯექი.. სახლში მისვლისას სანამ სახელურს შევეხებოდი გამახსენდა.. აქამდე ხმაურიანად შევდიოდი, ამაზე არც კი მიფიქრია.. ნეტა ახლა სძინავს..? კარგი ვეცდები არ ვიხმაურო.. სახელური ჩამოვწიე..შევედი.. სამზარეულოდან ხმაური მესმის..? ანუ არ სძინავს..? ჩემი ნივთები იქვე დავაწყვე.. სამზარეულოში გადავინაცვლე..
-მოხვედი..? იმედია ისაუზმებ..
-ეს ყველაფერი შენ მოამზადე..?
-კი.. რატომ არ საუზმობ ხოლმე..?
-ბანანი არ ითვლება..? ეგრე ნუ მიყურებ.. ვერ ვასწრებ.. ახლაც უნდა გამოვიცვალო და - დისნეის თინეიჯერივით ერთი ვაშლი ავიღო ამ უმშვენიერესი სუფრიდან და ისე წავიდე..? არა ეს სიგიჟე იქნება..-კარგი გამოვიცვლი და მოვალ..
-გელოდები..-უცებ გადავივლე, გამოვიცვალე და სამზარეულოს დავუბრუნდი..
-რა გემრიელია..
-თან ჯანსაღი.. შენ ხომ მაიმუნობები არ გიყვარს..
-იშვიათად, ძალიან როცა მენატრება და მახსენდება..
-კონტროლი არ გიწვეს.. საკუთარ თავთან ბრძოლა..? ესე უბრალოდ არ გინდა..?
-მარტო როცა ვარ ნაკლებად.. მეგობრებთან ერთად შეიძლება მხოლოდ კბილი გავკრა..
-ეს რას ნიშნავს..?
-გავსინჯო, მაგრამ მთლიანად არ შევჭამო.. შენებს არ დაურეკიათ..?
-დედაჩემმა ფულიც კი გადმომირიცხა, ბილეთი იყიდე და უკან დაბრუნდი, როგორმე დავივიწყებ რაც ჩაიდინეო..-გაეცინა.. -უკან გადავურიცხე, ვერ ხვდება რამდენად სერიოზულად მივიღე გადაწყვეტილება..
-იციან აქ რომ ხარ..?
-ჯერ არ მითქვამს, საკუთარი ფეხთ ჩამოვა..
-ამდენად არ უნდა, ჩემთან რაიმე სახის კავშირი გქონდეს..?
-მეუბნებოდნენ, ჩემზე იცოდი.. უარი თქვი ჩემს გაცნობაზე.. რომ შეხვედრაც კი შემოგთავაზეს და შენ სასტიკად იყავი წინააღმდეგი..
-რას ამბობ.. მე არ..
-ვიცი არაფერი იცოდი..
-საიდან..
-ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი..
-მანამდე.. მათი არ გჯეროდა..?
-არ ვიცი.. არ მინდოდა სიმართლე ყოფილიყო.. საბედნიეროდ გამიმართლა..
-მართლა გემრიელია..
-მიხარია თუ მოგეწონა.. ამდენი ჯეინ ოსტინის წიგნი რატომ გაქვს..?
-კოლექციას ვაგროვებ.. როცა სადმე მივდივარ.. ხანდახან ჩემს მეგობრებსაც ჩამოაქვთ..
-საიდან ჩამოუტანიათ..?
-" სიამაყე და მცდარი აზრის" პირველი გამოცემა ჩამომიტანა ჯარჯიმ ინგლისიდან.. ისეთი გახარებული ვიყავი.. დღემდე არ მჯერა, რომ მე მაქვს.. დარიამ შოტლანდიიდან ჩამომიტანა.. ოტიან ნორვეგიიდან.. ახლა სვანეთში არიან, როდის ჩამოვლენ კაცმა არ იცის.. ზოგი გამოვიწერე.. საიდან არ მაქვს..
-რამდენიმე რომანის კოლექცია..? რთული საკითხია..
-ვითომ მარტო სიამაყე და მცდარი აზრისას შევაგროვებ თქო, მაგრამ ჯეინ ოსტინის ნებისმიერი წიგნის დანახვისას გული არ მითმენს და თუ ხელთ ჩამივარდება ვყიდულობ ან ვაბარებ.. ან ვიწერ.. ყველა ეკრანიზაციაც ნანახი მაქვს, რაც კი არსებობს..
-მე არცერთი მინახავს..
-რა..? არცერთი.. დღეს საღამოსვე უნდა ვნახოთ, კლასიკაა.. ბევრი სამუშაო გვაქვს.. არ მჯერა, არცერთი..?
-მეგობრებსაც ანახე..?
-მეგობრებისთვის არ დამიძალებია არასდროს.. აქა-იქ ერთი ორი, კი ექნებათ ნანახი..
-მე მაძალებ..?
-შენ ძმა ხარ.. - ეს მე ვთქვი..? წამომცდა.. გაჟღერების შემდეგ გავიაზრე რაც ვთქვი.. არა არ მინდოდა.. პატარა ბავშვივით ვიქცევი.. - არ გინდა..?
-მინდა, ვნახოთ.. - არცერთმა არ შევიმჩნევთ..? ეს როგორ დამემართა.. არადა, აზრადაც არ მომსვლია.. ირაკლისთვის დამეძახა..
-თუ არ გინდა, მართლა ხომ არ დაგაძალებ კაცო..
-მინდა მეთქი.. ვნახოთ.. -თეფშის აღებამდე გამაჩერა..-მე ავალაგებ, შენ გეჩქარება..
-შენ მიდიხარ სადმე..?
-ბერდიასთან ერთად უნდა გავიდე.. ძლივს რაღაც გამოჩნდა და უნდა გამომყვეს..
-კარგი მე წავედი.. წარმატებები..
-მადლობა..-ჩემი ნივთები ავიღე და სახლიდან გამოვედი.. მანქანაში
ჩავჯექი, ნივთები დავაწყვე.. მანქანა დავძარი და წავედი.. შემომავალ ზარს ვუპასუხე..
-ბარბი, შენი ბოთლი გამყვა და არ ეძებო..
-მოსაკლავი ხარ ჯარჯ, მოსაკლავი..
-რა დავაშავე.. დაგიბრუნებ ამ ბოთლს დღესვე..
-ბოთლზე არ ვამბობ..
-სხვა მართლა არაფერი დამიშავებია..
-აქამდე არაფერი ხდებოდა, მოგისმინე და რაც მოხდა..აჰაა..
-იტყვი..?
-ირაკლის ძ სიტყვა დავუძახე..
-რა სიტყვა..? რამე ახალი გამოიგონე..?
-ჯარჯიი.. ძ..
-ძ მართლა არაფერს მეუბნება.. მოიცადე.. ძმა..? -ხმამაღლა გადაიხარხარა..-ეს ფარული კოდი რა საჭირო იყო..
-რა გაცინებს.. როგორი უხერხული იყო, ვერ წარმოიდგენ..
-რატომ დაუძახე..?
-წამომცდა..
-წამოგცდა..? ბარბიი..
-ამიტომაც ვამბობ შენი ბრალია, შენ მელაპარაკებოდი..
-რაც ეგ ბიჭი გამოჩნდა მე სულ გელაპარაკები და აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა, თანაც მე გითხარი მასთან დრო გაატარე, ძმა დაუძახე კი არ მითქვამს.. თუმცა ეგ თუ დაგამშვიდებს, დაე იყოს ჩემი ბრალი..
-დასამშვიდებლად არ გაბრალებ..- რა თქმა უნდა, დასამშვიდებლად ვაბრალებ..
-როგორც იტყვი.. უნდა წავიდე, როგორც კი შევძლებ შემოგაწვდი შენს ვარდისფერ ბოთლს..-დამემშვიდობა და გამითიშა.. იმდენი გავაკეთე, გათვლილზე მალე მივედი.. ყველაფერი მოვაწესრიგე.. გაკვეთილებიც დაიწყო და იმდენად გავერთე დილანდელი ინციდენტი აღარც გამხსენებია..
-ნუცი ხომ..? მგონი სწორად დავიმახსოვრე..
-კი კი.. მაგრამ მგონი ტყუილად მოვედი..
-რატომ..?
-გარკვეული დროით გადაღებები სვანეთში უნდა გავაგრძელოთ.. მეც უნდა წავიდე და სიარულს როგორ შევძლებ არ ვიცი..
-შენ მაგაზე ნუ იდარდებ.. როცა შეძლებ მოდი..
-ცოტა უხერხულია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.. ესე გაწერილი გრაფიკი არ მაქვს.. სხვა ჩაწერებზეც კი უარის თქმა მომიწევს, სვანეთის გამო..
-თანხას კარგავ არა..?
-მაკიაჟის კეთება ძალიან მიყვარს, მაგრამ ფილმის გადაღების პროცესისთვის თვალის დევნებაც არანაკლებ სასიამოვნოა.. კარგი დავასრულეთ არა..? უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვისაც და გაგებისთვისაც, არ მინდოდა ჩაგეთვალა უპასუხისმგებლო ვარ ან რამე..
-არ იდარდო, გასაგებია.. აბა ნახვამდის..
-ნახვამდის..- ფანჯრებს ვკეტავ, ყველაფერს ვალაგებ, ვამოწმებ რამე ხომ არ მრჩება და სახლში ვბრუნდები.. რაღაც დღეს იმდენად არ დავღლილვარ, არადა საკმაოდ გადატვირთული დღე იყო.. მანქანა გავაჩერე, კიბეები ავიარე და სახლში შევედი.. ჩემი ნივთები დავალაგე..
-სახლში ვარ.. - რონისთან ერთად გამოვიდა ირაკლი..-აბა რა ხდებოდა..? გაერთეთ..
-კი, გავასეირნე..- უცებ დამკრა თავში..
-მოიცადე დღეს არ უნდა გაგევლო..? რაო რა გითხრეს..-მოღუშული სახე რატომ აქვს.. არ აიყვანეს..? რატომ არ უნდა აეყვანათ.. მოიცადე საერთოდ რა სამსახურია არც იცი, ოლღა დამშვიდდი..
-ამიყვანეს..
-მართლაა.. რას იძახი რა მაგარიაა..- ტაშიც შემოვკარი და სიხარულისგან გადავეხვიე..-მოიცადე ნორმალური სამსახურია.. განა გკითხე..
-კაფეში ვიქნები ბარისტა, ოღონდ ჯერ ბევრი რამ მაქვს სასწავლი..
-ნორმალური გრაფიკი გაქვს..?
-მაგას გავიგებთ.. შენ როგორ დღე გქონდა..?
-კარგი.. ნაყოფიერი რაც მთავარია..
-ჩვენი გეგმა ძალაშია თუ ზედმეტად გადაიღალე..
-შანსი მქონდეს ჯეინ ოსტინის წიგნის ეკრანიზაცია განახო და მაგ შანსს გავუშვებ ხელიდან..? მიდი მოამზადე ტელევიზორი და მანამდე საჭმელს გადმოვალაგებ..
-სნექი არ გინდა..?
-მშია რა დროს სასუსნავია.. მიდი მიდი გაამზადე..-მოვწესრიგდი და სამზარეულოში გადავინაცვლე, საჭმელი გადმოვილაგე და სავსე თეფშთ გავედი მისაღებში.. -შენ არ გშია..?
-დანახვაზე ცოტა მომშივდა, მეც ავიღებ.. აბა რა უნდა მანახო..? -თეფში მაგიდაზე დავდე.. პულტი მოვიმარჯვე..
-" სიამაყე და ცრურწმენა" 2005 წლის ვერსია.. ყველაზე ცნობილი ესაა და საერთოდ ამ ფილმმა მომხიბლა თავიდან.. -ჩავრთე.. ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან მიუხედავად იმისა რამდენად მიყვარს ჯეინის ფილმები თუ წიგნები.. არასდროს მითქვამს ნახეთ მეთქი.. უკვე ჩართულზე შემომსწრებია დარია და დარჩენილა.. რაღაცაზე მიხსენებია ამ ფილმში იყო-თქო.. არაპირდაპირ რეკომენდაციას გავცემდი, მაგრამ ეს შემთხვევა პირველია.. კარგი ოლღა, ორი საათი აგიტანოს.. აღარ ვეტყვი რამე ნახეთქო.. ნუღარაფერზე ფიქრობ, ფილმით ისიამოვნე..
მე უკვე პირს ვაყოლებ, მთლიანი ტექსტი ზეპირად ვიცი.. შიგადაშიგ კომენტარებს ვაკეთებ ძალაუნებურად..- მზერას როგორ ცვლიან ნახე.. ნახე ერთხელ ხომ გაიხედა.. მალევე რომ ისევ გახედა.. აა ვგიჟდები.. აი ახლა იქნება ჩემი საყვარელი მომენტი..დაინახე..?
-რა უნდა დამენახა..-უკან გადავახვიე..-ხელს რომ შლის..? ეგ განსაკუთრებული რატომაა..
-იმ პერიოდში ხელთათმანები ეკეთათ მუდმივად და საპირისპირო სქესს ხელთათმანის გარეშე შეეხო.. თანაც ზუსტად იმას ვისზეც შეყვარებულია..
-რომანტიკოსი ხარ რაა..
-ყურება მომწონს ნამდვილად..
-და ცხოვრებაში არაა..? სად არის ლოგიკა..
-ჩემთან ლოგიკას ნუ ეძებ.. რა გითხრა მეც არ ვიცი.. -დავასრულეთ..
-კარგი იყო, რომანტიკული ფილმის კვალობაზე..
-დღევანდელი რეალობისგან სრულიად განსხვავდება.. ორი ადამიანი ერთმანეთს ეპაექრება ვის უფრო ნაკლებად ადარდებს.. ერთი დარსი რა გახდა..?-კარზე ზარის ხმა გაისმა..
-მე გავაღებ..-ირაკლი წავიდა კარისკენ.. ამ დროს ვინ უნდა იყოს..? კარი გაიღო..
-გამარჯობა..
-გამარჯობა.. ოლღა სახლშია..?
-სახლშია მაგრამ , შეიძლება ვიკითხო ვინ ხარ..?
-მე ჯარჯი ლეჟავა..-ხელი გაუწოდა.. მანაც ჩამოართვა..
-ირაკლი ერისთავი..შემოდი..
-ვინ არის..-თან გავედი..
-ჯარჯიი.. ამმ.. გაიცანით ერთმანეთი..? დაუსწრებლად კი იცნობდით ერთმანეთს.. ხომ გიყვებოდი ჩემი მეგობარია მეთქი.. ჯარჯი..-ირაკლის გავხედე და ჯარჯიზე მივუთითე..
-გიხსენებია კი..- ასეთი დაძაბული და სერიოზული რატომაა..?
-შენც ხომ იცი..-ირაკლისკენ მივუთითე, თუმცა უნდა ვთქვა რამე..? დილანდელი გამახსენდა.. მაშინ წამომცდა.. -ჩემი.. ძმა..
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ..?
-სულ დამავიწყდა, რომ მითხარი შემოგივლიო..
-საქმე გამომიჩნდა და გვიან მოვრჩი, სულ თან ატარებ და დღე ხომ არ ჩაგივარდება..-ბოთლი გამომიწოდა..
-მადლობაა.. სამზარეულოში წავიღებ.. არ გშია..? იცი ირაკლიმ რა გემრიელობები გააკეთა..?
-ამზადებ...?
-ამზადებს რომელია.. მიდი მიდი ხელები გადაიბანე და ფაქტობრივად ირაკლი დაგაპურებს..
-ისე იწვევ, თითქოს მართლა რამე გრანდიოზული გამეკეთებინოს..
-კინკილა სალათის გარდა, რამეზე თუ ამბობს გემრიელიაო ესე იგი გემრიელია..ახლავე მოვალ..- აბაზანაში გავიდა და დაბრუნდა -ფილმს უყურებდით..?
-სიამაყე და ცრურწმენა ვანახე..
-გასაკვირი არაა..
-შენ არ განახა..
-ჩემით ვნახე..ოლღას გარეშე..
-აღიარეთ დარსი არის კაცი პიროვნება..
-თავიდანვე ნორმალურად დალაპარაკებოდა, ამხელა გაუგებრობასაც ავიცილებდით..-ირაკლი..
-ამდენად მარტივი გგონია საუბარი საყვარელ ქალთან.. ? მითუმეტეს იმ დროს..-ვუთხარი მე..-შეგიყვარდება შენც და ნახავ..
-მართლა გემრიელია..
-ისე სად ისწავლე მომზადება..?
-თამაშების გამო ხშირად მიწევდა მარტო წასვლა და საკუთარ თავზე ზრუნვა.. მართლა არაფერია..- ტელეფონი ურეკავს..-უკაცრავად, ორი წუთით დაგტოვებთ..
-ასე რატომ მიყურებ..?
-ეს არის ორ სიტყვას ვცვლიდით ხოლმეო..? მე თუ მკითხავ შესანიშნავად ამყარებ კომუნიკაციას..შენს ძმასთან..
-გჯერა მასე, რომ გაგაცანი..?
-რა არის მაგაში დაუჯერებელი, შენი ძმა არ არის თუ..
-ჯარჯი.. იქნებ ეხამუშება და არ უნდა.. ვკითხო..?
-რა უნდა კითხო, ძმად რომ გაგაცანი მეგობარს.. წინააღმდეგი ხომ არ ხარო..?
-არ ვიცი.. ამ სიტუაციაში პირველად ვარ..
-ისიც პირველადაა.. -ირაკლი დაბრუნდა..
-რა გამოვტოვე..?- ჩემი მთელი ცხოვრება.. შენი მთელი ცხოვრება.. ყველაფერი გამოვტოვეთ.. რადგან ძმისთვის ძმის დაძახება ახალი, უცხო, უხერხული იყოს..? ჩემთვის ტრაგედიაა.. ამ დეტალებზე ამდენს რატომ ვფიქრობ..?
კიდევ ცოტა ხანს გაჩერდა და მალევე წავიდა.. ამჯერად მე ავალაგე მინი სუფრა..
-გვიანია, უნდა დავწვე..ვუთხარი ირაკლის და წასასვლელად მოვემზადე..
-ოლღა..
-გისმენ..
-შეიძლება მეც.. თუ შენთვის კომფორტული იქნება.. ანუ თუ პრობლემა არ იქნება..
-რაო..
-შეიძლება მეც გაგაცნო სხვებს როგორ ჩემი და..?
-შეიძლება..
. . .
-უშგულში როცა ავალთ გაჩვენებ.. სხვა ადგილზე ალბათ არც გამოვა თუ ამ სცენის გადაღება გინდა..
-რატომ..?
-იქ ყოფნის მომენტში გავაკეთე ამ სცენის ჩანახატი.. დეტალებში მაქვს აღწერილი და დიალოგთან შესაბამისია, სხვა შემთხვევაში მათი მსგავსი გადაკვეთა არ გამოდის..
-სანამ უშგულამდე მივალთ.. ჯერ ეს სცენა გავიაროთ.. აი ეს სახლია..?
-ნებისმიერ სახლს მოარგებ და გადაიღებ, მაგრამ ამ სახლზე ვფიქრობდი როცა ვწერდი..აი კიბეები როგორ ჩანს, გურანდას ასვლის პროცესი, როგორ იხედება აივანზე..აი შორს გაიწიე ცოტა..
-შორს გავიწიო..?-რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.. კიბეებს მივუახლოვდი..
-წარმოსახვითი კამერა ჩართე..
-სერიოზულად..?-თითებს კამერის ფორმა მისცა, ვითომ მიღებს..
-ნახე, გურანდას ასვლა კიბეებზე.. შემდეგ აივანზე როგორ მოდის, ხის აივანი..
-შენ რა სვანი რაპუნცელის გადაღება გინდა..? თმები გადმოუგდოს ბარემ ასავლელად და ეგაა..
-ენგური ორი ნაბიჯშიც არაა, იმდენად ახლოა.. არ ფიქრობ კარგი გამოვა..?
-კამერის მოძრაობას და რაკურსს გააჩნია.. შენ უწყვეტი კადრი გაქვს მხედველობაში..?
-გურანდა მართლა რაპუნცელი იყოს, აქ თმები ჩამოყაროს და იტიროს.. შენ იხუმრე და მართლა ლამაზი გამოვიდოდა..
-ტირილი..? სიდონია ყველას თვალწინ არ იტირებდა..
-მე ვთქვი ლამაზი იქნებოდა, პერსონაჟის ხასიათში ჯდება, აუცილებლად გადასაღებია თქო არ მითქვამს..
-მარტო გურანდას პერსონაჟზე არ მაქვს საუბარი.. როდესაც სცენაზეა ლაპარაკი, აუცილებლად ამახვილებენ ყურადღებას ემოციას, რომელსაც გამოხატავს.. აი აქ გაბრაზდა, უნდა გაბრაზდეს მის ხასიაშია.. თუმცა როგორც მარტინ ლანდაუმ თქვა, მხოლოდ ცუდი მსახიობები აჩვენებენ ემოციებს..
-მსახიობმა ემოცია არ უნდა გაჩვენოს..? შენამდე არ უნდა მოიტანოს სათქმელი..? აბა რას ელი მსახიობისგან.. მარტინმა თქვა ეგ..?
-თან გააგრძელა,.. არ მახსოვს სიტყვა სიტყვით.. მთავარი ისაა, რომ შენ კი არ ცდილობ გარკვეულ მომენტში იტირო, ცდილობ დამალო, არ გინდა სხვების თვალწინ ტირილი.. როდესაც ჭიქა ღვინოს დალევ არ იქცევი მთვრალივით, ცდილობ არ შეგეტყოს, რომ ამ ჭიქამ შენზე იმოქმედა.. მსახიობი ცდილობს მთვრალი განასახიეროს..? შეცდომაა.. როგორ მალავს პერსონაჟი მის გრძნობებს გაჩვენებს ვინაა..
-კარგი მარტინ ლანდაუსთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, ზედმეტად ადრე განვსაჯე.. თანაც ეს სიტუაცია..-მე აივანზე მდგომი, ის ქვემოთ ჩემკენ მომზირალი.. - სასაცილოა.. მე სვანს სვანეთს გათვალიერებინებ..?
-სიდონიას თვალით დანახულ სვანეთს მაჩვენებ..- მაგრამ სიდონია ჩემი თვალებით ხედავს.. ჩემი სვანეთი უნდა ვაჩვენო ოტია უდარანს..? რა კოშმარია..
-ბუბა მოელაპარაკა, მუზეუმს..? გადაღებების უფლება დაგვრთეს..?
-ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დახურვა, ეს ის.. ათასი წვრილმანია.. სანამ მოაგვარებს მანამდეც ბევრი რამ გვაქვს გადასაღები
-სიდონიას არ უნდა მასზე დარდობდნენ, არ უნდა მისი სისუსტე გამოჩნდეს, ამას მალავს.. უნდა იყოს ძლიერი.. ამ მალვით კი მართლა ჩანს როგორი პერსონაჟია.. გურანდამ ისე კარგად გაითავისა.. ერთი სული მაქვს აქ როდის ვნახავ..
-მაცგი ხედავს სიდონიას.. მთლიანად ხედვას, თავისი სისუსტეებით.. მაინც თვლის, რომ ყველაზე ძლიერი და ლამაზი გოგოა ამქვეყნად..
-როდესაც მაცგის თვალებით დანახულ სიდონიას აჩვენებ ეტყობა.. როგორ განსაკუთრებულს გვხდის ერთმანეთის თვალები ადამიანებს..- მოაჯირს მოვშორდი, მოვბრუნდი და კიბეებზე ჩამოვედი..
-როცა დათბება რას აპირებ..?
-უკაცრავად..? ეგ რა შეკითხვა..?
-ამ ფერად კოლგოტებს, მალე ვეღარ ჩაიცვამ.. მერე რას აპირებ..?
-ჩემს ფერად კოლგოტებთან პრეტენზია გაქვს თუ მეჩვენება.. თანაც აქამდე ზაფხულში არ გინახივარ ? რას ვაკეთებ ხოლმე..?
-გრძელი ფერადი კაბები.. ფერადი ჯინსები.. ფერების გარეშე ვერ ძლებ ხომ..?
-ადამიანებს უთქვამთ, რომ ფერები ღლით, თვალში ზედმეტად ხვდებათ.. სიმშვიდისთვის ნაკლებად მკვეთრი ტონალობა ურჩევნიათ.. მათ რიგს განეკუთვნები? ფერები გღლის..?
-ყველა ფერს თავისი დანიშნულება აქვს, გარკვეულ განწყობას ქმნის.. რომ მღლიდეს ალბათ შავ-თეთრ ფილმებს გადავიღებდი..
-ფილმში შეიძლება მხოლოდ ორიოდე ტონალობა შეარჩიო.. მთლიანად ფილმს მწვანე ტონალობები გასდევდეს, ან ვარდისფერი.. მაგრამ აი ეს..? -ჩემზე მივუთითე..
-ფილმი სხვა და ადამიანი როგორ იცვამ ყოველდღიურად სხვა.. შენ ალბათ მოკვდებოდი მოწყენილობისგან, მხოლოდ ორი ტონალობით..
-არ არის გამორიცხული..
-ნიდა ბებო მყავს ფოტოებში ნანახი, მასაც უყვარდა ფერადი კაბები.. წითელი ლაქი..-ხელებზე დავიხედე.. რა ფერიც არ უნდა შევცვალო მაინც წითელს როგორ ვუბრუნდები..
-ალბომებში ქექვა როდის მოასწარი..
-შენებმა დამათვალიერებინეს.. ჰო და ნიდას ახალგაზრდობის ფოტოები, კიდევ რა არ ვნახე.. ბაბუასთან ერთად ჰქონდა ფოტოები, ვერ ვკითხე და დედამისი ადრე გარდაიცვალა.. არცერთი ფოტო არ ჰქონდა..ან მამა
-მამა გარდაეცვალა, დედამისი ძალით გაათხოვეს, ბავშვის თან წაყვანა კი არ შეეძლო.. ამიტომ ნიდას ჩამოაშორეს..
-ბავშვი დედას ჩამოაშორეს..?
-ასეთი ტრადიცია იყო.. მოკლემეტრაჟიანი ფილმი "დინოლა " ნანახი გაქვს..?
-არა..
-ზუსტად ამ ტრადიციაზეა.. შეგიძლია ნახო..
-როგორ გამომრჩა.. აუცილებლად ვნახავ..- მისგან რეკომენდაციებს როდიდან ვიღებ..? არც კი ვიცი.. მშვიდად, ბედნიერად..? არა კი ამაში გასაოცარი, რა უნდა იყოს ეს ხომ მხოლოდ რეკომენდაციაა, მაგრამ ჩემთვის რეკომენდაციები ბევრს ნიშნავს.. როდესაც ვიღებ და როდესაც გავცემ.. ყველას არ და ვერ ურჩევ ფილმებს, როცქ ადამიანს იცნობ, როდესაც იცი მისთვის სულ ერთია, სურვილიც გეკარგება.. ანდაც იცი,არ მოეწონება, მის გემოვნებაში არ ჯდება.. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ამ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა უმნიშვნელო სულაც არაა, მითუმეტეს ჩემთვის.. -რამდენი წუთი გრძელდება..?
-15 წუთი..- კიდევ კარგი მოკლემეტრაჟიანიქ.. მოიცადე რა მნიშვნელობა აქვს ამას..? შენ რა მხოლოდ იმიტომ გაგიხარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმია, იმის საშიშროებას განიცდი, რომ სიუჟეტის გარდა შეიძლება თან მასზეც ფიქრობდე..? აქამდეც ძლიერი ასოციაციური კავშირი ჩემი ბრალია..? თუ მან მირჩია, როცა ვუყურებ აბა ვისზე უნდა ვფიქრობდე..? მოდი საერთოდ აღარ ვნახავ.. მაგრამ მაინტერესებს.. თან აქ ვარ.. დარია დავიღალე.. შეგიძლია ფიქრი შეწყვიტო..? სანამ კიდევ უფრო შორს შეტოპავ..
-მანქანა შორსაა..
-ხიდს იქით გავაჩერე, აქამდე ფიზიკურად ვერ მოვიდოდით.. ჯერ სად მიგეჩქარება..?
-ნიდა შემპირდა, როცა მოხვალთ გემრიელობებს დაგახვედრებო..
-გინდოდა ეთქვა დაგახვედრებთო..?
-არა დაგახვედრებო.. მე უნდა გამიკეთოს და შეიძლება შენც გიწილადო..
-მგონი შენ ხარ უდარანი და მე ლორთქიფანიძე.. იქვე ჩამოჯექი თუ გინდა, ცოტა დრო მჭირდება..-ხელში სცენარი უჭირავს, წიგნაკთან ერთად და ჩანაწერებს აკეთებს.. თან ხაზავს, ალბათ მსახიობების გადაადგილებას და სცენებს.. სახლის მარცხენა მხარეს, ენგურთან ახლოს ვდგები და ამ პროცესს ვაკვირდები..
მიტოვებული სახლი, რომელშიც ერთ დროს ააგეს, ცხოვრობდნენ.. ალბათ ეგონათ თაობები გააგრძელებდნენ აქ ცხოვრებას.. ნეტავ ის დღეები როგორი იყო, ადამიანებით სავსე.. ოჯახით.. სახლს და ოტიას ზურგი ვაქციე.. მზე მითბობს სახეს ამ სიცივეში.. ბავშვობაში მქონდა წიგნაკები, რომლის დაღნიოშების სასტიკად მეშინოდა.. დაღნიოშება გვერდით გადავდოთ, რომ წაეკითხა ვინმეს..? ამის დიდი საშიშროებიდან გამომდინარე ოლღასთან ვინახავდი.. წერის დაწყება როცა ვცადე, მაშინ გავიაზრე რამდენად უინტერესო იყო ცხოვრება პატარ ასაკში, როდესაც წესით უამრავი თავგადასავალი აქვთ მოსაყოლი.. ამიტომაც გადავწყვიტე ამის შეცვლა.. საწერი მასალის მოსაგროვებლად..
-ადამიანების უმეტესობას ენგურის ეშინიათ, შენ კი გამშვიდებს..? -როდის ამომიდგა უკან ვერც გავიაზრე..
-ენგურის ვინმეს ეშინია..?
-თანაც როგორ..
-ვერ უგებენ და ამიტომ..
-ენგურს ვერ უგებენ..?
-არც ცდილობენ მის გაგებას..
-და შენ გესმის ენგურის..?
-ვცდილობ მაინც..
-მცდელობა საკმარისია ? -
-დაასრულე..? -წიგნაკზე მივანიშნე..
-შეგვიძლია წავიდეთ..-მოვტრიალდით, წამოსვლამდე გავხედე სახლს და გზას გავუყევით.. ხან ჩრდილებს ვერევით, ხან ისევ მზეს ვენახებითდა ბოლოს ჩრდილებიდან გამოსულები მივედით მანქანამდე. სახლში მისვლისას კარების გაღება დავაპირე, კირილემ, დაგვასწრო გაღება..
-ნიდამ დაგინახათ შორიდან, დახვდი ბავშვებსო.. მოდი შვილო..-მითხრა და შიგნით შემატარა.. - ნიდასკენ წავედი, სამზარეულოში..
-მოვედიი..
-სად იყავით ამდენხანს ..?
-..ეჩხან-ამხან..-გავუცინე.. - მოვალ ახლავე..
-სად მიდიხარ..? -ხელები ავწიე..
-ლიბრალ.. თან მოგეხმარებით..
-რა მოხმარება მინდა მე.. დიდად არც დამრჩა არაფერი..-ხელები გადავიბანე და მივუბრუნდი..
-უფრო ადრე მოვიდოდი ჩემზე, რომ ყოფილიყო.. მოგეხმარებოდით კიდეც.. ახლა ფაქტობრივად რაღა დარჩა..არაბარა -წინსაფარი ავიღე შევიკარი.. მაინც დავაძალე ჩემთვის რამე დაევალებინა..
-რას აკეთებ ბებო ღუპავ ოჯახს..?
-რას ლაპარაკობ ბიჭო.. მე ვღუპავ ოჯახს.?.-ესე არსაიდან გაჩენა, ამ ბოლო დროს დაიწყო თუ აქამდე მე არ შემიმჩნევია..?
-დარიას სამზარეულოში შეშვებით..? კი, ღუპავ აბა რას აკეთებ..
-ჩემ გოგოზე როგორ ლაპარაკობ.. მშვენივრად აკეთებს რასაც აკეთებს, მეხმარება მაინც.. შენ რას მიკეთებ ერთი..მიდი მიდი, მეორე უჯრაშია წინსაფარი, აიღე და მოდი..- ნიდას გავხედე, ბოლოს აქ როცა ვიყავი, ორი თეფში და ერთი ჭიქა შევიწირე..
-როგორც მიბრძანებთ..- წინსაფარი აიღო, გაიკეთა.. მისცა დაფა და დანა..
-ესენი გარეცხე და წვრილად დაჭერი.. ახლავე მოვალ.. კირილეს წამალი უწევს და დაავიწყდებოდა.. მე თუ არ შევახსენე განა სვამს..- დანით ხელში მიახლოვდება ოტია.. წამიერად გავხედე და მზერა ისევ ცომს მივაპყარი..
-ჩემს დაჭრას აპირებ..? მეგონა ჭკუას მაინც გამოიყენებდი და შეუმჩნევლად ჩამიყრიდი სამსალას..ანდაც..-დანა დადო.. ხელებზე ჩამოწეული სახელოები, რომელიც თურმე ხელს მიშლიდა და არ შემიმჩნევია.. ამიკაპიწა.. ოდნავ შორს გაიწია და როგორც გაიაზრა, თანაბარ დონეზე არ იყო ორივე სახელური აწეული, გაასწორა.. დადებული დანა აიღო და ჩემს მოპირდაპირედ გადაინაცვლა..
-იუასუ ხარი..- არა დარია, არასწორი სიტყვები შეარჩიე მადლობის სათქმელად.. სხვანაირადაც შეგეძლო.. მისკენ აღარ გამიხედავს, ჭრის ხმა მესმის მხოლოდ..
ნიდაც დაბრუნდა, მალევე დავასრულეთ მზადება.. ყველაფერი გარეთ ეზოში გავიტანეთ და დავსხედით..ეზოში გასვლისას რაღაცას წამოვდე ფეხი, კი წავბორძიკდი, თუმცა როგორღაც შევინარჩუნე წონასწორობა და რაც ხელთ მქონდა ადგილზე დარჩა და არა მიწაზე.. სასწრაფოდ დავდე მაგიდაზე..
-დარია, წამალს არ ვსვამდე, შენს ჩამოტანილ ღვინოს აუცილებლად დავლევდი.. გემო სასწაული აქვს..
-სანდოდ ვიცი, ნატურალურია..
-წინაზე, რაც ჩამოიტანე ისევ გვაქვს, არ იყო ეს საჭირო..
-აქ როდის ბრძანდებოდი..?
-შენ წასული იყავი..
-დარია ჩვენი ხშირი სტუმარია, მიკვირს აქამდე არ დამთხვეულხართ ერთმანეთს..-ნიდა..
-არც ესაა დამთხვევა.. - ვთქვი მე
-მე რატომ არ ვიცოდი..? შენი ხშირი სტუმრობის შესახებ..
-ჩვენ სტუმრები გვიყვარს, მითუმეტეს დარიასნაირი.. სულ აქ დარჩე, კი არ მექნება პრეტენზია..-ნიდა..
-ნეტავ შემეძლოს..-დაბრუნების იდეა იმდენად არ მომწონს, მგონი აქედანვე უნდა შევეგუო და ჩემს თავს შევახსენო ხოლმე.. აქ სულ არ ვრჩები, დროებითი სტუმარი ვარ..- ბაბუ შენ გეცოდინება.. აქ ახლოს მიწა არ იყიდება..?
-რათ გინდა შვილო..? შენ აპირებ ყიდვას..?
-მომყიდიან..?
-რატომ არ მოგყიდიან, მაგრამ.. არ გამიგია..
-თუ რამე კარგი ვარიანტი იყოს გამაგებინეთ.. - სანამ აქ ვარ, იქნებ მართლა ავისრულო ნატვრა..? ან დავიწყო მაინც ამაზე სერიოზულად ფიქრი და ზრუნვა.. სვანეთში ჩემი სახლი.. რა კარგად ჟღერს..
თუმცა ბებიის დანატოვარი სახლი გაყიდე დარია, რომელი ფულით აპირებ ყიდვას..? ვალებიღა გაკლდა სრული ბედნიერებისთვის.. თუმცა ვალის გარეშე ჩემით როდის რას ვიყიდი.. იქნებ არასწორი იყო კირილესთან ამ აზრის გაჟღერება, არადა წამიერად როგორი რეალური ჩანდა..
" სვანეთში ჩემი სახლი მაქვს ".. ეს ფილმი, თუ არ გამოვს, ისევ უსამართლოდ ცუდი სახელი თუ დამრჩა.. ვერაფერი ვეღარ..
-კუდბაწარაა..
-რა.. რამე მითხარი..? -ნიდასკენ მანიშნაა, როგორც ჩანს რაღაცას მეუბნებოდა და იმდენად გავერთე ფიქრებში, ვერ გავიგე..
-როგორც მთხოვე შენი წიგნი მაგიდაზეა, არ დამავიწყდეს ვუთხრა თქო..
-რა წიგნი..?
-რეალურად ჩემი წიგნი არაა, აქ ვიპოვე..
-როცა აქაა კითხულობს ხოლმე.. წაიღე მეთქი და არ უნდა..
-ვინაწილებ..
-ასე ცოტას რატომ ჭამ, ხომ კარგად გრძნობ თავს..?
-კი კი, კარგად ვარ.. მე უბრალოდ..-ზარმა გამაწყვეტინა აზრის დასრულება..ტელეფონს დავხედე.. დედაჩემია.. ვანიშნე, ბოდიში უნდა ვუპასუხო მეთქი და წამოვდექი.. იქვე დავდექი შორიახლოს..-გისმენ..
-რაღამც შენ ინებე პასუხი..
-მოხდა რამე..?
-სულ გამართლებდი მამაშენთან, შენ ვერ უგებ ბავშვს თქო.. ვეჩიჩინებოდი და ესე მიხდი სამაგიეროს..? სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შენზე ლაპარაკობენ, ასე გაგზარდე..?
-არ კითხულობ მაინც სიმართლეა თუ არა..? ასე უბრალოდ ადექი და დაიჯერე..?
-ერთი ნაჯღაბნი კი არაა, რამდენგან წერენ.. იმდენი ფოტოა..
-სულ ერთი წამით აზრადაც არ გაგივლია..? იქნებ ჩემი შვილზე სიცრუეს ავრცელებენო..? უბრალოდ დაგერეკა და გეკითხა, შვილო ეს ვნახე და რა ხდება, ხომ კარგად ხარო..? ამდენი ხანია კონტაქტზე არ გამოსულხარ.. მამამ დამირეკა მაშინ გამომთათხა და რაო.. არ მაგონებს ჩვენი შემარცხვენელი, არ ეყო ჩემი დაუმსახურებელი ლანძღვა და მიდი შენ დაუმატეო.. ასე გითხრა..? იცი რატომ გაგაგონე..? მეგონა გულწრფელად მკითხავდი, რას ვაკეთებ.. როგორ ვარ..
-აქეთ მადანაშაულებ..?
-დედა..- თვალები მაგრად დავხუჭე.. ამოვისუნთქე.. გავახილე..
-არაფრის ღირსი არ ყოფილხარ.. მამაშენი მართალი იყო..-გამითიშა.. ახლა დედაჩემს ვესაუბრე.. ? ტელეფონს დავხედე დასარწმუნებლად.. არა დედა აწერია.. კარგი.. კარგი.. ზედმეტს არ ვიფიქრებ.. არ ვიტირებ.. უნდა დავმშვიდდე. სანერვიულო არაფერია.. მე მათ ვერ შევცვლი.. არც უნდა ვეცადო.. მე.. დარია, შენ ეს შეგიძლია..
მათკენ მივტრიალდი.. ნელ-ნელა მივუახლოვდი, ჩემს ადგილს დავუბრუნდი.. ვეცადე გამეღიმა.. საჭმელი გადავიღე და ჭამა გავაგრძელე..
-მაპატიეთ, უნდა მეპასუხა..
-არაფერია.. მიდი მიდი ჭამე, რაც თქვენ გასულები ხართ მოგშივდებოდათ..- აქ არ იტირო კარგი..? ჩემთვის ამას გააკეთებ..?
-თქვენს გაკეთებულზე მეტად არავისი მიყვარს მართლა.. რა ხელები გაქვთ არ ვიცი..
-ნუ იცი ხოლმე ეს ქება.. შეგერგოს..- სწრაფად შევჭამე, ლუკმები ძლივს გადავყლაპე.. მოვუბოდიშე და წამოვდექი.. ვუთხარი ცოტას გავივლი თქო.. მოსაცმელი ავიღე და გამოვედი..
ბოლო კვირების განმავლობაში, ჩემზე რამდენი რამ არ მოვისმინე.. არაფერს უტკენია, ისე როგორც საკუთარი დედის ნათქვამ სიტყვებს.. კარგი სხვები არ მიცნობენ, არ იციან ვინ ვარ, მაგრამ საკუთარი დედა, როცა გეუბნა სიტყვებს, რომელიც იცის შენთვის რას ნიშნავს, იცის რამდენად გატკენს..
შემოსულ ზარზე, უნებურად შევხტი.. ჯარჯი მირეკავს..
-ლეჟავას ვახლავარ.. როგორ გიკითხო..?
-როგორ ხარ..? როგორ მიდის საქმეები..?
-ჯერ გადაღებები არ დაწყებულა, ისე ნორმალურად.. შენ როგორ ხარ..?
-არ მკითხო..
-ამდენად ცუდადაა საქმე..?
-წასვლა მინდა, მისგან შორს ყოფნა მინდა, თუმცა როგორც კი მივდივარ, მალევე ვბრუნდები.. თავს დამნაშავედ ვგრძნობ..
-რატომ..?
-ოლღას მეგობარი ვარ, იცი როგორც მიყურებს.. მე კი.. ფაქტობრივად ვატყუებ.. ჩემს თავს ვუმალავ.. დავიღალე..
-რომ გამოამჟღავნო..? ამდენად ტრაგიკულად ჟღერს..?
-ვერ წარმოიდგენ.. სულ განვსჯიდი ბიჭების კატეგორიას, რომელიც მალევე არ ამბობს რაც საჭიროა, სათქმელად მარტივი ყოფილა.. ახლა კი მეც მათ რიგში ვარ..
-ოლღაზე ამბობ, მზად არაა ურთიერთობებს გაურბისო და თუ სიმართლე გაინტერესებს არც შენ უკლებ.. ოლღასკენ უნდა მირბოდე, საწინააღმდეგო მიმართულებით მირბიხარ და მერე გიკვირს მასთან ახლო, როგორ არ ხარ.. იცი ოლღას სიტუაცია..
-ნეტავ გამეგო მაინც, როდის დავიწყე მისი შეყვარება..
-შეაჩერებდი..?
-არ ვიცი..
-შენი სიყვარულიც არ გეთმობა ოლღასადმი და ოლღას როგორ თმობ..?
-ვინ ამბობ ვთმობ თქო..
-უმოქმედობით აბა რას აკეთებ.. კარგი უნდა წავიდე, თავს გაუფრთხილდი, კარგად დაფიქრდი რაღაცებზე ჩემო ძვირფასო ძმაო..
პარკამდე როდის მივედი ვერც გავიაზრე, იქვე ჩამოვჯექი.. ბავშვებს ვუყურებ, როგორი ბედნიერები არიან, თამაშობენ არაფერი ადარდებთ.. მშობლები, იქვე რომ ჰყავთ.. როგორ აკვირდებიან, რამე არ გაუჭირდეთ, არ შეემთხვათ..
ამდენი ხნის შეკავებული ცრემლებს ვეღარ ვაჩერებ.. სხვებისთვის როგორი კარგები არიან, ყველას უყვართ გარშემო, რატომ არ შეიძლება ასეთივე მშობლები იყვნენ.. ? ვერც პარკში ვჩერდები დიდ ხანს.. ვდგები და სიარულს ვაგრძელებ..
ტირილს ვერ ვწყვეტ..სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ.. როგორღაც სრულიად უცნობს ვეჯახები, ხელთ რაც აქვს ნივთები დაბლა ეყრება.. მაშინვე ვცდილობ უცებ წამოვკრიბო და მივაწოდო..
-არ მინდოდა.. მაპატიეთ..
-კარგად ხართ..? - მის ნივთებს ვაწვდი.. უცნობი კი ნივთების მაგივრად მე მიყურებს..
-კარგად ვარ..
-ამის გამო ტირით..?
-მე.. ისეთი არაფერია..
-ნიკო გვარმელიანი..-ხელი გამომიწოდა..მეც ჩამოვართვი..
-დარია ლორთქიფანიძე..
-სასიამოვნოა.. -მხოლოდ გავუღიმე.. - დარწმუნებული ხარ, კარგად ყოფნაში..?
-უნდა წავიდე.. მადლობა..
-შემიძლია მიგიყვანო, თუ შორს ხარ გაგიჭირდება..შეიძლება ვიკითხო, რომელ სასტუმროში..?
-არც ისე შორს.. სასტუმროში არ ვრჩები..
-მართლა..? ვისთან ხარ..?
-ნიკო, არ მოდიხარ..? გვეჩქარება..
-ახლავე..
-ნახვამდის ნიკო..-დავემშვიდობე და გამოვერიდე, სასიამოვნო ადამიანი ჩანს, თუმცა არასწორ დროს შემხვდა.. სახლში დავბრუნდი.. ჭიშკარი როგორც კი გავაღე ნიდა და კირილე გამოვიდნენ.. გაკვირვებულნი..შეშინებულნი..
-დარია..მოხვედი..? ოტია სადაა..?
-ოტია..? ჩემთან ერთად არ ყოფილა..
-ისე დაგაგვიანდა, ავნერვიულდით და ოტია გამოვიდა შენს საძებრად, ტელეფონზე ვერ დაგიკავშირდით..-ჩემს გათიშულ ტელეფონს დავხედე..
-დიდი ხანია გამოვიდა..?-ნიდამ თავი დამიქნია..-გავალ..
-ახლა დაბრუნდება და..
-ვერ გავჩერდები.. შორს არ წავალ..-ახლახან მისული უკან გამოვბრუნდი.. ამდენი ხანია გამოსული ვარ..? რატომ ვერ შევამჩნიე..? ბინდდება..ამ წამს რატომ აღვიქვამ ამას..სანამ გზის გასაყართან მივიდოდი, მეორე მხარეს დავინახე ოტია.. ვერ მხედავს.. ტელეფონზე რეკავს, ალბათ მე მირეკავს.. მეჩვენება თუ ნერვიულობს..? ტელეფონი ყურთან აქვს მიტანილი, ამ დროს კი მანქანამ ჩაიარა და ჩემკენ გამოიხედა.. ტელეფონს დახედა.. გზაზე გადმოვიდა და მომიახლოვდა..
-სად იყავი..?-
-ვსეირნობდი, გავივლი თქო ხომ ვთქვი..გამეთიშა ტელეფონი
-შენ მომიღებ ბოლოს.. იქნებ გეფიქრა და დაგერეკა გაგვიანდებოდა, მესიჯი მოგეწერა.. იცი ნიდამ როგორ ინერვიულა..? ჩემს გოგოს, რამე ხომ არ მოუვიდაო.. ახლა უკვე მათთან ვბრუნდებოდი, რა უნდა მეთქვა მითხარი.. დარია მიწამ ჩაყლაპა თქო..? ეს კი ლოგიკურობას არაა აცდენილი.. ხიფათს, ხომ მაგნიტივით იზიდავ..
-არაფერი მჭირს.. არანაირ ხიფათში არ გავხვეულვარ.. მაგნიტივით არაფერსაც..-ამ დროს იმდენად ახლო ჩაიარა მანქანამ, მექანიკურად მოვქაჩე ოტიას ჟაკეტი ჩემკენ..როცა დავრწმუნდი მანქანამ ჩაიარა, ოტიას ავხედე.. ხელი გავუშვი.. - უკანასკნელი რისი გაკეთებაც მინდა შენების ნერვიულობაა.. გეტყოდი არ მინდოდა თქო, მაგრამ მე ხომ არასდროს არ მინდა და მაინც ისე გამოდის.. ჩემი ბრალია.. შეგვიძლია წავიდეთ..?
-..კარგი..-სახლში დავბრუნდით.. კარები შევაღე, ორივე დაგვინახეს თუ არა, ნიდა მოვიდა და ერთად გადაგვეხვია..
-აჯემ, შუიდებდ აღერ !..- ოტია გამოგვეცალა და გზა გააგრძელა..-ხომ კარგად ხარ შვილო..?
-თქვენ ხომ მყავხართ, რა უნდა გამიჭირდეს.. ბოდიში ნერვიულობისთვის..
-მთავარია კარგად ხარ..
-მე ოთახში ვიქნები..
-ჩაის გაგიკეთებ.. უკეთ დაგეძინება..-გავუღიმე და სახლში შევედი..
ჩაი დავლიე და წამოვწექი.. მეგონა ამასობაში გადამივლიდა, მაგრამ როგორც ჩანს არა.. ტირილს ერთი წინადადების გამო ვერ წყვეტ ამდენი ხანია.. ყველაფერ ვაანალიზებ ცივი გონებით.. ჩემს ცხოვრებას მათთან, როგორები არიან, რატომ არიან ასეთები.. და მაინც მტკივა.. წიგნის წაკითხვაც ვადე და ორი გვერდი ძლივს წავიკითხე.. მხოლოდ ვტირი, ვერ ვიძინებ.. ჩემი პედინგტონის პიჟამოებით დავტოვე ოთახი.. სამზარეულოში გავედი, ჭიქა წყალი ჩამოვისხი, მაგიდას მივეყრდენი.. შუქი არ ამინთია, მთვარის შუქიც მყოფნის, ფანჯრიდან შემომავალი..
ჭიქა დავდე, ხაჭაპურის ნაჭერი ავიღე.. ჭამა დავიწყე და ცრემლებმაც შემახსენეს თავი.. სწორედ ამ დროს შემოვიდა ოტია.. პედინგტონის პიჭამოებით, არეული თმებით, ახლად მოკბეჩილი ხაჭაპურით გატენილი პირით.. კი ნამდვილად კარგი დრო შეარჩია.. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე, თითქოს ეს ტირილის ფაქტს დაფარავდა.. დარწმუნებული ვარ დასივებულია, სიწითლესაც არ დავავიწყდებოდი..
ველოდები როდის დაიწყებს, რატომ ტიროდიო ეს ისო, მაგრამ არაფერს ამბობს.. წყალს ისხამს.. სვამს, ჩემი ჭიქის გვერდით დებს და ისიც იღებს ხაჭაპურის ნაჭერს.. ჭამას იწყებს.. რადგან არაფერს ამბობს, მეც ვაგრძელებ ჭამას.. დასასრულს ჭიქის აღებას ვაპირებ, მაგრამ ვიაზრებ ცარიელია.. მოტრიალდა, თავად დამისხა წყალი.. მეც დავლიე და სამზარეულო დავტოვე.. ოთახში დაბრუნებული, ვწვები.. ტირილს ვწყვეტ და ვიძინებ..
. . .
-ადგილი დაჯავშნილია.. მენიუ შედგენილი.. ვინ სად იჯდება ვიცით უკვე, რამდენიმე სტუმარია ალერგიებით.. იმ მაგიდაზე ის საჭმელები არ უნდა იდოს, შეიძლება დაავიწყდეთ, არ იცოდნენ.. მოკლედ თავის ტკივილი იქნება და ეგეც უნდა გავითვალისწინოთ.. თმა, მაკიაჟი, ვიცით დაჯავშნილია, თუმცა ყველაფერი გადაამოწმე.. ყველაფერი გამართულად უნდა მუშაობდეს თავისდათავად.. მუსიკაც შედგენილია, რა დროს რა უნდა ჩაირთოს.. მოსაწვევის დიზაინიც აარჩია და მალე მორჩებიან დამზადებას, რაც შეიძლება მალე წამოიღონ.. ახლა.. კი გადავამოწმებ.. 1 კვირით ადრე გავიმეორებთ დეტალებს თავიდან ბოლომდე.. წყვილი როგორ შემოდის, ვინ სად იდგება... ამ ეტაპზე სულ ესაა.. გასაგებია..? ხომ ყველაფერი ჩაიწერე.. კარგი მიხედე საქმეს..
რადგან ჩემი სახლი ჩემს სახლს არ ჰგავს, სახლში უამრავი ადამიანია, კიტას შემოვეკედლე ცოტა ხნით.. აიპედი აქვს ხელთ და ხატავს, მე კი საქმესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ვარ დილიდან.. შესვენების დროა, ფურცლები, ლეპტოპი გადავდე.. საზურგეს მივეყრდენი და ამოვისუნთქე.. თავი დავხარე და კიტას გავხედე, ჩემს მოპირდაპირედ მჯდომს.. ფოკუსირებულია, ნეტა რას აკეთებს..? მეგონა ჩემზე მხოლოდ საღებავები, ფანქარი მოქმედებდა, თუმცა შევცდი.. ასეთ ფორმაშიც არანაკლებ კარგი საყურებელია.. წამოვდექი..
-ფურცელი და ფანქარი მჭირდება, დარწმუნებული ვარ მოგეპოვება..არა არ წამოდგე.. მითხარი სად ვნახო..
-იმ ოთახში შედი, ბევრი საღებავი ალაგია, მაგრამ შავ ფანქარს და ფურცელს წესით ნახავ..-ოთახში შევედი, გადავხედე მაგიდას, რომელზეც უამრავი რამ აწყვია, მათ შორის შავი ფანქარიც ვნახე.. ავიღე და გამობრუნებას ვაპირებდი, იქვე დადებული სკეჩბუქს მოვკარი თვალი.. ეს მახსოვს, მაშინ დათას ქორწილის ადგილს, როცა ვარჩევდით, კიტაც იქ იყო და ჩანახატებს აკეთებდა.. აბა რა დახატა.. შეიძლება ვნახო..? კარგი თუ ჩავიჭყიტები კიტა არ გამიბრაზდება იმედია.. გადავფურცლე.. ნაცნობი ადგილები, შენობები.. ზოგიერთი ნაცნობი წიგნის პერსონაჟი, უკვე დასრულებულ ნამუშევარს, როდესაც ვხედავთ ერთია და როდესაც პირველად სახეებს ვაკვირდებით იქამდე როგორ მივიდა, კიდევ უფრო საინტერესოა.. იქ გაკეთებულ ჩანახატებამდე რით ვერ..აი ისიც.. როგორ შეუძლია ერთი ადგილიდან, დააკვირდეს რაც იქ არის და საბოლოოდ რაღაც საოცრებად აქციოს.. დახურვა დავაპირე, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ გადავფურცლე და.. სკეჩბუქი ავიღე, ახლოს მივიტანე ხომ არ მეჩვენება მეთქი.. მე ვარ.. როდის მოასწრო ჩემი დახატვა.. თან გავიყოლე სკეჩბუქი და დივანს დავუბრუნდი..
გამომხედა ალბათ აინტერესებს რაში მჭირდება ფანქარი და ფურცელი.. ის კი თავის სახატავთან ერთად მხედავს, აიპედს გვერდით დებს..
-მეგონა მხოლოდ ფურცელი გჭირდებოდა და არა სკეჩბუქი.. - მისკენ მივატრიალე, იმ გვერდზე სადაც მე ვარ..
-ეს რა არის..?
-იმდენად დაიღალე, შენს თავს ვერ ცნობ..?
-ვცნობ მაგრამ.. -ისევ ჩემკენ შემოვატრიალე..-როდის მოასწარი, ან რატომ..
-შენს თვალწინ გხატავდი და ვერ შეამჩნიე..? თანაც ეს არც პირველია და არც უკანასკნელი რა გაგიკვირდა..-მიტრიალდა თავისი აიპედისკენ, თუმცა გავაჩერე..
-მოიცადე მოიცადე.. რას ნიშნავს ეს პირველი არაა, აქამდეც დაგიხატივარ..?
-შესაძლოა..
-მაჩვენე..
-ახლა მთხოვ გაჩვენო..? როდესაც მაგ სკეჩბუქს იღებდი არ გიკითხავს..
-არ მეგონა თუ ჩემს თავს წავაწყდებოდი.. შენი ჩანახატების დათვალიერება მინდოდა.-წამოვდექი და მის გვერდით დავჯექი..
-არ გიბრაზდები, მაგრამ შეგიძლია მაინც შემომირიგო..
-მაჩვენებ..? გთხოვ.. - ცდილობს არ გაეღიმოს მაგრამ მაინც სცდება ღიმილი..
-მიმოფანტული ხარ..
-ეგ რას ნიშნავს..?
-არ მეგონა თუ ოდესმე გაიგებდი, ახლა კი ჩემი ნებით უნდა გითხრა..?
-ძალიან დამაბნიე.. -აიპედი აიღო..- ჩემთვის გაურკვეველ ფაილებში იქექიალა და ბოლოს, გახსნა ფაილი " თინანო".. მომაწოდა.. მიმითითა გადაწიეო.. მისი სხვადასხვა წიგნის, თუ პროექტის სათაური აქვს თითოეულ გვერდს სადაც სხვადასხვა სტილში ვარ დახატული.. -მოიცადე, ვერ მივხვდი.. რატომ აწერია პროექტის სათაურები..? ყველა ვიცი, ნანახი მაქვს თითოეული.. მე სად ვარ..?
-ყველაფერში ხარ რაც კი ოდესმე შემიქმნია, სადღაც დამალული, უკანა ფონზე.. ისე, რომ უცხო თვალისთვის, რომელსაც ამაზე წარმოდგენა არ აქვს ვერ მიხვდება.. ვერ შეამჩნევს..
-ამას ახლა რატომ მეუბნები..?
-აღარ მინდა, მხოლოდ უკანა ფონზე იყო..იმდენი ხანი გმალე, მივხვდი სხვებისგან კი არა, საკუთარი თავისგან გმალავდი..
-როდის დაიწყო..?
-ჩვენი პირველი შეხვედრიდან გახდი ჩემი შთაგონება..
-აქამდე რატომ არ მითხარი..?
-მეგობრად მიმაჩნდი და არ მინდოდა სხვანაირად გაგეგო.. -ნახატების თვალიერებას განვაგრძობ, თვალებს კიტასკენ ვაპარებ.. ფურცვლას ვაგრძლებ და არ მთავრდება.. ვერ ვიჯერებ რასაც ვხედავ, ყველგან მე ვარ, თითქოს სხვადასხვანაირი, თუმცა არის რაღაც რაც ამბობს.. "თინანო".. რაღაც მომენტში ვჩერდები.. აიპედს ყავის მაგიდაზე ვდებ.. - ზედმეტად უცნაურია..? ეს თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს..? ასე არ მიფიქრია მართლა.. მე მხოლოდ..
-ნუთუ მართლა ასეთად მხედავ..? ამეტებ..? უკეთესი, რომ გამოვჩნდე..
-რა..? რას ნიშნავს უკეთესი გამოჩნდე../? სულ იმას ვფიქრობ, რამდენადაც არ უნდა ვეცადო, ვერ გადმოვცემ იმას, რასაც ჩემი თვალები ხედავენ..
-და რას ხედავენ..?
-სილაჟვარდეს…
. . .
დანარჩენებიც ჩამოვიდნენ, ერთი დღე მოეწყვნენ სასტუმროში, თავისუფალი დღე ჰქონდათ და მეორე დღე გათენდა თუ არა, დაიწყო სანატრელი გადაღებები სვანეთში.. უშგულში ავედით.. ყველაფერი დალაგდა, განისაზღვრა..
-ბოდიში..ჩვენ უბრალოდ..- ოტიასთან მივიდნენ ბავშვები, გოგონა, რომელიც ლაპარაკობს, თან სხვებს უყურებს თან ოტიას.. -შეიძლება გადაღებას ახლოდან ვუყუროთ ?
-გადაღების ნახვა გინდათ..?-თავი დაუქნიეს..
-ძალიან ჩუმად ვიქნებით და ხელს არ შეგიშლით.. ცოტა ხნით..- საწყალი ბავშვები, ახლა ისე მაინც უთხრას უარი ძალიანაც ნაწყენები, არ დარჩნენ..
-რადგან მპირდებით, კარგად მოიქცევით, შეგიძლიათ უყუროთ.. - რა..? ესე მარტივად დათანხმდა ბავშვების შემოთავაზებას..?
იქით ანიშნა ბავშვებზე, ყურადღება მიაქციეთო.. მიმოიხედა, როგორც კი დამინახა მანიშნა მასთან მივსულიყავი.. ხელები დაკავებული მაქვს, ფურცლებით.. ასე უნდა მატაროს..? კარგი, სხვა გზა არაა.. მასთან მივდივარ..
-ის ადგილი მაჩვენე..
-გამომყევი.. წინ ვუსწრებ რამდენიმე ნაბიჯით..
-დარწმუნებულხარ უშგულშია..?
-რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გეზარება..?
-ახლოს მეგონა..
-არაფერი არ უნდა გეგონოს.. მეგონაზე საშინელი სიტყვა არ არსებობს..
-ადრამატიზებ..
-დაუკვირდი, მაგ სიტყვის გამოყენებას და მიხვდები წვეთით არ ვადრამატიზებ.. ცხოვრებას გვირთულებს.. აი მოვედით..
-ეს არის..?
-ორი სახლი ახლოსაა ერთმანეთთან, ვიწრო გასასვლელია მათ შორის და უკან კოშკები მოჩანს.. დამიჭირე..-ხელში რაც მიჭირავს ყველაფერი გადავულოცე.. გასავლელი გავიარე და ერთ სახლს მოვეფარე..
-რას აკეთებ..?
-წამოდი.. სიარული დაიწყე..-ვუთხარი და მეც დავიწყე სიარული - ხედავ..? ორი ადამიანი ეტევა თავისუფლად..
-არა..
-რას ნიშნავს არა..?
-ამ სცენის ამოღებას ვაპირებ, შეიძლება შენ ხედავდე რაღაც განსაკუთრებულს..-შუაში ვდგავართ.. აქეთ-იქით იყურება..
-ამას არ გააკეთებ..? ეს სცენა ეს ადგილი..
-შენ დაწერე სცენარი, განსაკუთრებულად წარმოიდგინე, მაგრამ.. არ ჯდება რაც აქამდე გადაგვიღია და გადავიღებთ.. ეს სცენა არ იქნება და მორჩა..- რაც წეღან მივაწოდე, უკან მიბრუნებს და მიდის..
-აქ რისთვისღა მომიყვანე..?
-აქ შენ მომიყვანე..
-ოტია..
-მეგონა გადამარწმუნებს მეთქი, მაგრამ ჩემს აზრზე ვრჩები..-გაბრუნდა და წავიდა.. მე კი ისევ შუაში მდგომი ნელ-ნელა წამოვედი.. გავჩერდი და გავხედე.. იმის გამო არ მეჩვენება განსაკუთრებულად, რომ დავწერე.. იმის გამო დავწერე, რომ განსაკუთრებულია.. ამას დავამტკიცებ.. მაგრამ როგორ..?
უკან ვბრუნდები.. ამ სცენას, რომლის ამოჭრაც უკვე გადაწყვეტილა, ჩანთაში ვდებ..
-დარია..
-ყურადღებით უნდა იყოთ, eyeling match.. ხომ გახსოვთ.. კადრში, ჩანს გურანდა როგორ უყურებს რაღაცას, მაყურებელმა არ იცის ეს რა არის და ზუსტად იმ კადრზე გადადის რასაც უყურებს.. ამიტომაც გურანდას ყურების პროცესში მოქმედება უკვე დაწყებული უნდა გქონდეთ, თითქოს ამ პროცესს უყურებდა, არ დაელოდოთ სანამ კამერა თქვენკენ იქნება.. ყველა თავის ადგილას..- კამერასთან ზედმეტად ახლოს ვარ, ანუ ოტიასთან ვარ ზედმეტად ახლოს.. ახლა სცენას უნდა ვუყურებდე, გურანდას თამაშს.. მაგრამ კამერას ვერ ვაცილებ თვალს.. ყურსასმენები აქვს მორგებული, თავისი სათვალეც.. ამ სიცივეში სახელურები აწეული.. გამიელვა იმ სურათმა, თავად როგორ მიწევს სახელურებს.. შემდეგ კი ისევ მის ხელებს ვუბრუნდები.. კამერასთან მდგომს. რაღაცას უხსნის და სცენაზე მიუთითებს.. რატომ არ მესმის რას ამბობენ, მე ხომ ახლოს ვდგავარ..
-დარია..-უკან მივიხედე..-ჩემი სათვალე, რომ შეგანახვინე, მომაწოდე რაა..-ჩანთიდან ნუცის სათვალეს ვიღებ და თან დაჭმუნჭულ სცენარს ვუყურებ. მზერას ოტიასკენ ვაბრუნებ და საშინლად ვბრაზდები.. ვითომ რატომ არ ჯდება ეგ სცენა ფილმში..? მთელი არსებით ვარ დარწმუნებული საინტერესოა გამოვიდოდა.. მან კი უარი თქვა..? ახლა დგას ბედნიერად და იღებს იმას რაც უნდა, ის ხომ რეჟისორია დარია.. რას ელოდები მისგან, მხოლოდ იმიტომ, სცენარისტი ხარ, ისე არ გააკეთებს, როგორც ხედავს ფილმს..? არ შეცვლის ადგილს, არ გადამაკეთებინებს სცენარს როცა საჭიროა..? ლოგიკას თუ მივყვები მესმის, თუმცა ამ შინაგან ბრაზს ვერაფერ ვუხერხებ.. უკან ვიხევ.. ბავშვების უკან ვინაცვლებ ადგილს..
-მეგობრებო ეს უკვე გავიარეთ, მჭირდება ზუსტად ის თქვათ რაც მოცემული გაქვთ.. სიტყვა სიტყვით.. თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს, არანაირი გადაკეთება, იმპროვიზაცია.. თავიდან..- ის გოგონა მოსაცმელზე მექაჩება, ჯერ დაბლა ვიხედები, შემდეგ კი ვიმუხლები..
-შენ დარია ხარ..? სცენარისტი..
-კი მე ვარ.. ჩემზე იცით..?- ბუნებრივია გამიხარდა, თუმცა გამახსენდა ინტერნეტში ჩემზე როგორ ინფორმაციას აღარ ავრცელებენ და დავპანიკდი..
-ჩემს ბიძაშვილს ძალიან უყვარს ფილმები, თქვენს სახელს ახსენებს ხოლმე, ძალიან კარგად წერსო.. ჯერ კარგად ვერ გავუგე სცენარი რას ნიშნავს, მაგრამ.. თქვენ კარგი უნდა იყოთ..
-შენს ბიძაშვილს ჩემგან მადლობა გადაეცი..
-თქვენი საქმე მნიშვნელოვანია..? -მის გვერდით მდგომმა ბიჭმა დამისვა კითხვა, რომელიც აქამდე არავის უკითხავს..
-სცენარისტის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია.. -როგორ ავხსნა მაქსიმალურად მარტივად..? მარტივი შეკითხვაა და რატომ არ მაქვს მარტივი პასუხი..?-დიალოგს, რომელსაც ფილმებში ვისმენთ სცენარისტის მოფიქრებულია..
-ანუ რასაც ამბობენ ახლა თქვენ დაწერეთ..?-თავს ვუქნევ.
-რეჟისორობა მინდოდა.. ეგეც მაგარი ჩანს..
-შეგიძლია ორივე გააკეთო, ერთი მეორეს არ გამორიცხავს..
-მართლაა..?
-უნდა წავიდე.. შეხვდებით კიდევ..
-დარია რა სახე გაქვს მშვიდობაა..?
-გამაყუჩებელი არ გაქვს..? კბილი ამტკივდა..
-მგონი მაქვს, მოიცადე..-ჯერ როდის ჩანთა მოძებნა და ძლივს ნახა რაღაც ისეთი წამალი, ცხოვრებაში, არც კი მსმენია.. ისე დამეწყო ტკივილი ამას კარგი პირი არ უჩანს.. მადლობა გადავუხადე და სასწრაფოდ დავლიე.. მეშინია ტკივილის.. მიდი გამიარე რაა.. დარია ჯერ ახლა არ დალიე..? დააცადე..ბოლომდე არ გაუვლია, ცოტა უკეთ მაქვს.. მგონი ამ დღეს გადავიტან.. მესტიაში როგორც კი დავბრუნდებით აფთიაქში უნდა შევვარდე..
გადაღებები გაგრძელდა.. თუმცა იმდენად ძლიერად ამტკივდა, უკვე მეტირება.. აქეთ-იქით დავდივარ.. ვეღარ ვჩერდები..
-რა გჭირს..? - ოტია
-არაფერი..
-რა არაფერი, რა დღეში ხარ განა ვერ ვხედავ, რა ხდება..?
-კბილი მტკივა უბრალოდ..
-გამაყუჩებელი დალიე..?
-არ მშველის.. შეგიძლია მანქანა მათხოვო..? მესტიაში გამომყვება ვინმე არ ვიცი..- სხვებთან გავიდა, დაბრუნდა და მითხრა გავყოლოდი
-რას აკეთებ..?
-მესტიაში ვბრუნდებით..
-შენ უნდა წამიყვანო..? მერე გადაღება..
-მთავარი გადასაღები რაც იყო, გადავიღეთ უკვე..
-ჩემს გამო ვერ გადადებ..
-გადავდე უკვე..მანქანაში ჩაჯექი..
-არა, ან ჩემით ავალ, ან სხვამ წამიყვანოს..
-მე ყველაზე კარგად ვიცი გზები და ცოტა ჩქარაც შემიძლია ვატარო..
-სხვები..?
-ვუთხარი ახლა წამოსულიყვნენ, თუმცა დარჩენა და დღის აქ გატარება უნდათ.. - ძლივს ვჩერდები მჯდომარე მდგომარეობაში, ვერ ვისვენებ.. ცრემლებსაც ვერ ვიკავებ.. დიდი ხანია ამ დოზით არ მიტირია და ეს ფაქტი არ მომწონს.. უმოქმედობა როდესაც ძალიან გტკივა და ამის შესაცვლელად არაფერი შეგიძლია, განადგურებს.. რამდენად დიდი ან პატარაც არ უნდა იყოს ტკივილი.. -ასე ძალიან გტკივა..?
-სერიოზულად მეკითხები..? საცაა ჭკუიდან გადავალ, ხეზე ესე არ აკაკუნებს კოდალა, როგორც მე ეს ტკივილი მირტყამს ტვინში..- ამოსვლით თითქოს მალე ამოვედით და ახლა გზა, ამდენად როგორ დაგრძელდა არ ვიცი.. მესტიაში, შესვლა კი გამიხარდა, გაწამებულისთვის ცოტა შვებაა, თუმცა აფთიაქთან რატომ არ გააჩერა ვერ გავიგე.-აფთიაქს გავცდით..
-გგონია აფთიაქი გვიშველის..? ექიმთან უნდა მიგიყვანო..
-არა..-თან ტკივილი მახსენებს თავს..-არა, გამორიცხულია, მე ექიმთან არ მივალ.. არა..
-ნერვია ალბათ და მაგას მარტივად ვერ უშელი..
-უშველი, აფთიაქთან გამიჩერე.. არ მინდა, ექიმი, გადავხტები..
-შენ რა სტომატოლოგის გეშინია..?
-მეე..? მე მეშინია შენი აზრით სტომატოლოგის..? კი მეშინია, ბავშვობიდან ვერ ვიტან.. არ მინდა, იცი რაქ გადავიტან, ოდესმე ხო მოკვდება ეს ნერვიც თავისით..
-შენ თავს თუ უსმენ საერთოდ...ექიმთან მივდივართ მეთქი..
-მოვკვდები.. ძალიან მეტკინება..
-ამაზე მეტად რა უნდა გეტკინოს..
-სტომატოლოგთან ნამყოფი არ ხარ..?
-კონტროლზე რამდენიმე თვეში ერთხელ..
-შენი ნებით მიდიხარ სტომატოლოგთან..?
-ეგ დამოკიდებულება, არ გქონდეს, პრობლემის დასაწყისში, მიდიოდე, ამ მდგომარეობაში არ იქნებოდი..
-ამასაც მე მაბრალებ..? კბილი ამტკი..ჯანდაბა.. - ვეღარაფერს ვეუბნები, ლაპარაკი უარესს მმართებს.. როგორც იქნა აჩერებს..
არ გადმოვდივარ მანქანიდან, კარებს აღებს..გადმოსვლა მიწევს და აქაც პატარა ნელი ნაბიჯებით მივყვები უკან, მე თუ ვიტანჯები ესეც გაწვალდეს რა უჭირს.. აკაკუნებს და შიგნით შედის.. უკვე წასასვლელად გამზადებულ ნაცნობს სახეს ვხედავ..
-ნიკო..?..
-დარია..
-თქვენ ორი ერთმანეთს იცნობთ..?
-ახლახან გავიცანი, ქუჩაში დამეჯახა.. აა უდარანები იგულისხმე, როცა თქვი სასტუმროში არ ვრჩებიო..? აბა რა გაგიჭირდათ მეგობრებო..
-სტომატოლოგი აღარ მუშაობს..?
-უკვე გავდიოდი მომისწარით..
-შენ..?
-აქ დროებით ვარ, მაგრამ თუ რამე შემიძლია..
-კბილი სტკივა ძალიან, უშგულიდან ჩამოვედით..
-კარგი მოდი ზემოთ ავიდეთ, იქ მაქვს ყველაფერი მოწყობილი.. ქურთუკი შეგიძლია აქ დაკიდო..- ოტიას გავხედე, არ მინდა საშინლად არ მინდა არც ასვლა, არც იმ სკამზე დაჯდომა.. ოტია მიახლოვდება და ქურთუკის გახდაში მეხმარება, იქვე კიდებს და მიმითითებს წინ წავიდე.. ხელების კანკალს ახლაღა ვამჩნევ.. დარია როგორმე თავი ხელში აიყვანე.. ოთახში შევდივართ.. შუქს ანთებს, მიმითითებს იმ საშინელ სკამზე ჩამოვჯდე.. გული მიჩქარდება..მგონი საწამებელი სკამია და უნდა დამაბან.. რაღაცებს ამზადებს.. ახლა წამოვხტები და გავიქცევი, არადა ეს ტკივილის მაგიჟებს.. უარესად, მეტკინოს..? მეტკინება აბა რა იქნება.. ნიკო მიახლოვდება და სკამზე ჯდება.. ჩემს სკამს ცოტა ზემოთ წევს.. ოტიას უყურებს..? მეორე მხარეს ვიხედები და ოტია ჩემს გვერდითაა..
-ჯერ შემახედე.. აბა რომელი კბილი გაწუხებს..უკანა კბილი..? ეს..-თავს ვუქნევ..
-მოდი ფოტო გადავიღოთ.. წამოდექი..- იქვე ოთახში შევყავარ და ფოტოს მიღებს, ისევ საწამებელ სკამზე ვბრუნდები.. ოტიას ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, თავზე მადგას, მინდა ახლა გამოვლანძღო და გავაგდო, მაგრამ რატომღაც არაფერს ვეუბნები..-შეგიძლია მანდვე სკამი აიღო და ჩამოჯდე..
-აბა.. რთულადაა საქმე..?-ნიკოს სიტყვებს ჰყვება, სკამს იღებს და ჯდება.
-ნერვს მოვკლავთ და დავპლომბავთ.. თუმცა..-ვაიმე..ვაიმეე.- ჯერ პრობლემას არ შეგიქმნით, თუმცა გაითვალისწინე სიბრძნის კბილი, მალე ამოსაღები გექნება დიდი ალბათობით, უნდა მიხედო.. კარგი რაც დღეს გვაწუხებს, იმას მივხედოთ..
-ძალიან მეტკინება..?-ფოტოს დებს..ახლა ნემსი აიღო../?
-არა, რამეზე ალერგია ხომ არ გაქვს..? რომელიმე წამალზე..?
-ახლახანს გავიკეთე და არ მაქვს..
-რომ შემეძლოს, დასარწმუნებლად კიდევ გავაკეთებდით ტესტს, თუმცა ისე გაგამწარა პატარა ნერვმა მოდი დავიწყოთ..
