ალუბლის არომატი (ნაწილი 2)
- ურნა გახსენით! - თქვა დანიელმა მტკიცე, ცივი ტონით, ლითონის მძიმე საფარი ჭრიალით აიწია, მკვეთრი სინათლის სხივი პირდაპირ თვალებში მომხვდა, თვალები ინსტინქტურად დავხუჭე.. ნაგვის მძაფრი, დამხრჩვალი სუნი ყველგან გავრცელდა..ვიგრძენი, როგორ ჩამომაცალეს ზემოდან შავი პარკი. წამებში ვიღაცის ძლიერი ხელი მკლავში ჩამწვდა და უხეშად ამომათრია, სიბნელიდან პირდაპირ მის თვალებში აღმოვჩნდი..შავი, ცივი, მაგრამ ამავე დროს უცნაურად ანთებული თვალები.. - წყეული… მაინც და მაინც ახლა რატომ უნდა მოსულიყო… - ვფიქრობდი გულში.. - მე ხომ გითხარი, ლიზა… ფეხი არაფერს წამოკრა თქო…- ჩაილაპარაკა ირონიულად, ისე ახლოს იდგა, მისი სუნთქვა ლოყაზე მეხებოდა, ხელბორკილი არ დამადო. უბრალოდ მკლავში ჩამჭიდა ძლიერად ხელი, შემდეგ კი ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა: - შემდეგი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გარეთ ვერცერთი ვერ გამოხვალთ! თქვენს ქართველ მეგობარს უმადლობდით ამ ყველაფერს! ყველანი დასჯილები იქნებით! - საკანში წამათრია და შიგნით თითქმის შემაგდო. რკინის კარი ხმაურით დაიკეტა. ბოქლომის ხმა ისეთი მძიმე იყო, თითქოს განაჩენი გამოაცხადეს...მარინა დეიდა დანანებით ლაპარაკობდა: - რა დროს გამოჩნდა… იმ ხეპრე გოგოს აზრადაც არ მოუვიდოდა ურნის შემოწმება… - ცრემლები წამსკდა. ყველაზე მძიმე ის არის, როცა ბოლომდე იბრძვი… და ბოლო ნაბიჯზე ჩაგეყრება ყველაფერი წყალში. - ეს ბიჭი, დანიელი, ეშმაკზე ადრეა დაბადებული… - ეგ მახინჯი! დაკუნთული შიმპანზე! როგორ მძულსსს!! ცოტაც და გარეთ ვიყავი… რაღა დღეს მოეთრა! - ვილანძღებოდი გამწარებული, ხმას ვერ ვაკონტროლებდი..ცოტახანში დერეფანში ჩამოიარა. საკნებს ფანჯრიდან ათვალიერებდა. ჩვენთან გაჩერდა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ნელა გაეღიმა, კმაყოფილი, გამაღიზიანებლად მშვიდი იყო.. მე კი ისე ვუყურებდი, თითქოს თვალებითვე შემეძლო მისი დასახიჩრება.. შესაძლებლობა რომ მქონოდა საკუთარი ხელით დავახრჩობდი.. საღამოს ფორმალური შემოწმება იყო. ყოველ დილით და საღამოს უფროსი ოფიცრები ამოწმებდნენ, ყველა თუ ვიყავით საკანში, მათი შემოსვლისას ფეხზე უნდა მდგარიყავი. თუ ზედა საწოლზე გეძინა ქვემოთ უნდა ჩამოსულიყავი..დღეს ის ოფიცერი მოვიდა, რომელმაც გაჩერებაზე დამიჭირა. - ეს არის დღევანდელი დღის გმირი, იშაი - ჩემზე მიუთითა დანიელმა, ოფიცერმა იშაიმ ცინიკურად ამათვალიერა. - როგორც ჩათვლი საჭიროდ, დანი, ის მოიქეცი - კარი ისევ მოაჯახუნეს, დაახლოებით ათ წუთში დანიელი დაბრუნდა. - ლიზა, წამოდი! - სად? - ვკითხე გაკვირვებულმა. - დღევანდელი გმირობის შემდეგ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯო. - უფრო მკაცრად როგორ? უნდა მაწამოთ? - ირონია არ დამიშურებია. - არა. დაქალების გარეშე იქნები საკანში.. მარტო.. - არა, გთხოვთ, არ წაიყვანოთ! - ნინი წამოხტა, ქართულად ეხვეწებოდა, დანიელს ცხადია არაფერი ესმოდა… ან შეიძლება ესმოდა კიდეც.. არ ვიცი - დროზე, ლიზა! ჰო მართლა… გადაუთარგმნე შენს მეგობარს, რომ მას ზეგ გაუშვებენ საქართველოში. - და მე? მეც ზეგ წავალ? ჩვენ ერთად დაგვიჭირეს. - ვკითხე სწრაფად. - არა შენ კიდევ ერთი კვირა დარჩები დაუმორჩილებლობისთვის.. - იმ იდიოტს ეგონა, დამსაჯა, არადა, პირიქით, ერთი კვირით სიცოცხლე გამიხანგრძლივა. - რას ამბობს? - ნინი გაფაციცებით მიყურებდა. - შენ ზეგ გიშვებენ… მე ერთ კვირაში. - რატომ ასე ცალ-ცალკე? - ასე გადაწყვიტა ამ ნაბიჭვარმა, დამსაჯა თავისი ჭკუით. - უთხარი არ წაგიყვანოს ცალკე ოთახში, სთხოვე… - ვთხოვო? დავუჩოქო კიდეც? - გამეცინა მწარედ. - მის წინაშე თავს არ დავიმცირებ, ისედაც ხარობს ამით! ზედმეტ სიამოვნებას არ მივანიჭებ! ვერ ხედავ როგორ დაგვცინიან ხოლმე? - დანიელი ჩვენს საუბარს უსმენდა, თვალებში რაღაც უცნაური ელვარება ჰქონდა. არ ვიცი, გაიგო რამე თუ არა… მაგრამ გრძნობდა, რომ მასზე ვლაპარაკობდით..მკლავში ხელი ჩამჭიდა, ცალკე საკანში გადამიყვანა.. რკინის კარი დაიხურა..სრული სიჩუმე..ყველა საკანი ერთნაირი იყო — რკინის ორსართულიანი საწოლი, პატარა ფანჯარა, ცივი კედლები, მაგრამ ეს სიჩუმე სხვანაირი იყო. ახლა მარტო ვიყავი.. პარასკევი საღამო იყო..უკვე ორი დღე გასულიყო. გვანცას ლიზასა და ნინის შესახებ არაფერი გაეგო. მხოლოდ ერთი სიტყვა მოასწრო ლიზამ „დაგვიჭირეს“ და მას მერე სრული სიჩუმე..ბინა ჩუმი იყო, მაგრამ გვანცა ვერ ჩერდებოდა. წინ და უკან დადიოდა, ხელებს იმტვრევდა, ტელეფონს ათვალიერებდა ყოველ წუთში. - გვანცა, უკვე თავბრუ დამეხვა შენი წინ და უკან სიარულით! - უკმაყოფილოდ თქვა ანიმ. - რას შეცვლი ამით? შემარგე რა ერთი დასვენების დღე! - გვანცა გაჩერდა, ნელა შეტრიალდა მისკენ. - ანი… გოგოები დაიჭირეს. რა დასვენებაზე მელაპარაკები საერთოდ? იცი რამხელა პრობლემები დგას მათ უკან? - და მე რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა ანიმ. - პრობლემები ისედაც ყელამდე მაქვს. კარგად იცი აქ დალხენილი არავინ არის. მონობისთვის ჩამოვედით, თუ დაგავიწყდა? - ანი! ზღვარს გადადიხარ. თუ არ შეგიძლია რამე წესიერი თქვა, გაჩუმდი მაინც! ნეტა როგორ არიან… ნეტა ტანსაცმელი ან რამე არ სჭირდებათ რომ შევუგზავნო? - ანი დივანზე ჩამოჯდა, ტელეფონს დასწვდა. - იცი რა? უფალი დიდია, ზემოდან იხედება, ჩემო გვანცა. ორივეს ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ თავებზე. - გვანცას თვალები გაუფართოვდა. - ანუ რა გინდა თქვა? იმსახურებდნენ რომ დაიჭირეს? - არაფერს არ ვამბობ, უბრალოდ… შეგიძლია ლიზას დამსაქმებლის ნომერი მომცე? - რათ გინდა? - კარგი ოფისები ჰქონდა ლიზას. ისედაც სხვას მიიღებდნენ მის მაგივრად. იქნებ დარჩა ადგილი და სამსახური მომცენ. წარმოუდგენელია… ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ და შენ რაზე შეგტკივა გული? - ჩურჩულით თქვა გვანცამ - გვანცაა! - ხმა აუწია ანიმ. - ვინმეს რამეს ვართმევ? ადამიანი დაიჭირეს, ვეღარ დაბრუნდება. მემკვიდრეობით ხომ არ ჰქონდა ის სამსახურები მიღებული?! - არა! მაგრამ უადგილოა, ანი! ძალიან უადგილოა ახლა მისი სამსახურების დატაცება! - მკვეთრად უპასუხა გვანცამ. ქვედა საწოლზე ვიწექი, ოთხივე თავისუფალი იყო და ახლა უკვე არავინ მეუბნებოდა სად უნდა დამეძინა.. რკინის კონსტრუქცია ოდნავ ჭრიალებდა ყოველ მოძრაობაზე, სიჩუმე მძიმე იყო..