-ნემსი..ნემსი.. მე..? მე .. არ შემიძლია..
-ამის გარეშე თავისუფლად ვერ ვიმუშავებ, პატარა ჩხვლეტა და შემდეგ უკვე გულზე მოგეშვება, ვერაფერს იგრძნობ..-ნემსი გაამზადა და მეც საცაა გული წამივა.. მორჩა ჩემი აღსასრულის დროც დადგა, ეს როგორ უნდა გადავიტანო..? თვალები მაგრად დავხუჭე და საშინელ ტკივილს დაველოდე..- სულ ესაა..
-სულ ესაა..? - ჩხვლეტა მართლაც ვიგრძენი, თუმცა არც ისეთი.. მოიცადე, ჩემი ხელი.. ქვემოთ გავაპარე მზერა.. მოიცადეთ, ოტია უდარანს ჩემი ხელი უჭირავს..? გამორიცხულია.. მე დავიჭირე..? როდის რა მომენტში გამომეპარა..
-10 წუთი დაველოდოთ, იმოქმედოს და დავიწყოთ.. მანამდე მოვალ..-წამოდგა და გავიდა.. მეც ხელი გავუშვი ოტიას..
-არ მინდა რამე იფიქრო, არც კი ვიცი..
-არაფერია..
-არა არ მინდოდა, ეტყობა შიშის ბრალია, გაუაზრებლად..
-კუდბაწარაა, არაფერია მეთქი.. - წამალმა მოქმედება დაიწყო და ნიკომ მუშაობა.. მაინც მეშინოდა მთელი ეს დრო არაფერი მტკენოდა და როგორღაც გადავაგორე, რაც მთავარია გული არ წამსვლია.. საათზე მეტი გავიდოდა.. ძლივს დაასრულა..
-კარგი, სულ ეს იყო.. აბა მგონი არც ისე რთული იყო არა..? მოკლედ.. 1 საათი ეცადე არაფერი ჭამო, თან იმ მხარეს, რომელ მხარესაც კბილი გტკიოდა ჯერ მაინც ვერაფერს იგრძნობ წამლის გამო..
-თანხა..
-რომელ თანხაზეა ლაპარაკი..
-ნიკო კარგი რაა..
-მასეთი სახე ნუ გაქვს, ამ ერთხელ მადროვე..- ტუჩზე ხელს ვიდებ და ვერ ვგრძნობ.. რა უცნაურია.. წამოვდექი, ქვემოთ ჩავედით..
-დიდი ხანი აპირებ გაჩერებას..? -ოტია..
-ჩახლართული სიტუაციაა, ხან აქ ვარ ხან თბილისში.. თუ სადმე კონფერენციაზე ან სადმე არ ვარ წასასვლელი.. კიდევ კარგი მომისწარით, მივდიოდი უკვე..-ნუცი მირეკავს..
-გავგიჟდები, მე გასული ვიყავი როცა წახვედით და დღეს დამთავრდა გადაღებებიო.. შენ რა დღეში ყოფილხარ.. სად ხარ ახლა..
-სტომატოლოგთან ვიზიტი დამჭირდა.. ახლა მოვრჩი..
-სხვები დაბინავდნენ და მე გამოსული ვარ.. სად ხარ..? მოვდივარ..-გამითიშა.. მისამართი არ აინტერესებს..? მომწერა დამავიწყდა სად ხარო.. მივწერე..
-ნუცი იყო..? დანარჩენები სად არიან, ყველა ჩამოვიდა..?
-დაბინავდნენო, მე გამოვედი და მოვალო.. დაველოდოთ..- 5 წუთი არ იყო გასული დაბნეული იყურებოდა, დავუძახე.. სახე გაუნათდა ჩემი დანახვისას..
-ჩემი სიკვდილი, დარია ხომ კარგად ხარ..? მეც წამოგყვებოდი, ეგ რომ გამეგო..
-კარგად ვარ, მიმკურნალეს უკვე..-ახლა გახედა ოტიას და მის გვერდით მდგომ ნიკოს..
-უი, გამარჯობა, ისე ავღელდი, ხომ ვიცი ეს ოხერი კბილი რაცაა, გაწამება უყვარს ძალიან.. ეს როგორ დასვით იმ სკამზე, არ გეშინოდა..?
-არ იყო მარტივი ამბავი..-ოტია..
-შენ არ გეშინია..? -ვიკითხე გაკვირვებულმა
-არა რატომ.. სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არაა, თუმცა როცა სტომატოლოგი კარგია, გადაგატანინებს..
-ეგ მართალია..-ნიკო..
-თქვენი ნივთები არ წამოგიღიათ..? ხომ სასტუმროში გადმოხვალთ..?
-ახლა უნდა წამოვიღოთ..-უფრო ადვილი იქნება ერთად გასვლა და გადაადგილებაო თორემ უდარანებთან მერჩივნა..
-შენები რამდენი ხანია არ მინახავს, დაგეწვევით რაა..
-მაგას რა თქმა უნდა, წამოდი..
-არც შენ დაგტოვებთ ნუციკო, რა სახე გაქვს..
-მანქანაში ჩავსხედით, მე მექანიკურად წინ დავჯექი.. არადა არ მიყვარს წინ ჯდომა.. მივედით ოტიას სახლამდეც.. გადმოვედით მანქანიდან და შევედით შიგნით.. ჩვენს მოგვიკითხეს, თუმცა ახალი სახებით იყვნენ მეტად დაინტერესებულნი..
-ნიკო შენ ხარ..?. რამხელა გაზრდილა..
-თან რა კარგი ბიჭი..
-ეს გოგონა ვინ არის..?
-ჩვენი გუნდის წევრია.. ნუცი..
-ამდენად გაიწელა გადაღებები..? რომელი საათია..
-მე ჩავშალე..მე და ოტია წამოვედით ადრე..
-არაფერიც არ ჩაუშლია, კბილი ასტკივდა ძალიან და ჩამოვიყვანე, ექიმად კიდევ ნიკო დამხვდა..
-ჩემო გოგო, ახლა ვერ შეჭამ ვერაფერს..?
-არ შეიძლება, თანაც ნახევარ მხარეს გემოს მაინც ვერ გაუგებს.. წამალი კიდევ ცოტახანს იმოქმედებს..-ნიკო..
-თქვენ მაინც უცებ გაგიშლით, დარიაც შემოგვიერთდება მალე..
-მე ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და დაგიბრუნდებით..
-ბარემ მეც გამოვიტან ჩანთას..
-უკვე ჩალაგებული გაქვს არა..?
-ისე რატომ ამბობ თითქოს ეგ ცუდი იყოს.. მალე მოვალ, მანამდე მონატრებულ ნიკოს მოესიყვარულეთ..
-ყური მოვკარი ახალ სტომატოლოგზე და რას ვიფიქრებდი შენ თუ დაბრუნდი..
- მთლად დაბრუნებაც არ ჰქვია, აქეთ-იქით მომიწევს სიარული..-მათი ხმა აღარ გამიგია, ოთახში შევედი და ბოლო წამს გადადებული საქმის გაკეთება დავიწყე, როგორი დაღლილი სახე მაქვს, ერთმა კბილმა ამდენად როგორ გამომფიტა..? იმას რომ უკვე გამზადებული აქვს ჩანთა, ნერვები რატომ მეშლება..? შენი ბრალია დარია, ჩაგელაგინა თავის დროზე.. რა არ მოიმიზეზე და აჰა.. ნიდასთან და კირილესთანაც ვერ ატარებ დროს.. ცალკე მხოლოდ მათთან უნდა ჩამოვიდე, ეს დღეებიც აქ ვიყავი, თუმცა მაინც ვერ მოვიკალი მონატრება..
მაშინ როგორ ჩავტიე ყველაფერი ერთ ჩანთაში არ ვიცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, არაფერი ეტევა, არადა იგივე რაოდენობაა.. რა გავაკეთო..? კარზე კაკუნია , შემოდით მეთქი ვეძახი და ამ არეულობაში და ფორიაქში მყოფს, ტვირთად ოტიაც მემატება..
-მე მეგონა უკვე დაასრულებდი..
-მეც მეგონა, თუმცა არ ეტევა..
-რამე იყიდე..?
-რითაც წამოვედი, ყველაფერი იგივე..
-ის რა სათამაშოა..? მაგის ჩატევაც გინდა..?
-პედინგტონზე ასე ნუ საუბრობ.. მომენატრა რაღაცნაირად, პედინგტონი 1 ვნახო დღეს თუ 2.. სხვებსაც ხომ არ ვუთხრა..?
-კი, ვის არ ენდომება პედინგტონის მოგზაურობა ლონდონში..
-სარკასტული პასუხი მომეჩვენა..? ყველას უყვარს პედინგტონი.. თან ნახე-ქუდი მოვხადე..-შიგნით მარმელადის სენდვიჩი აქვს, როგორც ფილმში..არადა წინაზე ჩავდე..ადგილი გაქვს ჩანთაში..?
-კი მაქ.. არც იფიქრო.. შენი პედინგტონი ჩემთან არ დარჩება..
-სასტუმრომდე..
-შემდეგ ისევ ვერ ჩადებ და თბილისამდეც მე უნდა ვატარო...?
-რამეს მოვიფიქრებ, შენთან არ დარჩება.. ახლა ჩაიდე რაა..-პედინგტონს ხელში იღებს..-გაუფრთხილდი.. მადლობა..
-იჩქარე.. -ოთახს ტოვებს, ჩალაგებას ვასრულებ, ოთახს ვალაგებ და გამოვდივარ.. ნიდას უკვე მოუსწრია სუფრის გაშლა.. ამდენი ხანი ვიყავი შიგნით..? ნიდას გაკეთებულს, რომ არ მშიოდეს მაინც შევჭამდი, სხვა დროს ავანაზღაურებ..
-დარია.. უკვე შენთან მოვდიოდი, დახმარება ხომ არ სჭირდება მეთქი..-ნიდა..
-მგონი ყველაფერი ჩავალაგე, თუ რამე დამრჩა კიდევ, არ ეგ იქნება პრობლემა..
-შეგინახავ რა პრობლემაა.. მოდი ნუციკოს მიუჯექი..-ნუცის გვერდით ვჯდები და ჩემს მოპირდაპირედ თვალს ოტიას ვუსწორებ..
-ეს რა სარჭეა.. რაპუნცელის ხვლიკი..-მექანიკურად ხელი მოვიკიდე სარჭს..- ისე ჩანს თითქოს თავზე გაზისო, შორიდან რეალური გეგონება..
-მხარზე თუ დაისვამ, რაპუნცელი გვეგონები..-ნიკო..
-რაპუნცელი როდესაც თმები მოაჭრა ფინმა თუ ფლინმა..-ოტია
-რაპუნცელის გარეგონას ნამდვილად არ შევესაბამები, თუმცა ეს ქამელეონი ნამდვილად საყვარელია..
-შენ უფრო რაპუნცელის დედინაცვალი, თუ თმებს გაიზრდი მითუმეტეს..-ოტია..
-რაპუნცელის დედინაცვალი ლამაზი ქალია, მისი ბოროტების მიუხედავად და მშვენიერი თმა აქვს, თუმცა მე მოკლედ შეჭრილ თმას და დარიად ყოფნას ვამჯობინებ..
-ჩემო გოგო, ამას რას უსმენ, ულამაზესი ხარ..- თითქოს სრულიად უცხო კაცზე ლაპარაკობდეს და არა საკუთარ შვილიშვილზე.. გამიღიმა..
-მადლობა..-ახლოს დადებულ თეფშს აწვდის ნიკო ნუცის, თუმცაღა ნუცის რამე მოეთხოვოს არ გამიგია..
-ნიკო, როგორ მიხარია ხშირად თუ გნახავ..-კირილე..-ბოლოს შენ და ოტია ერთად როცა გნახეთ, ეზოში თამაშობდით..
-ბავშვობიდან ერთად მოდიხართ?-ნუცი..
-ოტია ჩემზე დიდია, სხვებისგან განსხვავებით ჩემს ასაკს არ უყურებდა და სხვებთან ერთად დავყავდი.. შემდეგ მარტო არდადეგებზე ვხვდებოდით და ბოლოს გადავიკარგეთ..
-ტყუილად დამაბერე, არც ამდენად დიდი არ ვარ.. თუმცა კარგი დრო იყო, შეკლული გვქონდა აქაურობა..- გარშემო მიმოვიხედე, ფოტოებიდან ნანახი პატარა ბავშვი გაცოცხლდა თითქოს, იმდენად მეუცნაურა ამის წარმოდგენა, მაშინ როდესაც ჩემს წინ ზის და თან მას ვუყურებ.. თითქოს ბავშვი არასდროს ყოფილა და სულ დიდი იყო, ასეთი განცდა რატომ უნდა მქონდეს..? მაშინაც, ალბათ დარბოდა თამაშობდა იცინოდა.. ახლაც იცინის, უბრალოდ მე არ მიცინის.. მოიცადე დარია რა შუაშია, შენ რატომ უნდა გიცინოდეს.. რომელ სიცილზეა ლაპარაკი ნეტა არც გელაპარაკებოდეს, არ იყოს ამის აუცილებლობა..
-თქვენ დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ..-მე და ნუციმ ერთმანეთს გავხედეთ..
-რაც ფილმის გადაღება დავიწყეთ..
-თუმცა კი ვართ, დიდი ხნის ნაცნობებივით..-გავუღიმე ნიკოს, თან კირილეს გავხედე, როგორ უყურებს ოტიას და ნიკოს.. სითბო გამოსჭვივის მისი თვალებიდან, ალბათ ახლა წარსულში დამოგზაურობს.. ახსენდება ისტორიები.. კი გამეღიმა, თუმცა თან დავღონდი ჩემდა უნებურად..
ერთადერთი ბებია მყავდა, ვისაც შეეძლო ასეთი თბილი თვალებით შემოეხედა, ჩემზე ისეთი ისტორიებიც გაეხსენებინა, რომელიც მშობლებსაც არ ახსოვდათ.. ახლა უბრალოდ გახსენება კი არა, ყველაფრის დავიწყება უნდათ, თითქოს შვილი სახელად დარია არ ჰყავთ.. -ბოდიში ორი წუთით უნდა დავრეკო..
-მიდი შვილო..-წამოვდექი, ნომერი ავკრიფე და ზარიც გავიდა..
-გისმენ..-ჯარჯის ხმა გავიგონე..
-ჯარჯ, როგორ ხარ..?
-მე კარგად, შენ რა ხმა გაქვს, ან მაშინ რა ხმა გქონდა, ვერც შეგეკითხე..
-ბოდიში აქამდე უნდა მომეხადა და ვერ დაგირეკე..
-რატომ უნდა მოგეხადა, ჩემთან რა გაქვს საბოდიშო გოგო..
-უხეშად გელაპარაკე, სხვა რაღაცაზე ვიყავი გაბრაზებული..
-კარგი რა, გგონია მეწყინებოდა..? ახლა როგორ ხარ..?
-უკეთ, ყველაფერი რიგზეა..
-ჩემზე არ იფიქრო, თუმცა მართალი იყავი..
-რას აპირებ..?
-მარათონი დასრულდება და უნდა წავიდე..
-სად უნდა წახვიდე, არ გადამრიო..იქნებ სხვა..
-სხვა არ იქნება.. ვერ იქნება.. ჩემს თავთანაც დამნაშავე ვიქნები და იმ ადამიანთანაც ვითომ ოლღას ჩანაცვლებას, რომ დავაკისრებ.. დავრჩები და მერე ვნახოთ..
-სულ გადასულხარ ჭკუიდან, მე რა გითხარი და შენ როგორ გაგიგია..
-ამაზე აქამდეც ვფიქრობდი.. არასდროსაა სწორი დრო, ახლა მითუმეტეს და ალბათ არც იქნება.. იქნებ დროა ოლღა დავივიწყო.. ჩემი გრძნობებით მას ვერ დავამძიმებ..
-რა იცი, ამძიმებს, რატომ გამოიტანე დასკვნები ნაადრევად და მას არც არაფერს ეკითხები..
-საკითხავი არაფერი იქნებოდა, ისიც რომ გრძნობდეს..
-მანდ გაჩერდი, შენ რა მარტივად უყურებ ამ საკითხს, არა არცერთ სიტუაციაში არ იქნება მარტივი.. რეალური ცხოვრებაა და პრობლემები, ათასი საფიქრალი გვაქვს.. ჯერ აქ ხარ, კარგად დაფიქრდი ძალიან გთხოვ..
-კარგი ახლა უნდა წავიდე..აბა შენ იცი..
-ნახვამდის..-ტელეფონს ვთიშავ..-მალე გადის დრო..ვდგებით წასასვლელად, სანამ ჩემი ჩანთისკენ წავალ, ოტია იღებს ჩემს მაგიერ და მანქანაში დებს.. ნიკოს ახლოშივე უჩერებს და მივდივართ სასტუმროსკენ.. როგორც კი მანქანა ჩერდება და შიგნით შევდივართ, ჩვენებიდან რამდენიმეს ვხედავთ იქვე, როგორ სხედან და ყავას სვამენ.. ლამის დამავიწყდეს აქ პირველად, ვარ, არ უნდა გავიქცე მათთან, ჯერ უნდა დავბინავდე.. როგორც კი გვხედავენ, გვესალმებიან.. მომიკითხეს, მე ჩემი კბილი და ის მკვდარი ნერვი, რომლის მოშორებაც გახდა საჭირო.. დაგეწვევით მალე მეთქი ვეუბნები და შიგნით შევდივართ.. მეორე სართულზე აგვიყვანეს, გვერდი-გვერდ..? ახლა მაინც ვყოფილიყავით შორს, მასთან ერთად ერთ სახლში ყოფნა არ იყო საკმარისი ? ნომერი ჩავიბარე და შიგნით შევედი.. ჩანთა იქვე დავდე და აივანზე გავედი, რომელიც სასტუმროს უკან გახლავთ.. სასწაული ხედი დამხვდა, იქვე აშენების პროცესში მყოფი შენობა, მუშებითურთ, გვერდით ძროხები, მათი არაჩვეულებრივი ზმუილი და რაც მთავარია მთები.. მალევე ჩემს გვერდით, ზედმეტად ახლოს აივანზე ოტიაც გამოდის..
-შეგიძლია გადასვლა ითხოვო..?
-რისთვის, მშვენიერი ნომერია და ჯერ არაფერიც არ მაწუხებს..- მთებთან კიდევ უფრო ახლოს ვარ თუ მეჩვენება..? ნეტავ აქ გავზრდილიყავი, როგორი ვიქნებოდი, ეს ყოველივე გააუბრალოებდა აქაურობას..? - მთები ისევ ისეთი აღმაფრთოვანებელია როგორც ადრე..? თუ რადგან აქ იყავი, არც შეგიხედია როგორც განსაკუთრებულისთვის..
-ყოველთვის იყო სახლი, თუმცა სილამაზეს ახლა უფრო ვაფასებ, ვიდრე მაშინ ცხენის და ბურთის მეტი არაფერი, როცა მადარდებდა.. - სახლის ხსენებაზე გაყინული კედლები და სიცივე არ უნდა გახსენდებოდეს, რაც არ უნდა ჩაიცვა, ეცადო, გათბე , რომ ვერ თბები.. პირველი სახლი, როდესაც არ გამოდგება თბილი, შემდეგ რაც არ უნდა მოაწყო და გაათბო, არც ეგაა ბოლომდე საკმარისი.. მეგონა ამ დანაკლისს მარტო გადასვლა შველოდა, ჩემი სახლი მექნებოდა და ეს იქნებოდა საკმარისი.. დარია ფიქრები გიტევს, ასე არაა, შენ გაქვს შენი სახლი და გყავს ოჯახი მეგობრების სახით.. ზოგს ესეც არ აქვს.. არა სხვისი ცუდად ყოფნით და იმის შედარებით მე უფრო მეტი მაქვს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ.. უბრალოდ შეწყვიტე, ფიქრებით ნურსად ნუ მიდიხარ..
-კუდბაწარა..- გვერდით გავიხედე, მეგონა ამასობაში წავიდოდა, უკან გაბრუნდებოდა..- მართლა აპირებ აქ სახლის ყიდვას..?
-სვანეთი იდეალური მასპინძელია, თუმცა ოჯახის წევრად მიღება სხვა საკითხია..დავიღალე უნდა შევიდე..ხვალამდე..
-ხვალამდე..- სვანეთისთვისაც თუ ზედმეტი ხარ, საშველი აღარაა შენთვის დარია ლორთქიფანიძე..
. . .
საკუთარ თავს ვაჯობე ამდენად მოკლე დროში ქორწილის ორგანიზება როგორ მოვახერხე წარმოდგენა არ მაქვს, გამეორებამ კარგად ჩაიარა და ცოტა დავმშვიდდი, თუმცა ქორწილი ქორწილია, იმდენ რამ შეიძლება არასწორად წავიდეს კაცმა არ იცის, ამიტომაც გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად ვარ ხოლმე, რომც არ ვიყო, გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ..
არა მგონია დათას სურვილი ყოფილიყო, კიტას მოწვევა, შეიძლება აქეთ-იქით ვიყო სარბენი, თუმცა მიხარია მისი ყოფნა..
პატარა ცდომილებებს, რომელიც უცებ მოგვარდა, თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი კარგად მიდის, ახლა ფოტოსესიაზე ვართ ულამაზეს ადგილას, ცოტა ხნით უკან დავიხიე და წყვილს ვუყურებ, თან გეგმაში ვიხედები, რამე არ გამომრჩეს.. კიტა ჩნდება ჩემს გვერდით, ამას ვგრძნობ.. მისკენ ვიხედები..
-ხომ იცი საკმარის ყურადღებას ვერ მოგაქცევ არაა..?
-შენ წარმოიდგინე იმაზე მეტ ყურადღებას ვიღებ ვიდრე საჭიროა, თუმცა ვის ვატყებ, ყურადღება შენგან არა მგონია, ოდესს მეზედმეტოს..
-ეს საკმარისია..?
-მოცემული სიტუაცისსთვის, როდესაც მუშაობ სრულიად.. თანაც აქ ამისთვის არ ვარ..
-აბა რისთვის ხარ..?
-შენთვის..
-ქორწილში ხარ, წყვილისთვის უნდა იყო და არა ორგანიზატორისთვის..
-შენ რომ არა, აქ რა მინდა თინანო, კარგი რაა..- ფოტოსესია იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდით, თუმცა წყვილთან ერთად იმდენ ადამიანს უნდა ფოტოს გადაღება, მიდი და უარი უთხარი.. კი პატარძალი ვერ ეტყვის, მაგრამ აქ რისთვის ვარ, კულტურულად დავცაცხე ყველა, დავარწმუნე საკმარისი დრო კიდევ გვაქვს და წასვლის დროა მეთქი..
სულ პირველად, რომელი ადგილიც ვაჩვენე, აი კიტაც, რომ შეხვდა, იმ ადგილზე მივედით, ისეა მოწყობილი გარემო, სიძველეს ეს თეთრი ფარდები ისე უხდება..
ყველას დავეხმარე ადგილის დაკავებაში და აი აქ უკვე დაიწყო რაც დაიწყო, სადღეგრძელოები, სიურპრიზები, თითოეული ნომერი რაც დაგეგმილი იყო.. ასეთ მომენტშიც არ უნდა მოდუნდე, ყველაფერი კარგადაა, შემიძლია ამოვისუნთქოო, არაფრით არ უნდა გაიფიქრო..
ტორტის გატანამდე, ის სანთლები მე დავანთე და ვერაფრით ვიფიქრებდი, ამ სიჩქარეში თმაზე თუ წამეკიდებოდა.. თმაზე რა პარიკზე.. სასწრაფოდ გადავაბარე ჩემს ერთ გოგოს საქმე და გამოვიქეცი.. აბაზანაში შევვარდი და პარიკი მოვიხსენი, ნიჟარაში ჩავაგდე და წყალი მოვუშვი.. სარკეში ჩემს თავს თვალები ვეღარ მოვარიდე.. უკვე ჩამქრალს, დამწვარს შევხედე და ეს ისევ როგორ გავიკეთო.. სხვა პარიკი არ წამომიღია.. თმის გარეშე როგორ გავიდე.. ვაიმე თინა იფიქრე.. უბრალოდ იფიქრე.. კარზე კაკუნი და კიტას ხმა..
-კარგად ხარ..? მალევე ჩააქრე, დამწვრობა ხომ არ გაქვს.. თინანო გამოდი, სანამ გადავირიე..- ისევ ჩემს თავს, პარიკს ვუყურებ და ისე ვაქნევ თავს, თითქოს კიტა მხედავდეს..
-წადი და დავბრუნდები..
-არის მანდ ვინმე..?
-მარტო ვარ კიტა..-კარები იღება, მე ნაბიჯებით უკან ვიხევ და თავს ხელებით ვიფარავ..-ნუ მიყურებ, გადი ძალიან გთხოვ..
-კარგად ხარ../?
-კიტა გადი..- ძალა აღარ მყოფნის, ვიმუხლები.. კიტაც იმუხლება, მე კი ვცდილობ ჩემი უთმო თავის დაფარვას..
-თინანო..- მისი ხელების წყალობით, აღარ ცსახე მაქვს დაფარული და აღარც თავი..მას ვერ ვუყურებ.. როდის დავიწყე ტირილი არ მახსოვს, თუმცა მარილიანი სითხის გემოს ვგრძნობ.
-ეს გინდოდა..? ხომ გთხოვე გასულიყავი..- ჩემს სახეს მტევნებში იქცევს, ცრემლს მწმენდს..
-ჩემო თინანო, იცი როგორი ლამაზი ხარ..? ასეთი გამალებით, შენს ლამაზ სახეს მიმალავდი..? - მიხუტებს..საიდუმლო ბოლომე ვერ შევინახე..ვდგებით.. არ მინდა დავიჯერო, ამ წამს მართლა ველამაზები, ეს შეუძლებლად მიმაჩნდა, თუმცა ისეთი თვალებით მიყურებს, უნებურად მარწმუნებს.. კიტა
ჩემს ერთ-ერთ გოგოსთან მისვლას, ფენის მოტანას ვთხოვ, მოაქვს კიდეც.. კიტა კი თვალს არ მაცილებს როგორ ვაშრობ ამ პარიკს.. დამწვარ მხარეს თმის სამაგრით ვფარავ და გამოვდივარ..
ქორწილი, რომელიც ამდენად მოკლე დროში დაიგეგმა, კარგად ჩაიარა.. სანამ ბოლო სტუმარიც არ წავიდა, ჩემი წასვლის დრო არ მოსულა..
უკვე ცარიელ დარბაზში, ერთ-ერთ მაგიდასთან ვზივარ.. ჩემს წინ კიტა ზის..
-დაიღალე..?
-ჩემთვის ეს არაფერია, მეორე ქორწილიც შემიძლია მივაყოლო..
-ჩვენი..?
-კიტა.. არაფერს მკითხავ..?
-დაღლილი ხარ, ხვალამდე.. პრინციპში ხვალაა.. რამდენიმე საათით მოვიცდი..
-არ შემიძლია.. საერთოდაც არ უნდა გაგეგო..
-ახლა უკვე მაბრაზებ..
-ან ახლა გეტყვი ან აღარასდროს.. გახსოვს საფრანგეთში ვიყავი რამდენიმე თვე..
-მახსოვს..
-მაქსიმუმ 2 კვირა უნდა ვყოფილიყავი, თუმცა გამოკვლევები ჩავიტარე და მითხრეს, რომ სიმსივნე მქონდა საწყის ეტაპზე..ამიტომაც დავრჩი და მკურნალობა დავიწყე.. ყველაფერი მოგვარდა და ჩამოვედი.
-მოიცადე მოიცადე.. რას ნიშნავს.. და შენ არავის უთხარი..? როგორ შეგეძლო..
-საწყისი..
-არ მაინტერესებს, შენ ადექი და სხვების მაგივრად გადაწყვიტე, არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა..? ეს როგორ გაგვიკეთე..
-არ მინდოდა გენერვიულათ..
-ადამიანების ადამიანები რისთვის ჰყავთ ? ამ რთულ დროს შენთან ყოფნის შესაძლებლობა წამართვი გესმის..? ეს როგორ გამიკეთე.. მე კი აქ მშვიდად ვიყავი, მეგონა თან მუშაობდი, კარგ დროს ატარებდი.. ჯანდაბა..ჯანდაბა.. ახლა.. ახლა როგორ ხარ..?
-კარგად ვარ.. ტყუილად უნდა ენერვიულათ, ჩემზე დარდი არაფერს შეცვლიდა..
-ვერ ხვდები რა დააშავე..? ბრალიანი ნერვიულობა მითხარი შენ.. წარმოიდგინე იგივე მე ან რომელიმე ჩვენგანს დაემართა.. იტყოდი ნეტა არ გეთქვა ჯერ ჩაეარა, რას გვანერვიულებო..? ამას იფიქრებდი..? მთებს გადადგამდი, მათ გვერდით იქებოდი.. ადამიანებს მხოლოდ მაშინ არ გვინდა ერთმანეთთან ყოფნა, როცა კარგად ვართ, გვინდა ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, მითუმეტეს საყვარელ, ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს..-წამოდგა..მეც წამოვდექი..-წასვლის დროა, სახლში უნდა მიგიყვანო..
-კიტა..
-წავედით თინანო.. წასვლის დროა..-გაბრაზებული, ნაწყენიც, თინანო მეძახის.. თითებით მის ხელს ვეხები და ვეჭიდები.. ხელს არ მიშვებს, მაგრამ არც ჩერდება და გარეთ გავდივართ..მანქანასთან მისულებს, უამრავი სცენარი და ფიქრი მიტრიალებს.. მთელი გულით მჯეროდა მაშინ სწორად ვიქცეოდი, სადარდებელს ავაცილებდი ყველას, მათ ნაღვლიან თვალებს არ დავინახავდი.. ვიტანჯებოდი, მინდოდა გაზიარება, მაგრამ თავს ვიკავებდი და ეს მეგონა სწორი, ჩემგან მოსალოდნელიც კი, რამდენად გაწონასწორებულად შევხვდებოდი იმ სიტუაციას.. შეიძლება პარაზიტს მოვეკალი, კი დაწყებით საფეხურზე არ ჟღერს საშიშად, თუმცა არ იცი რა მოხდება, როგორი სისწრაფით შეიძლება განვითარდეს.. რას გეტყვიან ექიმები.. ყოველი ანალიზი, ნემსის ჩხვლეტა, გადასხმა.. მარტო ყოფნა ამ დროს და მეგონა ასეც უნდა ყოფილიყო, ერთადერთ სწორ ვარიანტად მეჩვენა..
ვის ენდომება ჩემი მოვლა, ასეთ მდგომარეობაში ნახვა მეთქი.. კიტა კი ნაწყენია, არ ვუთხარი, იაზრებს რა შეიძლებოდა გამოევლო, მე რომ მეთქვა..? ეს ხომ თვეები გრძელდებოდა.. ეს უნდოდა, მე ხომ ამისთვის არ მემეტებოდა, არც ახლა მემეტება..
ჩემკენ ტრიალდება, თვალები იმავე სითხით აქვს სავსე, დღეს რომ მარილიანი გემო გამასინჯა..
-კიტა..შენ..- მიმიხუტა.. მთელი ძალით მეხუტება, ისე თითქოს სადმე წასვლას ვაპირებდე..
-სულ მარტომ, ვინ იცის რა გამოიარე.. ნეტავ გვერდით გყოლოდი თინანო.. -უცებ მომშორდა.. სახეზე მაკვირდება, ნელა მეხება..-ნამდვილად კარგად ხარ..? ანალიზები ბოლოს როდის გაიკეთე.. ექიმები რას გეუბნებიან..
- კონტროლის ქვეშაა ყველაფერი, სულ ვიკონტროლებ..კიტა..კიტა შემომხედე.. კარგად ვარ, შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ და მართლა კარგად ვარ..
-ამ ინფორმაციის გადასახარშად დრო მჭირდება.. არ ვარ დარწმუნებული ბოლომდე ვიაზრებდე დღევანდელ დღეს..- მანქანაში ვსხდებით, სახლამდე მივყავარ.. მე მთელი ეს დრო მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რა იგულისხმა.. აღარ მნახავს..? მაგრამ ეს ხომ შენ გააკეთე თინათინ.. რაც არ უნდა ეცადო ყველაფერს ვერ გაკონტროლებ, საკუთარი სხეული აგიმხედრდა და ვინ იცის ბრძოლა დასრულებულია თუ არა.. იქნებ დაბრუნდეს..? არა უშავს, ერთხელ გაუმკლავდი, მეორედაც შეძლებ.. ყველაფერი კარგად იქნება..
-ნახვამდის კიტა..
-შეხვედრამდე გინდოდა გეთქვა..? ისე რატომ მემშვიდობები თითქოს საუკუნე აღარ გნახავ..? თინანო მისმინე, შენც დაღლილი ხარ, მეც დავიღალე.. მნიშვნელოვანი საკითხზე გვაქვს სასაუბრო.. მოდი დავისვენოთ და ხვალ გამოგივლი კარგი..?
-კარგი..შეხვედრამდე კიტა..
-შეხვედრამდე თინანო..
. . .
მეშინია რამდენად მივეჩვიე ამ მოკლე დროში ირაკლის გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში, ვითომ არაფერი და სახლსაც სხვანაირად ვხედავ.. სამსახურსაც შეეჩვია, რამდენიმე კოქტეილი გამასინჯა, რომლის დამზადებაც ისწავლა, აქამდე ეს საქმე ადვილად მეჩვენებოდა, თუმცა რასაც ვუყურებ სახლში რეებს სჩადის, მივხვდი ამ ცხოვრებაში ყველაფერი საწვალებელია..
უფრო ხშირად ვსაუბრობთ ვიდრე აქამდე, ერთმანეთს განვლილ დღეს ვუზიარებთ.. თურმე როგორი ჩუმი ვიყავი სახლში ყოფნის დროს, ახლაღა ვიაზრებ..
მე და ჯარჯი წავედით მასთან სამსახურში, როცა თითქმის დასრულებულიყო მისი მუშაობის საათები, სასმელი ჩამოგვისხა..
-ოლღა რაღაც უნდა გითხრა..
-რა ხდება, მშვიდობაა..?
-დედამ დამირეკა, ბილეთი ვიყიდე და ჩამოვდივარო..
-მერე..
-არ ვიცი, ალბათ ელოდება მასთან ერთად დავბრუნდები.. არაფერი ესმის, მაგრამ ეს არაა მთავარი.. ხომ იცი ვუთხარი მეგობართან ვრჩები მეთქი, ახლა როცა ჩამოვა რა უნდა გავაკეთო წარმოდგენა არ მაქვს.. გაიგოს შენთან ვრჩები, გადაირევა და შეიძლება აღარც დაბრუნდეს..
-რა პრობლემაა ჩემთან დარჩით..
-დედაჩემი სხვასთან არ დარჩება, რამე სასტუმროს მოძებნის..
-შენ შესთავაზე.. დარჩება, დარწმუნდება კარგად ხარ და წავა.
-მოიცა მართლა მთავაზობ..?
-კიი აბა.. -ჯარჯიმ ისე გაიკვირვა, თითქოს ისეთს არაფერს სთავაზობდეს.. მეც კი გაკვირვებული ვუყურებ..
-აუ ძმა ხარ..ახლავე მოვალ..-საქმეს დაუბრუნდა, მე კი ჯარჯის მივუბრუნდი..
-სერიოზულად..? მე არც კი მკითხავ../?
-უკეთესი ვარიანტი გაქვს..? ბარბი ჩახლართული სიტუაციაა, კარგი იქნებოდა და-ძმას ურთიერთობა დასამალი არ ჰქონდეს, თუმცა მაგას დრო სჭირდება, ჯერ თქვენ უნდა დაახლოვდეთ საიმისოდ, ერთად გაუმკლავდეთ სიტუაციას, დედამისი ამას როგორი ძალებით ეწინააღმდეგებოდა ხომ იცი, ირაკლისაც უნდა გაუგო.. შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება..
-დედამისი თუ გადამეყარა, თმებით მითრევს ალბათ..
-კარგი რაა.. - ოთახიდან ბერდია გამოდის, ირაკლის მეგობარი.. რაღაცას ანიშნებს, ეცინებათ..
-მენეჯერი ჩვენ ერთად მორიგეობაში აღარ ჩაგვსვამს იცოდე, ნუ ლაზღანდარაობ..-ირაკლი..
-თავს მოიკლავ შენც ჩემი მონატრებით, რას ამბობ.. -ჩვენკენ გამოიხედა და წამოვიდა..-ოლღაა, აქ არ გელოდიი, გამარჯობა..
-გამარჯობა.. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს თუ თვალი მატყუებს..?
-შორიდან, მე ნიკო გვარმელიანის მეგობარი ვარ..
-ოტიას ძმაკაცის ძმაკაცი.. ჩვენ მხოლოდ შორიდან არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს..
-კი ბატონო, გეთანხმებით.. '
-რამდენ ხანში რჩებით.?
-10 წუთში..
-მიდი და სადმე გავიდეთ, მე გეპატიჟებით..
-კარგი რაა, ასე არ შეიძლება..
-მიდი მიდი გიხმობენ..-ბერდია წავიდა მომხმარებელთან..
-ბერდია ნაცნობი გამოდგა..? რა პატარაა ეს საქართველო.. ნიკოს ვიცნობ..?
-მე მეკითხები..?
-შენ გემახსოვრება.. ვიცნობ..?
-არ შეხვედრილხარ, თუმცა მასზე ამბები გსმენია, ოტიას ხომ მოუყოლია მისი პატარა ძმობილის შესახებ, სვანეთში..არ გახსოვს დავიჯერო..?
-აუ მგონი გამახსენდა და იმ ბიჭის მეგობარია ბერდია..? საინტერესოა ნამდვილად.. ის ბიჭი რას საქმიანობს ნეტა..
-სამედიცინოს განხრითაა, ზუსტად არ მახსოვს, სწავლობდა, ახლა შეიძლება მუშაობს კიდევაც..-ბიჭები მორჩნენ სამსახურის საათებს და შენობაც დავტოვეთ..ჯარჯიმ ორი წუთით გავალ მირეკავენო..
-მოიცადე, ნიკო ხომ გამაცანი.. ნიკოს ძმაკაცია ოტია..? -თავი დაუქნია ბერდიამ..-ოტია კი შენი და ჯარჯის მეგობარია..
-ჯარჯიმ მითხრა ნიკოს არასდროს შეხვედრილხარო.. თუმცა გამიგია მასზე..
-ჯარჯიმ რა იცის..? - ირაკლი..
-ეხსომებოდა.. შენ ჯარჯის სად შეხვედრილხარ..?-ბერდიას მივუბრუნდი..
-აუ ჯარჯი რა ძმაა, შენ კიდევ არ იცი..-ირაკლის უფრო გადაულაპარაკა ვიდრე მე..- მე და ნიკო დავიკარგეთ წლების წინ კემპინგის დროს, ჯგუფს ჩამოვრჩით და ჯარჯიმ გვიშველა.. გამოგვიყვანა.. ვიცი ბევრს დახმარებია ეგრე და ვერც დავამახსოვრებდი თავს.. ყველაფერი გაგვინაწილა რაც თავად ჰქონდა.. თან ეს 1 შემთხვევა კი არაა.. ნიკოს და ოტიასთან ერთად ვყოფილვარ და ოტიამ როცა დაურეკა, საიდან რა როგორ მოახერხა და გაჩნდა, წარმოდგენა არ მაქვს.. ისეთი ადამიანია, კონტაქტებში თუ გყავს, გეიმედება..
-დედაჩემზე ხო გითხარი.. აუ ჩემი როგორ მეზარება ეს სიტუაცია..
-რა მოიფიქრე..?
-ჯარჯიმ ჩემთან დარჩიო.. ვნახოთ აბა, ჯერ ჩამოვიდეს..-ჯარჯიმ ლაპარაკი დაასრულა და გზას გავუყევით..
- ბოლოს ერთ-ერთ რესტორნამდე მივედით.. მანქანიდან გადმოვედით, შიგნით შევედით. დაჯავშნილი გაქვთო..? ჯარჯიმ კიო, როდის მოასწრო არ ვიცი.. მეორე სართულზე დავსხედით.. შეკვეთა მივეცით და ლოდინის რეჟიმზე გადავერთე..
-თქვენ ორის ბრალია, მგონი მოვიმატე.. ზედმეტად ბევრ კალორიას ვიღებ..
-ადამიანურად იკვებები, მაგას ეძახი ზედმეტ კალორიას..? საერთოდ ცოცხალმა, რომ მოაღწიე მიკვირს..-ირაკლი..
-ვეთანხმები, პირიქით ერთი 5 კილო არ გაწყენდა..
-სულ გადაირიეთ ორივე.. ბერდია შენ მაინც ამიბი მხარი..
-მე ყოველთვის კაი ჭამა სმას ვემხრობი, სორი სისთა..
-ვისღა ენდობი ადამიანი..- ჩვენი შეკვეთა მოდის, ხორცს ვუყურებ და რამდენადაც გემრიელი არ უნდა იყოს, წინასწარ ვიღლები, დანა-ჩანგალს ვუყურებ..
-" უხახუნე ჟორა “- ჭრის პროცესში ხმამაღლა წამომცდა.. ირაკლის გარდა ყველას გაეცინა..
-მადაგასკარი არ გაქვს ნანახი..?
-კი..
-ქართულად..?
-არა..
-ქართულ ჩახმოვანებას უნდა გაზიაროთ დაიცადე..- ვუთხარი მე, ამ დროს კი სანამ ერთ საწყალ ნაჭერს მოვუხერხებდი რამეს, ჯარჯი ჩემს თეფში იღებს და მიცვლის, სადაც უკვე ჩაწიკწიკებული დაჭრილი ხორცი დევს..
-მადლობა..-აქამდე ჯარჯის სიკეთეებზე არ დავფიქრებულვარ, ყოველთვის ისე ვიღებდი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა ირაკლის აქ ყოფნამ ეს შეცვალა.. უხერხულად გავხედე, რას ფიქრობს ნეტავ თქო.. თუმცა ჩემს თავს შემოვუძახე.. ჯარჯია ოლღა რა დაგემართა, რა უნდა იფიქროს..
მადაგასკარის თემატიკა გრძელდება და ვიცინით, წარმოიდგინეთ ერთი ანიმაცია გვაქვს ნანახი და ისე ჩანს თითქოს სრულიად სხვადასხვა რამ გვქონდეს ნანახი.. პატარაობიდან ჩემთან ყოფილიყო, აქამდე ყველაფერი ნანახი ექნებოდა..
ამ დროს ჯარჯის მზერას ვაყოლებ თვალს, ვიღაც გოგოს აკვირდება, ის გოგო როგორც კი ჯარჯის უყურებს, ჯარჯი დგება..
-ბოდიშს გიხდით, ნაცნობს უნდა მივესალმო..-ამ გოგოსკენ მიდის, ესალმება და ლაპარაკს იწყებენ.. ეს არის მისალმება..? რით ვერ მორჩნენ..
-დაო ჩემო, კარგად ხარ..?
-რატომ არ უნდა ვიყო..?
-იბღვირები და ისე იყურები საითაც იყურები, მაშინებ.. გინდა დაგაკავო რამე არ ჩაიდინო..?
-რას ბოდავ..?
-იცნობ იმ გოგოს, ჯარჯი ვისაც ესაუბრება..?
-არა.. პირველად ვხედავ..
-სამაგიეროდ ახლა გაიცნობ..ჩვენკენ მოდიან ორივე..
-დაგიბრუნდით.. წინააღმდეგი ხომ არ ხართ, ჩიორა თუ შემოგვიერთდება
-არა რას ამბობ, დაგვეწვიე..
-ბოდიშს გიხდით შემოჭრისთვის, ვისაც უნდა შევხვედროდი აღარ მოვიდა და ახლა წასვლას ვაპირებდი.. ჯარჯიმ კი ისე არ დამტოვა..
-მაგაზე ნურც იფიქრებ, შენი შეკვეთაც მალე მოვა, ამ საღამოთი ვისიამოვნოთ..- მადაც კი გამიქრა, სიმწრით ვჭამ ნაკლები, რომ მქონდეს სალაპარაკო.. თუმცა ვერ ვხდები ჩიორაზე ასეთი გამწარებული რატომ ვარ, პირველად შევხვდი, ჩემთვის არაფერი დაუშავებია.. ოლღა რა გემართება..
-ოლღა..
-უკაცრავად ფიქრებში გავერთე, რამე მითხარით..?
-ჯარჯიმ მითხრა იოგას ინსტრუქტორი ყოფილხარ.. ძალიან მაგარია, სულ მაინტერესებდა, ვერასდროს მოვახერხე მეცადა..
-შეგიძლია ოლღასთან სცადო, ამ საქმეში საუკეთესოა..
-მსმენია.. შეიძლება მალე მოგაკითხო, იმედია მიმიღებ..
-რა თქმა უნდა..-გავუღიმე.. მძულს ჩემი თავი ყალბი ღიმილისთვის.. ოლღა გამოფხიზლდი, საყვარელი გოგოა, როგორ ესაუბრები..
საღამო სრულდება და სახლებში მივდივართ.. როგორც კი სახლის კარს ვაღებ, მოსაცმელს და ჯარჯის ნაჩუქარ შარფს შემოსასვლელში ვკიდებ.. ტანსაცმელს ვიცვლი და მისაღებში დივანზე ვჯდები.. რონის ვეფერები..
-ოლღა, საღამოს როგორ გაგიფუჭდა ხასიათი.. არადა რა კარგ ადგილას ვიყავით..
-გადავიღალე ეტყობა..
-კი არ გადაიღალე, იეჭვიანე..
-მე ვიეჭვიანე..?
-ასეთი არ მინახიხარ.. ამაზე არ უნდა ვხალისობდე არაა.. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდი, როგორც კი ჩიორა დაინახე ჯარჯის გვერდით..
-არაფერიც, გეჩვენება..
-წესიერად ხმა არ ამოგიღია, ერთი სული გქონდა წამოვსულიყავით.. ისე დაგიბრმავდა თვალები, ის ვერ შეამჩნიე ჩიორა ჯარჯის კი არა, ბერდიას უყურებდა მთელი ეგ დრო.. ნომრებიც გაცვალეს და ახლაც კი მწერს ბერდია, ჯარჯის დალოცვაშია.. არ გაჩერებულა..
-რა..?
-აქამდე რატომ არ გითხარი..? ისე ხო რატომ არ გითხარი, იქნებ კარგი საღამო გაგეტარებინა.. თუმცა რა ვქნა ზედმეტად საყვარელი და სასაცილო იყავი..
-შენზე დიდი ვარ, ხომ გახსოვს.. როგორ მელაპარაკები..?
-როგორც დას..-იცინის.. მე კი მადაგასკარს ვრთავ.. რატომ მომეშვა..? მხოლოდ ახლა რატომ დავმშვიდდი..? მე რა მართლა ვიეჭვიანე..? შეუძლებელია.. ზოგადად არ მიყვარს მეგობრებს გაზიარება, თუმცა ზედმეტი მომივიდა..
-უხახუნე ჟორა არაა..? მართლა მაგარი რამეა..
. . .
-უშბას და თეთნულდის სიყვარულის ისტორიას არ გადაიღებდი..? -მუზეუმში, კამერაზე ასახულ უმშვენიერეს ფოტოს ვუყურებთ..
-მათი მსგავს იცი რამდენი ისტორია თქმულა..?
-მათი არ თქმულა.. არ გადაღებულა.. ლეგენდა იმდენად გამიჯდა, მთებად ვეღარ აღვიქვამ და ისეთი განცდა, მაქვს თითქოს მართლა ორ ადამიანს ვუყურებდე..-ოტიამ კიდევ ერთხელ შეხედა ფოტოს და შემდეგზე გადავიდა.. კი წესით აქ მხოლოდ გადაღებისთვის უნდა ვიყოთ, თუმცა აღმოჩნდა გადაღების ჯგუფის უმეტესობა ნამყოფი არ გახლდათ და შემოგვეთვალიერა, ფილმის საჭირო კადრების მოპოვების შემდგომ..
არა, იცით რა მაბრაზებს..? ერთი ოთახიდან მეორეში გასვლისას, კედელში გასვლის ეფექტი ფილმის ესთეტიკაში ჯდება და ჩემი იდეა არ მოეწონა..?
ოთახი დავტოვე და სხვაში გადავინაცვლე.. ძველ ხელნაწერებს ვუყურებ
XVს. ეტრატი.ნუსხური შემკულია მოხატული საზედაო ასოებით.
როგორ მინდა პირდაპირ წაკითხვა შემეძლოს.. მუზეუმში ზედმეტად დიდი ხანი თუ გამაჩერებთ, შეიძლება ძველი ქართული დამწერლობა, შემომესწავლოს.. ნორმალურ ადამიანს სურვილი აქვს ისეთ ენებზე საუბარი შეეძლოს, რომელიც აქტიურად გამოიყენება.. მე რატომ მიჩნდება იმის სურვილი, ვიცოდე დამწერლობა, სიტყვები, რომელსაც აღარავინ იყენებს.. იქნებ დროში მოგზაურობისას გამომადგეს და ტყუილად დახარჯულ ენერგიად არ ჩაითვალოს..?
სხვა ოთახში შევედი და სანამ იმ ნივთებისკენ, რომელიც წარმოდგენილია, შეხებისკენ ხელი წამიცდებოდა, ოტიას ხმამ გამაჩერა..
-ფრთხილად უნდა იყო, პატარა ცდომილება და უკვე ეჭვის ქვეშ დადგება, შენი მიმღებლობის საკითხი..
-შენთვის საერთოდ არ უნდა მეთქვა..
-ტექნიკურად ჩემებს უთხარი და არა მე, უბრალოდ ისე გამოვიდა, მეც იქ ვიყავი..
-აი მართლა ვიყიდი, მიწას.. სახლს.. და მერე ნახავ.. დროის საკითხია..
-მაწყობს კიდეც თუ იყიდი..
-რას ნიშნავს გაწყობს..?
-სულ თუ აქ დარჩები, თბილისი უკვე ზედმეტად დიდი ხანია გიძლებს, ამოასუნთქე ქალაქი..
-აა მე მიძლებს არა დიდი ხანი..? შენ რომ წასული იყავი, მაშინ უნდა გენახა როგორი დასვენებული იყო, ვერ შეატყვე, როგორი დაგხვდა და შენ რა დამართე..? იქნებ მიხვდე შენშია პრობლემა..
მუზეუმი დავტოვეთ, მეორე ლოკაციაზე გადავინაცვლეთ, იმ სახლთა, რომელიც ვაჩვენე, გამიკვირდა ეს ადგილიც არ ამოჭრა.. დღეს გახლდათ საშინელ განწყობაზე, იმაზე მეტად პერფექციონისტულ განწყობაზე, ვიდრე არის ხოლმე, განათება ვერანაირად დაიყვანა იმ დონემდე, რომელიც უნდა.. ბოლოს ძლივს მივიღეთრაც სურდა..
-ფილმი იუთუბის ვლოგს კი არა, ფილმს უნდა ჰგავდეს..
-ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გავაკეთეთ რაც გვითხარი, ლინზა შევცვალეთ, უკანა ფონის დაბინდვას თავს ვარიდებთ..
-კერძი არ გამოვა, ერთი ინგრედიენტი მაინც თუ დააკლდება.. - სამწუხაროდ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა ადრე არ იყო ტექნოლოგია ისეთი განვითარებული როგორც დღეს, მაშინდელი გადაღებული უფრო მომწონს, ამ განვითარებამ სხვა პრობლემები და ტენდენციები შემოიღო, რომელიც დიდად გულზე არ მეხატება..
ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, გურანდას ტანისამოსის ფერები იცვლება, იმის დასანახად, როგორ ცვლის მომხდარი და როგორ იცვლება შინაგანად.. ნეტავ ისეთ დეტალებზე, რომელზე მუშაობასაც საუკუნე ანდომებ, მაყურებელი რამდენად ამჩნევს, თუ ამჩნევს აფასებს, თუ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს..? დამალული მნიშვნელობები, რომლის ამოცნობაზე ვგიჟდები იმდენად მიყვარს.. თითოეულ ნაბიჯს, თავისებური დატვირთვას, აქვს..
ვუყურებ გურანდა, როგორ თამაშობს, როგორ იქცევა გადაღების შემდეგ და კიდევ ერთხელ ვიაზრებ რატომ დაგვჭირდა, დასჭირდა ოტიას როლზე შესაბამისი ადამიანი შეერჩია.. მე კი დარწმუნებული ვარ, გურანდა რომ არ გვეპოვა, ამ ფილმის გადაღებები არც დაიწყებოდა..
როგორც იქნა ღიმილი სცდება სასურველი სცენის ისე გადაღებისა როგორც უნდოდა და ეს იყო სრულიად განსხვავებული, რაც მე მქონდა გონებაში.. წერისას, ამ ადგილს ვუყურებდი. როდესაც ამხელა დროის სხვაობის შემდეგ ამ სახლს მოვუბრუნდი, ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა.. მან კი ისე გადაიღო, როგორ კადრებზეც არც კი მიფიქრია.. ნეტავ ეს ფილმში როგორ ჩაჯდება..? ისე მინდა ფილმის ნახვა მავიწყდება, რომ თუ არ გადაიღო, არ გაკეთდა, ვერაფერსაც ვერ ვნახავ..
ახლა როდესაც ფილმის ნახვა მოგინდება, უბრალოდ მოძებნი, ჩართავ და ნახავ, თუმცა არც კი იცი რამდენი დრო, შრომა დასჭირდა საბოლოო შედეგის დასადებად..
დღევანდელი გადასაღები დღე სრულდება.. უკვე მოსაღამოვდა, ყველამ თავისთვის გადაწყვიტა რისი გაკეთება სურთ თავისუფალ დროს, ზოგი სასტუმროში დაბრუნდა, ზოგმა გავლა არჩია.. მე კი სვანილას მივადექი, ცივა, ძალიან ცივა და შეიძლება გაიყინო კიდეც, თუმცა ნაყინი, რომ არ შევჭამო, სურვილი მომკლავს და ეგ იქნება..
შეკვეთის პროცესში, როდესაც ვარჩევ და ვერ ვარჩევ რისი გემო მინდა დავაგემოვნო, ოტია შემოდის და უკვეთავს..
თითქმის ყველა გემოს ვუკვეთ, ჩემს წინ მდგომი გოგონა კითხვის ნიშმებით მიყურებს, ამდენი ბურთულა ერთ საწყალ ჭიქაში როგორ უნდა დაატიოს არ იცის..
-ხომ არ გავყო და ორ ჭიქაში გადავანაწილო..?
-არა ერთი ჭიქა საკმარისია..- კი შეიძლება სვანური კოშკი არ არის ჩემს მფლობელობაში, თუმცა ნაყინის კოშკი ნამდვილადაა.. ჯერ მას აწვდიან შეკვეთას, შემდეგ მე, ვიხდი და გამოვდივარ.. გამოსვლისას ვიაზრებ რამდენად დიდი შეცდომა დავუშვი, თუმცა ჩემსას აღარ ვიტეხიებ..
-აუცილებლად გაცივდები..
-ძლიერი იმუნური სისტემა მაქვს.. -სანამ თავის გზას დაადგებოდა და მე გამეცლებოდა, უკან გავიხედე, ეტყობა ფიქრებში გავერთე, ყურადღება გამეფანტა და ნაყინის კოშკი მისკენ გადავწიე.. რამდენიმე ბურთულა მიესრისა და დავრჩი ნაყინის გარეშე.. ვხვდები რაც ჩავიდინე და აღარ მინდა მისკენ მივიხედო, პირდაპირ გაქცევას ვფიქრობ..
-ვიცოდი.. ვიცოდი მსგავსი რამ უნდა მომხდარიყო..
-ჩემზე როგორ ფიქრობდი ხედავ..? არ გამიცივდესო და საკუთარი ტანსაცმელი გაწირე.. არც კი ვიცი გული ამიჩუყდა..- გულზე ხელს ვიდებ და თავს ვაჩვენებ თითქოს ცრემლებს ვიწმენდდე..
ხელთ შერჩენილ ნაყინს ვუყურებ, კიდევ კარგი ეს ბურთულა მაინც შერჩა თქო და ვაგემოვნებ.. არაფერს მეუბნება და დამიჯერეთ ეს უფრო საშიშია ვიდრე გაბრაზებულიყო.. მოდი მომავალზე და ოტიას შესაძლო გეგმაზე ფიქრით თავს არ გადავიღლი.. რისი გამკეთებელია ისეთი.. დარია, მთლად ასე ფეხი ფეხზე გადადებაც არ შეიძლება.. თუმცა ახლა მხოლოდ ნაყინზე ვფიქრობ..
უნებურად რადგან ერთი გზა გვაქვს, ერთად მივუყვებით გზას.. სასტუმროში მისვლისას ნაყინი აღარ მაქვს არც მე და აღარც ოტიას, მე შევჭამე, მას ზედ დაადნა.. შიგნით შევედით, დანარჩენები გარეთ სხედან..
-წამოდით რაა რამე ვითამაშოთ.. ოტია რა დაგემართა..?
-კუდბაწარაა.. -მეტს არაფერს ამბობს და შიგნით შედის, მე კი დანარჩენებთან ერთად ვიკავებ ადგილს.. მალევე ჩამოდის გამოცვლილი ზედით და იწყება ომი, არ ვიცი ნუცის საიდან აღმოაჩნდა სპეციალურად კარტი, რომელიც ამ თამაშისთვისაა განკუთვნილი, თუმცა აქვს.. ვერვინ ვერავის, ენდობა, თუმცა1 ხელს თავისი დადებითი და უარყოფით მხარე აქვს, დადებითია არავინ გიცნობს საკმარისად მიხვდნენ შენი ტაქტიკების შესახებ, რა გჩვევია, რა დროს რას აკეთებ, მიმიკა და დანარჩენი წვრილმანი, უარყოფითი იგივეა, ოღონდ შენ არ იცნობ მათ..
ზოგადად პატიოსან მოქალაქედ ყოფნა მიყვარდა, თუმცა მას შემდეგ რაც პირველ ხელში ოტია იყო შავი კარტი და გამაცურა, ვნატრობდი შავ კარტს.. მესამე ხელზე მომივიდა და არც კი ვიცი როგორ მოვახერხე საშინლად გავაცურე.. ახლა კი როდესაც ყველა საშინლად დაღლილია, დავითანხმეთ ბოლო ხელზე.. ვნატრობ შავ კარტს..
-ახლა კი მაფიოზები ახელენ თვალებს..- არ მჯერა შავი კარტი მომივიდა, აბა ვინ შემხვდება პარტნიორად.. ღიმილად ვიღვრები და გარშემო ვიხედები.. ნუცი.. მშვენიერი.. და... ოტია..? არ არსებობს, მე და ოტია ერთ გუნდში..? მის განადგურებას ვაპირებდი, რომელ ერთ გუნდზე მელაპარაკებიათ.. ვერ ვთანხმდებით გეგმაზე, ჩვენი დრო იწურება და შემდეგზე გადადის ჯერი..
ნუციმ თავი გაიწირა, ჩვენ კი თავს ვაჩვენებთ თითქოს ერთ გუნდში არ ვიყოთ, ამის დაჯერება კი გარშემო ყველასთვის მარტივია.. სულ ბოლ ხელი ერთად მოვიგეთ, გაკვირვებულნი დარჩნენ იმის გაგებისას, ვის ჰქონდა შავი კარტი, თუმცა რაღაც დიდად ბედნიერი არ ვარ, მის გარეშე მერჩივნა მოგება, მის წინააღმდეგ..
ყველა მიდის, მე და ნუცი კი ვრჩებით და ამ შუა ღამეს ყავას ვსვამთ..
-გჯერა რამდენი ხანია აქ ვართ..? მგონი სვანეთში თითქმის ამოვწურეთ გადაღებები..
-ერთ თვეზე მეტია..გაზაფხულის დადგომას ვერ ვგრძნობ, ისევ ცივა..
-დააცადე ნიც, დრო სჭირდება გასათბობად, იმდენად ჩქარა არ ხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა, აქ კი ზაფხულამდე ისეთ სითბოს ვერ იგრძნობ როგორც შენ გინდა..
-აქაურობას ისე მივეჩვიე, არც კი მჯერა, რეალობას უნდა დაუბრუნდე თბილისში..
-აქაურობას შეეჩვიე თუ ნიკოს..?-გაეღიმა..-რაო რა ხდება თქვენკენ..
-ვმეგობრობთ..
-მეგობრობთ..? დარწმუნებული ხარ..?
-არ ვიცი ჩემს თავს რა ხდება, თუმცა ამჟამად ნიკო მეგობრის სტატუს იკავებს, ეს კი არ ვიცი მიხაროდეს თუ არა.. რა იქნება თბილისში დაბრუნებისას..
-მთლად სვანეთის ჰაერს ნუ დააბრალებ..- ყავა დავლიეთ, მის ტელეფონზე კი ზარის ხმაც გაისმა..
-ჩემი მეგობარი ჩიორა მირეკავს.. თან ნომერში ავალ და დაველაპარაკები.. მალე უნდა დავწვე..
-მიდი მიდი, აბა შენ იცი..- ოტია გამოვიდა გარეთ, ყავით ხელში...მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, არ ვიცი რატომ არ მინდა ნომერში ასვლა.. ყავას დავლევ და ავალ.. აი ზუსტად ამ ფიქრის შემდეგ აღარ მახსოვს არაფერი..
ტკივილით, იღვიძებ და ხვდები რამდენად ცუდად გეძინა, ისე ვარ.. სკამს ვარ მიყრდნობილი.. ვხვდები გამოფხიზლების ფაზაში ვარ, თუმცა ჯერ ვერ ვიაზრებ რა ხდება.. დავიჯერო გარეთ ჩამეძინა..? თვალებს ვახელ და ჩემს ჭიქას ვხედავ ნახევრად სავსეს, ყავის დალევა მაინც დამემთავრებინა, მიკვირს არ გამომაფხიზლა.. მეორე მაგიდაზე ვხედავ ოტიას და საკმარისად გამოფხიზლებული არ ვარ სიცილი ამტყდეს, თვალებს ვისრეს, ნუთუ მართლა ხედავს ჩემი თვალები ამას.. ? კარნავალზე, ბავშვებს, რომ ახატავენ სხვადასხვა ცხოველს სახეზე, მელა ახატია.. მთლიანად სახეზე.. ვდგები და ვუახლოვდები, არა მართლა ახატია.. ახლა უკვე მართლა ვიცინი..
ნუცი გამოდის და ფოტოს გვიღებს, არა ოტია მესმის მე რატომ..არა, მეც მახატია რამე..? სხვებიც გამოდიან და ხმაურზე ფხიზლდება.. მე მიყურებს, თვალების გაფართოებაზე ვხვდები არც მე უნდა ვიყო კარგ მდგომარეობაში.. წამოდგა და მაკვირდება, დამცინის.. ნუცი ფოტოების გადაღებას და სიცილს აგრძელებს, სხვებიც იცინიან და ხვდება რაც ხდება..
-ნუცი რა ჩაიდინე..?
-გარეთ არ უნდა ჩაგძინებოდათ, როგორც ვიზაჟისტმა გაგალამაზეთ..-ოტია შენობაში შედის და იქვე ჩამოკიდებულ სარკეში იყურება.. რამდენიმე წამით სიჩუმე და ხმამაღლა იცინის, ვერ ვიგებ მართლა ეცინება თუ სიმწრის სიცილია..
-ახლა რა უნდა ვქნათ.. რით დავიბანო..?
-კარგი რაა ცოტა ხნით დაგვატკბეთ თქვენი ხილვით..- მეც მივდივარ სარკესთან და იმაზე კი არ ვბრაზდები დამახატა.. რა დამახატა იმაზე..
-ბაჭიაზე უკეთესი ვერ მოიფიქრე ვერაფერი, ეს რატომ უნდა იყოს მელა და მე ბაჭია.. მეწყინა ნუციკო, მეწყინაა..
-ზოოტოპიას ვუყურეთ გვიან და მანდედან მოვიდა შთაგონებაც.. ვამაყობ ჩემი შემოქმედებით.. ოღონდ პირველად ვცადე და რამდენად კარგად ჩამოირეცხება არ ვიცი..
-ნუციკო..-ორივემ ერთად დავუძახეთ..
-დარია სად მიდიხარ..?
-ბაჭიასთან ბრძოლისთვის ენერგია მჭირდება, ყავა უნდა დავლიო..
-თქვენ იყავით მანდ, მე გაგიკეთებთ..-ახლა უკვე ერთ მაგიდასთან ვსხდებით.. სხვებს ეყოთ სიცილი და ნომრებში ბრუნდებიან, მგონი დღევანდელი დღის გეგმები სრულიად შეიცვალა.. ნუციკოს ყავა მოაქვს ორივესთვის, ჩვენც დალევას ვიწყებთ და თვალებით კონტაქტს ვერიდებით..
ჭიშკარი იღება, თინათინი, კიტა, ოლღა, ჯარჯი და კიდევ 3 უცნობი შემოდიან.. მე და ოტია ერთმანეთს ვუყურებთ, შემდეგ ისევ მათ და ვიაზრებთ რამდენად განწირულები ვართ.. ამათი პირიდან ვინ ამოვა..
-დარია და ოტია გვინდოდა.. ბაჭიას და მელას არ ეცოდინებათ სად არიან..?-კიტა..
-გაფიცებთ აქ რა ხდება..?-ოლღა..
-ჩვენ აქ გვგონია სერიოზულ ფილმზე მუშაობთ და თქვენ რა დღეში ყოფილხართ..//- აქვე ჩამოსხდნენ, თუმცა ჯერ სიცილის ტალღას არ გადაუვლია.. მალევე გამოდის ნუციკო და იმ უცნობი გოგოს დანახვაზე ყვირის..
-ჩიორააა.. ჩამოხვედი.. ახლა არ გავგიჟდე..-ერთმანეთს ეხუტებიან..
- ამ მელაკუდობაში სულ დაგვავიწყდა.. გაიცანით, ირაკლი ერისთავი და ბერდია ადამაშვილი..
-სასიამოვნოა, მაგრამ აქ რას აკეთებთ, ყველა..ერთიანად..
-სანამ თბილისში ჩამოხვიდოდით, სვანეთში ერთად გავატაროთ დროო ვიფიქრეთ და ესე სპონტანურად წამოვედით..
-მშვენიერია, თუმცა ბოდიშის მოხდით, მე უნდა წავიდე და სახე ჩამოვიბანო..- ვერც ვიაზრებ ისე მომყვება თინა..- მალევე ჩამოვიდოდი, რა ხდება..?
-შენ არ ყოფნაში რეები მოხდა წარმოდგა არ გვაქვს..-ნომერში შევედი და მიხვდი თუ თინა ვერ ითმენს სალაპარაკოდ, რაღაც სერიოზულია..
-კარგი თან დავიბან და თან მომიყევი..
-მე და კიტა..
-აა ვეღარ გკითხე, რაო თქვენი სიყვარულობანას თამაში როგორ მიდის მეთქი..
-ზღვარი თამაშსა და რეალურს შორის აღარ არსებობს..- ერთმა ჩამობანამ არაფერიც არ მიშველა, მივდივართ მეორე წრეზე..
-ეგ რას ნიშნავს..?
-ერთად ვართ..-ხველება ამიტყდა და გაწუწული ქათამი გავედი აბაზანიდან..
-მომესმა..? რას ნიშნავს ერთად ხართ.. შენ და კიტა..?
-კი დარია, მე და კიტა..
-არ არსებობს, თქვენ ორი ერთად..? რამდენი რამ გამოვტოვე..-აბაზანაში ვბრუნდები და კიდევ ერთხელ ვცდილობ საღებავის მოშორებას..- ამ თამაშში მოგეწონათ ერთმანეთი..? ვერანაირად ვერ გაკავშირებთ..
-ვფიქრობ მანამდეც მომწონდა, უბრალოდ არ ვაღიარებდი.. ამან კიდეც დააჩქარა მოვლენების განვითარება..
-მგონია სიზმარს მიყვები და არა რეალურად მომხდარს, რა გამოდის იმ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ბავშვს მართლა ვიხილავთ..?
-მაგაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ძალიან ადრეა.. სანამ ყველა დაისვენებს, დალაგდება, კიდევ როდის ჩავარდება სიტუაცია დაგიმარტოხელო თქო ვიფიქრე, არადა მეც მაგრად ვარ დაღლილი..
-მე არსად არ გავიქეცი, აი მიდი კიტა არ გაგექცეს ემანდ.. -თინა ოთახიდან გადის, მე კი დიდი წვალების შემდეგ ვიბრუნებ ჩემს სახეს. ვწესრიგდები და ოთახიდან გამოვდივარ, ისევ მელას სახით მხვდება ოტია..- მელად ყოფნა ზედმეტად ხომ არ გაგიტკბა..?
-რით მოიშორე..?
-სახის დასაბანი საშუალებით, რით უნდა მომეშორა..
-მათხოვე..
-უკაცრავად..? მოიცადე მოიცადე, შენ ვერ იშორებ არაა..
-სასაცილო აღარაა, რამდენი საქმე გვაქვს, ასეთი სახით გარეთ ვერ გავალ..
-ხომ ხვდები ასე უარაფროდ ვერ მიიღებ არაა..?
-რა გინდა..?
-არ ვიცი, მოვიფიქრებ.. 1 სურვილზე ..-ხელი გავუწოდე..
-სერიოზულად..?-კარები იღებოდა მოპირდაპირე ოთახიდან, ხელი ჩამომართვა და მიბიძგა ჩემს ოთახში დავბრუნებულიყავი და თავადაც შემომყვა..
-ვინაიდან და რადგანაც შეთანხმება დადებულია შედი ჩემს აბაზანაში..
-ეს არის..?- თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და აბაზანიდან გამოვდივარ.. დრო გადის, როგორღაც იშორებს საღებავს, პირსახოცს ვაწვდი სახეს იმშრალებს და ნომერს ვტოვებთ..
-რამე ნორმალური სურვილი მოიფიქრე, ლოგიკას არ გასცდეს..
-მაგას მე თავად გადავწყვეტ, მადლობა რჩევისთვის..- ძალიან ცოტა დრო დარჩა საუზმის დროს ამოწურვამდე, კიბეებზე ჩამოვდივართ და მარჯვნივ მივუყვებით დერეფანს, ოთახში შევდივართ..მნიშვნელოვანი წესია საუზმის დროს არ დააგვიანო, თუმცა ოტიას ერთ სურვილად ღირდა, ახლა კი უნდა მოვიფიქრო როგორ ჩავუშხამო დღე..
ჩვენებს ვუახლოვდებით და ერთმანეთისგან საგრძნობლად შორს ვსხდებით..
-არ მჯერა, ყველა აქ ხართ.. ძალიან მაგარია..
-იმედია ჩვენთვისაც მოიცლით..-ოლღა..
-თითქმის ყველა მიდის თბილისში..
-უკვე მორჩით..?-ჯარჯი..
-ცოტა ხანი შევისვენებთ, ედითის დროს გადავხედავთ, რა იქნება ამოსაჭრელი, ახლიდან გადასაღები.. ამის მიხედვით გავაგრძელებთ გადაღებას..-ოტია
-თბილისში დაგვრჩა გადასაღები.. ბოლო კადრები..-სასხვათაშორისოდ გავჟღერე..
-მოიცადე, გინდა მითხრა, რომ თავისუფლები ხართ და დროს ერთად გავატარებთ..?-ოლღა
-ამისთვის არ ჩამოხვედით..?
-დღეს რას ვაპირებთ..?
-დასვენება არ გინდათ..?
-დროის დაკარგვა არ გვინდა.. დასვენებას მოვასწრებთ..-თინა..
-დროს ერთად გავატარებთ ოღონდ ხვალიდან..-დარია
-ფილმთან დაკავშირებით გვაქვს რაღაცები განსახილველი და მორჩა ხვალიდან თქვენს განკარგულებაში გვიგულეთ..-ოტია..
-კარგი მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს, გავისეირნოთ.. - ჯარჯიმ გადახედა დანარჩენებს და ისინიც დათანხმდნენ.. საუზმის შემდეგ მოემზადნენ და გავიდნენ, ჩვენ კი ეზოში დავსხედით..
გადავხდეთ როგორ მივყვებოდით გეგმას, რომელი სცენები გადავიღეთ, რა იყო დარჩენილი, რამდენად აუცილებელი იყო იმ დარჩენილი სცენების გადაღებაა.. მეგონა მშვიდად განვიხილავდით, აქ რაღა იქნება საკამათო მეთქი, თუმცა არა.. ბოლოში მაინც საშინლად ვიკამათეთ.. კინაღამ ხელი წამიცდა სურვილის გამოყენებისა, თუმცა არა რაღაც უკეთესი უნდა მოვიფიქრო.. როდესაც ამ კამათის შემდეგ დაშლაა დავაპირებთ, შემოვიდა ზარი და როგორც კი სახელი დავინახე, მკლავზე მოვკიდე ხელი და ვუბიძგე უკან დაბრუნებულიყო.. ტელეფონი მისკენ მივატრიალე და ხმამაღლა ჩავრთე..
-დარია ჩემი გესმის..?
-ირინკა.. რა ხდება..? დიდი ხანია არ დაგირეკავს..
-ძალიან რთულ კოდებთან გვქონდა საქმე, ასეთ რაღაცას აქამდე არ შევჭიდებივარ, მოკლედ თქვენს შესახებ მცდარი ინფორმაცია გავწმინდე, გამოხმაურებაც ისეთი აქვს ორ წამში შემოტრიალდა ხალხი და თქვენს მხარესაა..
-რატომ მაქვს ისეთი განცდა ეს ყველაფერი არაა..?-ოტია..
-იმიტომ რომ არ არის.. რევაზ ლიჩელი უბრალოდ პაიკია ამ თამაშში დამიჯერეთ, უცნაურია ისეთ ადამიანამდე გავედი..კარგად გამოვიკვლიე, თუ არ ვცდები თქვენ გასწავლიდათ, მაგრამ რაღაც არ ჯდება..
-რას გულისხმობ..?
-დარწმუნებული ვარ პირადად მისი ლეპტოპი გამოიყენეს, თუმცა თავად არაფერი გაუკეთებია..
-რატომ არ შეიძლებოდა მას გამოეყენებინა..? თავად ლექტორს..
-მონაცემებით ლექტორი საქართველოშია, თუმცა ლეპტოპისგან წამოსული სიგნალები ქვეყნის საზღვრებს სცდება..
-მაინც შეიძლებოდა მისი დავალებით გაეკეთებინათ..?
-ამხელა გაქანების კაცი არ ჩანს.. უნივერსიტეტიდან წამოვიდა და სოფელში ცხოვრობს.. არ ვიცი მეგობრებო რაღაც ისე არაა.. თუ რამეს გავარკვევ დაგიკავშირდებით..-ზარი გაწყდა..
-კარგი ეს ყველაფერი რას გვეუბნება..?
-ლექტორის დავალებით ვიღაც მოქმედებს, ამდენი ფიქრი რაში გვჭირდება..-ოტია
-ირინკა მართალია, ამდენად მარტივად არა მგონი საქმე იყოს.. რაღაც ისე არაა და ვერ ვიგებ..
-სხვა რა უნდა იყოს..? -ორივეს ერთნაირად მოგვდის მესიჯი, დაფარული ნომრისგან


“თუმცა უყურო არის, აქვს საოცარი სმენა, მეტყველებს კიდეც, მაგრამ არ გააჩნია ენა, თუკი გასძახებ რამეს, გაიმეორებს ხელად.”


-რაო..? შენც იგივე მოგივიდა..? ეს რამე ხუმრობაა..? გამოცანებით საუბარი რამე ახალია..?
-პასუხი მარტივია და ეს ხომ იცის მივხვდებოდით.. ვერ ვხდები რაში სჭირდება ან ეს გამოცანა.. ან პასუხი..
-ექო.. ეს რამეს გვეუბნება..?
-ლექტორის ნათქვამს იმეორებს ყველა..? ისე როგორც ექოს..? არ ვიცი..
. . .
ერთი დღე გამოვტოვეთ, თუმცა საბოლოოდ მინი ლაშქრობის მოწყობა გადავწყვიტეთ.. შდუგრას ჩანჩქერზე ავიდეთ ფეხითო.. მე ჯერ არ ვყოფილვარ, იმედია არ გამიჭირდება.. გარკვეული მანძილით მანქანით მივალთ და შემდეგ დავიწყებთ სვლას..
-მეგობრებო, შეიძლება გაწვიმდეს და თუ საწვიმრები არ გაქვთ, ყოველი შემთხვევისთვის აჯობებს შევიძინოთ..-ოტია
-მგონი უმეტესობას არ გვაქვს, მოდი მანქანა აქ იყოს გაჩერებული, ჩავალთ ვიყიდით და გავდეთ-თინა
-მაშინ ჩავედით..- დავათვალიერეთ გარემო, სად შეიძლებოდა საწვიმრის ყიდვა, ჩიორა დავინახეთ საწვიმრით ხელში, ვკითხეთ სად იყიდა და იმ მაღაზიას მივადექით.. გურანდას უკვე მოერგო..შემოტრიალდა..ჩვენ რომ დაგვინახა გვკითხა თუ მიხდებაო..
-რა კარგი საწვიმარი ჩანს, ჩვენც ეს ვიყიდოთ..-ოლღამ გადმოგვხედა დანარჩენებს და ირაკლიზე შეაჩერა მზერა რამდენიმე წამით.. გურანდა თავისებთან იყო და არ შეხვედრილა აქამდე.. ავტობუსშიც არ ამოსულა, ნუციკოს მიუწერია საწვიმრებს ვყიდულობთო და დაგვასწრო შემოსვლა.. ოლღამ მე გადმომხედა, მიხვდა მეც დავაფიქსირე ირაკლის მზერა//
-ძალიან გიხდება გურანდა.. რომ არ გაწვიმდეს ცოდოა არ ჩაიცვა..-გაეცინა ჩემს ნათქვამზე..
-ნეტავ არ დაგვჭირდეს და ჯანდაბას ჩემი თავი..-უმეტესად მწვანე, ყვითელი ელაგა.. ლურჯი გურანდამ აიღო.. კიდევ ერთი ლურჯი გამოჩნდა თუ არა ირაკლისხარტად ააცალა სხვებს.. მე რამე უფრო განსხვავებული ფერი მინდოდა და სხვა მაღაზიაში ვნახე ვარდისფერი..კი სალაშქროდ მივდივართ და საწვიმრის ფერები ისე გვადარდებს, თითქოს ამას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და არა ხარისხს..
წასახემსებლებიც შევიძინეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ.. როგორც იქნა მანქანა გაჩერდა, უამრავი ადამიანი ირევა, ჩემი ყურადღება დანარჩენ ყველაფერთან ერთად ლამაზმა ტბამ მიიქცია, იქვე ახლოს კოტეჯია, რომელშიც სიამოვნებით დავრჩებოდი.. სასტუმროსავით აქვთ მოწყობილი და ლაშქრობის მაგივრად აქ ხომ არ დავრჩე სანამ სხვები ჩამოვლენ მეთქი მაინც გამეფიქრა..
-მეგობრებო, აღმართებია და შეიძლება გაგიჭირდეთ, თუმცა შიგადაშიგ შესასვენებლად ადგილებიცაა და თუ ძალიან გაგიჭირდებათ შევისვენებთ..- ჯარჯისთვის რა მარტივია და მე უკვე დავშინდი ჯოხის ძებნა როცა დავიწყე, ვაიმე მიჭირს ეს რა უბედურება მეთქი მივხვდი რამდენად ცუდად მაქვს საქმე.. ვცდილობ სწრაფად სიარულს, თუმცა არ გამომდის, თითქმის სულ ბოლოში ვარ, ეს აღმართები კი არანაირად არ სრულდება.. ჯარჯი მისეირნობს და არის ბედნიერად.. დანარჩენების ნორმალურად მიჰყვებიან, აი მე კი ვარ გახვითქული.. დაახლოებით 40 წუთში საქანელებს და აქა-იქ მაგიდას ვხედავ და სიხარულისგან რამისაა ვიტირო.. იქვე ჩამოვსხედით..
-ჯარჯ არ უნდა გეთქვა, შდუგრას ჩანჩქერს პროფესიონალიზმი სჭირდებაო..? სხვები როგორი აღჭურვილობით მოდიან და ამ საწყალი ჯოხით უნდა ავიდე იქამდე..?-ვეუბნები ჯარჯის და თან ჩანთიდან სასუსნავს ვიღებ
-ტყუილად წუწუნებ, იქ ავალთ და ტკივილი გადაგავიწყდება, აი ნახავ..-ვდგები და ჰამაკში ვწვები..თან გარშემომყოფებს ვააკვირდები.. ირაკლის ვუყურებ, რომელიც გურანდას თვალს არ აცილებს, თუმცა სიტყვა არ უთქვამს მისთვის, რაც გავიცანი არაა ასეთი მორიდებული.. ახლაც ნიკოს და ნუციკოს ელაპარაკება, თუმცა გურანდასკენ აპარებს მზერას.. რა უცნაურია, ამ დროს გგონია ვერავინ გამჩნევს, ჯაშუშადაც კი შეიძლება იგრძნო თავი, რომელიც თავის დავალებას პირნათლად სრულებს, თუმცა ყველასთვის ცხადია უბრალოდ გამოხედვა.. არადა ჩვეულებრივი მზერისგან რითია განსხვავებული..?
ოლღა მიახლოვდება და გვერდით მიჯდება..
-თითქოს მიმოვიფანტეთ და ისევ ერთად ვართ..
-ამან მოგაწყინა..? უნდა გიხაროდეს ოლღა..
-უცნაური განცდა მაქვს, ვინ იცის ასე შეკრებას როდის მოვახერხებთ..
-უკვე მომავალზე ფიქრობ..? ეს კარგი არაა, გარშემო მიმოიხედე, სად ვართ, როგორ ბუნებაში და ამ სილამაზეს ერთმანეთს ვუზიარებთ.. მომავალზე, რომელიც არ ვიცით როგორი იქნება, რატომ უნდა ვიდარდოთ..?
-მართალი ხარ, თუმცა ჩემს გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებ, ჩემთან არიან, რამდენადაც ლოგიკური არგუმენტი არ უნდა მოვიშველიო არ მტოვებენ, ჩემი რა ბრალია..
-კარგად ვიქნებით.. ყველა ერთად და ცალ-ცალკე.. წამოდი წამოდი, შესვენება საცაა დამთავრდება გზას მალევე ვაგრძელებთ -წვიმას იწყებს და ჩვენც ბედნიერად ვიცვამთ საწვიმრებს და ძალზედ გახარია, დახარჯული ფული საჭიროდ გამოგვიყენებია.. ხიდს მივადექით.. იმდენად ხმაურიანი და ჩქარი მდინარეა, ახლა უფრო მეტად ვგრძნობ ამას, ეს როგორ უნდა გადავიარო..? ერთი ფეხის დაცდენა და ვეღარც მიპოვიან.. თინა მხედავს, ხელს მკიდებს და ისე გადავყავარ ნელ-ნელა არც იმჩნევს, თუ შემეშინდა.. როგორც კი სამშვიდობოს ვართ, ხელს მიშვებს და გზას ვაგრძელებთ.. ისევ აღმართი, ახლა უკვე წვიმასთან ერთად.. იგრძნობა სიცივე, არადა ცოტა ხნის წინ ცხელოდა..
საშინლად ქვიან აღმართს ვადგავართ.. მგონია აი ახლა და უკვე მისულები ვართ.. აი ახლა, საცაა მივალთ მეთქი და დაუსრულებელია თითქოს..
-მიდით მიდით, თითქმის უკვე მისულები ხართ, თან როგორი ლამაზია..-უცნობი გვამხნევებს, ღიმილით ვემადლიერებით და გზას ვაგრძელებთ.. წვიმას, უმატებს, ქარია და რაც უფრო ვუახლოვდებით ჩანჩქერს, წვიმის ბრალია შეიძლება, თუმცა ჩანჩქერის შხეფებს ვგრძნობ თითქოს, არადა არც ამდენად ახლოს ვარ.. ჯოხს ვაგდებ, აღარ მჭირდება მეთქი.. როგორ ვიღებთ ფოტოებს ვიდეოებს არ ვიცი.. საერთო ფოტოს გადაღებასაც ვახერხებთ.. ზოგი მალევე მიდის, ამდენი ხანი დამჭირდა ამოსასვლელად და წესიერად არ შევავლო თვალი რისთვის ვიწავლე, ესე უცებ გადავდგა ნაბიჯი და გავბრუნდე თითქოს არ ვეკონწიალე ქვებს, აღმართს და უბედურებას..?
არ ვიცი კიდევ რამდენს ხანს ვჩერდები, თუმცა ვგრძნობ წამოსვლის დროა.. ჩემებს ვეღარ ვხედავ.. ვიწყებ უკან სვლას და მივხვდი ის ჯოხი არ უნდა გადამეგდო, თუმცა ვეღარ ვპოულობ, ძალიან გვიანია.. წვიმის გამო მიწა ატალახდა და დაღმართზე სიარული გაართულა, ორჯერ კინაღამ წავიქეცი, ძლივს შევიკავე წონასწორობა.. ჩემს უკან როგორ ჩნდება ოტია ვერ ვიგებ, არადა წასული მეგონა..
-ხომ ხედავ რამდენად საშიშია, მძიმე მძიმედ უნდა იარო..
-ჯერ ეს ერთი ვცდილობ, მეორეც ვერ ხედავ რამდენი ხალხია..? ყველას თავის გზაზე მიეჩქარება..
-მაგის გამო უნდა მოიწიო რამე ? ისეც შეგიძლია მელაპარაკო, აქეთ ნუ იხედები წაიქცე..-წინადადება არ აქვს დამთავრებული ქვას ფეხი წამოვდე, ამ ტალახმა უარესი დამიმატა და წავიქეცი.. ვეღარ ვდგები, იმდენი ხალხი ირევა ამას ვერ ვახერხებ, თუმცა ოტია მეხმარება წამოდგომაში, მადლობას ვეუბნები და გზის გაგრძელება მინდა, თუმცა ხელს არ მიშვებს და ფეხზე მიყურებს..დაბლა ვიხედები და ჩემი ფერადი გოლგოტი წითლად ფერადდება..ოდნავ მოშრებით იქვე ახლოს ვჯდები მიწაზე, ამაშიც მეხმარება..
-რამით შევიხვევ და ჩავალ, არაფერია..
-ვერ ხედავ სისხლი როგორ გდის..? რას ნიშნავს არაფერია..-ჩანთას ჩემს გვერდით დებს და პირველადი დახმარების ჩანთას იღებს..
-ეს რა ჩანთაში გედო..?
-შენს გვერდით დამჭირდებოდა ვიცოდი..-სისხლზე ნაჭერს მადებს, რამდენიმე წუთი ხელს არ მიშვებს.. წვიმამ აშკარად იკლო.. მიხვდა საგრძნობლად შემიწყდა და კოლგოტის გახევას აპირებს უკეთ დასამუშავებლად.. თუმცა არა, ის ამას ვერ ნახავს.. ვაჩერებ, ჩავიდეთ მე დავიმუშავებ თქო და უარზეა, სულ პირველადი დამუშავება მაინც აუცილებელიაო.. არა ის.. არა..არა..არა..თავად ვხევ კოლგოტს, სადაც ჭრილობის გვერდით მთლიანად ნაიარევი მაქვს.. ჭრილობას მიმუშავებს, მიხვევს და წამოდგომაში მეხმარება..
ვერაფერს ვერ ვგრძნობ და სვლას ვაგრძელებ.. მან რა ჩემი ნაიარევი ნახა..? ამ მომენტში ის კიდევ უფრო უნდა მძულდეს, თუმცა საკუთარი თავის მიმართ ვგრძნობ სიძულვილს, ასეთ მოუხელთებელი როგორ უნდა ვიყო, კიდევ უფრო, მეფრთხილა არ წავიქცეოდი, ის კი ვერ მნახავდა.. გარკვეული მანძილი გავიარეთ და საშინლად ამეწვა, ნაბიჯებს ძლივს ვდგამ.. ჯერ ისედაც ნელა მივდიოდით და ახლა კიდევ უფრო უნდა შევანელოთ ჩემ გამო..?
ხიდამდე მივედით, მგონია თუ სვლას დავიწყებ, წონასწორობას ვერ შევინარჩუნებ და გადავვარდები, აქვე რომ დავისვენო და..
-დარია..
-გისმენ..
-აშკარად ვეღარ დადიხარ, ასეთი სვლით საუკუნე დაგვჭირდება, ზურგით წაგიყვან..
-არა, გამორიცხულია..შენ წამიყვან მე..? პატარა ნაკაწრია, ისეთი არაფერია.. უკვე გავიარე..
-პატარა ნაკაწრი..? იცი მაინც როგორ გადავრჩით, თავით არ დაეცი..? შეძლება იმაზე ღრმა ჭრილობაა ვიდრე ჩანდა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ..
-შევძლებ..ჩემით შევძლებ..
-კი თავს თუ დააძალე და კიდევ უფრო გაირთულე მდგომარეობა..
-დაღმართებია.. აღმართებიც..მოკლედ უბედური გზაა იმისთვის, რომ შენ მატარო..
-ძლიერი არგუმენტები არ გაქვს.. ჩემს ჩანთაზე მძიმე არ უნდა იყო..-ჩანთას ზურგიდან წინ უცვლის მხარეს, იხრება და მელოდება.. მართლა ძალიან მტკივა, ვეღარ გავუძლებ..
-მოდი ჯერ ხიდი გადავიაროთ..
-კუდბაწარაა კარგი რაა..-ზურგზე შემოვაჭდე ხელები და ამიყვანა.. ჯანდაბა.. საკუთარი ნებით დავთანხმდი..? სახეს ვმანჭავ, თითქოს ჩემს ტკივილს და შიშს უშველიდეს.
გადასვლისას ვხვდები ფაქტობრივად ვახრჩობდი, ვიაზრებ გადავიარეთ და ხელებს ვუშვებ...
-მათთან ერთად წასულიყავი, შენი სატარებელი არ გავხდებოდი..
-გერჩივნა, სულ მარტო, დაჭრილი ყოფილიყავი, ვიდრე მე შენს გვერდით..?
-შენ არ გერჩივნა ეგ ჩემთვის..?
-მერჩივნოს, იქ დაგტოვებდი..
-შენი ადამიანურობა არ გაგიშვებდა, თორემ ხომ გაიფიქრე წამიერად..
-არ მქონდა დრო ფიქრისთვის, შეიძლება მეფიქრა კიდეც..
-ჯერ აღარ დაფიქრდე კარგი..?
-კარგი..-ჩაეცინა..ცხენი დავინახეთ ჩვენკენ მომავალი, წინ კაცი მოჰყვება და ცხენზე ახალგაზრდა გოგონა ზის, ოტია განზე გადგა, თავისუფლად აევლოთ ვიწრო გზა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ მე ვერ გავრისკავდი ცხენზე ჯდომას, მარჯვნივ მდინარე ორ ნაბიჯშიც არაა.. ეს ხეები ვისი დამჭერნი არიან.. გზას ვაგრძელებთ..
მე კი ვგრძნობ, თვალები როგორ მელულება, არა დარია, არ შეიძლება.. ყველაფერი ყველაფერი და ეს გამორიცხულია, გამოფხიზლდი გთხოვ.. ასეთი დაღლილიც არ ხარ..ვეღარც წინ ვიყურები, ოტიას სახეს ვუყურებ და მეც არ ვიცი რას ვეძებ.. შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს, ძილის სურვილს ვეღარ ვებრძვი..
. . .
ავედით და თითქმის ჩამოვედით კიდეც, შენ და ჯარჯი არ დაღლილხართ ხომ..?
-კარგი ვარჯიში გამოგვივიდა..- ჩემზე წინ მიმავალ ჯარჯის გავხედე, რომელიც სხვებთან ერთად რაღაცაზე ლაპარაკობს და იცინის.. რაც აქ ვართ, როგორღაც ყველას აქცევს ყურადღებას ჩემ გარდა..-ნიკო მიყვებოდა ირაკლიზე, არ ვიცოდი შენი ძმა თუ იყო..
-მე კი არ ვიცოდი, ნიკოსთან თუ მეგობრობდი..
-უთბილისობა ნიკომ გადამატანინა, ამდენი ხნით შორს არ ვყოფილვარ.. კარგი ადამიანია..-ცოტა მივუახლოვდით დანარჩენებს..
-ჯარჯიმ გადაგვარჩინა, თორემ ისეთი დაბნეულები ვიყავით..
-კარგი რა ჩიორა, ნუ აბუქებ..-ჩიორამ ბერდიას გადახედა და აღფრთოვანებით გააგრძელა მოყოლა როგორ ეხმარებოდა ჯარჯი.. მე კი ნუციკოს ვეღარ ვუსმენ და დიალოგს ვეღარ ვაგრძელებ.. ვიცი ლოგიკა მეუბნება, ახლოს არ არიან, ჩიორას ბერდია მოსწონს და ა.ს.შ. მაგრამ რა მემართება არ ვიცი, ჯარჯის სხვანაირი გული აქვს, ვიცი მესმის.. წესით უნდა მიხაროდეს, ჩემს თავს ვუბრაზდები უარყოფით ფიქრებისთვის, გრძნობებისთვის.. ასეთი არ ვარ, ჯარჯის ბედნიერება უნდა მიხაროდეს.. როგორი მეგობარი ვარ ამის შემდეგ..?
-ხანდახან მავიწყდება და ვეტერინარი მგონია.. მოკლედ ჩემები დღემდე გემადლიერებიან და ჩვენს სუფრაზე ადგილი გარანტირებული გაქვს..
-ჯარჯ საქმეები უნდა ჩამიწყო და ერთი ადგილი მეც გამიჩალიჩე..-ბერდია..
-მე კი დაგეხმარები, თუმცა ეგ ადგილი შენით უნდა გაიჩალიჩო..-გაეცინათ..
-დარია და ოტია ნამეტანი ხომ არ ჩამოგვრჩნენ..?
-გურანდა მართალია, თუმცა ხომ ჩამოვლენ სად წავლენ, ტბასთან დაველოდებით..-ირაკლი.. ნუციკო მათ მიუახლოვდა და თითქოს უნებურად ბერდიამ ჩაანაცვლა..
-ხომ არ მოიწყინე ჩემო ძვირფასო..?
-თქვენთან რა მომაწყენს..
-შენ არ დაიღლებოდი, დარბიხარ, ვარჯიშობ.. მთელ ამბებში ხარ, ძალიან მაგარია..
-შენმა ჩიორამ უკვე მომაკითხა, რომ იცოდე..
-ნეტავ მართლა ჩემი ჩიორა იყოს და რაღა გამიჭირდებოდა..
-ასეთ გოგოს დამსახურება უნდა, ესე მარტივად არ გამოვა..
-ვიცი.. პირველი შეხვედრიდანვე მივხვდი მაგას..
-შენ კიდევ ვერ იაზრებ, როგორ მიხარიხარ..
-მე..?
-შენნაირი ადამიანი ჰყავს ჩემს ძმას გვერდით, სიხარულია აბა რა არის..? ეს ნიკოც კარგი ვინმე ჩანს..
-შენს გვერდითაც მიგულე ოლღა, ირაკლის და ჩემი დაა ჩავთალოთ რაა..-თავი დავუქნიე..-შენი დაძახებული, ჩემი ძმა, ირაკლის მიმართებით როგორ მახარებს შენ ეგ არ იცი.. თითოეულ ეტაპზე მასთან ვიყავი, შენი არსებობის შესახებ როცა გაიგო, შენი ძებნა, როცა დაიწყო.. აქ რომ ჩამოვიდა.. მეშინოდა გული არ გასტეხოდა..
-გჯერა დედამისი იყო ჩამოსული..?
-ჯარჯიზე გადაირია ისე მოეწონა.. ეს ვინ ყოფილაო, გული დაუმშვიდა ქალს მისი არსებობით..აი ისევ..
-რა ისევ..?
-იოგას ინსტრუქტორი სიმშვიდით უნდა დაფარფატებდე, რა გაბრაზებს.. ? -გამეცინა, მოშორებით მდგომებმა წამიერად გამომხედეს.. მათ დავეწიეთ და შევუერთდით კიდეც ლაშქრობის დასასრულს.. ტბას მივუახლოვდით, მიმოვიფანტეთ და ზოგი სად ჩამოჯდა და ზოგი სად…
ტბის ყურებაში გართულს როდის მომიჯდა ჯარჯი გვერდით ვერ გავიაზრე, პატარა თაიგული, რომელსაც ეტყობოდა ბოლომდე იერსახე ვერ შეენარჩუნებინა, ფოთლები დასცვივდა ზოგს.. მუხლებზე დამიდო.. ჯერ ყვავილებს შევხედე, შემდეგ ჯარჯის..
-ისეთის მოტანა ვერ შევძელი, როგორიც მინდოდა..
-იდეალურია.. ჩემთვის..იდეალურია.. ..-მისკენ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.. მგონი პირველად.. ეს.. უნდა.. არა ოლღა ახლა ნუღარაფერზე იფიქრებ.. მხარზე თავი ჩამოვადე..- მადლობა..
. . .
მეღვიძება, თვალებს ძლივს ვახელ და მოიცადე, ჩემს ნომერში ვარ..? თითქოს ლაშქრობის დღე სიზმარი ყოფილიყოს, ან იქნებ იყო კიდევაც.. საკუთარი ნებით ოტია არ მატარებდა, ჩემი ნებით არ დავთანხმდებოდი.. ძლივს ვიყურები დაბლა და შეხვეულ ფეხს როცა ვხედავ, ვიაზრებ სულაც არ ყოფილა სიზმარი.. მოიცადე.. არა, სხვებმაც ნახეს ..? დანარჩენები სად არიან.. თინა შემოდის ოთახში, არ ელოდებოდა თუ მეღვიძებოდა..
-თი, აქ საიდან..
-ყველაფერი რიგზეა, ოტიამ ჩამოგიყვანა, მძინარე, წაიქცა და ფეხზე ჭრილობა აქვსო.. მაშინვე წამოვედით, აქ მოვედით.. ექიმი საიდან მოიყვანა არ ვიცი, აქ როგორც კი მოვედით გაგსინჯა..
-თქვენც აქ იყავით..?
-არა, მარტო ექიმი დატოვა ამდენი ადამიანი რა საჭიროაო.. რა მოეპრიანა არ ვიცი..შენ როგორ გრძნობ თავს..?
-ამდენი ხანი მეძინა და ვერაფერი გავიგე..? ოტია სადაა..?
-5 წუთის წინ დაბრუნდა თავის ნომერში..
-რა თქვა ექიმმა..?
-კიდევ კარგი მალევე ჩატარდა პირველად დახმარებაო, მთავარია დაუმუშაოთ ხოლმეო.. არა რაა როცა დაიგვიანეთ, უნდა მივმხდარიყავი რაღაც დაგემართა..
-კი არ დამემართა დავიმართე..
-ფეხი წამოკარი ქვას, ტალახიანი იყო.. რა გასაკვირია, კიდევ კარგი უარესი არ მოხდა..-გამაყუჩებელი გავაკეთებინე და ის დღე აღარც ავმდგარვარ..
მეორე დღეს წამოვდექი, აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი..აივანზე გავედი.. დავეყრდენი მოაჯირს და ჰერი ღრმად ჩავისუნთქე..
-დარიუს, როგორ გიკითხო..? რაპუნცელობიდან მგონი მძინარე მზეთუნახავობაზე გადახვედი..
-ამდენი ხანი ბოლოს როდის მეძინა არ მახსოვს..
-ამდენად ცოტა როდის მეძინა მე ის არ მახსოვს..
-რამ არ დაგაძინა..
-საქმეები მქონდა გასაკეთებელი..
-საუზმის დროა, მე უნდა ჩავიდე..-ვემშვიდობები და ნომერს ვტოვებ, ამჯერად ყველას ვასწრებ და პირველი გახლავართ მაგიდასთან, თუმცა სანამ დანარჩენებიც არ მიერთდებიან, გული არაფერზე მიმდის..
-დარიაა ნუთუ ცოცხალი ხარ..
-რაღა გვჭირს თუ შენ დაგინახეთ..-კიტა..
-ახლა უკვე აბუქებთ, მშვენივრად ვგრძნობ თავს..-ყველაზე ბოლოს ოთახში ოტია შემოდის, მე ყურადღებასაც არ მაქცევს, ყველას საზოგადოდ ესალმება და თავისუფალ ადგილას, ჩემგან შორს ჯდება..
-მთავარია კარგად ხარ, გული კი გამისკდა, შენ არც გახსოვს და როცა დაბრუნდით სისხლდენა ხელახლა დაგეწყო, ჩვენ კი ჯერ წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა, ყველანაირი სცენარი წარმოვიდგინე..-ოლღას სცენარებიდან ჩემთვის ყველაზე უარესი ის იყო რაც მოხდა.. ოტიას სატარებელი, რომ გავხდი, მისი მოსავლელი.. ჯანდაბა.. ჩემი ნაიარევი ნახა.. საკუთარ თავსაც კი ვუმალავდი და ოტია უდარანმა ნახა ჩემი დამახინჯებული ფეხი..? ჯანდაბაა..
-აღარ გტკივა დავიჯერო..?-ჯარჯი
-მთლად გამიარა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდად არ მაწუხებს.. უმნიშვნელოდ..
-ტკივილი ტკივილია..-გურანდა..
-მოკლედ საუზმის შემდეგ გავემზადებით და დარიას სურვილს ავასრულებთ
-ჩემს სურვილს..? მე მქონდა სურვილი..?
-სულ ვაპირებდით და ვერაფრით მოვახერხეთ, როგორ არ გახსოვს..-ოლღა
-ზურულდის მთაზე უნდა ავიდეთ...-თინა
-რაც მთავარი ელემენტია..
-საბაგირო.. დახურული საბაგირო დიდი ვერაფერი, ღია საბაგირო არის რაღაც საოცრება..-ვერ მოვითმინე და ნუციკოს სათქმელი მე ვთქვი..
-იქნებ ჯერ საუზმით დამტკბარიყავით..? - ოტია რომ დატკბობაზე დაგელაპარაკება, თუმცა ჩემს გარდა ყველასთან დამტკბარი არაა.. პრინციპში არც მინდა მაგისი არაფერი.. ამ ლაპარაკ ლაპარაკში ვისაუზმეთ, ისევ დავიშალეთ და ზურულდის მთისთვის მზადება დავიწყეთ, მე მაქსიმალურად ისე ჩავიცვი, არაფერი დამტყობოდა..
ყველა ჩავსხედით მანქანებში,როგორც იქნა გაჩერდა, ჩამოვედით..
-დროზე ვიყიდოთ ბილეთებიი, ვეღარ ვითმენ..
-უბრალოდ საბაგიროა დარია..- ოტიას ხმა გავიგე თუ არა სახე წამეშალა, მე ხომ მიხარია და მინდა, სხვას უნდა ჩაუშხამო ეს სიხარული..? ბილეთები იყიდეს.. მივედით ღიაამდე.. ყველა ჯდება ნელ-ნელა.. ოლღა, ჯარჯი, ნიკო და ნუციკოს ერთად უწევთ.. ჩიორას, ბერდიას, გურანდას და ირაკლის ერთად, ოღონდ ბერდია და ჩიორა სხედან შუაში, ამაზე გამეცინა უნებურად..კიტა და თინა, ცალკე წავიდნენ.. ვუყურებ ოტიას, ველოდი ვინმეს გაჰყვებოდა თუმცა არა, არ ჩქარობს.
-რას ელოდები..?
-უთხარი ოტია უკან გაბრუნდაო..
-რატომ..?
-არ არ შემიძლია..
-მოიცადე შენ რა სიმაღლის გეშინია..?-არაფერი თქვა, თუმცა სახეზე დაეტყო უკმაყოფილება, როდესაც გავაჟღერე..-რა თქმა უნდა, ამიტომ არ იყავი დიდად მოხარული აქ წამოსვლით..
-მე აქ დაგელოდებით..
-არანაირად, წამოდი..
-კუდბაწარა..
-ჩემს სურვილს ვიყენებ, საბაგიროზე ჩემს გვერდით იჯდები, შენს ტანჯვას უნდა ვუყურო..
-სახუმარო გგონია..?
-აი შემდეგიც, წავედით..-მარტო ჩვენ დავსხედით ღია საბაგიროზე, ოტიას კი ეშინია..- რა სახე გაქვს..ან როგორ დაფრინავ ქვეყნიდან ქვეყანაში..?
-საძილე აბის შესახებ რამე გსმენია..?
-10 წუთიც არ დასჭირდება მგონი..? ისეთი არაფერია..-თვალებს არ ახელს და სახელურს მაგრად ეჭიდება.. მე კი ვიდეოებს და ფოტოებს ვიღებ, ასეთი შანსი კიდევ როდის ჩამივარდება კაცმა არ იცის.. თვალებს ფაქტობრივად არ ახელს..-შეხედე რა ლამაზია, ოტია თვალები გაახილე..
-აქ ვარ, საკმარისი არაა..?
-ბარემ აქ ხარ და შეგიძლია დატკბე ამ მშვენიერებით, შემიძლია აქ მთელი დღე ვიყო..-ვთქვი ეს თუ არა საბაგირო გაჩერდა..
-რა ხდება..?
-ამმ.. წარმოდგენა არ მაქვს..- სუნთქვა უხშირდება, მგონი ცუდად ხდება და ვიაზრებ არც ისე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემი სურვილის ასე ცუდად გამოყენება.. ვაიმე რა გავაკეთო.. მიუხედავად იმისა ხელებს უჭერს მაინც ვხედავ როგორ უკანკალებს..-ყველაფერი კარგად იქნება, არა მგონია რამე მნიშვნელოვანი იყოს..
-ამ მდგომარეობაში შენ ჩამაგდე და ახლა ისევ შენი დასამშვიდებელი ვარ..- ეცინება..შემდეგ ისევ ახსენდება, სადაა..
-კარგი რაა, ძალიან მოკლე მანძილია, უცებ ავალთ და გავერთობი მეთქი, ეს რა არის, ამის გაჩერების დრო იყო..?
-რევიუში საყვედური დაუწერე, გეგმები რა უფლებით ჩამიშალეთო..
-არა, ვერ ვწერ, მეცოდებიან, მაინც და მაინც მე ხომ არ დავაქცევ არა..?
-საშინელი მომსახურება არაფერია, მაინც გეცოდებიან და ჩემთან დაუნდობელი ხარ, რა გული გეძლევა..
-ვიცი ახლა რასაც აკეთებ, გინდა თავი ცუდად მაგრძნობინო, ჩემი სურვილი, რომ გამოვიყენე და აქ ამოგიყვანე.,. არ გამოგივა, არც დაგამშვიდებ ვიყოთ ასე..
-შეიძლება გული წამივიდეს და ჩავვარდე, ეს ყოველივე კი მხოლოდ შენს გამო..-მექანიკურად ერთი ხელი მკლავზე მოვკიდე, მეორე თითებზე..
-მართლა ასე ძალიან გეშინია..? ნუ მაშინებ შენი შიშით.. ძალიანაც კარგად ხარ და არაფერი მოგივა.. - მზერას არ მაცილებს, საბაგირო მოძრაობას აგრძელებს..
ვბრაზდები, საშინლად ვბრაზდები და მზერას არ ვაცილებ.. ეს რა დამემართა..? ხომ შემეძლო გული გამექვავა რამდენიმე წუთით და ოტიას მაქინაციებზე რეაქცია არ მქონოდა, სიმაღლეზეც ვერ დავცინე როგორც საჭირო იყო..-ჩემი ხელით გადაგაგდებ..
-შენც თან გადმომყვები თორემ.. -თითქმის მივედით ადგილზე და მივხვდი ერთი ხელი ისევ მკლავზე მაქვს, მეორე ხელზე, მზერაც მოვაცილე და ორივე ხელიც..ჩამოვედით.. გარკვეულ მანძილს ფეხით გავდივართ და დახურულს ვუახლოვდებით..
ორ უცნობ ადამიანთან ერთად გვიწევს, მე და ოტიას საბაგიროს განაწილება
-იქიდან წამოსვლისას ამერიდე როგორმე..
-შენ რომ არა აქ არც ვიქნებოდი, აი ჩამოსვლისასაც გვერდიდან არ მოგცილდები, შენი სურვილისამებრ ძვირფასო.. - ოხრად შემრჩა ჩემი მაიმუნობა..?
-არა ძმაო რას ამბობ, მე მაგ გოგოსთან არაფერს ვაპირებ..
-რა კარგი გოგოა, სად გაქვს თვალები..
-კარგია იყოს კარგი, ჩემთვის არაა.. ის ბიჭი მოსწონს მაგას..
-მაგ ბიჭს ვერ იტანს..
-შენ სად გქონია თვალები..-კიდევ კარგი აქ მაინც არ იყო შეფერხება და მალევე ჩამოვედით.. პატარა მანძილი გავიარეთ თუ არა დავინახე ჩემები და მათკენ გავიქეცი..
-ოტია კარგად ხარ..? თუ მჯეროდეს აქ გხედავ..- კიტა..
-მომიწია, სამწუხაროდ..
-ასე მგონია ღრუბლებს საცაა უნდა შევეხო, რა ლამაზია..
-ჰოდა მიდი შენც დაამშვენე..
-დაიცადე ჯერ დავტკბე სილამაზით, გავიაზრო სად ვარ..
-დანარჩენები სად არიან..?
-შეუკვეთეს რაღაცები და აქ გარეთ დავსხდეთო..- შემოვიარე გარშემო, ყველა კუთხიდან დავათვალიერე.. ცოტა ხნით გავჩერდი და პეიზაჟს გავხედე.. ჯარჯი მომიახლოვდა..
-თავს როგორ გრძნობ..?
-მშვენივრად..
-ოტიამ რა გზით გატარა და სამაგიერო გადაუხადე..?-გაეცინა..
-სამაგიერო არ გადამიხდია, თანაც აქეთ შემაშინა და არ ითვლება.. შენ როგორ ხარ..? წესიერად ვერ დაგელაპარაკე..
-იმდენად ცუდად, ვერც ლაშქრობა და ვერც აქაურობა მშველის..
-დავიღუპეთ..?
-დიდი ხანია დაღუპულები ვართ დარია.. დიდი ხანია..- აღარაფერი გვითქვამს, თუმცა მის თვალებში ჩამდგარი სევდა ბურუსივით ფარავს ყველაფერს, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი განდევნა შეუძლია ოლღაა.. მასაც აწუხებს რაღაც, აუცილებლად უნდა დავიმარტოხელო და გავიგო რა ხდება მის თავს..
ბოლოს მათ მაგიდას მივადექი და მეც ჩამოვჯექი..
-შენ არ გინდა არაფერი..? - ნუცი
-ცოტა მოგვიანებით დავლევ ყავას მადლობა
-ხვალ დილით სამსახურში უნდა გამოვცხადდეთ მე და ბერდია, ამიტომაც სამწუხაროდ დღეს უნდა წავიდეთ..-ახლაღა გამოვერკვიე, ისე გავერთე ფიქრებში.
-გამორიცხულია დარჩეთ ხომ..?-ნუციკო..
-ახლახან დავიწყე მუშაობა და სახელს ვუფრთხილდები..
-სახელს სულ სჭირდება გაფრთხილება..-გურანდა..
-მართალი ხარ..-თითქოს მხოლოდ ახლა მისცა ნება საკუთარ თავს ირაკლიმ, გურანდასთვის გაესწორა მზერა.. შემდეგ კი ისევ დანარჩენებს გადმოგვხედა..- მინდა გითხრათ, თქვენთან ერთად დრო ძალიან კარგად გავატარე, მადლობა თქვენ ამისთვის, ვისურვებდი მეტი დრო გვქონდეს..
-გვექნება მომავალში აუცილებლად..-კიტა..
-რადგან ცოტა ხნით გადაღებებისგან გავთავისუფლდით, თბილისში უნდა მივხედო საქმეებს და თქვენ გამოგყვებით რაა.. ხომ გაქვთ ადგილი..?-ნუციკო
-შენთვის სხვა მგზავრს მოვიშორებდით და არ გეტყოდით უარს..-ბერდია..
-ნეტავ თქვენთან ერთად შემეძლოს წამოსვლა, თუმცა ჯერ არ შემიძლია..სამუშაო მითხოვს-ნიკო..
-ნუციკო ეს რა საქციელია მე სად მტოვებ, შენთან ჩამოსულს..?- ჩიორამ ვითომ ნაწყენმა შეაქცია ზურგი..
-შენ არავინ გტოვებს, შეგიძლია დამშვიდდე..-ბერდია..
-გურანდა, აქ რამე საქმე გაქვს..?-ნუციკო..
-გადაღებებამდე არა.
-მე და ჩიორას გეგმები გვაქვს და შენც უნდა გადმოგიბიროთ.. გაგანდობ მოგვიანებით..
-თქვენ აქ რა გეგმებს ხლართავთ, ვერ გავიგე..? ამ რამდენიმე დღეში როგორ მოიწყინეთ სვანეთი გამაგებინეთ..
-აქ რამდენი ხანია რაც ვარ დარია, თბილისში მინდა უკვე..-ნუციკო..
-შენ არ გინდა თბილისში..?-ჩიორამ გადმომხედა და არც კი მაქვს ამაზე პასუხი, მიუხედავად იმისა მოგვარდა პრობლემა და უნდა მივქროდე უკან..
-თბილისში რა დამრჩენია ნეტავ, რომ შემეძლოს ფეხს არ გამოვადგამდი..
-მგონი სვანი ხარ და გვიმალავ..
-ყველაფერი ყველაფერი და სვანობას არ დავმალავდი..- ვიცინეთ, ვიმხიარულეთ.. დავრჩით ცოტა ხანს და უკან გაბრუნების დროც დადგა
დახურულ საბაგიროში ვართ.. ვუყურებ ვიცი მისი შიშის შესახებ, მას კი არაფერი ეტყობა გარეგნულად, თითქოს არ ადარდებდეს.. ნეტავ რამდენი შეუმჩნეველი შიში დაგვრჩენია უცოდინარი, უყურადღებოდ, საყვარელი ადამიანებისა.. როცა არც ვიცოდით თუ რამე უჭირდათ, სტკიოდათ.. ნეტავ სხვების ტკივილი არ მტკიოდეს, საკუთარზე მეტად, გულის გაქვავებს სურვილი რომ გაგიჩნდება ადამიანს, უკვე ტრაგედიაა..
ბავშვობიდან მესმოდა, როგორი მგრძნობიარე ვიყავი, ზედმეტად ვფიქრობდი, ზედმეტად მადარდებდა.. ნუთუ ასეთი ცუდია იყო მგრძნობიარე, იმაზე მეტად მიგქონდეს ყველაფერი გულთან ახლოს, ვიდრე საჭიროა..? დღევანდელობაში თავი უნდა მოაჩვენო, თითქოს არ გადარდებს, რაღაც არ აღგაფრთოვანებს, თავშეკავებული უნდა იყო.. არ მინდა თავს ვაჩვენებდე, მიუხედავად იმისა, როგორ დამინახავენ სხვები..
ოტიას ფიქრები როგორია, შინაგანადაც ასე მშვიდად ხომ ვერ იქნება.. საკუთარ თავს ამშვიდებს, რომ არ ჩავარდება..? შემომხედა, უბრალოდ კი არ შემომხედა, იცის რასაც ვფიქრობ.. მიხვდა ჩემს ფიქრებს, გადაშლილი წიგნი ვარ, თუ ისაა კარგი მკითხველი ეგ არ ვიცი..
თუ მზერას მოვაცილებ წავაგებ, საშინლად მინდა გავიხედო, ნებისმიერ რამეზე გადავიტანო ყურადღება, ოღონდ ოტიას თვალებს არ ვუმზერდე.. არც წაგება მინდა.. კიტა წამოდგა და ჩვენს შორის ჩადგა, თურმე უკვე გადასვლის დროა.. ყველა გადმოვედით, ისევ ფეხით გავუყევით გზას..ღია საბაგიროზე ოტიასთან ერთად არ ვხვდები.. მინდა ვისიამოვნო ხედებით, ამ რამდენიმე წუთით, თუმცა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როგორ უმკლავდება ამ რამდენიმე წუთს.. ჩემი თვალსაწიერიდან გაქრა, ამ გზასაც აქვს თავისი დასასრული.. ჩამოვდივარ და გარშემო ვიხედები.. მას ვერ ვხედავ..
დარია რა გემართება..? უბრალოდ შეწყვიტე, გადარჩებოდა როგორმე..დანარჩენებს ვეძებ და მათ ვუახლოვდები..
-ვინ გვაკლია..?
-ოტია და ჯარჯი.. დაველოდოთ აბა.. მალე მოვლენ წესით..-ჩემზე წინ არ წავიდნენ..? სად არიან ამდენ ხანს, ისინი უფრო ადრე უნდა მოსულიყვნენ, უკვე აქ უნდა იყვნენ..
-სად ხართ ამდენხანს..?-უკან ვიხედები და მათ ვხედავ, ჩვენკენ მომავალთ..მანქანებში ვსხდებით.. სასტუმროში მივდივართ, ბიჭებს ნივთები გამოაქვთ, ვემშვიდობებით და მიდიან..
-რა კარგი გამოვიდა არა..? დარია არ დაშავებულიყო, ვიტყოდი იდეალური იყო-თქო..-თინა
-ჩემი დაშავება არ დაშავებით ნუ განვსაზღვრავთ რამდენად კარგ დღეებს ვატარებთ თორემ, იდეალური დღეების პროცენტულობა საგრძნობლად შემცირდება..
-აბუქებ დარია..
-აბუქებს..?-ოტიამ გადმოგვხედა..- მოუხელთებელია, არ გაგიკვირდათ ზურულდის მთაზე ისე გავატარეთ დროა არაფერი მოსვლია..? მეგონა შენს გვერდით ყოფნით, ჩავარდნის ალბათობა იზრდებოდა მინიმუმ 30%-თ..
-შენ თუ სიმაღლის გეშინია, მე რას მაბრალებ, ჩავარდებოდა თუ არ ჩავარდებოდა, რა ჩემი ბრალი იქნებოდა..?
-კარგი რა ჩავარდნაზე ლაპარაკობთ, ყველა საღ სალამათები ვართ, კიდევ კარგი..
ოტიას მივუახლოვდი..
-წამოდი ნიდასთან ავიდეთ.. -სხვებსაც გადავხედე.. -არ გინდათ..? უდარანებს შევუაროთ წამოდით..
-მშვენიერი იდეაა წავიდეთ..-ჯარჯი..
-ვითომ შემეკითხე თუ ეს რა იყო..
-გითხარი კი არ შეგეკითხე, მე შენებთან შენს გარეშე უფრო მიმესვლება, ვიდრე შენთან ერთად.. მგონი ესე ერთად არც ვყოფილვართ არაა.. როგორ მომენატრნენ..
-ახლახან არ ნახე..?
-ეგ მონატრებას რატომ გამორიცხავს..? მე ადამიანები მაშინაც მენატრებიან როდესაც მათთან ერთად ვარ..
ნიდასთან და კირილესთან მისულებმა აღმოვაჩინეთ, მხოლოდ ჩვენ არ მოგნდომებია მათთან სტუმრობა.. ნიდას გვერდით ორი დაახლოებით მისი ასაკის ქალბატონი უმშვენებს გვერდს.. დაგვინახა თუ არა ნიდამ, წამოდგა და მოგვესალმა, მათთან მიგვიყვანა..
-ნიდა, შენი ოტია არ არის..? რამხელა გაზრდილა..
-დავაჟკაცებულა ამასობაში, ნუთუ ამდენად დავბერდით..
-გაიცანით გოგონებო..-ნიდამ გადახედა საყვარელ ბებოებს..-ოტიას კი უკვე იცნობთ, მაგრამ მაინც, ჩემი ოტია და მისი მეგობრები.. ჩემი დარია, თინათინი, ოლღა, კიტა, ჯარჯი.. ბავშვებო გაიცანით, ჩემი მეგობრები, მადონა და ლამზირა..
-სასიამოვნოა..
-მოდი დასხედით..არ გშიათ..?
-ახლახან მივირთვით.. დარიას იდეით გესტუმრეთ..-უთხრა ოტიამ..
-როგორ მიხარია, ყველას ერთად, გხედავთ.. ჩვენ კი როგორ მიმოვიფანტეთ არაა..?
-ნუ იტყვი.. ჩვენ სამი თუ ვნახავთ ერთმანეთს.. თორემ ისეთი ახლო ადამიანები გვყავდნენ გარშემო, სულ მიმოსვლა, ქეიფი დროს ტარება..
-ახლო მეგობრებს ჩამოვშორდით, არადა ერთმანეთთან ვრჩებოდით, ვათენებდით.. ან რა გვათენებინებდა არ ვიცი..
-კარგი დრო იყო ნამდვილად..გვჭირდა, თუმცა ერთმანეთით გვიხაროდა..
-რა კარგია ასეთი ადამიანების ყოლა..-ოლღა..
-მაშინ გეთქვა, იმ ადამიანებთან კონტაქტი აღარ გექნებაო, არაფრის დიდებით არ დავიჯერებდი, თუმცა რას იზამ, ესაა ცხოვრება და ჩვენი დღევანდელი რეალობა..-ლამზირა..
-მარშუტკას ვატანდით წერილებს ერთმანეთთან, როდის ის მივიდოდა როდის ჩვენ ვუპასუხებდით..- როდესაც ადამიანი გიყვება რამდენად ახლო იყო ადამიანთან, როგორი ურთიერთობა ჰქონდა და იაზრებ დღეს აღარ მეგობრობენ.. ჩემს მეგობრებს გავხედე.. წლები რომ გავიდეს და მათ გარეშე აღმოვჩნდე, რა უნდა გავაკეთო..
-ყავას ან ჩაის ხომ გვეახლებით..?-ნიდაა სანამ წამოდგებოდა, მე წამოვდექი და ვუთხარი უცებ გავაკეთებ მეთქი..წყალი დავადგი და ოტია შემოვიდა..
-ახლა რაღა მოხდა, არ გჯერა კარგ ყავას გავაკეთებ ან რამეს არ გატეხავ, ან საკუთარ თავს არ დავაზიანებ..? - ჭიქა წყალი დაისხა და დალია..
-ზოგადად მიკვირს აქამდე როგორ მოაღწიე ცოცხალმა, თუმცა ვამბობ რამეს..?
-ჩემი ადამიანებით მოვედი აქამდე და სადამდეც ვიცოცხლებ ალბათ მათი წყალობით..მითქვამს აქამდეც..
-კუდბაწარაა,როდიდან ვარ შენი ადამიანი..?
-ეგ არ მითქვამს.. სიტყვებით ნუ მეთამაშები.. -კიდევ მიახლოვდება..იმის მაგივრად უკან დავიხიო, მეც ვუახლოვდები, იქვე დანის აღებაზე კინაღამ წამიცდა ხელი, ჩემს თავს ოტიასთან ვერ ვენდობი..ამიტომაც მზერა დანიდან, ოტიას თავლებისკენ გადამაქვს..-ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ თუ მეჩვენება..?
-არ გეჩვენება მშვენიერ ხასიათზე ვარ, ჩემი კრიპტონიტის აღმოჩენამაც ვერ გიშველა..
-შენ რომ იცი ჩემი კრიპტონიტი რა, აქეთ გიწევს ჩემი გადარჩენა..
-ანუ აღიარებ, გადაგარჩინე..
-სამწუხარო რეალობაა, მნიშვნელობა არ აქვს ვაღიარებ თუ არა.. ასე მოხდა.. მაგრამ ეგ აღარ განმეორდება..
-დარწმუნებული ხარ..? - უკვე ადუღებული ჩაიდანი, რომელიც გამომრჩა მიუხედავად იმისა როგორ ხმაურობს, ოტია თიშავს.. უკან გავიხედე, ლანგარზე დავწყვე ჭიქები, გავამზადე, წყალი დავასხი და გარეთ გავიტანე.. მეორე ლანგარი ოტიამ წამოიღო, ამიტომაც აღარ მივბრუნდი..
დავჯექი, ყავა მოვსვი, თურმე როგორ მჭირდებოდა..
-ოტიას თუ ასეთი გოგო ჰყავდა გვერდით განა ვიცოდი..-ჩემთვის ვაგრძელებ ყავის დალევას..ლამზირა და მადონა ღიმილით შემომცქერიან, როდესაც გავიაზრე რა იგულისხმეს, ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა..
-არა არა რას ამბობთ..
-დარია და ოტია ერთად არ არიან..?-ნიდას გახედეს დასადასტურებლად.. ჩემი რატომ არ სჯერათ..? ნიდა თავს უქნევს უარყოფის ნიშნად..
-ვაიმე, უცებ, ისე იყავით.. ვიფიქრე.. ბოდიში ბავშვებო უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ..
-არაფერია..- საუბარი გააგრძელეს, ჩვენ უფროსებს ძირითადად ვუსმენდით, კირილემაც შემოაღო კარი, სანამ ყველა მიესალმებოდა წამოვდექი და გადავეხვიე..
-კიდევ კარგი მოხვედით, თორემ უკვე უნდა მესაყვედურა, აქ ხართ და არ მოდიხართ მეთქი..-დანარჩენებს გადახედა..-დაგიბრუნდით, ბავშვებო როგორ ხართ..?
-თქვენ როგორ გიკითხოთ..?
-თქვენ მყავდეთ კარგად და მე რა მიჭირს..
-კირილე იმედია არ დაგავიწყდა, ხომ შეგვპირდი ჩაის გაგატანთო..
-ჩაის გამო მობრძანდით და მეგობრის მეუღლე სულ აღარ გვახსოვს არა..-გაეცინათ..-გადანახული მაქვს და წასვლისას გაგატანთ.. დარია ხომ კარგად ხარ, რაღაც სიარულის დროს თითქოს ფეხს ითრევ..
-არა.. ისეთი არაფერია..
-თქვენმა ძვირფასმა დარიამ, ლაშქრობისას ფეხი გაიჭრა..
-ვაიმე შვილო, რას ამბობს ოტია.. მართლა..? აბა მანახე..
-არა არა.. საჭირო არაა, კარგად ვარ, ნაკაწრია.. აბუქებს ოტია..
-აქამდე ვერ მითხარი, ბავშვი გვემსახურება..
-ყავა მოვიტანე მხოლოდ, ნუ ანერვიულდი რაა ნიდაკო..
-უნდა ვნახო..
-შეხვეული მაქვს..
-უბრალო ნაკაწრი შეხვეული არ გექნებოდა..
-ოტია, რა საჭირო იყო, არაფრის გამო აანერვიულე..
-რას ამბობ, ცუდად თუ ხარ ან რამე გიჭირს არ უნდა თქვა..?-ლამზირა
-აბა აქ რისთვის ვარ შვილო..-ნიდა წამოდგა მოდით სამზარეულოში რაღაც უნდა გაჩვენოთო და გავიდნენ, მე კი ოტიას მივუახლოვდი..
-ვერ გიტან.. რატომ უთხარი..?
-არ ვიცოდი ამხელა საიდუმლოს თუ ინახავდი..ახლა ნიდა და კირილე თავს მოგევლებიან, შენზე იზრუნებენ..
-ისედაც ზრუნავენ, იქნებ მეც მინდა მათზე ვიზრუნო, საკმარისზე მეტს აკეთებენ.. ჩემს მაგივრად არ უნდა ილაპარაკო..
-გგონია ამით მათ გაუფრთხილდებოდი..?
-ზუსტადაც..
-არა ამით შენს თავს უფრთხილდები.. არ გინდა შენი სისუსტე ვინმემ შენიშნოს, სხვანაირად შემოგხედოს..
-შენ რომ მიყურებ უკვე საკმარისია.. რა გინდა მაინცდამაინც ყველა ისე მიყურებდეს როგორც შენ..?
-ჩემნაირად..?
-ზუსტად შენნაირად.. სუსტი, მოუხელთებელი, ზედმეტი.. რამე გამომრჩა..? ასეთი არ ვარ, ეს დარიას პატარა ნაწილებია.. ამის იქით ბევრი დარია არსებობს, შენ კი მხოლოდ მათ წარმოჩენას ცდილობ.. მხედავდე ასეთად, არ მაინტერესებს.. შენთვის თუ კატასტროფა ვარ, მათთვის კარგი ვარ.. მომეცი საშუალება კარგი ვიყო..
-საკუთარი თავის დამალვა, ეს გინდა..? შენი თავი დააპატარაო, ოღონდ სხვებმა არ შეგამჩნიონ..?
-ოტია მომიწოდებს საკუთარი თავი ვიყო..? ეს რა მარაზმია.. შენთვის უკეთესი არ იქნებოდა ნაკლებად მოუხელთებელი, ნაკლები ვიყო..?
-ასე დარია დარია არ იქნება, ეს მე მომწონს თუ არა.. ეს გინდა..? მხოლოდ ისეთად გხედავდე, როგორადაც აღწერე, გგონია კონკურენტად სუსტ მეტოქეს ავირჩევდი..?
-მე და შენ კონკურენტები არ ვართ..
-ვერ ხედავ..?
-მე სცენარისტი ვარ, შენ კი რეჟისორი.. ფიზიკურად ვერ ვიქნებით მეტოქეები..
-კუდბაწარა, იქნებ თვალები გაახილო, გაიხედე, მთებს შეხედე და მითხარი, როცა უყურებ იმაზე ფიქრობ როგორი კარგი სცენარი გამოვა თუ ფილმი..
-სცენარი თავად ფილმია.. ეგ რა შუაშია..?
-კადრებზე ფიქრობ თუ ფურცელზე და კალამზე.. არ გაქვს სიუჟეტი, არ აერთებ კადრებს ერთმანეთთან..?
-ეგ არის ჩემი საქმე..
-ეგ ჩემი საქმეა.. რეჟისორის საქმეა.. - გამეცალა და დანარჩენებს შეუერთდა, მე კი ჰამაკში ჩამოვჯექი.. მეც მინდა დიდი ეზო.. მოიცადე რას ჰქვია რეჟისორის საქმეაო.. რისი თქმა უნდოდა რომ მე..
-დარია, მანდ რა აკეთებ, აქ მოდი.. ყავა გაგიცივდება და მერე ვეღარ დალევ..
-მოდი მოდი იცი რა მოვიფიქრეთ..? ჯარჯიმ თქვა კარვით ვაპირებ წასვლასო, ჩვენც ხომ არ გავყვეთ..
-შენ ოლღა..? შენ გინდა კარავი..? როდიდან..?
-დიდი ხანია მინდა და ვერ ვრისკავდი, ამაზე კარგი შანსი როდის მოგვეცემა.. ავიდეთ რაა..
-დარიას ისევ სალაშქროდ უშვებ..?
-ლაშქრობის გარეშეც მშვენივრად დავდგამთ კარავს..
-კარავი როდისმე გაგიმართია..?- ჯარჯი..
-შენ ხომ აქ ხარ..- ისე გადაულაპარაკა, თითქოს ეს ზედმეტად აშკარა ყოფილიყოს, ჯარჯი ხომ იზრუნებს ამაზე, რაც არ უნდა მოხდეს ოლღას ხომ გაუწვდის დახმარების ხელს, ეს ხომ ბუნებრივი მოცემულობაა..
-უშგულამდე ფეხით ვაპირებდი წასვლას..
-ლაშქრობა..? მართლა აპირებდი..?
-აქამდეც ვყოფილვარ, ახლა 4 დღიანს ვგეგმავდი.. ჯერ სოფელ ჟაბეშიმდე.. შემდეგ სოფელ ადიშში..შემდეგ კი ხადეჭალადან უშგულამდე..
-მარტო..?
-ერთდღიან ლაშქრობას ძლივს გადავურჩით და ესე პირდაპირ 4 დღიანი ნუ მოგინდება ოლღა, ხომ იცი ჯარჯი გამოცდილია და მისთვის ეს არაფერია.. სამაგიეროდ ჩვენ შევეწირებით..-თინა..
-მოდი ასე მოვიფიქროთ, წავიდეთ მანქანით, დავდგათ კარვები, იქიდან თქვენ მანქანით დაბრუნდით, მე კი დავრჩები და ლაშქრობას მოვიწყობ..
-მშვენიერი, ცოტა გეგმებს კი შეგიცვლით, მაგრამ აგვიტანე..-კიტა
-სულ მყავდეთ და როგორმე აგიტანთ..-გაგვეღიმა ყველას.. ქალბატონები დაბრუნდნენ, ჩვენი გეგმის შესახებ ვუამბეთ.. ამანათს ველოდები ეს დღეებია, გასვლა მინდოდა და ჯარჯი გამომყვა..
-ასეთს რას ელოდები..?
-ნახავ ნახავ.. რაო რამ ჩაგაფიქრა, კარვებმა და ამბებმა..?
-ნუ ახსენებ, მარტო მინდოდა ასვლა, ცოტა ხანს ყურადღებას გადავიტან მეთქი და მგონი სპეციალურად მიკეთებს.. ცხოვრებაში ლაშქრობა არ მონდომებია, ახლა უნდა, როცა ყველაზე მეტად მიჭირს..
-იქიდან დაასვენებ გონებას სამაგიეროდ.. რაო ირაკლის დაუმეგობრდი..? არადა ისე გიყურებდათ, ხვდება რაღაცას უეჭველი..
-ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი დარია, ხვდება, ანუ ვმალავ.. ეს დამალვა საიდუმლოებები შემიწირავს..
-არ იძახი არაფერს და მე რა გიშველო ადამიანო..
-არ ვუნდივარ ადამიანს და დავაძალო..? მაქსიმუმ რაც გავაკეთო გავაფუჭებ იმასაც რაც გვაქვს, მეგობრობას.. შემდეგ ჩემთან ურთიერთობას აარიდებს თავს და ჩვენს შეკრებებსაც.. ეგღა უნდა..?
-ოლღა გეცოდება ჯარჯ..?
-ეგ არ მიგულისხმია..
-ოლღას შესაცოდი არაფერი სჭირს, მის მაგივრად არ უნდა ლაპარაკობდე.. რას იზამს რას გააკეთებს.. თანაც შენ ირაკლი სათანადოდ უნდა დააფასო, მერე რა თუ ჩვენზე პატარაა.. სამაგიეროდ კაცია, კიდევ უფრო დაღვინდება დროსთან ერთად და რაც მთავარია ოლღას ძმაა.. გვიან შემოვიდა მის ცხოვრებაში, თუმცა ამისთვის იბრძოლა გესმის..? იბრძოლა და დაიმკვიდრა კიდეც ადგილი ოლღას გულში.. მისი ოჯახი გახდა..
-მე არ ვიბრძვი, ამის თქმა გინდა..?
-შენს თავს ებრძვი და ეს ოლღასთვის ბრძოლა გგონია..
-ხომ იცი ირაკლის ზემოდან არ ვუყურებ, პატივს ვცემ პირველ რიგში როგორც ადამიანს, ისეთი თვისებები გამოამჟღავნა მასზე ორჯერ დიდებს არც დაესიზმრებათ.. ირაკლი არც არსებობდა, და ზოგადად არც დამჭირვებია ოლღას გარდა ვინმე გამეთვალისწინებინა, ოლღასთვის პატივი მეცა და არ შემშლოდა რამე..
-იმისი გეშინია ოლღა შენს მიმართ არ გრძნობდეს იმავეს თუ იმი,ს მას არ ატკინო, რადგან გულის სიღრმეში იცი ეს გარდაუვალი იქნება ურთიერთობისას..
-დარიაა.-გამომძახა ნიკომ..
-სალამი, როგორ გიკითხო..?
-რამდენიმე დღის წინ, რომ მითხარი, ჩამოვიდა.. ესეც შენ..-დიდი ყუთი ჯარჯიმ აიღო..
-შენ არ მიდიხარ თბილისს..?
-ხვალ დილით მივდივარ, გამომიძახეს..აბა თქვენ იცით..
-მადლობაა.. მშვიდობიანი მგზავრობა..- სახლში დავბრუნდით ისე, სიტყვაც აღარ გვითქვამს.. დიდი ყუთით მე გადმოვილოცე და რამდენადაც სწრაფად შემეძლო ეზოდან სახლამდე სწრაფად გავიარე..
-ეს რა არის შვილო..
-ეს ნიდას.. წინაზე კირილეს ჩამოვუტანე ღვინო და ახლა ნიდას ხომ არ დავტოვებდი ისე..
-რა არის ეს შვილო არ გადამრიო..-წინ დავუდე..
-გახსენით, დიდი არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს გაგიხარდებათ..- გახსნა თუ არა შემომხედა..
-ეს არის შვილო არაფერი..? როგორ დახარჯულხარ..
-რა არის..?-მადონა..
-სტაცინალური მიქსერი,ა რამდენი ხანია მინდა და ვერ მოვიხელთე მეყიდა, ერთხელ ვახსენე სასხვათაშორისოდ და რას მოვიფიქრებდი იყიდდა..-ჩემკენ წამოვიდა და გადამეხვია..-უღრმესი მადლობა, სხვა დროს ესე არ შეწუხდე ძალიან გთხოვ...
-კარგი რაა ნიდაკო ეს არაფერია, თან ახლა რაც გაქვთ მიქსერი წვალობდა უკვე, ვეღარ უძლებდა შენს მზარეულობას..
-მოიცადეთ, ეს რა წერილია..?
-რაღაც დაგიწერე, მერე წაიკითხე შენთვის..-მიქსერი სამზარეულოში ოტიამ გაიტანა, ნიდა თან გაჰყვა წერილთან ერთად..
-რა კარგად მოგიფიქრებია, ყოჩაღ შენ..-ლამზირა..
-ამ მიქსერების და მსგავსი რამეების მე კი არაფერი გამეგება, მაგრამ ხომ იცი დარია, ნიდას სიხარული ჩემი სიხარულია.. მადლობა მისი გახარებისთვის..-კირილე..
-კარგით რაა ისეთი არაფერია, მე უფრო გახარებული ვარ..
-მშვიდობაში ნიდა ბებო..-ოლღა გადაეხვია.. საღამო გრძელდება და მოგვიანებით უდარანების სახლს ვტოვებთ, ფეხით მივუყვებით გზას.. რატომ მეფიქრება იმაზე, სიცივეში უფრო მეგემრიელება ნაყინი ვიდრე პაპანაქება ზაფხულის შუა აგვისტოს..? ამიტომაც ყველა დავიყოლიე, ნაყინის ჭამაზე..
-შოკოლადი შოკოლადია, რამე სხვა გემოთი სცადეთ რაა.. მაგალითად მე ნესვის ავიღე- ვუთხარი მე
-იტალიური ჯელატო სვანეთში..
-სვანურ მოტივებზე.. სულ სხვა გემო აქვს მართალია..-ყველამ აიღო სხვადასხვა გემოს ბურთულა.. ოლღამ შოკოლადის აიღო, თუმცა მას შემდეგ რაც ჯარჯის ნაყინი გასინჯა, უკან მიბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ჯარჯის, რომელსაც ერთი კოვზი ან ექნებოდა გასინჯული ან არა, გაუცვალა.. შოკოლადიც მეგემრიელება ჩემთვის ამხელა მნიშვნელობა არ აქვს და შენ მიირთვიო..
ჩვენი საღამოც დასრულდა.. უკვე ვფიქრობ სასტუმროში მისული როგორ დავიძინებ და..
-დარიუს..-ოტიასკენ მივტრიალდი..არ შეიძლებოდა მშვიდი საღამო მქონოდა, ამის შემდეგ ჯელატოც ვერ მიშველის ტკბილი სიზმრების სანახავად.. ახლა რა ღა გინდა ოტია..- არ ვიცი რა დაუწერე წერილში, თუმცა იქ ვიყავი, როცა წაიკითხა და აცრემლიანდა.. ძალიან გაუხარდა..
-დიდი ხანია უნდოდა..
-შენ რომ იფიქრე მასზე და მისი გახარება გინდოდა, მაგან გააბედნიერა.. - ჩემს ნაბიჯებს ვუყურებდი და აი ახლა მისკენ ვიხედები.. ერთი შეხედვით არაფერი ეტყობა, თუმცა მე ვხედავ.. ეს ხომ შეუძლებელია.. მაგრამ ვხედავ.. თვალებით მიღიმის..
. . .
-მგონი ჩვენს გარდა არავის ღვიძავს..
-იცი მაინც რომელზე დაიძინეს..? იმათ რა გააღვიძებს..
-ჯარჯ, ჩვენც გავათენეთ ფაქტობრივად და ახლა დავრბივართ..
-ჩვენ ჩვენ ვართ.. არც ესაა კარგი, თუმცა ამ ერთხელ არა უშავს..
-ისე ცივა თავი ანტარქტიდაზე მგონია..
-სირბილში სიცივეს ვეღარ იგრძნობ.. თუმცა ახლა სიამოვნებით ვიქნებოდი ანტარქტიდაზე..
-შენ ხომ გიყვარს პინგვინები.. დაგინახავენ და მისიანი ეგონები, ეგ არ გინდა..?
-შენ საიდან იცი..
-რა..?
-პინგვინები ადამიანებს თავისიანებად, რომ აღიქვამენ.. იმიტომ რომ ორ ფეხზე დავდივართ..
-შენ მითხარი.. აბა მე საიდან მეცოდინებოდა.. ისე ჯერ კი ვერ მიდიხარ ანტარქტიდაზე, თუმცა ჯიმ ქერის პერსონაჟივით სახლში ხომ არ მოიშინაურებდი პინგვინებს..? მოაწყვე მინი ანტარქტიდა, რა უჭირს..
-მისტერ პოპერის პინგვინებზე ამბობ..? როგორ მიყვარდა ბავშვობაში ეგ ფილმი.. მართლა რომ მყავდეს სახლში, მოვლაში დამეხმარებოდი..?
-რა თქმა უნდა.. სანამ ერთად დავბრუნდებით ანტარქტიდაზე.. გადმოვაქართულებდით და ბატონი ჯარჯის პინგვინები დავარქვათ ჩვენს ფილმს..
-ოტიას და დარიასთან ერთად ზედმეტად დიდ დროს ვატარებთ, ჩვენც ფილმის გადაღებაზე ავლაპარაკდით.. მაგრამ სახალისო იქნებოდა ნამდვილად..- სასტუმროში დავბრუნდით, მოვწესრიგდით, სხვებთან ერთად ვისაუზმეთ და ყველაფერი მოვამზადეთ უშგულში წასასვლელად.. საბოლოოდ კი დავიძარით.. ვერ ვიჯერებ, რომ პირველად მომიწევს კარავში დაძინება, აქამდე ეს როგორ არ გავაკეთე საკვირველია..
დასაბანაკებელი ადგილი ჯარჯიმ აარჩია, მანქანა გავაჩერეთ და ყველა საჭირო ნივთი გადმოვიტანეთ..
-კარგი, ჯერ ჯოხები უნდა დავამაგროთ.. აი ასე დიაგონალურად..შემდეგ წამოვაყენოთ..
-რა მარტივად ამბობ და აკეთებ, არ გამომდის..- კიტა მოდის და მეხმარება, ჯარჯიმ მასწავლა მეცო.. შიგნით შევედი და კარავი თავზე ჩამომეშალა.. კარავში გავიხლართე
-არ გატოკდე, უარესად იხლართები, ერთი წუთით დამაცადე..- მოძებნა ჯარჯიმ გამოსავალი და და კარავში შემოიჭყიტა..-აბა მშვიდობა გვაქვს..?
-ვერ გისწავლებია კარგად კიტასთვის..
-მშვენივრად ააგო აგერ კარავი და აქ რა მოხდა არ ვიცი.. -კარვიდან გამოვედი და ბოლოს მაინც ჯარჯიმ გამიწყო, თან ამიხსნა როგორ უნდა გამეკეთებინა.. დაშალა და მე გამაკეთებინა დამოუკიდებლად.. კარვის გაშლა ვისწავლე.. საბოლოოდ ყველა კარავი გავშალეთ..
-აუ რა მაგარიაა, ცეცხლი ხომ უნდა დავანთოთ..
-მაგას მე მივხედავ..-ოტიამ დაალაგა ნაჭრები ერთმანეთზე ისე იდეალურად, დაწვა დაგენანება ადამიანს..არ ვიცი რანაირად ვერ დაინახა, ვერ ასცდა, თუმცა მიმავალმა დარიამ დასაწვავად გამზადებული ხის ნაჭრების კოშკი ჩამოანგრია..დაბლა დაიხედა, როდესაც მიხვდა რა გააკეთა.. დავარდნილი წიგნი მიაწოდა ოტიამ.. ალბათ ელოდა გამეცლებაო, თუმცა დარიამ წიგნი გვერდით გადადო და უთხრა მე გავაკეთებო.. მთლად ისეთი იდეალური არ გამოსვლია როგორიც ოტიას, თუმცა ოტიამ დარიას კოშკის გულში აანთო ცეცხლი.. ჩვენ კი წრეზე შემოვუსხედით..
-რა გამახსენდა, გახსოვთ მაშინ ბანაკში ვიღაც გოგოს მოსწონდა ჯარჯი და ჯარჯის სხვა გოგო მოსწონდა..? კინო იყო კინოო..-კიტა
-რა გამიხსენე კიტა, კარგი რაა..-თან გაეცინა.. ეს ამბავი მე რატომ არ ვიცი..
-მოიცადე რა სასიყვარულო სამკუთხედში იყავი ჯარჯ.. რა მოხდა მოგვიყევი..-თინა..
-შენი სატრფო აბუქებს ძალიან..
-არაფერსაც არ ვაბუქებ, იმ გოგოს ცოდვით შენ უფრო დაიტანჯე, ვიდრე ის გოგო..
-არ მინდოდა გული მეტკინა.. ბავშვები ვიყავით, მაგრამ ასეთ დროს კიდევ უფრო გვრჩება ხოლმე ხინჯად მსგავსი მოგონებები..
-იქიდანვე ყველაზე ფიქრობ შენი თავის გარდა..?- ოლღა..
-ისე ოლღა შენ ხომ მოგწონს ოსტინი, ეს ცალმხრივი სიყვარული და ტანჯვა ერთურთისა რა კინო არაა..?
-კითხვას მომწონს და ფილმის ყურებაც, მაგრამ რეალობაში როცა გადმომაქვს ყველაფერი იცვლება.. გულის სიღრმეში ვიცი პერსონაჟები არიან
-რეალურად ვერ აღიქვამ..?
-ძალიანაც რეალურები არიან, მაგრამ ფილმის ნახვისას როგორ იტანჯება კაცის ქალის გულისთვის სასიამოვნო სანახავია და ვერთობი, რეალობაში..
-შენს საყვარელ ფილმში გადაინაცვლო და დარსი შენი სიყვარულისთვის ეწამებოდეს არ გინდა..?- ოტია..
-ჩემი სიყვარულისთვის არავინ არ უნდა ეწამებოდეს.. დარსიც კი.. მაგის სურვილი არანაირად არ მაქვს..
-ჯერ ეს ერთიც რატომაც არა, პირდაპირი გაგებით კი არ აწამებს ვინმე, მეორეც.. გარდაუვალია ვიღაცას არ შეუყვარდე, შენ იმავეთი არ უპასუხო..
-რა ვიცი მამაჩემს უთქვამს, რთულია შენნაირი ქალის სიყვარულიო..- გამეცინა.. სხვებს რატომ არ გაეცინათ..? ანდაც ეს როდის მითხრა და რატომ გამახსენდა..? მართლა მითხრა..? - კიდევ კარგი ეს ბევრს არ ემუქრება, საერთოდაც ჩემზე კი არა, ჯარჯის სასიყვარულო სამკუთხედზე ვსაუბრობდით.. იმ მეორე გოგოსთან რა მოხდა, რომელიც მოგწონდა..?
-ბანაკის მერე დიდი ხანი არც შევხვედრილვართ.. მნიშვნელოვანი არაფერი..
-დღეს კი მეგობრობ ჩიორასთან და რა ვიცი აბა.. შენი მეგობარი მნიშვნელოვანი არაა..?- კიტას გავხედე.. რა თქვა..? ჩიორა ის გოგოა, რომელიც ჯარჯის მოსწონდა..?
-ჩვენ შორის არ არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი თქო, ჩიორა უმნიშვნელოა თქო არ მითქვამს..აჰჰ თურმე ჩიორა უმნიშვნელო არაა.. მეგობარია ოლღა..მეგობარია.. მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა.. არა მოსწონდა..? ახლა როგორ მეგობრობს თუ მოსწონდა.. სასაუბრო თემა იცვლება, მე კი ისევ ბანაკზე.. ჯარჯის სასიყვარულო სამკუთხედზე და ჩიორაზე რატომ ვფიქრობ..? არა.. ოლღა შეწყვიტე.. მხოლოდ ის მომენტები არ უნდა გიტრიალებდეს გონებაში, როცა ჯარჯი და ჩიორას ერთად ხედავდი.. გაჩერდი.. გაიხსენე სად ხარ.. რა მშვენიერი გარემოა, მეგობრებთან ერთად გატარებული დროით დატკბი.. ჯარჯის გავხედე, მეგობრის ნაკლებობას ხომ არ განიცდის..?
-ოლღა..
-რა..რამე მითხარი..?
-თავი მისკდება, წამალი გექნება შენ.-დარია.
-სად ხართ, რა ჰაერზე, რომელ თავის ტკივილზეა ლაპარაკი..-ჯარჯი..
-წყალი დალიე..თ..-ოტია
-არ დამილევია..-დარია..
-ყოჩაღ მერე, ეგრე გააგრძელე..
-ვაიმე დამავიწყდა და რა გავაკეთო.. თქვენ რა არ გავიწყდებათ..?
-არა..
-არა დარია, ასე არ შეიძლება..
-ჩემით ვერ მივეჩვიე წყლის დალევას და აწი რა შეიცვლება..? მიდი რა ეს ისე არ გაჩერდება..-ჩემი წამლების ყუთი გავხსენი და წამალი მივაწოდე.
საკმაოდ გვიანობამდე შემოვრჩით, ნელ-ნელა ყველა დაიშალა და დავრჩი მარტო.. ადრე ვდგები და გვიან ვიძინებ, საერთოდ როგორ ვახერხებ ფუნქციონირებას გასაკვირია..
ყველაფერი მაქვს სიმშვიდისთვის და მაინც სიმშვიდე არ მეკარება.. ახლა დაძინებასაც და კარავში შესვლასაც არ აქვს აზრი, ვერ დავიძინებ ზუსტად ვიცი.. ფიქრებში გართულს, როდის ჯდება ჯარჯი ჩემს გვერდით ვერც კი ვიაზრებ..
-მეგონა უკვე გეძინა..
-ვერ დავიძინე..
-ძილი რამ გაგიკრთო..?
-ბარბიმ..
-მე რა შუაში ვარ, ჩემთვის ვზივარ, არაფერს ვაკეთებ..
-აქ იყავი მარტო და მე რა დამაძინებდა..
-იქნებ მარტო ყოფნა მინდოდა..
-გინდოდა..?
-არაფერიც არ მინდა, უბრალოდ..-გავხედე..
-უბრალოდ..
-ვერ ვისვენებ.. საერთოდაც ჩემი იდეა იყო აქ ამოსვლა, გეგმები ჩაგიშალე..
-კარგ დროს ვატარებთ ერთად, რა უჭირს მერე.. არა მგონია შენ მაგაზე დარდობდე, ხომ შევთანხმდით აქედან წამოვალ ფეხით მეთქი..
-მარტო გიყვარს შენ სიარული..
-მეგობრებთან ერთად დროის გატარებაც მიყვარს..
-ყველა მეგობარი არ გყავს აქ..-დაბნეულმა გამომხედა.. კარვებს გახედა..
-გვაკლია ვინმე..? არა მგონია..
-ჩიორა და დანარჩენები ხომ წავიდნენ..
-შენ რა ჩიორაზე ეგოისტობ..?
-მე..? მე..
-ხო შენ..
-რატომ უნდა ვეჭვიანობდე..?
-მე გითხარი ეგოისტობ თქო, ეჭვიანობ მეთქი არ მიხსენებია..
-რა მნიშვნელობა აქვს..?
-უდიდესი..
-არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ აქამდე არ გიხსენებია.. თუ ჩემს უახლოეს მეგობარს ვინმე მოსწონს არ უნდა ვიცოდე..?
-მოიცადე მოიცადე.. ეს მოწონება საიდან მოიტანე, ვმეგობრობ მეთქი ვახსენე გარკვევით, არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი მეთქი..
-რადგან არ მომხდარა, არ ნიშნავს არ გინდა მოხდეს.. ადრე თუ მოგწონდა, იქნებ..
-ჩიორა მომწონდეს, გგონია მშვიდად ვუყურებდი მას და ბერდიას..?
-მე მეგონა არ მეუბნებოდი და მეწყინა..- საბოლოოდ წამოვდექით ორივე, დავიძინებდი თუ არ დავიძინებდი, კარავში შესვლის დრო ნამდვილადაა..-ჯარჯ..
-გისმენ..
-ძილინების..
-ძილინების ბარბი..-კარავში შევედი.. კარგი რაა, ოლღა, ძალიანაც იეგოისტე და იეჭვიანე კიდევაც.. ჯარჯი ჩემი მეგობარია, სხვით არ ჩამანაცვლებს ვიცი..მაგრამ ამ უარყოფით განცდებს ვერ ვერევი ვერაფრით, ჯარჯის სიტყვებს უნდა დავემშვიდებინე წესით.. უფრო უარესად რატომ ვგრძნობ თავს..?
. . .
ჩაფუთნული ჩამოვჯექი, ჩემს წიგნთან ერთად.. სუსხიანი დილაა, თუმცა უხდება წიგნს და ვიტან..სინამდვილეში მსიამოვნებს კიდეც, ერთდროულად მაფხიზლებს და მამშვიდებს.. ქარჩხაძეს ვეტრფი წლებია, ფარულად.. და ვიზოგავ მისი შემოქმედების იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ გავცნობივარ.. პირველად წაკითხულს სულ სხვა გემო და ემოციები მოაქვს.. ახლა ზებულონს ვკითხულობ, თითქოს ზებულონის არსებობასაც ვგრძნობ აქ სადმე ახლოს, თბილისში ან ნებისმიერ სხვა ადგილას წაკითხვას ხიბლი დაეკარგება, ამიტომაც დროს ვიყენებ..
უდარანების სახლში აღმოვაჩინე, დიდის ამბით მატანდნენ და არ წავიღე.. მონიშნულებია, თან თითქოს ჩემს სამყაროს ეჯახება სხვისი, ფარულად იმას ველოდები შემდეგი, ამონარიდი, რომელიც მონიშნულია,როდის შემხვდება, თან ვცდილობ დავინახო რატომ მოეწონა ასე ძალიან ვისაც მოეწონა.. ისე ვინ წაიკითხა ჩემამდე..?
თერმოსით ხელში ოტია გამოდის, მე აშკარად არ მელოდა.. სკამი უნდა აეღო, გადაიფიქრა და იქვე ჩამოჯდა.. მხოლოდ წიგნს შეხედა, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს..
-დილა მშვიდობისა დარიუს..
-მშვიდობისაა არის კი..?
-მაგიტომაც ვამბობთ.. ვიმედოვნებთ იქნება..
-ყავას თუ მიწილადებ იქნება ნამდვილად..
-რა იცი რომ ყავა..?
-ყავის სურნელს ვერ ვიგრძნობდი შენი აზრით..? მიწილადებ..?
-მშვიდობიან დილას თუ მისურვებ დავფიქრდები..
-ოტია..-მზერა პეიზაჟზე გადაიტანა..-დილა მშვიდობისა.. კმაყოფილი ხარ..?
-უკეთესადაც შეგეძლო..
-ხოჩა ლადეღუ ჯარ!..- კმაყოფილმა გადმომხედა, დაიხარა, ჭიქა აიღო და ყავა დამისხა.. გამომიწოდა..
-პირველად კითხულობ..?
-კი, რატომ მეკითხები.. მოიცადე წაკითხული გაქვს..? არაფერი არ მითხრა იცოდე..
-ვინც არ უნდა მჯდარიყო შენს ადგილას, ზებულონის პირველად წაკითხვის სიამოვნებას ვერ წავართმევდი.. შენ რა მონიშნე რაღაც..?
-რა მოხდა მერე.. ნიდამ ფაქტობრივად მაჩუქა..
-ჩემი წიგნი როგორ გაჩუქა..
-შენი წიგნი.. ეს რა შენი წიგნია..? ფანქრით მოვნიშნე..
-რა მონიშნე ისეთი მაჩვენე..
-არ ვიცოდი შენი თუ იყო, ნიდასი მეგონა.. საერთოდაც არ..
-მაჩვენე..-წიგნი გავუწოდე, ხელი მოჰკიდა კიდეც, თუმცა სწრაფად გამოვწიე.. დავხედე რომელ გვერდზე ვარ და ისევ მივეცი.. ხმამაღლა ამოიკითხა..- "გვიანღა მიხვდა, რომ გასწირა და გაიმეტა ის, ვისთვისაც უნდა გაეწირა მთელი სამყარო.."
-არაფერს აღარ მოვნიშნავ.. წავიკითხავ და დავაბრუნებ ზუსტად იქ საიდანაც ავიღე..-წიგნს მიბრუნებს, მე კი ყავას ვუსინჯავ გემოს.. ოტია, ჩემს გვერდით არ იყოს იდეალური დილა გამითენდა მეთქი ვიტყოდი, მაგრამ რომ არ იყოს ყავას ვინ მომიტანდა და თუ არ მომიტანდა მაშინაც არ იქნებოდა იდეალური დილა..
-მონიშნე.. თუ კი გსურს..
-რამდენჯერ გაქვს წაკითხული..?
-აღარ ვითვლი.. მივუბრუნდები ოდესღაც.. ყოველთვის ვბრუნდები..
-ჩემი ჭიქა მინდა..
-რომელი..
-შენ რა ჩემი თითოეული ჭიქა იცი..?
-ერთი ვიცი მხოლოდ..
-მეჩაგრება ეგ ჭიქა, მხოლოდ ეგაა ფერადი და საყვარელი შენს სახლში..
-ასეც დარჩება.. ერთ ჭიქას ვიტან, კიდევ მეტს აღარ, იცოდე..
-ისე მაფრთხილებ თითქოს ჩემი ფერადი ჭიქებით ვაპირებდე შენი სახლის აღებას.. ეგ ერთი ჭიქა ჩემი კომფორტისთვისაა..- აღარაფერს მპასუხობს.. ნელ-ნელა სხვებიც დგებიან.. წამოღებული საჭმლით მინი სუფრას ვშლით და ვსაუზმობთ.. ცოტა ხანს კიდევ დავყავით, უშგულში ყოფნა ალბათ არასდროს მომბეზრდება..
-კუდბაწარა, საქმე ცუდადაა..-ოტია მომიახლოვდა, სეირნობის დროს..
-რა ხდება..?
-ბუბამ დამირეკა.. დაფინანსება შეგვიწყვიტეს, ფილმის გადაღებები ვეღარ გაგრძელდებაო..
-რას ნიშნავს შეგვიწყვიტეს.. ეგრე შეიძლება..?
-როგორც ჩანს შეიძლება..
-მათი მოთხოვნა იყო ფილმის გადაღებები დაგვეწყო, მე და შენ ერთად გვემუშავა.. ახლა მათვე უნდათ შევწყვიტოთ..? სად არის ლოგიკა..
-წესიერად ვერ ველაპარაკე, თბილისში უნდა დავბრუნდე სასწრაფოდ..
-უნდა დავბრუნდეთ..- მოკლედ ვახსენეთ სასწრაფო საქმის შესახებ და უშგულიდან წამოვედით.. შემდეგ სასტუმროდან ნივთები წამოვიღეთ.. დიდ უდარანებს დავემშვიდობე.. უკვე დასრულებული წიგნი ჩავაბარე და წამოვედით..
-თითქმის მიზანთან ვართ, ახლა..?
-ზუსტად მაშინ როდესაც მიზანთან ახლოს ვართ, უკეთეს დროს როდის ნახავდნენ..- დამღლელი მგზავრობის შემდეგ, თბილისშიც ჩამოვედით.. სახლში დაგტოვებო, თუმცა უარი განვაცხადე.. რა მომასვენებს სანამ ბუბას არ ვნახავთ და არ გავარკვევთ რა ხდება..
ბუბას შევხვდით, ვეღარც ვუკავშირდებიო, რა არ ვეცადე და ვერაფერი გავაკეთეო.. არ მჯერა, ჩვენ რა ფილმის გადაღება მართლა შევწყვიტეთ..?
-ეს დასასრული არაა.. რამეს მოვახერხებთ..
-იცი მაინც რა რთულია სახსრების მოპოვება ფილმისთვის..? შენ მაინც არ გესწავლება..
-მშვენივრად ვიცი მაგრამ რა გავაკეთო.. უბრალოდ ხომ არ შევწყვეტთ, ბოლომდე არ უნდა მივიყვანოთ რაც დავიწყეთ../?
-ჩვენ უნდა.. არ არსებობს..
-ხომ გითხარი არსებობს..ჩვენ..
-არა მაგაზე არ მითქვამს, უკან მიიხედე..-უკან გავიხედე და არ მჯერა, კობა დაბრუნდა..? ემილის კობა დაბრუნდა..? დაგვინახა თუ არა, ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ..
-ამათ ვის ვხედავ..
-კობა, როდის ჩამოხვედი..?
-არც ისე დიდი ხანია, გავიკითხე თქვენზე და წასულები ყოფილხართ გავიგე.. აქ თუ გადაგეყრებოდით რას ვიფიქრებდით.. საით მიგეჩქარებათ../?
-უკვე არსად..
-წამოდით მერე ჩემთან დავსხდეთ.. გავიხსენოთ ძველი დრო..- არ მინდა მაგრამ უარს როგორ ვეტყოდით.. მასთან სახლში წლებია არ ვყოფილვარ, დედამისი ისევ დიდი სიყვარულით შეგვხვდა, მოგვიკითხა.. მთელი საღამო ვისხედით და ვსაუბრობდით.. მართლაც ვიხსენებდით წარსულს ემილით და აწმყოს მის გარეშე.. ამ წლების განმავლობაში მეგონა ვინმეს იპოვიდა, ვინც შეუმსუბუქებდა წარსულის ტკივილს, თუმცა ისევ მარტოა და ისევ ემილი უყვარს..
დავიშალეთ საკმაოდ გვიან.. ნივთების ატანაში დამეხმარა ოტია და მასაც დავემშვიდობე.. პირველად მომინდა ზებულონის წიგნი სახლში მქონოდა, ჩემი..ზებულონი მენატრება და ყველა სხვა პერსონაჟი.. ამ სახლში მარტოობას შემიმსუბუქებდნენ.. არც მეგობრები მეგულებიან ქალაქში.. ამიტომაც დასაძინებლად წავედი, ჩემდა გასაკვირად მალევე ჩამეძინა..
თუმცა მეგონა ყველაზე უარესი უკვე მომხდარია, ამაზე უარესი რაღა შეიძლება მოხდესთქო, ხდება.. ყოველთვის ხდება რაღაც საშინელება წინაზე თუ არ უსწრებს უტოლდება მაინც.. ზარი მაღვიძებს, ყველას ზარს ველოდი მაგრამ ამ ზარს არა..
-გისმენთ..
-ეს რა დამემართა შვილო.. მიცან..? ისევ მქონია შენი ნომერი, კობას დედა ვარ..
-დიახ დიახ გისმენთ.. რა მოხდა..?
-კობა აღარ მყავს შვილო, მომიკლეს..მომიკლეს.. ეს რა დღე გამითენდა..
-რას ამბობთ.. მოკლეს..?
-ექსპერტიზა უტარდებაო და არც კი მანახეს.. არ მჯერა, რა გავაკეთო არ ვიცი..
-განყოფილებაში ხართ..?
-კი..
-ახლავე წამოვალ..-ხელთ რაც მომხდა გადავიცვი, ოტიას დავურეკე და ვუთხარი.. გამოვდივარო და გათიშა.. განყოფილებაში შევხვდით კობას დედას.. ტირის, ხელებს იშენს თავზე.. ხმა აღარ აქვს.. დამამშვიდებელი დავალევინეთ..
-შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა მოხდა..?
-სავარაუდოდ გარჩევა.. რა მიზეზით ჯერ უცნობია..
-მეორე სად არის, ვინც.. ზიანი მიაყენა..
-დაჭრილია..
-რომელ საავადმყოფოშია..?-სახელი ახსენა თუ არა ოტიამ მამამის გადაურეკა..ხმამაღალზე ჩართო მეც, რომ გამეგო..
-გისმენ შვილო.. მეჩქარება, უცებ მითხარი.. ვინ..?.. ოპერაციას დედაშენი უკეთებს.. კარგი შეგატყობინებ როგორ ჩაივლის..- კობას ნათესავები მოვიდნენ და დედამისი ძლივს წაიყვანეს..
შემდეგ კი ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გააზრება ვერ მოვასწარით.. ის ბიჭი გადარჩა და დაიწყო კიდევაც გამოძიება.. ექსპერტიზა დასრულდა თუ არა, კობას პანაშვიდის და დაკრძალვის დღეებიც გამოცხადდა..
აი ახლა შემოსასვლელ კარებთან ძალიან ახლოს ვზივარ, ჩემს გარშემო უამრავი ხალხი ირევა, წინ კი კობა გვიწევს, სახეზე თეთრი ნაჭერი აქვს გადაფარებული, რადგან სახე იმდენად დაზიანებული აქვს, ვერც იცნობს ადამიანი, კობას დედას კი არ შეუძლია მისი ყურება.. ჯერ კობაა, მის წინ კი განადგურებული შვილმკვდარი დედა.. ვუყურებ როგორ მოთქვამს, არაადეკვატურად იქცევა, რას ალაპარაკებს ტკივილი.. და ვტირი, მე ხომ მეტი არაფერი შემიძლია ტირილის გარდა.. გაუჩერებლად ვტირი, უკვე თავი მისკდება, თუმცა ვერ ვმშვიდდები..
-სახლიდან გავიდა, რა ვიცოდი ასეთს თუ დამიბრუნებდნენ.. მთელი ღამე გავათენე, ვერ მოვისვენე.. ვეღარ ვუკავშირდებოდი.. ჩემო სიხარულო, რაღა ვქნა შენს გარეშე.. რა გავაკეთო მითხარი, ჩემს სიცოცხლეს რა ფასი აქვს..- მასთან ერთად ვათენებთ.. მეორე დღეს ისევ უამრავი ხალხი ირევა და ვასაფლავებთ..
. . .
-კიტა რაღაც უნდა გითხრა..
-რა მოხდა თინანო..
-საფრანგეთიდან დამირეკეს, ბოლოს გაგზავნილი ანალიზების პასუხები..-ხელები ჩამკიდა..
-მშვიდად, შენს გვერდით ვარ..
-ანალიზის შედეგები სახარბიელო არაა.. ეს არ ნიშნავს, რომ სიმსივნე დამიბრუნდა, თუმცა უნდა წავიდე..
-რას ნიშნავს უნდა წახვიდე..?
-საფრანგეთში უნდა წავიდე, გამოკვლევებისთვის, იქ უფრო სწრაფად გაირკვევა ყველაფერი და საჭიროების შემთხვევაში მალევე დავიწყებ მკურნალობას..
-ეს როდის გაიგე..?
-დღეს.. დარჩენას არ ვაპირებ..
-ამიტომაც წავალთ ორივე საფრანგეთში..
-წავალთ..?
-რა გეგონა იქ მარტოს გაგიშვებდი..?
-არაფერია ცნობილი, ორი დღით წავალ თუ თვეებით ზუსტად არ ვიცი..
-არ გინდა ჩემი წამოსვლა..?
-საქმე ამაში არაა.. აქ მთელი ცხოვრება გაქვს კიტა, შენი საყვარელი ადამიანები, ახალი შანსები შენი კარიერა განავითარო.. არ შეგიძლია ეს ყველაფერი უბრალოდ მიატოვო..
-არ მაინტერესებს, მოვდივარ შენთან ერთად, ეს არ განიხილება თინანო.. შენ მყავდე კარგად და დანარჩენს მოევლება..- იმ პერიოდმა გამიელვა წამიერად.. არა, ისევ რომ დაბრუნდეს.. იმ საშინელ გარემოში, ისეთ უსუსურს როგორ დავენახო.. არ მინდა.. მარტო უფრო გავუმკლავდები.. არ შემიძლია-თინანო.. ყველაფერი კარგად იქნება, ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით, ყველაზე უარესზე ნუ ფიქრობ..
-ყველაზე უარესზე თუ არ ვიფიქრე, მზად როგორ შევხვდე თუ ახდა..
-რატომ არ გინდა წამოვიდე..?
-ჩემი თავი მახსენდება და არ მინდა ისეთი დამინახო, სიცოცხლის ნიშან წყალი არ მეცხო.. გამოფიტული.. განადგურებული.. ვიმშვიდებდი თავს, ვერავინ მხედავს, გავძლიერდები და დავბრუნდები მეთქი.. ასეთს ვერ დამინახავ კიტა, არ მინდა..-ცრემლი მომერია, წამოვდექი..ისიც წამოდგა და მიმიხუტა..- ჩემთან აღარ გენდომება, გაქცევას ისურვებ, მოგინდება იქაურობას გაერიდო..
-რაც არ უნდა მოხდეს, კიტას ყოველთვის ენდომება თინანოსთან.. როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყო.. შენგან კი არა შენთან გამოვიქცევი ყოველთვის.. მიეცი შენს თავს საშუალება, სხვებზე ფიქრის მაგივრად, შენს თავზეც იფიქრო.. მაგრამ უარესზე ნუ იფიქრებ, აი ნახავ, წავალთ და კარგი პასუხებით დავბრუნდებით.
-ორ დღეში ვფიქრობდი გაფრენას..
-ასე მალე..?
-საქმეებს მოვაგვარებ და უნდა წავიდე, რას ველოდო..
-მეგობრებს მალე უნდა ვუთხრათ..
-ვეტყვი მივდივარ, აბა რას ვიზამ..
-რატომაც მივდივართ..
-სიმართლე ვუთხრა.. აარა, არა გამორიცხულია..
-შენგან ამას არ იმსახურებენ თინანო, სიმართლე უნდა იცოდნენ.. მხარს დაგიჭერენ, გაგამხნევებენ..
-ტყუილად უნდა ინერვიულონ..
-ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ უკვე..
-ცუდაად აეწყო ყველაფერი, კობას ამბის მერე ეს ის.. ჩემი ამბავი რა მოსატანია..
-სწორედაც მოსატანია.. დღეს ვიკრიბებით.. როგორც გინდა, თუმცა ჩემი აზრით უნდა უთხრა რაც ხდება შენ თავს, ეს უთქმელობა შენზე რამდენად ცუდად მოქმედებს კიდევ ვერ იაზრებ მგონი..- მანქანა გაჩერდა, ჩამოვედი, შენობაში შევედი და სამუშაო დღე დაიწყო, რადგან წასვლა გადავწყვიტე, შეუძლებელი უნდა გავაკეთო და ყველაფერი დავალაგო.. რა როგორ იქნება, ვინ რას გააკეთებს.. აქაურობას უჩემობა არ უნდა დაეტყოს.. მიუხედავად იმისა, იქიდან ყველაფერს ვაკონტროლებდი, მაინც არ მიდიოდა ისე როგორც მე მინდოდა.. ჩემი ხელია საჭირო, თუმცა იმდენად იდეალურად უნდა შევინარჩუნო, რამდენადაც შესაძლებელია..
დღე საკმაოდ გრძელი და დამღლელი გამოდგა, თუმცა ნაყოფიერი და ვინ ჩივის.. პირდაპირ შუქურაში მივედი, ყველა ადგილზე დამხვდა, კიტას მივუჯექი და სასმელი შევუკვეთე, ვინ იცის რამდენი ხანი ვერ დავლევ..
გვეტყობა ყველას თბილისში დაბრუნება, მთის სილაღე სვანეთში დავტოვეთ..კიტას სიტყვებზე მეფიქრებოდა მთელი დღე.. იქნებ ვუთხრა.. ჩემი მეგობრები არიან, მეგობრებიც არაა შესაფერისი, ოჯახის წევრები არიან.. ძალიან დავაშავებ თუ მოვუყვები../?
-რა ხდება თინ, დაიღალე..? ამდენი საქმე დაგახვედრეს..?
-წასვლამდე საქმეებს ვაგვარებ..
-საით..?-ოლღა
-საფრანგეთში მივდივარ..
-ვაა რა მაგარია, რამდენი ხნით..?-დარია..
-გააჩნია ექიმები რას მეტყვიან..
-რა ექიმები..-კიტას გავხედე.. წამიერად გავჩერდი და მოვუყევი ის რაც მოხდა, როგორ წავედი საფრანგეთში და როგორ დავრჩი დიაგნოზით.. ახლა კი ისევ მივდივარ..
-გოგო შენ სულ გადაირიე..? აქამდე როგორ არ გვითხარი.. რას ნიშნავს გვიფრთხილდებოდი.,. ასეთი მოფრთხილება ვის რად უნდა..-დარია..
-ძალიან მეწყინა თინა, ძალიან.. ამის დამალვა არ შეიძლებოდა, არაფრის დიდებით.. ეს არც კი ვიცი..
-ხომ მორჩა ყველაფერი, რაღატომ ბრუნდები..
-ანალიზებში ცვლილებებიაო.. მეც არ ვიცი.. კიდევ უნდა ჩავიტარო გამოკვლევები და ვნახავთ..აი ამის გამო არ მინდოდა მეთქვა, რა სახეები გაქვთ.. ასეთი სევდიანი სახეებით ნუ მიყურებთ.. ჯერ არ ვკვდები და თუ აქამდე მივიდა საქმე, კი გამოგემშვიდობებით..
-სიკვდილზე ხუმრობაც არ შეიძლება.. არაფერიც, ჩაფრინდები, მოივლი პარიზს და წამოხვალ.. არ მაინტერესებს..-ჯარჯი..
-ჩათვალე მხოლოდ დასასვენებლად მიდიხარ და ეგაა..- მეგონა თქმის შემდეგ უფრო დავმძიმდებოდი, თუმცა პირიქით, რაღაც ტვირთი მომეხსნა.. საღამო დასრულდა.. მეორე დღეს სამუშაოს გადავყევი და მესამე დღეს უკვე გავფრინდით..
სასტუმროს ნომრები ერთმანეთის პირისპირ.. დავბინავდით..და მეორე დღესვე ჩავიტარე გამოკვლევები.. კვირაზე მეტი ვიცადე, სანამ პასუხები იქნებოდა.. თარჯიმანთან ერთად შევედით ექიმის კაბინეტში, ფრანგული ვიცი სასაუბროდ, თუმცა ტერმინოლოგიას და ამდენ საბუთს ვერ გავიგებდი.. ექიმის საუბარს ვისმენთ აქა იქ სიტყვებს ვიჭერ, ოღონდ ვერაფერს ვიგებ.. თარჯიმანს ვუყურებთ და..
-რას ამბობს..?
-ყველაფერი რიგზეა..?
-ექიმმა თქვა რომ..
. . .
-ამ ქაოსს ვეღარ ვუმკლავდებით, შენ ხომ ხედვა ყველაფერი ერთმანეთს აუყვა..
-ჰოდა ამიტომაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დალაგებაზე, შემომხედე.. რაღაც ვიპოვე კობას სახლში..
-რაზე ამბობ..?
-წლებია ლექტორზე ვეჭვობდით კი არა დარწმუნებულები ვიყავით ის იყო ყველაფერში დამნაშავე.. ასე არაა..?
-ასეა მერე..
-ირინკამ თქვა ამხელა გაქანებს კაცი არ ჩანსო და ამან დამაფიქრა, ხელთ არაფერი მქონდა და ამ აზრს ყურადღება აღარ მივაქციე.. ახლა კი ამას შეხედე..-ფოტო გავუწოდე..
-ეს კობა და გვერდით..ეს მესამე ვინაა..?
-კობა, ჩვენი ლექტორი და ეს მესამე კობას ბიძაშვილია.. დედამისს ვკითხე ფოტოების დათვალიერებისას.. ზურაბ ალავიძე.. კობა მასთან იყოს წასული ეს წლები, ბიზნესმენია..მის საქმიანობას გადავხედე და ყველაფერი სუფთა..
-მერე ეგ რას გაძლევს..
-ზედმეტად წკრიალებს ყველაფერი, ერთ ცუდ კომენტარს, ცუდ შემთხვევას ვერ ნახავ.. ამიტომაც ირინკას ვთხოვე შეემოწმებინა..
-რამე ნახა..?
-ეტყობა აშკარად ვიღაცამ გაასუფთავაო..ამიტომაც მგონია ლექტორი კი არა ზურაბი თავში თუ არაა, გარეული მაინცაა ამ საქმეში..
-ის რომ მასზე უარყოფითი ვერ ნახე, არ ნიშნავს, რომ შავ ბნელ საქმეებშია გარეული..
-მის საქმიანობაზე ყველაფერი სუფთაა, მაგრამ მის სახელზე მაინცაა შემორჩენილი რაღაცები.. აშკარაა სუფთა ოფლით არ მოუპოვებია, უბრალოდ არ მისულა იქამდე, სადამდეც მივიდა.. თანაც კავშირი ვნახე.. ძველ ფოტოებს ვათვალიერებდით, ზურას ფოტო ვნახე, ოღონდ ჩამოხეული, აშკარაა მეორე ნაწილი აკლდა.. შემდეგ გამახსენდა ემილის ფოტო მაქვს, ზუსტად ასეთი ჩამოხეული.. ერთად ვნახე და აი..- შუაზე გახეული ფოტო, რომელიც შევაერთე და მივაწოდე..
-ემილი და ზურაბი ერთად..?
-ხომ იცი ლექტორი ემილს აწუხებდა, ვფიქრობ ზურა შეყვარებული იყო ემილზე, შეიძლება ემილიზე იეჭვიანა ან რამე ზუსტად არ ვიცი..
-მოიცადე მოიცადე, იმის თქმა გინდა, რომ ზურა კობას ბიძაშვილი, ამ საქმეებში მხოლოდ გარეული კი არა, სათავეშია..? და რა ემილი მან მოკლა..?
-სრულიად შესაძლებელია.. თანაც ირინკამ თქვა სიგნალი ლექტორის ლეპტოპიდანაა, თუმცა სიგნალი საზღვარგარეთიდან მოდისო.. რაც ყველაზე მეტად მაეჭვებს კობას დედამ მომიყვა ზურაზე, აქ ცხოვრების პერიოდზე, სულ ლეპტოპში იყოო, საქმიანობდაო, ისეთ რაღაცებს წერდა ვერც ვიგებდიო.. ვფიქრობ კოდირებაში და მსგავს რაღაცებში მშვენივრად ერკვევა..
-და ჩვენ გვითვალთვალებს..? ეს წერილები მისი გამოგზავნილია..? კობას სიკვდილი რაში აწყობდა..
-ბოროტ ხალხს რას გაუგებ, ალბათ ჩამოიშორა..
-არ ვიცი, იგივე შეცდომას ვეღარ დავუშვებთ, მხოლოდ კარგი მსჯელობა ნააზრევი საკმარისი არაა, მტკიცებულებები გვჭირდება.. ლექტორია დამნაშავე თუ ზურა.. ანდაც ორივე ერთად.. არაფერს გვაძლევს თუ არ დავამტკიცებთ..
-ჩამოსულია.. ზურა საქართველოშია..
-და ეგ რას გვაძლევს.. ასე რატომ იცინი რას გეგმავ..?
-სანამ შენ ჩვენი ფილმისთვის თანხის მოძიების გზას დაადექი, კავშირებით მოსაწვევები იშოვე..
ირინკამ მისი გეგმების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია.. ამ საღამოზე იქნება, რომელზეც ჩვენ ჯერ არ გვქონდა გადაწყვეტილი წასვლა, თუმცა ახლა აუცილებლად წავალთ..
-როგორღაც მასთან ახლო უნდა მივიდეთ, დავუმეგობრდეთ ან რაიმე სახის კომუნიკაცია დავამყაროთ, მასზე მეტი გავიგოთ და იქნებ მის საიდუმლო ბუნაგშიც შევაღწიოთ არაა..?
-ზუსტად..
-შორიდან მოვლით დიდად ვერაფერს გავიგებთ.. ახლოს მისვლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ვისურვებდით..-მთელი ამ დროის განმავლობაში დაფზე მარკერით ვხაზავდი და ვწერდი ინფორმაციას, თუმცა ახლოა რომ ვუყურებ, ოტიას სიტყვებში ვრწმუნდები.. ქაოსში ვართ..
-მართალი ხარ..
-რაში..?
-ახლა არ თქვი ვრწმუნდები ქაოსში ვართო..?
-ხმამაღლა ვთქვი..? -დაბნეულმა თავი დამიქნია..
-თუმცა როგორც ფილმზე მუშაობისას მნიშვნელოვან მასალას ვახარისხებთ და ისე ვაწყობთ კადრებს ერთმანეთზე სრული და ლოგიკური ფილმი გამოვიდეს.. მთავარია სწორი თანმიმდევრობით შევძლოთ კადრების განლაგება..
-ლოგიკურ თანმიმდევრობას ტყუილად ეძებ.. ჩათვალე ნოლანის ფილმში ვართ.. - ოტიას ზურგი ვაქციე..
-საით..
-ყავას გავიკეთებ და დავბრუნდები..
-მეც გამიკეთე..-დივანზე ჩამოჯდა და დაფას დაუწყო ყურება.. მის სახლში ვართ და ჩემი ნებით ვამზადებ ყავას მისთვის..? კი ლოგიკა ჩვენს ისტორიაში არ მოიძებნება.. კარადიდან ორი ჭიქა გადმოვიღე და გვერდი-გვერდ დავდე.. სანამ ყავა გამზადდება.. უნებურად ამ ორ ჭიქას მივაშტერდი.. თითქოს სხვადასხვა სამყაროდან შემთხვევით მოხვდნენ ერთად.. ყველაზე უცნაური კი ისაა, ეს არ მაწუხებს.. ნაცრისფერი ჭიქის ჩანაცვლება საერთოდაც აღარ მინდა..ასატანია.. ხანდახან მაინც.. ყავა მზადდება და ყავით სავსე ჭიქას მაგიდაზე ვალაგებ..
-წყალი დალიე..?
-რა..?
-დღეს წყალი დალიე..?
-არა..
-მერე დაიწუწუნებ თავი რატომ მტკივაო და მეც უნდა ამატკივო თავი.. - ყავის დალევას ვასრულებ თუ არა მშივდება.. ახლა მახსენდება დღეს არაფერი მიჭამია.. თან სახლში წასვლის დროა, ბურგერისთვის ხომ არ გავჩერდე გზად..? რომელიობიექტია ყველაზე ახლოს..? ცხელი თონის პური და ყველი.. როგორ მიყვარდა ბებიასთან..
-ეს რა არის..?
-წყლით სავსე ბოთლი.. რა უნდა იყოს..
-მე რატომ დამიდგი წინ..?
-შენ უნდა დალიო და იმიტომ..
-სახლში უნდა წავიდე..
-არა, საღამოს ამბები უნდა მოვითათბიროთ..
-მიდი მოვითათბიროთ..
-მშიერ კუჭზე არაფრის განხილვას არ ვაკეთებ.. რამე შევჭამოთ და მერე..
-მშვენიერია..
-სანამ რამეს გავაკეთებ წყალი დალიე..
-კუთხეში დამაყენე ბარემ..
-გემრიელობას აღარ მოგიტან.. მერე იბოდიალო სწრაფი კვების ობიექტებში..-ალმაცერად გავხედე, ჩემი აზრები წაიკითხა ვითომ..? სამზარეულოში გავიდა, მე კი მართლაც დავიწყე წყლის დალევა.. წყლის ბოთლით ხელში და ცარიელი ყავის ჭიქებით გავედი სამზარეულოში.. ბოთლი დროებით გვერდით გადავდე და ჭიქები დავრეცხე.. ოტიას გავხედე, რომელიც მწვანილს ჭრის..
-წასახემსებლად მწვანილს მთავაზობ..?
-მაცდი დასრულებას..?
-შენ მომზადება გეხერხება დავიჯერო..?
-ნიდას შვილიშვილი ვარ, ხომ არ გავიწყდება..ნიდას მომზადებული გინდა რამე არაა..?
-უმეტესწილად კი, ახლა იცი რა მინდა...? კაი გემრიელი ხაში, არაყთან ერთად..
-შენ და ხაში.. ?
-ხო რა მოხდა, თუმცა შენს მომზადებულ მომწამვლელ რადიოშემცველ სალათას დავჯერდები..არ იჯავრო..
-ბოლოს როდის ჭამე ხაში..?
-ამმ თინას მამასთან ერთად.. არ მახსოვს დიდი დრო გავიდა.. მიდი ხელს აუჩქარე..
-წასვლის დროა..?
-მშია ოტია.. ვკვდები შიმშილისგან..-სალათის გაკეთება დაამთავრა.. თეფშის გადმოღება დააპირა, გავაჩერე..-სულ ბოლო გადმოიღე და არა ის, რომელიც თავში დევს..
-რატომ? რა მნიშვნელობა აქვს..?
-მეცოდება..
-ჭურჭელი..?
-ვიცი ვერაფერს გრძნობს, მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობ თავს, თუ არ ავირჩევ ბოლოს.. წარმოიდგინე ეს თეფში ხარ, შენს რიგს ელოდები და არავის აინტერესებს, ხომ გეწყინებოდა..?
-კარგი იყოს როგორც გინდა..- მეგონა დამცინებდა და არად ჩააგდებდა ჩემს ნათქვამს, ის კი უბრალოდ მთანხმდება..? ცარიელი ორი თეფში გავიტანე, ოტიამ სალთა გამოიტანა.. გადმოვიღე და ჭამა დავიწყე.. ტყუილად ვწუწუნებდი ვერ დამანაყრებს მეთქი.. ეს რა მართლა ოტიამ მოამზადა..? სალათას დავხედე შემდეგ ოტიას, რომელიც დინჯად და აუჩქარებლად მიირთმევს..
-თან დავიწყოთ.. ყველაფერი მომიყევი რაც იცი, მე კი გეტყვი რა მითხრა ირინკამ..- საღამოს გეგმები დავაწყვეთ.. ვისადილეთ და სახლში წავედი.. საღამო ახლოვდება მომზადება მჭირდება..
დრო სწრაფად გავიდა, აი ახლა სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვაკვირდები.. წითელი ტუჩსაცხი დიდი ხანია არ არ მიჰკარებია ჩემს ტუჩებს.. მხოლოდ ახლა რატომ ვამჩნევ ამას არც კი ვიცი.. სანამ ასეთი ფორმით სახლიდან გავალ და კიბეებს ჩავუყვები, რადგან ლიფტი გაფუჭდა.. ზარი შემოდის ოლღასგან..
-აბა დამენახე..
-ერთი ჩვეულებრივი საღამოა ოლღა, ისე ამბობ თითქოს კონკია ვიყო და ჩემს პრინცთან შესახვედრად ვემზადებოდე..
-რა იცი იქნებ გადაეყარო კიდეც შენს პრინცს..თუმცა თუ ოტია გეყოლება გვერდით პრინცი დაშინდება და გაგექცევა..
-ისტორიაში კონკია არ გარბის..?
-დარიას ისტორიაში ვართ და არა კონიას, რა ვიცი რა მოხდება.. დამენახე..-ტელეფონს რაფაზე ვდებ, ვაყუდებ და უკან ვიხევ..
-აბა როგორია..?
-დარია ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურები და მგონია ხოლმე ასეთ დღეში ისეთი რაღა უნდა ჩაიცვას მისი ყოველდღიურობისგან განსხვავებული მეთქი, ვცდებოდი.. საოცრად გამოიყურები.. კარგი ახლა უნდა წავიდე მეჩქარება, კარგი დრო გაატარე.. აბა შენ იცი..
-მადლობა ჩემო სიხარულო, ბედნიერად..-ზარი წყდება..სარკეში კიდევ ერთხელ ვიხედები და სახლს ვტოვებ.. ტაქსიში ვჯდები, მძღოლს ვესალმები.. სასიამოვნო მელოდიამ და მძღოლის მუსიკალურმა გემოვნებამ გამაოცა.. თავიდან ვერ გავიხსენე თუმცა გვიან ამომიტივიტვიდა.. Celeste - Ideal Woman