უეცრად თვალებში ფანრის მკვეთრმა შუქმა შემომანათა. - საჭმელი მოგიტანე - კარს მიღმა იდგა. ლანგარზე რამდენიმე ნაჭერი პური, ბრინჯი და შნიცელი ეწყო. - არ მშია. - შიმშილობას იწყებ? პროტესტს აცხადებ? - გაეცინა. - უბრალოდ არ მშია. - რამდენიმე წამით მიყურებდა, მერე ნელა შემოვიდა, ფანარი ჩააქრო. - მართლა ასე ძალიან გინდა აქ დარჩენა? იმდენად, რომ მზად იყავი ნაგავში გეცურა? ამ დონეზე გიყვართ ფული ქართველებს? ფულის გამო ეშმაკსაც მიჰყიდით სულს - საწოლზე წამოვჯექი. - ფულში არ არის საქმე, შენ ვერ გაიგებ.. შენთვის ეს ქვეყანა სახლია. ჩემთვის გადარჩენის ერთადერთი შანსი. - თვალები ოდნავ მოჭუტა. - რას გააკეთებ იმისთვის, რომ აქ დარჩე? - ვერ გავიგე. - რას გააკეთებ? რამდენად შორს შეტოპავ? - მწარედ გამეცინა. - ვერ დაინახე რაც ვცადე? შენ რომ არა, ახლა მიზანზე მიღწეული მექნებოდა, ცოდვაში ჩადგი ფეხი ჩათვალე. - კარგი ერთი, თავს ნუ მაცოდებ. არტისტობა თქვენი უდიდესი ნიჭია. ყველა ასეა მოვლენ, ცრემლებს გადმოყრიან და თავს გვაცოდებენ - წამოვდექი, მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი. - რა პრობლემა გაქვს ქართველებთან? რა იყო, ქართველმა გული ხომ არ გატკინა? - მზერა გაეყინა. - არა, უბრალოდ არ მიყვარს ქართველები.. ხარბი და გაუმაძღარი ხალხი ხართ, თვალთმაქცები.. ფულის გამო ყველაფერზე მიდიხართ და თან თავი მსოფლიოში საუკეთესო ერად მიგაჩნიათ. - სისხლი ამიდუღდა. - კი არ მიგვაჩნია, ასეა! - ვუთხარი ნიშნისმოგებით, მას გაეცინა. - აი ნახე. - რა? ასე არ არის? სილამაზე გვაკლია? სილაღე? გონება? ნიჭი? ღვთისგან რჩეული ერი ვართ. თუმცა შენთან ღმერთზე საუბარს რა აზრი აქვს, იუდეველო - წარბი ასწია. - ღმერთო, როგორი პატრიოტი გოგონა ყოფილა, მაოცებ - ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის გალანძღვის უფლებას არავის მივცემ! კარგი და ცუდი ყველგანაა. არ ვიცი გული ვინ გატკინა, მაგრამ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ! - ახლა უკვე ძალიან ახლოს ვიდექით, მისი სუნთქვა თითქმის სახეზე მეხებოდა. - გეყოფა დემაგოგობა. გულის ტკენა არ სჭირდება სიმართლის დანახვას. შენს თავს შეხედე, ისტერიკები, თავის შეცოდება… და მერე გაქცევის გეგმა - ხმა ჩამიწყდა, მაგრამ უკან არ დავიხიე. - გისურვებ ჩემს დღეში ყოფნას. სხვა შემთხვევაში ვერ მიხვდები ჩემს გულში რა ხდება. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი, თვალებში ჩავხედე. იმ შავ თვალებში, რომლებიც ყოველთვის ცივი ჩანდა… მაგრამ ახლა უცნაურად ანათებდა, მან უკან გადადგა ნაბიჯი... - უკან გაიწიე, ნაგვის სუნი აგდის - ცხვირზე ხელი მოიჭირა და დამცინავი ღიმილით მითხრა - თუ არ მოგწონს, გაბრძანდი. - ნუ ჩქარობ, იქნებ დახმარებას გთავაზობ - შენ? მე დამეხმარო? რას იზამ, გამაპარებ აქედან? -ვნახოთ, ეს სამ რამეზეა დამოკიდებული, ლიზა. პირველი - როგორ მოიქცევი შენ. მეორე - უნდა გაგიმართლოს.. - რაში უნდა გამიმართლოს? - შენი გადაყვანის დღეს რომ მე შევძლო აეროპორტამდე წაგიყვანო.. როგორც წესი, პატიმრები იშაის გადაჰყავს. - გულისცემა გამიჩქარდა. - და მესამე? - გაეღიმა, ნელა, თითქმის სახიფათოდ.. თვალებში ეშმაკური ღიმილი ჩაუსაფრდა - მესამე ის, რომ გამართლების მიუხედავად… ამის გაკეთების ხასიათზე უნდა ვიყო! - შენი იმედი რანაირად უნდა მქონდეს? ან რანაირად უნდა გენდო?ღლაბუცობის და დაცინვის მეტს არაფერს აკეთებ! - ეს ჩემი პრობლემა არ არის, შენი გადასაწყვეტია დამიჯერებ და მენდობი თუ არა.. - თვალი ჩამიკრა და შეტრიალდა. - იდიორი შიმპანზე! - ჩავილაპარაკე ჩემთვის ხმამაღლა და საწოლში გადავეშვი.. მეორე დღეს დანიელის ცვლა დასრულდა, ახალი დაცვა მოვიდა და თითქოს ციხის ჰაერიც შეიცვალა.. ყველას მოუხსნეს სასჯელი, ეზოში გასვლის უფლება ისევ მოგვცეს. მეც ცალკე საკნიდან გამომიყვანეს და ძველ საკანში დამაბრუნეს, ნინი რომ დავინახე, უცებ მივხვდი ყველაზე მძიმე სასჯელი მარტოობა იყო. - ღმერთო, ვერ ვიჯერებ… ორ დღეში სამშობლოში ვიქნები… - თქვა ჩუმად ნინიმ, მის ხმაში სიხარულზე მეტი შიში იყო. - რა უნდა გავაკეთოთ იქ, ლიზა? - ისევ ჩამოვალთ, ნინი… - ვუპასუხე ისე, თითქოს საკუთარ თავსაც ვაჯერებდი. - ამბობენ ომი იწყება მალე… - ჩაერთო მარინა დეიდა. - ახლა ყველაფერი კიდევ უფრო გამკაცრდება.. - ომი..ისრაელში ეს სიტყვა ისეთი ჩვეულებრივი იყო, როგორც ამინდის პროგნოზი. ცაზე ათობით ბომბი ფეიერვერკივით ჩნდებოდა, სირენები გამაყრუებლად კიოდა, ხალხი ბუნკერებში გარბოდა…როცა ბომბებს ჰაერში გაანეიტრალებდნენ რამდენიმე წუთში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. - სასაცილოა… - ჩავილაპარაკე მწარედ. - ომში დარჩენას რომ ინატრებ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. - შვილო, რატომ გეშინია ასე დაბრუნების? ვალები გაქვს? - არა… პირადი პრობლემებია. - და მერე რატომ უნდა მოგკლან? - არასწორი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი ადრე… და ეს გარემოცვა არ პატიობს.. - სიჩუმე ჩამოვარდა..მეორე დღეს დილით ნინის წასვლის ფორმალობები დაიწყო, ადრიანად მოაკითხა ოფიცერმა იშაიმ, ნინის სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ერთდროულად შვებასაც გრძნობდა და შიშსაც. ჩავეხუტე, ძლიერად. - მიყვარხარ, ლიზა… - ჩამჩურჩულა. - გელოდები. როცა ჩამოხვალ, აეროპორტში დაგხვდები და ჩემთან წამოხვალ. - მეც მიყვარხარ, ჩემო ლამაზო, ვნახოთ.. ალბათ სასტუმროში გავჩერდები. - არავითარ შემთხვევაში! ჩემთან წამოხვალ! - გამიღიმა ცრემლიანი თვალებით - უკაცრავად… - იშაის მივმართე. - ჩემი რეისი ზუსტად როდის არის? - კვირას. ღამის თერთმეტზე თბილისის ფრენა, საღამოს გადაგიყვანთ.. - ხუთი დღე..