I may not be your ideal woman
The heaven in your head
The one that's gonna save you
From all your discontent
May not be your ideal woman
The freedom that you'd get
Please don't mistake me
For somebody who cares..


იმდენად ვიყავი დაკავებული, ვერც გავიაზრე ისე მივედით დანიშნულების ადგილას, მანქანიდან გადმოვედი თუმცა ტექსტი და მელოდია ჯერ კიდევ ჩრდილივით მომყვება უკან.. იქვე დავინახე ოტიაც, ჩემკენ მომავალი.. როდის შემომხედა არ შემიმჩნევია, თითქოს სულ მიყურებდა.. ისევ ტექსტს და მელოდიას ვუბრუნდები..


I like to think it's because I look good
Too good, too good, too good
Some others may say it's because I lack patience
Always got something to say when you're not around..


-კუდბაწარა.. -ისევ საწყის ვუბრუნდები.. გონებაში ვღიღინებ..I may not be your ideal woman..
-ოტია.. იმედია არ დამაგვიანდა..
-როდის არ გაგვიანდება..-სამკლავური გაამზადა, მეც ვეყრდნობი და შენობაში შევდივართ.. ჩვენს მაგიდას ვუახლოვდებით, სადაც ჩვენი სახელებსაც ვამჩნევთ შორიდან..
იმედია ზურა ჩვენს მაგიდასთან ახლოს მაინც იჯდება.. ხალხი ირევა, მაგიდები ივსება.. სულ ოდნავ შამპანურის ჭიქიდან სითხე მაგიდაზე იღვრება .. ამ დღეს მაინც ხომ შეიძლება არაფერი გავაფუჭო..
-ყველაფერი რიგზეა..?-ჩემს მოპირდაპირედ მჯდომი ზურაბ ალავიძე მეკითხება ამას..? ჩემს ფიქრებში ისევ ისე გავერთე სამყაროს გამოვეთიშე და ვერ შევამჩნიე როდის დაჯდა ჩვენს მაგიდაზე, ჩვენს მოპირდაპირედ.. სასწაული..
-დიახ, მადლობა.. ჩემი მოუხელთებლობის ბრალია..- ამასობაში ოტია ჩემს ხელს იღებს, ხელსახოცს დებს, ჩემს ხელს თავის ადგილზე აბრუნებს.. თითქოს არაფერი მომხდარა..
-თქვენ დარია ხომ არ ბრძანდებით, სცენარისტი ხომ..?-იქვე მყოფი უცნობი მეკითხება, თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად..- უსაქმურ ხალხს რა დალევს, რამდენი ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს თქვენზე..
-დიახ ნამდვილად..
-მომიტევეთ, ძალიან მიყვარს თქვენი შემომედება და თვალს გადევნებთ..
-უღრმესი მადლობა..
-მარტო ბრძანდებით..?
-ჩემს რეჟისორთან ერთად.. - უფრო სწორედ რეჟისორთან ერთად, რომელთან ერთადაც ახლა ვმუშაობ.. ეს დაამატე, უთხარი, მგონი ცუდად გამომივიდა, ანდაც ასე რატომ ვთქვი.. თუმცა ტყუილია..? ოტია ხომ ჩემი რეჟისორია..
-თქვენ..
-ოტია უდარანი..
-აა თქვენს შესახებ მსმენია..- საღამო გრძელდება.. ჩუმად ვეკამათები ოტიას, რაღაცაზე მეღიმება, ზურა დგება და ჩემკენ მოდის..
-თქვენი რეჟისორი ერთ ცეკვას ხომ არ მიწყენს..? - ოტიას გავხედე, საშინლად არ ესიამოვნა, მე გამომხედა, რაც იმას ნიშნავს თავად გადაწყვიტეო.. უხერხულად ვარ, თუმცა ჩემს ხელს ზურას ხელს ვაგებებ და საცეკვაო ადგილისკენ მივდივართ..
მე მქონდა დაგეგმილი მასთან მიახლოება, ის კი ამას თავად აკეთებს, ეს არ მომწონს, თითქოს მე მივყვებოდე მის გეგმას და არა ის ჩემსას.. იმას ვერ ვხვდები, ზურას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მიმართებით გეგმები..? ჩემი არსებობის შესახებ, წესით არც უნდა იცოდეს..-იმედია თავხედობაში არ ჩამითვლით, ჩავთვალე თქვენთან მხლები მხოლოდ კოლეგაა და თავს უფლება მივეცი ერთი ცეკვა მეთხოვა..- მგონია ხოლმე ცუდ ადამიანებს ეტყობათ ცუდი ადამიანები არიან..? მაშ ზურას სახეზე რატომ არ აწერია " მე ბოროტი ვარ, არ მომეკარო" სანდომიანი ადამიანი ჩანს, არ ვიცოდე ვინ არის.. არ ვიცი, შეიძლება მისი ხელი ჩემს წელზე ამდენად მძიმე და ზედმეტი არ ყოფილიყო..
რაღაც ვუპასუხე, თავიდან ამომივარდა რა ვუთხარი.. სანამ მეორე ცეკვაზე დამითანხმებდეს, ოტიას შევხედე წამიერად, არ ვიცი რა დაინახა ჩემს თვალებში, წამოდგა, თავაზიანად გაუღიმა.. დღეს მეხსიერების პრობლემა მაქვს თუ სმენის..? არ ვიცი რა უთხრა.. მხოლოდ ის ვიცი ახლა ოტიასთან ვცეკვავ..
-მადლობა..
-თუ არ გინდოდა არ უნდა გეცეკვა.. უარი გეთქვა..
-მასთან დაახლოებას არ ვცდილობთ განა..?
-არა..უფრო სწორედ ასე არავითარ შემთხვევაში..
-არაფერი დაუშავებია, არაფერი უთქვამს..
-შენთვის ხომ არ იყო სასიამოვნო, მთავარი ესაა..
-არც ეს ცეკვაა ჩემთვის სასიამოვნო..
-სიმღერა დასრულდება და ხელს გაგიშვებ, ახლა რომ დავიშალოთ, იფიქრებს ტყუილად წავართვი შენთან ცეკვის შესაძლებლობა..
- იქ არიან ის ადამიანები ვისაც ჩვენს ფილმზე უნდა გაესაუბრო, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა.. ამიტომ უნდა დავიშალოთ როგორც კი დამთავრდება სიმღერა..
-არ უნდა გააკეთო რაც არ გსიამოვნებს..
-ბოლო პერიოდში ამის გარდა რამეს ვაკეთებთ..? ერთად ვმუშაობთ მე და შენ.. ეს ხომ ტანჯვაა..
-ნამდვილად ტანჯვაა..-წყვილს რომ არ დავჯახებოდით, მისკენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიე..- იცი რაზეც მაქვს საუბარი..
-ჩემს თავს მივხედავ, ადგილს დავუბრუნდები და..
-არა, ჩემთან ერთად წამოხვალ.. ამ ფილმის სცენარისტი ხარ ბოლო-ბოლო..
-დარწმუნებული ხარ..? -შამპანურის დაღვრა გამახსენდა, მე ხომ არ გავაფუჭებ ისევ რამეს..?
-გვერდი უნდა დამიმშვენო.. - სიმღერა სრულდება, ნელ-ნელა მივემართებით იქ მდგომი ნაცნობი სახეებისკენ.. ოტია ესალმება, ჩემს თავს აცნობს.. საუბარს ვიწყებთ, ფილმებამდეც მივედით.. რამდენად გვაკლია საქართველოში ქართული ფილმები, ადრე როგორი კარგი ფილმები იქმნებოდა და ახლა როგორ დანაკლისს განვიცდით, დიდი პოტენციალის მიუხედავად.. ჩვენს ფილმზეც ვისაუბრეთ, დაინტერესდნენ..
მიმტანი შამპანურის ჭიქასთან ერთად ქაღალდის ნაგლეჯს მაწვდის.. თუმცა რაღაცას მეკითხებიან და საუბარში ვერთვები..
-სხვა დროს, სხვა ადგილას, ამაზე საუბარი უნდა გავაგრძელოთ..
-ნამდვილად..
-დროებით დაგემშვიდობებით.. ნახე ოტიაა, ჩვენი ფილმით დაინტერესდნენ, იქნებ რამე გამოვიდეს..
-ხელში რა გიჭირავს..?
-რა მიჭირავს..?- შემდეგ მახსენდება ქაღალდის ნაგლეჯი, ვხსნი და თვალები მიფართოვდება, ჭიქა გამივარდებოდა კიდეც ოტიას, რომ არ გამოერთმია..
-რა წერია..?- ფურცელს ვაწვდი.. " მტკიცებულება მაქვს.. კობა ცოცხალია "..- ეს ვინ მოგაწოდა..?
-მიმტანმა, შამპანურთან ერთად.. ეს შეუძლებელია არაა..? ბოროტი ხუმრობა..?
-წამოდი, ჰაერზე გავიდეთ..- ხელს მკიდებს და გარეთ აივანზე გავდივართ..
-გვეთამაშება არა..? ის იქ ზის მშვიდად და გვეთამაშება არა..?
-ზუსტად არ ვიცით ზურა ამ საქმესთან რა კავშირშია..
-მტკიცებულების ჩვენებას როგორ აპირებს, ვინც არ უნდა იყოს..? არა, ამით ჩვენი წამება და დაეჭვება უნდა..? მე ვინ დავმარხე აბა.. ვინ დავიტირე.. არა, ეს შეუძლებელია..-ზარი ოტიას ტელეფონზე ისე მკაფიოდ გაჟღერდა, თითქოს შიგნით მუსიკის და უამრავის ხმა აღარც ისმოდა, ტელეფონს დახედა და უპასუხა..
-კიტა გისმენ.. ახლა მე.. რა ? პასუხები როგორია..?
-ხმამაღალზე ჩართე..-ჩართო..-კიტა მეც აქ ვარ..
-სალამი.. მოკლედ როგორც ჩანს სიმსივნე ბოლომდე არ გამქრალა..
-რას ამბობ..
-საწყის ეტაპზეა, მკურნალობას ექვემდებარება და საშიში არაფერიაო.. რაღაც მინდა გთხოვოთ, რა თქმა უნდა უნდა მოიკითხეთ, თუმცა არ მინდა აგრძნობინოთ თითქოს გეცოდებათ, რაღაც განაჩენი გამოუტანეს ან რამე მსგავსი.. ჩემს წამოსვლაზეც ძლივს დავითანხმე, არ უნდა ძალიან ინერვიულოთ..
-ახლა როგორაა..?
-კარგადაა, ისვენებს.. ხვალ დაგირეკავთ, ჩვენს ჩატში ყველასთან ერთად.. უნდა წავიდე..
-აბა შენ იცი..-ზარი გაწყდა..
-რამე არ მოუვიდეს, რა გავაკეთო..?
-დამშვიდდი, თინას არაფერი მოუვა, ძლიერია, თანაც საწყის ეტაპზე მკურნალობს.. ეს კარგია..
-კარგია..
-წარმოიდგინე ბოლო ეტაპზე გაეგო.. უნდა გვიხაროდეს ახლა სადაცაა..
-არ შემიძლია.. არა ვერ გადავიტან.. კიდევ ერთი მეგობრის დაკარგვა.. არა...
-შემომხედე..- მხრებზე ხელებს მკიდებს აქეთ-იქით მოსიარულეს მაჩერებს..-ყველაფერი კარგად ჩაივლის, თავი ხელში უნდა აიყვანო, ესეთ მდგომარეობაში გინდა თინა გხედავდეს..? შენს გამო გინდა ინერვიულოს..? გგონია ეს მასზე არ იმოქმედებს..? სანერვიულო არაფერია, მარტო არაა, გვერდით კიტა ჰყავს.. ჩვენც დავურეკავთ, გავამხიარულებთ..
-კარგი..
-კარგი..?
-მართალია, თავი ხელში უნდა ავიყვანო, ზედმეტად დიდი ხანია გამოსულები ვართ, დაბრუნების დროა..
-შეგიძლია, შიგნით შესვლა და ისე მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა..?
-შევძლებ..- ერთხელაც გავხედე ეზოს, შემდეგ ოტიას და ბოლოს შენობაში დავბრუნდით.. ფოკუსირდი, ახლა ამ მომენტზე, მათ უსმინე რაზე საუბრობენ.. ნუღარაფერზე ნუღარ ფიქრობ..
-დარია..დარიაა..-ოტიამ მიმითითა, რომ მე მესაუბრებიან..
-დიახ..
-თქვენც ასე ფიქრობთ..?
-უკაცრავად ყურადღება გამეფანტა, რასთან დაკავშირებით..?
-ოტიამ თქვა რატომაა თქვენი ეს კონკრეტული სცენარი გამორჩეული სხვებისგან..
-ოტიამ თქვა..?-ოტიას გავხედე..
-იმიტომ რომ არ ფიქრობდი ვინმე წაიკითხავდა..
-ფიქრობთ რადგან ეს მხოლოდ თქვენთვის იყო, სძენს განსაკუთრებულობას..?
-თავისებური ხიბლი ექნება ალბათ.. სხვენში ნაპოვნი საიდუმლოდ გადანახული წერილივითაა, მხოლოდ იმიტომ გაინტერესებს, დაგიმალეს.. წესით არ უნდა წაგეკითხა, თუმცა შენს ხელთაა..
-არავის ეგონა ამდენი ხნით თუ გაუძლებდით ერთად მუშაობას..-ზურაბის ხმა გავიგონე, მისთვის შეხედვა აზრადაც არ მომსვლია, არადა ეს ხომ მექანიკურია უმეტესწილად.. გეძახიან..? ხმისკენ იხედები, უყურებ..
-ვმუშაობთ და კიდევაც გავაგრძელებთ ერთად მუშაობას..-ოტია..
-გავიგე სპონსორი დაგიკარგავთ, ნუთუ შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას..
-თავად ნახავთ, მხოლოდ ერთი სპონსორი არ დაიარება..
-იმედი მაქვს..
-ჩემდა გასაკვირად ზურა ადრე ტოვებს მაგიდას და აღარც ბრუნდება.. გარშემო ვიყურები, იმ მიმტანს ეს ნაგლეჯი, ვინც მომიტანა ვეღარსად ვხედავ.. საღამო სრულდება და ჩვენც ვტოვებთ შენობას.. ტაქსიში ვსხდებით და ერთდროულად მოგვდის მესიჯი.. ვიხედებით..
" რამდენად დიდია სურვილი თქვენი ძვირფასი მეგობრის ნახვისა..? რაზე ხართ წამსვლელი ? "
-ჩვენგან რა უნდა უნდოდეს..?
-მალე გავიგებთ..
-ოტია არ უნდა ვუპასუხოთ..?
-არა, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა, ასე მარტივად ვერ დავიჯერებთ..
-მტკიცებულება მაქვსო..
-ჩვენ ჩვენს მტკიცებულებას მოვიპოვებთ..
. . .
-ბარბი მოიცადე..
-რა მოხდა..?
-არც კი ამიხსნი..?
-რა უნდა აგიხსნა ჯარჯ..?
-უშგულიდან წამოსულს, მესტიაში დაბრუნებული ვიგებ თბილისში წამოსულხარ.. რატომ არ მითხარი დაბრუნებას თუ აპირებდი..
-და ისევ შემეშალა შენი გეგმებისთვის ხელი..?
-ეგ ხომ უკვე განვიხილეთ, ხელს არ მიშლი მეთქი..
-მოვიწყინე და დავბრუნდი..
-მეგობრებთან ერთად იყავი და მოიწყინე, კიტამ როგორ მოგაწყინა ერთი..
-კიტა ჩემი პირადი ჯამბაზი კი არაა..
-აბა მე ვარ შენი პირადი ჯამბაზი..?
-ეგ რა შუაშია..?
-შენ ხომ ჩემს გარეშე მოიწყინე, აღიარე რატომ დაბრუნდი..
-შენ ხომ გყავდა გამრთობები სამაგიეროდ..
-რა..?
-აი ნაცნობები შეგხვდნენ და აღმოაჩინე ერთი გზა გქონიათ.. იმათ არ გაჰყევი..?
-გავყევი.. ეგ არაა მნიშვნელოვანი, მე გკითხე..
-ეგაა მნიშვნელოვანი, თბილისში წასვლას კი არა შენთან ერთად დაბრუნებას ვაპირებდი უშგულიდან.. ლაშქრობაში ჩემი თავის იმედის არ ქონის მიუხედავად..
-რატომ..?
-რისი მოსმენა გინდა ჯარჯ..?
-ვისი იმედი გქონდა, თუ არა საკუთარი თავისა..?
-შენი იმედი მქონდა სამაგიეროდ..
-მოიცადე, მოიცადე.. ჩემთან ერთად აპირებდი წამოსვლას, რატომ არ მითხარი..?
-არ გითქვამს წამოდიო და იმათთან ერთად როცა გადაწყვიტე, ვიფიქრე გამოუცდელის წამოსვლა ზედმეტი ტვირთი იქნებოდა.. ჰოდა დავბრუნდი მანქანით, ჯერ მესტიაში შემდეგ თბილისში..
-ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყავი..
-რა..? ხომ გითხარი ისინი..
-გგონია ჩემს ცხოვრებაში შენზე მნიშვნელოვანი არის ვინმე..? მათთან ერთად საერთოდ არ წავიდოდი, მხოლოდ მცოდნოდა წამოსვლა გინდოდა..
-აჭარბებ..
-რას..? ჩემს ცხოვრებაში შენს ადგილს..? იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის..? კი არ ვაჭარბებ შენ ჯერ კიდევ ვერ ხედავ..- ამ დროს გაიღო კარი და ირაკლი შემოვიდა, მოგვესალმა, ჩვენც მივესალმეთ..
-ძალიან კარგი ვარჯიშის დღე მქონდა, მაგრად კი დავიღალე..-სამზარეულოს მიაშურა, ჭიქა წყლით აავსო და აიღო..- წყალს გადავივლებ და დაგიბრუნდებით..
-თინასთვის უნდა დაგვერეკა..
-საუბარი გადაგაქვს, როგორც ყოველთვის..
-სათქმელი არ ითქვა..? კიდევ დაგრჩა რამე..?
-შენ არ დაგრჩა..?
-რისი მოსმენა გინდა ჯარჯ..? იმას რომ ვნანობ და ვფიქრობ რა კარგი იქნებოდა შენთან ერთად წამოვსულიყავი..? როგორ ვიეჭვიანე..? კი და კი.. საშინელი მეგობარი ვარ..
-მინდა საშინელი მეგობარი იყო..
-რა..? ეგ რას ნიშნავს..?
-კარგად იცი რასაც ნიშნავს..- ზარი შემოდის, საერთო სამეგობროს ჩატში, ოტიასგან.. მე ვპასუხობ, დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოდიან.. ყველანაირ სისულელეს მოვედეთ, ბევრი ვისაუბრე, ვიცინეთ.. თინა გაღიმებული დავინახე თუ არა ცოტა დავმშვიდდი, მშვენივრად გამოიყურება, იმის ფონზე რაც ახლა მის თავს ხდება..
ზარი გაწყდა თუ არა, ირაკლი გამოვიდა, სამზარეულოში შევიდა, იკითხა ჩვენც ხომ არ გვინდოდა..
-შენი და სოკოს არ შეჭამს..
-ალერგია გაქვს..?
-არა..-ვუპასუხე..
-უბრალოდ ვერ იტანს, რაც თავი მახსოვს..- ირაკლი მალევე ისევ გადის სახლიდან, როგორც თავად დაიბარა, მეგობრებთან.. ჯარჯი წამოდგა..
-სად მიდიხარ..
-სახლში, სად წავალ..
-ახლა..?
-არ მითხრა მარტო დარჩენის მეშინაო.. მარტო ცხოვრობდი ამდენი ხანი..
-აღარ ვცხოვრობ მარტო..არ მეშინია, უბრალოდ რატომ ჩქარობ..?
-დავიღალე ოლღა..
-დაისვენე..
-შენ არ მაძლევ დასვენების საშუალებას..
-მე რა შუაში ვარ..?
-შენს მიერ დაყრილმა ნამცეცებმა დამღალა..
-მართლა გაუგებარია, რაზე საუბრობ..?
-ერთ წამს ისე იქცევი, ვფიქრობ შეიძლება შენც..
-მეც რა..?
-მართლა ვერ ხვდები..? ანუ მეჩვენება და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს თავში ხდება..?
-ჯარჯ.. მე..
-მთელი გულით ვცადე დამევიწყებინე ბარბი, ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, ჩემს თავს ვეუბნებოდი, ოლღა მეგობრად გთვლის.. რასაც შენ მის მიმართ გრძნობ არასწორია მეთქი, მაგრამ ხანდახან სულ პატარა იმედი მიჩნდებოდა, იყო შანსი იმისა, შენც გეპასუხა ჩემი გრძნობებისთვის.. ახლა კი ცხადია ვცდებოდი, ასე არა..? შანსი არასდროს მქონია..
-რა ნამცეცები.. რა შანსი.. სად მიდიხარ.. მოიცადე.. არ შეიძლება ასე უბრალოდ ადგე და წახვიდე.. ჯარჯი გაჩერდი.. ვერ დაგკარგავ..
-შენ თუ არ დამკარგავ, ჩემს თავს დავკარგავ..
-ასე ნუ მომექცევი..
-გახსოვს მამაშენის ნათქვამი, რთულია შენნაირი ქალის სიყვარულიო, ცდებოდა.. შენი სიყვარული ყოველთვის მარტივი იყო, ყველაზე ბუნებრივი რამ.. როგორ შეიძლება შენ არ შემყვარებოდი..ასე გაგრძელება აღარ შემიძლია..
-სულ გაგიჟდი..? -კარებს ავეფარე..-არ წახვალ, დაჯექი..
-ოლღა..
-არა, ასე ვერ წახვალ.. გთხოვ, დაჯექი.. -შეტრიალდა და დივანზე ჩამოჯდა..-ეს სიმართლეა..?
-გგონია ვხუმრობ..?
-როგორ ვერ შევამჩნიე..
-არ დაინახე რისი დანახვაც არ გინდოდა..
-და რას აპირებ.. გინდა ჩემი ცხოვრებიდან გაქრე, ისე თითქოს არც გიარსებია..? მთელი ეს წლები რაც ერთად მოვდივართ, გინდა წყალში ჩაყარო ერთი ხელის მოსმით..?
-გგონია ეგ მინდა..? უკანასკნელია რასაც ვისურვებდი ოლღა.. მაგრამ ყოველ დღე იცი რა რთულია გრძნობების დამალვა..? სულ იმაზე ვფიქრობ, როგორც შენი მეგობარი, ისე ვიქცევი..? ზედმეტი ხომ არ მომდის..? დავიღალე, ჩემმა თავმა დამღალა.. ასე თუ გაგრძელდება ჭკუიდან შევიშლები..
-უბრალოდ, აღარ მნახავ..? თვალს ამარიდებ..? ამის გაკეთებას სერიოზულად აპირებ..?
-ქვეყნიდან მივდივარ..
-ჩემს გამო..?
-ნაწილობრივ.. მოგვიანებით ვაპირებდი, წასვლას, თუმცა ვგონებ უკეთესი იქნება წასვლის დროს თუ გადმოვწევ..
-სად მიდიხარ..? რისთვის..?
-რა მნიშვნელობა აქვს..
-ჩვენს გეგმებზე რას იტყვი, მარათონი..
-არ უნდა დაგთანხმებლიყავი, მეგონა შევძლებდი მიზნის ბოლომდე მიყვანას, მარტოს მოგიწევს სირბილი..
-არ მინდა, მე შენთან ერთად მინდოდა.. მალე დაბრუნდები..?
-ზუსტად არ ვიცი..
-სულ მიდიხარ..? ჩემს გამო ყველაფერს არ უნდა ტოვებდე..
-მჭირდება ცვლილებები ცხოვრებაში, ზედმეტად დიდი ხანია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნი, ახალ ადგილებს ვნახავ, ვისწავლი.. დიდი ხანია თავს ვიკავებ, არ მინდოდა ნაცნობი გარემოს დატოვება, ოჯახის, მეგობრების.. შენი.. თუმცა ახლა უკეთესი იქნება თუ წავალ..-ფეხზე წამოდგა, მეც წამოვდექი.. კარები გააღო, გამომხედა, როგორ მინდა მასთან მივიდე, ჩავეხუტო და ვუთხრა არ წავიდეს, არ დამტოვოს.. ნაბიჯს ვდგამ, თუმცა ვერ ვუახლოვდები, კარებს კეტავს და მიდის.. აქამდე უნდა მივჩვეულიყავი, მე ხომ ხშირად მტოვებენ ადამიანები, ასეთი მტკივნეული არ უნდა იყოს..
ვინ დამიჯერებს თუ ვიტყვი, ამდენად მშობლების მიტოვება არ მტკენია, როგორც ჯარჯის დანახვამ, როგორ გადააბიჯა ზღურბლს.. ჯარჯიზე კარგი ქვეყნად არავინ მეგულება, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო. მიგებდა, სხვებისთვის კაპრიზული, თუ გახლდით, მისთვის უბრალოდ ბარბი და სხვანაირად არც შემოუხედავს ჩემთვის.. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს მე ვუყვარდე ?
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, როდესაც ირაკლი დაბრუნდა.. ჯერ არ დავუნახივარ, ნივთები დააწყო..
-აბა რა ხდება..? ჯარჯი სადაა..? უყურეთ უკვე ფილმს.. რა გჭირს, შენ რა ტირი..? - გვერდით მიჯდება, მე კი ხმას ვერ ვიღებ, არ მინდა ხმამაღლა გავაჟღერო, თითქოს უკან დასახევს ვიტოვებდე.. თუ ვიტყვი რეალური გახდება, მე კი არ მინდა დავიჯერო, თუმცა სხვა გზა აღარ მაქვს..
-ჯარჯი წავიდა..
-მერე რა გატირებს, გამიხეთქე გული, დაბრუნდება, ხვალ ნახავ..
-აღარ დაბრუნდება, ჩემთან..
-იჩხუბეთ..?
-ნეტავ გვეჩხუბა, ნეტავ შესარიგებლად გვქონდეს საქმე..- მოვტრიალდი ირაკლისკენ..- ჩემი ჯარჯი წავიდა ირაკლი, ვინ იცის შეიძლება აღარ დამიბრუნდეს,,
-მოდი ჩემთან..-ჩაეხუტა..-ჯარჯის ხომ იცნობ, ჯარჯია.. შენ როგორ უნდა დაგტოვოს..
-შენ არ გესმის..
-რა არ მესმის..მოიცადე მოიცადე.. გამოგიტყდა არა..? როგორც იქნა ჯარჯი გამოგიტყდა, შენ კი რა გააკეთე..?
-გავუშვი..
. . .
-ისე ჩანდა თითქოს დაინტერესდნენ, მაგრამ ყველა უარს როგორ გვეუბნება..?
-ჩემი აზრით ამ ამბავში ზურას ხელი ურევია, ჩვენით, შენით ჩანდა ძალზედ დაინტერესებული..
-და რა ყველას უარი ათქმევინა..?
-სრულიად შესაძლებელია..
-სხვა გზას გამოვნახავთ, აუცილებლად..
-არა, თუ ყველა მოისყიდა შანსი არ გვაქვს, სპონსორს ვერ ვიშოვით..
-ხომ არ დავნებდებით..
-მაგას არ ვამბობ..
-აბა რას ამბობ, სესხი ავიღოთ..? ვინ მოგვცემს..
-არის რაღაც ვარიანტი, არ მინდოდა, უკანასკნელია რასაც გავაკეთებდი, თუმცა არა მგონია სხვა გზა გვქონდეს..
-უკვე მაშინებ.. რომელ გზაზე ლაპარაკობ..?
-"overexposed"..
-ძალიან მიყვარს ეგ ადგილი, რაღაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ.. მოიცადე ეგ რა შუაშია..
-ჩემია..
-რას ნიშნავს შენია..
-ჩემს მფლობელობაშია, არ ვმართავ, რადგან დრო არ მაქვს, მაგრამ თავის დროზე ფული ჩავდე და გაამართლა..
-შეუძლებელია ეგ ადგილი შენი იყოს, არ გიხსენებია..
-დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.. არც კი ვიცოდი თუ შენ იცოდი მაგ ადგილის არსებობის შესახებ.. მოკლედ მაგას მნიშვნელობა არ აქვს.. გავყიდი ჩემს წილს და შევძლებთ გადაღებების გაგრძელებას..
-სულ გაგიჟდი..? რას ნიშნავს გაყიდი, გამორიცხულია.. ასეთი კარგი ადგილი გქონდეს ადამიანს და გაყიდო..? მერე ვინ იცის რას დამართებენ მაგ ადგილს, არა ეგ დაუშვებელია..
-გგონია მე მინდა..? სხვა გზა არ გვაქვს..
-გვაქვს, რამეს ვიზამთ, მაგ ადგილს თითი არ დააკარო..
-ისე იცავ თითქოს შენი იყოს.. ვერ ხვდები ჩვენს თავს რა ხდება..? ზურამ მეორე დღესვე ტყუილად დაგირეკა..? მე დაგიფინანსებთ ფილმსო..? მახეში უნდა გაგვაბას და მის იქით გზას არ გვიტოვებს.. ყველაფერს გააკეთებს ოღონდ სხვა სპონსორი არ გამოგვიჩნდეს..
-ჩვენ ხომ არ ვიცით თავის დროზე ვინ იყო სპონსორი, იქნებ გავარკვიოთ, გავიგოთ რატომ შეწყვიტა და ხელახლა დაგავსპონსოროს..
-დღესვე გავარკვევ ყველაფერს, საბუთებს მოვაწესრიგებ და გავყიდი.. რაც არ უნდა მოხდეს ზურასგან ფულს არ ავიღებთ, კუდბაწარა გასაგებია..? მისი ჭუჭყით გასვრილი ფული არ გვჭირდება..
-მასთან მიახლოება ხომ გვჭირდება, შეიძლება არ დავთანხმდეთ, თუმცა უნდა შევხვდეთ მაინც..
-არ ვიცი, ყველაფერი უნდა ავწონოთ.. იმ მიმტანზე ირინკამ რამე გაარკვია..?
-მეორე დღესვე წამოვიდა სამსახურიდან, არანაირი კრიმინალური ჩანაწერები, არაფერი არაა საეჭვო, ჩვეულებრივი ბიჭია..
-რატომ წამოვიდა სამსახურიდან..?
-მის ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა დარიცხა, როგორც ჩანს საქმე პირნათლად შეასრულა..
ირინკამ თვალი უნდა ადევნოს, შეძლებს გაარკვიოს ეგ თანხა ვინ დაურიცხა..?
-ვუთხარი ეგ უკვე, ესე მარტივად არაა საქმე, ხომ იცი მაგას როგორ გაასაიდუმლოებდნენ..
-აუტოფსიის პასუხებით არც კია სადავო კობაა, მაგრამ თუ სულ რამდენიმე პროცენტით მაინც ვუშვებთ კობა ცოცხალია, ისიც უნდა დავუშვათ, გააყალბეს.. იმას ვერ ვხდები, თუ ამ ყველაფერში ზურაა გარეული, ასეთი ახლობლის სიკვდილის გათამაშება რაში სჭირდება, ან კობა ამას როგორ დათანხმდებოდა..
-დააძალებდა.. როგორ შეიძლება საკუთარი სურვილით გაითამაშო სიკვდილი, როდესაც არაფერი დაგიშავებია.. მკვლელი ისევ საავადმყოფოში არა..?
-არ ჩანდა იმდენად მძიმე, მარტივი რაღაც გართულდა..
-რაც უფრო მეტ რაღაც ირკვევა უფრო იხლართება ყველაფერი, მეტად დამაბნეველია..
-საკმარისი ნაწილი არ გვაქვს დამაბნეველი არ იყოს.. აბა სად წამოხვალ, სად მიგიყვანო..?
-არსადაც არ ჩამოვალ, მოგყვები..
-ხომ გითხარი ადგილის საბუთები უნდა მოვაგვარო მეთქი..
-ჰო და მოგყვები..
-არა, შენ შენ საქმეს მიხედე..
-ვინ მაცლის ჩემს საქმეს მივხედო, ყველა ჩემს საქმეში ერევა, ასე რომ არა, მარტო არ დავრჩები და ტელეფონს ვერ ვუყარაულებ როდის დარეკავ.. მეც მოვდივარ..
-ერთ სიტყვასაც არ იტყვი, რამდენად კარგი ადგილია და როგორ არ უნდა გაიყიდოს..
-ნუ..
-ან ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს იტყვი, ან აქვე ჩამოგსვამ.. აირჩიე..- ხმა არ ამომიღია, ამიტომაც "overexposed"-ს მივადექით.. უკვე შორიდან დანახვისას, სანამ შევიდოდით ავღელდი, ახლა უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ. ოტიასია თან რას უპირებს ამ ადგილს, გაყიდვას..? არა, ჩემი საყვარელი ადგილი უნდა განადგურდეს..? არ მინდა, როგორ შემიძლია შევაჩერო..? ზურას შემოთავაზება რომ დავთანხმდე, დარდი არაფერზე მომიწევდა, თუმცა, გამორიცხულია, არც კი განიხილება დათანხმება.. სხვა გზა ხომ უნდა იყოს..? გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს..?
-პირდაპირ მენეჯერის ოთახს მიადგა, დააკაკუნა და შიგნით შევედით..
-ოტია..? დღეს არ გელოდი.. მშვიდობაა..? გამარჯობათ..
-გამარჯობა..
-რაღაცაზე მინდოდა გასაუბრება..
-მეც, ახალი თანამშრომლის აყვანას ვაპირებთ, ჯერ საცდელად მუშაობდა და იდეალურად გაართვა დავალებას თავი, შენი ხელმოწერაა საჭირო კონტრაქტის გასაფორმებლად..
-ვინ არის..? ვიცნობ..?
-შეხვედრილხარ.. -კომპიუტერი მოატრიალა სადაც ბიჭის ჩანაწერები გახლდათ.. ჯერ სახელი წავიკითხე, გადავავლე თვალი და ფოტოს როგორც კი მოვკარი თვალი.. არა შეუძლებელია..
-ოტია, სანამ საუბარს განაგრძობ ორი წუთით უნდა გავიდეთ..
-ხომ გითხარი ამ თემასთან..
-მაგას არ ვგულისხმობ.. ორ წუთით თუ შეიძლება..-გამოვედით, შენობა დავტოვეთ..
-რა ხდება, ხომ შემპირდი სიტყვას არ ვიტყვიო..
-ის მიმტანია..
-რას ამბობ../?
-შენ ვის აყვანასაც აპირებ მიმტანად, ის მიმტანია ნაგლეჯი, ვინც მომაწოდა..თუ ჯერ საცდელად იყო, ეს იმას ნიშნავს ეს ყველაფერი იმაზე ადრე დაიგეგმა, ვიდრე ვიფიქრებდით.. ხვდები ჩვენზე რამდენად წინ არიან, რამდენად წინ იხედებიან..?
-ახლა როგორ უნდა მოვიქცე, ჯობია მისი აყვანა თუ არა..
-თუ არ აიყვან იეჭვებენ რაღაცას, მიხვდებიან შენც გაიაზრე რაღაცები და კვალში უდგახარ, თანაც ეს კარგი შანსი იქნება დავაკვირდეთ.. უნდა გავიგოთ ვინ არის მისი უფროსი..
-იქნებ ხვდებიან ადგილის გაყიდვა, მინდა და გააფუჭოს რამე, რეპუტაცია შეულახოს ადგილს, არ ვიცი..
-შეიძლება, თუმცა არა მგონია, თანაც რადგან იცი ვინცაა მეტად მიაქცევ ყურადღებას, კონტროლის ქვეშ იქნება მისი თითოეული ნაბიჯი, ვერაფერს გააკეთებს რომც უნდოდეს, ბოლო-ბოლო სამსახურიდან დაითხოვ..-შენობაში ვბრუნდებით, მიმტანის აყვანის თაობაზე ხელს აწერს, ყველა საჭირო ინფორმაციას საბუთს აგროვებს და მივდივართ..
. . .
ვანილის ფირფიტებს ვატარებ თითებს, ხომ შეიძლება ვნატრობდე მაინც, რაიმე სევდიანს, მხიარულს.. მინდა ვნატრობდე, თუმცა ვერაფერს ვნატრობ.. სანამ თვალს გავახელდე, კარებზე კაკუნის ხმა ისმის და თან აზარუნებენ.. არც ვუყურებ არჩევანს, ხელი ჩამოვწიე და კარებს მივუახლოვდი.. ახლა სტუმრის დრო იყო..? გაღებამდე გავიხედე და ოტია..? შენი დრო არ იყო მითუმეტეს.. კარებს ვაღებ..
-აუცილებელია ყოველ დღე ვნახოთ ერთმანეთი..? შესვენება არ გვეკუთვნის..?
-როგორ მიხაროდა აქ მოსვლა, ვერც ლი წარმოიდგენ..
-დილით მაინც მაცადე, გამოვფხიზლდე, დილის რუტინა თუ დამერღვა საქმე კარგად არც ერთს წაგვივა..არც ყავა დამილევია და არც ვანილის ფირფიტა ბრუნავს თავის ორბიტაზე.. ხასიათი გამიუარესე, აზრი აღარ აქვს, შემოდი..- გულის სიღრმეში არ მინდოდა ფირფიტის არჩევა, რადგან ზედმეტად კარგად გამოსდის შესაბამისი სიტუაციისთვის აარჩიოს სიმღერა, მე კი არც ისე კარგ სიტუაციაში ვარ და სევდიანი სიმღერა ბოლო წვეთი იქნებოდა პანიკაში ჩავვარდნილიყავი და გავგიჟებულიყავი.. იტყოდით მაშინ მხიარული აგერჩაო, მხიარული არ შეესაბამება ჩემს მდგომარეობას და უარესად მომიშლიდა ნერვებს..
-შეგვიძლია ჩამოვსხდეთ..? თუ ასე უნდა გდიო ოთახიდან ოთახში..
-იქნებ დამშვიდდე, რომელი საათია..
-მე დავმშვიდდე..?
-ყავას დალევ..? რას გეკითხები დალევ აბა რას იზამ.. ისეთი არაა როგორსაც ჩვეულებრივ სვამ, მაგრამ აიტან..
-შენ წყვეტ ავიტან თუ არა..?
-ჩემს სახლში ხარ, მარტო დალევის ხასიათზე არ ვარ..
-წეღან მეუბნებოდი რუტინა დამირღვიეო და ახლა აღარ ხარ მარტო დალევის ხასიათზე..?-სამზარეულოში გადავინაცვლეთ, ლამის ვეჩხუბე ჩაიდანს ყვირილისთვის.. რა ვქნა ყოველთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ საჭირო..
-ინებე, ბოდიში ნაცრისფერი ჭიქა არ მაქვს.. -ისე გავაცურე ყველაზე ფერადი და ჭყატუნა ჭიქა მისკენ, ვითომ მართლა დამწუხრებული ვიყო.. არა დამწუხრებული ვარ მაგრამ ამის გამო არა..
დივანზე ჩამოვსხედით, პირველი ყლუპი..არა არც ისეთი საშინელია ცხოვრება, გადავიტანთ დღევანდელ დღეს..
-კარგი რა მოხდა, აქ ხომ ტყუილად არ ხარ..? თუ ამდენად მოგენატრე..?
-კი ვკვდებოდი შენი მონატრებისგან.. ორი წუთით ყურადღება მომაქციე, შეგიძლია..?
-ამ დილაადრიან მოდიხარ ჩემთან სახლში და ჩემგან ყურადღებას ელი..? კარგი კარგი.. მითხარი რა მოხდა..
- "overexposed"-ში ვიყავი.. ის მიმტანიც იქ იყო, ვიფიქრე დიდად არ შევიმჩნევ ყურადღებას არ მივაქცევ, რამე არ შემატყოს მეთქი, მაგრამ ჩემთან თავად მოვიდა..
-შენთან მოვიდა..? მერე რა გითხრა..?
-არის ადამიანი, რომლის გაცნობასაც ისურვებთო..
-გაცნობას..? ანუ კობა არ უგულისხმია..
-არა, გაცნობას გაუსვა ხაზი..
-კარგი, გამოდის ვიღაცას უნდა შეხვდე..?
-უნდა შევხვდეთ.. შენც გახსენა..
- ეს საშიში არ არის..?
-რესტორანშიო, საჯარო ადგილას არც ისე საშიში უნდა იყოს..
-როდის..?
-დღეს საღამოს..
-საღამოს..? ასე მალე..? სრულიად უცნობს უნდა შევხვდეთ, რომელიც გვარწმუნებს კობა ცოცხალია, გვითვალთვალებს.. ჩვენ კი, ვერაფერს გავაკეთებთ იმის გარდა, ასე უბრალოდ ავდგეთ და შევხვდეთ..?
-ზუსტად.. ჩვენ რაღაც განგსტერულ ფილმში არ ვართ, ყველაფერს ორ წუთში, რომ არკვევენ.. სცენარისტი ხარ, მე რეჟისორი.. რადგან ეს ჩვენს თავს ხდება, ეს იმას არ ნიშნავს ვიცით როგორ მოვიქცეთ, ვცდილობთ რაც შეგვიძლია, მაგრამ რა გინდა მეტი გააკეთო..
-მცდელობა..? ეს ის მოტივაციური გამოსვლა არ არის, მთავარია ვცადეთ და თუ არ გამოგვივიდა არაუშავსო.. ძალიანაც უშავს, ოტია ძალიანც უშავს.. უნდა გამოგვივიდეს.. არ მაინტერესებს რამდენად კომპეტენტურები ვართ, ლოგიკას შეესაბამება თუ არა.. დავიღალე უმოქმედობით, ამ აბსურდული ტრაგიკული მდგომარეობით.. ოდესღაც უნდა დავუსვათ, წერტილი.. ამას კი ჩვენ გარდა.. მე და შენს გარდა არავინ გააკეთებს.. ყველას თავისი გასჭირვებია.. არც ემილი ადარდებდა ვინმეს.. არც კობა..
-შენი აზრით აქ რატომ ვარ..? ზუსტად მაგის გაკეთებას ვცდილობ.. საღამოსთვის მოემზადე, მოგაკითხავ.. ნახვამდის, შეგიძლია მშვიდად დალიო შენი ყავა..
-ყავის დალევა დაასრულე და მერე წადი..
-რა მნიშვნელობა აქვს..?
-არაადამიანობაა, შენც კი ვერ მოგექცევი ასე..
-როგორი გული გაქვს..-ხელი გულთან მიიტანა, ვითომ მართლა კომპლიმენტი ეთქვას..
-თუ არ გინდა ნუ დალევ, საღამოსთვის მზად ვიქნები.. - ყავის დალევა განვაგრძე და მისთვის ზედაც აღარ შემიხედავს.. სამზარეულოში გავედი, ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩავდე, მაცივარი ისევ ცარიელია, ძველ მეთოდს უნდა მივმართო.. ტარხუნის სენდვიჩით ვბრუნდები და ოტია ისევ აქ რატომაა..?
-ტარხუნის სენდვიჩს ვინ ჭამს..? ეს რა ნორმალურია..?
-მე ვჭამ, შენც ხომ არ გინდა..?
-მინდა..
-კი როგორ არა..
-მართლა მინდა..-წამოდგა, ჭიქა აიღო და სამზარეულოში გავიდა, დაბრუნდა ხელში ტარხუნის სენდვიჩით.. მან რა არ იხუმრა..? ისე გასინჯა, თითქოს ყველაზე გემრიელი სენდვიჩი ყოფილიყოს მის წინ..
-რა გჭირს, ამდენად გემრიელიც არაა..
-შენი რეცეპტია..
-სწორი განსჯის უნარი მაინც მაქვს.
-რა უცნაურია, რესტორანში მივდივართ და ახლა ტარხუნის სენდვიჩებს ვჭამთ..?
-იქ არაფერი უნდა შევჭამოთ..
-რა..?
-იქნებ გვწამლავენ.. სამსალას ანტიდოტს სად ვიშოვით..
-კარგი რაა..
-შენ ნუ ეხუმრები ამ საკითხს, იქ არაფერს არ შევჭამთ, არ მაინტერესებს..
-ჩვენი მოკვლა თუ უნდა, ისედაც მოგვკლავენ უმარტივესად..
-როგორ მამხნევებ..
-კარგი მართლა უნდა წავიდე.. -დგება, მეც ვდგები და ვაცილებ, კარები ისევ იკეტება.. უნდა მოვწესრიგდე, როგორ არ მინდა.. ისე თუ მომკლავენ ძალიან ლამაზად მაინც უნდა გამოვიყურებოდე.
გამზადებაში დრო მეპარება, დალაგებული სახლი ისევ ქაოსშია, ტანსაცმელი აქეთ-იქით ყრია.. კოსმეტიკის ნივთები მაგიდაზეა გაშლილი.. სკამს მივეყრდენი, თავი გადავწიე და ჭერს მივაშტერდი.. ამდენი დრო აღარ მაქვს, რატომ ჩავხლართე ყველაფერი, მარტივადაც ხომ შემეძლო მოკლე დროში..? კარგი დარია რაც არის არის, უნდა დაასრულო.. მზადებაში იმხელა ენერგია ჩავდე, გასვლა აღარ მინდა..
ქვემოთ ჩავდივარ, ოტიას მანქანას ვამჩნევ, უნდა ჩავმჯდარიყავი, შევამჩნიე საბარგული ღიაა.. მანქანის უკანა მხარეს ვუახლოვდები თუ არა, საბარგულს ხურავს და მე მხედავს..
-კუდბაწარა..
-ყველაფერი რიგზეა..?
-კი...კი.. მე უბრალოდ//-წინ გაიხედა, თითქოს იმის გახსენებას ცდილობს რაც ორიოდე წუთის წინ გააკეთა..-რაღაც ხმაური იყო და შევამოწმე, პატარა ყუთი დამრჩენია და დაგორავდა მოძრაობისას.. წავედით..?
-წავედით..-მანქანაში ვსხდებით..
-დიდი დროა არ უნდა დაგვჭირდეს მისასვლელად..
-ახლა რაღაცას გკითხავ და სულელური ხუმრობების გარეშე მიპასუხე..ზედმეტი ხომ არ მომივიდა, იქნებ გაქცევა გვიწევს ან რამე, არა კი ვფიქრობდი თუ მომკლავენ ლამაზად ვიყო თქო..
-რა ნიშნავს ზედმეტი...?
-ზედმეტად გამოვეწყვე..?
-ასატანია..
-მართლა..? მე კი ისე ვინერვიულე..
-კომპლიმენტი არ იყო..
-არ იყო..? ისე რატომ აღვიქვი თითქოს იყო..იმიტომ გკითხე არ მინდა ყველა მე მიყურებდეს
-კარგი რაა, ლამაზი ხარ, რაც არ უნდა ჩაიცვა ხალხი მაინც შემოგხედავს..- მომესმა..? ოტიას გავხედე და თავადაც გაკვირვებული ჩანს, საკუთარი თავისგანაც არ ელოდა..- პრემიერიდან გამოსულები ავტობუსში, რომ ჩავსხედით არ გახსოვს რა ხდებოდა..?
-არ მჯერა, გახსოვს..? იმ ლამაზ კაბაში ისე უხერხულად ვიდექი, თან არ ვიმჩნევდი..-გაგვეცინა.. ჩემი საყვარელი მოგონებაა, ჩვენი მოკლე მეტრაჟიანი ფილმის პრემიერიდან, სამეგობრო ავტობუსში, ყველა გამოპრანჭული, სულ ბოლოში უკან ჩამწკრივებულნი.. ფოტოც გადაგვიღეს..
ადგილზე მივედით, შენობაში შევედით..
-ეს რა სასტუმროა არაა..?
-ზემოთ ვერანდაა, არ ვიცი აქ დაგვიბარეს.. -ლიფტში შევედით, სანამ დაიკეტებოდა ერთი მამაკაცი შემოვიდა, სვლა დაიწყო და მოულოდნელად გაჩერდა..
-რა ხდება..? -ჩვენს წინ მდგომი კაცი ჩვენკენ ტრიალდება..
-მისმინეთ, ამდენი დრო არ გვაქვს..
-უკაცრავად..? ვინ ხართ..?
-მდგომარეობა შეიცვალა, ზემოთ მე უნდა შემხვედროდით, თუმცა ეს ახლა შეუძლებელია..-საათს დახედა და საუბარი განაგრძო..- კობას დიდი ხანია თვალს ვადევნებ, თუმცა ჯერ ვერ გამოვიჭირე..
-რას ნიშნავს გამოიჭირე..?-ოტია
-ისეთი კარგი ადამიანიც არაა როგორც თქვენ ფიქრობთ, ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა, ბევრს ტკივილი მიაყენა..
-კარგი დავიბენი, რას ნიშნავს ადამიანებს ტკივილი მიაყენა, ასეთი არ იყო..
-ასეთია, ჩემი ქალიშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი თუმცა მოულოდნელად მტკიცებულებები გაქრა და გაათავისუფლეს, მას შემდეგ მასზე ყველაფერი გავარკვიე, მათ შორის მათი წარსული, და ის რომ მისი შეყვარებულის სიკვდილშიც დამნაშავეა..
-შეუძლებელია, ახლა ჩვენს კობაზე საუბრობდეთ.. კარგი ადამიანი იყო..
-მისი ნათესავი დიდი ხანია ზურგს უმაგრებდა, თუმცა კიდევ შეეშალა, და სიკვდილის გათამაშება მოუწია, ნათესავი აღარ ეხმარება როგორც ვიცი და ყველაზე კარგი შანსია დავიჭიროთ.. მოკლედ ვიცი რამდენად დაუჯერებელია ეს ყველაფერი, ამიტომაც ეს აიღეთ..-usb გადამყვანი მიაწოდა ოტიას..-ყველაფერი აქაა რაც ვიცი, თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ, სამართლიანობის აღსრულებისთვის.. გთხოვთ, ვერანდაზე ისე ადით, ისე გაატარეთ თუნდაც ერთი საათი ვითომ ასეც იყო დაგეგმილი, მე უნდა წავიდე...
-ამ ყველაფერს გვეუბნებით და მიდიხართ..?
-სხვანაირად სხვა გარემოში მინდოდა, თუმცა ჯერ არ გამოვა.. ჩემს კაცს იცნობთ, დაგიკავშირდებით..-ლიფტი სვლას აგრძელებს, აჩერებს გადმოდის, ჩვენ კი სულ ბოლო სართულზე ვჩერდებით, გამოვდივართ... მიმტანი გვესალმება და ჩვენი ადგილისკენ მიგვითითებს..
გაკვირვებულები ერთმანეთს ვუყურებთ..
-ეს რა ჯანდაბა იყო, შენს იგივე მოისმინე რაც მე.. ოტია ..
-არ ვიცი რა გითხრა, ვერ ვიაზრებ რა გველაპარაკა.. დაუჯერებელია..
-ასეთი რა უნდა იყოს მანდ, ის ყველაფერი დაგვაჯეროს რაც გვითხრა..?
-უკაცრავად რა ინებებთ..? საფირმო გვაქვს..-არც დაასრულებინა..
-დიახ, იყოს.. ბოდიში ჩაგეჭერით, იყოს საფირმო..
-ახლავე..-დაგვტოვა, არ ვიცი ამდენად მალე როგორ მოიტანეს, ცხოვრებაში პირველად არ ველოდი საათები
-ცოტა ნელა, არავინ მოგვდევს.. ჯერ-ჯერობით..
-რა ვქნა, როცა ვნერვიულობ ვჭამ.. ტვინი ამერია, ყველაფერი აიხლართა.. ვეღარ ვსუნთქავ..-რამდენადაც შეგვიძლია მალევე ვტოვებთ ადგილს
-სახლში წავიდეთ..?
-წავიდეთ..-მალევე დავტოვეთ შენობა, მანქანაში ვსხდებით არც ისე მალევე მივედით ოტიას სახლამდე, მანქანიდან გადმოვედით..-შიგნით შევედით, შუქი ავანთე..
-არც კი ვიცი მზად ვარ თუ არა..
-აუცილებელია..
-არ მინდა მართალი იყოს..
-არც მე, მაგრამ დარია, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ..-თავი გავაქნიე..
-ზედმეტად მშვიდად ხომ არ ხარ..?
-რა გინდა გავაკეთო..? ახლა ფორიაქს ვერ დავიწყებ, შეგიძლია ჩემს გვერდით ჩამოჯდე..?..- მის გვერდით ვჯდები, არც ძალიან ახლოს არც ძალიან შორს, ლეპტოპს რთავს, რომელიც უკვე მაგიდაზე იდო, გადამყვანს აერთებს.. იმდენი ფაილი გაიხსნა.. პირველივე გახსნა ოტიამ.. ეს კაცი და სავარაუდოდ მისი ქალიშვილი, შემდეგ ამ გოგოს ფოტოები კობასთან ერთად, მკვლელობის დღე, ჩანაწერები, კვალი, ამდენად დეტალურად არც ველოდი.. ნუთუ ის კობაა, ვის ტკივილსაც ამდენი წელია დავატარებ, ამდენი წელია თავს ვიდანაშაულებ.. ? სანამ ფაილს სახელად "ემილი" გახსნიდა მე შემომხედა.. და გახსნა.. თარიღიცაა მითითებული, კამერის ჩანაწერები, კობა და ემილი, იმ დღეს ერთად..? მაგრამ მე როგორც ვიცი, ჩვენებაში ნათქვამი აქვს, რომ იმ დღეს არ შეხვედრია.. ნაწყვეტები ადგილ ადგილ კამერის ჩანაწერები.. მკვლელობის ადგილამდე მიდიან მაგრამ ეს მომენტი არ ჩანს... შემდეგ სისხლიანი უკან ბრუნდება.. როდის მივუახლოვდი ოტიას არ ვიცი, მაგრამ ხელები მკლავზე შემოვახვიე, თავი უკან მივატრიალე.. ამ ყველაფრის ყურება აღარ შემიძლია..
-დარია..
-არ შემიძლია, ძალა აღარ მაქვს..
-მაპატიე..-თავი მოვატრიალე..
-რისთვის..?
-მინდოდა თუ არა, ძალაუნებურად შენ გადანაშაულებდი, თითქოს საკმარისი არ გააკეთე ან არ თქვი, სინამდვილეში კი ჩემს თავს ვადანაშაულებდი და ეს გადმოვიტანე შენზე.. არცერთი არ ვართ დამნაშავე, კობამ მოგვიკლა საყვარელი ადამიანი..
-ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა..?
-მანიაკს მიზეზი არ სჭირდება, მისი გონება ნორმალურად არ ფუნქციონირებს, მე იმას ვერ ვხვდები თუ ამდენი მტკიცებულება არსებობს, რატომ არ განაცხადა..
-ჩვენც კი ვერ შეგვხვდა, ვიღაც აბრკოლებს, ალბათ ზურა, მაგრამ მას რა უნდა ჰქონდეს მის წინააღმდეგ ისეთი, ამ ყველაფერს ვერ აქვეყნებდეს.. სხვა გზა არ გვაქვს უნდა დაველოდოთ, როდის დაგვიკავშირდება თავად..-დარია რას აკეთებ..? მოვშორდი, გვერდით გავიწიე..
-ზურა აღარ ეხმარებაო, თავად თქვა.. თუმცა არც ამ კაცს ვიცნობთ და არც ზურას, რისი გამკეთებლები არიან, როგორი ხასიათი აქვთ.. ვინ ენდობი, ვერავის..
-როგორ გაგვიჭირდა ოტია, მე და შენ, ერთმანეთის გარდა ამ სიტუაციაში არავინ გვყავს სანდო..
-როდის გავხდი შენთვის სანდო..?
-ჩემთან მიმართებით სანდო არ ხარ
-ნდობის მნიშვნელობა თუ იცი საერთოდ, როგორ ვარ სანდო შენთვის, თუ შენთან მიმართებით არ ვარ სანდო..?
-დავიღალე, ახსნის თავი არ მაქვს.. მომწონს ეს თუ არა სანდომიანი ხარ..
-დამცინი..?
-არ ვიცი, დაგცინი..? ხუმრობის თავი მაინც მქონდეს რაღა მიჭირდა..
-ყავას დალევ..? -თავი დავუქნიე.. დივანს მივეყრდენი.. დარია არც კი გაბედო, ახლა ძილის დრო არ არის, ყავას მოგიტანს და გამოფხიზლდები.. გთხოვ არ ჩაგეძინოს, თვალები ნუ გელულება..
. . .
florence & the machine - wish that you were here


“ I've tried to leave it all behind me
But I woke up and there they were beside me “


-ოლღა რა გემართება..?
-რა მემართება..? ახლახან მოვედი, უხ დავიღალე, არადა სირბილით არ ვიღლები ხოლმე..
-კლასები დაიმატე, დარბიხარ, გაორმაგებულად კი არა გაათმაგებულად გადატვირთული ხარ ვიდრე იყავი, თავისუფალი დრო ფიზიკურად არ გრჩება..
-როცა ბევრი საქმე მაქვს კარგად ვარ.. ნახევარ საათში მოვწესრიგდები და გავალ..
-არ გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე..?
-თქვენთან..?
-ჩემებთან..
-ვმუშაობ, სხვა დროს იყოს..
-კარგი, მაგრამ როდემდე გაქაჩავ ასე კაცმა არ იცის, რატომ უკეთებ შენს თავს ამას..
-ხომ გითხარი, როცა..
-არა, მუშაობის დროსაც აქვს საზღვარი.. ეს ნორმალური არაა ოლღა, გთხოვ ახლა შენი თავი თუ არ გადარდებს, ჩემზე მაინც იფიქრე..
-არ იდარდო კარგად ვარ.. კარგად ვიქნები..
- მე გავდივარ, თავს გაუფრთხილდი..- სახლს ტოვებს.. მე კი აბაზანაში შევდივარ, წყალი იმდენად ცხელია სასიამოვნოდ მიწვავს კანს, აბაზანა მთლიანად ორთქლშია გახვეული..
ასე უკეთესია ოლღა, შენ არ ხარ ის ვინც მას სჭირდება.. შენთან ვერ იქნებოდა ბედნიერი, მაგრამ ვერც შენ იქნებოდი ბედნიერი.. როგორ შეიძლება ადამიანს ოჯახი ჰქონდეს, რომელმაც არ იცის ნორმალური ოჯახი როგორია..? ამიტომაც მარტო უფრო მშვიდად ვიქნები, ჯარჯი კი იპოვის ვინმეს, ვინც შეეფერება..


“ Oh there it is again, sitting on my chest
Makes it hard to catch my breath
I scramble for the light to change “


ბავშვობიდან თუ ვინმე მომწონდა სატანჯველად მექცეოდა ხოლმე, მსიამოვნებდა ყურადღება, თუმცა როგორც კი ნაბიჯი უნდა გადამედგა ურთიერთობის გასერიოზულებისთვის მეორე მხარეს გავრბოდი, ამ დროს თავს ისეთ შებოჭილად ვგრძნობდი, თითქოს ფიქრებით იმდენს ვაკეთებდი, ის ადამიანი იმდენ საშინელებას სჩადიოდა უკვე მტკენდა გულს..
ახლა კი, ჯარჯი, არა შეუძლებელია, მე როგორ შემიყვარა, ის უნდა მიცნობდეს ყველაზე უკეთ და უნდა სცოდნოდა რამდენად დაუშვებელი იყო ეს, თავიდანვე განწირული..


“ You're always on my mind
You're always on my mind “


აბაზანიდან გამოვდივარ, მოწესრიგებაც არც ისე დიდი დრო მიაქვს, სახლიდან გამოვდივარ და მანქანაში ვჯდები.. საცობის და ათასი უბედურების მერე მანქანას ვაჩერებ, შენობას ვუყურებ, სადაც ახლა უნდა შევიდე და გავატარო მთელი დღე
გალერეაში შევდივარ, ფაილს ვხსნი სადაც ჩემი და ჯარჯის უამრავი ფოტოა განთავსებული.. ჯერ ახლახან წავიდა, ასე არ უნდა მენატრებოდეს, მერე რაღა იქნება, ან უარესი, რომ გაუფერულდეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი..? ტელეფონს ვთიშავ, მანქანიდან გადმოვდივარ და შენობაში შევდივარ.. სანამ გოგონები მოვლენ ყველაფერს ვაწესრიგებ, როგორც კი შემოდიან ვუღიმი და ვესალმები.. დღეც გრძელდება..
გვიანობამდე არ ვჩერდები, იმდენ ადამიანს შევხვდი სახეები ერთმანეთში მერევა, თუმცა ახლა სახლში წასვლა არ შემიძლია, არ მინდა.. შუქურას მივაშურე, ისევ ხალხი, თუმცა ხმაური არ მაღიზიანებს, ეს მჭირდება კიდეც, ჩემს ფიქრებს მოვუსმინო ორი წუთითაც კ,ი არა მგონია საღ გონებაზე დავრჩე..
შეკვეთას ვაძლევ და ვიაზრებ ჯარჯის სასმელი შევუკვეთე, ჩვევად მაქვს ჯერ მისი სასმლის შეკვეთა, ჯანდაბა.. კარგი მის სასმელს დავლევ, რა უჭირს, იმის ენერგიაც არ მაქვს ბარმენს შევუსწორო და ვარკვიო რა მინდოდა რეალურად.. შეკვეთას ვიღებ და იქვე ვჯდები, არადა აქ დაჯდომა დიდად არ მიყვარდა, სულ დივანზე მეგობრების გარემოცვაში ვამჯობინებდი, იქ მისვლა კი არაფრის მომცემი იქნება..
ტელეფონის ვიბრაციას ვგრძნობ და ვხვდები ვიღაც მირეკავს, დავხედე და კიტა..? ამ დროს რატომ მირეკავს, რამე ხომ არ მოხდა..?
-ოლღა, რამდენი ხანია გირეკავ, მშვიდობაა..?
-ახლა შემომივიდა ზარი, ვმუშაობდი და ვერ გავიგე..
-ამ დრომდე მუშაობდი..? როდიდან..?
-ეს ბოლო პერიოდია, აბა როგორ ხართ..?
-რამდენადაც შეიძლება კარგად.. შენ რა გჭირს, შუქურაში ხარ..?- უკანა ფონი შეამჩნია..
-გახლავარ..
-მარტო..?
-კი მარტო..
-სხვებს არ ეცალა..?
-არ მიკითხავს, სამსახურის მერე ცოტახნით შემოვიარე, აუ ჯანდაბა.. სასმელი დავლიე, მე კი მანქანით ვარ.. როგორ გამომეთიშა გონება..
-დაღლილხარ საკმაოდ..
-კარგი ვიზამ რამეს, პრობლემა არაა..
-ოლღა დარწმუნებული ხარ, კარგად ხარ? მარტო გადაღლილობის კვალს ვერ დააბრალებ, რასაც მე შენს სახეზე ვკითხულობ..
-მე საწუწუნოდ არ მაქვს საქმე კიტა, როგორ გითხრა მიმოვიფანტეთ მეთქი, არ მაქვს მაგის უფლება..
-ჯარჯის ამბავი გავიგე, მოგწერე კიდეც, მაგრამ არ მიპასუხე..
-რა უნდა მომეწერა, წავიდა.. იმედია იპოვის იმას რაც უნდა..
-სიახლე სჭირდება ალბათ, საქართველოში ლაშქრობა აღარ იკმარა, დიდი ხნით ბოლოს როდის წავიდა ქვეყნიდან არ მახსოვს..
-კარგი ისედაც ძლივსღა მესმის შენი ხმა, გაგითიშავ კაი..? ხვალ შეგეხმიანები..
-აბა შენ იცი..-ზარი წყდება.. ყველა მენატრება, ჩემთან მინდა იყვნენ.. როგორი ეგოისტი ვარ.. ირაკლისთან ვრეკავ..
-გისმენ დაო ჩემო..?
-გცალია..?
-რამე მოხდა, რა ხმა გაქვს..?
-შუქურაში ვარ, დამავიწყდა მანქანით ვიყავი და დავლიე, მანქანის დატოვებაც არ მინდა, ვერ მოხვალ..?


“ And I never minded being on my own
Then something broke in me and I wanted to go home
To be where you are “


-მოვალ აბა რას ვიზამ, მალე მანდ გავჩნდები..-გამითიშა.. ეტყობა ახლოს იყვნენ რადგან დიდი ხანი არ დასჭირვებია მის გამოჩენას..-ოლღა ხომ კარგად ხარ..?
-კარგად ვარ, გადავიღალე და სასმელმაც თავისი ქნა.. - შუქურა დავტოვეთ.. გარეთ ბერდია დაგვხვდა..
-ოლღას სალამი, როგორ გიკითხო..?
-რა მიჭირს თავად..?
-ასევე.. კარგ მაშინ მე წავალ, ხვალამდე..
-ირაკლი, სახლში მიმიყვანე და წამოდი ისევ, ჩემს გამო ხომ არ..
-ისედაც გვიანია, მალე წამოსვლას ვაპირებდი.. აბა ჰე, შენ იცი..-ბერდიას ემშვიდობება, ირაკლი კი ჩემს მანქანაზე მძღოლის ადგილს იკავებს..
-მადლობა, არ მინდოდა გამომექციე..
-რა მადლობა. კარგი რაა..
-შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორ მიხარიხარ ირაკლი, მადლობა ჩემს ცხოვრებაში გამოჩენისთვის..


“ But even closer to you, you seem so very far
And now I'm reaching out with every note I sing
And I hope it gets to you on some pacific wind
Wraps itself around you and whispers in your ear
Tells you that I miss you and I wish that you were here “
. . .
მეღვიძება, თვალების გახელისას ვიაზრებ ოტიას დივანზე ჩამეძინა, გადასაფარებელი მაფარია.. წამოვფრინდი, სწრაფად წამოდგომის გამო კი თავბრუ დამეხვა.. თვალთ დამიბნელდა, დაველოდე, როდის დამიბრუნდა მხედველობა... იქვე სკამზე ზის ოტია, რომელსაც აშკარად ჩასძინებია.. უცებ ფირივით ტრიალებს გუშინდელი საღამო.. ისევ ოტიას გავხედე და ამჯერად ის გადასაფარებელი, რომელიც მე მეფარა, მას მივაფარე..
ჩანთა ავიღე, შემოსასვლელისკენ წავედი, ჩემს ფეხსაცმელს შევხედე.. მოსაცმელიც აქაა.. ხელი სახელურთან მივიტანე, მაგრამ.. ასე ვერ წავალ.. ამ რეალობისგან გინდა დარია გაქცევა, თუმცა შენი წასვლა სწორი არ იქნება.. მოსაცმელი ისევ ჩამოვკიდე, ჩანთა იქვე დავდე და შევბრუნდი..
ოტია ძილს აგრძელებს, ნეტავ რომელზე დაიძინა..? ან რომელი საათია..? ტელეფონს დავხედე.. რაა..? უკვე შუადღეა..? ამდენი ხანი მეძინა..?
მაგიდას დავხედე, ყავით სავსე ჭიქა, რომელიც წესით გუშინ უნდა დამელია, გვერდით კი ცარიელი ჭიქა, რომელიც ოტიამ დალია..
დივანს მივუახლოვდი, ჩამოვჯექი და მივეყუდე.. რატომ ვთვლი თავს ვალდებულად ოტიასთან..? ახლა სახლში წასვლა არ ჯობდა..? მაგრამ არც კი ვიცი როდის გავუუცხოვდი საკუთარ სახლს.. აღარ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ, მშვიდად.. მაგრამ აქ, მტრის ბუნაგში იმდენად მშვიდად ვარ შუადღემდე მეძინა..?
ჭიქები სამზარეულოში გამაქვს, ჩემთვის ყავას ვიმზადებ, არ ვიცი ოტიასაც უნდა გავუკეთო..? როდის გაიღვიძებს..
ცხელი ყავით ხელში ვბრუნდები, ახლა უკვე მშვიდი გონებით ვხსნი ლეპტოპს და ყველაფერს თავიდან ვკითხულობ.. თითოეულ, საბუთს, განაცხადს, მტკიცებულებას, ვიდეო მასალას, ყველაფერს.. ახლა მეტად დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული.. ლეპტოპს ვხურავ და მაგიდაზე ვაბრუნებ, ოტია გამოფხიზლებას იწყებს, ამიტომაც სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვუმზადებ, ჩემთვის მეორე ჭიქას და ვბრუნდები, მასთან ახლოს ვდებ სავსე ჭიქას..
-ჩემთვის..?
-შენთვის..
-რომელი საათია..?
-სამი დაიწყო..
-შეუძლებელი ამდენი ხნით მეძინა..? - წამოიწია, ახლა გაიაზრა გადასაფარებელს არსებობის შესახებ და დაბლა დაიხედა, აიღო გვერდით გადადო, ყავის ჭიქა აიღო და პირველი ყლუპიც დააგემოვნა, მშურს, დილით ახალ გაღვიძებულზე, პირველ ყლუპზე გემრიელი არაფერი მეგულება..
ტელეფონი მირეკავს, უცხო ნომერია.. მოიცადე უკვე გვიკავშირდებიან..? სასწრაფოდ ვუპასუხე..
-გისმენთ..?
-დარია,გამარჯობა, წესით უნდა გახსოვდე ზურაბ ალავიძე ვარ.. ცუდ დროს ხომ არ გირეკავ..?
- 5 წუთი მომეპოვება, გისმენთ..
- აქამდეც ერთხელ უკვე დაგიკავშირდი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდოდა მეცადა, თქვენი ფილმისთვის ისევ ეძებ სპონსორს..? ვინმე ხომ არ გიპოვიათ..?
-ჯერ არა..
-მაშინ მსურს ამ თემაზე ვისაუბროთ, როდის გექნება თავისუფალი დრო..?
-ჩემს პარტნიორთან მოვილაპარაკებ და დაგიკავშირდები..
-მარტო არ შეგვიძლია ამ საქმის მოგვარება..?
-მარტო არ ვარ ამ საქმეში, ვალდებულებები მაქვს, თანაც მე სცენარისტი ვარ, ბოლო სიტყვა რეჟისორს ეკუთვნის..
-რა გაეწყობა, თქვენს ზარს დაველოდები, ნახვამდის..
-ნახვამდის..-ზარი წყდება.. ოტია არ იმშვნევს ზარს, თითქოს არც არავის დაერეკა, მეც აღარ ვიწყებ საუბარს.. ჩემს ადგილს ვუბრუნდები.. სიჩუმეში ვაგრძელებთ ყავის დალევას..-ოტია, მე უნდა წავიდე, აქ დარჩენისთვის და გამოწვეული უსიამოვნებისთვის..
-არ გინდა, პრობლემა არ ყოფილა..
-კარგი, მოკლედ მე წავედი, როგორც კი სიახლეს გაიგებ, მეც გამაგებინე.. სანამ ეს კაცი არ გვეტყვის დანარჩენ დეტალებს, ზურას ვერ გავესაუბრებით.. არც კი ვიცით რა პასუხი უნდა გავცეთ.. მადლობა ყავისთვის..
-შენ მოამზადე..
-ამ ყავაზე არ ვამბობ, გუშინდელ ყავაზე ვამბობ.. მადლობა..
-გაგიყვან..
-საჭირო არაა, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს..
-კარგი, მაშინ შეხვედრამდე..
-შეხვედრამდე..-მოსაცმელი, ჩანთა ფეხსაცმელი.. ოტიას სახლს ვტოვებ, მატყუარა მზის სითბოს, სუსხიანი ქარი სდევს თან.. ტაქსი გამოვიძახე, საბედნიეროდ დიდ ხანს ლოდინი არ მომიწია, ჩავჯექი.. გადატვირთულობის გამო ძლივს მივაღწიე ოლღას სახლამდე..
ოლღას ტელეფონზე ვერ ვაგონებ, ვაკაკუნებ არ მიღებს, ამიტომაც ჩანთაში მისი სახლის გასაღები მოვძებნე, რა იცი რა ხდება შემთხვევებისათვის განკუთვნილი.. კარი გავაღე და შევედი, ზუსტად ამ დრო მომავალი, საბანში გახვეული ოლღა მოლასლასებს ჩემკენ, რომელსაც სახეზე ფერი არ ადევს.. როცა შემამჩნია, აშკარად არ ელოდა ჩემს დანახვას, ალბათ ეგონა ჰალუცინაციები დაეწყო..
-დარია, აქ რას აკეთებ../?
-შენთან მოვედი, ცუდად ხარ..?
-ისეთი არაფერია..
-რა ისეთი არაფერია, ფეხზე ძლივს დგახარ.. - დივანზე ჩამოჯდა..
-არ მინდოდა სახლში ჯდომა, თუმცა ყველაფრის გადადება მომიწია.. ხვალ უკვე უკეთ უნდა ვიყო..
-გამოჯანრმრთლებას ვერ დააჩქარებ, შენს თავს თუ არ მიხედე.. რამე წამალი მაინც დალიე..?
-არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია..
-ოლღა..
-საუბრის თავიც არ მაქვს..
-წამლების ყუთი სად გაქვს..? ან გაქვს საერთოდ თუ ჩავიდე..
-ცუდად როცა ვიყავი ჯარჯიმ მიყიდა და წესით კიდევ უნდა იდოს უჯრაში..სადაც იდო ხოლმე..- ჯერ სიცხე გავაზომვინე, შემდეგ წამალი დავალევინე, ნაჭერი დავასველე და შუბლზე დავადე, საშინლად ხურს...
მოსაღამოვდა და ძლივს დაეწია სიცხე, კიდევ კარგი თორემ ისე შემეშინდა უკვე სასწრაფოში უნდა დამერეკა.. რაც დაიძინა მეორე დღემდე არც გაუღვიძია.. აშკარად გამოფიტულია, გადამწვარია.. მხოლოდ სიცხეს ვერ დავაბრალებ..
-დარია..
-რამე გინდა..?
-აქ ხარ..? მე მეგონა მომეჩვენე, ან სიზმარში გნახე.. შეგიძლია წყალი დამალევინო..? -წყალი ჩამოვუსხი და მივუტანე.. -მადლობა..
-რა დაგემართა..?
-თითქოს ერთიანად გამოეცალა ენერგია, დილიდან თავს ცუდად ვგრძნობდი და მერე შენც მოხვედი..-ნელა წამოდგა..-თავიდან მეგონა გავცივდი, მაგრამ ეს გაციება აშკარად არ იყო.. ცოტას მოვწესრიგდები და მოვალ..
-მიდი..-ოლღა მალევე ბრუნდება, ცოტა გამოცოცხლებული სახით..
-სახეზე ცივი წყალი მესაჭიროებოდა.. - დივანზე ჩამოჯდა.. მიეყრდნო, ზედმეტად აჩქარებს, ჯერ კიდევ ეტყობა დაღლილია.. -დღეს გცალია..?
-მცალია..
-გინდა რამეს ვუყუროთ, არაფრის გაკეთების თავი არ მაქვს..
-ვუყუროთ.. ოლღა..
-რაო..
-ბოდიში რაა ეს დღეები სრული ქაოსი მქონდა და საერთოდ ვერ მოგაქციე ყურადღება, თან ამ დროს..
-ამ დროს..
-ბავშვები წასულები არიან, მეც მენატრებიან..
-ირაკლიმ გითხრა რამე..?
-რა უნდა ეთქვა..
-კარგი არაფერი.. მაგაზე ნუ იდარდებ, მადლობელი ვარ, გუშინ რომ მოხვედი..- ველოდი მისთვის საყვარელ ფილმს ჩართავდა, მაგრამ არა, 2000 იანების რომ ქომების მარათონში აღმოვჩნდი, მე არაფერი შემითავაზებია, რის ხასიათზეცაა ყველაფერზე თანახმა ვარ.. რამდენიმე ფილმი მივაყოლეთ, ჩემს მხარზე უდევს თავი, ხმის ამოუღებლად ვუყურებთ, რაც არც მისთვისაა დამახასიათებელი და არც ჩემთვის.. ბოლო ფილმის დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა, თავიდან ვიფიქრე, ბედნიერი დასასრულის გამო აეტირა მეთქი, თუმცა გულიანად დაიწყო ტირილი..
-ვერ ვჩერდები.. არ მინდა..
-იტირე, მოგეშვება.. - ჩავეხუტე..-ყველაფერი კარგად იქნება..
-კარგად კი არა იდეალურადაა, ფილმი ბედნიერად დამთავრდა..- არ უნდა იმის აღიარება სინამდვილეში ფილმი ბოლო წვეთი იყო, აქამდე რაც დაუმალავს, უტარებია, უგროვებია, ყველაფერს ერთნაირად ტირის.. მაგრამ დაე ვთქვათ, ფილმის ბედნიერი დასასრული ამდენად ემოციური იყო..
ცოტა მშვიდდება და მშორდება, იქვე დადებულ წყალს იღებს და სვამს..
-ასე ჯობია, ასე უკეთესია.. საუკეთესო ვარიანტი აირჩია..
-ვიტყოდი მაგას დრო გვიჩვენებს მეთქი მაგრამ, ფილმია მეტის ნახვის შესაძლებლობა აღარ გვაქვს..
-დარია, რა გავაკეთო..?
-რასთან დაკავშირებით..?
-ჯარჯი მენატრება, მგონია საცაა ჭკუიდან უნდა შევიშალო..
-დაბრუნდება..
-არა.. სიყვარული ამიხსნა..
-რაა.. რას მეუბნები, მეგონა აღარასდროს გეტყოდა..
-შენ რა იცოდი..?
-ვიცოდი//
-რატომ არ მითხარი..
-საიდუმლო საიდუმლოა, თქმის უფლება არ მქონია.. წასვლას დიდი ხანია აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით..
-რომ აღარ დაბრუნდეს..
-დაბრუნდება..
-რა მეშველება..
-როგორც ვხვდები უარი უთხარი, იგივე გრძნობით არ უპასუხე, თუმცა ახლა გიყურებ და ეს უარი კითხვის ნიშნის ქვეშაა..
-არ შემიძლია..
-შენ უთხარი უარი ოლღა, ის კი წავიდა, ხვდები შენს გვერდით ყოფნა მისთვის რას ნიშნავდა..?
-არ შეიძლება ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ადრე..?
-არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა.. შენგან შორს ყოფნა სჭირდება, რომ დამშვიდდეს, საკუთარ თავთან დალაგდეს.. დაგივიწყოს.. შენ სხვანაირად უნდა შეხედო ამ მოცემულობას.. იმის მაგივრად გააგრძელო ამ რეჟიმით ყოველდღიურობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მოგიყვანა, უნდა მონახო ძალა და საკუთარ თავთან მარტ დარჩე, გადახარშე რაც მოხდა, შენი ფიქრები, გრძნობები.. რამდენადაც არ უნდა ეცადო გაქცევა არსად წავლენ..
-ოღონდ დღეს არა..
-დღეს არა, აბა შემდეგი ფილმი აარჩიე..
. . .
- დარწმუნებული ხარ ყველ წავიდა..?
-დიახ, მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ overexposed-ში..
-თქვენ არ მიცნობთ, მე ვახტანგ ხმალაძე გახლავართ, საქართველოში მხოლოდ იმიტომ დავბრუნდი, სამართლიანობა მინდა აღდგეს.. ამიტომაც რადგან არ მინდა საიდუმლო დარჩეს რამე, მინდა გითხრათ, თქვენს ფილმს მთელი ამ დროის განმავლობაში მე ვაფინანსებდი, მე მოვითხოვე თქვენი ერთად მუშაობა, რადგან როდესაც მძიმე ტრაგედია დატრიალდა ჩემს გარშემო, როდესაც გამოძიება დავიწყე, თქვენამდე მოვედი.. თქვენი სახით კი გამიჩნდა იმედი, რომ მოვახერხებდი, კობას დაჭერას..
-რას ნიშნავს თქვენ აფინანსებდით..
-ჩემი ნებით არ შემიწყვეტია, იმედია ამას ხვდებით.. ეს ზურაბ ალავიძემ მაიძულა, ისევე როგორც ყველას თქვენს გარშემო, ფაქტობრივად აუკრძალა თქვენთან მოახლოება..
-თუ კობას აღარ მფარველობას, თქვენთან რა ხელი აქვს..?
-იმედი, მომცა და მითხრა თუ ფილმს აღარ დავაფინანსებდი, მტკიცებულებებით კობას გადმომცემდა.. სიტყვა არ შეასრულა, ამიტომაც მინდა მას შეხვდეთ და ეს მტკიცებულება წამოიღოთ..
-რას ნიშნავს მტკიცებულება წამოვიღოთ, რომც შევხვდეთ თვალს არ მოგვაცილებს, თანაც რა მტკიცებულებაზეა საუბარი, ჩვენ რის პოვნას შევძლებთ..-ოტია
-ის ინფორმაცია რაც ჩვენ გაგვიზიარეთ, ამას რატომ არ იყენებთ, განა ეს საკმარისი არა..?
-თქვენ არც ზურას იცნობთ კარგად, რისი გაკეთება შეუძლია..
-ბატონო ვახტანგ, თუ მართლა გინდათ გულახდილები ვიყოთ, არაფერი არ უნდა დაგვიმალოთ, იმიტომ რომ აშკარად რაღაცას არ გვეუბნებით..-ოტია
-მეორე ქალიშვილიც მყავს, უმცროსი.. ახლა იწყებს ცხოვრებას, ზურას კი აქვს ჩემზე ინფორმაცია, თუ ამას ჩემი გოგო ან ვინმე გაიგებს, ვერ გადავიტან.. ნაბიჯს ვერ გადადგამ მან არ იცოდეს, არ ვიცი ამას როგორ ახერხებს მაგრამ ასეა.. მე ვერაფერს გავავრცელებ, ჩემი სახელი არსად უნდა დაფიქსირდეს..
-რატომ არ შეგვიძლია ჩვენ გავავრცელოთ..?
- კობამ გაიგოს მას ეძებთ, მიხვდება პოლიციაში რამხელა ამბავი ატყდა, არც საქართველოს გაეკარება და მის კვალს ვეღარ ვიპოვით..
-მოიცადე მოიცადე, გინდათ ზურას სახლში იმიტომ მივიდეთ, კობას ადგილსამყოფელზე, მასზე წამოვიღოთ ინფორმაცია..?
-შეიძლება არ მფარველობდეს, თუმცა აქვს ამაზე ინფორმაცია სადაა.. მის კაბინეტში მის სახლში აუცილებლად ნახავთ რამეს..დარწმუნებული ვარ..
-რამე დააშავეთ, რამე ისეთი გააკეთეთ, რომ ახლა გრცხვენიათ..?
-ჩემს ოჯახს ეხება, არ მინდა ამაზე საუბარი..
-კარგი რა გაეწყობა, ისედაც როგორც უკვე გითხარით, თავად დაგვიკავშირდა ფილმთან დაკავშირებით..
-ოღონდ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლოში და დამერწმუნეთ თქვენს ფილმს აუცილებლად მიიყვანთ ბოლომდე..ახლა კი დაგტოვებთ..-ვემშვიდობებით, ის კი უკანა გასასვლელიდან გადის..
- ხვალვე დავურეკავ და ვეტყვი, თანახმა ვართ შეხვედრაზე, მაგრამ მაინც მეეჭვება, შევძლოთ ინფორმაციის გაგება, უბრალოდ აუცილებელიც კია ვცადოთ არაა..? - ვახტანგის წასვლის მერე გადავულაპარაკე..
-ძალიან უნდა ვიფრთხილოთ..
-არ გამოგვიჭირონ..
-საშინლად არ მომწონს ზურა, არ ვიცით რა მოტივები აქვს, იქ გმირობანას თამაში არ გინდა..
-თუ შემეძლება გავაკეთებ..
-შენ თავად ჩემზე კარგად უნდა იცოდე ზურა რას წარმოადგენს, იფრთხილე ძალიან გთხოვ..
-კარგი რაა ოტია, ომში კი არ მივდივართ, ერთი სადილია..
-ასე მშვიდად როგორ ხარ..?-გამეღიმა..
-ნერვიულობას რა აზრი აქვს..? თანაც მარტო ხომ არ მივდივარ..-როლები გავცვალეთ../? ეს უკვე მომწონს..-რა კარგია ამ ადგილის გაყიდვა, აღარ გიწევს..
-მგონი ჩემზე მეტად გიყვარს ეს ადგილი..
-არ გიყვარს? რანაირად, როგორ შეძლება ეს ადგილი არ გიყვარდეს..
-მიყვარს თანაც ძალიან, მაგრამ უცნაურია, იმდენად ვემზადებოდი გასაშვებად.. შეიძლება დამცინო, თუმცა მრცხვენია, თითქოს აქაურობა გრძნობს ამას..
-გაპატიებს აუცილებლად, დრო მიეცი..
-აი დამცინი..
-სერიოზულად გეუბნები.. მე რომ ესე გამიშვას ვიღაცამ, ორ დღეში ისევ ისე ვერ გავუღიმებ და ვერ ჩავეხუტები.. დროა საჭროა..
- ჩამეხუტება, გამიღიმებს..
-მიგიღებს, იმედი მაინც იქონიე..
-რაზე ვსაუბრობთ საერთოდ..სისულელეა.
-იმაზე რაც გაწუხებს, დაშავდა რამე..? რა მნიშვნელობა აქვს, თუ გაფიქრებს, გაწუხებს, უნდა ილაპარაკო..
-გაჟღერებულ სიტყვებს სულ სხვა ძალა და სიმძიმე აქვთ..
-გააჩნია როგორ შეხედავ, რაღაცას იმდენჯერ ვიმეორებ, სიტყვას ძალას ვაკარგვინებ და იმდენად აღარ მაწუხებს ხოლმე.. სიტყვის ძალის სიმძიმეს ვიხსნი მხრებიდან.. არ წავიდეთ..?
-წავიდეთ..-წამოვდექით, ყველანაირი ელექტრობა გათიშა, დააბნელა და გამოვედით..
იმდენად ძალა გამოცლილი დავბრუნდი სახლში, მალევე ჩამეძინა..
მეორე დღე გათენდა, მალევე დავუკავშირდი ზურას და შეხვედრაზე შევუთანხმდი, მის სახლში, იმავე დღესვე.. ამიტომაც გავუთიშე თუ არა ოტიას გადავურეკე ვაცნობე ახალი ამბავი და მზადება დავიწყე..ზოგადად მეხალისება ხოლმე გამოპრანჭვა, ხანდახან სადმე გასვლაზე მეტად ეს პროცესი მსიამოვნებს, მაგრამ ახლა დიდად ხალისიანი ფერების განწყობაზე არ ვარ.. ამიტომაც მინიმალური მაკიაჟი, სადა კაბა ვარჩიე.. თმები გაშლილი დავტოვე.. მალევე წავედით და მივადექით ზურას სახლს, მინი სასახლეში ცხოვრობს თურმე, იმდენი დაცვა უმშვენებს ზურგს, მაშინვე გაქრა სახლის შეგრძნება და თითქოს ვიგრძენი კიდეც ცივი კედლების სუსხი..
მაშინვე შეგვიშვეს როცა დაგვინახეს, როგორც კი ეზოში შევაბიჯეთ, ზურაბი დაგვხვდა, მოგვესალმა და შინ შეგვიპატიჟა..
თავაზიანად გვიღიმის, უკვე გაწყობილ მაგიდასთან მიგვიპატიჟა, ჯერ ზოგად თემებზე იწყებს საუბარს, შემდეგ კი ფილმსაც ეხება.. აი ხომ არაფერს ისეთს არ ამბობს, ერთი მანერა არ შეშლია, მე კი საშინლად მეშინია, მეჩვენება..? რაღაც საშიში ბუნაგად წარმოვიდგინე აქაურობა, მონსტრთან ერთად და ჩვეულებრივი ნორმალური სახლია, არც ეს ზურა ჰგავს დიდად მონსტრს.. ჩემს მიერ წინასწარ შექმნილი განწყობის ბრალი უნდა იყოს.. ამ საუბარში საღამო ისე გადის, ვერ ვიგებთ, ვემშვიდობებით და მოვდივართ..
-ეს რა იყო, არა მთლად სასწაულ ინფორმაციას გამოვიტანთ მეთქი არ მეგონა, მაგრამ მთლად ასეთი უარაფრობაც გაგონილა..?
-ცდები..
-თავი მართლა რაღაც მისიაზე მეგონა, ჯეიმს ბონდურად დავზვერავ გარემოს, შევიპარები მეთქი..
-კუდბაწარაა..
-მე ხომ მხოლოდ..
-ორი წუთით შეგიძლია მომისმინო..? მე ვიყავი მის კაბინეტში, ირინკას დავურეკე, მეც არ ვიცი რა გამაკეთებინა მაგრამ ახლა მის მოწყობილობაზე წვდომა მექნებაო, შენი აქ ყოფნის მომენტსაც ამოვშლი კამერებიდანო..
-რა..? როდის მოასწარი, რანაირად..
-ეზოში ძაღლები როცა დაინახე და გაიქეცი სიხარულისგან ესეც გამოგყვა, ვითომ საპირფარეშოს ვეძებდი და სულ რაღაც ორი წუთით გავედი, მე უკვე თხზულება მქონდა მომზადებული თავის გასამართლებლად, მაგრამ ჯერ კიდევ გარეთ იყავით.. შენდა უნებურად იდეალური მომენტი შექმენი..
-რაღაც ისე არაა, ამდენად მარტივად არ იქნება სიტუაცია..
-მარტივი არაფერი არ ყოფილა..
-დაუკვირდი ახლა როგორ იქცეოდა..? სულ სხვანაირი არ იყო..?
-შენი ნდობის მოპოვება სურს, დაგანახოს თუ რამდენად კარგია..
-ჩემი..?
-ამდენად ბრმა ვერ იქნები, ვერ ხედავ შენითაა გატაცებული..? ის რამდენიმე წუთი რაც გასული ვიყავი ჩემი დამემართა..
-შეუძლებელია ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდეს..
-რატომაა შეუძლებელი..? კითხვის ნიშნის ქვეშაც არაა, შენ ფაქტობრივად ზედ არ უყურებდი, აუცილებლობის შემთხვევაში საუბრობდი და როცა მე მიწევდა საუბარი, მაინც შენ გიყურებდა, შენგან უნდოდა პასუხის მოსმენა.. შენი მოსმენა უნდოდა.. რატომ არ საუბრობდი..?
-ვსაუბრობდი..
-ზოგადად სულ ლაპარაკობ, ყველასა და ყველაფერზე შენი აზრი გაქვს, პირს ვერ აჩერებ, დღეს კი ჩუმად იყავი..
-არ მქონდა სურვილი, ვეცადე არ შემტყობოდა.. სახლში არ მიმიყვანო..
-რატომ, დაგეგმილი გაქვს რამე..?
-სადმე მაღაზიასთან ჩამომსვი, ჩემით წავალ..
-დაგელოდები
-საჭირო არაა მადლობა..-წამიერად გადმომხედა და მეტი აღარც არაფერი უკითხავს.. მართლაც გამიჩერა ერთ-ერთ მარკეტთან, გადმოვედი, შიგნით შევედი, ჩავუარე სექციებს, მათ შორის ბურბუშელას და ვანილის გემოს, სხვადასხვა სახის სასუსნავი მოვიმარაგე და გამოვედი..
ახლა სუფთა ჰაერზე სეირნობა ისე მჭირდება როგორც არაფერი, გავივლი მაინც ცოტას..
მივხვდი, რომ ბოლო პერიოდში იმდენად გადავეშვი ამ საქმეში, ნორმალურად ვეღარ ვფუნქციონირებ.. არაფერს აღარ ვაკეთებ ისე როგორც ვაკეთებდი, ჩემი რუტინა დავკარგე.. კი ეს საქმე მნიშვნელოვანია, თუმცა საკუთარ თავი ხომ არ უნდა დავკარგო ამასობაში..? თან შიში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უკვე მეც აღარ ვიცი რისი მეშინია, საკუთარ სახლშიც ვეღარ ვჩერდები დიდ ხანს.. ეს უნდა დასრულდეს, თორემ წარმოდგენა არ მინდა რა შეიძლება მოხდეს..
სახლამდე სეირნობით მივედი, შიგნით შევედი, შუქი ავანთე.. ჩემს საწოლზე მეტად ოტიას დივანი უკეთეს ვარიანტად რატომ ჟღერს არ ვიცი.. როდიდან მაქვს მარტო დარჩენის შიში..? უკანასკნელი რაც მინდა გავაკეთო, შიშში ცხოვრებაა..
მხოლოდ სასუსნავები, არ მეყიდა რამეს გამოვაცხობდი, მაგრამ იმის შანსიც იზრდება სახლი მეორედ გადამეწვა, ან ხელი გამეჭრა, არა მაგას როდიდან ვუშინდები, ახლა მაღაზიაში მიმბრუნებელი ნამდვილად არ ვარ.. შუქები ყველგან ჩავაქრე, დივანზე ჩამოვჯექი, გვერდულად მივეყრდენი, მოვიკუნტე..
მინდა რამე მინდოდეს, კითხვა, ყურება, ცხობა, ნებისმიერი რამ, რეალურად არაფერი არ მინდა გავაკეთო..
ახლა ღამეა ფერები არ დაკარგულა უბრალოდ არ ჩანს, გათენდება და თავს უკეთ იგრძნობ, ერთი ღამის გადატანას რა უნდა..? ღამე ფერადიაო, მე რატომ ვერ ვხედავ ღამისეულ სიფერადეს..? ნეტავ მეტირებოდეს, ცოტა მომეშვებოდა მაინც.. მაგრამ რა მაწუხებს..? თავს ცუდად რატომ ვგრძნობ..? ნეტავ მალევე ჩამეძინოს, მაგრამ ვგრძნობ ეს რამდენად შეუძლებელია..
. . .
-ფაილები გადაიტანე..?
-კი
-ირინკა, იმედია რამე გაარკვიე..
-არ ვიცი ვინ დააპროგრამა და რა გაუკეთა ზურას ლეპტოპს, დამიჯერე ეს უბრალო პროგრამისტის გაკეთებული ნამდვილად არაა.. კობას ადგილსამყოფლის დადგენას ყველანაირად ვეცადე, ის მაინც ახლოს მივსულიყავი და გამეგო ბოლოს როდის დაუკავშირდა..ეს კი 2 კვირის წინ იყო, მას შემდეგ არანაირი კონტაქტი..
-და სად..
-ის შემიძლია გითხრათ, საქართველოშია, თუმცა ზუსტად სად ეგ ვერ გავიგე.. ჩემი ვარაუდია სადღაც დაუსახლებელში, სადაც არავინ მოძებნის..გადაადგილების დროს ადამიანები კვალს გაუთვითცნობიერებლად ტოვებენ..აქეთ იყოს, ორ წუთში გავიგებდი.
-უნდა ვიპოვოთ..
- თავადაც იცი, თუ იმალება, ასე არსაიდან ჩვენ მის პოვნას ვერ შევძლებთ.. არა, ასეთი სახე რატომ გაქვს, რა მოიფიქრე..? - ოტიას ჩემი მიმიკები როდიდან აშინებს..?
-თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ მისვლას, თავად უნდა გამოვიყვანოთ სამალავიდან..
-და მაგას როგორ მოახერხებთ..?-ირინკა..
-ჩვენზე არაფერი იცის, ამიტომაც უნდა დავაჯეროთ, ზურა მართლა აპირებს მის გადაცემას ვახტანგისთვის, მისი საიდუმლოებების გამჟღავნებას.. ირინკა ხომ დარწმუნებული ხარ არანაირი სახის კონტაქტი არ აქვს ზურასთან..?
-მონაცემები არ მაქვს, თუ რეალურად როგორმე ახერხებს ეგ უკვე აღარ ვიცი..
-როგორმე კობამდე მესიჯი უნდა მივიტანოთ..
-რა მოხდება თუ ზურას დავაჯერებთ, რომ უღალატა..?
-ეგ ხომ ისედაც მასეა, ვახტანგმა როგორც თქვა, აღარ მფარველობსო..
-შეიძლება, მაგრამ რომ არა ზურა აქამდე ვიპოვიდით, დარწმუნებული ვარ ისევ ისე აღარ ენდობა მაგრამ გული შესტკივა და თვალყურს ადევნებს.. იდეა მაქვს, მანჩო შელიას, თუ დავუკავშირდებით..
-ჟურნალისტს..?
-კი ირინკა ჟურნალისტს, მოიცადე შენ რა იცნობ..?
-მასზე მსმენია, კარგი ვთქვათ დაუკავშირდი, რა გინდა გააკეთოს..?
-ისეთი რამ უნდა გამოაქვეყნოს, რაც მხოლოდ კობამ იცის..
-ჩვენ მანჩოს ეგეთი სახის ინფორმაციას როგორ მივაწვდით..?
-კარგი რაა დაფიქრდით, ზურამ იმაზე არაფერი იცის, რომ ვახტანგთან ვთანამშრომლობთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ინფორმაცია, უბრალოდ ამ ფაილიდან სწორად უნდა ავარჩიოთ ისეთი, არც კობა დაფრთხეს და თან ზურას დაარტყას..
-კარგი ირინკა კიდევ ერთხელ მადლობა, ჩვენ წავალთ, თუ რამეს გაიგებ დაგვიკავშირდი..-ირინკას დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით... მაშინვე მანჩოს დავურეკე..
-დიახ გისმენთ..
-შენი დახმარება მჭირდება, არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია..
-შენი მითხარი და რამეს მოვახერხებ..
-ტელეფონით ვერ გეტყვი, ახლა სად ხარ..სამსახურში..?
-დღეს არ ვმუშაობ..
-ლოკაცია ჩამიგდე და შენთან მოვალთ..- ზარი გაწყდა, მალევე მომივიდა შეტყობინება და მანჩოსთან წავედით, შორიდანვე დაგვინახა და უკანა სავარძელიც დაიკავა..
-აბა რა ხდება..-მოკლედ გავაცანით საქმის ვითარება..
-ამის ფაქტობრივად გალამაზება, შეფუთვა მომიწევს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა დაკონკრეტდეთ..
-მოკლედ აი გადამყვანი, ზურასთან დაკავშირებითაა ყველაფერი, მის საქმიანობაზე, ვიცი ეს რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს, ამიტომაც შეგიძლია უარი მითხრა, არც ის მინდა ყველაფერი გამოაქვეყნო, ისე შეფუთე, მის ყურამდე მივიდეს დიდად არ აღელდეს, მაგრამ დაინტერესდეს..
-ჩემამდე მოვა..?
-აუცილებლად, ამიტომაც იცი ვინც უნდა აღუწერო გარეგნობით, ოღონდ სხვა სახელი უთხარი
-გასაგებია..- იქვე ჩამოვიდა, ჩვენც წავედით..
-შენ გგონია ეს გაამართლებს..?
-ხომ უნდა ვცადოთ..
-ოტია..
-გისმენ..
-იცი როგორ არ მინდა ამ ყველაფრის კეთება..? როგორ მინდა უბრალოდ ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებდეთ და ამ ყველაფერს არ ვეხებოდეთ..
-იმაზე იფიქრე სადამდე მოვედით, ახლოს ვართ ამ ყველაფრის დასასრულთან..
-ვართ კი..? რა მოხდება თუ ვერ მოვახერხებთ კობას დაჭერას..? თან როგორ არ მინდა ამ გამოძიობანაში ვართ გაჭედილები, ჩვენ ხომ რეალურად ფილმის გადაღება გვინდა და მეტი არაფერი..
-გაიხსენე ამას რისთვის, ვისთვის ვაკეთებთ კარგი..? ეს ყველაფერი დასრულდება და მშვიდად შევძლებთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას.. კი კარგი იქნებოდა ამის მოგვარება, ამაზე ფიქრი ჩვენ არ გვიწევდეს, მაგრამ გვიწევს..
-არც სახლში არ მინდა წასვლა, ისევ არაფერი მინდა..
-კუდბაწარა, შეგვიძლია წავიდეთ..
-წავიდეთ../? სად ..?
-ოლღასთან..
-ოლღასთან..?
-ამას წინ დავურეკე და მითხრა ცუდად ყოფილა, მასთან დარჩენილხარ.. აღარ გახსოვარო.. მეც ისე გადავერთე ამ ყველაფერზე, ყველა ყველა და ოლღა არ უნდა გამომრჩენოდა მხედველობიდან, ნახევარი კი წაუვიდა.
-წავიდეთ ოლღასთან..- მაიმუნობები ვიყიდეთ რაც გაახარებს და მასთან მივედით, არ დავურეკე რადგან ვიცი ამ დროს არ მუშაობს და მინდა გავახაროთ.. დავაკაკუნე და მართლაც გაგვიღო ოლღამ, გადმოგვხედა, ერთად რას აკეთებთ თვალებით.. გადაგვეხვია..
-ჩემი პირადი შეფის ექსპერიმენტების დაგემოვნება ხომ არ გინდათ..?
-შეფი..?
-ირაკლი თამაშობს გემოებით, რაღაც სასმელებს ამზადებს თუ იგონებს და შემოდი შემოდით..
-ვაა რა ხალხი.. როგორ ხართ..?
-რა გვიჭირს, შენი საქმეები როგორ მიდის..?
-მშვენივრად, რამეს დალევთ..?
-რამე დაგვიექსპერიმენტე..
-ახლავე..-სამზარეულოში გადავინაცვლეთ..
-დარია შენ სასმელი რას გეყოფა, არ გშია..?
-რამე გაქვს..? თუმცა რას გეკითხები, ისე მომშივდა, ყველაფერს შევჭამ..
-ჩემი ძმა გემრიელობებს ამზადებს, ხომ იცი არაა.. მიდი გამოაღე მაცივარი და მიირთვი, შენც ნებართვა არ გჭირდებოდეს რაა..- ხელები გადავიბანე, ავიღე თეფში, ჩანგალი, მაცივარი გამოვაღე..
-ეს ის არის რასაც მე ვფიქრობ..?
-სვანეთში როცა გავსინჯეთ ძალიან მომეწონა, მაგრამ რეცეპტი არ მითხრეს და ჩემით ვცადე, ისეთი არ გამოვიდა..
-სასტუმროში, რომ გავსინჯეთ..? გემრიელი იყო, მაგრამ შენ ეტყობა ნიდას მომზადებული არ გაგისინჯავს.. რეცეპტი გინდა..?
-გაქვს..?
-დავურეკავ რა პრობლემაა..?
-კარგი არ დაურეკო, სირცხვილია..
-რა სირცხვილია, მოიცადე.. -იქვე დადებული ტელეფონი ავიღე და ნიდას დავურეკე..
-გისმენთ..
-ნიდაკო დარია ვარ, ორი წუთი გცალია..?
-კი ბებო მოხდა რამე..?
-შენს გუფთაზე გადავირიე ხომ გახსოვს, რეცეპტს ვერ ჩამაწერინებ..?
-შენ უნდა გააკეთო..?
-ოლღას ძმამ ირაკლიმ, ხომ შეხვდი..
-აა კი მგონი მახსოვს.. კარგი მიდი აბა ჩაიწერე..-გავტრიალდი, ფურცელი და კალამი მოვნახე, თან ნიდა მიკარნახებდა რა როგორ, რის მერე, დოზირება- სულ ესაა..
-მადლობაა.. ისე როგორ ხართ..? კირილე როგორ გვყავს..
-რა გვჭირს, გვენატრებით სულ..
-ჩვენც გვენატრებით, გინახულებთ როგორც კი შეგვეძლება.. -დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ზარი გაწყდა..-ირაკლი, აი აიღე და განძივით გაუფრთხილდი, ოღონდ რაღაცას უნდა შემპირდე..
-არავის ვეტყვი..
-როცა მოამზადებ, უნდა გამასინჯო..
-საშენოდ გინდოდა არაა, სვანეთში ამ სიშორედ ხომ არ ივლი გუფთის საჭმელად..-ოტია..
-სვანეთში წასასვლელად ისედაც ბევრი მიზეზი მაქვს რაა, თუმცა მართალია, ირაკლის ნიჭით ვისარგებლებ..
-რა ნიჭთ, ეს ისე ვერთობი..
-გართობა ვიცი მე სხვანაირი, მოყვარულის დონზე მეტია დამიჯერე.. - ვთქვი თუ არა დავაგემოვნე და ჩემი სიტყვების სიმართლეშივე დავრწმუნდი..ოტიას გავხედე, რა კარგია აქ წამოსვლა, მოიფიქრა, მჭირდება აქ ყოფნა.. დღე სასიამოვნოდ გაგრძელდა, გვიან ოტია სახლში წავიდა, მე მათთან დავრჩი..
. . .
სრული სიჩუმე, მიუხედავად იმისა მანჩომ მაინც მოახერხა სტატიის გამოქვეყნება, მას შემდეგ რაც მანჩოს ჰკითხეს მისი წყაროს შესახებ, მან კი ზუსტად კობა აღწერა შეცვლილი სახელით.. რამდენიმე დღე არაფერი გაგვიგია, შემდეგ კობა რადარზე გამოჩნდა და ისევ გაქრა.. როგორ შეიძლება ასე მშვიდად გაეტარებინა ეს ამბავი თქო ზურას, მაგრამ მალევე გახდა ცნობილი თავისი ნებით არ გაჩუმებულა..
- " დაჭრილია ცნობილი ბიზნესმენი ზურაბ ალავიძე, ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.. იარაღი ადგილზე აღმოაჩინეს, ანაბეჭდები ვერ იპოვეს, პიროვნება მიიმალა.. "
-გჯერა რასაც ახლა ვისმენთ..? როგორ მოხდა ზურაბი თავის სახლში იმყოფებოდა, იქ სადაც ყველაზე უსაფრთხოდ უნდა იყოს და დაჭრეს..?-ოტია..
-ჩვენმა გეგმამ იმუშავა, მაგრამ ის ვერ გავთვალეთ, კობა თუ ბიძაშვილს დაჭრიდა..
-ეგ ზუსტად არ ვიცით..
-ირინკამ თქვა გამოჩნდა და გაქრაპო, როგორც ჩანს გამოიყენა მოწყობილობა და ისევ გადააგდო.. რაც ნიშნავს, იმას რომ ჩამოიყვანა ზურაბმა, იქ იმ სახლში კი რა მოხდა ვერც გავიგებთ..
-აი ახლა სად შეიძლება იყოს ზურა..
-შორს ვერ წავიდოდა, ზურას ხალხი იპოვის ალბათ, მათ ზუსტად იციან ვინაობა, პოლიციამ კი ჯერაც არაფერი იცის..
-მოიცადე, შეიძლება ზურამ უთხრა, ჟურნალისტმა მითხრა შენზეო, თუ მანჩოს ვინაობა იცის, მასთან არ წავიდოდა..?
-ვაიმე, ჩქარა..-მანჩოს გადავურეკე..
-სად ხარ..?
-სახლში..
-კარები გადაკეტე, სპრეი ან რაიმე ხომ თან გაქვს..?
-კარგი გადავკეტე, შეგიძლია მითხრა რა ხდება..?
-იმედია არც არაფერი..- მანქანაში ჩავსხედით, მანჩოს სახლამდე სანამ მივიდოდით გული გადამიქანდა, ჯანმრთელი, დავინახე თუ არა ამოვისუნთქე..
-მშვიდობაა..?
-არა მანჩო, მე ჩაგაგდე ამ მდგომარეობაში, მაგრამ ამ სახლში უსაფრთხოდ ვერ იქნები
-შენ არაფერში არ ჩამაგდე, ჩემი საკუთარი სურვილი იყო.. და სად უნდა წავიდე..?
-ჩვენც არ ვიქნებით სახლში, მარტო არ უნდა დარჩე..
-კარგი და სად წავიდე, თბილისში არავინ მყავს..აუცილებელია? უკვე იყვნენ ჩემთან და დაინახეთ არაფერი მომხდარა..
-საქმე მაგაში არაა, ჯერ ვერ აგიხსნით ამის დრო არაა, უცებ ჩაალაგე და წავიდეთ..
-მეგობართან..?
-არა, შენთან არანაირ კავშირში არ უნდა იყოს..- მანქანაში ჩავსხედით.. თან დაიძრა კიდეც..
-მოიცადე, შენ ხომ ბუბას იცნობ..
-მასთან არ ვმეგობრობ, რამდენჯერმე გადავიკვეთეთ..
-მოიცადე მოიცადე თქვენ რა ფიქრობთ რომ მე მასთან დავრჩები..? გამორიცხულია რამე სხვა მოვიფიქროთ..
-ბუბა თბილისში არ იმყოფება, მის სახლზე გვაქვს საუბარი..- მანქანა იძვრება და მივდივართ, ბუბას სახლთან ვჩერდებით, გადმოვდივართ, ოტია სავარაუდოდ ბუბას ურეკავს და იღება, ეზოში შევდივართ, შემდეგ სახლში..
-ყველაფერი აქაა რაც გჭირდება..
-უცხო ადამიანის სახლში რა უნდა გავაკეთო, ან აქ რამდენი ხნით უნდა ვიყო..
-2 დღით მაინც, მართლა უნდა დავფიქრდეთ რისი გაკეთება შეიძლება..
-არც მეუბნებით რა მოხდა..
-გეტყვით აუცილებლად, მაგრამ ახლა არა.. - ორი საათი მაინც გავიდა, ცალკე გავდივართ მე და ოტია..
-შენ დარჩი მანჩოსთან მე წავალ და..
-და მარტო რას გააკეთებ..? ქუჩა-ქუჩა დაიწყებ მის ძებნას..? ხელჩასაჭიდი მაინც გვჭირდება, ირინკასგან ნიშანი, სად შეიძლება ან რამე..
-ერთი წუთით, ჩვენ მას ვიცნობთ, ნუ ვიცნობდით მაინც, სად შეიძლება წასულიყო..
-სახლში არ მივიდოდა, ნაცნობ ადგილას არ მივიდოდა რადგან ტექნიკურად ყველასთვის მკვდარია..
-მგონი ვიცი სადაც წავიდოდა..-ყვირილის ხმა, მანჩოსთან ვბრუნდებით და ბუბა გვხვდება..
-გული გამისკდა, ხომ მითხარით გასულია ქალაქიდანო..
-ოტიამ როცა დამირეკა ვბრუნდებოდი, აქ რა ხდება..?
-მანჩო საკუთარ სახლში უსაფრთხოდ არაა, ვიფიქრეთ შენთან დარჩებოდა, თან შენც წასული იყავი და..- სათქმელი მივაყარე, ეს ყოველივე ძალზედ უხერხულია..
-კარგია თუ დაბრუნდი, მაგრამ..
-აქ არ დავრჩები, მე მეგონა წასული იქნებოდა..
-თუ უსაფრთხოებას ეხება საქმე უნდა დარჩე, სახლი დიდია, იმის აუცილებლობაც არაა, შემხვდე.. თანაც ვმუშაობ და ვერც კი დამინახავ..-მანჩოს გავხედეთ..
-მხოლოდ ორი დღით..
-იმედია..
-დარია..
-რა ვქნათ, სანამ არ ჩავთვლით უსაფრთხოდ ხარ, აქ უნდა იყო..
-კარგი რადგან ბუბა აქაა ჩვენ წავალთ..
-რატომ უნდა წახვიდეთ..?
-საქმეები გვაქვს.. შეგეხმიანებით..-ბუბას სახლს ვტოვებთ..
-კარგი რას ამბობდი..? სად შეიძლება იყოს..?
-ანდაც მოიცადე, რის გაკეთებას ვაპირებთ..?
-პოლიციის გამოძახების, მართლა დაზვერვის აგენტები კი არ ვართ.. კარგად დაფიქრდი, გახსოვს ვახტანგის მოცემულ ფაილებს ვამოწმებდით, იქ ზურას ქონებას გადავხედეთ, თვალში მომხვდა, ერთ კორპუსში სამ ოთახიანი ბინა, არც კარგ ადგილას, სადღაც გაურემონტებელი, ძველი კორპუსია, მაშინ ამდენი არ მიფიქრია, თუმცა ჩავეძიე და გვიანღა ამოტივტივდა, ეს ხომ ემილის ძველი სახლია..
-არა, დედამისთან ცხოვრობდა..
-სანამ დედამისთან გადავიდოდა მარტო ცხოვრობდა, ზუსტად ეს ბინაა, შენი აზრით ეს ზურას რაში სჭირდებოდა..?
-კობას უყიდა..?
-დიდი ალბათობით.. დარწმუნებული ვარ, რადგან წასასვლელი არსად აქვს იქ წავიდოდა, ელემენტარული გასაღები მაინც მოეპოვება ადამიანს..
-მთავარია გვეთქმოდეს, შევამჩნიეთ და შემდეგ დავრეკავთ..
-რანაირად შევამჩნევთ, სახლში ხომ არ შევუვარდებით..
-პირველი სართულია დავინახავთ როგორმე, ერთხელ მაინც გადმოიხედება..- მანქანა გაჩერდა..
-ეს არის..?
-წესით ეს უნდა იყოს..- ვიფიქრე, ნახევარი საათი, ერთი, მაქსიმუმ ორი საათი მოგვიწევს ლოდინი თქო, პოლიციას ისე ხომ ვერ გამოვიძახებთ, მგონი აქ ის ადამიანია საკუთარი სიკვდილი, გაითამაშა, თან დამნაშავეა და ხომ დააპატიმრებთო... ორიც გავიდა და სამიც.. ფარდაც კი არ შერხეულა ოდნავ..
მოსაღამოვდა, რამდენჯერმე წასვლა დავაპირეთ, თუმცა ამდენად მარტივად ხომ არ ჩაიქნევ ხელს, მითუმეტეს როდესაც გეგმა ბ ფაქტობრივად არ არსებობს..
-როგორც კი მეგონა უკვე მივაღწიეთ ერთად ყოფნის სიძულვილს ზღვარს , თურმე ჯერ სად ხარ დარია..
-არა როგორ ვიფიქრე, ალბათ ვცდებოდი, ამდენადაც საშინელი არაა, ადამიანურად ურთიერთობა შეიძლება მეთქი და აჰა, გაჩერდა ადამიანი შენს გვერდით ორი საათი..
-ცოტა ხანიც მოითმინე და ვეღარ მნახავ..
-ნეტავ ეგ დღე გამითენდებოდეს.. - ორივეს მხრიდან კარები ფაქტობრივად გამოგლიჯეს..
-გათენებამდე ჯერ დაგიბნელდებათ- თავში ძლიერ ჩარტყმა ვიგრძენი თუ არა გავითიშე..
არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლებოდა გასულიყო, თუმცა ვგრძნობ თავბრუ მეხვევა და ვცდილობ თვალები გავახილო, ამის ძალა არ მაქვს..
-ხომ არ მოკვდა..
-რა მოკვდა, ვერ ხედავ სუნთქავს..? დააცადე გამოფხიზლდებიან..-თვალებს ძლივს ვახელ და ვხვდები დაბმული ვარ, ჩემს ზურგს უკან კი ოტიაა, ორი სკამია მიბმული ერთმანეთზე.. თავი ოდნავ ავწიე, წინ ორი სრულიად უცნობი დგას და ჩვენზე საუბრობენ.. აქ რა ხდება, ეს ხომ კობას სამალავი უნდა ყოფილიყო, თუ რამე აგვერია ესენი ვინღა არიან.. ვცდილობ ოტიასკენ გავიხედო, თუმცა, მის სახეს ვერ ვხედავ, ვცდილობ სკამი გავამოძრაო, ამაზე ორივეს ყურადღებას ვიქცევ და მიყურებენ..
-თუ კიდევ არ გინდა მეორე მიიღო, გირჩევნია აღარ გამოძრავდე..- ხმის ამოღება მინდა, კითხვის დასმა თუმცა, ვხვდები პირზეც აკრული მაქვს.. ოტიაც ამოძრავებს სკამს, გამოფხიზლდა.. სად შეგვეშალა..? წესით ვიფრთხილეთ, აქ როგორ ამოვყავით თავი..?
-გამოფხიზლდნენ..?- ჯერ მხოლოდ ხმა გავიგონე, თუმცა ამანაც შემზარა, მალევე გამოჩნდა კობა, ამდენი ხანი იმიტომ ველოდით, მისი სილუეტი მაინც გვენახა.. ვიცოდი ცოცხალი იყო, თუმცა მისი ხმის გაოგნება, მისი დანახვა, იმდენად შემზარავია.. ადამიანი მეგობრად მიმაჩნდა, დავიტირე.. დედამისთან ერთად ვათენე ღამეები, ის კი აქ დგას, ნიღაბ ჩამოხსნილი და კმაყოფილი გვიმზერს.. - ამდენი ხანი დაგჭირდათ ჩემს საპოვნელად გვრიტებო..? თქვენი აქ მოსვლა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, არა რას ელოდებოდით..? მართლა გეგონათ გამომიჭერდით..? თუმცა ჩემი ბრალიცაა, სათანადოდო ვერ დავაფასე თქვენი შესაძლებლობები, ამდენი წელი არაფერი გიკეთებიათ, ახლა მოინდომეთ გამოძიობანას თამაში..
-ამათ რას ვუპირებთ..?
-ჯერ საბუთები დამზადდეს, წასვლამდე მოვკლავთ, ამათ ცოცხლად დატოვება საშიშია.. რამე ახალი არ გაგიგია..?
-საუკეთესოები არიან ამ საქმეში, თუ გინდა პრობლემა არ შეგვექმნას, დროა საჭირო..
-დრო არ გვაქვს, დაგავიწყდა, კობა მკვდარია../? პასპორტი მჭირდება სასწრაფოდ, უთხარი დააჩქარონ..
-მომისმინე ჩვენ აქ შენი სათამაშოები არ ვართ, ხომ არ გავიწყდება.. ერთად ვართ საქმეში, უკვე დაველაპარაკე ისე როგორც საჭიროა..
-ორივე დამშვიდდით, უკვე დამღალეთ, ორი წუთით მშვიდად ყოფნა რა გახდა..- ამდენი ფილმი მაქვს ნანახი, იქ არ ვიცი რაღაც საიდუმლო პატარა დანა, ან დანისმაგვარი რაღაც მაინც აქვთ ხოლმე, აქ დანა საიდან ვნახო, ან რაიმე ბასრი.. ოთახს ნელ-ნელა ვავლებ თვალს, ფაქტობრივად ცარიელია.. ზარი გაისმა, კობა და ერთი, ის რომელიც წაკამათდნენ, სხვა ოთახში გავიდნენ, სერიოზული დარჩა..
არც კი ვიცი დიდი დრო გავიდა, თუ მცირედიც საუკუნოდ მეჩვენება, თუმცა, ვეღარ ვსუნთქავ, მწყურია.. ყველაფერი ერთნაირად მიტევს.. არა დარია, პანიკის დრო არაა, ეცადე დამშვიდდე, მალე გააღწევ აქაურობას.. არა ვის ვატყუებ, რომელი საიდუმლო აგენტი ან ფილმის გმირი მე ვარ, გრანდიოზულად გავაღწიო აქედან, ჩემი რეალობაა, ის რომ მალე მოვკვდები.. არ ვიცი რამდენ ხანში, თუმცა მალე..
თავბრუსხვევა ბრუნდება, გული მიჩქარდება.. მგონი გული წამივა და ეს უკვე კარგ აზრად მეჩვენება, ყურება და ფიქრი იმაზე ადრე მომკლავს ვიდრე კობას ხელები.. თვალები მეხუჭება თუ არა, პირიდან იმ რაღაცას მხსნის, თითქოს ცოტა ამოვისუნთქე..
-იცოდე ხმას ამოიღებ და..
-წყალი შეიძლება..?.. -უკან გაბრუნდა და ბოთლით დაბრუნდა, ცოტა დამალევინა.. ოტიასაც მოხსნა და მეორე ბოთლით მასაც დაალევინა..
-რას აკეთებ, ახლა ყვირილი დაიწყონ და მეზობლებს გააგებინონ რამე, სად მიდიხარ..
-წყალი დავალევინე და ასე არიან 5 წუთია, როგორც ხედავ პრობლემას არ ქმნიან, წეღან გოგო ცუდად გახდა, ეგრე ვერ გაძლებს..
-კობა სად წავიდა..?
-ჭრილობა აქვს, დიდ ხანს მდგომარე ვერ ჩერდება..- ჩვენთვის აღარც მოუქცევიათ ყურადღება.. ფანჯრისკენ ვიხედები.. ღამეა და თითქოს მაინც ახერხებს კიდევ უფრო გაშავდეს ყველაფერი.. ოთახში სადაც ჩვენ ვართ შუქს აქრობენ და გადიან.. მთვარის შუქიღა გვინათებს ოთახს, რაც ოდნავ მამშვიდებს, აქ სრულ სიბნელეში გავგიჟდებოდი..
-კუდბაწარა..-ჩურჩულის ხმა ისმის, თუმცა იმდენად ხმამაღალი მეჩვენება, მგონია შემოგვივარდებიან და ისევ აგვაკრავენ პირზე..
-ოტია.. გისმენ..
-თავს როგორ გრძნობ..?
-ნორმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია..-მაქსიმალურად შევეცადე და მისკენ შევტრიალდი..
-რაზე ფიქრობ..?
-მაგის ცოდნა არ გინდა..
-მინდა..
-ცუდზე მეფიქრება, მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო..
-რამდენად ცუდზე..
-დედაჩემის და მამაჩემი როდესაც მნახავენ, ვინ იცის როგორ მდგომარეობაში, ინანებენ ისე ცუდად რომ მელაპარაკებოდნენ..არა ვიცი სისულელეა, რეალურად არც სიკვდილი მინდა და არც ის მათ მნახონ, უბრალოდ ვცდილობ მათი რეაქციები წარმოვიდგინო.. თუმცა ვხვდები რა სიღრმემდე ჩავდივარ, ამიტომაც ჩემს თავს ვეუბნები, არის შანსი იმისა, გადავრჩეთ..
-გადარჩენის გარდა არაფერიც არ განიხილება..
-ცუდზე არ გეფიქრება დავიჯერო..?
-არ ვფიქრობ.. მისმინე, ჩვენ თუ ახლა ძალიან ჩუმად და ნელა ვიმოქმედებთ, სულ ბოლოში დანა დევს..
-იქამდე როგორ მივალთ ან როგორ მივწვდებით..
-ერთხმად, უჩუმრად.. დავითვლი და ძალიან ფრთხილად ჩემთან ერთად გამოიწიე..სამი, ორი ერთი..-სულ ოდნავ წავიწიეთ წინ, ჯერ გავჩერდით ხომ არ იყო ხმა, ხომ არ გაეღვიძა ვინმეს.. აი ასე კუს ნაბიჯებით, რამდენი ხანი გავიდა არ ვიცი, თუმცა წინ მივიწევ, თითქმის ბოლოში ვარ.. უკვე იმაზე ვსაუბრობ როგორ მივწვდებით, ხმაური ისმის, კობა გამოდის, ჯერ ჩვენ გვიყურებს შემდეგ დანას.. დანას იღებს და იმ ორს აღვიძებს.. თოკებს გვხსნიან და გვაშორებენ..ოტიას ორი კაცი აკავებს და ძლივს იჭერენ.. მეორე ოთახში გაჰყავთ, ისევ მაბამენ, ამჯერად პირზე მაკრავენ და მტოვებენ მარტოს.. ოტიას გარეშეც მოვკვდები და მასთან ერთადაც, თუმცა მისი ყოფნა მერჩივნა..
მართლა ასე ხომ ვერ დავასრულებთ არა..? რა მიკეთებია ჯერ ჩემს ცხოვრებაში..? საკმარისი ნამდვილად არა.. მეგობრებზე, ოჯახზე ვფიქრობ, ჩემს კარიერაზე.. შეუძლებელია აქ დაესვას ჩემს ისტორიას წერტილი, ამას არ დავუშვებ, თუმცა რა გინდა გააკეთო..
ამასობაში თენდება.. დღის განმავლობაში შემოდიან, თუმც არაფერს მეუბნება.. ისევ ღამდება.. ისევ ვერ ვიძინებ.. თენდება.. ერთმანეთში გაცხარებით კამათობენ.. ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებიან..ღამდება, საუბრები, ხმაური არ წყდება.. როგორღაც ჩამეძინა, თუმცა პანიკური შეტევა მაღვიძებს, ყველაზე მძაფრად ვგრძნობ, თითქოს ვკვდებოდე.. ჩემს თავთან ბრძოლის ენერგია გამომეცალა.. ფანჯარაში ვიყურები, გათენებულა..
შიმშილობის, გამო კიდევ უფრო ვგრძნობ თავბრუსხვევას.. ამ თოკებს ვეჭიდავები, იმდენად მაგრად მაქვს მოჭერილი, ვერაფერს ვუხერხებ.. საღამოვდება.. კობა მიახლოვდება..
-შენი მოშორების დრო დადგა ჩემო ძველო მეგობარო.. რა ვქნათ, ასეა საჭირო.. სიმართლის გაგებას თავისი ფასი აქვს ხომ იცი არაა.. ყოფილიყავი შენთვის ჩუმად და ვინ იცის, ახლა მშვიდად იჯდებოდი შენს სახლში.. ანდაც ვინ იცის, შეიძლება მაინც გსტუმრებოდი, ძველ მეგობრებს ხომ არ ივიწყებენ..
-კობა ორი წუთით მოდი..
-ხომ გითხარით საქმე მაქვს და ხელს ნუ შემიშლით მეთქი..
-ვერ ვაკავებთ, რაც აქამდე ძალა არ ჰქონია, ერთნაირად მოემატა თუ რა ხდება არ ვიცი..
-გათიშე რამე გააკეთე..
-კობა..
-ჩემს გარეშე არაფრის გამკეთებლები არ ხართ ხომ..?-მე მომიტრიალდა..-ჯერ არ დაგვისრულებია, ყველაფერი ახლა იწყება..
-დროზეე..-თვალებს მაგრად ვხუჭავ, დარია, შენ ამას ამას გაუძლებ, ვერ გადარჩები, მაგრამ გაუძლებ.. მყარად იდექი, შიში არ უნდა ამოიკითხოს შენს თვალებში.. შენ ამას გაუძლებ.. შენ ამას გაუძლებ.. შენ ამას გაუძლებ.. შენ ამას გაუძლებ..
-სად გავჩერდით..- თვალს არ ვაცილებ, არა იმას მაინც ვერ მიიღებს რაც უნდა.. არ ვიცი რა მელის, ყველაფრისთვის მზად ვარ.. მოულოდნელი ხმა ისმის და ვიღაცამ აშკარად კარები ჩამოხსნა, თითქოს შემოანგრიესო..
მშორდება, თუმცა სანამ თავად წავა იმის გასარკვევად რა მოხდა.. ზურაბ ალავიძე შემოდის ოთახში, თავის ბიჭებთან ერთად.. კობას იჭერენ, ის ორი კაციც გამოჰყავთ.. ოტია სადა..? რატომ არ გამოდის..? რამე მოხდა..? რამე გაუკეთეს..? არა, ოღონდ ეს არა.. ზურა მიახლოვდება, თუმცა ამასობაში ოტია გამოდის, ჩემკენ მოდის..
-დარია..დარია..- თოკებს მხსნის, პირიდან იმ საშინელებასაც..როდესაც ფეხთან ძლიერად შემოჭერილ თოკს მაცილებს შვებას ვგრძნობ, ამომხედა, ნაიარევის ადგილზე თითები გადამატარა.. ისევ შემომხედა, თვალებით მეკითხება კარგად ვარ თუ არა, თუმცა თავად არ არის კარგად.. მისკენ ვიხრები, მეც ვიმუხლები და ვეხუტები..
ეს ყველაფერი რამდენიმე წამში ხდება, თუმცა ჩემთვის დრო შენელებულია, შემდეგ კი ერთიანად ჩქარდება..
-კობა, მართლა გეგონა ჩემგან გაქცევას მოახერხებდი..? ვიღაც სულელი დაიქირავეთ პასპორტების დასამზადებლად და მე ვერ გავიგებდი..?
-გითხარი მე არ გამიციხარ..
-ეგ ვიცი, ამ ქალბატონის მოწყობილია, სავარაუდოდ შენი აქ ჩამოყვანის მიზნით.. თუმცა შენ ბევრი სხვა რამ დააშავე, რომელზედაც თვალს ვხუჭავდი, მეგონა მეჩვენებოდა, გამოსწორდებოდა, ჩემი სისხლი და ხორცისთვის არ მინდოდა ზურგი შემექცია.. ჩემი ბრალია, საბოლოოდ ასეთად რატომაც ჩამოყალიბდი..
-რას მიპირებ..? მომკლავ..? თუმცა ისედაც მთელი სამყაროსთვის მკვდარი ვარ არავინ, მოგედავება..
-არ მოკლა, არაფერი დაუშავო..-ზურა მე მიყურებს..
-ამდენი დღე დაბმული ჰყავდი, მშვენივრად იცი რაც დააშავა და მთხოვ არაფერი გავაკეთო..?
-პოლიციას გადაეცი, ზურა ძალიან გთხოვ.. მის დონემდე არ უნდა დახვიდე.. მისთვის ეს იქნება კარგი, მაგრამ დანაშაულისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს ციხეში და არა შენი ხელით..
-ნეტა სადამდე ვარ შენი თვალებით..- დრო კიდევ უფრო ჩქარდება, ვერც ვიაზრებ როდის შემოდიან პოლიციელები, აკავებენ კობას, იმ ორს და.. ზურას..? როდესაც დაბნეულს მხედავს მეუბნება..-არც მე ვარ მართალი, რაც მოხდა ჩემი ბრალიცაა, ჩემი წილი მაქვს სატარებელი..- ყველა გაჰყავთ, პოლიცია მოდის ჩვენთან, ჩვენს ვინაობას ადასტურებს.. გადის.. ერთი წუთითო თუ რაღაცას აყოლებს მანამდე..