ხუთი უსასრულო დღე..ოფიცერმა იშაიმ მკლავში ჩასჭიდა ნიმის ხელი და წაიყვანა.. კარის დახურვის ხმამ მთელი საკანი შეარხია. მაშინ პირველად ვიგრძენი, რა არის ნამდვილი მარტოობა..მარინა დეიდაც ორ დღეში გაუშვეს.. დარჩა სიცარიელე, დარჩა ოთხი საწოლი და ერთი ადამიანი - მე..რომელი უფრო სატანჯველი იყო, ციხის მარტოობა თუ იმის ცოდნა, რომ სამშობლოში დაბრუნება სიკვდილს ნიშნავდა? დრო წიგნებმა გამატარებინა. ციხის ბიბლიოთეკის მტვრიანი ინგლისური რომანები ჩემი ერთადერთი თავშესაფარი გახდა.. ასევე მალე ფილიპინელებთან შემასახლეს საკანში, სხვათა შორის ძალიან თბილი ხალხი ყოფილან.. თავიანთ ქვეყანაშიც კი დამპატიჟეს.. დანიელი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ამ დღეებში, შაბათს.. იმედი წინასწარ გადამეწურა, რადგან სავარაუდოდ კვირას შუადღემდე იქნებოდა მორიგე.. თუმცა მისი იმედი დიდად მაინც არ მქონდა..კვირას საღამოს ყველაფერი ძალიან სწრაფად დაიწყო, ფორმალობები.. ხელმოწერები.. კარადიდან ნივთების დაბრუნება, ტანსაცმელი გამოვიცვალე, თმა დავივარცხნე. სუნამო შევისხი, ალუბლის ტკბილი, სურნელი ჰაერში გაიფანტა.. გარეთ გამომიყვანეს. გისოსებიან მანქანაში ჩამსვეს.. - ტელეფონი შეიძლება ჩავრთო? - აეროპორტში, ჯერ მოითმინე.. მოვწევ და წავიდეთ - შეიძლება მეც მოვწიო? - იშაიმ სიგარეტი მომაწოდა, სამი დღის შემდეგ პირველად მოვწიე.. ნიკოტინი სისხლში ჩამეღვარა და ცოტა დამამშვიდა..უცებ ხმა გავიგონე. - დანი, ისევ აქ ხარ? მეგონა ცვლა დაასრულე - გული გამიჩერდა. - მეგობართან ვიყავი, ჩანთა დამრჩა. ჩვენი კრასავიცა მიგყავს? - მე შევუბღვირე, მან ირონიულად გამიღიმა. - თუ გინდა მე გადავიყვან აეროპორტამდე, მაინც იქეთ მივდივარ. - იშაიმ მხრები აიჩეჩა. - რა ხდება აეროპორტში? - ჩემი მეგობრები ჩამოდიან და უნდა დავხვდე - კარგი წაიყვანე მაშინ, მე სახლში წავალ, ეს ბოლოა.. - ჩემი პასპორტი და ბილეთი გადასცა, უკანა კარი გაიღო. გისოსებს ხელი შევახე.. ცივი იყო. მანქანა დაიძრა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით.. ციხის უზარმაზარ ტერიტორიას ძლივს გავცდით.. - თითები მეყინებოდა.. გულში იმედის ნაპერწკალი ჩამეღვარა მაინც.. მისი სიტყვები მახსენდებოდა და მიმეორდებოდა თავში "უნდა გაგიმართლოს რომ მე გადაგიყვანო ციხიდან".. იქნებ მართლა გამიმართლა.. არვიცი უნდა მქონოდა თუ არა იმ ადამიანისგან რაიმეს იმედი რომელიც ირონიით და დაცინვით მიყურებდა.. საუბარი მან დაიწყო. - აბა ქართველო, მზად ხარ? ორი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდე. - რა გაეწყობა… თუ სხვა გზა არ არის.. თუმცა მგონია, რომ სხვა გზის გამონახვა შეგვიძლია - მან სარკიდან თვალებში შემომხედა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.. - მოდი პირდაპირ გეტყვი. ოცი ათასი გაქვს? - გაგიჟდი? ძალიან ბევრია! - მაშინ წავედით თბილისში - გული ჩამწყდა.. - კარგი… მისმინე, ოცი არ მაქვს. შემიძლია ახლა თოთხმეტი მოგცე და დანარჩენი მოგვიანებით.. მეტი მართლა არ მაქვს - რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. - კარგი. იყოს თოთხმეტი. - ხმადაბლა თქვა. - იცოდე, ცხოვრებაში არასდროს არავის დავხმარებივარ. მაგრამ შენ… ერთადერთი ხარ, ვისი დახმარების სურვილიც გამიჩნდა. ეს ჩვენს შორის რჩება. ვინმემ რომ გკითხოს, იტყვი რომ თვითმფრინავში აგიყვანე და ბორტგამცილებლებს გამოეპარე. - ვერავინ გაიგებს. - და კიდევ, ქუჩაში თუ შეგხვდი, თვალს ვერ დავხუჭავ. იძულებული ვიქნები დაგიჭირო. ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს არ ვიცნობთ. - ნუ ღელავ, მე მოგერიდები რომ არ დამიჭირო.. - შევთანხმდით, მაშინ წავედით.. - შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი მართლა ჩემს თავს ხდებოდა.. გული საგულედან ამოვარდნას მქონდა.. - სუნამოს არ მაჩუქებ? შენგან სახსოვრად დავიტოვებ - შენი იყოს - გისოსებში გავუწოდე, თავი მოაძრო და მისი სურნელი შეიგრძნო - ღმერთო, საოცრებაა.. - გამეღიმა.. - სად დამტოვებ? - მოითმინე - მოთმენა ძნელი იყო.. მთელი სხეული მიკანკალებდა.. ემოციებში ვიყავი, მაგრამ უცებ ცივმა ოფლმა დამასხა.. სახეზე გავწითლდი, როცა გავაანალიზე რომ მანქანა აეროპორტს მიუახლობდა.. - მისმინე.. აქ რატომ მოვედოთ? - ვიკითხე აკანკალებული ხმით - დაწყანრდი, ასეა საჭირო - რას ნიშნავს..ასეა საჭირო, შენ ხომ დამპირდი.. აქ რატომ მომიყვანე? - გისოსებს ჩავებღაუჭე - დამშვიდდი! დამაცადე! ისტერიკაში ნუ ხარ - ველოდებოდი რას გააკეთებდა.. ეს ამბავი ძალიან არ მომწონდა, ადამიანი რომელიც დახმარებას დამპირდა აეროპორტში რატომ მომიყვანდა..თავს ძალა დავატანე დავწყნარებულიყავი.. მანქანა თვითმფრინავების ასაფრენ ზოლზე გადავიდა, პირდაპირ Georgian Airways-ის თვითმფრინავთან გაჩერდა. თვალები დავხუჭე.. - შენ მე მომატყუე… იმედი მომეცი… და მომატყუე… - მან ნელა მოატრიალა თავი და ცინიკური ღიმილით გამიღიმა - ლამაზო… მე შემიძლია წამში აქედან გაგიყვანო და ჩვეულ ცხოვრებას დაგაბრუნო, მაგრამ ასევე შემიძლია შენი ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე გაგაცილო. მთლიანად ჩემს ხელში ხარ - სისხლი გამეყინა. - მაგრამ მინდა დაგეხმარო -გააგრძელა მშვიდად. - ახლა რეალობის წინაშე დგახარ. აირჩიე დარჩები თუ წახვალ? - რატომ მეთამაშები? მშვენივრად იცი, რომ წასვლა არ მინდა! - ისევ სარკიდან გამომხედა, გაიღიმა, თეთრი კბილები გამოუჩნდა - მაშინ ამ საქმეს ფული არ ეყოფა. - ვერ გავიგე?! - სხვა რაღაცის დამატებაც იქნება საჭირო. მხოლოდ ფული საკმარისი არ არის. რას შემომთავაზებ, ლიზა? გააკეთე არჩევანი საკუთარ ღირსებასა და გადარჩენას შორის.. თოთხმეტი ათასი და ერთი ღამე ჩემთან, რას იტყვი?.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