ოტიას შევხედე.. ამჯერად თავად მეხუტება..
-ხომ გითხარი გადარჩენის იქით სხვა რამ არ განიხილება მეთქი..-მშორდება..-გადავრჩი, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება..
პოლიცია ბრუნდება, შენობიდან გავყავართ, სადაც სასწრაფოს მანქანა გვხვდება, მათთან მივყავართ..
-მოგვიანებით დაგკითხავთ, ახლა ეს უფრო გჭირდებათ..-რამდენიმე კითხვას მისვამენ თუ არა, კითხვებს პასუხს ვცემთ..
-ორივეს გირჩევთ, გადაგიყვანოთ საავადმყოფოში, უკეთესი იქნება თუ ჩაგიტარდებათ გამოკვლევები..
- უმჯობესი იქნება თუ წავალთ, რამდენიმე საათს წაიღებს, მაგრამ აუცილებელია..
-ოტია რატომ მითანხმებ, უარი არ მითქვამს..
-ანუ გადაყვანაზე თანახმა ხართ..?
-დიახ..
-კი ბატონო, ამობრძანდით..- ხომ ვიცი ყველაფერი დასრულდა, თუმცა მაინც ისე ვარ თითქოს რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც საშინელი.. შეგრძნება არ მტოვებს.. როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე.. შემდეგ კი დაიწყო უამრავი ტესტირება, თავზე რატომ მიღებენ მეთქი სანამ გავაჟღერებდი შემდეგ გამახსენდა ძლიერი დარტყმა თავის არეში და გავჩუმდი.. სისხლის ანალიზიც აიღეს.. დღეს ყოველი შემთხვევისთვის დაგტოვებთო.. ერთ პალატაში გაგვაჩერეს, რაღაც გაურკვეველი გადასხმები დაგვიდგეს და ცოტა ხნით გავიდნენ..
-არა არ შეიძლება ამდენი ადამიანის შესვლა, აქ სხვა პაციენტებიც.. გაჩერდით სად მიდიხართ..-დერეფანში ჯერ შორიდან ისმის ხმა, თანდათან ძლიერდება, ექთანი შემოდის პალატაში.. შემოსვლას ოტიას მშობლები ასწრებენ..
-არ მჯერა, დე, ხომ კარგად ხართ..? ანალიზები აიღეთ..?
-დიახ, პასუხს ველოდებით.. ახლა ის ხალხი უნდა გავუშვა, არ მისმენენ..
-ვისზე საუბრობ..?- ესმა გადის და ოლღა, ირაკლი, ბერდია, ჩიორა, შემოდიან..
-ქალბატონო, ესმა არ შეიძლება.
-15 წუთი და წავა ყველა..-ექთანი გადის..
-აქ საიდან გაჩნდით..-ოტია..
-თავს როგორ გრძნობთ..?
-კარგად ვართ, უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის..
-რა აღარ ვიფიქრეთ, გაგიჟებულები გეძებთ ეს დღეებია, გვეგონა მიწამ ჩაგყლაპათ...-ოლღა..
-რას ვიფიქრებდით..-ბერდია..
-ყველაფერი სწრაფად მოხდა..
-ახლა უნდა დაისვენოთ, თუმცა უნდა აგვიხსნათ რა მაქინაციებს ატრიალებდით მთელი ეს დრო, რადგან ახლა ისეთებს აცხადებენ, ვეღარ იგებ რა დასაჯერებელი და რა არა.. - ბავშვები მიდიან, მალხაზი და ესმა რჩებიან.. ესმა ახლოს მიჯდება, ხელს მჭიდებს..ლოყაზე მეფერება..
-კარგად ვარ..
-კარგად იქნებით აუცილებლად, ამაზე პირადად ვიზრუნებ..-ცრემლებს ძლივს იკავებს.. წამოჯდა.. - ანალიზებს შევამოწმებ..
-მიდი..-პასუხობს მალხაზი, თვალს აყოლებს სანამ გავა და ჩვენ გვიბრუნდება..
-ძლიერი გოგო ბიჭი ვარ დამტკიცებების გარეშე, არანაირი მკვეთრი მოძრაობები, დაისვენეთ, დამშვიდდით.. ამასაც გადავიტანთ ერთად.. -ცოტა ხანში მალხაზიც გადის..
გამკრა მაინც გულში, ჩემები სად არიან..? არ მეძებდნენ..? ვერ გაიგეს ჩემი ამბავი..? ეს ფიქრები მიტრიალებს მხოლოდ და ვერაფერს ვამბობ, დამამშვიდებელს მიკეთებენ და ვითიშები..
მეორე დრეს როგორც გაირკვა, მცირედი ცვლილებები აღინიშნება, თუმცა სერიოზული არაფერია.. ეს კი ესმამ ისე დაგვიხატა, თითქოს სადაცაა მოვკვდებით, თავს თუ არ მივხედავთ.. უკვე დააწყო გეგმები, როგორ უნდა მოგვიაროს..
-ოფიციალურად გაგწერეს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს..-ესმა
-ერთი სული მაქვს სახლში წავიდე..
-გგონია შენს სახლში მიდიხარ..?
-აბა სად წავალ..
-ოტიაც და შენც ჩემი თვალთახედვის არეში უნდა იყოთ..
-დედა კარგი რაა, უკვე აზვიადებ..
-ორი დღით მაინც, მეტს არ ვითხოვ, გხედავთ, მაგრამ ვერ ვისვენებ..
-არ არის აუცილებელი მოვუვლი ჩემს თავს..
-კარგით რაა, დარია ჩემთან პირველად ხომ არ რჩები, ორი დღით მხოლოდ..
-რატომ უნდა შეწუხდეთ..
-კუდბაწარა.ვერ გადაათქმევინებ ხომ იცი..-ოტია მართალია, ზოგადად ესმა ძალიან თავისუფალი ქალია, მთავარია ახლობლები ბედნიერად ჰყავდეს, მაგრამ როგორც კი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე, სრულიად სხვა ადამიანად გარდაიქმნება ხოლმე, ეს უდრის კატასტროფას..
-კარგი მაგრამ მხოლოდ ორი დღე..
-მშვენიერი.. -ესმას და მალხაზის სახლში გადავინაცვლეთ, საერთოდაც არ ვგრძნობ თავს უხერხულად, თუმცა მაინც არ მინდა ჩემ გამო წუხდებოდნენ.. დღემ მშვენივრად ჩაიარა, ვისაუბრეთ, ვისადილეთ.. მოვწესრიგდი, წყალი გადავივლე, დარჩენილი დრო ლოგინიდან აღარც ავმდგარვარ.. რაღაც წამლებს მასმევს არც მიკითხავს რისთვის რაა, თუმცა სავარაუდოდ დამამშვიდებელიც უნდა იყოს. ჩამეძინა..
გამთენიისას გამეღვიძა და ვეღარც დავიძინე.. უცნაურია, იმ მომენტში ვერაფერს ვგრძნობდი და ახლა ვგრძნობ ხელებზე, ფეხებზე თოკის მოჭერისგან დატოვებულ ტკივილს.. თავიც მტკივა ცოტა და მგონი მთელი სხეულიც..
აივანზე გავედი, სკამზე ჩამოვჯექი, ხელებით მოაჯირს მივეყრდენი..
ხომ ჩაიარა, თავს უკეთ არ უნდა ვგრძნობდე..? გადარჩენა არ უნდა მიხაროდეს..? ვერაფერს ვგრძნობ.. კარების გაღების ხმა ისმის და ოტია შემოდის..
-ასე თუ იჯდები გაცივდები..-პლედს მაწვდის..
-მადლობა.. არ ვგეგმავდი დიდ ხანს გაჩერებას..-ყავის ჭიქას მაწვდის..-ეს მე..? -თავს მიქნევს, ვიღებ, თავად გადის და საკუთარი ყავის ჭიქით ბრუნდება...
-მე ხომ არ გაგაღვიძე, ვეცადე არ მეხმაურა..
-მეღვიძა.. თავს ცუდად გრძნობ..?
-ვიცი ანალიზის პასუხებს აჩვენებს ყველაფერი ნორმაშია, თუმცა ყველაფერი მტკივა..
-შოკიდან გამოდიხარ, გადარჩენის განგაშს ზარი აღარ ესმის შენს გონებას და ტკივილის შეგრძნება გიბრუნდება.. ეს ნორმალურია..
-შენ როგორ ხარ..?
-არ ვიცი.. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ბოლომდე მომხდარს და სიმართლე გითხრა არც მინდა..-ყავის დალევას სიჩუმეში ვაგრძელებთ, შიგნით დაბრუნებისას კი ესმა გვხვდება..
-რაღაცების მომზადებას ვაპირებდი, რატომ გღვიძავთ..? დაგესვენათ..
-დავისვენე საკმარისად..
-ყავის დალევაც მოგისწრიათ.. მეც უნდა დავლიო..- მალხაზი გვესალმება და სამსახურში მიდის, ჩვენ კი მთელ დღეს სახლში ვატარებთ.. ორი დღე ძალიან მალე გადის, ბოლოს არც უნდოდა ესმას ჩვენი გაშვება ,მაგრამ მოუწია, თან სამსახური იხმობს..
ჩემს სახლში ვბრუნდები, ლოგინში ვწვები და აღარ ვდგები საათები, დღეები, არ ვიცი დროის შეგრძნება დავკარგე..
. . .
სულ ცოტაღა მაკლდა იმ ჭაობს დავბრუნებოდი, რომლიდანაც თავის დაღწევა ძვირად დამიჯდა, მაშინ მეგობრების დახმარებით გამოვედი ურთულესი დეპრესიიდან, თავიდან არ ვაღიარებდი, ვახერხებდი ფუნქციონირებას, თავის მოჩვენებას, ერთ დღესაც გადავიწვი და ყველაფერი გაჩერდა.. ახლაც იგივე გზას ვედექი, ცოტაც და იგივე განმეორდებოდა, ამჯერად თუ თავს დავაღწევდი ვინ იცის..
ოლღამ, ბავშვებმა, არ მომცეს ამის საშუალება.. წამოვდექი ლოგინიდან, ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩვეულ რუტინას, ამავდროულად სიახლის ძიებაში ვარ.. პირველად ამდენი ხნის შემდეგ ფერები დავაბრუნე ჩემს ყოველდღიურობაში, თურმე როგორ მაკლდა.. საათს დავხედე, მეჩქარება იმდენად, რომ წესით უკვე ადგილზე უნდა ვიყო.. თავს დავაჯერე გამზადება უკვე დასრულებული მაქვს მეთქი და სახლიდან გავედი.. ტაქსი ადგილზეა, ჩავჯექი და დაიძრა კიდევაც.. არანაირი მუსიკა, არანაირი საუბარი, 5 ვარსკვლავს იმსახურებს, კი მინდა ახლა მუსიკა ჰქონდეს ჩართული, მაგრამ გემოვნებიანი თუ არაა ამას ისევ სიჩუმე ჯობია.. დანიშნულების ადგილზე მივედი.. არ მჯერა, ნუთუ ისევ აქ ვარ... შენობაში შევედი..
-დარია, პირველ დღეს მაინც როგორ აგვიანებ..?
-ვეცადე მართლა..
-ოტია გელოდება..- სკამზე ზის და ჩანაწერებს ჩაჰკირკიტებს..უნდა მეთქვა მოვედი მეთქი, თუმცა თავად მასწრებს ისე, ზედ არ მიყურებს..
-დააგვიანე..-ამომხედა, მომეჩვენა თუ სულ რაღაც წამიერად ჩაეღიმა..
-ყველაფერი მზად მაქვს- სცენარი გავუწოდე, რადგან ყველაფერი რეალურ მოვლენებზე იყო დაფუძნებული, ნაწილის გადაკეთება მომიწია.. თან გავუწოდე ახალი სცენარი..
-დღეიდან გადაღებები უნდა დავიწყოთ..
-ვიცი.. ისევ საქმეში ვართ..- გავუღიმე და ლამის ხტუნაობა დავიწყე..
-კუდბაწარა, მეტი.. დაივიწყე..
-გინდოდა გეთქვა მეტად სერიოზული იყავიო, თუმცა თან კუდბაწარას მეძახი, მშვენიერია.. მზად ხარ..? -მიმოიხედა..
-ყველაფერი რიგზეა..
-თანამშრომლებზე და გარემოზე არ გეუბნები, შენ მზად ხარ გასაგრძელებლად..?
-მზად ვართ დარია, მზად ვართ..
-ხომ გითხარი..
-მე და შენ ვართ მზად დასაბრუნებლად..-პირველი დღე ყველაზე ნორმალური იყო, მეგონა ასე თუ ისე დავლაგდით, ერთად ამდენი რამ გამოვიარეთ და ნორმალური ურთიერთობა მაინც გვექნება მეთქი.. შემდეგ კი თანდათანობით, გადაღებების პროცესში აღმოვაჩინე, რომ მე დარია ვარ ის კი ოტია და რეალურად არაფერი შეცვლილა.. ახლა ორმაგად მაღიზიანებს, არადა სხვანაირად არ უნდა ვიყო..? რა ვიცი..
თითქმის ბოლოში ვართ, ოტია კი შეუძლებელს ხდის წერტილი დავუსვათ.. რაღაც არ ასვენებს..
-კარგი მაშინ ხმა არ ამოვიღე, მაგრამ ახლა გეუბნები, ეს სცენა აუცილებელია..
-აუცილებელია..?
-ამ დროს იაზრებს გურანდას პერსონაჟი, თურმე გრძნობები არ გამქრალა..
-მასე არ ვფიქრობ.. -მის შავ უბრალო მაისურს შევხედე..
-დამელოდე..-გავედი, თეთრი მაისური გადავიცვი და დავბრუნდი..
-დროს ვკარგავთ..
-კი შენი წყალობით.. ხელები გამოწიე..
-ხელები გამოვწიო..?
-ოდნავ ამოატრიალე..-იქვე დადებული საღებავი ავიღე და გადავატარე..
-რას აკეთებ..?
-გაჩვენებ რატომაა ეს სცენა მნიშვნელოვანი, თუ ისევ უარზე, იქნები ამოჭერი ჯანდაბას..- მეც წავისვი საღებავის ხელებზე..
-შენ რა მსახიობობა მოგინდა..? გინდა ის სცენა გავათამაშოთ, რის ამოჭრასაც ვგეგმავ..?-მივუახლოვდი..
-ცოტა დაიხარე..-იხრება.. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ.. ვეხუტები და ამ საღებავიან ხელებს ძლიერად ვხვევ, რომ მაისურს დაეტყოს.. მის ხელებსაც ვგრძნობ..
-კმაყოფილი ხარ..?
-ორი წამით მაინც დააცადე, წესიერად დაეტყოს..
-ამას რაში უნდა დავერწმუნებინე..
-ერთი წუთით გაჩუმდი..- ხმას აღარ იღებს, გადასაღებ მოედანზე მხოლოდ ჩვენ ვართ, რამდენადაც უცნაურიც არ უნდა იყოს ერთმანეთს ვეხუტებით.. მძიმე ლოდი თითქოს ქრებაო, ამოვისუნთქე..-კარგი, ძალიან ნელა შეგვიძლია ერთმანეთს მოვცილდეთ..
-კარგი.- თან ვცილდებით, თან ერთმანეთს ვუყურებთ..
-სულ ეს იყო..-შევტრიალდი..-ხედავ..? შენი ხელების კვალია..
-ვხედავ..
-ამას გეუბნებოდი..როდესაც სიდონია ამას ხედავს, იაზრებს..-მისკენ ვბრუნდები.. - მე ეს დავინახე, თუ ვცდები, რეჟისორი შენ ხარ, მაშინ ამოჭერი..
-ახლა რა, ასე სახლში როგორ წავიდე, გაშრობას ხომ ვერ დაველოდები..
-შენი მაისური მაქვს, დაბრუნება მინდოდა და წამოვიღე..
-ჩემი რომელი, ან შენ რატომ გაქვს..?
-ესმასთან როცა დავრჩით შენი მათხოვა..- ჩანთას ვიღებ, ძლივს ვპოულობ მის მაისურს და ვაწვდი..
-მე წავედი..
-სად მიდიხარ..გაგიყვან..
-არა, ჩემით მირჩევნია, შეხვედრამდე..
-ამ მაისურით აპირებ გარეთ გასვლას..?
-გამოცვლის დრო არ მაქვს, რა უჭირს..
-შეხვედრამდე..-ხელი დავუქნიე და გამოვბრუნდი
. . .
-ფილმის პრემიერაა დარია, რა გემართება..?
-ყველაფერი რიგზეა, კონტროლის ქვეშაა, მოვასწრებ თინა..
-მოსწრებაზე კი არ უნდა იყო, ისიამოვნე ამ დღით.. რამდენ პრემიერაზე ყოფილხარ და არ გინერვიულია..
-ხომ იცი ეს სხვაა...
-ვიცი ვიცი, მაგრამ დამშვიდდი ცოტა, ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის, აი ნახავ..-ამდენი წელია, ამ სფეროში ვტრიალებ, აღარც მეგონა ახალ შეგრძნებებს თუ მოიტანდა, ფილმი.. აი ეს მაკლდა ალბათ ამდენი ხნის განმავლობაში..
-შენ და ოტია ერთად არ მიხვალთ..?
-არა კიტა, მე მაგასთან ერთ მანქანაში არ ჩავჯდები, გამორიცხულია..
-თქვენ ხომ დამღალეთ რაა.. მაშინ წავიდეთ რაღას ვუცდით..-არეული სახლი ხვალინდელი დარიას პრობლემაა, სახლიდან გამოვედით, კარები გამოვიხურეთ..
-რამე ხომ არ გრჩება..?
-რა უნდა მრჩებოდეს, მთავარია მივაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე..
-ჩვენ მიგიტანთ, არ იდარდო..- მანქანაში ჩავსხედით..
-არა მაინც ვერ გპატიობთ, საფრანგეთში ყოფნის დროს რა ამბები დაატრიალეთ, თანაც უჩვენოდ..
-შენ რა ნაკლები ამბებით ხარ..?
-ჩემსას ადარებ..? ან ხელის თხოვნა როდის მოასწარი, ან ხელმოწერა.. საერთოდაც ხელისმომკიდეები ვინ გყავთ..? მაგაზე ცალკე ვარ გაბრაზებული..
-როზას ხომ იცნობ არაა..? კაკრას იმ დროს თავის ქმართან ერთად იყო ჭოლასთნ და მასე გამოვიდა..
-გამაგიჟებთ, ჩემს გარეშე ქორწილი..?
-ხელის მოწერა, ქორწილი არაა..
-ანუ ქორწილიც იქნება,..
-ჯერ არა, მაგრამ იქნება აუცილებლად, ეგღა გვაკლია, თინათინ ჩადუნელის, თავად ორგანიზატორის ქორწილი ვერ იხილოს თბილისმა, ეს იქნება სენსაცია..- გაეცინა თინას.. ჩვენ კი ამასობაში მივედით კიდევაც..
-აქ რა ამბავია, ამდენი ჟურნალისტი რატომაა.?
-ჯერ ფილმის გამოსვლამდე რამდენს საუბრობდნენ და ახლა..? იმ დაკავებების შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ შეიძლება რეალურ მოვლენებზე იყოს დაფუძნებული, ხალხი გადარეულია.. მეგონა ამისთვის მზად იქნებოდი, არ ხარ ამქვეყნად..? - შენობაში შევედით თუ არა, ფაქტობრივად, ვერ ამოვუსუნთქე იმდენ ადამიანს ვესაუბრები.. ყველაფერი ზედმეტად მალე მოხდა, ვერც კი გავიაზრე ისე დავჯექი სკამზე, შავი ეკრანი აინთო თუ არა, მივხვდი იწყება.. მარჯვნივ გავიხედე, ჩემგან რამდენიმე ადგილის იქით ზის ოტია.. თავი გავაქნიე, არ ვიცი რისი უარყოფნის ნიშნად.. ისევ ეკრანს მივუბრუნდი.. სხვები მხოლოდ პერსონაჟების ისტორიას ისმენენ, მე კი თან გადაღების პროცესი მიტრიალებს გონებაში, თან წერის პროცესი, რაზე ვწერდი, რა კავშირშია სცენართან.. ყველაფერი ერთმანეთში იხლართება.. იმ სცენებზეც მეფიქრება, რაც მეწერა და არ ოტიამ გადაიღო .. გამეპარა მზერა და საკუთარ თავს შემოვუძახე, ზედმეტ ფოქრს მოეშვი, ფილმს უყურე მეთქი..
ხან ეღიმებოდათ, ხან ტიროდნენ.. ემოცების ზღვას არ ველოდი.. ღირდა კი ყველაფერ იმად რაც გამოვიარეთ, იციან ამ ადამიანებმა რად დაგვიჯდა, მათ ენახათ ეს ყოველივე..? მნიშნელობა არ აქვს.. აღარ აქვს..
ფილმი დასრულდა, წამიერი სიბნელე, სიჩუმე.. ისევ ნათდება გარემო და ტაშის ხმა.. ბუბა გამოდის, მადლობას უხდის ყველას მოსვლისთვის და სიტყვას ოტიას აძლევს..
-არ იყო მარტივი თქვენამდე მოგვეტანა, თუმცა მიხარია ეს გამოგვივიდა.. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფილმის შექმნაში, განსაკუთრებით კი, ჩვენს სცენარისტს, დარია ლორთქიფანიძეს, ბოლო წამამდე აქტიურად იყო ჩართული, ის რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდით.. მადლობა მოსვლისთვის..- ხმაურია, ვერც ვარჩევ სიტყვებს.. შემდეგ კი ბუბა გვეუბნება, ფოტოების და ინტერვიუების დროაო.. მსახიობებთან, ოტიასთან ერთად ფოტოსთვის ვდგები.. მსახიობები მიდიან და მე და ოტიას გვაჩერებენ..
-რეჟისორის და სცენარისტის ფოტო ძალიან გვჭირდება გთხოვთ..-ვდგებით, წამიერად გავხედე, შემდეგ ისევ კამერებს შევხედე და უსიტყვოდ გავაგრძელე გზა..
იმდენი ინტერვიუ ჩამოგვართვეს, სათვალავი ამერია.. დასმული კითხვები გონებაში ირევა..
-მართალია ბატონო ოტია, რომ რეალურად უიმედო დასასრული გქონდათ მხედველობაში..? თუ მართალია, იქნებ გაგვიმხილოთ რატომ შეცვალეთ..?
-მართალია, ფილმი "ზეცის შვილები " ხომ იცით..?
-დიახ..
-მე და დარია ამაზე ვსაუბრობდით და მან მითხრა, რომ ფილმის ბოლოს ფეხსაცმელი, რომელიც იმედს განასახიერებს მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მაშინ ეს უარვყავი და ვთქვი, რომ ასე არ უნდა დასრულებულიყო, პირიქით ეს მომენტი სადაც იმედს გვაჩვენებენ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, სადაც სრულიად უიმედო მდგომარეობაში მყოფი გადავრჩი, მაშინ ამ ფილმზე გამეფიქრა და შემდეგ, მივხვდი, ეს ფილმიც იმსახურებდა პატარა იმედს..- მის გვერდით ვიჯექი, ამ მომენტში მე გამომხედა..
-ვინ არის რეჟისორი, რომელიც კონკურენტად მიგაჩნიათ..?
-ყველა ინდივიდუალურია, თავისი სტილი აქვს..
-ამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ამბობდით, რომ თქვენი საქმე გესმით, არავისზე ფიქრობთ, რამე ხომ არ შეიცვალა..?
-რადგან არ იშლი.. დარია ლორთქიფანიძეს ვხედავ, როგორც კონკურენტს..
-დარია ხომ სცენარისტია..
-დიდხანს აღარ..-მიკროფონი ოდნავ გავწიე და ოტიას მივუახლოვდი..
-რა ჯანდაბას აკეთებ, სულ გაგიჟდი..?
-კარგი რაა, ეს ხომ ორივემ მშვენივრად ვიცით..
-რა ვიცით ორივემ.. რაა..
-შენში არის ეს, ტყუილად ებრძვი..
-ჩემშია..? საერთოდ რაზე საუბრობ..
-რეჟისორი ხარ კუდბაწარა, ამას უკვე თავადაც ხედავ და ნუღარ მალავ..
-ეგ შენი გადასაწყვეტი არაა და ამაზე არ უნდა საუბრობდე..-მიკროფონი მოვწიე..
-ქალბატონო დარია ეს მართალია..? თქვენი ფილმის გადაღებას გეგმავთ..?
-წინასწარ არაფერზე ვისაუბრებ, თუ რამე მოხდება ნახავთ კიდევაც..-ძლივს დასრულდა, გამოვედით.. ცარიელ დარბაზში სადაც ფილმს აჩვენებდნენ, მარტო ჩვენ ვართ, მე და ოტია..
-სულ გაგიჟდი ხომ..? ვინ მოგცა უფლება ჩემს მაგივრად ისაუბრო..
-ცუდი ან არასწორი რამე ვთქვი.. ? ეს ხომ თავადაც გინდა.
-შენ რა იცი მე რა მინდა და რა არა..?
-ვხედავ..გხედავ..
-მხედავს თურმე..
-არ უარყავი..
-რა..?
-როგორც კი ეს ვთქვი არ უარყავი, რომ არ გინდოდეს, ყველას თვალწინ უარს განაცხადებდი, უარი არ გითქვამს..-იღიმის..? ეს გადარეული ბედავს და იღიმის კიდეც..?
-არ უნდა გეთქვა..
-რამით უკმაყოფილო ხარ..?
-გითხარი უკვე რითაც..
-არა//-ეკრანისკენ მანიშნა..-ფილმზე მაქვს საუბარი
-არაფერი მითქვამს..
-მხოლოდ თქმაა საჭირო აზრის გამოსახატავად..? უცნაურად იქცევი..
-სიმართლის მოსმენა გინდა..?
-მეტი არაფერი მინდა..
-მართალი იყავი..
-რაში..?-ეკრანისკენ გავიშვირე ხელი..
-ყველაფერში, ყველა გადაწყვეტილება რაც კი მიიღე ფილმთან დაკავშირებით.. მე კი იმ სცენებისთვის ვიბრძოდი, დაგეტოვებინა..
-ეს ცუდია..?
-მართალი ხარ, აღარ მინდა მხოლოდ სცენარისტი ვიყო, აღარ არის ეს საკმარისი, მინდა რეჟისორი ვიყო, მაგრამ თუ იგივე დამემართა, შენნაირად სწორი გადაწყვეტილებები, რომ ვერ მივიღო..? რა უნდა დარჩეს, რა უნდა წაიშალოს.. მე ასეთი ვერ ვიქნები..
-ასეთი არ უნდა იყო, ოტია არ უნდა იყო, კიდევ ერთი ოტია ვის რად უნდა.. სამაგიეროდ, კუდბაწარა..-ჩაახველა..- დარია სჭირდებათ.. შენს ხმას იპოვი, მაგრამ მაგას დრო სჭირდება, კამერა და გადაღება..
-უკაცრავად.. გეძახიან..- ოთახიდან გამოვედით..
დიდი ხანი არც გასულა, რაც წამოვედით.. აღსანიშნავი წვეულებაც გაიმართა.. და დღეც დასრულდა.. ჩემი და ოტიას ფილმის პრემიერა შედგა, რის გამოც ამდენი ვიბრძოლეთ..
. . .
-დარია ზაფხულში, ფერადი კოლგოტების გარეშე ცოტა უცნაურია შენი ცნობა..
ვიდეო ზარი ოლღასთან სულ რაღაც ორი წუთით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე 50 წუთია ვსაუბრობთ..-არა ფერადოვნებას არ კარგავ, მაგრამ მაინც..
-ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამაგიეროდ ეს სარაფანი არ მიხდება..?
-შენ ყველაფერი გიხდება.. რაო, მომიყევი ესპანური ამბები..
-ყველაფერი მოგიყევი ოლღა..
-მთელი ზაფხული მანდ უნდა იყო..?
-დიდი ალბათობით..
-მეც უნდა წავიდე სადმე, თინა და კიტა წასულები არიან, ოტიაც.. სამეგობროდან ქვეყანაში მხოლოდ მე ვარ..
-წადი მერე, ვინ დაგიშალა..
-აი ირაკლი დედამისთან არ იყოს წასული, დავრჩებოდი კიდევ ცოტა ხანს, მაგრამ მართლა უნდა წავიდე// ესპანეთი იხრუკება, თორე მანდ ჩამოსვლაზეც ვიფიქრებდი..
-მთელი სამყარო იწვის მაგის მიხედვით თუ არჩევ..
-არა ყოჩაღი ხარ, შენ, მარტო მოგზაურობას თავისი მუღამი აქვს..ისე საიდან მოიფიქრე..?
-რა გჭირს, შენც შემოგთავაზე წამოსვლა.. აი ესე შემთხვევით იაფად ჩავარდა ბილეთები, ვათვალიერებდი სად წავსულიყავი..
-მე თუ დღესვე არ ვიყიდო ბილეთები..
-მარათონისთვის აღარ ემზადები..?
-არა, აღარ მინდა.. მოკლედ სადმე წავალ და იქნებ, ჩემი წიგნების კოლექციას ახალი შევმატო.. კარგი აბა შენ იცი, დაიმხე ბარსელონა..შეგეხმიანები...
-აუცილებლად, გამაგებინე რას იზამ..-ზარი გაწყდა.. წუთი არ გასულა ზარი ისევ შემოდის და უნდა მეთქვა კიდევ რა დაგრჩა სათქმელი მეთქი, თუმცა მივხვდი ოლღა არაა..
-დარია, ძლივს გაგაგონე..
-ბუბა მშვიდობაა..?
-ახლი შემოთავაზება მოგივიდა..
-არ დავთანხმდები, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ..
-ზაფხულის მერე..
-არც ზაფხულის მერე.. შემოთავაზება, რომელიც სცენარს ეხება, არც განიხილება..
-იცი მაინც როგორი მოთხოვნადი ხარ..? ყველას შენი სცენარი უნდა, შენთან მუშაობა უნდათ და ახლა ამბობ უარს..?
-მე თუ ახლა დავთანხმდები, ისევ სცენარებში, უნდა გადავეშვა, სხვის საქმეს უნდა მოვკიდო ხელი, მე კი ასე გაგრძელება აღარ მინდა..
-კარგი როგორც გინდა, ვეტყვი, რამდენად მიუწვდომელი ხარ.. და რას აპირებ..?
-დასვენებას, ჯერ კარგად დასვენებას, შემდეგ დიდი გეგმებით დავბრუნდები..ბუბა..
-გისმენ..
-აღარ დამირეკო..-გაეცინა..მართლაც გათიშა..ტელეფონი ფრენის რეჟიმზე გადავიყვანე და გვერდით გადავდე.. მეზობლისგან ხმამაღალი მუსიკის ფონზე, ცეკვა-ცეკვით გავედი სამზარეულოში.. საჭმლის მომზადება დავიწყე, მოდი რამე მარტივი მოიმზადე დარია, სახლი, რომ არ გადაგეწვას შემთხვევით და თან გაითვალისწინე საღამოს გარეთ გასვლისას, გემრიელობით გაგიმასპინძლდები..
ყველას გვიტკბება ხოლმე დასვენება, სახლში დაბრუნება როცა არ გინდა, სხვა დროს ამას დავაბრალებდი, ახლა სხვანაირი განცდები მაქვს, არც ჩემს ეგრეთ წოდებულ სახლში მინდა დაბრუნება და არც საქართველოში, ფიქრი იმისა, ეს მომიწევს, წინასწარ მზარავს..
არანაირი საიდუმლოებები, გამოძიება, შიში, მხოლოდ სიმშვიდე.. ველოდები როდის მოვიწყენ აქაურობას, როდის მომენატრება სახლი, მაგრამ არ მენატრება, ამასობაში კი ზაფხულის ნახევარი თითქმის მიილია..
. . .
-რას მეუბნები იაზრებ მაინც..?
-კი დარია ვიაზრებ, ფილმი რამდენიმე ნომინაციაზე წარადგინეს, ესპანეთის დატოვება მოგიწევს..
-მოიცადე, ადრე წასვლა რაღა საჭიროა..?
-პრეს ტურისთვის, რამდენიმე ინტერვიუ მსახიობებთან, სცენარისტთან, რეჟისორთან.. ეს აუცილებელია, ფილმის ცნობადობის გასაზრდელად, თქვენც უკეთ გაგიცნობს საზოგადოება, მეტად გავალთ ფართო მასშტაბზე..
-მე რა აუცილებელი ვარ მეე..
-ცალკე როგორც სცენარისტი წარდგენილი ხარ, ეს ერთი, მეორეც შენი და ოტიას ინტერვიუ ერთად ვირუსულადაა გავრცელებული და თქვენს დუეტს ითხოვენ.. ვერ გაუგიათ როგორი ურთიერთობა გაქვთ..
-არანაირი..
-დარია ეს უნდა გიხაროდეს, ამის შესაძლებლობა ცოტას თუ ეძლევა, მხოლოდ ნომინაციაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს..
-მესმის..
-ორი კვირა დამითმე, შემდეგ თუ გინდა ჩემი ნომერი წაშალე..-გამეცინა..
-კარგი, კარგი, გავემზადები და ავიღებ ბილეთს..
-ბილეთზე და ყველაფერზე მე ვიზრუნებ, შენ მარტო წამოდი..- ასე დასრულდა ზაფხულის არდადეგები, არა ზაფხული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.. გარემო იმდენად გავითავისე, მგონია სახლს ვტოვებ.. რამდენიმე წამი სიჩუმეში ჩამოვჯექი, უნდა გავიაზრო ჩემს თავს რა ხდება.. პრესა, ხალხი, ხმაური, ოტია.. არ მინდაა.. ახლაღა დავიწყე იმ ორი გრამი ესპანურის გამოყენება, სად უნდა წავიდე.. არა დარია დაფიქრდი, ეს შენი შანსია, გაგიცნობენ, არა ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ ეგეც მოესწრება.. ერთ დროს ამაზე ხომ ოცნებობდი არა..? იმ დარიას მაინც ეცი პატივი, რომელმაც ოცნება აიხდინა, მისთვის გააკეთე..
ბარგი ჩავალაგე, ყველაფერი მოვაწესრიგე და მეორე დღეს გავფრინდი კიდეც
წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ველოდე, მაგრამ მხოლოდ ორი კვირა გადავიტან ხომ..? გადავურჩები არა..? ამერიკაში პირველად არ ვარ, ახლა სრულიად სხვა მიზეზით, სხვა ემოციებით დავბრუნდი.. რატომ უნდა დავისტრესო თავი, როდესაც შემიძლია ვისიამოვნო..?
დამღლელი, უსაზღვროდ გაწელილი ფრენის შემდეგ 1 დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად, გამოვცხვი, დამასვენეს და მეორე დღეს ახალივით გახლდით..
-დარია, როგორ მიხარია შენი ნახვა..-გურანდა გადამეხვია..-გჯერა ეს ამბები..?
-მეც მიხარია, რა კარგად გამოიყურები.. დანარჩენები სად არიან..?
-ბუბა დაბლა გველოდება, კახიც.. სხვები ჯერ არ მინახავს..- მესამე სართულიდან პირველ სართულზე გადავინაცვლეთ.. ბუბა და დანარჩენები ვნახე.. ოტია სადაა..?
-დიდი დრო არ დაგვჭირდება, ჯერ გურანდა კახი, შემდეგ ოტია და დარია.. -მაგრამ სადაა ოტია..? არაფერს ვამბობ, სასტუმროს ვტოვებ, მანქანაში ვსხდებით და მივდივართ ინტერვიუსთვის..
შენობაში შევედით, თმები მაკიაჟის განახლება და ისევ ველოდები ჩემს რიგს.. ოტია არ ჩანს.. ისევ არ ვკითხულობ არაფერს.. ჩემი ჯერი როდესაც დგება ოთახში შევდივარ, მან ვინც სავარაუდოდ ინტერვიუ უნდა ჩამომართვას, მესალმება, მის წინ ვჯდები, წუთი არაა გასული ოტია შემოდის, მასაც ესალმება და ჩემს გვერდით ჯდება..
-დავიწყოთ..? - სემი, როგორც გავიგე, გვეკითხება, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევთ და ინტერვიუც იწყება..
-პირველ რიგში მადლობა ამ ინტერვიუსთვის..
-პირიქით მადლობა მოწვევისთვის - კინოთეატრის ბილეთი ამოიღო,
-სანამ დავიწყებთ, მინდა გაჩვენოთ, ეს ბილეთია, ფილმის "გაბზარული ფირფიტა " მოკლე მეტრაჟიანი ფილმი, რომელზედაც ორივე მუშაობდით.. გამოსვლისთანავე, ვნახე, დიდი ხანია ორივეს თვალს გადევნებთ და კიდევ უფრო მეტად მიხარია..
-არ არსებობს, ეს მართლა იმ წლის ბილეთია..?
-კინოფესტივალზე ვნახე, იმდენად მომეწონა, მეორედ წავედი და ვნახე.. ამიტომაც მაქვს კითხვა, საკმაოდ დიდი შუალედი გაქვთ, სანამ ისევ ერთად იმუშავებდით, როგორი გამოცდილება იყო, რა შეიცვალა..?
-ჩვენ შევიცვალეთ, გავიზარდეთ.. "გაბზარული ფირფიტის" გადაღების დროს ფაქტობრივად ბავშვები ვიყავით, უნივერსიტეტის პერიოდი გახლდათ და პირველი ნაბიჯები ერთდროულად აღმაფრთოვანებელიცაა და საშიშიც.. ახლა უკვე ორივე ჩამოვყალიბდით ჩვენს ხედვებთან, მიზნებთან დაკავშრებით და სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო..-ოტია
-პოსტერი გახსოვს..?
-რა თქმა უნდა..
-ჩვენს მეგობარს ვთხოვეთ და მან იმუშავა..რეალურად არაფერი გვქონდა ხელთ და მეც არ ვიცი როგორ მოვახერხეთ ბოლომდე მიგვეყვანა საქმე..
-ბევრს აქვს მოლოდინი, რომ აუცილებელია, ძვირადღირებული აპარატურა, სკოლის დამთავრება, მათ რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ფილმის შექმნაზე ოცნებობენ, თუმცა ამ ყველაფრის გამო უარს ამბობენ..?
-რა თქმა უნდა, კარგია, თუ გაქვს შესაძლებლობა ეს ყოველივე გქონდეს, თუმცა თუ გიყვარს ფილმი, ესაა შენი მისწრაფება, რეალური სურვილი და არა მხოლოდ გატაცება, ეს ყველაფერი არ იქნება საკმარისი მიზეზი იმისთვის უარი თქვა.. აუცილებელი არაა..-ვუთხარი მე..
-თქვენზე ამბობენ, მაყურებელს ზუსტად იმას აწვდით, რაც იმ მომენტში სჭირდება, გადაღების პროცესში წინასწარ ფიქრობთ მაყურებელზე..?-ყურადღება ოტიასკენ გადაიტანა.
-რა თქმა უნდა, ეს ხომ მათთვისაა, რეჟისორს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რაზეა ფილმი, რა არის საბოლოო მიზანი.. აქაც სიფრთხილეა საჭირო, მხოლოდ იმიტომ გააკეთო რაღაც რაც არაა აუცილებელი, მაყურებლის რეაქციის გამო, კარგი ხაზი არ გამოდის, ეს უკვე ზედმეტია..თუმცა როგორც ვთქვი, შუა პროცესში, დასასრულს, უნდა შეახსენო შენს თავს, ხომ არ გადავუხვიე გზიდან, ეს ის არის რაც მინდოდა..?
-სცენარის წერის დროსაც ასეა..? ყოველთვის ახსენებდი თავს, სწორ გზაზე მიდიოდი თუ არა..? წერის პროცესი როგორი იყო..?
-მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონია, იმასაც კი არ ვფიქრობდი, თუ ოდესმე ფილმი შეიქმნებოდა.. ეს უფრო ჩემთვის იყო, არავისზე არ მიფიქრია, სწორ გზას ვედექი თუ არა, მაყურებელიც არ მყოლია გონებაში.. მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ სცენარმა გადამარჩინა..
-მაშინ საიდან წამოვიდა გადაღების იდეა..?
-სოფელში სახლი გავყიდე, ეს სცენარი კი იქ მქონდა შენახული, არც კი მახსოვდა არსებობის შესახებ, შემდეგ თან წამოვიღე, ოტიასთან დამრჩა ბუბას კი მოეწონა, თუმცა დაინტერესების შემდეგ ორივე უარზე ვიყავით..
-ოტია, წაკითხვის შემდეგ რას ფიქრობდით, თავიდან არ მოგეწონათ..?
-სცენარი მომეწონა მაგრამ დარიასთან ერთად მუშაობის იდეა არ მხიბლავდა, მასაც იგივე.. მოკლედ ერთად მუშაობა არ გვსურდა..
-პირველი გამოცდილება არც ისე კარგი იყო..?
-ეს ისეთი ჩახლართული თემაა.. სრულიად სხვადასხვა ხედვა, ინტერესები.. წარმოუდგენელი გახლდათ, თუ ჩვენი ორის თანამშრომლობიდან რამე გამოვიდოდა-ვუპასუხე მე..
-ალბათ ამიტომაც გამოვიდა ასეთი განსხვავებული და საინტერესო.. ვიცი ეს ფილმს არ ეხება, მაგრამ როდესაც მეგობარს ვეუბნებოდი, რომ თქვენთან მქონდა ინტერვიუ მითხრა მეკითხა, ხართ თუ არა ნამყოფები ენგურის წყალსაცავზე..-თავლები გამიფართოვდა ოტიას გავხედე..
-ხომ გითხარი არაა, კინაღამ სირცხვილი ვჭამე..
-კი, რა თქმა უნდა..
-ბებიამისი და ბაბუამისი, საქართველოში იყვნენ, ქვეყანა მოიარეს და ენგურზეც გახლდნენ, ეს კი ფოტოა, რომელზეც მგონი თქვენ ხართ..-ტელეფონი გამოგვიწოდა და მართლა მე და ოტიას ფოტოა- ბებიამ თქვა ახალგაზრდა წყვილი იყოო, გოგომ ულამაზესი ფოტოები გადაგვიღო და ისე კარგად იყვნენ გადავიღეო..
-ამას ნამდვილად არ ველოდი.. სიმართლე ვთქვათ, აქ სვანეთში მივდიოდით გადაღებებისთვის, თუმცა მე დავიყოლე ოტია, რომ გავჩერებულიყავით და დაგვეთვალიერებინა..
-დავათვალიერეთ, მოგვეწონა კიდეც, თუმცა შემდეგ იმ ოთახში სადაც ენგურზე ფილმს აჩვენებდნენ ჩავიკეთეთ.. დარიასთან ერთად თუ ხართ მზად უნდა იყოთ მსაგსვი ხიფათიანი გამოცდილებებისთვის..
-აა ისევ მე მაბრალებ..?
-ენგური შენი იდეა არ იყო..?
-მერე იქაურობით არ ისიამოვნე..? უი, უკაცრავად.. თქვენი მეგობრის ბებიას და ბაბუას მადლობა გადაეცით ფოტოსთვის.. -ინტერვიუ მალეევ დასრულდა, სემთან ერთად ფოტო გადავიღეთ და წამოვედით..
-აბა როგორ ჩაიარა..?-ბუბა..
-გამოვა და ვნახავთ.. -შესვენება და სხვა ინტერვიუ გვაქვს..
-საშინლად მშია..
-წავიდეთ საჭმელად..- შენობა დავტოვეთ, უახლოესი საკვები ობიექტი მოვნახეთ და დავსხედით კიდეც.. აქ კი სწრაფი კვების ობიექტებს რა დალევს..
-ესეთი გემრიელი ბურგერია თუ, მშია და მაგიტომ..?
-მართლა გემრიელია..- მეორე ინტერვიუმაც ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა და დღეც დამთავრდა.. შემდგომი დღეები საკმაოდ გადატვირთული გამოდგა, დაჯილდოებამდე, კიდევ ერთი ინტერვიუ დაგვრჩა..
-ყველა ერთად..?
-კი რეჟისორი, მსახიობები, სცენარისტი.. ყველა ერთად.. ოღონდ დარია, ოტია.. ერთი წუთი..-ოდნავ მოშორებით გავედით..
-მოხდა რამე..?
-თქვენი კინკლაობა უფრო და უფრო როგორ უარესდება, არ გადამრიოთ.. ხომ შეიძლება წესიერად მოიქცეთ, შესაფერისად..
-ბუბა ჩვენ არ...
-არ მაინტერესებს, ეს უკვე ზღვარს სცდება, ამ ინტერვიუმ მაინც ჩაიაროს ნორმალურად ხომ შეიძლება..?
-კარგი..- ინტერვიუც დაიწყო.. საკმაოდ სასიამოვნოდ მიმდინარეობს, რასაც დღეს არ ველოდი..
-გურანდა, ყველას აინტერესებს, ოტია როგორც რეჟისორი, როგორია..?
-მიუხედავად იმისა, ეს ჩემი პირველი როლია, ველოდი რომ სერიოზულად არ მიმიღებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, პირველივე დღიდან დავინახე, პატივს მცემდა როგორც მსახიობს, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ამის გამო მადლიერი ვარ..
-მკაცრი საერთოდ არაა..?
-არა მაგრამ მომთხოვნია, რაც ჩემი აზრით სრულიად ბუნებრივიცაა ნორმის ფარგლებში..
-დარია შენ რას გვეტყოდი, როგორც რეჟისორი რამდენად მომთხოვნია ოტია..?
-საკმაოდ, თუმცა ესმის, რომ მსახიობები მსხვრევადები არიან..
-რას გულისხმობ..?
-უფრთხილდება და სწორ კუთხეს ეძებს, რათა მიუდგეს ისე როგორც საჭიროა..
-ვიცით დარია ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული, ამაზე რას გვეტყოდით, როგორი იყო, მარტივი..?
-ჩვენი ხედვები ხშირად განსხვავდებოდა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე სცენის ამოღება გადავწყვიტე, თუმცა დარია მარწმუნებდა, რომ უნდა დამეტოვა..
-ხელის შემშლელი იყო...?
-პირიქით, კიდევ უფრო ვფიქრობდი, რა სჯობდა ფილმისთვის, როგორ იქნებოდა უკეთესი, რადგან თუ ჩემთვის იდეალური არაა, კარგი ჯანდაბა იყოს არ დავჯერდები..
-დაუჯერებელია, ეს თუ გურანდას პირველი როლია..
-ყველაზე დიდ ხანას მას ვეძებდით, იმედი უკვე გადაწურული გვქონდა.. - ამჯერად ოტიასთან დიალოგში საერთოდ არ შევსულვარ, მისთვის არაფერი მითქვამს.. ინტერვიუ დასრულდა თუ არა, ყველას დავემშვიდობეთ და წამოვედით..
. . .
დერეფანში ვდგავარ, პიჟამებში, უზარმაზარი ბიგუდებით.. გაგიჟებს პირას მისული..
-გურანდა, ვერ ნახეს..?
-არ ვიცი, შენ რომ ჩანთა ახსენე, აქ ფაქტობრივად ყველგან ნახეს და არაა.. სხვა არაფერი გაქვს წამოღებული..?
-იმ ჩანთაში იყო რაც უნდა ჩამეცვა, ახლა რა ვქნა..
-მოვიფიქრებთ რამეს.. სხვა ვარიანტი არ გაქვს..?
-არაფერი.. ვაიმე.. იქ თმა, მაკიაჟი, ვერაფერს ვასწრებ მეთქი და ახლა კაბაზე ვიფიქრო..?- ბუბა და ოტიაც გამოვიდნენ..
-მშვიდობაა.. შენ რა არ ემზადები..?
-ბუბა ამას კიდევ ეს უნდოდა..? ჩანთა დაიკარგა, სადაც კაბა იდო, დღეს რაც უნდა ჩაეცვა..
-მაკიაჟის ნივთებიც იქაა, და ყველაფერი რაც გასამზადებლად მჭირდებოდა..
-აქამდე ჩანთა არ მოგიკითხავს..?
-მეგონა ვიცოდი სადაც იყო და არ მინერვიულია, ამ წინ და უკან სიარულით არც მიფიქრია დიდად.. ვაიმეე, მგონი დავრჩები და ეგაა..-ნომერში შევბრუნდი და ჩამოვჯექი..
-მომისმინე..-გურანდას ველოდი, ოტია შემრჩა ხელთ..
-ნერვები არ მომიშალო, მაგის დრო არაა..
-ამ სიტუაციიდანაც მარტივად გამოვალთ..
-რას მთავაზობ..?
-ერთი კაბა ვერ მიყიდია..? გავიდეთ, ვიყიდოთ იმაზე უკეთესიც კი რაც გეგმაში გქონდა, მაკიაჟისთვის რაც გჭირდება.. მოვასწრებთ, ჯერ ახლა გათენდა კი არა არც გათენებულა.. დრო გვაქვს..
-გურანდა one piece-ის ზოროსავითაა.. ლოკაციის კონცეფცია მისთვის არ არსებობს..
-მე ვიცი სამაგიერდ, მიდი გასავლელად მოწესრგდი/
-შენ გამომყვები..? შენ თავად არ უნდა გაემზადო..?
-ჩემს გამზადებას დიდად არფერი არ უნდა.. მიდი, გავალ და გამოდი..-მართლაც ტოვებს, ნომერს, საერთოდ რატომ შემომთავაზა..? მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს, მოვწესრიგდი და გარეთ გავედი..
-სად წავიდნენ..?
-დანარჩენებსაც სჭირდებათ მოწესრიგება.. ან გამოძინება.. წავედით..?
-წავედით..
-გადაადგილებაში დიდი დროს გავფლანგავთ..?
-ცენტრში ვართ, ყველაფერი ახლოსაა, ნუღარ დარდობ ნურაფერზე.. - მალევე შევედით პირველ მაღაზიაში სადაც არც კი მიცდია არაფერი, მეორე, მესამე და სანამ გავგიჟდებოდი, კაბა მოვიზომე და გამოვედი..
-პირდაპირ მითხარი, იქაურობისთვის შესაფერისია.. ? ოტია აქ ხარ..?
-მშვენიერია..
-ნაიარევი მიჩანს, ვერ დავფარავ..
-რატომ უნდა დაფარო..?
-კარგი რა, ვის უნდა ნაიარევის ყურება..
-სხვა ადამიანზე დაინახო მაგას იფიქრებ, ეტყვი ვის უნდა ნაიარევის დანახვა, დაფარეო..?
-რას ამბობ, არანაირად..
-მაშინ საკუთარ თავზეც იმავეს რატომ არ ფიქრობ..?
-ასე მარტივად არაა.. შეხედე, არ არის ლამაზი..
-ვინ გითხრა..? მხოლოდ იმიტომ არ არის ლამაზი, რომ ნაიარევია..?
-ვისაც უნახავას, ყოველთვის მეკითხებიან საიდან მაქვს, ახლა გავაიზრე, შენ არ გიკითხავს..
-ჩემი ადგილი არაა, თუ თქმა გინდა მეტყოდი.. კაბა მშენიერია, აქამდე რაც ვნახეთ არც კი შეედრება.. შენი გადასაწყვეტია, თუმცა ნაიარევის გამო უარი არ უნდა თქვა.. გასახდელში შევბრუნდი და გამოვიცვალე, გამოვედი კაბით ხელში..
-რა გადაწყვიტე, იტოვებ თუ ახალ მაღაზიაში მივდივართ..
-მართლა გამომყვებოდი..?
-აქ რისთვის ვარ აბა..
-კაბა მომეწონა.. ნაიარევის გამოჩენა დიდად არ მინდა, მაგრამ, აქ მაინც ვინ მიყურებს..
-დამიჯერე შემოგხედავენ.. -კაბა გამომართვა..-წავედით..
-რა აკეთებ მომეცი, უნდა გადავიხადო..
-აქ წამოსვლა ჩემი იდეა იყო, მე ვიხდი..
-არანაირად.. ამდენი ვიარეთ და კიდევ შენ გადაიხადო და რისთვის..
-უბრალოდ ასე მინდა..-ვერანაირად ვერ გამოვართვი, გადაიხადა და გამოვედით, ყუთიც მას უჭირავს.. სასტუმროში მივედით, ჩემს ნომერთან როგორც კი მივედით, ყუთი გადმომცა და გაბრუნდა..
საათები გავიდა, მზადების პროცესი ნომერი საშინლად აირია, თუმცა ამას ახლა ვინ ჩივის, სარკეში ჩავიხედე.. ნაიარევს მივაშტერდი, არც ისეთი საშინელია ხომ..? დიდი დრო გავიდა.. მზად ვარ ამისთვის..? კარზე კაკუნის ხმა გაისმა, გურანდაა, კარი გავაღე..
-დარია, ეს შენ ხარ..? არ ვიცი აქამდე რა გქონდა არჩეული, არა მგონია ამას ჯობდეს.. იცი მაინც რა ლამაზი ხარ..?
-კარგი აჭარბებ..
-არანაირად..
-შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები..
-მადლობა, წავიდეთ..?-თავი დავუქნიე და გამოვედით.. ქვემოთ ჩავედით, და წავედით კიდევაც დანიშნულების ადგილამდე..
მთელი დღე შერეული ემოციებით ვარ, ქაოსში, ახლა აქ მოსვლისას კი, დამშვიდდი, ჩურჩული მესმის შეიძლება კიდევ წავიდეს რამე ცუდადო, ამ ნაწილს აღარ ვუსმენ.. რაც არ უნდა მოხდეს, მინდა ჩვენს გუნდთან ერთად ამ დღით დავტკბე.. თითოეულმა იმდენი იწვალა, როდესაც ადამიანები ფილმს უყურებენ, ძირითადად მსახიობების შრომას ხედავენ, თუმცა კადრს მიღმა უამრავი ადამიანი მუშაობს, რათა ის ხარისხი დაიდოს, რაც საჭიროა..
ფოტოები გადავიღეთ და მალევ დაიწყო კიდევაც საღამო.. ჩვენ ყველა ერთ მაგიდასთან ვსხედვართ..
-ნომინაციაში დასახელებულნი არიან..-უკვე რამდენჯერმე მოვისმინე.. გამარჯვებული სახეების დანახვა, მათი სიხარული, სიტყვები მადლობის ნიშნად.. მათი სიხარულს ვიზიარებ უნებურად და მეღიმება.. რამდენმა ადამიანმა აიხდინა ოცნება..
-ნომინაციაში.. "საუკეთესო სცენარი ".. -შემდეგ კი უბრალოდ ვითიშები.. ვერ ვხდები რატომ მეუბნება, ოტია, წამოვდგე და სცენაზე გავიდე.
-არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, სიტყვა არ მომიმზადებია.. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ფილმზე მუშაობდა.. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც მთელი ეს წლები ჩემს გვერდით იყვნენ.. მინდა გითხრათ, რომ სცენარი 8 წელი სხვენში ხელუხლებელი იდო, არც კი მიფიქრია, თუ ვიხილავდი ფილმს, მაგრამ მოვისმინე სიტყვები " თითქოს ჩემი ისტორია მოყევი "
" ეს მჭირდებოდა ".. ამიტომაც ბევრი წერეთ, ძალიან ბევრი წერეთ, რაც მთავარია არ დაუმალო სამყაროს რასაც შექმნი, შეიძლება ეს იყოს ზუსტად ის რაც ადამიანს სჭირდებოდეს, შეიძლება შენმა ისტორიამ ადამიანი გადაარჩინოს.. მადლობა..- ვბრუნდები მაგიდასთან, ოტიას წინ ვჯდები.. საღამო გრძელდება, მაგრამ მე მომენტში ვიყინები, ოტიას თვალს ვერ ვაცილებ, ის კი მიღიმის მხოლოდ მე.. თვალებით ყველაფერი ვუთხარი, ყველაფერი გავუზიარე, სიხარული მადლიერება.. უამრავი ემოცია.. ნეტავ დაინახა..?
. . .
სიზმარს ჰგავდა ეს დღეები, თუმცა მოხდა ის რაც ხდება ყველა სიზმარში გამონაკლისის გარდა, გეღვიძება.. ჩაიარა თუ არა ცერემონიამ ყველა წავიდა, მე კი სპონტანურად გადავწყვიტე დარჩენა.. არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ აუცილებლად გამოვნახავ გამოსავალს.. ახლა საქართველოში, დავბრუნებულიყავი, ჩემი რუტინა ჩამითრევდა, მე კი სიახლე მჭირდება, აუცილებლად გადავიღებ ფილმს..
სამეგობროს ჩატი აფეთქდა, როგორც კი ჩემი დარჩენის ამბავი გახდა ცნობილი, თუმცა მიხვდნენ არ ვხუმრობდი, სიახლის ტალღამ გადაიარა და დამშვიდდნენ.. მე კი ნელ-ნელა დავიწყე, საბუთების მოგვარება, ბინის ძებნა.. ამ ყოველივემ კი საკმაოდ დიდი დრო წაიღო.. ეს გაურკვევლობაც მსიამოვნებდა და საქმეც.. უარს ვამბობდი ყველანაირ სცენარზე მუშაობისა გარდა ჩემი, რომლის გადაღებაც მსურდა..
თავიდან გამიჭირდა, თუმცა აქაც გავიჩინე მეგობრები, არ იყო ისეთი როგორიც ჩემი სამეგობრო, მაგრამ მაინც კარგი ადამიანები გახლდნენ, მათი არსებობაც აუცილებელი იყო ჩემთვის.. დრო გადიოდა, დაიწერა სცენარი, დამუშავდა და დავიწყე ზრუნვა, როგორღაც დამეწყო გადაღება. როდესაც გამოინახა ფინანსები, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ვიცოდი ყველაზე რთული ჯერ წინ მელოდა..
პირველად აღმოვჩნდი რეჟისორის სკამზე, უცებ ბურუსის მეტი ვერაფერი დავინახე.. ამისთვის ვიბრძოდი ამდენი ხანი, მე კი საშინლად შემეშინდა, ავნერვიულდი.. თუმცა შემდეგ ოტიას ნათქვამი გამახსენდა, მათ სხვა ოტია არა მაგრამ დარია სჭირდებათო.. უარყოფითი ფიქრები, განცდები გვერდით გადავდე და საქმეს შევუდექი..
-პირდაპირ გადაღებას ვიწყებთ..? კი მაგრამ გამეორება არ იქნება..?
-პირდაპირ გადაღება მინდა ვცადოთ, პირველობის ეფექტი არ მინდა დაიკარგოს.. შემდეგ ამის გამეორება უბრალოდ რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია ხოლმე.. დავიწყოთ../?- სულ სხვა შეგრძნებები ყოფილა, ამ სკამზე ჯდომა.. პრინციპში თითქმის არასდროს ვზივარ, სადაც კამერაა იქ ვარ მეც.. ამ პირველობის ეფექტის დაჭერა ყოველთვის არ ამართლებს, თუმცა მაინც ვაგრძელებ, რადგან მოხდა შემთხვევა როდესაც გაამართლა..
კვირები გადის, გადაღებები გრძელდება..
-დარია..-ჩემთან მოდის მსახიობი..
-გისმენ..
-სანამ გადაღებას დავიწყებთ, ამ სცენისთვის რაღაც იდეა მაქვს და იქნებ მოგეწონოს..
-მოიცადე, არ მითხრა..
-იქნებ კარგი იდეაა..
-არ მითხრა, პირდაპირ ითამაშე,უბრალოდ გააკეთე..
-რა..? იქნებ არც ისე კარგია..
-მაგას ვნახავთ.. მიდი..- ამ დღეს სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი..
. . .
ამასობაში გავიდა 1 წელი.. გადაღებები დასრულდა.. ფილმი გამოვიდა.. ახლაც ვერ ვიჯერებ.. ნუთუ ეს გამომივიდა.. ხანდახან მეგონა, მიდი ერთი მაინც მიიყვანე ბოლომდე მეთქი, თუმცა როდესაც გემო გავუგე, როგორღა უნდა გავჩერდე.. ? სცენარის წერაც სასიამოვნოა, ამას დამატებული რეჟისურა.. ეს ორი ერთად ცალკე სიამოვნებაა.. ძალისხმევა, შრომა.. ღამეების თენება.. მაგრამ სასიამოვნო დაღლა პრივილეგიაა..
ზაფხული მოვიდა და მივხვდი დრო იყო საქართველოში დაბრუნების.. მონატრებული ადამიანების ნახვა.. ამიტომაც დავბრუნდი.. აი ახლა ამ წამს, საქართველოში ვარ და თავს საკმაოდ უცნაურად ვგრძნობ.. ერთი სული მაქვს ყველას ჩავეხუტო..
ოტიას ახალი ფილმი თითქმის იმავე პერიოდში გამოვიდა, როგორც ჩემი, ძალიან მაინტერესებს, ვერ მივედი იქამდე ვნახო, არ ვიცი რატომ..
ჩემი სახლი, ჩემი სახლი აღარაა.. ალბათ უკვე სულ სხვა ადამიანი ცხოვრობს.. ამიტომაც, ჩემს სახლში ვერ მივალ.. სამაგიეროდ..
ბარგი ცალკე გამოვაგზავნე, პატარა ჩანთით ვარ, რადგან ბარგის თრევა არ მიწევს უნდა დავფიქრდე რა გავაკეთო.. სანამ ვინმეს ვნახავდე, გული შუქურასკენ მიმიწევს, ამიტომაც, ტაქსის მივყავარ კიდეც შუქურასკენ.. მანქანიდან გადმოვდივარ თუ არა მეღიმება, როგორ მომენატრა ეს ადგილი, მოიცადე დარია, სანამ ნოსტალგიაში ჩაიძირები შიგნით მაინც შედი.. უცებ შიში მიპყრობს, რა დამხვდება, თუმცა როგორც კი შიგნით შევდივარ ვმშვიდდები.. ჩემი შუქურაა.. ადგილს როგორ ჩავეხუტო, თორემ ჩავეხუტებოდი..
სამეგობროს ადგილი დავიკავე.. ვაიმე ჩემი შეკვეთა, რომელიც არ შემიკვეთავს.. წავედი, რაც პირველი გამახსენდა შევუკვეთე და ჭიქით ხელში გავემართე ადგილისკენ, როდესაც დავინახე სხვაც მიდიოდა ჩემი ადგილისკენ და ფაქტობრივად ჩქარი ნაბიჯებით მივრბივარ, ორ ადამიანს ავცდი, მესამეს კი მსუბუქად შევეჯახე.. ბოდიშს სანამ მოვიხდიდი თვალები გამექცა ჩემი ადგილი სხვებმა როგორ დაიკავეს, ამასობაში მოტრიალდა და..


“ conan gray - fight or flight “


-ოტია..
-დარია, აქ რას აკეთებ..
-შენ რას აკეთებ..?


“ Well, fight or flight, I'd rather die
Than have to cry in front of you “


-ჩვენებს ველოდები…
-ჩვენები მოდიან..?
-რატომ არავის უთხარი თუ ჩამოდიოდი..
-სიურპრიზი მინდოდა..
-გამოგივიდა..
-შენთვის არა..


" Fight or flight, I'd rather lie
Than tell you I'm in love with you "


-წამოდი დავსხდეთ, სანამ სხვები მოვლენ..
-არ ვიცოდი თუ საქართველოში დაბრუნდი..
-დიდი ხანი არაა..- ოდესმე ვნახავ მეთქი, მაგრამ ასე მალე..? ამასობაში ყველა ერთად შემოვიდა, ოტიას გვერდით დამინახეს თუ არა გაგიჟდნენ..
-თვალები მატყუებენ თუ დარიაა..-ოლღა
-არ არსებობს..- თითოეულს გადავეხვიე, ისინიც დასხდნენ..
-როდის ჩამოხვედი, გავაფრენ სიხარულისგან
-დღეს..
-მომიყევით როგორ ხართ..? კი სულ გელაპარაკებოდით, მაგრამ მაინც..
-მაგას ლაპარაკს ეძახდი..? მგონი გადასაღები მოედნის იქით არ გიარსებია..
-ყველამ ერთად ვნახეთ შენი ფილმი დარია..
-რაა რატომ არ მითხარით..?
-ფოტო გადავიღეთ, კიტამ არ ჩაგიგდო..?..-თინა
-ცოტა დავლიე და მიმავიწყდა, მომიტევეთ..
-შენიც ვნახეთ ოტია..-ოლღა
-უცნაურია..
-რა არის უცნაური..?
-თქვენ ორის ფილმი, თითქოს.. არც კი ვიცი როგორ ვთქვა..-კიტა
-ერთმანეთს ავსებს..-თინა
-ჩემი ფილმი ოტიასთან არანაირ კავშირში არაა..
-მაგაში დარწმუნებული არ ვიქნებოდი..-ოლღა
-ორივე ერთმანეთს კი არ ავსებს, ერთი ისტორიის სხვადასხვა პერსპექტივაა..-თინა
-სრულიად სხვადასხვა სიუჟეტი, პერსონაჟები, არც კი ვიცი რა მოგელანდათ -ოტია..
-თვალები გვაქვს ოტია, სმენა.. რა ვიცი ამდენ ხალხს რა მოგველანდა..
-დავიბენი, რაზე ლაპარაკობენ..? თემა მალევე შეიცვალა, თბილისური ამბებით, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი ჭორებით.. მოვიკითხე და ყველას ამბავი გავიგე ვისიც შევძელი.. დაღლილობას ვერ ვგრძნობ, არადა წესით მისვენებული უნდა ვიყო..
შუქურაში დრო სასიამოვნოდ გავატარეთ, მოდი წავიდეთო, ძალიან ხმაურიაო, ამიტომაც ოტიასკენ დავიძარით, რამდენი ხანია მის სახლში არ ვყოფილვარ.. თინა, კიტა, ოლღა, ერთ მანქანაში ჩასხდნენ, ბარგი და არეულობააო, ვეღარ დაეტევიო და მივუსკუპდი ოტიას..
მუსიკის ფონზე ხმა არ ამოგვიღია, მალევე მივედით მის სახლში, ისინი ჯერ არ ჩანან, ჩვენ გადმოვედით, შიგნით შევედით.. მოსაცმელი შემოსასვლელში ჩამოვკიდე და შევედი.. დივანზე ჩამოჯდომისას მაგიდაზე დადებული, ჩემი ჭიქა დამხვდა ნახევრად სავსე..
-შენ რა ჩემი ჭიქით დალიე ყავა..?
-რა..?
-ეს რა არის..?
-ყავით სავსე ჭიქა რა უნდა იყოს..-აიღო და სამზარეულოში გაიტანა..
-ჩემი ჭიქით რატომ დალიე..?
-არ მიმიქცევია ყურადღება..
-შენ არ მიგიქცევია..? ვის ატყუებ..
-საერთოდ რომ არ გადავაგდე და გამოვიყენე უნდა გიხაროდეს..
-ჩემი ჭიქაა, ამ სახლში უფლებებით სარგებლობს..-დანარჩენებიც მოვიდნენ, პიცის ყუთებით ხელში, მივხვდი თურმე როგორ მშიოდა.. კინაღამ თითები დავიწვი, თუმცა ვერ მოვითმინე, მაინც გავსინჯე.. აუ ჯარჯი როგორ მომენატრა, ნეტავ ისიც დაბრუნებულიყო.. ხვალ აუცილებლად უნდა დავურეკო..
-კიდევ კარგი ცოცხლები დაგვხვდით..
-რატომ არ უნდა დაგხვედროდით..?
-არ უჩანდა თქვენ შეხვედრას კარგი პირი..-მე და ოტიამ ერთმანეთს გავხედეთ.. ყურადღება ისევ პიცაზე გადავიტანეთ და საღამოც გაგრძელდა.. ბოლოს გადაწყდა, ისევ ოლღასთან დავრჩი.. ოტიამ წაგვიყვანა სახლში, წამოსვლისას ოლღა დაემშვიდობა და სახლში შევედით..
-როცა მოვედით, შენ და ოტია რაზე ჩხუბობდით..
-არ ვჩხუბობდით..
-რაზე საუბრობდით..
-ჩემი ჭიქა ხომ იცი..? იქვე იდგა, ჩემი, ჩემი ჭიქით დაულევია, წარმოგიდგენია..? რატომ იღიმები, რა უფლება აქვს..?
-საკუთარ სახლში, ჭიქის გამიყენებას გულისხმობ..?
-ხომ იცის ჩემი ჭიქაა, ფერადი ჭიქიდან როდიდან სხვამს..?
-მონატრების ჟამს ადამიანები, უცნაურ რამეებს აკეთებენ..
-მონატრება რა შუაშია..?
-რა ვიცი რა შუაშია.. რაც დაბრუნდა, რამდენჯერაც მასთან ვიყავით, სულ შენი ჭიქიდან სვამს..
-ეგ მცოდნოდა, მართლა ვეჩხუბებოდი..
-მიდი დარია დაიძინე, ფრენის ბრალია ტვინი არ გიმუშავებს..
-ძალიან კარგადაც მიმუშავებს.. წავედი, მართლა მეძინება, გადავივლებ და დავიძინებ..ხვალამდე..
-ხვალამდე..- წყალი მართლაც გადავივლე, თუმცა არ დამიძინია, ოტიას ფილმის ყურება დავიწყე.. ეს რა არის..? შევხვდები და ახლა მართლა მაგრად ვეჩხუბები, მივხვდი რას გულისხმობდნენ..
. . .
როგორც გავიგე, სკოლაში ფილმის კლუბთან დაკავშრებით რაღაც შემოთავაზებაა, დავინტერესდი..რეალურად უფრო მოგვიანებით ვაპირებდი ჩამოსვლას, თუმცა ამ შემოთავაზებამ საგრძნობლად დააჩქარა მოვლენები.. სკოლაში შესვლისთანავე, მაჩერებენ..
-უკაცრავად ვინ ბრძანდებით, მშობელი ხართ..?
-არა, დირექტორთან მაქვს შეხვედრა..
-თქვენი სახელი და გვარი..
-დარია ლორთქიფანიძე.- ჩემი სახელი ჩაიწერა, ხელი მომაწერინა და მიმითითა საით უნდა წავიდე.. მეორე სართულზე ავედი, გარემო მოვათვალიერე.. ეს უნდა იყოს, დავაკაკუნე და შიგნით შევედი..
-ქალბატონო დარია, მობრძანდით, გელოდებოდით..დაბრძანდით..
-როგორ გიკითხოთ..?
-კარგად რა მიჭირს..
-ვიცი დაკავებული ბრძანდებით, თუმცა ამ დეტალებზე გასაუბრებაც აუცილებელია..
-დიახ, რა თქმა უნდა..
-ერთი წუთით და დავიწყოთ..-მართლაც გაისმა კაკუნის ძმა, მობრძანდითო უთხრა და ოტია შემოვიდა.. აქ რა ჯანდაბა ხდება..?
-დაბრძანდით..
-მომიტევეთ დაგვიანებისთვის..-ოტია როდიდან აგვიანებს, თან მე დავასწარი..?
-მოკლედ, როგორც იცით გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს უნდა აჩვენოთ ფილმი, განიხილოთ და..
-უკაცრავად, შეიძლება ვიკითხო ბატონი ოტია აქ რას აკეთებს..? მე მეგონა მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი..
-არა, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ორი რეჟისორი იქნებოდა.. მომიტევეთ ნუთუ გამომრჩა..?
-ჩემთვის ნამდვილად არ გითქვამთ..
-რაიმე პრობლემა..? როგორც ვიცი აქამდეც გითანამშრომლიათ.. მოკლედ პროექტის დასასრულს, ბავშვებთან ერთად მოკლე მეტრაჟიან ფილმს გადაიღებთ..-ვერაფერი ვერ ვუპასუხე, მომინდა უარის თქმა, თუმცა ამ პროექტის იდეით იმდენად ვიყავი მოხიბლული, ოტიას გამო ვთქვა უარი..? მოვილაპარაკეთ და შენობა დავტოვეთ, მალევე ეზოც..
-გამაგებინე რით ვერ მოგიშორე, აქ რას აკეთებ..?
-შენ დაბრუნდი და სულ მაგ კითხვას სვამ, დაკვირვებული ხარ..?
-როგორც კი ვფიქრობ მორჩა დავასრულეთ მეთქი, ისევ რაღაც ახალი ჩნდება..
-შენს არსებობაზე წარმოდგენა არ მქონდა..
-თორემ უარს იტყოდი..?
-არანაირად, საინტერესო პროექტია.. თუ არ გსიამოვნებს თავად შეგიძლია უარი თქვა.
-ხომ კარგად იცი, უარს არ ვიტყვი..
-მაშინ პრობლემა არ არსებობს..
-არსებობს.. შენი ფილმი ვნახე სხვათა შორის..ეს რა იყო..? სერიოზულად ..?
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ..?
-ჩვენზე არ იყო, მაგრამ თან სრულიად სხვა კონტექსტში იყო.. მე არ ვიყავი, მაგრამ ჩემი ნაწილები ყველგან..
-რა აბდაუბდად საუბრობ, იაზრებ მაინც..?
-თავს ნუ ისულელებ..
-როგორ იქნება ჩვენზე როდესაც "ჩვენ " არ არსებობს..
-არ შეიძლება აიღო ჩემი ხასიათი, თვისებები და შენს ფილმში მიმოფანტო..
-შენი ფილმი, ვნახე ხომ არ გავიწყდება.. შენი ფილმიც არ უჩივის ოტიას ნაკლებობას..
-ც ნიშნავს, აღიარებ არაა..
-არაფერს არ ვაღირებ და არაფერს ნიშნავს..
-ესე როგორ გაგიჭირდა, დარია ლორთქიფანიძე გახდა შენი შთაგონების წყარო..- გამეცინა..- კარგი როგორც გინდა..
-როგორც მინდა..?
-ამჯერად ეს უკანასკნელი პროექტია რაზეც ერთად ვიმუშავებთ..ეს იცოდე..
-თითქოს მე მინდოდეს შენთან მუშაობა..
-კვდები სურვილით.. -დავემშვიდობე და ჩემს გზას გავუყევი.. ვის დასცინი დარია, თითქოს შენ არ გამოგეყენებინოს წარსული.. ვინ ვისი შთაგონების წყაროდ გადაიქცა ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. თითქოს ბაბუაწვერას შევუბერე სული და ოტიას ნაწილები ჩემს ფილმში მიმოიფანტა.. ეს კი კატასტროფაა, ზედმეტად გვიან გავიაზრე, ამას თუ ვაკეთებდი, ახლა კი არანაირად არ უნდა ვაღიარო .. ისე რას ვაშავებ..? დასამალი რა მაქვს..?
საერთოდაც ამხელა მნიშვნელობა რატომ მივანიჭე..? ამ ყველაფერს არ უნდა ვაკეთებდე, ამ ყველაფერზე ამდენს არ უნდა ვფიქრობდე.. მგონი ნელ-ნელა ვნანობ დაბრუნებას..
. . .
-უფრო შორს ვერ დასხედით ერთმანეთისგან..? რა უბედურება..?-
-ხმა არ გამცეს.. აქედან ნაკლებად ჩანს..
-გვერდით არ დაგიჯდე ოტია, ფრთხილად იყავი რაა..
-რა პატარა ბავშვებივით იქცევით, ერთად რამდენი იშრომეთ, როგორი წარმატებული პროექტი გამოდგა, 1 წლის შემდეგ ისევ ერთად მუშაობთ და იმის მაგივრად, პროფესიონალებივით მოიქცეთ რას მიკეთებთ ? - თინა
-რაო ბავშვები უკვე გააგიჟეთ..? როგორ ჩაიარა, იმედია ბავშვების წინ მაინც იქცეოდით ნორმალურად..-ოლღა
-იცი როგორ მოეწონათ ფილმი..? იმდენი ვისაუბრეთ, განვიხილეთ ვიმსჯელეთ.. როგორი საყვარლები არიან..
-კარგად ჩაუვლია და აბა რა გაჩხუბებთ..-კიტა
-სანამ იქამდე მივალთ საკლასო ოთახში შევიდეთ და ფილმი ვაჩვენოთ, ერთი ომი გადაგაქვს..
-მერე ვისი ბრალია..?
-აა მე ვარ დამნაშავე..? ყველაფერზე თავი გიქნიო როცა არ გეთანხმები..?
-მოდი მერე გააგრძელეთ, თავი მტკივა ისედაც..-თინა
-ისევ ბევრს მუშაობ..?- ვკითხე შეწუხებულმა..
-არ ვიცი რა მჭირს, წამალიც არ მშველის..
-მოდი სახლში წავიდეთ, ცოტას დაისვენებდი..-კიტა
-კიტა მართალია, ისედაც მალე ვაპირებდით წასვლას..-ოლღა
-მეგობრებო თქვენთან ყოფნა კარგია, თუმცა მგონი ჯობია წავიდეთ..
-მანქანით არ ვარ, თან დავლიე და ბარემ ამათ გავყვები..
-ოლღა თუ გინდა მე წაგიყვან..
-არა, მეც დავიღალე..აბა თქვენ იცით, შუქურიდან ცოცხლები გამოდით..-აღარ დააყოვნეს და შუქურა დატოვეს..
-გააქციე ხალხი..-ვუთხარი მე..
-მე გავაქციე../? - ჩემთან ახლოს გადმოჯდა..
-მგონი კარგ ადგილას იჯექი, იქიდან ხომ ნაკლებად მხედავდი..
-შემდეგი სესიისთვის უნდა მოვემზადოთ..
-იმ ფილმის ჩვენებაზე არ ვარ თანახმა..
-ლოგიკური გაგრძელებაა..
-სიახლეა საჭირო, იგივე თემატიკაში ტრიალი რას მოგვცემს, თანაც დიდი დრო არ გვაქვს.. ხვდები ფილმი გვაქვს გადასაღები..? საერთოდ რაზე უნდა გადავიღოთ..?
-ახლავე ვერ დავგეგმავთ..
-რატომ..?
-ფილმის კლუბში რამდენი დარჩება, არ ვიცით, თავიდან ყველას აინტერესებს და მერე ცოტავდებიან ხოლმე..
-ბავშვებთან როგორ უნდა ვიმუშაოთ..?
-ვმუშაობთ უკვე..
-გადაღების პროცესი სულ სხვაა..
-ბავშვებმა შეგაშინეს..?
-რა გაცინებს.. თავად მათ არ მოეწონათ, ან მათ მშობლებს..? იცი როგორი მინდა გამოვიდეს? თავად ეამაყებოდეთ და ყველას აჩვენებდნენ..
-სადაც შეუძლებელი შევძელით, ამასაც შევძლებთ..
-ხვალ დავგეგმოთ..
-შენ რამ დაგღალა..? - გვერდით გავიხედე, თვალები მიცრემლიანდება მხოლოდ ფიქრზეც კი..
-შეგიძლია სახლში წამიყვანო..?
-რამე მოხდა..?
-შენ არ გეხება, არ იდარდო.. წავიდეთ რა..
-კუდბაწარა, კარგი რა, ისეთი რა მოხდა მე ვერ მეუბნები..
-ჩემი მესაიდუმლე როდიდან ხარ..?
-დღეს შემიძლია ვიყო..
-ისეთი არაფერი, მამაჩემმა დამირეკა..
-რაო, რა მინდაო..
-შეხვედრა უნდა, გაიგო ჩამოვედი..
-მერე, წასვლას აპირებ..?
-არ ვიცი მზად ვარ თუ არა.. ისევ იგივე თუ უნდა განმეორდეს რა აზრი აქვს..
-რა იცი იგივე გამეორდება თუ არა
-რა შეიცვლებოდა..?
-შენ არ შეიცვალე..? რამდენი რამ გააკეთე ამასობაში..
-მათთვის ეს დროის კარგვაა.. ოფისში თუ არ ვიწოწიალე, კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი, ანუ არაფერს ვაკეთებ..
-რადგან თავად დაგირეკა, გამოდის პირველი ნაბიჯი გადადგა, იქნებ მასთანაც შეიცვალა რაღაც// არ შეიძლება შვილი მოენატროს..?
-ნეტა ამდენად მარტივად იყოს ყველაფერი..
-იქნებ არის კიდეც, კარგად დაფიქრდი..
-ჩემი თავის ვიცი, შუა გზიდან გამოვიქცევი, იქამდეც ვერ მივალ..
-შემიძლია გამოგყვე..
-რა..? შენ გამომყვე ჩემებთან..?
-ხო რა მოხდა, რა პრობლემა..?
-ეგ შენთვის არაფერი არაა..?
-დავრწმუნდები, ადგილამდე მიაღწიო და იქ მისული არ გამოიქცე..
-მართლა მეუბნები თუ ხუმრობ..
-რატომ უნდა ვხუმრობდე, თანაც კი არ გაძალებ, შემოგთავაზე
-ისედაც ახლოს იჯდა ჩემს გვერდით, თუმცა მექანიკურად თითქოს ვაჩერებდე, ახლოს მივიწიე და მაისურზე მოვეჭიდე..
-არა, არა.. წამოდი..მართლა წამოხვალ..?
-დარია..
-კარგი კარგი ხმას არ ვიღებ.. ერთ საღამოს ხომ გადავიტან არა..? ისე თუ დავფიქრდები, შენთვის ალბათ როგორი უცხოა..
-რაზე საუბრობ..?
-ასეთი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან.. მათთან ხარ შორს, ვისთანაც ყველაზე ახლოს უნდა იყო..
-ურთიერთობები ჩახლართულია.. განსაკუთრებით მათთან ვინც ჩვენთვის ძვირფასია, გვიყვარს..
-მხოლოდ სიყვარული საკმარისი იყოს არ შეიძლება..?-თან წამოვდექით, ნელ-ნელა დავტოვეთ შუქურა..მანქანაში ჩავსხედით..თინას ძველ სახლთან მიმიყვანა..
-მეგონა უკვე დააცარიელეს..
-გაიწელა პროცესი, წვრილმანები კიდევ დარჩა, სანამ გავერკვევი რა მინდა.. იცხოვრება მოკლედ..
-რა გაეწყობა..
-შეხვედრამდე..
-შეხვედრამდე - უცებ ისე მომინდა, მანქანიდან არ გადავდიოდე, აქ ვრჩებოდე და მუსიკას ვუსმენდე.. არა დარია გონს მოდი, რაზე ფიქრობ, ოტიას გვერდით ყოფნა რატომ უნდა გინდოდეს.. საერთოდ რატომ ვფიქრობ მასზე..?
-ყველაფერი რიგზეა..?-ოტიას ხმა მაფხიზლებს..
-კი კი-მანქანიდან გადმოვედი..-მადლობა..
-არაფერია..-სანამ კარს მივხურავდი, მივტრიალდი..
-რამე დაგრჩა..?-მიმოიხედა..
-ყავას არ დალევ..? თუ სახლში მიგეჩქარება- არა არ დამთანხმდე, საერთოდ რამ წამომიარა არ ვიცი, მარტოც მშვენივრად დალევდი, შენს გემრიელი ყავას.. პასუხი არ გაუცია, მანქანა მიაყენა და გადმოვიდა..
უსიტყვოდ ავიარეთ კიბეები და მივადექი კარებსაც, რომლის გაღება ძლივს დავამუღამე და ჯაჯგურით გავაღე..იმედია მეზობლები არ იფიქრებენ ბინას ძარცვავენო და პოლიციას არ გამოიძახებენ..შიგნით შევედით
-შენი ყავა მაქვს..
-ჩემი..?
-უნებურად მივეჩვიე შენი ყავის დალევას, არ ვიცი ეს რამდენად კარგია მაგრამ..-ნივთები დავალაგე და სამზარეულოში გავედი, ოტიაც გამომყვა ცხადია.. ორი ყავისფერი ჭიქა გადმოვიღე, ოტიამ წარბ აწევით გამომხედა..
-ხომ კარგად ხარ..? ამით როგორ აპირებ ყავის დალევას..
-რაც აქ ვარ, სულ ასე ვარ..-მომიახლოვდა და ხელი შუბლზე მომადო, ვითომდა სიცხეს მისინჯავდეს..
-არა, გარეგნულად არაფერი გეტყობოდა და მაინც, მგონი სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე..
-ვის დასცინი ერთი, ჩემი ბარგი შეფუთული და გადანახულია, აქ შემორჩენილი ნივთებით ვსაზრდოობ
-ამიტომ გაქვს სულ გაფუჭებული ხასიათი არაა..?
-მე მშვენიერი ხასიათი მაქვს სხვათა შორის, შენ მიწეწავ ნერვებს.. აკი პრაქტიკული არ არისოო, ყავის დალევას ასეთი გრანდიოზულობა არ სჭირდებაო..?
-შენზე თუ ამდენად მოქმედებს, უნდა დალიო სამყაროში ყველაზე ფერადი ჭიქიდან ..
-ისე რატომ იქცევი თითქოს შენზე არ მოქმედებს..?
-საიდან დაასკვენი ჩემზე მოქმედებს თუ არა..?
-ჩემი ჭიქიდან დალიე, როდესაც უამრავი, დაღვენთილი, მოწყენილი, ნაცრიფერი ჭიქა გაქვს..
-ამდენად დიდი მნიშნელობა აქვს..? იქნებ რაც ხელთ მომხვდა ის ავიღე.. მე მიყვარს ჩემი დაღვენთილი, მოწყენილი ჭიქები, თუ ასე გინდა უწოდო..
-კარგი ჩემი ჭიქიდან რატომ სვამდი, არ მითხრა დამთხვევააო ეს ხომ რამდენჯერმე გამეორდა..
-მინდოდა და დავლიე..
-აი ესე უბრალოდ მოგინდა, ჩემი ფერადი ჭიქიდან დალევა..?
-კი ასე უბრალოდ მომინდა..
- ესე უბრალოდ არ უნდათ ხოლმე..
-შენ გინდა ხოლმე ესე უბრალოდ რამე და თანაც იმ წამსვე..
-იმ წამს თუ არ იყო, მერე რაღად მინდა..? თანაც მე მე ვარ..-ამასობაში ცარიელი ჭიქა, ცხელი ყავის სითხით გაივსო, იქვე დივანზე ჩამოვსხედით.. -ახლა როცა ამაზე ამდენად დიდი ყურადღება გაამახვილე უკვე უცნაური გახდა..
-აქამდე არ გაწუხებდა..?
-ამდენად არა, ვცდილობდი არ მეფიქრა, მგონი ამიტომაც მივეძალე შენს სახლს, ჩემი ჭიქა და ყავა მეგულება..არასდროს მესმოდა ადამიანების, რომლებიც დეტალებს არ აქცევენ ყურადღებას, როგორ იწყებენ დილას, რომელი ჭიქიდან დალევენ ყავას, ამ ყველაფერს ხომ მნიშვნელობა აქვს, განწყობას არ გიქმნის..?
-ყველას სადღაც მიეჩქარება და არც აქვთ იმაზე დაფიქრების დრო, რომელი ჭიქიდან დალიონ ყავა..
-ამ ყველაფერს, არ ვაქცევდე ყურადღებას, გავგიჟდებოდი, ჩვეულებრივი მოსაწყენი დღეები როგორღა გავიხალისო..
-ადამიანების უმეტესობა დიდ მიღწევებზე ფიქრობს, რის შემდეგაც ბედნიერი იქნება, ყოველდღიურობით ტკბობის გემო ცოტამ თუ იცის..
-რაღაცის მიღწევა არ მაბედნიერებს..
-არ გაბედნიერებს..?
-ეს უფრო შვებაა, რომ ის საქმე მოვილიე..
-შენი გადაღებული ფილმი, არ გაბედნიერებს..?
-პროცესი მსიამოვნებდა, უკვე შემდეგზე ვფიქრობდი და არა იმაზე დავმჯდარიყავი, საკუთარი ფილმისთვის მეყურებინა და მეთქვა ეს რა კარგი რამ გადამიღია მეთქი..
-არ უნდა გამოტოვო, უნდა იამაყო შენი შემოქმედებით, ბედნიერიც იყო, მაგრამ ეს დიდ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, წინსვლაში და ახლის შექმნაში შეგიშლის ხელს, თუმცა არც უიმისობა გამოვა..
-ხომ მითხარი რაღაც უნდა გაჩვენო შემახსენეო, ახლა გამახსენდა..
-რეალურად მეც არ ვიცი რა არის.. ემილის ბებიამ მომცა, ახლაღა უპოვია, ძველ კომპიუტერში ფაილი, მეზობელს ჩამოატვირთვინა და usb გადამყვანი მომცა..
-ჩვენ რატომ მოგვცა..?
-ფილმის გადაღების პროცესია, behind scenes..
-გაბზარული ფირფიტის გადაღების პროცესი..? როდის მოასწრო..?
-ლეპტოპი თუ თან გაქვს, შეგვიძლია ვნახოთ..
-კი კი მოიცადე..-წამოვდექი და ლეპტოპი მოვიტანე.. შევაერთეთ, ფაილი გაიხსნა და ვიდეო ჩაირთო..
-" -ემ რას აკეთებ..? აბა შეხედე ეს კუთხე მგონი კარგია არა..?
-მერამდენედ შეცვალეთ ..? გადაღების კუთხე მაინც აარჩიეთ თავის დროზე..
-ოტიას ბრალია..
-კარგად არ გამოჩნდება.-ემილი კადრს თავისკენ ატრიალებს..
-ეს ორიი.. მოკლე მეტრაჟიანი ფილმის გადაღება მიმდინარეობს და ნახეთ, მგონი სერიალის გადაღების დროს უდრის.. წავედი სანამ არ დახოცეს ერთმანეთი "


კადრები იცვლება..


" - მითხარი ამ დროს კამერა ჩართული იყო..
-ჩართული იყო..- სიხარულისგან ვხტუნავ..
-ვგიჟდები, რა მაგარი მომენტია იაზრებთ..?
-და აი ასე მეგობრებო, სერიოზულად გადავრჩით, ეს მომენტი არ გადაგვეღო, დარია მე და ოტიას გაგვწეწავდა.. -ემილი იცინის და თან კამერასთან საუბარს აგრძელებს..- მგონი კარგი გამოდის..
-დაიცადე ბოლოში გავიდეთ და ეს იქნება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი რასაც ნახავენ..
-იქნებ ეკიპირების წამოღებაში მიეხმარო ოტიას..
-თვითონაც მშვენივრად მოაქვს.. კარგი კარგი, ოღონდ სულ მაგ ტელეფონ რას უკირკიტებ..?
-ნახავთ ოდესმე.. “


კადრები იცვლება.. ემილის დანახვისას, მე და ოტიას დანახვისას, როდესაც ამდენად პატარები ვიყავით, სევდას და სიხარულს ვგრძნობ ერთდროულად.. როგორი ბედნიერები ვართ, როგორ უციმციმეს ემილის თვალები.. სულ ბოლო კადრში სამივე ვჩანვართ, კამერას ხელს უქნევს დამშვიდობების ნიშნად.. ვიდეო დასრულდა..
-როგორ მომნატრებია..-მორეულ ცრემლებს ვიწმენდ..
-მეც მომენატრა..
-ვიცი აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც მეფიქრება, რა მოხდებოდა, ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო, ახლა როგორ იცხოვრებდა, რას გააკეთებდა.. - შეკავებული ცრემლები, მხედველობას მიუარესებს.. ლეპტოპი დავხურე..
-სამაგიეროდ ამდენი ხნის შემდეგ ვნახეთ..-ოტიასკენ ვტრიალდები.. - არც ფოტოები გვაქვს ბევრი და არც ვიდეოები.. კი არ უნდა დასევდიანდე, უნდა გიხაროდეს, ვიდეო ხელთ ჩაგვივარდა..
-შეიძლება მართალი იყო, თუმცა ამ მომენტისთვის ტირილს ფიზიკურად ვერ შევწყვეტ..
-ტირილში ცუდი არაფერია.. - ოტიაც ცრემლმორეულია
-ერთად ვიტიროთ მაშინ..-თან მეცინება და თან ცრემლიანი მაქვს თვალები.. ოტიას ეღიმება, დგება..
-შენთან ერთად ტირილი კარგად ჟღერს მაგრამ გვიანია, უნდა წავიდე..-მეც წამოვდექი..-მადლობა ყავისთვის..
-აი შენი მოსაცმელი- გავუწოდე.. გამომართვა..კარამდე მივაცილე..
-ხვალამდე..
-ხვალამდე..
. . .
-კარგი ბავშვებო, დაფა ცარიელია..
-აი ახლა მაგალითად გზაზე მიდიხართ, დაგეგმილს უნდა ავცდეთ, სად წახვიდოდით.. რას გააკეთებდით..
-ფერის ბიულერის დასვენების დღესავით არ ჟღერს..?
-იქ სკოლას აცდენს და სულ სხვა თემაა..
-არა, ყოველდღიურ რუტინას ცდება, სულ სხვა არაა..
-მე მაგალითად მანქანას მოვპარავდი ჩემებს, ტარება მინდა..- დაფაზე დაწერა მანქანის ტარება..
-მაღალი შენობის სახურავზე ავიდოდი.. გზას რამდენჯერმე გამიფიქრა, მაგრამ ესე არსაიდან უცხო კორპუსის სახურავზე ხომ არ ავალ..
-კარგი ამდენად სერიოზულად ნუ იფიქრებთ, რაც პირველი მოგივათ გააჟღერეთ, ყველაფერი დავწეროთ..- ოტიას ნათქვამის შემდეგ იდეების კორიანტელი გაჩნდა დაფაზე, გამოვარჩიეთ რეალურად რისი გაკეთება შეეძლებოდა და როგორ.. ამიტომაც რადგან უკვე მოსაღამოვდა შეხვედრა დამთავრდა.. ბავშვები წავიდნენ და ჩვენც გამოვედით სკოლის ეზოდან..
-მოდი უბრალოდ სახლში წავალ..
-შენებთან არ მივდიოდით..?
-არ შემიძლია, ჩანაცვლება შემეძლოს კლდიდან გადმოვხტები..
-1 საათი და წამოვიდეთ..
- ჩემებს დაუძვრება კაცი ხელიდან..?
-თუ საჭიროა 5 წუთშიც წამოვალთ..-სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი მირანდას მოვკარი თვალი..
-ჯერ არ წასულხართ..? მეგონა ბოლოები ჩვენ ვიყავით..
-დამრიგებელიც ვარ და ბევრი საქმე მაქვს..
-მირა წავიდეთ..?
-უი გაიცანით ჩემი ქმარი დემეტრე.. ჩემი მანქანა გაფუჭდა და..
-სასიამოვნოა, მე დარია..
-ოტია..
-სასიამოვნოა.
-რა გაეწყობა კარგ საღამოს გისურვებთ..-ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით,
დრო ზედმეტად მალე გავიდა, კიდე გავწელავდი ესე სამუდამოდ.. მანქანიდან გადმოვედით..
-ყველაფერი კარგად იქნება..
-რაც იქნება იქნება, შევიდეთ..-დაკაკუნების შემდეგ, დედაჩემმა გამოგვხედა, შიგნით შეგვიპატიჟა.. მამაჩემიც მალევე გამოჩნდა, მოგვესალმა, ოტიას ხელი ჩამოართვა.. ესევე სუფრასთან მიგვიწვია.. მხოლოდ ჩვენ ვართ..
-დარია, გავიგე მთელი ეს დრო ამერიკაში ყოფილხარ..
-არ გაგიჭირდა დე..?
-თავიდან, მაგრამ თანდათანობით შევეჩვიე..
-შენმა ფილმმა მოიარა სანათესავო, ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოეწონათ..
-მიხარია..
-კარგია ამჯერად მაინც ჭორი არ გავრცელებულა..-მამა
-ისევ საზოგადოებას მიემხრობოდი და ჩვენი საუბარი კიდევ 1 წლით გადაიდებოდა..?
-შვილო, კარგი რა, ჩვენი მხრიდანაც შეხედე..
-იცი ოტიას მშობლებს ასე ძალიან რომ აფასებ, მათ რა რეაქცია ჰქონდათ..? მე მიკითხეს როგორ ვიყავი, ერთხელაც არ.. კარგი ამაზე საუბარს აზრი არ აქვს..
-მეგონა ამ ფილმებს და მაიმუნობას თავს გაანებებდი, ახლა მაინც დაიწყებს ნორმალურ სამსახურს მეთქი..
-ისე რატომ ამბობ თითქოს უსაქმოდ ვიყო, თქვენს კისერზე..? ჩემი საკუთარი შემოსავალი მაქვს და იმ საქმეს ვაკეთებ რაც მიყვარს.. არ არის ეს საკმარისი..?
-ბავშვს თავი გაანებე, მაშინაც არ უნდა დამეჯერებინა შენთვის, 1 წელი დარიას გარეშე როგორ ვიყავი არც კი ვიცი..
-აქ კამათისთვის არ მოვსულვარ, თუ მომავალშიც უნდა მედავოთ, მეკამათოთ.. ეს ერთი წელი რამდენს დაიმატებს ზევიდან არ ვიცი..
-თქვენი ახლობლის ღვინო მიიტანა დარიამ სვანეთში..
-ღვინიანიძეებს ღვინოს ვინ დაუწუნებდა..
-ოტიას ბებიასთან და ბაბუასთან მიმაქვს ხოლმე.. მოეწონათ..- ოტია რომ არა, ალბათ მართლა წამოვიდოდით 10 წუთში, თუმცა საუაბრი ხან რომელ თემაზე გადაიტანა ხან რომელზე..დროც გავიდა.. დედაჩემთან მიხმარებისას, ორი წუთით გამოდიო და საძინებელში შემიყვანა..
-რამე მოხდა..?
-დარია, ძალიან გთხოვ, მაპატიე..
-რა გაპატიო დედა..
-ეს ერთი წელი ჩემთვის ვერც კი აგიღწერ რა იყო..
-ასე თუ გენატრებოდი რატომ არ დამირეკე..?
-სულ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, არ აგეღო.. ვიცი რამდენი დავაშავე.. -გადამეხვია..-მაპატიე დე.. რაც არ უნდა მოხდეს, ასე აღარ მოვიქცევი..
-კარგი, რაც იყო იყო.. -გამოვედით, კიდევ ხანს დავყავით და წამოვედით.. მანქანაში ჩავსხედით.. დაიძრა..
-ცოტა უცნაურია..
-ჩემი მშობლ..
-ჩუმად, რომ ხარ..- ასე ემოციებს ვიკავებ, თუ ვისაუბრებ თავშეკავება გამიჭირდება.. -დარია, კარგად ხარ..?
-კი..
-ხედავ..? ყველაფერმა არც ისე ცუდად ჩაიარა როგორც გეგონა..
-იმიტომ რომ ჩემს გვერდით იყავი.. - ეს მე ვთქვი..? მისკენ გავიხედე, არა დარია ცრემლები არ დამანახო.. ისედაც საკმარისი იცის შენზე, საკმარისზე მეტი ნახა.. კიდევ არ დაამატო..
-ჩაიარა, რაღატომ ხარ აღელვებული..
-არ ვიცი, ვერ ვმშვიდდები.. იმდენი რამ მინდოდა მეთქვა, მეჩხუბა, მეკამათა.. მეყვირა..
-რატომ არ გააკეთე..?
-აზრი არ აქვს.. ჩამოყალიბებულ ზრდასრულ ადამიანს, როდესაც არ უნდა სხვა ადამიანის მდგომარეობაში შევიდეს, რა აზრი აქვს შენი თვალები მისცე დასანახად..
-overexposed-ში შეგვიძლია წასვლა..
-მთელი დღეა ერთად ვართ, დაგეგმვა, სკოლა, ჩემებთან გამომყევი.. კატასტროფა შეიძლება მოხდეს ამასობაში..
-დღის დოზა უკვე ვიკამათეთ, არა მგონია გავაგრძელოთ..
-მაგას გავიფიქრებ თუ არა გამოჩნდება ხოლმე საკამათო..-გამეღიმა, რატომღაც ოტიასაც..-წასვლას რატომ მთავაზობ..?
-სახლში წასვლა არცერთს გვინდა, თანაც რამდენი ხანია იქ არ ყოფილხარ..
-კარგი..
-კარგი..?
-წავიდეთ, დღეს მაინც ჰქონდეს კარგი დასასრული..-ადგილზე მივედით, ისევ ბართან ახლოს დავსხედით, ოტიამ სასმელი შეუკვეთა..
-სკოლის გარეთ მოგვიწევს გასვლა, მშობლებს უნდა დავუკავშირდეთ..-ოტია..
-მართალია.. ეგ სულ არ მომსვლია აზრად..
-ისეთი დღეც უნდა ავარჩიოთ, ასე თუ ისე ყველას ეცალოს..
-ერთად გვიმუშავია, მაგრამ ეს უცნაური არ იქნება..?
-რატომ, ახლა უკვე რეჟისორის ამპულაც რომ გაქვს მორგებული..?
-კი..
-უცნაური იქნებოდა მე ან შენ რამის დამტკიცებას, ვცდილობდეთ.. ჩვენ აქ ბავშვებისთვის ვართ, მათი იდეები უნდა გავაცოცხლოთ და შევკრათ.. მე თუ მკითხავ, რეჟისორები ჩვენ კი არა, თავად ბავშვები არიან..
-თქვენი შეკვეთა..
. . .
-კამერა გეჭიროს, არ გაამოძრაო..-ოტია
-დარია, ეგრევე გავთიშო, როცა კადრში აღარ გამოჩნდება..?
-არა, ნაბიჯების ხმა უნდა ისმოდეს კიდევ ორიოდე წამი..-დასრულდა თუ არა ყველა კამერასთან მივიდა, სანახავად როგორი გამოვიდა.. ბოლოს ზემოთ ავედით, გადავიღეთ ნანიკოს მაღლა ასვლის მომენტები..
-მგონი ჯობია ასევე არ ჩამოჯდე, ცოტა ხანს გაჩერდი, სად ხარ, სადამდე ამოხვედი და შემდეგ ჩამოჯექი.. - როგორც კი სახურავზე გადაღებები დასრულდა, მაშინვე ჩამოვედით, საკმაოდ მეშინოდა ვინმეს რამე არ დაემართოს თქო..
და აი ასე პატარ-პატარა ისტორიების შეგროვებით, 1 კვირაში გადაღებები დავასრულეთ.. მე და ოტიამ თავადვე დავამონტაჟეთ.. ეს არის რამდენიმე ბავშვის პატარა ისტორია, როგორ უხვევს რუტინას და როგორ აკეთებს თუნდაც ჩვეულებრივ რამეს, მაგრამ ზოგჯერ ჩვეულებრივი რამის გაკეთებასაც გამბედაობა ესაჭიროება..
ფილმს ბავშვებთან ერთად ვუყურეთ, ფაქტობრივად ჩვენს გარდა არც არავინ არ გახლდათ..
-არ მჯერა, იდეს ავტორები და რეჟისორებიო.. ჩემს სახელს ვხედავ..
-რა მაგარი გამოვიდა.. ჩემებს უნდა ვანახო აუცილებლად..
-მიხარია თუ მოგეწონათ..
-კიდევ იქნებით ხომ..?
-არა, როგორც ვიცი ამით დავასრულეთ, თუ კიდევ რამე იგეგმება ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს..
-არ არ გვინდა, თქვენი წასვლა, ძალიან მაგარი იყო ფილმების ყურება, თქვენთან ერთად..
-სხვა დროს შეგვიძლია შევიკრიბოთ, არ არის პრობლემა..- ყველას ჩავეხუტეთ, დავემშვიდობეთ და წავიდნენ..
-გავგიჟდები, რა საყვარლები არიან..- ოტია მხოლოდ იღიმის, მე კი ცივი ყავის დალევას ვაგრძელებ..-ნეტავ წლების შემდეგ, როცა ნახავენ რას იფიქრებენ, ამ ჩვენს კლუბს როგორ გაიხსენებენ..
-თუ ეხსომებათ საერთოდ..
-კარგი ერთი რატომ არ უნდა ახსოვდეთ.. წარმოიდგინე ძალიან წარმატებული რეჟისორი, ან სცენარისტი, გამოვიდეს რომელიმე.. როგორ ტკბილად გაახსენდებათ..
-არ ვარ დარწმუნებული..
-ოცნებაში ხელს მიშლი..
-შენ თავად მიზიარებ..
-არაფერსაც აღარ გაგიზიარებ გამანებე თავი.. დავლევ და წავალ..
-გაყვანა არ გინდა..?
-არა, შენს გარეშე როგორ ვიყავი..
-არ ვიცი, როგორ იყავი..?
-ჯანმრთელი, სულ ფეხით დავდიოდი..
-აა ჩემშია პრობლემა, კარგი მაშინ მანქანით აღარ მოგემსახურები..
-ფიზიკურად აღარ გადავიკვეთებით და ისედაც არ იქნება საჭირო..
-რატომ..?
-მართვის მოწმობა უნდა ავიღო..
-მეგონა მანქანა არ გქონდა და მაგიტომ..
-მიდი დამცინე, ამ ასაკში მართვის მოწმობა არ მაქვს..
-რატომ..?
-მეშინია.. ისეთ არაფერი ერთი ორჯერ მოვყევი ავარიაში და ეტყობა დამრჩა შიში..
-ერთი ორჯერ..? ეგ რას ნიშნავს..?
-იყო რამდენიმე შემთხვევა ისეთი არაფერი, ერთხელ ნათესავის ქორწილში თაბაშირით ვიყავი..
-ახლა რამ შეგიცვალა აზრი..?
-ბავშვებს მოვუწოდებთ, კომფორტის ზონიდან გამოსვლას და მეც ხომ უნდა გავითვალისწინო.. მორჩა სერიოზულად მოვეკიდები ამ საქმეს..
-რა გაეწყობა..
-მაფინი მინდა შოკოლადის.. გზაში ვიყიდი.. ყავაზეც შევივლი/.
-ახლა ყავას არ სვამ..?
-ეს რამდენი ხანი უნდა მეყოს, თან მაფინი როგორ შევჭამო გემრიელად, თუ ყავას არ მივაყოლებ..
-როგორ გამიჩნდა არაა შეკითხვა.. -წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, შემდეგ შემოვტრიალდი, ოტია დივანზე ზის, მივუახლოვდი და მისკენ დავიხარე..
-ოტია.-გამომხედა..-ამით მართლა ვამაყობ.. მგონი საუკეთესო პროექტია რაზეც კი ერთად გვიმუშავია.. აბა შენ იცი, შეხვედრამდე..
-შეხვედრამდე..კუდბაწარა..
. . .
-ეს კარაოკეზე წამოსვლა რაღა მოიფიქრე ოლღა..
-ვიმღერებთ, გავერთობით.. ნახეთ არც ისე ცუდი ადგილია..
-ყველას თვალწინ მე არ ვიმღერებ..-თინა..
-დაიცადე დაიცადე, ჯერ დავსხდეთ.. აი ახლაც ვიღაც მღერის, ჩუმად..-ბარში დიდი ეკრანია, ტექსტი ჩანს, მელოდია და ვიღაც მღერის.. არა ამაზე როგორ დავთანხმდით, საშინელი ხმის პატრონები..
რაც დრო დავყავით, ისე შევედით მუღამში, მგონი სხვებსაც არ ვაცდით..
-კარგი ცალკე გოგონებმაც ვიმღერთ, ბიჭებმაც.. ახლა წყვილებში..
-მოდი სახელები ჩავყაროთ და ვინც ამოვა ის გავიდეს..- ოლღა და თინა გავიდნენ, მე შანსს არ ვუშვებ ხელიდან ფოტოები და ვიდეოები არ გადავიღო..
-შემდეგი.. აბა..- ჭიქაში ჩაყრილ ფურცლებს ხელი მოავლო კიტამ -პირველია დარია.. წამოდექით და ახლავე გეტყვით ვინ გაგიწევთ პარტიორობას..ოტია.
-გამორიცხულია..
-ოტიასთან ერთად რა მინდა.. საშინელი დუეტი ვართ..
-საზოგადოებას ვკითხოთ.. გიჟდებიან თქვენს დუეტზე..-ოტიაც წამოდგა..
-რას ვმღერით..?
-მოდი ოტია ფლეიტისტიდან ავარჩიოთ, თითი აჰკარი და რაზეც გაჩერდება ის იმღერთ..-მე კი ველოდები..
-რაზე გაჩერდა არ იტყვით..?
- “ The favors -little mess you made “
-გადით რაღას ელოდებით ვერ გავიგე..- მიკროფონი მივაწოდე, მეც დავიჭირე და თან ეკრანს შევხედეთ.. ოტია იწყებს
- “ The little mess you made
Is filling up our room
A little bit of rain
Is filling up our shoes
Maybe second place
Is just the first to lose
You can have your cake
You can have mine too “
-Say when
You'll never see me again - ერთად
-The little mess you made
Is all over the news
The littlest mistake
Can leave the darkest bruise -მე
-Maybe I'm too late
Maybe it's too soon
Who gets all the blame?
I guess it's up to you..
Say when
You'll never see me again
Just pretend
She was just a friend - ერთად
-The little mess you made, the little mess you made
Is filling up our room, is all over the news
A little bit of rain, the littlest mistake
Is filling up our shoes, can leave the darkest bruise
Maybe second place, maybe I'm too late
Is just the first to lose, maybe it's too soon
You can have your cake, who gets all the blame?
You can have mine too, I guess it's up to you


Say when
You'll never see me again


თითქოს ჩვეულებრივი დიალოგი გვქონდეს, ვერც გავიაზრე როდის დამთავრდა.. მანამ სანამ ბავშვების ტაშს ხმა არ გავიგე..
-აი ეს იყო დღის შესრულება..
-მაგრამ ახლა რამე ხალისიანი უნდა ჩავრთოთ.. - საღამო გაგრძელდა, ვიმღერეთ ვიცეკვეთ, მაგრამ თითქოს იმ სიმღერაში ჩავრჩი.. იმდენად რეალური იყო, კი მაგრამ რატომ..? რადგან ერთი დიდი არეულობა, ჩვენი ურთიერთობა..? ვის ან რისი ბრალია..? იქნებ ორივესი.. რა მნიშვნელობა აქვს.. მე მხოლოდ ბოლო სიტყვები მაფიქრებს " ვეღარასდროს მნახავ " ეს სიტყვები.. რატომ მომხვდა გულზე..? ეს გასახარი არ იყო..? 1 წელი არ ვიყავი მშვიდად ოტიას გარეშე..? კარგი დარია იქნებ დაასრულო ოდესმე ტყუილები, რამდენადაც არ უნდა გინდოდეს..
მისი სიტყვები, გამხნევება მატანინებდა და გამაკეთებინა ჩემთვის შეუძლებელი რასც ფილმის რეჟისურა ჰქვია.. ჩემი არავის სჯეროდა, ვერავინ დამინახა ოტიამდე.. მაგრამ ეს როდის მოხდა..? მე.. არა.. ეს ხომ შეუძლებელია.. მე რა ოტიას მიმართ არა…
-კუდბაწარა..- ფეხით მივსეირნობთ ყველა ერთად.. მე ყველაზე უკან ვიყავი, ოტია როდის გაჩნდა ჩემს გვერდით..- ბოლო წინადადებას ხელმეორედ ნუღარ გავამართლებთ..
-რა..? რაზე ამბობ..?
-" You'll never see me again.."
-პირიქით, არ უნდა გინდოდეს შენი ცხოვრებიდან გავქრე..?
-უნდა მინდოდეს, მაგრამ არ მინდა..
-რატომ..?
-როცა გაქრი რა მივიღეთ..?
-ხალხმა ფილმები მიიღო..-გამეცინა..
-მე და შენ რა მივიღეთ..
-სიმშვიდე..? არ ვიცი..
-იყო კი ეგ სიმშვიდე..?
-რას აკეთებთ, ფეხი გამოადგით..
-ვსეირნობთ კიტა, ვირბინოთ..?
-სულ დაგვავიწყდა, ქორწილი იგეგმება მეგობრებო და იმედია ხვდებით, აუცილებლად სულ ქვეყანა იქცეოდეს, ჩვენთან ერთად უნდა იყოთ..
-ვაა როდის..?
-შემოდგომის დასაწყისში.. მოკლედ 1 კვირის ვარაუდში დეტალებს გაგაგებინებთ..
-ვინ გეგმავს ქორწილს..? ვინმე პროფესიონალი დაიქირავეთ - ოლღა..
-საკუთარ ქორწილს ვის დავაგეგმინებ.. ყველაფერი იქნება იდეალურად..
- იმედია გაიაზრებ საკუთარ ქორწილში იქნები და შენ არ უნდა ირბინო აქეთ - იქით..
-ჩემი გოგონები მიხედავენ მაგ ამბავს..
-გვიქეიფია და ეგაა..- ისევ ოტიას სახლში აღმოვჩნდით.. ყავის დალევის დროც დადგა, ესე სწრაფად როდის მოასწრო გაკეთება, არ ვიცი მაგრამ ყველას ჩამოურიგა.. მე ჩემი ჭიქა მომიტანა.. თავის დაკვრით მადლობა გადავუხადე და დავაგემოვნე.. იგივე ყავას ვყიდულობ და ასეთი გემრიელი რატომ არ გამომდის..? ყავის რეცეპტს ხომ არ გამოვართმევ, რა უსამართლობაა..
ისედაც საკმაოდ გვიანი იყო და მალე გადაწყდა დაშლა, ამასობაში წასვლის წინ ტელეფონი დავკარგე.. გადავქექეთ და არსად არაა.. ზარიც გათიშული მაქვს..
-კი კი ახლავე გამოვალთ..-კიტამ გათიშა ტელეფონი..-აბა ვერ ნახეთ..?
-მიდი თქვენ წადით, მოვძებნით ტელეფონს და მე მივიყვან სახლში..
-აუ ძმა ხარ, შოთამ დარეკა, რაღაც წამალი უნდა და სანამ დაიძინებს კიდე დაგვიანება აღარ მინდა.. - წავიდნენ, მე კი ოტიას სახლს ყირაზე ვაყენებ, ტელეფონი კი არ ჩანს..
-აი ახლა კი ჭკუიდან გადავალ..
-ზუსტად იცი აქ გქონდა, ჰოდა სად წავა, გამოჩნდება.. - დივანზე ჩამოვჯექი..
-სახლი რა დღეში ჩავაგდე ნახე..? იმ ადგილებშიც ვნახე სადაც არ მივსულვარ და წესით არ დავდებდი..
-არეულობას ეშველება, კიდევ ერთხელ ვნახოთ, შეიძლება გამოგვრჩა სადმე.. - ოტიას ტელეფონი ამღერდა..- რაო.. რას იძახი, თქვენთანაა.. კარგი მიდი გელოდებით..
-რაო ვინ იყო..
-თინასთვის მიგიცია, ვიდეოს აჩვენებდი ბარში, რომელიც გადავიღეთ და დაავიწყდა, ჯიბეში მდებიაო..
-რაა.?- არეულობას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი...
-ჯერ აფთიაქში, შემდეგ შოთასთან მივალთ, წამალს მივუტანთ და ისევ მანდ მოვალთო..
-მეგონა აქ დავდე სადმე.. როგორ არ გამახსენდა..
-მთავარია ვიპოვეთ, სანერვიულო აღარაფერია..
-სახლი რა დღეში ჩავაგდე, არ მინდოდა, ავნერვიულოდ და არ დავუკვირდი..-წამოვდექი, ოტია მომიახლოვდა..
-ხომ გითხარი სანერვიულო არ არის მეთქი, რაღატომ დარდობ.. შენთან ერთად ავრიე..
-დაგეხმარები მაინც, სანამ მოვლენ..
-ასეთი არეულობა არცაა, მივხედავ..
-ოტია..- დიდად მართლაც არ იყო არაფერი, სანამ უცებ მივალაგეთ, მივხვდი რამდენად გავადრამატულე.. რა მჭირს..?
-ასე რატომ ღელავ, ტელეფონის დაკარგვის, ამ სახლის ვითომ არევის გამო, თუ იმის გამო რაც გითხარი..
-რა მითხარი..?
-თავადაც კარგად იცი..
-მაგ სიტყვებს რატომ უნდა ავენერვიულებინე.. ბოლო დროს შედარებით დავლაგდით, ისევ ვირევით, მაგრამ ვლაგდებით მერე.. არ ვიცი რაღაც შეიცვალა და ბუნებრივია შენი სიტყვები..
-ჩემი გრძნობები შეიცვალა შენს მიმართ..
-რა..?
-შენი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის სიტყვები ხომ გახსოვს..
-რომლის..
-დოჩანაშილის.. „დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“.. ჰოდა, ეს გარდამავალი წამი როდესაც დამიდგა, შენზე შეყვარებული აღმოვაჩინე ჩემი თავი..
-ოტია, ახლა ხუმრობის დროა..?
-სერიოზულად გგონია ვხუმრობ..?
-პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ დავუშვათ, ყველა პარალელურ სამყაროს, რომც ვესტუმროთ, იქიდან არცერთში არ ვიქნებოდით წყვილი, იმდენად წარმოუდგენელია ოტია და დარია ერთად..
-პარალელურ სამყაროებს, თავი დავანებოთ და ამ სამყაროზე ვიფიქროთ, სადაც სრულიად შესაძლებელია, ოტია და დარია ერთად..არა..? თანაც, უარი არ გითქვამს..
-უარი არ მითქვამს..? არ მისმენდი..?
-სიმღერის დროსაც შენს გვერდით ვიყავი, გისმენდი.. მას შემდეგ ფერი არ გადევს, ტელეფონზე და ვითომ არეულ სახლზე გადაიტანე ყურადღება..
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს..?
-შენ ამბობ,ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია, ის არ გითქვამს, რომ ჩემს მიმართ გრძნობები არ გაქვს..
-მერე და რა გიხარია..
-აი კიდევ, ფაქტობრივად აღიარებ..
-რა მნიშვნელობა აქვს შენს მიმართ რას ვგრძნობ, თუ ერთმანეთს არ ვეწყობით და არაფერი გამოვა..
-არ უარყოფ, ეს უკვე კარგის ნიშანია..
-საერთოდ არ მისმენ..? რატომ იღვრები ღიმილად..
-კარგი აღიარება სხვა დროს იყოს, ჩამოჯექი აფთიაქის რიგი ხომ იცი არაა..? სანამ ბატონ შოთას ეწვევიან და გამობრუნდებიან..-ჩამოვჯექი, ოტიაც ჩამოჯდა ჩემს წინ..
-ასე ნუ მიყურებ..
-ერთადერთ სტუმარს სათანადო ყურადღება არ მივაქციო..? როგორ გეკადრებათ..-წამოვდექი, ჭიქა ავიღე და სამზარეულოში გავედი.. ყავა გავიკეთე და დავბრუნდი..
-წინასწარ გეგმებს ტყუილად აწყობ..- ოტიას ყავას მართლა სხვა გემო აქვს.. თავად მას გაეკეთებინა,შეიძლება უფრო გემრიელიც ყოფილიყო.. ვითომ ჭკუიდან ვიშლები თუ ეს რა ფსიქოლოგიური ხრიკია..
-მე მხოლოდ პირველი პაემნის გეგმებს ვაწყობ, ძალიან შორსაც არ მივდივარ..
-სულ გადაირიე.. რა გვინდა ჩვენ პაემანზე..
-რა უნდა უნდოდეს ორ ადამიანს პაემანზე..-ყავა დავლიე და ისინიც მოვიდნენ.. მანქანიდან მხოლოდ კიტა გადმოვიდა..
-იმედია დიდ ხანს არ გალოდინეთ, ვიჩქარეთ როგორც შეგვეძლო.. წავედით დარია..?
-წავედით..
-აბა ოტია შენ იცი..
-მშვიდობიანი გზა-კიტა მიტრიალდა, ოტიამ მოსაცმელი გამომაწოდა..
-შეხვედრამდე, თუ ამჯერად რამე მართლა დაგრჩება, შეგიძლია მესტუმრო და გადაატრიალო აქაურობა, არ მაქვს პრობლემა.
-სახლის დანგრევამდე, ან გადაწვამდე მივიდე, რა აზრის ხარ..?
-ერთად ავაშენებთ ახალს, არაა პრობლემა..
-სულ შეშლილხარ..შეხვედრამდე..
. . .
-დარია მოხვედიი..-კიტამ ამ დროს თინა დაატრიალა..
-არა კიტა, ხომ გითხარი, ზედმეტად სწრაფად აკეთებ..- სავარაუდოდ ეს კაცი უნდა იყოს ცეკვის მასწავლებელი.. თინამ და კიტამ მოინდომეს ცეკვის შესწავლა, სულ ცოტა ხნით ადრე..ტანგო სალსა და რა ვიცი.. ეს უკვე მესამე გაკვეთილია, აქამდე უნდა გამოვყოლოდი, საერთოდაც დღესაც არ უნდა დამეგვიანა..
-არცერთი არ მისმენთ.. თქვენ დარია ხომ..?
-დიახ.. ერთი წუთით მოდით თუ შეიძლება..-ჩანთა დავდე და მივუახლოვდი..-ოტია შენც მოდი.. აი ასე დადექით.. თქვენ კი უყურეთ, რას ვგულისხმობ..
-მე ცეკვა არ მეხერხება..
-კიტას და თინას უნდა ვაჩვენო.. აი ახლოს მიდით, წელზე მოხვიე ხელი.. მოკლედ, ნელი მოძრაობა..-მუსიკა ახლიდან ჩართო, მისი ნათქვამი აღარ მესმის, კიტას უხსნის რაღაცას და თან ჩვენზე მიუთითებს..
-მოუხელთებლობა ხომ არ გადმოგდე შემთხვევით..? - მხოლოდ იღიმის, როცა ისევ მისი დასაჭერი ვხდები.. -არ ითვლება, შენ წამომდე ფეხი..
-ახლაც ისე გავაკეთე, შენ დაგებიჯებინა არა..? მართალი ხარ, ჩემი ბრალია..- როცა მეთანხმება აღარ ვიცი რა ვუპასუხო..- ერთ ცეკვას ახლავე ვიპირებ იცოდე..
-ჩემთან ერთად ცეკვა გინდა ქორწილში..?
-სხვა ვისთან ერთად უნდა მინდოდეს..
-მხოლოდ ერთ ცეკვას ჯერდები..?
-თუ შენ მეცეკვები, სკამს არც გავეკარები..
-ცეკვა დიდად არ გიყვარს.. მთელი საღამო ცეკვაზე ხარ თანახმა..?
-შენთან ერთად კი..
-სად მივდივართ..?
-რა..? ქორწილის ადგილი ხომ ისედაც..
-ჩვენს პირველ პაემანზე სად მივდივართ..? - გაჩერდა.. კიტა და თინა ცეკვავენ და დიდად აღარც გვაქცევენ ყურადღებას...
-თანახმა ხარ..? ახლა..? - მცირე მანძილი შევამცირე, ხელი წელზე დავაბრუნებინე და ვუბიძგე იმისკენ, ცეკვა გაგვეგრძელებინა..
-შენთან ერთად ქორწილში ცეკვა არც ისე ცუდად ჟღერს..
-დარია, მართლა თანახმა ხარ თუ მეხუმრები..
-ერთად ხომ არ წავიდეთ ქორწილში, შევუხამოთ ტანსაცმელი..?
-დარია.. - სიცილს ვეღარ ვიკავებ..
-პირველ პაემანზე თანახმა ვარ, მაგრამ ისე არ გააკეთო უკანასკნელი აღმოჩნდეს..
-აზრი რამ შეგაცვლევინა..
-პარალელურ სამყაროებზე ფიქრს შევეშვი.. ერთი პაემნით არაფერი დაშავდება..
. . .
დაუჯერებელია თინას და კიტას ქორწილის დღეა, ისედაც ვიცოდი რამდენად პროფესიონალია, საკუთარ ქორწილში მოლოდინებს გადააჭარბა.. ფოტოების გადაღება დავასრულეთ და რესტორანში შევედით, რომელიც რესტორნის კი არა ზღაპრულ ადგილს უფრო ჰგავს..
-ოლღა..-ხმა შემომესმა თუ არა, გავტრიალდი..
-დაო ჩემო, რა ლამაზად ხარ, ასე დაცვაში ხომ არ გედგე ყოველი შემთხვევისთვის..
-ირაკლი, დღეს რა განსაკუთრებულად მაიმუნობის ხასიათზე ხარ..
-რატომ არ ცეკვავ..?
-ორი წუთის წინ არ ვცეკვავდი..?
-საზოგადოება შენგან მეტს მოითხოვს..
-წადი შენს ბავშვებთან, ორი წუთით ჰაერზე უნდა გავიდე..
-გამოგყვე..?
-არა, მალე მოვალ.. -გასვლისას დარია და ოტიას მოვკარი თვალი, ერთმანეთს უღიმიან და ცეკვავენ, ამათი ტანდემი ხომ ცალკე მოვლენაა და ჯერაც ვერ დამიჯერებია.. თუმცა რაღაც კუთხით თუ დავფიქრდებით, ლოგიკურიც კია..
ჰაერზე გამოვედი თუ არა, ამოვისუნთქე.. ცივი სიო როგორც კი ვიგრძენი მესიამოვნა, ცოტა ხანი გავჩერდი და უკან შევბრუნდი..
კიტასთან და თინასთან მოსაუბრეს მოვკარი თვალი, რამდენიმე წამი დამჭირდა გადამეხარშა ვინ დგას.. არა, ის რა ჩამოვიდა..? როდის მოვიდა, როგორ ვერ შევამჩნიე.. თითქოს იგრძნო მათ ვუყურებდი და შემოტრიალდა.. გავშეშდი, საერთოდ დამავიწყდა, რას ვაკეთებ, სად მივდივარ..? ჩემი ადგილი საითაა..ისევ იმათკენ ტრიალდება, რაღაცას ეუბნება და ჩემკენ მოდის.. მოიცადე ჩემკენ მოდის..? გარშემო ვიხედები და ვერსად მივდივარ..
-გამარჯობა ბარბი..
-ჯარჯი.. როდის ჩამოხვედი..?
-დღეს, ფრენა გადაიდო და დამაგვიანდა..
-მთავარია მოხვედი
-ამ დღეს როგორ გამოვტოვებდი.. ისედაც საკმარისი გამოვტოვე..
-ვიცეკვოთ..? - არ ელოდა, წამიერად გახედა საცეკვაო მოედანს, ისევ მე შემომხედა, ხელი მომკიდა და მოცეკვავეების რიგს შევუერთდით.. - როგორი იყო..?
-საინტერესო, ბევრი რამ ვნახე, გამოცდილება შევიძინე..
-კარგია, მიხარია..- კიდე უფრო ნელი სიმღერა ირთვება, მექანიკურად ვადებ მხარზე თავს.. მივეხუტე.. მხოლოდ ქორწილისთვისაა ჩამოსული..? ისევ უნდა წავიდეს არა..? არ მინდა, საშინლად არ მინდა ეს სიმღერა დამთავრდეს.. ეს დღე.. მგონია ახლა სიზმარში ვარ და საცაა გამომაღვიძებენ, რეალობაში დაბრუნება არ მინდა..
იძულებული ვარ ჩამოვშორდე და ჩემს ადგილს დავუბრუნდე.. ქორწილი შესანიშნავად მიდის.. თუმცა ყველაფერ კარგს ხომ დასასრული აქვს, საკმაოდ გვიანობამდე ვრჩებით და ვიშლებით.. კიტა და თინა რამდენიმე დღით წავიდნენ თბილისიდან..
მე შემდეგი დღე მხოლოდ იმ სამ წუთზე ვფიქრობ, ჯარჯისთან ერთად როგორ ვცეკვავდი... საღამოს დარია მწერს შუქურაში ვიკრიბებითო, მე კი მხოლოდ მიტომ ვიღებ საწოლიდან თავს, იმედი მაქვს ჯარჯიც იქნება, დარიასთვის ამის კითხვას ვერ ვბედავ.. ვემზადები და შუქურაში მივდივარ..
სანამ შუქურასკენ გადავუხვევ, მანქანას ვატრიალებ და თან საკუთარ თავს ვუმეორებ..
"რას აკეთებ ოლღა " მაინც არ ვუხვევ უკვე შეცვლი გზას და მანქანას ვაჩერებ.. ზუსტად ამ დროს დაძრული მანქანა გააჩერა ჯარჯიმ და გადმოვიდა..მეც გადმოვედი..
-რა ხდება, მშვიდობაა..?
-შუქურაში მიდიხარ..?
-კი, რა მოხდა..?
-რამდენ ხანში მიდიხარ..?
-ახლა გავდიოდი..
-საქართველოდან..? რამდენ ხნით რჩები..?
-ოლღა..
-აუცილებელია წახვიდე..? კი, იქ თავიდან აიწყე ალბათ ყველაფერი, ამის თქმის უფლება არ მაქვს შეიძლება, საერთოდაც ყველანაირი უფლება მაშინ დავკარგე, როდესაც გამბედაობა არ მეყო.. ვიცი ალბათ უკვე დამივიწყე..
-გამბედაობა არ გეყო..?
-საკუთარ თავს დავაჯერე, არავინ მჭირდებოდა.. ურთიერთობაში უბედური ვიქნებოდი, აუცილებლად მიმატოვებდნენ.. ისევ.. მაგრამ შენ წახვედი..
-აუცილებელი იყო..
-ვიცი..
-შემიძლია მარტო ყოფნა, ამაზე კარგად არაფერი გამომდის, მაგრამ არ მინდა.. შენთან მინდა ჯარჯ, შენს გვერდით მინდა ვიყო..
-ჩვეულებრივ მეგობრობას ვერ გავაგრძელებთ ოლღა..
-გგონია აქ იმისთვის მოვედი, რათა მეგობრობის განახლება შემოგთავაზო..? პირდაპირ მითხარი, ძალიან ძალიან დავაგვიანე, აღარაფერს აქვს აზრი, მიდიხარ, ახალ ცხოვრებას უბრუნდები.. შენ თუ დამივიწყე, მე ვერ დაგივიწყე, ყველაფერი გავაკეთე და უძლური აღმოვჩნდი..
-რომელ ახალ ცხოვრებაზე მელაპარაკები.. დაგივიწყე..? გგონია შენს დასავიწყებლად წავედი..? ეს არც მიცდია, რადგან ქვიშის კოშკის აშენებაში ვერ დავკარგავდი დროს, როდესაც ზღვის ტალღებისთვისაა განწირული..
-ანუ აღარ მიდიხარ..?
-აღარ მივდივარ..
-რჩები..?
-ვრჩები..
-ჩემთან..?
-შენთან..
-ასე მარტივად..? ჩემზე გაბრაზებული არ ხარ..?
-ეს ყველაფერი გგონია მარტივი იყო..? უიმედოდ ვიყავი მთელი ეს დრო, ვფიქრობდი, ოლღას გრძნობებს პატივი უნდა ვცე, უკეთესი იქნება თუ მისგან თავს შორს დავიჭერ მეთქი.. მთელი ეს დრო შენზე ფიქრი არ შემიწყვეტია.. ახლა კი მეუბნები, რომ ჩემთან გინდა..
-გაბრაზებული უნდა იყო, ამას ახლა, რომ გეუბნები..
-მიხარია ამას საერთოდ, რომ მეუბნები..


“ the script - the man who can’t be moved “


Policeman says, "Son, you can't stay here"
I said, "There's someone I'm waiting for if it's a day, a month, a year"
Gotta stand my ground even if it rains or snows
If she changes her mind, this is the first place she will go


'Cause if one day you wake up and find that you're missing me
And your heart starts to wonder where on this Earth I could be
Thinking maybe you'll come back here to the place that we'd meet
And you'll see me waiting for you on the corner of the street
So I'm not moving, I'm not moving
I'm not moving, I'm not moving
. . .
-დარია..- რა თქმა უნდა, დამაგვიანდა, ყველა ადგილზე დამხვდა, კიტა და თინა დაბრუნდნენ და ყველა ერთად სრული შემადგენლობით პირველად ვიკრიბებით ამდენი ხნის შემდეგ..
-მომიტევეთ..შევუკვეთ და..
-უკვე შეუკვეთა ოტიამ, აი - ჩემთვის განკუთვნილ ჭიქაზე მიმითითა.. ჩამოვჯექი და ბედნიერმა გადმოვდგი ჭიქა ჩემკენ..
-მეგობრებო დროა სადმე წავიდეთ, სანამ კიდევ რამე გამოჩნდა და რომელიმე გადაიკარგა..-ოლღა..
-აუცილებელიც კია, მაგრამ საით გავიხიზნოთ..?
-მოდი ცოტა ხანს სვანეთში ავიდეთ, ოღონდ მარტო სვანეთს ნუ დავჯერდებით..
-კახეთისკენ დავადგამთ საშველს ოდესმე..?- თინა
-შემოვიაროთ მთელი საქართველო, ჩვენი რა მიდის..?-ვთქვი გახარებულმა..
-დრო, ფული, ენერგია..
-მეგობრებთან ერთად მჭირდება დრო გავატარო, არ ვიცი რამე მოიფიქრეთ..
-კარგი დავიწყოთ სვანეთით და სანამ სვანეთში წავალთ, დანარჩენი მოვიფიქროთ კიდე..
-მეგობრებო სულ დამავიწყდა, თეორია ჩავაბარე..
-მართლა..? რა მაგარიაა..
-გილოცავთ..
-მოედნისთვის დავიწყე მეცადინეობა..
-მოიცადე მოასწრებ..?
-წასვლამდე მოედანს რავა ვერ ჩავაბარებ, ქალაქისთვის დროც მექნება..
-მართვის მოწმობის აღებას ისე არ გადაჰყვე რეჟისორის კარიერა დაგავიწყდეს..
-კიტა მე არაფერიც არ მავიწყდება, ახალ სცენარზე უკვე ვმუშაობ..
-შენც ოტია..?
-როგორც კი დავბრუნდებით, მუშაობას განვაახლებ..
-აი ეს წყვილი ვინმეს წარმოედგინა..? ნორმალური წყვილი სიტყვიერად ეფლირტავება ერთურთს და ესენი ფილმებით.. -კიტა..
-ფილმი ოტიაზე არ ყოფილა, იყო მაგრამ..
-ნუ აჭიკჭიკდი.. ჩვენ ყველაფერი მშვენივრად დავინახეთ.. აი შემდეგი რა იქნება საინტერესოა..
-რაღაცას ჩააკვეხებს ორივე..
-ფილმში ერთმანეთის მოხსენიება რეჟისორებისთვის დამახასიათებელი ფლირტის მეთოდია და არ ვიცით..?
-სხვების არ ვიცი, მე შესაძლებლობას არ გავუშვებ ხელიდან..-ოტია..
-ასეთი გოგო არ გაუშვი ხელიდან და.. იცით რა მოხდა..?..- დღე იმდენად კარგად დაიწყო, თეორიას პირველივეზე თუ ჩავაბარებდი რას ვიფიქრებდი, აღარც მეგონა რამე კიდევ უფრო თუ გამახარებდა, მაგრამ ახლა აქ ყოფნა მათთან ერთად ყველაზე მეტად მახრებს, როცა ვფიქრობ კიდევ ერთად უნდა წავიდეთ სვანეთში, ბუშტივით გავსკდები სიხარულისგან.. აი ახლა მათთან ერთად ვარ და კიდევ მენატრებიან.. რა მიქნა ამ ოხერმა ერთმა წელმა..?
-იცით რა მინდა..?-ყურადღება ოტიასკენ გადავიტანეთ..
-ჩემი კუდბაწარას მარწყვის კომპოტი..- წამიერი სიჩუმე და ყველას სიცილი აუტყდა..-გავსინჯე და გემრიელი იყო..
-თუ გასინჯე და ცოცხალი ხარ, ჩვენც გავსინჯოთ..
-3 დარჩა.. არ ვიცი გაგინაწილოთ..?
-ჩემი კომპოტებია ოტია, რა უფლებით აწარმოებ მოლაპარაკებას..?
-აქედან ყველა მივდივართ დარიას მარწყვის კომპოტების დასაგემოვნებლად..-გვახსენდება რის ფასად დამიჯდა 4 კინკილა ბანკის მომზადება, სიცილი არ წყდება..
. . .
3 წლის შემდეგ


-ჯარჯ ამაზე კარგ საჩუქარს ვერ მოიფიქრებდი, ახლაც არ მჯერა..
-მე ის მიკვირს აქამდე როგორ მოახერხე და არ ხარ ნამყოფი..
-ეგ მეც არ ვიცი, წარმოიდგინე სიამაყე და ცრურწმენა აი ამ ადგილას გადაიღეს, თავი ზღაპარში მგონია.. ლონდონიდან ორი საათი ნამდვილად ღირდა..მაგრამ შენი თავი როგორ გაწირე..?
-გავწირე..? რას გულისხმობ..?
-თითოეულ ადგილას მინდა ფოტოს და ვიდეოს გადაღება..
-პირიქით, ეგ მახარებს, შენი ღიმილი.. მე ყველანაირად მზად ვარ ამისთვის, ვემზადებოდი..
-ისე მიხარია სალაშქროდ გამოგყვები..
-ჩემზე მეტად მგონი თავად გეგმავ უკვე ლაშქრობებს, ისე ამბობ თითქოს არ მოგწონდეს..
-შენთან ერთად მომწონს თორემ.. ვაიმე შეხედე, ინგლისში ხომ არ გადმოვსახლდეთ..?
-აქ ნამდვილად იცხოვრებდი..-იმ ადგილას მივუახლოვდით სადაც დარსიმ ელიზაბეთს ხელი სთხოვა, უამრავი ფოტო გადავიღე..
-კამერა აი მაგ კუთხით, ტაიმერზე დააყენე და ორივე კარგად გამოვჩნდებით..- ადგილები დავიკავეთ, მე კი როდესაც ველოდი საყვარელ ფოტოს გადავიღებდით, ჯარჯისკენ გავიხედე და დაჩოქილი დამხვდა..
-ჯარჯ რას აკეთებ, იცი ხომ მეორედ ხელს ვერ მთხოვ, ორი წელზე მეტია უკვე ცოლ-ქმარი ვართ..
-ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, მგონია რომ ერთი ხელის თხოვნა საკმარისი არ იყო, შეგიძლია დამაცადო..?
-კი ბატონი ვჩუმდები..
-ოლღა, შეიძლება შენი დარსი ვიყო..?
-ჩემი ჯარჯი იყავი..-წამოდგა, გადავეხვიე..
-მადლობა ყველაფრისთვის..
-ხომ გითხარი არაფერია..
-არა, მხოლოდ ამ მოგზაურობას არ ვგულისხმობ.. ლოდინისთვის, გაგებისთვის, სიყვარულისთვის და ამ წლებისთვის..-მაკოცა და გამიღიმა..
. . .
-მეტი არაფერი გაქვს სათქმელი, ამას ახლა უნდა მეუბნებოდე..?
-ვერ ვხვდები დარია რა არის ამაში გასაბრაზებელი..?
-პირველ რიგში, ჩემს გრძნობებზე არ იფიქრე..
-არაფრიდან რაღაც დიდს რატომ ქმნი..?
-კიდევ მე ვქმნი არაფერს..? ჯერ იყო და overexoosed-ის შენი წილი გაყიდე, არც კი გიფიქრია ცოლს ამაზე გასაუბრებოდი, ხვდები ამ ბოლო დრო ისე იქცევი თითქოს მე შენს ცხოვრებაში არ ვიყო, შენთვის მნიშვნელოვანი არ ვიყო..
-ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ..
-მე რამეს გიშლი..? გიკრძალავ../? გათვალისწინებას ვითხოვდე ბევრია..?
-დარია, ხომ შეგიძლია ჩემს მდგომარეობაშიც შეხვიდე, როდესაც აგიხსენი სიტუაცია..?
-იცი რა..? ახლა ამ საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, საშინლად დავიღალე, მე დასაძინებლად მივდივარ..
-დარია.. დავიღალე უკვე..
-ახლა არა ოტია.. -წამოვდექი, გამოვიცვალე და დავწექი.. ალბათ ორი საათი გავიდა და მიუხედავად იმისა საკმაოდ გვიანია, ვერ ვიძინებ..ვწრიალებ და თავს ვერაფერს ვუხერხებ.. ამ დროს, კაკუნის ხმა ისმის და კარი ფრთხილად იღება, წამოვჯექი..
-დარია, შეიძლება შენს გვერდით დავწვე..?


“ Otis redding - These Arms of Mine “


-გაბრაზებული არ ხარ..?
-შეიძლება გაბრაზებული ვიყო, მაგრამ შენგან შორს ყოფნა.. სხვა ოთახში მშვიდად ვერ ვიძინებ.. არ შეგეხები, მხოლოდ შენს გვერდით ვიქნები.. გთხოვ - გვერდით ვიწევი, ოტია ჩემს გვერდით წვება.. თითქოს არც სუნთქავდეს, არ ტოკდება.. არ ვიცი ალბათ ნახევარი საათი გადის.. ვგრძნობ არც მას სძინავს, სიტყვა თქვა და არ გადავა, ახლოსაც არ მოვა..
წამოვჯექი, წამიერად გავხედე ოტიას, შემომხედა, თვალს არ მაშორებს.. კიდევ უფრო ახლოს მივიწიე, თავი მკერდზე დავადე და მივეკარი..
-ეს არ ნიშნავს,შენზე გაბრაზებული არ ვარ, საშინლად გაბრაზებული ვარ.. ამ წამს ვერ გიტან..საუბარს გავაგრძელებთ..
-კარგი..
-ახლა დავიძინოთ..
-მადლობა..
ფანჯრიდან შემომავალმა მზის სხივებმა მანიშნეს გაღვიძების დროა, თვალები გავახილე, რამდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად, სად ვარ, რა ხდება ჩემ გარშემო.. ოტიას ნელ-ნელა მოვშორდი, წამოვჯექი.. უსიამოვნების შეგრძნებამ გამკრა, გუშინდელის გახსენებისას.. მკლავზე შეხება ვიგრძენი, გავხედე, თითები ჩამომატარა და ჩემი ხელი აიღო.. თავადაც წამოჯდა, ჯერ ჩაჭიდებულ ხელზე მაკოცა, შემდეგ მკლავზე..
-კუდბაწარა, მოდი ჯერ ყავა დავლიოთ კარგი..? -თავი დავუქნიე.. წამოდგა, ოთახი დატოვა, მოვწესრიგდი და ოთახიდან გამოვედი.. დივანზე ჩამოვჯექი, ოტიაც მოვიდა, ერთი ჭიქა ჩემს წინ დადო, მეორე მის წინ დაიდო.. გავსინჯე, აი ეს კი ნამდვილად მესაჭიროებოდა..
-მადლობა, გემრიელია..
-დარია..
-გისმენ..
-მაპატიე გუშინდლისთვის, მართალი იყავი, უკეთესი იქნებოდა, ჯერ შენთან მესაუბრება და შემოთავაზებას მალევე არ დავთანხმებოდი.. წამიერადაც არ მინდა იგრძნო, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ხარ.. უმნიშვნელოვანესი ხარ, გაფასებ, ვიცი ეს არ გამოჩნდა ჩემი საქციელიდან, თუმცა აღარ განმეორდება..
-მეც მაპატიე, ზედმეტი მომივიდა, მსგავსად არ უნდა მესაუბრა..-ოტიამ მცირედი მანძილიც შეამცირა და გულზე მიმიხუტა..
-ეს რა ყოფილა, უშენოდ ძილისთვის აღარ გამიმეტო.
-ისე ამბობ, თითქოს დღეები გეძინა ჩემს გარეშე..
-დღეებად კი არა საუკუნოებად მომეჩვენა.. შენი ბრალია..
-ჩემი ბრალია..?
-შენს გვერდით ძილის გემო გავიგე და აქამდე როგორ ვიძინებდი, არც მახსოვს.. კარგი ეს აღარ განმეორდება ჩაიარა..
-მე მამშვიდებ თუ შენს თავს..?
-ჩემს თავს, რა თქმა უნდა, ტრავმა მივიღე..-გამეცინა..
-ვიღაც უცხო გისმენდეს, იფიქრებდა სერიოზული რამ შეემთხვაო..
-ძალიანაც სერიოზულია.. საყვარელი ცოლის გარეშე ყოფნას მტერს არ ვუსურვებ..-წინ წამოვიწიე..-რას აკეთებ..?
-ყავა გამიცივდება..-თავადაც აიღო ჭიქა ხელში..- ნახე არ ჯობია ფერადი ჭიქით, რომ სვამ..?
-იმდენი ჭიქა მოიტანე და შევიძინეთ, ჩემი ნაცრისფერი ჭიქა ბოლოს როდის გამოვიყენე აღარც მახსოვს..ჩემთვის ჭიქის ფერს მნიშვნელობა იმდენად არ აქვს, რამდენადაც იმას, შენთან ერთად ვსვამდე..ყავა შენთან ერთად მიყვარს, ჩემო კუდბაწარა..
-მოდი გავიგოთ დღეს რას მოვუსმენთ.. -წამოვდექი, თვალები დავხუჭე და ფირფიტებს გადავატარე თითები..გავჩერდი..
-დღეს რა გვაქვს..?-თვალები გავახილე და ფირფიტა ამოვაძვრინე..
-elvis presley - love me..- მოვათავსე და დაკვრაც დაიწყო.. ოტია მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა.. თან უნებურად მელოდიას და ტექსტს ვყვებით..


Treat me like a fool
Treat me mean and cruel, but love me
Wring my faithful heart
Tear it all apart, but love me (Won't you love me?)


სადღაც წარსულში..

-გაბზარული ფირფიტის პრემიერაც დამთავრდა, ახლა რას ვაპირებთ..? - შენობიდან გამოსულები ერთმანეთს შევყურებთ..
-არ უნდა აღვნიშნოთ..? სადმე დავსხდეთ..-კიტა..
-მაგრამ სად..?-თინა..
-შუქურაში..
-lighthouse -ში..?
-კი, დარია ეძახის გადმოთარგმნილად..
-მაშინ წავიდეთ შუქურაში..-თქვა ჯარჯიმ, ჩვენც გზას გავუყევით, გამოწყობილები გამოპრანჭულები ავედით ავტობუსში, სრულიად შეუფერებლად გამოვიყურებით. ერთმანეთს ვუყურებთ და კიდევ უფრო გვეცინება..
მივადექით შუქურას, შიგნით შევედით, როგორც კი თავისუფალი ადგილი დავინახეთ, მივედით და ჩამოვსხედით.. შეკვეთა მივეცით, რომელმაც მოსვლა საკმაოდ დააგვიანა, თუმცა ლაპარაკში იმდენად გავერთეთ, ვერც კი შევამჩნიეთ..
-თითქოს ყველა ვიცნობდით ერთმანეთს ცალ-ცალკე..
-მგონი გაერთიანების დრო დადგა..-ოლღა..
-თქვენი არ ვიცი და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გიცნობთ უკვე წლებია, აი ეს მოცემულობა კი იმდენად ბუნებრივი მეჩვენება..- მართლაც ყველას გადავხედე.. ვგრძნობ ეს არის გარდამავალი წამი ჩემთვის, რადგან ისეთი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც გული მიგრძნობს საკმაოდ დავახლოვდებით.. ეს კი ბევრ რამეს შეცვლის, კარგი ადამიანები, კარგი მეგობრები ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ.. ოტიას გარდა, რა თქმა უნდა, არა მგონია მისმა არსებობამ რამე კარგი მომიტანოს..
-დარია ყურადღება მოგვაქციე, ფოტოს ვიღებთ..-გავხედე, კიტამ სელფი გადაიღო..-ესეც ასე, ჩატი გავაკეთე და ყველა დაგამატეთ, აი ამ ფოტოს მთავარ ფოტოდ დავაყენებ..
-ჩატი..? იქნებ ხვალის იქით აღარ ვიკვეთებით..
-ჩვენ დასაკარგი ხალხი არა ვართ ერთმანეთისთვის.. ვემხრობი კიტას..-ჯარჯი..
-ეგრე რაა, ჭიქები დაცარიელდა, შევავსოთ..-საღამო იმდენად კარგად წავიდა, ფაქტობრივად შემოგვათენდა, გვიანღა დავიშალეთ, თუმცა მეორე დღისით, ისევ ახლად შექმნილ ჩატში, გამოსაფხიზლებელი შეკრება დააანონსა კიტამ.. მესიჯზე გამეცინა და წამოვდექი გასამზადებლად..
. . .
-რას ამბობ ოტია, შენ რა მართლა დარია გიყვარს..? ჩვენი დარია..? -გადმოგვხედა ესმამ..ხან მე მიყურებს, ხარ ოტიას..
-ეჯჟი მალატა ერე ხვისოყი..- პასუხს ამ ფორმით არ ველოდი, ამის თქმა იყო და თან ხელი ჩამჭიდა.. ესმას გაეღიმა..
-თუ გიყვართ ერთმანეთი, მიხარია თქვენს გამო..-კარების ხმა გაისმა, ოლღა, ჯარჯი, თინა და კიტა შემოვიდნენ სიცილით.. -მობრძანდით, ვერც წარმოიდგენთ ნიდამ რა სუფრა გაგვიშალა..
-მოდით პურის მტეებო..- დანარჩენებიც დასხდნენ.. ღიმილით გადავხედე ყველას და ოტიას მხარზე თავი ჩამოვადე.. -ოტია..
-გისმენ..
-მეც ძალიან მიყვარხარ..
-მიშგუ ხოჩათვალაშ..

❀ꗥ~ꗥ❀ 𝐩𝐥𝐚𝐲𝐥𝐢𝐬𝐭 ❀ꗥ~ꗥ❀

𝐕𝐚𝐧 𝐇𝐚𝐥𝐞𝐧 - 𝐬𝐨𝐦𝐞𝐛𝐨𝐝𝐲 𝐠𝐞𝐭 𝐦𝐞 𝐚 𝐝𝐨𝐜𝐭𝐨𝐫
𝐂𝐡𝐞𝐭 𝐛𝐚𝐤𝐞𝐫 - 𝐄𝐯𝐞𝐫𝐲𝐭𝐡𝐢𝐧𝐠 𝐡𝐚𝐩𝐩𝐞𝐧𝐬 𝐭𝐨 𝐦𝐞
𝐂𝐑𝐔𝐄𝐋𝐋𝐀 𝐃𝐄 𝐕𝐈𝐋 𝐉𝐀𝐙𝐙 𝐕𝐄𝐑𝐒𝐈𝐎𝐍
silver springs fleetwood mac live 1997
𝐀𝐛𝐛𝐲 𝐩𝐨𝐰𝐥𝐞𝐝𝐠𝐞 - 𝐭𝐡𝐞 𝐰𝐚𝐲 𝐭𝐡𝐚𝐭 𝐈 𝐚𝐦
𝐂𝐞𝐥𝐞𝐬𝐭𝐞 - 𝐢𝐝𝐞𝐚𝐥 𝐰𝐨𝐦𝐚𝐧
𝐅𝐥𝐨𝐫𝐞𝐧𝐜𝐞 & 𝐭𝐡𝐞 𝐦𝐚𝐜𝐡𝐢𝐧𝐞 - 𝐰𝐢𝐬𝐡 𝐭𝐡𝐚𝐭 𝐲𝐨𝐮 𝐰𝐞𝐫𝐞 𝐡𝐞𝐫𝐞
𝐂𝐨𝐧𝐚𝐧 𝐠𝐫𝐚𝐲 - 𝐟𝐢𝐠𝐡𝐭 𝐨𝐫 𝐟𝐢𝐠𝐡𝐭
𝐓𝐡𝐞 𝐟𝐚𝐯𝐨𝐫𝐬 -𝐥𝐢𝐭𝐭𝐥𝐞 𝐦𝐞𝐬𝐬 𝐲𝐨𝐮 𝐦𝐚𝐝𝐞
𝐓𝐡𝐞 𝐬𝐜𝐫𝐢𝐩𝐭 - 𝐭𝐡𝐞 𝐦𝐚𝐧 𝐰𝐡𝐨 𝐜𝐚𝐧’𝐭 𝐛𝐞 𝐦𝐨𝐯𝐞𝐝
𝐨𝐭𝐢𝐬 𝐫𝐞𝐝𝐝𝐢𝐧𝐠 𝐭𝐡𝐞𝐬𝐞 𝐚𝐫𝐦𝐬 𝐨𝐟 𝐦𝐢𝐧𝐞
𝐄𝐥𝐯𝐢𝐬 𝐏𝐫𝐞𝐬𝐥𝐞𝐲 - 𝐥𝐨𝐯𝐞 𝐦𝐞
𝐦𝐚𝐜 𝐝𝐞𝐦𝐚𝐫𝐜𝐨 - 𝐡𝐞𝐚𝐫𝐭 𝐭𝐨 𝐡𝐞𝐚𝐫𝐭



№1 სტუმარი სტუმარი კატო

სიტყვებით ვერ გამოვთქვამ როგორ ძალიან მომეწონა .წარმატებები და გელოდებით ახალი მოთხორობით

 


№2  offline წევრი Edna

სტუმარი კატო
სიტყვებით ვერ გამოვთქვამ როგორ ძალიან მომეწონა .წარმატებები და გელოდებით ახალი მოთხორობით

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent